თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
ნიქაცაძე ბასილი - მღვდელი.
2010 წლის 23 ნოემბერს დიაკვნად ხელდასხმა. 2011 წლის 29 აგვისტოს მღვდლად ხელდასხმა. სამგორის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ეკლესია.
23 ნოემბერს დიღმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ცურტაველმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ბასილ ნიქაცაძე. დიაკონი ბასილი დიღმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
29 აგვისტოს მარტყოფის ღვთაების მონასტერში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი დიღმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დიაკონ ბასილ ნიქაცაძეს. მღვდელი ბასილი სამგორის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა.