
უროტაძე ნეოფიტე მღვდელმონაზონი, ვახტანგისის წმ.ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტერი, მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 23  ფოტო
საპატრიარქოს უწყებანი N42 23-29ნოემბერი 2006წ გვ.7
ხელდასხმა
19 ნოემბერს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი წალკის რაიონის სოფელ გუნიაკალას, წმინდა კონსტანტინესა და ელენეს სახელობის მამათა მონას-ტრის ბერდიაკონ მატათას (ტყემალაძე), ხოლო გარდაბნის რაიონის ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის ბერი ნეოფიტე (უროტაძე) ბერდიაკვნად აკურთხა.
საპატრიარქოს უწყებანი N5 15-21 თებერვალი 2007წ გვ. 7
11 თებერვალს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკონ ნეოფიტეს (უროტაძე) მღვდლად დაასხა ხელი. მღვდელ-მონაზონი ნეოფიტე კოჯრის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში იმსახურებს.
საპატრიარქოს უწყებანი N27 17-30სექტემბერი 2009წ გვ.5
ტაძრის კურთხევა
8 სექტემბერს გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ახალაშენებული ტაძარი აკურთვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე). იმავე დღეს ტაძარს ეწვია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და აღავლინა სავედრებელი პარაკლისი. ტაძარში იმსახურებს მღვდელ-მონაზონი ნეოფიტე (უროტაძე).
საპატრიარქოს უწყებანი N9 7-13 მარტი 2010წ გვ. 7
დაჯილდოება
7 მარტს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით: მღვდელი მელქისედეკ ხვედელიძე მღვდელი თადეოზ გაბუნია მღვდელი ლევან მათეშვილი მღვდელი კახაბერ შურღაია მღვდელი დავით დელიბაშვილი ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით: მღვდელ-მონაზონი აარონი (კაპანაძე), მღვდელ-მონაზონი ნეოფიტე (უროტაძე).