ხელდასხმა
10 მარტს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკონ მიქაელ ალანიას, ხოლო დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი ირაკლი კენკებაშვილი. მღვდელი მიქაელი თბილისის წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს. დიაკონი ირაკლი ნაძალადევის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.

დაჯილდოება
28 თებერვალს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა თბილისის ნაძალადევის ყოვლადწმინდა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურნი:
მიტრით დეკანოზი ფარნაოზ კობიაშვილი და დეკანოზი ზაზა კირვალიძე;
ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით  მღვდელი ირაკლი კენკებაშვილი და მღვდელი გაბრიელ ასათიანი.

კენკებაშვილი ირაკლი დეკანოზი მოღვწ. ნაძალადევი ყოვლადწმიდა ივერიის ღვთიმშობლის ხატის ეკლესია 2024წ. მდგომარეობით