სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12258

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ჭაბაშვილი მიქაელი დეკანოზი დაბ. 1963წ. მოღვ. ალავერდის ეპარქია ჭაბაშვილი მიქაელი დეკანოზი დაბ. 1963წ. მოღვ. ალავერდის ეპარქია
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ჭაბაშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

56       ბეჭდვა

ჭაბაშვილი მიქაელი დეკანოზი დაბ. 1963წ. მოღვ. ალავერდის ეპარქია

დეკანოზი მიქაელ ჭაბაშვილი 1963 წლის 7 აგვისტოს ქ. თბილისში დაიბადა. 1969 წელს შევიდა თბილისის #166-ე საშუალო სკოლაში, რომლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკამათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც 1985 წელს დაამთავრა. მუშაობდა ქ. თბილისის #3-ე ექსპერიმენტულ საშუალო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად.


1989 წლიდან მოძღვრის რეკომენდაციით სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო აკადემიაში.

1992 წლიდან მსახურობდა სიღნაღის რაიონის წმინდა სტეფანე ხირსელისა და წმინდა ნინოს სასულიერო სასწავლებლების პრორექტორად.

1993 წელს 3 ივნისს ბოდბელმა ეპისკოპოსმა დავითმა (მახარაძემ) აკურთხა დიაკვნად.

1993 წლის 21 ნოემბერს ალავერდელმა ეპისკოპოსმა დავითმა ხელი დაასხა მღვდლად. სხვადასხვა დროს იყო თელავის საკვირაო-სამრევლო სკოლის და საეპარქიო სკოლის მოძღვარი. მსახურობდა თელავის ღვთისმშობლის მიძინების, კურდღელაურისა და ღვთაების ტაძრებში. ამჟამად არის წინანდლის ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი.


2000 წლის დეკემბერში მიიღო ოქროს ჯვრის ტარების უფლება.

2015 წლიდან აბბა ალავედრელმა დავითმა აღიყვანა დეკანოზის ხარისხში.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.07.2025
ბოლო რედაქტირება 04.07.2025
სულ რედაქტირებულია 1




ჭაბაშვილი

1 0

ჭაბაშვილი მიქაელ (მამუკა) რობერტის ძე. დეკანოზი დ.1966წ. 2019 წლიდან მუშაობს კერძო სკოლა «მილენიუმის» ქართულის მასწავლებლად. დაბ. რუსთავი

2 0

ლია ჭაბაშვილი 1968წ მწერალი, ინჟინერი, დაბ. სოფელი ჩადუნიანი, ლაგოდეხი, კახეთი

1 0