რუაძე ნიკოლოზი მღვდელმონაზონი, მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 23
საპატრიარქოს უწყებანი N 14 22-28აპრილი 2004წ გვ.11
ხელდასმა
28 მარტს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი ჯვრის მონასტრის ბ ე რ დ ი ა კ ო ნ გრიგოლს (ქოჩიაშვილი) და დიაკვნად დაასხა ხელი ჯვრის მონასტრის ბერ ნიკოლოზს (რუაძე).
საპატრიარქოს უწყებანი N18 11-17მაისი 2006წ გვ.8
7 მაისს ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი ჯვრის მონასტრის ბერდიაკონ ნიკოლოზს (რუაძე).
საპატრიარქოს უწყებანი N8 23-29თებერვალი 2012წ გვ.6
დაჯილდოება
15 თებერვალს, მირქმის დღსასწაულზე, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზი (რუაძე) ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით დააჯილდოვა.