ხოსიტაშვილი გრიგოლი ბერდიაკონი, დიდ სქემაში აღკვეცა 02 იანვარი 2024წ. ბოლნისის ელიას მთის წმინდა მოციქულთა თავთა, პეტრე და პავლეს სახელობის მამათა მონასტერში, 2024 წლის 2 იანვარს, ბოლნისის მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) ბოლნისის ელიას მთის წმინდა მოციქულთა თავთა, პეტრე და პავლეს სახელობის მამათა მონასტერში, დიდ სქემაში აღკვეცა ბერდიაკონი გრიგოლი (ხოსიტაშვილი).
დიდსქემოსანი ბერდიაკონი გრიგოლი ამავე მონასტერში იმსახურებს.

2024 წლის 7 იანვარს, ქრისტეშობის დღესასწაულზე ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძემ), ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში სქემ მღვდელ- მონაზვნად ხელი დაასხა სქემ ბერ- დიაკონ გრიგოლ (ხოსიტაშვილს), რომელიც იმსახურებს ბოლნისის ელიას მთის წმ. პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერში, ასევე მორჩილის კაბით შემოსა სტიქაროსანი გიორგი (ჭეიშვილი)