სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
რუსეთში მოღვაწე პოლიტიკოსები
ისარლიშვილი (ისარლოვი), ლუკა (1817-1893) დუმის სახალხო მრჩეველი ისარლიშვილი (ისარლოვი), ლუკა (1817-1893) დუმის სახალხო მრჩეველი
ბმულის კოპირება

რუსეთში მოღვაწე პოლიტიკოსები

გვარი ისარლიშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

78       ბეჭდვა

ისარლიშვილი (ისარლოვი), ლუკა (1817-1893) დუმის სახალხო მრჩეველი

ისარლიშვილი (ისარლოვი), ლუკა (1817-11 სექტემბერი 1893) სახალხო მრჩეველი, გენერალ ისარლიშვილი (ისარლოვი) იოსებ ლუკას ძე (1862_1915 შემდ.), გენერალ-მაიორი (1914); მამა 


http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/189107

http://www.opentextnn.ru/censorship/russia/dorev/persona/cenzory/index.html@id=328



ისარლიშვილებიისარლოვები — წარჩინებულ ქართველ კათოლიკეთა საგვარეულო, წარმოშობით მესხეთიდან.

ზაქარია ჭიჭინაძის ცნობით, ისარლიშვილების გვარი ხურსისძეთა განშტოება იყო. ოსმალთა ბატონობის პერიოდში ახალციხელმა ისარლიშვილებმა კათოლიკობა მიიღეს. გვარი „ისარლიშვილი“ ტრადიციული სახელოს, „ციხისთავის“ თურქული თარგმანიდან („ისარ-ლი აღასი“) მომდინარეობს. XVIII საუკუნის II ნახევრიდან ისარლიშვილების ნაწილი თბილისში გადმოსახლდა (XIX საუკუნის მიწურულს მათ ეკუთვნოდა სახლი ახლანდ. რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე № 51.[1]). ჰქონდათ აზნაურობა. აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობებში ოსმალეთთან, სპარსეთთან და ინდოეთთან. ლუკა ისარლიშვილი მეფე ერეკლე II-ის ნდობით აღჭურვილი პირი იყო და სპარსეთში მისიით მყოფი გარდაიცვალა 1793 წელს. მისი შვილი გრიგოლი (გ. 1828) 1790-იანი წლების ბოლოს ინდოეთში დამკვირდა და დიდძალი ქონება დააგროვა. თბილისელი ისარლიშვილებიდან იყო XIX საუკუნის რამდენიმე ცნობილი საზოგადო და სამხედრო მოღვაწე, მ. შ. ცენზორი და ჟურნალისტი ლუკა ისარლიშვილი, გენერალ-მაიორი იოსებ ისარლიშვილი, პუბლიცისტი რაფიელ ისარლიშვილი და სხვ. „რუსეთის იმპერიის თავადაზნაურობის საგვარეულოთა გერბების საერთო კრებულის“ მე-16 ნაწილში (1901) შეტანილია ისარლოვების ოფიციალურად დამტკიცებული გერბი


https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 16.05.2024
სულ რედაქტირებულია 2




იოსებ ისარლიშვილი (ისარლოვი) ლუკას ძე (1862-1915 შემდ.) რუსეთის გენერალი

3 0