
ხუბუკელაშვილი ზაბულონი არქიმანდრიტი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთის წმინდა მღვდელმთავარ გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, 2024წ. ფოტო
დაჯილდოება
7 ოქტომბერს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის დააჯილდოვა ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით: ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი მიქაელი (მეგენეიშვილი), მზიანის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი პეტრე (ანდღულაძე), უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მო- ნასტრის წინამძღვარი, იღუმენი მარკოზი (გურგენიძე). ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით: გრიგოლეთის წმინდა გრიგოლი ღვთისმეტყველის სახელობის მამათა მონასტრის წი-ნამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ზაბულონი (ხუბუკელაშვილი), შემოქმედის მაცხოვრის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ელიზბარი (ბაბუხადია), ლიხაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ეკლესიისა და აჭის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი მღვდელმონაზონი იოსები (ღლონტი). მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა: ოზურგეთის _ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ბასილი კვირჩილაძე და ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი სვიმონი სვანიძე. დეკანოზის წოდებით: ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი თომა სიხარულიძე და შუხუთის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი საბა ჟღენტი. ოქროს ჯვრით: სამების ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ჟღენტი და ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი ბესარიონ ლომინეიშვილი.
საპატრიარქოს უწყებანი N5 13-19 თებერვალი გვ. 9
ტაძრის კურთხევა
7 თებერვალს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) სოფელ გრიგოლეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიააკურთხა . ტაძრის წინამძღვრად იღუმენი ზაბულონი (ხუბუკელაშვილი) დაინიშნა.