სამხარაძე ნერსე მღვდელ მონაზონი, მღვდელი გლდანულას ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი, ნათლია. თბილისი, 2012. N2(25), გვ.24-25, პრობლემატური საკითხი
საპატრიარქოს უწყებანი N39 13-19 დეკემბერი გვ. 8
11 დეკემბერს თბილისის თაბორის მთაზე მდებარე ფერისცვალების მამათა მონასტერში, მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ბართლომემ (ფიცხალაიშვილი) ბერად აღკვეცა: მარტყოფის ყოველთა წმინდანთა სახელობის, მამათა მონასტრის მორჩილები: ექვთიმე ნაცვლიშვილი — სახელად ეწოდა თორნიკე, თორნიკე სამხარაძე — სახელად ეწოდა ნერსე; თაბორის ფერისცვალების მამათა მონასტრის მორჩილები: იოანე ჩაჩუა — სახელად ეწოდა აბო, გიორგი ბუდულაშვილი — სახელად ეწოდა ლუკიანე; მცხეთის წმინდა გიორგის სახე- ლობის მამათა მონასტრის მორჩილი: გიორგი გიორგაძე — სახელად ეწოდა ონოფრე.
საპატრიარქოს უწყებანი N10 19-25მარტი 2009წ გვ.8
15 მარტს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ცურტავის ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელმა) დიაკვნად აკურთხა ბერი ნერსე (სამხარაძე). ბერ-დიაკონი ნერსე კოჯორში იმსახურებს.
საპატრიარქოს უწყებანი N4 27იანვარი-2თებერვალი 2011წ გვ.6
20 იანვარს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა გლდანულას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერი. მონასტრის წინამძღვრად მღვდელ-მონაზონი ნერსე (სამხარაძე) დაინიშნა.
საპატრიარქოს უწყებანი N13 29მარტი-4აპრილი 2012წ გვ.11
დაჯილდოება
25მარტს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით დააჯილდოვა მღვდელ-მონაზონი ნერსე (სამხარაძე).
დაჯილდოება
13 სექტემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სასულიერო პირები: არქიმანდრიტის წოდება: სოფ. გლდანულას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი ნერსე (სამხარაძე);