უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, 2006 წელს, შიოლაშვილების ისტორიულ სახლში მონასტერი დაფუძნდა, ხოლო პატრიარქის ძმისწულის, გიორგი შიოლაშვილის მიერ გათხრილ საძირკველზე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი აშენდა. ტაძრის კურთხევისას მისმა უწმინდესობამ მონასტერს აჩუქა ღვთისმშობლის ხატი და ვერცხლის ორი ჭიქა ლანგრითურთ მშობლების სახელზე. მონასტერს წინამძღვრობდა არქიმანდრიტი ბართლომე (ფირცხალაშვილი), ამჟამად მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი ანტონი(ფიჩხაია), აქ ერთხანს კეთილმოწესე გახლდათ იღუმენი ლუკა (ფალავანდიშვილი). ღვთის შეწევნით და მღვდელმონაზონ მამა სამუელის (ზედგინიძე) ძალისხმევით, მონასტერი კეთილმოეწყო და სამონასტრო ცხოვრება გრძელდება.