კონსტანტინე (გიორგი) აბრაამის ძე ტარიადის მღვდელ მონაზონი 1937-1994წწ
დაიბადა დმანისის რაიონი სოფელი ველისპირი
მამა კონსტანტინე წალკის რაიონის სოფელ ბეშთაშენში წმ ნიკოლოზის ტაძარში მსახურებდა.დაკრძალულია თბილისში ფერისცვალების დედათა მონასტერში.
18.02.2010 ჟურნალი კარიბჭე შვილის მამა აბიბოსის სტატიიდან :
მახსოვს, ოჯახის წევრები ერთად რომ ვდგებოდით სალოცავად. ლოცვების შემდეგ კურთხევას ვიღებდით მშობლებისგან, ეს მამა ვიტალიმ გვასწავლა... ჩვენი ოჯახიდან პირველი მამა დაადგა სასულიერო გზას. რამდენიმე ხანში ბერად აღკვეცეს და გახდა მღვდელმონაზონი კონსტანტინე. ალექსანდრე ნეველის ტაძრიდან მამა წალკის რაიონში, სოფელ ბეშთაშენში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრად აკურთხეს. იქ მსახურობდა სიცოცხლის ბოლომდე, 1994 წლამდე. მერე დედაჩემი აღკვეცეს მონაზვნად, უწოდეს ელენე.
ვფიქრობდი, რომ თუ ღვთის ნება იქნება, მეც ბერად აღმკვეცენ-მეთქი. მართლაც, 1992 წელს სიონის საკათედრო ტაძარში ბერად აღვიკვეცე მამა ვიტალის ხელით, რასაც დიაკვნად და მღვდლად კურთხევა მოჰყვა. ცოტა ხანს კარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ვმსახურობდი, ასევე მცხეთაში, წმინდა ეკატერინეს (ოლღას) დედათა მონასტერში. ათონის მთაზე ორი თვე ვცხოვრობდი. მამა ანდრია, ბერად აღკვეცამდე, ერთი წელი ათონზე, წმინდა ათანასე ათონელის ლავრაში მოღვაწეობდა. ვიდრე ათონზე წავიდოდა, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ფოკაში, ფარავნის ტბასთან მდებარე მამათა მონასტერში მოღვაწეობდა. მაშინ დედათა მონასტერი არ იყო დაფუძნებული. დღეს რომ ღია ტრაპეზია, იქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი ბერად აღკვეცეს.
ათონის მთაზე ყოფნის დროს მამა ანდრიამ წამიყვანა ბერი პაისის სანახავად. მან მამა ანდრიას უთხრა, - საქართველოში უნდა დაბრუნდეო. ძალიან უბრალო ბერი იყო მამა პაისი. როგორც ახლობელს, ისე ეგებებოდა თითოეულ ადამიანს და დიდ სულიერ რჩევა-დარიგებას აძლევდა. ვიდრე მასთან მისული საკუთარ პრობლემებზე დაუწყებდა საუბარს, ბერი პაისი წინასწარ ამბობდა მათ გულისნადებს. ეს საკუთარ თავზეც გამოვცადე. როგორ მოვიქცე-მეთქი, რომ შევეკითხე, მიპასუხა, - იპომონი ანუ მოთმინებაო.ადამიანი მუდამ რაღაცის ძიებაშია და მოთმინება ყოველთვის სწორ გზას გვიჩვენებს. საერთოდ, ყველა საქმეში სასარგებლოა მოთმინება. ბერი პაისი ისე დაგმოძღვრავდა, სულიერად დაგაპურებდა. ამგვარად, წამოვედი საქართველოში. მამა ვიტალი გარდაცვლილი იყო - 1992 წელს აღესრულა, მამაჩემი, მამა კონსტანტინე, - 1994 წელს.
18.02.2010 ჟურნალი კარიბჭე
ფოტოზე. მარჯვნიდან აბიბოსი (აკაკი) გიორგის (მღვდელმონაზონი კონსტანტინე) ძე ტარიადის არქიმანდრიტი. მეუღლე: სქიმონაზონი ევგენია (ერში მარიამი, მონაზონი ელენე) აღაპის ასული ტარიადის- კოზმანოვა. შვილი ტარიადისი ანდრია (ვიტალი) გიორგის (მღვდელმონაზონი კონსტანტინე) ძე არქიმანდრიტი, დაბ. 1966წ. ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია,
მეუღლე სქიმონაზონი ევგენია (ერში მარიამი, მონაზონი ელენე) აღაპის ასული ტარიადის- კოზმანოვა.