ქოჩიაშვილი გრიგოლი მღვდელმონაზონი, მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 22
საპატრიარქოს უწყებანი N 14 22-28აპრილი 2004წ გვ.11
ხელდასმა
28 მარტს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი ჯვრის მონასტრის ბ ე რ დ ი ა კ ო ნ გრიგოლს (ქოჩიაშვილი) და დიაკვნად დაასხა ხელი ჯვრის მონასტრის ბერ ნიკოლოზს (რუაძე).
საპატრიარქოს უწყებანი N8 4-6მარტი 2010წ  გვ. 11
დაჯილდოვება
28 თებერვალს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისათვის დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: მიტრით — წმინდა პანტელეიმონ მკურნალის საელობის ეკლესიის (ვერის სასაფლაო) მღვდელმსახური, დეკანოზი დავით ხიმშიაშვილი, თემქის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი კობაიძე; გამშვენებული ჯვრით − საბურთალოს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ გოგოლაძე, ბახტრიონის ჯვართამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე; ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — მცხეთის წმინდა ჯვრის სახელობის მამათა მონასტრის საძმოს წევრი, მღვდელ-მონაზონი გრიგოლი (ქოჩიაშვილი).
დაჯილდოება
16 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულზე, ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა დააჯილდოვა შემდეგი მღვდელმსახურნი:
ბოდბის ეპარქიის მღვდელმსახურებს, იღუმენ გრიგოლს (ქოჩიაშვილი) და იღუმენ პავლეს (ქებულაძე) მიანიჭა არქიმადრიტის წოდება და მიტრით დააჯილდოვა;