საპატრიარქოს უწყებანი N18 12-19მაისი 2011წ გვ.8
სამონაზვნედ კურთხევა
16 აპრილს ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა  იოსებმა (კიკვაძე) სამონაზვნედ აკურთხა ოზურგეთის სამღვდელმთავრო რეზიდენციასთან არსებული წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მორჩილი მაგდა ჭკუასელი და სახელად მართა უწოდა. 
საპატრიარქოს უწყებანი N17 3-9 მაისი 2012წ გვ.8
აღკვეცა
14 აპრილს ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) შეასრულა მონაზვნად აღკვეცის წესი: ოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის სამღვდელმთავრო რეზიდენციის დედათა მონასტრის სამონაზვნე მართა ჭკუასელი -– სახელად ეწოდა ბარბარე; ერკეთის დედათა მონასტრის წევრები: სამონაზვნე თეოდორა შევარდნაძე –– სახელად ეწოდა ნინო, სამონაზვნე თეოდორა ანანიძე -– სახელად ეწოდა ემილია, სამონაზვნე ბარბარე ჯიშკარიანი –- სახელად ეწოდა ნატალია, სამონაზვნე მარიამი გორგოშიძე –სახელად ეწოდა ნანა. სამონაზვნეებად იკურთხნენ ერკეთის დედათა მონასტრის წევრები: მორჩილი ხათუნა მეტრეველი – სახელად ეწოდა ნანა, მორჩილი თეონა ყარეჯიშვილი –– სახელად ეწოდა თეოდორა, მორჩილი ელენე რამიშვილი -- სახელად ეწოდა ელენე, მორჩილი თამარ გელანტია –- სახელად ეწოდა თამარი და ჩოხატაურის წმინდა იოაკიმ და ანას სახელობის სამღვდელმთავრო რეზიდენციის დედათა მონასტრის მორჩილი მართა მჭედლიშვილი -–– სახელად ეწოდა მართა.