ჩახნაშვილი პაატა ანზორის ძე (7 აპრილი 1963-16 დეკემბერი 1992) 11 ბრიგადის N114 ბატალიონის ზემდეგი გარდაიცვალა ლაბრასთან ბრძოლაში
ცხვოვრობდა რუსთავში
პაატა ანზორის ძე ჩახნაშვილი, დაბადებული 1963 წლის 7 აპრილს სიღწაღის რაიონის სოფელ მაშნაარში, განათლება საშუალო, ცოლშვილიანი.
1992 წელს მოხალისედ შევიდა 114-ე ბატალიონ „ავაზაში“, წავიდა. საბრძოლველად აფხაზეთში საქართველოს მიწა-წყლის დასაცავად. 1992 წლის 16 დეკემბერს სოფელ ტამიშთან, მტერთან შეტაკებას დროს პაატამ და მისმა ორმა თანამებრძოლმა, ტყვედ რომ არ ჩავარდნილიყვნენ, ხელყუმბარით თავი აიფეთქეს. გმირულად მოიხადა თავისი მხედრული ვალი სამშობლოს წინაშე. დაობლდნენ 4 წლის ანზორი და 7 წლის თამარი, დარჩა მისი აცრემლებული ოჯახი, მეუღლე – ქალბატონი დოდო მინდიაშვილი, ეს ისედაც გამწარებული ქალი, რომლის ძმაც მერაბ მინდიაშვილი ცოცხლად დასწვეს ოსმა ექსტრემისტებმა. დოდოს სულ რაღაც ორ წელიწადში ორი საყვარელი ადამიანის მეუღლისა და ძმის დატირება და გლოვა მოუხდა.
გაიზრდებიან პატარები და იამაყებენ თავიანთი მამითა და ბიძით, რომლებიც სამშობლოსა და მათი ბედნიერი ცხოვრების მომავალს შეეწირნენ.
პაატა ჩახნაშვილი დაკრძალულია სიღნაღის რაიონის სოფელ მაშნაარში.