სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
იოსებ დუმბაძე ანტონის ძე 1865-1917 წწ გენერალ მაიორი ვლადივოსტოკის ციხესიმაგრის საარტილერიო პოლკის მეთაური. დაბ. სოფ. შემოქმედი ოზურგეთი გურია

1865-1917 წწ. გარდ. 52 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი დუმბაძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

45       ბეჭდვა

იოსებ დუმბაძე ანტონის ძე 1865-1917 წწ გენერალ მაიორი ვლადივოსტოკის ციხესიმაგრის საარტილერიო პოლკის მეთაური. დაბ. სოფ. შემოქმედი ოზურგეთი გურია

გურული გენერლები XVIII საუკუნიდან 1921 წლამდე ავტ. მამუკა გოგიტიძე

დუმბაძე იოსებ ანტონის ძე(3 იანვარი, 1865-1917)  გენერალ-მაიორი (1914); ცნობილი ლოტბარის, ანტონ დუმბაძის შვიდი ვაჟიდან ერთ–ერთი, იოსები, 1865 წლის 3 იანვარს დაიბადა, შემოქმედში. დედა თავადის ქალი გახლდათ, ნაკაშიძის ასული. იოსებმა განათლება მიიღო თბილისის კადეტთა კორპუსში. სამხედრო სამსახურს შეუდგა 1882 წლის 24 აგვისტოდან. დაამთავრა მე-3 სამხედრო ალექსანდრეს სასწავლებელი. 1884 წელს პოდპურიჩიკის წოდებით ჩაირიცხა ყარსი-ალექსანდროპოლსკის ციხესიმაგრის არტილერიაში. 14.08.1888–ში მიიღო პორუჩიკის, 15.07.1894–ში შტაბსკაპიტნის, 19.07.1898–ში კაპიტნის, ხოლო, 29.08.1904–ში პოდპოლკოვნიკის ჩინები.





იოსებ დუმბაძე მონაწილეობდა 1904-05 წლების რუსეთ–იაპონიის ომში. 2 წლისა და შვიდი თვის მანძილზე მეთაურობდა როტას. ომის შემდეგ დაასრულა ოფიცერთა საარტილერიო სკოლა. 1908 წლის 6 დეკემბერს წარჩინებისთვის მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. იყო ნიკოლაევსკის ციხე-სიმაგრის არტილერიის უფროსი (10.01. – 13.12. 1910); მე–2  ვლადივოსტოკის ციხესიმაგრის საარტილერიო პოლკის მეთაური (13.12.1910–04.02.1912);  პირველი ვლადივოსტოკის ციხესიმაგრის საარტილერიო ბრიგადის ხელმძღვანელი (04.02. 1912–დან); 1912 წელს მიიღო გენერლის, 1914 წელს კი – წარჩინებისთვის გენერალ-მაიორის წოდება. მისი ძმები, სამსონი, ნიკოლოზი, მიხეილი და ივანე აგრეთვე რუსეთის არმიის გენერლები იყვნენ.

მიღებული ჰქონდა სამხედრო ჯილდოები: წმ. სტანისლავის II ხარისხის ორდენი (1901); წმინდა ანას II ხარისხის ორდენი ( 1904); წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი (1913); 1916 წლის 6 დეკემბერს დაიმსახურა წმ. ანას I ხარისხის ორდენი ბრწყინვალე და თავდაუზოგავი სამსახურისთვის. 

იოსებ დუმბაძე 1917 წელს დაიღუპა.



Думбадзе Иосиф Антонович  (03.01.1865 – ?)
            генерал-майор с 14.04.1913

წყარო:

1.https://ka.wikipedia.org/wiki/იოსებ_დუმბაძე 

2. http://www.grwar.ru/persons/persons.html?id=3649

ფოტო მამა ანტონ დუმბაძე შვილებთან ერთდ


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.03.2023
სულ რედაქტირებულია 3




გიორგი გიორგის ძე დუმბაძე 1803-1883წწ მღვდელი. მგალობელი

2 0

დავით ანტონის ძე დუმბაძე 1849-1918წწ დეკანოზი დაბ. სოფ. შემოქმედი (ოზურგეთი)

2 0

დუმბაძე

1 0

თამაზ დუმბაძე სევერიანის ძე (1936-2016) საქართველოს გენერალი წარმ. სოფ. შემოქმედი ოზურგეთი

1 0


რომან დუმბაძე 1964-2012წწ საქართველოს გენერალი დაბ. სოფ. ფუშკურაული ხულო აჭარა

2 0


სამსონ ანტონის ძე დუმბაძე 1866-1938წწ რუსეთის გენერალი სოფ.შემოქმედი ოზურგეთი გურია Самсон Антонович Думбадзе

1 0


ნიკოლოზ დუმბაძე ანტონის ძე 1854-1927წწ გარდ. გენერალ ლეიტენატი, გარდ. ვლადივასტოკი (რუსეთი), დაბ. სოფ. შემოქმედი ოზურგეთი გურია

2 0


ივანე დუმბაძე ანტონის ძე 1851-1916წწ გარდ. გენერალ მაიორი დაბ. სოფ. შემოქმედი ოზურგეთი გურია

3 0


ნუგზარ დუმბაძე 1965-85წწ გარდ. ავაღანეთი დაბ. სოფ. მეძიბნა ქედა

2 0

ნოდარ დუმბაძე 1928-1984წწ მწერალი დაბ. სოფ. ხიდისთავი, ჩოხატაური

2 0

ანტონ დუმბაძე 1933-1998წწ. მხატვარი, გურია , ოზურგეთის რაიონი, სოფ. შემოქმედი.

1 0


ანტონ დუმბაძე 1824-1907წწ. მგალობელი და ლოტბარი სოფ. შემოქმედი, ოზურგეთი, გურია.

3 0


ვასილ დუმბაძე დავითის ძე(1881-1943) ეკონომისტი სოფ. შემოქმედი ოზურგეთი გურია

3 0


ნინო დუმბაძე 1919-1983წწ ოლიმპიური პრიზიორი მძლეოსნობა დაბ. სოფ. შემოქმედი ოზურგეთი

4 0

10 3 3