
ჭილაშვილი გიორგი მღვდელი, ვაზისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი 2007წ
საპატრიარქოს უწყებანი N8 24თებერვალი-3 მარტი 2005წ გვ.7
ხელდასხმა
20 თებერვალს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულს. დიაკვან დავით ქალებაშვილს და დიაკვნად აკურთხა სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული, გიორგი ჭილაშვილი.
საპატრიარქოს უწყებანი N18 11-17მაისი 2006წ გვ.8
ხელდასხმა
6 მაისს ქაშვეთის, წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა ილია II მღვდლად დაასხა ხელი სამების საპატრიარქო ტაძრის დიაკონ გიორგი ჭილაშვილს.