სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
5.10 დავით II (იმამ-ყული ხანი) ერეკლე I-ის ძე, 1709 -1722 წწ. კახეთის მეფე. მოღვაწეობდა თელავში. 5.10 დავით II (იმამ-ყული ხანი) ერეკლე I-ის ძე, 1709 -1722 წწ. კახეთის მეფე. მოღვაწეობდა თელავში.
ბმულის კოპირება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

19       ბეჭდვა

5.10 დავით II (იმამ-ყული ხანი) ერეკლე I-ის ძე, 1709 -1722 წწ. კახეთის მეფე. მოღვაწეობდა თელავში.

დავით IIიმამყული-ხანი (გ. 1722) — კახეთის მეფე 1703-1722 წლებში, ერეკლე I-ის ძე.

დაიბადა და ბავშვობა გაატარა ირანში. მისი მმართველობის დროს კახეთში ლეკიანობა მძვინვარებდა. 1706 წელს ჭარ-ბელაქანში კახელთა მარცხიანი ლაშქრობის შემდეგ ლეკებმა დაიკავეს ელისენი. დავით II იძულებული გახდა რეზიდენცია ყარაღაჯიდან თელავსა და მანავში გადაეტანა (ზაფხულობით მაღაროს იდგა). მოხსენიებულია იმამყული-ხანის აკურის შეწირულობის განახლების 1708 წლის სიგელში1711 წელს ირანში გაემგზავრა და კახეთისმმართველად თავისი ძმა თეიმურაზი და დედა — დედოფალი ანა დატოვა. ამ პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა კახეთზე ლეკთა თავდასხმები, ფეოდალთა თვითნებობა, გლეხთა ანტიფეოდალური გამოსვლები. ირანიდან დაბრუნების შემდეგ (1715) დავით II ცდილობდა ქვეყანაში წესრიგის აღდგენას. დაუნათესავდა ქართლის მმართველს იესეს და მისი დახმარებით გაილაშქრა ლეკების წინააღმდეგ, მაგრამ მათთან ბრძოლაში კვლავ დამარცხდა. კახელი ფეოდალები იძულებული გახდნენ ლეკებისათვის ზოგი რამ დაეთმოთ და მათთვის ქართლისა და აზერბაიჯანში სათარეშო გზაც მიეცათ. ამ დროს დაიწყო კახეთის რაიონებში ლეკების ჩამოსახლება. კახელი გლეხები (განსაკუთრებით გაღმა მხარში) მძიმე ფეოდალური ჩაგვრის გამო მასობრივად გადადიოდნენ ლეკების მხარეზე — "ლეკდებოდნენ". ამ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად დავით II-მ დახმარება სთხოვა ქართლის მეფე ვახტანგ VI-ს, მაგრამ მათი ერთობლივი მოქმედება, მიუხედავად ირანის შაჰის მხარდაჭერისა, მაინც ვერ მოხერხდა.

1722 წელს იმამ-ყული ხანი გარდაიცვალა. დაკრძალულია ირანის ქალაქ ყუმში.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 04.10.2021
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0