ალავერდის ეპარქიის სამღვდელოება
1. დეკანოზი ანთიმოზ ჩაგელიშვილი 1946 წლის 10 იანვარს ქლუხორის რაიონის სოფ. ბარში დაიბადა. 1966 წელს დაამთავრა თელავის რაიონის სოფ. რუისპირის საშუალო სკოლა. 1972 წელს შევიდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1975 წელს დაასრულა.
1976 წლის 7 ნოემბერს აკურთხეს დიაკვნად; ამავე წლის 19 დეკემბერს მღვდლად. 1979 წელს 27 სექტემბერს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით. 1983 წლის 28 აგვისტოს ალავერდელმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა დეკანოზის ხარისხში აიყვანა.
1989 წლის 2 ივლისს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II გამშვენებული ჯვრით და მიტრით დააჯილდოვა. მსახურობდა ალავერდის და თელავის ღვთაების ტაძრებში. ამჟამად არის თელავის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის ღვთისმსახური.
2. დეკანოზი გიორგი ლომიაშვილი ახმეტის რაიონის სოფ. ოჟიოში 1963 წლის 23 ნოემბერს დაიბადა. 1980 წელს დაამთავრა ოჟიოს საშუალო სკოლა.
1982 წელს 14 აგვისტოს დაასრულა მცხეთის სასულიერო სემინარია. ამავე წლის 7 აგვისტოს ალავერდელი მიტროპოლიტის გრიგოლის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად.
1982 წლის 21 აგვისტოს აკურთხეს მღვდლად. 1989 წლის 17 აგვისტოს აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. მსახურობდა ალავერდში, მატანში, თელავში, ამჟამად არის აწყურის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური.
3. დეკანოზი ესტატე ბელადიძე 1939 წლის 11 თებერვალს თუშეთში, ახმეტის რაიონის სოფ. დიკლოში დაიბადა. სწავლობდა ომალოს რვაწლიან სკოლაინტერნატში. საშუალო სკოლა ყვარლის რაიონის სოფ. შილდაში დაამთავრა.
1972 წელს სასწავლებლად შევიდა სამტრედიის რაიონის სოფ. კულაშის ზოოვეტერინარულ ტექნიკუმში, რომელიც 1975 წელს ვეტერინარ-ფერშლის კვალიფიკაციით დაასრულა.
1976 წლის იანვარში ჩაირიცხა საქართველოს ზოოტექნიკურ სავეტერინარო სასწავლო კვლევით ინსტიტუტში ვეტერინარულ ფაკულტეტზე.
1982 წელს შევიდა საქართველოს საპატრიარქოს ქ. მცხეთის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ თელავის ღვთაების ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.
1984 წელს ალავერდელმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა აკურთხა დიაკვნად.
1985 წელს მღვდლად. თელავის ღვთაების ტაძარში 1989 წლამდე მსახურობდა.
1989 წლის ბოლოს გადაიყვანეს სოფ. ზემო ალვანის სამების ეკლესიაში.
1990 წლის ივლისიდან მსახურობს ალავერდის მონასტერში.
1988 წლიდან მიენიჭა დეკანოზის ხარისხი. (გარდაიცვალა 2023 წლის 6 თებერვალს. დაკრძალულია ქვემო ალვნის სასაფლაოზე)
4. დეკანოზი ისააკ ფეიქრიშვილი 1962 წლის 6 ოქტომბერს ახმეტის რაიონის სოფელ მატანში დაიბადა. 1981 წელს დაამთავრა მატნის მე-2 საშუალო სკოლა. სწავლა განაგრძო თბილისის რკინიგზის 31-ე სასწავლებელში ზეინკლის სპეციალობაზე. 1985-86 წლებში მუშაობდა ტრამვაი-ტროლეიბუსების დეპოში. 1986-87 წლებში მუშაობდა ახმეტის სატყეო მეურნეობაში.
1988 წლის თებერვლიდან ალავერდის ტაძრის სტიქაროსანია.
1988 წელს ყაზბეგის რაიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში მედავითნედ დაადგინეს. ამავე ტაძარში
1988 წლის ოქტომბერში დიაკვნად აკურთხეს.
1989 წლის 19 მარტს დაასხეს ხელი მღვდლად.
1990 წლის აგვისტოში გადაიყვანეს ახმეტის ზემო ალვანის წმინდა სამების ეკლესიაში.
1992 წლის აგვისტოში გადავიდა ახმეტის, უტოს ჯვარპატიოსნის ეკლესიაში, სადაც დღემდე მსახურობს.
1999 წლის დეკემბერში აბბა ალავერდელმა მთავარეპისკოპოსმა დავითმა დეკანოზის ხარისხში აიყვანა და ოქროს ჯვრით დააჯილდოვა.
2010 წლის 20 ივლისს ომალოს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II მიტრით დააჯილდოვა.
5. დეკანოზი ფარნაოზ მარგალიტაშვილი 1949 წლის 17 თებერვალს თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში დაიბადა. დაამთავრა ვარდისუბნის რვაწლიანი სკოლა და თბილისის მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმი. 1981 წლიდან მეუფე გრიგოლის ლოცვა-კურხევით ალავერდის ტაძარში სწავლობდა მედავითნეობას.
1983 წლიდან თელავის ღვთაების ტაძარში წიგნის მკითხველი იყო.
1989 წელს აკურთხეს დიაკვნად.
1990 წელს ალავერდელმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა მღვდლად დაასხა ხელი და მატნის ღვთისმშობლის ეკლესიაში დაადგინა.
1994 წელს აბბა ალავერდელი ეპისკოპოსის დავითის კურთხევით თელავის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის ღვთისმსახურია, სადაც დღემდე მსახურობს.
2000 წლის 27 ოქტომბერს მეუფე დავითმა დეკანოზის ხარისხში აიყვანა და ოქროს ჯვრით დააჯილოვა. (გარდაიცვალა 2024 წლის 29 თებერვალს, დაკრძალულია თელავის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის ეზოსში)
6. დეკანოზი ადამი ბეწუნაიძე 1959 წლის 21 აგვისტოს ახმეტის რაიონის სოფ. ქვემო ალვანში დაიბადა. 1966 წელს შევიდა ქვემო ალვანის საშუალო სკოლაში, რომელიც 1976 წელს დაამთავრა. სწავლა განაგრძო თბილისის 49-ე
ტექნიკურ სასწავლებელში, რადიო ამწყობის სპეციალობით.
1981 წელს ჩაირიცხა თელავის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში და 1985 წელს მიიღო დაწყებითი სამხედრო სწავლების და ფიზიკური აღზრდის მასწალებლის კვალიფიკაცია.
1986-87 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. 1988 წელს გადავიდა თუშეთის მეურნეობის დირექტორის მოადგილედ სამეურნეო დარგში.
1989 წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1991 წელს დაამთავრა.
1992 წელს სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს--პატრიარქმა ილია II დიაკვნად აკურთხა.
1992 წლის 20 ოქტომბერს, კი ხელი დაასხა მღვდლად.
1993 წელს დაინიშნა რესპუბლიკური საავადმყოფოს პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად.
1994 წლიდან ალავერდის მონასტერში მსახურობს.
2000 წლის 27 ოქტომბერს აღყვანილია დეკანოზის ხარისხში ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
2010 წლის 20 ივლისს, ომალოს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II დეკანოზი ადამი დააჯილდოვა მიტრის ტარების უფლებით.
7. დეკანოზი მიქაელ ჭაბაშვილი 1963 წლის 7 აგვისტოს ქ. თბილისში დაიბადა. 1969 წელს შევიდა თბილისის #166-ე საშუალო სკოლაში, რომლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკამათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც 1985 წელს დაამთავრა. მუშაობდა ქ. თბილისის #3-ე ექსპერიმენტულ საშუალო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად.
1989 წლიდან მოძღვრის რეკომენდაციით სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო აკადემიაში.
1992 წლიდან მსახურობდა სიღნაღის რაიონის წმინდა სტეფანე ხირსელისა და წმინდა ნინოს სასულიერო სასწავლებლების პრორექტორად.
1993 წელს 3 ივნისს ბოდბელმა ეპისკოპოსმა დავითმა (მახარაძემ) აკურთხა დიაკვნად.
1993 წლის 21 ნოემბერს ალავერდელმა ეპისკოპოსმა დავითმა ხელი დაასხა მღვდლად. სხვადასხვა დროს იყო თელავის საკვირაო-სამრევლო სკოლის და საეპარქიო სკოლის მოძღვარი. მსახურობდა თელავის ღვთისმშობლის მიძინების, კურდღელაურისა და ღვთაების ტაძრებში. ამჟამად არის წინანდლის ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი.
2000 წლის დეკემბერში მიიღო ოქროს ჯვრის ტარების უფლება.
2015 წლიდან აბბა ალავედრელმა დავითმა აღიყვანა დეკანოზის ხარისხში.
8. დეკანოზი ზაქარია ჩიხრაძე 1965 წლის 14 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ბაბანეურში დაიბადა. 1972 წელს შევიდა ბაბანეურის დაწყებით სკოლაში. 1975 წელს სწავლა განაგრძო სოფ. ქვემო ალვანის საშუალო სკოლაში, რომელიც 1982 წელს დაამთავრა. ამავე წელს შევიდა თელავის სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმში, მექანიზაციის ფაკულტეტზე. 1986 წელს სწავლა განაგრძო თბილისის საავიაციო ქარხნის სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ, 19867-88 წლებში მუშაობდა თბილისის ადგილმრეწველობის სამინისტროში ტექნიკოსმექანიკოსად.
1988-1990 წლებში მსახურობდა ალავერდის მონასტერში მედავითნედ.
1990 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში და დაასრულა 1993 წელს.
1993 წელს თელავის ღვთაების მონასტერში ხელდასხმულ იქნა დიაკონად.
1995 წელს ღვთაების მონასტერში აბბა ალავერდელმა ეპისკოპოსმა დავითმა აკურთხა მღვდლად. ამჟამად არის იყალთოს ღვთაების ტაძრის წინამძღვარი. ასევე თელავის სამღვდელოების მთავარხუცესი. მსახურობდა თელავის ღვთაების ტაძარში, კონდოლის კვირაცხოვლის და კავთის წმინდა გიორგის ეკლესიებში.
1999 წლის დეკემბერში აბბა ალავერდელმა მთავარეპისკოპოსმა დავითმა ოქროს ჯვრით დააჯილდოვა.
2008 წლიდან არის ეროვნული გვარდიის მეხუთე ბაზის მოძღვარი-კაპელანი.
2010წ. 20 ივლისს ომალოს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II დეკანოზის ხარისხში აღიყვანა.
2015 წლის აპრილიდან არის თელავის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი.
9) დეკანოზი დავით ჭვრიტიძე 1960 წელს 15 მარტს. თელავის რაიონის სოფ. ლალისყურში დაიბადა. 1967 წელს შევიდა ლალისყურის დაწყებით სკოლაში, 1970 წელს სწავლა განაგრძო სოფ. ფშავლის საშუალო სკოლაში, რომელიც 1977 წელს დაასრულა. მუშაობდა სოფ. ლალისყურში მელიორატორად. 1979 წელს ჩაირიცხა თბილისის სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში აგრონომიული ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე. 1981-1985 წლებში მუშაობდა თელავის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველოში და თელავის 127-ე პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში მასწავლებლად. 1985-88 წლებში იყო თელავის აგროსამრეწველო გაერთიანების აგრონომი, 1988-89 წლებში სოფ. ლალისყურის პროფკავშირების თავჯდომარე.
1989 წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1991 წელს დაამთავრა.
1995 წელის 14 იანვარს თელავის ღვთაების მონასტერში აბბა ალავერდელმა ეპისკოპოსმა დავითმა დიაკვნად აკურთხა.
1995 წლის 15 თებერვალს აკურთხეს მღვდლად. მსახურობდა ალავერდის ტაძარში. არის თუშეთის მხარის მთავარხუცესი.
2000 წლის 27 სექტემბერს აღყვანილია დეკანოზის ხარისხში ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
2010წ. 20 ივლისს ომალოს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II გამშვენებული ჯვრით და მიტრით დააჯიდოვა. 2015 წლიდან არის თელავის ღვთისმშობლის ტაძრის მღვდელმსახური.
10. დეკანოზი რაჟდენ თანდილაშვილი 1976 წლის 4 მაისს სიღნაღის რაიონის სოფ. ბოდბეში დაიბადა. 1982 წელს შევიდა სიღნაღის საშუალო სკოლაში.
1992 წელს ბოდბის მონასტერში იყო მედავითნე და სტიქაროსანი. 1993 წლიდან ალავერდის ეპრქიაში მსახურობს წიგნის მკითხველად.
1997 წელს 28 აგვისტოს აბბა ალავერდელმა მთავარეპისკოპოსმა დავითმა აკურთხა დიაკვნად.
1998-99წ, წლებში სწავლობდა ბათუმის სასულიერო სემინარიაში.
2000 წლის 2 იანვარს აბბა ალავერდლმა მიტროპოლიტმა დავითმა აკურთხა მღვდლად და ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის მონასტრის მწირველ მღვდლად დაადგინა.
2002 წლის 28 აგვისტოს მამა რაჟდენი თელავის წმინდა ნინოს ახლადაგებული ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. მსახურობდა კონდოლის კვირაცხოვლის ეკლესიაში. არის პანკისის ხეობის ეკლესიბის -- საკობიანოსა და ჯოყოლოს
მწირველი მღვდელი.. მსახურობს თელავის ღვთაების და თელავის აღდგომის ტაძრებში. არის ალავერდელი მიტროპოლიტის დავითის (მახარაძე) მდივანი.
2010 წლის 20 მაისს ომალოს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II დეკანოზის ხარისხში აღიყვანა.
11. მღვდელი გენადი გოგილაშვილი 1964 წლის 23 დეკემბერს თელავის რაიონის სოფ. რუისპირში დაიბადა. 1981 წელს დაამთავრა რუისპირის საშუალო სკოლა. სწავლა განაგრძო თელავის სოფლის მეურნეობის ტექნიკურ სასწავლებელში.
1989 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1991 წელს დაასრულა. სხვადასხვა დროს მედავითნედ იყო თელავის ღვთაებისა და ღვთისმშობლის მიძინების ტაძრებში, კასპის რაიონის სოფ. მეტეხში, წილკანში.
1997 წლის 7 იანვარს ალავერდელმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა თელავის ღვთაების ტაძარში დიაკვნად აკურთხა.
2000 წელს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა კონდოლის კვირაცხოვლის ეკლესიაში ხელი დაასხა მღვდლად. ამჟამად წირავს თელავის ღვთაების ტაძარში, კონდოლის კვირაცხოვლის, თელავის წმინდა ნინოს და მატნის ღვთისმშობლის ეკლესიებში.
12. დეკანოზი რომანოზ ექვთიმიშვილი 1962 წლის 29 სექტემბერს ახმეტის რაიონის სოფელ მატანში დაიბადა. 1980 წელს დაამთავრა მატნის #1 საშუალო სკოლა. 1984-89 წლეში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკის ფაკულტეტზე. ასევე დაასრულა უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მეორადი ფაკულტეტი. 1989-91 წლებში მუშაობდა რაიკავშირში და აღმასკომის თავჯდომარის მოადგილედ ეკონომიკის დარგში. 1991-95 წლებში იყო სოფელ მატნის გამგებელი.
2000-2005 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში.
2002 წელს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა დიაკვნად აკურთხა თელავის წმინდა ნინოს ეკლესიაში,
2003 წლის 6 ივნისს ალავერდის ტაძარში დაასხა ხელი მღვდლად. მამა რომანოზი კურდღელაურის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მოძღვარია. მსახურობს ამავე სოფლის მეორე ტაძარში, რომელიც ასევე ღვთისმშობლის მიძნების სახელობისაა. წლების მანძილზე წირავდა მატნის ღვთისმშობლის შობის ტაძარში.
