ჩადუნაშვილი გელა (დიაკონი). საპატრიარქოს უწყებანი. - 2009. - 19-25 ნოემბერი.
8 ნოემბერს ნინოწმიდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმიდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა გელა ჩადუნაშვილი. დიაკონი გელა თბილისის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
საპატრიარქოს უწყებანი N40 20-27 დეკემბერი 2011წ გვ.7
დაჯილდოება
18 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება. მიტრით: ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის (ნუცუბიძის II მ/რ.) წინამძღვარი, დეკანოზი ანდრია თოდაძე; გამშვენებული ჯვრით: დიღმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი გელა ჩადუნაშვილი; დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი მერაბ დეკანოსიძე; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით: დიდი დიღმის წმინდა ასი ათასი მოწამის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი არჩილ გვიმრაძე; ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის (ნუცუბიძის II მ/რ.) მღვდელმსახური, მღვდელი ლევან მერაბიშვილი.