იოსებ დავითის-ძე ბაჩაკაშვილი (15.08.1911-1959 წ.შ.)
გვარდიის პოლკოვნიკი (10.09.1943) დაიბადა ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში.
1930 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის სამხედრო-მოსამზადებელი სკოლა ქ.ბაქოში, 1932 წელს დაამთავრა კრასნოდარის ჩრდილო კავკასიელ მთიელთა ეროვნების კავალერიის სასწავლებელი, 1935 წელს დაამთავრა ჯავშანსატანკო კურსები ქ.გორკის სამხედრო სასწავლებელში, 1949 წელს დაამთავრა ლენინგრადის ოფიცერთა უმაღლესი ჯავშანსატანკო სკოლა და 1955 წელს უმაღლესი სამხედრო აკადემიის აკადემიური კურსები.
1932-1941 წწ. მსახურობდა ოცმეთაურად, სატანკო ასეულის მეთაურად და სატანკო ბატალიონის მეთაურად.
სამამულო ომის დასაწყისში, 1941 წლის ივნის-სექტემბერში, კაპიტნის წოდებით 81-ე სატანკო პოლკის სატანკო ბატალიონს შტაბის უფროსია, შემდეგ მსახურობდა მე-2 დამრტყმელი არმიის ჯავშან-სატანკო ჯარების 162-ე ცალკეული სატანკო ბატალიონის მეთაურია, მონაწილეობდა ლენინგრადთან ბრძოლებში.
1942 წლის თებერვლიდან დროებით ასრულებდა მე-2 დამრტყმელი არმიის საავტომობილო და ჯავშანსატანკო განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობას. მონაწილეობდა ლიუბანის და სინიავინის ოპერაციებში.
1943 წლის აპრილ-აგვისტოში-დროებით მეთაურობდა 122-ე სატანკო ბრიგადას.
1943-1945 წლებში მეთაურობდა 29-ე სატანკო ბრიგადას.
1945 წლის თებერვალ-ივნისში მეთაურობდა 67-ე ცალკეულ გვარდიულ მძიმე სატანკო ბრიგადას. ორჯერ იქნა დაჭრილი, ერთხელ მიიღო კონტუზია.
საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო კუტუზოვის II ხარისხის (1944), ლენინის (1956), წითელი დროშის (1943,1944,1950), წითელი ვარსკვლავის (1944) ორდენებით.
1945 წლის 4 მაისს წარდგენილ იქნა საბჭოთა კავშირის გმირის წოდებაზე.
წარდგენის ფურცელში ნათქვამია:
«67-я Отдельная Гвардейская Тяжелая Танковая Краснознаменная бригада под командованием гвардии полковника БАЧАКАШВИЛИ, благодаря решительным действиям, смелости, мужества, отваги и героизма, проявленными тов.БАЧАКАШВИЛИ с 14 апреля 1945 г. прошла с беспрерывными и ожесточенными боями более 100 км. От р.Одер до г.Берлин. Благодаря искусному вождению войск и маневрирования, за короткий срок прорвала вражескую разветвленную и глубоко эшелонированную оборону на дальних подступах к г.Берлин, с боями заняла 41 населенный пункт, содействовала занятию городов: ШТРАУСБЕРГ, АЛЬТ-ЛАНДСБЕРГ, овладела пригородом Берлина-МАРЦАН, ЛИХТЕНБЕРГ и ВИСДОРФ, первой ворвалась в Берлин и заняла 182 квартала, собор Вильгельма, дворец Монбижу, Силезский вокзал, площадь Александер-плац, музей кайзера Фридриха, главный почтамт, полицейское управление, поликлинику и военные казармы, 2 электростанции и 12 станций метро.
В этих боях бригадой уничтожено: танков и самоходных орудий-57, орудий разного калибра-146, бронетранспортеров-11, автомашин-52, пулеметов-190 и убито до 2000 солдат и офицеров. Захвачено автомашин-196, танков-5, орудий-32, пулеметов-30, паровозов-8, вагонов-93, складов с военным имуществом-29, и взято в плен 2225 немецких солдат и офицеров.
В боях бригада тов.БАЧАКАШВИЛИ была на главном направлении удара и действовала передовым отрядом корпуса.
Тов.БАЧАКАШВИЛИ показал исключительные образцы героизма, мастерства вождения войск и умение управлять на поле боя. Беспрерывно находясь в боевых порядках наступающих танков, он личным примером воодушевлял танкистов на героические подвиги, полностью и до конца с успехом выполнил боевую задачу, поставленную перед бригадой в занятии г. Берлина.
За личное мужество и героизм, проявленные в бою, за искусное вождение войск и мастерское управление боем гвардии полковник БАЧАКАШВИЛИ достоин награждения высшей правительственной наградой – присвоения звания ГЕРОЯ СОВЕТСКОГО СОЮЗА»
მაგრამ 1945 წლის 31 მაისს დაჯილდოვდა სუვოროვის II ხარისხის ორდენით.
ორჯერაა პერსონალურად ნახსენები უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებებში (1944 და 1945).
1945-1952 წწ. მეთაურობდა 67-ე ცალკეულ გვარდიულ მძიმე სატანკო და 65-ე გვარდიულ სატანკო პოლკებს (საბჭოთა ჯარების შემადგენლობაში გერმანიაში).
1952-1959 წწ. მსახურობდა 1-ი სატანკო დივიზიის მეთაურის მოადგილედ (ბალტიისპირეთის სამხედრო ოლქში).
1959 წელს გავიდა თადარიგში კადრების შემცირების გამო 48 წლის ასაკში.
მომდევნო ბედი უცნობია.