2010 წლის 20 მაისს, ომალოს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში დეკანოზის ხარისხში აღიყვანა. აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის დავითის ლოცვა-კურთხევით
2010-2015 წლებში მსახურობდა ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლისა და ღვთაების მონასტრებში.
2025 წლისათვის მსახურობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიებში)
13. დეკანოზი გიორგი პაპუნაშვილი 1967 წლის 6 თებერვალს თელავში დაიბადა.
1974-78 წლებში სწავლობდა თელავის IV საშუალო სკოლაში. 1978 წელს გადავიდა VII საშუალო სკოლაში, რომელიც 1984 წელს დაასრულა. 1984-87 წლებში მუშაობდა ტრესტ “თელავგაზში” ზეინკლად. 1988 წელს შევიდა თელავის სამშენებლო ტექნიკუმში, სამრეწველო დანადგარების მემონტაჟის სპეციალობაზე. 1991 წელს მუშაობდა თელავის #1 ღვინის ქარხანაში.
2001 წელს მეუფე დავითის ლოცვა-კურთხევით კონდოლის კვირაცხოლის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.
2003 წელს ალავერდის წმინდა გიორგის ტაძარში დიაკვნად აკურთხეს.
2009 წლის 27 იანვარს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა სოფელ ქისტაურის წმინდა ნინოს ეკლესიაში მღვდლად დაასხა ხელი და ამავე ტაძრის წინამძღვრად დაადგინა. ღვთისმსახურებას აღასრულებს ლალისყურის, თელავის სობოროს, სანავარდოს, ალავერდის ტაძრებში. 2010 წლის 20 მაისს, ომალოს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II დეკანოზის ხარისხში აღიყვანა.
14. დეკანოზი ილარიონ ჭაჭაშვილი. დაიბადა 1958 წელს 16 მაისს საინგილოში, კახის რ-ის სოფ ალიბეგლოში. 1964 წელს შევიდა ალიბეგლოს ქართულ სკოლაში, რომელიც 1974 წელს დაამთავრა. 1975-76 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში.
1979 წელს ჩააბარა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, პარალელურად მსახურობდა სტიქაროსნად სიონის საკათედრო ტაძარში.
1981 წელს უწმინდესმა ილია II აკურთხა დიაკვნად სიონში. იმავე წლის 28 აგვისტოს ხელი დაასხა მღვდლად და ლაგოდეხის წმ. ნიკოლოზის ტაძარში დანიშნა წინამძღვრად.
1990-91 წლებში მსახურობდა კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში. 1992-94 წლებში მსახურობდა ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში. 1995 წლიდან მსახურობდა ლაგოდეხის წმინდა სამების ტაძარში.
1987 წელს დამაჯილდოვეს ოქროს ჯვრით.
1996 წლის ივნისში აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. 1998 წელს დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით და მიტრით. 2009 წლის დეკემბრიდან მსახურობს ალავერდის ეპარქიაში კავთის წმინდა გიორგისა და კონდოლის კვირაცხოვლის და თელავის ღვთაების ტაძრებში.
.
15. მღვდელი გიორგი ლაზარიაშვილი დაიბადა 1977წლის 27 ნოემბერს. თელავში. 1994წ. დაამთავრა თელავის მე-7 სკოლა. 1996-1998 წ. მსახურობდა ჯარში. 2000 წელს დაოჯახდა. 2005 წ. დაამთავრა თელავის გოგებაშვილის უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტი. 2004-2014წ. მუშაობდა შ.პ.ს. “კოკა-კოლა კახეთში” პრისელერის პოზიციაზე.
2004 წლიდან არის წინანდლის წმინდა გიორგის ტაძრის მრევლი.
2009 წლიდან სტიქაროსანია, დამხმარე მედავითნე და მგალობელი.
2014წ. 7 აპრილს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა ალავერდის მონასტერში დაადგინა წიგნის მკითხველად და შემოსა კაბით. 9 ივნისს ხელი დაასხა დიაკვნად ლაფანყურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, 22 სექტემბერს ხელი დაასხა მღვდლად ბუშეტის წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში, სადაც მსახურობს. წირვას აღასრულებს აკურის ილია წინასწარმეტყველის და თელავის ღვთაების ეკლესიებში.
2024 წელს ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა დეკანოზის ხარისხში აღიყვანა)
16. მღვდელი კონსტანტინე პაპალაშვილი დაიბადა ქ.თელავში 1965 წლის 9 დეკემბერს. 1982წ. დაამთავრა თელავის მე-3 საშუალო სკოლა. 1985 წელს დაამთავრა თელავის სამშენებლო ტექნიკუმი. 1985-87 წლებში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური. 1989წ. ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაასრულა.
1991—95 წლებში გალობდა თბილისის წმ. პეტრესა და პავლეს ტაძარში.
1995 წლიდან მსახურობდა წინანდლის, თელავის ღვთაების და ალავერდის ტაძრებში სტიქაროსნად და მგალობლად.
1996 წლიდან დადგენილია ალავერდის ეპარქიის ხუროთმოძღვრად და მონაწილეობა აქვს მიღებული ეპარქიის ყველა ეკლესიის აღდგენაში, ხოლო მისი პროექტით აშენდა თელავის წმინდა ნინოს, ახმეტის წმინდა ბიძინას, შალვას და ელიზბარის, ხადორის ივერიის ღვთისმშობლის,
თელავის აღდგომის ეკლესიები. წლების მანძილზე კონსტანტინე პაპალაშვილი იყო ალავერდის ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტი.
2014 წლის ბზობის დღესასწაულზე ალავერდის ტაძარში დადგინდა წიგნის მკითხველად,
2014 წლის 22 სექტემბერს აბბა ალავერდელმა დავითმა აკურთხა დიაკვნად ბუშეტის წმინდა იოაკიმეს და ანას ტაძარში.
2015 წლის 10 მაისს ალავერდის საკათედრო ტაძარში აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა კონსტანტინე პაპალაშვილს ხელი დაასხა მღვდლად. Mმსახურობს ალვნის სამების, რუისპირის წმინდა ნიკოლოზის, თელავის აღდგომის და თელავის ღვთაების ტაძრებში.
2024 წელს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა დეკანოზის ხარისხში აღიყვანა)
17. მღვდელ-მონაზონი იოსებ ღვინიანიძე 1960 წ. 13 ოქტომბერს ქალაქ რუსთავში დაიბადა. (ერისკაცობაში რევაზ ღვინიანიძე) 1986წ. სოფელ უდაბნოში ცხოვრობს, სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, გარეჯის ლავრის მრევლია.
1989 წლიდან ლავრაში სწავლობს მედავითნეობას და მღვდელ ირაკლი მახარაძესთან მსახურობს.
1999 წლის ჩათვლით იყო წიგნისმკითხველი გარეჯის ლავრის ფერისცვალების მონასტერში.
2000 წლის გაზაფხულზე აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა ახალი შუამთის მონასტრის წმინდა გიორგის კელიაში წიგნის მკითხველად დაადგინა და კაბით შემოსა.
2000 წლიდან ივნისიდან თბილისის ჩაკიდული თხემების წმინდა იოანე ნათლისმცემლის უდაბნოში გადაიყვანა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა, სადაც მონასტრის მშენებლობა მიმდინარეობდა.
2005 წლის 27 იანვარს ამავე მონასტერში მეუფე დავითმა ალავერდელმა ბერად აღკვეცა და იოსები უწოდა.
2005 წლის კვირაცხოვლობის დღესასწაულზე სქემმონაზონი იოსები აბბა ალავერდელმა დავითმა ალავერდის მონასტერში გადმოიყვანა, სადაც უწმინდესის ილია II ლოცვა-კურთხევით ალავერდის მონასტრის აღდგენა დაიწყო.
