ჩანტლაძე გიორგი (მღვდელი); საპატრიარქოს უწყებანი.  2013. - 28 მარტი - 4 აპრილი.
საპატრიარქოს უწყებანი N15 14-20აპრილი 2011წ გვ.5
ხელდასხმა
3 აპრილს გარდაბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი)დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული გიორგი ჩანტლაძე. დიაკონი გიორგი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
ხელდასხმა
23 მარტს თელეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკონ გიორგი ჩანტლაძეს, ხოლო დიაკვნად აკურთხა ძალაანთხევის წმინდა ბასილის დიდის სახელობის მამათა მონასტრის ბერი ისააკი (სიორიძე). მღვდელი გიორგი ვაშლიჯვრის ჯვართამაღლების სახელობის ეკლესიაში იმსახურებს. ბერ-დიაკონი ისააკი ძალაანთხეეიიი მამათა მონასტრის ღვთისმსახურად დაინიშნა.
დაჯილდოება
28 აგვისტოს თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება:
ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; ვაშლიჯვრის ჯვართამალლების სახ. ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი ჩანტლაძე.