სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12290

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ამბროლაძე  გიორგი დ. 1961წ. მსახურობს რუსთავის წმ. 13 ასურელი მამის სახელობის ეკლესიაში. დაბ. თერჯოლა. ამბროლაძე  გიორგი დ. 1961წ. მსახურობს რუსთავის წმ. 13 ასურელი მამის სახელობის ეკლესიაში. დაბ. თერჯოლა.
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ამბროლაძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

53       ბეჭდვა

ამბროლაძე გიორგი დ. 1961წ. მსახურობს რუსთავის წმ. 13 ასურელი მამის სახელობის ეკლესიაში. დაბ. თერჯოლა.


დეკანოზი გიორგი

ერისკაცობაში: გიორგი ამბროლაძე

დაიბადა: 25. 05. 1961 წ. თერჯოლაში.

მღვდლად იკურთხა: 19. 01. 1989 წ.

დეკანოზის ხარისხში აყვანა: 1994 წ. 

ვრცლად: დეკანოზი გიორგი (ერისკაცობაში იური 

ნოეს-ძე ამბროლაძე) დაიბადა 1951 წლის 25 მაისს, თერჯოლის რაიონის სოფ.გოლოვანში.

მშობლები: მამა _ ნოე ამბროლაძე, პროფესიით ექიმი.

დედა _ თამარ ხოსიაშვილი, პროფესიით ექთანი.

მოინათლა 1961 წელს. 1979 წელს დაამთავრა თერჯოლის რაიონის სოფ. გოდოვანის სკოლა. 

1982 წელს გახდა სტიქაროსანი მცხეთის სამთავროს 

დედათა მონასტერში, მამა გაბრიელის მოღვაწეობის დროს. 1983-86 წ.წ. სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში.

მეუღლე _ თამარი ფარჯანიძე, პროფესიით პედაგოგი.

1989 წ. 19 იანვარს იკურთხა მღვდლად, ბათუმის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში.

1994 წელს აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში, ჩოხატაურის რაიონის ერკეთის მონასტერში, მეუფე კონსტანტინეს ხელდასხმით.

1995 წლიდან, 14 წლის მანძილზე, მოღვაწეობდა რუსეთის ფედერაციაში, ქ. სოჭში, ხელმძღვანელობდა წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის მშენებლობას, იყო ამავე ეკლესიის მოძღვარი.

2008 წლის 4 აგვისტოს შემდეგ საქართველოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაბრუნდა საქართველოში, რუსთავის ეპარქიაში. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ თან ახლდა უწმინდესს შინდისში დაჭრილი და გარდაცვლილი მეომრების გადმოყვანისას.

2009-2010 წ.წ. იმსახურა წმ. 13 ასურელი მამის სახელობის ეკლესიაში.

2010-2011 წ.წ. იმსახურა ქ. რუსთავის მე-19 მკ/რ-ის 

ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ეკლესიაში.

2011-2015 წ.წ. მსახურობდა ღვთისმშობლის სახელობის სიონის ეკლესიაში.

2015 წლიდან დღემდე მსახურობს წმ. 13 ასურელი მამის სახელობის ეკლესიაში.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.05.2024
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0




ამბროლაძე - გვარის 4 ღვთისმსახური

1 0

გიორგი ამბროლაძე დ.2000წ. ახალგ. მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდი ქუთაისი

1 0

3 2 0