სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10528

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ანანური (XVI-XVIII საუკუნეები) სოფ. ანანური დუშეთი მცხეთა მთიანეთი ანანური (XVI-XVIII საუკუნეები) სოფ. ანანური დუშეთი მცხეთა მთიანეთი ანანური (XVI-XVIII საუკუნეები) სოფ. ანანური დუშეთი მცხეთა მთიანეთი ანანური (XVI-XVIII საუკუნეები) სოფ. ანანური დუშეთი მცხეთა მთიანეთი ანანური (XVI-XVIII საუკუნეები) სოფ. ანანური დუშეთი მცხეთა მთიანეთი
ბმულის კოპირება



დუშეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

43       ბეჭდვა

ანანური (XVI-XVIII საუკუნეები) სოფ. ანანური დუშეთი მცხეთა მთიანეთი

    ანანური — ფეოდალური ხანის (XVI-XVII სს.) ციხესიმაგრე სოფელ ანანურთან ციხე ჩრდილოეთიდან დარიალის ხეობით მომავალ გზას კეტავდა და არაგვის ერისთავთა რეზიდენცია იყო. 1743 წელს კახეთის მეფე თეიმურაზ II-მ გააუქმა არაგვის საერისთავო და ანანურის ციხე მეფის ხელისუფლებას დაუქვემდებარა. XVIII საუკუნის II ნახევარში საქართველო რუსეთის ეკონომიკური გაძლიერების შედეგად ანანური ქალაქად იქცა, 1803-1821 წლებში ანანურის მაზრის ცენტრი იყო. ანანურის ანსამბლში თავმოყრილია საერო, სამხედრო და საკულტო ნაგებობანი. ანსამბლი შედგება ციტადელისა და ქვედა ციხისაგან. თავდაპირველად აქ მდგარა ამჟამად ციტადელის ცენტრში მოქცეული ხუთსართულიანი კოშკი (XIV-XV სს.). ციტადელის აღმოსავლეთით დგას მცირე ზომის ერთნავიანი ეკლესია (XVI-XVII სს.), რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებნი "მკურნალს" ეძახიან. დაახლოებით XVII საუკუნის შუა ხანას ეკუთვნის მცირე გუმბათიანი ტაძარი (ღვთაება). XVII საუკუნის I ნახევარში აშენდა ზედა ციხე, რომლის გალავნის კედლებში ჩატანებულია 4 მრგვალი კოშკი. ანანურის ანსამბლის უმთავრესი არქიტექტურული ნაგებობაა დიდი გუმბათიანი ტაძარი. სამხრეთ კედლის წარწერიდან ჩანს, რომ ტაძარი 1689 წელში, არაგვის ერისთავის მდივანბეგ ბარძიმის ბრძანებით, სარქარ ქაიხოსრო ბაღსარაშვილს აუგია. XVII საუკუნეში აგებული დიდი ეკლესიის აღმოსავლეთით აღმართული სამრეკლოც. ანანურის ქვედა ციხე XVIII საუკუნის დასაწყისშია აგებული. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან ანანურის ციხე შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

    მაკეტის ავტორია კონსტანტინე ანატოლის ძე პეტრიაშვილი, დაბ. 1960 წელს, დაამთავრა ქ.მოსკოვის პოლიგრაფიული ინსტიტუტი, გრაფიკის სპეციალობით. მუშაობდა ესთეტიკის ინსტიტუტში მხატვარ-დიზაინერად. საქართველოს ფონდის დაკვეთით მან გააკეტა ორი მაკეტი: პირველი - სვეტიცხოველი (1988-89 წწ.) - გადაეცა კულტურის ფონდს. მეორე მაკეტი - ანანური. ავტორი ამ მაკეტზე მუშაობდა ერთი წლის განმავლობაში (1990-1991 წლები). ეს მაკეტი (ანანური) არის არა მხოლოდ მაკეტი, არამედ ზუსტი ასლი ანანურის ეკლესიისა. ამ მაკეტში გამეორებული და დაცულია ყველა დეტალი, გატეხილი ქვებიც კი. გაკეთებულია ზუსტი ინკრუსტაცია ქვებისა, რის საფუძველზეც მოხდა აღდგენა - ეკლესიის კედლების სიძველის იმიტაცია. ასე რომ, ეს მაკეტი ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი ისტორიული წარსულის არქიტექტურული ძეგლის ნიმუშად. ანანურის მაკეტზე მუშაობის დასრულება დაემთხვა საბჭოთა კავშირის დაშლას, დაიხურა დამკვეთი ირგანიზაციასც (საქართველოს კულტურის ფონდი). ანანურის მაკეტი ამჟამად ინახება ქ.თბილისში, ავტორის ბინაზე.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0