სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12281

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ჩაჩუა აბო (ლევანი) მურმანის ძე არქიმანდრიტი დაბ. 1985წ. წყნეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის მონასტრი ჩაჩუა აბო (ლევანი) მურმანის ძე არქიმანდრიტი დაბ. 1985წ. წყნეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის მონასტრი
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ჩაჩუა სია

სამტრედია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

92       ბეჭდვა

ჩაჩუა აბო (ლევანი) მურმანის ძე არქიმანდრიტი დაბ. 1985წ. წყნეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის მონასტრი

ჩაჩუა აბო (ლევანი) მურმანის ძე არქიმანდრიტი დაიბადა 08 აგვისტო 1985 წელს თბილისში. წარმომავლობით სოფ. კეთილაური (მთავარანგელოზი) სამტრედია.

დედა  ჟელიკო(ზელიკო) ლევანის ასული ცხვარაძე სოფელი გამოჩინებული (სამტრედია)


დაამთვრა თბილისის 145-ე საშუალო სკოლა თბილისის ხელოვნების ინსტიტუტი სასულიერო სემინარია და აკადემიის სრული კურსი პარიზის წმიდა სერგის თეოლგიის ინსტიტუტი წმ გიორგის მამათა

არქიმანდრიტი აბო, მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები ასე გამოიყურება:

2007 წელს მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევით, ბერად აღიკვეცა თაბორის ფერისცვალების მონასტერში.2009 წელს მოხდა მღვდელონაზვნად ხელდასხმა. ქიროტონია მისი უწმიდესობის და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევით ეპისკოპოსმა მელქისედეკმა აღასრულა.

2011 წელს ის იღუმენის ხარისხში იქნა აყვანილი.

2012 წლიდან, მისი უწმიდესობის და უნეტარესობის, ლოცვა-კურთხევით, მონასტრისა და ტაძრის აღსადგენად წყნეთის წმ გიორგის მამათა მონასტრის წინამძღვარად დაინიშნა.


  2015 წლს, წყნეთის წმიდა გიორგის ტაძრის აღდგენის (2013 წ.) შემდეგ, მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ იღუმენი აბო, არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა.2024 წლის 20 მარტს პატრიარქის მიერ დაჯილდოვდა მეორე გაბრწყინვებული ჯვრის ტარების უფლებით

არქიმანდრიტმა აბომ, თავისი ბერ-მონაზვნური მოღვაწეობის მანძილზე, მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევით 2009 წელს, როგორც ტაძრის მღვდელმონაზონმა აღადგინა ავჭალის წმ. გიორგის ეკლესია. 2010 წელს კი სოფელ გლდანის წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ეკლესია.


დღეს იგი მოღვაწეობას აგრძელებს დაბა წყნეთის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად.

არქიმანდრიტი აბოს დამთავრებული აქვს:

თბილისის სასულიერო სემინარია

თბილისის სასულიერო აკადემია

პარიზის წმ. სერგის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი.

ის გახლავთ თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების მაგისტრი


წყნეთის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრი

2008-2009 წლებში, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევით, საფრანგეთის საელჩოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების შემდეგ, როგორც საელჩოს სტიპენდიანტი, ის სწავლას აგრძელებს პარიზის წმ. სერგის სახელობის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის დოქტორანტურაში. რომლის დასრულების შემდეგ დაიცვა სადოქტორო ნაშრომი „საქართველოს ეკლესის ავტოკეფალია. და მიიღო ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი.


პარიზში სწავლის პერიოდში, იმ დროისთვის მღვდელმონაზვნის ხარისხში, მისი უწმიდესობის ლოცვა-კუთხევით პერიოდულად მსახურობდა  ბრიუსელის წმ. თამარ მეფის სამრევლოში თანამსხურებით. არქიმანდრიტი აბო მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევით, დღემდე აგრძელებს ეპიზოდურ დახმარებას ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიისადმი.

წმ გიორგის მამათა

სადისერტაციო თემები:წმ .ანთიმოზ ივერილი და ყოველთა წმიდათა მონასტრის ტიპიკონი,რელიგიური ფუნდამენტალიზმი და მისი გამოვლინება ზოგადად რელიგიებში და თანამედროვე ისლამში,საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია 20 -ე საუკუნეში.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.06.2025
ბოლო რედაქტირება 10.06.2025
სულ რედაქტირებულია 6




ჩაჩუა - გვარის 19 ღვთისმსახური

1 0

ტარიელ ამირანის ძე ჩაჩუა 1966-93წწ გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. გომი სამტრედია

3 0


ზურაბ ჩაჩუა ამირანის ძე 1957-93წწ გარდ. სოფ. ლაბრა ოჩამჩირე დ. სოფ. გომი სამტრედია აფხაზეთი

2 0


აკაკი ჩაჩუა დ.1969წ. ოლიმპიური პრიზიორი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა დაბ. სამტრედია იმერეთი

2 0

0 1 2