ქშუტაშვილი ალექსი (მღვდელი). საპატრიარქოს უწყებანი. - 2010. - 22 ივლისი - 4 აგვისტო. სხვა წყარო ვიდეო ქრონოგრაფი" მოძღვარი - დეკანოზი 2022წ.
ქშუტაშვილი ალექსი (ჯამბული) დეკანოზი, დაბ. რუსთავი 1973წ. მთაწმიდის წმიდა ნინოს სახელობის ეკლესია 2022 წლის მდგომარეობით
საპატრიარქოს უწყებანი N35 19-25ნოემბერი 2009წ გვ.6
8 ნოემბერს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიისა და საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის საეკლესიო სამართლის პედაგოგი, ალექსი ქშუტაშვილი. დიაკონი ალექსი თბილისის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
საპატრიარქოს უწყებანი N25 22ივლისი -4 აგვისტო 2010წ გვ. 7
ხელდასხმა
11 ივლისს ბოლნისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ბოლელმა ეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) მღვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვანს ალექსი ქშუტაშვილს. მღვდელი ალექსი თბილისის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის (ჩიტაძის ქუჩა) მღვდელმსახურად დაინიშნა.
საპატრიარქოს უწყებანი N41 10-16დეკემბერი 2015წ გვ.3
დაჯილდოება
7 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი მღვდელმსახურნი:
მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი აღიყვანა დეკანოზის ხარისხში და დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით;