ხვედელიძე მელქისედეკი მღვდელი, ორხევის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი 2008წ. სხვა წყარო დაჯილდოვდა ოქროს ჯვარი, საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2010. 9-15 დეკემბერი, N41(569), გვ.8
ხვედელიძე მელქისედეკი მღვდელი, ორხევის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი 2008წ.საპატრიარქოს უწყებანი N9 7-13 მარტი 2010წ გვ. 7
დაჯილდოება
7 მარტს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით: მღვდელი მელქისედეკ ხვედელიძე მღვდელი თადეოზ გაბუნია მღვდელი ლევან მათეშვილი მღვდელი კახაბერ შურღაია მღვდელი დავით დელიბაშვილი ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით: მღვდელ-მონაზონი აარონი (კაპანაძე), მღვდელ-მონაზონი ნეოფიტე (უროტაძე).
საპატრიარქოს უწყებანი N41 9-15 დეკემბერი 2010წ გვ. 8
დაჯილდოება
5 დეკემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება: მეორე გამშვენებული ჯვრით — მეტეხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი მელიქიძე; არქიმანდრიტის წოდებით — მისაქციელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, იღუმენი გაბრიელი (ოდიშელიძე); გამშვენებული ჯვრით — ორხევის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი მელქისედეკ ხვედელიძე; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — საბურთალოს წმინდა ანტონ მარტყოფელის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი ილია მაღლაფერიძე.
დაჯილდოება
12 ოქტომბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება: მიტრით -–- წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის (ორხევი) წინამძღვარი, დეკანოზი მელქისედეკ ხვედელიძე; გამშვენებული ჯვრით -– წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიის (რესპუბლიკური საავადმყოფო) წინამძღვარი, დეკანოზი დავით შენგელია; ამავე ტაძრის მღვდელმსახური, იღუმენი ამბროსი (მაისურაძე); წმინდა გიორგის სა– ხელობის ეკლესიის (გლდანი, უშიშროების აკადემია) წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი სამსონიძე; ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით -– მცხეთის წმინდა ჯვრის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმსახური, მღვდელ-მონაზონი გიორგი (ყუბანეიშვილი).