2007 წლიდან დიაკვნად აკურთხეს.
2010 წლის 27 სექტემბერს მღვდლად დაასხეს ხელი.
2017წლის 13 სექტემბრიდან აწყურის წმინდა გიორგის მონასტერში მსახურობს.
2025 წელს აღყვანილია იღუმენის ხარისხში)
18. მთავარდიაკვანი ოთარ კაჭკაჭიშვილი 1944 წლის 21 სექტემბერს თელავის რაიონის სოფ. ართანაში დაიბადა. თეალავში დაასრულა საშუალო სკოლა. დაამთავრა სოფ. ენისლის #2 სასწავლებელი ელექტრომექანიკოსის სპეციალობით, აგრეთვე თელავის #2 პროფესიული სასწავლებელი. მუშაობდა საქსოვ ფაბრიკაში. 1978 წელს გადავიდა ფიქალ-მარმარილოს კომბინატში.
1990 წლიდან ალავერდელი მიტროპოლიტის გრიგოლის ლოცვა-კურთხევით თელავის ღვთაების ტაძარში მედავითნედ მსახურობდა.
1993 წელს ბზობის დღესასწაულზე ალავერდელმა მიტროპოლიტმა ათანასემ (ჩახვაშვილი) დიაკვნად აკურთხა. ამჟამად მსახურობს თელავის ღვთაების და ალავერდის მონასტრებში.
2013 წლიდან აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის ლოცვა-კურთხევით არის მთავარდიაკვნის ხარისხში.
ვაწაძე გიორგი 2025წ. მდგომარეობით ალავერდის ეპარქია, დაბ. კონდოლი (თელავი)
19. დეკანოზი ალექსანდრე ძამუკაშვილი 1955 წლის 23 დეკემბერს თელავის რაიონის სოფ. რუისპირში დაიბადა. 1973 წელს დაამთავრა რუისპირის საშუალო სკოლა. 1979 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. 1980 წელს აკურთხეს დიაკვნად და ამავე წელს ხელი დაასხეს მღვდლად.
1980-81 წელს მსახურობდა გურჯაანის რაიონის ახალსოფლის ტაძარში,
1981-82 წლებში ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში.
1982 წლიდან 1985 წლის ჩათვლით თელავის ღვთაების ეკლესიის მღვდელმსახურია, ხოლო 1985 წლიდან აწყურის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი.
1989 წელს დაჯილდოვდა დეკანოზის ხარისხით, მიტრის ტარების უფლებით. დეკანოზი ალექსი გარდაიცვალა 2017 წლის 13 სექტემბერს. დაკრძალულია სოფელ აწყურის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში.
რაინაული პეტრე სქემმონაზონი სოფ. ყვარელწლის (ახმეტა) წმიდა გიორგის მონასტერი. 2025წ. მდგომარეობით ალავერდის ეპარქია
ადამია ეგნატე მონაზონი სოფ. ყვარელწლის (ახმეტა) წმიდა გიორგის მონასტერი. 2025წ. მდგომარეობით ალავერდის ეპარქია
გიორგანაშვილი გაბრიელი სქემმონაზონი 2025წ. მდგომარეობით ალავერდი (ახმეტა) წმიდა გიორგი ტაძარი
თათარაშვილი გიორგი სქემმონაზონი 2025წ. მდგომარეობით ალავერდი (ახმეტა) წმიდა გიორგი ტაძარი
ტოროშელიძე მარიამი მონაზონი თელავის ღვთაების მონასტერი 1993წ. -დან 2025წ. მდგომარეობით
თორღვაშვილი ნინო მონაზონი სოფ. დედისფერული (პანკისის ხეობა ახმეტა) 2025წ. მდგომარეობით ალავერდის ეპარქია
მანგოშვილი ანა მონაზონი 2025წ. მდგომარეობით / მატანი (ახმეტა) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერი
აფხაზიშვილი პისტი მონაზონი თელავის ღვთაების მონასტერი. 2025წ. მდგომარეობით. 2009წ. შუამთა (თელავი) ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტერი.