4 საპატრიარქოს უწყებანი N4 10 ივლისი. 2003 წ გვ. 20
მცხეთაში სვეტიცხოვლობის სადღესასწაულო წირვის შემდეგ. 1922 წელი.
ეს უნიკალური ფოტო გადაღებულია 1922 წელს მცხეთაში სვეტიცხოვლობის სადღესასწაულო წირვის შემდეგ საკათალიკოსო სახლის წინ. მასზე გამოსახულნი არიან:
I რიგში მარცხნიდან: სვეტიცხოვლის არქიმანდრიტი პავლე (ჯაფარიძე), შემდგომში წილკნელი ეპისკოპოსი; ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი იოანე (მარგიშვილი); საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია); ჭყონდიდელი ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე); ურბნელი ეპისკოპოსი ქრისტეფორე (ციცქიშვილი) შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი;
II რიგში: სტუდენტი გაბრიელ ჩაჩანიძე (შემდგომში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი); მთავარდიაკვანი სიკო (სიმონ) მონასელიძე; დიაკონი ნიკოლოზი; დეკანოზი ლ. ნათიძე; მღვდელ-მონაზონი ეფრემი (სიდამონიძე), შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ფოტოს მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით ქალბატონ ნანა ძიძოძეს.
4-1 საპატრიარქოს უწყებანი N4 10 ივლისი. 2003 წ გვ. 6
28 ივნისს ყოვლადუსამღვდელოესმა, ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა გერასიმემ (შარაშენიძე) მცხეთაში წმიდა იოანე და თორნიკე ათონელების სახელობის ახალი ტაძარი აკურთხა. პირველი ლიტურგია ახლადნაკურთხ ტაძარში მეუფე გერასიმემ შეასრულა. წირვის შემდეგ პარაკლისი აღავლინა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II.
სოფელ პატარა გლდანში ახალი ტაძარი ეკურთხა. სოფლის ძირძველი ეკლესია კომუნისტური რეჟიმის დროს იქნა დანგრეული, ამიტომ სოფლის მოსახლეობამ საკუთარი ძალისხმევით ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტა. ახალ ეკლესიას 2001 წლის აპრილში ჩაეყარა საფუძველი. სოფელმა სულ მოკლე ხანში შეძლო ტაძრის აგება. ახალი ეკლესიის გახსნა ლომისის დღესასწაულს დაემთხვა, ამიტომ ლომისის წმიდა გიორგის სახელზე აკურთხეს. ტაძრის მღვდელმსახურად დაადგინეს მღვდელი გიორგი ჭეიშვილი.,
2003 წლის 16 მარტს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილიაII სიონის საკათედრო ტაძარში მღვდლად ხელი დაასხა დიაკვან გიორგი ყიფშიძეს. ამავე დღეს სიონის საკათედრო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II დიაკვნად ხელი დაასხა ლევან მექოშვილს.
2003 წლის 2 მარტს სამთავისისა და გორის ეპისკოპოსმა ანდრიამ (გვაზავა) საზეიმოდ აკურთხა გორის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი. კურთხევას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მღვდელმთავარნი რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ნიქოზისა და ცხ-ინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია) და ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსი გერასიმე (შარაშენიძე).
2003 წლის 30 მარტს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიონის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ გიორგი ფანცულაიას. იგი იმსახურებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარში.
2003 წლის 30 მარტს მაღალყოვლადუსამღვდელოესმა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) ფერისცვალების დედათა მონასტერში დიაკვნად დაასხა ხელი ბესარიონ ჩუხრუკიძეს. იგი საქართველოს საპატრიარქოს ტაძარში იმსახურებს.
სამთავროს დედათა მონასტერი 1890-იანი წლები.
ფოტოს მარცხენა კიდეში ჩანს წმინდა ნინოს სახელობის მშენებარე ტაძარი, სადაც მოგვიანებით დაასაფლავეს იღუმენია ნინო (ამილახვარი). საბჭოთა პერიოდში ეს ტაძარი ხელისუფლებამ დაანგრია.
მცხეთის სამთავროს დედათა სავანეს უამრავი ქართველი ქრისტიანი ქალი და დედა გამოუზრდია, მრავალი მოამაგეც ჰყოლია, მაგრამ მათგან მცირედნი თუ არიან ცნობილნი. ასეთთა შორისაა სამთავროს დედათა მონასტრის იღუმენია ნინო (ამილახვარი), რომელმაც მთელი ცხოვრება მონასტრის აღორძინებას შეალია. იღუმენია ნინო (ერში თავადის ასული ანა ამილახვარი) 1816 წლის 26 იანვარს, გორის მაზრის სოფელ საამილახვრო ჭალაში დაიბადა. მშობლები მალე დაეხოცა და მისი აღზრდა მამიდამ, მონაზონმა ნინო ამილახვარმა იკისრა, რომელიც მცხეთის სამთავროს წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი იყო. მან წამოიყვანა ობოლი ანა და მონასტრული წესით, საღმრთო წერილის სწავლაში აღზარდა. . 1839 წლის 11 თებერვალს მამიდა გარდაიცვალა, მაგრამ ანა მონასტერს არ განეშორა. იგი მონაზვნებს თავისი ხარჯით აცხოვრებდა, საღვთო წერილსა და ხელსაქმეს ასწავლიდა. მონაზვნებმაც ძალიან შეიყვარეს, რადგან ჭირსა ძალიან შეიყვარეს, რადგან ჭირსა და ლხინში გვერდში ედგათ. ის იყო მათთვის კეთილმსახურებისა და სიმშვიდისა მაგალითი, მათი გონების გამწვრთნელი და განმანათლებელი. ხანგრძლივი მონასტრული ცხოვრების შემდეგ ანნა ამილახვარი მიტროპოლიტ ისიდორეს კურთხევით, არქიმანდრიტმა ტარასიმ 1855 წლის 19 ივნისს მონაზვნად აღკვეცა მცხეთის მონასტერში და სახელად ნინო (მამიდის სახელი) უწოდა. 1863 წელს წმიდა ნინოს მონასტრის განმგებლობა მიანდეს. იმ დროს მონასტერი და ეკლესია დიდ სიდუხჭირეს განიცდიდა და შეკეთებაც ესაჭიროებოდა. იღუმენია ნინომ მაშინვე ეკლესიისა და მონასტრის რესტავრაციაზე დაიწყო ზრუნვა, რისთვისაც ეგზარქოსს ნებართვა გამოსთხოვა, რათა ქველმოქმედი ქრისტიანებისაგან შემწეობა ეთხოვა. ამ მიზნით იღუმენიამ მთელი თბილისი, მოზდოკი, პიატიგორსკი, ახალციხე და აბასთუმანი მოვლო. შეგროვილი შემოწირულობით მონასტერი გაამშვენიერა, ეკლესიისთვის კი საეკლესიო და სამღვდელმსახურო ნივთები შეიძინა. ამ ღვაწლისათვის 1865 წელს ეგზარქოსის ევსევის მიერ იღუმენიის ხარისხში იქნა აღყვანილი. 1865 წლიდან მისი ღვაწლი უფრო თვალსაჩინო ხდება: 1866 წლის 29 მარტს მონასტერში იღუმენიას მეცადინეობით დაარსდა დედათა სასწავლებელი, რომლის მმართველი და „პირველი წევრი რჩევისა“ თავად იყო. 1879 წელს დედა ნინომ განაახლა წმიდა ნინოს ეკლესია. 1880 წელს იგი დააჯილდოეს ძვირფასი თვლებით მოჭედილი ჯვრით. 1883 წლის 23 იანვარს იღუმენიამ დედათა მონასტრის ეკლესიის გუმბათი განაახლა და ეკლესია თუნუქით გადახურა. იგი ომის დროს შესაწირავს გზავნიდა დაჭრილ მხედართათვის, რისთვისაც 1883 წლის 21 დეკემბერს წითელი ჯვრით იქნა დაჯილდოებული. 1884 წელს კი დედათა მონასტრის ეკლესიის კედლები შეაკეთა. მას შემდეგ, რაც 1880 წელს იღუმენია ნინოს მიერ დაარსებული სასწავლებელი საეპარქიო სასწავლებლის სახელწოდებით ქალაქ თბილისში გადაიტანეს, დედა ნინო მუდამ იმის საზრუნავში იყო, რომ მონასტერთან როგორმე ხელმეორედ დაეარსებინა დედათა სკოლა. 1888 წელს იღუმენიამ მოიარა რუსეთი, რათა შეგროვილი შემოწირულობებით ეკლესიაც შეეკეთებინა და განეხორციელებინა თავისი სანუკვარი აზრი სკოლის აღდგენა მცხეთაში. ღრმად მოხუცებულმა იღუმენიამ მეტად შორი მოგზაურობა იტვირთა, სამშობლოში დაბრუნებულმა კი სკოლის დაარსების საქმე დაიწყო.
ოცნება მალე შეუსრულდა 1889 წლის 1 ოქტომბერს _ ეგზარქოსმა პალადიმ მონასტერში აკურთხა ქალთა სასწავლებელი. თანამედროვენი აღტაცებით იხსენებენ ამ სასწავლებელსა და მის მზრუნველ დედა-ბურჯს - იღუმენია ნინოს. 1890 წლის 2 ოქტომბერს ქართველმა საზოგადოებამ საზეიმოდ აღნიშნა მისი მოღვაწეობის 25 წლის იუბილე, რომელიც მცხეთის დედათა მონასტერში გაიმართა. დღესასწაულს უამრავი ხალხი დაესწრო. წირვა შეასრულა ეპისკოპოსმა ბესარიონმა, არქიმანდრიტების კესარიოსისა და ლეონიდეს (შემდგომში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი) თანამწირველობით. წირვაზე ქართულ საგალობლებს ასრულებდა წინამძღვრიანთ სკოლის მოწაფეთა გუნდი, რომელიც 5-6 კაცისაგან შედგებოდა. წირვის შემდეგ წარმოთქმული სიტყვები და მილოცვები ნათლად მეტყველებს იმ დიდ სიყვარულზე, რაც ქართველ საზოგადოებაში სუფევდა დედა ნინოს მიმართ.
მართლაც, საოცარი და სამაგალითოა იღუმენია ნინოს ცხოვრება. სამწუხაროდ, მისი ხანგრძლივი და დაუღალავი მოღვაწეობიდან მხოლოდ მცირე რამაა ცნობილი, მაგრამ ის მცირეოდენიც კი, რაც დრომ შემოგვინახა, ნათლად გვიჩვენებს ქართველი ქალის სახეს, რომელიც ქრისტიანული სარწმუნობის ერთ-ერთი ბურჯი შეიქმნა საქართველოში.იღუმენია ნინოს ღვაწლი თვალსაჩინოა. იგი გვევლინება, არამარტო როგორც სამთავროს წმიდა ნინოს ეკლესიის შემნახველი და დამცველი, არამედ ქართველ ქალთა არაერთი თაობის აღმზრდელი და მათთვის კეთილი მაგალითის მიმცემი ნათელი სვეტი. იღუმენია ნინო თავისთვის, მშვიდად და წყნარად მოღვაწეობდა იმ ასპარეზზე, რომელიც სიყრმიდანვე აირჩია და პირნათლად მისდევდა იესო მაცხოვრის მცნებას
_„რაჟამს ჰყოფდე ქველის საქმესა, ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა, ვითარცა-იგი ორგულთა ყვიან შესაკრებელთა მათთა... ნუ სცნობნ მარცხენე შენი, რასა იქმოდის მარჯუენე შენი“.საბედნიეროდ, სამთავროს დედათა მონასტერში სულიერი ცხოვრება გრძელდება და იღუმენია ნინოს სახელი და საღვრთო საქმეები თანამედროვე მონაზონთათვის მისაბაძი და სანუგეშოა.
2003 წლის 4 მაისს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან დავით ხაჭაპურიძეს, რომელიც დიღმის წმიდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარში იმსახურებს.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი იმერეთისა (ქიქოძე) , ეგზარქოსი იოანიკე (რუდნევი) წმიდა ალექსანდრე ეპისკოპოსი გორისა (ოქროპირიძე)
ფოტო გადაღებულია თბილისში XIX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს. გამოსახულნი არიან მარცხნიდან: წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი იმერეთისა (ქიქოძე) (+1896), ეგზარქოსი იოანიკე (რუდნევი) (საქართველოში ეგზარქოსად გამწესებული იყო 1877-1882 წლებში), წმიდა ალექსანდრე ეპისკოპოსი გორისა (ოქროპირიძე) (+1907) ეს უნიკალური ფოტო მოგვაწოდა წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის შთამომავალმა ქალბატონმა ნუნუ ქიქოძემ.
2003 წლის 16 ივლისს, გერგებობას, სიყვარულის დღესასწაულზე უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკონ იოანეს (სილაგაძე).
2003 წლის 15 ივნისს ზესტაფონის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარში, ყოვლადუსამღვდელოესმა, მარგვეთისა და უბისის მთავარეპისკოპოსმა ვახტანგმა (ახვლედიანი) დიაკვნად დაასხვა ხელი ტაძრის მნათეს კირიონ მუშკუდიანს.
30 მაისს, საქართველოს პროკურატურის დღეს, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II საქართველოს გენერალური პროკურატურის ეზოში აკურთხა წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის ადგილი. მისმა უწმინდესობამ გენერალურ პროკურორს, ბატონ ნუგზარ გაბრიჩიძეს მაცხოვრის ხატი გადასცა.
ეპისკოპოსი ტარასი (კანდელაკი) იყო საქართველოს ეკლესიის გამორჩეული მოღვაწე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, წმიდა მღვდელმოწამე კირიონ II თანამუშაკი და მესენაკე. მოღვაწეობდა ქვათახევის, შუამთის, ალავერდის, თეთრი გიორგის, ხირსის, გარეჯის წმიდა იოანე ნათლიმცემლის მონასტრებში. 1903-1908 წლებში თან ახლდა ეპისკოპოს კირიონს გადასახლებაში, ხერსონისა და ორიოლის ეპარქიებში. 1931 წლიდან 1938 წლამდე მოღვაწეობდა ქალაქ ვლადიკავკაზის წმიდა ნინოს ქართული ეკლესიის წინამძღვრად. 1939 წელს ხელდასხმულია წილკნელ ეპისკოპოსად. გარდაიცვალა 1951 წელს, მცხეთაში, დაკრძალულია სვეტიცხოვლის ტაძრის გალავანში. ვლადიკავკაზში მოღვაწეობისას სწორედ მან მონათლა პატარა ირაკლი შიოლაშვილი, შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. ფოტო ინახება ქალაქ აბაშის საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ბატონ პაატა ქურდოვანიძის პირად არქივში.
20 აგვისტოს ბათუმისა და სხალთის ეპარქიის სოფელ სარფში ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) მონათლა 200-ზე მეტი ადგილობრივი ლაზი. ნათლობას ესწრებოდნენ შემოქმედელი მთავარეპისკოპოსი იოსები (კიკვაძე), ფოთის ეპისკოპოსი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე), ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსი საბა (გიგიბერია), ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსი გერასიმე (შარაშენიძე). ნათლობა შესრულდა „სისხლის მდინარეში“. ეს სახელი ამ ადგილს თავად ხალხმა უწოდა, რადგან სწორედ აქ ხდებოდა მუსულმანთა მიერ ქრისტიანობისთვის თავდადებულ ქართველთა მოწყვეტა.
თეკლათის მონასტრის იღუმენი კონსტანტინე (ქვარაია) და მისი სულიერი შვილი, ბეთანიის მონასტრის მღვდელმონაზონი ვასილი (ფირცხალავა). 1950-იანი წლები ბეთანიის მონასტერი.
მარცხნიდან: თეკლათის მონასტრის იღუმენი კონსტანტინე (ქვარაია) და მისი სულიერი შვილი, ბეთანიის მონასტრის მღვდელმონაზონი ვასილი (ფირცხალავა). ფოტო გადაღებულია 1950–იან წლებში ბეთანიის მონასტერში.
13 სექტემბერს სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში ახალი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი იკურთხა. მისი აღმშენებელი ბატონი მამუკა ხაზარაძეა. ეს არის ორნავიანი ბაზილიკა, რომელშიც ორი საკურთხეველია – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებისა და წმიდა ნიკოლოზისა. ტაძარი ოთხი წლის განმავლობაში შენდებოდა და ძველი – გელათისა და სვეტიცხოვლის ტრადიციების მიხედვით აიგო. ქვა და ორნამენტი ხელითაა ნაკეთები. ძველი. ტრადიციის მემანიშნებელია აგრეთვე ტაძრის ლორფინით გადახურვა. ეს არის ე. წ. ქართული კრამიტი. როემლსაც. სამცხეჯავახეთში იყენებდნენ. ტაძრის ხუროთმოძღვარია დავით სვანიძე, მშენებელი – დავით ლაცაბიძე. უახლოეს მომავალში ტაძარი შიგნიდან მოიხატება. ოდესღაც აქ დედათა მონასტრი არსებობდა და დაგეგმილია მისი კვლავ აღდგენა. სოფელ ბაშში თავის დროზე ხუთი ეკლესია არსებობდა, რომელთაგან არცერთი არაა მოღწეული. ტაძარი აკურთხა ხონის და სამტრედიის ეპისკოპოსმა საბამ (გიგიბერია). მასთან ერთად სადღესასწაულო წირვას აღავლენდნენ წმიდა სინოდის მღვდელმთავარნი – ბორომისა და ბაკურიანის მთავარეპისკოპოსი სერაფიმე (ჯოჯუა), ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე), ვანისა და ბაღდათის ეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია), ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსი გერასიმე (შარაშენიძე), ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი), დმანისის ეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) და სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსი შიო (მუჯირი).
კუნძულ კვიპროსზე, კიკოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის. ტაძარში დიკვნად იკურთხა დავით მაღლაფერიძე.
საქართველოს ეკლესიის დიდი მოღვაწე. წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის თანამდგომი და მეგობარი. აფხაზეთში მისი 60-წლიანი მოღვაწეობის დროს ქრისტეს სჯულზე მოექცა ათასობით ადამიანი. ასი წლის ასაკს მიღწეული მხცოვანი მოძღვარი გარდაიცვალა XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში. ფოტო გადაღებულია XIX საუკუნის 90-იან წლებში, ქალაქ სოხუმში. ფოტო მოგვაწოდა მენჯის მთავარანგელოზის სახელობის შუშანიების სავანის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა მელქისედეკმა.
უწმიდესმა და უნატარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II 2003 წლის 14 სექტემბერს ბათუმის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის აღსრულების შემდგომ საქართველოს ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყ-ვანა საქართველოს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსი დიმიტრი (შიოლაშვილი).
უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II მსოფლიო პატრიარქთან ერთად ბათუმში ვიზიტის დროს საქართველოს ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე) და ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსი საბა (გიგიბერია).
2003 წლის 15 სექტემბერს, მწუხრის ლოცვის დაწყების წინ ბათუმისა და სხალთის ეპარქიის სოფელ ზვარეში ბათუმისა და სხალთის მთავარეპისკოპოსმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) აკურთხა წმინდა გიორგის სახელობის ახალი ტაძარი. 16 სექტემბერს მანვე აღავლინა აქ პირველი საზეიმო წირვა. წირვის დასასრულს კი შესრულდა საერთო ნათლობა
29 სექტემბერს ნუცუბიძის ფერდობის მეორე მიკრორაიონში ყოვლადუსამღვდელოესმა, ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა გერასიმემ (შარაშენიძე) ახალი, ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარი აკურთხა. ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი გიორგი უგრეხელიძე. ამავე ტაძრის მღვდელმსახურად დადგენილია მღვდელმონაზონი ამ ბროსი მაისურაძე.
2003 წლის 27 აგვისტოს ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა გერასიმემ (შარაშენიძე) ზუგდიდის რაიონის კორცხელის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სამონაზვნე რაქილი (რობაქიძე) აკურთხა მონაზვნად მარიამის სახელით.
2003 წლის 28 აგვისტოს ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა გერასიმემ ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად ხელი დაასხა ამავე ტაძრის დიაკონს გალაქტიონ ფიფიას.
8 ნოემბერს საგურამოში ამოქმედდა. წმიდა ილია მართლის სახელობის ტაძარი, რომელიც აკურთხა ბოლნისის მთავარეპისკოსმა თადეოზმა (იორამაშვილი). მეორე. დღეს ტაძარი მოილოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II, რომელმაც ახლადაშენებულ ტაძარში პარაკლისი გადაიხადა.
16 ნოემბერს უწმიდესმა და უნ-ეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო სემინარიის IV კურსის სტუდენტს, დიაკვან გიორგი თეთრუაშვილს.
16 ნოემბერს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტს, საქართველოს საპატრიარქოს რადიო „ივერიის“ თანამშრომელს, კონსტანტინე ლეკიშვილს.
მიტროპოლიტი გიორგი (ერისკაცობაში დავით გიორგის ძე ალადაშვილი) დაიბადა 1850 წლის 8 დეკემბერს, ქიზიყის სოფელ არბოშიკში. 1875 წელს დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია, ხოლო 1884 წელს კიევის სასულიერო აკადემია. იმავე წელს დაინიშნა ოზურგეთისა და სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლების ზედამხედველად. 1899 წელს აღიკვეცა ბერად და გიორგი ეწოდა. 1902 წელს გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტრის არქიმანდრიტია. 1905 წლის 25 სექტემბერს ხელდასხმული იქნა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსად. 1908 წლიდან 1917 წლამდე განაგებდა იმერეთის ეპარქიას, ხოლო შემდგომ – წილკნისას. 1920 წელს ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტია და დროებით მართავდა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიასაც. საქართველოში კომუნისტური ხელისუფლების ძალადობით დამყარების შემდგომ მხცოვანი მიტროპოლიტი პენსიაში გადის და განაგებს წმიდა სტეფანე ხირსელის სახელობის მონასტერს. 1924 წელს უღმერთოთა მიერ დარბეული იქნა მონასტერი და მიტროპოლიტი გიორგი იძულებული გახდა, მშობლიურ სოფელს შეჰკედლებოდა, სადაც რამდენიმე კვირაში აღესრულა კიდეც. დაკრძალულია სოფელ არბოშიკის ეკლესიის გალავანში. ფოტო გადაღებულია ქუთაისში XX ს-ის 10-იან წლებში ფოტოგრაფ საღარაძის სალონში.
წილკნელი ეპისკოპოსი პავლე (ჯაფარიძე) (1888-1929); მანგლელი მიტროპოლიტი კალისტრატე (ცინცაძე) (1866-1952), შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი; ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი ვარლამი (მახარაძე) (1873–1943) თბილისი 1929 წელი.
მარცხნიდან: წილკნელი ეპისკოპოსი პავლე (ჯაფარიძე) (1888-1929); მანგლელი მიტროპოლიტი კალისტრატე (ცინცაძე) (1866-1952), შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი; ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი ვარლამი (მახარაძე) (1873–1943), 1937 წელს რეპრესირებული, გარდაიცვალა გადასახლებაში. ფოტო გადაღებულია თბილისში 1929 წელს
2003 წლის 30 ნოემბერს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიონის საკათედრო ტაძარში დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული დავით რევაზიშვილი
გურიაში მოღვაწე სასულიერო პირთა ჯგუფი. ბახმარო 1912წელი.
მარცხნიდან პირველ რიგში: მღვდელი მეგრელიშვილი. მღვდელი ბესარიონ დოლიძე, მღვდელი ქრისტეფორე კეჭაყმაძე, მღვდელი პავლე ლომინაძე, მღვდელი დავით აფხაზავა, უცნობი სასულიერო პირი, მღვდელი პავლე მეგრელიძე, უცნობი სასულიერო პირი.
მეორე რიგში: დეკანოზი დიომიდე ჩხაიძე. მღვდელი გერასიმე დაჟომია. დეკანოზი ზოსიმე შანიძე, დეკანოზი მაქსიმე სიხარულიძე, უცნობი სასულიერო პირი. ფოტოს დედანი ინახება სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერში. მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტ ანდრიას (კბილაშვილი) და დედათა კრებულს.
21 ნოემბერს, წმინდა მთავარანგელოზთა ხსენების დღეს, სამთავისისა და გორის ეპისკოპოსმა ანდრიამ (გვაზავა) მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან დავით კუჭავას.
7 დეკემბერს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი დავით ლონდარიძეს.
14 დეკემბერს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან კახაბერ ასათიანს.
საქართველოს საპატრიარქო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა წმიდა პანტელეიმონის ტაძრის მღვდელმსახური გიორგი ბარათაშვილი და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. ღმერთმა დააწესოს მისი სული იქ, სადაც მართალნი განისვენებენ
18დეკემბერს. ნიკოლოზობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ღვთისმსახურებაზე უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II დეკანოხის ხარისხში აიყვანა და ოქროს ჯვრით დააჯილდოვა ნარიყალას ტაძრის წინამძღვარი გიორგი თევდორაშვილი.
12 დეკემბერს ნეკრესში, წმიდა აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღეს ბერად აღიკვეცა საპატრიარქოს მორჩილი ოთარ ქურციძე და სახელად ეწოდა აბიბოსი. ბერად აღკვეცაში მონაწილეობდნენ: ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი), ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე), ხონის მთავარეპისკოპოსი საბა (გიგიბერია) და ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსი გერასიმე (შარაშენიძე). 18 დეკემბერს საფარის წმიდა საბა განწმენდილის სახელობის ტაძარში ამავე წმიდანის ხსენების დღეს ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპისკოპოსმა თეოდორემ ბერი აბიბოხი აიყვანა დიაკვნის ხარისხში.,
2003 წლის 6 აპრილს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიონის საკათედრო ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი ამავე ტაძრის სტიქაროსანს გოჩა წურწუმიას. ახლადნაკურთხ დიაკონს სახელად გიორგი ეწოდა.
6 აპრილს მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ფოთისა და სენაკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) ქალაქ ფოთის წმიდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში . დიაკვნად დაასხა ხელი ამავე ტაძრის მედავითნეს გოჩა ხოშტარიას და წმიდა ამბროსი ხელაიას პატივსაცემად სახელად ამბროსი უწოდა.
7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე სენაკის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ფოთისა და სენაკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა დიაკვნად ხელი დაასხა ამავე ტაძრის მედავითნეს ვალერი რეკვავას და წმიდა ალექსი შუშანიას პატივსაცემად სახელად ალექსი უწოდა.
ფოტოზე გამოსახულნი არიან, მარცხნიდან: სიონის საპატრიარქო ტაძრის პროტოპრესვიტერი მიხეილ მახათაძე, სრულიად საქართველოს, კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) და დეკანოზი ალექსანდრე გაბუნია (კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი) სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში.
თბილისი. 1950 წელი
17 დეკემბერს საფარის მონასტერში ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსმა თეოდორემ (ჭუაძე) ბერად აღკვეცა მორჩილი ალექსანდრე კვინიკაძე და უწოდა სახელი გერასიმე,
21 დეკემბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II მღვდლად დაასხა ხელი დიდუბის ტაძრის დიაკონს თომა ყალაბეგაშვილს.
28 დეკემბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II მღვდლად ხელი დაასხა სიონის საპატრიარქო ტაძრის დიაკონს ტიმოთე წიკლაურს.
28 დეკემბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II დიაკვნად დაასხა ხელი სიონის მგალობელ ვაჟთა გუნდის წევრს ბესარიონ მეფარიშვილს.
30 დეკემბერს, წმიდა დანიელ წინასწარმეტყველის ხსენების დღეს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) ბერ-დიაკვნად ხელი დაასხა ფოკის წმიდა ნინოს სახელობის მამათა მონასტრის წევრს, მამა ილიას (ხურცილავა).
11 იანვარს სიონის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II მღვდლად ხელი დაასხა ქაშუეთის წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის დიაკონს მიქაელ აბულაძეს
11 იანვარს სიონის საპატრიარაქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II დიკვნად დაასხა ხელი სასულიერო აკადემიის მეოთხე კურსის სტუდენტს თემურ თათარაშვილს.
4 იანვარს. ყოვლადუსამღვდელოესმა, სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსმა პეტრემ (ცაავა) ყაზბეგის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში მღვდელმონაზვნად დაასხა ხელი ბერდიაკონ ნიკოლოზ ღლონტს.
8 დეკემბერს ყოვლადუსამღვდელოესმა, საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) პატარძეულის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი დავით ბურდულს.
4 იანვარს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა კურთხევით ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა გერასიმემ (შარაშენიძე) ბერად აღკვეცა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ილია ნასიძე.
2 იანვარს ყოვლადუსამღვდელოესმა, სამთავისისა და გორის ეპისკოპოსმა ანდრიამ (გვაზავა) ბერად აღკვეცა მორჩილები – გიორგი გუჯაბიძე და მამუკა ხუფენია და მათ კოზმა და დამიანე უწოდა.
იღუმენია თამარი დაიბადა 1869 წელს კახეთში, ალექსანდრე მარჯანიშვილის ოჯახში. 1890-იანი წლებიდან დაიწყო მოღვაწეობა ბოდბის დედათა მონასტერში. 1902 წელს აღყვანილი იქნა იღუმენის ხარისხში და ეწოდა იუვენალია. 1905 წელს გადაიყვანეს რუსეთში. 1912 წელს მისი ღვაწლით დაარსდა „სერაფომო-ზნა- მენსკოეს“ მონასტერი, სადაც 1924 წლამდე, კომუნისტების მიერ სავანის დახურვამდე მოღვაწეობდა. დევნილი იღუმენია რამდენიძე დენიმე დასთან ერთად ცხოვრობდა „პერხუშკოვოს“ დასახლებაში. 1931 წელს იგი დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს. მისი ძმის, რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის შუამდგომლობით იგი 1934 წელს გაათავისუფლეს. სიცოცხლის უკანასკნელი წლები იღუმენია თამარმა ბელორუსიაში, რკინიგზის სადგურ „პიონერსკაიასთან“ გაატარა. გარდაიცვალა დიდსქემოსანი 1936 წლის ივნისში. დაკრძალულია მოსკოვში, ვებენის მთაზე. ფოტო გადაღებულია 1890-იანი წლების მიწურულს ა. როინიშვილის მიერ.
18 იანვარს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიონის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან დავით ლონდარიძეს. 7 თებერვალს მღვდელი დავითი ერაყში არსებულ ქართულ სამხედრო ნაწილში გაემგზავრება, სადაც იგი კაპელადან (სამხედრო ნაწილის მღვდლად) იმსახურებს.
საქართველოს საპატრიარქო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 14 იანვარს გურჯაანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში ტრაგიკულად გარდაიცვალა მღვდელმონაზონი ანგია (ჩოხელი). უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით იგი დაკრძალულია ბეთანიის მონასტრის ეზოში.
ღირსი მამა ალექსი (შუშანია) და მისი ძმა ბერი ბესარიონი (მაცხნივ).
ღირსი მამა ალექსი (შუშანია) XIX-XX სს. საქართველოს ეკლესიის ღირშესანიშნავი მოღვაწეა; ქართული ბერმონაზვნური ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი. იგი სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა ათონის ქართველთა სავანეში, გელათის მონასტერში.1890-იანი წლებიდან გარდაცვალებამდე ცხოვრობდა მის მიერვე დაარსებულ მენჯის მთვარანგელოზთა სახელობის სავანეში, სადაც გარდაიცვალა და დაიკრძალა 1923 წელს. 1995 წელს საქართველოს ეკლესიისწმიდა სინოდის მიერ იგი წმიდანად შეირაცხა. ბერი ბესარიონ შუშანია წლების მანძილზე მოღვაწეობდა ათონის წმიდა მთაზე, წმიდა იოანე ღვთისმეტყველის ქართველთა სავანეში. ჯანმრთელობის გაუარესების გამო მამა ბესარიონი იძულებული გახდა, სამშობლოში დაბრუნებულიყო. იგი მარტვილის მონასტერში დაემკვიდრა, სადაც მღვდელმონაზვნად აკურთხეს. სამწუხაროდ, მღვდელმონაზონი ბესარიონი XIX საუკუნის 90-იან წლებში შედარებით ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა. ფოტო გადაღებულია ქუთაისში XIX საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს. ფოტო მოგვაწოდა მენჯის მთავარანგეკოზთა გლოზთა სახელობის შუშანიების სავანის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა მელქისედეკმა (მიქავა).
25 იანვარს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელმონაზვნად დაასხა ხელი თელეთის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის ბედიაკონს დავით კირკიტაძეს.
22 დეკემბერს ყოვლადუსამღვდელოესმა, საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან დავით ქურდოვანიძეს.
24 იანვარს ყოვლადუსამღვდელოესმა, საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ დავით გარეჯის მამათა მონასტერში ბერდიაკვნად დაასხა ხელი ბერებს მამა იოანესა (მსხილაძე) და მამა იაკობს(ავალიშვილი).
მიტროპოლიტი დიმიტრი (დავით ილარიონის ძე იაშვილი ) დაიბადა 1872 წლის 15 დეკემბერს სიღნაღის მაზრის სოფელ საქობოში; სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო შემდგომ თბილისის სასულიერო სემინარში. 1898 წელს ხელდასმული იქნა მღვდლად. იყო სიღნაღის სასულიერო სასწავლებლების ზედამხედველი. 1912 წელს იგი წინამძღვრად გადმოიყვანეს თბილისის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში და აყვანილი იქნა დეკანოზის ხარისხში. კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდგომ მამა დავითი სხვა სასულიერო პირთა მსგავსად დევნასა და რეპრესიებს განიცდიდა. 1920-30-იან წლებში მას ფარულად უწევდა ღვთისმსახურება, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ იგი მსახურობდა თბილისის სხვადასხვა ტაძრებში. 1952 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა და ეწოდა დიმიტრი. იმავე წელს ხელდასხმული იქნა ნინოწმინდელ ეპისკოპოსად და დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 1958 წელს მეუფე დიმიტრი აღყვანილი იქნა მიტროპოლიტის ხარისხში და დადგინდა ბოდბისა და ალავერდის ეპარქიების მმართველად. მიტროპოლიტი დიმიტრი გარ-დაიცვალა 1961 წლის 22 ივლისს. მისი ანდერძის თანახმად, დაიკრძალა თბილისის პეტრე-პავლეს სახელობის ტაძარში.
1 თებერვალს უწმიდესმა უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II მღვდლად დაასხა ხელი თბილისის წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის დიაკვანს ბაქარ სოსელიას.
1 თებერვალს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიონის საკათედრო ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულს, დავით ქალებაშვილს.
საქართველოს საპატრიარქო იუწყება, რომ გარდაიცვალა დეკანოზი ვაჟა ბეწუნაიძე და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
მღვდელმონაზონი პახუმი (ერისკაცობაში პეტრე ფაფერაშვილი) წარმოშობით ახალციხიდან იყო. ნაადრევად დაქვრივებულმა მონაზვნობის გზა აირჩია; 1870-იანი წლებიდან იგი ტიმოთესუბნის მონასტერში დაემკვიდრა და იქ სიცოცხლოს ბოლომდე, ხუთი ათეული წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. მამა პახუმის დაუღალავი შრომით არაერთი თაობა აღიზარდა მან მონასტერთან დააარსა სკოლა, სადაც მახლობელი სოფლების ბავშვებს თავადვე ასწავლიდა საღმრთო სჯულსა და ქართულ წერა-კითხვა-გალობას. იგი თავისი უბრალოებითა და ჭეშმარიტი ბერული ღვაწლით საყოველთაო სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებდა. მღვდელმონაზონი პახუმი 1925 წელს ღრმად მოხუცებული აღესრულა. იგი დაკრძლულია ტიმოთესუბნის მონასტრის ეზოში. ფოტო გადაღებულია 1880-იან წლებში. მისი მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით მამა პახუმის შთამომავლებს ნუნუ და ნატალია რუხაძეებს.
(ლომიძე) წმიდა დავით გარეჯელის ლავრაში ბერად აღკვცა მორჩილი ზაზა ონიანი და მას კირიონი უწოდა.
მიტროპოლიტი სვიმეონი (სიმონ სპირიდონის ძე ჭელიძე) დაიბადა 1875 წელს რაჭის მაზრის სოფელ ბუგეულში, მღვდლის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება სოფელ ბუგეულის სამრევლო-საეკლესიო სასწავლებელში მიიღო, ხოლო შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 1893 წელს იგი სასწავლებლად სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში გადავიდა. 1898 წელს აკურთხეს მღვდლად. 1900 წელს დაინიშნა რაჭის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ და კეთილმოწესედ. 1923 წლის ნოემბერში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ამბროსის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმული იქნა ჭყონდიდის ეპისკოპოსად. 1927 წელს ინიშნება ურბნისის ეპისკოპოსად. 1930 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორე III ლოცვა-კურთხევით ქუთათელგაენათელ მიტროპოლიტად დაინიშნა. მიტროპოლიტი სვიმეონი 1935 წლის 13 ნოემ-ბერს თბილისში, ოპერაციის დროს გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში. სამწუხაროდ, უღმერთო ხელისუფლებამ 1937 წლის რეპრესიების დროს მისი მრავალი ხელნაწერი და ნივთი გაანადგურა.
8 მარტს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტერში მღვდელმონაზონმა ბარსანოფმა (მაზმიშვილი) მონაზვნებად აღკვეცა: მარტყოფის დედათა მონასტრის კეთილმოწესე, სამონაზვნე ტაისია (წივწივაძე) და უწოდა ქეთევანი; მარტყოფის დედათა „მონასტრის სა-მონაზვნე ევსევია (ხერგიანი) და უწოდა მელანია; თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტრის სამონაზვნე თიბეა (ქობალია) და უწოდა ანუსია; ბედიანის დედათა მონას-ტრის სამონაზვნე კირიაკია (თუნიაშვილი) და უწოდა აგნია. ამავე დღეს უწმიდესისა და უნ-ეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით მღვდელმონაზონმა ბარსანოფმა (მაზმიშვილი) თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტერში სამონაზვნედ დაასხა ხელი მარტყოფის დედათა მონასტრის მორჩილს, ნანა ყურაშვილს და უწოდა მაკრინე.
წმიდა ამბროსი აღმსარებელი (ხელაია) შვილებთან ერთად.
მარცხნიდან: არქიმანდრიტი ამბროსი (შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი), ანა (1896–1960), ნინო (1890-1955) ალექსანდრე (1888—1974) ხელაიები. ფოტო გადაღებულია 1911 წელს, „სტარაია რუსაში“ გადასახლების დროს. მისი მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით წმიდა ამბროსი აღმსარებლის შთამომავალს, ანა კლდიაშვილს.
სხედან მარცხნიდან: ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე (1826-1890), იღუმენი კორნელი(?), გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი, ყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლი (დადიანი), არქიმანდრიტი ამბროსი, იღუმენი ალექსანდრე (ხაზინადარი), ფროფესორი ნიკოდიმე კონდაკოვი (1844-1925), ყოვლადუსამღვდელოესის მდივანი. მეორე რიგში მარცხნიდან მესამე: ოზურგეთის პრისტავი, გვარად მდივანი. დანარჩენი პირების სახელები უცნობია. ფოტო გადაღებულია 1889 წლის 20 აპრილს შემოქმედის მონასტერში. დ. ბაქრაძისა და ნ. კონდაკოვის არქეოლოგიური მოგზაურობის დროს, რომლის შედეგადაც შეიქმნა მათი შესანიშნავი წიგნი „опись памЯтников древности в некоторых храмах и в монастырях грузии". ნ. ბერუჩაშვილის ფოტოარქივიდან მოგვაწოდა პროფესორმა ვ. სილოგავამ (ქვეყნდება პირველად).
2004 წლის 13 მარტს გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ლეჟავა) წმიდა მამა დავით გარეჯელის ლავრაში ბერად აღკვეცა თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი დიმიტრი ბოგვერაძე და მას დოსითე უწოდა.
29 თებერვალს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიონის საპატრიარქოს ტაძრში დიაკვნად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო აკადემიის IV კურსის სტუდენტს ზურაბ ბუაძეს.
არქიმანდრიტი ლეონიდე (ოქროპირიძე) (1861-1921) შემდგომში საქართველოს კათალიკოს- პატრიარქი. ფოტო გადაღებულია 1895 წელს დიმიტრი ერმაკოვის მიერ. მოგვაწოდა ქალბატონმა მამანა ჯავახაძემ.
14 მარტს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ლოცვა-კურთხევით ყოვლადწმიდა სამების მშენებარე ტაძართან არსებული მამათა მონასტრის წინამძღვარმა, მღვდელმონაზონმა დოროთემ (ყურაშვილი) ბერად აღკვეცა მორ-ჩილები – შალვა საწუიძე და მას ამბაკუმ წინასწარმეტყველის სახელი უწოდა და ჯაბა ქირია, რომელსაც საბა განწმედილის სახელი უწოდა.
2004 წლის 4 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ლოცვა-კურთხევით თაბორის მთის ფერიცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარმა, იღუმენმა ბართლომემ ამავე მონასტერში ბერად აღკვეცა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მორჩილი ზაბულონი (ვახტანგ ახალაძე) და მას ადამი უწოდა.
2004 წლის 5 აპრილს გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ლეჟავა) საგარეჯოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში მონაზვნად აღკვეცა სამონაზვნე ნანა (დიასამიძე) და მას სიდონია უწოდა.
28 მარტს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი ჯვრის მონასტრის ბ ე რ დ ი ა კ ო ნ გრიგოლს (ქოჩიაშვილი) და დიაკვნად დაასხა ხელი ჯვრის მონასტრის ბერ ნიკოლოზს (რუაძე).
7 აპრილს, ხარების ბრწყინვალე დღესასწაულზე უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II პარაკლისი აღავლინა ყოვლადწმინდა სამების მშენებარე ტაძარში, სადაც მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი დოროთე იღუმენის ხარისხში აიყვანა.
10 აპრილს სამთავისისა და გორის ეპიკოპოსმა ანდრიამ (გვაზავა) გორის ყოვლადწმიდა ღვთის-მშობლის სახელობის ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი ბერ კოზმას (გუჯაბიძე).
3 აპრილს ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ბერდიაკვან ცოტნეს (მარიამიძე).
27 მარტს ღირსი დავით გარეჯელის ლავრაში გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ლეჟავა) და საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) · მღვდლად დაახხეს ხელი ბერდიაკვნებს იოანეს (მსხილაძე) და იაკობს(ავალიშვილი).
9 აპრილს, წითელ პარასკევს ნეკრესის მამათა მონასტერში ნეკრესისა და ჰერეთის მიტროპოლიტმა სერგიმ (ჩეკურიშვილი) ბერებად აღკვეცა ნეკრესის მამათა მონასტრის მორჩილები: ბესარიონი (პავლიაშვილი) და უწოდა ანტონი და გიორგი (ქემოკლიძე) და უწოდა დოსითე.
ტაძრის კურთხევისას. მასზე გამოსახულნი არიან: ცენრტში — ქუთათელ-გაენათელი მიტ-
მელქისედეკ ხელიძე: უცნობი სასულიერო პირი; _ ჩოხით მიხეილ დვალი; მეუფე გაბრიელის –
გან მარცხნივ მთავარდიაკონი მ. რობაქიძე(?); სახარებით ხელში — დეკანოზი ნაუმ შავიანიძე
(შემდგომში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი); დანაჩენი საერო და სასულიერო პირების სახელები უცნობია. ფოტო ინახება ქალბატონ ეთერ დვალი-სოხაძის ოჯახში, მოგვაწოდა ბატონმა რამაზ ნაცვლიშვილმა.
საწერეთლოს (პერევისის) ეკლესიის მღვდელი ზაქარია წერეთელი ოჯახით 1900-იანი წლები. ჭიათურა.
სხედან: მღვდელი ზაქარია წერეთელი, მისი მეუღლე ოლიმპიადა, დგას მათი ვაჟი — ნესტორ წერეთელი, დახვრეტილი 1924 წელს შორაპანში, მატარებლის ვაგონში, სხვა ქართველ მამულიშვილებთან ერთად. ფოტო მოგვაწოდა ნესტორ წერეთლის შვილიშვილმა, რესპუბლიკის სახალხო არტისტმა, გიორგი ხარაბაძემ.
ქართველი ბერები ათონის მთაზე. 1908 წელი.
ბერი გიორგი (დარჩია) - შემდგომში არქიმანდრიტი და ბერი პავლე (ჯაფარიძე) შემდგომში წილკნელი ეპისკოპოსი. ორივე ქართველი ბერი მოღვაწეობდაათონის წმიდა მთაზე, წმიდა იოანე ღვთისმეტყველის ქართველთა სავანეში. სამწუხაროდ, იქ შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო ორივეს მოუწია ათონის წმიდა მთის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება. მამა გიორგი დარჩია მოღვაწეობდა სამეგრელოში. 1930-იან წლებში უღმერთო ხელისუფლებამ დახვრიტა. ხოლო მამა პავლე ჯაფარიძე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარის არქიმანდრიტი იყო. 1924 წელს ხელდასხმულ იქნა წილკნელ ეპისკოპოსად. გარდაიცვალა 1929 წელს. ფოტო მოგვაწოდა ეპისკოპოს პავლე ჯაფარიძის დისშვილმა, ქალბატონმა ჟუჟუნა სიჭინავამ.
20 ივნისს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში თბილისის ყოვლადწმიდა სამებისმონასტრის ბერდიაკვანს, ილია თოლორაიას მღვდლად და ბერამბაკო სანიკიძეს დიაკვნად დაასხა ხელი.
27 ივნისს სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილიაII მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ ირაკლი ჭინჭარაშვილს.
27 ივნისს სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II დიაკვნად ხელი დაასხა ელგუჯა ბაბუნაძეს.
ბერი ნეოფიტე (ერისკაცობაში შერენდი გულაია) დაიბადა 1894 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ ორსანტიაში პახვალა და ოლღა გულაიების კეთილმორწმუნე ოჯახში. მან სიყრმიდანვე გამოიჩინა სამონასტრო ცხოვრებისადმი ინტერესი და 1913 წელს, 19 წლის ასაკში ბერად აღიკვეცა აფხაზეთში, ბედიის მონასტერში. საქართველოში კომუნისტური ხელისუფლების დამყარების შემდგომ ბედიის მონასტერი დაიხურა და იქ მოღვაწე ბერები განიდევნენ. მამა ნეოფიტემ არ მიატოვა მონასტერი და თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში გაუსაძლის პირობებში აგრძელებდა მოღვაწეობას. მას დიდ დახმარებას უწევდა ჭითანავების ღრმადმორწმუნე ოჯახი, რომელთაც შეიფარეს დევნილი ბერი. მამა ნეოფიტეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა არქიმანდრიტებთან–იოაკიმესა (შენგელაია) და კონსტანტინესთან (ქვარაია), ასევე მღვდელ-მონაზვნებთან–ივსიხი (გეგეჭკორი) და ტიხონთან (ბულია). მამა ნეოფიტემ ვეღარ გაუძლო მძიმე სულიერ და ფიზიკურ ზეწოლას და ჯანმრთელობა შერყეული 43 წლის ასაკში, 1937 წელს გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ორსანტიაში. ფოტო მოგვაწოდა მამა ნეოფიტეს ძმისშვილმა, ქალბატონმა მიმოზა გულაიამ.
4 ივლისს სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II სასულიერო სემინარიის დეკანს ბერდიაკვან დოსითეს (დიმიტრი ბოგვერაძე) მღვდელმონაზვნად დაასხა ხელი.
6 ივლისს, უწმინდესისა და უნრტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II ლოცვა კურთხევით, ტიბაანის წმინდა სტეფანე ხირსელის სახ. მამათა მონასტერში მღვდელმონაზონმა სერაფიმემ (ჭედია) ბერად აღკვეცა თბილისის სასულიერო სემინარის კურსდამთავრებული, მორჩილი ზაზა გვაჯაია. ახლადაღკვეცილ ბერს სახელად იოანე ეწოდა.
7 ივლისს, იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულზე საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან დავით ბურდულს და დიაკვნად აკურთხა თეიმურაზ კიკნაძე.
10 ივლისს, ნეკრესის მამათა მონასტერში მონასტრის წინამძღვარმა, იღუმენმა იაკობმა (მელაძე) ბერებად აღკვეცა ნეკრესის მონასტრის მორჩილები: ზაზა (ფრიდონაშვილი), რომელსაც სახელად ეწოდა ისააკი, სერგი (ტუღუში), რომელსაც ეწოდა ესაია და ელგუჯა (პიტალსკი) - ეწოდა სერგი. ბერების აღკვეცას ესწრებოდნენ ნეკრესისა და ჰერეთის მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი), ფოთისა და ხობის მთავარეპისკოპოსი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) და ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე), სამღვდელოება და მრევლი. ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქიაში, რომელიც ყვარლის, ლაგოდეხის რაიონებსა და საინგილოს მოიცავს, 2 მამათა მონასტერია. ამჟამად ნეკრესის ეპარქიაში 13 ბერი მოღვაწეობს.
მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტრის საძმო 1922 წელი.
სხედან მარცხნიდან: მღვდელმონაზონი ანტონი (ოროჟანდოვი(?)), იღუმენი ევაგრე (დიასამიძე), მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი გერმანე (იაშვილი), მღვდელმონაზონი ხარლამპი (ხომასურიძე), მღვდელმონაზონი იოანე (მაისურაძე; შემდგომში წმიდა იოანე აღმსარებელი), უსინათლო ბერი იოსები; დგანან: ბერდიაკონი იოსები, ბერდიაკონი იოაკიმე (რამაზაშვილი(?)), მექანიკოსი ვასილ გვრიტიშვილი, ბერი აიათალა (ძამაშვილი(?)) და უცნობი პირი. ფოტო გადაღებულია 1922 წელს. რამდენიმე თვის შემდგომ საბჭოთა ხელისუფლების მიერ მონასტერი გაუქმებულად გამოცხადდა. საძმოს უმეტესმა ნაწილმა სხვადასხვა მონასტერს შეაფარა თავი, ხოლო არქიმანდრიტმა გერმანემ, მღვდელმონაზონმა ხარლამპიმ და ბერმა აიათალამ ანტონ მარტმყოფელის სვეტთან დაიდეს ბინა და ღვთაების სავანე სიცოცხლის ბოლომდე არ მიუტოვებიათ. ფოტოს მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით დეკანოზ პეტრე ყრუაშვილს
მიტროპოლიტი გიორგი (გიორგი ნესტორის ძე ღონღაძე) დაიბადა 1894 წლის 7 ივლისს, შორაპნის მაზრის სოფელ ჩრდილში. 1909 წელს დაასრულა პირველდაწყებითი სასწავლებელი, 1913 წლიდან გელათისა და თბილისის ფერისცვალების მონასტრებში სწავლობს მედავითნეობას. 1914 წელს მსახურობს დუშეთის მაზრის სოფელ გრემისხევის ტაძარში მედავითნედ. 1914-17 წლებში მეფის რუსეთის ჯარის სამსახურშია. 1918 წელს ხელდასხმულია დიაკვნად გორის მაზრის სოფელ ატოცში. საქართველოში კომუნისტური ხელისუფლების დამყარების შემდგომ იგი სხვა ქართველ სასულიერო პირთა მსგავსად განიცდის დევნას და შევიწროვებას. 1949 წელს იკურთხა მღვდლად და გამწესებულია თელავის რაიონის სოფელ აწყურში. 1952 წელს მსახურობს სოფლებში: ალვანსა და ფშაველში. 1955 წლიდან მსახურობს თბილისის დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძარში და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. 1974 წლის 13 იანვარს კათოლიკოს-პატრიარქ დავით V მიერ ხელდასხმულ იქნა მანგლელ ეპისკოპოსად. ხოლო 1978 წლის 4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. 1980 წელს იგი წილკნელი მიტროპოლიტია. მეუფე გიორგი დაჯილდოვებულია წმიდა ნინოსა და წმიდა გიორგის ორდენებით. 1982 წლის 22 ივნისს მძიმე ავადმყოფობის შემდგომ მიტროპოლიტი გიორგი გარდაიცვალა. წესი კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II აუგო. დაკრძალულია დიდუბის ტაძარში. მიტროპოლიტი გიორგი გამოირჩეოდა მშობელი ეკლესიისადმი ერთგულებით, მას უმძიმეს პერიოდში მოუხდა მოღვაწეობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ღირსეული მოძღვრისა და მამულიშვილის სახელი დაიმკვიდრა. 2004 წელს მიტროპოლიტ გიორგის დაბადებიდან 110 წელი შეუსრულდა.
დგანან მარცხნიდან: თელავის საკათედრო ტაძრის დეკანოზი გიორგი ცერცვაძე (შემდგომში ალავერდელი მიტროპოლიტო გრიგოლი), მიტროპოლიტი რომანოზი (პეტრიაშვილი), მღვდელი ანატოლი კრასნიხი, მღვდელ-მონაზონი პართენი (აფციაური), მღვდელი ათანასე ჩახვაშვილი (ამჟამად რუსთველი მიტოპოლიტი ათანასე). სხედან: თელავის საკათედრო ტაძრის მამასახლისი ლაზარე და შალვა ცერცვაძე (მეუფე გრიგოლის ძმა). ფოტოს მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით მიტროპოლიტ გრიგოლის რძალს, ქალბატონ ზოია ცერცვაძეს.
ხუხუნთა გვარი წარმოშობით სენაკის რაიონის სოფელ ლეძაძამედანაა. ამ გვარში ბევრი ღირსეული მამულიშვილი აღიზარდა, მაგრამ ამჯერად გვინდა გიამბოთ XIX-XX სს. მოღვაწე სასულიერო პირთა შესახებ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია დეკანოზ ბესარიონ ივანეს ძე ხუხუნის მოღვაწეობა. იგი დაიბადა სოფელ ლეძაძამეშ იკეთილმორწმუნე აზნაურის ოჯახში; 1834 წელს სრულიად ყმაწვილი მარტვილის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. სასწავლე ბელი ბესარიონს წარჩინებით დაუმთავრებია 1841 წელს და მაშინვე ზუგდიდელი ვაჭრების დახმარებით თბილისში ჩამოსულა. მან მოახერხა გაცნობოდა სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარს, რომელსაც გაუმხილა ღვთისმსახურების ძლიერი სურვილი. წინამძღვარს მოსწონებია განათლებული ახალგაზრდა და ტაძრის კრებულში ჩაურიცხავს. სიონის საკათედრო ტაძარში სამსახურის დროს ბესარიონს საეკლესიო წესებისა და კანონების ათვისებით, საეკლესიო წიგნების შესწავლით გაუფართოებია ცოდნა. ეკლესიაში გულმოდგინე სამსახურისთვის წინამძღვარს ბესარიონ ხუხუნის მღვდლად კურთხევა განუზრახავს და იგი საეგზარქოსოს საგამოცდო კომისიაზე გამოსაცდელად წარუდგენია. კომისიის დადებითი შეფასების შემდგომ საქართველოს ეგზარქოსმა ისიდორე ნიკოლსკიმ მისი მღვდლად კურთხევა დაავალა ჭყონდიდელ ეპისკოპოსს. ჭყონდიდელს ხუხუნისათვის მისთვის მოუთხოვია სამეგრელოს მთავარ დავით დადიანისაგან აეღო წერილობითი ნებართვა აზნაურობიდან სასულიერო წოდებაზე გადასვლისათვის. დადიანის ოფიციალური ნებართვის შემდეგ ჭყონდიდელს მარტვილის საკათედრო ტაძარში ბესარიონ ხუხუნი მღვდლად უკურთხებია და 1852 წელს სოფელ გურძებში ზაკას და ოხვამედ წოდებულ ეკლესიებში გაუმწესებია. სამწუხაროდ, ამ პერიოდში მამა ბესარიონს შეემთხვა მძიმე განსაცდელი. მისი ფეხმძიმე მეუღლე ცხენით მძიმე მგზავრობის გამო გარდაიცვალა. საქართველოს საეგზარქოსო საბჭოს განკარგულებით ჭყონდიდელ მღვდემლთვარ ანტონს (დადიანი) მამა ბესარიონ ხუხუნი კომისიის ხელმძღვანელად დაუნიშნავს, მას დაევალა ისლით გადახურულ ფაცხებში და ჯარგვლებში მოთავსებული ეკლესიების გაუქმება, მათ ნაცვლად ხის ან ქვითკირის ახალი ტაძრების აშენება და მათი საღვთისმსახურო ნივთებითა და შესამოსლებით უზრუნველყოფა. ასეთი ეკლესიები იყო: ლესაჯეში წმ. ბარბარეს, მისარიონის წმიდა გიორგის, ლეძაძაბის (ახლანდელი ლეარზიანეს) მაცხოვრის ეკლესიები. ყველა ასეთი ეკლესია კომისიას დაურღვევია და ახალი შესაფერისი ტაძრები აუშენებია. მღვდელი ბესერიონ ხუხუნი რამდენიმე წლის შემდეგ გურძემიდან ლეძაძამეში გადაუყვანიათ. მისთვის ნაქალაქევის საბლაღოჩინო ოლქის ბლაღოჩინობა მიუნიჭებიათ და დეკანოზის ხარისხში აუყვანიათ. ლეძაძამეში დეკანოზმა ბესარიონ ხუხუნმა 1861 წ. თავის ოჯახში გამართა საშინაო სკოლა, რათა იქ სამომავლოდ განათლებული მღვდელმსახურები და ეკლესიის მსახურები: მედავითნეები და მგალობლები მოემზადებინა. ამ სკოლას თავად დეკანოზი ბესარიონ ხუხუნი ხელმძღვანელობდა. უმეტეს დროს წირვა-ლოცვასა და ღვთისმსახურებას ანდომებდნენ. სწავლა უფასო ყოფილა. მოწაფეთა ასაკს ყურადღება არ ექცეოდა. სწავლობდნენ 15-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდები. უმეტესობა ახლო მცხოვრები გლეხობიდან ყოფილა, უმნიშვნელო ნაწილი კი აზნაურებიდან. ლეძაძამეში სამრევლო სკოლამ 1884 წლამდე იარსება, სრულიად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ სასულიერო სკოლების გახსნის და გავრცელების შესახებ სპეციალური განკარგულების გამო ცემამდე. 1885 წ. წმიდა სინოდმა დაამტკიცა სასწავლო გეგმა საეკლესიო სკოლებისათვის, რამაც სამრევლო სკოლების ნაყოფიერი მუშაობა მოშალა.
დეკანოზი ბესარიონ ხუხუნი გარდაიცვალა 1887 წელს და დასაფლავებულია ლესაჯეს წმიდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე. ხუხუნების გვარის ღირსეული წარმომადგენელია დეკანოზ ბესარიონის ძმისწული დეკანოზი ივანე ნიკოლოზის ძე ხუხუნი. დეკანოზ ბესარიონ ხუხუნის გარდაცვალების შემდგომ ნაქალაქევის საბლაღოჩინო ოლქს ხელმძღვანელობდა დეკანოზი ივანე ხუხუნი. ნაქალაქევის საბლაღოჩინო ოლქის შემადგენლობაში შედიოდა შემდეგი ეკლესიები: ნოქალაქევის. აბედათის, ნახუნუს, უშაფათის, ფოცხოს, თამაკონისა და სალხინოს. თითოეულ ეკლესიას ჰყავდა მღვდელი, მთავარდიაკონი, მედავითნე და მნათე. ბლაღოჩინის (კეთილმოწესის) რეზიდენცია ნაქალაქევის „ორმოც მოწამეთას“ სახელობის ეკლესიაში ყოფილა. დეკანოზ ივანეს ნაქალაქევში, ეკლესიის ეზოში ცალკე კანცელარია ჰქონდა, სასულიერო ხასიათის საქმეებს იქ არჩევდა, ჰყავდა მდივანიც. მამა ივანე ნიკოს ძე ხუხუნი მსახურობდა მიურატების კარის მღვდლად, იგი დროგამოშვებით ეწეოდა ღვთისმსახურებას გორდში დადიან-მიურატების საზაფხულო რეზიდენციაში. 1901 წელს ლეძაძამეს მაცხოვრის სახელობის ეკლესიასთან დეკანოზი ივანე ხუხუნის ინიციატივით ერთკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლა გაიხსნა. გურია-სამეგრელოს ეპარქიის სასწავლო საბჭომ სკოლა დაამტკიცა და სასულიერო უწყების ხარჯზე აიყვანა. სკოლის გამგედ მისი დამაარსებელი, დეკანოზი ივანე დაინიშნა.
1917 წლიდან ხსენებული სკოლა საერო დაწყებით სკოლად გადაკეთდა. დეკანოზ ივანეს ჰყავდა მეუღლე ოლღა აფაქიძე და რვა შვილი: ქიონია, დომნიკა, აკაკი, პარასკევა, გედეონი, მინადორა, ბესარიონი, გრიბული. მამა ივანეზე ძლიერ იმოქმედა შვილის, 28 წლის აკაკის სიკვდილმა, ჯანმრთელობა შეერყა და 1920 წელს გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია ასევე ლესაჯეს წმიდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე. ივანე ნიკოს ძე ხუხუნისეულ სახლში სოფ. ლეძაძამეშია გადაღებული კინოსურათი „მთვარის მოტაცება“. ხუხუნების საგვარეულოდან ასევე აღსანიშნავია რამდენიმე პიროვნება: იოსებ ნიკოლოზის ძე ხუხუნი, შემდეგში ქუთაისის გუბერნიის საგანგებო დავალებათა მოხელე. დასაფლავებულია ლესაჯეს წმიდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის გალავანში. ხარიტონ ნიკოლოზის ძე ხუხუნი - შემდეგში რკინიგზის მოსამსახურე, გარდაიცვალა 1914წ. დასაფლავებულია სენაკში. წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის გალავანში (საკალანდარიშვილოს ეკლესია.) აკაკი ივანეს ძე ხუხუნი სარატოვის სასულიერო სემინარიისა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ეკონომისტი. მუშაობდა მოსკოვის ნობელის კანტორაში. ხასავიურტში ნავთის მრეწველობის უფროსად. გარდაიცვალა 1918 წ. დასაფლავებულია ლესაჯეს წმიდა ბარბარეს ეკლესიის გალავანში. გედეონ ივანეს ძე ხუხუნი თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული, სახალხომასწავლებელი, ბუღალტერი, გარ-დაიცვალა 1974 წ. ბესარიონ ივანეს ძე ხუხუნი შემდეგში თბილისის უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ტრესტ „ეთერზეთოვანის“ მთავარი სამმართველოს ეკონომიკური განყ ოფილების უფროსი.
მარცხნიდან: მღვდელი სვიმონ მერმანიშვილი, ჭიათურის მაზრის სოფელ ბუნიკაურის (საქველეთუბანი) მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი და მღვდელი პიო მუსერიძე. შუაში: ლონგინოზ სვიმონის ძე მერმანიშვილი, მათწინ ვასილ სვიმონის ძე მერმანიშვილი. 1900-იანი წლები, ქუთაისი. ფოტო მოგვაწოდა მღვდელ სვიმონ მერმანიშვილის შვილთაშვილმა, არქიმანდრიტმა მიქაელმა (გაბრიჭიძე).
10 ოქტომბერს ცაგერის საკათედრო ტაძარში ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) დიაკვნად დაასხა ხელი იორამ გოლეთიანს.
XXსაუკუნის საქართველოს ეკლესიის ღირსეული მოღვაწე. 1903 წლიდან მსახურობდა საქართველოს სხვადასხვა მონასტრებში: მარტყოფში, დავით გარეჯში, საგარეჯოში, ღვაწლმოსილი აღესრულა მშობლიურ მხარეში- ჯავახეთში.
10 ოქტომბერს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი ამაღლების სახელობის ტაძრის დიაკვანს კონსტანტინე ლეკიშვილს.
8 ოქტომბერს ყოვლადუსამღვდელოესის, საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოს ლუკას (ლომიძე) ლოცვა-კურთხევით მღვდელმონაზონმა კირიონმა (ონიანი) ხაშმის მამათა მონასტერში ბერად აღკვეცა მორჩილი დავით აბულაძე და სახელად ანდრია უწოდა.
17 ოქტომბერს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიონის საკათედრო ტაძარში დეკანოზის ხარისხში აიყვანა თბილისის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ტაბაღუა.
სხედან მარცხნიდან: არქიმანდრიტი ტარასი (კანდელაკი. შემდგომში წილკელი ეპისკოპოსი); წილკნელი მთავარეპისკოპოსი ალექსი (გერსამია); შიო-მღვიმის მონასტრის არქიმანდრიტი ისე (სუხიშვილი). დგანან: დეკანოზი სიმონ მონასელიძე; ბერი ალექსი (ჩხეტიანი. დიდ სქემაში აბრაამი); დავით ჭიჭინაძე. ფოტოს მოწოდებითვის მადლობას ვუხდით დეკანოზ დავით ერისთავს. დედანი ინახება დეკანოზ სიმონ მონასელიძის შვილიშვილის, ქალბატონ ცირა სულაქველიძის ოჯახში.
40 საპატრიარქოს უწყებანი N40 29ოქტომბერი-4ნოემბერი 2004წ გვ. 3
24 ოქტომბერს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი თბილისის სასიულიერო აკადემიის IV კურსის სტუდენტს ლევან მათეიშვილს
17 ოქტომბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II, დიაკვნად ხელი დაასხა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულს ილია ჩაკვეტაძე.
17 ოქრომბერს ნეკრესისა და ჰერეთის მიტროპოლიტმა სერგიმ (ჩეკურიშვილი) ლაგოდეხის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ბერდიაკვნად დაასხა ....
მცხეთა, სამთავროს დედათა მონასტერი. 1969 წელი
ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი), ამჟამად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, სამთავროს დედათა მონასტრის მონაზვნებთან და მრევლთან ერთად. მისგან მარცხნივ მღვდელმონაზონი გაბრიელი (ურგებაძე), შემდგომში არქიმანდრიტი. ხოლო მარჯვნივ — სამთავროს დედათა მონასტრის იღუმენია ზოილე (დვალიშვილი).
მენჯის (შუშანიების) სავანის მონაზვნები სქემმონახონი აკეფსიმა(1882-1972)და იღუმენია ფავსტო(1884-1967)
XXსაუკუნის საქართველოს ეკლესიის ღირსეული მოღვაწენი წმინდა ალექსი ბერის ბიძაშვილები და მისი სულიერი და მატერიალური მემკვიდრეობის გადამრჩენელნი. გადაღებულია 1953 წელს. ფოტოს მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით ბატონ პაატა ქურდოვანიძეს.
იმერეთის ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე) (შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) კეტერბურგი, 1906 წელი
ფოტოს მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით ბატონ გოგი სარაჯიშვილს.
4 დეკემბერს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე სამთავისისა და გორის ეპისკოპოსმა ანდრიამ (გვაზავა) გორის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი ბერდიაკვან კოზმას (გუჯაბიძე).
ათედრო ტაძარში მოღვაწე სასულიერო პირებთან ერთად.
პროტოპრესვიტერი) (+1982). დგანან: მღვდელი ირაკლი ღონღაძე (+1965), პროტოდიაკონი ამბროსი ახობაძე (+1977), მღვდელი გიორგი ჩაჩუა (შემდგომში დეკანოზი) (+1974). ფოტო გადაღებულია თბილისში 1960-იანი წლების დასაწყისში.
დიაკონი ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილი (1863-1937) ოჯახთან და ფერეიდნელ ქართველებთან ერთად. თბილისი, 1910-იანი წლები.
ცენტრში: მამა ნიკოლოზი; მისი მეუღლე ეკატერინე ფანოზიშვილი მარცხენა და მარჯვენა განაპირას სხედან ფერეიდნელებიი ხუციშვილი და ონიკაშვილი მამა ნიკოლოზის შვილები — უკანა რიგში: ერეკლე, თამარი, ნინო; წინა რიგში: მარიამი, გიორგი, ქეთევანი.
მამა ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილი სასულიერო მოღვაწეობასთან ერთად წინაპართაგან გადმოცემული ხალხური მედიცინის ბრწყინვალე მცოდნეც იყო. ამ სურათზე მის ოჯახის წევრებთან ერთად ასახულია ორი ფერეიდნელი ქართველი, რომლებიც მან უმძიმესი სნეულებისაგან განკურნა. მამა ნიკოლოზი სიცოცხლის ბოლო წლებში დეკანოზის ხარისხში მსახურობდა თბილისში, ქაშუეთის წმიდა გიორგის ეკლესიაში. იგი 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი შეიქნა.
20 დეკემბერს თბილისის ფერისცვალების მამათა მონასტერში იღუმენია ბართლომემ (ფირცხალაშვილი) ბერად აღკვეცა მორჩილები: სერაპიონ ზედგინიძე და სახელად სამოელი უწოდა; გაბრიელ ტყემალაძე და სახელად მატათა უწოდა; გრიგოლ გელაშვილი და სახელად ისე უწოდა.
19 დეკემბერს, წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს უწმიდესმა და უნ ეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი ბერდიაკონ ადამს (ახალაძე). იმავე დღეს ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში თბილისის სასულიერო აკადემიის 1 კურსის სტუდენტს კახაბერ გოგოტიშვილს დიაკვნად დაასხეს ხელი. ორივე მათგანი ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმსახურებენ.
18 დეკემბერს ჯუმათის მამათა მონასტერში შემოქმედის ეპისკოპოსმა იოსებმა (კიკვიძე) ჯუმათის მამათა მონასტერში ბერად აღკვეცა ორი მორჩილი: ავთო ბუბუხადიას ეწოდა სახელი ელიზბარი, ხოლო ჯუმბერ ღლონტს იოსები
წმიდა სპირიდონ საკვირველმოქმედის სახელობის ტაძარი აკურთხა. იმავე დღეს, მეუფე სერაფიმემ დიაკვნად დაასხა ხელი ბერ გიორგის (გოგოლაძე) და სახელად უწოდა ელისე.
30 დეკემბერს კორცხელის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა გერასიმემ (შარაშენიძე) მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ ამბროსი თორდიას, ხოლო დიაკვნად წიგნის მკითხველს, იაკობ ეხვაიას.
49-1 საპატრიარქოს უწყებანი N49 31 დეკემბერი - 6 იანვარი გვ. 20
დეკანოზი სპირიდონი მსახურობდა წყალტუბოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში. მამა სპირიდონს წყალტუბოში და მშობლიურ სოფელ ხომლში დაუარსებია სკოლები. განსაკუთრებით ცნობილი იყო წყალტუბოს სკოლა. დეკანოზ სპირიდონ ფანცხავას ახლო ურთიერთობა ჰქონდა წმიდა მღვდელმთავარ გაბრიელთან (ქიქოძე), რომელიც მას დიდ პატივს სცემდა, როგორც განათლებულ, გონიერ და პატიოსან მოძღვარს. მამა სპირიდონი პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. დეკანოზი სპირიდონ ფანცხავა დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ხომლში, მის მიერ აგებულ ეკლესიაში.
26 დეკემბერს, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში ორი ხელდასხმა შეასრულა. უწმიდესმა დიაკონი თეიმურაზ თათარაშვილი მღვდლად აკურთხა ხოლო ბერ იოანეს (გვაჯაია) ბერ-დიაკვნად დაასხა ხელი.
23 იანვარს, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-ემ, თბილისის ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულს, ყოვლადწმიდა სამების საპატრიარ-ქო ტაძრის დიაკონს, შოთა ნიქაბაძეს. იგი მღვდელმსახურად დადგინდა თემქის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში. ამავე დღეს, უწმიდესმა და უნეტარესმა დიაკვნად ხელი დაასხა თბილისის სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტს რევაზ ტუღუშს, რომელიც ქალაქ რუსთავის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში იმსახურებს.
16 იანვარს შემოქმედელმა მთავარეპისკოპოსმა იოსებმა (კიკვაძე) შემოქმედის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი ბერდიაკონ იოსებს (ღლონტი) და დაადგინა მღვდელმსახურად ლიხაურის ღვთისმშობლის შობის და აჭის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიებში.
23 იანვარს შემოქმედელმა მთავარეპისკოპოსმა იოსებმა (კიკვაძე) შემოქმედის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ მოსე ჩხარტიშვილს და მღვდელმსახურად ნაგომარის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში დაადგინა.
სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი I (სიმანსკი) სტუმრად ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში
სხედან მარცხნიდან: ნინოწმიდელი ეპისკოპოსი დიმიტრი (იაშვილი), საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი მელქისედეკ III (ფხალაძე), ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ეფრემი (სიდამონიძე, შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი); დგანან: რუსეთის პატრიარქის მდივანი კარპოვი და თბილისის წმიდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ზინობი (მაჟუგა, შემდგომში თეთრიწყაროელი მიტროპოლიტი). საგურამო 1952 წლის ოქტომბერი ფოტო მოგვაწოდა ქ-ნმა ნინო ლოლაძემ.
13 თებერვალს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, თბილისის ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულს ზვიად ბარკალაიას, რომელიც სიონის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
20 თებერვალს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულს. დიაკვან დავით ქალებაშვილს და დიაკვნად აკურთხა სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული, გიორგი ჭილაშვილი.
საქართველოს საპატრიარქო მწუხარებით იუწყება, რომ 20 თებერვალს გარდაიცვალა წალენჯიხის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი რომანოზ ჩქობავა. უფალმა დააწესოს რომანოზის სული იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.
მღვდელი შიო რეხვიაშვილი დაიბადა რაჭაში, სოფელ ჭიორაში 1868 წელს თევდორე რეხვიაშვილის ოჯახში. სიყმაწვილიდანვე გამოირჩეოდა ღვთისმსახურებისადმი სიყვარულით. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. წლების მანძილზე მსახურობდა ჭიორის წმიდა გიორგის ეკლესიაში მედავითნედ მღვდელ ეგნატე მეტრეველთან. ასევე მასწავლებლობდა სოფელ ხირხონისში და ღებში. იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. ესწრებოდა თბილისში 1917 წელს გამართულ I საეკლესიო კრებას. 1919 წელს დეკანოზ ვასილ დოლაბერიძის წარდგენით ქუთაისის საკათედრო ტაძარში ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა /ლეჟავა/ იგი მღვდლად აკურთხა. მოღვაწეობდა მშობლიურ სოფელში. კომუნისტების მიერ ჭიორის წმიდა გიორგის ტაძრის ძალადობით დახურვის მიუხედავად, იგი მაინც აგრძელებდა ღვთისმსახურებას. მისი ერთ-ერთი ვაჟი აკაკი 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა. მღვდელი შიო რეხვიაშვილი გარდაიცვალა 1941 წელს, დაკრძალულია საგვარეულო სასაფლაოზე. ფოტო გადაღებულია 1926 წელს, ეთნოგრაფ სერგი მაკალათიას მიერ. მასზე აღბეჭდილნი არიან: მღვდელი შიო, მეუღლე პელაგია, რძალი ადელკი და შვილიშვილი ნოე. მოგვაწოდა მამა შიოს შვილიშვილმა, ქალბატონმა ლია ვასილის ასულმა რეხვიაშვილმა.
6 მარტს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი ვლადიმერ ქარელს. იგი დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში იმსახურებს.
სხედან მარცხნიდან: ალავერდელი ეპისკოპოსი ბესარიონი (დადიანი) +1900, გურია-სამეგრლოს ეპისკოპოსი გრიგოლი (დადიანი) +1907, იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)+1896, მიტროპოლიტი პალადი (რაევი) (საქართველოს ეგზარხოსი 1887-1892 წლებში), გორის ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე) +1907, სოხუმის ეპისკოპოსი ალექსანდრე (ხოვანსკი) (სოხუმის ეპარქიას განაგებდა 1889-1893 წლებში), არქიმანდრიტი ტიხონი მოროშკინი (თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი). დგას: რუსი არქიმანდრიტი მელეტი.
კვირას, 13 მარტს, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II, წმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი წალკის რაიონის სოფელ ოლიანკის ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტრის ბერს შიოს (კვარაცხლია). ბერ-დიაკონი შიო კვლავ ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში იმსახურებს.
13 თებერვალს ბათუმის საკათედრო ტაძარში ბათუმისა და სხალთის მთავარეპისკოპოსმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) მღვდლად აკურთხა დიაკონი თეიმურაზ ყურავა და მღვდელმსახურად დაადგინა ოლადაურის, შუახევისა და სხალთის ტაძრებში.
3 მარტს ცხუმ-აფხაზეთის, საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) საჩხერის საკათედრო ტაძარში დიაკვნად აკურთხა მედავითნე ჯაბა მაჭარაშვილი, და სახელად უწოდა ნიკოლოზი. დიაკონი ნიკოლოზი სავანის წმიდა გიორგის ტაძარში იმსახურებს.
დეკანოზი ნიკოლოზ ბერეკაშვილი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაუმი (შავიანიძე) და მღვდელი ტრიფონ სულაკაძე. ქუთაისი 1964წელი.
მარცხნიდან: დეკანოზი ნიკოლოზ ბერეკაშვილი (ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის დეკანოზი); ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაუმი (შავიანიძე) 1889-1969; მღვდელი ტრიფონ სულაკაძე (მოწამეთას წმიდა დავით და კონსტანტინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი). ფოტო გადაღებულია ქუთაისში, 1964 წელს. მოგვაწოდა მიტროპოლიტ ნაუმის შვილიშვილმა მარინე შავიანიძემ.
20 აპრილს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო აკადემიის IV კურსის სტუდენტს. კახაბერ შურღაიას. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მდებარე წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში იმსახურებს.
27 მარტს თბილისის ფერიცვალების მამათა მონასტერში იღუმენმა ბართლომემ (ფირცხალაშვილი) ბერად აღკვეცა მორჩილები: ნიკოლოზ კაპანაძე (და სახელად აარონი უწო-და) და ნაზარი აბრამიშვილი (სახელად უწოდა ელისე).
27 მარტს, სვეტიცხოვლის 12 მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში, იღუმენმა ისააკმა (ღადუა) ბერად აღკვეცა მორჩილები: გულადი ბუსკანაძე (სახელად ექვთიმე უწოდა), მალხაზ თელია (სახელად გიორგი უწოდა) ნიკოლოზ შავერდაშვილი (სახელად იაკობი უწოდა).
27 მარტს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი ბერდიაკონ იოანეს (გვაჯაია), რომელიც იმსახურებს დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე არსებულ ნაქულბაქევის წმიდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში. იმავე დღეს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი წალკის რაიონის სოფელ ოლიანკას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტრის ბერ საბას (ქირია). იგი იმავე მონასტერში იმსახურებს.
27 მარტს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერში დიაკვნად დაასხა ხელი ბერ ლუარსაბს (გეგეჭკორი). იგი ამავე მონასტერში იმსახურებს.
28 მარტს თბილისის ფერიცვალების მამათა მონასტერში იღუმენმა ბართლომემ (ფირცხალაშვილი) დიდ სქემაში აღკვეცა არქიმანდრიტი დიმიტრი (ტელიანიდი) და სახელად საბა უწოდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მცხეთის სასულიერო სემინარიის პედაგოგებთან და სტუდენტებთან ერთად
მარცხნიდან პირველ რიგში: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ტაისი ტორონჯაძე (საეკლესიო გალობის მასწავლებელი); დენიზა სუმბაძე (ფილოსოფიის მასწავლებელი); მღვდელმონაზონი რომანოზი შიომღვდლიშვილი (შემდგომში არქიმანდრიტი +1993 წლ); ალავერდელი მიტროპოლიტი გრიგოლი (ცერცვაძე +1992წლ); საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II; მთავარეპისკოპოსი თადეოზი იორამიშვილი; იღუმენი რაფაელი კარელინი (ამჟამად არქიმანდრიტი); დეკანოზი ანტონი შიოშვილი (ამჟამად წილკნელი მთავარეპისკოპოსი ზოსიმე); დეკანოზი გურამი შალამბერიძე (ამჟამად ჭყონდიდელი მიტროპოლიტი გიორგი). მეორე რიგში: მონაზონი ნადეჟდა; მზარეული; თამარ მესხი (ბერძნული ენის მასწავლებელი); ნინო კანდელაკი (ინგლისური ენის მასწავლებელი); მღვდელი ბარნაბა ტყეშელაშვილი (ამჟამად დეკანოზი); პროტოდიაკონი ღვთისო შალიკაშვილი (ამჟამად დეკანოზი); გიორგი ეძგვერაძე (ამჟამად გარდაცვლილია); ზვიად დოლიაშვილი (ამჟამად იღუმენი მიქაელი); სტუდენტი მიქავა; ამირან ნარიმანიძე (შემდგომში მღვდელი მირიანი). მესამე რიგში: ანდრია პაპუაშვილი (ამჟამად დეკანოზი); მონაზონი ლუბოვი; ვლადიმერ საბიაშვილი (ამჟამად დეკანოზი გიორგი); დათო შალიკიანი; ალექსანდრე ძამუკაშვილი (ამჟამად დეკანოზი ალექსი); სულხან ღუდუშაური (ამჟამად დეკანოზი); ილია კიკვიძე (ამჟამად დეკანოზი); ვაჟა ჭოხონელიძე (ამჟამად მღვდელი); მღვდელი თეიმურაზ ყიფშიძე (ამჟამად დეკანოზი); მძღოლი ნოდარ შიოლაშვილი; შოთა კობიაშვილი; დიმიტრი სამადბეგიშვილი (ამჟამად არქიმანდრიტი ლაზარე); კონსტანტინე ჯიოევი (ამჟამად რუსეთის ეკლესიის სტავროპოლის ეპარქიის დეკანოზი). მეოთხე რიგში: ილარიონ ჭაჭაშვილი (ამჟამად დეკანოზი); რევაზ კოხრეიძე (ამჟამად დეკანოზი); ჭაბუკა შიოლაშვილი (ამჟამად ბათუმისა და სხალთის მთავარეპისკოპოსი დიმიტრი); თეიმურაზ ქებაძე (გარდაიცვალა მღვდლის ხარისხში); ვახტანგ მინაძე; მძღოლი ფარნაოზი. ფოტო გადაღებულია სამთავროს დედათა მონასტერში 1980 წ.
3 აპრილს უწმიდესმა და უეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ყოვალდწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი წალკის მამათა მონასტრის ბერს ანტონ კოდუას.
3 აპრილს მარტყოფის მამთა მონასტრის წინამძღვარმა, იღუმენმა ბენიამინმა (ბელქანია) ცხუმ-აფხაზეტის მირტოპოლიტ დანიელის (დათუაშვილი) ლოცვა-კურთხევითა თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტერში სამონაზვნედ აკურთხა მორჩილი თებე (თამარ გოცირიძე) და მას სახელად პარასკევა უწოდა.
დაიბადა 1873 წელს. მღვდლის ოჯახში. მამამისი მღვდელი მარკოზ სალარიძე მსახურობდა გორის რაიონის სოფელ წაღვლის წმიდა გიორგის ეკლესიაში. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1890-იან წლებში ხელდასხმულ იქნა მღვდლად და განამწესეს სოფელ ზანავში. წმიდა გიორგის ეკლესიაში. ამ სოფელში მამა იოანე 1910 წლამდე მსახურობდა. საიდანაც გადაყვანილ იქნა სოფელ ურბნისში წმ. სტეფანე პირველმოწამის სახელობის ტაძარში. 1917 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, მამა იოანე არჩეულ იქნა ურბნისის ეპარქიის რუისის ოლქის მთავარხუცესად. 1924 წელს მორწმუნეებმა ბორჯომში აღადგინეს კომუნისტების მიერ დახურული წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძარი. 10 თებერვალს შედგა საეკლესიო საბჭოს კრება, რომელზეც ტაძრის წინამძღვრად ერთხმად აირჩიეს მღვდელი იოანე სალარიძე. 1925 წელს არჩეულ იქნა ბორჯომ-ახალციხე-ახალქალაქის ოლქის მთავარხუცესად ირჩევენ და დეკანოზის ხარისხს ანიჭებენ. მიუხედავად მესხეთ-ჯავახეთში არსებული მძიმე მდგომარეობისა, მამა იოანე ერთგულად ემსახურებოდა საქართველოს მრთმადიდებელ ეკლესიას. 1937 წელს ჯანმრთელობის გაუარესების გამო საცხოვრებლად შვილებთან. ქალაქ გორში გადავიდა. გარდაიცვალა 1940 წლის აპრილის თვეში.
15 აპრილს ნეკრესისა და ჰერეთის მიტროპოლიტმა სერგიმ (ჩეკურიშვილი) დუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში მონაზვნად აღკვეცა მორჩილი ლია კერესელიძე, რომელსაც სახელად ნატალია უწოდა.
17 აპრილს, დაუჯდომლის შაბათს, სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების ტაძარში იღუმენმა საბამ (კუჭავა) მონაზვნად აღკვეცა საქართველოს საპატრიარქოს თანამშრომელი რუსუდან როყვა და მას მარიამი უწოდა.
25 მარტს ვანისა და ბაღდათის მთავარეპისკოპოსმა ანტონმა (ბულუხია) წმიდა თამარ მეფის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცა დეკანოზი მათე აბესაძე და მას მაკარი უწოდა.
ცაიშის ეპისკოპოსმა გერასიმემ (შარაშენიძე) მღვდლად ხელი დაასხა დიაკონ ილია ლუკავას.
19 აპრილს სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II მღვდლად დაასხა ხელი ბეთანიის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ბერდიაკვან ლაზარე გრძელიშვილს, რომელიც ხირსის წმიდა სტეფანეს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დადგინდა.
ვლადიმერ დავითის ძე აბულაძე დაიბადა 1871 წლის 8 დეკემბერს, სოფელ ზედა საქარაში. დაამთავრა სრული კურსი ქუთაისის სასულიერო სემინარიისა. მედავითნეობა შეისწავლა მოწამეთას მონასტერში, საიდანაც 1892 წელს ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) განამწესა საქარის ფერისცვალების ეკლესიაში წიგნის მკითხველად. 1897 წელს იმპერატორის ბრძანებით დაჯილდოვდა ვერცხლის მედლით. 1899 წლის 29 დეკემბერს თავისი მოძღვრის მღვდე-ლმონაზონ ავქსენტის წარდგინებით იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) აკურთხა ჯერ დიაკვნად, ხოლო 1900 წლის 4 იანვარს კი მღვდლად და განამწესეს ლეკერთის ღვთისმშობლის ეკლესიაში. 1900 წლის 16 მარტიდან თავისივე თხოვნის საფუძველზე გადაყ-ვანილ იქნა გაღმა-ბოსლევის წმიდა გიორგის ეკლესიაში.
1901 წლის 20 ნოემბრიდან დაინიშნა გალობის და საღმრთო სჯულის მასწავლებლად ბოსლევის ორკლასიან სასწავლებელში. 1907 წელს დაჯილდოვდა საგვერდულით. 1918 წლის დეკემბერში მენშევიკური მთავრობის მიერ დათხოვნილ იქნა სამსახურიდან. 1919 წლის 15 სე-ქტემბერს შორაპნის სამაზრო ერობის გადაწყვეტილებით დაინიშნა სოფელ დაბლა საქარის სკოლის გამგე–მასწავლებლად. იმავე წლის 1 ნოემბერს გადაყვანილ იქნა ზედა საქარაში იგივე თანამდებობაზე. ჰყავდა მეუღლე მარიამ ბართლომეს ასული აბულაძე შვილები: ილია (შემდგომში ცნობილი მეცნიერი და აკადემიკოსი), ბიძინა, დავითი, თამარი, ნინო, ვლადიმერი. საქართველოში კომუნისტური ხელისუფლების მიერ ტაძრების დახურვის შემდეგ მამა ვლადიმერი იძულებული გახდა თავი დაენებებინა მსახურებისათვის. თუმცა ფარულად აღასრულებდა სამღვდელო წესებს. გარდაიცვალა ღრმად მოხუცებული 1962 წელს. დაკრძალულია სოფელ ზედა საქარის სასაფლაოზე. ფოტო მოგვაწოდა მამა ვლადიმერის შვილიშვილმა, ქალბატონმა დალი აბულაძემ.
24 აპრილს საქართველოს საპატრიარქოს მცირე ტაძარში მღვდელმონაზონმა მიქაელმა (ყაზიშვილი) მონაზვნად აღკვეცა სამონაზვნე ქსენია (გრიგოლაძე). აღკვეცის შემდეგ სამონაზვნე ქსენიას ეწოდა მონაზონი ნინო.
23 აპრილს, ლაზარეს შაბათს, სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსმა პეტრემ (ცაავა) სნოს წმი-და გიორგის სახელობის ტაძარში მონაზვნად აღკვეცა მორჩილები ხათუნა გამყრელიძე, რომელსაც ეწოდა მონაზონი თამარი და ლია კუპრეიშვილი, რომელსაც ეწოდა მონაზონი ნინო.
29 აპრილს ფერისცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარმა, იღუმენმა ბართლომემ (ფირცხა-ლაშვილი) მონაზვნად აღკვეცა ზოია გელოვანი და უწოდა ნინო.
8 მაისს - ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა გერასიმემ (შარაშენიძე) დიაკვნად დაასხა ხელი მორჩილ გიორგი გულორდავას
მიტროპოლიტი გრიგოლი (ერისკაცობაში გიორგი ალექსანდრეს ძე ცერცვაძე) დაიბადა 1910 წლის 18 აპრილს ( ურიათუბანში, ამჟამად სოფელი ვაზისუბანი, თელავის რაიონი). გურჯაანში დაამთავრა საშუალო სკოლა. 1933-35 წლებში იმყოფებოდა თბილისში სამხედრო სამსახურში. შემდეგ სწავლა განაგრძო მონასტრის სასულიერო სასწავლებელში. 15 წელი მედავითნეობდა თელავის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. 1948 წლის 18 თებერვალს, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა დიაკვნად. იმავე წლის 24 თებერვალს თბილისის ალექსანდრე ნეველის
მარცხნიდან: იღუმენი მელქისედეკი (მიქავა), ამჟამად წმ. ალექსი შუშანიას სავანის არქიმანდრიტი. არქიმანდრიტი კოსტანტინე (ქვარაია) +1989წ; თეკლათის მონასტრის იღუმენია ელენე (ადანაია) +1997წ; მღვდელი შალვა აფხაიძე (ქუთაისიდან); ფოტოს მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით ბატონ პაატა ქურდოვანიძეს.
29 მაისს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი წმიდა ანდრია პირველ-წოდებულის სახელობის ტაძრის დიაკონს ნიკოლოზ ბურდილაძეს.
22 მაისს, ნიკოლოზობის დღესასწაულზე, ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II დიაკვნად დაასხა ხელი სიონის საპატრიარქო ტაძრის მედავითნეს კიაზო ხუროძეს და უწოდა სახელად კონსტანტინე. დიაკონი კონსტანტინე იმსახურებს ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში.
22 მაისს ბორჯომის საკათედრო ტაძარში ბორჯომ-ბაკურიანის მთავარეპისკოპოსმა სერაფიმემ (ჯოჯუა) მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ ზურაბ პაპიძეს. მღვდელი ზურაბი იმსახურებს ბორჯომის საკათედრო ტაძარში
მარცხნიდან: მამა მიხეილი, ქალიშვილი თამარი, ვაჟიშვილები- ვახტანგი და არჩილი, მეუღლე-ბარბარე მირიანაშვილი და უმცროსი ვაჟი- სალვა. ფოტო გადაღებულია 1912წელს, თელავში, ვასილ როინაშვილის მიერ.
ყოფილ მღვდელ მიხეილ ელიზბარაშვილზე ცოტა რამ თუ არის ცნობილი ჩვენთვის, თუმცა მისი ღვაწლი ნამდვილად იმსახურებს ორიოდე მოკრძალებული სიტყვის თქმას ამ პიროვნების შესახებ. ,, ელიზბარაშვილების ოჯახი წარმოშობით გარეკახეთის სოფელ ყანდაურიდან არის. სოფელში ამ საგვარეულოს დღესაც მღვდელაანთს ეძახიან. მათი უწინდელი გვარი ბერიძე ყოფილა“, წერს გ. ჯავახიშვილი წიგნში – „ლექსისა და სიმღერის კვალდაკვალ“. საკმაოდ საინ-ტერესო და ამაღელვებელიგახლდათ, როდესაც მისმა ოჯამა გადმოგვცა მისივე ხელით დაწერილი ავტობიოგრაფია, ანდერძი და დღიური, რომელსაც იგი ყოველდღიურად ადგენდა საკუთარი შვილიშვილის (ასევე მიხეილ ელიზბარაშვილის) ყრმობის შესახებ. მისი ავტობიოგრაფიიდან ვგებულობთ, რომ იგი დაბადებულა გურჯაანის რაიონის (ყოფილი სიღნაღის მაზრის) სოფელ ვეჯინში, 1875 წლის 23 მაისს. მამა, პეტრე ელიზბარაშვილი ამავე სოფლის მღვდელი ყოფილა. 7 წლის ასაკში მიხეილი სოფლის სკოლაში შეუყვანიათ (სადაც მასწავლებლად მუშაობდა ვაჟა-ფშაველას ძმა რაზიკაშვილი (ბაჩანა). ნიკო ერთი წლის მერე უფროსი ძმის, კორნელის რჩევით, მიხეილი თელავის სასულიერო სასწავლებელში გადაუყვანიათ. როგორც თავად მიხეილი იხსენებს, ავადმყოფობის გამო გვიან მოუწია სასწავლებლის დამთავრება და იმავე, 1892 წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში. „სწავლა 1 სექტემბერს დაიწყო, მაგრამ პირველ დეკემბერს მოხდა სემინარიაში მოწაფეთა აჯანყება (რა თქმა უნდა აჯანყება საეგზარქოსო მმართველობის წინააღმდეგ იყო მიმართული). მესამე გაკვეთილის შემდეგ დავტოვეთ საკლასო ოთახები, ჩავედით ხმაურობით ეზოში, ჩვენი ამორჩეული სამი უფროსი კლასის მოწაფეთა სახით წარვუდგინეთ სემინარიის მთავრობას მოთხოვნილებანი, რომელსაც, რასაკვირველია, ისინი ვერ შეგვისრულებდნენ და სწავლა სემინარიაში იქნა შეწყვეტილი. დაგვირიგეს სამგზავრო ფული და გამოგვისტუმრეს სახლებში“ („ჩემი ავტობიოგრაფია“, მ. ე.)
შემდეგ წელიწადს ,,განსაკუთრებული განცხადებების'' (მ. ე.) საფუძველზე სტუდენტებისასწავლებელში დააბრუნეს. იმავე წელიწადს გორიდან სემინარიაში სასწავლებლად ჩამოვიდა სოსო ჯუღაშვილი და ოთხი კურსის განმავლობაში ერთად მოუწია სწავლა და ცხოვრება მიხეილ ელიზბარაშვილს, სოსო ჯუღაშვილსა და კორნელი კეკელიძეს; „არ დავშორებულვართ ერთმანეთს 4 წლის განმავლობაში არც კლასით და არც ცხოვრებით“ (საფიქრებელია, ამ „კურსელობამ“ არაერთხელ იხსნა მიხეილ ელიზბარაშვილი დახვრეტისა და გადასახლებისაგან. თუმცა, არაიშვიათი გახლდათ მის ბინაში უცხო პირთა სტუმრობა და პი-რადი ნივთების ჩამორთმევა). შემორჩენილია ამ პერიოდის ფოტოსურათები, რომლებიც თავად მიხეილის ცნობით, თელავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახებოდა. აქვე გვსურს, ერთი საინტერესო აბზაცი მოვიყვანოთ, რომელიც იმ დროის სემინარიის ცხოვრებას წარმოაჩენს. ცნობილია, რომ ელიზბარაშვილები ძველთაგანვე მგალობელ-მომღერალნი ყოფილან. ამის გამო მათ მეფე ერეკლე II შემწეობასაც კი უწევდა. ამ ტრადიციის ღირსეული გამგრძელებელი თავად მიხეილ ელიზბარაშვილიც ყოფი-ლა, რასაც ქვემოთ მოხმობილი სიტყვებიც ამტკიცებს: „როგორც მეცადინეობა კლასში, ასევე ეკლესიაში წირვა-ლოცვა სრულდებოდა რუსულ ენაზე. მხოლოდ მოწაფეთა გაფიცვებით იყო გამოწვეული, რომ ნება დართეს, დაეარსებინათ მოწაფეებს ქართველ მგალობელთა გუნდი (ამ გუნდის ლოტბარად რამდენიმე ხანს მეც ვიყავი). მართალია, სემინარიაში ამ გუნდს უთმობდნენ საგალობლად ეკლესიაში სულ მცირე საგალობლებს, მაგრამ ამ გუნდით ვსარგებლობდით სხვა მხრივ და აი, რანაირად: შობასა და აღდგომას დავდევით ჩვეულებად თბილისის უმაღლეს პირთა და ქართველ მოღვაწეთა მილოცვა; ამისათვის განსაკუთრებული დაბეჭდილი ღია ბარათები გვქონდა: „სემინარიის ქართველ მგალობელთა გუნდი“. მილოცვისას, გარდა „ალილოსი“, და სხვა, ვმღეროდით „სამშობლოს“ (მოგონება სემინარიის ცხოვრებიდან). 1900 წელს მიხეილმა სასულიერო სემინარია დაამთავრა და იმავე წელს თელავის სასულიერო სასწავლებელში გა-ლობა-სიმღერის მასწავლებლად დაინიშნა. „მაძლევდნენ ხელფასს, თვეში 50 მანეთს. ამ 50 მანეთით ბინაც ქირითა მქონდა დაკავებული, მსახურიცა მყავდა, ოჯახობასაც კარგად ვაცმევდი და ვახურავდი და კვირაში ოჯერ-სამჯერ რომ არ შევკრებილიყავით ამხანაგები ერთმანეთთან (დროის გასატარებლად), არ შეიძლებოდა („ჩემი ბიოგრაფია“ მ. ე.). 1900 წელს მიხეილმა ცოლად შეირთო სოფელ შილდაში მცხოვრები დეკანოზ მატათა მირიანაშვილის უმცროსი ქალიშვილი ბარბარე (ვარო) 1905 წელს მიხეილი მღვდლად აკურთხეს და მღვდელმსახურად დაადგინეს თელავის სასულიერო სასწავლებლის ეკლესიაში (ამავე სასწავლებელში მასწავლებლობდა 1910 წლამდე), შემდეგ გადაყვანილი იქნა თელავის წმიდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში საღმრთო სჯულის მასწავლებლად, სადაც, როგორც თავად იხსენებს, გაატარა 12 საუკეთესო წელიწადი: „1923 წელში მივატოვე სასწავლებელი, დავრჩი თელავის სამრევლო ტაძრის წინამძღვრად, მაგრამ გარემოებამ მაიძულა, მიმეტოვებინა მღვდლობა, რაიც მოხდა 1924 წელს“. ამის შემდგომ მიხეილ ელიზბარაშვილს მრავალი სამსახური გამოუცვლია, მუშაობდა თელავის რაიაღმასკომის საერთო განყოფილების მდივნად, ხე-ტყის დამზადებაში, თელავის რკინიგზაზე. მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ბოლოს კი თელავის სასწავლებელ-ინსტიტუტში მდივნად (ყოფილ წმიდა ნინოს სახელობის სასწავლებელში). მიხეილ ელიზბარაშვილსა და ბარბარე მირიანაშვილს ეყოლათ ოთხი შვილი: სამი ვაჟიშვილი არჩილი, ვახტანგი და შალვა და ერთი ქალიშვილი თამარი. არჩილის შვილს (უმცროს მიხეილ ელიზბარაშვილს) ბაბუა თავის შემცვლელს ეძახდა (სწორედ მის ყრმობაზეა შედგენილი ზემოხსენებული დღიური). იმ დროის გამოჩენილ მოღვაწეთა მსგავსად, მიხეილ ელიზბარაშვილის მოღვაწეობაც მრავალმხრივია. ზემოთ ჩვენ მისი სამგალობლო მოღვაწეობა ვახსენეთ, რომელიც მხოლოდ პრაქტიკული გალობითა დამასწავლებლობითარ შემოიფარგლებოდა. ამ რამღლე დენიმე წლის წინ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტს გადაცა მისი ხელნაწერი „კარბელაანთ კილოს“ ნოტების კრებული. მიხეილს ჯერ კიდევ სასულიერო სემინარიაში სწავლისას დაუწყია ხალხური სიმღერების ნოტებზე ჩაწერა. არაერთი ამგვარი კრებული შემორჩენილი აქვთ მის შთამომავლებს. ჩანაწერებს შორის გახლავთ დ.აღნიაშვილისაგან ჩაწერილი -„ალილო“. კახური კილოს „მეტივური“, „ველისციხური ყურძენი“ და სხვა. აღნიშვნის ღირსია სიმღერა „განთქმულა პირველ ბრძენთაგან“, რომელიც ჩანაწერის სახით მიხეილის წყალობით შემოგვრჩა (ამ სიმღერის ისტორია შეგიძლიათ იხილოთ წიგნში „ლექსისა და სიმღერის კვალდაკვალ“, გ. ჯავახიშვილი, გვ.56-86).
გარდა ამისა, საინტერესო გახლავთ მისი სამწერლობო მცდელობები. 1903 წელს გაზეთ „ივერიაში“ (№25) გამოქვეყნდა მისი წერილი „ცოტა რამ ქართული გალობის შესახებ სასულიერო სასწავლებელში“. აღსანიშნავია მოთხრობა „კუმეტობა“, ასევე ნაშრომი „აზრთა კონა“, სადაც ავტორს შეკრებილი აქვს XIX საუკუნის ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული გამოჩენილ ადამიანთა ნააზრევი. მიხეილის თაოსნობით თელავის ტყიდან, ე. წ. ყრუხევიდან“ გამოყვანილი იქნა სასმელი წყალი. მისიდაუღალავი მონდომებით რესტავრაცია გაუკეთდა ერეკლე II სასახლის კოშკურებს (თელავში) 1916 წელს, სადაც შემდგომში მოეწყო ბიბლიოთეკა. შემორჩენილია მიხეილისა და კორნელი კეკელიძის ერთმანეთისადმი მიწერილი წერილები (1900-1941 წლები). შემორჩენილია ფოტოსურათი, რომელზეც ერთმანეთის გვერდით სხედან ბატონი კორნელი კეკელიძე და მიხეილ ელიზბარაშვილი. მიხეილ ელიზბარაშვილი 1940 წელს გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია ქალაქ თელავში. სასიხარულოა, რომ მის ოჯახს, სხვა საგნებთან ერთად, დღემდე შემორჩენილი აქვს ზოგიერთი სამღვდელმსახურო ნივთი. მცირე ამონარიდი მისი ავტობიოგრაფიიდან „...სიკვდილის შემდეგაც ისე ნუ დამტოვებთ, რომ ხანდისხან არ მოაგონებინოთ ხოლმე ეკლესიას ჩემი თავი, მხოლოდ ისე, რომ შვილებს ამით არაფერი ევნოთ. ამას ითავებს ალბათ დედათქვენი. მინდა, კიდევ ბევრი გელაპარაკოთ, მაგრამ უმეტესი გრძნობირობა და აღელვება ამის ნებას არ მაძლევს; იყავით კარგათ, ჩემო შვილებო, თქვენი ოჯახობებით და დედით“. თქვენი მიხეილ ელიზბარაშვილი 1940 წელი, 14 ქრისტეშობისთვე, ქ. თელავი“.
მარცხნიდან დგანან: სხვავის ძელიცხოვლის ტაძრის მღვდელი თევდორე საგანელიძე (დახვრიტეს 1924 წლის 27 აგვისტოს), შალვა ამირეჯიბი, სანდრო გოცირიძე, შამშე ლეჟავა, ივანე კაციტაძე, კვაცხუთის წმიდა გიორგის ეკლესიის მღვდელი ლონგინოზ კიკვიძე, აკაკი წერეთელი. ფოტო გადაღებულია 1912 წელს აკაკი წერეთლის რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის დროს. ფოტო მოგვაწოდა თბილისის სასულიერო სემირარიისა და აკადემიის ლექტორმა გოჩა გუგუშვილმა.
21 ივნისს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II დიაკვნად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო აკადემიის V კურსის სტუდენტს გიორგი გიუტაშვილს. დიაკონი გიორგი ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
21 ივნისს ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრარქმა ილია II მღვდლად დაასხა ხელი რუსთავის წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის დიაკონ ელგუჯა ბაბუნაძეს.
მარცხნივ არქიმანდრიტი მელქისედეკი (ცელაძე) (1870—1957), არქიმანდრიტი იოსები (ლაგაზიშვილი) (1879–1956), იღუმენი სტეფანე (გოგოლაშვილი )(1880–1959). ფოტოს მოწოდებისთვის მადლობას მოვახსენებთ მიტროპოლიტ გრიგოლის რძალს, ქალბატონ ზოია ცერცვაძეს
12 ივნისს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართევლოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი სიონის ტაძრის მედავითნეს, გიორგი ასათიანს.
29 ივნისს საფარის მონასტერში საფარის არქიმანდრიტმა არსენმა მორჩილი ზაზა გულორდავა ბერად აღკვეცა და სახელად იოანე უწოდა. აღკვეცას დაესწრნენ ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე), ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსი გერასიმე (შარაშენიძე) და ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი).
3 ივლისს ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ბერდიაკვნად დაასხა ხელი ბერ სერაფიმეს (ჯიქია). ბერდიაკონი სერაფიმე ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II (სიდამონიძე) სტუმრად სამთავროს დედათა მონასტერში. სავარაუდოდ 1969 წელი.
სხედან მარცხნიდან: მერი შიოლაშვილი (შემდგომში მონაზონი ანა, ბათუმისა და სხალთის მთავარეპისკოპოს დიმიტრის დედა), დიდუბის ტაძრის მღვდელი რომანოზ ბიბილაშვილი, მღვდელი სოგრატი ჭულუხაძე, მიტროპოლიტი ზინობი (მაჟუგა), კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II, მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი), სამთავროს მონასტრის იღუმენია ზოილე (დვალიშვილი, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ნათლია), მონაზონი ეფემია (ხიზანიშვილი), მონაზონი დარო (აჭაიძე). მეორე რიგში დგანან: მეორე მარიამ ჩოჩოშვილი-შიოლაშვილისა, მეოთხე — დიაკვანი იოანე მიტიჩაშვილი (ამჟამად დეკანოზი ველისციხის ტაძარში), მეშვიდე — სასულიერო სემინარიის პედაგოგი ილია ჭეიშვილი, მერვე — ვიქტორ შიოლაშვილი, მეცხრე შენგელია (შემდგომში ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის დეკანოზი), დედები მონაზონი ნინო, მონაზონი რაქილი (უროტაძე), მესამე რიგში მონაზონი ლიუბოვი და მონაზონი ნადეჟდა. ფოტოს მოწოდებისთვის მადლობას მოვახსენებთ ბატონ ვიქტორ შიოლაშვილს
17 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II თბილისის ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული გურამ ბერძული, ხოლო ქაშუეთის წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის დაკონს ზურაბ მჭედლიშვილს მღვდლად დაასხა ხელი. მღვდელი ზურაბი კოჯრის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში იმსახურებს.
24 ივლისს სამთავისისა და გორის ეპისკოპოსმა ანდრიამ (გვაზავა) გორის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი ირაკლი ხომერიკი და მას ილია უწოდა
9 ივლისს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში ბერად აღკვეცეს: მორჩილი დემეტრე კალანდია და უწოდეს სახელად იოანე; მორჩილ რჩილი არჩილ ტოგონიძე და უწოდეს სახელად იოანე; ვახტანგ კიკვაძე და უწოდეს სახელად არჩილი.,
მღვდელსქემმონაზონი სიმონი (ერისკაცობაში სოლომონი) დაიბადა 1857 წელს, ვანის რაიონის სოფელ ჭყვიშში, ივანე ბაღდავაძის ოჯახში. რამდენიმე წლის შემდგომ ადიდებულმა რიონმა საშინლად წალეკა. დაზარალებული ოჯახები გადმოსახლდენ სამტრედიის მახლობლად. ახლად დასახლებულ ადგილს „ქოსნათი“ (ამჟამად „ახალსოფელი“) ეწოდა. ყმაწვილი სოლომონი ყურადღებას იჩენდა ღვთისმახურებისადმი, ხშირად სტუმრობდა გელათისა და მოწამეთას მონასტრებს. თანატოლებისაგან გამოირჩეოდა ნიჭითა და სწავლის სურვილით. მოწიფულ ასაკში იგი დაოჯახდა, მაგრამ მალევე ეწვია დიდი განსაცდელი - მისი მეუღლე მშობიარობისას გარდაიცვალა, ვერ მოხერხდა ბავშვის გადარჩენაც. დაქვრივებული სოლომონი რწმენით შეეგება მწუხარებას და ბერად შედგომა გადაწყვიტა. მისი გადაწყვეტილება ერთმა გარემოებამ შეაფერხა, უეცრად გარდაეცვალა ერთადერთი ძმა, რომელსაც დარჩა მცირეწლოვანი ვაჟი - ივანე. ობოლი ძმიშვილის აღზრდა სოლომონმა იტვირთა. წლების მანძილზე ზრუნავდა იგი ყმაწვილის კეთილდღეობაზე. სოლომონმა მახლობელი სოფლებიდან შემოკრიბა სწავლას მოწყურებული პატარები და დააარსა საშინაო სკოლა, სადაც თავად ასწავლიდა ქართულ წერა-კითხვას, ისტორიას, არითმეტიკას, გეოგრაფიასა და სხვა საგნებს.
ამასთანავე, დიდ ყურადღებას უთმობდა ზნეობრივ აღზრდას, ზრდილობას, უფროსისადმი პატივისცემასა და ქართული სუფრისა და მოლხენის სათანადო წესრიგს. ის პატარები, რომლებიც შორეული სოფლებიდან იყვნენ, ხშირად სოლომონის სახლში ცხოვრობდნენ და მხოლოდ შაბათ-კვირას ბრუნდებოდნენ მშობლებთან. გონების გაწვრთნასთან ერთად, სოლომონი ბავშვებს შრომისადმი სიყვარულს უნერგავდა. მეცადინეობის შემდგომ ყველა შრომობდა,ზოგი შეშას ჭრიდა, ზოგს წყალი მოჰქონდა, საქონელს უვლიდა, მიწას ამუშავებდა. სოლომონი დიდი სიყვარულითა და ზომიერი სიმკაცრით გამოირჩეოდა, არ უყვარდა უშნო ცელქობა და ღლაბუცი. ყოველდღიურ საზრუნავში გადიოდა დრო, ყმაწვილები გაიზარდნენ. ბევრმა მათგანმა ზედმიწევნით იცოდა „ვეფხ- ისტყაოსანი“, „თამარიანი“. ბიჭებმა დაასრულეს სწავლა და ოჯახებს მოეკიდნენ. სოლომონმა ძმისშვილი დავაჟკაცებულად სცნო და ასე უთხრა: -,,შენთან აწი, როგორც სტუმარი, ისე მოვალ.შენ უკვე ვაჟკაცი ხარ და თანაც, მე რომ მინდოდა, ისეთი დადექიო“. მას შემდეგ, რაც სოლომონმა პირნათლად აღასრულა ვალი ოჯახის წინაშე, გელათის მონასტერში გადავიდა საცხოვრებლად. ახლადდაქორწინებულ ძმისშვილს გადაუ- ფორმა თავისი კუთვნილი მიწები, სახლი და ქონება. 1890-იანი წლების ბოლოს იგი ბერად აღიკვეცა და სახელად სიმონი ეწოდა. მცირე ხანში აკურთხეს მღვდელმონაზვნად. 1901 წელს მამა სიმონმა გადაწყვიტაიერუსალიმის წმიდა ადგილების მოლოცვა და შემდგომ ათონის წმი- და მთის ქართველთა სავანეში დამკვიდრება. წასვლის წინ მოინახულა თავისი გაზრდილი ივანე, რომელსაც უკვე ორი თვის გოგონა ჰყავდა. გამომშვიდებისას პატარა აკვანში ატირებულა და როდესაც დედას დამშვიდება დაუწყია, მამა სიმონს უთქვამს – „იტიროს ბავშვმა, გამყვეს ივანეს ბავშვის ხმაო“. ათონის მთაზე სამოღვაწეოდ მიმავალი ქართველები უპირველესად, იერუსალიმს მოილოცავდნენ. მამა სიმონმა აისრულა სანუკვარი ოცნება და მოიხილა პალესტინის უწმიდესი ადგილები. შემდეგ გემით გაემგზავრა ქალკედონის ნახევარკუნძულისაკენ. რამდენიმე დღეში გემმა ათონის მთას მიაღწია. მამა სიმონმა კითხვა-კითხვით მიაგნო წმიდა იოანე ღვთისმეტყველის ქართველთა სავანეს, რომელიც ივერთა მონასტრის შორი-ახლოს მდებარეობდა. ქართველთა სავანეში ნებისმიერი თანამემამულის ხილვა დიდ სიხარულს იწვევდა, მაგრამ საძმო განსაკუთრებით მღველმონაზვნის შემომატებამ. ათონზე იმ დროისათვის ქართველ ძმათა რიცხვი 50-ს აღწევდა. ივერთა მონასტრის ბერძენი არქიმანდრიტების მხრიდან შევიწროების მიუხედავად, 5 ქართველთა სავანეში სანიმუშო წესრიგი სუფევდა. ყოველდღე აღესრულებოდა ლიტურგია, ღამისთევის მსახურება ძველი ქართული რვა ხმათა გალობით სრულდებოდა. წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სავანის გამგებელი მღვდელსქემმონაზონი იონა (ხოშტარია) თითქმის ყოველდღე იყო მწირველი. საძმოს სულიერ მოძღვრობას უწევდა იმ დროის ერთ-ერთი უდიდესი მამა, მღვდელსქემმონაზონი თეოდოსი (ერისთავი) აღზრდილი და განსწავლული გელათის მონასტერში*. მღვდელსქემმონაზონი ათანასეს (ალექსი ბაქრაძე) დიდი ღვაწლით მონასტერში აღორძინდა მწინობრობა, კალიგრაფია. ათეულობით დამზადდა ივერთა მონასტრის ბიბლიოთეკაში დაცული უძველეს ხელნაწერთა ასლები. მამა სიმონს ძირითად მორჩილებად მზარეულობა განუწესეს. პერიოდულად იგი იყო მწირველი სავანის ეკლესიაში. ა წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სავანის არსებობა ივერთა მონასტრის ბერძენ ბერებს ძლიერ აშფოთებდათ. ერთი მხრივ, სინდისი ამხილებდათ, როდესაც ქართველებს ქართულ მონასტერში არ უშვებდნენ, მეორე მხრივ, მონასტრის მმართველობისა და მისი უზარმაზარი შემოწირულობების დაკარგვის შიში ჰქონდათ. ყოველივე ამას ხელს უწყობდა თავად მონას-ტრის გადაგვარებულიშინაგანაწესი. ივერთა მონასტრის დამაარსებელ წმიდა მამათა მიერ განწესებული ტიპიკონი უკანონოდ იყო შეცვლილი ახალი განაწესით ე.წ. იდიორითმით. მონასტერს აღარჰყავდა წინამძღვარი, მის ნაცვლად რამდენიმე არქიმანდრიტი-,,ეპიტროპოსი“ რიგრიგობით განაგებდნენ მონასტრისსაქმეებს. ასევე ერთმანეთში ინაწილებდნენ მდიდარ შემოსავალს. იმ დროისათვის მონასტრის საძმო 150 კაცს ითვლიდა, რომელთა უმეტესობა თავისი სურვილისამებრ ცხოვრობდა. იმის გამო, რომ აღარ იმართებოდა საზოგადო ტრაპეზი, ყველა თავის სენაკში იმზადებდა საჭმელს. არსებობდა უკიდურესად უპოვარიც და ასევე ფუფუნებაში მაცხოვრებელი ბერები. ზოგიერთ არ- ქიმანდრიტს მოსამსახურეებიც კი ჰყავდა. ხშირი იყო უთანხმოებანი დაპირისპირებული ბერების ჯგუფებს შორის. ერთსულოვანნი მხოლოდ ქართველთა წინააღმდეგ იყვნენ. ბერძნებთან მორიგებას აფერხებდა
ქართველი ბერების მოთხოვნა: აღმდგარიყო ივერთა მონასტრის დამაარსებელი წმიდა მამების წესი.რადგან ქართველ მამებს აშინებდათ წმიდა მამათა შეჩვენება მათი გან- წესებულის დამრღვევისადმი. ესმ მოთხოვნა ბერძენი არქიმანდრიტებისათვის წარმოსადგენადაც ძნელი იყო. რომ არა რუსეთის იმპერიის შიში, რომლის მოქალაქეე- ბადაც ითვლებოდნენ ქართველი ბერები. დაუყოვნებლივ მოიშორებდნენ აბეზარ ქართველებს. მანამდე კი შესაფერის ვითარებას ელოდნენ. მათ განრისხებას ზრდიდა ის ფაქტიც, რომ რუსეთის მთავრობამ საქმის მოგვარებამდე, მცირე ნაწილი რუსეთიდან შემავალი შემოსავლისა ქართველთა სავანეს მიაკუთვნა. წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სავანის სამართლებრივი სტატუსი ფრიად არამყარი იყო. სავანე ოფიციალურად ირიცხებოდა, როგორც ივერთა მონასტრის დაქვემდებარებაში მყოფი სენაკი. ქართველთა სავანის წინამძღვარმა, იღუმენმა ბენედიქტე ბარკალაიამ ეს სენაკი 1860-იან წლებში დროებით თავშესაფრად შეიძინა. ვინ წარმოიდგენდა მაშინ, რომ ქართველებს, ნამდვილ ივერიელებს, ივერთა მონასტერში არ შეუშვებდნენ და ეს სამარცხვინო დავა ამდენ ხანს გაგრძელდებოდა. ათონის მთაზე მოქმედი კანონით კი სენაკში მოღვაწე ბერების უფლებები შეზღუდული იყო, დედა მონასტრის ნებართვის გარეშე ძმათა რიცხვის გაზრდა, ან, თუნდაც, რაიმე შენობის აგება. მკაცრად ეკრძალებოდათ. ამ უფლებრივ მდგომარეობას ბერძენი ბერები ბოროტად იყენებდნენ. ქართველთა ეკლესიას მოანგრიეს გუმბათი, არ აძლევდნენ ზარის დარეკვის ნებას. სასმელი წყლის მილებით გამოყვანას და შეშით სარგებლობას უკრძალავდნენ. თავს იმართლებდნენ, რომ იცავდნენ ათონის მთის განაწესს, ქრისტიანი მოღვაწის უპირველესი მოვალეობა კი სრულიად ავიწყდებოდათ. ქართველ ბერებს აკვირვებდათ ამგვარი სისასტიკე, მაგრამ ითმენდნენ უკეთესი მომავლის იმედით. გადიოდა წლები. მამა სიმონი ყოველდღიური მსახურებით იყო დაკავებული. პერიოდულად ლოცვა-კურთხევით მაღსავსე წერილებს უგზავნიდა "მიდა იოანე ღვთისმეტყველის ქართველთა XX ს-ის დასაწყისი ძმისშვილ ივანეს*. ახარებდა მისი ოჯახის გამრავლება. მამა სიმონი ყურადღებას არ აკლებდა მშობლიურ სოფელს. მისივე დახმარებით აშენდა ეკლესია, რომელსაც ძმისშვილი ივანე პატრონობდა, ეხმარებოდა მოძღვარს და უვლიდა ეკლესიას. შემდგომ წლებში მამა სიმონმა ეკლესიას გამოუგზავნა ულამაზესი, ცისფერი მღვდლის სრული შესამოსელი, ასევე ვერცხლის ბარძიმი, ფეშხუმი, ჯვარი და ღვთისმსახურებისათვის საჭირო მსხვა ნივთები. 1905 წელის მაისში ღვთივგანისვენა მღვდელსქემმონაზონმა თეოდოსიმ (ერისთავი), რაც განსაკუთებული დანაკლისი იყო როგორც მამა სიმონისათვის, ასევე მთელი საძმოსათვის. იმავე წლის 2 ოქტომბერში მამა სიმონი ათონის მთაზე მომხდარ არნახულ მიწისძვრას შეესწრო, რომლის შედეგად ძლიერ დაზიანდა ათონის მონასტრები, მათ შორის, განსაკუთრებით ივერთა მონასტერი. ნახევრად დაინგრა ათსაუკუნოვანი წმიდა ექვთიმეს კოშკი, გაიპო გუმბათები. თითქმის ბოლომდე დაინგრა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარი, კარის ღვთისმშობლის ეკ-ლესიას გუმბათი მოერღვა. საკვირველად გადარჩა ქართველთა სავანე. მღვდელსქემმონაზონმა იონამ მძიმე მარხვა განუწესა საძმოს. მწარე დღეების გარდა, ხშირი იყო სამახსოვრო დღეებიც. ათონს ხშირად სტუმრობდნენ მოღვაწეები საქართველოდან, ასევე ევროპის უმაღლესი სასწავლებლების ქართველი სტუდენტები. საქართველოდან იგზავნებოდა სასულიერო და საერო შინაარსის ჟურნალგაზეთები. ბერძენი ბერების უსამართლობით განაწამები ქართველები თავის სავანე. დასაცავ გზებს ეძებდნენ. ივერთა მონასტრის არქიმანდრიტები ყოველ ოთხ წელიწადში ცვლიდენ მოსკოვის მეტოქის მმართველს. სწორედ ამ მეტოქიდან შემოსდიოდათ უზარმაზარი შემოწირულობანი. ყოველი ახალი მმართველი უნდა დაემტ-კიცებინა სულთანს და რუსეთის საელჩოს. როდესაც მოაწევდა ეს დრო მღვდელსქემმონაზონმი იონა . ჩადიოდა კონსტანტინეპოლში და რუსეთის ელჩსა და კონსულს სთხოვდა შუამდგომლობას. ამ თხოვნებმა შედეგი ვერ გამოიღო, რადგან ბერძენი ბერები ქრთამით იკაფავდნენ გზას. სამაგიეროდ, ქართველებზე გაბოროტებულებმა 1911 წელს საჩივარი შეიტანეს ათონის მთის უმაღლეს მმართველ ორგანოში - პროტატში: – „ქართველები არ გვემორჩილებიან და გთხოვთ მიიღოთ ზომები: ან დაგვიმორჩილეთ ან განდევნეთო“. ქართველი ბერები გამოდევნისაგან იმხანად ოსმალეთში მყოფმა არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა (ნამორაძე) იხსნა. იგი დაუკავშირდა სულთნის კართან დაახლოებულ მუსულმან ქართველებს გვარად ირემაძეებს და მათი საშუალებით გაიგზავნა ათონზე მოთხოვნა თავი დაენებებინათ ქართველი ბერებისათვის.
საბედნიეროდ, ივერთა მონასტერში არსებობდნენ ბერძენი ბერები, რომლებიც თანაუგრძნობდნენ დევნილ ქართველებს. მაგალითად, ბერი გრიგოლი და პართენი, რომელთაც სამასი ოქრო - ასესხეს გაჭირვებაში ჩავარდნილ ქართველ ბერებს. შემდგომ წლებში, პოლიტიკური ვითარება ბალკანეთში მკვეთრად შეიცვალა. დაიწყო ჯერ ბალკანეთის, ხოლო შემდეგ პირველი მსოფლიო ომები. ევროპა სისხლისღვრამ მოიცვა. ათონის მთაზე ვითარებას ისიც ძაბავდა, რომ მრავალეროვანი ათონის მაცხოვრებლების მშობლიური ქვეყნები ომში დაპირისპირებული აღმოჩნდა. რუსეთის 1917 წელს მომხდარმა რევოლუციამ რადიკალურად შეცვალა ვითარება. ათონზე შეწყდა შემოწირულობანი, რომელზეც მთელი ათონის მთა მნიშვნელოვანწილად იყო დამოკიდებული. მსოფლიო ომის გამო, გაუარესდა ეკონომიური ვითარება, ჩამოვარდა შიმშილობა. 1918 წელს ნოე ჟორდანიას მთავრობის ანტიეკლესიური რეფორმების შედეგად, ეკლესია-მონასტრებს კუთვნილი მიწები ჩამოერთვა. ბუნებრივია, მათ შორის იყო ივერთა მონასტრის მამულებიც, რომელებსაც ბერძენი ბერები განაგებდნენ. საქართველოს მთავრობაზე განრისხებულმა არქიმანდრიტებმა ათონელ ქართველებზე იყარეს ჯავრი. 1918 წლის მიწურულს, მღვდელსქემმონაზონი იონას (ხოშტარია) გარდაცვალების შემდეგ ქართველებს წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სავანის დატოვება მოსთხოვეს. ქართველი ბერები გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდენ. მამა სიმონი ძმობამ გამოირჩია ქართველი ბერების დროებით მმართველად. დიდი სადარდებელი და საფიქრალი დაეკისრა მამა სიმონს. მრავალჯერ ეახლა იგი, მღვდელმონაზვნებთან - იოანე (მაისურაძე) და მელეტისთან (თოფურია) ერთად, ივერთა მონასტრის არქიმანდრიტებს, მრავალჯერ ევედრა ქართველი ძმების სახელით, მაგრამ ბერძნებს ქართველების მოშორება მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი. 1919 წლის 9 მარტს ივერთა მონასტრის - მმართველი ბერები ჯარისკაცების თანხლებით მივიდნენ იოანე ღვთისმეტყველის სავანეში. მამა სიმონს ძალით წაართვეს გასაღებები და დაეპატრონენ სავანესა და მის ქონებას. ქართველ ბერებს მიეცათ უფლება, გაეტანათ პირადი ნივთები და ბიბლიოთეკის ნაწილი, ხოლო დანარჩენი ქონება, სურსათის მარაგის ჩათვლით, მიითვისეს. ქართველები დარჩნენ უბინაოდ, ყოველგვარ ნუგეშს მოკლებული. მამა სიმონი გაეშურა წმიდა პანტელეიმონის მონასტრის წინამძღვართან ქიმანდრიტ მისაილთან თავშესაფრის სათხოვნელად. რუს ბერებთანაც გართულებულიყო ურთიერთობა, რადგან ზოგიერთი რუსი ბერი 1917 წლის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას „რასკოლს“ უწოდებდა. არქიმანდრიტმა მისაელმა ქართველ ბერებს შესთავაზასტეფანე პირველმოწამის სენაკში დაბინავება. ეს სენა-კი ხევში, მეტად მოუხერხებელ და ნესტიან ადგილზე მდებარეობდა. რამდენიმე ბერმა უარი განაცხადა იქ ცხოვრებაზე, მაგრამ არჩევანი არ იყო. ქართველი ბერების ნაწილმა გადაწყვიტა ათონის მთის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება. მძიმე და ცრემლიანი იყო განშორება. მამები თითქოს გრძნობდნენ, რომ ვეღარ ნახავდნენ ერთმანეთს. 1920 წელს 9 ქართველი ბერი მღვდელსქემმონაზონი სიმონის წინამძღვრობით დასახლდა წმიდა სტეფანე პირველმოწამის სავანეში. მუხლჩაუხრელი შრომით ცდილობდნენ მოღვაწეები საარსებო საკვების მოპოვებას. ცხრა ბერიდან სამი ღრმადმოხუცი იყო და, ბუნებრივია, ფიზიკური შრომა აღარ შეეძლოთ. შრომას ნაჩვევი მამა სიმონი გაორმაგებული ძალით იღვწოდა. ბერები თიბავდნენ ბალახს, აგროვებდნენ კაკალს, შემდგომ ყიდდნენ და ასე. წვალებით ცხოვრობდნენ. მძიმე შრომამ და ცუდმა პირობებმა მამა სიმონი დააავდა. 1926 წელს იგი შეუძლოდ შეიქნა და იძულებული გახდა, პანტელეიმონის მონასტრის საავადმყოფოში ემკურნალა. მამა სიმონი უკვე 69 წლის იყო, ამიტომაც აღარ მოსდევდა ჩვეული ჯანმრთელობა. პანტელეიმონის მონასტრის ბერებმა მამა სიმონს დარჩენა შესთავაზეს, რადგან სტეფანე პირველმოწამის სავანეში დაბრუნება მოუსწრაფებდა სიცოცხლეს. ქართველმა ძმებმაც სთხოვეს საავადმყოფოში დარჩენილიყო და დაჰპირდნენ, რომ ხშირად ინახულებდნენ მას. რამდენიმე თვეში მამა სიმონი მომჯობინდა და უკვე შეძლო პანტელეიმონის მონასტრის სატრაპეზოში წამუშავება. რუსმა ბერებმა სენაკიც დაუთმეს სატრაპეზოსთან ახლოს. ყველამ შეიყვარა კეთილი, სათნო, მლოცველი და დარდიანი მოხუცი ტრაპეზარი. წმიდა სტეფანე პირველმოწამის სენაკში მომხდარმა 1932 წლის ხანძარმა და ბერი ბართლომეს დაღუპვამ გული მოუკლა მოხუცს. ბოლო წლებში სენაკიდან იშვიათად გამოდიოდა. 1942 წელს პანტელეიმონის მონასტრის საავადმყოფოში მშვიდობით მიაბარა სული უფალს მღვდელსქემმონაზონმა სიმონმა. ღმერთმა ნათელში დაამკვიდროს იგი და კეთილად შეახვედროს თავის მოძმეებს ზეციურ სამშობლოში.
ცენტრში მღვდელი ნესტორ გუნია (1875-1952), მეორე რიგის ბოლოს, ხელმარჯვნივ ზის მღვდლის, ნესტორ გუნიას მეუღლე, ნინო ხოფერია (1896-1976), რომლის მამა გახლდათ მღვდელი ალექსანდრე ხოფერია (1863-1907). მეორე რიგში მარცხნიდან მეორე: ზის ნინო ხოფერიას დედა ბარბარე პერტენავა (1868-1951), პირველ რიგში, მამა ნესტორის წინ ზის მისი ვაჟი ბიძინა გუნია (1914-1971) ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მღვდელ ბიძინა გუნიას მამა. ფოტო გადაღებულია ქ. სენაკში, 1918 წელს. ფოტოს მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით მღვდელ ბიძინა გუნიას.
28 აგვისტოს ბორჯომისა და ბაკურიანის მთავარეპისკოპოსმა სერაფიმემ (ჯოჯუა) ბორჯომის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდლად აკურთხა ბერდიაკონი ზოსიმე (გიორგაძე).
14 აგვისტოს ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა, სრუ-ლიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II დიაკვნად დაასხა ხელი მარტყოფის ყოველთა წმიდათა სახელობის მონასტრის ბერ იესეს (გელაშვილი).
28 აგვისტოს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე სამთავისისა და გორის ეპისკოპოსმა ანდრიამ (გვაზავა) ატენის სიონში მღვდლად დაასხა ხელი ბერდიაკონ დამიანეს (ხუფენია).
14 აგვისტოს კუმისის ყოვლადწმიდა სამების სახელობის დედათა მონასტერში სამონაზვნე რიფსიმე (შერეშაშვილი) აღიკვეცა მონაზვნად და ეწოდა სახელი სალომე. აღკვეცის წესი შეასრულა იღუმენმა ბართლომემ (ფირცხალაშვილი).
19 აგვისტოს ფერისცვალების მამათა მონასტერში მონაზვნად აღიკვეცნენ წალკის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტრის წევრები: მორჩილი მარიამი (ჩირგაძე), რომელსაც სახელად ეფემია ეწოდა; მორჩილი მართა (ასანიძე), რომელსაც სიდონია ეწოდა. აღკვეცის წესი შეასრულა იღუმენმა ბართლომემ (ფირცხალაშვილი).
24-26 აგვისტოს უწმიდესი და უნეტარესი ილია II იმყოფებოდა სტეფანწმიდისა და ხევის ეპარქიაში. იღუმენის ხარისხში აიყვანა მღვდელმონაზვნები: გორისციხის ხეობის ტაძრების მოძღვარი და ფხელშეს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი იოანე (სილაგაძე), დაბა ყაზბეგის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი ნიკოლოზი (ღლონტი), აჩხოტის წმიდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი მღვდელონაზონი იაკობი (იაკობიშვილი), გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, მღვდელმონაზონი იოსები (თავაძე). მარიამობის დღესასწაულზე ყოველი მათგანი დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
სხედან მარცხნიდან: მამა ილიას ძმა სიმონი, ბიძაშვილი ნინა კობაიძე-ფიცხელაურისა ქალიშვილ რუსუდანთან ერთად, დეკანოზი ილია, მამა ილიას მეუღლე თამარ ბოსტაშვილი, მამა ილიას და ანასტასია კობაიძე-ბურჭულაძისა. დგანან: სიმონის მეუღლე ზინაიდა წიკლაური-კობაიძისა, უცნობი, მამა ილიას ძმები ივანე და ნიკოლოზი. დეკანოზი ილია კობაიძე დაიბადა 1885 წელს, ხევის სიონში, სიმონ კობაიძის ოჯახში. ბიძის, სიონის მღვდლის ზაქარია კობაიძის მოწადინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1907 წელს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, ხოლო ერთი წლის შემდეგ მღვდლად და განწესებულ იქნა დუშეთის მაზრის, სოფელ კობიაანთკარში. 1914-18 წლებში, პირველი მსოფლიო ომის დროს მსახურობდა კავკასიის ფრონტზე, სადაც მიენიჭა დეკანოზის ხარისხი. მონაწილეობდა 1917 წელს გამართულ პირველ საეკლესიო კრებაზე. ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ მსახურობდა ალავერდის ეპარქიაში, სიღნაღის მაზრის, სოფელ ზემო მაჩხაანის წმ. გიორგის ეკლესიაში. 1925 წლიდან, ბოდბის ეპარქიის აღდგენის შემდეგ დაინიშნა ჰერეთის ოლქის მთავარხუცესად. 1930-იანი წლების დასაწყისში გადმოვიდა თბილისში. 1944 წელს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს მიერ დანიშნულ იქნა თბილისის წმ. სამების ეკლესიაში, სადაც მსახურობდა გარდაცვალებამდე, 1952 წლამდე. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე. ფოტო მოგვაწოდეს დეკანოზ ილიას შთამომავლებმა: ბატონმა კობა კობაიძემ, ქალბატონებმა მადონა კობაიძემ და ნანა ბურჭულაძემ.
საქართველოს საპატრიარქო იუწყება, რომ გარდაიცვალა ხამშის მონასტრის ბერი ალექსი (ჩაჩანიძე).
28 აგვისტოს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე სამთავისისა და გორის ეპისკოპოსმა ანდრიამ (გვაზავა) ატენის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო სემინარიის IV კურსის სტუდენტს, ალექსანდრე ქსოვრელს.
17 სექტემბერს ოზურგეთის წმიდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედის მთავარეპისკოპოსმა იოსებმა (კიკვაძე) მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის დიაკვანს, ბესარიონ ლომინეიშვილს, ხოლო დიაკვნად - მაკვანეთის ხარების სახელობის ეკლესიის სტიქაროსანს დავით ჯანჯღავას. მღვდელი ბესარიონი იმსახურებს ოზურგეთის წმიდა ნინოს ეკლესიაში.
18 სექტემბერს ოზურგეთის წმიდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედის მთავარეპისკოპოსმა იოსებმა (კიკვაძე) მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან დავით ჯანჯღავას, ხოლო დიაკვნად ოზურგეთის წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის მედავითნეს შალვა ჯინჭარაძეს. მღვდელი დავითი იმსახურებს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, დიაკონი შალვა კი იმსახურებს ოზურგეთის წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიაში.
ალავერდობა. 1978 წელი
უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სამღვდელო კრებულთან ერთად ლიტანიობისას უკანა რიგში: ეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, ალავერდელი მიტროპოლიტი გრიგოლი (ცერცვაძე) (+1992 წ). მათ წინ: არქიმანდრიტი სოგრატი (ჭულუხაძე); ჯვრით ხელში დეკანოზი ანდრია ჩახვაშვილი (ამჟამად რუსთველი მიტროპოლიტი ათანასე). წინა პლანზე: მღვდელი (ამჟამად დეკანოზი) ანთიმოზ ჩაგელიშვილი; სტიქაროსნები: ივანე ბეწუნაიძე (აწ გარდაცვლილი დეკანოზი იოანე) და თემურ გოგიაშვილი (ამჟამად ფოთისა და ხობის ეპარქიის დეკანოზი თეიმურაზი). ფოტო მოგვაწოდა ველისციხის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დეკანოზმა იოანე მიტიჩაშვილმა.
21 სექტემბერს, ხევისა და სტეფანწმინდის ეპისკოპოსმა პატრემ (ცაავა) სოფელ სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი ბერდიაკონ პავლეს (ჭანტურიძე), ხოლო დიაკვნად ბერ მათეს (ჯულაყიძე).
26 აგვისტოს პატარძეულის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის წინამძღვარმა, მღვდელმონაზონმა იაკობმა (ავალიშვილი) ბერად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილები – ტარიელ ოსიტაშვილი რომელსაც სახელად არსენი უწოდა და იაგო შიოშვილი რომელსაც სახელად ექვთიმე უწოდა. აღკვეცას ესწრებოდა საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსი ლუკა (ლეჟავა).
27 სექტემბერს, ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულზე უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში იღუმენის ხარისხში აიყვანა და ოქროს ჯვრითა და ენქერის ტარების უფლებით დააჯილდოვა ამავე მონასტრის მღვდელმონაზვნები სერაფიმე (ჭედია), დოსითე (ბოგვერაძე) და ადამი (ახალაძე).
კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II მცხეთის სასულიერო სემინარიის პედაგოგებთან და სტუდენტებთან ერთად 1968 წ. 14 სექტემბერი.
სხედან (მარცხნიდან): მღვდელმონაზონი სოგრატი ჭულუხაძე (ამჟამად არქიმანდრიტი), დეკანოზი ვიქტორ შალამბერიძე (გარდაიცვალა 1977 წ.), კათალიკოს-პატრიარქი ეფრემ II (სიდამონიძე), ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი) (ამჟამად კათოლიკოს-პატრიარქი), ილია ჭეიშვილი, ტაისი ტორონჯაძე, მძღოლი ფარნაოზი; დგანან (მარცხნიდან): სტუდენტი ალადაშვილი, წყალობა ჭულუხაძე (გარდაიცვალა დეკანოზის ხარისხში 2004 წ.), რომანოზ ბიბილაშვილი (გარდაიცვალა დეკანოზის ხარისხში), კლიმენტი კაკალიაშვილი (ამჟამად დეკანოზი), მღვდელი არსენ ბერუაშვილი (ამჟამად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი), დიაკონი გიორგი ლომიაშვილი (გარდაიცვალა დეკანოზის ხარისხში 1981 წ.), გივი მაისურაძე, დიაკონი ზურაბი აბჟანდაძე (გარდაიცვალა დეკანოზის ხარისხში), მონაზონი გაბრიელი ჩოჩოშვილი (ამჟამად არქიმანდრიტი), ელგუჯა ლოსაბერიძე (ამჟამად დეკანოზი), მზარეული მარო ქავთარაძე, იოანე მიტიჩაშვილი (ამჟამად დეკანოზი), ლევან იოსებაშვილი (გარდაიცვალა მღვდლის ხარისხში). სურათი მოგვაწოდა ველისციხის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის წინამძღვარმა დეკანოზმა იოანე მიტიჩაშვილმა.
2 ოქტომბერს ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა, სრუ-ლიად საქართველოს კათოლიოს-პატრიარქმა ილია II დიაკვნად აკურთხა კოჯრის ღვთისმსობლის მიძინების მამათა მონასტრის ბერი აარონი (კაპანაძე).
2 ოქტომბერს ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა, სრუ-ლიად საქართველოს კათოლიოს-პატრიარქმა ილია დეკანოზის ხარისში აღიყვანა და ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა მღვდელი მიქაელ წულუკიძე.
25 სექტემბერს ოზურგეთის წმიდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედის მთავარეპისკოპოსმა იოსებმა (კიკვაძე) მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ შალვა ჯინჭარაძეს. მღვდელი შალვა დაინიშნა დუაბზეს წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად.
მარტყოფის „ღვთაების" მონასტრის ბერები. იღუმენი ხარლამპი (ხომასურიძე, შემდგომში არქიმანდრიტი) 1876–1960 მღვდელმონაზონი აითალა (ძამაშვილი) 1873-1971
ფოტო გადაღებულია XX ს-ის 50-იან წლებში, წმ. ანტონ მარტყოფელის სვეტზე, სადაც არქიმანდრიტ გერმანეს (იაშვილი) წინამძღვრობით კომუნისტების მიერ „ღვთაების" მონასტრიდან გამოდევნილი ხუთი ბერი დასახლდა. მოღვაწენი შეძლებისდაგვარად პატრონობდენ მონასტერს და აღასრულებდენ საღვთო საიდუმლოებებს. უამრავი დამცირებისა და შევიწროების მიუხედავად სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურნენ დედა ეკლესიას. მამა ხარლამპი და აითალა უკანასკნელნი იყვნენ ღვთაების სავანეში მოღვაწე ძმათა შორის.
ფოთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სამლოცველო სახლის პირველი დღესასწაული. 1955 წლის 26 ოქტომბერი
ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი ეფრემი (სიდამონიძე, შემდგომში პატრიარქი) 1896-1972, მისგან მარცხნივ, სახარებით ხელში, მღვდელ-მონაზონი შიო (ძიძავა, შემდგომში არქიმანდრიტი) 1882-1969, მისგან მარჯვნივ, ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი კოსმა კირცხალია 1892–1961. უკანა პლანზე დიაკონი გიორგი ტერზიევი (შემდგომში დეკანოზი) 1915-1978. ფოტო მოგვაწოდა ჯიხეთის დედათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ანდრიამ (კბილაშვილი).
9 ოქტომბერს ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა, სრუ-ლიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II დიაკვნად დაასხა ხელი ნადოკრის წმიდა არჩილ მეფის სახელობის მამათა მონასტრის ბერ არჩილს (კიკვაძე).
16 ოქტომბერს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ყოვლაწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის დიაკონ ბესარიონ მეფარიშვილს.
მღვდელი ილარიონ იაკობის ძე ხოჯავა დაიბადა 1860-იანი წლების დასაწყისში. 1877 წ. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1881 წ. 25 ივნისს განაწილებულ იქნა ვარ-ციხის ღვთისმშობლის ტაძარში მედავითნედ. 1883 წ. 30 იანვარს იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის (ქიქოძე) მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად და განამწესეს გეგუთის წმ. გიორგის ეკლესიაში. პარალელურად ასწავლიდა გეგუთის სამრევლო სკოლაში საღვთო სჯულს. 1885 წ. 3 ნოემბერს ხელდასხმულ იქნა მღვდლად და დაინიშნა სოფელ სადემეტრეოს წმ. გიორგის ეკლესიის მოძღვრად. 1892 წ. 29 ივლისს სოფელ სადემეტრეოს წმ. გიორგის ტაძრის კურთხევისას სასარგებლო და საქმიანი მოღვაწეობისთვის წმიდა ეპისკოპოსმა გაბრიელმა დაა-ჯილდოვა საგვერდულის ტარების უფლებით. იმავე წლის 26 აგვისტოს თავისივე თხოვნის საფუძველზე გადაიყვანეს პატრიკეთის წმ. გიორგის ეკლესიაში. 1897 წ. 2 ივნისს მოსახლეობის პირველი საყოველთაო აღწერისას გაწეული შრომისათვის მას უწყალობეს უმაღლესი ჯილდო – მუქი ბრინჯაოს მედალი. 1899 წ. ქვიტირის ოლქის სამღვდელოების გადაწყვეტილებით მღვდელი ილარიონ ხოჯავა არჩეულ იქნა დეპუტატად სამი წლის ვადით, იმერეთის ეპარქიის დეპუტატთა სხდომაზე. 1902 წ. 2 მაისს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე, შემდგომში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი) დააჯილდოვა სკუფიის ტარებით. 1904 წ. 17 აპრილს ინიშნება გეგუთის წმ. გიორგის ტაძრის მშენებლობის ორგანიზატორად და ამავე ტაძრის წინამძღვრად. მღვდელი ილარიონ ხოჯავა კომუნისტებმა იძულებული გახადეს შეეწყვიტა სამღვდელო მსახურება და დაეტოვებინა სოფელი. იგი დასახლდა ზესტაფონში, სადაც გაატარა ცხოვრების უკანასკნელი წლები და აღესრულა 1940 წ. მღვდელ ილარიონ ხოჯავას ჰყავდა მეუღლე დომნიკა მიქაელის ასული ხოჯავა და 7 შვილი: იაკობი, შალვა, ზოსიმა, ანა, ელისაბედი, ლუდმილა და მარიამი. დღეს მამა ილარიონის შთამომავალთაგან ორი მისი შვილიშვილი: დეკანოზი გრიგოლ აბულაძე ზესტაფონის წმ. გიორგის და წმ. ნინოს ტაძრების წინამძღვარი და მღვდელი გიორგი ხოჯავა – კასპის წმ. თეოდორე ტირონის ტაძრის წინამძღვარი, აგრძელებენ საგვარეულოს სასულიერო ტრადიციას.
ალავერდის დიდებული მონასტრის ეზოში ტაძრის შესასვლელისაგან 15 მეტრის დაშორებით არის საფლავი მღვდელმონაზონ ზენონ სუმბაძისა. მღვდელმონაზონი ზენონი დაიბადა 1969 წლის 2 იანვარს კახეთში, სოფელ ვარდისუბანში. იმავე სოფლის ეკლესიაში მოინათლა და ეწოდა სახელი იოსები. სწავლა-განათლება იოსებმა თელავში მიიღო, სადაც მამამ მსახურად ერთ ადვოკატს მიაბარა. ადვოკატის ვაჟი მასწავლებელი იყო და მისი დახმარებით იოსებმა კარგად შეისწავლა წერა-კითხვა: რუსულად, სომხურად და ლათინურადაც კი. ცხრამეტი წლის ასაკში მას დიდი უბედურება დაატყდა თავს, უეცრად მშობლები გარდაეცვალა. როდესაც იოსები 21 წლის გახდა, ჯარში სამსახურის დრომ მოუწია. ამ დროს კენჭის ამოღებით წყდე- ბოდა, თუ ვის უნდა ემსახურა და ვის არა. მას ძალიან უნდოდა „სალდათობა“, მაგრამ არ აუხდა სურვილი. ამის შემდეგ იოსები თბილისში ჩავიდა, სადაც მზარეულად მოეწყო. იქ ყოფნისას მრავლად შეიძინა საღმრთო წიგნები, ხატები, მორწმუნე საზოგადოებას დაუახლოვდა. დრო გადიოდა. დავაჟკაცებულ იოსებს ვერ გადაეწყვიტა, ოჯახი შეექმნა თუ მონასტერში წასულიყო. ერთ საღამოს ფიქრებით დაღლილს ჩაეძინა და იხილა ჩვენება: მისი მშობლები თავს ადგნენ და ხელში ქუდები ეჭირათ, ცილინდრი და საბერო ქუდი – შენ შვილო, ცოლის შერთვას ტყუილად ფიქრობ, შენ ეს ქუდი უნდა დაიხუროო, უთხრეს და საბერო სკუფია გაუწოდეს. გათენდა თუ არა, იოსები ვიღაცის ძახილმა გამოაღვიძა, აღმოჩნდა, რომ მის ამხანაგ ივანეს, რომელიც ბერად იყო წასული ქვათახევის მონასტერში, წერილი გამოეგზავნა, სადაც წერდა: რას აკეთებ მაგ მყრალ ქალაქში, ჩამოდი, ნახე აქ რა კარგიაო. მეორე დღესვე გაუშურა იოსები მონასტრისაკენ. საძმომ ძლიერ გაიხარა მისი ჩასვლით და დიდი სიხარულით მიიღეს თავისთან. ქვათახევის მონასტრის წინამძღვარი მაშინ იყო არქიმანდრიტი კირიონი (საძაგლიშვილი, შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი), რომელმაც დიდად გაიხარა ნიჭიერი კაცის შემომატებით და იგი მორჩილად განაწესა. ეს მოხდა 1898 წელს.
იმავე წელს არქიმანდრიტი კირიონი ხელდასხმულ იქნა ალავერდის ეპისკოპოსად და მორჩილი იოსებიც კახეთში წაჰყვა თავის მოძღვარს. 1899 წელს ეპისკოპოსმა კირიონმა აწყურის თეთრი გიორგის მონასტერში იგი ბერად აღკვეცა და სახელად ზენონი უწოდა, ღმერთშემოსილი ასურელი მამის, ზენონ იყალთოელის სახელზე. ერთ თვეში იგი თბილისში გააგზავნა, სადაც დიაკვნად აკურთხეს. მამა ზენონი მცირე ხნით დავით-გარეჯში და იოანე ნათლისმცემლის მონასტრებში მსახურობდა მთავარდიაკვნად. 1901 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად და ალავერდის მონასტერში დაინიშნა. იმავე წელს მიენდო ძალზე საპასუხისმგებლო მოვალეობა – იკონომოსობა, რომელიც ალავერდის საგანძურის დაცვასა და ზედამხედველობას ავალდებულებდა. გადიოდა წლები. ბერული ცხოვრება ყოველდღიურ წირვა-ლოცვასა და მორჩილებაში მიედინებოდა. მამა ზენონი შეძლებისდაგვარად ზრუნავდა მონასტერზეც. 1905 წელს ბერ მალაქიასთან (წიკლაური, შემდგომში იღუმენი, დახვრიტეს 1937 წლის რეპრესიების დროს) ერთად გაამშვენეს მონასტრის ეზო ხეხილით. გალავნის გარეთ ორ ადგილას ვენახი ჰქონდათ გაშენებული, ორასი ძირი ხეხილი ალვის ხეებით იყო შემოსაზღვრული. მოგვიანებით ეს ბაღი კოლექტივიზაციას შეეწირა. 1909 წელს მამა ზენონის თაოსნობით გაიყვანეს სასმელი წყალი, მილებით არა მხოლოდ მონასტრისთვის, არამედ სოფელ ალავერდის მოსახლეობისთვისაც. I მსოფლიო ომის დაწყებისთანავე საშიშროების გამო, მამა ზენონმა ალავერდის მონასტრის საგანძური, საძმოს დახმარებით, წმიდა იოსებ ალავერდელის საფლავის უკან, თაღში დააწყობინა და ორივე მხრიდან საიმედოდ ამოაშენებინა. 1921 წელს საქართველოში კომუნისტური რეჟიმის ძალადობით დამყარების შემდეგ ეკლესია-მონასტრები უნუგეშო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ძლიერ შეავიწროეს ალავერდის ეპარქია და მისი იმდროინდელი მღვდელმთავარი პიროსი (ოქროპირიძე), ხოლო მღვდელმონაზონი ზენონი უსაფუძვლო ბრალდებით თელავის ციხეში ჩასვეს, სადაც იმ დროს მრავლად იყვნენ - დატუსაღებული კახეთის ინტელიგენციისა და თავად-აზნაურობის წარმო- მადგენელნი. სამი თვის პატიმრობისა და ტანჯვა-წამების შემდეგ გადაწყდა მათი დახვრეტა. განაჩენით ისინი უნდა დაეხვრიტათ გიგოს გორაზე. მეორე ღამეს, როდესაც 100 პატიმარი თოკებით გადაბმული გორაზე მიჰყავდათ დასახვრეტათ, მამა ზენონს მოულოდნელად ერთი პოლიციელი ცხენოსანი მიუახლოვდა, რომელმაც ჩუმად ხანჯლით თოკები გადაუჭრა. იგი მიხვდა, რომ ვიღაცამ იზრუნა მისი გადარჩენისთვის და მაშინვე ხრამში გადაეშვა. შემდგომში იგი ასე იხსენებდა ამ ამბავს: „ისეთი გახარებული გადავეშვი ხრამში, რომ იმ წუთას არც კი მიფიქრია, ცოცხალი ამოვიდოდი იქიდან თუ დასახიჩრებული. ოღონდაც იმ საზარელ გორაზე დახვრეტას გადავრჩენილიყავიო“. მისი გადამრჩენელი იყო ცნობილი ფოტოგრაფის როინიშვილის ძმისშვილი, ვასილი, რომელიც მამა ზენონთან მეგობრობდა და დიდ პატივს სცემდა მას, როგორც გამორჩეულ მოღვაწესა და სასულიერო პირს. იგი კვლავ ალავერდში დაბრუნდა და გააგრძელა ღვთისმსახურება და მასზე დაკისრებული მოვალეობა. 1922 წელს ალავერდის მონასტერში დასვენებული წმ. გიორგის ოქროს ხატი გაძარცვეს. თვალ-მარგალიტი და შეწირულობა მთლიანად იყო მოგლეჯილი და წაღებული. მილიციამ, ტაძრის წინამძღვარ მღვდელმონაზონ ზენონ სუმბაძეს ბოროტმოქმედებთან თანამზრახველობაში დასდო ბრალი, რადგანაც ტაძრის გასაღები მასთან ინახებოდა. ბერი თელავის კომისარიატში წაიყვანეს და ოთხი დღე-ღამის განმავლობაში საპყრობილეში ამყოფეს, მეხუთე დღეს მისდა გასაკვირად გაათავისუფლეს. მამა ზენონი მაშინვე პიროს ეპისკოპოსის სანახავად გაეშურა, მაგრამ გზაზე მეტად შემაშფოთებელი პროცესია იხილა. ოცი შეიარაღებული საბჭოთა მილიციელი შვიდ ფაეტონს უკან მიჰყვებოდა და თან დატუსაღებული მღვდელთმთავარი მოჰყავდა. მათ მამა ზენონსაც გაყოლა უბრძანეს. ალავერდის ტაძარში მისულებს საშინელი ვითარება დახვდათ, საგანძურის სამალავის კედელი გამოენგრიათ და სიწმიდეებს იქვე მაგიდაზე ახარისხებდნენ. ამ პროცესს თბილისიდან ჩამოსულ `პარტიულ ხელმძღვანელთა გარდა მიმდებარე სოფელთა კოლექტივის თავჯდომარეებიც ესწრებოდნენ. შემდგომში მთელი ეს საგანძური თელავში გადაიტანეს და მეორე დღეს ეპისკოპოსს პიროსს მოსთხოვეს ხელი მოეწერა ამ სიწმიდეთა სახელმწიფოსათვის გადაცემის აქტზე, რაზეც ალავერდელი მღვდელთმთავრისაგან მტკიცე უარი მიიღეს.
ალავერდის სიწმიდეები თბილისში გადააგზავნეს, ხოლო ეპისკოპოსი პიროსი ჯერ კომკავშირელებს აცემინეს, შემდეგ კი სისხლიანი და დასახიჩრებული კიბის ქვეშ დაამწყვდიეს, რის შედეგადაც ამბა ალავერდელი პიროსი, პატრიოტი და უაღრესად განათლებული პიროვნება, შეურაცხყოფილი და ნაგვემი კიბის ქვეშ აღესრულა. (საქართველოს ეკლესიაში იგი პირველი მღდელთმთავარი იყო, რომელიც კომუნისტების ხელით საჯაროდ იქნა მოკლული ქრისტეს სარწმუნოებისა და ეკლესიის ერთგულებისათვის.) ალავერდის მონასტრის ბერებს ყველაფერი ჩამოართვეს, ზოგი მოკლეს, ზოგიც დააპატიმრეს. მიუხედავად მრავალი ტანჯვისა და დევნა-შევიწროებისა მღვდელმონაზონი ზენონი მაინც აგრძელებდა მღვდელმსახურებას ალავერდის საკათედრო ტაძარში. მოსახლეობასა და სამღვდელოებაში ძალზე დიდი იყო მისი გავლენა და ავტორიტეტი. სამღვდელოების წარმომადგენელნი ამბობდენ: „თუ მამა ზენონი ანაფორას არ იხდის და უშიშრად აგრძელებს ღვთისმსახურებას, არც ჩვენ დავანებებთ თავს ეკლესიაში მსახურებას და მღვდლობასო“. ეს კარგად იცოდნენ სახელმწიფოს წარმომად-გენლებმა და ყველანაირად ცდილობდნენ მამა ზენონის იზოლირებას. ამ ამბიდან დიდი ხანი არ იყო გასული, რომ ერთი პოლიციელი მიუგზავნეს შესაშინებლად. მან მამა ზენონი ტაძრიდან გამოიყვანა, ხალხის თანდასწრებით რევოლვერი მიადო მაღალ სკუფიაზე და მოკვლით ემუქრებოდა. ბერს სიმშვიდე არ დარღვევია, მხოლოდ ელოდა, თუ რას მოიმოქმედებდა იგი. გაისროლა მოხდა და ტყვიამ ქუდში გაიარა. მამა ზენონმა მშვიდად მოიხადა ქუდი და მარჯვე მსროლელს ამ სიტყვებით მიმართა: „შენს ასაკში იოსებ ბესარიონოვიჩი უკეთესად ისროდაო“ და ასე გაშორდა გაოგნებულ და სახტად დარჩენილ პოლიციელს. მრავალი ზეწოლის შედეგად 1925 წელს იგი იძულებული გახდა, მაინც დაეტოვებინა ალავერდის მონასტერი და დასახლებულიყო იქვე ახლო სოფელში, სადაც ერთმა ღვთისნიერმა ხელოსანმა შეიფარა, რომელსაც კრამიტის გამოწვაში ეხმარებოდა. მის მაგივრად ალავერდის მონასტერი ჩააბარეს შიომღვიმედან გადმოყვანილ მღვდელმონაზონ სტეფანეს (გიგოლაშვილი). შვიდი წლის შემდეგ მამა ზენონი სოფელ ალავერდიდანაც განდევნეს; მან თავი სოფელ ხოდაშენს შეაფარა. II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ მამა ზენონს უფლის გამოცხადებით ეუწყა, დაბრუნებოდა მონასტრულ ცხოვრებასა და ღვთისმსახურებას. 1948 წელს იგი თხოვნით ჩავიდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატესთან (ცინცაძე), რათა ჩაერიცხა რომელიმე მონასტრის კრებულში. კათოლიკოს-პატრიარქმა დიდი სიხარულით მიიღო მამა ზენონი. იგი გაგზავნეს თეთრი გიორგის მონასტერში. 1950 წელს მამა ზენონი თავისივე თხოვნის საფუძველზე გადაიყვანეს - ალავერდის მონასტერში. 1950-იანი წლების ბოლოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III (ფხალაძე), მამა ზენონი ეკლესიაში ხანგრძლივი და ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა ოქროს ჯვრით და მიანიჭა იღუმენის ხარისხი. მამა ზენონი გარდაიცვალა 1963 წელს, 94 წლის ასაკში. აი, ასეთი ჭირთა თმენით განვლო მღვდელმონაზონმა ზენონმა თავისი ხანგრძლივი ცხოვრება, რომელშიც საქართველოს ეკლესიის იმდროინდელი ცხოვრებაც აირეკლა. მამა ზენონზე მოგონებების მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით მის შვილობილს, მიხეილ კუკუნაშვილს
დაიბადა 1893 წელს მღვდლის ოჯახში. მამამისი ქრისტესია შიოშვილი მსახურობდა ხევსურეთში, სოფელ მუქოში. მამა ლავრენტი სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ განამწესეს მედავითნედ თავის მამასთან. 1919 წელს მამა ქრისტესია გადაყვანილ იქნა სოფელ შატილში, ხოლო მის ადგილზე სოფლის მცხოვრებთა თხოვნით, მღვდლად ხელდასხმულ იქნა მამა ლავრენტი. მან მხოლოდ ოთხი თვე იმსახურა მღვდლის ხარისხში. იმავე წელს ღამით თავისსავე სახლში მხეცურად იქნა მოკლული მეუღლესთან ერთად. დარჩათ ორი ვაჟი, 5 წლის ნიკოლოზი და 3 წლის გიორგი, რომლებიც იმ ღამეს სახლში იმყოფებოდნენ, თუმცა მკვლელებმა მათ ხელი არ ახლეს. მოხუცი ხალხის გადმოცემით, ერთ-ერთი მკვლელი, რომელმაც უშუალოდ გამოჭრა ყელი მამა ლავრენტის, მკვლელობიდან რამდენიმე წლის შემდეგ დაბრმავდა და მთელი 50 წელიწადი საშინელი წამებით იცხოვრა. შემორჩენილია მოგონება მამა ქრისტესიას ვაჟკაცობის შესახებ. იგი ყოფილა პატარა ტანის, თუმცა ძლიერ უშიშარი და დიდი ვაჟკაცი. მუქოში მსახურობის პერიოდში ქისტები ხშირად ქურდულად გადმოიპარებოდნენ ხოლმე ხევსურეთის სოფლების გასაძარცვად, მაგრამ გადმოსვლის წინ ჯერ ჩუმად იკითხავდნენ, ის პატარა მღვდელი სოფელშია თუ ქალაქს არის წასულიო. როდესაც ნახავდნენ, რომ სოფელში იყო, მისი შიშით ვეღარ ბედავდნენ თავდასხმას. ერთხელ მაინც გაურისკიათ და ჩუმად დასხმიან სოფელს თავს. ეს რომ გაუგია მამა ქრისტესიას, აუკეცია ანაფორის კალთები, აუღია ხანჯალი და მდევართან ერთად გამოკიდებია ქისტებს. მათაც რომ დაუნახიათ მამა ქრისტესია, შეშინებულებს დაუგდიათ ნადავლი და გაქცეულან, მამაო უკან დაედევნა და სულ სიბრტყით სცემდა ხანჯალს გაქცეულ ქისტებს. იქამდე სდია, სანამ არ გადაიხვეწნენ. ამ ამბის შემდეგ მათ აღარც უცდიათ ხევსურების შეწუხება.
6 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში უწწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II მღვდლად აკურთხა ბერდიაკონი აარონი (კაპანიძე). იგი კოჯრის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის............
დეკანოზი თომა ანდრიას ძე გაჩეჩილაძე და ურბნელ-მარგველი მიტროპოლიტი დავითი (დევდარიანი - შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)
დეკანოზი თომა დაიბადა 1866 წელს სოფელ გუნდაეთში. სასულიერო განათლება მიიღო გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძე) მეთვალყურეობით, მთავარდიაკონ ტარასი ტყეშელაშვილთან. 1886 წელს განაწესეს მედავითნედ მშობლიურ სოფელში. 1926 წლის ზაფხულში მარგველი ეპისკოპოსის ვარლაამის (მახარაძე) მიერ ხელდასხმულ იქნა მთავარდიაკვნად, შემდეგ კი მღვდლად და დაინიშნა თავისსავე სოფელში წმ. გიორგის ეკლესიაში. 1930-1945 წლებში, ბოლშევიკების ტერორის გამო ვეღარ გააგრძელა ღვთისმსახურება ეკლესიაში, მაგრამ ანაფო-რა არ გაუხდია და სოფელში ჩუმად ასრულებდა წესებს მორწმუნეთათვის. 1953 წლის 5 ნოემბერს ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე) დანიშნა მღვდლად ჭიათურის რ-ნის მღვიმევის მაცხოვრის სახელობის სამრევლო ეკლესიაში (ყოფილ დედათა მონასტერში), იღუმენია ელენეს (კიკნაძე) თხოვნის საფუძველზე. მამა თომა იმავე ეკლესიის ეზოში დასახლდა. 1950-იანი წლების ბოლოს ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა ნაუმმა (შავიანიძე) ეკლესიაში ხანგრძლივი და ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა ოქროს ჯვრითა და დეკანოზის ხარისხით. 1966 წელს მამა თომას თბილისში შვილებმა და შვილიშვილებმა გადაუხადეს 100 წლის იუბილე. დეკანოზ თომას და მის მეუღლეს ეკატერინე გამყრელიძეს ჰყავდათ ექვსი შვილი: მარიამი, ქსენია, თამარი, ოლღა, გიორგი და ანდრია. დეკანოზი თომა გაჩეჩილაძე გარდაიცვალა 1967 წლის 2 თებერვალს. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. წესი ანდერძისა უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II ლოცვა-კურთხევით შეასრულა დეკანოზმა ალექსანდრე ერაძემ. ფოტო გადაღებულია 1960-იანი წლების დასაწყისში.
4 ნოემბერს _ ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში არქიმანდრიტმა ილიამ (ნასიძე) ბერად აღკვეცა მორჩილი ბესარიონ ალფენიძე და წმიდა გრიგოლ ხანძთელის პატივსაცემად სახელად გრიგოლი უწოდა.
13 ნოემბერს ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდელმონაზვნად აკურთხა ნადოკრის წმიდა არჩილ მეფის სახელობის მონასტრის ბერდიაკონი არჩილი (კიკვაძე).
იმავე დღეს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანეს სახელობის უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტი დიაკონი თამაზ ლომიძე, რომელიც ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
მეუღლე სესილია ფოცხვერაშვილი, შვილები: გოგი, ნინო და ქეთევანი. მამა გაბრიელი ასწავლიდა ვლადიკავკაზის სასულიერო სემინარიაში. ოსეთში ქართველების შევიწროების გამო იძულებული გახდა 1919 წელს დაბრუნებულიყო საქართველოში. მამა გაბრიელმა ლაგოდეხის რაიონში დააარსა სოფელი გიორგეთი, სადაც თვითონვე მსახურობდა. იგი აწ გარდაცვლილი აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის მამა იყო. ფოტო გადაღებულია 1910-იანი წლების ბოლოს. მისი მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით მამა გაბრიელის შვილიშვილს ბატონ ზურაბ ოდილავაძეს.
20 ნოემბერს წმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პა-ტრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II დიაკვნად ხელი დაასხა - თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდათავრებულს გიორგი დარჯანიას.
23 ნოემბერს წმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II მღვდლად ხელი დაასხეს დიაკონ თამაზ ლომიძეს რომელიც სამომავლოდ დასავლეთ ევროპის ეპარქიაში, კერძოდ გერმანიაში, იმსახურებს.
საქართველოს საპატრიარქო მწუხარებით იუწყება რომ გარდაიცვალა სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი ნიკოლოზ მინდიაშვილი. საპარტიარქო სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს და ახლობლებს.
არქიმანდრიტი პართენი (აფციაური) 1904-1984 და დეკანოზი ლევან ტლაშაძე 1890-1969 გადაღებულია 1950-იანი წლების ბოლოს.
ფოტო მოგვაწოდა დეკანოზ ლევან ტლაშაძის ქალიშვილმა, ქალბატონმა ქეთევან ტლაშაძემ.
41 საპატრიარქოს უწყებანი N41 1-7დეკემბერი 2005წ გვ. 8
27 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის მეორე კურსის სტუდენტი ბერი ლუკა (ფალავანდიშვილი). ბერდიაკონი ლუკა მცხეთის წმიდა გიორგი სახელობის მონასტერში მსახურობს.
41-1 41-2 41-3 საპატრიარქოს უწყებანი N41 1-7დეკემბერი 2005წ გვ. 21, 22, 23
კახეთის ნაყოფიერ მიწაზე, კავკასიონის მთების ძირში ფართოდ გაშლილა სოფელი შილდა. XVIII საუკუნის. მიწურულს ამბროსი ნეკრესელს (მიქაძე) სწორედ ამ სოფელში გადმოუტანია ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრა და ფილოსოფოს–ღვთისმეტყველის დოსითეოზ ჩერქეზიშვილის მიერ დაარსებული ნეკრესის სკოლა. „ამის შემდეგ თვითონაც იქ სცხოვრობდა და მოღვაწეობდა თავისის მჭევრმეტყველურის სიტყვით, და ამას უფრო, რასაკვირველია, მეტი გავლენა და ზედ-მოქმედება ექნებოდა შილდის ხალხის გამოფხიზლებაზე, მისს გონებრივსა და ზნეობრივს წარმატებაზე“ (ესტატე შილდელი). უნდა ვივარაუდოთ, იმ პერიოდში შილდაში ბევრი ადამიანი მიიღებდა საფუძვლიან განათლებას, ერთ-ერთი ადამ მირიანაშვილი (1754-1830), „რომლისთვისაც ამბროსი ნეკრესელს ჯილდოდ 15 დღის მიწა მიუცია საბოლოოდ და სამკვიდროდ, მღვდლად ყოფილა შილდის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში თვით ნეკრესელის დროსვე. ამ უკანასკნელთან ადამი ძალიან დაახლოებული პირი ყოფილა. ამ-ბროსი მას თურმე „პატარა მეცნიერს“ -ეძახდა. მართლაც, როგორც გამიგია, ადამი ძალიან გონიერი და „ბუნების მოვლინებათა მცოდნე კაცი“ ყოფილა. ადამ მღვდელს სწავლა-განათლება მიუღია თვით ამბროსი ნეკრესელისაგან, ამისაგან შეუსწავლია ფიზიკა, დოგმატური ღვთისმეტყველება, ფილოსოფია და სხვა საბუნებისმეტყველო საგნები. ადამის დედა ბარბარე ღარიბი დედაკაცი ყოფილა. მას ჰყოლია ორი ფური. ერთი ფურით თურმე თვითონ იკვებებოდა და მეორედან კი ხან რძეს, ხან მაწონს ამბროსის უგზავნიდა შვილის აღზრდაში, მაგრამ ამბროსი არ მიიღებდა და ეტყოდა ხოლმე: „შენ თვითონ ღარიბი ხარ, შენთვის შეინახე“. ადა- მი ჯერ დიაკვნად ყოფილა ამბროსისთან, შემდეგ მთავარდიაკვნად და ბოლოს მღვდლად. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ადამ მირიანაშვილს, როგორც გონებით განვითარებულს და საბუნებისმეტყველო საგნების მცოდნეს, ჰქონდა რაღაც ნაწერები, მაგრამ ჯერ-ჯერობით არა სჩანსრა. ადამი დასაფლავებულია შილდის ღვთისმშობლის შობის ეკლესიასთან, საკურთხევლის ძირში, გარედან, სამხრეთის მხრივ. მისი საფლავის ქვაზე შემდეგი წარწერაა: „განველ ჟამსა ცხოვრებიდამ საუკუნესა და დავეფალ ლოდსა ამას ქვეშე სოფლის შილდის ღვთის მშობლის შობის ეკლესიის მღვდელი ადამ მირიანაშვილი ბ-ს აპრილსა ჩყლ-ის წლისასა, ოვ-ს წელსა შობიდგან დამტევებელი მეუღლისა ერთისა ძისა მთავარ დიაკვნისა და ორისა ასულისა. ჰოი, ღმერთო, ღირს მყავ განსასვენებელსა შენსა საუკუნესა“. ადამის შთამომავალთ მეტსახელად ეძახიან შილდაში „ადამღვდლიანთ“. (ე.შ). ამ შტოში მამაკაცების უმრავლესობა სასულიერო გზას ირჩევდა და სამღვდელო პატივს ატარებდა. „ადამღვდლიანების“ ერთი ოჯახი ახლაც შილდაში, შემორჩენილია მირიანაშვილების უკანასკნელი მღვდლის არჩილის ერთადერთი ძე 78 წლის ელიზბარი გვარის გენეალოგიას, რომელიც ადამის მამით შერმაზანით იწყება, დიდი მოწიწები ინახავს. შორეულ წინაპრებზე მეტად მცირედი იცის, არც მათი წიგნები და ნაწერებია შემორჩენილი, რადგანაც „შილდის სხვადასხვა კერძო ოჯახებში და ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში ბევრი ქართული წიგნი ყოფილა დაცული, მაგრამ შამილის კახეთზე დაცემის დროს, 1854 წ. მთელი ეს გონებითი საუნჯე შემუსრულა და ამგვარად სამუდამოდ წყალსა და ნიავს მისცემია.“ (ე.შ.). ინფორმაციას მირიანაშვილების ამ შტოს პირველი წარმომადგენლების შესახებ ვხვდებით სავარაუდოდ 1880 წლის ჟურნალ „მოამბე“-ში გამოქვეყნებულ ესტატე მირინაშვილის (ე. შილდელის) არქეოლოგიურ წერილში „შილდა“, რომელიც მამა არჩილს წიგნად შეუკრავს. ნარკვევის ავტორი ესტატეც ადამ მირიანაშვილის შთამომავალი გახლდათ. ადამის შვილი „გაბრიელ მირიანაშვილი მღვდლად ყოფილა შილდის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში და გარდაცვლილა 1836 წ. როგორცა ჩანს მისი საფლავის ქვის წარწერიდან: - „ესე საფლავი მირიანაშვილი მღვდელი გაბრიელისა მხილველნო შენდობა ბრძანეთ ჩყლვ.“ (ე.შ.) გაბრიელის სამი ვაჟიდან: აზარია მღვდელი ყოფილა და ახალსოფელში მსახურობდა, იოანე - დიაკონი, თუმცა შემდეგში თავი დაუნებებია მსახურებისათვის, თომა (1825–1898). დეკანოზი. ეს უკანასკნელი სხვადასხვა დროს მსახურობდა სოფლებში ართანასა და გულგულაში, ქალაქ თელავში კავთის ეკლესიაში და იქვე, მის ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელთანაა დაკრძალული. გაბრიელის შვილიშვილებიც სასულიერო გზას შესდგომიან. დეკანოზ თომას სალომე ჭერაშვილთან ერთად სამი ქალი და ერთი ვაჟი ჰყავდა. უფროსი ქალიშვილის, ნატოს მეუღლე იროდიონ ნანობაშვილი თბილისში სახლობდა, კავკასიის რკინიგზის მღვდელი იყო და მოძრავ ეკლესია-ვაგონში მოღვაწეობდა, მეორე სიძე, ანიკოს ქმარი - სოლომონ ანდრიაშვილი თბილისის პირველ გიმნაზიაში ასწავლიდა, ნუცას თანამეცხედრე – დეკანოზი იოანე ნარეკლიშვილი კი თელავში მსახურობდა. ლევანმა (1854-1927), რომელიც მამა თომას რიგით მესამე შვილი იყო, ოჯახის ტრადიციას აუღალატა და სასულიერო პირი გახდა. გადმოცემით, 20 მაისს, ჯვარი-პატიოსანის დღესასწაულზე თომას ოჯახში უახლოესი ნათესავები იკრიბებოდნენ - ორი ძმისა და საკუთარი მონაგარი, რა თქმა უნდა, სიძეებთან ერთად... და ასეთ „ოჯახურ სადილზე“ სუფრასთან 30 მღვდელი იყრიდა თავს. ლევანის ოჯახი თავდაპირველად თელავში ცხოვრობდა, მის მეუღლეს ბარბარე ახალბედაშვილს უკავშირებენ თელავში დღევანდელ ჭაბუა ამირჯიბის ქუჩაზე კვიპაროსების დარგვას, რის გამოც ადრე ამ ქუჩას კვიპაროსების ქუჩასაც ეძახდნენ. გარკვეული წლების განმავლობაში მამა ლევანი გომარეთში მსახურობდა, მოგვიანებით თელავში გაყიდა სახლი და შილდის მამაპაპეულ მამულში დაბრუნდა, მაგრამ რუსეთ-იაპონიის ომის გამო ვერც შილდაში მოასწრო მშენებარე სახლის დამთავრება. შილდის ღვთაების ეკლესია გახდა დეკანოზ ლევანის ბოლო ნავსაყუდელი, ტაძარი მისი წინამძღვრობისას დაკეტეს, ამის შემდეგ მალევე გარდაიცვალა კიდეც. მას ოთხი შვილი დარჩა ილარიონი, ნადია, არჩილი და ნინო. არჩილმაც (1892-1960) სამღვდელო პატივი აირჩია. თავდაპირველად შაქრიანში მსახურობდა, მისი დაკეტვის შემდეგ კი შილდის ღვთისმშობლისშობის სახელობის ეკლესიის უკანასკნელი წინამძღვარი და ერთადერთი მღვდელი იყო. 30-იან წლებში ეს ტაძარიც დაკეტეს, თვითონ მამა არჩილი სოფლის ორ დანარჩენ მღვდელთან ერთად საბჭოს წინ „გაკრიჭეს“ და შემდეგში ძალიან უბრალო საქმეებით დააკავეს: ებარა ტრაქტორების აღრიცხვა, სკოლის მებაღეობა. მამა არჩილმა კაბა გაიხადა, მაგრამ სამღვდელო მოქმედება არ შეუჩერებია - ამათ (კო- მუნისტებმა) კი არ მომანიჭესო მღვდლობა - ამბობდა და მალულადმიცვალებულებს წესებს უგებდა, ბავშვებს ნათლავდა, პარაკლისებსა და პანაშვიდებს იხდიდა, შვილიშვილებიც საკუთარი ხელით აზიარა ნათლისღების საიდუმლოს. როგორც ამბობენ, ძალიან გულჩვილი, ალალ-მართალი და პატიოსანი კაცი ყოფილა. რამდენჯერმე სასწაულებრივად გადაურჩა ციმბირში გადასახლებას. მამა არჩილის ოჯახი, როგორც „შავსიელებისა“, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. მისი მეუღლე, ნინო სიმონის ასული კოლელიშვილი (1899-1993) ოჯა, სასულიერო პირის ოჯახიდან იყო, მათ სამი შვილი ჰყავდათ ბარე, ლეილა და ელიზბარი. ქმრის გარდაცვალების შემდეგ ნინო ბებო ითვლიდა და თანასოფლელებს ამცნობდა ხოლმე აღდგომის დღეს, მიცვალებულთა მოხსენიების დღეებს. ოჯახში იცოდნენ, რომ ნაფოფოდარი ბებია ფარულად ქრისტიანულ ცოვრებას ეწეოდა: ძილის წინ ლოცულობდა, მარხვებს ინახავდა. მას საგულდაგულოდ ჰქონდა გადამალული შაქრიანის ეკლესიის ქონება, რომელ საც უკეთესი დროის მოლოდინით სიცოცხლის უფრთხილდებოდა. სამწუხაროდ, როდე-საც ეს დრო დადგა და ეკლესიის აღკაზმულობა შვილიშვილს თბილისში გაატანა, 1991 წლის სამოქალაქო ომისას მთავრობის სახლთან გაჩაღებულმა ხანძარმა უკვალოდ შთანთქა. ნინო ბებო ისე გარდაიცვალა, ეს ამბავივერ გაუმხილეს, დაახლოებით წელიწადნახევარში. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე 93 წლისამ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
შილდაში. მირიანაშვილების ოჯახში ერთი ძველი ჯვარი ინახება, ხეში ნაკვეთი ჯვარცმა კუთხეებში მოციქულების გამოსახულებით, ჯვარცმა ვერცხლის ჩარჩოშია მოთავსებული. ლეკების ერთ-ერთი შემოსევისას, რაც ასე ჩვეული იყო ამ სოფლის მოსახლეობისთვის, მომხდურს ჯვრისთვის ხანჯალი დაუკრავს და მეყსელად ხელი გაშეშებია, თუმცა ჯვარსაც ამოეკვეთა ხის მცირე, მაცხოვრის ტანის ნაწი ნაწილი. როგორც ჩანს, ეს ამბავი შორს გავრცელდა, რადგანაც, ერთხელ ოჯახს თუშეთიდან კაცმა ჩამოაკითხა ის ჯვარი მაჩვენეთ, ლეკს რომ ხელი გაუშეშაო და სასწაულმოქმედ ჯვარს დიდი მოკრძალებითა და რუდუნებით ეამბორა. მღვდელ ადამის შთამომავლებში ბევრმა საერო ცხოვრებაში მიაღწია წარმატებებს, მისი შტოს წარმომადგენლები იყვნენ და არიან: იურისტი მამა-შვილი ესტატე და დათა მირიანაშვილები (ამ უკანასკნელმა თბილისში, მოსკოვის უმაღლესი იურიდიიული სასწავლებლის ფილიალი გახსნა); საფრანგეთში ცნობილი მომღერალი მიშელ დარიალი (მიხეილ ნანობაშვილი); ღვაწლმოსილი ფიზიკოსი, უნივესიტეტის პრორექტორი 1960-იან წლებში, აკადემიკოსი მათე მირიანაშვილი, მისი ძმა, ასევე ფიზიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი გიგა მირიანაშვილი; უნივერსიტეტის პროფესორი, მათემატიკოსი ვასტანგ სიმონია; ყოფილი მშენებლობის მინისტრი გურამ მირიანაშვილი, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი გრიგოლ მირიანაშვილი, დოცენტები - ბაქარ მირიანაშვილი (მეტ- ალურგიის კვლ. ინსტიტუტი), შოთა მირიანაშვილი (უნივერსიტეტი, ნახვარგამტარების განყ.). სამწუხაროდ, არაფერი ვიცით „ადამღვდლიანების“ იმ 5 თაობის წარმომადგენელი სასულიერო პირების შინაგანი ცხოვრების შესახებ, რომლებიც სამი საუკუნის მანძილზე უწყვეტად ემსახურებოდნენ თავის ერსა და ეკლესიას.
41-4 საპატრიარქოს უწყებანი N41 1-7დეკემბერი 2005წ გვ. 24
მღვდელი გაბრიელ სოფრომაძე დაიბადა 1843 წელს. დაამთავრა თბილისის სემინარია. ნაკურთხია მღვდლად 1872 წელს. მსახურობდა ჯერ სოფელ ვეჯინში, შემდეგ კი მაღრაანსა და გლდანში. 1879 წელს გადმოიყვანეს თბილისში კალოუბნის წმ. გიორგის ეკლესიაში, სადაც მსახურობდა 1884 წლამდე. ამ წელს დაინიშნა ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის წინამძღვრად. იმავე წელს კახეთში გაყიდა მამული, უკან დაბრუნებულს დახვდენ ყაჩაღები გომბორზე და გაძარცვის დროს მოკლეს. 1880 წელს თბილისში დასტამბულია მის მიერ შედ- გენილი „საუკუნო კალენდარი.“ მღვდელ ლევან მირიანაშვილის შესახებ იხილეთ გვ. 21–23 გადაღებულია 1980-იანი წლების დასაწყისში, ცნობილი ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის მიერ. ფოტოს მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით მამა ლევანის შთამომავალს, ქალბატონ მარი აშუღაშვილს.
4 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში დიაკვნად აკურთხა იოანე წკეპლაძე და მღვდლად ხელი დაასხა თბილისის ფერისცვალების მამათა მონასტრის ბერდიაკონ ისეს.
4 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში ნაძალადევის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა სიმონ მძინარაშვილი აიყვანა დეკანოზის ხარისხში და დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
დაიბადა 1840-იან წლებში, ხარაგაულის რაიონის სოფელ ღორეშაში. სასულიერო განათლება მიიღო სიმონეთის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვართან, დეკანოზ სიმონ ჭუმბურიძესთან. ხელდასხმულია იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე) მიერ ღორეშის წმ. გიორგის ეკლესიაში 1870-იანი წლების ბოლოს. 1885 წელს ეპისკოპოსმა გაბრიელმა დააჯილდოვა საგვერდულით. 1891 წლის 6 მაისს მანვე უბოძა სკუფია. მამა სიმონი იყო შორაპნის მაზრაში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. მან დიდი წვლილი შეიტანა მთელ ამ მხარეში ქართველთა შორის წერა-კითხვის გავრცელების საქმეში. გაწეული სამსახურისათვის სინოდმა 1901 წლის 6 მაისს დააჯილდოვა კამილავკით, ხოლო 1908 წლის 6 მაისს მიიღო სამკერდე ჯვარი. 1910-იან წლების დასაწყისში კი მიენიჭა დეკანოზის წოდება. გარდაიცვალა 1910-იანი წლების ბოლოს. დაკრძალულია ნოტყიერის წმ. გიორგის ეკლესიაში. ფოტოს მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით მამა სიმონის ძმის შვილიშვილს გივი კურტანიძეს.
11 დეკემბერს ყოვლადუსამღვდელოესმა, სამთავისისა და გორის ეპისკოპოსმა ანდრიამ (გვაზავა) გორის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან ილია ხომერიკს. მღვდელი ილია კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში იმსახურებს.
12 დეკემბერს სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად ხელი დაასხა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიის (სამედიცინო უნივერსიტეტთან) დიაკონ ლევან მათეშვილს.
დაიბადა 1870 წელს, სოფელ მათხოჯში მღვდლის ოჯახში. დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. სწავლის დამთავრების შემდეგ ოჩამჩირეში პედაგოგად გაანაწილეს. ცოტა ხნის შემდეგ სწავლა საბერძნეთში, სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. სამშობლოში დაბრუნებისას ცოლად შეირთო თავადის ასული ანასტასია ლაკერბაია, რომელთანაც ცხრა შვილი შეეძინა. 1900-იანი წლების დასაწყისში ხელადასხმულ იქნა მღვდლად და მსახურობდა აფხაზეთში, სოხუმის ეპარქიაში. 1918 წელს დაბრუნდა სამეგრელოში და იქ გააგრძელა მოღვაწეობა. კომუნისტების შემოსვლის შემდეგ დაიწყო ეკლესია-მონასტრების და სასულიერო პირთა დევნა-შევიწროება. გამონაკლისი არც მამა ერმილე იყო. იგი რამდენჯერმე დაიბარეს აღმასკომში და მოსთხოვეს თავი დაენებებინა მღვდლობისათვის და გაეპარსა წვერი, რაზედაც მან სასტიკი უარი განაცხადა. ყოველივე ამით შეშინებულმა ეკლესიის მეორე მღვდელმა ნესტორ ჯინჭარაძემ იქაურობა მიატოვა და თავის სამშობლოში, ზესტაფონში დაბრუნდა. გაშმაგებულმა კომუნისტებმა ეკლესია და მამა ერმილეს სახლიც მრავალჯერ დაარბიეს. ერთერთი დარბევის დროს მათ დაწვეს მამა ერმილეს კუთვნილი უნიკალური წიგნები და ხატები, რომლებიც მან საბერძნეთიდან ჩამოიტანა. მერე დაუწვეს სახლი, საიდანაც ძლივს მოასწრო ცოლ-შვილის გამოყვანა. ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად იბარებდნენ საბჭოში და მოკვლით ემუქრებოდნენ. ერთხელ შინ დაბრუნებულს მეზობელმა ანნა ფირცხალავამ ჰკითხა: „მამაო ერმილე, როგორაა საქმეო. მან კი უპასუხა სანამ არ წამასვენებენ, მანამ არ მომასვენებენო.“ ერთ საღამოს კომკავშირლებმა სახლში მიმავალი დაიჭირეს და აღმასკომში მიიყვანეს. გაოგნებული მამა ერმილე სკამზე დააბეს და როდესაც მაკრატელი წვერთან მიუტანეს იგი იმ წუთშივე აღესრულა. მას გული გაუსკდა ყოველივე ამის შემხედვარეს. მამა ერმილეს მონახსოვრე პირების ნაამბობიდან იგი იყო ნამდვილი ღვთის კაცი,ზრდილობითა და ღვთიური მადლით დაჯილდოებული, მართალი და ბრძენი, ცოლ-შვილისა და სხვათა მოყვარული, მშობლებისა და და-ძმათა ღირსეული პატივისმცემელი.
ფოტოს მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით მამა ერმილეს შთამომავალს მარეხ ჩიმაკაძეს.
16 დეკემბერს ვარძიის მამათა მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა, ანტონმა(მაჭარაშვილი) ბერად აღკვეცა მორცჩილები ავთანდილ (გიორგი)ვარდანიძე და რამაზ (შალვა) გოგიტაშვილი.
17 დეკემბერს საფარის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა არსენმა (ასანიძე) ბერად აღკვეცა საფარის მონასტრის მორჩილი ლევან ხახალეიშვილი და მას სერაფიმე უწოდა.
17 დეკემბერს ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მთავარეპისკპოსმა თეოდორემ (ჭუაძე) აბასთუმნის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი ბერდიაკვან სერგის (კვირი-კაშვილი) და დიაკვნად დაასხა ხელი საფარის სასულიერო სემინარიის III კურსის სტუდენტს, გაბრიელ ბურჭულაძეს.
18 დეკემბერს ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსმა თეოდორემ (ჭუაძე) აბასთუმნის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან გაბრიელ თვალაბეიშვილს.
(ამჟამად ბათუმისა და სხალთის მთავარეპისკოპოსი დიმიტრი).
19 დეკემბერს ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა გერასიმემ (შარაშენიძე) მღვდლად აკურთხა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის დიაკვანი იაკობ ეხვაია.
საქართველოს საპატრიარქო იუწყება, რომ გარდაიცვალა ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიაში მოღვაწე უხუცესი მონაზონი აკეფსიმა ფიფია. იგი 1921 წელს მორწმუნე ოჯახში დაიბადა. მოწყალე ღმერთმა მკაცრი განსაცდელების დაშვების შემდგომ ანგელოზებრივ სქემას აზიარა. მაშინ, როდესაც მონაზვნის შესამოსლით ქუჩაში გამოსვლა დიდ გამბედაობას მოითხოვდა დედა აკეფსიმა არათუ ატარებდა შესამოსელს, არამედ ხალხში ქრისტიანული სარწმუნოების გასაღრ-მავებლადაც იღვწოდა და ეკლესიის აღდგენა-აღსაშენებლადაც. მოგვიანებით კი მადლობდა უფალს ამდენ სასულიერო პირს რომ ხედავდა, მოესწრო მონასტერს, დედებს, მონაზვნებს, მორჩილებს. ჩვენთან ცხოვრება ანუგეშებდა, მაგრამ უფალთან მიუხაროდა და მებრძოლი ეკლესიიდან გადაინაცვლა კიდეც. ღმერთმა მოზეიმე ეკლესიაში დაამკვიდროს მისი უფლისმოყვარე სული.
45-1 საპატრიარქოს უწყებანი N45 29დეკემბერი-4იანვარი 2005-2006წ გვ. ..
დაიბადა ლეჩხუმში, ცაგერის რაიონის სოფელ გვესოში. მღვდლად იკურთხა 1911 წლის 14 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოს გიორგის (ალადაშვილი) მიერ. მსახურობდა ცაგერის ეკლესიაში. 1924 წელს კომუნისტების მიერ ეკლესიების დახურვისას მამა ალექსანდრე გამოძევებული იქნა და მოქმედი ტაძრების არ არსებობის გამო ცხოვრების დარჩენილი წლები გაატარა საკუთარ მამულში, სადაც აღასრულებდა ნათლობებს და სამღვდელო წესებს. ცაგერის ტაძრის დახურვის შემდგომ ეკლესიის მთელი საგანძური ინახებოდა მის ოჯახში, რომელიც მოგვიანებით შთამომავლებმა ჩააბარეს სახელმწიფოს. რეგიონის ჩეკას მაღალჩინოსანი ოჯახ-ის ნათესავი აღმოჩნდა, რამაც მღვდელი ალექსანდრე რეპრესიებს გადაარჩინა. თუმცა ჩარკვიანების ოჯახის წევრები, როგორც ტახტის აზნაურები და დიდი მამულების მეპატრონენი, გაკულაკებას ვერ გადაურჩნენ. სულ მალე მღვდელი ალექსანდრე გადატანილ უბედურებათა გამო ლოგინად ჩავარდა და 1929 წელს გარდაიცვალა. მღვდელი ალექსანდრე ჩარკვიანი იყო ბოლო წარმომადგენელი ჩარკვიანების სასულიერო საგვარეულოსი. მამამისი ათანასე ჩარკვიანიც სასულიერო პირი იყო, რომელსაც დაახლოებით 1869 წელს ცხეთაში წმ. გიორგის ტაძარში დაუწყია მსახურება(შემორჩენილია 1869 წლის მის მიერ ცხეთის წმ. გიორგის ტაძრის საგანძურის სრული აღწერილობა). ფოტოს მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით მამა ალექსანდრეს შთამომავალს ბატონ რევაზ ჩარკვიანს.
2 საპატრიარქოს
უწყებანი N2
22-28იანვარი 2009წ გვ.4
ხელდასხმა
21
დეკემბერს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ცურტავის
ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელი) მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ ანდრია ჯაღმაიძეს. მღვდელი
ანდრია წმინდა მიქაელ ტვერელის სახელობის ტაძარში იმსახურებს.
***
21
დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა შიომღვიმის
მონასტრის ბერი ევაგრე (კვიმსაძე).
***
28
დეკემბერს ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში
ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკონ
დავითს (გაბიძაშვილი).
***
28
დეკემბერს სოფელ პატარძეულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერში ნინოწმინდისა
და საგარეჯოს ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა ბერი ათანასე (კარანაძე).
***
სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ბრძანებით
2009 წლის 15 იანვრიდან:
ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის (ნუცუბიძის
პლატოზე) წინამძღვარი, საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ურთიერთობის განყოფილების
თავმჯდომარე, დეკანოზი დავით ლონდარიძე დაინიშნოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე
არსებული წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრად; თბილისის წმინდა
გიორგის სახელობის ტაძრის (ზოოვეტის ინსტიტუტის მახლობლად) წინამძღვარი, მღვდელი მოსე
(ავთანდილ) ჭელიძე დაინიშნოს თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სულიერ მოძღვრად; ბოლნისის
ეპარქიის მღვდელმსახური, მღვდელი დავით მესხი დაინიშნა კოჯრის რეზერვისტთა მოიმზადების
1 ბაზაზე სულიერ მოძღვრად და კოჯრის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის წინამძღვრად;
რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი გაბრიელი (გელა იმედაშვილი) დაინიშნოს
გორის I სამხედრო ქვეითი ბრიგადის სულიერ მოძღვრად; სამთავისისა და გორის ეპარქიის
მღვდელმსახური, მღვდელი თევდორე (ზურაბ) სულუაშვილი დაინიშნოს ვაშლიჯვრის სპეციალური
ოპერაციების დაჯგუფებაში სულიერ მოძღვრად და ვაშლიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის
წინამძღვრად;
2-1
საპატრიარქოს უწყებანი N2 22-28იანვარი 2009წ გვ.19
მღვდელმონაზონი
ტიხონი (ბულია)
მღვდელმონაზონი
ტიხონი- ერისკაცობაში პროკოფი ბულია XIX საუკუნის II ნახევარში სამეგრელოში, გლეხის
ოჯახში დაიბადა. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, თუ სად მიიღო მან საეკლესიო
განათლება და რომელ მონასტერში დაიწყო თავისი ბერული მოღვაწეობა. ცნობილია, რომ
1921 წელს იგი მამა ანდრიასთან (გობეჩია) ერთად წარჩეს მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერში
მოღვაწეობდა, რომლის დახურვის შემდეგ საცხოვრებლად სოფელ ბაშში გადასულა. საბედნიეროდ,
სამეგრელოში, ძველი თაობის წარ- მომადგენლებში, შემორჩენილია ზეპირი მოგონებები ტიხონზე,
სადაც აღწერილია მისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდი. გთავაზობთ ერთ-ერთ ასეთ მოგონებას,
რომელიც ქალბატონმა ნინო ფიფიამ მოგვითხრო: „ძველად ქართველებს უთქვამთ, რომ ყოველი
ადამიანი უზარმაზარი კარიბჭეა, რომელსაც მხოლოდ ერთი პატარა გასაღები აღებსო. ამბობდა
ამას ქართველი და ყოველთვის იმას ცდილობდა, რომ ეს კარიბჭე რწმენის, იმედისა და სიყვარულის
გასაღებით გაეღო და ახერხებდა კიდეც. ამას ცდილობდა მაშინაც, როდესაც ათეისტურმა წყობამ
აღზევების ხანას მიაღწია, დაიხურა ეკლესია-მონასტრები, იდევნებოდა წინაპართაგან დანერგილი
ქრისტიანული სული და ზნეობა. სწორედ, ასეთ დროს გამოჩნდა, „ვითარცა მოტყინარი ვარსკვლავი“,
მღვდელმონაზონი ტიხონი (ბულია). ბერი ტიხონი იყო სულიერი მამა, ახალგაზრდობის გამოცდილი
მრჩეველ-დამრიგებელი. მისი სახით წარმოგვიდგება მრავალფეროვანი მორალური და სულიერი
თვისებებით დაჯილდოებული სრულყოფილი პიროვნება. მამა ტიხონის განსაკუთრებული ნიჭი ქრისტეს
და ადამიანების უსაზღვრო სიყვარული იყო. ის გამუდმებით ადიდებდა ღმერთს, მასში ქრისტესადმი
გამოუთქმელი, უსაზღვრო სიყვარული იყო დავანებული. მისი სამოძღვრო საქმიანობის ძირითადი
საშუალება შემწყნარებლობა, მღვიძარება და მოუკლებელი ლოცვა იყო. მამაჩემი, მიხეილ ჩაგუს
ძე ფიფია ღრმადმორწმუნე და ღვთისმოშიში ადამიანი იყო. მას ცალკე სალოცავი ოთახი და
საეკლესიო წიგნები ჰქონდა, ჰქონდა ხატები და თითქმის მთელ დღეებს ლოცვასა და ღვთისვედრებაში
ატარებდა. აინტერესებდა რელიგიასთან დაკავშირებული საკითხები. ის ცდილობდა, ბევრ ღვთისმორწმუნე
ადამიანს დაახლოებოდა და ბევრიც ღვთის სჯულზე მოექცია. მოგეხსენებათ, ეს პერიოდი იყო
კომუნისტების აღზევების ხანა, ამ დროს ღვთის სახელიც არ იხსენიებოდა, ინგრეოდა ეკლესიები,
იბილწებოდა ხატები, იდევნებოდნენ საეკლესიო პირები და, დროის შესაბამისად, მორწმუნე
ადამიანებიც კანტი-კუნტად იყვნენ. მე მაშინ ალბათ მეხუთე ან მეექვსე კლასში ვიქნებოდი,
1941-42 წლები, ომის პერიოდი იყო, როცა მამაჩემი სოფელ ბაშში მცხოვრებ ბერთან საზიარებლად
ფეხით დადიოდა და ყოველი მარხვის დამთავრების შემდეგ მე, ჩემი და მარიამი და დედაჩემი
დავყავდით. თავიდან მამაჩემი მარტო დადიოდა, ხოლო შემდეგ ჩვენც დავიწყეთ სიარული საზიარებლად.
გზად ტყე გვქონდა გასავლელი, ვცდი-ლობდით, როგორმე შეუმჩნევლად გვევლო, რომ ვინმე ურწმუნოს
არ შევემჩნიეთ და არ დავესმინეთ (მამაჩემი იმ ხანებში პედაგოგად მუშაობდა). მახსოვს,
ერთხელ მოხუცი კაცი შეგვხვდა და დედაჩემს შიშით ვუთხარი: „ვაი, დედი, კაცი—მეთქი“.
დედაჩემმა კი ხუმრობით მითხრა: „ნუ გეშინია, მოხუცია და კარგად ვერ ხედავსო“. პასუხად
კი იმ კაცმა გვითხრა: „ძალიან კარგად ვხედავო“. მაშინ 11-12 წლის ბავშვისათვის მართლაც
რომ საკვირველი იყო მამა ტიხონი მთელი თავისი ცხოვ-..
2-2
საპატრიარქოს უწყებანი N2 22-28იანვარი 2009წ გვ.20
მღვდელმონაზონი
ტიხონი (ბულია)(დასასრული)
...
რების წესით. ეს საშუალო ტანის, წარმოსადეგი, განსწავლული და ღვთის მადლით შემკული
მოხუცი ცხოვრობდა წნელით შეღობილ ფაცხაში, რომლის კედლები ტალახით იყო შელესილი და
იატაკის ნაცვლად მიწაყრილი ჰქონდა, სახურავი კი — ისლისაგან იყო გაკეთებული. გარედან
ბერის ადგილსამყოფელი ეკლით იყო დაფარული და შესასვლელ კარზე ურდული ჰქონდა, რომლის
გაღება მხოლოდ მას შეეძლო შიგნიდან. ეზოში მოყავდა სიმინდი, ლობიო, ჰქონდა თავის ხელით
გადამყნობილი ხეხილის ხეები. თავისუფალ დროს სულ მუშაობდა და თავისი ნამუშაკევით უხვად
გასცემდა მოწყალებას. ოთახში ხატებისა და საეკლესიო ნივთების გარდა, საწოლი და ტაბაკი
(სატრაპეზო მაგიდა) ედგა, რათა მოსულთ გამასპინძლებოდა. ბერის მუდმივი ასკეზი, თავის
დამდაბლება, მორჩილება თვითშემეცნების საწინდარი იყო, ამიტომაც გასცემდა ასე უხვად
სიყვარულს სულიერ შვილებში. მამა ტიხონს ეშმაკი განსაცდელსაც ხშირად უვლენდა. ერთხელ,
მახსოვს, საზიარებლად რომ მივედით, მაშინ გვითხრა, ეშმაკის სახით ქალი ყოველდღე მეცხადებოდა
და მეძახდა, მაგრამ მე ამ ცდუნების დაძლევა ღვთის შემწეობითა და ლოცვით შევძელიო. ალბათ
ბევრი ჩვენთვის უცნობი საცდური თუ განსაცდელი ევლინებოდა ღვთის სამსახურში მყოფ ბერს,
მაგრამ თავისი რწმენითა და რუდუნებით ყოველგვარ ბოროტებას ძლევდა. დამაშვრალი მხცოვანი
მამა, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დასნეულდა, ლოგინად ჩავარდა და სხეული დაუწყლულდა.
მის მოსავლელად დადიოდნენ დედა ფოტინე და დედა აკეფსიმა. ერთი წლის შემდეგ მისი სული
უფალმა მიიბარა. იმ დღეს კიდევ ერთხელ მოვიყარეთ მუხლი მისი წმინდა გვამის წინაშე და,
გვწამს რომ განწმენდილი სულით, ანგელოზების თანხლებით დაიმკვიდრა ცათა სასუფეველი“.
3 საპატრიარქოს
უწყებანი N3 29იანვარი-4თებერვალი
2009წ გვ.3
ბერად
აღკვეცა
3 იანვარს
ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში არქიმანდრიტმა ადამმა (ახალაძემ) ბერად აღკვეცა
მორჩილი ბესარიონი (ვეკუა) და უწოდა სახელი იაკობი.
3-1
საპატრიარქოს უწყებანი N3 29იანვარი-4თებერვალი 2009წ გვ.18
საფარის
მონასტერი 1891-1930წლებში
1891
წლის იანვრამდე საფარის მონასტერი ირიცხებოდა საფარის სამრევლოს შტატის ეკლესიად და
ზედ იყო მიწერილი ოთხი სოფლის — მუსხის, ანდრიაწმიდის, ღრელისა და ტობის ეკლესიები
თავის სამრევლოებით. მუსხში ირიცხებოდა 35 კომლი, ანდრიაწმიდაში — 25, ღრელში 15 და
ტობში — 5. ხსენებულ სოფლებში, მიუხედავად მცხოვრებთა რიცხვისა, აშენებულია ეკლესიები,
ტურფად შემკული მრევლთაგანვე. საქართველოს ეგზარქოსად მყოფმა პალადიმ (რაევი) იხილა
რა მშვენიერება მუსხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიისა, მოისურვა მისი სამრევლოდ
გადაქცევა, ხოლო საფარის ტაძრისა — მონასტრად. 1891 წლის 12 თებერვალს საფარის მონასტერში
განამწესეს ქართველი, ზედაზნის მონასტრის საძმოს წევრი, მღვდელ-მონაზონი ათანასე (ზურაბაშვილი)
სამი მორჩილით. აქ მას დახვდა მოხუცი ბერი ქრისტესია (სამადალაშვილი). ამავე წლის
18 სექტემბერს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის მედავითნე პეტრე ფაფერაშვილი
ბერად აღიკვეცა და სახელად პახუმი ეწოდა. 29 სექტემბერს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1
ოქტომბერს კი მღვდლად დაასხეს ხელი. მღვდელ-მონაზონი ათანასე — ერისკაცობაში ალექსანდრე
მიხეილის ძე ზურაბაშვილი 1856 წელს, გლეხის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი,
გალობა და საეკლესიო ტიბიკონი მარტყოფის მონასტერში
ისწავლა. 1880 წლის 11 ივნისს ამავე მონასტრის მორჩილად განამწესეს. 1885 წლის 15 დეკემბერს
ეგზარქოსების კარის ეკლესიაში ბერად აღკვეცეს და სახელად ათანასე უწოდეს. 1886 წლის
2 თებერვალს დიაკვნად აკურთხეს. 1888 წლის 1 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და ზედაზენის
მონასტერში განამწესეს. 1889 წლის 15 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1891 წლის 12 თებერვალს
საფარის მონასტერში გადაიყვანეს. 1892 წლის 17 ნოემბერს ქვათახევის მონასტერში განამწესეს
და ხაზინადრად დაინიშნა. 1899 წლის 18 ივნისს გათავისუფლდა ხაზინადრის თანამდებობიდან.
1899 წლის 6 სექტემბერს ალავერდის მონასტერში განამწესეს. 1900 წლის 10 იანვარს გარეჯის
წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს და ხაზინადრად დაინიშნა.
1902 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1905 წლის 15 ივნისს ხირსის მონასტერში
განამწესეს და პერიოდულად ბოდბის დედათა მონასტერში წირვა-ლოცვის შესრულება დაევალა.
1914 წლის 16 დეკემბერს ბეთანიის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1915 წლის ნოემბერში
გაათავისუფლეს წინამძღვრობიდან. მამა ათანასე დროებით თბილისში დასახლდა. 1916 წლის
11 მარტს იგი ქოლერით გარდაიცვალა. დაასაფლავეს ნათლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის
სამხედრო სასაფლაოზე. მღვდელ-მონაზონი პახუმი — ერისკაცობაში პეტრე სვიმონის ძე ფაფერაშვილი
1837 წელს ქ. ახალციხეში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო
ტიბიკონი თავის მოძღვართან ისწავლა. 1855 წლის 15 ნოემბერს საფარის წმინდა საბას სახელობის
ეკლესიაში უშტატო მედავითნედ განამწესეს. 1865 წლის 18 აგვისტოს შტატში დაინიშნა.
1881 წლის 14 თებერვალს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ბერად შედგომა გადაწყვიტა. 1891 წლის 18 სექტემბერს საფარის
მონასტერში ბერად აღკვეცეს და სახელად პახუმი უწოდეს. ამავე წლის 29 სექტემბერს დიაკვნად
აკურთხეს, 1 ოქტომბერს კი მღვდლად დაასხეს ხელი და საფარის მონასტრის ხაზინადრად დაინიშნა.
1893 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს ეგზარ ქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) მონასტერი
მოინახულა და მამა პახუმი საგვერდულით დააჯილდოვა. XX ს-ის დასაწყისში იგი ბორჯომის
რაიონის ტიმოთესუბნის მონასტერში დამკვიდრდა და სიცოცხლის ბოლომდე იქ მოღვაწეობდა.
მამა პახუმის დაუღალავი შრომით არაერთი თაობა აღიზარდა — მან მონასტერთან დაარსა სამრევლო-საეკლესიო
სკოლა, სადაც მახლობელი სოფლების ბავშვებს თავადვე ასწავლიდა საღმრთო სჯულსა და ქართულ
წერა-კითხვა-გალობას. იგი თავისი უბრალოებითა და ჭეშმარიტი ბერული ღვაწლით საყოველთაო
სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებდა. 1914 წლის 6 მაისს ეკლესიაში ერთგული მოღვაწეობისათვის
სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. მამა პახუმი 1925 წელს ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა.
დაკრძალულია ტიმოთესუბნის მონასტრის ეზოში. ქართველი ბერები მხოლოდ ორი წლის განმავლობაში
მოღვაწეობდნენ საფარის მონასტერში. 1892 წლის 30 მაისს ჯერ მამა ქრისტესია გარდაიცვალა,
ხოლო ამავე წლის 17 ნოემბერს მამა ათანასე ქვათახევის მონასტერში გადაიყვანეს.
1893 წლის დასაწყისისთვის მხოლოდ მამა პახუმი დარ-ჩა მონასტერში. ამავე წელს რუსეთიდან
გამოგზავნეს არქიმანდრიტი პაისი, რუსი მღვდელ-მონაზვნებითა და მორჩილებით, რომელთა
რიცხვი დღითი-დღე მატულობდა და XX საუკუნის 10-იან წლებში 50 კაცს გადააჭარბა. 1894
წელს გაზეთ„ივერიაში“ უცნობი ავტორის მიერ და-.........
3-2
საპატრიარქოს უწყებანი N3 29იანვარი-4თებერვალი 2009წ გვ.19
საფარის
მონასტერი 1891-1930წლებში (გაგრძელება)
...
იბეჭდა სტატია „საფარის მონასტერი“, სადაც აღწერილია მონასტრის მაშინდელი მდგომარეობა.
„საფარის მონასტრის გალავანში ძველთაგანვე აშენებული იყო თორმეტი ეკლესია. მათ შორის
ერთი ყველაზე დიდი და ტურფა, წმინდა საბა განწმენდელის სახელზეა ნაკურთხი. ამ ტაძარში
დღემდე იწირება, ხოლო დანარჩენნი გაუქმებულნი არიან. მიძინების ეკლესიაში დღეს ბერებისაგან
გამართულია სახელოსნო დურგლების მოწყობილობა. მუშაობენ რამდენიმე ანაფორიანი მორჩილნი.
ერთ პატარა ეკლესიაში ცხოვრობს ჩექმების მკერავი ანაფორიანი მორჩილი. წმიდა გიორგის
ეგვტერში ცხოვრობენ მორჩილნი. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში ცხოვრობს თუნუქის ხელოსანი
და აკეთებს ღუმელ-ფეჩებს, ვედროებს და სხვა. ამასთანავე იმყოფება შვილი ამ ხელოსნისა,
რომელიც საებო მკითხველი და მგალობელი მორჩილია. წმიდა სტეფანეს ეკლესიაში ცხოვრობს
პირველი მგალობელ-დიაკონი. წმინდა მარინეს ეკლესიაში არის კანცელარიის განყოფილება
და შიგვე ცხოვრობს მდივანი, მანტიის მქონე მონაზონი. ერთი ძველი ოთახი გადაუქცევიათ
სახელოსნოდ და მუშაობენ საკერავი მანქანით. ძველი და საძირკვლამდე გაოხრებული ათაბაგების
სადგომი გადაუკეთებიათ სენაკად და ცხოვრობენ შიგ ერთი ქართველი მორჩილი — მეგრელი მღვდლის
შვილი და ერთიც ანაფორიანი რუსი მორჩილი. ერთ გამოქვაბულ კლდეში ცხოვრობს ანაფორიანი
ფერშალი თავის პატარა აფთიაქითა და მასთანვე ორნიც სხვანი. სამრეკლოს ზემოთ ცხოვრობს
მეორე მგალობელ-დიაკონი. გაუკეთებიათ აგრეთვე თავიანთი შრომითა ერთი დიდი შენობა და
გაუყვიათ ორ ნაწილად, ერთი მათგანი არის კანცელარიის განყოფილებად, ხოლო მეორეში არის
დიდი პურის საცხობი ფურნე და იქვე ცხოვრობენ რამდენიმენი. გალავანში არის სამი ანკარა
წყარო. ამათში ერთს უხსოვარ დროიდგან უწოდებენ ბერების წყაროს. ამ წყაროს ახლო ო ერთი
გრძელი ქვითკირის ბუნი მიწაში. რადგან ეს ბუნი უვა-ყორით და მიწა-ნაგვით იყო სავსე,
ამიტომ ამოუწმენდიათ და გამოჩენილა ერთი განყოფილება, რომელშიაც დღეს ცხოვრობენ ბერები.
ამავე ბერების წყაროსთან ერთი ხევი არის, რომლის მაღლა შეყოლებაზედ ტყეში წყაროა და
ეწოდება ანკარა, ანუ მაკარის წყარო, ამ წყაროზედ დაახლოებით კლდეში გაუკეთებიათ ბუნი,
რომელსაც აგრეთვე უწოდებენ მაკარის ბუნს და ცხოვრობს შიგ ერთი მესეფისკვერე ანაფორიანი
მორჩილი. წმინდა გიორგის ეგვტერის გვერდზე ხევში იყო ერთი დიდი დანგრეული შენობის ალაგი.
იგი გაუკეთებიათ სანოვაგე-სალეველის შესანახად, როგორც მაგალითად წნილისა, ხახვისა,
კარტოფილისა, ჭარხლისა და სხვა. ერთ მოზრდილ სახლში არის საზოგადო ტრაპეზი და სამზარეულო,
რომელშიაც ცხოვრობენ მზარეულნი მორჩილნი. გაუკეთებიათ აგრეთვე მშვენიერი გომური საჯინიბო
და ინახავენ შიგ ერთ ცხენს, რომელიც ახალციხეში მდგომმა ბატარეამ აჩუქა ამ ბერებს და
ორი ხარს. იქავე გამოკვეთილ კლდეში ცხოვრობს მეჯინიბე-მორჩილი. საფარის მონასტერში
სულ ერთად-ერთი ქართველი ბერია, მღვდელ-მონაზონი პახუმი, სიყრმითგანვე კეთილი და პატიოსანი
(იხ. მისი ბიოგრაფია ზევით). მამა პახომი დაიბადა ქ. ახალციხეში ღარიბ და ღვთის მოყვარე
მშობელთაგან. მისი მშობელნი თათრებმა მრავალ-გვარ სტანჯეს და, რომ არ მიიღეს მათი სარწმუნოება,
მათის ხელით სიკვდილი მიიღეს. მამა პახომი აღიზარდა მესხეთის გამოცდილ მოძღვრებთან,
შეისწავლა მათგან სანაქებოდ საეკლესიო ტიბიკონი, გალობა, კითხვა, საკმაოდ კატეხიზმო
და ისტორია, ხოლო წერა სანაქებოდ. მან დიდხანს იმსახურა მედავითნედ. შემდეგ გარდაეცვალა
მეუღლე და დარჩა ორი ქალიშვილი. მათ გათხოვების შემდეგ აღიკვეცა ბერად და გადაწყვიტა
სიკვდილამდე ემსახურნა საფარის ტაძრისათვის. დღეს მამა პახომი დაუღალავად შრომობს ამ
ძველ და დიდებულ მისგან აგრე ძლიერ შეყვარებულ ტაძარში. იგი ყოველდღიურ ლოცვის შემდეგ
აკეთებს საკალატოზო საქმესა, გალავანში სთხრის, ასუფთავებს სხვადასხვა ძველ მივიწყებულ
შენობებს, აკეთებს და აახლებს სადგომად ძმათა და მლოცველთათვის. მან გააკეთა, სხვათა
შორის, დიდი დერეფნიანი უზარმაზარი სენაკი პურის ორმოდ, რომელშიაც აღმოაჩინა მრავალი
წვრილ-წვრილი ქვევრების გარდა, ორი ორმოც-სამოც კოკიანი ქვევრი, შემოკირული და სრულიად
მთელი. დერეფანში გააკეთა ორ განყოფილებიანი ოთახი, რომელიც ისე კარგად მოაწყო, რომ
წინამძღვარმა, მამა პაისმა, ინება შიგ დაბინავება ორის მღვდელმონაზონითა, კელეინიკითა
და მორჩილითა. მამა პახომმა ახლა სხვაგან დაიწყო მუშაობა და გადააკეთა ის მივიწყებული
ბუნები, რომელშიაც მლოცავნი ცხენებს და ხარებს აბამდნენ. ამ ბუნებში ცხოვრობს ახალი
ორი მორჩილითა. დღეს საფარის მონასტერში იმყოფებიან: ერთი წინამძღვარი, არქიმანდრიტი,
ორი მღვდელმონაზონი, გარდა ზემოხსენებულის ქართველისა, ექვსი მანტიის მქონე, მონაზვნად
აღკვეცილი. ცხრამეტი ანაფორიანი მორჩილი, ოციც ისე მორჩილი. დღითი დღე მატულობს რუსის
ბერობა, მონასტრის გამშვენებაც წარმატებით მიდის. თვითონ ბერნიც ცხოვრობენ კეთილად,
სიმშვიდით, სიწყნარით და სასოებით და ფრიად მადლობელნი ჰყავთ ადგილობრივნი მცხოვრებნი
განურჩევლად წოდებისა და სარწმუნოებისა, განსაკუთრებით ქართველობა, საფარის გლეხობა.
მონასტერში მცხოვრებ ბერებს სასტიკად აქვთ აკრძალული სოფლებში სიარული რაიმე საზრდოს
მოსათხოვად. დღეს საფარის მონასტერს არა აქვს რაიმე ნივთიერი შეძლება, არც სახნავი
მიწები, არც სათიბი, არც შემოსავალი ფულითა, გარდა წვრილ-წვრილ მცირე შესაწირავისა,
რუსეთიდგან“. XX ს-ის დასაწყისში საფარის მონასტერს წინამძღვრობდა არქიმანდრიტი ალექსი,
ხოლო 1904-18 წლებში არქიმანდრიტი საბატი. 1917 წლის 12 მარტს აღსდგა საქართველოს ეკლესიის
ავტოკეფალია. 1920 წლის 17 თებერვალს მენშევიკურმა მთავრობამ გააუქმა კავკასიის საეგზარქოსო
და საქართველოში არსებული რუსული ეკლესიები და მონასტრები ქართულ ეკლესიას დაექვემდებარა.
1918 წლიდან საფარის მო-..
3-3
საპატრიარქოს უწყებანი N3 29იანვარი-4თებერვალი 2009წ
გვ.20
...
საფარის მონასტერი 1891-1930წლებში (დასასრული)
ნასტერს
წინამძღვრობდა მღვდელ-მონაზონი ტიმოთე. მღვდელ-მონაზონი ტიმოთე ერისკაცობაში ტროფიმე
ივლიანეს ძე ლიცკევიჩი 1869 წელს დაიბადა. განათლება მიიღო სოფლის სამრევლო-საეკლესიო
სკოლაში. მსახურობდა მეფის რუსეთის ჯარში. სამსახურიდან გადადგომის შემდეგ ბერად აღკვეცის
სურვილით, 1909 წლის 13 ნოემბერს საფარის მონასტერში მორჩილად მიიღეს. 1911 წლის
24 სექტემბერს არქიმანდრიტმა საბატიმ ბერად აღკვეცა და სახელად ტიმოთე უწოდა. 1914
წელს დიაკვნად და მღვდლად დაასხეს ხელი). კომუნისტების შემოსვლის შემდეგ საფარის მონასტერსაც
მძიმე დღეები დაუდგა. ეს კარგად ჩანს აწყურის ეპარქიის მთავარხუცესის დეკანოზ სვიმონ
სარალიძის წერილიდან, რომელიც მან 1924 წლის შემოდგომაზე გაუგზავნა კათოლიკოს-პატრიარქის
მოვალეობის დროებით შემსრულებელს, მუეფე ქრისტეფორეს (ციცქიშვილი): „მოვალეთ ვთვლი
თავს, ვაცნობო თქვენს ყოვლადუსამღვდელოესობას, რომ ახალციხე-ახალქალაქის მაზრებში მღვდლები,
რომელნიც იყვნენ წლის დასაწყისში, ცოცხალნი არიან და თავიანთ ადგილებზე მსახურობენ.
მინდოდა სექტემბრის დამდეგს კრება მომეწვია, მაგრამ საქართველოში შექმნილი მდგომარეობის
გამო თავი შევიკავე. საეკლესიო სახლი კომისარიატმა ჩამოგვართვა, გვინდოდა გვეჩივლა,
მაგრამ არეულობის გამო თავი შევიკავეთ. საფარის მონასტრის შესახებ გაცნობებთ. მარიამობას
ვიყავი იქ მწირველი, სოფლის ხალხიც ბლომად იყო. რვა ბერი ცხოვრობს დღეს მონასტერში,
რვავე რუსია- 2 მღვდელ-მონაზონი, 2 ბერ-დიაკონი და 4 ბერი. მათი მდგომარეობა აუტანელია.
ზაფხულში იქ ბავშვთა თავშესაფარი იყო გამართული. როცა ისინი ჩამოიყვანეს, იქ დაბინავდნენ
15 მოსაზღვრე რუსის ჯარისკაცი თავისი ცხენებით. წინამძღვარი მღვდელ-მონაზონი ტიმოთე
მთხოვდა, რომ თქვენ მისთვის ხელდასხმის სიგელი გაგეგზავნათ და თუ იქნება სადმე რუსული
სამრევლო, გადაგეყვანათ იქ. ფილტვების ანთების შემდეგ დაზიანებუ-ლი მაქვს ფილტვებიო
და ცარიელი ხმელი პური ვერ ავიტანე, მკლავსო. მეც ამით ვასრულებ მის თხოვნას. რაც შეეხება
ბერდიაკონ დიონისეს, იგი თავისთან გადაიყვანა დეკანოზმა იოანე სალარიძემ ბორჯომის წმინდა
იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში“. 1929 წლის მაისში შედგენილი ერთი საბუთის მიხედვით,
საფარის მონასტერში კვლავ მოღვაწეობდა 6 ბერი, რომლებიც პერიოდულად ახალციხის წმინდა
მარინეს სახელობის ეკლესიაშიც აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას. XX ს-ის 30-იანი წლებიდან,
ისევე როგორც საქართველოს ეკლესიის უმეტეს მონასტრებში, აქაც შეწყდა ბერული ცხოვრება
და მღვდელმსახურება.
4 საპატრიარქოს
უწყებანი N4
5-11 თებერვალი 2009წ გვ.6
ხელდასხმა
13
დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო
ტაძარში ჭყონდიდელმა მთავარეპისკოპოსმა პეტრემ (ცაავა) ბერად აღკვეცა მორჩილები გიორგი ლიპარტელიანი (ეწოდა ვახტანგი) და ბესარიონ
ალადაშვილი (ეწოდა ანდრია)
4-2
საპატრიარქოს უწყებანი N4 5-11 თებერვალი 2009წ გვ.18
კათოლიკოს-პატრიარქი
კირიონი II (საძაგლიშვილი) 1854-1918
კათოლიკოს-პატრიარქი
კირიონი — ერისკაცობაში გიორგი იერონიმეს ძე საძაგლიშვილი 1854 წლის 10 ნოემბერს დუშეთის
მაზრაში, სოფელ მლეთაში მღვდლის ოჯახში დაიბადა. მისი წინაპრები გამორჩეული სასულიერო
პირები იყვნენ. გიორგის პაპა, მღვდელი გაბრიელი, 1826 წელს მოხსენიებულია ოსეთის გამაქრისტიანებელი
კომიტეტის წევრად და დიდი წვლილიც აქვს ამ საქმეში შეტანილი. უფრო ადრე კი დიდი პაპა,
მღვდელი ბესარიონი, მოხსენიებულია XVIII საუკუნის II ნახევარში, როდესაც არქიმანდრიტ
გაიოზთან (ბარათაშვილი, შემდგომში ასტრახანისა და მოზდოკის მთავარეპისკოპოსი) რომელიც
ერეკლე II-მ და ანტონ კათალიკოსმა გაგზავნეს ჩრდილო კავკასიაში ქრისტიანობის გასავრცელებლად.
მღვდელი ბესარიონი ქადაგებდა ქრისტიანობას ინგუშეთში, დიდოეთსა და ქისტეთში სასულიერო
სასწავლებლის სრული კურსის დასრულების შემდეგ, 1870 წელს გიორგი თბილისის სასულიერო
სემინარიაში ჩაირიცხა, რომელიც 1876 წელს დაამთავრა და, როგორც საუკეთესო მოწაფე, სახელმწიფო
ხარჯით გაიგზავნა კიევის სასულიერო აკადემიაში. აკადემია მან 1880 წელს ღვთისმეტყველების
კანდიდატის ხარისხით დაასრულა. 1880 წლის 1 აგვისტოს დაინიშნა ოდესის სასულიერო სემინარიის
ინსპექტორის თანაშემწედ. 1883 წლის 10 ნოემბერს საქართ-ველოს ეგზარქოსის პავლეს (ლებედევი)
განკარგულებით გადმოვიდა თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწედ.
1884 წელს თელავის მაზრის სამღვდელოებამ დაავალა თელავის სასულიერო სასწავლებლის
1875-84 წლების ანგარიშის შედგენა. პარალელურად ასწავლიდა რუსეთის სამოქალაქო ისტორიას
თელავის წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელში. იყო თელავის სასულიერო სასწავლებელთან არსებული
ბიბლიოთეკის გაფართოება-გაზრდის კომიტეტის წევრი. 1885-90 წლებში გორის სასულიერო სასწავლებელში
მუშაობდა იმავე თანამდებობაზე. გორში მუშაობის დროს დაინიშნა ნიქოზის ძველი ეკლესიის
აღმდგენელი.კომისიის წევრად; 1890 წელს, ქუთაისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელში —
რუსული ენის მასწავლებლად. 1891 წლის 16 ივნისს დაინიშნა მეტეხის უძველესი ეკლესიის
აღმდგენელი კომისიის წევრად. ამავე წლის 10 ოქტომბრიდან კი თბილისის სასულიერო სასწავლებელშია
ქართული ენის მასწავლებლად. 1893 წელს გულმოდგინე სამსახურისათვის და ზემო ნიქოზის
ეკლესიის განახლებისათვის, უწმიდესი სინოდის მიერ ებოძა სიგელი და ლოცვა-კურთხევა.
1896 წლის 24 სექტემბერს აირჩიეს ქართული ბიბლიის შემასწორებელ კომისიაში და სიონის
ტაძართან არსებულითბილისის სიძველეთა კომიტეტის წევრად. ამავე წლის 2 ნოემბერს ეგზარქოსების
კარის ეკლესიაში ექვსფსალმუნების წაკითხვის შემდეგ ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი)
ბერად აღკვეცა და სახელად კირიონი უწოდა. მეორე დღეს დიაკვნად აკურთხეს, 9 ნოემბერს
კი მღვდლად დაასხეს ხელი. 15 ნოემბერს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი კომისიის
ინსპექტორად დაინიშნა. ამავე წლის 6 დეკემბერს ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
მიძინე` ' სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად განამწესეს და იმავდროულად იღუმენის
წოდება მიენიჭა. 22 დეკემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა, ხოლო 31 დეკემბრიდან ქართლ-კახეთის
მონასტრების მთავარხუცესია. 1897 წელს საუკეთესო
შრომისათვის და არაერთი მნიშვნელოვანი ისტორიული
გამოკვლევისათვის მოსკოვის საარქეოლოგიო საზოგადოების გამგეობამ საზოგადოების წევრად
აირჩია. 1898 წლის 10 მაისს სიონის საკათედრო ტაძარში ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი)
არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა. აი, რას წერს 1898 წლის 590-ში მისი მოღვაწეობის შესახებ გაზეთი „ცნობის ფურცელი“ — „ინსპექტორობის
დროს არქიმანდრიტმა კირიონმა საუკუნოდ დაუვიწყარი ღვაწლი გაუწია ჩვენს ქვეყანას. ამ
თანამდებობაზე იმსახურა მხოლოდ ცხრამეტი თვე და ამ ხნის განმავლობაში თბილისის გუბერნიაში
აშენდა ყველა იმ სამღვდელოებისათვის ახალი
სახლები, რომლებიც მსახურებენ მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელ საზოგადოების
ეკლესიებში და ამ შენობების კომიტეტებში ყველგან
თავჯდომარედ ბრძანდებოდა. მისივე შრომით და მეცადინეობით აშენდა რამოდენიმე ეკლესია
გორის მაზრაში. აგრეთვე აშენდა ხელ-ახალი სახლები
სკოლებისთვის და ზოგიერთები კი მხოლოდ
4-3
საპატრიარქოს უწყებანი N4 5-11 თებერვალი 2009წ გვ.19
კათოლიკოს-პატრიარქი
კირიონი II (საძაგლიშვილი) 1854-1918(გაგრძელება)
შეკეთდნენ.
მამა კირიონის შუამდგომლობით სამი ერთ-კლასიანი სასწავლებელი გადაკეთდა ორ-კლასიანად:
ერთი — სოფელ ვანათში (გორის მაზრა), მეორე სოფელ ვალეში (ახალციხის მაზრა), და მესამე
სოფელ თიანეთში (თიანეთის მაზრა). სკოლებთან მან დააარსა ბიბლიოთეკები. ზოგიერთ სკოლას
კი თავისი საკუთარი ფულით უყიდა წიგნები და ისე დაუარსა ბიბლიოთეკები. დააარსებინა
ერთი ახალი სასწავლებელი სოფელ აწერისხევში, რომელიც იქნა გადმოტანილი სოფელ ედისიდან.
მოუმატა მასწავლებლებს ჯამაგირები და დღეს ამათი სკოლების მასწავლებლები წელიწადში
იღებენ თვითოეული ოცდათხუთმეტ თუმნიდან ორმოცდაათ თუმნამდე. შეძლებისდაგვარად მასწავებლებად
გზავნიდა უფრო გამოცდილ და განვითაოებულ მასწავლებლებს. იბარებდა მასწავლებლებს თბილისში
საპედაგოგო კურსებზე დასასწრებლად. თვითონაც წელიწადში ერთხელ გაშინჯვის მაგივრად,
სკოლებში წელიწადში რამდენჯერმე მიბრძანდებოდა ხოლმე და მამაშვილურ დარიგებას აძლევდა
მასწავლებლებს, რის გამოც ამ ცოტა ხანში ეს სკოლები სრულიად გამოიცვალნენ. აგრეთვე
ეცადა, ცხინვალში გადმოეტანა საქალებო სასწავლებელი ექვსი კლასის კურსით ვლადიკავკავის
ოლქიდან. მისივე დარიგებით რამდენიმე სომეხმა მოიწადინა შეერთება მართლამადიდებელ ეკლესიასთან,
რის გამოც რამდენიმემ მიართვა თხოვნები საქართველოს ეგზარქოსს ფლაბიანეს. ერთი სიტყვით,
მამა კირიონის ამ მცირე დროში ნამოღვაწევი, დიახ, თვალსაჩინოა. ვისურვებთ, ახალმა მღვდელმთავარმა
ახალს ხარისხზე კიდევ უფრო დიდი სამსახური გაუწიოს ქვეყანას“. 1898 წლის 27 ივნისს
რუსეთის წმინდა სინოდმა ლავერდის ეპარქიის მღვდელმთავრად და საქართველოს ეგზარქოსის
მეორე ქორეპისკოპოსად გამოირჩია. 22 აგვისტოს ეგზარქოსების კარის ეკლესიაში, დღის 12
საათზე, მოხდა მისი წარდგინება ეპისკოპოსად. მეორე დღეს, 23 აგვისტოს სიონის ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი),
გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ალექ-სანდრეს (ოქროპირიძე), იმერეთის ეპისკოპოს ბესარიონისა
(დადიანი) და გორის ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) თანამწირველობით ხელი დაასხა ეპისკოპოსად
და ალავერდის ეპარქიის მმართველად დანიშნა. 1900 წლის 6 მაისს ეპისკოპოსი კირიონი დაჯილდოვდა
წმინდა ანას II ხარისხის ორდენით. ამავე წლის 12 აგვისტოდან კი გორის კათედრაზე იქნა
გა- დაყვანილი. 1902 წლის 10 მარტიდან იგი ბალტსკის ეპისკოპოსია, კამენეც-პოდოლსკის
ვიკარიატში, ხოლო ამავე წლის 6 მაისს დაჯილდოვდა წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენით.
1903 წლის 3 მაისიდან ხერსონის, 1904 წლის 24 აპრილიდან ორიოლის, 1906 წლის 3 თებერვლიდან
სოხუმის, 1907 წლის 25 იანვრიდან კოვნოს ეპარქიის მმართველია. 1908 წლის 15 თებერვალს
პატრიტული მოღვაწეობისთვის რუსეთის ეკლესიის სინოდმა ჩამო- ართვა მღვდელმთავრის ხარისხი
და ჟანდარმერიის მეთვალყურეობის ქვეშ კურაჟის მონასტერში (ხარკო- ვის ეპარქია), შემდეგ
სანაქსირის უდაბნოში (ტამბოვის ეპარქია) და ბოლოს ხერსონის წმინდა ვლადიმირის მო- ნასტერში
გადაასახლეს. 1915 წლის 10 იანვარს დაუბ- რუნეს ხარისხი და დანიშნეს პოლოცკისა და ვიტებსკის
ეპარქიაში. 1917 წლის 12 მარტს (ძვ. სტ.) მცხეთის ათორმეტ- თა მოციქულთა საპატრიარქო
ტაძარში მოხდა საქარ- თველოს საეკლესიო ცხოვრების უდიდესი აქტი. ქართ- ველმა მღვდელმთავრებმა,
სამღვდელოთა კრებულმა და აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ქართვე- ლობამ თავიანთი
წარმომადგენლების პირით გამო- აცხადეს საყოველთაოდ, რომ ამიერიდან საქართვე- ლოს ეკლესია
განაგრძობს თავის ავტოკეფალურ ცხოვრებას, რომლის სვე-ბედს, წინააღმდეგ მსოფლიო კრებათა
დადგენილებისა, ასი წლის განმავლობაში გა- ნაგებდა რუსეთის თვითმპყრობელობა. საქართველოს
ეკლესიის დროებით გამგედ ერთხმად აირჩიეს გურია- სამეგრელოს ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე).
ქართული სამღვდელოების ერთმა ნაწილმა გა- დაწყვიტა, დეპუტაცია გაეგზავნა რუსეთში, ეპისკო-
პოს კირიონთან, და ეთხოვათ მისთვის სამშობლოში დაბრუნება. ამ პერიოდში ვიტებსკში მყოფ
მეუფე კირიონს რუ- სეთის ეკლესიის ობერ-პროკურორმა ლვოვმა პეტროგ- რადისა და ლადოგის
ეპარქიის მწყემსთმთავრობა შეს- თავაზა, რაზედაც მან უარი განაცხადა. 1917 წლის 1 აგვისტოს
ეპისკოპოსი კირიონი თავი- სი თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა ვიტებსკის ეპარქიდან
და საქართველოში დაბრუნდა. იგი აქტიუ- რად ჩაება მშობლიური ეკლესიის საქმიანობაში.
1917..
4-4
საპატრიარქოს უწყებანი N4 5-11 თებერვალი 2009წ გვ.20
კათოლიკოს-პატრიარქი
კირიონი II (საძაგლიშვილი) 1854-1918(გაგრძელება)
წლის
11-17 სექტემბერს გამართულ პირველ საეკ- ლესიო კრებაზე იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად
აირჩიეს. ამავე წლის 1 ოქტომბერს, მცხეთის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო
ტაძარში მოხდა მისი ინტრონიზაცია და ეწოდა სახელად კირიონ II. 1918 წლის 26 ივნისს
კათოლიკოს-პატრიარქი მარტყოფის მონასტერში გაემგზავრა დასასვენებ-ლად. მეორე დილით,
27 ივნისს, კირიონ II თავის ოთახში ტყვიით განგმირული ნახეს. მოხდა საზარელი ამბავი,
რაც ერთ-ერთი სისხლიანი და ტრაგიკული ფურცელია საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. დიდი
ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემდეგ, ეს კიდევ ერთი საშინელი დარტყმა იყო ქართველი ერისათვის.
კათოლიკოს-პატრიარქის ცხედარი 7 ივლისს სიონის საკათედრო ტაძარში დიდი პატივით დაკრძალეს.
2002 წლის 17 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით უწმინდესი და უნეტარესი კირიონ
II წმინდა ნად შეირაცხა. ხსენების დღე (10 ივლისი ახ. სტ.) 1918 წლის 26 იანვარს,
(ძვ. სტ.) წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, ქართველ მეცნიერთა და საზოგადო
მოღვაწთა დიდი მონდომებისა და მეცადინეობის შედეგად გაიხსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
კათოლიკოს-პატრიარქი კირიონი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მიულოცა ეს ღირშესანიშნავი
დღე ქართველ საზოგადოებას და ამ დღესთან დაკავშირებით სიტყვაც წარმოთქვა: რომელსაც
ჩვენი გაზეთის მეორე გვერდზე გთავაზობთ................
5 საპატრიარქოს
უწყებანი N5
12-18თებერვალი 2009წ გვ.18
კათოლიკოს-პატრიარქი
ლეონიდე (ოქროპირიძე) 1861-1821
კათოლიკოს-პატრიარქი
ლეონიდე — ერისკაცობაში ლონგინოზ სოლომონის ძე ოქროპირიძე დაიბადა 1861 წლის 15 თებერვალს,
მღვდლის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მამის ზედამხედველობით მიიღო, შემდეგ
კი მისაღები გამოცდები ჩააბარა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, სადაც ახალგაზრდა
ლონგინოზი მუდამ პირველი იყო სწავლითა და სათნო ხასიათით, ხოლო მასწავლებლებსა და მოსწავლეთა
შორის საყვარელ პიროვნებად იყო მიჩნეული. მეგობრები მას კრძალულებისა და ღვთივსათნო
ცხოვრებისათვის სას წავლებელშივე „ბერს“ ეძახდნენ. სასულიერო მოღვაწების მისწრაფება
და სამონაზვნო ცხოვრებისადმი ტრფიალი მას თანდათან ემატებოდა და უძლიერდებოდა. თბილისის
სასულიერო სასწავლებლიდან სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში გადავიდა, რომელიც
1884 წლის 2 ივნისს დაამთავრა და ამავე წლის 31 აგვისტოს კიევის სასულიერო აკადემიაში
ჩაირიცხა. აკადემიაში სწავლის პერიოდში, მეოთხე კურსზე გადასვლისას, ითხოვა მონაზვნად
აღკვეცა. 1887 წლის 19 ივნისს აკადემიის რექტორმა, ეპისკოპოსმა სილვესტერმა (მალევანსკი)
მონაზვნად აღკვეცა იგი და სახელად ლეონიდე უწოდა. ამავე წლის 29 ივნისს დიაკვნად აკურთხეს,
ხოლო 1888 წლის 2 მაისს — მღვდლად დაასხეს ხელი. 1888 წლის 14 ივნისს დაამთავრა კიევის
სასულიერო აკადემია, ღვთისმეტყველების მაგისტრის კანდიდატის ხარის- ხით და საქართველოში
დაბრუნდა. მაშინდელმა ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) მღვდელმონაზონ ლეონიდეს ძალიან ძნელი
და მეტად საპასუხისმგებლო მოვალეობა დააკისრა: 1888 წლის 20 ოქტომბრიდან საქართველოს
საეგზარქოსომ მთიანეთში — საინ-გილოში, ფშავ-ხევსურეთში, მთიულეთსა და ოსეთში ქრისტიანობის
აღმდგენელი კომიტეტის ინსპექტორად განაწესა. თავისი მოღვაწეობის დაწყებისთანავე მან,
თავაზიანმა და გულახდილმა მოძღვარმა, დაიახლოვა და გვერდში ამოიყენა ყველა, ვისთანაც
კი საქმე უნდა დაეჭირა, გაამხნევა თითქმის სასოწარკვეთილებამდე მისული ქრისტიანობის
აღმდგენელი საზოგადოების მასწავლებლები, გაუღვიძა მოწაფეებს ცნობისმოყვარეობა სწავლის
მიმართ და მათ მშობლებს ბავშვების ქრისტიანული სარწმუნოებით აღზრდის უპირატესობა და
საჭიროება შეაგნებინა. განწესებისას მან ჩაიბარა 25 სასწავლებელი და მცირე ხანში გააორმაგა
მათი რიცხვი. მისი მოღვაწე ბის შესახებ გაზეთი „ივერია“ წერდა: „ამ თხუთმეტიოდე წლის
წინ ჩრდილო ოსეთში სულ ათი-თხუთმეტი სკოლა მოიპოვებოდა და ისიც კავკასიაში, ქრისტიანობის
აღმდგენელი საზოგადოების ხარჯით აშენებული. მაშინდელი ოსები დიდი ხალისით კი არ გზავნიდნენ
თავიანთ შვილებს სკოლაში, არამედ თითქმის საყვედურით. მაგრამ ჩრდილოეთის მხრის ოსებმა
სწავლის მნიშვნელობა მალე შეიგნეს, მომეტებულად მას დღეს აქეთ, რაც მათი სკოლების ინსპექტორად
დაინიშნა დიდად პატივცემული ეხლანდელი იმერეთის ეპისკოპოსი ლეონიდე, მაშინ ისევ მღვდელმონაზონი.
მათი მეუფება მობრძანდებოდა თუ არა აქაურ სკოლებში, მაშინვე სოფლის ყრილობას ახდენდა
და მცხოვრებთ ტკბილის მოძღვრებით ესაუბრებოდა, თუ სწავლა-განათლებას რა მნიშვნელობა
აქვს... კეთილმა თესლმა კეთილი ნაყოფი გამოიღო და ეს რჩევა-დარიგება უნაყოფოდ არ დარჩა.“
1889 წლის 1 იანვარს ერთგული სამსახურისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის საგვერდულით
დაჯილდოვდა. ამავე წლის 2 აგვისტოს დაინიშნა საქართველოს საეპარქიო სასწავლებლების
კომიტეტის წევრად. 1890 წელს მღვდელ-მონაზონმა ლეონიდემ საინგილოში, სოფელ კახში დააარსა
ქალთა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, რაც იმ მხარეში სასიხარულო მოვლენად იქცა. 1892 წელს
სოფელ თასმალოში ქრისტიანობაზე მოაქცია 62 სული განდგომი-ლი და მათი მსგავსი ინგილოები.
მამა ლეონიდე დიდ ყურადღებას აქცევდა ქართული ენისა და საეკლესიო გალობის საქმეს სასულიერო
სემინარიაში, სხვადასხვა სასწავლებლებსა და თბილისის საეპარ-.
5-1
საპატრიარქოს უწყებანი N5 12-18თებერვალი 2009წ გვ.19
კათოლიკოს-პატრიარქი
ლეონიდე (ოქროპირიძე) 1861-1821 (გაგრძელება)
...ქიო
დედათა სასწავლებელში. გულმხურვალედ ეპყრობოდა ქართული საეკლესიო გალობის აღდგენის
საქმეს. 1892 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა, რომელიც 23 მაისს, სიონის
საკათედრო ტაძარში, სულიწმიდის მოფენის სადღესასწაულო წირვის დროს გადაეცა. 1892 წლის
30 ოქტომბერს სასწავლებელში დამსახურებული მოღვაწეობისათვის მღვდელმთავრული მადლობა
გამოეცხადა. ამავე წლის 1 ნოემბერს, სიონის საკათედრო ტაძარ- საქართველოს ეგზარქოსმა
ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) იღუმენის წოდება მიანიჭა და ზე- დაზნის მონასტრის წინამძღვრად
განაწესა. 1893 წლის 9-16 აპრილის წმინდა სინოდის ბრძანების ფანეს სახელობის მონასტრის
წინამძღვრად დაინიშნა და ამავე წლის 6 მაისს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1893 წლის
24 ნოემბერს დაინიშნა აღმოსავლეთ საქართველოს მონასტრების მთავარხუცესად. 1896 წლის
15 მაისს არქიმანდრიტი ლეონიდე დაჯილდოვდა წმიდა ანას III ხარისხის ორდენით. 1896 წლის
24 სექტემბერს კი დაინიშნა ქართული ებლის შემსწორებელი კომისიის თავმჯდომარედ. „ძავე
წლის 7-10 ნოემბრის, წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე, გადადგა მთავარხუცესობიდან,
ინსპექტორის თანამდებობიდან და საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად აირჩიეს.
1897 წლის 14 ივლისს გადაიყვანეს გარეჯის წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრად.
1898 წლის 20 მარტს წმიდა სინოდმა საქართველოს საეგზარქოსოს პირველ ქორეპისკოპოსად
და გორის ეპარქიის მმართველად გამოარჩიეს. ამავე წლის 19 აპრილს სიონის საკათედრო ტაძარში
მოხდა მისი ეპისკოპოსად ხელდასხმა. ქიროტონიის წესი შეასრულეს: საქართველოს ეგზარქოსმა
— მთავარეპისკოპოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი), გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ
(ოქროპირიძე), ალავერდის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) და ვლადიკავკაზის ეპისკოპოსმა
ვლადიმერმა. ამავე წლის 20 მაისს ეპისკოპოსი ლეონიდე ქართული საღვთისმსახურო წიგნების
შემასწორებელი კომისიისთავჯდომარედ დაინიშნა, ხოლო 31 აგვისტოს სინოდალურ კანტორაში,
უშტატო წევრად განაწესეს. 1900 წლის 6 მაისს დაჯილდოვდა წმინდა ანას II ხარისხის ორდენით.
1900 წლის 12 აგვისტოს იმერეთის ეპარქიის მღვდელმთავრად გადაიყვანეს. 1903 წლის 6 მაისს
დაჯილდოვდა წმინდა ვლადიმი-რის III ხარისხის ორდენით. 1907 წლის დეკემბერში ჩააბარეს
შიომღვიმის მონასტრის წინამძღვ-რობა. 1908 წლის 1 თებერვალს დაინიშნა გურია-სამეგრელოს
ეპარქიის მმართველად. 1911 წლის 7 დეკემბერს გათავისუფლდა შიო-მღვიმის მონასტრის წინამძღვრობიდან.
1914 წლის 6 მაისს დაჯილდოვდა წმინდა ანას I ხარისხის ორდენით. 1915 წლის 16 თებერვალს
ისევ დაინიშნა შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრად. 1917 წლის თებერვალში რუსეთში მომხდარი
სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ დაემხო ნიკოლოზ II-ის ხელისუფლება. ქართველმა მოწინავე
სამღვდელოებამ დროულად მიიჩნია ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. ყველაზე მეტად
აქტიურობდა გორის ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე). მან დაიყოლია მეუფე ლეონიდე გადაედგათ
ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი. 1917 წლის 12 მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში
ეპისკოპოსმა ლეონიდემ, სხვა ქართველ მღვდელმთავრებთან თანამწირველობით შეასრულა საგანგებო
წირვა, რომლის დროსაც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია
აღდგენილად გა..
5-2
საპატრიარქოს უწყებანი N5 12-18თებერვალი 2009წ გვ.20
კათოლიკოს-პატრიარქი
ლეონიდე (ოქროპირიძე) 1861-1821 (დასასრული)
.მოცხადდა.
13 მარტს ეპისკოპოსმა ლეონიდემ საქართველოს ეგზარქოს პლატონს განუცხადა, რომ იგი გათავისუფლებულია
თანამდებობიდან და ჩამორთმეული აქვს საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობა. 14 მარტს
ეპისკოპოს ლეონიდეს თავმჯდომარეობით გაიმართა სამღვდელოების კრება, რომელმაც დაადგინა,
რომ სიონის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა ქართულად ჩატარდეს. 1917 წლის 12 აგვისტოს
ეპისკოპოსი ლეონიდე აირჩიეს თბილისის კათედრაზე და მეორე დღეს მიენიჭა თბილელი მიტროპოლიტის
წოდება. 1917 წლის 8-17 სექტემბრის I საეკლესიო კრებაზე მიტროპოლიტი ლეონიდე 11 ხმით
დამარცხდა ეპისკოპოს კირიონთან, რის შემდეგაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად აირჩიეს
ეპისკოპოსი კირიონი, კირიონ II-ის სახელით. მიტროპოლიტი ლეონიდე კი თბილელის კათედრაზე
დარჩა და წირვა-ლოცვას სიონის საკათედრო ტაძარში აღასრულებდა. კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ
II-ის გარდაცვალების შემდეგ მიტროპოლიტი ლეონიდე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად
აირჩიეს. 1919 წლის 23 თებერვალს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღესრულა მისი ინტრონიზაცია.
უწმიდესისა და უნეტარესის ლეონიდეს მმართველობის პერიოდში კომუნისტებმა მოახდინეს საქართველოს
ანექსია, რის შემდეგაც ქვეყანა უმძიმეს გასაჭირში ჩავარდა: სურსათის სიმცირეს, სასმელი
წყალის ნაკლებობაც ერთვოდა, ხალხს სასმელად ვარგისი წყალი მტკვრიდან ამოჰქონდათ, მორჩილებმა
კათოლიკოს-პატრიარქს შეს- თავაზეს, რომ მისთვის წყალი თბილისიდან მოშორებით მდებარე
წყაროდან მოეტანათ, მაგრამ უწმინდესმა განაცხადა: „მეც იმავე წყლით ვისარგებლებ, რომლითაც
ჩემი სულიერი შვილები სარგებლობენო.“ ამან კი გამოიწვია ის, რომ კათოლიკოს-პატრიარქს
შავი ჭირი დაემართა და 1921 წლის 11 ივნისს გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია სიონის საპატრიარქო
ტა- ძარში. ეპისკოპოს ლეონიდეს გამოცემული აქვს ქადაგებათა კრებული. მისი სიტყვანი
და მოძღვრებანი იბეჭდებოდა საქართველოში გმომავალ თითქმის ყველა ჟურნალ-გაზეთში.
6 საპატრიარქოს
უწყებანი N6
19-25თებერვალი 2009წ გვ.15
არქიმანდრიტი
ნიკოლოზი (ნამორაძე) 1872-1924
არქიმანდრიტი
ნიკოლოზი ერისკაცობაში ნიკოლოზ ზაქარიას ძე ნამორაძე 1872 წელს დუშეთის მაზრის ერთ-ერთ
სოფელში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. 1885-89 წლებში თელავის სასულიერო სასწავლებელში
სწავლობდა. 1889-95 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტია. 1895 წელს პეტერბურის
სასულიერო აკადემიაში აგრძელებს სწავლას, რომელიც 1899 წელს ღვთისმეტყველების მაგისტრის
კანდიდატის ხარისხით დაამთავრა, დაიცვა რა საკანდიდატო თემა: „საქართველოს საეკლესიო
მმართველობა რუსეთთან შეერთებამდე.“ საქართველოში დაბრუნებული ნიკოლოზი, 1901 წლის
10 იანვარს თბილისის სასულიერო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1902 წლის 1 მარტს საქართველოს ეგზარქოსმა ალექსი I-მა (ოპოცკი) ბერად აღკვეცა და სახელად
ისევ ნიკოლოზი უწოდა. მეორე დღეს დიაკვნად აკურთხა, 4 მარტს კი — მღვდლად დაასხა ხელი.
1902 წლის 5 ივლისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1904 წლის სექტემბერერს წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე გელათის ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარად დაინიშნა და არქიმანდრიტის
წოდება მიენიჭა. აი, რას წერს გაზეთ „ივერიის“ 1904 წლის სექტემბრის ერთ-ერთ ნომერში
ვინმე პიროვნება „ილია თეზბიტელი“-ს ფსევდონიმით: „ერთ დროს დიდებული გელათის მონასტერი
მოუთმენლად მოელოდა მხნე წინამძღვარს, და აკი კიდეც მიეცა ასეთი წინამძღვარი ― რომელიც
აღირჩიეს საქართველოს ეგზარქოსმა მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ალექსიმ და იმერეთის მღვდელმთავარმა
ლეონიდემ. ეს წინამძღვარია მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზი. ერისკაცობაშიაც ნიკოლოზი ერქვა.
მისი გვარია ნამორაძე. დღეს ოცდათორმეტი წლისაა. სწავლა დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო
აკადემიაში ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით. მას უკან ქართული ენის მასწავლებლად
და გამგეობის წევრად მსახურებდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში. აქ, თბილისშივე
ითვლევბოდა საეკლესიო სიძველეთა საცავის წევრად და ერთ დროს ასწავლიდა ქართულ ენას
და ანგარიშს ქართველ ქალთა ამხანაგობის სკოლაში. ნივთიერად ხელმოკლე მღვდელ-მონაზონი
ქველმოქმედიცაა. მისი ხარჯით იზრდება ორი ღარიბი მოწაფე. მამა ნიკოლოზი ლექსების წერის
ნიჭსაც არაა მოკლებული. ხასიათითმშვიდი, წყნარი და მშვიდობის მოყვარეა. ზედმიწევნით
იცის ქართული საერო და სასულიერო მწერლობა. ქართულ ქადაგებათა წარმოთქმაც დიდად ეხერხება.
ყოვლადსამღვდელო ლეონიდი მალე შემოსავს მას არქიმანდრიტის ხარისხით. მომავალი არქიმანდრიტი
ნიკოლოზი, გელათის მონასტრის წინამძღვარი, მუყაითი, მარჯვე, მხნე, სასარგებლო მოღვაწეობის
გულმხურვალე მოყვარულია. ეჭვს გარეშეა, რომ მტკიცე ენერგიის თავგამოდებას, ბევრი რამ
შეუძლიან. ვინ არ იცის, რომ სულის ძალის ნაყოფია კაცობრიობის დღევანდელი წარმატება.
იმედია, რომ მომავალი არქიმანდრიტი წრფელის გულით შეიყვარების დავით-თამარის სავანეს,
სადაც ამ დიდებულ მეფეთა სული იქცევის და მადლი ისადგურებს. ეცდება აღაყვავოს იგი თვისის
მღვდელმ-თავრის ლეონიდის ლოცვა-კურთხევით და დარიგე-..
6-1
საპატრიარქოს უწყებანი N6 19-25თებერვალი 2009წ გვ.16
არქიმანდრიტი
ნიკოლოზი (ნამორაძე) 1872-1924(დასასრული)
..
ბით და აღუდგინოს ძველი, აწ დაკარგული სახელი და დიდება“. 1906 წლის 31 ივლისს მამა
ნიკოლოზი ანტისაეკლესიო და მთავრობის საწინააღმდეგო მოქმედებისათვის, ასევე რევოლუციურ
მოძრაობაში მონაწილეობისათვის, გაათავისუფლეს გელათის მონასტრის წინამძღვრობიდან, აუკრძალეს
ღვთისმსახურება და მიუსაჯეს რუსეთში, ხარკოვის ეპარქიის სვიატოგორსკის ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის უდაბნოში გადასახლება. არქიმანდრიტი ნიკოლოზი არ
დაემორჩილა ამ ბრძანებას, გაიხადა ანაფორა და არალეგალურად ცხოვრობდა თბილისში. თავის
ირჩენდა ლიტერატურული შრომით. შეეკედლა სოციალისტ-ფედერაციული გაზეთის რედაქციას.
1908 წლის 28 მაისს რევოლვერით მოკლა საქართველოს ეგზარქოსი ნიკონი (სოფისკი) და იძულებული
გახდა სტამბულში გაქცეულიყო. მამა ნიკოლოზი სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა მონასტერში
ცხოვრობდა. მისი იქ ყოფნის პერიოდში, ერთ საინტერესო ფაქტს ჰქონდა ადგილი. 1911 წელს
ქართველებზე გაბოროტებულმა ათონის მთის ივერონის მონასტრის ბერძენმა ბერებმა საჩივარი
შეიტანეს უმაღლეს მმართველ ორგანოში პროტატში: „ქართველები არ გვემორჩილებიან და გთხოვთ,
მიიღოთ ზომები: ან დაგვიმორჩილეთ, ან განდევნეთო“. საჩივარი სტამბოლში სულთანის კა-
რამდე ჩავიდა. ეს ამბავი იქ მყოფმა არქიმანდრიტმა ნიკოლოზმაც გაიგო. იგი სასწრაფოდ
დაუკავშირდა სულთნის კართან დაახლოებულ მუსულმან ქართველებს, გვარად ირემაძეებს და
მათი საშუალებით ათონზე გაიგზავნა მოთხოვნა, თავი დაენებებინათ ქართველი ბერებისათვის.
მისმა მცდელობამ მცირე ხნით ქართველი ბერები ათონის მთიდან გამოდევ- ნისაგან იხსნა.
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, სადაც კვლავ აღუდგინეს
მღვდელმსახურება და ხარისხი. არქიმანდრიტი ნიკოლოზი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს
მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის I, II და III საეკლესიო კრებებზე. აპირებდნენ
მის მღვდელმთავრად კურთხევასაც, რასაც კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II არ დათანხმდა.
1917 წლის 13 ოქტომბრიდან იგი დროებით განაგებდა გელათის მონასტერს, 1918-23 წლებში
კი მოწამეთას წმინდა დავით და კონსტანტინეს სახე-ლობის მონასტრის წინამძღვარია. 1923
წელს კომუნისტებმა მოწამეთას მონასტერი დაარბიეს. წინამძღვარი და ბერები ძალით გამოდევნეს
იქიდან. არქიმანდრიტი ნიკოლოზი იქვე, ტყეში დასახლებულა სამოღვაწეოდ. უცნობია მისი
აღსრულების თარიღი და გარემოებანი. 1924 წელს დაწერილ ერთ-ერთ საბუთზე მისი ხელმოწერაა,
საიდანაც ცხადი ხდება, რომ იგი ამ დროს ჯერ კიდევ ცოცხალია. ზოგიერთი ძველი თაობის
წარმომადგენელთა გადმოცემის თანახმად, იგი ტყეში გარეული ცხოველების მსხვერპლი გახდა.
7 საპატრიარქოს
უწყებანი N7 26თებერვალი-4მარტი
2009წ გვ.7
დაჯილდოება
22
თებერვალს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა ნიქოზისა და ცხინვალის სამღვდელოების
წარმომადგენლები: მღვდელი დავითი დურგლიშვილი ჯვრით და მიენიჭა დეკანოზის წოდება; მღვდელი
რაჟდენი კინწური — ოქროს ჯვრით და მიენიჭა დეკანოზის წოდება; მღვდელი გიორგი დათაშვილი
დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის და დეკანოზობის წოდებით კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით
ნიქოზის საკათედრო ტაძარში წირვაზე მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურიას) მიერ.
9 საპატრიარქოს
უწყებანი N9
12-18მარტი2009წ გვ.3
დაჯილდოება
8 მარტს
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი
ლავრენტი ბუზიაშვილი მიტრით დააჯილდოვა.
ხელდასხმა
7 მარტს
ნინოწმინდისა და საგარეჯოს ეპისკოპსმა ლუკამ (ლომიძემ) ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის
საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ დავით ჩეკურაშვილს.
9-1
საპატრიარქოს უწყებანი N9 12-18მარტი2009წ გვ.19
მღვდელი
არსენ კვირკველია 1887-1980
მღვდელი
არსენი 1887 წელს სამეგრელოში, სოფელ გარახში, მღვდლის ანდრია კვირკველიას ოჯახში დაიბადა.
ჭეშმარიტ ქრისტიანულ გარემოში მყოფი, ბავშობიდანვე მართლმადიდებელი ეკლესიის სულისკვეთებით
იზრდებოდა. დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ კი XX ს-ის დასაწყისში
თბილისის სასულიერო სემინარია. სასწავლებელში ყოფნის პერიოდს მამა არსენი სიჭარმაგეში
ტკბილად იგონებდა. XX საუკუნის 10-იან წლების ბოლოს მამა არსენს დიაკვნად და მღვდლად
დაასხეს ხელი და გარახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
მისი მსახურების დასაწყისი დაემთხვა მკაცრი რეაქციის პერიოდს, 20-იანი წლები მძიმე
ხანა იყო საქართველოს ისტორიაში, ერს ტკივილიანი საცდური მოეძალა. როგორც სხვაგან,
სოფელ გარახის ეკლესიაც დაკეტეს —კლუბად გადააკეთეს, ხატები წაიღეს. თანამედროვეთა
გადმოცემით, ვერცხლის ჯამები ჩხო-როწყუს მილიციამ ჩაიბარა. ზარი სახანძრო ნაწილისათვის
გადაუციათ, ქრისტიანები კი იდევნებოდნენ. ამ წლებმა კიდევ უფრო განამტკიცა და სულიერად
გაამდიდრა მამა არსენი, ამდენი განსაცდელისა და გაჭირვების
9-2
საპატრიარქოს უწყებანი N9 12-18მარტი2009წ გვ.20
მღვდელი
არსენ კვირკველია 1887-1980(დასასრული)
დათმენამ
თავისი ნაყოფი გამოიღო, როცა უკეთურმა ჟამმა გადაიარა. მას აიძულებდნენ გაეკრიჭა წვერი,
თავი დაენებებინა ღვთისმსახურებისათვის, მაგრამ ის თავისი რწმენის, უფლისადმი სიყვარულის
ერთგული დარჩა. XX საუკუნის ბოლო მეოთხედში, 1978 წლის ივ-ლისში, უფლის ნებით, იგი
ისევ შეიმოსა მღვდელმსახურის სამოსით. დოკუმენტში ვკითხულობთ: „მღვდელ არსენ კვირკველიას!
მცხოვრებს ჩხოროწყუს რაიონი, სოფელ ზედა გარახში, გაძლევთ ლოცვა-კურთხევას, რომ ძალისაებრ
შენისა, შეასრულო ყოველგვარი მღვდელმოქმედება, რისი შესრულებაც ჯერ არს მღვდლისაგან,
დღევანდელი დღიდან — 9. VII. 1978 წელი იოანე ჭყონდიდელი ეპისკოპოსი“. ჭეშმარიტად სასიხარულო
იყო საუკუნეს მიღ–წეული მხცოვანი მღვდლის შეხვედრა სენაკის სამღვდელმთავრო სახლში სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან. კათოლიკოს-პატრიარქმა
დიდი სიყვარულით მიიღო მამა არსენი, მასთან საუბრისას უწმიდესს აღუნიშნავს: „ახლა რა
ბრწყინვალედ გალობა და წარმომიდგენია შენი
ადრინდელი ეკლესიაში მსახურებაო“. იმ დღიდან ჩხოროწყუელებს შესაძლებლობა ჰქონდათ სახლში
მისულიყვნენ მოძღვართან, რომელიც უშურველად აღასრულებდა ნათლობის საიდუმლოს, წესის
აგებას. მამა არსენს მეუღლე ადრე გარდაეცვალა. ჰყავდა ორი ტყუპი შვილი ― ბორისი და
გლები. ორივე გარდაცვლილები არიან. გლების 6 ვაჟიშვილი დარჩა. ყველა დაოჯახებულია.
უფროსს იერო– ნიმე ჰქვია. ბორისს 2 შვილი დარჩა. მამა არსენის შვილიშვილები, შვილთაშვილები
პატიოსნებით, უფლისადმი სიყვარულით გამოირჩევიან. მღვდელი არსენი გამოირჩეოდა თავმდაბლობით,
უფლისადმი ღრმა სიყვარულით. განსაკუთრებით უყვარდა პატარებთან საუბარი. ურიგებდა მათ
ხურდა ფულს, ხშირად ლოცავდა. მღვდელი არსენი 1980 წლის 7 მარტს აღესრულა. დაკრძალულია
გარახის უბნის ცენტრალურ სასაფლაოზე. ინფორმაციის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით ზაურ
ჯალაღონიას და ვახტანგ მამფორიას
10
საპატრიარქოს უწყებანი N10 19-25მარტი 2009წ გვ.8
დაჯილდოება
15
მარტს თბილის ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კა-თოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა: დეკანოზი ბესარიონ მენაბდე — ჯვრით და მიტრით დეკანოზი
ალექსანდრე ბოლქვაძე — მიტრით.
ხელდასხმა
8 მარტს
რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ცურტავის ეპისკოპოსმა
იოანემ (გამრეკელმა) დიაკვნად აკურთხა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო
ლავრის ბერი ანდრია (სილაგაძე).
***
8 მარტს
ნინოწმიდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმიდისა ეპისკოპოსმა
ლუკამ (ლომიძემ) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის თაბორის მთის მაცხოვრის ფერისცვალების
სახელობის მონასტრის ბერ-დიაკონ ნათანაელს (მდივანს) და დიაკვნად აკურთხა საქართველოს
საპატრიარქოს რეზიდენციის ბერი ვახტანგი (ლიპარტელიანი). 15 მარტს რუსთავის წმინდა
ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ცურტავის ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელმა)
დიაკვნად აკურთხა ბერი ნერსე (სამხარაძე). ბერ-დიაკონი ნერსე კოჯორში იმსახურებს.
აღკვეცა
10
მარტს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში არქიმანდრიტმა
ილიამ (ნასიძე) ბერად აღკვეცა მორჩილი გიორგი ბერაძე და სახელად გრიგოლი უწოდა.
სამძიმარი
საპატრიარქოს
პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ 14 მარტს გარდაიცვალა თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების
სახელობის დედათა მონასტრის მონაზონი თეოდორა (მათიაშვილი). 17 მარტს დედა თეოდორა
მარტყოფის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტრის ეზოში
დაასაფლავეს.
10-1
საპატრიარქოს უწყებანი N10 19-25მარტი 2009წ გვ.19
ეპისკოპოსი
ბართლომე (ჩიჩუა) 1804-1864
ეპისკოპოსი
ბართლომე — ერისკაცობაში ბესარიონ ხახუს ძე ჩიჩუა ― 1804 წელს სამეგრელოში, თავადის
ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. 1820 წლიდან ხობის ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში მიაბარეს, სადაც საფუძვლიანად
შეისწავლა საღმრთო წერილი, წერა-კითხვა, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი. 1834-36 წლებში
ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის მორჩილია. 1836 წლიდან ისევ ხობის მონასტერშია.
1837 წლის 30 დეკემბერს სამეგრელოს მთავარი ლევან დიანი სამეგრელოს ეპისკოპოსს გიორგის
(კუხალაშვილს) წერს: „გარდაცვალებულის თავადისა ჩემისა ხახუ ჩიჩუას ძე, მორჩილებასა
შინა მყოფი ბესარიონ ჩიჩუა შემოვიდა რა ჩემთან თხოვნითა თვისითა და განმიცხადა რა,
რომელ წრფელისა სურვილისა გამო თვისისა მეთექვსმეტესა წელსა შობიდგან თვისისა შესულა
მორჩილებასა შინა და დაუყვიეს მას შინა თოთხმეტი წელი. მთხოვა ნების მიცემა და წარწერა
ვისდამიცა ჯერ არს აღკვეცად და ხელდასხმად მისსა, ადგილსა მყოფოს ხოფის მონასტერსსა
შინა მღვდელ-მონაზონის მასსა. ვითარისა თხოვნისა გამო, ვითხოვ რა მორჩილისა ბესარიონ
ჩიჩუას საეროს ცხოვრებისაგან, ვაძლევ მას ამით ნებას შესვლად შავსა სასულიერო წოკებასა
შინა და თქვენ წარმოგიგზავნი რა არზასა მისსა, მოგიწერ უკეთუ სასულიეროს მხრით დაბრკოლება
არა ნახო რა მას შინა, მაშინ წარადგინო, სადაცა ჯერ არს სია ნამსახურებათა მისისა და
გამოითხოვო მისთვის აღკვეცა ბერობისა სქემისა და კურთხევა დიაკონობისა და მღვდელ-მონაზონობისა“.
1840 წლის 31 დეკემბერს მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო
ტაძარში სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (კუხალაშვილმა) მორჩილი ბესარიონი ბერად აღკვეცა
და სახელად ბართლომე უწოდა. 1841 წლის 30 მარტს კი დიაკვნად აკურთხა. 1846 წლის 1 ოქტომბერს
ეპისკოპოსმა ანტონმა. (დადიანმა) მღვდლად დაასხა ხელი. 1854 წლის 1 აგვისტოს ცაგერის
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა
და იღუმენის წოდება მიენიჭა. 1857 წლის 7 მარტს ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების
სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს და არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა.
1863 წლის 1 იანვარს თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის
საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი), გორის ეპისკოპოსმა გერონტიმ
(პაპიტაშვილმა) და იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძემ) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი
და სამეგრელოს ეპარქიის მმართველად დაინიშნა. 1863 წლის 22 იანვარს მეუფე ბართლომემ
პირველი სამღვდელმთავრო წირვა აღასრულა მარტვილის საკათედრო ტაძარში, სადაც მას ეპისკოპოსად
ხელდასხმა სამღვდელოების სახელით დეკანოზმა ლუკა გაწერელიამ მიულოცა: „ყოვლადუსამღვდელოესო
მეუფეო! სახარულევანი შემთხვევა, რომელსაცა მოელოდა კათედრა ესე, სრულ იქმნა სანუგეშოდ
სამეგრელოს საზოგადოებათა. დაუსაბამომან განგებულებამან ღვთისამან, კეთილ-მნებებელობითა
ყოვლად მოწყალისა ხელმწიფისა ჩვენისათა, აღმოგირჩიათ თქვენ, სამეგრელოს შვილი, მწყემსმთავრად
მისვე მინგრელიის ეპარქიისა. ჩვენ ვსასოებთ, რომელ მმართველობა და მწყსვა თქვენი ამა
ეპარქიასა შინა იქმნებიან კეთილნი და ნაყოფიერნი, ვითარცა ძველთა მღვდელმთავართა, ჩვენთა
მემამულეთა, რომელნიცა, შეძლებისაებრ მათისა, ფრიად მეცადინეობდნენ განმტკიცებისათვის
ყოვლისა ქრისტიანობრივისა წესისა სამეგრელოს შინა. მოწყალეო მწყემსმთავარო! სამღვდელონი
მენგრელიისა შევსწირავთ დიდ- სა მადლობასა და თაყვანისცემასა მამასა ზეცათასა, და ვილოცავთ
ყოვლად მოწყალისა ხელმწიფისა ჩვენისათვის მონიჭებისათვის ჩვენდა ესრეთისა მწყემსმთავრისა.
ჩვენ ყოველნი სულიერითა სიხარულითა ვისწრაფით მიგებებად თქვენდა, ვითარცა ახლისა მწყემსმთავრისა
ჩვენისა, და მოგილოცავთ მღვდელმთავრობასა და აღსვლასა მარტვილის კათედრასა ზედა. წარმართნეს
უფალმან მამობრივნი მზრუნველობანი თქვენნი მენგრელიას შინა, და გყოს მრა- ვალჟამიერ
სანუგეშოდ და სასიხარულოდ ჩვენდა, კეთილ-საიმედოთა სკიტათა და სამწყსოთა თქვენთა, და
სადიდებელად ღვთისა და სასარგებლოდ ეკლესიისა და მამულისა! გვაკურთხენ ყოვლადუსამღვდელოესო
მეუფეო, დიდითა მით კურთხევითა თქვენითა“. სამწუხაროდ, ეპისკოპოს ბართლომეს არ დასცალდა
ეპარქიის დიდი ხნით გაძღოლა, იგი 1864 წლის 15 დეკემბერს გარდაიცვალა. მეუფე ბართლომეს
ნეკროლოგი დაიბეჭდა მაშინ გამომავალ ქართულ ჟურნალში „საქართველოს სასულიერო მახარებელში“
— „15 დეკემბერს 1864-სა წელსა, მიიცვალა მარტვილს (მინგრელიაში), შემდგომად სამის
დღის ავადმყოფობისა, ყოვლადსამღვდელო ბესარიონ (ნეკროლოგში ყველგან იხსენიება ერისკაცობის
სახე-..
10-2
საპატრიარქოს უწყებანი N10 19-25მარტი 2009წ გვ.20
ეპისკოპოსი
ბართლომე (ჩიჩუა) 1804-1864 (დასასრული)
ლით
გ. მ.) ეპისკოპოსი მინგრელიისა, 54-სა წლისა შობიდგან (შეცდომაა, გარდაიცვალა 60 წლის
გ. მ.) მსახურება მისი ქრისტეს ეკლესიისა, ეპისკოპოსობის ხარისხში, იყო მოკლე დროებითი,
ესე იგი — ორი წლის ნაკლებ, მაგრამ ხსენება მისი სასიამოვნოა ყოველთა ნაცნობთა მისთათვის,
და უმეტესად მინგრელიის ეპარქიისათვის, რომლისაცა იყო იგი ფრიად საყუარელი მწყემსი. ყოვლად-სამღვდელო ბესარიონ, გვაროვნებით სამეგრელოს
თავადთაგანი ჩიჩუა, არქიმანდრიტობის ხარისხში იმყოფებოდა ხობის მონასტრის წინამძღვრად,
რომელიცა არის სამეგრელოში. მღვდელმთავრად ხელდასხმულ იქნა 1 იანვარს 1863-სა წელსა.
სწავლა-განათლება არ მიუღია მას უმაღლეს სასწავლებელში, არამედ აღიზარდა თავის
სახლში და მონასტერში, მაგრამ კარგად იცოდა მან ყოველივე წესი სამწყსოს მართვისა მწყემსობრივი
გონიერებით და განმხილველობით, სიყვარულით და სიმშვიდით. ესრეთითა თვისებითა მალე მოიპოვა
მან მთელს სამეგრელოში სიყვარული და პატივისცემა. მზაკვრობა და ბოროტება, პირმოთნეობა
და პირ-მხედველობა, ქრთამის-მოყვარება და დიდების-მოყვარება, ამპარ- ტავნება და უდრეკელობა,
ანუ უდიარობა, სისწრაფე და დაუფიქრებლობა, რაიცა შეემთხვევათ ზოგიერთს დიდკაცებს და
მწყემსმთავრებსაც — ყოვლადსამღვდელო ბესარიონში სრულიად არ იპოებოდა, ანუ არა ჩანდა,
და გულთა მხილველი ღმერთი არს, ამისთვის მთავრობასა და გარეშე პირთაცა აქუნდათ მას
ზედა ძლიერ კეთილი აზრი, და უწოდებდნენ მას ფრიად კეთილ-გონიერ მწყემსმთავრად რიცხვთა
შორის საქართველოს ეკლესიების მღვდელმთავართა. შესახებელად ჩვენისა რედაქციისა სიმართლე
ითხოვს ვახსენოთ, რომ შემდგომად მაღალყოვლადუსამღვდელოესისა ეგზარქოსისა, ყოვლადსამღვდელო
ბესარიონმა აღმოგვიჩინა ჩვენ დიდი შემწეობა განსამრავლებელად ჩვენისა ჟურნალისა თავის
ეპარქიაში, და კიდეც აღგვითქვა მომეტებული შემწეობა, მაგრამ იყავნ ნება ღვთისა! საკვირველი
საქმეა! პირველ იანვარს 1863-სა წელსა ჩვენ მივულოცეთ ყოვლადსამღვდელო ბესარიონს ახალი
წელი, ახალი ხარისხი და ახალი ბედნიერება, და ვისურვეთ მისთვის ყოველი კეთილი, და იანვარში
1865-სა წელსა მოგვიხდა ჩვენ გამოცხადება მისი სიკვდილისა. სჩანს, რომ ის არ ყოფილა
დიდად მოსურნე ქვეყნიერის ბედნიერებისა, არამედ ყოველი აზრი და ფიქრი ჰქონია მიქცეული
ზეცად „სათნო ეყო უფალსა სული მისი. ამისთვის აღიტაცა იგი შორის უკეთურებისა, რათა
არა ბოროტებამან შესცვალოს გული მისი, ანუ მზაკვარებამან აცთუნოს სული მისი“... განუსვენოს
უფალმან სულსა ამა კეთილისა მწყემსმთავრისა საყოფელსა შინა მართალთასა, ადგილსა განსასვენებელსა!
და იყავნ სტრიქონნი ესე სახსენებელად მისისა კეთილ-მმარ- თველობისა და კეთილ-მზრუნველობისა
ქრისტეს ეკლესიისათვის, და სამოწმებელად ჭეშმარიტისა ჩვენისა პატივისცემისა მისდა მიმართ!“
11
საპატრიარქოს უწყებანი N11 26მარტი-2აპრილი 2009წ გვ.7
აღკვეცა
21
მარტს, ჯვართამაღლების სადღესასწაულო ლოცვაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-ატრიარქის,
უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, სამთავროს დედათა მონასტერში
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძემ) მონაზვნად აღკვეცა საპატრიარქოს
მორჩილები და სამთავროს მონასტრის მკვიდრნი;
საპატრიარქოდან:
მორჩილი
ლიდია ჯანიაშვილი — უწოდა მონაზონი ელენე,
მორჩილი
ქეთევან შელია — უწოდა მონაზონი ელისაბედი,
მორჩილი
ნინო ბიბილეიშვილი — უწოდა მონაზონი თამარი,
მორჩილი
თინათინ ჭიღლაძე — უწოდა მონაზონი მარინე,
მორჩილი
მარიამ მუშკუდიანი — უწოდა მონაზონი ეკატერინე,
სამთავროს
მონასტრიდან:
სამონაზვნე
თამარი (ჭანკვეტაძე) — უწოდა მონაზონი ანა,
სამონაზვნე
ნესტან სამხარაძე — უწოდა მონაზონი ნინო,
სამონაზვნე
თომაიდა ფირანიშვილი ― უწოდა მონაზონი სალომე,
სამონაზვნე
ვალენტინა სასანია — უწოდა მონაზონი ევდოკია,
სამონაზვნე
ემილია ბესკარავიანი — უწოდა მონაზონი ევგენია.
***
21
მარტს, ჯვართამაღლების სადღესასწაულო
ლოცვაზე,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით,
სამთავროს დედათა მონასტერში არქიმანდრიტმა ლაზარემ (გაგნიძემ) სამონაზვნეებად და მორჩილებად
აკურთხა მონასტრის მკვიდრნი; სამონაზვნეებად აკურთხა:
მორჩილი
ასმათ ასათიანი — უწოდა სამონაზვნე მარიამი,
მორჩილი
ვერონიკა არჩვაძე — უწოდა სამონაზვნე მაკრინე,
მორჩილი
აგრაფინა მეფარიძე — უწოდა სამონაზვნე მართა,
მორჩილი
ნინო სირბილაძე — უწოდა სამონაზვნე მელანია,
მორჩილი
შორენა პაპავა — უწოდა სამონაზვნე თეოდულა,
მორჩილი
ნადეჟდა ხუხუნაიშვილი — უწოდა სამონაზვნე მინადორა,
მორჩილი
გულნარა ძაგანია — უწოდა სამონაზვნე პელაგია,
მორჩილი
სოფიო გურული — უწოდა სამონაზვნე ევფროსინე,
მორჩილებად
აკურთხა:
ნინო
მესხი, მარიამ იაკობიძე, თინათინ გუგეშაშვილი, თამარ როსტიაშვილი.
ხელდასხმა
14
მარტს გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში,
გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ლეჟავამ) დიაკვნად აკურთხა გელათის
სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული გოჩა ჩიტიძე. დიაკონი გოჩა თბილისის ყოვლადწმინდა
სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
11-1
საპატრიარქოს უწყებანი N11 26მარტი-2აპრილი 2009წ გვ.19
დეკანოზი
ვასილ კოპტონაშვილი 1866-1958(გაგრძელება)
..როსად
ახალქალაქში, ახალციხეში, გორში და ბაკურიანში, დააპატიმრეს თავის ძმასთან, შალვასთან
ერთად. გადაურჩა დახვრეტას და დაბრუნდა სამშობლოში). ამ დროსვე დაიწყო მისი თანამშრომლობა
გაზეთ „ივერიაში“, სადაც გამოაქვეყნა ტოლათსოფელში ჩაწერილი ხევსურული ლექსები. რამდენიმე
წლის შემდეგ მშობლების თხოვნით იგი თავის მშობლიურ კუთხეში დაბრუნდა და სოფელ მუსხში
დაბინავდა. აქ ვასილმა განაგრძო თავისი აქტიური
თანამშრომლობა ქართულ პრესასთან. მან გადაწყვიტა კალმით გამოეხატა ქართველი საზოგადოებისათვის
იმ დროისათვის ნაკლებად ნაცნობი თავისი კუთხის ყოფა-ცხოვრება. ვაჟა-ფშაველას, ნ. ხიზანიშვილის და სხვების ეთნოგრაფიული
წერილებით წახალისებულმა, მან 1889 წელს „ივერიაში“ დაბეჭდა საინტერესო ფელეტონი,
„ყეენობა ჯავახეთში და ზოგიერთი ცრუმორწმუნეობა ქართველებისა“. აკადემიკოსმა ივანე
ჯავახიშვილმა ქართველთა წარმართობის საკულტო წეს-ჩვეულებების შესწავლისას სათანადოდ
გამოიყენა მამა ვასილ კოპტონაშვილის მიერ ამ წერილში გამოყენებული მასალები. მამა ვასილის
კალამს ეკუთვნის აგრეთვე წერილები: „შენიშვნები ახალციხის მაზრის ქართველთა შესახებ
და „ახალი ღის დღესასწაული ჯავახეთში“ და სხვა. მამა ვასილმა განსაკუთრებული ყურადღება
მიაქცია ჯავახეთში უხვად არსებულ ნასოფლარებს. მან აღწერა და გამოაქვეყნა მასალები
სირგვისა და მურჯის უძველეს ნასოფლართა შესახებ. მის მიერ შეკრებილი სიტყვიერების ნიმუშებიდან
აღსანიშნავია „ლეგენდა რუსთველისა და შოთა რუსთველის სამშობლოს შესახებ“, „ომალ ხან
ჩოფანი“, „ერეკლე ხანი“ და სხვა. მამა ვასილი მხატვრულ ნაწარმოებებსაც აქვეყნებდა,
მათ შორის ყურადღებას იპყრობს „მოთხრობა ჯავახეთის ცხოვრებიდან“, „აღდგომა დღეს“, „კაკო
დიაკონი“. მას ასევე დაწერილი აქვს ვრცელი ბიოგრაფია ვაჟა-ფშაველაზე და ილია ალხაზიშვილზე.
აი, რას წერდა გაზეთი „ივერია“ 1890 წლის №130-ეში: „ახალციხის მაზრაში სოფელ მუსხში
ქრისტიანობის აღმდგენელმა საზოგადოებამ დაარსა სკოლა. სკოლის მას- წავლებლად დაინიშნა
ნიჭიერი ახალგაზრდა ვასილ კოპტონაშვილი. „ივერიის“ მკითხველები და მისი რედაქტორი ილია
ჭავჭავაძე კარგად იცნობენ ჯავახეთის მაშინდელ მიყრუებულ სოფელში დაბადებულსა და გაზრდილ გლეხ-ჭაბუკს, რომელიც საზოგადოებრივი
მოღვაწეობის კეთილშობილურ გზას დაადგა და მიზნად თავისი ბეჩავი, ჩამორჩენილიკუთხისათვის
სარგებლობის მოტანა დაისახა. ჯერ კიდევ 1888 წლიდან მან საინტერესო კორესპოდენციების
გამოქვეყნება დაიწყო გაზეთის ფურცლებზე. მისი სტატიები მრავალ საკითხს ეხებოდა, უმთავრესად
კი, ხალხის სადღეისო ჭირ-ვარამს, მის ყოფა-ცხოვრებასა და ისტორიულ წარსულს, მის ძველისძველ
ადათ-წესებსა და ცრუმორწმუნეობას, ხალხის მეტყველებასა და შემოქმედებას“. 1889 წელს
ახალციხის მაზრაში, სოფელ მუსხში განამწესეს. ვასილმა გაამართლა „ივერიის“ მაღალი შეფასება.
სოფელ მუსხში, სადაც ის მსახურობდა, მალე მოიპოვა ხალხის ნდობა და სიყვარული. იგი თავდადებით
ზრუნავდა ჩამორჩენილი სოფლის განათლებისა და კულტურული ამაღლების საქმისთვის. თავისი
დაუღალავი გარჯით მან შეძლო საზოგადოებრივ შემოწირულებათა გზით მოკ ლე ხანში სკოლასთან
დაეარსებინა სოფლის ბიბლიოთეკა-სამკითხველო და მთელი თავისუფალი დრო ამ საქველმოქმედო
დაწესებულების გაუმჯობესებისათვის შეეწირა. სამკითხველოს სასარგებლოდ წიგნებისა და
ფულის შემწირველთა სახელები არაერთხელ იყო გამოცხადებუ-ლი გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე.
მას დიდ დახმარებას უწევდა აგრეთვე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.
1895 წლიდან ჩუნჩხის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1904 წლის
18 ივლისს დიაკვნად აკურთხეს, ახალციხის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში
განამწესეს და ამავე ქალაქის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
1905 წლის 24 თებერვალს დიაკონ ვასილს მღვდლად დაასხეს ხელი და დროებით ისევ ახალციხის
ეკლესიაში დიაკვნის შტატში დატოვეს. ამავე წლის 24 აგვისტოს საროს მთავარანგელოზთა
სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1910
11-2
საპატრიარქოს უწყებანი N11 26მარტი-2აპრილი 2009წ გვ.18
დეკანოზი
ვასილ კოპტონაშვილი 1866-1958
დეკანოზი
ვასილ სოლომონის ძე კოპტონაშვილი 1866 წლის დეკემბერში ახალქალაქის მაზრაში, სოფელ
კოთელიაში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ბარალეთის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში
მიიღო, რომლის დასრულების შემდეგ, მშობლების სურვილის წინააღმდეგ, სწავლის გასაგრძელებლად
თბილისში გაჰყვა თავის მასწავლებელს — ტიმოთე ხმალაძეს. მზრუნველთა დახმარებით იგი
შევიდა ავლაბრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ორკლასიან სასწავლებელში და მისი დასრულების
შემდეგ, 1883 წლის 1 სექტემბერს თიანეთის მაზრაში, სოფელ ტოლათსოფლის სამრევლო-საეკლესიო
სკოლის მასწავლებლად დანიშნეს, სადაც მის მისვლამდე დიდი ქართველი პოეტი, ვაჟა-ფშაველა
მსახურობდა. აქ მოღვაწეობის პერიოდში ახალგაზრდა ვასილი ახლოს გაეცნო და დაუმეგობრდა
ვაჟა-ფშაველას. ტოლათსო-ფელში მან ექვსი წელი დაჰყო, შეეჩვია ხალხს, შეისწავლა მათი
ყოფა-ცხოვრება და სამაგალითო პიროვნების სახელი დაიმსახურა. მისი შთამომავლების გადმოცემით
ფშავიდან დაბრუნებულმა ვასილმა ჯავახეთში ფშაური ხინკალის ტრადიცია გაავრცელა. იქვე
შეირთო ცოლად სოფელ ბარალეთში მცხოვრები ანგელინა (იგივე ევდოკია) სვიმონის ასული მურ-
ჯიკნელი, დაბადებული 1866 წლის მარტში, ვისთანაც ხუთი შვილი შეეძინა: ლუბა (დაბადებული
1887 წელს, გარდაიცვალა 1905 წელს, დასაფლავებულია ახალციხის სამხედრო ოფიცერთა სასაფლაოზე);
შალვა (დაბადებული 1895 წლის იანვარში, დახვრიტეს 1942 წლის 18 იანვარს); ნიკოლოზი
(დაბადებული 1898 წელს, გარდაიცვალა ტრაგიკულად 1921 წლის დეკემბერში, დასაფლავებულია
თბილისში, კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე); პავლე (დაბადებული
1901 წელს, გარდაიცვალა 1985 წელს) და დავითი (მუშაობდა შინაგან საქმეთა განყოფილების
უფ....
11-3
საპატრიარქოს უწყებანი N11 26მარტი-2აპრილი 2009წ გვ.20
დეკანოზი
ვასილ კოპტონაშვილი 1866-1958 (დასასრული)
..წლის
აღდგომას, წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე საგვერდულით დაჯილდოვდა. 1915 წლის
23 ივლისს სკუფია უბოძეს. 1918 წელს თურქთა რაზმების მიერ ახალციხე-ახალქალაქის მაზრების
დარბევის დროს მას გარდაეცვალა მეუღლე. 1919 წლის 30 ივლისს ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა
(კაჭახიძე) მამა ვასილი ახალქალაქის სამრევლოში გადაიყვა-ნა. XX საუკუნის 20-იან წლებში
ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. კომუნისტური ხელისუფლების დამყარების
შემდეგ, ეკლესია-მონასტრების დახურვისა და სამღვდელოების დევნის დროს, მამა ვასილი
ჩუმად აღავლენდა ღვთისმსახურებას ხან თავის სახლში, ხან ამა თუ იმ მრევლის ოჯახში.
ცხოვრობდა თავის სოფელში კოთელიაში. მასწავლებლობდა სოფლებში ჩუნჩხასა და პტენაში.
თან, როგორც კი ამის საშუალება მიეცემოდა, ქრისტიანული წესით ნათლავდა მოსახლეობას.
წერდა მოგონებებს და აგროვებდა თავისი კუთხის ადათ-ჩვევების ამსახველ ეთნოგრაფიულ მასალებს,
რომლებიც უმეტესად ახალციხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული, რასაც ფილოლოგის მეცნიერებათა
კანდიდატის კუკური თორდიას სადისერტაციო ნაშრომი მიეძღვნა. მოგვიანებით, უკვე მოხუცი
მოძღვარი ცხოვრობდა ხან ბორჯომში გადასახლებიდან დაბრუნებულ შვილ დავითთან, ხან კი
ბაკურიანში მეორე ვაჟ პავლესთან. დეკანოზი ვასილი 1958 წლის 19 მარტს გარდაიცვალა და
დაასაფლავეს დაბა ბაკურიანის საერო სასაფლაოზე.
12
საპატრიარქოს უწყებანი N12 3-9აპრილი 2009წ გვ.7
ვიქტორინა
„გზა ტაძრისაკენ“ 124-ე საჯარო სკოლაში
30
მარტს თბილისის 124-ე საჯარო სკოლაში მოეწყო რელიგიური თემატიკის ვიქტორინა „გზა ტაძრისაკენ“.
ვიქტორინას დაესწრო საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარე, ცურტავის ეპისკოპოსი
იოანე (გამრეკელი). ღონისძიება სკოლის დირექტორის — ელენე შა-ბურიშვილის, მისი მოადგილის
— მარინე მამარდაშკილისა და რელიგიის პედაგოგის — მალვინა მარგველაშვილის ინიციატივითა
და ძალისხმევით გაიმართა. სკოლის „საზრიანთა კლუბს”, რომელშიც VII- XII კლასების მოსწავლეები
არიან გაერთიანებულები, რუსუდან მურცხვალაძე ხელმძღვანელობს. საზრიანთა კლუბის 12 ჯგუფი
ერთმანეთს საღმრთო სჯულისა და საქართველოს სიწმინდეების ცოდნაში შეეჯიბრა. გუნდების
კაპიტნებმა ბლიც შეკითხვებში დამატებითი ქულები მოუპოვეს თავიანთ გუნდებს. სკოლის პედაგოგებისგან
შემდგარი ჟიური გუნდების პასუხებს აფასებდა. მოსწავლეებმა ქართული ხალხური სიმღერები
და საეკლესიო საგალობლები შეასრულეს. ვიქტორინის დასასრულს მოსწავლეებს საჩუქრად ხატები
გადაეცათ. მეუფე იოანემ დალოცა ბავშვები და უთხრა მათ, რომ ასეთ ვიქტორინებში ყველა
გუნდი გამარჯვებულია, რადგან აქ მათ ღვთის სიყვარული და მისი შემეცნების სურვილი აერთიანებთ.
ხელდასხმა
29
მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია
II-ის ლოცვა-კურთხევით, რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათადრო ტაძარში,
ცურტავის ეპისკოპოსისმა იოანემ (გამრეკელმა) დიაკვნად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო
აკადემიის III კურსის სტუდენტს — არჩილ ხაჩიძეს. დიაკონი არჩილი თბილისის ყოვლადწმინდა
სამების საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
ტაძრის კურთხევა
7 თებერვალს შემოქმედის ეპარქიაში, სოფელ გრიგოლეთში,
შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვიძემ), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმესთან
(შარაშენიძესთან) ერთად აკურთხა წმინდა გიორგის სახელობის ახალი ბაზილიკური ტიპის ტაძარი.
***
9 თებერვალს
შემოქმედის ეპარქიაში, სოფელ წყალწმინდაში, შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძემ)
აკურთხა წმინდა ირინეს სახელობის ახალი ტაძარი.
12-1
საპატრიარქოს უწყებანი N12 3-9აპრილი 2009წ გვ.16
ქუთათელ-გაენათელი
მიტროპოლიტი ნაომი (შავიანიძე) 1889-1969
დაბადებიდან
140 და გარდაცვალებიდან 40 წელი.
მოწამეთას
ეკლესიის კარიბჭეში არის მემორიალური დაფა, სადაც აღბეჭდილია მიტროპოლიტ ნაომ შავიანიძის
საქმენი, რისთვისაც ის წამკითხველთაგან შენდობას ითხოვს. საკუთარი ხელით დაწერილ ავტობიოგრაფიაში
მიტროპოლიტი ნაომი აღნიშნავს: „ფრიად ძნელია ჩემი ცხოვრების 80-წლიან გაფანტულ მოგონებათა
ფურც ლების კრეფა. ბედმა და პროფესიამ წილად მარგუნა მემსახურა და მომეარა საქართველო
კიდით—კიდემდე, რომლისადმი სამსახურსაც სრული
რწმენით მივუძღვენი შეგნებული ცხოვრება ჩემი. თუმცა ყველაზე თბილი ადგილი ყოველთვის მქონდა დათმობილი იმ კუთხისათ ვის,
რომელთანაც მშობლიური გრძნობითა ვარ დაკავშირებული და რომელშიც შეკრებილია ჩვენი ქვეყნის,
12-2
საპატრიარქოს უწყებანი N12 3-9აპრილი 2009წ გვ.17
ქუთათელ-გაენათელი
მიტროპოლიტი ნაომი (შავიანიძე) 1889-1969
დაბადებიდან
140 და გარდაცვალებიდან 40 წელი. (გაგრძელება)
საქართველოს
ყველა სიკეთე. ალბათ, ამიტომ უწოდებიათ მისთვის „ოკრიბა“. დაუმთავრებელი ბავშვობის
ჟამს, უმამოდ დარჩენილს, დამეკისრა მრავალრიცხოვანი ოჯახის შენახვა და ცხოვრებისეული
მრისხანე პასუხისგებაც, მაგრამ ქედი არასოდეს მომიდრეკია მძიმე განსაცდელთა წინაშე
და თან მდევდა პავლე აპოსტოლის სიტყვები: „კაცად კაცადმან თვისი ტვირთი იტვირთოს უნდა“.
მიტროპოლიტი შავიანიძე ნაომ გრიგოლის ძე დაიბადა სოფელ ოხომირაში (ტყიბულის რაიონი)
1889 წელს, მედავითნის ოჯახში. დედა ედუკი გოშხეთელიანი ზარათელი აზნაურის შვილი იყო.
ნაუმს ექვსი დედმამიშვილი ჰყავდა: ერთი დავითი ოცხელის სახელოგიმნაზიის კურსდამთავრებული
და ხუთი და. ძმა „შავიანიძეების გვარის საცხოვრისი არის ისტორიული ოკრიბის პატარა სოფელი
ოხომირა, მათ ეზოში მე–6 საუკუნით დათარიღებული სალოცავი ნიშა მდებარეობს. შავიანიძეები
ოკრიბაში მოსვლამდე შავლია- ნებად იწოდებოდნენ. შავიანიძეთა წინაპარი „შავიანი ბერები“
— ღვთისმსახურებაში მყოფი აზნაურები, ხოლო სვანეთში ღვთის მსახურებაში გადასვლამდე,
აფხაზეთის მთავრები—შერვაშიძეები იყვნენ“ (დ. შავიანიძე ისტორიოსი). დასტური იმისა,
რომ შავიანიძეების არაერთმა წინაპარმა ღვთისმსახურებაში გაატარა თავისი ცხოვრება არის 1804 წლით დათარიღებული მიწის ნასყიდობის სიგელი,
რომელიც მეფე სოლომონ II—ის სარდალმა, აგიაშვილმა, გადასცა მღვდელ სვიმონ შავიანიძეს
და მის შვილს — მღვდელ ნიკოლოზ შავიანიძეს სამუდამო სარგებლობაში. 1904 წელს ნაომმა
დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, სადაც მისი მასწავლებელი, შემდგომში კათოლიკოს–პატრიარქი
მელქისედეკ III გახლდათ. სასულიერო სასწავლებელში მასთან ერთად მერხზე იჯდა ცნობილი
მეცნიერი, აკადემიკოსი აკაკი შანიძე, რომელთანაც მეგობრობა მას სიკვდილამდე არ გაუწყვეტია.
სას- წავლებლის დამთავრების შემდეგ ის დაინიშნა ცუცხვათის მაცხოვრის ეკლესიის მედავითნედ.
1905 წელს სოფელ ოხომირაში ნაომმა დააარსა საკუთარი სკოლა, სადაც გლეხის შვილებს ასწავლიდა
ქართულს, ანგარიშს, რუსულსა და ფიზკულტურას. ჯერ კიდევ 1889 წელს მამამისმა, გრიგოლ
შავიანიძემ ნაბოსლევის წმინდა გიორგის ეკლესიასთან დააარსა ცოდნის სკოლა, სადაც თვითონ
მასწავლებლობდა. მანამდე, ცუცხვათის გარდა, სკოლა თურმე არსად ყოფილა. აღსანიშნავია,
რომ ნაომი ამ დროს სულ 15—16 წლის ჭაბუკი გახლდათ: 1916 წელს ეპისკოპოს გიორგის (ალადაშვილი)
მიერ ნაომ შავიანიძეს ხელი დაასხეს მთავარდიაკვნად ქუთაისის საკათედრო ტაძარში.
1918 წელს ეპისკოპოს ანტონის (გიორგაძის) მიერ იკურთხა მღვდლად და გამწესდა კოკა—ოხომირას
მაცხოვრის ეკლესიაში; 1924 წელს ის გადაიყვანეს ჭოგნარის მაცხოვ-რის ეკლესიაში.
1921 წელს ნაომი შეთავსებით მუშაობდა სამრევლო სკოლების განათლების განყოფილების გამგის მოადგილედაც, ვინაიდან ქუთაისის კლასიკური
გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული, სამასწავლებლო განხრით. პარალელურად ის ხელმძღვანელობს
ქუთაისის მთავარანგელოზთა საკათედრო ეკლესიასთან არსებულ სანთლის ქარხანას. 1921 წელს
ნაომ შავიანიძე აქტიურ მონაწილეობდა სრულიად საქართველოს მესამე საეკლესიო კრების მუ-შაობაში,
რომელსაც საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი უნდა აერჩია. აქედან მოყოლებული, ოცი წლის
განმავლობაში, ის ქუთაისის ეპარქიის უცვლელი მდივანი და მთავარხუცესია. 1929 წელს მამა
ნაომი ინიშნება ქუთაისის მწვანეყვავილის ეკლესიის წინამძღვრად, სადაც 11 წელი იმსახურა.
შემდეგ ეკლესიის დაკეტვის გამო არ უმსახურია. ამას თან დაერთო ის ფაქტიც, რომ მისი
უფროსი შვილი, შალვა, 26 წლის, ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი და კორნელი კეკელიძის
ასპირანტი, დაიჭირეს და დახვრიტეს, როგორც 1942 წლის „შეთქმულების“ ერთ–ერთი ხელმძღვანელი
და სულის ჩამდგმელი. მამა ნაომი სიცოცხლის ბოლომდე ელოდა მას და თავის ანდერძში დაუბარა
შვილებს: „თუ გამოჩნდა ჩემი უფროსი დაჩაგრული შვილი, მიეცით მას ძმური ნაწილი...“. ცოტა ხანში კი პარაკლისი
გადაუხადა შალვას, რადგან იცოდა, ჯალათების ხელში ჩავარდნილი, განსაცდელს თავს ვერ
დააღწევდა. „შეთქმულების“ საქმე სუკის არქივში იყო დაცული და მასზე არავის მიუწვდებოდა
ხელი, მხოლოდ ზ. გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს ოჯახმა (ძმამ ოთარმა) მიიღო შეტყობინება,
რომ განაჩენი სისრულეში 1942 წელს მოიყვანეს. მიუხედავად ამისა, მიტროპოლიტი ნაომი
ღვთის ერთგული მსახური რჩება. მისგან აუგი არავის ახსოვს. 1943 წელს კათოლიკოს–პატრიარქმა
კალისტრატემის თბილისში გაიწვია და სიონის სობორის კანდელაკად დანიშნა. ამ დროიდან
ნაომი ითვლებოდა საკათალიკოსოს მუდმივ წარმომადგენლად. მისი მონაწილეობითა და ღვაწლით
1947 წელს გამოვიდა პირველი საეკლესიო კალენდარი, რომელსაც ის ხელს აწერდა, როგორც
კალენდრის გამოშვებისათვის პასუხისმგებელი. 1943 წელს ის მონაწილეობას იღებს რუსეთის
პატრიარქის სერგის ოფიციალურ წარმომადგენელ, არქიეპისკოპოს ანტონთან მოლაპარაკებებში.
ამ მოლაპარა-კების შემდეგ, რუსეთის საპატრიარქომ ცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფლია
და ამ ორ ეკლესიას შორის ნორმალური ურთიერთობა დამყარდა. ქუთაისის მწვანეყვავილის მრევლი
უმორჩილესად ითხოვდა თავისი წინამძღვრის ქუთაისში დაბრუნებას.
12-3
საპატრიარქოს უწყებანი N12 3-9აპრილი 2009წ გვ.18
ქუთათელ-გაენათელი
მიტროპოლიტი ნაომი (შავიანიძე) 1889-1969
დაბადებიდან
140 და გარდაცვალებიდან 40 წელი. (გაგრძელება)
სრულიად
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ამაზე წერდა: „მწვანეყვავილის ეკლესია. ეფრემ ეპისკოპოსს.
აცნობეთ მთხოვნელებს, ნაომი ჩემთვის საჭროა, დროებით მაინც. გთხოვთ ასევე განუმარტოთ
მორწმუნეთ, ჯერჯერობით ნაომს ვერსად ვერ გავუშვებ“. სიონის ტაძარში მსახურების პერიოდში
მამა ნაომი ხშირად იგზავნებოდა ქ. ქუთაისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის
მიერ, „საეკლესიო საქმეების გამო“. 1944 წელს ნაომი თურმე ჯარში გაუწვევიათ (კიდევ
ერთი ბედის ირონია). ამის შესახებ ინტერნეტის საშუალებით შევიტყვეთ, სადაც მოყვანილია
კათოლიკოს–პატრიარქის კალისტრატეს წერილი. კავკასიის და სამხრეთის ფრონტის სარდალს
ტიულენევს ის თხოვნით მიმართავს ნაომი გამითავისუფლეთო და ასაბუთებს იმით, რომ ჯარში
არ უმსახურია და ვითომ ჭლექი აქვს. სარდალმა პატრიარქს თხოვნა შეუსრულა. გასაკვირია,
რომ იმ დროს ასეთი ლმობიერება გამოეჩინა სარდალს. 1945 წლის თებერვალში საქართველოს
დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იმყოფებოდა დეკანოზი ნაომ შავიანიძე, მოსკოვს მიემგზავრება,
რათა მონაწილეობა მიიღოს სრულიად რუსეთის და მოსკოვის პატრიარქის ალექსის ინტრონიზაციის
ცერემონიაში. მოსკოვში ყოფნისას პატრიარქმა ალექსიმ საკათედრო ტაძარში აღვლენილ ლიტურგიაში
მონაწილეობისათვის ის ძვირფასი თვლებით შემკული ჯვრით დააჯილდოვა. 1945 წლის ოქტომბერში
თბილისს საპასუხო ვიზიტით ესტუმრა პატრიარქი ალექსი პატრიარქ ალექსის შესახვედრად კათოლიკოს–პატრიარქმა
კალისტრატემ ქ. ბაქოში გაგზავნა დელეგაცია მიტროპოლიტ მელქისედეკისა და სიონის ტაძრის
კანდელაკ ნაომის შემადგენლობით. 1946 წელს მოსკოვში მოეწყო რუსეთის ეკლესიის ადგილობრივი
კრება, რომელიც მიეძღვნა რუსული ეკლესიის დამოუკიდებლობის 500 წლისთავს. მასში აქტიური
მონაწილეობა მიიღო ქართულმა დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაში ნაუმიც გახლდათ. საზეიმო
კონცერტში საქართველოს საეკლესიო გუნდმა ფრიად დიდი მოწონება დაიმსახურა. კავშირები
რუსეთთან არ წყდება და შემდგომში ეპისკოპოსი ნაომი მონაწილეობს რუსეთის პატრიარქობის
აღდგენის ორმოცი წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმში, რომელიც შედგა ზაგორსკში 1958 წელს,
აგრეთვე ის იმყოფებოდა დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც სომხეთის პატრიარქის, ვაზგენ
პირველის არჩევასა და კურთხევას დაესწრო ეჩმიაძინში. 1946 წელს კათოლიკოს–პატრიარქი
კალისტრატე წერს: „ძვირფასოს მოძღვარო მ. ნაომ! თქვენი მოღვაწეობა სიონის ტაძარში,
თუმცა რამდენიმე, სულ 3—4 წლის ამბავს წარმოადგენს, მაგრამ არ შეიძლება არ აღვნიშნო,
რომ ეს მანძილი, თქვენი დაუცხრომელი შრო მისა, ნათლად გვიხატავს ეკლესიის ჭეშმარიტი
მსახურებისა და ღვთის საყვარელი მოწაფის სურათს — სიმშვიდე, სიმდაბლე, გულწრფელობა
და სიყვარული ღვთსა და ხალხის მიმართ, აი რას ახორციელებთ თქვენ“. მწვანეყვავილის მრევლი
განაგრძობს მოთხოვნას, დაუბრუნდეთ მამა ნაომი, რაზეც სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი
კალისტრატე პასუხობს: „ვიღებთ რა მხედველობაში მწვანეყვავილის მთავარანგელოზთა მიქაელ
და გაბრიელის სახელობის ეკლესიის სამრევლოს არაერთგზის თხოვნას, თანხმობას ვაცხადებ,
რათა დეკანოზი ნაომი დანიშნულ იქნას ხსენებულ სამრევლოს წინამძღვრად“. 1947 წელს ის
ბრუნდება ქუთაისის მწვანეყვავილის მთავარანგელოზთა მიქაელ და გაბრიელის ეკლესიაში.
თვით დეკანოზი ნაომი წერს: „თუმცა სიონში შემომავალი მორწმუ- ნენი, ქართველი და რუსი,
ძალიან სწუხან ჩემს წასვლას, მაგრამ ჩემი ოჯახური მდგომარეობით ხელი მეტი არ მეწყობა“
(თბილისში ბინის უქონლობის გამო). მის ოჯახურ არქივში მოპოვებული, 1947 წლით დათარიღებული
ცნობები გვამცნობს, რომ ერთგული სა სახურისათვის ის დაჯილდოებული იყო ენქერით და შემდეგ
მიტრით უწმინდესის კალისტრატეს მიერ, რაც საეკლესიო კანონებით მიუღებლად ითვლებოდა
და მხოლოდ მასზე იყო „განსაკუთრებული განჩინება“. მას დიდი ბრძოლა უწევდა ფინანსურ
განყოფილებასთან, რომლის უსამართლოდ დაბეგვრის თანხა სამჯერ აღემატებოდა შემოსავალს,
„მწვანეყვავილის ეკლესია ძალიან მცირეშემოსავლიანია, ის აშენებულია ქალაქის განაპირას,
კლდეზე, სადაც მხოლოდ ერთი პატარა ბილიკი მიდის, ირგვლივ უმეტეს ნაწილად არის ებრაელთა
მოსახლეობა, ქრისტიანობა ცოტაა და თანაც ღარიბი, ამას დაერთო ფულის რეფორმაც, რის შედეგაც
შემოსავალმა მკვეთრადა იკლო, ეკლესია მოქმედებს მხოლოდ შაბათ–კვირას...“ წერდა ნაომი
ქუთათელ—გაენათელ მიტროპოლიტ ეფრემს და სთხოვდა შუამდგომლობას იქ, სადაც ჯერ არს...
„შემცირებულ იქნას გადასახადი იმ ზომამდე, რომ ჩემი შემოსავლით დავფარო“. მიტროპოლიტი
ნაომის გარდაცვალების შემდეგაც, მის სახელზე მოვიდა საგადასახადო ქვითარი, რომელსაც
მისმა შვილმა ოთარ შავიანიძემ უწოდა დროის, სივრცის და ეპოქის დაცინვა! ქუთათელ–გაენათელ
მიტროპოლიტ გაბრიელის გარდაცვალების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა
მელქისედეკმა შემდეგი განკარგულება გამოსცა: „ქუთაისის ეპარქიის მთავარ ხუცესადა დაინიშნოს
დეკანოზი ნაომ შავიანიძე, ქორეპისკოპოსის
12-4
საპატრიარქოს უწყებანი N12 3-9აპრილი 2009წ გვ.19
ქუთათელ-გაენათელი
მიტროპოლიტი ნაომი (შავიანიძე) 1889-1969
დაბადებიდან
140 და გარდაცვალებიდან 40 წელი. (გაგრძელება)
უფლებებით,
მოიწვიოს საეპარქიო კრება და იქონიოს მსჯელობა ეპარქიის მოვლა–პატრონობაზე. ამის პასუხად
მამა ნაომი წერს: „ბავშვობიდანვე მქონდა სურვილი, გავმხდარიყავი ეკლესიის მსახური,
მაგრამ ის კი არასდროს არ მიფიქრია, რომ ეპისკოპოსი ვყოფილიყავი, ვინაიდან მღვდელმთავრობა
არის დიდი და ძნელი საქმე და რომ ეპისკოპოსი უნდა იყოს შემკული მრავალგვარი კარგი ღირსებით,
მაგრამ რადგანაც ეს ღმერთმა ინემე უღირსი მონა ღვთისა სავსებით მოჩილებას ვაცხადებ
და დიდ მადლობას შევწირავ უფალსა ღმერთსა ჩვენსა ჩემდამი დიდი მოწყალებისათვის...“
1958 წელს ეპისკოპოსი ნაომი ჯილდოვდება ჯვრით კოს პატრიარქ მელქისედეკ III—ის მიერ
მისი მღვდელმთავრად დანიშვნის შემდეგ და მანამდეც
მასზე არაერთხელ მომხდარა სასტიკი თავდასხმა, დევნა და დარბევა, თუ ტაძარში და თუ სახლში
მისთვის უცნობი პირების მიერ... ამის გამო ის თხოვნით მიმართავს კათოლიკოს პატრიარქს
მელქისედეკ III—ს: „ვინაიდან ეს შესაძლოა კიდევ განმეორდეს, მარცხის აცილების მიზნით,
ვითხოვ ლოცვა–კურთხევას, რათა ღამისთევის ლოცვაზე ამ ზამთარს მაინც არ წავიდე საკათედრო
ტაძარში, არამედ დამშვიდებულად ვილოცო ჩემს კელიაში“, რაზეც თანხმობა მიიღო. ამ ფაქტით
შეწუხებული მიტროპოლიტი ეფრემი წერდა მას: „არ დაგიმალავ, ნამეტანად დამწუხრებული ვარ
ჩვენი დღევანედელი გარემოებით და მდგომარეობით. ამდენი განკვეთილი ზედ დაერთო მთელ
ამიერკავკასიაში. იყავი ჯანმრთელი და მრავალჟამიერი მაგ კუთხის საიმედოდ...“ ამასთანავე,
ქუთათელ–გაენათელი ეპისკოპოსი ნაომი წერს: „ქუთაისში, პეტრე–პავლეს ტაძარში, კარგა
ხანია დაიწყო შფოთი და ეკლესიისათვის დიდად საზიანო მდგომარეობა (არ იფიქროთ, რომ ეს
ხდებოდეს გა- რეშე ვისმესაგან...). საქმის გასაშუქებლად ბევრი ფრიად მნიშვნელოვანი
საბუთი მოიპოვება. ბევრმა იცის, რა მოუვიდა მიტროპოლიტ ეფრემს, ერთი უღირსი დედაკაცი
შეუვარდა ღვთისმსახურების დროს და მისი მოკვლა უნდოდა. ღვთის მადლით, ის ცოცხალი დარჩა,
ასევე მიტროპოლიტ გაბრიელს მსახურების დროს შეუვარდნენ და ჩაქოლავდნენ საკურთხეველში,
რომ არ მოესწრო შესვლა, მე კი რამდენი შეწუხება მომაყენეს თუ უსახელო წერილებით, თუ
ჩემი ოჯახის წევრებისადმი დამუქრებით და თუ სხა ბევრი რამით...“ „1957 წლის 7 იანვრიდან
ე.ი. ჩემი მღვდელ—მთავრად კურთხევის დღიდან საშინელ დევნილ და ტანჯულ მდგომარეობაში
ვიმყოფები. არ მქონია საშუალება, რომ დამშვიდებულად შემესრულებინოს წირვა და ლოცვა
და ეს როგორი ღვთისმსახურებაა, როცა მღვდელმთავარი იმის ფიქრშია, თუ როდის ესვრიან
მას, ანდა ცივი იარაღით გამოასალმებენ წუთისოფელს“. თუმცა ბევრი, სინდისის ქეჯნით შეწუხებული
მოგვიანებით მივიდა და პატიება ითხოვა მისგან თავისი უგუნური საქციელის გამო და ევედრა
შეენდო ცოდვა. მიტროპოლიტი _ ნაომი ბევრს უყვარდა. მღვდელ ი. ჭკადუს წარმოთქმულ სიტყვაში
ვკითხულობთ: „ბავშვობიდან იყავით მორწმუნე, თავმდაბალი, ყველასათვის საყვარელი, საუკეთესო
მწიგნობარი, მცოდნე საეკლესიო წესებისა და დაუზარელი ეკლესიის მსახური. იშვიათად მოიპოვება
ისეთი ადამიანი, რომ თქვენი აუგი თქვას, თუ იგი ბოროტების და სიხარბის შხამით არ არის
გაჟღენთილი. უწმინდესი პატრიარქი კალისტრატე დიდ იმედს ამყარებდა თქვენზე და დიდად
გაფასებდა. უწმიდესი კათლიკოს–პატრიარქი მელქისედეკი გიცნობთ, როგორც სპეტაკ და წმინდა
ცხოვრების მატარებელს. დღეს ქუთათელ—გაენათის ეპარქიის საყვარელი მღვდელმთავარი ბრძანდებით,
საუკეთესო წირვა—მლოცველი, მცოდნე საეკლესიო წესებისა, დინჯი, ყველასათვის კეთილი,
კარგი მქადაგებელი და ღვთის ღრმა მორწმუნე“. მელქისედეკ III-ის ანდერძით, თავის შემცვლელად
ნაომს ტოვებდა, რაზედაც ამ უკანასკნელმა კატეგორიული უარი განაცხადა. არგუმენტად არასაკმარისი
განათლება მოიყვანა, „სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ტახტი უხერხულია ჩემი
განათლების მქონე ადამიანს ერგოს, როდესაც არის უფრო განათლებული — ის ეფრემს გულისხმობდა,
რომელსაც სასულიერო ხარისხიც ჰქონდა. ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთი არქივშიც მოიპოვება.
1964 წელს სრულიად საქართველოს კათლიკოს–პატრიარქ ფრემ II-ის მიერ ეპისკოპოსი ნაომი
დიდი ხნის საეკლესიო ღვაწლის და სამსახურისათვის წმინდა ნინოს მესამე ხარისხის ორდენით
ჯილდოვდება, ხოლო 1967 წელს კი მიტროპოლიტის პატივით, როგორც სამიტროპოლიტო ეპარქიის
მმართველი და როგორც სრულიად ღირსეული პირი ამ პატივისა და თანამდებობისა. ეფრემ
II მას წერს: „შენ ერთს გაქვს უფლება ცოდვების მოკითხვისა და ბედნიერი ვართ, რომ შენ
ამას არ აკეთებ, ბედნიერი ვართ, რომ შენ არ იცი ზედმეტი თქმა, ის, რაც შენ იცი, რომ
გეთქვა, ვინ იცის, შეიძლება წარღვნაც მოსულიყო“. მეუფე ნაომის საუბრების უმთავრესი
თემა იყო ბედნიერება, სიკეთე, სიყვარული. თავის სამწყსოს შთააგონებდა, რომ ადამიანი
ბედნიერი იქნება, თუ ყველა სურვილი აუსრულდება, მაგრამ უფრო ბედნიერი იქნებოდა, კმაყოფილი
რომ ყოფილიყო ღვთის ნაბოძებით, ბევრს ქადაგებდა ოჯახსა და მის სიწმინდეზე. დიდი ამაგი
გაუწევია მეუფე ნაომს მოწამეთას მონასტრისათვის. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა
წმინდა დავით და კონსტანტინეს სავანეს: გაუყვანია გზა, აუგია საეპარქიო სახლი, დაუწესებია
მატარებლის გაჩერება, მოუწყვია და მოუწესრიგებია მთელი მონასტერი. მიტროპოლიტი ნაომი
მძიმედ დაავადდა. მას განგრენის დიაგნოზი დაუდგინეს. გადარჩენის ერთადერთი..
13
საპატრიარქოს უწყებანი N13 16-22აპრილი 2009წ გვ.9
ხელდასხმა
29
მარტს გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში გურჯაანისა
და ველისციხის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ლეჟავამ) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო
აკადემიის III კურსის სტუდენტი ვლადიმერ ვახტანგაძე. დიაკონი ვლადიმერი სიონის ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურად დაინიშნა.
***
29
მარტს ნინოწმიდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმიდის
ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული
გურამ გამცემლიძე. დიაკონი გურამი დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის
ტაძრის ღვთისმსახურად დაინიშნა.
***
29
მარტს ახალციხის წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა
და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო
სემინარიის III კურსის სტუდენტი ლევან ჟღენტი. დიაკონი ლევანი თბილისის ყოვლადწმინდა
სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურად და- ინიშნა.
13-1
საპატრიარქოს უწყებანი N13 16-22აპრილი 2009წ გვ.10
ხელდასხმა
***
5 აპრილს
ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის დიაკონს გიორგი
სახვაძეს. მღვდელი გიორგი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
***
5 აპრილს
ახალციხის წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაოკლარჯეთის
მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძემ) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების
სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკონს თეოდორე ნადაშვილს.
***
5 აპრილს
რუსთავის წმინდა კეთილმსახური მეფის ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში
ცურტავის ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელმა) დიაკვნად აკურთხა გიორგი ალიაშვილი. დიაკონი
გიორგი რუსთავის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
***
7 აპრილს
რუსთავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესიაში ცურტავის ეპისკოპოსმა
იოანემ (გამრეკელი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული
შოთა გიგაური და სახელად გაბრიელი უწოდა. დიაკონი გაბრიელი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო
ტაძარში იმსახურებს.
***
7 აპრილს
ბარაკონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ნიკორწმიდელმა მიტროპოლიტმა
ელისემ (ჯოხაძემ) დიაკვნად აკურთხა თორნიკე გეგეშიძე.
***
12
აპრილს რუსთავის წმინდა კეთილმსახური მეფის ვახტანგ გორგასლის სახელობის საკა- თედრო
ტაძარში ცურტავის ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელმა) დიაკვნად აკურთხა ლევან ჯანაშია.
დიაკონი ლევანი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
დაჯილდოება
***
5 აპრილს
თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სასულიერო პირები დააჯილდოვა.
კერძოდ, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის სამღვდელოება:
მღვდელ-მონაზონი
ზაბულონი (კვირკველია) — ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; ჯვრითა და იღუმენის წოდებით;
მღვდელ-მონაზონი ბიძინა (ქობალია) ― ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; მღვდელ-მონაზონი
პიმენი (ქარდავა) — ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; ბერ-დიაკონი გიორგი (გურჩიანი)
— არქიდიაკონის წოდებით. მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: თბილისის ყოვლადწმინდა
სამების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური დეკანოზი იოანე გივიშვილი მიტრით; გლდანის
„ლომისის“ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი დავით დათუაშვილი ოქროს ჯვრითა
და დეკანოზის წოდებით; გლდანის „ლომისის“ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი
ირაკლი კუთხაშვილი — ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; ფონიჭალის დასახლებაში მდებარე
153 საშუალო სკოლაში არსებული წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამლოცველო სახლის წინამძღვარი
მღვდელი გიორგი გუგენიშვილი ― ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.
***
7 აპრილს
თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა
შემდეგი სასულიერო პირები: ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური,
დეკანოზი იაკობ აბაშიძე მიტრით; ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის
მღვდელმსახური, დეკანოზი თეოდორე გოგოლაძე
მიტრით; ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური,
მღვდელი თეიმურაზ თათარაშვილი — ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; ყოვლადწმინდა სამების
სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი არჩილ ავანაშვილი ოქროს ჯვრითა
და დეკანოზის წოდებით; ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური,
დიაკონი მირიან სხირტლაძე პროტოდიაკონის წოდებით.
***
12
აპრილს თბილისის ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
ხარების სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და
უნეტარესმა ილია II-მ შემდეგი სასულიერო პირები დააჯილდოვა: წმინდა ალექსანდრე ნეველის
სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი) — მეორე გამშვენებული
ჯვრით, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი
ირაკლი ჭინჭარაული – ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.
12-4
საპატრიარქოს უწყებანი N12 3-9აპრილი 2009წ გვ.20
ქუთათელ-გაენათელი
მიტროპოლიტი ნაომი (შავიანიძე) 1889-1969
დაბადებიდან
140 და გარდაცვალებიდან 40 წელი. (დასასრული)
...
გზა კიდურის ამპუტაცია იყო, რაზედაც მან უარი განაცხადა, ― ღმერთთან სამსჯავროზე ცალი
ფეხით როგორ წარვდგეო. 1969 წლის 3 მარტს პეტრე–პავლეს ტაძრის ზარებმა ქუთაისის მორწმუნეებს
ამცნო, რომ მიტროპოლიტი ნაომი გარდაიცვალა. იგი პეტრე–პავლეს ტაძარში დაკრძალეს. მწირველნი
იყვნენ და წესის აგების საიდუმლო შეასრულეს კათოლიკოს–პატრიარქმა ეფრემ II—მ, ცხუმ-აფხაზეთის
ეპისკოპოსმა ილიამ, ამჟამად სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, თბილისისა და
ქუთაისის სამღვდელოებამ, მცხეთის სასულიერო სემინარიის სტუდენობამ. გარდაცვალების მეორე
დღეს ბათუმიდან ეფრემ II—მ დეპეშა გამოგზვნა: „ჩემი უძვირფასესი ნაომის გარდაცვალების
გამო, ვერ მოგახსენებთ სამძიმარს, რადგან ყველამ მე უნდა მითხრას სამძიმარი...“ ყველაზე
ხშირად თურმე მიტროპოლიტი ნაომი იმეორებდა ფრაზას, რომ სიცოცხლე წუთისოფელია, რომელიც
ერთი ოთახის ორ კარშორისაა მოქცეული. უნდა ეცადო, ეს მონაკვეთი ჭუჭყიანი ფეხებით არ
გაიარო, რათა ცუდი ნაკვალები არ დატოვოო. როდესაც მას ეკითხებოდნენ: „მამაო, ღმერთი
გწამს?“ — მშვიდად პასუხობდა „როგორ შეიძლება მთელი ცხოვრება ემსახურო იმ საქმეს, რომელიც
არ გწამს?!“ სიკვდილის წინ მეუფე ნაომმა თავის ვაჟს სთხოვა, თუ შესაძლებელი იქნებოდა,
მისთვის ჩამორთმეული საეკლესიო წიგნები „ჩეკადან“ წამოეღო.. ოთარმა ქუთაისის სუკს მიაკითხა
და ძნელი მისახვედრი არაა, რა პასუხსაც მიიღებდა. გავიდა დრო და ოთარ შავია- ნიძის,
უკვე წყალტუბოს კურორტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის კაბინეტში შემოვიდა მღვდელი და
მეუფე ნაომის წიგნები მოიტანა. ღიმილით ჰკითხა „ვერ მცნობ?“ — მე ის ჩეკისტი ვარ, მეუფე
ნაომი დასაკითხად რომ დამყავდა.“ ის, ვისაც სარწმუნოებისა და ღვთისმსახურების ამოძირკვა—განადგურება
ევალა, თავად მოექცა ნაომის ღვთიური გავლენის ქვეშ.
13-2
საპატრიარქოს უწყებანი N13 16-22აპრილი 2009წ გვ.17
დეკანოზი
დავით ღამბაშიძე 1941-1910
დეკანოზი
დავით ბესარიონის ძე ღამბაშიძე 1841 წელს იმერეთში, შორაპნის მაზრაში, მღვდლის ოჯახში
დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში, მამის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო. შემდეგში
იგი ასე იგონებდა ამ ამბავს: „მამაჩემმა დააწყებინა საღმრთო და საეკლესიო წერილის კითხვა
ჩემს ორ უფროსს ძმას. როდესაც ისინი კარგად კითხვას შეეჩვიენ, შემდეგ მათ დააწყებინა
საზეპირო სწავლება. იმ დროს, როცა ჩემი ძმები თავს აკლავდნენ სერობის ლოცვის ზეპირად
დასწავლას, მე თავისუფლად ვთამაშობდი. როცა ძმები ზეპირობდნენ, მე მათ ყურს ვუგდებდი
და ზოგიერთ ადგილებს ლოცვებიდან ვიხსომებდი. არასოდეს არ ყოფილა ისეთი დღე, რომ განსვენებულ
მამაჩემს სერობის ლოცვა არ შეესრულებინოს ნავახშმებს. მწუხრი და ცისკარი ხომ იშვიათი
დღე იქნებოდა, რომ არ შეესრულებინა, მწირველიც რომ არ ყოფილიყო მეორე დღეს. სერობის
ლოცვას ჩემს ძმებს აკითხებდა. ხშირად, როცა ძმებს შეეშლებოდათ საზეპირო და შეჩერდებოდნენ,
მე ვუსწორებდი ხოლმე, რადგან მათ კითხვაში მე ზოგიერთი ადგილები ზეპირად დავისწავლე.
ძლიერ უკვირდათ განსვენებულ ჩემს მშობლებს ეს და ჩემს ძმებს შენიშვნას აძლევდნენ, თქვენ
კითხვაში ეს ზეპირად სწავლობს, როდესაც ჯერეთ „ანბანი“ არ იცისო.“ 1855 წელს უკვე მოზრდილი
დავითი მამამისმა ქუთაისში ჩაიყვანა და სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, რომლის დასრულების
შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. 1867 წლის 10 ნოემბერს გარდაიცვალა
მამა, მღვდელ ბესარიონი და იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დავითი დიაკვნად
აკურთხა, ერთ კვირაში კი მღვდლად დაასხა ხელი და ფუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის
13-4
საპატრიარქოს უწყებანი N13 16-22აპრილი 2009წ გვ.18
დეკანოზი
დავით ღამბაშიძე 1941-1910 (გაგრძელება)
წინამძღვრად
განამწესა. 1868 წელს შორაპნის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1868-73 წლებში შროშის
წმინდა გიორგის, 1873-75 წლებში დანაეთის წმინდა გიორგის, 1875-87 წლებში კი ცხრაწყაროს
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიებში მსახურობდა. 1887 წელს ყვირილას წმინდა იოანე
ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა და დეკანოზის წოდება მიენიჭა.
1891 წლის 15 მაისს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1896 წლის 6 მაისს
წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი უბოძეს. 1904 წლის აღდგომას წმინდა სინოდმა მადლობის
სიგელით დააჯილდოვა. 1905 წლის ივნისში ენქერი ეწყალობა. მამა დავითის სახელს უკავშირდება
დაბა ყვირილაში სამრევლოს გახსნა. 1869 წლამდე ამ დასახლებაში არ არსებობდა ეკლესია.
მამა დავითმა მიაქცია ყურადღება ერთ შენობას, რომელიც პურის მაღაზია ყოფილიყო 1868
წლამდე, მაგრამ რადგან მაღაზია სურამში გადაეტანათ, ყვირილაში ეს შენობა გაუქმებული
იყო. მაზრის უფროსის დახმარებით მამა დავითმა სთხოვა კავკასიის მაშინდელ მმართველს,
მის იმპერატორობით უმაღლესობას, დიდ მთავარ მიხეილ ნიკოლოზის ძეს, რომ ეს შენობა დაბა
ყვირილის მცხოვრებთათვის დაეთმოთ უფასოდ, რათა იქ ეკლესია მოეწყოთ. ყველას გასახარად,
მაღაზია ეკლესიის სტილში იყო აშენებული და იგი ადვილად გადაკეთდა ტაძრად. 1870 წელს
მეუფე გაბრიელმა ეს ტაძარი წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობაზე აკურთხა. ყვირილაში
დანიშვნისთანავე მამა დავითმა გადაწყვიტა ახალი ტაძარი აეშენებინა დაბაში, რადგან ძველი,
ხის ტაძარი საკმაოდ მოზრდილ მრევლს უკვე ვეღარ იტევდა. მისი ლოცვა-კურთხევით ადგილობრივმა
მცხოვრებმა, ქველმოქმედმა, მეორე გილდიის ვაჭარმა, გედევან ზურაბის ძე ჩუბინიძემ გამოთქვა
სურვილი, თავისი ხარჯით აეგო შესაფერისი ტაძარი. მეუფე გაბრიელმა დიდი სიხარულით მიიღო
ეს წინადადება და კურთხევაც გასცა ამ დიადი საქმის დაწყებისათვის. 1894 წელს მშენებლობა
დაიწყო. ძველი ხის ეკლესია გადაიტანეს სასაფლაოზე, რომელიც ეკურთხა წმინდა ნინოს სახელზე
და ახალი ქვითკირის ეკლესიის აშენება კი არგვეთის მთავართა, წმინდა დავით და კონსტანტინეს
სახელობაზე გადაწყვიტეს. ტაძრის აშენება 70 ათასი მანეთი დაჯდა. ეკლესიის კედლები მთლიანად
ეკლარის თლილი ქვით იყო აშენებული. 1899 წლის 2 ოქტომბერს მისი კურთხევა, რადგან ეპარქიის
მმართველი, ეპისკოპოსი ლეონიდე უღონოდ ბრძანდებოდა, შეასრულეს ჯრუჭის მონასტრის წინამძღვარმა
არქიმანდრიტმა ნიკიფორემ (კანდელაკი), კვიპროსის კუნძულის კიკოსის მონასტრის არქიმანდრიტმა
მელეტიოსმა, დეკანოზმა დავით ღამბაშიძემ და მღვდელმა ბესარიონ გველესიანმა. ღამისთევით
ცისკარი შეასრულა ბერძენმა არქიმანდრიტმა მელეტიოსმა. წირვაზე რუსულად და ქართულად
გალობდნენ ადგილობრივი და სამრევლო სკოლის შეგირდები ყვირილის სამრევლო სკოლის მასწავლებლის
ლ. კელენჯერიძის ლოტბარობით. „განიცადეზე“ შესანიშნავი სიტყვა წარმოსთქვა ტაძრის წინამძღვარმა,
დეკანოზმა დავითმა. გთავაზობთ პატარა ამონარიდს ამ ქადაგებიდან: „დღე-სასწაულობა მრავალგვარია,
ძმანო ქრისტიანენო, მაგრამ დღევანდელი ჩვენი დღესასწაული, ენკენიობა, ჩვენი ახალი ეკლესიის
კურთხევა, აღემატება ყველა იმ სასიხარულო დღესასწაულებს, რომელთაც ჩვენ ვდღესასწაულობთ
ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში. ჭეშმარიტი ქრისტიანის გული აღვსილია სიხარულით თავისი ეკლესიის
კურთხევის დროს. რატომაა ეს დღე ასე სასიხარულო ყოველთა ქრისტიანეთათვის? იმისთვის,
რომ ეკლესია არის საზოგადო ჩვენი დედა, აღმზრდელი სარწმუნოებასა და კეთილმსახურებასა
შინა დაბადებიდგან სიკვდილამდე. ეკლესია ყოველთვის ცხოველს მონაწილეობას იღებს ჩვენს
არა მარტო სულიერ და სარწმუნოებრივს არამედ საზოგადო შინაურ ოჯახუ ცხოვრების საქმეებშიც.
არც ერთი შემთხვევა არ მოხდება ჩვენს ცხოვრებაში, რომ ლოცვით და ეკლესიის კურთხევით
არ იქნეს დაწყებული. დაგებადა, ვთქვათ მაგალითად — ბავშვი. წმიდა ეკლესიის მოსამსახურე,
შენი სუ- ლიერი მოძღვარი იჩქარის შენი სახლისკენ, რათა მშობიარეს წაუკითხოს ეკლესიისაგან
დაწესებული ლოცვა, უწოდოს სახელი ახლად დაბადებულს და შეავედროს ღმერთს, რომ მან მოუვლინოს
მას მფარველი ანგელოზი. გახდა ვინმე, ძმანო, თქვენ შორის ავად. წმიდა ეკლესია გიგზავნის
შენ მღვდელს და გაძლევს ხორცსა და სისხლსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა, რომელიც გვკურნებს
ჩვენ სულიერად და ხორციელად. შენ გსურს, რომ ჯვარი დაიწერო — წმიდა ეკლესია გაკურთხევს,
როგორც შენ, სასიძოს, ისე შენს მეგობარ სასძლოს და გვირგვინოსან გყოფს სახითა მაცხოვრისათა
ეკლესიასთანა, თქვენთვის გამოითხოვს უფლისაგან კეთილ ცხოვრებასა, მშვიდობასა და სიყვარულსა.
ვინ გაგვაცილებს ჩვენ ამ ქვეყნიდან ცხოვრების დასრულების დროს საიქიოს, თუ არა იგივე
დედა ჩვენი — წმიდა ეკლესია? ყოველივე ჩვენს ცხოვრებაში ეკლესიისაგან იკურთხება: სახლი,
ეზო, აგარაკი, ვენახი, ნაყოფი, წყარო, საჭმელი და სასმელიც. აი, ამისთვის გმართებს,
ძმანო, დიდი სიხარული დღეს, რადგან ეკურთხა ჩვენი ახალი ეკლესია“. მამა დავითი წლების
განმავლობაში ხელმძღვანელობდა იმერეთის ეპარქიის სანთლის ქარხანას, იყო მთავარხუცესი
და სამღვდელოების სულიერი მოძღვარი. 1884-1910 წლებში საქართველოში მამა დავითის რე-დაქტორობით
გამოდიოდა ჟურნალი „მწყემსი“ ქართულ ენაზე და ჟურნალი „პასტირი“ რუსულ ენაზე, სადაც
ქვეყნდებოდა უამრავი სახის საინტერესო სტატია. ჟურნალმა იმთავითვე დიდი სიმპათია და
მოწონება დაიმსახურა როგორც სამღვდელოების, ისე საზოგადოების ყველა ფე- ნაში. იგი იბეჭდებოდა
სოფელ ყვირილაში. დეკანოზი დავითი პირადი სახსრებით გამოსცემდა მას. ღვაწლმოსილი დეკანოზი
1910 წლის 21 დეკემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა. 30 დეკემბერს, დილის ცხრა საათზე
დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი მამა დავითის დაკრძალვაზე. მიცვალებული დიდი ცერემონიით
წაასვე..
13-5
საპატრიარქოს უწყებანი N13 16-22აპრილი 2009წ გვ.19
დეკანოზი
დავით ღამბაშიძე 1941-1910 (გაგრძელება)
..ნეს
სახლიდან წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძარში, წინ უძღოდა მრავალი სამღვდელოება
ორი მღვდელმთავრის — გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ლეონიდესა (ოქროპირიძე) და იმერეთის
ეპისკოპოს გიორგის (ალადაშვილი) წინამძღოლობით. გალობდა ქართული გუნდი განიცადეზე სიტყვები
წარმოსთქვეს მღვდელმა კირილე კელენჯერიძემ და მღვდელმა გიორგი ბაკურაძემ. წირვის შემდეგ,
წესის აგების წინ, სიტყვა წარმოსთქვა მეუფე ლეონიდემ, დეკანოზმა ნიკიტა თალაკვაძემ,
„შინაური საქმეების“ რედაქტორმა მღვდელმა სვიმონ მჭედლიძემ, მღვდელმა კონსტანტინე ანთაძემ,
მღვდელმა ბესარიონ ვაშაძემ, დეკანოზმა იოსებ წერეთელმა, მღვდელმა სერგი მაჭარაშვილმა,
მღვდელმა პარმენ ყიფშიძემ, მღვდელმა იოანე ცქიტიშვილმა, მღვდელმა ალექსანდრე არდიშვილმა
და სხვებმა. სასულიერო პირებმა ვრცლად ისაუბრეს განსვენებულოს მხნე, მედგარ და ნაყოფიერ
სამსახურზე და მის განსაკუთრებულ ღვაწლზე ეკლესიის წინაშე. განსაკუთრებით შთამბეჭდავი
სიტყვები წარმოთქვეს მეუფე ლეონიდემ და დეკანოზმა ნიკიტა თალაკვაძემ. სიტყვების შემდეგ
ანდერძი აუგეს იმავე ეკლესიაში და შემდეგ მიცვალებული წაასვენეს წმინდა ნინოს სახელობის
ეკლესიაში დასაკრძალად. პროცესია ნახევარ ვერსზე გაგრძელდა. სამღვდელოება თავის დაუვიწყარ
მოძღვარს ხელით მიასვენებდა. ხალხთა შორის დეპუტაციებიც იყვნენ სხვადასხვა ქალაქებიდან,
ქართლ-კახეთის და გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამღვდელოებიდან. სამგლოვიარო დეპეშები
და წერილები ხომ ურიცხვი იყო. ნაშუადღევს, სამ საათზე, დეკანოზი დავითი მიასვენეს სასაფლაოზე.
დაკრძალვამდე ერისკაცებმა კიდევ გამოსათხოვარი სიტყვები წარმოთქვეს. მგოსანი აკაკი
წერეთელი მწუხარებას აცხადებდა, რომ, ავადმყოფობის გამო, პირადად ვერ დაესწრო გარდაცვალებული
დეკანოზის დასაფლავებას და თავისი სიტყვა გა_ გზავნა, რომელიც საჩხერის სკოლის მასწავლებელმა
იასონ ღამბაშიძემ წაიკითხა. შემდეგ სიტყვები წარმოთქვეს: ყვირილის მასწავლებელმა ბესარიონ
კელენჯერიძემ, ვარდენ ყიფიანმა, სოსიკო მერკვილაძემ, წერა-კითხვის საზოგადოების ყვირილის
განყოფილების წარმომადგე- ნელმა, ყვირილის საქალებო სკოლის ერთმა მოწაფე ქალმა და სხვებმა.
მოწაფე ქალმა ისეთი გრძნობიერი სიტყვა თქვა, რომ მთელი დამსწრე საზოგადოება ააცრემლა
და ააქვითინა. საქართველოს სამღვდელოების ისტორიაში ჯერ არ მომხდარა სამღვდელო პირის
ასეთი დიდებული და ცერემონიული დასაფლავება, გარდა გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვისა.
თუმცა ის გარემოებაცაა მხედველობაში მისაღები, რომ იმერეთის სამღვდელოებაში დეკანოზ
დავით ღამბაშიძისთანა საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი და გამოცდილი მოძღვარი იშვიათად
თუ მოიძებნებოდა და, შესაბამისად, არავისთვის იყო მოულოდნელი მისი ასეთის პატივისცემა
და დაფასება, როგორც სამღვდელოების, ისე საერო საზოგადოების მხრიდან. მიცვალებულის
დაკრძალვის შემდეგ, ნაშუადღევის ოთხ საათზე, გარდაცვალებული დეკანოზის შვილებმა, ექიმმა
ვახტანგმა და მღვდელმა ქსენოფონტე ღამბაშიძეებმა თავის ოჯახში სადილად მიიწვიეს თავიანთი
კრებულებით ყოვლადსამღვდელონი და მასთან მთელი დამსწრე საზოგადოება, წარმომადგენლები
და დეპუტაციები. დეკანოზი დავითი გახლდათ შესანიშნავი
მქადაგებელი. გთავაზობთ მის წარმოთქმულ ერთ-ერთ ქადაგებას აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით:
ქრისტეს
აღდგომისათვის დეკანოზი დავით ღამბაშიძე
„ჯვარზე
გამსჭვალულმა ქრისტემ სულის განტევების წინად წარმოსთქვა სიტყვა: „აღსრულდა“. ამ სიტყვით
დასრულდა ძველი აღთქმის ისტორია კაცობრიობისა. მაცხოვრისაგან ამ სიტყვის წარმოთქმის
დროს გადატყდა, ესრეთ ვსთქვათ, ღერძი კაცობრიობის ისტორიული ცხოვრების ბორბალისა. ამ
გადატეხით შეიძრა ქვეყანა, და აჰა, მოგვითხრობს მახარებელი: „კრეტსაბმელი იგი ტაძრისა
მის განიპო ორად ზევიდგან ვიდრე ქვედმდე, და
ქვეყანა შეიძრა, და კლდენი განჰსქდენ და საფლავნი აღეხვნენ“. შიში დაეცა ყველას, ყველანი
მოელოდნენ, რომ მიწა შთანთქავს მათ და შეძრწუნდნენ. მაგრამ ცხოველ არს ღმერთი და ცხოველია
სული კაცობრიობისა. ვერ მისწვდება კაცის გონება ღვთის განგებულების საქმეს. სადაც ჩვენ
სიკვდილი გვეჩვენება გამარჯვებულად, იქ იგი დამარცხებულია. თესლი მცენარეთა, როდესაც
იმარხება მიწაში და სრულებით იხრწნება, მაშინ იწყებს და იჩენს სიცოცხლეს. აგრეთვეა
კაცობრიობის ცხოვრებაც. განახლებული ცხოვრება მაშინ იწყება, როდესაც უკანასკნელად იმარჯვებს
სიკვდილი ძველ ცხოვრებაზე. და აი, საშიშარი დროს, წამი ქრისტეს, სოფლის მხსნელის, სიკვდილისა,
რომლიდგანაც იწყება ახალი, გამოცვლილი და განახლებული ცხოვრება კაცობრიობისა. ქრისტე
აღსდგა მკვდრეთით დიდებული სხეულით და მასთან აღადგინა მთელი კაცობრიობა ახალი დიდებული
ცხოვრებისათვის. ისტორია ქრისტეს აღდგომისა საუკუნო წყაროდ დარჩება ახალი ზნეობრივი
დაბადებისა როგორც კერძო პირთა, ისე მთელი ხალხისა და ქვეყნისათვის და წმიდა მოთხრობა
აღდგომაზე არ დაჰკარგავს თავის მნიშვნელობას უკუნითი უკუნისამდე. „ქრისტე აღსდგა!“
— უთხრეს ანგელოზებმა მტირალ მენელსაცხებელ დედათა, რომელნიც მოვიდნენ ქრისტეს საფლავად,
რომ მიეცათ თავის მოძღვრისათვის უკანასკ ნელი ვალი სიყვარულისა და პატივისცემისა, და
ეს სასიხარულო ხმა იმ დროიდგან ვრცელდება თანდათან და გავრცელდება შემდეგშიაც, ვიდრემდის
მთელ ქვეყანაზედ არ მოისმება ეს სადღესასწაულო ღაღადების ხმა და ამ ანგელოზთა ხმაზე:
„ქრისტე აღსდგა!“ ყველასაგან ..
13-6
საპატრიარქოს უწყებანი N13 16-22აპრილი 2009წ გვ.20
დეკანოზი
დავით ღამბაშიძე 1941-1910 (დასასრული)
..ერთითა
პირითა და ერთითა გულითა არ მოისმება მიგემა: „ჭეშმარიტად აღსდგა!“ მართლმადიდებელი
ეკლესია თავის დადგენილობათა და მღვდელმოქმედებათა შინა მშვენიერად და ცხადად წარმოგვიდგენს
ჩვენ ამ ქვეყნიურ ცხოვრების ისტორიულ შეცვლას და ამით გვამცნებს, რომ ყველამ ჩვენ სულიერ
ცხოვრებასა შინა ვიგრძნოთ ის გრძნობანი შიშისა და სასოებისა, მწუხარებისა და მხიარულებისა,
სიკვდილისა და აღდგომისა, რომელიც იგრძნეს ნამდვილად იესო ქრისტეს სიკვდილის და აღდგომის
დროს. ყოველივე ეს გრძნობანი ისე ნათლად და ცხადად არსად არ სრულდება, როგორც დიდ მარხვაში
და განსაკუთრებით ვნების კვირიაკეში. დიდი მარხვა მომასწავებელია ძველი აღთქმისა, როდესაც
ხალხი მოელოდა მაცხო ვარს, სოფლის მხსნელსა. დიდ მარხვაში ჭეშმარიტი ქრისტიანი თანდათან
გრძნობს დიდი მარხვის სიმძიმეს და თანაც მოელის ამ მძიმე მდგომარეობის მალე შეცვლას.
ბუნებაც ამ დროს თითქმის ახლდება. ახლოვდება გაზაფხული. მცენარეები იმოსებიან. ზამთრის
სუდარი ეხდება არემარეს და ყველა სულდგმული რაღაცა სიხარულს გრძნობს. ყოველივე ამის
მხილველი კაცის გულში თანდათან ღვივდება და ძლიერდება რაღაცა გამოუთქმელი სიხარული
და სასოება ბრწყინვალე დღესასწაულის მოლოდინისა. მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ჩვენგანს
არ შეუძლია იგრძნოს ეს სიხარული და ნეტარება. ვის შეუძლია დასტკბეს საჭმლის გემოთი?
ვისაც უმარხულია და შიმშილი უგრძვნია. ვის შეუძლია ბედნიერება იგრძნოს? ვისაც უბედურება
გამოუცდია. ამისთვის წმიდა ეკლესიამ დაადგინა ვნების კვირიაკეში დროის შესაფერისი მღვდელ-მოქმედებანი,
რომელთაც გრძნობაში მოჰყავთ ყველანი, აფიქრებს მათ თავის ცხოვრებაზე და, რაც უნდა გაფანტული
იყოს კაცი, მაინც აფიქრებს მას, ერთის მხრით, თავის სინდისზე და ეს დაფიქრება ატყობიებს
მას თავის ზნეობით დაცემას, ხოლო, მეორეს მხრით, ამცნებს კაცს მაცხოვრისაგან კაცობრიობისათვის
შეწირული მსხვერპლის სიდიდეს. ნეტავი იმ კაცს, რომელსაც ყველა ეს უგრვძნია და ეკლესიის
ყოველივე დადგენილებანი მტკიცედ აღუსრულებია! მხოლოდ ამგვარ კაცს შეუძლია იგრძნოს ის
ჭეშმარიტი გულის მხიარულება, რომელსაც გრძნობს კაცი აღდგომის დღეს. იმათ კი, რომელნიც
თავის თავს და სვინდისს არ გამოცდიან, არ იციან, რა არის ზომიერი ჭამა და მარხულობა,
არ დადიან ეკლესიაში ვნების კვირიაკეში და არც შინ კითხულობენ სახარებას, არ შეუძლიათ
იგრძნონ ჭეშმარიტი სიხარული დღესასწაულისა. ქრისტეს დროს თორმეტ მოციქულში მხოლოდ იუდა
შეიქმნა ქრისტეს გამცემელი. დღეს ამდენ ქრისტიან ხალხში, რასაკვირველია, არა ერთნი
მოინახებიან იუდას თანაზიარნი. ზოგიერთნი ჩვენგანი იწოდებიან ქრისტიანებად, მაგრამ
საქმით სრულებით არ გვანან ქრისტიანეთა.. მათი სარწმუნოება დამდაბლებულია და მოქმედება
გაცუდებული და დაუვიწყებიათ მათ მაცხოვრის მცნება, რომელიც ბრძანებს: „შეიყვარე უფალი
შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა. შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა
თავი თვისი“. ქრისტე აღსდგა და ვისურვოთ, რომ აღსდგეს ჩვენში დაცემული სარწმუნოება
და ზნეობა. „ქრისტე აღსდგა!“
15საპატრიარქოს
უწყებანი N15
7-13მაისი 2009წ გვ.11
ხელდასხმა
5 აპრილს
საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში ცხუმ-აფხაზეთის, ცხუმ-აფხაზეთის
მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის
III კურსის სტუდენტი გიორგი გოგესაშვილი. დიაკონი გიორგი ყოვლადწმინდა სამების სახელობის
საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
***
11
აპრილს გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში გურჯაანისა
და ველისციხის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ლეჟავა) მღვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების
სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვან კახაბერ ქუბიაშვილს. მღვდელი კახაბერი თბილისის
წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში (ვერაზე) იმსახურებს.
***
11
აპრილს გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში გურჯაანისა
და ველისციხის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ლეჟავა) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო
სემინარიის III კურსის სტუდენტი ზაქარია შონია. დიაკვანი ზაქარია ქაშვეთის წმინდა გიორგის
სახელობის ეკლესიაში იმსახურებს. 12 აპრილს გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების
სახელობის მონასტერში გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ლეჟავა) მღვდლად
დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვან კახაბერ ფირანიშვილს.
მღვდელი კახაბერი თბილისის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში იმსახურებს.
***
12
აპრილს გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში გურჯაანისა
და ველისციხის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ლეჟავა) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო
სემინარიის III კურსის სტუდენტი იოანე წუწუნავა.
დიაკონი იოანე ვარკეთილის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში იმსახურებს.
***
16
აპრილს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში
შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) დიაკვნად აკურთხა ამავე ტაძრის მედავითნე
თამაზ გოგოტიშვილი და სახელად თომა უწოდა. დიაკონი თომა ოზურგეთის საკათედრო ტაძარში
იმსახურებს.
***
18
აპრილს ოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა
(კიკვაძე) დიაკვნად აკურთხა ბათუმის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული და ოზურგეთის
საკათედრო ტაძრის მედავითნე ზაქარია თხილაიშვილი. დიაკონი ზაქარია ოზურგეთის საკათედრო
ტაძარში იმსახურებს.
დაჯილდოვება
26
აპრილს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიტროპოლიტის წოდება მიანიჭა მარგვეთისა და უბისის
მთავარეპისკოპოს ვახტანგს (ახვლედიანი).
16
საპატრიარქოს უწყებანი N16 21-28მაისი 2009წ გვ.10
ხელდასხმა
10
მაისს ნინოწმიდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმიდის
ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის II კურსის
სტუდენტი დავით გელბახიანი. დიაკონი დავითი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო
ტაძარში იმსახურებს.
***
11
მაისს ნინოწმიდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმიდის
ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) მღვდლად დაასხა ხელი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის
ეკლესიის დიაკვანს გიორგი წეროძეს. მღვდელი გიორგი კარის წმინდა გიორგის სახელობის
ეკლესიაში იმსახურებს.
დაჯილდოება
14
მაისს, პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის პირველ წირვაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმსახურნი:
ბერლინის წმინდა მღვდელმოწამე კირიონის სახე- ლობის ეკლესიის წინამძღვარი (გერმანია),
არქიმანდრიტი ლაზარე (სამადბეგიშვილი) — მეორე გამშვენებული ჯვრით; კანის წმინდა ნინოს
სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (საფრანგეთი), იღუმენი ისააკი (ფირცხალავა) — არქიმანდრიტის
წოდებით; ბრიუსელის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (ბელგია), იღუმენი
დოსითე (ბოგვერაძე) — არქიმანდრიტის წოდებით; ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის
წინამძღვარი (ესპანეთი) იღუმენი ლუკა (ფალავანდიშვილი) — არქიმანდრიტის წოდებით; დიუსელდორფის
წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მღვდელ-მონაზონი ისე (გელაშვილი)
ჯვრითა და იღუმენის წოდებით; (გერმანია), ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით. ვიტორიის
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (ესპანეთი), მღვდელ-მონაზონი სერაპიონი
(გრიგალაშვილი) — ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის
ეკლესიის წინამძღვარი (საფრანგეთი), მღვდელ-მონაზონი ანტონი (კანდელაკი) — ოქროს ჯვრითა
და იღუმენის წოდებით.
16-1
საპატრიარქოს უწყებანი N16 21-28მაისი 2009წ გვ.18
იღუმენია
ათანასია (სალაყაია) (1849-1903)
იღუმენია
ათანასია — ერში, აღათი სალაყაია 1849 წელს, სამეგრელოში, აზნაურის ოჯახში დაიბადა.
XIX საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში მონაზვნად შედგომის სურვილმა ახალგაზრდა აღათი
იმჟამად ახლადდაარსებულ თეკლათის დედათა მონასტერში მიიყვანა. აქ მან საფუძვლიანად
შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი. მალე იგი წინამძღვარმა მორჩილის
კაბითაც შემოსა. თავად თეკლათის დედათა მონასტრის დაარსების ისტორიას ჟურნალი „მწყემსი“
1891 წლის მაისის ნომერში ასე მოგვითხრობს : „იმ ადგილას, სადაც ეს მონასტერია აშენებული,
ძველ დროში საგაზაფხულო
16-2
საპატრიარქოს უწყებანი N16 21-28მაისი 2009წ გვ.19
იღუმენია
ათანასია (სალაყაია) (1849-1903)(გაგრძელება)
სადგომები
იყო ხობის მონასტრის განსვენებულ წინამძღვართა. მათ ჰქონდათ აქ პატარა სამლოცველო და
საცხოვრებელი სახლი. სამლოცველო იყო ძალიან პატარა. ამ რამდენიმე წლის წინათ ამ ადგილას
მარტო სამლოცველოღა დარჩა. 1865 წელს ზედა თეკლათის მთავარანგელოზთა ეკლესიის გალავანში
დაბინავდა აწ უკვე განსვენებული სალომე თავ- დგირიძის ასული, რომელსაც თან ახლდა ერთი
მონაზონი და ერთი მო-სამსახურე. სალომე თავდგირიძის ასულმა აქ ააშენა ქვითკირის შენობა,
შეკრიბა მონაზვნები და იწყეს მოღ-ვაწეობა. მონაზვნები ღარიბულად სცხოვრობდნენ, რადგან
მათ ნივთიერი დახმარება არავისგან არ ეძლეოდათ. ამ მდგომარეობაში იყვნენ ისინი, სანამ
სამეგრელოს ეპარქია არ ეწერა დროებით იმერეთის ეპარქიას. შემდეგ სამეგრელოში მობრძანდა
მისი ყოვლადუსამღვდელოესობა იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი. მისმა მეუფებამ დაათვალიერა
როგორც პირველის, ისე ამ ახალი მონასტრის ადგილები, შეიტყო მონაზვნების ღარიბული მდგომარეობა.
მისმა მეუფებამ ურჩია თავდგირიძის ასულს იმ ადგილს გადასვლა, სადაც აგებულია დღეს თეკლათის
დედათა მონასტერი. მწყემსმთავარმა გაბრიელმა გაამხნევა მონაზვნები და აღუთქვა მათ შემწეობა.
თავდგირიძის ასული, თანახმად ყოვლადსამღვდელო გაბრიელის ლოცვა-კურთხევისა, გადავიდა
ნაჩვენებ ადგილზე, ამრავლა მონაზონთა რიცხვი, გაუკეთა მათ ბინა და შემდეგ შეუდგა შემზადებას
მონასტრის ასაშენებლად. რამდენიმე წლის შემდეგ თავდგირიძის ასული გადაყვანილ იქნა მღვიმევის
დედათა მონასტერში, სადაც გარდაიცვალა კიდეც. ამ დედათა მონასტერში თავდგირიძის ასულის
მაგივრად დარჩა გამგებლად და უფროსად იღუმენია
ათანასია (სალაყაია), რომელიც გულმოდგინედ შეუდგა საჭირო მასალის შეგროვებას. მან მიმართა
სხვადასხვა პირებს და სთხოვა შემწეობა. გააგზავნა ორი მონაზონი გულქან და მაია შეწირულობათა
შესაკრებად. ამ დედებმა თავისი მეცადინეობით შეაგროვეს დიდძალი ფული მონასტრისათვის
და სხვა მრავალი საჭირო ნივთი. ამავე დროს, სხვა მონაზონნიც ცდილობდნენ შეწირულობათა
შეკრებას და მათი თავდადებული მეცადინეობის ნაყოფია დღეს ამ მშვენიერ ადგილს აგებული
დედათა მონასტერი, აშენდა ეკლესია და საცხოვრებელი სახლები. მონასტრის ეკლესიის კურთხევის
დროს აღმოჩნდნენ მრავალნი პირნი, რომელთაც მიაქციეს ყურადღება მონასტრის ნაკლულევანებას
და, შეძლებისდაგვარად, არ დაიშურეს შეწირულებანი. სხვათა შემწირველთა შორის, დეკანოზმა
დავით ღამბაშიძემ შესწირა მონასტერს კანკელის ხატები“. 1878 წლის 2 მაისს იმერეთის
ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) თეკლათის მონასტრის წინამძღვარი მონაზონი სალომე (თავდგირიძე)
იმერეთში, მღვიმევის დედათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანა დამის მაგივრად სავანის
დროებითი მმართველობა მორჩილ აღათიას დაევალა. 1885 წლის 13 სექტემბერს თეკლათის მონასტრის
დედათა კრებულმა მორჩილი აღათია წინამძღვრად აირჩია, რაც თავისი ლოცვა-კურთხევით დაადასტურა
მეუფე გაბრიელმაც. 1886 წლის 1 აგვისტოს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი)
იგი მონაზვნად აღკვეცა და სახელად ათანასია უწოდა. 1899 წლის აღდგომას იღუმენიას წოდება
მიენიჭა. იღუმენია ათანასია 1903 წლის 5 აპრილს მოულოდნელად გარდაიცვალა. ქართული ეკლესიისათვის
დიდი დანაკლისი იყო მისი უდროოდ გარდაცვალება. გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვრცელი ნეკროლოგი,
სადაც კარგად არის აღწერილი დედა ათანასიას დამსახურებანი დედა ეკლესიის წინაშე: „ისედაც
შემცირებულ და დაბეჩავებულ სულიერ მოძღვართა კრებულს მრავალ წამებულ საქართველოს ეკლესიისას
ამ დღეებში კვლავ გამოაკლდა ერთი სამაგალითო, მტკიცე და მხნე მუშაკი სარწმუნოება-ზნეობის
ასპარეზზე. ოთხშაბათს, 9 აპრილს, თეკლათის დედათა მონასტრის დათა კრებული გლოვითა და
ზარით სამუდამოდ გამოეთხოვა თავისს სათაყვანებელ წინამძღვარს, იღუმენია დედა ათანასიას,
რომელიც კრებულისა და განსვენებულის ნათესავთა თხოვნის თანახმად, ყოვლადსამღვდელო გურია-სამეგრელოს
ეპისკოპოსის ალექსანდრეს ნებართვით, დაკრძალულ იქნა მონასტრის ტაძარში. ჩვენს გაფუქსავატებულ
დროში, როდესაც ერის კაცნი კი არა, სამღვდელოების წარმომადგენელნიც კი გულგრილად ეპყრობიან
საქართველოს ეკლესიის წარსულის ისტორიას და აწმყო-მომავლის ბედ-იღბალს, საკვირველი
არ არის, რომ ბევრმა ქართველმა არც კი იცოდეს თეკლათის დედათა მონასტრის არსებობა ჩვენში.
ეს მით უფრო საფიქრებელია, რომ თეკლათის მონასტერი შედარებით დიდი ხნის დაარსებული
არ არის. თუმცა ახალია ეს მონასტერი, მაინც მის ზღუდეთა შორის ოთხმოცზე მეტი დათა კრებული
იფარავს თავს. წინამძღვარი ამ რიცხვ-მრავალ კრებულისა, აწ განსვენებული იღუმენია ათანასია,
იყო ასული სენაკის მაზრის სოფელ თეკლათის აზნაურ სალაყაიასი. მამის სიკვდილის შემდეგ
ახალგაზრდა აღათი იზრდებოდა ერთს ახლობელ ნათესავის ოჯახში, სადაც შეისწავლა ქართული
წერა-კითხვა, თავიდგანვე ეტყო..
16-3
საპატრიარქოს უწყებანი N16 21-28მაისი 2009წ გვ.20
იღუმენია
ათანასია (სალაყაია) (1849-1903)(დასასრული)
..
ბოდა მისწრაფება განდეგილობისადმი და როცა ოცი-ოცდა ხუთი წლისა შესრულდა, კიდეც განშორდა
ამ წუთის სოფლის ამაოებას, ჰპოვა-რა თავშესაფარი თეკლათის სოფლის ძველად ყოფილ პატარა
სამრევლო ეკლესიაში, რომელიც იმ ხანად უკვე გაუქმებული იყო, როგორც სამრევლო ეკლესია
და გადაქცეული იყო განდეგილ დათა სამლოცველო-სავანეთ. ამ სავანეს მაშინ უფროსობდა დედა
სალომე (თავდგირიძის ასული). იმ დღიდგან მოკიდებული განსვენებული იღუმენია შეუდგა სულის
განმტკიცებას ღვთის ვედრებით და საღმრთო წერილის კითხვით და ამ ხანად იმდენად განსწავლული
ქართულ საღმრთო წერილში, რომ ამ მხრივ ცნობილი შეიქმნა სასულიერო მთავრობისაგან, როგორც
ერთი საუკეთესოთაგანი განა მარტო ამ მხრივ! ცნობილი იყო აგრეთვე როგორც დამაარსებელი
და გამამშვენებელი თეკლათის დედათა მონასტრისა, შემომკრები მრავალ რიცხოვან დათა, საუკეთესო
ადმინისტრატორი დედათა მონასტრის მართვა-გამგეობაში და ამასთანავე უანგარო, შორს გამჭვრეტი
და უსათნოესი ადამიანი. საკმარისია მარტო ერთი თვალი გადაავლოს კაცმა ახლა თეკლათის
დედათა მონასტერს, რომ დარწმუნდეს, რა დიდის ჭკუისა და ენერგიის პატრონი იყო დედა ათანასია,
რომელმაც არა რაისაგან ოცდახუთი წლის განმავლობაში შეჰქმნა მონასტერი, რომლის ქონება
დღეს რამდენიმე ათი-ათასი მანეთი ღირს. სხვა რომ არა იყოს რა, მარტო ტაძარი და სასკოლე
შენობა 60 000 მანეთია დამჯდარი. ორ სართულიან ძვირფას ქვის შენობაში მოთავსებულია
ორკლასიანი საქალებო სკოლა, სკოლის ეკლესია და მრავალი ოთხი სხვადასხვა დანიშნულებისათვის.
შარშან სარევიზიოდ მოსულმა სკოლას მალე ოთხ-კლასიანად გადაკეთება აღუთქვა და წელს იანვრიდგან
სკოლის შესანახავად 2 000 მანეთი გამოუთხოვა სათანადო მთავრობისაგან. მონასტრის დიდ
ტაძარში ყოველ დღე გაისმის სულის დამატკბობი, შეწყობილი ქართული გალობა მონასტრის დათა
და აი, ყოველივე ეს, შექმნა მარ- ტოოდენ დედა ათანასიამ ოც-ოცდახუთი წლის დაუცხრომელი
შრომითა და მეცადინეობით. ასეთი დაუღალავი მუშაკი სამშობლო ეკლესიისა, ჯერ კიდევ მხნეობით
და სიცოცხლით სავსე, სულ 52 წლის ადამიანი, ვნების კვირაში, 5 აპრილს წუთისოფელს გამოესალმა.
განსვენებულის დაკრძალვის დღეს, 9 აპრილს, მონასტერში მწირველი ბრძანდებოდა ყოვლადსამღვდელო
ალექსანდრე კრებულით და დიდძალი სამღვდელოების თანამსახურებით. წირვას აუარებელი საზოგადოება
დაესწრო და, თუ ცუდ ტაროსს ხელი არ შეეშალა, მიცვალებულის ნათესავთა და პატივის მცემელთა
რიცხვი ბევრად უფრო მეტი იქნებოდა. წირვის შემდეგ ყოვლადსამღვდელომ მიმართა განსვენებულს
მოკლე, მაგრამ გრძნობით სავსე სიტყვით. სიტყვა ისე ბუნებრივად და გრძნობით იყო წარმოთქმული,
რომ არამც-თუ დამსწრენი, თვით ყოვლადსამღვდელოც კი აატირა. ვრცელი სიტყვა წარმოსთქვა
სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორმა მღვდელ-მონაზონმა დავითმა (კაჭახიძე).
თავის სიტყვაში მამა დავითმა ვრცლად განმარტა ის ღვაწლი, რაც განსვენებულ იღუმენიას
მიუძღოდა ეკლესიის წინაშე. გრძნობიერი სიტყვები წარმოსთქვეს: მღვდელმა ჭანტურიამ, მასწავლებელმა
გაგუამ, აზნაურმა ანდრონიკე სალაყაიამ, ერთმა მონასტრის დათაგანმა და განსვენებულის
დისწულმა მოწაფე შავდიამ. ამ უკანასკნელის სიტყვამ ბევრი ატირა დამსწრეთა შორის’’.
მადლობას
ვუხდუთ ბადრი ვადაჭკირიას ფოტოების მოწოდებისთვის.
17
საპატრიარქოს უწყებანი N17 28მაისი-3ივნისი 2009წ გვ.15
დაჯილდოება
21
მაისს, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა საინგილოს სოფ. კახის მღვდელმსახური
ბადრი არჩავძე ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.
18
საპატრიარქოს უწყებანი N18 3-17ივნისი 2009წ გვ.20
დეკანოზი
ალექსი სამადალაშვილი 1872-1949
დეკანოზი
ალექსი ბესარიონის ძე სამადალაშვილი 1872 წელს თბილისში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი
განათლება სახლში, მამის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო. შემდეგ დაამთავრა თბილისის სასულიერო
სასწავლებელი. 1889 წელს დაქორწინდა ლია სიმონის ასულ ევსეევაზე. ამავე წელს ელიზავეტოპოლის
(ახლანდელი განჯა) წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის მედავითნედ
დაინიშნა. 1890 წელს დიაკვნად აკურთხეს. 1892 წლის მარტში თბილისის სიონის ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში გადმოიყვანეს და მედავითნედ დანიშნეს.
რამდენიმე წლის ვების მეფობის 300 წლისთავთან დაკავშირებით სამახსოვრო მოოქროვილი ჯიბის
საათით დააჯილდოვეს. 1915 წლის 15 აპრილს მღვდლად დაასხეს ხელი და ამავე წლის 19 აპრილს
საგვერდული უბოძეს. შემდეგ კი დიაკვნის შტატში ჩასვეს. 1913 წლის 28 თებერვალს რომანო-
1915 წლის ზაფხულიდან დროებით მიავლინეს თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და
პავლეს სახელობის ეკლესიაში, თუმცა, ოფიციალურად, კვლავაც სიონის საკათედრო ტაძრის
მღვდელმსახურად ითვლებოდა. 1916 წლის 20 იანვრის საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის
ბრძანების საფუძველზე პეტრე-პავლეს ეკლესიის მეორე მღვდლად დაინიშნა. 1921 წლიდან საქართველოში
კომუნისტური ხელისუფლების დამყარების შემდეგ სამღვდელოების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.
ბევრმა მოძღვარმა ვერ გაუძლო ტანჯვა-წამებას, დევნა-შევიწროებას რეპრესიებსა და ცილისწამებებს.
მამა ალექსიც მრავალჯერ დადგა განსაცდელის წინაშე, მაგრამ ყველაფერი ღვთის შეწევნით
დაძლია. 1924 წელს მღვდელმსახურებაზე უარი განაცხადა თბილისის ავლაბრის მთავარანგელოზთა
სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა დეკანოზმა დავით იაშვილმა (შემდგომში მიტროპოლიტი
დიმიტრი). საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით, ტაძრის წინამძღვრობა რამდენიმე
თვით მამა ალექსიმ ითავა. მამა ალექსი, ტაძარში მსახურებასთან შეთავსებით, თბილისის
არამიანცის სახელობის 1 საავადმყოფოშიც აღასრულებდა საეკლესიო წესებს. იგი ოჯახის პატრონების
თანახმად ნათლავდა ბავშვებს, აზიარებდა მომაკვდავებს და აპატიოსნებდა მიცვალებულებს.
1930 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული
მოღვაწეობის გამო დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1937 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს
პეტრე-პავლეს ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი ბენიამენ კანდელაკი. ამასთან დაკავშირებით,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) ტაძრის წინამძღვრად
მამა ალექსი დანიშნა. დეკანოზი ალექსი 1949 წლის გაზაფხულზე გარდაიცვალა. იგი დასაფლავებულია
პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე, ტაძრის სამხრეთით. მამა ალექსი იყო წმინდა
გრიგოლ ფერაძის ღვიძლი ბიძა. მისი და, მარიამ სამადალაშვილი, გათხოვილი იყო მღვდელ
რომანოზ ფერაძეზე, წმინდა გრიგოლის მამაზე.
19
საპატრიარქოს უწყებანი N19 11-17ივნისი 2009წ გვ.7
დაჯილდოება
7 ივნისს,
სულთმოფენობის დღესასწაულზე, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს
ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენის წოდება მიანიჭა შემდეგ მღვდელმსახურებს: წმინდა საბა
განწმენდელის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონ ექვთიმეს (ციხისელს), წმინდა
დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონ ეგნატეს (ჩუხუას), წმინდა
გრიგოლ ხანძთელის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონ გიორგის (მიქაძეს), არმაზის
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონ ზოსიმეს (სისვაძეს),
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „მსწრაფლშემსმენელის“ ხატის სახელობის დედათა მონასტრის
მღვდელ-მონაზონს ილიას (ბებიას).
19-1
საპატრიარქოს უწყებანი N19 11-17ივნისი 2009წ გვ.8
დაჯილდოება
8 ივნისს
ვაკის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი მღვდელმსახურები: ვაკის ყოვლადწმინდა
სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დანიელ ლობჟანიძე გამშვენებული ჯვრითა
და მიტრით; გლადის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი
აკაკი ქიქავა გამშვენებული ჯვრით; ვაკის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური,
დეკანოზი მიქაელ წულუკიძე გამშვენებული ჯვრით; აეროპორტის წმინდა ნიკოლოზის სახელობის
ტაძრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი პახომი ჯანიაშვილი — ოქროს ჯვრით და მიანიჭა იღუმენის
წოდება; ვაკის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის მღვდელმსახურნი: მღვდელი თეიმურაზ
ბარაბაძე — ოქროს ჯვრით და მიანიჭა დეკანოზის წოდება; მღვდელი გიორგი დორეული — ოქროს
ჯვრით და მიანიჭა დეკანოზის წოდება; მღვდელი საბა ლევერაშვილი — ოქროს ჯვრით და მიანიჭა
დეკანოზის წოდება; მღვდელი იაკობ სირბილაძე — ოქროს ჯვრით და აყვანილია დეკანოზის წოდება.
***
24
მაისს, მარტყოფის ღვთაების სახელობის მამათა მონასტერში, ცხუმ-აფხაზეთიუსა და საჩხერე-ჭიატურის
მიტროპოლიტმა დანილემა (დათუაშვილმა) დიაკვნად აკურთხა ცოტნე თვარაძე. დიაკონი ცოტნე
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქოს ტაძარში იმსახურებს.
მორჩილად
კურთხევა
4 ივნისს, ღირსი მამა დავით გარეჯელის ხსენების დღეს,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მორჩილად
აკურთხა წმინდა ამბროსი აღმსარებლის მამათა მონასტრის ორი წევრი მამუკა მაისურაძე და
ხვიჩა ტორაძე. 7 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მორჩილად აკურთხა მახათას მთის ივერიის ღვთისმშობლის
ხატის სახელობის მამათა მონასტრის წევრი ავთანდილ ფხაკა-ძე და მანკოდას მამათა მონასტრის
წევრი რევაზ ჯაკაევი.
19-2
საპატრიარქოს უწყებანი N19 11-17ივნისი 2009წ გვ.19
მიტროპოლიტი
დიმიტრი (იაშვილი) 1872-1961
მიტროპოლიტი
დიმიტრი — ერისკაცობაში დავით ილარიონის ძე იაშვილი 1872 წლის 15 დეკემბერს სიღნაღის
მაზრაში, სოფელ საქობაოში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1886-90 წლებში თელავის სასულიერო
სასწავლებელში, 1890-96 წლებში კი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.
1896-98 წლებში სოფელ ჯუგაანის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მას წავლებლად მუშაობდა.
1898 წლის 19 აპრილს თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმ- ”ობლის მიძინების სახელობის
საკათედრო ტაძარში გორის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ერთი
კვირის შემდეგ კი — მღვდლად დაასხეს ხელი და სა- ქობაოს წმინდა სტეფანე პირველდიაკონის
სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მღვდლად კურთხევის შემდეგ დავითი კვლავ განაგრძობდა
პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო სიღნაღის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი და ეპარქიალური
სასწავლებლის საბჭოს თავმჯდომარე. 1901 წლის აღდგომას საგვერდულით, ხოლო 1902 წლის
აღდგომას კი სკუფიით დაჯილდოვდა. 1905 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს. 09 წელს სამკერდე
ოქროს ჯვარი ეწყალობა. 1912 წლის 23 ივნისს თბილისში, ავლაბრის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის
სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1915 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა.
ავლაბრის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში მამა დავითს მრავალი უსიამოვნება გადახდა.
ეკლესიაში მეორე მღვდელი რუსული წარმოშობის მოძღვარი იყო და მრევლიც დიდძალი ჰყავდა.
ისინი ძლიერ ავიწროებდნენ ქართულ სამრევლოს და მამა დავითსაც ბევრჯერ შეურაცხყოფაც
მიაყენეს. 1917 წლის 12 მარტს (ახ. სტ. 25 მარტი) აღსდგა საქართველოს მართლმადიდებლური
სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია. ამ მოვლენის შემდეგ დაპირისპირებამ უფრო იჩინა თავი,
რუსი სამღვდელოება არ ცნობდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას და ცდილობდა შეენარჩუნებინა
თავისი ძველი პრივილეგიები ჩვენს ეკლესიაში. საქმე იქამდე მივიდა, რომ გადაყენებული
ეგზარქოსის ქორეპისკოპოსმა, ბაქოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (ვახნინი), 1917 წლის ივნისში
სრულიად უკანონოდ, მას ამის უფლება არ ჰქონდა, მამა დავითი გადააყენა ტაძრის წინამძღვრობიდან
და ტაძარი რუს მღვდელს ჩააბა რა. დილით ეკლესიაში მისული მამა დავითი რუსმა მრევლმა
ტაძარში არ შეუშვა. აი, რას წერდა გაზეთი „საქართველო“ 1917 წლის თავის ერთ-ერთ ნომერში:
„კვირას, თიბათვის 18-ს საღამოთი დეკანოზ დავით იაშვილთან მივიდა დეპუტაცია შვიდი კაცისგან
და ავლაბრის წმიდა მარინესა და მთავარანგელოზის ქართველ მრევლთა შემართებული კრების
დადგენილების თანახმად მხურვალე თანაგრძნობა გამოუცხადა იმ ინციდენტების და უსიამოვნების
გამო, რომლებიც მას ამ ბოლო დროს გადახდა თავს. ამ დღეს დილით მთავარანგელოზის ეკლესიაში
მწირველი იყო ახლად დანიშნული რუსის მღვდელი. ქართველი მრევლის თხოვნით დეკანოზი დავითიც
სამწირველოში შეიმოსა, რომ რუსის მღვდელთან ერთად ეწირნა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ნება
არ დართო. წირვის შემდეგ რამდენიმე ქართველმა რუს მღვდელს კერძო მღვდელმსახურების შესრულება
სთხოვა, მაგრამ მან თარჯიმნის საშუალებით განუცხადა ქართულად მსახურობის უცოდინრობის
გამო. დიდი უსიამოვნება ჩამოვარდა წირვის დამთავრების შემდეგ ქართველ და რუს მრევლთა
შორის იმის შესახებ, ვის უნდა ჩაბარებოდა ეკლესიის გასაღები. მოწვეულ იქმნა ადგილობრივი
კომისარი, რომელმაც ორივე მხრის თანხმობით საყდრის გასაღები ნეიტრალურ პირს გადასცა,
ვიდრე საყდრის საკითხი გადაწყდებოდეს, საყდარი დაკეტილი იქნება“. ამ დაპირისპირებამ
კიდევ რამოდენიმე თვე გასტანა და საბოლოოდ მამა დავითის ბრძნული და მტკიცე ქმედებების
შედეგად ტაძარი ისევ ქართველებს დარჩათ. 1921 წლიდან კომუნისტური ხელისუფლების დამყარების
შემდეგ ეკლესიისა და სასულიერო პირების მდგომარეობა მეტად დამძიმდა. ისინი ყოველი მხრიდან
შევიწროებული აღმოჩნდნენ. გამონაკლისი არც დეკანოზი დავითი ყოფილა. 1923 წლის 26 აპრილი
იგი წერილს უგზავნის საკათოლიკოსო საბჭოს, სადაც თავის მძიმე მდგომარეობას მოუთხრობს:
„1921 წლიდან მე ვმსახურობ ქალთა პირველ საავადმყოფოში საქმის მწარმოებლის თანამდებობაზე.
აქამდე მითმენდნენ ანაფორით სამსახურში სიარულს, მაგრამ ამ მოკლე ხანში, როგორც საავადმყოფოს
მთავრობამ, ნამეტნავად კი აღმასკომმა წინადადება მომცა კატეგორიულად: ან ანაფორა გაიხადე,
ან დატოვე აქაურობაო. ამავე დროს, კახეთში, სადაც მამულები მაქვს და რომლისაგანაც უმეტესად
ვსაზრდოობდი, მიწკომმა ჩამომართვა ყველა მამულ-დედული, როგორც მღვდელს და დიდი ცდილობის
შემდეგ დამთანხმდა ზოგიერთი მამუ-..
19-3
საპატრიარქოს უწყებანი N19 11-17ივნისი 2009წ გვ.20
მიტროპოლიტი
დიმიტრი (იაშვილი) 1872-1961(დასასრული)
...ლების
უკანვე დაბრუნებას, თუ ანაფორას გავიხდიდი და დავანებებდი თავს მღვდლობას. ასე რომ,
ყოველიმხრიდან წრე შემომევლო და ორში ერთი უნდა ამერჩია. ამა წლის 19 აპრილს იძულებული
გავხდი გამეხადა ანაფორა, რაც ვაცნობე სასულიერო უწყებას, მაგრამ გავიხადე თუ არა ანაფორა,
მომთხოვეს რომ მასთან ერთად მიმეტოვებინა ეკლესიაში და მრევლში სამსახური, რაზედაც
დავემორჩილე, რადგან სხვა გამოსავალი არ მქონდა. მაგრამ მიუხედავად ყოველივე ამისა,
მე მღვდლობიდან სამუდამოდ ხელს არ ვიღებ და თუ რაიმე შეღავათი მომეცა ცხოვრებაში, მაგალითად:
ერთ-ერთი შვილის სამსახურში ჩაყენება, მე ისევ დაუბრუნდები ჩემს ნაამაგდარ ეკლესიას,
რომლის გამოც ამდენი დავიდარაბა და უსიამოვნება გადამიტანია“. თბილისის პირველ საავადმყოფოში
მამა დავითმა 1934 წლამდე იმუშავა. 1934-48 წლებში იგი თვალის დისპანსერში საქმის მწარმოებლად
და ბუღალტრად მუშაობდა. 1949 წლის 30 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა
კალისტრატემ (ცინცაძე) კვლავ აღადგინა მღვდლის ხარისხში და თბილისის წმინდა მოციქულთა
თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1952 წლის 14 ივნისს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) ბერად აღკვეცა
და სახელად დიმიტრი უწოდა. მეორე დღეს ნინოწმიდელ ეპისკოპოსად დაასხა ხელი და კათოლიკოს-პატრიარქის
ქორეპისკოპოსად დაინიშნა. 1953 წლიდან მასვე დაევალა ბოდბის ეპარქიის (სიღნაღის, გურჯაანის,
წითელ-წყაროს და ლაგოდეხის რაიონების) მართვა-გამგეობა. 1957-58 წლებში ალავერდის ეპარქიასაც
განაგებდა. 1958 წელს ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისთვის მიტროპოლიტის
წოდება მიენიჭა. მიტროპოლიტი დიმიტრი 1961 წლის 22 ივლისს გარდაიცვალა. იგი თავისი
ანდერძის თანახმად, თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში
დაიკრძალა.
20
საპატრიარქოს უწყებანი N20 18-25ივნისი 2009წ გვ.5
ხელდასხმა
7 ივნისს
ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი სიონის
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვანს გიორგი
ჩიქოვანს. მღვდელი გიორგი სიონის საპატრიარქო ტაძარში იმ-სახურებს. 11 ივნისს ნინოწმიდის
წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმიდის ეპისკოპოსმა ლუკამ
(ლომიძემ) მღვდლად დაასხა ხელი დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის
ტაძრის დიაკვანს გოჩა ჩიტიძეს.
***
16
მაისს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძემ) აკურთხა სოფელ აცანის წმინდა ნინოს
სახელობის მამათა მონასტერი. წირვის დროს მეუფე იოსებმა მღვდლად დაასხა ხელი ოზურგეთის
სამღვდელმთავრო რეზიდენციის ბერ-დიაკონ გაბრიელს (კახელაშვილს). მღვდელ-მონაზონი გაბრიელი
აცანის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.
***
17
მაისს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში
შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძემ) მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის დიაკვან
თომა გოგოტიშვილს. მღვდელი თომა ოზურგეთის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
***
28
მაისს თამაკონის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში ჭყონდიდელმა მთავარეპისკოპოსმა
პეტრემ (ცაავამ) დიაკვნად აკურთხა მარტვილის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის
მამათა მონასტრის ბერი პავლე (ცაავა).
***
8 ივნისს
მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ჭყონდიდელმა
მთავარეპისკოპოსმა პეტრემ (ცაავამ) მღვდლად დაასხა ხელი მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის დიაკ-ვანს მოსე ჯანელიძეს მღვდელი მოსე ზედა
ხუნწის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
***
7 ივნისს
მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ჭყონდიდელმა
მთავარეპისკოპოსმა პეტრემ (ცაავამ) დიაკვნად აკურთხა სალხინოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
შობის სახელობის მამათა მონასტრის ბერი ანგია (კორსავა).
დაჯილდოება
7 ივნისს
თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიაში (საჯარო ბიბლიოთეკასთან) საღამოს
ლოცვის შემდეგ სრულიად საქართველოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და
უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა ამავე ტაძარში მოღვაწე სასულიერო პირები: წინამძღვარი,
არქიმანდრიტი ანტონი (ნადიბაიძე) —მეორე გამშვენებული ჯვრით; დეკანოზი როსტომ ლორთქიფანიძე
— მიტრით; მღვდელი ალექსანდრე მარკოზაშვილი — ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.
20-1
საპატრიარქოს უწყებანი N20 18-25ივნისი 2009წ გვ.6
ტაძრის
კურთხევა
8 ივნისს
ბორჯომისა და ბაკურიანის მთავარეპისკოპოსმა სერაფიმემ (ჯოჯუამ) აკურთხა ბაკურიანში
ყოვლადწმინდა სამების სახელობის ახალი ტაძარი. 10 ივნისს ბორჯომისა და ბაკურიანის მთავარეპისკოპოსმა
სერაფიმემ (ჯოჯუამ) აკურთხა ციხიჯვრის თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესია.
20-2
საპატრიარქოს უწყებანი N20 18-25ივნისი 2009წ გვ.19
მიტროპოლიტი
ვარლაამი (მახარაძე) 1873-1943
მიტროპოლიტი
ვარლაამი — ერისკაცობაში ვარლაამ მელიტონის ძე მახარაძე, 1873 წლის 26 მარტს გურიაში,
მედავითნის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი. 1889 წელს
ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1895 წელს პირველი ხარისხის დიპლომით
დაამთავრა. 1895 წლის 9 ოქტომბერს დიდუბის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მეორე მასწავლებლად
დაინიშნა. ამავე წლის 3 ნოემბრიდან დიდუბის
ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაადგინეს.
1897 წლის 7 ივნისს დიაკვნად აკურთხეს, მეორე დღეს მღვდლად დაასხეს ხელი და ქვემო კავთისხევის
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. ამავე წლის 16 სექტემბერს
კავთისხევის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1899 წლის 1 სექტემბერს
გურია-სამეგრელოს ეპარქიაში გადაიყვანეს და ქ. ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის
საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დაინიშნა. ამასთანავე, ფოთის ადგილობრივ სასწავლებელში
საღვთო სჯულსა და ქართულ ენას ასწავლიდა. 1904 წლის 5 მაისს ერთი თვით აირჩიეს გურია-სამეგრელოს
ეპარქიის ხაზინადრად. 1905 წლის 14 თებერ-ვალს გურია-სამეგრელოს ეპარქიის სანთლის ქარხნის
თავმჯდომარედ დაინიშნა. 1906 წლიდან ფოთის საკათედრო ტაძრის კანდელაკია. 1907 წლის
6 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა. 1914 წლის 20 ოქტომბრიდან ერევნის საოსტატო სემინარიის
და ქალთა მეორე გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებლად გადაიყვანეს. ამავე წლის 16 ნოემბერს
ერევნის სასულიერო სემინარიის კარის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1915 წლის 12 მაისიდან
ყარსის ციხის 1- ლი სამხედრო ჰოსპიტალის ეკლესიის მოძღვარია. 1916 წლის 7 აპრილს სამკერდე
ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. ამავე წლის 28 ოქტომბრიდან ერევნის სამხედრო ჰოსპიტლის ეკლესიაში
გადაიყვანეს. 1918 წლის 1-ლი ოქტომბრიდან — 1-ლ დეკემბრამდე თბილისის 1-ლ საქალებო
გიმნაზიისა და 7 მამა-კაცების გიმნაზიის საღვთო სჯულის პედაგოგია. 1919 წლის 1-ლ თებერვალს
ოზურგეთის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსა-ხურად დაინიშნა და
ამავე წლის 12 აპრილს დეკანოზის წოდება მიენიჭა. ამასთანავე, ოზურგეთის ვაჟთა პროგიმნაზიაში
მათემატიკას, ხოლო პირველდაწყებით სასწავლებელში ქართული ენას ასწავლის. 1922 წლის
27 აპრილს ოზურგეთის საკათედრო ტაძრის წინამძღვ-რად დაადგინეს. ღვთისმშობლის 1926 წლის
22 იანვარს საკათალიკოსო საბჭომ დეკანოზი ვარლაამი მარგველ ეპისკოპოსად გამოირჩია.
1926 წლის 7 მარტს სიონის ყოვლადწმინდა მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ (ხელაია) და
ნინოწმიდელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ (ცინცაძე) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და მარგვეთის
ეპარქიის კათედრაზე დაადგინეს. ახლად ნაკურთხი მღვდელმთავარი სამღვდელმთავრო ღვთისმ-სახურებაში
პრაქტიკას ერთი თვით სიონის საპატრიარქო ტაძარში გადიოდა. მომწყობმა კომისიამ მეუფეს
საცხოვრებლად დაბა საჩხერე შეურჩია. ეპისკოპოსი ვარლაამი ეპარქიაში 7 აპრილს გაემგზავრა.
სადგურში მას საზეიმო დახვედრა მოუწყვეს, აქ იყვნენ: მომწყობი კომისიის წევრები, ადგილობრივი
სამღვდელოება და მორწმუნენი. შეხვედრაში მონაწილეობდა ადგილობრივი სომხობაც, მათი მოძღვრის
მეთაურობით. სადგურიდან მეუფე ვარლაამი საზოგადოებასთან ერთად საჩხერის წმინდა ნინოს
სახელობის საკათედრო ტაძარში წაბრძანდა, სადაც გადაიხადეს პარაკლისი და წარმოითქვა
მისასალმებელი და სამადლობელი სიტყვები. საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო
ტაძარში პირველი წირვა ეპისკოპოსმა ვარლაამმა კვირას, 12 აპრილს შეასრულა. მისმა მეუფებამ
პანაშვიდი გადაუხადა საქართველოს დიდებულ მგოსანს აკაკი წერეთელს, ამავე დღეს დიაკვნად
აკურთხა მედავითნე სამსონ აბრამიშვილი, რომელიც 40 წელი მედავითნედ მსახურობდა.
20-3
საპატრიარქოს უწყებანი N20 18-25ივნისი 2009წ გვ.20
მიტროპოლიტი
ვარლაამი (მახარაძე) 1873-1943(დასასრული)
მარგვეთის
ეპარქიას მეუფე ვარლაამი სამი წელი განაგებდა. 1929 წლის 12 თებერვალს ეპისკოპოსი ვარლაამი
ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში გადაიყვანეს. 1930 წლის 25 ოქტომბერს მიტროპოლიტის წოდება
მიენიჭა. 1932 წლის 30 აპრილს ბარტყულზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება მიენიჭა.
1934 წლის აგვისტოდან 1937 წლის 7 ივლისამდე ეპარქიის მმართველობის გარეშე იყო. 1937
წლის 7 ივლისს მიტროპოლიტი ვარლაამი (მახარაძე) ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად
და ქუთაისის მწვანეყვავილას მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
მასვე დაევალა ჭყონდიდის, მარგვეთის, ცა-გერისა და ნიკორწმიდის ეპარქიების მართვაც.
1938 წელს ხელისუფლების წარმომადგენლებ-მა, როგორც მათთვის არასაიმედო პიროვნება, მეუფე
დააპატიმრეს და გასამართლების შემდეგ გადასახლება მიუსაჯეს. მიტროპოლიტი ვარლაამი
1943 წელს გადასახლებაში გარდაიცვალა.
21
საპატრიარქოს უწყებანი N21 25ივნისი-1ივლისი 2009წ გვ.12
დაჯილდოება
21
ივნისს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის წოდება მიანიჭა
ბოლნისის სამღვდელოების წარმომადგენლებს: მღვდელ იაკობ კობიაშვილს, მღვდელ გელასი ლაზარიშვილს,
მღვდელ პეტრე კვარაცხელიას, მღვდელ არჩილ ქიტუაშვილს, მღვდელ ვასილ ახვლედიანს და მღვდელ
დავით მესხს.
ხელდასხმა
11
ივნისს ნინოწმიდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმიდის
ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) მღვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო
ლავრის დიაკვან გოჩა ჩიტიძეს. 11 ივნისს ნინოწმიდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო
ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმიდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის
მამა დავითის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის ბერი თეოდორე (ურუშაძე).
***
18
მაისს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) აკურთხა ბუკისციხის წმინდა იოანე
ნათლისმცემლის შობის სახელობის ეკლესია. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა მღვდელი ბიქტორ
გიორგაძე. 21 ივნისს საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში ცხუმ-აფხაზეთისა
მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი სავანის წმინდა გიორგის სახელობის
ეკლესიის დიაკვან ზურაბ გველესიანს. მღვდელი ზურაბი საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის
საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
21-2
საპატრიარქოს უწყებანი N21 25ივნისი-1ივლისი 2009წ გვ.19
დეკანოზი
იაკინთე გორგაძე 1870-1936
დეკანოზი
იაკინთე 1870 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ ბაბში, მღვდელ იოსებ შიოს ძე გორგაძისა და
რუსუდან ბურჯანაძის ოჯახში დაიბადა. მღვდელი იოსები სოფელ ბაბის წმინდა გიორგის სახელობის
ეკლესიის წინამძღვრად მსახურობდა. ბუნებრივია, პატარა იაკინთეც ადრეული ასაკიდანვე
დაუახლოვდა ეკლესიას და ღვთისმსახურების მიმართ ინტერესი და მონდომება გამოიჩინა. მამასთან
პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ, სწავლა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში
განაგრძო. 1986 წელს კი თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1892 წელს
პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 1892 წლის 26 იანვარს, ჯვართამაღლების სახელობის
კარის ეკლესიაში, წირვის დროს, საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) სტიქარით შემოსა.
სემინარიის დასრულების შემდეგ იაკინთე დაქორწინდა მარიამ ამბაკოს ასულზე, რომელთანაც
სამი შვილი შეეძინა: გრიგოლი, ნინო და ნონა. 1892 წლის 21 ნოემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა
გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 28 ნოემბერს მღვდლად დაასხა
ხელი და ხევისჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. 1893
წლის 16 იანვარს მარელისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. მეუფე
გაბრიელი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ხალხში სწავლა-განათლებისა და ცოდნის დონის
ამაღლებას. სამღვდელო პირსაც დიდი სიფრთხილით არჩევდა და უმეტესად სემინარიის კურს-
დამთავრებულს ანიჭებდა დიდ უპირატესობას. ასე მოიქცა მამა იაკინთეს შემთხვევაშიც. როგორც
განათლებული, ახალგაზრდა და ენერგიული მოძღვარი, 1895 წელს შორაპნის მაზრის, იმერეთის
საეპარქიო სამოსწავლო საბჭოს განყოფილების წევრად აირჩიეს, ხოლო მომდევნო წლიდან ამავე
მაზრაში არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ დაინიშნა, სადაც 1898 წლამდე
იმსახურა. 1898 წლიდან მამა იაკინთე აღმოსავლეთ საქართველოში გადმოდის საცხოვრებლად
და თბილისის სასულიერო სემინარიის სამაგალითო სკოლის მასწავლებლად ინიშნება. 1899 წლის
15 ოქტომბერს კუკიის მესამე სამოქალაქო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად გადაიყვანეს
და ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად
დაინიშნა. 1900 წლის 16 აპრილს თბილისის გუბერნიის ციხეების ეკლესიების მოძღვრად განამწესეს.
ამავე წლის 12 მაისს ბორჯომის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად
გადაიყვანეს და გორის მაზრის მეათე ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს. 1900 წლის 20 მაისს
სკუფიით დააჯილდოვეს, ხოლო 1904 წლის აღდგომას — კამილავკა უბოძეს. ბორჯომში დანიშნული
მამა იაკინთე განაგრძობს აქტიურ მოღვაწეობს სასწავლო დარგში. გარდა საღვთო სჯულის სწავლებისა,
იგი ინიშნება ბორჯომის სახელოსნო სასწავლებლის სამზრუნველოს წევრად, სადაც 1918 წლამდე
იმსახურა. 1909-1919 წლებში იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების
განყოფილების გამგეობის წევრი და სამკითხევლოს გამგეობის თავჯდომარე. 1910 წლის 15
მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. 1915 წლის 6 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით
დააჯილდოვეს. 1916 წლის 6 აგვისტოს ბორჯომის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის
ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა პლატონმა (როჟდენსტვინსკი) ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის
მამა იაკინთეს დეკანოზის წოდება მიანიჭა, ხოლო მამამისი, მღვდელი იოსები, კამილავკით
დააჯილდოვა. 1919 წელს ბორჯომში გაიხსნა უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებელი, რომელშიც
მამა..
21-3
საპატრიარქოს უწყებანი N21 25ივნისი-1ივლისი 2009წ გვ.20
დეკანოზი
იაკინთე გორგაძე 1870-1936(დასასრული)
იაკინთე
დროებით გამგედ და მასწავლებლად დაინიშნა. მამა იაკინთე მონაწილეობდა 1920 წლის 27
ივნისს გამართულ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მეორე საეკლესიო კრებაში, როგორც
აწყურის ეპარქიის დელეგატი. საქართველოში კომუნისტური რეჟიმის ძალადობით დამყარების
შემდეგ ეკლესიის მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. ხელისუფლებამ დაუნდო-ბელი ბრძოლა გამოუცხადა
სამღვდელოებას და ყველანაირად შეავიწროვა. დაიხურა ეკლესიები და მოძღვრებს აეკრძალათ
სკოლებში მასწავლებლობა. 1922-23 წლებში ბორჯომში დაიკეტა ეკლესია და მამა იაკინთეც
სამსახურის გარეშე დარჩა. ყოველმხრივ შევიწროებული, იძულებული გახდა, ანაფორა გაეხადა
და ერში გაეგრძელებინა მოღვაწეობა. აი, რას წერს იგი 1925 წლის 12 მაისს გორის სამაზრო
განათლების მუშაკთა კავშირს: „1923 წელში მე ჩემი ნებით თავი დავანებე მღვდლობას და
შევედი მასწავლებლად ბორჯომის ქართულ მთლიან სკოლაში, სადაც დღესაც ვმსახურებ. ამავე
დროს ვმსახურებ ქართული ენის მასწავლებლად და საქმის მწარმოებლად ბორჯომის საქარხნო-საფაბრიკო
სასწავლებელში. მე მიმიძღვის პედაგოგიურ ასპარეზზე და სამოსწავლო ნაწილში მუშაობა და
სამსახური 28 წლის განმავლობაში. მაქვს სურვილი და ღონეც შემწევს განვაგრძო სამსახური
და რადგანაც საბჭოთა ხელისუფლებამ მიაქცია ყურადღება პედაგოგიურ ასპარეზზე დიდი ხნის
ნამსახურებ და ნამოღვაწარ მუშაკებს სახალხო განათლების საქმეში და აჯილდოებს მათ, ვინც
კიდევ მაინც განაგრძობს მუშაობს ამ დარგში, ყოველთვიურად 10 მანეთით, ამისთვის ვიმედოვნებ,
რომ მე არ ვიქნები დატოვებული უყურადღებოდ და დამენიშნება გადაწყვეტილი პენსია საერო
წესით. წასული 1924 წლის 15 დეკემბრიდან ამა წლის 15 თებერვლამდე მე ვასრულებდი ბორჯომის
პროფ-ტექნიკური საღამოს კურსების გამგის თანამდებობას და ვმასწავლებლობდი, ხოლო 15
თებერვლიდან საღამოობით ვაწარმოებდი მეცადინეობას წერა-კითხვის უცოდინართა სალიკვიდაციო
სკოლაში“. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მამა იაკინთემ ბორჯომში, მშობლიურ სახლში გაატარა.
იგი 1936 წლის 24 ივნისს გარდაიცვალა. დასაფლავებულია ბორჯომში, საერო სასაფლაოზე.
22
საპატრიარქოს უწყებანი N22 24ივლისი-6აგვისტო 2009წ გვ.7
დაჯილდოება
21
ივნისს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის წოდება მიანიჭა
ბოლნისის სამღვდელოების წარმომადგენლებს: მღვდელ იაკობ კობიაშვილს, მღვდელ გელასი ლაზარიშვილს,
მღვდელ პეტრე კვარაცხელიას, მღვდელ არჩილ ქიტუაშვილს, მღვდელ ვასილ ახვლედიანს და მღვდელ
დავით მესხს. 5 ივლისს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატიაქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და
დეკანოზის წოდება მიანიჭა მღვდელ დავით ქვლივიძესა და მღვდელ გიორგი ბურდეინს.
***
13
ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია
II-მ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის წოდება
მიანიჭა მღვდელ ალექსანდრე ქასრაშვილს.
საპატრიარქოს
დედათა მონასტერი
11
ივლისს საპატრიარქოში საზეიმოდ გაიხსნა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ახლადა-
შენებული დედათა მონასტერი, რომლის იღუმენიად დაინიშნა მონაზონი ნინო (გრიგოლაძე).
ახლი მონასტერი სამსართულიანია, სადაც 30-მდე მონაზონი მოღვაწეობს. აქ ყველაფერი სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით,
პირადი ზედამხედველობითა და მზრუნველობით მოეწყო. ასევე უწმინდესისა და უნეტარესის
ილია II-ის კურთხევით, ყოველ სენაკს თავისი მფარველი წმინდანის სახელი მიენიჭა, რომელიც
იქ მოსაგრე მონაზვნის მფარველი და შემწე გახდება. ყველა სენაკის კარებს, იქვე, კედელზე,
კოხტა ჩარჩოში ჩასმული, მფარველი წმინდანის ხატი და ტროპარია ამკობს.
22-1
საპატრიარქოს უწყებანი N22 24ივლისი-6აგვისტო 2009წ გვ.20
მღვდელმონაზონი
ლავრენტი ცქიტიშვილი
მღვდელი
ლავრენტი ნიკოლოზის ძე ცქიტიშვილი იმერეთში ცნობილი და განთქმული მოძღვარი იყო. იგი
1879 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მღვდლად აკურთხა და დილიკაურის
ყოვლადწმინდა მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა, სა-დაც 1900 წლამდე
იმსახურა. შემდეგში იგი სხვა ეკლესიებშიც მოღვაწეობდა, კერძოდ: 1900-1902 წლებში თხილწყაროს
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, 1902-06 წლებში გოგნის მაცხოვრის ფერისცვალების
სახელობის ეკლესიაში, 1906-1907 წლებში სპეთის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში.
1909 წელს კი სკანდის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.
1913 წლის 15 მაისს ეკლესიაში ერთგული სამსახურისათ-ვის სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოვეს.
მღვდელი ლავრენტი 1915 წლის 20 აგვისტოს გარდაიცვალა. იგი 23 აგვისტოს, დილით, 8 საათზე
ქუთაისის საკათედრო ტაძარში მიასვენეს, საიდანაც წირვის შემდეგ თავის მშობლიურ სოფელ
საქარაში, საგვარეულო სასაფლაოზე მიაბარეს მიწას. აი, რას წერდა მისი გარდაცვალების
შესახებ გაზეთ „სამშობლოში“ ვინმე მ. ფარცხნალელი: „ოც აგვისტოს ქ. ქუთაისში გარდაიცვალა
მღვდელი ლავრენტი ცქიტიშვილი. მამა ლავრენტი, ჩვენი ძველი მღვდლების, ერთი საუკეთესო
წარმომადგენელი იყო. მას, როგორც ყველა ჩვენ საუკეთესო ძველ მღვდლებს, ძვალსა და რბილში
ჰქონდა გამჯდარი ქრისტეს მოძღვრება, იყო საღმრთო წერილის ზედმიწევნით მცოდნე და მშვენიერი
მწიგნობარი ქართულ ენაზე. მისი სასოებიანი წირვა-ლოცვა ურწმუნოსაც კი აუტოკებდა გულს.
იშვიათი შემთხვევა იყო მის ცხოვრებაში, წირვა-ლოცვა ისე გაეთავებინა, რომ ხალხისათვის
შესაფერი სულიერი საზრდო არ მიეცა. ბუნებით იყო ფიცხი კაცი, მაგრამ უზომო გულკეთილი,
ადამიანის მოყვარული და პატივისმცემელი. თავის სამწყოსაგან მოითხოვდა ქრისტიანულ სიყვარულს
ურთიერთშორის და ქართველურ პურადობას. ძუნწობა თავისიც ეზარებოდა და სხვისიც, ამ სოფლად
ბევრი დავიდარაბის გადამტანი იყო. უკანასკნელ ჟამს, ძვირფასი მეუღლის და ორი მოსწრებული
შვილის დაკარგვამ, ამასთანავე თავის საკუთარი ბედის უკუღმა დატრიალებამ, სა- სოწარკვეთილებაში
ჩააგდო. თავის ხანგრძლივი სამსახურისათვის, სასულიერო მთავრობისაგან შესაფერად იყო
დაჯილდოვებული. იშვიათი არის ასეთი მღვდელი ჩვენში. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი“. ღვთისნიერმა
მოძღვარმა თავისი შვილებიც ღვთის სამსახურში ჩააყენა. უფროსი ვაჟი, დეკანოზი იოანე,
ასევე ცნობილი სასულიერო პირი გახლდათ (იხ. მასზე „საპატრიარქოს უწყებანი“ №13.
2009წ.). თავისი ერთადერთი ქალიშვილი პელაგია იმერეთში ცნობილი დეკანოზის დავით ღამბაშიძის
ვაჟს (ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორი, იხ. მასზე „საპატრიარქოს უწყებანი“ №13. 2009წ.),
მღვდელ ქსენეფონტეს მიათხოვა. ასევე ცნობილი სასულიერო მოღვაწეა მისი შემდეგი შვილი
პლატონი. მის შესახებ ჩვენი გაზეთის მორიგ ნომერში გვექნება საუბარი.
22-2
საპატრიარქოს უწყებანი N22 24ივლისი-6აგვისტო 2009წ გვ.18
დეკანოზი
პლატონ ცქიტიშვილი 1875-1960
დეკანოზი
პლატონ ლავრენტის ძე ცქიტიშვილი 1875 წელს ქუთაისის გუბერნიაში, სოფელ საქარაში, მღვდლის
ოჯახში დაიბადა. მამამისი, მღვდელი ლავრენტი ნიკოლოზის ძე ცქიტიშვილი იმერეთში ცნობილი
და განთქმული მოძღვარი იყო (იხ.„საპატრიარქოს უწყებანი“, №22). ოჯახში, მამის მეთვალყურეობის
ქვეშ მიღებული პირველდაწყებითი განათლების შემდეგ, 1890 წელს პატარა პლატონი ქუთაისის
სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, რომლის დასრულებისთანავე სწავლა ქუთაისის სასულიერო
სემინარიაში განაგრძო და სასწავლებელი 1900 წელს მეორე ხარისხის დიპლომით დაამთავრა.
იმავე წელს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში ინსპექტორის თანაშემწედ დაინიშნა.
1902 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიის მასწავლებლად გადაიყვანეს. 1904 წელს ქუთაისის
სასულიერო სემინარიის დახურვის შემდეგ, ობრაზცოვის სკოლის მასწავლებელია. 1905 წლის
6 თებერვალს საქართველოს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ერთი
კვირის შემდეგ მღვდლად დაასხა ხელი და თბილისის სასულიერო სემინარიის მასწავლებლად
და კარის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა. 1907-11 წლებში ხარკოვის უნივერსიტეტში
იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. 1911 წლის შემოდგომაზე საქართველოში დაბრუნდა.
1912 წლის 18 მარტს იმერეთის ეპარქიაში თუზის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად
დაინიშნა. 1913 წლის 19 ნოემბერს ქუთაისის ქალთა კაუჩხევსკის გიმნაზიაში საღვთო სჯულის
მასწავლებლად და ქუთაისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად
განამწესეს. 1917-21 წლებში ქუთაისის ათწლიან საერო სკოლაში ასწავლის. 1918 წელს დეკანოზის
წოდება მიენიჭა. 1921 წელს ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა (ლეჟავა) ქუთაისის წმინდა
დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის კანდელაკად დაადგინა. მამა პლატონ ცქიტიშვილთან
დაკავშირებულია საქართველოს ეკლესიის ისტორიის ერთი მეტად მტკივნეული საკითხი.
1921 წლის თებერვლის დღეებში, როდესაც წითელი არმია თბილისის უტევდა, საკათოლიკოსო
საბჭომ მიიღო დადგენილება, რომლის ძალითაც სიონისა და სვეტიცხოვლის განძეულობა უნდა
გაეტანათ და შეენახათ ქუთაისის სახელმწიფო ხაზინაში ან ბანკში. განძეულობა მოათავსეს
ოთხ დიდ ყუთში, რომლის ქალაქიდან გატანა კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს (ოქროპირიძე)
ლოცვა-კურთხევით დაევალა სვეტიცხოვლის ტაძრის არქიმანდრიტ პავლეს (ჯაფარიძე). ქუთაისში
ჩატანილი განძეულობა ჯერ საკათედრო ტაძარში მიიტანეს, სადაც რამდენიმე დღეში კათოლიკოსიც
ჩავიდა. აქ გადაწყდა, რომ ყველაფერი ბაგრატის ტაძრის ძირში მდებარე ქუთათელი მიტროპოლიტის
ნაზარის (ლეჟავა) სამღვდელმთავრო სახლის აივნის ქვეშ დაემალათ, ზედ კი ქვის ფილაქანი
დაეფარებინათ. გან ძის ადგილმდებარეობა იცოდა მხოლოდ პატრიარქმა ლეონიდემ, მიტროპოლიტმა
ნაზარმა, არქიმანდრიტმა პავლემ და დეკანოზმა პლატონმა. 1921 წლის მარტში, როდესაც ქუთაისიც
წითელმა არმიამ დაიკავა და ქალაქში დამყარდა კომუნისტური რეჟიმი, ჩეკისტებმა განძი
მაინც აღმოაჩინეს. სწორედ მამა პლატონს ბრალდებოდა ამ საიდუმლოს გაცემა. როგორც შემდგომში
გაირკვა, მას დაკითხვაზე მოტყუებით ათქმევინეს განძის ადგილმდებარეობა. იგი ამ შემთხვე-
ვას ძალიან განიცდიდა და მთელი ცხოვრების მანძილზე უზომოდ წუხდა ამ ამბის გამო. შემდგომში
უკვე, როდესაც იგი ეკლესიას დაუბრუნდა, კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ ამ შემთხვევის
გამო მას სასჯელიც დაადო და რამოდენიმე წელი მედავითნედ ამსახურებდა. 1921 წლის
1-5 აგვისტოს მონაწილეობდა გელათში გამართულ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მესამე
საეკლესიო კრებაზე. 1923 წლის მიწურულს შეწყვიტა მღვდელმსახურება და ქუთაისის აგრონომიულ
ტექნიკუმში ინსპექტორად დაიწყო მუშაობა. 1925-27 წლებში მესტიაში, სურამში და ქუთაისში
სახალხო გამომძიებელია. 1927-30 წლებში ბარისახოს ოთხკლასიანი სკოლის, ხოლო
1931-35 წლებში თბილისის რკინიგზის რვაწლიანი სკოლის მასწავლებელია. 1935-41 და 1945-47
წლებში ფინანსთა სამინისტროში ბუღალტრის თანამდებობაზეა. 1941-45 წლებში წყნეთის ათწლიან
სკოლაში რუსული ენის მასწავლებლად მუშაობს. 1947 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის
კალისტრატეს (ცინცაძე) მდივნად დაინიშ-ნა და სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების
სახელობის საპატრიარქო ტაძარში მედავითნედ დაად-..
22-3
საპატრიარქოს უწყებანი N22 24ივლისი-6აგვისტო 2009წ გვ.19
დეკანოზი
პლატონ ცქიტიშვილი 1875-1960(გაგრძელება)
..
გინეს. 1953 წლის 22 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ
III-მ (ფხალაძე) აღადგინა სასულიერო ხარისხში და ნათვლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის
ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. დეკანოზი პლატონი 1960 წლის 7 აპრილს სიონის სა-პატრიარქო
ტაძარში სახარების კითხვის დროს გარდაიცვალა. შემორჩენილია მამა პლატონის ერთი ქადაგება,
რომელიც მან 1916 წლის 14 იანვარს, ნინოობის დღესასწაულზე, ყვირილას ეკლესიაში წარმოსთქვა:
„ამ საშინელი ქარიშხალის დროს, რომლის გამო მსოფლიო დრტვი- ნავს. ამ უმაგალითო ომის
დროს, როდესაც ასე შეუბრალებლად და დაუზოგავად ისპობა მილი- ნობით სიცოცხლე; ამ ჩვენ
დროს როდესაც გააფთრებული ადამიანი მხოლოდ იმას ფიქრობს, თუ როგორი უსასტიკესი იარაღი
იხმაროს, რათა რაც შეიძლება მეტი სისხლი დაღვაროს თავის მსგავსი ადამიანისა; ამ სასტიკ
დროს, როდესაც თოფზარბაზნების გრიალში და ხიშტ-ხმალ-ხანჯალის ტრიალში გაკაჟებული გული
ადამიანისა ჰქმნის სისხლის წიტელ ნიაღვრებს, რომლითაც რწყავს და ღვლავს ბრძოლის მთებს
და მინდვრებს; იმ დროს, როდესაც შინ მყოფთ მარტოღა ის დარჩენიათ, რომ გულის კანკალით
გასცქერიან ბრძოლის მხარეს და წამიდან წამს მოელიან ამბავს, რას მოუტანს იგი მისი ღვიძლი
შვილის შესახებ, რომელიც დიდი ხანია გაისტუმრა დაუზოგავი მტრის შესატევად, ან მოუტანს
იგი ამბავს საყვარელი ძმის შესახებ, რომლის ამბავი წელიწადია და მეტი არ გაუგია, რას
მოუტანს იგი მისი ძვირფასი ქმრის შესახებ, რომლის ამბავი აგერ ორი წელიწადია არავითარი
არ იცის; იმ დროს, როდესაც მუშა ხელი ისე შემცირდა, რომ არსებობისთვის საშვალების შოვნა
თითქმის შეუძლებელი შეიქმნა და არა გაგონილი და არა ნახული სიძვირე უათკეცებს ადამიანს
გაჭირვებულ სიცოცხლეს; იმ დროს როდესაც მაინც ეხლა ნახა დრო ზოგიერთმა ადამიანმა მოხერხებულად
და ადვილად გაყვლიფოს თვისი მოყვასი და მით ჯიბე უღირსად გაისქელოს; აი, ამ დროს, ვიმეორებ
ძვირფასო მსმენელნო, ვისარგებლო იმ შემთხვევით, რომლის ძალით თქვენ ყველანი დღეს აქ
შეკრებილხართ და თქვენი ყურადღება კადნიერად გადავიტანო შორს, ძლიერ შორს, იმ ნეტარ
ხანაში, საიდანაც ქართველი ხალხი ხელახლა იშვა ძლიერებისა და დიდებისათვის. ნება მიბოძეთ
თქვენი ყურადღება გარს შემოვარტყა იმ ნეტარ ხსენებულ ქალწულს, რომელმან მრა- ვალი საუკუნეების
წინედ უკვდავების სხივი მოფინა ქართველ ერს და მით ჰყო იგი დღემდის მართლაც უკვდავი.
სმენა მიბოძეთ გაგაგონოთ, ანუ უკეთ ვსთქვათ, მოგაგონოთ მოკლე ცნობა ამ ნეტარ ადამიანის
ცხოვრებაზე და მოღვაწეობაზე, რასაც დიადი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ქართველი ერის
ცხოვრებაში და ის დიდება, რომლითაც საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ისტორიის
ფურცლები დამშვენებულია, ეს დიდება, ვიმეორებ, წარმოშობილია დღიდან ფეხის შემოდგომისა
საქართველოს მიწაზე წმიდა ქალწულისა ნინოსი. ასული ღვთის მოყვარული მშობლებისა ზაბულონისა
და სუსანასი. ნინო ადრე დაობლდა. დედამ წაუყვანა იგი თავის ძმას, მაშინდელ იერუსალიმის
პატრიარქს. ბიძამ იგი მიაბარა ერთ შემოსილ ქალს, რომელთანაც ნინომ შეისწავლა ქრისტეს
მოძღვრება და გაეცნო კვართის ისტორიას, ძლიერ სურდა ენახა ის ქვეყანა, სადაც კვართი
უფლისა განისვენებდა. რომისკენ მოგზაურობის დროს გაეცნო მონასტერში მშვენიერ რიფსიმეს,
რომელმაც თავი დააღწია მეფე დიოსკორეს მხეცურ სურვილისა გამო დედა ნინოსთან ერთად შეაფარა
თავი სომხეთის ქვეყანას. აქ მეფე ტრიდატმა ნახა მშვენიერი რიფსიმა და აღმზრდელი მისი
გაიანე, ნინო კი გადარჩა და გამოეშურა საქართველოსკენ. მაღალი მთების შორიდან ხილვამ
უსასოებაში ჩააგდო ნინო, მაგრამ მას ძილის დროს მოევლინა გასამხნევებლად ღვთისმშობელი
და გადასცა მას ჯვარი ვაზისა. გამხნევებული ნინო მოვიდა მცხეთას და დაეწრო ქართველების
მაშინდელი კერპების დღესასწაულს. ძლიერ დააღონა იგი ამ სანახობამ. მისი ლოცვავედრებით
კერპები იმ დღესვე შეიმუსრენ ბუნების საშინელის მოვლენილი ძალით. შემდეგ ნინო გაეცნო
მეფის მებაღის ოჯახს, თვით დედოფალი ნანა განკურნა სნეულებისაგან და როგორც სხვას ბევრს,
ისე მასაც უქადაგა ქრისტეს სარწმუნოება. მაშინდელი მეფე მირიანი ერთი უბედურის შემთხვევის
შემდეგ მუხლმოდრეკით შესთხოვდა ნინოს გაეცნო მისთვის ქრისტეს მოძღვრება და ნინოს რჩევით
მოინათლა და მონათლა სამეფო ოჯახი, დიდებულნი, ამალა და მთელი ხალხი. აქედან ნინო გადავიდა
კახეთში, სადაც ბევრი გააქრისტიანა და დაქანცული მოღვაწეობითა მიიცვალა 14 იანვარს,
სოფელ ბოდბეში, სადაც ასაფლავია და რომლის საფლავზე დღეს ქალთა მონასტერია აგებული.
როგორც სანთელი ბნელ ოთახში, სხივოსანმა ნინომ ქრისტეს მოძღვრებით გაბრწყინებულმა შემოაშუქა
საქართველოს წყვდიადში და გაუნათა შიგ მჯდომარე ქართველებს, მისცა მათ ახალი მცნება
ქრისტესი: „გივარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი“ და დააყენა იგი განახლების გზაზე.
ეს მცნება შეისისხლხორცა ქართველმა და მთელი თავისი ხანგრძლივი ისტორია დაამშვენა ამ
მცნების ასრულებით. სიყვარული მოყვასისადმი ამხნევებდა ქართველ ერს და მჭიდროდ აერთებდა
მას მტრის წინააღმდეგ. იგი ყოველთვის უძლეველი იყო და მას ვერავინ ვერ სჩაგრავდა. ნინოს
მოტანილი ქრისტეს მოძღვრება — სიყვარული მოყვასისადმი აკეთილშობილებდა როგორც ერს,
ისე იმ კერძო პირებს, ვისაც წილ-ხდომილი ჰქონდა ერის სათავეში ყოფნა. მათი ცხოვრება
და მოღვაწეობა ცხადად გვიჩვენებს ამას. ავიღოთ შორის დროიდან მეფე დიმიტრი, ერისათვის
თავდადებული. თვით თამარი, გლახაკთ მოწყალე და ერის ბედნიერებისათვის დაუღალავი მოღვაწე
და საქართველოსთ-..
22-4
საპატრიარქოს უწყებანი N22 24ივლისი-6აგვისტო 2009წ გვ.20
დეკანოზი
პლატონ ცქიტიშვილი 1875-1960(დასასრული)
..
ვის ოქროს დროის შემქმნელი. დავით აღმაშენებელი, ქრისტეს მოძღვრებაში ღრმად გამსჭვალული
და საქართველოს ხელახლა ამყვავებელი. ერეკლე მეფე ქრისტეს სარწმუნოებისა და მამულისათვის
შეუპოვარი მეომარი, რომელმაც საქართველოს გმირული სახელი გაუთქვა ბევრ სხვა სახელმწიფოებში.
ესენი და ბევრი კიდევ სხვა იყვნენ დიდება ერისა, ქება მათი ქება იყო ერისა და ეს ყოველივე
მათი იყო, რომ ქრისტეს სარწმუნოებამ, ნინოსაგან გადმოცემულმა და სიყვარულმა ბუნება
მათი გააკეთილშობილა და მით ისინი დიდებულნი იყვნენ. სიყვარულის მცნებამ რამდენი მკლავმაგარი
გმირებით, გიორგი სააკაძეებით და ენამახვილი დიმიტრი ყიფიანებით აავსო და ადიდა ჩვენი
ქვეყანა! სიყვარულის მცნებამ, რამდენ ჩვენს მგოსანს აუჟღერა და უჟღერებს სიმებს და
შექმნა მათში ჩვენვე სადიდებლად მიუბაძავი შოთა რუსთაველი, რომლისთვისაც, როგორც ქრისტესთვის,
თანასწორია ქალი და კაცი, ძუ და ხვადი. შექმა ილია, შექმნა აკაკი, მუდამ ხალხის გულში
სიყვარულის მომღერალი. სიყვარულის მცნებამ და საერთოდ ნინოსაგან შემოტანილ ქრისტეს
მოძღვრებამ რამდენი წმინდა და ღვაწლითშემოსილი მღვდელმთავრებით და ღირსი მამებით დაამშვენა
საქართველოს საეკლესიო მატიანე, რამდენი თავისი ერის სიყვარულით გაჟღენთილი და მათი
ქომაგნი მღვდელმთავრები გაბრიელები, ქუთათელი და გენათელი დაგვიბადა ქართველ ერს ნინოს
ნაქადაგებმა სარწმუნოებამ, რამდენი ერისთვის წამებულნი მოძღვრებით და შეუპოვარი მებრძოლნი
სიმართლის მტრებთან დავით ღამბაშიძეები გადაეცენ ისტორიას, როგორც სიყვარულის მოციქულნი
და მჩაგვრელების მამხილებელნი. ავიღოთ დღევანდელი მაგალითი. ასი ათასობით რომ ქართველი
ახალგაზრდა სტოვებს ოჯახს და ეტევება გაშმაგებულ მტერს, ნუთუ ესეც შედეგი არ არის მოყვასისადმი
სიყვარულის მცნების შესისხლხორცებისა! აი, რა მოუტანა ქართველ ერს ქრისტეს მოძღვრებამ,
აი, რა დიდება არგუნა საქართველოს წმინდა ნინომ თვისი ფეხის შემოდგმით და ქადაგებით
ჩვენში. მადლიერი ერი დღემდის გულმხურვალედ უწოდებს მას მოციქულთა სწორს და ღირსეულად
სთვლის მას ქართველთა განმანათლებლად. მაგრამ კერძოდ ჩემს აღტაცებას საზღვარი არა აქვს
იმ ამბის გამო, რომლითაც მე დამარწმუნეს და კიდევაც დღეს ჩემი თვალით ვხედავ და მოწამეც
ვარ იმ დიადი შემთხვევისა ყვირილის ცხოვრებაში, რომელთაც აქაურ ვაჭართა წრეს, წერა-კითხვის
განყოფილებას და სხვა კეთილი პირების მეთაურობით განუზრახავს წმინდა აზრი და წმინდა
ნინოს დღესასწაულის დღე დაუსახავს ეროვნულ დღესასწაულად, დღეთ მრავალნაირ სიმპატიურ
დაწესებულების და საქველმოქმედო საქმეების დასაწყისად. დიახ, სასიამოვნოა ასეთი მოვლენა
საზოგადოდ და კერძოთ ჩემთვის ძლიერ სასიხარულოა ვაჭართა წოდბის დღევანდელი დასაწყისი
ჩემს სამშობლო ყვირილაში. სჩანს, თქვენშიდაც არ გაქმრალა ნაპერწკალი იმ სიყვარულისა
და სათნოებისა, რომელიც წმინდა ნინოს დაუთესია ამ ჩვიდმეტი საუკუნის წინად ჩვენში.
სჩანს, თქვენც გინდათ განახორციელოთ თქვენს ცხოვრებაში მცნება ძმათა სიყვარულისა და
საშუალოდ ამისთვის ამოგირჩევიათ გაერთიანება და მჭიდროდ შეკავშირება. გეტყობათ, შეგიგნიათ
დევიზი, რომელიც ამბობს:„ძალა ერთობაშიაო“ და გინდათ თქვენს ცხოვრებაში ეს დაიდვათ
უმთავრეს მიზნად და წინდად ნაყოფიერ მუშაობისა მოყვასის სასრგებლოდ. გილოცავთ წრფელის
გულით დასაწყისს, დიახაც, შემოკრბით ნინოს გარშემო, მსგავსად იაკობის შვილებისა, რომელნიც
შემოეხვივნენ მამას ლოცვა-კურთხევის მისაღებად, რათა ეცხოვრათ ბედნიერად. თქვენც ნინოს გარშემო მჭიდროდ შეკავშირებულმა დაიჭირეთ
დროშა. გულში ნინოს უმანკო სახელი და მისი მცნება ძმათა სიყვარულისა, ხელში ნინოს სასწაული
ჯვარი ვაზისა, გაუძეხით ერთი მეორეს ძმურად ჭირსა და ლხინში, ნუ ჩამორჩებით საერთო
საქმეს, წინსვლა დაისახეთ უმთავრეს მიზნად და სულიერი და ზნეობრივი წარმა-ტებისთვის
საშუალებას ნუ დაზოგავთ“.
24
საპატრიარქოს უწყებანი N24 6-19 აგვისტო 2009წ გვ.9
დაჯილდოება
2 აგვისტოს,
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დეკანოზის წოდება მიანიჭა და ოქროს ჯვრით დააჯილდოვა
ურბნისის ეპარქიის მოძღვარი, მღვდელი ილია გოგოლაძე.
***
1 აგვისტოს
ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერიამ) ხონის წმინდა გიორგის სახელობის
საკათედრო ტაძარში მიტრით დააჯილდოვა დეკანოზი იოანე გედენიძე; მონაზონი იოანა (თორდია)
— დააჯილდოვა ოქროს ჯვრით და მიანიჭა იღუმენიას წოდება. 1 აგვისტოს ხონისა და სამტრედიის
მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერიამ) სოფელ ღანარის წმინდა გიორგის სახელობისტაძარში დააჯილდოვა
ხონისა და სამტრედიის ეპარქიის შემდეგი მღვდელმსახურნი: მიტრით — დეკანოზი იოანე კოხრეიძე;
გამშვენებული ჯვრებით: დეკანოზი რომანოზ ნინუა, დეკაოზი იაკონ ლეკვეიშვილი, დეკანოზი
დიმიტრი კუხალაშვილი. ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის წოდება მიანიჭა: მღვდელ
აკაკი ჟვანიას, მღვდელ დავით სანებლიძეს, მღვდელ ზაქარია მესხს, მღვდელ დამიანე ადამიას.
2 აგვისტოს, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერიამ) სოფელ გორმაღალას
წმინდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძარში მიტრით დააჯილდოვა ამავე ტაძრის მღვდელმსახური,
დეკანოზი დავით თოლორაია .
ილიაობის
დღესასწაული
2 აგვისტოს,
ილიაობის დღესასწაულზე, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების
შემდეგ, საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების
ცენტრში შედგა ხალხური შემოქმედების ოსტატთა გამოფენა. გამოფენა, რომლის ორგანიზატორები
იყვნენ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი და საპატრიარქოს
ხალხური რეწვის განყოფილება, — კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს ანგელოზის დღეს მიეძღვნა.
გამოფენა საზეიმოდ გახსნა სრულიად საქართველოს-კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და
უნეტარესმა ილია II-მ. გამოფენაზე ნაკეთობები წარმოადგინეს: სენაკის კულტურულმა ცენტრმა,
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიამ, ყაზბეგის ხელოვნების სახლმა, არქიმანდრიტ იოანეს
(თავაძის) ხელმძღვანელობით (მათ ძირითადად თექის ნაკეთობები წარმოადგინეს), რუის-ურბნისის
ეპარქიამ, თბილისის ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრის ხელსაქმის სკოლამ, ახალციხისა
და ტაო-კლარჯეთის ეპარქიამ, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიამ, ბევრეთის დედათა მონასტერმა,
ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიამ, თბილისის ქართული ტექსტილის ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობს,
ხელოვნებათმცოდნე ნინო ყიფშიძე, გლდანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სახელოსნოებმა,
მღვდელ გიორგი სამსონიძის ხელმძღვანეობით, საქველმოქმედო ასოციაცია „ლაზარეს“ ფონდთან
არსებულმა სახელობითმა სკოლამ, ივანე კოკაიას ხელმძღვანელობით, ბოლნისის წმინდა იოანე
ბოლნელის სახელობის სასულიერო გიმნაზიამ, ნეკრესმა, რუსთავისა და მარნეულის ეპარქიამ,
ბოდბის დედათა მონასტერმა, ხეზე კვეთა წარმოადგინა ზურაბ მისრაშვილმა დუშეთიდან. გამოფენა
მრავალფეროვანი და საინტერესო გამოდგა, რომელმაც მრავალი დამთვალიერებლის მოწონება
დაიმსახურა.
***
იმავე
საღამოს საპატრიარქო რეზიდენციაში მოეწყო კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ანგე-ლოზის
დღისადმი მიძღვნილი მიღება და კონცერტი.
24-1
საპატრიარქოს უწყებანი N24 6-19 აგვისტო 2009წ გვ.17
თბილისის
მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტარი
ავლაბარი
თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანია. ისტორიული წყაროების მიხედვით, მისი ძველი სახელწოდებაა
„ისანი“. არქეოლოგიური მასალებიდან ჩანს,რომ ეს ადგილი ძვ. წ. I ათასწლეულიდან ყოფილა
დასახლებული. XI—XII სს. „ისანში„ საქართველოს მეფეთა სა- სახლეები, ტაძრები, ბაღები
და სავანეები იყო მოწყობილი. XIII ს-ის დასასრულისთვის „ისანს“ ეწოდა „მეტეხი“, სახელწოდება
„ავლაბარი“, ჩანს, მოგვიანებით, XIV ს-ში დამკვიდრდა. ძველი ისანი ჩვენს თვალწინ მეტეხის
ტაძრით იშლება, „მეტეხის გორაზედ“, ისნის უძველეს ზღუდეზე აღმართული დარეჯან დედოფლის
სასახლე განსაკუთრებულ მხატვრულ არქიტექტურულ და ისტორიულ ღირებულებას ანიჭებს თბილისის
ამ ძველ უბანს, საიდანაც მოჩანს ქალაქის ლამაზი ხედი. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია,
რომ 1776 წელს ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ის მეუღლეს დარეჯან დედოფალს, ავლაბრის
ტერიტორიაზე ძველი ციხის ნანგრევებზე სასახლე და მეფისა და დედოფლის მფარველი წმინდანების,
წმიდა ერეკლესა და წმიდა დარიას სახელზე კარის ეკლესია აუგია. დარეჯან დედოფლის თაოსნობით
აშენებული ეკლესია და სასახლე, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებთან ერთად, არქიტექტურულ
კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც ქვის გალავნით არის შემოზღუდული. დარეჯან დედოფლის
სასახლე სამეფო საზაფხულო რეზიდენცია იყო, მას სხვაგვარად „თბილისის საჩინო“ ერქვა.
1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის აოხრებისას სასახლე და ტაძარი ძლიერ დაზიანდა.
ამ დიდი უბედურების შემდეგ სასახლე და ტაძარი, თავის მიმდებარე ნაგებობებითურთ, როგორც
პლატონ იოსელიანი გვამცნობს, სახელდახელოდ აღადგინეს. ერეკლე მეფის გარდაცვალების შემდეგ
(1798 წელი) დარეჯან დედოფალმა სამშობლოში ყოფნის უკანასკნელი წლები აქ გაატარა. რუსეთის
იმპერატორის ბრძანებით, დედოფალი 1803 წელს პეტერბურგში გადაასახლეს. 1807 წელს უცხოობაში
მიაბარა სული უფალს სამშობლოს მონატრებით დატანჯულმა დედოფალმა. იგი ალექსანდრე ნეველის
ლავრის, ხარების ტაძარში დაკრძალეს. აქვე ჰპოვეს სამუდამო განსასვენებელი ჟამთა სიავისგან
სამშობლოს მოწყვეტილმა ბატონიშვილებმაც. 1811 წელს რუსეთის მთავრობამ და სინოდმა უკანონოდგააუქმეს
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და კათოლიკოს-პატრიარქი
ანტონ II (მეფე ერეკლეს ძე) რუსეთში გადაასახლეს. საქართველომ დაკარგა მეფეც და მამამთავარიც.
საქართველოს ეკლესიას ეგზარქოსის მეშვეობით რუსეთის სინოდი ხელმძღვანელობდა. ეკლესია-მონასტრებს
ჩამოერთვა მამულები, ქართული ენისა და ტრადიციების არცოდნამ გადაულახავი ბარიერი წარმოქმნა
ქართველ მართლმადიდებელთა და რუსი ეროვნების ეკლესიის მსახურთა შორის, მოიშალა საეკლესიო
კათედრები, ქართული წირვა-ლოცვა, მრავალხმიანი ქართული საგალობლები რუსულით შეიცვალა.
სულ რამდენიმე წელიწადში საქართველოს ეკლესიამ დაკარგა ის, რასაც საუკუნეების მანძილზე
რუდუნებით ქმნიდა. არქიმანდრიტ ტარასის (ალექსი-მესხიშვილი) ცნობით, მონასტრის ადგილები
სადედოფლო იყო და ხაზინას ეკუთვნოდა. 1815 წელს სამოქალაქო მთავრობამ გაუცვალა სასულიერო
მთავრობას ეს ტერიტორია ხარების დიდ ეკლესიაში. რომელიც საქართველოში ყოფნის დროს,
1812-16 წლებში თავის რეზიდენციად ჰქონდა მთავარეპისკოპოს დოსითეოსს (ფიცხელაური).
24-2
საპატრიარქოს უწყებანი N24 6-19 აგვისტო 2009წ გვ.18
თბილისის
მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტარი (გაგრძელება)
1819
წელს საქართველოს ეგზარქოსმა თეოფილაქტემ (რუსანოვი) წმინდა სინოდისაგან ითხოვა ლოცვა-კურთხევა
თბილისში. მამათა მონასტრის გახსნასთან დაკავშირებით, როგორც ეს რუსეთის სხვა ქალაქებში
იყო მიღებული. ამის გამო დარეჯან დედოფლის ყოფილ რეზიდენციაში ჩამოყალიბდა მამათა მონასტერი,
რომლის პირველ წინამძღვრად დაადგინეს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრი,
ქვათახევისა და შიო მღვიმის მონასტრების წინამძღვარი, არქიმანდრიტი ათანასე (პეტრიაშვილი).
ეგზარქოსს თეოფილაქტეს გარდაცვალების შემდეგ, 1822 წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს
ახალმა ეგ- ზარქოსმა იონამ (ვასილევსკი) ტაძარი მაცხოვრის ფერისცვალების სახელზე აკურთხა
და შიო-მღვიმის მონასტრიდან გადმოიყვანა ორი მღვდელ-მონაზონი: იოანე (იოსელიანი, შემდგომში
გურიის ეპისკოპოსი) და გერმანე (მახარაშვილი), ერთი დიაკონი, და ორი ბერი: დიონისე
(კიკნაძე, შემდგომში არქიმანდრიტი) და ბერი გრიგოლი. 1821 წლის მაისში მამა ათანასე
რუსეთში გაემგზავრა. მის შემდეგ ფერისცვალების მონასტრის წინამძღვრები იყვნენ: არქიმანდრიტი
ირინეოსი (კლუჩარევი) 1821-1824 არქიმანდრიტი ევგენი 1824-1832 არქიმანდრიტი სერგი
(ორლოვი) 1832-1840 არქიმანდრიტი ფლაბიანე (ოსტროუმოვი) 1840 1851 არქიმანდრიტი ისრაელი (ლუკინი) 1851-1858
არქიმანდრიტი ფოტი (შირევსკი) 1858-1860 არქიმანდრიტი ვიქტორინი (ლუბიმოვი) 1860-1868
არქიმანდრიტი იოსები (ჩეპიგოვსკი) 1869-1875 არქიმანდრიტი კესარიოსი (ჩეკურიშვილი)
1876-1902 ეპისკოპოსი დიმიტრი (აბაშიძე) 1902-1903 ეპისკოპოსი ექვთიმე (ელიაშვილი)
1903-1906 ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე) 1907-1909 არქიმანდრიტი დოსითეოსი (ბერძნიშვილი)
1909-1910 ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე) 1910-1917 არქიმანდრიტი დიმიტრი (ყარყარაშვილი)
1922-1928 მიტროპოლიტი მელქისედეკი (ფხალაძე) 1928-1934 დარიის მონასტერი სამშობლოს
მძიმე ხვედრით შეწუხებულ ქართველ დიდებულთა ერთ-ერთი თავშეყრის ადგილი იყო. ამ პერიოდში
აქ მოღვაწეობდა 1832 წლის შეთქმულების აქტიური მონაწილე მღვდელ-მონაზონი ტარასი (ალექსი-მესხიშვილი),
მღვდელ-მონაზონი პორფირი (ოქროპირ ბატონიშვილის მოძღვარი, იგი 1830 წელს, შეთქმულების
გამომჟღავნებამდე გარდაიცვალა ქოლერით), მღვდელ-მონაზონი ფილადელფოსი (კიკნაძე). შეთქმულთა
მიერ აქ დაიწერა საქართველოს მმართველობის მოკლე პროექტი. როგორც ცნობილია, 1832 წლის
შეთქმულება მარცხით დამთავრდა. დაპატიმრებულთა შორის იყვნენ მღვდელ-მონაზონი ტარასი
(ალექსი-მესხიშვილი) და მღვდელ-მონაზონი ფილადელფოსი (კიკნაძე) — „აქტიგონიურის“ ავტორი,
რომელიც საპატიმროში გარდაიცვალა (დაკრძალულია მონასტრის ეზოში). მამა ტარასი დატოვეს
თბილისში, პოლიციის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. შეთქმულების სხვა მონაწილენი მთავრობამ
შორეულ რუსეთში გადაასახლა, სადაც ბევრმა მათგანმა იქ სამუდამო განსასვენებელი ჰპოვა.
ფერისცვალების მამათა მონასტერში მოღვაწეობდა მრავალი გამოჩენილი ქართველი სასულიერო
პირი, რომელნიც ამ უმძიმეს პერიოდში ღირსეულად ემსახურებოდნენ საქართველოს ეკლესიას.
სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ: ალავერდელი ეპისკოპოსი ექვთიმე (ელიაშვილი), არქიმანდრიტი
კესარიოსი (ჩეკურიშვილი), არქიმანდრიტი დიონისე (კიკნაძე), ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი
(გიორგაძე), დეკანოზი ისააკ ჩეკურიშვილი, არქიმანდრიტი დიმიტრი (ყარყარაშვილი), წმინდა
აღმსარებელი ამბროსი (ხელაია) და სხვანი. ცნობილია, რომ აქ აღიკვეცა ბერად წმინდა ალექსანდრე
(ოქროპირიძე). მონასტერში დაცული იყო მრავალი სიწმინდე. მღვდელი მიხეილ ხელაშვილი აღგვიწერს
მონასტრის ქონებას და მათ შორის ასახელებს ხის პინაკის ნაწილს, „რომელსა ზედა გარდამოცემისამებრ
იესო ქრისტემ აღასრულა საიდუმლო სერობა. პინაკი ესე, როგორც იტყვიან, გარდამოტანილ
არს იერუსალიმითგან კონსტანტინოპოლში, ხოლო იქითგან გარდამოტანილ არსსაქართველოში“.
დროთა განმავლობაში ეს სიწმიდეებ სხვადასხვა მიზეზით მონასტრიდან გაიტანეს. XX საუკუნის
დასაწყისში მონასტრის საძმოს უმძიმეს პირობებში უხდებოდა ცხოვრება. კათოლიკოს ლეონიდესთან
გაგზავნილ მოხსენებაში წინამძღვარი ისააკი ამასთან დაკავშირებით დიდ გულისტკივილს გამოთქვამს:
„შუაგულ ქალაქში, ჩვენს მაცდურ ხანაში, როცა ცხოვრება იქამდე დაცემულია, რომ მხოლოდ
კუჭზეღა ფიქრობს ადამიანი, და ბერებს კი, რომელთაც აქ სარბიელი არა აქვთ, რომ გამოიჩინონ
შნო და უნარი და არც პირობები უწყობთ ხელს, არ არის საკმაო მიწა, რომ დაამუშაონ, არა
აქვთ ბაღები, რომ თავიანთი ოფლი შიგ ჩაღვარონ და თავიანთის ამაგით გაჭირვებულებსაც
დაეხმარონ“... დეკანოზი ისააკი აღწერს მონასტერში შექმნილ მდგომარეობას და ითხოვს,
რომ მონასტრის „ბერებს მიეცეთ სათანადო ადგილი და საშუალება თავიანთი დიდი მოვალეობის
აღსრულებისა, სადაც მათთვის გამზადებულია ფრიადი სამკალი“. ამ დროისთვის, როგორც ერთ-ერთ
დოკუმენტშია აღნიშნული, მონასტერს აქვს „ქალაქ თბილისში ქვითკირით შემოზღუდული
1162 საჟენი მიწა, რომელზედაც სხვადასხვა დროს აშენებულია ექვსი შენობა“. გარკვეული
დროის მერე მონასტრის მიმდებარე ტერიტორიები საგრძნობლად შემცირდა. მის კუთვნილ მიწებზე
დასახლდა სომხური მოსახლეობა. მონასტერს ჩამოართვეს სათიბები და მის მფლობელობაში მყოფი
სხვადასხვა ნაგებობა. როგორც ჩანს, ამ მძიმე მდგომარეობამ სამო- ნასტრო ცხოვრებაზეც
იმოქმედა და მინელდა. 1920 წელს კი მონასტერი გადაკეთდა სამრევლო ეკლესიად, ხოლო აქ
მოღვაწე ბერები სხვადასხვა მონასტრებში გადავიდნენ. 1922 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის
წმინდა ამბროსის ლოცვა-კურთხევით მონასტრული ცხოვრება აქ კვლავ აღდგა. ძალიან მალე,
საქართველოს კვლავ დაუდგა მძიმე ჟამი: კომუნისტური რეჟიმის პერიოდში ფერისცვალების
მონასტერი დაიხურა. ეკლესიას საწყობადაც იყენებდნენ, იქ მუზეუმიც იყო, შემდგომში „ერთი
მსახიობის თეატრი“ დაარსდა და 90-იან წლებამდე თეატრალური წარმოდგენები იმართებოდა.
1990 წლიდან ეკლესია საპატრიარქოს გამგებლობაში გადავიდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის..
24-3
საპატრიარქოს უწყებანი N24 6-19 აგვისტო 2009წ გვ.19
თბილისის
მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტარი (გაგრძელება)
...
უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსდა დედათა მონასტერი. ჩატარდა
აღდგენითი სამუშაოები, მისი შემოგარენი გათავისუფლდა მინაშენებისგან. სამწუხაროდ, სამონასტრო
კომპლექსის პირვანდელ დაგეგმარებას ჩვენამდე არ მოუღწევია, სასახლისა და კარის ეკლესიის
არსებობა იმაზე უნდა მიანიშნებდეს, რომ სასახლე მხოლოდ „საჩინოს“ ერთი სათავსით არ
იყო წარმოდგენილი. ცხადია, ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა და დაინგრა.
დარეჯან
დედოფლის სასახლე „მეტეხის გორაზედ“, გვიანი შუასაუკუნეებრივი ხანის, მაღალი მხატრული
ღირებულების ძეგლია. სასახლე ძველი სახით არქიტექტურული მორთულობის თვალსაზრისით ეხმიანება
ამავე პერიოდის თუ უფრო ადრინდელ ქართულ სასახლეებს. იგი შიგნით ირანულ ყაიდაზე იყო
მორთული ეკლესიას, ისევე როგორც სასახლეს, ქართული და ის-ლამური არქიტექტურული მორთულობის
სინთეზი ახასიათებს, იგი გვიანი შუასაუკუნეების თბილისის ისტორიული ძეგლების ანალოგიურია.
ფერისცვალების ტაძარი ბაზილიკური სტილის ნაგებობაა. ტაძრის ფრესკები არ არის ქართული,
ისინი ნაწილობრივ დაზიანებულია, შემორჩენილია ძველი და ახალი აღთქმის ცალკეული გამოსახულებები.
მხატვრული გადაწყვეტით რენესანსის პერიოდის რეალისტური სტილისკენაა მიდრეკილი. საკურთხეველი
ახლიდან მოიხატა ტაძრის მღვდელ-მსახურის, დეკანოზ იოსებ ვანიძის მიერ. ტაძარი გადა-
ხურულია კრამიტით, დასავლეთის მხრიდან მიშენებული აქვს სამრეკლო. მონასტრის წინამძღვარია
იღუმენია მარიამი (მიქელაძე). მონასტერში მოღვაწე დედათა ძირითადი საქმია- ნობაა: მთარგმნელობითი
საქმიანობა, ხელსაქმე, სამონასტრო ბაღების მოვლა-პატრონობა. 2002 წელს საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით მონასტრის დაქვემდებარებაში მყოფი წმინდა
ნინოს სახელობის მოწყალების სახლი გაიხსნა. მონასტრის ერთ-ერთ ტერასაზე აშენდა წმინდა
ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ტაძარი. 1910 წლის მონაცემებით თბილისის ფერისცვალების
სახელობის მამათა მონასტერში დასაფლავებულნი იყვნენ: დოსითეოსი, მთავარეპისკოპოსი თელავისა
და ოსეთის სასულიერო კომისიის ხელმძღვანელი, გვარად აზნაური ფიცხელაური, პლატონ იოსელიანის
ცნობით გარდაიცვალა 1829 წელს (შეცდომაა, მეუფე დოსითეოსი გარდაიცვალა 1830 წლის
19 ნოემბერს). გადმოცემით, დასაფლავებულია ტაძრის სტოაში. ნიკიფორე, გორის ეპისკოპოსი
და საქართველოს ეგზარქოსის ქორეპისკოპოსი, თავადი ჯორჯაძე, დაბადებიდან 76 წლის, გარდაიცვალა
1851 წლის 6 დეკემბერს, დასაფლავებულია სამხრეთ კარებთან. საფლავის ქვა გააკეთებინა
თავადმა მიხეილ ვორონცოვმა. არქიმანდრიტი ევგენი, თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი
და ფერისცვალების მონასტრის წინამძღვარი, გარდაიცვალა 1832 წელს. არქიმანდრიტი კესარია,
საქართველო იმერეთის სინოდალური კანტორის წევრი და ფერისცვალების მონასტრის წინამძღვარი,
გვარად ჩეკურიშვილი, დაიბადა 1829 წლის 1 დე-
კემბერს,
გარდაიცვალა 1901 წლის 11 დეკემბერს. წელს. გვარდიის ოფიცერი თავადი იოსებ გრიგოლის
ძე წერეთელი (+ 1833 წლის 3 ივლისი.) 1864 წლით დათარიღებული ერთი ქვის ქვეშ არიან
დასაფლავებულნი ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის შვილის ბაგრა- ტის ძის
ალექსანდრეს შვილები: ეკატერინე, მარიამი და სოფიო. ეზოში: არქიმანდრიტი ამფილოქე,
საქართველო იმერეთის სინოდალური კანტორის წევრი და ეგზარქოსების სახლის ეკონომოსი,
აზნაური ლუგოვინოვიჩი. რუსი მწერლის ივანე ტურგენევის ნათესავი, მოძღვარი დიდი თავადისა
და ყუბანის სასულიერო მისიისა, გარდაიცვალა 1905 წლის ივლისში. არქიმანდრიტი მაკარი
(მატათაშვილი), საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრი და გარეჯის წმინდა იოანე
ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დაიბადა 1822 წელს, გარდაიცვალა
1892 არქიმანდრიტი ევსევი, ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტრის წინამძღვარი,
გვარად ცაბაძე, დაიბადა 1839 წელს, გარდაიცვალა 1898 წლის 11 სექტემბერს. არქიმანდრიტი
დიონისე, ფერისცვალების მონასტრის წევრი, გვარად კიკნაძე, გარდაიცვალა 1871 წლის
12 დეკემბერს. იღუმენი პაისი, ეგზარქოსების სახლის ეკონომოსი, შობიდგან 57 წლის, გარდაიცვალა
1893 წლის 14 ოქტომბერს საფლავებულია ტაძრის სამხრეთით. იღუმენი გედეონი, მოსკოვის გუბრენიის აზნაური, ითვლებოდა
ეგზარქოსების სახლის საძმოში, შობითგან 92 წლის, გარდაიცვალა 1901 წლის 1 იანვარს.
მღვდელ-მონაზონი სერგი, პეტრებურგის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული, თბილისის
სასულიერო სემინარიის მასწავლებელი, დაიბადა 1810 წლის 7 სექტემბერს, გარდაიცვალა
1848 წლის 19 აპრილს. მღვდელ-მონაზონი თეოდოსი (ლაზარეშვილი), ფერისცვალების მონასტრის
ხაზინადარი, შობითგან 58 წლის, გარდაიცვალა 1892 წლის 19 ოქტომბერს. მღვდელ-მონაზონი
გაბრიელი (ბელქანია), ფერისცვალების მონასტრის ხაზინადარი, შობითგან 50 წლის, გარდაიცვალა
1908 წლის 13 აპრილს. მღვდელ-მონაზონი ელისე, ეგზარქოსების სახლის წევრი, შობიდგან
70 წლის, გარდაიცვალა 1897 წლის 17 აპრილს. მღვდელ-მონაზონი თეოგნისტე, ეგზარქოსების
სახლის ეკონომოსი, შობიდგან 53 წლის, გარდაიცვალა 1888 წლის 3 იანვარს — ესენი დასაფლავებულნი არიან მონასტრის
გალავანთან. მღვდელ-მონაზონი შიო (აზნაური წერეთელი), ფერისცვა-..
24-4
საპატრიარქოს უწყებანი N24 6-19 აგვისტო 2009წ გვ.20
თბილისის
მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტარი (დასასრული)
ლების
მონასტრის წევრი, ქვის გარეშე, გარდაიცვალა 1888 წელს. მღვდელ-მონაზონი თეოდოსი (თავადი
წულუკიძე), ფერისცვალების მონასტრის წევრი, ქვის გარეშე. მღვდელ-მონაზონი ფილოთეოსი
(გრიგორიევი, თბილისის მამა დავითის ტაძრის ყოფილი წინამძღვარი მღვდელი თომა), მღვდელ-მონაზონი
ფილადელფოსი (კიკნაძე), 1832 წლის შეთქმულების აქტიური წევრი, გარდაიცვალა პატიმრობაში
1833 წლის 2 სექტემბერს. მღვდელ-მონაზონი გაიოზი (ბერიძე), ფერისცვალების მონასტრის
წევრი ეს ხუთი მღვდელმონაზონი დასაფლავებული ტაძრის სამხრეთით და სიძველის და მოუვლელობის
გამო საფლავის ქვებზე წარწერები ცუდად იკითხება, მათშესახებ იციან მონასტრის უხუცესმა
წევრებმა. ბერ-დიაკონი იოანე (ხოშტარია), სამეგრელოს აზნაურთაგანი, შობითგან 55 წლის,
გარდაიცვალა 1855 წლის 17 აპრილს — დასაფლავებულია ტაძრის მარჯვნივ. მღვდელი დავით
ნიკოლაევი, შობიდგან 48 წლის, გარდაიცვალა 1855 წლის 4 აგვისტოს. მღვდელი ალექსი ეფრემის
ძე ალექსიევი, შობიდგან 36 წლის, გარდაიცვალა 1853 წლის 20 სექტემბერს ეს ორი დასაფლავებულია
ტაძრის მარჯვნივ, გალავანთან. მღვდელი მიხეილ ბერიძე, თბილისის მეტეხის ციხის ეკლესიის
მღვდელი, სვეტიცხოვლის კანდელაკის შვილი, შობიდგან 44 წლის, გარდაიცვალა 1864 წელს
(შეცდომაა, გარდაიცვალა 1865 წლის 18 იანვარს გ. მ.) — დასაფლავებულია ტაძრის სამხრეთით
ახლოს. მორჩილი იოსებ ბახტაძე, ფერისცვალების მონასტრის საძმოს წევრი — დასაფლავებულია
ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით. ანასტასია გრიგოლის ასული ჩოლოყაშვილი, მეუღლე ზა- ქარია
დავითის ძე ბარათაშვილისა (დაიბადა 1820 წლის 15 აგვისტოს, გარდაიცვალა 1879 წლის
25 თებერვალს) — დასაფლავებულია ტაძართან ახლოს. თავადი გიორგი ზაქარიას ძე ბარათაშვილი
(დაიბადა 1846 წლის 10 აპრილი, გარდაიცვალა 1877 წლის 26 მარტს) თავადი იოანე ზაქარიას
ძე ბარათაშვილი (დაიბადა 1841 წლის 12 აპრილი, გარდაიცვალა 1871 წლის 16 იანვარი) თავადი
ასული ბარბარე ბარათაშვილი, 74 წლის, + 1874 წლის 11 მაისი ეს სამი პიროვნება დასაფლავებულია
ტაძრის ახლოს, სამხრეთით. პოლკოვნიკი ანტონ ნიკოლოზის ძე ილიუშენკო 58 წლის, 1883 წელი
― დასაფლავებულია ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით. „დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკი“ მიხეილ
მაქსიმეს ძე ილიუშენკო, 52 წლის, + 1847 წელი თავადი ოთარ ქობულაშვილი, კავალერი და
„კოლეჟსი სოვეტნიკი“, 57 წლის, + 1835 წლის 3 თებერვალი თავადის, მაიორ მამუკა ჯამბაკურ-ორბელიანის
ასული ნინო, 10 წლის, + 1837 წლის 10 იანვარი თავადის, მაიორ მამუკა ჯამბაკურ-ორბელიანის
ძე მიხეილი, 4 წლის, + 1837 წლის 16 იანვარი თავადი გიორგი იოანეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანი,
6 წლის, + 1856 წლის 18 ნოემბერი გორის ეპისკოპოსის გერონტი პაპიტაშვილის ძე — ევსტათი
,21 წლის, + 1859 წლის 17 ნოემბერი — ეს ექვსი დასაფლავებულია ტაძრის აღმოსავლეთით
შორიახლოს. ერთი ქვის ქვეშ არიან დასაფლავებულნი — მამა კ. მ. ა. გ. რ. სემენოვი და
ასული „ნადვორნი სოვეტნიკისა“ მ. გ. სნასე- კი-ავტონომოვისა. პირველი გარდაიცვალა
1824 წლის 21 მაისს, მეორე 1847 წლის 26 აპრილს, 32 წლის. მათ საფლავზე ეხლაც იკითხება
ლექსი. ხორეშან გიორგის ასული სარაჯიშვილი ფორაქიშვილისა 90 წლის, + 1861 წლის 7 მაისი.
ბეჟან ფორაქიშვილი (ხორეშანის მეუღლე) დავით ქიტესას ძე ბიბილური + 1865 წლის 28 თებერვალი.
ქიტესა აბრაამის ძე ბიბილური + 1864 წლის 1 დეკემბერი. ბოლო ხუთი საფლავი მდებარეობს ტაძრის მარჯვნივ.
25
საპატრიარქოს უწყებანი N25 20აგვისტო-2სექტემბერი 2009წ გვ.9
წმიდა
ტბელი აბუსერიძე (XIII)
წმიდა
ტბელი აბუსერიძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII ს-ში და თავისი წარმომავლობის შესაბამისად
შესანიშნავი განათლება მიიღო. მან როგორც ჰიმნოგრაფმა, პროზაიკოსმა, ასტ-რონომმა, საეკლესიო
მუსიკათმცოდნემ და საერთოდ ღრმა მეცნიერული აზროვნებით გარჩეულმა მწიგნობარმა წარუშლელი
კვალი დატოვა ქართული კულტურის ისტორიაში. როგორც წმიდანის ნაწერებიდან ჩანს, მან ზემო
აჭარაში სოფელ ხიხანში ააშენა წმიდა გიორგის ეკლესია. ვარაუდობენ, რომ წმიდა ტბელი
იქ მოღვაწეობდა, როგორც სასულიერო პირი და იქ შექმნა მისი თხზულებების უმეტესი ნაწილი.
წმიდა ტბელს ჰყოლია შვიდი შვილი და როგორც თავის საგვარეულო მატიანეში წერს, თუ კიდევ
გაუჩნდებოდა შვილი მათი სახელებიც უნდა შეეტანათ მატიანეში. წმიდა ტბელს ინტენსიური
კულტურული ურთიერთობა ჰქონდა გელათის აკადემიასთან, ვარაუდობენ, რომ მან იქ მიიღო ისეთი
მრავალმხრივი განათლება, რომელიც მას საშუალებას აძლევდა ერთმანეთისაგან განსხვავებულ
ჟანრებში ეთქვა თავისი ბრძნული და წმიდა სიტყვა. წმიდა ტბელის ჰიმნოგრაფიულ კრებულში
„გალობანი წმიდისა იოანე ნათლისმცემლისანი, წმიდისა იოანე მახარებლისა და წმიდისა იოანე
ოქროპირისა60" - კარგად ჩანს ავტორის, როგორც უდიდესი ღვთისმეტყველი მწერლისა
და წმიდანის სახე. გალობანის ღრმა საღვთისმეტყველო აზრები, მეტაფორები, მოვლენების
სიმბოლური და მისტიკური გააზრება „ცნობა ხილულთა“ და „უხილავთა მეცნიერჰყოფა“ წმიდა
ტბელს წარმოაჩენს, როგორც მსოფლიო დონის მეცნიერსა და ღვთისმეტყველს. წმიდა ტბელი დაინტერესებული
ყოფილა წელთაღრიცხვის პრობლემებით და შეუდგენია „ქრონიკონი სრული საუწყებელითა და განგებითა“,
რომელშიც ასტრონომიისა და ისტორიის ცოდნასთან ერთად გადმოცემულია კალენდრის კოსმიური
გააზრება და ქრისტიანული ესქატოლოგია. ცნობილია წმიდა ტბელ აბუსერიძის ჰაგიოგრაფიული
ჟანრის თხზულება „ახალნი სასწაულნი წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისანი“, რომელიც მნიშვნელოვანია
მისი ისტორიული ღირებულებითაც, იგი გვაწვდის ცნობებს ფეოდალური ეპოქის საქართველოს
ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი საგვარეულოს აბუსერიძეთა მოღვაწეობის და მათი კულტურულ-აღმშენებლობითი
საქმიანობის შესახებ. გარდა ლიტერატურული და მეცნიერული მოღვაწეობისა, წმიდა ტბელი
ცნობილია, როგორც წმიდა და ღმერთშემოსილი მამა, ხოლო საქართველოს სამოციქულო ეკლესიის
მიერ წმიდა ტბელის კანონიზაციით სამუდამოდ დაკანონდა მისი, როგორც წმიდა მამის პატივისცემა.
ხელდასხმა
9 აგვისტოს
ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა
ლუკამ (ლომიძემ) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის წმინდა გიორგის სახელობის (ძმათა სასაფლაოზე)
ეკლესიის დიაკვანს გიორგი მელექსიშვილს. მღვდელი გიორგი თბილისის წმინდა გიორგის სახელობის
ეკლესიაში იმსახურებს. 9 აგვისტოს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში
საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძემ) დიაკვნად აკურთხა თბილისის
სასულიერო აკადემიის IIIკურსის სტუდენტი იაკობ
მახნიაშვილი. დიაკონი იაკობი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში იმსახურებს.
დაჯილდოება
9 აგვისტოს
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლი-კოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ბევრეთის წმინდა თეკლას სახელობის დედათა მონასტრის
წინამძღვრად დაადგინა და ოქროს ჯვრითა და იღუმენიას წოდებით დააჯილდოვა მონაზონი თეკლა
(კუჭუხიძე). 9 აგვისტოს წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმინდა პანტელეიმონ მკურნალის
დღესასწაულთან დაკავშირებით დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: მიტრით — თბილისის
წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა;
გამშვენებული ჯვრით — ამავე ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი დავით ხიმშიაშვილი და არგვეთისა
და უბისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი ფილიპე აბაშიძე.
26
საპატრიარქოს უწყებანი N26 3-16სექტემბერი 2009წ გვ.12
ტაძრის
კურთხევა
29
აგვისტოს ბოლნელმა ეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) თბილისში, ნაძალადევის უბანში
მდებარე წმინდა აბუსერ ტბელის სახელობის ეკლესია აკურთხა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი
მირიან სამხარაძე დაინიშნა.
ხელდასხმა
16
აგვისტოს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის
ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული
აკაკი კუპრაშვილი. დიაკონი აკაკი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო
ტაძარში იმსახურებს.
***
28
აგვისტოს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ცურტავის
ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის IV
კურსის სტუდენტი გიორგი გელუტაშვილი. დიაკონი გიორგი თბილისის ყოვლადწმინდა სამების
სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
***
28
აგვისტოს საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში ცხუმ-აფხაზეთის, ჭიათურისა
დასაჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო
სემინარიის კურსდამთავრებული ლევან კაციტაძე. დიაკონი ლევანი სავანის წმინდა გიორგის
სახელობორჯომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, იღუმენი
ანდრია (ტარიადისი). ოქროს ჯვრითა და დეკანოზისწოდებით — სიონის საპატრიარქო ტაძრის
მღვდელმსახურნი: მღვდელი ტიმოთე წიკლაური,
მღვდელი თავმას ესიტაშვილი და მღვდელი იოანე ბარკალაია.
26-1
საპატრიარქოს უწყებანი N26 3-16სექტემბერი 2009წ გვ.13
ხელდასხმა
30
აგვისტოს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო
პირები: ოქროს ჯვრით და დეკანოზის წოდებით — რესპუბლიკურ საავადმყოფოში მდებარე წმინდა
პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიის წინამძღვა-რი, მღვდელი დავით შენგელია; ყოვლადწმიდა
სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი გივი გივიშვილი; სიონის
საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურნი: მღვდელი დავით ლასურაშვილი და მღვდელი შალვა კეკელია.
ბერად
აღკვეცა
18
აგვისტოს მახათის მთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტერში,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით,
ამავე მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა საბამ (კუჭავა) ბერად აღკვეცა: კრწანისის
წმინდა საბა განწმედილის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი რევაზ ნოზაძე — სახელად
ეწოდა ანტონი, თბილისის ზღვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „მსწრაფლშემსმენელი“ ხატის
სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი ედიშერ წულაძე — სახელად ეწოდა ონოფრე და მახათის
მთის მამათა მონასტრის მორჩილი მამუკა მაისურაძე სახელად ეწოდა იონა.
***
27
აგვისტოს ზედაზენის წმინდა იოანე ზედაზნელის სახელობის მამათა მონასტერში სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ამავე
მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა გაბრიელმა (ოტიაშვილი)
ბერად აღკვეცა
ამავე
მონასტრის მორჩილები: არკადი შეროზია — სახელად უწოდა ალექსი, ფარნაოზ სვიმონიშვილი
― სახელად უწოდა ნაზარი და ალექსანდრე დანელია — სახელად უწოდა იოანე. ბის ეკლესიაში
იმსახურებს.
დაჯილდოება
28
აგვისტოს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მარიამობის
დღესასწაულთან დაკავშირებით დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: მიტრით სანზონის
წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ბესარიონ ბულაშვილი. არქიმანდრიტის
წოდებით — ათენის უნივერსიტეტთან არსებული საღვთისმეტყველო სასწავლებლის სტუდენტი,
იღუმენი აბიბოსი (ტარიადისი);
26-2
საპატრიარქოს უწყებანი N26 3-16სექტემბერი 2009წ გვ.18
,,მენღრელთა,
აფხაზთა, სვანთა, თაკვერთა, და ჭყონდიდის’’ მიტროპოლიტი დავიითი (წერეთელი)
1781-1853
მიტროპოლიტი
დავითი — ერისკაცობაში დავით ზურაბის ძე წერეთელი 1781 წელს საჩხერეში, თავადის ოჯახში
დაიბადა. მამამისი, გენერალ-მაიორი ზურაბ წერეთელი იმერეთის მეფის სახლთუხუცესი იყო.
დედა, თამარ დადიანი, სამეგრელოს მთავრის ასული გახლდათ. XII-XIII საუკუნეში გადაწერილ
ოთხთავზე არის ასეთი წარწერა — „ჩყკგ-სა წელსა, თებერვლის კგ-სა, დღესა პარასკევსა
ალიონზე მიიცვალა დედაჩემი, თამარ დადიანის ასული, დამიშრტა ნათელი სიცოცხლისა ჩემისა.
მოვაკლდი გარდამეტებულსა დედაშვილურსა სიყვარულსა მისსა, ვეღარ ვიხილავ კეკლუცსა და
შვენიერსა პირსა მისსა, აღარ მიალერსებს ჩვეულებისაებრ დედაი ჩემი, დავფალ ხელითა ჩემითა
ჯრუჭს მონასტერსა შინა მარჯვენით მხარეს მამისა ჩემისა, მეუღ- ლისა თვისისა ზურაბ წერეთლისა
თანა და ძისა მისისა ნიკოლაოსის თანა და წარვიდენ ესენი განსასვენებელსა კეთილსა და
სანეტაროსა, მაგრამ მე დავრჩი ობლათ და მოვაკლდი შობლიურსა სიყვარულსა მათსა, თვით
ძუძუთი დედისა ჩემისათა ვარ გაზდილი მათი მოცილე- ბული საწყალი დავით მიტროპოლიტი.“
ოჯახში პირველდაწყებითი განათლების მიღების შემ-დეგ, 13 წლის ასაკში, დავითი აღსაზრდელად
მიაბარეს გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერში, გენათელ
მიტროპოლიტ ექვთიმეს (შერვაშიძე). 1796 წლის 22 აპრილს (მეორე ვერსიით, 22 თებერვალს)
მიტროპოლიტმა ექვთიმემ იგი ბერად აღკვეცა და სახელად ისევ დავითი უწოდა. 1798 წლის
23 აპრილს დიაკვნად აკურთხა და ამავე წლის 8 ოქტომბერს არქიდიაკონის წოდება მიანიჭა.
1803 წლის 29 მარტს მღვდლად დაასხა ხელი. 1803 წლის 23 დეკემბერს გარდაიცვალა ჯრუჭის
წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი სვიმონი (ქავთარაძე)
და მის ადგილზე ქუ- თათელმა მიტროპოლიტმა დოსითეოსმა (წერეთელი) მამა დავითი დანიშნა,
რომელსაც 1804 წლის 4 იანვარს (მეორე ვერსიით 14 სექტემბერს), არქიმანდრიტის წოდება
მიენიჭა. 1805 წლის 24 აპრილს იმერეთის მეფის სოლომონ II-ის რეკომენდაციითა და თხოვნით,
მიტროპოლიტებმა — ქუთათელმა დოსითეოსმა (წერეთელი), გენათელმა ექვთიმემ (შერვაშიძე)
და მთავარეპისკოპოსებმა — ნიკორწმიდელმა სოფრონმა (წულუკიძე) და ხონელმა ანტონმა (ჩი-ჯავაძე)
ეპისკოპოსად დაასხეს ხელი, მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა და ხინოწმიდის ეპარქიის მმართველად
დაინიშნა. ხინოწმიდის ეპარქია მდებარეობდა აჭარაში და რადგანაც 1780 წლიდან ხინოწმიდა
თურქებს ეჭირათ, ამიტომ იგი ჯრუჭის მონასტრის წინამძღვრად დატოვეს და ნომინალურად იწოდებოდა
ამ ეპარქიის მმართველად. მიტროპოლიტმა დავითმა ბევრი იღვაწა ჯრუჭის მონასტრის საკეთილდღეოდ
და გასამშვენებლად. მთავარი ტაძრის ერთ-ერთ კედელზე არსებული წარწერა ამის შესანიშნავი
დასტური იყო: „მონასტერი ქალაქ ვყავ“. მის სიცოცხლეში აურაცხელი სიმდიდრე და ქონება
გააჩნდა მონასტერს, 500-ზე მეტი გლეხი, ყმა და მამული, წისქვილები, რომლებიც, სამწუხაროდ,
შემდეგ წლებში განადგურდა და დაიკარგა. მეუფე დავითის ლოცვა-კურთხევით, დასავლეთ საქართველოში
XIX საუკუნის I ნახევარში გადაიწერა და განადგურებას გადაურჩა მრავალი საეკლესიო და
ისტორიული წიგნი, რომელთა უმეტესობა მან ჯრუჭის მონასტერს შესწირა. 1919 წელს ექვთიმე
თაყაიშვილმა მონასტერში არსებული წიგნები და ძვირფასი ხელნაწერები თბილისში გადმოიტანა
და დღეს ისინი საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არის დაცული. წიგნებზე არსებობს
მინაწერები, რომლებიდანაც დასტურდება მეუფე დავითის ღვაწლი ამ საქმეში. აი, ერთ-ერთი
ასეთი მინაწერი: რომანოზ მესვეტის წერილი მიტროპოლიტ დავითს „თქვენო ყოვლად უსამღვდელოესობავ,
იმერთა სახლთუხუცის ღენერალ და კავალერისა ზურაბ წერეთლისა ძეო და სრულიად მენღრელიისა
სამთავროისა მწყემსმთავარო, მენღრელთა, აფხაზთა, სვანთა და თაკვერთა, ჭყონდიდის მიტროპოლიტო
დავით, მოწყალეო ხელმწიფევ! ვინათგან უუმეტესად ყოველთა შორის პატიოსანთა ნივთთა მოპოვნებად
სურს სამღთოსა მას სულს: თქვენსა სამღთოისა წერილისა, ამისთვისცა მეცა ვიგულსმოდგინე
სხვათა ნივთთა გარეშე მყოფმან და უპოვარმან, ვითარცა მოციქული ბრძანებს: ოქრო და ვერცხლი
არა მაქუს და შემდგომი მისი. და აწ შემოგწირავთ, წმიდაო მეუფეო, მცირესა ამას ნაშრომსა
ხელისა ჩემისასა სამღთოსა მას და დიდებულსა წიგნსა ცხოვრებასა წმიდისა კლემენტოს რომთა
პაპისა, თუ ვითარ სახედ დაემოწაფა წმიდასა მოციქულსა მაცხოვრისასა პეტრეს, და წამებაცა
მისი, რომელიცა წერილ არს ამას შინა და შეიწირე, მეუფეო, მსგავსად მეუფისა ზეცისა შეწირულ
იქმნა ქვრივისა მის მწულილი უფროს მდიდართასა. წმიდისა მეუფებისა თქვენისა უქუეშევრდომილესად
თაყუანისმცემელი მონა თქუენი გლახაკი მონაზონი, მარტვირიისა ეკლესიისა სვეტსა შინა
მარტომყოფი ცოდვილი რომანოსს. წელთა 1839-სა, აპრილს, 29-სა“. (ანდერძი) „აღიწერა ხელითა
ცოდვილისა ბერისა მარტვირიის მონასტრის სვეტსა შინა მარტომყოფისა რომანოზისათა, რისათვის
ვითხოვ ყოველთა მიერ შენდობით ხსენებასა სულისა ჩემისასა. წელთა ქრისტესით ათას რვაას
ოცდათორმეტსა, აპრილსა კზ-სა“.
26-3
საპატრიარქოს უწყებანი N26 3-16სექტემბერი 2009წ გვ.19
,,მენღრელთა,
აფხაზთა, სვანთა, თაკვერთა, და ჭყონდიდის’’ მიტროპოლიტი დავიითი (წერეთელი)
1781-1853 (გაგრძელება)
1829
წლის 23 ივნისს მეუფე დავითი სამეგრელოს ეპისკოპოსად დაინიშნა. 1834 წლის 9 ივნისს
ავადმყოფობის გამო გადადგა ეპარქიის მართვისაგან და კვლავ ჯრუჭის მონასტრის წინამძღვრად
დაინიშნა. იმერეთის ეპარქიის მმართველის, მთავარეპისკოპოს სოფრონის (წულუკიძე) გარდაცვალების
შემდეგ (გარდაიცვალა 1842 წლის 2 იანვარს), 1843 წლის 7 აგვიტოს იმერელი თავადებისა
და სასულიერო პირების თხოვნით, იმერეთის ეპარქიის კათედრა დაიკავა, რომელსაც სიკვდილამდე
მართავდა. მიტროპოლიტი დავითი 1853 წლის 14 თებერვალს გარდაიცვალა. იგი დიდი პატივით
დაკრძალეს მის მიერ აღდგენილ ჯრუჭის მონასტერში. შემორჩენილია ფრიად საინტერესო მოგონება
მეუფე დავითის შესახებ, რომელიც 1915 წელს გაზეთ „სამშობლოში“ დაიბეჭდა ასეთი სათაურით:
„დავით მიტროპილიტი და დიდ წვერიანი“: „დავით მიტროპოლიტს გონიერისა და მიმხდურ მ.
ვდელმთავრის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი იმერეთის ეპარქიაში. ძლიერ იშვიათად შესცდებოდა
თავის საქმეში: რაც უნდა ტიპიკონის მცოდნე და მწიგნობარი სამღვდელოდ გამზადებული პირი
ყოფილიყო, არასოდეს არ აკურთხებდა, თუ არ დარწმუნდებოდა, რომ სამღვდელო კანდიდატი ჭკუით
საღი და ხასიათით მტკიცე კაცი არ იყო. „წიგნი ცოდნას აძლევს კაცს მხოლოდ, ჭკუა კი თან
შობილი საუნჯეაო და, თუ ადამიანს ეს სიკეთე არ ახლავს, ცოდნა ამაოდ ჩაუვლისო“, — ბრძანებდა
ხოლმე ხშირად მისი მეუფება. მიტროპოლიტის სახლის კაც – წერეთლებს — ერთი აზატი გლეხის
ოჯახი მეტად მიჩნეული ჰყავდათ. სულითა და გულით უყვარდათ და ცდილობდენ, რომ ერთი ამ
ოჯახის შვილი მიტროპოლიტს მღვდლად ეკურთხებინა. ეს აზატი გლეხი გვარად გუდაძე იყო.
ამ ოჯახში იზრდებოდა ერთი შესახედავი და მოყვანილი ახალგაზრდა. წერეთლები დარწმუნებული
იყვნენ, მათი მოგვარე და ნათესავი მიტროპოლიტი ასე უბრალო თხოვნაზე უარს არ ეტყოდათ.
ახალგაზრდა გუდაძე ოცდაათი წლის შეიქნა, ტიპიკონი და საღვთო წერილი ჯრუჭის მონასტერში
შეისწავლა და ამ ორ საქმეში ბადალიც არა ჰყავდა. ახლა შეიქნა შუამდგომლობა. მიდის წერეთელი
წერეთელზე სავედრებლად, მაგრამ მღვდელმთავარი ყველას უარით ისტუმრებს და უარის მიზეზს
კი არავის ეუბნება. გუდაძის ბედით დაინტერესებულმა წერეთლებმა სხვა ხერხს მიმართეს.
მღვდელმთავრის მზარეული დაასაქმეს. გაგვიგე, მისი მეუფება ასეთს მომზადებულ დიაკონს
კურთხევის უარს რატომ ეუბნებაო. მზარეულმა ბატონს მშვენიერი სადილი მოუმზადა, რომ ნასადილევს,
როცა მღვდელმთავარი „კაი გუნებაზე“ იქნებოდა, გუდაძის უბედურობის ამბავი გამოეკითხა.
ნასადილევს მისი მეუფება აივანზე გამობრძანდა და თვალის წარმტაც რიონის ხეობას და აჭარა-ახალციხის
მთებს გასცქეროდა. მზარეული ბალკონის მოაჯირს აეტუზა და მღვდელმ- თავარს ვედრების თვალი
მიაპყრო. რაღაცის თქმა რომ დააპირა, მიტროპოლიტმა დაასწრო: „რისთვის გასჯილხარ, საჩინო
ჩემო?“ მეუფეო, მე ღვთისგან დასჯილმა კაცმა დამსაჯა. ხუმრობის გუნებაზე ხარ, მგონი,
ჩემო საჩინო, როგორც გეტყობა ლაპარაკში. თქვენო მეუფებავ, ღვთის მაგიერ კაცთან ხუმრობას
მე რა მსჯის?! კი, მარა დღეს კარგი სადილი გაგიკეთებია და ეგება თავი მოგწონს. ახლა
საჩინო დარწმუნდა, რომ მისი მეუფება მართლა კარგს გუნებაზეა, და რასაცა სთხოვს უთუოდ
შეიწყნარებს. არა, მეუფეო, თქვენი მონა საჩინო და თავის მოწო- ნება ვის გაუგონია, მაგრამ
ერთი რამ უნდა გთხოვო, თუ არ გამირისხდები. სთქვი, საჩინო ჩემო, მხოლოდ ყოველთვის დღევანდელივით
მოსაწონი სადილი გაგვიკეთე კი. ღმერთმა თქვენი წყალობა ნუ მომაკლოს და სადილს თუ არ
გავაკეთებ, აბა, რაღასი მაქნისი ვიქნები? აბა,
სთქვი, რაღას ულოდინებ? თქვენს მოწყალებას, მეუფეო, და მოგახსენებთ: „ეთქვენი დიდი
ოჯახების ნამსახური და მათგანვე გააზატებული გუდაძის შვილი რომ ასე დაიარება, ნუთუ,
მეუფეო, იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ ოდესმე მღვდლობას ეღირსება? ოდესმე, არ ვიცი და
ჩემს მიტროპოლიტობაში იგი მღვდლად კურთხევას ვერ მოესწრება. რატომ, მეუფეო, იმას თქვენი
იმედი უფრო ჰქონდა. არა, ჩემო საჩინო, იმის კურთხევის უარი შენზე უფრო ერთგულსა და
პატივცემულ კაცებს ვუთხარი. ბატონო, რა დააშავა ამდენი? ის, რომ გრძელი წვერი აქვს.
მეუფეო, ხუმრობა ღმერთმა ნუ მოგიშალოს, მაგრამ წვერი ხომ მღვდლის მაშვენებელი სამკაულია:
მე მთლად იმიტომ ვიმედობდი, რომ თანამდებობის შესაფერი ჩინებული წვერი გულბოყვსა და
მკერდს უშვენებდა საბრალო გუდაძეს. არა, ჩემო საჩინო, მე იმისი შუამდგომელი ყველა შემოვიცალე
და შენ კი ნამდვილი მიზეზიც უნდა გითხრა: ყოველი დიდწვერა კაცი მოსულელოა და მოსულელო
კაცი ღვთის მსახურებისათვის და თანამდებობისათვის არ ვარგა.
26-4
საპატრიარქოს უწყებანი N26 3-16სექტემბერი 2009წ გვ.20
,,მენღრელთა,
აფხაზთა, სვანთა, თაკვერთა, და ჭყონდიდის’’ მიტროპოლიტი დავიითი (წერეთელი)
1781-1853 (დასასრული)
მეუფეო,
თქვენსავით ვის ეცოდინება, როგორი უნდა იყოს სამღვდელო პირი!... მხოლოდ ნება მიბოძე,
რომ მისი უკურთხეობის მიზეზი გადავსცე საწყალ გუდაძეს, რათა თავის შესაფერ გზას ეწიოს.
კი, საჩინო ჩემო, მოურიდებლათ უთხარი, ეგებ მისმა გამოწვრთნილმა შუამდგომლებმა შემდეგ
მაინც მომასვენონ. მეორე დღეს წვერა გუდაძე მზარეულთან მოიჭრა ამბის გასაგებათ. საჩინომ
კარგი ამბავი ვერ დაახვედრა გუდაძე დიაკონს: „ბატონმა ბრძანა, გუდაძეს ვერ ვაკურთხებ,
რადგანაც გრძელი წვერი აქვს: ყოველი გრძელწვერა კაცი მოსულელო და ბრიყვი არისო“. გუდაძეს
ელდა ეცა და მაშინვე შინისკენ გაიჭრა, სახლის აივანში ცოლი მოიკითხა. სადღაც ბოსტანში
გადასულიყო სუნელისათვის. დაძახილზე ცოლი ბოსტნიდან საბიჯალაზე საჩქაროთ გადმოხტა,
ეგონა, მიტროპოლიტის ალნება იშოვა ჩემმა სამღვდელოთ გამზადე- ბულმაო. გუდაძემ მეუღლეს
მიაძახა, ანთებული თაფლის სანთელი ჩქარა მომაწოდეო. ცოლს კიდე უფრო დიდი იმედი მიეცა,
უთუოდ საჩინოს თხოვნამ გასჭრაო და ანთებული ჩირაღდანი მეუღლეს მოურბენია. გუდაძემ ეს
ვებერთელა გაფოფხილი წვერი მარცხენა ხელში ხელაურივით მობღუჯა და მარჯვენათი სანთლის
ალი შეუნთო. მოედვა ალი გუდაძის სამკა-ულს. წვერიდან ალი ხელსაც სწვდა, მწვავ სიმწარეს
ვეღარ გოუძლო, წვერს ხელი გაუშვა, ახლა ალმა წვერის ძირამდიც მიაწია და ცოლს რომ დროზე
ჭკუა არ ეხმარა და ჩაფით წყალი არ მიეშვა სამღვდელო მეუღლისათვის, გუდაძეს წვერის დამოკლებასთან
ერთად თავპირიც დაეხრუკებოდა. საჩინომ რომ ეს ამბავი ყოვლადსამღვდელოს დიდი შებრალებით
მოახსენა, მისმა მეუფებამ ასე ბრძანა: „ხომ გითხარი, საჩინო ჩემო, რომ ყოველი გრძელწვერა
კაცი მოსულელო და ბრიყვია-მეთქი. ნეტა თუ მართალია მიტროპოლიტის აზრი?“
„წიგნი
ცოდნას აძლევს კაცს მხოლოდ, ჭკუა კი თან შობილი საუნჯეა და თუ ადამიანს ეს სიკეთე არ
ახლავს, ცოდნა ამაოდ ჩაუვლის!“ - მიტროპოლიტი დავითი.
27
საპატრიარქოს უწყებანი N27 17-30სექტემბერი 2009წ გვ.5
ტაძრის
კურთხევა
8 სექტემბერს
გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ახალაშენებული ტაძარი
აკურთვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე). იმავე დღეს ტაძარს
ეწვია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და აღავლინა სავედრებელი პარაკლისი.
ტაძარში იმსახურებს მღვდელ-მონაზონი ნეოფიტე (უროტაძე).
სამძიმარი
საპატრიარქოს
პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ 7 სექტემბერს გარდაიცვალა ბოდბის ეპარქიის მღვდელმსახური,
წნორის წმინდა ილია მართლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით გრიგალაშვილი
და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
დაჯილდოება
6 სექტემბერს
ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: მცხეთა-თბილისის
ეპარქიის სამღვდელოება: ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — ნაქულბაქების წმინდა გიორგის
სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი იოანე (გვაჯაია); ოქროს ჯვრითა
და დეკანოზის წოდებით — დიღმის წმინდა ილია მართლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი,
მღვდელი ლუკა სუპატაშვილი; დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპარქიის სამღვდელოება: გამშვენებული
ჯვრით — დედოფლისწყაროს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკა-თედრო თაძრის
წინამძღვარი, დეკანოზი ნიკოლოზ ლომსაძე; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — ზემო
მაჩხაანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ჯინაშვილი;
არბოშიკის წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლე-სიის წინამძღვარი,
მღვდელი ლევან იაკობიშვილი.
***
13
სექტემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სტეფანწმიდისა
და ხევის ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით — ფხელშას წმინდა გიორგისა
და ყანობის წმინდა გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრების წინამძღვარი, იღუმენი
იოანე (სილაგაძე) და სტეფანწმიდის წმინდა მიქაელ მთავარან- გელოზის სახელობის საკათედრო
ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი ნიკოლოზი (ღლონტი); ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით
— კობის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი პეტრე (კაკუბავა).
ხელდასხმა
6 სექტემბერს
რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ცურტავის ეპისკოპოსმა
იოანემ (გამრეკელი) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის
ეკლესიის დიაკონს — გიორგი კიკვაძეს. მღვდელი გიორგი რესპუბლიკურ საავადმყოფოს წმინდა
პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
27-1
საპატრიარქოს უწყებანი N27 17-30სექტემბერი 2009წ გვ.18
დეკანოზი
ივლიანე (აბესაძე) 1861-1931
დეკანოზი
ივლიანე ალფეზის ძე აბესაძე 1861 წელს იმერეთში, მედავითნის ოჯახში დაიბადა. ოჯახში
პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ პატარა ივლიანე მამამ ქუთაისის სასულიერო
სასწავლებელში მიაბარა, რომელიც 1880 წელს დაამთავრა. 1880-86 წლებში თბილისის სასულიერო
სემინარიაში სწავლობდა. სემინარიის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა ივლიანე დაოჯახდა.
მის მეუღლეს ერქვა მარიამი და მათ შვიდი შვილი შეეძი- ნათ: პოლიევქტოსი, ნუცა, ქეთევანი,
ნიკოლოზი, გიგლა, ბიჭიკო და შოთა. 1886 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე)
ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი მღვდლად დაასხა ხელი და ზოვრეთის წმინდა გიორგის სახელობის
ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1887 წელს შორაპნის მაზრის, ჩხარის ოლქის მთავარხუცესად
დაადგინეს. 1889 წელს საგვერდულით დააჯილდოვეს. 1892 წლის ივნისში სკუფია უბოძეს,
1896 წლის 6 მაისს კი კამილავკა. 1898 წელს ქუთაისში, საფიჩხიის მაცხოვრის ამაღლების
სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1900 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით,
ხოლო 1901 წლის 3 თებერვალს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. 1906 წლის
აღდგომას დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1910 წლის 6 მაისს წმინდა ანას II ხარისხის, ხოლო
1916 წლის 15 მაისს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი უბოძეს. 1917-18 წლებში მამა
ივლიანე ქ. ქუთაისის ეკლესიების მთავარხუცესი გახდა. დეკანოზი ივლიანე, როგორც იმერეთის
ეპარქიის დელეგატი, აქტიურად მონაწილეობდა 1917 წლის სექტემბერში გამართულ I, 1920
წლის მაისში გამართულ II და 1927 წლის ივნისში გამართულ IV საეკლესიო კრებებში. კომუნისტური
რეჟიმის უმძიმეს პერიოდში, როდესაც მრავალმა სასულიერო პირმა ანაფორა გაიხადა და ეკლესიაში
მსახურება მიატოვა, მამა ივლიანე კვლავ ძველებური შემართებითა და უფლის სიყვარულით
განაგრძობდა მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, ანუგეშებდა საფიჩხიის მაცხოვრის
ამაღლების სახელობის ტაძრის მრევლს და ერთგულად ემსახურებოდა დედაეკლესიას. XX საუკუნის
20-იან წლებში ღვაწლმოსილი დეკანოზი ენქერითა და მიტრით დაჯილდოვდა. დეკანოზი ივლიანე
1931 წლის 27 დეკემბერს გარდაიცვალა. 31 დეკემბერს იგი დიდი პატივით დაასაფლავეს საფიჩხიის
სასაფლაოზე. შემორჩენილია მამა ივლიანეს წარმოთქმული რამდენიმე ქადაგება, რომელიც იმჟამად
გამომავალ ქართულ პრესაში ქვეყნდებოდა. ერთ-ერთი ასეთი ქადაგება წარ- მოსთქვა მან
1915 წლის 2 აგვისტოს, კვირას, ვაჟა-ფშაველას დაკრძალვის დღეს, ქუთაისის საკათედრო
ტაძარში აღსრულებულ პანაშვიდზე: ჩემო თავო, ბედი არ გიწერია! ჩემო ჩანგო, ეშხით არ
გიჟღერია! ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია, რადგან სატრფო, ვხედავ, ჩემი მტერია! „ბატონებო!
აი, ეს სიტყვები საუკუნოდ დაუვიწყარისა უკვდავი მგოსნის აკაკისა, რომლებშიაც მან გამოხატაარა
მარტო თვისი პირადი უბედობა და მწარე ცხოვრება არა თუ ბედისაგან განწირული და მუდამ
გაუხარელი მხოლოდ რომელიმე ქართველის აუტანელი ცხოვრება, არამედ მთელი საქართველოს
სვე. და მართლაც რომ საქართველოს ბედი არ უწერია, მის ჩანგს ძალიან იშვიათად თუ ეშხით
უჟღერია და გულს ტკბილად უძგერია. ამის და- მამტკიცებელი საბუთი არის არა თუ მთელი
ცხოვრება ქართველი ერისა მას შემდეგ, რაც კაცის ენამ პირველად წარმოსთქვა სიტყვა „ქართველი“
და კაცობრიობის საზოგადო ისტორიის კაბადონზე აღინიშნა მხარე „საქართველო“, არამედ თითოეული
წელი ჩვენი უიღბლო ცხოვრე- ბისა. ამიტომაც ეწოდება მას „მრავალწამებული საქართველო“.
თუ გნებავთ შორ-წარსულ წლებს ნუ მოვიხსენებთ, მოვიგონოთ ახლო წარსული 1907 წელი, როდესაც
აბობოქრებული ცხოვრების დროს შვილი მშობელს ვეღარ სცნობდა და აღზრდილი აღმზრდელს. დროთა
უკუღმართმა ტრიალმა უღმერთოდ, ვერაგულად გამოგვტაცა ხელიდან ქართველი ერის მედგარი
დარაჯი, სამშობლ დიადი მოამაგე დიდი ილია. ანდა, მოვიხსენიოთ ის წელი, როდესაც ულმობელმა
სიკვდილმა ხელიდან უდროოდ გმოგვტაცა საქართველოს ცხოვრების სწორუპოვარი სისწორით ამწონ-დამწონი
ბრძენი არჩილ ჯორჯაძე. ის გამოცდილებასა და ცხო- ვრების მეცნიერულ დაკვირვებაზე აფუძნებდა
საქართველოს განახლების, აყვავებისა და გონებრივად განვითარების გეგმას, მაგრამ არ
დასცალდა ჩვენი უბედობის გამო და ცივ საფლავში
ჩაიტანა თვისი ფიქრები. მისი გეგმა შეუვსებელი და განუხორციელებელი დარჩა. ყუ-რადღება
მივაქციოთ მხოლოდ ამ დაწყევლილ და ისტორიაში გაუმეორებელ მდგომარე 1915 წელს, რო-..
27-2
საპატრიარქოს უწყებანი N27 17-30სექტემბერი 2009წ გვ.19
დეკანოზი
ივლიანე (აბესაძე) 1861-1931(გაგრძელება)
..დესაც
მთელი კაცობრიობის საყოველთაო ომის საშინელი ჭექა-ქუხილის დროს, ურიცხვი ყუმბარა მეხზე
უძლიერესად სპობენ ადამიანთა სოცოცხლეს და ანადგურებს კაცობრიობის ჭკუა-გონებისა და
ძალ-ღონის საუკუნოებით შექმნილ სიმდიდრეს, როდესაც ლამის ცა და ქვეყანა ერთმანეთს შეასკდეს
და ქვეყნიერების უკანასკნელ კატასტროფას დაღუპვა-განადგურება მოყვეს, ხელიდან გამოგვეცალა
ჭკუის დამრიგებელი, გულში საღმრთო ცეცხლის აღმთები, ტკბილად მატირებელი, მწარედ მაცინებელი
და ყოველ შემთხვევაში იმედის მომცემი დიდი მგოსანი აკაკი. ამავე წელს უწყალო სიკვდილმა
დაგვაობლა და ენა მუცელში ჩაგვიგდო სახელმწიფო სათათბიროს წევრის ვარლაამ გელოვანის
უდროოდ დაკარგვამ. იმან ახალგაზრდა სიცოცხლე მოყვასისათვის განწირა და ამნაირად აღასრულა
ქრისტეს მცნება, რომელიც ამბობს: „უფროისი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაითა სული
თვისი დადვას მეგობართვისთათვის“ (იოანე 15. 13). იმ დროს გასრუთქმელი მწუხარებისა
თუ სხვა გაუგებარი მიზეზებისა გამო მთლად ვერ ვიგრძენით მისი დაკარგვის სიმწვავე-სიმძიმე.
მისი წარმო-მადგენლობა, მისი ძლიერი სიტყვა დაგვჭირდა ამა წლის 19 ივლისს. ამ შესანიშნავ
ისტო- რიულ დღეს მთელი კაცობრიობის თვალ-ყური და გონება-აზროვნება თავრიდის სასახლისკენ
იყო მიქცეული. ყოველი ერის შეგნებული და რჩეული შვილი, რომელსაც კი ანბანი მოეპოება
და ერთი გაზეთი მაინც გამოუდის, ხელმომზადებული იყო, უნდოდა ელეკტრონის სისწრაფით გადმოეტანა
თავის გაზეთის ფურცლებზე და თავისიანებისათვის ეცნობებია, თუ რას იტყოდნენ ამ სასახლეში
დიდებული და უუვრცელესი რუსეთის იმპერიის მცხოვრებთა სახალ-ხო წარმომადგენლები, მაგრამ
ამ დროს აღარ გვყავდა ვარლაამი და მაშინ უუმწვავესად ვიგრძენით მისი დაკარგვის სიმძიმე.
უბედობის ამ დღეებში კიდევ დამწვარზე დუღარე დაგ- ასხა, დათუთქულზე ღვიერო დაგვაყარა,
ასე უნუგეშოდ აგვატირა მთის არწივის, ვაჟა-ფშაველას უდროოდ დაკარგვით. განა ამას უბედობა
არ ქვია? განა საქართველოს ბედი უწერია? ცხადია, არა. ვაჟა ფშაველა იყო ფშავეთის სოფელ
ჩარგლის მცხოვრები, მღვდელ პავლე რაზიკაშვილის შვილი, სახელად ერქვა ლუკა. სწავლა საშუალო
სასწავლებელში (საოსტატო სემინარიაში) მიიღო. უმაღლეს სასწავლებელშიდაც დაყო რამოდენიმე
წელიწადი, მაგრამ დიპლომით აღჭურვილი არ იყო, თუმცა ბევრ დიპლომიანზე მეტი სარგებლობა
მოუტანა სამშობლოს. ერთ ხანს მსახურებდა თავის სოფლის სკოლაში, მასწავლებლად, მაგრამ
იმ მიზნით კი არა, რომ შემდეგ დაწინაურებას მიიღებდა და დიდ ჯამაგირიან ადგილზე გადაიყვანდენ,
არამედ მხოლოდ იმ მიზნით, რომ სწავლა-განათლების სხივი შეეტანა დაბალ ხალხში. შემდეგ
კი მეურნეობა აირჩია, რომ ხალხში ეს დარგიც გაეუმჯობესებია და თავის მოძმეთა ჭირ-ვარამი
გაეზიარებია, შეემსუბუქებია. ამიტომაც თავის სოფელს იშვიათად შორდებოდა. ვაჟა იყო ერთი
უნიჭიერეს მწერალ-მგოსანთაგანი. მან სავსებით გაგვაცნო მთიელების აზრი და გრძნობა და
მთელი მთიულეთი სრული თავისი შემადგენლობით: ცხოველებით, ფრინველებით, მცენარ-ბალახეულობით,
მთა-გორებით და მიწა-წყლით. მისი ენა მომხიბლავია, მისი გონება გამჭრიახია, მისი აზროვნება
სიმბოლურია. ნათქვამია: „ღმერთი რომ კაცს გაუწყრება, პირველად ჭკუა-გონებას წაართმევსო
და თუ კაცის დაჯილდოება უნდა, ბუნების ენას ასწავლისო“. სწორეთ ეგეთი ნიჭით იყო დაჯილდოებული
აწ განსვენებული ვაჟა-ფშაველა. მან გვამცნო ბუნების მრავალი საიდუმლოება; ვინც მის
ნაწერებს საფუძვლიანად გაეცნობა, ის იგრძნობს მისი ნიჭის ბუმბერაზობას, მისი შემოქმედების
სიდიადეს. ვაჟამ შეაყვარა მთა ბარს და ბარი მთას. სულით ძლიერი და გამბედავი ვაჟა,
ნამდვილი განსახიერება, განხორციელება იყო ფოლად-გულიანი და მედგარი მთიელისა. ვაჟას
პოეზია მთის ამაყი და შეუპოვარი არწივია. ის ამაყად და გაბედულად გასცქერის ზღვასაებრ
აბობოქრებულ ცხოვრებას, გულს არ იტეხს, სასოება-იმედს არ კარგავს. თვისი ეროვნების
იდეალებს გაბედულად და თავგამოდებით ემსახურება. სამშობლოს აყვავებას და გამშვენიერებას
შეტრფის და გულახდილად გაიძახის: „სამშობლოს არვის წავართმევ, ჩვენც ნურვინ შეგვეცილება,
თორემ ისეთ დღეს დავაყრით მკვდარსაც კი გაეცინებაო“. შუა ხნის კაცი იყო (54 წლის).
უდროვოა მისი სიკვდილი, მაგრამ რა ვქნათ! ესეც ჩვენი უბედობის შედეგია. ტყვილად კი
არ სთქვა სულმნათმა შოთამ: „ვაჰ, სოფელო რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა-ო!“
ვინუგეშოთ ეხლა მით, რომ ზემოაღნიშნულმა დიდებულმა პირებმა აღზარდეს ახალი თაობა. იმედი
გვაქვს, რომ ამ ახალ თაობაში აღმოჩნდებიან, გამობრწყინდებიან მრავალი ახალი რუსთაველები,
ილიები, არჩილები, აკაკე- ბი, ვაჟა-ფშაველები და სხვა მრავალი გმირები. ხალხური ბრძნული
ანდაზა ამბობს: „ისა სჯობს მამულისათვის, რომ შვილი სჯობდეს მამასაო“ და ჩვენც, ვიმედობთ,
გვრწამს, რომ ახალი თაობა ყოველ სიკეთეში წინ გაუსწრებს ძველსა და ამით პროგრესის წინ
სვლის, გაუმჯობესების გზაზე დააყენებს აღსაზრდელ მომავალ თაობას. თუ ოდესმე საქართველოს
ჩანგს ეშხით უჟღერია და გულს ტკბილად უძგერია, ეს მხოლოდ მაშინ, როდესაც სიმები შეთანხმებული
ყოფილა, კილო შეხმატკბილებული ჰქონია და სიმებიც სუსტები არ ყოფილან, რომ მძლავრ- თითების
ზედ გათამაშებით არ დაწყვეტილიყვნენ, არამედ მწყობრი გარმონია გამოეცათ. ამიტომ აუცილებელი
27-3
საპატრიარქოს უწყებანი N27 17-30სექტემბერი 2009წ გვ.20
დეკანოზი
ივლიანე (აბესაძე) 1861-1931(დასასრული)
საჭიროება
არის, რომ ამ საზოგადო ჩანგის მორთვა-მოწყობას ერთგულად შევუდგეთ, სიმები შევახმატკბილოთ,
შემადგენლობა გავამაგროთგავასპეტაკოთ. შენ კი ძვირფასო ეროვნულო მუშაკო, ვაჟავ, განისვენე
იქ, სადაც შენი საყვარელი საქართველოს თავდადებულნი მამულიშვილები განისვენებენ. ვინც
სამშობლოს არ ივიწყებს, მას არც სამშობლო დაივიწყებს. გრწამდეს, რომ ჩვენში შენი კეთილი
ხსოვნა დაუვიწყარი იქნება. ვისაც შემთხვევამ ნება არ მოგვცა, შენს ჩვენთვის ძვირფას
ნეშტს დღეს დიდუბის სასაფლაომდის მივყოლოდით, სულით მაინც შენი ცხედრის გარშემო. დავფუსფუსებთ.
ამნაირად მოწიწებით მუხლს მოვიყრით და შორიდან (ქუთაისიდან), გონებით ვეამბორებით შენ
გაციებულ გვამს. საუკუნოთ იყოს ხსენება შენი, სახელოვანო მამულიშვილო!“ ფოტო მოძიებულია
ქალბატონ კლარა რამიშვილის მიერ, რომელიც საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში მუშაობს კონსულტანტად.
ეს გახლავთ ერთ-ერთი საზოგადოებისათვის უცნობი სურათი, რომელიც აღმოჩნდა ბატონ ვახტანგ
(კუკუჩია) ხეცურიანის ოჯახში. 1949 წელს, მაშინ, როცა ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმი
მძვინვარებდა, ღმრთის წყალობით საქართველოს სსრ-ის ცენტრალური არქივის თანამშრომლებმა
მოილოცეს ბეთანიის მონასტერი. ბეთანიელი ბერები, მამა იოანე (მაისურაძე) და მამა გიორგი
(დიდ სქემაში იოანე, მხეიძე), რომლებიც საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმინდანებად
შერაცხა, განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით გაუმასპინძლდნენ სტუმრად მისულ ექსკურსანტებს,
რაც წარუშლელ შთაბეჭდილებად და მოგონებად დარჩა მომლოცველთა მეხსიერებაში.
28
საპატრიარქოს უწყებანი N28 1-8ოქტომბერი 2009წ გვ.10
ხელდასხმა
11
სექტემბერს ნინოწმიდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის
ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა ალექსანდრე აბიაშვილი. დიაკონი ალექსანდრე
თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს
***
20
სექტემბერს გორის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გორისა
და სამთავისის მთავარეპისკოპოსმა ანდრიამ (გვაზავა) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო
აკადემიის V კურსის სტუდენტი ლევან გოგია. დიაკონი ლევანი ყოვლადწმიდა სამების სახელობის
საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
***
21
სექტემბერს ბარაკონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში
ნიკორწმიდელმა მიტროპოლიტმა ელისემ (ჯოხაძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის
ლექტორი გოჩა გუგუშვილი და სახელად გიორგი უწოდა.
***
27
სექტემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი ამავე
ტაძრის ბერდიაკონ ვახტანგს (ლიპარტელიანი).
დაჯილდოება
20
სექტემბერს სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სენაკისა და
ჩხოროწყუს ეპისკოპოს შიოს (მუჯირი) მიანიჭა მთავარეპისკოპოსის წოდება. აქვე დააჯილდოვა
სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის სამღვდელოებაც: ოქროს ჯვრითა და დეკანო- ზის წოდებით
— სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი
იოსებ ესაკია, ჩხოროწყუს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი ალექსანდრე
თოლორდავა, ძველი სენაკის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის
წინამძღვარი, მღვდელი იოანე კუპრეიშვილი და ნოქალაქევის წმინდა ორმოცი სებასტიელის
სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი პავლე ესებუა.
***
21
სექტემბერს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა
მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრით დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
შობის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი ვახტანგ სტეფნაძე, თბილისის სასულიერო
აკადემიის დეკანი და თემქის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი,
დეკანოზი მიქაელ გალდავა, თბი-ლისის სასულიერო სემინარიის დეკანი, ჩიტაძის წმინდა ნინოს
სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი გელასი ნატროშვილი; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის
წოდებით სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი სანამაშვილი.
28-1
საპატრიარქოს უწყებანი N28 1-8ოქტომბერი 2009წ გვ.11
დაჯილდოება
26
სექტემბერს მუხრანის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოს ზოსიმეს
(შიოშვილი) მიტროპოლიტის წოდება მიანიჭა. აქვე დააჯილდოვა წილკნისა და დუშეთის ეპარქიის
სამღვდელოებაც: ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — მუხრანის მაცხოვრის სახელობის
ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ბეკურიშვილი და ფასანაურის წმინდა მოციქულთა
თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი ზაქარია მგელაშვილი.
***
27
სექტემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს
კაოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს ჯვრითა და დეკანოზის
წოდებით დააჯილდოვა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური,
მღვდელი მიქაელ გვარამაძე.
29
საპატრიარქოს უწყებანი N29 8-14ოქტომბერი 2009წ გვ. 20
ქრისტე
აღსდგა! ვითარცა აქამომდე არ მოკლებულნი, მისს მსასოებელნი, ღირსი მამის მოწყალებისა,
ნურც შენ მოგაკლოს თვისი მფარველობა და გაჩვენოს შენი მერმინდელი დღე უფრო ბრწყინვალე
და მშვენიერი ― ღირსი მამა შიოს სავანის ბერ-მონაზონი კ. პ. ეფრემი“. 1960 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა
ეფრემმა გიორგი დადიანი აღადგინა მღვდელ-მონაზვნის ხარისხში და შიო-მღვიმის ლავრა ჩააბარა.
1964 წელს მონასტერში მყოფი მამა გიორგი სასტიკად ნაწამები და მოკლული იპოვეს თავის
კელიაში. მისი ცხედარი სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალეს.
შიომღვიმის
მონასტრის ხელახალი ამოქმედება კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ 80-იან წლებში
და მისი თანამედროვე მდგომარეობა
XX
საუკუნის 70-იან წლებში შიომღვიმის მონასტერში ჩატარდა სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები.
წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში აღდგა საყრდენი კედლები, მოიხსნა გვიანდელი
შელესილობა, კანკელი გადაეცა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს, გაკეთდა ღვარსაშვები,
აღდგა სატრაპეზო და გალავანი. მონასტრის ხელახალ ამოქმედებაზე ზრუნვას 1978 წლიდანვე
შეუდგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II. მისი
ლოცვა-კურთხევით მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი სტუდენტებთან ერთად ხშირად ადიოდა
მიტოვებულ მონასტერში. ასუფთავედნენ, ღირსი მამის საფლავზე პარაკლისებს იხდიდნენ და
ყურადღებას აქცევდნენ იქაურობას. მხოლოდ 1987 წელს მოხერხდა აქ ბერების გაგზავნა და
მონასტრის კვლავ დაფუძნება. მისი პირველი წინამძღვარი იყო არქიმანდრიტი იოანე (შეყლაშვილი)
რომელიც 1991 წელს არქიმანდრიტმა გიორგიმ (ბარიშვილი) შეცვალა. 1997 წლის მაისიდან
მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე).
შიომღვიმის
მონასტრის წინამძღვრებისა და მმართველების სია სხვადასხვა წლებში
არქიმანდრიტი
ევაგრე 1170 (იხ. ამ წ.) არქიმანდრიტი დიმიტრი 1247-50 (იხ. ამ. წ .) არქიმანდრიტი
ფარემუზ 1612 (იხ. ამ წ.) არქიმანდრიტი მელქისედეკი (ყანჩაელი) 1630-58 (იხ. ამ. წ..)
არქიმანდრიტი იოსები (ყანჩაელი) 1660-82 (იხ. ამ. წ..) არქიმანდრიტი გერვასი (მაჭავარიანი)
1787-1799 არქიმანდრიტი დომენტი (დავითაშვილი-ბაგრატიონი) 1802-1804 არქიმანდრიტი დოსითეოსი
(ფიცხელაური) 1806-1810 არქიმანდრიტი ნიკოლოზი 1810-1814 არქიმანდრიტი ათანასე (პეტრიაშვილი)
1815-1822 ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე) 1887-1907 ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე)
1907-1911 არქიმანდრიტი პიროსი (ოქროპირიძე) 1911-1915 მიტროპოლიტი ლეონიდე (ოქროპირიძე)
1915-1921 მღვდელ-მონაზონი ათანასე (ზაქარიაშვილი) 1921-1923 იღუმენი ეფრემი (სიდამონიძე)
1923-1925 არქიმანდრიტი ისე (სუხიშვილი) 1925-1950 მღვდელ-მონაზონი დავითი (ჩიტიშვილი)
1950-1960 მღვდელ-მონაზონი გიორგი (დადიანი) 1960-1964
30
საპატრიარქოს უწყებანი N30 15-21ოქტომბერი 2009წ გვ.19
დეკანოზი
სპირიდონ ლეკვეიშვილი 1868-1922
დეკანოზი
სპირიდონ გიორგის ძე ლეკვეიშვილი 1868 წელს ქუთაისის გუბერნიაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა.
პატარა სპირიდონმა პირველდაწყებითი განათლება ოჯახში, მამის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო.
1883-87 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავ- ლობდა. 1887-1893 წლებში განათლებას
იღებდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაასრულა.
სემინარიის დამთავრების შემდეგ იმერეთში დაბრუნდა და მასწავლებლობას მიჰყო ხელი. აქვე
დაოჯახდა ნატალია მათეს ასულზე, მათ შვიდი შვილი გაზარდეს: კუკური, ირაკლი, ვასილი,
ოლღა, თამარი, ბარბალე და ნონა. 1895 წლის 24 მარტს გარდაიცვალა სანავარდოს (სამტრედია)
მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ლეკვეიშვილი, სპირიდონის
მამა და იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) სპირიდონს მოუწოდა, სასულიერო პირი
გამხდარიყო. 1895 წლის მაისში მეუფე გაბრიელმა ჯერ დიაკვნად აკურთხა იგი, ხოლო ერთ
კვირაში მღვდლად დაასხა ხელი და ქვედა მესხეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის
წინამძღვრად განამწესა. 1897 წელს საგვერდულით დააჯილდოვა. 1898 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა
ბესარიონმა (დადიანი) მამა სპირიდონი, როგორც განათლებული მოძღვარი და სემინარიის კურსდამთავრებული,
ქალაქ ქუთაისში გადაიყვანა და სასულიერო სასწავლებელში პედაგოგად და აქაური კარის ეკლესიის
წინამძღვრად დაადგინა. 12 წლის 6 მაისს სკუფიით დააჯილდოვეს. 1906 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა
ლეონიდემ (ოქროპირიძე) ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა.
1910 წლის 15 მაისს კამილავკა, ხოლო 1915 წლის აღდგომას სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს.
1917 წლის 12 მარტს, როდესაც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია
აღდგა, იმერეთის ეპარქია დროებით მმართველი მღვდელმთავრის გარეშე დარჩა. ეპარქიაში
შეიქმნა დროებითი სასულიერო მმართველობა, რომლის ერთ-ერთი წევრი მამა სპირიდონიც გახლდათ.
იგი, როგორც იმერეთის ეპარქიის დელეგატი, მონაწილეობდა 1917 წლის 11-17 სექტემბერს
გამართულ პირველ და 1920 წლის 27 ივნისს გამართულ მეორე საეკლესიო კრებებში. 1918 წლის
აღდგომას ეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობის გამო დეკანოზის წოდება მიე- ნიჭა.
დეკანოზი სპირიდონი 1922 წლის 25 დეკემბერს გარდაიცვალა. დასაფლავებულია ქალაქ ქუთაისის
ერთ-ერთ სასაფლაოზე. შემორჩენილია მამა სპირიდონის რამდენიმე ქადაგება, რომელიც ქვეყნდებოდა
იმჟამად გამომავალ ქართულ პრესაში. ერთ-ერთი ასეთი ქადაგება მან წარმოთქვა 1915 წლის
21 ივნისს, ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში, ისტორიკოს დი მიტრი ზაქარიას
ძე ბაქრაძის პანაშვიდზე: „ყველამ უწყით, რომ
დღეს დედამიწის ზურგზე არსებობს აუარებელი
სხვადასხვა ერი. ზოგმა მათგანმა თავის ისტორიულ მსვლელობაში მიაღწია უმაღლეს ეროვნულ
განვითარებას და შექმნა პოლიტიკურად, ეკონომიურად და გონებრივად მძლავრი ორგანიზაცია,
რომლის ჩრდილშიც თავს იფარავს არა ერთი და ორი პატარა ეროვნება, რომლისათვისაც ისტორიულ ბედის ტრიალს ურგუნებია მწარე ხვედრი სხვისი მაჩანჩალობისა. ევროპის
XIX-XX საუკუნის ისტორია არის მძლავრი ეროვნული განვითარების ისტორია. საფრანგეთის
დიდი რევოლუცია საფუძვლად დაედვა ეროვნული იდეის აღორძინებას და სრულ ჩამოყალიბებას.
დღევანდელი საერთაშორისო ომი, გარდა სხვა ღრმა მიზეზებისა, წარმოშობილია აგრეთვე ეროვნული
ანტაგონიზმის ნიადაგზე. აქ მკაფიოდ მოსჩანს, თუ როგორ ეჯიბრება ერთი ერი მეორეს ტექნიკურ
და ორგანიზაციულ განვითარებაში და ლამობს დაიმკვიდროს კაცობრიობის ისტორიაში რჩეული,
მოწინავე და პირველი ერის სახელი. თანამედროვე მეცნიერება თავის ქურაში აწრთობს და
ადნობს ყველას და წინ უყენებს საბედისწერო დილემას: მიცნობ და მიმიღებ, — აგამაღლებ
და გაცოცხლებ, არა და მოგსპობ, გაგანადგურებო. ეს გარემოება თავის-თავად მოითხოვს ყოველი
არსებული პატარა ერისაგან შეგნებას და შესაფერი ანგარიშების გაწევას, თორემ ბიოლოგიური
კანონი, რომ სუსტი მსხვერპლი ხდება ძლიერისა და მისგან ისპობა და ინთქება, ჯერ კიდევ
ძალაშია. ზნეობრივ განვითარებას ჯერ კიდევ არ მიუღწევია ჩვენს შორის იმ სიმაღლემდე,
რომ დათრგუნოს და ადგილი აღარ ექნეს აღნიშნულ ბიოლოგიურ დებულებას. ეს დრო შორეული
მომავლის საქმეა და მოითხოვს საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ურთიერთობის სრულ გარ- დაქმნას.
ამ თვალსაზრისით ქართველობა უნდა აფასებდეს თავის ახლო წარსულის ნამოქმედარს. აქ მეტი
არ იქნება აღვნიშნოთ, რომ იშვიათად რომელიმე პატარა ერს ქონდეს ისეთი მდიდარი და სხივოსანი
წარსული, როგორც ქართველებსა გვაქვს; რომ ცარიელ სიტყვე- ბათ არ მოგვეჩვენოს ნათქვამი,
ერთ წამს მოვიგონოთ ჩვენი მდიდარი ძველი მწერლობა, შეუდარებელი და განსაციფრებელი ხუროთმოძღვრება,
ქანდაკება, მხატვრობა, გალობა და ის ელასტიური ენა, რომლის სიმდიდრე და საარაკო ფერადოვნებას
— სიმშვენიერესაც არა ერთი უცხოელი დაუტყვევებია და აღუტაცებია. მაგრამ უბედურება ის
იყო და არის, რომ ჩვენს დიდწარსულს მცნობელი და შემგნებელი არ აღმოუჩნდა: მეთვრამეტე
საუკუნის ქართველთა მემკვიდრეობა
30-1
საპატრიარქოს უწყებანი N30 15-21ოქტომბერი 2009წ გვ.20
დეკანოზი
სპირიდონ ლეკვეიშვილი 1868-1922(დასასრული)
დროებით
გაპარტახებული და მოუვლელი დარჩა. ახალმა პოლიტიკურმა ცვლილებამ მეცხრამეტე საუკუნის
რუბიკონზე, ასე ვსთქვათ, ჩაყლაპა ეროვნული თავმოყვარეობა და არსებობა ქართველთა. ახალი
ცხოვრებით და ფორმა-აზრებით თვალ-აჭრელებულნი ჩვენი ახლობელნი წინაპარნი — მეცხრამეტე
საუკუნის პირველი ნახევრის შვილნი — არა თუ არაფერ ფასს სდებდენ თავისი ერის დიდებულ
წარსულს, პირიქით — სპობდენ, ყიდდენ, ანგრევდენ და ანიავებდნენ ფასდაუდებელ საგანძურებს,
თითქო ეშინოდათ მათი უტყვი არსებობისა, რომელიც სინდისის მხილებას უფრო წარმოადგენდა
უბირსა და უღირს შვილთათვის. და აი, ეს დრო გაგრძელდა XIX საუკუნის 60-იან წლებამდის,
როდესაც ჩვენ საისტორიო ასპარეზზე ამოანათა თანამედროვე სამეცნიერო მეთოდებით შეიარაღებულმა,
სახელოვანმა ისტორიკოს-არქეოლოგმა დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძემ, რომელმაც აალაპარაკა
წარსულიდან გადმო- ცემული — ქვები, კლდეები, ნანგრევები, ტაძრები და სიგელ-გუჯრები.
ამ დღიდან იწყება ახალი ხანა ჩვენი არსებობისა, ამ დღიდან მზე თანდათან ათბობს ჩვენს
გაყინულ მშობლიურ ძვლებს, ამ დღიდან ქართველნი თვითცნობის და თვითგამორკვევის გზაზე
შედგენ, ამ დღიდან, მტერნიც და მოყვარენიც გაფაციცებით ადევნებენ თვალ-ყურს მიჯაჭვული
ამირანის გამოფხიზლებას. გზა გაკაფულია და ქართველნიც, თუმცა მძიმედ, შეუდგენ ამ მეცნიერული
მემკვიდრეობის განაღდებას. დღეს ჩვენ სამშობლოში ორი საისტორიო-ეთნოგრაფიული საზოგადოება
არსებობს: ერთი თბილისში, რომელმაც დიდი სამსახური გაუწია ჩვენი წარ- სულის გასხივოსნებას
და შემონახვას, და მეორე — ქუთაისში, რომელიც თუმცა ახლად დაარსებულია, მაგრამ ენერგიულად
და თავისი მცირე ძალ-ღონის შესაფერისად მუშაობს. არა ერთი და ორი მცოდნე ისტორიისა
იღვწის დღეს ჩვენი საერო ისტორიის ასპარეზზე და ამ მადლიანი მუშაობის ნამდვილი სათავე
დიმიტრი ბაქრაძის ნამოღვაწევია. და აი, წელს შესრულდა 25 წელიწადი მისი გარდაცვალების
დღიდან და ადგილობრივმა საისტორიო-ეთნოგრაფიულმა საზოგადოებამგადასწყვიტა აღნიშნოს
ამ სახელოვანი შვილის გარ- დაცვალების 25 წლისთავი და პანაშვიდის შემდეგ თეატრში წაკითხული
იქნება ბატონ ილია ივანეს ძე ფერაძის მიერ შესაფერი რეფერატი, რაზედაც ყველას ეძლევა
ნება უფასოდ დაესწროს, რათა დაწვრილებით გაეცნოს განსვენებული მოამაგის ღვაწლსა და
პიროვნებას. წინასწარ-კი შევავედროთ უფალს გარდაცვალებულის სული და ვითხოვოთ მისგან
ნუ მოგვაკლებს თავის უხვს წყალობას და გაგვიმრავლოს ისეთი მოჭირნახულენი და მამულის
მოყვარული მოამაგენი, როგორიც იყო ნეტარხსენებული ისტორიკოსი დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე.
საუკუნო იყოს ხსენება მისი მისგან დავალებულ ქართველთა შორის“.
31
საპატრიარქოს უწყებანი N31 22-28ოქტომბერი 2009წ გვ.18
არქიმანდრიტი
გაბრიელი (აბაშიძე)
არქიმანდრიტი
გაბრიელი — ერისკაცობაში გიორგი სამსონის ძე აბაშიძე იმერეთში 1868 წელს, აზნაურის
ოჯახში დაიბადა. ოჯახში პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად
ყაზანის სასულიერო აკადემიაში ჩააბარა, სადაც მისიონერული კურსები დაამთავრა. შემდეგ
იყო სანკ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის თავისუფალი მსმენელი. მონაზვნად შედგომის
სურვილმა ახალგაზრდა გიორგი საბერძნეთში, ათონის წმინდა მთაზე წაიყვანა და ქართველთა
წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სავანეში მივიდა. წლების განმავლობაში აქ მოღვაწე
სულიერ მამებთან მოსაგრეობამ მას მონაზვნური ცხოვრების საკმაოდ კარგი გამოცდილება შესძინა.
აი, რას წერს მის შესახებ დეკანოზი პეტრე კონჭოშვილი თავის წიგნში — „მოგზაურობა წმ.
ქალაქს იერუსალიმსა და წმინდა ათონის მთაზედ“: „მონაზონი გაბრიელი (აბაშიძე), ჯერ წლოვანობით
ახალგაზრდა, გარნა განვითარებული და მცოდნე ბერძნულის ენისა“. 1899 წელს შემოდგომაზე
გორის ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) ლოცვა-კურთხევით, ათონის წმიდა მთიდან რამდენიმე
ქართველი ჩამოვიდა საქართველოში ბერმონაზვნობის განმტკიცების მიზნით და დავითგარეჯის
უდაბნოში დამკვიდრდა. მათ შორის იყო მორჩილი გიორგიც. 1899 წლის 15 დეკემბერს დავითგარეჯის
მონასტერში მეუფე ლეონიდემ იგი ბერად აღკვეცა და სახელად გაბრიელი უწოდა. ამავე წლის
17 დეკემბერს დიაკვნად აკურთხა. 1901 წლის 2 აგვისტოს დავითგარეჯის მონასტრის ხაზინადრად
დაინიშნა. ამავე წლის 12 აგვისტოს მღვდლად დაასხეს ხელი. 1902 წლის 23 იანვარს დავითგარეჯის
მონასტრის წინამძღვრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაადგინეს. 1903 წლის 17 იანვარს
თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. 1904 წლის 21
ივლისს საგვერდულით დააჯილდოვეს. 1909 წლის 13 ივლისს ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
მიძინების სახელობის მონასტრის საძ- მოში ჩაირიცხა. 1909 წლის 20 სექტემბრიდან თბილისის
სასულიერო სემინარიაში არსებულ წმინდა ანდრია
მოციქულის სახელობის ეკლესიაში დადგინდა. ამავე წლის 1 დეკემბერს, კავკასიაში ქრისტიანობის
აღმდგენელი
31-1
საპატრიარქოს უწყებანი N31 22-28ოქტომბერი 2009წ გვ.19
არქიმანდრიტი
გაბრიელი (აბაშიძე)(გაგრძელება)
საზოგადოების
საბჭოს მიერ, ბათუმის ოლქის მისიონერად და ხულოს ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1910 წლის 22 თებერვალს, როგორც ბათუმის ოლქის დეპუტატი, მონაწილეობდა გუ- რია-სამეგრელოს
ეპარქიის საეკლესიო ყრილობაზე. წლის 13 თებერვალს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების
სახელობის მონასტერში განამწესეს, სადაც მედავითნეობისა და გალობის მასწავლებლობაც
დაევალა. ამავე წლის 5 ივლისს, წმინდა სინოდის დადგენილეთ, ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის
მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა და 15 ივლისს არ- ქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1913
წლის სექტემბერში, მამაგაბრიელის თაოსნობით, მონას-ტერში გაიხსნა ერთკლასიანი სასწავლებელი.
აი, რას წერს ამის შესახებ გაზეთ „სახალხო ფურცელში“ ამავე მონასტრის მორჩილი მედავითნე
ფარნაოზ ზაბახიძე: „ჯრუჭის მონასტერში გაიხსნა ერთ კლასიანი სამრევლო სკოლა. ოც სექტემბერს
ამ სკოლაში სწავლა დაიწყო. ორმოცამდე ადის მოსწავლეთა რიცხვი. ეს პირველი წელიწადია
და მომავლისთვის მოსალოდნელია ერთი სამად მეტი იყოს, რადგანაც ეტყობა სწავლის მსურველი
ბევრია. სკოლა ყველას ხლოვება და ბავშვებს შეუძლიათ თავის სახლიდან არონ. ამის მოლოდინში
ამ მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ მამა გაბრიელს აზრადა აქვს მომავალი წლიდან
ორ კლასიანად გადააკეთოს. ამ მონასტერშივე მამა არქიმანდრიტმა დაარსა ორი წლის სამედავითნეო კურსი, რომელიც იმერეთის ეპარქიაში
არ არსებობდა. ჯერჯერობით მოსწავლე შვიდამდის არის და თანდათან მთხოვნელთა რიცხვი უფრო
მატულობს, რადგან მონასტერში სწავლა უფასო იქნება მაშინ, როდესაც ქუთაისში სამედავითნეოდ
მომზადებისათვის ორას-სამასი მანეთი არ ჰყოფნის. მამა არქიმანდრიტ გაბრიელსა ჰსურს
შეიძინოს რამოდენიმე მიწის სამუშაო მანქანები, რომელიც პირველად სამონასტრო ადგილში
იმუშავებს და თუ გამოდგა, ადგილის მიხედვით, მცხოვრებლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ ამ
მანქანებით. ჯრუჭის მონას- ტერი მთავრობის მიერ პირველ ხარისხოვანად არის მიწერილი
და, მართლაც, ეს მონასტერი ყველა ქართულ მონასტრებს აღემატება სიმდიდრით, როგორც ეკლესიური
ძვირფასი სამკაულით, ისე სხვა უძრავი ქონებით, რადგან ამ მონასტრის ქონება ხაზინაზე
არ გადასულა და ისევ მონასტერს აქვს შენარჩუნებული. თუ ყოველთვის ისეთი ხალხის გულშემატკივარი
წინამძღვარი ეყოლება ამ მონასტერს, როგორიც არის მამა გაბრიელი, ბევრი რამე შეუძლიან
გააკეთოს მონასტრისა და ხალხის სასარგებლოდ“. საბერძნეთში, ათონის წმინდა მთაზე გაზრდილმა
მამა გაბრიელმა, წინამძღვრად დანიშვნისთანავე მონასტერში მკაცრი წესრიგი დაამყარა და
ტიბიკონიც საკმაოდ დაუმძიმა იქ მოღვაწე ძველ ბერებს. ამასთან დაკავშირებით, 1912 წლის
დეკემბერში მონასტრის კრებულის ზოგიერთმა წევრმა და გლეხების ერთმა ნაწილმა საჩივარი
შეიტანა მის სახელზე. აი, რას წერდა ანონიმი ავტორი ჟურნალ „შინაური საქმეებში“ —
„შობაახალ წლის შუა რიცხვებში ქუთაისის რკინის გზის სადგურზე შევხვდი ოთხს თუ ხუთს
ბერს. მე გასაკვირვლათ დამირჩა ამდენი ბერის ერთად მოგზაურობა და ისიც სუყველა მოხუცებულების
მისთანა ცუდ ამინდში, როგორიც იყო იმ დღეებში. მე მისალმების შემდეგ ვკითხე, თუ რომელი
მონასტრიდან ბრძანდებით-თქო. ჯრუჭის მონასტრიდან გახლავართო ნაღვლიანად მომიგეს. მერე
გამოვკითხე მათი მგზავრობის მიზეზი. ბოლოს ერთმა დაიწყო: „ჩვენ, ბატონო, გახლავართ
ჯრუჭის მონასტრიდან. ჩვენ მონასტერში სულ შვიდი მღვდელ-მონაზონი ვართ, წეს-წყობილებაც
ჩვენს მონასტერში იმნაირივეა, როგორც სხვა იმერეთის მონასტრებში. დღემდის ავათ იყო,
თუ კარგად, ვცხოვრობდით ჩვენს მონასტერში და ღვთის ვედრებაში ვატარებდით ჩვენს დღეს,
მაგრამ ეს ექვსი თვეა, ჩვენი ცხოვრება აღარ ღირს და ყველა სიკვდილს ვნატრობთ. ამ ექვსი
თვის წინეთ ჩვენ გამოგვიგზავნეს ახალი არქიმანდრიტი აბაშიძე. მოსვლისთანავე მამა არქიმანდრიტმა
დაგვიწუნა წირვალოცვა. თქვენ წირვა-ლოცვა არ გცოდნიათ და ახლა უნდა ისწავლოთო. რაღა
დროს ჩვენი სწავლა არის ახლა, ბატონო, კაცები მოვხუცებულვართ და ჩვენი წირვა-ლოცვა
კაცს არ დაუწუნია. ხშირათ ბრძანდებოდნენ ხოლმე ჩვენს მონასტერში ეპისკოპოსები გაბრიელი,
ლეონიდე და ბესარიონი-თქო. მაგრამ არ მიიკარა ჩვენი სიტყვები. მერე აგვიტყდა, როგორ
თუ მოხუცებულებს შტატი დაგიკავებიათო. თქვენ ად- გილზე ყმაწვილები უნდა მოვიყვანო და
ჯამაგირიც და შემოსავალიც ჩემს ნებაზე უნდა იყოსო. დღეიდან არავითარ შემოსავალს არ
ელოდოთ და არც ჯამაგირსო. ჩვენ ამაზე არ დავყაბულდით, ის გაბრაზდა და ნიკოლოზობას,
ექვს დეკემბერს, წირვის შემდეგ, სახალხოთ გამოგვიცხადა, დღეიდან ეკლესია დაკეტილი იქნებაო
და აი, ხალხოვო, მიმართა ხალხს: ეკ- ლესია სავსეა ყოველიფრით და თუ რამე დაიკარგა,
ბერებს იქით გზა არ მაქსო. ეკლესია კი დღეიდან დაკეტილი იქნებაო. თითო ძროხა თუ ვისმე
გაგვაჩნდა, აღარ გაგვაშვებია და ყოლების ნება აღარ მოგვცა. ერთ დღეს დაიჭირა და სოფლის
პომოშნიკის ხელით
31-2
საპატრიარქოს უწყებანი N31 22-28ოქტომბერი 2009წ გვ.20
არქიმანდრიტი
გაბრიელი (აბაშიძე)(დასასრული)
საჩხერის
პრისტავთან აგზავნიდა, მაგრამ უშველოს ღმერთმა ისევ იმ პომოშნიკს, იმან დაუშალა. ბატონო,
სირცხვილი იქნება, ბერების ძროხები რომ პრისტავთან წავიყვანო, ქვეყანა რას იტყვისო.
ყველამ ნახევარ ფასში დავკარგეთ. თითო-ოროლა ტარო სიმინდი ვისაც გვქონდა — წაგვართვა,
ბოსტნები შემოგვირღვია და შეშა ცეცხლზე დასწვა. ყოველ დღე მონასტრიდან გვითხოვს. ეხლა
ყოვლადსამღვდელოსთან მივდივართ და იმის წინ უნდა მოვიკლათ თავი, თუ არ გვიპატრონაო“.
ეს ბერები იყვნენ — მღვდელ-მონაზონი იასონი (წერეთელი), მღვდელ-მონაზონი ბენიამენი
(ბერეკაშვილი), მღვდელ-მონაზონი სერაპიონი (ზაბახიძე), მღვდელ-მონაზონი დიმიტრი, მღვდელ-მონაზონი
იონა, მღვდელ-მონაზონი სვიმონი (გოცაძე). უთანხმოების შესახებ საუბრობს ამავე ჟურნალის
ფურცლებზე დეკანოზი იოსებ წერეთელი, რომელიც ერთი კვირით იმყოფებოდა მონასტერში და
თავისი თვალით ნახა ყველაფერი: „დღეს მონასტრის ბერებსა და ახალ წინამძღვარს შორის
დიდი უთანხმოება და შფოთია, რით დაბოლოვდება, ღმერთმა უწყის! სამწუხაროდ ჩემდა, ჩემს
იქ ყოფნაში მამა წინამძღვარი არ იმყოფებოდა მონასტერში, თორემ უთანხმოების მიზეზს შევიტყობდი
და ჩემს აზრს გამოვსთქვამდი. ღმერთა ქმნას, მათ შორის მშიდობის ანგელოზს ჩამოევლოს!
ადგილობრივი საზოგადოება ამ უთანხმოებით დიდათ გულ-ნატკენია“. 1913 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა
გიორგიმ (ალადაშვილი) საქმის გასარკვევად შექმნა კომისია, რომელიც მონასტერში ჩავიდა.
ადგილზე მისულ პირებს ადგილობრივმა გლეხებმა საპირისპირო უთხრეს და მამა გაბრიელი კვლავ
წინამძღვრად იქნა დატოვებული. 1917 წელს საჩივარი კიდევ დაიწერა, ამჟამად ბერები და
გლეხები ერთსულოვანნი აღმოჩნდნენ და საეკლესიო მმართველობა იძულებული გახდა, საქმის
გამორკვევა ჭელიშის წინამძღვრისათვის,იღუმენ პავლესთვის (ჯაფარიძე) და ქუთაისის სასულიერო
სასწავლებლის მასწავლებლის, იაკობ თომას ძე ცინცაძისათვის დაევალებინათ. ადგილზე სიტუაციის
გარკვევის შემდეგ კომისიამ გააკეთა დასკვნა: „ამ დიდებულ მონასტერს სჭირდება მეტი ყურადღება
და მეტი სიყვარული, ვიდრე ეს ჩანს დღევანდელ მის მზურნველთაგან“. 1917 წლის მაისში
საეკლესიო მმართველობამ მამა გაბრიელი გაათავისუფლა მონასტრის წინამძღვრობიდან. ჩვენს
ხელთ არსებული საბუთებიდან ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ბედი ეწია მონასტრიდან წამოსულ
არქიმანდრიტ გაბრიელს ან სად გააგრძელა მოღვაწეობა. 1921 წელს საქართველოში დამყარდა წითელი რეჟიმი და ხელისუფლება სამღვ დელოების
დევნა-შევიწროებაზე გადავიდა. ბევრმა ვერ გაუძლო ზეწოლას, მღვდლობა მიატოვა და საერო
სამსახურში დაიწყო მუშაობა. იგივე ბედი ეწია მამა გაბრიელსაც. 1930 წლის იანვარში, ანჩისხატის
ტაძრის ყოფილი წინამძღვარი, დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე თავის მოგონებებში წერს, რომ
ჯრუჭის მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, არქიმანდრიტი გაბრიელი, რომელიც მუშაობდა ბუღალტრად ერთ- ერთ
დაწესებულებაში და თავს ამით ირჩენდაო, გაათავისუფლეს სამსახურიდანო. სავარაუდოდ, ამბის
შემდეგ მამა გაბრიელი მალევე გარდაიცვალა.
33
საპატრიარქოს უწყებანი N33 5-11 ნოემბერი 2009წ გვ.5
ინგილო
ბავშვები სტუმრად საპატრიარქოში
29
ოქტომბერს საპატრიარქო რეზიდენციაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია
II-მ მიიღო და დალოცა ინგილო ბავშვები. საინგილოდან ბავშვები პედაგოგებთან ერთად თბილისის
მერიის პროექტის ფარგლებში ჩამოვიდნენ. საპატრიარქოში ბავშვები მერიის წარმომადგენლებმა
მოიყვანეს. კათოლიკოს-პატრიარქმა ბავშვებს საჩუქრად გადასცა 1000 დოლარი და ძვირფასი
წიგნები; ბოლოს მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
გვარების
დალოცვა
1 ნოემბერს
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში წირვაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დალოცა აბაშიძეების, ხერგიანების, ჩანადირების,
ჩივაძეების, ცხვედაძეებისა და ხვიჩიების გვარები.
***
იმავე
დღეს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა 42-ე საჯარო სკოლა და სკოლა-ლიცეუმი „კაი ყმა“.
დაჯილდოება
25
ოქტომბერს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში წირვაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენის წოდება მიანიჭა
მღვდელ-მონაზონ ვახტანგს (ლიპარტელიანს). 1 ნოემბერს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო
ტაძარში წირვაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა
ილია II-მ მცხეთის ანტიოქიის დედათა მონასტრის წინამძღვრად დანიშნა და ოქროს ჯვრით
დააჯილდოვა მონაზონი ბარბარე (კაპანაძე).
33-1
საპატრიარქოს უწყებანი N33 5-11 ნოემბერი 2009წ გვ.18
ეპისკიპოსი
ბესარიონი (დადიანი) 1832-1900
ეპისკოპოსი
ბესარიონი — 1832 წელს სამეგრელოში, თავადის ოჯახში დაიბადა. იგი იყო შვილიშვილი სამეგრელოს
მთავრის მანუჩარისა, გრიგოლ დადიანის ძმისა. სიყრმიდანვე იზრდებოდა მარტვილის ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერთან არსებულ სასულიერო სასწავლებელში,
სადაც საფუძვლიანი აღზრდა-განათ-ლება მიიღო. საბერო მორჩილება ჯრუჭის წმიდა გიორგის
სახელობის მამათა მონასტერში გაიარა. 1849 წლის 6 აგვისტოს იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა
(წერეთელი) ბერად აღკვეცა და სახელად ბესარიონი უწოდა. ამავე წელს დიაკვნად აკურთხა.
1857 წლის 16 ნოემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გერმანემ (გოგოლაშვილი) მღვდლად დაასხა
ხელი. 1859 წლის 20 დეკემბერს არქიმანდრიტის წოდება მიანიჭეს. 1860 წლის 20 მარტს ჯრუჭის
წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1865 წლის 7 დეკემბრიდან
გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1869 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. 1871 წლიდან საქართველო-იმერეთის
სინოდალური კანტორის წევრად აირჩიეს. 1873 წელს წმინდა ანას II ხარისხის ორდენი ეწყალობა.
1874 წლის დეკემბერში სამეგრელოს ეპარქიის მღვდელმთავრად გამოირჩიეს. 1875 წლის 12
იანვარს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს
ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი), გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) და იმერეთი
ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და იმერეთის ეპარქიაში შემავალ
სამეგრელოს ეპარქიის ქორეპისკოპოსად დანიშნეს. 1886 წლის 1 მარტს ალავერდის ახლად ამოქმედებული
ეპარქიის მმართველად გადაიყვანეს, რომელსაც 1898 წლის 6 ივნისამდე განაგებდა. ამასთანავე,
დაინიშნა შუამთისა და ალავერდის მამათა მონასტრების წინამძღვრად. შუამთის მონასტერი
მისი მეცადინეობით სარესტავარციო სამუშაოები, გარემონტდადა კეთილმოეწყო ბერების საცხოვრებელი
სახლი. 1887 წლის 5 აპრილს წმინდა ანას I ხარისხის ორდენი უბოძეს. 1895 წელს ეპისკოპოს
ის (ქიქოძე) ავადმყოფობის გამო, წმინდა სინოდმა დროებით დანიშნა იმერეთის ეპარქიის
მმართველად. 1896 წლის იანვარში, მეუფე გაბრიელის გარდაცვალების შემდეგ, იგი დატოვეს
ორივე ეპარქიის მმართველად. 1898
33-2
საპატრიარქოს უწყებანი N33 5-11 ნოემბერი 2009წ გვ.19
ეპისკიპოსი
ბესარიონი (დადიანი) 1832-1900 (გაგრძელება)
წლიდან
მხოლოდ იმერეთის ეპარქიის მმართველია. მღვდელმთავრობის უკანასკნელ წლებში მეუფე ხშირდა
ავადმყოფობდა. 1900 წლის მაისის თვეში მან ექიმების რჩევით გამოითხოვა სასულიერო მთავრობისაგან
ორი თვით სამსახურიდან დასვენება. უწმინდესმა სინოდმა შეიწყნარა მისი თხოვნა და პირველ
ივლისამდე მისცა ორი თვის შვებულება. ივლისის თვეში გაემგზავრა უწერაში, საიდანაც კვლავ
მძიმე მდგომარეობით დაბრუნდა. ავადმყოფის ჯანმრთელობა დღითიდღე უარესდებოდა და ბოლოს
ექიმებმა იმედი გადაიწურეს. პირველ აგვისტოს მეუფე ეზიარა და აქედან მოყოლებული, თითქმის
უგრძნობლად იყო ლოგინში. სამ აგვისტოს, ნაშუამევს პირველის ნახევარზე ზარების სამგლოუიარო
ხმამ ყველას აუწყა ყოვლადსამღვდელო ბესარიონის გარდაცვალება. 9 აგვისტოს, დილის 9 საათზე,
ყოვლადსამღ- ვდელოს სასახლეს უამრავი ხალხი მოაწყდა. ქუთაისის ყველა ეკლესიაზე დაირეკა
სამგლოვია-რო ზარები. მთელი ქალაქის და მახლობელი სოფლების სამღვდელოება შეიკრიბა ქუთაისისსასულიერო
სასწავლებლის ეკლესიაში. აქ შეიმოსნენ და აქედან გაემგზავრნენ მღვდელმთავრის სასახლეში.
მობრძანდნენ ეპისკოპოსი ალექსანდრე და ლეონიდე. გადაიხადეს მცირე პანაშვიდი. შემდეგ
სამღვდელოება გაემართა საკათედრო ტაძრისაკენ. კუბოს მიასვენებდნენ არქიმანდრიტნი —
ქუთაისის სემინარიის რექტორი ბენიამენი (ბარნუკოვი), სერაპიონი (ახვლედიანი), ბესარიონი
(ახვლედიანი), სიმონი (აფაქიძე), ნიკიფორე (კანდელაკი) და დეკანოზი გაბრიელ აგარეიშვილი.
როგორც კი მიასვენეს ტაძარში, დაიწყო წირვა. მწირველნი ბრძანდებოდნენ მეუფე ალექსანდრე
და მეუფე ლეონიდე, ზემოხსენებული არქიმანდრიტები, დეკანოზები ― გაბრიელ ცაგარეიშვილი
და რაჟდენ გიგაური. წირვის დასრულების შემდეგ აღესრულა წესის აგება. ვინაიდან ამ დღეს
ვერ მოასწრეს საფლავის გაჭრა საკათედრო ტაძარში, ყოვლადსამღვდელოს გვამი ტაძარში მესამე
დღეს დაკრძალეს. შემორჩენილია ეპისკოპოს ბესარიონის სიტყვა, წარმოთქმული 1893 წლის
4 აპრილს, ყვარლის ტაძრის კურთხევის დღეს: „სული ჩემი აღივსების ნეტარებითა და გული
მითქვამს სიამოვნებასა, ვხედავ რა მშვენიერის ხელოვნებით აღნაგებსა ეკლესიასა და გადამეტებულის
თავდადებით მის ღირსეულად შემკულებასა. რა არის ესა, თუ არა შესრულება მაცხოვრის სიტყვისა,
რომელიც ამბობს: „უკეთუ გაქვნდეს სარწმუნოება, ვითარცა მარცვალი მდოგვისა, არქვითმცა
მთასა ამას, აღიფხვარ და დაენერგე ზღვასა შინა, ისმინოს თქვენი“ (ლუკ. 17, 6). როგორ
შესძლო კაცმან ერთეულსა თვისსა სიცოცხლესა ეგოდენი ნაყოფის გამოღება, თუ არა სარწმუნოებითა
თავისითა? მარადის ყოფილან და იქმნებიან დიდნი საქმენი ნაყოფად რწმუნებისა! იქონიეთ
რწმუნება ჭეშმარიტი და შეიქმნებით მომ ქმედნი გასაოცართა საქმეთა! ვინ არს, რომელ არ
განსცვიფრდეს მშვენებითა ამა სახლისა ღვთისათა?
მოვედით, საყვარელნო დანო და ძმანო ჩემნო, დასტკბით სულიერითა სიამოვნებითა, რამეთუ
ნაშენი ესე არს ღირსეული სამყოფელი სამებისა და ერთარსებისა ღვთისა! მოვედით და მიიღეთ მღვდელმთავრისაგან წრფელი და გულითადი მოლოცვა ეკლესიისა
ამის დამთავრების გამო. მოვედით, გულით განწმენდილნი და გონებით ამაღლებულნი, რამეთუ
ამიერითგან ადგილი ესე არის სახლი ღვთისა, რომელსა შინა შეიძლება მხოლოდ ღვთისადმი ამაღლებულის გონებით განწმენდილის გულით
ლოცვა. „სახლსა ჩემსა სახლ სამლოცველო ეწოდოს“ (მათ. 21, 13.), ამბობს უფალი ჩვენი
იესო ქრისტე. გახსოვდეთ, რომ ლოცვა საერთო,
ლოცვა ბევრთაგან ღვთისადმი მიმართული, ძლიერია უფლისა წინაშე: „უკეთუ ორნი თქვენგანნი
შეითქვნეს, რომელიცა ითხოვონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათასა, რამეთუ სადაცა იყვნენ
ორნი, გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა“ (მათე
18. 19. 20). გახსოვდეთ, გულსა შინა თქვენსა მტკიცედ ჩაინერგეთ, რომელ ერთად-ერთი ადგილია
ეკლესია, რომელსა შინაც შეძრწუნებულნი მიიღებენ შვებასა, შეწუხებულნი ნუგეშსა და შემდრკალნი
ჭეშმარიტსა მსვლელობასა. ამიერიდგან, გაიგონოთ თუ არა ზარის ხმა, მოაშურეთ ეკლესიასა
საერთო ლოცვისათვის. გახსოვდეთ, რომელ ვინც იმ დროს, რომელიც დანიშნულია საერთო ლოცვისათვის
გაატარებს ლაზღანდარობაში, გაატარებს უდროოდ სმასა და ჭამაში, იგი მომქმედია სამისა
მომაკვდინებელისა ცოდვისა: პირველად, იგი არის უარის მყოფელი უკვდავისა სულისა თვისისა,
რადგან არა ზრუნავს მისთვის;
33-3
საპატრიარქოს უწყებანი N33 5-11 ნოემბერი 2009წ გვ.20
ეპისკიპოსი
ბესარიონი (დადიანი) 1832-1900 (დასასრული)
მეორედ,
იგი არის მაგალითითა თვისითა წამბილწავი უმანკოსი და ნორჩისა თაობისა, ამისთანებზე
ამბობს მაცხოვარი: „რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირედთაგანი, უმჯობესია მისთვის შეიბას
წელზე წისქვილის ქვა და ჩავარდეს ზღვაში“ (მარკ. 9, 42); და მესამედ — იგი არის მტერი
თვითოეულისა მეზობლისა თვისისა და ყოველთა მოძმეთა თვისთა, რადგან საერთო ლოცვას არ
უერთებს თვისსა ლოცვასა. ამაზე ამბობს მაცხოვარი: „ღვარძლნი იგი არიან ძენი უკეთურისანი“
(მათ. 13. 33). ამისთანა კაცი დიდად და ფრიად დიდად აღემატება თვისითა მოქმედებითა
მას, რომელიც საზოგადო საქმის შესრულებაში არა თუ შველის თვისითა ღონისძიებითა, არამედ
უშლის. რას იტყოდით, ქრისტეს მიერ დანო და ძმანო, იმ კაცზედ, რომელიც საზოგადოდ სასარგებლო
საქმის შესრულებას ხალხს უშლის, თუნდა მაგალითით თვისითა? რაიცა გულსა შინა თქვენსა
განიზრახოთ მისთანა კაცზედ სათქმელად, იმავე აღმატებით სთქვას თვითვეულმა თქვენგანმა
თავსა თვისსა ზედა მაშინ, როდესაც საერთო ლოცვას უმიზეზოდ მოაკლდება. დროის უქონლობისა
გამო ვერ ვიტყვი, რამდენად დიდი გავლენა აქვს საერთო ლოცვაზე სიარულს ჩვენის სულის
ამაღლებაზედ, გულის განწმენდაზედ და ხასიათის შემუშავებაზედ. ვიტყვი მხოლოდ, რომ თქვენში
გონებით განვითარებულნი თუ ამ საქმეში მაგალითად აიღებენ ინგლისელთა და მიჰბაძავენ
მათ, მაშინ დანარჩენნი განვითარებულთა მაგალითით საკმაოდ ისარგებლებენ. მოვედით, პატიოსანნო
მსმენელნო, ჩემთან ერთად ნიკოლოზ ზურაბის ძის დიდხანს, სიმრთელით და ბედნიერებით სიცოცხლისათვის
ვილოცოთ. შევსთხოვოთ ღმერთსა, განამრავლოს მისთანანი ჩვენში. მივმართოთ მას და ვუთხრათ:
აჰა, ესე რა შენთანა არს ნათლისმცემელი იოანე, რომელმან დაიმკვიდრა აღნაგებსა შენსა.
უფალმან დაგიცვას და დაგიფაროს ყოვლისაგან ბოროტისა. გაკურთხოს ღმერთმა, რომელმან შექმნა
ცა და ქვეყანა. მადლმან და სასწაულმან ნათლისმ- ცემელისამან, ვედრებამან ამა სამღვდელოსა
კრებულისამან და ლოცვამან ესე ოდენთა ქალთა და კაცთა, აქა მდგომარეთა, მოგცეს ძალნი
ძლიერნი, რომ უფრო ღრმად დასტოვო ნაკვალევი შენი და კეთილითა მაგალითითა, „ვითარცა
ელვა რა გამობრწყინდის მზისა აღმოსავალით და სჩანან ვიდრე დასავალამდე“ (მათ. 24,
27), განუბრწყინვებდე მოძმეთა შენთა გზასა. აკურთხოს უფალმან ყოველნი, რომელნი საქმითა,
გინა სიტყვითა შემწენი იყვნენ შენნი ამ წმიდა საქმეში. გარდმოავლინოს უფალმან ანგელოზი
ძლიერი, ანგელოზი მცველი და წინამძღოლი თქვენთვის, რომელთა მიიღეთ შრომა და მონაწილეობა
ეკლესიისა ამის აღშენებაში. გვასმინოს ჩვენც ძლევა-შემოსილება კეთილთა საქმეთა მარადის
და თქვენ, ყოველნო აქა მდგომარენო, „კვერთხი ძლიერებისა გამოგივლინოთ უფალმან სიონითა“
(ფსალ. 109, 2) ამიერიდგან და უკუნისამდე, ამინ“.
34
საპატრიარქოს უწყებანი N34 12-18ნოემბერი 2009წ გვ.8
ხელდასხმა
8 ნოემბერს
ქ. რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში, ცურტავის
ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელმა) მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ ირაკლი დუმბაძეს. მღვდელი
ირაკლი თბილისის წმინდა ასი ათას ქართველ მოწამეთა სახელობის ტაძარში (დიდ დიღომში)
იმსახურებს.
სამძიმარი
საპატრიარქოს
პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ 3 ნოემბერს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა
თბილისის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის (სასაფლაოზე) მოძღვარი, მღვდელ-მონაზონი
ანტონი (ავალიანი) და სამძიმარს უცხადებს მის მრევლსა და ახლობლებს.
34-1
საპატრიარქოს უწყებანი N34 12-18ნოემბერი 2009წ გვ.18
მიტროპოლიტი
დავითი (კაჭახიძე) 1872-1935
მიტროპოლიტი
დავითი — ერისკაცობაში ექვთიმე ოქროპირის ძე კაჭახიძე 1872 წლის 15 ოქტომბერს, ქუთაისის
გუბერნიაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება პატარა ექვთიმემ მამის
მეთვალყურეობით მიიღო. 1883-1889 წლებში სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა,
რომლის დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც
პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. შემდგომში იპოლიტე ვართაგავა მის შესახებ წერდა:
„იგი ბავშობიდანვე განმარტოვებული იყო, სემინარიაში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა
ეკლესიურ, რელიგიურ საკითხებზე. ყველა ამხანაგი დარწმუნებული იყო, რომ ის ანაფორას
ჩაიცვამდა. სემინარიაში მასწავლებლები მას ავალებდნენ ქადაგების დაწერას თბილისის ეკლესიებში
წარმოსათქმელად...“ 1895 წელს, როგორც წარჩინებულ მოსწავლეს, რეკომენდაცია მიეცა ყაზანის
სასულიერო აკადემიაში სწავლა გაეგრძელებინა. 1897 წლის 25 ოქტომბერს მესამე კურსის
სტუდენტი, აკადემიის რექტორმა, ჩებოკსარის ეპისკოპოსმა ანტონმა (ხრაპოვიცკი) ბერად
აღკვეცა და სახელად დავითი უწოდა. ქართულმა სამღვდელოებამ და საზოგადოებამ დიდი სიხარული
განიცადა კიდევ ერთი ახალგაზრდა, ნასწავლი ბერის შემატებით. ამ მოვლენის შესახებ, ცნობილი
იმერელი დეკანოზი დავით ღამბაშიძე თავის ჟურნალ „მწყემსში“ გახარებული წერდა: „ვინც
ჩვენს ეხლანდელი დროის სამღვდელოების და საზოგადოების სასულიერო წოდების მდგომარეობას
თვალს გადაავლებს, ვინც კარგად ჩაუკვირდება ჩვენი ეხლანდელი დროის ვითარებას და საზოგადო
ასპარეზზე მუშაკთა შემცირებას, რასაკ- ვირველია, გული მწუხარებით აევსება და იმედს
დაკარგავს ჩვენს მომავალზე. ყოველის მხრით გაისმის მწუხარება და ჩივილი, რომ აღარა
გვყავს ნასწავლი პირები შავ სამღვდელოებაში, აღარავინ აცხადებს სურვილს ბერად წასვლისას
ნასწავლთაგანებიო! ჩვენი მონასტრები, რომელთა წყალობით ჭეშმარიტი ქრისტიანობრივი სარწმუნოება
და ზნეობა მთელ მხარეს ეფინებოდა და ხალხის გულში მაგრად ფესვს იდგამდა, დღეს თითქმის
ცარიელდებიან. იმ მონასტრებში, სადაც წინათ ღვთის გალობა-ღაღადების ხმა ყოველ მსმენელს
გულს უტკბობდა და ამაო ამ ქვეყნიერობის მწუხარებას უქარვებდა, იქ დღეს ერთადერთი მედავითნის
გალობის ხმა ისმის მარტო და ისიც, ღმერთმან უწყის, რა კილოსია! ამაების შემხედვარეს,
რასაკვირ- ველია, გული გიწუხს და სასოწარკვეთილებას ეძლევი. მაგრამ ეს უკანასკნელი
დრო რაღაცა წაღმა მობრუნდა ჩვენთვის. ჩვენ დაუვიწყარ მწყემსმთავართა მაგალითს წაბაძა
რამდენიმე პირმა და გამოვიდნენ ქრისტეს ყანაში სამსახურებლად, როგორც მაგალითებრ არქიმანდრიტი
ლეონიდე, იღუმენი კირიონი და მღვდელ-მონაზონი დიმიტრი. ეხლა ჩვენ მივიღეთ ფრიად სასიხარულო
ამბავი ყაზანის სასულიერო აკადემიიდან. ამ აკადემიის სტუდენტი ექვთიმე ოქროპირის ძე
კაჭახიძე უკვე აღკვეცილა ბერად. ჩვენს გამოცემაში დაბეჭდილი მისი სტატიებიდან კარგად
იცნობენ ჩვენი მკითხველები ექვთიმე კაჭახიძეს: თუ ვინ არის იგი, რა მიმართულების და
რა ღრმა ზნეობის პატრონია. თუ როდესმე იყო საჭირო ჩვენთვის ჭეშმარიტი ქრისტიანობრივი
ზნეობით და მტკიცე სარწმუნოებით აღჭურვილი კაცი, სწორედ ეხლა არის საჭირო. ჭეშმარიტად
ამისთანა კაცების შეძენა ეხლანდელ დროში ჩვენი სასულიერო წოდებისათვის ფრიად შესანიშნავი
და სასიხარულოა. ღმერთო, მოხედე საქართველოს ერს და შთაუნერგე შენი მსახურება უმჯობეს
მის შვილებს და ნუ მოიძულებ ღვთისმშობლის წილხდომილს ივერიას!“ 1897 წლის 21 ნოემბერს
მეუფე ანტონმა (ხრაპოვიცკი) მამა დავითს დიაკვნად დაასხა ხელი. იმ პერიოდში ყაზანის
სასულიერო აკადემიაში მრავლად სწავლობდ- ნენ სხვა ქართველი სტუდენტებიც, რომელთა შორის
იყვნენ: მღვდელი ბესარიონ ხელაია (შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი), მიხეილ
ფხალაძე (შემდ...
34-2
საპატრიარქოს უწყებანი N34 12-18ნოემბერი 2009წ გვ.19
მიტროპოლიტი
დავითი (კაჭახიძე) 1872-1935(გაგრძელება)
...
გომში კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკი), იპოლიტე ვართაგავა, სერგი გორგაძე და სხვანი.
მამა ბესარიონი და მამა დავითი დიდი ნუგეში იყვნენ იქაური სტუდენტობისათვის. ისინი
დიდი ძალისხმევით ახერხებდნენ სტუდენტებში ეროვნული სულისკვეთება შეენარ-ჩუნებინათ.
ამის გამოძახილი იყო ყაზანის სასულიერო აკადემიის კარის ეკლესიაში მათ მიერ პერიოდულად
ჩატარებული ქართული წირვა-ლოცვები. აი, რას წერდა ამის შესახებ გაზეთი „ივერია“
1898 წელს: „14 იანვარს, ნინოობა დღეს, ყაზანის სასულიერო აკადემიის ეკლესიაში ქართულად
იქნა გარდახდილი წირვა. სწირა I კურსის სტუდენტმა, მღვდელმა ბესარიონ ხელაიამ მეIII
კურსის ბერ-დიაკვნის დავითის (ერობაში ექვთიმე კაჭახიძე) თანამსახურებით. წირვაზედ
გალობდნენ თბილისის სემინარიის მოსწავლედ ნამყოფი ქართველიდა რუსი სტუდენტები და რამდენიმე
საგალობელი ქართულის კილოთი იგალობეს. ამ ამბისა გამო იქაური რუსული გაზეთი „საეკლესიო
უწყებანი“ აღნიშნავს განსხვავებასა და ღირსებას ქართულად წაკითხულის სახარებისას, სამოციქულოსას
და ნათქვამ ასამაღლებლებისას და კვერექსებისას. წირვას დაესწრნენ ზოგიერთი პროფესორები,
აუარებელი სტუდენტობა და მათი ყოვლადუსამღვდელოესობა, აკადემიის რექტორი“. 1898 წლის
8 მაისს ბერ-დიაკონი დავითი მღვდლად აკურთხეს. 1899 წელს სასულიერო აკადემია მან ღვთისმეტყველების
მაგისტრის ხარისხით დაამთავრა, დაიცვა დიპლომი პატრისტიკაში და სამშობლოსა და დედაეკლესიის
სამსახურს მოწყურებულმა მაშინვე საქართველოს მოაშურა. 1899 წლის 26 აგვისტოს ახალგაზრდა
მღვდელ-მონაზონი კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად
დაინიშნა. 1900 წლის 10 ნოემბერს თელავის სასულიე-რო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად
გაამწესეს. 1902 წლის 10 მარტს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწედ
გადაიყვანეს. ამავე წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1903 წლის 20 ოქტომბერს
რუსეთში, პერმის ეპარქიაში, სოლოკამენის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად გადაიყვანეს.
1905 წლის 14 მაისს ვიტებსკის სასულიერო სემინარიის რექტორად დაინიშნა და არქიმანდრიტის
წოდება მიენიჭა. 1906 წლის 25 აგვისტოს ნოვოჩერკასის რაიონში, დონის სა- სულიერო სემინარიის
რექტორად განამწესეს. 1907 წლის შემოდგომაზე რუსეთის წმინდა სინოდმა არქიმანდრიტი დავითი
ალავერდის ეპარქიის მღვდელ-მთავრად გამოირჩია. ამავე წლის 4 ნოემბერს აღესრულა მისი
ეპისკოპოსად ხელდასხმა. კურთხევის წესი შეასრულეს: საქართველოს ეგზარქოსმა, მთავარეპისკოპოსმა
ნიკონმა (სოფისკი), იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე), გურია-სამეგრელოს
ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი), გორის ეპისკოპოსმა პეტრემ (კონჭოშვილი) და ბაქოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა
(ვახნინი). კვერთხის გადაცემის შემდეგ ახლადნაკურთხმა მღვდელმთავარმა წარმოსთქვა გრძნობით
აღსავსე სიტყვა, გთავაზობთ ამონარიდს ამ ქადაგებიდან: „რა მნიშვნელოვანი ეპიზოდია ჩემი
ცხოვრებისა! რაოდენ დიდ საქმეს უნდა მივყო ხელი! რაოდენ ძნელ უნდა ვმწყმსო ცხოვარნი,
ვიხსნა ადამიანები, ანუ განვწმინდო და განვანათლო სულები კაცთა, ვაზიარო ისინი საღმრთო
ცხოვრებას; მივანიჭო მათ ჭეშმარიტი, უცვალებელი, მარადიული ბედნიერება! ვარ განა გა-
მოსადეგი ამ მაღალი მსახურებისათვის?! მაქვს განა ამისათვის საკმარისი ძალები?! შემიძლია
განა, მაგალითი ვიყო სხვათათვის?! გაიგებს კი ყველა, რას უნდა ვგრძნობდე, რაჟამს მოციქულებისა
და სხვა მღვდელმთავრების წარმოდგენისას ვფიქრობ ჩემს წინაშე წარ-მომართულ ესოდენ მაღალ
მსახურებაზე?! აღარას ვიტყვი ჩემს უძლურებებზე, ისინი ცნობილია ყველასათვის, ვისაც
კი მოუწია საქმე ჰქონოდა ჩემთან. მაგრამ მე მწამს, რომ ქვეყნად ყოველი აღესრულება ღმრთის
ნებით და ვიმედოვნებ, რომ იგი კეთილად წარ- მმართავს მე - სამომავლო მსახურებაში და
არ დაუშვებს წარწყმედას ჩემსას. მე ვადგები მოციქულთა გზას მტკიცე სასოებით ღმრთის
წყალობისა. და უმეტესად გთხოვთ თქვენ, მწყემსმთავარნო, მწყემსნო და ღმრთისმოყვარე ერისკაცნო,
ილოცეთ ჩემთვის წინაშე ღმრთისა, რათა მომცეს მან ძალა და სიმტკიცე მაღალი და საძნელო
მსახურების აღსასრულებლად“. 1912 წლის 17 აპრილს ყველასათვის მოულოდნელად ეპისკოპოსი
დავითი ჩრდილოეთ კავკასიაში, პიატიგორსკის ეპარქიის მმართველად გადაიყვანეს. ამის მიზეზად
სახელდებოდა მისი დაპირისპირება საქართველოს ეგზარქოს ინოკენტისთან (ბელიაევი). ეგზარქოსი
შეეცადა გურია-სამეგრელოსა და იმერეთის ეპისკოპოსების უფლებების მინიმუმამდე შემცირებას,
მაგრამ მეუფე დავითი წინ აღუდგა ამ განზრახვას. ამით განრისხებულმა ინოკენტიმ წმინდა
სინოდს მისი
34-3
საპატრიარქოს უწყებანი N34 12-18ნოემბერი 2009წ გვ.20
მიტროპოლიტი
დავითი (კაჭახიძე) 1872-1935(დასასრული)
საქართველოდან
გაძევება მოსთხოვა, რაც მალევე სისრულეში მოიყვანეს. ძვირფას მღვდელმთავართან განშორება
ძლიერ განიცადა მაშინდელმა ქართულმა ინტელიგენციამ და საზოგადოებამ. მეუფე დავითის
ძმის შთამომავლებთან, ოჯახში შემორჩენილია წერილი, რომელიც საგანგებოდ მის გადაყვანასთან
დაკავშირებით დაიწერა: „ძვირფასო მწყემს-თმთავარო! თქვენი მეუფების მოულოდნელი წასვლა,
საქართველოს მრავალჭირნახულ ეკლესიის სამწყსოს მიტოვება და სხვა ადგილას სამოღვაწეოდ
გადასვლა მწარე საგონებელში აგდებს საქართველოს ერს. მით უფრო სამწუხაროა ეს გარემოება,
რომ თქვენი მწყემსთმთავრული მოღვაწეობა ჯერ კიდევ დიდად ესაჭიროებოდა საზოგადოებას
და თქვენც, სულით და გულით მასთან დაკავშირებული, არ მოიწადინებდით მის მიტოვებას,
რომ რომელსამე მძიმე საქმეს არ აეძულებინეთ... ივერიის ეკლესია შეჩვეულია დროთა ბრუნვის
ცვალებადობას. იგი დამშვენებულია მრავალ წარჩინებულ მღვდელმთავართა მოღვაწეობით, რომელთაც
ჩვენი საქართველოსადმი მოწამეობრივი ღვაწლიც კი მიუძღვისთ. ისინი მუდმივ მზად იყვნენ
ყველაფერი აეტანათ, ოღონდ კი წმინდად დარჩენილიყვნენ თავის რწმენასთან და საქვეყნო
მოღვაწეობასთან. ეს იყო შორეულ წარსულში, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ეხლა არის საიშვიათო
ამგვარი მოვლენა: ჯერ საზოგადოებას თქვენი წინამოადგილე მღვდელმთავრის ხვედრი არც კი
გამოუგლოვია და ეხლა ასე მალე თქვენც იძულებული ბრძანდებით, დასტოვოთ სამშობლო ქვეყანა...
მაგრამ, სადაც უნდა წაბრძანდეთ, თან წარიღებთ მრავალ თქვენ პატი- ვისმცემელთა გრძნობას,
და თან გაგჰყვებათ ის სიყვარული, რომლითაც თქვენდამი არის გამსჭვალული ქართველი საზოგადოება!
იგი არ შესწყვეტს თქვენთან სულიერ კავშირს, რაც უნდა შორეული იყოს თქვენი ადგილ-სამყოფელი,
- იგი მუდამ თქვენი იქნება, - მას მანძილი და მოშორება ვერ გაანელებს! სადაც უნდა შეგხვდეთ
წასვლა, აზრი და მისწრაფება თქვენი მაინც ყოველთვის პატარა ივერიისკენ გამოინავარდებს
და ეს იმედი, თქვენის წასვლით დაობ-ლებულთ, ნუგეშის მომცემად მოგვევლინება...ივერიის
მფარველმა ღვთისმშობელმა გიწინამძღვროთ ყოველს საქმეში, ძვირფასო მწყემსთმთავარო, ეპისკოპოსი
დავითი (კაჭახიძე), 1916 წელი მოგცეთ მხნეობა და ძალა ჩვეულებრივის სიმედგრით მწყემსთმთავრობისა,
გუნდმა, საქართველოს ეკლესიისათვის თავდადებულ
მწყემსთმთავართა, მოგივლინოთ სულიერი სიძლიერე
და გულწრფელმა გრძნობამ თქვენი მეუფების პატივისმცემელ
შვილთა შეგიმსუბუქოსთ მძიმე ხვედრი, იმ წმინდა ჯვრის სასიქადულოდ და ღირსეულად სატარებლად,
რომელიც თქვენს მეუფებას ცხოვრების მრწამსად და დი ად მიზნად დაუსახავს. 1912 წლის
ნოემბერი“. წერილს თან ახლავს უამრავი ხელმოწერა, მათ შორის: აკაკი წერეთლის, იაკობ
გოგებაშვილის, ივანე ჯავახიშვილის, თედო ჟორდანიასი, დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის და
სხვათა.
35
საპატრიარქოს უწყებანი N35 19-25ნოემბერი 2009წ გვ.6
ხელდასხმა
15
ნოემბერს ყოვლადწმინდა საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სამღვდელო დიაკვნად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო
აკადემიის კურსდამთავრებულს იაკობ ასათიანს. დიაკონი იაკობი თბილისის წმინდა მარინეს
სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
***
1 ნოემბერს ნინოწმიდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო
ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმიდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) მღვდლად დაასხა ხელი
ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის ბერ-დიაკონ ილიას (ფაჩულია). მღვდელ-მონაზონი
ილია თბილისში, სანზონის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
***
1 ნოემბერს დედოფლისწყაროს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში დედოფლისწყაროს. და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა
(ხაჩიძე) დიაკვნად აკურთხა და პაატა ხუმარაშვილი და სახელად პეტრე უწოდა. დიაკონი პეტრე
დედოფლისწყაროს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
***
1 ნოემბერს
ყოვლადწმიდა სამების სახელობის სპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ
მღვდლად დაასხა ხელი მამა დავითის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიასთან არსებულ
მამათა მონასტრის ბერ-დიაკონს იოანეს (ხელაია).
***
8 ნოემბერს
ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის
მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიისა და
საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის საეკლესიო
სამართლის პედაგოგი, ალექსი ქშუტაშვილი. დიაკონი ალექსი თბილისის ყოვლადწმიდა სამების
სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
***
8 ნოემბერს
ნინოწმიდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმიდის ეპისკოპოსმა
ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა გელა ჩადუნაშვილი. დიაკონი გელა თბილისის ყოვლადწმიდა
სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
***
15
ნოემბერს ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა
ილია II-მ დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული იაკობ ასათიანი.
დიაკონი იაკობი თბილისის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
დაჯილდოება
15
ნოემბერს ყოვლადწმინდა საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენის წოდება მიანიჭა
მღვდელ-მონაზონ მატათას (ტყემალაძეს).
35-1
საპატრიარქოს უწყებანი N35 19-25ნოემბერი 2009წ გვ.12
მიტროპოლიტი
დავითი (კაჭახიძე) 1872-1935
ჩრდილო
კავკასიაში გადაყვანილი მეუფე დავითი დიდ ნუგეშად მოევლინა სამშობლოს მოწყვეტილ თანამემამულეებს,
განსაკუთრებით კი ალაგირელ ქართველობას. 1912 წლის დეკემბრის თვეში იგი პირველად ეწვია
ქ. ალაგირს. აი, რას წერდა ამის შესახებ გაზეთი „იმერეთი“ თავის ერთ-ერთ ნომერში:
„ეს პირველი მაგალითია, რომ ალაგირს სწვევოდეს ქარ- თველი მღვდელმთავარი. აქაური ქართველი
საზოგადოება აღტაცებით დაუხვდა ძვირფას სტუმარს. როცა გაიგეს ეპისკოპოსი დავითი მობრძანდებაო
დარგ-კოხში მიაგებეს თავისი წარმომადგენლები. გარდა ამისა ალაგირიდან რამდენიმე ვერსის
მანძილზე დაახვედრეს ცხენოსანთა რაზმი დროშით, რომელზედაც მისალმების ზეწარწერა იყო.
ყოვლადსამღვდელო დავითმა ქართული სკოლის დარბაზში ილოცა მწუხრი და ცისკარი ქართულ ენაზე.
აქაური ქართველობა ქართულ წირვა-ლოცვას დანატრებულია. ეკლესიაში ქართულად მხოლოდ „უფალო
შეგვიწყალეს“ თუ გაიგონებენ, თორემ სხვაფრივ მღვდელმოქმედება და წირვა-ლოცვა ყოველთვის
სლავურ ენაზე სრულდება. რომ შეიტყვეს, საღამოს ლოცვა ქართულ ენაზე იქნებაო, იმდენი
ხალხი მოზღვავდა, რომ სკოლის ფართო დარბაზში ტევა არ იყო და გარეთ იდგნენ მლოცველნი.
ყოვლადსამღვდელო დავითმა გრძნობიარე სიტყვა წარმოსთქვა, თვითინ გული აუჩუყდა და მსმენელთაგანაც
მრავალი ააცრემლა. აქა-იქ ქვითინიც კი გაისმა. „ნივთიერი კეთილდღეობა თქვენ აღარ გაკავშირებთ
თქვენს სამშობლოსთან - ბრძანა სხვათა შო-..
35-2
საპატრიარქოს უწყებანი N35 19-25ნოემბერი 2009წ გვ.13
მიტროპოლიტი
დავითი (კაჭახიძე) 1872-1935(გაგრძელება)
...
რის მღვდელმთავარმა — მაგრამ თქვენი მოვალეობაა აქ, ამ უცხო მხარეს უფრო გაუფრთხილდეთ
ქართველის სახელს. ერიდეთ ადამიანის ღირსების დამამცირებელს ქცევას, რომ ამით სახელი
არ გაუტეხოთ მთლად საქართველოს. თქვენის ყოფა-ქცევით არავის მისცეთ საბაბი ქართველობაზე
ცუდი აზრი შეიდგინოსო“. ყოვლადსამღვდელომ ადგილობრივ ეკლესიაშიც სწირა. წირვა შესრულებულ
იქნა სამ ენაზე: რუსულ-ქართულ-ოსურად. წირვის შემდეგ ქართული სკოლის დარბაზში შეიკრიბა
ქართველი საზოგადოება და ძვირფასი სტუმრის პატივსაცემად საზოგადო ნადიმი გაიმართა.
ყოვლადსამღვდელომ ადგილობრივი სკოლებიც დაათვალიერა და მოწაფეები გამოსცადა. ინახულა
ქართველთა მოსახლეობა და გაეცნო მათს ნივთიერ მდგომარეობას. ხალხი აღტაცებული დარჩა
ჩვენი თანამემამულე მღვდელმთავრის მობრძანებით“. 1913 წლის 6 მაისს მეუფე დავითი წმინდა
ვლადიმირის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. 1914 წლის 14 თებერვალს კი ვინიცკის
ეპისკოპოსად გადა-იყვანეს. 1917 წლის 25 მარტს სვეტიცხოველის საპატრიარქო ტაძარში ჩატარებული
წირვის შემდეგ აღსდგა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია.
რუსეთში გადასახლებულ ქართველ სასულიერო პირებს საშუალება მიეცათ დაბრუნებოდნენ მშობლიურ
ქვეყანას და ეკლესიას. მეუფე დავითი საქართველოში 1917 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა
და საკათოლიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამავე წლის 1 ოქტომბერს ურბნისის ეპარქიის
მმართველად დაინიშნა. ახლად დანიშნულ მღვდელმთავარს თითქმის ნუ- ლიდან მოუხდა ყველაფრის
დაწყება. ეპარქიაში ჩასულ ეპისკოპოს დავითს გორში არც რეზიდენცია დახვდა და არც კანცელარიის
დასაბინავებელი ადგილი. ამასთან დაკავშირებით, მან რამდენჯერმე მიმართა საქართველოს
მენშევიკურ მთავრობას დახმარებისათვის. ერთ-ერთი ასეთი მიმართვა თბილისში 1919 წლის
8 თებერვალს გააგზავნა: „ურბნისის ეპისკოპოს და მის კანცელარიას დღევანდლამდის არ მოეპოვება
ბინა ქალაქ გორში. ეკლესიები ამ ეპარქიისა ვერ გაიღებენ ვერავითარ ხარჯს ამ საკითხისათვის
და არც მოქალაქეთა შორის არის შესაძლებელი ამ თანხის მოგროვება. ამის გამო ურბნისის
საეპარქიო საბჭომ 1919 წლის 5 თებერვალს გამოიტანა შემდეგი განჩინება. ეთხოვოს საკათოლიკოსო
საბჭოს, რათა მან იშუამდგომლოს განათლების მინისტრის წინაშე, რომ გორში ყოფილი სასულიერო
სასწავლებლის შენობაში, რომელიც შეადგენს ურბნისის ეპარქიის კუთვნილებას, გამგისბინა
ამ სასწავლებლისა დაეთმოს ეპისკოპოსს და მის კანცელარიას, წინააღმდეგ შემთხვევაში ხსე-ნებული
სასწავლებლის ხელმძღვანელობამ აძლიოს ურბნისის საეპარქიო საბჭოს ბინის დასაქირავებლად
არა ნაკლებ 3. 000 მანეთისა წელიწადში. გთხოვთ, ეს საქმე დაგვიჩქაროთ“. 1919 წელს მეუფე
დავითი საკათოლიკოსო საბჭოს წევრად აირჩიეს. 1920 წლის ივლისში თავისი თხოვნით ურბნისის
ეპარქიის მმართველობისაგან გათავისუფლდა. 1921 წლის 23 ნოემბერს ბათუმ-შემოქმედისა
და ჭყონდისის ეპარქიის მართვა-გამგეობა დაევალა, ხოლო 1922 წლის 29 აპრილიდან მხოლოდ
ჭყონდიდელი ეპისკოპოსია. ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობის ჟამს ეპისკოპოსი დავითი ეპარქიის
სამღვდელოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ადგი-ლობრივმა ხელისუფლებამ რამდენიმე
დღით დააპატიმრა. 1924 წლის 9 მარტს საკათოლიკოსო საბჭომ იგი დროებით ალავერდის ეპარქიაში
განამწესა. 1924 წლის 1 ნოემბერს მეუფე დავითი ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმთავრად
დაადგინეს. თუ რა მძიმე მდგომარეობა დახვდა მას ეპარქიაში, კარგად ჩანს 1926 წლის
19 თებერვლით დათარიღებულ წერილში: „პატივისცემით მოვახსენებ საკათოლიკოსო საბჭოს,
თუ რა მდგომარეობა იყო 1925 წელს იმერეთის ეპარქიაში. ვიტყვი მოკლედ, როგორი
35-3
საპატრიარქოს უწყებანი N35 19-25ნოემბერი 2009წ გვ.14
მიტროპოლიტი
დავითი (კაჭახიძე) 1872-1935(გაგრძელება)
იყო
საეკლესიო ცხოვრება ეპარქიაში - ვგოდებ და ვიგლოვ მე! ანარქია... ქაოსი... მოსალოდნელი
იყო, რომ ეკლესიის გახსნის შემდეგ მორწმუნეებს მოენატრებოდათ ეკ-ლესიაში სიარული და
სამღვდელოებას მეტი პატივისცემით მოეპყრობოდენ. გარნა სინამდვილემ იმედები გაგვიცრუა.
სამღვდელოება ერთხმად აცხადებს, ხალხი ეკლესიაში არ დაიარება და მღვდლის შენახვაზე
არ ზრუნავსო. მეც თვითონ მოწმე ვარ იმისა, თუ როგორი გულგრილია ხალხი ღვთისმსახურებისადმი.
რადგან ხალხი ეკლესიაში იშვიათად და ნაკლებად დაიარება, საეკლესიო სანთელი არ იყიდება,
ეკლესიაში შემოსავალმა იკლო. საეკლესიო ნივთები არ მოიპოვება. ეკლესიები მეტად ღარიბულად
არიან ( მოწყობილი. ეკლესიური მიმართულება ძალიან მისუსტებულია რაჭაში, ქვემო იმერეთში,
ხონის, სამტრედიის, ჯიხაიშის რაიონებში. 2 ლეჩხუმმა მოახდინა შედარებით ( კარგი შთაბეჭდილება.
რადგანაც ბევრმა მღვდელმა მიატოვა საეკლესიო სამსახური, საჭირო შეიქმნა ახლების კურთხევა.
ყველგან არ ხერხდება შეერთება სამრევლოებისა. მთაგორიანი სოფლები ერთმანეთს დაშორებულია
და მოსახლეობა გაფანტული ცხოვრობს. როცა რომელიმე მღვდელს ვეტყოდი, მინდა ეკლესიები
მოვინახულო-მეთქი, სიხარულს გამოხატავდნენ, მაგრამ როცა უკვე მოვემზადებოდი სამოგზაუროდ,
სხვა საქმეს გამოიძებნიდა. მე მაინც მოვინახულე ლეჩხუმი, შორაპანის და არგვეთის ოლქის
11 ეკლესია. როგორც მთავარხუცესთა შემოტანილი სიებიდან ჩანს, 1925 წელს მოქმედი იყო:
ქუთაისის ოლქში 177, შორაპანის ოლქში - 130, რაჭაში - 18, ლეჩხუმში - 41, სვანეთში
- 16. საეპარქიო მდგომარეობა მთელი წლის განმავლობაში ძალიან მოდუნებული იყო. მონასტრები
გაუქმებულია, გარდა მათხოჯის დედათა მონასტრისა. აქ ეკლესია ჯერ არ გაუხსნიათ. ღვთისმსახურება
სრულდება დიდ ოთახში. მონასტერში ძალიან ღარიბად ცხოვრო- ბენ. მღვიმევის მონასტრის
ტაძარი გახსნილია, როგორც სამრევლო ეკლესია. მოწამეთის ეკლესიის დაბრუნება უმაღლესი
მთავრობის მიერ ნებადართულია, მხოლოდ ჯერ სისრულეში არაა მოყვანილი. შიშობენ, მონასტერი
არ იქნეს აღდგენილიო. მე მივეცი წერილი, რომ სასულიერო მთავრობა არ შეეცდება მონასტრის
აღდგენას. გელათის შესახებ ამბობენ: შეიძლება დაგვიბრუნონ წმინდა გიორგის ტაძარი, როგორც
სამრევლოს ეკლესია. ესეც კარგი იქნება. მღვდელმონაზვნები მსახურობენ სოფლებში, როგორც
მღვდლები. მიტროპოლიტის ბინაში და საეპარქიო კანცელარიის სახლში მოთავსებულია ბავშთა
თავშესაფარი. არც საეპარქიო სანთლის ქარხანაა და არც საწყობი. ეკლესიები ყიდულობენ
სანთელს კერძო პირთაგან. ნებადართულია, საეპარქიო კანცელარიის არქივი 5 წლის საქმეები
და საეკლესიო წიგნები წავიღოთ უკან. კომისიას მღვდელთაგან დავავალე ამ საქმის შესრულება“.
მეუფე დავითი 1926 წლის 9 ნოემბერს საკათოლიკოსო საბჭოს დადგენილებით აწყურის ეპარქიაში
და- ინიშნა და დროებით დაევალა ურბნისის ეპარქიის მართვა-გამგეობა. 1926 წლის 24 დეკემბერს
ქუთაისში მომხდარმა საეკლესიო კრებამ იგი ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად დატოვა
და მიტროპოლიტის წოდება მიანიჭა. 1927 წლის 21-27 ივნისს ჩატარებულ საქართველოს სამოციქულო
ეკლესიის IV კრებაზე მიტროპოლიტი დავითი გამოცხადდა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ.
1930 წლის 8 ივლისს ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში დაინიშნა. 1932 წლის 13 აპრილს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტ-..
35-4
საპატრიარქოს უწყებანი N35 19-25ნოემბერი 2009წ გვ.15
მიტროპოლიტი
დავითი (კაჭახიძე) 1872-1935(დასასრული)
...
რატემ (ცინცაძე) სკუფიაზე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. 1934 წელს ხელისუფლებამ
დახურა ბათუმ-შემოქმედის ეპარქია და მისი მღვდელმთავარი, მიტ-როპოლიტი დავითი აიძულა
ეპარქია დაეტოვებინა. იგი საცხოვრებლად გადავიდა ქუთაისში, სადაც ცხოვრების უკანასკნელი
დღეები გაატარა. 1935 წლის 19 მარტს ქუთაისში მყოფი მეუფე დავითი მცირე ხნის ავადმყოფობის
შემდეგ გარდაიცვალა. მეუფის ცხედარი, 23 მარტს ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა
და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის სამხრეთ კარიბჭესთან დიდი პატივით დაასაფლავეს.
მეუფე დავითი სისტემატიურად თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ ჟურნალებსა და გაზეთებში.
გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი, მათ შორის ქადაგებათა I ტომი. გამოსაცემად მზადაა
და 2010 წლის იანვარში გამოიცემა მისი ქადაგებანის II ტომიც. ცნობილი ქართველი საზოგადო
მოღვაწე ზაქარია ჭიჭინაძე მიტროპოლიტ დავითის შესახებ წერდა: „ეპისკოპოსი დავითი სადაც
კი სწავლობდა, ყველგან სამაგალითო მოწაფე გახლდათ, სათნო თვისების, დინჯი ხასიათის,
სამაგალითოდ კაცთმოყვარე, ამასთანავე სწორი და მართალი ყველა ამხანაგის წინაშე. სიმართლე
და ჭეშმარიტება მის გულსა და სულს ალმასივით ეწყობოდა, იგი ერთი სამაგალითო მისაბაძი
გახლდათ. დავითს პატარაობის დროსვე ეტყობოდა დიდი მამულიშვილობა, ეს საოცრება იყო იმ
დროის კოსმოპოლიტიკურ ხანაში, ვინაიდან მაშინ ქართველთ მამულიშვილობა უმეცრად მრავალთაგან
ადვილად უარყოფილი გახლდა, იმ დროის სემინარიის მოწაფეთაგან“.
36
საპატრიარქოს უწყებანი N36 26ნოემბერი-2დეკემბერი 2009წ გვ.7
ტაძრის
კურთხევა
23
ნოემბერს გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ლეჟავამ) და ნინოწმინდისა
და საგარეჯოს ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძემ) აკურთხეს თბილისის ძველ უბანში აღდგენილი
წმინდა 40 სებასტიელ მოწამეთა სახელობის ახალი ტაძარი. იმავე დღეს, 40 სებასტიელი მოწამის
სახელობის ტაძარში გიორგობის დღესასწაულის საზეიმო წირვა აღავლინა სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. ტაძრის წინამძღვარდ დაინიშნა
იღუმენი ლუკა (თანდილაშვილი), რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სვეტიცხოვლიდან
გადმოყვანეს. მომავალში, აქ მონასტრის დაარსება იგეგმება.
გვარების
დალოცვა
23
ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა
და უნეტარესმა ილია II-მ დალოცა: დოლიძების, რუხაძეების, კუმელაშვილების, ნოზაძეების
ჯინჭარაძეების, ბენიძეების, გოგიძეებისა და მარდალეიშვილების გვარები.
სკოლების
დალოცვა
23
ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა
და უნეტარესმა ილია II-მ დალოცა: 21-ე, 173-ე, 190-ე საჯარო სკოლები, სკოლა-ლიცეუმი
„სვეტი ნათლისა“, სკოლა-ლიცეუმი „ფესვები“, ქართულ-ინგლისური სკოლა „ბრიტანიკა“.
დაჯილდოება
23
ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა
და უნეტარესმა ილია II-მ შემდეგი სასულიერო პირები დააჯილდოვა: დეკანოზი ტარიელ ჟღენტი
— მიტრით; დეკანოზი მიქაელ თევზაძე ჯვრით; გამშვენებული დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი
― გამშვენებული ჯვრით.
36-1
საპატრიარქოს უწყებანი N36 26ნოემბერი-2დეკემბერი 2009წ გვ.10
ხელდასხმა
29
ოქტომბერს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ცურტა-ვის
ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელმა) მღვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო
ტაძრის დიაკონს ლევან ჯანაშიას. მღვდელი ლევანი თბილისის ამაღლების სახელობის ტაძარში
იმსახურებს.
ტაძრის
კურთხევა
23
ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილმა)
ქვემო სვანეთის სოფ. შკედის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარი აკურთხა.
36-2
საპატრიარქოს უწყებანი N36 26ნოემბერი-2დეკემბერი 2009წ გვ.17
მღვდელი
დიმიტრო ჯანაშვილი 1840-1905
მღვდელი
დიმიტრი იოსების ძე ჯანაშვილი 1840 წელს საინგილოში, სოფელ კახში დაიბადა. მის პატარაობაში
საინგილოში ჯერ ისევ სულთნობა იყო. სულთნებისაგან ცოტაოდენი შეღავათი მხოლოდ დიდ, ძლიერ
და შეძლებულ გვარეულობებს ჰქონდათ და ისიც გამორ- ჩენისათვის: წელიწადში ერთი-ორჯერ
ეწვეოდნენ ხოლმე მთელი სახლობითა და ამალით, ჭამდნენ, სვამდნენ, მთვრალობდნენ და ძღვენ-საჩუქრებით
ბრუნდებოდნენ ელისუს. შეძლებულ ოჯახთაგანი იყო აგრეთვე ბაირამ-ალი (სოლომონ) ჯანაშვილის
სახლობაც. ერთხელ სულთანი დიდ მტარვალობას უპირებდა ინგილოებს. ბაირამ-ალი და სხვა
წარჩინებული ინგილოები გამოეცხადნენ მრისხანე სულთანს და მოახსენეს: „თუ შვება არ მოგვეცა
შენგან, ჩვენ ავიყრებით დედაბუდიანად, გადავალთ ალაზანზე და შევუერთდებით ჩვენ მოძმე
ქართველებსო“. თურმე სულთანი მოლბა და საინგილოს დაპირებული პატიჟი (სასჯელი) ააცილა.
1850 წელს პატარა დიმიტრი ბიძამისმა გიორგიმ თბილისში ჩამოიყვანა და მონათლა. შემდეგ
იგი ათიოდე სხვა ინგილო ყმაწვილებთან ერთად ქიზიყში, დედოფ ლისწყაროს სამხედრო სასწავლებელში
ჩაიყვანეს, საიდანაც მალე თბილისის სასულიერო სემინარიაში გადაიყვანეს. სწავლაში ძალიან
ნიჭიერი იყო, ისე — გულადი, გამბედავი, დაურიდებელი, სიმართლის მოყვრე. ამგვარმა თვისებებმა
ერთხელ ლამის დაღუპა იგი. მაშინდელ სემინარიაში ბევრი უწესობა და უსამართლობა სუფევდა
და ეს უწესობა-უსამართლობა გახდა მიზეზი იმისა, რომ მოსწავლე ჯანაშვილმა თავი გამოიდო
და გალახა სემინარიის რექტორი, არქიმანდრიტი ვიკტორინი (ლუბიმოვი), რომელსაც რაღაც
უმსგავსობა ეთქვა. სასწავლებლიდან მხოლოდ იმიტომ არ გარიცხეს, რომ წარჩინებული ქართველები
მიეშველნენ, როგორც საინგილოს ერთადერთ წარმომადგენელს.
გულკეთილი რექტორიც აღარ გამოეკიდა ამ საქმეს და დიდსულოვნად აპატია. სემინარიის კურსი დიმიტრიმ
1865 წელს დაასრულა და რუსეთში, აკადემიაში აპირებდა სწავლის გაგრძე-..
36-3
საპატრიარქოს უწყებანი N36 26ნოემბერი-2დეკემბერი 2009წ გვ.18
მღვდელი
დიმიტრო ჯანაშვილი 1840-1905(გაგრძელება)
...
ლებას, თუმცა უსახსრობისა და კიდევ იმის გამო, რომ თბილისის მოწინავე საზოგადოებამ
მას საინგილოში სამღვდელო მსახურებისაკენ მოუწოდა, სამშობლოში დარჩა სამოღვაწეოდ. მალე
მან ცოლად შეირთო ერთი ქიზიყელი მეოჯახე ქალი ელენე და მღვდლად ეკურთხა საინგილოს სოფელ
ყორაღანს. ახალგაზრდა მღვდელმა დიდი შემართებით დაიწყო საეკლესიო მსახურება. სამკალი
კი მრავალი იყო. იმ პერიოდში საინგილოში დიდი მღელვარება სუფევდა: გამაჰმადიანებული
ქართველები ნელ-ნელა ქრისტიანდებოდნენ და ეს გარემოება დიდად აწუხებდა შაქისა და საინგილოს
თათრებს, მეტადრე მოლებს. ისინი ყოველ ღონეს ხმა- რობდნენ, რომ ქრისტიანობის გავრცელებისათვის როგორმე ხელი შეეშალათ და თვით
გაქრისტიანებულნიც კი ისევ მაჰმადის სჯულზე გადაეყვანათ. მაგრამ მამა დიმიტრი მტკიცედ
და შეურყეველად იდგა ქრისტეს ეკლესიის სადარაჯოზე. იგი უშიშრად ქადაგებდა, რომ მაჰმადიანი
ინგილოები ქართველები იყვნენ. მაჰმადიანთ, მოლების რჩევით, ისღა დარჩენო- დათ ეს ქართველობისა
და ქრისტიანობის უშიშარი და მოუსვენარი მქადაგებელი როგორმე თავიდან მოშორებინათ! ამ
განზრახვით, ერთ-ერთ დღესაწაულზე ერთმა მაჰმადიანმა ინგილომ მამა დიმიტრის ძღვენი მიართვა.
აღმოჩნდა, რომ „ჰალვაში“ (თაფლში მოხარშული დანაყილი ბრინჯის სქელი ფაფა) წვრილად დაჭრილი
ტყვია ერია. მოძღვარი შემთხვევით გა-დაურჩა სიკვდილს. ერთ ღამეს მამა დიმიტრის თანასოფლელმა
კაცმა შეატყობინა, რომ მახლობელ ტყეში რომ მინდორია, იქ შეყრილან ყორაღნელი და სხვა
სოფლელი მაჰმადიანი ქართველები და სჯა-ბაასი აქვთ, თუ როგორ შეუშალონ ხელი ქრისტიანობის
გავრცელებასო. მოძღვარი, როგორც „ფიცხი და აღტაცებული კაცი“, მაშინვე მიიჭრა იმ ტყეში,
სადაც შეთქმულება ჰქონდათ. ღამე მთვარიანი იყო. ხალხი საშინლად შეკრთა. დიდ ხანს იყვნენ
ხმაჩაწყვეტილნი. ბოლოს სიჩუმე თვითონ მამა დიმიტრიმ დაარღვია, რომელიც ქუდმოხდილი,
უშიშრად იდგა: „მე კვლავ გეუბნებით, რომ თქვენ ქართველები ხართ, ჩემი ძმები. ძველადვე
ჩვენი რჯული ქრისტიანული იყო. თქვენს საქციელს დაუკვირდით. ვერას გახდებით და ღმერთსაცა
და მთავრობასაც გააჯავრებთ. როგორც ძმა, გირჩევთ, დაიშალენითო“. ამ დროს ერთმა ფანატიკოსმა
მაჰმადიანმა, „ამ უშიშარის ლაპარაკით გაშმაგებულმა,“ უეცრად მამაოს ჯოხი დაარტყა, ხუცესი
არც კი შეიძრა, მხოლოდ ესღა სთქვა ყავარჯნებზედ დაყრდნობილმან: „დამკარ, ბრალი ჩემი
იყოს, მაგრამ იცოდეთ, რომ ქართველები ხართ და ქართველად დარჩებითო“! რამდენიმე მაჰმადიანმა
წამოიწია... ამ დროს სოფლის მამასახლისი და სხვა ქრისტიანები მოვიდნენ... ხალხი დაიშალა...
ამ ამბავმა მთავრობის ყურამდეც მიაღწია. იმ ყრილობის რამდენიმე მოთავე ციმბირში გააგზავნეს...შემორჩენილია
მამა დიმიტრის საკმაოდ ვრცელი ქადაგება, რომელიც 1867 წელს ჟურნალ „საქართველოს სასულიერო
მახარებელში“ დაიბეჭდა. ეს სიტყვები მან საინგილოში, ახლადმოქცეული ინგილოებისათვის
წამოსთქვა, გთავაზობთ ამონარიდებს ამ ქადაგებიდან: „გამჩენ ღმერთს ყოველი ფერი ქვეყანაზედ
ისე გაურიგებია, რომ თითქმის არა საგნებს და არსებას არ შეუძლიან მოუვლელათ, თვალ-ყურის
მიუგდებლათ არსებობდეს, იზრდებოდეს და იყოს უპატრონო. ყველას მოვლა უნდა, ყველას თავისი
პატრონი ჰყავს და ყველა პატრონს ეძებს. ერთი შეხედეთ ფრინველებსაო, ბრძანებს ქრის ღმერთი
სახარებაში: „არა სთესავენ, არცა შეიკრებენ საუნჯესა და მამა თქვენი ზეცისა ზრდის მათ“.
მეორე ალაგს სახარებისასა კიდე სწერია: „ღმერთი შეამკობს მინდვრის ბალახებს მშვენიერის
ყვავილებითა“. სჩანს, ძმანო და მეგობარნო, რომ ყოველი საგანი და არსება უპატრონო არ
ყოფილა და განგებისაგან დამყარებულ შეუცვლელ კანონს მისდევს. უამისოთ ქვეყანაზედ რიგიანობა
არ არის, არა არსება რიგიანად არ იზრდება მახინჯდება. აი, მაგალითებრ: ეხლა რომ თქვენ
თქვენს საქონელს არ მოუაროთ, მაშინ, უეჭველია, რომ ერთს მტერი ან ქურდი მოიპარავს,
მეორეს მგელი ან ნადირი მოიტაცებს, მესამე გზას აცდება და ისე დაიკარგება, და ამგუარათ
აღსრულდება ის ქართული ანდაზა: რომ უპატრონო ხაზინას ეშმაკი დაეპატრონებაო“. გარდა
ამისა: თქუენ ვაზები რომ არ გასხლათ, სარები არ შეუდგათ, როგორ გონებთ, ვენახს რა დაემართება?
ვაზები გაუსხლელობისა გამო მეტად შეიბურვიან, და მაშინ იმათ ის ძალა აღარ ექმნებათ,
როგორიც მათ ქონდათ მაშინ, როდესაც იმათზედ ორი თუ სამი რქის მეტი არ ება. რათა? ამისთვის,
რომ ამ უკანასკნელ შემთხვევაში ის დაიჩაგრება, დაიკოდვის და უკანასკნელ უნაყოფოდ გახმება.
ეს, რასაკვირველია, თქუენ გრწამს, ამისთვის, რომ თქუენ თვითონ იცით საკუთარის გამოცდილებით;
ამასთანავე, ჰხედავთ ცხოვრებაში, რომ თვითონ თქუენი შვილებიც დედ-მამის მიუხედნელათ,
მოუვლელათ, რიგიანად არ იზრდებიან. როგორათაც ყოველი არსება ქვეყანაზედ მოითხოვს ზრუნვას
და პატრონობას, აგრეთვე კაციცა. მართალია, კაცი თავისუფალი არსება არის, მაგრამ არც
იმასა ჰსურს უპატრონოდ იყოს. ისიც ეძიებს პატრონს და მოვლას. უთუოდ იმასაც უნდა ჰყავდეს
პატრონი და მომვლელი, ჭკუაზედ და კეთილს გზაზედ დამყენებელი და დამრიგებელი. თქვე დალოცვილებო!
ყველანი ერთი ჭკუისანი ხომ არ იქმნებიან. რამდენიც ქვეყანაზედ კაცია, იმდენი ჭკუაა.
მთა და
36-4
საპატრიარქოს უწყებანი N36 26ნოემბერი-2დეკემბერი 2009წ გვ.19
მღვდელი
დიმიტრო ჯანაშვილი 1840-1905(გაგრძელება)
ბარი
ვის გაუსწორებია; მჯობს — მჯობნი არ დაელევაო, ნათქვამია. მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ,
ჩვენ, ინგილოები, აქამდე უპატრონოდ ვიყავით: დამრიგებელი და კეთილს გზაზედ დამყენებელი
არავინა გყვანდა. აი, რაც ჩვენ საქართველოს ეს ჩვენი საყვარელი ქვეყანა ალექსანდრეს,
კახეთის მეფეს წაართვა სპარსეთის მეფემ, შახ-აბასმა, მას აქეთ, ჩვენი ქვეყნის რუსების
ხელში ჩავარდნამდე, ყველანი ჩვენ გვცემდნენ და გვჩაგვრიდნენ ― ვინ იყო პატრონი და დამშლელი?
ამისა გამო ბევრი შავი დღე გამოიარა ჩვენმა მამა-პაპამა. ჩვენ სწო-რეთ ისე დაგვემართა,
როგორაც ბრძანა იესო ქრისტემა: „მოვკლა მწყემსი და გაბნივნენ ცხოვარნი“. ეს სწორეთ
ჩვენ, ინგილოებს დაგვემართა! ბევრია ეხლა ჩვენ ინგილოთაგანი ამ ჭარის ქვეყანაში გადასახლებული
სხვადასხვა სოფლებში, სადაც განსაკუთრებით მაჰმადიანე- ბი ცხოვრობენ და იქ დაუვიწყებიათ
მამა-პაპის ენაც და ქრისტიანობრივი სარწმუნოებაცა. ამის მიზეზი, რასაკვირველია, სულ
უპატონობაა. უეჭველია, რომ ამათ პატრონი ჰყოლოდათ, მაჰმადიანების მფლობელობის დროს,
ასე არ დაემართებოდათ. მაგრამ აქამდე გვეპატიოებოდა, რომ პირით მუსურმანები ვიყავით,
გულით კი ისევ ქრისტიანები, ახლა კი არა. ნუღარ ვმალავთ ჩვენს ვინაობას და ქრისტიანობას
მაჰმადიანებთან, გავახაროთ ჩვენი დახოცილნი მამაპაპანი საფლავში და გამოვაცხადოთ ჩვენი
ქართველობა და ქრისტიანობა, რათა შეიტყოს ქვეყანამ, რომ ჩვენ, ინგილოებმა, სამაგალითო
საქმე მოვახდინეთ. სამასი წელიწადი მაჰმადიანების ხელში ვიყავით და ჩვენი სარწმუნოება,
ხალხობა და ენა არ დავკარგეთ. ქართულად ერთი ანდაზა არის ნათქვამი: „ნუ იქ ავსა და
ნურც ავისა გეშინიანო“. შევაფურთხოთ ეშმაკსა და გამოუცხადოთ ჩვენ მთავრობას, რომ ჩვენ,
ყველანი, მამაპაპითაც ქრისტიანები ვყოფილვართ და კიდევაც ვართ. საღმრთო წერილში სწერია:
რომ ხარიც კი იცნობს თავის პატრონის ბოსელსაო, და კაცმა როგორ არ უნდა იცოდესო. ჰსჯობს
ვიცნათ ჩვენი სარწმუნოება: მოვინათლნეთ ყველანი და ვიყვნეთ მტკიცედ ჩვენს სარწმუნოებაზედ.
მარტო ამით შეგვიძლიან მაჰმადიანების ჯავრი ამოვიყაროთ და მტრობა უყოთ. რა რიგად? ისე,
რომ იმათ აქამდე გვაწვალეს, დატანჯეს ჩვენი მამაპაპა და ეხლა იმას ცდილობენ, რომ ყველანი
მაჰმადიანები გავხდეთ, მერე იმ დროს, როდესაც ყველგან ქრისტიანობა მრავლდება. ამ შემთხვევაში,
რასაკვირველია, რომ ჩვენ იმათ წინააღმდეგ უნდა მოვექცეთ, მოვინათლნეთ და ამითი მოვკლათ
ეშმაკი და მისი ორგანონი. ეს კი იმათ ძლიერ ეწყინებათ. სახარებაში სწერია, რომ როდესაც
ქვეყანაზედ ერთი ცოდვილი მოიქცევაო, ცაში ანგელოზებს უხარიანთო. გარდა ამისა, აი, კიდევ
რას ბრძანებს იესო ქრისტე: „უკეთუ ვისმე უყვარდე მე სიტყვანი ჩემნი დაიმარხნეს, და
მამამანცა ჩემმან შეიყვაროს იგი, და მოვიდეთ მისსა, და მისთანა დავადგრეთ“. ხედავთ,
რასა ბრძანებს ქრისტე ღმერთი. რომ ვინც მოინათლებაო, ქრისტიანი გახდებაო, იმის სახლში მე და მამაჩემი ფარულად მოვალთო და სახლის
პატრონს ვაკურთხებთო. ახ, რა დიდი ბედნიერება იქმნება იმ კაცისათვის, ვის სახლშიაც
მოვა ღმერთი! აგრე ჩემო ძმებო და მეგობარნო! შეისმინეთ ნაამბობი, რომ რა არის უნაყოფოთ
არ დარჩეს, და ხმა ჩემი არ მიემსგავოს ხმასა უდაბნოისასა, რომ რა არის თქვენზედ არ
ასრულდეს ქრისტე ღმერთის სიტყვები, რომელნიც არიან შემდეგნი: „ნუ გადაუყრით ღორებს
წინ მარგალიტსა“. 1867 წლის 19 თებერვალს მამა დიმიტრის გარდაეცვალა მეუღლე, რაც დიდი
დანაკლისი იყო მისთვის. 1870 წელს დაობლებული მოძღვარი ქ. ზაქათალაში გადაიყვანეს,
სადაც საღვთო სჯულის მასწავლებლობაც შეითავსა. ქრისტიანობის გასავრცელებლად ხერხიღა
იყო საჭირო და მამა დიმიტრიმ გადაწყვიტა მაჰმადიანობის წინააღმდეგი სწავლა, მისიონერობა
ზედმიწევნით შეესწავლა. იგი აპირებდა აკადემიაში
36-5
საპატრიარქოს უწყებანი N36 26ნოემბერი-2დეკემბერი 2009წ გვ.20
მღვდელი
დიმიტრო ჯანაშვილი 1840-1905(დასასრული)
შესვლას,
მაგრამ ამ დროს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მიიწვია ქუთაისის სა-სულიერო
სასწავლებელში რუ- სული ენის მასწავლებლად. ნეტარხსენებული ეპისკოპოს გაბ- რიელის სურვილს
წინ არ აღუდგა და ქუთაისში გადავიდა, მაგრამ მისიონერობის სურვილი გულიდან არ შორდებოდა.
1878 წელს მეუფე გაბრიელის ლოცვა-კურთხევით, მამა დიმიტრიმ მოსკოვის სასულიერო აკადემიაში
ჩააბარა, რომელიც 1882 წელს წარჩინებით დაასრულა. ამავე წელს იგი სამშობლოში დაბრუნდა
და თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელში დაიწყო მუშაობა. 1886 წლს მამა დიმიტრის
კვლავ მისიონერად აგზავნიან საინგილოში, სოფელ კაკში. გამოცდილი მოძღვარი ჩასვლისთანავე
ძველებური შემართებით შეუდგა ქრისტიანობის ქადაგებას. იმავე, 1886 წლის აგვისტოში,
გაზეთი „ივერია“ წერს: „სოფელ კაკიდან გვატყობი- ნებენ, რომ 20 ივლისს მღვდელ-მისიონერ
დიმიტრი ჯანაშვილს მოუნათლავს ერთი მაჰმადიანი ინგილო, ხალილ პოპიაშვილი, რომლისთვისაც
სვიმეონი დაურქმევია. ნათლობა ყოფილა ეკლესიაში და დიდძალი ხალხი შეყრილა თავის ახალის
მოძმის გაქრისტიანების სანახავად. მონათვლის შემდეგ ეკლესიიდან რომ გამოვიდა მონათლული,
მრავალნი მიეხვივნენ და ჰკოცნიდნენ სიხარულითაო“. კაკიდან მამა დიმიტრი გადაიყვანეს
ჯერ სოფელ ვართაშენში, შემდეგ ალიბეგლოში და ბოლოს ქიზიყში, სოფელ ბოდბისხევში, სადაც
1905 წლის 6 ოქ- ტომბერს გარდაიცვალა. აი, რას წერდა გაზეთი „ივერია“ 1899 წელს მამა
დიმიტრი ჯანაშვილის შესახებ: „იგი მხნეა, ფრიად მკვირცხლი, გამბედავად მთქმელი, მჭერმეტყველი
მქადაგებელი, საქართველოს ისტორიის ზედმიწევნით მცოდნე. უმაღლესი განათლება მან მიიღო
მოსკოვის სასულიერო აკადემიაში მაშინ, როდესაც უკვე ჭაღარა შერეოდა. ჩვენს მწერლობაში
იგი მოღვაწეობს 1864 წლიდან. მისი მკვირცხლის კალმის ნაწარმოები იბეჭდებოდა „ცისკარში“,
„მნათობში“, „სასულიერო მახარებელში“, რომელიც დეკანოზ გიორგი ხელაძის რედაქტორობით
გამოდიოდა, „ივერიაში“, „დროებაში“ და სხვაგან. მისი პოლემიკური წერილები ისტორიული
და ღვთისმეტყველური თხზულებანი თვისის თავისებურობით მიიზიდავდნენ მკითხველს და უღვიძებდნენ
მას კეთილშობილურ მისწრაფებას“. ამასთან, უნდა ითქვას, რომ მამა დიმიტრი კარგად ფლობდა
რუსულ ენასაც. მის ნაშრომთაგან თვალ- საჩინოა: „ქართველი ქალის ისტორია“, „ამბროსი
ნეკრესელის ქადაგებანი“, „ჰერეთის აღწერა“ და სხვა. მისი დევიზი იყო: „ქართველობას
ქართული, დანარჩენ თესლ-მოდგმას — ყველას თავიანთი; ნუ შემეცილები, არც გეცილები“.
ამის გამო იგი ყველას ერთნაირად უყვარდა და ამიტომაც, უკვე მკვდარი, დიდის ამბით მიასვენეს
ქ. კაკში, ერთად დაიტირეს ქართველებმა, ლეკებმა, თათრებმა, სომხებმა. დამარხეს კრძალვით
და მის საფლავს დააფრქვიეს თბილი და ტკბილი ცრემლები. მისი მახვილი სიტყვები და გამონათქვამები
კი ანდაზად დარჩება საშ- ვილთაშვილოდ.
36-6
საპატრიარქოს უწყებანი N36 3-9 დეკემბერი 2009წ გვ.18
დეკანოზი
იოსებ წერეთელი 1864-1951
დეკანოზი
იოსებ ნიკოლოზის ძე წერეთელი 1864 წლის 10 აპრილს, ჭიათურის რაიონის სოფელ ცხრუკვეთში,
მღვდლის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება სახლში, მამის მეთვალყურეობის ქვეშ
მიიღო. შემდეგ დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. XIX საუკუნის 80-იან წლებში
დაქორწინდა ოლღა პავლეს ასულზე. 1891 წელს იმერეთის ეპისკო- პოსმა გაბრიელმა (ქიქოძე)
დიაკვნად და მღვდლად დაასხა ხელი და ქუთაისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის
საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად განამწესა. 1892 წელს საგვერდული უბოძა. 1893 წელს
სკინდორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა და შორაპნის მაზრის,
სვერის ოლქის მთავარხუცესად დაადგინა. 1900 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.
1907 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა.
1911 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. 1914 წლის 10 ოქტომბერს, მამამისი,
მღვდელი ნიკოლოზ წერეთელი ავადმყოფობის გამო პენსიაზე გავიდა და ამავე წლის ოქტომბერში
იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) მამა იოსები ცხრუკვეთის წმინდა გიორგის
სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანა. 1915 წლის აღდგომას წმინდა ანას III ხარისხის
ორდენით დაჯილდოვდა. დეკანოზი იოსები აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი
სამოციქულო ეკლესიის I, II, III და IV საეკლესიო კრებებში, როგორც იმერეთის ეპარქიის
დელეგატი. 1918 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. საქართველოში კომუნისტური ხელისუფლების
36-7
საპატრიარქოს უწყებანი N36 3-9 დეკემბერი 2009წ გვ.19
დეკანოზი
იოსებ წერეთელი 1864-1951(გაგრძელება)
დამყარების
შემდეგ ეკლესიას და სამღვდელოებას მძიმე დღეები დაუდგა. 1917-26 წლებში, ვინაიდან არგვეთის
ეპარქიას საკუთარი მღვდელმთავრი არ ჰყავდა, დროებით ქუთაის-გაე- ნათის ეპარქიას ექვემდებარებოდა.
1926 წლის მარტში კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მღვდელმთავართა თანამწირველობით
ეპისკოპოსად აკურთხა დეკანოზი ვარლაამ მახარაძე, რომელიც არგვეთის ეპარქიის მმართველად
დაინიშნა. მეუფე ვარლაამი ერთი თვის შემდეგ ჩაბრძანდა თავის ეპარქიაში, სადაც მას დიდი
სიხარულით შეხვდა ადგილობრივი სამ-ღვდელოება და მორწმუნე საზოგადოება. 1926 წლის
25 აპრილს, ბზობას, მეუფე ვარლაამი მიიწვიეს სოფელ კორბოულის (ძლევის) წმინდა გიორგის
სახელობის ეკლესიის კურთხევაზე. მისი მეუფება წინა დღესაც მივიდა ლოცვაზე და თვითონ
ჩაატრა ლოცვა პურის კურთხევითა და ზეთის ცხებით, რაც ერთობ იშვიათია სოფლის ეკლესიისათვის.
ხალხი მრავლად დაესწრო ლოცვას. ლოცვის დასრულებისას მეუფემ წარმოთქვა სიტყვა, რომლის
დროსაც დამსწრე საზოგადოებას სთხოვა, მეორე დღესაც მოსულიყვნენ ეკლესიაში, ენახათ ეკლესიის
განახლების წესი და მოესმინათ მღვდელმთავრის რვა. მეორე დღეს მისი მეუფება წირვაზე
ადგილობრივი დეკანოზის იოსებ წერეთლის თანხლებით მივიდა. ეკლესიის საკმაოდ ფართო ეზო
სავსე იყო ხალხით. ეზოს შესასვლელი კარებიდან − ტაძრის კარებამდე ორ-ორ რიგად იყვნენ
ჩამწკრივებული ბავშვები, ბზის ტოტებით ხელში, რომლებიც მის მეუფებას მოახლოე- ბისთანავე
თავს უხრიდნენ და ფეხქვეშ ცოცხალ ტოტებს უფენდნენ. ეკლესიაში წირვას უამრავი ხალხი
დაესწრო, ლიტანიობის შემდეგ მეუფემ იქადაგა. ყველა გულმოდგინედ ადევნებდა თვალყურს
მღვდელმთავრის სიტყვებს და ქმედებებს. ამ დღეს მისი მეუფებაც და საზოგადოებაც ნათლად
დარწმუნდნენ, რომ მიუხედავად საშინელი რეპრესიებისა და ანტისარწმუნოებრივი მოძრაობისა,
ქრისტიანობას ისე ღრმად აქვს ფესვები გადგმული ქართველი ერის გულში, რომ მისი მოსპობა
და აღმოფხვრა არც ისე ადვილია, როგორც ეს სარწმუნოების მტრებს ჰგონიათ. დამსწრე საზოგადოება
დიდად კმაყოფილი დარჩა წირვა-ლოცვისა და წარმოთქმული სიტყვებით. 1929 წელს მეუფე ვარლაამი
ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში გადაიყვანეს და ეპარქია კვლავ დაქვრივდა. სამღვდელოება დიდი
შემართებით აგრძელებდა ქადაგებას და მოღვაწეობას ხალხში, მაგრამ ხელისუფლებამ XX საუკუნის
30-იან წლებში ნელ-ნელა დახურა არგვეთის ეპარქიის თითქმის ყველა ეკლესია. მამა იოსებიც
ტაძრის გარეშე დარჩა, ამას დაერთო 1934 წლის 24 მარტს საყვარელი მეუღლის ოლღას გარდაცვალება,
რამაც მხცოვანი მოძღვარის გული დაამძიმა, თუმცა ტაძრის დაკეტვასა და ცხოვრების თანამგზავრის
დაკარგვას არ შეუშინებია დეკანოზი იოსები და შემდგომ წლებშიც აქტიურად განაგრძობდა
საეკლესიო მოღვაწეობას, ნათლავდა ბავშვებს, აპატიოსნებდა მიცვალებულებს და ანუგეშებდა
ჯერ კიდევ შემორჩენილ მრევლს. ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ სვიმეო- ნის (ჭელიძე) ლოცვა-კურთხევით,
მას სვერისა და ცხრუკვეთის სამრევლოების მოვლა-პატ- რონობა დაევალა. 1946 წელს სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქკალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით არგვეთის ეპარქიაში
გაიხსნა მღვიმევის მაცხოვრის სახელობის ეკლესია (ყოფილი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის
დედათა მონასტერი) და დეკანოზი იოსები ამ ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. იგი ცხოვრობდა
ამავე მონასტრის ერთ-ერთ სენაკში. დეკანოზი იოსები 1951 წლის 10 დეკემბერს გარდაიცვალა
(საფლავზე დეკანოზ იოსების გარდაცვალების თარიღად მითითებულია 1953 წლის 4 დეკემბერი,
რაც შეცდომაა — გ.მაჩურიშვილი). დასაფლავებულია თბილისში, კუკიის წმინდა ნინოს სახელობის
ეკლესიის სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით. წესი აუგეს შეასრულეს კათოლიკოს-პატრიარქმა
კალისტრატემ (ცინცაძე) და ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა ეფრემმა (სიდამონიძე), მრავალრიცხოვან
სამღვდელოებასთან ერთად. დეკანოზი იოსები აქტიურად თანამშრომლობდა იმ პერიოდში იმერეთში
გამომავალ საეკლესიო ჟურნალებში - „მწყემსსა“ და „შინაურ საქმეებში“. იყო მრავალი საინტერესო
სტატიის ავტორი და მქადაგებელი. გთავაზობთ მამა იოსების წარმოთქმულ ერთ-ერთ ქადაგებას,
რომელიც მან ცნობილი პოეტის, აკაკი წერეთლის საჩხერიდან გამოსვენების დროს წარმოთქვა:
„საქართველოს დიდებავ და სიქადულო, სულმნათო ადამიანო, აკაკი! შენი ღვაწლი და ამაგი,
შენი უკვდავი ლიტერა- ტურული ქმნილებანი და დაუღალავი, შეუპოვარი მოღვაწეობა ეკლით
მოფენილ საზოგადო სარბიელზე — ჩვენმა პრესამ უკვე აღნიშნა. შენს რუსთაველისებურს, მთის
ნაკადულივით მოჩუხჩუხე, ჩანჩქერივით მჩქეფარე, ბულბულის გალობისაებრ ხმატკბილ ცელქ-ცქრიალა
ლექსებს ქებითი ქება უკვე მიუძღვნეს. შენ რომ ქართველთა ეროვნულ შეგნებას საძირკველი
ჩაუყარე, ხალხს თავისუფლება შე
36-8
საპატრიარქოს უწყებანი N36 3-9 დეკემბერი 2009წ გვ.20
დეკანოზი
იოსებ წერეთელი 1864-1951(დასასრული)
აყვარე
და თითოეულ ჩვენგანის გულში ჩაგრულისადმი სიყვარული აღზარდე, ესეც ხომ აღნიშ- ნულია.
ვიტყვი მხოლოდ, რომ შენი პოეზიის საგანი შენი მრავალტანჯული სამშობლო იყო. „თავს ვადგავარ
მისი ჭირისუფალი და გულსა მწვავს მწუხარების მე ალიო“, ― ამბობ შენ აღმოკვნესით. დიაღ!
შენ მხოლოდ სამშობლოს უგალობდი და უმღერდი, თავს ლეჩაქახდილს და ფეხშიშველს და მუდამ
მის მხსნელ ტარიელს ეძებდი და შენი ანდერძი — სამშობლოსათვის თავდადებასა და საზოგადო
საქმისათვის თავგანწირულ მუშაობასა და მოქმედებას გვავალებს. მაგრამ მე ამას, აი, რა
უნდა დავუმატო კიდევ: ის სულიერი შემოქმედებითი ნიჭი და ძალა, რომელიც შენ უხვად გქონდა
მიმადლებული, მოგანიჭა ამ მშვენიერმა პატარა კუთხემ, ამ არემარემ, რომელსაც პატარა
კახეთს უწოდებენ. შენ თავგადასავალში აღიარე, ბედნიერი მხოლოდ ბავშობის დროს ვიყავიო. მაშ, შენი სიცოცხლის უბედნიერესი
დრო გაგიტარებია აი, ამ სავანეში, რომელმაც ძუძუ გაწოვა, სხვიტორში, რომელმაც ბუნების
წარმტაცი მშვენიერება შეგაყვარა და მთლად ამ პატარა საწერეთლოში, რომელიც ისე გიყვარდა,
რომ შემდეგ, როდესაც კი ნამუშევარს, დაღლილს, დაქანცულს სულის დამშვიდება მოგსურდებოდა,
აქ მოაშურებდი, აქ შეიკრებდი ძალას და განიკურნებდი ხოლმე. დიაღ! ეს არემარე რომ გიყვარდა,
ამიტომ ინახულე ახლაც სიკვდილის ჟამის წინაც და საკუნოდ იქ განისვენე, სადაც სიცოცხლის
დროსაც მოიპოვებდი ხოლმე მოსვენებას. ამ კუთხემ გშობა და გაწოვა ძუძუ და ამ კუთხემვე
განგისვენა საუკუნოდ, რადგან როგორც შენ ის გიყვარდა, მასაც ისე უყვარდი. დღეს კი შენი
დაობლებული დასასვენებელიწალკოტი თვალცრემლიანი საუკუნოდ გეთხოვება. სწუხს, რომ შენი
ნეშტი ვერ მიიბარა, ვერ ჩაიხუტა გულში და აი, ეს მოზღვავებული ხალხი უზომო მწუხარებას
შეუპყრია, თავს დაგტირის და გგლოვობს თავის საყვარელ მგოსანსა და დიდებულ მამულიშვილს,
მაგრამ ნუგეშად ის დაგვრჩენია, რომ ჩვენი აკაკი მთელი ერის სადიდებელი შეიქნა და მისი
განსასვენებელი ადგილი, საქართველოს გული, იმავე დროს ჩვენი პატარა კუთხის გულიც არის.
და სამშობლოს არ უარყვია სურვილი დიდებული მგოსნისა, რომელმაც დაიბარა: „ნურც მკვდარს
გამწირავ, ნურც ცოცხალს, ზე კალთა დამაფარეო და რომ მოვკვდები, გახსოვდეს, ანდერძი
დავიბარეო. დედაშვილობამ, ბევრს არ გთხოვ: შენს მიწას მიმაბარეო, ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშაბლო მხარეო!“ სამშობლოც ასრულებს შენს ნებას: შენს წმინდა ნეშტს მთაწმინდა
მიიბარებს, ის წმიდა ადგილი, რომელიც ასე გიყვარდა, საქართველოს მეორე დიდი მოამაგის
— სულმნათი ილიას გვერდით. მუხლს ვიდრეკ შენი ცხედრის წინაშე და ერთად ჩემი საბლაღოჩინო
ოლქის სამღვდელოებისა მხურვალედ შევსთხოვ უზენაესს, რომ კვალად მოვლენოდეს ჩვენს, შენგნით
დაობლებულ ქვეყანას, შენებრ სახელოვანი მამულიშვილი. საუკუნოდ ხსენება შენს დიდებულს
სახელს, დიდებულო მგოსანო!“
38
საპატრიარქოს უწყებანი N38 10-16დეკემბერი 2009წ გვ.7
არქეოლოგებმა
წმინდა იოსებ ალავერდელის სამარხი აღმოაჩინეს
ალავერდის
სამონასტრო კომპლექსში არქეოლგიური სამუშაოების მიმდინარეობისას სენსაციური აღმოჩენა
მოხდა — არქეოლოგებმა წმინდა ღირსი მამის იოსებ ალავერდელის საფლავს მიაგნეს, რომელიც
არა ალავერის ტაძარში, არარედ ტაძრის კედელში განისვენებს. კულტურული მემკვიდრეობის
ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ალავერდის წმინდა გიორ-გის ტაძრის ჩრდილოეთ მკლავში
ნაპოვნია ასურელი მამის საფლავი და სამეფო სასახლის ნაშ-თები. აღმოჩენა VI საუკუნით
თარიღდება. ისტორიული წყაროების მიხედვით, დღემდე ცნობილი იყო, რომ ალავერდის სავანის
დამაარსებელი წმინდა იოსებ ალავერდელი საკურთხევლის მარჯვენა მხარეს განისვენებდა,
თუმცა ეს საფლავი მხოლოდ სიმბოლური აღმოჩნდა. XV საუკუნეში წმინდანის ნეშტი საგანგებოდ
გადაიმალა, რადგან შემოსევების დროს უსჯულო მტრის შეურაცყოფისაგან დაეცვათ. აღმოჩენილი
სამარხის კედლები სხვადასხვა ფერის ქვებით არის მოპირკეთებული და ჩუქურთმებით შემკული.
დაჯილდოება
22
ნოემბერს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, საღამოს ლოცვის შემდეგ, სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდეს მა და უნეტარესმა ილია II-მ წმინდა გიორგობის
დღე სასწაულთან დაკავშირებით დააჯილდოვა მცხეთა
თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: მიტრით — ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობი
ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი ალექსი ადა მაშვილი, დიღმის ყოველთა ქართველთა წმინდანთ
სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით შაქარაშვილი; გამშვენებული ჯვრით
— თემქის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიი მღვდელმსახური, დეკანოზი
გიორგი კობაიძე.
ხელდასხმა
6 დეკემბერს
ბოლნისის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ბოლნისის ეპისკოპოსმა
ეფრემმა (გამრეკელიძემ) მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის დიაკონს, თბილისის სასულიერო
აკადემიის მეორე კურსის სტუდენტს, მიქაელ დურგლიშვილს. მამა მიქაელი ამავე ეპარქიის
სოფელ ქვეშის ახლად აღდგენილ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ახლად აღდგენილ ტაძარში
იმსახურებს.
38-1
საპატრიარქოს უწყებანი N38 10-16დეკემბერი 2009წ გვ.18
დეკანოზი
გრიგოლ კიკნაზე 1867-1944
დეკანოზი
გრიგოლ ნიკოლოზის ძე კიკნაძე 1867 წელს, აზნაურის ოჯახში დაიბადა. 1884-90 წლებში თბილისის
სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1890 წელს დიდუბის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის
სახელობის ეკლესიასთან არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
1892 წლის 14 ოქტომბერს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს და
ამავე წლის 21 ოქტომბერს დიაკვნად აკურთხეს; მამა გრიგოლი აქაც სამრევლო-საეკლესიო
სკოლის მასწავლებლად მუშაობდა. 1897 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და დაბა მიხაილოვკის
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1898 წლის
4 სექტემბერს ეგზარქოსმა ფლაბიანემ განახლებული ტაძარი აკურთხა და მამა გრიგოლი საგვერდულით
დააჯილდოვა. 1903 წლის აღდგომას სკუფია უბოძეს. 1906 წელს თბილისში, ჩუღურეთის წმინდა
ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. პა რალელურად, თბილისის სანთლის ქარხნის
საქმის მწარმოებლად დაინიშნა. 1908 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1910 წლის 14
მაისს ყაზახის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1912 წლის 10 ოქტომბერს
ელიზავეტოპოლის გუბერნიის II ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაადგინეს. 1915 წლის
6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოვეს. 1918 წელს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის
ეკლესიის მღვდელმსახურად და- ინიშნა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1922 წელს ზეწოლის
შედეგად ანაფორა გაიხადა და სამოქალაქო სამსახური დაიწყო. პროფესორ ნანა სიხარულიძის
ოჯახში ინახება მეტად საინტერესო ძველებური ფოტოალბომი (ქნინანას ბებია გახლდათ ანა
მატათიას ასული მირია-ნაშვილი), რომელშიც დაცულია ალ. როინაშვილისა და დ. ერმაკოვის
გადაღებული ფოტოპორტრეტები; ბევრ მათგანს აქვს წარწერა და ჩვენთვის ცნობილი ხდება მასზე
გამოსახულ პიროვნებათა ნაწილის ვინაობა. ანა მირიანაშვილის მეუღლე, ქ-ნი ნანას პაპა,
გრიგოლ (გიგო) ნიკოლოზის-ძე კიკნაძე, 1922 წლამდე აგრძელებდა სასულიერო მოღვაწეობას,
პარალელურად თბილისის სასულიერო სემინარიაში ძველ სლავურს ასწავლიდა. სამწუხაროდ, საბჭოთა
ხელისუფლების მომძლავრების წლებში მას თავისი საქმიანობის შეწყვეტა მოუხდა და გარდაცვალებამდე
პენსიონერის უინტერესო და უღიმღამო ყოფას თავისი მდიდარი ბიბლიოთეკითა და ახლო ნათესავ-მეგობრებთან
ურთიერთობით იმსუბუქებდა. ქალბატონმა ნანამ შემდეგი მიამბო: კიკნაძეების გვარი წარმოშობით
ხარაგოულიდან არის. გრიგოლ კიკნა- ძის მამას — ნიკოლოზს მშობლიური კერა ადრე დაუტოვებია.
სამხედრო სამსახური ჯერ ბათუმში დაუწყია, შემდეგ თბილისში გადმოუყვანიათ. თბილისში
დაფუძნებულ ნიკოლოზ კიკნაძეს და თამარ სულთანიშვილს ოთხი შვილი შეეძინათ: ანა, ილია,
გრიგოლ (გიგო) და სოფიო (სონა). ბავშვები დედით ადრე დაობლდნენ. 19 წლის ანას მოუხდა
უმცროს და-ძმაზე, 3 წლის გიგოსა და 1 წლის სონაზე ზრუნვა. ნიკოლოზ კიკნაძის უმცროსმა
ვაჟმა გიგო მამისა და ძმისგან განსხვავებით, სასულიერო განათლება მიიღო. მან თბილისის
სასულიერო სემინარია დაასრულა. გიგო კიკნაძეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა იმდროინდელ ქართველ
საზოგადო მოღვაწეებთან, რომელთა შორის შესამჩნევი ადგილი ეკავა ნიკო მთვარელიშვილს.
სწორედ ნიკოს ოჯახში გაიცნო ახალგაზრდა გიგომ სოფელ შილდის ეკლესიის დეკანოზის — მატათია
მირიანაშვილის ქალიშვილი ანა. ანა იმ დროს წმინდა ნინოს სასწავლებელს ამთავრებდა. ახალგაზრდების
გაცნობა-დაახლოება ქორწინებით დამთავრდა. კიკნაძეების ახლადშექმნილი ოჯახი დაბინავდა
საკუთარ სახლში, რომელიც გიგოს დისშვილის, პარესას მეუღლემ, გრიგოლ ქურდიანმა ააშენა.
მათ ექვსი შვილი შეეძინათ — ერთი ვაჟი და ხუთი გოგონა. ამათგან ორი, ბარბარე და ქეთევანი,
პატარობისას ქუნთრუშას ემსხვერპლნენ, გადარჩა ვაჟი ნიკილოზი და სამი ქალი, ნინო (შემდეგში
ხიდირბეგიშვილის მეუღლე), თამარი (ქ-ნ ნანა სიხარულიძის დედა) და ელენე. სამწუხაროდ,
კიდევ ორნი მშობლების სიცოცხლეში გარდაიცვალნენ: 14 წლის ნიკოლოზი ფილტვების
38-2
საპატრიარქოს უწყებანი N38 10-16დეკემბერი 2009წ გვ.18
დეკანოზი
გრიგოლ კიკნაზე 1867-1944(გაგრძელება)
ანთებას
ვერ გადაურჩა, ხოლო დიაბეტით დაავადებულმა ელენემ მხოლოდ 27 წელი იცოცხლა. ნიკოლოზის
გარდაცვალების შემდეგ გაუბედურებულმა მშობლებმა ამჯობინეს ამ სახლს გაცლოდნენ. გიგომ
სახლის ნაწილი გაყიდა; მეორე ნაწილი კი დაუტოვა თავის უმცროს დას, სონას, რომელიც პირველ
მსოფლიო ომში მეუღლის დაღუპვის შემდეგ ტაშკენტიდან ძმის ოჯახში თავისი ორი მცირეწლოვანი
შვილით თბილისში დაბრუნდა. გიგომ ღვთისმსახურების ადგილის შეცვლაც შეძლო: იგი გადაიყვანეს
ქალაქ ყაზახის ეკლესიის მღვდელმსახურად. იმ დროს ამ ქალაქში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად
გიგოს ცოლის ძმა, სამაზრო ვეტერინარი მიხეილ მირიანაშვილი, რომელსაც რევოლუციური წარსულის
მიზეზით აკრძალული ჰქონდა რუსეთის იმპეიის დიდ ქალაქებში სამსახური; შეეძლო ემუშავა
ხოლო ქალაქებსა ან დაბებში. მრავა ნაშვილების და კიკნაძეების გარდა ყაზახეთში რამდენიმე
ქართული ოჯახიც იყო და იქაურ ქართველებს პატარა სათვისტომოც ჰქონდათ შექმნილი. გამოხდა
ხანი და კიკნაძეების ოჯახი ისევ თბილისს დაუბრუნდა. თავდაპირველად გიგოს ოჯახი ქვისლმა,
დეკანოზმა ალექსი მიქელაძემ შეიკედლა. გიგო კიკნაძე ისევ ქაშუეთს და მის მრევლს ემსახურებოდა.
მალე მას დეკანოზის წოდება მიანიჭეს. ამ დროს საქართველოში მენშევიკები იყვნენ ხელისუფლებაში.
გრიგოლ კიკნაძე მრავალმხრივ განათლებული პიროვნება გახლდათ. მისი განსწავლულობა მხოლოდ
სასულიერო სფეროთი არ შემოიფარგლებოდა. ქ-ნ ნანას ოჯახში დღემდე დაცულია პაპამისის
მდიდარი ბიბლიოთეკა, რომელიც სხვადასხვა ენაზე გამოცემული რელიგიური და მხატვრუი ლიტერატურის
გარდა შეიცავს ისტორიის, გეოგრაფიის, სამართალმცოდნეობის, ეკონომიკის, მედიცინის და
სხვა დარგების ლიტერატურას. ამ წიგნებში ბევრია სამახსოვრო წარწერიანი გამოცემები;
მათ შორის კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის მიერ მიძღვნილი. საქართველოს გასაბჭოების
შემდგომ გიგო კიკნაძე ერთხანს კვლავ აგრძელებდა ღვთისმსახურებას. მაგრამ ერთ დღეს ქაშუეთის
ეზოდან გამოსულს ვიღაც წითელი ფანატიკოსი თუ მიჩენილი მოხელე ეცა: მაკრატლით თმა შეაჭრა,
ჯვარი ჩამოგლიჯა და ქვაფენილს დაანარცხა. გიგო მცირე ხნით გაშეშებული იდგა, შემდეგ
დაწვდა დაგდებულ ჯვარს სიტყვებით „ღმერთო, შეუნდე!” და სახლში წალასლასდა. ამ დღიდან
ორი თვე იგი სახლიდან არ გამოსულა — კალისტრატე ცინცაძის რჩევით, გიგო კიკნაძემ ღვთისმსახურებას
თავი გაანება; ამ ფაქ- ტიდან ერთ კვირაში თავად დეკანოზი კალისტრატეც დააპატიმრეს
— წითელი რეპრესიები თანდათან ფართოვდებოდა და ძლიერდებოდა . . . გიგო კიკნაძეს უმძიმესი
ხვედრი ერგო: ოთხი შვილის გარდაცვალებას მოესწრო, სასულიერო მოღვაწეობა აუკრძალეს და
ცხოვრებისეული ქარტეხილებით ჯანმრთელობაშერყეული პენსიონერის უფუნქციო და ამდენად,
უღიმღამო არსებობას დასჯერდა; სახლიდან იშვიათად გამოდიოდა. მხოლოდ ოჯახის წევრებთან,
განსაკუთრებით შვილიშვილებთან და მეგობრებთან ურთიერთობა ასულდგმულებდა. ქალბატონმა
ნანამ გაიხსენა პაპის უახლოესი მეგობრები — თედო სახოკია და კოტე სუხიშვილი: „კოტე
სუხიშვილი საკმაოდ სიმპათიური მოხუცი იყო. პატარა, თეთრი წვერი ჰქონდა, ნაცრისფერ კოსტიუმს
იცვამდა და შავი ფერის ბაფთა ეკეთა; ტროსტს ატარებდა ხოლმე. ხოლო თედო სახოკია პატარა
ტანის კოხტა კაცი გახლდათ; პაპა და მისი მეგობრები დასხდებოდნენ დიდ მისაღებ ოთახში
და დიდხანს საუბრობდნენ. სავარძლებს შუა იდგა პატარა მაგიდა, რომელსაც ბებო გადააფარებდა
მის მიერ მოქარგულ თეთრ სუფრას და მიჰქონდა „koße с молоком“. თედო სახოკია ყავას უშაქროდ
სვამდა, თუმცა ძალიან ბევრ რძეს კი ისხამდა ფინჯანში თეთრი, ვარდებიანი სარძევედან. პაპა კიდეც დასცინოდა:
это не кофе с молоком а молоко с кофе-о. д- გონდება კიდევ პაპას ერთი მეგობარი, მღვდელი
გიორგი კალანდარიშვილი, რომელიც წმინდა ბარბარეს ეკლესიაში მსახურობდა. მოდიოდა კიდევ
ვალიკო შოთაძე, ძველი პროვიზორი. იგი პაპას ყაზახეთში დაუმეგობრდა. პაპა გიგოსა და
ბებო ანიკოს
38-3
საპატრიარქოს უწყებანი N38 10-16დეკემბერი 2009წ გვ.20
დეკანოზი
გრიგოლ კიკნაზე 1867-1944(დასასრული)
მონათლული
იყო ვალიკო შოთა-ძისა და მისი მეუღლის პეპას ქალიშვილი მეგი. პაპას ახლო ურთიერთობა
ჰქონდა კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძესთან, რომლის ქალიშვილი მელიტა და პაპას
უმცროსი ქალიშვილი ელენე (დეიდაჩემი) ერთად სწავლობდნენ და ახლო მეგობრები იყვნენ.
კათოლიკოსი პაპას ყოველ ახალ წელს საეკლესიო კალენდარს ჩუქნიდა სამახსოვრო წარწერით.“
გიგო კიკნაძეს სიცოცხლის ბოლო ორი წლის განმავლობაში, როცა იგი ინსულტის შედეგად მწოლიარე
იყო, არ მოკლებია ზემოხსენებული მეგობრების ყურადღება; ზოგჯერ კათოლიკოსიც მოინახულებდა
ხოლმე მას, დალოცავდა და გაამხნევებდა. „პაპა რომ გარდაიცვალა (1944 წელს), კოტე სუხიშვილი
და თედო სახოკია ერთად მოვიდნენ. თედოს არაჩვეულებრივად ლამაზი ვარ დების კონა ეჭირა.
ორივენი დამწუხრებულნი დიდხანს იდგნენ პაპას ფეხებთან, უყურებდნენ მის მშვიდ სახეს,
თითქოს განშორება არ უნდოდათ პაპას გარდაცვალების შემდეგ კათოლიკოსის ურთიერთობა ჩვენს
ოჯახთან არ შეწყვეტილა. მას მამაჩემი (ცნობილი ოფთალმოლოგი ივანე სიხარულიძე) მკურნალობდა;
მოაკითხავდა ხოლმე მამაჩემს პატრიარქის მანქანა, რომელიც სტალინის ნაჩუქარი ... ახლაც მაქვს სახლში 1947 წლის საეკლესიო კალენდარი,
კათოლიკოსის მიერ მიძღვნილი უკვე მამაჩემისადმი. ესეც პაპასადმი კეთილგანწყობის გამოხატულებად
მიმაჩნია. ძალიან კეთილი კაცი იყო პაპაჩემი. არასოდეს დამავიწყდებამისი სიტყვები —
„სიკეთე, სიკეთე, სიკეთე უნდა აკეთო ყოველთვის, თუ კი გინდა, რომ ღმერთი მუდამ შენთან
იყოს!“ მასალა მოგვაწოდა ქალბატონმა გულიკო გუჯაბიძემ
39
საპატრიარქოს უწყებანი N39 17-23 დეკემბერი 2009წ გვ.7
დაჯილდოება
13
დეკემბერს რუსთავის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა
და უნეტარესმა ილია II-მ მეუფე იოანე რუსთავის, მარნეულისა და ცურტავის ეპისკოპოსად
სახელდვა და საჩუქრად პანაღია უსახსოვრა.დააჯილდოვა: კათოლიკოს-პატრიარქმა ილია
II-მ სასულიერო პირები და უნივერსიტეტის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობისტაძრის
წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ წურწუმია — მეორე ჯვრის ტარების უფლებით; დეკანოზი პაატა
თავართქილაძე — მიტრის ტარების უფლებით; იღუმენი ვახტანგი (ლიპარტელიანი) ― გამშვენებული
ჯვრით; მღვდელი ელგუჯა ბაბუნაძე — ოქროს ჯვრით და დეკანოზის წოდებით.
ტაძრის
კურთხევა
11
დეკემბერს საპატრიარქოს რეზიდენციაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა
და უნეტარესმა ილია II-მ მიიღო უკრაინელი ქართველები, რომელთაც კათოლიკოს-პატრიარქს
საჩუქრად გადასცეს წმინდა კირიონ კათოლიკოსის ხატი. ოდესისა და იზმაილის მღვდელმთავრის,
მეუფე აგათანგელის ლოცვა-კურთხევით, საგანგებოდ ქუთაისის ახლად აგებული ტაძრისთვის,
უკრაინიდან შემოსწირეს წმინდა ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილი, რომელიც საქართველოში
ოდესელი ქართველების ძალისხმევით ჩამოაბრძანეს. წმინდა ნაწილი ჩამოაბრძანა ოდესაში
მომსახურე არქიმანდრიტმა ანდრიამ (ოსიაშვილმა), თანმხლებ პირებთან ერთად. წმინდა ნაწილი
ჩააბრძანეს საგანგებოდ დაწერილ წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატში. ხატი ქართველმა
ოსტატებმა: ხატმწერმა თამარ გოჩიაშვილმა და ოქრომჭედელმა პაატა ღონღაძემ სრულიად უსასყიდლოდ
შეასრულეს და შეამკეს. 13 დეკემბერს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ
(მარგალიტაშვილმა) ქუთაისში აკურთხა წმინდა დრია პირველწოდებულის სახელობის ახლად აგებული
ტაძარი, სადაც დაბრძანდა წმინდა ანდრია პირველწოდებულის ახალი ხატი წმინდა ნაწილით.
***
ბოლნისის
რაიონის სოფელ დისველში დიდაჭარიდან გადმოსახლებული 100 ოჯახი ცხოვრობს. ბოლნისის ეპისკოპოსის
ეფრემის (გამრეკელიძე) ლოცვა-კურთხევით, სოფლის ცენტრში წმინდა ანდრია პირველწოდებულის
სახელობის ბაზილიკური ტიპის ერთნავიანი ტა ძარი აშენდა, რომელიც მეუფემ 12 დეკემბერს
საზეიმოდ აკურთხა. დისველის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრად
სქემმღვდელმონაზონი ანდრია (ნინუა) დაინიშნა.
სამი
მუხა წმინდა სამების სიმბოლოდ
29 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო
ტაძრის ეზოში ყოვლადწმინდა სამების სახელზე ერთძირად დაირგა სამი მუხის ხე, როგორც
საქართველოს ერთიანობის სიმბოლო. ხეების დარგვაში პატრიარქთან ერთად მონაწილეობა მიიღეს
სამი მრავალრიცხოვანი გვარის: მაისურაძეების, გელაშვილებისა და ბერიძეების წარმომადგენლებმა.
ამით დასაბამი ჩაეყარა საქართველოში საგვარეულო ტყეების აღდგენისა და მოვლა-პატრონობის
ფართო მოძრაობას. ამ მამულიშვილურ საქმის ინიციატორი და ორგანიზატორია ახალგაზრდულ
ცენტრთან არსებული სრულიად საქართველოს საგვარეულოთა კავშირი: „გვარი და გვარიშვილობა“.
39-1
საპატრიარქოს უწყებანი N39 17-23 დეკემბერი 2009წ გვ.17
„ქართველი
ერის სულიერი მესაჭე“ დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე 1864-1942
დეკანოზი
მელიტონ კელენჯერიძე! სამოციანელთა ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი: ცნობილი მწიგნობარი,
საზოგადო და სასულიერო მოღვაწე, ფოლკლორისტი, პედაგოგი... უარყოფილი და დევნილი საბჭოთა
პერიოდში ხან რელიგიური მრწამსისა და თეოლოგიაში აქტიური მეცნიერული მოღვაწეობის, ხან
კი ე. წ. „სლავიანოფილური“ მსოფლმხედველობრივი პოზიციის გამო. და აი, გაიხსენეს, აღიარეს:
მოზღვავდა ინფორმაცია იმ ადამიანის შესახებ, ვინც მთელი სიცოცხლე, ცოდნა და უნარი საქართველოს,
ჭეშმარიტად ეროვნულ საქმეს, ღვთისა და ხალხის სიყვარულს შეალია; ვინც ცხოვრება მოკრძალებით,
უხმაურო შრომით განვლო და ამ ქვეყნიდან უჩინოდ, დაუფასებლად წავიდა. ქართულ საბჭოთა
ენციკლოპე-ჯიაში (თბ.,1980წ.) ვკითხულობთ: კელენჯერიძე მელიტონ სპირიდონის ძე (5.
02. 1864, სოფ. ტაბაკინი, ახლანდელი ზესტაფონის რ-ნი, — 15. 8. 1942, თბილისი), ქართველი,
საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ფოლკლორისტი, სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში.
კიევის სასულიერო აკადემიის დამთავრების (1894 წ.) შემდეგ მასწავლებლობდა ქუთაისსა
და ფოთში. იკვლევდა ხალხური ზეპირსიტყვიერების საკითხებს, კრებდა და აქვეყნებდა ფოლკლორულ
ნიმუშებს. 1893-94 წ.წ. ჟურნალ „მოამბეში“ დაიბეჭდა მისი ნაშრომი „სახალხო პოეზია და
მისი საპედაგოგო, საესტეტიკო და სამეცნიერო მნიშვნელობა“ რილკე წიგნად — 1896 წ. ქუთაისი);
1915 გამოსცა ხალხური ზღაპრების, აფორიზმებისა და გამოცანების კრებული. შეადგინა სახელმძღვანელოები
სკოლებისათვის: „სიტყვიერების თეორია“, „ქართული ქრესტომათია“, „ქართული ენის გრამატიკა“
და სხვა. მ. კელენჯერიძე ავტორია გამოკვლევებისა ქართული ეკლესიის ისტორიიდან: „სიმართლე
ქართული ეკლესიის ავტოკეფალიაზე“ (რუსულ ენაზე, 1906), „გაბრიელი — ეპისკოპოსი იმერეთისა“
(1913), „საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიის მოკლე ისტორია“ (1918), და სხვა“. 1990
წელს გამოიცა მისი „საღმრთო სჯული ყმაწვილ- თათვის“, ხოლო 1993 წელს გამოცემულ „საღმრთო
სჯულში“ 102 გვერდი მისმა „საქართველოს ეკლესიის მოკლე ისტორიამ“ დაისაკუთრა (პირველად
ეს ნაშრომი ცალკე წიგნად 1918 წელს გამოქვეყნდა). 1999 წლის თებერვალში დეკანოზ მელიტონ
კელენჯერიძის დაბადებიდან 135-ე წლისთავი აღნიშნა პრესამ, რადიომ, ტელევი-ზიამ; მამა
მელიტონ კელენჯერიძე, როგორც მრავალმხრივი მოღვაწე, სხვადასხვა ნაშრომებისა და დისერტაციების
თემად იქცა. როგორც მრავალმხრივი მოღვაწე და მეცნიერი იგი თავის სიტყვას ამბობდა ფოლკლორისტიკაში,
თეოლოგიაში, სიტყვიერების თეორიაში, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში. დეკანოზ
მელიტონ კელენჯერიძის შემოქმედებას ნათლად ატყვია კვალი ღრმა განსწავლულობისა და მშობელი
ქვეყნის სიყვარულისა, რაც განსაკუთრებით ითქმის მის ნაშრომებზე ფოლკლორისტიკაში. დეკანოზ
მელიტონ კელენჯერიძის ბიოგრაფია XIX საუკუნის ინტელიგენციის ცხოვრებისა და მოღვაწეობის
ტიპური ანარეკლია: იგი 1864 წლის თებერვალს, შორაპნის მაზრაში, სოფელ ტაბაკინში დაიბადა.
მამამისი, სპირიდონ კელენჯერიძე, წარმოშობით ღარიბი გლეხის შვილი, სოფლის დიაკვნად
მსახურობდა. იგი ადრე გარდაიცვალა და პატარა მელიტონი დედულეთში, სოფელ ზეგანში წაიყვანეს,
სადაც დეიდებმა აღზარდეს. წერა-კითხვა ოჯახში შეისწავლა, დაწყებითი განათლება კი ქუთაისში,
ვასილ პეტრიაშვილის სკოლაში მიიღო, რომელიც შემდეგ სასულიერო სასწავლებელს შეუერთეს.
სასწავლებელში სწავლის წლებს მელიტონი ცუდად ახასიათებს იქ გამეფებული ფიზიკური დასჯისა
და მექრთამეობის გამო. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ ყველა საგანში წარჩინებული
ყოფილიყო და სწავლის დამთავრების მოწმობაც პირველი ხარისხისა მიეღო. 1884 წელს მელიტონი
თბილისის სასულიერო სასწავლებელში განაწესეს. მან სემინარიაც წარმატებით დაასრულა და
1890 წლიდან კიევის სასულიერო აკადემიაში განაგრძო სწავლა. აკადემიაში სწავლის პერიოდში
მელიტონი აქტიურად მონაწილეობდა კიევის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს მუშაობაში. შემდგომში
იგი იგონებდა: „კიევში იყო ქართველი სტუდენტობა — 30 კაცამდე. უნდა ითქვას სიმართლე,
რომ მათ, გარდა ორიოდე პიროვნებისა, არაფერი იცოდნენ ქართული ისტორიიდან იყვნენ ისეთებიც,
რომელთაც არ იცოდნენ ქართული კითხვაც“. ამ ვითარებისათვის თავის გართმევის მიზნით მელიტონ
კელენჯერიძეს დიდი მუშაობა გაუწევია: მას დაუჩქარებია ქართული წიგნსაცავის შექმნა,
გამოუწერია გაზეთი „ივერია“, რომელსაც თავად უკითხავდა სტუდენტებს. 1893 წლიდან იგი
კიევის ქართველ და დაინტერესებულ არაქართველ სტუდენტობას საქართველოს ისტო-..
39-2
საპატრიარქოს უწყებანი N39 17-23 დეკემბერი 2009წ გვ.18
„ქართველი
ერის სულიერი მესაჭე“ დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე 1864-1942 (გაგრძელება)
...
რიასა და ქართულ სიტყვიერებაში ლექციებს უტარებდა. ამ ლექციების საფუძველზე იშვა მისი
ერთ-ერთი ცნობილი ნაშრომი „სახალხო პოეზია და მისი საპედაგოგო, საესტეტიკო და სამეცნიერო
მნიშვნელობა“. მართალია, მელიტონ კელენჯერიძის ლექციების მიზანი გაცილებით ფართო ყოფილა
ქართველი სტუდენტობისათვის საქართველოს ისტორიის გაცნობა, — მაგრამ მათში, სხვა მასალასთან
ერთად, დიდი ადგილი ეთმობოდა ხალხურ სიტყვიერებასა და ფოლკლორის პრობლემებს. პირველივე
ლექცია მელიტონ კელენჯერიძეს ქართულ მითოლოგიაზე მსჯელობით დაუწყია. მის მსმენელთა
შორის ყოფილან შემდგომში ცნობილი საზოგადო მოღვაწეები: შიო ჩიტაძე, მელიტონ ჩოგოვაძე,
ექიმები: მ. ლორთქიფანიძე, გ. ქოქრაშვილი, გრ. იშხნელი. გ. ჯორჯიკია. კიევში დაასრულა
მელიტონ კელენჯერიძემ საინტერესო ნაშრომი „საქართველოს ეკლესია მე-18 საუკუნეში“, რომელიც
აქვე წარმატებით დაიცვა 1894 წელს და მოიპოვა ღვთისმეტყველების მეცნიერებათა კანდიდატის
ხარისხი. კიევის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ იგი სამშობლოში დაბრუნდა.
1894 წელს ქუთაისში დაარსდა სასულიერო სემინარია, რისთვისაც მოღვაწეობა ჯერ კიდევ 1867
წლიდან დაიწყო იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე). 1895 წლის 1 თებერვალს ახალგაზრდა
და ნიჭიერი მელიტონ კელენჯერიძე ქუთაისის სასულიერო სემინარიის ქარ- თული ენის მასწავლებლად
დაინიშნა. ამავე წელს მასვე დაეკისრა იმერეთის სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველობა.
1896 წლის ივნისის თვეში, იმერეთის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, ალავერდელმა ეპისკოპოსმა
ბესარიონმა (დადიანი) ჯერ დიაკვნად და შემდეგ მღვდლად დაასხა ხელი და ქუთაისის წმინდა
ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის უშტატო მღვდელმსახურად დაინიშნა. ეკლესიაში
ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობის გამო მამა მელიტონს 1896 წელს საგვერდული უბოძეს,
1899 წელს — სკუფია, ხოლო 1902 წლის 15 მაისს კამილავკით დააჯილდოვეს. 1898 წლიდან
სემინარიასთან გაიხსნა სანიმუშო სკოლა, რომლის გახსნასა და მოწყობა-გამართვაში მელი-
ტონს დიდი ღვაწლი მიუძღვის. 1903 წლის 22-31 იანვრის წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე
იმერეთის სამრევლო-საკლესიო სკოლების მეთვალყურე, მღვდელი მელიტონ კელენჯერიძე ქუთაისის
სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა. 1903 წელს იგი აირჩიეს იმერეთის ეპარქიული
სასწავლო საბჭოს წევრად, ხოლო ამავე წლის ნოემბერში საღვთო სჯულის მასწავლებლად ქუთაისის
წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში გადაიყვანეს. 1905 წლის 15 მაისს იგი სამკერდე
ოქროს ჯვრით დააჯილდოვეს. 1907 წელს მამა მელიტონი გურია-სამეგრელოს ეპარქიაში გადაიყვანეს
და ქ. ფოთის ვაჟთა გიმნაზიაში საღვ- თო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. ამავდროულად
იგი ფოთის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა (წინამძღვრობდა 1914 წლის 3 ნოემბრამდე)
და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1913 წლის აღდგომას წმინდა ანას III ხრისხის ორდენით,
ხოლო 1914 წელს — წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. აი, როგორ ახასიათებს
მ. კელენჯერიძეს პროფესორი ვ. კანკავა, როდესაც ფოთის ვაჟთა გიმნაზიაში სწავლის პერიოდს
იხსენებს: „პედაგოგიური პერსონალის შემადგენლობაში გარკვეულ ფიგურას წარმოადგენდა მელიტონ
კელენჯერიძე — ლიტერატურის მცოდნე, ფოლკლორისტი, ცნობილი ტონკმელის ფსევდონიმით. მართალია,
ოფიციალურად ის საღვთო სჯულის მასწავლებლად ითვლებოდა, მაგრამ ამის გარდა, ის გვასწავლიდა
ქართულ ენას, საქართველოს ისტორიას, მართლწერას. პედაგოგიურ საბჭოში ის მცირედთა ჯგუფში
შედიოდა, რომელსაც ჰყოფნიდა სითამამე თავისუფლად გამოეთქვა თავისი აზრი დირექტორის
პოზიციის წინააღმდეგ. ის უშუალო მონაწილე იყო, როგორც ქალაქში, ისე თვით გიმნაზიაში
ყოველი ქართული საზოგადოებრი წამოწყებისა, რომელიც ეხებოდა ლიტერატურას ან ხელოვნებას“.
1917 წლის 10 აგვისტოს ქუთაისის რეალური სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს სხდომამ ქართული
ენის მასწავლებლად ერთხმად აირჩია დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე, რომელიც აქ 1922 წლამდე
მუშაობდა. ქუთაისში იგი საჯარო ლექციებს კითხულობდა ქართული ენის სწავლების საკითხებზე,
მონაწილეობდა დისპუტებში. მიხა ცხაკაია, რომლიც 1894 წლიდან იცნობდა მამა მელიტონს,
ახასიათებდა მას, როგორც „ძლიერ საჭირო კულტურულ ძალას“. მამა მელიტონი აქტიურად მონაწილეობდა
1917 წლის 11-17 სექტემბერს ჩატარებულ საქართველო )) მოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის I საეკლესი
კრებაში. საქართველოში საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე
ზესტაფონის ეკლესიის წინამძღვრად მსახურობდა. 1923 წელს, ხელისუფლების ზეწოლის შედეგად,
იძულებული გახდა ანაფორა გაეხადა და სამოქალაქო სამსახურს შედგომოდა. იგი სხვადასხვა
ტიპის სკოლებში მასწავლებლობდა. 1932 წელს მელიტონ კელენჯერიძე საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. ერთხანს იგი საქართველოს განათლების
კომისარიატის მეთოდ-სექტორში მუშაობდა. მას შემდეგ კი აღარსად უმუშავია. მელიტონ კელენჯერიძე
ჯერ ქუთაისის, შემდეგ კი საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი იყო. 1934-36 წლებში პედაგოგიკის ინსტიტუტის დავალებით მუშაობდა
დ ქართული პედაგოგიკის ისტორიის საკითხებზე. მელიტონ კელენჯერიძე მრავალი მეცნიერული
შრომის ავტორია. განსაკუთრებით ფასეულია მისი ღვაწლი ეროვნული კულტურის ისტორიის შესწავლისათვის.
მეტად მნიშვნელოვანია მის მიერ 1920 წელს გამოცემული „ქართული ლიტერატურის ისტორია“.
კელენჯერიძის ეს წიგნი საშუალო სკოლის მეხუთე
კლასის სახელმძღვანლოდ იყო გამიზნული. მელიტონ კელენჯერიძე რამდენიმე სასკოლო სახელმ-...
39-3
საპატრიარქოს უწყებანი N39 17-23 დეკემბერი 2009წ გვ.19
„ქართველი
ერის სულიერი მესაჭე“ დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე 1864-1942 (გაგრძელება)
...
ძღვანელოს ავტორია. მათ შორის აღსანიშნავია „სიტყვიერების თეორია“ (1899 წ.) და მისი
მეორე ნაწილი, ე. წ. პრაქტიკუმი „ქართული ქრესტომატია კრებული ქართული სიტყვიერების
საუკეთესო ნიმუშებისა“, რომელიც მან 1919 წელს ქუთაისში მესამედ გამოსცა. სადა და გასაგები,
გარემოსა და ნაცნობ ყოფასთან არის შეჯერბული მელიტონ კელენჯერიძის „საღმრთო სჯული ყმაწვილთათვის“.
ცალკე საუბრის საგანია მისი ნაშრომები თეოლოგიაში, რომელთაგან გამოსაკვეთია „საქართვლოს
საკათალიკოსო ისტორიის მოკლე კურსი“, რუსულ ენაზე გამოცემული „სიმართლე ქართული ეკლესიის
ავტოკეფალიაზე“ და ფუნდამენტური ნაშრომი „გაბრიელი ეპისკოპოსი იმერეთისა“. ამ უკანასკნელის
გამოცემასთან დაკავშირებით საინტერესოა მისი მოგონება, რომელიც სასიქადულო მამულიშვილთან
ნიკო ნიკოლაძესთან მის შეხვედრას ეხება: „გადავწყვიტე ბატონ ნიკოლაძესთან მისვლა, როგორც
თემი მასალები კონებად, მოვსდევი ზურგზე კაცებს და ამ ბარგი-ბარხანით მივედი. საღამოს
შვიდი საათი იყო. საქმეებში იყო ჩაფლული ჩვეულებრივად. მოვყევი ჩემი შრომის თავ-გადასავალს.
ეს რომ მოისმინა, ადგა, თავისივე ხელით დახსნა ჩემი ქაღალდების კონები, მასალა და სულ
ფურცლა-ფურცლა გადასინჯა. მერე გაიმართა, ადგა ფეხზე, დააჩერდა მასალას და წარმოსთქვა:
„ახლა კი ჩამთვალეთ უბედურად, რომ ამის გამოსაცემი ფული არა მაქვს!.. განა ამათი დაუბეჭდაობა
შეიძლება? ერთი ნაჭერიც კი არ უნდა დარჩეს დაუბეჭდავი!.. მერე მკითხა, რამდენი იყო
ჯერ დაბეჭდილი და რა სჭირდებოდა დანარჩენი გვერდების დაბეჭდვას. ეს რომ გავაგებინე,
მითხრა, ის დაბეჭდილი გვერდები გამომიგზავნე, გავეცნობი და ვეცდები შენი მწუხარების
განკურნებასო, ვინც მეგულება შეგნებული და ფულიანი პირი, მივმართავ და, ვგონებ პატივს
მცემენო“. მერე ეს კონები ისევ თავის ხელით შეკრა და გამომიშვა. მე ორი ფეხიც არ დამიკრავს
სახლამდის, ისეთს ხარულს მივეცი. ღამე სიხარულით აღარ დამეძინა. მეორე დღეს, საღამოს
შვიდ საათზე გავუგზავნე დაბეჭდილი ფურცლები და გათენდა თუ არა შემდეგი დილა, ასე შვიდ
საათზე, მისმა კაცმა შემდეგი წერილობითი პასუხი მომიტანა: „დიდად პატივცემულო მამაო
მელიტონ! წუხელი მიტროფანოვის სადილიდან რომ დავბრუნდი და ცოტა მოვისვენე, მოსამსახურემ
გადმომცა თქვენი თხზულება გაბრიელ ეპისკოპოსზე. დავიწყე მისი კითხვა და არ დამიძინია,
სანამ არ გავათავე, ალიონზე. აქედან ხედავთ, რა ღირსებისაა თქვენი ნაწერი და რა ბედნიერი
ვიქნებოდი, თუ შევძელი დაგეხმაროთ მის გამოცემაში“.რამოდენიმე ფაქტიური და ჩვენთვის
ძვირფასი შენიშნვის შემდეგ ასე განაგრძობდა: „ამ შენიშვნებზე უფრო თქვენთვის სასიამოვნო
იქნება მეორე ამბავი, თქვენი თხზულების შესახებ. თანახმად თქვენი სურვილისა, გუშინვე
ვიმაცადინე და გიშოვეთ (ფული) პირველი ტომის გამოსაცემად. ეს ამბავი მომი- ლოცნია თქვენთვის
და უფრო მეტად ქართული საზოგადოებისათვის, თქვენი მარად ერთგული ნ. ნიკოლაძე. ფოთი.
30 ენკენისთვეს 1913 წ.“ ჩვენს სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა! მაშინვე ვაფრინე რედაქციაში
განცხადება (იხ. „სახ. გაზ.“ #1012) და წიგნის ბეჭდვა განვაახლე“. ამგვარად, წიგნის
გამოსაცემად საჭირო თანხა, ნ. ნიკოლაძის შუამდგომლობით, ვიღაც უცნობ კაცს გაუღია, რომელსაც
საკუთარი ვინაობის გამხელა საჭიროდ არ ჩაუთვლია. მელიტონ კელენჯერიძე აღფრთოვანებული
უხდის მადლობას ამ „იშვიათი და ჭეშმარიტი ქველმოქმე დების ჩამდენ უცნობ პიროვნებას,
ვისი შემწეობითაც იხილა მზის სინათლე დღეს უკვე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეულმა ამ
საინტერესო წიგნმა“ — წერს ავთანდილ ნიკოლაიშვილი თავის წიგნში „გაბრიელ ეპისკოპოსი
(ქიქოძე)“. აი, რას წერს პროფესორი ლევან ფრუიძე: „მელი ტონს გაუმართლა. მას ისეთ გენიოსებთან
მოუწია ურთიერთობა, როგორიც იყო ილია, აკაკი, იაკობ გოგებაშვილი და გაბრიელ ეპისკოპოსი,
რომელიც ქუთაისში მოღვაწეობდა. გაბრიელი — ცოცხლად მოარული წმიდანი და ფილოსოფოსი!
ალბათ უფლის ნება იყო, რომ მელიტონ კელენჯერიძე მისი ცხოვრების გამოწვლილვით აღმწერი
მემატიანე გახდა, ისევე, როგორც ექვთიმე მთაწმიდელისა ― გიორგი მთაწმიდელი. ვისაც ეს
წიგნი წაუკითხავს, დამეთანხმება, რომ ღმერთისა და ერის სამსახურის უკეთესად ასახვა
შეუძლებელია. ასეთი ჭეშმარიტი მაგალითის ძალა საუკუნეებს წვდება და დღესაც სულს გვისპეტაკებს,
იმედით და მომავლის რწმენით გვავსებს. მელიტონმა შეძლო და აჩვენა, რომ ქართველი ხალხის
გენია დაუშრეტელია. მოციქულთა სწორი წმიდა ქართველი მამები, ქრისტიანობის საწყისებიდან
ბრწყინავდენ, ქმნიდენ და უფალს ადიდებდენ. მათი გაკვალული გზები მიდიოდა ღვთისმშობ-
ლის მზრუნველობით რწმენა გასხივოსნებული ქართველობა. XIX ს-ის II ნახევარში ქართველი
ერის სულიერი მესაჭეობა გაბრიელ ეპისკოპოსს და მის თანამოსაყდრეებს ხვდა წილად, მათ
შორის მელიტონ კელენჯერიძეც იყო“. მელიტონ კელენჯერიძემ ცხოვრების მოწამეობრივი გზა
განვლო. იგი არათუ როგორც მოაზროვნე და სწავლული, არამედ პიროვნულადაც კი მიუღებელი
იყო ტოტალიტარული რეჟიმისათვის. ბოლშევიკები არ სწყალობ-..
39-4
საპატრიარქოს უწყებანი N39 17-23 დეკემბერი 2009წ გვ.20
„ქართველი
ერის სულიერი მესაჭე“ დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე 1864-1942 (დასასრული)
..დნენ
პატრიოტებს. მელიტონ კელენჯერიძე თითქმის უსახსროდ დატოვეს. მისი დევნისა და შევიწროების
ეპიზოდების მოშველიება შორს წაგვიყვანდა. არ შეიძლება აღელვების გარეშე მოისმინო ცნობა
იმის შესახებ, რომ მათემატიკის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი, ლევან კელენჯერიძე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მხოლოდ იმიტომ გარიცხეს, რომ იგი მელიტონის ვაჟი
იყო; არც ისე შორეულ წარსულში კი, 70-იან წლებში, მაშინ, როდესაც საქართველოს მწერალთა
კავშირმა შუამდგომლობა აღძრა თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის
წინაშე მელიტონ კელენჯერიძის საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფის დაყენების შესახებ,
სხდომის მონაწილე ერთ-ერთი სტრუქტურის ხელმძღვანელმა შიშნარევი ხმით წამოიძახა: „ბატონებო,
ის ხომ მღვდელი იყო?!“ დარბაზი გაირინდა... გადაწყვეტილება, რასაკვირველია, უარყოფითი
იყო იგონებს მელიტონის შვილიშვილი ცისანა ქოჩეჩაშვილი. უსამართლო დევნა, კრიტიკოსთა
დაუნდობელი თავდასხმები, სტამბებში „დაკარგული“ მისი ნაშრომები, პენსიის, არსებობის
ამ ერთადერთი საშუალების მოსპობა, მისი საბედისწერო ანაფორა − ყველაფერი ეს და, ალბათ,
ბევრი სხვაც გახდა მიზეზი უსაყვარლესი მეუღლის — ოლღა ახრახაძის თვითმკვლელობისა 1940
წელს (ის დიდი სიყვარული, რომელიც ქმრისათვისაც პირველი იყო და ცოლისთვისაც, ბოლომდე
გაჰყვა ამ წყვილს). ამბობენ, რომ ქალბატონმა ოლღამ სიღატაკის გამო მელიტონის რამდენიმე
მეტადღირებული მეცნიერული ნაშრომიც კი გაყიდა, რასაკვირველია, საავტორო უფლებით, რასაც
თავის თავს ვერ ჰპატიობდა). მას შემდეგ მელიტონ კელენჯერიძემ თითქმის ორი წელიწადი
ისე იცოცხლა, რომ მეუღლის სიკვდილი არ გაუგია. შვილები რიგ-რიგობით ეფარებოდნენ თვალს
და 10-12 დღის შემდეგ ცხადდებოდნენ მასთან წერილებითა და საჩუქრებით, რომელსაც ვითომ
სამკურნალოდ წასული ოლღა ქ. კისლავოდსკიდან უგზავნიდა. შთამბეჭდავია მ. კელენჯერიძის
ცხოვრების უკანასკნელი პერიოდი, როდესაც მძიმე ავადმყოფობით სარეცელს მიჯაჭვული მაინც
განაგრძობდა მუშაობას, დროს არ კარგავდა და ხელ-ფეხწართმეული, მეტყველების უნარდაკარგული,
უკანასკნელ სტრიქონებს შვილიშვილებს აწერინებდა. „შვილიშვილებს მის სარეცელთან მორიგეობა
გვქონდა დაწესებული — იგონებს ქალბატონი ელენე კელენჯერიძე — საწოლთან გაკრულ მსხვილი
ასოებით ჩამოწერილ ანბანს და სასვენ ნიშნებს მელიტონი გრძელი ჯოხით მიანიშნებდა და
ჩვენც ვიწერდით მის ნააზრევს, მის „ნაკარნახევს“, ასე იქმნებოდა მი- სი ბოლო ნაშრომები,
მოგონებები“. ასეთი გახლდათ მელიტონ კელენჯერიძე, რომლის პორტრეტს შეიძლება დაემატოს
პიროვნული ხიბლი, ულამაზესი გარეგნობა, გაწონასწორებული ხასიათი, სულიერი სისპეტაკე
და, რაც მთავარია, შრომისა და მუდმივი ძიების დამახასიათებელი თვისებები. სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი ბრძანებს, თუ რა „გამორჩეულია დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე, რომელმაც,
თამამად შეიძლება ითქვას, სიცოცხლე შესწირა ქართველი ერის სულიერებისთვის ზრუნვას და
თაობებისათვის დარჩა, როგორც მაგალითი „კეთილი მწყემსისა“ და „სოფლის მნათობისა“. დეკანოზი
მელიტონ კელენჯერიძე გარდაიცვალა 1942 წლის 12 აგვისტოს. დამსახურებული მასწავლებელის
გარდაცვალებას სამგლოვიარო განცხადებით სა- ზოგადოებას აუწყებენ თბილისის რკინიგზის
ინჟინერთა ინსტიტუტის კოლექტივი (აქ მისი ვაჟიშვილი — ლევან კელენჯერიძე და სიძე —
ლევან ქოჩეჩაშვილი ლექტორობდენ), საქართველოს განსახკომი და დაწყებითი და საშუალო სკოლის
მუშაკთა პროფკავშირების კომიტეტი. ეს იყო და ეს! იგი დაკრძალეს 16 აგვისტოს, კვირას,
ვაკის სასაფლაოზე.
40
საპატრიარქოს უწყებანი N40 24 დეკემბერი 2009წ-7იანვარი 2010წ გვ.12
ხელდასხმა
13
დეკემბერს თბილისის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში (მერვე ლეგიონის
დასახლება) თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მთავარეპისკოპოსმა თადეოზმა (იორამაშვილი)
მღვდლად დაასხა ხელი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დიაკვანს ანდრია აფხაზაშვილს.
მღვდელი ანდრია თბილისის წმინდა ვახტან გორგასლის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
***
19
დეკემბერს ნინოწმიდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმიდის
ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის
ეკლესიის (საბურთალოს სასაფლაო) დიაკვანს იოსებ ნუსხელაძეს. მღვდელი იოსები თბილისის
მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
46
საპატრიარქოს უწყებანი N46 15-21იანვარი 2009წ გვ.10
ხელდასხმა
28
დეკემბერს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარსი, სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ახალციხისა
და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძემ) მღვდლად დაასხა ხელი დიდუბის ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის ბერ-დიაკონ იოანეს (კავსაძეს).
46-1
საპატრიარქოს უწყებანი N46 15-21იანვარი 2009წ გვ.11
ხელდასხმა
28
დეკემბერს სოფელ პატარძეულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერში,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით,
საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძემ) დიაკვნად აკურთხა თბილისის
წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის ეკონომოსი, ბერი იოთამი (ბასილაია).
***
11
იანვარს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო აკადემიის
პედაგოგს დიაკონ ზურაბ ცხოვრებაძეს.
***
28
დეკემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა თბილისის
სასულიერო აკადემიის III კურსის სტუდენტი დავით ჯიშკარიანი. დიაკონი დავითი ყოვლადწმინდა
სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
***
7 იანვარს
საგარეჯოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით,
საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძემ) მღვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა
სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ბერ-დიაკონ ათანასეს (სვანიძეს).
დაჯილდოება
19
დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართვე-ლოს
კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა
სოლოლაკის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, იღუმენი საბა (ჯიშკარიანი).
2 საპატრიარქოს
უწყებანი N2
22-28იანვარი 2009წ გვ.4
ხელდასხმა
21
დეკემბერს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ცურტავის
ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელი) მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ ანდრია ჯაღმაიძეს. მღვდელი
ანდრია წმინდა მიქაელ ტვერელის სახელობის ტაძარში იმსახურებს.
***
21
დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა შიომღვიმის
მონასტრის ბერი ევაგრე (კვიმსაძე).
***
28
დეკემბერს ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში
ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკონ
დავითს (გაბიძაშვილი).
***
28
დეკემბერს სოფელ პატარძეულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერში ნინოწმინდისა
და საგარეჯოს ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა ბერი ათანასე (კარანაძე).
***
სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ბრძანებით
2009 წლის 15 იანვრიდან:
ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის (ნუცუბიძის
პლატოზე) წინამძღვარი, საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ურთიერთობის განყოფილების
თავმჯდომარე, დეკანოზი დავით ლონდარიძე დაინიშნოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე
არსებული წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრად; თბილისის წმინდა
გიორგის სახელობის ტაძრის (ზოოვეტის ინსტიტუტის მახლობლად) წინამძღვარი, მღვდელი მოსე
(ავთანდილ) ჭელიძე დაინიშნოს თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სულიერ მოძღვრად; ბოლნისის
ეპარქიის მღვდელმსახური, მღვდელი დავით მესხი დაინიშნა კოჯრის რეზერვისტთა მოიმზადების
1 ბაზაზე სულიერ მოძღვრად და კოჯრის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის წინამძღვრად;
რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი გაბრიელი (გელა იმედაშვილი) დაინიშნოს
გორის I სამხედრო ქვეითი ბრიგადის სულიერ მოძღვრად; სამთავისისა და გორის ეპარქიის
მღვდელმსახური, მღვდელი თევდორე (ზურაბ) სულუაშვილი დაინიშნოს ვაშლიჯვრის სპეციალური
ოპერაციების დაჯგუფებაში სულიერ მოძღვრად და ვაშლიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის
წინამძღვრად;
2-1
საპატრიარქოს უწყებანი N2 22-28იანვარი 2009წ გვ.19
მღვდელმონაზონი
ტიხონი (ბულია)
მღვდელმონაზონი
ტიხონი- ერისკაცობაში პროკოფი ბულია XIX საუკუნის II ნახევარში სამეგრელოში, გლეხის
ოჯახში დაიბადა. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, თუ სად მიიღო მან საეკლესიო
განათლება და რომელ მონასტერში დაიწყო თავისი ბერული მოღვაწეობა. ცნობილია, რომ
1921 წელს იგი მამა ანდრიასთან (გობეჩია) ერთად წარჩეს მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერში
მოღვაწეობდა, რომლის დახურვის შემდეგ საცხოვრებლად სოფელ ბაშში გადასულა. საბედნიეროდ,
სამეგრელოში, ძველი თაობის წარ- მომადგენლებში, შემორჩენილია ზეპირი მოგონებები ტიხონზე,
სადაც აღწერილია მისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდი. გთავაზობთ ერთ-ერთ ასეთ მოგონებას,
რომელიც ქალბატონმა ნინო ფიფიამ მოგვითხრო: „ძველად ქართველებს უთქვამთ, რომ ყოველი
ადამიანი უზარმაზარი კარიბჭეა, რომელსაც მხოლოდ ერთი პატარა გასაღები აღებსო. ამბობდა
ამას ქართველი და ყოველთვის იმას ცდილობდა, რომ ეს კარიბჭე რწმენის, იმედისა და სიყვარულის
გასაღებით გაეღო და ახერხებდა კიდეც. ამას ცდილობდა მაშინაც, როდესაც ათეისტურმა წყობამ
აღზევების ხანას მიაღწია, დაიხურა ეკლესია-მონასტრები, იდევნებოდა წინაპართაგან დანერგილი
ქრისტიანული სული და ზნეობა. სწორედ, ასეთ დროს გამოჩნდა, „ვითარცა მოტყინარი ვარსკვლავი“,
მღვდელმონაზონი ტიხონი (ბულია). ბერი ტიხონი იყო სულიერი მამა, ახალგაზრდობის გამოცდილი
მრჩეველ-დამრიგებელი. მისი სახით წარმოგვიდგება მრავალფეროვანი მორალური და სულიერი
თვისებებით დაჯილდოებული სრულყოფილი პიროვნება. მამა ტიხონის განსაკუთრებული ნიჭი ქრისტეს
და ადამიანების უსაზღვრო სიყვარული იყო. ის გამუდმებით ადიდებდა ღმერთს, მასში ქრისტესადმი
გამოუთქმელი, უსაზღვრო სიყვარული იყო დავანებული. მისი სამოძღვრო საქმიანობის ძირითადი
საშუალება შემწყნარებლობა, მღვიძარება და მოუკლებელი ლოცვა იყო. მამაჩემი, მიხეილ ჩაგუს
ძე ფიფია ღრმადმორწმუნე და ღვთისმოშიში ადამიანი იყო. მას ცალკე სალოცავი ოთახი და
საეკლესიო წიგნები ჰქონდა, ჰქონდა ხატები და თითქმის მთელ დღეებს ლოცვასა და ღვთისვედრებაში
ატარებდა. აინტერესებდა რელიგიასთან დაკავშირებული საკითხები. ის ცდილობდა, ბევრ ღვთისმორწმუნე
ადამიანს დაახლოებოდა და ბევრიც ღვთის სჯულზე მოექცია. მოგეხსენებათ, ეს პერიოდი იყო
კომუნისტების აღზევების ხანა, ამ დროს ღვთის სახელიც არ იხსენიებოდა, ინგრეოდა ეკლესიები,
იბილწებოდა ხატები, იდევნებოდნენ საეკლესიო პირები და, დროის შესაბამისად, მორწმუნე
ადამიანებიც კანტი-კუნტად იყვნენ. მე მაშინ ალბათ მეხუთე ან მეექვსე კლასში ვიქნებოდი,
1941-42 წლები, ომის პერიოდი იყო, როცა მამაჩემი სოფელ ბაშში მცხოვრებ ბერთან საზიარებლად
ფეხით დადიოდა და ყოველი მარხვის დამთავრების შემდეგ მე, ჩემი და მარიამი და დედაჩემი
დავყავდით. თავიდან მამაჩემი მარტო დადიოდა, ხოლო შემდეგ ჩვენც დავიწყეთ სიარული საზიარებლად.
გზად ტყე გვქონდა გასავლელი, ვცდი-ლობდით, როგორმე შეუმჩნევლად გვევლო, რომ ვინმე ურწმუნოს
არ შევემჩნიეთ და არ დავესმინეთ (მამაჩემი იმ ხანებში პედაგოგად მუშაობდა). მახსოვს,
ერთხელ მოხუცი კაცი შეგვხვდა და დედაჩემს შიშით ვუთხარი: „ვაი, დედი, კაცი—მეთქი“.
დედაჩემმა კი ხუმრობით მითხრა: „ნუ გეშინია, მოხუცია და კარგად ვერ ხედავსო“. პასუხად
კი იმ კაცმა გვითხრა: „ძალიან კარგად ვხედავო“. მაშინ 11-12 წლის ბავშვისათვის მართლაც
რომ საკვირველი იყო მამა ტიხონი მთელი თავისი ცხოვ-..
2-2
საპატრიარქოს უწყებანი N2 22-28იანვარი 2009წ გვ.20
მღვდელმონაზონი
ტიხონი (ბულია)(დასასრული)
...
რების წესით. ეს საშუალო ტანის, წარმოსადეგი, განსწავლული და ღვთის მადლით შემკული
მოხუცი ცხოვრობდა წნელით შეღობილ ფაცხაში, რომლის კედლები ტალახით იყო შელესილი და
იატაკის ნაცვლად მიწაყრილი ჰქონდა, სახურავი კი — ისლისაგან იყო გაკეთებული. გარედან
ბერის ადგილსამყოფელი ეკლით იყო დაფარული და შესასვლელ კარზე ურდული ჰქონდა, რომლის
გაღება მხოლოდ მას შეეძლო შიგნიდან. ეზოში მოყავდა სიმინდი, ლობიო, ჰქონდა თავის ხელით
გადამყნობილი ხეხილის ხეები. თავისუფალ დროს სულ მუშაობდა და თავისი ნამუშაკევით უხვად
გასცემდა მოწყალებას. ოთახში ხატებისა და საეკლესიო ნივთების გარდა, საწოლი და ტაბაკი
(სატრაპეზო მაგიდა) ედგა, რათა მოსულთ გამასპინძლებოდა. ბერის მუდმივი ასკეზი, თავის
დამდაბლება, მორჩილება თვითშემეცნების საწინდარი იყო, ამიტომაც გასცემდა ასე უხვად
სიყვარულს სულიერ შვილებში. მამა ტიხონს ეშმაკი განსაცდელსაც ხშირად უვლენდა. ერთხელ,
მახსოვს, საზიარებლად რომ მივედით, მაშინ გვითხრა, ეშმაკის სახით ქალი ყოველდღე მეცხადებოდა
და მეძახდა, მაგრამ მე ამ ცდუნების დაძლევა ღვთის შემწეობითა და ლოცვით შევძელიო. ალბათ
ბევრი ჩვენთვის უცნობი საცდური თუ განსაცდელი ევლინებოდა ღვთის სამსახურში მყოფ ბერს,
მაგრამ თავისი რწმენითა და რუდუნებით ყოველგვარ ბოროტებას ძლევდა. დამაშვრალი მხცოვანი
მამა, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დასნეულდა, ლოგინად ჩავარდა და სხეული დაუწყლულდა.
მის მოსავლელად დადიოდნენ დედა ფოტინე და დედა აკეფსიმა. ერთი წლის შემდეგ მისი სული
უფალმა მიიბარა. იმ დღეს კიდევ ერთხელ მოვიყარეთ მუხლი მისი წმინდა გვამის წინაშე და,
გვწამს რომ განწმენდილი სულით, ანგელოზების თანხლებით დაიმკვიდრა ცათა სასუფეველი“.
3 საპატრიარქოს
უწყებანი N3 29იანვარი-4თებერვალი
2009წ გვ.3
ბერად
აღკვეცა
3 იანვარს
ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში არქიმანდრიტმა ადამმა (ახალაძემ) ბერად აღკვეცა
მორჩილი ბესარიონი (ვეკუა) და უწოდა სახელი იაკობი.
3-1
საპატრიარქოს უწყებანი N3 29იანვარი-4თებერვალი 2009წ გვ.18
საფარის
მონასტერი 1891-1930წლებში
1891
წლის იანვრამდე საფარის მონასტერი ირიცხებოდა საფარის სამრევლოს შტატის ეკლესიად და
ზედ იყო მიწერილი ოთხი სოფლის — მუსხის, ანდრიაწმიდის, ღრელისა და ტობის ეკლესიები
თავის სამრევლოებით. მუსხში ირიცხებოდა 35 კომლი, ანდრიაწმიდაში — 25, ღრელში 15 და
ტობში — 5. ხსენებულ სოფლებში, მიუხედავად მცხოვრებთა რიცხვისა, აშენებულია ეკლესიები,
ტურფად შემკული მრევლთაგანვე. საქართველოს ეგზარქოსად მყოფმა პალადიმ (რაევი) იხილა
რა მშვენიერება მუსხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიისა, მოისურვა მისი სამრევლოდ
გადაქცევა, ხოლო საფარის ტაძრისა — მონასტრად. 1891 წლის 12 თებერვალს საფარის მონასტერში
განამწესეს ქართველი, ზედაზნის მონასტრის საძმოს წევრი, მღვდელ-მონაზონი ათანასე (ზურაბაშვილი)
სამი მორჩილით. აქ მას დახვდა მოხუცი ბერი ქრისტესია (სამადალაშვილი). ამავე წლის
18 სექტემბერს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის მედავითნე პეტრე ფაფერაშვილი
ბერად აღიკვეცა და სახელად პახუმი ეწოდა. 29 სექტემბერს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1
ოქტომბერს კი მღვდლად დაასხეს ხელი. მღვდელ-მონაზონი ათანასე — ერისკაცობაში ალექსანდრე
მიხეილის ძე ზურაბაშვილი 1856 წელს, გლეხის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი,
გალობა და საეკლესიო ტიბიკონი მარტყოფის მონასტერში
ისწავლა. 1880 წლის 11 ივნისს ამავე მონასტრის მორჩილად განამწესეს. 1885 წლის 15 დეკემბერს
ეგზარქოსების კარის ეკლესიაში ბერად აღკვეცეს და სახელად ათანასე უწოდეს. 1886 წლის
2 თებერვალს დიაკვნად აკურთხეს. 1888 წლის 1 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და ზედაზენის
მონასტერში განამწესეს. 1889 წლის 15 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1891 წლის 12 თებერვალს
საფარის მონასტერში გადაიყვანეს. 1892 წლის 17 ნოემბერს ქვათახევის მონასტერში განამწესეს
და ხაზინადრად დაინიშნა. 1899 წლის 18 ივნისს გათავისუფლდა ხაზინადრის თანამდებობიდან.
1899 წლის 6 სექტემბერს ალავერდის მონასტერში განამწესეს. 1900 წლის 10 იანვარს გარეჯის
წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს და ხაზინადრად დაინიშნა.
1902 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1905 წლის 15 ივნისს ხირსის მონასტერში
განამწესეს და პერიოდულად ბოდბის დედათა მონასტერში წირვა-ლოცვის შესრულება დაევალა.
1914 წლის 16 დეკემბერს ბეთანიის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1915 წლის ნოემბერში
გაათავისუფლეს წინამძღვრობიდან. მამა ათანასე დროებით თბილისში დასახლდა. 1916 წლის
11 მარტს იგი ქოლერით გარდაიცვალა. დაასაფლავეს ნათლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის
სამხედრო სასაფლაოზე. მღვდელ-მონაზონი პახუმი — ერისკაცობაში პეტრე სვიმონის ძე ფაფერაშვილი
1837 წელს ქ. ახალციხეში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო
ტიბიკონი თავის მოძღვართან ისწავლა. 1855 წლის 15 ნოემბერს საფარის წმინდა საბას სახელობის
ეკლესიაში უშტატო მედავითნედ განამწესეს. 1865 წლის 18 აგვისტოს შტატში დაინიშნა.
1881 წლის 14 თებერვალს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ბერად შედგომა გადაწყვიტა. 1891 წლის 18 სექტემბერს საფარის
მონასტერში ბერად აღკვეცეს და სახელად პახუმი უწოდეს. ამავე წლის 29 სექტემბერს დიაკვნად
აკურთხეს, 1 ოქტომბერს კი მღვდლად დაასხეს ხელი და საფარის მონასტრის ხაზინადრად დაინიშნა.
1893 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს ეგზარ ქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) მონასტერი
მოინახულა და მამა პახუმი საგვერდულით დააჯილდოვა. XX ს-ის დასაწყისში იგი ბორჯომის
რაიონის ტიმოთესუბნის მონასტერში დამკვიდრდა და სიცოცხლის ბოლომდე იქ მოღვაწეობდა.
მამა პახუმის დაუღალავი შრომით არაერთი თაობა აღიზარდა — მან მონასტერთან დაარსა სამრევლო-საეკლესიო
სკოლა, სადაც მახლობელი სოფლების ბავშვებს თავადვე ასწავლიდა საღმრთო სჯულსა და ქართულ
წერა-კითხვა-გალობას. იგი თავისი უბრალოებითა და ჭეშმარიტი ბერული ღვაწლით საყოველთაო
სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებდა. 1914 წლის 6 მაისს ეკლესიაში ერთგული მოღვაწეობისათვის
სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. მამა პახუმი 1925 წელს ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა.
დაკრძალულია ტიმოთესუბნის მონასტრის ეზოში. ქართველი ბერები მხოლოდ ორი წლის განმავლობაში
მოღვაწეობდნენ საფარის მონასტერში. 1892 წლის 30 მაისს ჯერ მამა ქრისტესია გარდაიცვალა,
ხოლო ამავე წლის 17 ნოემბერს მამა ათანასე ქვათახევის მონასტერში გადაიყვანეს.
1893 წლის დასაწყისისთვის მხოლოდ მამა პახუმი დარ-ჩა მონასტერში. ამავე წელს რუსეთიდან
გამოგზავნეს არქიმანდრიტი პაისი, რუსი მღვდელ-მონაზვნებითა და მორჩილებით, რომელთა
რიცხვი დღითი-დღე მატულობდა და XX საუკუნის 10-იან წლებში 50 კაცს გადააჭარბა. 1894
წელს გაზეთ„ივერიაში“ უცნობი ავტორის მიერ და-.........
3-2
საპატრიარქოს უწყებანი N3 29იანვარი-4თებერვალი 2009წ გვ.19
საფარის
მონასტერი 1891-1930წლებში (გაგრძელება)
...
იბეჭდა სტატია „საფარის მონასტერი“, სადაც აღწერილია მონასტრის მაშინდელი მდგომარეობა.
„საფარის მონასტრის გალავანში ძველთაგანვე აშენებული იყო თორმეტი ეკლესია. მათ შორის
ერთი ყველაზე დიდი და ტურფა, წმინდა საბა განწმენდელის სახელზეა ნაკურთხი. ამ ტაძარში
დღემდე იწირება, ხოლო დანარჩენნი გაუქმებულნი არიან. მიძინების ეკლესიაში დღეს ბერებისაგან
გამართულია სახელოსნო დურგლების მოწყობილობა. მუშაობენ რამდენიმე ანაფორიანი მორჩილნი.
ერთ პატარა ეკლესიაში ცხოვრობს ჩექმების მკერავი ანაფორიანი მორჩილი. წმიდა გიორგის
ეგვტერში ცხოვრობენ მორჩილნი. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში ცხოვრობს თუნუქის ხელოსანი
და აკეთებს ღუმელ-ფეჩებს, ვედროებს და სხვა. ამასთანავე იმყოფება შვილი ამ ხელოსნისა,
რომელიც საებო მკითხველი და მგალობელი მორჩილია. წმიდა სტეფანეს ეკლესიაში ცხოვრობს
პირველი მგალობელ-დიაკონი. წმინდა მარინეს ეკლესიაში არის კანცელარიის განყოფილება
და შიგვე ცხოვრობს მდივანი, მანტიის მქონე მონაზონი. ერთი ძველი ოთახი გადაუქცევიათ
სახელოსნოდ და მუშაობენ საკერავი მანქანით. ძველი და საძირკვლამდე გაოხრებული ათაბაგების
სადგომი გადაუკეთებიათ სენაკად და ცხოვრობენ შიგ ერთი ქართველი მორჩილი — მეგრელი მღვდლის
შვილი და ერთიც ანაფორიანი რუსი მორჩილი. ერთ გამოქვაბულ კლდეში ცხოვრობს ანაფორიანი
ფერშალი თავის პატარა აფთიაქითა და მასთანვე ორნიც სხვანი. სამრეკლოს ზემოთ ცხოვრობს
მეორე მგალობელ-დიაკონი. გაუკეთებიათ აგრეთვე თავიანთი შრომითა ერთი დიდი შენობა და
გაუყვიათ ორ ნაწილად, ერთი მათგანი არის კანცელარიის განყოფილებად, ხოლო მეორეში არის
დიდი პურის საცხობი ფურნე და იქვე ცხოვრობენ რამდენიმენი. გალავანში არის სამი ანკარა
წყარო. ამათში ერთს უხსოვარ დროიდგან უწოდებენ ბერების წყაროს. ამ წყაროს ახლო ო ერთი
გრძელი ქვითკირის ბუნი მიწაში. რადგან ეს ბუნი უვა-ყორით და მიწა-ნაგვით იყო სავსე,
ამიტომ ამოუწმენდიათ და გამოჩენილა ერთი განყოფილება, რომელშიაც დღეს ცხოვრობენ ბერები.
ამავე ბერების წყაროსთან ერთი ხევი არის, რომლის მაღლა შეყოლებაზედ ტყეში წყაროა და
ეწოდება ანკარა, ანუ მაკარის წყარო, ამ წყაროზედ დაახლოებით კლდეში გაუკეთებიათ ბუნი,
რომელსაც აგრეთვე უწოდებენ მაკარის ბუნს და ცხოვრობს შიგ ერთი მესეფისკვერე ანაფორიანი
მორჩილი. წმინდა გიორგის ეგვტერის გვერდზე ხევში იყო ერთი დიდი დანგრეული შენობის ალაგი.
იგი გაუკეთებიათ სანოვაგე-სალეველის შესანახად, როგორც მაგალითად წნილისა, ხახვისა,
კარტოფილისა, ჭარხლისა და სხვა. ერთ მოზრდილ სახლში არის საზოგადო ტრაპეზი და სამზარეულო,
რომელშიაც ცხოვრობენ მზარეულნი მორჩილნი. გაუკეთებიათ აგრეთვე მშვენიერი გომური საჯინიბო
და ინახავენ შიგ ერთ ცხენს, რომელიც ახალციხეში მდგომმა ბატარეამ აჩუქა ამ ბერებს და
ორი ხარს. იქავე გამოკვეთილ კლდეში ცხოვრობს მეჯინიბე-მორჩილი. საფარის მონასტერში
სულ ერთად-ერთი ქართველი ბერია, მღვდელ-მონაზონი პახუმი, სიყრმითგანვე კეთილი და პატიოსანი
(იხ. მისი ბიოგრაფია ზევით). მამა პახომი დაიბადა ქ. ახალციხეში ღარიბ და ღვთის მოყვარე
მშობელთაგან. მისი მშობელნი თათრებმა მრავალ-გვარ სტანჯეს და, რომ არ მიიღეს მათი სარწმუნოება,
მათის ხელით სიკვდილი მიიღეს. მამა პახომი აღიზარდა მესხეთის გამოცდილ მოძღვრებთან,
შეისწავლა მათგან სანაქებოდ საეკლესიო ტიბიკონი, გალობა, კითხვა, საკმაოდ კატეხიზმო
და ისტორია, ხოლო წერა სანაქებოდ. მან დიდხანს იმსახურა მედავითნედ. შემდეგ გარდაეცვალა
მეუღლე და დარჩა ორი ქალიშვილი. მათ გათხოვების შემდეგ აღიკვეცა ბერად და გადაწყვიტა
სიკვდილამდე ემსახურნა საფარის ტაძრისათვის. დღეს მამა პახომი დაუღალავად შრომობს ამ
ძველ და დიდებულ მისგან აგრე ძლიერ შეყვარებულ ტაძარში. იგი ყოველდღიურ ლოცვის შემდეგ
აკეთებს საკალატოზო საქმესა, გალავანში სთხრის, ასუფთავებს სხვადასხვა ძველ მივიწყებულ
შენობებს, აკეთებს და აახლებს სადგომად ძმათა და მლოცველთათვის. მან გააკეთა, სხვათა
შორის, დიდი დერეფნიანი უზარმაზარი სენაკი პურის ორმოდ, რომელშიაც აღმოაჩინა მრავალი
წვრილ-წვრილი ქვევრების გარდა, ორი ორმოც-სამოც კოკიანი ქვევრი, შემოკირული და სრულიად
მთელი. დერეფანში გააკეთა ორ განყოფილებიანი ოთახი, რომელიც ისე კარგად მოაწყო, რომ
წინამძღვარმა, მამა პაისმა, ინება შიგ დაბინავება ორის მღვდელმონაზონითა, კელეინიკითა
და მორჩილითა. მამა პახომმა ახლა სხვაგან დაიწყო მუშაობა და გადააკეთა ის მივიწყებული
ბუნები, რომელშიაც მლოცავნი ცხენებს და ხარებს აბამდნენ. ამ ბუნებში ცხოვრობს ახალი
ორი მორჩილითა. დღეს საფარის მონასტერში იმყოფებიან: ერთი წინამძღვარი, არქიმანდრიტი,
ორი მღვდელმონაზონი, გარდა ზემოხსენებულის ქართველისა, ექვსი მანტიის მქონე, მონაზვნად
აღკვეცილი. ცხრამეტი ანაფორიანი მორჩილი, ოციც ისე მორჩილი. დღითი დღე მატულობს რუსის
ბერობა, მონასტრის გამშვენებაც წარმატებით მიდის. თვითონ ბერნიც ცხოვრობენ კეთილად,
სიმშვიდით, სიწყნარით და სასოებით და ფრიად მადლობელნი ჰყავთ ადგილობრივნი მცხოვრებნი
განურჩევლად წოდებისა და სარწმუნოებისა, განსაკუთრებით ქართველობა, საფარის გლეხობა.
მონასტერში მცხოვრებ ბერებს სასტიკად აქვთ აკრძალული სოფლებში სიარული რაიმე საზრდოს
მოსათხოვად. დღეს საფარის მონასტერს არა აქვს რაიმე ნივთიერი შეძლება, არც სახნავი
მიწები, არც სათიბი, არც შემოსავალი ფულითა, გარდა წვრილ-წვრილ მცირე შესაწირავისა,
რუსეთიდგან“. XX ს-ის დასაწყისში საფარის მონასტერს წინამძღვრობდა არქიმანდრიტი ალექსი,
ხოლო 1904-18 წლებში არქიმანდრიტი საბატი. 1917 წლის 12 მარტს აღსდგა საქართველოს ეკლესიის
ავტოკეფალია. 1920 წლის 17 თებერვალს მენშევიკურმა მთავრობამ გააუქმა კავკასიის საეგზარქოსო
და საქართველოში არსებული რუსული ეკლესიები და მონასტრები ქართულ ეკლესიას დაექვემდებარა.
1918 წლიდან საფარის მო-..
3-3
საპატრიარქოს უწყებანი N3 29იანვარი-4თებერვალი 2009წ
გვ.20
...
საფარის მონასტერი 1891-1930წლებში (დასასრული)
ნასტერს
წინამძღვრობდა მღვდელ-მონაზონი ტიმოთე. მღვდელ-მონაზონი ტიმოთე ერისკაცობაში ტროფიმე
ივლიანეს ძე ლიცკევიჩი 1869 წელს დაიბადა. განათლება მიიღო სოფლის სამრევლო-საეკლესიო
სკოლაში. მსახურობდა მეფის რუსეთის ჯარში. სამსახურიდან გადადგომის შემდეგ ბერად აღკვეცის
სურვილით, 1909 წლის 13 ნოემბერს საფარის მონასტერში მორჩილად მიიღეს. 1911 წლის
24 სექტემბერს არქიმანდრიტმა საბატიმ ბერად აღკვეცა და სახელად ტიმოთე უწოდა. 1914
წელს დიაკვნად და მღვდლად დაასხეს ხელი). კომუნისტების შემოსვლის შემდეგ საფარის მონასტერსაც
მძიმე დღეები დაუდგა. ეს კარგად ჩანს აწყურის ეპარქიის მთავარხუცესის დეკანოზ სვიმონ
სარალიძის წერილიდან, რომელიც მან 1924 წლის შემოდგომაზე გაუგზავნა კათოლიკოს-პატრიარქის
მოვალეობის დროებით შემსრულებელს, მუეფე ქრისტეფორეს (ციცქიშვილი): „მოვალეთ ვთვლი
თავს, ვაცნობო თქვენს ყოვლადუსამღვდელოესობას, რომ ახალციხე-ახალქალაქის მაზრებში მღვდლები,
რომელნიც იყვნენ წლის დასაწყისში, ცოცხალნი არიან და თავიანთ ადგილებზე მსახურობენ.
მინდოდა სექტემბრის დამდეგს კრება მომეწვია, მაგრამ საქართველოში შექმნილი მდგომარეობის
გამო თავი შევიკავე. საეკლესიო სახლი კომისარიატმა ჩამოგვართვა, გვინდოდა გვეჩივლა,
მაგრამ არეულობის გამო თავი შევიკავეთ. საფარის მონასტრის შესახებ გაცნობებთ. მარიამობას
ვიყავი იქ მწირველი, სოფლის ხალხიც ბლომად იყო. რვა ბერი ცხოვრობს დღეს მონასტერში,
რვავე რუსია- 2 მღვდელ-მონაზონი, 2 ბერ-დიაკონი და 4 ბერი. მათი მდგომარეობა აუტანელია.
ზაფხულში იქ ბავშვთა თავშესაფარი იყო გამართული. როცა ისინი ჩამოიყვანეს, იქ დაბინავდნენ
15 მოსაზღვრე რუსის ჯარისკაცი თავისი ცხენებით. წინამძღვარი მღვდელ-მონაზონი ტიმოთე
მთხოვდა, რომ თქვენ მისთვის ხელდასხმის სიგელი გაგეგზავნათ და თუ იქნება სადმე რუსული
სამრევლო, გადაგეყვანათ იქ. ფილტვების ანთების შემდეგ დაზიანებუ-ლი მაქვს ფილტვებიო
და ცარიელი ხმელი პური ვერ ავიტანე, მკლავსო. მეც ამით ვასრულებ მის თხოვნას. რაც შეეხება
ბერდიაკონ დიონისეს, იგი თავისთან გადაიყვანა დეკანოზმა იოანე სალარიძემ ბორჯომის წმინდა
იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში“. 1929 წლის მაისში შედგენილი ერთი საბუთის მიხედვით,
საფარის მონასტერში კვლავ მოღვაწეობდა 6 ბერი, რომლებიც პერიოდულად ახალციხის წმინდა
მარინეს სახელობის ეკლესიაშიც აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას. XX ს-ის 30-იანი წლებიდან,
ისევე როგორც საქართველოს ეკლესიის უმეტეს მონასტრებში, აქაც შეწყდა ბერული ცხოვრება
და მღვდელმსახურება.
4 საპატრიარქოს
უწყებანი N4
5-11 თებერვალი 2009წ გვ.6
ხელდასხმა
13
დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო
ტაძარში ჭყონდიდელმა მთავარეპისკოპოსმა პეტრემ (ცაავა) ბერად აღკვეცა მორჩილები გიორგი ლიპარტელიანი (ეწოდა ვახტანგი) და ბესარიონ
ალადაშვილი (ეწოდა ანდრია)
4-2
საპატრიარქოს უწყებანი N4 5-11 თებერვალი 2009წ გვ.18
კათოლიკოს-პატრიარქი
კირიონი II (საძაგლიშვილი) 1854-1918
კათოლიკოს-პატრიარქი
კირიონი — ერისკაცობაში გიორგი იერონიმეს ძე საძაგლიშვილი 1854 წლის 10 ნოემბერს დუშეთის
მაზრაში, სოფელ მლეთაში მღვდლის ოჯახში დაიბადა. მისი წინაპრები გამორჩეული სასულიერო
პირები იყვნენ. გიორგის პაპა, მღვდელი გაბრიელი, 1826 წელს მოხსენიებულია ოსეთის გამაქრისტიანებელი
კომიტეტის წევრად და დიდი წვლილიც აქვს ამ საქმეში შეტანილი. უფრო ადრე კი დიდი პაპა,
მღვდელი ბესარიონი, მოხსენიებულია XVIII საუკუნის II ნახევარში, როდესაც არქიმანდრიტ
გაიოზთან (ბარათაშვილი, შემდგომში ასტრახანისა და მოზდოკის მთავარეპისკოპოსი) რომელიც
ერეკლე II-მ და ანტონ კათალიკოსმა გაგზავნეს ჩრდილო კავკასიაში ქრისტიანობის გასავრცელებლად.
მღვდელი ბესარიონი ქადაგებდა ქრისტიანობას ინგუშეთში, დიდოეთსა და ქისტეთში სასულიერო
სასწავლებლის სრული კურსის დასრულების შემდეგ, 1870 წელს გიორგი თბილისის სასულიერო
სემინარიაში ჩაირიცხა, რომელიც 1876 წელს დაამთავრა და, როგორც საუკეთესო მოწაფე, სახელმწიფო
ხარჯით გაიგზავნა კიევის სასულიერო აკადემიაში. აკადემია მან 1880 წელს ღვთისმეტყველების
კანდიდატის ხარისხით დაასრულა. 1880 წლის 1 აგვისტოს დაინიშნა ოდესის სასულიერო სემინარიის
ინსპექტორის თანაშემწედ. 1883 წლის 10 ნოემბერს საქართ-ველოს ეგზარქოსის პავლეს (ლებედევი)
განკარგულებით გადმოვიდა თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწედ.
1884 წელს თელავის მაზრის სამღვდელოებამ დაავალა თელავის სასულიერო სასწავლებლის
1875-84 წლების ანგარიშის შედგენა. პარალელურად ასწავლიდა რუსეთის სამოქალაქო ისტორიას
თელავის წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელში. იყო თელავის სასულიერო სასწავლებელთან არსებული
ბიბლიოთეკის გაფართოება-გაზრდის კომიტეტის წევრი. 1885-90 წლებში გორის სასულიერო სასწავლებელში
მუშაობდა იმავე თანამდებობაზე. გორში მუშაობის დროს დაინიშნა ნიქოზის ძველი ეკლესიის
აღმდგენელი.კომისიის წევრად; 1890 წელს, ქუთაისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელში —
რუსული ენის მასწავლებლად. 1891 წლის 16 ივნისს დაინიშნა მეტეხის უძველესი ეკლესიის
აღმდგენელი კომისიის წევრად. ამავე წლის 10 ოქტომბრიდან კი თბილისის სასულიერო სასწავლებელშია
ქართული ენის მასწავლებლად. 1893 წელს გულმოდგინე სამსახურისათვის და ზემო ნიქოზის
ეკლესიის განახლებისათვის, უწმიდესი სინოდის მიერ ებოძა სიგელი და ლოცვა-კურთხევა.
1896 წლის 24 სექტემბერს აირჩიეს ქართული ბიბლიის შემასწორებელ კომისიაში და სიონის
ტაძართან არსებულითბილისის სიძველეთა კომიტეტის წევრად. ამავე წლის 2 ნოემბერს ეგზარქოსების
კარის ეკლესიაში ექვსფსალმუნების წაკითხვის შემდეგ ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი)
ბერად აღკვეცა და სახელად კირიონი უწოდა. მეორე დღეს დიაკვნად აკურთხეს, 9 ნოემბერს
კი მღვდლად დაასხეს ხელი. 15 ნოემბერს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი კომისიის
ინსპექტორად დაინიშნა. ამავე წლის 6 დეკემბერს ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
მიძინე` ' სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად განამწესეს და იმავდროულად იღუმენის
წოდება მიენიჭა. 22 დეკემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა, ხოლო 31 დეკემბრიდან ქართლ-კახეთის
მონასტრების მთავარხუცესია. 1897 წელს საუკეთესო
შრომისათვის და არაერთი მნიშვნელოვანი ისტორიული
გამოკვლევისათვის მოსკოვის საარქეოლოგიო საზოგადოების გამგეობამ საზოგადოების წევრად
აირჩია. 1898 წლის 10 მაისს სიონის საკათედრო ტაძარში ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი)
არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა. აი, რას წერს 1898 წლის 590-ში მისი მოღვაწეობის შესახებ გაზეთი „ცნობის ფურცელი“ — „ინსპექტორობის
დროს არქიმანდრიტმა კირიონმა საუკუნოდ დაუვიწყარი ღვაწლი გაუწია ჩვენს ქვეყანას. ამ
თანამდებობაზე იმსახურა მხოლოდ ცხრამეტი თვე და ამ ხნის განმავლობაში თბილისის გუბერნიაში
აშენდა ყველა იმ სამღვდელოებისათვის ახალი
სახლები, რომლებიც მსახურებენ მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელ საზოგადოების
ეკლესიებში და ამ შენობების კომიტეტებში ყველგან
თავჯდომარედ ბრძანდებოდა. მისივე შრომით და მეცადინეობით აშენდა რამოდენიმე ეკლესია
გორის მაზრაში. აგრეთვე აშენდა ხელ-ახალი სახლები
სკოლებისთვის და ზოგიერთები კი მხოლოდ
4-3
საპატრიარქოს უწყებანი N4 5-11 თებერვალი 2009წ გვ.19
კათოლიკოს-პატრიარქი
კირიონი II (საძაგლიშვილი) 1854-1918(გაგრძელება)
შეკეთდნენ.
მამა კირიონის შუამდგომლობით სამი ერთ-კლასიანი სასწავლებელი გადაკეთდა ორ-კლასიანად:
ერთი — სოფელ ვანათში (გორის მაზრა), მეორე სოფელ ვალეში (ახალციხის მაზრა), და მესამე
სოფელ თიანეთში (თიანეთის მაზრა). სკოლებთან მან დააარსა ბიბლიოთეკები. ზოგიერთ სკოლას
კი თავისი საკუთარი ფულით უყიდა წიგნები და ისე დაუარსა ბიბლიოთეკები. დააარსებინა
ერთი ახალი სასწავლებელი სოფელ აწერისხევში, რომელიც იქნა გადმოტანილი სოფელ ედისიდან.
მოუმატა მასწავლებლებს ჯამაგირები და დღეს ამათი სკოლების მასწავლებლები წელიწადში
იღებენ თვითოეული ოცდათხუთმეტ თუმნიდან ორმოცდაათ თუმნამდე. შეძლებისდაგვარად მასწავებლებად
გზავნიდა უფრო გამოცდილ და განვითაოებულ მასწავლებლებს. იბარებდა მასწავლებლებს თბილისში
საპედაგოგო კურსებზე დასასწრებლად. თვითონაც წელიწადში ერთხელ გაშინჯვის მაგივრად,
სკოლებში წელიწადში რამდენჯერმე მიბრძანდებოდა ხოლმე და მამაშვილურ დარიგებას აძლევდა
მასწავლებლებს, რის გამოც ამ ცოტა ხანში ეს სკოლები სრულიად გამოიცვალნენ. აგრეთვე
ეცადა, ცხინვალში გადმოეტანა საქალებო სასწავლებელი ექვსი კლასის კურსით ვლადიკავკავის
ოლქიდან. მისივე დარიგებით რამდენიმე სომეხმა მოიწადინა შეერთება მართლამადიდებელ ეკლესიასთან,
რის გამოც რამდენიმემ მიართვა თხოვნები საქართველოს ეგზარქოსს ფლაბიანეს. ერთი სიტყვით,
მამა კირიონის ამ მცირე დროში ნამოღვაწევი, დიახ, თვალსაჩინოა. ვისურვებთ, ახალმა მღვდელმთავარმა
ახალს ხარისხზე კიდევ უფრო დიდი სამსახური გაუწიოს ქვეყანას“. 1898 წლის 27 ივნისს
რუსეთის წმინდა სინოდმა ლავერდის ეპარქიის მღვდელმთავრად და საქართველოს ეგზარქოსის
მეორე ქორეპისკოპოსად გამოირჩია. 22 აგვისტოს ეგზარქოსების კარის ეკლესიაში, დღის 12
საათზე, მოხდა მისი წარდგინება ეპისკოპოსად. მეორე დღეს, 23 აგვისტოს სიონის ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი),
გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ალექ-სანდრეს (ოქროპირიძე), იმერეთის ეპისკოპოს ბესარიონისა
(დადიანი) და გორის ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) თანამწირველობით ხელი დაასხა ეპისკოპოსად
და ალავერდის ეპარქიის მმართველად დანიშნა. 1900 წლის 6 მაისს ეპისკოპოსი კირიონი დაჯილდოვდა
წმინდა ანას II ხარისხის ორდენით. ამავე წლის 12 აგვისტოდან კი გორის კათედრაზე იქნა
გა- დაყვანილი. 1902 წლის 10 მარტიდან იგი ბალტსკის ეპისკოპოსია, კამენეც-პოდოლსკის
ვიკარიატში, ხოლო ამავე წლის 6 მაისს დაჯილდოვდა წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენით.
1903 წლის 3 მაისიდან ხერსონის, 1904 წლის 24 აპრილიდან ორიოლის, 1906 წლის 3 თებერვლიდან
სოხუმის, 1907 წლის 25 იანვრიდან კოვნოს ეპარქიის მმართველია. 1908 წლის 15 თებერვალს
პატრიტული მოღვაწეობისთვის რუსეთის ეკლესიის სინოდმა ჩამო- ართვა მღვდელმთავრის ხარისხი
და ჟანდარმერიის მეთვალყურეობის ქვეშ კურაჟის მონასტერში (ხარკო- ვის ეპარქია), შემდეგ
სანაქსირის უდაბნოში (ტამბოვის ეპარქია) და ბოლოს ხერსონის წმინდა ვლადიმირის მო- ნასტერში
გადაასახლეს. 1915 წლის 10 იანვარს დაუბ- რუნეს ხარისხი და დანიშნეს პოლოცკისა და ვიტებსკის
ეპარქიაში. 1917 წლის 12 მარტს (ძვ. სტ.) მცხეთის ათორმეტ- თა მოციქულთა საპატრიარქო
ტაძარში მოხდა საქარ- თველოს საეკლესიო ცხოვრების უდიდესი აქტი. ქართ- ველმა მღვდელმთავრებმა,
სამღვდელოთა კრებულმა და აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ქართვე- ლობამ თავიანთი
წარმომადგენლების პირით გამო- აცხადეს საყოველთაოდ, რომ ამიერიდან საქართვე- ლოს ეკლესია
განაგრძობს თავის ავტოკეფალურ ცხოვრებას, რომლის სვე-ბედს, წინააღმდეგ მსოფლიო კრებათა
დადგენილებისა, ასი წლის განმავლობაში გა- ნაგებდა რუსეთის თვითმპყრობელობა. საქართველოს
ეკლესიის დროებით გამგედ ერთხმად აირჩიეს გურია- სამეგრელოს ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე).
ქართული სამღვდელოების ერთმა ნაწილმა გა- დაწყვიტა, დეპუტაცია გაეგზავნა რუსეთში, ეპისკო-
პოს კირიონთან, და ეთხოვათ მისთვის სამშობლოში დაბრუნება. ამ პერიოდში ვიტებსკში მყოფ
მეუფე კირიონს რუ- სეთის ეკლესიის ობერ-პროკურორმა ლვოვმა პეტროგ- რადისა და ლადოგის
ეპარქიის მწყემსთმთავრობა შეს- თავაზა, რაზედაც მან უარი განაცხადა. 1917 წლის 1 აგვისტოს
ეპისკოპოსი კირიონი თავი- სი თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა ვიტებსკის ეპარქიდან
და საქართველოში დაბრუნდა. იგი აქტიუ- რად ჩაება მშობლიური ეკლესიის საქმიანობაში.
1917..
4-4
საპატრიარქოს უწყებანი N4 5-11 თებერვალი 2009წ გვ.20
კათოლიკოს-პატრიარქი
კირიონი II (საძაგლიშვილი) 1854-1918(გაგრძელება)
წლის
11-17 სექტემბერს გამართულ პირველ საეკ- ლესიო კრებაზე იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად
აირჩიეს. ამავე წლის 1 ოქტომბერს, მცხეთის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო
ტაძარში მოხდა მისი ინტრონიზაცია და ეწოდა სახელად კირიონ II. 1918 წლის 26 ივნისს
კათოლიკოს-პატრიარქი მარტყოფის მონასტერში გაემგზავრა დასასვენებ-ლად. მეორე დილით,
27 ივნისს, კირიონ II თავის ოთახში ტყვიით განგმირული ნახეს. მოხდა საზარელი ამბავი,
რაც ერთ-ერთი სისხლიანი და ტრაგიკული ფურცელია საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. დიდი
ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემდეგ, ეს კიდევ ერთი საშინელი დარტყმა იყო ქართველი ერისათვის.
კათოლიკოს-პატრიარქის ცხედარი 7 ივლისს სიონის საკათედრო ტაძარში დიდი პატივით დაკრძალეს.
2002 წლის 17 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით უწმინდესი და უნეტარესი კირიონ
II წმინდა ნად შეირაცხა. ხსენების დღე (10 ივლისი ახ. სტ.) 1918 წლის 26 იანვარს,
(ძვ. სტ.) წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, ქართველ მეცნიერთა და საზოგადო
მოღვაწთა დიდი მონდომებისა და მეცადინეობის შედეგად გაიხსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
კათოლიკოს-პატრიარქი კირიონი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მიულოცა ეს ღირშესანიშნავი
დღე ქართველ საზოგადოებას და ამ დღესთან დაკავშირებით სიტყვაც წარმოთქვა: რომელსაც
ჩვენი გაზეთის მეორე გვერდზე გთავაზობთ................
5 საპატრიარქოს
უწყებანი N5
12-18თებერვალი 2009წ გვ.18
კათოლიკოს-პატრიარქი
ლეონიდე (ოქროპირიძე) 1861-1821
კათოლიკოს-პატრიარქი
ლეონიდე — ერისკაცობაში ლონგინოზ სოლომონის ძე ოქროპირიძე დაიბადა 1861 წლის 15 თებერვალს,
მღვდლის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მამის ზედამხედველობით მიიღო, შემდეგ
კი მისაღები გამოცდები ჩააბარა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, სადაც ახალგაზრდა
ლონგინოზი მუდამ პირველი იყო სწავლითა და სათნო ხასიათით, ხოლო მასწავლებლებსა და მოსწავლეთა
შორის საყვარელ პიროვნებად იყო მიჩნეული. მეგობრები მას კრძალულებისა და ღვთივსათნო
ცხოვრებისათვის სას წავლებელშივე „ბერს“ ეძახდნენ. სასულიერო მოღვაწების მისწრაფება
და სამონაზვნო ცხოვრებისადმი ტრფიალი მას თანდათან ემატებოდა და უძლიერდებოდა. თბილისის
სასულიერო სასწავლებლიდან სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში გადავიდა, რომელიც
1884 წლის 2 ივნისს დაამთავრა და ამავე წლის 31 აგვისტოს კიევის სასულიერო აკადემიაში
ჩაირიცხა. აკადემიაში სწავლის პერიოდში, მეოთხე კურსზე გადასვლისას, ითხოვა მონაზვნად
აღკვეცა. 1887 წლის 19 ივნისს აკადემიის რექტორმა, ეპისკოპოსმა სილვესტერმა (მალევანსკი)
მონაზვნად აღკვეცა იგი და სახელად ლეონიდე უწოდა. ამავე წლის 29 ივნისს დიაკვნად აკურთხეს,
ხოლო 1888 წლის 2 მაისს — მღვდლად დაასხეს ხელი. 1888 წლის 14 ივნისს დაამთავრა კიევის
სასულიერო აკადემია, ღვთისმეტყველების მაგისტრის კანდიდატის ხარის- ხით და საქართველოში
დაბრუნდა. მაშინდელმა ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) მღვდელმონაზონ ლეონიდეს ძალიან ძნელი
და მეტად საპასუხისმგებლო მოვალეობა დააკისრა: 1888 წლის 20 ოქტომბრიდან საქართველოს
საეგზარქოსომ მთიანეთში — საინ-გილოში, ფშავ-ხევსურეთში, მთიულეთსა და ოსეთში ქრისტიანობის
აღმდგენელი კომიტეტის ინსპექტორად განაწესა. თავისი მოღვაწეობის დაწყებისთანავე მან,
თავაზიანმა და გულახდილმა მოძღვარმა, დაიახლოვა და გვერდში ამოიყენა ყველა, ვისთანაც
კი საქმე უნდა დაეჭირა, გაამხნევა თითქმის სასოწარკვეთილებამდე მისული ქრისტიანობის
აღმდგენელი საზოგადოების მასწავლებლები, გაუღვიძა მოწაფეებს ცნობისმოყვარეობა სწავლის
მიმართ და მათ მშობლებს ბავშვების ქრისტიანული სარწმუნოებით აღზრდის უპირატესობა და
საჭიროება შეაგნებინა. განწესებისას მან ჩაიბარა 25 სასწავლებელი და მცირე ხანში გააორმაგა
მათი რიცხვი. მისი მოღვაწე ბის შესახებ გაზეთი „ივერია“ წერდა: „ამ თხუთმეტიოდე წლის
წინ ჩრდილო ოსეთში სულ ათი-თხუთმეტი სკოლა მოიპოვებოდა და ისიც კავკასიაში, ქრისტიანობის
აღმდგენელი საზოგადოების ხარჯით აშენებული. მაშინდელი ოსები დიდი ხალისით კი არ გზავნიდნენ
თავიანთ შვილებს სკოლაში, არამედ თითქმის საყვედურით. მაგრამ ჩრდილოეთის მხრის ოსებმა
სწავლის მნიშვნელობა მალე შეიგნეს, მომეტებულად მას დღეს აქეთ, რაც მათი სკოლების ინსპექტორად
დაინიშნა დიდად პატივცემული ეხლანდელი იმერეთის ეპისკოპოსი ლეონიდე, მაშინ ისევ მღვდელმონაზონი.
მათი მეუფება მობრძანდებოდა თუ არა აქაურ სკოლებში, მაშინვე სოფლის ყრილობას ახდენდა
და მცხოვრებთ ტკბილის მოძღვრებით ესაუბრებოდა, თუ სწავლა-განათლებას რა მნიშვნელობა
აქვს... კეთილმა თესლმა კეთილი ნაყოფი გამოიღო და ეს რჩევა-დარიგება უნაყოფოდ არ დარჩა.“
1889 წლის 1 იანვარს ერთგული სამსახურისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის საგვერდულით
დაჯილდოვდა. ამავე წლის 2 აგვისტოს დაინიშნა საქართველოს საეპარქიო სასწავლებლების
კომიტეტის წევრად. 1890 წელს მღვდელ-მონაზონმა ლეონიდემ საინგილოში, სოფელ კახში დააარსა
ქალთა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, რაც იმ მხარეში სასიხარულო მოვლენად იქცა. 1892 წელს
სოფელ თასმალოში ქრისტიანობაზე მოაქცია 62 სული განდგომი-ლი და მათი მსგავსი ინგილოები.
მამა ლეონიდე დიდ ყურადღებას აქცევდა ქართული ენისა და საეკლესიო გალობის საქმეს სასულიერო
სემინარიაში, სხვადასხვა სასწავლებლებსა და თბილისის საეპარ-.
5-1
საპატრიარქოს უწყებანი N5 12-18თებერვალი 2009წ გვ.19
კათოლიკოს-პატრიარქი
ლეონიდე (ოქროპირიძე) 1861-1821 (გაგრძელება)
...ქიო
დედათა სასწავლებელში. გულმხურვალედ ეპყრობოდა ქართული საეკლესიო გალობის აღდგენის
საქმეს. 1892 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა, რომელიც 23 მაისს, სიონის
საკათედრო ტაძარში, სულიწმიდის მოფენის სადღესასწაულო წირვის დროს გადაეცა. 1892 წლის
30 ოქტომბერს სასწავლებელში დამსახურებული მოღვაწეობისათვის მღვდელმთავრული მადლობა
გამოეცხადა. ამავე წლის 1 ნოემბერს, სიონის საკათედრო ტაძარ- საქართველოს ეგზარქოსმა
ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) იღუმენის წოდება მიანიჭა და ზე- დაზნის მონასტრის წინამძღვრად
განაწესა. 1893 წლის 9-16 აპრილის წმინდა სინოდის ბრძანების ფანეს სახელობის მონასტრის
წინამძღვრად დაინიშნა და ამავე წლის 6 მაისს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1893 წლის
24 ნოემბერს დაინიშნა აღმოსავლეთ საქართველოს მონასტრების მთავარხუცესად. 1896 წლის
15 მაისს არქიმანდრიტი ლეონიდე დაჯილდოვდა წმიდა ანას III ხარისხის ორდენით. 1896 წლის
24 სექტემბერს კი დაინიშნა ქართული ებლის შემსწორებელი კომისიის თავმჯდომარედ. „ძავე
წლის 7-10 ნოემბრის, წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე, გადადგა მთავარხუცესობიდან,
ინსპექტორის თანამდებობიდან და საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად აირჩიეს.
1897 წლის 14 ივლისს გადაიყვანეს გარეჯის წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრად.
1898 წლის 20 მარტს წმიდა სინოდმა საქართველოს საეგზარქოსოს პირველ ქორეპისკოპოსად
და გორის ეპარქიის მმართველად გამოარჩიეს. ამავე წლის 19 აპრილს სიონის საკათედრო ტაძარში
მოხდა მისი ეპისკოპოსად ხელდასხმა. ქიროტონიის წესი შეასრულეს: საქართველოს ეგზარქოსმა
— მთავარეპისკოპოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი), გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ
(ოქროპირიძე), ალავერდის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) და ვლადიკავკაზის ეპისკოპოსმა
ვლადიმერმა. ამავე წლის 20 მაისს ეპისკოპოსი ლეონიდე ქართული საღვთისმსახურო წიგნების
შემასწორებელი კომისიისთავჯდომარედ დაინიშნა, ხოლო 31 აგვისტოს სინოდალურ კანტორაში,
უშტატო წევრად განაწესეს. 1900 წლის 6 მაისს დაჯილდოვდა წმინდა ანას II ხარისხის ორდენით.
1900 წლის 12 აგვისტოს იმერეთის ეპარქიის მღვდელმთავრად გადაიყვანეს. 1903 წლის 6 მაისს
დაჯილდოვდა წმინდა ვლადიმი-რის III ხარისხის ორდენით. 1907 წლის დეკემბერში ჩააბარეს
შიომღვიმის მონასტრის წინამძღვ-რობა. 1908 წლის 1 თებერვალს დაინიშნა გურია-სამეგრელოს
ეპარქიის მმართველად. 1911 წლის 7 დეკემბერს გათავისუფლდა შიო-მღვიმის მონასტრის წინამძღვრობიდან.
1914 წლის 6 მაისს დაჯილდოვდა წმინდა ანას I ხარისხის ორდენით. 1915 წლის 16 თებერვალს
ისევ დაინიშნა შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრად. 1917 წლის თებერვალში რუსეთში მომხდარი
სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ დაემხო ნიკოლოზ II-ის ხელისუფლება. ქართველმა მოწინავე
სამღვდელოებამ დროულად მიიჩნია ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. ყველაზე მეტად
აქტიურობდა გორის ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე). მან დაიყოლია მეუფე ლეონიდე გადაედგათ
ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი. 1917 წლის 12 მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში
ეპისკოპოსმა ლეონიდემ, სხვა ქართველ მღვდელმთავრებთან თანამწირველობით შეასრულა საგანგებო
წირვა, რომლის დროსაც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია
აღდგენილად გა..
5-2
საპატრიარქოს უწყებანი N5 12-18თებერვალი 2009წ გვ.20
კათოლიკოს-პატრიარქი
ლეონიდე (ოქროპირიძე) 1861-1821 (დასასრული)
.მოცხადდა.
13 მარტს ეპისკოპოსმა ლეონიდემ საქართველოს ეგზარქოს პლატონს განუცხადა, რომ იგი გათავისუფლებულია
თანამდებობიდან და ჩამორთმეული აქვს საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობა. 14 მარტს
ეპისკოპოს ლეონიდეს თავმჯდომარეობით გაიმართა სამღვდელოების კრება, რომელმაც დაადგინა,
რომ სიონის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა ქართულად ჩატარდეს. 1917 წლის 12 აგვისტოს
ეპისკოპოსი ლეონიდე აირჩიეს თბილისის კათედრაზე და მეორე დღეს მიენიჭა თბილელი მიტროპოლიტის
წოდება. 1917 წლის 8-17 სექტემბრის I საეკლესიო კრებაზე მიტროპოლიტი ლეონიდე 11 ხმით
დამარცხდა ეპისკოპოს კირიონთან, რის შემდეგაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად აირჩიეს
ეპისკოპოსი კირიონი, კირიონ II-ის სახელით. მიტროპოლიტი ლეონიდე კი თბილელის კათედრაზე
დარჩა და წირვა-ლოცვას სიონის საკათედრო ტაძარში აღასრულებდა. კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ
II-ის გარდაცვალების შემდეგ მიტროპოლიტი ლეონიდე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად
აირჩიეს. 1919 წლის 23 თებერვალს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღესრულა მისი ინტრონიზაცია.
უწმიდესისა და უნეტარესის ლეონიდეს მმართველობის პერიოდში კომუნისტებმა მოახდინეს საქართველოს
ანექსია, რის შემდეგაც ქვეყანა უმძიმეს გასაჭირში ჩავარდა: სურსათის სიმცირეს, სასმელი
წყალის ნაკლებობაც ერთვოდა, ხალხს სასმელად ვარგისი წყალი მტკვრიდან ამოჰქონდათ, მორჩილებმა
კათოლიკოს-პატრიარქს შეს- თავაზეს, რომ მისთვის წყალი თბილისიდან მოშორებით მდებარე
წყაროდან მოეტანათ, მაგრამ უწმინდესმა განაცხადა: „მეც იმავე წყლით ვისარგებლებ, რომლითაც
ჩემი სულიერი შვილები სარგებლობენო.“ ამან კი გამოიწვია ის, რომ კათოლიკოს-პატრიარქს
შავი ჭირი დაემართა და 1921 წლის 11 ივნისს გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია სიონის საპატრიარქო
ტა- ძარში. ეპისკოპოს ლეონიდეს გამოცემული აქვს ქადაგებათა კრებული. მისი სიტყვანი
და მოძღვრებანი იბეჭდებოდა საქართველოში გმომავალ თითქმის ყველა ჟურნალ-გაზეთში.
6 საპატრიარქოს
უწყებანი N6
19-25თებერვალი 2009წ გვ.15
არქიმანდრიტი
ნიკოლოზი (ნამორაძე) 1872-1924
არქიმანდრიტი
ნიკოლოზი ერისკაცობაში ნიკოლოზ ზაქარიას ძე ნამორაძე 1872 წელს დუშეთის მაზრის ერთ-ერთ
სოფელში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. 1885-89 წლებში თელავის სასულიერო სასწავლებელში
სწავლობდა. 1889-95 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტია. 1895 წელს პეტერბურის
სასულიერო აკადემიაში აგრძელებს სწავლას, რომელიც 1899 წელს ღვთისმეტყველების მაგისტრის
კანდიდატის ხარისხით დაამთავრა, დაიცვა რა საკანდიდატო თემა: „საქართველოს საეკლესიო
მმართველობა რუსეთთან შეერთებამდე.“ საქართველოში დაბრუნებული ნიკოლოზი, 1901 წლის
10 იანვარს თბილისის სასულიერო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1902 წლის 1 მარტს საქართველოს ეგზარქოსმა ალექსი I-მა (ოპოცკი) ბერად აღკვეცა და სახელად
ისევ ნიკოლოზი უწოდა. მეორე დღეს დიაკვნად აკურთხა, 4 მარტს კი — მღვდლად დაასხა ხელი.
1902 წლის 5 ივლისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1904 წლის სექტემბერერს წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე გელათის ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარად დაინიშნა და არქიმანდრიტის
წოდება მიენიჭა. აი, რას წერს გაზეთ „ივერიის“ 1904 წლის სექტემბრის ერთ-ერთ ნომერში
ვინმე პიროვნება „ილია თეზბიტელი“-ს ფსევდონიმით: „ერთ დროს დიდებული გელათის მონასტერი
მოუთმენლად მოელოდა მხნე წინამძღვარს, და აკი კიდეც მიეცა ასეთი წინამძღვარი ― რომელიც
აღირჩიეს საქართველოს ეგზარქოსმა მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ალექსიმ და იმერეთის მღვდელმთავარმა
ლეონიდემ. ეს წინამძღვარია მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზი. ერისკაცობაშიაც ნიკოლოზი ერქვა.
მისი გვარია ნამორაძე. დღეს ოცდათორმეტი წლისაა. სწავლა დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო
აკადემიაში ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით. მას უკან ქართული ენის მასწავლებლად
და გამგეობის წევრად მსახურებდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში. აქ, თბილისშივე
ითვლევბოდა საეკლესიო სიძველეთა საცავის წევრად და ერთ დროს ასწავლიდა ქართულ ენას
და ანგარიშს ქართველ ქალთა ამხანაგობის სკოლაში. ნივთიერად ხელმოკლე მღვდელ-მონაზონი
ქველმოქმედიცაა. მისი ხარჯით იზრდება ორი ღარიბი მოწაფე. მამა ნიკოლოზი ლექსების წერის
ნიჭსაც არაა მოკლებული. ხასიათითმშვიდი, წყნარი და მშვიდობის მოყვარეა. ზედმიწევნით
იცის ქართული საერო და სასულიერო მწერლობა. ქართულ ქადაგებათა წარმოთქმაც დიდად ეხერხება.
ყოვლადსამღვდელო ლეონიდი მალე შემოსავს მას არქიმანდრიტის ხარისხით. მომავალი არქიმანდრიტი
ნიკოლოზი, გელათის მონასტრის წინამძღვარი, მუყაითი, მარჯვე, მხნე, სასარგებლო მოღვაწეობის
გულმხურვალე მოყვარულია. ეჭვს გარეშეა, რომ მტკიცე ენერგიის თავგამოდებას, ბევრი რამ
შეუძლიან. ვინ არ იცის, რომ სულის ძალის ნაყოფია კაცობრიობის დღევანდელი წარმატება.
იმედია, რომ მომავალი არქიმანდრიტი წრფელის გულით შეიყვარების დავით-თამარის სავანეს,
სადაც ამ დიდებულ მეფეთა სული იქცევის და მადლი ისადგურებს. ეცდება აღაყვავოს იგი თვისის
მღვდელმ-თავრის ლეონიდის ლოცვა-კურთხევით და დარიგე-..
6-1
საპატრიარქოს უწყებანი N6 19-25თებერვალი 2009წ გვ.16
არქიმანდრიტი
ნიკოლოზი (ნამორაძე) 1872-1924(დასასრული)
..
ბით და აღუდგინოს ძველი, აწ დაკარგული სახელი და დიდება“. 1906 წლის 31 ივლისს მამა
ნიკოლოზი ანტისაეკლესიო და მთავრობის საწინააღმდეგო მოქმედებისათვის, ასევე რევოლუციურ
მოძრაობაში მონაწილეობისათვის, გაათავისუფლეს გელათის მონასტრის წინამძღვრობიდან, აუკრძალეს
ღვთისმსახურება და მიუსაჯეს რუსეთში, ხარკოვის ეპარქიის სვიატოგორსკის ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის უდაბნოში გადასახლება. არქიმანდრიტი ნიკოლოზი არ
დაემორჩილა ამ ბრძანებას, გაიხადა ანაფორა და არალეგალურად ცხოვრობდა თბილისში. თავის
ირჩენდა ლიტერატურული შრომით. შეეკედლა სოციალისტ-ფედერაციული გაზეთის რედაქციას.
1908 წლის 28 მაისს რევოლვერით მოკლა საქართველოს ეგზარქოსი ნიკონი (სოფისკი) და იძულებული
გახდა სტამბულში გაქცეულიყო. მამა ნიკოლოზი სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა მონასტერში
ცხოვრობდა. მისი იქ ყოფნის პერიოდში, ერთ საინტერესო ფაქტს ჰქონდა ადგილი. 1911 წელს
ქართველებზე გაბოროტებულმა ათონის მთის ივერონის მონასტრის ბერძენმა ბერებმა საჩივარი
შეიტანეს უმაღლეს მმართველ ორგანოში პროტატში: „ქართველები არ გვემორჩილებიან და გთხოვთ,
მიიღოთ ზომები: ან დაგვიმორჩილეთ, ან განდევნეთო“. საჩივარი სტამბოლში სულთანის კა-
რამდე ჩავიდა. ეს ამბავი იქ მყოფმა არქიმანდრიტმა ნიკოლოზმაც გაიგო. იგი სასწრაფოდ
დაუკავშირდა სულთნის კართან დაახლოებულ მუსულმან ქართველებს, გვარად ირემაძეებს და
მათი საშუალებით ათონზე გაიგზავნა მოთხოვნა, თავი დაენებებინათ ქართველი ბერებისათვის.
მისმა მცდელობამ მცირე ხნით ქართველი ბერები ათონის მთიდან გამოდევ- ნისაგან იხსნა.
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, სადაც კვლავ აღუდგინეს
მღვდელმსახურება და ხარისხი. არქიმანდრიტი ნიკოლოზი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს
მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის I, II და III საეკლესიო კრებებზე. აპირებდნენ
მის მღვდელმთავრად კურთხევასაც, რასაც კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II არ დათანხმდა.
1917 წლის 13 ოქტომბრიდან იგი დროებით განაგებდა გელათის მონასტერს, 1918-23 წლებში
კი მოწამეთას წმინდა დავით და კონსტანტინეს სახე-ლობის მონასტრის წინამძღვარია. 1923
წელს კომუნისტებმა მოწამეთას მონასტერი დაარბიეს. წინამძღვარი და ბერები ძალით გამოდევნეს
იქიდან. არქიმანდრიტი ნიკოლოზი იქვე, ტყეში დასახლებულა სამოღვაწეოდ. უცნობია მისი
აღსრულების თარიღი და გარემოებანი. 1924 წელს დაწერილ ერთ-ერთ საბუთზე მისი ხელმოწერაა,
საიდანაც ცხადი ხდება, რომ იგი ამ დროს ჯერ კიდევ ცოცხალია. ზოგიერთი ძველი თაობის
წარმომადგენელთა გადმოცემის თანახმად, იგი ტყეში გარეული ცხოველების მსხვერპლი გახდა.
7 საპატრიარქოს
უწყებანი N7 26თებერვალი-4მარტი
2009წ გვ.7
დაჯილდოება
22
თებერვალს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა ნიქოზისა და ცხინვალის სამღვდელოების
წარმომადგენლები: მღვდელი დავითი დურგლიშვილი ჯვრით და მიენიჭა დეკანოზის წოდება; მღვდელი
რაჟდენი კინწური — ოქროს ჯვრით და მიენიჭა დეკანოზის წოდება; მღვდელი გიორგი დათაშვილი
დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის და დეკანოზობის წოდებით კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით
ნიქოზის საკათედრო ტაძარში წირვაზე მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურიას) მიერ.
9 საპატრიარქოს
უწყებანი N9
12-18მარტი2009წ გვ.3
დაჯილდოება
8 მარტს
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი
ლავრენტი ბუზიაშვილი მიტრით დააჯილდოვა.
ხელდასხმა
7 მარტს
ნინოწმინდისა და საგარეჯოს ეპისკოპსმა ლუკამ (ლომიძემ) ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის
საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ დავით ჩეკურაშვილს.
9-1
საპატრიარქოს უწყებანი N9 12-18მარტი2009წ გვ.19
მღვდელი
არსენ კვირკველია 1887-1980
მღვდელი
არსენი 1887 წელს სამეგრელოში, სოფელ გარახში, მღვდლის ანდრია კვირკველიას ოჯახში დაიბადა.
ჭეშმარიტ ქრისტიანულ გარემოში მყოფი, ბავშობიდანვე მართლმადიდებელი ეკლესიის სულისკვეთებით
იზრდებოდა. დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ კი XX ს-ის დასაწყისში
თბილისის სასულიერო სემინარია. სასწავლებელში ყოფნის პერიოდს მამა არსენი სიჭარმაგეში
ტკბილად იგონებდა. XX საუკუნის 10-იან წლების ბოლოს მამა არსენს დიაკვნად და მღვდლად
დაასხეს ხელი და გარახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
მისი მსახურების დასაწყისი დაემთხვა მკაცრი რეაქციის პერიოდს, 20-იანი წლები მძიმე
ხანა იყო საქართველოს ისტორიაში, ერს ტკივილიანი საცდური მოეძალა. როგორც სხვაგან,
სოფელ გარახის ეკლესიაც დაკეტეს —კლუბად გადააკეთეს, ხატები წაიღეს. თანამედროვეთა
გადმოცემით, ვერცხლის ჯამები ჩხო-როწყუს მილიციამ ჩაიბარა. ზარი სახანძრო ნაწილისათვის
გადაუციათ, ქრისტიანები კი იდევნებოდნენ. ამ წლებმა კიდევ უფრო განამტკიცა და სულიერად
გაამდიდრა მამა არსენი, ამდენი განსაცდელისა და გაჭირვების
9-2
საპატრიარქოს უწყებანი N9 12-18მარტი2009წ გვ.20
მღვდელი
არსენ კვირკველია 1887-1980(დასასრული)
დათმენამ
თავისი ნაყოფი გამოიღო, როცა უკეთურმა ჟამმა გადაიარა. მას აიძულებდნენ გაეკრიჭა წვერი,
თავი დაენებებინა ღვთისმსახურებისათვის, მაგრამ ის თავისი რწმენის, უფლისადმი სიყვარულის
ერთგული დარჩა. XX საუკუნის ბოლო მეოთხედში, 1978 წლის ივ-ლისში, უფლის ნებით, იგი
ისევ შეიმოსა მღვდელმსახურის სამოსით. დოკუმენტში ვკითხულობთ: „მღვდელ არსენ კვირკველიას!
მცხოვრებს ჩხოროწყუს რაიონი, სოფელ ზედა გარახში, გაძლევთ ლოცვა-კურთხევას, რომ ძალისაებრ
შენისა, შეასრულო ყოველგვარი მღვდელმოქმედება, რისი შესრულებაც ჯერ არს მღვდლისაგან,
დღევანდელი დღიდან — 9. VII. 1978 წელი იოანე ჭყონდიდელი ეპისკოპოსი“. ჭეშმარიტად სასიხარულო
იყო საუკუნეს მიღ–წეული მხცოვანი მღვდლის შეხვედრა სენაკის სამღვდელმთავრო სახლში სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან. კათოლიკოს-პატრიარქმა
დიდი სიყვარულით მიიღო მამა არსენი, მასთან საუბრისას უწმიდესს აღუნიშნავს: „ახლა რა
ბრწყინვალედ გალობა და წარმომიდგენია შენი
ადრინდელი ეკლესიაში მსახურებაო“. იმ დღიდან ჩხოროწყუელებს შესაძლებლობა ჰქონდათ სახლში
მისულიყვნენ მოძღვართან, რომელიც უშურველად აღასრულებდა ნათლობის საიდუმლოს, წესის
აგებას. მამა არსენს მეუღლე ადრე გარდაეცვალა. ჰყავდა ორი ტყუპი შვილი ― ბორისი და
გლები. ორივე გარდაცვლილები არიან. გლების 6 ვაჟიშვილი დარჩა. ყველა დაოჯახებულია.
უფროსს იერო– ნიმე ჰქვია. ბორისს 2 შვილი დარჩა. მამა არსენის შვილიშვილები, შვილთაშვილები
პატიოსნებით, უფლისადმი სიყვარულით გამოირჩევიან. მღვდელი არსენი გამოირჩეოდა თავმდაბლობით,
უფლისადმი ღრმა სიყვარულით. განსაკუთრებით უყვარდა პატარებთან საუბარი. ურიგებდა მათ
ხურდა ფულს, ხშირად ლოცავდა. მღვდელი არსენი 1980 წლის 7 მარტს აღესრულა. დაკრძალულია
გარახის უბნის ცენტრალურ სასაფლაოზე. ინფორმაციის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით ზაურ
ჯალაღონიას და ვახტანგ მამფორიას
10
საპატრიარქოს უწყებანი N10 19-25მარტი 2009წ გვ.8
დაჯილდოება
15
მარტს თბილის ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კა-თოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა: დეკანოზი ბესარიონ მენაბდე — ჯვრით და მიტრით დეკანოზი
ალექსანდრე ბოლქვაძე — მიტრით.
ხელდასხმა
8 მარტს
რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ცურტავის ეპისკოპოსმა
იოანემ (გამრეკელმა) დიაკვნად აკურთხა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო
ლავრის ბერი ანდრია (სილაგაძე).
***
8 მარტს
ნინოწმიდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმიდისა ეპისკოპოსმა
ლუკამ (ლომიძემ) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის თაბორის მთის მაცხოვრის ფერისცვალების
სახელობის მონასტრის ბერ-დიაკონ ნათანაელს (მდივანს) და დიაკვნად აკურთხა საქართველოს
საპატრიარქოს რეზიდენციის ბერი ვახტანგი (ლიპარტელიანი). 15 მარტს რუსთავის წმინდა
ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ცურტავის ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელმა)
დიაკვნად აკურთხა ბერი ნერსე (სამხარაძე). ბერ-დიაკონი ნერსე კოჯორში იმსახურებს.
აღკვეცა
10
მარტს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში არქიმანდრიტმა
ილიამ (ნასიძე) ბერად აღკვეცა მორჩილი გიორგი ბერაძე და სახელად გრიგოლი უწოდა.
სამძიმარი
საპატრიარქოს
პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ 14 მარტს გარდაიცვალა თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების
სახელობის დედათა მონასტრის მონაზონი თეოდორა (მათიაშვილი). 17 მარტს დედა თეოდორა
მარტყოფის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტრის ეზოში
დაასაფლავეს.
10-1
საპატრიარქოს უწყებანი N10 19-25მარტი 2009წ გვ.19
ეპისკოპოსი
ბართლომე (ჩიჩუა) 1804-1864
ეპისკოპოსი
ბართლომე — ერისკაცობაში ბესარიონ ხახუს ძე ჩიჩუა ― 1804 წელს სამეგრელოში, თავადის
ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. 1820 წლიდან ხობის ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში მიაბარეს, სადაც საფუძვლიანად
შეისწავლა საღმრთო წერილი, წერა-კითხვა, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი. 1834-36 წლებში
ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის მორჩილია. 1836 წლიდან ისევ ხობის მონასტერშია.
1837 წლის 30 დეკემბერს სამეგრელოს მთავარი ლევან დიანი სამეგრელოს ეპისკოპოსს გიორგის
(კუხალაშვილს) წერს: „გარდაცვალებულის თავადისა ჩემისა ხახუ ჩიჩუას ძე, მორჩილებასა
შინა მყოფი ბესარიონ ჩიჩუა შემოვიდა რა ჩემთან თხოვნითა თვისითა და განმიცხადა რა,
რომელ წრფელისა სურვილისა გამო თვისისა მეთექვსმეტესა წელსა შობიდგან თვისისა შესულა
მორჩილებასა შინა და დაუყვიეს მას შინა თოთხმეტი წელი. მთხოვა ნების მიცემა და წარწერა
ვისდამიცა ჯერ არს აღკვეცად და ხელდასხმად მისსა, ადგილსა მყოფოს ხოფის მონასტერსსა
შინა მღვდელ-მონაზონის მასსა. ვითარისა თხოვნისა გამო, ვითხოვ რა მორჩილისა ბესარიონ
ჩიჩუას საეროს ცხოვრებისაგან, ვაძლევ მას ამით ნებას შესვლად შავსა სასულიერო წოკებასა
შინა და თქვენ წარმოგიგზავნი რა არზასა მისსა, მოგიწერ უკეთუ სასულიეროს მხრით დაბრკოლება
არა ნახო რა მას შინა, მაშინ წარადგინო, სადაცა ჯერ არს სია ნამსახურებათა მისისა და
გამოითხოვო მისთვის აღკვეცა ბერობისა სქემისა და კურთხევა დიაკონობისა და მღვდელ-მონაზონობისა“.
1840 წლის 31 დეკემბერს მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო
ტაძარში სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (კუხალაშვილმა) მორჩილი ბესარიონი ბერად აღკვეცა
და სახელად ბართლომე უწოდა. 1841 წლის 30 მარტს კი დიაკვნად აკურთხა. 1846 წლის 1 ოქტომბერს
ეპისკოპოსმა ანტონმა. (დადიანმა) მღვდლად დაასხა ხელი. 1854 წლის 1 აგვისტოს ცაგერის
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა
და იღუმენის წოდება მიენიჭა. 1857 წლის 7 მარტს ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების
სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს და არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა.
1863 წლის 1 იანვარს თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის
საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი), გორის ეპისკოპოსმა გერონტიმ
(პაპიტაშვილმა) და იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძემ) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი
და სამეგრელოს ეპარქიის მმართველად დაინიშნა. 1863 წლის 22 იანვარს მეუფე ბართლომემ
პირველი სამღვდელმთავრო წირვა აღასრულა მარტვილის საკათედრო ტაძარში, სადაც მას ეპისკოპოსად
ხელდასხმა სამღვდელოების სახელით დეკანოზმა ლუკა გაწერელიამ მიულოცა: „ყოვლადუსამღვდელოესო
მეუფეო! სახარულევანი შემთხვევა, რომელსაცა მოელოდა კათედრა ესე, სრულ იქმნა სანუგეშოდ
სამეგრელოს საზოგადოებათა. დაუსაბამომან განგებულებამან ღვთისამან, კეთილ-მნებებელობითა
ყოვლად მოწყალისა ხელმწიფისა ჩვენისათა, აღმოგირჩიათ თქვენ, სამეგრელოს შვილი, მწყემსმთავრად
მისვე მინგრელიის ეპარქიისა. ჩვენ ვსასოებთ, რომელ მმართველობა და მწყსვა თქვენი ამა
ეპარქიასა შინა იქმნებიან კეთილნი და ნაყოფიერნი, ვითარცა ძველთა მღვდელმთავართა, ჩვენთა
მემამულეთა, რომელნიცა, შეძლებისაებრ მათისა, ფრიად მეცადინეობდნენ განმტკიცებისათვის
ყოვლისა ქრისტიანობრივისა წესისა სამეგრელოს შინა. მოწყალეო მწყემსმთავარო! სამღვდელონი
მენგრელიისა შევსწირავთ დიდ- სა მადლობასა და თაყვანისცემასა მამასა ზეცათასა, და ვილოცავთ
ყოვლად მოწყალისა ხელმწიფისა ჩვენისათვის მონიჭებისათვის ჩვენდა ესრეთისა მწყემსმთავრისა.
ჩვენ ყოველნი სულიერითა სიხარულითა ვისწრაფით მიგებებად თქვენდა, ვითარცა ახლისა მწყემსმთავრისა
ჩვენისა, და მოგილოცავთ მღვდელმთავრობასა და აღსვლასა მარტვილის კათედრასა ზედა. წარმართნეს
უფალმან მამობრივნი მზრუნველობანი თქვენნი მენგრელიას შინა, და გყოს მრა- ვალჟამიერ
სანუგეშოდ და სასიხარულოდ ჩვენდა, კეთილ-საიმედოთა სკიტათა და სამწყსოთა თქვენთა, და
სადიდებელად ღვთისა და სასარგებლოდ ეკლესიისა და მამულისა! გვაკურთხენ ყოვლადუსამღვდელოესო
მეუფეო, დიდითა მით კურთხევითა თქვენითა“. სამწუხაროდ, ეპისკოპოს ბართლომეს არ დასცალდა
ეპარქიის დიდი ხნით გაძღოლა, იგი 1864 წლის 15 დეკემბერს გარდაიცვალა. მეუფე ბართლომეს
ნეკროლოგი დაიბეჭდა მაშინ გამომავალ ქართულ ჟურნალში „საქართველოს სასულიერო მახარებელში“
— „15 დეკემბერს 1864-სა წელსა, მიიცვალა მარტვილს (მინგრელიაში), შემდგომად სამის
დღის ავადმყოფობისა, ყოვლადსამღვდელო ბესარიონ (ნეკროლოგში ყველგან იხსენიება ერისკაცობის
სახე-..
10-2
საპატრიარქოს უწყებანი N10 19-25მარტი 2009წ გვ.20
ეპისკოპოსი
ბართლომე (ჩიჩუა) 1804-1864 (დასასრული)
ლით
გ. მ.) ეპისკოპოსი მინგრელიისა, 54-სა წლისა შობიდგან (შეცდომაა, გარდაიცვალა 60 წლის
გ. მ.) მსახურება მისი ქრისტეს ეკლესიისა, ეპისკოპოსობის ხარისხში, იყო მოკლე დროებითი,
ესე იგი — ორი წლის ნაკლებ, მაგრამ ხსენება მისი სასიამოვნოა ყოველთა ნაცნობთა მისთათვის,
და უმეტესად მინგრელიის ეპარქიისათვის, რომლისაცა იყო იგი ფრიად საყუარელი მწყემსი. ყოვლად-სამღვდელო ბესარიონ, გვაროვნებით სამეგრელოს
თავადთაგანი ჩიჩუა, არქიმანდრიტობის ხარისხში იმყოფებოდა ხობის მონასტრის წინამძღვრად,
რომელიცა არის სამეგრელოში. მღვდელმთავრად ხელდასხმულ იქნა 1 იანვარს 1863-სა წელსა.
სწავლა-განათლება არ მიუღია მას უმაღლეს სასწავლებელში, არამედ აღიზარდა თავის
სახლში და მონასტერში, მაგრამ კარგად იცოდა მან ყოველივე წესი სამწყსოს მართვისა მწყემსობრივი
გონიერებით და განმხილველობით, სიყვარულით და სიმშვიდით. ესრეთითა თვისებითა მალე მოიპოვა
მან მთელს სამეგრელოში სიყვარული და პატივისცემა. მზაკვრობა და ბოროტება, პირმოთნეობა
და პირ-მხედველობა, ქრთამის-მოყვარება და დიდების-მოყვარება, ამპარ- ტავნება და უდრეკელობა,
ანუ უდიარობა, სისწრაფე და დაუფიქრებლობა, რაიცა შეემთხვევათ ზოგიერთს დიდკაცებს და
მწყემსმთავრებსაც — ყოვლადსამღვდელო ბესარიონში სრულიად არ იპოებოდა, ანუ არა ჩანდა,
და გულთა მხილველი ღმერთი არს, ამისთვის მთავრობასა და გარეშე პირთაცა აქუნდათ მას
ზედა ძლიერ კეთილი აზრი, და უწოდებდნენ მას ფრიად კეთილ-გონიერ მწყემსმთავრად რიცხვთა
შორის საქართველოს ეკლესიების მღვდელმთავართა. შესახებელად ჩვენისა რედაქციისა სიმართლე
ითხოვს ვახსენოთ, რომ შემდგომად მაღალყოვლადუსამღვდელოესისა ეგზარქოსისა, ყოვლადსამღვდელო
ბესარიონმა აღმოგვიჩინა ჩვენ დიდი შემწეობა განსამრავლებელად ჩვენისა ჟურნალისა თავის
ეპარქიაში, და კიდეც აღგვითქვა მომეტებული შემწეობა, მაგრამ იყავნ ნება ღვთისა! საკვირველი
საქმეა! პირველ იანვარს 1863-სა წელსა ჩვენ მივულოცეთ ყოვლადსამღვდელო ბესარიონს ახალი
წელი, ახალი ხარისხი და ახალი ბედნიერება, და ვისურვეთ მისთვის ყოველი კეთილი, და იანვარში
1865-სა წელსა მოგვიხდა ჩვენ გამოცხადება მისი სიკვდილისა. სჩანს, რომ ის არ ყოფილა
დიდად მოსურნე ქვეყნიერის ბედნიერებისა, არამედ ყოველი აზრი და ფიქრი ჰქონია მიქცეული
ზეცად „სათნო ეყო უფალსა სული მისი. ამისთვის აღიტაცა იგი შორის უკეთურებისა, რათა
არა ბოროტებამან შესცვალოს გული მისი, ანუ მზაკვარებამან აცთუნოს სული მისი“... განუსვენოს
უფალმან სულსა ამა კეთილისა მწყემსმთავრისა საყოფელსა შინა მართალთასა, ადგილსა განსასვენებელსა!
და იყავნ სტრიქონნი ესე სახსენებელად მისისა კეთილ-მმარ- თველობისა და კეთილ-მზრუნველობისა
ქრისტეს ეკლესიისათვის, და სამოწმებელად ჭეშმარიტისა ჩვენისა პატივისცემისა მისდა მიმართ!“
11
საპატრიარქოს უწყებანი N11 26მარტი-2აპრილი 2009წ გვ.7
აღკვეცა
21
მარტს, ჯვართამაღლების სადღესასწაულო ლოცვაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-ატრიარქის,
უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, სამთავროს დედათა მონასტერში
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძემ) მონაზვნად აღკვეცა საპატრიარქოს
მორჩილები და სამთავროს მონასტრის მკვიდრნი;
საპატრიარქოდან:
მორჩილი
ლიდია ჯანიაშვილი — უწოდა მონაზონი ელენე,
მორჩილი
ქეთევან შელია — უწოდა მონაზონი ელისაბედი,
მორჩილი
ნინო ბიბილეიშვილი — უწოდა მონაზონი თამარი,
მორჩილი
თინათინ ჭიღლაძე — უწოდა მონაზონი მარინე,
მორჩილი
მარიამ მუშკუდიანი — უწოდა მონაზონი ეკატერინე,
სამთავროს
მონასტრიდან:
სამონაზვნე
თამარი (ჭანკვეტაძე) — უწოდა მონაზონი ანა,
სამონაზვნე
ნესტან სამხარაძე — უწოდა მონაზონი ნინო,
სამონაზვნე
თომაიდა ფირანიშვილი ― უწოდა მონაზონი სალომე,
სამონაზვნე
ვალენტინა სასანია — უწოდა მონაზონი ევდოკია,
სამონაზვნე
ემილია ბესკარავიანი — უწოდა მონაზონი ევგენია.
***
21
მარტს, ჯვართამაღლების სადღესასწაულო
ლოცვაზე,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით,
სამთავროს დედათა მონასტერში არქიმანდრიტმა ლაზარემ (გაგნიძემ) სამონაზვნეებად და მორჩილებად
აკურთხა მონასტრის მკვიდრნი; სამონაზვნეებად აკურთხა:
მორჩილი
ასმათ ასათიანი — უწოდა სამონაზვნე მარიამი,
მორჩილი
ვერონიკა არჩვაძე — უწოდა სამონაზვნე მაკრინე,
მორჩილი
აგრაფინა მეფარიძე — უწოდა სამონაზვნე მართა,
მორჩილი
ნინო სირბილაძე — უწოდა სამონაზვნე მელანია,
მორჩილი
შორენა პაპავა — უწოდა სამონაზვნე თეოდულა,
მორჩილი
ნადეჟდა ხუხუნაიშვილი — უწოდა სამონაზვნე მინადორა,
მორჩილი
გულნარა ძაგანია — უწოდა სამონაზვნე პელაგია,
მორჩილი
სოფიო გურული — უწოდა სამონაზვნე ევფროსინე,
მორჩილებად
აკურთხა:
ნინო
მესხი, მარიამ იაკობიძე, თინათინ გუგეშაშვილი, თამარ როსტიაშვილი.
ხელდასხმა
14
მარტს გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში,
გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ლეჟავამ) დიაკვნად აკურთხა გელათის
სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული გოჩა ჩიტიძე. დიაკონი გოჩა თბილისის ყოვლადწმინდა
სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
11-1
საპატრიარქოს უწყებანი N11 26მარტი-2აპრილი 2009წ გვ.19
დეკანოზი
ვასილ კოპტონაშვილი 1866-1958(გაგრძელება)
..როსად
ახალქალაქში, ახალციხეში, გორში და ბაკურიანში, დააპატიმრეს თავის ძმასთან, შალვასთან
ერთად. გადაურჩა დახვრეტას და დაბრუნდა სამშობლოში). ამ დროსვე დაიწყო მისი თანამშრომლობა
გაზეთ „ივერიაში“, სადაც გამოაქვეყნა ტოლათსოფელში ჩაწერილი ხევსურული ლექსები. რამდენიმე
წლის შემდეგ მშობლების თხოვნით იგი თავის მშობლიურ კუთხეში დაბრუნდა და სოფელ მუსხში
დაბინავდა. აქ ვასილმა განაგრძო თავისი აქტიური
თანამშრომლობა ქართულ პრესასთან. მან გადაწყვიტა კალმით გამოეხატა ქართველი საზოგადოებისათვის
იმ დროისათვის ნაკლებად ნაცნობი თავისი კუთხის ყოფა-ცხოვრება. ვაჟა-ფშაველას, ნ. ხიზანიშვილის და სხვების ეთნოგრაფიული
წერილებით წახალისებულმა, მან 1889 წელს „ივერიაში“ დაბეჭდა საინტერესო ფელეტონი,
„ყეენობა ჯავახეთში და ზოგიერთი ცრუმორწმუნეობა ქართველებისა“. აკადემიკოსმა ივანე
ჯავახიშვილმა ქართველთა წარმართობის საკულტო წეს-ჩვეულებების შესწავლისას სათანადოდ
გამოიყენა მამა ვასილ კოპტონაშვილის მიერ ამ წერილში გამოყენებული მასალები. მამა ვასილის
კალამს ეკუთვნის აგრეთვე წერილები: „შენიშვნები ახალციხის მაზრის ქართველთა შესახებ
და „ახალი ღის დღესასწაული ჯავახეთში“ და სხვა. მამა ვასილმა განსაკუთრებული ყურადღება
მიაქცია ჯავახეთში უხვად არსებულ ნასოფლარებს. მან აღწერა და გამოაქვეყნა მასალები
სირგვისა და მურჯის უძველეს ნასოფლართა შესახებ. მის მიერ შეკრებილი სიტყვიერების ნიმუშებიდან
აღსანიშნავია „ლეგენდა რუსთველისა და შოთა რუსთველის სამშობლოს შესახებ“, „ომალ ხან
ჩოფანი“, „ერეკლე ხანი“ და სხვა. მამა ვასილი მხატვრულ ნაწარმოებებსაც აქვეყნებდა,
მათ შორის ყურადღებას იპყრობს „მოთხრობა ჯავახეთის ცხოვრებიდან“, „აღდგომა დღეს“, „კაკო
დიაკონი“. მას ასევე დაწერილი აქვს ვრცელი ბიოგრაფია ვაჟა-ფშაველაზე და ილია ალხაზიშვილზე.
აი, რას წერდა გაზეთი „ივერია“ 1890 წლის №130-ეში: „ახალციხის მაზრაში სოფელ მუსხში
ქრისტიანობის აღმდგენელმა საზოგადოებამ დაარსა სკოლა. სკოლის მას- წავლებლად დაინიშნა
ნიჭიერი ახალგაზრდა ვასილ კოპტონაშვილი. „ივერიის“ მკითხველები და მისი რედაქტორი ილია
ჭავჭავაძე კარგად იცნობენ ჯავახეთის მაშინდელ მიყრუებულ სოფელში დაბადებულსა და გაზრდილ გლეხ-ჭაბუკს, რომელიც საზოგადოებრივი
მოღვაწეობის კეთილშობილურ გზას დაადგა და მიზნად თავისი ბეჩავი, ჩამორჩენილიკუთხისათვის
სარგებლობის მოტანა დაისახა. ჯერ კიდევ 1888 წლიდან მან საინტერესო კორესპოდენციების
გამოქვეყნება დაიწყო გაზეთის ფურცლებზე. მისი სტატიები მრავალ საკითხს ეხებოდა, უმთავრესად
კი, ხალხის სადღეისო ჭირ-ვარამს, მის ყოფა-ცხოვრებასა და ისტორიულ წარსულს, მის ძველისძველ
ადათ-წესებსა და ცრუმორწმუნეობას, ხალხის მეტყველებასა და შემოქმედებას“. 1889 წელს
ახალციხის მაზრაში, სოფელ მუსხში განამწესეს. ვასილმა გაამართლა „ივერიის“ მაღალი შეფასება.
სოფელ მუსხში, სადაც ის მსახურობდა, მალე მოიპოვა ხალხის ნდობა და სიყვარული. იგი თავდადებით
ზრუნავდა ჩამორჩენილი სოფლის განათლებისა და კულტურული ამაღლების საქმისთვის. თავისი
დაუღალავი გარჯით მან შეძლო საზოგადოებრივ შემოწირულებათა გზით მოკ ლე ხანში სკოლასთან
დაეარსებინა სოფლის ბიბლიოთეკა-სამკითხველო და მთელი თავისუფალი დრო ამ საქველმოქმედო
დაწესებულების გაუმჯობესებისათვის შეეწირა. სამკითხველოს სასარგებლოდ წიგნებისა და
ფულის შემწირველთა სახელები არაერთხელ იყო გამოცხადებუ-ლი გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე.
მას დიდ დახმარებას უწევდა აგრეთვე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.
1895 წლიდან ჩუნჩხის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1904 წლის
18 ივლისს დიაკვნად აკურთხეს, ახალციხის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში
განამწესეს და ამავე ქალაქის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
1905 წლის 24 თებერვალს დიაკონ ვასილს მღვდლად დაასხეს ხელი და დროებით ისევ ახალციხის
ეკლესიაში დიაკვნის შტატში დატოვეს. ამავე წლის 24 აგვისტოს საროს მთავარანგელოზთა
სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1910
11-2
საპატრიარქოს უწყებანი N11 26მარტი-2აპრილი 2009წ გვ.18
დეკანოზი
ვასილ კოპტონაშვილი 1866-1958
დეკანოზი
ვასილ სოლომონის ძე კოპტონაშვილი 1866 წლის დეკემბერში ახალქალაქის მაზრაში, სოფელ
კოთელიაში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ბარალეთის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში
მიიღო, რომლის დასრულების შემდეგ, მშობლების სურვილის წინააღმდეგ, სწავლის გასაგრძელებლად
თბილისში გაჰყვა თავის მასწავლებელს — ტიმოთე ხმალაძეს. მზრუნველთა დახმარებით იგი
შევიდა ავლაბრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ორკლასიან სასწავლებელში და მისი დასრულების
შემდეგ, 1883 წლის 1 სექტემბერს თიანეთის მაზრაში, სოფელ ტოლათსოფლის სამრევლო-საეკლესიო
სკოლის მასწავლებლად დანიშნეს, სადაც მის მისვლამდე დიდი ქართველი პოეტი, ვაჟა-ფშაველა
მსახურობდა. აქ მოღვაწეობის პერიოდში ახალგაზრდა ვასილი ახლოს გაეცნო და დაუმეგობრდა
ვაჟა-ფშაველას. ტოლათსო-ფელში მან ექვსი წელი დაჰყო, შეეჩვია ხალხს, შეისწავლა მათი
ყოფა-ცხოვრება და სამაგალითო პიროვნების სახელი დაიმსახურა. მისი შთამომავლების გადმოცემით
ფშავიდან დაბრუნებულმა ვასილმა ჯავახეთში ფშაური ხინკალის ტრადიცია გაავრცელა. იქვე
შეირთო ცოლად სოფელ ბარალეთში მცხოვრები ანგელინა (იგივე ევდოკია) სვიმონის ასული მურ-
ჯიკნელი, დაბადებული 1866 წლის მარტში, ვისთანაც ხუთი შვილი შეეძინა: ლუბა (დაბადებული
1887 წელს, გარდაიცვალა 1905 წელს, დასაფლავებულია ახალციხის სამხედრო ოფიცერთა სასაფლაოზე);
შალვა (დაბადებული 1895 წლის იანვარში, დახვრიტეს 1942 წლის 18 იანვარს); ნიკოლოზი
(დაბადებული 1898 წელს, გარდაიცვალა ტრაგიკულად 1921 წლის დეკემბერში, დასაფლავებულია
თბილისში, კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე); პავლე (დაბადებული
1901 წელს, გარდაიცვალა 1985 წელს) და დავითი (მუშაობდა შინაგან საქმეთა განყოფილების
უფ....
11-3
საპატრიარქოს უწყებანი N11 26მარტი-2აპრილი 2009წ გვ.20
დეკანოზი
ვასილ კოპტონაშვილი 1866-1958 (დასასრული)
..წლის
აღდგომას, წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე საგვერდულით დაჯილდოვდა. 1915 წლის
23 ივლისს სკუფია უბოძეს. 1918 წელს თურქთა რაზმების მიერ ახალციხე-ახალქალაქის მაზრების
დარბევის დროს მას გარდაეცვალა მეუღლე. 1919 წლის 30 ივლისს ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა
(კაჭახიძე) მამა ვასილი ახალქალაქის სამრევლოში გადაიყვა-ნა. XX საუკუნის 20-იან წლებში
ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. კომუნისტური ხელისუფლების დამყარების
შემდეგ, ეკლესია-მონასტრების დახურვისა და სამღვდელოების დევნის დროს, მამა ვასილი
ჩუმად აღავლენდა ღვთისმსახურებას ხან თავის სახლში, ხან ამა თუ იმ მრევლის ოჯახში.
ცხოვრობდა თავის სოფელში კოთელიაში. მასწავლებლობდა სოფლებში ჩუნჩხასა და პტენაში.
თან, როგორც კი ამის საშუალება მიეცემოდა, ქრისტიანული წესით ნათლავდა მოსახლეობას.
წერდა მოგონებებს და აგროვებდა თავისი კუთხის ადათ-ჩვევების ამსახველ ეთნოგრაფიულ მასალებს,
რომლებიც უმეტესად ახალციხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული, რასაც ფილოლოგის მეცნიერებათა
კანდიდატის კუკური თორდიას სადისერტაციო ნაშრომი მიეძღვნა. მოგვიანებით, უკვე მოხუცი
მოძღვარი ცხოვრობდა ხან ბორჯომში გადასახლებიდან დაბრუნებულ შვილ დავითთან, ხან კი
ბაკურიანში მეორე ვაჟ პავლესთან. დეკანოზი ვასილი 1958 წლის 19 მარტს გარდაიცვალა და
დაასაფლავეს დაბა ბაკურიანის საერო სასაფლაოზე.
12
საპატრიარქოს უწყებანი N12 3-9აპრილი 2009წ გვ.7
ვიქტორინა
„გზა ტაძრისაკენ“ 124-ე საჯარო სკოლაში
30
მარტს თბილისის 124-ე საჯარო სკოლაში მოეწყო რელიგიური თემატიკის ვიქტორინა „გზა ტაძრისაკენ“.
ვიქტორინას დაესწრო საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარე, ცურტავის ეპისკოპოსი
იოანე (გამრეკელი). ღონისძიება სკოლის დირექტორის — ელენე შა-ბურიშვილის, მისი მოადგილის
— მარინე მამარდაშკილისა და რელიგიის პედაგოგის — მალვინა მარგველაშვილის ინიციატივითა
და ძალისხმევით გაიმართა. სკოლის „საზრიანთა კლუბს”, რომელშიც VII- XII კლასების მოსწავლეები
არიან გაერთიანებულები, რუსუდან მურცხვალაძე ხელმძღვანელობს. საზრიანთა კლუბის 12 ჯგუფი
ერთმანეთს საღმრთო სჯულისა და საქართველოს სიწმინდეების ცოდნაში შეეჯიბრა. გუნდების
კაპიტნებმა ბლიც შეკითხვებში დამატებითი ქულები მოუპოვეს თავიანთ გუნდებს. სკოლის პედაგოგებისგან
შემდგარი ჟიური გუნდების პასუხებს აფასებდა. მოსწავლეებმა ქართული ხალხური სიმღერები
და საეკლესიო საგალობლები შეასრულეს. ვიქტორინის დასასრულს მოსწავლეებს საჩუქრად ხატები
გადაეცათ. მეუფე იოანემ დალოცა ბავშვები და უთხრა მათ, რომ ასეთ ვიქტორინებში ყველა
გუნდი გამარჯვებულია, რადგან აქ მათ ღვთის სიყვარული და მისი შემეცნების სურვილი აერთიანებთ.
ხელდასხმა
29
მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია
II-ის ლოცვა-კურთხევით, რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათადრო ტაძარში,
ცურტავის ეპისკოპოსისმა იოანემ (გამრეკელმა) დიაკვნად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო
აკადემიის III კურსის სტუდენტს — არჩილ ხაჩიძეს. დიაკონი არჩილი თბილისის ყოვლადწმინდა
სამების საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
ტაძრის კურთხევა
7 თებერვალს შემოქმედის ეპარქიაში, სოფელ გრიგოლეთში,
შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვიძემ), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმესთან
(შარაშენიძესთან) ერთად აკურთხა წმინდა გიორგის სახელობის ახალი ბაზილიკური ტიპის ტაძარი.
***
9 თებერვალს
შემოქმედის ეპარქიაში, სოფელ წყალწმინდაში, შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძემ)
აკურთხა წმინდა ირინეს სახელობის ახალი ტაძარი.
12-1
საპატრიარქოს უწყებანი N12 3-9აპრილი 2009წ გვ.16
ქუთათელ-გაენათელი
მიტროპოლიტი ნაომი (შავიანიძე) 1889-1969
დაბადებიდან
140 და გარდაცვალებიდან 40 წელი.
მოწამეთას
ეკლესიის კარიბჭეში არის მემორიალური დაფა, სადაც აღბეჭდილია მიტროპოლიტ ნაომ შავიანიძის
საქმენი, რისთვისაც ის წამკითხველთაგან შენდობას ითხოვს. საკუთარი ხელით დაწერილ ავტობიოგრაფიაში
მიტროპოლიტი ნაომი აღნიშნავს: „ფრიად ძნელია ჩემი ცხოვრების 80-წლიან გაფანტულ მოგონებათა
ფურც ლების კრეფა. ბედმა და პროფესიამ წილად მარგუნა მემსახურა და მომეარა საქართველო
კიდით—კიდემდე, რომლისადმი სამსახურსაც სრული
რწმენით მივუძღვენი შეგნებული ცხოვრება ჩემი. თუმცა ყველაზე თბილი ადგილი ყოველთვის მქონდა დათმობილი იმ კუთხისათ ვის,
რომელთანაც მშობლიური გრძნობითა ვარ დაკავშირებული და რომელშიც შეკრებილია ჩვენი ქვეყნის,
12-2
საპატრიარქოს უწყებანი N12 3-9აპრილი 2009წ გვ.17
ქუთათელ-გაენათელი
მიტროპოლიტი ნაომი (შავიანიძე) 1889-1969
დაბადებიდან
140 და გარდაცვალებიდან 40 წელი. (გაგრძელება)
საქართველოს
ყველა სიკეთე. ალბათ, ამიტომ უწოდებიათ მისთვის „ოკრიბა“. დაუმთავრებელი ბავშვობის
ჟამს, უმამოდ დარჩენილს, დამეკისრა მრავალრიცხოვანი ოჯახის შენახვა და ცხოვრებისეული
მრისხანე პასუხისგებაც, მაგრამ ქედი არასოდეს მომიდრეკია მძიმე განსაცდელთა წინაშე
და თან მდევდა პავლე აპოსტოლის სიტყვები: „კაცად კაცადმან თვისი ტვირთი იტვირთოს უნდა“.
მიტროპოლიტი შავიანიძე ნაომ გრიგოლის ძე დაიბადა სოფელ ოხომირაში (ტყიბულის რაიონი)
1889 წელს, მედავითნის ოჯახში. დედა ედუკი გოშხეთელიანი ზარათელი აზნაურის შვილი იყო.
ნაუმს ექვსი დედმამიშვილი ჰყავდა: ერთი დავითი ოცხელის სახელოგიმნაზიის კურსდამთავრებული
და ხუთი და. ძმა „შავიანიძეების გვარის საცხოვრისი არის ისტორიული ოკრიბის პატარა სოფელი
ოხომირა, მათ ეზოში მე–6 საუკუნით დათარიღებული სალოცავი ნიშა მდებარეობს. შავიანიძეები
ოკრიბაში მოსვლამდე შავლია- ნებად იწოდებოდნენ. შავიანიძეთა წინაპარი „შავიანი ბერები“
— ღვთისმსახურებაში მყოფი აზნაურები, ხოლო სვანეთში ღვთის მსახურებაში გადასვლამდე,
აფხაზეთის მთავრები—შერვაშიძეები იყვნენ“ (დ. შავიანიძე ისტორიოსი). დასტური იმისა,
რომ შავიანიძეების არაერთმა წინაპარმა ღვთისმსახურებაში გაატარა თავისი ცხოვრება არის 1804 წლით დათარიღებული მიწის ნასყიდობის სიგელი,
რომელიც მეფე სოლომონ II—ის სარდალმა, აგიაშვილმა, გადასცა მღვდელ სვიმონ შავიანიძეს
და მის შვილს — მღვდელ ნიკოლოზ შავიანიძეს სამუდამო სარგებლობაში. 1904 წელს ნაომმა
დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, სადაც მისი მასწავლებელი, შემდგომში კათოლიკოს–პატრიარქი
მელქისედეკ III გახლდათ. სასულიერო სასწავლებელში მასთან ერთად მერხზე იჯდა ცნობილი
მეცნიერი, აკადემიკოსი აკაკი შანიძე, რომელთანაც მეგობრობა მას სიკვდილამდე არ გაუწყვეტია.
სას- წავლებლის დამთავრების შემდეგ ის დაინიშნა ცუცხვათის მაცხოვრის ეკლესიის მედავითნედ.
1905 წელს სოფელ ოხომირაში ნაომმა დააარსა საკუთარი სკოლა, სადაც გლეხის შვილებს ასწავლიდა
ქართულს, ანგარიშს, რუსულსა და ფიზკულტურას. ჯერ კიდევ 1889 წელს მამამისმა, გრიგოლ
შავიანიძემ ნაბოსლევის წმინდა გიორგის ეკლესიასთან დააარსა ცოდნის სკოლა, სადაც თვითონ
მასწავლებლობდა. მანამდე, ცუცხვათის გარდა, სკოლა თურმე არსად ყოფილა. აღსანიშნავია,
რომ ნაომი ამ დროს სულ 15—16 წლის ჭაბუკი გახლდათ: 1916 წელს ეპისკოპოს გიორგის (ალადაშვილი)
მიერ ნაომ შავიანიძეს ხელი დაასხეს მთავარდიაკვნად ქუთაისის საკათედრო ტაძარში.
1918 წელს ეპისკოპოს ანტონის (გიორგაძის) მიერ იკურთხა მღვდლად და გამწესდა კოკა—ოხომირას
მაცხოვრის ეკლესიაში; 1924 წელს ის გადაიყვანეს ჭოგნარის მაცხოვ-რის ეკლესიაში.
1921 წელს ნაომი შეთავსებით მუშაობდა სამრევლო სკოლების განათლების განყოფილების გამგის მოადგილედაც, ვინაიდან ქუთაისის კლასიკური
გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული, სამასწავლებლო განხრით. პარალელურად ის ხელმძღვანელობს
ქუთაისის მთავარანგელოზთა საკათედრო ეკლესიასთან არსებულ სანთლის ქარხანას. 1921 წელს
ნაომ შავიანიძე აქტიურ მონაწილეობდა სრულიად საქართველოს მესამე საეკლესიო კრების მუ-შაობაში,
რომელსაც საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი უნდა აერჩია. აქედან მოყოლებული, ოცი წლის
განმავლობაში, ის ქუთაისის ეპარქიის უცვლელი მდივანი და მთავარხუცესია. 1929 წელს მამა
ნაომი ინიშნება ქუთაისის მწვანეყვავილის ეკლესიის წინამძღვრად, სადაც 11 წელი იმსახურა.
შემდეგ ეკლესიის დაკეტვის გამო არ უმსახურია. ამას თან დაერთო ის ფაქტიც, რომ მისი
უფროსი შვილი, შალვა, 26 წლის, ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი და კორნელი კეკელიძის
ასპირანტი, დაიჭირეს და დახვრიტეს, როგორც 1942 წლის „შეთქმულების“ ერთ–ერთი ხელმძღვანელი
და სულის ჩამდგმელი. მამა ნაომი სიცოცხლის ბოლომდე ელოდა მას და თავის ანდერძში დაუბარა
შვილებს: „თუ გამოჩნდა ჩემი უფროსი დაჩაგრული შვილი, მიეცით მას ძმური ნაწილი...“. ცოტა ხანში კი პარაკლისი
გადაუხადა შალვას, რადგან იცოდა, ჯალათების ხელში ჩავარდნილი, განსაცდელს თავს ვერ
დააღწევდა. „შეთქმულების“ საქმე სუკის არქივში იყო დაცული და მასზე არავის მიუწვდებოდა
ხელი, მხოლოდ ზ. გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს ოჯახმა (ძმამ ოთარმა) მიიღო შეტყობინება,
რომ განაჩენი სისრულეში 1942 წელს მოიყვანეს. მიუხედავად ამისა, მიტროპოლიტი ნაომი
ღვთის ერთგული მსახური რჩება. მისგან აუგი არავის ახსოვს. 1943 წელს კათოლიკოს–პატრიარქმა
კალისტრატემის თბილისში გაიწვია და სიონის სობორის კანდელაკად დანიშნა. ამ დროიდან
ნაომი ითვლებოდა საკათალიკოსოს მუდმივ წარმომადგენლად. მისი მონაწილეობითა და ღვაწლით
1947 წელს გამოვიდა პირველი საეკლესიო კალენდარი, რომელსაც ის ხელს აწერდა, როგორც
კალენდრის გამოშვებისათვის პასუხისმგებელი. 1943 წელს ის მონაწილეობას იღებს რუსეთის
პატრიარქის სერგის ოფიციალურ წარმომადგენელ, არქიეპისკოპოს ანტონთან მოლაპარაკებებში.
ამ მოლაპარა-კების შემდეგ, რუსეთის საპატრიარქომ ცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფლია
და ამ ორ ეკლესიას შორის ნორმალური ურთიერთობა დამყარდა. ქუთაისის მწვანეყვავილის მრევლი
უმორჩილესად ითხოვდა თავისი წინამძღვრის ქუთაისში დაბრუნებას.
12-3
საპატრიარქოს უწყებანი N12 3-9აპრილი 2009წ გვ.18
ქუთათელ-გაენათელი
მიტროპოლიტი ნაომი (შავიანიძე) 1889-1969
დაბადებიდან
140 და გარდაცვალებიდან 40 წელი. (გაგრძელება)
სრულიად
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ამაზე წერდა: „მწვანეყვავილის ეკლესია. ეფრემ ეპისკოპოსს.
აცნობეთ მთხოვნელებს, ნაომი ჩემთვის საჭროა, დროებით მაინც. გთხოვთ ასევე განუმარტოთ
მორწმუნეთ, ჯერჯერობით ნაომს ვერსად ვერ გავუშვებ“. სიონის ტაძარში მსახურების პერიოდში
მამა ნაომი ხშირად იგზავნებოდა ქ. ქუთაისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის
მიერ, „საეკლესიო საქმეების გამო“. 1944 წელს ნაომი თურმე ჯარში გაუწვევიათ (კიდევ
ერთი ბედის ირონია). ამის შესახებ ინტერნეტის საშუალებით შევიტყვეთ, სადაც მოყვანილია
კათოლიკოს–პატრიარქის კალისტრატეს წერილი. კავკასიის და სამხრეთის ფრონტის სარდალს
ტიულენევს ის თხოვნით მიმართავს ნაომი გამითავისუფლეთო და ასაბუთებს იმით, რომ ჯარში
არ უმსახურია და ვითომ ჭლექი აქვს. სარდალმა პატრიარქს თხოვნა შეუსრულა. გასაკვირია,
რომ იმ დროს ასეთი ლმობიერება გამოეჩინა სარდალს. 1945 წლის თებერვალში საქართველოს
დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იმყოფებოდა დეკანოზი ნაომ შავიანიძე, მოსკოვს მიემგზავრება,
რათა მონაწილეობა მიიღოს სრულიად რუსეთის და მოსკოვის პატრიარქის ალექსის ინტრონიზაციის
ცერემონიაში. მოსკოვში ყოფნისას პატრიარქმა ალექსიმ საკათედრო ტაძარში აღვლენილ ლიტურგიაში
მონაწილეობისათვის ის ძვირფასი თვლებით შემკული ჯვრით დააჯილდოვა. 1945 წლის ოქტომბერში
თბილისს საპასუხო ვიზიტით ესტუმრა პატრიარქი ალექსი პატრიარქ ალექსის შესახვედრად კათოლიკოს–პატრიარქმა
კალისტრატემ ქ. ბაქოში გაგზავნა დელეგაცია მიტროპოლიტ მელქისედეკისა და სიონის ტაძრის
კანდელაკ ნაომის შემადგენლობით. 1946 წელს მოსკოვში მოეწყო რუსეთის ეკლესიის ადგილობრივი
კრება, რომელიც მიეძღვნა რუსული ეკლესიის დამოუკიდებლობის 500 წლისთავს. მასში აქტიური
მონაწილეობა მიიღო ქართულმა დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაში ნაუმიც გახლდათ. საზეიმო
კონცერტში საქართველოს საეკლესიო გუნდმა ფრიად დიდი მოწონება დაიმსახურა. კავშირები
რუსეთთან არ წყდება და შემდგომში ეპისკოპოსი ნაომი მონაწილეობს რუსეთის პატრიარქობის
აღდგენის ორმოცი წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმში, რომელიც შედგა ზაგორსკში 1958 წელს,
აგრეთვე ის იმყოფებოდა დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც სომხეთის პატრიარქის, ვაზგენ
პირველის არჩევასა და კურთხევას დაესწრო ეჩმიაძინში. 1946 წელს კათოლიკოს–პატრიარქი
კალისტრატე წერს: „ძვირფასოს მოძღვარო მ. ნაომ! თქვენი მოღვაწეობა სიონის ტაძარში,
თუმცა რამდენიმე, სულ 3—4 წლის ამბავს წარმოადგენს, მაგრამ არ შეიძლება არ აღვნიშნო,
რომ ეს მანძილი, თქვენი დაუცხრომელი შრო მისა, ნათლად გვიხატავს ეკლესიის ჭეშმარიტი
მსახურებისა და ღვთის საყვარელი მოწაფის სურათს — სიმშვიდე, სიმდაბლე, გულწრფელობა
და სიყვარული ღვთსა და ხალხის მიმართ, აი რას ახორციელებთ თქვენ“. მწვანეყვავილის მრევლი
განაგრძობს მოთხოვნას, დაუბრუნდეთ მამა ნაომი, რაზეც სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი
კალისტრატე პასუხობს: „ვიღებთ რა მხედველობაში მწვანეყვავილის მთავარანგელოზთა მიქაელ
და გაბრიელის სახელობის ეკლესიის სამრევლოს არაერთგზის თხოვნას, თანხმობას ვაცხადებ,
რათა დეკანოზი ნაომი დანიშნულ იქნას ხსენებულ სამრევლოს წინამძღვრად“. 1947 წელს ის
ბრუნდება ქუთაისის მწვანეყვავილის მთავარანგელოზთა მიქაელ და გაბრიელის ეკლესიაში.
თვით დეკანოზი ნაომი წერს: „თუმცა სიონში შემომავალი მორწმუ- ნენი, ქართველი და რუსი,
ძალიან სწუხან ჩემს წასვლას, მაგრამ ჩემი ოჯახური მდგომარეობით ხელი მეტი არ მეწყობა“
(თბილისში ბინის უქონლობის გამო). მის ოჯახურ არქივში მოპოვებული, 1947 წლით დათარიღებული
ცნობები გვამცნობს, რომ ერთგული სა სახურისათვის ის დაჯილდოებული იყო ენქერით და შემდეგ
მიტრით უწმინდესის კალისტრატეს მიერ, რაც საეკლესიო კანონებით მიუღებლად ითვლებოდა
და მხოლოდ მასზე იყო „განსაკუთრებული განჩინება“. მას დიდი ბრძოლა უწევდა ფინანსურ
განყოფილებასთან, რომლის უსამართლოდ დაბეგვრის თანხა სამჯერ აღემატებოდა შემოსავალს,
„მწვანეყვავილის ეკლესია ძალიან მცირეშემოსავლიანია, ის აშენებულია ქალაქის განაპირას,
კლდეზე, სადაც მხოლოდ ერთი პატარა ბილიკი მიდის, ირგვლივ უმეტეს ნაწილად არის ებრაელთა
მოსახლეობა, ქრისტიანობა ცოტაა და თანაც ღარიბი, ამას დაერთო ფულის რეფორმაც, რის შედეგაც
შემოსავალმა მკვეთრადა იკლო, ეკლესია მოქმედებს მხოლოდ შაბათ–კვირას...“ წერდა ნაომი
ქუთათელ—გაენათელ მიტროპოლიტ ეფრემს და სთხოვდა შუამდგომლობას იქ, სადაც ჯერ არს...
„შემცირებულ იქნას გადასახადი იმ ზომამდე, რომ ჩემი შემოსავლით დავფარო“. მიტროპოლიტი
ნაომის გარდაცვალების შემდეგაც, მის სახელზე მოვიდა საგადასახადო ქვითარი, რომელსაც
მისმა შვილმა ოთარ შავიანიძემ უწოდა დროის, სივრცის და ეპოქის დაცინვა! ქუთათელ–გაენათელ
მიტროპოლიტ გაბრიელის გარდაცვალების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა
მელქისედეკმა შემდეგი განკარგულება გამოსცა: „ქუთაისის ეპარქიის მთავარ ხუცესადა დაინიშნოს
დეკანოზი ნაომ შავიანიძე, ქორეპისკოპოსის
12-4
საპატრიარქოს უწყებანი N12 3-9აპრილი 2009წ გვ.19
ქუთათელ-გაენათელი
მიტროპოლიტი ნაომი (შავიანიძე) 1889-1969
დაბადებიდან
140 და გარდაცვალებიდან 40 წელი. (გაგრძელება)
უფლებებით,
მოიწვიოს საეპარქიო კრება და იქონიოს მსჯელობა ეპარქიის მოვლა–პატრონობაზე. ამის პასუხად
მამა ნაომი წერს: „ბავშვობიდანვე მქონდა სურვილი, გავმხდარიყავი ეკლესიის მსახური,
მაგრამ ის კი არასდროს არ მიფიქრია, რომ ეპისკოპოსი ვყოფილიყავი, ვინაიდან მღვდელმთავრობა
არის დიდი და ძნელი საქმე და რომ ეპისკოპოსი უნდა იყოს შემკული მრავალგვარი კარგი ღირსებით,
მაგრამ რადგანაც ეს ღმერთმა ინემე უღირსი მონა ღვთისა სავსებით მოჩილებას ვაცხადებ
და დიდ მადლობას შევწირავ უფალსა ღმერთსა ჩვენსა ჩემდამი დიდი მოწყალებისათვის...“
1958 წელს ეპისკოპოსი ნაომი ჯილდოვდება ჯვრით კოს პატრიარქ მელქისედეკ III—ის მიერ
მისი მღვდელმთავრად დანიშვნის შემდეგ და მანამდეც
მასზე არაერთხელ მომხდარა სასტიკი თავდასხმა, დევნა და დარბევა, თუ ტაძარში და თუ სახლში
მისთვის უცნობი პირების მიერ... ამის გამო ის თხოვნით მიმართავს კათოლიკოს პატრიარქს
მელქისედეკ III—ს: „ვინაიდან ეს შესაძლოა კიდევ განმეორდეს, მარცხის აცილების მიზნით,
ვითხოვ ლოცვა–კურთხევას, რათა ღამისთევის ლოცვაზე ამ ზამთარს მაინც არ წავიდე საკათედრო
ტაძარში, არამედ დამშვიდებულად ვილოცო ჩემს კელიაში“, რაზეც თანხმობა მიიღო. ამ ფაქტით
შეწუხებული მიტროპოლიტი ეფრემი წერდა მას: „არ დაგიმალავ, ნამეტანად დამწუხრებული ვარ
ჩვენი დღევანედელი გარემოებით და მდგომარეობით. ამდენი განკვეთილი ზედ დაერთო მთელ
ამიერკავკასიაში. იყავი ჯანმრთელი და მრავალჟამიერი მაგ კუთხის საიმედოდ...“ ამასთანავე,
ქუთათელ–გაენათელი ეპისკოპოსი ნაომი წერს: „ქუთაისში, პეტრე–პავლეს ტაძარში, კარგა
ხანია დაიწყო შფოთი და ეკლესიისათვის დიდად საზიანო მდგომარეობა (არ იფიქროთ, რომ ეს
ხდებოდეს გა- რეშე ვისმესაგან...). საქმის გასაშუქებლად ბევრი ფრიად მნიშვნელოვანი
საბუთი მოიპოვება. ბევრმა იცის, რა მოუვიდა მიტროპოლიტ ეფრემს, ერთი უღირსი დედაკაცი
შეუვარდა ღვთისმსახურების დროს და მისი მოკვლა უნდოდა. ღვთის მადლით, ის ცოცხალი დარჩა,
ასევე მიტროპოლიტ გაბრიელს მსახურების დროს შეუვარდნენ და ჩაქოლავდნენ საკურთხეველში,
რომ არ მოესწრო შესვლა, მე კი რამდენი შეწუხება მომაყენეს თუ უსახელო წერილებით, თუ
ჩემი ოჯახის წევრებისადმი დამუქრებით და თუ სხა ბევრი რამით...“ „1957 წლის 7 იანვრიდან
ე.ი. ჩემი მღვდელ—მთავრად კურთხევის დღიდან საშინელ დევნილ და ტანჯულ მდგომარეობაში
ვიმყოფები. არ მქონია საშუალება, რომ დამშვიდებულად შემესრულებინოს წირვა და ლოცვა
და ეს როგორი ღვთისმსახურებაა, როცა მღვდელმთავარი იმის ფიქრშია, თუ როდის ესვრიან
მას, ანდა ცივი იარაღით გამოასალმებენ წუთისოფელს“. თუმცა ბევრი, სინდისის ქეჯნით შეწუხებული
მოგვიანებით მივიდა და პატიება ითხოვა მისგან თავისი უგუნური საქციელის გამო და ევედრა
შეენდო ცოდვა. მიტროპოლიტი _ ნაომი ბევრს უყვარდა. მღვდელ ი. ჭკადუს წარმოთქმულ სიტყვაში
ვკითხულობთ: „ბავშვობიდან იყავით მორწმუნე, თავმდაბალი, ყველასათვის საყვარელი, საუკეთესო
მწიგნობარი, მცოდნე საეკლესიო წესებისა და დაუზარელი ეკლესიის მსახური. იშვიათად მოიპოვება
ისეთი ადამიანი, რომ თქვენი აუგი თქვას, თუ იგი ბოროტების და სიხარბის შხამით არ არის
გაჟღენთილი. უწმინდესი პატრიარქი კალისტრატე დიდ იმედს ამყარებდა თქვენზე და დიდად
გაფასებდა. უწმიდესი კათლიკოს–პატრიარქი მელქისედეკი გიცნობთ, როგორც სპეტაკ და წმინდა
ცხოვრების მატარებელს. დღეს ქუთათელ—გაენათის ეპარქიის საყვარელი მღვდელმთავარი ბრძანდებით,
საუკეთესო წირვა—მლოცველი, მცოდნე საეკლესიო წესებისა, დინჯი, ყველასათვის კეთილი,
კარგი მქადაგებელი და ღვთის ღრმა მორწმუნე“. მელქისედეკ III-ის ანდერძით, თავის შემცვლელად
ნაომს ტოვებდა, რაზედაც ამ უკანასკნელმა კატეგორიული უარი განაცხადა. არგუმენტად არასაკმარისი
განათლება მოიყვანა, „სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ტახტი უხერხულია ჩემი
განათლების მქონე ადამიანს ერგოს, როდესაც არის უფრო განათლებული — ის ეფრემს გულისხმობდა,
რომელსაც სასულიერო ხარისხიც ჰქონდა. ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთი არქივშიც მოიპოვება.
1964 წელს სრულიად საქართველოს კათლიკოს–პატრიარქ ფრემ II-ის მიერ ეპისკოპოსი ნაომი
დიდი ხნის საეკლესიო ღვაწლის და სამსახურისათვის წმინდა ნინოს მესამე ხარისხის ორდენით
ჯილდოვდება, ხოლო 1967 წელს კი მიტროპოლიტის პატივით, როგორც სამიტროპოლიტო ეპარქიის
მმართველი და როგორც სრულიად ღირსეული პირი ამ პატივისა და თანამდებობისა. ეფრემ
II მას წერს: „შენ ერთს გაქვს უფლება ცოდვების მოკითხვისა და ბედნიერი ვართ, რომ შენ
ამას არ აკეთებ, ბედნიერი ვართ, რომ შენ არ იცი ზედმეტი თქმა, ის, რაც შენ იცი, რომ
გეთქვა, ვინ იცის, შეიძლება წარღვნაც მოსულიყო“. მეუფე ნაომის საუბრების უმთავრესი
თემა იყო ბედნიერება, სიკეთე, სიყვარული. თავის სამწყსოს შთააგონებდა, რომ ადამიანი
ბედნიერი იქნება, თუ ყველა სურვილი აუსრულდება, მაგრამ უფრო ბედნიერი იქნებოდა, კმაყოფილი
რომ ყოფილიყო ღვთის ნაბოძებით, ბევრს ქადაგებდა ოჯახსა და მის სიწმინდეზე. დიდი ამაგი
გაუწევია მეუფე ნაომს მოწამეთას მონასტრისათვის. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა
წმინდა დავით და კონსტანტინეს სავანეს: გაუყვანია გზა, აუგია საეპარქიო სახლი, დაუწესებია
მატარებლის გაჩერება, მოუწყვია და მოუწესრიგებია მთელი მონასტერი. მიტროპოლიტი ნაომი
მძიმედ დაავადდა. მას განგრენის დიაგნოზი დაუდგინეს. გადარჩენის ერთადერთი..
13
საპატრიარქოს უწყებანი N13 16-22აპრილი 2009წ გვ.9
ხელდასხმა
29
მარტს გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში გურჯაანისა
და ველისციხის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ლეჟავამ) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო
აკადემიის III კურსის სტუდენტი ვლადიმერ ვახტანგაძე. დიაკონი ვლადიმერი სიონის ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურად დაინიშნა.
***
29
მარტს ნინოწმიდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმიდის
ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული
გურამ გამცემლიძე. დიაკონი გურამი დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის
ტაძრის ღვთისმსახურად დაინიშნა.
***
29
მარტს ახალციხის წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა
და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო
სემინარიის III კურსის სტუდენტი ლევან ჟღენტი. დიაკონი ლევანი თბილისის ყოვლადწმინდა
სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურად და- ინიშნა.
13-1
საპატრიარქოს უწყებანი N13 16-22აპრილი 2009წ გვ.10
ხელდასხმა
***
5 აპრილს
ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის დიაკონს გიორგი
სახვაძეს. მღვდელი გიორგი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
***
5 აპრილს
ახალციხის წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაოკლარჯეთის
მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძემ) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების
სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკონს თეოდორე ნადაშვილს.
***
5 აპრილს
რუსთავის წმინდა კეთილმსახური მეფის ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში
ცურტავის ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელმა) დიაკვნად აკურთხა გიორგი ალიაშვილი. დიაკონი
გიორგი რუსთავის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
***
7 აპრილს
რუსთავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესიაში ცურტავის ეპისკოპოსმა
იოანემ (გამრეკელი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული
შოთა გიგაური და სახელად გაბრიელი უწოდა. დიაკონი გაბრიელი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო
ტაძარში იმსახურებს.
***
7 აპრილს
ბარაკონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ნიკორწმიდელმა მიტროპოლიტმა
ელისემ (ჯოხაძემ) დიაკვნად აკურთხა თორნიკე გეგეშიძე.
***
12
აპრილს რუსთავის წმინდა კეთილმსახური მეფის ვახტანგ გორგასლის სახელობის საკა- თედრო
ტაძარში ცურტავის ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელმა) დიაკვნად აკურთხა ლევან ჯანაშია.
დიაკონი ლევანი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
დაჯილდოება
***
5 აპრილს
თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სასულიერო პირები დააჯილდოვა.
კერძოდ, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის სამღვდელოება:
მღვდელ-მონაზონი
ზაბულონი (კვირკველია) — ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; ჯვრითა და იღუმენის წოდებით;
მღვდელ-მონაზონი ბიძინა (ქობალია) ― ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; მღვდელ-მონაზონი
პიმენი (ქარდავა) — ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; ბერ-დიაკონი გიორგი (გურჩიანი)
— არქიდიაკონის წოდებით. მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: თბილისის ყოვლადწმინდა
სამების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური დეკანოზი იოანე გივიშვილი მიტრით; გლდანის
„ლომისის“ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი დავით დათუაშვილი ოქროს ჯვრითა
და დეკანოზის წოდებით; გლდანის „ლომისის“ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი
ირაკლი კუთხაშვილი — ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; ფონიჭალის დასახლებაში მდებარე
153 საშუალო სკოლაში არსებული წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამლოცველო სახლის წინამძღვარი
მღვდელი გიორგი გუგენიშვილი ― ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.
***
7 აპრილს
თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა
შემდეგი სასულიერო პირები: ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური,
დეკანოზი იაკობ აბაშიძე მიტრით; ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის
მღვდელმსახური, დეკანოზი თეოდორე გოგოლაძე
მიტრით; ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური,
მღვდელი თეიმურაზ თათარაშვილი — ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; ყოვლადწმინდა სამების
სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი არჩილ ავანაშვილი ოქროს ჯვრითა
და დეკანოზის წოდებით; ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური,
დიაკონი მირიან სხირტლაძე პროტოდიაკონის წოდებით.
***
12
აპრილს თბილისის ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
ხარების სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და
უნეტარესმა ილია II-მ შემდეგი სასულიერო პირები დააჯილდოვა: წმინდა ალექსანდრე ნეველის
სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი) — მეორე გამშვენებული
ჯვრით, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი
ირაკლი ჭინჭარაული – ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.
12-4
საპატრიარქოს უწყებანი N12 3-9აპრილი 2009წ გვ.20
ქუთათელ-გაენათელი
მიტროპოლიტი ნაომი (შავიანიძე) 1889-1969
დაბადებიდან
140 და გარდაცვალებიდან 40 წელი. (დასასრული)
...
გზა კიდურის ამპუტაცია იყო, რაზედაც მან უარი განაცხადა, ― ღმერთთან სამსჯავროზე ცალი
ფეხით როგორ წარვდგეო. 1969 წლის 3 მარტს პეტრე–პავლეს ტაძრის ზარებმა ქუთაისის მორწმუნეებს
ამცნო, რომ მიტროპოლიტი ნაომი გარდაიცვალა. იგი პეტრე–პავლეს ტაძარში დაკრძალეს. მწირველნი
იყვნენ და წესის აგების საიდუმლო შეასრულეს კათოლიკოს–პატრიარქმა ეფრემ II—მ, ცხუმ-აფხაზეთის
ეპისკოპოსმა ილიამ, ამჟამად სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, თბილისისა და
ქუთაისის სამღვდელოებამ, მცხეთის სასულიერო სემინარიის სტუდენობამ. გარდაცვალების მეორე
დღეს ბათუმიდან ეფრემ II—მ დეპეშა გამოგზვნა: „ჩემი უძვირფასესი ნაომის გარდაცვალების
გამო, ვერ მოგახსენებთ სამძიმარს, რადგან ყველამ მე უნდა მითხრას სამძიმარი...“ ყველაზე
ხშირად თურმე მიტროპოლიტი ნაომი იმეორებდა ფრაზას, რომ სიცოცხლე წუთისოფელია, რომელიც
ერთი ოთახის ორ კარშორისაა მოქცეული. უნდა ეცადო, ეს მონაკვეთი ჭუჭყიანი ფეხებით არ
გაიარო, რათა ცუდი ნაკვალები არ დატოვოო. როდესაც მას ეკითხებოდნენ: „მამაო, ღმერთი
გწამს?“ — მშვიდად პასუხობდა „როგორ შეიძლება მთელი ცხოვრება ემსახურო იმ საქმეს, რომელიც
არ გწამს?!“ სიკვდილის წინ მეუფე ნაომმა თავის ვაჟს სთხოვა, თუ შესაძლებელი იქნებოდა,
მისთვის ჩამორთმეული საეკლესიო წიგნები „ჩეკადან“ წამოეღო.. ოთარმა ქუთაისის სუკს მიაკითხა
და ძნელი მისახვედრი არაა, რა პასუხსაც მიიღებდა. გავიდა დრო და ოთარ შავია- ნიძის,
უკვე წყალტუბოს კურორტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის კაბინეტში შემოვიდა მღვდელი და
მეუფე ნაომის წიგნები მოიტანა. ღიმილით ჰკითხა „ვერ მცნობ?“ — მე ის ჩეკისტი ვარ, მეუფე
ნაომი დასაკითხად რომ დამყავდა.“ ის, ვისაც სარწმუნოებისა და ღვთისმსახურების ამოძირკვა—განადგურება
ევალა, თავად მოექცა ნაომის ღვთიური გავლენის ქვეშ.
13-2
საპატრიარქოს უწყებანი N13 16-22აპრილი 2009წ გვ.17
დეკანოზი
დავით ღამბაშიძე 1941-1910
დეკანოზი
დავით ბესარიონის ძე ღამბაშიძე 1841 წელს იმერეთში, შორაპნის მაზრაში, მღვდლის ოჯახში
დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში, მამის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო. შემდეგში
იგი ასე იგონებდა ამ ამბავს: „მამაჩემმა დააწყებინა საღმრთო და საეკლესიო წერილის კითხვა
ჩემს ორ უფროსს ძმას. როდესაც ისინი კარგად კითხვას შეეჩვიენ, შემდეგ მათ დააწყებინა
საზეპირო სწავლება. იმ დროს, როცა ჩემი ძმები თავს აკლავდნენ სერობის ლოცვის ზეპირად
დასწავლას, მე თავისუფლად ვთამაშობდი. როცა ძმები ზეპირობდნენ, მე მათ ყურს ვუგდებდი
და ზოგიერთ ადგილებს ლოცვებიდან ვიხსომებდი. არასოდეს არ ყოფილა ისეთი დღე, რომ განსვენებულ
მამაჩემს სერობის ლოცვა არ შეესრულებინოს ნავახშმებს. მწუხრი და ცისკარი ხომ იშვიათი
დღე იქნებოდა, რომ არ შეესრულებინა, მწირველიც რომ არ ყოფილიყო მეორე დღეს. სერობის
ლოცვას ჩემს ძმებს აკითხებდა. ხშირად, როცა ძმებს შეეშლებოდათ საზეპირო და შეჩერდებოდნენ,
მე ვუსწორებდი ხოლმე, რადგან მათ კითხვაში მე ზოგიერთი ადგილები ზეპირად დავისწავლე.
ძლიერ უკვირდათ განსვენებულ ჩემს მშობლებს ეს და ჩემს ძმებს შენიშვნას აძლევდნენ, თქვენ
კითხვაში ეს ზეპირად სწავლობს, როდესაც ჯერეთ „ანბანი“ არ იცისო.“ 1855 წელს უკვე მოზრდილი
დავითი მამამისმა ქუთაისში ჩაიყვანა და სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, რომლის დასრულების
შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. 1867 წლის 10 ნოემბერს გარდაიცვალა
მამა, მღვდელ ბესარიონი და იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დავითი დიაკვნად
აკურთხა, ერთ კვირაში კი მღვდლად დაასხა ხელი და ფუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის
13-4
საპატრიარქოს უწყებანი N13 16-22აპრილი 2009წ გვ.18
დეკანოზი
დავით ღამბაშიძე 1941-1910 (გაგრძელება)
წინამძღვრად
განამწესა. 1868 წელს შორაპნის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1868-73 წლებში შროშის
წმინდა გიორგის, 1873-75 წლებში დანაეთის წმინდა გიორგის, 1875-87 წლებში კი ცხრაწყაროს
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიებში მსახურობდა. 1887 წელს ყვირილას წმინდა იოანე
ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა და დეკანოზის წოდება მიენიჭა.
1891 წლის 15 მაისს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1896 წლის 6 მაისს
წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი უბოძეს. 1904 წლის აღდგომას წმინდა სინოდმა მადლობის
სიგელით დააჯილდოვა. 1905 წლის ივნისში ენქერი ეწყალობა. მამა დავითის სახელს უკავშირდება
დაბა ყვირილაში სამრევლოს გახსნა. 1869 წლამდე ამ დასახლებაში არ არსებობდა ეკლესია.
მამა დავითმა მიაქცია ყურადღება ერთ შენობას, რომელიც პურის მაღაზია ყოფილიყო 1868
წლამდე, მაგრამ რადგან მაღაზია სურამში გადაეტანათ, ყვირილაში ეს შენობა გაუქმებული
იყო. მაზრის უფროსის დახმარებით მამა დავითმა სთხოვა კავკასიის მაშინდელ მმართველს,
მის იმპერატორობით უმაღლესობას, დიდ მთავარ მიხეილ ნიკოლოზის ძეს, რომ ეს შენობა დაბა
ყვირილის მცხოვრებთათვის დაეთმოთ უფასოდ, რათა იქ ეკლესია მოეწყოთ. ყველას გასახარად,
მაღაზია ეკლესიის სტილში იყო აშენებული და იგი ადვილად გადაკეთდა ტაძრად. 1870 წელს
მეუფე გაბრიელმა ეს ტაძარი წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობაზე აკურთხა. ყვირილაში
დანიშვნისთანავე მამა დავითმა გადაწყვიტა ახალი ტაძარი აეშენებინა დაბაში, რადგან ძველი,
ხის ტაძარი საკმაოდ მოზრდილ მრევლს უკვე ვეღარ იტევდა. მისი ლოცვა-კურთხევით ადგილობრივმა
მცხოვრებმა, ქველმოქმედმა, მეორე გილდიის ვაჭარმა, გედევან ზურაბის ძე ჩუბინიძემ გამოთქვა
სურვილი, თავისი ხარჯით აეგო შესაფერისი ტაძარი. მეუფე გაბრიელმა დიდი სიხარულით მიიღო
ეს წინადადება და კურთხევაც გასცა ამ დიადი საქმის დაწყებისათვის. 1894 წელს მშენებლობა
დაიწყო. ძველი ხის ეკლესია გადაიტანეს სასაფლაოზე, რომელიც ეკურთხა წმინდა ნინოს სახელზე
და ახალი ქვითკირის ეკლესიის აშენება კი არგვეთის მთავართა, წმინდა დავით და კონსტანტინეს
სახელობაზე გადაწყვიტეს. ტაძრის აშენება 70 ათასი მანეთი დაჯდა. ეკლესიის კედლები მთლიანად
ეკლარის თლილი ქვით იყო აშენებული. 1899 წლის 2 ოქტომბერს მისი კურთხევა, რადგან ეპარქიის
მმართველი, ეპისკოპოსი ლეონიდე უღონოდ ბრძანდებოდა, შეასრულეს ჯრუჭის მონასტრის წინამძღვარმა
არქიმანდრიტმა ნიკიფორემ (კანდელაკი), კვიპროსის კუნძულის კიკოსის მონასტრის არქიმანდრიტმა
მელეტიოსმა, დეკანოზმა დავით ღამბაშიძემ და მღვდელმა ბესარიონ გველესიანმა. ღამისთევით
ცისკარი შეასრულა ბერძენმა არქიმანდრიტმა მელეტიოსმა. წირვაზე რუსულად და ქართულად
გალობდნენ ადგილობრივი და სამრევლო სკოლის შეგირდები ყვირილის სამრევლო სკოლის მასწავლებლის
ლ. კელენჯერიძის ლოტბარობით. „განიცადეზე“ შესანიშნავი სიტყვა წარმოსთქვა ტაძრის წინამძღვარმა,
დეკანოზმა დავითმა. გთავაზობთ პატარა ამონარიდს ამ ქადაგებიდან: „დღე-სასწაულობა მრავალგვარია,
ძმანო ქრისტიანენო, მაგრამ დღევანდელი ჩვენი დღესასწაული, ენკენიობა, ჩვენი ახალი ეკლესიის
კურთხევა, აღემატება ყველა იმ სასიხარულო დღესასწაულებს, რომელთაც ჩვენ ვდღესასწაულობთ
ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში. ჭეშმარიტი ქრისტიანის გული აღვსილია სიხარულით თავისი ეკლესიის
კურთხევის დროს. რატომაა ეს დღე ასე სასიხარულო ყოველთა ქრისტიანეთათვის? იმისთვის,
რომ ეკლესია არის საზოგადო ჩვენი დედა, აღმზრდელი სარწმუნოებასა და კეთილმსახურებასა
შინა დაბადებიდგან სიკვდილამდე. ეკლესია ყოველთვის ცხოველს მონაწილეობას იღებს ჩვენს
არა მარტო სულიერ და სარწმუნოებრივს არამედ საზოგადო შინაურ ოჯახუ ცხოვრების საქმეებშიც.
არც ერთი შემთხვევა არ მოხდება ჩვენს ცხოვრებაში, რომ ლოცვით და ეკლესიის კურთხევით
არ იქნეს დაწყებული. დაგებადა, ვთქვათ მაგალითად — ბავშვი. წმიდა ეკლესიის მოსამსახურე,
შენი სუ- ლიერი მოძღვარი იჩქარის შენი სახლისკენ, რათა მშობიარეს წაუკითხოს ეკლესიისაგან
დაწესებული ლოცვა, უწოდოს სახელი ახლად დაბადებულს და შეავედროს ღმერთს, რომ მან მოუვლინოს
მას მფარველი ანგელოზი. გახდა ვინმე, ძმანო, თქვენ შორის ავად. წმიდა ეკლესია გიგზავნის
შენ მღვდელს და გაძლევს ხორცსა და სისხლსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა, რომელიც გვკურნებს
ჩვენ სულიერად და ხორციელად. შენ გსურს, რომ ჯვარი დაიწერო — წმიდა ეკლესია გაკურთხევს,
როგორც შენ, სასიძოს, ისე შენს მეგობარ სასძლოს და გვირგვინოსან გყოფს სახითა მაცხოვრისათა
ეკლესიასთანა, თქვენთვის გამოითხოვს უფლისაგან კეთილ ცხოვრებასა, მშვიდობასა და სიყვარულსა.
ვინ გაგვაცილებს ჩვენ ამ ქვეყნიდან ცხოვრების დასრულების დროს საიქიოს, თუ არა იგივე
დედა ჩვენი — წმიდა ეკლესია? ყოველივე ჩვენს ცხოვრებაში ეკლესიისაგან იკურთხება: სახლი,
ეზო, აგარაკი, ვენახი, ნაყოფი, წყარო, საჭმელი და სასმელიც. აი, ამისთვის გმართებს,
ძმანო, დიდი სიხარული დღეს, რადგან ეკურთხა ჩვენი ახალი ეკლესია“. მამა დავითი წლების
განმავლობაში ხელმძღვანელობდა იმერეთის ეპარქიის სანთლის ქარხანას, იყო მთავარხუცესი
და სამღვდელოების სულიერი მოძღვარი. 1884-1910 წლებში საქართველოში მამა დავითის რე-დაქტორობით
გამოდიოდა ჟურნალი „მწყემსი“ ქართულ ენაზე და ჟურნალი „პასტირი“ რუსულ ენაზე, სადაც
ქვეყნდებოდა უამრავი სახის საინტერესო სტატია. ჟურნალმა იმთავითვე დიდი სიმპათია და
მოწონება დაიმსახურა როგორც სამღვდელოების, ისე საზოგადოების ყველა ფე- ნაში. იგი იბეჭდებოდა
სოფელ ყვირილაში. დეკანოზი დავითი პირადი სახსრებით გამოსცემდა მას. ღვაწლმოსილი დეკანოზი
1910 წლის 21 დეკემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა. 30 დეკემბერს, დილის ცხრა საათზე
დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი მამა დავითის დაკრძალვაზე. მიცვალებული დიდი ცერემონიით
წაასვე..
13-5
საპატრიარქოს უწყებანი N13 16-22აპრილი 2009წ გვ.19
დეკანოზი
დავით ღამბაშიძე 1941-1910 (გაგრძელება)
..ნეს
სახლიდან წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძარში, წინ უძღოდა მრავალი სამღვდელოება
ორი მღვდელმთავრის — გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ლეონიდესა (ოქროპირიძე) და იმერეთის
ეპისკოპოს გიორგის (ალადაშვილი) წინამძღოლობით. გალობდა ქართული გუნდი განიცადეზე სიტყვები
წარმოსთქვეს მღვდელმა კირილე კელენჯერიძემ და მღვდელმა გიორგი ბაკურაძემ. წირვის შემდეგ,
წესის აგების წინ, სიტყვა წარმოსთქვა მეუფე ლეონიდემ, დეკანოზმა ნიკიტა თალაკვაძემ,
„შინაური საქმეების“ რედაქტორმა მღვდელმა სვიმონ მჭედლიძემ, მღვდელმა კონსტანტინე ანთაძემ,
მღვდელმა ბესარიონ ვაშაძემ, დეკანოზმა იოსებ წერეთელმა, მღვდელმა სერგი მაჭარაშვილმა,
მღვდელმა პარმენ ყიფშიძემ, მღვდელმა იოანე ცქიტიშვილმა, მღვდელმა ალექსანდრე არდიშვილმა
და სხვებმა. სასულიერო პირებმა ვრცლად ისაუბრეს განსვენებულოს მხნე, მედგარ და ნაყოფიერ
სამსახურზე და მის განსაკუთრებულ ღვაწლზე ეკლესიის წინაშე. განსაკუთრებით შთამბეჭდავი
სიტყვები წარმოთქვეს მეუფე ლეონიდემ და დეკანოზმა ნიკიტა თალაკვაძემ. სიტყვების შემდეგ
ანდერძი აუგეს იმავე ეკლესიაში და შემდეგ მიცვალებული წაასვენეს წმინდა ნინოს სახელობის
ეკლესიაში დასაკრძალად. პროცესია ნახევარ ვერსზე გაგრძელდა. სამღვდელოება თავის დაუვიწყარ
მოძღვარს ხელით მიასვენებდა. ხალხთა შორის დეპუტაციებიც იყვნენ სხვადასხვა ქალაქებიდან,
ქართლ-კახეთის და გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამღვდელოებიდან. სამგლოვიარო დეპეშები
და წერილები ხომ ურიცხვი იყო. ნაშუადღევს, სამ საათზე, დეკანოზი დავითი მიასვენეს სასაფლაოზე.
დაკრძალვამდე ერისკაცებმა კიდევ გამოსათხოვარი სიტყვები წარმოთქვეს. მგოსანი აკაკი
წერეთელი მწუხარებას აცხადებდა, რომ, ავადმყოფობის გამო, პირადად ვერ დაესწრო გარდაცვალებული
დეკანოზის დასაფლავებას და თავისი სიტყვა გა_ გზავნა, რომელიც საჩხერის სკოლის მასწავლებელმა
იასონ ღამბაშიძემ წაიკითხა. შემდეგ სიტყვები წარმოთქვეს: ყვირილის მასწავლებელმა ბესარიონ
კელენჯერიძემ, ვარდენ ყიფიანმა, სოსიკო მერკვილაძემ, წერა-კითხვის საზოგადოების ყვირილის
განყოფილების წარმომადგე- ნელმა, ყვირილის საქალებო სკოლის ერთმა მოწაფე ქალმა და სხვებმა.
მოწაფე ქალმა ისეთი გრძნობიერი სიტყვა თქვა, რომ მთელი დამსწრე საზოგადოება ააცრემლა
და ააქვითინა. საქართველოს სამღვდელოების ისტორიაში ჯერ არ მომხდარა სამღვდელო პირის
ასეთი დიდებული და ცერემონიული დასაფლავება, გარდა გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვისა.
თუმცა ის გარემოებაცაა მხედველობაში მისაღები, რომ იმერეთის სამღვდელოებაში დეკანოზ
დავით ღამბაშიძისთანა საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი და გამოცდილი მოძღვარი იშვიათად
თუ მოიძებნებოდა და, შესაბამისად, არავისთვის იყო მოულოდნელი მისი ასეთის პატივისცემა
და დაფასება, როგორც სამღვდელოების, ისე საერო საზოგადოების მხრიდან. მიცვალებულის
დაკრძალვის შემდეგ, ნაშუადღევის ოთხ საათზე, გარდაცვალებული დეკანოზის შვილებმა, ექიმმა
ვახტანგმა და მღვდელმა ქსენოფონტე ღამბაშიძეებმა თავის ოჯახში სადილად მიიწვიეს თავიანთი
კრებულებით ყოვლადსამღვდელონი და მასთან მთელი დამსწრე საზოგადოება, წარმომადგენლები
და დეპუტაციები. დეკანოზი დავითი გახლდათ შესანიშნავი
მქადაგებელი. გთავაზობთ მის წარმოთქმულ ერთ-ერთ ქადაგებას აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით:
ქრისტეს
აღდგომისათვის დეკანოზი დავით ღამბაშიძე
„ჯვარზე
გამსჭვალულმა ქრისტემ სულის განტევების წინად წარმოსთქვა სიტყვა: „აღსრულდა“. ამ სიტყვით
დასრულდა ძველი აღთქმის ისტორია კაცობრიობისა. მაცხოვრისაგან ამ სიტყვის წარმოთქმის
დროს გადატყდა, ესრეთ ვსთქვათ, ღერძი კაცობრიობის ისტორიული ცხოვრების ბორბალისა. ამ
გადატეხით შეიძრა ქვეყანა, და აჰა, მოგვითხრობს მახარებელი: „კრეტსაბმელი იგი ტაძრისა
მის განიპო ორად ზევიდგან ვიდრე ქვედმდე, და
ქვეყანა შეიძრა, და კლდენი განჰსქდენ და საფლავნი აღეხვნენ“. შიში დაეცა ყველას, ყველანი
მოელოდნენ, რომ მიწა შთანთქავს მათ და შეძრწუნდნენ. მაგრამ ცხოველ არს ღმერთი და ცხოველია
სული კაცობრიობისა. ვერ მისწვდება კაცის გონება ღვთის განგებულების საქმეს. სადაც ჩვენ
სიკვდილი გვეჩვენება გამარჯვებულად, იქ იგი დამარცხებულია. თესლი მცენარეთა, როდესაც
იმარხება მიწაში და სრულებით იხრწნება, მაშინ იწყებს და იჩენს სიცოცხლეს. აგრეთვეა
კაცობრიობის ცხოვრებაც. განახლებული ცხოვრება მაშინ იწყება, როდესაც უკანასკნელად იმარჯვებს
სიკვდილი ძველ ცხოვრებაზე. და აი, საშიშარი დროს, წამი ქრისტეს, სოფლის მხსნელის, სიკვდილისა,
რომლიდგანაც იწყება ახალი, გამოცვლილი და განახლებული ცხოვრება კაცობრიობისა. ქრისტე
აღსდგა მკვდრეთით დიდებული სხეულით და მასთან აღადგინა მთელი კაცობრიობა ახალი დიდებული
ცხოვრებისათვის. ისტორია ქრისტეს აღდგომისა საუკუნო წყაროდ დარჩება ახალი ზნეობრივი
დაბადებისა როგორც კერძო პირთა, ისე მთელი ხალხისა და ქვეყნისათვის და წმიდა მოთხრობა
აღდგომაზე არ დაჰკარგავს თავის მნიშვნელობას უკუნითი უკუნისამდე. „ქრისტე აღსდგა!“
— უთხრეს ანგელოზებმა მტირალ მენელსაცხებელ დედათა, რომელნიც მოვიდნენ ქრისტეს საფლავად,
რომ მიეცათ თავის მოძღვრისათვის უკანასკ ნელი ვალი სიყვარულისა და პატივისცემისა, და
ეს სასიხარულო ხმა იმ დროიდგან ვრცელდება თანდათან და გავრცელდება შემდეგშიაც, ვიდრემდის
მთელ ქვეყანაზედ არ მოისმება ეს სადღესასწაულო ღაღადების ხმა და ამ ანგელოზთა ხმაზე:
„ქრისტე აღსდგა!“ ყველასაგან ..
13-6
საპატრიარქოს უწყებანი N13 16-22აპრილი 2009წ გვ.20
დეკანოზი
დავით ღამბაშიძე 1941-1910 (დასასრული)
..ერთითა
პირითა და ერთითა გულითა არ მოისმება მიგემა: „ჭეშმარიტად აღსდგა!“ მართლმადიდებელი
ეკლესია თავის დადგენილობათა და მღვდელმოქმედებათა შინა მშვენიერად და ცხადად წარმოგვიდგენს
ჩვენ ამ ქვეყნიურ ცხოვრების ისტორიულ შეცვლას და ამით გვამცნებს, რომ ყველამ ჩვენ სულიერ
ცხოვრებასა შინა ვიგრძნოთ ის გრძნობანი შიშისა და სასოებისა, მწუხარებისა და მხიარულებისა,
სიკვდილისა და აღდგომისა, რომელიც იგრძნეს ნამდვილად იესო ქრისტეს სიკვდილის და აღდგომის
დროს. ყოველივე ეს გრძნობანი ისე ნათლად და ცხადად არსად არ სრულდება, როგორც დიდ მარხვაში
და განსაკუთრებით ვნების კვირიაკეში. დიდი მარხვა მომასწავებელია ძველი აღთქმისა, როდესაც
ხალხი მოელოდა მაცხო ვარს, სოფლის მხსნელსა. დიდ მარხვაში ჭეშმარიტი ქრისტიანი თანდათან
გრძნობს დიდი მარხვის სიმძიმეს და თანაც მოელის ამ მძიმე მდგომარეობის მალე შეცვლას.
ბუნებაც ამ დროს თითქმის ახლდება. ახლოვდება გაზაფხული. მცენარეები იმოსებიან. ზამთრის
სუდარი ეხდება არემარეს და ყველა სულდგმული რაღაცა სიხარულს გრძნობს. ყოველივე ამის
მხილველი კაცის გულში თანდათან ღვივდება და ძლიერდება რაღაცა გამოუთქმელი სიხარული
და სასოება ბრწყინვალე დღესასწაულის მოლოდინისა. მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ჩვენგანს
არ შეუძლია იგრძნოს ეს სიხარული და ნეტარება. ვის შეუძლია დასტკბეს საჭმლის გემოთი?
ვისაც უმარხულია და შიმშილი უგრძვნია. ვის შეუძლია ბედნიერება იგრძნოს? ვისაც უბედურება
გამოუცდია. ამისთვის წმიდა ეკლესიამ დაადგინა ვნების კვირიაკეში დროის შესაფერისი მღვდელ-მოქმედებანი,
რომელთაც გრძნობაში მოჰყავთ ყველანი, აფიქრებს მათ თავის ცხოვრებაზე და, რაც უნდა გაფანტული
იყოს კაცი, მაინც აფიქრებს მას, ერთის მხრით, თავის სინდისზე და ეს დაფიქრება ატყობიებს
მას თავის ზნეობით დაცემას, ხოლო, მეორეს მხრით, ამცნებს კაცს მაცხოვრისაგან კაცობრიობისათვის
შეწირული მსხვერპლის სიდიდეს. ნეტავი იმ კაცს, რომელსაც ყველა ეს უგრვძნია და ეკლესიის
ყოველივე დადგენილებანი მტკიცედ აღუსრულებია! მხოლოდ ამგვარ კაცს შეუძლია იგრძნოს ის
ჭეშმარიტი გულის მხიარულება, რომელსაც გრძნობს კაცი აღდგომის დღეს. იმათ კი, რომელნიც
თავის თავს და სვინდისს არ გამოცდიან, არ იციან, რა არის ზომიერი ჭამა და მარხულობა,
არ დადიან ეკლესიაში ვნების კვირიაკეში და არც შინ კითხულობენ სახარებას, არ შეუძლიათ
იგრძნონ ჭეშმარიტი სიხარული დღესასწაულისა. ქრისტეს დროს თორმეტ მოციქულში მხოლოდ იუდა
შეიქმნა ქრისტეს გამცემელი. დღეს ამდენ ქრისტიან ხალხში, რასაკვირველია, არა ერთნი
მოინახებიან იუდას თანაზიარნი. ზოგიერთნი ჩვენგანი იწოდებიან ქრისტიანებად, მაგრამ
საქმით სრულებით არ გვანან ქრისტიანეთა.. მათი სარწმუნოება დამდაბლებულია და მოქმედება
გაცუდებული და დაუვიწყებიათ მათ მაცხოვრის მცნება, რომელიც ბრძანებს: „შეიყვარე უფალი
შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა. შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა
თავი თვისი“. ქრისტე აღსდგა და ვისურვოთ, რომ აღსდგეს ჩვენში დაცემული სარწმუნოება
და ზნეობა. „ქრისტე აღსდგა!“
15საპატრიარქოს
უწყებანი N15
7-13მაისი 2009წ გვ.11
ხელდასხმა
5 აპრილს
საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში ცხუმ-აფხაზეთის, ცხუმ-აფხაზეთის
მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის
III კურსის სტუდენტი გიორგი გოგესაშვილი. დიაკონი გიორგი ყოვლადწმინდა სამების სახელობის
საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
***
11
აპრილს გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში გურჯაანისა
და ველისციხის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ლეჟავა) მღვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების
სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვან კახაბერ ქუბიაშვილს. მღვდელი კახაბერი თბილისის
წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში (ვერაზე) იმსახურებს.
***
11
აპრილს გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში გურჯაანისა
და ველისციხის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ლეჟავა) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო
სემინარიის III კურსის სტუდენტი ზაქარია შონია. დიაკვანი ზაქარია ქაშვეთის წმინდა გიორგის
სახელობის ეკლესიაში იმსახურებს. 12 აპრილს გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების
სახელობის მონასტერში გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ლეჟავა) მღვდლად
დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვან კახაბერ ფირანიშვილს.
მღვდელი კახაბერი თბილისის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში იმსახურებს.
***
12
აპრილს გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში გურჯაანისა
და ველისციხის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ლეჟავა) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო
სემინარიის III კურსის სტუდენტი იოანე წუწუნავა.
დიაკონი იოანე ვარკეთილის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში იმსახურებს.
***
16
აპრილს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში
შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) დიაკვნად აკურთხა ამავე ტაძრის მედავითნე
თამაზ გოგოტიშვილი და სახელად თომა უწოდა. დიაკონი თომა ოზურგეთის საკათედრო ტაძარში
იმსახურებს.
***
18
აპრილს ოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა
(კიკვაძე) დიაკვნად აკურთხა ბათუმის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული და ოზურგეთის
საკათედრო ტაძრის მედავითნე ზაქარია თხილაიშვილი. დიაკონი ზაქარია ოზურგეთის საკათედრო
ტაძარში იმსახურებს.
დაჯილდოვება
26
აპრილს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიტროპოლიტის წოდება მიანიჭა მარგვეთისა და უბისის
მთავარეპისკოპოს ვახტანგს (ახვლედიანი).
16
საპატრიარქოს უწყებანი N16 21-28მაისი 2009წ გვ.10
ხელდასხმა
10
მაისს ნინოწმიდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმიდის
ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის II კურსის
სტუდენტი დავით გელბახიანი. დიაკონი დავითი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო
ტაძარში იმსახურებს.
***
11
მაისს ნინოწმიდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმიდის
ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) მღვდლად დაასხა ხელი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის
ეკლესიის დიაკვანს გიორგი წეროძეს. მღვდელი გიორგი კარის წმინდა გიორგის სახელობის
ეკლესიაში იმსახურებს.
დაჯილდოება
14
მაისს, პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის პირველ წირვაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმსახურნი:
ბერლინის წმინდა მღვდელმოწამე კირიონის სახე- ლობის ეკლესიის წინამძღვარი (გერმანია),
არქიმანდრიტი ლაზარე (სამადბეგიშვილი) — მეორე გამშვენებული ჯვრით; კანის წმინდა ნინოს
სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (საფრანგეთი), იღუმენი ისააკი (ფირცხალავა) — არქიმანდრიტის
წოდებით; ბრიუსელის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (ბელგია), იღუმენი
დოსითე (ბოგვერაძე) — არქიმანდრიტის წოდებით; ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის
წინამძღვარი (ესპანეთი) იღუმენი ლუკა (ფალავანდიშვილი) — არქიმანდრიტის წოდებით; დიუსელდორფის
წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მღვდელ-მონაზონი ისე (გელაშვილი)
ჯვრითა და იღუმენის წოდებით; (გერმანია), ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით. ვიტორიის
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (ესპანეთი), მღვდელ-მონაზონი სერაპიონი
(გრიგალაშვილი) — ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის
ეკლესიის წინამძღვარი (საფრანგეთი), მღვდელ-მონაზონი ანტონი (კანდელაკი) — ოქროს ჯვრითა
და იღუმენის წოდებით.
16-1
საპატრიარქოს უწყებანი N16 21-28მაისი 2009წ გვ.18
იღუმენია
ათანასია (სალაყაია) (1849-1903)
იღუმენია
ათანასია — ერში, აღათი სალაყაია 1849 წელს, სამეგრელოში, აზნაურის ოჯახში დაიბადა.
XIX საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში მონაზვნად შედგომის სურვილმა ახალგაზრდა აღათი
იმჟამად ახლადდაარსებულ თეკლათის დედათა მონასტერში მიიყვანა. აქ მან საფუძვლიანად
შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი. მალე იგი წინამძღვარმა მორჩილის
კაბითაც შემოსა. თავად თეკლათის დედათა მონასტრის დაარსების ისტორიას ჟურნალი „მწყემსი“
1891 წლის მაისის ნომერში ასე მოგვითხრობს : „იმ ადგილას, სადაც ეს მონასტერია აშენებული,
ძველ დროში საგაზაფხულო
16-2
საპატრიარქოს უწყებანი N16 21-28მაისი 2009წ გვ.19
იღუმენია
ათანასია (სალაყაია) (1849-1903)(გაგრძელება)
სადგომები
იყო ხობის მონასტრის განსვენებულ წინამძღვართა. მათ ჰქონდათ აქ პატარა სამლოცველო და
საცხოვრებელი სახლი. სამლოცველო იყო ძალიან პატარა. ამ რამდენიმე წლის წინათ ამ ადგილას
მარტო სამლოცველოღა დარჩა. 1865 წელს ზედა თეკლათის მთავარანგელოზთა ეკლესიის გალავანში
დაბინავდა აწ უკვე განსვენებული სალომე თავ- დგირიძის ასული, რომელსაც თან ახლდა ერთი
მონაზონი და ერთი მო-სამსახურე. სალომე თავდგირიძის ასულმა აქ ააშენა ქვითკირის შენობა,
შეკრიბა მონაზვნები და იწყეს მოღ-ვაწეობა. მონაზვნები ღარიბულად სცხოვრობდნენ, რადგან
მათ ნივთიერი დახმარება არავისგან არ ეძლეოდათ. ამ მდგომარეობაში იყვნენ ისინი, სანამ
სამეგრელოს ეპარქია არ ეწერა დროებით იმერეთის ეპარქიას. შემდეგ სამეგრელოში მობრძანდა
მისი ყოვლადუსამღვდელოესობა იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი. მისმა მეუფებამ დაათვალიერა
როგორც პირველის, ისე ამ ახალი მონასტრის ადგილები, შეიტყო მონაზვნების ღარიბული მდგომარეობა.
მისმა მეუფებამ ურჩია თავდგირიძის ასულს იმ ადგილს გადასვლა, სადაც აგებულია დღეს თეკლათის
დედათა მონასტერი. მწყემსმთავარმა გაბრიელმა გაამხნევა მონაზვნები და აღუთქვა მათ შემწეობა.
თავდგირიძის ასული, თანახმად ყოვლადსამღვდელო გაბრიელის ლოცვა-კურთხევისა, გადავიდა
ნაჩვენებ ადგილზე, ამრავლა მონაზონთა რიცხვი, გაუკეთა მათ ბინა და შემდეგ შეუდგა შემზადებას
მონასტრის ასაშენებლად. რამდენიმე წლის შემდეგ თავდგირიძის ასული გადაყვანილ იქნა მღვიმევის
დედათა მონასტერში, სადაც გარდაიცვალა კიდეც. ამ დედათა მონასტერში თავდგირიძის ასულის
მაგივრად დარჩა გამგებლად და უფროსად იღუმენია
ათანასია (სალაყაია), რომელიც გულმოდგინედ შეუდგა საჭირო მასალის შეგროვებას. მან მიმართა
სხვადასხვა პირებს და სთხოვა შემწეობა. გააგზავნა ორი მონაზონი გულქან და მაია შეწირულობათა
შესაკრებად. ამ დედებმა თავისი მეცადინეობით შეაგროვეს დიდძალი ფული მონასტრისათვის
და სხვა მრავალი საჭირო ნივთი. ამავე დროს, სხვა მონაზონნიც ცდილობდნენ შეწირულობათა
შეკრებას და მათი თავდადებული მეცადინეობის ნაყოფია დღეს ამ მშვენიერ ადგილს აგებული
დედათა მონასტერი, აშენდა ეკლესია და საცხოვრებელი სახლები. მონასტრის ეკლესიის კურთხევის
დროს აღმოჩნდნენ მრავალნი პირნი, რომელთაც მიაქციეს ყურადღება მონასტრის ნაკლულევანებას
და, შეძლებისდაგვარად, არ დაიშურეს შეწირულებანი. სხვათა შემწირველთა შორის, დეკანოზმა
დავით ღამბაშიძემ შესწირა მონასტერს კანკელის ხატები“. 1878 წლის 2 მაისს იმერეთის
ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) თეკლათის მონასტრის წინამძღვარი მონაზონი სალომე (თავდგირიძე)
იმერეთში, მღვიმევის დედათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანა დამის მაგივრად სავანის
დროებითი მმართველობა მორჩილ აღათიას დაევალა. 1885 წლის 13 სექტემბერს თეკლათის მონასტრის
დედათა კრებულმა მორჩილი აღათია წინამძღვრად აირჩია, რაც თავისი ლოცვა-კურთხევით დაადასტურა
მეუფე გაბრიელმაც. 1886 წლის 1 აგვისტოს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი)
იგი მონაზვნად აღკვეცა და სახელად ათანასია უწოდა. 1899 წლის აღდგომას იღუმენიას წოდება
მიენიჭა. იღუმენია ათანასია 1903 წლის 5 აპრილს მოულოდნელად გარდაიცვალა. ქართული ეკლესიისათვის
დიდი დანაკლისი იყო მისი უდროოდ გარდაცვალება. გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვრცელი ნეკროლოგი,
სადაც კარგად არის აღწერილი დედა ათანასიას დამსახურებანი დედა ეკლესიის წინაშე: „ისედაც
შემცირებულ და დაბეჩავებულ სულიერ მოძღვართა კრებულს მრავალ წამებულ საქართველოს ეკლესიისას
ამ დღეებში კვლავ გამოაკლდა ერთი სამაგალითო, მტკიცე და მხნე მუშაკი სარწმუნოება-ზნეობის
ასპარეზზე. ოთხშაბათს, 9 აპრილს, თეკლათის დედათა მონასტრის დათა კრებული გლოვითა და
ზარით სამუდამოდ გამოეთხოვა თავისს სათაყვანებელ წინამძღვარს, იღუმენია დედა ათანასიას,
რომელიც კრებულისა და განსვენებულის ნათესავთა თხოვნის თანახმად, ყოვლადსამღვდელო გურია-სამეგრელოს
ეპისკოპოსის ალექსანდრეს ნებართვით, დაკრძალულ იქნა მონასტრის ტაძარში. ჩვენს გაფუქსავატებულ
დროში, როდესაც ერის კაცნი კი არა, სამღვდელოების წარმომადგენელნიც კი გულგრილად ეპყრობიან
საქართველოს ეკლესიის წარსულის ისტორიას და აწმყო-მომავლის ბედ-იღბალს, საკვირველი
არ არის, რომ ბევრმა ქართველმა არც კი იცოდეს თეკლათის დედათა მონასტრის არსებობა ჩვენში.
ეს მით უფრო საფიქრებელია, რომ თეკლათის მონასტერი შედარებით დიდი ხნის დაარსებული
არ არის. თუმცა ახალია ეს მონასტერი, მაინც მის ზღუდეთა შორის ოთხმოცზე მეტი დათა კრებული
იფარავს თავს. წინამძღვარი ამ რიცხვ-მრავალ კრებულისა, აწ განსვენებული იღუმენია ათანასია,
იყო ასული სენაკის მაზრის სოფელ თეკლათის აზნაურ სალაყაიასი. მამის სიკვდილის შემდეგ
ახალგაზრდა აღათი იზრდებოდა ერთს ახლობელ ნათესავის ოჯახში, სადაც შეისწავლა ქართული
წერა-კითხვა, თავიდგანვე ეტყო..
16-3
საპატრიარქოს უწყებანი N16 21-28მაისი 2009წ გვ.20
იღუმენია
ათანასია (სალაყაია) (1849-1903)(დასასრული)
..
ბოდა მისწრაფება განდეგილობისადმი და როცა ოცი-ოცდა ხუთი წლისა შესრულდა, კიდეც განშორდა
ამ წუთის სოფლის ამაოებას, ჰპოვა-რა თავშესაფარი თეკლათის სოფლის ძველად ყოფილ პატარა
სამრევლო ეკლესიაში, რომელიც იმ ხანად უკვე გაუქმებული იყო, როგორც სამრევლო ეკლესია
და გადაქცეული იყო განდეგილ დათა სამლოცველო-სავანეთ. ამ სავანეს მაშინ უფროსობდა დედა
სალომე (თავდგირიძის ასული). იმ დღიდგან მოკიდებული განსვენებული იღუმენია შეუდგა სულის
განმტკიცებას ღვთის ვედრებით და საღმრთო წერილის კითხვით და ამ ხანად იმდენად განსწავლული
ქართულ საღმრთო წერილში, რომ ამ მხრივ ცნობილი შეიქმნა სასულიერო მთავრობისაგან, როგორც
ერთი საუკეთესოთაგანი განა მარტო ამ მხრივ! ცნობილი იყო აგრეთვე როგორც დამაარსებელი
და გამამშვენებელი თეკლათის დედათა მონასტრისა, შემომკრები მრავალ რიცხოვან დათა, საუკეთესო
ადმინისტრატორი დედათა მონასტრის მართვა-გამგეობაში და ამასთანავე უანგარო, შორს გამჭვრეტი
და უსათნოესი ადამიანი. საკმარისია მარტო ერთი თვალი გადაავლოს კაცმა ახლა თეკლათის
დედათა მონასტერს, რომ დარწმუნდეს, რა დიდის ჭკუისა და ენერგიის პატრონი იყო დედა ათანასია,
რომელმაც არა რაისაგან ოცდახუთი წლის განმავლობაში შეჰქმნა მონასტერი, რომლის ქონება
დღეს რამდენიმე ათი-ათასი მანეთი ღირს. სხვა რომ არა იყოს რა, მარტო ტაძარი და სასკოლე
შენობა 60 000 მანეთია დამჯდარი. ორ სართულიან ძვირფას ქვის შენობაში მოთავსებულია
ორკლასიანი საქალებო სკოლა, სკოლის ეკლესია და მრავალი ოთხი სხვადასხვა დანიშნულებისათვის.
შარშან სარევიზიოდ მოსულმა სკოლას მალე ოთხ-კლასიანად გადაკეთება აღუთქვა და წელს იანვრიდგან
სკოლის შესანახავად 2 000 მანეთი გამოუთხოვა სათანადო მთავრობისაგან. მონასტრის დიდ
ტაძარში ყოველ დღე გაისმის სულის დამატკბობი, შეწყობილი ქართული გალობა მონასტრის დათა
და აი, ყოველივე ეს, შექმნა მარ- ტოოდენ დედა ათანასიამ ოც-ოცდახუთი წლის დაუცხრომელი
შრომითა და მეცადინეობით. ასეთი დაუღალავი მუშაკი სამშობლო ეკლესიისა, ჯერ კიდევ მხნეობით
და სიცოცხლით სავსე, სულ 52 წლის ადამიანი, ვნების კვირაში, 5 აპრილს წუთისოფელს გამოესალმა.
განსვენებულის დაკრძალვის დღეს, 9 აპრილს, მონასტერში მწირველი ბრძანდებოდა ყოვლადსამღვდელო
ალექსანდრე კრებულით და დიდძალი სამღვდელოების თანამსახურებით. წირვას აუარებელი საზოგადოება
დაესწრო და, თუ ცუდ ტაროსს ხელი არ შეეშალა, მიცვალებულის ნათესავთა და პატივის მცემელთა
რიცხვი ბევრად უფრო მეტი იქნებოდა. წირვის შემდეგ ყოვლადსამღვდელომ მიმართა განსვენებულს
მოკლე, მაგრამ გრძნობით სავსე სიტყვით. სიტყვა ისე ბუნებრივად და გრძნობით იყო წარმოთქმული,
რომ არამც-თუ დამსწრენი, თვით ყოვლადსამღვდელოც კი აატირა. ვრცელი სიტყვა წარმოსთქვა
სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორმა მღვდელ-მონაზონმა დავითმა (კაჭახიძე).
თავის სიტყვაში მამა დავითმა ვრცლად განმარტა ის ღვაწლი, რაც განსვენებულ იღუმენიას
მიუძღოდა ეკლესიის წინაშე. გრძნობიერი სიტყვები წარმოსთქვეს: მღვდელმა ჭანტურიამ, მასწავლებელმა
გაგუამ, აზნაურმა ანდრონიკე სალაყაიამ, ერთმა მონასტრის დათაგანმა და განსვენებულის
დისწულმა მოწაფე შავდიამ. ამ უკანასკნელის სიტყვამ ბევრი ატირა დამსწრეთა შორის’’.
მადლობას
ვუხდუთ ბადრი ვადაჭკირიას ფოტოების მოწოდებისთვის.
17
საპატრიარქოს უწყებანი N17 28მაისი-3ივნისი 2009წ გვ.15
დაჯილდოება
21
მაისს, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა საინგილოს სოფ. კახის მღვდელმსახური
ბადრი არჩავძე ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.
18
საპატრიარქოს უწყებანი N18 3-17ივნისი 2009წ გვ.20
დეკანოზი
ალექსი სამადალაშვილი 1872-1949
დეკანოზი
ალექსი ბესარიონის ძე სამადალაშვილი 1872 წელს თბილისში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი
განათლება სახლში, მამის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო. შემდეგ დაამთავრა თბილისის სასულიერო
სასწავლებელი. 1889 წელს დაქორწინდა ლია სიმონის ასულ ევსეევაზე. ამავე წელს ელიზავეტოპოლის
(ახლანდელი განჯა) წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის მედავითნედ
დაინიშნა. 1890 წელს დიაკვნად აკურთხეს. 1892 წლის მარტში თბილისის სიონის ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში გადმოიყვანეს და მედავითნედ დანიშნეს.
რამდენიმე წლის ვების მეფობის 300 წლისთავთან დაკავშირებით სამახსოვრო მოოქროვილი ჯიბის
საათით დააჯილდოვეს. 1915 წლის 15 აპრილს მღვდლად დაასხეს ხელი და ამავე წლის 19 აპრილს
საგვერდული უბოძეს. შემდეგ კი დიაკვნის შტატში ჩასვეს. 1913 წლის 28 თებერვალს რომანო-
1915 წლის ზაფხულიდან დროებით მიავლინეს თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და
პავლეს სახელობის ეკლესიაში, თუმცა, ოფიციალურად, კვლავაც სიონის საკათედრო ტაძრის
მღვდელმსახურად ითვლებოდა. 1916 წლის 20 იანვრის საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის
ბრძანების საფუძველზე პეტრე-პავლეს ეკლესიის მეორე მღვდლად დაინიშნა. 1921 წლიდან საქართველოში
კომუნისტური ხელისუფლების დამყარების შემდეგ სამღვდელოების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.
ბევრმა მოძღვარმა ვერ გაუძლო ტანჯვა-წამებას, დევნა-შევიწროებას რეპრესიებსა და ცილისწამებებს.
მამა ალექსიც მრავალჯერ დადგა განსაცდელის წინაშე, მაგრამ ყველაფერი ღვთის შეწევნით
დაძლია. 1924 წელს მღვდელმსახურებაზე უარი განაცხადა თბილისის ავლაბრის მთავარანგელოზთა
სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა დეკანოზმა დავით იაშვილმა (შემდგომში მიტროპოლიტი
დიმიტრი). საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით, ტაძრის წინამძღვრობა რამდენიმე
თვით მამა ალექსიმ ითავა. მამა ალექსი, ტაძარში მსახურებასთან შეთავსებით, თბილისის
არამიანცის სახელობის 1 საავადმყოფოშიც აღასრულებდა საეკლესიო წესებს. იგი ოჯახის პატრონების
თანახმად ნათლავდა ბავშვებს, აზიარებდა მომაკვდავებს და აპატიოსნებდა მიცვალებულებს.
1930 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული
მოღვაწეობის გამო დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1937 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს
პეტრე-პავლეს ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი ბენიამენ კანდელაკი. ამასთან დაკავშირებით,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) ტაძრის წინამძღვრად
მამა ალექსი დანიშნა. დეკანოზი ალექსი 1949 წლის გაზაფხულზე გარდაიცვალა. იგი დასაფლავებულია
პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე, ტაძრის სამხრეთით. მამა ალექსი იყო წმინდა
გრიგოლ ფერაძის ღვიძლი ბიძა. მისი და, მარიამ სამადალაშვილი, გათხოვილი იყო მღვდელ
რომანოზ ფერაძეზე, წმინდა გრიგოლის მამაზე.
19
საპატრიარქოს უწყებანი N19 11-17ივნისი 2009წ გვ.7
დაჯილდოება
7 ივნისს,
სულთმოფენობის დღესასწაულზე, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს
ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენის წოდება მიანიჭა შემდეგ მღვდელმსახურებს: წმინდა საბა
განწმენდელის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონ ექვთიმეს (ციხისელს), წმინდა
დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონ ეგნატეს (ჩუხუას), წმინდა
გრიგოლ ხანძთელის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონ გიორგის (მიქაძეს), არმაზის
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონ ზოსიმეს (სისვაძეს),
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „მსწრაფლშემსმენელის“ ხატის სახელობის დედათა მონასტრის
მღვდელ-მონაზონს ილიას (ბებიას).
19-1
საპატრიარქოს უწყებანი N19 11-17ივნისი 2009წ გვ.8
დაჯილდოება
8 ივნისს
ვაკის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი მღვდელმსახურები: ვაკის ყოვლადწმინდა
სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დანიელ ლობჟანიძე გამშვენებული ჯვრითა
და მიტრით; გლადის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი
აკაკი ქიქავა გამშვენებული ჯვრით; ვაკის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური,
დეკანოზი მიქაელ წულუკიძე გამშვენებული ჯვრით; აეროპორტის წმინდა ნიკოლოზის სახელობის
ტაძრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი პახომი ჯანიაშვილი — ოქროს ჯვრით და მიანიჭა იღუმენის
წოდება; ვაკის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის მღვდელმსახურნი: მღვდელი თეიმურაზ
ბარაბაძე — ოქროს ჯვრით და მიანიჭა დეკანოზის წოდება; მღვდელი გიორგი დორეული — ოქროს
ჯვრით და მიანიჭა დეკანოზის წოდება; მღვდელი საბა ლევერაშვილი — ოქროს ჯვრით და მიანიჭა
დეკანოზის წოდება; მღვდელი იაკობ სირბილაძე — ოქროს ჯვრით და აყვანილია დეკანოზის წოდება.
***
24
მაისს, მარტყოფის ღვთაების სახელობის მამათა მონასტერში, ცხუმ-აფხაზეთიუსა და საჩხერე-ჭიატურის
მიტროპოლიტმა დანილემა (დათუაშვილმა) დიაკვნად აკურთხა ცოტნე თვარაძე. დიაკონი ცოტნე
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქოს ტაძარში იმსახურებს.
მორჩილად
კურთხევა
4 ივნისს, ღირსი მამა დავით გარეჯელის ხსენების დღეს,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მორჩილად
აკურთხა წმინდა ამბროსი აღმსარებლის მამათა მონასტრის ორი წევრი მამუკა მაისურაძე და
ხვიჩა ტორაძე. 7 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მორჩილად აკურთხა მახათას მთის ივერიის ღვთისმშობლის
ხატის სახელობის მამათა მონასტრის წევრი ავთანდილ ფხაკა-ძე და მანკოდას მამათა მონასტრის
წევრი რევაზ ჯაკაევი.
19-2
საპატრიარქოს უწყებანი N19 11-17ივნისი 2009წ გვ.19
მიტროპოლიტი
დიმიტრი (იაშვილი) 1872-1961
მიტროპოლიტი
დიმიტრი — ერისკაცობაში დავით ილარიონის ძე იაშვილი 1872 წლის 15 დეკემბერს სიღნაღის
მაზრაში, სოფელ საქობაოში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1886-90 წლებში თელავის სასულიერო
სასწავლებელში, 1890-96 წლებში კი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.
1896-98 წლებში სოფელ ჯუგაანის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მას წავლებლად მუშაობდა.
1898 წლის 19 აპრილს თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმ- ”ობლის მიძინების სახელობის
საკათედრო ტაძარში გორის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ერთი
კვირის შემდეგ კი — მღვდლად დაასხეს ხელი და სა- ქობაოს წმინდა სტეფანე პირველდიაკონის
სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მღვდლად კურთხევის შემდეგ დავითი კვლავ განაგრძობდა
პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო სიღნაღის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი და ეპარქიალური
სასწავლებლის საბჭოს თავმჯდომარე. 1901 წლის აღდგომას საგვერდულით, ხოლო 1902 წლის
აღდგომას კი სკუფიით დაჯილდოვდა. 1905 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს. 09 წელს სამკერდე
ოქროს ჯვარი ეწყალობა. 1912 წლის 23 ივნისს თბილისში, ავლაბრის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის
სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1915 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა.
ავლაბრის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში მამა დავითს მრავალი უსიამოვნება გადახდა.
ეკლესიაში მეორე მღვდელი რუსული წარმოშობის მოძღვარი იყო და მრევლიც დიდძალი ჰყავდა.
ისინი ძლიერ ავიწროებდნენ ქართულ სამრევლოს და მამა დავითსაც ბევრჯერ შეურაცხყოფაც
მიაყენეს. 1917 წლის 12 მარტს (ახ. სტ. 25 მარტი) აღსდგა საქართველოს მართლმადიდებლური
სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია. ამ მოვლენის შემდეგ დაპირისპირებამ უფრო იჩინა თავი,
რუსი სამღვდელოება არ ცნობდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას და ცდილობდა შეენარჩუნებინა
თავისი ძველი პრივილეგიები ჩვენს ეკლესიაში. საქმე იქამდე მივიდა, რომ გადაყენებული
ეგზარქოსის ქორეპისკოპოსმა, ბაქოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (ვახნინი), 1917 წლის ივნისში
სრულიად უკანონოდ, მას ამის უფლება არ ჰქონდა, მამა დავითი გადააყენა ტაძრის წინამძღვრობიდან
და ტაძარი რუს მღვდელს ჩააბა რა. დილით ეკლესიაში მისული მამა დავითი რუსმა მრევლმა
ტაძარში არ შეუშვა. აი, რას წერდა გაზეთი „საქართველო“ 1917 წლის თავის ერთ-ერთ ნომერში:
„კვირას, თიბათვის 18-ს საღამოთი დეკანოზ დავით იაშვილთან მივიდა დეპუტაცია შვიდი კაცისგან
და ავლაბრის წმიდა მარინესა და მთავარანგელოზის ქართველ მრევლთა შემართებული კრების
დადგენილების თანახმად მხურვალე თანაგრძნობა გამოუცხადა იმ ინციდენტების და უსიამოვნების
გამო, რომლებიც მას ამ ბოლო დროს გადახდა თავს. ამ დღეს დილით მთავარანგელოზის ეკლესიაში
მწირველი იყო ახლად დანიშნული რუსის მღვდელი. ქართველი მრევლის თხოვნით დეკანოზი დავითიც
სამწირველოში შეიმოსა, რომ რუსის მღვდელთან ერთად ეწირნა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ნება
არ დართო. წირვის შემდეგ რამდენიმე ქართველმა რუს მღვდელს კერძო მღვდელმსახურების შესრულება
სთხოვა, მაგრამ მან თარჯიმნის საშუალებით განუცხადა ქართულად მსახურობის უცოდინრობის
გამო. დიდი უსიამოვნება ჩამოვარდა წირვის დამთავრების შემდეგ ქართველ და რუს მრევლთა
შორის იმის შესახებ, ვის უნდა ჩაბარებოდა ეკლესიის გასაღები. მოწვეულ იქმნა ადგილობრივი
კომისარი, რომელმაც ორივე მხრის თანხმობით საყდრის გასაღები ნეიტრალურ პირს გადასცა,
ვიდრე საყდრის საკითხი გადაწყდებოდეს, საყდარი დაკეტილი იქნება“. ამ დაპირისპირებამ
კიდევ რამოდენიმე თვე გასტანა და საბოლოოდ მამა დავითის ბრძნული და მტკიცე ქმედებების
შედეგად ტაძარი ისევ ქართველებს დარჩათ. 1921 წლიდან კომუნისტური ხელისუფლების დამყარების
შემდეგ ეკლესიისა და სასულიერო პირების მდგომარეობა მეტად დამძიმდა. ისინი ყოველი მხრიდან
შევიწროებული აღმოჩნდნენ. გამონაკლისი არც დეკანოზი დავითი ყოფილა. 1923 წლის 26 აპრილი
იგი წერილს უგზავნის საკათოლიკოსო საბჭოს, სადაც თავის მძიმე მდგომარეობას მოუთხრობს:
„1921 წლიდან მე ვმსახურობ ქალთა პირველ საავადმყოფოში საქმის მწარმოებლის თანამდებობაზე.
აქამდე მითმენდნენ ანაფორით სამსახურში სიარულს, მაგრამ ამ მოკლე ხანში, როგორც საავადმყოფოს
მთავრობამ, ნამეტნავად კი აღმასკომმა წინადადება მომცა კატეგორიულად: ან ანაფორა გაიხადე,
ან დატოვე აქაურობაო. ამავე დროს, კახეთში, სადაც მამულები მაქვს და რომლისაგანაც უმეტესად
ვსაზრდოობდი, მიწკომმა ჩამომართვა ყველა მამულ-დედული, როგორც მღვდელს და დიდი ცდილობის
შემდეგ დამთანხმდა ზოგიერთი მამუ-..
19-3
საპატრიარქოს უწყებანი N19 11-17ივნისი 2009წ გვ.20
მიტროპოლიტი
დიმიტრი (იაშვილი) 1872-1961(დასასრული)
...ლების
უკანვე დაბრუნებას, თუ ანაფორას გავიხდიდი და დავანებებდი თავს მღვდლობას. ასე რომ,
ყოველიმხრიდან წრე შემომევლო და ორში ერთი უნდა ამერჩია. ამა წლის 19 აპრილს იძულებული
გავხდი გამეხადა ანაფორა, რაც ვაცნობე სასულიერო უწყებას, მაგრამ გავიხადე თუ არა ანაფორა,
მომთხოვეს რომ მასთან ერთად მიმეტოვებინა ეკლესიაში და მრევლში სამსახური, რაზედაც
დავემორჩილე, რადგან სხვა გამოსავალი არ მქონდა. მაგრამ მიუხედავად ყოველივე ამისა,
მე მღვდლობიდან სამუდამოდ ხელს არ ვიღებ და თუ რაიმე შეღავათი მომეცა ცხოვრებაში, მაგალითად:
ერთ-ერთი შვილის სამსახურში ჩაყენება, მე ისევ დაუბრუნდები ჩემს ნაამაგდარ ეკლესიას,
რომლის გამოც ამდენი დავიდარაბა და უსიამოვნება გადამიტანია“. თბილისის პირველ საავადმყოფოში
მამა დავითმა 1934 წლამდე იმუშავა. 1934-48 წლებში იგი თვალის დისპანსერში საქმის მწარმოებლად
და ბუღალტრად მუშაობდა. 1949 წლის 30 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა
კალისტრატემ (ცინცაძე) კვლავ აღადგინა მღვდლის ხარისხში და თბილისის წმინდა მოციქულთა
თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1952 წლის 14 ივნისს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) ბერად აღკვეცა
და სახელად დიმიტრი უწოდა. მეორე დღეს ნინოწმიდელ ეპისკოპოსად დაასხა ხელი და კათოლიკოს-პატრიარქის
ქორეპისკოპოსად დაინიშნა. 1953 წლიდან მასვე დაევალა ბოდბის ეპარქიის (სიღნაღის, გურჯაანის,
წითელ-წყაროს და ლაგოდეხის რაიონების) მართვა-გამგეობა. 1957-58 წლებში ალავერდის ეპარქიასაც
განაგებდა. 1958 წელს ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისთვის მიტროპოლიტის
წოდება მიენიჭა. მიტროპოლიტი დიმიტრი 1961 წლის 22 ივლისს გარდაიცვალა. იგი თავისი
ანდერძის თანახმად, თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში
დაიკრძალა.
20
საპატრიარქოს უწყებანი N20 18-25ივნისი 2009წ გვ.5
ხელდასხმა
7 ივნისს
ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი სიონის
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვანს გიორგი
ჩიქოვანს. მღვდელი გიორგი სიონის საპატრიარქო ტაძარში იმ-სახურებს. 11 ივნისს ნინოწმიდის
წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმიდის ეპისკოპოსმა ლუკამ
(ლომიძემ) მღვდლად დაასხა ხელი დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის
ტაძრის დიაკვანს გოჩა ჩიტიძეს.
***
16
მაისს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძემ) აკურთხა სოფელ აცანის წმინდა ნინოს
სახელობის მამათა მონასტერი. წირვის დროს მეუფე იოსებმა მღვდლად დაასხა ხელი ოზურგეთის
სამღვდელმთავრო რეზიდენციის ბერ-დიაკონ გაბრიელს (კახელაშვილს). მღვდელ-მონაზონი გაბრიელი
აცანის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.
***
17
მაისს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში
შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძემ) მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის დიაკვან
თომა გოგოტიშვილს. მღვდელი თომა ოზურგეთის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
***
28
მაისს თამაკონის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში ჭყონდიდელმა მთავარეპისკოპოსმა
პეტრემ (ცაავამ) დიაკვნად აკურთხა მარტვილის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის
მამათა მონასტრის ბერი პავლე (ცაავა).
***
8 ივნისს
მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ჭყონდიდელმა
მთავარეპისკოპოსმა პეტრემ (ცაავამ) მღვდლად დაასხა ხელი მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის დიაკ-ვანს მოსე ჯანელიძეს მღვდელი მოსე ზედა
ხუნწის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
***
7 ივნისს
მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ჭყონდიდელმა
მთავარეპისკოპოსმა პეტრემ (ცაავამ) დიაკვნად აკურთხა სალხინოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
შობის სახელობის მამათა მონასტრის ბერი ანგია (კორსავა).
დაჯილდოება
7 ივნისს
თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიაში (საჯარო ბიბლიოთეკასთან) საღამოს
ლოცვის შემდეგ სრულიად საქართველოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და
უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა ამავე ტაძარში მოღვაწე სასულიერო პირები: წინამძღვარი,
არქიმანდრიტი ანტონი (ნადიბაიძე) —მეორე გამშვენებული ჯვრით; დეკანოზი როსტომ ლორთქიფანიძე
— მიტრით; მღვდელი ალექსანდრე მარკოზაშვილი — ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.
20-1
საპატრიარქოს უწყებანი N20 18-25ივნისი 2009წ გვ.6
ტაძრის
კურთხევა
8 ივნისს
ბორჯომისა და ბაკურიანის მთავარეპისკოპოსმა სერაფიმემ (ჯოჯუამ) აკურთხა ბაკურიანში
ყოვლადწმინდა სამების სახელობის ახალი ტაძარი. 10 ივნისს ბორჯომისა და ბაკურიანის მთავარეპისკოპოსმა
სერაფიმემ (ჯოჯუამ) აკურთხა ციხიჯვრის თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესია.
20-2
საპატრიარქოს უწყებანი N20 18-25ივნისი 2009წ გვ.19
მიტროპოლიტი
ვარლაამი (მახარაძე) 1873-1943
მიტროპოლიტი
ვარლაამი — ერისკაცობაში ვარლაამ მელიტონის ძე მახარაძე, 1873 წლის 26 მარტს გურიაში,
მედავითნის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი. 1889 წელს
ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1895 წელს პირველი ხარისხის დიპლომით
დაამთავრა. 1895 წლის 9 ოქტომბერს დიდუბის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მეორე მასწავლებლად
დაინიშნა. ამავე წლის 3 ნოემბრიდან დიდუბის
ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაადგინეს.
1897 წლის 7 ივნისს დიაკვნად აკურთხეს, მეორე დღეს მღვდლად დაასხეს ხელი და ქვემო კავთისხევის
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. ამავე წლის 16 სექტემბერს
კავთისხევის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1899 წლის 1 სექტემბერს
გურია-სამეგრელოს ეპარქიაში გადაიყვანეს და ქ. ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის
საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დაინიშნა. ამასთანავე, ფოთის ადგილობრივ სასწავლებელში
საღვთო სჯულსა და ქართულ ენას ასწავლიდა. 1904 წლის 5 მაისს ერთი თვით აირჩიეს გურია-სამეგრელოს
ეპარქიის ხაზინადრად. 1905 წლის 14 თებერ-ვალს გურია-სამეგრელოს ეპარქიის სანთლის ქარხნის
თავმჯდომარედ დაინიშნა. 1906 წლიდან ფოთის საკათედრო ტაძრის კანდელაკია. 1907 წლის
6 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა. 1914 წლის 20 ოქტომბრიდან ერევნის საოსტატო სემინარიის
და ქალთა მეორე გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებლად გადაიყვანეს. ამავე წლის 16 ნოემბერს
ერევნის სასულიერო სემინარიის კარის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1915 წლის 12 მაისიდან
ყარსის ციხის 1- ლი სამხედრო ჰოსპიტალის ეკლესიის მოძღვარია. 1916 წლის 7 აპრილს სამკერდე
ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. ამავე წლის 28 ოქტომბრიდან ერევნის სამხედრო ჰოსპიტლის ეკლესიაში
გადაიყვანეს. 1918 წლის 1-ლი ოქტომბრიდან — 1-ლ დეკემბრამდე თბილისის 1-ლ საქალებო
გიმნაზიისა და 7 მამა-კაცების გიმნაზიის საღვთო სჯულის პედაგოგია. 1919 წლის 1-ლ თებერვალს
ოზურგეთის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსა-ხურად დაინიშნა და
ამავე წლის 12 აპრილს დეკანოზის წოდება მიენიჭა. ამასთანავე, ოზურგეთის ვაჟთა პროგიმნაზიაში
მათემატიკას, ხოლო პირველდაწყებით სასწავლებელში ქართული ენას ასწავლის. 1922 წლის
27 აპრილს ოზურგეთის საკათედრო ტაძრის წინამძღვ-რად დაადგინეს. ღვთისმშობლის 1926 წლის
22 იანვარს საკათალიკოსო საბჭომ დეკანოზი ვარლაამი მარგველ ეპისკოპოსად გამოირჩია.
1926 წლის 7 მარტს სიონის ყოვლადწმინდა მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ (ხელაია) და
ნინოწმიდელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ (ცინცაძე) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და მარგვეთის
ეპარქიის კათედრაზე დაადგინეს. ახლად ნაკურთხი მღვდელმთავარი სამღვდელმთავრო ღვთისმ-სახურებაში
პრაქტიკას ერთი თვით სიონის საპატრიარქო ტაძარში გადიოდა. მომწყობმა კომისიამ მეუფეს
საცხოვრებლად დაბა საჩხერე შეურჩია. ეპისკოპოსი ვარლაამი ეპარქიაში 7 აპრილს გაემგზავრა.
სადგურში მას საზეიმო დახვედრა მოუწყვეს, აქ იყვნენ: მომწყობი კომისიის წევრები, ადგილობრივი
სამღვდელოება და მორწმუნენი. შეხვედრაში მონაწილეობდა ადგილობრივი სომხობაც, მათი მოძღვრის
მეთაურობით. სადგურიდან მეუფე ვარლაამი საზოგადოებასთან ერთად საჩხერის წმინდა ნინოს
სახელობის საკათედრო ტაძარში წაბრძანდა, სადაც გადაიხადეს პარაკლისი და წარმოითქვა
მისასალმებელი და სამადლობელი სიტყვები. საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო
ტაძარში პირველი წირვა ეპისკოპოსმა ვარლაამმა კვირას, 12 აპრილს შეასრულა. მისმა მეუფებამ
პანაშვიდი გადაუხადა საქართველოს დიდებულ მგოსანს აკაკი წერეთელს, ამავე დღეს დიაკვნად
აკურთხა მედავითნე სამსონ აბრამიშვილი, რომელიც 40 წელი მედავითნედ მსახურობდა.
20-3
საპატრიარქოს უწყებანი N20 18-25ივნისი 2009წ გვ.20
მიტროპოლიტი
ვარლაამი (მახარაძე) 1873-1943(დასასრული)
მარგვეთის
ეპარქიას მეუფე ვარლაამი სამი წელი განაგებდა. 1929 წლის 12 თებერვალს ეპისკოპოსი ვარლაამი
ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში გადაიყვანეს. 1930 წლის 25 ოქტომბერს მიტროპოლიტის წოდება
მიენიჭა. 1932 წლის 30 აპრილს ბარტყულზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება მიენიჭა.
1934 წლის აგვისტოდან 1937 წლის 7 ივლისამდე ეპარქიის მმართველობის გარეშე იყო. 1937
წლის 7 ივლისს მიტროპოლიტი ვარლაამი (მახარაძე) ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად
და ქუთაისის მწვანეყვავილას მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
მასვე დაევალა ჭყონდიდის, მარგვეთის, ცა-გერისა და ნიკორწმიდის ეპარქიების მართვაც.
1938 წელს ხელისუფლების წარმომადგენლებ-მა, როგორც მათთვის არასაიმედო პიროვნება, მეუფე
დააპატიმრეს და გასამართლების შემდეგ გადასახლება მიუსაჯეს. მიტროპოლიტი ვარლაამი
1943 წელს გადასახლებაში გარდაიცვალა.
21
საპატრიარქოს უწყებანი N21 25ივნისი-1ივლისი 2009წ გვ.12
დაჯილდოება
21
ივნისს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის წოდება მიანიჭა
ბოლნისის სამღვდელოების წარმომადგენლებს: მღვდელ იაკობ კობიაშვილს, მღვდელ გელასი ლაზარიშვილს,
მღვდელ პეტრე კვარაცხელიას, მღვდელ არჩილ ქიტუაშვილს, მღვდელ ვასილ ახვლედიანს და მღვდელ
დავით მესხს.
ხელდასხმა
11
ივნისს ნინოწმიდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმიდის
ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) მღვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო
ლავრის დიაკვან გოჩა ჩიტიძეს. 11 ივნისს ნინოწმიდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო
ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმიდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის
მამა დავითის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის ბერი თეოდორე (ურუშაძე).
***
18
მაისს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) აკურთხა ბუკისციხის წმინდა იოანე
ნათლისმცემლის შობის სახელობის ეკლესია. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა მღვდელი ბიქტორ
გიორგაძე. 21 ივნისს საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში ცხუმ-აფხაზეთისა
მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი სავანის წმინდა გიორგის სახელობის
ეკლესიის დიაკვან ზურაბ გველესიანს. მღვდელი ზურაბი საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის
საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
21-2
საპატრიარქოს უწყებანი N21 25ივნისი-1ივლისი 2009წ გვ.19
დეკანოზი
იაკინთე გორგაძე 1870-1936
დეკანოზი
იაკინთე 1870 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ ბაბში, მღვდელ იოსებ შიოს ძე გორგაძისა და
რუსუდან ბურჯანაძის ოჯახში დაიბადა. მღვდელი იოსები სოფელ ბაბის წმინდა გიორგის სახელობის
ეკლესიის წინამძღვრად მსახურობდა. ბუნებრივია, პატარა იაკინთეც ადრეული ასაკიდანვე
დაუახლოვდა ეკლესიას და ღვთისმსახურების მიმართ ინტერესი და მონდომება გამოიჩინა. მამასთან
პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ, სწავლა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში
განაგრძო. 1986 წელს კი თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1892 წელს
პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 1892 წლის 26 იანვარს, ჯვართამაღლების სახელობის
კარის ეკლესიაში, წირვის დროს, საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) სტიქარით შემოსა.
სემინარიის დასრულების შემდეგ იაკინთე დაქორწინდა მარიამ ამბაკოს ასულზე, რომელთანაც
სამი შვილი შეეძინა: გრიგოლი, ნინო და ნონა. 1892 წლის 21 ნოემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა
გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 28 ნოემბერს მღვდლად დაასხა
ხელი და ხევისჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. 1893
წლის 16 იანვარს მარელისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. მეუფე
გაბრიელი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ხალხში სწავლა-განათლებისა და ცოდნის დონის
ამაღლებას. სამღვდელო პირსაც დიდი სიფრთხილით არჩევდა და უმეტესად სემინარიის კურს-
დამთავრებულს ანიჭებდა დიდ უპირატესობას. ასე მოიქცა მამა იაკინთეს შემთხვევაშიც. როგორც
განათლებული, ახალგაზრდა და ენერგიული მოძღვარი, 1895 წელს შორაპნის მაზრის, იმერეთის
საეპარქიო სამოსწავლო საბჭოს განყოფილების წევრად აირჩიეს, ხოლო მომდევნო წლიდან ამავე
მაზრაში არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ დაინიშნა, სადაც 1898 წლამდე
იმსახურა. 1898 წლიდან მამა იაკინთე აღმოსავლეთ საქართველოში გადმოდის საცხოვრებლად
და თბილისის სასულიერო სემინარიის სამაგალითო სკოლის მასწავლებლად ინიშნება. 1899 წლის
15 ოქტომბერს კუკიის მესამე სამოქალაქო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად გადაიყვანეს
და ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად
დაინიშნა. 1900 წლის 16 აპრილს თბილისის გუბერნიის ციხეების ეკლესიების მოძღვრად განამწესეს.
ამავე წლის 12 მაისს ბორჯომის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად
გადაიყვანეს და გორის მაზრის მეათე ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს. 1900 წლის 20 მაისს
სკუფიით დააჯილდოვეს, ხოლო 1904 წლის აღდგომას — კამილავკა უბოძეს. ბორჯომში დანიშნული
მამა იაკინთე განაგრძობს აქტიურ მოღვაწეობს სასწავლო დარგში. გარდა საღვთო სჯულის სწავლებისა,
იგი ინიშნება ბორჯომის სახელოსნო სასწავლებლის სამზრუნველოს წევრად, სადაც 1918 წლამდე
იმსახურა. 1909-1919 წლებში იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების
განყოფილების გამგეობის წევრი და სამკითხევლოს გამგეობის თავჯდომარე. 1910 წლის 15
მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. 1915 წლის 6 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით
დააჯილდოვეს. 1916 წლის 6 აგვისტოს ბორჯომის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის
ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა პლატონმა (როჟდენსტვინსკი) ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის
მამა იაკინთეს დეკანოზის წოდება მიანიჭა, ხოლო მამამისი, მღვდელი იოსები, კამილავკით
დააჯილდოვა. 1919 წელს ბორჯომში გაიხსნა უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებელი, რომელშიც
მამა..
21-3
საპატრიარქოს უწყებანი N21 25ივნისი-1ივლისი 2009წ გვ.20
დეკანოზი
იაკინთე გორგაძე 1870-1936(დასასრული)
იაკინთე
დროებით გამგედ და მასწავლებლად დაინიშნა. მამა იაკინთე მონაწილეობდა 1920 წლის 27
ივნისს გამართულ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მეორე საეკლესიო კრებაში, როგორც
აწყურის ეპარქიის დელეგატი. საქართველოში კომუნისტური რეჟიმის ძალადობით დამყარების
შემდეგ ეკლესიის მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. ხელისუფლებამ დაუნდო-ბელი ბრძოლა გამოუცხადა
სამღვდელოებას და ყველანაირად შეავიწროვა. დაიხურა ეკლესიები და მოძღვრებს აეკრძალათ
სკოლებში მასწავლებლობა. 1922-23 წლებში ბორჯომში დაიკეტა ეკლესია და მამა იაკინთეც
სამსახურის გარეშე დარჩა. ყოველმხრივ შევიწროებული, იძულებული გახდა, ანაფორა გაეხადა
და ერში გაეგრძელებინა მოღვაწეობა. აი, რას წერს იგი 1925 წლის 12 მაისს გორის სამაზრო
განათლების მუშაკთა კავშირს: „1923 წელში მე ჩემი ნებით თავი დავანებე მღვდლობას და
შევედი მასწავლებლად ბორჯომის ქართულ მთლიან სკოლაში, სადაც დღესაც ვმსახურებ. ამავე
დროს ვმსახურებ ქართული ენის მასწავლებლად და საქმის მწარმოებლად ბორჯომის საქარხნო-საფაბრიკო
სასწავლებელში. მე მიმიძღვის პედაგოგიურ ასპარეზზე და სამოსწავლო ნაწილში მუშაობა და
სამსახური 28 წლის განმავლობაში. მაქვს სურვილი და ღონეც შემწევს განვაგრძო სამსახური
და რადგანაც საბჭოთა ხელისუფლებამ მიაქცია ყურადღება პედაგოგიურ ასპარეზზე დიდი ხნის
ნამსახურებ და ნამოღვაწარ მუშაკებს სახალხო განათლების საქმეში და აჯილდოებს მათ, ვინც
კიდევ მაინც განაგრძობს მუშაობს ამ დარგში, ყოველთვიურად 10 მანეთით, ამისთვის ვიმედოვნებ,
რომ მე არ ვიქნები დატოვებული უყურადღებოდ და დამენიშნება გადაწყვეტილი პენსია საერო
წესით. წასული 1924 წლის 15 დეკემბრიდან ამა წლის 15 თებერვლამდე მე ვასრულებდი ბორჯომის
პროფ-ტექნიკური საღამოს კურსების გამგის თანამდებობას და ვმასწავლებლობდი, ხოლო 15
თებერვლიდან საღამოობით ვაწარმოებდი მეცადინეობას წერა-კითხვის უცოდინართა სალიკვიდაციო
სკოლაში“. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მამა იაკინთემ ბორჯომში, მშობლიურ სახლში გაატარა.
იგი 1936 წლის 24 ივნისს გარდაიცვალა. დასაფლავებულია ბორჯომში, საერო სასაფლაოზე.
22
საპატრიარქოს უწყებანი N22 24ივლისი-6აგვისტო 2009წ გვ.7
დაჯილდოება
21
ივნისს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის წოდება მიანიჭა
ბოლნისის სამღვდელოების წარმომადგენლებს: მღვდელ იაკობ კობიაშვილს, მღვდელ გელასი ლაზარიშვილს,
მღვდელ პეტრე კვარაცხელიას, მღვდელ არჩილ ქიტუაშვილს, მღვდელ ვასილ ახვლედიანს და მღვდელ
დავით მესხს. 5 ივლისს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატიაქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და
დეკანოზის წოდება მიანიჭა მღვდელ დავით ქვლივიძესა და მღვდელ გიორგი ბურდეინს.
***
13
ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია
II-მ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის წოდება
მიანიჭა მღვდელ ალექსანდრე ქასრაშვილს.
საპატრიარქოს
დედათა მონასტერი
11
ივლისს საპატრიარქოში საზეიმოდ გაიხსნა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ახლადა-
შენებული დედათა მონასტერი, რომლის იღუმენიად დაინიშნა მონაზონი ნინო (გრიგოლაძე).
ახლი მონასტერი სამსართულიანია, სადაც 30-მდე მონაზონი მოღვაწეობს. აქ ყველაფერი სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით,
პირადი ზედამხედველობითა და მზრუნველობით მოეწყო. ასევე უწმინდესისა და უნეტარესის
ილია II-ის კურთხევით, ყოველ სენაკს თავისი მფარველი წმინდანის სახელი მიენიჭა, რომელიც
იქ მოსაგრე მონაზვნის მფარველი და შემწე გახდება. ყველა სენაკის კარებს, იქვე, კედელზე,
კოხტა ჩარჩოში ჩასმული, მფარველი წმინდანის ხატი და ტროპარია ამკობს.
22-1
საპატრიარქოს უწყებანი N22 24ივლისი-6აგვისტო 2009წ გვ.20
მღვდელმონაზონი
ლავრენტი ცქიტიშვილი
მღვდელი
ლავრენტი ნიკოლოზის ძე ცქიტიშვილი იმერეთში ცნობილი და განთქმული მოძღვარი იყო. იგი
1879 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მღვდლად აკურთხა და დილიკაურის
ყოვლადწმინდა მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა, სა-დაც 1900 წლამდე
იმსახურა. შემდეგში იგი სხვა ეკლესიებშიც მოღვაწეობდა, კერძოდ: 1900-1902 წლებში თხილწყაროს
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, 1902-06 წლებში გოგნის მაცხოვრის ფერისცვალების
სახელობის ეკლესიაში, 1906-1907 წლებში სპეთის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში.
1909 წელს კი სკანდის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.
1913 წლის 15 მაისს ეკლესიაში ერთგული სამსახურისათ-ვის სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოვეს.
მღვდელი ლავრენტი 1915 წლის 20 აგვისტოს გარდაიცვალა. იგი 23 აგვისტოს, დილით, 8 საათზე
ქუთაისის საკათედრო ტაძარში მიასვენეს, საიდანაც წირვის შემდეგ თავის მშობლიურ სოფელ
საქარაში, საგვარეულო სასაფლაოზე მიაბარეს მიწას. აი, რას წერდა მისი გარდაცვალების
შესახებ გაზეთ „სამშობლოში“ ვინმე მ. ფარცხნალელი: „ოც აგვისტოს ქ. ქუთაისში გარდაიცვალა
მღვდელი ლავრენტი ცქიტიშვილი. მამა ლავრენტი, ჩვენი ძველი მღვდლების, ერთი საუკეთესო
წარმომადგენელი იყო. მას, როგორც ყველა ჩვენ საუკეთესო ძველ მღვდლებს, ძვალსა და რბილში
ჰქონდა გამჯდარი ქრისტეს მოძღვრება, იყო საღმრთო წერილის ზედმიწევნით მცოდნე და მშვენიერი
მწიგნობარი ქართულ ენაზე. მისი სასოებიანი წირვა-ლოცვა ურწმუნოსაც კი აუტოკებდა გულს.
იშვიათი შემთხვევა იყო მის ცხოვრებაში, წირვა-ლოცვა ისე გაეთავებინა, რომ ხალხისათვის
შესაფერი სულიერი საზრდო არ მიეცა. ბუნებით იყო ფიცხი კაცი, მაგრამ უზომო გულკეთილი,
ადამიანის მოყვარული და პატივისმცემელი. თავის სამწყოსაგან მოითხოვდა ქრისტიანულ სიყვარულს
ურთიერთშორის და ქართველურ პურადობას. ძუნწობა თავისიც ეზარებოდა და სხვისიც, ამ სოფლად
ბევრი დავიდარაბის გადამტანი იყო. უკანასკნელ ჟამს, ძვირფასი მეუღლის და ორი მოსწრებული
შვილის დაკარგვამ, ამასთანავე თავის საკუთარი ბედის უკუღმა დატრიალებამ, სა- სოწარკვეთილებაში
ჩააგდო. თავის ხანგრძლივი სამსახურისათვის, სასულიერო მთავრობისაგან შესაფერად იყო
დაჯილდოვებული. იშვიათი არის ასეთი მღვდელი ჩვენში. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი“. ღვთისნიერმა
მოძღვარმა თავისი შვილებიც ღვთის სამსახურში ჩააყენა. უფროსი ვაჟი, დეკანოზი იოანე,
ასევე ცნობილი სასულიერო პირი გახლდათ (იხ. მასზე „საპატრიარქოს უწყებანი“ №13.
2009წ.). თავისი ერთადერთი ქალიშვილი პელაგია იმერეთში ცნობილი დეკანოზის დავით ღამბაშიძის
ვაჟს (ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორი, იხ. მასზე „საპატრიარქოს უწყებანი“ №13. 2009წ.),
მღვდელ ქსენეფონტეს მიათხოვა. ასევე ცნობილი სასულიერო მოღვაწეა მისი შემდეგი შვილი
პლატონი. მის შესახებ ჩვენი გაზეთის მორიგ ნომერში გვექნება საუბარი.
22-2
საპატრიარქოს უწყებანი N22 24ივლისი-6აგვისტო 2009წ გვ.18
დეკანოზი
პლატონ ცქიტიშვილი 1875-1960
დეკანოზი
პლატონ ლავრენტის ძე ცქიტიშვილი 1875 წელს ქუთაისის გუბერნიაში, სოფელ საქარაში, მღვდლის
ოჯახში დაიბადა. მამამისი, მღვდელი ლავრენტი ნიკოლოზის ძე ცქიტიშვილი იმერეთში ცნობილი
და განთქმული მოძღვარი იყო (იხ.„საპატრიარქოს უწყებანი“, №22). ოჯახში, მამის მეთვალყურეობის
ქვეშ მიღებული პირველდაწყებითი განათლების შემდეგ, 1890 წელს პატარა პლატონი ქუთაისის
სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, რომლის დასრულებისთანავე სწავლა ქუთაისის სასულიერო
სემინარიაში განაგრძო და სასწავლებელი 1900 წელს მეორე ხარისხის დიპლომით დაამთავრა.
იმავე წელს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში ინსპექტორის თანაშემწედ დაინიშნა.
1902 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიის მასწავლებლად გადაიყვანეს. 1904 წელს ქუთაისის
სასულიერო სემინარიის დახურვის შემდეგ, ობრაზცოვის სკოლის მასწავლებელია. 1905 წლის
6 თებერვალს საქართველოს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ერთი
კვირის შემდეგ მღვდლად დაასხა ხელი და თბილისის სასულიერო სემინარიის მასწავლებლად
და კარის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა. 1907-11 წლებში ხარკოვის უნივერსიტეტში
იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. 1911 წლის შემოდგომაზე საქართველოში დაბრუნდა.
1912 წლის 18 მარტს იმერეთის ეპარქიაში თუზის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად
დაინიშნა. 1913 წლის 19 ნოემბერს ქუთაისის ქალთა კაუჩხევსკის გიმნაზიაში საღვთო სჯულის
მასწავლებლად და ქუთაისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად
განამწესეს. 1917-21 წლებში ქუთაისის ათწლიან საერო სკოლაში ასწავლის. 1918 წელს დეკანოზის
წოდება მიენიჭა. 1921 წელს ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა (ლეჟავა) ქუთაისის წმინდა
დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის კანდელაკად დაადგინა. მამა პლატონ ცქიტიშვილთან
დაკავშირებულია საქართველოს ეკლესიის ისტორიის ერთი მეტად მტკივნეული საკითხი.
1921 წლის თებერვლის დღეებში, როდესაც წითელი არმია თბილისის უტევდა, საკათოლიკოსო
საბჭომ მიიღო დადგენილება, რომლის ძალითაც სიონისა და სვეტიცხოვლის განძეულობა უნდა
გაეტანათ და შეენახათ ქუთაისის სახელმწიფო ხაზინაში ან ბანკში. განძეულობა მოათავსეს
ოთხ დიდ ყუთში, რომლის ქალაქიდან გატანა კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს (ოქროპირიძე)
ლოცვა-კურთხევით დაევალა სვეტიცხოვლის ტაძრის არქიმანდრიტ პავლეს (ჯაფარიძე). ქუთაისში
ჩატანილი განძეულობა ჯერ საკათედრო ტაძარში მიიტანეს, სადაც რამდენიმე დღეში კათოლიკოსიც
ჩავიდა. აქ გადაწყდა, რომ ყველაფერი ბაგრატის ტაძრის ძირში მდებარე ქუთათელი მიტროპოლიტის
ნაზარის (ლეჟავა) სამღვდელმთავრო სახლის აივნის ქვეშ დაემალათ, ზედ კი ქვის ფილაქანი
დაეფარებინათ. გან ძის ადგილმდებარეობა იცოდა მხოლოდ პატრიარქმა ლეონიდემ, მიტროპოლიტმა
ნაზარმა, არქიმანდრიტმა პავლემ და დეკანოზმა პლატონმა. 1921 წლის მარტში, როდესაც ქუთაისიც
წითელმა არმიამ დაიკავა და ქალაქში დამყარდა კომუნისტური რეჟიმი, ჩეკისტებმა განძი
მაინც აღმოაჩინეს. სწორედ მამა პლატონს ბრალდებოდა ამ საიდუმლოს გაცემა. როგორც შემდგომში
გაირკვა, მას დაკითხვაზე მოტყუებით ათქმევინეს განძის ადგილმდებარეობა. იგი ამ შემთხვე-
ვას ძალიან განიცდიდა და მთელი ცხოვრების მანძილზე უზომოდ წუხდა ამ ამბის გამო. შემდგომში
უკვე, როდესაც იგი ეკლესიას დაუბრუნდა, კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ ამ შემთხვევის
გამო მას სასჯელიც დაადო და რამოდენიმე წელი მედავითნედ ამსახურებდა. 1921 წლის
1-5 აგვისტოს მონაწილეობდა გელათში გამართულ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მესამე
საეკლესიო კრებაზე. 1923 წლის მიწურულს შეწყვიტა მღვდელმსახურება და ქუთაისის აგრონომიულ
ტექნიკუმში ინსპექტორად დაიწყო მუშაობა. 1925-27 წლებში მესტიაში, სურამში და ქუთაისში
სახალხო გამომძიებელია. 1927-30 წლებში ბარისახოს ოთხკლასიანი სკოლის, ხოლო
1931-35 წლებში თბილისის რკინიგზის რვაწლიანი სკოლის მასწავლებელია. 1935-41 და 1945-47
წლებში ფინანსთა სამინისტროში ბუღალტრის თანამდებობაზეა. 1941-45 წლებში წყნეთის ათწლიან
სკოლაში რუსული ენის მასწავლებლად მუშაობს. 1947 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის
კალისტრატეს (ცინცაძე) მდივნად დაინიშ-ნა და სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების
სახელობის საპატრიარქო ტაძარში მედავითნედ დაად-..
22-3
საპატრიარქოს უწყებანი N22 24ივლისი-6აგვისტო 2009წ გვ.19
დეკანოზი
პლატონ ცქიტიშვილი 1875-1960(გაგრძელება)
..
გინეს. 1953 წლის 22 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ
III-მ (ფხალაძე) აღადგინა სასულიერო ხარისხში და ნათვლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის
ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. დეკანოზი პლატონი 1960 წლის 7 აპრილს სიონის სა-პატრიარქო
ტაძარში სახარების კითხვის დროს გარდაიცვალა. შემორჩენილია მამა პლატონის ერთი ქადაგება,
რომელიც მან 1916 წლის 14 იანვარს, ნინოობის დღესასწაულზე, ყვირილას ეკლესიაში წარმოსთქვა:
„ამ საშინელი ქარიშხალის დროს, რომლის გამო მსოფლიო დრტვი- ნავს. ამ უმაგალითო ომის
დროს, როდესაც ასე შეუბრალებლად და დაუზოგავად ისპობა მილი- ნობით სიცოცხლე; ამ ჩვენ
დროს როდესაც გააფთრებული ადამიანი მხოლოდ იმას ფიქრობს, თუ როგორი უსასტიკესი იარაღი
იხმაროს, რათა რაც შეიძლება მეტი სისხლი დაღვაროს თავის მსგავსი ადამიანისა; ამ სასტიკ
დროს, როდესაც თოფზარბაზნების გრიალში და ხიშტ-ხმალ-ხანჯალის ტრიალში გაკაჟებული გული
ადამიანისა ჰქმნის სისხლის წიტელ ნიაღვრებს, რომლითაც რწყავს და ღვლავს ბრძოლის მთებს
და მინდვრებს; იმ დროს, როდესაც შინ მყოფთ მარტოღა ის დარჩენიათ, რომ გულის კანკალით
გასცქერიან ბრძოლის მხარეს და წამიდან წამს მოელიან ამბავს, რას მოუტანს იგი მისი ღვიძლი
შვილის შესახებ, რომელიც დიდი ხანია გაისტუმრა დაუზოგავი მტრის შესატევად, ან მოუტანს
იგი ამბავს საყვარელი ძმის შესახებ, რომლის ამბავი წელიწადია და მეტი არ გაუგია, რას
მოუტანს იგი მისი ძვირფასი ქმრის შესახებ, რომლის ამბავი აგერ ორი წელიწადია არავითარი
არ იცის; იმ დროს, როდესაც მუშა ხელი ისე შემცირდა, რომ არსებობისთვის საშვალების შოვნა
თითქმის შეუძლებელი შეიქმნა და არა გაგონილი და არა ნახული სიძვირე უათკეცებს ადამიანს
გაჭირვებულ სიცოცხლეს; იმ დროს როდესაც მაინც ეხლა ნახა დრო ზოგიერთმა ადამიანმა მოხერხებულად
და ადვილად გაყვლიფოს თვისი მოყვასი და მით ჯიბე უღირსად გაისქელოს; აი, ამ დროს, ვიმეორებ
ძვირფასო მსმენელნო, ვისარგებლო იმ შემთხვევით, რომლის ძალით თქვენ ყველანი დღეს აქ
შეკრებილხართ და თქვენი ყურადღება კადნიერად გადავიტანო შორს, ძლიერ შორს, იმ ნეტარ
ხანაში, საიდანაც ქართველი ხალხი ხელახლა იშვა ძლიერებისა და დიდებისათვის. ნება მიბოძეთ
თქვენი ყურადღება გარს შემოვარტყა იმ ნეტარ ხსენებულ ქალწულს, რომელმან მრა- ვალი საუკუნეების
წინედ უკვდავების სხივი მოფინა ქართველ ერს და მით ჰყო იგი დღემდის მართლაც უკვდავი.
სმენა მიბოძეთ გაგაგონოთ, ანუ უკეთ ვსთქვათ, მოგაგონოთ მოკლე ცნობა ამ ნეტარ ადამიანის
ცხოვრებაზე და მოღვაწეობაზე, რასაც დიადი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ქართველი ერის
ცხოვრებაში და ის დიდება, რომლითაც საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ისტორიის
ფურცლები დამშვენებულია, ეს დიდება, ვიმეორებ, წარმოშობილია დღიდან ფეხის შემოდგომისა
საქართველოს მიწაზე წმიდა ქალწულისა ნინოსი. ასული ღვთის მოყვარული მშობლებისა ზაბულონისა
და სუსანასი. ნინო ადრე დაობლდა. დედამ წაუყვანა იგი თავის ძმას, მაშინდელ იერუსალიმის
პატრიარქს. ბიძამ იგი მიაბარა ერთ შემოსილ ქალს, რომელთანაც ნინომ შეისწავლა ქრისტეს
მოძღვრება და გაეცნო კვართის ისტორიას, ძლიერ სურდა ენახა ის ქვეყანა, სადაც კვართი
უფლისა განისვენებდა. რომისკენ მოგზაურობის დროს გაეცნო მონასტერში მშვენიერ რიფსიმეს,
რომელმაც თავი დააღწია მეფე დიოსკორეს მხეცურ სურვილისა გამო დედა ნინოსთან ერთად შეაფარა
თავი სომხეთის ქვეყანას. აქ მეფე ტრიდატმა ნახა მშვენიერი რიფსიმა და აღმზრდელი მისი
გაიანე, ნინო კი გადარჩა და გამოეშურა საქართველოსკენ. მაღალი მთების შორიდან ხილვამ
უსასოებაში ჩააგდო ნინო, მაგრამ მას ძილის დროს მოევლინა გასამხნევებლად ღვთისმშობელი
და გადასცა მას ჯვარი ვაზისა. გამხნევებული ნინო მოვიდა მცხეთას და დაეწრო ქართველების
მაშინდელი კერპების დღესასწაულს. ძლიერ დააღონა იგი ამ სანახობამ. მისი ლოცვავედრებით
კერპები იმ დღესვე შეიმუსრენ ბუნების საშინელის მოვლენილი ძალით. შემდეგ ნინო გაეცნო
მეფის მებაღის ოჯახს, თვით დედოფალი ნანა განკურნა სნეულებისაგან და როგორც სხვას ბევრს,
ისე მასაც უქადაგა ქრისტეს სარწმუნოება. მაშინდელი მეფე მირიანი ერთი უბედურის შემთხვევის
შემდეგ მუხლმოდრეკით შესთხოვდა ნინოს გაეცნო მისთვის ქრისტეს მოძღვრება და ნინოს რჩევით
მოინათლა და მონათლა სამეფო ოჯახი, დიდებულნი, ამალა და მთელი ხალხი. აქედან ნინო გადავიდა
კახეთში, სადაც ბევრი გააქრისტიანა და დაქანცული მოღვაწეობითა მიიცვალა 14 იანვარს,
სოფელ ბოდბეში, სადაც ასაფლავია და რომლის საფლავზე დღეს ქალთა მონასტერია აგებული.
როგორც სანთელი ბნელ ოთახში, სხივოსანმა ნინომ ქრისტეს მოძღვრებით გაბრწყინებულმა შემოაშუქა
საქართველოს წყვდიადში და გაუნათა შიგ მჯდომარე ქართველებს, მისცა მათ ახალი მცნება
ქრისტესი: „გივარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი“ და დააყენა იგი განახლების გზაზე.
ეს მცნება შეისისხლხორცა ქართველმა და მთელი თავისი ხანგრძლივი ისტორია დაამშვენა ამ
მცნების ასრულებით. სიყვარული მოყვასისადმი ამხნევებდა ქართველ ერს და მჭიდროდ აერთებდა
მას მტრის წინააღმდეგ. იგი ყოველთვის უძლეველი იყო და მას ვერავინ ვერ სჩაგრავდა. ნინოს
მოტანილი ქრისტეს მოძღვრება — სიყვარული მოყვასისადმი აკეთილშობილებდა როგორც ერს,
ისე იმ კერძო პირებს, ვისაც წილ-ხდომილი ჰქონდა ერის სათავეში ყოფნა. მათი ცხოვრება
და მოღვაწეობა ცხადად გვიჩვენებს ამას. ავიღოთ შორის დროიდან მეფე დიმიტრი, ერისათვის
თავდადებული. თვით თამარი, გლახაკთ მოწყალე და ერის ბედნიერებისათვის დაუღალავი მოღვაწე
და საქართველოსთ-..
22-4
საპატრიარქოს უწყებანი N22 24ივლისი-6აგვისტო 2009წ გვ.20
დეკანოზი
პლატონ ცქიტიშვილი 1875-1960(დასასრული)
..
ვის ოქროს დროის შემქმნელი. დავით აღმაშენებელი, ქრისტეს მოძღვრებაში ღრმად გამსჭვალული
და საქართველოს ხელახლა ამყვავებელი. ერეკლე მეფე ქრისტეს სარწმუნოებისა და მამულისათვის
შეუპოვარი მეომარი, რომელმაც საქართველოს გმირული სახელი გაუთქვა ბევრ სხვა სახელმწიფოებში.
ესენი და ბევრი კიდევ სხვა იყვნენ დიდება ერისა, ქება მათი ქება იყო ერისა და ეს ყოველივე
მათი იყო, რომ ქრისტეს სარწმუნოებამ, ნინოსაგან გადმოცემულმა და სიყვარულმა ბუნება
მათი გააკეთილშობილა და მით ისინი დიდებულნი იყვნენ. სიყვარულის მცნებამ რამდენი მკლავმაგარი
გმირებით, გიორგი სააკაძეებით და ენამახვილი დიმიტრი ყიფიანებით აავსო და ადიდა ჩვენი
ქვეყანა! სიყვარულის მცნებამ, რამდენ ჩვენს მგოსანს აუჟღერა და უჟღერებს სიმებს და
შექმნა მათში ჩვენვე სადიდებლად მიუბაძავი შოთა რუსთაველი, რომლისთვისაც, როგორც ქრისტესთვის,
თანასწორია ქალი და კაცი, ძუ და ხვადი. შექმა ილია, შექმნა აკაკი, მუდამ ხალხის გულში
სიყვარულის მომღერალი. სიყვარულის მცნებამ და საერთოდ ნინოსაგან შემოტანილ ქრისტეს
მოძღვრებამ რამდენი წმინდა და ღვაწლითშემოსილი მღვდელმთავრებით და ღირსი მამებით დაამშვენა
საქართველოს საეკლესიო მატიანე, რამდენი თავისი ერის სიყვარულით გაჟღენთილი და მათი
ქომაგნი მღვდელმთავრები გაბრიელები, ქუთათელი და გენათელი დაგვიბადა ქართველ ერს ნინოს
ნაქადაგებმა სარწმუნოებამ, რამდენი ერისთვის წამებულნი მოძღვრებით და შეუპოვარი მებრძოლნი
სიმართლის მტრებთან დავით ღამბაშიძეები გადაეცენ ისტორიას, როგორც სიყვარულის მოციქულნი
და მჩაგვრელების მამხილებელნი. ავიღოთ დღევანდელი მაგალითი. ასი ათასობით რომ ქართველი
ახალგაზრდა სტოვებს ოჯახს და ეტევება გაშმაგებულ მტერს, ნუთუ ესეც შედეგი არ არის მოყვასისადმი
სიყვარულის მცნების შესისხლხორცებისა! აი, რა მოუტანა ქართველ ერს ქრისტეს მოძღვრებამ,
აი, რა დიდება არგუნა საქართველოს წმინდა ნინომ თვისი ფეხის შემოდგმით და ქადაგებით
ჩვენში. მადლიერი ერი დღემდის გულმხურვალედ უწოდებს მას მოციქულთა სწორს და ღირსეულად
სთვლის მას ქართველთა განმანათლებლად. მაგრამ კერძოდ ჩემს აღტაცებას საზღვარი არა აქვს
იმ ამბის გამო, რომლითაც მე დამარწმუნეს და კიდევაც დღეს ჩემი თვალით ვხედავ და მოწამეც
ვარ იმ დიადი შემთხვევისა ყვირილის ცხოვრებაში, რომელთაც აქაურ ვაჭართა წრეს, წერა-კითხვის
განყოფილებას და სხვა კეთილი პირების მეთაურობით განუზრახავს წმინდა აზრი და წმინდა
ნინოს დღესასწაულის დღე დაუსახავს ეროვნულ დღესასწაულად, დღეთ მრავალნაირ სიმპატიურ
დაწესებულების და საქველმოქმედო საქმეების დასაწყისად. დიახ, სასიამოვნოა ასეთი მოვლენა
საზოგადოდ და კერძოთ ჩემთვის ძლიერ სასიხარულოა ვაჭართა წოდბის დღევანდელი დასაწყისი
ჩემს სამშობლო ყვირილაში. სჩანს, თქვენშიდაც არ გაქმრალა ნაპერწკალი იმ სიყვარულისა
და სათნოებისა, რომელიც წმინდა ნინოს დაუთესია ამ ჩვიდმეტი საუკუნის წინად ჩვენში.
სჩანს, თქვენც გინდათ განახორციელოთ თქვენს ცხოვრებაში მცნება ძმათა სიყვარულისა და
საშუალოდ ამისთვის ამოგირჩევიათ გაერთიანება და მჭიდროდ შეკავშირება. გეტყობათ, შეგიგნიათ
დევიზი, რომელიც ამბობს:„ძალა ერთობაშიაო“ და გინდათ თქვენს ცხოვრებაში ეს დაიდვათ
უმთავრეს მიზნად და წინდად ნაყოფიერ მუშაობისა მოყვასის სასრგებლოდ. გილოცავთ წრფელის
გულით დასაწყისს, დიახაც, შემოკრბით ნინოს გარშემო, მსგავსად იაკობის შვილებისა, რომელნიც
შემოეხვივნენ მამას ლოცვა-კურთხევის მისაღებად, რათა ეცხოვრათ ბედნიერად. თქვენც ნინოს გარშემო მჭიდროდ შეკავშირებულმა დაიჭირეთ
დროშა. გულში ნინოს უმანკო სახელი და მისი მცნება ძმათა სიყვარულისა, ხელში ნინოს სასწაული
ჯვარი ვაზისა, გაუძეხით ერთი მეორეს ძმურად ჭირსა და ლხინში, ნუ ჩამორჩებით საერთო
საქმეს, წინსვლა დაისახეთ უმთავრეს მიზნად და სულიერი და ზნეობრივი წარმა-ტებისთვის
საშუალებას ნუ დაზოგავთ“.
24
საპატრიარქოს უწყებანი N24 6-19 აგვისტო 2009წ გვ.9
დაჯილდოება
2 აგვისტოს,
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დეკანოზის წოდება მიანიჭა და ოქროს ჯვრით დააჯილდოვა
ურბნისის ეპარქიის მოძღვარი, მღვდელი ილია გოგოლაძე.
***
1 აგვისტოს
ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერიამ) ხონის წმინდა გიორგის სახელობის
საკათედრო ტაძარში მიტრით დააჯილდოვა დეკანოზი იოანე გედენიძე; მონაზონი იოანა (თორდია)
— დააჯილდოვა ოქროს ჯვრით და მიანიჭა იღუმენიას წოდება. 1 აგვისტოს ხონისა და სამტრედიის
მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერიამ) სოფელ ღანარის წმინდა გიორგის სახელობისტაძარში დააჯილდოვა
ხონისა და სამტრედიის ეპარქიის შემდეგი მღვდელმსახურნი: მიტრით — დეკანოზი იოანე კოხრეიძე;
გამშვენებული ჯვრებით: დეკანოზი რომანოზ ნინუა, დეკაოზი იაკონ ლეკვეიშვილი, დეკანოზი
დიმიტრი კუხალაშვილი. ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის წოდება მიანიჭა: მღვდელ
აკაკი ჟვანიას, მღვდელ დავით სანებლიძეს, მღვდელ ზაქარია მესხს, მღვდელ დამიანე ადამიას.
2 აგვისტოს, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერიამ) სოფელ გორმაღალას
წმინდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძარში მიტრით დააჯილდოვა ამავე ტაძრის მღვდელმსახური,
დეკანოზი დავით თოლორაია .
ილიაობის
დღესასწაული
2 აგვისტოს,
ილიაობის დღესასწაულზე, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების
შემდეგ, საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების
ცენტრში შედგა ხალხური შემოქმედების ოსტატთა გამოფენა. გამოფენა, რომლის ორგანიზატორები
იყვნენ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი და საპატრიარქოს
ხალხური რეწვის განყოფილება, — კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს ანგელოზის დღეს მიეძღვნა.
გამოფენა საზეიმოდ გახსნა სრულიად საქართველოს-კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და
უნეტარესმა ილია II-მ. გამოფენაზე ნაკეთობები წარმოადგინეს: სენაკის კულტურულმა ცენტრმა,
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიამ, ყაზბეგის ხელოვნების სახლმა, არქიმანდრიტ იოანეს
(თავაძის) ხელმძღვანელობით (მათ ძირითადად თექის ნაკეთობები წარმოადგინეს), რუის-ურბნისის
ეპარქიამ, თბილისის ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრის ხელსაქმის სკოლამ, ახალციხისა
და ტაო-კლარჯეთის ეპარქიამ, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიამ, ბევრეთის დედათა მონასტერმა,
ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიამ, თბილისის ქართული ტექსტილის ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობს,
ხელოვნებათმცოდნე ნინო ყიფშიძე, გლდანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სახელოსნოებმა,
მღვდელ გიორგი სამსონიძის ხელმძღვანეობით, საქველმოქმედო ასოციაცია „ლაზარეს“ ფონდთან
არსებულმა სახელობითმა სკოლამ, ივანე კოკაიას ხელმძღვანელობით, ბოლნისის წმინდა იოანე
ბოლნელის სახელობის სასულიერო გიმნაზიამ, ნეკრესმა, რუსთავისა და მარნეულის ეპარქიამ,
ბოდბის დედათა მონასტერმა, ხეზე კვეთა წარმოადგინა ზურაბ მისრაშვილმა დუშეთიდან. გამოფენა
მრავალფეროვანი და საინტერესო გამოდგა, რომელმაც მრავალი დამთვალიერებლის მოწონება
დაიმსახურა.
***
იმავე
საღამოს საპატრიარქო რეზიდენციაში მოეწყო კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ანგე-ლოზის
დღისადმი მიძღვნილი მიღება და კონცერტი.
24-1
საპატრიარქოს უწყებანი N24 6-19 აგვისტო 2009წ გვ.17
თბილისის
მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტარი
ავლაბარი
თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანია. ისტორიული წყაროების მიხედვით, მისი ძველი სახელწოდებაა
„ისანი“. არქეოლოგიური მასალებიდან ჩანს,რომ ეს ადგილი ძვ. წ. I ათასწლეულიდან ყოფილა
დასახლებული. XI—XII სს. „ისანში„ საქართველოს მეფეთა სა- სახლეები, ტაძრები, ბაღები
და სავანეები იყო მოწყობილი. XIII ს-ის დასასრულისთვის „ისანს“ ეწოდა „მეტეხი“, სახელწოდება
„ავლაბარი“, ჩანს, მოგვიანებით, XIV ს-ში დამკვიდრდა. ძველი ისანი ჩვენს თვალწინ მეტეხის
ტაძრით იშლება, „მეტეხის გორაზედ“, ისნის უძველეს ზღუდეზე აღმართული დარეჯან დედოფლის
სასახლე განსაკუთრებულ მხატვრულ არქიტექტურულ და ისტორიულ ღირებულებას ანიჭებს თბილისის
ამ ძველ უბანს, საიდანაც მოჩანს ქალაქის ლამაზი ხედი. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია,
რომ 1776 წელს ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ის მეუღლეს დარეჯან დედოფალს, ავლაბრის
ტერიტორიაზე ძველი ციხის ნანგრევებზე სასახლე და მეფისა და დედოფლის მფარველი წმინდანების,
წმიდა ერეკლესა და წმიდა დარიას სახელზე კარის ეკლესია აუგია. დარეჯან დედოფლის თაოსნობით
აშენებული ეკლესია და სასახლე, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებთან ერთად, არქიტექტურულ
კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც ქვის გალავნით არის შემოზღუდული. დარეჯან დედოფლის
სასახლე სამეფო საზაფხულო რეზიდენცია იყო, მას სხვაგვარად „თბილისის საჩინო“ ერქვა.
1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის აოხრებისას სასახლე და ტაძარი ძლიერ დაზიანდა.
ამ დიდი უბედურების შემდეგ სასახლე და ტაძარი, თავის მიმდებარე ნაგებობებითურთ, როგორც
პლატონ იოსელიანი გვამცნობს, სახელდახელოდ აღადგინეს. ერეკლე მეფის გარდაცვალების შემდეგ
(1798 წელი) დარეჯან დედოფალმა სამშობლოში ყოფნის უკანასკნელი წლები აქ გაატარა. რუსეთის
იმპერატორის ბრძანებით, დედოფალი 1803 წელს პეტერბურგში გადაასახლეს. 1807 წელს უცხოობაში
მიაბარა სული უფალს სამშობლოს მონატრებით დატანჯულმა დედოფალმა. იგი ალექსანდრე ნეველის
ლავრის, ხარების ტაძარში დაკრძალეს. აქვე ჰპოვეს სამუდამო განსასვენებელი ჟამთა სიავისგან
სამშობლოს მოწყვეტილმა ბატონიშვილებმაც. 1811 წელს რუსეთის მთავრობამ და სინოდმა უკანონოდგააუქმეს
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და კათოლიკოს-პატრიარქი
ანტონ II (მეფე ერეკლეს ძე) რუსეთში გადაასახლეს. საქართველომ დაკარგა მეფეც და მამამთავარიც.
საქართველოს ეკლესიას ეგზარქოსის მეშვეობით რუსეთის სინოდი ხელმძღვანელობდა. ეკლესია-მონასტრებს
ჩამოერთვა მამულები, ქართული ენისა და ტრადიციების არცოდნამ გადაულახავი ბარიერი წარმოქმნა
ქართველ მართლმადიდებელთა და რუსი ეროვნების ეკლესიის მსახურთა შორის, მოიშალა საეკლესიო
კათედრები, ქართული წირვა-ლოცვა, მრავალხმიანი ქართული საგალობლები რუსულით შეიცვალა.
სულ რამდენიმე წელიწადში საქართველოს ეკლესიამ დაკარგა ის, რასაც საუკუნეების მანძილზე
რუდუნებით ქმნიდა. არქიმანდრიტ ტარასის (ალექსი-მესხიშვილი) ცნობით, მონასტრის ადგილები
სადედოფლო იყო და ხაზინას ეკუთვნოდა. 1815 წელს სამოქალაქო მთავრობამ გაუცვალა სასულიერო
მთავრობას ეს ტერიტორია ხარების დიდ ეკლესიაში. რომელიც საქართველოში ყოფნის დროს,
1812-16 წლებში თავის რეზიდენციად ჰქონდა მთავარეპისკოპოს დოსითეოსს (ფიცხელაური).
24-2
საპატრიარქოს უწყებანი N24 6-19 აგვისტო 2009წ გვ.18
თბილისის
მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტარი (გაგრძელება)
1819
წელს საქართველოს ეგზარქოსმა თეოფილაქტემ (რუსანოვი) წმინდა სინოდისაგან ითხოვა ლოცვა-კურთხევა
თბილისში. მამათა მონასტრის გახსნასთან დაკავშირებით, როგორც ეს რუსეთის სხვა ქალაქებში
იყო მიღებული. ამის გამო დარეჯან დედოფლის ყოფილ რეზიდენციაში ჩამოყალიბდა მამათა მონასტერი,
რომლის პირველ წინამძღვრად დაადგინეს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრი,
ქვათახევისა და შიო მღვიმის მონასტრების წინამძღვარი, არქიმანდრიტი ათანასე (პეტრიაშვილი).
ეგზარქოსს თეოფილაქტეს გარდაცვალების შემდეგ, 1822 წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს
ახალმა ეგ- ზარქოსმა იონამ (ვასილევსკი) ტაძარი მაცხოვრის ფერისცვალების სახელზე აკურთხა
და შიო-მღვიმის მონასტრიდან გადმოიყვანა ორი მღვდელ-მონაზონი: იოანე (იოსელიანი, შემდგომში
გურიის ეპისკოპოსი) და გერმანე (მახარაშვილი), ერთი დიაკონი, და ორი ბერი: დიონისე
(კიკნაძე, შემდგომში არქიმანდრიტი) და ბერი გრიგოლი. 1821 წლის მაისში მამა ათანასე
რუსეთში გაემგზავრა. მის შემდეგ ფერისცვალების მონასტრის წინამძღვრები იყვნენ: არქიმანდრიტი
ირინეოსი (კლუჩარევი) 1821-1824 არქიმანდრიტი ევგენი 1824-1832 არქიმანდრიტი სერგი
(ორლოვი) 1832-1840 არქიმანდრიტი ფლაბიანე (ოსტროუმოვი) 1840 1851 არქიმანდრიტი ისრაელი (ლუკინი) 1851-1858
არქიმანდრიტი ფოტი (შირევსკი) 1858-1860 არქიმანდრიტი ვიქტორინი (ლუბიმოვი) 1860-1868
არქიმანდრიტი იოსები (ჩეპიგოვსკი) 1869-1875 არქიმანდრიტი კესარიოსი (ჩეკურიშვილი)
1876-1902 ეპისკოპოსი დიმიტრი (აბაშიძე) 1902-1903 ეპისკოპოსი ექვთიმე (ელიაშვილი)
1903-1906 ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე) 1907-1909 არქიმანდრიტი დოსითეოსი (ბერძნიშვილი)
1909-1910 ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე) 1910-1917 არქიმანდრიტი დიმიტრი (ყარყარაშვილი)
1922-1928 მიტროპოლიტი მელქისედეკი (ფხალაძე) 1928-1934 დარიის მონასტერი სამშობლოს
მძიმე ხვედრით შეწუხებულ ქართველ დიდებულთა ერთ-ერთი თავშეყრის ადგილი იყო. ამ პერიოდში
აქ მოღვაწეობდა 1832 წლის შეთქმულების აქტიური მონაწილე მღვდელ-მონაზონი ტარასი (ალექსი-მესხიშვილი),
მღვდელ-მონაზონი პორფირი (ოქროპირ ბატონიშვილის მოძღვარი, იგი 1830 წელს, შეთქმულების
გამომჟღავნებამდე გარდაიცვალა ქოლერით), მღვდელ-მონაზონი ფილადელფოსი (კიკნაძე). შეთქმულთა
მიერ აქ დაიწერა საქართველოს მმართველობის მოკლე პროექტი. როგორც ცნობილია, 1832 წლის
შეთქმულება მარცხით დამთავრდა. დაპატიმრებულთა შორის იყვნენ მღვდელ-მონაზონი ტარასი
(ალექსი-მესხიშვილი) და მღვდელ-მონაზონი ფილადელფოსი (კიკნაძე) — „აქტიგონიურის“ ავტორი,
რომელიც საპატიმროში გარდაიცვალა (დაკრძალულია მონასტრის ეზოში). მამა ტარასი დატოვეს
თბილისში, პოლიციის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. შეთქმულების სხვა მონაწილენი მთავრობამ
შორეულ რუსეთში გადაასახლა, სადაც ბევრმა მათგანმა იქ სამუდამო განსასვენებელი ჰპოვა.
ფერისცვალების მამათა მონასტერში მოღვაწეობდა მრავალი გამოჩენილი ქართველი სასულიერო
პირი, რომელნიც ამ უმძიმეს პერიოდში ღირსეულად ემსახურებოდნენ საქართველოს ეკლესიას.
სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ: ალავერდელი ეპისკოპოსი ექვთიმე (ელიაშვილი), არქიმანდრიტი
კესარიოსი (ჩეკურიშვილი), არქიმანდრიტი დიონისე (კიკნაძე), ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი
(გიორგაძე), დეკანოზი ისააკ ჩეკურიშვილი, არქიმანდრიტი დიმიტრი (ყარყარაშვილი), წმინდა
აღმსარებელი ამბროსი (ხელაია) და სხვანი. ცნობილია, რომ აქ აღიკვეცა ბერად წმინდა ალექსანდრე
(ოქროპირიძე). მონასტერში დაცული იყო მრავალი სიწმინდე. მღვდელი მიხეილ ხელაშვილი აღგვიწერს
მონასტრის ქონებას და მათ შორის ასახელებს ხის პინაკის ნაწილს, „რომელსა ზედა გარდამოცემისამებრ
იესო ქრისტემ აღასრულა საიდუმლო სერობა. პინაკი ესე, როგორც იტყვიან, გარდამოტანილ
არს იერუსალიმითგან კონსტანტინოპოლში, ხოლო იქითგან გარდამოტანილ არსსაქართველოში“.
დროთა განმავლობაში ეს სიწმიდეებ სხვადასხვა მიზეზით მონასტრიდან გაიტანეს. XX საუკუნის
დასაწყისში მონასტრის საძმოს უმძიმეს პირობებში უხდებოდა ცხოვრება. კათოლიკოს ლეონიდესთან
გაგზავნილ მოხსენებაში წინამძღვარი ისააკი ამასთან დაკავშირებით დიდ გულისტკივილს გამოთქვამს:
„შუაგულ ქალაქში, ჩვენს მაცდურ ხანაში, როცა ცხოვრება იქამდე დაცემულია, რომ მხოლოდ
კუჭზეღა ფიქრობს ადამიანი, და ბერებს კი, რომელთაც აქ სარბიელი არა აქვთ, რომ გამოიჩინონ
შნო და უნარი და არც პირობები უწყობთ ხელს, არ არის საკმაო მიწა, რომ დაამუშაონ, არა
აქვთ ბაღები, რომ თავიანთი ოფლი შიგ ჩაღვარონ და თავიანთის ამაგით გაჭირვებულებსაც
დაეხმარონ“... დეკანოზი ისააკი აღწერს მონასტერში შექმნილ მდგომარეობას და ითხოვს,
რომ მონასტრის „ბერებს მიეცეთ სათანადო ადგილი და საშუალება თავიანთი დიდი მოვალეობის
აღსრულებისა, სადაც მათთვის გამზადებულია ფრიადი სამკალი“. ამ დროისთვის, როგორც ერთ-ერთ
დოკუმენტშია აღნიშნული, მონასტერს აქვს „ქალაქ თბილისში ქვითკირით შემოზღუდული
1162 საჟენი მიწა, რომელზედაც სხვადასხვა დროს აშენებულია ექვსი შენობა“. გარკვეული
დროის მერე მონასტრის მიმდებარე ტერიტორიები საგრძნობლად შემცირდა. მის კუთვნილ მიწებზე
დასახლდა სომხური მოსახლეობა. მონასტერს ჩამოართვეს სათიბები და მის მფლობელობაში მყოფი
სხვადასხვა ნაგებობა. როგორც ჩანს, ამ მძიმე მდგომარეობამ სამო- ნასტრო ცხოვრებაზეც
იმოქმედა და მინელდა. 1920 წელს კი მონასტერი გადაკეთდა სამრევლო ეკლესიად, ხოლო აქ
მოღვაწე ბერები სხვადასხვა მონასტრებში გადავიდნენ. 1922 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის
წმინდა ამბროსის ლოცვა-კურთხევით მონასტრული ცხოვრება აქ კვლავ აღდგა. ძალიან მალე,
საქართველოს კვლავ დაუდგა მძიმე ჟამი: კომუნისტური რეჟიმის პერიოდში ფერისცვალების
მონასტერი დაიხურა. ეკლესიას საწყობადაც იყენებდნენ, იქ მუზეუმიც იყო, შემდგომში „ერთი
მსახიობის თეატრი“ დაარსდა და 90-იან წლებამდე თეატრალური წარმოდგენები იმართებოდა.
1990 წლიდან ეკლესია საპატრიარქოს გამგებლობაში გადავიდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის..
24-3
საპატრიარქოს უწყებანი N24 6-19 აგვისტო 2009წ გვ.19
თბილისის
მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტარი (გაგრძელება)
...
უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსდა დედათა მონასტერი. ჩატარდა
აღდგენითი სამუშაოები, მისი შემოგარენი გათავისუფლდა მინაშენებისგან. სამწუხაროდ, სამონასტრო
კომპლექსის პირვანდელ დაგეგმარებას ჩვენამდე არ მოუღწევია, სასახლისა და კარის ეკლესიის
არსებობა იმაზე უნდა მიანიშნებდეს, რომ სასახლე მხოლოდ „საჩინოს“ ერთი სათავსით არ
იყო წარმოდგენილი. ცხადია, ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა და დაინგრა.
დარეჯან
დედოფლის სასახლე „მეტეხის გორაზედ“, გვიანი შუასაუკუნეებრივი ხანის, მაღალი მხატრული
ღირებულების ძეგლია. სასახლე ძველი სახით არქიტექტურული მორთულობის თვალსაზრისით ეხმიანება
ამავე პერიოდის თუ უფრო ადრინდელ ქართულ სასახლეებს. იგი შიგნით ირანულ ყაიდაზე იყო
მორთული ეკლესიას, ისევე როგორც სასახლეს, ქართული და ის-ლამური არქიტექტურული მორთულობის
სინთეზი ახასიათებს, იგი გვიანი შუასაუკუნეების თბილისის ისტორიული ძეგლების ანალოგიურია.
ფერისცვალების ტაძარი ბაზილიკური სტილის ნაგებობაა. ტაძრის ფრესკები არ არის ქართული,
ისინი ნაწილობრივ დაზიანებულია, შემორჩენილია ძველი და ახალი აღთქმის ცალკეული გამოსახულებები.
მხატვრული გადაწყვეტით რენესანსის პერიოდის რეალისტური სტილისკენაა მიდრეკილი. საკურთხეველი
ახლიდან მოიხატა ტაძრის მღვდელ-მსახურის, დეკანოზ იოსებ ვანიძის მიერ. ტაძარი გადა-
ხურულია კრამიტით, დასავლეთის მხრიდან მიშენებული აქვს სამრეკლო. მონასტრის წინამძღვარია
იღუმენია მარიამი (მიქელაძე). მონასტერში მოღვაწე დედათა ძირითადი საქმია- ნობაა: მთარგმნელობითი
საქმიანობა, ხელსაქმე, სამონასტრო ბაღების მოვლა-პატრონობა. 2002 წელს საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით მონასტრის დაქვემდებარებაში მყოფი წმინდა
ნინოს სახელობის მოწყალების სახლი გაიხსნა. მონასტრის ერთ-ერთ ტერასაზე აშენდა წმინდა
ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ტაძარი. 1910 წლის მონაცემებით თბილისის ფერისცვალების
სახელობის მამათა მონასტერში დასაფლავებულნი იყვნენ: დოსითეოსი, მთავარეპისკოპოსი თელავისა
და ოსეთის სასულიერო კომისიის ხელმძღვანელი, გვარად აზნაური ფიცხელაური, პლატონ იოსელიანის
ცნობით გარდაიცვალა 1829 წელს (შეცდომაა, მეუფე დოსითეოსი გარდაიცვალა 1830 წლის
19 ნოემბერს). გადმოცემით, დასაფლავებულია ტაძრის სტოაში. ნიკიფორე, გორის ეპისკოპოსი
და საქართველოს ეგზარქოსის ქორეპისკოპოსი, თავადი ჯორჯაძე, დაბადებიდან 76 წლის, გარდაიცვალა
1851 წლის 6 დეკემბერს, დასაფლავებულია სამხრეთ კარებთან. საფლავის ქვა გააკეთებინა
თავადმა მიხეილ ვორონცოვმა. არქიმანდრიტი ევგენი, თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი
და ფერისცვალების მონასტრის წინამძღვარი, გარდაიცვალა 1832 წელს. არქიმანდრიტი კესარია,
საქართველო იმერეთის სინოდალური კანტორის წევრი და ფერისცვალების მონასტრის წინამძღვარი,
გვარად ჩეკურიშვილი, დაიბადა 1829 წლის 1 დე-
კემბერს,
გარდაიცვალა 1901 წლის 11 დეკემბერს. წელს. გვარდიის ოფიცერი თავადი იოსებ გრიგოლის
ძე წერეთელი (+ 1833 წლის 3 ივლისი.) 1864 წლით დათარიღებული ერთი ქვის ქვეშ არიან
დასაფლავებულნი ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის შვილის ბაგრა- ტის ძის
ალექსანდრეს შვილები: ეკატერინე, მარიამი და სოფიო. ეზოში: არქიმანდრიტი ამფილოქე,
საქართველო იმერეთის სინოდალური კანტორის წევრი და ეგზარქოსების სახლის ეკონომოსი,
აზნაური ლუგოვინოვიჩი. რუსი მწერლის ივანე ტურგენევის ნათესავი, მოძღვარი დიდი თავადისა
და ყუბანის სასულიერო მისიისა, გარდაიცვალა 1905 წლის ივლისში. არქიმანდრიტი მაკარი
(მატათაშვილი), საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრი და გარეჯის წმინდა იოანე
ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, დაიბადა 1822 წელს, გარდაიცვალა
1892 არქიმანდრიტი ევსევი, ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტრის წინამძღვარი,
გვარად ცაბაძე, დაიბადა 1839 წელს, გარდაიცვალა 1898 წლის 11 სექტემბერს. არქიმანდრიტი
დიონისე, ფერისცვალების მონასტრის წევრი, გვარად კიკნაძე, გარდაიცვალა 1871 წლის
12 დეკემბერს. იღუმენი პაისი, ეგზარქოსების სახლის ეკონომოსი, შობიდგან 57 წლის, გარდაიცვალა
1893 წლის 14 ოქტომბერს საფლავებულია ტაძრის სამხრეთით. იღუმენი გედეონი, მოსკოვის გუბრენიის აზნაური, ითვლებოდა
ეგზარქოსების სახლის საძმოში, შობითგან 92 წლის, გარდაიცვალა 1901 წლის 1 იანვარს.
მღვდელ-მონაზონი სერგი, პეტრებურგის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული, თბილისის
სასულიერო სემინარიის მასწავლებელი, დაიბადა 1810 წლის 7 სექტემბერს, გარდაიცვალა
1848 წლის 19 აპრილს. მღვდელ-მონაზონი თეოდოსი (ლაზარეშვილი), ფერისცვალების მონასტრის
ხაზინადარი, შობითგან 58 წლის, გარდაიცვალა 1892 წლის 19 ოქტომბერს. მღვდელ-მონაზონი
გაბრიელი (ბელქანია), ფერისცვალების მონასტრის ხაზინადარი, შობითგან 50 წლის, გარდაიცვალა
1908 წლის 13 აპრილს. მღვდელ-მონაზონი ელისე, ეგზარქოსების სახლის წევრი, შობიდგან
70 წლის, გარდაიცვალა 1897 წლის 17 აპრილს. მღვდელ-მონაზონი თეოგნისტე, ეგზარქოსების
სახლის ეკონომოსი, შობიდგან 53 წლის, გარდაიცვალა 1888 წლის 3 იანვარს — ესენი დასაფლავებულნი არიან მონასტრის
გალავანთან. მღვდელ-მონაზონი შიო (აზნაური წერეთელი), ფერისცვა-..
24-4
საპატრიარქოს უწყებანი N24 6-19 აგვისტო 2009წ გვ.20
თბილისის
მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტარი (დასასრული)
ლების
მონასტრის წევრი, ქვის გარეშე, გარდაიცვალა 1888 წელს. მღვდელ-მონაზონი თეოდოსი (თავადი
წულუკიძე), ფერისცვალების მონასტრის წევრი, ქვის გარეშე. მღვდელ-მონაზონი ფილოთეოსი
(გრიგორიევი, თბილისის მამა დავითის ტაძრის ყოფილი წინამძღვარი მღვდელი თომა), მღვდელ-მონაზონი
ფილადელფოსი (კიკნაძე), 1832 წლის შეთქმულების აქტიური წევრი, გარდაიცვალა პატიმრობაში
1833 წლის 2 სექტემბერს. მღვდელ-მონაზონი გაიოზი (ბერიძე), ფერისცვალების მონასტრის
წევრი ეს ხუთი მღვდელმონაზონი დასაფლავებული ტაძრის სამხრეთით და სიძველის და მოუვლელობის
გამო საფლავის ქვებზე წარწერები ცუდად იკითხება, მათშესახებ იციან მონასტრის უხუცესმა
წევრებმა. ბერ-დიაკონი იოანე (ხოშტარია), სამეგრელოს აზნაურთაგანი, შობითგან 55 წლის,
გარდაიცვალა 1855 წლის 17 აპრილს — დასაფლავებულია ტაძრის მარჯვნივ. მღვდელი დავით
ნიკოლაევი, შობიდგან 48 წლის, გარდაიცვალა 1855 წლის 4 აგვისტოს. მღვდელი ალექსი ეფრემის
ძე ალექსიევი, შობიდგან 36 წლის, გარდაიცვალა 1853 წლის 20 სექტემბერს ეს ორი დასაფლავებულია
ტაძრის მარჯვნივ, გალავანთან. მღვდელი მიხეილ ბერიძე, თბილისის მეტეხის ციხის ეკლესიის
მღვდელი, სვეტიცხოვლის კანდელაკის შვილი, შობიდგან 44 წლის, გარდაიცვალა 1864 წელს
(შეცდომაა, გარდაიცვალა 1865 წლის 18 იანვარს გ. მ.) — დასაფლავებულია ტაძრის სამხრეთით
ახლოს. მორჩილი იოსებ ბახტაძე, ფერისცვალების მონასტრის საძმოს წევრი — დასაფლავებულია
ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით. ანასტასია გრიგოლის ასული ჩოლოყაშვილი, მეუღლე ზა- ქარია
დავითის ძე ბარათაშვილისა (დაიბადა 1820 წლის 15 აგვისტოს, გარდაიცვალა 1879 წლის
25 თებერვალს) — დასაფლავებულია ტაძართან ახლოს. თავადი გიორგი ზაქარიას ძე ბარათაშვილი
(დაიბადა 1846 წლის 10 აპრილი, გარდაიცვალა 1877 წლის 26 მარტს) თავადი იოანე ზაქარიას
ძე ბარათაშვილი (დაიბადა 1841 წლის 12 აპრილი, გარდაიცვალა 1871 წლის 16 იანვარი) თავადი
ასული ბარბარე ბარათაშვილი, 74 წლის, + 1874 წლის 11 მაისი ეს სამი პიროვნება დასაფლავებულია
ტაძრის ახლოს, სამხრეთით. პოლკოვნიკი ანტონ ნიკოლოზის ძე ილიუშენკო 58 წლის, 1883 წელი
― დასაფლავებულია ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით. „დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკი“ მიხეილ
მაქსიმეს ძე ილიუშენკო, 52 წლის, + 1847 წელი თავადი ოთარ ქობულაშვილი, კავალერი და
„კოლეჟსი სოვეტნიკი“, 57 წლის, + 1835 წლის 3 თებერვალი თავადის, მაიორ მამუკა ჯამბაკურ-ორბელიანის
ასული ნინო, 10 წლის, + 1837 წლის 10 იანვარი თავადის, მაიორ მამუკა ჯამბაკურ-ორბელიანის
ძე მიხეილი, 4 წლის, + 1837 წლის 16 იანვარი თავადი გიორგი იოანეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანი,
6 წლის, + 1856 წლის 18 ნოემბერი გორის ეპისკოპოსის გერონტი პაპიტაშვილის ძე — ევსტათი
,21 წლის, + 1859 წლის 17 ნოემბერი — ეს ექვსი დასაფლავებულია ტაძრის აღმოსავლეთით
შორიახლოს. ერთი ქვის ქვეშ არიან დასაფლავებულნი — მამა კ. მ. ა. გ. რ. სემენოვი და
ასული „ნადვორნი სოვეტნიკისა“ მ. გ. სნასე- კი-ავტონომოვისა. პირველი გარდაიცვალა
1824 წლის 21 მაისს, მეორე 1847 წლის 26 აპრილს, 32 წლის. მათ საფლავზე ეხლაც იკითხება
ლექსი. ხორეშან გიორგის ასული სარაჯიშვილი ფორაქიშვილისა 90 წლის, + 1861 წლის 7 მაისი.
ბეჟან ფორაქიშვილი (ხორეშანის მეუღლე) დავით ქიტესას ძე ბიბილური + 1865 წლის 28 თებერვალი.
ქიტესა აბრაამის ძე ბიბილური + 1864 წლის 1 დეკემბერი. ბოლო ხუთი საფლავი მდებარეობს ტაძრის მარჯვნივ.
25
საპატრიარქოს უწყებანი N25 20აგვისტო-2სექტემბერი 2009წ გვ.9
წმიდა
ტბელი აბუსერიძე (XIII)
წმიდა
ტბელი აბუსერიძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII ს-ში და თავისი წარმომავლობის შესაბამისად
შესანიშნავი განათლება მიიღო. მან როგორც ჰიმნოგრაფმა, პროზაიკოსმა, ასტ-რონომმა, საეკლესიო
მუსიკათმცოდნემ და საერთოდ ღრმა მეცნიერული აზროვნებით გარჩეულმა მწიგნობარმა წარუშლელი
კვალი დატოვა ქართული კულტურის ისტორიაში. როგორც წმიდანის ნაწერებიდან ჩანს, მან ზემო
აჭარაში სოფელ ხიხანში ააშენა წმიდა გიორგის ეკლესია. ვარაუდობენ, რომ წმიდა ტბელი
იქ მოღვაწეობდა, როგორც სასულიერო პირი და იქ შექმნა მისი თხზულებების უმეტესი ნაწილი.
წმიდა ტბელს ჰყოლია შვიდი შვილი და როგორც თავის საგვარეულო მატიანეში წერს, თუ კიდევ
გაუჩნდებოდა შვილი მათი სახელებიც უნდა შეეტანათ მატიანეში. წმიდა ტბელს ინტენსიური
კულტურული ურთიერთობა ჰქონდა გელათის აკადემიასთან, ვარაუდობენ, რომ მან იქ მიიღო ისეთი
მრავალმხრივი განათლება, რომელიც მას საშუალებას აძლევდა ერთმანეთისაგან განსხვავებულ
ჟანრებში ეთქვა თავისი ბრძნული და წმიდა სიტყვა. წმიდა ტბელის ჰიმნოგრაფიულ კრებულში
„გალობანი წმიდისა იოანე ნათლისმცემლისანი, წმიდისა იოანე მახარებლისა და წმიდისა იოანე
ოქროპირისა60" - კარგად ჩანს ავტორის, როგორც უდიდესი ღვთისმეტყველი მწერლისა
და წმიდანის სახე. გალობანის ღრმა საღვთისმეტყველო აზრები, მეტაფორები, მოვლენების
სიმბოლური და მისტიკური გააზრება „ცნობა ხილულთა“ და „უხილავთა მეცნიერჰყოფა“ წმიდა
ტბელს წარმოაჩენს, როგორც მსოფლიო დონის მეცნიერსა და ღვთისმეტყველს. წმიდა ტბელი დაინტერესებული
ყოფილა წელთაღრიცხვის პრობლემებით და შეუდგენია „ქრონიკონი სრული საუწყებელითა და განგებითა“,
რომელშიც ასტრონომიისა და ისტორიის ცოდნასთან ერთად გადმოცემულია კალენდრის კოსმიური
გააზრება და ქრისტიანული ესქატოლოგია. ცნობილია წმიდა ტბელ აბუსერიძის ჰაგიოგრაფიული
ჟანრის თხზულება „ახალნი სასწაულნი წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისანი“, რომელიც მნიშვნელოვანია
მისი ისტორიული ღირებულებითაც, იგი გვაწვდის ცნობებს ფეოდალური ეპოქის საქართველოს
ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი საგვარეულოს აბუსერიძეთა მოღვაწეობის და მათი კულტურულ-აღმშენებლობითი
საქმიანობის შესახებ. გარდა ლიტერატურული და მეცნიერული მოღვაწეობისა, წმიდა ტბელი
ცნობილია, როგორც წმიდა და ღმერთშემოსილი მამა, ხოლო საქართველოს სამოციქულო ეკლესიის
მიერ წმიდა ტბელის კანონიზაციით სამუდამოდ დაკანონდა მისი, როგორც წმიდა მამის პატივისცემა.
ხელდასხმა
9 აგვისტოს
ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა
ლუკამ (ლომიძემ) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის წმინდა გიორგის სახელობის (ძმათა სასაფლაოზე)
ეკლესიის დიაკვანს გიორგი მელექსიშვილს. მღვდელი გიორგი თბილისის წმინდა გიორგის სახელობის
ეკლესიაში იმსახურებს. 9 აგვისტოს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში
საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძემ) დიაკვნად აკურთხა თბილისის
სასულიერო აკადემიის IIIკურსის სტუდენტი იაკობ
მახნიაშვილი. დიაკონი იაკობი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში იმსახურებს.
დაჯილდოება
9 აგვისტოს
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლი-კოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ბევრეთის წმინდა თეკლას სახელობის დედათა მონასტრის
წინამძღვრად დაადგინა და ოქროს ჯვრითა და იღუმენიას წოდებით დააჯილდოვა მონაზონი თეკლა
(კუჭუხიძე). 9 აგვისტოს წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმინდა პანტელეიმონ მკურნალის
დღესასწაულთან დაკავშირებით დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: მიტრით — თბილისის
წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა;
გამშვენებული ჯვრით — ამავე ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი დავით ხიმშიაშვილი და არგვეთისა
და უბისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი ფილიპე აბაშიძე.
26
საპატრიარქოს უწყებანი N26 3-16სექტემბერი 2009წ გვ.12
ტაძრის
კურთხევა
29
აგვისტოს ბოლნელმა ეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) თბილისში, ნაძალადევის უბანში
მდებარე წმინდა აბუსერ ტბელის სახელობის ეკლესია აკურთხა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი
მირიან სამხარაძე დაინიშნა.
ხელდასხმა
16
აგვისტოს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის
ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული
აკაკი კუპრაშვილი. დიაკონი აკაკი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო
ტაძარში იმსახურებს.
***
28
აგვისტოს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ცურტავის
ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის IV
კურსის სტუდენტი გიორგი გელუტაშვილი. დიაკონი გიორგი თბილისის ყოვლადწმინდა სამების
სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
***
28
აგვისტოს საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში ცხუმ-აფხაზეთის, ჭიათურისა
დასაჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო
სემინარიის კურსდამთავრებული ლევან კაციტაძე. დიაკონი ლევანი სავანის წმინდა გიორგის
სახელობორჯომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, იღუმენი
ანდრია (ტარიადისი). ოქროს ჯვრითა და დეკანოზისწოდებით — სიონის საპატრიარქო ტაძრის
მღვდელმსახურნი: მღვდელი ტიმოთე წიკლაური,
მღვდელი თავმას ესიტაშვილი და მღვდელი იოანე ბარკალაია.
26-1
საპატრიარქოს უწყებანი N26 3-16სექტემბერი 2009წ გვ.13
ხელდასხმა
30
აგვისტოს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო
პირები: ოქროს ჯვრით და დეკანოზის წოდებით — რესპუბლიკურ საავადმყოფოში მდებარე წმინდა
პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიის წინამძღვა-რი, მღვდელი დავით შენგელია; ყოვლადწმიდა
სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი გივი გივიშვილი; სიონის
საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურნი: მღვდელი დავით ლასურაშვილი და მღვდელი შალვა კეკელია.
ბერად
აღკვეცა
18
აგვისტოს მახათის მთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტერში,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით,
ამავე მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა საბამ (კუჭავა) ბერად აღკვეცა: კრწანისის
წმინდა საბა განწმედილის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი რევაზ ნოზაძე — სახელად
ეწოდა ანტონი, თბილისის ზღვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „მსწრაფლშემსმენელი“ ხატის
სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი ედიშერ წულაძე — სახელად ეწოდა ონოფრე და მახათის
მთის მამათა მონასტრის მორჩილი მამუკა მაისურაძე სახელად ეწოდა იონა.
***
27
აგვისტოს ზედაზენის წმინდა იოანე ზედაზნელის სახელობის მამათა მონასტერში სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ამავე
მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა გაბრიელმა (ოტიაშვილი)
ბერად აღკვეცა
ამავე
მონასტრის მორჩილები: არკადი შეროზია — სახელად უწოდა ალექსი, ფარნაოზ სვიმონიშვილი
― სახელად უწოდა ნაზარი და ალექსანდრე დანელია — სახელად უწოდა იოანე. ბის ეკლესიაში
იმსახურებს.
დაჯილდოება
28
აგვისტოს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მარიამობის
დღესასწაულთან დაკავშირებით დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: მიტრით სანზონის
წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ბესარიონ ბულაშვილი. არქიმანდრიტის
წოდებით — ათენის უნივერსიტეტთან არსებული საღვთისმეტყველო სასწავლებლის სტუდენტი,
იღუმენი აბიბოსი (ტარიადისი);
26-2
საპატრიარქოს უწყებანი N26 3-16სექტემბერი 2009წ გვ.18
,,მენღრელთა,
აფხაზთა, სვანთა, თაკვერთა, და ჭყონდიდის’’ მიტროპოლიტი დავიითი (წერეთელი)
1781-1853
მიტროპოლიტი
დავითი — ერისკაცობაში დავით ზურაბის ძე წერეთელი 1781 წელს საჩხერეში, თავადის ოჯახში
დაიბადა. მამამისი, გენერალ-მაიორი ზურაბ წერეთელი იმერეთის მეფის სახლთუხუცესი იყო.
დედა, თამარ დადიანი, სამეგრელოს მთავრის ასული გახლდათ. XII-XIII საუკუნეში გადაწერილ
ოთხთავზე არის ასეთი წარწერა — „ჩყკგ-სა წელსა, თებერვლის კგ-სა, დღესა პარასკევსა
ალიონზე მიიცვალა დედაჩემი, თამარ დადიანის ასული, დამიშრტა ნათელი სიცოცხლისა ჩემისა.
მოვაკლდი გარდამეტებულსა დედაშვილურსა სიყვარულსა მისსა, ვეღარ ვიხილავ კეკლუცსა და
შვენიერსა პირსა მისსა, აღარ მიალერსებს ჩვეულებისაებრ დედაი ჩემი, დავფალ ხელითა ჩემითა
ჯრუჭს მონასტერსა შინა მარჯვენით მხარეს მამისა ჩემისა, მეუღ- ლისა თვისისა ზურაბ წერეთლისა
თანა და ძისა მისისა ნიკოლაოსის თანა და წარვიდენ ესენი განსასვენებელსა კეთილსა და
სანეტაროსა, მაგრამ მე დავრჩი ობლათ და მოვაკლდი შობლიურსა სიყვარულსა მათსა, თვით
ძუძუთი დედისა ჩემისათა ვარ გაზდილი მათი მოცილე- ბული საწყალი დავით მიტროპოლიტი.“
ოჯახში პირველდაწყებითი განათლების მიღების შემ-დეგ, 13 წლის ასაკში, დავითი აღსაზრდელად
მიაბარეს გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერში, გენათელ
მიტროპოლიტ ექვთიმეს (შერვაშიძე). 1796 წლის 22 აპრილს (მეორე ვერსიით, 22 თებერვალს)
მიტროპოლიტმა ექვთიმემ იგი ბერად აღკვეცა და სახელად ისევ დავითი უწოდა. 1798 წლის
23 აპრილს დიაკვნად აკურთხა და ამავე წლის 8 ოქტომბერს არქიდიაკონის წოდება მიანიჭა.
1803 წლის 29 მარტს მღვდლად დაასხა ხელი. 1803 წლის 23 დეკემბერს გარდაიცვალა ჯრუჭის
წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი სვიმონი (ქავთარაძე)
და მის ადგილზე ქუ- თათელმა მიტროპოლიტმა დოსითეოსმა (წერეთელი) მამა დავითი დანიშნა,
რომელსაც 1804 წლის 4 იანვარს (მეორე ვერსიით 14 სექტემბერს), არქიმანდრიტის წოდება
მიენიჭა. 1805 წლის 24 აპრილს იმერეთის მეფის სოლომონ II-ის რეკომენდაციითა და თხოვნით,
მიტროპოლიტებმა — ქუთათელმა დოსითეოსმა (წერეთელი), გენათელმა ექვთიმემ (შერვაშიძე)
და მთავარეპისკოპოსებმა — ნიკორწმიდელმა სოფრონმა (წულუკიძე) და ხონელმა ანტონმა (ჩი-ჯავაძე)
ეპისკოპოსად დაასხეს ხელი, მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა და ხინოწმიდის ეპარქიის მმართველად
დაინიშნა. ხინოწმიდის ეპარქია მდებარეობდა აჭარაში და რადგანაც 1780 წლიდან ხინოწმიდა
თურქებს ეჭირათ, ამიტომ იგი ჯრუჭის მონასტრის წინამძღვრად დატოვეს და ნომინალურად იწოდებოდა
ამ ეპარქიის მმართველად. მიტროპოლიტმა დავითმა ბევრი იღვაწა ჯრუჭის მონასტრის საკეთილდღეოდ
და გასამშვენებლად. მთავარი ტაძრის ერთ-ერთ კედელზე არსებული წარწერა ამის შესანიშნავი
დასტური იყო: „მონასტერი ქალაქ ვყავ“. მის სიცოცხლეში აურაცხელი სიმდიდრე და ქონება
გააჩნდა მონასტერს, 500-ზე მეტი გლეხი, ყმა და მამული, წისქვილები, რომლებიც, სამწუხაროდ,
შემდეგ წლებში განადგურდა და დაიკარგა. მეუფე დავითის ლოცვა-კურთხევით, დასავლეთ საქართველოში
XIX საუკუნის I ნახევარში გადაიწერა და განადგურებას გადაურჩა მრავალი საეკლესიო და
ისტორიული წიგნი, რომელთა უმეტესობა მან ჯრუჭის მონასტერს შესწირა. 1919 წელს ექვთიმე
თაყაიშვილმა მონასტერში არსებული წიგნები და ძვირფასი ხელნაწერები თბილისში გადმოიტანა
და დღეს ისინი საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არის დაცული. წიგნებზე არსებობს
მინაწერები, რომლებიდანაც დასტურდება მეუფე დავითის ღვაწლი ამ საქმეში. აი, ერთ-ერთი
ასეთი მინაწერი: რომანოზ მესვეტის წერილი მიტროპოლიტ დავითს „თქვენო ყოვლად უსამღვდელოესობავ,
იმერთა სახლთუხუცის ღენერალ და კავალერისა ზურაბ წერეთლისა ძეო და სრულიად მენღრელიისა
სამთავროისა მწყემსმთავარო, მენღრელთა, აფხაზთა, სვანთა და თაკვერთა, ჭყონდიდის მიტროპოლიტო
დავით, მოწყალეო ხელმწიფევ! ვინათგან უუმეტესად ყოველთა შორის პატიოსანთა ნივთთა მოპოვნებად
სურს სამღთოსა მას სულს: თქვენსა სამღთოისა წერილისა, ამისთვისცა მეცა ვიგულსმოდგინე
სხვათა ნივთთა გარეშე მყოფმან და უპოვარმან, ვითარცა მოციქული ბრძანებს: ოქრო და ვერცხლი
არა მაქუს და შემდგომი მისი. და აწ შემოგწირავთ, წმიდაო მეუფეო, მცირესა ამას ნაშრომსა
ხელისა ჩემისასა სამღთოსა მას და დიდებულსა წიგნსა ცხოვრებასა წმიდისა კლემენტოს რომთა
პაპისა, თუ ვითარ სახედ დაემოწაფა წმიდასა მოციქულსა მაცხოვრისასა პეტრეს, და წამებაცა
მისი, რომელიცა წერილ არს ამას შინა და შეიწირე, მეუფეო, მსგავსად მეუფისა ზეცისა შეწირულ
იქმნა ქვრივისა მის მწულილი უფროს მდიდართასა. წმიდისა მეუფებისა თქვენისა უქუეშევრდომილესად
თაყუანისმცემელი მონა თქუენი გლახაკი მონაზონი, მარტვირიისა ეკლესიისა სვეტსა შინა
მარტომყოფი ცოდვილი რომანოსს. წელთა 1839-სა, აპრილს, 29-სა“. (ანდერძი) „აღიწერა ხელითა
ცოდვილისა ბერისა მარტვირიის მონასტრის სვეტსა შინა მარტომყოფისა რომანოზისათა, რისათვის
ვითხოვ ყოველთა მიერ შენდობით ხსენებასა სულისა ჩემისასა. წელთა ქრისტესით ათას რვაას
ოცდათორმეტსა, აპრილსა კზ-სა“.
26-3
საპატრიარქოს უწყებანი N26 3-16სექტემბერი 2009წ გვ.19
,,მენღრელთა,
აფხაზთა, სვანთა, თაკვერთა, და ჭყონდიდის’’ მიტროპოლიტი დავიითი (წერეთელი)
1781-1853 (გაგრძელება)
1829
წლის 23 ივნისს მეუფე დავითი სამეგრელოს ეპისკოპოსად დაინიშნა. 1834 წლის 9 ივნისს
ავადმყოფობის გამო გადადგა ეპარქიის მართვისაგან და კვლავ ჯრუჭის მონასტრის წინამძღვრად
დაინიშნა. იმერეთის ეპარქიის მმართველის, მთავარეპისკოპოს სოფრონის (წულუკიძე) გარდაცვალების
შემდეგ (გარდაიცვალა 1842 წლის 2 იანვარს), 1843 წლის 7 აგვიტოს იმერელი თავადებისა
და სასულიერო პირების თხოვნით, იმერეთის ეპარქიის კათედრა დაიკავა, რომელსაც სიკვდილამდე
მართავდა. მიტროპოლიტი დავითი 1853 წლის 14 თებერვალს გარდაიცვალა. იგი დიდი პატივით
დაკრძალეს მის მიერ აღდგენილ ჯრუჭის მონასტერში. შემორჩენილია ფრიად საინტერესო მოგონება
მეუფე დავითის შესახებ, რომელიც 1915 წელს გაზეთ „სამშობლოში“ დაიბეჭდა ასეთი სათაურით:
„დავით მიტროპილიტი და დიდ წვერიანი“: „დავით მიტროპოლიტს გონიერისა და მიმხდურ მ.
ვდელმთავრის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი იმერეთის ეპარქიაში. ძლიერ იშვიათად შესცდებოდა
თავის საქმეში: რაც უნდა ტიპიკონის მცოდნე და მწიგნობარი სამღვდელოდ გამზადებული პირი
ყოფილიყო, არასოდეს არ აკურთხებდა, თუ არ დარწმუნდებოდა, რომ სამღვდელო კანდიდატი ჭკუით
საღი და ხასიათით მტკიცე კაცი არ იყო. „წიგნი ცოდნას აძლევს კაცს მხოლოდ, ჭკუა კი თან
შობილი საუნჯეაო და, თუ ადამიანს ეს სიკეთე არ ახლავს, ცოდნა ამაოდ ჩაუვლისო“, — ბრძანებდა
ხოლმე ხშირად მისი მეუფება. მიტროპოლიტის სახლის კაც – წერეთლებს — ერთი აზატი გლეხის
ოჯახი მეტად მიჩნეული ჰყავდათ. სულითა და გულით უყვარდათ და ცდილობდენ, რომ ერთი ამ
ოჯახის შვილი მიტროპოლიტს მღვდლად ეკურთხებინა. ეს აზატი გლეხი გვარად გუდაძე იყო.
ამ ოჯახში იზრდებოდა ერთი შესახედავი და მოყვანილი ახალგაზრდა. წერეთლები დარწმუნებული
იყვნენ, მათი მოგვარე და ნათესავი მიტროპოლიტი ასე უბრალო თხოვნაზე უარს არ ეტყოდათ.
ახალგაზრდა გუდაძე ოცდაათი წლის შეიქნა, ტიპიკონი და საღვთო წერილი ჯრუჭის მონასტერში
შეისწავლა და ამ ორ საქმეში ბადალიც არა ჰყავდა. ახლა შეიქნა შუამდგომლობა. მიდის წერეთელი
წერეთელზე სავედრებლად, მაგრამ მღვდელმთავარი ყველას უარით ისტუმრებს და უარის მიზეზს
კი არავის ეუბნება. გუდაძის ბედით დაინტერესებულმა წერეთლებმა სხვა ხერხს მიმართეს.
მღვდელმთავრის მზარეული დაასაქმეს. გაგვიგე, მისი მეუფება ასეთს მომზადებულ დიაკონს
კურთხევის უარს რატომ ეუბნებაო. მზარეულმა ბატონს მშვენიერი სადილი მოუმზადა, რომ ნასადილევს,
როცა მღვდელმთავარი „კაი გუნებაზე“ იქნებოდა, გუდაძის უბედურობის ამბავი გამოეკითხა.
ნასადილევს მისი მეუფება აივანზე გამობრძანდა და თვალის წარმტაც რიონის ხეობას და აჭარა-ახალციხის
მთებს გასცქეროდა. მზარეული ბალკონის მოაჯირს აეტუზა და მღვდელმ- თავარს ვედრების თვალი
მიაპყრო. რაღაცის თქმა რომ დააპირა, მიტროპოლიტმა დაასწრო: „რისთვის გასჯილხარ, საჩინო
ჩემო?“ მეუფეო, მე ღვთისგან დასჯილმა კაცმა დამსაჯა. ხუმრობის გუნებაზე ხარ, მგონი,
ჩემო საჩინო, როგორც გეტყობა ლაპარაკში. თქვენო მეუფებავ, ღვთის მაგიერ კაცთან ხუმრობას
მე რა მსჯის?! კი, მარა დღეს კარგი სადილი გაგიკეთებია და ეგება თავი მოგწონს. ახლა
საჩინო დარწმუნდა, რომ მისი მეუფება მართლა კარგს გუნებაზეა, და რასაცა სთხოვს უთუოდ
შეიწყნარებს. არა, მეუფეო, თქვენი მონა საჩინო და თავის მოწო- ნება ვის გაუგონია, მაგრამ
ერთი რამ უნდა გთხოვო, თუ არ გამირისხდები. სთქვი, საჩინო ჩემო, მხოლოდ ყოველთვის დღევანდელივით
მოსაწონი სადილი გაგვიკეთე კი. ღმერთმა თქვენი წყალობა ნუ მომაკლოს და სადილს თუ არ
გავაკეთებ, აბა, რაღასი მაქნისი ვიქნები? აბა,
სთქვი, რაღას ულოდინებ? თქვენს მოწყალებას, მეუფეო, და მოგახსენებთ: „ეთქვენი დიდი
ოჯახების ნამსახური და მათგანვე გააზატებული გუდაძის შვილი რომ ასე დაიარება, ნუთუ,
მეუფეო, იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ ოდესმე მღვდლობას ეღირსება? ოდესმე, არ ვიცი და
ჩემს მიტროპოლიტობაში იგი მღვდლად კურთხევას ვერ მოესწრება. რატომ, მეუფეო, იმას თქვენი
იმედი უფრო ჰქონდა. არა, ჩემო საჩინო, იმის კურთხევის უარი შენზე უფრო ერთგულსა და
პატივცემულ კაცებს ვუთხარი. ბატონო, რა დააშავა ამდენი? ის, რომ გრძელი წვერი აქვს.
მეუფეო, ხუმრობა ღმერთმა ნუ მოგიშალოს, მაგრამ წვერი ხომ მღვდლის მაშვენებელი სამკაულია:
მე მთლად იმიტომ ვიმედობდი, რომ თანამდებობის შესაფერი ჩინებული წვერი გულბოყვსა და
მკერდს უშვენებდა საბრალო გუდაძეს. არა, ჩემო საჩინო, მე იმისი შუამდგომელი ყველა შემოვიცალე
და შენ კი ნამდვილი მიზეზიც უნდა გითხრა: ყოველი დიდწვერა კაცი მოსულელოა და მოსულელო
კაცი ღვთის მსახურებისათვის და თანამდებობისათვის არ ვარგა.
26-4
საპატრიარქოს უწყებანი N26 3-16სექტემბერი 2009წ გვ.20
,,მენღრელთა,
აფხაზთა, სვანთა, თაკვერთა, და ჭყონდიდის’’ მიტროპოლიტი დავიითი (წერეთელი)
1781-1853 (დასასრული)
მეუფეო,
თქვენსავით ვის ეცოდინება, როგორი უნდა იყოს სამღვდელო პირი!... მხოლოდ ნება მიბოძე,
რომ მისი უკურთხეობის მიზეზი გადავსცე საწყალ გუდაძეს, რათა თავის შესაფერ გზას ეწიოს.
კი, საჩინო ჩემო, მოურიდებლათ უთხარი, ეგებ მისმა გამოწვრთნილმა შუამდგომლებმა შემდეგ
მაინც მომასვენონ. მეორე დღეს წვერა გუდაძე მზარეულთან მოიჭრა ამბის გასაგებათ. საჩინომ
კარგი ამბავი ვერ დაახვედრა გუდაძე დიაკონს: „ბატონმა ბრძანა, გუდაძეს ვერ ვაკურთხებ,
რადგანაც გრძელი წვერი აქვს: ყოველი გრძელწვერა კაცი მოსულელო და ბრიყვი არისო“. გუდაძეს
ელდა ეცა და მაშინვე შინისკენ გაიჭრა, სახლის აივანში ცოლი მოიკითხა. სადღაც ბოსტანში
გადასულიყო სუნელისათვის. დაძახილზე ცოლი ბოსტნიდან საბიჯალაზე საჩქაროთ გადმოხტა,
ეგონა, მიტროპოლიტის ალნება იშოვა ჩემმა სამღვდელოთ გამზადე- ბულმაო. გუდაძემ მეუღლეს
მიაძახა, ანთებული თაფლის სანთელი ჩქარა მომაწოდეო. ცოლს კიდე უფრო დიდი იმედი მიეცა,
უთუოდ საჩინოს თხოვნამ გასჭრაო და ანთებული ჩირაღდანი მეუღლეს მოურბენია. გუდაძემ ეს
ვებერთელა გაფოფხილი წვერი მარცხენა ხელში ხელაურივით მობღუჯა და მარჯვენათი სანთლის
ალი შეუნთო. მოედვა ალი გუდაძის სამკა-ულს. წვერიდან ალი ხელსაც სწვდა, მწვავ სიმწარეს
ვეღარ გოუძლო, წვერს ხელი გაუშვა, ახლა ალმა წვერის ძირამდიც მიაწია და ცოლს რომ დროზე
ჭკუა არ ეხმარა და ჩაფით წყალი არ მიეშვა სამღვდელო მეუღლისათვის, გუდაძეს წვერის დამოკლებასთან
ერთად თავპირიც დაეხრუკებოდა. საჩინომ რომ ეს ამბავი ყოვლადსამღვდელოს დიდი შებრალებით
მოახსენა, მისმა მეუფებამ ასე ბრძანა: „ხომ გითხარი, საჩინო ჩემო, რომ ყოველი გრძელწვერა
კაცი მოსულელო და ბრიყვია-მეთქი. ნეტა თუ მართალია მიტროპოლიტის აზრი?“
„წიგნი
ცოდნას აძლევს კაცს მხოლოდ, ჭკუა კი თან შობილი საუნჯეა და თუ ადამიანს ეს სიკეთე არ
ახლავს, ცოდნა ამაოდ ჩაუვლის!“ - მიტროპოლიტი დავითი.
27
საპატრიარქოს უწყებანი N27 17-30სექტემბერი 2009წ გვ.5
ტაძრის
კურთხევა
8 სექტემბერს
გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ახალაშენებული ტაძარი
აკურთვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე). იმავე დღეს ტაძარს
ეწვია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და აღავლინა სავედრებელი პარაკლისი.
ტაძარში იმსახურებს მღვდელ-მონაზონი ნეოფიტე (უროტაძე).
სამძიმარი
საპატრიარქოს
პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ 7 სექტემბერს გარდაიცვალა ბოდბის ეპარქიის მღვდელმსახური,
წნორის წმინდა ილია მართლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით გრიგალაშვილი
და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
დაჯილდოება
6 სექტემბერს
ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: მცხეთა-თბილისის
ეპარქიის სამღვდელოება: ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — ნაქულბაქების წმინდა გიორგის
სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი იოანე (გვაჯაია); ოქროს ჯვრითა
და დეკანოზის წოდებით — დიღმის წმინდა ილია მართლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი,
მღვდელი ლუკა სუპატაშვილი; დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპარქიის სამღვდელოება: გამშვენებული
ჯვრით — დედოფლისწყაროს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკა-თედრო თაძრის
წინამძღვარი, დეკანოზი ნიკოლოზ ლომსაძე; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — ზემო
მაჩხაანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ჯინაშვილი;
არბოშიკის წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლე-სიის წინამძღვარი,
მღვდელი ლევან იაკობიშვილი.
***
13
სექტემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სტეფანწმიდისა
და ხევის ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით — ფხელშას წმინდა გიორგისა
და ყანობის წმინდა გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრების წინამძღვარი, იღუმენი
იოანე (სილაგაძე) და სტეფანწმიდის წმინდა მიქაელ მთავარან- გელოზის სახელობის საკათედრო
ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი ნიკოლოზი (ღლონტი); ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით
— კობის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი პეტრე (კაკუბავა).
ხელდასხმა
6 სექტემბერს
რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ცურტავის ეპისკოპოსმა
იოანემ (გამრეკელი) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის
ეკლესიის დიაკონს — გიორგი კიკვაძეს. მღვდელი გიორგი რესპუბლიკურ საავადმყოფოს წმინდა
პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
27-1
საპატრიარქოს უწყებანი N27 17-30სექტემბერი 2009წ გვ.18
დეკანოზი
ივლიანე (აბესაძე) 1861-1931
დეკანოზი
ივლიანე ალფეზის ძე აბესაძე 1861 წელს იმერეთში, მედავითნის ოჯახში დაიბადა. ოჯახში
პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ პატარა ივლიანე მამამ ქუთაისის სასულიერო
სასწავლებელში მიაბარა, რომელიც 1880 წელს დაამთავრა. 1880-86 წლებში თბილისის სასულიერო
სემინარიაში სწავლობდა. სემინარიის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა ივლიანე დაოჯახდა.
მის მეუღლეს ერქვა მარიამი და მათ შვიდი შვილი შეეძი- ნათ: პოლიევქტოსი, ნუცა, ქეთევანი,
ნიკოლოზი, გიგლა, ბიჭიკო და შოთა. 1886 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე)
ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი მღვდლად დაასხა ხელი და ზოვრეთის წმინდა გიორგის სახელობის
ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1887 წელს შორაპნის მაზრის, ჩხარის ოლქის მთავარხუცესად
დაადგინეს. 1889 წელს საგვერდულით დააჯილდოვეს. 1892 წლის ივნისში სკუფია უბოძეს,
1896 წლის 6 მაისს კი კამილავკა. 1898 წელს ქუთაისში, საფიჩხიის მაცხოვრის ამაღლების
სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1900 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით,
ხოლო 1901 წლის 3 თებერვალს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. 1906 წლის
აღდგომას დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1910 წლის 6 მაისს წმინდა ანას II ხარისხის, ხოლო
1916 წლის 15 მაისს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი უბოძეს. 1917-18 წლებში მამა
ივლიანე ქ. ქუთაისის ეკლესიების მთავარხუცესი გახდა. დეკანოზი ივლიანე, როგორც იმერეთის
ეპარქიის დელეგატი, აქტიურად მონაწილეობდა 1917 წლის სექტემბერში გამართულ I, 1920
წლის მაისში გამართულ II და 1927 წლის ივნისში გამართულ IV საეკლესიო კრებებში. კომუნისტური
რეჟიმის უმძიმეს პერიოდში, როდესაც მრავალმა სასულიერო პირმა ანაფორა გაიხადა და ეკლესიაში
მსახურება მიატოვა, მამა ივლიანე კვლავ ძველებური შემართებითა და უფლის სიყვარულით
განაგრძობდა მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, ანუგეშებდა საფიჩხიის მაცხოვრის
ამაღლების სახელობის ტაძრის მრევლს და ერთგულად ემსახურებოდა დედაეკლესიას. XX საუკუნის
20-იან წლებში ღვაწლმოსილი დეკანოზი ენქერითა და მიტრით დაჯილდოვდა. დეკანოზი ივლიანე
1931 წლის 27 დეკემბერს გარდაიცვალა. 31 დეკემბერს იგი დიდი პატივით დაასაფლავეს საფიჩხიის
სასაფლაოზე. შემორჩენილია მამა ივლიანეს წარმოთქმული რამდენიმე ქადაგება, რომელიც იმჟამად
გამომავალ ქართულ პრესაში ქვეყნდებოდა. ერთ-ერთი ასეთი ქადაგება წარ- მოსთქვა მან
1915 წლის 2 აგვისტოს, კვირას, ვაჟა-ფშაველას დაკრძალვის დღეს, ქუთაისის საკათედრო
ტაძარში აღსრულებულ პანაშვიდზე: ჩემო თავო, ბედი არ გიწერია! ჩემო ჩანგო, ეშხით არ
გიჟღერია! ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია, რადგან სატრფო, ვხედავ, ჩემი მტერია! „ბატონებო!
აი, ეს სიტყვები საუკუნოდ დაუვიწყარისა უკვდავი მგოსნის აკაკისა, რომლებშიაც მან გამოხატაარა
მარტო თვისი პირადი უბედობა და მწარე ცხოვრება არა თუ ბედისაგან განწირული და მუდამ
გაუხარელი მხოლოდ რომელიმე ქართველის აუტანელი ცხოვრება, არამედ მთელი საქართველოს
სვე. და მართლაც რომ საქართველოს ბედი არ უწერია, მის ჩანგს ძალიან იშვიათად თუ ეშხით
უჟღერია და გულს ტკბილად უძგერია. ამის და- მამტკიცებელი საბუთი არის არა თუ მთელი
ცხოვრება ქართველი ერისა მას შემდეგ, რაც კაცის ენამ პირველად წარმოსთქვა სიტყვა „ქართველი“
და კაცობრიობის საზოგადო ისტორიის კაბადონზე აღინიშნა მხარე „საქართველო“, არამედ თითოეული
წელი ჩვენი უიღბლო ცხოვრე- ბისა. ამიტომაც ეწოდება მას „მრავალწამებული საქართველო“.
თუ გნებავთ შორ-წარსულ წლებს ნუ მოვიხსენებთ, მოვიგონოთ ახლო წარსული 1907 წელი, როდესაც
აბობოქრებული ცხოვრების დროს შვილი მშობელს ვეღარ სცნობდა და აღზრდილი აღმზრდელს. დროთა
უკუღმართმა ტრიალმა უღმერთოდ, ვერაგულად გამოგვტაცა ხელიდან ქართველი ერის მედგარი
დარაჯი, სამშობლ დიადი მოამაგე დიდი ილია. ანდა, მოვიხსენიოთ ის წელი, როდესაც ულმობელმა
სიკვდილმა ხელიდან უდროოდ გმოგვტაცა საქართველოს ცხოვრების სწორუპოვარი სისწორით ამწონ-დამწონი
ბრძენი არჩილ ჯორჯაძე. ის გამოცდილებასა და ცხო- ვრების მეცნიერულ დაკვირვებაზე აფუძნებდა
საქართველოს განახლების, აყვავებისა და გონებრივად განვითარების გეგმას, მაგრამ არ
დასცალდა ჩვენი უბედობის გამო და ცივ საფლავში
ჩაიტანა თვისი ფიქრები. მისი გეგმა შეუვსებელი და განუხორციელებელი დარჩა. ყუ-რადღება
მივაქციოთ მხოლოდ ამ დაწყევლილ და ისტორიაში გაუმეორებელ მდგომარე 1915 წელს, რო-..
27-2
საპატრიარქოს უწყებანი N27 17-30სექტემბერი 2009წ გვ.19
დეკანოზი
ივლიანე (აბესაძე) 1861-1931(გაგრძელება)
..დესაც
მთელი კაცობრიობის საყოველთაო ომის საშინელი ჭექა-ქუხილის დროს, ურიცხვი ყუმბარა მეხზე
უძლიერესად სპობენ ადამიანთა სოცოცხლეს და ანადგურებს კაცობრიობის ჭკუა-გონებისა და
ძალ-ღონის საუკუნოებით შექმნილ სიმდიდრეს, როდესაც ლამის ცა და ქვეყანა ერთმანეთს შეასკდეს
და ქვეყნიერების უკანასკნელ კატასტროფას დაღუპვა-განადგურება მოყვეს, ხელიდან გამოგვეცალა
ჭკუის დამრიგებელი, გულში საღმრთო ცეცხლის აღმთები, ტკბილად მატირებელი, მწარედ მაცინებელი
და ყოველ შემთხვევაში იმედის მომცემი დიდი მგოსანი აკაკი. ამავე წელს უწყალო სიკვდილმა
დაგვაობლა და ენა მუცელში ჩაგვიგდო სახელმწიფო სათათბიროს წევრის ვარლაამ გელოვანის
უდროოდ დაკარგვამ. იმან ახალგაზრდა სიცოცხლე მოყვასისათვის განწირა და ამნაირად აღასრულა
ქრისტეს მცნება, რომელიც ამბობს: „უფროისი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაითა სული
თვისი დადვას მეგობართვისთათვის“ (იოანე 15. 13). იმ დროს გასრუთქმელი მწუხარებისა
თუ სხვა გაუგებარი მიზეზებისა გამო მთლად ვერ ვიგრძენით მისი დაკარგვის სიმწვავე-სიმძიმე.
მისი წარმო-მადგენლობა, მისი ძლიერი სიტყვა დაგვჭირდა ამა წლის 19 ივლისს. ამ შესანიშნავ
ისტო- რიულ დღეს მთელი კაცობრიობის თვალ-ყური და გონება-აზროვნება თავრიდის სასახლისკენ
იყო მიქცეული. ყოველი ერის შეგნებული და რჩეული შვილი, რომელსაც კი ანბანი მოეპოება
და ერთი გაზეთი მაინც გამოუდის, ხელმომზადებული იყო, უნდოდა ელეკტრონის სისწრაფით გადმოეტანა
თავის გაზეთის ფურცლებზე და თავისიანებისათვის ეცნობებია, თუ რას იტყოდნენ ამ სასახლეში
დიდებული და უუვრცელესი რუსეთის იმპერიის მცხოვრებთა სახალ-ხო წარმომადგენლები, მაგრამ
ამ დროს აღარ გვყავდა ვარლაამი და მაშინ უუმწვავესად ვიგრძენით მისი დაკარგვის სიმძიმე.
უბედობის ამ დღეებში კიდევ დამწვარზე დუღარე დაგ- ასხა, დათუთქულზე ღვიერო დაგვაყარა,
ასე უნუგეშოდ აგვატირა მთის არწივის, ვაჟა-ფშაველას უდროოდ დაკარგვით. განა ამას უბედობა
არ ქვია? განა საქართველოს ბედი უწერია? ცხადია, არა. ვაჟა ფშაველა იყო ფშავეთის სოფელ
ჩარგლის მცხოვრები, მღვდელ პავლე რაზიკაშვილის შვილი, სახელად ერქვა ლუკა. სწავლა საშუალო
სასწავლებელში (საოსტატო სემინარიაში) მიიღო. უმაღლეს სასწავლებელშიდაც დაყო რამოდენიმე
წელიწადი, მაგრამ დიპლომით აღჭურვილი არ იყო, თუმცა ბევრ დიპლომიანზე მეტი სარგებლობა
მოუტანა სამშობლოს. ერთ ხანს მსახურებდა თავის სოფლის სკოლაში, მასწავლებლად, მაგრამ
იმ მიზნით კი არა, რომ შემდეგ დაწინაურებას მიიღებდა და დიდ ჯამაგირიან ადგილზე გადაიყვანდენ,
არამედ მხოლოდ იმ მიზნით, რომ სწავლა-განათლების სხივი შეეტანა დაბალ ხალხში. შემდეგ
კი მეურნეობა აირჩია, რომ ხალხში ეს დარგიც გაეუმჯობესებია და თავის მოძმეთა ჭირ-ვარამი
გაეზიარებია, შეემსუბუქებია. ამიტომაც თავის სოფელს იშვიათად შორდებოდა. ვაჟა იყო ერთი
უნიჭიერეს მწერალ-მგოსანთაგანი. მან სავსებით გაგვაცნო მთიელების აზრი და გრძნობა და
მთელი მთიულეთი სრული თავისი შემადგენლობით: ცხოველებით, ფრინველებით, მცენარ-ბალახეულობით,
მთა-გორებით და მიწა-წყლით. მისი ენა მომხიბლავია, მისი გონება გამჭრიახია, მისი აზროვნება
სიმბოლურია. ნათქვამია: „ღმერთი რომ კაცს გაუწყრება, პირველად ჭკუა-გონებას წაართმევსო
და თუ კაცის დაჯილდოება უნდა, ბუნების ენას ასწავლისო“. სწორეთ ეგეთი ნიჭით იყო დაჯილდოებული
აწ განსვენებული ვაჟა-ფშაველა. მან გვამცნო ბუნების მრავალი საიდუმლოება; ვინც მის
ნაწერებს საფუძვლიანად გაეცნობა, ის იგრძნობს მისი ნიჭის ბუმბერაზობას, მისი შემოქმედების
სიდიადეს. ვაჟამ შეაყვარა მთა ბარს და ბარი მთას. სულით ძლიერი და გამბედავი ვაჟა,
ნამდვილი განსახიერება, განხორციელება იყო ფოლად-გულიანი და მედგარი მთიელისა. ვაჟას
პოეზია მთის ამაყი და შეუპოვარი არწივია. ის ამაყად და გაბედულად გასცქერის ზღვასაებრ
აბობოქრებულ ცხოვრებას, გულს არ იტეხს, სასოება-იმედს არ კარგავს. თვისი ეროვნების
იდეალებს გაბედულად და თავგამოდებით ემსახურება. სამშობლოს აყვავებას და გამშვენიერებას
შეტრფის და გულახდილად გაიძახის: „სამშობლოს არვის წავართმევ, ჩვენც ნურვინ შეგვეცილება,
თორემ ისეთ დღეს დავაყრით მკვდარსაც კი გაეცინებაო“. შუა ხნის კაცი იყო (54 წლის).
უდროვოა მისი სიკვდილი, მაგრამ რა ვქნათ! ესეც ჩვენი უბედობის შედეგია. ტყვილად კი
არ სთქვა სულმნათმა შოთამ: „ვაჰ, სოფელო რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა-ო!“
ვინუგეშოთ ეხლა მით, რომ ზემოაღნიშნულმა დიდებულმა პირებმა აღზარდეს ახალი თაობა. იმედი
გვაქვს, რომ ამ ახალ თაობაში აღმოჩნდებიან, გამობრწყინდებიან მრავალი ახალი რუსთაველები,
ილიები, არჩილები, აკაკე- ბი, ვაჟა-ფშაველები და სხვა მრავალი გმირები. ხალხური ბრძნული
ანდაზა ამბობს: „ისა სჯობს მამულისათვის, რომ შვილი სჯობდეს მამასაო“ და ჩვენც, ვიმედობთ,
გვრწამს, რომ ახალი თაობა ყოველ სიკეთეში წინ გაუსწრებს ძველსა და ამით პროგრესის წინ
სვლის, გაუმჯობესების გზაზე დააყენებს აღსაზრდელ მომავალ თაობას. თუ ოდესმე საქართველოს
ჩანგს ეშხით უჟღერია და გულს ტკბილად უძგერია, ეს მხოლოდ მაშინ, როდესაც სიმები შეთანხმებული
ყოფილა, კილო შეხმატკბილებული ჰქონია და სიმებიც სუსტები არ ყოფილან, რომ მძლავრ- თითების
ზედ გათამაშებით არ დაწყვეტილიყვნენ, არამედ მწყობრი გარმონია გამოეცათ. ამიტომ აუცილებელი
27-3
საპატრიარქოს უწყებანი N27 17-30სექტემბერი 2009წ გვ.20
დეკანოზი
ივლიანე (აბესაძე) 1861-1931(დასასრული)
საჭიროება
არის, რომ ამ საზოგადო ჩანგის მორთვა-მოწყობას ერთგულად შევუდგეთ, სიმები შევახმატკბილოთ,
შემადგენლობა გავამაგროთგავასპეტაკოთ. შენ კი ძვირფასო ეროვნულო მუშაკო, ვაჟავ, განისვენე
იქ, სადაც შენი საყვარელი საქართველოს თავდადებულნი მამულიშვილები განისვენებენ. ვინც
სამშობლოს არ ივიწყებს, მას არც სამშობლო დაივიწყებს. გრწამდეს, რომ ჩვენში შენი კეთილი
ხსოვნა დაუვიწყარი იქნება. ვისაც შემთხვევამ ნება არ მოგვცა, შენს ჩვენთვის ძვირფას
ნეშტს დღეს დიდუბის სასაფლაომდის მივყოლოდით, სულით მაინც შენი ცხედრის გარშემო. დავფუსფუსებთ.
ამნაირად მოწიწებით მუხლს მოვიყრით და შორიდან (ქუთაისიდან), გონებით ვეამბორებით შენ
გაციებულ გვამს. საუკუნოთ იყოს ხსენება შენი, სახელოვანო მამულიშვილო!“ ფოტო მოძიებულია
ქალბატონ კლარა რამიშვილის მიერ, რომელიც საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში მუშაობს კონსულტანტად.
ეს გახლავთ ერთ-ერთი საზოგადოებისათვის უცნობი სურათი, რომელიც აღმოჩნდა ბატონ ვახტანგ
(კუკუჩია) ხეცურიანის ოჯახში. 1949 წელს, მაშინ, როცა ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმი
მძვინვარებდა, ღმრთის წყალობით საქართველოს სსრ-ის ცენტრალური არქივის თანამშრომლებმა
მოილოცეს ბეთანიის მონასტერი. ბეთანიელი ბერები, მამა იოანე (მაისურაძე) და მამა გიორგი
(დიდ სქემაში იოანე, მხეიძე), რომლებიც საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმინდანებად
შერაცხა, განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით გაუმასპინძლდნენ სტუმრად მისულ ექსკურსანტებს,
რაც წარუშლელ შთაბეჭდილებად და მოგონებად დარჩა მომლოცველთა მეხსიერებაში.
28
საპატრიარქოს უწყებანი N28 1-8ოქტომბერი 2009წ გვ.10
ხელდასხმა
11
სექტემბერს ნინოწმიდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის
ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა ალექსანდრე აბიაშვილი. დიაკონი ალექსანდრე
თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს
***
20
სექტემბერს გორის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გორისა
და სამთავისის მთავარეპისკოპოსმა ანდრიამ (გვაზავა) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო
აკადემიის V კურსის სტუდენტი ლევან გოგია. დიაკონი ლევანი ყოვლადწმიდა სამების სახელობის
საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
***
21
სექტემბერს ბარაკონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში
ნიკორწმიდელმა მიტროპოლიტმა ელისემ (ჯოხაძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის
ლექტორი გოჩა გუგუშვილი და სახელად გიორგი უწოდა.
***
27
სექტემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი ამავე
ტაძრის ბერდიაკონ ვახტანგს (ლიპარტელიანი).
დაჯილდოება
20
სექტემბერს სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სენაკისა და
ჩხოროწყუს ეპისკოპოს შიოს (მუჯირი) მიანიჭა მთავარეპისკოპოსის წოდება. აქვე დააჯილდოვა
სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის სამღვდელოებაც: ოქროს ჯვრითა და დეკანო- ზის წოდებით
— სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი
იოსებ ესაკია, ჩხოროწყუს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი ალექსანდრე
თოლორდავა, ძველი სენაკის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის
წინამძღვარი, მღვდელი იოანე კუპრეიშვილი და ნოქალაქევის წმინდა ორმოცი სებასტიელის
სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი პავლე ესებუა.
***
21
სექტემბერს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა
მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრით დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
შობის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი ვახტანგ სტეფნაძე, თბილისის სასულიერო
აკადემიის დეკანი და თემქის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი,
დეკანოზი მიქაელ გალდავა, თბი-ლისის სასულიერო სემინარიის დეკანი, ჩიტაძის წმინდა ნინოს
სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი გელასი ნატროშვილი; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის
წოდებით სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი სანამაშვილი.
28-1
საპატრიარქოს უწყებანი N28 1-8ოქტომბერი 2009წ გვ.11
დაჯილდოება
26
სექტემბერს მუხრანის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოს ზოსიმეს
(შიოშვილი) მიტროპოლიტის წოდება მიანიჭა. აქვე დააჯილდოვა წილკნისა და დუშეთის ეპარქიის
სამღვდელოებაც: ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — მუხრანის მაცხოვრის სახელობის
ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ბეკურიშვილი და ფასანაურის წმინდა მოციქულთა
თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი ზაქარია მგელაშვილი.
***
27
სექტემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს
კაოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს ჯვრითა და დეკანოზის
წოდებით დააჯილდოვა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური,
მღვდელი მიქაელ გვარამაძე.
29
საპატრიარქოს უწყებანი N29 8-14ოქტომბერი 2009წ გვ. 20
ქრისტე
აღსდგა! ვითარცა აქამომდე არ მოკლებულნი, მისს მსასოებელნი, ღირსი მამის მოწყალებისა,
ნურც შენ მოგაკლოს თვისი მფარველობა და გაჩვენოს შენი მერმინდელი დღე უფრო ბრწყინვალე
და მშვენიერი ― ღირსი მამა შიოს სავანის ბერ-მონაზონი კ. პ. ეფრემი“. 1960 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა
ეფრემმა გიორგი დადიანი აღადგინა მღვდელ-მონაზვნის ხარისხში და შიო-მღვიმის ლავრა ჩააბარა.
1964 წელს მონასტერში მყოფი მამა გიორგი სასტიკად ნაწამები და მოკლული იპოვეს თავის
კელიაში. მისი ცხედარი სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალეს.
შიომღვიმის
მონასტრის ხელახალი ამოქმედება კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ 80-იან წლებში
და მისი თანამედროვე მდგომარეობა
XX
საუკუნის 70-იან წლებში შიომღვიმის მონასტერში ჩატარდა სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები.
წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში აღდგა საყრდენი კედლები, მოიხსნა გვიანდელი
შელესილობა, კანკელი გადაეცა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს, გაკეთდა ღვარსაშვები,
აღდგა სატრაპეზო და გალავანი. მონასტრის ხელახალ ამოქმედებაზე ზრუნვას 1978 წლიდანვე
შეუდგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II. მისი
ლოცვა-კურთხევით მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი სტუდენტებთან ერთად ხშირად ადიოდა
მიტოვებულ მონასტერში. ასუფთავედნენ, ღირსი მამის საფლავზე პარაკლისებს იხდიდნენ და
ყურადღებას აქცევდნენ იქაურობას. მხოლოდ 1987 წელს მოხერხდა აქ ბერების გაგზავნა და
მონასტრის კვლავ დაფუძნება. მისი პირველი წინამძღვარი იყო არქიმანდრიტი იოანე (შეყლაშვილი)
რომელიც 1991 წელს არქიმანდრიტმა გიორგიმ (ბარიშვილი) შეცვალა. 1997 წლის მაისიდან
მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე).
შიომღვიმის
მონასტრის წინამძღვრებისა და მმართველების სია სხვადასხვა წლებში
არქიმანდრიტი
ევაგრე 1170 (იხ. ამ წ.) არქიმანდრიტი დიმიტრი 1247-50 (იხ. ამ. წ .) არქიმანდრიტი
ფარემუზ 1612 (იხ. ამ წ.) არქიმანდრიტი მელქისედეკი (ყანჩაელი) 1630-58 (იხ. ამ. წ..)
არქიმანდრიტი იოსები (ყანჩაელი) 1660-82 (იხ. ამ. წ..) არქიმანდრიტი გერვასი (მაჭავარიანი)
1787-1799 არქიმანდრიტი დომენტი (დავითაშვილი-ბაგრატიონი) 1802-1804 არქიმანდრიტი დოსითეოსი
(ფიცხელაური) 1806-1810 არქიმანდრიტი ნიკოლოზი 1810-1814 არქიმანდრიტი ათანასე (პეტრიაშვილი)
1815-1822 ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე) 1887-1907 ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე)
1907-1911 არქიმანდრიტი პიროსი (ოქროპირიძე) 1911-1915 მიტროპოლიტი ლეონიდე (ოქროპირიძე)
1915-1921 მღვდელ-მონაზონი ათანასე (ზაქარიაშვილი) 1921-1923 იღუმენი ეფრემი (სიდამონიძე)
1923-1925 არქიმანდრიტი ისე (სუხიშვილი) 1925-1950 მღვდელ-მონაზონი დავითი (ჩიტიშვილი)
1950-1960 მღვდელ-მონაზონი გიორგი (დადიანი) 1960-1964
30
საპატრიარქოს უწყებანი N30 15-21ოქტომბერი 2009წ გვ.19
დეკანოზი
სპირიდონ ლეკვეიშვილი 1868-1922
დეკანოზი
სპირიდონ გიორგის ძე ლეკვეიშვილი 1868 წელს ქუთაისის გუბერნიაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა.
პატარა სპირიდონმა პირველდაწყებითი განათლება ოჯახში, მამის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო.
1883-87 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავ- ლობდა. 1887-1893 წლებში განათლებას
იღებდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაასრულა.
სემინარიის დამთავრების შემდეგ იმერეთში დაბრუნდა და მასწავლებლობას მიჰყო ხელი. აქვე
დაოჯახდა ნატალია მათეს ასულზე, მათ შვიდი შვილი გაზარდეს: კუკური, ირაკლი, ვასილი,
ოლღა, თამარი, ბარბალე და ნონა. 1895 წლის 24 მარტს გარდაიცვალა სანავარდოს (სამტრედია)
მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ლეკვეიშვილი, სპირიდონის
მამა და იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) სპირიდონს მოუწოდა, სასულიერო პირი
გამხდარიყო. 1895 წლის მაისში მეუფე გაბრიელმა ჯერ დიაკვნად აკურთხა იგი, ხოლო ერთ
კვირაში მღვდლად დაასხა ხელი და ქვედა მესხეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის
წინამძღვრად განამწესა. 1897 წელს საგვერდულით დააჯილდოვა. 1898 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა
ბესარიონმა (დადიანი) მამა სპირიდონი, როგორც განათლებული მოძღვარი და სემინარიის კურსდამთავრებული,
ქალაქ ქუთაისში გადაიყვანა და სასულიერო სასწავლებელში პედაგოგად და აქაური კარის ეკლესიის
წინამძღვრად დაადგინა. 12 წლის 6 მაისს სკუფიით დააჯილდოვეს. 1906 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა
ლეონიდემ (ოქროპირიძე) ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა.
1910 წლის 15 მაისს კამილავკა, ხოლო 1915 წლის აღდგომას სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს.
1917 წლის 12 მარტს, როდესაც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია
აღდგა, იმერეთის ეპარქია დროებით მმართველი მღვდელმთავრის გარეშე დარჩა. ეპარქიაში
შეიქმნა დროებითი სასულიერო მმართველობა, რომლის ერთ-ერთი წევრი მამა სპირიდონიც გახლდათ.
იგი, როგორც იმერეთის ეპარქიის დელეგატი, მონაწილეობდა 1917 წლის 11-17 სექტემბერს
გამართულ პირველ და 1920 წლის 27 ივნისს გამართულ მეორე საეკლესიო კრებებში. 1918 წლის
აღდგომას ეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობის გამო დეკანოზის წოდება მიე- ნიჭა.
დეკანოზი სპირიდონი 1922 წლის 25 დეკემბერს გარდაიცვალა. დასაფლავებულია ქალაქ ქუთაისის
ერთ-ერთ სასაფლაოზე. შემორჩენილია მამა სპირიდონის რამდენიმე ქადაგება, რომელიც ქვეყნდებოდა
იმჟამად გამომავალ ქართულ პრესაში. ერთ-ერთი ასეთი ქადაგება მან წარმოთქვა 1915 წლის
21 ივნისს, ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში, ისტორიკოს დი მიტრი ზაქარიას
ძე ბაქრაძის პანაშვიდზე: „ყველამ უწყით, რომ
დღეს დედამიწის ზურგზე არსებობს აუარებელი
სხვადასხვა ერი. ზოგმა მათგანმა თავის ისტორიულ მსვლელობაში მიაღწია უმაღლეს ეროვნულ
განვითარებას და შექმნა პოლიტიკურად, ეკონომიურად და გონებრივად მძლავრი ორგანიზაცია,
რომლის ჩრდილშიც თავს იფარავს არა ერთი და ორი პატარა ეროვნება, რომლისათვისაც ისტორიულ ბედის ტრიალს ურგუნებია მწარე ხვედრი სხვისი მაჩანჩალობისა. ევროპის
XIX-XX საუკუნის ისტორია არის მძლავრი ეროვნული განვითარების ისტორია. საფრანგეთის
დიდი რევოლუცია საფუძვლად დაედვა ეროვნული იდეის აღორძინებას და სრულ ჩამოყალიბებას.
დღევანდელი საერთაშორისო ომი, გარდა სხვა ღრმა მიზეზებისა, წარმოშობილია აგრეთვე ეროვნული
ანტაგონიზმის ნიადაგზე. აქ მკაფიოდ მოსჩანს, თუ როგორ ეჯიბრება ერთი ერი მეორეს ტექნიკურ
და ორგანიზაციულ განვითარებაში და ლამობს დაიმკვიდროს კაცობრიობის ისტორიაში რჩეული,
მოწინავე და პირველი ერის სახელი. თანამედროვე მეცნიერება თავის ქურაში აწრთობს და
ადნობს ყველას და წინ უყენებს საბედისწერო დილემას: მიცნობ და მიმიღებ, — აგამაღლებ
და გაცოცხლებ, არა და მოგსპობ, გაგანადგურებო. ეს გარემოება თავის-თავად მოითხოვს ყოველი
არსებული პატარა ერისაგან შეგნებას და შესაფერი ანგარიშების გაწევას, თორემ ბიოლოგიური
კანონი, რომ სუსტი მსხვერპლი ხდება ძლიერისა და მისგან ისპობა და ინთქება, ჯერ კიდევ
ძალაშია. ზნეობრივ განვითარებას ჯერ კიდევ არ მიუღწევია ჩვენს შორის იმ სიმაღლემდე,
რომ დათრგუნოს და ადგილი აღარ ექნეს აღნიშნულ ბიოლოგიურ დებულებას. ეს დრო შორეული
მომავლის საქმეა და მოითხოვს საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ურთიერთობის სრულ გარ- დაქმნას.
ამ თვალსაზრისით ქართველობა უნდა აფასებდეს თავის ახლო წარსულის ნამოქმედარს. აქ მეტი
არ იქნება აღვნიშნოთ, რომ იშვიათად რომელიმე პატარა ერს ქონდეს ისეთი მდიდარი და სხივოსანი
წარსული, როგორც ქართველებსა გვაქვს; რომ ცარიელ სიტყვე- ბათ არ მოგვეჩვენოს ნათქვამი,
ერთ წამს მოვიგონოთ ჩვენი მდიდარი ძველი მწერლობა, შეუდარებელი და განსაციფრებელი ხუროთმოძღვრება,
ქანდაკება, მხატვრობა, გალობა და ის ელასტიური ენა, რომლის სიმდიდრე და საარაკო ფერადოვნებას
— სიმშვენიერესაც არა ერთი უცხოელი დაუტყვევებია და აღუტაცებია. მაგრამ უბედურება ის
იყო და არის, რომ ჩვენს დიდწარსულს მცნობელი და შემგნებელი არ აღმოუჩნდა: მეთვრამეტე
საუკუნის ქართველთა მემკვიდრეობა
30-1
საპატრიარქოს უწყებანი N30 15-21ოქტომბერი 2009წ გვ.20
დეკანოზი
სპირიდონ ლეკვეიშვილი 1868-1922(დასასრული)
დროებით
გაპარტახებული და მოუვლელი დარჩა. ახალმა პოლიტიკურმა ცვლილებამ მეცხრამეტე საუკუნის
რუბიკონზე, ასე ვსთქვათ, ჩაყლაპა ეროვნული თავმოყვარეობა და არსებობა ქართველთა. ახალი
ცხოვრებით და ფორმა-აზრებით თვალ-აჭრელებულნი ჩვენი ახლობელნი წინაპარნი — მეცხრამეტე
საუკუნის პირველი ნახევრის შვილნი — არა თუ არაფერ ფასს სდებდენ თავისი ერის დიდებულ
წარსულს, პირიქით — სპობდენ, ყიდდენ, ანგრევდენ და ანიავებდნენ ფასდაუდებელ საგანძურებს,
თითქო ეშინოდათ მათი უტყვი არსებობისა, რომელიც სინდისის მხილებას უფრო წარმოადგენდა
უბირსა და უღირს შვილთათვის. და აი, ეს დრო გაგრძელდა XIX საუკუნის 60-იან წლებამდის,
როდესაც ჩვენ საისტორიო ასპარეზზე ამოანათა თანამედროვე სამეცნიერო მეთოდებით შეიარაღებულმა,
სახელოვანმა ისტორიკოს-არქეოლოგმა დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძემ, რომელმაც აალაპარაკა
წარსულიდან გადმო- ცემული — ქვები, კლდეები, ნანგრევები, ტაძრები და სიგელ-გუჯრები.
ამ დღიდან იწყება ახალი ხანა ჩვენი არსებობისა, ამ დღიდან მზე თანდათან ათბობს ჩვენს
გაყინულ მშობლიურ ძვლებს, ამ დღიდან ქართველნი თვითცნობის და თვითგამორკვევის გზაზე
შედგენ, ამ დღიდან, მტერნიც და მოყვარენიც გაფაციცებით ადევნებენ თვალ-ყურს მიჯაჭვული
ამირანის გამოფხიზლებას. გზა გაკაფულია და ქართველნიც, თუმცა მძიმედ, შეუდგენ ამ მეცნიერული
მემკვიდრეობის განაღდებას. დღეს ჩვენ სამშობლოში ორი საისტორიო-ეთნოგრაფიული საზოგადოება
არსებობს: ერთი თბილისში, რომელმაც დიდი სამსახური გაუწია ჩვენი წარ- სულის გასხივოსნებას
და შემონახვას, და მეორე — ქუთაისში, რომელიც თუმცა ახლად დაარსებულია, მაგრამ ენერგიულად
და თავისი მცირე ძალ-ღონის შესაფერისად მუშაობს. არა ერთი და ორი მცოდნე ისტორიისა
იღვწის დღეს ჩვენი საერო ისტორიის ასპარეზზე და ამ მადლიანი მუშაობის ნამდვილი სათავე
დიმიტრი ბაქრაძის ნამოღვაწევია. და აი, წელს შესრულდა 25 წელიწადი მისი გარდაცვალების
დღიდან და ადგილობრივმა საისტორიო-ეთნოგრაფიულმა საზოგადოებამგადასწყვიტა აღნიშნოს
ამ სახელოვანი შვილის გარ- დაცვალების 25 წლისთავი და პანაშვიდის შემდეგ თეატრში წაკითხული
იქნება ბატონ ილია ივანეს ძე ფერაძის მიერ შესაფერი რეფერატი, რაზედაც ყველას ეძლევა
ნება უფასოდ დაესწროს, რათა დაწვრილებით გაეცნოს განსვენებული მოამაგის ღვაწლსა და
პიროვნებას. წინასწარ-კი შევავედროთ უფალს გარდაცვალებულის სული და ვითხოვოთ მისგან
ნუ მოგვაკლებს თავის უხვს წყალობას და გაგვიმრავლოს ისეთი მოჭირნახულენი და მამულის
მოყვარული მოამაგენი, როგორიც იყო ნეტარხსენებული ისტორიკოსი დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე.
საუკუნო იყოს ხსენება მისი მისგან დავალებულ ქართველთა შორის“.
31
საპატრიარქოს უწყებანი N31 22-28ოქტომბერი 2009წ გვ.18
არქიმანდრიტი
გაბრიელი (აბაშიძე)
არქიმანდრიტი
გაბრიელი — ერისკაცობაში გიორგი სამსონის ძე აბაშიძე იმერეთში 1868 წელს, აზნაურის
ოჯახში დაიბადა. ოჯახში პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად
ყაზანის სასულიერო აკადემიაში ჩააბარა, სადაც მისიონერული კურსები დაამთავრა. შემდეგ
იყო სანკ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის თავისუფალი მსმენელი. მონაზვნად შედგომის
სურვილმა ახალგაზრდა გიორგი საბერძნეთში, ათონის წმინდა მთაზე წაიყვანა და ქართველთა
წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სავანეში მივიდა. წლების განმავლობაში აქ მოღვაწე
სულიერ მამებთან მოსაგრეობამ მას მონაზვნური ცხოვრების საკმაოდ კარგი გამოცდილება შესძინა.
აი, რას წერს მის შესახებ დეკანოზი პეტრე კონჭოშვილი თავის წიგნში — „მოგზაურობა წმ.
ქალაქს იერუსალიმსა და წმინდა ათონის მთაზედ“: „მონაზონი გაბრიელი (აბაშიძე), ჯერ წლოვანობით
ახალგაზრდა, გარნა განვითარებული და მცოდნე ბერძნულის ენისა“. 1899 წელს შემოდგომაზე
გორის ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) ლოცვა-კურთხევით, ათონის წმიდა მთიდან რამდენიმე
ქართველი ჩამოვიდა საქართველოში ბერმონაზვნობის განმტკიცების მიზნით და დავითგარეჯის
უდაბნოში დამკვიდრდა. მათ შორის იყო მორჩილი გიორგიც. 1899 წლის 15 დეკემბერს დავითგარეჯის
მონასტერში მეუფე ლეონიდემ იგი ბერად აღკვეცა და სახელად გაბრიელი უწოდა. ამავე წლის
17 დეკემბერს დიაკვნად აკურთხა. 1901 წლის 2 აგვისტოს დავითგარეჯის მონასტრის ხაზინადრად
დაინიშნა. ამავე წლის 12 აგვისტოს მღვდლად დაასხეს ხელი. 1902 წლის 23 იანვარს დავითგარეჯის
მონასტრის წინამძღვრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაადგინეს. 1903 წლის 17 იანვარს
თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. 1904 წლის 21
ივლისს საგვერდულით დააჯილდოვეს. 1909 წლის 13 ივლისს ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
მიძინების სახელობის მონასტრის საძ- მოში ჩაირიცხა. 1909 წლის 20 სექტემბრიდან თბილისის
სასულიერო სემინარიაში არსებულ წმინდა ანდრია
მოციქულის სახელობის ეკლესიაში დადგინდა. ამავე წლის 1 დეკემბერს, კავკასიაში ქრისტიანობის
აღმდგენელი
31-1
საპატრიარქოს უწყებანი N31 22-28ოქტომბერი 2009წ გვ.19
არქიმანდრიტი
გაბრიელი (აბაშიძე)(გაგრძელება)
საზოგადოების
საბჭოს მიერ, ბათუმის ოლქის მისიონერად და ხულოს ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1910 წლის 22 თებერვალს, როგორც ბათუმის ოლქის დეპუტატი, მონაწილეობდა გუ- რია-სამეგრელოს
ეპარქიის საეკლესიო ყრილობაზე. წლის 13 თებერვალს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების
სახელობის მონასტერში განამწესეს, სადაც მედავითნეობისა და გალობის მასწავლებლობაც
დაევალა. ამავე წლის 5 ივლისს, წმინდა სინოდის დადგენილეთ, ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის
მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა და 15 ივლისს არ- ქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1913
წლის სექტემბერში, მამაგაბრიელის თაოსნობით, მონას-ტერში გაიხსნა ერთკლასიანი სასწავლებელი.
აი, რას წერს ამის შესახებ გაზეთ „სახალხო ფურცელში“ ამავე მონასტრის მორჩილი მედავითნე
ფარნაოზ ზაბახიძე: „ჯრუჭის მონასტერში გაიხსნა ერთ კლასიანი სამრევლო სკოლა. ოც სექტემბერს
ამ სკოლაში სწავლა დაიწყო. ორმოცამდე ადის მოსწავლეთა რიცხვი. ეს პირველი წელიწადია
და მომავლისთვის მოსალოდნელია ერთი სამად მეტი იყოს, რადგანაც ეტყობა სწავლის მსურველი
ბევრია. სკოლა ყველას ხლოვება და ბავშვებს შეუძლიათ თავის სახლიდან არონ. ამის მოლოდინში
ამ მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ მამა გაბრიელს აზრადა აქვს მომავალი წლიდან
ორ კლასიანად გადააკეთოს. ამ მონასტერშივე მამა არქიმანდრიტმა დაარსა ორი წლის სამედავითნეო კურსი, რომელიც იმერეთის ეპარქიაში
არ არსებობდა. ჯერჯერობით მოსწავლე შვიდამდის არის და თანდათან მთხოვნელთა რიცხვი უფრო
მატულობს, რადგან მონასტერში სწავლა უფასო იქნება მაშინ, როდესაც ქუთაისში სამედავითნეოდ
მომზადებისათვის ორას-სამასი მანეთი არ ჰყოფნის. მამა არქიმანდრიტ გაბრიელსა ჰსურს
შეიძინოს რამოდენიმე მიწის სამუშაო მანქანები, რომელიც პირველად სამონასტრო ადგილში
იმუშავებს და თუ გამოდგა, ადგილის მიხედვით, მცხოვრებლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ ამ
მანქანებით. ჯრუჭის მონას- ტერი მთავრობის მიერ პირველ ხარისხოვანად არის მიწერილი
და, მართლაც, ეს მონასტერი ყველა ქართულ მონასტრებს აღემატება სიმდიდრით, როგორც ეკლესიური
ძვირფასი სამკაულით, ისე სხვა უძრავი ქონებით, რადგან ამ მონასტრის ქონება ხაზინაზე
არ გადასულა და ისევ მონასტერს აქვს შენარჩუნებული. თუ ყოველთვის ისეთი ხალხის გულშემატკივარი
წინამძღვარი ეყოლება ამ მონასტერს, როგორიც არის მამა გაბრიელი, ბევრი რამე შეუძლიან
გააკეთოს მონასტრისა და ხალხის სასარგებლოდ“. საბერძნეთში, ათონის წმინდა მთაზე გაზრდილმა
მამა გაბრიელმა, წინამძღვრად დანიშვნისთანავე მონასტერში მკაცრი წესრიგი დაამყარა და
ტიბიკონიც საკმაოდ დაუმძიმა იქ მოღვაწე ძველ ბერებს. ამასთან დაკავშირებით, 1912 წლის
დეკემბერში მონასტრის კრებულის ზოგიერთმა წევრმა და გლეხების ერთმა ნაწილმა საჩივარი
შეიტანა მის სახელზე. აი, რას წერდა ანონიმი ავტორი ჟურნალ „შინაური საქმეებში“ —
„შობაახალ წლის შუა რიცხვებში ქუთაისის რკინის გზის სადგურზე შევხვდი ოთხს თუ ხუთს
ბერს. მე გასაკვირვლათ დამირჩა ამდენი ბერის ერთად მოგზაურობა და ისიც სუყველა მოხუცებულების
მისთანა ცუდ ამინდში, როგორიც იყო იმ დღეებში. მე მისალმების შემდეგ ვკითხე, თუ რომელი
მონასტრიდან ბრძანდებით-თქო. ჯრუჭის მონასტრიდან გახლავართო ნაღვლიანად მომიგეს. მერე
გამოვკითხე მათი მგზავრობის მიზეზი. ბოლოს ერთმა დაიწყო: „ჩვენ, ბატონო, გახლავართ
ჯრუჭის მონასტრიდან. ჩვენ მონასტერში სულ შვიდი მღვდელ-მონაზონი ვართ, წეს-წყობილებაც
ჩვენს მონასტერში იმნაირივეა, როგორც სხვა იმერეთის მონასტრებში. დღემდის ავათ იყო,
თუ კარგად, ვცხოვრობდით ჩვენს მონასტერში და ღვთის ვედრებაში ვატარებდით ჩვენს დღეს,
მაგრამ ეს ექვსი თვეა, ჩვენი ცხოვრება აღარ ღირს და ყველა სიკვდილს ვნატრობთ. ამ ექვსი
თვის წინეთ ჩვენ გამოგვიგზავნეს ახალი არქიმანდრიტი აბაშიძე. მოსვლისთანავე მამა არქიმანდრიტმა
დაგვიწუნა წირვალოცვა. თქვენ წირვა-ლოცვა არ გცოდნიათ და ახლა უნდა ისწავლოთო. რაღა
დროს ჩვენი სწავლა არის ახლა, ბატონო, კაცები მოვხუცებულვართ და ჩვენი წირვა-ლოცვა
კაცს არ დაუწუნია. ხშირათ ბრძანდებოდნენ ხოლმე ჩვენს მონასტერში ეპისკოპოსები გაბრიელი,
ლეონიდე და ბესარიონი-თქო. მაგრამ არ მიიკარა ჩვენი სიტყვები. მერე აგვიტყდა, როგორ
თუ მოხუცებულებს შტატი დაგიკავებიათო. თქვენ ად- გილზე ყმაწვილები უნდა მოვიყვანო და
ჯამაგირიც და შემოსავალიც ჩემს ნებაზე უნდა იყოსო. დღეიდან არავითარ შემოსავალს არ
ელოდოთ და არც ჯამაგირსო. ჩვენ ამაზე არ დავყაბულდით, ის გაბრაზდა და ნიკოლოზობას,
ექვს დეკემბერს, წირვის შემდეგ, სახალხოთ გამოგვიცხადა, დღეიდან ეკლესია დაკეტილი იქნებაო
და აი, ხალხოვო, მიმართა ხალხს: ეკ- ლესია სავსეა ყოველიფრით და თუ რამე დაიკარგა,
ბერებს იქით გზა არ მაქსო. ეკლესია კი დღეიდან დაკეტილი იქნებაო. თითო ძროხა თუ ვისმე
გაგვაჩნდა, აღარ გაგვაშვებია და ყოლების ნება აღარ მოგვცა. ერთ დღეს დაიჭირა და სოფლის
პომოშნიკის ხელით
31-2
საპატრიარქოს უწყებანი N31 22-28ოქტომბერი 2009წ გვ.20
არქიმანდრიტი
გაბრიელი (აბაშიძე)(დასასრული)
საჩხერის
პრისტავთან აგზავნიდა, მაგრამ უშველოს ღმერთმა ისევ იმ პომოშნიკს, იმან დაუშალა. ბატონო,
სირცხვილი იქნება, ბერების ძროხები რომ პრისტავთან წავიყვანო, ქვეყანა რას იტყვისო.
ყველამ ნახევარ ფასში დავკარგეთ. თითო-ოროლა ტარო სიმინდი ვისაც გვქონდა — წაგვართვა,
ბოსტნები შემოგვირღვია და შეშა ცეცხლზე დასწვა. ყოველ დღე მონასტრიდან გვითხოვს. ეხლა
ყოვლადსამღვდელოსთან მივდივართ და იმის წინ უნდა მოვიკლათ თავი, თუ არ გვიპატრონაო“.
ეს ბერები იყვნენ — მღვდელ-მონაზონი იასონი (წერეთელი), მღვდელ-მონაზონი ბენიამენი
(ბერეკაშვილი), მღვდელ-მონაზონი სერაპიონი (ზაბახიძე), მღვდელ-მონაზონი დიმიტრი, მღვდელ-მონაზონი
იონა, მღვდელ-მონაზონი სვიმონი (გოცაძე). უთანხმოების შესახებ საუბრობს ამავე ჟურნალის
ფურცლებზე დეკანოზი იოსებ წერეთელი, რომელიც ერთი კვირით იმყოფებოდა მონასტერში და
თავისი თვალით ნახა ყველაფერი: „დღეს მონასტრის ბერებსა და ახალ წინამძღვარს შორის
დიდი უთანხმოება და შფოთია, რით დაბოლოვდება, ღმერთმა უწყის! სამწუხაროდ ჩემდა, ჩემს
იქ ყოფნაში მამა წინამძღვარი არ იმყოფებოდა მონასტერში, თორემ უთანხმოების მიზეზს შევიტყობდი
და ჩემს აზრს გამოვსთქვამდი. ღმერთა ქმნას, მათ შორის მშიდობის ანგელოზს ჩამოევლოს!
ადგილობრივი საზოგადოება ამ უთანხმოებით დიდათ გულ-ნატკენია“. 1913 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა
გიორგიმ (ალადაშვილი) საქმის გასარკვევად შექმნა კომისია, რომელიც მონასტერში ჩავიდა.
ადგილზე მისულ პირებს ადგილობრივმა გლეხებმა საპირისპირო უთხრეს და მამა გაბრიელი კვლავ
წინამძღვრად იქნა დატოვებული. 1917 წელს საჩივარი კიდევ დაიწერა, ამჟამად ბერები და
გლეხები ერთსულოვანნი აღმოჩნდნენ და საეკლესიო მმართველობა იძულებული გახდა, საქმის
გამორკვევა ჭელიშის წინამძღვრისათვის,იღუმენ პავლესთვის (ჯაფარიძე) და ქუთაისის სასულიერო
სასწავლებლის მასწავლებლის, იაკობ თომას ძე ცინცაძისათვის დაევალებინათ. ადგილზე სიტუაციის
გარკვევის შემდეგ კომისიამ გააკეთა დასკვნა: „ამ დიდებულ მონასტერს სჭირდება მეტი ყურადღება
და მეტი სიყვარული, ვიდრე ეს ჩანს დღევანდელ მის მზურნველთაგან“. 1917 წლის მაისში
საეკლესიო მმართველობამ მამა გაბრიელი გაათავისუფლა მონასტრის წინამძღვრობიდან. ჩვენს
ხელთ არსებული საბუთებიდან ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ბედი ეწია მონასტრიდან წამოსულ
არქიმანდრიტ გაბრიელს ან სად გააგრძელა მოღვაწეობა. 1921 წელს საქართველოში დამყარდა წითელი რეჟიმი და ხელისუფლება სამღვ დელოების
დევნა-შევიწროებაზე გადავიდა. ბევრმა ვერ გაუძლო ზეწოლას, მღვდლობა მიატოვა და საერო
სამსახურში დაიწყო მუშაობა. იგივე ბედი ეწია მამა გაბრიელსაც. 1930 წლის იანვარში, ანჩისხატის
ტაძრის ყოფილი წინამძღვარი, დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე თავის მოგონებებში წერს, რომ
ჯრუჭის მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, არქიმანდრიტი გაბრიელი, რომელიც მუშაობდა ბუღალტრად ერთ- ერთ
დაწესებულებაში და თავს ამით ირჩენდაო, გაათავისუფლეს სამსახურიდანო. სავარაუდოდ, ამბის
შემდეგ მამა გაბრიელი მალევე გარდაიცვალა.
33
საპატრიარქოს უწყებანი N33 5-11 ნოემბერი 2009წ გვ.5
ინგილო
ბავშვები სტუმრად საპატრიარქოში
29
ოქტომბერს საპატრიარქო რეზიდენციაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია
II-მ მიიღო და დალოცა ინგილო ბავშვები. საინგილოდან ბავშვები პედაგოგებთან ერთად თბილისის
მერიის პროექტის ფარგლებში ჩამოვიდნენ. საპატრიარქოში ბავშვები მერიის წარმომადგენლებმა
მოიყვანეს. კათოლიკოს-პატრიარქმა ბავშვებს საჩუქრად გადასცა 1000 დოლარი და ძვირფასი
წიგნები; ბოლოს მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
გვარების
დალოცვა
1 ნოემბერს
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში წირვაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დალოცა აბაშიძეების, ხერგიანების, ჩანადირების,
ჩივაძეების, ცხვედაძეებისა და ხვიჩიების გვარები.
***
იმავე
დღეს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა 42-ე საჯარო სკოლა და სკოლა-ლიცეუმი „კაი ყმა“.
დაჯილდოება
25
ოქტომბერს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში წირვაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენის წოდება მიანიჭა
მღვდელ-მონაზონ ვახტანგს (ლიპარტელიანს). 1 ნოემბერს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო
ტაძარში წირვაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა
ილია II-მ მცხეთის ანტიოქიის დედათა მონასტრის წინამძღვრად დანიშნა და ოქროს ჯვრით
დააჯილდოვა მონაზონი ბარბარე (კაპანაძე).
33-1
საპატრიარქოს უწყებანი N33 5-11 ნოემბერი 2009წ გვ.18
ეპისკიპოსი
ბესარიონი (დადიანი) 1832-1900
ეპისკოპოსი
ბესარიონი — 1832 წელს სამეგრელოში, თავადის ოჯახში დაიბადა. იგი იყო შვილიშვილი სამეგრელოს
მთავრის მანუჩარისა, გრიგოლ დადიანის ძმისა. სიყრმიდანვე იზრდებოდა მარტვილის ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერთან არსებულ სასულიერო სასწავლებელში,
სადაც საფუძვლიანი აღზრდა-განათ-ლება მიიღო. საბერო მორჩილება ჯრუჭის წმიდა გიორგის
სახელობის მამათა მონასტერში გაიარა. 1849 წლის 6 აგვისტოს იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა
(წერეთელი) ბერად აღკვეცა და სახელად ბესარიონი უწოდა. ამავე წელს დიაკვნად აკურთხა.
1857 წლის 16 ნოემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გერმანემ (გოგოლაშვილი) მღვდლად დაასხა
ხელი. 1859 წლის 20 დეკემბერს არქიმანდრიტის წოდება მიანიჭეს. 1860 წლის 20 მარტს ჯრუჭის
წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1865 წლის 7 დეკემბრიდან
გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1869 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. 1871 წლიდან საქართველო-იმერეთის
სინოდალური კანტორის წევრად აირჩიეს. 1873 წელს წმინდა ანას II ხარისხის ორდენი ეწყალობა.
1874 წლის დეკემბერში სამეგრელოს ეპარქიის მღვდელმთავრად გამოირჩიეს. 1875 წლის 12
იანვარს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს
ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი), გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) და იმერეთი
ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და იმერეთის ეპარქიაში შემავალ
სამეგრელოს ეპარქიის ქორეპისკოპოსად დანიშნეს. 1886 წლის 1 მარტს ალავერდის ახლად ამოქმედებული
ეპარქიის მმართველად გადაიყვანეს, რომელსაც 1898 წლის 6 ივნისამდე განაგებდა. ამასთანავე,
დაინიშნა შუამთისა და ალავერდის მამათა მონასტრების წინამძღვრად. შუამთის მონასტერი
მისი მეცადინეობით სარესტავარციო სამუშაოები, გარემონტდადა კეთილმოეწყო ბერების საცხოვრებელი
სახლი. 1887 წლის 5 აპრილს წმინდა ანას I ხარისხის ორდენი უბოძეს. 1895 წელს ეპისკოპოს
ის (ქიქოძე) ავადმყოფობის გამო, წმინდა სინოდმა დროებით დანიშნა იმერეთის ეპარქიის
მმართველად. 1896 წლის იანვარში, მეუფე გაბრიელის გარდაცვალების შემდეგ, იგი დატოვეს
ორივე ეპარქიის მმართველად. 1898
33-2
საპატრიარქოს უწყებანი N33 5-11 ნოემბერი 2009წ გვ.19
ეპისკიპოსი
ბესარიონი (დადიანი) 1832-1900 (გაგრძელება)
წლიდან
მხოლოდ იმერეთის ეპარქიის მმართველია. მღვდელმთავრობის უკანასკნელ წლებში მეუფე ხშირდა
ავადმყოფობდა. 1900 წლის მაისის თვეში მან ექიმების რჩევით გამოითხოვა სასულიერო მთავრობისაგან
ორი თვით სამსახურიდან დასვენება. უწმინდესმა სინოდმა შეიწყნარა მისი თხოვნა და პირველ
ივლისამდე მისცა ორი თვის შვებულება. ივლისის თვეში გაემგზავრა უწერაში, საიდანაც კვლავ
მძიმე მდგომარეობით დაბრუნდა. ავადმყოფის ჯანმრთელობა დღითიდღე უარესდებოდა და ბოლოს
ექიმებმა იმედი გადაიწურეს. პირველ აგვისტოს მეუფე ეზიარა და აქედან მოყოლებული, თითქმის
უგრძნობლად იყო ლოგინში. სამ აგვისტოს, ნაშუამევს პირველის ნახევარზე ზარების სამგლოუიარო
ხმამ ყველას აუწყა ყოვლადსამღვდელო ბესარიონის გარდაცვალება. 9 აგვისტოს, დილის 9 საათზე,
ყოვლადსამღ- ვდელოს სასახლეს უამრავი ხალხი მოაწყდა. ქუთაისის ყველა ეკლესიაზე დაირეკა
სამგლოვია-რო ზარები. მთელი ქალაქის და მახლობელი სოფლების სამღვდელოება შეიკრიბა ქუთაისისსასულიერო
სასწავლებლის ეკლესიაში. აქ შეიმოსნენ და აქედან გაემგზავრნენ მღვდელმთავრის სასახლეში.
მობრძანდნენ ეპისკოპოსი ალექსანდრე და ლეონიდე. გადაიხადეს მცირე პანაშვიდი. შემდეგ
სამღვდელოება გაემართა საკათედრო ტაძრისაკენ. კუბოს მიასვენებდნენ არქიმანდრიტნი —
ქუთაისის სემინარიის რექტორი ბენიამენი (ბარნუკოვი), სერაპიონი (ახვლედიანი), ბესარიონი
(ახვლედიანი), სიმონი (აფაქიძე), ნიკიფორე (კანდელაკი) და დეკანოზი გაბრიელ აგარეიშვილი.
როგორც კი მიასვენეს ტაძარში, დაიწყო წირვა. მწირველნი ბრძანდებოდნენ მეუფე ალექსანდრე
და მეუფე ლეონიდე, ზემოხსენებული არქიმანდრიტები, დეკანოზები ― გაბრიელ ცაგარეიშვილი
და რაჟდენ გიგაური. წირვის დასრულების შემდეგ აღესრულა წესის აგება. ვინაიდან ამ დღეს
ვერ მოასწრეს საფლავის გაჭრა საკათედრო ტაძარში, ყოვლადსამღვდელოს გვამი ტაძარში მესამე
დღეს დაკრძალეს. შემორჩენილია ეპისკოპოს ბესარიონის სიტყვა, წარმოთქმული 1893 წლის
4 აპრილს, ყვარლის ტაძრის კურთხევის დღეს: „სული ჩემი აღივსების ნეტარებითა და გული
მითქვამს სიამოვნებასა, ვხედავ რა მშვენიერის ხელოვნებით აღნაგებსა ეკლესიასა და გადამეტებულის
თავდადებით მის ღირსეულად შემკულებასა. რა არის ესა, თუ არა შესრულება მაცხოვრის სიტყვისა,
რომელიც ამბობს: „უკეთუ გაქვნდეს სარწმუნოება, ვითარცა მარცვალი მდოგვისა, არქვითმცა
მთასა ამას, აღიფხვარ და დაენერგე ზღვასა შინა, ისმინოს თქვენი“ (ლუკ. 17, 6). როგორ
შესძლო კაცმან ერთეულსა თვისსა სიცოცხლესა ეგოდენი ნაყოფის გამოღება, თუ არა სარწმუნოებითა
თავისითა? მარადის ყოფილან და იქმნებიან დიდნი საქმენი ნაყოფად რწმუნებისა! იქონიეთ
რწმუნება ჭეშმარიტი და შეიქმნებით მომ ქმედნი გასაოცართა საქმეთა! ვინ არს, რომელ არ
განსცვიფრდეს მშვენებითა ამა სახლისა ღვთისათა?
მოვედით, საყვარელნო დანო და ძმანო ჩემნო, დასტკბით სულიერითა სიამოვნებითა, რამეთუ
ნაშენი ესე არს ღირსეული სამყოფელი სამებისა და ერთარსებისა ღვთისა! მოვედით და მიიღეთ მღვდელმთავრისაგან წრფელი და გულითადი მოლოცვა ეკლესიისა
ამის დამთავრების გამო. მოვედით, გულით განწმენდილნი და გონებით ამაღლებულნი, რამეთუ
ამიერითგან ადგილი ესე არის სახლი ღვთისა, რომელსა შინა შეიძლება მხოლოდ ღვთისადმი ამაღლებულის გონებით განწმენდილის გულით
ლოცვა. „სახლსა ჩემსა სახლ სამლოცველო ეწოდოს“ (მათ. 21, 13.), ამბობს უფალი ჩვენი
იესო ქრისტე. გახსოვდეთ, რომ ლოცვა საერთო,
ლოცვა ბევრთაგან ღვთისადმი მიმართული, ძლიერია უფლისა წინაშე: „უკეთუ ორნი თქვენგანნი
შეითქვნეს, რომელიცა ითხოვონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათასა, რამეთუ სადაცა იყვნენ
ორნი, გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა“ (მათე
18. 19. 20). გახსოვდეთ, გულსა შინა თქვენსა მტკიცედ ჩაინერგეთ, რომელ ერთად-ერთი ადგილია
ეკლესია, რომელსა შინაც შეძრწუნებულნი მიიღებენ შვებასა, შეწუხებულნი ნუგეშსა და შემდრკალნი
ჭეშმარიტსა მსვლელობასა. ამიერიდგან, გაიგონოთ თუ არა ზარის ხმა, მოაშურეთ ეკლესიასა
საერთო ლოცვისათვის. გახსოვდეთ, რომელ ვინც იმ დროს, რომელიც დანიშნულია საერთო ლოცვისათვის
გაატარებს ლაზღანდარობაში, გაატარებს უდროოდ სმასა და ჭამაში, იგი მომქმედია სამისა
მომაკვდინებელისა ცოდვისა: პირველად, იგი არის უარის მყოფელი უკვდავისა სულისა თვისისა,
რადგან არა ზრუნავს მისთვის;
33-3
საპატრიარქოს უწყებანი N33 5-11 ნოემბერი 2009წ გვ.20
ეპისკიპოსი
ბესარიონი (დადიანი) 1832-1900 (დასასრული)
მეორედ,
იგი არის მაგალითითა თვისითა წამბილწავი უმანკოსი და ნორჩისა თაობისა, ამისთანებზე
ამბობს მაცხოვარი: „რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირედთაგანი, უმჯობესია მისთვის შეიბას
წელზე წისქვილის ქვა და ჩავარდეს ზღვაში“ (მარკ. 9, 42); და მესამედ — იგი არის მტერი
თვითოეულისა მეზობლისა თვისისა და ყოველთა მოძმეთა თვისთა, რადგან საერთო ლოცვას არ
უერთებს თვისსა ლოცვასა. ამაზე ამბობს მაცხოვარი: „ღვარძლნი იგი არიან ძენი უკეთურისანი“
(მათ. 13. 33). ამისთანა კაცი დიდად და ფრიად დიდად აღემატება თვისითა მოქმედებითა
მას, რომელიც საზოგადო საქმის შესრულებაში არა თუ შველის თვისითა ღონისძიებითა, არამედ
უშლის. რას იტყოდით, ქრისტეს მიერ დანო და ძმანო, იმ კაცზედ, რომელიც საზოგადოდ სასარგებლო
საქმის შესრულებას ხალხს უშლის, თუნდა მაგალითით თვისითა? რაიცა გულსა შინა თქვენსა
განიზრახოთ მისთანა კაცზედ სათქმელად, იმავე აღმატებით სთქვას თვითვეულმა თქვენგანმა
თავსა თვისსა ზედა მაშინ, როდესაც საერთო ლოცვას უმიზეზოდ მოაკლდება. დროის უქონლობისა
გამო ვერ ვიტყვი, რამდენად დიდი გავლენა აქვს საერთო ლოცვაზე სიარულს ჩვენის სულის
ამაღლებაზედ, გულის განწმენდაზედ და ხასიათის შემუშავებაზედ. ვიტყვი მხოლოდ, რომ თქვენში
გონებით განვითარებულნი თუ ამ საქმეში მაგალითად აიღებენ ინგლისელთა და მიჰბაძავენ
მათ, მაშინ დანარჩენნი განვითარებულთა მაგალითით საკმაოდ ისარგებლებენ. მოვედით, პატიოსანნო
მსმენელნო, ჩემთან ერთად ნიკოლოზ ზურაბის ძის დიდხანს, სიმრთელით და ბედნიერებით სიცოცხლისათვის
ვილოცოთ. შევსთხოვოთ ღმერთსა, განამრავლოს მისთანანი ჩვენში. მივმართოთ მას და ვუთხრათ:
აჰა, ესე რა შენთანა არს ნათლისმცემელი იოანე, რომელმან დაიმკვიდრა აღნაგებსა შენსა.
უფალმან დაგიცვას და დაგიფაროს ყოვლისაგან ბოროტისა. გაკურთხოს ღმერთმა, რომელმან შექმნა
ცა და ქვეყანა. მადლმან და სასწაულმან ნათლისმ- ცემელისამან, ვედრებამან ამა სამღვდელოსა
კრებულისამან და ლოცვამან ესე ოდენთა ქალთა და კაცთა, აქა მდგომარეთა, მოგცეს ძალნი
ძლიერნი, რომ უფრო ღრმად დასტოვო ნაკვალევი შენი და კეთილითა მაგალითითა, „ვითარცა
ელვა რა გამობრწყინდის მზისა აღმოსავალით და სჩანან ვიდრე დასავალამდე“ (მათ. 24,
27), განუბრწყინვებდე მოძმეთა შენთა გზასა. აკურთხოს უფალმან ყოველნი, რომელნი საქმითა,
გინა სიტყვითა შემწენი იყვნენ შენნი ამ წმიდა საქმეში. გარდმოავლინოს უფალმან ანგელოზი
ძლიერი, ანგელოზი მცველი და წინამძღოლი თქვენთვის, რომელთა მიიღეთ შრომა და მონაწილეობა
ეკლესიისა ამის აღშენებაში. გვასმინოს ჩვენც ძლევა-შემოსილება კეთილთა საქმეთა მარადის
და თქვენ, ყოველნო აქა მდგომარენო, „კვერთხი ძლიერებისა გამოგივლინოთ უფალმან სიონითა“
(ფსალ. 109, 2) ამიერიდგან და უკუნისამდე, ამინ“.
34
საპატრიარქოს უწყებანი N34 12-18ნოემბერი 2009წ გვ.8
ხელდასხმა
8 ნოემბერს
ქ. რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში, ცურტავის
ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელმა) მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ ირაკლი დუმბაძეს. მღვდელი
ირაკლი თბილისის წმინდა ასი ათას ქართველ მოწამეთა სახელობის ტაძარში (დიდ დიღომში)
იმსახურებს.
სამძიმარი
საპატრიარქოს
პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ 3 ნოემბერს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა
თბილისის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის (სასაფლაოზე) მოძღვარი, მღვდელ-მონაზონი
ანტონი (ავალიანი) და სამძიმარს უცხადებს მის მრევლსა და ახლობლებს.
34-1
საპატრიარქოს უწყებანი N34 12-18ნოემბერი 2009წ გვ.18
მიტროპოლიტი
დავითი (კაჭახიძე) 1872-1935
მიტროპოლიტი
დავითი — ერისკაცობაში ექვთიმე ოქროპირის ძე კაჭახიძე 1872 წლის 15 ოქტომბერს, ქუთაისის
გუბერნიაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება პატარა ექვთიმემ მამის
მეთვალყურეობით მიიღო. 1883-1889 წლებში სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა,
რომლის დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც
პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. შემდგომში იპოლიტე ვართაგავა მის შესახებ წერდა:
„იგი ბავშობიდანვე განმარტოვებული იყო, სემინარიაში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა
ეკლესიურ, რელიგიურ საკითხებზე. ყველა ამხანაგი დარწმუნებული იყო, რომ ის ანაფორას
ჩაიცვამდა. სემინარიაში მასწავლებლები მას ავალებდნენ ქადაგების დაწერას თბილისის ეკლესიებში
წარმოსათქმელად...“ 1895 წელს, როგორც წარჩინებულ მოსწავლეს, რეკომენდაცია მიეცა ყაზანის
სასულიერო აკადემიაში სწავლა გაეგრძელებინა. 1897 წლის 25 ოქტომბერს მესამე კურსის
სტუდენტი, აკადემიის რექტორმა, ჩებოკსარის ეპისკოპოსმა ანტონმა (ხრაპოვიცკი) ბერად
აღკვეცა და სახელად დავითი უწოდა. ქართულმა სამღვდელოებამ და საზოგადოებამ დიდი სიხარული
განიცადა კიდევ ერთი ახალგაზრდა, ნასწავლი ბერის შემატებით. ამ მოვლენის შესახებ, ცნობილი
იმერელი დეკანოზი დავით ღამბაშიძე თავის ჟურნალ „მწყემსში“ გახარებული წერდა: „ვინც
ჩვენს ეხლანდელი დროის სამღვდელოების და საზოგადოების სასულიერო წოდების მდგომარეობას
თვალს გადაავლებს, ვინც კარგად ჩაუკვირდება ჩვენი ეხლანდელი დროის ვითარებას და საზოგადო
ასპარეზზე მუშაკთა შემცირებას, რასაკ- ვირველია, გული მწუხარებით აევსება და იმედს
დაკარგავს ჩვენს მომავალზე. ყოველის მხრით გაისმის მწუხარება და ჩივილი, რომ აღარა
გვყავს ნასწავლი პირები შავ სამღვდელოებაში, აღარავინ აცხადებს სურვილს ბერად წასვლისას
ნასწავლთაგანებიო! ჩვენი მონასტრები, რომელთა წყალობით ჭეშმარიტი ქრისტიანობრივი სარწმუნოება
და ზნეობა მთელ მხარეს ეფინებოდა და ხალხის გულში მაგრად ფესვს იდგამდა, დღეს თითქმის
ცარიელდებიან. იმ მონასტრებში, სადაც წინათ ღვთის გალობა-ღაღადების ხმა ყოველ მსმენელს
გულს უტკბობდა და ამაო ამ ქვეყნიერობის მწუხარებას უქარვებდა, იქ დღეს ერთადერთი მედავითნის
გალობის ხმა ისმის მარტო და ისიც, ღმერთმან უწყის, რა კილოსია! ამაების შემხედვარეს,
რასაკვირ- ველია, გული გიწუხს და სასოწარკვეთილებას ეძლევი. მაგრამ ეს უკანასკნელი
დრო რაღაცა წაღმა მობრუნდა ჩვენთვის. ჩვენ დაუვიწყარ მწყემსმთავართა მაგალითს წაბაძა
რამდენიმე პირმა და გამოვიდნენ ქრისტეს ყანაში სამსახურებლად, როგორც მაგალითებრ არქიმანდრიტი
ლეონიდე, იღუმენი კირიონი და მღვდელ-მონაზონი დიმიტრი. ეხლა ჩვენ მივიღეთ ფრიად სასიხარულო
ამბავი ყაზანის სასულიერო აკადემიიდან. ამ აკადემიის სტუდენტი ექვთიმე ოქროპირის ძე
კაჭახიძე უკვე აღკვეცილა ბერად. ჩვენს გამოცემაში დაბეჭდილი მისი სტატიებიდან კარგად
იცნობენ ჩვენი მკითხველები ექვთიმე კაჭახიძეს: თუ ვინ არის იგი, რა მიმართულების და
რა ღრმა ზნეობის პატრონია. თუ როდესმე იყო საჭირო ჩვენთვის ჭეშმარიტი ქრისტიანობრივი
ზნეობით და მტკიცე სარწმუნოებით აღჭურვილი კაცი, სწორედ ეხლა არის საჭირო. ჭეშმარიტად
ამისთანა კაცების შეძენა ეხლანდელ დროში ჩვენი სასულიერო წოდებისათვის ფრიად შესანიშნავი
და სასიხარულოა. ღმერთო, მოხედე საქართველოს ერს და შთაუნერგე შენი მსახურება უმჯობეს
მის შვილებს და ნუ მოიძულებ ღვთისმშობლის წილხდომილს ივერიას!“ 1897 წლის 21 ნოემბერს
მეუფე ანტონმა (ხრაპოვიცკი) მამა დავითს დიაკვნად დაასხა ხელი. იმ პერიოდში ყაზანის
სასულიერო აკადემიაში მრავლად სწავლობდ- ნენ სხვა ქართველი სტუდენტებიც, რომელთა შორის
იყვნენ: მღვდელი ბესარიონ ხელაია (შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი), მიხეილ
ფხალაძე (შემდ...
34-2
საპატრიარქოს უწყებანი N34 12-18ნოემბერი 2009წ გვ.19
მიტროპოლიტი
დავითი (კაჭახიძე) 1872-1935(გაგრძელება)
...
გომში კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკი), იპოლიტე ვართაგავა, სერგი გორგაძე და სხვანი.
მამა ბესარიონი და მამა დავითი დიდი ნუგეში იყვნენ იქაური სტუდენტობისათვის. ისინი
დიდი ძალისხმევით ახერხებდნენ სტუდენტებში ეროვნული სულისკვეთება შეენარ-ჩუნებინათ.
ამის გამოძახილი იყო ყაზანის სასულიერო აკადემიის კარის ეკლესიაში მათ მიერ პერიოდულად
ჩატარებული ქართული წირვა-ლოცვები. აი, რას წერდა ამის შესახებ გაზეთი „ივერია“
1898 წელს: „14 იანვარს, ნინოობა დღეს, ყაზანის სასულიერო აკადემიის ეკლესიაში ქართულად
იქნა გარდახდილი წირვა. სწირა I კურსის სტუდენტმა, მღვდელმა ბესარიონ ხელაიამ მეIII
კურსის ბერ-დიაკვნის დავითის (ერობაში ექვთიმე კაჭახიძე) თანამსახურებით. წირვაზედ
გალობდნენ თბილისის სემინარიის მოსწავლედ ნამყოფი ქართველიდა რუსი სტუდენტები და რამდენიმე
საგალობელი ქართულის კილოთი იგალობეს. ამ ამბისა გამო იქაური რუსული გაზეთი „საეკლესიო
უწყებანი“ აღნიშნავს განსხვავებასა და ღირსებას ქართულად წაკითხულის სახარებისას, სამოციქულოსას
და ნათქვამ ასამაღლებლებისას და კვერექსებისას. წირვას დაესწრნენ ზოგიერთი პროფესორები,
აუარებელი სტუდენტობა და მათი ყოვლადუსამღვდელოესობა, აკადემიის რექტორი“. 1898 წლის
8 მაისს ბერ-დიაკონი დავითი მღვდლად აკურთხეს. 1899 წელს სასულიერო აკადემია მან ღვთისმეტყველების
მაგისტრის ხარისხით დაამთავრა, დაიცვა დიპლომი პატრისტიკაში და სამშობლოსა და დედაეკლესიის
სამსახურს მოწყურებულმა მაშინვე საქართველოს მოაშურა. 1899 წლის 26 აგვისტოს ახალგაზრდა
მღვდელ-მონაზონი კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად
დაინიშნა. 1900 წლის 10 ნოემბერს თელავის სასულიე-რო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად
გაამწესეს. 1902 წლის 10 მარტს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწედ
გადაიყვანეს. ამავე წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1903 წლის 20 ოქტომბერს
რუსეთში, პერმის ეპარქიაში, სოლოკამენის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად გადაიყვანეს.
1905 წლის 14 მაისს ვიტებსკის სასულიერო სემინარიის რექტორად დაინიშნა და არქიმანდრიტის
წოდება მიენიჭა. 1906 წლის 25 აგვისტოს ნოვოჩერკასის რაიონში, დონის სა- სულიერო სემინარიის
რექტორად განამწესეს. 1907 წლის შემოდგომაზე რუსეთის წმინდა სინოდმა არქიმანდრიტი დავითი
ალავერდის ეპარქიის მღვდელ-მთავრად გამოირჩია. ამავე წლის 4 ნოემბერს აღესრულა მისი
ეპისკოპოსად ხელდასხმა. კურთხევის წესი შეასრულეს: საქართველოს ეგზარქოსმა, მთავარეპისკოპოსმა
ნიკონმა (სოფისკი), იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე), გურია-სამეგრელოს
ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი), გორის ეპისკოპოსმა პეტრემ (კონჭოშვილი) და ბაქოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა
(ვახნინი). კვერთხის გადაცემის შემდეგ ახლადნაკურთხმა მღვდელმთავარმა წარმოსთქვა გრძნობით
აღსავსე სიტყვა, გთავაზობთ ამონარიდს ამ ქადაგებიდან: „რა მნიშვნელოვანი ეპიზოდია ჩემი
ცხოვრებისა! რაოდენ დიდ საქმეს უნდა მივყო ხელი! რაოდენ ძნელ უნდა ვმწყმსო ცხოვარნი,
ვიხსნა ადამიანები, ანუ განვწმინდო და განვანათლო სულები კაცთა, ვაზიარო ისინი საღმრთო
ცხოვრებას; მივანიჭო მათ ჭეშმარიტი, უცვალებელი, მარადიული ბედნიერება! ვარ განა გა-
მოსადეგი ამ მაღალი მსახურებისათვის?! მაქვს განა ამისათვის საკმარისი ძალები?! შემიძლია
განა, მაგალითი ვიყო სხვათათვის?! გაიგებს კი ყველა, რას უნდა ვგრძნობდე, რაჟამს მოციქულებისა
და სხვა მღვდელმთავრების წარმოდგენისას ვფიქრობ ჩემს წინაშე წარ-მომართულ ესოდენ მაღალ
მსახურებაზე?! აღარას ვიტყვი ჩემს უძლურებებზე, ისინი ცნობილია ყველასათვის, ვისაც
კი მოუწია საქმე ჰქონოდა ჩემთან. მაგრამ მე მწამს, რომ ქვეყნად ყოველი აღესრულება ღმრთის
ნებით და ვიმედოვნებ, რომ იგი კეთილად წარ- მმართავს მე - სამომავლო მსახურებაში და
არ დაუშვებს წარწყმედას ჩემსას. მე ვადგები მოციქულთა გზას მტკიცე სასოებით ღმრთის
წყალობისა. და უმეტესად გთხოვთ თქვენ, მწყემსმთავარნო, მწყემსნო და ღმრთისმოყვარე ერისკაცნო,
ილოცეთ ჩემთვის წინაშე ღმრთისა, რათა მომცეს მან ძალა და სიმტკიცე მაღალი და საძნელო
მსახურების აღსასრულებლად“. 1912 წლის 17 აპრილს ყველასათვის მოულოდნელად ეპისკოპოსი
დავითი ჩრდილოეთ კავკასიაში, პიატიგორსკის ეპარქიის მმართველად გადაიყვანეს. ამის მიზეზად
სახელდებოდა მისი დაპირისპირება საქართველოს ეგზარქოს ინოკენტისთან (ბელიაევი). ეგზარქოსი
შეეცადა გურია-სამეგრელოსა და იმერეთის ეპისკოპოსების უფლებების მინიმუმამდე შემცირებას,
მაგრამ მეუფე დავითი წინ აღუდგა ამ განზრახვას. ამით განრისხებულმა ინოკენტიმ წმინდა
სინოდს მისი
34-3
საპატრიარქოს უწყებანი N34 12-18ნოემბერი 2009წ გვ.20
მიტროპოლიტი
დავითი (კაჭახიძე) 1872-1935(დასასრული)
საქართველოდან
გაძევება მოსთხოვა, რაც მალევე სისრულეში მოიყვანეს. ძვირფას მღვდელმთავართან განშორება
ძლიერ განიცადა მაშინდელმა ქართულმა ინტელიგენციამ და საზოგადოებამ. მეუფე დავითის
ძმის შთამომავლებთან, ოჯახში შემორჩენილია წერილი, რომელიც საგანგებოდ მის გადაყვანასთან
დაკავშირებით დაიწერა: „ძვირფასო მწყემს-თმთავარო! თქვენი მეუფების მოულოდნელი წასვლა,
საქართველოს მრავალჭირნახულ ეკლესიის სამწყსოს მიტოვება და სხვა ადგილას სამოღვაწეოდ
გადასვლა მწარე საგონებელში აგდებს საქართველოს ერს. მით უფრო სამწუხაროა ეს გარემოება,
რომ თქვენი მწყემსთმთავრული მოღვაწეობა ჯერ კიდევ დიდად ესაჭიროებოდა საზოგადოებას
და თქვენც, სულით და გულით მასთან დაკავშირებული, არ მოიწადინებდით მის მიტოვებას,
რომ რომელსამე მძიმე საქმეს არ აეძულებინეთ... ივერიის ეკლესია შეჩვეულია დროთა ბრუნვის
ცვალებადობას. იგი დამშვენებულია მრავალ წარჩინებულ მღვდელმთავართა მოღვაწეობით, რომელთაც
ჩვენი საქართველოსადმი მოწამეობრივი ღვაწლიც კი მიუძღვისთ. ისინი მუდმივ მზად იყვნენ
ყველაფერი აეტანათ, ოღონდ კი წმინდად დარჩენილიყვნენ თავის რწმენასთან და საქვეყნო
მოღვაწეობასთან. ეს იყო შორეულ წარსულში, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ეხლა არის საიშვიათო
ამგვარი მოვლენა: ჯერ საზოგადოებას თქვენი წინამოადგილე მღვდელმთავრის ხვედრი არც კი
გამოუგლოვია და ეხლა ასე მალე თქვენც იძულებული ბრძანდებით, დასტოვოთ სამშობლო ქვეყანა...
მაგრამ, სადაც უნდა წაბრძანდეთ, თან წარიღებთ მრავალ თქვენ პატი- ვისმცემელთა გრძნობას,
და თან გაგჰყვებათ ის სიყვარული, რომლითაც თქვენდამი არის გამსჭვალული ქართველი საზოგადოება!
იგი არ შესწყვეტს თქვენთან სულიერ კავშირს, რაც უნდა შორეული იყოს თქვენი ადგილ-სამყოფელი,
- იგი მუდამ თქვენი იქნება, - მას მანძილი და მოშორება ვერ გაანელებს! სადაც უნდა შეგხვდეთ
წასვლა, აზრი და მისწრაფება თქვენი მაინც ყოველთვის პატარა ივერიისკენ გამოინავარდებს
და ეს იმედი, თქვენის წასვლით დაობ-ლებულთ, ნუგეშის მომცემად მოგვევლინება...ივერიის
მფარველმა ღვთისმშობელმა გიწინამძღვროთ ყოველს საქმეში, ძვირფასო მწყემსთმთავარო, ეპისკოპოსი
დავითი (კაჭახიძე), 1916 წელი მოგცეთ მხნეობა და ძალა ჩვეულებრივის სიმედგრით მწყემსთმთავრობისა,
გუნდმა, საქართველოს ეკლესიისათვის თავდადებულ
მწყემსთმთავართა, მოგივლინოთ სულიერი სიძლიერე
და გულწრფელმა გრძნობამ თქვენი მეუფების პატივისმცემელ
შვილთა შეგიმსუბუქოსთ მძიმე ხვედრი, იმ წმინდა ჯვრის სასიქადულოდ და ღირსეულად სატარებლად,
რომელიც თქვენს მეუფებას ცხოვრების მრწამსად და დი ად მიზნად დაუსახავს. 1912 წლის
ნოემბერი“. წერილს თან ახლავს უამრავი ხელმოწერა, მათ შორის: აკაკი წერეთლის, იაკობ
გოგებაშვილის, ივანე ჯავახიშვილის, თედო ჟორდანიასი, დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის და
სხვათა.
35
საპატრიარქოს უწყებანი N35 19-25ნოემბერი 2009წ გვ.6
ხელდასხმა
15
ნოემბერს ყოვლადწმინდა საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სამღვდელო დიაკვნად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო
აკადემიის კურსდამთავრებულს იაკობ ასათიანს. დიაკონი იაკობი თბილისის წმინდა მარინეს
სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
***
1 ნოემბერს ნინოწმიდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო
ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმიდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) მღვდლად დაასხა ხელი
ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის ბერ-დიაკონ ილიას (ფაჩულია). მღვდელ-მონაზონი
ილია თბილისში, სანზონის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
***
1 ნოემბერს დედოფლისწყაროს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში დედოფლისწყაროს. და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა
(ხაჩიძე) დიაკვნად აკურთხა და პაატა ხუმარაშვილი და სახელად პეტრე უწოდა. დიაკონი პეტრე
დედოფლისწყაროს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
***
1 ნოემბერს
ყოვლადწმიდა სამების სახელობის სპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ
მღვდლად დაასხა ხელი მამა დავითის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიასთან არსებულ
მამათა მონასტრის ბერ-დიაკონს იოანეს (ხელაია).
***
8 ნოემბერს
ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის
მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიისა და
საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის საეკლესიო
სამართლის პედაგოგი, ალექსი ქშუტაშვილი. დიაკონი ალექსი თბილისის ყოვლადწმიდა სამების
სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
***
8 ნოემბერს
ნინოწმიდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმიდის ეპისკოპოსმა
ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა გელა ჩადუნაშვილი. დიაკონი გელა თბილისის ყოვლადწმიდა
სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
***
15
ნოემბერს ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა
ილია II-მ დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული იაკობ ასათიანი.
დიაკონი იაკობი თბილისის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
დაჯილდოება
15
ნოემბერს ყოვლადწმინდა საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენის წოდება მიანიჭა
მღვდელ-მონაზონ მატათას (ტყემალაძეს).
35-1
საპატრიარქოს უწყებანი N35 19-25ნოემბერი 2009წ გვ.12
მიტროპოლიტი
დავითი (კაჭახიძე) 1872-1935
ჩრდილო
კავკასიაში გადაყვანილი მეუფე დავითი დიდ ნუგეშად მოევლინა სამშობლოს მოწყვეტილ თანამემამულეებს,
განსაკუთრებით კი ალაგირელ ქართველობას. 1912 წლის დეკემბრის თვეში იგი პირველად ეწვია
ქ. ალაგირს. აი, რას წერდა ამის შესახებ გაზეთი „იმერეთი“ თავის ერთ-ერთ ნომერში:
„ეს პირველი მაგალითია, რომ ალაგირს სწვევოდეს ქარ- თველი მღვდელმთავარი. აქაური ქართველი
საზოგადოება აღტაცებით დაუხვდა ძვირფას სტუმარს. როცა გაიგეს ეპისკოპოსი დავითი მობრძანდებაო
დარგ-კოხში მიაგებეს თავისი წარმომადგენლები. გარდა ამისა ალაგირიდან რამდენიმე ვერსის
მანძილზე დაახვედრეს ცხენოსანთა რაზმი დროშით, რომელზედაც მისალმების ზეწარწერა იყო.
ყოვლადსამღვდელო დავითმა ქართული სკოლის დარბაზში ილოცა მწუხრი და ცისკარი ქართულ ენაზე.
აქაური ქართველობა ქართულ წირვა-ლოცვას დანატრებულია. ეკლესიაში ქართულად მხოლოდ „უფალო
შეგვიწყალეს“ თუ გაიგონებენ, თორემ სხვაფრივ მღვდელმოქმედება და წირვა-ლოცვა ყოველთვის
სლავურ ენაზე სრულდება. რომ შეიტყვეს, საღამოს ლოცვა ქართულ ენაზე იქნებაო, იმდენი
ხალხი მოზღვავდა, რომ სკოლის ფართო დარბაზში ტევა არ იყო და გარეთ იდგნენ მლოცველნი.
ყოვლადსამღვდელო დავითმა გრძნობიარე სიტყვა წარმოსთქვა, თვითინ გული აუჩუყდა და მსმენელთაგანაც
მრავალი ააცრემლა. აქა-იქ ქვითინიც კი გაისმა. „ნივთიერი კეთილდღეობა თქვენ აღარ გაკავშირებთ
თქვენს სამშობლოსთან - ბრძანა სხვათა შო-..
35-2
საპატრიარქოს უწყებანი N35 19-25ნოემბერი 2009წ გვ.13
მიტროპოლიტი
დავითი (კაჭახიძე) 1872-1935(გაგრძელება)
...
რის მღვდელმთავარმა — მაგრამ თქვენი მოვალეობაა აქ, ამ უცხო მხარეს უფრო გაუფრთხილდეთ
ქართველის სახელს. ერიდეთ ადამიანის ღირსების დამამცირებელს ქცევას, რომ ამით სახელი
არ გაუტეხოთ მთლად საქართველოს. თქვენის ყოფა-ქცევით არავის მისცეთ საბაბი ქართველობაზე
ცუდი აზრი შეიდგინოსო“. ყოვლადსამღვდელომ ადგილობრივ ეკლესიაშიც სწირა. წირვა შესრულებულ
იქნა სამ ენაზე: რუსულ-ქართულ-ოსურად. წირვის შემდეგ ქართული სკოლის დარბაზში შეიკრიბა
ქართველი საზოგადოება და ძვირფასი სტუმრის პატივსაცემად საზოგადო ნადიმი გაიმართა.
ყოვლადსამღვდელომ ადგილობრივი სკოლებიც დაათვალიერა და მოწაფეები გამოსცადა. ინახულა
ქართველთა მოსახლეობა და გაეცნო მათს ნივთიერ მდგომარეობას. ხალხი აღტაცებული დარჩა
ჩვენი თანამემამულე მღვდელმთავრის მობრძანებით“. 1913 წლის 6 მაისს მეუფე დავითი წმინდა
ვლადიმირის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. 1914 წლის 14 თებერვალს კი ვინიცკის
ეპისკოპოსად გადა-იყვანეს. 1917 წლის 25 მარტს სვეტიცხოველის საპატრიარქო ტაძარში ჩატარებული
წირვის შემდეგ აღსდგა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია.
რუსეთში გადასახლებულ ქართველ სასულიერო პირებს საშუალება მიეცათ დაბრუნებოდნენ მშობლიურ
ქვეყანას და ეკლესიას. მეუფე დავითი საქართველოში 1917 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა
და საკათოლიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამავე წლის 1 ოქტომბერს ურბნისის ეპარქიის
მმართველად დაინიშნა. ახლად დანიშნულ მღვდელმთავარს თითქმის ნუ- ლიდან მოუხდა ყველაფრის
დაწყება. ეპარქიაში ჩასულ ეპისკოპოს დავითს გორში არც რეზიდენცია დახვდა და არც კანცელარიის
დასაბინავებელი ადგილი. ამასთან დაკავშირებით, მან რამდენჯერმე მიმართა საქართველოს
მენშევიკურ მთავრობას დახმარებისათვის. ერთ-ერთი ასეთი მიმართვა თბილისში 1919 წლის
8 თებერვალს გააგზავნა: „ურბნისის ეპისკოპოს და მის კანცელარიას დღევანდლამდის არ მოეპოვება
ბინა ქალაქ გორში. ეკლესიები ამ ეპარქიისა ვერ გაიღებენ ვერავითარ ხარჯს ამ საკითხისათვის
და არც მოქალაქეთა შორის არის შესაძლებელი ამ თანხის მოგროვება. ამის გამო ურბნისის
საეპარქიო საბჭომ 1919 წლის 5 თებერვალს გამოიტანა შემდეგი განჩინება. ეთხოვოს საკათოლიკოსო
საბჭოს, რათა მან იშუამდგომლოს განათლების მინისტრის წინაშე, რომ გორში ყოფილი სასულიერო
სასწავლებლის შენობაში, რომელიც შეადგენს ურბნისის ეპარქიის კუთვნილებას, გამგისბინა
ამ სასწავლებლისა დაეთმოს ეპისკოპოსს და მის კანცელარიას, წინააღმდეგ შემთხვევაში ხსე-ნებული
სასწავლებლის ხელმძღვანელობამ აძლიოს ურბნისის საეპარქიო საბჭოს ბინის დასაქირავებლად
არა ნაკლებ 3. 000 მანეთისა წელიწადში. გთხოვთ, ეს საქმე დაგვიჩქაროთ“. 1919 წელს მეუფე
დავითი საკათოლიკოსო საბჭოს წევრად აირჩიეს. 1920 წლის ივლისში თავისი თხოვნით ურბნისის
ეპარქიის მმართველობისაგან გათავისუფლდა. 1921 წლის 23 ნოემბერს ბათუმ-შემოქმედისა
და ჭყონდისის ეპარქიის მართვა-გამგეობა დაევალა, ხოლო 1922 წლის 29 აპრილიდან მხოლოდ
ჭყონდიდელი ეპისკოპოსია. ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობის ჟამს ეპისკოპოსი დავითი ეპარქიის
სამღვდელოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ადგი-ლობრივმა ხელისუფლებამ რამდენიმე
დღით დააპატიმრა. 1924 წლის 9 მარტს საკათოლიკოსო საბჭომ იგი დროებით ალავერდის ეპარქიაში
განამწესა. 1924 წლის 1 ნოემბერს მეუფე დავითი ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმთავრად
დაადგინეს. თუ რა მძიმე მდგომარეობა დახვდა მას ეპარქიაში, კარგად ჩანს 1926 წლის
19 თებერვლით დათარიღებულ წერილში: „პატივისცემით მოვახსენებ საკათოლიკოსო საბჭოს,
თუ რა მდგომარეობა იყო 1925 წელს იმერეთის ეპარქიაში. ვიტყვი მოკლედ, როგორი
35-3
საპატრიარქოს უწყებანი N35 19-25ნოემბერი 2009წ გვ.14
მიტროპოლიტი
დავითი (კაჭახიძე) 1872-1935(გაგრძელება)
იყო
საეკლესიო ცხოვრება ეპარქიაში - ვგოდებ და ვიგლოვ მე! ანარქია... ქაოსი... მოსალოდნელი
იყო, რომ ეკლესიის გახსნის შემდეგ მორწმუნეებს მოენატრებოდათ ეკ-ლესიაში სიარული და
სამღვდელოებას მეტი პატივისცემით მოეპყრობოდენ. გარნა სინამდვილემ იმედები გაგვიცრუა.
სამღვდელოება ერთხმად აცხადებს, ხალხი ეკლესიაში არ დაიარება და მღვდლის შენახვაზე
არ ზრუნავსო. მეც თვითონ მოწმე ვარ იმისა, თუ როგორი გულგრილია ხალხი ღვთისმსახურებისადმი.
რადგან ხალხი ეკლესიაში იშვიათად და ნაკლებად დაიარება, საეკლესიო სანთელი არ იყიდება,
ეკლესიაში შემოსავალმა იკლო. საეკლესიო ნივთები არ მოიპოვება. ეკლესიები მეტად ღარიბულად
არიან ( მოწყობილი. ეკლესიური მიმართულება ძალიან მისუსტებულია რაჭაში, ქვემო იმერეთში,
ხონის, სამტრედიის, ჯიხაიშის რაიონებში. 2 ლეჩხუმმა მოახდინა შედარებით ( კარგი შთაბეჭდილება.
რადგანაც ბევრმა მღვდელმა მიატოვა საეკლესიო სამსახური, საჭირო შეიქმნა ახლების კურთხევა.
ყველგან არ ხერხდება შეერთება სამრევლოებისა. მთაგორიანი სოფლები ერთმანეთს დაშორებულია
და მოსახლეობა გაფანტული ცხოვრობს. როცა რომელიმე მღვდელს ვეტყოდი, მინდა ეკლესიები
მოვინახულო-მეთქი, სიხარულს გამოხატავდნენ, მაგრამ როცა უკვე მოვემზადებოდი სამოგზაუროდ,
სხვა საქმეს გამოიძებნიდა. მე მაინც მოვინახულე ლეჩხუმი, შორაპანის და არგვეთის ოლქის
11 ეკლესია. როგორც მთავარხუცესთა შემოტანილი სიებიდან ჩანს, 1925 წელს მოქმედი იყო:
ქუთაისის ოლქში 177, შორაპანის ოლქში - 130, რაჭაში - 18, ლეჩხუმში - 41, სვანეთში
- 16. საეპარქიო მდგომარეობა მთელი წლის განმავლობაში ძალიან მოდუნებული იყო. მონასტრები
გაუქმებულია, გარდა მათხოჯის დედათა მონასტრისა. აქ ეკლესია ჯერ არ გაუხსნიათ. ღვთისმსახურება
სრულდება დიდ ოთახში. მონასტერში ძალიან ღარიბად ცხოვრო- ბენ. მღვიმევის მონასტრის
ტაძარი გახსნილია, როგორც სამრევლო ეკლესია. მოწამეთის ეკლესიის დაბრუნება უმაღლესი
მთავრობის მიერ ნებადართულია, მხოლოდ ჯერ სისრულეში არაა მოყვანილი. შიშობენ, მონასტერი
არ იქნეს აღდგენილიო. მე მივეცი წერილი, რომ სასულიერო მთავრობა არ შეეცდება მონასტრის
აღდგენას. გელათის შესახებ ამბობენ: შეიძლება დაგვიბრუნონ წმინდა გიორგის ტაძარი, როგორც
სამრევლოს ეკლესია. ესეც კარგი იქნება. მღვდელმონაზვნები მსახურობენ სოფლებში, როგორც
მღვდლები. მიტროპოლიტის ბინაში და საეპარქიო კანცელარიის სახლში მოთავსებულია ბავშთა
თავშესაფარი. არც საეპარქიო სანთლის ქარხანაა და არც საწყობი. ეკლესიები ყიდულობენ
სანთელს კერძო პირთაგან. ნებადართულია, საეპარქიო კანცელარიის არქივი 5 წლის საქმეები
და საეკლესიო წიგნები წავიღოთ უკან. კომისიას მღვდელთაგან დავავალე ამ საქმის შესრულება“.
მეუფე დავითი 1926 წლის 9 ნოემბერს საკათოლიკოსო საბჭოს დადგენილებით აწყურის ეპარქიაში
და- ინიშნა და დროებით დაევალა ურბნისის ეპარქიის მართვა-გამგეობა. 1926 წლის 24 დეკემბერს
ქუთაისში მომხდარმა საეკლესიო კრებამ იგი ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად დატოვა
და მიტროპოლიტის წოდება მიანიჭა. 1927 წლის 21-27 ივნისს ჩატარებულ საქართველოს სამოციქულო
ეკლესიის IV კრებაზე მიტროპოლიტი დავითი გამოცხადდა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ.
1930 წლის 8 ივლისს ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში დაინიშნა. 1932 წლის 13 აპრილს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტ-..
35-4
საპატრიარქოს უწყებანი N35 19-25ნოემბერი 2009წ გვ.15
მიტროპოლიტი
დავითი (კაჭახიძე) 1872-1935(დასასრული)
...
რატემ (ცინცაძე) სკუფიაზე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. 1934 წელს ხელისუფლებამ
დახურა ბათუმ-შემოქმედის ეპარქია და მისი მღვდელმთავარი, მიტ-როპოლიტი დავითი აიძულა
ეპარქია დაეტოვებინა. იგი საცხოვრებლად გადავიდა ქუთაისში, სადაც ცხოვრების უკანასკნელი
დღეები გაატარა. 1935 წლის 19 მარტს ქუთაისში მყოფი მეუფე დავითი მცირე ხნის ავადმყოფობის
შემდეგ გარდაიცვალა. მეუფის ცხედარი, 23 მარტს ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა
და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის სამხრეთ კარიბჭესთან დიდი პატივით დაასაფლავეს.
მეუფე დავითი სისტემატიურად თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ ჟურნალებსა და გაზეთებში.
გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი, მათ შორის ქადაგებათა I ტომი. გამოსაცემად მზადაა
და 2010 წლის იანვარში გამოიცემა მისი ქადაგებანის II ტომიც. ცნობილი ქართველი საზოგადო
მოღვაწე ზაქარია ჭიჭინაძე მიტროპოლიტ დავითის შესახებ წერდა: „ეპისკოპოსი დავითი სადაც
კი სწავლობდა, ყველგან სამაგალითო მოწაფე გახლდათ, სათნო თვისების, დინჯი ხასიათის,
სამაგალითოდ კაცთმოყვარე, ამასთანავე სწორი და მართალი ყველა ამხანაგის წინაშე. სიმართლე
და ჭეშმარიტება მის გულსა და სულს ალმასივით ეწყობოდა, იგი ერთი სამაგალითო მისაბაძი
გახლდათ. დავითს პატარაობის დროსვე ეტყობოდა დიდი მამულიშვილობა, ეს საოცრება იყო იმ
დროის კოსმოპოლიტიკურ ხანაში, ვინაიდან მაშინ ქართველთ მამულიშვილობა უმეცრად მრავალთაგან
ადვილად უარყოფილი გახლდა, იმ დროის სემინარიის მოწაფეთაგან“.
36
საპატრიარქოს უწყებანი N36 26ნოემბერი-2დეკემბერი 2009წ გვ.7
ტაძრის
კურთხევა
23
ნოემბერს გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ლეჟავამ) და ნინოწმინდისა
და საგარეჯოს ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძემ) აკურთხეს თბილისის ძველ უბანში აღდგენილი
წმინდა 40 სებასტიელ მოწამეთა სახელობის ახალი ტაძარი. იმავე დღეს, 40 სებასტიელი მოწამის
სახელობის ტაძარში გიორგობის დღესასწაულის საზეიმო წირვა აღავლინა სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. ტაძრის წინამძღვარდ დაინიშნა
იღუმენი ლუკა (თანდილაშვილი), რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სვეტიცხოვლიდან
გადმოყვანეს. მომავალში, აქ მონასტრის დაარსება იგეგმება.
გვარების
დალოცვა
23
ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა
და უნეტარესმა ილია II-მ დალოცა: დოლიძების, რუხაძეების, კუმელაშვილების, ნოზაძეების
ჯინჭარაძეების, ბენიძეების, გოგიძეებისა და მარდალეიშვილების გვარები.
სკოლების
დალოცვა
23
ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა
და უნეტარესმა ილია II-მ დალოცა: 21-ე, 173-ე, 190-ე საჯარო სკოლები, სკოლა-ლიცეუმი
„სვეტი ნათლისა“, სკოლა-ლიცეუმი „ფესვები“, ქართულ-ინგლისური სკოლა „ბრიტანიკა“.
დაჯილდოება
23
ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა
და უნეტარესმა ილია II-მ შემდეგი სასულიერო პირები დააჯილდოვა: დეკანოზი ტარიელ ჟღენტი
— მიტრით; დეკანოზი მიქაელ თევზაძე ჯვრით; გამშვენებული დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი
― გამშვენებული ჯვრით.
36-1
საპატრიარქოს უწყებანი N36 26ნოემბერი-2დეკემბერი 2009წ გვ.10
ხელდასხმა
29
ოქტომბერს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ცურტა-ვის
ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელმა) მღვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო
ტაძრის დიაკონს ლევან ჯანაშიას. მღვდელი ლევანი თბილისის ამაღლების სახელობის ტაძარში
იმსახურებს.
ტაძრის
კურთხევა
23
ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილმა)
ქვემო სვანეთის სოფ. შკედის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარი აკურთხა.
36-2
საპატრიარქოს უწყებანი N36 26ნოემბერი-2დეკემბერი 2009წ გვ.17
მღვდელი
დიმიტრო ჯანაშვილი 1840-1905
მღვდელი
დიმიტრი იოსების ძე ჯანაშვილი 1840 წელს საინგილოში, სოფელ კახში დაიბადა. მის პატარაობაში
საინგილოში ჯერ ისევ სულთნობა იყო. სულთნებისაგან ცოტაოდენი შეღავათი მხოლოდ დიდ, ძლიერ
და შეძლებულ გვარეულობებს ჰქონდათ და ისიც გამორ- ჩენისათვის: წელიწადში ერთი-ორჯერ
ეწვეოდნენ ხოლმე მთელი სახლობითა და ამალით, ჭამდნენ, სვამდნენ, მთვრალობდნენ და ძღვენ-საჩუქრებით
ბრუნდებოდნენ ელისუს. შეძლებულ ოჯახთაგანი იყო აგრეთვე ბაირამ-ალი (სოლომონ) ჯანაშვილის
სახლობაც. ერთხელ სულთანი დიდ მტარვალობას უპირებდა ინგილოებს. ბაირამ-ალი და სხვა
წარჩინებული ინგილოები გამოეცხადნენ მრისხანე სულთანს და მოახსენეს: „თუ შვება არ მოგვეცა
შენგან, ჩვენ ავიყრებით დედაბუდიანად, გადავალთ ალაზანზე და შევუერთდებით ჩვენ მოძმე
ქართველებსო“. თურმე სულთანი მოლბა და საინგილოს დაპირებული პატიჟი (სასჯელი) ააცილა.
1850 წელს პატარა დიმიტრი ბიძამისმა გიორგიმ თბილისში ჩამოიყვანა და მონათლა. შემდეგ
იგი ათიოდე სხვა ინგილო ყმაწვილებთან ერთად ქიზიყში, დედოფ ლისწყაროს სამხედრო სასწავლებელში
ჩაიყვანეს, საიდანაც მალე თბილისის სასულიერო სემინარიაში გადაიყვანეს. სწავლაში ძალიან
ნიჭიერი იყო, ისე — გულადი, გამბედავი, დაურიდებელი, სიმართლის მოყვრე. ამგვარმა თვისებებმა
ერთხელ ლამის დაღუპა იგი. მაშინდელ სემინარიაში ბევრი უწესობა და უსამართლობა სუფევდა
და ეს უწესობა-უსამართლობა გახდა მიზეზი იმისა, რომ მოსწავლე ჯანაშვილმა თავი გამოიდო
და გალახა სემინარიის რექტორი, არქიმანდრიტი ვიკტორინი (ლუბიმოვი), რომელსაც რაღაც
უმსგავსობა ეთქვა. სასწავლებლიდან მხოლოდ იმიტომ არ გარიცხეს, რომ წარჩინებული ქართველები
მიეშველნენ, როგორც საინგილოს ერთადერთ წარმომადგენელს.
გულკეთილი რექტორიც აღარ გამოეკიდა ამ საქმეს და დიდსულოვნად აპატია. სემინარიის კურსი დიმიტრიმ
1865 წელს დაასრულა და რუსეთში, აკადემიაში აპირებდა სწავლის გაგრძე-..
36-3
საპატრიარქოს უწყებანი N36 26ნოემბერი-2დეკემბერი 2009წ გვ.18
მღვდელი
დიმიტრო ჯანაშვილი 1840-1905(გაგრძელება)
...
ლებას, თუმცა უსახსრობისა და კიდევ იმის გამო, რომ თბილისის მოწინავე საზოგადოებამ
მას საინგილოში სამღვდელო მსახურებისაკენ მოუწოდა, სამშობლოში დარჩა სამოღვაწეოდ. მალე
მან ცოლად შეირთო ერთი ქიზიყელი მეოჯახე ქალი ელენე და მღვდლად ეკურთხა საინგილოს სოფელ
ყორაღანს. ახალგაზრდა მღვდელმა დიდი შემართებით დაიწყო საეკლესიო მსახურება. სამკალი
კი მრავალი იყო. იმ პერიოდში საინგილოში დიდი მღელვარება სუფევდა: გამაჰმადიანებული
ქართველები ნელ-ნელა ქრისტიანდებოდნენ და ეს გარემოება დიდად აწუხებდა შაქისა და საინგილოს
თათრებს, მეტადრე მოლებს. ისინი ყოველ ღონეს ხმა- რობდნენ, რომ ქრისტიანობის გავრცელებისათვის როგორმე ხელი შეეშალათ და თვით
გაქრისტიანებულნიც კი ისევ მაჰმადის სჯულზე გადაეყვანათ. მაგრამ მამა დიმიტრი მტკიცედ
და შეურყეველად იდგა ქრისტეს ეკლესიის სადარაჯოზე. იგი უშიშრად ქადაგებდა, რომ მაჰმადიანი
ინგილოები ქართველები იყვნენ. მაჰმადიანთ, მოლების რჩევით, ისღა დარჩენო- დათ ეს ქართველობისა
და ქრისტიანობის უშიშარი და მოუსვენარი მქადაგებელი როგორმე თავიდან მოშორებინათ! ამ
განზრახვით, ერთ-ერთ დღესაწაულზე ერთმა მაჰმადიანმა ინგილომ მამა დიმიტრის ძღვენი მიართვა.
აღმოჩნდა, რომ „ჰალვაში“ (თაფლში მოხარშული დანაყილი ბრინჯის სქელი ფაფა) წვრილად დაჭრილი
ტყვია ერია. მოძღვარი შემთხვევით გა-დაურჩა სიკვდილს. ერთ ღამეს მამა დიმიტრის თანასოფლელმა
კაცმა შეატყობინა, რომ მახლობელ ტყეში რომ მინდორია, იქ შეყრილან ყორაღნელი და სხვა
სოფლელი მაჰმადიანი ქართველები და სჯა-ბაასი აქვთ, თუ როგორ შეუშალონ ხელი ქრისტიანობის
გავრცელებასო. მოძღვარი, როგორც „ფიცხი და აღტაცებული კაცი“, მაშინვე მიიჭრა იმ ტყეში,
სადაც შეთქმულება ჰქონდათ. ღამე მთვარიანი იყო. ხალხი საშინლად შეკრთა. დიდ ხანს იყვნენ
ხმაჩაწყვეტილნი. ბოლოს სიჩუმე თვითონ მამა დიმიტრიმ დაარღვია, რომელიც ქუდმოხდილი,
უშიშრად იდგა: „მე კვლავ გეუბნებით, რომ თქვენ ქართველები ხართ, ჩემი ძმები. ძველადვე
ჩვენი რჯული ქრისტიანული იყო. თქვენს საქციელს დაუკვირდით. ვერას გახდებით და ღმერთსაცა
და მთავრობასაც გააჯავრებთ. როგორც ძმა, გირჩევთ, დაიშალენითო“. ამ დროს ერთმა ფანატიკოსმა
მაჰმადიანმა, „ამ უშიშარის ლაპარაკით გაშმაგებულმა,“ უეცრად მამაოს ჯოხი დაარტყა, ხუცესი
არც კი შეიძრა, მხოლოდ ესღა სთქვა ყავარჯნებზედ დაყრდნობილმან: „დამკარ, ბრალი ჩემი
იყოს, მაგრამ იცოდეთ, რომ ქართველები ხართ და ქართველად დარჩებითო“! რამდენიმე მაჰმადიანმა
წამოიწია... ამ დროს სოფლის მამასახლისი და სხვა ქრისტიანები მოვიდნენ... ხალხი დაიშალა...
ამ ამბავმა მთავრობის ყურამდეც მიაღწია. იმ ყრილობის რამდენიმე მოთავე ციმბირში გააგზავნეს...შემორჩენილია
მამა დიმიტრის საკმაოდ ვრცელი ქადაგება, რომელიც 1867 წელს ჟურნალ „საქართველოს სასულიერო
მახარებელში“ დაიბეჭდა. ეს სიტყვები მან საინგილოში, ახლადმოქცეული ინგილოებისათვის
წამოსთქვა, გთავაზობთ ამონარიდებს ამ ქადაგებიდან: „გამჩენ ღმერთს ყოველი ფერი ქვეყანაზედ
ისე გაურიგებია, რომ თითქმის არა საგნებს და არსებას არ შეუძლიან მოუვლელათ, თვალ-ყურის
მიუგდებლათ არსებობდეს, იზრდებოდეს და იყოს უპატრონო. ყველას მოვლა უნდა, ყველას თავისი
პატრონი ჰყავს და ყველა პატრონს ეძებს. ერთი შეხედეთ ფრინველებსაო, ბრძანებს ქრის ღმერთი
სახარებაში: „არა სთესავენ, არცა შეიკრებენ საუნჯესა და მამა თქვენი ზეცისა ზრდის მათ“.
მეორე ალაგს სახარებისასა კიდე სწერია: „ღმერთი შეამკობს მინდვრის ბალახებს მშვენიერის
ყვავილებითა“. სჩანს, ძმანო და მეგობარნო, რომ ყოველი საგანი და არსება უპატრონო არ
ყოფილა და განგებისაგან დამყარებულ შეუცვლელ კანონს მისდევს. უამისოთ ქვეყანაზედ რიგიანობა
არ არის, არა არსება რიგიანად არ იზრდება მახინჯდება. აი, მაგალითებრ: ეხლა რომ თქვენ
თქვენს საქონელს არ მოუაროთ, მაშინ, უეჭველია, რომ ერთს მტერი ან ქურდი მოიპარავს,
მეორეს მგელი ან ნადირი მოიტაცებს, მესამე გზას აცდება და ისე დაიკარგება, და ამგუარათ
აღსრულდება ის ქართული ანდაზა: რომ უპატრონო ხაზინას ეშმაკი დაეპატრონებაო“. გარდა
ამისა: თქუენ ვაზები რომ არ გასხლათ, სარები არ შეუდგათ, როგორ გონებთ, ვენახს რა დაემართება?
ვაზები გაუსხლელობისა გამო მეტად შეიბურვიან, და მაშინ იმათ ის ძალა აღარ ექმნებათ,
როგორიც მათ ქონდათ მაშინ, როდესაც იმათზედ ორი თუ სამი რქის მეტი არ ება. რათა? ამისთვის,
რომ ამ უკანასკნელ შემთხვევაში ის დაიჩაგრება, დაიკოდვის და უკანასკნელ უნაყოფოდ გახმება.
ეს, რასაკვირველია, თქუენ გრწამს, ამისთვის, რომ თქუენ თვითონ იცით საკუთარის გამოცდილებით;
ამასთანავე, ჰხედავთ ცხოვრებაში, რომ თვითონ თქუენი შვილებიც დედ-მამის მიუხედნელათ,
მოუვლელათ, რიგიანად არ იზრდებიან. როგორათაც ყოველი არსება ქვეყანაზედ მოითხოვს ზრუნვას
და პატრონობას, აგრეთვე კაციცა. მართალია, კაცი თავისუფალი არსება არის, მაგრამ არც
იმასა ჰსურს უპატრონოდ იყოს. ისიც ეძიებს პატრონს და მოვლას. უთუოდ იმასაც უნდა ჰყავდეს
პატრონი და მომვლელი, ჭკუაზედ და კეთილს გზაზედ დამყენებელი და დამრიგებელი. თქვე დალოცვილებო!
ყველანი ერთი ჭკუისანი ხომ არ იქმნებიან. რამდენიც ქვეყანაზედ კაცია, იმდენი ჭკუაა.
მთა და
36-4
საპატრიარქოს უწყებანი N36 26ნოემბერი-2დეკემბერი 2009წ გვ.19
მღვდელი
დიმიტრო ჯანაშვილი 1840-1905(გაგრძელება)
ბარი
ვის გაუსწორებია; მჯობს — მჯობნი არ დაელევაო, ნათქვამია. მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ,
ჩვენ, ინგილოები, აქამდე უპატრონოდ ვიყავით: დამრიგებელი და კეთილს გზაზედ დამყენებელი
არავინა გყვანდა. აი, რაც ჩვენ საქართველოს ეს ჩვენი საყვარელი ქვეყანა ალექსანდრეს,
კახეთის მეფეს წაართვა სპარსეთის მეფემ, შახ-აბასმა, მას აქეთ, ჩვენი ქვეყნის რუსების
ხელში ჩავარდნამდე, ყველანი ჩვენ გვცემდნენ და გვჩაგვრიდნენ ― ვინ იყო პატრონი და დამშლელი?
ამისა გამო ბევრი შავი დღე გამოიარა ჩვენმა მამა-პაპამა. ჩვენ სწო-რეთ ისე დაგვემართა,
როგორაც ბრძანა იესო ქრისტემა: „მოვკლა მწყემსი და გაბნივნენ ცხოვარნი“. ეს სწორეთ
ჩვენ, ინგილოებს დაგვემართა! ბევრია ეხლა ჩვენ ინგილოთაგანი ამ ჭარის ქვეყანაში გადასახლებული
სხვადასხვა სოფლებში, სადაც განსაკუთრებით მაჰმადიანე- ბი ცხოვრობენ და იქ დაუვიწყებიათ
მამა-პაპის ენაც და ქრისტიანობრივი სარწმუნოებაცა. ამის მიზეზი, რასაკვირველია, სულ
უპატონობაა. უეჭველია, რომ ამათ პატრონი ჰყოლოდათ, მაჰმადიანების მფლობელობის დროს,
ასე არ დაემართებოდათ. მაგრამ აქამდე გვეპატიოებოდა, რომ პირით მუსურმანები ვიყავით,
გულით კი ისევ ქრისტიანები, ახლა კი არა. ნუღარ ვმალავთ ჩვენს ვინაობას და ქრისტიანობას
მაჰმადიანებთან, გავახაროთ ჩვენი დახოცილნი მამაპაპანი საფლავში და გამოვაცხადოთ ჩვენი
ქართველობა და ქრისტიანობა, რათა შეიტყოს ქვეყანამ, რომ ჩვენ, ინგილოებმა, სამაგალითო
საქმე მოვახდინეთ. სამასი წელიწადი მაჰმადიანების ხელში ვიყავით და ჩვენი სარწმუნოება,
ხალხობა და ენა არ დავკარგეთ. ქართულად ერთი ანდაზა არის ნათქვამი: „ნუ იქ ავსა და
ნურც ავისა გეშინიანო“. შევაფურთხოთ ეშმაკსა და გამოუცხადოთ ჩვენ მთავრობას, რომ ჩვენ,
ყველანი, მამაპაპითაც ქრისტიანები ვყოფილვართ და კიდევაც ვართ. საღმრთო წერილში სწერია:
რომ ხარიც კი იცნობს თავის პატრონის ბოსელსაო, და კაცმა როგორ არ უნდა იცოდესო. ჰსჯობს
ვიცნათ ჩვენი სარწმუნოება: მოვინათლნეთ ყველანი და ვიყვნეთ მტკიცედ ჩვენს სარწმუნოებაზედ.
მარტო ამით შეგვიძლიან მაჰმადიანების ჯავრი ამოვიყაროთ და მტრობა უყოთ. რა რიგად? ისე,
რომ იმათ აქამდე გვაწვალეს, დატანჯეს ჩვენი მამაპაპა და ეხლა იმას ცდილობენ, რომ ყველანი
მაჰმადიანები გავხდეთ, მერე იმ დროს, როდესაც ყველგან ქრისტიანობა მრავლდება. ამ შემთხვევაში,
რასაკვირველია, რომ ჩვენ იმათ წინააღმდეგ უნდა მოვექცეთ, მოვინათლნეთ და ამითი მოვკლათ
ეშმაკი და მისი ორგანონი. ეს კი იმათ ძლიერ ეწყინებათ. სახარებაში სწერია, რომ როდესაც
ქვეყანაზედ ერთი ცოდვილი მოიქცევაო, ცაში ანგელოზებს უხარიანთო. გარდა ამისა, აი, კიდევ
რას ბრძანებს იესო ქრისტე: „უკეთუ ვისმე უყვარდე მე სიტყვანი ჩემნი დაიმარხნეს, და
მამამანცა ჩემმან შეიყვაროს იგი, და მოვიდეთ მისსა, და მისთანა დავადგრეთ“. ხედავთ,
რასა ბრძანებს ქრისტე ღმერთი. რომ ვინც მოინათლებაო, ქრისტიანი გახდებაო, იმის სახლში მე და მამაჩემი ფარულად მოვალთო და სახლის
პატრონს ვაკურთხებთო. ახ, რა დიდი ბედნიერება იქმნება იმ კაცისათვის, ვის სახლშიაც
მოვა ღმერთი! აგრე ჩემო ძმებო და მეგობარნო! შეისმინეთ ნაამბობი, რომ რა არის უნაყოფოთ
არ დარჩეს, და ხმა ჩემი არ მიემსგავოს ხმასა უდაბნოისასა, რომ რა არის თქვენზედ არ
ასრულდეს ქრისტე ღმერთის სიტყვები, რომელნიც არიან შემდეგნი: „ნუ გადაუყრით ღორებს
წინ მარგალიტსა“. 1867 წლის 19 თებერვალს მამა დიმიტრის გარდაეცვალა მეუღლე, რაც დიდი
დანაკლისი იყო მისთვის. 1870 წელს დაობლებული მოძღვარი ქ. ზაქათალაში გადაიყვანეს,
სადაც საღვთო სჯულის მასწავლებლობაც შეითავსა. ქრისტიანობის გასავრცელებლად ხერხიღა
იყო საჭირო და მამა დიმიტრიმ გადაწყვიტა მაჰმადიანობის წინააღმდეგი სწავლა, მისიონერობა
ზედმიწევნით შეესწავლა. იგი აპირებდა აკადემიაში
36-5
საპატრიარქოს უწყებანი N36 26ნოემბერი-2დეკემბერი 2009წ გვ.20
მღვდელი
დიმიტრო ჯანაშვილი 1840-1905(დასასრული)
შესვლას,
მაგრამ ამ დროს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მიიწვია ქუთაისის სა-სულიერო
სასწავლებელში რუ- სული ენის მასწავლებლად. ნეტარხსენებული ეპისკოპოს გაბ- რიელის სურვილს
წინ არ აღუდგა და ქუთაისში გადავიდა, მაგრამ მისიონერობის სურვილი გულიდან არ შორდებოდა.
1878 წელს მეუფე გაბრიელის ლოცვა-კურთხევით, მამა დიმიტრიმ მოსკოვის სასულიერო აკადემიაში
ჩააბარა, რომელიც 1882 წელს წარჩინებით დაასრულა. ამავე წელს იგი სამშობლოში დაბრუნდა
და თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელში დაიწყო მუშაობა. 1886 წლს მამა დიმიტრის
კვლავ მისიონერად აგზავნიან საინგილოში, სოფელ კაკში. გამოცდილი მოძღვარი ჩასვლისთანავე
ძველებური შემართებით შეუდგა ქრისტიანობის ქადაგებას. იმავე, 1886 წლის აგვისტოში,
გაზეთი „ივერია“ წერს: „სოფელ კაკიდან გვატყობი- ნებენ, რომ 20 ივლისს მღვდელ-მისიონერ
დიმიტრი ჯანაშვილს მოუნათლავს ერთი მაჰმადიანი ინგილო, ხალილ პოპიაშვილი, რომლისთვისაც
სვიმეონი დაურქმევია. ნათლობა ყოფილა ეკლესიაში და დიდძალი ხალხი შეყრილა თავის ახალის
მოძმის გაქრისტიანების სანახავად. მონათვლის შემდეგ ეკლესიიდან რომ გამოვიდა მონათლული,
მრავალნი მიეხვივნენ და ჰკოცნიდნენ სიხარულითაო“. კაკიდან მამა დიმიტრი გადაიყვანეს
ჯერ სოფელ ვართაშენში, შემდეგ ალიბეგლოში და ბოლოს ქიზიყში, სოფელ ბოდბისხევში, სადაც
1905 წლის 6 ოქ- ტომბერს გარდაიცვალა. აი, რას წერდა გაზეთი „ივერია“ 1899 წელს მამა
დიმიტრი ჯანაშვილის შესახებ: „იგი მხნეა, ფრიად მკვირცხლი, გამბედავად მთქმელი, მჭერმეტყველი
მქადაგებელი, საქართველოს ისტორიის ზედმიწევნით მცოდნე. უმაღლესი განათლება მან მიიღო
მოსკოვის სასულიერო აკადემიაში მაშინ, როდესაც უკვე ჭაღარა შერეოდა. ჩვენს მწერლობაში
იგი მოღვაწეობს 1864 წლიდან. მისი მკვირცხლის კალმის ნაწარმოები იბეჭდებოდა „ცისკარში“,
„მნათობში“, „სასულიერო მახარებელში“, რომელიც დეკანოზ გიორგი ხელაძის რედაქტორობით
გამოდიოდა, „ივერიაში“, „დროებაში“ და სხვაგან. მისი პოლემიკური წერილები ისტორიული
და ღვთისმეტყველური თხზულებანი თვისის თავისებურობით მიიზიდავდნენ მკითხველს და უღვიძებდნენ
მას კეთილშობილურ მისწრაფებას“. ამასთან, უნდა ითქვას, რომ მამა დიმიტრი კარგად ფლობდა
რუსულ ენასაც. მის ნაშრომთაგან თვალ- საჩინოა: „ქართველი ქალის ისტორია“, „ამბროსი
ნეკრესელის ქადაგებანი“, „ჰერეთის აღწერა“ და სხვა. მისი დევიზი იყო: „ქართველობას
ქართული, დანარჩენ თესლ-მოდგმას — ყველას თავიანთი; ნუ შემეცილები, არც გეცილები“.
ამის გამო იგი ყველას ერთნაირად უყვარდა და ამიტომაც, უკვე მკვდარი, დიდის ამბით მიასვენეს
ქ. კაკში, ერთად დაიტირეს ქართველებმა, ლეკებმა, თათრებმა, სომხებმა. დამარხეს კრძალვით
და მის საფლავს დააფრქვიეს თბილი და ტკბილი ცრემლები. მისი მახვილი სიტყვები და გამონათქვამები
კი ანდაზად დარჩება საშ- ვილთაშვილოდ.
36-6
საპატრიარქოს უწყებანი N36 3-9 დეკემბერი 2009წ გვ.18
დეკანოზი
იოსებ წერეთელი 1864-1951
დეკანოზი
იოსებ ნიკოლოზის ძე წერეთელი 1864 წლის 10 აპრილს, ჭიათურის რაიონის სოფელ ცხრუკვეთში,
მღვდლის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება სახლში, მამის მეთვალყურეობის ქვეშ
მიიღო. შემდეგ დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. XIX საუკუნის 80-იან წლებში
დაქორწინდა ოლღა პავლეს ასულზე. 1891 წელს იმერეთის ეპისკო- პოსმა გაბრიელმა (ქიქოძე)
დიაკვნად და მღვდლად დაასხა ხელი და ქუთაისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის
საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად განამწესა. 1892 წელს საგვერდული უბოძა. 1893 წელს
სკინდორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა და შორაპნის მაზრის,
სვერის ოლქის მთავარხუცესად დაადგინა. 1900 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა.
1907 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა.
1911 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. 1914 წლის 10 ოქტომბერს, მამამისი,
მღვდელი ნიკოლოზ წერეთელი ავადმყოფობის გამო პენსიაზე გავიდა და ამავე წლის ოქტომბერში
იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) მამა იოსები ცხრუკვეთის წმინდა გიორგის
სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანა. 1915 წლის აღდგომას წმინდა ანას III ხარისხის
ორდენით დაჯილდოვდა. დეკანოზი იოსები აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი
სამოციქულო ეკლესიის I, II, III და IV საეკლესიო კრებებში, როგორც იმერეთის ეპარქიის
დელეგატი. 1918 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. საქართველოში კომუნისტური ხელისუფლების
36-7
საპატრიარქოს უწყებანი N36 3-9 დეკემბერი 2009წ გვ.19
დეკანოზი
იოსებ წერეთელი 1864-1951(გაგრძელება)
დამყარების
შემდეგ ეკლესიას და სამღვდელოებას მძიმე დღეები დაუდგა. 1917-26 წლებში, ვინაიდან არგვეთის
ეპარქიას საკუთარი მღვდელმთავრი არ ჰყავდა, დროებით ქუთაის-გაე- ნათის ეპარქიას ექვემდებარებოდა.
1926 წლის მარტში კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მღვდელმთავართა თანამწირველობით
ეპისკოპოსად აკურთხა დეკანოზი ვარლაამ მახარაძე, რომელიც არგვეთის ეპარქიის მმართველად
დაინიშნა. მეუფე ვარლაამი ერთი თვის შემდეგ ჩაბრძანდა თავის ეპარქიაში, სადაც მას დიდი
სიხარულით შეხვდა ადგილობრივი სამ-ღვდელოება და მორწმუნე საზოგადოება. 1926 წლის
25 აპრილს, ბზობას, მეუფე ვარლაამი მიიწვიეს სოფელ კორბოულის (ძლევის) წმინდა გიორგის
სახელობის ეკლესიის კურთხევაზე. მისი მეუფება წინა დღესაც მივიდა ლოცვაზე და თვითონ
ჩაატრა ლოცვა პურის კურთხევითა და ზეთის ცხებით, რაც ერთობ იშვიათია სოფლის ეკლესიისათვის.
ხალხი მრავლად დაესწრო ლოცვას. ლოცვის დასრულებისას მეუფემ წარმოთქვა სიტყვა, რომლის
დროსაც დამსწრე საზოგადოებას სთხოვა, მეორე დღესაც მოსულიყვნენ ეკლესიაში, ენახათ ეკლესიის
განახლების წესი და მოესმინათ მღვდელმთავრის რვა. მეორე დღეს მისი მეუფება წირვაზე
ადგილობრივი დეკანოზის იოსებ წერეთლის თანხლებით მივიდა. ეკლესიის საკმაოდ ფართო ეზო
სავსე იყო ხალხით. ეზოს შესასვლელი კარებიდან − ტაძრის კარებამდე ორ-ორ რიგად იყვნენ
ჩამწკრივებული ბავშვები, ბზის ტოტებით ხელში, რომლებიც მის მეუფებას მოახლოე- ბისთანავე
თავს უხრიდნენ და ფეხქვეშ ცოცხალ ტოტებს უფენდნენ. ეკლესიაში წირვას უამრავი ხალხი
დაესწრო, ლიტანიობის შემდეგ მეუფემ იქადაგა. ყველა გულმოდგინედ ადევნებდა თვალყურს
მღვდელმთავრის სიტყვებს და ქმედებებს. ამ დღეს მისი მეუფებაც და საზოგადოებაც ნათლად
დარწმუნდნენ, რომ მიუხედავად საშინელი რეპრესიებისა და ანტისარწმუნოებრივი მოძრაობისა,
ქრისტიანობას ისე ღრმად აქვს ფესვები გადგმული ქართველი ერის გულში, რომ მისი მოსპობა
და აღმოფხვრა არც ისე ადვილია, როგორც ეს სარწმუნოების მტრებს ჰგონიათ. დამსწრე საზოგადოება
დიდად კმაყოფილი დარჩა წირვა-ლოცვისა და წარმოთქმული სიტყვებით. 1929 წელს მეუფე ვარლაამი
ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში გადაიყვანეს და ეპარქია კვლავ დაქვრივდა. სამღვდელოება დიდი
შემართებით აგრძელებდა ქადაგებას და მოღვაწეობას ხალხში, მაგრამ ხელისუფლებამ XX საუკუნის
30-იან წლებში ნელ-ნელა დახურა არგვეთის ეპარქიის თითქმის ყველა ეკლესია. მამა იოსებიც
ტაძრის გარეშე დარჩა, ამას დაერთო 1934 წლის 24 მარტს საყვარელი მეუღლის ოლღას გარდაცვალება,
რამაც მხცოვანი მოძღვარის გული დაამძიმა, თუმცა ტაძრის დაკეტვასა და ცხოვრების თანამგზავრის
დაკარგვას არ შეუშინებია დეკანოზი იოსები და შემდგომ წლებშიც აქტიურად განაგრძობდა
საეკლესიო მოღვაწეობას, ნათლავდა ბავშვებს, აპატიოსნებდა მიცვალებულებს და ანუგეშებდა
ჯერ კიდევ შემორჩენილ მრევლს. ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ სვიმეო- ნის (ჭელიძე) ლოცვა-კურთხევით,
მას სვერისა და ცხრუკვეთის სამრევლოების მოვლა-პატ- რონობა დაევალა. 1946 წელს სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქკალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით არგვეთის ეპარქიაში
გაიხსნა მღვიმევის მაცხოვრის სახელობის ეკლესია (ყოფილი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის
დედათა მონასტერი) და დეკანოზი იოსები ამ ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. იგი ცხოვრობდა
ამავე მონასტრის ერთ-ერთ სენაკში. დეკანოზი იოსები 1951 წლის 10 დეკემბერს გარდაიცვალა
(საფლავზე დეკანოზ იოსების გარდაცვალების თარიღად მითითებულია 1953 წლის 4 დეკემბერი,
რაც შეცდომაა — გ.მაჩურიშვილი). დასაფლავებულია თბილისში, კუკიის წმინდა ნინოს სახელობის
ეკლესიის სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით. წესი აუგეს შეასრულეს კათოლიკოს-პატრიარქმა
კალისტრატემ (ცინცაძე) და ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა ეფრემმა (სიდამონიძე), მრავალრიცხოვან
სამღვდელოებასთან ერთად. დეკანოზი იოსები აქტიურად თანამშრომლობდა იმ პერიოდში იმერეთში
გამომავალ საეკლესიო ჟურნალებში - „მწყემსსა“ და „შინაურ საქმეებში“. იყო მრავალი საინტერესო
სტატიის ავტორი და მქადაგებელი. გთავაზობთ მამა იოსების წარმოთქმულ ერთ-ერთ ქადაგებას,
რომელიც მან ცნობილი პოეტის, აკაკი წერეთლის საჩხერიდან გამოსვენების დროს წარმოთქვა:
„საქართველოს დიდებავ და სიქადულო, სულმნათო ადამიანო, აკაკი! შენი ღვაწლი და ამაგი,
შენი უკვდავი ლიტერა- ტურული ქმნილებანი და დაუღალავი, შეუპოვარი მოღვაწეობა ეკლით
მოფენილ საზოგადო სარბიელზე — ჩვენმა პრესამ უკვე აღნიშნა. შენს რუსთაველისებურს, მთის
ნაკადულივით მოჩუხჩუხე, ჩანჩქერივით მჩქეფარე, ბულბულის გალობისაებრ ხმატკბილ ცელქ-ცქრიალა
ლექსებს ქებითი ქება უკვე მიუძღვნეს. შენ რომ ქართველთა ეროვნულ შეგნებას საძირკველი
ჩაუყარე, ხალხს თავისუფლება შე
36-8
საპატრიარქოს უწყებანი N36 3-9 დეკემბერი 2009წ გვ.20
დეკანოზი
იოსებ წერეთელი 1864-1951(დასასრული)
აყვარე
და თითოეულ ჩვენგანის გულში ჩაგრულისადმი სიყვარული აღზარდე, ესეც ხომ აღნიშ- ნულია.
ვიტყვი მხოლოდ, რომ შენი პოეზიის საგანი შენი მრავალტანჯული სამშობლო იყო. „თავს ვადგავარ
მისი ჭირისუფალი და გულსა მწვავს მწუხარების მე ალიო“, ― ამბობ შენ აღმოკვნესით. დიაღ!
შენ მხოლოდ სამშობლოს უგალობდი და უმღერდი, თავს ლეჩაქახდილს და ფეხშიშველს და მუდამ
მის მხსნელ ტარიელს ეძებდი და შენი ანდერძი — სამშობლოსათვის თავდადებასა და საზოგადო
საქმისათვის თავგანწირულ მუშაობასა და მოქმედებას გვავალებს. მაგრამ მე ამას, აი, რა
უნდა დავუმატო კიდევ: ის სულიერი შემოქმედებითი ნიჭი და ძალა, რომელიც შენ უხვად გქონდა
მიმადლებული, მოგანიჭა ამ მშვენიერმა პატარა კუთხემ, ამ არემარემ, რომელსაც პატარა
კახეთს უწოდებენ. შენ თავგადასავალში აღიარე, ბედნიერი მხოლოდ ბავშობის დროს ვიყავიო. მაშ, შენი სიცოცხლის უბედნიერესი
დრო გაგიტარებია აი, ამ სავანეში, რომელმაც ძუძუ გაწოვა, სხვიტორში, რომელმაც ბუნების
წარმტაცი მშვენიერება შეგაყვარა და მთლად ამ პატარა საწერეთლოში, რომელიც ისე გიყვარდა,
რომ შემდეგ, როდესაც კი ნამუშევარს, დაღლილს, დაქანცულს სულის დამშვიდება მოგსურდებოდა,
აქ მოაშურებდი, აქ შეიკრებდი ძალას და განიკურნებდი ხოლმე. დიაღ! ეს არემარე რომ გიყვარდა,
ამიტომ ინახულე ახლაც სიკვდილის ჟამის წინაც და საკუნოდ იქ განისვენე, სადაც სიცოცხლის
დროსაც მოიპოვებდი ხოლმე მოსვენებას. ამ კუთხემ გშობა და გაწოვა ძუძუ და ამ კუთხემვე
განგისვენა საუკუნოდ, რადგან როგორც შენ ის გიყვარდა, მასაც ისე უყვარდი. დღეს კი შენი
დაობლებული დასასვენებელიწალკოტი თვალცრემლიანი საუკუნოდ გეთხოვება. სწუხს, რომ შენი
ნეშტი ვერ მიიბარა, ვერ ჩაიხუტა გულში და აი, ეს მოზღვავებული ხალხი უზომო მწუხარებას
შეუპყრია, თავს დაგტირის და გგლოვობს თავის საყვარელ მგოსანსა და დიდებულ მამულიშვილს,
მაგრამ ნუგეშად ის დაგვრჩენია, რომ ჩვენი აკაკი მთელი ერის სადიდებელი შეიქნა და მისი
განსასვენებელი ადგილი, საქართველოს გული, იმავე დროს ჩვენი პატარა კუთხის გულიც არის.
და სამშობლოს არ უარყვია სურვილი დიდებული მგოსნისა, რომელმაც დაიბარა: „ნურც მკვდარს
გამწირავ, ნურც ცოცხალს, ზე კალთა დამაფარეო და რომ მოვკვდები, გახსოვდეს, ანდერძი
დავიბარეო. დედაშვილობამ, ბევრს არ გთხოვ: შენს მიწას მიმაბარეო, ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშაბლო მხარეო!“ სამშობლოც ასრულებს შენს ნებას: შენს წმინდა ნეშტს მთაწმინდა
მიიბარებს, ის წმიდა ადგილი, რომელიც ასე გიყვარდა, საქართველოს მეორე დიდი მოამაგის
— სულმნათი ილიას გვერდით. მუხლს ვიდრეკ შენი ცხედრის წინაშე და ერთად ჩემი საბლაღოჩინო
ოლქის სამღვდელოებისა მხურვალედ შევსთხოვ უზენაესს, რომ კვალად მოვლენოდეს ჩვენს, შენგნით
დაობლებულ ქვეყანას, შენებრ სახელოვანი მამულიშვილი. საუკუნოდ ხსენება შენს დიდებულს
სახელს, დიდებულო მგოსანო!“
38
საპატრიარქოს უწყებანი N38 10-16დეკემბერი 2009წ გვ.7
არქეოლოგებმა
წმინდა იოსებ ალავერდელის სამარხი აღმოაჩინეს
ალავერდის
სამონასტრო კომპლექსში არქეოლგიური სამუშაოების მიმდინარეობისას სენსაციური აღმოჩენა
მოხდა — არქეოლოგებმა წმინდა ღირსი მამის იოსებ ალავერდელის საფლავს მიაგნეს, რომელიც
არა ალავერის ტაძარში, არარედ ტაძრის კედელში განისვენებს. კულტურული მემკვიდრეობის
ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ალავერდის წმინდა გიორ-გის ტაძრის ჩრდილოეთ მკლავში
ნაპოვნია ასურელი მამის საფლავი და სამეფო სასახლის ნაშ-თები. აღმოჩენა VI საუკუნით
თარიღდება. ისტორიული წყაროების მიხედვით, დღემდე ცნობილი იყო, რომ ალავერდის სავანის
დამაარსებელი წმინდა იოსებ ალავერდელი საკურთხევლის მარჯვენა მხარეს განისვენებდა,
თუმცა ეს საფლავი მხოლოდ სიმბოლური აღმოჩნდა. XV საუკუნეში წმინდანის ნეშტი საგანგებოდ
გადაიმალა, რადგან შემოსევების დროს უსჯულო მტრის შეურაცყოფისაგან დაეცვათ. აღმოჩენილი
სამარხის კედლები სხვადასხვა ფერის ქვებით არის მოპირკეთებული და ჩუქურთმებით შემკული.
დაჯილდოება
22
ნოემბერს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, საღამოს ლოცვის შემდეგ, სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდეს მა და უნეტარესმა ილია II-მ წმინდა გიორგობის
დღე სასწაულთან დაკავშირებით დააჯილდოვა მცხეთა
თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: მიტრით — ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობი
ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი ალექსი ადა მაშვილი, დიღმის ყოველთა ქართველთა წმინდანთ
სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით შაქარაშვილი; გამშვენებული ჯვრით
— თემქის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიი მღვდელმსახური, დეკანოზი
გიორგი კობაიძე.
ხელდასხმა
6 დეკემბერს
ბოლნისის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ბოლნისის ეპისკოპოსმა
ეფრემმა (გამრეკელიძემ) მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის დიაკონს, თბილისის სასულიერო
აკადემიის მეორე კურსის სტუდენტს, მიქაელ დურგლიშვილს. მამა მიქაელი ამავე ეპარქიის
სოფელ ქვეშის ახლად აღდგენილ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ახლად აღდგენილ ტაძარში
იმსახურებს.
38-1
საპატრიარქოს უწყებანი N38 10-16დეკემბერი 2009წ გვ.18
დეკანოზი
გრიგოლ კიკნაზე 1867-1944
დეკანოზი
გრიგოლ ნიკოლოზის ძე კიკნაძე 1867 წელს, აზნაურის ოჯახში დაიბადა. 1884-90 წლებში თბილისის
სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1890 წელს დიდუბის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის
სახელობის ეკლესიასთან არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
1892 წლის 14 ოქტომბერს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს და
ამავე წლის 21 ოქტომბერს დიაკვნად აკურთხეს; მამა გრიგოლი აქაც სამრევლო-საეკლესიო
სკოლის მასწავლებლად მუშაობდა. 1897 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და დაბა მიხაილოვკის
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1898 წლის
4 სექტემბერს ეგზარქოსმა ფლაბიანემ განახლებული ტაძარი აკურთხა და მამა გრიგოლი საგვერდულით
დააჯილდოვა. 1903 წლის აღდგომას სკუფია უბოძეს. 1906 წელს თბილისში, ჩუღურეთის წმინდა
ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. პა რალელურად, თბილისის სანთლის ქარხნის
საქმის მწარმოებლად დაინიშნა. 1908 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1910 წლის 14
მაისს ყაზახის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1912 წლის 10 ოქტომბერს
ელიზავეტოპოლის გუბერნიის II ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაადგინეს. 1915 წლის
6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოვეს. 1918 წელს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის
ეკლესიის მღვდელმსახურად და- ინიშნა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1922 წელს ზეწოლის
შედეგად ანაფორა გაიხადა და სამოქალაქო სამსახური დაიწყო. პროფესორ ნანა სიხარულიძის
ოჯახში ინახება მეტად საინტერესო ძველებური ფოტოალბომი (ქნინანას ბებია გახლდათ ანა
მატათიას ასული მირია-ნაშვილი), რომელშიც დაცულია ალ. როინაშვილისა და დ. ერმაკოვის
გადაღებული ფოტოპორტრეტები; ბევრ მათგანს აქვს წარწერა და ჩვენთვის ცნობილი ხდება მასზე
გამოსახულ პიროვნებათა ნაწილის ვინაობა. ანა მირიანაშვილის მეუღლე, ქ-ნი ნანას პაპა,
გრიგოლ (გიგო) ნიკოლოზის-ძე კიკნაძე, 1922 წლამდე აგრძელებდა სასულიერო მოღვაწეობას,
პარალელურად თბილისის სასულიერო სემინარიაში ძველ სლავურს ასწავლიდა. სამწუხაროდ, საბჭოთა
ხელისუფლების მომძლავრების წლებში მას თავისი საქმიანობის შეწყვეტა მოუხდა და გარდაცვალებამდე
პენსიონერის უინტერესო და უღიმღამო ყოფას თავისი მდიდარი ბიბლიოთეკითა და ახლო ნათესავ-მეგობრებთან
ურთიერთობით იმსუბუქებდა. ქალბატონმა ნანამ შემდეგი მიამბო: კიკნაძეების გვარი წარმოშობით
ხარაგოულიდან არის. გრიგოლ კიკნა- ძის მამას — ნიკოლოზს მშობლიური კერა ადრე დაუტოვებია.
სამხედრო სამსახური ჯერ ბათუმში დაუწყია, შემდეგ თბილისში გადმოუყვანიათ. თბილისში
დაფუძნებულ ნიკოლოზ კიკნაძეს და თამარ სულთანიშვილს ოთხი შვილი შეეძინათ: ანა, ილია,
გრიგოლ (გიგო) და სოფიო (სონა). ბავშვები დედით ადრე დაობლდნენ. 19 წლის ანას მოუხდა
უმცროს და-ძმაზე, 3 წლის გიგოსა და 1 წლის სონაზე ზრუნვა. ნიკოლოზ კიკნაძის უმცროსმა
ვაჟმა გიგო მამისა და ძმისგან განსხვავებით, სასულიერო განათლება მიიღო. მან თბილისის
სასულიერო სემინარია დაასრულა. გიგო კიკნაძეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა იმდროინდელ ქართველ
საზოგადო მოღვაწეებთან, რომელთა შორის შესამჩნევი ადგილი ეკავა ნიკო მთვარელიშვილს.
სწორედ ნიკოს ოჯახში გაიცნო ახალგაზრდა გიგომ სოფელ შილდის ეკლესიის დეკანოზის — მატათია
მირიანაშვილის ქალიშვილი ანა. ანა იმ დროს წმინდა ნინოს სასწავლებელს ამთავრებდა. ახალგაზრდების
გაცნობა-დაახლოება ქორწინებით დამთავრდა. კიკნაძეების ახლადშექმნილი ოჯახი დაბინავდა
საკუთარ სახლში, რომელიც გიგოს დისშვილის, პარესას მეუღლემ, გრიგოლ ქურდიანმა ააშენა.
მათ ექვსი შვილი შეეძინათ — ერთი ვაჟი და ხუთი გოგონა. ამათგან ორი, ბარბარე და ქეთევანი,
პატარობისას ქუნთრუშას ემსხვერპლნენ, გადარჩა ვაჟი ნიკილოზი და სამი ქალი, ნინო (შემდეგში
ხიდირბეგიშვილის მეუღლე), თამარი (ქ-ნ ნანა სიხარულიძის დედა) და ელენე. სამწუხაროდ,
კიდევ ორნი მშობლების სიცოცხლეში გარდაიცვალნენ: 14 წლის ნიკოლოზი ფილტვების
38-2
საპატრიარქოს უწყებანი N38 10-16დეკემბერი 2009წ გვ.18
დეკანოზი
გრიგოლ კიკნაზე 1867-1944(გაგრძელება)
ანთებას
ვერ გადაურჩა, ხოლო დიაბეტით დაავადებულმა ელენემ მხოლოდ 27 წელი იცოცხლა. ნიკოლოზის
გარდაცვალების შემდეგ გაუბედურებულმა მშობლებმა ამჯობინეს ამ სახლს გაცლოდნენ. გიგომ
სახლის ნაწილი გაყიდა; მეორე ნაწილი კი დაუტოვა თავის უმცროს დას, სონას, რომელიც პირველ
მსოფლიო ომში მეუღლის დაღუპვის შემდეგ ტაშკენტიდან ძმის ოჯახში თავისი ორი მცირეწლოვანი
შვილით თბილისში დაბრუნდა. გიგომ ღვთისმსახურების ადგილის შეცვლაც შეძლო: იგი გადაიყვანეს
ქალაქ ყაზახის ეკლესიის მღვდელმსახურად. იმ დროს ამ ქალაქში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად
გიგოს ცოლის ძმა, სამაზრო ვეტერინარი მიხეილ მირიანაშვილი, რომელსაც რევოლუციური წარსულის
მიზეზით აკრძალული ჰქონდა რუსეთის იმპეიის დიდ ქალაქებში სამსახური; შეეძლო ემუშავა
ხოლო ქალაქებსა ან დაბებში. მრავა ნაშვილების და კიკნაძეების გარდა ყაზახეთში რამდენიმე
ქართული ოჯახიც იყო და იქაურ ქართველებს პატარა სათვისტომოც ჰქონდათ შექმნილი. გამოხდა
ხანი და კიკნაძეების ოჯახი ისევ თბილისს დაუბრუნდა. თავდაპირველად გიგოს ოჯახი ქვისლმა,
დეკანოზმა ალექსი მიქელაძემ შეიკედლა. გიგო კიკნაძე ისევ ქაშუეთს და მის მრევლს ემსახურებოდა.
მალე მას დეკანოზის წოდება მიანიჭეს. ამ დროს საქართველოში მენშევიკები იყვნენ ხელისუფლებაში.
გრიგოლ კიკნაძე მრავალმხრივ განათლებული პიროვნება გახლდათ. მისი განსწავლულობა მხოლოდ
სასულიერო სფეროთი არ შემოიფარგლებოდა. ქ-ნ ნანას ოჯახში დღემდე დაცულია პაპამისის
მდიდარი ბიბლიოთეკა, რომელიც სხვადასხვა ენაზე გამოცემული რელიგიური და მხატვრუი ლიტერატურის
გარდა შეიცავს ისტორიის, გეოგრაფიის, სამართალმცოდნეობის, ეკონომიკის, მედიცინის და
სხვა დარგების ლიტერატურას. ამ წიგნებში ბევრია სამახსოვრო წარწერიანი გამოცემები;
მათ შორის კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის მიერ მიძღვნილი. საქართველოს გასაბჭოების
შემდგომ გიგო კიკნაძე ერთხანს კვლავ აგრძელებდა ღვთისმსახურებას. მაგრამ ერთ დღეს ქაშუეთის
ეზოდან გამოსულს ვიღაც წითელი ფანატიკოსი თუ მიჩენილი მოხელე ეცა: მაკრატლით თმა შეაჭრა,
ჯვარი ჩამოგლიჯა და ქვაფენილს დაანარცხა. გიგო მცირე ხნით გაშეშებული იდგა, შემდეგ
დაწვდა დაგდებულ ჯვარს სიტყვებით „ღმერთო, შეუნდე!” და სახლში წალასლასდა. ამ დღიდან
ორი თვე იგი სახლიდან არ გამოსულა — კალისტრატე ცინცაძის რჩევით, გიგო კიკნაძემ ღვთისმსახურებას
თავი გაანება; ამ ფაქ- ტიდან ერთ კვირაში თავად დეკანოზი კალისტრატეც დააპატიმრეს
— წითელი რეპრესიები თანდათან ფართოვდებოდა და ძლიერდებოდა . . . გიგო კიკნაძეს უმძიმესი
ხვედრი ერგო: ოთხი შვილის გარდაცვალებას მოესწრო, სასულიერო მოღვაწეობა აუკრძალეს და
ცხოვრებისეული ქარტეხილებით ჯანმრთელობაშერყეული პენსიონერის უფუნქციო და ამდენად,
უღიმღამო არსებობას დასჯერდა; სახლიდან იშვიათად გამოდიოდა. მხოლოდ ოჯახის წევრებთან,
განსაკუთრებით შვილიშვილებთან და მეგობრებთან ურთიერთობა ასულდგმულებდა. ქალბატონმა
ნანამ გაიხსენა პაპის უახლოესი მეგობრები — თედო სახოკია და კოტე სუხიშვილი: „კოტე
სუხიშვილი საკმაოდ სიმპათიური მოხუცი იყო. პატარა, თეთრი წვერი ჰქონდა, ნაცრისფერ კოსტიუმს
იცვამდა და შავი ფერის ბაფთა ეკეთა; ტროსტს ატარებდა ხოლმე. ხოლო თედო სახოკია პატარა
ტანის კოხტა კაცი გახლდათ; პაპა და მისი მეგობრები დასხდებოდნენ დიდ მისაღებ ოთახში
და დიდხანს საუბრობდნენ. სავარძლებს შუა იდგა პატარა მაგიდა, რომელსაც ბებო გადააფარებდა
მის მიერ მოქარგულ თეთრ სუფრას და მიჰქონდა „koße с молоком“. თედო სახოკია ყავას უშაქროდ
სვამდა, თუმცა ძალიან ბევრ რძეს კი ისხამდა ფინჯანში თეთრი, ვარდებიანი სარძევედან. პაპა კიდეც დასცინოდა:
это не кофе с молоком а молоко с кофе-о. д- გონდება კიდევ პაპას ერთი მეგობარი, მღვდელი
გიორგი კალანდარიშვილი, რომელიც წმინდა ბარბარეს ეკლესიაში მსახურობდა. მოდიოდა კიდევ
ვალიკო შოთაძე, ძველი პროვიზორი. იგი პაპას ყაზახეთში დაუმეგობრდა. პაპა გიგოსა და
ბებო ანიკოს
38-3
საპატრიარქოს უწყებანი N38 10-16დეკემბერი 2009წ გვ.20
დეკანოზი
გრიგოლ კიკნაზე 1867-1944(დასასრული)
მონათლული
იყო ვალიკო შოთა-ძისა და მისი მეუღლის პეპას ქალიშვილი მეგი. პაპას ახლო ურთიერთობა
ჰქონდა კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძესთან, რომლის ქალიშვილი მელიტა და პაპას
უმცროსი ქალიშვილი ელენე (დეიდაჩემი) ერთად სწავლობდნენ და ახლო მეგობრები იყვნენ.
კათოლიკოსი პაპას ყოველ ახალ წელს საეკლესიო კალენდარს ჩუქნიდა სამახსოვრო წარწერით.“
გიგო კიკნაძეს სიცოცხლის ბოლო ორი წლის განმავლობაში, როცა იგი ინსულტის შედეგად მწოლიარე
იყო, არ მოკლებია ზემოხსენებული მეგობრების ყურადღება; ზოგჯერ კათოლიკოსიც მოინახულებდა
ხოლმე მას, დალოცავდა და გაამხნევებდა. „პაპა რომ გარდაიცვალა (1944 წელს), კოტე სუხიშვილი
და თედო სახოკია ერთად მოვიდნენ. თედოს არაჩვეულებრივად ლამაზი ვარ დების კონა ეჭირა.
ორივენი დამწუხრებულნი დიდხანს იდგნენ პაპას ფეხებთან, უყურებდნენ მის მშვიდ სახეს,
თითქოს განშორება არ უნდოდათ პაპას გარდაცვალების შემდეგ კათოლიკოსის ურთიერთობა ჩვენს
ოჯახთან არ შეწყვეტილა. მას მამაჩემი (ცნობილი ოფთალმოლოგი ივანე სიხარულიძე) მკურნალობდა;
მოაკითხავდა ხოლმე მამაჩემს პატრიარქის მანქანა, რომელიც სტალინის ნაჩუქარი ... ახლაც მაქვს სახლში 1947 წლის საეკლესიო კალენდარი,
კათოლიკოსის მიერ მიძღვნილი უკვე მამაჩემისადმი. ესეც პაპასადმი კეთილგანწყობის გამოხატულებად
მიმაჩნია. ძალიან კეთილი კაცი იყო პაპაჩემი. არასოდეს დამავიწყდებამისი სიტყვები —
„სიკეთე, სიკეთე, სიკეთე უნდა აკეთო ყოველთვის, თუ კი გინდა, რომ ღმერთი მუდამ შენთან
იყოს!“ მასალა მოგვაწოდა ქალბატონმა გულიკო გუჯაბიძემ
39
საპატრიარქოს უწყებანი N39 17-23 დეკემბერი 2009წ გვ.7
დაჯილდოება
13
დეკემბერს რუსთავის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა
და უნეტარესმა ილია II-მ მეუფე იოანე რუსთავის, მარნეულისა და ცურტავის ეპისკოპოსად
სახელდვა და საჩუქრად პანაღია უსახსოვრა.დააჯილდოვა: კათოლიკოს-პატრიარქმა ილია
II-მ სასულიერო პირები და უნივერსიტეტის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობისტაძრის
წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ წურწუმია — მეორე ჯვრის ტარების უფლებით; დეკანოზი პაატა
თავართქილაძე — მიტრის ტარების უფლებით; იღუმენი ვახტანგი (ლიპარტელიანი) ― გამშვენებული
ჯვრით; მღვდელი ელგუჯა ბაბუნაძე — ოქროს ჯვრით და დეკანოზის წოდებით.
ტაძრის
კურთხევა
11
დეკემბერს საპატრიარქოს რეზიდენციაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა
და უნეტარესმა ილია II-მ მიიღო უკრაინელი ქართველები, რომელთაც კათოლიკოს-პატრიარქს
საჩუქრად გადასცეს წმინდა კირიონ კათოლიკოსის ხატი. ოდესისა და იზმაილის მღვდელმთავრის,
მეუფე აგათანგელის ლოცვა-კურთხევით, საგანგებოდ ქუთაისის ახლად აგებული ტაძრისთვის,
უკრაინიდან შემოსწირეს წმინდა ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილი, რომელიც საქართველოში
ოდესელი ქართველების ძალისხმევით ჩამოაბრძანეს. წმინდა ნაწილი ჩამოაბრძანა ოდესაში
მომსახურე არქიმანდრიტმა ანდრიამ (ოსიაშვილმა), თანმხლებ პირებთან ერთად. წმინდა ნაწილი
ჩააბრძანეს საგანგებოდ დაწერილ წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატში. ხატი ქართველმა
ოსტატებმა: ხატმწერმა თამარ გოჩიაშვილმა და ოქრომჭედელმა პაატა ღონღაძემ სრულიად უსასყიდლოდ
შეასრულეს და შეამკეს. 13 დეკემბერს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ
(მარგალიტაშვილმა) ქუთაისში აკურთხა წმინდა დრია პირველწოდებულის სახელობის ახლად აგებული
ტაძარი, სადაც დაბრძანდა წმინდა ანდრია პირველწოდებულის ახალი ხატი წმინდა ნაწილით.
***
ბოლნისის
რაიონის სოფელ დისველში დიდაჭარიდან გადმოსახლებული 100 ოჯახი ცხოვრობს. ბოლნისის ეპისკოპოსის
ეფრემის (გამრეკელიძე) ლოცვა-კურთხევით, სოფლის ცენტრში წმინდა ანდრია პირველწოდებულის
სახელობის ბაზილიკური ტიპის ერთნავიანი ტა ძარი აშენდა, რომელიც მეუფემ 12 დეკემბერს
საზეიმოდ აკურთხა. დისველის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრად
სქემმღვდელმონაზონი ანდრია (ნინუა) დაინიშნა.
სამი
მუხა წმინდა სამების სიმბოლოდ
29 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო
ტაძრის ეზოში ყოვლადწმინდა სამების სახელზე ერთძირად დაირგა სამი მუხის ხე, როგორც
საქართველოს ერთიანობის სიმბოლო. ხეების დარგვაში პატრიარქთან ერთად მონაწილეობა მიიღეს
სამი მრავალრიცხოვანი გვარის: მაისურაძეების, გელაშვილებისა და ბერიძეების წარმომადგენლებმა.
ამით დასაბამი ჩაეყარა საქართველოში საგვარეულო ტყეების აღდგენისა და მოვლა-პატრონობის
ფართო მოძრაობას. ამ მამულიშვილურ საქმის ინიციატორი და ორგანიზატორია ახალგაზრდულ
ცენტრთან არსებული სრულიად საქართველოს საგვარეულოთა კავშირი: „გვარი და გვარიშვილობა“.
39-1
საპატრიარქოს უწყებანი N39 17-23 დეკემბერი 2009წ გვ.17
„ქართველი
ერის სულიერი მესაჭე“ დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე 1864-1942
დეკანოზი
მელიტონ კელენჯერიძე! სამოციანელთა ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი: ცნობილი მწიგნობარი,
საზოგადო და სასულიერო მოღვაწე, ფოლკლორისტი, პედაგოგი... უარყოფილი და დევნილი საბჭოთა
პერიოდში ხან რელიგიური მრწამსისა და თეოლოგიაში აქტიური მეცნიერული მოღვაწეობის, ხან
კი ე. წ. „სლავიანოფილური“ მსოფლმხედველობრივი პოზიციის გამო. და აი, გაიხსენეს, აღიარეს:
მოზღვავდა ინფორმაცია იმ ადამიანის შესახებ, ვინც მთელი სიცოცხლე, ცოდნა და უნარი საქართველოს,
ჭეშმარიტად ეროვნულ საქმეს, ღვთისა და ხალხის სიყვარულს შეალია; ვინც ცხოვრება მოკრძალებით,
უხმაურო შრომით განვლო და ამ ქვეყნიდან უჩინოდ, დაუფასებლად წავიდა. ქართულ საბჭოთა
ენციკლოპე-ჯიაში (თბ.,1980წ.) ვკითხულობთ: კელენჯერიძე მელიტონ სპირიდონის ძე (5.
02. 1864, სოფ. ტაბაკინი, ახლანდელი ზესტაფონის რ-ნი, — 15. 8. 1942, თბილისი), ქართველი,
საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ფოლკლორისტი, სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში.
კიევის სასულიერო აკადემიის დამთავრების (1894 წ.) შემდეგ მასწავლებლობდა ქუთაისსა
და ფოთში. იკვლევდა ხალხური ზეპირსიტყვიერების საკითხებს, კრებდა და აქვეყნებდა ფოლკლორულ
ნიმუშებს. 1893-94 წ.წ. ჟურნალ „მოამბეში“ დაიბეჭდა მისი ნაშრომი „სახალხო პოეზია და
მისი საპედაგოგო, საესტეტიკო და სამეცნიერო მნიშვნელობა“ რილკე წიგნად — 1896 წ. ქუთაისი);
1915 გამოსცა ხალხური ზღაპრების, აფორიზმებისა და გამოცანების კრებული. შეადგინა სახელმძღვანელოები
სკოლებისათვის: „სიტყვიერების თეორია“, „ქართული ქრესტომათია“, „ქართული ენის გრამატიკა“
და სხვა. მ. კელენჯერიძე ავტორია გამოკვლევებისა ქართული ეკლესიის ისტორიიდან: „სიმართლე
ქართული ეკლესიის ავტოკეფალიაზე“ (რუსულ ენაზე, 1906), „გაბრიელი — ეპისკოპოსი იმერეთისა“
(1913), „საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიის მოკლე ისტორია“ (1918), და სხვა“. 1990
წელს გამოიცა მისი „საღმრთო სჯული ყმაწვილ- თათვის“, ხოლო 1993 წელს გამოცემულ „საღმრთო
სჯულში“ 102 გვერდი მისმა „საქართველოს ეკლესიის მოკლე ისტორიამ“ დაისაკუთრა (პირველად
ეს ნაშრომი ცალკე წიგნად 1918 წელს გამოქვეყნდა). 1999 წლის თებერვალში დეკანოზ მელიტონ
კელენჯერიძის დაბადებიდან 135-ე წლისთავი აღნიშნა პრესამ, რადიომ, ტელევი-ზიამ; მამა
მელიტონ კელენჯერიძე, როგორც მრავალმხრივი მოღვაწე, სხვადასხვა ნაშრომებისა და დისერტაციების
თემად იქცა. როგორც მრავალმხრივი მოღვაწე და მეცნიერი იგი თავის სიტყვას ამბობდა ფოლკლორისტიკაში,
თეოლოგიაში, სიტყვიერების თეორიაში, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში. დეკანოზ
მელიტონ კელენჯერიძის შემოქმედებას ნათლად ატყვია კვალი ღრმა განსწავლულობისა და მშობელი
ქვეყნის სიყვარულისა, რაც განსაკუთრებით ითქმის მის ნაშრომებზე ფოლკლორისტიკაში. დეკანოზ
მელიტონ კელენჯერიძის ბიოგრაფია XIX საუკუნის ინტელიგენციის ცხოვრებისა და მოღვაწეობის
ტიპური ანარეკლია: იგი 1864 წლის თებერვალს, შორაპნის მაზრაში, სოფელ ტაბაკინში დაიბადა.
მამამისი, სპირიდონ კელენჯერიძე, წარმოშობით ღარიბი გლეხის შვილი, სოფლის დიაკვნად
მსახურობდა. იგი ადრე გარდაიცვალა და პატარა მელიტონი დედულეთში, სოფელ ზეგანში წაიყვანეს,
სადაც დეიდებმა აღზარდეს. წერა-კითხვა ოჯახში შეისწავლა, დაწყებითი განათლება კი ქუთაისში,
ვასილ პეტრიაშვილის სკოლაში მიიღო, რომელიც შემდეგ სასულიერო სასწავლებელს შეუერთეს.
სასწავლებელში სწავლის წლებს მელიტონი ცუდად ახასიათებს იქ გამეფებული ფიზიკური დასჯისა
და მექრთამეობის გამო. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ ყველა საგანში წარჩინებული
ყოფილიყო და სწავლის დამთავრების მოწმობაც პირველი ხარისხისა მიეღო. 1884 წელს მელიტონი
თბილისის სასულიერო სასწავლებელში განაწესეს. მან სემინარიაც წარმატებით დაასრულა და
1890 წლიდან კიევის სასულიერო აკადემიაში განაგრძო სწავლა. აკადემიაში სწავლის პერიოდში
მელიტონი აქტიურად მონაწილეობდა კიევის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს მუშაობაში. შემდგომში
იგი იგონებდა: „კიევში იყო ქართველი სტუდენტობა — 30 კაცამდე. უნდა ითქვას სიმართლე,
რომ მათ, გარდა ორიოდე პიროვნებისა, არაფერი იცოდნენ ქართული ისტორიიდან იყვნენ ისეთებიც,
რომელთაც არ იცოდნენ ქართული კითხვაც“. ამ ვითარებისათვის თავის გართმევის მიზნით მელიტონ
კელენჯერიძეს დიდი მუშაობა გაუწევია: მას დაუჩქარებია ქართული წიგნსაცავის შექმნა,
გამოუწერია გაზეთი „ივერია“, რომელსაც თავად უკითხავდა სტუდენტებს. 1893 წლიდან იგი
კიევის ქართველ და დაინტერესებულ არაქართველ სტუდენტობას საქართველოს ისტო-..
39-2
საპატრიარქოს უწყებანი N39 17-23 დეკემბერი 2009წ გვ.18
„ქართველი
ერის სულიერი მესაჭე“ დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე 1864-1942 (გაგრძელება)
...
რიასა და ქართულ სიტყვიერებაში ლექციებს უტარებდა. ამ ლექციების საფუძველზე იშვა მისი
ერთ-ერთი ცნობილი ნაშრომი „სახალხო პოეზია და მისი საპედაგოგო, საესტეტიკო და სამეცნიერო
მნიშვნელობა“. მართალია, მელიტონ კელენჯერიძის ლექციების მიზანი გაცილებით ფართო ყოფილა
ქართველი სტუდენტობისათვის საქართველოს ისტორიის გაცნობა, — მაგრამ მათში, სხვა მასალასთან
ერთად, დიდი ადგილი ეთმობოდა ხალხურ სიტყვიერებასა და ფოლკლორის პრობლემებს. პირველივე
ლექცია მელიტონ კელენჯერიძეს ქართულ მითოლოგიაზე მსჯელობით დაუწყია. მის მსმენელთა
შორის ყოფილან შემდგომში ცნობილი საზოგადო მოღვაწეები: შიო ჩიტაძე, მელიტონ ჩოგოვაძე,
ექიმები: მ. ლორთქიფანიძე, გ. ქოქრაშვილი, გრ. იშხნელი. გ. ჯორჯიკია. კიევში დაასრულა
მელიტონ კელენჯერიძემ საინტერესო ნაშრომი „საქართველოს ეკლესია მე-18 საუკუნეში“, რომელიც
აქვე წარმატებით დაიცვა 1894 წელს და მოიპოვა ღვთისმეტყველების მეცნიერებათა კანდიდატის
ხარისხი. კიევის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ იგი სამშობლოში დაბრუნდა.
1894 წელს ქუთაისში დაარსდა სასულიერო სემინარია, რისთვისაც მოღვაწეობა ჯერ კიდევ 1867
წლიდან დაიწყო იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე). 1895 წლის 1 თებერვალს ახალგაზრდა
და ნიჭიერი მელიტონ კელენჯერიძე ქუთაისის სასულიერო სემინარიის ქარ- თული ენის მასწავლებლად
დაინიშნა. ამავე წელს მასვე დაეკისრა იმერეთის სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველობა.
1896 წლის ივნისის თვეში, იმერეთის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, ალავერდელმა ეპისკოპოსმა
ბესარიონმა (დადიანი) ჯერ დიაკვნად და შემდეგ მღვდლად დაასხა ხელი და ქუთაისის წმინდა
ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის უშტატო მღვდელმსახურად დაინიშნა. ეკლესიაში
ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობის გამო მამა მელიტონს 1896 წელს საგვერდული უბოძეს,
1899 წელს — სკუფია, ხოლო 1902 წლის 15 მაისს კამილავკით დააჯილდოვეს. 1898 წლიდან
სემინარიასთან გაიხსნა სანიმუშო სკოლა, რომლის გახსნასა და მოწყობა-გამართვაში მელი-
ტონს დიდი ღვაწლი მიუძღვის. 1903 წლის 22-31 იანვრის წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე
იმერეთის სამრევლო-საკლესიო სკოლების მეთვალყურე, მღვდელი მელიტონ კელენჯერიძე ქუთაისის
სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა. 1903 წელს იგი აირჩიეს იმერეთის ეპარქიული
სასწავლო საბჭოს წევრად, ხოლო ამავე წლის ნოემბერში საღვთო სჯულის მასწავლებლად ქუთაისის
წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში გადაიყვანეს. 1905 წლის 15 მაისს იგი სამკერდე
ოქროს ჯვრით დააჯილდოვეს. 1907 წელს მამა მელიტონი გურია-სამეგრელოს ეპარქიაში გადაიყვანეს
და ქ. ფოთის ვაჟთა გიმნაზიაში საღვ- თო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. ამავდროულად
იგი ფოთის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა (წინამძღვრობდა 1914 წლის 3 ნოემბრამდე)
და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1913 წლის აღდგომას წმინდა ანას III ხრისხის ორდენით,
ხოლო 1914 წელს — წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. აი, როგორ ახასიათებს
მ. კელენჯერიძეს პროფესორი ვ. კანკავა, როდესაც ფოთის ვაჟთა გიმნაზიაში სწავლის პერიოდს
იხსენებს: „პედაგოგიური პერსონალის შემადგენლობაში გარკვეულ ფიგურას წარმოადგენდა მელიტონ
კელენჯერიძე — ლიტერატურის მცოდნე, ფოლკლორისტი, ცნობილი ტონკმელის ფსევდონიმით. მართალია,
ოფიციალურად ის საღვთო სჯულის მასწავლებლად ითვლებოდა, მაგრამ ამის გარდა, ის გვასწავლიდა
ქართულ ენას, საქართველოს ისტორიას, მართლწერას. პედაგოგიურ საბჭოში ის მცირედთა ჯგუფში
შედიოდა, რომელსაც ჰყოფნიდა სითამამე თავისუფლად გამოეთქვა თავისი აზრი დირექტორის
პოზიციის წინააღმდეგ. ის უშუალო მონაწილე იყო, როგორც ქალაქში, ისე თვით გიმნაზიაში
ყოველი ქართული საზოგადოებრი წამოწყებისა, რომელიც ეხებოდა ლიტერატურას ან ხელოვნებას“.
1917 წლის 10 აგვისტოს ქუთაისის რეალური სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს სხდომამ ქართული
ენის მასწავლებლად ერთხმად აირჩია დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე, რომელიც აქ 1922 წლამდე
მუშაობდა. ქუთაისში იგი საჯარო ლექციებს კითხულობდა ქართული ენის სწავლების საკითხებზე,
მონაწილეობდა დისპუტებში. მიხა ცხაკაია, რომლიც 1894 წლიდან იცნობდა მამა მელიტონს,
ახასიათებდა მას, როგორც „ძლიერ საჭირო კულტურულ ძალას“. მამა მელიტონი აქტიურად მონაწილეობდა
1917 წლის 11-17 სექტემბერს ჩატარებულ საქართველო )) მოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის I საეკლესი
კრებაში. საქართველოში საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე
ზესტაფონის ეკლესიის წინამძღვრად მსახურობდა. 1923 წელს, ხელისუფლების ზეწოლის შედეგად,
იძულებული გახდა ანაფორა გაეხადა და სამოქალაქო სამსახურს შედგომოდა. იგი სხვადასხვა
ტიპის სკოლებში მასწავლებლობდა. 1932 წელს მელიტონ კელენჯერიძე საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. ერთხანს იგი საქართველოს განათლების
კომისარიატის მეთოდ-სექტორში მუშაობდა. მას შემდეგ კი აღარსად უმუშავია. მელიტონ კელენჯერიძე
ჯერ ქუთაისის, შემდეგ კი საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი იყო. 1934-36 წლებში პედაგოგიკის ინსტიტუტის დავალებით მუშაობდა
დ ქართული პედაგოგიკის ისტორიის საკითხებზე. მელიტონ კელენჯერიძე მრავალი მეცნიერული
შრომის ავტორია. განსაკუთრებით ფასეულია მისი ღვაწლი ეროვნული კულტურის ისტორიის შესწავლისათვის.
მეტად მნიშვნელოვანია მის მიერ 1920 წელს გამოცემული „ქართული ლიტერატურის ისტორია“.
კელენჯერიძის ეს წიგნი საშუალო სკოლის მეხუთე
კლასის სახელმძღვანლოდ იყო გამიზნული. მელიტონ კელენჯერიძე რამდენიმე სასკოლო სახელმ-...
39-3
საპატრიარქოს უწყებანი N39 17-23 დეკემბერი 2009წ გვ.19
„ქართველი
ერის სულიერი მესაჭე“ დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე 1864-1942 (გაგრძელება)
...
ძღვანელოს ავტორია. მათ შორის აღსანიშნავია „სიტყვიერების თეორია“ (1899 წ.) და მისი
მეორე ნაწილი, ე. წ. პრაქტიკუმი „ქართული ქრესტომატია კრებული ქართული სიტყვიერების
საუკეთესო ნიმუშებისა“, რომელიც მან 1919 წელს ქუთაისში მესამედ გამოსცა. სადა და გასაგები,
გარემოსა და ნაცნობ ყოფასთან არის შეჯერბული მელიტონ კელენჯერიძის „საღმრთო სჯული ყმაწვილთათვის“.
ცალკე საუბრის საგანია მისი ნაშრომები თეოლოგიაში, რომელთაგან გამოსაკვეთია „საქართვლოს
საკათალიკოსო ისტორიის მოკლე კურსი“, რუსულ ენაზე გამოცემული „სიმართლე ქართული ეკლესიის
ავტოკეფალიაზე“ და ფუნდამენტური ნაშრომი „გაბრიელი ეპისკოპოსი იმერეთისა“. ამ უკანასკნელის
გამოცემასთან დაკავშირებით საინტერესოა მისი მოგონება, რომელიც სასიქადულო მამულიშვილთან
ნიკო ნიკოლაძესთან მის შეხვედრას ეხება: „გადავწყვიტე ბატონ ნიკოლაძესთან მისვლა, როგორც
თემი მასალები კონებად, მოვსდევი ზურგზე კაცებს და ამ ბარგი-ბარხანით მივედი. საღამოს
შვიდი საათი იყო. საქმეებში იყო ჩაფლული ჩვეულებრივად. მოვყევი ჩემი შრომის თავ-გადასავალს.
ეს რომ მოისმინა, ადგა, თავისივე ხელით დახსნა ჩემი ქაღალდების კონები, მასალა და სულ
ფურცლა-ფურცლა გადასინჯა. მერე გაიმართა, ადგა ფეხზე, დააჩერდა მასალას და წარმოსთქვა:
„ახლა კი ჩამთვალეთ უბედურად, რომ ამის გამოსაცემი ფული არა მაქვს!.. განა ამათი დაუბეჭდაობა
შეიძლება? ერთი ნაჭერიც კი არ უნდა დარჩეს დაუბეჭდავი!.. მერე მკითხა, რამდენი იყო
ჯერ დაბეჭდილი და რა სჭირდებოდა დანარჩენი გვერდების დაბეჭდვას. ეს რომ გავაგებინე,
მითხრა, ის დაბეჭდილი გვერდები გამომიგზავნე, გავეცნობი და ვეცდები შენი მწუხარების
განკურნებასო, ვინც მეგულება შეგნებული და ფულიანი პირი, მივმართავ და, ვგონებ პატივს
მცემენო“. მერე ეს კონები ისევ თავის ხელით შეკრა და გამომიშვა. მე ორი ფეხიც არ დამიკრავს
სახლამდის, ისეთს ხარულს მივეცი. ღამე სიხარულით აღარ დამეძინა. მეორე დღეს, საღამოს
შვიდ საათზე გავუგზავნე დაბეჭდილი ფურცლები და გათენდა თუ არა შემდეგი დილა, ასე შვიდ
საათზე, მისმა კაცმა შემდეგი წერილობითი პასუხი მომიტანა: „დიდად პატივცემულო მამაო
მელიტონ! წუხელი მიტროფანოვის სადილიდან რომ დავბრუნდი და ცოტა მოვისვენე, მოსამსახურემ
გადმომცა თქვენი თხზულება გაბრიელ ეპისკოპოსზე. დავიწყე მისი კითხვა და არ დამიძინია,
სანამ არ გავათავე, ალიონზე. აქედან ხედავთ, რა ღირსებისაა თქვენი ნაწერი და რა ბედნიერი
ვიქნებოდი, თუ შევძელი დაგეხმაროთ მის გამოცემაში“.რამოდენიმე ფაქტიური და ჩვენთვის
ძვირფასი შენიშნვის შემდეგ ასე განაგრძობდა: „ამ შენიშვნებზე უფრო თქვენთვის სასიამოვნო
იქნება მეორე ამბავი, თქვენი თხზულების შესახებ. თანახმად თქვენი სურვილისა, გუშინვე
ვიმაცადინე და გიშოვეთ (ფული) პირველი ტომის გამოსაცემად. ეს ამბავი მომი- ლოცნია თქვენთვის
და უფრო მეტად ქართული საზოგადოებისათვის, თქვენი მარად ერთგული ნ. ნიკოლაძე. ფოთი.
30 ენკენისთვეს 1913 წ.“ ჩვენს სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა! მაშინვე ვაფრინე რედაქციაში
განცხადება (იხ. „სახ. გაზ.“ #1012) და წიგნის ბეჭდვა განვაახლე“. ამგვარად, წიგნის
გამოსაცემად საჭირო თანხა, ნ. ნიკოლაძის შუამდგომლობით, ვიღაც უცნობ კაცს გაუღია, რომელსაც
საკუთარი ვინაობის გამხელა საჭიროდ არ ჩაუთვლია. მელიტონ კელენჯერიძე აღფრთოვანებული
უხდის მადლობას ამ „იშვიათი და ჭეშმარიტი ქველმოქმე დების ჩამდენ უცნობ პიროვნებას,
ვისი შემწეობითაც იხილა მზის სინათლე დღეს უკვე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეულმა ამ
საინტერესო წიგნმა“ — წერს ავთანდილ ნიკოლაიშვილი თავის წიგნში „გაბრიელ ეპისკოპოსი
(ქიქოძე)“. აი, რას წერს პროფესორი ლევან ფრუიძე: „მელი ტონს გაუმართლა. მას ისეთ გენიოსებთან
მოუწია ურთიერთობა, როგორიც იყო ილია, აკაკი, იაკობ გოგებაშვილი და გაბრიელ ეპისკოპოსი,
რომელიც ქუთაისში მოღვაწეობდა. გაბრიელი — ცოცხლად მოარული წმიდანი და ფილოსოფოსი!
ალბათ უფლის ნება იყო, რომ მელიტონ კელენჯერიძე მისი ცხოვრების გამოწვლილვით აღმწერი
მემატიანე გახდა, ისევე, როგორც ექვთიმე მთაწმიდელისა ― გიორგი მთაწმიდელი. ვისაც ეს
წიგნი წაუკითხავს, დამეთანხმება, რომ ღმერთისა და ერის სამსახურის უკეთესად ასახვა
შეუძლებელია. ასეთი ჭეშმარიტი მაგალითის ძალა საუკუნეებს წვდება და დღესაც სულს გვისპეტაკებს,
იმედით და მომავლის რწმენით გვავსებს. მელიტონმა შეძლო და აჩვენა, რომ ქართველი ხალხის
გენია დაუშრეტელია. მოციქულთა სწორი წმიდა ქართველი მამები, ქრისტიანობის საწყისებიდან
ბრწყინავდენ, ქმნიდენ და უფალს ადიდებდენ. მათი გაკვალული გზები მიდიოდა ღვთისმშობ-
ლის მზრუნველობით რწმენა გასხივოსნებული ქართველობა. XIX ს-ის II ნახევარში ქართველი
ერის სულიერი მესაჭეობა გაბრიელ ეპისკოპოსს და მის თანამოსაყდრეებს ხვდა წილად, მათ
შორის მელიტონ კელენჯერიძეც იყო“. მელიტონ კელენჯერიძემ ცხოვრების მოწამეობრივი გზა
განვლო. იგი არათუ როგორც მოაზროვნე და სწავლული, არამედ პიროვნულადაც კი მიუღებელი
იყო ტოტალიტარული რეჟიმისათვის. ბოლშევიკები არ სწყალობ-..
39-4
საპატრიარქოს უწყებანი N39 17-23 დეკემბერი 2009წ გვ.20
„ქართველი
ერის სულიერი მესაჭე“ დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე 1864-1942 (დასასრული)
..დნენ
პატრიოტებს. მელიტონ კელენჯერიძე თითქმის უსახსროდ დატოვეს. მისი დევნისა და შევიწროების
ეპიზოდების მოშველიება შორს წაგვიყვანდა. არ შეიძლება აღელვების გარეშე მოისმინო ცნობა
იმის შესახებ, რომ მათემატიკის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი, ლევან კელენჯერიძე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მხოლოდ იმიტომ გარიცხეს, რომ იგი მელიტონის ვაჟი
იყო; არც ისე შორეულ წარსულში კი, 70-იან წლებში, მაშინ, როდესაც საქართველოს მწერალთა
კავშირმა შუამდგომლობა აღძრა თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის
წინაშე მელიტონ კელენჯერიძის საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფის დაყენების შესახებ,
სხდომის მონაწილე ერთ-ერთი სტრუქტურის ხელმძღვანელმა შიშნარევი ხმით წამოიძახა: „ბატონებო,
ის ხომ მღვდელი იყო?!“ დარბაზი გაირინდა... გადაწყვეტილება, რასაკვირველია, უარყოფითი
იყო იგონებს მელიტონის შვილიშვილი ცისანა ქოჩეჩაშვილი. უსამართლო დევნა, კრიტიკოსთა
დაუნდობელი თავდასხმები, სტამბებში „დაკარგული“ მისი ნაშრომები, პენსიის, არსებობის
ამ ერთადერთი საშუალების მოსპობა, მისი საბედისწერო ანაფორა − ყველაფერი ეს და, ალბათ,
ბევრი სხვაც გახდა მიზეზი უსაყვარლესი მეუღლის — ოლღა ახრახაძის თვითმკვლელობისა 1940
წელს (ის დიდი სიყვარული, რომელიც ქმრისათვისაც პირველი იყო და ცოლისთვისაც, ბოლომდე
გაჰყვა ამ წყვილს). ამბობენ, რომ ქალბატონმა ოლღამ სიღატაკის გამო მელიტონის რამდენიმე
მეტადღირებული მეცნიერული ნაშრომიც კი გაყიდა, რასაკვირველია, საავტორო უფლებით, რასაც
თავის თავს ვერ ჰპატიობდა). მას შემდეგ მელიტონ კელენჯერიძემ თითქმის ორი წელიწადი
ისე იცოცხლა, რომ მეუღლის სიკვდილი არ გაუგია. შვილები რიგ-რიგობით ეფარებოდნენ თვალს
და 10-12 დღის შემდეგ ცხადდებოდნენ მასთან წერილებითა და საჩუქრებით, რომელსაც ვითომ
სამკურნალოდ წასული ოლღა ქ. კისლავოდსკიდან უგზავნიდა. შთამბეჭდავია მ. კელენჯერიძის
ცხოვრების უკანასკნელი პერიოდი, როდესაც მძიმე ავადმყოფობით სარეცელს მიჯაჭვული მაინც
განაგრძობდა მუშაობას, დროს არ კარგავდა და ხელ-ფეხწართმეული, მეტყველების უნარდაკარგული,
უკანასკნელ სტრიქონებს შვილიშვილებს აწერინებდა. „შვილიშვილებს მის სარეცელთან მორიგეობა
გვქონდა დაწესებული — იგონებს ქალბატონი ელენე კელენჯერიძე — საწოლთან გაკრულ მსხვილი
ასოებით ჩამოწერილ ანბანს და სასვენ ნიშნებს მელიტონი გრძელი ჯოხით მიანიშნებდა და
ჩვენც ვიწერდით მის ნააზრევს, მის „ნაკარნახევს“, ასე იქმნებოდა მი- სი ბოლო ნაშრომები,
მოგონებები“. ასეთი გახლდათ მელიტონ კელენჯერიძე, რომლის პორტრეტს შეიძლება დაემატოს
პიროვნული ხიბლი, ულამაზესი გარეგნობა, გაწონასწორებული ხასიათი, სულიერი სისპეტაკე
და, რაც მთავარია, შრომისა და მუდმივი ძიების დამახასიათებელი თვისებები. სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი ბრძანებს, თუ რა „გამორჩეულია დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე, რომელმაც,
თამამად შეიძლება ითქვას, სიცოცხლე შესწირა ქართველი ერის სულიერებისთვის ზრუნვას და
თაობებისათვის დარჩა, როგორც მაგალითი „კეთილი მწყემსისა“ და „სოფლის მნათობისა“. დეკანოზი
მელიტონ კელენჯერიძე გარდაიცვალა 1942 წლის 12 აგვისტოს. დამსახურებული მასწავლებელის
გარდაცვალებას სამგლოვიარო განცხადებით სა- ზოგადოებას აუწყებენ თბილისის რკინიგზის
ინჟინერთა ინსტიტუტის კოლექტივი (აქ მისი ვაჟიშვილი — ლევან კელენჯერიძე და სიძე —
ლევან ქოჩეჩაშვილი ლექტორობდენ), საქართველოს განსახკომი და დაწყებითი და საშუალო სკოლის
მუშაკთა პროფკავშირების კომიტეტი. ეს იყო და ეს! იგი დაკრძალეს 16 აგვისტოს, კვირას,
ვაკის სასაფლაოზე.
40
საპატრიარქოს უწყებანი N40 24 დეკემბერი 2009წ-7იანვარი 2010წ გვ.12
ხელდასხმა
13
დეკემბერს თბილისის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში (მერვე ლეგიონის
დასახლება) თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მთავარეპისკოპოსმა თადეოზმა (იორამაშვილი)
მღვდლად დაასხა ხელი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დიაკვანს ანდრია აფხაზაშვილს.
მღვდელი ანდრია თბილისის წმინდა ვახტან გორგასლის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
***
19
დეკემბერს ნინოწმიდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმიდის
ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის
ეკლესიის (საბურთალოს სასაფლაო) დიაკვანს იოსებ ნუსხელაძეს. მღვდელი იოსები თბილისის
მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
46
საპატრიარქოს უწყებანი N46 15-21იანვარი 2009წ გვ.10
ხელდასხმა
28
დეკემბერს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარსი, სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ახალციხისა
და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძემ) მღვდლად დაასხა ხელი დიდუბის ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის ბერ-დიაკონ იოანეს (კავსაძეს).
46-1
საპატრიარქოს უწყებანი N46 15-21იანვარი 2009წ გვ.11
ხელდასხმა
28
დეკემბერს სოფელ პატარძეულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერში,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით,
საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძემ) დიაკვნად აკურთხა თბილისის
წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის ეკონომოსი, ბერი იოთამი (ბასილაია).
***
11
იანვარს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო აკადემიის
პედაგოგს დიაკონ ზურაბ ცხოვრებაძეს.
***
28
დეკემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა თბილისის
სასულიერო აკადემიის III კურსის სტუდენტი დავით ჯიშკარიანი. დიაკონი დავითი ყოვლადწმინდა
სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
***
7 იანვარს
საგარეჯოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით,
საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძემ) მღვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა
სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ბერ-დიაკონ ათანასეს (სვანიძეს).
დაჯილდოება
19
დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართვე-ლოს
კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა
სოლოლაკის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, იღუმენი საბა (ჯიშკარიანი).
1 საპატრიარქოს უწყებანი N1 14-20 იანვარი 2010წ. 18
ბეთანიის მონასტერი
ისტორიული წყაროებით ბეთანიის მონასტერი პირველად XI საუკუნეში იხსენიება, როგორც დიდგვაროვან ფეოდალთა — ორბელების მიერ აშენებული საძვალე. ამ გვარის წამომადგენლები დიდძალ მამულებს ფლობდნენ ქვემო ქართლში და სახელმწიფოშიც გავლენიანი თანამდებობები ეჭირათ. ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი, სავარაუდოდ, XII ს-ის შუა წლებში აიგო იმ ადგილას, სადაც მანამდე უფრო ძველი და პატარა აგურის ტაძარი იდგა, რომელიც X ან XI საუკუნეს განეკუთვნებოდა. ღვთისმშობლის შობის ტაძრის სამხრეთ კედელზე შემორჩენილია საკმაოდ დიდი ზომის ფრესკა. მასზე გამოსახულია ქტიტორის პორტრეტი — ბერული სამოსითა და ტაძრის მოდელით ხელში. მის ზემოთ მოთავსებულია წარწერა: „დიდი სუმბატ მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი“. იქვე სხვა ფიგურაცაა — ლოცვად ზეაპყრობილი ხელებით. ესენი არიან XII ს-ის დიდგვაროვანი ფეოდალები: სუმბატ I ორბელი და მისი ძე — იოანე. როგორც ისტორიიდან არის ცნობილი, სამეფო კარზე მომხდარი გადატრიალების შემდეგ სუმბატი დემეტრეს ძის — დავითის ხელისუფლების დროს თანამდებობიდან გადააყენეს და სვიმონის სახელით ბერად აღკვეცეს ბეთანიის მონასტერში. სწორედ თავის საგვარეულო მონასტერში გაატარა მეფის ყოფილმა დიდმა ვეზირმა თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები — სინანულსა და ლოცვაშ.ი მონასტერის მთავარი ტაძრის გვერდით დგას წმინდა გიორგის სახელობის მცირე დარბაზული ეკლესია. მის გარეთა კედელზე შემორჩენილია ქვაში ამოკვეთილი წარწერა, საიდანაც ირკვევა, რომ ეს მცირე ეკლესია 1196 წელს ააგო ამირსპასალარისა და მანდატურთუხუცესის — იოანე ორბელის მეუღლემ, სომეხთა მეფის კვირიკეს ასულმა რუსუდანმა. ისტორიიდან ცნობილია, რომ იოანე ორბელმაც 1177 წელს გიორგი III-ის წინააღმდეგ მოაწყო შეთქმულება. მას განზრახული ჰქონდა მეფის ტახ..
1-1 საპატრიარქოს უწყებანი N1 14-20 იანვარი 2010წ. 19
ბეთანიის მონასტერი გაგრძელება
... ტიდან ჩამოგდება და მისი ძმისწულის — დემნა უფლისწულის გამეფება. შეთქმულება გამჟღავნდა და გიორგი III-მ დემნა და იოანე ორბელი დააპატიმრა, შემდეგ მათ თვალები დასთხარეს. ასევე სიკვდილით დასაჯეს იოანე ორბელის საგვარეულოს ყველა წევრი. გადარჩა მხოლოდ მისი ძმა — ლიპარიტი, რომელიც იმ პერიოდში ირანში იმყოფებოდა. ეს მცირე ეკლესიაც რუსუდანმა უკვე იოანე ორბელის სიკვდილის შემდეგ ააგო. სავარაუდოდ, რუსუდანიც ამ მონასტერში უნდა იყოს დაკრძალული. XIII ს-ის დასაწყისიდან ბეთანიის მონასტერი უკვე მეფის პირადი კუთვნილება გახდა. მთავარი ტაძრის ჩრდილო კედელზე შემორჩენილია მეფეთა საკმაოდ დიდი ზომის ფრესკა, ესენი არიან: მეფეთ-მეფე გიორგი III, მას მოსდევს მისი ასული თამარ მეფე, შემდეგ კი ჭაბუკი უფლისწული, თამარის ძე ლაშა-გიორგი, რომელსაც თავს გვირგვინი უმკობს, წელზე კი ხმალი არტყია, ანუ იგი უკვე მეფედაა ნაკურთხი (მეფედ კურთხევა მოხდა 1207 წელს, ე.ი. სავარაუდოდ, ფრესკაც ამ წლებით თარიღდება). ამბობენ, რომ ზაფხულობით თამარ მეფე ბეთანიაში ხშირად ჩადიოდა დასასვენებლად, განმარტოებისა და ლოცვისათვის. როგორც ძველი არქიტექტურის მკვლევარნი ვარაუდობენ, წმინდა თამარ მეფის დროს ბეთანიის მთავარი ტაძარი ქვით მოპირკეთდა და ნაწილობრივ მოიხატა. არსებობს გადმოცემა, რომ თამარის დროს ბეთანიის მონასტრისათვის დაუწერიათ ღვთისმშობლის ხატი — შემდგომში ბეთანიის ღვთისმშობლის ხატად წოდებული. ეს ხატი, როგორც ჩანს, მონასტრის უმოქმედოდ დარჩენის გამო თავადმა ბარათაშვილებმა ქაშვეთის ეკლესიაში გადაასვენეს (დაახლოებით XVI ს-დან ბეთანიის მონასტერი ბარათაშვილების სათავადოში შედიოდა და მათ საძვალედ ითვლებოდა). XVII-XVIII საუკუნეებში ბეთანიის მონასტერი გაპარტახდა და დავიწყებას მიეცა. გარკვეული პერიოდი იგი სრულიად მიტოვებული იყო: ჩამოინგრა თითქმის ყველა თაღი, გუმბათი, გარემო სულ გაველურდა, ტაძრის სახურავზეც ხეები ამოიზარდა, კედლის მოხატულობაც მნიშვნელოვნად დაზიანდა. ამ დაკარგული სიწმიდის შესახებ მხოლოდ 1851 წელს გახდა ცნობილი, მას შემდეგ რაც ისტორიკოსმა პლატონ იოსელიანმა და მხატვარმა გ. გაგარინმა მოინახულეს ბეთანიის ტაძარი, გაასუფთავეს იგი ქვათა გროვისაგან და თამარ მეფის ფრესკაც გამოჩნდა. შემორჩენილია იმდროინდელი ტაძრის ფოტოც, სადაც ჩანს, რომ მანამდე ვიღაც, საკუთარი ძალებით ცდილობდა სავანე აღედგინა. XIX საუკუნის მიწურულს ბეთანიის მონასტერში კვლავ მივიდნენ ბერები და დანგრეულის აღდგენა დაიწყეს. აი, რას წერს არქიმანდრიტი იოანე (მაისურაძე) თავის მოგონებებში: „ისმინეთ, აწ თუ ვითარ იქნა ბეთანიის მონასტრის განახლება. იყობერი ვინმე და სახელი მისი სპირიდონ. თვით სპირიდონ ბერი იყო, ხონელი, გვარად კეთილაძე. მამასა ერქვა პეტრე, დედასა — მარინე. ამ ბერმა სპირიდონმა მოისურვა ბეთანიის მონასტრის შეკეთება. სპირიდონ ბერი ბეთანიის მონასტერში ათას რვაას ოთხმოცდათოთხმეტში, მარტის თვეში მოვიდა. გავიდა ხმა გარემოს, ბერი ვინმე მოსულა ბეთანიაში და ამბობსო: უნდა განვახოლოვო. თითონ რითი უნდა განაახლოსო, ტანთ არ აცვია და ფეხთა, საჭმელი იმას არა აქს და სასმელი, მოდიან სოფლები, უყურებენ შორიდან. გაუხდა ავად ცოლი ვანო აფციაურსა (ღვდეველს), რომელიც მოვიდა და სთხოვა ბერს, რომ ელოცა იმ ვანო აფციაურის ცოლისათვის, რო მორჩენილიყო. ულოცა და მორჩა. ამიერიდან მეტი მოწყალე იყო ვანო აფციაური ბეთანიის მონასტრისა. ბეთანიის მადლითა სხვანიც იკურნებოდნენ. ესრეთ ღვთის შემწეობითა, ბეთანიის საქმემ წინ დაიწყო წასვლა“. როგორც ამ ჩანაწერიდან ირკვევა, მონასტრის პირველი აღმდგენელი მღვდელ-მონაზონი სპირიდონი (კეთილაძე) იყო. მამა სპირიდონი — ერისკაცობაში სოლომონ კეთილაძე XIX ს-ის 80-იან წლების ბოლოს შიომღვიმის მონასტერში მივიდა მორჩილად. 1891 წლის დიდმარხვაში ბერად აღიკვეცა და სახელად სპირიდონი ეწოდა. ამავე წელს დიაკვნად აკურთხეს. 1892 წლის დასაწყისში მღვდლად ..
1-2 საპატრიარქოს უწყებანი N1 14-20 იანვარი 2010წ. 20
ბეთანიის მონასტერი (გაგრძელება)
.. დაასხეს ხელი და ზედაზენის მონასტერში გადაიყვანეს. 1894 წელს საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას მან ბეთანიის მონასტერში გადაყვანა სთხოვა; თხოვნა დააკმაყოფილეს. თანდათან ბერობის მსურველებმაც იწყეს მონასტერში მისვლა და 1896 წელს, როდესაც 14 წლის ვასილ მაისურაძე მონასტერში მივიდა, იქ უკვე პატარა საძმო იყო ჩამოყალიბებული. მოვუსმინოთ ისევ მამა იოანეს ბეთანიის მონასტერში იყვნენ თითონ მამა სპირიდონი, დოსითე ბერი არევაძე, მიხეილ მღვდელმონაზონი მოლარიშვილი გურული, ზოსიმე ქოჩორაშვილი კუმელი სომეხი კალატოზი, დავითი ცალთვალა მეგრელი ღვაბერია, ალექსი სიდამონიძე გრდანელი, ვასო თბილისელი გვარი არ ვიცი, იოსებ ხიზანაშვილი და მოსე ხიზანაშვილი. ვითომ ბერობდნენ, მოვიდოდნენ, ისევ წამოვიდოდნენ, ვინ იმუშავა ბეთანიაში, მოვიდოდნენ, ზოგიერთნი ისევ წამოვიდნენ. გვყამდა ხელოსანი, რომელმაც იცოდა დურგლობა და კალატოზობა, ვაძლემდით თვეში ხუთი თუმანს, ეს ხელოსანი იყო ნიკოლოზ დაუშვილი, ჰყავდა მოწაფე ვანო რაჭველი, გვარი არ ვიცი“. (გაგრძელება შემდეგ ნომერში)
2 საპატრიარქოს უწყებანი N2 21-27იანვარი 2010წ 17
ბეთანიის მონასტერი (გაგრძელება)
დასაწყისი იხ. უწყებანი“ #2 2010 „საპატრიარქოს უწყებანი’’
გადიოდა დრო, ბეთანიის მონასტერი ნელ-ნელა მოქმედი მონასტრის სახეს იღებდა. აშენდა საცხოვრებელი სახლი — ბერთა სენაკები, გასუფთავდა ეკლესიის გარშემო ტერიტორია, აქვე აღმოჩნდა უკვე მივიწყებული ანკარა წყარო. მონასტრის ძმობამ აღადგინა მცირე დარბაზული ეკლესია, რომელიც 1898 წლის 17 მაისს წმინდა გიორგის სახელზე აკურთხეს. აი, რას წერს გაზეთი ივერია 1898 წლის ნომერში: (სტატია მოგყვავს შემოკლებით) — „17 მაისს იყო დანიშ- ჩული კურთხევა ბეთანიის მონასტრის ცირე ეკლესიისა, რომელიც აგებულია ბეთანიის მონასტრის გვერდით. ეს პატარა თლილის ქვის ეკლესია განაახლა ადგილობრივმა მემამულემ, თავადმა დავით ბარათაშვილმა და აი, სწორედ ამ პატარა, ძველის-ძველად აგებულისა და თავად ბარათაშვილის მეოხებით განახლებულის ეკლესიის საკურთხებლად გაემგზავრა შაბათს, 16 მაისს, თბილისიდგან სამღვდელოება. კურთხევა ბეთანიის მცირე ეკლესიისა მინდობილი ჰქონდა ეგზარქოსისაგან არქიმანდრიტ კირიონს (საძაგლიშვილი) და მღვდელ ანტონ თოთიბაძეს, მაგრამ მოუცლელობის გამო ვერც პირველი და ვერც მეორე ვერ წამოვიდნენ ბეთანიას და ამისათვის მამა კირიონმა თავისის მხრივ კურთხევა მიანდო ქვაბთახევის მონასტრის მღვდელ-მონაზონ ათანასეს (ზურაბიშლი), ფერისცვალების მონასტრის მღვდელ-მონაიონ გაბრიელს და ბეთანიის მონასტრის მღვდელ-მონაზონ სპირიდონს (კეთილაძე). შაბათს, 16 მაისს, ესე სამი საათი იქნებოდა, თბილისიდგან რომ გზას გავუდექით. მგზავრნი სულ ექვსნი ვიყავით: მამა გაბრიელი, მამა ათანასე, მთავარდიაკონი მირონ ომანიძე, მედავითნე-მგალობელი გიორგი ზალიკიანი, ნიკო ბერიშვილი და ალექ-სანდრე ყიფშიძე. როგორცა ჰხედავთ თბილისელი ინტელიგენცია ძალიან სუსტობდა რიცხვით. თითქმის ათი საათი იქნებოდა ღამისა, მონასტერს რომ მიუახლოვდით. გალავანში ცეცხლები დავინახეთ, მონასტრიდგანაც შეგვამჩნიეს და ფარნებით გამოგვეგებნენ. ერთმა ფარნიანმა მიიქცია მეტის მეტად ჩემი ყურადღება. მაღალის, ახოვანის ტანისა იყო, კილო ლაპარაკისა ამტკიცებდა, რომ რუსია, თუმცა ქართულად თავისუფლად ლაპარაკობდა. ბოლოს შევიტყე, რომ ეს ადამიანი სახელად ივან ივანიჩია, გვარად ბეზჩასტნი მანგლის-პრიუტიდან. ივან ივანიჩს სახე გაუბრწყინდა, გული აუჩქროლდა, მოძღვარნი რომ დაინახა და იქვე მთის ფერდობიდგან გადასძახა მონასტერში: „вдарьте въ колоколь“. ივან ივანიჩი ფრიად საინტერესო ტიპია. ამისთანა კაცს რუსობაში თუ შეხვდები, თორემ არ გვგონია, სხვა ერში ამისი მსგავსი მოიპოვებოდნენ. მეორე დღეს იმის ფაცი-ფუცს რომ ვუყურებდი, სწორედ ვკვირობდი. რა სიხარულით დახვდა თავად დავით ბარათაშვილს, რომელმაც უამინდობის გამო დაიგვიანა და კურთხევას ვეღარ მოუსწრო, გვეგონა ვეღარ მოვლენ ან ეტლი თუ გაუჩერდათ გზაში, და ვე- ღარ შესძლეს ფეხით ტლაპოში სიარულიო. ივან ივანიჩმა ხელზედ აკოცა პატივცემულს დავითს და მოახსენა, თქვენი დიდი მადლობელნი ვართ ყველანი, რომ „ეს ბედნიერი დღე“ გვეღირსა, ნამდვილი მამობა გაგვიწიეთ და იმედია, იმასაც მოვესწრებით, რომ უმთავრესი ტაძარი თქვე-ნის მეოხებით შეკეთებულ-განახლებული იქმნებაო. ივან ივანიჩმა რუსულად და მისმა მეგობარმა ივან ტიმოფეევიჩმა ქართულად სიტყვით მოგვმართეს, რომელშიაც მკაფიოდა სთქვეს, რომ, მართალია, ჩვენ ჩამომავლობით რუსები ვართო, მაგრამ ძველს სამშობლოსთან ყველანაირი კავშირი გავწყვიტეთ, იქ რომ დავბრუნდეთ, ვინ შეგვივრდომებსო. ჩვენი სამშობლო საქართველოა, აქ უნდა დავიხოცნეთ და აქვე უნდა ჩავიდეთ საფლავშიო. თუმცა ფეხით სიარულმა კარგა დაგვღალა და წვიმამაც ლაზათიანად დაგვასველა, მაინც გულმა აღარ მომითმინა და მისვლისთანავე შევედი უმთავრესს ტაძარში თამარ მეფის სურათის სანახავად. ტაძარი სავსე იყო მლოცველებით. გუმბათის პირდაპირ, შევამჩნიე მუხლ-მოდრეკილი მონაზონი ქალი, რომელიც მაღალის ხმით კითხულობდა საღმრთო წერილსა. სიბნელის გამო ხეირიანად ვერ გავსინჯე სურათები თამარისა, გიორგი მესამისა და ლაშა-გიორგისა. ეს კი კარგად გავარჩიე, რომ სურათი დიდებულის მეფისა ძალიან დაზიანებულა, გაჭუჭყიანებულა, საღებავი გახუნებულა და მრავალს ალაგას შეუგნებელის ადამიანის ხელს წაუბღალავს. სასიამოვნოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ თამარის სურათი გადარჩენილა იმ უბედურს ბედსა, რომელიც ეწვია საფარის მონასტრის კედლებზედ დახატულს ათაბაგთა სურათებს. ჯერ იყო და ახალციხის ბიჭ-ბუჭებმა თვალები დასთხარეს ათაბაგთა და ამ რამდენისამე წლის წინად კირით შეგლისეს, მხოლოდ ერთ-ერთის ათაბაგის თავიღაა დარჩენილა შეუმურავი. როდესაც, შარშან, ამ გარემოებას ყურადღება მივაქციეთ, საფარის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა პაისიმ გულუბრყვილოდ გვიპასუხა, რომ სულ ერთია, მაინც ხომ უნდა გაილესოს გაჯით კედლებიო.
2-1 საპატრიარქოს უწყებანი N2 21-27იანვარი 2010წ 18
ბეთანიის მონასტერი (გაგრძელება)
ქალაქიდგან ამოსულთ შაბათ ღამე არა გვძინებია. სამღვდელოება შეუდგა წესრიგის გამზადებას, ჩვენ კი საერონი ბეთანიის მონასტრის წარსულის შესახებ ვსაუბრობდით. აღმოჩნდა, რომ მოსაუბრეთა შორის გიორგი ზალიკიანს უნახავს ბეთანიის ტაძარი 1865 წელს. მონასტრის გალავანიო, სთქვა გიორგიმ, უშველებელი ხეებით იყოვო დაბურული, თვით უმთავრესს ტაძარში მთიულნი ღამ-ღამით საქონელს აბინავებდნენ და ათასი სისაძაგლით ავსებდნენ ეკლესიასო. თამარის სურათი კი მშვენივრად ყოფილა შენახული, არსად არ ყოფილა წაბღალული. მონასტერი დაუთვალიერებია აგრეთვე ქვაბთახევის მღვდელ-მონაზონ ათანასეს 1890 წელს. ამ დროსაც სურათი თამარისა ისე არა ყოფილა წაბღალული, როგორც ეხლა. არ მახსოვს, როდისა ნახეს ბეთანიის მონასტერი დ. ბაქრაძემ და პროფესორმა ალ. ცაგარელმა, ან რა მდგომარეობაში იყო მაშინ თამარის სურათი. იმას კი ყველა დანამდვილებით ამბობს, რომ გაგარინმა რომ ნახა მონასტერი ვორონცოვის მთავარმართებლობის დროს, თამარის სურათი მშვენივრად ყოფილა შენახული, მოსაუბრეთაგან ვიღაცამა სთქვა, რომ ბეთანიის სანახავად თავადი მ. ს. ვორონცოვიც მობრძანებულა. ცხრა საათზე სამღვდელოება შეუდგა ეკლესიის კურთხევის წესის შესრულებას. ამავე დროს, ივან ივანიჩმა და ივან ტიმოფეევიჩმა აღმართეს ეკლესიაზე თბილისიდგან მოტანილი ჯვარი. კურთხევის გათავების შემდეგ დაიწყო წირვა ახლადნაკურთხ ეკლესიაში, რომელიც ისე მცირეა, რომ ოცი კაცი ძლივს ეტევოდა, სამღვდელოების და მგალობელთა გარდა, ათი სული დიდის გაჭირვებით თავსდებოდა შიგა. წირვა იყო ქართულად, გალობდნენ ნ. ბერიშვილი, გ. ზალიკიანი, ქვათახევის მონასტრის მედავითნე გიორგი კანდელაკი (შემდგომში წილკნელი ეპისკოპოსი ტარასი) და კავთისხევიდან მამა ათანასეს მიერ მოწვეული მედავითნე ალექსანდრე კოტეტიშვილი (შემდგომში ქვემო კავთისხევის ეკლესიის მღვდელი). ჯერ წირვა არ გასულიყო, რომ მთის ფერდობზე შევამჩნიეთ თბილისიდგან წამოსული სტუმრები. სწორედ ყველასა სწყინდა, რომ ბეთანიის განახლების დღეს მცირე რიცხვი ქართველი ინტელიგენტებისა დაესწრო და ამისათვის დიდად გაგვეხარდა მათი მოსვლა. სულ ოთხი კაცი იყო: ექვთიმე თაყაიშვი-ლი, არისტო ქუთათელაძე, ი. მგალობლიშვილი და ზ. ჩხიკვაძე. უფრო ბევრნი წამოვიდოდნენო, გვითხრეს მოსულთა, რომ საძაგელი ამინდი არ ყოფილიყო. თბილისიდან მოსულ ინტელიგენციას და სამღვდელოებას გაუმასპინძლდა მამა სპირიდონი. სადილი თავდებოდა, სტუმარნიც აიშალნენ კიდეც და წასვლას აპირებდნენ, რომ ამ დროს გამოჩნდა პატივცემული თავადი დავით ბარათაშვილი, მერე ისიც მარტოთ კი არა, მთელი ოჯახობით. მისი მეუღლის კნეინა იულიას, შვილების — ზაალისა და ეკატერინეს გარდა იყვნენ: კნეინა ნ. თარხნიშვილისა, ქალბატონი ჩაჩიკაშვილისა და კიტა აბაშიძე. მოსულნი იმ წამსვე ახლადნაკურთხ ეკლესიისკენ გაეშურნენ, სადაც მამა სპირიდონმა მცირე პარაკლისი გადაიხადა. თავადი დავითი ოჯახობით, არ. ქუთათელაძე და ზ. ჩხიკვაძე კვირა ღამესაც დარჩნენ ბეთანიას ღამის სათევად, და დანარჩენნი კი საღამო ხანს თბილისკენ გაემგზავრნენ“. ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე თავადმა დავით ბარა თაშვილმა ბეთანიის მონასტერს შესწირა სახნავ-სათესი მიწები. საქართველოს ცენტრალურ არქივში დაცულია 1897 წლის 4 მარტით დათარიღებული წერილი, რომელსაც დავით ბარათაშვილი გასცემს მამა სპირიდონის სახელზე: „1897 წლის მარტის 4-სა დღესა, მიეცა ესე წერილი მღვდელმონაზონ სპირიდონსა, მასზედ რომელ ნებასა ვაძლევ ჩემს მამულს ბეთანიაში დაბინავებას, რათა ყურადღება იქონიოს, როგორც ეკლესიაზედ, ისე მამულზე. ამას გარდა, არავის ნება არა აქვს ჩემგან მიცემულ მამულში ხე-ტყე მოსჭრას, თვინიერ საზამთრო საძოვრის სარგებლობის გარდა, რომელიცა მაქვს მიცემული შაჰყულაშვილისთვის და ამისა გამო ნებას გაძლევთ, რომ ყველას აღუკრძალოთ ხეების მოჭრა. თქვენ თვითონ ნებას გაძლევთ ისარგებლოთ თქვენის საჭიროებისათვისა, რაც საჭირო იქმნება თქვენთვის საბოსტნე ადგილთა სახნავითა, სათიბითა და სხვა და აგრეთვე ისარგებლოთ შეშითა და ხე-ტყითა და აგრეთვე რაც ეკლესი ას დაჭირდება ხე-ტყე“. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მონასტრის განახლებაში დიდი წვლილი მიუძღვის ცნობილ საზოგადო მოღვაწეს არისტო ქუთათელაძეს და თავად კონსტანტინე იოანეს ძე მუხრანბატონს. განსაკუთრებულ მზრუნველობას ბეთანიის მონასტრისადმი იჩენდა ეპისკოპოსი კირიონი (საძაგლიშვილი). მამა სპირიდონიც ხშირად იღებდა მისგან რჩევა-დარიგებებს. 1902 წლის 4 მაისს, შაბათ დღეს, იგი ეწვია მონასტერს. კვირას, შემდგომად წირვისა, მეუფემ გადაიხადა პანაშვიდი, თანდასწრებით მონასტრის კრებულისა, განსვენებულის დავით ზაალის ძე ბარათაშვილის სულის მოსახსენებლად, რომელმაც მონასტერი უზრუნველჰყო მშვენიერის მამულის შეწირვით. შემდეგ ყოვლადსამღვდელომ დაათვალიერა განახლებული ეკლესია და აგრეთვე კრებულის მიერ გაშენებული ვენახი და ხილის ბაღი. მისმა მეუფებამ ყოველივე მოიწონა, მადლობა უბრძანა მღვდელ-მონაზონ სპირიდონს ასეთის ერთგული შრომისათვის და დაჰპირდა ...
2-2 საპატრიარქოს უწყებანი N2 21-27იანვარი 2010წ 19
ბეთანიის მონასტერი (გაგრძელება)
.... შემწეობასა და დახმარებას. ორშაბათს ეპისკოპოსი წაბრძანდა ფეხით ვერის ხეობისაკენ, მოინახულა ბარონ ნიკოლაის ბაღები და იქიდან ცხენით ჩაბრძანდა თბილისში. უნდა აღინიშნოს, რომ მონასტრის განახლების დროს სამწირველოში იპოვეს ვერცხლის ბარძიმი, რომელიც შეწირული ყოფილა მონასტრისთვის თავად გოსტაშაბ ბარათაშვილისაგან 1677 წელს. მონასტრის მთავარი ტაძრის განახლება კიდევ მრავალი წლის მანძილზე არ მოხერხდა. იგი 1910 წლის 13 ივნისს აკურთხეს. სამწუხაროდ, სავანის აღორძინების პერიოდმა დიდხანს არ გასტანა. 1921 წლის თებერვალში საქართველოში დამყარდა კომუნისტური ხელისუფლება. ეკლესიებსა და მონასტრებს ჩამოერთვა მიწა-წყალი, ქონება, სასულიერო პირებს აეკრძალათ ღვთისმსახურება და დაიწყო განუკითხავი ტერორი. მამა სპირიდონს ძლიერ გაუჭირდა არსებობა. 1923 წლის 12 მარტი იგი სწერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) — „თქვენო უწმიდესობავ, მივემთხვიე რა მოხუცებულობასა დაუძლურებასა, ვერ შემწევს ძალა და ღონე ძველებურად მოუარო და უპატრონო ჩემს საყვარელ ბეთანიის მონასტერს. ტანჯვით, ოფლით და შრომით მონაგები მიფუჭდება. გული მტკივა, მაგრამ სიბერე და უძლურება აღარ მაძლევს ნებას დავიფარო იგი. აწ გთხოვ, უწმიდესო, ყურადიღოთ ჩემი უღირსობის თხოვნა. გადასცეთ მონასტერი ესე — ძველი ათონიდან დაბრუნებულს მღვდელმონაზონ ილიას (ფანცულაია), რომელიც მრწამს, თავს დასდებს და არ დაიშურებს ძალ-ღონეს მისი მოვლა-პატრონობისათვის, ხოლო ჩემს უღირსებაზე კი მოიღოთ ლოცვა-კურთხევა და ნება დამრთოთ, რათა დაუბრკოლებლად შემეძლოს ცხოვრება ბოლნისის სიონში, რომელიც აწ უპატრონოდ არის დაშთენილი, სადაც ამ სიბერის დროს არ გამიჭირდება ერთი ლუკმა-პურის შეძენა“. კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ბეთანიის მონასტერი მამა ილიამ ჩაიბარა, თუმცა არც მის დროს გამოსწორებულა სიტუაცია. მონასტერში არ იყო საკვები საშუალებაც კი, რის გამოც ბერებს ახლომახლო სოფლებში უხდებოდათ სიარული საეკლესიო წესების შესასრულებლად. ეს კი მეტად სახიფათო იყო იმ პერიოდში, რადგან ხელისუფლებისგან წაქეზებული აქტივისტები და გადაჯიშებული ახალგაზრდობის ნა- წილი პირდაპირ გზაში ხოცავდა სრულიად უდანაშაულო სამღვდელოებას. 1923 წლის 3 სექტემბერი უკვე მამა ილია მიმართავს თხოვნით კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეს, ურბნელ ეპისკოპოს ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) — „თქვენო მეუფებავ, უმორჩილესად გთხოვთ, რადგან მონასტერს არავითარი სახსარი და საშვალება არ აქვს, მშივრები ვართ, ნება მოგვცეთ საკალმასოდ ცოტა პური ვითხოვოთ მორწმუნე ხალხში, ეგებ როგორმე თავი გადავირჩინოთ შიმშილისაგან“. 1924 წელს მამა ილიამაც დატოვა მონასტერი და იქვე ახლოს, სოფელ ახალსოფელში განაგრძო მოღვაწეობა. რამდენიმე წლის შემდეგ იგი დააპატიმრეს და ერთი პერიოდი ციხეშიც ამყოფეს. გათავისუფლების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით იგი მანგლისის ეპარქიაში მოღვაწეობდა, არქიმანდრიტის ხარისხით. 1937 წელს, სამეულის გადაწყვეტილებით, იგი დახვრიტეს. იგივე ბედი ეწია მამა სპირიდონსაც. XX ს-ის 20-იან წლების ბოლოს იგი დასავლეთ საქართველოში გადავიდა და მშობლიურ მხარეში განაგრძობდა ღვთისმსახურებას. 1937 წელს მასაც დახვრეტა მიუსაჯეს. რაც შეეხება ბეთანიის მონასტერს, ისევ მამა იოანეს მოგონებებს ჩავხედოთ: „დავრჩი მე, ივანე ბერი. მომემატა გიორგი ბერი, მხეიძე, მეთოდის ძე, კახეთის ხირსის ბერი, წმიდა სტეფანეს მონასტრისა. მამა გიორგი მოვიდა ათას ცხრაას ოცდაოთხში, მე კი მეორეთ რო მოვედი ათას ცხრაას ოცდაორში მოვედი და ამ რიცხვის მერე ბეთანიის მონასტერში ვართ. მრავალი გაჭირვება გავიარეთ, რამდენჯერ გაგვძარცვეს, რამდენჯერ აგვაწიოკეს, თუ ფუტკარი, თუ სახლში, თუ ძროხები, თუ მწყემსები. ძრიელ სულ მოკლებაში შევარდი. თუ მამა გიორგი არ მყოლიყო განმამხნევებელათ, აღარ შემეძლო ბეთანიაში დარჩენა, მაგრამ ჩემთვის სუყველ- გან ძნელი გახდა. ღმერთო, ამიერითგან მაინც მშვიდობა მომადლე, იყავნ, იყავნ!“ 1928 წელს მანგლისის ეპარქიის აღწერის დროს ბეთანიის მონასტერიც მოიხსენიება, რომელზეც ასევე მიწერილია სოფელ წვერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და სამრევლო 75 კომლით. 1929 წლის აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობის გამო, კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორემ მღვდელ-მონაზონ იოანეს (მაისურაძე) იღუმენის წოდება მიანიჭა, ხოლო მღვდელ-მონაზონი გიორგი (მხეიძე) — სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოვა. XX ს-ის 30-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) მამა იოანეს არქიმანდრიტის წოდება, ხოლო მამა გიორგის — იღუმენის წოდება მიანიჭა.
2-3 საპატრიარქოს უწყებანი N2 21-27იანვარი 2010წ 20
ბეთანიის მონასტერი (დასასრული)
1954 წელს ბეთანიის მონასტერში მივიდა ვასილ ფირცხალავა, რომელიც ერთი წლის შემდეგ ბასილის სახელით ბერად აღკვეცეს და კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკის (ფხალაძე) მიერ მღვდლად დაასხეს ხელი. მამა ბასილი 1960 წელს, ადრეულ ასაკში აღესრულა. 1957 წელს გარდაიცვალა არქიმანდრიტი იოანე, ხოლო 1962 წელს კი მონასტრის უკანასკნელი წევრი არქიმანდრიტი გიორგი, რომელიც გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე დიდ სქემაში აღიკვეცა იოანეს სახელით. მათი წმინდა სხეულები ბეთანიის მონასტრის ეზოში განისვენებს. 2003 წლის 18 აგვისტოს წმინდა სინოდის განჩინებით ისინი წმიდათა დასში შეირაცხნენ, აღმსარებელი მამების სახელით. ხსენების დღე დ დაწესდა 21 სექტემბერი. 1962 წლიდან ბეთანიის მონასტერი დროებით დაიხურა. მას მხოლოდ ერთი დარაჯი, იქვე მცხოვრები, აწ გარდაცვლილი ვანო წიკლაური უვლიდა. 1978 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მართლაც რომ სასწაულებრივად შეძლო იქ ორი ბერის გაგზავნა. იგი პირველი მამათა მონასტერი იყო, რომელიც ხანგრძლივი სულიერი ზამთრის შემდეგ გაიხსნა. მონასტერში მალე ჩამოყალიბდა პატარა საძმო, რომელმაც ნელ-ნელა შეძლო იქაურობის აღდგენა-გალამაზება და წირვა-ლოცვის განახლება. 1982 წლის აღწერით მონასტრის საძმო შემდეგ წევრებს ითვლიდა: იღუმენი იოანე (შეყლაშვილი), მღვდელ-მონაზონი გიორგი (ბედოშვილი), ბერ-დიაკონი ევსევი (სოხაძე), მორჩილი ანატოლი წულაია (ამჟამად მღვდელ-მონაზონი გაბრიელი, მოღგაწეობს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში). მამა იოანე 1987 წლამდე წინამძღვრობდა ბეთანიის მონასტერს, მის შემდეგ მონასტერს წინამძღვრობდნენ: არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე, მღვდელ-მონაზონი ანგია (ჩოხელი), არქიმანდრიტი საბა (კუჭავა). 2007 წლის 4 დეკემბრიდან მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი იაკობი (ბანძელაძე). მონასტრის საძმოს წევრები არიან იღუმენი ნაომი (ვაჭრიძე), მღვდელ-მონაზონი ლაზარე (ლიპარტელიანი), ბერი ლაზარე (გოგუაძე), ბერი ნიკოლოზი (მალაზონია), მორჩილი გიორგი მეტრეველი.
3 საპატრიარქოს უწყებანი N3 28 იანვარი-3თებერვალი 2010წ. 19
დეკანოზი რევაზ მეზვრიშვილი 1894-1989
დეკანოზი რევაზი 1894 წელს კახეთში, თელავის მაზრაში, სოფელ ოჟიოში მიტრი და ბაბალე მეზვრიშვილების მორწმუნე ოჯახში დაიბადა. მის გაჩენამდე მშობლებს 4 მცირეწლოვანი შვილი გარდაეცვალათ. თურმე პატარა რევაზიც ხშირად ავადმყოფობდა. ერთხელ დედამისს, როცა ჩვილს აკვანში არწევდა და თან საკუთარ უბედობაზე ტიროდა და მოსთქვამდა, სამი თეთრწვერა მოხუცი გამოცხადებია და უკითხავთ: რას მოსთქვამ, რა გაგჭირვებიაო. დედას თავისი განსაცდელის შესახებ უამბია და უთხოვია, ეს ერთი შვილი მაინც დამირჩინეთო. შუათანა თეთრწვერიანს უთქვამს — როცა წამოიზრდება, ერთი წლით აწყურის თეთრი გიორგის მონასტერში მიაბარეთ ბერებთან და გადარჩებაო. როგორც კი ცოტა წამოიზარდა მამა რევაზი, მშობლებმა იგი მართლაც მიაბარეს მონასტერში აღსაზრდელად. იმ პერიოდში აწყურის მამათა მოხასტერში მამა ათანასე (ზურაბაშვილი) მოღვაწეობდა, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში შეასწავლა პატარა რევაზს წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი. ერთი წლის შემდეგ იგი სახლში დაბრუნდა. ხუთი წლის შემდეგ, უკვე მოზრდილმა რევაზმა თბილისის სასულიერო სასწავლებელში ჩააბარა, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. სასწავლებლის დასრულების შემდეგ მან თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტერთან არსებული სამედავითნეო კურსები გაიარა და გორის ეპისკოპოს ანტონის (გიორგაძე) ლოცვა-კურთხევით მედავითნედ მსახურობდა. 1916 წლის 19 თებერვალს ქსნის ხეობაში, სოფელ ლარგვისის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს, თუმცა ოჯახური მდგომარეობის გამო, ამავე წლის 14 მარტს, თავისივე თხოვნით გათავისუფლდა ამ მსახურებიდან და მშობლიურ კუთხეში დაბრუნდა. იგი აწყურის თეთრი გიორგის სახელობის მამათა მონასტერში საბერო მორჩილად მიიღეს. 1916 წლის 28 აგვისტოს ალავერდელ ეპისკოპოს პიროსის (ოქროპირიძე) ლოცვა-კურთხევით, მორჩილი რევაზი შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერში გადაიყვანეს. შუამთის მონასტერში მოღვაწე გამოცდილ ერთად ბერმონაზვნებთან ყოფნა დიდი ნუგეში და სულიერი საზრდო იყო ახალგაზრდა მორჩილისთვის, მაგრამ სულ მალე ქვეყანაში მდგომა-რეობა ძირფესვიანად შეიცვალა. 1917 წლის თებერვალში რუსეთში მომხდარმა რევოლუციამ დაამხო მეფის ხელისუფლება და ამავე წლის 12 მარტს მცხეთაში, სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში შეკრებილმა ქართველმა მღვდელმთავრებმა და სამღვდელოებამ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია აღდგენილად გამოაცხადა. თითქოს ყველაფერი კარგად უნდა წარმართულიყო მრავალტანჯული ქართველი ერისა და ეკლესიისათვის, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს ქვეყნის დამოუკიდებლობაც აღადგინა. თუმცა ბოროტს არ ეძინა. ჯერ იყო და მენშევიკურმა ხელისუფლებამ შეუტია ეკლესიას და სამღვდელოებას, ჩამოართვა საეკლესიო მიწები და ამით მათ საარსებო საშუალე- ბა მოუსპო, შემდეგ კი კომუნისტურმა მმართველობამ საყოველთაო ომი გამოუცხადა რელიგიას. მონასტერში მყოფი ახალგაზრდა რევაზი მძიმე არჩევანის წინაშე დადგა. ან სამღვდელო ხარისხი უნდა მიეღო, ან ერში დაბრუნებულიყო. მონასტრის ძმობისა და იღუმენ ნიკოლოზის (მიქელაძე) ლოცვა-კურთხევით მან უკანასკნელი გზა აირჩია და სოფელში დაბრუნდა. იგი მალევე დაქორწინდა ლუბა ყურაშვილზე და მეურნეობას მიჰყო ხელი. ფიზიკუ-რად ძალიან ბევრს შრომობდა და კარგი და ძლიერი ოჯახიც შექმნა. 1943 წელს, ხელისუფლების ნებართვის შემდეგ,..
3-1 საპატრიარქოს უწყებანი N3 28 იანვარი-3თებერვალი 2010წ. 20
დეკანოზი რევაზ მეზვრიშვილი 1894-1989(დასასრული)
..შესაძლებელი გახდა, კვლავ ამოქმედებულიყო ეკლესიები და სამღვდელოებას საშუალება მი-ეცა, წირვა-ლოცვა და საეკლესიო წესები აღესრულებინა. მამა რევაზმა აწყურის თეთრი გიორ- გის მონასტერს მიაშურა, სადაც ჯერ კიდევ მოღვაწეობდნენ ძველი, ხელისუფლების მარწუხებს გადარჩენილი მოხუც ბერები. მათი დახმარებით მამა რევაზი ნელ-ნელა ჩაება საეკლესიო ცხოვრების ფერხულში და ღვთისმსახურების წესისა და განგების ცოდნა უმოკლეს დროში აღიდგინა. 1957 წელს, როდესაც აწყურის თეთრი გიორგის ეკლესიის მხცოვანი არქიმანდრიტი მელქისედეკი (ცელაძე) გარდაიცვალა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) რევაზს შესთავაზა სამღვდელო ხარისხი მიეღო. მართლაც, აღსრულდა ნება ღვთისა და ამავე წელს მას სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელი დაასხეს ჯერ დიაკვნად, მცირე ხანში კი მღვდლად. რის შემდეგაც იგი აწყურის თეთრი გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. მამა რევაზმა სამი ათეული წელი ღირსეულად იმსახურა აწყურის თეთრი გიორგის სახელობის მონასტერში და ვინ მოსთვლის, რამდენი ადამიანი მონათლა ამ პერიოდში, რამდენი ანუგეშა, რამდენს უქადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება და ქრის-ტეს გზაზე დააყენა. 1982 წლის ალავერდობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობის გამო მამა რევაზს დეკანოზის წოდება მიანიჭა და მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. 1984 წელს, თვალის ჩინის დაკარგვის გამო, მხცოვანი მოძღვარი წინამძღვრობიდან გადადგა. ალავერდელ მიტროპოლიტ გრიგოლის (ცერცვაძე) ლოცვა-კურთხევით მას წელიწადში 130 მანეთი დაენიშნა პენსიის სახით. მისი შვილიშვილი, ბატონი ირაკლი მეზვრიშვილი ასეთ ამბავს იხსენებს: „1987 წელს უკვე ლოგინად ჩავარდნილ მამა რევაზს თხოვნით მიუმართავს მეუფე გრიგოლისთვის, რომ ერთი წლის პენსია წინასწარ მიეცათ მისთვის, რადგან იგი გრძნობდა სიკვდილის მოახლოებას. მაგრამ მეუფე გრიგოლს უთქვამს, რომ მას კიდევ ორი წელი ჰქონდა ღვთისაგან ბოძებული“. მართლაც, აღსრულდა მეუფე გრიგოლის წინასწარმეტყველება და მამა რევაზი ზუსტად 1989 წელს, იმ ამბიდან ორ წელიწადში აღესრულა. იგი დიდი პატივით დაასაფლავეს სოფელ ოჟიოს წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე.
4 საპატრიარქოს უწყებანი N4 4-10 თებერვალი 2010წ. 19
არქიმანდრიტი ათანასე (ზაქარაშვილი) 1869-1967
არქიმანდრიტი ათანასე — ერისკაცობაში ვასილი, 1869 წლის 12 მაისს, ქუთაისის გუბერნიაში, სოფელ ნაგარევში, გლეხ იორდანე ზაქარაშვილის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. 1881 წელს თორმეტი წლის პატარა ვასილი თბილისში ჩამოვიდა და მოჯამაგირედ დაიწყო მუშაობა, ხოლო 1890-95 წლებში სამუშაოდ ვლადიკავკაზში გადავიდა. 1900 წელს ბერად შედგომის სურვილით გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერს მიაშურა. მომდევნო წლებში საბერო მორჩილება ჯერ შიომღვიმის, შემდეგ კი — მარტვილის მონასტრებში გაიარა 1917 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) ლოცვა-კურთხევით, მღვდელ-მონაზონმა ალექსიმ (შუშანია) მორჩილი ვასილი თეკლათის მონასტერში ბერად აღკვეცა და სახელად ათანასე უწოდა. ამავე წელს მეუფე ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ერთი თვის შემდეგ კი მღვდლად დაასხა ხელი და შიომღვიმის მონასტრის საძმოში განამწესა. მეუფე ლეონიდეს ლოცვა-კურთხევით, დროგამოშვებით, იგი შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა. 1921 წელს ქუთაის-გაენათის ეპარქიაში გადავიდა და გელათის მონასტრის საძმოში განაგრძო მოღვაწეობა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 1923 წლის 5-6 ივნისს გელათის მონასტერი დაიხურა და ბერმონაზვნებს იქ ცხოვრება აეკრძალათ. მამა ათანასე იძულებული გახდა, თავის მშობლიურ სოფელში ძმის ოჯახს შეკედლებოდა. აქ მან ააშენა ხის პატარა ქოხი, სადაც განმარტოებით ცხოვრობდა. სოფელ ნაგარევში იმჟამად ჯერ კიდევ მოქმედებდა გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, სადაც მამა ათანასეს წირვა-ლოცვის ჩატარებისა და საეკლესიო წესების აღსრულების საშუალება მიეცა. 1930 წელს სოფლის ხელმძღვანელობამ ეს ტაძარიც დახურა და სასუქის საწყობად აქცია, შემდგომ წლებში კი კინოკლუბად გადააკეთა. მამა ათანასე კვლავ ტაძრის გარეშე დარჩა, თუმცა არც ამის შემდეგ შეუწყვეტია მღვდელმსახურება: იგი თავის პატარა ქოხში იღებდა მრევლს, განამტკიცებდა მათ სარწმუნოებაში, ნათლავდა ბავშვებს და აპატიოსნებდა მიცვალებულებს. 1934 წელს ქუთა-თელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა სვიმონმა (ჭელიძე) ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მამა ათანასეს იღუმენის წოდება მიანიჭა. მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობისა, რაც სასულიერო პირთა დევნა-შევიწროებასა და ეკლესიების დარბევა-განადგურებაში გამოიხატებოდა, მამა ათანასეს სოფელში ყველა დიდ პატივს მიაგებდა. გაჭირ-ვებაში მყოფი მოძღვარი თავს ფიზიკური შრომით ირჩენდა, ამუშავებდა პატარა ბოსტანს და ჰყავდა 70 ძირამდე ფუტკარი. გარდა ამისა, სოფლის მოსახლეობიდან ბევრი ჩუმად ეხმარებოდა. ხელისუფლების ნებართვით, 1943 წელს შესაძლებელი გახდა, კვლავ ამოქმედებულიყო ეკლესიები და სამღვდელოებას საშუალება მიეცა წირვა-ლოცვა და საეკლესიო წესები აღესრულებინა. 1945 წლიდან იღუმენი ათანასე ოფიციალურად მიაწერეს ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარს, სადაც პერიოდულად ჩადიოდა წირვა-ლოცვის ჩასატარებლად, მირონის წამოსაღებად და ადგილობრივ საეპარქიო კრებებზე დასასწრებად. ძირითადად კი სოფელ ნაგარევში ცხოვრობდა. 1949 წლის 7 სექტემბერს, ეკლესიაში ხანგრძლივი და ერთგული მოღვაწეობის გამო, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა ეფრემმა (სიდამონიძე) მამა ათანასეს არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა და ეპარქიის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად დანიშნა. მამა ათანასე კიდევ მრავალი წელი ღირსეულად ემსახურა დედაეკლესიას და ღვაწლმოსილი აღესრულა 1967 წელს. მის დაკრძალვას მრავალი მღვდელმსახური დაესწრო და მიწას დიდი პატივით..
4-1 საპატრიარქოს უწყებანი N4 4-10 თებერვალი 2010წ. 20
არქიმანდრიტი ათანასე (ზაქარაშვილი) 1869-1967(დასასრული)
..მიაბარეს. იგი დასაფლავებულია სოფელ ნაგარევის სასაფლაოს შესასვლელში, მარჯვენა მხარეს, მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის ტაძართან ახლოს. შემორჩენილია 1941 წლის იანვარში დაწერილი მამა ათანასეს ანდერძი. ამ პერიოდში იგი ავადმყოფობდა და ამქვეყნიდან გასასვლელად ემზადებოდა. უცვლელად გთავაზობთ ამ ანდერძს: „1941 წელსა იანვრის თხუთ- მეტსა (15) დღესა დავწერე ეს ჩემი ანდერძი, მე, იგუმენმა ათანასემ იორდანეს ძე ზაქარაშვილმა. ვთხოვ ყველა ნათესავებს და მეგობრებს შენდობას, თუ ვისმეს რამე გაწყენიეთ, ანუ შეგაწუხეთ ჩემს აქ ყოფნაშიდ. საყვარელნო ძმებო და დებო, სულიერნო და ხორციელნო, მუხლმოდრეკით გთხოვთ, მაპატივოთ და მომიტევოთ ყოველივე ჩემი დანაშაულებანი და თქვენცა ჩემ მიერ იყვენით დალოცვილ და შენდობილი. დაგლოცოთ მამამ, ძემ და სულმა წმიდამ, ამინ! რადგან აქ მოაწია ჩემზედ ღვთის განჩინებამ, მე ვტოვებ ხვთის ბრძანებით ყოველივე ჩემ საცხოვრებელ ბინას და მივდივარ მსაჯულის წინაშე და ჩემ საკუთარ სახლს და ყოველივე ქონებას უტოვებ ჩემ ძმისწულს ზურაბს, რომელიც მე მყავს აყვანილი და დაწერილი კანონიერ შვილად. საყვარელო ძმებო, ჩემ დამარხვაზედ რაც შრომა გაწიოთ, მისი სასყიდელი მიიღეთ, ვანიას საჩუქრად მიეცით ხუთი ძირი ფუტკარი. საეკლესიო ნივთები რაც არის, თუ მიტროპოლიტმა არ მიიღო, მუზეუმში გადაეცით ყველაფერი. ნაგარევის ეკლესიის არის ორი სახარება და ბარძიმი და წიგნები, ზედვე აწერია დიდი ხვთისმშობლის ხატიც. დიდი კასროლი, ხერხი დიდი და პატარა ალმარი თუ გაიხსნას, გელათში გადაეცით, თვარა მუზეუმში. ქართული ნაწერი წიგნები ბავშვებს მიეცით, იკითხონ. ჩემი ძველი სახარება ქონდეს, ქართული ნაწერია და იკითხოს ზურაბმა, ჩემდა მოსახსენებელად. ამასთან, უბარებ მას, თუ გაიხსნას ჩვენში ეკლესია, საეკლესიო ნივთები რაც არის, წიგნები და ხატები, იქ მიეცით, ხოლო მაცხოვრის ხატი თვითონ ქონდეს სახლში. ამასთან, ჩემი შესამოსით მე უნდა შემმოსონ მთლათ. ჩემი ტანის სამოსი, რაც მე არ დამჭირდება, რავარცა უფლობდეთ, ისრე გააწესრიგეთ. ჩემი გულის ჯვარი მაცხოვრის ხატთან ჩამოკიდეთ და ქონდეს ზურაბს, ჩემდა მოსახსენებელად, ქარვაც ქონდეს, ხვთისმშობლის სანაწილეც ქონდეს მას. თუ იქნება ქუთაისში მიტროპოლიტი, უეჭველად მოიწვიეთ წესის აგებაზედ, მასთან რამდენიც იყოს მღვდელიც, ყველას ღირსეული გასამრ- ჯელო მიეცით. ორმოცის საწირავი მიეცით მიტროპოლიტს. გაკურთხოთ უფალმა. ძმებო და დებო, გადასახურავი არავის გამოართვათ, მე ჩემი ცხოვრება გამასვენებს. ჩემ საკუთარ ხელს ვაწერ, იგუმენი ათანასე, ყოფილი ვასილ ზაქარაშვილი იორდანეს ძე, დაბალი არხიმანიტი“.
5 საპატრიარქოს უწყებანი N5 11-17 თებერვალი 2010წ 26
იოსავების სასულიერო ოჯახი
XIX საუკუნის II ნახევარში სამეგრელოში, სოფელ ბიის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში მოღვაწეობდა მღვდელი შიო იოსავა, რომელსაც წესიერებითა და პატიოსნებით გამორჩეული ოჯახი ჰყავდა. იგი დაქორწინებული გახლდათ ანა ბოჯგუაზე, რომელთანაც ოთხი ვაჟი შეეძინა: ბართლომე, პროხორე, აქვსენტი და ანდრონიკე. მამა შიომ თავის შვილებს იმ პერიოდისათვის შესაბამისი განათლება მიაღებინა. ოთხივემ დაამთავრა სამეგრელოს სასუ-ლიერო სასწავლებელი და მათაც, მამის მსგავსად, მოძღვრის რთული, მაგრამ ტკბილი უღელი იტვირთეს (ანდრონიკეს გამოკლებით, მან საერო ცხოვრება აირჩია). უფროსი ძმა ბართლომე 1867 წლიდან ემსახურებოდა დედაეკლესიას. მოღვაწეობდა სამეგრელოს რაიონის სხვადასხვა სოფლებში. XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან ზუბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნეს. 1893 წლის 15 მაისს კამილავკით დააჯილდოვეს, ხოლო 1902 წლის აღდგომის დღესასწაულზე, ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობის გამო, წმინდა სინოდმა ანას III ხარისხის ორდენი უწყალობა. მამა ბართლომე 1910 წლის 5 ივლისს (ძვ. სტილით) გარდაიცვალა. მომდევნო ძმა პროხორე 1849 წელს დაიბადა.
5-1 საპატრიარქოს უწყებანი N5 11-17 თებერვალი 2010წ 27
იოსავების სასულიერო ოჯახი (გაგრძელება)
ოჯახში პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, რომლის დასრულების შემდეგ მედავითნედ დაიწყო მსახურება. XIX საუკუნის 70-იან წლებში იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) აკურთხა, შემდეგ კი მღვდლად დაასხა ხელი. მამის გარდაცვალების შემდეგ, 1893 წლის 23 ნოემბრიდან, ბიის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1905 წლის 5 აგვისტოს მამა პროხორე ნოჯიხევის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში განამწესეს. რამდენიმე წლის შემდეგ ისევ ბიის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში 1912 წლის 19 აპრილს, საეკლესიო წესების დარღვევის გამო, დააბრუნეს დროებით შეუჩერდა მღვდელმსახურება და უშაფათის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1913 წლის 29 მარტს ახალ აბასთუმნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. ამავე წლის 31 დეკემბერს აღუდგინეს მღვდელმოქმედება და უშაფათის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნეს. XX საუკუნის 20-იან წლებში კომუნისტებმა უშაფათის ეკლესია დახურეს და მამა პროხორეც იძულებული გახდა, ანაფორა გაეხადა. იგი 1935 წლის 8 სექტემბერს გარდაიცვალა და 14 სექტემბერს სოფელ ბიის სასაფლაოზე დაკრძალეს. მესამე ძმა აქვსენტიც სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის კურსდამთავრებული გახლდათ. XIX საუკუნის 80-იან წლებში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა და სოფელ ნოჯიხევის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად დაადგინა. ხოლო 1893 წლის მარტში მღვდლად დაასხა ხელი და ხორში-საგვასალიოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. რამდენიმე წლის შემდეგ საჩიჯავოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადა- იყვანეს. 1904 წლის 15 იანვარს ხეთის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში დაადგინეს, სადაც 1924 წლამდე მსახურობდა, ვიდრე კომუნისტებმა ეკ- ლესია არ დაანგრიეს და მღვდელმსახურება არ აუკრძალეს. მღვდელი აქვსენტი 1939 წლის 9 აპრილს გარდაიცვალა. დაკრძალულია სოფელ ხეთის საერო სასაფლაოზე. მამა აქვსენტის ტრაგიკული ცხოვრების შესახებ მცირე მოგონებები შემოგვინახა მისმა უმცროსმა შვილიშვილმა — ციალა იოსავამ, რომელიც მოგვითხრობს, თუ რა გადაიტანა მისმა ოჯახმა და რა აუტანელ პირობებში უხდებოდათ ცხოვრება: „შიო იოსავა ბიის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი იყო (გარდაიცვალა 1893 წლის 23 ნოემბერს, ძვ. სტილით). იგი დაკრძალულია ამავე ტაძრის კარიბჭესთან. 1937 წელს ბოლშევიკებმა ააწიოკეს მამა აქვსენტის ოჯახი, გაანად- გურეს საეკლესიო ნივთები — სახარება, ბიბლია, ჯვარ-ხატები. დაამსხვრიეს და დაწვეს ყველაფერი. დაჭერას შვილმა ერასტიმ (ყოფილი დიაკონი) გადაარჩინა, მაგრამ მალევე აღესრულა მორალური შეურაცხყოფისაგან (ის ხომ გაპარსეს, აბუჩად აიგდეს, დასცინეს...). ეს ყველაფერი ხდებოდა მისი შვილის, ერასტის თვალწინ. მან წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ დაჭერით დაემუქრნენ, აგრეთვე ცოლ-შვილის აწიოკებით და ამიტომ შეურიგდა ბედს. მამა იხსენებდა და მიყვებოდა, რომ ვერ იტანდა კომუნისტებს, რადგან თვითონაც დიდი რეპრესიები გადაიტანა, როგორც მღვდლის შვილმა (ასევე, როგორც ყოფილმა დიაკონმა) და ჰყავდა ძვირფასი მეგობრები, რომელთა ბედი, რატომღაც მამასაც შეეხო (ესენი იყვნენ რაიკომის მდივანი: იუსტინე გვასალია და თანამდებობის პირი სარდიონ მაღლაკელიძე, მათაც სდევნიდნენ 37-იან წლებში ზუგდიდში). მამამ დამალვით გადაირჩინა თავი. ის 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიუხედავად დევნისა, იგი ჩუმად ეწეოდა ეკლესიურ ცხოვრებას სახლში, მარხულობდა, ლოცულობდა და, რაც მთავარია, ნატრობდა მათ დამხობას მამამ მიმიყვანა სიონის ეკლესიაში პირველად და მითხრა: „შვილო, აქ იარე. ფრთხილად იყავი, ინსტი- ტუტიდან არ გამოგრიცხონ“ და მეც არ ვაყოვნებდი, დავდიოდი 1952 წლიდან − დღემდე... ამჟამად ვარ სართიჭალის წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ეკლესიის მრევლი. მამაჩემს რაიმე გართულება თუ ექმნებოდა რელი..
5-2 საპატრიარქოს უწყებანი N5 11-17 თებერვალი 2010წ 28
იოსავების სასულიერო ოჯახი (დასასრული)
......გიასთან, ქრისტიანობასთან და აგრეთვე კომუნისტებთან. მამა ძალიან კარგი ხასიათის კაცი გახლდათ, შვილებზე გიჟდებოდა, ყველა ერთნაირად ვუყვარდით. ოთხი ქალიშვილის მამა ამაყობდა ჩვენი პატიოსნებითა და სიკეთით იმ დროში. მან იცოდა, რომ მარტო ეს არ იყო საკმა- რისი, მაგრამ რა ექნა რელიგიადავიწყებულ ხანაში? ის იუმორით სავსე კაცი იყო, მაგრამ ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა კომუნისტებთან და ჩემთან საუბრით იოხებდა გულს...ზუსტად იმ ზაფხულს, რომ ჩამოვედი, მაინცდამაინც არ მესიამოვნა მისი ხასიათი. ის ჩემთან საუბარს ვერ ახერხებდა... ჩემი დები სამსახურში რომ წავიდნენ, მარტო დავრჩით (დედა ადრე გარდაიცვალა, მამამ მეორე ცოლის მოყვანაზე უარი თქვა); უნდოდა, რაღაც ეთქვა და ვერ ახერ-ხებდა, ისევ მე ვიაქტიურე: „მამა, რაღაც არ მომწონს შენი გამომეტყველება, რამე ხომ არ გაწუ- ხებს?“ — ვკითხე. — ხო, შვილო! — მითხრა მან, ადგა, გავიდა მეორე ოთახში და გამოიტანა ჟურნალი; კარგად არ მახსოვს ჟურნალის დასახელება, მხოლოდ ორენოვანი იყო - მეგრულ-ქართული. წაიკითხეო მითხრა. ჟურნალი ეკუთვნოდა თედო სახოკიას (დღესაც ჟრუანტელი მივლის მისი სახელის გახსენებაზე)... წავიკითხე და რას ვხედავ, ბაბუა აქვსენტი ყავს აუგად მოხსენებული, თითქოს ის ჯვარს წერდა არასრულწლოვანებს, ფულს იღებდა ქრთამის სახით საბუთების შედგენის დროს, წირვა-ლოცვას არ ასრულებდა, თუ ფულს არ მისცემდნენ (ალბათ წესის აგებას გულისხმობდა, კარგად არ მახსოვს, 50 წლის წინანდელი ამბავია). წაკითხვის შემდეგ, მახსოვს, გამოვვარდი მამასთან და ვიყვირე, ვინ არის ეს გარეწარიმეთქი და მამას ქალივით ტირილი აუტყდა. მე მოვეხვიე, დავამშვიდე და ვუთხარი: ნუ, მამა, ნუ ტირი, მე მაგას ვაჩვენებ სეირს — მეთქი...მაგრამ მამამ დამამშვიდა და მითხრა: „არა, შვილო, არ ღირს, ის კომუნისტების ჭიას ახარებსო“ და მომიყვა, ვინ იყო ეს კაცი: თურმე ბაბუაჩემის კარებთან ყოფილა გაზრდილი, გაჭირვებული, ღარიბი ოჯახი ჰქონიათ და მათ ბაბუა ეხმარებოდა ყოველმხრივ, მატერიალურად, თუ სულიერად... ბევრი რამ მიამბო, რაც არ ღირს მოსა-ყოლად... მე ის ჟურნალი ცეცხლში შევაგდე და დავწვი. ასე გაგვამწარა მე და მამა თედო სახოკიამ“.
6 საპატრიარქოს უწყებანი N6 18-24 თებერვალი 2010წ 25
დეკანოზი დავით გარსიაშვილი (1870-1957)
დეკანოზი დავით ზაქარიას ძე გარსიაშვილი 1870 წლის 22 სექტემბერს სოფელ საგარეჯოში, მედავითნისში დაიბადა. მამამისი ზაქარია გარსიაშვილი დავით გარეჯის მონასტერში იყო გაზრდილი და ქართლ-კახეთის სხვადასხვა ტაძრებში მსახურობდა მედავითნედ. იგი ადრე გარდაიცვალა და ოთხი მცირეწლოვანი შვილი დედამ — ნინომ გაზარდა. 1883-87 წლებში პატარა დავითი თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, რომლის დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. სემინარია დავითმა 1893 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. სემინარიის დასრულების შემდეგ დავითი დაქორწინდა სოფიო ედიშერის ასულ ნუკრაძეზე, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა: გიგლა, არჩილი, ბაბილინა და შოთა. 1893 წლის 24 აგვისტოდან 1895 წლის 18 დეკემბრამდე — დიდუბის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულს ასწავლიდა. სკოლის მოწაფეთაგან შეადგინა გუნდი, რომელიც ორშაბათობით ტაძარში ქართულ-რუსულ ენაზე გალობდა. 1895 წლის 19 დეკემბერს დიაკვნად აკურთხეს, ერთ კვირაში კი მღვდლად დაასხეს ხელი და კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში დიაკვნად განამწესეს.
6-1 საპატრიარქოს უწყებანი N6 18-24 თებერვალი 2010წ 26
დეკანოზი დავით გარსიაშვილი (1870-1957)(გაგრძელება)
1896 წელს კუკიის ეკლესიასთან გაიხსნა სამრევლო დაწყებითი სკოლა, სადაც მამა დავითი ოთხი წლის განმავლობაში ყველა საგანს ასწავლიდა. 1901 წლის 6 მაისს საგვერდულით დააჯილდოეს, ხოლო 1902 წლის 25 მარტს სკუფია უბოძეს. 1904 წლის 29 ოქტომბერს მამა დავითი თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში დიაკვნად გადაიყვანეს. ნეველის ეკლესიაში მან მცირე ხნით იმსახურა, შემდეგ, თავისივე თხოვნით, ისევ კუკიის ეკლესიაში დააბრუნეს. ხოლო 1914 წლის 6 მაისს კამილავკით დააჯილდოეს. 1914-18 წლებში, პირველი მსოფლიო ომის დროს, მამა დავითი დასავლეთ ფრონტზე 335 სამხედრო-საველე ჰოსპიტლის მღვდლად მსახურობდა. ამ მსახურებისას იგი სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოეს და დეკანოზის წოდება მიენიჭეს. 1918 წელს დეკანოზი დავითი საქართველოში დაბრუნდა და ისევ კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში დაინიშნა მსახურად. 1921 წელს საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა: დამყარდა ათეისტური, ბოლშევიკური ხელისუფლება. გახშირდა სასულიერო პირთა დევნა, რაც საერთო ისტერიაში გადაიზარდა, ინგრეოდა ეკლესიები, ნადგურდებოდა საეკლესიო ქონება, ამცირებდნენ და უსაზღვროდ ავიწროებდნენ სასულიერო პირებს. ეკლესია სახელმწიფოსაგან ფორმალურად გამოყოფილი იყო, მაგრამ ხელისუფლება აშკარად ერეოდა ეკლესიის საქმეებში. გამონაკლისი არც მამა დავითის ოჯახი გახლდათ, მისი ორი ვაჟი გიგლა და არჩილი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები იყვნენ. 1924 წლის აგვისტოს ცნობილ აჯანყებაში ისინიც აქტიურად მონაწილეობდნენ, რის გამოც ორივე დააპატიმრეს. ამავე წლის 1 სექტემბერს გიგლა დახვრიტეს. ამის გამო, მცირე ხნით დაპატიმრებული იყო თავად მამა დავითიც. 1922 წლის ივნისიდან იგი ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მეორე მღვდლად განამწესეს. 1926 წელს ენქერით დააჯილდოეს. 1933 წლის აპრილში კომუნისტებმა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია დაანგრიეს და იქ ვერის ბაღი გააშენეს. დეკანოზი დავითი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით, სიონის საპატრიარქო ტაძარში გადმოიყვანეს. 1945 წლის მაისში, თავისი თხოვნის საფუძველზე, კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მეორე მღვდლად დაინიშნა. მალევე კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით თბილისის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს. 1953 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) ამავე ტაძრის წინამძღვრად დაადგინა. დეკანოზი დავით გარსიაშვილი 1957 წლის 3 აგვისტოს გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის ეზოში. მამა დავითი გამორჩეული სასულიერო პირი გახლდათ XX საუკუნის I ნახევრის ქართული ეკლესიის ისტორიაში. იგი საუკეთესო მქადაგებელი იყო. საბედნიეროდ, ჟამთა სიავეს გადაურჩა და შემორჩა მის მიერ წარმოთქმული ღვთივსულიერი ქადაგებები. ერთ-ერთი ასეთი ქადაგება მან წარმოთქვა 1931 წლის 1 მარტს, ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში, დიდმარხვის პირველ კვირიაკეს, მართლმადიდებელთა ზეიმზე, სამწუხაროდ, ეს ქადაგება ბოლონაკლულია: „მორწმუნენო! ყველამ ვიცით, რომ ამჟამად წმიდა დიდმარხვა არის. ამ მარხვის პირველი კვირიაკე უკვე გავატარეთ. გვესმის დიდ-მარხვის მნიშვნელობა ჩვენი სუ-ლისა და ხორცისათვის. ამ შეგნების გავლენით დავიარებით ეკლესიებში, ვლოცულობთ, ვმარხულობთ, ღვთისაგან დაწესებულს ორ დიდ საიდუმლოებას — სინანულსა და ზიარებას — ვასრულებთ ქრისტეს მცნებათა მიხედვით და მოციქულთა და წმიდათა მამათა მაგალითებით და რჩევა-დარიგებებით ქველის-ვმოქმედებთ კიდეც. რას ნიშნავს ყველა ეს? რის მაჩვენებელია ასეთი ყოფა-ქცევა ჩვენი? ჩვენი ასეთი ცხოვრება ნათლად გვიჩვენებს და აღნიშნავს, ქრისტიანენო, ჩვენს ღვთისნიერებას, სჯულიერებას, მორწმუნეობას. ჩვენი ასეთი ყოფა-ქცევით საჯაროდ ვადასტურებთ, რომ არსებობს უხილავი ძალა, კაცის გონებისათვის მიუწვდომელი, გამოუკვლეველი და გამოუძიებელი უმაღლესი გონიერება ღმერთი. რომ მხოლოდ ასეთი გონიერება ღმერთი არის მამა ყოვლისამპყრობელი, შემოქმედი ცათა, ქვეყანისა, წარმომშობელი დიად ბუნებისა, და მის მრავაფეროვან მოვლენათა და ძალთა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა; რომ ბუნების მოვლენა და გვირგვინი და მფლობელი კაციც ღვთის დანაბადია; და რომ კაცს ღვთისაგან აქვს შთაბერილი სული უკვდავი და გონი ; რომ კაცის გვამი თავ მოციქულის პავლეს სწავლით: „ტაძარია ღვთისა და სადგური სულისა წმიდისა“ (1 კო- რინთ. III, 16); რომ კაცის ასეთ უმაღლეს დანიშნულების გვამში ჩაქსოვილია ნიჭნი და ნაყოფნი სულისა წმიდისანი, რომელნიც არიან: შიში ღვთისა, ღვთიმსახურება, ძლიერება, ზრახვა, მეცნიერება, გულისხმისყოფა, სიბრძნე, სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიტკბოება, სახიერება, სარწმუნოება, მყუდროება, მოთმინება... და აგრეთვე მოწყალებათა შემდეგი საქმენი, ხორციელნი და სულიერნი: ჭმევა მშიერთა, სუმევა მწყურვალთა, შემოსვა შიშველთა, შეწყნარება უცხოთა, მოკითხვა სნეულთა, მიხედვა პატიმართა, დაფვლა მიც- ვალებულთა, მოქცევა ცოდვილთა, სწავლება უმეცართა, განმართვა დაბრკოლებულთა, ნუგეშინისცემა მწუხარეთა, მოთმინებით ატანა უსამართლოებისა, მიტევება შემცოდეთა, ვედრება ღვთისა საცხოვნებელად მოყვსისა. ნათქვამი ვსთქვათ მოკლედ: წმიდა დიდმარხვის დროს ჩვენი ბეჯითი ლოცვა, მარხვა, სინანული, ზიარება და კეთილი საქმეები ხმამაღლად, ქუხილისებური
6-2 საპატრიარქოს უწყებანი N6 18-24 თებერვალი 2010წ 27
დეკანოზი დავით გარსიაშვილი (1870-1957)(გაგრძელება)
გრგვინვით, მღაღადებელნი და დამმოწმებელნი არიან იმისა, რომ არის ღმერთი და მისი განგება; რომ ჩვენსავით ჩაგრულთა, დევნულთა, მაშვრალთა და ტვირთმძიმეთათვის, უღვთოთ წამებულ დიდ ილიას თქმით: „ღმერთია ყველას მშველელი, მხსნელი, ღვთით არ განწირულს ყველგან წინ უძღვის მისი მარჯვენა შემწყნარებელი“... ჩვენი ასეთი რწმენისა გამო, წმიდათა ანგელოსთა და მთავარანგელოსთა და ყოველთა ზეცისა უხორცოთა ძალებთან ერთად, ჩვენ, მორწმუნენი, დღე-მუდამ ვუგალობთ ღმერთს და ვიტყვით: „წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ, უფალო, საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა შენითა!“ ჩვენი ასეთივე რწმენის საბუთით ჩვენ, მორწმუნენი, „მოველით აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნისასა“... მაგრამ, ქრისტიანენო, ამა და იმ ქვეყნებში ღვთის მგალობელთა, მაკურთხეველ- თა, თაყვანისმცემელთა, დიდებისმეტყველთა და მმადლობელთა გუნდთ და ბანაკთ უპირისპირდებიან, გზას უღობავენ და უჭრიან, საშვალებას და გასაქანს უბორკავენ და უსპობენ სხვანი, საკმაოდ დიდი ღონის და ძალის მქონენი ბანაკნი უღვთოთა, უსჯულოთა და ურწ-მუნოთა. ამ სხვათა ბანაკთაგან წარმოშობილნი და გამოსულნი უღვთონი, უსჯულონი და ურწმუნონი აშკარად, მოურიდებლად, თამამად, ამაღლებული ხმით და ანგარიშმიუცემლად გაჰკივიან, რომ არ არის ღმერთი და არც არავითარი მისი გუნდნი და ბანაკნი წმიდათა ან- გელოსთა, და მთავარანგელოსთა და ყოველთა ზეცისა ძალთაო. არისო, გაიძახიან ასეთნი, არა ღმერთი, არამედ მხოლოდ ბუნება და ბუნების აურაცხელნი სხვადასხვა მოვლენანი... არისო მატერია, — ანუ ნივთიერება, და არა უმაღლესი, მიუწვდომელი, გამოუკვლეველი და გამოუძიებელი, უკვდავი და გონიერი სულიო... უღმრთოთა, უსჯულოთა და ურწმუნოთა ასეთი თვალსაზრისით და გონების ნააზრევით და ნამოქმედარით, მაშასადამე, არც კაცია ღვთის დანაბადი და სულით და გონებით მისი ხატება და მსგავსება... კაცის არც გვამია „ტაძარი ღვთისა და სადგური სულისა წმიდისა“... მათი სწავლით კაციც იმავე ბალახისმჭამელ ცხოველთა მოდგმისა, მსგავსებისა და დანიშნულებისა ყოფილა... კაცსა და ცხოველს შორის განსხვავებას ჰხედავენ უღვთონი, უსჯულონი და ურწმუნონი მხოლოდ იმაში, რომ პირველი მეტყველი და გონიერია, მეორე კი პირუტყვი და უგონოა ან და ნაკლები და განუვითარებელი გონებისა... მათი შეხედულობით, კაცი სანამ ცოცხალია, აზროვნებს, მოქმედებს, სჭამს, სხვამს და სხვადასხვა გართობებს ეძლევა... მოკვდა იგი და ცხოველოთა მსგავსად მოისპო, მიწაში სხვაგვარ მატერიად, ― ნივთიერებად, გადაიქცა... მორჩა და გათავდა... იყო და აღარ არის აქ, ამ დედამიწის არემარეზე, არის კაცის დასაწყისი, აქვე არის მისი დასასრულიო... არ იქნება არც აღდგომა მკვდრეთით და არც ცხოვრება მერმისა მის საუკუნესისაო... ღმერთი, სჯული, სარწმუნოება, რელიგია, კაცთა გონების დამაჩლუნგებელი და დამაძინებელი ბანგიაო... ცრუმორწმუნებააო... მუქთახორა კულტის მსახურთა, მღვდელთა მოგონილიაო... ასე ამბობენ ყველგან ყოველთვის უღვთონი, უსჯულონი და ურწმუნონი... მორწმუნენო! ღვთისნიერება და უღვთოობა, სჯულიერება თუ უსჯულოება, მორწმუნეობა თუ ურწმუნოება კაცთა შორის არ ახალია, ძველთაგან ძველია. ღმერთის ყოფნა და არყოფნა მარტო ჩვენი დროით როდი გა-ნიზომება და აიწონება, ამოიწურება. მას აქვს შორეული წარსული. დასაწყისი ღვთის აღიარებისა და უარყოფისაც ქვეყნის წარმოშობის ხანაში უნდა ვეძიოთ. დიდი, წმიდა და სიბრძნით სავსე საუცხოვო წიგნის — ბიბლიის სწავლით ქვეყნიურ სამოთხეში შემოქმედს ღმერთსა და კაცობრიობის წარმომშობელთა პირველ კაცთა ადამ და ევას შორის გამუდმებული ბაასი წარმოებულა; ღმერთსა და კაცთა შორის ბაასს კი ლოცვა და ღვთისმსახურება ეწოდება, რაიც გამომხატველია ადამიანის ღვთისნიერებისა, სულიერებისა და მორწმუნეობისა... აგრეთვე, როგორც უკვე ვთქვით, უღვთოობა, უსჯულოება და ურწმუნოებაც არ ახალია, ძველია, იგიც შორეული წარსულისაა... საღმრთო წერილის სწავლით ხილულ ქვეყნის გაჩენამდე უხილავ ქვეყანაში ღვთაებრივ ნათელში მყოფთა კეთილ ანგელოზთა შორისაც უჩენია თავი ღვთის ურჩობას. ერთი უმთავრესთაგანი ანგელოზი გაამპარტავნებულა, გაამაყებულა, გადიდგულებულა, დამბადებელის ღვთის მსახურება და მორჩილება უუკადრისია, უკუგდია და უარყვია, მიზანს ვერ მისწვდომია და დაცემულა; ღვთისაგან თავისუფლებით აღჭურვილს თავისუფლება ასე ბოროტად მოუხმარია. ამ ბოროტად ქცეულს მთავარ სულს ანგელოსთა შორის მიმდევარნიც აღმოსჩენია; და ყველა ამათ ღვთაებრივ ნათელსა შინა ცხოვრების უფლება დაუკარგნიათ. და ამნაირად კეთილად დაბადებულნი ღვთისმსახურნი თავისუფალი ანგელოსნი გაყოფილან ორ ბანაკად; შექმნილან ერთის მხრივ ღვთის სამსახუროდ და საქებ-სადიდებლად და კაცთა სარწმუნო წინამძღვრებად და სულთა და ხორცთა მცველებად ბანაკნი წმიდათა ანგელოსთა, მთავარანგელოსთა და ყოველთა ზეცისა უხორცოთა ძალთა; და წარმოშობილან ბანაკნი ბოროტთა ანგე...
6-3 საპატრიარქოს უწყებანი N6 18-24 თებერვალი 2010წ 28
დეკანოზი დავით გარსიაშვილი (1870-1957)(დასასრული)
...ლოსთა, ანუ ეშმაკთა, მავნე სულთა მოღალატეთა, გაუტანელთა, ცილისმწამებელთა, მაბეზღართა, ავსაქმეთა მქნელთა და მრჩეველთა, კაცთა სულიერად და ხორციელად დამღუპველთა, შემმუსვრელთა და უფსკრულში გადამჩეხველთა და წარწყმედელთა... ამ ნათქვამ საღმრთო წერილის სწავლაში კეთილ და ბოროტ ანგელოსთა წარმოშობის შესახებ დიდი აზრია ჩაქსოვილი და ჩაწნული, მორწმუნენო! ნათქვამი ნათლად ადასტურებს იმას, რომ ქვეყნის დასაბამიდანვე ბრძოლა არსებულა და წარმოებულა მუდმივად სიკეთესა და სიბოროტეს, ღვთისნიერებასა და უღვთოებას, სჯულიერებას და უსჯულოებას, მორწმუნეობასა და ურწმუნოებას შორის. ბიბლიის წელთ აღრიცხვით ადამ და ევას ქვეყნად მოვლინებიდან ქრისტესშობამდე 5508 წელს გაუვლია: ქრისტეს შობიდან დღევანდლამდე, როგორც ვიცით ყველამ, 1931 წელია და მაშასადამე, სულ კაცთა გაჩენიდან ჩვენამდე ქ. 439 წლის ისტორიული ცხოვრების მანძილია (5508 6. + 1931 6. = J. 439 6). და აი, ამ დიდი ხნის განმავლობაში რელიგიური მიმდინარეობაც არსებობს და არ მოსპობილა იგი და რელიგიის წინააღმდეგი ბრძოლა და მისი სასტიკი ზომებიც ფრთაგაშლილია. კაცობრივობის ისტორიას ახსოვს, რომ ბევრჯერ ღვთისნიერობას, სჯულიერობას და მორწმუნეობას გამარჯვების ნიშნად აღუმართავს მაღლა თავისი დროშა; და ბევრჯერაც უღვთოობას, უსჯულოებას და ურწმუნოებას გაულესნია ხანჯალი და სხვა მრავალგვარი მახვილი, მუხანათურად უშიშვლებია და მძლავრად მოუქნევია პირველის გასაქრობად და ძირიანფესვიან ამოსაგდებად. მორწმუნენო! ჩვენ ამქვეყნად მოვლინებულნი ადამიანნი, მცირე დროისანი ვართ. საღმრთო წერილის სწავლით, რაც ბევრჯერ გვითქვამს ამ წმიდა ამბიონიდან, ჩვენი სიცოცხლე თივისა, ყვავილისა და კვამლის სადარია. ხანგრძლივობა კაცთა სიცოცხლისა დედამიწაზედ იშვიათ შემთხვევებში თუ აღემატე- ბა 70-80 წლებს. „მწირნი ვართ წინაშე უფლისა და წარმავალნი, ვითარცა ყოველნი მამანი ჩვენნი“ (ნეშტთა 39. 15). ამ ნათქვამით ცხოვრების მქონეთათვის ამ ქვეყნად რა უფრო ხელსაყრელია და სამჯობინარი: ღვთის აღიარება, თუ მისი უარყოფა, სჯულის დაცვა თუ მისი აბუჩად აგდება, ფეხქვეშ გათელა, შეგინება და უსჯულოების გამეფება? სარწმუნოების თავისუფლება, ხელშეუხებლობა, შეწყნარება, შეგუება-შეთვისება და შეყვარება, თუ მისი დევნა, შეუწყნარებლობა, შეუგუებლობა-შეუთვისებლობა და მძულვარება ურწმუნოების სასტიკი ფარ-ხმალით, სისხლის სმის და კაციჭამიობის მდომით? საღმრთო-საეკლესიო და სამოქალაქო ისტორიიდან სანიმუშოდ მოყვანილი მაგალითები გაგვცემენ სწორ პასუხს ამ დასმულ კითხვებზედ...“
7 საპატრიარქოს უწყებანი N7 25თებერვალი-3მარტი 2010წ. 26
ოსეთში სახარების თავგამოდებული მქადაგებელი მღვდელი ნესტორ ბაკურაძე 1861-1931
მღვდელი ნესტორ ნიკოლოზის ძე ბაკურაძე 1861 წელს, ქვემო რაჭის მთიან სოფელში, ზნაკვაში დაიბადა. ეკუთვნოდა სასულიერო ოჯახს. რვა წლის ნესტორი უფროს ძმებს წამოუყვანიათ კახეთში, სოფელ კისისხევში. მალე იგი აღსაზრდელად მიაბარეს შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერში, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა წერა-კითხა, საღმრთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი. 1878 წლის 2 ივლისს კავკასიაში ქრისტიანობის ამღდგენელ საზოგადოებამ სოფელ აბანოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესის მედავითნედ განამწესა. 1881 წლის 1 ოქტომბერს ვლადიკავკაზის ეპარ- ქიაში გადაიყვანეს და სოფელ ხუმლაგის სამრევლოს მედავითნედ დაინიშნა. 1886 წლის 2 იანვარს ვლადიკავკაზის ეპისკოპოსმა ვლადიმერმა დიაკვნად აკურთხა. ამავე წლის 16 მარტს მღვდლად დაასხა ხელი და ხუმლაგის სამრევლოს წინამძღვრად დაინიშნა. 1887 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1889 წლის 1 სექტემბერს ამავე სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1890 წლის 15 თებერვალს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების წევრად აირჩიეს. 1894 წელს იმპერატორ ალექსანდრე III სახელობის სამახსოვრო ვერცხლის მედალი უბოძეს. 1895 წლის 20 თებერვალს ვლადიკავკაზის ეპარქიის X ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად დაინიშნა. 1896 წლის 30 სექტემბერს ტალიბანის (სანების) სამრევლოს წინამძღვრად გადაიყვანეს. 1898 წლის აღდგომას ხავერდისფერი სკუფიით დააჯილდოვეს. ჩრდილო ოსეთში მამა ნესტორის ნაყოფიერი მოღვაწეობა წლების განმავლობაში ფართოდ შუქდებდებოდა გაზეთ „ივერიაში“. აი, რას წერდნენ ისინი თავის ერთ-ერთ ნომერში: „სწორედ ორი წელიწადი შესრულდა, რაც სანების სამრევლოში მხურებდა მღვდელი მამა ნ. ბაკურაძე. ეს მღვდელი პირველად სოფელ ხუმელაგში იყო, იქიდან აქ გადმოიყვანეს, ხუმელაგელებმა სახსოვრად გულის ჯვარი მიართვეს, ადრესი ოსურს ენაზედ და სოფლის განაჩენი. გადმოვიდა თუ არა სანებაში მამა ბაკურაძე, თავისი მამობრივი ყურადღება მიაქცია „რენეგატებს“ (მიქცეულნი). მოძღვარი ყველას თავმდაბლად ესაუბრებოდა და ყველასთვის დაუზარელი იყო ჭირსა თუ ლხინში. ამიტომაც ბევრს მიქცეულთ და მაჰმადიანთ მოულბო გული და შემოუერთა მართლმადიდებელს ეკლესიას. დღეს მისისავე თხოვნით მ. ნ. ბაკურაძე გადაიყვანეს ქრისტიანის სოფელში. სანებლებმა მიართვეს მას ვერცხლით შეჭედილი კვერთხი ზედ წარწერით: „ჩვენს ძვირფას მოძღვარს, მამა ნესტორ ბაკურაძეს, მისი მოსიყვარულე სანებლებისაგან, 1898 წ. დეკემბრის 25-სა დღესა“. ეს პატივცემული მოძღვარი ქრისტიანებზედ ნაკ..
7-1 საპატრიარქოს უწყებანი N7 25თებერვალი-3მარტი 2010წ. 27
ოსეთში სახარების თავგამოდებული მქადაგებელი მღვდელი ნესტორ ბაკურაძე 1861-1931(გაგრძელება)
.... ლებ არ უყვარდათ მაჰმადიანებსაც. სხვა სოფელში მისი გადასვლა რომ გაიგეს, ერთი ორმოცდაათის წლის დედაკაცი, გეკა თორჩინოვი, მივიდა იმისთან და სთხოვა: „მამაო, შენმა ტკბილმა მოძღვრულმა სიტყვებმა ისე მიმიზიდა, რომ მსურს მართლმადიდებელ ეკლესიას შემოვუერთდე. ამიტომ, გთხოვ, არ დამტოვოთ ისე, რომ წმინდა ნათლისღება არ მიმაღე- ბინოთ. იმასაც-კი გეტყვი, რომ თუ შენის ხელით არ მოვინათლე, შემდეგ ისევ ჩემსავე უწინდელს რჯულს არ გადავალო“. 25 დეკემბერს მ. ნ. ბაკურაძემ ეს მანდილოსანი შემოუერთა მართლმადიდებელ ეკლესიას და უწოდა სახელად დარია. გაცილების წინა დღეს სოფელმა გაუმართა სადილი თავისს მოძღვარს. სადილზედ მოიწვიეს დარღავსის მღვდელი ილია გახოკიძე და ხიდიყურისა — ესტატე ჯანუევი. სადილის მეორე დღეს დიდიან-პატარიანად სანებლებმა გამოაცილეს მ. ნ. ბაკურაძე და უსურვეს დღეგრძელობა. მოძღვარმაც თავისის მხრით დალოცა მრევლი, დაარიგა და გაემართა ახალ მრევლში. 1898 წლის 27 ნოემბერს სოფელ ნებითი-ქრისტიანის სამრევლოს წინამძღვრად განამწესეს. გაზეთმა „ივერიამ“ ეს მოვლენად გააშუქა თავის ფურცლებზე, სადაც წერდნენ: „ეს სოფელი ქ. კავკაზიდან 46 ვერსით მოშორებულია, ბარი ალაგია და შესდგება ათასი – კომლისაგან. მცხოვრებნი გვარ-ტომობით დიგორელი ოსები არიან, ასე რომ, იმათს ენასა და სხვა ოსების ენას შორის დიდი განსხვავებაა. სწავლა-განათლების მხრივ მთელს ოსეთში ამ სოფელს პირველი ალაგი უჭირავს. შუა სოფელში ვებერთელა ორკლასიანი ვაჟების საეკლესიო-სამრევლო სკოლაა და ქალებისა — ერთკლასიანი. ამ სოფელს აგრეთვე აქვს ორი წერა-კითხვის სკოლა, რომელთაც ცალკე მას- წავლებელი ჰყავს. როგორც ზეპირი გადმოცემა ამბობს, აი, რათ ეძახიან ამ სოფელს „ნებითი-ქრისტიანის“ სოფელს: უწინდელს დროს, რასაკვირველია, ყველა ესენი მთაში ცხოვრობდნენ. როცა დიგორის მთებიდგან გადმოსახლდნენ ბარად, მაშინდელმა მთავრობის წარმომადგენელმა წინადადება მისცეს თურმე გადმოსახლებულთ: „ვის გსურთ ქრისტეს რჯული და ვის მაჰმადისაო“. ხალხი შუაზედ გაიყო. ამ სოფელმა თავისის ნებით ისურვა ქრისტიანობა და ამიტომ შერჩა სახელწოდება: „ნებითი ქრისტიანი“ (ვოლნო-ხრისტიანსკოე სელენიე), მეორე ნახევარს უსურვებია მაჰმადიანობა, დასახლებულა ამ სოფლიდგან ოცის ვერსის მოშორებით და დარქმევია: „მახამედის სოფელი“ (მახამეთ ყაუ). 1899 წლის მაისში მამა ნესტორს უბედურება ეწვია. ყელის ტკივილისა და გაციების შედეგად გარდაიცვალა მისი 11 წლის ქალიშვილი ნინო. მამა ნესტორი ამ სამრევლოში მსახურობდა 1902 წლის 24 ოქტომბრამდე. წამოსვლისას ადგილობრივმა მოსახლეობამ მოუწყო გაცილება და მიუძღვნა ოსური სახარება წარწერით: „ოსეთში სახარების თავგამოდებულ მქადაგებელს მადლობელი ოსი ხალხისაგან“. ოსეთში ყოფნისას მამა ნესტორი ყოფილა მთასვლელთა საზოგადოების წევრი და მონაწილეობა მიუღია მთასვლელთა ექსპედიციებში. 1902 წლის 24 ოქრომბერს საქართველოში დაბრუნდა და ლარსის სამრევლოში დაადგინეს. 1904 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს. 1906 წლის 26 ნოემბერს ისევ აირჩიეს X ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად. 1909 წლის 20 იანვარს ერწო-თიანეთის მხარეში განამწესეს და სოფელ საყარაულოს (იგივე სოფელი ახადონოჯიხეთის) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1910 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1911 წლის 16 ნოემბერს თიანეთის მაზრის I ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს. 1916 წლის 15 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. მამა ნესტორი სასულიერო საკითხების გარდა დიდ ყურადღებას უთმობდა საერო განათლების საკითხსაც. ამას მოწმობს მისი კორესპონდენციები, როგორც ბარის ოსეთიდან, ასევე ლარსიდან და ერწო-თიანეთიდან. ეს მჟღავნდებოდა მის პრაქტიკულ საქმიანობაშიც. თავისი გულისხმიერებით, მოსახლეობისადმი კეთილგანწყობით, მუდამ იმსახურებდა ხალხის სიყვარულსა და პატივისცემას. არა ერთი და ორი შემთხვევა ყოფილა, რომ იგი ჩარეულა მოსისხლეთა შერიგების საქმეში. რჩევა-დარიგებას აძლევდა სწავლა-განათლების მსურველთ, ზრუნავდა მოსახლეობის კეთილდღეობისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის. ამხელდა ცრუმორწმუნეობის მქადაგებელ მკითხავებსა და ექიმბაშებს. ამ თვისებებით იყო აღჭურვილი მისი ოჯახის წევრებიც, ამას მიგვითითებს მისი ასულების — ეფროსინესა და ანას ქველმოქმედებითი მოღვაწეობა, როგორც ლარსში, ასევე ერწო-თიანეთში. სოფელ საყარაულოში მისვლისთანავე მამა ნესტორისა და მისი ასულის ანას თაოსნობით გაიხსნა სამრევლო სკოლა. მიუხედავად დიდი სიძნელეებისა, მათ შეძლეს სკოლის შენარჩუნება და ბავშვებისათვის წერა-კითხვის შესწავლა. მამა ნესტორმა შეძლო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყურადღების მიქცევა და ამ საზოგადოების დახმარებით სკოლის სათანადო ინვენტარითა და საჭირო მასალებით აღჭურვა. სკოლას დიდი დახმარება გაუწია აგრეთვე შიო მღვიმელმა. მამა ნესტორის დიდ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ხალხური პოეტური შემოქმედების შეკრება-გა...
7-3 საპატრიარქოს უწყებანი N7 25თებერვალი-3მარტი 2010წ. 28
ოსეთში სახარების თავგამოდებული მქადაგებელი მღვდელი ნესტორ ბაკურაძე 1861-1931(დასასრული)
.... მოქვეყნება. შეკრებილ მასალებს სისტემატიურად გზავნიდა ჟურნალ-გაზეთებში. ამასთანავე აკვირდებოდა ხალხის ზნე-ჩვეულებებს და პერიოდულად ბეჭდავდა კიდეც. იგი ორმოცი წლის განმავლობაში კრებდა ამ ხასიათის მასალებს. დღეს ამ მასალების დიდი ნაწილი დაცულია ფოლკლორის ცენტრალურ არქივში. ჩანაწერების მნიშვნელოვანი ნაწილი დაიბეჭდა პეტრე უმიკაშვილის „ხალხურ სიტყვიერებაში“ 1937 წელს და 1964 წელს, მაგრამ ბევრი რამ ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელია. მამა ნესტორს მიმოწერა და ურთიერთობა ჰქონდა გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებთან, მათ შორის ქართული ხალხური კულტურის დიდ მოამაგე ვახტანგ კოტეტიშვილთან. პირადად ისინი ერთმანეთს არ შეხვედრიან, მაგრამ საქმიანი მიმოწერა კი აკავშირებდათ. მას აუსრულებია ვახტანგ კოტეტიშვილის თხოვნა და მთელი თავისი მასალა გაუგზავნია მისთვის. ვახტანგს კი მადლობის წერილით მიუმართავს: „დიდად პატივცემულო მამაო ნესტორ! მივიღე თქვენს მიერ გამოგზავნილი თექვსმეტი რვეული, რისთვისაც უდიდეს მადლობას გიძღვნით. ღრმად ბრძანდებოდეთ დარწმუნებული, რომ ისევე როგორც გაუფრთხილდები, თქვენ“ — წერილი თარიღდება 1929 წლით. 1920 წლის 23 მარტს მღვდელი ნესტორი თხოვნით მიმართავს ალავერდელ ეპისკოპოს პიროსს (ოქროპირიძე) — „თელავის მაზრაში სოფელ ბუშატის სამრევლოში უკვე განთავისუფლდა მღვდლის ადგილი. უმორჩილესად გთხოვთ, თქვენო მეუფებავ, ზემოხსენებულ მრევლისგნით მღვდლის არჩევნების დროს მეცნება დამრთოთ არჩევნებში მონაწილეობა მივიღო“. იმჟამად სოფელ ბუშატში არ მოხერხდა მისი გადაყვანა, თუმცა მალევე გათავისუფლდა ქვემო ხოდაშენის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრის ადგილი და მამა ნესტორიც იქ დაინიშნა. მალე დადგა ავად სახსენებელი 1921 წელი. საქართველოში დამყარდა კომუნისტური ხელისუფლება, რასაც მოჰყვა ტაძრების დახურვა, სიწმინდეების შეუ- რაცხყოფა, სასულიერო პირთა განუკითხავი დევნა-შევიწროება და ლიკვიდაცია. გამონაკლისი ამ მხრივ არც მამა ნესტორი ყოფილა, თუმცა მრავალი შეურაცხყოფისა და ტანჯვის მიუხედავად მან არ მიატოვა ეკლესია, შემოფანტული მრევლი და მღვდელმსახურება. იგი ბოლომდე ღირსე-ულად აღასრულებდა თავის მოვალეობას ღვთისა და დედა ეკლესიის წინაშე. მღვდელი ნესტორი 1931 წლის 13 იანვარს, 70 წლის ასაკში ღვაწლმოსილი აღესრულა. ოჯახის წევრებმა და სამღვდელოებამ იგი დიდი პატივით დაასაფლავეს 16 იანვარს, სოფელ ქვემო ხოდაშენის საერო სასაფლაოზე.
8 საპატრიარქოს უწყებანი N8 4-6მარტი 2010წ 25
,,მაღლა ეჭირათ ჩვენში საეკლესიო დროშა'' წულაძეების სამღვდელო გვარი
მღვდელი იოანე ნიკოლოზის ძე წულაძე 1836 წელს სოფელ ჭანჭათში, მღვდლის ოჯახში დაიბა- და. მისი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდნენ სამშობლოსა და დედაეკლესიას. საქართველოს საეგზარქოსოს არქივში დაცულია ცნობა სოფელ ჭანჭათის ეკლესიისა და იქ მოღვაწე სასულიერო პირების შესახებ, სადაც ვკითხულობთ(საბუთი დაწერილია 1839 წელს): „სოფელ ჭანჭათის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია — აშენებულია ხით. სიძველის გამო აშენების წელი არაა ცნობილი. განახლებულია 1780 წელს. სამრევლო შედგება 66 კომლისაგან. ეკლესია მდებარეობს საბატონო სოფელში. შეწირული აქვს მამული — ვენახიანი, ორი ქცევა და 240 ქცევა ტყე. მღვდელი იოანე წულაძე — 91 წლის, ქვრივი. ჰყავს ორი ძე: დიაკონი ნიკოლოზი — 31 წლის და ლაზარე 29 წლის. წარმომავლობით სახაზინო ყმა, სასულიერო წოდების. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი გურიის უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წი..
8-1 საპატრიარქოს უწყებანი N8 4-6მარტი 2010წ 26
,,მაღლა ეჭირათ ჩვენში საეკლესიო დროშა'' წულაძეების სამღვდელო გვარი (გაგრძელება)
..ნამძღვარ, არქიმანდრიტ იობთან ისწავლა. 1770 წელს ხინოწმინდელმა ეპისკოპოსმა იოანემ (წუწუნავა) დიაკვნად აკურთხა. 1783 წლის 9 მარტს ჯუმათელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (თაყაიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი. მღვდლად კურთხევის სიგელი არა აქვს. დიაკონი ნიკოლოზ წულაძე — 31 წლის, ცოლიანი. ჰყავს ორი ძე: პორფირი 10 წლის და იოანე წლის. წარმომავლობით სახაზინო ყმა, სასულიერო წოდების. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი თავის მამასთან ისწავლა. 1822 წლის მარტში ჯუმათელმა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (შარვაშიძე) დიაკვნად აკურთხა. დიაკვნად კურთხევის სიგელი არა აქვს.“ როგორც ვხედავთ, მამა იოანე ამ დროს ჯერ კიდევ 4 წლის ბავშვია. იგი დიდი სასულიერო ტრადიციების მქონე ოჯახში იზრდებოდა და არცაა გასაკვირი, თუ რატომ აირჩია მან ეს მძიმე, მაგრამ ტკბილი უღელი. როდესაც იგი წამოიზარდა, მამამ სასწავლებლად ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, რომლის დასრულების შემდეგ მედავითნედ დაიწყო მსახურება. XIX საუკუნის 60-იან წლებში გურიის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ტუსკია) მედავითნე იოანეს დიაკვნად, შემდეგ კი — მღვდლად დაასხა ხელი და მშობლიურ სოფელში განამწესა. მამა იოანე ნახევარი საუკუნე ღირსეულად ემსახურა უფალს და 1912 წლის 21 ივლისს ღვაწლმოსილი აღესრულა. მისი გარდაცვალების შესახებ საკმაოდ ვრცელი წერილი დაიბეჭდა მაშინდელ პრესაში, კერძოდ, გაზეთ „თემში“, სადაც დაწვრილებით არის აღწერილი მისი ხანგრძლივი მოღვაწეობა დედაეკლესიის საკეთილდღეოდ: „21 ივლისს, სოფელ ჭანჭათში (გურია) ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა 76 წლის მოხუცი მღვდელი იოანე ნიკოლოზის ძე წულაძე, რომელმაც მთელი 50 წლის განმავლობაში ღირსეულად ატარა პატიოსანი ჯვარი ქვეყნისთვის თავდადებულისა, პირნათლად ემსახურა მრევლს და ვალგადახდილი მიეშურება საუკუნო მოსასვენებლად. ამ პატიოსანი მოძღვრის მეტად მიმზიდველი პიროვნება, როგორც ქრისტეს მცნების თანახმად განვლილი ცხოვრება, მა- იძულებს კალამი ავიღო ხელში და მის თანამოსაქმეთ მიუთითოთ იმ იშვიათ თვისებებზე, რომლებიც შეადგენენ მისი პატიოსანი სულის ღირსეულ სამკაულს და ანდამატივით იზიდავენ მისკენ ნაცნობისა და მოკეთის გულს. განსვენებული წარმოადგენდა მეტად იშვიათს ტიპს ძველი მღვდლებისას, რომელთაც ადრე ისე მაღლა ეჭირათ ჩვენში საეკლესიო დროშა და რო- მელნიც დიდად განსხვავდებოდნენ ახალი დროის მღვდლებისაგან. „ძველსა და ახალს მღვდლებს შორის ის განსხვავება არის, რომ ახლების შენახვა უფრო ძვირად უჯდებაო მრევლსაო“, — იოხუნჯა ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელიც ამ პატიოსანი მოძღვრის და საფლავებას დაესწო და ეს ოხუნჯობა, ჩემი აზრით, ნახევრად მართალი მაინც არის. მართლა და განსვენებული ამ მხრივ დიდად განირჩეოდა სხვა თავის თანამოსაქმეებისაგან. 50 წლის სამსახურით საეკლესიო სარბიელზე და გასაოცარი შრომისმოყვარეობით ერთი გოჯითაც არ გაუფართოებია თავისი მამაპაპეული და ღარიბი ქოხმახების და კეთილი სახელის გარდა სხვა სიმდიდრე არა დაუტოვებია რა ამ ქვეყნად. მამა იოანეს არ მოუხვეჭია სახელი საეკლესიო მჭერმეტყველებით, მაგრამ რათ ვთხოვთ ცარიელ სიტყვებს იმ კაცს, რომლის ხანგრძლივი მოღვაწეობა მრევლში და თვით კერძო შინაური ცხოვრება ერთ შეუწყვეტელ უმჭერმეტყველეს ქადაგებას წარმოადგენდა. განსვენებული არც ჩვენს მწერლობაში იყო ცნობილი. მისი „ანბანთქება“ და ორიოდე ლექსი ცალკე წიგნად გამოცემული მაინც და მაინც დიდს განძს არ წარმოადგე. ჩვენი მწერლობისათვის, მაგრამ მისი უსწავლელ კაცად ჩათვლა იმას შეუძლია, ვისაც მეცნიერად ასამაღლებლის რუსულად მთქმელი მღვდელი მიაჩნია და ვინც ფიქრობს, რომ ქართულ მწერლობას არ ძალუძს კაცის აყვანა სასურველ გონებრივ და ზნეობრივ სიმაღლემდეო. თავდავიწყებამდის შრომისმოყვარე მამა იოანე მოიცლიდა თუ არა საეკლესიო და საოჯახო საქმეებისაგან, მაშინვე წიგნს ან გაზეთს მივარდებოდა, ხარბად ეწაფებოდა ჩვენს საეკლესიო და საერო მწერლობას, კუბოს კარამდე წიგნი არ გაუგდია ხელიდან და კიდევაც გამოართვა მშობლიურ მწერლობას ის, რისი მიცემაც ამ უკანასკნელს შეეძლო, მაგრამ გამორთმევ არის და გამორთმევაც! ზოგი თუ წიგნს უგემურად, დროის მოსაკლავად კითხუ- ლობს, ან იმ მოსაზრებით, აქაო და ნაკითხს კაცს დამიძახებენო, მამა იოანე წიგნების საშუალებით გონებასა და გულს იფაქიზებდა და ყოველთვის იმას ცდილობდა, წაკითხული მეორე ბუნებად ექცია, შეესისხლხორცებია, შეეთანხმებია წაკითხულთან, რათა მის სიტყვასა და საქმეს შორის წინააღმდეგობა არ ყოფილიყო. საშინლად ეჯავრებოდა, სწუხდა, როცა ნასწავლი კაცი რამე უმსგავსოებას ჩაიდენდა და სამართლიანად ნათლავს ერთს თავის ლექსში ამგვარად განსწავლულ „მეცნიერებს“ „თვალხილულ ბრმებათ და ყურმახვილ ყრუებად“. წიგნების კითხვას კიდევ მისთვის ის აზრი ჰქონდა, რომ სურდა ცხოვრებას კუდში არ მოქცეოდა, ამა თუ იმ მოვლენას მოუმზადებელი არ დახვედროდა. ამიტომაც იყო, რომ წასული თავი- სუფლების დღეებში, როცა ზოგი მისი თანამოძმენი დაიბნენ, ცალის თვალით მარცხნით იყურებოდნენ და ცალს კი მარჯვნივ აცეცებდნენ, მამა იოანე სრულიად არ შეშფოთებულა, მეტად დინჯად ეჭირა თავი, თითქო მის თვალწინ რაღაც ჩვეულებრივი ამბავი ხდებაო და მხოლოდ ხანდახან ეს უსწორო ომი შიშში ჩააგდებდა და მის დაღარულს, მუდამ ზრუნვით აღბეჭდილს
8-2 საპატრიარქოს უწყებანი N8 4-6მარტი 2010წ 27
,,მაღლა ეჭირათ ჩვენში საეკლესიო დროშა'' წულაძეების სამღვდელო გვარი (გაგრძელება)
შუბლს ნაოჭი მოემატებოდა. თავდაპირველად, მოძღვარი, ის იყო ღრმად მორწმუნე ადამიანი და რაც უნდა მახლობელი ყოფილიყავი, ძნელად თუ გაპატივებდა მცირეოდენ იჭვიანობას სარწმუნოების სფეროში. როგორც ქართველი, ის იყო იშვიათი სტუმართმოყვარე, მისი სახლის კარები ყოველთვის და ყველასთვის ღია იყო, არავისაგან პასპორტს არ ითხოვდა და მთელი თვეობით, გინდა წლობით რომ დარჩენილიყავით მასთან, ერთხელაც წარბებშეკრული არ შემოგხედავდა. ის იყო მეტისმეტად თავდაჭერილი, უმაღლესად ზრდილი, მეტად მშვიდობიანი ხასიათის მექონი, რაც უნდა შევიწროება მიგეყენებინა, როგორც ხორციელი აღელდებოდა, მაგ- რამ ძნელად თუ იმისთანა სიტყვა წასცდებოდა, რომ ბოლოს სანანებლად დარჩენოდა. თითოეული მისი სიტყვა, ყოველი მისი ნაბიჯი, ათასჯერ აწონილ-გაზომვილი, წინდაწინ მოფიქრებული იყო და ამით აიხსნება ის გარემოება, რომ რამდენიც უნდა ეცადო, რაც უნდა აფათურო ხელი შენს მეხსიერებაში, ვერ მოძებნი ვერც ერთ უშვერ სიტყვას, ვერც ერთ უმსგავსო საქციელს, რომლითაც მამა იოანეს ვისმესთვის ოდესმე გული დაეჭრას. სრულიად მოკლებული პატივმოყვარეობას, ის ყველაფერში სასტიკ ზომიერებას იცავდა. თუმცა კარგი განწყობილება ჰქონდა მღვდელმთავრებთან, რომლებიც ხშირად მისას ზაფხულს ატარებდნენ, მაგრამ აზრად არ მოსვლია რაიმე ჯილდო ეთხოვა. 50 წლის უმწიკვლო სამსახურმა მისი მკერდი ორდენებით ვერ დაამშვენა. არასოდეს მინახავს მის ტანზე შრიალა ანაფორა, აბრეშუმის ახალუხი; სტუმ- რის უზომო პატივისმცემელი, პურ-მარილზე გადაგებული, ძნელად თუ ოდესმე ჭამა-სმაში თითონ ზომიერებას გადასცდებოდა, მაგრამ რაც ყველაზე უფრო ამშვენებდა მას, ეს იყო მისი უსაზღვრო რწმენით განმსჭვალული, მოძმის მეტად მოყვარული გული, რომელიც ხელმძღვანელობდა მას მთელს მის ცხოვრებაში, მადლით რწყავდა ყოველ მის ნაკვალევს და ნებას აძლევდა შინაურთან თუ ახალგაზრდასთან ყოველთვის მეგობრული განწყობილება ჰქონოდა. ასეთი სიყვარულით ეპყრობოდა ის ყოველს სულიერ არსებას. არაფრის გულისათვის არ გაპატივებდა პირუტყვებთან უდიერად მოქცევას და საშინლად აღელდებოდა, როცა მისი ოჯახის რომელიმე წევრი მის თვალწინ მოსაკლავად გაიმეტებდა ჩიტებს, რომელთაც მამა იოანე სისტემატიურად უმასპინძლდებოდა ნასუფრალით საგანგებოდ დამზადებულ ლისტებზე. უნდა გენახათ მამა იოანე, როცა მას რომელიმე მძიმე ავადმყოფის საზიარებლად მიიწვევდნენ. აუტანელი სევდის შავი ღრუბელი მოიცავდა მის მადლიან სახეს, საშინელი სიბრალული, უსაზღვრო მწუხარება შეიპყრობდა მთელს მისს არსებას და ისიც სწრაფად გაქანდებოდა ავადმყოფისაკენ. არა მარტო ზიარებით, არამედ მთელი საშინაო აფთიაქით და სხვადასხვა საჭირო წამლებით და შესაფერი საშუალებით თავდაპირველად იმას შეეცდებოდა ავადმყოფისათვის ღონე დაებრუნებინა, გაემხნევებინა; სნეულიც მის მიახლოვებაზე რაღაც შვებასა და ნუგეშს გრძნობდა. ასე ქრისტიანულად, ადამიანურად დალია თვისი ამქვეყნიური ცხოვრება ყოვლადპატიოსანმა მამა იოანემ და ამან მოუყარა მის დასაფლავებაზე თავი აუარებელ ნაცნობსა და პატივისმცემელთ. მეც სხვებთან ერთად გზას გილოცავ, პატიოსანო მოძღვარო და ჩემო საუკეთესო მეგობარო მამა იოანე! თან ვისურვებ შენს სულიერ სიმდიდრეს ამ სოფლად მემკვიდრე გასჩენოდეს და ისე არ გაურბოდნენ ასეთ განძს ზოგი შენი თანამოსაქმენი, როგორც შჩედრინის გმირები ემალებოდენ ყველასაგან მოძულებულს ჩვარში გახვეულს სინდისს“. მამა იოანეს დასაფლავებას 2000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. წარმოთქვეს სიტყვებიც, მათ შორის: მღვდელმა ეპიფანე ჩხეიძემ, მღვდელმა ეპიფანე ხონელიამ, მასწავლებელმა არ. წითლიძემ და სხვებმა. მამა იოანეს საქმე ღირსეულად გააგრძელა მისმა შვილმა, ცნობილმა მოძღვარმა, დეკანოზმა ლავრენტი წულაძემ. იგი 1867 წლის 30 სექტემბერს დაიბადა. ოჯახში მამის მეთვალყურეობით მიიღო პირველდაწყებითი განათლება, რის შემდეგაც დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი და სოფელ ჭანჭათის ეკლესიაში მედავითნედ დაიწყო მსახურება. 1887 წელს მამა ლავრენტიმ სოფელ სურებში დააარსა დაწყებითი სკოლა, სადაც დიდი რუდუნებით ემსახურებოდა ბავშვების განათლებისა და აღზრდის საქმეს. 1890 წელს ქ. ფოთის საქალაქო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად გადაიყვანეს. XIX საუკუნის 90-იან წლებში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) ახალგაზრდა მასწავლებელს მღვდლად დაასხა ხელი. 1918 წლამდე მამა ლავრენტი ღირსეულად მოღვაწეობდა ამ სასწავლებელში, ხოლო სამღვდელო მსახურებას იგი ქ. ფოთის ერთ-ერთ ეკლესიაში აღასრულებდა. მამა ლავრენტი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა გაზეთ „ივერიასთან“, „ცნობის ფურცელთან“ და სხვა გაზეთებთან, სადაც სხვადასხვა თემა...
8-3 საპატრიარქოს უწყებანი N8 4-6მარტი 2010წ 28
,,მაღლა ეჭირათ ჩვენში საეკლესიო დროშა'' წულაძეების სამღვდელო გვარი (დასასრული)
... ტიკაზე აქვეყნებდა თავის სტატიებს, საუბრობდა ეკლესიასა და ქვეყანაში იმჟამად არსებულ მრავალ პრობლემაზე, განსაკუთრებით კი სწავლა-განათლების საკითხზე, რომელიც მწვავედ იდგა XIX საუკუნის საქართველოში. თავის ერთ-ერთ ქადაგებაში იგიაღნიშნავდა: „გული კაცისა ძლიერია მხოლოდ მაშინ, როცა განათლებულიაო“, — სთქვა ერთმა ბრძენმა. რაკი ასეა, ჩვენ ამ თქმიდან ის დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ ერიცა და ქვეყანაც მხოლოდ მაშინ არის ძლიერი, როცა ბევრი ნასწავლი და განათლებული კაცი ჰყავს. სამწუხაროდ და სავალალოდ ჩვენდა, ჩვენს ერსა და ქვეყანას არა თუ ნასწავლი და განათლებული კაცი არა ჰყავს ბლომად, არამედ უხეიროდ წერაკითხვის მცოდნეთა რიცხვიც მცირედ მოიპოვება. დიაღ, ჩვენი ქვეყანა ღარიბია განათლებულის და განვითარებულის კაცებით, ჩვენი ერი ღატაკია უანგარო და ეჭვმიუტანელ პატიოსნების მქონე ადამიანებით, ჩვენი მამული უპოვარია მხნე და მუყაითის მუ- შაკებით და ნუთუ ამის შემდეგ შესაძლოა, ადამიანს არ აუშფოთდეს სული, არ აუჩუყდეს გული და არ აუცრემლიანდეს თვალები“. იგი ასევე გახლდათ სამეცნიერო-პედაგოგიურ და ლიტერატურულ ჟურნალ „განათლების“ აქტიური თანამშრომელი. გაწევრიანებული იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებ საზოგადოებაში. მამა ლავრენტი მონაწილეობ- და 1917 წლის 11-17 სექტემბერს ჩატარებულ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე. 1918 წლიდან სიკვდილამდე იგი მსახურობდა თავის მშობლიურ სოფელში და ასევე ასწავლიდა სოფელ აკეთის სკოლაში ქართულ ენას. 1922 წელს ადგილობრივი ხელისუფლების წაქეზებით იქაურმა კომკავშირლებმა დაარბიეს და დაწვეს ჭანჭათის ეკლესია. ამ დროს მამა ლავრენტი თავის შვილებთან ერთად დაპატიმრებული იყო და მეტეხის ციხეში იმყოფებოდა. ციხიდან გაათავისუფლეს და რამდენიმე თვეში მოძღვარი კვლავ თავის სოფელში დაბრუნდა, სადაც უშიშრად აგრძელებდა მღვდელმსახურებას. 1923 წლის 4 ნოემბერს, ღამით, როდესაც იგი სახლში ბრუნდებოდა, ბოლშევიკური პარტიის წევრთა დავალებით, ადგილობრივმა კომკავშირლებმა იგი სიცოცხლეს გამოასალმეს. დეკანოზი ლავრენტი დიდი პატივით დაასაფლავეს სოფელ ჭანჭათის ეკლესიის ეზოში, საგვარეულო სასაფლაოზე, წინაპრების გვერდით. იგი გახლდათ წულაძეების იმ შტოს უკანასკნელი წარ- მომადგენელი, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას ჭან-ჭათის ეკლესიაში.
9 საპატრიარქოს უწყებანი N9 7-13 მარტი 2010წ. გვ. 26
მიტროპოლიტი რომანოზი ერისთავი
მიტროპოლიტი რომანოზი XVII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში, არაგვის ერისთავთა — გიორგი ოთარის ძისა და თამარ თამაზის ასულ ყაფლანიშვილის ოჯახში დაიბადა და ზუსტი თარიღი არაა ცნობილი. მისი და, ანა ერისთავი, ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის უფროსი ძის, ბაქარის მეუღლე გახლდათ. ამის გამო რომანოზს მჭიდრო კავშირი ჰქონდა სამეფო კართან. გადმოცემის თანახმად, იგი დაოჯახებული გახლდათ. თუმცა მისი ბერად შედგომის მიზეზი ცნობილი არ არის. დაახლოებით 1710-11 წლებში, რომანოზის სახელით, დავით გარეჯის მონასტერში ბერად აღიკვეცა. რამდენიმე წლის შემდეგ არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1722 წლის დასაწყისში რუსეთში, წმიდა ადგილების მოსალოცად გაემგზავრა. ჩრდილო
9-1 საპატრიარქოს უწყებანი N9 7-13 მარტი 2010წ. გვ. 27
მიტროპოლიტი რომანოზი ერისთავი(გაგრძელება)
კავკასიაში, ქ. ყიზლართან იგი მაჰმადიანებმა გაძარცვეს და სიკვდილს ძლივს გადაურჩა. 1722 წლის 9 ივნისს მამა რომანოზი უკვე მოსკოვშია, დარეჯან არჩილის ასულთან. აქ მას დაენიშნა დახმარება — წელიწადში 100 მანეთის ოდენობით და ნება დართეს დონის ქართველთა მონასტერში ეცხოვრა. შემდეგ გადაიყვანეს ბოგოიავლენსკის მონასტერში. 1722 წლის ბოლოს მან რუსეთის მთავრობას სთხოვა: პასპორტის გაცემა მის სახელზე, ფულადი დახმარება და შე- იარაღებული დაცვა სამშობლოში დასაბრუნებლად. 1723 წლის თებერვალში მისი თხოვნა დააკმაყოფილეს, ამასთან, დაუნიშნეს დახმარება თვეში 30 მანეთი, რის გამოც იგი კვლავ რუსეთში დარჩა. მთავრობა ყოველთვის დროულად არ ეხმარებოდა მამა რომანოზს და მას დიდი გაჭირვების გადატანა უწევდა. იგი თავის მოგონებებში წერს: „ისე მიჭირდა, რომ იძულებული გავხდი ჩემი საარქიმანდრიტო ქუდი გამეყიდაო“. 1724 წელს ოსმალეთმა აღმოსავლეთ საქართველო დაიპყრო და ქართლის მეფე ვახტანგ VI, მთელი თავისი სამეფო კარით, იძულებული გახდა რუსეთში გახიზნულიყო. ამ საქმეში მას დიდი დახმარება გაუწია მამა რომანოზმა, რომელიც მოსკოვში, მეფის ბრძანებით, რუსეთის მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. 1725 წლის ოქტომბერში, ვახტანგ VI-ის დავალებით, იგი საქართველოში დაბრუნდა, ვითომდა, თავისი დედისა და ნათესავების მოსანახულებლად. სინამდვილეში მის ჩამოსვლას პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. მას უნდა შეემზადებინა ნიადაგი მეფის უკან დასაბრუნებლად და გავლენიანი თავადები გადაებირებინა. მამა რომანოზი თბილისში ცხოვრობდა, სადაც მცირე ქვის ეკლესია ააშენა და იქვე მონასტერი დაარსა. იმ პერიოდში მთელი აღმოსავლეთ საქართველო, თბილისის ჩათვლით, დაკავებული ჰქონდა თურქეთის არმიას. მალე მათ მამა რომანოზის აშენებულ მონასტერში სამხედრო რაზმი განათავსეს, რის შემდეგაც იგი იძულებული გახდა თბილისს გასცლოდა. დავით გარეჯის მონასტერი ამ დროს ლეკების თავდასხმებისაგან დიდ გასაჭირში იყო, ამიტომ ვერც იქ დაბინავდა და 1729 წელს იძულებული გახდა უკან, რუსეთში დაბრუნებულიყო. მოსკოვში ჩასულ მამა რომანოზს წმინდა სინოდმა, სხვა ქართველ სასულიერო პირებთან ერთად, ჯამა- გირი დაუნიშნა. მას თვეში 70 მანეთი ეძლეოდა სახარჯოდ, თუმცა იგი რუსეთში დიდხანს არ დარჩენილა. 1730 წლის მაისში მან კვლავ ითხოვა საქართვე
9-2 საპატრიარქოს უწყებანი N9 7-13 მარტი 2010წ. 28
მიტროპოლიტი რომანოზი ერისთავი(დასასრული)
ველთა დასახლებაში, წმინდა სინოდის ნებართვის გარეშე ააშენა ხის ეკლესია, სადაც წირვა-ლოცვებს ატარებდა და სულიერ ხელმძღვანელობას უწევდა რუსეთში მყოფ ქართველებს. 1738 წელს იგი კვლავ საქართველოში გამოემგზავრა და ანანურში დაბინავდა, თუმცა ფეოდალური დაპირისპირების შედეგად აქ დამკვიდრება საბოლოოდ მაინც ვერ შეძლო. საქმე ისაა, რომ 1739 წელს შანშე ქსნის ერისთავმა ლეკების დახმარებით ანანურის ციხე-სიმაგრე აიღო და სასტიკად გაუსწორდა ბარძიმ არაგვის ერისთავის ოჯახს. მეუფე რომანოზი იძულებული გახდა იმერეთში გაქცეულიყო, სადაც ალექსანდრე მეფის კარზე რვა თვე გაატარა. აქედან იგი ყიზლარში გა- დავიდა და თავისი დის, ანას რეკომენდაციით, ისევ თავშესაფარი სთხოვა რუსეთის მთავრო- ბას. 1741 წლის ივნისში მეუფე რომანოზი უკვე მოსკოვშია, სადაც წმინდა სერგის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ლავრაში მსახურობდა, 1743 წლიდან კი, თავისი თხოვნის საფუძველზე, ჩუდოვის მონასტერში განამწესეს. 1744 წლის 11 ივლისს მან მონაწილეობა მიიღო მოსკოვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში აღვლენილ საზეიმო წირვაში, რომელიც გერმანელებთან ზავის დადების გამო აღესრულა. 1748 წლის 26 აგვისტოს მეუფემ ნებართვა ითხოვა, რათა საქართველოში გამომგზავრებულიყო. ბო- ლო წლებში იგი ხშირად ავადმყოფობდა და გადაწყვეტილი ჰქონდა ― თავისი სიცოცხლე დავით გარეჯის მონასტერში დაესრულებინა. 1749 წლის 16 იანვარს წმინდა სინოდისაგან უარი მიიღო, რადგანაც მას ბოლო ჩასვლის შემდეგ პირობა ჰქონდა დადებული, რომ სამუდამოდ რუსეთში დარჩებოდა. ამავე წლის 10 მაისს კიდევ ერთხელ გაიმეორა თხოვნა. ამჯერად ნებართვა მიიღო და სასწრაფოდ სამშობლოში გამოემგზავრა. როგორც შემდეგში გაირკვა, მისი უკანასკნელი ჩამოსვლის მიზეზი წმინდა ნინოს ჯვარს უკავშირდებოდა. მან ქართლ-კახეთის მეფეების, თეიმურაზ II-ისა და ერეკლეს II-ის და საქართველოს ეკლესიის ნებართვის გარეშე, წმინდა ნინოს ჯვარი უჩუმრად რუსეთში წაიღო და სიკვდილის პირას მყოფ მეფე ბაქარს ჩაუტანა. თუმცა არსებობს ვერსია, თითქოს ჯვარი ვაზისა მეფე არჩილმა 1688 წელს წაასვენა რუსეთში, თუმცა ეს ვერსია არცერთი წერილობითი წყაროთი არ დასტურდება. მიტროპოლიტი რომანოზი 1753 წლის 30 იანვარს, ქ. ჩორნი იარაში გარდაიცვალა. საკუთარი ანდერძის თანახმად იგი 13 მარტს, ქ. ასტრახანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში დაასაფლავეს. მეუფე რომანოზი ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობა-საც. ჯერ კიდევ ბერობაში, 1715 წელს, მან გადაწერა ფსალმუნნი. ხოლო 1738 წელს, მოსკოვში, ქართველ წმინდანთა: წმინდა ევსტათის, წმინდა ტრიფონის, წმინდა დავით გარეჯელის ცხოვრებანი. შემდეგში გადაწერა იოანე სინელის — „კლემაქსი“. მონაწილეობა მიიღო 1744 წელს მოსკოვში დაბეჭდილი ქართული ბიბლიის გამოცემაში, რომელიც „ბაქარისეული ბიბლიის“ სახელითაა ცნობილი. 1745 წელს დაუწერია თხზულება: „წინწილა ღაღადებისა“. ეს წიგნი, როგორც თავად ამბობს: „ტეხილია მეხიანი მათთვის, რომელთა მტკიცედ არ უპყრიეს სიტყუანი ქრისტესნი და მამათა და მოწამეთანი, არამედ თვისთა მუცლითა მეზღაპრობენ და გარეშეთ წიგნებთა იმოწმებენ დააძინებენ და გამოეძიებენ ცუდთა და ამაოთა საძიებელთა“ და ის, რაც მე დავწერე, ჩემი მოგონილი კი არ არის, არამედ სახარების, სამოციქულოს, ფსალმუნნისა და წინასწარმეტყველთაგან ამოკრებილ ადგილებს შეიცავს. თხზულება მიმარ-თულია თავისუფალი აზროვნების წინააღმდეგ, რომელმაც ქართველთა მოწინავე წრეებში XVIII საუკუნეში გაიდგა ფესვი.
10 საპატრიარქოს უწყებანი N10 14-20 მარტი 2010წ. 25.
მთავარეპისკოპოსი იოანე (ქარუმიძე) 1762-1803
მთავარეპისკოპოსი იოანე ოთარის ძე ქარუმიძე 62 წელს ქართლში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. მაზამისი ოთარ ქარუმიძე წლების მანძილზე ერთგულად ემსახურებოდა სამეფო კარს, რის შემდეგაც დავით გარეჯის მონასტერში განმარტოვდა საბერო მოღვაწეობისთვის. ბერობაში ერქვა ონოფრე დიდ სქემაში კი — ონისიფორე (გარდაიცვალა 1786 წლის 6 იანვარს, შერაცხულია წმინდანად ქართული ეკლესიის მიერ). პატარა იოანეც სიყრმიდანვე იზრდებოდა გარეჯის მონასტერში, სადაც ღირსი და ღმერთშემოსილი ბერებისაგან საფუძვლიანი საერო და სასულიერო განათლება მიიღო. XVIII საუკუნის 80-იან წლებში იგი ბერად აღკვეცეს და სახელად იოანე უწოდეს. მალევე აკურთხეს ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი მღვდლად. აი, რას წერს `ის შესახებ იოანე ბატონიშვილი: „ესე აღიზარდა გარეჯის მონასტერსა შინა სიყრმითგან და ისწავა მუნ ფილოსოფია და სხვანი სწავლანი. იყო მშვენიერი მოუბარი და მამათ ცხოვრებისა მცოდნე. ამან აღზარდა რაოდენიმე მოწაფენი და მათ შორის იოანე ოს-ყოფილი, რომელმან მიიღო ფილოსოფია და სთარგმნა ოსთა ენასა ზედა კონდაკი და ლოცვანი. და მრავალნიცა დაიმოწაფნა და პატივიცა მიიღო მათგან“. 1792 წლის მარტის თვეში წილკნელი ეპისკოპოსი ამბროსი (მიქაძე) მანგლისის კათედრაზე გადაიყვანეს. ამასთან დაკავშირებით, საჭირო გახდა ახალი მღვდელმთავრის გამორჩევა. 1793 წლის ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე II-ის მოთხოვნით, კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ II-მ მღვდელ-მონაზონ იოანეს ეპისკოპოსად დაასხა ხელი და წილკნის ეპარქია ჩააბარა. ახალგაზრდა და ენერგიულმა მღვდელმთავრმა წილკნის ეპარქიაში დანიშვნისთანავე დიდი მისიონერული მოღვაწეობა გააჩაღა და მრავალი მოაქცია სარწმუნოებაზე. ერთ-ერთ საბუთში მეუფე იოანე იხ სენიება სამთავროსა და წილკნის მთავარეპისკოპო სადაც. რუსი გენერლის, კრონინგის სიტყვით მან„თავი გამოიჩინა ერთგული სამსახურით საქართველოში ჯანყისა და სხვა შემთხვევების დროს,“რისთვისაც იგი რუსეთის წმინდა სინოდმა 1802 წლის 25 აგვისტოს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ვინმე გრიგოლის მიერ 1799 წელს გადაწერილ ბასილი დიდის „სუფევაზე“ არის შემდეგი წარწერა: „წიგნი ესე არს მათის უგანათლებულესობის მეფის ასულის გაიანესი, რომელი მიართვა თვისმა ნათლიამ, ყოვლად სამღუდელომ წილკნელ არხიეპისკოპოსმა იოანემ“. მთავარეპისკოპოს იოანეს ეკუთვნის „ლოცვა, რომელი აღმოსთქვა ანანურს, რა ჟამს მიეგება ჯუარსა ნინოსას, წელს 1802 წლის 6 აპრილს.“ ეს ჯვარი რუსეთში გაიტანა რომანოზ მიტ- როპოლიტმა და რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა დააბრუნა საქართველოში: „ჰოი, ოქროისა ცისა მზეო, ნინა ქადაგო ევმანუილისაო. სხივნი გუასხივენ ბევრ ნათლოვანნი. წმიდისა ჯუარისა შენისანი. ერთა შენ მიერ განათლებულთა, მანათლად ხჰშირ-ბინდულთა ამათ. რომლითაცა განათლებულთა აღვიხილოთ. ზესთ-საჭვროისადმი სამ-ნათლისა უცნოისა ერთისა. მის, ვისგან განკიდულნი არ ჰშთებიან არსულად ნაბადნი. რომლისადმი მიმხედთა აღვიცისკროთ მზითა მეცნიერებისათა, და აღვიმენაკოთ ზესთ-კეთილობისადმი სიბრძნისა. და მიმღე მისა აღვიქმნეთ ნაწილ-კეთილობად. და აქაითთა ბგერათა განკიდულთა, აღვიტრფოთ ზესთ სანეტაროისადმი სოფლისა. რომლითა ვიქმნეთ განწმედილ სათნოვებითა. და ვეხოთ საცნოთა ამათ. და ვლოთ სათნოდ ღმრთისა სრბა ჩვენი. მეოხებითა შენითა. ამას ზედა ცრემლით გევედ-..
10-1 საპატრიარქოს უწყებანი N10 14-20 მარტი 2010წ.26.
მთავარეპისკოპოსი იოანე (ქარუმიძე) 1762-1803 (გაგრძელება)
... რებით. ისმინე ნავედრი ესე. ცად აღსრულო მზეთა მზეო, წმიდაო მოციქულო ქრისტესო, უკეთილმსახურესსა და უთვითმპყრობელსა დიდსა ხელმწიფესა ჩვენსა. იმპერატორსა ალექსანდრეს. მოანიჭე ძლევა ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა. და მიეც მშვიდობა და სიმართლე. და აღამაღლე მარჯუენა მისი, ზედა მტერთა მისთა. და დამუსრენ ყოველნი მბრძოლნი. ქვეშე ფერხთა მისთა. და მარადის განაძლიერენ ყოველნი მხედრობანი მისნი ძლიერითა შეწევნითა შენითა. და ჩვენ ყოველთა მოგვმადლე კურნება და დღე-კეთილობა, ყოველთა შენდამი შევედრებულთა, ერთა ივერიელთა. რამეთუ ღვთისა ჰშუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანისცემა. უკუნითი უკუნისამდე, ამინ“. მთავარეპისკოპოსი იოანე 1803 წლის 25 იანვარს მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი დიდი პატივით დაასაფლავეს 27 იანვარს თბილისის კვირაცხოვლის (ეს ტაძარი მიწერილი იყო ანჩისხატის ეკლესიაზე) სახელობის ეკლესიაში. წირვა ჩაატარეს და წესი აუგეს კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ II-მ და თბილელმა მიტროპოლიტმა არსენმა (ნადიბაიძე-ბაგრატიონი). მთავარეპისკოპოსმა იოანემ დაგვიტოვა თავისივე ხელით დაწერილი მოხსენება, რომელშიც აღწერილია მისი მოღვაწეობა და წილკნის ეპარქიის იმჟამინდელი მდგომარეობა. ეს წერილი მან 1800 წლის 1 მარტს მიართვა კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ს. „ოდეს ინება გამოყუანება ჩემი მონასტრით უკე-თილმსახურესმან მეფემან ირაკლი ყოვლისა ზემოისა საქართველოისამან, ძემან ყოვლად კეთილის ცხებულის მეფისა თეიმურაზისამან, თნებითა და ჯერჩინებითა თქვენისა უწმინდესობისათა და წმინდათა მღვდელმთავართა, ცხებულ ვიქმენ მე საცხებელითა მღვდელთმთავრობისათა (რომელ არს აწ მერვე წელი), მეორესა წელიწადსა მიბრძანა მე ყოვ- ლად მოწყალემან ხელმწიფემან ჩემმან და წარმავლინა ზემოხსენებულთა ხეობათა შინა ოსთა და ფშავთანა მისვლად და სწავებად სჯულსა, ქრისტიანობისასა და მიბოძა ნიჭიცა სახმარად, უწმინდესო მეუფეო. მივედ პირველად გუდამაყარს სამწყსოსა ჩემსა და მიერ მოუწოდე ბრძანებითა მეფისათა და მოვიდნენ ათხუთმეტნი კაცნი კაწალხეველნი და ვეზრახე მათ სიტყვითა სამოციქულოისაითა და არ რაი ვიხილე მათ შორის წინა აღმდეგი ჩემისა მოძღვრებისა და შემდგომად ითხოვეს დიდისა სურვილითა ჩემგან მღვდელნი და მივეც და თანა წარვატანე ორნი მღვდელნი მთიულნი, რომელნიცა დღესაც იქ არიან და მოძღვრიან, და სულ მთლად მოაქციეს კაწალხევი რომ იქნება კომლად ასი, და მიერ წარვედ ზემო კერძო გუდამაყრისა ბაკურხევს და მივედ ფშაველთა თანა და ვასწავე მათ სიტყვითა სამოციქულოთა, და არა რაი თქვეს წინა აღმდეგი, დავყავ სამი დღე და მოიქცნენ და შემდგომად მოვიდა სხუა სოფლიდამ ერთი კაცი, თქუეს: ეს არის ჩვენი მღვდელიო. მოუპოებიათ რამდენიმე ლექსნი ფსალმუნისა უწიგნოდ ზეპირად და სწავლიან. იმას იტყვის, ორს-სამს მინუტსა ღვინოს დასდგამს და ამას წირვას ეძახიან, ნახშირსა სცხებს, იმავე ფსალმუნს იტყვის და ამას ნათვლას ეძახიან. შემდგომად სამისა დღისა და მოძღვრებისა ჩემისა ნათელს იღო და ახლა იმწყსებიან ჩვენთა მღვდელთა მიერ. ეგრეთვე ღუდას და თრუსოსა მოიქცნენ მრავალნი, იმარხვენ ოსნი წმინდად დიდ მარხვ და მრავალნი წმინდათ სახელები დახსომებიათ და სწამთ და მოძღ-ვრებასა შინა ჭეშმარიტებისასა არა რასა წინა აღმდგომსა იტყვიან. არა მაქვს შეძლება შემოსავალთაგან ეკლესიისათა რათა თითოსა ხეობასა შინა განვაწესო სამღვდელონი და ხარჯითა ჩემითა გამოვზარდნენ და შვილნი მათნი აღვზარდო სამღვდელოითა სწავლითა და მივსცე წიგნი საეკლესიონი და მუნ აღშენებულნი ეკლესიანი ვაკურთხო და სამღვდელოთა სამკაულითა განვაშენო და რაოდენ ჩემგან შეიძლება, როდესაც მივალ ვმოძღვრი მადლითა ყოვლადწმინდისა სულისათა, უწმინდესო მეუფეო. ეკლესიასა ჩემსა აქუს მამული საკომლო ხუთასი და მრავალჯერ აგარიანთაგან აოხრებითა და აღწყვ დითა ბევრისაგან მცირედი არის დაშთომილი ორმოცდაათი კომლი მემკვიდრე და ხიზანი, რომელნი მსახურებენ ეკლესიასა. მღვდელნი მყვანან: ერთი დეკანოზი, ორი მღვდელი, ორი დიაკონი, ერთი დიაკონ-მონაზონი, ოთხნი იპოდიაკონნი მგალობელნი, ოთხნი მსახურნი ერის კაცნი, ოთხნი, რომელთა ვასწავებ მეცნიერებასა და აწ ლოღიკასა იკითხვენ და ესე ყველანი ხარჯითა ჩემითა იზრდებიან. შემომივა ყმიდამ ღალა პურისა ორასი კოდი, ხან მეტი მოვა, ხან ნაკლები, ხოდაბუნს მომივა ორასი კოდი, ხან მეტი მოვა ხან ნაკლები; ქერი და ფეტვი მომივა ღალა ორასი კოდი, ხან მეტი მოვა, ხან ნაკლები; ეკლესიის ვენახს გამოუვა ღვინო ოთხმოცი კოკა, ხან მეტი მოვა, ხან ნაკლები; კულუხი მომივა ორმოცი კოკა ხან მეტი მოვა, ხან ნაკლები; სამწყსოდამ მესამე წელი- წადს სახუცო მოიკრიფა თორმეტი თუმანი მთისა და ბარისა და ამას გარდა მეფისაგან მებოძებოდა ოცი თუმანი წარსაგებელად სამწყსოთა კავკასიანთა. სანატრელსა მეფისა ჩემისა ირაკლისაგან მებოძა მონასტერს ყოფასა ჩემსა ერთი ჭაბუკი ოსისა წლისა ათორმეტისა და მიბრძანა ოქმითა, რათა ვასწავო წიგ...
10-2 საპატრიარქოს უწყებანი N10 14-20 მარტი 2010წ. 27.
მთავარეპისკოპოსი იოანე (ქარუმიძე) 1762-1803 (გაგრძელება)
... ნი, წერა და მეცნიერება სრულად, რომელიცა აღვასრულე ბრძანება ხელმწიფისა ჩემისა და შემდგომად მღვდელთმთავრად კურთხევისა ჩემისა მევე მიბოძა, რომელიცა განვაწესე დუშეთს დაბა-ქალაქსა შინა და შეუკრიბენ სამწყსონი ჩემნი სულნი ოცდა ათნი, რათა ასწაოს მათ წიგნი სრულად და წერა, რამეთუ ვიხილე არა მცირედი ნაკლებობა სამღვდელოთა კავკასიისა მთასა შინა სამწყსოსა ჩემსა; იგი ჩემითა ხარჯითა იზრდება და მუნ შეკრებულნი დიაკონნი სახლეულთა თვისთაგან იზრდებიან. სამწყსონი ჩემნი ბარისა და კავკასიისა მთისანი ყოველნი ქრისტიანენი მართლმადიდებელნი იქმნებიან ვგონებ ვითარმედ სამი ათასი კომლი, მარა არა გვაქვს აღრაცხვაი სულად ანუ კომლად, უჩვეველო ბისათვის ქუეყანისა ჩუენისა. მღვდელნი სამწყსოისა ჩემისანი არიან რიცხვით სამოცნი, ხოლო დიაკონნი ხუთნი და ესე ყოველნი თვისითა მამულითა და სამწყსოთი იზრდებიან. არს ეკლესია გუნბათიანი ხევს, თამარ მეფისაგან აღშენებული ყოვლადწმინდისა სამებისა, მთასა გერგეტისასა და თვით სოფელი იგი გერგეტი არს შეწირული მის ეკლესიისა, და აღმოსავლით კერძო მთასა ქუეშე მყინვარისასა სენაკები და ეკლესია კლდისა გამოკვეთილი, რომელი ჰყოფილა მონასტერი მამათი. აწ არღარა არს და დიდსა მას ეკლესიასა სჯდომია არხიმანდრიტი და აწ არღარა უზის; აქვს ხატნი და ჯვარნი ვერცხლისა და ოქროთი მოჭედილი. აბარია ერთსა მღვდელსა, რათა ყოველთა დღესასწაულთა სწირვიდეს. არს ეკლესია მთიულეთს წმინდისა მთავარმოწამისა გიორგისა, რომელი არს მთასა ლომისისასა, სამძღუარსა ზედა არაგვისა და ქსნისასა; აქვს ჯვართა და ხატთა სიმრავლე მოჭედილი ოქროთა და ვერცხლთა და აბარია ორთა მღვდელთა, სწირევენ დღესასწაულთა შინა.არს ეკლესია მთასა ალევისასა, შუენიერი უგუნბათო ყოვლადწმინდისა სამებისა, რომელი ყოფილა პირველ მონასტერი მამათა და სჯდომია არხიმანდრიტი, რომელი მოაოხრა შააბაზ ყეენმა და წარიხვნა მრავალნი ხატნი და ჯვარნი ოქროსა და ვერცხლისანი, მრავლითა ნაწილთა აღსავსენი და სასწაულისა რაისამე მხილველმან, უქმნა კარნი ოქროისანი ეკლესიასა მას და წარმოგზავნა ყოველნი, რაიცა წარიხვნა, დიდითა პატივითა. ყავს ყმათ ალევის ხეობა ქრისტიანენი და ოსნი; აქუს ვენახი და მამული; აბარია დეკანოზსა მისსა შემოსავალი მისი ეკლესიისათვის და სწირვენ დღესასწაულთა შინა. არს მონასტერი ნათლისმცემლისა მთათა შინა, ხოლო აწ უშენ არს, რომელსა ეწოდება ხოფა, უზის არხიმანდრიტი და აქუს სოფელი ერთი თეზი, ვენახი და ხოდაბუნი. არს ეკლესია გუნბათიანი მთავარანგელოზთა მჭადიჯვარს საიღუმნო, ხოლო აწუზის დეკანოზი; აქუს მამული და ყმა სულ მცირედ. არს ეკლესია ანანურს გუნბათიანი საარხიმანდრიტო, ხოლო აწ უზის დეკანოზი, რომელსა შინა მოიხსენიება მათი უწმინდესობა. არს ეკლესია ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა, რომელსა ეწოდება ბოდორნა, რომელ ყოფილა პირველ დედათ მონასტერი, ხოლო აწ არღარა არს, ჰყავს ყმა ათი კომლი, ვენახი ერთი და მღვდელი ერთი არს განწესებულ. არიან მრავალნი სოფელნი აოხრებულნი სამწყსოსა ჩუენისანი აგარიანთაგან. არიან მრავალნი ეკლესიანი კავკასიისა მთათა შინა, მწვერვალთა ზედა ბორცუთასა აღშენებულნი, და სხენან ხატნი და ჯვარნი ვერცხლითა და ოქროითი მოჭედილნი, აქუსთ ჩვეულება ერთა ერთგზის აღსვ-ლად წელიწადსა შინა და დღესასწაულობად, და მე ვგონებ, ვითარმედ ადგილთა მათ შინა იყვნეს საკერპონი და მათ წილ აღაშენნეს ეკლესიანი, და მცირენი ეკლესიანი სოფლებთა შინა არიან მრავალნი, რომელთა შინა არის მარადის წირვა და ლოცვა მოუკლებელად პატიოსანთა მღვდელთაგან. არის ხეობასა ალევისასა ოსნი დამკვიდრებულნი მრავალნი, რომელსა ეწოდების საფაშეთი, საშუალ ჭართლისა და ალევისა, რომელთა სწავლითა და მოძღვრებითა ჩვენითა მრავალთა მიიღეს ნათლისღება და არს მუნ ეკლესიანი სამნი მცირენი, ნაკუეთითა შუენიერნი. და მარჯუენით კერძო ხევისა არიან ქისტნი ნათესავნი მრავალნი და ყოველნი წარმართნი და თუ ვინმე ამათგანი გარდამოსახლდება ხევსა, იქნებიან ქრის...
10-3 საპატრიარქოს უწყებანი N10 14-20 მარტი 2010წ. 28.
მთავარეპისკოპოსი იოანე (ქარუმიძე) 1762-1803 (დასასრული)
.... ტიანედ და მრავალნი მათგანი სახლობენ გუელეთს, სოფელსა ხევისასა, მახლობელად ჩიმისა, უმოწყალესო ხელმწიფეო ჩემო. მოხევენი, მთიულნი, გუდამაყრელნი, ხანდოელნი, ჭართალელნი, ესენი არიან ხეობანი მთისა კავკასიისანი, რომელთა შინა არს ფრიადი სიმრავლე ერისა და გარდა ამისა სხვანი სოფელნი; დაბაქალაქი ანანური, ზემო ქაზისხევი, ქვემო ქაზისხევი, ციხისძირი, აფხავი, არღუნი, მთიულიანთკარი, ტონჩა, გრემისხევი, ებნისი, ჭილურტი, ბაზალეთი, გრიგოლიანთკარი, ჩრდილელიანთკარი, აში, ყვავილი, იორი, ლაბაურთკარი, ერთვალისი, არანისი, არაგვისპირი, ქვემო არაგვისპირი, ბოდორნა, ხიდა, საშაბურო, ბაგა, წინდუშეთი, კობიანთკარი, თვარელიანთკარი, ჭიაბრიანთკარი, კარიაულთკარი, დაბა ქალაქი დუშეთი, ზენალევი, ქვენალევი, კორინთა, იკოთი, ზემო იკოთი, დაბა ქალაქი ახალგორი, ძეგლევი, ოძისი, ქერენა, ქსოვრისი, დამპალა, მჭადიჯვარი, მუხრანი, წილკანი, რომელსა შინა არს სობორო საეპისკოპოსო. ესე ყოველნი სოფელნი შენნი არიან და ერთა მიერ აღსავსე. ყოველნი სამართალნი სასულიერონი განისჯებიან ჩემ-მიერ, თანა დასწრებითა პატიოსანთა მღვდელთა სამწყსოსა ჩემისათა. წერილ არს ძველთა მატიანეთა შინა, ვითარმედ ბაქარ მეფისა შემდგომთა მეფეთა, რომელთა აღაშენნეს ეკლესიანი, დასვეს ეპისკოპოსნი და მისცეს პირველობა უწინარეს მჯდომისა ეპისკოპოსისა და ამის გამო ვარ მე ახ- ლა მეოთხე ეპისკოპოსი ქართლსა შინა, უწინარეს ჩემსა ყოფილი ეპისკოპოსი ქრისტეფორე მოიხსენებოდა მიტროპოლიტად, რომელიცა უბოძეს მას წერილი სანატრელმან მეფემან ცხებულმან თეიმურაზ და სანატრელმან ხელმწიფემან ჩემმან მეფემან ირაკლი მიტროპოლიტობისა, რომელიცა გამოეცხადა უწმინდესსა სინოდსა, პეტერბუხს ყოფასა მისსა. აქუს ეკლესიასა ჩემსა სამღებრო იჯარა ორმოეცისა თუმნისა, რომელიცა მიმძლავრებულ არს ვიეთთაგანმე. აქუს კვალად მინდვრისა შემოსავალი საბალახე ასი სული ცხვარი და მთისა საბალახე ათორმეტი ღორი, ხან მეტი ხან ნაკლები, აქუს ვარდისუბანს ორი საკომლო და ძალისს ოთხი საკომლო და მუხრანს ერთი საკომლო. ჰყავს ყმა ერთი კომლი გრემს სოფელსა კახეთისასა, რომელსა აძევს წელიწადში ორი თუმანი ეკლესიისა. ესე არს სრული მოხსენება, რომელიცა ცხადმიყოფიეს პუნკტსა შინა 24, ეკლესიისა ჩემისა, ყმისა და მამულისა და სამ- წყსოისა, რომელიცა გუჯართა შინა ჩვენთა წერილ არს. თუესა მარტს 1, წელსა 1800. ყოვლადსამღვდელო წილკნელ არხიეპისკოპოსი, ძე სქემოსნის ონისიფორესი, სქესით ქარუმოვი კეთილშობილი, წლისა ოცდაათვრამეტისა იოანე“.
11 საპატრიარქოს უწყებანი N11 25-31 მარტი 2010წ. 17.
ეპისკოპოსი პიროსი(ოქროპირიძე) 1874-1922
ეპისკოპოსი პიროსი — ერისკაცობაში მათე ოქროპირიძე 1874 წლის 1 ნოემბერს, გორის მაზრაში, სოფელ დისევში, მედავითნის ოჯახში დაიბადა. მამა იოანე ანდრიას ძე ოქროპირიძე წლების განმავლობაში მსახურობდა ქართლ-კახეთის ეპარქიის სხვადასხვა ტაძრებში (ბოლოს იკორთის ეკლესიის მედავითნე იყო), ხოლო დედა — ეკატერინე იოანეს ასული, დიასახლისი გახლდათ. 7 წლის პატარა მათე აღსაზრდელად მიაბარეს ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში, სადაც იმ პერიოდში მოღვაწეობდა ბიძამისი, მღვდელ-მონაზონი სილიბისტრო (ოქროპირიძე), გორის ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე) უფ-როსი ძმა, რომელიც ცნობილი იყო თავისი ასკეტური და სულიერი ცხოვრებით. 1886 წელს მან სწავლა თბილისის სასულიერო სასწავლებელში გააგრძელა. 1890 წელს თბილისის სემინარიაში ჩაირიცხა, საიდანაც 1894 წელს სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში
11-1 საპატრიარქოს უწყებანი N11 25-31 მარტი 2010წ. 18.
ეპისკოპოსი პიროსი(ოქროპირიძე) 1874-1922(გაგრძელება)
გადავიდა, რომელიც 1896 წელს დაამთავრა და ამავე წელს კიევის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა. 1900 წლის 7 მაისს მათე ოქროპირიძემ აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაამთავრა. თავისი ბიძის, ეპისკოპოს ალექსანდრეს ლოცვა-კურთხევით, განათლებული და ენერგიული ახალგაზრდა სწავლის დამთავრებისთანავე საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაება სამშობლოსა და ეკლესიის სამსახურში. 1900 წლის 14 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) ბერად აღკვეცა და ღირსი მამის, პიროს ბრეთელის პატივსაცემად სახელად პიროსი უწოდა. ამავე თვის 20 სექტემბერს გორის ეპისკოპოსმა კირიონმა (საძაგლიშვილი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო 25 სექტემბერს მღვდლად დაასხა ხელი. 1900 წლის 14 ნოემბერს მღვდელ-მონაზონი პიროსი დროებით კავკასიაში მართ- ლმადიდებლობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად დაინიშნა, ხოლო 1901 წლის 22 იანვარს ოფიციალურად დამტკიცდა ამ თანამდებობაზე. 1900 წლის 25 დე- კემბერს, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) საგვერდულით დააჯილდოვა. 1902 წლის 22 მაისს გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწედ დაინიშნა. 1905 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. ამავე წლის 9 ივლისს იმერეთის ეპარქიაში გადაიყვანეს და მოწამეთას წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს. 1907 წლის 14 იანვარს, გორის ეპისკოპოს პეტრეს (კონჭოშვილი) წარდგინებით, არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. ამავე წლის 30 იანვარს იმერეთის ეპარქიის მონასტრების მთავარხუცესად დაადგინეს. 1907 წლის 23 დეკემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) სამღვდელო კადრების მოსამზადებელი კომისიის თავჯდომარედ დანიშნა. 1909 წლის 13 ივნისს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად და დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. ამავე წლის 29 სექტემბერს, ქართლ-კახეთის ეპარქიაში სამღვდელო კადრების მოსამზადებელი კომისიის წევრი გახდა, ხოლო 31 ოქტომბერს — სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის განახლების კომიტეტის წევრი. 1910 წლის 4 თებერვალს ქართულ ენაზე საღვთისმსახურო წიგნების შესწორებისა და გამოცემის კომისიის თავჯდომარედ აირჩიეს. ამავე წლის 21 აგვისტოდან საეკლესიო მუზეუმის საზოგადოების წევრია. 1911 წლის 7 დეკემბრიდან 1915 წლის 16 თებერვლამდე შიომღვიმის მონასტერსაც წინამძღვრობდა. 1914 წლის 6 მაისს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. 1915 წლის 10 დეკემბერს გამოირჩიეს ალავერდის ეპარქიის მმართველად, ხოლო 1916 წლის 17 იანვარს პეტერბურგის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. შემორჩენილია მეუფე პიროსის სიტყვა, რომელიც მან მღვდელმთავრად კურთხევის დღეს წარმოსთქვა: „ლმობიერად თავს მოვიდრეკ რა წინაშე ღვთის განგებისა, მე მთელი ჩემი არსებითა ვმადლობ უფალსა, რომ მან გადამიწყვიტა შევწირო ჩემნი დღენი დიდსა სამღვდელმთავრო ხარისხში ამ კათედრასა, რომელიც სახელგანათლებულია ქრისტიანული, თავდადებული ღვაწლითა ჩემის სამშობლოს მოსაქმე ადამიანთა. ჭეშმარიტად, კათედრა იგი მდიდარია ბრწყინვალე მშრომელებითა, რომელნიც სხივმოსილ გზამაჩვენებელ ვარსკვლავივით მიუძღოდნ ჩემს თანამემამულეებს სასუფეველისაკენ ღვთისა. აი, ჩემს თვალწინ დიდების ბრწყინვით მეხატებიან ღირსი მამა იოსებ ალავერდელი, რომელმაც მეექვსე საუკუნეში დანერგა კახეთში ქრისტიანობა, ასაფლავია ეპისკოპოსი ალავერდის ტაძარში, იოანე, რომელმაც მიიღო მოწამებრივი სიკვდილი ლეკთაგან 1480 წელს, ეპისკოპოსი ბარსანოფი, რომელმაც მეთხუთმეტე საუკუნეში უქადაგა ქრისტიანული სარწმუნოება ლეკთა, რომელთაგან ბევრი მოაქცია ქრისტიანობაში, ეპისკოპოსი ზენონი, რომელმაც მოიარა ადგილი მაცხოვრის ვნებათა და ჯვარზე სიკვდილისა და რომელიც უკან დაბრუნებისას თურქებმა დაატყვევეს, მაგრამ მაინც ღირსი იქმნა ამავე ტაძარში დასაფლავებისა. ეპისკოპოსი გაბრიელი, რომელიც მეთექვსმეტე საუკუნეში ცხოვრობდა და რომელმაც მოიტანა ალავერდის ტაძარში რუსეთის პატრიარქის იობისაგან შეწირულნი წმიდა ხატები და საეკლესიო სამკაული. ჩემსავე თვალთა წინა მე მეხატებიან მოწამეობრივი გვირგვინით გასხივოსნებულნი კეთილმორწმუნე დედოფალი კახეთისა ქეთევანი, რომელიც აწამა შაჰაბასმა სპარსეთში, 1624 წელს, ქრისტეს სარწმუნოების მტკიცედ დაცვისათვის, მეფე ალექსანდრე — ძელევანისა, რომელიც ვერაგობით მოკლეს. ვიგონებ რა იმ დიდებულ და ღვაწლ შემოსილებს, დიდებულთ სარწმუნოებით, თავდადებით და ვადარებ რა ჩემს თავს იმათ, მე ცხადად ვგრძნობ ჩემ უძლურებას და უღირსებას, მე ვგრძნობ, რომ ჩემი მცირე ძალითა და მცირე ცხოვრების გამოცდილებით, ვერ შევძლებ იმ დიდს და პასუხისმგებელ საქმეს, რომელსაც მავალებს მე ჩემი ახალი სამსახური. მე ვიცი, რომ ამ სამსახურის გზაზე მე გადამეღობებიან ის ბოროტი ვერაგობანი, რომელიც გაშლილია და კვლავ გაიშლება ამ გზაზე ბოროტი სულისა და სიბნელისაგან დასაღუპავად ეკლესიის შვილთა. ვითვალისწინებ რა ყველა
11-2 საპატრიარქოს უწყებანი N11 25-31 მარტი 2010წ. 19.
ეპისკოპოსი პიროსი(ოქროპირიძე) 1874-1922(გაგრძელება)
ამას და სხვაგვარ დაბრკოლებათა ჩემი სამსახურის ასპარეზზე, წყნარად გევედრებით თქვენ, ღვთივგაბრძნობილნო, აღვსილნო ცხოვრების გამოცდილებით მწყემსმთავარნო ეკლესიის ღვთისა, აღავლინეთ უმაღლესი მწყემსმთავარის უფლისა იესო ქრისტესადმი წმიდა ლოცვანი თქვენნი, რათა გამაბრძნოს მე და გამხადოს მე, უღირსი მსახური მისი, ძლიერი, სამართლიანი და წყნარი, სადიდებელად წმიდისა მართლმადიდებელ ეკლესიისა და სასარგებლოდ აწ ტანჯულის ჩემის ძვირფასი სამშობლოსი“. ეპისკოპოსად კურთხევის პირველივე წელს მეუფე პიროსმა თითქმის მთელი კახეთი შემოიარა და პირადად მოინახულა თავისი სამწყსო. სადაც კი მივიდოდა მეუფე, ყველგან წირვას ატარებდა, ქადაგების დროს მარტივად განუმარტავდა ხალხს სარწმუნოებრივ საკითხებს, სულიერად დააპურებდა და ნუგეშს სცემდა მღვდელმთავრის ხილვას მონატრებულ მრევლს. 1916 წლის ივნისის თვეში მეუფე პიროსმა იმოგზაურა ფშავში და მოილოცა იქაური ეკლესიები. ამის შესახებ გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვინმე ფ. სხვიტორელის (მღვდელ ფარნაოზ ზაბახიძის ფსევდონიმი) წერილი, სადაც მოკლედ არის აღწერილი ეს მომლოცველობა. ვითარების სიცხადისათვის მოგვყავს ციტატა ამ წერილიდან: „4 ივნისს, დილით გაემგზავრენ „ლაშარის ჯვარისაკენ“. ლაშარში აუარებელი ხალხი დაუხვდა. შეკრებილ მლოცველთ მისმა მეუფებამ შესაფერი დარიგება მისცა და შემდეგ დაათვალიერა ღირს შესანიშნავი ადგილები ლაშარისა. იმავე დღეს მისი მეუფება მიბრძანდა თამარის მონასტერში. მეორე დღეს მწირველი ბრძანდებოდა. ნაწირვებს დაურიგა მლოცველთ „ლოცვანები, წმიდა გიორგის ხატები და წმიდა თამარის ცხოვრება“, რომელიც გამოცემულია მისი მეუფების საფასით. თავის სიტყვაში, სხვათაშორის, აღნიშნა, რომ ეს ხატობა ძველ დროს- თან არის დაკავშირებული და ყველასაგან პატივით მოპყრობას მოითხოვსო. შემდეგ უსურვა ხალხს, „ღმერთმა ინებოს ბარელთ მთიელთაგან (თქვენგან) ესწავლოს თამარის პატივისცემაო“. თამარის მონასტრის მდუმარება მისს მეუფებას ძალიან მოეწონა და ბევრნა-ირი აზრები გამოსთქვა. თამარიდან მისი მეუფება უკან დაბრუნდა და გზადაგზა ინახულა შუქორ ეკლესია. შუქოდან შებრძანდა შუაფხოში. იმავე საღამოს შუაფხოს ეკლესია ინახულა. მეორე დღეს, წირვის შემდეგ გრძნობიერი დარიგება მისცა ხალხს. იმავე დღეს, სადილის შემდეგ, ყოვლადსამღვდელო გამოემგზავრა ქვევით. ორწყალში მის მეუფებას შეხვდნენ ხევსურებისაგან დაძარცვული ფშაველები. გაეძარცვათ ოცი კაცი და შვიდი ცხენი წაერთმიათ. იმავე დროს, ამტკიცებდნენ, რომ გზა შეკრული იყო ავაზაკებისაგან. ბოქაული და ხალხი შეჩოჩქოლდნენ და ბჭობდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ. მაგრამ მისმა მეუფებამ გამოიჩინა გულადობა ― „მომეცით ჩემი პანაგია და კუნკული, წავალ წინ და მესროლონო“. ღვთის მად- ლით, გავიარეთ მშვიდობიანად, არა მომხდარა რა. ხევსურეთისაკენ მისი მეუფება ვეღარ წაბრძანდა, რადგან ახალი ნაწვიმი იყო და გზები გაფუჭებული. ამიტომ ფშავიდან პირდაპირ ერწოში გაემგზავრა. ეს მეორე შემთხვევაა მღვდელმთავრის მოგზაურობისა ამ კუთხეში“. (1912 წელს გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) იმოგზაურა ფშავ-ხევსურეთში). მეუფე პიროსი სხვა ქართველ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად მონაწილეობდა 1917 წლის 25 მარტს სვეტიცხოველში ჩატარებულ საგანგებო წირვაში, სადაც აღდგენილად გამოცხადდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. 1917 წლის 11-17 სექტემბერს გამართულმა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის პირველმა საეკლე- სიო კრებამ იგი დაამტკიცა ალავერდის ეპარქიის მმართველად, ალავერდელი ეპისკოპოსის სახელწოდებით. ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე და ისტორიკოსი, ზაქარია ჭიჭინაძე მის შესახებ წერდა: „ეპისკოპოსი პიროსი ცხადლივ მბაძველია თავის წინაპრების, განსვენებულის ალექსანდრესი და აწ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსის ლეონიდის. ეს ორი წინაპარი მას სარკედ უდგას თვალწინ, ერთს ჰბაძავს საქმიანობით და მეორეს სიტყვით, ენერგიით, კალმითა და სხვაც კეთილ სამაგალითო კარგის მოქმედებით.
11-3 საპატრიარქოს უწყებანი N11 25-31 მარტი 2010წ. 20.
ეპისკოპოსი პიროსი(ოქროპირიძე) 1874-1922(დასასრული)
ალექსანდრე ეპისკოპოსი რომ მოსწრებოდა მის მღვდელმთავრობას, მაშინ იგი წელში გაიშლე- ბოდა, გამაგრდებოდა, მით უფრო, რადგან პიროსის დაინახა ვდალეონიდის მსგავს მოღვაწედ. დიახ, ჭეშმარიტად რომ პიროსი არის სრული სახე და განხორციელება ალექსანდრე ეპისკოპო-სის და ლეონიდის. ბევრს სასიკეთო მხარეთა გარეშე პიროსმა კალმით შრომაშიაც ადრე გამოი- ჩინა ნიჭი და არქიმანდრიტობის დროს, ქართულ ენაზედ დასტამბა მრავალი წიგნი, მათ შორის ხელმძღვანელო ძველი აღთქმის საღვთო წერილის შესწავლისა“ (მოსეს ხუთწიგნეული), „მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმის შესწავლა“, „განმარტება პავლე მოციქულის ეპისტოლეთა“, „განმარტება მათეს სახარებისა“, „განმარტება მარკოზის სახარებისა“, „ათი მცნება“, „სარწმუნოება და მისი უარის მყოფელნი ჩვენში“ და სხვა. გარდა ამისა იგი აქტიურად თანამშრომლობდა იმ პერიოდში გამომავალ ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „მწყემსი“, „შინაური საქმეები“ და სხვა“. 1921 წელს საქართველოში კომუნისტური რეჟიმის ძალადობით დამყარების შემდეგ სამღვდელოებასა და ეკლესიას უმძიმესი წლები დაუდგა. ძლიერ შეავიწროვეს ალავერდის ეპარქია და მისი მმართველი, ეპისკოპოსი პიროსი. 1922 წლის გაზაფხულზე ალავერდის მამათა მონასტერში დასვენებული წმინდა გიორგის ოქროს ხატი პირწმინდად გაძარცვეს. თვალ-მარგალიტი და შეწირულობა წაიღეს. მილიციამ ტაძრის ხა- ზინადარს, მღვდელმონაზონ ზენონს (სუმბაძე) ბოროტმოქმედებთან თანამზრახველობაში დასდო ბრალი, რადგანაც გასაღები მასთან ინახებოდა. მამა ზენონი თელავის კომისარიატში წაიყვანეს და ოთხი დღე-ღამის განმავლობაში საპყრობილეში ამყოფეს, მეხუთე დღეს, მისდა გასაკვირად, გაათავისუფლეს. მამა ზენონი მაშინვე მეუფე პიროსის სანახავად გაეშურა, მაგრამ გზაზე მეტად შემაშფოთებელი პროცესია იხილა. ოცი შეიარაღებული საბჭოთა მილიციელი შვიდ ფაეტონს უკან მიჰყვებოდა და თან დატუსაღებული მღვდელთმთავარი მიჰყავდათ. მათ მამა ზენონსაც უბრძანეს, უკან გაყოლოდათ. ალავერდის ტაძარში მისულებს საშინელი ვითარება დახვდათ – საგანძურის სამალავის კედელი გამოენგრიათ და სიწმინდეებს იქვე მაგი- დაზე ახარისხებდნენ. ამ პროცესს თბილისიდან ჩამოსულ პარტიულ ხელმძღვანელთა გარდა მიმდებარე სოფელთა კოლექტივის თავჯდომარეებიც ესწრებოდენ. შემდგომში მთელი ეს საგანძური თელავში გადაიტანეს და მეორე დღეს ეპისკოპოს პიროსს მოსთხოვეს ხელი მოეწერა ამ სიწმინდეთა სახელმწიფოსათვის გადაცემის აქტზე, რაზედაც ალავერდელი მღვდელთმთავრისაგან მტკიცე უარი მიიღეს. ალავერდის სიწმინდეები თბილისში გადააგ- ზავნეს, ხოლო მეუფე პიროსი ჯერ კომკავშირელებს აცემინეს, შემდეგ კი სისხლიანი და დასახიჩრებული, კიბის ქვეშ დაამწყვდიეს. ეს მოხდა 1922 წლის 23 აპრილს. ამბა ალავერდელი პიროსი, პატრიოტი და უაღრესად განათლებული პიროვნება — შეურაცხყოფილი და ნაგვემი კიბის ქვეშ აღესრულა. საქართველოს ეკლესიაში იგი იყო პირველი მღდელთმთავარი, რო-მელიც კომუნისტების ხელით საჯაროდ აღესრულა ქრისტეს სარწმუნოებისა და ეკლესიის ერთგულებისათვის.
12 საპატრიარქოს უწყებანი N10 1-6 აპრილი 2010წ. 18.
მღვდელი ქრისტეფორე ბადრიძე-კეჟერაშვილი
მღვდელი ქრისტეფორე XVIII საუკუნის I ნახევარში სოფელ მარტყოფში დაიბადა. იგი ქართლ-კახეთის მეფეების — ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის კარის მოძღვარი იყო. გადმოცემის თანახმად, კეჟერაშვილები ადრე ბადრიძეები ყოფილან. ერთ-ერთი ბადრიძე მარტყოფში კეჟერაანთ საგლეხო მამულზე დასახლებულა და თვითონაც გაგლეხებულა. გიორგი XII-ის დროს მარტყოფის ნაცვლის სახელო მამა ქრისტეფორეს ძმას, ნიკოლოზს აქვს. გიორგი XII-ს ერთგულებისა და დიდი სამსახურისათვის მღვდელი ქრისტეფორე და მისი ძმა, ნაცვალი ნიკოლოზი წყალობის წიგნითა და სიგელით დაუსაჩუქრებია, ასევე შვილნი ქრისტეფორესნი: დიონისე და პანტელეიმონი, შვილიშვილი იოანე და ძმისწულნი: პეტრე, იოსებ, დავით, სოლომონ, აბრაამ და ჩამომავალნი მისნი. ერევნის სახანოზე ერეკლე II-ს ლაშქრობისას მღვდელი ქრისტეფორე მეფის ლაშქარს თან გაჰყო
12-1 საპატრიარქოს უწყებანი N10 1-6 აპრილი 2010წ. 19.
მღვდელი ქრისტეფორე ბადრიძე-კეჟერაშვილი(გაგრძელება)
და იერუსალიმში იმოგზაურა. სინას მთის ქართულ მონასტერში ხატზე გააკეთებინა ქართული ასომთავრული წარწერა: „ქ. ჟამსა მას, ოდეს განაგებდა მეფე ირაკლი მეორე სრულიად საქართველოსა, მის სიმაღლეს მოვახსენე მე, ცოდვილმან მისის კარის ხუცესმან, მარტყოფელმან კეჟერაშვილმან ქრისტეფორემ, წარმოსვლად სინას მთად... მოვედ და თაყვა-ნი ვეც სულისა ჩემისა საოხად და პატრონისა ჩემისა... მეფის ირაკლის და თანამეცხედრისა მისისა... დარიას გასაძლიერებლად და ძეთა ამათთა... და ასულთა ამათთა... აღსაზრდელად... აღიწერა სინას მთას ოკტომბერს კვ ქორონიკოს უიც“. „კალმასობაში“ ბატონი ქრისტეფორე კე- ჟერაშვილს ეუბნება: „რადგან შენ გივლია ბაბილოვანსა, ეგვიპტეს, როდოს, იერუსალიმს, ეფესოს და სხვათა ადგილთა შინა მუნ მხრისათა ანუ ვითარ გენახოს და ან როგორ გსმენოდეს“. მამა ქრისტეფორეს დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში სტამბის დაარსებასა და მრავალი საეკლესიო წიგნების დაბეჭდვასა და გავრცელებაში. იმ პერიოდში სტამბის არქონა განაპირობებდა საეკლესიო ხელნაწერი წიგნების რიცხვის სიმცირეს. მამა ქრისტეფორეს შრომამ დიდი შედეგი გამოიღო, გიორგი XII ერთ-ერთ სიგელში მამა ქრისტეფორეს წერს: „12 000 სამღვთო წიგნი დაგვიბეჭდე“. როცა ერეკლე მეფე „საოფლისგან ავად შეიქმნა“ ქრისტეფორე მღვდელი ორმოცი დღე და ღამე თავდადებით ემსახურა ავადმყოფ მეფეს. მალე საქართველოს აღა-მაჰმად-ხანის სახით დიდი განსაცდელი მოევლინა. 1795 წელს მან თბილისი აიღო, აიკლო და გადაწვა მთელი ქალაქი, მრავალი ქართველი დაატყვევა და განჯის სახანოში გააგზავნა. ამ დროს განადგურდა მამა ქრისტეფორეს გახსნილი სტამბაც. 1796 წელს მეფე ერეკლეს ბრძანებით, ბატონიშვილებმა განჯის სახანოზე ილაშქრეს, განჯა აიღეს და კვლავ ხარკი დაადეს. ამას გარდა, მეფე ერეკლემ განჯას გააგზავნა მღვდელი ქრისტეფორე და მისკარბაში იოსები, რათა მათ განჯის ციხეში გადამალული ტყვეები მოეძიათ. ამათი დამსახურებით 700 ქრისტიანი ტყვე ციხიდან გამოიყვანეს. 1797 წლის მიწურულს ქართლში სახადმა იმძლავრა „დიდი ჭირიანობა გაჩნდა“. 1798 წლის 11 იანვარს ქ. თელავში ერეკლე II გარდაიცვალა. დიდძალი ხალხი გლოვითა და გოდებით მოასვენებდა საყვარელი მეფის ცხედარს, მაგრამ მცხეთაში კი მცხეთელებისა და მამა ქრისტეფორეს მეტმა ვერავინ გაბედა შესვლა. გარდა ამისა, მღვდელი ქრისტეფორე ხელმეორედ აწყობს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს დამწვარ სტამბას. ყველა ამ სამსახურის სანაცვლოდ გიორგი XII-მ მის ოჯახს ბადრიძეობა და აზნაურიშვილობა განუახლა. ამასთან, ზემო ნორიოში უბოძა: ხუთი საკომლო მამული, ნავენახებები, სახნავი, სათესი, წყალი, წისქვილი, მთა, ბარი, „თავისი სამართლიანის სამძღვრებით“. სიგელში აგრეთვე დამოწმებულია: „როგორც კურთხეულს მამა ჩვენს მეფე ერეკლეს, მარტყოფის ნაცვლობა ორსავე ხევისა თქვენთვის უბოძებიაო, ჩვენც ისე დაგვიმტკიცებია, და გვიბოძებია სიგელით, რომ არასოდეს შენის სახლიდგან ნაცვლობა არ მოიშალოსო“. გარდა ამისა, გიორგი მეფე ქრისტეფორე მღვდელს ავალებს: „რათა სამსახურად დაიდვას: წლითი-წლად თერთმეტ იანვარს, რომელ დღესაც მეფე ერეკლე მიიცვალა, ბადრიძის ჩამომავლობა მივიდეს მცხეთას, იმ დღეს ორ მღვდელს და ერთს მთავარ დიაკონს აწირვინოს მეფე ერეკლეს სულის მოსახსენებლად, მწირველთ ჯეროვანი სადილი აჭამოს და სამივეს რვა აბაზი საწირავი მისცეს“. ეს წყალობის წერილი მეფე გიორგი XII-ს მღვდელ ქრისტეფორე ბადრიძისთვის 1798 წელს, დეკემბრის 22-ე დღეს, საშვილიშვილოდ უბოძებია. წერილი მეფისა და დედოფლის ხელმოწერით, მათი შვილების: დავითის, იოანეს, ბაგრატისა და თეიმურაზის ბეჭედთა დასმითაა დამოწმებული. აქტების II წიგნში (2055) დაბეჭდილია ყორღანაშვილი დავით მუშრიბის წერილი ციციანოვისადმი, 1803 წლის 12 აპრილის თარიღით, რომელშიც ის თბილისის სტამბის ისტორიას მოგვითხრობს, კერძოდ, მისი და კეჟერაშვილის როლს ამ სტამბის ისტორიაში. მოხსენიებულ სტამბაში დაიბეჭდა დავით ბატონიშვილის „ნარკვევი“ და „ღენერალ კნორინგისაგან მეფობის გაუქმების გამო „განცხადება ქართველთადმი“. კახეთის 1801-02 წლის აღწერაში შეტანილია „ნორიოს სახასო მემკვიდრენი, ბატონის კარის მღვდელი
12-2 საპატრიარქოს უწყებანი N10 1-6 აპრილი 2010წ. 20.
მღვდელი ქრისტეფორე ბადრიძე-კეჟერაშვილი(დასასრული)
ბადრიძე, აზნაურიშვილი ქრისტეფორე, ძმა მისი მარტყოფის ნაცვალი ნიკოლოზი და ძმისწული დიონოსი“. 1800 წლის 12 თებერვლის საბუთით, ქრისტესია კეჟერაშვილი ცხოვრობს თბილისში, მოძღვრიანთ ქუჩაზე. გადმოცემით, გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ მღვდელი ქრისტეფორე დაბრუნებულა სოფელ ნორიოში, რომელიც მის დროს რამდენიმე კომლისგან შედგებოდა და მდინარე ნორიოს ხევის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობდა. XIX ს-ის მიწურულსა და XX ს-ის დასაწყისში ამ გზაზე იდგა კოშკი, სახელწოდებით — „ჯვარა“. დაქცეული შენობები ცხადად მოწმობს, რომ აქ ერთდროს ხალხს უცხოვრია. ეს სახელწოდება კი იმის გამო მიუღია, რომ ამ ადგილზე გზები ორად იყრება და კოშკთან ჯვარედინდება. ერთი ამ გზათაგანი ტყისაკენ მიდის და „ლეკების გზა“ ეწოდება. ამ გზაზე უვლიათ ლეკებს და მრავალი ტყვე წა- უყვანიათ, როგორც ნორიოდან, ისე სოფელ მარტყოფიდან და აქაურობა მრავალჯერ მორწყულა ქართველების სისხლით. ეს კოშკი ლეკიანობის დროს ნორიოელების სიმაგრე ყო- ფილა. მამა ქრისტეფორეს აქ კოშკის მაგიერ ტაძრის აშენება მოუნდომებია, მაგრამ მარტყოფის უკანასკნელ მიტროპოლიტ სტეფანეს, ენისელთ მოურავის ძე ჯორჯაძესა და მღვდელ ქრისტეფორეს შორის დიდი განხეთქილება მომხდარა და მიტროპოლიტს ნორიოში ტაძრის აშენების ნება არ მიუცია. გადმოცემა ამბობს, რომ მამა ქრისტეფორე მეუფე სტეფანეს მღვდლობიდანაც დაუყენებია. მცირე ხნის შემდეგ კი იგი გარდაიცვალა. 1813 წლის 7 მარტს გენერალლეიტენანტ ორბელიანს მარტყოფელი მღვდლის ქრისტეფორე კეჟერაშვილისათვის ჩვენების ჩამორთმევა უბრძანებია, რათა გაეგო, მართლა მან დაწერა თუ არა გიორგი XII-ის სიგელი ― სოფიოსადმი ბოძებული. მაგრამ გამოირკვა, რომ ამ დროისთვის მარტყოფელი მღვდელი უკვე გარდაცვლილი იყო. მღვდელ ქრისტეფორეს ჰყავდა ორი შვილი. უფროსი დიონოზი, რომელიც მამასავით წიგნის ბეჭდვის ოსტატი იყო (1790 წელს ის მონაწილეობს „დაუჯდომლის“ დაბეჭდვაში: „აღესრულა ოქტომბერს, ქორონიკონს უოც, ხელითა მესტამბე რაზმაძე რომანოზ ზუბაშვილისათა, მწერლობითა ქრისტესია ხუცის ძის დიონოზისათა... და დაზგის მმართველობითა... კარის ხუცის ქრისტეფორესითა“) და უმცროსი პანტელეიმონი, იგი მამასავით მღვდელი გახლდათ („ტიფლისკიე ვედემოსტის“ 1829 წლის 20 სექტემბრის 38-ე ნო- მერში დაბეჭდილია: „მღვდელი პანტელეიმონ ბადრიძე მოიკლა ბრძოლაში“).
14 საპატრიარქოს უწყებანი N14 22-28 აპრილი 2010წ. 17
დეკანოზი კირილე ღვთისავარიშვილი 1861-1931
დეკანოზი კირილე ღვთისავარიშვილი 1861 წელს ქიზიყში, სოფელ ზემო მაჩხაანში, გლეხის ოჯახში დაიბადა. 1880-84 წლებში თელავის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1884-90 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. სემინარიის დასრულებისთანავე დაქორწინდა მარიამ გრატიშვილზე. ჰყავდა ხუთი შვილი: ვლადიმერი, არჩილი, ილია, პლატონი და თამარი. 1890 წელს კირილე ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად და- *ხეს ხელი და საინგილოში, ყორაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1893 წლის 6 აგვისტოს ზემო მაჩხაანის მეორე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1894 წლის 24 ოქტომბერს სიღნაღის მაზრის I ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1895 წლის აღდგომას საგვერდულით დააჯილდოვეს, 1898 წელს კი — სკუფია უბოძეს. 1897 წლის 15 დეკემბერს მირზაანის ქალთა სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1898 წლის 20 სექტემბერს მამა კირილეს მღვდელმთავრული მადლობა გამოეცხადა ზემო მაჩხაანის ეკლესიის გარემონტებისათვის, რომელიც მან თავისი ხარჯებით შეაკეთა, ტაძარს შესწირა სახარება, კანდელი და ორი სასანთლე. მამა კირილე აქტიურად და ნაყოფიერად მოღვაწეობდა ეკლესიის ცხოვრებაში. იმ პერიოდში ქიზიყში არ მომხდარა არც ერთი სასიკეთო საქმე, მას რომ არ მიეღოს მონაწილეობა. 1899 წლის 12 აგვისტოს სოფელ ქვემო მაჩხაანში დაარსდა ქსენონი, რომლის კურთხევაც მამა კირილემ შეასრულა და შესაბამისი ქადაგება წარმოთქვა: „კაცი გვირგვინია ქმნილებისა. ღმერთმა ყველა კაცს მისცა ნიჭი განვითარებისა, რომლითაც იგი გაირჩევა ცხოველისაგან. ყველა ერმა ერთნაირად როდი გამოიყენა ეს ღვთისაგან მინიჭებული მადლი. ზოგი მეტად განვითარდა, ზოგი კი ნაკლებად. პირველნი მისაბაძავნი არიან მეორეთაგან. პირველებმა, სხვათა შორის, შეიმუშავეს და განავითარეს სამკურნალო მეცნიე-რება. მნიშვნელობა სამკურნალო მეცნიერებისა განათლებულ ერთა მიერ ძლიერ კარგად არის შეგნებული. რომაელნი იტყოდნენ: „საღსხეულში საღი ჭკვა არისო“, ქრისტიანობაც კაცობ-რიობის ჯანმრთელობისათვის საჭიროდ რაცხდა მკურნალობას და პატივს სდებდა მას, ვინაიდგან ჯანმრთელ კაცს შეუძლიან უფრო მეტად გასწიოს შრომა თვის და ქვეყნის საკეთილდღეოდ. თვით მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე იყო მკურნალი, ბრმებს თვალებს უხელდა, კუტებს ფეხებს ადგმევინებდა, წყალმანკებს არჩენდა, განრღვეულებს და სხვა გვარ სენით შეპყრობილთ კურნავდა, სულით ავადმყოფებს და ეშმაკეულთ სრულს ჭკვა-გონებას აძლევდა. გონივრული მკურნალობა ჩვენი ქიზიყისათვის იყო და არის ფრიად საჭირო, მაგრამ ნაცვლად ასეთის
14-1 საპატრიარქოს უწყებანი N14 22-28 აპრილი 2010წ. 18
დეკანოზი კირილე ღვთისავარიშვილი 1861-1931(გაგრძელება)
წამლობისა და მეცნიერებით შეიარაღებული ექიმებისაგან დარიგების მიღებისა, აქ ასრულებენ და სავსებით მისდევენ მკითხავებსა და მატყუარა ექიმბაშების მოძღვრობა-ქადაგებას. ვინ არ იცის, რამდენი ადამიანი შექმნილა მსხვერპლი ამისთანა უმეცარი პატრონობა-წამლობისა; რამ-დენი უბედურება დატრიალებულა მათის რჩევა-დარიგებით, მათის, ვითომცდა, უებარი წამლობით; რამდენს ავადმყოფს თელეთის და გავაზის გზაზედ ამოსვლია უდროვოდ სული; რამდენი უძლური გამოსალმებია ამ წუთისოფელს სოფელ ანაგის მთავარანგელოზის ეკლესიასთან, ზღუდეში. ესეც ხომ ცხადია, რომ ყოველ წლობით ქიზიყიდგან 100-300 ურემი, გაჭედილი თეთრ კაბა, გულზედ შანაშებმულ დედაკაცებით, მიდის თელეთს, ეგრეთ წოდებულ სადეკანოზო ჯვრებით მკერდზედ ჩამოკიდებულ დედაკაცების წინამძღოლობით. რამდენი იღებს ამ დღისთვის ცხვარ-კურატების საყიდლად, რომელნიც თელეთს უნდა დაჰკლან! რამდენი ადამიანი სცდება დღიურ ლუკმა-პურის საშოვარ სახსარს — მუშაობასა! ამგვარად ქიზიყს ყოველ წლობით ათი ათას თუმნობით მოსდის ზარალი და აკლდება ცხოვრების წყარო. ეს ფული რომ ქიზიყშივე დატრიალდეს, მაშინ დიდი შეღავათი მიეცემა ხალხს. ისიც ხომ მართალია, როცა კაცს აქვს შეძლება — ფული, მაშინ შეუძლიან სწავლა მიიღოს და მეტად განვითარდეს გონება-ზნეობრივად. მართალია, ავადმყოფობა ხშირად შედეგია, მაცხოვრის სიტყვისამებრ, სულიერი დაძაბუნებისა, ცოდვებისა და ამის მოსანანებლად ძალიან კარგია და ფრიად საჭირო ლოცვა-ვედრება ღვთისა და წმიდანების წინაშე, რაიცა (ლოცვა) შეიძლება ასრულდეს ადგილობრივ ეკლესიაშიც, მაგრამ ამასთანავე საჭიროა სამკურნალო დახმარებაც, გონივრული წამლობა, თორემ თუ სნეულს მარტო მკითხავის მიერ ნალოც კენჭების ნარეცხი წყალი ასვეს და წარა-მარა ატარეს აქეთ-იქით შორს გზაზედ კურატების დასაკლავად, მაშინ ხორციელ უძლურებას და გადამდებ სენის გავრცელებას ფართო გზა ეძლევა. მართალია, ჩვენი ქიზიყი სხვა საქართველოს კუთხეებს ცოტათი მაინც სჯობია მითი, რომ გომები შინ, სოფელში, არა აქვთ, საქონელთან ერთად ერთს ოთახში არა სცხოვრობენ, მაგრამ თავისი წმინდა კარ- ეზოებით და ოჯახური სუფთა ცხოვრებით ვერ დაიკვეხნის, და თავს ამით ვერ იმართლებს, რომ ჭუჭყიანი ცხოვრება სიღარიბის ბრალიაო, რადგან შეიძლება კაცი ღარიბი იყოს და სუფთად კი იცხოვროს, ოღონდ კი იშრომოს და მოისურვოს ცოდნის შეძენა სუფთად ცხოვრების შესახებ. დროა გამოვფხიზლდეთ ამ მეცხრამეტე საუკუნის დასასრულში მაინც, დავეწაფნოთ განათლებასა, ვიხმაროთ ჩვენი კეთილდღეობის და ჯანმრთელობის საშუალებანი. დროა ავმართოთ დროშა ძმობა-სიყვარულისა, მხნეობისა, საქმისადმი მუყაითობისა და ერთობისა, ვინაიდგან იქ, სადაც ერთს კაცს ვერ ძალუძს გაკეთება, აღსრულება და დადგინება რაიმე კეთილი სასარგებლო საქმისა, იქ შეერთებულ ძალას, მთელს საზოგადოებას, შეუძლიან მრავალი სასიქადულო საქმე განახორციელოს. ასაცილებლად ხორციელთა ტანჯვა-უბედურებათა, ჩვენ, ქიზიყელებს, დღეს ღვთისა და მთავრობის და ზოგიერთ აქაურთა უანგარო მუშაკთა წყალობით დაგვიარსდა სამკურნალო, რომლის კურთხევა-გახსნისთვის არიან ეხლა შეკრეფილნი სამღვდელონი და საერონი. აქ დაესწრო თვით თბილისის გუბერნატორი, სა-გუბერნიო მკურნალი ტიტე სიმონის ძე ქიქოძე (წმ. მღვდელმთავარ გაბრიელ ქიქოძის ძმისშვილი — რედაქცია) და მაზრის უფროსი, რომელთა შემწეობით და დახმარებით იხსნება ეს ქსენონი. ამ პატიოსან გვამთა, ხალხის ცხოვრების სათავეში მდგომთა დასწრება დღევანდელ დღესასწაულზედ მომასწავებელია იმისა, რომ მათ შესტკივად გული მდაბიო ხალხისათვის, რომლისათვისაც ჰსურს წარმატება და კეთილდღეობა. მაშასადამე, ეს გარემოებაც ერთი საბუთია იმისი, რომ, ჩვენდა სასიხარულოდ, იდღეგრძელებს ჩვენი ქსენონი, რომლის მახლობელ გამგედ დაგვენიშნა ახალგაზრდა, სანდო, განათლებული, დაუზარელი მხნე და კეთილსინდისიერი კაცი ექიმი თავადი ალე სანდრე ნიკოლოზის ძე დიასამიძე. იმედია, ამის შემდეგ ეს დაწესებულება მოგვცემს ჩვენ დიდს შველასა და შვებასა. გვიხსნის უდროვოდ, ულმობელ და შეუწყნარებელ სიკვდილისაგან და ამით ქიზიყს ბევრს გამრჯე და მუშა ხელს შეჰმატებს. მაშ, ჭეშმარიტად, დღევანდელი დღეს დიდად შესანიშნავი და სასიხარულო ყოფილა მთელის ქიზიყისათვის, რომლის მატიანეში ქსენონის გახსნას ექნება მუდმივი ხსენება და აღიბეჭდება მისი დაარსება მსხვილის ასოებით. მთელი ქიზიყის განათლებული საზოგადოება და მდაბიო ხალხი მოვალეა ხელი შეუწყოს ქსენონს, მის გაფართოებას და გაძლიერებას. ზოგიერთ განათლებულ ქვეყნებში, როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, თვითოეულ ექიმზედ მოდის იმდენი სული, რამდენიც აქ მრევლი მოსდის თითო მღვდელს ე. ი. 1400 — 1800 სული. რა თქმა უნდა, იქ რაოდენობა სნეულობისა და სიკვდილისა ნაკლები იქნე ბა, ვიდრე ჩვენში, სადაც ბრძოლა სენთან უფრო ძნელია და გაუწდომელი. რადგან აქაურ მკურნალს მოსავლელად ხვდა 33 000 სული. ამისათვის დიდად სასურველია, რომ აქაურმა შეერთებულმა, განურჩევ-
14-2 საპატრიარქოს უწყებანი N14 22-28 აპრილი 2010წ. 19
დეკანოზი კირილე ღვთისავარიშვილი 1861-1931(გაგრძელება)
ლად სქეს-წოდებისა, საზოგადოებამ მოიწვიოს კიდევ თუ ექიმი არა, რაიც დიდად სასურველია, ორი ფერშალი და უსათუოდ ექიმი ქალი-ბებია, რომლის გადაუდებელი და დაუყოვნებელი საჭიროება ჩვენთვის ეგოდენ ცხადია, რომ განმარტება აღარ უნდა. ავასრულებთ რა ამას, მაშინ მეტს ჯანმრთელობას შევსძენთ ჩვენსავე თავს, ჩვენს სხეულს. ამისთანავე, ისიც უნდა აღვნიშნოთ და ვიქონიოთ მხედველობაში, რომ რაც გინდ უმაღლეს ხარისხის მექონენი გავხდეთ, რაც გინდა ხორციელი სიამოვნება მოგვეცეს, რაც გინდ სიმდიდრეში და განცხრომით ცხოვრებაში ვიყვნეთ, არ უნდა დავივიწყოთ ღმერთი და მისი წმიდა სჯულის მოთხოვნილება. არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი სულიერი მდგომარეობა, შინაგანი გულის ნადებნი, მოძრაობა-მისწრაფებანი და მიდრეკილებანი, რომელნიც უკეთუ ჩვენ მიერ განსჯააწონ-დაწონისა შემდეგ ცუდნი და წინააღმდეგნი გამოდგა ქრისტიანული ცხოვრებისა, უნდა განვიშოროთ გულიდგან და არ უნდა ვიყვნეთ შურიანი და არა-მოწყალენი, არამედ მოყვასის მოყვარენი, ვითარცა თავისა თვისისა. არ უნდა მოვინდომოთ სხვისთვის ის, რაც ჩვენი თავისთვის არ გვინდა, უნდა ვიყვნეთ ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის, და ამგვარად, ხორციელ ზრუნვასთან ერთად ვიქონი- ოთ ზრუნვა მომეტებულად სუღიერ ლიერ განსპეტაკებაზედ. თუ ამას შევასრულებთ, მაშინ იქნება ჩვენი არსების ჰარმონიული მსვლელობა, მწყობრი ცხოვრება, მაშინ შევიქმნებით ღვთისა და კაცის მასიამოვნებელნი, გავხდებით ბედნიერნი სულიერად და ხორციელად, რანაირი ცხოვრებაც ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან, მეოხებითა დედისა თვისისა, მფარველისა ივერიისა და ქართველთ განმანათლებელის წმიდა ნინოსითა, მოგანიჭოსთ თქვენ ყოველთა, ამინ“. 1900 წლის 11 მაისს მამა კირილეს დიდი მონდომებითა და მეცადინეობით ზემო მაჩხაანში ქალთა სამრევლო სკოლა გაიხსნა, რისთვისაც მას მღვდელმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1901 წლის 6 მაისს მამა კირილე კამილავკით დააჯილდოვეს, ხოლო 1911 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1916 წლის 6 მაისს მას დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1907 წლის 15 დეკემბერს მამა კირილე მონაწილეობდა თბილისში გამართულ აღმოსავლეთ საქართველოს სამღვდელოების საეპარქიო სხდომაში, როგორც ქიზიყის ოლქის ერთ-ერთი მთავარხუცესი. მის მიერ წარმოთქმული სიტყვა დაბეჭდა სოციალისტური მიმართუ- ლების გაზეთმა „ისარმა“; აქ მას ბრალი დასდეს, თითქოს მამა კირილე მომხრე გახლდათ სამრევლოებზე გადასახადების მომატებისა და პოლიციის ძალით მის აკრეფისა. შემდეგ ნომერში მან ამ ბრალდებას პასუხი გასცა, სადაც ჩამოყალიბებული გახლდათ მისი შეხედულე-ბა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით: „სახელმწიფო ხაზინა, სადაც ჩვენი ეკლესიის აუარებელი ქონება მამული გადავიდა, მოვალეა დაუნიშნოს ქართველ სამღვდელოებას გადაწყვეტილი ჯამაგირი და თუ ეს, სამწუხაროდ, ყოვლად შეუძლებელია, მაშინ უზრუნ ველყოფილ უნდა ვიქმნეთ შეძლებისა და გვარად მრევლებიდგან, თუ ჩვენ მათთვის საჭირონი ვართ, რის განსახორციელებლად მშვიდობიანის გზით, ყველა მაზრაში უნდა შესდგეს კომისი-ები, მღვდლებისა, გლეხებისა და სამოქალაქო უწყების მოხელეთაგან. მე წინააღმდეგი ვიყავი და დღესაც ვარ ყოველნაირი რეპრესიულ ზომების ხმარებისა, მე გახლავართ კომისიის წევრი, რომელსაც მინდობილი აქვს გამოკვლევა და პროექტის შედგენა მღვდლების დაკმაყო- ფილების შესახებ, საიდანაც და აგრეთვე კრების დადგენილობებიდან ცხადად სჩანს, თუ რა მიმართულებისა ვარ და რა სიტყვა ვთქვი. ვიმეორებ: მე ის სიტყვები არ მითქვამს, რომელიც ზემოსხენებულ #279-ში იყო მოხსენებული“. მამა კირილეს ამ წერილს ხელის მოწერით ადასტურებდა კრების მონაწილე 20 მღვდელი და ერისკაცი. 1917 წლის გაზაფხულზე, სო- ციალისტი აგიტატორების წაქეზებით, ათეისტურად განწყობილმა რამდენიმე გლეხმა მამა კირილე რევოლუციის მტრად გამოაცხადა და იმპერატორისა და მისი მოხელეების ერთგულებაში დასდო ბრალი. მათ ცილისმწამებლური წერილი გაუგზავნეს საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველს, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) და მისი წინამძღვრობიდან გადაყენება მოსთხოვეს. მამა კირილე მდგომარეობის გამწვავებასმოერიდა და მეუფე ლეონიდეს ლოცვა-კურთხევით სხვა სამრევლოში გადავიდა. 1925 წლის 1 ივნისს ალავერდელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მარღიშვილი) მამა კირილე კელმეჩურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. მასვე დაევალა ამავე ეკლესიაზე მიწერილი ბოდბის კალოების ღვთისმშობლის მიძინებისა და წმინდა გიორგის ეკლესიების წინამძღვრობაც. 1925 წლის 10 ოქტომბრის საკათოლიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით, ალავერდის ეპარქია ორ ნაწილად, ალავერდისა და ბოდბის ეპარქიებად დაიყო. ბოდბის ეპარქიის მღვდელმთავრად დაინიშნა დეკანოზი ვასილ კარბელაშვილი (ბერად აღკვეცის შემდეგ ეპისკოპოსი სტეფანე). იმავე წლის 14 ნოემბრით დათარიღებულ წერილში დეკანოზი კირილე მას დაწინაურებას ულოცავს და ნაყოფიერ მოღვაწეობას უსურვებს ეკლესიის საკე-
14-3 საპატრიარქოს უწყებანი N14 22-28 აპრილი 2010წ. 20
დეკანოზი კირილე ღვთისავარიშვილი 1861-1931(დასასრული)
თილდღეოდ: „აქაური სამღვდელოება მოხარულია თქვენის დანიშვნით ჩვენს წინამძღვრად. თქვენი ცოდნა, გამოცდილება და უმთავრესად მიდრეკილება სამშობლოს საკეთილდღეოდ თავდებია იმისა, რომ სხვებთან ერთად შედარებით თქვენ უფრო მარჯვედ და მიზანშეწონილად აწარმოებთ ჩვენი დაობლებულ-დაავადებული ეკლესიის საქმეებს. ჩვენ ვსდებთ ფიცს და საღმრთო მოვალეობადაც მიგვაჩნია გაგიწიოთ ნამდვილი ერთგული და პირუთვნელი თანაშემწეობა თქვენს სამძიმო ეკლიან სამსახურში. ღმერთია მოწყალე, მივაღწევთ სანეტარო და საბედნიერო ნავთსადგურს ზოგადი სიკეთის დასამყარებლად. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იქნებით თანაშემწეებთან და საზოგადოდ ყველასთან ისევ ის გულკეთი-ლი, თავმდაბალი და მზრუნველი მოსიყვარულე ვასო კარბელაშვილი, რომელიც ჩვენს უწყებაში ცნობილია ფრიად საუკეთესო მხრივ... თქვენგან შორს იქნება მედიდურობა, მიუკარებლობა, განდიდების სენი და იდეა „ფიქსი“. თქვენი აქ მობრძანება ფრიად საჭიროა, საქმე აწეწილ-დაწეწილია. არა გვაქვს სადაც ჯერ არს დიპლომატიური მიწერ-მოწერა ნაბოძებ უფლებათა შენარჩუნება-განმტკიცებისათვის. მღვდლები არა ვართ წესიერად განწესებულნი თავთავის ადგილას. მატერიალური მხარე ეს უმთავრესი ფაქტორი არსებობისა არ არის“... 1926 წლის 10 მაისს მეუფე სტეფანე წერილს წერს მღვდელ მელიტონ ბეგიაშვილს: დეკანოზ კირილეს აეკრძალა ორი კვირით მღვდელმოქმედება ურჩობისათვის, მოციქულთა 55 კანონის თანახმად. თუ კიდევ იმავეს გააგრძელებს, დააყენებულ იქნება სამი თვით, ხოლო თუ კიდევ არ დაემორჩილება ბრძანებას, საერთოდ განიკვეთება სამღვდელო ხარისხიდან. საეკლესიო წესების შესრულებას ვავალებ მღვდელ ვასილ მესტიაშვილს. შემოსავლის ნახევარი მისცეს მამა კირილეს, ნახევარი თვითონ დაიტოვოს“. მამა კირილე დამორჩილდა მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევას და ერთი თვით მღვდელმოქმედება შეწყვიტა. იმავე წლის 10 ივნისიდან კი კვლავ განაგრძო ეკლესიაში სამსახური. დეკანოზი კირილე აქტიურად მონაწილეობდა 1920 წლის 27 ივნისის, 1921 წლის 1-5 აგვისტოსა და 1927 წლის 21-27 ივნისის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის II, III და IV საეკლესიო კრებებში. მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან მრავალი დევნა-შევიწროებისა და ზეწოლისა, ანაფორა არ გაუხდია და ღვთისმსახურება არ მიუტოვებია. დეკანოზი კირილე 1931 წელს გარდაიცვალა. იგი სოფელ ზემო ბოდბეში, საერო სასაფლაოზე დაასაფლავეს.
15 საპატრიარქოს უწყებანი N15 29აპრილი-5მაისი 2010წ. 18.
დეკანოზი იოსებ ჩიჯავაძე 1867-1929
დეკანოზი იოსებ თეოფანეს ძე ჩიჯავაძე 1867 წლის 17 სექტემბერს ქ. თბილისში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. მამა — მღვდელი თეოფანე იოსების ძე ჩიჯავაძე (1836-1883 წლები) — თბილისის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური იყო, ხოლო დედა —ოლღა ზანდუკელი გახლდათ. პატარა იოსებმა ჯერ თბილისის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა, ხოლო 1885-91 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. სწავლის დასრულების შემდეგ იგი დაქორწინდა. ჰყავდა სამი შვილი: დიმიტრი, ელენე და შოთა (მამა იოსების მეუღლე 1896 წელს ადრეულ ასაკში გარდაიცვალა). 1891 წლის 7 ივლისს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) იოსები დიაკვნად აკურთხა, ხოლო მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და თბილისის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1897 წლის აღდგომას საგვერდულით, ხოლო 1900 წელს სკუფიით — დააჯილდოვეს. 1911 წლის თებერვალში მამა იოსებს, საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის ბრძანებით, საეკლესიო წესების დარღვევის გამო დროებით შეუჩერდა მღვდელმოქმედება და რამდენიმე თვით გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამა თა მონასტერში განამწესეს სასჯელის მოსახდელად. 1915 წლის 6 მაისს მამა იოსები კამილავით დააჯილდოვეს. 1916 წელს იგი რუსეთში გაემგზავრა და სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში ჩააბარა. მასვე დაევალა სანკტ-პეტერბურგის ქართული სამრევლოს ჩამოყალიბება წინამძღვრობა. აი, რას წერდა ამის შესახებ გაზეთი „სამშობლო“: „კვირას, 31 იანვარს, პეტროგრადის ცენტრალური ბანკის დარბაზში მოხდა პეტროგრადის ქართველთა ახალშენის კრება. თავმჯდომარეობდა თავადი ვ. ს. მიქელაძე. კრება ნებადართული იყო პეტროგრადის ქალაქის უფროსისაგან. კრებას უნდა განეხილა საკითხი ქალაქში ქართული ეკლესიის აგებისა. თავმჯდომარემ საუცხოო მხატვრულ ფერადებით დაასურათა გარემოებანი, რამაც პეტროგრა-დის ქართველთა შორის დაჰბადა აუცილებლობა სატახტო ქალაქში ყოფილიყო ქართული ეკლესია. შემდეგ კრებას მოახსენა შარშან, 15 დეკემბერს საგანგებოდ არჩეულ რწმუნებულთა მოქმედების ანგარიში. ეს კომიტეტი უპირველესად ეახლა პეტროგრადისა და ლადოგის მიტროპოლიტს პიტირიმს, ითხოვა მისგან ლოცვა-კურთხევა ამ წმინდა საქმე-
15-1 საპატრიარქოს უწყებანი N15 29აპრილი-5მაისი 2010წ. 19.
დეკანოზი იოსებ ჩიჯავაძე 1867-1929(გაგრძელება)
ში დასახმარებლად. მეუფე პიტირიმი გული სავსებით მიეგება ამ შუამდგომლობას და აღუთქვა დახმარება პეტროგრადში ქართული ეკლესიის აგების საქმეში. რადგანაც ქვეყანა დღეს მძიმე პირობებში იმყოფება და ეკლესიის აგებაც ძალაუნებურად გაჭინაურდება. მეუფე პიტირიმი გულმხურვალედ მოეკიდა საქმეს, მით უმეტეს, რომ პეტროგრადის ქართველობას და განსაკუთრებით პეტროგრადში მყოფ ქართველ დაჭრილ მეომრებს ხშირად სჭირდებათ სულიერ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება, რადგან სლავიანური წირვა-ლოცვა მათ არ ესმით. ამის გამო მიტროპოლიტმა პიტირიმმა რწმუნებულებს შესთავაზა ერთ-ერთი ეკლესია, სადაც დროებით თავს შეაფარებს ქართული კრებული და წირვა-ლოცვას ქართულად მოისმენს. ამ მოხსენების მოსმენის შემდეგ კრებამ დაავალა თავად ვ. ს. მიქელაძეს, უღრმესი და უგული- თადესი მადლობა გადასცეს მეუფე პიტირიმს იმ მხურვალე თანაგრძნობა-მონაწილეობისათვის, რომელსაც იჩენდა საქართველოს სამწყსოს მიმართ ეგზარქოსობის დროს, რითაც ჩვენი ერის უდიდესი და საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა. კრებაზე გამოირკვა, რომ უმაღლეს წრეებში თანაგრძნობით ეგებებიან პეტროგრადში ქართული ეკლესიის აგების საქმეს. კრებამ დაადგინა, დროებით რომელიმე ორსაკურთხევლიან ეკლესიაში მოხერხებულიყო ქართული წირვა-ლოცვის მოწყობა. ხანგრძლივ თათბირში მონაწილეობას იღებდნენ გენერალ-მაიორი, თავადი ი. ა. ნაკაშიძე, მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის ამალის წევრი, თავადი ზურაბ ავალიშვილი, ა. დ. ქორქია, თავადი ი. გ. თარხნიშვილი და სხვანი. კრებამ მადლობა გადაუხადა კომიტეტის გამოცდილ ქართველ მოღვაწეს თავად ვ. ს. მიქელაძეს თავდადებულ და ერთგულ საქმიანობისათვის პეტროგრადის ქართული ეკლესიის დაარსებაში. ჩვენ განსაკუთრებით სიამოვნებით უნდა აღვნიშნოთ, რომ კრებამ უგულითადესის პატივისცემით მოიხსენია „პეტერბურგის ვედემოსტის“ დიდი ხნის თანამშრომელი, ცნობილი კანონისტი ნიკოლოზ დურნოვო, რომელიც დიდი ხნის მეგობარია ივერიის ეკლესიისა“. 1917 წლის 14 იანვარს აღნიშნული ეკლესია წმინდა ნინოს სახელობაზე იკურთხა. მწირველნი ბრძანდებოდნენ: პოლოცკის ეპოსკოპოსი კირიონი (საძაგლიშვილი), გორის ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე), სტარო-რუსიის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ამბროსი (ხელაია) და პეტროგრადის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, მღვდელი იოსებ ჩიჯავაძე. წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი იოსები სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. წირვის შემდეგ გაიმართა სადღესასწაულო ტრაპეზი, სადაც ქართველმა სასულიერო პირებმა და მრევლმა დიდი მადლობა მოახსენეს მეუფე პიტირიმს, რომელსაც ბევრი უსიამოვნება გადახდა ქართველებისათვის ამ ეკლესიის გახსნის გამო. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთის იმპერია დაინგრა. ამით ისარგებლეს ქართველმა ავტოკეფალისტებმა და ამავე წლის 12 მარტს (ახ. სტ. 25 მარტს) სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მღვდელმთავრებმა და სამღვდელოებამ ქართული ეკლესიის ავტოკეფალია აღდგენილად გამოაცხადეს. 1917 წლის 11-17 სექტემბერს გამართულ პირველ საეკლესიო კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქად ეპისკოპოსი კირიონი (საძაგლიშვილი) აირჩიეს. 1917 წლის 16 ნოემბერს უწმინდესმა კირიონმა საკათოლიკოსო საბჭოში დასვა საკითხი საეკლესიო ჟურნალის გამოცემისათვის „სვეტიცხოველის“ სახელწოდებით. რედაქტორობა თავდაპირველად შესთავაზეს დეკანოზებს — კალისტარტე ცინცაძესა და კორნელი კეკელიძეს, მაგრამ მათ უარი განაცხადეს. ამის შემდეგ უწმიდესმა კირიონმა წამოაყენა მამა იოსების კანდიდატურა, რომელიც ამ დროს პეტერბურგში იმყოფებოდა. მან მაშინვე გაუგზავნა დეპეშა მამა იოსებს და საქართველოში დაიბარა. ამავე წლის ბოლოს იგი სამშობლოში დაბრუნდა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა ჟურნალის რედაქტორად და თავის პირად მდივნად დანიშნა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჟურნალის რედაქტორად იგი ფორმალურად ითვლებოდა, მისი მთავარი იდეოლოგები იყვნენ დეკანოზები: ილია შუბლაძე, ქრისტეფორე ციცქიშვილი და ილარიონ ჯაში. 1918 წლის 11 თებერვალს მამა იოსებს დეკანო- ზის წოდება მიენიჭა. XX ს-ის 20-იანი წლების დასაწყისში მამა იოსები რუსეთში არსებული „ცოცხალი ეკლესიის“ საქმიანობაში აღმოჩნდა ჩართული. 1922 წლის სექტემბრის პირველ რიცხვებში იგი (კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის (ხელაია) ლოცვა-კურთხევის გარეშე, რის გამო მას დროებით შეუჩერეს მღვდელმოქმედება) მოსკოვში გაემგზავრა იქაურ კრებაზე დასასწრებად, აირჩიეს „ცხოველი ეკლესიის“ ჯგუფის ცენტრალურ კომიტეტის წევრად, აღიჭურვა სათანადო რწმუნებე-
15-2 საპატრიარქოს უწყებანი N15 29აპრილი-5მაისი 2010წ. 20.
დეკანოზი იოსებ ჩიჯავაძე 1867-1929(დასასრული)
ბით და საქართველოში ჩამოვიდა. მამა იოსებმა ამ საქმეში მხარდამჭერები ვერ მოძებნა და მალევე ჩამოშორდა აღნიშნულ მოძრაობას. მან შენდობა ითხოვა თავისი საქციელის გამო და დეკანოზ კალისტრატე ცინცაძის შუამდგომლობით მალევე აღუდგინეს მღვდელმსახურება. შემდგომ წლებში მამა იოსები უკვე ერთგულად ემსახურებოდა დედა ეკლესიას და მიუხედავად კომუნისტური ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის დევნისა, ანაფორა არ გაუხდია, უშიშრად ქადაგებდა სარწმუნოებას, ანუგეშებდა წმინდა ბარბარეს ეკლესიის მრევლს და დიდი სიყვარულითაც სარგებლობდა მორწმუნეთა შორის. 1927 წლის 21-27 ივნისს დეკანოზი იოსები მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის IV საეკლესიო კრებაში. 1928 წლის აღდგომის დღესასწაულზე ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) იგი ენქერით დააჯილდოვა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დეკანოზი იოსები ხშირად ავადმყოფობდა. 1932 წლის აგვისტოში წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის სამრევლო საბჭო კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) სთხოვს ახალი წინამძღვრის დანიშვნას: „მთხოვნელს ჩვენ პირადად არ ვიცნობთ. უკეთუ მისი უწმიდესობა ჰრაცხს მას შესაფერ კანდიდატად, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვეთქმის. ერთს კი მოგახსენებთ — წმ. ბარბარეს ყოფილი წინამძღვარი, აწ განსვენებული დეკანოზი იოსებ ჩიჯავაძე ორი წლის განმავლობაში ავადმყოფობდა, ხოლო მისმა დროებითმა შემცვლელებმა კეთილად ვერ წარმართეს ეკლესიის საქმე და მრევლი შემოიფანტა“. როგორც ამ წერილიდან ირკვევა, მამა იოსები, ავადმყოფობის გამო, უკანასკნელი ორი წელი სისტემატიურად ვერ ახერხებდა ტაძარში სიარულს. იგი 1929 წლის 12 იანვარს გარდაიცვალა. იგი 15 იანვარს ნათლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის ეზოში დაასაფლავეს.
16 საპატრიარქოს უწყებანი N16 6-12 მაისი 2010წ. 18
დეკანოზი იროდიონ ოქროპირიძე 1859-1933
დეკანოზი იროდიონ ოქროპირიძე 1859 წელს გორის მაზრის სოფელ დისევში, სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. XIX-XX საუკუნეებში ოქროპირიძეების ცნობილი გვარიდან მრავალი ღირსეული სასულიერო პირი გამოვიდა. მათ შორის იყო მამა იროდიონიც. იგი საკმაოდ განათლებული ადამიანების გარემოცვაში გაიზარდა და გასაკვირი არცაა, რომ მამა-პაპათაგან ნამემკვიდრებ სასულიერო გზას დაადგა. ოჯახში პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ პატარა იროდიონი გორის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. 1878 წელს მან თბი- ლისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო სწავლა, რომელიც 1884 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაასრულა. 1885 წელს დაქორწინდა ნინო ბოჭორაძეზე (1864-1942). მათ 8 შვილი აღუზარდეს სამშობლოს: ბესარიონი (1886-1964; ცნობილი ექიმი, პროფესორი, ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ტროპიკულ სნეულებათა ექიმი; მეუღლე – იულიანა ლიუტენბერგერი), გიორგი (1888-1961; ჰიდროინჟინერი), ზინა (1890-1963; მეუღლე — ალექსანდრე ლომთათიძე, დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელი კრების თავჯდომარის მოადგილე), ანდრო (1892-1955: ეკონომისტი, მეუღლე ნინო წულუკიძე), თამარი (1898-1974; — ექიმი-ფტიზიატრი), ელენე (1894- 1987; მეუღლე — მიხეილ აბულაძე), ქეთევანი (1906-1994; მეუღლე — ავქსენტი მეგრელიძე, ყოფილი მღვდელი, ცნობილი ლოტბარი) და ეკატერინე (1908- 1996). 1885 წელს სემინარიის კურსდამთავრებული იროდიონი დიაკვნად აკურთხეს, ერთ კვირაში კი მღვდლად დაასხეს ხელი და ერევნის გუბერნიაში, დიდი არარატის მთის ძირში განლაგებულ სამხედრო ნაწილში, დაბა იგ-
16-1 საპატრიარქოს უწყებანი N16 6-12 მაისი 2010წ. 19
დეკანოზი იროდიონ ოქროპირიძე 1859-1933 (გაგრძელება)
დირის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1889 წელს საგვერდულით დააჯილდოვეს. 1891 წლის მაისში, თავისი ნათესავის, საინგილოს მისიონერის, მღვდელ-მონაზვნის ლეონიდეს (ოქროპირიძე) თხოვნით, მამა იროდიონი კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს და ზაქათალის ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს. 1897 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა. მამა იროდიონის თავდაუზოგავი მოღვაწეობის შედეგად მრავალი ინგილო დაუბრუნდა ქრისტიანულ სარ წმუნოებას. გარდა ქადაგებისა და ხალხის რწმენაში განმტკიცებისა, მამა იროდიონს ტაძრების მშენებლობის მეთვალყურეობა ჰქონდა დაკისრებული. იმ პერიოდში აშენდა ქურმუხისა და თასმალოს ეკლესიები. ორივე ეკლესიის მშენებლობა 1893 წლის გაზაფხულზე დაიწყო და 1895 წლის შემოდგომაზე საკურთხებლად მზად იყო.ყოველივე ამან ფრიად დაძაბა მდგომარეობა მეზობელ ლეკებთან. ოსმალეთიდან მოსული ემისრები სოფელ-სოფელ დაძრწოდნენ და ხალხს ქრისტიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდებდნენ. ინგილოებში გავრცელდა ხმა, რომ ლეკებს მათი ოჯახების აწიოკება და სახლ-კარის დარბევა ჰქონდათ განზრახული. ეს ხმა მამა იროდიონამდეც მივიდა. შემდეგ ამ ამბავს იგი თავის ჩანაწერებში ასე იხსენებდა: „შეშინებულმა მეორე დილითვე გადავწყვიტე ჩავმჯდარიყავი „ტროიკაში“ და ცოლ-შვილი გორში წამეყვანა. სიღნაღამდე გავყვებოდი (ოჯახს რედ.), მარტო რომ ვიქნებოდი და ცოლ-შვილზე ზრუნვა აღარ დამჭირდებოდა, მრევლს უფრო კარგ პატრონობას გავუწევდი. ცხენოსანი რაზმის შედგენას ვაპირებდი, მაგრამ მეორე დილას, სანამ წასასვლელად მოვემზადებოდი, ჩემთან მოვიდნენ მასწავლებლები — ბათო ხუციშვილი და თომა პაპიაშვილი. გასაქცევად მზადება შეგვატყვეს და გვითხრეს: თქვენი გაქცევით ხალხი უფრო შეშინდება, სასოწარკვეთაში ჩავარდება და უფრო უარესია, სულ დაიღუპებიანო. მათ ჩემი განზრახვა ავუხსენი, მაგრამ ამით რას დავაჯერებდი? მაშინ მოვიფიქრეთ, დეპეშა გაგვეგზავნა მეფისნაცვალთან. საჩქაროდ შე- ვატყობინოთ აქაური მდგომარეობა-თქვა. ამ დეპეშას სამივემ მოვაწერეთ ხელი. იმჟამად მეფისნაცვლის მოვალეობას გენერალი ივანე ამილახვარი ასრულებდა. მან მაშინვე გააგზავნა ბრძანება დედოფლისწყაროში და ნიჟეგოროდის ცხენოსან პოლკს უბრძანა, სასწრაფოდ წასულიყვნენ ზაქათალის ოლქში. სამი დღის შემდეგ კახში შემოვიდა გრენადერთა ცხენოსანი პოლკი. პოლკის უფროსი პოლკოვნიკი არჯევანიძე და შტაბის სამი ოფიცერი ეკლესიის ეზოში შემოვიდნენ და მომიკითხეს: ბლაღოჩინო ოქროპირიძევ, ეს რა დეპეშა გაგიგზავნიათ მეფისნაცვლისათვის, რაშია საქმეო? მდგომარეობა ავუხსენი. მათ დამამშვიდეს, რაკი ჩვენ აქ დაგვინახეს, მუსულმანები ვეღარაფერს გაბედავენო. მეორე დილით ათ ოფიცერს სადილი გაუმართეთ ეკლესიის ეზოში, როცა პოლკის მეომრები სადილობდნენ, სასულე ორკესტრი უკრავდა. გარშემო ხალხი მოგროვდა. განსაკუთრებით ლეკები მოგროვდნენ და ერთმანეთში ჩურჩულებდნენ, ჩვენ ამათთან რას გავხდებით, ცხენებით გაგვსრესენო. პოლკმა სამ დღეს შემოიარა თათრებისა და ინგილოების სოფლები. ამით ლეკებს გულში ჩაუკლეს განზრახვა, რამაც ქრისტიანები გაამხნევა. მეც დავმშვიდდი და ჩემი მრევლიც დავამშვიდე. ამჯერად ასე ავიცილე თავიდან მოსალოდნელი განსაცდელი“. 1904 წლის 3 მარტს მამა იროდიონი ცხინვალის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს და გორის მაზრის III ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. მოძღვარი ქალაქის ცენტრში მდებარე ეკლესიის გვერდით, ორსართულიან სახლის მეორე სართულზე ცხოვრობდა. იმჟამინდელი დაბა ცხინვალი წმინდა ქართულ დასახლებას წარმოადგენდა. მისი მოსახლეობის უმეტესობა ქართველები იყვნენ. ერთ უბანში ცხოვრობდნენ გაქართველებული სომხები და ე. წ. ქართველი ებრაელები. ოსების მხოლოდ 3-4 ოჯახი ცხოვრობდა და ისინიც ქართველ ქალებზე იყვნენ დაოჯახებულნი. მათ ცხინვალში ფართლის მაღაზია და მანუფაქტურა ჰქონდათ გახსნილი. მამა იროდიონის ქალიშვილი, ქეთევან ოქროპირიძე-მეგრელაძისა, იგონებს: „მაშინ ცხინვალი აყვავებულ ბაღს ჰგავდა და გამორჩეული ინტელიგენცია ჰყავდა. ჩვენს სტუმართმოყვარე ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ სოფრომ მგალობლიშვილი, ანტონ ფურცელაძე, დავით კასრაძე, ნიკო ლომოური. ცხინვალშივე იზრდებოდა, ისიც მღვდლის, ვასილ ხიდაშელის ოჯახში მომავალი აკადემიკოსი შალვა ხიდაშელი. ცხინვალში მაშინ სასტუმრო არ იყო და აქ ჩამოსული ყველა გამორჩეული პიროვნება, კათალიკოსი (გულისხმობს საქართველოს ეგზარქოსს — რედაქცია) იქნებოდა იგი, გუბერნატორი თუ სკოლების ინსპექტორი, ყოველთვის ჩვენთან ჩერდებოდნენ და იყო გაუ- თავებელი სტუმრიანობა ჩვენს სახლში“. 1904 წლის 6 მაისს მამა იროდიონს კამილავკა ეწყა-ლობა. ამავე წლის 26 ივლისს იგი გორის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველად დაინიშნა. 1905 წლის 3 თებერვალს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი უბოძეს. 1908 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოვეს. 1915 წლის 24 ივნისს სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა პიტიმირმა (ოკნოვი) მამა იროდიონს ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დეკანოზის წოდება მიანიჭა.
16-2 საპატრიარქოს უწყებანი N16 6-12 მაისი 2010წ. 20
დეკანოზი იროდიონ ოქროპირიძე 1859-1933 (დასასრული)
რუსეთის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში საყოველთაო არეულობა დაიწყო. 1917 წლის გაზაფხულზე ცხინვალში ძალიან ბევრი წითელარმიელი მოგროვილა (მეტი წილი ოსები იყვნენ) და მეფის წინააღმდეგ გამოსულან. გამოუძახიათ რუსეთის იმპერიის ყაზახები, ზღუდრის გვერდზე ჩამოსასვლელ ზემო გზაზე ზარბაზნები დაუყენებიათ და სულ უნდა ამოებუგათ თურმე ქალაქი. ცხინვალის მოსახლეობას ყაზახებთან მოსალაპარაკებლად დელეგატად აურჩევიათ დეკანოზი იროდიონი, რომელიც საუკეთესოდ მეტყველებდა რუსულად. მას ტრიბუნიდან იმდენი ულაპარაკია, რომ რუსი ჯარისკაცები დაურწმუნებია, უკან დაბრუნებულიყვნენ — აქ არავითარი საშიშროება არ არისო. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ამით ისარგებლეს წითელარმიელებმა და ადგილობრივ თავად-აზნაურობას დაერივნენ. მაჩაბლები, ფალავანდიშვილები, ფავლენიშვილები, ციციშვილები და სხვა მრავალნი — დაიჭირეს და ლენინის სახელით დახვრიტეს. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში ძალა-დობრივად დამყარდა კომუნისტური ხელისუფლება. ქვეყანაში მთლიანად შეიცვალა ვითარება. დაიწყო ეკლესიებისა და სამღვდელოების განუკითხავი ტერორი. არაერთი სასულიერო პირი ფიზიკურად გაანადგურეს, მრავალმა მათგანმა თავისა და ოჯახის გადარჩენის მიზნით სასულიერო წოდებაზე უარი თქვა და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაება. მიუხედავად მრავალი ზეწოლისა, მამა იროდიონს არ მიუტოვებია ეკლესია და ღვთისმსახურება. მართალია, იგი აიძულეს ცხინვალი დაეტოვებინა, მაგრამ თავის მშობლიურ სოფელში, დისევში დასახლდა და იქ განაგრძო მღვდელმსახურება. მოძღვარი ძველებურად განაგრძობდა მრევლის ნუგეშისცემასა და მათ სარწმუნოებაში განმტკიცებას. XX საუკუნის 20-იან წლების ბოლოს დეკანოზი იროდიონი ხელისუფლებამ მეტისმეტად შეავიწროვა; იგი არაერთხელ დააპატიმრეს. უკანასკნელად 1928 წელს დაიჭირეს და სნეული მოხუცი ცხრა თვე ციხეში ამყოფეს. 30-იან წლებში განკულაკების დროს დაწყებულ რეპრესიებს ვერც ოქროპირიძეების სასულიერო ოჯახი გადაურჩა. თებერვლის ნამქერში სპეციალურმა ბრიგადამ მამა იროდიონი ოჯახიდან გამოასახლა. დადამბლავებული კაცი აივანზე, სკამზე დასვეს ისე, რომ ზემოდან თოვლი დასდიოდა, სახლი კი დაულუქეს. ყველა ხატი, საეკლესიო საბუთები და სამღვდელოების სურათები მის თვალწინ დაწვეს. ყველაფერი, რაც ცხინვალიდან გადარჩა (საქონელი, ავეჯი, ჭურჭელი), მისცეს მეზობელს, დიაკვნის გოგოს, რომელიც ავადმყოფ მოძღვარს უვლიდა. თანაც დასცინოდნენ — სახლში მოსამსახურე გყოლიაო. ამდენ ტანჯვასა და დამცირებას ღირსებააყრილი მოძღვრის გულმა ვეღარ გაუძლო და 1933 წელს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მამა იროდიონი დიდი პატივით დაასაფლავეს მშობლიურ სოფელში, საგვარეულო სასაფლაოზე.
17 საპატრიარქოს უწყებანი N17 13-19 მაისი 2010წ.18
დეკანოზი ალექსი გულისაშვილი 1862-1951
დეკანოზი ალექსი ნიკოლოზის ძე გულისაშვილი 1862 წელს გარე კახეთში, სოფელ ნინოწმინდაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება პატარა ალექსიმ ოჯახში, მამის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო. შემდგომ იგი სასწავლებლად თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, აქედან კი 1879 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო სწავლა, რომელიც 1885 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. ამავე წელს დაქორწინდა პატარძეულში მცხოვრებ რაქიელ ზუკაკიშვილზე, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა. არჩილი (1888-1971, ცნობილი ინჟინერმეტალურგი, პროფესორი) ნინო და მანია (ეს უკანასკნელი ადრეულ ასაკში გარდაიცვალა). 1885 წელს სემინარიის კურსდამთავრებული ალექსი საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) დიაკვნად აკურთხა, ერთი კვირის შემდეგ კი მღვდლად დაასხა ხელი და საქართველოს მთიანეთში, სოფელ მლეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. ამავე წელს აირჩიეს დუშეთის მაზრის IV ოლქის მთავარხუცესად. 1890 წლის დეკემბერში ერწო-თიანეთის მხარეში, სოფელ სვიმონიანთხევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. აქ მოღვაწეობის პერიოდში მამა ალექსის საფუძვლიანად უზრუნია სწავლა-განათლების შუქი შეეტანა სოფელში და დიდადაც იღვაწა ამ სოფელში სამრევლო-საეკლესიო სკოლის დაარსებისათვის. აი, რას წერდა ამის შესახებ 1899 წელს გაზეთი „ცნობის ფურცელი“ — „აგერ ერთი წელიწადია, რაც სკოლა დაარსდა სოფელ სვიმონიანთ ხევში. ჯერ კარგად მიდის მისი საქმე. მოწაფენი ბლომად დადიან სკოლაში, მაგრამ სამწუხარო ერთი რამ არის. თუმცა საკუთარი სკოლა გვაქვს, არტანის ხევის სკოლის ფულსაც გვახდევინებენ და ეს მით უმეტეს არ არის სასიამოვნო, რომ არტანის ხევის მასწავლებელი ტყუილად სცდება, სრულიად უსაქმოდ არის. ძალიან კარგს ინებებდნენ, ვისიც ჯერ არს, რომ ამ მასწავლებელს სვიმონიანთ ხევში გადმოიყვანდნენ, რადგან აქ მოწაფეთა სიმრავლე მეორე მასწავლებელსაც მოითხოვს. სკოლაში წერა-კითხვას მამა ალექსი გულისაშვილი ასწავლის. მამა ალექსის დიდი შრომა და ღვაწლი მიუძღვის თავის მრევლისა და ახლად გახსნილი სკოლის წინაშე. ერთი წლის სკოლის მოწაფეებისათვის მას გალობა შეუსწავლებია და მოწაფეებმა კიდეც მშვენივრად იგალობეს დღესასწაულზე — ეკლესიაში. დიდი მადლობის ღირსია ყოველივე ამისათვის მამა ალექსი ერწო-თიანეთში მსახურების დროს მამა ალექსის (მასთან ერთად ამ საქმეში ასევე დიდი წვლილი შეიტანა მღვდელმა გრიგოლ წიკლაურმა) განსაკუთრებულად უზრუნია ნადოკრის ძველი მონასტრისა და იქ მდებარე წმინდა არჩილ მეფის საფლავის აღსადგენად. ქართველთა სამარცხვინოდ, მეფე არჩილის საფლავი, რომელმაც თავი შესწირა სამშობლოს და ქრისტეს სარწმუნოებას, იმ პერიოდში სრულიად მივიწყებული და მივარდნილი იყო. საქმე იქამდე მისულა, რომ ტაძარი პირუტყვთა სადგომად იყო გადაქცეული. ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) პირველმა იზრუნა მონასტრის განახლებაზე. 1893 წელს მან ზედაზნის მამათა მონასტრიდან იქ მუდმივად განამწესა ბერ-მონაზონი ეფრემი (დიდებაშვილი), რომელმაც ეკლესიის ეზო და ტაძარი დაასუფთავა და შეძლებისდაგვარად გაალამაზა. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ მამა ეფრემი 1898 წელს გარდაიცვალა და ტაძარი კვლავ უპატრონოდ დარჩა. სწორედ ამ დროს მამა ალექსიმ და მამა გრიგოლმა ითავეს მონასტრის მოვლა-პატრონობა. აი, რას წერს ამის შესახებ მამა ალექსი გაზეთ „ივერიის“ ფურ-ცლებზე: „1899 წლის 21 ივნისს, ერთი-ორი კაცის თაოსნობით, არჩილ მეფის საფლავთან შეიკრიბნენ თიანეთის მაზრის მოწინავე საზოგადოება: მომრიგებელი მოსამართლე ა. ს. გამრეკელი, მაზრის მკურნალი ლ. ა. ჯავახიშვილი, მთავარხუცესი, მღვდელი ვლადიმერ გძელიშვილი, ბოქაულები — გ. დეკანოზიშვილი და ვ. ბარათაშვილი, ადგილობრივნი მღვდელნი, მემამულენი და მრავალნი სხვანი. სამღვდელოებამ არჩილს მეფის საფლავზე გადაიხადა პარაკლისი, შემდეგ პანაშვიდი გარდაცვლილი ბერის, ეფრემის
17-1 საპატრიარქოს უწყებანი N17 13-19 მაისი 2010წ.19
დეკანოზი ალექსი გულისაშვილი 1862-1951(გაგრძელება)
მოგროვდეს საფლავზე, სადაც მღვდელმა ნიკოლოზ კახიშვილმა წარმოსთქვა მცირე ქადაგება. ამის შემდეგ გაიმართა საუბარი, თუ რა ღონისძიებანი გაეტარებინათ ეკლესიის გადასარჩენად. საზოგადოებამ ერთხმად დაადგინა: 1) ეთხოვოს მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას საქართველოს ეგზარქოსს ფლაბიანეს, რომ ნება დაგვრთოს არჩილის ეკლესიის განახლებისათვის, შემოწირულობა საქართველოს ყველა კუთხეში, რადგან არჩილ მეფის საფლავი ეკუთვნის არა რომელსამე კერძო ადგილს, არამედ მთელ საქართველოს. 2) ვიდრე ნებართვა იქნება აღებული, ეთხოვოს დახმარება მეუფე ალექსანდრეს, როგორც პირველ მზრუნველს არჩილის წმინდა საფლავისა. რადგანაც მეუფე სხვა ეპარქიაში გადაბრძანდა, მისი სურვილი შეუსრულებელი დარჩა. 3) ჯერ-ხანობით, ვიდრე შორიდან შემოწირულობა მოგროვდება, ახლავე არჩილ მეფის ეკლესიის თავსახურავზე (ბანზე) ხეები გადაიკაფოს და კრამიტით გადაიხუროს, რომ ეკლესიის თაღი წვიმისა და თოვლისგან არ ჩამოიქცეს. 4) მომრიგებელმა მოსამართლემ ა. გამრეკელმა სთქვა: ფრიად საჭიროა, რომ ეკლესიას თავისი საკუთარი ეზო ჰქონდესო. რას ემგვანება, ეკლესია გავამშვენოთ და იქ მისვლა კი არ შეგვეძლოსო? აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიის ეზოს ვიღაც ჰაოსიანთ გვარის ოჯახი დაპატრონებია. „ყორღანი“ (სამანი) შიგ ეკლესიის კედლის ძირშია ჩავარდნილი. შემამულემ რომ მოინდომოს, ფეხს არ მიგვადგმევინებს ეკლესიასთან. პატივცემულმა მემამულემ ი. ს. ოზიაშვილმა საზოგადოებას აღუთქმა დაუდვა: არჩილის ეკლესიის ეზოს ისევ ეკლესიას დავუბრუნებო. ამის სამაგიერო ადგილს ჰაოსიანთ გვარისას ერთი ორად მივცემო. საზოგადოებამ დიდი მადლობა გადაუხადა ბატონ ოზიაშვილს. შემდეგ გაიმართა ქართვე-ლური ნადიმი, შემკობილი მამულიშვილურის სიმღერებით და მრავალი სადღეგრძელოთი. ვისურვებთ, ყველა ის, რაც სიტყვით წარმოითქვა, განხორციელებულიყოს და ჩვეულებრივ ქართველურ დავიწყებას არ მისცემიყოს“. 1899 წლის 1 სექტემბერს მამა ალექსი სოფელ ვა- ქირში განამწესეს, სადაც მან მცირე ხანს დაჰყო. მალე იგი თავის მშობლიურ სოფელში, ნინოწმინდაში გადაიყვანეს. 1902 წლის 12 დეკემბერს თბილისის III ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. ამავე წლის აღდგომას სკუფიით დააჯილდოვეს, ხოლო 1910 წლის 6 მაისს კამი-ლავკით. 1914 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. 1916 წლის აღდგომას წმინდა ანას III ხარისხის ორდენი გადასცეს, 1922 წელს კი დეკანოზის წოდება მიანიჭეს. 1921 წლის 25 თებერვლიდან, საქართველოში კომუნისტური ხელისუფლების დამყარების შემდეგ, სამღვ- დელოების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ბევრმა მოძღვარმა ვერ გაუძლო ტანჯვა-წამებას, დევნა-შევიწროებას, რეპრესიებსა და ცილისწამებებს. მამა ალექსიც მრავალჯერ დადგა განსაცდელის წინაშე. თავისი ოლქის მდგომარეობის შესახებ იგი 1923 წლის 1 აპრილს ურბნელ ეპისკოპოს ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) წერს: „ამა წლის 25 მარტს III ოლქში ნინოწმიდის, თოხლიაურის, გიორგიწმიდის და საგარეჯოს ეკლესიები დაკეტეს. 26 მარტს საგარეჯოს აღმასკომის განკარგულებით ეკლესიები გაძარცვეს, კანკელები დაამხეს, ხატები დაამტვრიეს, შესამოსლები თეატრში წაიღეს და მღვდელმოქმედება აგვიკრძალეს. ესეთი ძალმომრეობა, შელახვა სარწმუნოებისა და სვინდისისა არც გაგონილა და არც თქმულა საქართველოში. 1 აპრილს საგარეჯოს დიდ მიტინგზე ხალხმა, ერთი მხრივ, მოითხოვა: „ეკ- ლესიები გაგვიღეთ და ჩვენს სარწმუნოებას ნუ შეეხებითო“. ამის შემდეგ პასუხი მისცეს: „თქვენმა საბჭომ, სადაც თქვენი წარმომადგენლები იყვნენ თქვენი სურვილით გადაწყვიტესო“. სოფლიდან სამი-ორი საბჭოს ურწმუნო წევრი არ შეადგენს მთელ სამრევლოს და იმათი გადაწყვეტილება სარწმუნოებრივ დარგში არავითარ კომპეტენციას არ წარმოადგენს. გთხოვთ, თქვენო მეუფებავ, პროტესტი შეიტანოთ უმაღლეს საბჭოს მთავრობაში, რომ ეკლესიები ეკუთვნის მორწმუნე ხალხს და არა ურწმუნოებს, რომ გამოძიება მოხდეს, მართლა ხალხს სურს დაკეტვა ეკლესიებისა, თუ რამდენიმე ურწმუნო პირს“. მამა ალექსის და — სოფიო გულისაშვილი, გათხოვილი იყო სოფელ პატარძეულში, მღვდელ ნიკოლოზ ლეონიძეზე. მათი შვილი ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ― გიორგი (გოგლა) ლეონიძე, მამა ალექსის დისშვილი გახლდათ. გულისაშვილების საოჯახო არქივში შემორჩენილია რამდენიმე წერილი, სადაც გიორგი ბიძას სთხოვს, თბილისის საისტორიო და საეთნოგრა
17-2 საპატრიარქოს უწყებანი N17 13-19 მაისი 2010წ .20
დეკანოზი ალექსი გულისაშვილი 1862-1951(დასასრული)
ფიო მუზეუმს გამოუგზავნოს ნინოწმინდის ეკლესიაში დარჩენილი ისტორიული ღირებულების საეკლესიო ნივთები და სიგელ-გუჯარები, რათა ისინი განადგურებას გადაურჩეს. მოგვაქვს ამონარიდი ამ წერილიდან: „ძია, გარდა ამისა, მომწერე, სად იმყოფება ეხლა ნინოწმინდის სიძველენი: ა) დაფარნები ირაკლი II-ის დედის — თამარის შეწირული; ბ) ძველი ხატი არჩილ მეფის შეწირული; გ) საბა მიტროპოლიტის ნაქონი ხატი. საქმე იმაშია, რომ ეს ნივთები არ აღმოჩნდა თბილისში ჩამოტანილ სიძველეებში. ერემიამ კი წინათ მითხრა, რევკომიდან ქალაქში გავგზავნეთო. მაცნობეთ, რომ მივიღო ღონისძიება მათი ან ეკლესიისთვის დაბრუნებისა და ან კიდევ სიძველეთა საცავისათვის. დღეს ხდება ცენტრალიზაცია სიძველეებისა. ჩამოტანილია ყველაფერი დავით გარეჯიდან, შიომღვიმიდან და სხვა ადგილებიდან. აგებულია ფოლადის სახლი საგანგებოდ და ყველაფერი იქ ინახება. აგრეთვე თქვენსა და ნინოწმინდაში, ეკლესიაში თუ ოჯახებში ხომ არ გეგულებათ ძველი ნივთები, ხელნაწერები, სიგელები? გადავწერთ მაინც ტექსტებს...“ 1935 წლის 12 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ (ცინცაძე) დეკანოზი ალექსი ეკლესიაში 50 წლის ერთგული სამსახურისათვის მადლობის სიგელით დააჯილდოვა, აი, რა წერია ამ სიგელში: „სრულიად საქართველოს საკათოლიკოზო სინოდმა მოისმინა მოხსენება მღვდლობის ხარისხში შენი ორმოცდაათი წლის კეთილ-ნაყოფიერი სამსახურისათვის და მოგვანდო ჩვენ გადმოგვეცა შენთვის ლოცვა-კურთხევა. გულმოდგინედ ვევედრებით ზეციერ მამას, მშობლიური ეკლესიის ერთგულის და ხანგრძლივი სამსახურისათვის დაგიცვას შენ ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა და მოგანიჭოს დღეთა სიგრძე, სიხარული, მშვიდობა, სიტკბოება და მყუდროება“. შემდგომ წლებშიც ძველებური შემართებით განაგრძობდა მხცოვანი დეკანოზი ეკლესიაში სამსახურს. ვინ მოთვლის, რამდენი ანუგეშა, რამდენი მონათლა ან გააპატიოსნა უფალს მინდობილმა მოხუცმა მოძღვარმა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ხშირად ავადმყოფობდა. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე მან კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს საჩუქრად გაუგზავნა ოჯახში შემორჩენილი ძველებური ხატი და სთხოვა, სიონის საპატრიარქო ტაძრისათვის შეეწირა. 1949 წლის 10 სექტემბერს უწმინდესი კალისტრატე ამის თაობაზე აცნობებს: „მაღალღირსო მამა, დეკანოზო ალექსი! მოგიძღვნი რა ლოცვა-კურთხევას და გულითად მადლობას, გაცნობებ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ხატი დასვენებულია სიონში, სამკვეთლოში, შესასვლელი კარების მარჯვნივ. მარად თქვენთვის მლოცველი, კ. პ. კალისტრატე“. დეკანოზი ალექსი 1951 წლის 21 იანვარს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. იგი 25 იანვარს დიდი პატივით მიაბარეს ნინოწმინდის საკათედრო ტაძრის ეზოს.
18 საპატრიარქოს უწყებანი N18 20-26 მაისი 2010წ 18.
დეკანოზი არჩილ ლაფერაშვილი 1940-1992
დეკანოზი არჩილ ლაფერაშვილი 1940 წლის 2 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ სასირეთში დაიბადა. როგორც თავად მოძღვარი ჰყვდებოდა, ლაფერაშვილების გვარში მრავალი სასულიერო პირი აღზრდილა. მისი დიდი ბაბუები — სოლომონი და ფილიმონი — სასულიერო პირები იყვნენ და გორის ეპარქიაში XIX-XX საუკუნის მიჯნაზე მსახურობდნენ. მათი ოჯახის ნა-თესავი გახლდათ ასევე მღვდელი თეოფილაქტე ლაფერაშვილი, ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ ალექსანდრე ხახანაშვილის სიძე, რომელიც XX საუკუნის 20-იანი წლების რეპრესიების მსხვერპლი გახდა. მისი მშობლებიც ― გიორგი ლაფერაშვილი და თამარ გელიტაშვილი — მორწმუნე ადამიანები იყვნენ. გიორგი ხელობით კალატოზი ყოფილა. XX საუკუნის 10-იან წლებში მას მონაწილეობა მიუღია სოფელ სასირეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობაში, რომელიც ამავე სოფლის მკვიდრის, ცნობილი ქართველი გენერლის, გი-
18-1 საპატრიარქოს უწყებანი N18 20-26 მაისი 2010წ. 19
დეკანოზი არჩილ ლაფერაშვილი 1940-1992(გაგრძელება)
-ორგი მაზნიაშვილის დაფინანსებითა და ხელშეწყობით აშენდა. გიორგიმ და თამარმა ექვსი ვაჟკაცი აღუზარდეს სამშობლოს, რომელთა შორის მამა არჩილი ყველაზე უმცროსი, ნაბოლარა ყოფილა. 1957 წელს არჩილმა დაამთავრა სოფელ სასირეთის საშუალო სკოლა, რის შემდეგაც სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. იგი ოთხი წლის განმავლობაში შავი ზღვის საზღვაო ფლოტში რიგით მეზღვაურად მსახურობდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაოჯახდა; იქორწინა გვერდითა სოფელ ყარაღაჯში მცხოვრებ ცისანა ბერიაშვილზე, რომელთანაც ორი ვაჟი ზაზა და ზურაბი ეყოლა (ქალბატონი ცისანა დეკანოზ ნოდარ ბერიაშვილის და გახლავთ. მამა ნოდარი სამთავისისა და გორის ეპარქიის მღვდელმსახურია, სოფელ მეტეხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობღის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი). ეკონომიკური განათლების მიღების შემდეგ არჩილმა მუშაობა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში ადმინისტრატორად დაიწყო. შემდგომ წლებში იგი ავჭალის ლითონგადასამუშავებელ ქარხანაში ეკონომისტად მუშაობდა. XX საუკუნის 70-იან წლებში არჩილმა პერიოდულად დაიწყო ეკლესიაში სიარული. იგი განსაკუთრებით დაუახლოვდა ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარს, არქიმანდრიტ სოკრატეს (ჭულუხაძე), რომლის ლოცვა-კურთხევითაც მან მცხეთის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. სემინარიის დასრულების შემდეგ, 1978 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ არჩილი დიაკვნად აკურთხა. 1979 წელს კი მღვდლად დაასხა ხელი და დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად განამწესა. 1980 წლის 1 ოქტომბერს თბილისის მამა დავითის წმინდა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს და ამავე წლის 14 ოქტომბერს ოქროს ჯვრით დააჯილდოვეს. 1981 წლის 14 ივნისს დეკანოზის წოდება მიანიჭეს და საპატრიარქოს საფინანსო-სამეურნეო განყოფილების თავჯდომარედ დანიშნეს. 1984 წელს მამა არჩილის მოთავეობით დაიწყო მამა დავითის ტაძრისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გამშვენება და გალამაზება. ამ საკითხთან დაკავშირებით 1986 წელს ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“ წერდა: „ორი წლის წინ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მთაწმინდაზე დაიწყო წმინდა დავით გარეჯელის ეკლესიის ძირეული აღდგენა-გამშვენიერება. ამ საშურ საქმეს სათავეში ჩაუდგა ამავე ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილ ლაფერაშვილი. გაიწმინდა და აღდგა კედლის ფერწერა, რესტავრაცია გაუკეთდა ხატებს, მოწესრიგდა ტაძრის ინტერიერი. მოიხსნა ძველი და დაიდგა ახალი ქვის კანკელი, ჩაისვა ახალი ხატები, მარმარილოთი მოპირკეთდა ამბიონი და სამკვეთლო ადგილი. შეკეთდა გუმბათი, მთლიანად შეიცვალა, როგორც დიდი, ასევე პატარა ტაძრის ყველა სარკმელი. ისინი შეიმინა არმირებული მინით. შეიცვალა სამი მთავარი კარი. კარე-
18-2 საპატრიარქოს უწყებანი N19 20-26 მაისი 2010წ. 20
დეკანოზი არჩილ ლაფერაშვილი 1940-1992(დასასრული)
ბი დამზადებულია საუკეთესო ხის მასალისაგან, რომელსაც გადაეკრა სპილენძი და მოიჭედა. გაიყვანეს გათბობა. ტაძრის ეზოში, სადაც ქართველი ერის მარად სალოცავი შვილები განისვენებენ, კლდიდან მოჟონავს წყარო, რომელიც ზამთარ-ზაფხულზე ნალექების მიხედვით მატულობს. ბოლო დროს, წყაროს გამტარი მილი დაზიანებული იყო, რის გამოც წყალი კედლებში მოჟონავდა. გამოიღეს წყაროს თაღში არსებული კედელი, გამოცვალეს მილი. სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა სრულიად საქართველოს ქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ასევე ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს დახმარებითა და თანადგომით. დღეისათვის, ღვთის მადლითა და ძალით, ეკლესიას მიეცა მყუდრო სახე, რათა ტაძარსა შინა შემსვლელმა აღავლინოს წმიდა ლოცვა ჩვენი სამოციქულო ეკლესიისა, ერისა და ქვეყნისათვის. ამინ“. 1980-იან წლებში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული და თავდადებული სამსახურისათვის დეკანოზი არჩილი ენქერითა და გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა. განსაკუთრებული წვლილი და დამსახურება მიუძღვის მამა არჩილს ჯავახეთში, ფარავნის ტბასთან ღია ტრაპეზის მშენებლობის საქმეში. სიცოცხლის უკანასკნელ წელს მამა არჩილი მძიმედ დაავადდა. ექიმებმა მას ფილტვზე კიბოს დიაგნოზი დაუდგინეს. 1992 წლის იანვრიდან მძიმე ავადმყოფობის გამო ტაძარში სიარულს იგი სისტემატურად ვეღარ ახერხებდა. რამდენიმე თვის შემდეგ, 1992 წლის 15 მაისს დეკანოზი არჩილი გარდაიცვალა. სიკვდილის წინ იგი აზიარა თავისმა მოძღვარმა, არქიმანდრიტმა სოკრატემ. 18 მაისს სიონის საპატრიარქო ტაძარში დასვენებულ დეკანოზ არჩილს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, სამღვდლოების თანდასწრებით, წესი აუგო და პანაშვიდი გადაუხა- და. ამავე დღეს იგი თავის მშობლიურ სოფელში გადაასვენეს და მეორე დღეს საგვარეულო სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალეს. ინფორმაციისა და ფოტოების მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით მამა არჩილის შთამომავალს, მამა დავითის ტაძრის მღვდელმსახურს, დეკანოზ დავით რევაზიშვილს.
19 საპატრიარქოს უწყებანი N19 27მაისი-2ივნისი 2010წ. 18
დეკანოზი ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილი ,, მომაკვდავებს სიცოცხლეს უბრუნებს“
დეკანოზი ნიკოლოზ გიორგის ძე ოქრომჭედლიშვილი 1861 წელს გლეხის ოჯახში დაიბადა. მისი წინაპრები ოდითგან გარეკახეთის დიდი სოფლის, გიორგიწმინდის მკვიდრნი, სამეფო ყმები იყვნენ. მამაკაცებს საოჯახო პროფესია ჰქონდათ — ხატებს წერდნენ, ამიტომ მეზობლები მათ შთამომავლებს დღესაც მხატვრიაანთს ეძახიან. ნიკოლოზის პაპის მამა, გიორგი, მეფეების თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის კარის ოქრომჭედელი იყო. მათ ოსტატობასა და ხელგარ-ჯილობას მოწმობდა შინდის ხის კოხტად გამოჩარხულ ჯოხზე თეიმურაზისა და ერეკლეს ბეჭდებით დამოწმებული 27 სიგელ-გუჯარი, რომლებიც მამა ნიკოლოზის რეპრესირების შემდეგ ოჯახმა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს ჩააბარა. პატარა ნიკოლოზს ადრეული ასაკიდანვე ჰქონია წიგნების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული. მშობლებმა განათლების მისაღებად თავდაპირველად იგი თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც 1876-80 წლებში სწავლობდა. სასწავლებლის დასრულების შემდეგ კიევში, საერო განათლების მისაღებად გაემგზავრა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ნიკოლოზმა იქორწინა ეკატერინე ფანოზიშვილზე, რომელმაც მოძღვარს 10 ქალ-ვაჟი გაუზარდა. შემდგომში მათი შვილები დედას ასე იხსენებდნენ: „დედა ნაკითხი, ენაწყლიანი ქალბატონი გახლდათ ძალიან უხდებოდა ჩიხტიკოპი და ქართული კაბა-ჯუბა თავისი დედისაგან ნასწავლი ასობით ზღაპარი ზეპირად იცოდა, დიდ დავთარში ჰქონდა ჩაწერილი და როცა ბავშვებმა წერა-კითხვა ვისწავლეთ, გვაკითხებდა ხოლმე“. 1886 წელს ნიკოლოზი პანკისის წმინდა გიორგის სა-ხელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს. 1890 წლის 2 თებერვალს დიაკვნად აკურთხეს და სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძრის ღვთისმსახურად დანიშნეს. 1892 წლის იანვარში თბილისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში მე-დავითნედ შტატში დაადგინეს. 1897 წელს თელავის „ღვთაების“ სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 18 წლის 20 დეკემბერს თბილისში, დიდუბის ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში უშტატო დიაკვნად განამწესეს. 1901 წლის 6 თებერვალს დიაკვნის შტატში დაამტკიცეს. დიდუბის ეკლესიაში მსახურების დროს დიაკონი ნიკოლოზი 1900 წლის სექტემბრიდან 1901 წლის დეკემბრამდე საეკლესიო გალობას ასწავლიდა ადგილობრივ ერთკლასიან სამრევლო სკოლაში. 1902 წლის 10 სექტემბერს ანჩის- ხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს, ხოლო 1904 წლის 5 მარტს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის შტატგარეშე მედავითნედ დაინიშნა. 1907 წლის 5 მაისს შტატის დიაკვნად დაამტკიცეს. ქაშვეთის ეკლესიაში მოღვაწე- ობის პერიოდში მამა ნიკოლოზი აქტიურ მონაწილეობდა ქაშვეთის ახალი ეკლესიის მშენებლობაში და ტაძრის მშენებლობის კომიტეტის წევრიც იყო.
19-1 საპატრიარქოს უწყებანი N19 27მაისი-2ივნისი 2010წ. 19
დეკანოზი ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილი ,, მომაკვდავებს სიცოცხლეს უბრუნებს“(გაგრძელება)
1913 წლის 26 ოქტომბერს მღვდლად დაასხეს ხელი და გარეკახეთში, სოფელ გიორგიწმინდის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნეს. 1914 წლის 6 სექტემბერს საგვერდულით დააჯილდოვეს. დეკანოზი ნიკოლოზი წინაპართაგან გადმოცემული ხალხური მედიცინის ბრწყინვალე მცოდნეც იყო. საოჯახო ფოტოზე, რომელიც ამ სტატიას ერთვის, მის ოჯახის წევრებთან ერთად, ასახულია ორი ფერეიდნელი ქართველი, რომლებიც მან უმძიმესი სნეულებისაგან განკურნა. მამა ნიკოლოზი სიცოცხლის ბოლო წლებში თბილისში, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, დეკანოზის წოდებით მსახურობდა. ქაშვეთის ეკლესიაში მსახურების პერიოდს მისი მეუღლე ასე იხსენებდა: „ეკ-ლესიის ეზოში ცხოვრობდა კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე). როცა მას რაიმე საბუთი ჰქონდა შესადგენი, შესადგენი, მოვიდოდა და ჩემს მღვდელს ეტყოდა: ბიჭო აიკავ, ერთი ქაღალდია შესადგენი, კალამი შენ უკეთ გიჭრის და მოდი, დაწერეო. ერთხელაც, რაღაც საქმეზე მისულიყო და საწერ მაგიდასთან ძველი ბიბლიის ჩასწორებაზე მომუშავე მამა ნიკოლოზს დასდგომია თავზე. უწმინდეს კალისტრატეს ყურადღება მიეპყრო უცნაურ სამელნეს, რომელშიც დროდადრო აწობდა კალამს მოძღვარი. სამელნე მისივე გაკეთებული იყო, ძალზე ორიგინალური მექანიზმი ჰქონდა; დაპატიმრებისას ისიც წაიღეს. შუშის სამელნეს ზევიდან ზამბარაზე წამოცმული რეზინის რგოლი ჰქონდა, როცა კალამს ჩააწობდა და რეზინს დააწვებოდა, ზამბარა ჩაიწევდა, მელანი მაღლა ამოვიდოდა და კალმის წვერს დაასველებდა. პატრიარქ კალისტრატეს გაჰკვირვებია და ეთქვა: „რას არ მოიგონებ, ნამდვილი ჯადო ხელი გაქვს. უბრალო სასმელი წყალი „უკვდავების წამლად“ აქციე, მომაკვდავებს სიცოცხლეს უბრუნებ, ახლა ეს ჯადოსნური მექანიზმი გამოგიგონიაო“. მას მერე მამა ნიკოლოზს „ჯადო მღვდელი“ შეარქვეს და სახელითა და გვარით აღარავინ იხსენიებდა“. რაც შეეხება „უკვდავების წყალს“, მისი ისტორია ასეთია. მამა ნიკოლოზი კიევში სწავლის პერიოდში ეგზემითა და ფსორიაზით დაავადებულა. მთელ ტანზე მოსდებია მუწუკები, ფხანით კანს იტყავებდა; უზომოდ შეწუხებულს ვისთვის აღარ მიუმართავს, მაგრამ ვერავინ განკურნა. მერე, ბედად, სანკტ-პეტერბურგელი პროფესორის ს. სმირნოვის სქელტანიანი წიგნი ― „ელექტრო-ჰომეოპათია“ ჩავარდნია ხელთ. წაუკითხავს და გახარებია, რომ იმ დროში უკურნებელი ათაშანგის, ჭლექისა და სხვა მძიმე სნეულებებთან ერთად, კანის ყოველგვარ დაავადებათა მკურნალობაც იყო აღწერილი. სმირნოვისათვის უმალ ბარათი უფრენია: მიშველე, წამლები გამომიგზავნე, საფასურს სამმაგად აგინაზღაურებო. პროფესორმა წამლები არ გამოუგზავნა, თვითონ ჩამოვიდა, შინ ეახლა, უმკურნალა და განკურნა. საფასურიც კი არ გამოართვა, მხოლოდ სთხოვა: მკურნალობის ეს მეთოდი რთული არ არის, უკვე თავად გამოსცადე, უმტკივნეულო, ნაღდი და უებარია. შეისწავლე, ხალხს უმკურნალე და ჩემი „ჰონორარიც“ ეგ იქნებაო. თავად პროფესორს მკურნალობის ეს მეთოდი იტალიაში, ქ. ბოლონიაში, იქაურ ექიმ-ფარმაცევტ, გრაფ მატეისთან ჰქონდა შესწავლილი. დეკანოზმა ნიკოლოზმა საფუძვლიანად შეისწავლა ელექტროჰომეოპათიური მკურნალობა. იტალიაში, გრაფ მატეისაც გაუგზავნა ფული და წერილი, აუხსნა, თუ რატომ იწამა მკურნალობის მისეული მეთოდი და სთხოვა, წამლები გამოეგზავნა. გახარებულ გრაფს, ჩემს მკურნალობის მეთოდს საქართველომდეც ჩაუღწევიაო, დიდი ხნის სამყოფი წამლები გამოეგზავნა, ფულიც უკან დაებრუნებინა — როცა პაციენტებს და შემოსავალს გაიჩენ, წელში გაიმართები, ხარჯები იქიდან ვიანგარიშოთო. ახალმოვლენილმა მკურნალმა ხალხის მისაზიდად მაშინდელ თბილისურ პრესაში სტატიებიც გამოაქვეყნა, წიგნიც დაწერა „ელექტროჰომეოპათია“, რომლის რამდენიმე ეგზემპლარი ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც ინახება. XX ს-ის 30-იან წლებში მამა ნიკოლოზი თვითონ დადიოდა ხოლმე ავადმყოფებთან, უფასოდ კურნავდა. შედეგს ყველა ხედავდა, მაგრამ ჯადო მღვდლის „უკვდავების წყლის“ მაგიური ძალა მაინც ბოლომდე ვერავინ ირწმუნა. ალოპათია, თანამედროვე მკურნალობის მეთოდი, ხალხს ძვალ-რბილში საუკუნეების მანძილზე ჰქონდა გამჯდარი და იმ პერიოდში ექიმებიც უკვე მრავლად იყვნენ. 1930 წელს დეკანოზ ნიკოლოზს გრაფ მატეისათვის უკანასკნელად გაუგზავნია საჩუქრად საოჯახო ვერცხლის კოვზები და ოქროს პორტსიგარი. რამდენიმე ხნის შემდეგ „ჩეკაში“ დაიბარეს, უთხრეს, იტალიიდან რაღაც საწამლავებით სავსე ყუთი ჩამოგივიდა, ხალხი რომ არ დაწამლულიყო, ფეხსადგილში ჩავყარეთ, მეტი აღარაფერი გაგზავნო ბოლონიაში, თორემ დაგიჭერთო. მართლაც, 1937 წელს დაიჭირეს, ოღონდ სულ სხვა მიზეზის გამო. როგორც მისი შვილიშვილი იხსენებს, ეს ამბავი ასე მომხდარა: „მამა ნიკოლოზი პირადად იცნობდა სტალინს. ჯერ კიდევ რევოლუციამდე სტალინი მოსახლეობასთან შესახვედრად ხშირად ჩადიოდა გიორგიწმიდაში, ღამეს კი მამა ნიკოლოზის სახლში ათევდა. პაპისეულ მარანში მუხის კოჭს ახლაც ამჩნევია ორი ნატყვიარი. ეს სოსოს ნასროლიაო, გვითხრა ერთხელ პაპამ. როცა სოფლად კოლექტივიზაცია დაიწყო, 30-იან წლებში, პაპამ ძველ ნაცნობს ბარათი გაუგზავნა, მისი აზრით, უწყინარი და მეგობრული: „სოსო! გლეხებს კოლმეურნეობა არ მოსწონთ და ძალას ნუ დაატანთო“. ეს გამოხმაურება „მეგობრებმა“ შესანიშნავად დაუ-
19-2 საპატრიარქოს უწყებანი N19 27მაისი-2ივნისი 2010წ.20
დეკანოზი ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილი ,, მომაკვდავებს სიცოცხლეს უბრუნებს“(დასასრული)
ფასეს, ხელი სტაცეს და იმ პაპანაქება ზაფხულში ბამბის საკრეფად ალაზანზე უკრეს თავი. მეორე ზაფხულსაც მიაკითხეს 73 წლის მოხუცებულ მოძღვარს და კვლავ სამუშაოდ უკრეს თავი კოლმეურნეობაში. იქიდან დაბრუნებული მოხუცი ტიროდა — კომკავშირლები წვერებს მაგლეჯდნენ, დამცინოდნენ და მაწამებდნენ, თუ ღმერთი არსებობს, რატომ არ გშველის, ჩვენს ხელში რათ ჩაგაგდოო. ისღა მოახერხა, ლავრენტი ბერიას მისწერა: „ბატონო ლავრენტი! როცა შენ გიჭირდა, სტუდენტობისას, მე გიშველე, გიმკურნალე და მოგარჩინე. ახლა მე მიჭირს და გადამარჩინე ― კომკავშირლები ჩამომხსენი, ლამის სული ამომხადონო“. თურმე, ბერიას ბაქოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლისას ათაშანგი შეჰყროდა და პაპაჩემს მოერჩინა. ამდენი წლის შემდეგ იმ უბრალო ბარათმა ჯალათს თავისი ჭაბუკობისდროინდელი ცოდვები გაახსენა და „მოწმე ისევ ცოცხალი ყოფილაო“, სტაცა ხელი და მთავრობის საწინააღმდეგო პროპაგანდის ბრალდებით გადასახლებაში უკრეს თავი. დაპატიმრების დროს მთელი სახლი გაჩხრიკეს. ერთი სატვირთო მანქანა გაავსეს უძვირფასესი წიგნებით, ტყავის ყდებში აკინძული ჟურნალ-გაზეთების წლიური შეკვრებით, საეკლესიო ინვენტარით, ხატებით, ხელს საოჯახო ვერცხლეუ-ლით, პაპაჩემის ოქროს ჯიბის საათი და ძეწკვიც გააყოლეს. დეკანოზი ნიკოლოზი გადასახლებიდან სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა. დარდისა და ავადმყოფობისაგან დასნეულდა და იქვე გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ცნობილი არ არის მისი გარდაცვალების წელი და საფლავის ადგილმდებარეობა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს წამებული დეკანოზ ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილის სული და ილოცოს ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ. სტატიაში გამოყენებულია მამა ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილის შვილიშვილის, ბატონ დიმიტრი გულისაშვილის ნარკვევი — „მხატვრიაანთ ჯადომღვდელი“.
20 საპატრიარქოს უწყებანი N20 3-9ივნისი 2010წ 17
მიტროპოლიტი გრიგოლი (ცერცვაძე) 1910-1992 დაბადებიდან 100 წლისთავი
მიტროპოლიტი გრიგოლი, ერისკაცობაში გიორგი ალექსანდრეს ძე ცერცვაძე, 1910 წლის 18 მაისს, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში (ყოფილი ურიათუბანი), ალექსანდრე და სო-ფიო ცერცვაძეების კეთილმორწმუნე ახში დაიბადა. მეუფე გრიგოლის ამქვეყნად მოვ-ლინებამდე მის მშობლებს ოთხი ბავშვი გარდაცვლიათ. ამით დამწუხრებულ დედას ღვთისთვის აღუთქვამს, რომ თუ ახალშობილი ჯანმრთელი იქნებოდა, მას უფლის მსახურად აღზრდიდა. ასეც მოხდა, დაიბადა ვაჟი, რომელსაც სახელი წმინდა გიორგის პატივსაცემად უწოდეს. ახლადშობილი ამავე წლის 24 ივნისს ურიათუბნის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მღვდელმა სევერიან გუგუტიშვილმა მონათლა. პატარა გიორგის სიყრმიდანვე კეთილგონიერებითა და ღვთისადმი სარწმუნოებით ზრდიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ღვთისმებრძოლთა დროში გაატარა სიყმაწვილე, ეკლესიისა და ლოცვის სიყვარული თანატოლთაგან მას ყოველთვის გამოარჩევა. ერთხელ, როდესაც კომკავშირლებმა სოფლის ეკლესია დაარბიეს და წმინდა წიგნები ცეცხლში ჩაყარეს, იქვე დამალულ პატარა გიორგის გადარჩენილი წიგნები თან წამოუღია და დაუმალავს. სწავლა-განათლება ვაზისუბნის ორკლასიან სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მიიღო. გიორგი ბავშო-ბიდან მშობლების დამხმარე და უსიტყვო მორჩილი იყო. სკოლაში სწავლის გარდა, დროს ძირითადად ნახირში ატარებდა, კამეჩებისა და ძროხების მწყემსად. მძიმე, ყოველდღიურ შრომაში განვლო ბავშვობის წლება და როდესაც 18 წელი შეუსრულდა, დედამ ღვთისადმი აღთქმული პირობა გაუმხილა. გადაწყვიტეს, ჭაბუკი აწყურის „თეთრი გიორგის“ სახელობის ეკლესიაში, ერთი წლით მორჩილად მიებარებინათ. 1928 წელი იდგა, უმძიმესი პერიოდი ჩვენი დედაეკლესიის ისტორიაში. ხელისუფლება გამალებით ცდილობდა ღვთისმსახურთა შევიწროებასა და დამცირებას. ყოველივე ამის ფონზე, საკვირველია ახალგაზრდა გიორგის სიმხნევე, ღვთისადმი სასოება და მშობლების სიყვარული, როცა მან თანატოლთაგან მოკვე-თისა და დაცინვის ფასად, დევნილ ბერებთან მსახურება აირჩია. იმ დროს წმინდა გიორგის მონასტერში მოღვაწეობდნენ გამოცდილი და მრავალჭირნახული ბერები: იღუმენი მელქისედეკი (ცელაძე) და მღვდელ-მონაზონი კირილე (ცინცაძე). ჭაბუკი გიორგი მართლაც ღვთის ნუგეშად მოევლინა ყოველმხრივ შევიწროებულ მოღვაწეებს. მთელი მონასტრის მეურნეობა და სურსათ-სანოვაგით მომარაგება მისი საზრუნავი გახდა. „თეთრი გიორგის“ ბერები ძველი სამონაზვნო ტრადიციების გამგრძელებლები იყვნენ და ღვთისმსახურების წეს-განგებასაც შესაბამისად აღასრულებდნენ. მათი ზედამხედველობის ქვეშ გიორგიმ მალევე შეისწავლა ტიპიკონი, წიგნის მკითხველობა და გალობა. ძველი ბერების მსგავსად, უამრავი ლოცვა ზეპირად იცოდა. მორჩილებაში გაიარა აღთქმულმა წელიწადმა, მაგრამ გიორგის ისე შეუყვარდა სათნო ბერები და მონასტრული გარემო, რომ ეძნელებოდა მშფოთვარე ერში დაბრუნება. მონასტერში კიდევ რამდენიმე წელი დარჩა, სანამ ჯარში სამსახურმა არ მოუწია. 1933 წელს სამხედრო სამსახურისათვის თბილისში გაამწესეს. მან ორი წელი იმსახურა ცხენების მომვლელად. თურმე ლოცვის დრო რომ მოვიდოდა, თავისთვის დადგებოდა და ჩუმად ბუტბუტებდა, ამისთვის სხვა ჯარისკაცებს ჭკუასუსტი ეგონათ. ორი წლის შემდეგ ჯარგამოვლილი გიორგი ისევ მონასტერს დაუბრუნდა. 1936 წელს „თეთრი გიორგის“ ტაძარში მედავითნედ დაადგინეს. XX საუკუნის 30-იან წლებში უმძიმესი სულიერი ვითარება შეიქმნა სრულიად საქართველოში და, მათ შორის, კახეთში. უღმერთო კომუნისტების ძალდატანებით ხალხი თანდათან შორდებოდა ეკლესიას, ახალი თაობაც უგულო ათეისტებად იზრდებოდა. აღდგომის დღეებში ტაძარში მთვრალები შედიოდნენ, შეურაცხყოფდნენ სიწმინდეებს, დასცი- ნოდნენ სასულიერო პირებს, საწიგნობელიდან საღვთისმეტყველო წიგნებს იტაცებდნენ, ხევდნენ, აბურთავებდნენ. ალავერდის დღესასწაული სამდღიან ღრეობად იყო ქცეული. წმინდა ადგილისათვის შეუფერებელი აყალმაყალის დაშოშმინება-დაწყნარებაც მორჩილ გიორგის უწევდა. განვლო კიდევ რამდენიმე წელმა. რადგან გიორგის ბერობა გადაწყვეტილი არ ჰქონდა, მშობლების თხოვნითა და ბერების ლოცვა-კურთხევით, დაოჯახება გადაწყვიტა, რათა თეთრი სამღვდელოების ხარისხში გაეგრძელებინა ღვთისმსახურება. ჯვარი დაიწერა მორწმუნე ასულ მარიამ მღებრიშვილზე, რო-
20-1 საპატრიარქოს უწყებანი N20 3-9ივნისი 2010წ 18
მიტროპოლიტი გრიგოლი (ცერცვაძე) 1910-1992 დაბადებიდან 100 წლისთავი(გაგრძელება)
მელთანაც 1946 წელს ვაჟიშვილი ალექსი შეეძინა. 1945 წლის 7 აგვისტოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით გიორგი ცერცვაძე ოფიციალურად დაინიშნა შტატის მედავითნედ ახმეტის რაიონის სოფელ ხოდაშენისა და აწყურის თეთრი გიორგის ეკლესიებში. 1946 წლის 27 იანვარს წიგნის მკითხველი გიორგი სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ იპოდიაკვნად დაადგინა. 1947 წლის 1 მარტს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ სიონის ტაძარში დიაკვნად აკურთხა, ხოლო ერთი კვირის შემდეგ, 8 მარტს წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში მღვდლად დაასხა ხელი და აწყურის „თეთრი გიორგის“ სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად განამწესა. დაიწყო მამა გიორგისათვის ახალი, არანაკლებ მძიმე პერიოდი — დაბეჩავებული მრევლის გამხნევება და მათი შერყეული რწმენის განმტკიცება, ეკლესიის შენობის მოსავლელად სახსრების გამონახვა, ათასობით მოუნათლავი ადამიანის მონათვლა. იმ დროს განსაკუთრებით მძიმე იყო მოძღვრის ისედაც მძიმე ჯვარი. 1951 წლის 30 მარტს ალავერდელმა და ბოდბელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე) ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა და დაავალა ახლომდებარე სოფლებში, ყვარელში, ჭიკაანსა და გავაზში სამღვდელო წესების შესრულება. 1952 წლის 27 ივლისს კვლავ აწყურის სამრევლოში დააბრუნეს. 1954 წლის 30 იანვარს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) თელავის „ღვთაების“ სახელობის ეკლესიაში მეორე მღვდლად გადაიყვანა. 1955 წელს მამა გიორგის ეკლესიაში ერთგული სამსა- ხურისათვის კამილავკა უბოძეს, ხოლო 1957 წლის 31 მაისს, სულთმოფენეობის დღესასწაულზე, სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოვეს. 1960 წლის 19 აგვისტოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ (სიდამონიძე) დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1969 წლის 19 აგვისტოს ალავერდელმა ეპისკოპოსმა რომანოზმა (პეტრიაშვილი) ენქერით დააჯილდოვა. 1973 წლის ივნისში, ყოველ-თა წმიდათა კვირიაკეში, უწმინდესმა და უნეტარესმა დავით V-მ (დევდარიანი) მიტრა უბოძა. ათეული წლების უანგარო მსახურებამ მას დიდი ავტორიტეტი მოუპოვა მოსახლეობაში. „გიორ- გი მღვდელი“ — ასე იცნობდნენ თელაველები და იმ დროისათვის ხალხის ეკლესიისადმი ჩვეული, აგდებული დამოკიდებულების მიუხედავად, მისთვის ზედმეტი არასოდეს შეუბედავთ .ვინ იცის, რამდენი ადამიანი უნუგეშებია, რამდენი ადამიანი უზიარებია, რამდენი სული შეუმოსავს ქრისტეს ნათლისღებით. 1976 წლის მაისის დასაწყისში, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა ალავერდელ ეპისკოპოსად გამოირჩია. ამავე წლის 22 მაისს, დავით გარეჯის მონასტერში, წილკნელმა მიტროპოლიტმა გაიოზმა (კერატიშვილი) ბერად აღკვეცა და სახელად გრიგოლი უწოდა. მეორე დღეს, 23 მაისს, კათოლიკოს-პატრიარქმა დავით V-მ, წმინდა სინოდის მღვდელმთავართა თანამწირველობით, ეპისკოპოსად დაასხა ხელი. უმძიმეს პერიოდსა და დროში მოუწია მეუფე გრიგოლს მღვდელმთავრობა. მიახლოებითი წარმოდგენა რომ ვიქონიოთ, რა მდგომარეობა იყო მაშინ ალავერდის ეპარქიაში, მოვიყვანთ თელავის რაიაღმასკომის თავმჯდომარის წერილს. ადრესატია სსრკ-ის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებული, ამხანაგი თ. დ. ონოფრიშვილი: „თელავის სახალხო დეპუტატთა რაიონულ საბჭო-აღმასკომთან არსებულ რელიგიურ კულტთა დარგში კანონმ- დებლობის დაცვის ხელშემწყობმა კომისიამ მნიშვნელოვანი მუშაობა გასწია 1978 წლის განმავლობაში. კომისია თავის საქმიანობაში მთავარ ყურადღებას უთმობდა რაიონის რელიგიურ ქსელში მიმდინარე ყველა პროცესსა და მოვლენას, კულტის მსახურთა და აღმასრულებელ ორგანოს წევრთა პირადი დოკუმენტების მოწესრიგებას, კულტის მსახურთა და მორწმუნეთა შორის საბჭოთა კანონმდებლობის საკითხებზე ახსნა-განმარტებათა მუშაობის მოწყობას, მოხეტიალე კულტის მსახურთა საქმიანობის აღკვეთას. კომი
20-2 საპატრიარქოს უწყებანი N20 3-9ივნისი 2010წ 19
მიტროპოლიტი გრიგოლი (ცერცვაძე) 1910-1992 დაბადებიდან 100 წლისთავი(გაგრძელება)
სიის სხდომაზე განხილულია „ღვთაების“ ეკლესიაში რიტუალებზე არასრულწლოვანთა დასწრების მდგომარეობის, აგრეთვე სხვადასხვა რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. რაიონის თითქმის ყველა სოფელში დაწესებული იყო რელიგიური დღესასწაული, მაგრამ ადგილობრივი საბჭოების ინიციატივით, მშრომელთა შორის ახსნა-განმარტებითი მუშაობის გაძლიერებით, ბევრგან ნებაყოფილობით უარყვეს აღნიშნული დღესასწაული და დაწესდა ახალი თანამედროვეობის შესატყვისი დღესასწაულები, სახელდობრ: იყალთოში — „შოთაობა“, ლაფანყურში — „ვაჟაობა“, სანიორეში — „9 მაისობა“, შალაურსა და ფშაველში ― „2 მაისობა“. კიდევ ერთ ახალ დღესასწაულს ჩაეყარა საფუძველი წელს სოკელ ართანაში, გიორგობის ნაცვლად ნოემბერში, დეკემბრის პირველ კვირას იზეიმებენ მოსავლის აღების დღესასწაულს. არც ერთ სოფელში აღარ ტარდება არავითარი რელიგიური დღესასწაული, გარდა თელავის „ღვთაების“ ეკლესიისა. სოფლებში არსებული ეკლესიების ეზოებში მიმდინარეობს მასობრივი გართობები, ოჯახების ერთ ნაწილში კი იმართება ნათესავების წვეულება. ძველებურ დღესასწაულებს მისდევენ მხოლოდ ხანშიშესული ადამიანები. მიუხედავად აღნიშნულისა, კომისიას არ მიაჩნია მიზანშეწონილად დღესასწაულის ჩატარება, თუნდაც მხოლოდ გართობის თვალსაზრისით, რადგან მას მაინც რელიგიური სახელწოდება აქვს და ყველაფერი მის პატივსაცემად მოწყობილი გამოდის, იგი უარყოფითად მოქმედებს ახალგაზრდობის აღზრდაზეც. ამასთან, რელიგიური დღესასწაულების უმეტესობა ემთხვევა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პერიოდს და იგი იწვევს დიდძალი მუშახელის გაცდენას. ამიტომ ყველა სოფელში საჭიროა შემოიღონ ახალი დღესასწაული. თელავის ფერისცვალების „ღვთაების“ ეკლესიაში შაბათ-კვირას იმართება წირვა-ლოცვა, სწარმოებს ბავშვების მონათვლა. იმ მიზნით, რომ შეგვესწავლა მასში მოსახლეობის რა ნაწილი იღებდა მონაწილეობას, ყოველ შაბათს დაწესებული გვაქვს კომისიის წევრთა მორიგეობა. როგორც შესწავლით გამოირკვა, თელავის „ღვთაების“ ეკლესიაში მოსულები ძირითადად ასრულებენ მიცვალებულების სახსენებელ რიტუა-ლებს და ისმენენ ამ დღეების აღსანიშნავ ლოცვებს. კომისია ყოველწლიურად სწავლობს რაიონში საკულტო საქონლით ვაჭრობის მდგომარეობას, შეიმჩნეოდა, რომ გარდა ფერისცვალების ეკლესიისა, რომელიც რეგისტრირებულია, საკულტო საქონლით ვაჭრობას ადგილი არ ჰქონია. თელავის საკოლმეურნეო ბაზრის მიდამოებშიც, კერძოდ, იყიდებოდა სანთლები, რომლებიც აღკვეთილ იქნა ჩვენი ჩარევით. ორი მათგანის შესახებ კი საქმე განიხილა ადმინისტრაციულმა კომისიამ. კომისიამ შეამოწმა კულტის მსახურთა დოკუმენტაცია და იგი წესრიგშია კანონმდებლობის შესაბამისად. კულტის მსახურთა და მორწმუნეთა მიერ დარღვევას არც ერთ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი. თელავის რ-ნის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის რელიგიური კულტურის კანონმდებლობის დაცვის ხელშემწყობი კომისიის თავჯდომარე ვ. მამულაშვილი“. მიუხედავად არსებული მძიმე მდგომარეობისა, მეუფე გრიგოლმა მთელი თავისი ცოდნა და ენერგია, გამოცდილება და სულიერება გამოიყენა, რათა ალავერდის ეპარქიაში გამოცოცხლებულიყო და მწყობრში ჩამდგარიყო საეკლესიო ცხოვრება. ამას დაერთო ისიც, რომ 1977 წლის 25 დეკემბერს, ქართული ეკლესიის ისტორიაში მოხდა მნიშვნელოვანი ამბავი: საპატრიარქო ტახტზე აბრძანდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი). საყურადღებოა, რომ სვეტიცხოვლის ტაძარში გამართულ ინტრონიზაციაზე სწორედ ალავერდელმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა გადასცა საზეიმოდ საპატრიარქო მიტრა უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს. 1978 წლის 4 იანვარს, ეკლესიაში ხანგრძლივი და ერთგული სამსახურის გამო, ეპისკოპოსი გრიგოლი მიტროპოლიტის წოდებით დააჯილდოვეს. თავისი აღსაყდრების პირველსავე წელს, 1978 წლის 27 სექტემბერს, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა ალავერდის საკათედრო ტაძარში, რის შემდეგაც ეს ყოველწლიური ტრადიცია გახდა. 1992 წლის 2 თებერვალს მიტროპოლიტი გრიგოლი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. 6 თებერვალს ალავერდის ტაძარმა მეუფე გრიგოლის ცხედარი მიიბარა. ალავერდის ტაძარში განსვენებულის სახელზე სამეუფე პანაშვიდები შეასრულა ბათუმ-შემოქმედელმა და მანგლელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ (მელიქიძე). დაკრძალვას ესწრებოდნენ: სრულიად სა- ქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, ბოდბელი მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი), აგარაკ-წალკელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ახვლედიანი), არქიმანდრიტი იოაკიმე (ასათიანი), არქიმანდრიტი დანიელი (დათუაშვილი), არქიმანდრიტი იობი (აქიაშვილი), იღუმენი ანდრია (კბილაშვილი), ბოდბისა და ალავერდის ეპარქიების სამღვდელოება. გამოსათხოვარ სიტყვაში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბრძანა: „საქართველოს ეკლესია დღეს უკანასკნელ გზაზე აცილებს მაღალყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტ გრიგოლს. თითქ- მის მთელი საუკუნე იცოცხლა ამ დიდებულმა
20-3 საპატრიარქოს უწყებანი N20 3-9ივნისი 2010წ 20
მიტროპოლიტი გრიგოლი (ცერცვაძე) 1910-1992 დაბადებიდან 100 წლისთავი(დასასრული)
მღვდელმთავარმა და მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლე ჩვენი ერის კეთილდღეობასა და მის სულიერ აღორძინებას მოახმარა. მინდა მოგახსენოთ, რომ მეუფე გრიგოლი ეკლესიის სამსახურს მაშინ შეუდგა, როცა სამღვდელოებას ციხეში სვამდნენ. მან მოღვაწეობა მო-ნასტერში დაიწყო და იქიდან მოკიდებული სიკეთისა და ბოროტების მუდმივ ბრძოლაში ყოველთვის მტკიცედ იდგა სიკეთის მხარეს. მრავალი განსაცდელის მიუხედავად, კახეთმა რწმენა და ქართული სული შეინარჩუნა, მაგრამ ისევე, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, ეკლესიურობა დაიკარგა. ჩვენს ხალხს დაავიწყდა, რომ მხოლოდ შრომა როდია საკმარისი. უფალმა ბრძანა: ექვს დღეს იშრომე, საქმეს იქმოდე, ხოლო მეშვიდე დღე ჩემი არისო. ჩვენ, სამწუხაროდ, დავივიწყეთ ეს დღე; დღეს ქართველი კაცი ისე მიეჯაჭვა საქმეს, რომ ხშირად საეკლესიო დღესასწაულებიც კი არ ახსოვს, წმიდა მამები კი გვასწავლიან, რომ ვისაც შრომა უფლის სადიდებელს ავიწყებს, მასთან ბარაქა და მადლი არ იქნება. დღეს ჩვენ მიტროპოლიტს ვასაფლავებთ და, სამწუხაროდ, ხალხი ამას არ ესწრება. ყველა თავთავისი საქმითაა გართული: ზოგი რას აკეთებს და ზოგი რას. აი, როგორები გავხდით. ამიტომაც იქცა დღეს ჩვენში ჩვეულებრივ მოვლენად მკვლელობა, დაუნდობლობა, ღალატი. ამ მძიმე დღეებში ერთი ასეთი საშინელი ამბავიც მოვისმინე. ბრძოლაში დაღუპული შვილის ცხედარი, როცა ის სოფელში ჩაასვენეს, მშობლებმა არ მიიღეს, რადგან სხვა პარტიას ეკუთვნოდა. მშობელმა შვილის სიყვარულს პოლიტიკა არჩია! ჩვენ ხომ ასეთნი არ ვიყავით, ამას ხომ ჩვენი წინაპარი არ ჩაიდენდა. მაგრამ მე მწამს, რომ ქართველი ერი განიწმინდება ამ ცოდვებისაგან და მისი სულიერება კვლავ ამაღლდება. მე მწამს, რომ ამისთვის ილოცებს მეუფე გრიგოლიც, რომლის გარდაცვალებაც განსაკუთრებით მძიმეა ჩემთვის. მე ხომ მან დამადგა გვირგვინი ჩემი პატრიარქად აღსაყდრების დროს. მე თანაგრძნობას ვუცხადებ მის ოჯახსა დაყველა მის ახლობელს. ღმერთმა აცხონოს მეუფე გრიგოლის სული და მისი ლოცვა შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს“. მეუფე გრიგოლი დაკრძალულია ალავერდელი მღვდელმთავრების: პეტრეს (კონჭოშვილი), პიროსისა (ოქროპირიძე) და დავითის (ბურდულაძე) გვერდით.
21 საპატრიარქოს უწყებანი N21 10-16 ივნისი 2010წ. 18
ეპისკოპოსი პეტრე (კონჭოშვილი) 1836-1909
„საღმრთო ვალად ვრაცხ, გამოვხატო საჯაროდ, წინაშე ქართველი ერისა, რომ მე გულითადი, მხურვალე მომხრე ვარ საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენისა“
საქართველოს ეკლესიას მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე არაერთი გამორჩეული მღვდელმთავარი ჰყოლია. ზოგი მათგანი კარგად ახსოვს ქართველ ხალხს, ხოლო ზოგი, სამწუხაროდ, ნაკლებად..მომავალი ეპისკოპოსი პეტრე დაიბადა კახეთის ერთ-ერთ უძველეს და ძლიერ სოფელ საბუეში (დღევანდელი ყვარლის რაიონი) 1836 წელს. მამამისი, მღვდელი დავითი, საბუის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური იყო (გარდაიცვალა 1846 წელს). უფროსი ძმა მათეც ამავე ეკლესიის მედავითნე გახლდათ. დედა მარიამი (შესაძლოა, გვარად გოგიტაშვილი) ოთხ შვილს — მათეს, პეტრეს, სოლომონს და მელანიას ზრდიდა და ცდილობდა, არაფერი მოეკლო მათთვის. აგრეთვე აშკარაა, რომ ამ უბრალო ქართულ ოჯახს ჰქონდა ძლიერი თვითნაბადი, ხალასი ნიჭი და ქვეყნის სიყვარული. ასეთ გარემოში ჩამოყალიბდა პატარა პეტრეს პიროვნება. მოგვიანებით, 1899 წელს, დეკანოზი პეტრე წერდა: „სიყრმიდგან ჩემიდგან, რაც კი თავის ცნობაში მოვსულვარ, რაც კი ჩემ საყვა- რელ მშობელთაგან შემისწავლია პირჯვრის გამოსახვა და შევიძელ ხსენება და გამოთქმა სახელისა ყოვლად ტკბილისა უფლისა იესო ქრისტესი... იმ დროიდან, მარად-ჟამს ჩემთვის სანატრელი შეიქმნა მიმოხილვა და მოლოცვა წმინდა ადგილთა“. ეს ნატვრა მან მართლაც აისრულა და ქართულ სამოგზაურო ჟანრს შესანიშნავი წიგნიც შესძინა. პეტრე კონჭოშვილმა დაამთავრა ჯერ თელავის სასულიერო სასწავლებელი, ხოლო 1859 წელს თბილისის სასულიერო სემინარია, რის შემდეგაც თელავის სასულიერო სასწავლებელში დაბალი კლასე-ბის მასწავლებლად განამწესეს. თანდაყოლილი ნიჭის წყალობით შესანიშნავად შეისწავლა წმინდა წერილი, ქრისტიან მამათა ნაწერები, კარგად ფლობდა რუსულ და ფრანგულ ენებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მან ყველაზე მეტად ქართული ენა, ლიტერატურა და ისტორია შეიყვარა და მთელი სიცოცხლე მშობლიური ენის და სარწმუნოების უფლებებისათვის იღწოდა. ამიტომ ისმის გულიდან ამოძახილივით მისი სიტყვები: „მშობლიურ ენაზე უტკბილესი ხომ არა რომელიმე სხვა ენა იქმნების“. XIX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს პეტრე კონჭოშვილი დაქორწინდა მართა მახვილაძეზე. 186 წელს იგი ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და ლიახვის ხეობაში, სოფელ ჯავის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და ამავე ოლქის მთავარხუცესად დანიშნეს. აღსანიშნავია, რომ ჯავაში მამა პეტრე შეხვედრია ცნობილ ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძეს, იმ დროს კოლეგიის ასესორს. იგი პეტრე კონჭოშვილს მოიხსენიებს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე „ნიჭიერსა და სანდო“ პიროვნებას კავკასიის ამ რეგიონში მოღვაწე სამღვდელო პირთა შორის. XIX საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში საინგილოში ქრისტიანებსა და მაჰმადიანებს შორის ძლიერ დაიძაბა მდგომარეობა (ლეკებმა მოკლეს გენერალი შალიკაშვილი, გაანადგურეს მისი რაზმი, ზაქათალის ოლქში მოქმედი 12 სამრევლოდან დარჩა მხოლოდ სამი: კახის, ალიბეგლოს და ყორაგანის). ამასთან დაკავშირებით 1865 წლის 16 ნოემბრიდან მღვდელი პეტრე კონჭოშვილი საინგილოში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და ზაქათალის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. ამ გადაყვანით ჩანს, რომ მამა პეტრეს იქ განსაკუთრებული მისია უნდა შეესრულებინა. მართლაც, საინგილოში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და იქ მსახურების სამი წლის განმავლობაში მამა პეტრემ შეძლო და- ძაბულობის განმუხტვა და მდგომარეობის დასტაბილურება. ორიოდე სიტყვით გვინდა მოვიხსენიოთ მისი მეუღლე მართა მახვილაძე (გარდაიცვალა 1896 წელს, დასაფლავებულია ვერის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიაში). იგი ნამდვილი მაგალითი იყო ქრისტიანი, მისიონერი დედებისა. მან მთელი თავისი ხანმოკლე სიცოცხლე, მეუღლესთან ერთად, ქართულ საქმეს და ქრისტიანობის გავრცელებას შესწირა. საინგილოში, კერძოდ, სოფელ კახში,
21-1 საპატრიარქოს უწყებანი N21 10-16 ივნისი 2010წ. 19
ეპისკოპოსი პეტრე (კონჭოშვილი) 1836-1909 (გაგრძელება)
მას თურმე „დედა მართას“ ეძახდნენ პატარა ინგილო ბავშვები, რომელთაც იგი ასწავლიდა პირჯვრის გამოსახვას, ლოცვას, ქართულ ენასა და ლიტერატურას, გეოგრაფიას, არითმეტიკას, და რაც მთავარია, სამშობლოს სიყვარულს. მართა მახვილაძეკონჭოშვილზე პატარა მოგონება შემოგვინახა მისმა ერთმა ყოფილმა მოწაფემ, შემდეგში ცნობილმა ინგილო ისტორიკოსმა, მოსე ჯანაშვილმა. 1868 წლის 11 ივნისს მამა პეტრე თბილისში გადმოჰყავთ და სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად ინიშნება. ამავე წლის 1 სექტემბერს ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის მოძღვარი და მასწავლებელი ხდება, სადაც მთელი 37 წლის განმავლობაში ღირსეულად იღვაწებს. აქ იგი საღვთო სჯულის სწავლებასთან ერთად მტკიცედ იბრძვის, რათა ქართველი მოწაფეები დაიცვას რუსიფიკატორი ბერების „მზრუნველობისაგან“. თუმცა მამა პეტრე იმასაც ჩივის, რომ ხშირად სხვა მღვდლები სათანადოდ ვერ უჭერენ მხარს და იგი უმცირესობაში ექცევა ხოლმე. ამ პერიოდში დაიწყო მამა პეტრემ განსაკუთრებული, უანგარო ქველმოქმედება. უპირველესად კი თავისი კუთხე, კახეთი არ ავიწყდება. საბუის ეკლესიას მან ძვირფასი საეკლესიო ინვენტარი შესწირა, აწყურის წმინდა გიორგის ეკლესიას — სახარება და ბარძიმფეშხუმი. ამავე სოფელში ააგო ეკლესია და სახალხო ბიბლიოთეკა (სამკითხველო) დააარსა. უშურველად ზრუნს თავისი მეუღლის ნათესავებისა თუ სხვა მოყ- ვასთათვის. საინგილოში, სოფელ კახის ქალთა სკოლას, სადაც მისი ძმისშვილი — სოფიო კონჭოშვილიყულოშვილისა მოღვაწეობდა, ათეულობით ძვირფასი წიგნი შესწირა. პეტრე კონჭოშვილმა ანდერძშიც არ დაივიწყა მშობლიური სოფელი საბუე და იქ ეკლესიის ასაგებად 6 000 მანეთი დატოვა. მის ანდერძში სხვადასხვა ოდენობის თანხაა გამოყოფილი თითქმის ყვე- ლა ეროვნული საქმისათვის: მოსწავლეთა სტიპენდიებისთვის, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისთვის, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის და ა. შ. მამა პეტრეს ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისათვის მიღებული ჰქონდა სხვადასხვა სახის ჯილდოები: 1880 წელს მას დეკანოზის წოდება მიენიჭა, 1894 წლის 15 მაისს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი, 1896 წლის 5 აგვისტოს სასწავლო დარგში გამოჩენილი ყურადღებისათვის ქართული „ბიბლიით“ დაჯილდოვეს, 1898 წლის 6 მაისს ენქერი უბოძეს, 1903 წლის 6 მაისს წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი. გარდა ამისა, დეკანოზი პეტრე ასევე დაჯილდოებული იყო წმინდა ანას III და II ხარისხის ორდენებით, იასამნისფერი კამილავკით, სამკერდე ოქროს ჯვრით, საგვერდულით, წმინდა ნინოს ვერცხლის მედლით, იმპერატორ ალექსანდრე III-ის სამახსოვრო ვერცხლის ჯვრითა და 1897 წლის 2 მაისს იმპერატორ მარიამის სახელზე მოჭრილი ასწლიანი საიუბილეო მედლით. 1905 წლის 6 ოქტომბერს უკვე მხცოვანი მოძღვარი წმინდა სინოდმა ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავრად გამოარჩია. ამავე წლის 13 ნოემბერს (საინტერესოა, რომ მამა პეტრეს წმინდა სინოდისათვის და პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტ ანტონისათვის (ვადკოვსკი) პირადად უთხოვია, რომ გამონაკლისის სახით, ძველი ტრადიციის თანახმად, ბერად აღკვეცის გარეშე ეკურთხებინათ ეპისკოპოსად, მხოლოდ ანაფორის კურთხევით) სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მას ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ქიროტონიის წესი შეასრულეს: საქართველოს ეგზარქოსმა, მთავარეპისკოპოსმა ნიკოლოზმა (ნალიმოვი), იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) და გორის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ელიაშვილი). აღსანიშნავია, რომ სინოდისა და მიტროპოლიტის დიდი დათმობის მიუხედავად, ეპისკოპოსად ხელდასხმიდან სამი დღის შემდეგ (1905 წლის 16 ნოემბერს) მეუფე პეტრემ ხელი მოაწერა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის პეტიციას (სამ ქართველ ეპისკოპოსთან ერთად), რითაც ყველას მიანიშნა, რომ მიუხედავად ოფიციოზის კეთილგანწყობისა, იგი არ აპირებდა ქართული საქმისათვის ღალატს. ეს აზრი მეუფემ ნათლად გამოხატა 1906 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში. იგი წერდა: „საღმრთო ვალად ვრაცხ, გამოვხატო საჯაროდ, წინაშე ქართველი ერისა, რომ მე გულითადი, მხურვალე მომხრე ვარ საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენისა“. 1906 წელს მეუფე პეტრე დროებით ასრულებს იმერეთის ეპარქიის მმართველის მოვალეობას (ეპისკოპოს ლეონიდეს პეტერბურგში გამგზავრებასთან დაკავშირებით). ქუთაისში ჩასვლისთანავე, მეუფეს, უპირველესად, გუბერნატორისათვის მოუთხოვია, შეეწყვიტათ ქუთაისის აწიოკება და გადაწვა, რაც ახლად გაჩაღებულ რევოლუციას უკავშირდებოდა. იმერეთში ყოფნისას აღსანიშნავია აგრეთვე ის, რომ მეუფემ პერსონალურად გასცა ნებართვა დაბეჭდილიყო მელიტონ კელენჯერიძის პოლემიკური წიგნი: „სიმართლე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ“
21-2 საპატრიარქოს უწყებანი N21 10-16 ივნისი 2010წ. 20
ეპისკოპოსი პეტრე (კონჭოშვილი) 1836-1909 (დასასრული)
(რუსულ ენაზე). ავტორმა ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა და წიგნი დაიბეჭდა „ტონკმელისის“ ფსევდონიმით. ამგვარად, მთელი პასუხისმგებლობა წიგნზე, რომელშიც დასამარებული იყო რუსული ოფიციოზის საეკლესიო პოლიტიკა საქართველოში, ცენზორმა, ე. ი. მეუფე პეტრემ აიღო თავის თავზე. 1908 წელს კი მეუფემ კიდევ ერთ დიდ საქმეს შეასხა ხორცი. მან შეასწორა და საკუთარი სახსრებით გამოსცა დიდტანიანი ხუცურად ნაბეჭდი „სამღვდელმთავრო კონ-დაკი“ (წიგნის შესავალში ეპისკოპოსი პეტრე თანამშრომლობისათვის მადლობას უხდის იმხანად დეკანოზ კორნელი კეკელიძეს და იმ დროისთვის მღვდელ კალისტრატე ცინცაძეს). 1907 წლის 6 აპრილს ეპისკოპოსი პეტრე გორის ეპისკოპოსად დაინიშნა. იგი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 1909 წლის 5 თებერვალს გარდაიცვალა და, ანდერძისამებრ, ალავერდის ტაძარში დაასაფლავეს. ცოტა ადრე მან რუსულიდან თარგმნა პ. სმირნოვის „მართლმადიდებელთა სახელმძღვანელო“ („კატეხიზმო“), რომელსაც ქართულ პრესაში დადებითი რეცენზიებით გამოეხმაურნენ. მეუფე პეტრე აქტიურად თანამშრომლობდა ქარ- თული გალობის აღმდგენ კომიტეტშიც, ახალი კრიტიკული გამოცემისათვის ასწორებდა ძველი აღთმის ტექსტსაც, იყო საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი, საოლქო სასწავლო საბჭოს თავმჯდომარე და ა. შ. ეპისკოპოს პეტრეს შემოქმედების ბრწყინვალე ნიმუშია იერუსალიმსა და ათონზე მოგზაურობის წიგნი, რომელიც 1901 წელს დაიბეჭდა თბილისში (ახლდა წმინდა მიწის საილუსტრაციო შესანიშნავი 16 ლითოგრაფია). გადასახლებაში მყოფ ეპისკოპოს კირიონთან (საძაგლიშვილი) მიწერილი მისი წერილები ცხადჰყოფს, რომ 1901 წლის შემდეგ მეუფე პეტრე ცდილობდა მეორედ, შევსებული სახით გა-მოეცა „მოგზაურობის“ წიგნი, მაგრამ, სამწუხაროდ, მის განზრახვას აღსრულება არ ეწერა. ეპისკოპოსმა პეტრემ იერუსალიმისა და ათონის ეკლესია-მონასტრების გარდა, მხურვალედ მოილოცა სმირნის (იზმირის) წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია, კიევო-პეჩორის ლავრა და სხვა მრავალი წმიდა ადგილი. რას ევედრებოდა იგი უფალს? ალბათ, დაბეჯითებით შეიძლება ვივარაუდოთ: მშობლიური ეკლესიის, ხალხის, მამულის სიცოცხლესა და აღორძინებას შესთხოვდა უფალს! ჩვენ კი პავლე მოციქულის სიტყვებით კიდევ ერთხელ მოვიგონოთ ეს შესანიშნავი მოძღვარი, რომელიც ალავერდის დიდებულ ტაძარში განისვენებს: „ამიერითგან მომელის მე სიმართლისა იგი გვირგვინი, რომელი მომცეს მე უფალმან“ ( ტიმ. 4. 8).
22 საპატრიარქოს უწყებანი N22 17-23 ივნისი 2010წ. 18
,,მარტო შენი თავი არუნდა გიყვარდეს“ დეკანოზი გენადი წივწივაძე 1899-1976
დეკანოზი გენადი — ერისკაცობაში ნესტორ ნესტორის ძე წივწივაძე 1899 წლის 14 იანვარს (მეორე ვერსიით, 1898 წლის 6 აპრილს), დაბა ხონში დაიბადა. მამამისი ნესტორ პავლეს ძე წივწივაძე — ვაჭრობით არჩენდა ოჯახს, ხოლო დედა ნატალია იოსების ასული წივწივაძე დიასახლისი გახლდათ. პატარა ნესტორმა პირველდაწყებითი განათლება დაბა ხონის ვაჟთა გიმნაზიაში მიიღო. 1914 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში, ქ. ვლადიკავკაზის სამხედრო სასწავლებელში ჩააბარა. 1915 წელს ავადმყოფობის გამო საქართველოში დაბრუნდა და სწავლა თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში გააგრძელა, რომელიც 1917 წელს წარჩინებით დაამთავრა. 1917-19 წლებში თბილისის უმცროს მეთაურთა სამხედრო სკოლაში სწავლობდა. 1920 წელს, მენშევიკური მთავრობის მმართველობის პერიოდში, ქუთაისის ქვეითთა ლეგიონში უმცროს მეთაურად დაინიშნა. 1921 წელს მეორე ბრიგადის შტაბში სატელეფონო სადგურის უფროსად გადაიყვანეს. 1922 წელს თავისივე თხოვნით გაათავისუფლეს სამხედრო სამსახუ-რიდან. 1923 წელს ბათუმის ერთ-ერთ სასწავლებელში საქმეთა მმართველად დაიწყო მუშაობა. 1923 წლის 18 დეკემბერს ავადმყოფობის გამო სამსახურს ჩამოშორდა და საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. 1924 წელს ნესტორმა მსახურება დაიწყო სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სადაც მომდევნო წელს კერძო დიაკვნად დაადგინეს. 1927 წელს ბოდბის ეპარქიაში, ეპისკოპოს სტეფანესთან (კარბელაშვილი) განამწესეს, სადაც უფროს კერძო დიაკვნად და საქმეთა მმართველად დაინიშნა. 1928-30 წლებში ისევ სიონის საპატრიარქო ტაძრის იპოდიაკონია. ამასთან, ნესტორი თბილისის საბალეტო სკოლაში აგრძელებს სწავლას, რომლის დასრულების შემდეგ, 1930 წელს, აზერ-
22-1 საპატრიარქოს უწყებანი N22 17-23 ივნისი 2010წ. 19
,,მარტო შენი თავი არუნდა გიყვარდეს“ დეკანოზი გენადი წივწივაძე 1899-1976(გაგრძელება)
ბაიჯანში, ქ. ბაქოს ქართულ თეატრში საბალეტო გუნდის ხელმძღვანელად იწყებს მუშაობას. 1933 წელს იგი თბილისში დაბრუნდა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით, სიონის საპატრიარქო ტაძარში აგრძელებს კერძო დიაკვნად მსახურებას. 1937 წელს უწმინდესმა კალისტრატემ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანა. ამავე წელს შავი ხავერდის სკუფიით დააჯილდო- ვეს. ეკლესიაში მსახურებასთან შეთავსებით, 1938 წელს, ანტირელიგიურ მუზეუმში მეცნიერ მუშაკად და საფონდო განყოფილების გამგედ იწყებს — მუშაობას. 1940 წელს თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად დაინიშნა. 1942 წლის 13 მაისს მეორე მსოფლიო ომში რიგით ჯარისკაცად გაიწვიეს. ნესტორი ჩრდილოეთ კავკასიში იბრძოდა. 1943 წელს მძიმედ დაიჭრა და სამკურნალოდ თბილისის ერთ-ერთ ჰოსპიტალში დააწვინეს. 1944 წელს, როგორც სამამულო ომის ინვალიდი, ჯარიდან გაათავისუფლეს და ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის წმინდა გიორგის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს (ხოლო უკვე სასულიერო ხარისხში მყოფი მამა გენადი, 1965 წელს, გერმანიასთან გამარჯვების 20 წლისთავთან დაკავშირებით, სამახსოვრო მედლით დაჯილდოვდა). 1946 წელს გამოჯანმრთელებული ნესტორი ისევ დედაეკლესიას დაუბრუნდა და წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში განაგრძო ღვთისმსახურება. 1950 წლის იანვარში უწმინდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ ალავერდელ ეპისკოპოსად აკურთხა არქიმანდრიტი გაბრიელი (ჩაჩანიძე) და კერძო დიაკონი ნესტორი მის პირად მდივნად დაინიშნა. 1952 წელს ოჯახური მდგომარეობის გამო დროებით თავი გაანება სასულიერო სამსახურს და როგორც სამამულო ომის ინვალიდს, პენსია დაენიშნა. 1955 წლის 10 ოქტომბერს, თავისი მოძღვრის რე- კომენდაციით და ლოცვა-კურთხევით, სამღვდელო კომისია გაიარა და ამავე წლის 30 ოქტომბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) იგი ჯერ დიაკვნად აკურთხა, ხოლო 4 ნოემბერს — მღვდლად დაასხა ხელი, სა- ხელად გენადი უწოდა და თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ასურეთში მოსიარულე მღვდლად განამწესა. თავდაპირველად, მამა გენადი წირვა-ლოცვებს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კონსტანტინოვკის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში აღასრულებდა. 1956 წლიდან კი მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის რაიონებში გადაყვანის გამო, იგი პერიოდულად სიონის საპატრიარქო ტაძარში ჩადიოდა ღვთისმსახურებებზე დასასწრებად. 1958 წლის მარტში იისფერი სკუფიით დაჯილდოვდა. მამა გენადის თბილი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა თბილისის მაშინდელ სამღვდელოებასთან. ძირითადად, მას ბოლნისში ყოფნა უწევდა და მათთან ურთიერთობას წერილების საშუალებით ახერხებდა. მის პირად არქივში შემორჩენილია რამდენიმე წერილი, სადაც ის წარმოჩინდება, როგორც მეტად უბრალო მოძღვარი და კარგი ადამიანი: მარცხნიდან: მღვდელი ალექსანდრე გულიაშვილი (ამჟამად არქიმანდრიტი ანტონი) და დეკანოზი პახუმ ობოლაძე. ცენტრში: დეკანოზი გენადი წივწივაძე „დეკანოზო, მამაო პახუმ! გისურვებთ ცოლ-შვილით ყოველივე კარგს. მე წერილი გამოგიგზავნეთ, რატომ პასუხს არ იძლევით. ნეტავი ვიცოდე, რა ქვის გული გაქვს, არა კაცი არ გაინტერესებს თქვენი თავის მეტი. არც ასე არ ვარგა, ჩემო პახუმ. ავ-კარგიანი უნდა იყო, სუყველა უნდა მოიკითხო, მარტო შენი თავი არ უნდა გიყვარდეს. მამაო პახუმ, ძალიან მაინტე- რესებს მაქაური ამბები. როგორ ბრძანდებით? მისი უწმინდესობა გადმოვიდა მაქ თუ არა? მამა ირაკლის წერილი მივწერე, პასუხი არ მომცა. ხომ იცი, ჩვენი კაცი დიდობას რომ მიიღებს, მერე არა კაცი არ უნდა. ჩემი აზრით, სასულიერო დარგში ადამიანმა რაც დიდობა მიიღოს, უფრო კადრებიანი, ლმობიერი და მოსიყვარულე უნდა იყოს. სხვა როგორ ხარ, ჩემო პახუმ, როგორ ჩატარდა შენი სანყენებო (ალბათ დაბადების დღეს გულისხმობს) ძალიან მაინტერესებს. მომიკითხე ჩემი მამობილი, მამა ალექსანდრე, ირაკლი და სუყველა. იცოდე, წერილი მოიწერე, სვეტიცხოვლობას თუ ვინმე აკურთხეს. იყავი სულ კარგად. პახუმ, მე ძალიან ავათ ვიყავი, ეხლა კარგათ ვარ. მშვიდობით, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. თქვენი კეთილის მდომი მღვდელი ნესტორ წივწივაძე. ბოლნისი, 1959 წლის 12 სექტემბერი“. XX საუკუნის 60-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ (სიდამონიძე) მამა გენადი ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1973 წლის დასაწყისში დეკანოზი გენადი კათოლიკოს-პატრიარქმა დავით V-მ (დევდარიანი) ქ. ბორჯომში განამწესა. ეს ის პერიოდია, როდესაც საბჭოთა კავშირში ჩვეულებრივი ამბავი იყო მორწმუნეთა დარბევა
22-2 საპატრიარქოს უწყებანი N22 17-23 ივნისი 2010წ. 20
,,მარტო შენი თავი არუნდა გიყვარდეს“ დეკანოზი გენადი წივწივაძე 1899-1976(დასასრული)
და წირვა-ლოცვის დროს ეკლესიებიდან ახალგაზრდების გამორეკვა. ეკლესიის მსახურებს არაერთხელ გამოუთქვამთ პროტესტი ამგვარი უკანონობისა და უზნეობის გამო, მაგრამ ეს პრო- ტესტი იმპერიული უზნეობის აღზევების წლებში მუდამ რჩებოდა „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“. მეტიც, ყოველი ამგვარი დაუმორჩილებლობის შემდეგ მოკლე ხანში ხდებოდა რომელიმე ეკლესიის, მღვდელმთავრის ან რიგითი სასულიერო პირის დარბევა, დაწიოკება, რომელთა ინიციატორები ყოველთვის დაუდგენელნი რჩებოდნენ. გამონაკლისი არც მამა გენადი ყოფილა. ბორჯომის რაიონში ჩასულ მოძღვარს ადგილობრივმა ხელისუფლებამ მტრულად დაუწყო ყურება, გახშირდა დასმენები, ცილისმწამებლური გამოხდომები, რის შემდეგაც მამა გენადი იძულებული გახდა მომდევნო წელს ქალაქ ხონში (იმჟამად ქ.წულუკიძე) მშობლიურ სახლში დაბრუნებულიყო და იქ გაეგრძელებინა მოღვაწეობა, მისი ეს გადაადგილება შეუმჩნეველი არ დარჩენილა ათეისტური ხელისუფლებისთვის. ამასთან დაკავშირებით, 1975 წლის 18 მარტს წულუკიძის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის თავჯდომარე გ. კუხალეიშვილი საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულს წერდა: „წულუკიძის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომი გაცნოებთ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე გასული წლიდან მოქმედებს არარეგისტრირებული რელიგიური კულტმსახური წივწივაძე ნესტორ ნესტორის ძე, რომელიც მორწმუნეებთან ეწევა კულტმსახურებას. რაისაბჭოს აღმასკომის საფინანსო განყოფილებიდან მიმდინარე წლის 1 იანვრიდან წარდგენილი აქვს რელიგიური წესების შესრულებიდან საშემოსავლო გადასახადი, მისი შემოსავლების მიხედვით“. დეკანოზ გენადის აღსასრული დღემდე ბუნდოვანია. იგი რამდენიმე დღე არ გამოჩნდა ქალაქში, ნათესავებმა და მეზობლებმა მოიკითხეს და ვერსად იპოვეს. ამის შემდეგ სახლში მიაკითხეს და როდესაც შიგნით შევიდნენ, იგი გარდაცვლილი იპოვეს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მამა გენადის უკვდავი სული.
23 საპატრიარქოს უწყებანი N23 24ივნისი-7ივლისი 2010წ 17
სქემმთავარეპისკოპოსი ანტონი (აბაშიძე) 1867-1942
სქემმთავარეპისკოპოსი ანტონი, ერისკაცობაში დავით ილიას ძე აბაშიძე, დაიბადა 1867 წლის 2 ოქტომბერს, კახეთში, სიღნაღის მაზრის სოფელ ვეჯინში, თავადის ოჯახში. იგი ეკუთვნოდა აბაშიძეთა გვარის კახეთის შტოს. მეუფის მამა იყო ილია ზურაბის ძე აბაშიძე, დემარიამ ალექსანდრეს ასული ავლენიშვილი. მათ ჰყავდათ 6 შვილი: 3 ვაჟი და 3 ქალიშვილი. უფროსი ვაჟი იყო დავითი. პატარა დავითი თავდაპირველად თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა. შემდეგ სწავლა რუდა სეთში, ქალაქ ნოვოროსიისკის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა, რომელიც 1891 წელს წარჩინებით დაამთავრა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ შეძლებულ თავადური გვარის წარმომადგე- ნელს საერო ასპარეზზე არაფერი ეღობებოდა წინ. მას თავისუფლად შეეძლო წარჩინებული სამხედრო და პოლიტიკური კარიერა დაეწყო, მაგრამ დავითმა სულ სხვა გზა აირჩია და 1892 წელს კიევის სასულიერო აკადემიაში ჩააბარა. 1892 წლის 16 ნოემბერს სასულიერო აკადემიის პირველი კურსის სტუდენტი დავით აბაშიძე ბერად აღიკვეცა და სახელად დიმიტრი ეწოდა (წმინდა დიმიტრი როსტოველის სახელობაზე). ამავე წლის 21 ნოემბერს დიაკვნად აკურთხეს. 1896 წელს ბერ-დიაკონმა დავითმა კიევის სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხით დაამთავრა. ამავე წლის ზაფხულში მღვდლად დაასხეს ხელი და 16 აგვისტოს თბილისის სასულიერო სემინარიაში საღმრთო წერილის მასწავლებლად დაინიშნა. 1897 წლის 19 მარტს ქუთაისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად გადაიყვანეს და საგ-ვერდულით დააჯილდოვეს. 1898 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. ამავე წლის 21 ივლისის მღვდელ-მონაზონი დიმიტრი თბილისის სემინარიის ინსპექტორად დაინიშნა. 1900 წლის 10-13 იანვრის წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე, ჩრდილო ოსეთში მდებარე ალექსანდროვის არდონის სამისიონერო სემინარიის რექტორად დაადგინეს და არქიმანდრიტის წოდება მიანიჭეს. 1902 წლის 16 მარტს რუსეთის წმინდა სინოდის სხდომაზე არქიმანდრიტი დიმიტრი ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავრად გამოირჩიეს. ამავე წლის 23 აპრილს თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის სამხედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) ეპისკოპოსად დაასხა ხელი. ქიროტონიის დროს ეგზარქოსის თანამწირველნი იყვნენ: გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე), სოხუმის ეპისკოპოსი არსენი (იზოტოვი), იმერეთის ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე) და გორის ეპისკოპოსი ბენიამენი (ბორნუკოვი). 1903 წლის 6 მ . წმინდა ვლადიმერის III ხარისხის
23-1 საოატრიარქოს უწყებანი N23 24ივნისი-7ივლისი 2010წ 18
სქემმთავარეპისკოპოსი ანტონი (აბაშიძე) 1867-1942 (გაგრძელება)
ორდენით დააჯილდოვეს. 1903 წლის 4 ნოემბერს გურია-სამეგრელოს ეპარქიის კათედრაზე გადაიყვანეს. ახალგაზრდა, ენერგიული და განათლებული მღვდელმთავრის შემომატებას დიდი სიხარულით შეხვდა ქართული საზოგადოება. მასზე დიდ იმედებს ამყარებდა გურია-სა- მეგრელოს ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე). 1902 წლის 8 მაისს, მცხეთაში, წმინდა ნინოს ეკლესიის კურთხევის დღეს წარმოთქმულ ქადაგებაში მან ბრძანა: „საქართველოს შეგნებული ჰქონდა, რომ მის დანიშნულებას კაცობრიობის ცხოვრებაში შეადგენდა ქრისტეს ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვა ღვთისმშობლის წილხდომილ ქვეყანაში და ამიტომ ჩვენმა სამშობლომ თავისი ცხოვრება მთლად უმსხვერპლა ქრისტეს სამოციქულო და მსოფლიო, ესე იგი კათოლიკე ეკლესიის გამტკიცებას. საქართველომ არ იცოდა, რა იყო დაღლა, რა იყო მოსვენება, დილიდან საღამომდე და საღამოდან დილამდე იგი ღმერთს ემსახურებოდა და მას ადიდებდა. საქართველო არა ქვეყნიურსა, არამედ ზეცისასა ზრახავდა (კოლ. 3, 2.). საქართველო გრძნობდა და თავისი ცხოვრებით ეუბნებოდა მთელს ცისქვეშეთს: „არა მაქვს ჩვენ აქა საყოფელად ქალაქი, არამედ მერმესა მას ვეძიებთ“ (ებრ. 13, 14) და ამიტომ თვით მო- ციქული უთხრობს ივერიის ძეთა: „მოსრულხართ თქვენ მთასა სიონსა და ქალაქსა ღმრთისა ცხოველისა, იერუსალიმსა ზეცისასა და ბევრეულსა ანგელოზთა კრებულსა, და ეკლესიასა პირმშოთასა, აღწერილსა ცათა შინა“ (ებრ. 12, 20.). წმიდა დიდებულნი საქართველოს ტაძარნი დაცულ არიან და ძმური შიდა რუსეთიდგან გადმოცემულ შეწირულებით ჰშვენდებიან, ენა ჩვენი მოისმის საქართველოს ყველა კუთხეებში. წმიდა ჩვენს მონასტრებსა და ტაძრებში ქართველთა შორის მოისმის ღვთის ვედრება ჩვენ მშობლიურ ენაზე. ჩვენი მღვდელმთავარნი, ეპისკოპოსები ევედრებიან ქართველთა მოძღვართა, რათა ყველგან ეკლესიებში, სახლში, სასწავლებელში მშობლიურ ქართულ ენაზე ექადაგოს ქართველ ერს ჭეშმარიტებანი ქრისტეს მოძღვრებისა და მისი მაღალი ზნეობრივი სწავლა, რომ ჩვენს წმიდა ტაძრებში ყველგან მოისმოდეს ტკბილი ქართული გალობა“. მეუფე დიმიტრი ერთგულად ემსახურებოდა დედაეკლესიას, მეფის ტახტს, ებრძოდა სოციალისტური იდეების შეღწევას საზოგადოებაში. აქტიურად ებრძოდა სოციალ-დემოკრატებს, მაგრამ, სამწუხაროდ, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არ ამოუდგა მხარში ქართელი სამღვდელოების ბრძოლას ავტოკეფალიის მოსაპოვებლად და არ თანაუგრძნობდა მათ ამ ეროვნული საქმის განხორციელებაში. ეს კარგად ჩანს არქიმანდრიტ ამბროსის (ხელაია, შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი) წერილში, რომელიც 1905 წლის 30 მაისს გაზეთ „რუს“-ში გამოქვეყნდა ეპისკოპოს დიმიტრის წერილის საპასუხოდ. აი, რას წერდა მამა ამბროსი: „კარგად უნდა იცოდეთ, რომ მე, მთელი ორ-ნახევარი წელიწადი ვსცდილობდი, ადგილი მეშოვნა საქარ- თველოში, სადაც მეტი სარგებლობა შემეძლო მომეტანა ხალხისათვის. თუმცა მე, ჩემი სურვილის წინააღმდეგ, გადამიყვანეს სამშობლოს ფარგლებს გარეთ. ამის მიზეზი ის იყო, რომ მე მოხელეს თვალით არ ვუყურებდა საქმეს, არ თანავუგრძნობდი იმ სამღვდელო პირთ, რომელნიც ხალხის გარუსებას სცდილობდნენ და ამხედრებდნენ ხალხს ეკლესიისა და სამღვდელოების წინააღმდეგ. ხალხი დარწმუნდა, რომ სამღვდელო პირნი, რომლებიც ებრძოდნენ მკვიდრთა სამშობლო ენას, ვერ გაუძღვებოდნენ ბავშვების აღზრდას. ხალხის გარუსების მოსურნეთ იმდენად თვალი არ უჭრის, რომ შეიგრძნონ მათ მიერ არჩეულ საშუალებათა მავნებლობა. იმ ხალხს, რომელთაც ათასი წლის ისტორია აქვს, რასაკვირველია, ძალაც შესწევს იმდენად, რათა დაიცვას თავისი ეროვნული სახე და სამშობლო ენა. გარუსების წადილი ვნების მეტს არაფერს მოუტანს ხალხს. ცუდი ქართველი კარგ რუსად ვერ გადაიქცევა. ყველას სჯობს ზნეობრივ ნიადაგზე ხალხთა დაახლოება, რეპრესიული, ხალხის მჩაგვრელი ზომები ყოველთვის არასასურველ შედეგს გამოიწვევს ხოლმე. ამგვარ ზომებით სა- ქართველოს ეკლესია უფსკრულის კიდემდის მიიყვანეს. ეს ყველაზე უფრო ცხადად გამომჟღავ-ნდა ყოვლადსამღვდელო დიმიტრის ეპარქიაში, რომელმაც გაჭირვების დროს დატოვა თავისი სამწყსო და პეტერბურგს გაემგზავრა“. ცნობილი ავტოკეფალისტი, დეკანოზი ნიკიტა თა-ლაკვაძე თავის მოგონებებში ეპისკოპოს დიმიტრის შესახებ წერდა: „იგი იყო დიდი მოყვარული რუსებისა, მას ქართული და ქართველობა არ სწამდა, თვითონ გარუსებული იყო, არც კი ეხერხებოდა ლაპარაკი ქართულად. იგი იყო რუსეთის ბატონობის ჭეშმარიტი იდეოლოგი“. 1906 წელს, როდესაც პეტერბურგში იმართებოდა რუსეთის ეკლესიის სინოდის სპეციალური სხდომები, სადაც ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს განიხილავდნენ, მეუფე დიმიტრიმ აშკარად დაიჭირა რუსეთის მხარე და განაცხადა: დაიჭირეთ ეპისკოპოსები კირიონი და ლეონიდე და ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობაზე საუბარიც შეწყდებაო. 1905 წლის 16 აპრილს ეპისკოპოსი დიმიტრი, მისივე თხოვნით, კამენეც-პოდოლსკის ეპარქიაში, ბალტის ეპარქიის ქორეპისკოპოსად გადაიყვანეს. 1906 წლის 20 იანვარს თურქისტანისა და ტაშკენტის ეპარქიის ეპისკოპოსია. შუა აზიაში მან განსაკუთრებით გაითქვა სახელი, როგორც კარგმა მქადაგებელმა და მისიონერმა. თურქისტანის ეპარქიაში მის გადასვლამდე 80 სამრევლო მოქმედებდა. 6 წლის შემდეგ მეუფის ენერგიული ხელმ-
23-2 საოატრიარქოს უწყებანი N23 24ივნისი-7ივლისი 2010წ 19
სქემმთავარეპისკოპოსი ანტონი (აბაშიძე) 1867-1942 (გაგრძელება)
ძღვანელობის შედეგად კი მათმა რიცხვმა 160-ს გადააჭარბა. 1912 წლის 25 ივნისს იგი ყირიმში, ტავრიდისა და სიმფეროპოლის კათედრაზე განამწესეს. მისი რეზიდენცია ორ ნაბიჯზე მდებარეობდა ლივადიის სასახლიდან, სადაც მეფის ოჯახი დიდი ხნით ცხოვრობდა ხოლმე. იმპერატორის ოჯახის წევრები ხშირად იწვევდნენ მას რჩევის საკითხავად. არისტოკრატულ წრეებში მეუფეს უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდა. 1913 წლის 13 მაისს იგი ძვირფასი თვლებით შემკული პანაღიით დააჯილდოვეს. 1914 წელს მეუფე დიმიტრი I მსოფლიო ომში მოხალისედ წავიდა და სამხედრო გემზე „პანტელეიმონზე“ რიგით მოძღვრად მსახურობდა. 1915 წლის 6 მაისს მას მთავარეპისკოპოსის წოდება მიენიჭა. 1917 წლის აგვისტოდან იგი მოსკოვში, სრულიად რუსეთის ეკლესიის ადგილობრივი კრების მუშაობაში მონაწილეობს. კრება გაიხსნა 1917 წლის 15 აგვისტოს. კრების მთავარი საკითხი გახლდათ პატრიარქობის აღდგენა რუსეთში. პატრიარქის ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო. მეუფე დიმიტრი ემხრობოდა პატრიარქობის აღდგენას. იგი ამბობდა: „ტყუილად ხომ არ ვლაპარაკობთ პატრიარქობის აღდგენაზე რუსეთში? რა, იგი არ არსებობდა? კოლეგია არასოდეს რჩებოდა თავმჯდომარის გარეშე, არანაირი ხელისუფლება არ დარჩებოდა დაუკავებელი...და ხელში ჩაიგდეს ეს ხელისუფლება ხარბმა ადამიანებმა. ხელისუფლების გადაცემა მოხდა არა კაბოსნებისათვის, არამედ ფრაკოსნებისა და მუნდიროსნებისათვის, აშკარად სარწმუნოებიდან განმდგარი ურწმუნო ადამიანებისათვის, რომლებიც თავისი წარმო- შობითა და აღზრდით არ ეკუთვნოდნენ რუს ხალხს. ასეთები არიან თავადი გოლიცინი, მელისინი და სხვები. იყვნენ მორწმუნეებიც, მაგრამ ისინი იყვნენ რუსეთის ეკლესიის უკანონო პატრიარქები, იმიტომ, რომ საშინელია სათქმელად ისინი რუსეთის პატრიარქები კი არ იყვნენ, არამედ რომის პაპები პატრიარქების ტახტზე!“ თავადი ი. ვ. ვასილჩიკოვი, რომელიც სათათბიროდან (დუმა) იყო მივლინებული კრებაზე, მას იხსენებს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ბრწყინვალე პიროვნებას, რომელიც ყურადღებას იქცევდა თავისი გამოსვლებით. კრების მასალები ადასტურებს, რომ პირადად მისი კანდიდატურა სახელდებოდა იმ იერარქებს შორის, რომელთა კანდიდატურებიც კრებამ თავდაპირველად პატრიარქის ტახტზე წამოაყენა. 1917 წლის 25 ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ მოსკოვში დაიწყო ძმათამკვლელი ბრძოლები. ქუჩებში ასობით მოკლული და დაჭრილი ეყარა. იხსენებენ, რომ მეუფე დიმიტრი და კამჩატკის ეპისკოპოსი ნესტორი (ანისიმოვი) ქუჩებში პირველადი დახმარების ჩანთებით დადიოდნენ და ბრძოლაში დაჭრილებს ეხმარებოდნენ. იგი იყო ერთ-ერთი იმ მღვდელმთავართაგანი, რომლებმაც არ მიიღეს სახალხო კომისართა საბჭოს დეკრეტი ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფის შესახებ. 1918 წლის ბოლოს მეუფე დიმიტრი დაბრუნდა თავის კათედრაზე ყირიმში. რევოლუციური შფოთის დროს მას ნამდვილად გმირულად ეჭირა თავი. მთავარე- პისკოპოს დიმიტრის ტაძარი არაერთხელ გაჩხრიკეს, ყველაფერი თავდაყირა დააყენეს. ტაძარში შედიოდნენ ქუდდახურულები, ხელში პაპიროსებით, ხიშტით გახვრიტეს სამსხვერპლო და ტრაპეზი. სევასტოპოლში მან წესი აუგო მღვდელ ჩერპანოვს, რომელიც მატროსებმა მოკლეს იმის გამო, რომ სიკვდილმისჯილი აზიარა წმინდა საიდუმლოს. სამოქალაქო ომის დროს ქვეყნის სამხრეთი რაიონები თითქმის მთლიანად მოწყდა ცენტრალურ რუსეთს. ამ ტერიტორიაზე აღმოჩნდა ორ ათეულზე მეტი სასულიერო იერარქი, რამდენიმე ეპარქია. 1919 წლის დასაწყისისათვის გენერალ დენიკინის არმიის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე უკვე 500 სასულიერი პირი იყო. 1919 წლის მაისში სამხრეთ რუსეთში მოიწვიეს სამხრეთ-აღმოსავლეთ რუსეთის საეკლესიო კრებაზე, რომელსაც 11 მღვდელმთავარი ესწრებოდა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ დონისა და ნოვოჩერკასკის მთავარეპისკოპოსი მიტროფანე (სიმაშკევიჩი) და მთავარეპისკოპოსი დი-მიტრი. კრებამ დაარსა დამოუკიდებლად მოქმედი და თვითმმართველი დროებითი უმაღლესი საეკლესიო საამმართველო, რომელიც ჯერ დენიკინს ემორჩილებოდა, მისი გაქცევის შემდეგ კი — გენერალ პ. ვრანგელს. დასაწყისში სამმართველოს უფროსი იყო მეუფე მიტროფანე, 1920 წლის მარტიდან კი, ბარონ ვრანგელის დაჟინებული თხოვნით, გახდა მთავარეპისკოპოსი დიმიტრი. ამ ახალ ასპარეზზე მან თავი გამოიჩინა, როგორც თეთრი მოძრაობის აქტიურმა ქომაგმა და საბჭოთა ხელისუფლების მოწინააღმდეგემ. თეთრი მოძრაობის დამარცხების შემდეგ, 1921 წლის 14 სექტემბერს, მეუფე დიმიტრიმ დაწერა თხოვნა გადადგომაზე და დროებით დატოვა ეპარქიის მმართველობა. იგი თეთრ არმიასთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. 1922 წელს, რუსეთში დაბრუნების შემდეგ, მეუფე დიმიტრი დროებით თეოდოსიის ეპარქიის მმართველად დაინიშნა და ტავრიის გუბერნიაში, თეოდოსიის მაზრაში არსებულ ტოპლოისკის დედათა მონასტერში დასახლდა. 1923 წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ იგი დააპატიმრა და ორი თვე სიმფეროპოლის ციხეში გაატარა. გათავისუფლების შემდეგ მას აუკრძალეს ყირიმში ცხოვრება და იძულებული გახდა, ქ. კიევში გადასულიყო
23-3 საოატრიარქოს უწყებანი N23 24ივნისი-7ივლისი 2010წ 20
სქემმთავარეპისკოპოსი ანტონი (აბაშიძე) 1867-1942 (დასასრული)
საცხოვრებლად. 1923 წლის მაისიდან მეუფე დიმიტრი კიტაევის ყოვლადწმინდა სამების სახელობის უდაბნოში დასახლდა, რომელიც კიევპეჩორის ლავრას ეკუთვნოდა და მისგან 9 კილომეტრით იყო დაშორებული. 1928-29 წლებში იგი დიდ სქემაში აღკვეცეს და სახელად ანტონი უწოდეს. 1930 წელს კომუნისტურმა ხელისუფლებამ კიევ-პეჩორის ლავრაც დახურა და მეუფე ქ. კიევში დასახლდა. 1933 წლის მარტში იგი მეორედ დააპატიმრეს და ქ. კიევის ლუკი- ანოვის ციხის სპეცკორპუსში მოათავსეს. ამავე წლის 22 ივლისს მეუფე დიმიტრი საპატიმ-როდან ავადმყოფობის გამო გაათავისუფლეს. კიევში მას პატივს სცემდნენ, როგორც დიდასკეტს, მლოცველ პიროვნებას და მაღალი სულიერების მატარებელს, სულიერი ჭვრეტის ნიჭით დაჯილდოებულ ბერს. კიეველები მას „წმინდანს“ ეძახდნენ. მართლმადიდებლები რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან და საქართველოდან მრავლად ჩადიოდნენ მასთან რჩევის საკითხავად. მეუფე დიმიტრი ცხოვრობდა ძალიან უბრალოდ, წირვა-ლოცვას აღასრულებდა სახლში, სადაც პატარა ეკლესია ჰქონდა მოწყობილი. 1941 წლის 22 ივნისს დაიწყო დიდი სამამულო ომი. მალე ქ. კიევი გერმანელებმა დაიკავეს. მათ გარკვეული პოლიტიკური გათვლების შედეგად ნება დართეს ხალხს, ტაძრები და მონასტრები გაეხსნათ. 1941 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, მეუფე ანტონმა საზეიმოდ აკურთხა კიევის ლავრა და თვითონაც იქვე დასახლდა სამოღვაწეოდ. 1942 წლის 1 ნოემბერს, 75 წლის ასაკში, სქემმთავარეპისკოპოსი ანტონი გარდაიცვალა და იგი დიდი პატივით დაასაფლავეს კიევი-პეჩორის ლავრის ტერიტორიაზე (მეორე ცნობით, იგი 1943 წლის დეკემბერში გარდაიცვალა).
24 საპატრიარქოს უწყებანი N24 8-21ივლისი 2010წ 21
ეპისკოპოსი ტარასი (კანდელაკი) 1871-1951
ეპისკოპოსი ტარასი, ერისკაცობაში გიორგი იაკობის ძე კანდელაკი, 1871 წელს, გორის მაზრაში, სოფელ კავთისხევში აზნაურის ოჯახში დაიბადა. პატარა გიორგი მშობლებმა სწავლა-განათლების მისაღებად თბილისის სათავადაზნაურო პროგიმნაზიაში შეიყვანეს, რომელიც მან 1890 წელს დაამთავრა. სასწავლებლის დასრულების შემდეგ მისი ცხოვრება მჭიდროდ დაუკავშირდა დედაეკლესიას. ბერად შედგომის სურვილმა ახალგაზრდა და ნიჭიერი ყმაწვილი ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში მიიყვანა, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი. 1891 წლის 4 აგვისტოს იგი ამავე მონასტერში მორჩილა განამწესეს. 1899 წლის 6 აპრილს მორჩილი გიორგი საში, სოფელ ქოთუქ-ჭალის ყოვლადწმინდა სამების საინგილოში, ზაქათალის ოლქხელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს. 1900 წლის 5 თებერვალს ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის საძმოში მიიღეს. მეორე დღეს ალა- ვერდელმა ეპისკოპოსმა კირიონმა (საძაგლიშვილი) ბერად აღკვეცა და სახელად ტარასი უწოდა. აქედან მოყოლებული მამა ტარასი მუდმივად და განუშორებლად იმყოფებოდა მეუფე კირიონთან და მათი ესეთი მჭიდრო ურთიერთობა 1918 წლამდე არ შეწყვეტილა.
24-1 საპატრიარქოს უწყებანი N24 8-21ივლისი 2010წ 22
ეპისკოპოსი ტარასი (კანდელაკი) 1871-1951 (გაგრძელება)
1900 წლის 24 აპრილს ეპისკოპოსმა კირიონმა ბერმონაზონი ტარასი დიაკვნად აკურთხა, ხოლო 12 მაისს — მღვდლად დაასხა ხელი და შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის საძმოში დაადგინა. ამავე წლის 17 აგვისტოს ამ მონასტრის ხაზინადრად დაინიშნა. 1901 წლის 8 აპრილს მამა ტარასი კეთილსინდისიერი სამსახურისათვის საგვერდულით დაჯილდოვდა. 1902 წლის 22 ივლისს ალავერდისა და თეთრი გიორგის მონასტრების ხაზინადრად გადაიყვანეს, ხოლო ამავე წლის 25 სექტემბერს ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერში განამწესეს. 1903 წლის 2 აპრილს ხირსის მონასტ-რის ხაზინადრად დაინიშნა. ამავე წლის 4 სექტემბრიდან რუსეთში მყოფმა ეპისკოპოსმა კირიონმა მამა ტარასი თავისთან იხმო. მეუფე იმჟამად ხერსონისა და ოდესის ეპარქიას მართავდა. მამა ტარასი, როგორც გამოცდილი ბერი და მასთან დაახლოებული პირი, სამღვდელმთავრო სახლის ხაზინადრობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა. 1904 წლის 13 იანვარს ოფიციალურად დამტკიცდა ხაზინადრად. 1904 წლის 10 მაისიდან ეპისკოპოსი კირიონი ორიოლის ეპარქიაში გადაიყვანეს. მამა ტარასი აქაც მის გვერდითაა. ამავე წლის 8 ივნისს იგი სამღვდელმთავრო სახლის ხაზინადრად დაინიშნა, ხოლო 29 ივნისიდან მეუფე კირიონმა ეკონომოსობაც მას ჩააბარა. ამასთანავე, დაევალა საეკლესიო-არქეოლოგიური მუზეუმის ზედამხედველობაც. 1904 წელს რევოლუციური მოძრაობის გაძლიერებასთან დაკავშირებით, წმინდა სინოდის ბრძანებით, ქუთაისში გაუქმდა სასულიერო სემინარია. სწავლა-განათლებას მოწყურებული ქართველი სტუდენტები რუსეთის სემინარიებს მიაწყდა, რადგან თბილისის სემინარიამ ყველა მათგანის მიღება ვერ შეძლო მეუფე კირიონის მიწვევით მრავალი მათგანი ორიოლის ეპარქიაში ჩავიდა, სადაც მეუფის აქტიური ჩარევის შედეგად ადგილობრივ სემინარიასთან დაარსდა მეორე პარალელური კლასი, რომელიც, ძირითადად, ქართველი სტუდენტებისგან დაკომპლექტდა. მღვდელ-მონაზონი ტარასი თავისი მხრიდან დიდ ყუ-რადღებას იჩენდა მათ მიმართ და თავის მამობრივ მზრუნველობას ერთნაირად უნაწილებდა ყველა მოწაფეს. იგი მათ როგორც მატერიალურად, ისე სულიერად`ეხმარებოდა და ამხნევებდა. ეს სტუდენტები იყვნენ: იროდიონ ალავერდაშვილი, ანდრია ახმეტელაშვილი, მოსე დაქიშვილი, ალექსანდრე კალანდარიშვილი, იოსებ ცუცუნაშვილი, გიორგი ხატისკაცი, ერმო-ლაოს ჯობავა, ანდრონიკე კეკელიძე, იასონ ცხომელიძე და გიორგი ქოქოშვილი. იმ პერიოდში მეუფის ლოცვა-კურთხევით მამა ტარასიმ იმოგზაურა მოსკოვში, მოილოცა რუსეთის წმინდა ადგილები და ეკლესია-მონასტრები. გაეცნო იქაურ სამონასტრო ცხოვრებას და ფრიად კმაყოფილი დარჩა იქ მოღვაწე სასულიერო პირებით, მათი სიმრავლით. თუმცა, უნდა ითქვას, რომ იგი დიდად სწუხდა საქართველოში ბერმონაზვნების შემცირებაზე და სამონასტრო ცხოვრები' დაუძლურებაზე. შემდგომი მამა ტარასი ამ მოგზაურობის შესახებ გაზეთ „ივერიაში“ წერდა: „მოსკოვი იგივეა რუსეთისათვის, რაც მცხეთა იყო ქართველებისათვის, სანამ ახალ სატახტო ქალაქს დააარსებდა იმპერატორი პეტრე დიდი. მოსკოვს ამ ორასი წლის მანძილზე არ დაუკარგნია თვისი მნიშვნელობა და იგი დღესაც გულია რუსეთისა. ჩვენს მეფეებს მისვლა-მოსვლა და ელჩების გზავნა რუსეთში იმ დროს, ძირითადად, მოსკოვში ხდებოდა. ქართულ- საეკლესიო წიგნების ბეჭდვაც, ჩვენის ბატონიშვილების წყალობით, მოსკოვის ახლოს დაიწყო. მთელი ახალშენი იყო აქ ქართველებისა. „ქართველების მოედანზე“ თავისი ეკლესიაც ჰქონდათ ქართველებს, მაგრამ, სამწუხაროდ, რაღაც გაუგებარ მიზეზების გამო, დღეს იგი სომხების ხელშია. სასიამოვნოდ უნდა ჩაითვალოს ამას წინად გაზეთებში დაბეჭდილი ცნობა, რომ პეტერბურგის ქართველებს განუზრახავთ საკუთარ ეკლესიის აშენება ქართულ წირვა-ლოცვითაო. მოსკოვშიც ბევრია ქართველობა და დიდად საჭიროა აქაც ქართული ეკლესია. განსვენებული ჩვენი თანამემამულე (გობრონი) მიხეილ საბინინი, რომელმაც დიდი ამაგი დასდო ჩვენს სამშობლო ეკლესიას, ამ სასარგებლო და დიდ მნიშვნელოვან საქმეს ადვილად დააგვირგვინებდა, ცოტა კიდევ რომ ეცოცხლა. საბინინის უპატრონოდ და ობლად დარჩენილი საფლავი ვნახე და ტირილი მომივიდა. ერთი უბრალო ხის ჯვარი ადგია. ქართველობა მო-ვალეა ამ საქმეში, საწყალს ანდერძად ჰქონდა ნათქვა-
24-2 საპატრიარქოს უწყებანი N24 8-21ივლისი 2010წ 23
ეპისკოპოსი ტარასი (კანდელაკი) 1871-1951 (გაგრძელება)
მი ― „ნუ დამტოვებთ რუსეთშიო“. თუმცა ფული და ნივთეულობა საკმარისი დარჩა, მაგრამ მემკვიდრეებმა ქონება ჩაიბარეს და ეს უკანასკნელი მისი თხოვნა კი არ შეიწყნარეს. აღსრულდა გულთამხილავ შოთასსიტყვები: „ესე ასეთი სოფელი, არვისგან მისანდობელი“. მას დიდი ამაგი და ღვაწლი მიუძღვის, როგორც ბოდბის წმინდა ნინოს მონასტრის წინაშე, აგრეთვე დავით გარეჯის უდაბნოს წინაშეცა. გარეჯის ლავრას ბევრი რამ შესძინა: კანკელი, მარმარილოს ტრაპეზი, ჯვრები, ბარძიმ-ფეშხუმები, ხატები, მრავალი შესამოსელი და ყოველივე სამკაული ეკლესიისა. მან ბრძანა: ეს რა არისო, პატარა დამაცადეთ. ეს მონასტერი უნდა ავაყვავო და ჩემი ძვლებიც აქ უნდა ჩავყაროო. მაგრამ ულმობელმა სიკვდილმა არ აცალა, ადრე მოუსპო სიცოცხლე. ძველად ათასობით ბერი იყო ამ მრავალმთის უდაბნოში და ვაი, ჩვენს დაუძლურებას და ვაი ჩვენს დაკნინებას, რომ დღეს ერთი ბერიც აღარარის იქ, რომ ოლარი დაიკიდოს და ილოცოს. სულ სხვა მნიშვნელობა აქვს უდაბნოში წირვა-ლოცვას, როგორც თვით უფალი ბრძანებს დავით წინასწარმეტყველის პირით: „ესრეთ წმიდასა შინა უდაბნოსა, უგზოსა და ურწყულსა შინა გეჩვენო შენ“. 1906 წლის დასაწყისში ეპისკოპოსი კირიონი სოხუმის ეპარქიაში განამწესეს, რომელმაც მამა ტარასი თავისთან გადაიყვანა და ამავე წლის 21 მარტს სამღვდელმთავრო სახლის ეკონომოსად დაადგინა. 1906 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და საკურთხევლად მომზადებულ მღვდელთა, დიაკონთა და მედავითნეთა გამოსაცდელი კომისიის წევრად დაინიშნა. ამავე წლის 6 ივლისს სოხუმის ეპარქიის მზრუნველობა მოკლებულ სასულიერო პირთა მდგომარეობის გასაუმჯობესებელ კომისიის წევრად დაინიშნა. 1907 წლის 19 ოქტომბერს გათავისუფლდა ეკონომოსის თანამდებობიდან. 1908 წლის 7 ოქტომბერს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტერში ბერ-დიაკვნის შტატში დაინიშნა. 1911 წლის 7 ნოემბერს მღვდელ-მონაზვნის შტატში დაადგინეს. 1912 წლის 12 თებერვლიდან — 1913 წლის 13 მაისამდე ამავე მონასტრის ხაზინადარია. 1914 წელს, თავისი თხოვნის საფუძველზე რუსეთ-ოსმალეთის ფრონტის ხაზზე სამხედრო საავადმყოფოს ეკლესიის მოძღვრად განამწესეს, სადაც გამოჩენილი მამაცობისათვის წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1917 წლის 12 მარტს (ძვ. სტილით) აღდგა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. 1917 წლის 9-17 სექტემბერს გაიმართა საქართველოს მართლმადი- დებელი სამოციქულო ეკლესიის პირველი საეკლესიო კრება. საქართველოში დაბრუნებული მღვდელ-მონაზონი ტარასი კრების მონაწილეა და აქტიურად უჭერს მხარს ეპისკოპოს კირიონს, რომელიც ხმების უმრავლესობით ამ კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. უწმინდესმა და უნეტარესმა კირიონმა, ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის, მღვდელ-მონაზონი ტარასი გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვრად დანიშნა და არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა. 1918 წლის 26 ივნისს არქიმანდრიტი ტარასი თან ახლდა კათოლიკოს-პატრიარქ კირიონს, მაშინ როდესაც იგი მუხანათურად მოკლა მტარვალის ხელმა. არქიმანდრიტი ტარასი დაუყონებლივ გამოემგზავრა თბილისში და ყოველივე შეატყობინა საკათოლიკოსო საბჭოს. 1925 წელს კომუნისტურმა ხელისუფლებამ დახურა წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერი და არქიმანდრიტი ტარასი უადგილოდ დარჩა. 1925 წლის 25 ოქტომბერს ალავერდელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მარღიშვილი) იგი კახეთში, სოფელ საქობაოს წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და სიღნაღის მაზრის II ოლქის მთავარხუცესად დანიშნა. ამავე წელს ალავერდის ეპარქია ორად გაიყო და არქიმანდრიტი ტარასი ბოდბის ეპარქიის დაქვემდებარებაში აღმოჩნ-და. მალე ბოდბელ ეპისკოპოს სტეფანესა (კარბელაშვილი) და არქიმანდრიტ ტარასის შორის ურთიერთობა გამწვავდა. კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) იგი ჯერ თბილისის კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად, შემდეგ კი 1931 წლის 29 ნოემბერს, ვლადიკავკაზის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. ვლადიკავკაზში ჩასული არქიმანდრიტი ტარასი ჩვეული ენერგიით შეუდგა საქმიანობას, მაგრამ წინა-
24-3 საპატრიარქოს უწყებანი N24 8-21ივლისი 2010წ 24
ეპისკოპოსი ტარასი (კანდელაკი) 1871-1951 (დასასრული)
აღმდეგობები კიდევ უფრო გაძლიერდა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. 1933 წლის 7 იანვარს სწორედ მან მონათლა ვლადიკავკაზის ქართულ ეკლესიაში ირაკლი გიორგის ძე შიოლაშვილი, მომავალი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. 1938 წლის 24 თებერვალს ადგილობრივმა ხელისუფლებამ დახურა ვლადიკავკაზის ქართული ეკლესია და მამა ტარასიც სამშობლოში დაბრუნდა. ამავე წლის 27 მარტს, უწ- მინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა- კურთხევით, არქიმანდრიტი ტარასი სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ დაინიშნა. 1939 წლის 19 მარტს სიონის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატემ, ურბნელი მიტროპოლიტ მელქისედეკისა (ფხალაძე) და ნინოწმინდელი ეპისკოპოს იეროთეოზის (აივაზაშვილი) თანამწირველობით ეპისკოპოსად დაასხა ხელი და წილკნის ეპარქია ჩააბარა. ეპარქიაში ახლად დანიშნულ მღვდელმთავარს მეტად მძიმე მდგომარეობა დახვდა. 1939 წელს ეკლესია-მონასტრებისა და სასულიერო პირების დაბეგვრის არსებულ წესში შეიტანეს ცვლილება, რო- მელიც კიდევ უფრო ამძიმებდა მოქმედი ეკლესიების მდგომარეობას. უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე კანდიდ ჩარკვიანისადმი გაგზავნილ წერილში პირდაპირ აცხადებდა: „ფინანსთა სახკომის ინსპექტორის ასეთი შეუზღუდავი თავისუფლება რამდენიმე დღეში ბოლოს მოუღებს ათასექვსასწლოვანს საქართველოს ეკლესიას, მღვდლები იძულებულნი იქნებიან თავი გაანებონ სამსახურს... სანამ საბჭოთა კონსტიტუციიდან არ არის ამოშლილი 124-ე მუხლი, ნუ იქნება ხელოვნურად მიჩქმალული და ადმინისტრაციული წესით განადგურებული საქართველოს ეკლესია, მით აღგვილი პირისგან ქვეყნისა ქართველი ერის უძველესი კულტურის ცოცხალი ნაშთი“. 1941 წლის 4 მაისს განმეორებით წერილში კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე კ. ჩარკვიანს წერს „გადასახადების გადაუხდელობის გამო დახურულ ეკლესიათა შორის არის მცხეთის სვეტიცხოვლის ეკლესია. გამოიძახეს მისი წინამძღვარი ეპის- კოპოსი ტარასი და უბრძანეს 48 საათის განმავლობაში ტაძრის დაცლა. უწმინდესი კალისტრატე მოითხოვდა: 1) ჩაითვალოს სვეტიცხოვლის კრებულის შრომა და ღვაწლი ტაძრის მოვლა-პატრონობისათვის მასზე შეწირული გადასახადის ანგარიშში; 2) დაუყოვნებლივ გახსნილ იქნეს სვეტიცხოველი; 3) ჩამოეწეროს ტაძრის წინამძღვარს გადასახადები“. XX საუკუნის 40-იანი წლების მიწურულს ეპისკოპოს ტარასის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგ- რძნობლად შეირყა, ხშირად ავადმყოფობდა, ერთხანს წყალტუბოშიც მკურნალობდა. 1951 წლის 12 დეკემბერს, 80 წლის ასაკში, წილკნელი ეპისკოპოსი ტარასი გარდაიცვალა. იგი 16 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძრის გალავანში დაკრძალეს
25 საპატრიარქოს უწყებანი N25 22ივლისი-4აგვისტო 2010წ. 17
იოანე მაისურაძე ათონელი, ბეთანიელი არქიმანდრიტი 1955 წლის 10 ნოემბერი
XX საუკუნის 20-50-იან წლებში ბეთანიის მონასტერში მოღვაწეობდნენ ქართული ეკლესიის მი-ერ წმიდანად შერაცხილნი: არქიმანდრიტი იოანე (მაისურაძე) და არქიმანდრიტი გიორგი (მხეიძე). ამ ადამიანებს მეტად მძიმე და არეულ პერიოდში მოუწიათ მოღვაწეობა. მათი სიცოცხლე ბევრჯერ დადგა საფრთხის ქვეშ, მრავალგზის დაარბიეს, გაძარცვეს და მოსვენებას არ აძლევდნენ ხელისუფლებისგან მიგზავნილი გონებაარეული ადამიანები. თუმცა ერთი წამითაც არ დაუხევიათ უკან, არ შეუშინდნენ ბოროტის მანქანებას და წლების განმავლობაში სულიერების სულ უფრო და უფრო მაღალ საფეხურებზე ადიოდნენ. ბეთანიის მონასტერზე და მათ მიერ აღსრულებულ სასწაულებზე უკვე მრავალჯერ დაიბეჭდა ჩვენს პრესაში, გამოიცა არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) წიგნიც ბეთანიის მონასტერზე, სადაც საკმაოდ ვრცლად არის აღწერილი ამ ადამიანების ცხოვრება და მოღვაწეობა. ამჟამად, გთავაზობთ აქამდე გამოუქვეყნებელ მოგონებებს, რომელიც თავად მამა იოანემ შეადგინა გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ, რადგან, ვფიქრობთ, ის მრავალმხრივი განსჯის საფუძველს სწორედ ამ სახით იმსახურებს. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. არს ქართლში სოფელი, რომელსაც ეწოდების ერედვი. სოფელსა ამას შინა სცხოვრობდა ანდრია მაისურაძე და ჰყავდა ძე, რომელსაც ერქვა ვასილი. იყო ესე ვასილი ათთორმეტი წლისა, ოდეს წარმოგზავნა თბილისში ოჯახში ვისიმესა მსახურად. ისმინეთ, აწ თუ ვითარ იქნა ბეთანიის მონასტრის განახლება. იყო ბერი ვინმე და სახელი მისი სპირიდონ. თვით სპირიდონ ბერი იყო ხონელი, გვარად კეთილაძე. მამასა ერქვა პეტრე, დედასა მარინე. ამ ბერმა სპირიდონმა მოისურვა ბეთანიის მონასტრის შეკეთება. სპირიდონ ბერი ბეთანიის მონასტერში ათას რვაას ოთხმოცდა თოთხმეტში, მარტის თვეში მოვიდა. გავიდა ხმა გარემოს, ბერი ვინმე მოსულა ბეთანიაში და ამბობსო: უნდა განვაახლოვო. თითონ რითი უნდა განაახლოსო, ტანთ არ აცვია და ფეხთა, საჭმელი იმას არა აქს და სასმელი, მოდიან სოფლები, უყურებენ შორიდან. გაუხდა ცოლი ავად ვანო აფციაურსა (ღვეველს), რომელიც მოვიდა და სთხოვა ბერს, რომ ელოცა იმ ვანო აფციაურის ცოლისათვის, რო მორჩენილიყო. ულოცა და მორჩა. ამიერიდან მეტი მოწყალე იყო ვანო აფციაური ბეთანიის მონასტრისა. ბეთანიის მადლითა სხვანიც იკურნებოდნენ. ესრეთ ღვთის შემწეობითა, ბეთანიის საქმემ წინ დაიწყო წასვლა. ამისა შემდგომად, ვისაც უნდოდა ბეთანიაში ბერობა, მოდიოდნენ ნელ-ნელა, სამუშაო ბევრი იყო, მუშაობდნენ მაგრად, მადლი ღვთისაო გვაიძულებდა, თუ არა სპირიდონ ბერი ხელფასს არავის გვაძლევდა. არაფერი ნოყიერი საჭმელი არა გვქონდა, კარტოფილი, ხანდიხან ლობიო და ჩაი, ხოლოდ ისიც უნდა კრი-
25-1 საპატრიარქოს უწყებანი N25 22ივლისი-4აგვისტო 2010წ. 18
იოანე მაისურაძე ათონელი, ბეთანიელი არქიმანდრიტი 1955 წლის 10 ნოემბერი (გაგრძელება)
პუსკით. ზოგიერთები მარხულობით თავს იკლავდნენ და ისინი რა სუქან საჭმელს მო-ითხოვდნენ. ეხლა ისინი მოვიხსენოთ, თუ ვინ იყვნენ ბეთანიის მონასტრის შემომწირველნი: კოწია მუხრანიშვილი 20 ფუთი ჟესტი, სოფელ ღვევიდან, ამირანიანთ ოჯახი წყლულეთიდან, თეზელაშვილები ნახშირგორიდან, ქალბატონი ბებუთოვის ცოლი სახლისათვის მუხები, სოფელ პრიუტიდან ალექსანდროვის ოჯახი — რუსები, საერთოთ, თუ კი ვისთანმე მივიდოდით, ყველანი მოწყალენი იყვნენ, თბილისიდანაც — დეპოს მუშები, მათ შორის უფრო ივან ივანიჩი და ტოკმაჩოვ მიხაილი, ზოგიერთები ბენათიისა სახელზე მოგვინგროებდნენ ფულს და მოგვ-ცემდნენ. ეს ჩამოთვლილი ხალხი ზოგი ფულით, ზოგი პურით გვეხმარებოდნენ... ანდრია და ძმა მისი აკურისელები, ფანჯაკიძეები. ისე კიდევ, ეგზარქოსოს ნება-დართვით თბილისში, გორში, ცხინვალში, ხაშურში, სურამში, ჭიათურაში, ზესტაფონში, ქუთაისში და ამ ქალაქების სოფლებში, კიდევ ბეთანიდან მანგლისის გზაზე აგვქონდა ხატი, ჯვარი, ქოხი გვქონდა და დღე-ღამე იქ ვიყავით ზაფხულობით, მგზავრებს ვთხომდით ფულს. კვირაში ხუთი მანეთი, ექვსი შვიდი მანეთამდე გროვდებოდა. ეხლა კიდევ ისმინეთ ჩემი ბეთანიაში მოსვლა; რომელიც სოფელ ერედვი ვახსენე თავში და ანდრია მაისურაძე და შვილი მისი ვასილი ვიყავით თბილისში. ვხედავდი ბერი სპირიდონი რო ჩამოდიოდა და ჩემ მეგობრებთან რო მიდიოდა, იმ დროებში იბეჭდებოდა წმიდანების ცხოვრება. ვყიდულობდი და ვკითხულობდი უფრო ბერულ წიგნებსა. ჩამებეჭდა მეც ბერობის სურვილი ღრმათ, დავიწერე პირიჯვარი და შევდექი ბეთანიის მონასტრის გზაზე. ცოტა იყო თუ ბევრი ვიარე და მოვედი ბეთანიაში, გამიჭირდა მშიერ-მწყურ-ვალეს, მაგრამ მაინც მოვედი, პური მაჭამეს და აბა, ჩემო ვასო, ეხლა მობრძანდი ჩვენთან, უნდა იმუშავოო იმ დროს აშენებდნენ სახლსა. რასაკვირველია, მივედი. ვასო, აი, ის დიდი ქვა როა, მომაწოდე, აი, ის პატარა ქვა მომაწოდე, ეხლა ტალახი მომიტანე, მეც, ხმა ამოუღებლათ. მალე დამეჟეჟა ხელები, შებრალება არა სჩანს, რო ვეღარ აუვედი იმდენ მუშაობას. ახლა კი ვიტირე, აღარ შემიძლიან მეტი-თქვა, იმათ ჩემს სიტყვაზე გაიცინეს. ბეთანიაში რო მივედი თოთხმეტი წლისა ვიყავი, მაშინ ბეთანიის მონასტერში იყვნენ თითონ მამა სპირიდონი, დოსითე ბერი არევაძე, მიხეილ მღვდელმონაზონი მოლარიშვილი გურული, ზოსიმე ქოჩორაშვილი კუმელი სომეხი კალატოზი, დავითი ცალთვალა მეგრელი ღვაბერია, ალექსი სიდამონიძე გრდანელი, ვასო თბილისელი — გვარი არ ვიცი, იოსებ ხიზანაშვილი და მოსე ხიზანაშვილი. ვითომ ბერობდნენ, მოვიდოდნენ, ისევ წამოვიდოდნენ, ვინ იმუშავა ბეთანიაში, მოვიდოდნენ, ზოგიერთნი ისევ წამოვიდნენ. გვყამდა ხელოსანი, რომელმაც იცოდა დურგლობა და კალატოზობა, ვაძლემდით თვეში ხუთი თუმანს, ეს ხელოსანი იყო ნიკოლოზ დაუშვილი, ჰყავდა მოწაფე ვანო რაჭველი, გვარი არ ვიცი. ბეთანიის მონასტერი მიგდებულ-მივიწყებული იყო. მინამდინ სპირიდონ ბერი არ მოვიდა, ტაძარი ესრეთ მდგომარეობაში იყო. არავინ არ იყო მისი მსახური, ტყეში გახვეული ზედ სახურავზე ხეები იყო ამოსული. იყო დიდი, ქართული კრამიტითა. გუმბათი ჩახვრეტილი იყო, გუმბათის ორი სვეტი გამოვარდნილი იყო, ტაძარი შუაზე იყო გახეთქილი და ტაძრის კედლები ზევიდან ჩამოშლით იყო. ტაძრის ნაწილობრივ გვერდებიც ჩამოშლილი იყო, წვიმის წყალი ჩადიოდა შიგნით, მხატვრობა ჩამორეცხილი იყო, კიდევ იყო გვერდი — კედლებზე მხატვრობა დარჩენილი, როგორც თამარ დედოფლის სურათი და მამისა და ძისა და სხვანი, როგორც ვიცით, ხუნდებიან და სადაც მხატვრობა არ იყო, ის ადგილი შევლესეთ გაჯითა. ეგაჯი დელისიდან მოგვქონდა. გამოივლიდა ბაგებსა, წყნეთსა, სამადლოსა, კვერეთსა და ჩამოვიდოდა ბეთანიაში. ეგრეთვე, მინამ დაიხურვებოდა, დიდი მწუ- ხარება იყო. ბერი სპირიდონის გულში. რასაკვირველია, გაძნელდა, მაგრამ სუყველაფერი შევძელით. კარები არა ქონდა და ფანჯარა. თქვენ წარმოიდგინეთ, თითო ოროლა შაურით მოკრეფილმა, რამოდელა საქმე გააკეთა. შიგნით იატაკი იყო, დიდი ქართული აგურით დაგებული, სულ დამტვრეული. დავხურეთ ეკლესია, შიგნითაც გავლესეთ, კანკელი დავდგით, კარები შევაბით, ფანჯრები გაუკეთეთ. ეხლა როგორც უყურებთ, ესრეთ შევქმნენით. შიგნით იატაკი დავაგეთ. თითი-თითო, მოთხნილი ფიცრით უმადლო ნიკოლოზის სამღვდელოებამ არაფერი დაუმადლია, არც მენშევიკების სამღვდელოებამ, ერთი ჰეკტარი მიწა არი იქვე, კორებზ, ისიც კი ჩამოართვეს, ჰო, ისიც ბეთანიის მონასტერსა არა ჰქონდა სახნავი მიწა, ვიმუშავეთ ჩვენ, მორჩილებმა, სახლი გავაკეთეთ, სახნავი მიწა გავაკეთეთ. ეზო გავნწმიდეთ. ამ ეზოში ბევრი მიწა იყო დაგროვილი, ბევრი მუშაობა დაჰშჭირდა. ჩნდებოდა საფლავები: ადამიანისა და ძვლებს ვაგროვებ
25-2 საპატრიარქოს უწყებანი N25 22ივლისი-4აგვისტო 2010წ. 19
იოანე მაისურაძე ათონელი, ბეთანიელი არქიმანდრიტი 1955 წლის 10 ნოემბერი (გაგრძელება)
დით პადვალაში. ჰო, ეს დამავიწყდა თავის ადგილზე მეთქვა. ჯვარი რომელიც მონასტრის გუმბათს ადგია, თბილისის დეპოში გაკეთდა. დეპოს მუშებმავე მოიტანეს, დეპოს მუშებმავე დაადგეს. მეც ვეხმარებოდი, ვასო. ეს მუშები იყვნენ რუსები. ეს ბეთანიის შეკეთება იმისთვის მოვიგონე და ავწერე, რომ ბეთანიას მოვიდა დიმიტრი გორდიევი, მკვლევარი; შევეკითხე: დიმიტრი პეტროვიჩ, ბეთანიის მონასტრის განახლების ისტორია როგორ იცითმეთქი, ასე მითხრა: ვინმე იტალიელსა განუახლებიაო; მე შევეკითხე: ვინ გითხრა-მეთქი? დავითაშვილმაო; ჩამოვედი თბილისში და სიძველეთა დაცვის კომიტეტის დირექტორს შევეკითხე, დათიკო ლომაძეს, იმ ლომაძემაც აგრევე მითხრა, იტალიელმაო; ვინ გითხრათ ასეთი ტყვილი-მეთქი? დავითაშვილმაო. მერე მე უთხარი: ბეთანიის მონასტერი არც ისე დიდი ხნის განახლებულია-მეთქი, თბილისიდან არც ისე შორს რის, თორო კარქა არ იცით განახლების ისტორია; მერე ლომაძემ მითხრა: აბა, ჩემო ივანეო, რამდენათ შენ იციო ბეთანის მონასტრის ამბავიო, დასწერეო, მეც გავიჭირვე და დავწერე. ჩვენი შრომა და წვალება, რათ უნდა მისჩემდეს იტალიელს. ჰო, ბეთანიის მონასტრის ისტორიაში დიდი დახმარება მიუძღვით კირიონ ეპისკოპოსს, ექვთიმე თაყაიშვილს, არისტო ქუთათელსა, სათავადაზნაურო შკოლის მასწავლე- ბელსა. ეხლა როდესაც გაკეთდა ყველაფერი, სხვადასხვა მიზეზების გამო დასტოეს მონასტერი და წავიდნენ სხვაგან. დავრჩით სპირიდონ ბერი და მე, ვასილი და მეც უკვე კენჭში გასავლელი ვარ, ვეთხოვები ახლა მეც ბეთანის მონასტერს, რჩება მარტი სპირიდონ ბერი და ერთიც ცალთვალა დავითი, მეგრელი მოხუცებული. ეხლა უკვე მეც უკვე ვეთხოვები ბეთანის მო- ნასტერსა. მომცა სპირიდონ ბერმა ათი მანეთი და დამწერა ჯვარი და განმიტევა ლოცვა-კურთხევით. მეც დავიწერე პირიჯვარი, ვენთხვიე ხელზე და ვაკოცე მონასტრის კედლებს და წავედი. ბეთანის მონასტერში მოვედი მე, ვასო მაისურაძე, ათას რვაას ოთხმოცდა ექვსში, ეხლა უკვე მივდივარ ათას ცხრაას სამში. ეხლა მივდივარ ცხინვალში, კენჭის ამოსაღებლათა. შევედი როგორც სხანი. ეხლა მივიდა რიგი. უნდა ბერმა ამოიღოს კენჭი. ყველანი ინტერესით იყურები- ან, აბა ბერს ერგება, თუ არა? მერგო ჯარში წასასვლელი კენჭი, ყველას გაუხარდა, ყველამ გაიცინა. ახლა გაშინჯვამ მოიწია, გამშინჯეს, დამიწუნეს, არ ვიყავი ჯანმთელი, მომცეს სრული თავისუფლობის ბილეთი, თეთრ ქაღალდზე დაწერილი. ახლა ვინაიდან სპირიდონ ბერმა შეხედა, რომ აღარავინაა მონასტერში, მაშინ გლეხი კაცი შემოუშვა საცხოვრებლათ წყლეთიდან, გიორგი თხელაშვილი... მე, ვასო მაისურაძე ცხრაას სამში წავედი მთაწიდას ე.ი. ათონში, მოვბრუნდი სამშობლოში ცხრაას ოცში. ცხრაას ოცდაორში მომიხდა ისევ ბეთანიაში მოსვლა. ეს 4 გლეხი, რომელიც სპირიდონ ბერმა შემოასახლა, წავიდა თავის სოფელში.... მამა სპირიდონმაც შეხედა, ცხოვრება გაუჭირდა, წავიდა თავის სამშობლო ხონში და იქიდან ციხეში და ესრეთ დასრულდა სპირიდონ ღვდელმონაზონის სიცოცხლე. ცხრაას სამში მე უკვე მივდივარ ათონის მთაზე, ავიღე ჩვენი მთავრობის ნებართვა, ესე იგი ბილეთი, ჩავედი ბათუმში, თათრის კონსოლმა შემიმოწმა ბილეთი და ჩავჯექი იტალიის დიდ პარახოტში და მივდივარ ტრაპიზონის მხრივა. შემიღონდა გული, რომ დავტიე სამშობლო, მეტირება, ჩემი გულისთვის ვინ მოაბრუნებს უკან პარახოდს. როგორც უნდა ვსთქვათ, ახალგაზდა ვარ, ოცი წყლისა ვარ, მარტო ერთი ქართველი პარახოდში, მენანება სამშობლოს დატოვება. მეხუთე დღეა ბოსფორში რო შევდივართ. პირველი საელჩო სახლია, რუსეთის მარჯვნივ, ახლა ბევრი სხვა სახელმწიფო ელჩების სახლებიც არიან, თითონ სულთანის საზაფხულო სახლიც. მივცურავთ ჩვენი დიდი პარახოდითა, ყველანი პარახოდის ბანზე არიან ამოსულები, იყურებიან აქეთ-იქით, შევედით ნამდვილათ სტამბოლში. ახლა ჩვენი პარახოდიცა ჩადგა თავის დანიშნულ ადგილს. დიდი გრძელი სანავთ სადგომი, მოსაწონი, ახლა ჩამოვდივართ პარახოდიდან, გვიშინჯამენ პასპორტებსა, გვკითხამენ, სად მიდიხარო, პანტელეიმონის პოდვორიაში, ეს პოდვორია ათონის მთაზე, რუსი მონასტერი არი და მისია. წამიყვანეს, ჩამაბარეს ამ რუსის პადვორიას. ამ პანტელეიმონის მონასტრის პოდვორიაში ჩამოსულიყო ათონიდან ვენედიქტე იღუმენი, გვარათ ბარკალაია, თანა ჰყამდა ბერი დანიელი. შეშჩიოდა ოსმალოს და რუსეთის საელჩოს რაიმე ყურათ ღება მიექციათ მისთვის, რომ ათონზე რო ივერის მონასტერია, იცნონ საქართველოს მონასტრათ. რასაკვირველია, ეს მე არ ვიცი, რა პასუხს აძლევდნენ; ეს ჩივილი პირველი არ იყო ვენედიქტე ბარკალაიასი. მთელი საქართველო შესძრა, რუსეთის მთავრობა, მაგრამ არავინ ყურადღება არ მიაქცია. ეხლა რო მე, ივანე ბეთანის
25-3 საპატრიარქოს უწყებანი N25 22ივლისი-4აგვისტო 2010წ. 20
იოანე მაისურაძე ათონელი, ბეთანიელი არქიმანდრიტი 1955 წლის 10 ნოემბერი (გაგრძელება)
მორჩილმა ვნახე სტამბოლში, ეს იმისი უკანასკნელი შეჩივლა იყო და არც ახლა რამეს მიახწია და ჩამოვიდა ათონში და ათონიდან უკანასკნელი სასოდაკარქულმა წამოვიდა საქართველოში. ესრეთ დასრულდა ვენედიქტეს ჩივილი ათონის ივერის მონასტერზე. ეხლა კიდევ, როგორც ჩვენ, საქართველო რუსეთის ქვეშევრდომნი, პანტელეიმონის მონასტრის პოდვორია პატრონობას მიწევენ. მოვიდა რუსის პარახოდი და რომელიც მიდის პირდაპირ ათონში, მითხრეს რუსმა ბერებმა, აბა, ახლა ათონში მიდის პარახოდიო და წავედითო. წამიყვანეს, ამი-ღეს ბილეთი და ჩამსვეს საღამოთი და გათენდა და მივედით დარდანელში. იქ საღამო ჟამამდის დარდანელში იდგა. საღამო ჟამს უკვე წავიდა ათონისაკენ. გავედით დარდანელსაც, მივდივართ ათონისკენ, გამოჩდა ერთი დიდითევზი და გაუძღვა პარახოტსა, თითქოს გზის მაჩვენებელი იყოსო, იმას მეორე მიემატა. დიდი ხანი იცურეს პარახოტის წინა, თითქოს გვართობდნენ. ესრეთ მივცურდით ათონის ნავთ სადგურში; ღამეა უკვე, შემოვიდნენ პარახოდში სამი ბერი: ერთი პანტელეიმონის მონასტრისა, მეორე ანდრიას სკიტისა, მესამე ილიას სკიტისა. იძახოდნენ: კტო პანტელეიმონა, კტო ანდრეივსკ, კტო ილინსკის. ვინ სად უნდა წასულიყო, ის მას წაყვებოდა. მე ივანე პანტელეიმონის ბერს მოვკიდე ხელი. პანტელეიმონის მონასტერსა ჰქონდა პატარა საკუთარი პარახოდი და ჩამსვეს თავის პატარა პარახოდში, როგორც მე, ისე სხვები. პანტელეიმონის მონასტერი, შეიძლება ითქვას, სამი კილომეტრით იყოს ნავთსადგომიდან. მივედით, ღამეა, არ ვიცი რამდენი საათი იქნებოდა, მიგვრეკეს სასტუმრო სახლში, მიგვიღო მესტუმრე ბერმა, გაგ- ვიმასპინძლდა, მოგვასვენა, დარეკეს ცისკრის ლოცვა. წაგვიყვანეს ეკლესიაში, გვალოცეს. გათენდა, წირვაზე დავესწარით. წირვა გათავდა, ტრაპეზში შევედით. ტრაპეზი დიდია, მთელი ტრაპეზი დახატულია. ტრაპეზი რო გათავდა, ისევ ეკლესიაში შებრუნდნენ, გმადლობი იქ, ეკლესიაში გადიხადეს. მერე მე გამოვედი მონასტრის გარეთ, შევეკითხე ერთ ბერს, ქართველების მონასტერი სად არი. ქართველებს მონასტერი არა აქვსთო. მაშ, რა აქვსთ — ქილიო. ეს ქილი სახელწოდებაა. ეს ქილიარი სამი, ოთხი ან ხუთი კაცის საცხოვრებელია. ვკითხე, სად არის მეთქი, შორს არისო, ოცდახუთი ვერსიაო, გზა ვკითხე, მიჩვენა. დავადექი ამ გზას და მოვედი, პატარა ბაზარია, დიდი აღმართი იყო ძველ რუსიკონშიც, გამოვიარე ამ პატარა ბაზარში, ვნახე ბერი ვინმე, ვკითხე ქართველების მონასტერი, გამომყვა, გზაზე დამაყენა, დამანახვა, ჯერ კიდევ შორს ჩანდა, მაგრამ შორიდანვე მომეწონა თითონ მონასტერი ივერია და სადაც ქართველების ახალი მონასტერია, ოცდაათი კაცის საცხოვრებელი. ბათუმიდან აქამომდის ქართველი კაცი აღარ მინახამს, ვჩქარობ, მინდა, ჩქარა ვნახო ქართველები. ვნახე, გავიხარე, ამ ქართველ ბერებსაც გაუხარდათ ჩემი ნახვა. ესე-ნიც მონატურნი არიან ქართველი კაცის ნახვას. მართალია, ვნახე ქართველი ხალხი, მაგრამ გული მაინც იძახის დედა მინდა. ვტირი, დედა მინდა, ესე იგი სამშობლო. დავწყნარდი, მაგრამ სამშობლოს მაინც რა დამავიწყებს. ახლა ჩემს თავს სასუფეველში ვგრძნობ, მაგრამ მაინც დედა მინდა. რა ვქნათ, რაც მოხდა მოხდა. მაინც ჩვიდმეტი წელიწადი გავატარე ამ ტყვეობაში. ჰო, მართალია, ვენედიქტე ბარკალაიამ დასტოვა ბერძნებთან ბრძოლა, მაგრამ ახლა მამა იონამ წა მოავლო ხელი. გაგრძელება იხ. შემდეგ ნომერში
26 საპატრიარქოს უწყებანი N26 5-18 აგვოსტო 2010წ. 17
იოანე მაისურაძე ათონელი, ბეთანიელი არქიმანდრიტი 1955 წლის 10 ნოემბერი (გაგრძელება)
გაგრძელება დასაწყისი იხ. „საპატრიარქოს უწყებანი“№25
ივერიის მონასტერსა მოსკოვში ქონდა შემოწირულობა და ივერიის მონასტერი შვიდ წელიწადში ერთხელა სცვლიდა მოსკოვში მოსამსახურეებსა. ეს შვიდი კაცი უნდა ყოფილიყო, ესე იგი ბერები. ამ დროს უპოვიდა მამა იონა დროსა და გადუდგებოდა გზაში ამ ივერიის მონასტრის გაგზავნილ ბერებს მოსკოვში. სტამბოლში რო რუსეთის საელჩო იყო, ამ საელჩოს უნდა სჩვენებოდნენ და ნებართვა აეღოთ მოსკოვში და ისე წასულიყვნენ. ამ დროს საელჩოში დახვდებოდა მამა იონა და საელჩოს შეჩიოდა, ივერიის მონასტერი ქართველებისა არიო, უბ- რძანე ან მონასტერში ძმათ მიგვიღონ, ან სადაც ვართ, სკიტობა მოგვცენო. ესრეთ საელჩოც აწვალებდა დიდხანსა, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდოდა. მამა იონას ეტყოდნენ, არაფერს არ იძლევიანო და ერთხელაც იმდენი ხანი არ გაუშვა საელჩომა, რომ უკან მობრუნდნენ, ათონში. ივერიის მონასტრის ბერების პასუხი ის იყო, ქილიოტები არიან და მორჩა და მოისვენაო. მონასტერი ჩვენია, ვინცა ვართ მონასტერშიო, რასაკვირველია, აქ. ბერძნები ქრთამით კაცით და თავიანთ სურვილს მაინც ასრულებდნენ. ესეთი შენთხვევა სამჯერ მოხდა ჩემს იქით ყოფნას. ბერძნებიც თავიანთ დროს უცდიდნენ. როცა მამა იონა მოკვდებოდა, მერე თავიანთსასა იზამდნენ, ან ქილიოტი ან განდევნა. მაშინ უკვე ძალა აქთ, თუ არა ისე სამართალი არ მისცემს ნებას რო გამოვერეკეთ. ჩამოიარა ისპანკამა და მოკლა მამა იონა. ჩვენ მონასტერს არ შევატყობინეთ. როდემდინ იქნებოდა ფარულათ. გაიგეს მონასტერმა, ამოვიდნენ, შეგვეკითხნენ, რატომ არ შეგვატყობინეთო. ჩვენ უთხარით, თქვენ მაინც არ გიყვარდათ მამა იონა. აბა, ოც დღეს გაძლემთ დროსაო, იფიქრეთ და დაგვემორჩილეთო. ჩვენ ამ ოც დღეშიც არაფერი პასუხი არ მივეცით. ამ დროსაც მენშევიკები გამოეყვნენ რუსეთსა. მენშევიკებმაც, რაც მამულები ქონდათ საქართველოში, სულ ჩამოართვეს ივერიის მონასტერსა და ახლა რაღას მოგვეხათრებიან, იფეთქესდა. აბა, დაგვესხნენ თავსა. ათონის მთაზე ოცი თვით უფლებიან მონასტერია. ამ მონასტრებსა საერთო კრება აქვსთ და სამართალი. ეს ჩვენ შესახებ წარუდგინეს კრებას, ქართველები არ გვემორჩილებიანო და ჩვენ საერთო კანონი გვაქს, რომ უნდა განიდევნენ. აბა, ვინ იტყოდა უარსა, მაგრამ იქაც ისხდნენ ანა და კაიაფა და იმათთან ისხდნენ იმათი მსგავსები. ათონში მითხრეს მე, როდესაც ივერიის მონასტერში ქართველი ბე- რები შეცოტავდნენ, ორ ბერზეღა დადგა, მაშინ მთელი მონასტრის საბუთები ჩააწყეს რკინის სკივრში და რომელიც ზემოთ ვახსენე, ათონის საერთო კრება და სამართალი, ამათ მოუტანეს და ჩააბარეს ეს მონასტრის საბუთები და გასაღებები. როცა ქართველები მოვიდნენო, მიეცითო. უეჭველად ხელწერილსაც ჩამოართმევდნენ, მაგრამ ვინ იცის, სად არის ეს ხელწერილი. უმისოთაც კარქა იციან, რო ივერიის მონასტერი ქართველებისაა, მაგრამ მაინც საჯეს, ჯვარს აცვით, ჯვარს აცვით ქართველები, ეს უსამართლება ჩვენზე და მთელი ათონის მთაზედა. რასაკვირველია, მთელი მათი უსამართლო დადგენილება მოიტანეს ივერიის ბერებმა და გამოგვიცხადეს. ჩვენ არ მივიღეთ, მაგრამ ეხლა კი მიდგა იარაღის ძალაზე საქმე. მოუწოდეს მი- ლიციას ვინტოვკიანებს. ხომ მილიციონრებს ჩვენ შევშინდით და გაუღეთ კარები. მერე როგორც მათ უნდოდათ, ჩამოგვართვეს ყველაფრის კლიტე-გასაღები და თუ ვინმე გარეთ გამოვიდოდით, სახლში
26-1 საპატრიარქოს უწყებანი N26 5-18 აგვოსტო 2010წ. 18
იოანე მაისურაძე ათონელი, ბეთანიელი არქიმანდრიტი 1955 წლის 10 ნოემბერი (გაგრძელება)
აღარ გვიშვებდნენ. ისეთ გუნებაზე იყვნენ, ერთი ცოტა და დარტყმის გუნებაზე იყვნენ. რას ვიზამდით, უცხო ქვეყანაში მთავრობა იმათია — სასულიერო და სახორციელო. ესეთი ავაზაკობა მოახდინეს ათას ცხრაას თვრამეტში, ცხრა მარტსა. უთხარით, აღდგომა მაინც გავათენოთ ჩვენს სახლში, მაგრამ არც ის ინებეს. მერე მე უთხარი, მე რო ჩვენში ბერძენს დავი- ნახამდი—მეთქი, ისე გამეხარდებოდა, მეგონა ანგელოსი ვნახე-მეთქი; თქვენ როგორი ხალხი ყოფილხართ. ბერძნები ჩვენში ნახევარ მილიონი ხალხი ცხოვრობს, ჩვენ ოცი კაცი, ისიც ბერები, ბერებმა რა უნდა დაგიშავოთ. მაინც მათი გული იყო მოშხამული, რომ ივერიის მონასტერი საქართველოსი არი, ისე იყვნენ შურით დამხვჩვალები, რო აღდგომა რო ჩვენ სახ- ლში გაგვეთია, ისიც ვეღარ გაგვიშვეს. თორნიკე ერისთავმა მთელი სახელმწიფო გაუმთავისუფლა და ეს ივერიის მონასტერი ააშენა, ესეც ყიდვითა, რას ვიზამთ, მოგვერივნენ. თავიანთი ქვეყანაა. არაფერი არ წარმოიდგინეს, სულ გამხეცდნენ. ასე იყო ჩვენს თავსა. რაც უნდოდათ, თვითონ ითვისებდნენ, დარჩათ სრულობით ახალი ეკლესია, სრულობით მოწყობილი. ამ ეკლესიაში დარჩა, რომელიც მთელი ათონის ლატარიაში გვერგო. ამ ხატის ისტორია ასეთია. ამ ათონის მთასა აქს პატარა ბაზარი, ესე რომა, ამ ბაზრის გარშემო მთელი ათონის ოც მონასტერსა აქთ სახლები თავიანთი, საერთო. სასამართლო მთავრობიდან და- ნიშნული კაციც აქ იმყოფება. ამ პატარა ქალაქში აქვთ საკრებულო ეკლესია. ამ საკრებულო კლესიაში აქთ ძველი ღვთისმშობლის ხატი. ეს პატარა ქალაქის მაცხოვრებლები აღდგომის მეორე დღეს აასვენებდნენ და მიულოცამდნენ ახლო-მახლო მცხოვრებსა. ეს ხატი ძრიელ სიძველე ეტყობა. აღარ უნდათ რო ატარონ. მოილაპარაკეს და სხვა ახალი ხატი გააკეთეს, უფრო პატარა. ეს ახალი გაკეთებული ხატიც აღარ მოეწონათ. ახლა ლატარიაში უშვებენ, მთელი ათონი ხელს აწერს. ეს ხატი შევერცხლით, თორმეტ-ცამეტი ვერშოკი სიმაღლე, ათი ან მეტი, ან ნაკლები. ეს ხატი ჩვენ, ქართველებს გვერგო. არ შეგვატყობინეს კენჭის ამოღების დრო. ჩვენმა ერთმა ბერმა აიჩემა: დღეს კარიაში უნდა წავიდეო. ჩვენ ქართველებისაგან არ არი ისე შორსა. რო მივიდა ამ საკრებულო ეკლესიის ეზოში ჩოჩქოლია რაღაც. თურმე ამოუღიათ კენჭი, გვრგებია ჩვენ, ქართველებსა და აღარ იძლევიან. იძახიან ქილიოტიაო, პანტელეიმონის მონასტრის ბერმა წასტაცა ხელიდან და იძახის: „ქტი ზდეს გრუზინ.“ ეს ქართველი ბერი რო წავიდა თავის ნებითა კარიაში, ამან მიირბინა ბერთანა: „ია ზდეს. გრუზინ ნა ციბე იკონბოჟი.“ უნდოდათ ბერძნებსა წაერთმიათ, მაგრამ ვეღარ დაეწივნენ, მორბის ჩვენი ბერი, მოაპრიალებ იძახის ჩვენია ღვთისმშობელიო და ეს ღვთისმშობლის ხატია ჩვენს სავანეში, რო დავტოვოთ სხვა კიდევ კარქი ნახატი ხატები საკურთხეველში ჭერში: ადიდებს სული ჩემი უფალსა, მიძინების, წმინდა გიორგისა და სხვანი ბევრი კიდენ გვერგო. ბარძიმი ღვთისმშობლის ხატის წინ ისიც იქ დაგვატოებინეს. იმის მერე აღარ მიგვიღეს ლატარიაში. ეკლესია კიდევ კანვლები, სახლები ზეით სართულში, ხუთი საცხოვრებელი ოთახი, ერთი სტუმრის მისაღები ოთახი და საძილო. ერთი კიდევ სტუმრის მისაღები ოთახი. საწინამძღვრო ოთახი ეკლესიის ქვეშ. ათი ოთახი ქვეით სართულში, ათი ოთახი ბალკონების ქვეშ, ხუთი ოთახი პატატირად წოდებული, ესე იგი საწნახელი, ზეთი იწურებოდა. ყურძენი გვედგა ამ პატატირში და ხორბალს ვინახამდით (რკინის ზეთის სახდელი დიდი ბოჩკა, ყურძნის საწურავი, არყის დიდი საქვაბე იქვე დარჩა). კარქი გაჭიმული სახლია, ერთსართულიანი, მხოლოდ მაღალი. ორი ოთახიც იმაზეა მიდგმული. მეორე — ძველი ეკლესისიც გამოწყობილი, ფურნე, ძველი სახლები და მას შინა სასეფისკვერე, იქვე ჩაი წყლის სადუღარი. ამ ძველ სახლებში საჯორე და სათივე, პადვალი და მისი მომართულობა, ბოჭკები, ჭურები, ტრაპეზი თავისი სტოლებით, საკუჭნავო თავისი ბოჭკებით და თავისი ზანდუკებით, სამზარეულო, ფეხის ადგილი მსგავსი ბაშნისა, საბოსტნეები, ზეთის ხილები ცხრა ასი. ვაზი, რომელიც ჩვენ გვყოფნიდა. წყალი გვქონდა შორიდან მოყვანილი, ერთი ვერსი მეტი იქნებოდა ხის გათლილ ღარებზე. ეს რო რკინის მილებით მოგვეყვანა, მონას- ტერი არ იძლეოდა. ვინაიდან ჩვენ, ქართველებს და ივერიის მონასტრის ბერძნებსა არა გვქონდა ერთი მეორეში თანხმობა. მაგისთვის ისინი აღარ გწყალობდნენ. ეკლესია გვქონდა საკურთხი, მღვდელი გვყამდა საკურთხი, არ გვიკურთხევდნენ. ეს საქმე უნდა მომხდარიყო მონასტრის ნებართვით. კიდევ ყოველ წლიურად უნდა შეშა მოეცათ ხოლმე და როგორც არ ვიყავით ტკბილათ, არც შეშას გვაძლემდნენ. პირველი მსოფლიო ომის დროს შემოვიდა ერთი რუსი ოფიცერი სამოცი სალდათითა. ბერძნებს სულ დაუბნია მთავარი გონება. ჩვენ ქართველებმა შევთხოვეთ, რომ მონასტ
26-2 საპატრიარქოს უწყებანი N26 5-18 აგვოსტო 2010წ. 19
იოანე მაისურაძე ათონელი, ბეთანიელი არქიმანდრიტი 1955 წლის 10 ნოემბერი (გაგრძელება)
რისათვის ებრძანებინა, რომ მონასტერს ეკურთხებინა ეკლესია და მღვდელი და შეშა მოეცათ. მაშინათვე დაიბარა და უბრძანა, აბა, ქართველები ასე თხოულობენო: „ბეზ რაზგავორა.“ ეს ოფიცერი იყო ლიტველი დიჩი. გვიკურთხეს ეკლესია, მღვდელი, მოგვცეს შეშა, მაგრამ როცა ოფიცერი წავიდა, მეორე წელს აღარ მოგვცეს შეშა. პირველი მსოფლიო ომის დროს შემოგ- ველია სახარჯო და ივერიის მონასტერსა ყამდა ორისამი ქართველი თავიანთ ხარჯზე მონასტრის გარეთ და რომელიც იყო ილია ფანცულაია. ამ ილია ფანცულაიამ დაგვეხმარა და ივერიის ბერებისაგან გვასესხებინა სამასი ოქრო. ამ ივერიის ბერებსა ერქვათ: ერთსა გრიგოლიოს, მეორესა პართენი. გრიგოლისა იყო ორასი და პართენისა ასი. ამათ ორთავეს დაეკარქათ, გამოგვრეკეს და ვიღა მისცემდა. ეს სავანე როცა იყოდეს ქართველებმა, სამასი ოქრო მისცეს თურმე. ამ ახალი სავანის ყიდვაც ასე მომხდარა. იმერეთიდან ვითომ წასულიყვნენ (მგონი უფრო მეგრელები) იერუსალიმში. იერუსალიმიდან გამოუვლიათ ათონში და ივერიის მონასტერში ყოფილა იმერეთის მეფის სოლომონ მეფის ნამოძღვრალი ვენედიქტე და ამ ვენედიქტეს რჩევით უყიდიათ ეს ახალი იოანე ღთისმეტყველის სავანე. ჩვენებს როცა ათონში შკოლა ქონიათ, ვითომ ეს იოანე ღთისმეტყველის სავანე ყოფილიყოს შკოლადა და ვითომც შოთა რუსთაველიც აქა ყოფილიყოს, ივერიის ბერძნის ბერმა ასე სთქვა. ივერიის მონასტერმა რო გამოგვრეკეს, პანტელეიმონის მონასტერსა ვთხოვეთ სადმე თავშესაფარი და მოგვცა წმიდა სტეფანეს ქილი, კარეის ახლო, მხოლოთ გადასახადის ქვეშ, მხოლოთ მარტო სახლები. ბერძნები ახლა იმის ცდას შეუდგნენ, რო ათონის მთაზედ არ ვიქნეთ. წარმოუდგენელია, თუ ვითარ მწუხარებაში და უნუგეშოთ, ვინც იქ დარჩნენ. მამა იონა რო არ მომკვდარიყო აპირობდა დამორჩილებასა ბერძნებზე, ესე იგი ივერიის მონასტერზე. ჩვენ რო გამოგვრეკეს ბერძნებმა, ეს ამბავი გაიგო ჟორდანიამ და ორი კაცი გაგზავნა ათონში შესაკითხად და შეეკითხნენ: თურმე ქართველი ბერები რათ გამორეკეთო და პასუხი ასეთი იყო, კანონს არ ემორჩილებიანო. ეს იყო და გათავდა სუყველისფერი. რაში იყო ეს კანონის დაუმორჩილობლობა აღარც ის იკითხეს და აღარც სხვა, გამოიქცნენ და მოვიდნენ საქართველოში. არც აქედან გამოგვიარეს და არც იქიდან. ასრე გათავდა ჩვენი ამდენი მწუ- ხარება. დაღაცათუ ძრიელ გულით მიყვარდა სამშობლო, მაგრამ მაინც არ წამოვიდოდი, რო არ გამოვერეკეთ. ბევრი რო არ ვილაპარაკო, უკვე ვქენით პირი საქართველოსაკენ. ილია ფანცულაია იყო უკვე ჩვენი ამ გზის წინამძღვარი. წამოვედით საქართველოში: ილია ფანცულაია, ივანე მაისურაძე, პეტრე აბაშიძე, იოაკიმ რამაზაშვილი, გიორგი მორჩილაძე, მელეტი თოფურია. ჩამოვედით საქართველოში ატირებულნი, გამოდევნილნი, გვგონია ვინმე ცრემლს მოგხოცამენთქვა. ჟორდანია თურმე ისიც მდევნელია ეკლესიებისა და ის რა ცრემლებს მოგვხოცამსა და ავირჩიეთ ვითომ არმაზში ცხოვრება, მაგრამ ვისაც გონება მახვილი ქონდა იმან არ ინება არმაზში ცხოვრება და ვინც გონება მარტივი ვიყავით, დავრჩით. ეს დამავიწყდა თავის ადგილზე მომეგონა. სავანის წიგნები ჩავაბარეთ ანდრიას სკიტესა, მხოლოთ აღურიცხავათ. ერთი წიგნი გვქონდა, სახელად თვენი ანუ გულვანი, სამათ შეკრული, გელათიდან ნათხოვარი. ეს კი ჩვენთანა გვქონდა ხელით ნაწერი იყო, ვინ იცის სად არი. ილია ფანცულაია ივერიის მონასტრის ბერათ ითვლებოდა და იმან კიდევ დასტოვა თავისი ბინა, რომელიც იყო მონასტრის გარეთ. ილია წინასწარმეტყველის პარაკლისათ წოდებული. ესრეთ ერთსა და იმავე დროს განთავისუფლდნენ ივერიის ბერძნები ქართველების რყევისაგან, შევიდნენ ნავთ საყუდელში, იშვებენ და იხარებენ მრავლითა სიხარულითა. ვინღაა მათი შემწუხებელი. როგორცა ვთქვი, ილია ფანცულაიამაც თავისი საკუთარი წიგნებიც ანდრიას სკიტესა ჩააბარა. ახლა უკვე არმაზში ვართ: მე, იოანე მაისურაძე ღვდელმონაზონი, ათონში ძალით ნაკურთხი დიჩისაგან რუსის ოფიცრის ბრძანებით, იოაკიმე მთავარდიაკონი, პეტრე აბაშიძე. ვნახოთ, გარბის ჟორდანია საქართველოდან. შემოდიან უკვე ბოლშევიკები საქართ- ველოში. აიღეს საქართველო, დაბანაკდნენ, ცხეთის სტანციაშიაცა არის ჯარი ბოლშევიკისა. არმაზში ვართ, ვნახოთ კარებსა რეკავენ, გავაღე კარები, ოთხი ვინტოვკიანი სალდათები. რა გინდათ? — პური. მივეცი პური. გზა გვიჩვენეო, მივდივარ წინ, მოდიან უკან. გავარდა ვინტოვკა, მომხვდა მარცხენა ბეჭის ბოლოში, გაიარა გვამი, წამომხეთქა პირიდან სისხლმა, ვაიმე მომკლეს, მომკლეს-მეთქი. გავჩანჩალდი, იმ ღამეს ტყეში ვეგდე, სიკვდილს ველი, გათენდა, ცოცხალი ვარ, კიდევ ავდექი, წამოვედი ცხეთაში. ჩემზე წინ ჩემი ამხანაგი ჩამოვიდა ცხეთაში, ისიც თავშია დაჭრილი.
26-3 საპატრიარქოს უწყებანი N26 5-18 აგვოსტო 2010წ. 20
იოანე მაისურაძე ათონელი, ბეთანიელი არქიმანდრიტი 1955 წლის 10 ნოემბერი (დასასრული)
ეუბნევა ცხეთელებსა, წადით, ივანე მოკლეს, დამარხეთო. მე ივანე ცოცხალი ჩამოვედი ცხე- თაში. სამი თვე სახლში ვიწექი, არ მოვკვდი, წამიყვანეს საავათმყოფოში, ჩირქით ვიმსებოდი. მომარჩინეს, ორჯელ ოპერაცია მიყვეს. რო ვრჩებოდი, ახლა ტიფი დამემართა სავათმყოფოში. ესეც გადავიტანე,მოვრჩი, აღარ წავედი არმაზში, არამედ წავედი მამა ანტონში ცოტა ხანი და ამოვიდა მარტყოფის საბჭო და გამოგვიცხადა, არ გვინდიხართო, სადაც გინდათ წადითო. ვაი ჩემს უბედურებას. ეს ერთი კაცი ვეღარ დამიტია ქვეყანამა. ჩამოვედი თბილისში, შევეფარე ამბროსი კათალიკოს. ეს ამბროსი კათალიკოსიც თავის სახლშია დაკრძალული, გარეთ გამოსვლის ნება არა აქს. ვიღაც ღამით შემოიპარა სასახლე ეკლესიაში, მოგვიკიდა ცეცხლი, ესე იგი როდესაც იყო ეგზარხოსისა. ახლა მივდივარ ბეთანიის მონასტერში ილია ფანცულაიას სანახავათ. თურმე სპირიდონ ბერს აღარ უნდა ბეთანიაში ყოფნა და ამბროსი კათალიკოსისათვის განცხადება მიუცია, მე აღარა ვდგები ბეთანიაში და ვინც გნებავს, გაგზავნეო. ამბროსი კათალიკოსმა ილია ფანცულაია გაგზავნა. ილიამ ჩაიბარა ბეთანია. მე რო ილია ვნახე. ილია გატყუებენ-მეთქი. მაინც ისე იქნა და მე რო ილიამ ბეთანიაში მნახა, მითხრა, დღეს აქ მომიცადეო და თბილისში საქმე მაქსო და ხვალვე ამოვალო. მართლა ამოვიდა, მაგ- რამ ჩემი დაგლეჯილი ლოგინი ბეთანიაში მომიტანა. მამა სპირიდონი ახლა წავიდა მონასტრიდან, მაგრამ ახლა გარედან იბრძვის რო ჩვენ არ დავრჩეთ მონასტერში, არამედ დავსტოვოთ მონასტერი და წავიდეთ. ეს სპირიდონ ბერსა ჯიშათ სჭირდა, ჯერ გადასცემდა სხვასა და მერე ჩივილით უნდა დაებრუნებინა მონასტერი. ილია ბერსაცა აგრე უყო. რომელი გლეხიცა რო სპირიდონსა ყამდა ჩასახლებული, წინათვე აჩივლა ის გლეხი და რაც გადასცა ილია ბერსა ისევ უკან ჩააბარა ამ გლეხსა, თვინიერ ეკლესიისა. ილია ბერმაც ბევრი არ იდარდა, როგორც იყო, სუყველთვის უკუღმართი და გაიძვერა, ადგა და წავიდა მრევლში მანგლისის ახალსოფელში. მე კი ჩავრჩი ბეთანიაში. ბევრი მებრძოლა მამა სპირიდონი, უნდოდა მეც წავსულიყავი, მაგრამ მე უკვე მთავრობამ ჩამაბარა, როგორც ძველი ნაშთი. მე ვეუბნებოდი, მოდი როგორც მამა-შვილი ვიყვნეთ ერთათ, მამა-შვილურათ, ბერულათ. თუ მაშინ გინდოდი, როცა დიდი მუშაობა იყო, ახლა აღარ გინდივარ. არა მე აღარ უნდივარ, არამედ გლეხი და სწორეთ ამბროსი კათალიკოსთან შეასმინეს რომაო გლეხი ჩამოასახლაო და ამისთვის კათალიკოსმა აყვედრა და სამაგიერო უნდოდა გადაეხადა კათალიკოსისათვის, მაგრამ არ წაუვიდა მოხერხებულათ საქმე. წავიდა თავის სამშობლო ხონში და იქედან ციხეში და იქედანაც საიქიოს და მე იოანე ბერი და ეს გლეხი მაცხოვრებელი. ამ გლეხ მაცხოვრებელს არ უნდოდი, რომ ბეთანიაში დავრჩენილიყავი, მიჩივოდა, მაგრამ მთავრობამ თითონ გლეხი გაიყვანა მონასტრიდან. დავრჩი მე, ივანე ბერი. მომემატა გიორგი ბერი მხეიძე მეთოდის ძე, კახეთის ხირსის ბერი, წმიდა სტეფანეს მონასტრისა. მამა გიორგი მოვიდა ათას ცხრაას ოცდაოთხში, მე კი მეორეთ რო მოვედი — ათას ცხრაას ოცდაორში მოვედი და ამ რიცხვის მერე ბეთანიის მონასტერში ვართ. მრავალი გაჭირვება გავიარეთ, რამდენჯერ გაგვრცარცვეს, რამდენჯერ აგვაწიოკეს, თუ ფუტკარი, თუ სახლში, თუ ძროხები, თუ მწყემსები. ძრიელ სულ მოკლებაში შევარდი. თუ მამა გიორგი არ მყოლიყო განმამხნევებელათ, აღარ შემეძლო ბეთანიაში დარჩენა, მაგრამ ჩემთვის სუყველგან ძნელი გახდა. ღმერთო, ამიერითგან მაინც მშვიდობა მომადლე, იყავნ, იყავნ!
27 საპატრიარქოს უწყებანი N27 18-31 აგვისტო 2010წ 19
დეკანოზი ბესარიონ ვაშაძე 1869-1937
დეკანოზი ბესარიონ ვაშაძე 1869 წლის 15 თებერვალს ჭიათურაში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. მამამისი იაკობ სიმონის ძე ვაშაძე მღვდლის შვილი გახლდათ, იყო საშუალო ტანის კაცი, მოხდენილ წვერ-ულვაშს ატარებდა და წიგნიერი ადამიანი ყოფილა. დედა — პელაგია გველესიანის ქალი, თეთრი პირისახითა და ცისფერი თვალებით. ბესარიონი დედას ჰგავდა — ცისფერი თვალები ჰქონდა და ჭიათურაში ულამაზეს კაცად ითვლებოდა. ქართულ ტრადიციულ ოჯახში დაბადებული ბესარიონი სიყრმის ასაკიდანვე განსაკუთრებულ ყურადღებას სწავლა-გა- ნათლებისადმი იჩენდა. მამამისმა იაკობმა, ოჯახში პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ, იგი სწავლის გასაგრძელებლად ფოთის ოთხკლასიან საქალაქო სასწავლებელში მიაბა-რა, რომელიც ბესარიონმა წარჩინებით დაასრულა. ახალგაზრდა და მკვირცხლი გონების პატრონი უყურადღებოდ არ დარჩენილა. ერთხელ მღვიმევის მონასტერში სტუმრობისას იგი შემთხვევით ნახა იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე), რომელსაც ძალიან მოეწონა ეს თავმდაბალი, განათლებული და ლამაზი ახალგაზრდა და დაჟინებით მოსთხოვა მამამისს, იაკობს, სასულიერო ხაზით გაეგრძელებინა მისი მოღვაწეობა, თუმცა იმ ეტაპზე ეს ამბავი არ მოხერხდა. 1895 წელს ბესარიონმა იქორწინა ელისაბედ ნიკოლოზის ასულ ჩიკვილაძეზე, რომელთანაც ოთხი შვილი ეყოლა: გიორგი, იაშა, გრიგოლი და ბაბო. 1892 წელს მეუფე გაბრიელის ლოცვა-კურთხევით ბესარიონი ქუთაისის მაზრის, სოფელ სიმონეთის სასოფლო სკოლის პედაგოგად დაინიშნა. 1893 წელს მღვიმევის დედათა მონასტრის წინამძღვრის, იღუმენია ელენეს (ჭუმბურიძე) თაოსნობით მონასტერთან დაარსდა სამრევლო სკოლა, რომლის ხელმძღვანელად ბესარიონ ვაშაძე აირჩიეს. იგი დაუღალავად იღვწოდა იმერეთში სწავლა-განათლების გაძლიერებისათვის და გლეხობასაც აქტიურად მოუწოდებდა, თავიანთი შვილები არ დაეტოვებინათ ცოდნის მიღების გარეშე. იგი მთელ თავის ენერგიასა და გა-მოცდილებას იყენებდა, რათა მოსახლეობაში წიგნისადმი სიყვარული ჩაენერგა და განათლების შუქი შეეტანა მათ ოჯახებში. 1900 წლის 14 აპრილს ბესარიონს პედაგოგიურ დარგში თავდადებული მოღვაწეობისათვის წმინდა სინოდმა საგანგებო სიგელით მადლობა გამოუცხადა. ბესარიონი აქტიურად თანამშრომლობდა იმჟამად გამომავალ ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან. ხშირად აქვეყნებდა იქ თავის მოსაზრებებს, რათა ყველასთვის უფრო უკეთესი და გასაგები ყოფილიყო მისი დამოკიდებულება ამ საქმისადმი. იმ პერიოდში, საქართველოში, და კერძოდ იმერეთშიც არსებობდა ორი ტიპის სასწავლებლები: სამრევლო-საეკლესიო და საერო- სამინისტრო სკოლები. მოსახლეობაშიც ხშირად დაობდნენ, თუ რომელი სასწავლებელი უფ- რო უკეთესი იყო. ამის შესახებ, გაზეთ „ივერიაში“ 1901 წელს ბესარიონმა გამოაქვეყნა თავისი მოსაზრება, სადაც დახასიათებული აქვს ორი ტიპის სასწავლებელი. აი, რას წერდა იგი: „სა- ზოგადოებაში ხშირად შეჰხვდებით, რომ დავობენ ხოლმე არა სამრევლო სკოლა სჯობია და არა სამინისტროო. ამ სკოლებიდან პირველი სასულიერო უწყებას ეკუთვნის, მეორე საერი განათლების სამინისტროს. ერთსაცა და მეორესაც მიზნათ აქვთ, რომ ხალხში სწავლა-განათლება გაავრცელონ, ხოლო განსაკუთრებით სამრევლო საეკლესიო სკოლების მიზანია განათლებასთან ერთად განამტკიცოს ხალხში სწავლა მართლმადიდებელ სარწმუნოებისა და ქრისტიანულ კეთილმსახურებისა, ზნეობრივად განასპეტაკოს და ახალგაზრდობა განუშორებლად წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიას შეუკავშიროს. ამ რიგად ორისავე ტიპის სკოლას მეტად მაღალი და სასარგებლო მიზანი აქვს ხალხის საკეთილდღეოდ, რასაკვირვე- ლია, იმ შემთხვევაში, თუ რომ თავისს დანიშნულებას მტკიცედ ასრულებდენ. ეხლა მათს დღევანდელს მდგომარეობაზე მოგახსენებთ ორიოდე სიტყვასა. სამრევლო-საეკლესიო სკოლები საერო სკოლებთან შედარებით ბევრად ნორჩნი არიან. (რასაკვირველია, ჩვენ არა გვაქვს სახეში ის საეკლესიო სკოლები, რომლებიც წარსულს საუკუნეებში ეკლე-
27-1 საპატრიარქოს უწყებანი N27 18-31 აგვისტო 2010წ 20
დეკანოზი ბესარიონ ვაშაძე 1869-1937 (გაგრძელება)
-სიებთანა და მონასტრებთან იყვნენ გახსნილნი).საერო-სახალხო სკოლები ჩვენში 1871 წლი-დან დაარსდნენ და სამრევლო-საეკლესიო სკოლები კი 1884 წლიდან. ე. ი. საერო-სამინისტრო სკოლები 30-31 წლისა არიან, ხოლო სამრევლო — 16- 17 წლისა. ამიტომაც საერო განათლების სამინისტრო სკოლები ჯერ ჯერობით უფრო უზრუნველყოფილნი არიან, ვიდრე სამრევლო სკოლები და ეს ასეც უნდა იყოს. ამიტომაც ამა უზრუნველყოფილს სკოლებში უფრო კარგი და მომზადებული მასწავლებლები მიდიან, სპეციალურად საპედაგოგო მოღვაწეობისათვის სამასწავლებლო სემინარიებში მომზადებულნი, ვიდრე სამრევლო-საეკლესიო სკოლებში. ზოგან სამინისტრო ორკლასიან, ეგრედ წოდებულ ნორმალურ სკოლებში, სამასწავლებლო ინსტიტუტიდანაც კი არიან მასწავლებლად. ამისთვის საერო განათლების სამინისტრო სკოლები რომ უფრო კარგ ნიადაგზედ იყვნენ დაყენებულნი, მაინც გასაკვირვალი არ არის, რადგანაც ნივთიერი მდგომარეობა თუ მასწავლებელთ მომზადება, ყოველივე ხელს უწყობთ. სამრევლო-საეკლესიო სკოლები კი ჯერ კიდევ უზრუნველყოფილნი არ არის, თუმცა ამ ბოლო დროს შესამჩნევად წინ მიდიან და თანდათან უმჯობესდებიან. ამიტომაც რიგიანი და საქმის მცოდნე მასწავლებლები იმ სამრევლო-საეკლესიო სკოლებში არასოდეს არ მიდიან, სადაც ჯამაგირი რიგიანი არ აქვთ, ნივთიერად სანახევროდ მაინც უზრუნველყოფილნი არ არიან. სამრევლო-საეკლესიო სკოლებში უმეტეს ნაწილად მასწავლებლობენ სწავლა-დაუმთავრე- ბელნი და ეგზამენებით უფლება-მოპოებულნი, მაგრამ უკიდურესს შემთხვევაში მასწავლებლო- ბას ასრულებენ აგრეთვე უფლება-მოუპოვებელი მედავითნეებიც, რომელთაც ეს მეორე თანამდებობა, ეჭვი არ არის, პირველის შეძლებისამებრ პირნათლად შესრულებაში ხელს დიდად უშლის. ზოგან კი სასულიერო სემინარიებში კურსდამთავრებულნიც მიდიან მასწავლებლებად. მაგრამ დასაწყისს სკოლებში გული არ უდგებათ, რადგანაც უკეთესსა და თბილს სამსახურს მოელიან და დიდხანს არა რჩებიან. ამ მიზეზებისა გამო სასულიერო მთავრობა არავითარს საშუალებას არა ჰზოგავს, სკოლებს შესამჩნევად აუმჯობესებს, ნივთიერად ეხმარება, უზრუნველ ჰყოფს; ამას გარდა, როგორც უკვე ჟურნალ-გაზეთებმა გვაუწყეს, სასულიერო მთავრობას განზრახული აქვ სსასულიერო სამასწავლებლო სემინარია და ინს ტიტუტები დააარსოს, საიდგანაც სამრევლო-საეკლესიო სკოლებისათვის სპეციალისტი მასწავლებლები გამოვლენ. ეს ორი გარემოება კი ცხადია სამრევლო სკოლებს კარგს ნიადაგზედ დააყენებს, მათს მომავალს განვითარებას ნორმალურ წრეში ჩააყენებს და შესამჩნევად ააყვავებს, განაკარგებს, რადგანაც უზრუნველყოფილს სამრევლო-საეკლესიო სკოლებში მაშინ მასწავლებლებად მხოლოდ ისინი წავლენ, რომელნიც საპედაგოგო მოღვაწეობისათვის სპეციალურად მომზადებულნი იქნებიან. ღმერთმა ინებოს ეს ჩვენი იმედები და მოლოდინი ხალხის სწავლა-განათლების საკეთილდღეოდ მალე განხორციელებულიყოს, რადგანაც დღეს დღეობით ეს დამაბრკოლებელი მიზეზები საქმეს ძლიერ აბრკოლებენ“.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
28 საპატრიარქოს უწყებანი N28 2-15 სექტემბერი 2010წ 17
დეკანოზი ბესარიონ ვაშაძე 1869-1937 (გაგრძელება)
დასაწყისი იხ. „საპატრიარქოს უწყებანის“ №27-ში
1902 წელს ბესარიონს სამღვდელო მსახურებისაკენ მოუწოდეს და გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერში მცირეოდენი მომზადების შემდეგ იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა. ამავე წელს ქუთაისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი და დილიკაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის ინამძღვრად განამწესა. ამჟამად უკვე სამღვდელო ხარისხში აგრძელებს ახალგაზრდა მოძღვარი თავის მოღვაწეობას. იგი მტკიცედ და შეუდრეკლად ქადაგებს ქრისტეს სარწმუნოებას და, ამასთანავე, კვლავ აგრძელებს მასწავლებლობას სოფელ დაბლა დილიკაურის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში. იმ პერიოდში საქართველოს საეგზარქოსოში დაიბადა ასეთი იდეა, რომ სამრევლო-საეკლესიო სკოლებში სასულიერო პირების მიერ საღვთო სჯულის გარდა უნდა ისწავლებოდეს მშობლიური ენა. მამა ბესარიონმა გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე დააფიქსირა თავისი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. იგი აღნიშნავდა: „ყველა წინ დახედულმა, ყველა შორს გამჭვრეტმა და ფხიზელ გონების ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ სოფლის მღვდელს, რო- მელსაც 100-200 კომლამდე მცხოვრები აბარია და მუდამ მზად უნდა იყოს ხალხის სულიერი მოთხოვნილება დააკმაყოფილოს, სრულებითაც ვერ მოიცლის მისდამი რწმუნებულს სკოლაში, საღმრთო სჯულის გარდა, სამშობლო ენაც ასწავლოს. თუმცა თითოეულ ჩვენგანისათვის დიდად სასურველი და სასიამოვნოა სამშობლო ენის სწავლებაც შეგვეძლოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს აზრი არა თუ სისრულეში მოსაყვანად ძნელია, არამედ წარმოსადგენიც არ არის, ვინც-კი ღრმად ჩაუკვირდება სოფლის სამღვდელოების სამსახურსა და მათს მდგომარეობას. საღმრთო სჯული და სამშობლო ენა — ორი საგანი ყველა საგნებზედ უმთავრესი და უპირატესია სკოლებში, მაშასადამე, ამ ორის უმთავრესის საგნის სწავლებას გაცილებით მეტი დრო, მეტი შრომა და მეცადინეობა სჭირდება, ვინემ სხვა საგნებს. შრომას და მეცადინეობას ნუ დავიშურებთ ჩვენის სკოლების საკეთილდღეოდ, მაგრამ სად არის ასეთი თავისუფალი ძვირფასი დრო. როდესაც სკოლაში ასწავლი გულდასმით და გულდადებული, აგრე მოდის ერთი და გთხოვს: „მამაო, წამობრძანდი სახლი მიკურთხე“; მეორე გთხოვს: „მამაო, ბავშვი მიკვდება და მომინათლე“; მესამე გთხოვს: „მამაო, ავადმყოფი მყავს, მიზიარე“; მეოთხე თხოულობს საეკლესიო საბუთების ამოწერილებას და სხვადასხვა, ვინ მოსთვლის, თუ რამდენი საჭიროება და მოთხოვნილება აქვს მღვდელს თავის მრევლში. ამ დროს როგორ უნდა მოიქცეს მღვდელი, თვითონაც დაბნეულია: დააკმაყოფილოს მრევლის თხოვნა, სკოლაში დაწყებული გაკვეთილები დარჩება, არ დააკმაყოფილოს და, გაკვეთილებს თუ-კი დაამთავ-რებს, ვაი იმისთანა დამთავრებას: ატყდება მღვდელზედ საყვედური და საჩივარი. ბავშვებიც ამ დროს იბნევიან და კარგად ვერ ითვისებენ გაკვეთილს. რაღა ამისთანა სწავლა და რაღა უსწავლელობა... თუ მღვდელმა საღვთო სჯულის სწავლებისათვის იშოვა თავისუფალი დრო — დიდი ღვთის წყალობა არის, ხოლო სამშობლო ენა წინანდებულად მასწავლებელმა უნდა ასწავლოს, თორემ თუ სამშობლო ენის სწავლებაც საღვთო სჯულის მასწავლებელ მღვდელს დაევალა, მაშინ ერთის მაგივრად მან სამი საგანი უნდა ასწავლოს: 1) საღვთო სჯული, 2) სამშობლო ენა, 3) სამშობლო ენის წერა, რადგანაც სამშობლო ენის შესწავლას წერაც თან უნდა მოჰყვეს და ერთი საათის მაგივრად მღვდელს სამი საათი სჭირდება. აბა, რა ჰქნას ასეთმა მღვდელმა? განა შეუძლია ერთსა და იმავე დროს ღარიბმა და წვრილი ცოლშვილის პატრონმა მღვდელმა მრევლშიაც იაროს და თან ცოლ-შვილზეც იზრუნოს. ამასთანავე, სამი საათი სკოლას დაუთმოს? ჩემი აზრით და გამოცდილებით, ასეთი მღვდელი ვერც მრევლში იმსახურებს რიგიანად და სწავლების საქმეც ცუდად წაუვა, სკოლა დაიღუპება და წაუვა ხელიდან, რადგანაც „ორი კურდღლის მდევარი ვერც ერთს ვერ და
28-1 საპატრიარქოს უწყებანი N28 2-15 სექტემბერი 2010წ 18
დეკანოზი ბესარიონ ვაშაძე 1869-1937 (გაგრძელება)
იჭერს“, ერთსა და იმავე დროს ერთი მოსამსახურე ორ ბატონს პირნათლად და ბეჯითად ვერ ემსახურება“. მამა ბესარიონი ბევრს შრომობდა და ზრუნავდა თავისი მრევლის სულიერი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. იგი ყოველი წირვის შემდეგ შესაფერისი ქადაგებით მიმართავდა ხალხს და აძლევდა მათთვის საჭირო დარიგებებს. გარდა ამისა, დილიკაურის ეკლესიაში მის დანიშვნამდე ერთი მედავითნე მსახურობდა, რომელიც ამავდროულად მგალობლის ფუნქციასაც ითავსებდა. რაც არ უნდა კარგი მგალობელი იყოს ადამიანი, ყველას მოეხსენება, ერთი კაცის გალობა როგორი უშნო და ულაზათო გამოდის. მამა ბესარიონმა, როგორც კი დაინიშნა ამ ტაძრის წინამძღვრად, მაშინათვე მოიწვია გალობის მცოდნე მასწავლებელი, რომელმაც საკმაოდ კარგად იცოდა ქართული და რუსული საეკლესიო გალობა. ეს ადამიანი გახლდათ გვარად ხუსკივაძე, რომელმაც მცირე დროში სკოლის შეგირდებს შეასწავლა გალობა, შეადგინა მგალობელთა გუნდი და ეკლესიაშიც ამის შემდეგ მშვენიერი საგალობლები აღევლინებოდა. მამა ბესარიონს ასევე განზრახული ჰქონდა საკვირაო სკოლის დაარსებაც, მაგრამ იგი მალევე სხვა სოფელში გადაიყვანეს. 1906 წელს ეპისკოპოსმა ლეონიდემ მამა ბესარიონი ზედა რგანის წმინდა გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანა. 1907 წლის 22 ოქტომბერს მამა ბესარიონს მოულოდნელად გარდაეცვალა მეუღლე, ხოლო 1908 წლის 14 მარტს კი მამამისი, იაკობ ვაშაძე მიაბარა მღვიმევის წმინდა ბარბარეს სახელობის საგვარეულო სასაფლაოს. მოძღვრისთვის ეს ძალიან დიდი დანაკლისი იყო. მიუხედავად ამისა, მან ოჯახის მთელი სიმძიმე თავის თავზე აიღო და დედას, პელაგიას, დახმარებით ღირსეულად აღზარდა ნახევრად ობლად დარჩენილი შვი-ლები. 1907 წლის 12 დეკემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) მამა ბესარიონი ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის საგვერდულით დააჯილდოვა. 1911 წლის 23 მარტს მას სკუფია უბოძეს. 1916 წელს — კამილავკა, ხოლო 1922 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. როგორც მისი შვილი გრიგოლ ვაშაძე თავის მოგონებებში აღნიშნავს: „ბესარიონი მოყვარული იყო ლამაზი და მოხდენილი ჩაცმისა, სამოსელს ქუთაისში განთქმულ მკერავს, მიშა მაჭავარიანს აკერვინებდა. ბუნებით ძალიან სუფთა და ფაქიზი ადამიანი, ყველასათვის სასიამოვნო მოძღვარი გახლდათ. ყოფილა ზედმიწევნით მხიარული ადამიანი. როგორც მოძღვარს, მას ხშირად უხდებოდა ლხინშიც ყოფილიყო და, უმთავრესად, სუფრის თამადობა და გაძღოლაც უწევდა. ასეთ შემთხვევაში ვლინდებოდა მისი მჭერმეტყველებაც, მსუბუქი იუმორიცა და მოლხენის უნარიც. ამასთან ერთად, არ იყო ისეთი საზოგადოებრივი საქმე, მისი მონაწილე ან წამომწყები რომ არ ყოფილიყო“. 1915 წლის 25 იანვარს (ძვ. სტ.), როდესაც საქართველოს მოუკვდა დიდი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე აკაკი წერეთელი, მამა ბესარიონმა 3 თებერვალს დაბა ჭიათურაში გადაიხადა დიდი პანაშვიდი, რომლის დასრულების შემდეგ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ამ დიდებულ ადამიანზე და იქ შეკრებილ სა-ზოგადოებას ქადაგებით მიმართა: „პატივცემულო საზოგადოებავ! აღარა გვყავს სამშობლოს დამამშვენებელი საუნჯე, აღარა გვყავს ქართველთა ერის გულის მესაიდუმლე და ჭირისუფალი, აღარა გვყავს საქართველოს მანათობელი ლამპარი, ქართული ლიტერატურის დედაბოძი, ქართველთა ეროვნების პატრიარქი, მამათმთავარი, დიდებული მგოსანი აკაკი. 25 იანვარი საისტორიო თვე და რიცხვი შეიქმნა და შავი ასოებით აღიბეჭდება მგლოვიარე საქართველოს ისტორიაში. აკაკის გარდაცვალებამ შავი მწუხარე ზეწარი გადააფარა მის საყვარელ საქართ-ველოს, რომელსაც 57 წლის განმავლობაში თავს დასტრიალებდა ისე, როგორც ფარვანა პეპელა ღამის წყვდიადში თავს დასტრიალებს სანათურს, ა უკეთ რომ ვსთქვათ, თავს დასტრიალებდა სამშობლოს და შეჰგალობდა თავის ტკბილხმოვან ლექსებს ისე, როგორც მაისის ბულბული ტკბილი ხმით შეჰგალობს სუნნელოვანი ყვავილებით შემკულ მაისის ბაღს. საქართველო მას მიაჩნდა სამლოცველო ტაძრად და ქართველი ერი კი სათაყვანებელ ხატად, რომლის წინ აკაკი მუდამ ანთებული იყო წმინდა თაფლის სანთელივით და კიდეც დროთა ვითარებით დადნა და სამშობლოს სიყვარულში და ერთგულებაში ჩაჰქრა. აკაკის თითოეული ლექსი აღსავსე არის მამულის სიყვარულით, ძმათმოყვარეობით და ერთობის ქადაგებით. მისი თითოეული ლექსი ჰარმონიაა, სიმღერაა, მუსიკაა, რომელიც აცხოველებს და ატკბობს ყოველი ქართველი ადამიანის გულსა და გრძნობას. მისი ენა ყველასთვის მარტივია, გასაგებია. სკოლებშიაც არ ყოფილა ისეთი მაგალითი, რომ ცნობისმოყვარე პატარა 6-7 წლის ბავშვებს ეკითხოსთ მასწავლებლებისათვის აკაკის ლექსიდან, რომ ესა და ეს სიტყვა რას ნიშნავსო? თუ ჩვენ სამშობლო ენა გვიყვარს, თუ ჩვენ ქართული ლიტერატურა გვიყვარს, თუ ჩვენ სხვა განათლებულ ერებთან თავი მოგვაქვს, თუ ჩვენ ჩვენი ეროვნული ზნე-ჩვეულება და სული და გული შეგრჩენია, იმიტომ მხოლოდ რომ ჩვენ აღვიზარდეთ აკაკის პოეზიის ნიადაგზე და მის გავლენის ქვეშ. ბატონებო! როდესაც შვილებს მამა მოუკვდებათ და დედა კი ცოცხალი ჰყავსთ, ან დედა მოუკვდებათ და მამა კი ცოცხალი ჰყავსთ, ნახევრად ობლები არიან და როდესაც დედ-მამა მოუკვდებათ, მაშინ კი შვილები სრული ობლები არიან — ესევე ითქმის ჩვენ საქართველოს ერზე: მეცხრამეტე საუკუნის პირველმა ნახევარმა საქართველოში წარმოშვა ორი დიდებული ბუმბერაზი მგოსანი, ანუ უკეთ რომ ვსთქვათ, საქართველოს ლიტერატურის ორი მეფე: ილია და აკაკი; თუ ილია ჭავჭავაძე აღმოსავლეთ საქართველოს ანათებდა; სულმნათი აკაკი წერეთელი, დღევანდელი ჩვენი გლოვა-მწუხარების გმირი — დასავლეთ საქართველოს მანა-
28-2 საპატრიარქოს უწყებანი N28 2-15 სექტემბერი 2010წ 19
დეკანოზი ბესარიონ ვაშაძე 1869-1937 (გაგრძელება)
-თობელი ვარსკვლავი იყო და ორივენი ერთად კი ერთ უღელქვეშ მთელ საქართველოს ანათებდნენ და აბრწყინებდნენ. მოგვიკლა ილია ბინძურმა ურწმუნო ხელმა და ჩვენ თავზარდაცემულნი ნახევრად დავობლდით და ნუგეშად მივჩერებოდით ჩვენს სიამაყეს აკაკის. დღეს აღარც აკაკი გვყავს და საქართველო მთლად დაობლდა და სრულიად უნუგეშოდ ვგრძნობთ ჩვენს თავს, მით უმეტეს, რომ სწორედ იმ დროს დაგვეკარგა, როდესაც მისი ძვირფასი სიცოცხლე კიდევ ძალიან საჭირო იყო ჩვენი ბედშავი სამშობლოსათვის, ერთის მხრით, მეორეს — მრავალი მისი ნიჭის თაყვანისმცემელნი მოსიყვარულე ქართველები ომში არიან გადახვეწილნი, ბრძოლის ველზე საბედისწერო მდგომარეობას განიცდიან, რომელთაც აკაკიმ მოუწოდა და დაავალა, რომ მამა-პაპის ანდერძი მტკიცედ აღასრულონ და საქართველო ვაჟკაცურად დაიცვან და მტრებს ხელში არ ჩაუგდონ. აი, ის მეომარნი ახალგაზრდა ქართველები ჟურნალ-გაზეთებიდგან ტყობილობენ აკაკის გარდაცვალებას, სულიერად იტანჯებიან, რომ თავის დიდებული მამულიშვილის დაკრძალვას ვერ ესწრებიან და შორიდან დანაღვლიანებულნი და გულგახეთქილნი დეპეშით სამძიმარს უგზავნიან მგლოვარე სამ- შობლოს და მიცვალებული მოჭირნახულე მგოსნის ნეშთს შორეული ქვეყნის კუთხეებიდგან მოწიწებით თაყვანსა სცემენ. მაგრამ ქართველებო! თავი მითი ვინუგეშოთ, რომ აკაკიმ აურაცხელი და ფასდაუდებელი სალიტერატურო ნაწარმოები განძი დაგვიტოვა, თუ დაბეჭდილი, თუ დაუბეჭდელი. ჩვენ მოვუაროთ მის დატოვებულ პოეზიის განძს, გამოვცეთ ღირსეულად და მითი აკაკის ხსოვნა და სახელი სამარადისოდ უკვდავი იქნება, სანამდისაც კი საქართველო და ქართველის ენა იარსებებს და არ მოისპობა. აკაკიმაც თავისი თავი მუშაკ ფუტკარს შეადარა თავის ლექსში და ასრე სთქვა: „მე კი სხვა ვარ, სულ სხვა მუშა და სხვა გვარად მოღვაწეო: ზეცის მუშას მეძახიან, არ ვარ მარტო სამიწეო“. ჭეშმარიტად ჯერ სიცოცხლეშიაც ზეცას ეკუთვნოდა და მარტო სამიწე არ იყო და დღეს ხომ მაინც ყოველისფრად ზეცას ეკუთვნის და მისი გენიალურ ნაწარმოებით და უკვდავი ლექსებით ხომ თვითონაც მარად უკვდავი რჩება. ხვალ და ზეგ დიდებული მგოსნის ცხედარს ჰგზავნიან დასაკრძალავად ჩვენი საქართველოს დედაქალაქ თბილისში სამშობლო სახლის კერიდან: თბილისში მას ტირილით შემოეგებებიან საქართველოს მგლოვიარე ერი, სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები, მთელი საქართ-ველოს და რუსეთის მწერლები და ინტელიგენტები და 8 თებერვალს კი სამუდამოდ დაკრძალავენ „ჩაფიქრებულ მთაწმინდაში“, სადაც განისვენებენ ჩვენი სამშობლოს მოამაგენი დიდებულნი ქართველნი დიმიტრი ყიფიანი და ილია ჭავჭავაძე. მათ ეხლა მგოსანი აკაკი წარუდგება და თავისი მომხლიბლავი პირწყლიანი ტკბილი ქართული ენით უამბობს საქართველოს ჭირ-ვარამს და განუზიარებს მათ თავის გულისწყვეტას, რომ მას ულმობელმა სიკვდილმა არ დააცალა დაენახა თავისი საყვარელი სამშობლოს კეთილდღეობა და მშვიდო- ბიანობა ამ საბედისწერო ომის შემდეგ და გულში ჩააყოლა ათასი მწარე ფიქრები ტურფა სამშობლოზე. ეხლა ვილოცოთ აკაკისათვის, რომ მან საუკუნოდ განისვენოს მართალთა თანა, სადა არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი“. 1921 წელს საქართველოში დამყარდა კომუნისტური ხელისუფლება, რასაც თან მოჰყვა ეკლესიებისა და სამღვდელოების დევნა-შევიწროება. მამა ბესარიონი მრავალჯერ დადგა განსაცდელის წინაშე, ხშირად ემუქრებოდნენ და მოსვენებას არ აძლევდნენ. ერთი-ორჯერ დააპატიმრეს კიდეც, თუმცა სარწმუნოებაზე გულანთებული მოძღვარი მაინც ვერ გატე- ხეს, ვერც ანაფორა გახადეს და მღვდლობაზეც უარი ვერ ათქმევინეს. ამ ამბავს მისი შვილი, ბატონი გრიგოლ ვაშაძე თავის მოგონებებში ასე იხსენებს: „მახსოვს, 1922 წელს, მე მაშინ ჯერ კიდევ ჭიათურაში ვიყავი, აღდგომის წინა დღით ზედა რგანის თავკაცები ეწვივნენ ბესარიონს და მორიდებით სთხოვეს, ეკლესიას ბეჭედი ავსხნათ და ქრისტეს აღდგომა ვიდღესასწაულოთო (ეკლესია დაკეტილი და დალუქული იყო). მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემ-
28-3 საპატრიარქოს უწყებანი N28 2-15 სექტემბერი 2010წ 20
დეკანოზი ბესარიონ ვაშაძე 1869-1937 (დასასრული)
-მა კარგად იცოდა, რაც მოელოდა, უყოყმანოდ შეუდგა მზადებას. წირვა გადაიხადა, დამსწრეთ სიტყვა-ქადაგებით მიმართა, დალოცა და ... ერთი თვე ჭიათურის „გეპეუში“ გაატარა. ამასაც არ დაჯერდებოდნენ, რომ შემთხვევით დიდ ალექსანდრესთან (ალექსანდრე საჩინოს ძე ვაშაძე) სტუმრად ჩამოსულ მამია ორახელაშვილს არ გაეწია დახმარება. შემდეგ ბესარიონი მიყვებოდა, რომ სააღდგომო წირვა ისეთი აღტყინებით მიდიოდა, ისეთი მხურვალე იყო, როგორც პირველყოფილი ქრისტიანების ლოცვები რომის კატაკომბებში, თანაც დასძინა — გარდა ყველაფრისა, აკრძალული ხილი ხომ უფრო გემრიელიაო“. XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს ქუთათელგაენათელმა მიტროპოლიტმა სვიმონმა (ჭელიძე) ეკლესიაში მრავალწლიანი ღირსეული და ერთგული მოღვაწეობის გამო მამა ბესარიონს დეკანოზის წოდება მიანიჭა. დადგა ავადსახსენებელი XX საუკუნის 30-იან წლები. ხელისუფლება ყველანაირ ხერხს მიმართავდა დაეკეტათ იმ დროისათვის გადარჩენილი ეკლესიები, სადაც მორწმუნეები სულიერ საზრდოს იღებდნენ და ამით საბოლოოდ გაეწყვიტათ ის კავშირი, რაც მათ ღმერთთან და მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ სარწმუნოებასთან აკავშირებდათ. ამ მძიმე წუთებში მამა ბესარიონი კვლავ უშიშრად განაგრძობდა მათ მხილებას და შეძლებისდაგვარად განამტკიცებდა შევიწროებულ და დაშინებულ მრევლს. მაგრამ რას გახდებოდა მოხუცებული მოძღვარი უზარმაზარი იმპერიული მანქანის წინააღმდეგ. ეს ის პერიოდია, როცა ანაფორის გახდა სენივით მოედო თითქმის მთელ საქართველოს ეკლესიას. სწორედ ამ დროს ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკანასკნელად სცადა გაეტეხა მტკიცე მოძღვარი. თავისი ყოფილი მოსწავლეები მიუგზავნეს, რომლებიც მთავრობის სამსახურში ჩამდგარიყვნენ და ახალ ხელისუფლებას ასხამდნენ ხოტბას. ერთმა მათგანმა, ჭიათურის „გეპეუს“ უფროსმა, გავლენიანმა პარტიულმა პირმა, რომელიც კარგად იცნობდა მამა ბესარიონს, ანაფორის გახდა ურჩია და სანაცვლოდ კარგ სამსახურს სთავაზობდა. მოძღვარმა მას ბრძნული პასუხი გასცა: „კომუნისტები ამაში მაინც ხართ პატივსაცემი, რომ სამღვდელო წრეების ჭეშმარიტი წმენდა მოახდინეთ. ის, ვინც უღირსი იყო და ანგარებით იყო დაკავშირებული რელიგიასთან, ადვილად ჩამოგვშორდა, ხოლო ვისთვისაც ქრისტიანობა იდეაა, მათ ანაფორას მაშინ გახდით, როცა ტყავსაც გააყოლებთო“. მალე ეს დროც დადგა. 1937 წლის მიწურულს დეკანოზი ბესარიონი დაბეზღების მსხვერპლი გახდა. მისივე სახლის ბინადარმა, ადგილობრივი სკოლის მასწავლებელმა, გვარად დარბაიძემ, რომელსაც მოძღვარმა, როგორც პედაგოგს პატივისცა და ორი ოთახი მიაქირავა, სიკეთე „სიკეთით“ გადაუხადა. მან შინსახკომში „დანოსი“ შეიტანა, რადგანაც ფიქრობდა, რომ რეპრესირებულის სახლს მთლიანად ჩაიგდებდა ხელში. მამა ბესარიონი დააპატიმრეს და ჭიათურის ციხეში გამოამწყვდიეს. მისი ბედ-იღბალი ვიღაცა გადამთიელმა გამომძიებელმა, ვინმე სიმონიანცმა გადაწყვიტა. განჩინების თანახმად, მას დახვრეტა მიესაჯა, რაც უმალვე სისრულეში მოიყვანეს. დეკანოზ ბესარიონ ვაშაძის სახით კიდევ ერთი ქართველი სასულიერო პირი შეემატა ზეციურ საქართველოს მფარველად და მეოხად ჩვენი მრავალტანჯული ერისა და ეკლესიისა.
29 საპატრიარქოს უწყებანი N29 16-23 სექტემბერი 18
პროტოპრესვიტერი ნიკოლოზ ბერეკაშვილი 1901-1969 ,,მოძღვრის დასასჯელად აღმარტული კეტიანი ხელი ჯალათს ჰაერში გაუშეშდა"
პროტოპრესვიტერი ნიკოლოზ ილიას ძე ბერეკაშვილი 1901 წელს ქუთაისის გუბერნიაში, სოფელ კურსებში, მედავითნის ოჯახში დაიბადა. ბერეკაშვილების გვარი მთელ იმერეთსა და დასავლეთ საქართველოში განთქმული იყო, როგორც საუკეთესო კირითხუროები და ეკლესიათა მაშენებლები. პატარა ნიკოლოზმა თავდაპირველად სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლა დაამთავრა. შემდეგ ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელში სწავლობდა, რომლის დასრულებისთანავე მამამ იგი ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მო- ნასტერში მიაბარა, სადაც იმ პერიოდში მოღვაწეობდა ბიძამისი, მღვდელ-მონაზონი ბენიამენი (ბერეკაშვილი). ნიკოლოზმა მისი დახმარებით საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გა- ლობა და საეკლესიო ტიბიკონი. მონასტერში იგი 1915-1918 წლებში იმყოფებოდა. მღვდელ-მონაზონი ბენიამენი — ერისკაცობაში ბესარიონ პავლეს ძე ბერეკაშვილი 1868 წელს ქუთაისის მაზრაში, გლეხის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალბა და საეკლესიო ტიბიკონი გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერში ისწავლა. 1899 წლის 2 ივლისს იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) კაცხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის მონასტრის მორჩილად განამწესა. 1902 წლის 10 მარტს სასულიერო უწყებაში მიიღეს და ამავე დღეს მოწამეთას წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის მონასტერში არქიმანდრიტმა ბესარიონმა (ახვლედიანი) ბერად აღკვეცა და სახელად ბენიამენი უწოდა. 1902 წლის 14 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა და კაცხის მონასტრის საძმოში დაადგინა. 1903 წლის 1 ივნისს მღვდლად დაასხა ხელი და ამავე წლის 4 დეკემბერს კაცხის მონასტრის მმართველად დაინიშნა. 1907 წლის 1 ნოემბერს თავისი პირადი ხარჯებით შეაკეთა წინამძღვრის საცხოვრებე-ლი სახლი. 1909 წლის 23 მაისს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში გადაიყვანა. 1911 წლის 11 სექტემბერს მონასტრის ეკონომოსად დაინიშნა. ამავე წლის 3 დეკემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. მამა ბენიამენი ჯრუჭის მონასტერში 1921 წლამდე მოღვაწეობდა, ამ დროისათვის ადგილობრივი ხელისუფლების ბრძანებით, მონასტერი დაიხურა და ბერებიც გამოდევნეს იქიდან. იმერეთის ეპარქიაში მონასტრების არარსებობის გამო იგი სოფელში დასახლდა და იქ განაგრძობდა მღვდელმსახურებას. 1918 წელს ბიძის ლოცვა-კურთხევით ნიკოლოზი ერში დაბრუნდა და ოჯახს მოეკიდა. მან ცოლად შეირთო სოფელ კვალითში მცხოვრები შეძლებული გლეხის, სევასტი ბარამიძის ქალიშვილი შუშანიკი და იქვე დასახლდა. შუშანიკმა მას ოთხი შვილი გაუ- ჩინა: ვაჟი — თორნიკე და სამი ასული. 1921 წელს საქართველოში დამყარდა კომუნისტური ხელისუფლება. ეკლესიასა და სამღვდელოებას მძიმე წლები დაუდგა. ტერორისა და შიშის ქვეშ მრავალმა მოძღვარმა უარი თქვა მღვდელმსახურებაზე და გაიხადა ანაფორა. მიუხედავად ურთულესი პერიოდისა, ნიკოლოზმა გამოთქვა სურვილი სამღვდელო ხარისხის მიღებისა. ახალგაზრდა კაცის შემართებამ დიდად გაახარა ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა), რომელმაც 1922 წელს ნიკოლოზი დიაკვნად აკურთხა და ზესტაფონის წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად განამწესა. 1925 წლის 7 იანვარს ქუთათელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) მღვდლად დაასხა ხელი და კვალითის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. 1928 წელს ხელისუფლების მხრიდან დიდი გადასახადების დაკისრებასთან დაკავშირებით მამა ნიკოლოზი ერთი წელი იძულებული გახდა, პარალელურად სამოქალაქო უწყებაში ემუშავა, ხოლო თავისუფალ დროს მღვდელ- მოქმედებას უთმობდა. XX საუკუნის 30-იან წლების დასაწყისში ხელისუფლებამ კვალითის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესი-
29-1 საპატრიარქოს უწყებანი N29 16-23 სექტემბერი 19
პროტოპრესვიტერი ნიკოლოზ ბერეკაშვილი 1901-1969 ,,მოძღვრის დასასჯელად აღმარტული კეტიანი ხელი ჯალათს ჰაერში გაუშეშდა"(გაგრძელება)
-აც დახურა. მამა ნიკოლოზი ეკლესიის გარეშე დარჩა. იგი თავის ბიძებთან, მღვდელ-მონაზონ ბენიამენთან და მღვდელ თეოფილე ბერეკაშვილთან ერთად უშიშრად განაგრძობდა მოღვაწეობას: ღვთის შეწევნით, დადიოდნენ ახლომახლო სოფლებში და ანუგეშებდნენ სულიერ საზრდოს მოკლებულ მრევლს. ღამღამობით კი სოფლის ზევით, უღრან ტყეში არსებული ძველი ეკლესიის ნანგრევებზე ადიოდნენ სოფლის მორწმუნეებთან ერთად, აჰქონდათ მოძრავი ტრაპეზი და ჩუმად ატარებდნენ . ღამისთევის მსახურებებს. (ეს მოძრავი ტრაპეზი, ოდიკთან ერთად, ახლაც ინახება ბერეკაშვილების ოჯახში). მღვდელი თეოფილე პავლეს ძე ბერეკაშვილი 1860 წელს იმერეთში, გლეხის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, საღმრთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში შეისწავლა, სადაც მორჩილი იყო. 1882 წლის 6 სექტემბერს ამავე მონასტრის მედავითნედ დაინიშნა. 1895 წლის 10 ივნისს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა და სოფელ წყნორისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიაში დანიშნა. 1900 წლის 6 მარტს ქუთაისის მწვანეყვავილას მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1906 წლის 15 მარტს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) მღვდლად დაასხა ხელი და სოფელ ეწერ-ბაშის სამრევლოს წინამძღვრად განამწესა. შემდეგ მსახურობდა სოფელ საწირეში. 1911 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1925 წლიდან წილკნის ეპარქიაში გადაიყვანეს და სოფელ ქსოვრისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1926 წლის 3 აპრილს სამკერდე ოქროს ჯვარით დაჯილდოვდა. 1927 წლის მაისში, წილკნის ეპარქიის II ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს. 1929 წელს ისევ იმე- რეთში დაბრუნდა, მშობლიურ სოფელში დასახლდა და იქ განაგრძობდა მღვდელმ-სახურებას. მღვდელი თეოფილე 1943 წლის 8 ივნისს გარდაიცვალა. XX საუკუნის 30-იან წლების შუაში აღეს- რულა მღვდელ-მონაზონი ბენიამენი. სიკვდილის წინ მან ჯრუჭის მონასტრიდან წამოღებული სიწმინდე, წმინდა გიორგის ძვლის სამი ნაწილი მამა ნიკოლოზს შესანახად გადასცა და თან დაუბარა, თუ ღვთის შეწევნით ჯრუჭის მონასტერი კვლავ გაიხსნებოდა, ეს სიწმინდე კვლავ უკან დაებრუნებინა. წმინდა ნაწილები პატარა ხის ლუსკუმაში ყოფილა ჩასვენებული. მამა ნიკოლოზმა წმინდა გიორგის ხატი გააკეთებინა და მეტი დაცულობის მიზნით, ლუსკუმა წმინდა ნაწილებით შიგ ჩააბრძანა და ასე ინახავდა წლების მანძილზე. 1938 წელს, როდესაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ მამა ნიკოლოზი დააპატიმრა, მას ეს სიწმინდე თან ჰქონდა ზესტაფონის სუკის შენობაში. პატიმრობისას მას ერთი სასწაულიც გადახდა: ერთ-ერთი დაკითხვის დროს, როდესაც კვლავ მოსთხოვეს მიეტოვებინა ეკლესია და ჩამდგარიყო საერო სამსახურში, მათ მამა ნიკოლოზისაგან კვლავ ცივი უარი მიიღეს. ამ დროს ოთახში მოუხმეს ჯალათს, რომელიც ხელკეტით აპირებდა მოძღვრის წამებას, მაგრამ მოძღვრის დასასჯელად აღმართული კეტიანი ხელი ჯალათს ჰაერში გაუშეშდა. ამ დროს მამა ნიკოლოზს სიწმინდე ხელზე, სამაჯურში ჰქონდა შენახული. ნათელი გახდა, რომ, ერთი მხრივ, მოძღვარი ინახავდა ამ ნაწილებს, მეორე მხრივ კი, თავად წმინდა გიორგი იცავდა მას საშინელი წამებისაგან. XX საუკუნის 40-იან წლების დასაწყისში, II მსოფლიო ომის დროს, ხელისუფლებამ ნება დართო სამღვდელოებას, გაეხსნათ ეკლესიები და ოფიციალურად გაეგრძელებინათ მღვდელმსახურება. ამ პერიოდში მამა ნიკოლოზიც გათავისუფლდა ციხიდან და კვლავ განაგრძო სასულიერო მოღვაწეობა. 1945-46 წლებში კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) დროს ჩატარებული აღწერის დროს მოქმედი სამღვდელოების სიებში გვხდება მამა ნიკოლოზიც, სადაც აღნიშნულია, რომ იგი ზესტაფონის რაიონში, სოფელ ზედა საქარაში აღასრულებდა საეკლესიო წესებს. 1949 წლის 1 დეკემბერს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა ეფრემმა (სიდამონიძე) მამა ნიკოლოზი ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში გადაიყვანა და დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1955 წლის დასაწყისში ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე) დეკანოზი ნიკოლოზი ქუთაისის საკათედრო ტაძრის კანდელაკად დანიშნა. 1957 წლიდან ქუთაის-გაენათის ეპარქია ეპისკოპოსმა ნაუმმა (შავიანიძე) ჩაიბარა, რომელიც დიდად აფასებდა მამა ნიკოლოზის გამოცდილებასა და დამსახურებას დედა ეკლესიის წინაშე. მისი წარდგინებით, მამა ნიკოლოზ 50-იანი წლების ბოლოს ქუთაისის ეკლესიების მთავარხუცესად დაინიშნა და ენქერითა და გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვდა. მეუფე ნაუმი ბოლო წლებში ბევრს ავადმყოფობდა
29-2 საპატრიარქოს უწყებანი N29 16-23 სექტემბერი 20
პროტოპრესვიტერი ნიკოლოზ ბერეკაშვილი 1901-1969 ,,მოძღვრის დასასჯელად აღმარტული კეტიანი ხელი ჯალათს ჰაერში გაუშეშდა"(დასასრული)
და ამასთან დაკავშირებით ხშირად უწევდა სამკურნალოდ ჩასვლა ხან სოხუმში, ხან წყალტუბოს სანატორიუმში. ამ პერიოდში კი ეპარქიის უცვლელი განმგებელი ყოველთვის მამა ნიკოლოზი იყო. მეუფე ნაუმის არქივში შემორჩენილია ამის დამადასტურებელი რამდენიმე წერილიც: „ამა წლის აგვისტოს პირველი რიცხვიდან მე მივდივარ დასასვენებლად ერთი თვით. თანახმად მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ბრძანებისა, ამა წლის ივლისის 24-დან გავალებთ, გასცეთ სათანადო პასუხი ქუთაის-გაენათის ეპარქიიდან შემოსულ ისეთ საკითხებზე, რომლებსაც თქვენ შესძლებთ, ხოლო მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ მომახსენებდეთ მე. ამასთანავე, გთხოვთ იქონიოთ მეთვალყურეობა საარქიელო სახლის დაცვისათვის ჩემს დაბრუნებამდე“ — 1959 წლის 28 ივლისი. 1967 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ (სიდამონიძე) დეკანოზი ნიკოლოზი ეკლესიაში ერთგული და ხანგრძლივი მსახურების გამო პროტოპრესვიტერის მაღალ ხარისხში აღამაღლა და მეორე გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა. მამა ნიკოლოზის შვილიშვილი, ბატონი გაიოზ ბერეკაშვილი იხსენებს: „ქუთაისიდან ბაბუა ნიკოლოზი ყოველ სამშაბათს ჩამოდიოდა კვალითში, მშობლიურ სახლში, სადაც მას, ჩვენგან განცალკევებით, წმინდა ხატებით მოწყობილი პატარა სალოცავი კუთხე და სამუშაო ოთახი ჰქონდა. იგი ამ ოთახში წერდა ქადაგებებს და ადგენდა საეკლესიო საბუთებს. ამასთანავე, როგორც კი მოსახლეობაში გაიგებდნენ მის ჩამოსვლას, მაშინათვე მოდიოდნენ ზოგი მოსანათლად, ზოგი ჯვრისწერისათვის, ზოგიც პანაშვიდისთვის და ბაბუაც დაუზარელად უსრულებდა მათ საეკლესიო წესებს. ხშირად მიჰყადათ მიცვალებულის წესის ასაგებადაც. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, არც იმდროინდელ, ჯერ ისევ ათეისტურ ხელისუფლებას არ ეპიტნავებოდა, თუმც წინა დროსთან შედარებით ისე ცხადად აღარ იყო სასულიერო პირების საშინელი დევნა. კარგად მახსოვს, სახლიდან გასვლის წინ მამა ნიკოლოზი ანაფორაზე, ზემოდან ყოველთვის შავი ფერის გრძელ ლაბადას იცვამდა, და ალბათ, იმიტომ, რომ ასე კი- დევ უფრო ახლოს მისულიყო სამღვდელოებას გადაჩვეულ ხალხთან. ის მუდამ მხნედ და მოწესრიგებულად გამოიყურებოდა და ჩვენც (შვილიშვილებს), უპირველეს ყოვლისა, წესრიგს გვასწავლიდა, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ, ყოველ დილით, ჩვენ-ჩვენი ლოგინები აუცილებლად უნდა გაგვესწორებინა. მიუხედავად მკაცრი ხასიათისა, ის, ამავე დროს, ისეთი კეთილი გახლდათ, რომ ყოველ შეხვედრაზე გვლოცავდა და კანფეტებთან ერთად ჯიბის ფულსაც გვაძლევდა ყოველთვის...“ პროტოპრესვიტერი ნიკოლოზი 1969 წლის გაზაფხულზე ფილტვების ანთებით აღესრულა. გარდაცვალებამდე იგი საავადმყოფოში იწვა სამკურნალოდ. ოჯახში არსებობს ეჭვი, რომ მას მიზანმიმართულად გაუკეთდა ისეთი ნემსი, რომელმაც დაამძიმა მისი მდგომარეობა. მის დაკრძალვაზე ჩაბრძანდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი) და სამღვდელოება საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან. ჩამოსულები იყვნენ სამღვდელოების წევრები რუსეთიდანაც. დაკრძალვის დღეს საკმაოდ ვრცელ ეზოში ხალხის ტევა აღარ იყო. წესის აგების შემდეგ მამა ნიკოლოზის ცხედართან გამოსათხოვარი სიტყვა წარმოსთქვა უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ, სადაც დამსწრე საზოგადოებას ვრცლად დაუხასიათა მამა ნიკოლოზის მოღვაწეობა და მისი დიდი დამსახურება ეკლესიის საკეთილდღეოდ. მამა ნიკოლოზი მისი მეუღლის, შუშანიკ ბარამიძის მოკრძალებული თხოვნით, დაკრძალულ იქნა სოფელ კვალითში, საგვარეულო სასაფლაოზე.
30 საპატრიარქოს უწყებანი N30 23-29 სექტემბერი 22
დეკანოზი მელქისედეკ ხელიძე 1886-1968
დეკანოზი მელქისედეკ პავლეს ძე ხელიძე 1886 წელს გურიაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება მამის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო. 1901-05 წლებში ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1905-1911 წლებში სტავროპოლის სა-სულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1911 წელს, როგორც წარჩინებული მოსწავლე, სწავლის გასაგრძელებლად ყაზანის სასულიერო აკადემიაში გააგზავნეს, რომელიც 1915 წელს ღვთის- მეტყველების კანდიდატის ხარისხით დაამთავრა. ამავე წელს საქართველოში დაბრუნდა და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. პარალელურად, 1916 წლის 8 აგვისტოს თბილისში, ბერძნუ- ლი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. მიუხედავად მრავალი შემოთავაზებებისა, მიეღო სამღვდელო ხარისხი და ჩამდგარიყო დედაეკლესიის სამსახურში, მან მაინც მასწავლებლად დარჩენა ამჯობინა. მელქისედეკი წლების განმავლობაში სხვადასხვა სკოლებში პედაგოგად მუშაობდა. 1924-28 წლებში ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში ასწავლიდა. 1931-37 წლებში შეწყვიტა მუშაობა. 1938 წლიდან კი ისევ მასწავლებლია თბილისში. XX საუკუნის 40-იან წლების დასაწყისში იგი სამსახურიდან დაითხოვეს, ვინაიდან უარი თქვა ანტირელიგიურ პროპაგანდაზე. შემდგომში იგი იხსენებდა, როგორ გამოიძახეს რაიკომში და უთხეს: „მელქისედეკ, სიტყვის თქმა და წერა შეგიძლია, ჩვენ პატივს გცემთ. ამბობენ, რომ ღმერთი გწამს, ამიტომაც გაზეთებში რელიგია უნდა ამხილო, ამით სახელსაც აღიდგენ... თუ არა, ჩვენ ერთად ვერ ვიმუშავებთ. მამა მელქისედეკს უთქვამს: ცუდი რა გამიკეთა ღმერთმა, რომ ვებრძოლო? ანდა როგორ, რითი ვებრძოლო, ცაში ქვა ვესროლო? მე დონ კიხოტი არა ვარ, ასე მოვიქცეო“. მალე იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს და განათლების სისტემაში მუშაობა აუკრძალეს. სხვაგან, სადაც კი ფეხი შედგა, რამდენიმე კვირაში უმიზეზოდ აგდებდნენ. ძალიან გაუჭირდა. დიდმოხელე ძმას მისი დანახვაც არ უნდოდა. ომის პერიოდი იყო. შვილი შიმშილით მოუკვდა. ცოლი ტუბერკულოზით გარდაეცვალა. ომის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) მას სამღვდელო ხარისხი შესთავაზა. აი, რას სწერდა იგი 1945 წლის 14 დეკემბერს უწმინდესს კალისტრატეს: „ვიტყოდი კიდეც, რომ ჩემში ყოველივეა მოცემული ამ მოწოდებისათვის, გარდა ერთისა, რაც თქვენ უკვე მოგხსენდათ ჩემგან და გამოიხატება მით, რომ ჩემში საერთოდ არასდროს არ არსებულა მიდრეკილება, რომ ოდესმე კულტმსახურ გავმხდარიყავი და მით არა ნაკლემისებრ ტანსაცმელში მევლო. ჩემი პედაგოგიური ასპარეზზე მუშაობის შედეგად მე საზოგადოე- ბისათვის ცნობილი პიროვნება შევიქენი რესპუბლიკური მასშტაბით, მასთანაც სრულიად საერო კაცი. ჩემი პირობაა, რომ მე სამსახურის გარეშე უფლება მექნეს სამოქალაქო ტანსაცმელში სიარულისა“. ორი კვირის შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ მამა მელქისედეკის წერილს ასე უპასუხა: „პირობებს თავი უნდა დაანებო, ან ჰო, ან არა“ — კ. პ. კ. 1946 წლის 14 ივნისს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა კალისრატემ (ცინცაძე) მელქისედეკი დიაკვ-ნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 18 ივნისს მღვდლად დაასხა ხელი. 1946 წლის 30 ივლისს ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1948 წლის 8 თებერვალს კამილავკა ეწყალობა. დეკანოზი მელქისედეკი მქადაგებლობის ნიჭით გამოირჩეოდა. არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) თავის მოგონებებში იხსენებს: „როცა ის ქადაგებას იწყებდა, ტაძარში სიჩუმე ისადგურებდა, მრევლი სუნთქვაშეკრული უსმენდა. მამა მელქისედეკი ქართულ და რუსულ ენაზე ქადაგებდა. თუმცა მისი ქადაგებები დონით აკადემიური წრისთვის იყო განკუთვნილი, ის უბრალო ხალხსაც საუცხოოდ ესმოდა. მაშინ დავრწმუნდი, რომ ძლიერი სიტყვა ერთნაირად შესძრავს ყველა წრის კაცთა გულებს, რამეთუ სილამაზის გრძნობა დამახასიათებელი თვისებაა თვითონ ადამიანის სულისა“. თავის ერთ-ერთ ქადაგებაში, რომელიც საშინელ სამსჯავრის ეხება, მამა მელქისედეკი ბრძანებს:
30-1 საპატრიარქოს უწყებანი N30 23-29 სექტემბერი 23
დეკანოზი მელქისედეკ ხელიძე 1886-1968 (გაგრძელება)
„უკანასკნელი საერთო სამსჯავრო ჩვეულებრივად საშინელ სამსჯავროს სახელწოდებით არის ცნობილი. მართლაც არ შეიძლება იყოს სამართალი უფრო საშინელი ადამიანისათვის, როგორიც უკანასკნელი მსოფლიო გასამართლება იქნება. უკანასკნელი სამსჯავრო საშინელი იქნება მსაჯულის სახით. კაცობრიული სამართალიც მით უფრო საშინელია ბრალდებულისათვის, რამდენად მაღლა დგას მსაჯული მისი მდგომარეობით, რამდენად ის გამჭრიახი და მიუდგომელია. მაგრამ რომელი სამართალი, თუნდაც ის მეფისა იყოს, შეედრება უკანასკნელ მსოფლიო სამართალს. მსაჯულის სახით აქ მსოფლიოს გამსამართლებლად თვით ძე ღვთისა მოვა, მეუფე ცათა და ქვეყანისა, მეუფე სიკვდილისა და სიცოცხლისა, განსჯის ყოვლისმცოდნე ღმერთი, რომლის წინაშე დაუფარავია არა მარტო საქმენი, არამედ ყოველი აზრიც კი ადამიანისა. თითოეული დანაშაულებრივი საქმისათვის ის ღირსეულად მიაგებს ადამიანს, ან საუკუნო ნეტარებას, ან საუკუნო სასჯელს, უკანასკნელი სამართალი საშინელი იქნება აურაცხელი ბრალდებულის სახით. მსაჯულის ძე ღვთის წინაშე შეკრბებიან გასასამართლებლად ყველა ხალხები, იმდენად მრავალი, რომ მათი აღრიცხვისათვის ადამიანის ენაზე შესაფერი რიცხვი არც კი მოინახება. ამ ბრალდებულთა შორის იქნებიან ყველა ჩვენი მახლობელი, ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები. ეს გარემოება კიდევ მეტად აძლიერებს ამ სამართალის ხასიათს. მას უფრო საშინელს, შემაძრწუნებელს ქმნის. უკანასკნელი სამართალი საშინელი იქნება ცოდვათა ქმედების სიმრავლითაც. აქ მთელი ქვეყნის თვალწინ გადაიშლება მსოფლიო ცოდვების სანახაობის სურათი — მთელი მისი სი- შიშვლით, მთელი მისი საზიზღრობით და დანაშაულებით. ჩვენ ხშირად მოვყავართ საშინელებაში და ძრწოლაში ერთ საშინელ დანაშაულსაც, მამის მკვლელობას, შვილის მკვლელობას, ცოლის მკვლელობას, მაშ, როგორი სანახაობა იქნება მისი საშინელებით, როდესაც მსოფლიო ღვთიურ სამსჯავროზე გამოცხადდება და გაშიშვლდება ყველა კაცობრიული სისასტიკე, სიმძლავრე, ულმობელობა, გულქვაობა, შესრულებული სხვადასხვა დროს, ქვეყნის გაჩენიდან სხვადასხვა ხალხებს შორის. უკანასკნელი სამართალი საშინელი იქნება მისი შედეგებითაც. ეს იქნება სამართალი გადამწყვეტი, საბოლოო, მისი განაჩენი გადაჭრის ბედს თითოეული ადამიანისას სამუდამოდ. ის დახურავს სამარადისოდ კარებს ქრისტეს სასუფევლისას ცოდვილთათვის და გარდაუვალ უფსკრულს გათხრის მათსა და მართალთა შორის. „წარვედით ჩემგან წყეულნო, ჯოჯოხეთსა მას საუკუნესა, რომელი გამზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის“ (მათ. 25, 41), — აი, რას ეტყვის უფალი, — ეს მიუდგომელი მსაჯული ცოდვილთ უკანასკნელ მის საშინელ სამსჯავროზე. ვეცადოთ, საყვარელნო, რომ ნელ მის საშინელ სამსჯავროზე. ღვთისადმი სარწმუნოებრივი საქმენით, სიყვარულით, მოკრძალებით, სიმდაბლით და სიწმინდით მოვიპოვოთ უფლება ქრისტეს საშინელ სამსჯავროზე მის მარჯვენით დგომისა და ზეციური მამის კურთხეულებთან ერთად ძე ღვთის ბაგენით საერთო სასიხარულო სიტყვების სმენისა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, განმზადებული თქვენთვის დასაბამიდან სოფლისა (მათ. 25. 24), ამინ“. 1948 წლის 14 მაისს მამა მელქისედეკი თხოვნით მიმართავს უწ-მინდეს კალისტრატეს: „მე ანაფო-
30-2 საპატრიარქოს უწყებანი N30 23-29 სექტემბერი 24
დეკანოზი მელქისედეკ ხელიძე 1886-1968 (დასასრული)
-რა ჩავიცვი შედეგად თქვენი მოწოდებისა, მიუხედავად იმისა, რომ საღი და შეგნებული მორწმუნე მე ყოველთვის ვიყავი და დავრჩები. ქრისტეს ჯვრის ტარება მეტად ფაქიზ და საპასუხისმგებლო საგნათ მიმაჩნდა, ყოველ შემთხვევაში არა ისე მსუბუქ საკითხად, რო- გორადაც ეს სამღვდელოების დიდ უმრავლესობას წარმოუდგენია და მიაჩნია, რის გამოც დღევანდელ სამღვდელოების გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, ყოველთვის ეჭვისთვალით ვუყურებდი. ე. 0. ვრაცხდი ისეთ წოდებად, რომელშიაც ჭარბად გამჯდარა საერო, ვიდრე ქრისტიანული ზნე-ჩვეულებანი. უკიდურესი ეგოისტური გრძნობიდან მოკიდებული თავისთავის გამაკარებელ უპატიო სველ გობში ცხვირის რევამდე, და გაუნათლებლობიდან მოკიდებული უშნო და უხეშ ამპარტავნებამდე... და აი, ჩემდა არა სასიამოვნოდ, ასეთი საზოგადოების წევრად ვირიცხები დღეს მეც. მაგრამ რა გაეწყობა, უკან დახევა გვიანაა. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი მცირე ძალოვანი მღვდლური საქმიანობა წარვმართო ჩემი შეხედულებისა და გვარად. მე ხმალში მუდამ მზად ვარ შეუდრეკელად ყველას გავყვე, მაგრამ არა ისეთ უბადრუკ პიროვნე-ბებს. ამიტომ გთხოვთ, გამათავისუფლოთ სიონის ტაძარში მუშაობიდან და გადამიყვანოთ წინამძღვრად თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ეკლესიაში. ამასთან დავსძენ, რომ ჩემი გადაწყვეტილება კატეგორიულია“. უწმინდესმა კალისტრატემ გაითვალისწინა მამა მელქისედეკის თხოვნა და იგი ამავე წლის ზაფხულში თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანა. 1952-55 წლებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) საეკლესიო წესების დარღვევისა და არ დამორჩილებისათვის მამა მელქისედეკი რამდენჯერმე მკაცრად გააფრთხილა. მას ბრალად ედებოდა საეკლესიო შემოსავლის დავთრის არასწორად გატარება, ლოცვა-კურთხევის გარეშე ეპარქიის დატოვება, სხვა ქალაქში წასვლა და ასე შემდეგ. 1955 წლის 1 აპრილს უწმინდესი მელქისედეკის გადაწყვეტილებით იგი გათავისუფლდა ყოვლადწმინდა სამების ტაძრის წინამძღვრობიდან და კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლსიაში განამწესეს, რასაც მამა მელ- ქისედეკი არ დაემორჩილა. წმინდა სინოდმა მას დროებით შეუჩერა მღვდელმოქმედება და მისცეს დრო მონანიებისათვის. 1960 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ (სიდამონიძე) მამა მელქისედეკი აღუდგინა მღვდელმოქმედება და ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში განამწესა. 1961 წელს ქიზიყში, ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში გადაიყვანეს. 1963 წლის აგვისტოდან სიცოცხლის ბოლომდე სიონის საპატრიარქო ტაძარში მსახურობდა და მცხეთის ორწლიან სამოძღვრო-საღვთისმეტყველო სასწავლებელში ასწავლიდა. დეკანოზი მელქისედეკი 1968 წლის 6 მარტს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. დასაფლავებულია საბურთალოს საერო სასაფლაოზე.
31 საპატრიარქოს უწყებანი N31 30სექტემბერი-ოქტომბერი 2010წ 18
ჩოჩხათელი გურგენაძეები
შავი ზღვიდან აღმოსავლეთით, შვიდი ვერსის სავალზე, მდებარეობს სოფელი ჩოჩხათი, რომელიც დაარსებულია დაახლოებით VIII ს-ში. გადმოცემების მიხედვით, ამავე სოფელში, ერთ-ერთ მთაგორიან ადგილას, „ქედში“ მცხოვრებ 40-50 კომლს XVIII ს-ში წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი აუშენენიათ. მამათა მონასტერი მოქმედი იყო XIX საუკუნემდე. XIX ს-ში მამათა მონასტრიდან, დაახლოებით 1 კმ-ის დაშორებით, ჩოჩხათის ცენტრისაკენ „მთავარმოწამის“ ეკლესია აუშენებიათ. დღემდე ამ პატარა კუთხეს, სადაც ეკლესია იყო, აშენებული მთავარმოწამე ჰქვია. მთავარმოწამის ეკლესიის პირველი მღვდელი იყო ნიკოლოზ გურგენაძე. ნიკოლოზ მღვდლის მამა ყოფილა „ქედში“ მამათა მონასტრის წინამძღოლი და ერთ-ერთი დამაარსებელიც. ნიკოლოზი დაიბადა XIX ს-ში მთებში შეფენილ გურიის სოფელ ჩოჩხათში. მას ჰყავდა მეუღლე და სამი შვილი ― კესარია, სევასტი და ესე. კესარია ექვსი შვილის დედა იყო. მეექვსე ვაჟიშვილი, მეცნიერი, გეოლოგი გრიშა გუჯაბიძე თავის მეუღლესთან, პროფესორ თინა ურუშაძესა და ორ ვაჟიშვილთან ერთად ქ. თბილისში ცხოვრობს. ნიკოლოზის მეორე შვილი სევასტი „მთავარმოწამის“ ეკლესიის მეორე მღვდელი იყო. მას ორი შვილი ჰყავდა − ვიქტორი და ოლინკა. ნიკოლოზის მესამე შვილი ესე — სრულიად ახალგაზრდა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. „მთავარმოწამის“ ეკლესია გურია-სამეგრელოს ეპარქიაში შედიოდა. ეკლესია სავსე იყო ხატებით, რომლებიც ძვირფასი ლითონით იყო მოჩარჩოებული და ძვირდაღირებული თვლებით მოჭედილი. დღეს-დღეობით იმ ეკლესიდან მხოლოდ ზარია შემორჩენილი. მთავარმოწამის ეკლესიაში სალოცავად და რწმენის განსამტკიცებლად მოდიოდნენ ახლომახლო სოფლებიდან და დასახლებული უბნებიდან, ესენ ჩოჩხათი, გულიანი, ხორეთი, კოკათი, მოედანი, შრომისუბანი, ჯიხანჯარი, ჩანჩეთი, ყელა. სოფელს ჰქონდა სკოლა, კულტურის სახლი, კინოთეატრი, მაღაზიები, ბიბლიოთეკა. ტარდებოდა საგანმანათლებლო ღონისძიებანი. როგორც ცნობილია, ჩოჩხათის სკოლაში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ეგნატე ნინოშვილი. იგი ნიკოლოზ მღვდლის ოჯახში ხშირი სტუმარი იყო. ჩოჩხათის სკოლიდან სახლში მიმავალ მწერალს ნიკოლოზ მღვდლის ეზოს ჭიშკართან უნდა გაევლო. მას შეიპატიჟებდნენ. დიდ პატივს სცემდნენ. ზოგჯერ თვეობით რჩებოდა მღვდლის ოჯახში, სადაც ნიკოლოზის შვილებისა და შვილიშვილების განათლებაზე ზრუნავდა. ერთხელ მოძღვარს ეგნატე ჩაქოლვით სიკვდილისაგან უხსნია. ურწმუნო მწერალს „მთავარმოწამის“ ეკლესიაში ძაღლი შეუყვანია. აღელვებულ იმორწმუნეები ფიზიკურად გაუსწორდებოდნენს მას, რომ არა მამა ნიკოლოზის ავტორიტეტი. მის სიტყვას და საქმეს ხალხის ერთგულება ახლდა. მან თავისი გამჭრიახობით იპოვა გამოსავალი და მწერალს სი- ცოცხლე შეუნარჩუნა. „მთავარმოწამის“ ეკლესიის წინამძღვარს თავის მრევლთან ერთად საშობაო ღვთისმსახურების შემ-
31-1 საპატრიარქოს უწყებანი N31 30სექტემბერი-ოქტომბერი 2010წ 19
ჩოჩხათელი გურგენაძეები (გაგრძელება)
-დეგ საყდრიდან ხატი გარეთ გამოჰქონდათ და თან ატარებდნენ, სოფელს რომ შემოივლიდ-ნენ ისევ ეკლესიაში შეასვენებდნენ, ამიტომ დაერქვა სოფელს ჩოჩხატი — მჩოჩავი ანუ მოსია- რულე ხატი. დროთა განმავლობაში ასო „ტ“ ჩაანაცვლა ასო „თ“-მ. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ საზოგადოების ნაწილს არ აწყობდა სიტყვა ხატი და მის ნაცვლად ჩასვეს „ხათი“. ეს არის მიზეზი იმისა, რომ სოფელს ჩოჩხატის ნაცვლად დაერქვა ჩოჩხათი. „მთავარმოწამის“ ეკლესიის რიგით მესამე მღვდელი იყო ვიქტორ გურგენაძე. იგი დაბადებულა 1882 წელს (საეგზარქოსო არქივში დაცული საბუთებით მამა ნიკოლოზი 1904 წლის 28 აპრილს გადადგა მთავარმოწამის ეკლესიის წინამძღვრობიდან და გავიდა პენსიაზე. მის ადგილზე დაინიშნა მღვდელი ბესარიონ ჯიჯეიშვილი. ვიქტორმა 1902 წელს ჩააბარა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, 1904 წელს ვერ ჩააბარა მესამე კურსზე გადასასვლელი გამოცდები და იმავე კურსზე დატოვეს, ამიტომ სასწავლებელი ერთი წლით გვიან, 1907 წელს დაამთავრა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გურიის ერთ-ერთ სოფელში მედავითნედ განამწესეს. 1913 წლის 20 ივნისს სუფსის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა, მღვდლად ხელდასხმულია 1913 წლის შემდეგ — რედაქცია). მისი მამა იყო „მთავარმოწამის“ ეკლესიის რიგით მეორე მღვდელი — სევასტი, დედა კი ― მინუთი ჯოჯუა. ჰყავდა ერთი და ოლინკა, რომელსაც ორი ქორწინებიდან ჰყავდა 4 ვაჟი. მათი შთამომავლები ცხოვრობენ თბილისში, ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში და ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ხუტულაიშვილებისა და ვასაძეების გვარებით. „მამა ადრე გარდამეცვალა. ჩემს სწავლა-აღზრ- დაზე დედაჩემთან ერთად ბაბუა ნიკოლოზი ზრუნავდა. მან მაქცია კაცად. სტუდენტობის დროს ოჯახიდან შორს ვიყავი, ამიტომ ბაბუამ მომიჩინა მომვლელი“, — იხსენებდა ვიქტორი. ნიკოლოზმა ვიქტორი თავის სიცოცხლეშივე მღვდლად აკურთხებინა. „ქ. ფოთის ქუჩებში ჩამომატარეს მღვდლად კურთხევის შემდეგ. ხალხი ცდილობდა ხელით შემხებოდა ან ანაფორას მთხვეოდა, რათა მადლი მათზედ გადასულიყო. ზღვა ხალხი იდგა ფოთის ქუჩებში. მორწმუნეთა თვალებში სიხარული და აღტაცება სუფევდა“ (ვიქტორის მოგონებებიდან).1920-იანი წლებამდე „მთავარმოწამის“ ეკლესიის მღვდელი იყო. „ძალიან ბევრი ბავშვის ნათლია გავხდი. ყველა საეკლესიო რიტუალს დიდი პასუხისმგებლობითა და რწმენით ვასრულებდი. ხალხს ვუნერგავდი უფლისადმი სიყვარულსა და მოკრძალებას. ეკლესიაში მოდიოდნენ, ლოცულობდნენ, სანთელს ანთებდნენ და უფალს სთხოვდნენ მოწყალების მიღებას. ახლო-მახლო სოფლებიდან მოჰყავდათ ახალშობილები და ქრისტიანულად ვნათლავდი. იყო უფრო მეტი ერთგულება, სიწმინდე, შიში და რიდი ღვთისადმი. ეკლესია ასევე მედიატორის როლსაც ასრულებდა. ეკლესიაში რომ დაიფიცებდა კაცი მას გასამართლება აღარ სჭირდებოდა“ — ვიქტორის ნაამბობიდან. ვიქტორი განათლებული კაცი იყო. მას უმაღლესი განათლება ჰქონდა. იყო რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, ფლობდა ბერძნულ ენას, დამთავრებული ჰქონდა სასულიერო სემინარია. „მთავარმოწამის ეკლესია დაახლოებით შვიდი სოფლის გამაერთიანებელი და ამ სოფლელთა მცხოვრებლების აღზრდის კერა იყო. მორწმუნეები ენდობოდნენ და აფასებდნენ ვიქტორ მღვდელს, რომელიც ამ მრავალრიცხოვანი საზოგადოების წინამძღოლი იყო. მღვდელი რბილი ხასიათის, მიმტევებელი, კეთილი, დამთმობი და სამართლიანი იყო. ვიქტორ მღვდლისა და ქალბატონ ელისაბედ ტუღუშის პირველი შვილი იყო გრიშა, შემდეგ ილუშა,ლოლა და თინათინი. ოთხივე შვილს განათლება მიაღებინეს. მე მომსწრე ვარ იმისა, რომ ჩვენს დიდ ოჯახში, სადაც ვცხოვრობდით ბაბუაჩემის დედა, მამიდა თინათინი, ბაბუა-ბებია, დედა, მამა და ჩემი ორი ძმა — რიონი და თემური, ყოველ საღამოს იმართებოდა „პედაგოგიური საბჭო“, იქიდან გამომდინარე, რომ ვიქტორის ნათესავების უმეტესობა პედაგოგები იყვნენ. ინტელიგენციის შეკრება დახვეწილი სიმღერებით მთავრდებოდა. ბაბუა 90 წლის ასაკშიც შესანიშნავად მღეროდა. 20-იან წლებში ვიქტორმა გაიხადა მღვდლის ანაფორა და ჩოჩხათის საშუალო სკოლაში პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო. 45 წელი ასწავლიდა რუსულ ენასა და ლიტერატურას. „არავითარი განსხვავება არ არის პედაგოგსა და მღვდელმსახურებს შორის. გავზარდე მთელი თაობები ახალგაზრდობისა“, — ამბობდა იგი. დღესაც დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მოიხსენიებენ მისი გაზრდილები. პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორმა ხელში აყვანილი შეიყვანა დეკანატში და პროფესორ-მასწავლებლებს მისი გამზრდელი გააცნო. ბა-
31-2 საპატრიარქოს უწყებანი N31 30სექტემბერი-ოქტომბერი 2010წ 20
ჩოჩხათელი გურგენაძეები (დასასრული)
-ბუა ენაწყლიანი, გამჭრიახი ადამიანი იყო. მან მოუთხრო თავისი პედაგოგიური მოღვა- წეობიდან ეპიზოდები და ყურადსაღები რჩევა მისცა პროფესორ-მასწავლებლებს. XX ს-ის 20-იან წლებში წითელი კომუნისტები ანგრევდნენ და მიწასთან ასწორებდნენ ეკლესია-მონასტრებს. ასრულებდნენ ლენინის დანაბარებს: „სარწმუნოება ისე ამოვშანთოთ, რომ მათ შვილთაშ-ვილებს აჩნდეთ ნაიარები“.გურიაში ყველა საყდარი დაანგრიეს, მათ შორის „მთავარმოწამის“ ეკლესია და მამათა მონასტერი. ყველა ხატს ამოგლიჯეს ძვირფასი თვლები და თავად აისხეს სამკაულად. „მთავარმოწამის“ ეკლესიის ნანგრევებიდან იმდროინდელი ოფიციოზის წარმო-მადგენლებმა სოფლის კლუბი ააშენეს. ღვთისადმი რწმენამ და მისდამი პატივისცემამ იატაქვეშეთში გადაინაცვლა. სდევნიდნენ ეკლესიის მსახურთა მთელ მოდგმას. ცხადია, სდევნიდნენ ბაბუაჩემსაც. ვიქტორ ხვალ შენს დასაჭერად მოვლენ, შეატყობინა მავანმა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს მავანი მთავრობის კაცი იყო. „მეორე დღეს როცა მოვიდნენ ჩემს დასაპატიმრებლად, ოჯახიდან შორს ვიყავი გადამალული. წლების განმავლობაში დედა, მეუღლე და ოთხი შვილი მიტოვებული მყავდა.“ მართლმადიდებელ სულს, რაც კი შეეძლოთ, აკნინებდნენ. დაიწყეს ღვთის გამასხარავება. ისე გამძაფრდა მდგომარეობა, რომ მორწმუნეთა ოცნებას აღსრულება არ ეწერა. სევდით შეიმოსა დარჩენილი თითო-ოროლა ეკლესია. დროის ბარიერის დაძლევამ, რომელიც 70 წელი გრძელდებოდა, თაობები შეიწირა. თავისთავად იდეოლოგია შეიცვალა. სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა. დაიწყო ღირებულებათა გადაფასება. ჩვენს თვალწინ დაიბადა ტრაგიკული ეპოქის მატიანე. დადგა დრო, როცა მიზანი ამართლებს საშუალებას და ძალა განსაზღვრავს სიმართლეს. ამის მაგალითია ილია ჭავჭავაძის მკვლელობა. ნიკოლოზ II-ის ოჯახის ამოწყვეტა ბოლშევიკების მიერ. წლის ტრაგედია. ამ წელს ევროპაში გადაიხვეწა კულტურით, გემოვნებით, ნიჭით, განათლებით, სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ადამიანები. XX ს-ის 40-იან წლებში ბაბუა დაბრუნდა ოჯახში. განაგრძო მუშაობა ჩოჩხათის საშუალო სკოლაში რუსულის მასწავლებლად. მან შეინარჩუნა თავის თავში სიმტკიცე, თავდაჭერილობა. არასოდეს არ ლაპარაკობდა რწმენაზე, ეკლესიურ რიტუალზე, არ დადიოდა ეკლესიაში. ჩვენს თვალწინ არასოდეს დაუნთია სანთელი, ხმამაღლა არ ახსენებდა ღვთისმშობელს. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მე ვიჯექი მის სათუმალთან და ვიყავი ბედნიერი იმით, რომ ბაბუამ აღიარა ყოველივე, ბოდიშს იხდიდა: „შეგაწუხეთ, ხუმრობა ხომ არ არის, ბაბუა, 100 წელი ვიცოცხლე. რწმენა მამულად შევინახე გულში. ბედნიერი კაცი ვარ. ჩემს ცხოვრებაში არც ერთი წამი არ იყო რწმენის გარეშე. უფალმა იცოდა, რომ მე გულში მალულად ვასრულებდი, რაც საჭირო იყო მის პატივსაცემად“. ჩემს შეკითხვაზე, რატომ არ უნერგავდა შვილიშვილებს უფლისადმი რწმენას, მან თქვა, რომ იყო 70 წლიანი რეჟიმის ქვეშ და აკრძალული ჰქონდა ლაპარაკი რწმენაზე. რვა შვილიშვილიდან არც ერთი არ ჰყავდა მონათლული. მთხოვა: „მოინათლე ქრისტიანულად, ეკლესიაში შესვლის უფლება გაქვს, მაგრამ შენისთანა უნათლავმა უნდა თქვას: „დიდება შენდა, ღმერთო“ და პირველად დავინახე, როგორ გადაიწერა ბაბუამ პირჯვარი.
34 საპატრიარქოს უწყებანი N34 21-27 ოქტომბერი 2010წ 25
…ცოთ იგი ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად, არქიმანდრიტის წოდების მინიჭებით“. წმინდა სინოდმა განიხილა მამა პავლეს კანდიდატურა და ამავე წლის 31 აგვისტოს იგი ჭელიშის მო-ნასტრის წინამძღვრად დაამტკიცეს. 1916 წლის 2 ოქტომბერს მღვდელ-მონაზონ პავლეს იღუმენის წოდება მიენიჭა. 1917 წლის აპრილში საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის ორგანოში საჩივარი შევიდა ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის წინამძღვარ, არქიმანდრიტ გაბრიელის (აბაშიძე) სახელზე. საეკლესიო მმართველობა იძულებული გახდა საქმის გამორკვეva ჭელიშის მონასტრის წინამძღვრისათვის, იღუმენ პავლესთვის და ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლისთვის, იაკობ თომას ძე ცინცაძისათვის დაევალებინა. ადგილზე მდგომარეობის შესწავლის შემდეგ კომისიამ ასეთი დასკვნა გააკეთა: „ამ დიდებულ მონასტერს სჭირდება მეტი ყურადღება და მეტი სიყვარული, ვიდრე ეს ჩანს დღევანდელ მის მზურნველთაგან“. ამასთან დაკავშირებით, 1917 წლის მაისში, იღუმენი პავლე ჯრუჭის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1918 წლის 20 ივნისს დათარიღებული საბუთით ის უკვე არქიმანდრიტია. 1920 წელს ჯაფარიძეების ოჯახი დასავლეთ საქართველოდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. მამა პავლეს დიდი სურვილი ჰქონდა თბილისში ახლად გახსნილ უნივერსიტეტში ესწავლა, ამიტომ მან კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს (ოქროპირიძე) სთხოვა, თბილისთან ახლოს, რომელიმე მონასტერში ცხოვრების ნება დაერთო და უნივერსიტეტში სწავლასთნ დაკავშირებით კურთხევა მიეცა. უწმინდესმა ლეონიდემ დააკმაყოფილა მისი თხოვნა და 1920 წლის 20 ოქტომბერს არქიმანდრიტი პავლე სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ დანიშნა. პარალელურად, მას საშუალება მიეცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ლექციების კურსი მოესმინა. აქ მასთან ერთად სწავლობდნენ: სიმონ ჯანაშია, ნიკო ბერძენიშ-ვილი, გიორგი წერეთელი და სხვ. 1921 წლის თებერვლის დასაწყისში საბჭოთა რუსეთის მეთერთმეტე არმია საქართველოში შემოიჭრა. მალე მტერი საქართველოს დედაქალაქ თბილისს მოადგა. 23 თებერვალს, საკათოლიკოსო საბჭოს დადგენილებით, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე ხელმძღვანელობდა, დადგინდა: სიონისა და სვეტიცხოვლის განძეულობა გაეტანათ და შეენახათ ქუთაისის სახელმწიფო ხაზინაში ან ბანკში. განძეულობა მოათავსეს ოთხ დიდ ყუთში, რომლის ქალაქიდან გატანა, უწმინდესი ლეონიდეს ლოცვა-კურთხევით, დაევალა არქიმანდრიტ პავლეს. მას საგანძური ქუთაისში უნდა ჩაეტანა და კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ჩამობრძანებამდე საკათედრო ტაძარში მოეთავსებინა. მატარებელში მამა პავლე შეხვდა ექვთიმე თაყაიშვილს, რომელსაც, თავის მხრივ, ქუთაისში მიჰქონდა სამუზეუმო და სახაზინო ნივთები. თაყაიშვილმა როცა გაიგო, თუ რა განძი მიჰქონდა მამა პავლეს, შესთავაზა, მისთვის გაეტანებინა საზღვარგარეთ ეს ყუთები, რაზეც უარი მიიღო. მალე ქუთაისში ჩაბრძანდა კათოლიკოსი ლეონიდეც. გადაწყდა, რომ ეს განძეულობა ბაგრატის ტაძრის ძირში მდებარე ქუთათელ მიტროპოლიტ ნაზარის (ლეჟავა) სამღვდელმთავრო სახლის აივნის ქვეშ დაემალათ, ზედ კი ქვის ფილაქანი დაეფარებინათ. განძის ადგილმდებარეობა იცოდა პატრიარქმა ლეონიდემ, მიტროპოლიტმა ნაზარიმ და არქიმანდრიტმა პავლემ. სამწუხაროდ, საბჭოთა ხელისუფლებამ გამცემის საშუალებით მიაგნო განძეულობას და ის ეკლესიას ჩამოართვა. 1922 წლის 10 აპრილიდან 19 მაისამდე, იტალიაში, ქ. გენუაში ტარდებოდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც 29 სახელმწიფო მონაწილეობდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) გენუის კონფერენციაზე შეკრებილ ევროპის სახელმწიფოს წარმომადგენლებს დეკანოზ იასონ კაპანაძის ხელით გაუგზავნა მემორანდუმი, სადაც ის რუსეთის იმპერიას ამხელდა და საქართველოს ანექსიაზე საუბრობდა. 1923 წლის 12 იანვარს საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა თითქმის მთელი საკათოლიკოსო საბჭო. მათ შორის, სვეტიცხოვლის ტაძრის არქიმანდრიტი პავლეც. სასამართლო პროცესი შედგა იმავე წლის 10 თელ მიტროპოლიტ ნაზარის (ლეჟავა) სამღვდელმთავრო სახლის აივნის ქვეშ დაემალათ, ზედ კი ქვის ფილაქანი დაეფარებინათ. განძის ადგილმდებარეობა იცოდა პატრიარქმა ლეონიდემ, მიტროპოლიტმა ნაზარიმ და არქიმანდრიტმა პავლემ. სამწუხაროდ, საბჭოთა ხელისუფლებამ გამცემის საშუალებით მი-აგნო განძეულობას და ის ეკლესიას ჩამოართვა. 1922 წლის 10 აპრილიდან 19 მაისამდე, იტალიაში, ქ. გენუაში ტარდებოდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც 29 სახელმწიფო მონაწილეობდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) გენუის კონფერენციაზე შეკრებილ ევროპის სახელმწიფოს წარმომადგენლებს დეკანოზ იასონ კაპანაძის ხელით გაუგზავნა მემორანდუმი, სადაც ის რუსეთის იმპერიას ამხელდა და სა- ქართველოს ანექსიაზე საუბრობდა. 1923 წლის 12 იანვარს საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა თითქმის მთელი საკათოლიკოსო საბჭო. მათ შორის, სვეტიცხოვლის ტაძრის არქიმანდრიტი პავლეც. სასამართლო პროცესი შედგა იმავე წლის 10
34-1 საპატრიარქოს უწყებანი N34 21-27 ოქტომბერი 2010წ 26
მარტს, ნაძალადევის მუშათა თეატრში. დაპატიმრებულებს ბრალად ედებოდათ მემურანდუმის გაგზავნა, საეკლესიო განძეულობის გადამალვა და სამხედრო ტაძრის კომკავშირისათვის გადაცემაზე უარის თქმა. მამა პავლე ღამის ოთხ საათზე ორჯერ გაიყვანეს დასახვრეტად, რათა ეთქვა, თუ სად იყო გადამალული საეკლესიო განძეულობა, მაგრამ ვერაფერი ათქმევინეს. აქვე უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებას ეს განძეულობა უკვე ამოღებული ჰქონდა სამალავიდან. მორჩილი იოანე აფციაური (შემდგომში სვეტიცხოვლის ტაძრის არქიმანდრიტი პართენი) იხსენებდა, რომ დაკითხვაზე მამა პავლეს საშინლად აწამებდნენ, მას დაუმტვრიეს ნეკნები და თითქმის მთელი სხეული დაუსახიჩრეს. ერთ-ერთ დაკითხვაზე კათოლიკოსი და მამა პავლე დააპირისპირეს ერთმანეთს. ყველა შეკითხვაზე, რომელსაც კათოლიკოსი დადებითად პასუხობდა, ჯაფარიძე უარყოფდა. როცა კათოლიკოსმა თავის დაქნევით მისცა თანხმობა, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო მან შეკითხვებზე სწორი პასუხის გაცემა. ამის გამო, გამომძიებელმა ჰკითხა: კათოლიკოსის ერთი თავის დაქნევა იყო შენთვის საკმარისი სიმართლე რომ გეთქვა? „ფიცით ვიყავი შებოჭილი და სანამ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევას არ მივიღებდი, უფლება არ მქონდა, სიმართლე მეთქვაო“ — უპასუხა მამა პავლემ. 1924 წელს გაზეთი „კომუნისტი“ ფართოდ აშუქებდა ამ სამარცხვინო პროცესს. აი, რას ვკითხულობთ მამა პავლეს დაკითხვის ოქმში: „სასამართლოს თავჯდომარე: ვინ დაგავალათ თქვენ განძეულობის შენახვა? ბრალდებული ჯაფარიძე: განძეულობის შენახვა დამავალა კათალიკოსმა ლეონიდმა. მე, როგორც ბერობაში აღზრდილსა და სამონასტრო წესების მტკი-ცედ აღმასრულებელს, არ შემეძლო ეკლესიის თავის ბრძანებაზე უარი განმეცხადებინა. კათალიკოსმავე მიბრძანა, რომ განძეულობის დამალვა არ გამეხმაურებინა და თუ ვინმე მკითხავდა რასმე, მეთქვა, რომ იგი საზღვარგარეთ არის გაგზავნილი. ბრალმდებელი: მაგრამ ეს ხომ ტყუილის თქმაა, რომელიც სასულიერო პირს არ შეშვენის. ბრალდებული ჯაფარიძე: ტყუილის თქმაც არის და ტყუილის თქმაც. ღმერთის განრისხება იმდენად არაფერია, ღმერთი მრავალმოწყალეა. კითხვა: როგორ ჰფიქრობთ, ტყუილის თქმა ღვთის ნების წინააღმდეგია? პასუხი: წინააღმდეგიც არის და არც არის წინააღმდეგი (სიცილი დარბაზში) იმის მიხედვით, თუ რას შეეხება ტყუილი. ზოგ შემთხვევაში ტყუილის თქმა შესაწყნარებელია. ჩვენ საშუალება გვაქვს ჩვენი ცოდვა, ტყუილის თქმა, საიდუმლო აღსარების დროს მოვინანიოთ. პროკურორი ოკუჯავა: როდესაც განძეულობა ნახეს და თბილისში ჩამოხვედით, რათ მოახსენეთ ამბროსის, რომ განძეულობა ნახესო? ჯაფარიძე: თბილისში ვიყავი ჩამოსული ორიდღე და ვალდებულად ვსთვლიდი თავს, მენახულა ამბროსი და ყველაფერი მომეხსენებინა. დამცველი ქავთარაძე: აღსარებაში თქმული საიდუმლოებაა? ჯაფარიძე: საიდუმლოებაა და მისი გამჟღავნება არ შეიძლება. წივწივაძე: რა მიზანი ჰქონდა განძეულობის მიწაში ჩაფლვას? ჯაფარიძე: საშიშროების თავიდან აცილება, მათი გადარჩენა. წივწივაძე: როდის უნდა ყოფილიყო შესაძლებელი განძეულობის მიწიდან ამოღება? ჯაფარიძე: მაშინ, როდესაც მთავრობა მოახდენდა შემოწმებას სიონის და მცხეთის ტაძრების განძეულობისას, მოითხოვდა მათ მოტანას, ან გამოსცემდა რაიმე სათანადო დოკუმენტს. ბრალმდებელი: გაგიგონიათ თუ არა იმის შესახებ, რომ მღვდლები ეწეოდნენ უღირს ცხოვრებას და ჩადიოდნენ ბოროტმოქმედებას. ბრალდებული ჯაფარიძე: კი, ასეთი შემთხვევები გამიგონია“. ამის შემდეგ დამცველი დადიანი იძლევა განმარტებას №21 დეკრეტის შესახებ და აცხადებს, რომ დეკრეტის ძალით სამღვდელოება ვალდებული სულაც არ იყო, მოეხსენებინა ან ჩაებარებინა მთავრობისათვის, სად, რომელი და როგორი განძეულობა ჰქონდა შენახული. 19 მარტს სასამართლომ კა-თოლიკოს-პატრიარქ ამბროსის და საკათოლიკოსო საბჭოს წევრების ნაწილს სხვადასხვა სახის სასჯელი შეუფარდა. უდანაშაულოდ ცნეს და გაათავისუფლეს მიტროპოლიტი ნაზარი, არქიმან- დრიტი პავლე, დეკანოზი ანტონ თოთიბაძე, დეკანოზი დიმიტრი ლაზარიშვილი და ნიკოლოზ არჯევანიძე. 1924 წლის აპრილში საკათო-
34-2 საპატრიარქოს უწყებანი N34 21-27 ოქტომბერი 2010წ 27
-ლიკოსო საბჭოს სხდომაზე განი- ხილეს შემდეგი საკითხი: „საქმისათვის საჭიროდ და სასარგებლოდ მიგვაჩნია წილკნის სამწყსოს გამოყოფა მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან. დასახელებული სამწყსო, როგორც სამისიონერო მაზრა, თავისი მდებარეობით წარმოადგენს მივარდნილ ენეკუთხეს. ეს გარემოება კი მოითხოვს განსაკუთრებულ მზრუნველობას მის სარწმუნოებრივზნეობრივი ხელმძღვანელობისათვის. მისი ცალკე ეპარქიად გამოყოფა საშუალებას მისცემს ის მწყემსმთავარს, უფრო ენერგიულად იმოქმედოს და მხურვალე, ცხოველი კავშირი იქონიოს მასთან”. ამასთან დაკავშირებით 18 აპრილს საკათოლიკოსო საბჭომ განაჩინა: „ჩვენ, ქვემორე ამისა ხელის მომწერნი, საქართველოს ეკლესიის მღვდელმთა- ვარნი შევიკრიბეთ ერთად და ვიქონიეთ მსჯელობა სამღვდელმთავრო კანდიდატების შესახებ და ვსცანით მღვდელმთავრის ხარისხის მიღების ღირსად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტი პავლე, რომელიც იყო ათონზე და სხვა მონასტრებშიც, არის გამორჩეული სასულიერო პირი“. დადგენილებას ხელს აწერდნენ: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოადგილე, ურბნელი ეპისკოპოსი ქრისტეფორე (ციცქიშვილი), ალავერდელი პისკოპოსი დავითი (კაჭახიძე), ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა). წერილობითი თანხმობა გა- ნაცხადეს ბათუმ-შემოქმედელმა ეპისკოპოსმა ნესტორმა (ყუბანეიშვილი) და ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ჭელიძე). 1924 წლის ივნისში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) ლოცვა-კურთხევით, არქიმანდრიტ პავლეს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და წილკნის ეპარქია ჩააბარეს. ამ დროისათვის ეპარქიაში იყო სამი სამთავარხუცესო, სადაც მოქმედებდა 48 ეკლესია, საეკლესიო წესებს აღასრულებდა 45 მღვდელმსახური, მოქმედებდა 5 მამათა და დედათა მონასტერი, სადაც მოღვაწეობდა 20-მდე ბერი და ამდენივე მონაზონი. 1925 წლის 23-26 თებერვალს საკათოლიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით წილკნელ ეპისკოპოს პავლეს დროებით დაევალა მცხეთისა და ურბნისის ეპარქიების მართვა-გამგეობაც. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მეუფე პავლე ხშირად ავადმყოფობდა. ციხეში ყოფნის პერიოდში იგი ღვიძლის ციროზით დაავადდა. 1926 წლის 31 ივლისს შედგა სვეტიცხოვლის რელიგიური საზოგადოების მიერ არჩეულ წევრთა კრება ეპისკოპოს პავლეს თავჯდომარეობით. ყოვლადსამღვდელო პავლემ საბჭოს განუცხადა თავისი უკიდურესი მდგომარეობა, რის შემ-დეგაც კრებაზე მიიღეს ასეთი გადაწყვტილება: „ექიმთა რჩევით, მეუფე პავლეს სასწრაფოდ ესაჭიროება აუცილებელი დასვენება მთაში, რაც გამოწვეულია მისი ერთი წლის მძიმე ავადმყოფობით. ამისთვის კი მას არანაირი ნივთიერი სახსარი არ გააჩნია. გთხოვთ საბჭოს, აღმოუჩინოთ ნივთიერიდახმარება ეკლესიის თანხიდან და ამით ავიცილებთ თავიდან უფრო მძიმე დაავადებას. მიეცეს მას 85 მანეთი ეკლესიის სალაროდან. ვიმედოვნებთ, რომ მეუფე პავლე მალე განიკურნება და უფრო ენერგიულად შეუდგება ჩვენი რელიგიური საზოგადოების საქმიანობას“. ამასთან დაკავშირებით მეუფე პავლე წერილით მიმართავს მიტროპოლიტ კალისტრატეს: „უმორჩილესად გთხოვთ, საავადმყოფოდან განთავისუფლებამდე უპატრონოთ წილკნის ეპარქიას“. 1927 წლის ივნისში მან სამი თვით კვლავ ითხოვა შვებულება, რაზედაც თანხმობა განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი). 1928 წლის 24 მარტს მეუფე პავლე კათოლიკოს- პატრიარქ ქრისტეფორეს ლოცვა-კურთხევით ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. აფხაზეთის ჰავამ უარყოფითად იმოქმედა მის შერყეულ ჯანმრთელობაზე. მან საკათოლიკოსო სინოდს ჯერ ორთვიანი შვებულება სთხოვა, შემდეგ კიდევ ორი თვით გააგრძელებინა. ხოლო ამავე წლის 24 სექტემბერს მან თხოვნით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორეს: „რადგან აქაური ჰაერი ჩემს სხეულში დაბუდებულ მა- ლარიას თანდათანობით პროგრესიულ ხასიათს აძლევს, ასეთ მდგომარეობაში, ნათელია, რომ მე ცხუმაფხაზეთის ეპარქიაში ენერგიულ შრომას მოკლებული ვიქნები. ამას ვერ შეურიგდება აღნიშნული ეპარქიის აწინდელი ფრიად რთული მდგომარეობა. უმორჩილესად გთხოვთ წილკნელად დაბრუნებას, თუ ამაზე თანახმა იქნება სვეტიცხოვლის ტაძრის წინამძღვრის მო- ადგილე, ეპისკოპოსი ეფრემი (სიდამონიძე)“. საკათოლიკოსმა სინოდმა გაითვალისწინა მეუფე პავლესთხოვნა, ანგარიში გაუწია მის დამსახურებასა და ერთგულებას დედეკლესიის წინაშე და 1928 წლის 29 სექტემბერს ისევ წილკნის ეპარქიაში დააბრუნეს. ეპარქიაში დაბრუნებულმა ეპისკოპოსმა პავლემ ჩვეული გულმოდგინებით გააგრძელა მოღვაწეობა. 1929 წლის 16 მაისს მან წერილი გაუგზავნა სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო სინოდს ეპარქიაში არსებული მდგომარეობის შესახებ: „მაქვს პატივი, მოვახსენო საკათალიკოსო სინოდს, რომ ჩემდამო რწმუნებულ წილკნის ეპარქიაში ამ ჟამად ირიცხება: სამღვდელო პირი 25, მათში ორი არქიმანდრიტი. მოქმე-
34-3 საპატრიარქოს უწყებანი N34 21-27 ოქტომბერი 2010წ 28
-დებს 40 ეკლესია. 1929 წლის 15 მაისს დაიკეტა ორი ეკლესია, ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით“. 1929 წლის 3 ნოემბერს წილკნელი ეპისკოპოსი პავლე გარდაიცვალა, რაც დიდი დანაკლისი იყო ქართული ეკლესიისათვის. იგი სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ეზოში დაკრძალეს. კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) წერდა: „ეპისკოპოსი პავლე გამოირჩეოდა ქადაგების ნიჭით მოექცია ხალხი ეკლესიაში, განუსხვავებლად წლოვანებისა, სქესისა, განათლებისა და განუსხვავებლად რჯულის მიმდევრობისა. სულში ჩამწვდომი მქადა-გებელი, შეუბღალავი, სუფთა ცხოვრების მქონე ადამიანი“. გთავაზობთ მეუფე პავლეს ერთ-ერთ ქადაგებას: „კეთილმორწმუნენო, მსმენელნო, ამ ჩვენს დროში მრავალნი გამოჩდნენ ისეთი პირე ბი, რომლებიც არამც თუ ფიქრობენ, არამედ ხმამაღლა აღიარებენ, რომ ადამიანის სიკვდილის შემდეგ არაფერი არსებობს, არც წარწყმედა და არც ცხოვრება, არც სასუფეველი და არც ჯოჯოხეთი, რომ ამა ქვეყნიური ცხოვრებით თავდება ადამიანის სულისა და ხორცის არსებობაო. დღევანდელ სახარებაში მოყვანილ იგავში ჩვენ დავინახეთ შეუმცდარი ჭეშმარიტება, რომ ადამიანს ამაქვეყნიური ცხოვრების გარდა მოელის მეორე ცხოვრება სიკვდილის შემდეგ, ანუ საუკუნო სანეტარო ცხოვრება ან სატანჯველი, ამ ქვეყანაზე თავისი ნამოქმედარი საქმეების მიხედვით. დღევანდელ მოყვანილ მდიდარსა და ლაზარეს იგავში ვხედავთ, რომ ჩვენი სული სხეულის სიკვდილის შემდეგ არამცთუ ისპობა სამუდამოდ, არამედ, გაეყრება თუ არა სული ხორცს, ის კარგად ხედავს, როგორც თავის მდგომარეობას ახალი ცხოვრებისას, ისე, არ ავიწყდება ქვეყნიური ნამოქმედარი საქმეები, თავისი ნაცნობები და ნათესავები და არ სწყვეტს მათთან კავშირს. მან ისიც კარგად იცის, თუ რა ხდება ქვეყნად მისი გარდაცვალების შემდეგ. თუმცა, მართალია, რომ აბრაამი ცხოვრობდა ქვეყანაზე გაცილებით ადრე, ვიდრე მოსე წინასწარმეტყველი, მაგრამ აბრაამმა ძლიერ კარგად იცოდა, რომ მის შემდეგ ქვეყნად იცხოვრებდნენ მოსე და სხვა წინასწარმეტყველები, რომლებმაც დასტოვეს წიგნები (რომლებიც აბრაამის იმ ქვეყნად ცხოვრების დროს არ არსებობდა), რომ იმ წიგნებით ესარგებლათ და ეცხოვრათ კეთილად. ამისთვის უთხრა საწყალობელ მდიდარს აბრაამმა: ვისაც მოსეს და სხვა წინასწარმეტყველებისა არ ესმით, ისინი არც მკვდრეთით რომ აღსდგეს ლაზარე, მისას არ გაიგონებენო. ზემოთქმულიდანა ჩანს, ძმანო, რომ საწყალობელ მდიდარს კარგად ახსოვს, რომ მისი სიკვდილის შემდეგ მისი მამის სახლში მას ხუთი ძმა დარჩა, ამასთანავე, ხედავს, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ისინი არ სწორდებიან, არამედ განაგრძობენ თავის ურჯულო ცხოვრებას. აქედან ნათლადა ჩანს, რომ გარდაცვალებულთა სულები კავშირს არ წყვეტენ ამა ქვეყანაზე დარჩენილ ნათესავებთან. აი, იმისათვის, ჩვენ ერთი წუთითაც კი არ ვსწყვიტავთ სულიერ კავშირს ჩვენგან გარდაცვალებულ პირებთან. ზოგიერთი გარდაცვალებული პირნი ეკლესიისაგან წმინდანადაც კი არიან აღიარებულნი და მარადის ვევედრებით მათ, რათა მეოხ გვეყონ წინაშე ზეციური მამისა დანარჩენ გარდაცვალე-ბულთათვის, ვსწირავთ ხოლმე უსისხლო მსხვერპლს და ვლოცულობთ მათი ცხონებისა და ცოდვათა პატიებისათვის. საერთოდ, ცოცხალნი და მიცვალებულნი შეადგენენ ერთ მთლიან ქრისტეს ეკლესიას. აი, რას ამბობს მოციქული პავლე: „გინათუ ცოცხალ ვიყვნეთ, გინა თუ მოვსწყდეთ, უფლისანი ვართ“.
35საპატრიარქოს უწყებანი N35 28ოქტომბერი-3ნოემბერი 2010წ 17
სქიმიღუმენია თამარი (მარჯანიშვილი) 1869-1936
სქიმიღუმენია თამარი — ერში თამარ ალექსანდრეს ასული მარჯანიშვილი — 1869 წლის 1 აპრილს კახეთში დაიბადა. შეძლებული ოჯახის შვილს უაღრესად კარგი აღზრდა-განათლება ჰქონდა მიღებული. მამა, ალექსანდრე, პატარაობისას გარდაეცვალა, ხოლო დედა 19 წლისამ დაკარგა. გამორჩეული მუსიკალური ნიჭისა და შესანიშნავი ხმის მქონე თამარი პეტერბურგის კონსერვატორიაში შესასვლელად ემზადებოდა, მაგრამ მოულოდნელად ბედის ბორბალი სულ სხვა მიმართულებით დატრიალდა. დედის გარდაცვალების შემდეგ, 1888 წლის ზაფხულში, იგი თავის დასთან და ორ უმცროს ძმასთან ერთად, ქალაქ სიღნაღში დეიდას სტუმრობდა. აქ, ქალაქის ახლოს, სოფელ ბოდბეში მდებარეობდა იმჟამად ახლად დაარსებული წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი. ერთ დღეს ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს მონასტერს წვეოდნენ და ბოდბეში ჩავიდნენ. მიმდინარეობდა საღვთო ლიტურგია. შემდგომში დედა თამარი იხსენებდა: „როგორც კი ტაძარში ფეხი შევდგი, მაშინვე გამიელვა აზრმა, მეც დავიწყებ მონასტრულ ცხოვრებას“. მსახურების დროს თამარი დაბალ ხმაზე გალობას ჰყვებოდა. ტაძარში შესული ახალგაზრდების ყურადღება მიიქცია იღუმენია იუბენალიამ (ერში ელენე ბიკენტის ასული ლოვენეცკაია), რომელმაც იკითხა, თუ რატომ ეცვათ მათ სამგლოვიარო ტანისამოსი. მათაც განუმარტეს, რომ დედა ჰყავდათ ახალგარდაცვლილი. მცირეოდენი საუბრის შემდეგ ახალგაზრდები სახლში დაბრუნდნენ. სახლში დაბრუნებულმა თამარმა მტკიცედ გადაწყვიტა, მთელი ცხოვრება ღვთის სამსახურისათ-
35-1 საპატრიარქოს უწყებანი N35 28ოქტომბერი-3ნოემბერი 2010წ 18
სქიმიღუმენია თამარი (მარჯანიშვილი) 1869-1936(გაგრძელება)
-ვის მიეძღვნა და დაიწყო მზადება მონასტერში წასასვლელად. ნათესავები ყველანაირად შეეცადნენ, ხელი შეეშალათ მისთვის. მიუხედავად ამისა, თამარმა როგორც კი ოჯახური საქმეები მოაგვარა, მონასტერს მიაშურა. ეს მოხდა 1889 წლის ოქტომბერში. ნათესავები ისე ძლიერ შეწუხდნენ მისი ამ ნაბიჯით, რომ მოილაპარაკეს; მონასტრიდან გამოსატყუებლად თა-მარს წერილი მისწერეს, სადაც თბილისში ცოტა ხნით ჩასვლას სთხოვდნენ, რათა მემკვიდრეობის საკითხი მოეგვარებინა. თამარი მართლაც ჩავიდა თბილისში, ნათესავებმა კი იგი „შინა პატიმრობაში“ აიყვანეს და მკაცრი მეთვალყურეობა დაუწესეს. იღუმენია იუბე-ნალიამ ყველა ღონე იხმარა, რათა თამარი მონასტერში დაებრუნებინა. მან თავისი თბილისელი ნაცნობის საშუალებით თამარი სახლიდან გამოაპარა და მონასტერში დააბრუნა. ნათესავების მცდელობას, თამარი კვლავ ერში დაებრუნებინათ, რეალური შედეგი აღარ მოჰყოლია. იგი სამუდამოდ მონასტერში დარჩა. 1890 წლიდან თამარი ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მორჩილი ხდება, სადაც მონასტრის წინამძღვრის, იღუმენია იუბენალია I-ის უშუალო ხელმძღვანელობით იზრდებოდა. 1896 წელს მორჩილ თამარს ანაფორა უკურთხეს. 1900 წელს კი საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) თამარი მონაზვნად აღკვეცა და სახელად იუბენალია უწოდა. 1901 წლის 27 ოქტომბერს იგი იღუმენია იუბენალიას წარდგინებით, ბოდბის დედათა მონასტრის ხაზინდარად დაინიშნა. 1902 წლის ზაფხულში იღუმენია იუბენალია I მოსკოვში, მაცხოვრის შობის სახელობის დედათა მონას-ტრის წინამძღვრად დანიშნეს. თავის აღმზრდელთან ერთად დედა თამარიც გაემზადა რუსეთში წასასვლელად, მაგრამ პეტერბურგიდან დიდი თანამდებობის მქონე სასულიერო პირისაგან მოულოდნელი ტელეგრამა მოვიდა, სადაც ეწერა, რომ დედა თამარი დანიშნულია ბოდბის მონასტრის წინამძღვრად. იღუმენია იუბენალიამ და დედა თამარმა დაიწყეს ფიქრი, თუ როგორ გამოენახათ გამოსავალი და თავიდან აერიდებინათ მონასტრის წინამძღვრობა, მაგრამ მალე მოვიდა მკაცრი წერილი: „ვიცით, რომ ძნელია ამ ჯვრის ტვირთვა, მაგრამ როგორც მონაზონმა, უნდა აღასრულო ღვთის ნება“. დედა თამარი იძულებული გახდა, ბრძანებას დამორჩილებოდა. 1902 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს ეგზარქსომა ალექსიმ (ოპო იგი ბოდბის მონასტრის წინამძღვრად დაადგინა და იღუმენიას წოდება მიანიჭა, ხოლო 1903 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1905-07 წლებში საქართველო პირველი რევოლუციის ქარცეცხლში გაეხვია. იმ პერიოდში მრავალი სასულიერო პირი აღესრულა ღვთისმგმობელთა ხელით. ერთი ასეთი თავდასხმა დედა თამარზეც მოხდა, სადაც იგი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. 1907 წლის 27 ნოემბერს იგი მონასტრის ეტლით თბილისისკენ მიემგზავრებოდა. მას ახლდნენ: მეეტლე, კონდუქტორი მსახური და ერთი ცხენოსანი დარაჯი. ეტლში კი ისხდნენ: მისი რძალი, ორი პატარა ძმისშვილი და მორჩილი ელენე ვაჩნაძე (შემდგომში ბოდბის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ნინო). მგზავრობიდან 15-20 წუთის გასვლის შემდეგ, როდესაც ეტლი აღმართზე ადიოდა მათ სროლის ხმა გაიგონეს. დედა თამარმა ფანჯრიდან გაიხედა და დაინახა რევოლვერებით შეიარაღებული რამდენიმე კაცი, რომლებიც სროლით ეტლისკენ მობოდნენ. იღუმენიამ მეეტლეს ცხენების გაჭენება უბრ ძანა, რასაც თავდასხმელებმა სროლით უპასუხეს და რამდენიმე მეტრში ოთხივე ცხენი მკვდარი დაეცა, ასე ვე დაიჭრა მისი ოთხივე მხლებელი. დედა თამარი მიხვდა, რომ თავდამსხმელებს მისი მოკვლა ჰქონდათ განზრახული და დანარჩენების გადასარჩენად ეტლიდან გადასვლა სცადა, მაგრამ მათ ამის საშუალება არ მისცეს. მაშინ დედა თამარმა მკერდზე ჩამოკიდებულ წმინდა სერაფიმე საროველის ხატს დახედა და დიდ ხმით შესთხოვა: „ღირსო მამაო სერაფიმე, გვიხსენი! უეცრად ქუჩის ბოლოში გამოჩნდა სამხედრო რაზმი ოფიცრის მეთაურობით, რომელთა დანახვაზე თავ დამსხმელები მყისიერად გაუჩინარდნენ. ოფიცერმ ეტლის კარები გამოაღო და ცოცხალი ადამიანები როდაინახა, იკითხა: „მონაზვნებო, თქვენ გესროდნენ რას ნიშნავს ეს?“ სროლის ხმაზე ხალხიც შეიკრიბა. დედა თამარმა ითხოვა, სასწრაფოდ დახმარებოდნე დაჭრილებს, თუმცა დარაჯი და მეეტლე გარდაცვლილი იყვნენ, მძიმედ დაჭრილი კონდუქტორი და მსახური კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ყველა გაკვირვებული იყო, თუ როგორ გადარჩნენ ისინი ცოცხლები რადგან ეტლი მთლიანად დაცხრილული იყო; დათვა
35-2 საპატრიარქოს უწყებანი N35 28ოქტომბერი-3ნოემბერი 2010წ 19
სქიმიღუმენია თამარი (მარჯანიშვილი) 1869-1936(გაგრძელება)
ლიერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეტლს 67 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ამ ვანდალურმა ფაქტმა მთელი ქალაქი აღაშფოთა. იმავე საღამოს დედა თამარი მოინახულა 100-მდე პიროვნებამ, რომელთაც იგი გაამხნევეს. ერთ კვირაში პეტერბურგიდანაც მოვიდა წერილი, სადაც ეწერა: „გამხნევდით, მალე გადაგიყვანთ მოსკოვში“. მართლაც, 10 დღეში დედა თამარი მოსკოვის პოკროვის მოწყალების სავანის წინამძღვრად დაინიშნა. იღუმენია თამარს არ უყვარდა მისი ცხოვრების ამ პერიოდის გახსენება. ალექსი ამ ამბის შემდეგ დედა თამარს ღირსი მამა სერაფიმე საროველის მიმართ განსაკუთრებული მოწიწება გაუჩნდა (ღირსი სერაფიმე საროველის ეს პატარა სასწაულთმოქმედი ხატი, რომელიც შემდეგ დედა თამარმა წვრილ ჩარჩოში ჩაასმევინა, პოკროვის საზოგადოების წინამძღვრად ყოფნის დროს, დიდი თავადის ქალის, ელიზაბეტა თედორეს ასულის თხოვნით, რუსეთის ტახტის მემკვიდრეს ნიკოლოზის ძე რომანოვს გაუგზავნა საჩუქრად, რომელიც საშინელი სენით იყო ავად. პატარა უფლისწულს ეს ხატი სასთუმალთან ჰქონდა დასვენებული. 1917 წელს, როდესაც მეფის ოჯახი დააპატიმრეს და გადაასახლეს, ხატი დაიკარგა). 1908 წლის ივნისში მან მტკიცედ გადაწყვიტა, დაეარსებინა მონასტერი ღირსი მამის სახელზე. სულიერი მამების მამა ალექსი ზოსიმელის, მამა ანატოლი ოპტინელისა და სერგიევის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ლავრის მოძღვრის, მამა თობიას რჩევითა და ლოცვა-კურთხევით, დედა იუბენალიამ საფუძველი ჩაუყარა სერაფიმო-ზნამენსკოეს დედათა სავანეს. 1910 წლის 27 ივლისს საძირკველი ჩაეყარა ახალ სავანეს, რომელიც 1912 წლის სექტემბრამდე შენდებოდა. სავანის გარე და შიდა მოწყობის ყველა საჭირბოროტო საკითხზე დედა იუბენალია ეთათბირებოდა მეუფე არსენს (ჟადანოველი), რომელიც 1916 წლიდან მისი და სავანის ყველა მონაზონის სულიერი მოძღვარი გახდა (და იყო კიდეც სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე 1937 წლამდე). 1912 წლის 23 სექტემბერს მოსკოვის მოტროპოლიტმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) საზეიმოდ აკურთხა ახალი სავანე. კურთხევამდე 8 დღით ადრე, 21 სექტემბერს, წმინდა დიმიტრი როსტოველის ხსენების დღეს, ეპისკოპოსმა არსენმა იღუმენია იუბენალია დიდ სქიმაში აღკვეცა და სახელად თამარი უწოდა. სერაფიმო-ზნამენსკის სავანემ მხოლოდ 12 წელი იარსება. იგი 1924 წელს ბოლშევიკებმა დახურეს და დედა თამარი იძულებული გახდა პერხუშკოვოს დასახლებაში, 10 მონაზონთან ერთად, პატარა სახლში დაბინავებულიყო. იქვე დასახლდა მღვდელი ფილარეტ პოსტნიკოვი. პერხუშკოვოში ცხოვრება დაახლოებით ისე აეწყო, როგორც სავანეში. დედა თამართან უამრავი ადამიანი მოდიოდა რჩევა-დარიგებისათვის. 1931 წელს დედა იუბენალია რამდენიმე მონაზონთან და მღვდელ ფილარეტთან ერთად დააპატიმრეს და განაჩენის გამოტანის შემდეგ, ციმბირში, ირკუტსკიდან ორასი კილომეტრის მოშორებით გადაასახლეს. საკანში სხვადასხვა ჯურის პატიმრები იყვნენ ლიტიკური და სისხლის სამართლის დამნაშავენი. როგორღაც მოხერხდა და დედა თამარს საერთო საკანში კუთხე გამოუყვეს, რომელიც ფარდით იყო გამოყოფილი. სისხლის სამართლის დამნაშავენი ხშირად ხმაურობდნენ და უწმაწურ სიმღერებს მღეროდნენ, მაგრამ როგორც კი დედა თამარი სთხოვდა, მაშინვე ჩუმდებოდნენ. მთელი საკანი დიდ პატივს მიაგებდა მას. როდესაც იგი ამანათს იღებდა, ყველას თანაბრად უნაწილებდა და ისინიც ამას ისე იღებდნენ, როგორც ღვთის წყალობას. გადასახლებამდე დედა თამარს ფეხის ტკივილი და ჭლექი ტანჯავდა. გადასახლებაში კი ეს ავადმყოფობა კიდევ უფრო გაუძლიერდა და მისი ჯანმრთელობა სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. ახლობლებისადმი გამოგზავნილ წერილებში იგი დაჟინებით იმეორებდა: „მინდა როგორმე დავუბრუნდე ჩემს ნაპირებს“. 1934 წლის შემოდგომაზე სქიმიღუმენია თამარი, თავისი ძმის, ცნობილი რეჟისორის კოტე მარ-
35-3 საპატრიარქოს უწყებანი N35 28ოქტომბერი-3ნოემბერი 2010წ 20
სქიმიღუმენია თამარი (მარჯანიშვილი) 1869-1936(დასასრული)
-ჯანიშვილის შუამდგომელობით, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. დაბრუნების შემდეგ იგი ბელორუსიაში, რკინიგზის სადგურ პიონერსკაიასთან პატარა სახლში დასახლდა. დედა თამარი უკვე ძალიან ავად იყო. გადასახლებაში ყელის ტუბერკულოზიც დაწყებია. შემორჩენილია მისი უკანასკნელი წერილიც ერთ-ერთი სულიერი შვილისადმი 1936 წლის 15 იანვრით დათარი-ღებული: „ჩემო საუნჯევ, რა სიყვარულით მოგწერდი ვრცელ წერილს, მაგრამ, სამწუხაროდ, ძა- ლი არ შემწევს, აზრებს თავს ვერ ვუყრი. ამ წუთში ტემპერატურა 39 გრადუსი მაქვს. მიუხედავად ამისა, მაინც ისევე მხნედ ვარ, როგორსაც ჩვეულებრივ მხედავდი ხოლმე. ეს-ეს არის ვისადილეთ, ახლა ჩაის დავლევ, ჩემს შვილებთან ერთად. დღეს ორი იანვარია (ძვ. სტ), თქვენები მომიკითხე. გკოცნი და გეხვევი, ჩემო საყვარელო შვილო. შენი ბებია“. მისი თანამედროვენი დედა თამარს დიდ სულიერ მოღვაწედ მიიჩნევდნენ. მის სავანეში მოღვაწე ერთ-ერთი მონაზვნის გადმოცემით, იგი თურმე განდეგილის ჯაჭვს ატარებდა ტანზე. შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ მონაზვნის ფაქიზი, კოხტად მორგებული ჩასაცმელის ქვეშ, რომელიც სისუფთავისაგან ქათქათებდა, დედა თამარი ჯაჭვს ატარებდა. ისევე, როგორც ძნელი იყო იმის წარმოდგენა, რომ იგი საწოლზე ულეიბოდ, შიშველ ფიცარზე იწვა. საერთოდ, ეძინა კი? იმ ოთახიდან, სადაც პერხუშკოვოში დებს ეძინათ, ღამით თუ ვინმე გამოიღვიძებდა, ხვდებოდა, რომ ტიხარს იქით, სენაკში, დედა თამარი ფხიზლობდა. ცხადი იყო, ლოცულობდა. სქიმიღუმენია თამარი 1936 წლის 23 ივნისს გარდაიცვალა. მას წესი აუგო თავისმა მოძღვარმა, ეპისკოპოსმა არსენმა (ჟადანოველი). დაკრძალულია მოსკოვში, ვედენის მთაზე, მამა ალექსი მეჩევის საფლავის ახლოს.
36 საპატრიარქოს უწყებანი N36 4-10 ნოემბერი 2010წ 21
მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა) 1870-1924
მიტროპოლიტი ნაზარი ერისკაცობაში ნესტორ ლეჟავა 1870 წელს (მეორე ვერსიით 1869 წელს), ქუთაისის გუბერნიის სოფელ ჯიხაიშში, ანდრია ლეჟავასა და ეფემია გრიგოლის ასულის ოჯახში დაიბადა. მისი აპრების რამდენიმე თაობა სასულიერო მოღვაწეები იყვნენ. ნაზარის მამა — მღვდელი ანდრია ნიკოლოზის ძე ლეჟავა 1867-1905 წლებში სოფელ დიდი ჯიხაიშის წმინდა გიორგის სახელობის (სერგიეთის) წინამძღვარი იყო (გარდაიცვალა 1911 წლის 13 მაისს), ხოლო ანდრიას მამა — მღვდელი ნიკოლოზ მარკოზის ძე ლეჟავა 1844-1859 წლებში წინამძღვრობდა დიდი ჯიხაიშის ეკლესიას (გარდაიცვალა 1875 წლის 8 იანვარს). სასულიერო პირი იყო ასევე ნესტორის ბიძა — იოანე ნიკოლოზის ძე ლეჟავა და ძმა სამსონ ლეჟავა. არცაა გასაკვირი, რომ ასეთ ტრადიციულ და კულტურულ ოჯახში დაბადებული და აღზრდილი ნესტორი, თავადაც სასულიერო კას ირჩევს. პირველდაწყებითი განათლება ნესტორმა ოჯახში, მამის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო. შემდეგ სწავლა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში განაგრძო, რომელიც 1886 წელს დაასრულა. 1886-1892 წლებში იგი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. სემინარიის დასრულების შემდეგ ნესტორი თავის მშობლიურ მხარეს დაუბრუნდა, სადაც მალევე და- ქორწინდა ალექსანდრა ივლიანეს ასულზე და გადაწყვიტა, სასულიერო გზით გაეგრძელებინა მოღვაწეობა. 1893 წლის 13 თებერვალს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ნესტორი დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 21 თებერვალს − მღვდლად დაასხა ხელი და ხონის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1894 წლის 14 დეკემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1897 წლის 1 სექტემბერს ხონის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1897 წლის 13 ივნისს მამა ნესტორს რუსეთის იმპერიის პირველ საყოველთაო აღწერაში მონაწილეობის მიღებისათვის, სამკერდე უმაღლესი ჯილდო — მუქი ბრინჯაოს მედალი ეწყალობა. იგი ასევე დაჯილდოვდა იმპერატორ ალექსანდრე III-ის სახელობის სამახსოვრო მედალით. 1899 წლის 14 თებერვალს იმერეთის ეპარქიის სამღვდელოების დეპუტატად აირჩიეს. 1900 წლის აღდგომას —სკუფია უბოძეს. ამავე წელს მამა ნესტორს ცხოვრების თანამგზავრი, საყვარელი მეუღლე ალექსანდრა გამოეცალა ხელიდან. მალევე გარდაეცვალა ორი პატარა შვილიც. მეუღლის გარდაცვალებამ დიდად დაამწუხრა ახალგაზრდა მოძღვარი. თავისი მოძღვრისა და ახლობელთა ლოცვა-კურთხევით მან რუსეთში სასწავლებლად წასვლა გადაწყვიტა. 1901 წელს მღვდელმა ნესტორმა კიევის სასულიერო აკადემიაში ჩააბარა. სწავლის პერიოდში მან საბოლოოდ გადაწყვიტა, მთელი ცხოვრება ღვთის სამსახურისათვის მიეძღვნა და ბერობაში გაეგრძელებინა სასულიერო მოღვაწეობა. IV კურსზე სწავლის პერიოდში, 1904 წლის 26 აგვისტოს იგი ბერად აღიკვეცა და სახელად ნაზარი ეწოდა. 1905 წელს მღვდელ-მონაზონმა ნაზარმა კიევის აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის მაგისტრის ხარისხით დაამთავრა და ამავე წლის 8 ნოემბერს ქ. ვოლინის სასულიერო სემინარიაში ჰომილეტიკის პედაგოგად დაინიშნა. 1907 წლის 3 დეკემ- ბერს კლევანის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად გადაიყვანეს. 1908 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1910 წლის 10 მაისს იღუმენის წოდება მიენიჭა. 1911 წლის 17 ნოემბერს იღუმენი ნაზარი, თავისი თხოვნის საფუძველზე, საქართველოს საეგზარქო- სოში გადმოიყვანეს და გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს. 1911 წლის 1 დეკემბერს არქიმანდრიტის წოდება მიანიჭეს. ქართველი საზოგადო მოღვაწე და მწერალი ზაქარია ჭიჭინაძე მამა ნაზარის შესახებ წერდა: „არქიმანდრიტ ნაზარს მოსვლისთანავე შეეტყო ქართული მამულიშვილობა, თავის ქვეყნისა და ერის გონივრულად სიყვარული და სამსახურის ტრფიალება. მან ფხიზლად გადახედა ჩვენს წარსულს, ჩვენს ეროვნებას, ჩვენს ისტორიას და მის მწერლობას, ამის წინაშე მას დიდი გულის სითანაღრე დაემჩნა, ამიტომაც არქიმნადრიტმა ნაზარმა თავის გულის სალბუნებლად მონახა კარგი მეგობარი, კარგი ამხანაგი. ეს გახლავსთ მასწავლებელი მოძღვარი, დეკანოზი კორნელი კე-
36-1 საპატრიარქოს უწყებანი N36 4-10 ნოემბერი 2010წ 22
მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა) 1870-1924 (გაგრძელება)
-კელიძე. მან თავს იდვა და თავის შრომით გამოსცა მამა კორნელის წიგნი ― „იერუსალიმის კანონარი“, ღირსეული ისტორიული შრომა. იმედი გვაქვს, არქიმანდრიტი ნაზარი არც ამის შემდეგ დაივიწყებს ასეთ წიგნების გამოცემას და ხანდისხან მაინც გამოსცემს ასეთ იშვიათ ძვირფას წიგნებს“. 1912 წლის 12 მაისს აღმოსავლეთ საქართველოს მონასტრების მთავარხუცესად დაინიშნა. ამავე წლის 30 მაისს საეკლესიო მუზეუმის, ხოლო 12 აგვისტოს – სამისიონერო საზოგადოების წევრად აირჩიეს. 1913წლის 5 ივნისს, საეკლესიო მუზეუმის დავალებით, დაეკისრა მცხეთის წმინდა ჯვრის სახელობის მონასტრის აღდგენითი სამუშაოების ზედამხედველობა. 1914 წლის 6 მაისს წმინდა ანას II ხარისხის, ხოლო 1916 წლის 6 მაისს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1915 წლის 2 მაისს საქართველოს საეგზარქოსოში ჩამოსული სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს. 1916 წლის 19 აპრილიდან საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრია. მამა ნაზარი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის აღდგენის ბრძოლაში. 1917 წლის 4 ივლისს, თანახმად მონასტერთა წარმომადგენლების არჩევისა, მამა ნაზარი დაამტკიცეს აღმოსავლეთ საქართველოს ბერ-მონაზონთა წარმომადგენლად სრულიად საქართველოს საეკლესიო დროებით მმართველო-ბაში. 1917 წლის 11-17 სექტემბერს არქიმანდრიტი ნაზარი პირველ საეკლესიო კრებაში მონაწილეობდა.1918 წლის 17 ნოემბერს მცხეთის სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში არქიმანდრიტი ნაზარი ეპისკოპოსად აკურთხეს და ქუთაისის ეპარქიის მმართველად დანიშნეს. ამავე დღეს მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა. 1919 წლის 26 მაისს ქუთაისის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა ნაზარმა საქართველოს დამოუკიდებლობის ერთი წლისთავისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე შესანიშნავი ქადაგება წარმოსთქვა, სადაც საფუძვლიანად აღნიშნავდა (ქადაგება მოგვყავს შემოკლებით): „ქართველ ერს უძველეს დროიდან თავის ისტორიულ არსებობისა კარგად ჰქონდა შეგნებული და გათვალისწინებული ეს უაღრესი მნიშვნელობა ეროვნულ პოლიტიკური თავისუფლებისა, როდესაც მან მის დაცვა შენახვა-შენარჩუნებას შეალია მთელი ძალღონე თავის მრავალ საუკუნეთა ცხოვრებისა. არ დაზოგა და თავისუფლების საკურთხეველზე მსხვერპლად შესწირა ბევრი თავისი ღირსეული შვილები, რომელთა უკვდავი და შარავანდედით მოსილი სახელები ამკობენ და ამშვენებენ ჩვენი ერისა და ქვეყნის ისტორიას. ქართველმა ერმა უძველეს დროიდან დაიკავა ქვეყნიერების ერთი საუკეთესო, ლამაზი და მშვენიე კუთხე, და მიუხედავად მრავალრიცხოვან გარშემორტყმულ მოქიშპე, მოშურნე და მოსისხლე მტერთა, მან შეინარჩუნა ეს მართლაც მომხიბლავი მხარე, შექმნა თამარ მეფის ბრწყინვალე და ოქროს ხანა. აწარმოვა ბევრი საბედისწერო და სახელოვანი ომები, რომელთა შექმნეს ქართველ ხალხის ფარხმალის ძლიერების სახელი; ასეთი ძლევამოსილობით და დიდებით ქართველმა ერმა მოაღწია XIX ს-ის კარებამდე, როდესაც, მეტად შევიწროებულ პირობებში ჩავარდნილს, რომ შეენახა თავის ეროვნული სული, იძულებული იყო შეეფარებია თავი და დაკავშირებოდა ისეთ მძლავრ სახელმწიფოს, როგორიც მაშინ იყო რუსეთი. ქრისტიანობის ზეგავლენით გულუბრიყვო, გარეშე მტერთა ბრძოლით ღონემიხდილმა ერმა მიაპყრო თავის თვალები ჩრდილოეთს: იფიქრა იქაც ჩემსა- ვით აღიარებენ, ძალაც მათ ხელშია და მე მტრისაგან გულდაკოდილ დას შემიტკბობენ, წყლულ შემიხვევენ და ისევ ფეხზე დამაყენებენო, ოცნებობდა მაშინ მრავალტანჯული ერი და ქვეყანა. ქართველი ერი არასოდეს ისე საშინლად არ მოტყუებულა, როგორც ამ დროს. მეგობრის სახით მოსულმა მოსისხლე მტერმა, ჩვენს ქვეყანას ნაცვლად ძმურ თანაგრძნობისა კისერზე დაადგა მეტად მძიმე და აუტანელი უღელი საშინელი მონობისა. თვით მისი დამაახლოვებელი ეკლესიაც არ დაინდო, გაჰქურდა, გათელა, გაანადგურა, მისი საუკეთესო მწყემსმთავარნი მოსწყვიდნა და აწამა და თვით ეკლესია გახადა ჩვენი გადაგვარების და მოსპობის ერთერთ იარაღად. დაატყვევა, შეხუთა და შეასუსტა ეროვნული სული; შეაჩერა მისი ცხოველმყოფელი შემოქმედება — მისი კულტურული მოსწრაფება და თავისუფალი ისტორიული მსვლელობა. პირიდან ენა ამოგვგლიჯა — მოგვისპო და მის ნაცვლად მოსისხლე მტერი თავის ენას იძულებით გვათვისებიებდა, ვინაიდგან მან კარგად იცოდა, ჩვენი პოეტის თქმისა არ იყოს: „რა ენა წარხდეს, ერი დაეცეს, ჩირქი წაეცხოს ტაძარსა წმინდას“. ქართველ ერს თავის ისტორიულ წარსულში ახსოვს ბევრი საშინელი, შეუბრალებელ მტერთა შემოსევა და ჩვენი ქვეყნის აოხრება და ნაცარმტვრად ქცევა, მაგრამ მისი ეროვნული სული იმდენად ძლიერი და ღონი-
36-2 საპატრიარქოს უწყებანი N36 4-10 ნოემბერი 2010წ 23
მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა) 1870-1924 (გაგრძელება)
ერი იყო, რომ ყოველ ამგვარ განადგურების შემდეგ ის კვლავ აღდგებოდა და განახლდებოდა, ვით ფენიქსი თავის ფერფლისაგან. და მართლაც აღსრულდა, ხორცი შეისხა დიდი ხნის ნატვრა-ოცნებამ და 117 წლის განაწამები მონა თავისუფალი გახდა. შესრულდა ჩვენი მუდამ ცოცხალის, აკაკის პოეტური წინასწარმეტყველება: „დამეხსენი რუსეთველო, რა მაქვს შენთან საზიარო, თვით ოხერო, მოუვლელო, როგორ გინდა მომიარო, გაყინული ცივი გული, სხვას რას გიზამს, თუ არ ტრობას. შეგიპყრივარ, როგორც ლომი გველეშაპსა ძალადობით, შენი ტყვე ვარ, მაგრამ ჩემს გულს ანუგეშებს ის იმედი, რომ ოდესმე შენს ცხრაკლიტულს მთლად დალეწავს ჩემი ბედი“. მართლაც დაილეწა, დაიქცა, დაიმსხვრა ბატონობა ჩვენი ერის სიციცხლის გამწარებელისა და დღეს ჩვენ მონობისაგან თავდაღწეულნი ვდღესასწაულობთ, ვზეიმობთ უკვე ერთი წლის ეროვნულ თავისუფლებას და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. ამაზედ უფრო და უმწვერვალესი ბედნიერება ქვეყანაზედ წარმოუდგენელია, ვინაიდან თავისუფლება საფუძველი, წყაროა ყოველივე სხვა ბედნიერებისა. 1801 წელში ჩატყდა ჩვენი ეროვნული ხიდი და 1918 წლის 26 მაისს ხელახლავ გაკეთდა და განახლდა და ეხლა მასზე თავისუფლად მიმოდიან ივერიის ძენი და ასულნი. გაიხარე, მრავალტანჯულო ქართველო ერო, 26 მაისი დღეა შენი სულიერი დაბადების, დღეა შენი ეროვნულ გაზაფხულისა. წარმოიდგინე ის დიდი საკეთილდღეო შედეგები, რომელნიც მას თავისთავად მოჰყვება: ამისათვის 26 მაისი, დღე შენი საზიზღარ ტყვეობა-მონობის მოსპობისა და ეროვნულ თავისუფლების დროშის აფრიალებისა, ოქროს ასოებით, წაუშლელათ, სამუდამოდ აღიბეჭდება შენს და შენი მომავალი შთამომავლობის გულის ფიცარზე. ამიერიდან იწყება თავისუფალ საქართველოს ახალი ხანა, ხანა მისი პოლიტიკურ-კულტურულ, ეკონომიურ და ეკლესიურ ცხოვრების აღორძინება-აყვავე-ბისა და ამ გზით ის მჭიდროდ დაუკავშირდება თავისუფალ და განათლებულ ევროპის ერებს, რომელთა შორის ის დაიჭერს თავის საპატიო ადგილს. მადლი ღვთისა, მფარველობა ღვთისმშობლისა, რომლის წილხდომილია ჩვენი ქვეყანა, ლოცვა და კურთხევა ქალწულ ნინოსი, მოწამე ქეთევანისა და თამარ მეფისა იყოს ჩვენს თავისუფალ სამშობლოზე ამიერიდან და უკუნისამდე“. 1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი აიღო და მოახდინა ქვეყნის ოკუპაცია. საკათოლიკოსო საბჭომ მიიღო დადგენილება, რომლის ძალითაც სიონისა და სვეტიცხოვლის ეკლესიების განძეულობა უნდა გაეტანათ და შეენახათ ქუთაისის სახელმწიფო ხაზინაში. ქუთაისში ჩატანილი განძეულობა ჯერ საკათედრო ტაძარში მიიტანეს, სადაც რამდენიმე დღეში კათოლიკოსიც ჩავიდა. აქ გადაწყდა, რომ ყველაფერი ბაგრატის ტაძრის ძირში მდებარე ქუთათელი მიტროპოლიტის ნაზარის სამღვდელმთავრო სახლის აივნის ქვეშ დაემალათ, ზედ კი ქვის ფილაქანი დაეფარებინათ. 1921 წლის მარტში, როდესაც ქუთაისიც წითელმა არმიამ დაიკავა და ქალაქში დამყარდა კომუნისტური რეჟიმი, ჩეკისტებმა გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს განძი მაინც აღმოაჩინეს. ამასთან დაკავშირებით მიტ- როპოლიტ ნაზარს მრავალი უსიამოვნება შეხვდა. 1921 წლის 5 სექტემბერს მიტროპოლიტი ნაზარი მონაწილეობდა III საეკლესიო კრებაში, სადაც მეუფე ამბროსისთან (ხელაია) ერთად კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატად იყო წარდგენილი. ხმათა უმრავლესობით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი აირჩიეს. 1923 წლის 27 იანვარს საბჭოთა ხელისუფლებამ მეუფე ნაზარი საკათოლიკოსო საბჭოს სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრა და მეტეხის ციხეში მოათავსა. იგი თოთხმეტი თვის პატიმრობის შემდეგ, 1924 წლის 29 მარტს გაათავისუფლეს. 1924 წლის 1 აგვისტოს, მრევლის თხოვნით, მეუფე ნაზარი, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, სოფელ როდიონულის ეკლესიის საკურთხევლად ჩავიდა. მწუხრის ლოცვის შემდეგ ერთ-ერთი მრევლის ბინაში მოსასვენებლად მივიდნენ. ადგილობრივმა კომუნისტურმა ხელისუფლებამ მიტროპოლიტი ნაზარი და სასულიერო პირები, ვითომდა აჯანყების მოწყობის მცდელობის საფუძველზე, დააპატიმრა და ქუთაისის ციხეში გადაიყვანა. ერთი თვის პატიმრობის შემდეგ, 2 სექტემბერს, გამთენიისას, მიტროპოლიტი ნაზარი,
36-3 საპატრიარქოს უწყებანი N36 4-10 ნოემბერი 2010წ 24
მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა) 1870-1924 (დასასრული)
დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე, დეკანოზი იეროთეოზ ნიკოლაძე, მღვდელი სვიმონ მჭედლიძე და პროტოდიაკონი ბესარიონ კუხიანიძე შუაღამით ციხიდან გაიყვანეს და ქუთაისის მახლობლად ტყეში დახვრიტეს. ამ ამბის მომსწრე, დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე, რომელიც კრებულთან ერთად იყო დაპატიმრებული ქუთაისის ციხეში, თავის მოგონებებში ასე აღწერს იმ ავადმოსაგონარი ღამის შესახებ: „ამასობაში ათი საათი შეიქნა და დავწექით კიდეც. ერთი რომ წავიძინე და გამომეღვიძა, ეზოში, რომელიც ხრეშითაა მოფენილი, მომესმა დაჭედილი ჩექმების რაღაც არაჩვეულებრივი ხმაურობა, რადგანაც ფანჯრიდან გადახედვა საშიშია დარაჯის მხრით, ნარზე წამოვიჩოქე, მაგრამ ვერა დავინახე რა. ამ დროს დეკანოზ ჯაჯანიძესაც გამოეღვიძა მეორე მხარეს, მაგრამ ვერც იმან გაიგო რა. მე ისევ ჩამეძინა. ცოტა ხანში ხმაურობაზე ისევ გამეღვიძა და რას ვხედავ, ვიღაც შეიარაღებული პირები შემოსულან ჩვენს სა- კანში. ერთი მათგანი ლამფასთან რაღაცას კითხულობს და მომესმა: „კორნელი კაკაბაძე, ჰო, მართლა, ის მეორე განყოფილებაშია“ და დასძინა: „აბა, ჩქარა, ჩაიცვით და წამოდითო“. ამ დროს კარზე მოადგა ციხის უფროსის თანაშემწე რუხაძე და დაიძახა: „ჩქარა წამოდით, თორემ მატარებელი გაგვასწრებსო“. ვიფიქრე, მატარებელით მივყავართ სადღაც, მაგრამ არ ვიცი, ყველანი თუ ზოგიერთი. ამიტომ საცვლების ამარა გადმოვკიდე ფეხები ნარიდან და ვუცდი, თუ მეტყვიან ჩაიცვიო. სიის მკითხველმა ჩამოთვალა: ჯაჯანიძე, მჭედლიძე, ნიკოლაძე, მობრუნდა ჩვენსკენ (ახლა კი გამაცივა), მიტროპოლიტი გააღვიძეთო და იკითხა, კუხიანიძე სად არისო. ვიღაცამ მეორე მხრიდან დამიძახა: „ვასილ, გააღვიძე ბესარიონიო და მეც, რადგანაც ის ჩვენს ნარზე იწვა, გადაუწიე ხელი, შევანძრიე და დაუძახე: „ბესარიონ, ბესარიონ-მეთქი“. რაიაო, ერთი რაღაც შეწუხებული სთქვა. მთავრობაა და გაიღვიძე-მეთქი. ამ დროს ისევ ასისთავმა დაიძახა, მიტროპოლიტს მოეხმარეთო და ამ მხრიდან მე და მეორე მხრიდან მღვდელი ვარდოსანიძე გადმოვედით და მივეშველეთ მიტროპოლიტს ბარგის შეკვრაში. კოვზები ზოგი ვერცხლისა იყო და ზოგიც უბრალო. და ამიტომ შევეკითხე მიტროპოლიტს, ” თუ რომელია მისი კოვზი; — რომელიც ყველაზე ნაკლულიაო. ვიფიქრე, მეტეხშიც დასჭირდება-თქო და მეც, რომელიც ყველაზე უკეთესი იყო, ის ჩაუდევი. ბარგის შეკვრაში მიტროპოლიტი გარე გასულიყო და სხვები რო გაირეკეს წინ, ჯაჯანიძემ ესღა მოასწრო: „ვასილ, აბა შენ იცი ბავშ....“ და გარეკეს კიდეც. მიტროპოლიტი კაბის ამარა შემობრუნდა და ანაფორა ჩაიცვა, გამოგვეთხოვა ყველას, პირზე კოცნით და გვითხრა: „არ შეშინდეთ, მხნედ იყავით, სიკვდილი ყველა ერთიაო“ და გაჰყვა იმათ. მაგრამ ამ სიტყვების მნიშვნელობას ჩვენ მაშინ ვერ მივხვდით“. 1995 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, წმინდა სინოდის გაფართოებულ სხდომაზე, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა), თავის კრებულთან ერ- თად, წმინდათა დასში შერაცხა, წმინდა მღვდელმოწამე ნაზარის სახელწოდებით. ხსენების დღე აგვისტო. 27 ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის საბას (გიგიბერია) ლოცვა-კურთხევით სოფელ კულაშში აშენდა წმინდა მღვდელმოწამე ნაზარის სახელობის ეკლესია, რომლის კურთხევაც ნოემბრის თვეში მოხდება.
37 საპატრიარქოს უწყებანი N37 11-17 ნოემბერი 2010წ 22
არქიმანდრიტი გიორგი (ჯინჟველაძე) 1863-1934
არქიმანდრიტი გიორგი, ერისკაცობაში გრიგოლ გაბრიელის ძე ჯინჭველაძე, 1863 წელს, ახალციხის მაზრის სოფელ მუსხში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1880 წელს გრიგოლმა ახალცი-ხის საქალაქო სასწავლებლის სრული კურსი დაამთავრა. 1881-1882 წლებში პედაგოგიური კურსები გაიარა და მასწავლებლად მუშაობის უფლება მიენიჭა. 1882-1884 წლებში კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, ხოლო 1884-1888 წლებში ახალციხის საქალაქო სასწავლებლის დირექტორის თანაშემწედ. 1888 წელს გრიგოლმა ჯვარი დაიწერა სოფიო სტეფანეს ასულზე. შეეძინა ორი ასული: რუსუდანი (დაიბადა 1900 წელს) და ივლიანა (დაიბადა 1891 წელს). 1888 წლის 25 აგვისტოს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) გრიგოლი დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 28 აგვისტოს კი თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) მას მღვდლად დაასხა ხელი და ზაქათალის მაზრაში, სოფელ ბელაქანის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1889 წლის 23 აგვისტოს, საკუთარი თხოვნის თანახმად, ჯავახეთში, ახალქალაქის მაზრაში, სოფელ ბარალეთის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. ბარალეთის სამრევლოში თავისი ხუთწლიანი მოღვაწეობის პერიოდში მამა გრიგოლმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე პირადი ასკეტური ცხოვრებითა და ღვთისადმი ერთგული სამსახურით იგი კეთილ მაგალითს აძლევდა და სულიერად განამტკიცებდა მრევლს. უმოკლეს ხანში მან პატიოსანი და კეთილსინდისიერი მოღვაწეობით დიდი ავტორიტეტი მოიპოვა ჯავახეთის მხარეში; 1894 წლის 18 ოქტომბერს, როდესაც იგი აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს, ბარალეთის მორწმუნენი ფრიად დააღონა ენერგიული და პატივცემული მოძღვრის ჩამოშორებამ. გაზეთ „ივერიის“ 1894 წლის 23 დეკემბრის ნომერში ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მწერალი ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილი, ჯავახეთში მამა გრიგოლის ღვაწლის შესახებ წერდა: „წელს, შემოდგომაზე, ახალი საეკლესიო შტატები გაიხსნა მესხეთსა და ჯავახეთში. მესხეთში, სოფელ ზედა თმოგვში, რომელზედაც სოფელი აგარაა მიწერილი და სოფელ აწყურში, სადაც გადასახლებულ ქართველ მაჰმადიანთა მაგიერ რამდენიმე კომლი (13-20) მართლმადიდებელნი ქართველნი დასახლდნენ. ჯავახეთში დანიშნეს ახალი შტატი სოფელ გოგაშენში, რომელზედაც სოფელი აფნია არის მიწერილი, მღვდლებს თითქმის 500 მანეთი ჯამაგირები ექნებათ წელიწადში და თანაც მოვალენიც არიან, სამრევლ სკოლები იქონიონ. რაღა თქმა უნდა, ყველასათვის ძალიან სასიამოვნო ამბავია. ჯერ კი არავინ მოსულანმღვდლები, მაგრამ, უეჭველია, ამ ბედნიერ დღეებისთვის გამოჩნდებიან. მეტადრე სადიდმარხვოთაა მღვდლები საჭირო, თორემ ზაფხულში, ხომ მოგეხსენებათ, გლეხი კაცი მინდვრად გადის და მღვდლებს იმდენი საქმეები აღარა აქვთ. ძრიელ ცუდი საქმე მოუვიდათ ბარალეთის საზოგადოებას. მღვდელმა გიორგი ჯინჭველაძემ აწყური ითხოვა და კიდეც გადაიყვანეს და ბარალეთი ამ ბედნიერ დღეებში უმღვდლოდ დარჩა. საზოგადოებამ სთხოვა ეგზარქოსს და ეხლა დეპეშით ნება მოუვიდათ, მღვდელს სთხოვეთ და თუ ისურვა, ისევ თქვენთან, ბარალეთში დარჩეს ამ დღესასწაულებშიო. ამ უკაცობის დროს, როცა ყველა გადატაცებ ლია მხოლოდ ეგოისტური იდეალებით, მამა გიორგი, როგორც მღვდელი და როგორც კაცი, სწორედ სამაგალითო ადამიანია. წარსულ წერილშიაც მოგახსენეთ, რომ ბარალეთი, ეს მიყრუებული, გადმოვარდნილი ადგილი, ლამის ქალაქად გადაიქცეს-მეთქი, რადგან სოფელში რამდენიმე კაცი ფხიზლობს-მეთქი. ამ გულშემატკივართა შორის მამა გიორგიც სამაგალითოდ ირჯებოდა საზოგადო და საქველმოქმედო საქმეებში. სანატრელია, რომ ახალმა მოძღვარმაც, რომელიც ბარალეთშია დანიშნული, მამა გიორგის მოქმედებით იხელმძღვანელოს, როგორც ამბობს ძველი თქმულება: „წინა კაცი უკანისა ხიდიაო“. ყველა სა- ზოგადო საქმე მშვენივრად არის ბარალეთში დაყენებული და ახლად მოსულ მღვდელს მხოლოდ დასჭირდება მხნედ განაგრძოს კეთილი საქმე საზოგადოებისა“. მამა გრიგოლი 1896 წლის 17 სექტემბერს საგვერდულით დააჯილდოვეს. 1897 წლის 13 ივნისს, რუსეთის იმპერიის პირველი საყოველთაო აღწერის დროს, გამოჩენილი ერთგულებისათვის სამკერდე ვერცხლის მედალი დაიმსახურა. 1900 წლის აღდგომას სკუფია უბოძეს. 1900 წლის 19 დეკემბერს ახალციხე-ახალქალაქის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს.
37-1 საპატრიარქოს უწყებანი N37 11-17 ნოემბერი 2010წ 23
არქიმანდრიტი გიორგი (ჯინჟველაძე) 1863-1934(გაგრძელება)
1901 წლის 15 თებერვალს ახალციხის სანთლის ქარხანაში სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. 1902 წლის 5 ივლისს საეპარქიო სამღვდელოებამ ოლქის დეპუტატად გამოირჩია. 1903 წლის 6 მაისს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა. 1904 წლის 12 მაისს მამა გრიგოლი საინგილოში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და ზაქათალის ოლქის მთავარხუცესად გადაიყვანეს. ამავე წლის 23 ივნისს კი თიანეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში განამწესეს და ფშავ-ხევსურე-თის II ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს. ამავე წლის სექტემბრიდან მღვდელი გრიგოლი თიანეთის ოლქში არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლებისა და თინეთის ორკლასიანი სამინისტრო სკოლის ზედამხედვესად დაადგინეს. 1905 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალოდა. 1907 წლის 29 მაისს გათავისუფლდა მთავარხუცესის მოვალეობიდან. 1911 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით, ხოლო 1915 წლის 15 მაისს – – წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. დიდია მამა გრიგოლის დამსახურება ერწო-თიანეთის მხარეში სწავლა-განათლების გავრცელების საქმეშიც. თავისი ენერგიული და პატიოსანი მოღვაწეობით რამდენიმე წელიწადში მან აქაც შეძლო მოსახლეობაში სინათლის შუქი შეეტანა. განსაკუთრებულად ცდილობდა, რომ უმცროსი თაობა ღირსეულად აღეზარდა, მათთვის ღვთისა და სამშობლოს სიყვარული ჩაეგონებინა. თუმცა, ამასთან, უნდა ითქვას, რომ მთის სოფლებში ძალიან რთული იყო მისი მიზნების განხორციელება. 1916 წელს მღვდელი ტრიფონ მაჭარაშვილი გაზეთ „სახალხო ფურცელში“ დიდი გულისტკივილით წერდა: „ფშავ-ხევსურეთი რომ კულტურულად ჩამორჩენილია საქართველოს სხვა ნაწილებს, ეს თითქმის ყველასათის ცხადია. მთელს ამ მხარეში არ არსებობს ერთი სკოლა. სოფელ ბარისახოში ოდესღაც ყოფილა სამინისტრო პირველდაწყებითი სასწავლებელი, სადაც დიდი ხალისით დაიარებოდნენ ფშავ-ხევსურეთის ყმაწვილები, მაგრამ 1905 წლის რევოლუციას ეს განათლების აკვანიც უმსხვერპლნია და დღეს აქაურელები მოკლებულნი არიან ამ დიდ საუნჯეს. თავისთავად ცხადია, რომ ერთადერთი ხსნა ამ კუთხისა სკოლების დაარსებაა, მაგრამ ამისთვის არავინ ზრუნავს და ეს საკითხი დღემდის უყურადღებოთაა მიტოვებული. როგორც სარწმუნო წყაროებიდან გავიგეთ, ქრისტიანობის აღმდგენელ საზოგადოებას განზრახული ჰქონია სკოლების დაარსება ფშავ-ხევსურეთში, რისთვისაც ყოფილა რამდენიმე ათასი მანეთი გადადებული. უკვდავყოფს თავის სახელს თიანეთის მაზრის სკოლების მეთვალყურე, მამა გრიგოლ ჯინჭველაძე, თუ ამ კეთილგანზრახვის სისრულეში მოყვანას დააჩქარებინებს ეპარქიალურ საბჭოს, რითაც მთელ ფშავ-ხევსურეთს სიბნელისაგან იხსნის და განახლების გზაზე დააყენებს“. 1916 წლის 2 ივნისს მღვდელ გრიგოლს ეკლესიაში ერთგული და მრავალწლიანი ნაყოფიერი სამსახურის გამო, დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1918 წლის 24 სექ- ტემბერს ალავერდელმა ეპისკოპოსმა პიროსმა (ოქროპირიძე) მამა გრიგოლი თიანეთის მაზრის I ოლქის მთავარხუცესად დანიშნა. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დეკანოზ გრიგოლს უმძიმეს პირობებში უხდებოდა ღვთისმსახურება. მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო საქართველოს მთიანეთში, სადაც იმ პერიოდში უამრავი ავაზაკი და ყაჩაღი აფარებდა თავს. ფშავსა და ხევსურეთში მოღვაწე რამდენიმე სასულიერო პირი მო- წამეობრივად აღესრულა. მიუხედავად ამისა, რასაც ხელისუფლების მხრიდან სამღვდელო პირებზე მკაცრი ზეწოლაც ემატებოდა, მამა გრიგოლი მტკიცედ იდგა დედაეკლესიის სადარაჯოზე და მრევლსაც მოუწოდებდა, ქრისტიანული სულისკვეთებით ეცხოვრა. მას ანა- ფორა არ გაუხდია და არც ღვთისმსახურება მიუტოვებია. როგორც თიანეთის ოლქის მთავარხუცესი, იგი სამღვდელოებას რჩევა-დარიგებებს აძლევდა, ანუგეშებდა მათ, პატიოსნებისა და ღვთისმსახურებისაკენ მოუწოდებდა. ამის მაგალითია ერთ-ერთი წერილი, რომელიც 1926 წელს მამა გრიგოლმა მღვდელ მიხეილ მთიბელაშვილს გაუგზავნა: „მამაო მიხეილ! მე ჯერჯერობით ისევ ვრჩები თიანეთში. მღვდელი იოანე გოგნიაშვილი გადაყენებულ იქნება ამ ორ კვირაში, აღარ შეუძლია სამსახური, რადგან ყოველდღე მთვრალია. მის ადგილზე დაინიშნა მღვდელი იროდიონ სისაური, ხოლო არტაან-ახალსოფლის შეერთებულ სამრევ- ლოს ჯერ-ჯერობით მღვდელი არ ჰყავს. როგორც ამას წინათ ამიწერეთ, შუა ფხოვის, მუქოსა და უკანა ფშავის სამრევლოთა კომლთა რიცხვი არ ყოფილა მეტი არტაანის სამრევლოზე, რომელსაც ახლა, ბაჩლელ ხევსურთა მიმატებით, 220 კომლამდე ჰყავს,
37-2 საპატრიარქოს უწყებანი N37 11-17 ნოემბერი 2010წ 24
არქიმანდრიტი გიორგი (ჯინჟველაძე) 1863-1934(დასასრული)
ხოლო თუ ახალსოფლის სამრევლოს მივამატებთ, სულ ირიცხება 482 კომლი. ოდესმე თუ ახალსოფელი ისევ გამოეყო ცალკე, მაინც აჯობებს არტაანის სამრევლო მანდაურ თქვენს დაფანტულ და დატანჯულ სამრევლოს. მე გირჩევთ, ითხოვოთ აქეთ გადმოსვლა. თხოვნაში დაასახელეთ, რომ თქვენ ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) განგამწესათ არტაანში, მაგრამ შემდეგ მიტროპოლიტმა იოანემ (მარღიშვილი) არ შეასრულა ეს ბრძანება და მღვდელი კონსტანტინე ჭარელაშვილი გაამწესა არტაანში. უფრო კარგი იქნება ჩამოხვიდეთ ჩემთან და აქ მოვაწყობ ამ საქმეს. ვიცი, რომ მანდ არ იქნებით დამშვიდებული, თითქმის ყოველ ზაფხულს მანდ თარეშობენ ყაჩაღები. იცხოვრებთ სოფელ ლიშოში, საიდანაც მისწვდებით ახალსოფელსაც. თუ ახალსოფელში მოგცეს ბინა, შეგიძლია იქაც იცხვოროთ, მაგრამ ლიშოში გირჩევნიათ, იქ საქონელსაც შეინახავთ. მოწერილობა ჩამოსვლისას გამოუცხადეთ მღვდელ თეოდორე ჟამიაშვილსა და მღვდელ მიხეილ ქისტაურს, მაგათ დამაბარეს მე, მადლობა ღმერთსა, რომ მომეცა საშვალება განთავისუფლებისა. რადგან ვიტანჯებოდი მიწერ-მოწერის გამოგზავნაზე, ძალიან უხერხული იყო ალავერდის ეპარქიისათვის ფშავ-ხევსურეთი, მცხეთიდან უფრო ადვილად მოგვივლიან. მადლობა ღმერთსა, რომ საკათოლიკოსო საბჭომ მიიღო მხედველობაში ჩვენი მოსაზრება ამ საგანზე. მოსთხოვეთ მეტრიკის ფული ქისტაურს და თან წამოიღეთ. იყავით მშვიდობით“. 1927 წლის დასაწყისში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ამბროსის (ხელაია), რომელიც კარგად იცნობდა მამა გრიგოლს და უწყოდა მისი თავდადებული მოღვაწეობის შესახებ ჯავახეთის მხარეში, განზრახული ჰქონდა მისი ბერად აღკვეცა და აწყურის ეპარქიის მღვდელმთავრად დადგინება, მაგრამ იმ დროს ქვეყანაში შექმნილმა უმძიმესმა ვითარებამ და კათოლიკოსის უეცარმა გარდაცვალებამ ეს კეთილი საქმე ჩაშალა. 1927 წლის შემოდგომაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) ლოცვა-კურთხევით, დეკანოზი გრიგოლი ბერად აღიკვეცა და სახელად გიორგი ეწოდა. 1928 წლის 4 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მღვდელ-მონაზონ გიორგის არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1934 წლის 7 დეკემბერს მცხეთა-თბილისის საე- პარქიო კანცელარიის გამგე, დეკანოზი მიხეილ ნაცვლიშვილი თიანეთის ოლქის მთავარხუცესს წერდა: „მღვდელ იროდიონ სისაურის ამა წლის ნოემბრის 20-ის მოხსენებაზე, არქიმანდრიტ გიორგის დაკრძალვის გამო, მისმა უწმინდესობამ ამა თვის 3-ს ინება შემდეგი რეზოლუცია: ქვემო თიანეთის სწმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდლად გადმომყავს ზემო თიანეთის მოძღვარი, მამა იროდიონ სისაური; ზემო თიანეთის სამრევლო მიეწეროს ქვემო თიანეთისას; თუ მედავითნე ა. თარაშვილი თანახმაა, გადავიდეს ახალსოფელ-არტაანში, შემოიტანოს განცხადება და მამა დავით მათურელის თანხმობა; მანამდე კი იგი უნდა ასრულებდეს წიგნისმკითხველობას მამა სისაურთან“. როგორც ამ წერილიდან ირკვევა, არქიმანდრიტი გიორგი 1934 წლის ნოემბრის თვეში აღესრულა. სავარაუდოდ, იგი დაბა თიანეთში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში დაასაფლავეს (ამჟამად ამ ეკლესიის ადგილას სახალხო ბანკის შენობაა).
38 საპატრიარქოს უწყებანი N38 18-24ნოემბერი 2010წ 18
,,მეფუტკრეობა ერთდროულად ხელმისაწვდენია როგორც მდიდრისთვის ისე ღარიბისთვის’’
დეკანოზი ალექსანდრე მიხეილის ძე ჯალიაშვილი 1871 წელს (საფლავზე აწერია 1873 წელი), სიღნაღის მაზრის სოფელ ფანიანში, მედავითნის ოჯახში დაიბადა. ალექსანდრე ადრეულ ასაკში დაობლდა და იგი ოჯახის ახლობელმა და ნათესავმა მღვდელმა ნიკოლოზ მაღალ- დაძემ გაზარდა. მამა ნიკოლოზი 1836 წელს კახეთში დაიბადა. იგი მთელ კახეთში, კერძოდ, ქიზიყში, ერთ-ერთ სამაგალითო და პატიოსან მოძღვრად ითვლებოდა. სასულიერო სასწავლებლის დასრულების შემდეგ, XIX ს-ის 60-იან წლების ბოლოს, მას მღვდლად დაასხეს ხელი და ქიზიყში, სოფელ ბოდბისხევის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნეს, ხოლო 1885 წელს კამილავკით დააჯილდოვეს. 1892 წელს ეპარქია- ლურმა სასწავლო კომიტეტმა მადლობა გამოუცხადა თბილისის ქალთა ეპარქიალურ სასწავლებელში წმინდა კონსტანტინესა და ელენეს ცხოვრების 100 ბროშურის უფასოდ დარიგებისათვის. 1893 წლის თებერვალში სიღნაღის მაზრის I ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვარად აირჩიეს. 1899 წლის 6 მაისს კი წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი უბოძა. მამა ნიკოლოზი 1902 წლის 22 ივნისს, სიბერის გამო, თავისი თხოვნის საფუძველზე, შტატიდან გადადგა. გარდაიცვალა 1902 წლის 28 ოქტომბერს, თბილისში. დასაფლავებულია კუკიაზე, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე. მამა ნიკოლოზმა პატარა ალექსანდრე თავდაპირველად სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მიაბარა. 1887 წელს მან თბილისის სასულიერო სემინირიაში ჩააბარა. 1891 წლის 16 ნოემბერს დაიწინდა ივლიტა გიორგის ასულ ჭაბაშვილზე. 1893 წელს ალექსანდრემ თბილისის სასულიერო სემინარია მეორე ხარისხის დიპლომით დაამთავრა და ამავე წლის 25 ივლისს ჯვარი დაიწერა ივლიტაზე. 1893 წლის 18 დეკემბერს მათ ეყოლათ ასული ელისაბედი, რომელიც სემინარიის მოწაფემ მიხეილ ბენაშვილმა მონათლა (შემდგომში დეკანოზი, 1924 წელს ანაფორა გაიხადა). ალექსანდრე 1893 წელს, გორის მაზრაში, სოფელ ვანათის ერთკლასიან სამრევლო-საეკლესიო სკოლის მას- წავლებლად განამწესეს. 1894 წლის 1 მაისს წინამძღვრი ანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში გადაიყვანეს და რუსული ენის მასწავლებლად დანიშნეს. სამ თვეში ამავე სკოლის ზედამხედველად დაადგინეს. 1894 წლის 6 ნოემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) იგი დიაკვნად აკურთხა, ხოლო მეორე დღეს — მღვდლად დაასხა ხელი და ქარელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1896 წლის 4 იანვარს მამა ალექსანდრესა და ივლიტას. შეეძინათ მეორე შვილი — მიხეილი. იგი მონათლა ვარტერ-აკოფოვმა. ამავე წლის 12 სექტემბერს გარდაეცვალათ ასული — ელისაბედი. 1897 წლის 3 აპრილს მამა ალექსანდრე სოფელ იტრიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს, მაგრამ ამავე წლის 30 მაისს, წინამძღვრიანთკარის სასწავლებლის ხელმძღვანელობის თხოვნით, დუშეთის მაზრის სოფელ ბოკონინის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში განამწესეს და აღნიშნული სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დანიშნეს. 1898 წლის 22 თებერვალს შეეძინა ვაჟი იოანე, რომელიც 17 მაისს მონათლა ცნობილმა მო- სამართლემ და საზოგადო მოღვაწემ ილია იოანეს ძე წინამძღვრიშვილმა. 1899 წლის 6 მაისს, მღვდელი ალექსანდრე, ეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის, საგვერდულით დააჯილდოვეს. 1900 წლის 20 თებერვალს გაჩნდა მესამე ვაჟი — დიმიტრი, რომელიც პელაგია კობიაშვილმა მონათლა. 1902 წლის 5 სექტემბერს მამა ალექსანდრეს სკუფია უბოძეს. 1902 წლის 16 სექტემბერს დაიბადა მეოთხე ვაჟი — ნიკოლოზი, რომელიც რევაზ გარაყანიძემ და მარიამ დიმიტრის ასულმა ბაქრაძემ მონათლეს. 1903 წლის 27 ოქტომბრიდან 1906 წლის 16 მაისამდე მამა ალექსანდრე დუშეთის სასწავლო განყოფილების საბჭოს წევრია. 1905 წლის 1 მარტს ეყოლათ მეხუთე ვაჟი — ალექსანდრე, მონათლეს 12 მაისს — დავით დავითაშვილმა და მარიამ კონტრიძემ. 1906 წლის ივნისში მამა ალექსანდრემ თბილისში, სანთლის ქარხანაში დაიწყო მუშაობა და საკონტროლო კომიტეტის წევრად აირჩიეს. ამასთან დაკავშირებით, 1906 წლის 1 სექტემბერს მან თბილისში სახლი იყიდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1907 წლის 30 აგვისტოს, როდესაც მამა ალექსანდრე ოჯახთან ერთად თბილისში მიემგზავრებოდა, სიკვდილის წინ, უკანასკნელად ნახა დიდი
38-1 საპატრიარქოს უწყებანი N38 18-24ნოემბერი 2010წ 19
,,მეფუტკრეობა ერთდროულად ხელმისაწვდენია როგორც მდიდრისთვის ისე ღარიბისთვის’’(გაგრძელება)
ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, თავადი ილია ჭავჭავაძე. აი, რას წერდა იგი შემდგომში ამ შეხვედრის შესახებ: „30 აგვისტოს სახლობა მომყავდა თბილისში. წინ შემოგვხვდა ილია ჭავჭავაძის ეტლი, რომელიც წიწამურს იქით ღელეში შეეჩერებინათ. როცა გავცდით და ცოტა გზა გავიარეთ,გავიგონეთ თოფის სროლა. მცხეთის პირდაპირ დუქნებთან შევჩერდით და იქ შევიტყეთ განსვენებულ ილია ჭავჭავაძის მოკვლის ამბავი. აქ ერთი გლეხი წამოგვეწია, გვითხრა, ილია მოჰკლესო და დაიწყო ითინი. აქვე მგზავრისაგან გავიგე, რომ მას ჩამოსვლის დროს რაღაც საეჭვო სტვენა გაეგონა იმ ადგილს ცოტა იქით, სადაც მკვლელობა მოხდა“. 7 სექტემბერს, საგურამოდან ილია ჭავჭავაძის თბილისში გადასვენების დღეს, მცხეთის წმინდა ჯვრის სახელობის მონასტრის ძირში მამა ალექსანდრე სამღვდელოებასთან და ურიცხვ მრევლთან ერთად პროცესიას გზაში შეეგება და გრძნობით აღსავსე სიტყვა წარმოსთქვა. 1909 წლის 18 სექტემბერს შეეძინათ ქალი, დაარქვეს ელისაბედი (ზიზო), 1910 წლის 12 იანვარს მონათლეს სანდრო ბალარჯიშვილმა და ნინო ჭილაშვილმა. 1911 წლის 10 აპრილს, აღდგომას, შეეძინათ კიდევ ერთი ასული — ევგენია. 1913 წლის 6 მაისს მამა ალექსანდრე კამილავკით დაჰილდოვეს. 1915 წლის 4 მარტს იგი სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაადგინეს და ამავე წელს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. 1917 წელს მას დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1917 წლის 12 მარტს (ძვ. სტ.) მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გამოცხადდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, ხოლო ამავე წლის 11-17 სექტემბერს შემდგარ პირველ საეკლესიო კრებაზე პატრიარქი აირჩიეს, შეიქმნა ახალი ეპარქიები, დადგინდა მმართველი მღვდელმთავრები და ჩამოყალიბდა საეპარქიო საბჭოები. წილკნის ეპარქიის საეპარქიო საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს დეკანოზი ალექსანდ- რე ჯალიაშვილი, რომელიც თავისი ნიჭიერებითა და პატიოსნებით, ეკლესიისადმი ერთგულებით, ყველასათვის სასურველი პიროვნება გახლდათ. დეკანოზი ალექსანდრე 1919 წლის 24 თებერვალს (ახ. სტილით 8 მარტს) ღამის 11 საათზე მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი დიდი პატივით დაასაფლავეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. მისი მეუღლე ივლიტა გარდაიცვალა 1945 წლის 22 სექტემბერს. მამა ალექსანდრე ცნობილი მეფუტკრე იყო. ამ დარგ-ში იგი ბევრს მოღვაწეობდა. შემორჩენილია მისი ჩანაწერები ფუტკრისა და თაფლის სარგებლობასა და მის სამკურნალო თვისებებზე, აი, რას წერდა იგი: „მეფუტკრეობა ერთი იმ სამეურნეო დარგთაგანია, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს ჩვენში წინმსვლელობის გზას თვალსაჩინოდ ჩამორჩენია. ამას, სხვათა შორის, მოწმობს შარშანდელი კავკასიის საიუბილეო გამოფენა, სადაც მონაწილეობას იღებდა სულ 45 მეფუტკრე და მათ რიცხვში, ვგონებ, არ შევცდები — მხოლოდ ექვსი ქართველი. ეს, რასაკვირველია, სრულებითაც არ ამტკიცებს იმას, ვითომ მთელს საქართველოში მარტო ექვსი-შვიდი ქართველი მისდევდეს ფუტკრის მოვლა-მოშენებას. კასრ-გოდრებიან საფუტკრეებს თითქმის ყოველ სოფელში შეხვდებით, მხოლოდ ეს-კი ცხადია, რომ გაუმჯობესებულის, ჩარჩოიან წესის მიმდევარნი მეფუტკრენი ძლიერ ცო- ტანი გვყვანან, თითებზედ ჩამოსათვლელნი, და ამის გამოც თვითონ მეფუტკრეობა პროგრესიულ ზრდას მოკლებულია. ბევრს ქვეყნებში, საცა ჩვენებური ბუნების ხელშემწყობ გარემოებებს მოკლებულნი არიან, დღეს მეფუტკრეობა სასურველ წარმატებამდე არის მიღწე-ული და აღიარებულია იგი მეურნეობის ერთ საუკეთესო შემოსავლიან დარგად: პატრონ-მეფუტკრეს აძლევს საჭირო ცხოვრების საღსარს და საზოგადოებასაც აწვდის ყოვლად შემრგო და სენთა მკურნებელს საზრდო-თაფლს. მეფუტკრეობა ერთნაირად ხელ-მისაწვდენია რო-გორც მდიდრისათვის, ისე ღარიბთათვის. მისთვის, როგორც მევენახეობა-მეღვინეობისა, ბაღოსნობისა და სხვა სამეურნეო დარგთათვის, მომეტებული თანხა და ხარჯი არ არის საჭირო. პირველ ხანებში საკმარისია მხოლოდ სამიოდე სკა, პატარა ადგილი საფუტკრის მოსათავსებლად და თვითონ საგნის რიგიანად შესწავლა, რომ სულ უღარიბესმა კაცმა საკმარისი (და მომეტებულიც) შეიძლება შეიძინოს, თვისი ცხოვრება ნივთიერად უზრუნველ-ჰყოს. მდიდარ მეზობლის მინდორ-ბაღები უხვად აძლევს უმამულო მეფუტკრეს სურნელოვანს თაფლს და სამაგიეროდ კიდევ მისი ფუტკრები ხელს უწყობენ მდიდრის ბაღებს განაყოფი- ერების საქმეში. აქედან ცხადია, რამდენად სარგებლიანია მეფუტკრეობა და რად აყენებენ ამ მრეწველობას წარჩინებულნი მეფუტკრენი ბევრს სამეურნეო დარგებზედ მაღლა. მაგრამ ეს არა კმარა. მეფუტკრეობა ანიჭებს კაცს არა მარტო ნივთიერ კეთილდღეობას, არამედ ჯანმრ- თელობასაც, სენთა კურნებას და გონების სიფხიზლესაც. ჩვენ ხელთა გვაქვს შესანიშნავი წერილი ი. ლიუბარსკისა, რომელიც, უჩივის რა თაფლის შევიწროებასა და განდევნას, როგორც მედიცინის, ისე შინაურ ხმარებიდგან შაქრის გაფართოებულ წარმოების წყალობით, ცხოვლად გვიხატავს თაფლის სამკურნალო თვისებას. უწინ თაფლს ისევე ხმარობდნენ, როგორც ეხლა შა-
38-2 საპატრიარქოს უწყებანი N38 18-24ნოემბერი 2010წ 20
,,მეფუტკრეობა ერთდროულად ხელმისაწვდენია როგორც მდიდრისთვის ისე ღარიბისთვის’’(დასასრული)
ქარს, მაგრამ თაფლი რომ გაცილებით სჯობია შაქარს, როგორც საჭმელი და როგორც წამალი, ეს ეჭვს გარეშეა. თაფლი არის ნაყოფი ნაზის მცენარე წვენისა და შეიცავს ისეთს ნაწილებს, რომელნიც ჩვენის სხეულის არსების საჭიროებას შეადგენენ. თაფლი შესდგება წმინდა შაქრისაგან —ყურძნისა, ლერწმისა და მწვანეულობისა, რომლებშიაც გახსნილია სხვა ნივთიერებაც, როგორც მაგალითად, ეფირის ზეთი და ჯინჭველის სიმჟავე. ამ ნივთიერებას ფუტკრები განგებ ურევენ თაფლში, რომ არ წახდეს. ჩვეულებრივი შაქარი-კი შესდგება ერთგვარი შაქრისაგან ლერწმისა და თითქმის ყოველთვის შეიცავს ნაშთს იმ ქიმიურ ნივთიერებათა, რომელთაც მექარხნეები ხმარობენ შაქრის დასაწმენდად და გარეგან მიმზიდველობის მისაცემად. ამიტომაც ხელოვნური შაქარი ძლიერ ცუდად მოქმედობს კბილებზედ და კუჭზედაც. მართალია, ძნელი მოსალოდნელია, რომ იაფფასიან შაქარს მიჩვეულმა კაცმა თავი დაანებოს და მის ნაცვლად თაფლი იხმაროს, — მით უმეტეს, რომ ბევრნი ვერ იტანენ თაფლის ძალუმ სიტკბოსა და თავისებურ გემოს, მაგრამ მის საკურნებელ თვისებისა გამო სასურველია და სამეცადინო, რომ თაფლის გავრცელების საქმეს ყველა ხელს უწყობდეს და საზოგადოებას აჩვევდეს მის ხმარებას უფრო ხშირად, ვიდრე ეხლა ხმარობს. თაფლი მეტად შემრგოა და ადვილი მოსანელებელი, თვალსაჩინოდ აცხოველებს სხეულს, აძლევს სისხლს ენერგიას, ამაგრებს ძარღვებს, ასუბუქებს და მოძრავ ჰყოფს მთელს ტანს, ახალისებს ნერვებს, აფართოებს აზროვნებას, უმშვიდებს ძილს. თაფლი კიდევ ცნობილია, როგორც გადამდებ ავადმყოფობის ამცდენი საჭმელი. ამას გვიმტკიცებს შემდეგი მოსაზრება. გამოკვლეულია, რომ მომეტებული ნაწილი გადამდებ ავადმყოფობათა, როგორნიც არიან: საოფლე, ხოლერა, ყელჭირვება, ყვავილი, სისხა და სხვა, ვრცელდება ბაქტერიებით. გა- მოკვლეულია ისიც, რომ ჩვენი სისხლის თეთრი გორველები ითვისებენ სისხლიდან თვისის განახლებისათვის არა მარტო საჭირო სითხეს, არამედ მჭიდრო სხეულებსაც, რომლებშიაც პოულობენ თვისს საზრდოს. რადგანაც თაფლი ასე საუცხოვოდ მოქმედობს კაცის სისხლზედ, სასურველია, თაფლი ბავშვების მუდმივ და ჩვეულებრივ საჭმელად გახდეს. მაშინ ბავშვნი გაცილებით უფრო ჯანმრთელნი და მაგარის აგებულებისანი გაიზრდებიან. გარდა ამისა, მრავალგვარი გადამდები ჭირიც, ეს ბავშვების ხშირი სტუმარი, მათთვის საშიში აღარ იქნება“.
39 საპატრიარქოს უწყებანი N39 25ნოემბერი-1დეკემბერი 2010წ 18
მღვდელი მიხეილ გავაშელიშვილი 1855-1912
მღვდელი მიხეილ თეოდორეს ძე გავაშელიშვილი 1855 წელს, რაჭის სოფელ ღებში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. ოჯახში პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ, მამამ იგი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, რომელიც მიხეილმა წარჩინებით დაასრულა. ცოდნის გაღრმავების მიზნით მან სწავლა თბილისში, იმპერატორ ალექსანდრე II-ის სახელობის ვაჟთა სამასწავლებლო სკოლაში გააგრძელა. 1879 წელს მიხეილი დაქორწინდა ქუთაისში მცხოვრებ მინადორა ბაბად-ოღლიზე, (აქვე, მოკლედ ვისაუბრებთ მინადორას წარმომავლობის შესახებ. მამა მიხეილის შთამომავლების გადმოცემით, ეს პატარა გვარი ქ. ქუთაისში XVI-XVII საუკუნი-დან დასახლებულა, მიუღიათ ქრისტიანობა და გაქართველებულან, თუმცა თავისი ძველი გვარი არ შეუცვლიათ. მამა მიხეილმა იგი ქუთაისში სწავლის დროს გაიცნო და თავისი ცხოვრებაც მას დაუკავშირა) რომელმაც მას სამი შვილი გაუჩინა: გიორგი, ვლადიმერი და მარიამი. 1881 წლის 29 აგვისტოს ქუთაისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძარში იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მიხეილი დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 6 სექტემბერს მღვდლად დაასხა ხელი და მშობლიურ კუთხეში, ღების მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1889 წელს მამა მიხეილი იმერეთის საეპარქიო მმართველობის, რაჭის განყოფილების წევრად აირჩიეს და ამავე წლის 20 ოქტომბერს საგვერდულით დააჯილდოვეს. 1890 წლის 19 დეკემბერს, მეუფე გაბრიელის ლოცვა-კურთხევით, იგი ონის მაზრაში არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველად დაინიშნა. მამა მიხეილის ზედამხედველობის პერიოდში, მისი გულმოდგინე შრომისა და მეცადინეობის შედეგად, რაჭის მაზრის მრავალ სოფელს მოეფინა სწავლა-განათლების შუქი. ამ ხნის განმავლობაში ხუთამდე ახალი სამრევლო-საეკლესიო სკოლა გაიხსნა: კუდაროში, ძეგლევში, ფუტიეთში, შავრასა და ხონჭიორში. როგორც კი სადმე გაჭირდებოდა საქმე, მამა მიხეილი მაშინვე იქ გაჩნდებოდა და საქმის ვითარებას გულდასმით სწავლობდა. 1891 წლის დასაწყისში სოფელ კუდაროს სკოლის გამგის, მღვდელ ექვთიმე მაისურაძის თანაშემწის, მასწავლებელ ვასილ ტიმოთეს ძე იაშვილის (შემდგომში სომიწოს ეკლესიის მღვდელი, დახვ-რიტეს 1937 წელს) საჩივარი შემოვიდა. მან განაცხადა: რამდენიმე თვეა უქმად ვზივარ, რადგან ოსები სკოლაში ბავშვებს აღარ აგზავნიანო. ადგილზე საქმის გამოსარკვევად მამა მიხეილი ონის ოლქის მთავარხუცეს, დეკანოზ ალექსი გიორგობიანთან ერთად გაემგზავრა. დეკანოზმა ალექსიმ ოსებს ჰკითხა: „მე გავიგე, ვითომც თქვენ სკოლაში ბავშვებს აღარ გზავნით. ძლიერ ვსწუხვარ, რომ წიხლი გიკრავსთ ბედნიერებისათვის. თქვენი შვილებისათვის იმდენათ საჭი--როა სწავლა, რამდენათაც ცოდვილთათვის ცხონება. ამას წინათ ყოვლადსამღვდელო გაბრიელი აღტაცებული დარჩა ამ სკოლაში ნასწავლი თქვენი პაწია ბალღების ცოდნით. თუ გახსოვთ, ლოცვა-კურთხევასთან ერთად მათმა მეუფებამ მადლობაც გიძღვნათ, რომ თქვენ თქვენს შვილებს პირჯვრის გამოსახვა, ლოცვების წარმოთქმა და მცირე წერა-კითხვა შეასწავლეთ. დღეს რაღა პასუხს აძლევთ ან ღმერთს ან მეუფეს, რომ შვილების აღზრდაზე ხელი აგიღიათ და შესულხართ ცოდვაში, თუ ამ კეთილ საქმეს მეტი სიცოცხლე.არ ელოდა თქვენში, რისთვის-გასწიეთ შრომა, რისთვის ააგეთ სკოლის შენობა?“ როგორც საბოლოოდ დადგინდა, მღვდელი და მაწავლებელი ხშირად არ იმყოფებოდნენ თავიანთ ადგილზე და გაკვეთილებიც ამიტომ ცდებოდა. თუმცა ბოლომდე ვერც მათ დაადანაშაულებდი. კუდაროს ხე-ობაში 15-მდე პატარა სოფელი იყო მიმოფანტული (დაახლოებით 250 კომლი), რომელთაც მხოლოდ ერთი მღვდელი ემსახურებოდა და ისიც ყოველდღიურად ფრიად დატვირთული იყო საეკლესიო წესების აღსრულებით. რაც შეეხება სკოლის მასწავლებელს, იგი სხვა სოფლიდან მოდიოდა, თანაც ცოლ-შვილიანი გახლდათ და უჭირდა, წლიდან-წლამდე უსასყიდლოდ ემსა-ხურა სკოლისათვის. მამა მიხეილმა გამოთქვა აზრი, რომ აქაურ მღვდელს მედავითნედ დაენიშნა ისეთი პირი, რომელსაც ოთხი კლასი ექნებოდა დამთავრებული, ჯამაგირს გადაუხდიდნენ 12 თუმანს, კიდევ თორმეტ თუმნამდე სხვა შემოსავალიც მიეცემოდა და ამგ-ვარად, იგი შეძლებდა „გვარიანად“ ეცხოვრა და „სკოლის საქმეც რიგიანად წაეყვანა“. 1893 წლის აღდგომას მამა მიხეილს ერთგული სამსახურისათვის სკუფია უბოძეს. 1897 წელს მან აქტიუ-
39-1 საპატრიარქოს უწყებანი N39 25ნოემბერი-1დეკემბერი 2010წ 19
მღვდელი მიხეილ გავაშელიშვილი 1855-1912 (გაგრძელება)
-რი მონაწილეობა მიიღო რუსეთის იმპერიაში ჩატარებულ პირველ საყოველთაო აღწერაში და ამასთან დაკავშირებით იმავე წლის 13 ივნისს სამკერდე ვერცხლისფერი მედალი ეწყალობა. 1898 წლის 6 ივნისს კამილავკით, ხოლო 1903 წლის 15 მაისს — სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოვეს. მამა მიხეილი აქტიურად თანამშრომლობდა იმჟამად გამომავალ ჟურნალ-გაზეთებთან. მრავალი საინტერესო ისტორიულ-ხალხური, დამრიგებლური, პედაგოგიური ხასიათის მასალა გამოაქვეყნა მან გაზეთ „ივერიაში“ და სასულიერო ჟურნალ „მწყემსში“. ამ გაზეთებში ასევე შეხვდებით სტატიებს მთის რაჭაში მისი მოღვაწეობის შესახებ. 1901 წელს გაზეთ „ივერიაში“ ვინმე ოქროპირ ობჟანიძე მამა მიხეილის შესახებ წერდა: „სოფელი ღები თავისი გარეგანის შეხედულობით მშვენიერ სურათს წარმოადგენს: ორ-სამსართულიანი ძველი ქვითკირის შენობები, შიგადაშიგ მაღალმაღალი ექვს-შვიდსართულიანი კოშკები, დიდი გუმბათიანი ქვითკირის ეკლესია, ქვითკირისავე სამრეკლო-გალავნით. აქ ნიადაგი მეტად მწირი და უმოსავლოა, რის გამოც ხალხის უმეტესობა უფრო ვაჭრობას მისდევს. მართალია, ბარის სოფლებთან შედარებით სწავლა განათლების მხრივ ეს სოფელი დაქვეითებულია, მაგრამ სამაგიეროდ, რაჭის მთის სოფლებში პირველ სოფლად ითვლება. სხვა მთის სოფლებში, მაგალითად: ჭიორაში, გლოლაში და უწერაში არსად არავითარი სკოლის ჭაჭანება არ არის და ღებში კი კარგა ხანია ერთკლასიანი სამინისტრო სკოლა არსებობს, სადაც ყოველ წლობით ასამდე მოსწავლე ბავშვი იყრის თავსა. ღებელებმა ამ ბოლო დროს ისე შეიგნეს სკოლის სარგებლობა, რომ იმედია მოკლე ხანში აქ ორკლასიანი სკოლაც დაარსდეს. პირველივე კვირიაკე დიდ-მარხვისა ღებელებმაც ლოცვითა, სინანულითა და აღსარებით გაატარეს. მიუხედავად ცუდი ამინდებისა, ხალხი ბლომად დადიოდა ეკლესიაში, ეზიარა 600-მდე სული, ზიარების შემდეგ მღვდელმა მიხეილ გავაშელიშვილმა გრძნობით სავსე სიტყვა წარმოსთქვა, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება იქონია მსმენელებზე და აღძრა მათ გულში წრფელი სურვილი კეთილ შეწირულებისადმი. მოძღვარმა თავისი სიტყვა ასე დაამთავრა: „სულიერნო შვილნო! დიდად მოხარული ვარ, რომ დღეს ამოდენა ხალხმა მიიღეთ წმიდა საიდუმლო ზიარებისა, იმედი მაქვს, არ გამაწბილებთ და ამ სიხარულთან ერთად თქვენს მოძღვარს შემდე- გის თხოვნის აღსრულებითაც გამახარებთ. აწინდელი წმიდა ჭურჭელი, რომლიდგანაც თქვენ წმიდა ზიარება მიიღეთ ძლიერ პატარაა ამოდენა ხალხის დასაკმაყოფილებლად, რადგანაც ყოველს ამ დროს ამოდენა ხალხი იკრიბება და ხან კიდევ მეტიც, საჭიროა უფრო დიდი ბარძიმი. გთხოვთ, თქვენის სულის საოხად და თქვენთა ძეთა და ასულთა სადღეგრძელოდ, შეძლებისდაგვარად გაიღოთ წვლილი ამა წმიდა ბარძიმის მოსაპოვებლად“. ამის თქმა და აღსრულება ერთი იყო: ვინ 11 მანეთი შემოსწირა, ვინ 10, ვინ 7, ვინ 5 და სხვა და ამნაირად ამ დღესვე სიით შეიკრიბა 109 მანეთი და ბევრმა კიდევ შემდეგისათვის აღუთქვა მოძღვარს შეწი- რულების მიტანა. ეჭვი არ არის, მალე 15 თუმნამდის შეიკრიბება, რითაც ეკლესია საჭირო ნივთს მოიპოვებს“. კიდევ რამდენიმე წელი ღირსეულად ატარა მღვდლობის მძიმე, მაგრამ ტკბილი უღელი მამა მიხეილმა და ღებელთა უდიდესი სიყვარული და მოწიწება დაიმსახურა. სოფელში მცხოვრები ძველი თაობის ხალხის გადმოცემით, იგი ყოფილა კაცთმოყვარე, ცოდვა-მადლის გამკითხავი, სამართლიანი, უბიწო და ღრმად განათლებული მოძღვარი. სამწუხაროა, რომ იგი ადრეულ ასაკში გავიდა ამ სოფლიდან.1912 წელს გაზეთი „სახალხო გაზეთი“ თავის ერთ-ერთ ნომერში მოკლედ წერდა: „მარტის 24-ს ქუთაისში ცივ სამარეს მიაბარეს მღვდელი მიხეილ გავაშელიშვილი. განსვენებული თანამშრომლობდა გაზეთ „ივერიაში“ „მიხაკო ღებელის“ და „რივნის თაველის“ ფსევდონიმებით“. შემორჩენილია მამა მიხეილის რამდენიმე ქადაგება, ერთ-ერთ მათგანი 1894 წელს წარმოთქვა და მასში მაზიარებელთა შესახებ საუბრობს: „შიშითა ღვთისათა და სარწმუნოებით მოვედით“. სულიერნო შვილნო და საყვარელნო მოწაფენო! ღვთის შეწევნით თქვენ ყველანი უკვე მომზადებულნი ხართ წმინდა საიდუმლო ზიარების მისაღებად. მოვედით შიშით და ძრწოლით, მოვედით მტკიცე სარწმუნოებით, რამეთუ ესე არს თვით უხრწნელი ხორცი ქრისტესი და ესე არს თვით პატიოსანი სისხლი მისი. არა პური და ღვინო გეძლევისთ თქვენ ამჟამად საჭმელად, არამედ ნამდვილი ხორცი და სისხლი ქრისტესი, როემლიც არის დამწველი ცეცხლი უღირსთა. იცოდეთ, რომ ჩვენ ყოველნი ვართ უღირსნი და უძლურნი წინაშე ღვთისა, გარნა ვხდებით ღირსნი წმიდა საიდუმლო ზიარებისა განუსაზღვრელითა და აღურაცხელითა მოწყალებითა ღვთისათა. ვინაიდგან წმიდა ზიარება ცეცხლი არს უღირსთა შემწველი, ამისათვის ნურავინ იკადრებთ,
39-2 საპატრიარქოს უწყებანი N39 25ნოემბერი-1დეკემბერი 2010წ 20
მღვდელი მიხეილ გავაშელიშვილი 1855-1912 (დასასრული)
ძმანო, კადნიერებით მისწრაფებას წმინდა ბარძიმისაკენ, რათა არა სასჯელად, გინა დასასჯელად გექმნას თქვენ საიდუმლო ესე. დღეს აქ ამ ქრისტეს სერობაზე, ჩვენ ყოველნი უნდა ვიყვნეთ სიმდაბლით და გულწრფელის მონანიებით. თაყვანი ვსცეთ წმინდასა საიდუმლოსა, ვითარცა თვით ღმერთსა; უკანასკნელად შევსტიროთ ცოდვათა მოტევები- სათვის და კრძალვით შევეხნეთ წმიდასა ბარძიმსა, ვითარცა იესო ქრისტეს გვერდსა, საიდამაც გარდამოხდა სისხლი და წყალი. ზიარების შემდეგ ვყოთ თაყვანისცემა წინაშე მაცხოვრის ხა-ტისა და შევსწიროთ მას მადლობა დიდისა მისისა მოწყალებისათვის. ამიერიდგან იყოს განუშორებელი ჩვენის გულიდამ ის აზრი, რომ ჩვენთანა არს ქრისტე: მას ვილოცავდეთ, მას ვადიდებდეთ და მასთან გვქონდეს საუბარი, ვითარცა ღვთის მიმღებთ. ეს დღე შერაცხეთ ერთადერთ თქვენს დიდებად, ერთადერთ თქვენს ბედნიერებად და სასიხარულო დღესასწაულად. მიხვიდეთ რა თავიანთ სახლებში, ეცადეთ, ძმანო, არ შებღალოთ თქვენს შორის დამკვიდრებული სიწმინდე. დღეს ღვთის მიმღებთ, საღამოზე არ განაგდოთ იგი — თქვენის უძღებებით, უზომო სმით და უმართებულო ლაპარაკით, ვინაიდგან ენა და პირი თქვენი განსწმინდა იესოს სისხლმა და ხორცმა. ერიდეთ ყოველგვარ საცდუროვანებას, რათა არა დაჰკარგოთ ნაყოფი წმინდა ზიარებისა. იქონიეთ მსჯელობა კეთილ საქმეებზე, წარმოიდგენდეთ დიდსა მოწყალებასა ღვთისასა და უღირსებასა თქვენსა, დღევანდელი თქვენი სიხარულის მონაწილედ გახადეთ უბადრუკნიც, ეცით საზრდელი მშიერთა და ხელი შემწეობისა მიაწოდეთ გაჭირვებულთა ქვრივთა და ობოლთა. აჰა, მოვალს თქვენდა ყოვლისმპყრობელი უფალი თქვენი დამბადებელი და მაცხოვარი თავისი მადლით, თქვენ განსაკურნებლად, განსაძლიერებლად და განსანათლებლად. ეცით თაყვანი საშინელთა ქრისტეს საიდუმლოთა და სთქვით: „მრწამს უფალო და აღვიარებ, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად ქრისტე ძე ღვთისა ცხოველისა, მოსრული სოფლად ცოდვილთა ცხოვნებად, რომელთაგან პირველი მე ვარ. კვალად მრწამს, რამეთუ ესე არს თვით უხრწნელი ხორცი შენი, და ესე არს თვით პატიოსანი სისხლი შენი. შენ უკვე გევედრები, შემიწყალე მე, შემინდევ შეცოდებანი ჩემნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, სიტყვით და საქმით, ცნობით და უმეცრებით. და ღირს მყავ მე დაუსჯელად ზიარებად უხრწნელთა საიდუმლოთა შენთა, მოსატევებელად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ, ამინ“.
40 საპატრიარქოს უწყებანი N40 2-8 დეკემბერი 2010წ 18
დეკანოზი იოსებ კიკაჩეიშვილი 1838-1812
დეკანოზი იოსებ სტეფანეს ძე კიკაჩეიშვილი 1838 წლის 10 იანვარს, იმერეთის სოფელ ჯიხაიშში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. წარმოშობით აზნაურთა წოდებას ეკუთვნოდა. 1850 წლის სექტემბერში თორმეტი წლის იოსები მამამ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, სადაც იგი ერთ-ერთ უნიჭიერეს მოწაფედ ითვლებოდა და კარგ მომავალსაც უწინას- წარმეტყველებდნენ. 1857 წელს მან სასწავლებელი პირველი ხარისხის დიპლომით დაამ-თავრა და სასულიერო მთავრობა, როგორც საუკეთესო მოსწავლეს, საკუთარი ხარჯებით თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის გასაგრძელებლად აგზავნიდა, მაგრამ მამამ ნება არ დართო და იმერეთის ეპისკოპოსის გერმანეს (გოგოლაშვილი) ლოცვა-კურთხევით, 1858 წლის 28 მარტს მშობლიურ სოფელში, ჯიხაიშის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. აქ იგი დიდხანს ვერ გაჩერდა, რადგან მის მკვირცხლ ბუნებას სწავლა და განათლება სწყუროდა და სასულიერო მთავრობას სთხოვა, ქუთაისის საკათედრო ტაძარში მედავითნედ გადაეყვანათ. შემდგომში იგი ხშირად ამბობდა გულდაწყვეტით: „რა ბედნიერი ვიქნებოდი, რომ საშვალო სწავლა მაინც მიმეღოო“. 1861 წლის 1 სექტემბერს მისი თხოვნა დააკმაყოფილეს და იოსები ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში (1871 წლის 17 იანვრამდე, კურთხევის დღემდე, ქუთაისში საკათედრო ტაძრად ითვლებოდა ბაგრატის ტაძარზე მიშენებული ეკლესია) მედავითნის ადგილზე დაადგინეს. 1862 წლის 12 ნოემბერს ამავე ეკლესიაში კერძო დიაკვნის ადგილზე განამწესეს. ამავე პერიოდში იოსები დაოჯახდა. მისი მეუღლე გახლდათ ევა გიორგის ასული, რომელმაც ცხრა შვილი გაუზარდა სამშობლოს: ნადეჟდა — გათხოვილი გერმანე იოანეს ძე დევიძეზე; ნეონილა — გათხოვილი ნიკო ოქროპირის ძე ფხაკაძეზე; ავტონომი — დაბადებული 1878 წელს, მუშაობდა ქუთაისში, პროვიზორის თანაშემწედ; სოფიო — დაბადებული 1880 წელს; კონსტან- ტინე — დაბადებული 1882 წელს, დაამთავრა შვეიცარიის უნივერსიტეტი: ალექსანდრე დაბადებული 18 წელს; ვარლაამი — დაბადებული 1886 წელს, მუშაობდა მასწავლებლად სამ- რევლო-საეკლესიო სკოლაში; ილია დაბადებული 1890 წელს, დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზია; მიხეილი — დაბადებული 1891 წელს, დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზია. 1864 წლის 18 აპრილს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) იგი დიაკვნად აკურთხა და ძველ ადგილზე დატოვა. მეუფე გაბრიელის ლოცვა-კურთხევით, 1864 წლის 1 ნოემბერს დიაკონი იოსები ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მაღალ კლასებში ქართული გალობის, ტიბიკონისა და საეკლესიო წიგნების კითხვის მასწავლებლად დაინიშნა. 1868 წლის 1 აგვისტოს ქუთაისის ახალი სასულიერო სასწავლებლის შენობის აგების კომიტეტი შეიქმნა და მამა იოსები მის წევრად აირჩიეს. 1868 წლის 1 იანვარს საკათედრო ტაძარში მესამე დიაკვნის ადგილზე დაადგინეს. 1869 წლის 9 მაისს ეპისკოპოსმა გაბრიელმა მღვდლად დაასხა ხელი და ჩხარის წმინდა გიორგის სა-
40-1 საპატრიარქოს უწყებანი N40 2-8 დეკემბერი 2010წ 19
დეკანოზი იოსებ კიკაჩეიშვილი 1838-1812 (გაგრძელება)
ხელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1869 წლის 3 ივნისს ჩხარისა და სიმონეთის ოლქების მთავარხუცესად აირჩიეს. 1870 წლის 11 ივნისიდან იმერეთის ეპარქიის სამთავარხუცესო ოლქებში კეთილმოწესეთა გამანაწილებელი კომისიის წევრია. 1870 წლის 1 ნოემბერს გათავისუფლდა მთავარხუცესის თანამდებობიდან. 1871 წლის 3 იანვარს ქუთაისის ციხის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1872 წლის 7 მარტიდან იმერეთის ეპარქიის სარევიზიო ომიტეტის წევრია. 1872 წლის 11 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1874 წლის 24 სექტემბერს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში გადაიყვანეს და სასწავლებლის სამმართველოს წევრად აირჩიეს 3 წლის ვადით. 1876 წლის 28 ივნისს ჩუნეშის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1877 წლის 11 ნოემბერს მამა იოსები ქუთაისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაიყვანეს და მესამე მღვდლის ადგილზე დაადგინეს. 1877 წლის 26 ნოემბერს, სამღვდელოების მხრიდან, სამი წლის ვადით აირჩიეს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად და, ამავდროულად, საკათედრო ტაძრის კანდელაკად დანიშნეს. 1879 წელს იმერეთის ეპარქიის სამღვდელოების შეკრებაზე დამსწრე დეპუტატად გამოირჩიეს. 1879 წლის 17ნოემბერს კიდევ სამი წლის ვადით აირჩიეს სამეთვალლობა. 1881 წლის 24 თებერვლიდან იმერეთის ეპარქიის სამზრუნველოს წევრია. 1883 წლის 17 მაისს იმერეთის ეპარქიის სასულიერო ხაზინაში ხაზინადრად დაადგინეს. 1883 წლის 26 სექტემბერს დროებით დაევალა წინამძღვრის მოვალეობის შესრულება ქუთაისის საკათედრო ტაძარში. 1883 წლის 7 მაისს ქუთაისის ეკლესიების მთავარხუცესად აირჩიეს. 1884 წლის 15 მაისს სამ- კერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1885 წლის 30 ივნისს იმერეთის ეპარქიის სამზრუნველოს ხაზინადრად დაადგინეს, რომელსაც 1898 წლამდე ასრულებდა. 1884 წლის 19 აპრილს მეუფე გაბრიელმა იმერეთის ეპარქიის სანთლის ქარხნის მმართველობა ჩააბარა. 1889 წლის 26 აპრილს დეკანოზის წოდება მიენიჭა. ამავე წლის 18 მაისს გადადგა ქალაქის ეკლესიების მთავარხუცესის თანამდებობიდან. 1890 წლის აღდგომას წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1891 წლის 17 აგვისტოს ქუთაისის ეკლესიების სამღვდელოების სულიერ მოძღვრად დაამტკიცეს. 1891 წლის 27 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა მამა იოსებს სანთლის ქარხანაში სინდისიერი და მუყაითი სამსახურის გამო მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. ამავე წლის 28 სექტემბერს აირჩიეს კომისიის წევრად, რომელიც მთელი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე მყოფი გაჭირვებულების სასარგებლოდ შემოწირულობას აგროვებდა. 1893 წლის 15 მაისს წმინდა ანას II ხარისხის, ხოლო 1899 წელს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1905 წლის 15 მაისს წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1910 წლის 10 სექტემბერს გადადგა სამზრუნველოს წევრობიდან. 1912 წლის მაისში მძიმე ავადმყოფობის გამო სამსახურს თავი დაანება. დეკანოზი იოსები, ნახევარი წლის მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 17 აგვისტოს ქ. ქუთაისში გარდაიცვალა. ამასთან დაკავშირებით, ცნობილი დეკანოზი ივლიანე აბესაძე გაზეთ „კოლხიდასა“ და ჟურნალ „შინაური საქმეების“ ფურცლებზე მისი მოღვაწეობის შესახებ წერდა: „განსვენებული მეტად გულკეთილი, პატიოსანი, პირადი და უანგარო კაცი იყო როგორც სულიერი მოძღვარი იგი აღჭურვილი იყო მტკიცე სარწმუნოებით, უეჭვო სასოებით და წრფელი სიყვარულით. თუმცა არა თუ მაღალი სწავლა, საშუალო განათლებაც არ ჰქონდა მიღებული, მარამ თვითგანვითარებით და მუყაითი შრომით გაიწვრთნა თავი თვისი. ამიტომაც სასულიერო მთავრობა და, განსაკუთრებით, ჩვენი სასიქადულო ეპისკოპოსი გაბრიელიც, დიდად აფასებდნენ მის მტკიცე ხასიათსა და პრაქტიკულ გამოცდილებას.თითქმის მთელი ქუთაისის სამწყსოს მესამედი მასთან აღიარებდა აღსარებას. განსაკუთრებით შესანიშნავი და სანატრელია მისი მოძღვართმოძღვრული სამსახური. ყველას შესაფერ დარიგებას აძლევდა, შეცთომილთ მონანიების გზაზე აყენებდა და თან სიყვარულსა და მამობრივ მზურნველობას არავის აკლებდა. ამნაირად დიდი პატივისცემა ჰქონდა დამსახურებული მთელ სამღვდელოებაში. ამასთანავე საკურთხ პირებსაც, როგორც მოძღვართმოძღვარი, ის აფიცებდა ხელდასხმის წინ და უნდა თვით განგეცადათ, ან მოწმე ყოფილიყავით მისი დარიგებისა, რომ ნამდვილ დაგეფასებინათ მისი მწყემსური დარიგება წინამდებარე ეკლიან გზაზე უშიშრად და უვნებლად მოღვაწეობის შესახებ. განისვენა 75 წლის მოხუცმა ღირსეულმა მწყემსმა და შეუძლია წარსდგეს მწყემსთა მთავრი ქრისტეს წინაშე და კადნიერად სთქვას: „სრბა აღმისრულებიეს, მოღვაწეობა მომიღვაწებიეს, სჯული დამიმარხავს და აწ მოველი გვირგვინსა სიმართლისასა“.ძვირფასო მოძღვარო! მოგვიტევე, თუ ჩვენ — შენი მოწაფენი, ღირსეულად ვერ გემსახურეთ და ვერ შეგიმსუბუქეთ შენი ხორციელი უკანასკნელი წვალება. მშვიდობით, კეთილო მოძღვარო! განისვენე იქ, სადაცა მართალნი დაემკვიდრებიან“.
40-2 საპატრიარქოს უწყებანი N40 2-8 დეკემბერი 2010წ 20
დეკანოზი იოსებ კიკაჩეიშვილი 1838-1812 (დასასრული)
დეკანოზ იოსების ცხედარი ქუთაისის საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული. მთელი სამღვდელოება ეთხოვებოდა პატიოსან მოძღვარს. 23 აგვისტოს,დასაფლავების დღეს, მოკლე, მაგრამ მგრძნობიარე სიტყვა წარმოთქვა საკათედრო ტაძრის მთავარდიაკონმა ისიდორე სვანიძემ: „ყოველნი მხედავთ მე წინაშე თქვენსა უხმოდ და უსულოდ მდებარესა, სტიროდეთ ჩემთვის, ძმანო და მეგობარნო, მოყვასნო და მეცნიერნო. ცხედრის და მიცვალებულის დანახვაზე არ შეიძლება კაცი არ შეწუხდეს და გულგრილად უყუროს, ვინც არ უნდა იყოს კუბოში, თუგინდ, ძლიერ მოხუცებულიც. მწუხარება მონათესავეთა ამ შემთხვევაში აწუხებს გარეშე პირთაც. დღეს კი შენი ცხედრის დანახვაზე, მამაო დეკანოზო იოსებ, გამოუთქმელ მწუხარებას ვგრძნობთ არა როგორც გარეშე მაყურებელნი, არამედ როგორც თვით ჭი-რისუფალნი შენი დაკარგვისა. შენი ოჯახობის და მონათესავეთა მწუხარება ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, რადგან მათ მწუხარებას გარდაემატა ჩვენი მწუხარება, ვინაიდგან იყავით ჩვენი წინდახედული მოძღვარი, მშვიდი სულით, გულკეთილი, ყველასათვის მისაბაძავი, აღმასრულებელი ღვთის მცნებათა, სიმართლის მექონე და მოყვარული ყოველთა. იყავი მოძღვართმოძღვარი, შეიყვარე შენი მოწაფენი, როგორც შვილნი, აგრეთვე მათ უყვარდით, — როგორც მამა. დღეს კარგავენ შენი სულიერნი მოწაფენი შენისთანა ღვთისნიერ მამას. ნიშნად ღრმა პატივისცემისა და სიყვარულისა, ჩვენ, შენი თანაძმანი, სობოროს კრებული, ვევედრებით ლოცვათა შინა ჩვენთა იესო მაცხოვარს, რომელსაც შენი ბაგენი აქებდნენ და ადიდებდნენ, გიძღოდეს წინაშე ღვთისა მამისა, რათა ზეციერმა მამამ განგისვენოს სავანესა თვისსა, ხოლო ჩვენს გულში არ გამქრალიყოს მოძღვრებით შენ მიერ შთანერგული მტკიცე სარწმუნოება ღვთისა და სიყვარული მოყვსისა, და მასთან შენი სახელის ხსენებაც“.
41 საპატრიარქოს უწყებანი N41 9-15 დეკემბერი 2010წ 18
მიტროპოლიტი სვიმონი (ჭელიძე) 1875-1935
მიტროპოლიტი სვიმონი, ერისკაცობაში სიმონ ჭელიძე, 1875 წელს, რაჭის მაზრის სოფელ ბუგეულში, მღვდელ სპირიდონ იოსების ძე ჭელიძისა და კესარია ექვთიმეს ასულის ოჯახში დაიბადა. მამამისი, მღვდელი სპირიდონი, 1889-1904 წლებში სოფელ ღვარდიის მაცხოვრის ეკლესიაში, ხოლო 1904 წლიდან საკეციის მაცხოვრის ეკლესიაში მსახურობდა. მამის ლოცვა-კურთხევით სიმონი პატარაობიდანვე ჩაება საეკლესიო ცხოვრებაში. სწავლობდა ბუგეულის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში, ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1893 წელს სიმონმა თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, მაგრამ ამავე წლიდან სტავროპოლის სასულიე-რო სემინარიაში განაგრძო სწავლა. 1897 წელს მან აღნიშნული სემინარია მეორე ხარისხის დიპლომით დაამთავრა. სიმონი იმავე წელს დაბრუნდა სამშობლოში და იქორწინა სოფიო ყარამანის ასულზე. მათ ოთხი შვილი გაუზარდეს ქვეყანას: აკაკი და აბიბოსი (ტყუპები), პეტრე და თამარი. 1898 წლის 18 ივნისს იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) სიმონი დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 21 ივნისს მღვდლად დაასხა ხელი და რაჭაში, ქვემო კრიხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1898-1905 წლებში იმერეთის ეპარქიის სამღვდელოების ყრილობაზე დასასწრებ დეპუტატად გამოირჩიეს. ამავე წელს ბუგეულის ორკლასიან სამინისტრო სკოლაში მუდმივ მეთვალყურედ დაინიშნა. 1899 წლის 15 დეკემბერს მეუფე ბესარიონმა საკეციის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანა. 1900 წლის 13 ივნისს რაჭის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ და სადმელის ოლქის კეთილმოწესედ აირჩიეს. 1904 წლიდან ბუგეულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლსიის წინამძღვრად დაინიშნა და ამავე წელს საგვერდულით დააჯილდოვეს. 1909 წლის აღდგომას სკუფია უბოძეს, ხოლო 1913 წლის 6 მაისს კამილავკა. 1912 წლის ივლის-აგვისტობი ყველასათვის საყვარელმა და დაუვიწყარმა ქართველმა პოეტმა და მწერალმა აკაკი წერეთელმა იმოგზაურა რაჭა-ლეჩხუმში. ამ საინტე-რესო მოგზაურობასთან დაკავშირებით შემორჩენილია უხმო დოკუმენური კინოფილმი, ასევე ჩანაწერები, სადაც აღწერილია ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა. 23 ივლისს სოფელ წესში, ბარაკონზე თავად შამადავლე ასლანის ძე ერისთავის ეზოში გაიშალა დიდი სუფრა, რომელსაც 300-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. სუფრაზე თამადად აირჩიეს მთავარხუცესი, მღვდელი სიმონ ჭელიძე. ჩვეულებისამებრ, მან ჯერ დაილოცა, ადღეგრძელა ქართველი ერი, შემდეგ აიღო ყანწი, გაავსო ღვინით და მიმართა მგოსანს: „ბატონო აკაკი! შენი ცხოვრების წარსული და აწმყო მოქმედება მაძლევს მიზეზს გონების თვალით გადავხედო იმ დროს, როდესაც მაცხოვარი შეხვდა გალილეის ტბაზე მებადურ ებრაელებს და აირჩია მათგან მოციქულები. მა-
41-1საპატრიარქოს უწყებანი N41 9-15 დეკემბერი 2010წ 19
მიტროპოლიტი სვიმონი (ჭელიძე) 1875-1935 (გაგრძელება)
-ღალი სწავლა ქრისტიანობისა მოციქულებად მოითხოვდა ისეთ პირებს, რომელთაც უნდა უარეყოთ ყოველივე სოფლიური და მთელი არსებით შესდგომოდნენ ქრისტეს სახარების გავრცელების და განმტკიცების საქმეს; და აკი მაცხოვარმაც ამ სიტყვებით მიმართა ახლად არჩეულ მოციქულებს: „რომელსა უყვარდეს მამა ანუ დედა უფროს ჩემსა, არა არს იგი ჩემ- და ღირს; და რომელსა უყვარდეს ძე ანუ ასული უფროს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს; და რომელმან არა აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს“. მოციქულებმა ზედმიწევნით შეასრულეს წინადადება ღვთაებრივის მასწავლებლისა. როდესაც შენ, ჩვენო ძვირფასო მოჭირნახულევ, წამოიზარდე, და შეიძელი საღი გონების თვალით გემ- ზირნა ქვეყნისათვის, შენმა ქვეყნიურმა მაცხოვარმა ძვირფასმა სამშობლომ თითქო მოგმართა მაცხოვრის აღნიშნული სიტყვებით, რომ მისი სიყვარულისათვის ყოველივე ქვეყნიური დაგეტოვებინა, შენ, როგორც ზეგარდამო მადლით განბრძნობილმა მოციქულმა საქართველოს დიდებისამ, კიდევაც შეასრულე დიდმნიშვნელოვანი მოწოდება სათაყვანებელ სამშობლოსი: დაუტოვე მამა, დედა, ცოლი, ძე და ასული, აღიღე ჯვარი სამშობლოს მსახურებისა და ნახევარ საუკუნეზე მეტი დაუღალავად ატარებ მას შენდა სასახელოდ და ჩვენდა სასიქადულოდ. მას შემდეგ, რაც იცანი და აიღე გემო მამულისადმი სიყვარულისა, დაუტოვე ქვეყნიური გემოვნება, ოჯახური სიამოვნება, მოქალაქობრივი მშვიდობა და კმაყოფილობა და დღეს, აღმასრულებელი თავის მოვალეობისა, პირნათლად და მოციქულებრივის ბრწყინვალებით სდგეხარ ქართველი ერის წინაშე, შემკობილი უკვდავების გვირგვინითა, რომლის გვერგვს (ჩიჩილაკის ერთ-ერთი სახეობა რაჭა-ლეჩხუმში) და ფოთლებს შეადგენს უსაზღვრო გრძნობა სიყვარულის სრულიად საქართველოისა თავის უსაყვარლეს შვილისადმი... ინეტარე, ძვირფასო მგოსანო, რომ ნაყოფი შენის შრომისა, ერთი ათასად მომკილი და მოსამკალი, პირისპირ იხილე შენ! შენი ხვედრი ძვირფასი ხევდრია, ხვედრი ღირსი თავდადებულის შრომისა და ღვაწლისა, რომელსაც ეღირსებიან მხოლოდ შენსავით რჩეულნი, მაგრამ ასეთნიც იშვიათად, ძლიერ იშვიათად. ნება მიბოძე, როგორც ჩემს მასწავლებელს, მოგილოცო ეს ძვირფასი წამები შენის ცხოვრებისა და მოგესალმო ლექსით: სამშობლო ქვეყნის სიყვარულის ხმას შენი ჩანგური ძლიერად უკრავს, და მამაპაპურს ტკბილ შემოძახილს დღეს შენი ქნარი ეუბნება ბანს. ეგ ქართველური ამოძახილი კვლავ საიმედო აწ მეცა მხიბლავს, ხალისს მიღვიძებს, ძალას მიმატებს და აღფრთოვანებს ამ ჩემს გულის თქმას. მგოსანო, მაგ შენს სულის კვეთებას გლახ-მომაკვდავი როგორ მივსწვდები? მსურს კი, რომ გავხდე მამულიშვილი, თუმც ამ სურვილს და ლოდინში ვდნები. შენს აზრთა ელვას, გრძნობათა ღელვას, გვედრებ, უღირსი მეც მაზიარე, უსაზღვრო გრძნობა სიყვარულისა მამულისადმი გამიზიარე! იქნებ მეც შევსძლო, უბრალო მწირმა, თითით შევეხო შენს უღელს მძიმეს, შევამსუბუქო და საადვილო გადავულოცო ჩემს ასულს და ძეს. ამას გთხოვ მხოლოდ, ჰოი, მგოსანო, გემუდარები ცრემლების ფრქვევით: გმირული გრძნობა გადმომილოცე მამაპაპურის ლოცვა-კურთხევით. რომ მეც მეღირსოს შესვლა იმ გუნდში, წინ რომ უძღოდა შავ დროში შენს ერს და მათთან ერთად ვსტიროდე და ხან ლხენით ვმღეროდე მრავალჟამიერს“. მამა სიმონის სიტყვასა და ლექსს ტაში და „ვაშას“ ძახილი მოჰყვა. ამ დროს ტაძრის მახლობლად ორჯერ დაიცალა ჯაზაირები, რაზედაც მინდა-ციხიდან ლაღუმის დაცლით უპასუხეს. განგებ გაგზავნილმა გლეხებმა აგრეთვე თოფ-დამბაჩები გაისროლეს და შესძახეს: „ვაშა აკაკის, გაუმარჯოს!“ 1917 წლის 11-17 სექტემბერს თბილისში ჩატარდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის პირველი საეკლესიო კრება. კრების ბოლო დღეს, 17 სექტემბერს, აირჩიეს კათოლიკოს-პატრიარქი. კათოლიკოს-პატრიარქად არჩევის პატივი წილად ხვდა ეპისკოპოს კირიონს (საძაგ- ლიშვილი), რომელსაც მისასლმებელი სიტყვით მღვდელმა სიმონ ჭელიძემ მიმართა: „ხოლო ათერთმეტნი იგი მოწაფენი წარვიდენ გალილიას მთასა მას, სადა უბრძანა მათ იესო, იხილეს იგი და თაყვანი სცეს მას“ (სახარება მათესი). „თქვენო უნეტარესობავ! როდესაც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე აწამეს, მოჰკლეს და დაჰფლეს, მისი მოციქულები გაიფანტნენ და ზოგს მათგანს ეჭვიც დაებადა მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომაში, მაგრამ
41-2საპატრიარქოს უწყებანი N41 9-15 დეკემბერი 2010წ 20
მიტროპოლიტი სვიმონი (ჭელიძე) 1875-1935 (დასასრული)
როდესაც მათ იხილეს იგი მკვდრეთით აღდგომილი გალილიას მთაზე, ფრიად განიხარეს და თაყვანისცეს მას. 117 წლის წინეთ ჩვენი ქვეყნიური მაცხოვარი — ძვირფასი სამშობლო, თავის ეკლესიით, მისმა მტრებმა აწამეს, მოჰკლეს და დაასამარეს, ხოლო მოციქულნი საქართველოს დიდებისა და თავისუფლებისა ― გაიფანტნენ და რჩეულნი მათგანნი ასი წლის განმავლობაში თუმც თავდადებით ემსახურებოდნენ მის აღდგენის საქმეს, მაგრამ თითქმის ყველა მათგანს ეჭვი ჰქონდა საქართველოს აღდგენისა. ერთი ამ თავდადებულ მოციქულთაგანი თქვენც ბრძანდებით, უნეტარესო მეუფეო! ძვირფასი სამშობლოს და ეკლესიის გულისათვის მრავალი ტანჯვა და მწუხარება აიტანეთ, ბევრი წამება მიიღეთ; ამისდა მიუხედავად, თქვენ სულით არ დაცემულხართ და კურიაჟის მონასტერში დატყვევებული, პირიქით, ამხნევებდით მნახველ ხარკოველ ქართველ სტუდენტებს: ნუ დაეცემით სულით, დრონი და გარემოებანი იცვლებიან და თქვენც და ჩვენი ძვირფასი სამშობლოც უკეთეს დროს მოესწრებითო. და აი, აღსრულდა თქვენი სიტყვები. 117 წლის ტყვეობით დასამარებული საქართველოს ეკლესია აღსდგა მკვდრეთით დღეს და ამ აღდგომილი ეკლესიის გარშემო, თქვენის მეთაურობით, ვითარცა ქრისტეს გარშემო, თავის საკუთარ გალილიაში ― ჩვენს დიდებულ სიონში შემოკრებილია დღეს ეს უთვალავი ქართველობა და მეტი სიხარულით ცრემლმორეულნი თაყვანსა ვცემთ მას ამ ჩვენს ქვეყნიურ მაცხოვარს — მკვდრეთით აღდგომილსა. დიახ, საქართველო აღსდგა მკვდრეთით! მაგრამ მხოლოდ ნახევრად: მისი მოქალაქეობრივი და პოლიტიკური თავისუფლება ჯერ კიდევ ტყვეობაშია და ჩვენ გვმართებს ყველას, რომ ამ მხრივადაც ვეცადოთ მის მკვდრეთით აღდგინებას. უნეტარესო მეუფეო! კათედრა სრულიად საქართველოს ეკლესიის პატრიარქ-კათალიკოზისა იქნება გოლგოთა ყველა კათლიკოზისათვის მანამდე, სანამ საქართველო არ მოიპოვებს პოლიტიკურ თავისუფლებასაც. მანამდე ყოველმა ქართველმა კათალიკოზმა თავის მხრებით უნდა აიტანოს ამ გოლგოთაზე ჯვარი საქართველოს თავისუფლებისა და, თუ გარემოებამ მოითხოვა, უნდა ხელგართხმულად ეცვას ზედ, აი ასე (განაპყრობს ხელებს)! და ვსთხოვ ყოვლად შემძლებელს ღმერთს და საქართველოს მფარველს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს, რომ ჩვენი ქვეყნიური მაცხოვრის — საქართველოს — პოლიტიკურადაც მკვდრეთით აღდგომას მოსწრებოდეს თქვენი ნაწამები, მაგრამ სპეტაკი ჭაღა-რა!“ 1920 წელს ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა (ლეჟავა) მამა სიმონს ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1923 წლის 18 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) ლოცვა-კურთხევით, დეკანოზ სიმონს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი, სვიმონი უწოდეს და ჭყონდიდის ეპარქია ჩააბარეს. 1927 წლის აგვისტოდან მეუფე სვიმონი ურბნისის ეპარქიის მმართველად გადაიყვანეს. 1930 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორე III-ის (ციცქიშვილი) ლოცვა-კურთხევით, ქუთაის-გაენათის ეპარქიაში გადაიყვანეს და მიტროპოლიტის წოდება მიანიჭეს. მიტროპოლიტი სვიმონი 1935 წლის 13 ნოემბერს, თბილისში, ოპერაციის დროს გარდაიცვალა. მისი ცხედარი 18 ნოემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში დაასაფლავეს. მეუფე სვიმონი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოში გამომავალ ჟურნალ-გაზეთებთან: „მწყემსი“, „შინაური საქმეები“, „ივერია“, „ცნობის ფურცელი“ და სხვ. მისი ფსევდონიმები იყო: „სენსიმონი“, „მოგზაური“, „ივერიელი“. სამწუხაროდ, უღმერთო ხელისუფლებამ 1937 წლის რეპრესიების დროს მისი მრავალი ხელნაწერი და ნივთი გაანად-გურა.
42 საპატრიარქოს უწყებანი N42 16-22 დეკემბერი 2010წ 15
დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე 1867-1944
დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე 1867 წელს იმერეთში, მედავითნის ოჯახში დაიბადა. მამამისი იოსების ძე დოლაბერიძე — წლების განმავლობაში მედავითნედ მსახურობდა იმერეთის ეპარქიის სხვადასხვა სოფლებში; გარდაიცვალა 1907 წლის 11 თებერვალს; დასაფლავებულია სოფელ ზედა მაღლაკის სასაფლაოზე. დედა — ნატალია ლაზარეს ასული, დიასახლისი გახლდათ. მშვენიერი მოსაუბრე და მცოდნე ძველი ქართული მწერლობისა. ვასილის გარდა მან კიდევ სამი შვილი აღუზარდა ქვეყანას: მელიტონი, დომენტი და ნიმფადორა. 1881 წელს ვასილი მამამ სასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, რომელიც 1885 წელს წარჩინებით დაამთავრა. სწავლის გასაგრძე-ლებლად მან თბილისს მიაშურა. სემინარიაში სწავლის პერიოდი მას აღწერილი აქვს თავის მოგონებებში, რომელშიც მეტად საინტერესო ფაქტებია მოყვანილი: „1885 წელს სწავლა დავამთავრე ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში და იმავე წელს გავემგზავრე თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის გასაგრძელებლად. დავდექი მთაწმინდაში. აქ ვიქირავეთ ოთხმა ამხანაგმა ერთი დიდი ოთახი და ვცხოვრობდით ღარიბულად. სახლის პატრონთან დგას ვინმე გ., რომელიც სემინარიიდან გამოურიცხავთ რაღაც დანაშაულისათვის და გიმნაზიისათვის ემზადება. ის ხშირად შემოდის ჩვენთან და გვესაუბრება სემინარიის შესახებ
42-1 საპატრიარქოს უწყებანი N42 16-22 დეკემბერი 2010წ 16
დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე 1867-1944 (გაგრძელება)
და რაც შეიძლება მუქი ფერებით გვისურათებს მის ყოფა-ცხოვრებას. ეს ცოტა არ იყოს, ვერ ახდენს ჩვენზე სასიამოვნო შთაბეჭდილებას, მაგრამ რას ვიზამთ, ჩვენ მაინც ინერციულად განვაგრძობთ სემინარიაში სწავლას. ღვთის მადლით, ამ ბინაზე დარჩენა დიდხანს არ მო- მიხდა. იმავე წლის 6 ოქტომბერს მიმიღეს სახელმწიფო ხარჯზე და გადავბარგდი კიდეც სემინა-რიის პანსიონში საცხოვრებლად. თუმცა, უნდა გამოვტყდე, რომ ძლიერ უხერხულად ვგრძნობ თავს, რადგან სულ უცნობ ატმოსფეროში ამოვრგე თავი. ყველანი და ყოველივე აქ ჩემთვის უცხოა, ამიტომ ისე ვეფეთები, როგორც ცხონებული ბაბუაჩემის კიჟორა ხარი. მაგრამ ადამიანი ხომ ისეთი არსებაა, რომ ყოველგვარ გარემოებასა და მდგომარეობას ეგუება და მეც შევეგუე ჩემს ახალ ცხოვრებას. ბედნიერად ვგრძნობ თავს, რომ გ-ს გამანადგურებელ პროპაგანდას მაინც დავაღწიე თავი, მაგრამ თურმე, ნუ იტყვი, სულ ტყვილად! არ გაუვლია ბევრ ხანს, რომ გ-ს მაგივრად ათი ამეტუზა წინ, იობის ეშმაკებივით და რას არ ჩამჩურჩულებდნენ, რა აზრებს არ მინერგავდნენ თავში. ამ მდგომარეობაში მაისმაც მოატანა და დაიწყო გამოცდები. გამოცდა გვაქვს რუსულ სიტყვიერებაში. დილის ცხრა საათზე კლასში სიტყვიერების მასწავლებელი თემას გვაძლევს, თვითონ გადის. მისი ადგილი წესრიგის დასაცავად სხვა მასწავლებელმა დაიკავა. შევუდექით მუშაობას და ერთ გაწამაწიაში ვართ. როგორც გეზელაკიანი მიმინო, ისე დაგვტრიალებს თავს მეთვალყურე. ამ ჭაპანწყვეტაში რომ ვართ და უცბათ საშინელი კივილი მოგვესმა. გავიხედეთ ჩვენს პირდაპირ აივანზე, თავისი ბინის წინ, რექტორისათვის ვიღაცას წაუვლია თმაში ხელი და შიშველ ხანჯალს უსობს ხერხივით წაღუნულ კისერზე. ამის დანახვაზე ავიშალენით და შეიქმნა ერთი განგაში. მყისვე გაჩნდა პოლიცია, პროკურატურა და მთელი ადგილობრივი მთავრობა ფეხზე დადგა. მკვლელი იქვე შეიპყრეს, თავისი ხანჯლით. რექტორი შეიტანეს თავის ბინაში და სულ რამოდენიმე წუთში დალია სული. მკვლელი აღმოჩნდა სემინარიის ყოფილი შეგირდი ლაღიაშვილი, ობოლი, რომელიც სახელმწიფო ხარჯზე იზრდებოდა თურმე, მაგრამ იმის გამო, რომ მას უნახეს ბელინსკის თხზულება, დაითხოვეს ის სემინარიის მესამე კლასიდან „მგლის მოწმობით“, ე. ი. ყოფაქცევაში ერთის ნიშნით. მან წლის განმავლობაში ბევრი იხეტიალა, მაგრამ სასწავლებელში არსად არ მიიღეს და არც სამსახური მისცეს. ჩავარდა საცოდავი უმწეო მდგომარეობაში, უნუგეშობამ მოიცვა მისი არსება, დაეცა სულით და სასოწარკვეთილმა განიზრახა შურისძიება, რაც აღასრულა კიდეც“. (თუ რა ბედი ეწია სტუდენტ ლაღიაშვილს, მკითხველმა კარგად უწყის: იგი შორეულ აღმოსავლეთში გადაასახლეს, საიდანაც ჯერ იაპონიაში, შემდეგ კი ამერიკაში გაიქცა, სადაც აღესრულა კიდეც). 1891 წელს ვასილმა თბილისის სასულიერო სემინარია მეორე ხარისხის დიპლომით და- ამთავრა და აპირებდა სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებელში, მაგრამ უსახრობის გამო, ეს ოცნება ვერ განახორციელა. იგი იმერეთში დაბრუნდა და საეკლესიო ცხოვრების ფერხულში ჩაება.ამავე წელს დაქორწინდა სოფიო ყარამანის ასულზე, რომელთანაც ხუთი შვილი ეყოლა: ოლიმპია, თამარი, ნიკოლოზი, ნინო და მარიამი. 1892 წლის 11 თებერვლს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ვასილი ქუთაისის სასაფლაოს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში დიაკვნად აკურთხა და იქვე დაადგინა მსახურებისთვის. ერთ კვირაში კი მღვდლად დაასხა ხელი და ამავე ტაძრის მღვდელმსახურად დანიშნა. 1892-1894 წლებში მღვდელი ვასილი ამ ტაძართან არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად მუშაობდა. ამასთან დაკავშირებით, ისევ მამა ვასილ დოლაბერიძეს მოვუსმინოთ: „ახლა კი გადავსვიტე ისევ ძველის გზით სიარული და მღვდლობას მოვკიდე ხელი. ვფიქრობ, ამ მცირე სწავლით და ადგილით მაინც ვემსახურო ქვეყანას. ქვეყანა კი ია და ვარდით ფიანდაზად მოფენილი მგონია და ადამიანები კი ანგელოზები. მართალია, ერთი-ორი ყაჩაღი აწუხებს ხალხს, მაგრამ თუ ესენიც მოისპენ, მერე ანგელოზების მეტი აღარავინ იქნება ქვეყნად. ასეთი იდეალებით და ოცნებებით გაჟღენთილს ხალხის სამსახური მწყურია. მარტო საეკლესიო სამსახურიც არ მაკმაყოფილებს, მინდა რეალურს, ცოცხალ რამ საქმესაც მოვკიდო ხელი, რომ რაიმე ნაყოფი გამოვაღებინო ჩემს მეორე ცოდნას. ამიტომ დავაარსე სამრევლო სკოლა, მალე მას საკუთარი შენობაც ავუგე და შევუდექი ბავშვების სწავლების საქმეს“. 1895 წლის 14 თებერვალს ეკლესიაში ერთგული და მუყაითი სამსახურისათვის მეუფე გაბრიელმა იგი საგვერდულით დააჯილდოვა. 1896-1899 წლებში მამა ვასილი მთავარანგელოზთა ტაძართან არსებული სამრევლო სკოლის გამგეა. 1898 წლის 30 მარტს სკუფია ეწყალობა. 1895-1911 წლებში იყო იმერეთის საეპარქიო რევიზიის კომიტეტის წევრი. 1897 წელს მისი ხელ- მძღვანელობით მოხდა ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის ახალი სამრევლო სკოლის შენო-
42-2 საპატრიარქოს უწყებანი N42 16-22 დეკემბერი 2010წ 17
დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე 1867-1944 (გაგრძელება)
ბის აგება. 1902 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს. 1893-1907 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის გამგეობის წევრად აირჩიეს, სადაც 1903 წლის 3 თებერვალს უსასყიდლო სამსახურისათვის წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. 1907 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1908 წელს იმერეთის ეპარქიის სამღვდელოების 49-ე კრებას თავმჯდომარეობდა. 1911 წლის 5 მარტს ქუთაისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად გადაიყვანეს. 1912 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1915-1917 წლებში იმერეთის სამოსწავლო საბჭოს წევრი და ხაზინდარი იყო. მრავალი წლის განმავლობაში დეკანოზი ვასილი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოში იმჟა- გამომავალ სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან. აქვუყნებდა მასში თავის მოსაზრებებს საეპარქიო სასწავლებლების უკეთესად მოწყობის შესახებ, ქართულ გალობაზე, სამრევლო-საეკლესიო სკოლებში სწავლების გაძლიერებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. გაზეთებში ქვეყნდებოდა მისი ქადაგებები ამა თუ იმ საკითხზე. ერთ-ერთი ასეთი ქადაგება წარმოთქვა ქუთაისის საკათედრო ტაძარში, 1915 წლის 2 აგვისტოს, ცნობილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ვაჟა-ფშაველას გარდაცვალების გამო: „წარსულზე ფიქრი მაწუხებს, აწმყოში არა ჰყრია რა და მომავლის ფიქრებიც არავინ გამიზიარა“, ასე მოსთქვამდა, ასე შესტიროდა ცას და ქვეყანას სამშობლო ქვეყნის ბედის შისახებ ის, ვისაც დღეს მშობელი ერი დაქვითინებს, ვისაც დღეს ქართველი ხალხი თავს დასტირის და უკანასკნელად ესალმება. ვაჟას აწუხებდა სამშობლოს წარსული დიდების დაკარგვა, შიშს ჰგვრიდა მისი დღევანდელი მდგომარეობა, მოსვენებას არ აძლევდნენ, აღელვებდენ მომავლის შესახებ უიმედო ფიქრები. ასეთი იყო ამ ერთ საუკუნის განმავლობაში ჩვენი საზოგადო მოღვაწეთა სულიერი ტანჯვა, სულიერი მდგომარეობა! ჯერ კიდევ წარსული საუკუნის დასაწყისში ამავე სევდით გამსჭვალული ჩვენი დიდებული მგოსანი ნიკოლოზ ბარათაშვილი, „უგზო-უკვლო“ მქროლავ მერანზე მჯდომი, თავგამოდებით ებრძვის ქართველი ერის ბედის უკუღმა ტრიალს, მაგრამ ამაოდ: „არსაიდან ხმა არსით ძახილი!“ და მარტოდ მარტო, ობლად შთენილი ისე მოკვდა, რომ ფიქრები ფიქრებათვე შთენილნი თან ჩაიყოლა საფლავში. მხოლოდ მესამოცე წლებში ისმის პასუხი „არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს, გაიღვიძებს და აღსდგება“-ო, არ გასულა ამის შემდეგ ბევრი ხანი და ვაჟას „მთის წყაროც“ საშინელ სიზმარს ნახუ-ლობს: ვითომც ის გვალვისაგან დამშრალიყო, თანაც მიწამ პირი უყო და უნდა უფსკრულში დაღუპულიყო, გამოიღვიძა და შიშის კანკალმა აიტანა. ამ დროს ირემი მიდის და მის ანკარა წყალს დაეწაფა, დალია და გაძღა. მაშინ კი გულდამშვიდებულმა სთქვა: „არ ვარ გამშრალი, არაო!“ მართლაც, არ გამშრალა და არც დაიშრიტება ჯერ ქართველი ერის სიცოცხლე. არ გამშრალა და არც გაშრება ქართველის სისხლი, მინამ თავის დანიშნულებას, თავის მიზანს არ მიაღწევს. ჯერ იმდენათ არ გატეხილა ქართველის გული, რომ ვერ შესძლოს ბედშავ ცხოვრებასთან ბრძოლა. ის კიდევ შესძლებს წარსულის მომავალთან გადაბმა-გადაჯაჭვას, კიდევ შესძლებს თავის მომავლის ბედის> გამოჭედვას, კიდევ დაეწაფება საქართველოს მომავალ ანკარა ცხოვრებას. ამის უტყუარ ნიშნებს კიდეც ვხედავთ დღეს ჩვენს ცხოვრებაში. ქართველი უკვე შეუდგა თვითმოქმედების განახლებას. დღეს ქართველობა, თუ ლხინში არა, ჭირში მაინც ერთად, შეთანხმებულად მოქმედებს იმ ვიწრო ფარგალში, რომელშიაც ის მომწყვდეულა დღეს. ის უკვე ამის უნარს იჩენს. გაიხსენეთ დამშეულ მოძმეთა შესახებ ერთსულოვანი ზრუნვა, წყალდიდობისგან დაზარალებულ მოძმეთადმი თანაგრძნობა და ხელის გაწყობა, ომისაგან დაზარალებულ მოძმე აჭარლების დახმარება, სპარსეთსა და ოსმალეთში გადახვეწილ ქართველთა საშველად ხელის გაწევა, ქართველ მართლმადიდებელ, გრიგორიანთ, მაჰმადიანთ და ებრაელთა გარსშემოკრება, გაერთიანება, შეკავშირება, ჩვენ ვაჟკაცთა მამაპაპური მამაცობა ბრძოლის ველზე, ჩვენი კოლექტიური მუშაობა, კულტურული საქმიანობა ამ ბოლო დროს, გაიხსენეთ ყველა ესენი და დარწმუნდებით, რომ ვაჟას „მთის წყარო“ არ დამშრალა, არა, არა! კათოლიკეთ, მაგრამ თვით ვაჟა კი გაშრა, თვით ვაჟა დასჭკნა, ვით სუსხისაგან დამძრალი ძვირფასი სურნელოვანი ყვავილი. მართალია, ის დასჭკნა, მაგრამ მისგან მოფენილი ღვთიური მადლი, მისგან შთენილი სურნელება კი უკვდავია, ვით საქართველო. მის უკვდავ ფესვებზე დღეს ამოდიან სხვა ახალი, მისივე მოდგმის ყვავილები და მის სამშობლო ქვეყანას გულის დამაამებელ და ყნოსის დამატკბობელ სურნელებას არ მოაკლებენ. სამწუხაროა მხოლოდ, რომ ის მოკვდა მაშინ, როცა თვითონ ქართველმა ერმა გაუზიარა მას იმედიანი მომავლის არა მარტო ფიქრები, არამედ საქმენიც. მით უფრო მწარე იყო მისთვის სიკვდილი და იმდენად მწა-რე, რომ სიკვდილის დროსაც კი გულხელი ვერვის დაუკრეფინებია და ვერც თვალები დაუხუჭვინებია მისთვის. კიდევ უნდოდა ჩვენთან ყოფნა, ჩვენთან საქმიანობა და ნასაქმით დატკბობა! მაგრამ ულმობელმა სიკვდილმა თავისი გაიტანა და ჩვენმა ბუმბერაზმა ბუნება-სამშობლომ ის გულში ჩაიხუტა, მისი უკვდავი სული ქართველის სულს დაეკონა დღეს. მისი უდროო სიკვდილის გამო: „ცაზედ დამქრალან ვარსკვლავნი, პირი ემანჭვის მთვარესა
42-3 საპატრიარქოს უწყებანი N42 16-22 დეკემბერი 2010წ 18
დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე 1867-1944 (გაგრძელება)
მთანი თავ-ჩაჩქნიანები, ფიქრს მისცემიან მწარესა“. 1916 წლის 6 მაისს დეკანოზი ვასილი წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. დიდი სიხარულით შეხვდა იგი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას და აქტიურ მო- ნაწილეობდა თბილისში, 1917 წლის სექტემბერში გამართულ პირველი საეკლესიო კრების მუშაობაში. 1919 წლის 2 ოქტომბერს ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა (ლეჟავა) მამა ვასი ლი ქუთაისის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაადგინა და ეკლესიაში ერთგული და ხანგრძლივი სამსახურისათვის ენქერით დააჯილდოვა. 1919-1921 წლებში იმერეთის საეპარქიო სასამართლოში მომხსენებელ წევრად მუშაობდა. 1921 წელს აირჩიეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის III საეკლესიო კრების გელათის მონასტერში მომწყობი კომისიის წევრად. 1921 წლის თებერვლის გასაბჭოების შემდეგ ქვეყანაში მძიმე ვითარება შეიქმნა. უღმერთო ხელისუფლება მასიურად კეტავდა ტაძრებს და სასულიერო პირების მიმართ მკაცრ ზეწოლას ახორციელებდა. მძიმე ვითარება იყო იმერეთის ეპარქიაში. მამა ვასილი თავის მოგონებებში წერს: „1923 წლის 14 იანვარს, ძველი სტილით, დაატყვევეს პირველად მიტროპოლიტი ნაზარი. 14 იანვარს 26 იანვარი მოჰყვა და გაიმართა საკათედრო ტაძრის დღესასწაული. თუმცა მიტროპოლიტი არ არის, მაგრამ ღამისთევით ლოცვა მაინც დიდის ზეიმით გადავიხადეთ. ხალხი ბევრია. ბევრია აგრეთვე მუშარითა და უწყებებით დაბარებული მუშა-მოსამსახურეები ჩვენს პირდაპირ „ინტერნაციონალის“ კლუბში და რაღაც ამბავი აქვთ. გავათავე ლოცვა და სახლისაკენ გავეშურე. ამ დროს „ინტერნაციონალშიც“ გათავებულა მათი „ლოცვა“ და რამოდენიმე ქალი და კაცი მომეწიენ გზაში და ერთი პირის ხოკნითა და წუწუნით მომვარდნენ და შემომჩივლეს, თუ როგორ ძალმომრეობით დაადგინეს მათ, რომ სობორო (იგულისხმება საკათედრო ტაძარი) დაიკეტოს, რადგანაც, ვითომც მისი ზარების რეკვა მუშაობას უშლიდეს და დავით და კონსტანტინეს ნეშტიც უნდა გადმოტანილ იქმნეს ქუთაისშიო. თუმცა იკითხეს, თუ ვინა ხართ წინააღმდეგიო, მაგრამ, აბა ვინ გაბედავდა ხმის ამოღებას; თუმცა ერთმა მუშამ მაინც წამოიწყო საწინააღმდეგო ლაპარაკი, მაგრამ მაშინვე ჩააჩუმეს და გამოაცხადეს კიდეც: წინადადება ერთხმად მიღებულია და კრება დახურეს. ესევე კომედია ითამაშეს თურმე იმავე დროს ქალაქის თეატრშიც. მეორე დღეს ზეიმითვე გადავიხადეთ წირვაც და საღამოს მატარებლით მოვკურცხლე კიდეც თბილი-სისაკენ. თბილისში პირველად, თუმცა „დომაშნი არესტი“ ჰქონდა კათოლიკოზს ამბროსის, მაგრამ მაინც მოვახერხე მისი ნახვა. კათოლიკოზს მოვახსენე ჩემი თბილისში ჩასვლის მიზეზი და დიდადაც დაინტერესდა ამ საქმით და მიბრძანა, ყოველდღე მომეხსენებინა ხოლმე მისთვის მთავრობაში ამ საქმის მსვლელობის ვითარება“. მიუხედავად სამღვდელოებისა და მრევლის დიდი წინააღმდეგობისა, ტაძარი მაინც დაკეტა. ეს მოხდა 1923 წლის 6 აპრილს, ტაძარი დაბეჭდეს და წირვა-ლოცვა აკრძალეს. დაიწყო მასობრივი დაპატიმრებები. მამა ვასილი იძულებული გახდა, ცოლ-შვილთან ერთად, დროებით სოფელში გადასულიყო საცხოვრებლად, სადაც რამდენიმე თვე დაჰყო. 1924 წლის 29 მარტს ციხიდან გაათავისუფლეს მიტროპოლიტი ნაზარი, რომელიც მაშინვე ქუთაისში დაბრუნდა. მან შემოიკრიბა გაფანტული სამღვდელოება და შეძლებისდაგვარად ცდილობდა ეპარქიაში საეკლესიო ცხოვრების აღდ--ნას. მრევლის თხოვნით, 1 წლის 1 აგვისტოს მეუფე ნაზარი, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, სოფელ როდიონულის ეკლესიის საკურთხებლად ჩავიდა. მწუხრის ლოცვის შემდეგ მრევლის ბინაში მივიდნენ მოსასვენებლად. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიტროპოლიტი ნაზარი და სასულიერო პირები, ვითომდა, აჯანყების მოწყობის მცდელობის საფუძველზე, დააპატიმრა და ქუთაისის ციხეში გადაიყვანა. მათ შორის იყო დეკანოზი ვასილი, რომელიც დახვრეტას შემთხვევით გადაურჩა. 1924 წლის 3 დეკემბერს დეკანოზი ვასილი ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1926 წლის 12 სექტემბერს საფიჩხიის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში გადაიყვანეს, სადაც ძლიერ მატერიალურ სიდუხჭირეში ცხოვრობდა. 1935 წლის 21 აგვისტოს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა სვიმონმა (ჭელიძე) იგი ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. ამავე წლის 23 ნოემბერს, ტაძრის დღესასწაულზე, კათოლიკოს-პატრი- არქმა კალისტრატემ დეკანოზი ვასილი მიტრით დააჯილდოვა. 1935 წლის 10 ნოემბერს, როდესაც გარდაიცვალა...
42-4 საპატრიარქოს უწყებანი N42 16-22 დეკემბერი 2010წ 19
დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე 1867-1944 (დასასრული)
...ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი სვიმონი (ჭელიძე), დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის კალისტრატეს (ცინცაძე) დავალებით, სახლში ესტუმრა პენსიაზე მყოფ ეპისკოპოს ნესტორს (ყუბანეიშვილი) და სთხოვა, სათავეში ჩადგომოდა ქუთაის-გაენათის ეპარქიას, მაგრამ მეუფე ნესტორმა უარი განაცხადა სიბერისა და უძლურების გამო. 1937-1938 წლებში ქვეყანაში დაწყებულმა ახალმა რეპრესიებმა დიდი ძალებით შეუტია სამღვდელოებას. მათ დააკისრეს დიდი გადასახადები, რომლის გადახდის შესაძლებლობა მოძღვრებს არ გააჩნდათ. მამა ვასილის სახელზეც მივიდა ქვითარი, სადაც ეწერა, რომ იგი დაბეგრილია 11 984 მანეთითა და 64 კაპიკით. გადაუხ-დელობის შემთხვევაში ტაძრის დაკეტვით იმუქრებოდნენ. კვლავ მამა ვასილის მოგონებებს მოვუსმინოთ: „1940 წლის 1 ივლისს მივედით მე და ჩემი მედავითნე, მღვდელი გიორგი ჯაში ფინგანში, დაპირებისამებრ, განცხადებებით სამსახურისათვის თავის დანებების შესახებ. გვითხრეს, ჯერ დათხოვნის ქაღალდი შემოიტანეთო. შევიტანეთ. მერე გვითხრეს, ჯერ ეკლესიას ჩავიბარებთო. ჩაიბარეს. ესე გვაწვალეს თვის ბოლომდე. ბოლოს ინსპექტორმა გოგისვანიძემ, როგორც იქნა წამოღერღა: კი, თავი ქე დაანებე სამსახურს, მარაო... მარაო... იძახის. რა ვქნა, არ ვიცი, რა მარაო უნდა თქო — ვიფიქრე და კიდევ წამოღერღა: ანაფორაო.... რაი, რაი მეთქი?! და ავენთე: ვინ მოგცა შენ ჩემთვის ანაფორის გაძრობის უფლება-მეთქი! ხელი დაადევი, რომელ კოდექსში გიწერია, რომ ანაფორის ტარებაარ შეიძლებოდეს და თუ შენი მოვალეობა არ გესმის, მე გასწავლი: მდიე უკან და, თუ მღვდელმოქმედებას შევასრულებ და შემოსავალი მექნება, შენი პროცენტები აიღე-მეთქი. გავშორდი და არც მივკარებივარ მას მერე“. ამ საოცარი მოგონებებიდან კარგად ჩანს, თუ რა საშინელ და აუტანელ პირობებში უხდებოდა ღვთისმსახურება მაშინდელ სამღვდელოებას და რა უმძიმესი წლები გამოიარა დედაეკლესიამ ათეისტურ ეპოქაში. მრავალგზის დაშინებისა და აკრძალვის მიუხედავად, მამა ვასილი მაინც უშიშრად განაგრძობდა მღვდელმსახურებას. ამდენმა ნერვიულობამ და დევნა-შევიწროებამ მისი ფიზიკური ჯანმრთელობაც შეარყია. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი ხშირად ავადმყოფობდა. 1944 წლის 11 დეკემბერს მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. დასაფლავებულია ქუთაისში, ოღასკურის სასაფლაოზე, ტაძრის მახლობლად.
42-4 საპატრიარქოს უწყებანი N42 16-22 დეკემბერი 2010წ 19
გელათის ოთხთავი
გელათური ბიბლია XI საუკუნით თარიღდება. მისი სახელწოდება იმით აიხსენება, რომ ენობრივად იგი გელათის სკოლას მიეკუთვნება. ხელნაწერის მთარგმნელ-რედაქტორის ვინაობასთან დაკავშირებით ქართულ სამეცნიერო წრეებში სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს. კორნელი კეკელიძის აზრით, გელათის ბიბლიის მთარგმნელი შეიძლება იოანე პეტრიწი იყოს; სხვა მოსაზრებით, იოანე პეტრიწი ალბათ უფრო რედაქტორი უნდა ყოფილიყო და გელათური ბიბლია არის უძველესი თარგმანის საფუძვლიანი გადამუშავების შედეგად მიღებული ახალი რედაქცია. ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ გელათის ხელნაწერის ენობრივ-სტილისტური მონაცემების მიხედვით, გელათური ბიბლიის რედაქტორ-მთარგმნელი არსენ იყალთოელი ან მისი ჯგუფიდან გამოსული რომელიმე ოსტატი უნდა იყოს. ზოგიც მას ბერძ-ნულიდან შესრულებულ ახალ თარგმანად მიიჩნევს, რომელშიც უძველესი თარგმანი მხოლოდ საკონტროლოდაა გამოყენებული. სხვა კრებულებისაგან განსხვავებით, გელათურ ბიბლიას თან ერთვის განმარტებები, ე.წ. კატენები, რის გამოც მას „კატენებიან ბიბლიასაც“ უწოდებენ. ბიბლიას განსაკუთრებულობას სწორედ კატენებში წარმოდგენილი ქრისტოლოგიური კომენტარების ავტორთა სახელები სძენს, რომელთა შორის ქრისტიანული სამყაროს ისეთი დიდი მოღვაწეები არიან,
42-5 საპატრიარქოს უწყებანი N42 16-22დეკემბერი 2010წ 20
გელათის ოთხთავი (დასასრული)
როგორებიცაა: კირილე ალექსანდრიელი, თეოდორიტე კვირელი, ორიგენე, ევსევი კესარიელი, სევეროზ ანტიოქელი, იოანე ოქროპირი, ოლიმპიოდორე, დიოდორე ტარსელი, ირინეოს ლიონელი, ისიდორე პელუსიელი, ბასილი კესარიელი, დიდიმე ალექსანდრიელი. გელათის ბიბლიაში წარმოდგენილია XII საუკუნეში ბერძნული სეპტუაგინტის მიხედვით ნათარგმნი და გასწორებული ტექსტები. კერძოდ, გელათის ბიბლიის კრებულებსა და ხელნაწერში შესულია: მოსეს ხუთწიგნეული, წიგნი ისუ ნავესი, მსაჯულთა და მეფეთა და ასევე დიდი და მცირე წი- ნასწარმეტყველები ესიას წიგნიდა დაწყებული (დანიელის გარდა). გელათის ბიბლია 1 მ სიმაღლის ეტრატზეა დაწერილი, სულ 412 გვერდს მოიცავს და 30 კგ-ს იწონის; ვერცხლის ყდით მოჭედილი და ძვირფასი ქვებით შემკული გელათის ოთხთავი დასურათებულია ფურცლოვანი ოქროს ფონზე შესრულებული 267 მინიატურით. ხელნაწერში გამოყენებულია ოქრო-მელანი და სხვა ფერები. აღსანიშნავია, რომ ოქრო-მელანზე მუშაობა დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და მასზე ხელი მარტოოდენ წარჩინებულებს მიუწვდებოდათ. გელათის ოთხთავი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ქართული ხელნაწერების „ფონდში“. „ფონდი“ ყოფილი საეკლესიო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა კოლექციაა. საეკლესიო მუზეუმი დაარსდა 1889 წელს, ქალაქ თბილისში, ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგისა და ეთნოგრაფის დიმიტრი ბაქრაძის ინიციატივით. მუზეუმის ხელნაწერთა ფონდი ივსებოდა შენაძენებისა და კერძო შემოწირულობების ხარჯზე. ამჟამად ფონდი მოიცავს 1 690 ხელნაწერს. ფონდში დაცული ხელნაწერებიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია: ზატიკი, სვანური მრავალთავი, ალავერდის ოთხთავი, გელათის ოთხთავი, ვანის ოთხთავი, ექვთიმე მთაწმინდელის სვინაქსარი, ასტრონომიული ტრაქტატი, გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულება.
44 საპატრიარქოს უწყებანი N44 30დეკემბერი 2010-5იანვარი2011 17
დეკანოზი გრიგოლ დავითაშვილი 1841-1888
დეკანოზი გრიგოლი 1841 წელს ქართლში, გორის მაზრის სოფელ ქვემო ჭალაში, აზნაურ როსტომ გრიგოლის ძე დავითაშვილისა და სარა გიორგის ასულის ოჯახში დაიბადა. ოჯახში შემონახულია თავად გიორგი ამილახვარის მიერ როსტომ დავითაშვილის სახელზე 1847 წელს გაცემული ნასყიდობის სიგელი მიწის ორი ნაკვეთის მიყიდვის შესახებ. დავითაშვილების ოჯახი ახლოს იყო თავად ამილახვრებთან. ასევე არსებობს თავად გიორგი ამილახვარის შვილის — ბარძიმის მიერ მამა გრიგოლისათვის ბოძებული სიგელი, სადაც აღნიშნულია: „შენ ჩვენს საყვარელს, ერთგულს და საიმედოდ საგულვებელ ძმას გრიგოლს შვილთა და მომავალთა სახლისა შენისათ... მე და შენ ერთმანეთი გვიყვარდა, რომელსაც ღმერთი შე-მაძლებინებს შენზედ მარადის, გაბედნიეროს ღმერთმან ჩემს სიყვარულის და ერთგულებასა შინა არ მოგიშალოს ჩვენგან“. გრიგოლი 8 წლისა იყო, როცა დედა გარდაეცვალა და მისი აღზრდა მამამ ითავა. პატარა გრიგოლმა დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ კი სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. სემინარიის წარჩინებით დასრულების შემდეგ გრიგოლი მალევე დაოჯახდა. მისი მეუღლე გახლდათ მარიამ მდივნიშვილი. იგი ფრიად განათლებული პიროვნება გახლდათ, თითქმის ზეპირად იცოდა „ვეფხისტყაოსანი“. მამა გრიგოლს და მარიამს ჰყავ
44-1 საპატრიარქოს უწყებანი N44 30დეკემბერი 2010-5იანვარი2011 18
დეკანოზი გრიგოლ დავითაშვილი 1841-1888 (გაგრძელება)
დათ შვიდი შვილი, სამი ვაჟი — ალექსანდრე, იოანე, ნიკოლოზი (მისი მეუღლე იყო ვალენტინა იშხნელი, დები იშხნელების უფროსი და) და ოთხი ასული. მათი უმცროსი ასული მელანია დავითაშვილი აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობის გამო 1924 წლის 6 სექტემბერს დახვრიტეს ტირიფონას ველზე, სხვა ქართველ ახალმოწამეებთან ერთად. XIX საუკუნის 60-იან წლებში გრიგოლი საქართველოს ეგზარქოს ევსევის (ილინსკი) მიერ იკურთხა ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი — მღვდლად და ოსეთის სასულიერო კომისიაში განამწესეს. იგი სოფელ ჯავის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა და ამავე ოლქის მთავარხუცესობა დაეკისრა. ახალგაზრდა, მონდომებულმა და ენერგიით აღსავსე მოძღვარმა დიდი შემართებით დაიწყო მისიონერული მოღვაწეობა. წლების განმავლობაში მან მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე. ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობის გამო მას მრავალი ჯილდო გადასცეს, მათ შორის „სახარება“, რომელიც ქრისტიანობის გავრცელების თვის ებოძა. ამ სახარებაზე მამა გრიგოლის ხელით ჩაწერილია ერთი საინტერესო ცნობა მიწისძვრის შესა- ხებ. აი, ეს წარწერაც: „ჩყპა (1881) წელსა, აგვისტოს 12, შუადღის უკან, საათის ხუთის ნახევარზე იძრა მიწა. ჯავის ციხე ჩამოინგრა. მიწისძვრა განმეორდა შუაღამეს. 12-დან 13 აგვისტომდე მიწა იძრა შვიდჯერ“. წლების განმავლობაში მამა გრიგოლი კეთილსინდისიერად აღასრულებდა თავის მოვალეობას საქართველოს მთიანეთში, სადაც საკუთარი მოღვაწეობითა და პატიოსანი მოძღვრობით ოსურ მოსახლეობაში დიდი ავტორიტეტი მოიპოვა. ყოველივე ამის გამო მოძღვარს მრავალი მტერი გაუჩნდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ჯავის ოლქის ერთ-ერთმა მღვდელმსახურმა „მთიული მღვდლის“ ფსევდონიმით ცილისმწამებლური წერილი გამოაქვეყ- ნა იმჟამინდელ პრესაში, სადაც იგი მამა გრიგოლს მრავალ ბრალდებას უყენებდა. წერილში ეწერა: „მე გახლავართ მღვდლად გორის მაზრაში, ჯავის საბლაღოჩინოში, სადაც გვყავს, ჩვენდა საუბედუროდ, ბლაღოჩინად მღვდელი გრიგოლ დავიდოვი. ჩვენ ვმსახურობთ ოსებში და ჯამაგირს გვიგზავნის „ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოება“. ეს ჯამაგირი უნდა მი-ვიღოთ ოთხ თვეში ერთხელ, მაგრამ რვა თვე გაივლის ხოლმე, რომ ვერაფერს ვღებულობთ. მე-ტი არაფერი შემოსავალი გვაქვს ამ მთის ხალხიდგან და არც ნება გვაქვს მთავრობისაგან, რომ ავიღოთ, ან ვინ მოგვცემს, რადგან თვითონაც ღარიბი ხალხია. ბატონი ბლაღოჩინი გვაწვალებს, მინემ იმისგან მივიღებდეთ, სამი-ოთხი დღე იმის კარებზე უნდა ვიდგეთ და მემრე ბევრის გინების და ლანძღვის შემდეგ იქნება გვეღირსოს იმისაგან ჯამაგირის მიღება, ისე გვამუნათებს, თითქო თავის ჯიბიდან იძლეოდეს ის დალოცვილი. ახლა მამა ბლაღოჩინს ბა- ტონ ეგზარხოსთან დაუბეზღებივართ, თავიანთ მრევლში არ დაიარებიანო და ცოლ-შვილი იქ არა ჰყავთო და ამიტომაც ჯამაგირს ნუ გამოუგზავნითო. აგერ ორ წელიწადზე მეტი გადის, რომ ბატონ ბლაღოჩინს მოუვიდა ფული სახლის გასაკეთებლად „ქრისტიანობის აღმადგენელი საზოგადოებისაგან“ იმათის მღვდლებისათვის, მაგრამ სად გააკეთა, ის ფული თვითონ მიირთვა და უფულოდ ვერაფერი გაკეთდა... იქნება ბატონ ეგზარქოსმა მიაქციოს ყურადღება და დაგვიხსნას ამ ბლაღოჩინისაგან“. მამა გრიგოლმა იმავე გაზეთის ფურცლებზე საკადრისი პასუხი გასცა ფსევდონიმით შენიღბულ ავტორს: „ბატონო რედაქტორო! თქვენ პატივცემულ გაზეთის №41-ში წავიკითხე საჩივარი ერთი მღვდლისა, რომელიც მრავალ ბრალდებას მიყე- ნებს. ვსარგებლობ შემთხვევით და ხალხსა და საზოგადოებას მინდა ვაუწყო: ჯამაგირები რომ დროზედ არ მოსდით, მაგაში ეჭვი არ არის. მაგაზედ მე თვითონ მიჩივლია რამდენჯერმე ერთ ალაგსაცა და მეორე ალაგასაცა, მაგრამ რა ვქნა, ჩემი რა ბრალია!...სახლები არ გვივარგაო! მაშ, როგორ სცხოვრებდნენ იმ სახლებში, რომლებსაც ეხლა სწუნობენ, ადრინდელი პატივცე- მულნი მოღვაწენი?! ადრეც ბევრ მწუხარებას ითმენდნენ მთაში, მაგრად რადგან ესმოდათ თავიანთი სამღთო მოვალეობა, იმითი ყველას ითმენდნენ. თუ სახლებზედ არის საჩივარი, აბა, ერთი ჩემი სახლიცა ნახეთ, როგორია, ლამის ჭერი და კედლები თავზედ დაგვაწვეს, ზამთარში ცეცხლი ვერ დაგვინთია და ათი სული სიცივით ვიხოცებით. როცა გვეღირსება ჯამაგირების მოსვლა, ბლაღოჩინი გვაწვალებსო. ვინა ვლანძღე, ვინ ვაწვალე, სამი დღე კარებზედ ვინ ვალოდინე, რატომ იმ პირს არ მიჩვენებს ეგ პატიოსანი მამა? სახლების ასაშენებული ფულები მოუვიდა, ფული შეჭამა და სახლები კი არ აგვიშენაო, ეგეც ერთი აშკარა ტყუილი ავტორისა. როდის, ვისგან და ან რამდე
44-2 საპატრიარქოს უწყებანი N44 30დეკემბერი 2010-5იანვარი2011 19
დეკანოზი გრიგოლ დავითაშვილი 1841-1888 (გაგრძელება)
ნი სახლების ასაშენებელი ფულები ან არქიერისაგან უნდა მიმეღო ან ქრისტიანობის აღმადგენელ საზოგადოებისაგან, აბა, იკითხეთ ერთი ― მართლა მაგ საგანზედ ფულები რო- დესმე გამომიგზავნეს?“ 1883 წლიდან მღვდელი გრიგოლი მესხეთში, ქ. ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და ამავე ოლქის მთავარხუცესად გადაიყვანეს. თურქეთის ტყვეობაში ძალით გამაჰმადიანებული დიდი ქართველებისთვის იუგეში იყო გამოცდილი მოძღვრის მივლინება მათ კუთხეში. აქაც მან, თავისი ნიჭისა და ქადაგების წყა- ლობით, მრავალი მონათლა და აზიარა ქრისტეს სარწმუნოებას. ამ საქმეში მამა გრიგოლს დიდი ნივთიერი შემწეობა აღმოუჩინა სპარსეთში, რუსეთის საელჩოს კარის ეკლესიის წინამძღვარმა, მღვდელ-მონაზონმა ევსევიმ (ცაბაძე), რომელიც პერიოდულად უგზავნიდა მას 150 მანეთს იმ განზრახვით, რომ დაესაჩუქრებინა ის მაჰმადიანი ქართველები, რომელნიც მოინათლნენ ქრისტეს სარწმუნოებაზე. მამა ევსევი თავის წერილში მამა გრიგოლს სწერდა: „როგორც თქვენ დაინახოთ საუმჯობესოდ და საჭიროდ, ისე დაასაჩუქრეთ ხოლმე ახლად დანათლულნი და, როცა ამ საგანზედ ფული შემოგელევათ, მაცნობეთ და კიდევ მოგაწვ- დითო“. თავის მხრივ, ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში 1884 წლის 18 ოქტომბერს წარმოთქმულ ქადაგებაში იგი აღნიშნავდა: „გულითა და სულით ვისურვებთ, რომ ამ ჩინებულის, პატიოსანის მაგალითის მიმბაძავნი სხვანიც აღმოჩენილიყვნენ (გულისხმობს მამა ევსევის დახმარებას). ჩვენ ქვეყანაში ქართველთა ტომნი ხრმალის და ცეცხლის საშუალებით ათი ათასობით არიან მაჰმადიანთაგან მიქცეულნი მაჰმადიანთ სარწმუ- ნოებაზე და მეცადინეობა მათის ისევ მართლმადიდებლობაზე მოქცევისათვის არის საღმრთო მოვალეობა ყველა ქრისტიანისა, რომელსაც კი უყვარს თვისი მამული და სარწმუნოება და არის ნამდვილი შვილი ქვეყნისა და ეკლესიისა. ცხადია, რომ მაჰმადიანთ მოქცევა მართლმადი- დებელ სარწმუნოებაზე არის პირდაპირი მოვალეობა სამღვდელოებისა: მათ უნდა უქადაგონ, ჩააგონონ ქრისტეს წმინდა სარწმუნოება და დანათლონ. ჩვენ სრულიადაც არა ვართ იმ ჰაზრისა, რომ სამღვდელოება გარეშე მაყურებელივით იყოს, იმ დროს, როდესაც გარეშე პირნი ზრუნავენ მაჰმადიანთ მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე მოქცევას და მატერიალურად მათის ცხოვრების გაუმჯობესობას. ახლად დანათლულთ ცხოვრების ნივთიერად გაუმჯობესობას დიდი გავლენა ექნება მაჰმადიანთ მართლმადიდებელ სარწმუნიებისადმი მოქცევაზე და სასურველ ნაყოფსაც მოიტანს. სიტყვის გაგრძელებისა რომ არ გვეშინოდეს, რამდენსამე მაგალითს მოვიყვანდით იმის შესახებ, რომ ახლად დანათლულები, რადგანაც შიშისა გამო ვეღარ მიქცეულან საცხოვრებლად წინანდელ თავიანთ საზოგადოებაში და არც აქვთ მამული, რომ სხვაგან დასახლდენ და რადგანაც არა აქვთ შეძლე ბა, რომ ხელი მოიწყონ საცხოვრებლად, ეს ახლადდანათლულები კარი-კარს დადიან და მოწყალებას თხოულობენ. ამათი დამნახავი, რომელი მაჰმადიანიღა ისურვებს მონათვლას? ამის გამო, არამცთუ აღარავინ სურვობს მაჰმადიანთაგანი მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე მოქცევას და იშვიათიღა არის, რომ მაჰმადიანი მოინათლოს, რომელნიც მოინათლნენ, იმათაც კი უსაყვედურებენ და ნიშნს უგებენ: „მოინათლენით და რა სარგებელი ნახეთო, კარი-კარს დაწანწალებთ და მოწყალებას თხოულობთო“... აი, ეს უმთავრესი გარემოება უშლის ხელს სამღვდელოებას, აღასრულოს თავისი სამღრთო მოვალეობა და მოიყვანოს მაჰმადიანნი მართლმადიდებელ სარწმუნოებაზედ. ამ დაბრკოლების ასაცილებლად უნდა ცდილობდეს, ვისაც ჰსურს, რომ გამრავლდეს მართლმადიდებელთ რიცხვი ჩვენს მხარეში და, მეტადრე, მართლმადიდებელი ქართველობა, რომელსაც იმდენნი მოაკლდენ უწინ, ჟამთა ვითარების გამო“. საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ გაითვალისწინა მღვდელ გრიგოლის ღვაწლი დედაეკ ლესიის წინაშე და ერთგული სამსახურისათვის მას დეკანოზის წოდება მიანიჭა. განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით მოქმედებდა მამა გრიგოლი სამხრეთ საქართველოში მომძლავრებული სომხების წინააღმდეგ. 1828 წელს, ახალციხისა და ახალქალაქის მხარეების შემოერთების შემდეგ, გენერალ ვასილ ბებუთოვისა და რუსეთის იმპერიის მოხელეების აქტიურობის შედეგად, მოსახლეობის უმეტესობა სომხები იყვნენ. იმპერიამ ამ მხარეში 30 000 სომეხი ჩამოასახლა, რის შედეგადაც მათი
44-3 საპატრიარქოს უწყებანი N44 30დეკემბერი 2010-5იანვარი2011 20
დეკანოზი გრიგოლ დავითაშვილი 1841-1888 (დასასრული)
რიცხვი ნელ-ნელა იზრდებოდა. მამა გრიგოლს, როგორც ამ ოლქის მთავარხუცესს, ევალებოდა წესრიგი დაემყარებინა მრევლში და არ დაეშვა რაიმე ზედმეტი გაუგებრობა. 1884 წელს ჟურნალ „მწყემსში“ დაიბეჭდა ანონიმი ავტორის ცილისმწამებლური წერილი, სადაც ეწერა: „პატივი მაქვს, თქვენის პატივცემული გაზეთის „მწყემსის“ საშუალებით ვაცნობო ახალციხის ბლაღოჩინს, მამა გრიგოლ დავიდოვს, რათა ჯეროვანი ყურადღება მიაქციოს იმ ურიგო სომხების საქციელს, რომელთაგან ახალციხეში და მის მაზრაში მცხოვრებ ქართველთ დიდი დაბრკოლება ეძლევათ საფარის ღვთისმშობლის ტაძარში, ღამისთევის დროს. აქ ყოველწლივ საშინელი ჩხუბი იმართება ხოლმე სომეხთ და ქართველთ შორის. ამ ჩხუბს მრავალჯერ ხანჯლის ტრიალი მოჰყვება“...ბოლოს უცნობი ავტორი დარიგებას იძლევა: „მივაქციოთ ჯეროვანი ყურადღება ამ უწესობის მოსპობას და დავანიშვნინოთ ხოლმე, ვისგანაც რიგია, ჩაფრები, ანუ გზირები მშვიდობიანობის დასაცველად“. მამა გრიგოლმა საპასუხო წერილში ამხილა ანონიმი ავტორი და განუმარტა: „გულითად მადლობას განვუცხადებ პატივცემულ ავტორს რწმუნებულ ჩემდამო ეკლესიის კეთილ წარმატების თანაგრძნობისათვის. ამასთანავე, დიდად ვსწუხვარ, რომ ბატონ ავტორს აქამდინ არ შეუტყვია, რომ მე შარშანვე, 1883 წელსა, აგვისტოს 4-სა, №153-თა მივიქეცი ოფიციალურის ქაღალდით ბატონ ახალციხის მაზრის მმართველთან, რომელსაც ვთხოვდი, რომ დაენიშნა ჩაფრები მშვიდობიანობის დასაცველად საფარის ეკლესიისა და ვარძიის მონასტრის დღეობაზე 15-ს აგვისტოს, რადგან ამ დღესასწაულზე, ხალხის სიმრავლისა გამო, მართლა მოხდება ხოლმე ხანდისხან შფოთი. კეთილსულიერმა და ყოვლად პატივცემულმა ბატონ ახალციხის მაზრის მმართველმა, რომელიც ფრიად მოყვარულა მშვიდობიანობისა და ცდილობს, რომ რწმუნებულ მისდამი მაზრაში მშვიდობიანობა სუფევდეს, მიაქცია ყურადღება ჩემს თხოვნას და დანიშნა, როგორც საფარის ეკლესიის, ისე ვარძიის მონასტრის დღეობაზე მშვიდობიანობის დასაცველად ჩაფრებიც, გზირებიც და ჩინოვნიკიც თვალყურის სადევნელად. ამის გამო, როგორც საფარაში, ისე ვარძიაში, ამ ეკლესიების დღეობას წარსულს 1883 წელსა არავითარი უწესობა არ მომ ხადარა და პატივცემული ავტორი ტყუილათ შიშობს“. დეკანოზი გრიგოლი 1888 წლის 14 ნოემბერს, 47 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. დეკანოზი დავით ღამბაშიძე მისი გარდაცვალების შესახებ თავის ჟურნალ „მწყემსში“ წერდა: „ჩვენ გვაცნობებენ, რომ გარდაიცვალა ქ. ახალციხის საკრებულო სობოროს დეკანოზი, ბლაღოჩინი მამა გრიგოლ დავიდოვი. მამა დავიდოვი აგერ თითქმის 25 წელიწადი იქნება, რაც მხურვალე მონაწილეობას იღებდა მართლმადიდებელ ქრისტიანობის გავრცელებისათვის კავკასიაში. განსაკუთრებით, განსვენებულმა ბევრი იშრომა, რომ მართლმადიდე ბელი ქრისტიანობა გაევრცელებია მთიულ ოსებს შორის“. დეკანოზი გრიგოლი დიდი პატივით დაასაფლავეს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ეკლესიაში, ტაძრის სამხრეთ კარიბჭეში.
ხელდასხმები 2010წ
1 საპატრიარქოს უწყებანი N1 14-20 იანვარი 2010წ 12
ტაძრის კურთხევა
27 დეკემბერს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) აკურთხა მამკოდის მამათა მონასტრის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია.
ხელდასხმა
4 დეკემბერს ბარაკონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში ნიკორწმინდელმა მიტროპოლიტმა ელისემ (ჯოხაძე) დიაკვნად აკურთხა მახათის მთის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის საძმოს წევრი, ბერი იონა (მაისურაძე). ბერ-დიაკონი იონა ნიკორწმინდის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
***
27 დეკემბერს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდი ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) აკურთხა ფოკის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტრის ბერ-დიაკვანი ათანასე (კარანაძე). მღვდელ-მონაზონი ათანასე ფოკის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტერში იმსახურებს.
***
27 დეკემბერს დედოფლისწყაროს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო აკადემიის V კურსის სტუდენტს და თბილისის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვანს არჩილ ხაჩიძეს. მღვდელი არჩილი თბილისში, კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
***
27 დეკემბერს ბოლნისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ბოლნელმა ეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო აკადემიის IV კურსის სტუდენტს და თბილისის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვანს გიორგი გელუტაშვილს. მღვდელი გიორგი თბილისში, კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
***
10 იანვარს ყოვლადწმინდა სამების სახელობის სა პატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო აკადემიის V კურსის სტუდენტს და ამავე ტაძრის დიაკვანს დავით ჯიშკარიანს. მღვდელი დავითი საბურთალოს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში (სასაფლაოზე) იმსახურებს.
1-1 საპატრიარქოს უწყებანი N1 14-20 იანვარი 2010წ 13
10 იანვარს ნინოწმიდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძემ) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლექტორი დავით ციცქიშვილი. დიაკონი დავითი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
დაჯილდოება
27 დეკემბერს თბილისის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული და თავდადებუკი მოღვაწეობისათვის დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით — ფოკის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ანტონი (ფურცელაძე); მოსკოვის წმინდა გიორგის სა- ხელობის ეკლესიის მღვდელმსახური, იღუმენი ვახტანგი (ლიპარტელიანი). მიტრით — მეტეხის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი რაფიელ ხაჭაპურიძე. გამშვენებული ჯვრით — თბილისის სამგორის დასახლების წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი კუსრაძე. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით თბილისის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი სახვაძე. ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — თბილიის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელ-მონაზონი ათანასე (სვანიძე).
10 იანვარს ყოვლადწმინდა სამების სახელობის სა- პატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი მღვდელმსახურები: მღვდელი გიორგი ჭილაშვილი — ოქროს ჯვრით და მიენიჭა დეკანოზის წოდება; მღვდელი თეიმურაზ სუარიშვილი — ოქროს ჯვრით და მიენიჭა დეკანოზის წოდება; მღვდელი ვახტანგ კვიჟინაძე — ოქროს ჯვრით და მიენიჭა დეკანოზის წოდება.
დალოცვა
27 დეკემბერს თბილისის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აკურთხა ცნობილი გვარის ხითარიშვი ლის წარმომადგენლები.
***
27 დეკემბერს თბილისის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აკურთხა 61-ე და 161-ე საჯარო სკოლები.
3 საპატრიარქოს უწყებანი N3 28იანვარი-3 თებერვალი 2010წ
ხელდასხმა
14 იანვარს საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში ცხუმ-აფხაზეთის, საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო სემინარიის IV კურსის სტუდენტს და ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დიაკვანს გიორგი გოგესაშვილს. მღვდელი გიორგი საჩხერისა და ჭიათურის ეპარქიაში, სოფელ ჭალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
***
24 იანვარს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში, რუსთავის, მარნეულისა და ცურტავის ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელმა) დიაკვნად დაასხა ხელი რუსთავის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის სტიქაროსანს საბა ტუღუშს.
დაჯილდოება
17 იანვარს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენის წოდება მიანიჭა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარე წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურს, მღვდელ-მონაზონ ამბროსის (მაისურაძე).
***
24 იანვარს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენის წოდება მიანიჭა ფოკის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტრის საძმოს წევრს, მღვდელ-მონაზონ ილიას (ხურცილავა).
4 საპატრიარქოს უწყებანი N4 4-10თებერვალი 2010წ 4
ხელდასხმა
31 იანვარს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთავის, მარნეულისა და ცურტავის ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელი) დიაკვნად დაასხა ხელი ამავე ტაძრის სტიქაროსანს, თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულს, ლევან ნაცვლიშვილს. დიაკონი ლევანი რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
***
19 იანვარს დედოფლისწყაროს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის II კურსის სტუდენტი ლევან ჯალიაშვილი და სახელად ლუკა უწოდა. დიაკონი ლუკა დედოფლისწყაროს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
***
24 იანვარს ნინოწმიდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმიდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო აკადემიის IV კურსის სტუდენტს და თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძრის დიაკვანს ვლადიმერ ვახტანგაძეს მღვდელი ვახტანგი ჩუღურეთის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
5საპატრიარქოს უწყებანი 11-17 თებერვალი 2010წ 4
დაჯილდოება
27 იანვარს მათხოჯის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია) ამავე მონასტრის მღვდემსახური, მღვდელ-მონაზონი პავლე (გოგავა)ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენის წოდება მიანიჭა.
*
27 იანვარს მათხოჯის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია) ამავე მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ბარბარე (წიკლაური) ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენიას წოდება მიანიჭა.
6 საპატრიარქოს უწყებანი N6 18-24 თებერვალი 2010წ 6
ხელდასხმა
31 იანვარს დედოფლისწყაროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის III კურსის სტუდენტი გიორგი გოგილაშვილი და სახელად ბასილი უწოდა.
***
14 თებერვალს წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის რუსთავის საკათ რო ტაძარში რუსთავის, მარნეულისა და ცურტავის ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელი) დიაკვნად დაასხა ხელი ბერ სერაფიმეს (ბიტბუნოვს).
7 საპატრიარქოს უწყებანი N7 25თებერვალი-3მარტი 2010წ 9
დაჯილდოება
20 თებერვალს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიტრით დააჯილდოვა თბილისის ამაღლების სახელობის (საბურთალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარე) ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ნოზაძე. 20 თებერვალს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიტრით დააჯილდოვა დეკანოზი მიქაელ გალდავა, რომელიც დაინიშნა ქუთაისის მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრად და გელათის სასულიერო აკადემიის რექტორად.
ხელდასხმა
22 თებერვალს ხონის საკათედრო ტაძარში ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია) მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ დავით ოძელაშვილს. მღვდელი დავითი თბილისის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
8 საპატრიარქოს უწყებანი N8 4-6მარტი 2010წ 11
ხელდასხმა
21 თებერვალს ნინოწმიდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და | პავლეს სახელობის ეკლესიის მედავითნე და თბილიის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული თეოდორე ფარნაშვილი. 21 თებერვალს გორის ყოვლადწმინდა ღვთისმ- შობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გორისა და სამთავისის მთავარეპისკოპოსმა ანდრიამ (გვაზავა) დიაკვნად აკურთხა თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის სტიქაროსანი და თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული გიორგი ბერძულიშვილი.
დაჯილდოება
28 თებერვალს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისათვის დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: მიტრით — წმინდა პანტელეიმონ მკურნალის საელობის ეკლესიის (ვერის სასაფლაო) მღვდელმსახური, დეკანოზი დავით ხიმშიაშვილი, თემქის ყოვ- ლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი კობაიძე; გამშვენებული ჯვრით − საბურთალოს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ გოგოლაძე, ბახტრიონის ჯვართამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე; ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — მცხეთის წმინდა ჯვრის სახელობის მამათა მონასტრის საძმოს წევრი, მღვდელ-მონაზონი გრიგოლი (ქოჩიაშვილი).
აღკვეცა
21 თებერვალს თაბორის მთის ფერისცვალების მამათა მონასტერში არქიმანდრიტმა ბართლომემ (ფირცხალაშვილი) ბერად აღკვეცა საბერო დავითი (ჩიქოვანი) და სახელად ანთიმოზი უწოდა.
***
28 თებერვალს თაბორის მთის ფერისცვალების მამათა მონასტერში არქიმანდრიტმა ბართლომემ (ფირცხალაშვილი) ბერად აღკვეცა მორჩილი ლუკა (სიმაკურიძე) და სახელად მარკოზი უწოდა.
9 საპატრიარქოს უწყებანი N9 7-13 მარტი 2010წ 7
ხელდასხმა
7 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში დიაკვნად ხელი დაასხა გიორგი პოღოსოვს.
დაჯილდოება
7 მარტს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით: მღვდელი მელქისედეკ ხვედელიძე მღვდელი თადეოზ გაბუნია მღვდელი ლევან მათეშვილი მღვდელი კახაბერ შურღაია მღვდელი დავით დელიბაშვილი ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით: მღვდელ-მონაზონი აარონი (კაპანაძე), მღვდელ-მონაზონი ნეოფიტე (უროტაძე).
აღკვეცა
26 თებერვალს ფოკის წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ანტონმა (ფურცელაძე) ბერად აღკვეცა იოანე მკალავიშვილი და უწოდა სახელად ილარიონი.
***
21 თებერვალს ფოკის წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ანტონმა (ფუცელაძე) მორჩილად აკურთხა არჩილ ხელისუფალი.
10 საპატრიარქოს უწყებანი N10 14-20 თებერვალი 2010წ 12
დაჯილდოება
14 მარტს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები ოქროს ჯვრით და დეკანოზის წოდებით: მღვდელი კონსტანტინე ლეკიშვილი, მღვდელი ნიკოლოზ გობეჯიშვილი.
11 საპატრიარქოს უწყებანი N11 25-31 მარტი 2010წ 4
ტაძრის კურთხევა
14 მარტს რუსთავის, მარნეულისა და ცურტავის ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელი) — რუსთავში, მე-8 მ/რ-ში, საბავშვო ბაღის შენობაში წმინდა დავით მეფსალმუნის სახელობის სამლოცველო აკურთხა. სამლოცველოს წინამძღვრად დაინიშნა მღვდელი კახაბერ ჭუმბურიძე.
აღკვეცა
21 მარტს ლენტეხის საეპისკოპოსო რეზიდენციის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) მონაზვნად აღკვეცა მორჩილი ანა (ახვლედიანი) და სახელად ივლიტა უწოდა.
ხელდასხმა
7 მარტს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ბერ-დიაკვანს იოთამს (ბასილაია). 14 მარტს ნიქოზის წმინდა რაჟდენ პირველმოწამის სახელობის საკათედრო ტაძარში ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტმა ისაიამ (ჭანტურია) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული ერეკლე კვანჭიანი და სახელად იოანე უწოდა.
14 მარტს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასალის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთავის, მარნეულისა და ცურტავის ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელი) მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის ღვთის მსახურს, დიაკონ იაკობ ჩიჩილიძეს. მღვდელი იაკობი ამავე ტაძარში იმსახურებს. 21 მარტს თბილისის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა ამავე ლავრის საძმოს წევრი, ბერი თეოდორე (არღვლიანი).
დაჯილდოება
21 მარტს თბილისის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: თბილისის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელ-მონაზონი დანიელი (წულაია) და ესპანეთის ქ. არნედოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელ- ნაზონი პიროსი (გოცირიძე). 22 მარტს თბილისის წმინდა ორმეოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ტაძარში სრულიად საქართ- ველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის არქიმანდრიტის წოდებით დააჯილდოვდა ამავე ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი ლუკა (თანდილაშვილი).
12 საპატრიარქოს უწყებანი N12 1-6აპრილი 2010წ 5
ხელდასხმა
13 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით, დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) აკურთხა გარდაბნის რაიონის, სოფელ ახალი სამგორის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია. წირვის მსვლელობის დროს მეუფე მელქისედეკმა მღვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურს, დიაკვან ცოტნე თვარაძეს, რომელიც ამავე ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
***
21 მარტს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის V კურსის სტუდენტი ზურაბ ბუჩუკური და სახელად ლუკა უწოდა. დიაკონი ლუკა ვარკეთილის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად დაინიშნა.
***
28 მარტს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა ამავე ტაძრის სტიქაროსანი ნიკოლოზ გივიშვილი. დიაკონი ნიკოლოზი ყოვლადწმინდა სამების სახე- ლობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
***
28 მარტს ნინოწმიდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმიდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული მამუკა არეშიძე და სახელად მიქაელი უწოდა. დიაკონი მიქაელი კრწანისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს. 28 მარტს ნიკორწმინდის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში ნიკორწმინდელმა მიტ- როპოლიტმა ელისემ (ჯოხაძე) მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის დიაკვანს თორნიკე გეგეშიძეს. მღვდელი თორნიკე ნიკორწმინდის საკათედრო ტაძარში იმსახურებს. 28 მარტს წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარში ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) დიაკვნად აკურთხა თემურ მესხია და სახელად თეიმურაზი უწოდა. დიაკონი თეიმურაზი წალენჯიხის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
12-1 საპატრიარქოს უწყებანი N12 1-6აპრილი 2010წ 6
სამონაზვნედ კურთხევა
22 მარტს ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) სამონაზვნედ აკურთხა ამავე მონასტრის მორჩილი ფოტინე გალოგრე და სახელად ანა უწოდა.
აღკვეცა
27 მარტს ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ბერად აღკვეცა წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მონასტრის მორჩილი დავით პირველი და სახელად საბა უწოდა.
დაჯილდოება
27 მარტს დიღომის წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ეკლესიაში (კინოსტუდიის ეზოში) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის დააჯილდოვა სამღვდელოება: მეორე გამშვენებული ჯვრით — ამავე ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი დადუნაშვილი; გამშვენებული ჯვრით ― ამავე ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი დავით ხაჭაპურიძე, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის საძმოს წევრი, იღუმენი ლაზარე (მახარაშვილი); ოქროს ჯვრით და დეკანოზის წოდებით — ამავე ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი თეოდორე ნადაშ-ვილი.
14 საპატრიარქოს უწყებანი N14 22-28აპრილი 2010წ 7
ხელდასხმა
11 აპრილს ნინოწმიდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმიდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის საძმოს წევრი, ბერი კონსტანტინე (ნარუაშვილი). ბერდიაკონი კონსტანტინე სამების საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
***
13 აპრილს ნინოწმიდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმიდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის საძმოს წევრი, ბერი პეტრე (სუჯაშვილი). ბერდიაკონი პეტრე სამების საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
***
18 აპრილს სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დიაკვნად აკურთხა ძალაანთხევის წმინდა ბასილი დიდის სახელობის მამათა მონასტრის საძმოს წევრი, ბერი რაფიელი (ბერიტაშვილი). ბერდიაკონი რაფიელი ძალაანთხევის მონასტერში იმსახურებს.
***
28 მარტს დედოფლისწყაროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის დიაკვანს პეტრე ხუმარაშვილს.
***
11 აპრილს მირზაანის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიაში დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) მღვდლად დაასხა ხელი დედოფლისწყაროს საკათედრო ტაძრის დიაკვანს ლუკა ჯალიაშვილს.
აღკვეცა
30 მარტს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია) მათხოჯის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში მონაზვნად აღკვეცა მორჩილები: შორენა პიტავა და სახელად უწოდა ანასტასია, ლიკლიკაძე ნანა და უწოდა მარიამი. ტაძრის კურთხევა 11 აპრილს დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) აკურთხა მირზაანის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესია.
სამძიმარი
საქართველოს საპატრიარქო მწუხარებით იუწყება, რომ ამა წლის 3 აპრილს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა თბილისის ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი ანდრია პაპუაშვილი და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მღვდელი ანდრია ზემო ბეთლემის ეკლესიის ეზოში დაასაფლავეს.
17 საპატრიარქოს უწყებანი N17 13-19მაისი 2010წ 8
დაჯილდოება
2 მაისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრით — ბახტრიონის ჯვართამაღლების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი უგრეხელიძე; გამშვენებული ჯვრით — საბურთალოს წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი ნოდარ ქათამაძე.
***
6 მაისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: მიტრით — წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის (ჩხეიძის ქუჩა) წინამძღვარი, დეკანოზი რევაზ ოთარაშვილი; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — მეტეხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი ანტონ კიკნავე- ლიძე, ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი გურამ ბერძული;
ოქროს ჯვრითა და იღუმენიას წოდებით — ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი იოანა (კვირკველია). 9 მაისს სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართვე- ლოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრითა და მიტრით − დიღომის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ისაკაძე; გამშვენებული ჯვრით — მოწამეთას წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ელიაზარი (ივანეიშვილი). ტაძრის კურთხევა 5 მაისს სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსმა იეგუდიელმა (ტაბატაძე) აკურთხა დიღმის წმინ- და გიორგის სახელობის ეკლესია. მეორე დღეს, წირვის მსვლელობისას, მეუფე იეგუდიელმა მღვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვანს გელა ჩადუნაშვილს, რომელიც ამავე ტაძარში იმსახურებს. წირვის შემდეგ ტაძარი მოილოცა და წმინდა გიორგის პარაკლისი აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა დეკანოზი მიქაელ თევზაძე, რომელიც ამავე დღეს მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა.
***
8 მაისს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) აკურთხა ქობულეთის წმინდა მარკოზ მახარებლის სახელობის ეკლესია. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა დეკანოზი მარკოზ ბექაია.
ხელდასხმა
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის დიაკვანს დავით ციცქიშვილს, ხოლო დიაკვნად — ამავე ტაძრის კეთილმოწესეს, რევაზ ბაიდაშვილს.
17-1 საპატრიარქოს უწყებანი N17 13-19მაისი 2010წ 9
9 მაისს ბოლნისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ბოლნელმა ეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) მღვდლად დაასხა ხელი სიონის საპატრიარქო ტაძრის დიაკვანს დავით გელბახიანს.
18 საპატრიარქოს უწყებანი N18 20-26მაისი 2010წ 5
ხელდასხმა
13 მაისს საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დიაკვანს ლევან ჟღენტს, ხოლო დიაკვნად — ქაშვეთის ტაძრის მნათეს, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულს მიქაელ მეკრავიშვილს.
16 მაისს დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში დე- დოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) დიაკვნად აკურთხა ქაშვე- თის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სტიქაროსანი, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული პავლე შავიძე.
19 საპატრიარქოს უწყებანი N19 27 მაისი-2ივნისი 2010წ 6
ხელდასხმა
16 მაისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის ღვთისმსახურს, დიაკვან გაბრიელ გიგაურს. მღვდელი გაბრიელი დიღმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
დაჯილდოება
12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში (არამიანცის საავადმყოფო) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა ამავე ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ბასილ როსტიაშვილი. 20 მაისს დავით გარეჯის მამათა მონასტერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მეორე გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა ამავე მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილარიონი (ჭიღლაძე). 23 მაისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით: ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახური, იღუმენი პიმენი (ქარდავა); პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (დასავლეთ ევროპის ეპარქია), იღუმენი ანტონი კანდელაკი; ბარის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური (დასავლეთ ევროპის ეპარქია), იღუმენი მოსე (ჭანკვეტაძე). გამშვენებული ჯვრით — ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი დავით სალაძე. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — ვარ- კეთილის ზემო პლატოს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი იაკობ უშიკიშვილი. მაროქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — ტყოფის ყოველთა წმიდათა სახელობის მამათა მონასტრის კეთილმოწესე, მღვდელ-მონაზონი ელისე (აბრამიშვილი); თაბორის მთის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმსახური, მღვდელ-მონაზონი დავითი (დავითაშვილი).
24 მაისს ვაკის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატ- რიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრით — ამავე ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თეიმურაზ ბარაბაძე. ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური (საჯარო ბიბლიოთეკის უკან), მღვდელ-მონა- ზონი აბიათარი (ქაფიანიძე). გამშვენებული ჯვრით — ამავე ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თეიმურაზ ბარაბაძე. ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური (საჯარო ბიბლიოთეკის უკან), მღვდელ-მონა- ზონი აბიათარი (ქაფიანიძე).
20 საპატრიარქოს უწყებანი N20 3-0 ივნისი 2010წ 6
ტაძრის კურთხევა
30 მაისს რუსთავისა და მარნეულის ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელი) თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში, აკურთხა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ახალი ტაძარი. ტაძარი ბაზილიკური ტიპისაა. კანკელის ხატები დაწერა ხატმწერმა გიორგი ეგნატაშვილმა. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა მღვდელი მერაბ დეკანოსიძე.
დაჯილდოება
30 მაისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრით — წყნეთის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ აბულაძე; ნაძალადევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — სა- ბურთალოს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი დავით რუხაძე; თბილისის წმინდა ჯვრის მამის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი თავმას ჩოხელი.
22 საპატრიარქოს უწყებანი N22 17-23 ივნისი 2010წ 4
ხელდასხმა
6 ივნისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ნინოწმინდისა და საგარეჯოს ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) მღვდლად დაასხა ხელი ვარკეთილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დიაკვანს იოანე წუწუნავას. მღვდელი იოანე ვარკეთილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
***
6 ივნისს დედოფლისწყაროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის I კურსის სტუდენტი გურამ ბენიაიძე და სახელად გაბრიელი უწოდა. დიაკონი გაბრიელი დედოფლისწყაროს საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
***
13 ივნისს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასალის სახელობის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, რუსთავისა და მარნეულის ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელი) ხელი დაასხა მღვდლად ბერ-დიაკონ სერაფიმეს (ბიტბუნოვი).
დაჯილდოება
26 მაისს მცხეთის წმინდა ჯვრის სახელობის მამათა მონასტერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისათვის მეორე გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა ამავე მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი კონსტანტინე (ჭინჭარაული). 30 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრით — წყნეთის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ აბულაძე; ნაძალადევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — თბილისის წმინდა ჯვრის მამის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი თავმაზ ჩოხელი; საბურთალოს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი დავით რუხაძე.
***
1 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრით − ნაქულბაქევის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი იოანე (გვაჯაია). ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის საძმოს წევრი, მღვდელ-მონაზონი შიო (ლომიძე). ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით მღვდელი გიორგი ჭეჟანიშვილი.
23 საპატრიარქოს უწყებანი N23 24ივნისი-7ივლისი 2010წ 6
დაჯილდოება
20 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში დააჯილდოვა შემდეგი მღვდელმსახურები: დეკანოზი პავლე ჯანგავაძე — გამშვენებული ჯვრით; მღვდელ-მონაზონი ანთიმოზი (ბიჩინაშვილი) — ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; მღვდელი ილია ჩაკვეტაძე — ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.
24 საპატრიარქოს უწყებანი N4 8-21 ივლისი 2010წ 7
დაჯილდოება
27 ივნისს რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეი-მო პარაკლისზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ რუსთავისა და მარნეულის ეპისკოპოს იოანეს (გამრეკელი) მთავარეპისკოპოსის წოდება მიანიჭა.
ხელდასხმა
27 ივნისს რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუს- თავისა და მარნეულის ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელი) მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძარის დიაკონ ლევან ნაცვლიშვილს. მღვდელი ლევანი მარნეულის რაიონის სოფელ თამარისის წმინდა მეფე თამარის სახელობის ტაძარში იმსახურებს.
25 საპატრიარქოს უწყებანი N25 22ივლისი -4აგვისტო 2010წ 7
ხელდასხმა
11 ივლისს ბოლნისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ბოლელმა ეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) მღვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვანს ალექსი ქშუტაშვილს. მღვდელი ალექსი თბილისის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის (ჩიტაძის ქუჩა) მღვდელმსახურად დაინიშნა.
***
12 ივლისს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელი) მღვდლად დაასხა ხელი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დიაკვანს ზაქარია შონიას. მღვდელი ზაქარია თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა.
***
12 ივლისს ნიკორწმიდის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში ნიკორწმიდელმა მიტროპოლიტმა ელისემ (ჯოხაძე) დიაკვნად აკურთხა ნოდარ თევდორაძე და სახელად პეტრე უწოდა. დიაკონი პეტრე ნიკორწმიდის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს. 16 ივლისს გერგეტის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკონ იოანეს (შომახია), ხოლო დიაკვნად აკურთხა ბერი პავლე (ქებულაძე). ამავე დღეს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის სამღვდელოება: ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — სტეფანწმიდის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ეგნატე (ჭიჭინაძე); კარკუჩას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (აბაიშვილი). ოქროს ჯვრითა და იღუმენიას წოდებით – სნოს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ნინო (კუპრეიშვილი). 18 ივლისს გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გორისა და სამთავისის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის დიაკვანს დავით ქლიბაძეს. მღვდელი დავითი ქავთარაძის ბაღთან მდებარე №7 საშუალო სკოლაში არსებულ სამლოცველო სახლის წინამძღვრად დაინიშნა.
დაჯილდოება
12 ივლისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით დააჯილდოვა კოჯრის ოძოს წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმონაზონი ნათანაელი (მდივანი).
13 ივლისს სვეტიცხოვლის წმინდა თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სადღესასწაულო წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში მრავალწლიანი ერთგული სამსახურისათვის მიტროპოლიტის წოდებით დააჯილდოვა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მთავარეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი). ამავე დღეს ასევე დაჯილდოვდნენ: მიტრით ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი ვახტანგ სარდლიშვილი; ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — ფოკის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტრის საძმოს წევრი, მღვდელ-მონაზონი ათანასე (კარანაძე).
25-1 საპატრიარქოს უწყებანი N25 22ივლისი -4აგვისტო 2010წ 8
18 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სამების საპატრიარქო ტაძარში ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით დააჯილდოვა თბილისის წმინდა ჯვრის მა-მის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური და საპა-ტრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექ-ტორის მოადგილე, მღვდელი ზურაბ ცხოვრებაძე.
26 საპატრიარქოს უწყებანი N26 5-18აგვისტო 2010 9
დაჯილდოება
2 აგვისტოს, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიტროპოლიტის წოდებით დააჯილდოვა: მაღალყოვლადუსამღვდელოესი ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი პეტრე (ცაავა) და მაღალყოვლადუსამღვდელოესი სენაკისა და ჩხოროწყუს მთავარეპისკოპოსი შიო (მუჯირი).
4 ივლისს, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრი-არქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მიტრით დააჯილდოვა ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი. 25 ივლისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დეკანოზის წოდება და ოქროს ჯვარი უბოძა მღვდელ ლევან ფიროსმანიშვილს.
*
2 აგვისტოს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის მოძღვარი, არ- ქიმანდრიტი ლაზარე (გაგნიძე) — მეორე გამშვენებული ჯვრით; დეკანოზი ევდემოზ ალელიშვილი ― გამშვენებული ჯვრით; მღვდელი ანდრია ნაცვლიშვილი − ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; მღვდელი დავით მინდორაშვილი — ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.
სამძიმარი
საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ ავტოკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა ხონისა და სამტრედიის ეპარქიის სოფელ იანეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი იაკობ ლეკვეიშვილი და სტიქაროსნები: რაინდ ჩიტაიძე და სემინარიის IV კურსის სტუდენტი ვახტანგ კოხრეიძე და სამძიმარს უცხადებს განსვენებულების ოჯახებს. მკითხველს ვთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიონ ახლადშესვენებულები: დეკანოზი იაკობი, რაინდი და ვახტანგი.
ტაძრის კურთხევა
1 აგვისტოს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია) და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) აკურთხეს სოფელ გომის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი, რომლის წინამძღვრადაც დროებით დაინიშნა დეკანოზი აკაკი ჟვანია.
27 საპატრიარქოს უწყებანი N27 18-31აგვისტო 2010წ 8
დაჯილდოება
15 აგვისტოს, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: იღუმენი იოანე (სვანიძე) გამშვენებული ჯვრით; იღუმენი ისე (გელაშვილი) — გამშვენებული ჯვრით; მღვდელი გიორგი უშიკიშვილი — დეკანოზის წო- დებითა და ოქროს ჯვრით.
***
20 ივლისს, ომალოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრით და მიტრის ტარების უფლებით: ალავერდის ტაძრის დეკანოზები ადამ ბეწუნაიუ და დავით ჭვრიტიძე, ახმეტის ჯვარპატიოსნის დეკანოზი ისააკ ფეიქრიშვილი. კათოლიკოს-პატრიარქმა დააჯილდოვა ასევე ალავერდის ეპარქიის რამდენიმე მოძღვარი: იყალთოს ტაძრის წინამძღვარი მღვდელი ზაქარია ჩიხრაძე - დეკანოზის წოდებითა და გამშვენებული ჯვრით, თელავის წმინდა ნინოს ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი რაჟდენ თანდილაშვილი - ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით. კურდღელაურის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი რომანოზ ექვთიმიშვილი — ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით. ქისტაურის წმინდა ნინოს ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი პაპუნაშვილი - ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.
27-1 საპატრიარქოს უწყებანი N27 18-31აგვისტო 2010წ 9
დაჯილდოება
12 აგვისტოს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ცურტავის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობაშვილი) დიაკვნად აკურთხა ამავე ტაძრის სტიქაროსანი კახაბერ მეშვილდიშვილი და სახელად გიორგი უწოდა. 15 აგვისტოს, თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტმა თადეოზმა დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის III კურსის სტუდენტი კონსტანტინე კავითაშვილი. დიაკონი კონსტანტინე ფშავ-ხევსურეთის ეპარქიაში იმსახურებს.
8 აგვისტოს, თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში, თიანეთისა და ფშავ- ხევსურეთის მიტროპოლიტმა თადეოზმა დიაკვნად კურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული თამაზ ცეცხლაძე და სახელად თომა უწოდა. დიაკონი თომა ფშავ-ხევსურეთის ეპარქიაში იმსახურებს. დიაკონი გიორგი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახე-ლობის ეკლესიაში იმსახურებს.
28 საპატრიარქოს უწყებანი N28 2-15 სექტემბერი 2010წ 8
დაჯილდოება
19 აგვისტოს, ფერისცვალებას, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ცხუმ-აფხაზეთისა და საჩხერე-ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი დააჯილდოვა უმაღლესი ჯილდოთი — სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით. „საპატრიარქოს უწყებანი“ ულოცავს მის მაღალყოვ-ლადუსამღვდელოესობას, მეუფე დანიელს ამ ჯილდოს და უსურვებს მრავალჟამიერ სიცოცხლესა და ნაყოფიერ მოღვაწეობას საქართველოს ეკლესიის საკეთილდღეოდ.
28-1 საპატრიარქოს უწყებანი N28 2-15 სექტემბერი 2010წ 9
ხელდასხმა
● 18 ივლისს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის III კურსის სტუდენტი გელა ჭკადუა და სახელად გაბრიელი უწოდა. დიაკონი გაბრიელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურად დაინიშნა.
● 28 ივლისს მესტიის რაიონის სოფელ კალას წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიაში მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსმა ილარიონმა (ქიტიაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის საძმოს წევრს, ბერ-დიაკვან თეოდორეს (არღვლიანი). მღვდელ-მონაზონი თეოდორე მცხეთაში, გეთსამანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში იმსახურებს.
● 1 აგვისტოს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის V კურსის სტუდენტი ირაკლი ახალაძე. დიაკონი ირაკლი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურად დაინიშნა.
● 3 აგვისტოს თბილისის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიაში ცურტაველმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) დიაკვნად აკურთხა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის საძმოს წევრი, ბერი გაბრიელი (ჯიქია). ბერ-დიაკონი გაბრიელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურად დაინიშნა.
• 8 აგვისტოს ბოლნისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ბოლნელმა ეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიასთან არსებული ანთროპოლოგიის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის კურსდამთავრებული გიორგი ფერაძე. დიაკონი გიორგი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურად დაინიშნა.
• 8 აგვისტოს ბოლნისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ბოლნელმა ეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის საძმოს წევრს, ბერ-დიაკვან კონსტანტინეს (ნაროუშვილი). მღვდელ-მონაზონი კონსტანტინე თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად დაინიშნა.
● 22 აგვისტოს საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში ცხუმ-აფხაზეთის, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული თეიმურაზ რუხაძე. დიაკონი თეიმურაზი სავანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა.
● 22 აგვისტოს საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში ცხუმ-აფხაზეთის, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი სავანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დიაკვან ლევან კაციტაძეს. მღვდელი ლევანი სარეკის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
26 აგვისტოს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ცურტაველმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) ბერად აღკვეცა მორჩილი გიორგი კუცია და სახელად გრიგოლი უწოდა.
● 28 აგვისტოს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა ბერი გრიგოლი (კუცია). ბერ-დიაკონი გრიგოლი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურად დაინიშნა.
● 28 აგვისტოს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ღვთისმსახურს, არქიდიაკონ გიორგის (გურჩიანი). მღვდელ-მონაზონი გიორგი ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის ამავე დღეს ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და იღუმენის წოდება მიენიჭა.
29 აგვისტოს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის საძმოს წევრს, ბერ-დიაკვან პეტრეს (სუჯაშვილი). მღვდელ-მონაზონი პეტრე თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად დაინიშნა.
28-2 საპატრიარქოს უწყებანი N28 2-15 სექტემბერი 2010წ 10
დაჯილდოება
29 აგვისტოს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრითა და დეკანოზის წოდებით —კლდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური და თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის ლექტორი, მღვდელი დავით ციცქიშვილი; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი ლევან კუტივაძე. ტაძრის კურთხევა
23 აგვისტოს ცხუმ-აფხაზეთის, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) აკურთხა სარეკის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია.
29 საპატრიარქოს უწყებანი N29 16-23 სექტემბერი 2010წ 8
დაჯილდოება
9 სექტემბერს სტეფანწმიდის რაიონის სოფელ ახალციხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მთავარეპისკოპოსის წოდება მიანიჭა ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსს სტეფანეს (კალაიჯიშვილი). „საპატრიარქოს უწყებანი“ ულოცავს მაღალყოვლადუსამღვდელოეს სტეფანეს ამ მაღალ წოდებას და უსურვებს მრავალჟამიერ სიცოცხლესა და ნაყოფიერ მოღვაწეობას საქართველოს ეკლესიის საკეთილდღეოდ.
29-1 საპატრიარქოს უწყებანი N29 16-23 სექტემბერი 2010წ 9
ხელდასხმა
28 აგვისტოს ცაიშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ გიორგი ვაჩეიშვილს, ხოლო დიაკვნად — ბერ ექვთიმეს (ახალაია).
სამძიმარი
საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ 8 სექტემბერს გარდაიცვალა დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი სიმონ ნუცუბიძე და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს. მკითხველს ვთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოს ახლად შესვენებული დეკანოზი სიმონის სული.
30 საპატრიარქოს უწყებანი N30 23-29სექტემბერი 2010წ 4
ბერად აღკვეცა
22 აგვისტოს უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ბერად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილები: ზურაბ ახრახაძე (სახელად ეწოდა ― მოსე) და გიორგი ურუშაძე (სახელად ეწოდა — ილარიონი).
*
11 სექტემბერს უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერში შე-მოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ბერად აღკვეცა ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი ბექა (იაკობიძე) და სახელად ეწოდა დავითი.
ხელდასხმა
21 სექტემბერს, დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკონ დავითს (ლესტანი).
***
29 აგვისტოს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) დიაკვნად აკურთხა ბერი მოსე (ახრახაძე). ბერ-დიაკონი მოსე გორთაფონის მამათმთავართა სახელობის მამათა მონასტერში იმსახურებს.
29 აგვისტოს სამთავისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის საკათედრო ტაძარში გორისა და სამთავისის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვანს ლევან გოგიას. მღვდელი ლევანი თბილისში, საბურთალოს წმინდა კოსმა და დამიანეს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა.
***
5 სექტემბერს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) დიაკვნად აკურთხა ბერი ილარიონი (ურუშაძე). ბერ-დიაკონი ილარიონი უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერში იმსახურებს.
*
5 სექტემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართვე- ლოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვანს აკაკი კუპრაშვილს. მღვდელი აკაკი ორთაჭალის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
***
12 სექტემბერს შემოქმედის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარში შე- მოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) დიაკვნად აკურთხა ბერი დავითი (იაკობიძე). ბერ-დიაკონი დავითი ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტერში იმსახუ-რებს.
დაჯილდოება
5 სექტემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთ-
30-1 საპატრიარქოს უწყებანი N30 23-29სექტემბერი 2010წ 5
გული სამსახურისათვის დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით ნაქულბაქევის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი იოანე (გვაჯაია); გამშვენებული ჯვრით — ფონიჭალას დასახლებაში მდებარე, 153 საშუალო სკოლის ტერიტორიაზე არსებული წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკ- ლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი გუგენიშვილი; თბილისის წმინდა ჯვრის მამის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილ ავანაშვილი.
*
21 სექტემბერს, დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში სრუ-ლიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება: ტაძრის წინამძღვარი თეიმურაზ შალვაშვილი მეორე გამშვენებული ჯვრით; დეკანოზი პეტრე ბარამიძე — მიტრის ტარების უფლებით; დეკანოზი რომანოზ ტონია — მიტრის ტარების უფლებით; მღვდელ-მონაზონი დავითი (ლესტანი) — ოქ-როს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; მღვდელი გრიგოლ აბესაძე — ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; მღვდელი გიორგი თიკანაშვილი ― ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.
34 საპატრიარქოს უწყებანი N34 21-27 ოქტომბერი 2010წ 14
ხელდასხმა
10 ოქტომბერს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის II კურსის სტუდენტი გიორგი გურამიშვილი. დიაკონი გიორგი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურად დაინიშნა.
***
11 ოქტომბერს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ცურტაველმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის IV კურსის სტუდენტი თომა შენგელია. დიაკონი თომა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურად დაინიშნა.
***
10 ოქტომბერს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასალის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსმა იოანემ დიაკვნად დაასხა ხელი წმინდა ანდრია პირველწოდეულის სახელობის საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის სტუდენტს ნიკოლოზ ტატუაშვილს. დიაკონი ნიკოლოზი რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასალის სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
ტაძრის კურთხევა
18 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ცურტაველმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია. ტაძრის კურთხევაში მონაწილეობდნენ ამავე ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ლევან კუტივაძე და მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: მღვდელი ნიკოლოზ ბურდილაძე, მღვდელი არჩილ გვიმრაძე, მღვდელი ლევან მერაბიშვილი და მღვდელი იოსებ ნუსხელაძე. ასევე ბერ-დიაკონი პავლე (ქებულაძე).
სამძიმარი
საპატრიარქოს პრესცენტი მწუხარებით იუწყება, რომ ამა წლის 9 ოქტომბერს გარდაიცვალა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მღვდელმსახური, ზესტაფონის წმინდა ნინოსა და ილემის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიების მოძღვარი, მღვდელი გაბრიელ სულიაშვილი.
38 საპატრიარქოს უწყებანი N38 18-24 ნოემბერი 2010წ 7
ხელდასხმა
14 ნოემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის ბერ-დიაკონ გრიგოლს (კაცია). მღვდელ-მონაზონი გრიგოლი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
40 საპატრიარქოს უწყებანი N40 2-8დეკემბერი 2010წ 7
ხელდასხმები და ტაძრის კურთხევები
21 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკონ პავლეს (ქებულაძე).
***
23 ნოემბერს დიღმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ცურტაველმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ბასილ ნიქაცაძე. დიაკონი ბასილი დიღმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
***
23 ნოემბერს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა გიორგიმ (შალამბერიძე) მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის დიაკვანს რევაზ ბაიდაშვილს, ხოლო დიაკვნად აკურთხა ამავე ტაძრის სტიქაროსანი თორნიკე ცერცვაძე.
23 ნოემბერს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია) აკურთხა სოფელ გომის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. წირვის დროს მიტროპოლიტმა საბამ მღვდლად დაასხა ხელი უძლოურის მაცხოვრის ამაღლების სახელობის მამათა მონასტრის ბერ-დიაკონ გიორგის (ჯანელიძე), ხოლო დიაკვნად აკურთხა ამავე მონასტრის ბერი ექვთიმე (ლეჟავა). გომის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დეკანოზი აკაკი ჟვანია დაინიშნა.
***
23 ნოემბერს ზესტაფონის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში არგვეთისა და უბისის მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი) დიაკვნად აკურთხა პაატა ჩუბინიძე და სახელად პანტელეიმონი უწოდა. დიაკონი პანტელეიმონი ზესტაფონის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო და ზესტაფონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიებში იმსახურებს.
***
25 ნოემბერს ცურტაველმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა ვარკეთილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (მეურნეობის ტერიტორია). წირვის დროს ეპისკოპოსმა იაკობმა დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის ლექტორი გიორგი შაშვიაშვილი. დიაკონი გიორგი დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
21 ნოემბერს, მთავარანგელოზობის დღესასწაულზე, ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) აკურთხა ლენტეხის რაიონის სოფელ სასაშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი.
40-1 საპატრიარქოს უწყებანი N40 2-8დეკემბერი 2010წ 8
დაჯილდოვება
21 ნოემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელბის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართვე-ლოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრით – ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი ირაკლი სახოკია; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით სოფელ დიღმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი შიო მენაბდე, ნაძალადევის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი ბაქარ სოსელია, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის (ლურჯი მონასტერი) მღვდელმსახური მღვდელი ნიკოლოზ ბურდილაძე, ზესტაფონის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი კირიონ მუშკუდიანი, ერთაწმინდის წმინდა ევსტათი პლაკიდას სახელობის ეკლესიისა და ვაშლიჯვარის წმინდა გიორგის სახელობის სამხედრო ეკლესიის წინამძღვარი — მღვდელი თევდორე სულუაშვილი.
*
25 ნოემბერს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მოილოცა შემოქმედის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარი, იქ არსებული მამათა მონასტერი და დააჯილდოვა ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით შემოქმედის მაცხოვრის სახელობის მამათა მონასტრის კეთილმოწესე, იღუმენი ელიზბარი (ბაბუხადია); იღუმენის წოდებით — აცანის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი გაბრიელი (კახელაშვილი); გამშვენებული ჯვრით: დეკანოზი კვირიკე ხეცურიანი, დეკანოზი საბა ჟღენტი, დეკანოზი გიორგი ჟღენტი, დეკანოზი შალვა ჯინჭარაძე, დეკანოზი შალვა გორგაძე, აჭის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ალექსანდრა (ჩაჩი- ბაია), ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა), ჯიხეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის დედათა მონასტრის კეთილმოწესე, იღუმენია ირინე (სულაკაძე); ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — მღვდელი მირიან ფირცხალაიშვილი და მღვდელი იოანე ორმოცაძე.
41 საპატრიარქოს უწყებანი N41 9-15 დეკემბერი 2010წ 8
ხელდასხმა
28 ნოემბერს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკმა (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ფსიქოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის ფაკულტეტის V კურსის სტუდენტი ალექსი გელაშვილი. დიაკონი ალექსი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
***
5 დეკემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვანს თეიმურაზ მჟავანაძეს.
დაჯილდოება
5 დეკემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება: მეორე გამშვენებული ჯვრით — მეტეხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი მელიქიძე; არქიმანდრიტის წოდებით — მისაქციელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, იღუმენი გაბრიელი (ოდიშელიძე); გამშვენებული ჯვრით — ორხევის წმინდა ნი- ნოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი მელქისედეკ ხვედელიძე; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — საბურთალოს წმინდა ანტონ მარტყოფელის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი ილია მაღლაფერიძე.
42 საპატრიარქოს უწყებანი N42 16-22 დეკემბერი 2010წ 7
ხელდასხმა
5 დეკემბერს ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული სულხან ჭიკაიძე და სახელად საბა უწოდა. დიაკონი საბა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
***
5 დეკემბერს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის III კურსის სტუდენტი დავით ტატანაშვილი. დიაკონი დავითი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
* *
13 დეკემბერს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელი) დიაკვნად აკურთხა ამავე ტაძრის სტიქაროსანი, ბათუმის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული, ნიკოლოზ პეტროვსკი. დიაკონი ნიკოლოზი რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
42-1 საპატრიარქოს უწყებანი N42 16-22 დეკემბერი 2010წ 8
ტაძრის კურთხევა და ხელდასხმა
13 დეკემბერს ცურტავის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) სამღვდელოების თანამწირველობით აკურთხა იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის ეზოში ახლად აშენებული წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია, რომელიც სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლების ინიციატივითა და მონდომებით აშენდა. წირვის დროს ეპისკოპოსმა იაკობმა დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული აბო მაჩურიშვილი და სახელად ვახტანგი უწოდა. დიაკონი ვახტანგი ტაბახმელაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
12 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: მეორე გამშვენებული ჯვრით — სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, არქიმანდრიტი სერაფიმე (ჭედია);
არქიმანდრიტის წოდებით სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, იღუმენი ილია (კარტოზია); მიტრით ― სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურები: დეკანოზი გიორგი ხატიაშვილი, დეკანოზი მიქაელი მაჭარაძე, დეკანოზი თეიმურაზ შიოლაშვილი, დეკანოზი ალექსი მარსაგიშვილი; თბილისის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიის (ვერაზე) მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი ცნობილაძე; გამშვენებული ჯვრით — ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურები: დეკანოზი ვახტანგ კვიჟანიძე და დეკანოზი პეტრე კვარცხელია; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — ვარკეთილის წმინდა ილია მართლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი სამოელ ზვიადაური; დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი მერაბ დეკანოსიძე; იღუმენიას წოდებით — ანტიოქიის წმინდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ბარბარე (კაპანაძე); ოქროს ჯვრითა და იღუმენიას წოდებით — მცხეთის, ოლღას წმინდა ეკატერინეს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ანა (ქარდავა).
***
13 დეკემბერს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმინდა სინოდის მღვდელმთავართა თანამწირველობით სადღესასწაულო წირვა აღასრულა. წირვის შემდეგ დალოც მრევლი და ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის სამღვდელოება: ძველი რუსთავის დასახლების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი გორგიძე, რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ანდრია აბაშიძე და მარნეულის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა შალვაშვილი.
43 საპატრიარქოს უწყებანი N43 23-29დეკემბერი 2010წ 6
დაჯილდოება
17 დეკემბერს, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქოს ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ეკლესიის უმაღლესი ჯილდო — წმინდა გიორგის ორდენი გადასცა სიონის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვარს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს. გულითადად ვულოცავთ მამა გიორგის ამ მაღალ ჯილდოს!
***
17 დეკემბერს, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქოს ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მეორე გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ რედაქტორი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ლურჯი მონასტრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით შარაშენიძე. გულითადად ვულოცავთ მამა დავითს!
44 საპატრიარქოს უწყებანი N44 30 იანვარი 2010წ -5 დეკემბერი 2011წ 8
დაჯილდოება
26 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნატერსმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება: მიტრით — თბილისის ნაძალადევის წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური და თბილისის სასულიერო სემინარიის პრორექტორი, დეკანოზი გელასი ნატროშვილი. გამშვენებული ჯვრით ― გლდანის „ლომისის“ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი დავით დათუაშვილი; ქუთაისის საფიჩხიის მაცხოვრის ამაღლე- ბის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი იოსებ მინდიაშვილი. დეკანოზის წოდებით ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის (თაბუკაშვილის ქუჩა) წინამძღვარი, მღვდელი აბიბოს გუბაევი; ქუთაისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი თომა სოსელია. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურნი: მღვდელი მატათა ქარქაშაძე, მღვდელი ლუკია- ნე ხურცია და მღვდელი ზენონ ხახალეიშვილი.
ხელდასხმა
19 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად სა- ქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის ღვთისმსახურს, ბერ-დიაკონ გაბრიელს (ჯიქია). მღვდელ-მონაზონი გაბრიელი თბილისის წმინდა არჩილისა და ლუარსაბის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა. 19 დეკემბერს სანზონის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში ცურტაველმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურს, დიაკონ გაბრიელ ჭკადუას. მღვდელი გაბრიელი ავჭალის მაცხოვრის ნათლისღების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა.
19 დეკემბერს სანზონის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში ცურტაველმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის IV კურსის სტუდენტი ალექსანდრე გიორგაძე. დიაკონი ალექსანდრე ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურად დაინიშნა. 19 დეკემბერს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული ბონდო გოლუბიანი და სახელად ბენედიქტე უწოდა. 26 დეკემბერს გარდაბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის III კურსის სტუდენტი გიორგი ზაქარიაძე. დიაკონი გიორგი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
საპატრიარქოს უწყებანი N1, 6-12 იანვარი 2011წ. გვ. 17
მიტროპოლიტი იოანე (მაყაშვილი) 1743-1837 წწ
მიტროპოლიტი იოანე, ერისკაცობაში იოანე ომანის ძე მაყაშვილი, 1743 წელს (ბაგრატ ბატონიშვილის წარწერის თანახმად, დაიბადა 1740 წელს) კახეთში, თავადის ოჯახში დაიბადა. მაყაშვილები წარმოშობით სოფელ იყალთოდან იყვნენ, სადაც ახლაც არის შემონახული მათი საგვარეულო ციხე-დარბაზი, კარის ეკლესიითურთ. მშობლებმა იგი სიყრმიდანვე, 1740 წელს აღსაზრდელად მიაბარეს სიწმინდითა და ასკეტური ცხოვრებით განთქმულ რუსთაველ მღვდელმთავარ იოსებს (ჯანდიერი), რომელიც კათოლიკოს ანტონ I-ის განდევნის შემდეგ –- 1756- 1764 წლებში - მართავდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას. ნეტარმა კათოლიკოსმა იოანე პატარაობიდანვე შეაჩვია მკაცრ და ასკეტურ ცხოვრებას. გარდა ამისა, საფუძვლიანად შეასწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი, საფილოსოფოსო და სამეცნიერო საგნები. წმინდა ადამიანთან თანაცხოვრებამ, ღამისთევის მსახურებებზე ხშირმა დგომამ და ბერულმა ცხოვრებამ ახალგაზრდა მორჩილს ძლიერი და მებრძოლი სული ჩამოუყალიბა. 1764 წელს ანტონ I-ის რუსეთიდან დაბრუნების გამო, კათოლიკოსმა იოსებმა თავისი ნებით დაუტევა თანამდებობა და ხარჭაშნელის კათედრაზე დაინიშნა. მან თავის კრებულში იახლა იოანეც, მალევე ჩოხაც უკურთხა და დიაკვნად დაასხა ხელი. გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში მოღვაწე ცნობილი ბერი და მწერალი გაბრიელ მცირე (შერაცხულია წმინდათა დასში საქართველოს ეკლესიის მიერ) თავის „ღვთივსულიერნი თხრობანში“ გადმოგვცემს: „ვითარმედ სალმობიერ ვიქმენო ძლიერად სენითა მით მუცლის სიმსივნითა და ესევითარად აშთობდა, რომელ არღარა ძალ-ედვა სულთქმაი. შევიდა არხიერი იგი და იხილა სენი და შეელმა გულსა მისსა ხოლო მდებარემან აღიხილნა თუალნი და შეადგნა საწყალობელად და არღარა ჰქონდა სიტყუაი და რეცა წამისყოფით ლოცვასა ევედრებოდა. მეყსეულად დაუტევა უძლური იგი მღუდელმთა- ვარმან და შევიდა სალოცველსა თვისსა და ილოცა მხურვალედ და მერმე შევიდა მუნვე სნეულისა თანა და ჰრქუა, მასმიესო თხილის ჯოხისა ნახშირი კეთილ არს ეგევითარისა სალმობისათვის. და შედო ცეცხლსა კვერთხი თვისი, რომელიცა იყო თხილისა, და ვითარცა დაიწო და ნახშირ იქმნა, მოიღო ხელითა თვისითა, გალესა წყალსა შინა, ჯვარი დასახა და მიუპყრა პირსა მის მდებარისასა, და ვითარცა შესუა, მეყსეულად სიმსივნე იგი დაცხრა და შემდგომად სამისა დღისა ზე აღსდგა ქვემდებარე იგი და ადიდებდა ღმერთსა და წმიდისა მის ლოცვასა ჰმადლობდა ეს თვით მან იოანე მომითხრა, რომელ აწ მიტროპოლიტ არსო“, -– ამთავრებს გაბრიელ მცირე.
1770 წელს გარდაიცვალა მეუფე იოსები და სულიერი მოძღვრის გარეშე დარჩენილი მამა იოანე გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერში გადავიდა სამოღვაწეოდ. მთავარდიაკონი იოანე მაყაშვილი იხსენიება 1774 წლის 1 ოქტომბრით დათარიღებულ ნათლისმცემლის მონასტრის ერთ-ერთ სიგელში. 1776 წელს ამავე მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ექვთიმემ (მჭედლიშვილი) იგი ბერად აღკვეცა. მალევე ნინოწმინდელმა
საპატრიარქოს უწყებანი N1, 6-12 იანვარი 2011წ. გვ. 18
მიტროპოლიტმა საბამ (ტუსიშვილი) მღვდლად დაასხა
ხელი. XVIII საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში კათოლიკოსმა ანტონ I-მა არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა. 1784 წლის 20 მარტს გარდაიცვალა ნინოწმინდელი მიტროპოლიტი საბა. ამავე წელს კათოლიკოსმა ანტონ I-მა არქიმანდრიტ იოანეს ეპისკოპოსად დაასხა ხელი და ნინოწმინდის ეპარქია ჩააბარა. 1785 წლის საბუთით ის უკვე იხსენიება ამ კათედრის მღვდელმთავრად. ამ სიგელის მიხედვით -– „არქიმანდრიტები, სამღვდელო და საერო პირები აღთქმას და პირობას სდებენ უქმე დღის გაუტეხაობის შესახებ“.
მიტროპოლიტი იოანე (მაყაშვილი) ქართველ სახელოვან მღვდელმთავართა ტრადიციის გამგრძელებელი იყო; ის გახლდათ ძლიერი პიროვნება, შორსმჭვრეტელი, უხვი და მოწყალე იერარქი. იგი აქტიურ როლს ასრულებდა როგორც საეკლესიო, ისე საერო ცხოვრებაშიც. დიდი მატერიალური და ფინანსური დახმარება გაუწია მეუფე იოანემ გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერს. მან
მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა აქ. გაამაგრა და გაამშვენა სავანე, ააგო პალატები, სამრეკლო და კოშკი.
საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია 1791 წელს გადაწერილი კრებული, სადაც
მოხსენიებულია მეუფე იოანეს სახელი, როგორც ამ მონასტრის მმართველისა. კრებული გადაუწერია მონაზონ ზაქარიას (მაყაშვილი), არქიმანდრიტ გერონტის (სოლოღაშვილი) დაკვეთით: „მე უღირსმან ხუცეს-მონაზონმან სოლოღაშვილმან გერონტი აღვაწერინე წიგნი ესე ჩემსა სულიერსა ძმასა ახლად მონაზონს ზაქარიას უდაბნოსა გარესჯისასა, ნათლისმცემლის მონასტერში, სულისა ჩემის საოხად და ძმათა ჩემთა –– აღათონისა და იოანესსა. ვინც მიემთხვეოდეთ ამას, ლოცვასა ჰყოფდეთ ჩემ ცოდვილისათვის, წმინდანო მამანო. მეფობასა მეორესა ირაკლისსა, პატრიარხობასა ძისა მისისა, მეორისა ანტონისსა, ჟამსა ამას მწყსიდა მონასტერსა ამას ყოვლად სამღვდელო ნინოწმინდელი მაყას ძე იოანე, მისთვისცა ხსენებასა ყოფდეთ, მამანო. დასაბამითგან წელთა ათშვიდიათას ორას ოთხმეოც და ათცხრამეტსა. ქრისტეს აქათ ჩღჟა, თვესა მაისსა ბ“. 1794 წელს კათოლიკოსმა ანტონ II-მ ეპისკოპოსი
იოანე ბოდბის კათედრაზე გადაიყვანა და მიტროპოლიტის წოდება მიანიჭა. იმჟამად ბოდბის მამათა მონასტერში, რომელიც ასევე მლვდელმთავრის რეზიდენციაც გახლდათ, მოქმედებდა საეკლესიო სასწავლებელი. მეუფე იოანე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ამ სასწავლებელს.
მისი უშუალო ხელმძღვანელობით მრავალმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება, რომელთაგან ბევრი შემდგომში გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე გახდა. მათ შორის გამოვყოფდით: მღვდელ-მონაზონ ფილადელფოსს (კიკნაძე), რომელიც თვითონვე აკურთხა, შემდეგ კი რუსეთში გაგზავნა კათოლიკოს ანტონ II-თან. მიტროპოლიტ იოანეს რჩევით, მღვდელმა იოანე დოდაშვილმა თავისი ვაჟი.– სოლომონი სასწავლებლად რუსეთში გაუშვა. 1831. წელს მან წმინდა ნინოს მონასტერში დიაკვნად ნამყოფ გლეხს, ტალიაშვილს სარეკომენდაციო წერილი გაატანა თბილისში, სოლომონ დოდაშვილთან, რათა იგი პეტერბურგში სასწავლებლად გამგზავრებაში დახმარებოდა. ასე რომ, მეუფე იოანე ბევრს უმართავდა ხელს, რათა ჯეროვანი განათლება მიეღოთ.
ბოდბელი მიტროპოლიტი იოანე სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირი ჩანს. ბატონიშვილი იოანე
თავის ნაშრომში მის შესახებ წერდა: „ბოდბელი მაყაშვილი იოანე აღიზარდა ნათლისმცემლის მონასტერსა
შინა და მერე მეფისა ირაკლისაგან დაიდგინა ბოდბელად. ესე გამოცდილია საღმრთოთა წერილთა შინა.
ამან იღვაწა კეთილად ეკლესიასა თვისსა ზედა და აღუშენნა კარგნი შენობანი, უმუშაკნა ვენახი და კეთილად ჰმწყსიდა სამწყსოსა თვისსა“. 1798 წლის 22 თებერვალს ქართლ-კახეთის ახალმა მეფე გიორგი
XII-მ თელავში, მამამისის, მეფე ერეკლე II-ის პანაშვიდი სამ მღვდელმთავარს გადაახდევინა -– იოანე ბოდბელს, სტეფანე რუსთველს (ჯორჯაძე) და ნინოწმინდელ მიქაელს (ინასარიძე). შემდგომ წლებში მეუფე იოანეს ირანში გაქცეულ ალექსანდრე ბატონიშვილთან ჰქონდა ურთიერთობა, რისთვისაც გიორგი XII-ს იგი შეურისხავს. ამ ამბავს ცნობილი ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი ასე გადმოგვცემს: „ამასვე დროსა იგდეს ხელსა თადია ჩოლოყაშვილთან მოწერილი წერილი თვით მეფის ძის ალექსანდრესაგან და ესრეთვე იოანე ბოდბელთან, მაყაშვილთან, რომელმანცა მიმალა, თუმცა სცნო მეფემან. იოანე ბოდბელსა მიეწერა საყვედურითი წერილი ესრეთისა სიტყვებითა, რომელ მოიყვანა ძრწოლასა და შიშსა ყოვლადი კახეთი. „ორგული მეფისა და გამტეხი ფიცისა, არღაა მწყემსი ეკლესიისა –– მისწერა კათოლიკოსმან ანტონი, სიტყვა და თქმა მეფისა –– თვით განიკვეთ ესრეთითა მოქცევითა თავსა შენსა ხარისხიდგან შენისა. ნუ მიმიყვან იქამდინ, აღვასრულო იგივე სასჯელი, რომლითაცა დაისაჯა ორგული მეფისა როსტომისა კათოლიკოსი დიასამიძე“. შეკრთომილი ბოდბელი თვით მოვიდა ქალაქსა, წარდგა მეფესთან და მოითხოვა ბოდიში და მიტევება ბრალისა. მიაწერა ბრალი თვით ძმასა მისსა
მეფის ძეს ალექსანდრეს, რომელმანცა მოსწერა წერი-
საპატრიარქოს უწყებანი N1, 6-12 იანვარი 2011წ. გვ. 19
ლი უქმად და ყურუგდებელად დარჩენილი. ეს ამბავი მიამბო მეფის ძემან თეიმურაზ“. იგივე პლატონ
იოსელიანი ხსენებული ნაშრომის ბოლოს დართულ შენიშვნებში ასე ახასიათებს მიტროპოლიტ იოანეს:
„ამას არ უყვარდა მეფე გიორგი და მარადის მოიხსენებოდა არაკეთილად. იყო ორგული მეფისა, თუმცა
მიმალული. ძმასა მისსა ალექსანდრესთან აქვნდა იდუმალ მიწერ-მოწერა. ღრმად მოხუცი გარდაიცვალა 1837 წელსა. იყო დიდი პურადი, დიდი ეკლესიათა ძველთა განმაახლებელი. დიდად მეცადინეობდა, _შემდგომად თვისსა ყოფილიყო ვინდრე მღვდელმთავრად ბოდბეს და ვერავის დააჯერა. მრავალი ვიცი მისგან ძველი ამბავი და მრავალი მაქვნდა მასთან ბაასი მრავალთათვის საგანთა“.
1811 წლის ალწერით აღმოსავლეთ საქართველოში იმჟამად არსებული 13 კათედრიდან ბოდბის ეპარქიას ყველაზე მეტი კომლი ჰყავდა (729). მეუფე იოანემ თავისი მრავალმხრივი საქმიანობით ადრევე მიიპყრო რუსების ყურადღება და 1811 წლის 14 ივლისს წმინდა სინოდმა იგი ალავერდისა და კახეთის ეპარქიის მლვდელმთავრად დანიშნა, რომელსაც 1814 წლის 30 აგვისტომდე მართავდა. ამავე პერიოდში დაჯილდოვდა იგი წმინდა ანას | ხარისხის ორდენით.
1814 წლის 30 აგვისტოდან სიღნაღისა და ქიზიყის ეპარქიის მმართველია. 1818 წლის 28 დეკემბერს გაერთიანდა სიღნაღისა და ქიზიყის, ალავერდისა და თელავის ეპარქიები და მმართველად მიტროპოლიტი
+ 7 იოანე დაადგინეს. 1828 წელს ალავერდისა და თელავის ეპარქია გაუქმდა და მიტროპოლიტი იოანე ისევ
სიღნაღისა და ქიზიყის ეპარქიის კათედრაზე დაინიშნა. მეუფე იოანე დიდ ყურადღებას უთმობდა საინგილოს ქართველებს. ისტორიკოს პლატონ იოსელიანის ცნობით, ყველ აღდგომას იგი ინგილოებს 30
სანთელს უგზავნიდა. 1830 წლამდე ინგილოებს ფარულად მიჰყავდათ მღვდლები სიღნაღის მაზრიდან და
ჩუმად ინათლებოდნენ ღამე. საინტერესო ფაქტია საქართველოს ეგზარქოსის თეოფილაქტეს (რუსანოვი)ვიზიტი ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში და იქ დატრიალებული ამბები. ეგზარქოსის თავხედობა იქამდე მივიდა, რომ გადაწყვიტა, წერაქვით ჩაენგრია წმინდა ნინოს საფლავის თაღი და მისი წმინდა ნეშტი ენახა. გაოგნე- ნდა მასთან ბაასი მრავალთათვის მონასტერი ბული მეუფე იოანე ემუდარებოდა: „ნუ ინებებო, ჩვენი წმინდანები არ ყაბულობენო მაგას, უბედურებას ნუ შეიმთხვევო“. არ გაიგონა, ერთსა და იმავეს გაიძახოდა თურმე. ხვეწნა-მუდარით დაქანცულ ბოდბელს უთქვამს: „მიუშვი ურჩი ნებასა, ის შეეყრება სნებასა; რაც მაგან კარგი ნახოსა, ის მე დამაკვეხეთო“ და თავი დაუნებებია. ილოცეს და დაწვნენ. მეორე დილით ადგა მღვდელმთავარი და დაიწყო მზადება წირვისათვის, დაიწყეს ზარების რეკა, მაგრამ ეგზარქოსი არსად ჩანდა. მაშინ მორჩილი გააგზავნეს მასთან და როდესაც ოთახში შევიდა, მკვდარი ნახეს მიტროპოლიტი თეოფილაქტე. მოახსენეს მეუფე იოანეს მისი სიკვდილი: „არ გითხარი, შე დალოცვილო, რომ უბედურებას შეეყრები-მეთქი!“ ჩაილაპარაკა ბოდბელმა. მერე თვითონ სწირა და ის საფლავი ამოავსო, როგორც ადრე იყო.
მიტროპოლიტ იოანეს დიდი ყურადღება მიუქცევია თავის მშობლიურ სოფელში არსებული იყალთოს უძველესი მონასტრისათვის. მას განუახლებია ტაძარი და შეუწირავს საეკლესიო წიგნები, ხატები და
ნივთები. მკვლევარი ექვთიმე თაყაიშვილი „არქეოლოგიურ მოგზაურობანში“ იხსენიებს ამ ნივთებს“: ა)
მაცხოვრის ხატი ვერცხლისა -–- 32/36 სანტიმეტრი, ქვემო არშიაზე მხედრულად აწერია -- „თვით მამულისა არსებისა ხატო უცვალებელო, სიტყვაო ღმერთო, პატივად შენ პირმშოსა სახისა შევამკევ ხატი ესე შენი და მოუძღვანე ტაძარსა ღვთაებისასა წმიდისა მამისა არსენი იყალთოელისასა მშობელთა ჩემთა სასაფლაოსა მონამან შენმან მაყაშვილის ომანის ძემან, ბოდბელ მიტროპოლიტმან იოანნე სალხინებელად
ჩემდა და მშობელთა ჩემთა და ძმათა საუკუნოდ სახსენებლად: წელსა ჩღჟ (1790)“; ბ) საცეცხლური ვერცხლის მხედრული წარწერით + შეწირული ჩყლა წელსა (1831); გ) ბარძიმი ვერცხლისა მხედრული წარწერით -– შეწირული ჩყკზ (1827) წელსა, აგვისტოსა ა (1); დ) კოვზი ვერცხლისა, მხედრული წარწერით.
განსაკუთრებით უზრუნია მიტროპოლიტ იოანეს ძველი ქართული ხელნაწერების გამრავლებისათვის და მისი დაკვეთით მრავალი წიგნი და ნაშრომი გადაუწერიათ: ა) 1811 წელს გადაუწერიათ
პეტრე I-ის „რეღლამენტი“, ე. ი. „მოძღვრება სულიერისა კოლეღიისა"“; ბ) 1820 წელს გადაუწერიათ კირილე ალექსანდრიელის „საუნჯე“: „ჩვენ ბოდბელი მიტროპოლიტი იოანე შევწირავთ ამ წიგნსა საუნჯესა ტაძარსა დედისა ჩვენისა ნინასსა, საოხად სულისა ჩემისა, ჩყლე წელსა, ივნისის იზ დღესა"; გ) 1821 წელს გადაუწერიათ კრებული – „ჩვენ ბოდბელი მიტროპოლიტი იოანე შევწირავთ ამ წიგნსა ტაძარსა განმანათლებელისა ჩვენისა ნინა ქართველთ განმანათლებელისასა ღვთივ სულიერსა ამას წიგნსა, წოდებულსა ექვსთა დღეს შესაქმესა, საოხად სულისა ჩვენისა, ჩყლვ წელსა, ივნისის იზ დღესა“.
მიტროპოლიტი იოანე 1837 წლის 24 სექტემბერს გარდაიცვალა. საქართველოს საისტორიო ცენტრალურ არქივში, საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის ფონდში დაცულია ცნობა მეუფე იოანეს სიცოცხლის უკანასკნელ დღეებზე, სადაც ვკითხულობთ: „მდგომარემან სკიტსა შინა ყოვლადუსამღვდელოესის სიღნაღის მიტროპოლიტის ბოდბელისა, იღუმენმან დიონისემან 20 წარსულის სეკდემბრიდგან მოგვახსენა, რომელ მიტროპოლიტი იოანე ბოდბელი, ჰგრძნობს რა დიდსა სისუსტესა
სიმრთელესა შინა თვისსა, უსაკუთრესად შემდგომად მისსა, რაც იგი სეკდემბერსა დაეცა პოლსა ზედა და იტკინა მარჯვენა ფეხი და ბარკალი, ჰპოებს თავსა თვისსა უკანასკნელთა მინუტთა შინა ცხოვრებისა, და რომელ ამა შემთხვევამან განაღვიძა იგი იღუმენი დიონისე თხოვად ნებართვისა მის ყოვლადუსამღვდელოესის მიტროპოლიტის იოანესაგან, რათა იმყოფებოდეს მასთანა განუშორებლად ერთბამ სხვათა თანა სასულიერო პირთა. რაიცა შეხების საკუთარსა მის მიტროპოლიტის ბოდბელის ქონებასა ზედა, ამას ზედა არის ანდერძის წერილი, დაწერილი ნამდვილსა წელიწადსა შინა შემდგომად ამისსა და, სახელდობრ, 20-სა სეკდემბერსა. მიღებულ არს მეორე წერილი ხირსის არხიმანდრიტის ეპიფანესი, იღუმენის დიონისესი და დეკანოზის ნაცვალოვისა 24-სა მასვე სეკდემბრიდგანა, რომელ ყოვლადსამღვდელო იოანნე მიტროპოლიტი სიღნაღისა 24-სა რიცხვსა მასვე სეკდემბერსა მეთერთმეტე საათის გასულს შუაღამის შემდეგ გარდაიცვალა. ხოლო დანაშთენი შემდგომად მისსა ანდერძის წერილი ჯერეთ ჟამსა სიცოცხლისა მისის შემოწმებულ არს ჩვენთა მიერ სუდისათა, ხოლო ქონებული სახლსა შინა მისსა ქონება ვითარცა საკუთარი მისი, ეგრეთვე საეკლესიოცა დაბეჭდილ არს“.
1819 წელს ბაგრატ გიორგის ძე ბაგრატიონის მიერ გადაწერილ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისზე არის მისივე ხელით გაკეთებული მინაწერი: „წელსა 1837 ნოენბრის 2 მიიცუალა წმიდა იოანე ბოდბელ მიტრაპოლიტი მაყაშვილი კახი, წლისა 97, ამან იმღვდელმთავრა წელი 47, რომელიცა არაოდეს დასცხრებოდა წირვისაგან და ლოცვისაგან, ესე იყო ფრიად მხნე, ვიდრე გარდაცუალებამდე. ამან განაშენა და შეამკო ფრიად წმიდის ნინას მონასტერი, ვითა შენობითა, ეგრეთვე სამკაულითა და კრებულითა“.
ბოდბელი მიტროპოლიტი იოანე დასაფლავებულია ბოდბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც შესრულებულია მისი ფრესკა. ექვთიმე თაყაიშვილს თავის „არქეოლოგიური მოგზაურობანის“
| ნაწილში მოყვანილი აქვს მისი საფლავის ეპიტაფია:
„.შენი ვარ... მაცხოვნე, რამეთუ მცნებანი შენნი... მრწმენეს მე. დაშრტა ლაპარისა ესე მდებარე სასანთლესა ზედა ჭეშმარიტისა მღვდელთმთავრობისა საჩინო მწყემსი ბოდბელი მიტროპოლიტი სანატრელი იოანე კახთა თავადთაგანი მაყაშვილი, რომელი მწყსიდა სიტყვიერთა სამწყსოთა ქრისტესტა 54 წელ და განამშვენებდა წმინდასა ამას ტაძარსა და ადგილსა ყოვლითა შემკულობითა და წესიერებითა და
აწ, ჰასაკ სიბერისად მოწევნილმან დაუტევნა, საწუთრო ესე 24 სეკტემბერის თვესა 1837-ისა წლისასა და დასხნა აქა 94 წლისა მონაზონებით დამაშურალნი სხეულნი თვისნი სახსენებელად საუკუნოდ და თვით
წარდგა წინაშე მეუფისა თვისისა“.
მიტროპოლიტმა საბამ (ტუსიშვილი) მღვდლად დაასხა
ხელი. XVIII საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში კათოლიკოსმა ანტონ I-მა არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა. 1784 წლის 20 მარტს გარდაიცვალა ნინოწმინდელი მიტროპოლიტი საბა. ამავე წელს კათოლიკოსმა ანტონ I-მა არქიმანდრიტ იოანეს ეპისკოპოსად დაასხა ხელი და ნინოწმინდის ეპარქია ჩააბარა. 1785 წლის საბუთით ის უკვე იხსენიება ამ კათედრის მღვდელმთავრად. ამ სიგელის მიხედვით -– „არქიმანდრიტები, სამღვდელო და საერო პირები აღთქმას და პირობას სდებენ უქმე დღის გაუტეხაობის შესახებ“.
მიტროპოლიტი იოანე (მაყაშვილი) ქართველ სახელოვან მღვდელმთავართა ტრადიციის გამგრძელებელი იყო; ის გახლდათ ძლიერი პიროვნება, შორსმჭვრეტელი, უხვი და მოწყალე იერარქი. იგი აქტიურ როლს ასრულებდა როგორც საეკლესიო, ისე საერო ცხოვრებაშიც. დიდი მატერიალური და ფინანსური დახმარება გაუწია მეუფე იოანემ გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერს. მან
მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა აქ. გაამაგრა და გაამშვენა სავანე, ააგო პალატები, სამრეკლო და კოშკი.
საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია 1791 წელს გადაწერილი კრებული, სადაც
მოხსენიებულია მეუფე იოანეს სახელი, როგორც ამ მონასტრის მმართველისა. კრებული გადაუწერია მონაზონ ზაქარიას (მაყაშვილი), არქიმანდრიტ გერონტის (სოლოღაშვილი) დაკვეთით: „მე უღირსმან ხუცეს-მონაზონმან სოლოღაშვილმან გერონტი აღვაწერინე წიგნი ესე ჩემსა სულიერსა ძმასა ახლად მონაზონს ზაქარიას უდაბნოსა გარესჯისასა, ნათლისმცემლის მონასტერში, სულისა ჩემის საოხად და ძმათა ჩემთა –– აღათონისა და იოანესსა. ვინც მიემთხვეოდეთ ამას, ლოცვასა ჰყოფდეთ ჩემ ცოდვილისათვის, წმინდანო მამანო. მეფობასა მეორესა ირაკლისსა, პატრიარხობასა ძისა მისისა, მეორისა ანტონისსა, ჟამსა ამას მწყსიდა მონასტერსა ამას ყოვლად სამღვდელო ნინოწმინდელი მაყას ძე იოანე, მისთვისცა ხსენებასა ყოფდეთ, მამანო. დასაბამითგან წელთა ათშვიდიათას ორას ოთხმეოც და ათცხრამეტსა. ქრისტეს აქათ ჩღჟა, თვესა მაისსა ბ“. 1794 წელს კათოლიკოსმა ანტონ II-მ ეპისკოპოსი
იოანე ბოდბის კათედრაზე გადაიყვანა და მიტროპოლიტის წოდება მიანიჭა. იმჟამად ბოდბის მამათა მონასტერში, რომელიც ასევე მლვდელმთავრის რეზიდენციაც გახლდათ, მოქმედებდა საეკლესიო სასწავლებელი. მეუფე იოანე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ამ სასწავლებელს.
მისი უშუალო ხელმძღვანელობით მრავალმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება, რომელთაგან ბევრი შემდგომში გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე გახდა. მათ შორის გამოვყოფდით: მღვდელ-მონაზონ ფილადელფოსს (კიკნაძე), რომელიც თვითონვე აკურთხა, შემდეგ კი რუსეთში გაგზავნა კათოლიკოს ანტონ II-თან. მიტროპოლიტ იოანეს რჩევით, მღვდელმა იოანე დოდაშვილმა თავისი ვაჟი.– სოლომონი სასწავლებლად რუსეთში გაუშვა. 1831. წელს მან წმინდა ნინოს მონასტერში დიაკვნად ნამყოფ გლეხს, ტალიაშვილს სარეკომენდაციო წერილი გაატანა თბილისში, სოლომონ დოდაშვილთან, რათა იგი პეტერბურგში სასწავლებლად გამგზავრებაში დახმარებოდა. ასე რომ, მეუფე იოანე ბევრს უმართავდა ხელს, რათა ჯეროვანი განათლება მიეღოთ.
ბოდბელი მიტროპოლიტი იოანე სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირი ჩანს. ბატონიშვილი იოანე
თავის ნაშრომში მის შესახებ წერდა: „ბოდბელი მაყაშვილი იოანე აღიზარდა ნათლისმცემლის მონასტერსა
შინა და მერე მეფისა ირაკლისაგან დაიდგინა ბოდბელად. ესე გამოცდილია საღმრთოთა წერილთა შინა.
ამან იღვაწა კეთილად ეკლესიასა თვისსა ზედა და აღუშენნა კარგნი შენობანი, უმუშაკნა ვენახი და კეთილად ჰმწყსიდა სამწყსოსა თვისსა“. 1798 წლის 22 თებერვალს ქართლ-კახეთის ახალმა მეფე გიორგი
XII-მ თელავში, მამამისის, მეფე ერეკლე II-ის პანაშვიდი სამ მღვდელმთავარს გადაახდევინა -– იოანე ბოდბელს, სტეფანე რუსთველს (ჯორჯაძე) და ნინოწმინდელ მიქაელს (ინასარიძე). შემდგომ წლებში მეუფე იოანეს ირანში გაქცეულ ალექსანდრე ბატონიშვილთან ჰქონდა ურთიერთობა, რისთვისაც გიორგი XII-ს იგი შეურისხავს. ამ ამბავს ცნობილი ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი ასე გადმოგვცემს: „ამასვე დროსა იგდეს ხელსა თადია ჩოლოყაშვილთან მოწერილი წერილი თვით მეფის ძის ალექსანდრესაგან და ესრეთვე იოანე ბოდბელთან, მაყაშვილთან, რომელმანცა მიმალა, თუმცა სცნო მეფემან. იოანე ბოდბელსა მიეწერა საყვედურითი წერილი ესრეთისა სიტყვებითა, რომელ მოიყვანა ძრწოლასა და შიშსა ყოვლადი კახეთი. „ორგული მეფისა და გამტეხი ფიცისა, არღაა მწყემსი ეკლესიისა –– მისწერა კათოლიკოსმან ანტონი, სიტყვა და თქმა მეფისა –– თვით განიკვეთ ესრეთითა მოქცევითა თავსა შენსა ხარისხიდგან შენისა. ნუ მიმიყვან იქამდინ, აღვასრულო იგივე სასჯელი, რომლითაცა დაისაჯა ორგული მეფისა როსტომისა კათოლიკოსი დიასამიძე“. შეკრთომილი ბოდბელი თვით მოვიდა ქალაქსა, წარდგა მეფესთან და მოითხოვა ბოდიში და მიტევება ბრალისა. მიაწერა ბრალი თვით ძმასა მისსა
მეფის ძეს ალექსანდრეს, რომელმანცა მოსწერა წერი-
საპატრიარქოს უწყებანი N1, 6-12 იანვარი 2011წ. გვ. 19
ლი უქმად და ყურუგდებელად დარჩენილი. ეს ამბავი მიამბო მეფის ძემან თეიმურაზ“. იგივე პლატონ
იოსელიანი ხსენებული ნაშრომის ბოლოს დართულ შენიშვნებში ასე ახასიათებს მიტროპოლიტ იოანეს:
„ამას არ უყვარდა მეფე გიორგი და მარადის მოიხსენებოდა არაკეთილად. იყო ორგული მეფისა, თუმცა
მიმალული. ძმასა მისსა ალექსანდრესთან აქვნდა იდუმალ მიწერ-მოწერა. ღრმად მოხუცი გარდაიცვალა 1837 წელსა. იყო დიდი პურადი, დიდი ეკლესიათა ძველთა განმაახლებელი. დიდად მეცადინეობდა, _შემდგომად თვისსა ყოფილიყო ვინდრე მღვდელმთავრად ბოდბეს და ვერავის დააჯერა. მრავალი ვიცი მისგან ძველი ამბავი და მრავალი მაქვნდა მასთან ბაასი მრავალთათვის საგანთა“.
1811 წლის ალწერით აღმოსავლეთ საქართველოში იმჟამად არსებული 13 კათედრიდან ბოდბის ეპარქიას ყველაზე მეტი კომლი ჰყავდა (729). მეუფე იოანემ თავისი მრავალმხრივი საქმიანობით ადრევე მიიპყრო რუსების ყურადღება და 1811 წლის 14 ივლისს წმინდა სინოდმა იგი ალავერდისა და კახეთის ეპარქიის მლვდელმთავრად დანიშნა, რომელსაც 1814 წლის 30 აგვისტომდე მართავდა. ამავე პერიოდში დაჯილდოვდა იგი წმინდა ანას | ხარისხის ორდენით.
1814 წლის 30 აგვისტოდან სიღნაღისა და ქიზიყის ეპარქიის მმართველია. 1818 წლის 28 დეკემბერს გაერთიანდა სიღნაღისა და ქიზიყის, ალავერდისა და თელავის ეპარქიები და მმართველად მიტროპოლიტი
+ 7 იოანე დაადგინეს. 1828 წელს ალავერდისა და თელავის ეპარქია გაუქმდა და მიტროპოლიტი იოანე ისევ
საპატრიარქოს უწყებანი N 2, 13-19 იანვარი 2011 წ გვ. 16
მღვდელი ალექსანდრე ოქროპირიძე 1878-1959 წწ
საქართველოში მრავალი ცნობილი და განთქმული გვარი არსებობს, რომლებმაც სამღვდელო პირთა
საგვარეულო-საოჯახო დინასტიები შექმნეს. მათ შორის გამოირჩევა გორის რაიონის სოფელ დისევში
მცხოვრები ოქროპირიძეთა ოჯახი, სადაც არაერთი ღირსეული მამულიშვილი აღიზარდა ქვეყნისა და დედაეკლესიის სასახელოდ. ერთ-ერთი ასეთი პიროვნება გახლდათ ამ გვარში მოღვაწე უკანასკნელი
მღვდელმსახური, ალექსანდრე ოქროპირიძე, რომელიც 1878 წლის 4 სექტემბერს მოევლინა ამ ქვეყანას.
ალექსანდრე ოქროპირიძის წინაპართაგან პირველი სასულიერო პირი, საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორაში დაცული საბუთებიდან, გახლავთ მღვდელი გიორგი ოქროპირიძე, რომელიც XVIII ს-ის 90-იანი წლებიდან მოღვაწეობდა სოფელ კულბითის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში. მამა გიორგის შვილებიდან ორი – ზაქარია და გაბრიელი –– ასევე სასულიერო პირები იყვნენ. მღვდელი გიორგი 1829 წლის 10 აპრილს გარდაიცვალა. მისი ვაჟი -- დეკანოზი გაბრიელ ოქროპირიძე -- 1824 წლის აპრილში დაიბადა. 1839- 1845 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. სემინარიის დასრულებისთანავე დაოჯახდა და საქართველოს ეგზარქოსმა ისიდორემ (ნიკოლსკი) მლვდლად დაასხა ხელი. მღვდელი გაბრიელი
საპატრიარქოს უწყებანი N 2, 13-19 იანვარი 2011 წ გვ. 17
კულბითის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მას ჰყავდა 6 შვილი: 1846 წლის ნოემბერში დაიბადა ეკატერინე, 1848 წლის 23 იანვარს -- მღვდელი ბესარიონი, 1853 წლის 23 იანვარს –– სალომე, 1855 წელს - მედავითნე დავითი, 1858 წლის 18 მარტს -– სოფიო და კიდევ ერთი ვაჟი –- მღვდელი იოანე. მამა გაბრიელი გამორჩეული სასულიერო მოღვაწე გახლდათ, იგი ცნობილი იყო თავისი წიგნიერებითა და განათლებით. ეკლესიაში 60
წლის მანძილზე მოღვაწეობის შემდეგ მრავალი ადამიანი მოაქცია და აზიარა ქრისტეს სარწმუნოებას. XIX ს-ის 70-იანი წლების ბოლოს მამა გაბრიელი დისევის ძელიცხოველის სახეობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1884 წელს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი უბოძა. 1885 წელს სამკერდე ოქრო ჯვარი მიიღო. 1889 წლის აღდგომას წმინდა ანას. III ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1896 წლის 13 აპრილს ეკლესიაში 50 წლის ერთგული სამსახურისათვის წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. 1899 წლის 15 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1901 წლის 16 ოქტომბერს დეკანოზი გაბრიელი თავისი შვილის, მღვდელ ბესარიონის თხოვნით, სოფელ ჭარების ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების
სახელობის ეკლესიაში გადავიდა, ხოლო თავად ბესარიონი კი დისევის ეკლესიაში დაინიშნა. 1903 წლის
კნისში, 48 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა სოფელ აწერისხევის ეკლესიის მედავითნე, მამა
გაბრიელის უმცროსი ვაჟი “- დავით ოქროპირიძე, რამაც ფრიად დაამწუხრა მოხუცი მოძღვარი. 1903
წლის 26 აგვისტოს იგი, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პენსიაზე გავიდა.
მღვდელი ბესარიონი 1848 წლის 23 იანვარს სოფელ კულბითში დაიბადა. დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი და სწავლა თბილისის სემინარიაში გააგრძელა. 1875 წლის 25 თებერვალს სემინარიის მეოთხე კლასიდან გამოვიდა და ერთაწმინდის წმინდა ევსტათი პლაკიდას სახელობის ეკლესიის მედავითნედ
დაინიშნა. ამავე პერიოდში დაქორწინდა მარიამ ზაქარიას ასულზე, რომელთანაც სამი შვილი –– მღვდელი ალექსანდრე, გიორგი და ალექსანდრა ეყოლა.
1877 წლის 27 მაისს ბესარიონი დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1879 წლის 24 დეკემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ხევსურეთში, სოფელ შატილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დაადგინეს. 1880 წელს ბარისახოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. ამავე წლის 27 ოქტომბრიდან დუშეთის მაზრაში სოფელ ხაჩირაანთკარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. 1883 წლის 10 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1884 წლის 8 ოქტომბერს მამა ბესარიონი ჭარების ეკლესიაში დაინიშნა.
1890 წლის აპრილში სკუფია უბოძეს. მამა ბესარიონი დაჯილდოებული იყო იმპერატორ ალექსანდრე III-ის სამახსოვრო ვერცხლის მედლით. 1901 წლის 16 ოქტომბერს დისევის ეკლესიაში განამწესეს. 1913 წლის 15 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1917 წლის 21 იანვარს ჭარების ეკლესიაში დაბრუნდა სამოღვაწეოდ.
ასეთ ტრადიციულ სამღვდელო ოჯახში დაიბადა მომავალი მღვდელმსახური ალექ- სანდრე ოქროპირიძე და არცაა გასაკვირი, რომ სამოღვაწეოდ სასულიერო გზა აირჩია. 1888 წელს მამამისმა პატარა
ალექსანდრე გორის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა აღსაზრდელად, რასაც შემდგომში მოძღვარი ასე იხსენებდა: „შვიდი წლისა რომ შევიქენ, მამაჩემმა შემისვა ცხენს უკან და წამიყვანა ქ. გორში,
სასულიერო სასწავლებელში მისაბარებლად. ყოველ დილით დაუკლებრივ, ყველას ერთად ეკლესიაში გვალო- ცებდნენ ნახევარი საათი... შემდეგ ყველას თავთავიანთ კლასებში გვქონდა კატეხიზმო, სლავიანური გრამატიკა და ბერძნული, რომელსაც ძალდატანებით ყველა ჩვენგანი გაუგებრად, კაჭკაჭივით ვზეპირობდით“.
1892 წელს ალექსანდრემ სწავლა ქ. ელიზავეტოპოლის ექვსწლიან სამოქალაქო სასწავლებელში განაგრძო, რომელიც 1898 წელს წარჩინებით დაამთავრა. აქ მან მიიღო მასწავლებლის მოწმობა და უფლება, ემუშავა ნებისმიერ ორწლიან ნორმალურ სასწავლებელში პედაგოგად. 1899 წლის 9 თებერვლიდან 1903 წლის 29 აგვისტომდე ალექსანდრე ასწავლიდა საეკლესიო გალობას ჯერ „ზაკავკასკი“ სასწავლო სემინარიაში, შემდეგ კი -- საგარეჯოს სამინისტრო სკოლაში, რომელიც კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელ საზოგადოებას ეკუთვნოდა. 1901 წელს ახალგაზრდა ალექსანდრემ ცოლად შეირთო გერმანელი მეწარმის, ჰენრიხ მალკეს (მას ჰქონდა საკუთარი
ქარხანა თბილისში) ასული ოლგა (დაბადებული 1882 წელს). მათ ოთხი ასული და ერთი ვაჟი გაუზარდეს
სამშობლოს: ალექსანდრა -– დაბადებული 1903 წელს, სოფიო (1906), ევგენია (1908) და გაბრიელი (1909). 1903 წლის 29 აგვისტოს ალექსანდრე დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1903 წლის 31 აგვისტოს მღვდლად დაასხეს ხელი და გორის მაზრაში, სოფელ ჭარების ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელო-
საპატრიარქოს უწყებანი N 2, 13-19 იანვარი 2011 წ გვ.18
ბის ეკლესიის წინამძლვრად დაინიშნა. მამა ალექსანდრე ღირსეული გამგრძელებელი გახლდათ თავისი
წინაპრების საქმისა. მრავალი წარმართი ადამიანი მოაქცია და აზიარა ქრისტეს სარწმუნოებას. იგი მატერიალურადაც ეხმარეობდა ხელმოკლე ოჯახებს, ხელს უმართავდა მათ სწავლა-განათლების მისაღებად. უსასყიდლოდ ურიგებდა სახელმძღვანელოებს.
1908 წლის გორის IX ოლქის სამღვდელოებამ იგი თბილისის საეპარქიო კრებაზე დამსწრე დეპუტატად გამოარჩია. 1910 წლის 18 აპრილს ეკლესიაში თავდადებული მოღვაწეობისათვის საგვერდულით, ხოლო
1916 წლის 15 მაისს სკუფიით დაჯილდოვდა. 1917 წლის 21 იანვარს მამა ალექსანდრე დისევის ძელიცხოველის სახელობის ტაძარში აგრძელებს მოღვაწეობას. ამავე წელს იგი გორის მაზრის IX ოლქის
მთავარხუცესად აირჩიეს.
1917 წლის 12 მარტიდან (ძვ. სტ.), მას შემდეგ, რაც სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ქართულმა სამღვდელოებამ ავტოკეფალია აღდგენილად გამოაცხადა, შეუწყდათ დაფინანსება სახელმწიფო ხაზინიდან, რაც მძიმე ტვირთად დააწვა მათ მრავალრიცხოვან ოჯახებს. შემოსავლის გარეშე დარჩენილი
სამღვდელოებას მატერიალურად ძალიან გაუჭირდა.
ამასთან დაკავშირებით, მთავარხუცესმა, მღვდელმა ალექსანდრემ სოფელ კარბში მოიწვა საოლქო კრება,
რომელზეც განიხილეს რამდენიმე პრობლემატური საკითხი აირჩიეს საეპარქიო საბჭო, რომლის
შემაგენლობაშიც კრების თავმჯდომარის, მამა ალექსანდრეს გარდა, შევიდნენ მღვდელი გიორგი გვიმრაძე და მღვდელი ანდრია ქუჩუკაშვილი, ხოლო მედავითნეებიდან: მელქისედეკ ივანიძე და ვლადიმერ ოქროპირიძე.
„კრებაზე განიხილეს მედავითნეების მოთხოვნა, რათა ეკლესიის საერთო შემოსავლიდან ორი მეხუთედი მათთვის დაეთმოთ. კრებაზე ერთხმად დაადგინდა: ეს საკითხი გაიგზავნოს განსახილველად სრულიად საქართველოს სამღვდელოების საეკლესიო კრებაზე. აგრეთვე იქონიეს მსჯელობა თავიანთი უკიდურესი მდგომარეობის გამო და დაადგინეს: ეთხოვოს სრულიად საქართველოს კათოლიკოსის მოსაყდრეს, მეუფე ლეონიდეს, იშუამდგომლოს სადაც ჯერ არს, რომ საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიას დაუბრუნდეს წართმეული ქონება და ამ წყაროდან მიეცეს სამღვდელოებას გადაჭრილი ჯამაგირი, მღვდელსა – არანაკლებ ოცის თუმნისა და მედავითნეს -– ათისა თვეში და მოისპოს ყოველი სამარცხვინო აღება და დამამცირებელი ხელის გაშვერა. უკეთუ ყოველი საეკლესიო წყარო მოსპობილია, მაშინ დაინიშნოს, რაც კი შეიძლება მალე, კომისია, რომელიც მოვალე იქნება შეადგინოს მორწმუნეთაგან მრევლი, მოაწესრიგოს და გამოარკვიოს კრებულის მდგომარეობა. მრევლი შესდგებოდეს დაფანტულ ადგილებში არანაკლებ სამასის კომლისაგან, შექუჩებულში კი ათასისგანაც. დაინიშნოს სასტიკი მეთვალყურე სასულიერო წოდების პირთათვის და შეუფერებელნი დათხოვილ იყვნენ ადგილებიდან და მიენიჭოთ მათ
სრული უფლება თავისუფალის მოქალაქისა, 1917 წლის 9-17 სექტემბერს ჩატარებულ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე მოხდა ეპარქიებში ახალი მთავარხუცესების არჩევა. სამლვდელოების გადაწყვეტილებით, მღვდელი ალექსანდრე ურბნისის ეპარქიის მერეთის ოლქის
მთავარხუცესად დაინიშნა. 1918 წლი 23 ნოემბერს ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) მამა ალექსანდრე კამილავკით დააჯილდოვა.
როგორც ურბნისის ეპარქიის დელეგატი, მღვდელი ალექსანდრე ესწრებოდა საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის | და II საეკლესიო კრებებს. 1920 წლის 27 ივნისს გაიმართა საქართველოს ეკლესიის მეორე კრება, რომელსაც მოხსენებითი წერილი გაუგზავნა მლვდელმა ალექსანდრე ოქროპირიძემ, სადაც ის დაუფარავად საუბრობს ეკლესიაში არსებულ იმჟამად პრობლემებსა და სიმძიმეებზე. წერილის სათაურია „საქართველოს მართლმადიდებელ
ეკლესიას დაღუპვა მოელის“:
„საქართველოს რუსეთთან შეერთებამდის ივერიის ეკლესია ბრწყინავდა, სათავეში მას უდგნენ
ღირსნი მამანი, რომლებიც მზად იყვნენ მუდამ ეკლესიის და სამშობლოს კეთილდღეობისათვის შეეწირათ, წამებით, თავიანთი ხორცი. სარწმუნოება მათში მტკიცე იყო და აი, ამისთვის, ამა სოფლის წუთი
საპატრიარქოს უწყებანი N 2, 13-19 იანვარი 2011 წ გვ.19
ტანჯვას არად აგდებდენ საუკუნო ნეტარებასთან. როდესაც საქართველო შეუერთდა დახავსებულ, ერთმორწმუნე რუსეთს, ეკლესიაც ხარობდა, ეგონა, რომ ერის დასვენება მას მისცემდა დროს მომეტებულ აყვავებისა და განვითარებისათვის, მაგრამ მოსტყუვდა. რუსის შოვინისტებმა უმთავრეს მიზნათ დაისახეს ჩვენი გადაგვარება, ამოგლე- ჯა ენისა, გულის უმთავრეს სამშობლოს სიყვარულით გაჟღენთილი ძარღვისა. იმ ძარღვისა, რომელიც ყოველ ჩვენგანს ასულდგმულებდა. მან კარგად იცოდა, რომ ყველა ამგვარ მიზანს მიაღწევდა სარწმუნოების წყალობით. მას კარგა ჰყავდა შესწავლული ქართველი ერი, ის ერი, რომელიც ათასი წლობით, ვით კლდე დამატისა, მტკიცედ ებრძოდა გარშემორტყმულს მტერს, იცავდა ქრისტეს ჯვარს, ენას, სამშობლოს და არ შეაბღალინა მართლმადიდებელი სარწმუნოება მუსულმანობას, ყველა ამისთვის ბევრი უმანკო სისხლი დაიღვარა. დაიღვარა ერთმორწმუნე რუსებისგანაც კი. თავიანთი იდეების განხორციელებისათვის აწამეს ანტონ კათოლიკოსი, დოსითეოსი და ბევრი სხვა მამებიც, მაგრამ სისხლით გაუმაძღარ ბუმბერაზ რუსეთს ამგვარი უმანკო სისხლთა მსხვერპლები არ აკმაყოფილებდა და თავისი ტლანქი ხელებით ელამუნებოდა უმთავრესი ძარღვის ამოგ- ლეჯას. მიზანს კიდეც მიაღწია: დაგვიკეტეს ათონის სასულიერო აკადემია, საიდგანაც გამოდიოდნენ ნამ- დვილი თავდადებული შვილები სამშობლოსი, აგრეთვე ყველა სასწავლებელი მონასტრებისა, სადაც სწავლობდა მთლად საქართველოს მოწინავე ერის ახალთაობა და მათ სანაცვლოდ დაგვიარსეს თავიანთი სემინარიები და სასწავლებლები, რომლებთაც მართლა მიაღწიეს თავიანთ მიზანს, დაამახინჯეს ყოველივე ჩვენგანი იქ მოსწავლე, და აი, სამწუხაროდ, დღეს აღარც ერთ ჩვენგანს აღარ უდუღს სისხლი კათოლიკოზთა ანტონისა, დოსითეოსისა და გოგია დიაკვნისა. ჩვენ, მო- ნობაში აღზრდილებს, არ შეგვწევს ძალა ხმის ამაღლებისთვის და აი, ჩვენმა გაჩუმებამ მიაქანა ჩვენი ეკლესია საუკუნო უფსკრულამდის.
რესპუბლიკანური მმართველობაა დამყარებული განათლებულ საფრანგეთში, მაგრამ მათი ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს გამოეყო, ღირსეულად არსებობს ისევ და ერიც ღირსეულ პატივსა სცემს მას, მის წარმომადგენელ რომის პაპს და მის ხელქვეითებს. მათზედ განათლებული გერმანია და ინგლისიც არ შეეხო, რევოლუციის დღეებშიაც კი სიწმინდეს და სარწმუნოებას. ჩვენი სამშობლოს ერი კი, რუსეთისგან გადაგვარებული, დღეს ჭკუას იჩემებს, ამ საკითხში განათ- ლებულ ევროპას წინ უხტება, ყველა საქმეებს გვერდზეც მოუწესრიგებელს სტოვებს, ძარცვა-გლეჯის გაბატონებას თავს ანებებს და ღმერთს და ეკლესიას უცხადებს ცხარე ომს, სამწუხაროდ, ეკლესიის წარმომადგენელნიც, რუსეთის სკოლიდგან გადაგვარებულნი, ღირსეულად ვეღარ იცავენ თავიანთ პოზიციას და აი, იღუპება ჩვენი ეკლესია და, მასთან, იღუპება ჩვენი ერიც.
დღეს დაიკეტა ყველა სასულიერო სასწავლებლები, გამოდევნილ და გათახსირებულ იქნა, ყველგან მუდამ პირველ ნიადაგზედ დაყენებული საღვთო სჯული, რომელიც აფაქიზებდა და სულიერად ახეირებდა ჩვენს ახალ თაობას.
დღეს ვერაგულად, არა სამშობლოს კეთილდღეობისათვის, არამედ მისი ეკლესიის დაღუპვისათვის, იტაცებენ მისი და ჩვენი ალალი შრომით შეძენილ ქონებასაც კი. და ჩვენ, ყველანი, გულხელდაკრეფილნი, გაჩუმებულნი ვუმზერთ ყველა ამას და თავისუფალი
მოქალაქენი, თავისუფალ რესპუბლიკაში, სიტყვის თავისუფლების დროს, ხმას ვერ ვიღებთ.
სირცხვილი ჩვენთვის! ეს სამუდამოდ დაღუპავს ჩვენს ეკლესიას და ერს, იმ ერს, რომელმაც სარწმუნოების წყალობით შეინარჩუნა ის, რითაც დღეს იგი ამაყობს და არსებობს“.
1921 წლის 21 თებერვალს რუსეთის ახლად შექმნილმა კომუნის- ტურმა იმპერიამ მოახდინა საქართველოს ანექსია. ქვეყანაში დაიწყო მასობრივი დაპატიმრება-დახვრეტები. განსაკუთრებით თავადაზნაურობას და სამღვდელობას დაუდგა მძიმე დღეები. გამონაკლისი არც მამა ალექსანდრე ყოფილა; მას
2-3 საპატრიარქოს უწყებანი No2, 13-19 იან3არი 2011 წ. გვ.20
კატეგორიულად მოსთხოვეს, დაეტოვებინა მღვდელმსახურება და გაეხადა ანაფორა. მოძღვარი მეტად რთულ ვითარებაში აღმოჩნდა.1921-1922 წლებში, ლიახვის ხეობაში მომხდარი კონფლიქტის დროს, როდესაც ოსური ბანდები მშიერი მგლებივით მოედნენ ხეობას და აწიოკებდნენ ქართულ სოფლებს, მამა ალექსანდრემ დიდი წვლილი შეიტანა მათი ალაგმვის საქმეში. მან პირადი ავტორიტეტისა და ნაცნობ-მეგობრების დახმარებით მოახერხა და კომუნისტებთან საერთო ენა გამონახა. პირადად ეახლა საშა (ალექსანდრე) გეგეჭკორს და ხეობის დასაცავად იარაღი სთხოვა. მამა ალექსანდრემ ცხენებით ჩამოიტანა იარაღი და მოსახ- ლეობას თავდასაცავად დაურიგა. მართლაც, იმ პერიოდში ბევრი ქართული სოფელი გადარჩა აწიოკებას და ამაში დიდი ღვაწლი მამა ალექსანდრეს მიუძღვის.
1924 წელს დიდი უბედურება დაატყდა თავს ისედაც გატანჯულ და დადარდიანებულ მოძღვარს. მოულოდნელად გარდაეცვალა ცხოვრების თანამგზავრი და ერთგული მეუღლე. მრავალრიცხოვანი შვილების აღზრდა-პატრონობა მამა ალექსანდრეს დააწვა.
ხელისუფლების წარმომადგენელნი არ ასვენებდნენ მამა ალექსანდრეს. მალე იგი იძულებული გახდა, მიეტოვებინა სამწყსო და საერო სამსახურში გაეგრძელებინა მოღვაწეობა. იგი სიცოცხლის ბოლომდე სოფელ დისევის სკოლის პედაგოგად მუშაობდა. იმ უღმერთობის ხანაში მრავალი ახალგაზრდა ღირსეულად აღზარდა. მუდმივად სამშობლო- სა და ქვეყნის სიყვარულზე ესაუბრებოდა, რადგან ეკლესიასა და ღმერთზე საუბრის უფლება აღარ ჰქონდა.
მღვდელი ალექსანდრე ოქროპირიძე 1959 წელს ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა. მისი ცხედარისოფელ დისევის მიწას მიაბარეს.
3 საპატრიარქოს უწყებანი No3, 20-26 იან3არი 2011 წ. გვ.17
დეკანოზი სოლომონ შოშიაშვილი 1851-1928
დეკანოზი სოლომონ ანდრიას ძე შოშიაშვილი 1851 წელს კახეთში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. ოჯახში პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ მამამისმა იგი თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა. 1870 წელს სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 1876 წელს ნიჭიერი და ენერგიული ახალგაზრდა მაშინვე ჩაება საეკლესიო ცხოვრების ფერხულში. სამუშაოდ იგი დასავლეთ საქართველოში განამწესეს და ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში პედაგოგად დაიწყო მუშაობა. 1879 წლის 29 იანვარს თბილისის სასულიერო სემინარიაში გადაიყვანეს და ეკონომოსის თანამდებობა ჩააბარეს, სადაც სოლომონმა 1884 წლის 23 სექტემბრამდე იმუშავა. ამავე პერიოდში დაქორწინდა თამარ გიორგის ასულზე. სოლომონმა და თამარმა ოთხი ქალიშვილი აღზარდეს: ნინო, მარინე, ელენე და ქეთევანი.
1880 წლის 2 მარტს სოლომონი დიაკვნად აკურთხეს და თბილისის სასულიერო სემინარიის კარის ეკლესიაში განამწესეს. 1884 წლის 23 სექტემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ქაშვეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დანიშნეს. ამავე წელს საგვერდულით დააჯილდოვეს. 1885 წელს მამა სოლომონი თბილისის მაზრის I ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. თბილისის ოლქის სამღვდელოება სიხარულით შეხვდა ახალგაზრდა და ენერგიული მოძღვრის არჩევას ესოდენ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. აი, რას წერდა გაზეთი „ივერია ამის შესახებ: „ღვთის მადლით, იმედი უნდა ვიქონიოთ ჩვენს ახალგაზრდა სამღვდელო პირებზე, რომელნიც შეძლებისდაგვარად ცდილობენ გაასწორონ და წესიერ და ღირსეულ ნიადაგზე დაამყარონ თვისი მდგომარეობა. ასევე გვჯერა, რომ ისინი სათავეში ჩაუდგებიან ჩვენს სამღვდელოებას, გამოირკვევენ ყველა საყურადღებო საკითხ საგნებს და გონივრულად გან- სჯიან საზოგადო საბლაღოჩინო (იგულისხმება სამთავარხუცესო — რედაქცია) კრებებზე პატივცემულ თბილისის სამღვდელოების მთავარხუცესის, მამა სოლომონ შოშიაშვილის მოთავეობით, რომელიც ფრიად თანაუგრძნობს ყოველ კეთილ აზრს და საქმეს ჩვენის სამღვდელოების ცხოვრების გაუმჯობე- სებისას“.
1885 წლის სექტემბრიდან მღვდელი სოლომონი ავლაბრის წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს და საგვერ- დულით დააჯილდოვეს. 1886 წლის 3 იანვარს მისი თაოსნობით ავლაბრის ეკლე- სიასთან დაარსდა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, რომლის მასწავლებლად მან მოიწვია თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის კურსდამთავრებული თომა ასათიანი (შემდგომში — მღვდელი), რომელიც გულმოდგინედ შეუდგა თავის მოვალეობის შესრულებას. მამა სოლომონს დიდი სურვილი ჰქონდა, რომ სამრევლო სკოლის პატარა შეგირდებს ასევე ესწავ- ლათ ქართული საეკლესიო გა- ლობა და შემდეგ მათგან შეედგინა „ხორო’’ (გუნდი), რომელიც ტაძარში წირვა-ლოცვის დროს იგალობებდა. ეს წადილი ორ წელიწადში განხორციელდა, რაც მამა სოლომონისა და სკოლის მასწავლებლის, თომა ასათიანის დიდი დამსახურება იყო. ამასთან დაკავშირებით მღვდელი სოლომონი 1886 წელს სკუფიით დაჯილდოვდა. თომა ასათიანის შემდეგ ამ სკოლაში ასწავლიდნენ: ნიკოლოზ გაგუნაშვილი, პართენ ცაგარელი, ჩიხლაძე და იოანე შუაქრიშვილი. მათი დახმარებით მამა სოლომონმა სკოლის მოსწავლეთაგან საუკეთესო გუნდი ჩამოაყალიბა და შემდგომ წლებში ისე გააუმჯობესეს გალობა, რომ მათ ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის გარდა, თბილისის სხვადასხვა ეკლესიებშიც იწ- ვევდნენ საგალობლად.
1889 წლის 6 მაისს ეკლესიაში ერთგული სამსა- ხურისათვის მამა სოლომონს კამილავკა ეწყალობა, ხოლო 1893 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. მამა სოლომონი წლების განმავლობაში მუშაობდა ქართლ-კახეთის ეპარქიის სასულიერო წოდების ღარიბ ოჯახთა სამზრუნველო საბჭოში და იყო სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საძმოს წევრი.
1897 წლის 1 თებერვალს მღვდელი სოლომონი ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესი- მის წინამძღვრად დაინიშნა. 1899 წლის 3 თებერვალს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
3-1 საპატრიარქოს უწყებანი No3, 20-26 იან3არი 2011 წ. გვ.18
დეკანოზი სოლომონ შოშიაშვილი 1851-1928(გაგრძელება)
1899 წლის 25 ივლისს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ეკლესიაში პატიოსანი და თავდადებული სამსახურისათვის, გორის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) მამა სოლომონს დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1885-1893 წლებში იგი თბილისის საეპარქიო სანთლის ქარხანაში გამგედ მუშაობდა. 1903 წლის 6 მაისს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
დეკანოზ სოლომონს კეთილმოწესეობისას ერთი უსიამოვნო ამბავი შეემთხვა, რის გამოც ერთი პერიოდი იგი ამ თანამდებობიდან გადა- აყენეს კიდეც. 1905 წლის 31 მაისს საქართველოს ეგზარქოს ალექსისა (ოპოცკი) და სემინარიის რექტორის, არქიმანდრიტ ნიკანდრის ბრძანებით, კაზაკებმა თბილისის სასულიერო სემინარიაში გამართული სამღ- ვდელოების კრება დაარბიეს. ჩაფრებმა და კაზაკებმა კრების მონაწილე მღვდლები მათრახებით უმოწყალოდ სცემეს და აიძულეს, დაშლილიყვნენ. შემდგომში უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (ცინცაძე) თავის მოგონებებში წერდა: „ავედი დარბაზში, შევამ- ჩნიე, რომ ფოტოსურათებით დაფარულ სამხრეთ კედელს ერთი სურათი აკლდა. გრძელი მერხი გავწიე და მის ქვეშ დავინახე საქართველოს ყოფილი ეგზარქოსის, იმხანად მოსკოვის მიტროპოლიტის — ვლადიმერის მინაში ჩასმული საკაბინეტო სურათი. სურათი თავის ადგილზე დავკიდე და დარბაზიდან რომ გამოვედი, მამა თავჯდომარეს (იგულისხმება მღვდელი ქრისტეფორე ციცქიშვილი) შევხვდი. მან მაცნობა, ახლა კეთილმოწესეთა სხდომა გაიმართება (თვითონაც კეთილმოწესე იყო) და პროტესტის ნიშნად სამსახურს თავს დავანებებო. სხდომის შემდეგ მეფისნაცვალთან წავალ, მოხსენებას წარვუდგენ, თქვენც ხომ არ წამოხვალთო? მკითხა ბოლოს. ვურჩიე, სჯობს, ერთი მდივანი წაიყ- ვანოთ, ერთიც მღვდელი, რომელსაც ნაცემი ატყვია მეთქი. კეთილმოწესეთა მიერ „გაფიცვის“ გამოცხადების შემდეგ მამა თავმჯდომარე მეფისნაცვალს ეწვია. მეფისნაცვალმა აღუთქვა, საქმეს გამოვიძიებო.
როგორ შეხვდა ეგზარქოსი „კეთილმოწესეთა გაფიცვას“ ან საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალური უფლებების აღდგენის შესახებ შედგენილი პეტიციის წარდგენის ცნობას? მთავარეპისკოპოსს გაუჭირდა გადაეჭრა საკითხი, თუ ვინ დაენიშნა სოფლის სამღვდელოების კეთილმოწესედ, სამაგიეროდ, მარტივად გადაწყვიტა თბილისის კეთილმოწესის სოლომონ შოშიაშვილის საქმე მის ადგილას დეკანოზი სერგი გოროდცევი დანიშნა, ის გოროდცევი, ვინც თვენახევრის წინათ თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებლის კლასების ინსპექტორის თანამდებობაზე უვარგისად სცნო“.
1912 წლის 24 ნოემბერს დეკანოზი სოლომონი თბილისის მაზრის I ოლქის სამღვდელოებამ ერთხმად აირჩია ამავე ოლქის სულიერ მოძღვრად. 1914 წლის 6 მაისს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი უბოძეს. 1914 წლის 13 მარტს ხელმეორედ დაინიშნა თბილისის მაზრის I ოლქის მთავარხუცესის თანამდებობაზე. 1916 წლის 9 მაისს სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა პლატონმა (როჟდესტვენსკი) ენქამრით დააჯილდოვა.
დეკანოზი სოლომონი ესწრებოდა 1917 წლის 8-17 სექტემბერს გამართულ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებას. საქართველოს გასაბჭოებამ, ეკლესია- მონასტრების დარბევამ და სამღვდელოების დევნამ ძლიერ იმოქმედა მხცოვან მოძღვარზე. ამას დაერთო ავადმყოფობაც და 1922 წელს მან საკათალიკოსო საბჭოს სთხოვა, გაეთავისუფლებინა ეკლესიის წინამძღვ- რობიდან მთავარხუცესის თანამდებობებიდან, თუმცა როგორც უშტატო მღვდელმსახური, სიცოცხლის ბოლომდე განაგრძობდა ტაძარში სამსახურს.
დეკანოზი სოლომონი 1928 წლის 31 მარტს, ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიც- ვალა. იგი 4 აპრილს დიდი პატივით დაკრძალეს კუკიის წმინდა ნინოს სახელობის სასაფლაოზე.
შემორჩენილია დეკანოზ სოლომონის ერთი ქადაგება, რომელიც მან 1890 წლის 13 თებერვალს ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგისა და ეთნოგრაფის, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძის დაკრძალვაზე წარმოთქვა:
„როდესაც რომელსამე საზოგადოებას მოაკლდება სასარგებლო და პატიოსანი წევრი, მაშინ საზოგადოება იგი მიეცემა საშინელს დარდს, გლოვას და ჰგოდებს მის დაკარგვას. მიზეზი ამ მდგომარეობისა ის არის, რომ საზოგადოება ამნაირის თავისის წევრის მოკლებით ჰკარგავს საუკუნოდ ერთს სასარგებლოს და მოღვაწე კაცს. ბევრი დრო გადის და საზოგადოება ვერ ჰპოულობს იმის ბადალ წევრს და მით უფრო უცხოვლდება გლოვა და ვაება. აი, სწორედ ჩვენც, ძმანო ქრისტიანენო, დღეს დავემსგავსენით ამ საზოგადოებას. გარემოცულნი ვართ რაღაცა გამოურკვეველის დუმილით და მივცემივართ აქ გლოვასა და
3-2 საპატრიარქოს უწყებანი No3, 20-26 იან3არი 2011 წ. გვ.18
დეკანოზი სოლომონ შოშიაშვილი 1851-1928(გაგრძელება)
გოდებას. დღეს ყველანი ერთად შეგვკრიბა ერთმა მოულოდნელმა, შესაზარელმა უბედურებამ და ყველანი ერთბაშად დაგვაღონა და დაგვაძმარა. რა უბედურებაა ეს იმისთანა, რომელმაც სხვადასხვა წოდე- ბისა, სხვადასხვა საზოგადოებისა და მიმართულების ხალხს დღეს ერთად მოგვიყარა თავი და აღძრა ჩვენ შორის ერთნაირი ფიქრი, გლოვა და გოდება! მინდა დავასახელო მიზეზი ამნაირის ჩვენის მდგომარეობისა, მაგრამ გული ნებას არ მაძლევს და ვერც წარმოუდგენია ჩემს გონებას, რომ ნამდვილ გვეწვია ეს უბედურება, ნამეტნავად იმ მიზეზით, რომ ეს უბედურება ყველასათვის შესაზარია და სამძიმო! დღეს შეუბრალებელმა სიკვდილმა მოუქნია თავისი შეუწყნარებელი ბასრი ხმალი პატიოსანს, გამოჩენილსა და შესანიშნავს კაცს, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძეს, მოუსპო სიცოცხლე და ჩვენ წაგვართვა საუკუნოდ ერთი იშვიათი სწავლული და ყველა ქართველისთვის სასიქადულო გვამი. და აი, ეს უბედურებაა მიზეზი ჩვენის გოდებისა და გლოვისა. რითი დაიმსახურა დიმიტრიმ ამნაირი სახელი წინაშე თვისთა მოძმეთა და, საზოგადოდ, წინაშე სწავლულთა და განათლებულთა ხალხთა? მან დაიმსახურა ესე თვისის მიმართულებით, პატიოსნებით, ღვთის სიყვარულით, ძვირფასის შრომითა და მოღვაწეობით. იგი, როგორც ქრისტიანე და ღვთის მოყვარე, ყოველთვის ჭეშმარიტად ასრულებდა იესო ქრისტეს მცნებას და საუნჯედ მიაჩნდა სახარება მისი. ეს მცნება სიყმაწვილიდგანვე ჰქონდა ჩანერგილი გულში და დღევანდლამდე არ შერყეულა მის პატიოსანს და მრავალ ნაყოფიერს ნიადაგზედ ამ მხრივ დიმიტრი იყო ყველასათვის სამაგალითო და მისაბაძი კაცი. ერთის სიტყვით, თავის ცხოვრებით, საქმით და სარწმუნოებით იყო ჭეშმარიტი ქრისტიანე და არა მარტო ქრისტიანედ წოდებული.
განსვენებულმა დიმიტრიმ უფრო უმეტეს სხვა ღვაწლითა და შრომით დაიმსახურა სიყვარული და პატივი წინაშე თვისის სამშობლოსი და კაცობრიობისა. იგი იყო კაცი სწავლული, მის სპეციალურ ღვაწლს შეადგენდა სამშობლო ისტორია და არქეოლოგია. აი, ამ მხრით მან დიდი სარგებლობა მოუტანა თავის სამშობლო ქვეყანას და ქართველთა ერს. მან ამნაირის ღვაწლით ცხადად დაუმტკიცა კაცობრიობას, რომ ქართველთა ერი ოდესმე ყოფილა განვითარებული, მას არ გაუტარებია თვისი წარსული უკვალოდ და დაუტოვებია მომავალთათვის სასიქადულო ნაშთნი.
განსვენებულმა დიმიტრიმ მრავალ მოგზაურობის შემდეგ, სხვადასხვა შესანიშნავ ადგილებითა და სხვადასხვა სასიქადულო ნაშთის აღმოჩენით, ცხადად დაუმტკიცა მთელ ევროპას, რომ საქართველო-
საც ჰქონია თავისი თვითმყოფი არქიტექტურა, მი- ნანქრიანი ხელსაქმე, ჩუქურთმა და სხვანი. ამ აზრის დასამტკიცებლად განსვენებული არ სჯერდებოდა მარტო ზედა დედამიწის ნაშთებს, არამედ თვით მის გულშიაც კი ეძებდა და ჰპოულობდა კიდეც სხვადასხვა საგანს, რომელნიც ცხადად ამტკიცებდნენ წარ-
მატებას ძველთა ქართველთა ერისას. სურვილი ძველის დიდების გა- მოკვლევისა იმდენად ღრმად იყო დანერგილი და გაღვიძებული იმის გულში, რომ არავითარს შრომას არა ჰზოგავდა და ყველა ღონისძიებას ხმარობდა, თვითონაც გაეგო და სხვისთვისაც დაემტკიცებინა მნიშვ- ნელობა რომელისამე ძველის ნაპოვნის ნაშთისა. და აი, ეს შეადგენდა იმის დიდებასა და გულითადს სიხარულს.
ამ ღვაწლით განსვენებულმა დიმიტრიმ დიდი სასიქადულო სარ- გებლობა მოუტანა ჩვენს ეკლესიებს. მან მოგზაურობის დროს შეად- გინა სია ძველთა ნაშთთა და ამით დაიცვა იგინი უგუნურთა მძარცველთაგან. ერთის სიტყვით, ძველთა ნაშთთა გამოკვლევა იყო განსვენებულის მოუშორებელი დედააზრი. განსვენებული ყველა ღონისძიებას ხმარობდა, რომ დაეარსებინა სავანე ამ ძველთა ნაშთთათვის თბილისში. სულითა და გულით შეუდგა ამ სასიქადულო საქმეს და დახმარებითა ზოგიერთ სამღვდელოთა, მან მალე შეასრულა თვისი წადილი და განხორციელდა მისი აზრი. მისის წინადადებით აღშენდა სიონის ეკლესიის ეზოში მუზეუმი ძველთა საეკლესიო ნაშთთა დასაცველად. კურთხევისთანავე ამ სახლისა, განსვენებულმა დიმიტრიმ შესძინა მრავალი ძველი და ძვირფასი ნივთი. იმან ბევრი იშრომა და იშუამდგომ- ლა წინაშე უმაღლეს მთავრობისა, რათა დაებრუნებინათ რუსეთიდგან ის სხვადასხვა საეკლესიო ნივთი და ხელნაწერობა, რომელნიც იყო გადატანილ არქეოლოგიურ საზოგადოებისაგან. ერთის სიტყვით, ეს მუზეუმი განსვენებულს დიმიტრისათვის შვილი იყო სწორედ და თვითონაც ისე სიყვარულითა და სიხარულით შესცქეროდა და ზრუნავდა იმის წარმატებისათვის, როგორადაც ჭეშმარიტი მშობელი თვისთა შვილთათვის.
განსვენებულის დიმიტრის მოღვაწეობას შეადგენს არა მარტო ზემოთ მოხსენებულნი, არამედ სხვა მრავალი. თითქმის ყველა წოდების წინაშე მიუძღოდა იმას შრომა და ყველგან პატიოსნად ასრულებდა თვის მოვალეობას. დიმიტრი ბაქრაძე იშვიათი მოვლენა იყო ჩვენის ერისათვის და აი, ეს იშვიათი მოვლენა პატიოსანი, დაუღალავი მეცნიერი მუშაკი, რომელიც თვისის ჭკუით, გონებითა და მიმართულებით ყველასათვის იყო სამაგალითო ლამპარი, ეს
3-3საპატრიარქოს უწყებანი No3, 20-26 იან3არი 2011 წ. გვ.19
დეკანოზი სოლომონ შოშიაშვილი 1851-1928(დასასრული)
საზოგადო მოძღვარი დღეს წინაშე ჩვენსა უძრავად განისვენებს. ის ბაგენი, რომლითაც მოგვითხრობდა და გაგვაცნობდა სხვადასხვა ძველს ნაშთებს, დღეს დადუმებულან გარემოცულნი სიკვდილის ძალით! ის დედამიწა, რომელიც მას მეცნიერების საგნად ჰქონდა და რომელშიაც ჰპოულობდა სხვადასხვა ძვირფასს ნივთს, დღეს უქადის იმას შთანთქმას და რამდენსამე წამს შემდეგ საუკუნოდ მოგვაშორებს და დაჰფარავს მეცნიერს კაცს თავისის ცივისა და შეუბრალებელის წიაღით. აი, ძმანო, ცხადი მიზეზი, რისთვისაც დღეს ყველანი ერთბამად ვგლოვობთ და ვგოდებთ!
შენ, პატიოსანო მოძღვარო და მეცნიერო დიმიტრი, დღეს სიკვდილის ძალამ წაგართვა ყოველივე ღვთისაგან მონიჭებული მდიდარი თვისება და შეგქმნა უძრავ, მაგრამ შრომა შენი და პატიოსანი სახელი დარჩება ჩვენ შორის საუკუნოდ და სასიქადულოდ. გაივლის ბევრი დრო და ვეღარ შევხვდებით შენისთანა მოღვაწეს და მეცნიერს კაცს და აი, დღეს უკანასკნელად გხედავ შენ და რამდენისამე წამს შემდეგ უკანასკნელად გამოგესალმებიან შენნი მოძმენი, თანამშრომელნი, შენი პატიოსანი ოჯა- ხი და ნათესავნი. მეც, ცოდვილი მღვდელი, წევრი ღვთისმშობლის სიონის ძმობისა, მისის სახელით გიძღვნი გულითადს მადლობას შენის დაუვიწყარის შრომისა და მოღვაწეობისათვის, რომელიც მიიღე ძმობისათვის და რომელიც შეადგენს შეურყეველს საფუძველს საეკლესიო მუზეუმისას. ამინ“.
4 საპატრიარქოს უწყებანი No4, 27 იანვარი - 2 თებერვალი 2011 წ. გვ.17
მღვდელ-მონაზონი ალექსი (შუშანია) 1852-1923
XIX-XX საუკუნის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი მოღვაწე და ასკეტი ბერი ღირსი მამა ალექსი შუშანია 1852 წლის 23 სექტემბერს, სამეგრელოში, სენაკის მაზრის სოფელ ნოქალაქევში, ღვთის მორწმუნე ლევან შუშანიასა და ელენე შავდიას მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. დედამისი ელენე ყოველდღე დილით და დაწოლისას, ლოცულობდა ხატის წინაშე და გულმოდგინედ ევედრე- ბოდა ღმერთს შემდეგი სიტყვებით: „ღმერთო, ჩემს შვილებს გარდმო- უვლინე შენი მადლი და განამტკიცე შენს სარწმუნოებაზე“. თავად ალექსი ბერი საკუთარი ყრმობას ასე იხსენებდა: „წელსა მეშვიდესა შემიყ- ვანეს შკოლაში და ვსწავლობდი შესანიშნავ ნიჭით, ასე რომ, სულ მცირე დრო მჭირდებოდა გაკვეთილისათვინ, ხოლო უმეტესი დრო სულ თავისუფალი ვიყავი და ასე მეორე კლასში გადავედი პირველ მოსწავ- ლედ და მეორე კლასში გადასვლისთანავე გავხთი მძიმე ავად, რომლი-თა სრულიად გამოთხოვებულ ვიქმენ სწავლას. ასე რომ, შემდეგ გამორჩენისა, მამამ, რომელიც ზუგდიდში ვაჭრობდა, თავისთან დამაყენა საფართლოში. 1868 შელს გარდაიცვალა მამა ქ. ზუგდიდში, რომელმან სიკვდილის ჟამს მიმიწოდა და კურთხევა გადმომცა და გულითადი დალოცვის შემდეგ ხელი დედისა ჩემისა ჩემს ხელში ჩადვა და ჩამაბარა დედა და დანი. დავრჩით ობლად ორი ძმა და ოთხი დები დედის ხელში. ამ დროს ვიყავი 16 წლის“.
მამის სიკვდილის შემდეგ ახალგაზრდა ალექსი გაემგზავრა ქ. სტამბულში, სადაც იმ დროს ცხოვრობდა და ვაჭრობდა ბიძამისი ისლამ შუშანია. ისლამის ოჯახში ალექსის დახვდა საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა, განსაკუთრებით სასულიერო შინაარსისა. იგი დაეწაფა ამ წიგნების კითხვას. მან ერთი წელი დაჰყო სტამბულში და აქ მოხდა მკვეთრი გარდატეხა მის მსოფლმხედ- ველობაში. სარწმუნოებრივი განწყობით გაჟღენთილი დაბრუნდა თავის სამშობლოში.
ალექსი ხშირი სტუმარი იყო გელათისა და მარტვილის მონასტრებისა, რომელთა წიგნთსაცავებში გატაცებით ეცნობოდა ძველ ხელნაწერებს. ამ ხანებში მას სანიმუშო კალიგრაფიით გადაწერილი აქვს „ექვსთა დღეთა“ ბასილი დიდისა, წიგნი ისააკ განშორებულისა და მამათა ცხოვრება. ამავე ხანებში მას ხუცურად გადაუწერია გელათის გულანის საგალობლები.
ერთ დღეს ალექსი მივიდა თეკლათის დედათა მონასტერში, სადაც მას დახვდა ათონის წმინდა მთის ქართველთა სავანის წინამძღვარი, იღუმენი ბენედიქტე (ბარკალაია), რომელმან უთხრა: „იესო ქრისტეს სახელით გთხოვ და წამომყევ ძველ ათონში, დროებით, ვინაიდგან მაქვს ბევრი საწერ საქმეებიო“. ქრისტეს სახელით თხოვნის შეუსრულებლობა ძალიან ძნელ იყო ალექსისათვის და მისცა პირობა, რომ გაჰყვებოდა. გა- მოეთხოვა თავისიანებს და გაჰყვა მამა ბენედიქტეს ათონზე. მათთან ერთად გელათის მონასტრიდან წავიდა მღვდელ-მონაზონი თეოდორე (ე- რისთავი), ფრიად განათლებული ასკეტი ბერი, რომელიც სამუდამოდ დარჩა ათონზე და იქიდან უწევდა სულიერ ხელმძღვანელობას სამშობ- ლოში დაბრუნებულ ალექსის. ათონის წმინდა მთაზე ალექსიმ დაჰყო ხუთი თვე. სამშობლოში დაბრუნებისას გზად გამოიარა ქ. კიევში, მოი- ლოცა პეჩორის ლავრა და იქიდან საქართველოში ჩამოვიდა. მალევე მამა ალექსის ქადაგებით მისმა ძმამ, ბესარიონმაც, დატოვა საერო ცხოვრება და მანაც მონასტერს მიაშურა.
1880 წელს ალექსიმ იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელს (ქიქოძე), რომელიც იმჟამად სამეგრელოს ეპარქიასაც განაგებდა, სთხოვა, თეკლათის კუნძულზე განმარტოებით ცხოვრების უფლება მიეცა; მაგრამ მეუფემ არ ურჩია კუნძულზე მარტო მოღვაწეობა და ლოცვა-კურთხევა მისცა, გელათის მონასტერში, თავისი მოძღვრის, მამა თეოდოსის სენაკში დაბინავებულიყო, რაც აღასრულა კიდეც. მომდევნო წელს იგი ხობის მონასტერში გადაიყვანეს, სადაც მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ბენიამენმა (ჭყონიამ) ბერად აღკვეცა. 1886 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) ბერი ალექსი დიაკვნად აკურთხა, ხოლო 1888 წელს მღვდლად დაასხა ხელი.
1890 წელს მამა ალექსი, ავადმყოფობის გამო, თეკლათის მონასტერში დაემკვიდრა, თავის მონაზონ დედასთან და დებთან ერთად. საღვთო გამოცხადების შედეგად მან გადაწყვიტა დაბინავებულიყო მენჯში, მთავარანგელოზთა კუნძულზე. როდესაც ამაზე ეპისკოპოს გრიგოლისგან ლოცვა-კურთხევა მიიღო, 1891 წელს სენაკის მშენებლობაც წამოიყო. ღვთისნიერ ადამიანთა დახმარებით ნელ-ნელა გამოიკვეთა ძვე- ლი, სანახევროდ დანგრეული მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი. შემოიკრიბა მოწაფეები და შეუდგა
4-1 საპატრიარქოს უწყებანი No4, 27 იანვარი - 2 თებერვალი 2011 წ. გვ.18
მღვდელ-მონაზონი ალექსი (შუშანია) 1852-1923 (გაგრძელება)
ამ სავანეში მოღვაწეობას. მალე მისი ჯანმრთელობაც გაუმჯობესდა და წირვა-ლოცვის აღსრულებაც დაიწყო.
მამა ალექსის სავანეს საეკლესიო მთავრობასთან არავითარი ოფიციალურ-ადმინისტრაციული დამოკიდებულება არ ჰქონია. არავითარი ჯილდო და სიგელი მას არ მიუღია, თუმცა ხშირად სთავაზობდნენ. უბრალო სამკერდე სამღვდელო ჯვარსაც არ ატარებდა. მონასტერი საეკლესიო მთავრობისაგან არავითარ ფულად დახმარებას არ იღებდა. მამა ალექსი, თავის რამდენიმე მოწაფესთან ერთად, საკუთარი შრომით ცხოვრობდა.
1898 წელს იგი სრულებით ჩაიკეტა თავის სავანეში და სიკვდილამდე დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდა. გარეშე მნახველებს მხოლოდ შაბათ-კვირაობით იღებდა. დროს ლოცვასა და სულისათვის სასარგებლო შრომების წერაში ატარებდა.
საინტერესოა მისი ცხოვრების რეჟიმი: ჭამდა დღეში ერთხელ, ცხოვრობდა უბრალოდ და სადად, ეცვა ძაძის ანაფორა. თავის ოთახში ლოცულობდა განმარტოებით. მისი საყვარელი ლოცვა იყო: „უფალო - იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი“. ლოცვის დროს ზოგჯერ მხარზე ზურგით იპყრობდა საგანგებოდ დამზადებულ კაცის სიმაღლის ხის ჯვარს. გოლგოთაზე ამავალ ქრისტეს მაერთებსო, იტყოდა ხოლმე მახლობლებთან საუბარში. მიუხედავად მკაცრი, ასკეტური ცხოვრებისა, მამა ალექსი მაინც ახლოს იყო ხალხთან. წერდა ლექსებს, სულის მაცხოვნებელი წერილებით ამხნევებდა მრევლს და ამხელდა იმ დროს გავრცელებულ ათეისტურ ცრუმსოფლმხედველობას. მამა ალექსის მრავალი მტერი და მოშურნე ჰყავდა, რომლებიც არ ერიდებოდნენ არანაირ მეთოდებს მის წინააღმდეგ. ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით აკ- რიტიკებდნენ მის მოღვაწეობას და ცილისწამებასაც არ იშურებდნენ მისთვის. ერთ-ერთი ასეთი წერილი გამოქვეყნდა 1903 წელს ჟურნალ „კვალის“ ფურცლებზე, სადაც ვინმე „ბატონი ოტია“ ალექსი ბერის სა- ხელის გასატეხად წერდა, თითქოს წმინდა ბერს ეთქვას ახალი სენაკის რაიონში მცხოვრები გლეხისათვის, შენი მიცვალებული ცოდვების გამო მიწამ არ მიიღო (ე. ი. გვამი არ გაიხრწნა) და ისე ძევს საფლავშიო. მიც-ვალებულის პატრონმა საფლავი გათხარა, მაგრამ ალექსის ნათქვამი არ დადასტურდაო.
ტრიფონ კალანდარიშვილმა გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე საკადრისი პასუხი გასცა თავხედ ავტორს. აი, რას წერდა იგი: „კვალის მე-20 -ში დაბეჭდილია სოფელ სახარბედიოდან ერთი უცნაური და დაუ-ჯერებელი წერილი, რომელიც სავსეა სიცრუითა და ლანძღვა-გინებით. ვინაიდან გულუბრყვილო მკითხველი შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს ბატონ ოტიას სიტყვებმა, ამიტომ მსურს მკითხველს ვაუწყო შემდეგი: ნამდვილია, რომ ზემოხსენებულ სოფელში არის მონასტერი, სადაც შესდგომია დაყუდებულს ცხოვრებას, ეს ათ წელიწადზედ მეტია, მღვდელ-მონაზონი ალექსი შუშანია, ბატონ ოტიას მიერ აბუჩად აგდებული. ხოლ 30 წელიწადზე მეტი იქნება, რაც ამ პატიოსანმა ადამი ანმა დატოვა ყოველივე ამა წუთისოფლისა, თავისს სენაკშია განუშორებლად, არ დადის სოფლად და ქალაქად, ატარებს დროს წირვა-ლოცვაში თვით მონასტრის ეკლესიაში. გამოვა ხოლმე მონასტრიდან მხოლოდ მაშინ, როცა მღვდელმთავარს ჰსურს მისი ნახვა (ასე იყო 1899 წელს, როცა დედათა მონასტერში მობრძანდა ეგზარქოსი ფლაბიანე, 1902 წელს ყოვლადსამღვდელო დიმიტრიმ (აბაშიძე) ინახულა ისევ დედათა მონასტერში და 1903 წელს ეგზარქოსმა ალექსიმ, რომელთაც დაიბარეს ხსენებული მღვდელ-მონაზონი ახლომდებარე დედათა მონასტერში).
სწორედ სამწუხაროა, როდესაც მართლაც მტკიცე და შეურყეველს თავის სარწმუნოებაში ადამიანს სწამებენ ისეთ ცილს, რომელიც მიუდგომელს და გარემოების მცოდნე ადამიანს ზიზღსა ჰგვრის. გვიბრძანოს ბატონმა ოტიამ, სად, როდის და რომელ ეკლესიაში ამოთხარეს მღვდელ-მონაზონ ალექსის შთაგონებით მიცვალებული? რომელ ეკლესიაში იყო, რომ ხსენებული პირი „აწითლდა“ საზოგადოების წინაშე? შეიძლება სხვა ვინმე ბოროტმოქმედებდეს პატივცე- მულ მღვდელ-მონაზონის უანგარო ცხოვრებით,
4-2 საპატრიარქოს უწყებანი No4, 27 იანვარი - 2 თებერვალი 2011 წ. გვ.19
მღვდელ-მონაზონი ალექსი (შუშანია) 1852-1923 (გაგრძელება)
მაგრამ ამას, ბატონო ოტია, რად უნდა დაუჯეროდ? თუ ბატონი ოტია ოდიშელია და გაუგონია მამა ალექსიზედ რამე, ყოველს შემთხვევაში იმისს მსგავსს, რასაც იგი სწერს, არ გაიგონებდა.
ჩემის აზრით, როდესაც ამისთანა ცილსა სდებენ ადამიანს, როგორც იკადრა ბატონმა ოტიამ, ვერაფერი საქციელია ნიღაბაფარებული ლანძღვა-გინებით გაქელოს ადამიანის ღირსება და მიწასთან გაასწოროს. გვაკვირვებს დიდად, რომ ბატონ ოტიას ვერ გაუგია საქმის გარემოება და ისე ცილს სწამებს ასეთს პირს, რომელიც პატივის- ცემის ღირსია და რომელსაც სასულიერო მთავრობაც ძლიერ კარგად იცნობს.
რაღა გვეთქმის! ღმერთო, მიუტევე, რამეთუ არა იციან, რასა სწერენ!“
თავად მამა ალექსი დიდად აუღელვებია ამ ჭორს და მიუმართავს მაზრის უფროს როზანოვისათვის კორესპონდენციაში მოყვანილი ცნობის შესამოწმებლად. მაზრის უფროსს დაუკითხავს ამ წერილში მითითებული გლეხი და მისი მე- ზობლები, მაგრამ ცნობა არ დადასტურებულა.
1918 წლიდან მამა ალექსის ლოცვა-კურთხევით, მისი ბიძაშვილები, მონაზვნები — ფავსტო და აკეფსიმა თეკლათის მონასტრიდან გადავიდნენ მთავარანგელოზთა სავანეში სამოღვაწეოდ. წმინდა მამას ჯანმრთელობა ამ დროისათვის საგრძნობლად შერყეული ჰქონდა. იგი მწვავე ფორმის მალარიამ და გულის დაავადებამ შეიპყრო. ტაძარში გადმოსულ მონაზვნებს უნდა ეზრუნათ ავადმყოფ სულიერ მამაზე და თან გაძღო- ლოდნენ ტაძარსა და საცხოვრებელ ეზო-მიდამოს.
ხანგრძლივი მოღვაწეობით დამაშვრალი ღირსი მამა ალექსი შუშანია 1923 წლის 18 იანვარს (ახ. სტილით 31 იანვარს) გარდაიცვალა.
ქრისტესმოძულე მთავრობის მიერ სავანის მოსალოდნელი დარბევის შიშით, დებმა, მონაზვნებმა ფავსტომ და აკეფსიმამ, მამა ალექსის ცხედარი თეკლათის მონასტერში დაკრძალეს, თვითონ კი მთავარან- გელოზთა სავანეში დარჩნენ სამოღვაწეოდ. 1960 წლის 8 იანვარს ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ეფრემის (სიდამონიძე) ლოცვა- კურთხევით, ღირსი მამის უხრწნელი გვამი თეკლათის დედათა მონასტრიდან გადაასვენეს და მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის აღმოსავლეთის კედლის მახლობლად დიდი პატივით დაკრძალეს.
1995 წელს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გამართულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე მღვდელ-მონაზონი ალექსი (შუშანია) წმინდანთა დასში შეირაცხა ღირსი მამის სახელწოდებით. 2001 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ალექსი ბერის საფლავზე პატარა ტაძარი ააგეს.
მღვდელ-მონაზონი ალექსი აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ „მწყემსსა“ და „შინაურ საქმეებთან“, სადაც მრავლად ქვეყნდებოდა მისი სტატიები. დღესდღეობით მისი წერილები და დარიგებანი გამოცემულია რამდენიმე ტომად. ამჟამად გთავაზობთ მამა ალექსის ერთ უცნობ წერილს, რომელიც მან 1917 წლის 1-4 სექტემბერს თბილისში გამართულ ბერმონაზონთა კრე- ბას გაუგზავნა. წერილი საყურადღებოა თავისი ღრმა შინაარსითა და დღევანდელი ბერმონაზვნებისთვისაც ფრიად აქტუალური აქნება:
„არა არს ქვეყანაზედ ისეთი მოვლენები, რომელთა პირველ შობილ იდეალურ სახეს ფერი არ ეცვალოს და არ დამახინჯებულიყოს. სწორედ ასე დაემართა ბერობის იდეასაც. ვისაც ნათელაზროვნებით განუხილავს პირველ ყოფილი ბერობის სული, ღრმად ჩაუხედნია მის გენიურ ლტოლვაში და მისი არსებობის ნამდვილი სახე წარმოუდგენია საღ გონებით, მწამს, რომ გულახდილად აღიარებს, რომ დღევანდელ ბერო- ბას მხოლოდ სახელი და გარეგანი მხარე შერჩენია. დღეს ქვეყნის პირიდან აღიგავა ჭეშმარიტი ბერების სახე და ნაცვლად ამისა მეფობს უნაყოფო, უმადლოდ, ანგარებით, დიდებისმოყვარებით გამოფიტული ცარიელი ფორმა. დღეს მონასტერში მეფობს ბატონყმობა და არა ძმობა. ე. ი. უფროსების ბატონ-ბრძანებლობა, ჯამაგირთა გადიდება და არა ძმურად ჯამაგირ-შემოსავლისა თანასწორ განაწილება. წინამძღვარი იგი- ვე ბერია, ვითარცა თითოეული წევრი კრებულისა და ისეთი ადამიანია, როგორც მორჩილი. ამისთვის ათასი მანეთი და მეორისათვის ასი განა შექმნის ძმობას და ააყვავებს მონასტერს? განა ეს ეკუთვნის ქრისტეს მცნებას: თქვენ ყველანი ერთ ხართ. ავიღოთ ჩვენი სასიქადულო წმინდა ექვთიმე ათონელის კანონი, სადაც წერია: თუ წინამძღვარმა განასხვავოს თავი თვისი საჭმელ-სასმელით, ჩაცმით და ყოველგვარი ნივთიერ მოთხოვნილებით, იგი აღტაცეთ ხელით და გადასვით ბჭის გარეთ. ასეთი თანასწორობა და ძმობა უნდა ედვას ერთა ცხოვრებას მონასტერში კავშირად და არა ბატონობა, კადნიერებად ნუ ჩამომერთმევა თქმა და, რასაც აქ ვლაპარაკობ, ის საქმითაც განხორციელებულია ჩვენს სავანის ძმობაში და მაინც ვერ წარგვიმართია გზა კეთილ ბერობისა, თორემ ერთს ათასი
4-3 საპატრიარქოს უწყებანი No4, 27 იანვარი - 2 თებერვალი 2011 წ. გვ.20
მღვდელ-მონაზონი ალექსი (შუშანია) 1852-1923 (დასასრული)
მანეთი, მეორეს ასი რომ ეძლევა, რას შექმნის, თუ არა იმას, რომ განადიდებს უამისოდაც ჩვენს საცოდავ ბუნებაში ჩაქსოვილ ინტერესს, შურს და სიძულვილს. შე- იძლება ვინმემ წინა მიყოს პასუხად მამათა სწავლაში ხსენებული „მორჩილება“ უპირატეს ყოველთა სათნოებათა ცნობილად. დიახ, მეც ამისი თანახმა გახლა- ვართ, მაგრამ მიტომ მოგასხენებთ ამ წერილის თავში: არა არს ქვეყანაზედ ისეთი მოვლენა, რომლის პირველ შობილ სახეს ფერი არ ეცვალოს — მეთქი. სწორედ ბე- რობის იდეალურ სახეს ისე ეცვალა ფერი, რომ მხოლოდ ეს ლექსი „მორჩილება საბატონყმობო იარაღად შერჩენია და მეტი არაფერი. ის მამები, რომლებმაც მორჩილების სათნოებას უპირატესობა მისცეს, მზესავით უნდა უნათებდნენ გულის კარს მორჩილებას, არა ბატონურ მბრძანებლობით, არამედ ნამდვილ მამობრივი სიყვარულის ჩვენებით, თან უპოვარ, უანგარო, უჩინოსნო და ნივთიერად თანასწორი ცხოვრე- ბის მაგალითის მიცემით. აი, ასეთი საღმრთო ნდობით აღჭურვილ მამებს შეუორგულებლად ემორჩილებოდნენ მოწაფენი. და რომ ასეთი მამები ამხანაგურად ექცეოდნენ მორჩილებს და არა ბატონურ უფლებით, ამას ამტკიცებს მთელი მამათა ცხოვრების სწავლა, რომლის ზღვა მაგალითისაგან ერთს მოვიყვან საბუთად: მორჩილს და მის წინამძღვარს მოუვიდათ უკმაყოფილება, რის გამო სხვა ვინმე რჩეული მამა ჩადგა მათ შორის საქმის მოსაგვარებლად. მოწაფეს ეკითხება ურჩობის მიზეზს და იგი მიუგებს: ბრძანებლობით მითხრაო და არა მამობრივი სიყვა- რულითო, რის გამო შუამავალმა ბერმა წინამძღვარი განაკრძალა.
ჭეშმარიტებაა, რომ ყოველმა საბერო პირმა, როცა შედის მონასტერში, უნდა უარყოს თავისი ნება და დაემორჩილოს მონასტრულ მართვა-გამგეობას, რადგან ესრეთი თავისი უარყოფა პირველი მისი უფლებისა, მისივე თავისუფლებით შეწირულ არს ქრისტესადმი, როგორც მისი სულის ხელმძღვანელისადმი, მაგრამ არავისთვის საიდუმლოებას არ შეადგენს, რომ დღევანდელი მონასტრები ვერ უწევენ ხელმძღ- ვანელობას ახალ შემოსულ საბეროს მამობრივი სიყვარულით და სათნოების ჩვენებით. აგრეთვე არც საბეროების მხრით მართლდება ჭეშმარიტ ბერულ მიზნით გამოსვლა, არამედ მათ ახელმძღვანელებს უფ- რო საქვეყნო დიდება და ხარისხით ზე აღწევა. და ესე ვითარად ვგონებ სამონასტრო ბერულ ცხოვრების ჩარხი დაჰქანდა დაღმართ და ლამის დაიმსხვრეს. ასე და ამგვარად, ჩვენი მონასტრების დაცემულ მდგო- მარეობას ვერას უშველის თბილისში, სამ სექტემბერს სამონასტრო კრების ზრუნვა და ვერც ბატონყმობრივი „დისციპლინის“ აღდგენა, თვით უფროსების სათაყვანოდ შედგენილი უმცირესობის ზურგზე. აქ მშვენიერად მოეზავების ქრისტეს მიერ ყვედრება სჯულის მეცნიერთა მიმართ: „თქვენდაცა ვაი არს, რამეთუ აღკიდით კაცთა ტვირთ ძნიად სატვირთავი და თქვენ ერთითაცა თითითა არა შეახით ტვირთსა მას“ (ლუკ. 11. 46). უკანასკნელი საშვალება, რომ ჩვენს წინაპართა მიერ დიდებული საისტორიო შენობანი მონასტრებისა ეგოს უკუნისამდე დაუქცეველ ძეგლებად, უნდა დაარსდეს და მოთავსებულ იქმნეს ამ შენობებში საშვალო და უმაღლესი სასწავლებლები, ხოლო აწ არსებული თანამედროვე გადაგვარებულ ბერების იმედი აღარას გვარგებს, რადგან გაივ- ლის ხანი და უღმერთო, უიდეო და უშინაარსო ბნელ პირებს სასტიკი მსაჯული გაღვიძებულ დროისა, ექსორია ჰყოფს მათ სულით ამაღლებულ წინაპართა მიერ დაარსებულ წმინდა სავანეთაგან“
5 საპატრიარქოს უწყებანი No5, 3-9 თებერვალი 2011 წ. გვ.18
დეკანოზი პანტელეიმონ გედევანიშვილი 1858-1924
„მოძღვარი, როგორც დღიური მუშა, გვერდში ედგა კალატოზთ და მუშაობდა“
დეკანოზი პანტელეიმონ გედეონის ძე გედევანიშ- ვილი 1858 წელს გორის მაზრის სოფელ კავთისხევში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. მამამისი მღვდელი გედეონი წლების განმავლობაში საქართველოს მთია- ნეთში, კერძოდ, სოფელ ჩარგალში მსახურობდა. მამამ პატარა პანტელეიმონი სასწავლებლად გორის საქალაქო სასწავლებელში მიაბარა.
1877 წელს მან სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც 1883 წელს მეორე ხარისხის დიპლომით დაამთავრა. სემინარიის დასრულებისთანავე პანტელეიმონი დაოჯახდა. მას ორი ვაჟი და ერთი ასული ჰყავდა: დიმიტრი (1884 წ.), სერგი (1893 წ.), მაკრინე (1895 წ.); მისმა ვაჟებმა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია დაამთავრეს, ხოლო ასულმა — თბილისის ქალთა ეპარქიალური სასწავლებელი.
1883 წლის 7 სექტემბერს საქართ- ველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედე- ვი) პანტელეიმონი დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს კი მღვდლად დაასხა ხელი და ქსნის ხეობაში, სოფელ ახალგორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1885 წლის 1 ნოემბერს მღვდელი პანტელეიმონი ახალგორის სახალხო სამინისტრო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1889 წლის 6 აპრილს კეთილსინდისიერი სამსახურისათვის საგვერდულით დაჯილდოვდა. 1893 წლის 15 მაისს სკუფია უბოძეს. 1899 წლის აღდგომას წმინდა სინოდმა მადლობის ფურცელი უწყალობა.
მამა პანტელეიმონმა სამრევლოში ჩასვლისთანავე ახალგორის მოსახლეობის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. იგი თავისი უბრალოებითა და თავმდაბლობით მრევლში დიდი ავტორიტეტით სარგებ- ლოდა. სოფლის გლეხობამ მთელი გულით შეიყვარა ქრისტეს ერთგული მხედარი. 1897 წელი მეტად მოუსავლიანი გამოდგა ქსნის ხეობაში. ხანგრძლივმა გვალვამ გააფუჭა მთელი წლის ნაშრომ-ნაჯაფი და ხალხი მოსავლის გარეშე დარჩა. მამა პანტელეიმონმა დაუყოვნებლივ გაათავისუფლა ახალგორის ტაძრის მრევლი იმ წლის საეკლესიო გადასახადისაგან და, პირიქით, თავად გაუწია მატერიალური დახმარება მრევლის ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს.
დიდი შრომა გასწია მამა პამტელეიმონმა ახალგორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის გამშვენება-გალამაზებისთვის. მრევლის დახმარებით მან ეკლესია საჭირო ნივთებით შეამკო, შეიძინა ახალი საღვთისმსახურო წიგნები, საეკლესიო შესამოსელი, ბარძიმფეშხუმი, ხატები. წამოიწყო ეკლესიის ეზოსა და გალავნის შეკეთება.
აი, რას წერდა მისი მოღვაწეობის შესახებ გაზეთი „ცნობის ფურცელი“ 1899 წლის ერთ-ერთ ნომერში, სათა რით „კეთილი მოძღვარი“: „ახლად გასული წელიწადიც მწარე იყო, წინანდელ წარსულ წლებივით, ქსნის ხეობის გლეხებისათვის. თითქმის ერთადერთ კეთილ სახსოვრად დაგვრჩება ახალგორის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლის, მამა პანტელეიმონ გედევანიშვილის შრომა. ამ პატივცემულმა მღვდელმა თავს იდო ზევით ხსენებული ეკლესიის გალავნის გადიდება და კიდეც თითქმის სავსებით ამ მიზანს მიაღწია. განსაკუთრებით საყურადღებო ის არის, რომ ამ კეთილმა მწყემსმა თითქმის სრულიად გაანთავისუფლა თავისი სამწყსო გალავნისათვის საჭირო არა მცირედი ხარჯისაგან. მამა პანტელეიმონმა თავის მნათის დახმარებით კერძო პირებს სთხოვა შემწეობა. ცუდად არ ჩაუარა ცდამ და დახმარება აღმოუჩინეს. მოძღვარი, როგორც დღიური მუშა, გვერდში ედგა კალატოზთ და მუშაობდა, მხნეობდა და ამხნევებდა მათ. სამწუხაროდ, ასეთი მეცადინეობის მიუხედავად, გალავანი, რომელსაც არა მცირე სიგრძე-სიგანე აქვს, მაინც ვერ დაამთავრეს, ცოტაოდენი კიდევ დარჩა გასაკეთებელი, მაგრამ თუ
5-1 საპატრიარქოს უწყებანი No5, 3-9 თებერვალი 2011 წ. გვ.19
დეკანოზი პანტელეიმონ გედევანიშვილი 1858-1924 (გაგრძელება)
ჩვენი მოძღვარი დღევანდელი გვეყოლა, საქმეს მალე მოეღება დასას- რული. ამ საქმეს ბატონმა მნათემ შესწირა ათი თუმანი, ბაქარ მზარე- ულიშვილმაც კიდევ ხუთი თუმანი და სხვა. ამ პირებთან ერთად გუ- ლითადი მადლობის ღირსია თავადი შალვა რევაზის ძე ერისთავი, რო- მელმაც ფულით შემწეობის გარდა, დაუთმო გალავნისათვის ძველი ნა- სახლარი ეკლესიის გვერდით“. 1899 წლის 27 აგვისტოს მამა პანტელეიმონი ქვემო კავთისხევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლე- სიის წინამძღვრად გადაიყვანეს და გორის მაზრის მეორე ოლქის მთა- არხუცესად დანიშნეს. იმავე წლის სექტემბერს კავთისხევის სახალხო სამინისტრო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებ- ლად დაადგინეს. 1901 წელს 6 მაისს კამილავკა ეწყალობა, 1909 წელს კი სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1913 წლის 15 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1918 წელს, თავისი თხოვნის საფუძველზე, უარი თქვა მთავარხუცესის თანამდებობაზე და მხოლოდ მის თანაშემწედ დარჩა.
მამა პანტელეიმონი ესწრებოდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის პირველ და მეორე საეკლესიო კრებებს. 1919 წელს ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისათვის ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) მას დეკანოზის წოდება მიანიჭა.
1921 წელს, საქართველოში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ, ეკლესიის მდგომარეობა ფრიად დამძიმდა. ბოლშევიკური ხელისუფლების ზეწოლის შედეგად ეკლესია-მონასტრები დახურეს ან სასტიკად დაარბიეს, სასულიერო პირებს აიძულებდენ, გაეხადათ ანაფორა, მიეტოვებინათ ეკლესიაში მსახურება და საერო სამსახურში გადასულიყვნენ. ბევრი მართლაც ვერ უძლებდა შექმნილ ვითარებას და საბოლოოდ ტოვებდა სასულიერო ხარისხს. მეტად მძიმე ვითარება იყო მთელი საქართველოს მასშტაბით. გორის მაზრის, მეტეხის ოლქის მდგომარეობის შესახებ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის ამავე ოლქის მთავარხუცესი, დეკანოზი იოანე ფილიპეს ძე ელისაბედაშვილი, რომელიც საკათოლიკოსო საბჭოს ატყობინებს ბოლო პერიოდში დატრიალებულ მოვლენებს: „1923 წლის 4 მაისს გორის მაზრის სოფელ კავთისხევის რევკომის ბრძანებით, იქაურმა კომსომოლისტებმა წაიღეს მთლიანად ზემო ნიჩბისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია და სახსორის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიები, ნივთები, ქონება და დაკეტეს ისინი. ჩემი თანაშემწის, დეკანოზ პანტელეიმონ გედევანიშვილისაგან შევიტყვე, რომ ქვემო კავთისხევის ეკლესია, მასთან ერთად ქვათახევის მამათა მონასტერი, წინარეხის, ზემო კავთისხევის, ქვემო ხანდაკის და ძეგვის ეკლესიებსაც იგივე ბედი ეწიათ, თუმცა მათი წინამძღვრებისაგან არავითარი ცნობა არ მიმიღია“.
დადგა 1924 წელი... მცირე ხნით თავისუფლებანაგემი მოსახლეობა ვეღარ ეგუებოდა კაცთმოძულე წყობილებას და ფარულად შურის-ძიებისათვის ემზადებოდა, რასაც უცხოეთში გადახვეწილი მთავრო- ბის შემოგზავნილი ემისრებიც ხელს უწყობდნენ. მოსახლეობის იდუმალი მზადე- ბისა და აგვისტოს აჯანყების შესახებ კარგად იცოდნენ საქართვე- ლოს ეკლესიაშიც. სასულიერო პირები თანაუგრძნობდნენ კიდეც მათ. ამხნევებდნენ და სულიერად განამტკიცებდნენ თავისუფლება- მოწყურებულ ახალგაზრდებს. კავთისხეველმა დეკანოზმა პანტელეიმონ გედევანიშვილმაც ყოველივე კარგად უწყოდა, თუმცა ფრიად აწუხებდა ის ფაქტი, რომ აქაური ბიჭები ცუდად იყვნენ შეიარაღებულნი და მათი თავგანწირვა ამაო იქნებოდა.
სწორედ ამ დროს მოხუცი მოძღვარი ავად გახდა. ხურვებაატანილი სხეული თანდათან უსუსტდებოდა, მაგრამ შინაგანი ხმა, მოვალეობის გრძნობა, სენზე ძლიერი გამოდგა.
პანტელეიმონი ნათლად ხედავდა, სრულიად საქართველოსათვის რა უბედურება მოჰყვებოდა ნაჩქარევ, მოუმზადებელ გამოსვლებს და ქვათახევის მონასტრის მიდამოებში თავშეფარებულ აჯანყების მეს- ვეურთ ევედრებოდა, ტყუილად ნუ დააღვრევინებთ ქრისტიანების სისხლს ადამიანობადაკარგულ, უღვთო სატანის ნაშიერთ, რომელთაც არ იციან, რა არის შებრალებაო.
მოძღვარი საფრანგეთიდან ჩამოსულ ქართველებსაც ბევრს ემუდარებოდა, როცა ქვეყანას მართავდით, ჯარითა და იარაღით ვერ ივარგეთ და ახლა ფეხშიშველა გულად ბიჭებს ნუ გააჟლეტინებთ მოძალადეებს, მათთან ერთად ნუ დაიდებთ ათასთა ცოდვასო.
მოსახდენი მოხდა... ფილთა თოფებით აღჭურვილ ვაჟკაცებს მტერმა რეგულარული არმიის ნაწილები, არტილერია და ჯავშნოსანი მატარებელი დაუპირისპირა. კიდევ ერთხელ დადგა საქართველოში განუკითხაობის, სისხლიანი წვიმების დრო. აჯანყებულთა მცირე ნაწილმა თავს უშველა, უმრავლესობა კი მტკიცე ლენინელი ჯალათების ხელში აღმოჩნდა, რომლებიც დამნაშავესა და უდანაშაულოს აღარ არჩევდნენ, მათ სისხლიანი გეგმა ჰქონდათ შესასრულებელი.
გამარჯვებულთა მსახვრალმა ხელმა სოფელ კავთისხევსაც უწია. ოქტომბრის ერთ წვიმიან დილას ჩეკისტებით გარშემორტყმული უდანაშაულო ადამიანების ერთი ჯგუფი წინ გაირეკეს. სოფელს გლოვისა და შიშის ზარი აძრწუნებდა.
როდესაც ავადმყოფმა მამა პანტელეიმონმა ეს ამ- ბავი გაიგო, ლოგინიდან წამოდგა, შეიმოსა, ჯვარი
5-2 საპატრიარქოს უწყებანი No5, 3-9 თებერვალი 2011 წ. გვ.20
დეკანოზი პანტელეიმონ გედევანიშვილი 1858-1924 (დასასრული)
იწინამძღვრა და განწირულთა კვალს დაადგა. მრევ- ლი ევედრა, მათ ვერას უშველი და ხიფათსაც გადაეყრებიო. მოძღვარმა თავისი არ დაიშალა და შეიარაღებული არაკაცებით გარშემორტყმულ უმწეოთა ჯგუფს მაშინ წამოეწია, როდესაც ის სოფელს კარგა მანძილით იყო გაშორებული.
ანაფორიანი კაცის გამოჩენამ ბადრაგის მეთაურიც გააკვირვა და გაოცებულმა ჰკითხა ბერიკაცს, საით გაგიწევია ასეთ ამინდშიო. მამა პანტელეიმონმა აუხსნა, რისთვისაც დაედევნა: მოძღვარი ჭირშიც და ლხინშიც თავისიანებთან უნდა იყოს, რას გვერჩით, ვის რა დავუშავეთო.
_შენ არას გერჩით, ცივად მიუგო მეთაურმა, ესენი მშრომელი ხალხის კლასობრივი მტრები არიან და კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით უნდა აგონ პასუხიო. არა, შვილო, არ დაიჯერო, ამ საცოდავებს რა მტრობა შეუძლიათ. მათი საქმე ხვნა-თესვა, მიწის მოვლა-პატრონობააო, — უმტკიცებდა მოძღვარი. ამათ გორში ჩავიყვანთ. იქ გაირკვევა მტყუან- მართალი, უდანაშაულოებს ხვალვე დავაბრუნებთო, დაჰპირდა ხელისუფლების წარმომადგენელი. მღვდელი მიხვდა, რომ მწარედ ატყუებდნენ, ტალახში დაიჩოქა და შეევედრა მთავარ ჯალათს – ესენი გაუშვი, შვილო, რადგან მართლები არიან ღმერთთანაც და კაცთანაც. თუ ცოდვა რამ აქვთ ჩადენილი, მე მაზღვევინეთ, ჩემი ბრალი ყოფილა და მევე უნდა დავისაჯო, როგორც ამათი მოძღვარი და ჩამგონებელიო.
მონღოლი დამპყრობლები უფრო ადამიანურები აღმოჩდნენ XIII საუკუნეში, ვიდრე ქართველი ლენინელი ჯალათები. ბადრაგის უფროსმა ხელქვეითებს უბრძანა: „რა გააჭირა საქმე, თუ ასე სწადია, შეაგ- დეთ ესეც მაგ ვირიშვილებთანო“. ვინ ჩაიყვანა გორამდე პატიმრები?..
კარგად რომ ჩამობნელდა, სოფლიდან მოშორებით, სადღაც უადგილო ადგილას, ორწოხებში გაამწკრივეს და მშრომელი ხალხის სახელით სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.
გაფითრდა მამა პანტელეიმონი, წინ გამოიჭრა, პატიმრებს ანაფორის კალთა გადააფარა და აყვირდა: „ნუ მაყურებინებთ უდანაშაულო ადამიანთა დახვრეტასო“. რაზმის უფროსმა ორჯონიკიძის ნაჩუქარი მაუზერით პირველად მღვდელი დაცხრილა... ჯალათებმა მოძღვარს თხოვნა აუსრულეს – არ აყურებინეს მოძმეთა ჟლეტას.
იმ დროს ეს ამბავი სოფელში ყველას პირზე ეკერა. ზოგი ამტყუნებდა მოძღვარს, ხომ ვეუბნებოდით, ნუ წახვალო... უფრო მეტი კი გულში იწონებდა, მაგრამ ხმამაღლა ვერაფერს ამბობდა.
6 საპატრიარქოს უწყებანი N6, 10-16 თებერვალი 2011 წ. გვ.16
იღუმენია ნინო (ვაჩნაძე)
იღუმენია ნინო, ერში თავადის ქალი ელენე, 1878 წელს, კახეთში, ცნობილი მემამულის. დავით ვაჩნაძის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება მან ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ ქალთა სასწავლებელში მიიღო, რომელიც 1893 წელს წარჩინებით დაამთავრა. ამის შემდეგ იგი მცირე ხნით რუსეთში გაემგზავრა, სადაც პედაგოგიური კურსები გაიარა. სამშობლოში დაბრუნებულმა ახალგაზრდა და ენერგიულმა მასწავლებელმა ბოდბის მონასტრის სასწავლებელში პედაგოგად დაიწყო მუშა- ობა. ამასთან, მონასტრის წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით, სხვადასხვა მორჩილებასაც ასრულებდა.
თავისი ალერსიანი და ყურადღებიანი ბუნების წყალობით, უბრალოებითა და თავმდაბლობით ელენე ვაჩნაძე სათაყვანო პიროვნება გახდა მოწაფეებისათვის. იგი ცოცხალი მაგალითი იყო მათთვის. გაკვეთილებს მეტად მარტივი და ადვილად გასაგები ენით გადმოსცემ- და, რითაც სრულიად გადაახალისა და გამოაცოცხლა მონასტრის სასწავლებელი არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე მასწავლებელი დასწრებოდა ელენეს ჩატარებულ გაკვეთილს და აღტაცებაში არ მოეყვანა მის პედაგოგიურ გამოცდილებას. მოსწავლეებზე არანაკლებ უყვარდათ და აფასებდნენ მას თავად ბოდბის მონასტრის რუსი მონაზვნებიც. გულნატკენნი, განსაცდელსა და გაჭირვებაში მყოფნი, ხშირად მიაშურებდნენ ხოლმე მის კელიას და გულზე მოწოლილ დარდს მასთან საუბარში იქარვებდნენ. 1899 წლის 14 იანვარს, საქართველოს ეგზარქოს ფლაბიანეს (გოროდეცკი) ლოცვა-კურთხევით, ელენე ვაჩნაძე სამონაზვნედ აკურთხეს.
1902 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) ბოდბის მონასტრის წინამძღვრად მონაზონი იუბენალია (მარჯანიშვილი) დანიშნა, რომელმაც სამონაზვნე ელენე თავის თა-ნაშემწედ აიყვანა. წინამძღვარი და მისი თანაშემწე გაათმაგებული ძალებით შეუდგნენ მონასტერში სწავლა-განათლებისა და საეკლესიო გალობის აღდგენას და უმოკლეს დროში მათმა მცდელობამ კეთილი ნაყოფი გამოიღო.
1910 წლის 27 მაისს სამონაზვნე ელენე სამეგრელოში, თეკლათის დედათა მონასტრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებლად გადაიყვანეს და ნინოს სახელით მონაზვნად აღკვეცეს. 1911 წლის
24 ივლისს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) იგი მონასტრის წინამძ ვრად დაამტკიცა, იღუმენიას წო დება მიანიჭა და კვერთხით დააჯილდოვდა. იღუმენიად დადგინებისას მეუფე ლეონიდემ სიტყვით მიმართა მას:
„სრული სიწრფელით, ჩემი გულის მთელი ძალითა და გრძნობით მოგილოცავ, ახლად დადგინებულო პატიოსანო დედაო იღუმენია ნინო, უმაღლეს ეკლესიურ ხარისხზე აღწევას. საუკეთესო იმედებით აღვსილი და საღმრთო მხიარულებით აღფრთოვანებული გადმოგცემ ამ კვერთხს, რომელიც არის შენი უფროსობის, შენი უფლებამოსილების, შენი ძალისა და უპირატესობის გარეგანი ნიშანი.
ღვთისაგან ნაკურთხსა და ყველაფრით დალოცვილს შენს სათაყვანო სამშობლო — ქიზიყში, რომლის ისედაც გამოუთქმელ სიტურფეს აათკეცებენ მისი ხშირი მთებიდან და მაღლობებიდან ტყესავით ატეხილი, თეთრად გამომზირალი ქვითკირის მოხდენილი ეკლესიები, ეჭვს გარეშეა, ხშირად გენახვება დიდძალი ცხვრების ფარები, რომლებსაც თვალდაუხუჭავად და მუხლჩაუკეცავად სდარაჯობენ და თავს დასტრიალებენ გონება შეკრებილი, ჩაფიქრებული და დინჯად მოუბარი მწყემსები, აუცილებელი თავმოკაუჭებული დიდრონი ჯოხებით ხელში. უსათუოდ შენიშნული გექნება, რომ ამ ყავარჯნებს, ანუ კვერთხებს, მწყემსები მარჯვედ ხმარობენ ხოლმე, როდესაც მათ ძვირფას ცხვრებს ეპარება ქურდი ან მტაცებელი ნადირი. ამ ყავარჯნებს გა- დუქნევენ ხოლმე თვით ცხვრებს, თუ ისინი ერთმანეთში იბრძვიან და მოსვენებას არ აძლევენ ერთიმეორეს, ამ ყავარჯნებით გამოითრევენ ხოლმე
6-1 საპატრიარქოს უწყებანი N6, 10-16 თებერვალი 2011 წ. გვ.17
იღუმენია ნინო (ვაჩნაძე) (გაგრძელება)
შამბ-ეკალ-ბარდებში გაბმულ ან წყალში და ღრანტეში გადავარდნილ ცხოველებს, ამ ყავარჯნების საშუალებით ერეკებიან მათ საუკეთესო საძოვრი-საკენ, საამო ჩეროში და სამშვიდობო ბინაზე, გარნა ამ ყავარჯნებს პატრონები არასოდეს არ ხმარობენ თავიანთი ცხვრების უბრალოდ და უმიზნოდ გასალახ-სარტყმელად.
ეს შენი უფროსობის სიმბოლო, ახალი, მადლიანი კვერთხიც, ნურც ერთხელ ნუ იქნება შენგან გადაქნეული შენი პატარა სულიერი სამწყსოს რომელიმე წევრისადმი უმიზნოდ და უმიზეზოდ ტკივილის მი- საყენებლად. ცხვრებისათვის თავდადებული მწყემსის მსგავსად ნურც შენ მისცემ შენს თვალსა და მუხლებს მოსვენებას, თავდადებით უდარაჯე დღე და ღამ, საწინამძღვრო კვერთხით ხელში, ღვთისაგან მოცემულ შენს სამწყსოს, რომ არსაიდგან შემოეპაროს მგელი და არ წარგიწყმიდოს რომელიმე ავარი, იფხიზლე და თვალყური ადევნე, რომ დათა შორის არა დაითესოს რა და ფეხი არ მოიკიდოს ისეთმა რამემ, რაც მავნებელია მათი მონაზვნობის წოდებისათვის და, საჭირო შემთხვევაში, იმარჯვე კვერთხი ესე, მოსწვი ამით, როგორც ჯოჯოხეთის ქვით, თესლი ბოროტებისა და სისწრაფით ამოფხვარ იგი ძირიან-ფესვიანათ შენი საგამგებლოდან, ოდნავაც არა მიმხედველმან ვისიმე ხათრისა, ანუ შიშისა, იმხნევე, იზრუნე, იმუშაკე, იღვაწე და იგულსმოდგინე, როგორც ერთგულმა ჭირისუფალმა, რომ შენს ხელქვეითებს არ აკლდეთ არც ხორციელი და არც სულიერი საზრდო-საკვები, რომ შენმა სულიერმა შვილებმა აქაც კეთილად იმოქალაქონი და იქაც ღირსნი აღმოჩნდნენ სასუფეველის დამკვიდრებისა.
რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს მძიმე და ძნელი ანსახორციელებელია, ნათქვამის შესრულება აღემატება ჩვენს უძლურებას, მაგრამ მაინც ნუ შესწუხდები და ნუ დაეჩაგვრინები ამაო შიშს: გაიხსენე ის გარემოება, რომ თვით საქმით, პირადი გამოცდილებით, საკუთარი ცხოვრებით გაცნობილი, მიჩვეული და რამდენადმე უკვე მომზადებული ხარ ამ სიმძიმის საზიდავად; გაიხსენე რომ მხსნელმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რომელიც „მონაზონთა დიდება და მოღვაწეთა შემამკობელია“, მოგცა უდიდესი ბედნიერება სიყრმიდგან მონასტერში აღზრდისა ისეთი დიდებული სულიერი მნათობის კალთის ქვეშ, როგორიც არის მოციქულთა სწორი წმინდა ნინო. ქართველი ერის სულიერმა საუნჯემ, წმინდა ნინოს მადლით მოსილმა საფლავმა, რომლის მსახურებაშიაც განვლე საუკეთესო ხანა შენი ქვეყნიური ცხოვრებისა, საკმაოდ გაგაცნო სიტკბო ქრისტეს სიყვარულისა, ქრისტეს გამოსახვისა გულსა და გონებაში, ქრისტეზე და მხოლოდ ქრისტეზე სასოების დამყარებისა, და რაღათ უნდა გერიდებოდეს საწინამძღვრო კვერთხისა, როდესაც
წმინდა ნინოს ცხოვრებიდან იცი, რომ ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა (მარკ. 9, 23), როდესაც თვითონ იესო ტკბილი გასწავებს, უკეთუ გაქვნდეს სარწმუნოება და არა შეორგულდეთ. ჰრქვათ თუ მთასა ამას: აღიფხვარ ამიერ, და შთავარდი ზღვასა, იყოს ეგრეთ და ყოველსა, რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოს თქვენ (მათე 21, 21-22).
მაშ, მოვედ კადნიერებით, ქრისტესაგან გამორჩეულო დედაო იღუმენია და მიიღე ჩემი უღირსებისაგან კვერთხი ესე, „რომლითაც დამტკიცებითა სამწყსო შენი წარმართო, რამეთუ ჯერ გიჩნს სიტყვისა მიცემად მათთვის ღვთისა ჩვენისა მიმართ დღესა მას სასჯელისასა.
დედის სიხარული და ბედნიერება, უსათუოდ, მისი მოსიყვარულე შვილებისთვინაც სასიამოვნოა, რამდენადაც გასახარელი და სანეტაროა ეს დღე თქვენი სულიერი დედისათვის, იმდენად სანეტაროა და სადღესასწაულოა იგი თქვენთვისაც, პატიოსანნო დედებო და დებო. რა დარიგებით, რა მოძღვრებით და სწავლით გაგიმასპინძლდეთ დღეს, რომ უფრო გაღრმავდეს თქვენი სიხარული, უფრო შეგნებით დასტკბეთ თქვენს ცხოვრებაში შესანიშნავი დღესასწაულით?
ყოველთვის, როდესაც კი შემთხვევა მქონია ამ წმინდა ტაძარში წირვა-ლოცვის მოსმენისა, მადლითა და შეწევნითა ღვთისათა არ დამიტოვებიხართ ისე, რომ არ მომემართნოს თქვენდამი ჩემი სუსტი გონებისაგან შესაძლო სწავლა-დარიგებით. დღეს კი იმაზე უკეთესს, იმაზე შესაფერს და თქვენს მდგომარეობაზე უფრო ზედგამოჭრილს ვერას გეტყვით, რის მოსმენაც ძველ დროთგანვე სავალდებულოდ უცვნია დათა და ძმათათვის წმინდა ეკლესიას წინამძღვრის დადგინების გამო. აი, ეს საგულისხმო მოძღვრება:
6-2საპატრიარქოს უწყებანი N6, 10-16 თებერვალი 2011 წ. გვ.18
იღუმენია ნინო (ვაჩნაძე) (გაგრძელება)
„თქვენცა, პატიოსანნო დედანო, თანა გაძსთ წინამძღვრისა ამის თქვენისა პატივისა ღირსისა მიცემად და დამორჩილებად უფლისა მიერ, ვითარცა შვილთა დედისა მიმართ, ვითარცა მოწაფეთა, მოძღვრისა მიმართ, ვითარცა ცხოვართა მწყემსისა მიმართ, თვინიერ ყოვლისავე ურჩებისა და უჯეროებისა, მცნებისამებრ საღმრთოისა მოციქულისა პავლესსა, რომელი იტყვის: ძმანო, დაემორჩილენით წინამძღვართა თქვენთა და ერჩდით მათ, რამეთუ იგინი იღვიძებენ სულთა თქვენთათვის. და ესეც უწყოდეთ, რამეთუ ყოველნი ხელმწიფენი ღვთისაგან განწესებულ არიან, და რომელნი წინააღუდგებიან ხელმწიფებასა, ღვთისა ბრძანებასა წინააღდგებიან და წინააღმდგომნი იგი ცოდვასა თავისა თვისისათვის შეიწყნარებენ, ხოლო ცოდვა იგი შობს სიკვდილსა სულიერსა. ამისთვისცა, რათა არა მოჰკვდეთ, იყვენით მორჩილნი, გაქვდინ სიყვარული და ამისთვისცა ღმერთი იმყოფებოდეს თქვენს შორის“. იყავნ, იყავნ. ამინ!“
იღუმენია ნინოს თაოსნობით, 1911 წლის 13 ნოემბერს თეკლათის მონასტერთან არსებულ სამრევლოსაეკლე- სიო სასწავლებლთან ამოქმედდა ეკლესია, რომელიც ეპისკოპოსმა ლეონიდემ წმინდა ნინოს სახელზე აკურთხა. 1913 წლის 6 მაისს, ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობის გამო, იგი სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.
1917 წლის 12 მარტს (ახალი სტილით: 25 მარტს) სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძარში ჩატარდა საგანგებო წირვა, სადაც აღდგენილად გამოცხადდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. ამ მოვლენის შემდეგ დაიწყო ღია დაპირისპირება ქართველ და რუს სამღვდელოებასა და მრევლს შორის, რადგან რუსეთის წმინდა სინოდი და დროებითი მთავრობა არ სცნობდა ქართული სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიას და ცდილობდა შეენარჩუნებინა თავისი ძველი პრივილეგიები ჩვენს ეკლესიაში. დაძაბული მდგომარეობა იყო ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერშიც. აი, რას აქვეყნებდა გაზეთი „ჩვენი ქვეყანა“1917 წელს თავის ერთ-ერთ ნომერში: „პეტროგრადის უწყებები“ წერს: ბოდბის მონასტრის იღუმენია ანასტასია
რუსმა მონაზვნებმა მონასტრიდან გამოაგდესო. წმინდა ნინოს ბოდბის ქართულ მონასტერში სულ 150 მონაზონი ქალია. აქედან 147 რუსია. მონაზონი ანასტასია ეროვნულ ნიადაგზე შუღლის აღძვრას და რუს-ქართველთა გადაკიდებას აპირებდა. როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, მო- ნაზონი თვით რუსმა მონაზვნებმა შეიძულეს. ეგზარქოსმა პლატონმა დიდი დახმარება აღმოუჩინა იღუმენ ქალს და ბოდბეში დააბრუნა, მაგრამ იგი ხელმეორედ გამოდევნეს მონასტრის მწყემსებმა. ახლა პროფესორ ბენეშევიჩის და დროებითი მმართველობის განკარგულე- ბით, „შოვინიზმის მთესველი ქალი იღუმენია თბილისის ერთ- ერთ მონასტერში მოუთავსებ ათ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აწ ანასტასია ბოდბეში ვერ დაბრუნდება, მაგრამ, ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ საჭიროა იგი თბილისსაც განშორდეს, რათა უზრუნველჰყონ მცხოვრებნი შუღლისა მტრობის თესვისაგან“.
და მტრობის თესვისგან’’.
1917 წლის 27 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითმა მმართველობამ იღუმენია ნინო ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვრად დაადგინა. მიტ- როპოლიტმა ლეონიდემ კარგად უწყოდა, რომ იღუმენია კარგად იცნობდა ბოდბის მონასტერს, სადა მას მრავალი წელი ჰქონდა გატარებული მასწავ ლებლობასა და მორჩილებაში და იქაურ მონაზვნებ- ში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. მხოლოდ მას შეეძლო მონასტერში დაძაბული ვითარების განმუხტვა. იღუმენია ნინომ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი სიბრძნე და გამოცდილება. მან მცირე ხანში შეძლო მონაზვნების დაწყნარება და ამ წმინდა სავანეში ისევ სიმშვიდემ დაისადგურა.
იღუმენია ნინო ესწრებოდა 1917 წლის 8-17 სექტემბერს ჩატარებულ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებას.
1919 წელს საქართველოს სტუმრობდა ცნობილი ინგლისელი მეცნიერი, მთარგმნელი და სახელმწიფო მოღვაწე ოლივერ უორდროპი. მან მოინახულა ბოდბის მონასტერი და ამ ვიზიტის შესახებ აღტაცებული წერდა თავის მეუღლეს: „როცა მონასტერს მივუახლოვდით, ჩვენ წინ აღიმართა ფოთლებითა და მცენარეებით შემკული ტრიუმფალური თაღი.
6-3 საპატრიარქოს უწყებანი N6, 10-16 თებერვალი 2011 წ. გვ.19
იღუმენია ნინო (ვაჩნაძე) (გაგრძელება)
ჩვენ მიგვიღო იღუმენიამ (თავადის ქალმა ვაჩნაძემ). ყველანი შეკრებილიყვნენ მონასტრის გარშემო. მონაზვნები შავ მანტიებსა და ლამაზ თავსაბურავებში, მონასტრის სკოლის გოგონები, თეთრ კაბებში გამოწყობილნი, და იქვე მცხოვრები ხალხი. მღვდელმა შემიპატიჟა ეკლესიაში, რომელიც პირველად IV საუკუნეში აშენებულა და ჩაატარა რამდენიმეწუთიანი მსახურება, ლოცულობდა და ევედრებოდა უფალს, ამ დროს კი მის გარშემო მყოფნი და მონაზვნები გალობდნენ.
იღუმენიამ დამათვალიერებინა გოგონათა საერთო საცხოვრებელი, საკლასო ოთახები, სამზარეულო და სამუშაო ოთახები, სადაც მზადდება ხალიჩები, საეკლესიო ტანსაცმელი, ხატები და ასევე საქარგავი ოთახი. ჩვენ ასევე მოვინახულეთ ბაღი, რომელიც ამშვენებს მონასტერს. გოგონებმა დაგასაჩუქრეს ყვავილებით, ხალხმა და ბავშვებმა კი გაგვაცილეს შეძახილებით... ჩვენც გავუყევით გზას სიღნაღისაკენ“.
1921 წლის თებერვლის ცნობილმა მოვლენებმა ქვეყანაში ყველაფერი უკუღმა დააყენა. ბოლშევიკებმა ბრძოლა გამოუცხადეს ეკლესიას და სამღვდელოებას. 1923 წლის 12 იანვარს ხელისუფლებამ დააპატიმრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ამბროსი (ხელაია) და მთელი საკათოლიკოსო საბჭო. სასამართლო პროცესი 10 მარტს დაიწყო და თითქმის მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდა. ამავე წელს გაზეთ „კომუნისტში“ დაიბეჭდა ბინძური სტატია სათაურით: „სხვები სადღა არიან?“, რომელშიც ბოდბის დედათა მონასტერსა და მის წინამძღვარზეა საუბარი:
„დღეს, როცა საბჭოთა ხელისუფლებამ გაასამართლა კათალიკოსი ამბროსი და მისი ახლობელი თანამშრომლები, სად არიან სხვები?
ამ შემთხვევაში ჩვენ ვგულისხმობთ სიღნაღის მაზრაში არსებულ ბოდბის მონასტრის ყოფილ იღუმენიას ნინო ვაჩნაძეს.
ამ ბნელეთის მოციქულმა გაქურდა და გაძარცვა ბოდბის მონასტერი, რომელიც ერთი მდიდარი „სავანეთაგანი“ იყო საქართველოში.
სიღნაღის სამაზრო აღმასკომმა 1923 წლის მაისში შეადგინა საგანგებო კომისია, რომელიც საჭირო კვლევა-ძიებისა და ჩხრეკის შემდეგ აღმო- აჩინა მონასტრის დანგრეულ ეზოში, ბეღელის ქვეშ, მიწაში დაფლული ყუთები, რომლებიც სავსე იყო განძეულობით – ოქრო-ვერცხლით, ძვირ- ფასი ქვებით და სხვა ქონებით.
აქვე იყო ჩამარხული ადგილობრივ პანსიონის ტანისამოსი, თეთრეული, ხალიჩები და სხვა, რაც დანესტიანებული და ნახევრად დამპალი აღმოჩნდა.
იღუმენიას მძულვარება იქამდე დიდი და უსაზღვრო იყო მშრომელი ხალხისადმი, რომ სახალხო ქონებას ხალხისათვის არ იმეტებდა და მის მიწაში დალპობას არჩევდა.
ქონება, რასაკვირველია, სრულად არ აღმოჩნდა. ბევრი ძვირფასი განძი დღესაც არ გვიპოვია. ამით იგი წინ გადაეღობა ჩვენს კულტურულ წინსვლას, მოგვისპო და გაგვინადგურა მრავალი კულტურულ-ისტორიული ნაშთები, მიწას შეაჭამა საუკუნოობით დაგროვილი მშრომელი ხალხის სიმდიდრე და ყოველ ხელსაყრელ მომენტისთვის, ალბათ, იგი მზად იქნებოდა გადამალული ქონება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოეყენებინა.
და თუ ეს არ მოხდა – არ მოხდა იმიტომ, რომ საბჭოთა ხელისუფლება ძლიერია და მის მიერ დანიშნულმა კომისიამ დროზე აღმოაჩინა ნაპა- ჩაკლა, ჩაახშო. რავი ქონება და ამით ბოროტგანზრახვა ძირშივე
აქვე მოგვყავს სია იმ ქონებისა, რომელიც იქნა აღმოჩენილი. ეს საგნები შემდეგია:
1. მეფე გიორგის მინიატურული ვერცხლის სახარება ძეწკვით, ვერცხლისავე სკივრაკით, შეწირული 1776 წელს; 2. სამი დიდი სახარება ვერცხლის ყდებში; 3. ვერცხლის კიდობანი ვერცხლისავე სანაწილით; 4. ტრაპეზის ჯვარი ოქროს ჩარჩოში; 5. ორი ვერცხლის ჯვარი; 6. ხუთი ვერცხლის ბარძიმი; 7. ბარძიმი ვერცხლისა 141 მისხალი წონით; 8. ოთხი ვერცხლის ჯვარი; 9. სამი ცალი ვერცხლის სურა; 10. ორი მდუღარების ჭურჭელი ვერცხლისა; 11. ვერცხლის ფეშხუმი — ხუთი; 12.
ვერცხლის; 14 თეფში; 13. ვერცხლის ლამპრები, 22 ცალი; 14. ოთხი ვერცხლის საცეცხლური; 15. შვიდი ვერცხლის ვარსკვლავი; 16. ვერცხლის რვა ცალი; 17. რვა ვერცხლის შანდა- კოვზები ლი; 18. ვერცხლის თასი; 19. ტარიანი საცეცხლური ვერცხლისა; 20. ვერცხლის ქაფჩა; 21. ვერცხლის ჩაქუჩი; 22. ვერცხლის კიდობანი ვერცხლი- სავე სანაწილით; 23. ვერცხლის ლამპარი; 24. ხუთი ვერცხლის პანაგია; 25. საარქიმანდრიტო გულის ჯვარი; 26. ორი ვერცხლის ჭიქა; 27.
6-4 საპატრიარქოს უწყებანი N6, 10-16 თებერვალი 2011 წ. გვ.20
იღუმენია ნინო (ვაჩნაძე) (დასასრული)
ვერცხლის ლახვარი; 28. ოთხი თასი ზიარებისა; 29. ვერცხლის სანაწილე ჩარჩოში; 30. ვერცხლის ნამტვრევები ერთ ხვეულში; 31. ვერცხლის ჯვა- რი ჯვარცმის გამოხატულებით, ფართო ვერცხლის ძეწკვით; 32. სანაწილე წმინდა სტეფანეს ნაწილებით, ვერცხლის ძეწკვით, 1515 წლის თარიღით; 33. ოქროს გული; 34. ხატის პერანგი ვერცხლისა მარგალიტებით; 35. ორი ვერცხლის ჯვარი; 36. სახარება მოვერცხლილი; 37. ხატი ვერცხლისა – ნინოს ვედრება ღვთისმშობლისადმი; 38. ჯვარცმის პერანგი ვერცხლისა, 1885 წლის; 39. დიდი ჯვრის პერანგი ვერცხლისა; 40. წმინდა ნინოს დიდი ხატის ვერცხლის პერანგი საბინინისეული; 41. წმინდა ნინოს დიდი ხატის ვერცხლის პერანგი (ღვთისმშობელი აძლევს ჯვარს წმინდა ნინოს).
ამათში ბევრია ისტორიული ნაშთი, შეწირული წარსულ საუკუნეებში და ზოგიერთი XV საუკუნეშიც.
ამრიგად, ბოდბის მონასტრის ყოფილმა იღუმენიამ ჩაიდინა ისეთივე დანაშაული, როგორიც ამბროსის სხვა თანამშრომლებმა. ისიც უნდა დაისვას საბრალდებო სკამზე და სასტიკად დაისაჯოს.
საბჭოთა ხელისუფლების მართლმსაჯულებამ რევოლუციონური კანონების მთელი სიმკაცრით უნდა დასაჯოს ყველა ასეთი პირები, როგორც საქართველოს მშრომელი ხალხის დაუძინებელი მტრები, ქურდები და ავაზაკები“.
1924 წელს კომუნისტებმა დახურეს ბოდბის დედათა მონასტერი. იღუმენია ნინო, მიუხედავად მრავალგზისი მუქარისა, მონასტერს არ შორდებოდა, თუმცა, საბოლოოდ, იძულებული გახდა იქაურობა მიეტოვებინა და თბილისში, ანჩისხატის ტაძართან დასახლებულიყო, სადაც გარდაიცვალა კიდეც. XX საუკუნის 60-იან წლებში კათოლიკოს- პატრიარქმა ეფრემ II-მ (სიდამონიძე) ბოდბის მონასტრის უკანასკნელი წინამძღვარი, თავისი ანდერძის თანახმად, მშობლიურ ბოდბის მონასტერში გადაასვენა.
7 საპატრიარქოს უწტებანი N7 17-23 თებერვალი 2011წ გვ. 17
დოღონაძეების სასულიერო ოჯახი
საქართველოს ეკლესიის ისტორიაში უამრავი სასულიერო გვარი გვხვდება, რომელთა რამდენიმე თაობა გადაბმულად ემსახურებოდა დედაეკლესიას. ერთ-ერთი მათგანია დოღონაძეების სასულიერო ოჯახი, ისინი საუკუნეების მანძილზე ერთგულად და სინდისიერად ემსახურებოდნენ ქვეყანას და ეკლესიას. ამ შტოს უკანასკნელი წარმომადგენელი გახლდათ ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მამა ტარასი დოღონაძე. მამა ტარასის შთამომავლების ოჯახში მრავლად მოიპოვება ამის დამადასტურებელი სხვადასხვა სახის სიგელ-გუჯრები, ჯილდოები, ძველი ფოტოსურათები, რასაც ოჯახის წევრები, როგორც სიწმინდესა და რელიკვიას, ისე უფრთხილდებიან.
სასულიერო წინაპართაგან, რომელნიც მოხსენიებულნი არიან 1773 წლის 18 ოქტომბერს შედგენილ სიგელში, არიან დავით ხუცესი დოღონაძე და მისი ვაჟები, მღვდლები: მათე, გიორგი და იოანე. აი, რას მოგვითხრობს ეს სიგელი: ...პონტო ჩრდილოისა და აფხაზ-იმერთა სავსებისა კათოლიკოს მამათმთავარმან და გენათელმან მეფის ძემან იოსიფ. შემოგწირეთ მცირე ესე შესაწირავი მოსახლობით დოღვნანაძე დავით ხუცესი და მისი შვილები: მღვდლები მათე, გიორგი და იოანე მათი ყოფით და ცხოვრებით მათ ცოლ- შვილებითურთ და მომავალით. ხახულისა გელათისა და საკურთხეველისა ღვთისმშობელო, ესეც უდრვობით გამოწირული ამ შენი დიდი ეკლესიის გეენათის სამკვიდროდ და საკუთარ მსახურედ შემოგვიწირავს, შეიწირე და გვიოხენ წინაშე ძისა შენისა და ღვთისა ჩვენისა“... ბოლოს წერია „აღიწერა ქრსიტეს აქეთ ჩღოგ, დღესა ოქტომბერსა 18, ხელითა მღვდელ- მონაზონისა დიონისისათა. მე გენათელ მიტროპოლიტი ეფვთიმი ვამტკიცებ ჩემის გამზრდელი ბატონის წიგნს, ვინც ეს შეშალოს, შეჩვენებულ იყოს წმინდის სამებისაგან“.
როგორც ამ სიგელიდან ირკვევა, დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს იოსებს (ბაგრატიონი) მღვდელი დავით დოღონაძე, თავისი შვილებით და მონაგარით, შეუწირავს გელათის მონასტრისათვის. როგორც საბუთში ვკითხულობთ, მამა დავითს ჰყავდა სამი ძე და სამივე სასულიერო პირი. რომელთაც, თავის მხრივ, ჰყავდათ შვილები, ასევე სასულიერო პირები. მათი შთამომავლობითი ხაზი ასე გამოიყურება.
მღვდელ მათე დოღონაძის შთამომავლები იყვნენ: გელათის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი ნიკოლოზი დაიბადა 1753 წელს, ადრევე დაქვრივდა. ქართულ ენაზე მცირეოდენი წერა- კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის მონასტერში ისწავლა. 1799 წელს გაენათელმა მიტროპოლიტმა ექვთიმემ (შარვაშიძე) მღვდლად დაასხა ხელი და გელათის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში დაადგინა. საეკლესიო საბუთებში უკანასკნელად იხსენიება 1838 წელს.
მღვდელ იოანე დოღონაძის შთამომავლები იყვნენ:
ჭოგნარის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი ვასილი დაიბადა 1780 წელს, ადრევე დაქვრივდა. ქართულ ენაზე მცირეოდენი წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის მონასტერში ისწავლა. 1806 წელს გაენათელმა მიტროპოლიტმა ექვთიმემ (შარვაშიძე) მღვდლად დაასხა ხელი და ჭოგნარის ეკლესიაში დაადგინა. 1812 წელს დაჯილდოვდა ბრინჯაოს ჯვრით. მამა ვასილს ჰყავდა სამი ვაჟი: იოანე — (1813 წ.), გარდაიცვალა ერისკაცი; მღვდელი ნიკოლოზი – (1821 წ.), დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. XIX ს-ის 40-იან წლების ბოლოს დიაკვნად აკურთხეს, 1850-იანი წლებში მღვდლად დაასხეს ხელი და ჭოგნარის ეკლესიაში განამწესეს. გარდაიცვალა 1862 წლის 19 ნოემბერს; გრიგოლი — (1825 წ.), დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, გარდაიცვალა ერისკაცი.
მწვანეყვავილას მთავრანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი სპირიდონი დაიბადა 1784 წელს, ადრევე დაქვრივდა. იყო უშვილო. ქართულ ენაზე მცირეოდენი წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის მონასტერში ისწავლა. 1809 წელს გაენათელმა მიტროპოლიტმა ექვთიმემ (შარვაშიძე) მღვდლად დაასხა ხელი და მწვანეყვავილას ეკლესიაში დაადგინა.
გოდოგნის მაცხოვრის ჯვარცმის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი დავითი — - დაიბადა 1794 წელს. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის მონასტერში ისწავლა. 1812 წელს გაენათელმა მიტროპოლიტმა ექვთიმემ (შარვაშიძე) დიაკვნად აკურთხა და სოფელ გელათის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის
7-1 საპატრიარქოს უწტებანი N7 17-23 თებერვალი 2011წ გვ. 18
დოღონაძეების სასულიერო ოჯახი (გაგრძელება)
ეკლესიის ღვთისმსახურად დაინიშნა. პარალელურად მსახურობდა გელათის მონასტერშიც და ირიცხებოდა მონასტრის საძმოში. 1841 წელს იმერეთის მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა (წულუკიძე) მღვდლად დაასხა ხელი და გოდოგნის მაცხოვრის ჯვარცმის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1867 წელს პენსიაზე გავიდა. მღვდელი დავითი 1872 წლის 22 იანვარს გარდაიცვალა. მამა დავითს ჰყავდა სამი ვაჟი: მღვდელი იოანე; მღვდელი მეთოდე; ექვთიმე (1820 წ.) — გარდაიცვალა ერისკაცი; სერაპიონი (1826 წ.) — გარდაიცვალა ერისკაცი.
მღვდელ დავით დოღონაძის შთამომავლები: გოდოგნის მაცხოვრის ჯვარცმის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი იოანე დაიბადა 1813 წელს. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის მონასტერში ისწავლა. ჰყავდა მეუღლე გულქან კანდელაკი. 1846 წლის 26 თებერვალს ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) დიაკვნად აკურთხა და სოფელ გელათის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში განამწესა. 1854 წლის 29 ივნისს იმერეთის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (წუ- ლუკიძე) მღვდლად დაასხა ხელი და ამავე ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1860 წელს ნახშირღელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1868 წლიდან მშობლიურ სოფელში გოდოგნის მაცხოვრის ჯვარცმის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1881 წელს პენსიაზე გავიდა. მღვდელი იოანე 1915 წლის 25 იანვარს, 102 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ნავენახევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი მეთოდე დაიბადა 1818 წელს. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის მონასტერში ისწავლა. XIX საუკუნის 50-იან წლებში დიაკვნად აკურთხეს. 1867 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მღვდლად დაასხა ხელი და ნავენახევის ეკლესიაში განამწესა. 1890 წლის 23 ოქტომბერს პენსიაზე გავიდა. მღვდელი მეთოდე 1908 წლის 8 მარტს გარდაიცვალა.
მღვდელ იოანე დოღონაძის შთამომავლები: ნახშირღელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ისიდორე დაიბადა 1856 წელს. დაამთავრა ქუ- თაისის სასულიერო სასწავლებელი. 1881 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და ნახშირღელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სა- ხელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1889 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1900 წლის აპრილში სკუფია უბოძეს. 1907 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა, ხოლო 1914 წლის 15 მაისს — სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. XX საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1923 წელს ადგილობრივ- მა ხელისუფლებამ დააპატიმრა და რამდენიმე თვე ციხეში გაატარა, რამაც ძლიერ იმოქმედა მოძღვრის ჯანმრთელობაზე. დეკანოზი ისიდორე 1925 წელს დამბლის დაცემით გარდაიცვალა.
მღვდელ ისიდორე დოღონაძის სიტყვა, წარმოთქმული თავისი სულიერი შვილის, ნიკო კრავიშვილის დასაფლავებაზე, 1911 წელს: „პატივცემულო საზოგადოებავ!
საჭიროდ მიგვაჩნია, შეძლებისამებრ ჩვენისა, მოკლე სიტყვით აღვნიშნოთ რამდენიმე კეთილი მხარე, ჩვენ წინაშე მდებარე გარდაცვალებულის ნიკო კრავიშვილის ცხოვრებიდან. პირველად სახეში გვაქვს, რომ საზოგადოდ გარდაცვალებულის ცხედრის წინაშე პირფერობა და ფარისევლობა უადგილოა. მე ვხედავ, რომ დღეს აქ უმეტესობა საზოგადოებისა გრძნობს გულის სიღრმიდან მძიმე მწუხარებას. რამ გამოიწვია ეს საერთო მწუხარება? უთუოდ მიცვალე- ბულის ღრმა სიყვარულმა და მისდამი პატივისცემამ. და ღირსიც იყო განსვენებული ამ პატივიცემისა. იგი თუმცა გვარიშვილობით არ ბრწყინავდა, მაგრამ იყო იესო ქრისტეს ღრმად მორწმუნე და მოსახელე, და ბაისელი, მჭევრმეტყველი, საზოგადოებაში თავდაჭერილი, მახვილგონებიანი, წრფელი სინდისის მქონე, სოფელ-ქვეყნის გამოსადეგი, გამოჩენილი პურ-მარილიანი და საჭირო კაცი; ქველმოქმედი, გლახაკთა და უღონოთა მიმღები და მოწყალე, უცხოთ შემწყნარებელი, უმეცართა და უზნეოთა დამრიგებელი და კეთილის გზის მაჩვენებული. საჭიროა აღვნიშნოთ, რომ სადაც უნდა ყოფილიყო საშიშ სნეულებით გარდაცვა- ლებული, ის თავს არ დარიდებდა, ის იყო მისი ჭირისუფალი ყოველი მხრით. ამით მოიხვეჭა მან ისეთი ქება და სახელი, რომ დიდიდან პატარამდის ყველას პირზე ეკერა მის ქება და მადლობა, სადაც გამოჩნდებოდა ხალხში, დიდი და პატარა გარს ეხვეოდა; მის დინჯს და ჭკუიან საუბარზე ყველანი სმენად გარდაიქცეოდენ, განსვენებულს სკოლაში არ უსწავლია, მაგრამ წერა- კითხვა მაინც იცოდა, უყვარდა კაი შინაარსიანი წიგნების კითხვა და კიდევაც სარგებლობდა ამით ცხო რებაში. მეც დიდის სიამოვნებით ვაწოდებდი შეძლებისამებრ ამგვარ წიგნებს, სადაც კი მოვიპოვებდი. ხშირად გამიგონია მისგან: კუჭის საზრდო, მადლობა ღმერთს, მომეპოვება, მაგრამ სულის საზრდოზედ დიდი ხელმოკლე ვარო. იხელთებდა თუ არა უცხო წიგნაკს, ისე დაეწაფებოდა და ისე გაიტაცებდა წიგნის კითხვა, რომ მთელ ღამეს გაათენებდა კითხვაში. ამასთანავე, ქველისმოქმედება თვალსაჩინოდ დაგვიმტკი- ცა. მან შესწირა ჩემს რწმუნებულ სოფელ ნახშირის ღელის სამრევლო სკოლას 105 მანეთი, შეძლებისამებრ, სხვა საგანზედაც საჭიროების დროს იგი არ ზოგავდა თავის წვლილს. გასნვენებული იყო მხნე და მამაცი მშრომელი, მიწის მუშა, რითაც ერთის დროიდან მას სიღარიბისაგან თავი დაუღწევია და დღეს ნივთიერის ქონებით და შეძლებით, შესანიშნავ და სასურველს ნიადაგზედ დაყენებული დასტოვა ოჯახი. თავ- გამოდებული მშრომელი, იგი სხვებსაც უკიჟინებდა და აქეზებდა შრომაზე. ასეთი მოქმედება მას წმიდა მოვალეობად მიაჩნდა. ხშირად გამიგონია მისგან: მუშა კაცი, არა თუ მთელი დღე, ერთი საათიც არ უნდა
7-2 საპატრიარქოს უწტებანი N7 17-23 თებერვალი 2011წ გვ. 19
დოღონაძეების სასულიერო ოჯახი (გაგრძელება)
მოცდეს ცუდად, თუკი ჯან-ღონე ხელს უწყობსო. ჩვენ რომ უნდა ვიშრომოთ და საზრდო ოფლით შევიკრიბოთ, ეს ღმერთმა მცნებად მოგვცაო. ასეთი ადამიანი იყო ჩვენ წინ მდებარე დღეს უსულო გვამი და მეტიც არ მოითხოვებოდა მისგან. მშვიდობით, კეთილ მონაო ღვთისაო, საყვარელო ადამიანო, დაუვიწყარო, ჩვენო ძვირფასო მეგობარო ნიკოლოზ! მშვიდობით, გიხაროდენ რომ შენი სახელი საფლავთან არ განქარდების და შენი ხსენება დიდხანს დარჩება. გიხაროდენ, რომ შენი ამ ქვეყნათ სათნო ცხოვრება წმიდათათანა დაგამკვიდრებს“.
ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი ტარასი — დაიბადა 1863 წელს. პირველდაწყებითი განათლე- ბის მიღების შემდეგ სწავლა სოხუმის საქალაქო სასწავლებელში განაგრძო, სადაც 3 კლასი დაამთავრა. სოფელში დაბრუნებული დაქორწინდა ოლღა გოგოლაშვილზე, რომელთანაც 4 შვილი შეეძინა: მაგნოსი, მარიამი, დავითი და ქეთევანი.
1893 წლის 27 სექტემბერს ტარასი იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) სოფელ ჭოგნარის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესიის მეორე მედავითნედ დანიშნა. 1895 წლის 28 მარტს კი ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეორე მედავითნედ გადაიყვანა. 1897 წლის 31 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) ტარასი დიაკვნად აკურთხა. 1904 წლის 27 აგვისტოს ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში გადაიყვანეს. დიაკონი ტარასი, როგორც ქუთაისის ოლქის დელეგატი, ესწრებოდა 1917 წლის 8-17 სექტემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის I საეკლესიო კრებას. 1918 წელს ქუთათელმა მიტროპოლიტმა ანტონმა (გიორგაძე) მღვდლად დაასხა ხელი და მთავარანგელოზთა ეკლესიის კრებულში განამწესა.
შემორჩენილია ტარასის მესამე შვილის, დავითის მოგონებები თავის გვარსა და ოჯახზე. აი, რას წერს იგი:
„მე დავიბადე სოფელ გოდოგანში. ეს სოფელი დაშორებულია ქ. ქუთაისზედ 7 ვერსით, რომლის საზღვარია დასავლეთით მდ. წყალწითელა. ჩვენ აქ გადმოვსახლებულვართ სოფელ გელათიდან. გადმოსახლების მიზეზი ყოფილა ბაბუაჩემი, რომელიც მღვდლად დაუნიშნიათ ამ სოფელში. ჩვენი სახლი არის ზემო გოდოგანში, მაღლობზე, ეკლესიის მახლობლად. სახლი გადმოყურებს სოფელს და აქედან
ქალაქიც მოსჩანს. მღვდლის ოჯახია და შეძლებულად ვცხოვრობთ. მე დავბადებულვარ ძლიერ სუსტი და ავადმყოფი, იანვარში, და მოუნათლივარ ამავე თვეში. ჩემი ნათლიებია ბიქტორ კანდელაკი და ტასო ჭიჭინაძე. მონათვლის დროს ცოცხალმკვდარი ვყოფილვარ, ყველანი უიმედოდ შემომყურებდნენ თურმე. ბაბუა-ბებიას, მამას, დედას და ნათლიებს დაუჩოქნიათ და შევედრებიან ღმერთს შემდეგი სიტყვებით: „ძლიერო ღმერთო! დაგვიტოვე და შენვე გამსახურებთ, ბერად ავკვეცავთ, 8 წლამდის თმას არ შევპარსავთ და ამავე წლამდის ღვინოს არ დავალევინებთო“ და ამ პირობით შევუწირივარ ბერად. სახელი დამარქვეს დავითი. ეს სახელი რქმევია ბაბუას მამას, რომელიც მღვდელი ყოფილა გელათში. კარგი შეძლებული, ქონებით და ფიზიკურად. მის პატივსაცემად და მოსაგონრად დამარქვეს მისი სახელი. ბაბუას მამის სიკვდილის შემდეგ მისი ადგილ-მამული გაუყვიათ ბაბუას და მის ძმას მეთეოდეს (ესეც მღვდელია).
ექვს წლამდის ავადმყოფი და სუსტი ვარ. მივლიან და მზრდიან ფუფუნებაში. ყველაზე უფრო მე მიყვარს ბებია გულქან კანდელაკი და ბაბუა იოანე, მიყვარს აგრეთვე ჩვენი მსახური — სევერიანე, რომელიც პირველად ჩემი უფროსი ძმა მეგონა. სევერიანე ჩემი გამრთობი არის, დავყავარ: ტყეში, ველში, ვენახში, წყაროზე, სად და სად...
კვირა უქმე დღეს ეკლესიაზედ დავყავარ, რომელსაც დიდი და კარგად შემოკავებული ლამაზი ცაცხვებიანი ეზო აქვს. ჩემს სოფელში იციან დღეობა „ღვთისმშობლობა“. ამ დღეს დიდი მომზადებაა. დაიკვლება მრავალი შინაური ოთხფეხი და ფრინველი. იციან ე. წ. „თემი“: ეკლესიის გალავანში იყრის თავს მთელი სოფელი, შორეული ნათესავებიც მოდიან, მოპატიჟებული სტუმრები ქალაქიდან და დაიწყება ქეიფი, გალავანში გაიმართება ცეკვა-თამაში, სიმღერა, ბურთი, ჭიდაობა, დოღი და სხვა...
დედაჩემი, ოლღა გოგოლაშვილი, სუსტი და ავადმყოფი ქალია. ოჯახში ვერ ვხედავ მამაჩემს, რომელიც ქ. ქუთაისშია, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაზედ, დიაკვნად. თვეში ერთხელ თუ ამოვა მამა სო- ფელში, ორი ან სამი დღე დარჩება და უკან, ქალაქში მიდის. დედა ხშირად საყვედურობს მამაზედ, ბაბუა კი იცავს მამაოს. საქმეების გამო არა სცალია და სახლში ამიტომ ვერ ამოდისო. ერთ დღეს მამაჩემი ამოვიდა, მას ახალი ანაფორა აცვია, ყველანი გახარებულნი
7-3 საპატრიარქოს უწტებანი N7 17-23 თებერვალი 2011წ გვ. 20
დოღონაძეების სასულიერო ოჯახი (დასასრული)
არიან და მეც შევიტყვე, რომ მამა უკვე მთავარანგელოზთა სობოროს მთავარდიაკონია. ამ დღიდან იწყება ლაპარაკი ჩვენი ქუთაისში გადასახ- ლების შესახებ და მართლაც, ორი თვის შემდეგ მზად ვართ ქუთაისში წასასვლელად...
ქუთაისში დედაჩემი ხშირად ავადმყოფობს და ბოლოს ლოგინში ჩაწვა. აი, დღეს ახალი წლის წინა ღამე, მე და ქეთოს სიხარულ საზღვარი არა აქვს, ხვალ „შობის ხეს“ დავდგამთ, დედას ვუჩიჩინებთ, ვეხვევით, ხვალინდელ დღეზე ვოცნებობთ, დედა გვკოცნის! თითონ სტირის... ვხედავ ცრემლებს... ჩვენ კი მოქანცული ტკბილი ოცნებით დაგვეძინა. ამ დროს სახლში ჩვენ სამი ვიყავით. გათენდა... ახალი წელია... თოვლი... გამომეღვიძა... მე და პატარა ქეთო მეორე ოთახში ვართ... ტირიან... გამოვდივართ დედას ოთახში და დედა სდუმს... დასტირიან... დედა აღარ გვყავს, ცრემლებით მომეხვია ძიძა რიფსიმე. მივხვდი წუხელ 31/XII დედა გარდაიცვალა... ასე პატარამ დავკარგე დედის ალერსი, უდროოდ. გავიდა 16 დღე და ჩემი საყვარელი ბებია გარდაიცვალა, რომელიც სოფლად დაასაფლავეს. მალე სოფლიდან ჩემი ბაბუა გადმოსახლდა
რვა წლისას გამპარსეს თავი და ღვინოც დამალევინეს. კიდევ ერთი კვირა და მამაჩემმა მიმაბარა სასულიერო სასწავლებელში. მე მალე შევეჩვიე მოწაფეებს და დავიწყე ცელქობა. სასწავლებლიდან რომ მოვალ სახლში, ქეთოსთან ვერთობი, რომელსაც უპ-თულდება ვე დააწყებინეს წერა-კითხვა: „ისწავლეთ, ისწავლეთ ჩვენი მოდგმა ნიჭიერები იყვნენ და არიანო“, ჯე ბობს ბაბუა და დაიწყება ძველებზე მოგონება: „მე მყავდა ბაბუა იოანე, ნასწავლი და ღონიერი კაცი, შემდეგ მამაჩემი დავითი, იგივე, ორივენი მღვდლები, მერმეთ მე თქვენი ბაბუა, მე მყავდა ოთხი ბიჭი და ერთი ქალი თეკლე, ეხლა გათხოვილია გურიაში, დეკანოზ იოსებ კანდელაკზე...
რევოლუციის შემდეგ ჩვენი ოჯახი გაღატაკდა, თუმცა მამას რელიგიური რწმენა ოდნავადაც არ შერყეულა. ის მღვდელია დღესაც და წმიდად ასრულებს თავის მოვალეობას — დადის მრევლში, ძალიან მცირე ფულს შოულობს და თავს წვალებით ინახავს, რომელიც ეხლა მარტოდ ცხოვრობს. 1930 წელს დავოჯახდი. ჩემი მეუღლე, ქეთო, ჩემსავით ღარიბი, ობოლი და გაჭირვებაშია გაზრდილი. ამ ხანებში მამას ცოტა ავადმყოფობა დასჩემდა, თანდათან ურთულდება და ლოგინში ვარდება. რა თქმა უნდა, ვეხმარებით შეძლებისდაგვარად მე და ქეთო. მამას გულის მანკი. ვერავითარმა ავადმყოფობა მძიმეა და ვერავინ მასზე გავლენა ვერ მოახდინა... ასე გავიდა ეს წელიც. 1931 წელი, თებერვლის 10 რიცხვი, დღე სამშაბათი, მამამ სწრაფად დაკარგა გრძნობა და გარდაიცვალა კიდეც საღამოს“.
ფოტოები და მოგონებები მოგვაწოდა მამა ტარასის შვილთაშვილმა, ქალბატონმა დოდო დოღონაძემ
8 საპატრიარქოს უწყებანი N8 24 თებერვალი-2 მარტი 2011წ გვ.17
პროტოპრესვიტერი იოსებ მირიანაშვილი 1868-1937
პროტოპრესვიტერი იოსებ დიმიტრის ძე მირიანაშვილი 1868 წელს კახეთში, გლეხის ოჯახში დაიბადა. 1883-1889 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაასრულა. 1889 წლის სექტემბრიდან 1893 წლის იანვრის ჩათვლით, თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა. ამავე პერიოდში დაქორწინდა მანანა ნადირაშვილზე. მანანას მამა, ალექსანდრე ნადირაშვილი პირველი გილდიის ვაჭარი ყოფილა და ევროპასა და ამერიკაში ხშირად მოგზაურობდა. იოსებსა და მანანას შვიდი შვილი ჰყავდათ: ვლადიმერი, გოგი (გარდაიცვალა ბავშვობაში), ნინო, ელისაბედი, ვერა, ნადია და ელენე.
1893 წლის იანვარში იოსები დიაკვნად აკურთხეს,
8-1 საპატრიარქოს უწყებანი N8 24 თებერვალი-2 მარტი 2011წ გვ.18
პროტოპრესვიტერი იოსებ მირიანაშვილი 1868-1937 (გაგრძელება)
ხოლო ამავე წლის 2 თებერვალს ეგზარქოსების წმინდა ჯვრის სახელობის კარის ეკლესიაში საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) მღვდლად დაასხა ხელი და ზემო მაჩხაანის მეორე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. იმავე წლის 25 ივნისს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მღვდელმსახურად გადაიყვანეს და ამავე მონასტერთან არსებულ ქალთა ექვსკლასიანი სასწავლებლის (პანსიონი) გამგედ და მასწავლებლად დანიშნეს. 1894 წლის ივლისში ერთგული სამსახურისათვის საგვერდულით დააჯილდოვეს. ამავე წლის სექტემბრიდან სიღნაღის მაზრაში არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველად დაადგინეს. 1897 წლის 21 იანვარს მღვდელი იოსები დაინიშნა სიღნაღის ეპარქიალური სასწავლებელის მუდმივ წარმომადგენლად თბილისში. 1897 წლის აღდგომას სკუფია უბოძეს.
ცნობილი ქართველი პოეტის, იროდიონ ევდოშვილის უმცროსი და, ბაბილინა, 1897-1903 წლებში ბოდბის ქალთა პანსიონში სწავლობდა. შემდგომში მან და- წერა მოგონებები, სათაურით — „მშობლიურ სოფლი- დან დედაქალაქში“, სადაც სხვა ამბებთან ერთად აღწერილია ბოდბეში სწავლის პერიოდიც. იგი ასე იხსენიებს მამა იოსებს: „დეკანოზი იოსებ მირიანაშვილი საღვთო წერილს, ესე იგი, მოსეს სჯულს, ანუ პალეს- ტინელი ებრაელების ისტორიას გვასწავლიდა. ასევე გვავარჯიშებდა „სლოვიანურ“ ენაში, იმდენად, რომ უკანასკნელი კლასის მოსწავლეებმა ეკლესიაში, წირვაზე თითოჯერ სამოციქულო წავიკითხეთ. მამა იოსები მეექვსე კლასში გვასწავლიდა ზემოხსენებულ საგნებს და ძალიან იჭვნეულად, უნდოდ გამოგვხედავდა ხოლმე გაკვეთილზე. ძნელად თუ დაგვიწერდა კარგ ნიშანს. მე მაინც ოთხიანზე და ხუთიანზე ნაკლები არ მახსოვს მიმეღოს რომელიმე საგანში, გარდა ანგარიშისა. მამა იოსები გაკვეთილს რომ გამოგვკითხავდა, ვიდრე საკლასო ჟურნალში სულ პაწაწად, ნელინელ წერდა ნიშანს, ღრმად ჩამჯდარი პატარა თვალებით რამდენჯერმე იჭვნეულად შეხედავდა მოპასუხე მოსწავლეს. მის ნაყვავილარ, შავგვრემან სახეს გრძლად მოშვებული შავი ხვეული თმა-წვერი ამშვენებდა. ტანადობითაც წარმოსადეგი იყო. ბოლოს ძლივძლივობით დაასრულებდა პატარა ნიშნის ჩაწერას (მოცულობით პატარას), წერტილსაც დაუსვამდა, კალამს დადებდა და ათვალწუნებული კილოთი კბილებში გამოსცრიდა: „საის!“ — დაჯექიო“.
1900 წლის 6 მაისს მამა იოსებს კამილავკა ეწყალობა, ხოლო 1903 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1907 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა და ამავე წლის 11 ივლისს თბილისში, ავლაბრის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1911 წლის 15 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
1912 წლის 20 მაისს დეკანოზი იოსები დიდუბის ყაზანის ყოვლად- წმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს და ამავე წლის 12 სექტემბერს ქ. თბილისის ეკლესიების I ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1915 წლის 6 მაისს წმინ- და ანას II ხარისხის ორდენი ეწყალობა.
დეკანოზ იოსების შვილთაშვილი, პროფესორი ავთანდილ კვი- ტაიშვილი პაპას შესახებ იგონებს: „ჩვენებურებიდან ვიცოდი, რომ პაპა ქიზიყში გაიზარდა და განათლებული მშობლების შვილი იყო. იგი გახლდათ თავისი დროის ერთ-ერთი გამორჩეული მოძღვარი და საინტერესო პიროვნება, ძალზე განსწავლული, უკომპრომისო, პრინციპული, მართალი და პატიოსანი კაცი. ჰქონდა საუკეთესო ბიბლი- ოთეკა, რომლის უდიდესი ნაწილი, სამწუხაროდ, რეპრესიების დროს განადგურდა. გადარჩენილი წიგნებიდან ოჯახში ინახება რუსულენოვანი „კომუნისტური პარტიის ისტორია“, რომელშიც მამა იოსების მიერ ზოგიერთი ადგილია მონიშნული. ეს ამბავი სულ მიკ- ვირდა და ერთხელ დეიდაჩემს ვკითხე: ამ წიგნს პაპა მართლა კითხულობდა-მეთქი? დეიდამ კი მითხრა, მამა ასე გვასწავლიდა: „შვილებო, წაიკითხეთ ყველაფე რი, რომ იცოდეთ, თუ რა არის კარგი და რა ცუდი, რა—სწორი და რა — არასწორი“.
დეკანოზი იოსები იყო შესანიშნავი მქადაგებელი და საუკეთესო მცოდნე საეკლესიო წეს-განგებისა. შემორჩენილია მისი ერთ-ერთი ქადაგება, რომელიც მან
8-2 საპატრიარქოს უწყებანი N8 24 თებერვალი-2 მარტი 2011წ გვ.19
პროტოპრესვიტერი იოსებ მირიანაშვილი 1868-1937 (გაგრძელება)
1915 წელს დიდუბის ეკლესიაში, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, თედო ჟორდანიას დაკრძალვის დღეს წარმოთქვა: „ჩვენო კეთილო აღმზრდელო, გონიერო მასწავლებელო, ჩვენო ძვირფასო თედო!
გამოვითხოვ ნებას შენის ცხედარის წინაშე, მოგმართო ამ უბრალო მომართვით ისე, როგორც ჩვენ, შენი მოწაფენი, ჩვეულნი ვიყავით ამ ოცი, ოცდაათი წლის განმავლობაში.
როგორი ადამიანი და ვინ იყავი შენ ჩვენთვის, ძვირფასო თედო?
ამ რამდენსამე დღის წინეთ ერთს გაზეთის ფურცლებზედ გამოქვეყნებული იყო საშინელი სურათი გაჭირვებულ და უბედურ ცხოვრებისა სემინარიის მოწაფეთა. თუ ამ სიდუხჭირეს განიცდიან მოწაფენი ეხლა, ჩოდესაც ბევრათ შეიცვალა და გაუმჯობესდა მათი ცხოვრება, ადვილი წარმოსადგენია რას წარმოადგენდა სასულიერო სასწავლებელი და სემინარია იმ ძველ დროს, როდესაც მოქმედებდი, როგორც აღმზრდელი და პედაგოგი, ჩვენო თედო. იქ გამეფებული სულის შემხუთავი რეჟიმი მძიმე ლოდივით გვაწვა ჩვენ და სხივი სინათლისა არსაიდგან სჩანდა ჩვენთვის. ამ სასწავლებელში თავს იყრის ჩვენი სამღვდელოების ეკლესიის დაბალ მოსამსახურეთა და გლეხების შვილები. ესენი, მშობლიურ ნიადაგს და კერას მოშორებულნი, ცვივოდენ ამ გაყინულ სამეფოში... საზოგადოების გავლენას მოკლებულნი, უპატრონონი, ღვთის ამარათა... ამ ჯურღმულში შენ იყავი, ჩვენი მასწავლებელიც, პატრონიც, ნათესავიც და ერთადერთი ჩვენი გზის მაჩვენებელიც!
ყველას იცნობდი, ყოველს ჩვენგან თვალყურს ადევნებდი, ყველას ხელმძღვანელობდი!
მახსოვს პირადად მე, როცა სასულიერო სასწავლებლის პირველ კლასში ვიყავი, როგორის მამობრივის სიყვარულით მექცეოდი. მახსოვს, პირველად როგორ შემიყვანე შენს სამუშაო ოთახში, დიდხანს მესაუბრე ქართული ენისა და მწერლობის შესწავლაზედ და მომეცი თხზულებანი გრიგოლ ორბელიანისა და ნიკოლოზ ბარათაშვილისა. შენ შეგვაყვარე ჩვენი ენა, მწერლობა, თუმც იმ დროს ოფიციალურად გეოგრაფიის მასწავლებელი იყავი.
განა ეს ადვილი იყო შენთვის? რამდენი წვალება, რამდენი ტანჯვა, დევნა და დამცირება... დამცირება „შენიანთაგან“ და „დევნა“ უცხოთაგან!.. მაგრამ, ეტყობა, რომ განგებამ გარგუნა ეგ მწარე ბედი — ბევრმა შეურაცხგყო, ბევრმა ტალახში ამოსვარა შენი სახელი და ვინაობა. სიკეთისთვის ბევრი მწარე და შხამი შეგასვეს! და სწორედ ეს მაფიქრებს ეხლა, გულს მიღ- რღნის...
სამუდამოდ გვშორდები, თედო, მიდიხარ ჩვენგან ტანჯული და გაუხარელი. შეივედროს შენი სული უფალმა ღმერთმა, მოგმადლოს მაცხოვარმა იესო ქრისტემ სამუდამო მშვიდი ცხოვრება ამ ჩვენ დიდუბის ღვთისმშობლის მფარველობით და შეწევნით. აქ, ამქვეყნად სიამეს და ბედნიერებას მოკლებული, იქ, იმ ქვეყანას გყოს მაცხოვარმა სამუდამოდ ნეტარი და სამარადისოდ ბედნიერი. ამინ!“
დეკანოზი იოსები ესწრებოდა საქართველოს სამო- ციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის II და III საეკლესიო კრებებს. 1920 წლიდან იგი საკათოლიკოსო საბჭოსა და წმინდა სინოდის წევრია.
1923 წლის 12 იანვარს უღმერთო ხელისუფლებამ დააპატიმრა თითქმის მთელი საკათოლიკოსო საბჭო. დაპატიმრებულთა შორის დეკანოზი იოსებიც იყო,
რომელსაც ბრალად წაუყენეს: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსისთან (ხელაია) ერთად კონტრევოლუციონერული მოწოდების შედგენა და გენუის კონფერენციისადმი გაგზავნა; დიდუბის ეკლესიის წიგნებში აღრიცხვის გარეშე 30 გირვანქა განძეულობის შენახვა; საეკლესიო დავთრების არასწორი წარმოება, რის გამოც გაიფლანგა ხალხის ქონება.
გასაბჭოების შემდეგ დიდუბის ტაძრის საეკლესიო განძეულობა სამალავში გადაუტანიათ, რაც მხოლოდ მამა იოსებმა და ეკლესიის დარაჯმა იცოდნენ. სწო- რედ ამ უკანასკნელმა გასცა საიდუმლო და მისი აღიარება გამოიყენეს ბრალდების წაყენების დროს.
სასამართლოზე დეკანოზი იოსები თავს დამნაშა- ვედ არ ცნობდა და ამბობდა: „მართალია, განძი საკანცელარიო დავთარში მე აღვნუსხე, მაგრამ მისი მოპარვა რომ მდომებოდა, როგორ ფიქრობთ, ჩემივე ხელით დავწერდიო“. რომ არ ელაპარაკა და სიმართლე ბოლომდე არ გამოაშკარავებულიყო, ამ დროს დარბაზში ხელისუფლების მიერ მოყვანილი აქტივისტები და კომკავშირელები სტვენას და ხმაურს იწყებდნენ და ხელს უშლიდნენ, დაემთავრებინა სათქმელი.
ეს სამარცხვინო და უმსგავსო სასამართლო პროცესი კი იმით დასრულდა, რომ საკათოლიკოსო საბჭოს წევრების უმეტესობა ციხეში აღმოჩნდა, ხოლო დიდ ყუთში მოთავსებული დიდუბის ეკლესიის სიწმინდეები, თავის ნუსხიანად, სადღაც გაქრა.
1925 წლის 10 მარტის საკავშირო ცაკის მესამე სესიის დადგენილებით, დეკანოზი იოსები, საკათოლიკოს საბჭოს სხვა წევრებთან ერთად, ვადაზე ადრე გათავისუფლდა. ამავე წელს კათოლიკოს-პატრიარქმა
8-3 საპატრიარქოს უწყებანი N8 24 თებერვალი-2 მარტი 2011წ გვ.20
პროტოპრესვიტერი იოსებ მირიანაშვილი 1868-1937 (დასასრული)
ამბროსიმ (ხელაია) ეკლესიში ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის იგი ენქერით დააჯილდოვა. 1935 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) დეკანოზ იოსებს პროტოპრესვიტერის წოდება მიანიჭა.
1937 წლის 25 მაისს შედგა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის გაძლიერებული სხდომა: კრების თავჯდომარე იყო კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე), ესწრებოდნენ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მელქისედეკი (ფხლაძე), ნინოწმიდელი ეპისკოპოსი იეროთეოზი (აივაზაშვილი), პროტოპრესვიტერი იოსებ მირიანაშვილი, დეკანოზი იოანე ბობოხიძე, დეკანოზი ბესარიონ ფურცელაძე, დეკანოზი მიხეილ მახათაძე, დეკანოზი ბენიამენ კანდელაკი, დეკანოზი იოანე ლუკაშვილი, დეკანოზი გიორგი ბიბილური, დეკანოზი კონსტანტინე შანიძე, მღვდელი გიორგი ტაბლი- აშვილი, კლიმენტი ლორთქიფანიძე და ივანე კვეზერელი-კოპაძე. სხდომაზე განიხილეს საქართველოს ეკლესიაში იმ პერიოდში არსებული სხვადასხვა პრობლემატური საკითხები, ისაუბრეს მომავლის გეგმებსა და ქვეყანაში იმჟამად დაწყებულ რეპრესიებზე, რაც ტაძრის მსახურებზეც მძიმედ აისახა. რას იფიქრებდა მამა იოსები, რომ რამდენიმე თვეში ისიც ამ რეპრესიების მსხვერპლი გახდებოდა. 1937 წლის შემოდგომაზე პროტოპრესვიტერი იოსები უსაფუძვლოდ დააპატიმრეს და სამეულის განჩინებით, დახვრიტა მიუსაჯეს.
აი, როგორ იხსენებს მირიანაშვილების ოჯახის ტრაგედიას მისი შვილიშვილი, პროფესორი ავთანდილ კვიტაიშვილი: „პაპას დახვრეტის შემდეგ დამოუკიდებლად დააპატიმრეს მამაჩემი, რადიოქარხნის მთავარი ინჟინერი, რომელსაც ბრალად გერმანიის ჯაშუშობა წაუყენეს. იგი საშინლად აწამეს და შემდეგ დახვრიტეს. პირველი კი პაპა წაიყვანეს, მხცოვანი მოძღვარი ასევე უწამებიათ, ჩვენები სულ ტიროდნენ და ამბობდნენ, ამ მოხუცებულ კაცს რაღას აწამებდნენო. იგი ციხეში დიდხანს არ მჯდარა, არც გადაუსახლებიათ, როგორც სხვები, ესე იგი, ძალიან დიდი სურვილი იყო მასთან სწრაფი ანგარიშსწორების. პაპას მიაყოლეს მისი ქალიშვილი ელისაბედი, ბიოლოგი, მუშაობდა გენეტიკაში, 25 წლის ახალგაზრდა გოგონა. სანამ დაიჭერდნენ, გა- მოქვეყნდა მისი გამოკვლევა გენეტიკაში იაპონიასა და იტალიაში ერთდროულად. მეორე დღეს წაიყვანეს და დახვრიტეს. იგი ახალი დაოჯახებული გახლდათ. ჯერ ბავშვიც არ ჰყავდათ. ერთი კვირის შემ- დეგ მისი მეუღლე, ინჟინერი, ლევან ღამბაშიძეც წაიყვანეს და უთხრეს: შენო, შენი ცოლის იდეებს იზიარებდიო, და ისიც დახვრიტეს, ყოველგვარი გასამართლების გარეშე. შემდეგ მეორე დეიდა, რომელიც ქიმიკოსი იყო. მას სამსახურში, ქიმიის ინსტიტუტში მიაკითხეს. როდესაც მან შეიტყო რომ მის დასაპატიმრებლად იყვნენ მოსულები, ავიდა ზევით სართულზე, კალიუმის ციანიდი დალია და თავი მოიკლა, არ ჩაბარდა ცოცხლად“.
ასე ღირსეულად დაასრულა თავისი სიცოცხლე ქრისტესთვის თავდადებულმა მოძღვარმა, პროტოპრესვიტერმა იოსებ მირიანაშვილმა, ხოლო მისი სახით კიდევ ერთი მოწამე შეემატა ქართულ მართლმა- დიდებელ ეკლესიას.
9 საპატრიარქოს უწყებანი N9 3-9 მარტი 2011წ გვ.17
ღონღაძეების სამღვდელო გვარი
„საპატრიარქოს უწყებანის“ ამა წლის მეშვიდე ნომერში გაგაცანით დოღონაძეების სასულიერო ოჯახის ისტორია. საქართველოში მრავლად გვხვდება სხვა გვართა შთამომავლებიც, რომელთაც ღირსეული თაო- ბები აღუზარდეს ქართულ ეკლესიას. მათ შორისაა ღონღაძეების ოჯახი. ისინი წარმოშობით იმერეთიდან, სოფელ ნებოძირიდან იყვნენ. საყურადღებოა, რომ ამ გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი ეკლესიის უმაღლესი იერარქი გახდა. თუმცა, დავიწყოთ თავიდან. აი, რას წერს თავისი წინაპრების შესახებ მოგონებებში ოთარ ირაკლის ძე ღონღაძე: „როგორც პაპაჩემის, ნესურის გადმოცემიდან ვიცი, ჩვენი გვარის ერთი შტო „ფილა ხარაგაულის რაიონის სოფელ ნებოძირიდან. ჩემი დიდი პაპა — გიორგი ღონღაძე, სოფელ ნებოძირის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი ყოფილა XIX საუკუნის I ნახევარში. 1818 წლით დათარიღებული მეტრიკული ჩანაწერების მიხედვით, იგი უკვე იხსენიება ამ ტაძრის წინამძღვრად. გარდაიცვალა XIX ს-ის 40-იან წლებში. დასაფლავებულია იქვე, წმინდა გიორგის სახელობის ეკლე- სიის ეზოში. პაპაჩემი, მღვდელი ნესტორი, ხშირად დადიოდა ნებოძირში, სადაც მისი ბიძაშვილები და მოგვარეები დღესაც სახლობენ. მას არასოდეს გამოუტოვებია მიცვალებულის მოსაგონარი დღეები: მო- ინახულებდა პაპის საფლავს, პანაშვიდს გადაუხდი და, პატივს მიაგებდა, თავის ვალდებულებას მოიხდიდა და ყოველგვარ საეკლესიო წესს აღასრულებდა. პაპაჩემი ნესტორის მამაც სპრიდონი სოფელ ზვარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი გახლდათ. იგი დასაფლავებულია ამავე ოფლის ეკლესიის ეზოში. შემორჩენილია საფლავის ქვაც, შესაბამისი წარწერით“.
მღვდელი სპირიდონ გიორგის ძე ღონღაძე XIX საუ-ლობის ეკლესიაში, მედავითნის შტატში განამწესეს. კუნის I ნახევარში, სოფელ ნებოძირში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. სასულიერო განათლება მონასტერში მიი- ღო. XIX საუკუნის 40-იან წლებში იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) დიაკვნად აკურთხა. 1854 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (წულუკიძე) მღვდლად დაასხა ხელი და ზვარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1892 წლის 25 ნოემბერს, მოხუცებულობის გამო, პენსიაზე გავიდა. მღვდელი სპირიდონი 1897 წლის 14 იანვარს გარდაიცვალა. (მეორე ვერსიით 1897 წლის 5 მაისს)
ასევე სასულიერო პირი გახლდათ მისი ვაჟი ნესტორი, რომელიც 1862/63 წელს დაიბადა. იგი თავდაპირველად გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, სადაც მხოლოდ ორი კურსი დაასრულა. 1887 წლის 24 დეკემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქო- ძე) შორაპნის მაზრაში, სოფელ ვახანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესა. 1889 : წლის 26 ივლისს ჩხერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. ამ პერიოდში ნესტორი დაქორწინდა ევდოკია (ევდუქსი) მოსეს ასულ ცქიტიშვილზე (1875 წ.). მათ ოთხი შვილი ჰყავდათ: გიორგი (1894 წ.), ირაკლი (1895 წ.), თამარი (1898 წ.) და ვლადი- მერი (1905 წ.).
1903 წლის 8 თებერვალს იგი ნებოძირის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეორე მედავითნედ დაადგინეს. 1906 წელს ნესტორმა თბილისის სასულიერო სემინარიასთან არსებულ კომისიას ჩააბარა გამოცდები სამღვდელო ხარისხის მისაღებად. 1907 წლის 11 თებერვალს იგი დიაკვნად აკურთხეს და აღმოსავლეთ საქართველოში, ზემო ავჭალის მთავარანგელოზთა სახემღვდელი სპირიდონ გიორგის ძე ღონღაძე XIX საუ-ლობის ეკლესიაში, მედავითნის შტატში განამწესეს. კუნის I ნახევარში, სოფელ ნებოძირში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. სასულიერო განათლება მონასტერში მიიღო. XIX საუკუნის 40-იან წლებში იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) დიაკვნად აკურთხა. 1854 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (წულუკიძე) მღვდლად დაასხა ხელი და ზვარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1892 წლის 25 ნოემბერს, მოხუცებულობის გამო, პენსიაზე გავიდა. მღვდელი სპირიდონი 1897 წლის 14 იანვარს გარდაიცვალა. (მეორე ვერსიით 1897 წლის 5 მაისს)
ასევე სასულიერო პირი გახლდათ მისი ვაჟი ნესტორი, რომელიც 1862/63 წელს დაიბადა. იგი თავდაპირველად გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, სადაც მხოლოდ ორი კურსი დაასრულა. 1887 წლის 24 დეკემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქო- ძე) შორაპნის მაზრაში, სოფელ ვახანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესა. 1889 : წლის 26 ივლისს ჩხერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. ამ პერიოდში ნესტორი და-
1911 წლის 10 თებერვალს დიაკონ ნესტორს მღვდლად დაასხეს ხელი და საქართველოს მთიანეთში, სოფელ ახიელის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად იმ პირობით დაინიშნა, რომ ხუთი წელი არ მოითხოვდა ადგილის გამოცვლას. 1914 წლის 30 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1914 წლის 23 სექტემბერს მამა ნესტორი როშკის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1915 წლის 12 ივლისს სკუფია უბოძეს. 1916 წლის 26 იანვარს ახალშენის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. XX საუკუ- ნის 10-იანი წლების ბოლოს ქუთაის-გაენათის ეპარქიაში გადავიდა და სოფელ ჩრდილის ეკლესიაში დაიწყო მსახურება. მისი შვილიშვილი, ოთარ ღონღაძე მამა ნესტორის შესახებ იხსენებს: „მამა ნესტორი ემსახუ- რებოდა ხარაგაულის რაიონის ზოგიერთ სოფლებს ზვარეს, ნუნისს, წიფას, მოლითს, ნებოძირს. მახსოვს, ძალიან უყვარდა ჟურნალ-გაზეთების კითხვა. იყო მოსწრებული ენის პატრონი, სოფელში მას ყვე- ლა ნათლიას ეძახდა. უყვარდა ფიზიკური შრომა“.
9-1 საპატრიარქოს უწყებანი N9 3-9 მარტი 2011წ გვ.18
ღონღაძეების სამღვდელო გვარი (გაგრძელება)
საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ ეკლესია-მონასტრების მდგომარეობა ფრიად დამძიმდა. კომუნისტებმა სასულიერო პირები კანონგარეშედ გამოაცხადეს. მამა ნესტორსაც აუკრძალეს ღვთისმსახურება და მოსთხოვეს, ანაფორა გაეხადა. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ლიკვიდაციის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადამწყვეტი იერიში მიიტანა ეკლესიასა და მოძღვარზე. ამავე წლის 21 სექტემბერს ჩატარდა სოფელ ჩრდილის მცხოვრებთა საზოგადო კრება. თავჯდომარედ აირჩიეს ამხანაგი ვასილ ფანქ- ველაშვილი, მდივნად — მიხა შათირიშვილი. განიხილეს შემდეგი საკითხები: 1) ეკლესიის შენობის კლუბ-სამ- კითხველოდ გადაკეთება; 2) საკლუბო კომისიის არჩევა; 3) მიმდინარე საკითხები.
პირველი საკითხის შესახებ მოხსენება გააკეთა ამხანაგმა ვ. შატბერაშვილმა. კრებამ გამოიტანა შემდეგი რეზოლუცია: „ჩვენ, სოფელ ჩრდილის მცხოვრებმა მუშა-გლეხებმა, მოვისმინეთ რა მოხსენება ამხანაგ ვ. შატბერაშვილისა, ვადგენთ: სოფელ ჩრდილის ეკლესია დაიხუროს და მის შენობაში გაიხსნას კლუბ-სამკითხველო“. საკლუბო კომისიაში აირჩიეს 6 ამხანაგი, რომლებსაც დაევალათ, დაჩქარებით მოეწყოთ კლუბ-სამკითხველო.
ყოველი მხრიდან შევიწროებული მოძღვარი მაინც შეუპოვრად განაგრძობდა მღვდელმსახურებას. მართალია, ტაძარი დაუკეტეს, მაგრამ იგი ხან თავის სახლში, ხან მორწმუნეთა ოჯახებში აღასრულებდა საეკლესიო წესებს და სულიერად ასაზრდოებდა ჯერ კიდევ საკმაოდ შემორჩენილ მრევლს.
1937 წელს დაწყებულ რეპრესიებს უკვე ვეღარ გადაურჩა მხცოვანი მოძღვარი. მამა ნესტორის ოჯახში ზუსტად იციან, თუ რა გახდა მიზეზი მისი დაპატიმრებისა. აი, რას ჰყვებიან ისინი: „1937 წელს საბჭოთა კავ- შირში ახალი კონსტიტუცია მიიღეს, რომელსაც „სტალინურს“ უწოდებდნენ. ამ ახალ კონსტიტუციაში საუბარი იყო რელიგიის, სიტყვის თავისუფლებაზე. მამა ნესტორმა გაზეთის საშუალებით შეიტყო ამ სიახლის შესახებ და სტუმრად მისულმა თავისი მოსაზრება გაუზიარა ნათლულს, რომელიც მოძღვარს უშლიდა ანაფორით სიარულს და არ იზიარებდა მის მოსაზრებებს. მამა ნესტორმა უთხრა:
_რახან ქვეყანა უშვებს საეკლესიო წესების შესრულებას, შენ რაღას მედავები მღვდლობასო.
ნათლული გაბრაზებულა და მეორე დღეს ხარაგაულის მილიციაში უჩივლა თავის ნათლიას. მამა ნესტორი დააპატიმრეს და, სამეულის განჩინებით, დახვრეტა მიუსაჯეს“.
მღვდელ ნესტორის შვილებიდან ორმა — გიორგიმ და ირაკლიმ, წინაპრების საქმე გააგრძელეს. ძმებ ღონღაძეებს უმძიმეს პერიოდში მოუწიათ საეკლესიო მსახურება.
მღვდელი ირაკლი ნესტორის ძე ღონღაძე 1895 წლის 4 ოქტომბერს სოფელ ჩრდილში დაიბადა. ჰყავდა მეუღლე, ქეთევან დავითის ასული ნეკაძე (1897-1974). მათ სამი ვაჟი ჰყავდათ: ოთარი, ვახტანგი და შოთა. ირაკლი წლების განმავლობაში საერო სამსახურში იყო, თუმცა ეკლესიასთან ურთიერთობა არასდროს შეუწყვეტია. მისი სასულიერო ხარისხში აყვანა შედარებ გვიან მოხდა. XX საუკუნის 50-იან წლებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის (ფხალაძე) ლოცვა-კურთხევით, იგი გათავისუფლდა საერო სამსახურიდან და სიონის საპატრიარქო ტაძარში დაიწყო მედავითნედ სამსახური. მცირეოდენი მომზადების შემდეგ იგი ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და სიონის ტაძრის მღვდელმსახურად დაინიშნა. ბოლოს მსახურობდა კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში. გარდაიცვალა 1965 წლის 19 სექტემბერს და დასაფლავებულია კუკიის ეკლესიის ეზოში, აღმოსავლეთ კედელთან.
მიტროპოლიტი გიორგი, ერისკაცობაში ნესტორის ძე ღონღაძე, 1894 წლის 7 ივლისს, სოფელ ჩრდილში დაიბადა. 1908 წელს მან დაასრულა თბილისის საქალაქო პირველდაწყებითი სასწავლებელი. 1910- 1913 წლებში აზერბაიჯანში, დაბა ელიზავეტოპოლში ტელეგრაფისტად მუშაობდა. 1913 წელს გიორგი საეკლესიო ცოდნის მისაღებად გელათის მონასტერში მივიდა, საიდანაც 1914 წელს თბილისის მაცხოვრის ფერის- ცვალების სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. მონასტერში მან მედავითნეობის კურსები გაიარა და გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) 1914 წლის 6 იანვარს დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევის წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ეკლესიის უშტატო მე- დავითნედ დანიშნა. 29 ოქტომბერს შტატში დაამტკიცეს. ამავე წელს გიორგიმ იქორწინა გრემისხევის
9-2 საპატრიარქოს უწყებანი N9 3-9 მარტი 2011წ გვ.19
ღონღაძეების სამღვდელო გვარი (გაგრძელება)
ეკლესიის წინამძღვრის, მღვდელ სამსონ ღარიბაშვილის ასულ ნინოზე (1893-1978წწ.). მათ სამი შვილი ჰყავდათ: სერგო, ნადია და ნორა. 1914 წლის ნოემბერს გიორგი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. იგი მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1918 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა და ისევ გრემისხევის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1919 წლის 5 აპრილს ატოცის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ ნიკონ მარკოზის ძე სალარიძის თხოვნით, ამავე ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს. 1919 წლის 12 სექტემბერს ურ- ბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) მედავითნე გიორგი დიაკვნად აკურთხა და ატოცის ეკლესიაში დაადგინა.
საქართველოში კომუნისტური ხელისუფლების დამყარების შემდეგ დიაკონი გიორგი, სხვა სასულიერო პირთა მსგავსად, დევნასა და შე- ვიწროებას განიცდიდა. 1923 წელს იგი იძულებული გახდა, დროებით გაეხადა ანაფორა და რკინიგზაზე მემანქანედ დაეწყო მუშაობა. 1924 წელს გაზეთ „კომუნისტში“ ანონიმი ავტორის მიერ გამოქვეყნდა პატა- რა წერილი, სათაურით „მღვდელი-მემანქანე“, სადაც ვკითხულობთ:
„ამას წინედ ვიმგზავრე კახეთში. სადგურ გურჯაანში, იქვე გლეხები ხილს ყიდდენ. ამ დროს მოვიდა მემანქანე, რომლის გვარი, საუბედუროდ, არ დამამახსოვრდა. გლეხებს აუტყდათ ჩუმი სიცილი. მე განვცვიფრდი და ვკითხე, თუ რად იცინოდენ ისინი. მათ მომიგეს, რომ ეს მემანქანე ნამღვდელარიაო. მემანქანეც მიხვდა, რომ მასზე იცინოდნენ და სთქვა გაწითლებულმა შემდეგი: „ჩემი რა ბრალია, რომ მამაჩემმა მღვდლობა მასწავლაო. აგერ მხედავთ, რომ როდესაც მივხვდი, რომ ჩვენი ხელობა მშრომელ მასას არ გამოადგებოდა, კიდეც თავი გავანებე და პატიოსან შრომას მივყევი ხელიო. ამით დაამთავრა მან თავისი სა- უბარი. მართლაც, მე შევიტყვე, რომ მას ადრე გაენებებინა მღვდლობისათვის თავი“.
ეს მემანქანე დიაკონი გიორგი ღონღაძე გახლდათ. 1929-1936 წლებში იგი თბილისის რკინიგზის სამართველოში რევიზორის თანამდებობაზეა, ხოლო 1936-1948 წლებში სხვადასხვა სადგურში მზიდავად მუშაობს.
1948 წლის ბოლოს გიორგი გათავისუფლდა საერო სამსახურიდან და კვლავ დედაეკლესიას დაუბრუნდა. კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) იგი დიაკვნის ხარისხში აღადგინა. 1949 წლის 19 იანვარს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ მღვდლად დაასხა ხელი და ალავერდის ეპარქიაში, ახმეტის რაიონის სოფელ აწყურის თეთრი გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმ- სახურად დანიშნა. 1951 წლის 27 ივლისს ალავერდელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე) იგი ძველი გავაზის (ახალსოფლის) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა
ამავე წლის 22 აგვისტოს ფშაველისა და ნაფარეულის სამრევლოები ჩააბარეს. 1955 წლის დასაწყისში მღვდელი გიორგი თბილისში, დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მღვდელ- მსახურად გადმოიყვანეს. 1958 წელს ამავე ტაძრის წი- ნამძღვრად დაინიშნა, ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1963 წელს ენქერი და გამ- შვენებული ჯვარი უბოძეს.
1974 წლის 13 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დავით V-მ (დევდარიანი) დეკანოზ გიორგის მანგლელ ეპისკოპოსად დაასხა ხელი, 1976 წლის 11 ივნისს კი ბარტყულაზე თვლებიანი ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. 1978 წლის 4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიტროპოლიტის წოდება მიანიჭა. 1978 წლის 14 დეკემბერს მეორე პანაღიით დაჯილდოვდა. 1980 წლის 1 ოქტომბერს წილკნის ეპარქიაში გადაიყვანეს. ამავე წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, მიენიჭა უფლება, სკუფიაზე ეტარებინა ბრილიანტის ჯვარი. მეუფე გიორგი ასევე დაჯილდოებული იყო წმინდა ნინოსა და წმინდა გიორგის ორდენებით. 1982 წლის 22 ივნისს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, მიტროპოლიტი გიორგი გარდაიცვალა. 26 ივნისს მისმა უწმინდესობამ ილია II-მ განსვენებულ მიტ- როპოლიტს წესი აუგო დიდუბის ტაძარში. 27 ივნისს კი, ამავე ტაძარში, საღმრთო ლიტურგიის აღსრულების შემდეგომ, კათოლიკოს-პატრიარქმა ვრცელი სიტყვით მიმართა იქ შეკრებილ მრევლს, განსვენებულის ნათესავებსა და ნაცნობ-მეგობრებს. ისაუბრა მის სულიერ ცხოვრებასა და დედაეკლესიის მიმართ უანგარო სამსახურზე. ცხოვრების გზაზე, რომელიც დიაკვნის ხა- რისხიდან მიტროპოლიტის წოდებამდე განვლო... მეუფე გიორგი დაკრძალულია დიდუბის ტაძარში, სადაც 27 წლის მანძილზე მსახურობდა.
მიტროპოლიტი გიორგი გამოირჩეოდა მშობელი ეკლესიისადმი ერთგულებით, მას უმძიმეს პერიოდში
9-3 საპატრიარქოს უწყებანი N9 3-9 მარტი 2011წ გვ.20
ღონღაძეების სამღვდელო გვარი (დასასრული)
მოუხდა მოღვაწეობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ღირსეული მოძღვრისა და მამულიშვილის სახელი დაიმკვიდრა.
თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი) მეუფე გიორგის შესახებ ჟურნალ „ჯვარი ვაზისას“ 1982 წლის პირველ ნომერში წერდა:
„უფალმან ჩვენმან წუთისოფლიდან გაიხმო კეთილმორწმუნე წილკნელი მიტროპოლიტი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გიორგი (ღონღაძე). ძნელია, წერო ადამიანზე, რომელთანაც ძალიან ახლოს ყოფილხარ, გახსოვს მისი მაღალი ზნეობა და გულისხმიერება. ყოველივე ეს უკვე მოგონებად დარჩა. ცხადია, გაწუხებს, რომ ვეღარ ნახავ მის ღიმილს, ვერ გაიგონებ მის ხმას, დაბოლოს, აღარავინ გაგიჯავრდება ისეთი ალერსიანი ხმით, როგორიც ჰქონდა მხოლოდ მას. ძნელად თუ ვისმეს შეაქებდა, მაგრამ უდიდესი პატივისმცემელი იყო საქმის ერთგული ადამიანებისა. თუ მეუფე გიორგი დარწმუნდებოდა ადამიანის სიკეთესა და რწმენაში, ვერავინ შეაცვლევინებდა აზრს. ყველას შეეძლო მასთან გულახდილი საუბარი.
საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი მისი რისხვაც და სიკეთეც, მისი მამაშვილური დარიგებები.
ადრე მეუფე მანგლელი მიტროპოლიტი გახლდათ. მანგლისის ეკლესიის წინამძღვრად მე ვიყავი დანიშნული და თბილისში ყოველი ჩამოსვლისას
წესად მქონდა დიდუბის ეკლესიაში მასთან მისვლა. დაწვრილებით გამომკითხავდა მანგლისის ეკლესიის ამბებს, გულთან მიჰქონდა ყოველი წვრილმანი. ბოლო დროს სურვილი ჰქონდა თავის ეპარქიაში ასვლისა, მაგრამ ჯანმრთელობა არ უწყობდა ხელს.
ერთხელ კი, როგორც იქნა, გაბედა, ამობრძანდა და წირვაც ჩაატარა. გახალისდა, ძალა მოეცა, ზეგარდმოშთაგონებით აივსო. წირვის შემდეგ მრევლში ჩადგა და დიდხანს ესაუბრა მორწმუნეებს. სათუთი მეგობრობა მაკავშირებდა ასაკით ჩემზე უფროს მეუფესთან. ბევრი კარგი ვისწავლე მისგან. და ახლა, როცა ვფიქრობ, მინდა გამოვყო კიდევ რამდენიმე ღირსება, რომლითაც დაჯილდოებული იყო იგი, როგორც ეკლესიის მღვდელმთავარი და ქართველი კაცი, შვილი თავისი ქვეყნისა.
მას არ მოსწონდა სიტყვით მამულიშვილობა. უყვარდა თვალსაჩინო სასარგებლო საქმე, ვერ ურიგდებოდა ისეთ ადამიანებს, ვინც ანგარების გამო მოხვდნენ ეკლესიაში.
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების შემდეგ, ჩვენი მოხუცი მეუფე თითქოსდა გამოცოცხლდა, მიეცა ახალგაზრდული ძალა. კარგად მახსოვს, წირვის დროს როგორი შემართებით უმშვენებდა იგი მხარს კათოლიკოს-პატრიარქს.
ახალი პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწყო საქართველოს ტაძრების შეკეთება- აღორძინება. ამის ბრწყინვალე მაგალითს წარმოადგენს დიდუბის ეკლესიის რესტავრაცია-მოხატვა და აქაც ჩვენ ვხედავთ მეუფე გიორგის, როგორც ერთგულს საქართველოს ეკლესიისა და მისი მამამთავრისას.
ღირსეულად დაფასდა მისი ღვაწლი. იგი დაკრძაალეს დიდუბის ტაძარში, იმ ადგილას, სადაც განზრახულია წმინდა გიორგის ცხოვრების ამსახველი ფრესკების შექმნა. საუკუნოდ იყოს ხსენება ტკბილი მოხუცისა და ღირსეული წინაპრის, საქართველოს წმინდა ეკლესიის ერთ-ერთი ღირსეული მღვდელმთავრის, მეუფე გიორგისა“.
10 საპატრიარქოს უწყებანი N10 10-16 მარტი 2011წ გვ.17
დეკანოზი ბესარიონ ნიჟარაძე 1851-1919
დეკანოზი ბესარიონ ნიჟარაძე 1851 წლის 12 ნოემბერს სვანეთში, გლეხ შიო და მარინე ნიჟარაძეების ოჯახში დაიბადა. ეს ის პერიოდია, როდესაც სვანეთში ქრისტიანული სარწმუნოება ფრიად შევიწროებულია, აღარ არსებობს სწავლა-განათლების კერები და ქრის- ტეს სახელიც აქა-იქ თუ იქადაგება. რომ არა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძე) ამაგი და დაუღალავი მოღვაწეობა, შედეგი ფრიად სავალალო იქნებოდა. თუმცა, თავად მამა ბესარიონს მოვუსმინოთ. აი, რას წერს იგი ამ და ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში გატარებული პერიოდის შესახებ თავის მოგონებებში:
„უნდა შევნიშნოთ, რომ ქრისტიანობა სვანეთში იმ დროს, როდესაც ეს კუთხე ჩაბარდა განსვენებულ მღვდელმთავარს, უკანასკნელ სულს ლევდა, მისი შუქი ძლივსღა ბჟუტავდა. სწორედ განგებამ მოუვლინა სვანებს ამ საჭირო დროს გაბრიელ
10-1 საპატრიარქოს უწყებანი N10 10-16 მარტი 2011წ გვ.18
დეკანოზი ბესარიონ ნიჟარაძე 1851-1919(გაგრძელება)
ეპისკოპო სი. მისმა ორგზის მობრძანებამ, მჭევრმეტყველურმა ქადაგება-და- რიგებამ და შესაფერმა ზომებმა იხსნა ქრისტეს სწავლა აქ გაქრობისაგან. გონიერმა მღვდელმთავარმა პირველად ესრეთ წოდებულ „პაპებს“ მიაქცია ყურადღება. რამდენიმე მათგანი გაგზავნა მონასტერში საღმრთო წერილის შესასწავლად, იმათგან დღესაც ზოგი მღვდელია და ზოგიც მედავითნე. მოახერხა ქრისტიანობის აღმადგინებელი საზოგადოებისაგან და სვანების შვილებისათვის შვიდი სტიპენდია დაანიშენია ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. ერთი იმ სტიპენდიათაგანი მეც ვიყავი. უნდა გეყურებია, როგორის მამაშვილურის ქცევით გვეპყრობოდა განსვენებული მოსწავლე სვანებს. ერთი ამ მამობრივის მოპყრობის საბუთი დღესაც ხელში მაქვს. 1871 წელს მესამე კლასში გადავედი. ქართული ენის მასწავლებელმა საკანიკულოდ შემდეგი თემა მოგვცა მოსწავლეებს დასაწერად: „ჩემი წლევანდელი კანიკულის დღიური“. სექტემბერში როგორც მე, ისე ჩემმა ამხანაგებმა, დაწერილი მოვუტანეთ, ვის როგორ შეგვეძლო. ერთ დღეს მასწავლებელმა შემოგვიტანა ყველა მოსწავლეებს თავთავიანთი ნაწერები გარჩეული და, სხვათა შორის, მითხრა, რომ შენი ნაწერი სჯობია ყველას და ეს რომ გაზეთში გაიგზავნოს, დაბეჭდავენო. ამ ქებას, ნამეტურ გაზეთში დაბეჭდვის იმედმა, ძრიელ გამახარა და იქვე ვკითხე მასწავლებელს, თუ სად და როგორ უნდა გავგზავნოთქო გაზეთში დასაბეჭდად. მან ამიხსნა, რომ გაგზავნა თბილისში უნდა, „დროებაში“, ფოსტის ერთი მარკა უნდა დააკრა და წაიღებენო. მარკის ფული არ მქონდა და მაშინ გავიქეცი განსვენებულთან, იგი ეზოში დასეირნობდა და წიგნს კითხულობდა. რომ დამინახა მისკენ მიმავალი, მითხრა: რა გინდა, სვანოვო. მე რვეული გადავეცი და აუხსენი, რამდენათაც მაშინ შემეძლო. კარგიო, მიბრძანა განსვენებულმან, მე ნაწერს წავიკითხავ და მერე გეტყვი, ეხლა წადიო. შორიდან თვალს ვადევნებდი, ვხედავდი, რომ ჩემს რვეულს კითხულობდა. მეორე დილას დამიბარა, მივედი, თავის სახლის კარში შემხვდა, სოფლად მიდიოდა: ჩემი რვეული ხელში ეჭირა, გადმომცა ისიც და ორი აბაზიც ზედ დააყოლა, ამით ქართული წიგნი იყიდეო. მაშინვე მოვკურცხლე შინ, დავხედე რვეულს და შემდეგი წარწერა ჰქონდა ბოლოს: „გაქებ, რომ ქართული ენა გვარიანად გისწავლია, მაგრამ დაბეჭვდა არ შეიძლება, რადგანაც ბავშური მოთხრობა არის და არა რით შესანიშნავი. ეპისკოპოსი გაბრიელი“. არ მიამა არმოწონება მოთხრობისა, მაგრამ რას ვიზამდი. დავრწმუნდი კი, რომ ჩვენ ქართულის ენის მასწავლებელზე ეპისკოპოსს უკეთ სცოდნია ქართული-თქო. ეს რვეული ზედ წარწერით დღესაც მოწიწებით ინახება ჩემს ქაღალდებში“. 1872 წელს ბესარიონმა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი წარჩინებით დაასრულა და იმავე წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1878 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. როგორც სემინარიის ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი, იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ბესარიონი ქუთაისში მიიწვია და სათავადაზნაურო გიმნაზიის მასწავლებლად განამწესა. 1891 წლის 31 ოქტომბერს მან იქორწინა აზნაურის ქალზე, ალექსანდრა პავლეს ასულ ნორაკიძეზე. მამა ბესარიონს და ალექსანდრას სამი შვილი შეეძინათ: რაფიელი (კუკური), ციცინო და ბიძინა. ბესარიონი შუა ტანისა და მკვრვი აგებულებისა ყოფილა; ჰქონდასწორ-ნაკვთებიანი სახე, მაღალი, ფართო შუბლი, ნათელი და ჭკვიანი თვალები, წაბლისფერი თმაწვერულვაში, დაბალი და ტკბილი ხმა; იყო გულკეთილი და თავაზიანი. დარბაისლობამ, მჭევრმეტყველებამ და სვანეთის შესანიშნავად ცოდნამ მას სასიამოვნო მოსაუბრისა და სამართლიანი მომრიგებლის სახელი გაუთქვა. 1873 წლიდან ბესარიონი სისტემატურად თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან. მაშინდელ სალიტერატურო წრეებში იგი ცნობილი იყო ფსევდონიმით „თავისუფალი სვანი“. თავის წერილებსა და ნარკვევებში ეხებოდა სვანეთის ისტორიის, ეთნოგრაფიის, არქეოლოგიის, ფოლკლორის, გეოგრაფიის, ენის საკითხებს. მისი თხზულებები თავმოყრილია წიგნში „ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილები“ (ტ. I-II, 1962-64 წწ.), რომელიც თარგმნილია რუსულად და გერმანულად. მამა ბესარიონი თავის ნაშრომ. ვრცლად მიმოიხილავს სვანი ხალხის ყოფა- ცხოვრებას, მათ ადათ-წესებს, დღესასწაულებს, კულტურას. ერთ-ერთ თავში საუბრობს მამა სიმონ გაბიანის შესახებ, რომელსაც სვანეთის პირველ მისიონერად მიიჩნევს. აი, რას წერს მის შესახებ: „მღვდელი სიმონ გაბიანი ბუნებით სვანია, ცხოვრობს სადადიანო სვანეთის ლაშხეთის საზოგადოებაში, სოფელ შკედს. როგორც დიდი ხნის დამსახურებული, იღებს პენსიას –- 130 მანეთს. მღვდელი სიმონი დღეს 108 წლის მოხუცია, მაგრამ ისე ცოცხალი, ისე ჯანმრთელი, რომ არავინ დაიჯერებს, თუ მისი წლოვანება 60 წელს აღემატება. ტანად პატარაა, თმა-წვერ გაყვითლებული, თავისებურად ჩაცმა-დახურვის და ცხოვრებისმოყვარე ეს „პატარა ხუცესი“ (კოტოლ ბაპ) დანახვისთანავე მიიქცევს მნახველის ყურადღებას. საღმრთო წერილი უსწავლია ცაგერის მონასტერში, მღვდლად კურთხეულა მარტვილში. საღმრთო წერილის ცოდნაში ბევრი რამ აკლია, ნამეტურ ტიპიკონში, მაგრამ ეს სრულიადაც არ უშლიდა პატარა ხუცესს, რომ
10-2 საპატრიარქოს უწყებანი N10 10-16 მარტი 2011წ გვ.19
დეკანოზი ბესარიონ ნიჟარაძე 1851-1919(გაგრძელება)
ღმერთი წმინდის გულით შეეყვარა და ხალხის გულიც მოეგო. უშგული დღესაც წმინდანივით უყურებს ამ ხუცესს. წარსულიდან ბევრი რამ ახსოვს სიმონ მღვდელს. იგი იცნობდა საქართველოს ეგზარქოს ისიდორეს (ნიკოლსკი), ახსოვს თავადი ივანე მუხრანბატონი და გ. რ. ერისთავი, როდესაც იგინი ქუთაისში ყოფილან სამსახურში. ბევრს საინტერესო რამეებს მოჰყვება თავის ნაცნობობის შესახებ დიდკაცებთან. მოვიყვან ორს: როდესაც ეგზარქოსმა ისიდორემ დამიბარა თბილისშიო, -–- მიამბო სიმონ მღვდელმა, -–- დიდი მადლობა მითხრა სვანეთში მოღვაწეობისათვის და სკუფიათი დამაჯილდოვაო. სკუფიაზე უარი განვაცხადე და შევატყე ეგზარქოსს არ ეჭაშნიკაო. რომ დამემშვიდებინა იგი, მოვახსენე: თქვენო მეუფებავ, მე რომ ეს თქვენი საჩუქარი წავიღო, სვანები სხვანაირად იფიქრებენ რასმე და შეიძლება ისე არ გამიგონ, როგორც აქამდის მიგონებდენო. ჩემი აზრით, ის ემჯობინება, ეს სკუფია იმას უბოძოთ, ვისაც გაუხარდება და მე კი თქვენი ლოცვა-კურთხევა გამატანეთ სვანეთშიო; ბ) ერთი ახირებული ხასიათი სჭირს სიმონ მღვდელსა: თავის ხანგრძლივს სიცოცხლეში გული (მკერდი) არ შეუკრავს, ასე რომ, მუდამ გულღია დადის. პერანგის ღილსაც არ იბნევს). თავად გ. ერისთავს არ მოსწონდა ესა და რამდენჯერმე მთხოვა, რომ პერანგი მაინც შემებნია, მაგრამ მე მაინც ჩემი მემართებოდა. ერთხელ ქუთაისს დამიბარა, გამოვცხადდი ჩვეულებრივ გულგაღებული. როდესაც გამოვეთხოვე, თავად ერისთავმა მიბრძანა, რომ ხვალ თქვენ ახალ ტანისამოსს მოგიტანენ, ჩაიცვით და ისე მობრძანდითო. თურმე მას ებრძანა, რომ ხვალისათვის ახალი ტანისამოსი შეეკერათ ჩემთვის. მეორე დილას თერძმა მომიტანა და თავის ხელით შემიბნია ახალუხისა და კაბის დუგმები. ავდექი და თავად ერისთავთან მივედი. ლაპარაკის დროს ყველა დუგმები ახალუხისა და კაბისა შემხსნოდა ჩემთა გაუგებრად და მან ისევ დაინახა ჩემი გაღეღილი გული. ერისთავმა რომ ამას შეჰხედა, მითხრა: „მამაო, როგორც გიწირავს, ისე სწირე, ეტყობა, ვერაფერი დუგმა შენს გულს ვერ შეჰკრავსო“... ბესარიონ ნიჟარაძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის სვანეთში დაცული ძველი ხელნაწერების მოძიებასა და მათ გადარჩენაში. იგი დადიოდა სოფელ-სოფელ და აგროვებდა ჟამთა სიავის დროს მიყრუებულ ადგილებში გადამალულ ამ დიდებულ საუნჯეებს. მან ამგვარად აღმოაჩინა და დაღუპვას გადაარჩინა 9 უძველესი სახარება, რომელთაგან ერთ-ერთი ცნობილია ადიშის სახარების სახელწოდებით, რადგანაც იგი სოფელ ადიშში აღმოაჩინა. ამის შესახებ გაზეთ „ივერიაში“ იგი წერდა: „ეს სახარება სქელ ტყავზე არის დაწერილი და ერთ-ერთ უძველეს ხელნაწერ სახარებად ითვლება ქართულ მანუსკრიპტებში. ფურცელი აქვს 394, ამათში სახარების ტექსტს უჭირავს 386 ფურცელი. ჩასმულია ტყავგადაკრულ ხის ყდაში. დროთა, განმავლობაში რესტავრაციის დროს ძველი ყდა განუახლებიათ და მეორედ აკინძვის დროს ძაფის მაგიერ კანაფის მომსხო ბაწარი უხმარიათ. სახარების წინა ყდაზე ვერცხლის უბრალო ჯვარია მოჭედილი რვა ლურსმნით. ადიშის სახარების ტექსტი ენის, ორთოგრაფიისა და აქა-იქ აზრის მხრითაც, რამოდენსამე განსხვავებას წარმოადგენს თანამედროვე სახარების ტექსტთან, თუმცა მისი შედარება დროის უქონლობის გამო ამჟამად ვერ მოვახერხე“. მამა ბესარიონს ასევე შეუდგენია ქართულ-სვანური ლექსიკონი. ილია ჭავჭავაძე დიდი სიხარულით გამოეხმაურა ამ ამბავს და გაზეთ „ივერიაში“ იგი წერდა: „როგორც შევიტყეთ, ბატონ ბესარიონ ნიჟარაძეს დაუსრულებია თავისი ლექსიკონი. ეს ძლიერ სასიამოვნო ამბავია და დიდ მნიშვნელობიანიც არის, მაგრამ თუ ჰსურს ბატონ ნიჟარაძეს, რომ მის ლექსიკონს მართლა სამეცნიერო მნიშვნელობა ექმნეს, უსათუოდ მეგრული სიტყვებიც უნდა შეუფარდოს და მაშინ ცხადად გამოჩნდება ქართული ენის ნათესაობა. მეგრულის სიტყვების მიწერა არ იქნება გასაჭირი, რადგანაც ყოველივე კეთილგონიერი მეგრელი, მცოდნე თავისის ენისა და საზოგადო ქართულისაც, არ დაამადლის დახმარებას. ამ შემთხვევაში ბატონი ნ. ტ. დადიანი უებარი გვგონია და
10-3 საპატრიარქოს უწყებანი N10 10-16 მარტი 2011წ გვ.20
დეკანოზი ბესარიონ ნიჟარაძე 1851-1919(დასასრული)
იმედია, რომ ამ კეთილს საქმეში თავის შრომასაც შეიტანს და ხელს გაუმართავს ლექსიკონის ავტორს“. 1892 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) ბესარიონი დიაკვნად აკურთხა, კვირის შემდეგ კი მღვდლად დაასხა ხელი და სვანეთში, სოფელ იფარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დანიშნა. 1895 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვ- და, ხოლო 1899 წლის 9 ივლისს სკუფია უბოძეს. 1900 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) მამა ბესარიონი მესტიის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანა. 1903 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1907 წელს მღვდელი ბესარიონი აირჩიეს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ნამდვილ წევრად. 1910 წელს ლეჩხუმსა და სვანეთში მოეწყო არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელსაც ექვთიმე თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა. სვანეთში ჩასულებს დიდი დახმარება გაუწია მამა ბესარიონმა, რომელმაც სვანეთის სხვადასხვა კუთხეში ნაპოვნი ძველი ქართული ხელნაწერები ექვთიმე თაყაიშვილს აჩვენა. აი, რას წერდა შემდგომში ამ მოგზაურობის შესახებ დიდი ქართველი მეცნიერი: „თავისუფალ სვანეთში ჩასვლისას შემოგვეერთი გება აწ განსვენებული სვანეთის „ბლაღოჩინი“ ბესარიონ ნიჟარაძე, რომელიც კარგად ცნობილია ჩვენს ლიტერატურაში თავისი საყურადღებო ეთნოგრაფიული წერილებით. ის სწერდა ფსევდონიმით: „თავისუფალი სვანი“. ბესარიონი მოვიდა ჩვენთან, სოფელ კალაში და გვირჩია, მასთან წავსულიყავით პირველად სოფელ მესტიაში, რომელიც შუა ადგილია ენგურის სვანეთისა, იქ დავბინავებულიყავით და იქიდან დაგვეწყო ექსკურსიები სხვადასხვა სოფლებში. ჩვენც აგრე მოვიქეცით. ცოტა ხნით, როდესაც ვატაცი მოვიდა სვანეთში, ის მას ეახლა და როდესაც გაისტუმრა, მერმე თავის მკვირცხლის და სიმპატიურის შვილით, კუკურით (მაშინ გიმნაზიის მოსწავლე იყო), ჩვენ არ მოგვცილებია, ყოველგან დაგვყვებოდა, ცდილობდა ყველაფერი ეჩვენებინა. არაფერი არ დაგვრჩენოდა უნახავი. მისი დახმარებით და შუამდგომლობით შევიძინეთ ჩვენ ბევრი ხელნაწერი და ნივთი“. 1907 წლის 6 მაისს მამა ბესარიონს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. 1913 წლის 15 მაისს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1917 წელს კი ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისათვის დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1917 წლის 8-17 სექტემბერს დეკანოზი ბესარიონი ესწრებოდა თბილისში გამართულ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებას. მამა ბესარიონი 1919 წლის 26 აპრილს ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. ქართული საზოგადოებისა და ეკლესიისათვის დიდი დანაკლისი იყო ასეთი განათლებული და ეროვნული საუნჯის მოამაგე მოძღვრის მოულოდნელი აღსასრული. თბილისის საზოგადოებამ ქაშვეთის ეკლესიაში პანაშვიდი გადაუხადა მას და უკანასკნელ გზაზე გააცილა. თავისი ანდერძის თანახმად, მამა ბესარიონის ცხედარი სოფელ უშგულის ლამარიას ეკლესიის გალავანში დაკრძალეს.
11 საპატრიარქოს უწყებანი N11 17-23 მარტი 2011წ გვ.17
ეპისკოპოსი ნესტორი (ყუბანეიშვილი) 1853-1938
ეპისკოპოსი ნესტორი, ერისკაცობაში - ნესტორ დიმიტრის ძე ყუბანეიშვილი, 1853 წლის 5 სექტემბერს ქუთაისის გუბერნიის სოფელ მუხაყრუაში, მლვდლის ოჯახში დაიბადა. 1867-1871 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1871-1877 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაასრულა. 1877 წლის 10 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ნიჭიერი და განათლებული ახალგაზრდა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიიწვია მასწავლებლად, სადაც მას ყველა კლასებში არითმეტიკისა და საღვთო სჯულის სწავლება დაევალა. 1878 წლის 18 აგვისტოდან ძველი და ახალ აღთქმის, კატეხიზმოსა და საეკლესიო ტიპიკონის მასწავლებლად დაინიშნა. 1880 წლის 15 სექტემბრიდან შეთავსებით ასწავლის მართლწერასაც. 1880 წლის 5 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე დროებით ასრულებდა აღნიშნული სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწის მოვალეობას. 1882 წლის 1 ივნისს, რუსეთის სენატის გადაწყვეტილებით, ერთგული სამსახური-
11-1 საპატრიარქოს უწყებანი N11 17-23 მარტი 2011წ გვ.18
ეპისკოპოსი ნესტორი (ყუბანეიშვილი) 1853-1938 (გაგრძელება)
სათვის „კოლეჟსკი სეკრეტარის“, ხოლო 1883 წლის 9 იანვარს „ტიტულარნი სოვეტნიკის“ წოდება მიენიჭა. 1882 წლის 1 სექტემბერს ნესტორი·ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში გადაიყვანეს და უმაღლეს კლასებში საღვთო სჯულის სწავლება დააკისრეს. ამავე პერიოდში წ იგი დაქორწინდა თეკლა ოტიას ასულ გრიგოლაშვილზე, რომელთანაც ერთი ასული –- ოლღა შეეძინა. ოლღა გათხოვილი გახლდათ ცნობილ საზოგადო მოღვაწეზე, ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის პირველ დირექტორზე, ტრიფონ მიხეილის ძე ჯაფარიძეზე. 1883 წლის 5 ივნისს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა ნესტორი დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 9 ივნისს მღვდლად დაასხა ხელი და ბარ-საჯავახოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრად და გამოჩინებულის ოლქის მთავარხუცესად დანიშნა. 1884 წლის 7 დეკემბერს, მამა ნესტორის ინიციატივით, ბარ-საჯავახოს ტაძართან გაიხსნა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, სადაც, 1886 წლის ჩათვლით, საღვთო სჯულს თავადვე ასწავლიდა. 1884 წლის 14 დეკემბერს სამი წლის ვადით აირჩიეს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მმართველი საბჭოს წევრად. 1885 წლის 27 მაისს, მამა ნესტორის მეცადინეობით, ბარ-საჯავახოს ეკლესიაში დაიგო ქვის იატაკი, მანვე პირადი ხარჯებით შეიძინა და ტაძარს შესწირა ახალი ვერცხლის ბარძიმ-ფეშხუმი. 1886 წლის 17 ივნისს მეუფე გაბრიელმა საგვერდულით დააჯილდოვა. 1887 წლის 24 თებერვალს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ხელმძღვანელობამ მამა ნესტორი სამრევლო-საეკლესიო სკოლების საგამოცდო კომისიის წევრად აირჩია. 1887 წლის 28 ოქტომბერს ქუთაისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის მეოთხე მღვდლის ადგილზე დაინიშნა. 1887 წლის 20 დეკემბერს ხელმეორედ აირჩიეს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მმართველი კომიტეტის წევრად. 1887 წლის 23 დეკემბერს, მეუფე გაბრიელის ლოცვა-კურთხევით, მამა ნესტორი გათავისუფლდა გამოჩინებულის ოლქის მთავარხუცესის თანამდებობიდან და ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1888 წლის 26 იანვარს ქუთაისის ეკლესიების სასულიერო გამომძიებლად დაადგინეს. 1888 წლის 25 მარტს მამა ნესტორი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ამშენებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1888 წლის 19 სექტემბერს სანიმუშო საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. ამავე წლის 8 აგვისტოდან ქუთაისის სანთლის ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. 1889 წლის 19 ივნისს ჩუნეშის ოლქის, ხოლო 1890 წლის 4 ივლისს -– ქუთაისის ეკლესიების მთავარხუცესად დაინიშნა. 1889 წლის 28 ივნისს სოფელ ახალბედისეულის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის განახლებისათვის ეპისკოპოსმა გაბრიელმა მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1890 წლის 1 აპრილს სკუფია უბოძეს. 1891 წლის 12 აპრილს სანთლის ქარხანაში კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ქების სიგელი მიიღო. 1892 წლის 11 დეკემბერს სამი წლის ვადით აირჩიეს იმერეთის ქალთა საეპარქიო სასწავლებლის სასწავლო კომიტეტის წევრად. 1893 წლის 21 აპრილს კამილავკა ეწყალობა. 1894 წლის 20 სექტემბერს მამა ნესტორი ახლად გახსნილი ქუთაისის სასულიერო სემინარიის სამეთვალყურეო საბჭოში შეიყვანეს. 1895 წლის 7 ივლისს სემინარიის რექტორმა, არქიმანდრიტმა დიმიტრიმ დროებით დააკისრა მდივნის მოსიხთოზი, შესრულება. 1896 წლის 24 მარტს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. ამავე წლის 14 აგვისტოს ქუთაისის გოჭოურას სასაფლაოს ეკლესიის განახლების კომიტეტის თავჯდომარედ აირჩიეს. 1899 წლის მარტს მამა ნესტორი ხელმეორედ აირჩიეს ქუთაისის სემინარიის სამეთვალყურეო საბჭოში და იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) წლების განმავლობაში პატიოსანი და თავდადებული სამსახურისათვის სასწავლებლის სახელით მადლობა გამოუცხადა 1900 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1903 წლის 3 თებერვალს წმინდა სინოდმა მთავარხუცესად თორმეტწლიანი დამსახურებული და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. 1905 წლის 7 აპრილს წმინდა სინოდმა მადლობის ფურცელი უბოძა. 1906 წლის 9 თებერვლიდან 11 სექტემბრამდე დროებით ასრულებდა იმერეთის ქალთა საეპარქიო სასწავლებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის მოვალეობას. 1906 წლის 8 მარტს ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მეორე მღვდლად დაინიშნა. 1906 წლის 6 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) ქუთაისის საკათედრო ტაძრის მეოთ' მღვდლის ადგილზე დაადგინა. 1907 წლის 15 მაისს წმინდა ანას II ხარისხის ორდენი ეწყალობა. ამავე წლის 31 ოქტომბერს წითელი ჯვრის საზოგადოების მედლით დააჯილდოვეს. 1908 წლის 11 აპრილს მამა ნესტორს უბედურება დაატყდა თავს, გარდაეცვალა მეუღლე, თეკლა გრიგოლაშვილი. ამ ტრაგიკულმა ამბავმა მოძღვარს მიაღებინა გადაწყვეტილება, მონასტერში გაეგრძელებინა საეკლესიო მოღვაწეობა. 1909 წლის 11 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) მამა ნესტორი იმერეთის ეპარქიის მონასტრების მთავარხუცესად დაადგინა. 1909 წლის 13 ნოემბერს რუსეთის წმინდა სინოდმა დეკანოზი ნესტორი მოწამეთას წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის მონასტრის წინამძღვრად გამოარჩია. 1910 წლის 5 იანვარს გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) მამა ნესტორი ბერად აღკვეცა და არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა. 1910 წლის 5 თებერვალს იმერეთის ეპარქიის სამღვდელო კადრების მოსამზადებელი კომისიის · თავჯდომარედ დანიშნა. მამა ნესტორის წინამძღვრო-
11-2 საპატრიარქოს უწყებანი N11 17-23 მარტი 2011წ გვ.19
ეპისკოპოსი ნესტორი (ყუბანეიშვილი) 1853-1938 (გაგრძელება)
ბის დროს მოწამეთას მონასტერში ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები. გარემონტდა ტაძრის შიდა სივრცე, სამრეკლო, განახლდა კანკელი და მოოქროვდა ხატები, შეკეთდა წყალსადენი, მონასტრის ეზოში გაკეთდა რკინის ახალი მოაჯირი, აშენდა ქვის კიბე და ახალი ხიდი. 1912 წლის 16 ნოემბრიდან არქიმანდრიტი ნესტორი კახეთში გადაიყვანეს და შუამთის, ალავერდისა და თეთრი გიორგის მამათა მონასტრების წინამძღვრად დაინიშნა. 1912 წლის 4 ივლისს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდსაზოგადოებამ მამა ნესტორი გაწეული ღვაწლისათვის წმინდა ნინოს ვერცხლის ჯვრით დააჯილდოვა. 1913 წლის 28 თებერვალს რომანოვების მეფობის 300 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო ჯვარი და მედალი მიიღო. 1914 წლის 6 მაისს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი უბოძეს. 1915-1918 წლებში ისევ მოწამეთას მონასტრის წინამძღვარია. 1917 წლის 12 მარტს (ძვ. სტილით) სვეტიცხოვლის საპატრიარქი ტაძარში ქართველმა სამღვდელოებამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღდგენილად გამოაცხადა. ამავე წლის აპრილის დასაწყისში საქართველოს ეკლესიის დროებითმა აღმასრულებელმა
კომიტეტმა თანამდებობიდან გადააყენა იმერეთის ეპისკოპოსი გიორგი (ალადაშვილი). ეპარქიის მართვა დაევალა საქართველოს საკათოლიკოსო ეკლესიის მმართველობის იმერეთის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარედ მოწამეთას მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ნესტორი დაინიშნა. იგი ამ თანამდებობაზე 1917 წლის 8-17 სექტემბრამდე, პირველ საეკლესიო კრებამდე იმყოფებოდა. ამ კრებაზე შეიქმნა ქუთაისის ეპარქია, რომლის მმართველად ყოფილი გორის ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე) აირჩიეს. 1917 წლის 2 ოქტომბერს მეუფე ანტონი ქუთაისში ჩამოვიდა და მამა ნესტორმა მას გადააბარა ეპარქიის საქმეები. ამის შემდეგ იგი კვლავ მოწამეთას მონასტერს დაუბრუნდა. 1919 წლის აგვისტოში არქიმანდრიტი ნესტორი გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს. როდესაც · იგი ამ თანამდებობაზე დაინიშნა, მონასტრის ეკონომიური მდგომარეობა ძლიერ სავალალო იყო. ხელისუფლებამ მას კუთვნილი მამულები, ტყე, საყანე ადგილები და წისქვილი ჩამოართვა. მონასტრის შემოსავალი ძალზე მცირე იყო და ბერები ნივთიერ გაჭირვებას განიცდიდნენ. აი, რას წერდა 1919 წელს არქიმანდრიტი ნესტორი გელათის მონასტრის გაჭირვების შესახებ გაჯეთ ჩვენი ქვეყანის ფურცლები გელათის მონასტერი საქართველოს დიდებაა. ქართველისათვის გელათი არის სარწმუნოებრივი სიწმინდე და ეროვნული საუნჯე. გელათი არის ნაშთი მსოფლიო სასახელო ხელოვნებისაც და ქართული ხუროთმოძღვრებისაც, რვაასი წელიწადი ეს ისტორიული ძეგლი მჭევრმეტყველად ღაღადებს საქართველოს ერის ღირსებას და დიდებას. თუ ქართველი ერი ეცდება, ეს ძეგლი სამუდამოდ იქნება და მომავალ საუკუნეთა მიმდინარეობა მას ვერ შეარყევს. ქართ-ველი ერის მოვალეობაა, ეს დიდებული ისტორიული განძი დაიცვას, შეინახოს და მომავალ თაობას უვნებლად გადასცეს. თუ ქართველი ერი ისევ ქართველია, გელათი ვერც გარეშე მტერმა უნდა წაიღოს და ვერც სტიქიონმა დაანგრიოს. თუ ქართველი ისევ ქართველია, გელათს ჭირისუფალი არ უნდა მოაკლდეს. საქართველოს მთავრობაც და ყოველი მოქალაქეც მოვალეა ისტორიის და ერის წინაშე გელათს მოუაროს და ისე მოაწყოს, რომ იქ მისვლა და ყველაფერის დათვალიერება გაადვილდეს, რომ ამით სულიერი საზრდო მიიღოს და უზენაესი სიამოვნებაც განიცადოს მლოცველმაც და სიძველეთა მნახველ-მკვლევარმაც. ამჟამად განზრახულია გელათის მონასტერს და რკინიგზის სადგურს შორის შუა ავტომობილით მიმოსვლა გამართონ, მონასტერში ელექტრონით განათება მოაწყონ და სხვადასხვა ტექნიკური გაუმჯობესობა მოახდინონ, ამისთვის გელათის მონასტრის ძმობა, წინამძღვრის მეთაურობით და სასულიერო მთავრობის სათანადო ნებართვით, საქართველოში შეწირულობას აგროვებს და იმედი უნდა ვი
11-3 საპატრიარქოს უწყებანი N11 17-23 მარტი 2011წ გვ.20
ეპისკოპოსი ნესტორი (ყუბანეიშვილი) 1853-1938 (დასასრული)
ქონიოთ, რომ ყოველი ქართველი, შეძლებისდაგვარად, წვლილს გამოიღებს და ძმათა კეთილი განზრახვა მალე განხორციელდება. ყველამ უნდა ეცადოს, რომ გელათის გაუმჯობესებაში მასაც წილი ედვას. გელათისათვის შეწირულების გაღება ქველმოქმედებაც არის და სამშობლოს სამსახურიც. ღმერთი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეეწიოს და კეთილ ეყოს ყოველ შემომწირველს“. 1923 წლის 5 ივნისს მთავრობის განკარგულებით დაიკეტა გელათის მონასტერი და იქ მოღვაწე ბერებს გამოუცხადეს, ერთ კვირის განმავლობაში დაეტოვებინათ მონასტერი. ამავე წლის 21-25 აგვისტოს მოხდა გელათის მონასტრის ქონების დეტალური აღწერა. შემდგომში ეს ნივთები ქუთაისის საისტორიოეთნოგრაფიულ მუზეუმში გადაიტანეს, რომლის დირექტორიც მამა ნესტორის სიძე, ტრიფონ ჯაფარიძე გახლდათ. არქიმანდრიტი ნესტორი იძულებული გახდა, საძმოსთან ერთად, მონასტრიდან წასულიყო. იგი ქუთაისში, საკუთარ სახლში დაბინავდა. 1924 წლის 18 მაისს სიონის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, ურბნელმა ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) და ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა სვიმონმა (ჭელიძე) არქიმანდრიტ ნესტორს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და ბათუმშემოქმედის ეპარქია ჩააბარეს. 1926 წლიდან მეუფე ნესტორი ჭყონდიდის ეპარქიაში გადაიყვანეს. 1928 წლის 24 მარტს იგი ცაგერის ეპარქიაში დაინიშნა. 1929 წლის 19 ნოემბრიდან წილკნელი მღვდელმთავარია. 1930 წლის 29 ივლისიდან, თავისი თხოვნის საფუძველზე, პენსიაზე გავიდა და ქუთაისში, საკუთარ სახლში ცხოვრობდა. 1935 წლის 10 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით, ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე შეხვდა და ესაუბრა პენსიაზე მყოფ ეპისკოპოს ნესტორს. მამა ვასილმა მას გადასცა უწმიდესი კალისტრატეს დანაბარები, რომ იგი სათავეში ჩასდგომოდა დაქვრივებულ ქუთაის-გაენათის ეპარქიას, მაგრამ მეუფე ნესტორმა, სიბერისა და უძლურების გამო, უარი განაცხადა. ეპისკოპოსი ნესტორი 1938 წლის 29 ივლისს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. იგი დასაფლავებულია ქუთაისში, საფიჩხიის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის გალავანში, საკურთხევლის აღმოსავლეთით. მეუფე ნესტორი ავტორია რამდენიმე სასულიერო შინაარსის წიგნებისა. მათ შორის: „სახელმძღვანელო საღმრთო სჯულის სასწავლებლად“, „შემოკლებული ძველი და ახალი აღქთმის ისტორია“, „ახსნითი ლოცვები“, „ათი მცნება და სიმბოლო სარწმუნოებისა“, „საიდუმლოების ახსნა“, „ქრისტეს ეკლესია და პირველი ქრისტიანების ცხოვრება“, „ქრისტეს სწავლის გავრცელება“ თბილისი 1885 წელი; „ღირსი მამა დავით გარესჯელი“ ქუთაისი 1893 წელი; „ცოლ-ქმრობა“ -- თბილისი 1899 წელი; „გზა ცხოვრებისა“ – ქუთაისი 1901 წელი და სხვა.
12 საპატრიარქოს უწყებანი N12, 24-30 მარტი 2011 წ. გვ.18
იღუმენია ნინო (ციციშვილი)1872-1946
იღუმენია ნინო, ერში -–– ელენე ციციშვილი, 1872 წელს, ქართლში, თავადის ოჯახში დაიბადა. პატარა ელენემ პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, რის შემდეგ მშობლებმა იგი თბილისის ქალთა ეპარქიალურ სასწავლებელში მიაბარეს, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. სასწავლებლის დასრულების შემდეგ ელენე მითხოვდა თავად ბარათაშვილს, რომელთანაც რამდენიმე წელიწადი იცხოვრა. მეუღლის ნაადრევად გარდაცვალების გამო, მან მიილო მტკიცე გადაწყვეტილება, რათა დარჩენილი ცხოვრება მონაზვნობაში, ლოცვასა და ღვთის მორჩილებაში გაეტარებინა. ამ სურვილით მივიდა მცხეთაში, სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში, სადაც მალევე მორჩილის კაბით შემოსეს. 1905 წლის 10 თებერვალს საქართველოს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) მორჩილი ელენე სამთავროს დედათა მონასტრის საქმის მწარმოებლად დანიშნა. 1909 წლის 5 ივლისს ალავერდელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) იგი მონაზვნად აღკვეცა და სახელად ნინო უწოდა. ამავე წლის 15 ოქტომბერს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის ბრძანების საფუძველზე, მონაზონი ნინო სამთავროს მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს. 1910 წლის 16 მაისს მას იღუმენიას წოდება მიენიჭა. 1913 წლის 6 მაისს კი სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა ქართველი კომუნისტების დახმარებით განახორციელეს საქართველოს ანექსია. ქვეყანაში დამყარდა სასტიკი ტერორი, რაც განსაკუთრებით ქართულ ეკლესიაზე აისახა. ეკლესია-მონასტრები უნუგეშო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამ მხრივ გამონაკლისი არც სამთავროს დედათა მონასტერი იყო, თუმცა მონასტრის წევრები გაჭირვებით, მაგრამ მაინც ახერხებდნენ თავის გატანას.
1917-1921 წლებში მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერს სულიერ წინამძლოლობას უწევდა მღვდელი ლევან ტლაშაძე, რომელიც 1922 წლის 1 იანვარს ოძისის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) ლოცვა-კურთხევიი მონასტერში წირვა-ლოცვის შესრულება სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურებს დაევალათ, ხოლო 1923 წლის 22 დეკემბერს ილუმენია ნინოს თხოვნით, მონასტრის სულიერ მოძღვრად ქვათახევის მონასტრის მღვდელ-მონაზონი სერგი (ძოწაძე) დაინიშნა, რომელიც რამდენიმე წელი თავდადებულად ემსახურა მონასტერს. იღუმენია ნინო ცდასა და მონდომებას არ აკლებდა, რათა ამ დიდებული ტრადიციების მქონე მონასტერს შეძლებისდაგვარად კვლავ საეკლესიო ტიპიკონით გაეგრძელებინა ცხოვრება. იგი პირადი მაგალითით ამხნევებდა მონაზვნებს და სულიერად განამტკიცებდა მათ. ამასთანავე, ცდილობდა შეენარჩუნებინა დისციპლინა მონასტერში, მკაცრად ყოფილიყო დაცული წეს-ჩვეულებანი და არ მოხდარიყო მონაზვნებისა და მორჩილების დაფანტვა სავანიდან. შემორჩენილია 1926 წლის 3 ნოემბრით დათარიღებული ერთი წერილი, სადაც ის წილკნის ეპისკოპოს პავლეს (ჯაფარიძე) სთხოვს, მონასტრის ტიპიკონის დარღვევის გამო,
12-1 საპატრიარქოს უწყებანი N12, 24-30 მარტი 2011 წ. გვ.19
იღუმენია ნინო (ციციშვილი)1872-1946 (გაგრძელება)
გაფრთხილება მისცეს მონაზონ სოფიოს. აი, რას წერდა იგი: „თქვენო მეუფებავ, ჩვენს კრებულში გახლავთ მონაზონი სოფიო არბოლაშვილი, რომელიც ამჟამად არ ემსახურება მონასტერს. გთხოვთ უმორჩილესად, უბრძანოთ, რომ თუ მონასტერში უნდა ყოფნა, მონასტრიდან არ იაროს და რაც საქმე შეეხება, მონასტერ-ში შეასრულოს, თუ არა და, გთხოვთ უმორჩილესად, განკარგულება მოახდინოთ, რაც კანონი მონასტრისა არის“. ეპისკოპოსი პავლეც თავის მხრივ პასუხობს: „წინადადებას ვაძლევ მონაზონ სოფიოს, დაემორჩილოს ყოველივე მონასტრის წესს და წინამძღვრის განკარგულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, დათხოვნილ იქნება მონასტრიდან როგორც ვხედავთ, XX საუკუნის 20-იანი წლების შუა პერიოდში სამთავროს დედათა სავანე ჯერ კიდევ მოქმედი მონასტერია, სა დაც კვლავინდებურად აღესრულება ღვთისადმი სავედრებელი ლოცვა ვედრება. თუმცა, სამწუხაროდ, მდგომარეობა მალევე შეიცვალა. 20-იანი წლების ბოლოს მონასტერში უპატრონო ბავშვთა თავშესაფარი მოეწყო. მონაზვნები მონასტრიდან გამოდევნეს, შემდეგ კი მხოლოდ ერთი ოთახი დაუთმეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა მცხეთის სამეურნეო არტელი „ქალთა შრომა“, რომელშიც მონაზვნები გაერთიანებულან. მათ კარგა ხანს საარჩევნო ხმის უფლებაც ჩამორთმეული ჰქონიათ. 1933 წლით დათარიღებული ერთ-ერთი საბუთი კი წარმოადგენს I საფეიქრო მუშების სიას, რომელშიც იღუმენია ნინო ამ საწარმოს რიგითი წევრია, თავჯდომარედ კი მონაზონი ანუსია (კოჭლამაზიშვილი) აურჩევიათ. აქ, როგორც ჩანს, გარკვეული როლი უნდა ეთამაშა იღუმენია ნინოს თავადურ წარმოშობას, რაც იმ დროისათვის არასასურველად ითვლებოდა. მიუხედავად ხელისუფლების დაჟინებული მცდელობისა, სამთავროში ამ სასტიკ წლებშიც კი არ დამცხრალა სულიერი ცხოვრება. მონასტერი ოფიციალურად გაუქმებული იყო, თუმცა დედები მაინც ახერხებდნენ სამონასტრო წესით ფარულად ეცხოვრათ. ეს კარგად ჩანს ამ პერიოდის მონასტრის დედებისა და ღვთისმსახურთა პირადი მიმოწერიდან. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწე დედები და მათი სულიერი დები და ძმები ერთმანეთს ამხნევებდნენ ამ წერილებით. როგორც წერილებიდან ირკვევა, მონაზვნებს იმხანად სულიერ წინამძღოლობას სვეტიცხოვლის ტაძრის მღვდელმსახური, 1932 წლიდან კი ზედაზნის მონასტრის იღუმენი ექვთიმე (კერესელიძე) უწევდა, რომელიც 2002 წელს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავდადებული მოღვაწეობისათვის წმინდათა დასში შერაცხა. წერილებიდან ისიც ჩანს, რომ ქართველი სამღვდელოება სამთავროს დედათა მონასტერს მოქმედ მონასტრად მიიჩნევდა. XX საუკუნის 30-იან წლებში სამთავროს დედათა მონასტერი კულტურის ძეგლად გამოცხადდა, ხოლო 1938 წელს მონაზონი ანუსია ძეგლის მცველად არის მოხსენიებული. როგორც ირკვევა, ამ პერიოდში იღუმენია ნინო საერთოდ აღარ მოიხსენიება წინამძღვრად, რაც, სავარაუდოდ, იმით აიხსნება, რომ იგი უკანასკნელ პერიოდში ხშირად ავადმყოფობდა და ძველებურად ვეღარ ახერხებდა სულიერი წინამძღოლობა გაეწია სამთავროს მონასტერში შემორჩენილი დედათა კრებულისათვის. ეს დასტურდება მენჯის შუშანიების დედათა სავანის წინამძღვრის, იღუმენია ფავსტოსადმი გაგზავნილი წერილითაც, სადაც მოთხრობილია იღუმენია ნინოსა და სამთავროს მონასტერში დატრიალებული უკანასკნელი ამბები. ბარათის ავტორია წილკნელი ეპისკოპოსი ტარასი (კანდელაკი) წერილი 1946 წლის 4 მარტით თარიღდება: ცჩემო სულიერო შვილო, დედაო იღუმენია ფავტო! დაგლოცოთ ღმერთმა! როგორც ჩქარა მიპასუხეთ, ისე ჩქარაც მივიღე თქვენი წერილი. სამი მარტის მენჯის ფოსტის ბეჭედი აზის წერილს და ოთხ მარტს მე მომივიდა, გამიკვირდა. აქედან თბილისში ორ-სამ დღეს ძლივს იღებენ და მათგან აგრე სწრაფად როგორ მივიღე-მეთქი. თქვენი წერილი კი გამიხარდა, მაგრამ ფულის გამოგზავნა არ მიამა. მე ხომ გწერდით, რომ თუ თქვენ მიგზავნით, არ გააკეთოთმეთქი. სხვაზე არას ვამბობდი, მაგრამ არ გამიგეთ. როგორ შეიძლება ძროხა გაყიდოთ და მე მიგზავნოთ ფული. თქვენი მიცვალებულები ჩემს მოსახსენებელში ყველა მიწერია და მუდამ ვიხსენიებ, ცოცხლებს კი ხომ გიცნობთ და, რა თქმა უნდა, ვლოცულობ თქვენზე. იღუმენია ნინოს ამბავი ასე იყო: მონასტრიდან რომ გამოასახლეს, ყველანი ერთად ერთ პატარა მიწურატაკიან ოთახში მოთავსდნენ. იღუმენია ნინო და სამიც მონაზონი გამუდმებით ერთად იყვნენ. ვერ აიტანა საწყალმა ამგვარი ცხოვრება, ამბობდა, მალე მოვკვდებიო და, მართლაც, მძიმედ ავად გახ-
12-1 საპატრიარქოს უწყებანი N12, 24-30 მარტი 2011 წ. გვ.20
იღუმენია ნინო (ციციშვილი)1872-1946 (დასასრული)
და, უმკურნალეს და გამობრუნდა, მაგრამ ავადობამ კვლავ გაუხსენა და 10 თებერვალს, ღამის პირველის ნახევარზედ გარდაიცვალა. მე მეორე დილას მივედი მათთან სახლში, ჩვენგან ახლოს ცხოვრობდა. პანაშვიდი გადავუხადე და წამოვასვენე ჩვენს ტაძარში. დილა-საღამოს პანაშვიდებს ბლომად ესწრებოდა ხალხი. 14-ში, შაბათს, მევე ჩავუტარე წირვა, ხალხიც ბევრი მოვიდა. წირვის შემდეგ გამოვედით ეკლესიიდან და ანდერძი სამი საათისათვის დავნიშნე. უკანასკნელად ჩვენს გალავანში გავუძეხი წინ და მერე მისმა ნათესავებმა წაასვენეს მონასტერში და ეკლესიის აღმოსავლეთის მხარეს დაასაფლავეს. მწერთ, რომ ჩამოსვლა გსურთ, ამაზე მეც გთხოვდი და მოხარული ვიქნებოდი თქვენის აქ მოსვლით, მაგრამ ახლა არ გირჩევთ. თვინიერ იმისა, რომ ძნელია მგზავრობა, საშიშიც არის, ეპიდემიის გამო მატარებლის ვაგონები დატილიანებულიაო და ტიფიანი ავადმყოფის ტილმა თუ უკბინა კაცს, ისიც ავად გახდება თურმე. თბილისში უკვე არიან ტიფით ავად. ასე რომ, კარგი დროისათვის გადასდევით თქვენი ჩამოსვლა. მშვიდობა იყოს და ყოველივეს მოვესწრებით. იღუმენია ბატონო, გეცნობებოდათ, აქ რომ კახეთელიძე იყო, 93 წლისა, გაიკრიჭა, ტანისამოსი გაიხადა, მღვდლობას დაანება თავი და „,სტოროჟად“ დადგა. ჩემი აწენდაწეწვა სულ იმის ბრალი იყო, არ ვიცი, რა მიზეზით, მაგრამ ცდილობდა, რომ გავეციმბირებინეთ. დღედაღამ ჩემს მტრობაში იყო. ვენაცვალე უფლის სახელს! -- დამიფარა. მთავრობა ჩემს დევნას შეეშვა და ნება დამრთეს ტაძარში დავბრუნებულიყავი. ყველანი მოხარულნი არიან ამისა, მაგრამ მაინც მაწუხებს კითხვა: ნეტა რა დავუშავე ამ 90 წლის კაცს ან ვინ შეასმინა ეწერა ჩემზე „დანოსები“. ისე მოულოდნელად გარდაიცვალა, ვერც დავეკითხე და ვერც ვერაფერი გა- ვიგე დანამდვილებით. რა სასწაულები მოხდა აქ, ვერ მოგწერთ, თუ ოდესმე გნახავთ, გიამბობთ. დედა ზოილე და ერთი ავადმყოფი მონაზონი, ქრისტინე, კვლავ ერთ ოთახში არიან, მესამე წელიწადია ზოილე მას უვლის, სიყვარულით მოგიკითხათ ორივემ. ავადმყოფ სქემმონაზონ მარიამს ჩემ მაგიერ გადაეცი ლოცვა-კურთხევა და დიდი სამადლობელი სახსოვრისათვის. მე მოხსენიებაში მას არასოდეს ვივიწყებ. აგრეთვე ლოცვა-კურთხევა დედათქვენს და თქვენს დასაკეფსიმეს. ბევრი რამ მინდა, შვილო, მოგწერო, მაგრამ ვჩქარობ და ეხლა ეს იკმარე. იყავით კარგად და ჯანმრთელად. ვიცი, რა გარემოებაშიც გიხდებათ ბრძოლით ცხოვრება, მაგრამ მარტო თქვენ არა ხართ ასე, ბევრი ამხანაგიც გყავთ.... უფალი იყოს თქვენი შემწე და მფარველი, გიძღოდეთ ყოველ გასაჭირში! ნეტავ, როდის ვეღირსები თქვენსა და თქვენი სავანის ნახვას. თქვენთან გულდინჯ საუბარს. აწ, მგონი, მე ამას ვერ ვეღირსო და ნუ დამივიწყებთ მოხუცს. მარად თქვენი მომხსენებელი ეპისკოპოსი გირო ასე, მონასტრიდან დევნილობაში დაასრულა თავისი ცხოვრება იღუმენია ნინომ, რომელსაც ჩვენი ეკლესიის ყველაზე ტრაგიკულ და უმძიმეს პერიოდში მოუწია მონასტრის წინამძღვრობა და სასულიერო მოღვაწეობა. მისი გარდაცვალებიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა; ჩვენი გულგრილობისა და მოუცლელობის საბაბით კი ასეთ პიროვნებათა საქმენი სათანადოდ წარმოჩენილიც არ არის, თუმცა იგი დავიწყებას არ ეძლევა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი უკვდავი სული.
13 საპატრიარქოს უწყებანი N13, 31 მარტი - 6 აპრილი 2011წ გვ.17
მღვდელი ალექსანდრე ივანიცკი და მისი ოჯახი
მღვდელი ალექსანდრე ივანიცკი XIX ს-ის | ნახევარში საინგილოში, სოფელ მუღანლოში, მაჰმადიანი გლეხის ოჯახში დაიბადა. ისტორიული გადმოცემით, ამ სოფლის მცხოვრებლები XIV სში თემურ-ლენგის ლაშქარს მოჰყოლიან საქართველოში და საცხოვრებლად აქვე დარჩენილან. აქ კიდევ რამდენიმე სხვა სოფელიცკც არის მაშინდელი მონღოლებისგან დარჩენილი. როგორც ალექსანდრეს მამა, ისე ყველა სხვა მონღოლი, მაჰმადიანები არიან. ალექსანდრეს თავადპირველი სახელი იყო მაჰმადი.
პროფესორ თენგიზ ივანიცკის გადმოცემით, ინგილო ივანიცკების წარმოშობის ისტორია ასეთია: XIX ს-ის 50-იან წლებში შამილის ბანაკიდან გამოქცეულა 22 წლის მიურიდი, ინგილო ალექსანდრე, სოფელ ფარდალოს მკვიდრი, გვარად ინაშვილი. იგი იშვილა და თავისი გვარი მისცა პოლკოვნიკმა ივანიცკიმ, რომელიც მეფისნაცვლის, ვორონცოვის ამალაში მსახურობდა. შამილის მმართველობის პერიოდში როგორც მაჰმადი, ისე მამამისი, ლეკთა ლაშქარში მსახურობდნენ და რუსების წინააღმდეგ იბრძოდნენ. შემდგომში მამა ალექსანდრე ყვებოდა ხოლმე: შამილს კარგად ვიცბდი და ერთ დროს იმის „მიურადად“ ვითვლებოდიო. ერთხელ ქართველთა მონასტერი (სავარაუდოდ, დავით გარეჯისა) რომ გავძარცვეთ, მე ნივთების გაყოფის დროს, მოოქროვილი ბარძიმი მერგოო. 1859 წელს, შამილის დატყვევების შემდეგ, მაჰმადს გაუცვნია ქიზიყელები (ვინაობა უცნობია), რომელთაც მისთვის გაქრისტიანება ურჩევიათ. მაჰმადი მისულა ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში, მონათლულა და იქვე მორჩილად დარჩენილა. აქ, თავისივე მეცადინეობით და შრომით, იმდენად გავარჯიშებულა წმინდა წერილში და ისე საფუძვლიანად შეუსწავლია ქართული ენა, რომ მალევე დიაკვნად უკურთხებიათ. 1882/83 წლებში დიაკონ ალექსანდრეს მღვდლად დაასხეს ხელი და ფშავის მხარეში განამწესეს, 1886 წელს საინგილოში ალიბეგლოს წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. მამა ალექსანდრემ ზედმიწევნით იცოდა თათრული (აზერბაიჯანული) და არაბული ენები, კარგად იყო განსწავლული მაჰმადიანურ რელიგიაშიც. გაქრისტიანებამდე იგი რამდენიმე წელიწადს თავის სოფელში მოლად მსახურობდა და თითქმის მთელი ზაქათალის მაზრა მას ალექსანდრეს კი არა, მოლა მაჰმადს ეძახდა. ხალხისათვის საყვარელი იყო მოლა მაჰმადი: იგი იყო ყველას მამა, ძმა და მეგობარი. მეტადრე უყვარდათ ღარიბ ხალხს, რომელთაც დიდ დახმარებას უწევდა თავისი ჭკვიანური დარიგებებით. ორი იარაღით, ქრისტიანული და მაჰმადიანური ღვთისმეტყველებით აღჭურვილი მღვდელი ალექსანდრე, მოლა მაჰმადი, უძლეველი იყო აქაურ მოლებთან და ეფენდებთან სარწმუნოების შესახებ შეკამათება-შებაასების დროს. მას სახელი ჰქონდა გავარდნილი მაჰმადიანებში, როგორც მაჰმადის მოძღვრების საუკეთესო მცოდნეს. მღვდელი ალექსანდრე ორ- ჯერ იყო შეუღლებული: ერთხელ მაჰმადიანობაში –- ქებინით და ერთხელაც ქრისტიანობაში ჯვრისწერით. პირველი ცოლისაგან მას დარჩა გათხოვილი ქალები და მეორისაგან კი – შვიდი შვილი. ყოველგვარმა მცდელობამ, თავისი მუსულმანი ძმები და დები გაექრისტიანებინა, ამაოდ ჩაიარა. მისი ნათესავები ბოლომდე მაჰმადიანებად დარჩნენ. საყველასათვის საყვარელი და კეთილშობილი მოძღვარი ადრეულ ასაკში, 55 წლისა, მოულოდნელად აღესრულა. მისმა სიკვდილმა დაამწუხრა მთელი საინგილოს მოსახლეობა, როგორც მაჰმადიანები, ისე ქრისტიანებიც. მამა ალექსანდრეს მეორე ქორწინებაში ჰყავდა შვიდი შვილი, რომელთაგან სამმა მამასავით (მეოთხე, რაფაელი, საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს წევრი და ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ცოტა მოგვიანებით, ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში აკურთხეს; მსახურობდა ჯერ პარიზში, შემდეგ კი -- მადრიდის სამრევლოში. აღესრულა 1966 წლის 27 ივნისს, არქიმანდრიტის ხარისხში), სასულიერო გზით გააგრძელა მსახურება. უფროსი ვაჟი აპოლონი 1864 წელს დაიბადა. მან დაამთავრა თბილისის სამასწავლებლო კურსები, საიდანაც ალიბესლანის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1892 წლის 7 ივნისს სიონის საკათედრო ტაძარში გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) აპოლონი დიაკვნად აკურთხა, ერთ კვირაში მღვდლად დაასხა ხელი და ვართაშენის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის წინამ
13-1 საპატრიარქოს უწყებანი N13, 31 მარტი - 6 აპრილი 2011წ გვ.18
მღვდელი ალექსანდრე ივანიცკი და მისი ოჯახი (გაგრძელება)
ძლვრად დაადგინეს. 1900 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილ- დოვდა. 1900 წლის 1 ივლისს კოდის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. ამავე წლის 19 ოქტომბერს დიღმის წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ეკლესიაში განამწესეს. მამა აპოლონის ინიციატივით სოფელ დიღოშში გაიხსნა საკვირაო სკოლა. აი, რას წერდა გაზეთი „ივერია“ ამასთან დაკავშირებით: „ადგილობრივი მღვდლის აპოლონ ივანიცკის მზრუნველობით არსდება საკვირაო სკოლა მოზრდილთათვის. უკვე 40-ზე მეტი გლეხი ჩაეწერა (18-დან 65 წლისანი), მათ შორის, სოფლის ყველა მოხელენი. სწავლების თვიური ფასი 40 კაპიკია. ეს ფული სასწავლო ნივთებისა და წიგნების ყიდვას მოჰხმარდება. წერა-კითხვა და საგნების სწავლება (პირველდაწყებითი ცოდნა საღმრთო სჯულიდგან, კანონმდებლობიდამ, მედიცინიდგან, აგრეთვე ანგარიში) იტვირთა თვით მღვდელმა უსასყიდლოდ. ამავე მღვდელმა დაიარა გლეხების ოჯახობა და უხსნიდა ხალხს აბრეშუმის ჭიის მოყვანის საჭიროებას. ვისაც ფურცელი მოეპოვება, თბილისის „სააბრეშუმო სადგურიდან“ თესლის მოტანასაც მღვდელივე დაჰპირდათ. აქამომდე კი ხალხი გაურბოდა ჭიის მოყვანასა: სეტყვა და ქარი იმან იცისო. ვისურვოთ, განხორციელებულიყოს ეს კეთილი წამოწყება“. 1902 წლის 26 ოქტომბერს მამა აპოლონი საინგილოში მისიონერად გადაიყვანეს და ყორაღანის სამრევლო ჩააბარეს. 1906 წელს ზაქათალის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს. 1914 წელს მოძღვარი პირველი მსოფლიო ომში სამხედრო კაპელანად დაინიშნა და 490-ე საველე გოსპიტალში მსახურობდა. 1915 წლის 2 მარტს სკუფიით დააჯილდოვეს. XX ს-ის 20-იან წლებში, ეკლესიების საყოველთაო დარბევისა და დახურვის ეპოქაშიი მღვდელი აპოლონი კვლავ განაგრძობდა მღვდელ- მსახურებას. მისი შემდგომი ბედი უცნობია. მომდევნო ძმა, დეკანოზი ტარასი 1868 წელს დაიბადა. 1886 წელს მამამისმა იგი თბილისის სასულიერო სემინა- რიაში მიაბარა. 1892 წლის 28 იანვარს VI კურსის სტუდენტს ეგზარქოსის ჯვრის სახელობის კარის ეკლესიაში, საღმრთო ლიტურგიის დროს, საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) სტიქარი უკურთხა. 1892 წლის ივნისში მან სემინარია წარჩინებით დაასრულა და სწავლა რუსეთში,ყაზანის აკადემიაში გააგრ-ძელა. სამშობლოში დაბრუნებული არასი 1894 წლის შობის მარხვა113 ში საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის გადაწყვეტილებით საინგილოში, მისიონერად განამწესეს. აი, რას წერდა გაზეთი „ივერია“ მის შესახებ: „ეს ორი თვე იქნება, რაც სასულიერო მთავრობამ ზაქათალის ოლქის მისიონერად და სკოლების ინსპექტორად დაამტკიცა ბატონი ტარასი ივანიცკი. ახალი მისიონერი არის ზაქათალის ოლქის სოფელ კახის მცხოვრებ მღვდლის შვილი, რომელიც მონათვლამდის იყო შამილის მიურიდი და მოლა. თბილისის სემინარიაში კურსის შესრულების შემდეგ სტუდენტის ხარისხით ბატონი ივანიცკი მთავრობამ გაგზავნა ყაზანის აკადემიაში სამისიონერო საქმის სპეციალურად შესასწავლად. 1894 წელს მან ღირსეულად შეასრულა აკადემიის სამისიონერო კურსები და დაბრუნების შემდეგ გამწესდა ჩვენი ოლქის მისიონერად. როგორც ზაქათალის ოლქის მცხოვრებმა და ყაზანის აკადემიაში სამისიონერო საქმის შემსწავლელმა ბატონმა ივანიცკიმ იცის აქაურ ხალხის ზნე-ჩვეულებანი და ენები: გარდა ქართულისა და რუსულისა, თათრული და არაბული, აგრეთვე მუსულმანური ღვთისმეტყველებაც, ყურანი და სხვა. მაშასადამე, ინგილოებისთვის ზაქათალის ოლქში გაუმწესებიათ კავკასიაში ქრისტიანობის აღმადგენელი საზოგადოების მისიონერად ყოვლისმხრივ შესაფერი კაცი. ამ მოკლე ხან ბატონი ივანიცკი ყოფილა სხვადასხვა მუსულმან ინგილოს სოფლებში. სოფელ ყორაღანში მასთან ერთად იყო ინგილოთ ბლაღოჩინი იროდიონ ოქროპირიძე. ამ სოფელში ერთი წილი ინგილოებისა ქრისტიანია და მეორე -- მუსულმანი. ახალმა მისიონერმა და ბლაღოჩინმა მეჩეთის ეზოში ხალხს აუხსნეს ქრისტიანობრივი სწავლა და დაარიგეს იქ მყოფნი კეთილს გზაზედ. მოლებმა და ეფენდებმა შეიტყვეს, რომ ახალმა მისიონერმა იმათი ყურანი კარგად იცის, ამიტომ ისინი მიიმალნენ და ვერ გაბედეს მისიონერთან ბაასი სარწმუნოებაზედ. გარდა ამ კეთილის საქმისა, ახალმა მისიონერმა ამ მოკლე ხანში სხვა სიკეთეც შესძინა საზოგადო საქმეს. მისი მეცადინეობით ქრისტიანობის აღმადგენელმა საზოგადოებამ გახსნა სოფელ კახში სამისიონერო ბიბლიოთეკა, რომლის ზედამხედველადაც დაინიშნა ბატონი ივანიცკი. ბიბლიოთეკა საყოველთაოა მთელი ოლქის მღვდლებისა და მასწავლებლებისათვის“. 1897 წელს ტარასიმ ქრისტიანობის აღმადგენელ
13-2 საპატრიარქოს უწყებანი N13, 31 მარტი - 6 აპრილი 2011წ გვ.19
მღვდელი ალექსანდრე ივანიცკი და მისი ოჯახი (გაგრძელება)
საზოგადოებას მიმართა ახალი ინიციატივით, რათა ზაქათალის ოლქში დაარსებულიყო ცენტრალური სამისიონერო სკოლა, ისეთივე როგორც ყაზანში იყო თათრებისათვის. მისი აზრით, ეს სკოლა უნდა განთავსებულიყო სოფელ კაკში. გარდა ამისა, მას საჭიროდ მიაჩნდა თათრული ანბანის შედგენა რუსული ასოებით, საეკლესიო წიგნების თათრულ ენაზე გადაყვანა და ხალხში გავრცელება. მან შეადგინა სამოქმედო სქემა, როგორ უნდა მომხდარიყო აღნიშნული პროგრამის სისტემაში მოყვანა და წარუდგინა საქართველოს ეგზარქოს ვლადიმერს (ბოგოიავლენსკი), რომელმაც, თავის მხრივ, ამ საკითხის განხილვა მიანდო თბილისის სემინარიის რექტორს, არქიმანდრიტ სერაფიმეს, ყოფილ მისიონერ არქიმანდრიტ ლეონიდეს (ოქროპირიძე) და სიონის ტაძრის დეკანოზ ესტატე ელიაშვილს. სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვა, თუმცა საბოლოოდ ტარასი ივანიცკის პროექტმა მოწონება არ დაიმსახურა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მისეული გეგმა რამდენიმე ათეულ წელიწადში მაჰმადიან ინგილოებს გადააქცევდა აზერბაიჯანულ და რუსულ ენაზე მოლაპარაკე ქრისტიანებად. ცხადია, ეს გეგმა ინგილოთა ეროვნულობის დაცვის საქმეს ვნების მეტს არაფერს მოუტანდა. ეპისკოპოსი კირიონი აგრეთვე უარყოფდა ივანიცკისეულ მეთოდებს. იგი წერდა: „კარგი, განათლებული და თავისი საქმის მოყვარული მისიონერი ყოველთვის შესძლებს მაჰმადიანი ინგილოების გაქრისტიანებას. ინგილოები არიან ისლამის მიმდევარი ფანატიკოსი ხალხი. მათ კარგად იციან, რომ ქართველები არიან და სახლში ერთმანეთს ქართულად ელაპარაკებიან. მაშასადამე, აქედან გამომდინარე, მაჰმადიან ინგილოებში საუკეთესო ნიადაგი არსებობს ქრისტიანულ სარწმუნოების აღდგენისათვის, თუკი ამას გულით და სულით მოიწადინებს კარგად განათლებული მისიონერი“. მამა ტარასი ენერგიას არ იშურებდა ინგილოებისა ეგრებროთვრ, მაგრამ ის მეთოდი, რომელიც მან ამ მიზნის მისაღწევად აირჩია, გამართლებული არ იყო.
1897 წელს საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა ტარასი დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და საინგილოში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და ამავე მხარეში არსებული სამისიონერო სკოლების ინსპექტორად დანიშნა. 1898 წლის აპრილში მამა ტარასი საგვერდულით დაჯილდოვდა. ამავე წელს სოხუმის ეპისკოპოს არსენის (იზოტოვი) თხოვნით, მღვდელი ტარასი აფხაზეთში გადაიყვანეს და სოხუმის ოლქის მისიონერად და ამავე ოლქში არსებული ქრისტიანობის აღმდგენელი სკოლების გამგედ დაინიშნა. აქტიური მოღვაწეობა გააჩაღა მამა ტარასიმ სოხუმის ეპარქიაში, სადაც ორ წელიწადში 108 კაცი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე. ესენი იყვნენ კოდორის მხარის სოფელ ტამიშისა და ცხენისწყლის მცხოვრებნი. 1900 წლის 15 მაისს დამსახურებული მოღვაწეობისათვის მას სკუფია უბოძეს. 1901 წლის 3 თებერვალს წმინდა ანას'III ხარისხის ორდენით დაჯილდოვეს. 1903 წლის 6 მაისს კამილავკა უწყალობეს. 1904 წლის 6 იანვარს მამა ტარასი გურია-სამეგრელოს ეპარქიაში სანთლის ქარხნის თავმჯდომარედ და სარევიზიო კომისიის წევრად განამწესეს. ამავე წლის 17 აპრილს ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახლობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. მასვე დაევალა ქალაქის ეკლესიებისა და რედუტ-კალეს ოლქის მთავარხუცესობა და ფოთის ორკლასიანი სამინისტრო სკოლის ზედამხედველობა. 1904 წლის 5 მაისს ერთ თვით აირჩიეს საეპარქიო საბჭოს ხაზინადრად. 1904 წლის 18-27 აგვისტოს, წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე, გურია-სამეგრელოს ეპარქიის სასწავლო-სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლად დაინიშნა. 1905 წლის 14 თებერვალს, თავისი თხოვნის საფუძველზე, გადადგა სანთლის ქარხნის თავმჯდომარეობიდან. ამავე წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. მამა ტარასი, მისიონერობის გარდა, 17 წლის განმავლობაში მსახურობდა სამხედრო კაპელანად საქართველოს სხვადასხვა ადგილებში: ფოთში, ქუთაისში, თბილისში, აღბულაღში, თურქესტანში. მონაწილეობდა 1914-1918 წლებში პირველ მსოფლიო ომში, სადაც მან კონტუზიაც მიიღო. ომში გამოჩენილი მამაცობისათვის სამხედრო უწყების წარდგინებით იგი ენქერით დაჯილდოვდა.
1918 წელს ომიდან დაბრუნებული მამა ტარასი ქუთაისში, ყოფილ სამხედრო პოლკის ეკლესიაში განამწესეს. აი, რას წერდა მღვდელი მიხეილ ბუაჩიძე გაზეთ „ჩვენს ქვეყანაში“ მის შესახებ: „იმედის სხივმა დაიწყო ციმციმი ქუთაისის სამხედრო ეკლესიის მოღრუბლულ ცაზე. ამ სხივის გამობრწყინვებას უნდა ვუმადლოდეთ დიდად პატივცემულ და საქარ
13-3 საპატრიარქოს უწყებანი N13, 31 მარტი - 6 აპრილი 2011წ გვ.20
მღვდელი ალექსანდრე ივანიცკი და მისი ოჯახი (დასასრული)
თველოში სახელგანთქმულ მოძღვარს -– მამა ტარასი ივანიცკის, რომელიც ამ უკანასკნელ ჟამს აქ მოხსენებული ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. სულითა და გულით ვეგებებით მის მოსვლას და დანიშვნას ბალახვან-კახიანოურის დავით და კონსტანტინეს (ყოფილი ხაპიორის პოლკის ეკლესიის) ახლად აღორძინებული ეკლესიის აყვავების მოტრფიალენი და იმედი გვაქვს, რომ ეს მოძღვარი პირად ანგარებას არ ანაცვალებს ხალხისა და ქრისტეს მოძღვრების ინტერესებს“. 1920 წელს, სომხებთან ომის დროს, მამა ტარასი საქართველოს რესპუბლიკის მეორე ქართული ცხენოსანი პოლკის მოძღვრად მსახურობდა. 1921 წლის თებერვლიდან, ჯარში მღვდლის ინსტიტუტის მოსპობის შემდეგ, იძულებული გახდა, ემსახურა სამხედრო უწყებაში -– ქ. თბილისში მოხელის თანამდებობაზე, საქმის მწარმოებლად. ბოლოს მსახურობდა სახალხო სამხედრო-საზღვაო კომისარიატის შტაბის საერთო კანცელარიასა და სამხედრო შტაბში. 1922 წლის მაისიდან დროებით უსამსახუროდაა. მიუხედავად მთავრობის მხრიდან არაერთი წინადადებისა, გაეხადა ანაფორა და ისე ემსახურა სამხედრო უწყებაში, უარი განაცხადა მღვდლობის მიტოვებაზე. 1922 წლის სექტემბრიდან, კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის (ხელაია) ლოცვა-კურთხევით, დეკანოზი ტარასი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში განამწესეს და ქალაქ სოხუმის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დანიშნეს. 1928 წელს გუდაუთის სამრევლოში მსახურობს. უცნობია, თუ როგორ დაასრულა მან თავისი მოღვაწეობა. XX ს-ის 30-იან წლებში იგი უკვე აღარ ჩანს მოქმედი სამღვდელოების რიგებში. მომდევნო ძმა, დეკანოზი ვლადიმერი 1874 წელს დაიბადა. 1891-1897 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაასრულა. 1897 წლის 14 აგვისტოს ვლადიმერი დიაკვნად აკურთხეს, მეორე დღეს მღვდლად დაასხეს ხელი და საინგილოში, ყორაღანის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1902 წლის 18 ივლისს კეტუკლინის სამრევლოში გადაიყვანეს. 1905 წლის 14 თებერვალს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1910 წლის 12 აპრილს სკუფია უბოძეს. 1912 წლის 16 მაისიდან მამა ვლადიმერი სამტრედიის რკინიგზის ეკლესიაშია. 1915 წლის 13 თებერვალს ბაქოს რკინიგზის ტაძარში გადაიყვანეს. 1916 წლის 12 დეკემბერს ელიზავეტოპოლის რკინიგზის ეკლესიაში დაინიშნა. 1917 წლიდან მღვდელი ვლადიმერი საინგილოში, სოფელ ალიბეგლოს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში მსახურობს, სადაც დიდი წვლილი შეიტანა ალიბეგლოში მცხოვრებ ინგილოებში ქრისტიანული სარწმუნოების გაძლიერებისა და შენარჩუნების საქმეში. მან საინგილოს აღუზარდა ექვსი ღირსეული შვილი: სანდრო, ბაგრატი, არჩილი, ბორისი, ვერა და ოლღა. 1919 წელს მამა ვლადიმერს დეკანოზის წოდება მიენიჭა. იგი ესწრებოდა 1920 წელს გამართულ საქართველოს სამოციქული ეკლესიის მეორე საეკლესიო კრებას. 1925 წელს იგი კვლავ მოიხსენიება მოქმედი სამლვდელოების რიგებში, როგორც ბოდბის. ეპარქიის მლვდელმსახური. სამწუხაროდ, მამა ვლადიმერმა XX ს-ის 20-იანი წლების ბოლოს ანაფორა გაიხადა და ეკლესიის საწინააღმდეგო წერილიც კი გამოაქვეყნა, რის გამოც იგი მოხვდა სამღვდელოების იმ სიაში, რომლებსაც XX ს-ის 40-იან წლებში დასაწყისში უარი ეთქვათ სასულიერო ხარისხის დაბრუნებაზე. გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის დროს.
14 სააპატრიარქოს უწყებანი N14 7-13 აპრილი 2011წ გვ.17
ეპისკოპოსი ალექსი (გერსამია) 1865-1938
გასული საუკუნის 30-იან წლებში სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ეზოში ცხოვრობდა წილკნელი ეპისკოპოსი ალექსი (გერსამია), რომელსაც ურთულეს დროში მოუწია ღვთისმსახურება. იმ პერიოდში, როცა მრავალმა სასულიერო პირმა გაიხადა ანაფორა და საერო სამსახურში გააგრძელა მოღვაწობა, მე...ე ალექსი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვისაც არ უღალატია თავისი რწმენისა და საქმისათვის და სიკვდილამდე ერთგულად ემსახურა დედაეკლესიას. თუ გადავხედავთ მის წინაპართა გენეალოგიას, დავინახავთ, რომ საუკუნეების მანძილზე ისინი ღმერთსა და ჭეშმარიტებას პირნათლად ემსახურებოდნენ.
მეუფე ალექსის დიდი ბაბუა -– ბერ-დიაკონი გაიოზი (ერში - გიორგი გერსამია) 1773 წელს ლეჩხუმის მხარეში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. სასულიერო განათლება საირმის მონასტერში მიიღო. 1792 წელს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (თაყაიშვილი, შემდგომში -სამეგრელოს ეპისკოპოსი) გიორგი დიაკვნად აკურთხა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ბერად შედგომის სურვილით, იგი საირმის მონასტერში მივიდა, სადაც არქიჯრიტმა გიორგიმ (კუხალაშვილი) გაიოზის სახელით ბერად აღპვეცა. მამა გაიოზმა რამდენიმე ათეული წელი იმსახურა საირმის მონასტერში და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. გაიოზს ჰყავდა ერთი ვაჟი ეგნატე, რომელიც 1811 წელს დაიბადა. მამის ლოცვა-კურთხევით მანაც სასულიერო გზა აირჩია. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი საირმის მონასტერში ისწავლა. 1830 წელს საპაიჭაოს მაცხოვრის ჯვარცმის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. XIX ს-ის 30-იან წლებში იგი დაოჯახდა, ჰყავდა ორი ვაჟი –– ილარიონი და დავითი (მამა დავით 1867- 1913 წლებში გადიდის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია) XIX ს-ის 40-იანი წლების დასაწყისში იმერეთის მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა (წულუკიძე) იგი დიაკვნად აკურთხა. 1846 წელს იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) მღვდლად დაასხა ხელი და გადიდის წმინდა გიორგისა და ონჯოხეთის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიების წინამძღვრად განამწესა. 1870-1881 წლებში მამა ეგნატე ზენობნის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. 1881 წლიდან პენსიაზეა. გარდაიცვალა 1889 წლის 1 მარტს. მღვდელი ილარიონ გერსამია 1839 წელს დაიბადა. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დასრულების შემდეგ, წლების განმავლობაში წიგნის მკითხველად და დიაკვნად მსახურობდა. XIX სის 60-იან წლებში იგი დაქორწინდა ლეჩხუმში მცხოვრებ ქსენია ჩაჩხიანზე. 1867 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ილარიონს მღვდლად დაასხა ხელი და სვანეთში, მესტიის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1874 წელს ლეჩხუმში, ლაილაშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1876 წელს ლაილაშის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. XIX ს-ის 70-იან წლებში ეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის კამილავკითა და წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. I886 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. 1888 წლის 7 მარტს, ეპისკოპოს გაბრიელის ლოცვა-კურთხევით, მამა ილარიონი ქუთაისის წმინდა ალექსანდ-
14-1 სააპატრიარქოს უწყებანი N14 7-13 აპრილი 2011წ გვ.18
ეპისკოპოსი ალექსი (გერსამია) 1865-1938(გაგრძელება)
რე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დაინიშნა. ამავე წლის ზაფხულში მღვდელი ილარიონი თავის სახლში ავაზაკებმა მოკლეს. დეკანოზი დავით ღამბაშიძე ჟურნალ „მწყემსის“ ფურცლებზე დიდი გულისტკივილით გამოეხმაურა ამ ამბავს. იგი წერდა: „31 ივლისს, ნაშუაღამევს, ორ საათზე, ქუთაისში მოხდა საზიზღარი მკვლელობა, რომელმაც თავზარი დასცა მთელ ქალაქს. მოჰკლეს ბლაღოჩინი მღვდელი საკათედრო სობოროსი -– მამა ილარიონ გერსამია. განსვენებული ცხოვრობდა არქიერის ქუჩაზე, წმიდა გიორგის ეკლესიის მახლობლად. აი, როგორ მოხდა ეს საზიზღარი მკვლელობა: ღამის ორ საათზე გორაზე მცხოვრებნი გამოაღვიძა კაცის არაჩვეულებრივმა ყვირილმა, რომელიც მოისმოდა მამა გერსამიას სახლიდან. ყვირილზე გამოცვივდნენ ახლომახლო მეზობლები და გაექანენ გერსამიას ბინისაკენ, საიდანაც განსვენებულის ძმისწული საზარელის ხმით გაიძახოდა: „ბიძაჩემი მოჰკლესო“. როცა მეზობლები შეიკრიბნენ, მამა ილარიონი ნახეს სახლის ბალკონზე -– მთლად გასისხლიანებული და ფერმიხდილი. განსვენებული საბრალო ხმით გაიძახოდა: მიშველეთ რამეო. მაშინვე მამა გერსამიას ოთახიდან გამოიტანეს კრაოტი და ზედ დააწვინეს ავადმყოფი. როცა მას გასისხლიანებული პერანგი გახადეს, აღმოჩნდა, რომ ავაზაკებს მისთვის ხანჯალი ჩაეკრათ მარჯვენა ბეჭის მახლობლად. ნახევარ საათში მთელი პოლიციის წარმომადგენელნი მოვიდნენ და გამოჰკითხეს მამა გერსამიას, თუ ვინ იყვნენ ავაზაები. მათ შეკითხვაზე მამა ილარიონი იძლეოდა ერთსა და იმავე პასუხს -–– მე მეძინა, როცა ავაზაკები დამაწვნენ თავზე, პირზე ხელი დამაფარეს და მეუბნებოდენ: ჩუმად იყავიო. მე გაუძალდი მათ და ამიტომ ხანჯალი ჩამკრეს ზურგში და გაიქცნენ. ძალიან კი ვიომე. ფული მათ არ უთხოვნიათ. კაცი კი სულ სამი ან ოთხი იქნებოდაო. ოთახის უკანა კარი დაუკეტელი მქონდა და იქიდან შემოვიდნენ ავაზაკები. ამ დროს მოვიდა ქალაქის ექიმი, რომელმაც სთქვა, რომ ჭრილობა სასიკვდინეაო და დაიბარა, რომ ყინული ადევით ჭრილობაზე, რომ სისხლის დენამ იკლოსო და წავიდა. მოვიდა გამომძიებელიც, რომელსაც მამა გერსამიამ იგივე ჩვენება მისცა. ნაშუაღამევის 4 საათზე, მთელი პოლიცია და ქუთაისის მაზრის უფროსის თანაშემწე, ბატონი ზ. ყიფიანი ჩაფრებით გამოუდგნენ ავაზაკებს. დილის შვიდ საათზე მოვიდა პოლიციის ბოქაული თ. წულუკიძე, რომელსაც დამტვრეული ყუთები ენახა ქალაქსგარეთ, ოღასკურაზე და იკითხა: ყუთები ხომ არაფერია წაღებულიო. მამა გერსამიამ დაუძახა მოსამსახურეს და ყუთები მოაძებნინა. აღმო” და, რომ ორი პატარა ყუთი, რომელშიაც ფულე. ჰქონდა შენახული, წაღებული იყო. მაშინ ამოიოხრა მამა გერსამიამ და პირჯვარი გამოისახა, მხოლოდ მაშინ დარწმუნდა საბრალო, რომ ავაზაკები ფულისათვის იყვნენ მოსულნი. მეორე დღეს ექიმის მოსვლამდე მოიყვანეს ბ. თურმანიძე, რომელმაც დააიმედა მამა გერსამია და წამლების მოსატანად წავიდა. თურმანიძე მალე მობრუნდა და ჭრილობა გაუზომა. ჭრილობის გაზომვის შემდეგ სთქვა, სასიკვდინე არ არისო და წამალი დაადო მასზე. ამ დროს მოვიდა ექიმიც, რომელმაც დაათვალიერა ჭრილობა და მერე გაუკერა იგი. გაათავეს თუ არა ჭრილობის აკერვა, მამა გერსამიამ, რომელსაც აქობამდე სრული მეხსიერება და ცნობა ჰქონდა, დაიყვირა: სული შემეხუთაო და განუტევა სული. იმავე დღეს პოლიციამ ორი ავაზაკი დაატუსაღა, რომელთაც ჯიბეში უნახეს ზოგიერთი საბუთები მა გერსამიასი. საბოლოოდ დადგინდა, რომ ავაზაკები ექვსნი ყოფილან. მათ ეს საქმე განზრახული ჰქონებიათ ექვსი თვის წინ. ზოგიერთი მათგანი თურმე ხშირად დადიოდა მამა ილარიონთან, როცა განსვენებული ახალ სახლს აშენებდა. ავაზაკებმა იცოდნენ, თუ სად ეწყო მას ფულიანი ყუთები. გაირკვა ისიც, რომ მათ არ სდომებიათ მამა ილარიონის მოკვლა. როცა განსვენებულის ძმისწულმა ყვირილი დაიწყო, მაშინ მამა გერსამიას ორი ავაზაკი ხელში ჰყოლია დაჭერილი, ამ დროს ერთ ავაზაკს ამოუღია ხანჯალი, ჩაუკრავს ზურგში და გაქცეულან“. ეპისკოპოსი ალექსი, ერისკაცობაში -– ალექსანდრე ილარიონის ძე გერსამია, 1865 წლის 14 აპრილს იმერეთში, ქუთაისის მაზრის სოფელ გადიდში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1878-1882 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1882 წელს მან თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა,
14-2 საპატრიარქოს უწყებანი N14 7-13აპრილი 2011წ გვ.19
ეპისკოპოსი ალექსი (გერსამია) 1865-1938(გაგრძელება)
სადაც მხოლოდ ოთხი კლასი ისწავლა. ორივე სასწავლებელში მასთან ერთად სწავლობდა მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი კაშალისტრატე ცინცაძე, რომელთანაც სიცოცხლის ბოლომდე დიდი მეგობრობა აკავშირებდა. 1886 წელს ალექსანდრე მესტიის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მასწავლებლად დაინიშნა. ამავე პერიოდში დაოჯახდა თეოლინა პავლეს ასულ ბერუჩაშვილზე. მათ სამი შვილი გაუზარდეს სამშობლოს: პარასკევა, დომნიკა და დავითი. 1890 წელს ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობისსაკათედრო ტაძარში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) იგი დიაკვნად აკურთხა და მესტიის წმინდა გიორგის აახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად დანიშნა. 1891 წლის თებერვალში ამავე ტაძარში ” მღვდლად დაასხა ხელი და ლაილაშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1893 წელს ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს და ცაგერის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. მასვე დაევალა ლეჩხუმსვანეთის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურეობა და იმერეთის საეპარქიო საბჭოს ლეჩხუმის განყოფილების თავმჯდომარეობა. 1895 წლის აღდგომას მეუფე გრიგოლმა საგვერდულით დააჯილდოვა. 1900 წლის 6 მაისს სკუფია უბოძეს. 1904 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1906 წლიდან მღვდელი ალექსანდრე ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. არალელურად იგი ქუთაისის საშუალო სასწავლებლის მოსამზადებელ კლასებში საღვთო სჯულის მასწავლებლად მუშაობს. 1907 წლის 19 იანვარს მამა ალექსანდრეს უბედურება დაატყდა თავს, გარდაეც- ვალა ცხოვრების თანამგზავრი, ერთგული მეუღლე თეონილა, რომელიცკ დიდი დანაკარგი იყო მოძღვრისათვის. თუმცა იგი სულით არ დაცემულა, პატარა შვილების აღზრდა მარტო იტვირთა, რაც ღირსეულად აღასრულა კიდეც. სამივე შვილს მან პეტერბურგში მიაღებინა უმაღლესი განათლება. 1911 წლის 6 მაისს მამა ალექსანდრე სამკერდე ოქროს ჯვრით, ხოლო 1916 წლის 6 მაისს წმინდა ანას”III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1918 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1920 წლის 27 ივნისს, როგორც იმერეთის ეპარქიის დელეგატი, იგი მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეორე საეკლესიო კრებაზე. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დეკანოზი ალექსი ძველებური შემართებით განაგრძობდა მღვდელმსახურებას. მისი ერთგულება და დამსახურება შეუმჩნეველი არ დარჩენილა უმაღლესი საეკლესიო მმართველობისათვის. 1925 წლის 8 ნოემბერს, სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში ბერად აღკვეცის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია), ნინოწმინდელი მიტროპოლიტის კალისტრატეს (ცინცაგ ძე), წილკნელი ეპისკოპოსის პავლესა (ჯაფარიძე) და ბოდბელი ეპისკოპოსის სტეფანეს (კარბელაშვილი) თანამწირველობით ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და ცაგერის ეპარქიის მმართველად დაადგინა. ეკლესიისათვის უმძიმესი წლები იდგა. სვანეთში ჩასულ მღვდელმთავარს ადგილობრივი ხელისუფლება მტრულად დახვდა. მეუფე ალექსი იძულებული გახდა, თბილისში დაბრუნებულიყო და იქიდან ემართა ეპარქია, რაც ფორმალურ მხარეს ატარებდა. თუმცა, მაშინ სხვა გამოსავალი არ იყო. 1928 წლის 2 მარტს კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორემ ეპისკოპოსი ალექსი ჭყონდიდის ეპარქიაში გადაიყვანა და მასვე ჩააბარა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაც. ჭყონდიდის ეპარქიაში მლვდელმთავრობის პერიოდში ეპისკოპოსი ალექსი, თავის კრებულთან ერთად, დააპატიმრეს. ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე თავის მოგონებებში ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს: 1928/29 წელს მენავთობე ხოშტარიას ირანიდან მალულად მისთვის ტაძრის აღსადგენად ფული გამოუგზავნია, რის შემდეგაც ალექსი და კიდევ სხვები დააპატიმრეს. მეუფე ალექსის შვილიშვილი, ნათელა გერსამია იგონებს: „მახსოვს, როგორ იგონებდა თვალცრემლიანი დედაჩემი ამ ამბის შემდეგ ბაბუაზე ერთ-ერთ მაშინდელ გაზეთში დაიბეჭდილ ვრცელ წერილს სათაურით - „ეპისკოპვორ“... უმძიმესი ცხოვრება ჰქონდა, მახსოვს, ქუჩაში რომ გავდიოდით, ხან ქვებს ესროდნენ, ხან ლანძღავდნენ, გამუდმებით შეურაცხყოფდნენ. ჩემთვის ეს კოშმარული მოგონებებია. საბრალო ბაბუას კი ჯიბის რომელიღაც კუნჭულში უპოვრებისთვის და ყველასთვის, ვისაც ძალიან უჭირდა, ყოველთვის ჰქონდა გადანახული ხურდა. ძალიან მძიმე, სამარცხვინო და საშინელი წლები იყო დაეს საშინელება მთელი მისი ცხოვრების მანძილზე გრძელდებოდა. სასულიერო წოდების გამო ხომ ჯოჯოხეთი გამოატარეს, ჩვენც დაბეჩავებულები დავდიოდით. სიკვდილის წინ, აგონიაში, თურმე სულ იმეორებდა: -- არაფერი დამიშავებია და არც
14-3 სააპატრიარქოს უწყებანი N14 7-13 აპრილი 2011წ გვ.20
ეპისკოპოსი ალექსი (გერსამია) 1865-1938(დასასრული)
არაფერი მომიპარავს, ნუ დამაპატიმრებთო -ისე იყო კაცი ტრავმირებული“. 1930 წლის 29 აგვისტოს ეპისკოპოსი ალექსი წილკნის ეპარქიაში დაინიშნა. 1931 წლის 20 იანვარს სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო სინოდის მიმართ გაგზავნილ წერილში იგი შემდეგნაირად გადმოგვცემს წილკნის ეპარქიის მძიმე მდგომარეობას: „1930 წლის ბოლოს დაიხურა I ოლქი, რადგან არც ერთი მღვდელი აღარ არის ამ ოლქში. II ოლქში არის 5 მოქმედი ეკლესია და ამდენივე მღვდელი. III ოლქში არის 7 მოქმედი ეკლესია და ამდენივე მღვდელი, ხოლო IV ოლქში კი ერთი ეკლესია და ერთი მღვდელი. უკანასკნელი მოხსენებებით მთავარხუცესები მატყობინებენ, რომ ისეთი დიდი გადასახადები დაადეს მღვდლებს, რომ ერთიც ვეღარ დარჩება სამრევლოშიო. საეპარქიო მმართველობას შემოსავალი ჰქონდა 199 მანეთი, დახარჯულია 194 მანეთი“. როგორც დასაწყისში ვახსენეთ, ეპისკოპოსი ალექსი მუდმივად მცხეთაში, სვეტიცხოველის საპატრიარქო ტაძრის ეზოში ცხოვრობდა. აქვე აღასრულებდა ის სამღვდელმთავრო წირვა-ლოცვებს, აქედან განაგებდა წილკნის ეპარქიას და სულიერად განამტკიცებდა თავის სამწყსოს. კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე თავის მოგონებებში მის შესახებ წერდა: მეუფე ალექსი ღვთისმსახურებას, განსაკუთრებით კი წმინდა ლიტურგიას, საოცრად გულისამაჩუყებელი მოწიწებით აღასრულებდა. მეუფე ალექსის შვილიშვილი, ნათელა გერსამია ერთ ასეთ ისტორიას იხსენებს: „ჩვენთვის მცხეთაში ყოფნა უდიდესი სიხარული იყო. მე ყველაზე უმცროსი ვიყავი და ბაბუა განსაკუთრებით მანებივრებდა. ერთხელ, იქ ყოფნისას, წითელა დამემართა. ბაბუა ძალიან შეწუხდა, თუმცა არაფერი უთქვამს, ისე წამოვიდა თბილისში. მალე დაბრუნდა. ჩამოიყვანა ჩემი უფროსი მამიდაშვილი ნანა ღამბაშიძე. თურმე გადაუწყვეტია ჩემი მონათვლა. დედაჩემს შეეშინდა სიცხიანი ბავშვის გაციების, მაგრამ იმდენად პატივს სცემდა მამამთილს, უარი ვერ უთხრა. ნათლობას ესწრებოდნენ ბაბუა, მღვდელი სიკო (სიმონ მონასელიძე) და ბერი ალექსი (ჩხეტიანი). მე მთელი რიტუალის დროს თურმე საშინლად ვტიროდი. საღამოს სიცხეს დაუწევია, ბაბუა კმაყოფილი დარჩენილა. აი, რომ არაფრის გჯერათო - უთქვამს შვილებისათვის“. სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მონაზვნების ნაამბობიდან ვიცით, რომ წილკნელი მღვდელმთავარი ალექსი ყოფილა მეტად გულკეთილი, ღრმადმორწმუნე, ყველა ებრალებოდა, თავად უჭირდა და მაინც სხვებს ეხმარებოდა. სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მკითხველ-მგალობელი ჭირდა და მონაზვნებს სთხოვდა ხოლმე დახმარებას. მონაზვნები ყოველთვის ვერ უსრულებდნენ თხოვნას, რადგანაც თვითონ იყვნენ მოწადინებულნი სამთავროს მონასტერში წირვა-ლოცვას. ამის გამო გული კი წყდებოდა ეპისკოპოს ალექსის, მაგრამ იმდენად დიდბუნებოვანი იყო, წყენას არავის შეამჩნევინებდა. ეპისკოპოსი ალექსი 1938 წლის 7 თებერვალს თბილისში, საავადმყოფოში გარდაიცვალა. შთამომავლების გადმოცემით, ოპერაციის დროს, სისხლის გადასხმისას, ექიმებს სისხლის ჯგუფი შეშლიათ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ, სამღვდელოებასთან ერთად, მეუფე ალექსის წესი სიონის ტაძარში აუგო. დაკრძალულია სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში, ჩრდილოეთ კარიბჭესთან.
14 საპატრიარქოს უწყებანი N14 7-13 აპრილი 2011წ გვ.20
დეკანოზი ნესტორ მაჭარაშვილი (დასასრული)
დასაწყისი: საპატრიარქოს უწყებანი N18 12-19მაისი 2011წ გვ17
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დეკანოზ ნესტორის ცხოვრებაც ტრაგიკულად წარიმართა. ხელისუფლებამ სამღვდელოება კანონგარეშედ გამოაცხადა და დიდად შეავიწროვა. იგივე ბედი ეწია მამა ნესტორის ოჯახსაც. ოჯახზე თავდატეხილ ისტორიას დიდი გულისტკივილით იხსენებდა მისი აწ განსვენებული შვილიშვილი, ბატონი თენგიზ მაჭარაშვილი: „1931 წელს დიდი უბედურება დაგვატყდა თავს. პაპაჩემი, მამაჩემი და სიძე - კოლია სულიკაშვილი (მამიდაჩემ თამარის მეუღლე) ერთ დღეს დააპატიმრეს და დახვრიტეს, როგორც ხალხის მტრები. მოახდინეს ქონების მთლიანი კონფისკაცია. მამა დავითის სახლი მთლიანად ჩამოგვართვეს (ამ სახლში ერთხანს ი. ჭავჭავაძის მუზეუმი იყო, შემდეგ დაანგრიეს). ჩვენ ჩამოგვართვეს დიდი ოთახი, თავისი ავეჯით და დაგვიტოვეს 10 მ. პატარა ოთახი. დიდი ოთახი (48 მ.) „ენკავედეს“ დაქვემდებარებაში დატოვეს. ამ ოთახით ვინც სარგებლობდა, საპირფარეშოში რომ გასულიყო, ჩვენს ოთახზე უნდა გაევლო. ამიტომ ამ უხერხულობის გამო, დიდი ოთახის მდგმურები ხშირად იცვლებოდნენ, იყვნენ მძიმე ასატანები, მაგრამ ერთმა ოჯახმა გაგვაგიჟა, უშვილო ცოლ-ქმარნი იყვნენ, ორივე „კაგებეს“ გამომძიებლები, არ ერიდებოდათ არაფრის, ღამით მოყავდათ სტუმრები, ქეიფობდნენ, ჩვენს ოთახზე გადიოდნენ მთვრალები, საშინელი სურათი იხატებოდა. ქალი აუტანელი იყო, გვაშინებდა, პისტოლეტს ჩვენს ოთახში შლიდა და აწყობდა, დედაჩემი ემუდარებოდა, ცოტა თავი შეეკავებინა და ლმობიერად მოქცეულიყო, მაგრამ ის პირიქით აკეთებდა, უფრო გვამწარებდა, ცხოვრება აუტანელი ხდებოდა. ერთ დღეს დედაჩემი შევიდა იმ ქალთან, დასვა მაგიდასთან, ამოიღო ნემსი და უთხრა: ეს ნემსი უნდა გიჩხვლიტო, მინდა გავიგო იქნება სხვა ფერის სისხლი გიჩქეფს ძარღვებში, ან ის გავიგო, რითი მჯობიხარ, ან ვინ მოგცა უფლება, ასე რომ გვამცირებ, ღმერთის არ გეშინია? პატარა პაუზის შემდეგ ვაშაკიძის ქალმა უშვერი სიტყვები იხმარა, ხელი მოკიდა და კარისკენ ჰკრა, დედაჩემს არ შეშინებია, კარებთან მოტრიალდა და დასწყევლა, სწყევლიდა გამართული ენით, დინჯად და გარკვევით, ქალი ადგილზე გაშეშდა, ცოტა შეყოყმანდა და სიცილი დაიწყო, დედამ კი მიაძახა, ხვალ შენ სასაცილოდ საქმე არ გექნებაო, გამოვიდა ოთახიდან და კარი მაგრად მოაჯახუნა, ჩვენ დაგვაწყნარა და გვითხრა: ეგ ქალი თქვენ აღარ შეგაწუხებთო. რამდენიმე დღე ეს ქალი აღარ გამოჩენილა, ერთი კვირის შემდეგ წყნარად მოგვიკაკუნა და გვითხრა, დედა რომ მოვა, ჩემთან შემოვიდესო. დედას გაუკვირდა, ნეტა რა ჯანდაბა უნდაო და შევიდა, ქალი საწოლში იწვა და ქვითინებდა, დედაჩემის დანახვაზე წამოდგომა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო, მოთქმით ბოდიშს იხდიდა -- თურმე დაწყევლის მესამე დღეს ქმარი დაუპატიმრეს და ორ დღეში დაუხვრიტეს. ყველა შეცდომაზე ბოდიშს იხდიდა, ადამიანურად გვექცეოდა, ყველა თავის მოქმედებაზე რჩევას დედაჩემისაგან იღებდა. ჩვენი ბინიდან წასვლის წინ ერთი კარგი საქმეც გაგვიკეთა. შემდეგ მდგმურს, „კაგებეს“ თანამშრომელს, უთხრა - ეს ოთახი არის იზოლირებული და საპირფარეშოთი ეზოთი ვსარგებლობდიო. ამ დღიდან ჩვენი ოთახი „პრახადნოი“ აღარ იყო. ბოლო მდგმური, რომელიც ჩვენი ოთახით სარგებლობდა იყო ძველი ფეხბურთელი, დათიკო ცომაია, თავისი რუსი მეუღლით“. როგორც ამ მონათხრობიდან ირკვევა მამა ნესტორი კომუნისტების მსხვერპლი გახდა. 1931 წელს იგი დააპატიმრეს და შვილთან და სიძესთან ერთად დახვრიტეს. მან მთელი თავისი ცხოვრება სამშობლოსა და ეკლესიას მიუძღვნა. მისი სახით, კიდევ ერთი მფარველი და მლოცველი შეუერთდა ზეციურ მხედრობას. მასალა და მოგონებები მოგვაწოდა მამა ნესტორის შთამომავალმა, ბატონმა ოთარ მაჭარაშვილმა.
15 საპატრიარქოს უწყებანი N15 14-20აპრილი 2011წ გვ.18
დეკანოზი გიორგი გეგეჭკორი 1861-1930
დეკანოზი გიორგი მერაბის ძე გეგეჭკორი 1861 წელს სამეგრელოს სოფელ მარტვილში, მრავალშვილიანი ღარიბი გლეხის ოჯახში დაიბადა. მამა -– მერაბ გეგეჭკორი სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული, დედა -- მარიამ ფიჩხაია, სამეგრელოს მთიანი ადგილიდან, სოფელ კურზუდან იყო. გეგეჭკორების დიდ ოჯახში გიორგი ყველაზე უმცროსი ყოფილა. სულ პატარა იყო, როდესაც მშობლები გარდაეცვალა. ობლობაში გაზრდილმა თავისი ცხოვრება სიყრმიდანვე ეკლესიასა და ღვთის სამსახურს დაუკავშირა. მან სასულიერო სასწავლებელი, რის შემ- – დეგაც იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე), რომელიც იმ პერიოდში სამეგრელოს ეპარქიასაც განაგებდა,” ახალგაზრდა გიორგი მარტვილის საკათედრო ტაძარში მედავითნედ განამწესა. XIX საუკუნის 80-იან წლების დასაწყისში გიორგი დაქორწინდა ეკატერინე ქავთარაძეზე. მათ სამი ვაჟი აღზარდეს: ვლადიმერი (მეუღლე –– თამარ გელოვანი), გრიგოლი (პროფესიით ინჟინერი, (კოლად ჰყავდა ალექსანდრა კაევუმიაგი) და ნიკოლოზი (პროფესიით ექიმი, (ცოლად ჰყავდა ეკატერინე კოკაია). 1886 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) იგი დიაკვნად აკურთხა და ქ. ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის კრებულში დაადგინა. ამ ხარისხში მან 16 წელი ერთგულად იმსახურა და თავისი თავმდაბლობით, ნიჭიერებითა და გულწრფელობით ყველას სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. 1900 წლის 5 ნოემბერს ფოთის საკათედრო ტაძარში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკონ გიორგის მღვდლად დაასხა ხელი და ამავე ტაძრის კრებულში დანიშნა. მის კურთხევას დიდი სიხარულით შეხვდა ქ. ფოთის საზოგადოება და მრევლი. კურთხევის დღეს მათ მამა გიორგის სამკერდე ვერცხლის ჯვარი აჩუქეს და სიტყვითაც მიმართეს: „მამაო გიორგი! დღევანდელი დღე სასიხარულოა ყველა ჩვენთაგანისთვის, რადგან თქვენ, ჩვენ შორის უმწიკვლოდ იმსახურეთ თხუთმეტი წლის განმავლობაში დიაკვნად და დღეს დაინიშნეთ სულიერ მწყემსად. ჩვენ უმდაბლესად ვმადლობთ მის მეუფებას, ყოვლადსამღვდელო ალექსანდრეს, რომ ასეთი ყურადღება მოიღო ჩვენზე და თქვენ დაგნიშნათ ჩვენ სულიერ მწყემსად; ჩვენც, წინდად, ჩვენი თქვენდამი ღრმა სიყვარულისა და პატივისცემისა, გილოცავთ ვერცხლის მკერდის ჯვარს, რათა მადლი ჯვარისა გიძღოდეთ თქვენ ამ ახალ სამსახურში“, ახლადნაკურთხი მოძღვარი დალოცა ეპისკოპოსმა ალექსანრემაც და უსურვა მომავალშიც მხნედ ემსახურა დედაეკლესიისათვის. საპასუხო სიტყვაში მამა გიორგიმ მადლობა მოახსენა მეუფე ალექსანდრესა და საზოგადოებას დაფასებისა და კეთილი სურვილებისათვის. მან დამსწრეთ მოკლე ქადაგებით მიმართა: „შთამომავლობით კეთილშობილი და ერისკაცის ოჯახში აღზრდილი, სიყრმიდანვე ვხედავდი მშობლების მუდამ ღვთისადმი ლოცვა-ვედრებასა. მეცა · გული აღმევსო სათნოებითა და სიყვარულითა ღვთისათა და გავხდი მო- შურნე სასულიერო წოდებისა. მსურდა, ვყოფილიყავი ქრისტეს ყანაში მწყემსად მისი ეკლესიისა. თავიდავე სასულიერო უწყებასა შინა სამსახური ვიწყე მარტვილის საკათედრო ტაძარსა შინა. განუსვენოს ღმერთმან ნეტარხსენებულთა გაბრიელ და ბესარიონ ეპისკოპოსთა, რომელთაც მე წამახალისეს ეკლესიის მსახურებისადმი. აცოცხლოს და ადღეგრძელოს ღმერთმან ყოვლადსამღვდელო ეპისკოპოსი გრიგოლი, რომელმაც მე დიაკვნად დამასხა ხელი, მარტვილის ტაძრიდან გადმომიყვანა აქ, ფოთის საკათედრო ტაძარში და აგერ თხუთმეტი წელი მიმდინარეობს, რაც აქ ვმსახურებ. დღიდან დიაკვნად კურთხევისა, ვცლილობდი მღვდლად კურთხევასა და დღეს ვეღირსე სურვილის აღსრულებასა. დღეს, თქვენო მეუფებავ, აღმიყვანეთ თქვენ მღვდლობის ხარისხზედ. საკათედრო ტაძრებში ოცდაექვსი წლის სამსახურით დამაშვრალი, შემთხვევით შვილების მძიმე ავადმყოფობით მეტისმეტად დასჯილი და მორჩენის უიმედობის გამო თითქმის ხორციელ ძალაგამოლეულ მდგომარეობასა შინა მყოფი, ამა წარსული წლის 22 სექტემბერს, თქვენ, მეუფეო, უეცრად გამომიხმეთ მე და და- ნახვისთანავე თქვენ, თქვენის ოქროსპიროვან სიტყვებით, მსგავსად მთავარანგელოზ გაბრიელისა, მახარეთ ღვთის მიერი თქვენი მოსაზრება, მიბრძანეთ: თქვენ გსურთ გაკურთხოთ მე დრომდი ფოთის კათედრის მღვდლად? ადვილად წარმოიდგენთ თქვენ, მეუფეო, და ყველა აქ მსმენელნი, თუ ესრეთი მნებელობა და აღრჩევა თქვენისთანა კეთილი მღვდელმთავრისაგან რა სულიერი სიხარულის გრძნობებს დაბადებდა ჩემში, გარნა ესრეთი მოულოდნელი მოვლენისათვის, მადლობელი ღვთისა და თქვენის მეუფებისა, სიმდაბლით მივიღე გამოცხადება იგი და დღეს კიდევაც განახორციელეთ. უმდაბლესად გმადლობთ, მეუფეო, ამ ყურადღებისათვის, ღმერთმან ორთავე ცხოვრებასა შინა თქვენცა მოგაგოსთ ყოველივე კეთილი. რასაკვირველია, მანამდინაც კრძალვით და სიმდაბლით მიგებებულ ვიყავ, მარა ეხლა მაინც, შემ-
15-1 საპატრიარქოს უწყებანი N15 14-20აპრილი 2011წ გვ.19
დეკანოზი გიორგი გეგეჭკორი 1861-1930 (გაგრძელება)
დგომ თქვენ მიერ ჩემზედ სულიწმინდის გადმოწვევისა, უმეტესად ვშიშობ და ვძრწი, მეუფეო, ამ მძიმე მოვალეობისადმი. რაღაცა ძალა მხილებას მიყოფს და აჩრდილივით წინ წარმომიდგება და მეუბნება: შენთვის ცა და ქვეყანა ახალიაო, ძრწოდე და გეშინოდეს მძიმე მწყემ- _ სებრივ მოვალეობისა მასთანვე სიტყვა მოციქულისა: ეკრძალენით თავთა თქვენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელი ეგე დაგადგინა თქვენ სულმან წმინდამან მოღვაწედ და მწყსად ქრისტეს ეკლესიათა, რომელი მოიგო სისხლითა თვისითა. ამით აწ უნდა განვეკრძალო თავსა. თვისსა, სიტყვითა და საქმითა სულ სხვა უნდა ვიქნე, სიფრთხილით უნდა დავმწყსო ქრისტეს სისხითგამოხსნილი ქრისტეს ეკლესისამწყსონი ჩემნი ისე, რომ თუ არ შევმატებ სიკეთესა და მადლსა, ის დამწყსილი მაინც არ წარუწყმიდო და ისე წარუდგინო მეორედ მოსვლის დროს მაცხოვარსა ჩვენსა. უძლურება ჩემი, ყველა სამწყსოთა ჩემთა კეთილ მიმართულება და კეთილზნეობასა უნდა შეუფარდო ე. ი. მწუხარეთა და მგლოვარეთა ნუგეშინისმცემელ ვექნე, მოლხინეთა ულხინო, ქვრივ-ობოლთა და გაჭირვებულთა მივსცე ხელი შეწევნისა, უსწავლელთა და უვიცთა უნდა ვასწავლო და მრავალი მსგავსი ამისი... თქვენო მეუფებავ, რომ ესენი ჭეშმარიტად გავამართლო, მე უნდა ვიყო უმაღლესად საღვთისმეტყველო საგნებში განვითარებული, დახელოვნებული, უმაღლესად ჭკვიანი, გონიერი და შორსგამჭვრეტი, უმაღლესად ჯანმრთელობის მექონი და გადამეტებულად ნივთიერი საშუალებით განბეჯითებული. მე თითქმის ყველა ამათთაგან ჩამოქვეითებულსა ვითარ ძალმიძს გამართლება ესრეთი მძიმე საპასუხისგებო ანიშნულებისა. ამისათვის მოვიქცევი თქვენი მეუს. წინაშე უმდაბლესი თხოვნით, რათა თქვენ, მეუფეო ჩემო და მწყემსო ჩემო, აწცა მოიღებდეთ ჩემს უღირსებაზედ თქვენსა უხვსა ყურადღებასა. სიტყვითა და საქმით, თუ ნივთიერებით აღმომიჩენდეთ ამ მოვალეობისადმი თქვენგან მოსალოდნელსა დახმარებასა და შემწეობასა. მამხელდეთ ნაკლულევანებათა ჩემთა და განმამტკიცებდეთ მოვალეობასა შინა ჩემსა. ილოცავდეთ ჩემს უღირსობაზედ, რათა გარდამატებულმან მადლმან და ლოცვამან თქვენის მეუფებისაგან გადაემატოს ჩემთა ნაკლულევანებათა და უღირსებათა, რომ მსახურება ჩემი იქნეს სათნოდ ღვთისა და სასარგებლოდ ქრისტეს ეკლესიისა ისე, რომ მეორედ მოსვლის დროს შემეძლოს მაცხოვრის წინაშე თამამად წარდგომა და თქმა: აჰა! მე და სამწყსონი ჩემნი, რომელი მომცნა მე ღმერთმან“. 1901 წელს მეუფე ალექსანდრემ იგი საგვერდულით დააჯილდოვა. 1904 წლის 12 თებერვალს ეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მამა გიორგი წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1905 წლის 14 თებერვალს მღვდელი გიორგი გურია-სამეგრელოს ეპარქიის სანთლის ქარხნის წევრად აირჩიეს. ამავე წლის 1 მარტს სკუფია უბოძეს. 1909 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1913 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. XX ს-ის 20-იანი წლების დასაწყისში მამა გიორგის დეკანოზის წოდება მიენიჭა და ჭყონდიდის ეპარქიის, მარტვილის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. ეკლესიისთვის უმძიმესი წლები იდგა. სამღვდელოებას ურთულეს პირობებში უხდებოდა მღვდელმსახურება. დეკანოზი გიორგი, როგორც ერთ-ერთი უხუცესი და გამოცდილი მოძღვარი, დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა სამღვდელოებასა და მრევლში. იგი ესწრებოდა საეკლესიო კრებებს, როგორც ჭყონდიდის ეპარქიის დელეგატი და აქტიურად მონაწილეობდა საეპარქიო საქმეებში. დეკანოზ გიორგი გეგეჭკორის თავჯდომარეობით 1926 წლის 10 მარტს შეიკრიბა ჭყონდიდის საეპარქიო კრება, რომელზეც განიხილეს 1921 წელს გელათში, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კრებაზე მიღებული ერთ-ერთი საკითხი, რომლის თანახმადაც ჭყონდიდის ეპარქიის მმართველს ჩამოერთვა მიტროპოლიტის პატივი. სამწყსო მოითხოვდა თავისი უფლებების აღდგენას და კრებას შეახსენებდა, რომ უძველესი დროიდან, როდესაც საქართველო მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დაყოფილი იყო 35 ეპარქიად, ჭყონდიდელ მიტროპოლიტს პირველი ადგილი ეჭირა კათოლიკოს-პატრიარქის შემდეგ და ასე იყო საუკუნეების განმავლობაში, სანამ საქართველოში არ დამყარდა რუსული საეკლესიო მმართველობა. 1917 წლის პირველ საეკლესიო კრებაზე ჭყონდიდელ მღვდელმთა- ვარს დაუბრუნდა თავისი პატივი, მაგრამ 1921 წლის კრებამ კი განმეორებით წაართვა მას. კრებამ დაადგინა: ეთხოვოს სრულიად საქართველოს საეკლესიო საბჭოს რწმენის აღდგენის ხანაში დაუბრუნდეს ჭყონდიდის კათედრას მიტროპოლიტის პატივი. ცხოვრებამ მძიმე ხვედრი არგუნა დეკანოზ გიორგის ოჯახს. მისი სამი ვაჟიდან ორი: გრიგოლი და ნიკოლოზი 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა. გადარჩა მხოლოდ ერთი - ვლადიმერი, რომლის შთამომავლობამაც
15-2 საპატრიარქოს უწყებანი N15 14-20აპრილი 2011წ გვ.20
დეკანოზი გიორგი გეგეჭკორი 1861-1930 (დასასრული)
თავისი წინაპრების სინათლე გამოიყოლა ერისა და ქვეყნის წინაშე მსახურებისთვის. მისი უფროსი ვაჟის, ვლადიმერ გეგეჭკორის მოგონებებში ვკითხულობთ: „მამა გატაცებით მიყვებოდა ხოლმე ამბებს ჩვენი ქვეყნის წარსულზე, კრწანისის ბრძოლაზე, სამასი არაგველის შემართებაზე, ცხრა ძმა ხერხეულიძეების გმირობაზე... ერთ დღეს მცხეთაში წამიყვანა და სვეტიცხოველი დამათვალიერებინა. სიძველეთადმი სიყვარულს მინერგავდა...“ ვლადიმერ გეგეჭკორის ვაჟი გახლდათ ცნობილი ქართველი მსახიობი და სახალხო არტისტი გიორგი (გოგი) გეგეჭკორი, ხოლო მისი შვილი გახლავთ მხატვარი გიორგი გეგეჭკორი, რომელმაც გიორგი ჭყონდიდელის პორტრეტისათვის მოდელად სწორედ თავისი დიდი წინაპრის დეკანოზ გიორგი გეგეჭკორის პორტრეტი გამოიყენა. დეკანოზი გიორგი გეგეჭკორი 1930 წლის 20 მაისს მშობლიურ სოფელში, საკუთარ სახლში, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. 24 მაისს ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა და ეპარქიის სამღლვდელოებამ იგი დიდი პატივით მიაბარეს მარტვილის საკათედრო ტაძრის ეზოს, სადაც მან პირველად დაიწყო საეკლესიო მსახურება. შემორჩენილია დეკანოზ გიორგის ქადაგება, წარმოთქმული 1907 წლის 18 ოქტომბერს, ეპისკოპოს გრიგოლის (დადიანი) დაკრძალვის დღეს: „ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო! ღვთის განგეზამ გარგუნათ თქვენ საყვარელ სამშობლოში მწყემსმთავრობა. თქვენ, როგორც გულკეთილმა მღვდელმთავარმან, განურჩევლად წოდებისა, ხარისხოვნებისა და პიროვნებისა, დღითგანვე თქვენს სამწყსოში შემოსვლისა, ყველას გაგვიღე თქვენი გულის კარი და გვითხარით, აჰა, მე თქვენი სულიერი მამა და თქვენ ჩემნი სულიერნი შვილებიო. ამით თქვენ ყველას მოგვეცი მიზეზი, თქვენს გულში გვეფათურებია ხელები. ჩვენ თქვენი ასეთი გულუხვი ნდობა ვერ გავამართლეთ და ვერ შეგიწყვეთ ხელი, ცხოვრების ბრძოლის ველზედ ერთადერთი მიგატოვეთ. არათუ ხელი ვერ შეგიწყვეთ და ვერ დაგეხმარეთ ასეთ დიდ ასპარეზზე, როგორსაც შეადგენდა თქვენი დანიშნულება ახლად შეერთებულ ვრცელ ეპარქიის მოვლა-გამგეობა- ში, პირიქით, თქვენი საქმე იმ ზომამდე დავაყენეთ, რომ უკანასკნელ დროში შორეულ ცივ ქვეყანაშიაც გაგამგ ზავრეთ, სადაცა გული დაგიწყლულდათ, ჯანმრთელობით დაქვეითდით და თქვენს სამშობლოში დაბრუნდით მხოლოდ მისთვის, რომ დაგესრულებიათ სიცოცხლე. მწუხარება და გლოვა ჩვენ, თორემ თქვენ გიხაროდეს, მეუფეო! გიხაროდეს მისთვის, რომ თქვენ ყოველივე კაცობრიული ცოდვა და ხორციელი უბედურებანი აქვე დასტოვეთ და აწ წარდგებით სამსჯავროს წინაშე სულით ნათელი, როგორც მღვდელმთავარი. ყოვლადუსამღვდელოესო! ამ თქვენი საყვარელი” და ნაშრომ სავანისათვის, სადაცა თქვენ უკანასკნელად სული განუტევეთ და თქვენი გვამი საუკუნოდ მიაბარეთ, ამა მარტვილისათვის, შეევედრეთ წმინდა მოციქულთა ანდრიას და სიმეონ კანანელს, რათა ისინი მეოხ იყვნენ წინაშე ღვთისა განმტკიცებისათვის, პირველ საუკუნიდანვე მათ მიერ ქრისტიანობის გასავრცელებლად აღრჩეულის სამოციქულო ადგილისა ამის მარტვილისა; რომ, როგორც წინეთ, ისევ დიდებით და საღმრთო მადლით მოსილ იქნეს ადგილი ესე და კვლავაც ეს სამოციქულო ადგილი იქნეს სულიერ საზრდოდ, აწ დაქვეითებულ ქრისტიანობრივი სარწმუნოების აღმდგენელად და განმამტკიცებლად. აგრეთვე, მეუფეო! შეავედრეთ დედა ღვთისას მისი წილხდომილი საქართველო, რომ მადლითა თვისითა მან დაიცვას სარწმუნოების და ზნეობის უმეტეს დაქვეითებისაგან ჩვენი ხალხი. დასასრულ, ჩემო ხელდამსხმელო მეუფეო! წელიწადი ვიმსახურე თქვენთან წმიდა ტრაპეზის წინაშე! და ამ ხნის განმავლობაში ერთჯერაც არ შემინიშნავს ჩემს უღირს მსახურებაში ოდესმე თქვენი შუბლი ჩემზედ შეხრილიყოს, მე, გარდა მადლობისა და სიყვარულისა, იქნება, როგორც უძლურმა და უღირსმა მღვდელმა, რაიმე სიტყვით, საქმით ან მოქმედებით გაწყენინეთ, გთხოვთ და გევედრებით, სულგრძელობითა თქვენითა მომიტევოთ და შემინდოთ შეცოდებანი ჩემნი. ვევედრები ღმერთსა, საუკუნო ნეტარება დაგიმკვიდროს და საუკუნოდ იყოს ხსენება შენი“.
16 საპატრიარქოსუწყებანიN16 21აპრილი-4 მაისი 2011წ გვ.22
დეკანოზი გრიგოლ ღამბარაშვილი 1825-1900
დეკანოზი გრიგოლ სვიმონის ძე ღამბარაშვილი 1825 წელს გორის მაზრაში, გლეხის ოჯახში დაიბადა. ყმაწვილი გრიგოლი ცოდნის მისაღებად თავდაპირველად გორის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, საიდანაც მან სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. სემინარია გრიგოლმა წარჩინებით დაასრულა და მოძღვრის ლოცვაკურთხევით, სასულიერო გზა აირჩია. იგი დაოჯახდა. ჰყავდა ექვსი შვილი, ოთხი ვაჟი და ორი ასული: სტეფანე, მაქსიმე, ნესტორი, გაბრიელი, მარიამი (გათხოვილი იყო იპოლიტე ზურაბის ძე ტატიშვილზე) და ალექსანდრა (გათხოვილი იყო პლატონ იოანეს ძე გვერდწითელზე). XIX საუკუნის 50-იან წლებში გრიგოლი ჯერ დიაკვნად აკურთხეს, ერთ კვირაში კი მლვდლად დაასხეს ხელი და ზაქათალის ოლქში მისიონერად განამწესეს. XIX საუკუნის 60-იან წლებში სიღნაღის წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა და ამავე ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1867 წლის შემოდგომაზე მლვდელი გრიგოლი თბილისში გადმოიყვანეს და ვაჟთა გიმნაზიაში სალვთო სჯულის მასწავლებელად და ამავე სასწავლებლის კარის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. XIX საუკუნის 70-იან წლებში იგი ერევნის ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის საფარველის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად განამწესეს და დეკანოზის წოდება მიანიჭეს. 1892 წლის 10 სექტემებრს დეკანოზი გრიგოლი გორის „ოქონის“ ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. დანიშვნისთანავე იგი შეუდგა სამრევლო-საეკლესიო სკოლის დაფუძნების საქმეს და მალევე გახსნა ორგანყოფილებიანი სკოლა -–– ვაჟებისა და ქალებისათვის, ცალ-ცალკე; ამ საქმისათვის მას არ დაუზოგავს არც შრომა, არც ხარჯი და არც ენერგია. ახლადგახსნილ სკოლაში თავადვე ასწავლიდა საღვთო სჯულს. დეკანოზ გრიგოლის ინიციატივითვე, ოქონის ეკლესიაში შეიქმნა მგალობელთა გუნდი, რომელიც სასულიერო სასწავლებლის სტუდენტებისაგან ჩამოყალიბდა. ეს გუნდი სისტემატიურად ესწრებოდა წირვა-ლოცვებს, რამაც უამრავი ხალხი მიიზიდა ეკლესიაში. გარდა ამისა, მამა გრიგოლი საუფლო დღესასწაულებზე და კვირაობით ქადაგებით მიმართავდა მრევლს, მამობრივი სიყვარულით განუმარტავდა მათ სახარებისა და დღესასწაულის საკითხავებს და დაუზარლად არიგებდა ტაძარში შეკრებილებს. გამოცდილი მოძღვარი მარტივი და ხალხისათვის გასაგები ენით ქადაგებდა, რის გამოც ტაძარი ყოველ წირვაზე ხალხით ივსებოდა. რამდენიმე წელიწადში მან დიდი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა არა მარტო მრევლისა, არამედ გორის მთელი საზოგადოებისა. აი, რას წერდა 1895 წელს დეკანოზ გრიგოლის მოღვაწეობის შესახებ უცნობი ავტორი გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე: „1892 წელს გორის ოქონის ეკლესიაში მღვდლად დანიშნულ იქნა დიდად პატივცემული მამა დეკანოზი გრიგოლ ღამბარაშვილი. თავისზედაც ითქმის, რომ ჭეშმარიტად დაუმსახურებია პატივი და დიდებაო, ეს, უეჭველია, დეკანოზ ღამბარაშვილზედ უნდა ითქვას. ჩვენ არ შევეხებით მის წარსულს მეტად ნაყოფიერს და მრავალგვარს შრომა-მოქმედებას. ხოლო გვინდა აღვნიშნოთ, რა ღვაწლი მიუძღვის იმას სამის წლის განმავლობაში ოქონის ეკლესიისა და მისდამი რწმუნებულის მრევლის წინაშე. შესვლისათანავე ოქონის სამრევლოში განსაკუთრებით ყურადღება მამა დეკანოზმა ეკლესიის არა სასურველს მდგომარეობას მიაქცია და იმისს გამშვენებას შეუდგა. ეკლესიის თაღები და კედლები მთლად გამჭვარტლული იყო და ზოგან -– დაზიანებულიც. მამა დეკანოზმა დახარჯა თავისი საკუთარი ხუთი თუმანი, ხუთი თუმანიც ეკლესიის ფულიდგან მიუმატა და ამ ფულით შეაკეთებინა კედლები და თაღი, გაათეთრებინა და შეაღებინა, რაც საჭირო იყო. ეკლესიას არა ჰქონდა რიგიანი შესამოსელი, არც სამღვდელოთათვის, არც ტრაპეზისათვის. მამა დეკანოზმა ამასაც არანაკლები ყურადღება მიაქცია და ეკლესიის ფულით გამოიწერა ტრაპეზისა და თავისთვის თითო ხელი მშვენიერი ოქრო-მკედით ქსოვილი ხავერდის შესამოსელი. გარდა მამა დეკანოზისა, ოქონის ეკლესიაში არის გამწესებული მეორე მღვდელიც –– დიაკვნის ადგილზედ, ხოლო დიაკონი ––- მედავითნის ადგილზედ. ამ მეორე მღვდელმაც, მამა ნიკოლოზ მოსიაშვილმა, დეკანოზის მიხედვით, თავისი ხარჯით გამოიწერა თავისათვის ისეთივე შესამოსელი, როგორიც არის მამა დეკანოზისათვის და ეკლესიას შესწირა. მამა დეკანოზი ყოველ კვირა-უქმე დღეს მწირველია თავის ეკლესიაში. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ქ. გორში ოქონის ეკლესია ერთადერთი ეკლესია არის, სადაც ყოველთვის ქართული წირვა-ლოცვა ისმის, მგონია, დღესასწაულებრივი შესრულება ყოვე
16-1 საპატრიარქოსუწყებანიN16 21აპრილი-4 მაისი 2011წ გვ.23
დეკანოზი გრიგოლ ღამბარაშვილი 1825-1900 (გაგრძელება)
ლის საღმრთო მოქმედებისა და გარეგანი სიბრწყინვალე არ უნდა იყოს მეტი და უადგილო იმისთანა ეკლესიაში, სადაც ტევა აღარ არის ხოლმე მლოცველებისა, ხოლო ეს უკანასკნელი მოვლენა არის ნაყოფი იმ ღვაწლისა, რომელსაც თითქმის . ყოველგან სამღვდელოებამ მხარი აუქცია, მაგრამ დეკანოზ ღამბარაშვილმა კი, როგორც ჭეშმარიტმა მწყემსმა და მოძღვარმა, თავის უპირველეს მოვალეობად აღიარა. ეს ყოვლად პატიოსანი მოხუცი დეკანოზი წირვის შემდეგ მოუთხრობს მსმენელთ 8 იმ დღით წაკითხულ სახარების შინაარსს, მერე განუმარტავს ცალ-ცალკე სახარების აზრსა და მნიშვნელობას, და ბოლოს, ჰქადაგებს ზნეობითს სწავლას. მამა დეკანოზი სრულებით არა ცდილობს მაღალი ფრაზების გამოძებნას თავისის აზრის გამოსახატავად და გამოსათქმელად. მის ქადაგებას უბრალო მამაშვილური საუბრის ხასიათი აქვს და ეს სიმარტივე და გულწრფელობა ლაპარაკის დროს იმდენად ათბობს მის ნათქვამს და სასიამოვნოდ ჰხდის მსმენელთათვის, რამდენადაც უსიამოვნოა მსმენელთათვის მაღალი ფრაზებით და „ ხელების ქნევით წარმოთქმული ქადაგება. აი, მიზეზი იმისა, რომ ოქონის ეკლესია ყოველთვის სავსე არის ხოლმე მლოცველებით. ოქონის მრევლის გარდა, სხვა მრევლიდგანაც მიდიან ოქონის ეკლესიაში ქადაგების მოსასმენად, როგორც ქართველები, ისე სომხები. აი, ამისთანა გულმოდგინეობა და დაუღალავი შრომა, კარგი მაგალითია ახალგაზრდა მღვდელთათვის! გულმოდგინე მწყემსი ყოველთვის მოიპოვებს თავისის მრევლის სიყვარულსა და პატივისცემას. მე ჩემის ყურით გამიგონია ამგვარი სიტყვები: „ღმერთმა გაანათლოს ჩვენი დეკანოზი, რომ ჩვენი სული და გული მაგან გაგვინათლა. აქამდის ჩვენი ჭკუა და გონება სიბნელით იყო მოცული და ახლაკი მაგან გაგვინათლა ჭკუა-გონება და გზა-კვალიც. მხოლოდ ეხლა გავიგეთ ჩვენი სჯული და შევიგენით ჭეშმარიტი სარწმუნოებაო“. დეკანოზმა ღამბარაშვილმა დააწესებინა სამრევლო სამზრუნველო კეთილსაიმედო პირთაგან,
რომელნიც ეკლესიის გამშვენიერებისთვის ცდილობდნენ. მაგალითად, ამ სამზრუნველოს ერთმა წევრთაგანმა ბატონმა ნ. ნ. ხოჯაევმა თავისის ხარჯით გააკეთებინა გარდამოხნისათვის დასასვენებელი ხის კუბო, მინების თავსახურავით, გააკეთებინა სადავითნო ხორო და შესწირა ცისფერის ატლასის კრეტსაბმელი და ყოველი ესე ღირებული არანაკლებ ხუთის თუმნისა და ეხლა აგროვებს მთავრობის მიერ მიცემულის წიგნით შესაწირავს უფრო გასამშვენიერებლად ეკლესიისა და სამრევლო სკოლის დასაარსებლად. გარდა ამისა, მამა დეკანოზი აპირებს სამუდამოდ ქართულის გალობის ხოროს დაწესებას ოქონის ეკლესიაში.
ამ დაუღალავსა და დაუზარელის მოხუცის, დიდად პატივცემულის დეკანოზის გრიგოლ ღამბარაშვილის ღვაწლმა გამახსენა მაცხოვრის სიტყვები: „არცა აღანთიან სანთელი და დასდგინ ქვეშე ხვმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ნათობნ იგი ყოველთა, რომელნი არიან სახლსა შინა“ (მათე 5, 15), და ამიტომ მსურს გავაცნო მკითხველ საზოგადოებას ეს პატივცემული დეკანოზი, როგორც მაგალითი ჭეშმარიტის მოძღვრისა. ღმერთმა ინებოს, რომ მრავალნი აღმოჩნდნენ ჩვენში ამისთანა მოძღვარნი“. 1897 წლის 16 აგვისტოს დეკანოზი გრიგოლი გორის სანთლის ქარხნის რევიზორად დაინიშნა. 1899 წლის 6 მაისს ეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობის გამო წმინდა ვლადიმერის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1900 წლის 27 აგვისტოს ქ. თბილისში, თავის შვილებთან მყოფი დეკანოზი გრიგოლი მოულოდნელად გარდაიცვალა. თავისი ანდერძის თანახმად, იგი გორში გადაასვენეს. 2 სექტემბერს ოქონის ტაძარში წირვა შეასრულა გორის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე), დიდძალ სამღვდელოებასთან ერთად. წესის აგების შემდეგ ოჯახის წევრებმა და მრევლმა მოძღვრის ცხედარი დიდი პატივით მიაბარეს ეკლესიის ეზოს. დეკანოზი გრიგოლი აქტიურად თანამშრომლობდა იმჟამინდელ ქართულ პრესასთან. ჟურნალ-გაზეთებში იგი ხშირად აქვეყნებდა თავის ქადაგებებსა და თარგმანებს. 1866 წელს მან რუსულიდან თარგმნა და ჟურნალ „საქართველოს სასულიერო მახარებელში“ გამოაქვეყნა ნაშრომი „საუფლო ლოცვისათვის“, რომელიც XIX საუკუნეში ოთხჯერ დაიბეჭდა სანკტ-პეტერბურგში. გარდა ამისა, მან ასევე თარგმნა „სასინოდო სიტყუა ნერსეს ლამბრონელისა“, სადაც საუბარია მონოფიზიტური სარწმუნოების სიმცდარეზე. გთავაზობთ მცირეოდენი შემოკლებით დეკანოზ გრიგოლის ქადაგებას თავად არჩილ იოანეს ძე ანდრონიკაშვილის გარდაცვალების დღეს: „პირველისავე კაცის დროსა კაცს განეწესა სიკვდილი: „მიწა ხარ და მიწადვე მიიქეც“, -- უთხრა ღმერთმან ადამს და ამის გამო ჩუენ ყოველნი, „ერთისაგან სისხლისა მისისა შექმნილნი“, შევიქმნენით მოკუდავნი, სიკვდილი იქმნა აუცილებელ ვალად ჩვენის ბუნებისა. დაუღალველი სიკვდილი იქცევის რა თავთა ზედა ყოველთა კაცთასა, მოჰკვეთს ხან ერთსა და ხან მეორესა, ყრმასა გინა ჭაბუკსა, ჰასაკოვანსა, გინა მოხუცსა. დროთაგან კაცის შექმნისა ქუ-
16-2 საპატრიარქოსუწყებანიN16 21აპრილი-4 მაისი 2011წ გვ.24
დეკანოზი გრიგოლ ღამბარაშვილი 1825-1900 (დასასრული)
-ეყანასა ზედა აურაცხელთა მილიონთა კაცთა საჩქაროდ განვლეს პირი ქუეყნისა და კვალად დაიფარნენ მიწასა შინა. ესრეთვე იქნება ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა, ვითარცა იტყვის საღმრთო წერილი: „ნათესავი წარვალს და ნათესავი მოვალს და არა არს კაცი რომელიც ცხონდეს და არა იხილოს სიკუდილი“. ამისათვის უკუე იტყვის მოციქული: „ყოველი ხორცი თივა არს და ყოველი დიდება კაცისა, ვითარცა ყვავილი თივისა, განჰხმა თივა იგი და ყვავილი მისი დაჰსცვივა“. ესე არს ჭეშმარიტება ყოველთადმი ცხადი და უეჭველი, ამას აწცა ცხადად ვსცნობთ მწარედ საგოდებელისა ამის მხილველისაგან. გარნა ამა სიცხადისაგან ჭეშმარიტებასა ამას ჰქონან მხარენი ჩვენთვის დაფარულნი, მაგალითად: პირველად, ჩვენ არა ვუწყით თვით ჟამი სიკვდილისა ჩუენისა, რაიცა სთქუა მოციქულმან ჟამისათვის, მეორედ მოსვლისა ქრისტესსა და უკანასკნელისათვის განჩინებისა, იგივე ითქმის ჟამისათვისცა სიკვდილისა ჩვენისა: „იგი მოვალს, ვითარცა მპარავი ღამით“. თითქმის ყოველთვის მოულოდნელად ემთხვევა სიკვდილი კაცთა ყოვლისა ჰასაკისა და მდგომარეობისასა, ღრმად მოხუცებულსაცა და ახლადშობილსა ჩვილსაცა, მხნესა ჭაბუკსაცა და მტკიცესა მამაკაცსაცა, რომლის დღენი ჯერეთ არც კი განზოგებულან. მეფე და მონა, მდიდარი და გლახაკი, კეთილშობილი და გლეხი, ბრძენი და უგუნური ერთბაშად შთავლენან საფლავებსა შინა და შთავლენან მომეტებულ ნაწილად მაშინ, როდესაც არცა თვით და არცა სხუანი ამას არა მოელოდებოდნენ, მაგალითსა ამისსა ჩუენ ვხედავთ, სამწუხაროდ ჩუენდა, წინა მდებარესა უფლისად აღსრულებულსა მონასა შინა თავადსა არჩილსა, რომლისა ცისკარი უკეთესის სიცოცხლისა ქუეყანასა ზედა თითქმის ეხლა აღმობრწყინდა, ხოლო ესე მიისწრაფის საფლავსა შინა. მეორედ, ჩუენ არა უწყით არცა ადგილი და არცა გარემოებანი ჩუენისა სიკვდილისა. ჰოი! ვითარ მრავალ არიან შემთხვეულებანი და სახენი ჩუენისა სიკვდილისა, და ვითარ მრავალ ადგილნი, სადაცა შეგვხვდება ჩუენ იგი. გარნა ვითარ დაფარულ არს ჩუენთვის ყოველი ესე და ვინ გვაუწყებს ჩუენ მომავალსა, ვინ გვაცნობებს ჩუენ, თუ ვითარ და სადა განვლევთ დღეთა ცხოვრებისა ჩუენისათა? ყოველგან და ყოველსა შინა შეიძლება შეგვემთხვას სიკვდილი, გარნა არა უწყით, თუ სადა და რასა შინა სახელდობრ ჩუენ შევხუდებით მას. შეიძლება მოვკუდეთ ჩუენ საჭმლისაგანაცა და სიცივისაგანაცა, შრომისაგანაცა და უქმობისაგანაცა, გარნა არა უწყით, თუ რაისაგან სახელდობრ მოვკუდებით. მოვკუდებით ავად მყოფობით ქვეშაგებში, ანუ გზასა ზედა სიხარულში, საშუალ ნათესავთა და მცნობთა, ანუ უდაბურსა და უცხოსა ადგილსა, -- იქა, სადაცა იქნება ჩუენ ზედა ყოველსავე ქრისტია- ნობის წესის აღსრულება, ანუ იქ, სადაცა არც კი არს ქრისტიანობა. მოვკუდებით სინანულსა შინა ანუ სრულებით უგრძნობელად? ყოველნი ესე არიან საიდუმლონი, რომელთა ჩუენ ვერ მივსწვდებით, მაგალითად: უწყოდა, განსვენებულმან ამან, ანუ ნათესავთა ამისთა, რომელ ესე განვიდა დღეთა თვისთა ცხოვრებისათა, არა მამულსა შინა თვისსა, განშორებით საყვარელთაგან თვისთა. მეუღლისა და შვილთა, მამისა და ნათესავთა, მეგობართა და მეცნიერთა, რომელსა, არა შეემთხვევა სიკუდილი ჟამსა ცხადის საშიშროებისასა ბრძოლასა შინა ოსმალებთანა? ჰოი! ვითარ საკვირველ არიან საქმენი შენნი უფალო, და გამოუკვლეველ სჯანი შენნი! ამის გამო ხმავჰყოთ ყოველთა, კეთილმორწმუნენო მსმენელნო! რომელ სიცოცხლე ესე ჩუენი ქუეყნიერი არს სიცოცხლე დროებითი და მსწრაფლ წარმავალი, კეთილნი მისნი არიან ხრწნადნი და ამავონი, სხეული ჩუენი არს საპყრობილე სულისა, რომლისაგან იგი ადრე, ანუ გვიან განთავისუფლდება, რათა შემდგომ შეცვალებისა მისისა სხეულად სულიერად და უკვდავად კვალად შეერთდეს მისთანა საუკუნოისა ცხოვრებისათვის ღვთისა თანა. ყოველი ერთად პირითა და ერთგულითა ვევედრნეთ უფალსა ესრედ: „წმინდათა თანა განუსვენე ქრისტე ღმერთო სულსა მონისა შენისა თავადის არჩილისასა, სადა იგი არა არს ჭირი, არცა მწუხარება, არცა ურვა, არც სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი“. ხოლო აღსრულებულსა ამას სარწმუნოებითა, სასოებითა და სიყვარულითა ღვთისათა ხელმწიფის და მამულის სიყვარულისათანა, ვჰრქუათ: მშვიდობით, საყვარელო, მშვიდობით, ვიდრე შეყრამდე ერთად საყოფელთა შინა ღვთისათა, მშვიდობით! უფალი შენთანა. ამინ“.
18 საპატრიარქოს უწყებანი N18 12-19მაისი 2011წ გვ17
დეკანოზი ნესტორ მაჭარაშვილი
ქართულ საისტორიო საბუთებში მაჭარაშვილთა გვარი XVI საუკუნიდან გვხვდება. 1588 წელს აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოსი ნიკოლოზი ერთ-ერთ წყალობის სიგელში იხსენიებს სოფელ ბარაუნში მოსახლე გლეხ მაჭარაშვილებს. XVII საუკუნიდან ეს გვარი ზემო იმერეთში ჩანს. ადრევე დაწყებულა იმერელ მაჭარაშვილთა დამკვიდრება შიდა ქართლში. ერთი ვერსიის თანახმად, აგიაშვილის გვარის წარმომადგენელი გადასახლებულა კორბოულში, შეურთავს მაჭარაშვილის ქალი და გვარიც გამოუცვლია. მათ შეეძინათ ერთი ვაჟი სვიმონი, რომელიც სასულიერო პირი გახდა. იგი XIX ს-ის დასაწყისში რუსეთში წაჰყვა საქართველოდან გაგზავნილ ერთ-ერთ უფლისწულს კარის ეკლესიის მოძღვრად. სამშობლოში დაბრუნებული ერთი პერიოდი თბილისში, კუკიაზე დასახლებულა, შემდეგ კი -– შიდა ქართლში, სოფელ ალში დაფუძნებულა, სადაც მისი მოთავეობით დაწყებულა ალის წმინდა თომა მოციქულა ლის სახელობის ეკლესიის მშენებლობა. მამა სვიმონს ჰყავდა ორი ვაჟი: სპირიდონი და იოსები (იოსებს შთამომავალი არ დარჩენია). სპირიდონმა, მამის ლოცვა-კურთხევით, სასულიერო გზა აირჩია. მას ცოლად ჰყავდა ორჯონიკიძის ქალი. შეეძინათ 8 შვილი: სარდიონი; მღვდელი ნიკოლოზი (დუმაცხოვის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, გარდაიცვალა 1904 წლის 5 მარტს); მღვდელი დომენტი (გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამღვდელმთავრო “ სახლის ეკონომოსი, 1894 წლის 23 იანვარს გავიდა პენსიაზე); პელაგია (პელო); დეკანოზი გრიგოლი (ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, გარდაიცვალა 1902 წლის 16 სექტემბერს); ეკატერინე (მეუღლე ზურაბ მურმანიშვილი), ნინო, მღვდელი სვიმონი
18-1 საპატრიარქოს უწყებანი N18 12-19მაისი 2011წ გვ18
დეკანოზი ნესტორ მაჭარაშვილი (გაგრძელება)
მამა სპირიდონმა დაასრულა მამამისის მიერ დაწყებული ეკლესიის მშენებლობა და 1812 წლიდან ამავე ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. მამა სპირიდონი 1858 წლის 1 აპრილს გარდაიცვალა... მღვდელი სვიმონი XIX საუკუნის 40-იან წლების დასაწყისიდან სოფელ დუმაცხოვოს ეკლესიაში მოღვაწეობდა. ჰყავდა მეუღლე -–– გვერწითელის ქალი. მათ ცხრა შვილი ჰყავდათ: პელაგია (პელო), მაიკო, აღათი, დეკანოზი ნესტორი, დუსია, ტატიანა, გიორგი, სვიმონი და სანდრო. მღვდელი სვიმონი წლების განმავლობაში ერთგულად და ნაყოფიერად ემსახურებოდა დედაეკლესიას გორის ეპარქიის სხვადასხვა სოფლებში. 1849 წლის 25 ოქტომბერს იგი გორის მაზრის ერთ-ერთი ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. ბოლოს ზემო ჭალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას წინამძღვრობდა. იგი აქვე აღესრულა 1868 წლის 26 ნოემბერს. ნესტორ მაჭარაშვილმა წარჩინებით დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია. დაქორწინდა ეკატერინე ბარნოვზე (ვასილ ბარნოვის და). ჰყავდათ შვიდი შვილი: თამარი, დავითი, ელენე, კონსტანტინე, არჩილი, ვასილი და ლეო. XIX საუკუნის 80-იან წლების მიწურულს ნესტორი ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მლვდლად დაასხეს ხელი და კუკიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დანიშნეს. კურთხევისთანავე ახალგაზრდა და ენერგიულმა მოძღვარმა აქტიური სასულიერო მოღვაწეობა გააჩაღა. 1888 წლის 27 ნოემბერს, მამა ანტონ თოთიბაძესთან ერთად, საკვირაო წირვის შემდეგ მოიწვია სამრევლო კრება, სადაც განიხილეს სამრევლო სამზრუჩნველოს დაარსების საკითხი, რომელიც გაჭირვებულ და ღატაკ მრევლს გაუმართავდა ხელს. წირვაზე გალობდა ქართული გუნდი, რომლის ლოტბარი ნესტორ კონტრიძე იყო. წირვის შემდეგ მამა ნესტორმა მრევლს ამ სამზრუნველოს მნიშვნელობა და სარგებლობა განუმარტა. შეადგინეს წესდება, აირჩიეს მისი წევრები. თავმჯდომარედ ერთხმად დასახელდა დიმიტრი ბაქრაძე, ხოლო საქმისმწარმოებლად -– მამა ანტონ თოთიბაძე. ოქმი დასამტკიცებლად წარუდგინეს მის მაღალყოვლადუსამღვდე- ლოესობას, საქართველოს ეგზარქოს პალადის (რაევი), რომელმაც მოიწონა და დაამტკიცა ეს კეთილშობილური წამოწყება. 1890 წელს მამა ნესტორი ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის საგვერდულით დააჯილდოვეს. 1891 წლის 14 ნოემბერს მღვდელი ნესტორი მთაწმინდაზე, მამა დავითის ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1892 წელს მისი ინიციატივითა და მრევლის შემოწირულებით დაარსდა უფასო საჩაიე, სადაც ყოველ ხუთშაბათს მშიერ და უპოვარ ადამიანებს აპურებდნენ. 1892 წლის 7 ივნისს სკუფია უბოძეს. 1893 წლის აპრილში თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიასთან არსებულ გერმანულ სკოლაში მასწავლებლად დაინიშნა. 1897 წლის 21 სექტემბერს აარსებს საკვირაო საქალებო სკოლას, რომელიც მამა დავითის სამრევლო სკოლის დარბაზში განთავსდა. სკოლაში სიარულისა და სწავლის სურვილი იმავე დღეს გამოაცხადა 25 ქალმა, მათ შორის, ერთი იყო 40 წლის, ხოლო მეორე - გათხოვილი, 25 წლის, დანარჩეჩნი კი - 10- 17 წლისანი. საგნების სწავლება მამა ნესტორმა ითავა, ამ საქმეში დახმარება აღუთქვეს წმინდა ნინოს სასწავლებლის მასწავლებლებმაც: თავადის ქალმა ლ. თარხანმოურავმა, შიოშვილმა, სტეპნინამ და ჯაიანმა. ასევე მასწავლებელმა, თავადის ქალმა ელენე ციციშვილმა-ბარათაშვილისამ (შემდგომში, სამთავროს მონასტრის წინამძღვარი - იღუმენია ნინო). სკოლის გახსნისას მამა ნესტორმა გადაიხადა პარაკლისი და შეკრებილ საზოგადოებას განუმარტა საკვირაო სკოლის დადებითი მნიშვნელობა. 1899 წლის 6 მაისს მამა ნესტორს კამილავკა ეწყალობა. 1899 წლის 24 ოქტომბერს მთაწმინდაზე, დიმიტრი ყიფიანის საფლავზე, შეიკრიბა ქართული საზოგადოება. ტაძარში წირვა შეასრულეს გორის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) და ალავერდის ეპისკოპოსმა კირიონმა (საძაგლიშვილი), მრავალრიცხოვან სამღვდელოებასთან ერთად. ამავე დღეს საფლავზე იკურთხა ძეგლი, სადაც ქადაგება მამა ნესტორმა წარმოთქვა: „მოიხსენიეთ წინამძღვარნი თქვენი და ჰბაძევდით მათ“ ყოვლადსახიერი, ქვეყნიერების გამგე და მზრუნველი ზეციერი მამა, უფალი ღმერთი ჩვენი ქვეყნიერების, ანუ ამა თუ იმ კუთხეს ქვეყანას, ანუ რომელსამე ერს უვლინებს, თუ ხშირად არა, დროგამოშვებით მაინც, ზეგარდამო მადლით ცხებულთ, რომელთა სიტყვა, საქმე და ღვაწლი ამხნევებს ჩაგრულთა და წამებულთა დღიურ ცხოვრების ვარამით, და რომელნიც საზოგადოდ ხდებიან თვის მოძმეთა კეთილ გზის მაჩვენებელ ვარსკვლავად და ქვეყნის წარმატებისა და კეთილდღეობის საფუძვლად. მათში იხატება ეროვნული ნიჭი და კეთილნი თვისებანი. ისინი ჰქმნიან თავისს მოღვაწებითა და მოქმედებით ერის ბრწყინვალე ისტორიას. მრავალწამებული ჩვენი სამშობლო იმთავითვე არ იყო მოკლებული ასეთს დიდბუნებოვანს გვამებს, რომელნიც გაბედულად და თავგანწირვით ემსახურებოდნენ თავისს მამულს, იცავდნენ დროშას ქრისტეს სარწმუნოებისას და თვისის ეროვნებისას. თუ საქართველომ თვისი ღვიძლი მშობლიური ენა და მართლმადიდებელი სჯული დღემდის დაიცვა და თუ დღეს კიდევ ქართველი ქართველობს, ეს შედეგია ამგვარ გვამთა მოღვაწეობისა, მათის თავგანწირულის და დაუდგრომელის შრომა-უნარისა. ამნაირი მადლიანი გვამნი ჩვენში ყოველს წოდებას მოუცია, გარნა დღის აქ მოვიხსენიოთ ერთი ძვირფასი, ჩვენის მამულ... წარჩინებული მოღვაწე და მოსიყვარულე, რომლის მოხსენებისა და პატივისცემის გამოცხადებისათვის შეკრებილია დღეს ეს წარჩინებულნი საქართველოს ძენი და ასულნი. გამოვტყდები გულწრფელად და ვაღიარებ, რომ მე არ ძალმიძს განსვენებულის ჩვენის მამულიშვილის უკვდავის მოღვაწის - დიმიტრი ივანეს ძის ღვაწლისა და კეთილთვისებათა დასურათება და აღწერა. ვიტყვი მხოლოდ, რომ იშვიათად დაიბადება იმგვარი თვისის სამშობლოს მოსიყვარულე და მშრომელი და გულითა და სულით მოწადინე თვისის მამულის წარმატებისა, როგორიც იყო განსვენებული. მართალია, სამშობლოს სიყვარული თანდაყოლილი ბუნებრივი კეთილშობილური გრძნობაა კაცისა, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად უმეტეს ნაწილს ეს საღმრთო გრძნობა უჩლუნგდება და ხანდახან სრულიად ეხშობა, ცხოვრების ქარცეცხლი, ღელვა და მრავალი სხვა დაბრკოლება ლუკმაპურის შოვნის გამო ბევრს სრულიად ავიწყებინებს
18-2 საპატრიარქოს უწყებანი N18 12-19მაისი 2011წ გვ19
დეკანოზი ნესტორ მაჭარაშვილი (გაგრძელება)
ამ გრძნობას და მხოლოდ კერძო ინტერესებიღა ამოქმედებს. განსვენებულს დიმიტრი ივანეს ძეს კი ამ წმინდა გრძნობისათვის.არ უღალატნია ახალგაზრდობიდგან დაწყებული სამარის კარამდე. ყოველ მოქმედებაში, ყოველ ცხოვრების ასპარეზზე და სამსახურში,
საზოგადო ყოფილა იგი თუ კერძო, განსვენებულს არსად არ შეულახავს ეს წმინდა გრძნობა. თავის საკუთარი ინტერესი ყოველთვის უკან ჰქონდა დაყენებული და სულ იმასა სცდილობდა, ჩემის მოქმედებითა და საქციელით არ შევარცხვინო ქართველის კაცის სახელიო. ერთხელ რუსეთში სამსახურის დროს გუბერნიის უფროსმა შენიშვნა მისცა: უზრდელად მოპყრობიხარ საგუბერნიო მმართველობის საბჭოს წევრსაო და სალამი არ მიგიციაო. მან უპასუხა, მე ქართველი გახლავართ, ყველაფერი შეგიძლიანთ მიაწეროთ ქართველს კაცს, მაგრამ უზრდელობას კი ვერ დასწამებთო. თუმცა განსვენებულს დიდი და წარჩინებული თანამდებობანი ეჭირა სამსახურში, საქმე ძალიან ბევრიჰქონდა, მაგრამ თავისს სამსახურშიაც მუყაითი აღმასრულებელი იყო თავისის მოვალეობისა, ასე რომ, უფროსები ყოველთვის დიდი მადლიერნი იყვნენ მისი და მეგობრული განწყობილება ჰქონდათ მასთან თვით მთავარმართებელსაც კი, მაგრამ, ამასთანავე, განსვენებული დიდად თვალ-ყურს ადევნებდა ჩვენს საზოგადო ცხოვრებას და სცდილობდა მისს წინსვლისათვის ხელი შეეწყო. ყოველი საზოგადო საქმე, რომელიც კი მაშინ დაიწყო, სულ განსვენებულის დიმიტრის თაოსნობით იყო: მისის წყალობით ქართულმა თეატრმა ფეხი აიდგა, მისის წყალობითა და შრომით ქართული ჟურნალი გამოდიოდა, მან მოამზადა მთელი რთული საქმე საქართველოში ბატონყმობის გადავარდნისა, მან მისცა პირველი აზრი ფულის გადადებისა ბანკისათვის და კიდეც მოიყვანა სისრულეში ეს საქმე და სხვადასხვა.
ისე კარგად და ყოველგან იყო მაღალ საზოგადოებაში მიღებული განსვენებული, რომ ადვილად შეეძლო გართობილიყო და სრულიად დაევიწყებინა საზოგადო საქმეები თავის სამშობლოს კეთილწარმატებისა და კეთილდღეობისა, მაგრამ ვერაფერმა დროს გატარებამ და გართობამ ვერ დაავიწყებინა ზრუნვა თავისს სამშობლოს კეთილდღეობისათვის. ერთის სიტყვით, განსვენებულს ახალგაზრდობიდგან ღრმა მოხუცებამდე და ღრმა მოხუცობიდგან სამარის კარამდე შრომა და მამულისათვის თავდადება არ დაუზოგია. ჭეშმარიტად სამაგალითო სიყვარული ჰქონდა განსვენებულს სამშობლოსი, რომელიც არა მხოლოდ სიტყვით გაიძახოდა, არამედ ყოველ თვისის მოქმედებითა და მოღვაწეობით ამტკიცებდა. უკვდავია ჭეშმარიტად ამნაირი ერთგული და თავდადებული მამულისშვილი თვისის ქვეყნისათვის. მისთა უმცროს მოძმეთა, მისდა მიმართ ღრმა პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად, აღუგეს
მას ხელთქმნილი ძეგლი, რომელიც მარად უნდა გვაგონებდეს იმისს სამშობლოსათვის გაწეულს დაუვიწყარს ღვაწლსა და სამსახურს. მაგრამ უფრო სანეტარო და სასიამოვნო იქმნება მისს ნეტარ სულისთვის, თუ ჩვენ მისს უმცროს მოძმეთ და შვილთ გულში გვექმნება ჩანერგული და მარად გვეხსომება მისი სამაგალითო სიყვარული და ღვაწლი სამშობლოს წინაშე და იმას საქმით მივბაძავთ. ეს ბევრად უკეთესი სახსოვარი იქმნება, სასიამოვნო მისის სულისა და სასარგებლო ჩვენის ქვეყნისათვის. ზეციერო მამაო, განუსვენე მისს მაშვრალს სულს მართალთა თანა და ჩვენ მოგვეც ძალი, სიმტკიცე, სიმხნე და წარმატება სიკეთესა შინა“. 1901 წლის 23 იანვარს მამა ნესტორი თბილისის მაზრის VI ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს. 1903 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. 1906 წლის აღდგომას წმინდა ანას III ხარისხის ორდენი ეწყალობა. დიდი წვლილი მიუძღვის მამა ნესტორს ფუნიკულიორის მშენებლობაში. 1905 წლის 24 თებერვალს კომისიამ ნება დართო მას ექსპლუატაციაზე, მშენებლობა კი უფრო ადრე, 1903 წლის სექტემბერში დაწყო. პროექტის ავტორი ა. ბლაში, ხოლო არქიტექტორი ა. შამკოვიჩი (რუსთაველის თეატრის, კონსერვატორიის, სასამართლოს შენობების ავტორი) იყო. 1905 წლის 27 მარტს, დილის 10 საათზე, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ფუნიკულიორის კომპლექსი. ზეიმს ესწრებოდა თბილისის მთელი საზოგადოება. სიტყვა წარმოთქვა მამადავითის ტაძრის წინამძღვარმა, მღვდელმა ნესტორ მაჭარაშვილმა. მან მადლობა გადაუხდა მშენებლებს და ინიციატორებს კარგი საქმის ბოლომდე მიყვანისათვის, გაჭრა ცისფერი ლენტი და გზა გახსნილად გამოაცხადა. დეკანოზი ნესტორი იყო მრავალი წიგნის და სტატიის ავტორი. მისი ნაშრომი „........... “, 1904 წელს ექვთიმე ხელაძის სტამბაში დაიბეჭდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა ხალხში. 1908 წლის 15 მაისს მამა ნესტორს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1912 წლის აღდგომას წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა, ხოლო 1915 წლის 6 მაისს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი უბოძეს. როგორც მცხეთა-თბილისის ეპარქიის დელეგატი, დეკანოზი ნესტორი ესწრებოდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის "I და IV საეკლესიო კრებებს. 1922 წელს ქალაქ თბილისის ეკლესიების მთავარხუცესად დაინიშნა და ენქერით დაჯილდოვდა.
დასასრული: საპატრიარქოს უწყებანი N14 7-13 აპრილი 2011წ გვ.20
19 საპატრიარქოს უწყებანი N19 19-25მაისი 2011წ გვ.17
დეკანოზი რევაზ მოსეშვილი 1954-2011
დეკანოზი რევაზ მოსეშვილი 1954 წლის 8 ივნისს ტყიბულის რაიონში, ოკრიბის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ ჯვარისაში დაიბადა. მამამისი, მოწამეთას მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი თორნიკე (ერისკაცობაში გაგი ვარლაამის ძე მოსეშვილი) მთელ საქართველოში ცნობილი და ღვაწლმოსილი საეკლესიო მოღვაწე გახლდათ. კომუნისტური ართვე: ლობის პერიოდში ღვთის სიტყვის დაგებისათვის იგი არაერთგზის იყო რეპრესირებული (არქიმანდრიტ თორნიკეზე მასალა იხილეთ გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2007 წლის7-ე ნომერში). მამის შესახებ დეკანოზი რევაზი თავის მოგონებებში წერდა: მამაჩემი გაგი მოსეშვილი დისიდენტი გახლდათ. მან სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა თბილისში, მაგრამ პოლიტიკური და ეკლესიური მოღვაწეობის გამო ციხეში აღმოჩნდა. ის ვერ დაესწრო ჩემს დაბადებას. ჩემი ოცნება იყო ვინმესთვის დამეძახა - მამა, მეგრძნო ოჯახური სითბო, მაგრამ ამაოდ. ოცნება „, დიდხანს დარჩა ოცნებად“ 1961-1972 წლებში რევაზი ქ. წყალტუბოს საშუალო სკოლაში · სწავლობდა, პარალელურად დაამთავრა მუსიკალური შვიდწლედი. სიყრმიდანვე ეზიარა ეკლესიურ ცხოვრებას. 1962 წელს გადასახლებიდან სამშობლოში დაბრუნდა მამამისი, გაგი მოსეშვილი, რაც ყმაწვილი რევაზისთვის დიდი სიხარული გახლდათ. მამა რევაზი იგონებს: „1962 წელს მამა სამუდამოდ ჩამოვიდა საქართველოში და წამიყვანა აჭარაში, ნათესავებთან, შემიყვანა წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში, სადაც მიდიოდა სადღესასწაულო წირვა, მწირველი იყო აწ განსვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II (სიდამონიძე) და არქიმანდრიტი ილია (შიოლაშვილი), მომავალში -- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ამ შემთხვევამ მთლიანად შეავსო დაცალიერებული სული ჩემი. ძალიან დიდი სითბოთი მიმიღეს, ღვთიური სიყვარუ4 ლით გული ჩემი გააღვივეს. ეს იყო ჩემი მეორედ შობა, 180 გრადუსით შემობრუნდა ჩემი ცხოვრება. მე – გავხდი არქიმანდრიტ ილიას სულიერი შვილი. ეს ხომ უდიდესი ბედნიერებაა“, მამა თორნიკე რევაზს პატარაობიდანვე ასკეტურად ზრდიდა, აღვივებდა მასში ღვთისმსახურებისადმი დიდ სიყვარულს, აცნობიერებდა სამღვდელო მოღვაწეობის სიმძიმეებსა და იმ პასუხისმგებლობაში, სასულიერო პირს რომ აქვს დაკისრე-
19-1 საპატრიარქოს უწყებანი N19 19-25მაისი 2011წ გვ.18
დეკანოზი რევაზ მოსეშვილი 1954-2011 (გაგრძელება)
ბული. ის მხოლოდ ერთი სურვილით იყო შეპყრობილი –– უფალთან ახლოს ყოფილიყო. ამ სურვილით ცხოვრობდა მამა რევაზი და სწორედ ამან განსაზღვრა მისი შემდგომი მოღვაწეობაც. სკოლის წარჩინებით დასრულების შემდეგ მამა რევაზს ჰქონდა მრავალი შემოთავაზება, რათა სწავლა ნებისმიერ საერო ინსტიტუტში გაეგრძელებინა, მან კი მოძღვრის მძიმე, მაგრამ ტკბილი უღელი აირჩია. 1972 წელს მამისა და თავისი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით, რევაზმა მცხეთის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში მდებარეობდა. იმ დროს მონასტრის წინამძღვარი გახლდათ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ნათლია, იღუმენია ზოილე (დვალიშვილი). მასთან ერთად მონასტერში მოღვაწეობდნენ მონაზონი პარასკევა და მონაზონი დარო (აჭაიძე), რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს მამა რევაზის სულიერ ჩამოყალიბებაში. სემინარიაში სწავლის პერიოდში რევაზ მოსეშვილი დაოჯახდა. მისი მეუღლე გახლავთ ლიკა ფაცაცია. მათ ორი ქალიშვილი: თამარი და თეა შეეძინათ. ორივე დაოჯახებულია. მამა რევაზის შვილიშვილები – გიორგი, მოსე და ლუკა, თავიანთი წინაპრების მსგავსად, ღირსეულ მამულიშვილებად იზრდებიან. 1973 წელს სემინარიის II კურსის სტუდენტი, 19 წლის ახალგაზრდა, სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა დავით V-მ (დევდარიანი) დიაკვნად აკურთხა. სემინარიაში სწავლის პერიოდს მამა რევაზი ასე იხსენებს: „იმ დროში ძალიან ძნელი იყო 18-19 წლის ყმაწვილისათვის სემინარიაში სწავლა, რომელიც დევნასა და დაცინვას განიცდიდა. არ შეიძლება არ მოვიხსენიო ჩემი მასწავლებლები -–– პროტოდიაკონი ამბროსი ახობაძე, რომელმაც ჩამომაყალიბა, როგორც დიაკონი და ვოკალისტი. აწ განსვენებული უწმინდესი და უნეტარესი ეფრემი (სიდამონიძე), პატრიარქი დავით V (დევდარიანი). პროტოპრესვიტერი პახუმ ობოლაძე, დეკანოზი გიორგი ჩაჩუა, დეკანოზი ვიქტორ შალამბერიძე, მოიხსენიოს უფალმა სასუფეველსა შინა და დაამკვიდროს უფალმა სული იმათი, სადაც მართალნი განისვენებენ. მათმა ლოცვამ და სულისკვეთებამ შემაძლებინა სასწავლებლის დამთავრება და თუ ჩემში არსებობს ღვთისა და ერის სიყვარული, ეს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის დამსახურებაა“ 1974 წელს მამა რევაზმა კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის რეკომენდაციით მოსკოვში, ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში განაგრძო სწავლა. აკადემიაში რუსეთის პატრიარქ პიმენთან (იზვეკოვი) მსახურობდა, ხოლო არდადეგებზე, საქართველოში ყოფნის პერიოდში, იგი ქუთაისის საკათედრო ტაძარში ასრულებდა დიაკვნის მოვალეობას.
1977 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა უწმინდესი და უნეტარესი დავით V. წმინდა სინოდის გადაწყვიტილებით, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (ოლაშვილი) პატრიარქის მოსაყდრედ დადგინდა, ხოლო 1977 წლის 23 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მოხდა მისი ინტრონიზაცია. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II.
1978 წლის 23 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე, სიონის საპატრიარქოში ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მოსკოვის სასულიერო აკადემიის IV კურსის სტუდენტი, დიაკონი რევაზი მღვდლის ხარისხში აიყვანა. 1978 წლის მაისში მამა რევაზმა წარჩინებით დაასრულა აკადემია და სამშობლოში დაბრუნდა. კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, იგი სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად დაინიშნა.
1979 წელს მღვდელი რევაზი ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს. მალევე იგი ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. ახალგაზრდა და ენერგიული მოძღვარი პირველივე დღიდან შეიყვარა ქ. ქუთაისის მრევლმა. ქალბატონი თამარ ბაგრატიონ-მუხრანელი ასე იხსენებს მამა რევაზის მსახურების პირველ წლებს: „შეუძლებელი იყო, ადამიანს მოესმინა მისი ქადაგება და გულგრილი გამოსულიყო ტაძრიდან. კარგად მოგეხსენებათ ის ავადსახსენებელი პერიოდი -- საბჭოთა კომუნისტური რეჟიმი, როდესაც არა მარტო ახალგაზრდებს, არამედ ხანში შესულებსაც კი ეკრძალებოდათ ეკლესიაში შესვლა და სანთლის დანთება. აი, სწორედ მაშინ, მამა რევაზმა იკისრა ღვთისმსახურის მძიმე ჯვრის აღება -– თავისი მაღალი ღირსებით, ზნეობით, ერუდიციითა და არაჩვეულებრივი ხმით. ამ უკანასკნელმა დიდი გავლენა მოახდინა მრევლზე, ვინაიდან იმ პერიოდში იშვიათი იყო ასე ხმამაღალი, გაბედული ტონით ქადაგება. ტაძრის ეზოშიც კი ისმოდა მისი მჭექარე ხმა, რათა ახალგაზრდები მიეზიდა უფლისაკენ და ჭეშმარიტი სარწმუნოებისაკენ“. 1988 წლის 27 აგვისტოს ქუთათელ-გაენათელმა
19-2 საპატრიარქოს უწყებანი N19 19-25მაისი 2011წ გვ.19
დეკანოზი რევაზ მოსეშვილი 1954-2011 (გაგრძელება)
ეპისკოპოსმა კალისტრატემ (მარგალიტაშვილი) მრავალი წლის მანძილზე დადუმებული გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია აკურთხა. მამა რევაზმა დიდი წვლილი შეიტანა გელათის უძველესი მონასტრის ხელახალ აღორძინებასა და მის განახლებაში. კათოლიკოს-პატრიარქ ილია I-ის ლოცვა-კურთხევით, მონასტრის პირველ წინამძღვრადაც სწორედ იგი დადგინდა. 1988 წლის 21 სექტემბერს გელათის მონასტერში წარმოთქმულ ქადაგებაში უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღნიშნავდა: „დღეს გაიხსნა გელათი და დღეს იხსნება სასულიერო აკადემია თბილისში... მიმდინარეობს გამოცდები. ეს შემთხვევითობა არ არის. ეს გაგრძელებაა იმ ძველი აკადემიისა, რომელიც იყო აქ. თითქოს ღმერთი გვეუბნება, გეყოფათ ამდენი გლოვა, გაიხარეთო. ასევე იხსნება შიომღვიმე, ანტონ მარტყოფელის მონასტერი და მრავალი სხვა. ღვთისმშობლის "ფარველობას ვხედავ მე ამაში. უამისოდ საქართველო ვერ გაუძლებდა ამდენ ტანჯვა-წამებას. სოლომონ ბრძენი ამბობს: არის ჟამი ნგრევისა და არის ჟამი შენებისა. მადლობა ღმერთს, განვლო ჟამმა ნგრევისამ და დადგა ჟამი შენებისა. ამას გილოცავთ!“ბოლო ხანებში დეკანოზი რევაზი ხშირად ავადმყოფობდა. სიცოცხლის უკანასკნელი დღეები კი, მძიმედ სნეულმა, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაატარა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა მოძღვარი 2011 წლის 12 აპრილს აღესრულა. იგი 16 აპრილს, ლაზარეს შაბათს, ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს, სადაც მან 32 წელი ღირსეულად იმსახურა. 21 მაისს სრულდება 40 დღე, რაც მან დატოვა მიწიერი სამყოფელი და ზეციურში გადაინაცვლა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს დეკანოზ რევაზის უკვდავი სული დაამკვიდროს იქ, სადაცა მართალნი განისვენებენ. დეკანოზ რევაზის ქადაგება ყოველთვის გულში ღრმად ჩამწვდომი, ცრემლის მომგვრელი, ღვთიური, ჭეშმარიტი, მარტივად გასაგები და დაუვიწყარი იყო. გთავაზობთ მის ერთ-ერთ ქადაგებას თემაზე „ღმერთი -- ყოველთა წარმმართველი"„მცდარია ის შეხედულება, რომლის თანახმადაც, ღმერთმა მართალია კი შექმნა სამყარო, მაგრამ შემდეგ, დაუწესა რა მას ბუნების კანონები, თავის თავს მიანდო იგი და არ ერევა მის მოვლენათა განვითარებაში. ღმერთმა არა მარტო შექმნა სამყარო, არამედ განაგებს კიდეც მას. მან დაუდო დასაბამი ყოველ ქმნილებას და წინასწარ აქვს განჭვრეტილი მისი მომავალი. მანვე უწყის ქვეყნიერების აღსასრულის ჟამი. უფალმა წინასწარ იცოდა ნათლის ანგელოზის დაცემის შესახებ, ის რომ ადამიანი მის სიტყვას გარდახდებოდა და თავს სიკვდილს მოსწევდა, რომ საჭირო იქნებოდა კაცობრიობის ხსნა და ქვეყნად მესიის მოვლინება. მაგრამ ამან შეიძლება გვიბიძგოს იმ მოსაზრებისაკენ, რომ ყოველივე წინასწარ არის განსაზღვრული ღვთის მიერ და ჩვენ მხოლოდ მისი ნების ბრმა აღმსრულებლები ვართ, მაგრამ ეს მოსაზრება საფუძველშივე მცდარია. უფალმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა. ეს გულისხმობს მასში გონებასთან და უკვდავ სულთან ერთად თავისუფალი ნების არსებობასაც, თავისუფალი ნება კი -– თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალებას. ადამიანს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა -– გააკეთოს არჩევანი, სულ ცოტა ორ სათუო ქცევას შორის, რომელთაგან ერთი მას ღმერთთან დაახლოებს, ხოლო მეორე დააშორებს მისგან, ანუ გააკეთოს არჩევანი ბოროტსა და კეთილს, ცოდვასა და მადლს შორის. ამდენად, მართალია, ღმერთმა წინასწარ იცის, თუ როგორი არჩევანის წინაშე დადგება ადამიანი, მაგრამ იგი მას არ ართმევს მოქმედების, არჩევანის გაკეთების თავისუფლებას. მაგრამ ისმის კითხვა: თუკი ადამიანს ძალუძს კეთილის არჩევა და უფალსაც სურს, რომ ადამიანიც მისკენ ისწრაფვოდეს, რატომ ხდება რომ ადამიანი ძალზე ხშირად ბოროტების ქმნას ამჯობინებს? ამის გასაგებად მივმართოთ პავლე მოციქულს: „რამეთუ შეაყენნა ღმერთმან ყოველნივე ურჩებასა, რაითა ყოველნი შეიწყალნეს. ჰოი, სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაი! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი! რამეთუ ვინ ცნა გონებაი უფლისაი? ანუ ვინ თანამზრახველ ეყო მას? ანუ ვინ წინაისწარ მი-რაი-მე-სცა მას და კუალად მიეგოს მას? რამეთუ მისგან და მის მიერ და მისა მიმართ არს ყოველი. მისა დიდებაი უკუნითი უკუნისამდე. ამინ“ (რომ. 11, 32-36). ღმერთმა ისე მოაწყო ცოდვაში ჩაფლული კაცობრიობის საქმე, რომ ადამიანებს თავი ისე ეგრძნოთ, როგორც შებორკილებსა და დილეგში დამწყვდეულებს და თავიანთი ცოდვილი მდგომარეობით გატანჯულიყვნენ. აქედან გამომდინარე, პავლე მოციქული იმას კი არ ამბობს, რომ ღმერთმა მიიყვანა ადამიანები ურჩობის ცოდვამდე, არამედ იმას, რომ მან აღძრა
19-3 საპატრიარქოს უწყებანი N19 19-25მაისი 2011წ გვ.20
დეკანოზი რევაზ მოსეშვილი 1954-2011 (დასასრული)
ცოდვილებში ცხონების საქმეში უძლურების გრძნობა და ლმერთის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობის შეგნება. ეს კი ასე გააკეთა: წარმართებს საშუალება მისცა ცოდვებსა და ვნებებში ამოგანგლულიყვნენ, ხოლო ებრაელებს -– ბნელში მსხდარიყვნენ და ამაო ფუსფუსით, სიტყვასიტყვით აღესრულებინათ სჯულის მითითებანი. ყოველივე ღვთისაგან არის, ღვთის მიერ და ღვთისკენ მიემართება ეს კი არის დიდებისმეტყველების ძირითადი აზრი. სიბრძნე ეს არის ღვთაებრივი სიბრძნე, რომელსაც ღმერთი ფლობს და რომელსაც ავლენს ადამიანის ცხონების საქმეში. მეცნიერება ეს შემეცნებაა, რომელსაც ჩვენ შევიძენთ ღვთის არსებისა და მოქმედებათა შესახებ ხსნის დიად საქმეზე ფიქრით. ღმერთი არის სინათლის წყარო ეს არის სწორედ სახარებაში გაბრწყინებული სიბრძნე და მის ნათელში ჩვენც სინათლეს ვხედავთ. სწორედ ეს არის მეცნიერება ღვთისა, ანუ შემეცნება ღვთისა, რომელსაც ვღებთ სახარებიდან. „ხოლო დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცათა შინა, არცა ძემან, არამედ მამამან“ (მარკ. 13, 32). მეორედ მოსვლის დღის შესახებ, რასაკვირველია, წინასწარ იცის მამა ღმერთმა. მაგრამ რას უნდა ნიშნავდეს „არცა ძემან?“ ნუთუ უფალი იესო ქრისტე თავისი ბუნებით მამისაგან განსხვავებულია ან მისი ცოდნა შეზღუდულია მამის ცოდნისგან განსხვავებით (სხვათა შორის, მათეს სახარებაში ანალოგიურ მუხლში ძე არ არის ნახსენები)? ამ საკითხზე ეკლესიის მამათა შორის აზრთა სხვადასხვაობას ვხვდებით, მაგრამ თუ მათ გამონათქვამებს შევაჯერებთ, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ ძემ თუმცა კი იცის მეორედ მოსვლის ჟამი, მაგრამ მას არ სურს განუცხადოს იგი თავის მოწაფეებს, რადგან ეს მათ სარგებლობას არ მოუტანს: იმის ცოდნა, რომ სამსჯავრომდე კიდევ შორია, მათ დაუდევრებს გახდიდა ღვთისმოსაობაში. ეს აზრი ერთ-ერთ განმმარტებელს (ლაგრნეს) ასე აქვს გამოხატული: ძემ იცის, მაგრამ მამისგან არა აქვს „დავალებული“, რომ თქვას ამის შესახებ და მხოლოდ ამ გაგებით „არ იცის“ ძემ, როგორც წარმოგზავნილმა მესიამ (როგორც კაცმა) და არა, როგორც ღმერთმა, რადგან ეს არ შედის მის უფლებამოსილებაში - განუცხადოს ადამიანებს ქვეყნიერების აღსასრულის ჟამი. ის, რომ ღმერთია ყოველთა წარმმართველი, და ისიც, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს გარკვეული თავისუფლება არჩევანისა, გარკვეულ პასუხისმგებლობას აკისრებს ადამიანს უფლის წინაშე: „და შენ ისმინო ზეცით განმზადებულისაგან საყოფელისა შენისა, და მოწყალე ექმენ, და ქმნე და მოსცე კაცსა გზისაებრ მისისა, ვითარც უწყი გული მისი, რამეთუ შენ მხოლომან თვით უწყნი გულნი ყოველთა ძეთა კაცთანი“ (3 მეფ. 9, 29). „ნუ იქადით, ნუცა იტყვით მაღალსა გარდარეულად, ნურცა აღმოვალნ მდიდრად სიტყვა პირისაგან თქუენისა, რამეთუ ღმერთი არს მეცნიერებათ უფალი და ღმერთმა განმზადნეს საქმენი თვისნი“
20 საპატრიარქოს უწყებანი N20 26მაისი-1ივნისი 2011წ გვ.17
მღვდელი გრიგოლ კავსაძე 1829-1899
„დიდად სანატრელია, რომ სხვა მლვდლებმაც მიჰპბაძონ ჩვენს მღვდელს“
მღვდელი გრიგოლ სოლომონის ძე კავსაძე 1829 წელს ქართლში, გორის მაზრის სოფელ ხოქლეში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. მამამისი, მღვდელი სოლომონ კავსაძე, შვილს სიყრმიდანვე ღვთისა და სამშობლოს სიყვარულს უნერგავდა. პატარა გრიგოლი დიდი გულმოდგინებით ისმენდა და ანებაში ღრმად იბეჭდავდა მამის მონათხრობს საქართველოს თავდადებული მეფეების, დედოფლების, წმინდა მოწამეებისა და გამოჩენილი სასულიერო ” მოღვაწეების შესახებ. ოჯახშივე შეისწავლა მან ლოცვა და ხუცურად კითხვა-გალობა, რის შემდეგაც, ლღვთისმსახურებისას, ტაძარშიც ეხმარებოდა მამას. მალე მამამ იგი ქ. გორში ჩაიყვანა და სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, რომელიც ყმაწვილმა წარჩინებით დაასრულა. 1844 წელს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მოწაფე, გრიგოლი გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის საკათედრო ტაძრის წიგნის მკითხველად დაადგინეს. აქ მან წლების განმავლობაში საფუძვლიანი სამედავითნეო და საღვთისმსახურო მომზადება გაიარა. XIX საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს გრიგოლი დაქორწინდა პელაგია იოსების ასულზე (1833წ.). მათ შვიდი შვილი აღუზარდეს ქვეყანას: მღვდელი ლონგინოზი (1852წ.), ილია (1861წ.), ეკატერინე (1863წ.), გიორგი ·1865წ.), მარიამი (1871წ.), იოსები (1872წ.) და ალექსანდრე (187<წ.). 1851 წელს გრიგოლი სოფელ კავთისხევის წმინდა გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს. 1852 წლის 13 თებერვალს საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) იგი დიაკვნად აკურთხა; 1854 წელს კი გორის ეპისკოპოსმა იოანემ (ავალიანი) მლვდლად დაასხა ხელი და ქსნის ხეობაში, სოფელ ლარგვისის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა, სადაც 1855 წლამდე იმსახურა. 1856 წლის 16 ოქტომბერს მღვდელი გრიგოლი სვენეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1856 წლის 16 დეკემბერს ხოვლეს მოსახლეობამ და მრევლმა თხოვნით მიმართეს საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას, რათა მათი სოფლის მკვიდრი, მღვდელი გრიგოლ კავსაძე მშობლიურ სოფელში დაენიშნათ მოძღვრად. საეკლესიო მმართველობამ გაითვალისწინა ხალხის თხოვნა და იგი ხოვლეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. მასვე დაევალა ხოვლეში მცხოვრებ თავად ჯავახიშვილთა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის კარის ეკლესიაში წირვალოცვის აღსრულება. 1861 წლის 19 თებერვალს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ ხელი მოაწერა მანიფესტს ბატონყმობის გაუქმების შესახებ, თუმცა შემუშავდა ისეთი სისტემა, რომელიც არ ითვალისწინებდა გლეხების სრულ 1 გათავისუფლებას თავად-აზნაურთა დამოკიდებულებისაგან. მართალია, ყმა გლეხებმა პირადი თავისუფლება მიიღეს, მაგრამ მათი ეკონომიური მდგომარეობა არათუ გაუმჯობესდა, პირიქით, კიდევ უფრო დამძიმდა. ეს პროცესი საქართველოს გლეხობაზეც აისახა. ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები. 1863 წლის ზაფხულში სოფელ ხოქლეში გლეხები რამდენჯერმე გამოვიდნენ თავადების წინააღმდეგ. მემამულე ვეზირიშვილმა გლეხებს ფულადი გადასახადი გაუზარდა. აღელვებულმა მოსახლეობამ საჩივრით მიმართა კავკასიის მეფისნაცვალს, მაგრამ მმართველობის ორგანოებმა მემამულის ინტერესები დაიცვეს. სოფელში ჩააყენეს ეგზეკუცია. მემამულის ბრძანებით, კაზაკებმა სოფელი დაარბიეს, გლეხები ტყეში გაიხიზნენ. არეულობით შეშფოთებულმა მამა გრიგოლმა შუამავლის როლი ითავა. მან მეფისნაცვალს თხოვნით მიმართა, სოფლიდან ეგზეკუცია მოეხსნათ და პირობას დებდა, რომ გაქცეულ გლეხებს სახლებში დააბრუნებდა. 1863 წლის 13 აგვისტოს, მეფისნაცვალის ბრძანებით, ეგზეკუცია გაიწვიეს, რის შემდეგაც მდგომარეობა მალევე გაუმჯობესდა. ამასთან დაკავშირებით, მამა გრიგოლს
20-1 საპატრიარქოს უწყებანი N20 26მაისი-1ივნისი 2011წ გვ.18
მღვდელი გრიგოლ კავსაძე 1829-1899 (გაგრძელება)
1863 წლის 30 აგვისტოს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა, ხოლო დეკემბერში საგვერდულით დაჯილდოვდა. XIX საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში მამა გრიგოლის თაოსნობით მისივე სახლში გაიხსნა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, სადაც თავადვე ასწავლიდა წერა-კითხვას, წმინდა წერილს, ანგარიშსა და რუსულ ენას. 1864 წელს „ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დახმარებით ეს. სკოლა გადაკეთდა ოთხწლიან სასწავლებლად, სადაც სწავლება ქართულ ენაზე-მიმდინარეობდა. 1868 წლის სექტემბრიდან კი შემუშავდა ახალი პროგრამა. ამ სკოლაში, მამა გრიგოლის გარდა, სხვადასხვა დროს მასწავლებლობდნენ: ნ. თარხნიშვილი, ი. ციციშვილი, ი. ცხვედაძე, ი. ჭიჭინაძე, ზ. ჯავახიშვილი და ქ. ჯავახიშვილი. აი, რას წერდა 1867 წელს ჟურნალი „დროება“ მღვდელ გრიგოლ კავსაძის მოღვაწეობის შესახებ: „ბევრმა „დროების“ მკითხველმა არ იცის, რასაკვირველია, სად უნდა იყოს სოფელი ხოვლე. ეს გასაკვირველიც არ არის. ვისაც სურს საქართველოს ადგილების და სოფლების მდებარეობა შეიტყოს, ის უვახუშტოდ ბევრს ვერას შეიტყობს. ზემოთ ნაჩვენები ხოვლეც აქვს მოხსენიებული ვახუშტის. ის მდებარეობს მშვენიერ ხეობაში, ხიდისთავის მახლობლად. ახალქალაქს რომ გასცილდები, გორს მიმავალი ფოსტის გზით, მარცხნივ დაინახავ ფერდობში, მაღლობ ალაგზე, ერთ გაბნეულ სოფელს. ეს არის ხოვლე. აქ მცხოვრებნი არიან თავადნი ჯავახიანთ ყმობიდან განთავისუფლებულნი 120 კომლი გლეხი. თვით ჯავახიანნი შეადგენენ ხუთ კომლს. ხოვლე მისთვის ამოვირჩიე სალაპარაკოდ, რომ აქ თითქმის ყველა ქართლის სოფლებზედ ადრე დაარსდა სკოლა და გაიხსნა პურის მაღაზია. სკოლა გახსნა აქაურმა მღვდელმა გრიგოლ კავსაძემ თავის სახლში გლეხიკაცის შვილებისათვის, რომელთაც ასწავლის წერა-კითხვას, წმინდა წერილს, ანგარიშს ქართულ ენაზე და რუსულსაც. ყმაწვილები სკოლაში მოდიან ადრე, როგორც კი გათენდება და სწავლობენ ორ საათს დღეში; შემდეგ ყველა მიდის თავ-თავის სახლში სამუშაოდ. მასწავლებლად არის თვითონ მღვდელი და იმისი დიაკვანი ზედამხედველად. ამასთანვე, ხოვლეს ცხოვრობს ერთი ღარიბი ქვრივი დედაკაცი, აქაური დიაკვნის დედა; იმას მღვდელმა მიაბარა რამდენიმე გლეხკაცის ქალი, რომელთაც ასწავლის როგორც წერა-კითხვას, წმინდა წერილს და ანგარიშს, აგრეთვე ჭრაკერვას და სხვადასხვა ხელსაქმეს. ამ დედაკაცს შრომის ჯილდოდ ეძლევა წელიწადში თუმან-ნახევარი. აგერ ერთი წელიწადია, რაც ეს სკოლა არის და იმათში ერთი აღარ არის, რომ გარკვევით არ კითხულობდეს. ქალების სკოლა დიდი ხანი არ არის, რაც გაიხსნა, და იმედი არის, ქალებმა თუ არ აჯობეს, ვაჟებზედ უკან არ დარჩებიან. გარდა ამისა, მღვდელმა გახსნა მაღაზია და თვითონ შეწირა ოცდაათი კოდი პური. საგანი მაღაზიისა ეს არის: ვისაც დააკლდება პური, იმას მიაქვს თავისის სარგებლით, რომელიც კალოზედ უნდა შემოიტანოს. ამაში, რასაკვირველია, ყველა მებატონე და გლეხკაცი კისრულობენ მონაწილეობას და მომავალ კალოზედ ვაპირებთ ყველამ თავთავისის შეძლებისდაგვარად შევიტანოთ სამაღაზიო პური. თუ მშვიდობა იქნა, შემოდგომაზე გვსურს სასოფლო ბანკის დაარსება, ის, როგორც უკეთ დავინახავთ, ამ დაწყობილებით არც გლეხი შეწუხდეს და სარგებლობა და შეძინებაც ნახოს; მოსავალი გლეხკაცს ისევ სოფელში უნდა დარჩეს და აქვე იტრიალოს. ამ კეთილ საქმეში დიდი მონაწილეობა აქვს, როგორც წინათაც მოგახსენეთ, ამ სოფლის მღვდელს. ის უქადაგებს ხალხს ეკლესიაში, უქმე დღეებში ყოველთვის ელაპარაკება და რჩევას აძლევს. დიდად სანატრელია, რომ სხვა მღვდლებმაც მიჰბ ძონ ჩვენს მღვდელს და ყველამ ჩვენი ქვეყნის სა> სარგებლოდ იმოქმედონ. უპირველესი საჭიროება ჩვენს სოფლებში არის ვაჟებისა და ქალების სკოლები, პურის მაღაზიები და პატარ-პატარა სასოფლო ბანკები“. როგორც ამ საინტერესო წერილიდან ირკვევა, მამა გრიგოლი სოფელში დიდი ავტორიტეტითა და სიყვარულით სარგებლობდა. მას რჩევას ეკითხებოდნენ არა მარტო სულიერ საკითხებზე, არამედ სხვადასხვა საზოგადოებრივი და საჭირბოროტო პრობლემის გადასაჭრელადაც. დაუზარელი მოძღვარიც სინდისიერად ემსახურებოდა თავის სამწყსოს. საეკლესიო მმართველობას შეუმჩნეველი არ დარჩენია მამა გრიგოლის ნაყოფიერი მოღვაწეობა. 1867 წელის 4 მაისს რუსეთის წმინდა სინოდმა მადლობის ფურცელი გამოუგზავნა. 1868 წლის 16 აპრილს სკუფია უბოძეს. ამავე წელს სამოქალა მთავრობამ ვერცხლის საათი უსახსოვრა. 1873 წლის 8 აპრილს კი კამილავკა ეწყალობა. 1879 წელს მან სიკვდილს გადაარჩინა ადამიანი, რისთვისაც გმირობის მედლით დააჯილდოვეს. 1883 და 1885 წლებში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, კეთილსინდისიერი და უანგარო სამსახურისთვის მადლობის ფურცელი ეწყალობა. 1891 წლის აღდგომას სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. 1853-1856 წლებში, ყირიმის ომთან დაკავშირებით, სამახსოვრო მუქი ბრინჯაოს ჯვარი გადასცეს. შვილებიც ღირსეულ მამულიშვილებად დაზარდა. მისი უფროსი ვაჟი ლონგინოზი მამა-პაპათა კვალს გაჰყვა. იგი 1852 წელს დაიბადა. 1872 წელს, გორის სასულიერო სასწავლებლის დასრულებისთანავე, მან თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, სადაც მხოლოდ IV კლასი ისწავლა. 1875 წელს ლონგინოზი დაქორწინდა მარიამ მიხეილის ასულზე (1860წ.), რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა: ვერა (1880წ.), მიხეილი (1881წ.), ანდრია (1884წ.), ვლადიმერი (1886წ.) და ნიკოლოზი (1887წ.). 1876 წლის 1 მაისს თბილისის სიონის ყოვლადწ-
20-2 საპატრიარქოს უწყებანი N20 26მაისი-1ივნისი 2011წ გვ.19
მღვდელი გრიგოლ კავსაძე 1829-1899 (გაგრძელება)
მინდა ლვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მედავითნედ დანიშნეს. 1876 წლის 29 აგვისტოს ლონგინოზი დიაკვნად აკურთხეს და ამავე ტაძარში მედავითნის შტატში დაადგინეს. 1877 წლის 29 აპრილს იპოდიაკვნის შტატში დაამტკიცეს. 1876- 1886 წლებში, პარალელურად, იგი საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის კანცელარიაში რიგით მოხელედ მუშაობს. 1881 წლის 16 იანვარს თბილისის მაზრის ღარიბი სამღვდელოების სამზრუჩნველოს განყოფილებაში ფოსტალიონის თანამდებობაზე დაინიშნა, სადაც 1886 წლამდე იმუშავა. 1884 წლის 11 მაისს სიონის საკათედრო ტაძარში დიაკვნის შტატში დაადგინეს. 1885 წლის 16 ნოემბერს კეთილსინდისიერი სამსახურისთვის სინოდალური კანტორისაგან მადლობა გამოეცხადა. 1887 წლის 2 თებერჯად, მღვდლად დაასხეს ხელი და გორის მაზრაში, სოფელ სანებელის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრად განამწესეს. 1892 წლის 10 მარტს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1893 წლის 31 მაისს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების წევრად აირჩიეს. 1910 წელს სკუფია ეწყალობა. ნაბოძები ჰქონდა იმპერატორ ალექსანდრე IIIის სახელობის სამახსოვრო ვერცხლის მედალი. მღვდელი ლონგინოზი 1919 წლის 7 ოქტომბერს გარდაიცვალა. დასაფლავებულია ხოვლეს ეკლესიის ეზოში.
მამა გრიგოლის ნაბოლარა ვაჟი, ალექსანდრე, იგივე სანდრო კავსაძე, წინაპართა მსგავსად, კარგი ხმითა და სიმღერის ნიჭით გამოირჩეოდა. ახალგაზრდა სანდროს მოღვაწეობით თვით წმინდა ილია მართალი ალფრთოვანებულა, რის გამოც ახალგაზრდა ლოტბარი არაერთხელ გამხდარა მისი საპატიო სტუმარი საგურამოში, ილიაობასთან დაკავშირებით გამართულ დღესასწაულზე. გადმოცემით ცნობილია, რომ ილიას განსაკუთრებულად მოსწონდა სანდროს მიერ შესრულებული „ურმული“ და „ოროველა“. სანდროს ძმისწულის, მღვდელ ლონგინოზის ვაჟის, შემდგომში ასევე ცნობილი ლოტბარის -– მიხეილ კავსაძის გადმოცემით, მსმენელები აღტაცებულნი იყვნენ სოსო ჯუღაშვილის (სტალინის), გიორგი გოგიტაშვილისა და სანდრო კავსაძის ტრიოთიო. სანდროს რჩევით დაუწყია მუსიკის შესწავლა შემდგომში გამოჩენილ და დიდ მომღერალ პეტრე ამირანაშვილს. ასევე სანდროს გუნდის მშვენებას წარმოადგენდა ცნობილი მომღერალი ვანო სარაჯიშვილი, რომელიც სანდრო და მიშა კავსაძეებთან ერთად ხიბლავდა მსმენელებს. მღვდელი გრიგოლ კავსაძე 1899 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა. იგი დიდი პატივით დაკრძალეს ხოვლეს ეკლესიის ეზოში. შემორჩენილია მამა გრიგოლის მცირე ქადაგება, რომელიც მან 1866 წლის 10 იანვარს ხოვლეს ეკლესიაში ახლად დაქორწინებულთა დასარიგებლად წარმოთქვა:
20-3 საპატრიარქოს უწყებანი N20 26მაისი-1ივნისი 2011წ გვ.20
მღვდელი გრიგოლ კავსაძე 1829-1899 (დასასრული)
„აჰა, საყვარელნო სულიერნო შვილნო, დღეს თქუენზედა აღსრულდა წმინდა საიდუმლო ქორწინებისა, და მით მოგენიჭათ მადლი ღეთისა, მაკურთხეველი თქვენისა მეუღლეობითისა კავშირისა სახედ ქრისტეს სულიერისა კავშირისა ეკლესიასთანა. კავშირი ესე არა კაცისაგან არს მოგონებული, არამედ თვით ღმერთმან განაწესა იგი დასაბამითგან. ესრეთ წმინდა დაბადება მოგვითხრობს, რომ ღმერთმან შექმნა კაცი -- ქმარი და ცოლი და ისე დააკავშირა იგინი, რომ ერთსულობით და ერთგულობით შეადგნენ ერთსა ხორცსა, როგორც გვარწმუნებენ სიტყუანი ესე ღვთისანი, წარმოთქმულნი პირველისა კაცისაგან: „დაუტევოს კაცმან მამა თვისი და დედა თვისი, და შეეყოს ცოლსა თვისსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ხორც, საიდუმლო ესე დიდ-არს“. მაგრამ როგორც დიდია ესე საიდუმლო, სულიერნო შვილნო, ესე უნდა დაწვლილებით შეიტყოთ, რაში მდგომარეობს თქუენი მეუღლეობითი ვალდებულება ურთიერთისადმი, რომ კანონიერად და ღვთის მოსაწონად დააფასოთ კავშირი თქვენი. მე, როგორც თქვენი სულიერი მამა, გამცნებთ: რომ პირველად უნდა იქონიოთ მეუღლეობითი სიყვარული და სცემდეთ ერთმანეთსა ჯეროვანსა პატივსა; ამისთვის, რომ თქვენ ახლა შეადგენთ ერთს ხორცს, და ხართ ერთი მეორესი თანაშემწე, ერთგული თანამონაწილე და თანამგრძნობელი. მეორედ -– ესე თქვენი ღვთისაგან ნაკურთხი მეუღლეობა მოითხოვს, რომ ამიერიდგან უნდა გქონდესთ თქვენ სახეში ზრუნვა კეთილად აღზრდისათვის შვილთა თქვენთა, ოდესაც მოგცემთ თქვენ ღმერთი მათ. მესამედ უნდა აღასრულებდეთ პირობასა, ანუ აღთქმასა, რომელიც მიეცით დღეს ერთმანეთსა წინაშე ღვთისა და ეკლესიისა. ხოლო უკეთუ თქვენ არა დაიცავთ მეუღლეობითსა კავშირსა და არა იქმნებით ერთმანეთის ერთგულნი, მაშინ თქვენ განარისხებთ სულსა წმინდასა, მესამესა პირსა სამებისასა, რომლისა მადლი ამა ქორწინების საიდუმლოსა მიერ მოვიდა თქვენზედა და იმყოფება თქვენ შინა. სულიერნო შვილნო! ცხოვრება ჩვენი, და ჩვენთა წინაპართა ცხადად გვიმტკიცებენ, რომ როდესაც ცოლ-ქმრობაში მოღალატობა ყოფილა, მაშინ იმათ ერთი დღე არ უნახავთ კეთილი. თქვენ ამგვარ საქმიდგან ყოვლადსახიერმან ღმერთმან დაგიფაროთ! ამისთვის შენ, კეთილმსახურო მონაო ღვთისაო მიხეილ, „შეიყვარე ცოლი ესე შენი, ვითარცა ქრისტემან შეიყვარა ეკლესია, და თავი თვისი მისცა მისთვის“ (ეფეს. 5. 25). ხოლო შენ, მხევალო ღვთისაო სოფიო, ემორჩილებოდე ამა მეუღლესა შენსა; გახსოვდეს, რომ ეს არის თავი და უფროსი შენი ღვთისაგან დადგინებული. აჰა, რას გვიბრძანებს საღმრთო წერილი: „ცოლნი თვისთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა. რამეთუ ქმარი არს თავი ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავი არს ეკლესიისა“ (ეფეს. 5. 22-23) და ესრეთ მოგფინოთ უფალმან მადლი თვისი განუშორებელი, მოგცეთ ნიჭი კეთილად შვილების აღზრდისა, და აკურთხოს თქვენი მეუღლეობითი კავშირი, ვითარცა აკურთხა კავშირი აბრაამისა და სარრასი, ისააკისა და რებეკასი და სხვათა ყოველთა წმიდათა მეუღლეთა! ამინ“.
21 საპატრიარქოს უწყებანი N21 1-6ივნისი 2011წ გვ.17
მიტროპოლიტი იოანე (მარღიშვილი) 1874-1929
„მამაო! მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“
მიტროპოლიტი იოანე, ერისკაცობაში -– ნიკოლოზ გიორგის ძე მარღიშვილი, 1874 წელს ქ. გორში, გლეხის ოჯახში დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ მისი წინაპრებიდან არავინ ყოფილა მოძღვარი და საეკლესიო მოღვაწე, პატარა ნიკოლოზი სიყრმიდანვე დიდ ინტერესს იჩენდა სასულიერო პირებისა და ტაძრის მსახურების მიმართ მამამ რომ თავისი შვილის ამ საქმისადმი ლვთისმოსაობა და სიყვარული იხილა, 1882 წელს რვა წლის ყმაწვილი გორის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, რომელიც ნიკოლოზმა 1892 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. სასწავლებლის დასრულების შემდეგ წარმატებით ჩააბარა გამოცდები სკოლის აღმზრდელის წოდებაზე და მიიღო მასწავლებლის მოწმობა. აქედან იწყება მისი დაუზარელი მოღვაწეობა ერისა და ეკლესიის სამსახურში. 1893 წლის 23 სექტემბერს ნიკოლოზმა თავისი ხარჯებით ქ. გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძართან გახსნა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, სადაც ბავშვებს თავადვე ასწავლიდა უსასყიდლოდ. ახალი სკოლის გახსნას დიდი სიხარულით შეხვდა გორის მოწინავე საზოგადოება და ინტელიგენცია, უბრალო მრევლი. ახალგაზრდა მასწავლებელს „ერდში ამოუდგნენ გორის სხვა ეკლესიათა მოძღვშოები და მასწავლებლები: ზოგი მატერიალურად, ზოგი წიგნებითა და ჟურნალ-გაზეთებით, ზოგიც სულიერად ეხმარებოდა მას ამ მეტად საკეთილდღეო საქმის განხორციელებაში, აი, რას წერდა ნიკოლოზი ამასთან დაკავშირებით 1895 წელს გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე: „ნება მიბოძეთ თქვენის პატივცემულის გაზეთ „ივერიის“ საშუალებით უგულითადესი მადლობა გამოვუცხადო გორის ოქონის ტაძრის დეკანოზს, მამა გრიგოლ ღამბარაშვილს, რომელმაც ამა წლის თებერვლის პირველიდგან გაზეთი „ივერია“ დაუკვეთა ჩემდამო რწმუნებულს გორის საკრებული ტაძრის სამრევლო სკოლის წიგნთსაცავს. გორის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებელს ი. ი. ფერაძეს, ბ. ა. კალანდაძეს, რომლებმაც ორ-ორი მანეთის სხვადასხვა პატარა საყმაწვილო ქართული წიგნაკები შემოსწირეს ამავე სამკითხველოს. გორის საოსტატო სემინარიის მასწავლებელს, ბატონ კ. ზ. გარაყანიძეს, რომელმაც შემოსწირა ზემოხსენებულ სკოლას ექვსი კედლის სურათი თვალსაჩინო სწავლისათვის ღირებული ორ მანეთამდის, ვაჭარს ი. ჩაჩანიძეს საანგარიშო ჩოთქის შემოწირვისათვის, რაიცა ღირს ათი შაური. ამას გარდა მადლობას ვუძღვნი აგრეთვე ბატონ თომაანთ კობას, რომლისგანაც მივიღეთ ორი თავისი ახლად გამოცემული წიგნაკი: „თეოდორე მღვდელი“. ამასთანავე, ვთხოვ კერძო გულშემატკივართ და წიგნების გამომცემლებს, ნუ დაიშურებენ ხსენებულის წიგნთსაცავის სასარგებლოდ სხვადასხვა წიგნების შემოწირვას, რითაც ისინი
დიდს სამსახურს გაუწევენ ჩემს მოწაფეებს; მით უმეტეს, რომ გორში ჯერჯერობით სხვა სამკითხველო არა გვაქვს“. 1898 წლის 15 აგვისტოს გორის საეპარქიო სასწავლებლის საბჭომ ნიკოლოზს პედაგოგიურ დარგში ნაყოფიერი და კეთილსინდისიერი მოღვაწეობისათვის მადლობა გამოუცხადა და 20 მანეთით დააჯილდოვა. 1900 წლის 1 სექტემბერს ცოდნის გაღრმავების სურვილმა იგი ჩრდილო კავკასიაში მდებარე, წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის არდონის მისიონერულ სემინარიაში მიიყვანა, სადაც მისი სულიერი მოძღვარი სემინარიის რექტორი, არქიმანდრიტი დიმიტრი (აბაშიძე) გახდა. 1900 წლის 28 ოქტომბერს პირველი. კურსის სტუდენტი ნიკოლოზ მარღიშვილი არქიმანდრიტმა დიმიტრიმ ბერად აღკვეცა და სახელად იოანე უწოდა.1901 წლის 28 იანვარს ვლადიკავკაზისა და მოზდოკის ეპისკოპოსმა ვლადიმერმა (სენკოვსკი) ბერმონაზონი იოანე დიაკვნად აკურთხა. 1904 წლის 11 იანვარს თავისი მოძღვრის, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, რომელიც იმჟამად უკვე ეპისკოპოსის ხარისხში გახლდათ და გურია-სამეგრელოს ეპარქიის კათედრაზე მოღვაწეობდა, ბერ-დიაკონი იოანე ქუთაისის სასულიერო სემინარიაში აგრძელებს სწავლას და პარალელურად, 1904 წლის 27 მარტს იგი მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის საძმოში უშტატო წევრად დაინიშნა. 1904 წლის 14 აპრილს მთავრობის დადგენილებით დაიკეტა ქუთაისის სასულიერო სემინარია, რის გამოც მამა იოანემ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. 1904 წლის 6 აგვისტოს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (აბაშიძე) მას მღვდლად დაასხა ხელი. 1905 წლის 6 მაისს საგვერდულით დააჯილდოვა. 1906 წელს მღვდელ-მონაზონმა
21-1 საპატრიარქოს უწყებანი N21 1-6ივნისი 2011წ გვ.18
მიტროპოლიტი იოანე (მარღიშვილი) 1874-1929 (გაგრძელება)
იოანემ თბილისის სასულიერო სემინარია წარჩინებით დაამთავრა და სამოღვაწეოდ ერთ-ერთ მონასტერში ითხოვა განწესება. 1905 წელს მღვდელ-მონაზონი იოანე ხირსის წმინდა სტეფანე პირველდიაკონისა და დავით გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრების ხაზინადრად დაინიშნა. 1906-1907 წლებში იგი პეტერბურგის სასულიერო აკადემიის თავისუფალი მსმენელია. 1907-1910 წლებში მამა იოანე თბილისის სასულიერო სემინარიასთან არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მასწავლებლად მუშაობს. 1908 წლის 27 თებერვალს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის განჩინებით იგი აღმოსავლეთ საქართველოს მონასტრების მთავარხუცესად დაინიშნა. 1910 წელს მამა იოანემ ცოდნის გაღრმავების მიზნით მოსკოვის სასულიერო აკადემიაში ჩააბარა, რომელიც 1914 წელს დიპლომის დაცვის გარეშე დაამთავრა. 1914 წლის 2 სექტემბერს იგი საქართველოში დაბრუნდა და ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა. 1915 წლის 10 აგვისტოს გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად გადაიყვანეს. ამავე წლის 29 აგვისტოს ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1917 წლის 21 სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონის (საძაგლიშვილი) ლოცვა-კურთხევით, არქიმანდრიტი იოანე თბილისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგად, შემდეგ კი ინსპექტორად დაინიშნა. 1918 წლის 1 ივლისიდან ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში გადაიყვანეს და ოქუმის ოლქის მომრიგებელ მოსამართლედ, ხოლო იმავე თვის 30 რიცხვიდან –– სოსუმის ოლქის მომრიგებელ მოსამართლეთა ყრილობის თავმჯდომარედ აირჩიეს. 1919 წლის 1 სექტემბერს არქიმანდრიტი იოანე სოხუმის ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნა, თუმცა ერთ კვირაში მის ადგილზე საკათოლიკოსო საბჭომ მიტროპოლიტი ამბროსი (ხელაია) განამწესა. 1919 წლის 13 სექტემბერს არქიმანდრიტი იოანე სოხუმის ეროვნულ საბჭოს წერდა: „ვინაიდგან, თანახმად კათოლიკოზისაგან შინაგან საქმეთა კომისრის სახელზე მიღებულ დეპეშისა, დროებით მართვა-გამგეობა დაევალა მიტროპოლიტ ამბროსის და მით მე ვიქმენ განთავისუფლებული ჩემი მოვალეობისაგან, ამიტომ უმორჩილესად ვსთხოვ ქართულ ეროვნულ საბჭოს, იშუამდგომლოს წინაშე სახალხო განათლების კომისრის ბატონ ივანე ლორთქიფანიძისა, რათა ოქუმის, სადაც მე ვითვლები მომრიგებელ მოსამართლედ, უმაღლეს ოთხკლასიან სასწავლებლის ინსპექტორად ვიქმნე განწესებული“. სახალხო განათლების საბჭომ გაითვალისწინა მისი თხოვნა და იგი ოქუმის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორად განამწესა. 1920 წლის 1 სექტემბრიდან არქიმანდრიტი იოანე გურჯაანის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორად დაინიშნა. მამა იოანე ესწრებოდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ,II, III და IV საეკლესიო კრებებს. 1921 წლის შემოდგომაზე ცხუმ-აფხაზეთის სამღვდელოების საოლქო კრებებზე არქიმანდრიტი იოანე აფხაზეთის ეპისკოპოსად აირჩიეს: 1 ოქტომბერს გუმისთის ოლქის სამღვდელოებამ, 3 ოქტომბერს -– კოდორისა და სამურზაყანოს ოლქებმა. საოლქო კრებებს წინ უძლოდა ცხუმ-აფხაზეთის საეპარქიო სამართლოს 1921 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება ახალ მღვდელმთავრად მამა იოანეს დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკათოლიკოსო საბჭომ 8 ოქტომბერს არქიმანდრიტი იოანე (მარღიშვილი) ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მღვდელმთავრად დაამტკიცა. ამავე წლის 15 ოქტომბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია), ქუთათელი მიტროპოლიტ ნაზარისა (ლეჟავა) და ალავერდელი ეპისკოპოს პიროსის (ოქროპირიძე) თანამწირველობით არქიმანდრიტ იოანეს ეპისკოპოსად დაასხა ხელი. ეს იყო ბოლშევიკური მმართველობის დროს პირველი ეპისკოპოსის კურთხევა. კვერთხის ჩაბარების დროს კათოლიკოსმა ამბროსიმ მას შემდეგი სიტ“ ვებით მიმართა: „მოგილოცავ იმ მადლს სულიწმი დისას და დიდ ხარისხს, რომელიც შენ დღეს მიიღე. გახსოვდეს, რომ ეს არის არა მარტო ხარისხი, არამედ დიდი ჯვარი, რომელიც შენ უნდა ატარო მომავალს შენს ცხოვრებაში. შენ უნდა იყო მზათ, თავი დასდო ცხოვართათვის. შენი სამსახური ცხუმაფხაზეთის ეპარქიაში განსაკუთრებული იქნება. შენ, როგორც მწყემსმთავარმან, არა მარტო კეთილ საძოვარზე უნდა არონინო პირმეტყველნი ცხოვარნი, არამედ ეძიო დაკარგულნიც, რომელნიც უნდა აღიყვანო შენს მხრებზე და მოჰგვარო ქრისტეს. ამნაირ გზადაკარგულ ცხოვარს წარმოადგენს აფხაზეთის მკვიდრთა საგრძნობელი ნაწილი. ეს მხარე დასახლებული იყო ქართველთა მოდგმის ხალხით და ეკლესიური ცხოვრება ძალიან მაღლა იდგა XVII ს-ის II ნახევრამდე, როდესაც აფხაზთა გადმოლახეს გაგრის სივიწროენი და კაპუეტის მდინარე და დაიმორჩილეს მთელი გუდაუთის მხარე, დაიწყო მაჰმადიანობის პროპაგანდა. ეს განსა-
21-2 საპატრიარქოს უწყებანი N21 1-6ივნისი 2011წ გვ.19
მიტროპოლიტი იოანე (მარღიშვილი) 1874-1929 (გაგრძელება)
კუთრებით გაძლიერდა რუსების კავკასიაში დამკვიდრების შემდეგ. რუსეთის აგრესიულმა დენამ კავკასიისაკენ გამოიწვია მის წინააღმდეგ მთიელთა ბრძოლა და ახალი პოლიტიკურ-სარწმუნოებრივი მოძღვრება მიურიდებისა. მიურიდობა სცდილობდა მაჰმადის სარწმუნოების გავრცელებით შეერთებინათ ყველა კავკასიელები მტრების საწინააღმდეგოდ. ამისთვის, აფხაზეთში მეტისმეტად გაძლიერდა მაჰმადიანობა და აფხაზთაგან ბევრი გადუდგა ქრისტიანობას. მაშასადამე, შენს ახალ სამწყსოში სამკალი ბევრია და შენგან საქართველოს ეკლესია მოითხოვს თავდადებულ მუშაობას, რომ აფხაზეთში ისევ ძველებურად გაბრწყინდეს ქრისტიანობა, რაშიაც ომერთი იყოს შენი შემწე“. ეპისკოპოს იოანეს ცხუმაფხაზეთის ეპარქიაში მოღვაწეობა უაღრესად რთულ პერიოდში მოუხდა. ეპარქიის რუსი ეროვნების მოსახლეობა და სამღვდელოება არ სცნობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. მეუფე იოანემ საკათალიკოსო საბჭოსადმი გაგზავნილ წერილში ჩამოაყალიზა თავისი მოსაზრებანი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ. მისი აზრით, აუცილებელი იყო ბედიელის კათედრის აღდგენაც და აფხაზეთში ფრთხილი პოლიტიკის გატარება. აი, რას სწერდა იგი 1922 წლის 10 მარტს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის: „პასუხად თქვენი უწმინდესობის შეკითხვისა უმდაბლესად მოგახსენებთ, რომ აქაური საზოგადოების კატეგორიული მოთხოვნით, სოხუმის საკათედრო ტაძარში ვსწირე დღემდე მხოლოდ სამჯერ შობას, ნათლისღებას და ნინოობას. სამჯერ კიდევ ჩემი პირადი სურვილით ვწირე ბერძნებში. ნინოობას მე ვსწირე ქართულად, თუმც მლოცველთა ნახევარს რუსობა შეადგენდა, ხოლო შობა-ნათლისღებას ბერძნულ-ქართულ და სლავიანურ ენებზე. სახარებაც იმავე სამ ენაზე იქმნა წაკითხული (ორი ასამაღლებელი აფხაზურადაც წარმოვსთქვი). შობა-ნათლისღებას მლოცველთა სამ მეოთხედს რუსობა წარმოადგენდა. აი, სწორედ ამ ორ დღეს დიდ გამოსვლაზე აუარებელი რუსობის თვალთა წინაშე ერთგვარ ტაქტიკურ მოსაზრებით მოვიხსენიე სხვათა შორის რუსეთის პატრიარქი, რასაკვირველია, მე-6 ადგილას. ამგვარს ტაქტიკას ჩემგან მოითხოვს სოხუმში არა მარტო დღევანდელი პოლიტიკური მომენტი, არამედ თვით მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტეც, რომელიც ოდესმე, ჯვარსა ზედა მიმსჭვალული, ლოცავდა მტანჯველთა თვისთა: „მამაო! მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“. ხოლო რაც შეეხება სოხუმის ეპარქიის დღევანდელ მდგომარეობას, უნდა მოგახსენოთ, რომ საზოგადოდ ეპარქია ჯერჯერობით იმყოფება იმავე სამწუხარო მდგომარეობაში, რო- მელშიაც თქვენ დასტოვეთ იგი. ჩემი თბილისში მოსვლა საქმისათვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, და აი, მაშინ პირადად მოგახსენებთ უფრო დაწვრილებით ყოველივე გარემოების შესახებ“. 1923 წლის 17 დეკემბერს ეპისკოპოს იოანეს მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა. ცხუმაფხაზეთის ეპარქიაში დაძაბულ და დატვირთულ რეჟიმში მოლვაწეობამ უარყოფითად იმოქმედა მეუფე იოანეს ჯანმრთელობაზე, ამიტომ 1925 წლის 1 თებერვალს, თავისი თხოვნის საფუძველზე, იგი გათავისუფლდა ამ ეპარქიის მმართველობიდან. ამავე წლის 23 თებერვლიდან მას დროებით თბილისისა და ალავერდის ეპარქიების მართვა დაევალა, მაგრამ შერყეული ჯანმრთელობის გამო უჭირდა სამწყსოს მართვა. ამიტომ მუდმივად თბილისში იმყოფებოდა და იქიდან ადევნებდა თვალს სამწყსოს ცხოვრებას. 1925 წლის 9 ოქტომბერს ურბნისის ეპარქია ჩააბარეს. 1926 წლის 14 იანვარს მიტროპოლიტმა იოანემ საკათალიკოსო საბჭოს განსახილველად წარუდგინა თავისი სამაგისტრო დისერტაცია თემაზე: „ბიზანტიის იმპერატორების დამოკიდებულება მსოფლიო საეკლესიო კრებებისადმი“, თუმცა მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ მან თავისი ნაშრომი რუსეთში წაიღო. 1926 წლის ოქტომბერში მოსკოვისა და კიევის ყოფილი სასულიერო აკადემიების პროფესორების შეფასებით, ნოვგოროდის მიტროპოლიტმა სერგიმ (სტრაგოროდსკი, შემდგომში რუსეთის პატრიარქი) მეუფე იოანეს ღვთისმეტყველების მაგისტრის წოდება მიანიჭა. 1926 წლის 20 ოქტომბერს მეუფე იოანე გათავისუფლდა ურბნისის ეპარქიიდან და ამავე წლის 3 ნოემბერს ბათუმ-შემოქმედის კათედრაზე დაინიშნა. მის დანიშვნას ამ თანამდებობაზე მტრულად შეხვდა აჭარის საერო ხელისუფლება, მათ მეუფე იოანეს მოსთხოვეს ბათუმის დატოვება. ეპისკოპოსი იოანე იძულებული გახდა დროებით დაეტოვებინა საქართველო და რუსეთში წასულიყო, თუმცა ორ თვეში იგი სამშობლოში დაბრუნდა. 1927 წლის 27 ოქტომბერს მან თხოვნით მიმართა საკათალიკოსო სინოდს დაენიშნათ აღმოსავლეთ საქართველოს რომელიმე ეპარქიის
21-3 საპატრიარქოს უწყებანი N21 1-6ივნისი 2011წ გვ.20
მიტროპოლიტი იოანე (მარღიშვილი) 1874-1929 (დასასრული)
მღვდელმთავრად. საკათალიკოსო სინოდის განჩინებით, 1928 წლის 4 ოქტომბრიდან იგი ბოდბელი მღვდელმთავარია. ადგილზე ჩასულ მღვდელმთავარს ეპარქიაში მეტად მძიმე სულიერი მდგომარეობა დახვდა. სამღვდელოება და მრევლი ადგილობრივი ხელისუფლებისაგან ძლიერ ზეწოლას განიცდიდა, მოძღვრები მასობრივად ტოვებდნენ მღვდელმსახურებას, თავად მეუფე იოანეს არ ჰქონდა ღამის გასათევი ადგილი. ამას დაერთო მძიმე ავადმყოფობა, რომელმაც კვლავ იჩინა თავი. 1929 წლის 13 ნოემბერს მიტროპოლიტი იოანე მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი ნეშტი თბილისში გადმოასვენეს და სიონის საპატრიარქო ტაძარში დაასვენეს. 16 ნოემბერს საკათალიკოსო სინოდმაწ თხოვნით მიმართა საქართველოს სახკომსაბჭოს, რათა მეუფის ნეშტი სიონის ეზოში დაეკრძალათ, რაზედაც დათანხმდნენ. დამკრძალავ კომისიას დეკანოზი ნესტორ მაჭარაშვილი ხელმძღვანელობდა. 17 ნოემბერს მიტროპოლიტს წესი აუგო და პანაშვიდი გადაუხადა კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი), წმინდა სინოდის წევრებთან ერთად. იგი სიონის ტაძრის ეზოში, სამხრეთის მხარეს დაკრძალეს.
22 საპატრიარქოს უწყებანი N22 9-15 ივნისი 2011წ გვ.17
დღნორისელი ასათიანები
დღნორისელი ასათიანების ოჯახში მრავალი ღირსეული მამულიშვილი აღიზარდა. ლეჩხუმელი ასათიანების ეს შტო აზნაურთა წოდებას განეკუთვნებოდა. გვარი ასათიანი წარმოშობილია საკუთარი სახელიდან „ასათ“, რაც არაბულად ლომს ნიშნავს. ამ გვარის არაერთი წარმომადგენელი წარმატებით მოღვაწეობდა საქართველოში, როგორც მეცნიერების, ისე კულტურისა და პოლიტიკის სფეროში. გარდა საერო პირებისა, მათ გვარში რამდენიმე სასულიერო პირიც გვხვდება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დღნორისელ ასათიანებში პირველი სასულიერო პირი ნიკოლოზ ასათიანი ყოფილა. იგი 1746 წელს დაიბადა, თუმცა დღნორისის ეკლესიის ეზოში შემორჩენილია მამა ნიკოლოზის საფლავის ქვა, რომელზეც აღნიშნულია მისი დაბადებისა და გარდაცვალების წლები -- 1746-1833, ხოლო საარქივო საბუთებზე დაყრდნობით იგი დაბადებულია 1764 წელს. მის შესახებ მწირი ცნობებია შემორჩენილი. მამა ნიკოლოზს წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში, იღუმენ სვიმონთან მიუღია. XVIII საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს ცაგერელმა მიტროპოლიტმა სოფრონმა (ღოღობერიძე) იგი ჯერ დიაკვნად აკურთხა, შემდეგ მალევე მლვდლად დაასხა ხელი და დღნორისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. მამა ნიკოლოზის თაოსნობითა და მეცადინეობით 1813 წელს აშენდა დღნორისის ახალი ქვიტკირის ეკლესია, რომელსაც იქვე, გვერდით, ხის სამრეკლოც მიუდგეს, სადაც ერთი ზარი ეკიდა (შემდგომში დღნორისის ეკლესია, კერძოდ კი “– 1902-1904 წლებში, მამა ნიკოლოზის შთამომავლების მიერ გარემონტდა და რესტავრაცია ჩაუტარდა. განახლებული ტაძარი 1904 წლის 13 ნოემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე), ლეჩხუმის
22-1 საპატრიარქოს უწყებანი N22 9-15 ივნისი 2011წ გვ.18
დღნორისელი ასათიანები (გაგრძელება)
ოლქის სამღვდელოებასთან ერთად, საზეიმოდ აკურთხა). მღვდელი ნიკოლოზი 1833 წელს გარდაიცვალა. მას ჰყავდა ორი ვაჟი: დავითი (დაბადებული 1792 წელს) და სვიმონი (დაბადებული 1795 წელს), მათ საერო ცხოვრება აირჩიეს. სასულიერო მოღვაწეობა, დავითის უფროსმა ვაჟმა -– გიორგი ასათიანმა გააგრძელა. იგი XIX ს-ის 20-იანი წლების დასაწყისში სოფელ დღნორისაში დაიბადა, პირველდაწყებითი განათლება ოჯახში, ბაბუას მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო, რომელიც პატარა გიორგის ღრმად უნერგავდა ღვთისა და ეკლესიის სიყვარულს. მას დიდი სურვილი ჰქონდა შვილიშვილებიდან ერთ-ერთი მაინც გამხდარიყო მოძღვარი, რადგან მისმა ვაჟებმა საერო ცხოვრება ირჩიეს. როცა წამოიზარდა, გიორგი ცოდნის გასაღრმავებლად ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში მიაბარეს, სადაც იმ პერიოდში მოღვაწეობდა იღუმენი დოროთე, მან ყმაწვილ გიორგის საფუძვლიანად შეასწავლა წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. XIX საუკუნის 30-იანი წლები. მიწურულს გიორგი დაქორწინდა ეკატერინე ზურაბის ასულ ახვლედიანზე, რომელთანაც 6 შვილი შეეძინა: თეოფანე, ფატა (ელეფთერა), ნატალია, დოროთე, ლებეოსი და ირაკლი (გარდაიცვალა ადრეულ ასაკში). 1836 წელს, როგორც საუკეთესო მოწაფე, იგი ცაგერის მონასტერში მედავითნედ დატოვეს, ხოლო 1838 წლიდან სამეგრელოს ეპარქიაში, სოფელ თეკლათის მამათა მონასტერში განამწესეს, სადაც XIX საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში დიაკვნად აკურთხეს. 1844 წელს სამეგრელოს მთავრის, ლევან V დადიანის ბრძანებით, მამა გიორგი ზუგდიდის მაცხოვრის სახელობის კარის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1846 წლის 12 იანვარს სამეგრელოს ეპისკოპოსმა ანტონმა (დადიანი) დიაკვან გიორგის მღვდლად დაასხა ხელი და მშობლიური სოფლის, დღნორისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1853-1856 წლებში, ყირიმის ომის პერიოდში, ნაყოფიერი და თავდადებული მოღვაწეობისათვის მუქი ბრინჯაოს სამახსოვრო ჯვრით დაჯილდოვდა. 1858 წლის 11 სექტემბერს, ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1863 წელს ლეჩხუმის მაზრის ლაილაშის ოლქის სამღვდელოებამ მღვდელი გიორგი მთავარხუცესად (კეთილმოწესე) აირჩია. 1864 წლის 12 დეკემბერს სკუფია უბოძეს. XIX ს-ის 70-იან წლებში საქართველოს ეწვია რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II. იგი დასავლეთ საქართველოსაც ესტუმრა. ქუთაისში ჩასულ იმპერატორს მთავარხუცესი, მღვდელი გიორგი ასათიანი ლეჩხუმის მაზრის სამღვდელოების სახელით მიესალმა და დიდი ხნის სიცოცხლე და მშვიდობიანი მმართველობა უსურვა. ალექსანდრე II-ს მოსწონებია მისი გამოსვლა რუსულ ენაზე და ბრილიანტის თვლებით მოჭედილი ოქროს ჯვარი უსახსოვრა. 1884 წლის 15 აპრილს მამა გიორგი სამკერდე ოქროს ჯვრითაც დაჯილდოვდა. მღვდელი გიორგი 1890 წლის 12 ივლისს მოხუცებულობის გამო პენსიაზე გავიდა. მანამდე, რამდენიმე წლით ადრე, 1885 და 1887 წლებში მან შეადგინა ანდერძი, სადაც თავის ქონებას შვილებს უნაწილებს. ეს ანდერძი ამჟამად მისი ერთ-ერთი შთამომავლის, ოთარ ასათიანის (ლებეოსის შტო) ოჯახში ინახება, სადაც აღნიშნულია: „სრულ მეხ7 სიერებასა შინა მყოფი მღვდე17 ლი გიორგი, რომელსაც სოფელ დღნორისაში ჰქონდა სახლ-კარ ეზო, ვენახი, წისქვილი, საყანე, ტყეები და საკმაოდ ვრცელი ადგილ-მამული ახლომახლო სოფლებშიც: დერჩში, ლაიშში, ჯიჯიბოურს „უფსკერო ტბასთან“ და სხვაგან უტოვებს თავის ქონებას სამ
ვაჟს (მღვდელი თეოფანე, დოროთე და ლებეოსი) და ერთ ასულ --– ნატალიას. გარდა ამისა, იგი ითხოვს, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ 200 მანეთი გაიცეს „საწირავ-სალოცავად“: სამი თუმანი მოწამეთას მონასტერს, სამი თუმანი -–- გელათს, სამი თუმანი -- საირმის მონასტერს, სამი თუმანი -– ნამარნევის მონასტერს და ორი თუმანი -- ოთხ მახლობელ მღვდელსა. ანდერძის ბოლოს წერია: „ესრეთ აღსრულდეს ანდერძი ესე, თორემ წინააღმდეგი ამისი საშინელ განსჯის დღესა აგებს პასუხს, ამინ“. მამა გიორგის ვაჟებიდან ორმა სასულიერო აირჩია, ხოლო მესამე –– ლებეოსი, მედავითნედ მსხურობდა. მღვდელი თეოფანე გიორგის ძე ასათიანი 1849 წლის 12 მარტს სოფელ დღნორისაში დაიბადა. მან წარჩინებით დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი. წლების მანძილზე მედავითნედ მსახურობდა ლეჩხუმის მაზრის სხვადასხვა სოფელში. XIX ს-ის 70-იან წლებში იქორწინა ცნობილი სასულიერო მოღვაწის, დეკანოზ იოსებ ვაწაძის ასულ მატრონაზე (1859 წ.), რომელმაც 13 შვილი გაუჩინა: ზინობია (მავრა), გიორგი, აგნია, ნაასონი (1889 წ.), სოკრატე (1893 წ.), ნიკოლოზი (1897 წ.), ნონა (1898 წ.), კონსტანტინე (1902 წ.), როდოპიონი, აღათანგელი, დავითი, ბენედიქტე და ოლღა (1895 წ.). 1876 წლის 26 მარტს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) თეოფანე დიაკვნად აკურთხა, ხოლო 1877 წლის 12 ივნისს მლვდლად დაასხა ხელი და დღნორისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში
22-2 საპატრიარქოს უწყებანი N22 9-15 ივნისი 2011წ გვ.19
დღნორისელი ასათიანები (გაგრძელება)
განამწესა. 1878 წლის 21 იანვარს ლაილაშის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს. 1883 წლის 27 აგვისტოს საგვერდულით დაჯილდოვდა და დერჩის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1884 წლის 5 ნოემბერს მღვდელი თეოფანე დროებით ლეჩხუმის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. დანიშვნისთანავე მოძღვარი დიდი პასუხისმგებლობით შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას. იგი განსაკუთრებით სწუხდა იმის თაობაზე, რომ ლეჩხუმის მაზრაში მოსახლეობაში სწავლა-განათლების დონე ძლიერ დაბალი იყო. მოძღვარი (კდილობდა ხალხისთვის განეშარტა სკოლების გახსნის _ აუცილებლობა და ამ განხრით დიდი სამუშაოც ჩაატარა თავის სამთავარხუცესო ოლქში. აი, რას წერდა იგი 1884 წელს ჟურნალ „მწყემსის“ ფურცლებზე: „კლდეთ- აღმართი არის საზოგადო სახელი ლეჩხუმის მაზრის ერთი ნაწილისა, რომელიც შესდგება ოცდახუთი სოფლისაგან. ეს ნაწილი სძევს იმ ადგილას, სადაც ქუთაისის და ლეჩხუმის მაზრები იყოფებიან მდინარე ლეხედარით, რომელიც ერთვის მდინარე რიონს. კლდეთ-აღმართიდგან დაბა ცაგერამდის, სადაც იმყოფება მაზრის სამმართველო და მომრიგებელი მსაჯული, იქნება სამოც ვერსამდე და ქუთაისამდის ორმოცდაათი ვერსი.კლდეთ-აღმართი, როგორც თვით სახელწოდება გვიჩვენებს, ადგილის მდებარეობით შესდგება მთაგორაკებისგან. აქაური ადგილები ძალიან ნაკლები არიან მოსავლისათვის. ღვინის მოსავალი ზოგიერთ წლებში, როგორც წრეულს, სულ მოისპობა ხოლმე. ამ ადგილის მცხოვრებნი სახვა მახლობელი მაზრების მცხოვრებლებთან შედარებით ძალიან ღარიბნი არიან. კლდე-აღრმართი შესდგება სამი სამამასახლისოსაგან და შეადგენს ერთ საბლაღოჩინო მაზრას. ამ საბლაღოჩინო მაზრაში ეკლესიები უმეტეს ქვისაგან არიან აშენებულნი, რადგან აქ ქვა ადვილი საშოვარია. როგორც მცხოვრებნი, ისე ეკლესიებიც, ღარიბნი არიან. სხვა მაზრებში თითქმის ყოველ სამამასახლისოში არის სასოფლო სკოლა, მაგრამ აქ სამ სამამასახლისოში ერთი სასოფლო სკოლაც არ არის, თუმც ზემო ლეჩხუმში ალაგ-ალაგ არიან სასოფლო სკოლები, მაგრამ სიშორისა და სიღარიბის გამო ქვემო ლეჩხუმში მცხოვრებთ არ შეუძლიანთ იქ წაიყვანონ თავიანთი შვილები. მართალია, ამ სამ სამამასახლისო სოფლებში მცხოვრებნი ღარიბნი არიან, მაგრამ ერთი მოთავე და ხალხის შემატკივარი კაცი რომ გამოჩენილიყო, ან დღეს გამოჩნდეს, იმედია, შეაგონებს ხალხს და ერთ სკოლას მაინც გაახსნევინებს. ათასი ღარიბი რომც იყოს სამი სამამასახლისოს მცხოვრებნი, მაინც შეიძლებენ ერთი სკოლის შენახვას. ამასთანავე, იმედი გვაქვს, რომ ამ კეთილ საქმეში დახმარებას და შემწეობას აღმოუჩენს ღარიბ საზოგადოებას ჩვენი „წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“. ამ ხუთი წლის წინედ კლდეთ-აღმართში იყო ორი სასოფლო სკოლა ალპანასა და დერჩისა. ეს სკოლები იყვნენ გამართულნი თვით სასოფლო კანცელარიის შენობებში, რადგან ცალკე სახლები არ ჰქონიათ სკოლებისათვის. მასწავლებლად ყოფილან სხვა მაზრებიდგან მოწვეულნი პირნი, რომელთაც ცოტა ჯამაგირისა გამო ვერ უცხოვრიათ აქ და თავი მიუნებებიათ ამ კეთილი საქმისათვის. ამ საბლაღოჩინო მაზრის საეკლესიო კრებულთა შორის მოიძებნება ბევრი იმისთანა პირი, რომელთაც შეუძლიან ყმაწვილების სწავლება და კიდეც მოჰკიდებდნენ ამ კეთილ საქმეს ხელს, მაგრამ, საუბედუროდ, ეკლესიებთან არ არიან ისეთი სახლები, სადაც შეიძლებოდეს სკოლის გამართვა. მართალია, რომ ეხლა თვითოეული მრევლის მღვდელი მოვალეა სამრევლო სკოლა იქონიოს და, თავის შეძლებისდაგვარად, რამე ასწავლოს ყმაწვილებს, მაგრამ რა ჰქნან მღვდლებმაც, რომ შეძლება არა აქვთ სკოლისთვის სახლები დამართონ და სკოლების საჭირო ნივთები თავის საშუალებით იყიდონ. აქამომდე რაც ყოფილა, ყოფილა და ან კი იმედი გვაქვს, რომ ამ საგანს ყურადღებას მიაქცევენ: ლეჩხუმის მაზრის უფროსი, სასოფლო სკოლების
დირექცია და პრიხოდის სკოლების სამოსწავლებლო რჩევის წევრნი, თუმც ვეღირსეთ მათ დანიშვნას, და ყველა ამათ, იმედია, ნივთიერ დახმარებას აღმოუჩენს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაც და მისთანა მხარეში, როგორიც არის კლდეთ-აღმართი, იქნება გამართული ერთი სასოფლო, ან საეკლესიო სამრევლო სკოლა“.1885 წლის 5 ნოემბერს მამა თეოფანე ოფიციალურად დაამტკიცეს მთავარხუცესის თანამდებობაზე, სადაც მან 1890 წლამდე ერთგულად იმსახურა. 1887 წლის 13 მარტს სკუფია უბოძეს. 1906 წელს დღნორისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვ-....
23 საპატრიარქოს უწყებანი N23 16-22 ივნისი 2011წ გვ.18
დეკანოზი კორნელი კეკელიძე 1879-1962
I ნაწილი
ცნობილი ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ყოფილი დეკანოზი კორნელი კეკელიძე 1879 წლის 18 აპრილს, ქვემო იმერეთში, ვანის რაიონის სოფელ ტობანიერში დაიბადა. როგორც თავად მეცნიერი აღნიშნავდა, მისი წინაპრები წარმოშობით გურულები ყოფილან და იმერეთში XVIII საუკუნის მიწურულს გადასახლებულან. შემდგომში, სიბერემორეული კორნელი კეკელიძე, ძალიან პოეტურად იხსენებდა თავის სოფელს, დედ-მამას და კარმიდამოს, სადაც დაუვიწყარი ბავშობა გაატარა. მამამისი -– სამსონ კეკელიძე –– მედავითნედ მსახურობდა. დედა -–– თებრონე ურუშაძე -- სოფელ ჯიხაიშიდან იყო. იგი თავისი სილამაზით გამოირჩეოდა და ხელსაქმის დიდი მცოდნე გახლდათ. საოჯახო მეურნეობასაც ასევე წარმატებით უძღვებოდა. მრავალრიცხოვანი ოჯახი -– 11 შვილი ჰყავდათ (მეორე ცნობით -– 13, რომელთაგან მხოლოდ 7 გაიზარდა) –– ფრიად ხელმოკლედ ცხოვრობდა. პატარა კორნელიმ წერა-კითხვა ოჯახში, მამის დახმარებით ისწავლა. 1890 წელს იგი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც სწავლის საოცარი ნიჭი გამოიჩინა. როდესაც კორნელი მესამე კლასში გადავიდა, სხვა შვილებიც წამოიზარდნენ, რომელთაც განათლება სჭირდებოდათ და მამამ, რადგან ძალიან უჭირდა, განიზრახა უფროსი შვილი სასწავლებლიდან გამოეყვანა. იგი ფიქრობდა: კორნელიმ ცოტა მაინც ისწავლა და სხვები სულ უსწავლელი როგორ დავტოვოო. სწორედ ამ დროს, სასწავლებლის ინსპექტორის, ივანე გაფრინდაშვილის (პოეტ ვალერიან გაფრინდაშვილის მამა) რეკომენდაციით, მომავალმა აკადემიკოსმა სწავლა სახელმწიფო ხარჯზე განაგრძო. 1894 წელს კორნელი სასწავლებლად თბილისის სასულიერო სემინარიაში გადადის, სადაც ასევე საუკეთესო სტუდენტად ითვლება. 1896 წელს მას ჯერ დედა გარდაეცვალა, ორი წლის შემდეგ კი მამაც დაკარგა. ობლად დარჩენილ პატარა დედმამიშვილებს უფროსი და აკვირინე და მისი მეუღლე, მღვდელი ამფილოქე ცინცაძე (კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს ძმა) პატრონობდნენ. 1900 წელს კორნელიმ სემინარია პირველი ხარისხის დიპლომით დაასრულა და ამავე წელს, სახელმწი-. ფო ხარჯით, კიევის სასულიერო აკადემიაში სასწა ლებლად გაგზავნეს. წასვლის წინ ახალგაზრდა სტუდენტს რჩევა უკითხავს კალისტრატე ცინცაძისთვის, რომელიც იმხანად დიდუბის ტაძრის წინამძლვარი იყო: „წადი, გამოცდებს თუ ვერ ჩააბარებ, კიევს მაინც დაათვალიერებ“, -- უთქვამს კალისტრატეს. „წავედი და კალისტრატეს დავალებას ვასრულებდი, კიევს ვათვალიერებდიო“, “- იხსენებდა შემდგომში ბატონი კორნელი. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ იგი ' სიტყვიერების ფაკულტეტზე ჩაირიცხა. აკადემიაში კორნელი ხარბად დაეწაფა იქაურ მდიდარ ბიბლიოთეკაში დაცულ სხვადასხვა სახის ლიტერატურას. განსაკუთრებით ქართული საეკლესიო მწერლობითა და ისტორიის შესწავლით დაინტერესდა. მეოთხე კურსზე მან საკანდიდატო თხზულებისათვის თემა ქართული ღვთისმსახურების ისტორიიდან აიღო (ეს დარგი იმჟა“ მად ყველაზე ნაკლებ შესწავლილი იყო). მისი თხზულება მთელ კურსზე საუკეთესოდ აღიარეს და პრემიითაც დააჯილდოვეს. 1904 წელს კორნელიმ კიევის აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაასრულა. მისი საკანდიდატო დისერტაცია იყო: „ლიტურგიკული ქართული ძეგლები სამამულო წიგნსაცავებში და მათი მეცნიერული მნიშვნელობა“, სასწავლებლის ხელმძღვანელობა საპროფესორო სტიპენდიანტად ფიქრობდა მის კათედრაზე დატოვებას, იმ პირობით, რომ მას უნდა მოევლო აღმოსავლეთი (ათონი, სინას მთა და იერუსალიმი) იქაურ ქართულ სიძველეთა შესასწავლად, მაგრამ იაპონიასთან დაწყებულმა ომმა ამ კეთილ წამოწყებას ხელი შეუშალა. 1904 წლის ზაფხულში კორნელიმ კიევში პოლონელი წარმოშობის ქალზე იქორწინა და მალევე სამშობლოში გამოემგზავრა. 1904 წლის შემოდგომაზე იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) იგი ჯერ დიაკვნად აკურთხა, ერთ კვირაში კი მღვდლად
23-1 საპატრიარქოს უწყებანი N23 16-22 ივნისი 2011წ გვ.19
დეკანოზი კორნელი კეკელიძე 1879-1962 (გაგრძელება)
დაასხა ხელი და ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1905 წელს, გამონაკლისის სახით, მლვდელი კორნელი კეკელიძე საგვერდულით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1906 წლის 2 იანვარს დეკანოზი კორნელი თბილისის ქალთა ეპარქიალური სასწავლებლის ინსპექტორად და II-VI კლასების მასწავლებლად დაინიშნა. ქალთა სასწავლებელში მისი მოღვაწეობის პერიოდი სასიკეთო ცვლილებებით აღინიშნება: ექვსკლასიანი სასწავლებლიდან იგი რვაკლასიანად გადაკეთდა და, ამასთან, ნამდვილ ეროვნულ სასწავლებლად გადაიქცა. ქართული ენის კათედრა გაძლიერდა და ქართული ენის, ისტორიისა და ლიტერატურის |პროგრამა საგრძნობლად გაფართოვდა. ცალკე საგნად გამოცხადდა „ქართული არქეოლოგია“ და განსაკუთრებული დრო დაენიშნა აგრეთვე „საქართველოს საეკლესიო ისტორიასაც“. მამა კორნელიმ გააკეთა გაბედული მოხსენება ქართული ენის სწავლების გაუმჯობესების შესახებ. სასწავლებელში დაწყებული ეროვნული რეფორმები მაშინდელ საქართველოს ეგზარქოს ნიკონს (სოფისკი) დიდად არ ესიამოვნა. მან დეკანოზ კორნელის სახელზე წმინდა სინოდში საჩივარი გააგზავნა. თუმცა, სრულიად მოულოდნელად, წმინდა სინოდმა ეს მოხსენება დაამტკიცა, რითაც ეგზარქოსი ნიკონი ფრიად განაწყენებული დარჩა. საეპარქიო სასწავლებლის შენობაზე მესამე სართულის დამატებაც მამა კორნელის მეცადინეობითა და ინიციატივით მოხერხდა, რამაც მას ბევრი უსიამოვნება მიაყენა. მისი ამდენი დამსახურება და ნაყოფიერი მოღვაწეობა უყურადღებოდ არ დარჩენილა უმაღლესი საეკლესიო მმართველობისათვის: 1909 წლის აღდგომის დღესასწაულზე მას სკუფია უბოძეს. 1912 წლის 6 მაისს -– კამილავკა ეწყალობა. 1915 წლის 15 მაისს კი სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. ქალთა საეპარქიო სასწავლებელში მოღვაწეობის ათი წლის განმავლობაში არავის ახსოვს, რომ მამა კორნელის ვინმესთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა, უფროსობა ან ხასიათის წვრილმანობა გამოემჟღავნებინა. პირიქით, მისი მუდმივი დამახასიათებელი თვისება იყო პედაგოგთა მიმართ გულწრფელი ნდობა და მათი პიროვნების პატივისცემა, რასაც დიდად აფასებდნენ მისი თანამედროვენი. ასეთივე სათნო და ადამიანური იყო მისი განწყობილება მოწაფეთა მიმართ, რომელნიც კარგად გრძნობდნენ ამას და კიდევაც უფასებდნენ თავიანთი დაუღალავი შრომითა და მუყაითობით. საეპარქიო სასწავლებლისათვის მამა კორნელი ყველაფერი იყო: ის ერთადერთი პირი გახლდათ, რომელიც საფუძვლიანად იცნობდა ამ სასწავლებლის წარსულსა და აწმყოს და ამიტომაც იგი დაუზარელი და ერთგული მწყემსივით თავს დასტრიალებდა თავის საყვარელ დაწესებულებას, რომლის ბედიც ქარიშხლიან დროს ქართველი სამღვდელოებისაგან ჰქონდა მინდობილი. დეკანოზი კორნელი წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. ამასთან, იგი გახლდათ საუკეთესო მქადაგებელი. შემორჩენილია მისი ერთ-ერთი ქადაგება, რომელიც 1915 წლის 2 აგვისტოს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დიდი ქართველი მგოსანის, ვაჟა-ფშაველას დაკრძალვის დღეს წარმოთქვა: „თანამედროვე უმაგალითო ომი ძალაუნებურად გვაგონებს ამ ძვირფას კუბოსთან „ბახტრიონში“ აღწერილ ხოროშეთს, რომელსაც „წარღვნა დაეცა წყეულ თათართა ჯარისა“ და სადაც ამის გამო „ხსენება გაწყდა კაცისა“. სწორედ ხოროშეთს წარმოადგენს დღეს ჩვენი ბედკრული, დამშეული და წარღვნილი სამშობლო, სადაც დარჩენილან, „ბალღები“ და „დიაცნი“, რომელნიც უნუგეშოდ დასტირიან ომში დახოცილთ ძვირფას სახელებს. სავალალო ის არის, რომ ასეთ უბედურობის დროს ერთიმეორეზე ხელიდან გვეცლებიან სულისა და გულის მესაიდუმლენი, რომელთაც, რეალური შველა თუ არა, პოეტური თანაგრძნობა და ზეაღმფრენი ნუგეშისცემა მაინც შეეძლოთ. ჯერ კიდევ არ გაცივებულა დიდებულ აკაკის საფლავი, რომ ჩვენი პოეზიის საკურთხეველზე ჩაქრა მეორე ბრწყინვალე ლამპარი, ის ლამპარი, რომელიც ფშავ-ხევსურეთის მწვერვალთაგან უხვ ნათელს ჰფენდა მთელ საქართველოს: გაფრინდა „მთის არწივი“. ვაჟა მოგვიკვდა, ფშაველა! როდესაც ჩავუფიქრდები, უნებლიედ იმეორებ განსვენებულის მწარე სიტყვებს: „სულ ჩვენ რადა ვართ ტანჯვაში, კვნესა რად ისმის ჩვენია? როდემდის უნდა ვიტიროთ მიწას ვაფრქვიოთ ცრემლია?“ განსვენებულის სულის ტრაგედიას ის ჰქმნიდა და ამწვავებდა, რომ, ერთის მხრივ, მას ელანდებოდა დიდებულ წინაპართა აჩრდილი, მათი გმირობა, პატიოსნება და მამულიშვილური გრძნობა; მეორე მხრივ კი თვალწინ ედგა დღევანდელი ჩვენი დაკნინება და, როგორც ამბობდა, „კარგისა შეცვლა ავზედა ამ მის სამშობლო მხარეში“. ამ „სამშობლო მხარის“ საშველად და სახნელად ის აღიჭურვა, აღიჭურვა არა „ხმალ-შუბითა და ფარითა“, როგორც მთიული, არამედ კალმითა და მელნითა. თავის სიმბოლურ პოეზიის უმთავრეს მიზნად მან დაისახა
23-1 საპატრიარქოს უწყებანი N23 16-22 ივნისი 2011წ გვ.20
დეკანოზი კორნელი კეკელიძე 1879-1962 (დასასრული)
ლამაზად და კოხტად გამოექანდაკებია ძველი ქართველის სახე და ყვე- ლასათვის ეჩვენებინა მისი სიდიადე და წარმტაცობა. „დლისა სიცხადით გულდაჩაგრული“, ის სიყვარულით იცქირება წარსულისაკენ, თუმცა მისი ელეგიური, მელანქოლიით აღსავსე ქნარი, სულ უიმედოდ მომავალსაც არ უყურებდა. მართალია, ეს მომავალი მისთვის ბუნდოვანი და გამოურკვეველი იყო, მაგრამ მას სწამდა, რომ მართლაც რომ „გველის“ და არა სხვა რამე კარგის „მჭამელი“ და მით „გამეცნიერებული“ და გათვითცნობიერებული ქართველი ერი, ადრე იქნება და თუ გვიან, ძალამოკრებილ მდინარესავით, უეჭველად გაარღვევს იმ სალ კლდეს, რომელიც გზას არ აძლევდა ამ მდინარეს და არ უშვებდა ბარად. განისვენე მგოსანო! შენი „სატრფო“, შენი სამშობლო, არ მომკვდარა, ის „ბებერ ლომივით“ მხოლოდ დაძინებულა, მაგრამ, გჯეროდეს, თანახმად შენი სურვილისა, მას მოევლინება „მათე მღვდელი“, „გულშემატკივარი მასწავლებელი“ და „შრომისმოყვარე ზურაბი“, რომელნიც მალამოს დასდებენ მის იარებს; მაშინ „დაჭრილ არწივს“ ფრთა გაუმთელდება და „ვაჟკაცს“, რომელმაც „ჭიდილ- ში“ რქა დაკარგა, „რქა ამოუვა რქაზედა“. შენი უმანკო სული ნეტარებას განიცდის, როდესაც გაიგებს, რომ გაერთიანებულ საქართველოს გამოეზრდება არა ერთი და ორი „გოგოთური, ალუდა, ლუხუმა და ლელა“. ის გაბრწყინდება, როდესაც დაინახავს რომ „სანათას“ მიერ დანთებული სანთელის შუქი გაჰფანტავს იმ წყვდიადს, რომელსაც მოუცავს დღეს შენგნით მიტოვებული, შენზე მტირალი ქართველი ერი. მშვიდობით, საუკუნო იყავნ, და იქნება კიდეც, ხსენება შენი!“ მისი პედაგოგი თბილისის სასულიერო სემინარიიდან, ცნობილი მეცნიერი და ისტორიკოსი თედო ჟორდანია, დეკანოზ კორნელი კეკელიძეს სწერდა: „მივიღე ძვირფასი საჩუქარი თქვენი ახალი წიგნი „ ....’’თვალი გადავავლე და მადლობა შევწირე ღმერთს, რომელმაც აღმისრულა მე ჩემი წადილი. როგორც იყო ამ ბოლო ჟამს მოგვივლინა ქართველებს გამჭრიახი, საქმიანი და მცოდნე გამომძიებელი ქართული ხელნაწერებისა აქამდის თუ პატივსა გცემდით, ახლა ძმაზე უძმესი ხართ ჩემთვის. თქვენი მეცადინეობა, ახალგაზრდობა, ნიჭი, ცოდნა, სიყვარული მეცნიერებისადმი ჭეშმარიტს, უმწიკვლოს მოჰფენს დიდებულს ისტორიას. თქვენი უკანასკნელი შრომა არის გვირგვინი თქვენი ნაშრომებისა, ღირსი სამეცნიერო დოქტორობის ხარისხისა (დაუცველად). თქვენი ყოფილი მასწავლებელი დღეს თქვენ ათასჯერ მეტად გაფასებთ, ვიდრე დღემდი. დამიჯერე, ჩემს ძმასთან უძმესო კორნელი, რომ ჩვენ უნდა უკანასკნელ სისხლის წვეთამდე ვიბრძოლოთ დასაცველად ჩვენის მწერლობა-ისტორიის ღირსებათა. რაც კარგი ვნახოთ, ის შევითვისოთ, გამოვააშკარავოთ, გამოვაბრწყინოთ, ხოლო ნაკლულევანებანი, დეე, მტრებმა ეძიონ“.
24 საპატრიარქოს უწყებანი N24 23-29ივნისი 2011წ გვ.15
დეკანოზი კორნელი კეკელიძე ნახევარსაუკუნოვანი მეცნიერული ღვაწლი 1879- 1962
I I ნაწილი
1916 წლის 23 სექტემბერს, პირველად საქართველოში, რუსი ეგზარქოსების 100-წლიანი მმართველობის ჟამს, დეკანოზი კორნელი თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორად დაინიშნა. ამავდროულად, იგი საქართველო-იმერეთის სინოდალეკრი კანტორის წევრად აირჩიეს. 1917 წლის 12 მარტს (ძვ. სტილით) აღდგა საქართიილოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია. 1917 „ის 8-17 სექტემბერს თბილისში ჩატარდა საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის პირველი კრება, რომლის მუშაობაში ერთ-ერთ მთავარ და წამყვან როლს დეკანოზი კორნელი კეკელიძე ასრულებდა. 15 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მან წაიკითხა მოხსენება ღვთისმსახურებისა და სამღვდელოების შესახებ. მოხსენება ფრიად დამუშავებული და მეცნიერულ დონეზე იყო გამართული. გთავაზობთ ციტატას ამ მოხსენებიდან: „საქართველოს ეკლესიას -– სთქვა მომხსენებელმა, როგორც აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიის წევრს, აქვს რთული რიტუალი, ანუ ღვთისმსახურება, რასაც ძნელად თუ ვინმე ბოლომდინ მოისმენსო. ამისთვის საჭიროა ღვთისმსახურება შემოკლდეს და გამარტივდეს ისე, როგორც ეს შეეფერება დღევანდელ პირობებში მყოფ მორწმუნესაო. შემდეგ მომხსენებელი შეეხო საღმრთო წიგნების საბეჭდავ შრიფტს ხუცურის თუ მხედრულის. იგი მიემხრო ამ უკანასკნელს. მესამე და თავსამტვრევი საკითხი, რამაც დიდი კამათი გამოიწვია, მღვდელმსახურთა გარეგნული ჩაცმულობა იყო. საუბარი იყო ერში კაბა-ანაფორით სიარულის შესახებ. მამა კორნელი ასევე შეეხო სამღვდელო პირებზე თმა-წვერის ტარების საკითხს. ბოლოს მომხსენებელმა ასეთი რეზიუმე გაუკეთა მოხსენებას: 1) საჭიროა ჩვენი ღვთისმსახურება გამარტივდეს (ცხოვრებას დაუახლოვდეს და, შეძლებისდაგვარად, შინაარსით და ფრაზეოლოგიით საშუა ლო მლოცველ-მორწმუნისათვის გასაგები იყოს. ამის მოსაგვარებლად საკათალიკოსო საბჭოსთან უნდა დაარსდეს განსაკუთრებული „საღვთისმსახურო“ კომისია; 2) საღვთო და საეკლესიო წიგნების საბეჭდავად უნდა შემოვიღოთ მხედრული ანბანი, ვინაიდგან ასეთს შემთხვევაში ეს წიგნები ფართო მასებისათვის ხელმისაწვდომი იქნება; 3) კრებულის წევრთათვის სავალდებულო არ უნდა იყოს ეკლესიის გარეშე ანაფორის ტარება, სურვილისამებრ, მათ შეუძლიათ საერო ტანისამოსი ატარონ; 4) მათთვის არც გრძელი თმებისა და წვერის ტარება უნდა იყოს სავალდებულო. ესეც კერძო სურვილზე უნდა იყოს დამოკიდებულიო. მოხსენების შემდეგ ცხარე კამათი გაიმართა. ახალგაზრდა მღვდელმსახურნი და ერისკაცობა სავსებით დაეთანხმა მომხსენებელს. განსაკუთრებით თანაგრძნობით შეხვდა დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე. მოწინააღმდეგედ გამოვიდნენ თბილელი მიტროპოლიტი ლეონიდე (ოქროპირიძე) და გორის ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე). ეს უკანასკნელი აფრთხილებდა საზოგადოებას, ნუ ავჩქარდებით, სამარცხვინო საქმეს ნუ ვიზამთ, მოვუცადოთ მერმისს, ეხლა ჩვენ მოუმზადებელნი ვართ, აღვიჭურვებით ცოდნით და მაშინ ახალი შეფასება მოხდესო. მაგრამ დეკანოზ კორნელის მცირეოდენი განმარტების შემდეგ დიდმა უმრავლესობამ მისი ყველა თეზისები ერთსულოვნად დაადასტურა და შემდეგი კრებისათვის განხილვა ზედმეტად სცნო“. საქართველოს პირველ საეკლესიო კრებაზე დეკანოზ კორნელი კეკელიძის გაკეთებულ მოხსენებას მკაცრად გამოეხმაურა იმჟამად დასავლეთ საქართველოში მოღვაწე ცნობილი ასკეტი ბერი, მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის სავანის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ალექსი (შუშანია, რომელიც 1995 წლის 18-19 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდათა დასში შერაცხა). იგი წერდა: „მართალია, ბრუნვა დროთა ვითარებისა დროისდაგვარად ქმნის კანონებს, რადგან ეს კანონები ადამიანის უსაზღვრო ნებისყოფათა ცვალებადობის შედეგია, მით რომ ადამიანი თავისუფლებას ეტრფის, რასაც შეუდგს ლტოლვა ნებისყოფისადმი. ასეთ შემთხვევაში ადამიანს ავიწყდება, ან ვერ გულისხმაუყვია ის ჭეშმარიტება, რომ თუმცა კაცი თავისუფალია, მაგრამ იმდენად არის იგი თავისუფალი, რამდენიც მხოლოდ მის პირადობას ეკუთვ-
24-1 საპატრიარქოს უწყებანი N24 23-29ივნისი 2011წ გვ.16
დეკანოზი კორნელი კეკელიძე ნახევარსაუკუნოვანი მეცნიერული ღვაწლი 1879- 1962 (გაგრძელება)
ნის. ასე რომ, თითოეულ კაცს აქვს უფლება თავისი სურვილი-ნება, რწმენა -- თვის შორის შემოიფარგლოს და არა საერთოდ, ზოგად სათაყვანოდ, მისი ნებისყოფა აღამაღლოს საზოგადო კანონად. ყველა საღ გონების ადამიანმა უწყის, რომ გონიერების სამსჯავრო იპყრობს თვის შორის ორ დებულებას: 1) მთელ კაცობრიობის საზიარო აზრთა კარნახობის ყურადღების მიქცევას, და 2) განპიროვნებულ „მე ღვთიური აზროვნება აღამაღლოს ზნეობრივი მშვენიერებით. ამგვარად, ვიმეორებ, რომ შენი სინდისი ჩემი საზიარო ყოფილა და ჩემი -– შენი. ასე რომ, სინდისის არსებითი ბუნების თვალი ერთი შენ ხარ, ძმაო და მეორე -– მე. მაშ, ორთავემ კერძო თვალი ისე დავიცვათ, რათა ერთმანეთს არ ვავნოთ. რის სავსებისათვის წარსადგენად თითოეულმა თვისი აზრი გამოვსთქვათ იმ სათანადო მოსაზრებით, რომ ხალხის სულისკვეთებას ანგარიში გაუწიოთ, ე. ი. როგორი მღვდელი სწყურია ხალხს“, ამის შემდეგ ღირსი მამა ალექსი საეკლესიო კანონებითა და წმინდა მამათა სწავლებებზე დაყრდნობით ასაბუთებს თავის მოსაზრებებს (ამ პასუხის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ წიგნში „წმინდა ალექსი ბერის მოძღვრებანი“. თბილისი, 2002 წელი). 17 სექტემბერს, კრების უკანასკნელ დღეს, გაიმართა კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები. გამარჯვება წილად ხვდა ეპისკოპოს კირიონს (საძაგლიშვილი), რომლის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრება 1917 წლის 14 ოქტომბერს, მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა. როდესაც დასრულდა კურთხევის რიტუალი და მთავარდიაკონმა დავით სალარიძემ მკვეთრი ხმით წარმოსთქვა სანატრელი „აქსიოს“, კათოლიკოსმა კირიონმა ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისათვის მიტროპოლიტის წოდებით დააჯილდოვა ქუთათელი ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე), ხოლო დეკანოზ კორნელი კეკელიძეს უბოძა მიტრა. 1918 წელს დეკანოზი კორნელი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი და დამაარსებელი. მისი დაარსებიდან გარდაცვალებამდე იგი ხელმძღვანელობდა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას. გარდა ამისა, კორნელი კეკელიძე ერთი პერიოდი კვლავ აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საეკლესიო ცხოვრების ფერხულშიც, თუმცა არა როგორც სასულიერო პირი. 1921 წლის სექტემბერში გელათში ჩატარებულ მესამე საეკლესიო კრებაზე საკათოლიკოსო საბჭოს წევრთა სიაში, სხვებთან ერთად, პროფესორ კორნელი კეკელიძესაც ვხედავთ. 1922 წლის 19 ოქტომბერს იგი ჯერ კიდევ საბჭოს წევრია, რადგანაც ხელს აწერს ამ რიცხვში შედგენილ დოკუმენტს. ამის შემდეგ მან მალევე დატოვა საკათოლიკოსო საბჭო, რადგანაც 1923 წლის იანვარში მის ადგილზე უკვე სხვა პიროვნება იხსენიება. 1922 წელს (მეორე ვერსიით 1918 წელს) კორნ ლი გაცილდა პირველ მეუღლეს, რომელთანაც სამი შვილი ჰყავდა: ალექსანდრე, კონსტანტინე და ილია. მან ცოლად შეირთო მინადორა კასრაძე, გორის მაზრის, სოფელ ქემერტის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ დიმიტრი ონოფრეს ძე კასრაძის (გარდაიცვალა 1929წ. 12 თებერვალს) ასული, რომლისგანაც შვილი არ ჰყოლია. ტრაგიკულად წარიმართა მისი უფროსი ვაჟის ცხოვრება. ალექსანდრე კეკელიძემ 1924 წელს დააარსა იატაკქვეშა გაერთიანება „თავისუფალი საქართველო”, მაშინ იგი 18 წლის ყოფილა. ორგანიზაცია ერთ-ერთმა წევრმა გასცა, გვარად ბარათაშვილმა. მისი წევრები და, მათ შო-
24-2 საპატრიარქოს უწყებანი N24 23-29ივნისი 2011წ გვ.17
დეკანოზი კორნელი კეკელიძე ნახევარსაუკუნოვანი მეცნიერული ღვაწლი 1879- 1962 (დასასრული)
რის, ალექსანდრე კეკელიძე, დააპატიმრეს. იგი დახვრიტეს თავისუფლების მოედანზე (მეორე ვერსიით, როდესაც სახლში დასაპატიმრებლად მიაკითხეს, იგი ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა. ჩეკისტები გამოედევნენ და მოკლეს). კორნელიმ მძიმედ გადაიტანა შვილის დაღუპვა. იმ პერიოდში იგი მეუღლესთან ერთად სოფელ ქემერტში ისვენებდა. ჩეკისტებმა კორნელი იქ დააპატიმრეს და თბილისში ჩამოიყვანეს. იგი იძულებული გახდა იმ ქაღალდზე მოეწერა ხელი, წრომელზეც თავისი შვილის მოქმედება დაგმო. ამის გამო ყოველთვის სინდისი აწუხებდა. მისი ძმაც 1937 წელს დახვრიტეს და კორნელი არც ძმის შესახებ ჰყვებოდა რამეს. დეკანოზი კორნელი ერთ-ერთი მათგანია, ვინც გამოავლინა, შეისწავლა, გაოსცა და სამეცნიერო კვლევები მიუძღვნა ძველი ქარული ლიტერატურის უბრწყინვალეს ნიმუშებს. მისი მეოხებით, ევროპამ ბევრი ისეთი სალიტერატურო ნაწარმოები გაიცნო, რომელიც მეცნიერებაში დაკარგულად ითვლებოდა. თავისი პირველი სამეცნიერო ნაშრომი „ახალი საგალობლები აბო თბილელისა“ 1905 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „მწყემსში“ (N13, 14). მისმა დიდმა ერუდიციამ, ძველი ქართული მწერლობის როგორც ზოგად, ისე ვიწრო სპეციალურ საკითხებში ღრმა განსწავლულობამ, განაპირობა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის ფუნდამენტური ორტომეულის შექმნა (1923-1960 წლებში გამოიცა ოთხჯერ). ორტომეულის საფუძველზე მან შექმნა „ძველი ქართული ლიტერატურის კონსპექტური კურსი“ (რუსულ ენაზე, 1938 წელი). 1955 წელს, რომში, გერმანულ ენაზე გამოქვეყნდა მ. თარხნიშვილისა და ი. ასფალგის მიერ გადამუშავებული კეკელიძის ორტომეულის | ტომი. კორნელი კეკელიძის საერთო რედაქციით, 1948-54 წლებში გამოქვეყნდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერების აღწერილობათა რამდენიმე ტომი. განუზომელია მისი ლვაწლი ტექსტოლოგიაში: 1918 და 1946 წლებში გამოსცა ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულებების კიმენურ რედაქციათა ორტომეული (პ. პეეტერსმა აქ გამოქვეყნებული ტექ- სტების ერთი ნაწილი ლათინურად თარგმნა), 1930 წელს -– ნ. ციციშვილის „შვიდი მთიები“, 1935 წელს -– იოანე საბანის ძის „აბო თბილელის წამება“ და ბასილი ზარზმელის „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“, 1936 და 1948 წლებში –– იოანე ბატონიშვილის „კალმასობის ორტომეული (თანარედაქტორი ა. ბარამიძე), 1938 წელს -- „ვისრამიანი“ (თანარედაქტორები ა. ბარამიძე და პ. ინგოროყვა), 1941 წელს -– „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ და სხვ. 1959 წელს ქართველმა მეცნიერებმა და საზოგადოებამ დიდი პატივისცემით აღნიშნეს კორნელი კეკელიძის დაბადების 80 და სამეცნიერო მოღვაწეობის 55 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე. საღამოზე სიტყვით გამოვიდა მხცოვანი მეცნიერი, რომელმაც დარბაზში შეკრებილებს დიდი სიყვარულით მიმართა.წარმოთქმულ სიტყვას გთავაზობთ შემოკლებით:
„..ჩვენს თვალწინ შეიქმნა ახალი, წინათ გაუგონარი სამეცნიერო დისციპლინა, რომელსაც ქართველოლოგია ეწოდება და რომელიც მძლავრ ნაკადად ერთვის მსოფლიო მეცნიერების ოკეანეს. ისეთი მდგო-მარეობა შეიქმნა, რომ არცერთი საკითხი ძველი კულტურის და მწერ-ლობის ისტორიიდან არ შეიძლება ამომწურავად გადაწყდეს, თუ ანგა-რიში არ გაეწია მდიდარ ქართულ მასალებსაც...ქართველოლოგიის მიერ ასეთი ყურადღების მოპოვების საქმეში პატარა, უმნიშვნელო როლიმეც მითამაშია. 55 წლის განმავლობაში მე არ მამოძრავებდა არც „სახელის მოპოვების“ არც „სენსაციების“ გამოწვევის სურვილი, მე ვემსახურებოდი მხოლოდ ისტორიულ-ლიტერატურული ჭეშმარიტების გამოვლინებას და შემდეგი პრინციპებით ვხელმძღვანელობდი: ა) ისტორიული ჭეშმარიტების გამოვლინება უნდა ემყარებოდეს არა უნიადაგო ჰიპოთეზებსა და მოსაზრებებს, არამედ მყარ და შემოწმებულ ისტორიულ ფაქტებს; ბ) ნამდვილი ისტორია არ საჭიროებს შეკეთება-შელამაზებას, რა მოსაზრებითაც არ უნდა იყოს ეს გამოწვეული (უფრო ხშირად ეს ხდება ყალბად გაგებული „პატრიოტიზმის“ ქურქში); გ) მეცნიერულ მუშაობაში საჭიროა კრიტიკა, მაგრამ კრიტიკად არ უნდა საღდებოდეს ინსინუაციები და ლანძღვა-გინება; დ) საჭიროა პოლემიკაც, მაგრამ არა ისეთ ადამიანთან, რომელიც შეუპყრია წინასწარ აკვიატებულ აზრს და არა ჭეშმარიტების მოპოვების სურვილს; ე) მზად უნდა იყო შეცდომის
გამოსწორებისათვის; ის ადამიანი, რომელსაც ეშინია ან რცხვენია თავისი შეცდომების გამოსწორებისა და ამიტომ – „უცილობლობს ვითა ჯორი“, მეცნიერად არ შეიძლება ჩაითვალოს. ასეა, თუ ისე, ჩემი ნახევარსაუკუნოვანი მეცნიერული მუშაობა მიმართული იყო იმისაკენ, რომ ჩვენ ხალხს შეეგნო და შეეცნო – რას წარმოადგენდა ის კულტურულად შორეულ წარსულში. რა გავაკეთეთ ამ მიმართულებით, ამაზე სხვებმა იმსჯელონ. გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას და ხალხს, გაუმარჯოს ჩვენს მეცნიერებას, ვუსურვოთ მას წინსვლა და წარმატება. მადლობა, დიდი მადლობა ყურადღებისა და პატივისცემისათვის, ჩემი პატარა დამსახურების ასეთი დიდი შეფასებისათვის. მართალია მოვხუცდი, მაგრამ ჯერ კიდევ არ დამკარგვია უნარი და სურვილი ხალხსა და სამშობლოს ვემსახურო“. კორნელი კეკელიძე 1962 წლის? ივნისს გარდაიცვალა. იგი დასაფლავებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში.
25 საპატრიარქოს უწყებანი N25 29უვნუსუ-6ივლისი 2011წ გვ.17
დეკანოზი ბაგრატ ცოცანიძე 1895-1948
დეკანოზი ბაგრატ ცოცანიძე 1895 წელს თელავის მაზრაში, თუშეთის მხარეში, ანტონ ცოცანიძისა და თებრონია რკინაულის ოჯახში დაიბადა. მამამისი ანტონ ცოცანიძე მეცხვარეობით არჩენდა ოჯახს. დედა დიასახლისი გახლდათ. ბაგრატს ოთხი დედმამიშვილი ჰყავდა: მარე, იროდი, სოფიო და გიგო. ბაგრატმა წარჩინებით დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი. 1913 წლის 16 სექტემბერს იგი სიღნაღის მაზრის სოფელ საქობაოს წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის ეკლესიის უშტატო მედავითნედ დაინიშნა. 1915 წლის 14 თებერვალს ოფიციალურად დაამტკიცეს შტატის მედავითნედ. 1916 წლის 6 ივნისს გურგვალჭალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. ამავე პერიოდში ბაგრატი დაქორწინდა თამარ კვესიაძეზე, რომელთანაც შვიდი შვილი შეეძინა: ბესარიონი, დომენტი, ნინო, ასმათი, ეთერი, იოსები და ვლადიმერი. ამათგან უფროსი ვაჟი ბესარიონი მე-7 კლასში ტვინის ანთებით გარდაიცვალა, ხოლო მეორე შვილი ორი წლისა. მამა ბაგრატი უაღრესად ნაკითხი და განათლებული პიროვნება იყო და შვილებსაც მუდამ სწავლისაკენ მოუწოდებდა: „ძალიან ბევრს კითხულობდა და ბავშვებსაც სულ წიგნის კითხვის სიყვარულისკენ მოგვიწოდებდაო“, იხსენებდნენ მისი შვილები. 1918 წელს ალავერდელმა ეპისკოპოსმა პიროსმა
25-1 საპატრიარქოს უწყებანი N25 29უვნუსუ-6ივლისი 2011წ გვ.18
დეკანოზი ბაგრატ ცოცანიძე 1895-1948(გაგრძელება)
(ოქროპირიძე) ბაგრატი დიაკვნად აკურთხა, ხოლო 1919 წელს მღვდლად დაასხა ხელი და ქვემო ალვანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. დიდხანს არ დასცალდა მშვიდად მოღვაწეობა ახალგაზრდა მოძღვარს. 1921 წელს საქართველოში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა. უღმერთო ხელისუფლებამ სასტიკად შეუტია ეკლესიასა და სამღვდელოებას. XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისი უკიდურეს სიდუხჭირეში, ჩეკას ციხეებში ტანჯვა-წამებასა და მუდმივ დევნა-შევიწროებაში გაატარა. იგი რამდენჯერმე დააპატიმრეს. ერთი წელი თბილისის საპატიმროში იჯდა. გათავისუფლებაში მას ციხის ფერშალი დაეხმარა. შემდეგ 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს დააპატიმრეს, როგორც ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამოაზრე და ხელისუფლების მოწინააღმდეგე. იგი დაასმინა თავისი დის მოჯამაგირემ, რომელიც ხელისუფლებამ მოისყიდა და აჯანყებულთა რაზმში შეაგზავნა. მამა ბაგრატი თელავის საპატიმროში წაიყვანეს. ტანჯვა-წამებისა და შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, სამმა კაცმა იგი დასახვრეტად გიგოს გორაზე წაიყვანა. საფლავი თავის ხელით გაათხრევინეს. მოძღვარს უთხოვია, მაინც მკლავთ და ლოცვა მაცადეთო. დაუცინიათ ილოცე, შენი ღმერთი რას გიშველისო“. სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, ტყიდან ძლიერი სროლა რომ ატყდა. სამივე ჯალათმა თოფს წამოავლო ხელი და გაიქცა. სოფელში დაბრუნებული მოძღვარი რომ დაინახეს, ყველა გაოცდა: „იმ ადგილიდან უკან ჯერ არავინ მობრუნებულაო“, იხსენებს დედის მონაყოლს მამა ბაგრატის ვაჟი. 1926 წელს ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის ალავერდელმა ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ფხალაძე, შემდგომში –– სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი) სკუფია უბოძა. დაჯილდოების სიგელში სწერია: „ალავერდის საეპარქიო კანცელარია გაცნობებთ, რომ მღვდელი ბაგრატ ცოცანიძე სანთლის საქმის კარგად დაყენებისა და წარმოებისათვის მათი მეუფების, მელქისედეკ ალავერდელის მიერ დაჯილდოებულ არს სკუფიით. ალავერდის საეპარქიო კანცელარიის საქმეთა გამგე, დეკანოზი ლევან ვარდიაშვილი“. მოძღვრის ოჯახს წლების განმავლობაში სასტიკად ავიწროებდნენ, თუ რამე ებადათ, ყველაფერი ჩამოართვეს. ეკონომიურად უკიდურესად გაჭირვებულებს ახლობლები ეხმარებოდნენ, ძირითადად კი, მოძღვრის და მარე და მისი ოჯახი. რისი წაღებაც შეიძლებოდა, ყველაფერი გაჰქონდათ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეკლესიის ეზოც კი მიისაკუთრა და მოძღვარს საარსებო წყარო მოუსპო. 1927 წელს მამა ბაგრატი ალავერდის საეპარქიო კანცელარიას ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებას სთხოვდა. იგი წერდა: „ალავერდის ეპარქიაში არის შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი აღმასკომები ჩემულობენ ეკლესიის ეზოებს და თვითონ სარგებლობენ მათი შემოსავლით (იღებენ დღეობების დროს გამართულ დუქნების ქირას და სხვ.). აქვს თუ არა ადგილობრივ აღმასკომს ამის უფლება?“ 1929 წლის იანვარში თელავის მაზრის. მთავრ პროკურორს გადასცეს სამლვდელოების სია, სადაც ეპარქიის ზედმეტად დაბეგრილი მღვდლები და დიაკვნები იყო ჩამოთვლილი. ამ სიაში პირველი მამა ბაგრატი მოხსენიებული: „მღვდელი ბაგრატ ცოცანიძე ქვემო ალვანის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის წინამძღვარი. ოჯახობით 5 სული. ცოლ-ქმარი ფიზიკურ შრომას მოკლებული, ძარღვების მოშლილობისაგან. არც მიწა, არც სახლი, არც სხვა ქონება. ჰყავთ ერთი ფური და ერთი ცხენი. გადაახდევინეს 173 მანეთი. კიდევ მოსთხოვეს 120 მანეთი. მისი წლიური შემოსავალი შეადგენს 500 მან. ადმინისტრაციამ ჯერ 800 მანეთი შეაწერა, შემდეგ კი 1277 მანეთი, რისი გადახდაც მას არ შეუძლია“. მიუხედავად უმძიმესი ჟამისა, მოძღვარი მტკიცედ იდგა. ქადაგებდა, ნათლავდა ბავშვებს, მუდმივად ატარებდა წირვა-ლოცვას და ქრისტეს სისხლსა და ხორცს აზიარებდა გაწამებულ მრევლს. თუ რა რთუ (პირობებში უხდებოდა მას მსახურება, კარგად ჩანს ალავერდელ ეპისკოპოს სტეფანესადმი (კარბელაშვილი) მიწერილ წერილში, რომელიც 1930 წლის 30 მაისით თარიღდება: „თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, ძვირფასო მღვდელმთავარო და მეუფეო, უპირველეს ყოვლისა, მოგილოცავთ ბრწყინვალე აღდგომას ღმერთ-კაცის ქრისტე მაცხოვრისას და გისურვებთ დაესწროთ მშვიდობით, პატიოსნად, სიმრთელით, დღეგრძელობით, და რაც მთავარია, მართლმკვეთელობით ღვთისა სიტყვისა ჭეშმარიტებითა, ქრისტე აღსდგა! ალილუია! ჩვენ ვცხოვრობთ მე და მამა იოანე ქააძე ისევ ისე, როგორც ვიყავით, იერიქონის კედლებივით მაგრად ვსდგევართ, ჩვენთვის არ არის საჭირო არც „მოქალაქე“, არც ჩოხა და არც ნაბადი. რაც შეეხება ნივთიერ გაჭირვებას, მგონი მოგხსენდათ ეს ჩვენგან. პირადად მე ისეთ დღეში ჩამაგდეს რომ, ერთი კვირის სამყოფი სურსათი სახლში აღარ გაუშვეს, ცოლ-შვილი მოელოდა ინდოეთურ სიმბილს, რომ მორწმუნეებს თითო-ოროლა ლიტრა ქუბელა და ფქვილი ან მჭადი არ მოეწოდებინათ, წართმეული
25-2 საპატრიარქოს უწყებანი N25 29უვნუსუ-6ივლისი 2011წ გვ.19
დეკანოზი ბაგრატ ცოცანიძე 1895-1948(გაგრძელება)
სურსათ-სანოვაგე არაფერი მოუციათ და დღემდე ვცხოვრობ თხოვნით. დამიბრუნეს მხოლოდ ძროხები და ცხენი, ცხენი შირაქში ჰყავდათ და იქვე ჩაუბარებიათ ჩემი ძმისათვის. ილიას ერთი ძროხა უკვე კოლექტივში მოუკლეს ცუდი მოვლის გამო და ერთიცა დაუბრუნეს. სურსათი კი არც იმას და არც მე არაფერი მოგვცეს, განვიცდით მათხოვრულ მდგომარეობას. აქ კოლექტივი აღარ არსებობს, მღვდელმოქმედებას ვასრულებთ ყველგან თამამად, ვინაიდან ხალხი მოიდრიკა სარწმუნოებისადმი ეხლა უფრო, ვიდრე წინეთ. არავინ არ გვიშლის ხელს. ილიაც ისევ დაუბრუნდა სამსახურს. შევასრულეთ პასექი ბრწყინვალედ. ნაფარეულში აღდგომას სწირა ფშავლის მღვდელმა, იქაც ხალხი დაესწრო ბლომად. ურწმუნონი ხალხის შიშით ვეღარ ჰქირდავენ ' ჰარწმუნოებას, თუ ვინმე გაბედავს -- იქვე გააბრ- '“ტყელებენ, ხალხი გათამამდა ამ მხრივ... ხალხი მღვდელს ეძებს და მღვდელი აღარსად არის. სამებაშიც მშვენიერი ლიტანია ჰქონდა მამა იოანეს, ბლომად ხალხით, სამებობას დიდძალი ხალხი დაესწრო დღეობას. თქვენი წერილი მივიღე და გადავეცი მამა ქააძესაც. ამიტომ მინდა გიპასუხოთ ზოგიერთზედ. თქვენ იწერებით თქვენს ნივთიერ გაჭირვებაზედ; ეს მართალია, მაგრამ შედარებით ჩვენ ამ საწყალმა სოფლის მღვდლებმა რაღა ვქნათ? და ან რაღა ვსთქვათ, არსაიდან არაფერი ნუგეში არა გვაქვს, რომელთაც მძიმე ტვირთვად გვაწევს ცოლ-შვილი და ოჯახი. რატომღაც გეპარებათ ყურადღებიდან ის, რომ ჩვენ, სოფლის მღვდლები ვიმყოფებით ნივთიერად კატასტროფულ მდგომარეობაში, ცოტაც და, დავეცემით სულით. კი მესმის ჩემი ზნეობრივი ვალი, მაგრამ რა „გზით როგორ...? მე პატარა შვილები, ავადმყოფი ა “თავი და ცოლი... თქვენ? გაზრდილი შვილები, შემოსავლიან სამსახურში, რომელთაც შეუძლიან მოგაწოდონ ყოველთვიურად საკმარისი საზრდო, როგორც მოამაგე მშობელს. ამიტომ ჩვენთვის თქვენი შემოჩივილი რაიმეთი დახმარებაზედ უშედეგო იქნება, რადგან ჩვენ თვით ვსაჭიროებთ თქვენგან ნივთიერ და სულიერ დახმარებას. რაც შეეხება ჩვენი მხრით, გიშოვნოთ რამე არსებულ ფასებში, ამას შევასრულებთ დიდი სიამოვნებით. და ამ ცოტა ხანშივე გადმოვგზავნი ერბოს, კვერცხი არ არის. ქათამი ღირს ცალი 3 მანეთი. ყველი არ არის. მომწერეთ, მეუფეო, ერბო რამდენი გნებავთ, რომ გამოვგზავნო? ცოტა ხნის შემდეგ შეიძლება ახალი ყველი გაჩნდეს. რაც შეეხება იმას, რომ თქვენ ვერ გინახულეთ, თქვენ ხან მანდა ბრძანდებით და ხან თბილისში და არ ვიცით, რა დროს გნახოთ, ხშირად კიდევ გამოსვლას ხარჯი უნდა და სად გვაქვს ფული. „სხვა ეპისკოპოსი გიწამებიათო“ -ამას ვერ მივხვდი. მაგრამ უნდა მოგახსენოთ კი, რომ აბა, როგორღა ვიწამო ან კათოლიკოზი ან ეპისკოპოსი? რა დღეში გვაგდებენ? სად არის საქართველოს ეკლესია? იგი მთლად მოისპო და თქვენი კათალიკოზი კი მშვიდათ აცხადებს... ვაი, სირცხვილი. ალბათ კათოლიკოზი სიონის ეზოში მშვიდათ გრძნობს თავს, არავინ სდევნის. ამაზედ მეტი დევნა როგორღა შეიძლება. ახლა ამ შემოდგომას მოგვცხებენ გადასახადს და მშვიდობით, მოვისპობით კიდეც და იქნება მეტიც გვიყონ. აქ ღირს ქათამი -- 3 მანეთი; ყველი ერთი გირვანქა –- 1 მანეთი და 20 კაპიკი; ერბო ერთი გირვანქა -– 2 მანეთი და 40 კაპიკი; კარაქიც ესევე; კვერცხი -– 5 კაპიკი. მე ვფიქრობ, ეხლა მანდ უფრო იშოვის კაცი ყველაფერს, ვიდრე აქ, სოფლად, რადგან აქ საქონე- ლი დაანიავა კოლექტიობის გლეხობამ და აღარ არის არაფერი. წერილი შეიძლება გამოატანოთ აქაურებისათვის პეტრეს ან სხვა ვისმეს, ფოსტით გვიანდება და ფულიც იხარჯება. ისეა აქ კოოპერატივი გაქესეტებული, რომ ქაღალდსაც ვერ იშოვი“. 1930 წელს ალავერდელმა ეპისკოპოსმა სტეფანემ (კარბელაშვილი) მლვდელი ბაგრატი სოფელ ახალსოფლის (ყოფილი ძველი გავაზი) სამრევლოში გადაიყვანა, სადაც სარწმუნოების მხრივ მეტად მძიმე სიტუაცია იყო. გაუსაძლისი პირობები დახვდა ახალსოფელში მამა ბაგრატს. ადგილობრივი ახალგაზრდობა მტრული თვალით უყურებდა ეკლესიის არსებობას და ყოველი ფეხის ნაბიჯზე ცდილობდა შეურაცხყოფა მიეყენებინა მოძღვრისათვის. გამწარებულმა მღვდელმა თხოვნით მიმართა ეპისკოპოს სტეფანეს, ისევ გადაეყვანა თავის ძველ ადგილას. აქვე მოვიყვანთ ამ წერილის შინაარს: „თქვენო მეუფებავ! მე დავემორჩილე თქვენს ბრძანებას და არც შემიძლია არ დავემორჩილო, და აი, უკვე 1 ნოემბრიდან მე ვიმყოფები ახალსოფელში, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ თავს ისე ვგრძნობ, როგორც ცხვარი მგლებში; მე, როგორც ნერვებით სუსტს და ავადმყოფს, არ შემიძლია ავიტანო ამ გათავხედებული ბიჭბუჭების ბრბოს სისაძაგლე, რომლებიც ხშირად მგმობენ. მე ჩემი შეურაცხყოფა კი არ მწყინს, არამედ ის, რომ ეს უბედური ხალხი რამ დასცა პირუტყვის ხარისხამდე? რამ დაუკარგა გულში სარწმუნოებრივი გრძნობა? ორში ერთი -- ან უნდა სამაგიერო გადაუხადო სიტყვით, ხელით, ჯოხით, სამართლით, ან უნდა დავწყევლო ეს თავზეხელაღებულნი და გავიქცე სად? არ ვიცი! ალბათ ისევ იქ, სადაც ვიყავი.
25-3 საპატრიარქოს უწყებანი N25 29უვნუსუ-6ივლისი 2011წ გვ.20
დეკანოზი ბაგრატ ცოცანიძე 1895-1948(გაგრძელება)
მე თუშებში სარწმუნოების აშკარა შეურაცხყოფას შეჩვეული არ ვარ და ჩემთვის იქვე სჯობია, თუმცა მორწმუნენი აქაც მრავლად არიან. მაგრამ მე გული მიფუჭდება, გინდაც ათას მორწმუნეში ერთი გამოერიოს ზემოხსენებული წყეულთაგანი და ვხდები ავად. აქ ყოფნა მართლაც მღვდელ-მონაზონ თორნიკეს (აჭაიძე) მოუხდებოდა, მაგრამ აბა, რას ვიზამ, ის არის საამათოდ ჩამოსხმული, ძელქვა კაცი, ვერაფერს დააკ- ლებენ. ამიტომ გთხოვთ, რაც შეიძლება საჩქაროდ გამოგზავნოთ ვინმე აქ, სააქაოდ ზედგამოჭრილია მღვდელი იოანე მაღრაძე. აი, ის იქნება აქ კარგი, ყოჩაღი კაცია. ეხლა გიორგობისთვის გვინდა 10 გირვანქა სანთელი და ეგებ გამოგზავნოს დეკანოზმა ეპიფანემ ფოსტით. ამ ხელად გიგზავნით 20 მანეთს და დანარჩენს გიორგობის შემდეგ. ვეცდები შეწერილი საეპარქიო გადასახადიც გაგინაღდოთ, მხოლოდ უარს ამბობენ იმ სამოგზაურო ხარჯზე, რომელიც მოგივიდათ მღვდელ-მონაზონ თორნიკეს გამო. ბინასაც მაძლევენ, თავისი საფასით, ე. ი. საბჭოს ხარჯზე, ეკლესიის შემოსავლიდან მპირდებიან პურის აკრეფას და სხვა, მაგრამ მე აქ ვერ გავსძლებ, ჯავრი მკლავს ამ ურჯულო ლაწირაკებისგან“. 1932 წლის 5 აპრილს ეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მამა ბაგრატი სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1932 წელს მამა ბაგრატმა მრევლის დახმარებით დაიწყო ილურთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის შეკეთება. ამავე წლის 28 ივნისს თუშეთის ოლქის მთავარხუცესმა, დეკანოზმა იოანე ქააძემ და მამა ბაგრატმა ტაძარი საზეიმოდ აკურთხეს. ამასთან დაკავშირებით, მოძღვრის დისშვილი, ოლა ჩოგანაიძე იხსენებს დედის მონაყოლს: „დღესასწაულებზე ილიურთის წმინდა გიორგის ეკლესიაში სწირავდა ხოლმე მამაო, სადაც იმ ხეობის ახლომახლო სოფლების მრევლი იყრიდა თავს. მსახურება გალობით აღესრულებოდა. მამაოს უმცროს დას, მარეს -- ძალიან ტკბილი ხმა ჰქონია და მას ტაძარში სულ წინ აყენებდაო“. სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ (ცინცაძე), რომელიც შეთავსებით 1930-1950 წლებში ალავერდის ეპარქიასაც განაგებდა, ამ დამსახურებისთვის, 1932 წლის 4 ივლისს მამა ბაგრატს დეკანოზის წოდება მიენიჭა. დადგა ავადსახსენებელი 1937-38 წლები. ქვეყანაში დაწყებულმა რეპრესიებმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. გამონაკლისი არც თუშეთის მხარე იყო. ოლქში დაიხურა ყველა ეკლესია. აღარ დარჩა არც ერთი მღვდელი. დააპატიმრეს და სამეულის განჩინებით დახვრიტეს ოლქის მთავარხუცესი, დეკანოზი იოანე ქააძე. იგივე ბედი ელოდა მამა ბაგრატსაც, რომელსაც ცოლ-შვილის ამოწყვეტით დაემუქრნენ. დიდი ტანჯვა-წამების შემდეგ იგი იძულებული გახდა ანაფორა გაეხადა: „მე გინდ მომკლან, შვილებს რა ვუყოვო“. მამა ბაგრატი ერთი პერიოდი თუშეთში, სნოვები ომალოს სკოლა-ინტერნატში მომმარაგებლად მუშაობდა. ჯანმრთელობაშერყეულ მოძღვარს ფიზიკურ მუშაობს ალვანის კოლმეურნეობაც აიძულებდა. იგი სიკვდილის უკანასკნელ წუთამდე ნანობდა ღვთისმსახურების დატოვებას, რამაც კიდევ უფრო დაუმძიმა ჯანმრთელობა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მამა ბაგრატმა თავისი ორი დისშვილი გაგზავნა წერილით კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატესთან, რომლის წაკითხვის შემდეგ უწმინდესს თვალზე ცრემლი მოსდგომია და ამოუოხრავს: „ეჰ, ბაგრატ, ბაგრატო“. მრავალტანჯული მოძღვარი 1948 წელს გარდაიცვალა. დასაფლავებულია სოფელ ქვემო ალვანის საერო სასაფლაოზე.
26 საპატრიარქოს უწყებანიN26 7-13ივლისი2011წ 2011წ გვ17
მიტროპოლიტი ამბროსი (მიქაძე) 1728-1815
მიტროპოლიტი ამბროსი, ერისკაცობაში ზაქარია იოსების ძე მიქაძე, 1728 წელს, ქ. თბილისში, სიონის ტაძრის დეკანოზის ოჯახში დაიბადა. მის მიერ 1742 წელს გადაწერილ კონდაკში არის გადამწერის ხელით შესრულებული მინაწერი: „აღვსწერე წლისა ათოთხმეტისამან“, საიდანაც დგინდება მისი დაბადების თარიღი. გადმოცემით, ზაქარიას წინაპარი ამბროსი მიქაძე XIII საუკუნეში დადიანს უჩუქებია ქართლის მეფისათვის, დედოფალს კი ის სამლღვდელოდ აღუზრდია და სიონის დეკანოზად უკურთხებია. ამის "ამადასტურებელი საბუთი დაბეჭდილია (აქტები II,). ამ პირის ჩამომავლად თვლის თავს ამბროსი ნეკრესელი. ზაქარიას მამა, იოსებ მღვდელი, სიონის დეკანოზი იყო. სიონშივე მსახურობდა იოსების მამაც, ასევე ამბროსი. 1771 წელს ამბროსი, მიტროპოლიტ ამბროსის პაპა, უკვე გარდაცვლილია, მას დარჩენია ქვრივი მარიამი და ობოლი იოსები. ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე გიორგი XII-ის ვაჟი იოანე ბატონიშვილი თავის წიგნში „მცირე უწყებანი ქართველთა მწერალთათვის“ მიტროპოლიტ ამბროსის შესახებ წერდა: „ესე ზაქარია, ზედწოდებით ამბროსი, ძმა იყო სიონის დეკანოზის ნიკოლოზისა. იყო მეცნიერი, საღმრთო წერილსა შინა გამოცდილი, კვალად უცხო მწერალი, ვითარცა ხუცურისა, ეგრეთვე მხედრულისა ხელისა. ამანაც მრავალნი საღმრთონი წერილნი და ისტორიები გარდასწერნა. ესე იყო კარგი პიიტიკოსი, მუსიკოსი და სრული მგალობელი. ამან აღაზრდა რაოდენიმე მოწაფენი. უკანასკნელ მეფემან ირაკლი დაადგინა მწყემსმთავრად ნეკრესის ეკლესიისა ნეკრესელად და მუნცა იღვაწა კეთილად“. ცნობილი ისტორიკოსი და მეცნიერი პლატონ იოსელიანი მეუფე ამბროსისთან დაკავშირებით თავის წიგნში „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“ საპირისპირო მოსაზრებას გვთავაზობს: „1788 წელსა მოვიდა მეორედ მეფის ძე გიორგი დუშეთსა და თანა ჰყვა მას წილკნელი ამბროსი, კაცი სათნო და კეთილი, არა დახელოვნებული სწავლათა შინა, გარნა ყოვლად ტკბილი, დუმილისა მოყვარე და მშვიდი“. ახალგაზრდა ზაქარიამ კარგი ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო განათლება მიიღო. დიმიტრი ჯანაშვილის ცნობით, ზაქარიას მასწავლებლები აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები ბესარიონ ორბელიშვილი და ნიკოლოზ ხერხეულიძე ყოფილან. მეორე ვერსიით, იგი კათოლიკოს ანტონ Iის გაზრდილი გახლდათ. ზუსტი ცნობები იმის შესახებ, თუ როდის მოხდა მისი ხელდასხმა, შემორჩენილი არ არის, მის მიერ გადაწერილ ძველ ქართულ ხელნაწერებზე არსებული მინაწერებით დგინდება ზოგიერთი რამ. მაგალითად: XVIII საუკუნის 50-იან წლებში გადაწერილ ხელნაწერში „იოანე ოქროპირი, თარგმანება იოანეს სახარებისა“ იგი წერს: „რაოდენნიმე დაკლებულნი გამოვაცოცხლე მე, უღირსმან სიონის დეკანოზის შვილმან ზაქარიამ, და ლოცვით მოხსენიებას გევედრები, აღმომკითხველნო წმიდანო, რომ აწ მინდა ვცხონდე და თუკი ვცხონდები, თქვენ რაი გენაღვლებათ“. 1757 წლით დათარიღებულ ხელნაწერზე „პროკლე დიადოხოსის, კავშირნი ღვთისმეტყველებითნი“ იგი ხელს აწერს, როგორც სიონის ტაძრის დიაკონი, ხოლო 1769 წელს გადაწერილ „ანტონ I-ის კატეხიზმოში“ ზაქარია თავის თავს სიონის ხუცესს და სიონის დეკანოზის შვილსხუცეს ზაქარიას უწოდებს. სავარაუდოა, რომ მისი მღვდლად ხელდასხმაც 1757-1769 წლებში მოხდა. XVIII საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში, დაქვრივების შემდეგ, მლვდელი ზაქარია გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერში მოღვაწეობს, სადაც ამბროსის სახელით ბერად აღიკვეცა. მონასტერში ყოფნის პერიოდში მან გადაწერა „ითიკა“ და „დაუჯდომელი ჯვრისა". ეს უკანასკნელი თხზულება მას ნინოწმინდელ მიტროპოლიტი საბას (ტუსიშვილი) დავალებით გადაუწერია. აქვე გადაუწერია იოანე ნათლისმცემლის მონასტრის საბუთები. სავარაუდოდ, 1775 ან 1776 წელს იგი იკორთის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა და არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. ეს დასტურდება 1777 და 1781 წლებში მის მიერ გადაწერილი კრებულიდან, სადაც ანდერძის სახით წერია: „აღვწერე წილკნელმან, გარ-
26-1 საპატრიარქოს უწყებანიN26 7-13ივლისი2011წ 2011წ გვ18
მიტროპოლიტი ამბროსი (მიქაძე) 1728-1815 (გაგრძელება)
ნა პირველ იკორთის არქიმანდრიტმან უღირსმან
ამვროსიმ, პალატასა საპატრიარხოსა, თვესა აგვისტოსა 4, წელსა 1777“. აქედან ჩანს, რომ 1777 წლის 4 აგვისტოს ის უკვე წილკნელი ეპისკოპოსია. საქართველოს ისტორიის მკვლევარის, დეკანოზ პოლიევქტოს კარბელაშვილის ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ I-მა (ბაგრატიონი) არქიმანდრიტ ამბროსის 1777 წლის 9 აპრილს ეპისკოპოსად დაასხა ხელი და წილკნის კათედრა ჩააბარა. ეპარქიაში ჩასვლისთანავე ეპისკოპოს ამბროსის საკათედრო ტაძრის აღდგენა დაუწყია, მასვე წამოუწყია წმინდა ისე წილკნელის საფლავის შეკეთება. ამ დროისათვის წილკანი ლეკთა შემოსევების გამო მეტად საშიში ადგილი ყოფილა. ეპისკოპოსი იშვიათად წირავდა, არც ქადაგების მსმენელი ჰყავდა, არც მგალობელი, ენატრებოდა სადღესასწაულო მსახურებების ჯეროვნად აღსრულება: „ქადაგების გარდაგდება, ლექსთა თქმა რა სახელია, წლამდის უწირავად დგომა ეპისკოპოსთ რა ხელია, და სხვა ცოდნა, ტიბიკონი, გალობა გარდამელია, და დღესასწაულთა გარდახდა თვალით არღა მნახველია.“ წილკნის ეპარქიაში მოღვაწების პერიოდში, კერძოდ, 1787 წელს, ეპისკოპოსმა ამბროსიმ გამოისყიდა და წილკნის საკათედრო ტაძარს შესწირა „სამოციქულო“. ამის შესახებ ვკითხულობთ თედო ჟორდანიას „ქრონიკების“ III ტომში: „მე, ყოვლადსამღვდელოს წილკნელს ამვროსის, მომიტანეს ქალაქიდამ ეს სამოციქულო. ერთს ვისმე სომეხს სახლში ჰქონებოდა და დიაღ მრავალი მწუხარება და სნეულება შემთხვეოდა. აქ წილკანს მე მომიტანეს და მე ისევ ამ ეკლესიაში დამიდვია. ამ ეკლესიის მნემ იცის ახლა; 1787 წელი“. ასევე თ. ჟორდანიას „ქრონიკების“ II ტომში ვკითხულობთ ლექსს, რომელიც ამბროსი მიტროპოლიტმა დაწერა კათოლიკოს ანტონ II-ის ეპარქიაში სტუმრობის დროს. უწმინდესმა ანტონმა დუშეთში დაიბარა წილკნელი ამბროსი, რომელიც რაღაც მიზეზის გამო ვერ ეახლა მას, ამიტომ თვით კათოლიკოსი მიბრძანდა წილკანში, სადაც მეუფე ამბროსიმ ეს ლექსი წარმოთქვა. იგი ასე იწყება: „კათოლიკოსი მობრძანდა, წილკნელი მიეგებაო, უბრძანა, რად არ წამოხველ, არა გაქვს სიტყვის გებაო, მაგრამ შენდობის ღირსი ხარ, არ მინდა შენზედ კრებაო, და, ახლა დაჯექ და თქვი რამე, რაც ცეცხლი შენ გედებაო“. არაგვის ხეობაში 15 წელი იმსახურა მეუფე ამბროსიმ, რომელიც გაჭირვებითა და წინააღმდეგობებით ყოფილა აღსავსე. 1792 წლის 16 თებერვალს ქართლკახეთის მეფე ერეკლე II-მ იგი თბილისში, სასახლეში დაიბარა: „ცისკრის ალილო აღარავის ახსოვს, ჩამოდი და გვასწავლე და იშოვნი რასმეო“. თბილისში ჩასულ ამბროსის შაირი ეთქვა მეფისათვის: „რა თქვენი ოქმი მებოძა, აღარ მივეც თავი ძილსა, უდაბნოში წინამძღვარსა, გამომახვეს სიტყვა ტკბილსა, იქ იკორთა დაუტევე, ვერც იქ ვენდე ლეკის კბილსა, წილკანს უარესი მიყვეს, ვერც აქ უძლებ გუთნის თხრილსა. კვალად ისმინე, ხელმწიფევ, აღარ ვსდგები წილკანს მეო, ვერც უშენოდ გავსძლებ სადმე, თუ გინდ კარში გამაგდეო, ჩემი გაძლება ჩემს გლახაკს, ჩემს სახლს ახლო მიმაგდეო, საოსტატოს არასა გთხოვ, მანდ შენს მლოცველად დამაგდეო“. ერეკლე II-მ შეისმინა ეპისკოპოს ამბროსის თხოვნა და 1792 წლის 1 მარტს იგი მანგლისის კათედრაზე დაადგინა. 1794 წლის 2 დეკემბერს მეუფე ამბროსი ნეკრესის ეპარქიაში გადაიყვანეს და მიტროპოლიტის წოი
ბა მიანიჭეს. 1794 წლის 4 დეკემბერს ახალი მღვდელი” თავარი, მიტროპოლიტი ამბროსი ნეკრესის ეპარქიაში ჩაბრძანდა და სოფელ შილდაში ჩავიდა, მას ციხის კარზე დახვედრია მისი წინამოადგილის, მეუფე დოსითეოზის (ჩერქეზიშვილი) შესრულებული წარწერა: „შემდგომად ჩემსა მოსრულო, ეკლესიისა სიძეო, თუ ჩემებრ ქცევით იცხოვრო, დოსითეოსმან გიძეო, იყავ ცნობითა მაღლითა, გონება განაღვიძეო, და, აწ თუ ჰსცნობ სიბრძნით ადვილ არს, არა მცირე უნჯი გიძეო“. პასუხად კი მიტროპოლიტ ამბროსის დაუწერია: „მე შემდგომ შენსა მოსრული, მიქაძე ამვროსიძეო, წილკნელ მანგლელ ნეკრესელი, ვის ამვროსი ' სახელ მძეო, აქ მყოფს არ მცირედ გიღვწია, დიდად ვმადლობ შენი ძე და, აწ დამხვდა ციხე განძრცვილი, „ შესამოსი კარგი ძეო“. ნეკრესის ეპარქიაშიც გახშირებული ლეკიანობის გამო კათედრა დაცემული და გაპარტახებული იყო, ამიტომ მეუფე ამბროსის სოფელ შილდაში მოუწყვია რეზიდენცია და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ეკლესიაც აუშენებია. იმავე წელს ეკლესიისათვის ზარი ჩამოასხმევინა. 1808 წელს ტაძარს შემოავლო გალავანი. ამ დროს ნეკრესის ეპარქიაში შედიოდა 86 კომლი ყმა-გლეხი, საეკლესიო შემოსავალი შეადგენდა 1200 მანეთს, მოქმედებდა 56 ეკლესია, მსახურობდა 49 მღვდელი, 17 -– დიაკონი და 42 –– მედავითნე-მგალობელი. „აღწერა საქართველოს საკათალიკოზო უწყებისა და მის ხელქვეითთა“ გვაუწყებს, რომ 1800 წელს მეუფე ამბროსის სამწყსოში 14 სოფელი და 5 თავადი შედიოდა. ამბროსის ნეკრესის ეპარქიაში მსახურება განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ჰომილეტიკური მოღვაწეობით. მღვდელმთავარი ერთიანი გულმოდგინებით ზრუნავდა სამღვდელო დასისა და ერისკაცთა განათ-
26-2 საპატრიარქოს უწყებანიN26 7-13ივლისი2011წ 2011წ გვ19
მიტროპოლიტი ამბროსი (მიქაძე) 1728-1815 (გაგრძელება)
ლებისათვის, თხზავდა და წარმოთქვამდა ქადაგებებს. სადაც თვითონ ვერ ახერხებდა მისვლას, წერდა თავის ქადაგებებს რამდენიმე ცალად და მოძღვრებს ავალებდა, საჭიროების შემთხვევაში წაეკითხათ მრევლისათვის, ადგენდა კრებულებს ახლად დადგენილი მღვდლების გან- სასწავლად, განმარტავდა სახარების ტექსტებს, შექმნა სწავლა „ყრმათათვის“ და სხვ. ამავე დროს მუშაობდა განათლების ხაზითაც. 1801 წელს, როდესაც მეფობა გაუქმდა, მიტროპოლიტი ამბროსი “მოითხოვდა ერეკლე მეფის ანერძის დამტკიცებას და მე ფობის დატოვებას (ე. ი. წ% იულონ ბატონიშვილის გამეფებას), სათანადო პეტიციასაც მოაწერა ხელი. ამით განრისხებულმა საქართველოს რეგენტმა დავით ბატონიშვილმა კათოლიკოს ანტონს მოსთხოვა ამბროსის ეპარქიის მმართველობიდან გადაყენება, ვიდრე თავს არ გაიმართლებდა. იგი თავიდანვე იყო რუსული ორიენტაციის მომხრე. 1804 წლის მთიულეთის აჯანყების დროს, მეფის რუსეთმა გამოიყენა მიტროპოლიტ ამბროსის გავლენა და როგორც წილკნის ყოფილი ეპისკოპოსი, დაინტერესებულ მემამულე რევაზ ერისთავთან ერთად, მეამბოხეთა შორის მშვიდობიანობის ჩამოსაგდებად გაგზავნა. მიტროპოლიტმა ამბროსიმ ეს მისია დადებითად შეასრულა. 1812 წლის 14 აპრილს მან გულნატკენმა დატოვა („თავისი სამწყსო: „მოხუცსა აღეშურნენ ვიეთნიმე უცებნი“. თუმცა მალევე, 1812 წლის კახეთის აჯანყების ლიკვიდაციის შემდეგ, როცა მეფის ჯარმა კახეთი აიკლო, კერძოდ კი, ნეკრესელი მღვდელმთავრის რეზიდენცია, სოფელი შილდა გადაწვა და დააქცია, მხცოვანი მუეფე კვლად დაუბრუნდა თავის კათედრას და მიუხედავად ქვეყნის აოხრებით გამოწვეული მწუხარებისა, სნეულებისა და მოხუცებულობისა, კვლავინდებური ენერგიით შეუდგა მის განახლება-მოწყობას. სიცოცხლის უკანასკნელი თვეები მიტროპოლიტმა ამბროსიმ თბილისში გაატარა. ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 1815 წლის 11 მარტს, იგი გარდაიცვალა. დაკრძალულია სიონის საპატრიარქო ტაძარში. მიტროპოლიტ ამბროსის ქალიშვილი თინათინი ცოლად ჰყავდა თბილისის სიონის დეკანოზს, თავად იოსებ გიორგის ძე ფალავანდიშვილს, რომელიც იშვილა ამბროსის ძმამ, სიონის დეკანოზმა ნიკოლოზ მიქაძემ და ამიტომ იოსებ ფალავანდიშვილი ატარებდა ორ გვარს: მიქაძე-ფალავანდიშვილი. მათი შვილები იყვნენ: მიხეილი (სასულიერო უწყების თარჯიმანი), ნიკოლოზი (XIX ს-ის 30-იან , წლებში თბილისის სამოქალაქო გუბერნატორი), ზებედე (ტყვეობაში დაკარგული) და იესე (1832 წლის შეთქმულების გამომჟღავნებელი). მიტროპოლიტ ამბროსის ჰყავდა ორი ძმა. უფროსი, სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი ნიკოლოზი, საუკეთესო კალიგრაფი ყოფილა. მისი გადაწერილი წიგნები აღწერილი აქვთ თედო ჟორდანიასა და მოსე ჯანაშვილს. დეკანოზი ნიკოლოზი 1752 წელს თან ახლდა ათანასე თბილელს (ამილახვარი) მოსკოვში, სადაც ის 1754 წლის აგვისტომდე დარჩა. იქ ყოფნისას, 1753 წელს, მან გადაწერა ხელნაწერი (ჟორდანია, ხელნაწერთა აღწერილობა I, 18), ამავე დროს, ის იყო სვიმონ ბატონიშვილის მეუღლის ანა პიაყან ასულის მოძღვარი. დეკანოზი ნიკოლოზი სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზად მსახურობდა 1746-1752 და 1754-1767 წლებში. როგორც ჩანს, 1767 წლის შემდეგ მამა ნიკოლოზი ისევ რუსეთში წასულა. იგი მიიცვალა 1789 წლის იანვარში, ბოგოიავლენსკის მონასტერში. მეორე ძმა, არქიმანდრიტი კირილე, მოსკოვში მოღვაწეობდა და იქვე აღესრულა. 1766 წელს მამა კირილემ გადაწერა ანდრია კრიტელის დიდნი გალობანი: „ამხილველთ მვედრი ვარ, ესრეთ უგვანად მწირობის ჟამს ვწერე მე, უღირსმან ბერმა არქიმანდრიტმა კირილე, ქალაქსა მოსკოვს, ოკტონბერს ე, წელსა 1766“. მიტროპოლიტი ამბროსი გახლდათ საუკეთესო მქადაგებელი. მისი ქადაგებანი, მარტივი ენით ნაწერთქმული, თავისი შინაარსით ორგვარი იყო: საკუთრივ რელიგიურ-დოგმატური და ისტორიულ-პუბლიცისტური. უკანასკნელი შინაარსის ქადაგებებში იგი ებრძოდა იმდროინდელი ქართველობის ცრუმორწმუნეობას (მკითხაობას, სიზმარს, ჯადოქრებს, ხევისბერებსა და დეკანოზებს). 1881 წელს თბილისში დაიბეჭდა მუეფე ამბროსის ქადაგებათა კრებული, სათაურით: „სიტყუანი და მოძღვრებანი თქმულნი ამბროსი ნეკრესელ ეპისკოპოსის მიერ“, დიმიტრი ჯანაშვილის წინასიტყვაობითა და გორის ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე) მატერიალური დახმარებით. ამ კრებულში შესულია 41 მოძღვრება. მისი დანარჩენი ქადაგებები გამოიცა 2004 წელს, მარნეულისა და რუსთავის ეპარქიაში მოღვაწე დეკანოზ მიქაელ ჭაბაშვილის მიერ. გთავაზობთ მცირე ამონარიდს მიტროპოლიტ ამბროსის ერთ-ერთი ქადაგებიდან:
26-3 საპატრიარქოს უწყებანიN26 7-13ივლისი2011წ 2011წ გვ20
მიტროპოლიტი ამბროსი (მიქაძე) 1728-1815 (დასასრული)
„განძვინებულნი მტერნი, თითქო თვით ჯოჯოხეთისაგან წარმოშობილნი, გარს ეხვევიან შთასანთქმელად ედემის კუთხეს, სადაც იბრძვის თავგანწირულად რიცხვით მცირე, გარნა ისტორიით ღირსშესანიშნავი ერი. საქართველოს ერი არ ძრწის: ქრისტეს უძლეველი ჯვარი აქვს მას საფარველად. მამულისადმი ცხოველი სიყვარული ამხნევებს მას. სათაყვანებელი ირაკლი, ერის ძალგრძნობათ შემაერთებელ-განმახორციელებელი, ჰყავს მას წინამძღოლად... დრომ და შრომამ განხარეს ირაკლი, ოჯახში უთანხმოების მომასწავებელ ნიშნათ დაჰკოდეს მისი გული. მისი ბასრი ხმალი თითქო დაჩლუნგდა, მის მოუღალავ მკლავს თითქო მოაკლდა ძალა... განეშორა საქართველოს მისი მფარველი მეფე ირაკლი, მოეშალა მას საიმედო ბურჯი თვითარსებობისა. დაიწყო სამეფომ შემზარავი რყევა. და რა არის მიზეზი ამ უბედურებათა? ცოდვა ჩვენი; ეს ყოველივე ჩვენის ცოდვისა, მოუქცევ- ლობისა ქრისტიანობაზე ჩვენგან ნაკლებად, უსასოდ მდგომარეობისაგან არის. ცოდვა განმრავლებულ არს, ცოდვამ გაგვაოხრა და ჩვენს ქვეყა- ნასაც ჩვენი ცოდვა აქცევს, არღვევს და ამდაბლებს. მაშ, აბა, რომელი ქვეყანა გინახავსთ და გაგიგონიათ სიმართლისა და მადლისაგან დაცემული, დამდაბლებული?! ვაჟო! არ გესმისთ, ეს რა ამბავია?! განიღვიძეთ საქართველოს ერნო სამღვდელონო, საერონო, დიდნო და მცირენო! ღმერთი აღარვისა გწამს?! დავყრუვდით, დავბრმავდით, არ გვესმის, ვეღარა დაგვინახავს-რა?! კაცმა თავის თავზე მოწევნილი განსაცდელი, თუ ჭირი, თუ მწუხარება, თუ სიგლახაკე, თუ სნეულება უნდა ღვთის მადლობით მოითმინოს, მაგრამ ხელის და ფეხის მოშვებით და ლეშის განსვენებით არა, არამედ ვითარცა გვამცნებს ეზრასა შინა მოხსენებული: „ოდეს მოვიდეს დღე მწუხარებისა და იწროებისა, უფროღა ნუ მოუძლურდები, სულთ ითქვენ და სცნა სადა იყავ, მაშინ შეგეწიო შენ“. ისმინეთ: დღე ესე დღე არს განხმობისა შრომით, მხურვალის ცრემლით და ღვთის ვედრებით, ლიტანიით, ღამისთევით, მარხვითა, ლოცვითა და ერთის რომელისმე სინანულისა და თავის თავში აჩემებულის ცოდვის მოკვეთით, რომ ღმერთმან ჩვენი ვედრება შეისმინოს, შეგვიწყალოს, გვილხინოს და ჩვენზედ აღძრული ეგოდენი უსჯულოთ მოსული მძლავრება დასცეს და დაამდაბლოს. მოვინანიოთ, რომ ამისგან უფრო შეწუხება და მეორედ მოსვლის მსგავსი მტრისაგან აოხრება ჩვენმა თვალმა არ დაინახოს, თორემ როგორც მადლს და ლოცვას მრავალი რამ კეთილი შეუძლია, ისე ცოდვის სიმრავლისაგან რაც არ გვეგონოს, იმას მოველოდეთ, მოვინანოთ და მივმართოთ მტერს? და ან რისა გვეშინის? უმწეონი თუ ვართ და უნუგეშონი გვივის ჩვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამ საქართველოს წილად ხდომილი და მრავალჯერ საქართველოს ერის შეწუხებიდან გამომხსნელი; მეწინავე და საჭურველ და ღონე მოკლებულ თუ ვართ და შეშინებულ გვაქვს ჩვენ შემწედ და წინამძლოლ და ძლიერ საჭურველი ქრისტეს უკვდავი სისხლით შეღებილი ჯვარი, ძალ მეფეთა, სიმხნე მხედართა, მფარველ ქრისტიანეთა და ძლიერად დამცემელ, დამამდაბლებელ მებრძოლთა მტერთა ჩვენთა, რომლისა ძალითა ვსძლიოთ და უკუვაგდოთ მტერი იგი მოსული ჩვენზედა, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ“.
27 საპატრიარქოს უწყებანი N7 14 ივლისი- 4აგვისტო 2011წ გვ.16
დეკანოზი ირაკლი აბაშიძე 1850-1926
დეკანოზი ირაკლი ანტონის ძე აბაშიძე 1850 წელს იმერეთში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი სავანის: ეკლესიის დეკანოზ იოანე აბაშიძესთან და ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის ბერებთან ისწავლა. 1869 წლის 14 ნოემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) სპეთის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის უშტატო მედავითნედ განამწესა. 1875 წლის 29 ოქტომბერს შტატის მედავითნედ დაადგინეს. ამ პერიოდში ირაკლი დაქორწინდა დარეჯან გიორგის ასულზე (დაიბადა 1855 წელს), რომელთანაც ორი შვილი ეყოლა: ივლიანე (დაიბადა 1883 წელს, დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ეკონომიური ფაკულტეტი) და ანტონი (დაიბადა 1888 წელს). 1877 წლის 7 აგვისტოს ეპისკოპოსმა გაბრიელმა ირაკლი დიაკვნად აკურთხა და სავანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დანიშნა. 1880 წლის 15 ივნისს მეუფე გაბრიელმა მლვდლად დაასხა ხელი და დარკვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. 1881 წელს მამა ირაკლის პირადი სახსრებით განაახლა დარკვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია: გადაიხურა კრამიტით, დაიგო ახალი იატაკი, შიგნიდან გაილესა, ეკლესიას სამხრეთითა და დასავლეთის მხარეს მრევლის მოსასვენებელი ბუხრებიანი ქვითკირის შენობა მოაშენა, ტაძარს შესწირა სამლვდელო შესამოსელი და საეკლესიო წიგნები. ამ დამსახურებისათვის საჩხერის ოლქის მთავარხუცესმა მამა ირაკლის მადლობა გამოუცხადა.
27-1 საპატრიარქოს უწყებანი N7 14 ივლისი- 4აგვისტო 2011წ გვ.17
დეკანოზი ირაკლი აბაშიძე 1850-1926 (გაგრძელება)
1887 წლის 8 ივლისს, თავისი თხოვნის საფუძველზე,მამა ირაკლი ორლულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. მასვე ჩააბარეს ღონის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია. 1888 წლის 25 აპრილს ეპისკოპოსმა გაბრიელმა საჩხერის ოლქის სამღვდელობის სულიერ მოძღვრად დაადგინა. 1890 წელს მამა ირაკლის თაოსნობით ორღულის ეკლესიაზე მიწერილი ღონის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის შეკეთება დაიწყო. ეკლესია გაფართოვდა და განახლდა, აშენდა სამრეკლო, შეიმკო ტაძრის ინტერიერი, სახურავი ახლიდან გადაიხურა, დაიგო ქვის იატაკი და დაიდგა ახალი კანკელი, მოძღვარმა ტაძარს შესწირა სამღვდელო წიგნები და შესამოსელი, ასევე · სხვა სალვთისმსახურო ნივთები. 1891 წლის 22 თებერვალს მეუფე გაბრიელმა ღონის ეკლესიაზე გაწეული მზრუნველობისათვის იგი საგვერდულით დააჯილდოვა. 1896 წელს საჩხერის ოლქის სამღვდელოებამ მამა ირაკლი სამი წლით ქუთაისის სასწავლო მიტეტის შეკრებაზე დამსწრე დეპუტატად აირჩია. 099 წლის 2 აგვისტოს სკუფია უბოძეს. 1906 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1913 წელს მამა ირაკლიმ პირადი სახსრებით მთიან სოფელ დავაეთში, სადაც მხოლოდ 26 მოსახლე ცხოვრობდა, ააშენა ახალი ქვითკირის ეკლესია, ტაძარი შიგნიდან გამშვენდა და მოიხატა, შეიმკო სხვადასხვა საჭირო საეკლესიო ნივთებით, სამღვდელო შესამოსლით. 1914 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1916 წელს ძველი ტაძრის ადგილას ააშენა ღონის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, თავისი შესაფერისი საუკეთესო სამსართულიანი კანკელითა და მხატვრობით, შესწირა საეკლესიო წიგნები. დიდი სიხარულითა და ალფრთოვანებით შეხვდა მღვდელი ირაკლი 1917 წლის 12 მარტს (ძვ. სტილით) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებას. განსაკუთრებით სასიხარულო იყო ქუთაისის კათედრაზე ეპისკოპოს ანტონის (გიორგაძე) დანიშვნა, რომლის მოღვაწეობასა და დამსახურებას დედაეკლესიის წინაშე დიდად აფასებდა მამა ირაკლი. 1917 წლის 27 ოქტომბერს ეპარქიაში ახლად ჩასულმა ქუთათელმა მიტროპოლიტმა ანტონმა იმოგზაურა საჩხერის და ჭიათურის მაზრებში, სადაც მას გულითადად შეხვდნენ სამღვდელოებამ და მრევლმა. 30 ოქტომბერს მეუფე ეწვია ჯრუჭის მონასტერს და წირვა აღავლინა ადგილობრივი სამღვდელოებისა და მონასტრის კრებულის თანამწირველობით. როგორც გაზეთი „ჩვენი ქვეყანა ალღნიშნავდა, იმ დლეს ჯრუჭის მონასტერს დიდძალი მრევლი მოაწყდა. განიცადეზე, მიტროპოლიტ ანტონის ლოცვა-კურთხევით, შესანიშნავი სიტყვა წარმოთქვა მღვდელმა ირაკლი აბაშიძემ. ქადაგებას გთავაზობთ შემოკლებით: „ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო. შემოკრებილნო წმინდასა ამას მონასტერსა შინა. მე უღირს მონას ღვთისას, მინდა ორიოდე სიტყვით აღვნიშნო დღევანდელი სასიხარულო შემთხვევა, წმინდისა და დიდებულისა ამის სავანისა, რომელსაც ეწვია დღე მაღალყოვლადუსამღვდელოესი ქუთათელ მიტროპოლიტი ანტონი და განეახლა მონასტრის ძმათა ის რწმენა, თითქო მკვდრეთით აღსდგა თავდადებული მოღვაწე და საყვარელი შვილი ამა მონასტრისა მიტროპოლიტი დავით და სწირავს უსისხლო მსხვერპლს უზენაესს განგებას, ივერიის ეკლესიის ერთის საუკუნის განმავლობაში მონობიდამ განთავისუფლებისათვის, და ამა სასიხარულო შემთხვევით ივიწყებს მონასტერი განვლილ მწუხარებას რომელსაც განუცდია წარსულის მთელს საუკუნეში მრავალგვარი ძარცვა, გლეჯა, თავდასხმა და სხვა შეუწყნარებელ-შეუფერებელნი ძვირის საქმენი, მაგრამ თვისი დიდებული სახე დღემდის კიდევ საკმაოდ შეუნარჩუნებია, იმ იმედით რომ, მოელოდა იგი უსამართლო მტარვალის მონობიდამ განთავისუფლებას, რომლის მოლოდინის აღსრულების მოწმენი გავხდით ჩვენც, და აწ შემდეგ განთავისუფლებისა მოელის მონასტერიც აღდგენას აღყვავებას ისევ ისრე, როგორც განიცდიდა ნეტარ ხსენებულის დავით მიტროპოლიტის წინამძღვრობის დროს. უდავო ჭეშმარიტებაა,ა რომ „იმედი“ და „მომავლის ცოდნა-არ ცოდნა“ არის ერთი საუკეთესო მასაზრდოებელი იარაღი ადამიანისათვის ცხოვრებაში. იმედი არის ადამიანისათვის, მრავალგვარი ჭირ-ვარამის აღმასუბუქებელი საგანი. იმედით სულდგმულობს იგი, იმედით მოელის იმას, რაც დღემდის ქონია, თუ არ ქონია. იმედით ეძლევა ძალღონე და იმედითვე იწყებს იმისთანა რამე საქმის შექმნას თავისდამი საკეთილდღეოდ, რაზედაც მას შეიძლება ხელს არ უწყობს. ამგვარივე გავლენა აქვს ადამიანზედ მომავლის ცოდნა-არცოდნასაც; დღეს არა აქვს, ხვალისათვის კი მოელის, დღეს უძლურია, ხვალისათვის სიხარულს
27-2 საპატრიარქოს უწყებანი N7 14 ივლისი- 4აგვისტო 2011წ გვ.18
დეკანოზი ირაკლი აბაშიძე 1850-1926 (გაგრძელება)
განიცდის; ერთის სიტყვით, იმედით და მოლოდინით ადამიანი მრავალ ტანჯვას აიტანს, სწორედ ისრე, როგორც ივერიის წმინდა ეკლესიამ განიცადა მთელის მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდამ. ერთმორწმუნე რუსეთის ძლიერმა მთავრობამ, სხვა შეზღუდვასთან ერთად, მოუსპო ივერიის ეკლესიას სათავეში მდგომნი იმისთანა საუკეთესო წინამძღოლნი, ქომაგნი და დარაჯნი, როგორც იყვნენ, პატრიარქ-კათოლიკოსნი და მიტროპოლიტნი და დასტოვა მხოლოდ ეპისკოპოსების გავლენის ქვეშ; და ისიც განსაზღვრულის უფლებით. ამ ეპისკოპოსებსაც, რადგან სრულ უფლებანი არ იყვნენ, ძალიანაც რომ მოენდომებიოსთ ახალი რამეს შექმნა ივერიის ეკლესის საკეთილდღეოდ, უკეთუ რუსეთის უმაღლესს მთავრობას არ მოეწონებოდა, იმისთანა რამე მსჯავრს დასდებდნენ„ რომ არავითარი მნიშვნელობა მათ მოსაზრებას არ ექმნებოდა, მაგრამ რადგან სხვა ძალა არ შესწევდათ, ყოველთვის და მუდამ მტკიცედ სულდგმულობდნენ და იტანდენ ყოველგვარ შეზღუდვას იმ იმედით, რომ შემდეგისათვის მოელოდა გამოხსნას და თავის უფლების აღდგენას, უკანასკნელად აღივსო ფიალა მოთმინებისა, აღმოხეთქა გულმა თვისნი ნადებნი, ვითარცა მყარი კლდიდამ მჩქეფარე ნაკადულისა, და მოლოდინიც აღსრულდა; აღსრულდა ნება ღმრთისა და მისის შემწეობით აღადგინა ივერიის ეკლესიამ იგივე ჩამორთმეული თავისი უფლება, რაც ჰქონდა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისამდე, რასაც ხელი შეუწყო 1905 წელს რევოლუციის დაწყებამ, რომელსაც გამოეხმაურნენ, ამავე დროს, კეთილმსახურნი და მომავალის იმედით მტკიცედ აღჭურვილნი სასიქადულო და ღირსეულნი შვილი საქართველოს ეკლესიისანი, მღუდელმთავრები –- კირიონ, ლეონიდე და მათნი თანა მგრძნობი ყოვლადსამღუდელო ეპისკოპოსი და აწ მაღალყოვლადუსამღუდელოესი მიტროპოლიტი ანტონი, რომლებმაც აღიმაღლეს ხმა და იტვირთეს საქმის წინამძღოლობა ამ დიად საპასუხისმგებლო ასპარესზედ. ვითარცა ერთის საუკუნის მონობიდამ განმანთავისუფლებელი ივერიის წმინდა ეკლესიისა, აღიღეს ბჭენი მამათმთავრობისა, იკისრეს მენავეთთ„ უხუცესობა, თანაგრძნობა სრულიად საქართველოს კეთილმორწმუნეთა ერთა, და გამოიყვანეს ძალმომრეობის მონობისაგან ივერიის წმინდა ეკლესია, რომელთ მეოხებითაც აღსდგა მკვდრეთით დედა ივერიის წმინდა ეკლესია და თან აღადგინა თვისი კეთილმორწმუნე და მისთვის თექვსმეტი საუკუნის განმავლობაში თანამგრძნობი და თავგანწირულნი ერნი საქართველოისა. განბრწყინდა კვალად მიმქრალი ლამპარი ივერიის წმინდა ეკლესია-მონასტერთა. გარდამოხეთ ' კეთილსუნნელოვანმა მირონმა მცხეთ.. საკათოლიკოსო საკათედრო ტაძრის ეზოდამ, ამა მიმდინარეს წლის ოქტომბრის რიცხვს, და მორწყო მისდამი კუთვნილნი ივერიის არემარე, რომელიც გუბდებოდა ერთის საუკუნის განმავლობაში. განელდა ის
საისტორიო კვიპაროზის ხე, რომელიც ძირი უსასყიდლოდ და უხვად უწდიებდა კეთილსუნნელოვანს და სამკურნალოს მირონს ერთა საქართველოისათა. ეს დიადი შემთხვევა მომაგონებს წარსულის იმ სასიხარულო დროს, რომელსაც განიცდიდა ერთის საუკუნის უკან ამა მონასტერსა შინა დამსწრე ერი ქართველთა და განსაკუთრებით დამაარსებელნი ამა მონასტრისა თავადნი წერეთლები, რამოდენიმე შემთხვევაში კათოლიკოს-პატრიარქების და რამდენიმე შემთხვევაში მიტროპოლიტების მიერ წმინდა უსისხლო მსხვერპლის შეწირვით და ერისადმი ლოცვა-კურთხევის გადაცემით. და რადგან განახლდა და ვიხილეთ წასრულის ერთის საუკუნის განმავლობაში არღარა ხილული სრულუფლებიანი მიტროპოლიტის მიერ ესრეთი დიადი სასიხარულო შემთხვევა. წმინდა უსისხლო მსხვერპლის შეწირვით და ლოცვა-კურთხევის გადმოცემით, ამისათვის ეწოდების დლესა ამას დღე ნეტარებისა, დღე სიხარულისა და ბედნიერებისა, დღე იმ საკვირველთ დახსნისა და დამსხვრევისა, რომელიც წასრულის ერთის საუკუნის მიმდინარეობაში ბორკავდა ხელთა და ფერხთა, გრძნობასა და თავისუფალ ენასაცა კი ქართველთა ერისათა, ამავე დროს, მაგონდება გულის მომწყველი შემთხვევა იმ დიდებულის და ღრმად სამახსოვარის და სრულიად იმერეთის მნათობის და ამა მონასტრისათვის ქრისტეს მაგიერის, მაღალყოვლადუსამღუდელოესის დავით მიტროპოლიტისა, რომლის წინაპრებს დაუარსებიათ ეს დიდებული მონასტერი და გაუმდიდრებიათ; ხოლო მას, ნეტარხსენებულს მიტროპოლიტ დავითს,
27-3 საპატრიარქოს უწყებანი N7 14 ივლისი- 4აგვისტო 2011წ გვ.19
დეკანოზი ირაკლი აბაშიძე 1850-1926 (გაგრძელება)
აღუმსია ყოვლის ნამეტნავით, როდესაც ორ პატივცემულ და ღირსეულ მღვდელთა უბოძა დეკანოზობის ხარისხი, დანიშნულს დღეს ერთი მათგანი აკურთხა კიდეც და მეორე, მეორე დღისათვის უნდა ეკურთხებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, იმავე დღეს, როდესაც პირველი დეკანოზი აკურთხა ნაწირევს ბრძანება მიიღო უწმინდესის და უმართებელესის სინოდისაგან, რომ დეკანოზად აღარავინ აკურთხოვო, ამ ბრძანებით მეორე მღვდელიც დარჩა დეკანოზად უკურთხი. ვინ იცის, უკანასკნელს წუთებში რაოდენი რა სამწუხარო მოგონება მიყვებოდა განსვენებულს ამ უფლების შეზღუდვით და მასთან ერთად შთაესვენებოდა ცივ სამარეში, მაგრამ თითქო ვერ დაიტია ვერც სამარემ ესრეთი უსამართლო დამონება, სძლია ისევ თავისუფლების სიმართლემ და როგორც თესლი კეთილის და ნაყოფიერის ნიადაგისა, აღმოსცენდა და გამოიღო ნაყოფნი კეთილნი ასეულნი და ათასეულნი. დღევანდელი დღე, როგორც ჩვენ, დამსწრეთათვის, ეგრეთვე ამა მონასტრის მომავლისათვის არის და იქმნება დაუვიწყარი, საისტორიო, რომელიც უნდა ვიდღესასწაულოთ ვალისამებრ წლითი წლად წმინდა გრძნობით; აღვადგინოთ სასოებით ჩვენს სულსა და გულში, ჩვენთვის მრავლადწამებული და ჯვარცმული თავი წმინდა ეკლესიისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ვადიდოთ იგი, და ამავე დროს, შევსწიროთ ჩვენი გულითადი გრძნობა და თაყვანისცემა, ესრეთი სასიხარულო სურვილის განხორციელებისათვის და ამით ვიქმნეთ განუშორებელ და თანაზიარ და მეგობარ ძისა ღვთისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც აღუთქვამს ყოველთა მართლმორწმუნეთა თვისთა განუსაზღვრელს იმედს „მე თქვენათანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა, ამინ“. ) 1918 წლის 13 ივნისს ქუთათელმა მიტროპოლიტმა '“ ანტონმა (გიორგაძე) მღვდელ ირაკლის ეკლესიაში მრავალწლიანი ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1921 წლის აღდგომას ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა (ლეჟავა) ენქერით დააჯილდოვა. 1922 წლის 12 აპრილს დეკანოზ ირაკლის ინიციატივით ორღულის ეკლესიაზე მიწერილი ღონის მთავარანგელოზთა ეკლესია ცალკე შტატად გამოცხადდა და თავისი მოძღვარი დაენიშნა. 19299 წლის 1მ ოქტომბრის საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს დადგენილებით, ქუთაისგაენათის ეპარქიას გამოეყო მარგვეთის ეპარქია, რომწლის 12 დეკანოზ ირაკლის ლის სამწყსოში შედიოდა: ზემო იმერეთი (ტერიტორია ძველი ეპარქიისა) ახლანდელი კათედრა მღვდელმთავრისა ნაწილი გაენათის შორაპნის მაზრა. არგვეთში, რეზიდენცია საჩხერეში. მღვდელმთავრის პატივი: „მარგველი ეპისკოპოსი“. 1926 წლის 22 იანვარს ოზურგეთის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ვარლაამ მახარაძე მარგველ ეპისკოპოსად გამოირჩიეს. ამავე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო წლის 7 მარტს სიონის ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) და ნინოწმინდელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ (ცინცაძე) იგი ეპისკოპოსად აკურთხეს. ერთი თვის შემდეგ მეუფე ვარლაამი ეპარქიაში ჩავიდა და თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ამ დროს დეკანოზი ირაკლი უკვე მძიმე ავადმყოფი გახლდათ. მან ვერ მღვდელმთავრისათვის ღირსეული დახვედრა მოეწყო. უძლურების გამო, შეძლო თუმცა 1926 წლის 15 მაისს, დილის „ცხრა საათზე, როდესაც თავად მეუფე ვარლაამი ესტუმრა მას სახლში მოსანახულებლად, მამა ირაკლიმ უკანასკნელი ძალღონე მოიკრიბა და მოკლე სიტყვით მიმართა ეპისკოპოს: „ყოველი მოგონების დროს დღესასწაულობს, ორწლინახევრის უდიერის მოხუცებულობით საკმაოდ შედრეკილი გრძნობა ავადმყოფობათ და ჩემი, მით რომელ, თქვენ მწყემსმან კეთილმან, ვითარცა გამკარგველმან ასიდამ ერთის ცხოვარისამან, არ მიაქციოს ყურადღება, არც დროს დაკარგვას და არც დაღალვას და წარმოემართეთ თქვენ მღუდელმთავარი, ვითარცა დიადი მოძღვარი და მოციქული ქრისტესი, ჩემ გაუცნობელის მოხუცებული და უძლური მღუდლის სანუგეშებლად და გასამხნევებელად, რათა არა წარგტაცოს სულიერმან მტერმან, უკანასკნელ წერტილადმდე მიკნინებული
27-3 საპატრიარქოს უწყებანი N7 14 ივლისი- 4აგვისტო 2011წ გვ.20
დეკანოზი ირაკლი აბაშიძე 1850-1926 (დასასრული)
სული ჩემი, მხოლოდ და მხოლოდ ერთის მღუდლის თან ხლებით. იხილა რა თვალმან ჩემმან, თქვენი მეუფება მოულოდნელად ჩემს ძველ ქოხში შემობრძანებული, ავადმყოფობით და მასთან მოხუცებულობით დასუსტებული გრძნობა ჩემი მოუთმენელი სიამოვნებით წარტაცებული, იმ კალაპოტს, რითაც ისაზღვრებოდა იგი, არა მარტო მაზედ, რომ თქვენ ინახულეთ ჩემი უძლურება და მანუგეშეთ, არამედ იმ გულისხმისყოფით, რომ თქვენ ამით ნათლად აჩვენეთ მთელი თქვენი ეპარქიის სამღვდელოებას, რომ თქვენ მამაშვილურის გრძნობით გაქვთ გული გამსჭვალული და თანაუგრძნობთ ეპარქიის სამღვდელოებას ჭირსა და ლხინზედ, თქვენ ამით ნათლად და სპეტაკად აჩვენებთ სამღვდელოებას რომ მტკიცედ ასრულებთ პავლე მოციქულის მოძღვრებას, რომელიც მიუწერს რომაელებს „გიხაროდენ მოხარულთა თანა, და სტიროდეთ მტირალთა თანა“. რომლითაც უაღრეს წერტილამდე აკავშირებს კაცობრიობას ურთიერთ შორის სიყვარულითა, ვითარცა ერთმანეთის თანაგრძნობითა, ამით ამტკიცებთ თქვენ, რომ გტკივათ ყოველნაირი ტკივილი თქვენი სამღვდელოებისა. მე, ამ განუსაზღვრელი აღჭურვილმან, მივიღე გადაჭარბებული კადნიერება და სხვას გარდა, სადილზედ თქვენ გვერდით თანხლების დროს, გარეშემოუსაზღვრელის ავადმყგარდახდა სიამოვნებით ოფობისა მიხდილმან, თავშეუკავებელად, გულის კვნესით რომ შევაწუხე თქვენი მეუფება, ვერ წარმოგამო გონებაუსიამოვნოს ხმით, მედგინა, რომ ეს იყო გარდამეტებული კადნიერება ჩემი თქვენ წინაშე, რომელზედაც უუმდაბლესად ბოდიშს ვითხოვ, მეუფეო. აწ, როგორც სულგრძელ კეთლ მწყემსს მობარებულის ცხოვარისას და უსასყიდლო მუშაკს ქრისტეს აგარაკისას, გთხოვთ, არ მოიხსენოთ ესრეთი ჩემი გადაჭარბებული კადნიერება და უკეთუ შეუბრალებელად გაგრძელდეს კიდევ ამ ავადმყოფობით ტანჯული სიცოცხლე ჩემი და გექმნესთ დრო და შემთხვევა აქეთ მოგზაურობისა, გააბედნიეროთ და დაატკბოთ სული ჩემი კიდევ, თქვენის მეუფების მიერ, ჩემს ღარიბ ქოხში შემობრძანებით და ლოცვა-კურთხევის ბოძებით. ამასთანავე, ვითარცა მორწმუნე დედაკაცისაგან ქრისტესადმი შეწირულ წვლილს, გაახლებთ ჩემსა ბრძანების დროს მორთმეულის ვეცხლით მოჭედილ ჯოხს, და თქვენი ჯვარდასახულის, ჩემის ღარიბი ოჯახის ნაწარმოეწმინდა მარჯვენით
ბიდამ ერთს რამკა თაფლიან ფიჭას“. მღუდ მამა ირაკლის ოჯახში და ელმთავარი საღამოს ხუთ საათამდე დარჩა სხვადასხვა ამბებითა და მოგონებებით ართობდა მას, რაზედაც ავადმყოფი მოძღვარი ძალიან ნასიამოვნები და კმაყოფილი დარჩა. დეკანოზი ირაკლი 1926 წლის 23 აგვისტოს გარდაიცვალა. 27 აგვისტოს მისი ცხედარი ოჯახის წევრებმა და სამლვდელოებამ დიდი პატივით მიაბარეს ჭალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოს.
28 საპატრიარქოს უწყებანი N28 4აგვისტო 2011წ გვ.21
მღვდელი მოსე ნადირაშვილი 1894-1964
მღვდელი მოსე ნადირაშვილი 1894 წელს თიანეთის მაზრის სოფელ ბოდახევში პატიოსანი, კეთილმორწმუნე და ღვთის მოშიში გლეხის ოჯახში დაიბადა. მამამისი –– გიორგი ნადირაშვილი სოფლის მეურნეობას მისდევდა. დედა –– თამარ ჯანაშვილი დუშეთის მაზრიდან, სოფელ მაღაროსკარიღან გახლდათ. იგი ოჯახში ერთადერთი შვილი იყო. მეორმოცე დღეს მშობლებმა ჩვილი ყრმა არტაანის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში მონათლეს და ძველი აღთქმის წინასწარმეტყველის საპატივცემულოდ მოსე უწოდეს. ნათლობის საიდუმლო შეასრულა მღვდელმა არსენ ფხალაძემ. ჯერ კიდევ პატარა იყო მომავალი მოძღვარი, როდესაც მოულოდნელად გარდაიცვალა მამამისი. მარტოდ დარჩენილმა დედამ მოსე მაღაროსკარში წაიყვანა, სადაც დამხმარედ თავისი ძმა ეგულებოდა. თამარის ძმა პროფესიით ოქრომჭედელი
28-1 საპატრიარქოს უწყებანი N28 4აგვისტო 2011წ გვ.22
მღვდელი მოსე ნადირაშვილი 1894-1964 (გაგრძელება)
იყო და ფინანსურად წელში გამართული ოჯახი ჰყავდა. ბიძის დახმარებით მოსემ პირველდაწყებითი განათლება სოფლის დაწყებით სკოლაში მიიღო, შემდეგ ცოდნის გასაღრმავებლად მონასტერში მიაბარეს, სადაც გამოცდილი და მოღვაწე ბერების დახმარებით საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მამა მოსეს კალიგრაფია, მას საუცხოო ხელი ჰქონდა, რაც იმ პერიოდში დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. XX საუკუნის 20-იან წლებში მოსე ნადირაშვილი სოფელ გომეწარში მცხოვრებ ელენე ფარნაოზაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ექვსი შვილი ეყოლა: მარიამი (გათხოვილი იყო სოფელ ბოდახევში), ნიკოლოზი (მოკლეს ყაჩაღებმა), დავითი (დაიკარგა მეორე მსოფლიო ომში), იოსები (მუშაობდა თბილისში), გოგია (ცხოვრობდა სოფელში) და მიხელი (მამაპაპისეულ სახლში ცხოვრობდა და სოფლის მეურნეობას მისდევდა). თავდაპირველად მოსე საქართველოს მთიანეთში, ერთ-ერთ ტაძარში მედავითნედ მსახურობდა. უმძიმესი წლები იდგა. ქვეყანაში კომუნისტური ტერორი მძვინვარებდა. სამლვდელოების დიდი ნაწილი 1924 წლის აგვისტოს აჯანყების-დროს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დახვრიტეს, ზოგი რუსეთში გადაასახლეს, ზოგიერთმა კი შიშისა და ფიზიკური განადგურების გამო ანაფორა გაიხადა და საერო სამსახურში განაგრძო მუშაობა. დაიცალა მრავალი სამრევლო და სულიერი მოძღვრის გარეშე დარჩა მრავალრიცხოვანი მრევლი. სწორედ ამ დროს მოუწოდა უფალმა მოსე ნადირაშვილს საეკლესიო ასპარეზზე სამოღვაწეოდ. 1927 წლის გაზაფხულზე, თავისი მოძღვრის, თიანეთის ეპარქიის მთავარხუცესის, დეკანოზ გაბრიელ ჯინჭველაძის (შემდგომში -- არქიმანდრიტი გიორგი) ლოცვა-კურთხევით, მან თხოვნა შეიტანა ალავერდის ეპარქიის კანცელარიაში და სამღვდელო ხარისხის მისაღებად გამოცდების ჩაბარება ითხოვა. აი, რას სწერდა იგი გაგზავნილ წერილში ალავერდელ ეპისკოპოს მელქისედეკს (ფხალაძე, შემდგომში - სრულიად საქართველის კათოლიკოს-პატრიარქი): „წარმოუდგენ რა ამასთანავე თქვენს მეუფებას სოფელ არტაანის სამრევლოს მორწმუნეების დადგენლებას, რომლითაც მთხოვილობენ თავიანთი სამრევლოსათვის მღვდლად. უმორჩილესად ვთხოვ თქვენს მეუფებას, ინებოთ ჩემი გამოცდა და თუ საკმაო ცოდნა აღმომაჩნდება მღვდლის ხარისხის მიღებისათვის, ხელდასხმულ მყავთ ზემ აღნიშნულ სამრევლოსთვის“,. _ ალავერდის ეპარქიაში „არსებულმა საგამოცდო კომისიამ მოსე გამოსცადა და ღირსად ცნო სამღვდელი წოდების მისაღებად. 1927 წლის ზაფხულში ალავერდელმა ეპისკოპოსმა მელქისედეკმა იმოგზაურა თიანეთის სამთავარხუცესო ოლქში და მედავითნე მოსე ნადირაშვილი 7 ივლისს დიაკვნად აკურთხა, ხოლო მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და არტაანის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1927 წლის 3 დეკემბერს დეკანოზი გაბრიელ ჯინჭველაძე წილკნელ ეპისკოპოს პავლეს (ჯაფარიძე) წერდა: „ჩემი მღვდელმთავრის დასტურით, 1924 წლის დამდეგს მე მივავლინე თქვენი ეპარქიის ზედაზნის მონასტრის მღვდელ-მონაზონი დანიელი (გილაშვილი) ბოდავის სამრევლოში, გარდაცვალებული მღვდლის მიხეილ ჩხაიძის ადგილზე, ხოლო 1925 წლის აპრილში გადავიყვანე სოფელ საყარაულო დროებითი მღვდლის შტატში, რადგან საქართველოს ეკლესიის დებულების #52-ე მუხლის თანახმად, სამრევლოში უნდა მსახურებდეს მღვდელი და მედავითნე და არა ბერები. ამა წლის ივლისში აქ მობრძანებულმა ალავერდელმა მღვდელმთავარმა მელქისედეკმა მიიღო რა მხედველობაში უმწიკვლო და ხანგრძლივი სამსახური მედავითნეთა -- მოსე ნადირაშვილისა და დავით მათურელისა, ინება მათი ხელდასხმა მღვდლად. პირველი – არტაანის ეკლესიაში, მეორე –- საყარაულოს სამრევლოში, სადაც ის მსახურობს 32 წელია“. უმძიმეს დროში მოუხდა მამა მოსეს სამღვდელო ხარისხის მიღება. უღვთო ხელისუფლებისგან დაფანტული და დაშინებული მრევლი ეკლესიაში სიარულს ერიდებოდა, საჭირო იყო ხშირი წირვა-ლოცვის აღსრულება და აქტიური მოქმედება მათ გასაძლიერებლად და კვლავ დედაეკლესიის წიაღში დასაბრუნებლად. სულით დაცემული და გამოფიტული მრევლი ღვთის სიტყვის ნაკლებობას განიცდიდა. მამა მოსე
28-2 საპატრიარქოს უწყებანი N28 4აგვისტო 2011წ გვ.23
მღვდელი მოსე ნადირაშვილი 1894-1964 (გაგრძელება)
ცდილობდა ქადაგებისა და პირადი ცხოვრების მაგალითით განემტკიცებინა ჯერ კიდევ შემორჩენილი მრევლის ნაწილი. იგი სოფელ-სოფელ დადიოდა, ნათლავდა ბავშვებს, საეკლესიო წესით მარხავდა მიცვალებულებს, ასრულებდა ჯვრისწერებს და მიტოვებულ სამრევლოებში წირვა-ლოცვასაც აღავლენდა ღვთის სადიდებლად. XX საუკუნის 30-იან წლებში ხელისუფლებამ გადასახადებისა და დაბეგვრის სახით გადაწყვიტა წელში გაეტეხა სამღვდელოება. მოძღვრებს დიდი გადასახადები შეაწერეს, რისი გადახდაც მათ არ შეეძლოთ. ამის გამო, მრავალი მათგანი იძულებული გახდა ანაფორა გაეხადა და სხვა სამსახური მოეძებნა. აი, რას სწერდა მამა მოსე 1933 წლის დეკემბრის ბოლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე): „უზომო დაბეგვრისა და მეტისმეტი გადასახადების გამო ჩემი მოძღვრის, არქიმანდრიტ გიორგის (ჯინჭველაძე) რჩევით, მე გავერიდე თიანეთის მაზრას და გადავედი დუშეთის მაზრის “სოფელ მაღაროსკარის საბჭოში, სადაც აქაურ კოლექტივში დავიწყე მუშაობა, რადგან არტაანში მღვდლად დარჩენა ყოვლად შეუძლებელი იყო“. მაღაროსკარში ცხოვრების პერიოდში მამა მოსე სისტემატურად ვეღარ ახერხებდა საეკლესიო წესების შესრულებას, მაგრამ დროდადრო დაივლიდა ხოლმე ახლო-მახლო სოფლებს, მიტოვებულ ეკლესიებს უვლიდა და იქ დარჩენილ სიწმინდეებს სახლში უყრიდა თავს. ხშირად მრევლის ოჯახებშიც უხდებოდა სიარული, სადაც მორწმუნეებს ჰქონდათ გადამალული ტაძრის სიწმინდეები და სხვა საეკლესიო ნივთები. ამის დამადასტურებელი საბუთი ახლაც ინახება ნადირაშვილების ოჯახში. ერთ-ერთ წერილში ვკითხულობთ: „ერთი ეს მინდა კიდენ, უწმინდესო მეუფეო, მოგახსენოთ: მაღაროს კარის საბჭოში შემავალ სოფელ კუდოში აღმოჩნდა ერთ ოჯახში საეკლესიო ნივთები ბარძიმ-ფეშხუმი, პატარა ტოლჩა, მდუღარეის წყლის საზიდი, ერთი სეფისკვერის თეფში და ორი ცალი პატარა შანდლები სპილენძისა. ამაზე რას გვიბრძანებთ, რა ვუყო ამ ნივთებს, მე მარტოდმარტო ვარ, ერთიც იქნებ, უცებად ვკვდები და მერე ვინ გაიგებს, რანაირი ადამიანების ხელში დარჩება ეს ძვირფასი და წმინდა ნივთები. ერთი კიდე თიანეთის საქმეა ისეთი, რომ თუ თქვენმა უწმინდესობამ არ გაიგო ეს ამბავი, ყოვლად შეუძლებელია რჯულიც შეინარჩუნო და აღარც ჩვენი მღვდელმოქმედება ღირს“. XX საუკუნის 40-იან წლებში შედარებით მოწესრიგდა ხელისუფლებისა და ეკლესიის ურთიერთობა. სამღვდელოებას დართეს ნება შეესრულებინათ საეკლესიო წესები და დაეკმაყოფილებინათ მორწმუნეთა სულიერი მოთხოვნილებანი. მთელი საქართველოს მასშტაბით 29 ეკლესია-მონასტერი გაიხსნა და ოფიციალურად დარეგისტრიდა 135 ეკლესიის მსახური. მათ რიცხვში მოხვდა მღვდელი მოსე ნადირაშვილიც, რომელიც იმ პერიოდში სიღნაღის რაიონში, სოფელ ქედის სამრევლოში ცხოვრობდა და იქ აღასრულებდა მოძღვრის მოვალეობას. რადგანაც სოფელ ქედაში მოქმედი ტაძარი არ იყო, იგი მიაწერეს ძველი გავაზის (ახალსოფლის) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას, სადაც პერიოდულად ჩადიოდა და წირვა-ლოცვას ატარებდა. მამა მოსეს მრავალი ადამიანი ჰყავდა მონათული საინგილოშიც, სადაც დროდადრო ახერხებდა ჩასვლას და ქადაგებას. შემდგომში იგი კვალვ მაღაროსკარში დაბრუნდა და იქ განაგრძო მოღვაწეობა. მიუხედავად ამისა, მისი სახელი და კეთილი საქმეები არ დავიწყებიათ ინგილოებს და მამა მოსეს ხშირად სთხოვდნენ დროდადრო ჩასულიყო მათთან. 1953 წლის 28 ნოემბერს მისი ნათლული სოფელ ალიბეგლოდან დიანოზ ტარტარაშვილი წერდა მას: „სალამი და გამარჯვება მღვდელ ძია მოსეს. უპირველეს ყოვლისა, გისურვებ შენ კარგად ყოფნას და ჯანმრთელობას. მერე შენი სახლობიდან ვინც გყავს, იმათ. შენი დაწერილი ადრესი დაკარგული მქონდა და დღეს საღამოს მოვძებნე და გიწერ ერთ წერილს, უნდა შემისრულო ჩემი თხოვნა. ჩამოდი სოფელ ალიბეგლოში და მოდი პირდაპირ ჩემს სახლში. ჩემი ძმა ჩამოვიდა ჯარიდან, ძია, და უამბე თქვენი ამბავი. მან კიდე თქვა, მოძებნე ადრესი და წერილი გაუგზავნე, რომ ისინი მოსე ნადირაშვილი და ქოთილა დიდებაშვილი ჩამოვიდნენო. დედა ამბობს, როგორ იქნებიანო ჩვენი მღვდელი მოსე და ქოთი-
28-2 საპატრიარქოს უწყებანი N28 4აგვისტო 2011წ გვ.24
მღვდელი მოსე ნადირაშვილი 1894-1964 (დასასრული)
ლაო. თქვენ როგორც წახვედით, არც წერილი მოვიდა, არც არაფერი თქვენი ამბავი ვერ გავიგეთ. 2 მეც ვერ დაგიწერე წერილი ადრესის დაკარგვის გამო. მოსე ძია, როდესაც თქვენ ჩამოხვედით ალობეგლოში, მაშინ თქვენ შემომხვიდთ ჩემს წინა გზაზე და მაშინ გავეცანით ერთი მეორეს. ჩვენს სახლში გაატარეთ დროობა. გახსოვს ძია მოსე, თან ცუდი ამინდი იყო, თოვდა. შენი ამხანაგი ქოთილა და მე წავედით, შეშა მოვიტანეთ, არ გახსოვს ძია მოსე? მოკლედ, ჩემი თხოვნა ის არის, რომ ჩემი დედა და ძმა გთხოვენ დიდი სურვილით ჩამოდით ჩვენსა: ერთ თვემდის ჩამოდით ალიბეგლოში, გაიგე მოსე ძია. დიაღ, მაგრა ნახვა გვინდა თქვენი. მეორეც ბლომად არის მოსანათლავი ბალღები. ჩვენი ხალხები ამბობენ, რატო არ ჩამოდის ის მღვდელი მოსე გიორგის ძეო. მეუბნებიან, დასწერე წეული, გაუგზავნე და ჩამოვიდნენ ორივენი ის მღვდელი და ქოთილა დიდებაშვილიცაო. მეც გთხოვთ, რომ ჩემი თხოვნა შემისრულოთ პირნათლად და ჩამოხვიდეთ ალიბეგლოში, შენი მონათლული ბალღები დაზრდილან უკვე. მშვიდობით იყავ, ნახვამდის. უნდა ერთი თვის განმავლობაში მოვნახოთ ერთი მეორე. ამ პატარა წერილის დაწერას ვამთავრებ. სწერს ტარტარაშვილი დიანოზ“. 1959 წელს მამა მოსე საცხოვრებლად თიანეთის რაიონში, სოფელ ბოდახევში გადავიდა. მიწის სიმცირისა და მკაცრი საცხოვრებელი პირობების გამო, 1960 წლის 12 ნოემბერს იგი ითხოვდა საკარმიდამო ნაკვეთის გამოყოფას დაბა თიანეთში. ამასთან დაკავშირებით მან წერილი გაუგზავნა თიანეთის მშრომელთა დეპუტატების აღმასკომის თავჯდომარეს და სთხოვა, დახმარება აღმოეჩინა აღნიშნულ საკითხში. მამა მოსე წერდა: „რადგანაც არტნის ხალხი სახლდება თიანეთში, მეც მსურს, რომ თიანეთში ავიღო სამოსახლო მიწა, ავაშენო სახლი, მასთან, ჩავყარო ხეხილი. ამიტომ ვთხოვ რაიაღმასკომს გამიწიოს შუამდგომლობა თიანეთის კოლმეურნეობის გამგეობასთან, რომ სხვა გლეხებთან ერთად მეც მომიზომონ საკარმიდამო ნაკვეთი. იმედი მაქვს, ჩემს განცხადებას უკმაყოფილოდ არ დასტოვებთ“. სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა მისი თხოვნა, და როგორც მღვდელმსახურს, მას უარი ეთქვა მიწის გამოყოფაზე. თუმცა, ამ ამბავს არ გაუტეხია უკვე ასაკში მყოფი მოძღვარი. იგი კვლავინდებურად განაგრძობდა ღვთის სამსახურს. ვინ მოთვლის, რამდენი ადამიანი ანუგეშა და სულიერი საზრდოთი დააპურა გაუტეხავმა და შეუპოვარმა ქრისტეს მხედარმა. მისი ტკბილი დარიგებები ახლაც ახსოვთ ჯერ კიდევ შემორჩენილ უფროსი თაობის ადამიანებს. ვინც კი იცნობდა მამა მოსეს, ყველა ერთხმად აღნიშნავდა მის დიდ სითბოსა და სიყვარულს ღვთისა და მოყვასის საკეთილდღეოდ; მის გულღია საუბრებს, წესიერებას, უანგარო სამსახურსა და მოწყალე გულს. სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე მტკიცედ აღასრულებდა თავის მოვალეობას და სოლომონ ბრძენის სიტყვები: „უკუეთუ მრავალთა წელთა ცხოვნდეს კაცმან და ფრიად იყოს დღენი წელიწადთა მისთანი და სული მისი არა განიძღოს კეთილთაგან...“ ჭეშმარიტად აღსრულდა მის მიერ. 1963 წელს, შობის მარხვაში, მამა მოსე თავის ერთ-ერთ ვაჟს იოსებს სტუმრობდა. ახალ წელსაც იქ შეხვდა მოძღვარი. 1864 წლის 4 იანვარს მოულოდნელად ცუდად იგრძნო თავი და სანამ ექიმს მოიყვანდნე, ნგულის შეტევით გარდაიცვალა. ოჯახის წევრებმა მისი ცხედარი მშობლიურ სოფელში გადაასვენეს და მამა მოსეს ანდერძის თანახმად, საეკლესიო წესების დაცვით დაკრძალეს სოფელ არტაანის საგვარეულო სასაფლაოზე. იმ წელს დიდი ზამთარი იყო და მოძღვრის მოყვანა არ მოხერხდა. შთამომავლების გადმოცემით, სააღდგომოდ, სოფელ კუდოში მცხოვრები მღვდელი ჯარიაშვილი არტაანში ჩავიდა და მამა მოსეს წესი აუგო.
29 საპატრიარქოს უწყებანი N29 6-12 ოქტომბერი 2011წ გვ.17
პროტოპრესვიტერი დიმიტრი ხახუტაშვილი 1855-1937
„საზოგადო საქართველოს ძირ-ლხინის გულშემატკივარი“
პროტოპრესვიტერი დიმიტრი გიორგის ძე ხახუტაშვილი 1855 წელს გორის მაზრის სოფელ მეჯევრისხევში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1873-1879 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1879 წლის 1 სექტემბერს სოფელ ბოდბისხევის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1881 წლის 27 აპრილს კავკასიის სასწავლო კომიტეტმა სასწავლო დარგში კეთილსინდისიერი მოღვაწეობისათვის მადლობა გამოუცხადა. 1881 წლის 1 სექტემბერს თბილისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგად გადმოიყვანეს. ამავე პერიოდში იგი დაქორწინდა მარიამ იოანეს ასულზე, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა: თამარი (1886 წელი, გათხოვილი ამაშუკელზე), შალვა (1887 წელი), ქეთევანი (1890 წელი, გათხოვილი იყო თავად გიორგი მიხეილის ძე ხერხეულიძეზე, რომელიც 1915 წლის დეკემბერში გმირულად დაეცა პირველ მსოფლიო ომში, პო-
29-1 საპატრიარქოს უწყებანი N29 6-12 ოქტომბერი 2011წ გვ.18
პროტოპრესვიტერი დიმიტრი ხახუტაშვილი 1855-1937 (გაგრძელება)
ლონეთის ფრონტზე), ვახუშტი (1895 წელი). 1888 წლის 11 დეკემბერს დიმიტრი დიაკვნად აკურთხეს, ხოლო ამავე წლის 13 დეკემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და მესხეთში, ქ. ახალციხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ციხის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1889 წლის 7 მარტს ახალციხეახალქალაქის ოლქის მთავარხუცესად და ახალციხის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად განამწესეს. 1889 წლის 25 აპრილს სასულიერო წოდების დარგში „კოლეგიის სეკრეტარის“ ჩინი მიენიჭა. 1889 წლის 7 ივლისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1891 წლის 7 იანვარს მბეჭდავი კომისიის წევრად აირჩიეს. 1892 წლის 10 აპრილს სკუფია უბოძეს. 1893 წლის 8 მაისს საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ ვარძიის მონასტრისათვის გამოჩენილი მზრუნველობის გამო მადლობა გამოუცხადა, პირად საქმეში შეტანით. 1893 წლის 24 ნოემბერს საფარისა და ვარძიის მონასტრების მთავარხუცესად დაინიშნა. 1894 წლის 20 თებერვალს, წმინდა სინოდის 1850 წლის 25 აგვისტოს N 8659 ბრძანების საფუძველზე, მამა დიმიტრის ვადაზე ადრე დეკანოზის წოდება მიანიჭეს. 1896 წლის 14 მაისს კამილავკა ეწყალობა. ამავე წლის 19 მაისს საქართველოს ეგზარქოს ვლადიმერის (ბოგოიავლენსკი) ლოცვაკურთხევით დეკანოზმა დიმიტრიმ აკურთხა აწყურის განახლებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია. დეკანოზ დიმიტრი ხახუტაშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობაში ქრისტიანული სარწმუნეობის ქადაგებისა და განმტკიცების საქმეში. ოსმალთა 300 წლიანი ბატონობის შედეგად ეს მხარე საქართველოს სხვა კუთხეებს განათლების მხრივ საგრძნობლად ჩამორჩებოდა. საჭირო იყო აქტიური მოღვაწეობა, ტაქტიანი მიდგომა გლეხობასთან, ზნეობრივი სახითა და საზოგადოებრივი მოღვაწეობით ხალხისათვის მაგალითის მიცემა. მისი მოღვაწეობის შესახებ საყურადღებო ცნობებს გვაწვდის 1901 წელს გაზეთი „ივერია“: „არ ეგონოს მკითხველს, ცუდი საქმის მეტი კარგი არა კეთდებოდეს რა მესხეთ-ჯავახეთში. ამ მხარეში, რომელიც, ვინ იცის, რამდენი წელი ოსმალების უღელ ქვეშ იყო, თვით ჩვენი გამაჰმადიანებული მოძმენიც კი კეთილს არ აყრიან ჩვენს ძველ ნაშთებსა (სომხებზედ არას ვიტყვით, რადგან მთელი გაზეთიც ვერ დაიტევს). ამ ბოლო დროს დიდი ყურადღება მიაქციეს ძველი ეკლესიების სუფთად და მთლად შენახვას. აღუკრძალეს სომხებს თავიანთ ეკლესიებად გადაკეთება, მაჰმადიანებს მეჩეთებათა და ეკლესიებში პურის, ბზისა და თივის ჩაყრა, როგორც აქნობამდის შვებოდნენ ხოლმე. ყოველი ამისი მიზეზი კი გახლავთ ყველასაგან პატივცემული ადგილობრივი ბლაღოჩინი, დეკანოზი დიმიტრი ხახუტაშვილი. აგერ ათი წელიწადია,
რაც აქ მსახურობს, სულ მუდამ კრიჭაში უდგია ძველი ნაშთების ხელშემხებლებს. არამგონია, სადმე ქართლში იყოს ისე სუფთად შენახული ძველი ეკლესიები, როგორადაც აქ ჯავახეთშია ამ ბოლო დროს. ვინ არის ამის მიზეზი? რასაკვირველია, მამა დიმიტრი. გარდა ამისა, მისი ჩაგონებით (რასაკვირველია, ადგილობრივ მღვდლებსაც შრომა მიუძღვით) ამ ცოტა ხანში აქეთ შვიდი-რვა ეკლესია აშენდა და განახლდა: ტობისა, ანდრია-წმინდა, ერკოთისა, დადეშისა და სხვ. და აი, ამ კვირაშიაც მამა დეკანოზმა, ადგილობრივი მღვდლების თანამწირველობით, სამი ეკლესია აკურთხა: ტოლოშისა (26 ოქტომბერს), თოკისა (29 ოქტომბერს) და ჭიხარულისა (30 ოქტომბერს). ტოლოშის ეკლესია წელს შეაკეთეს შიგნით-გარედან, დააგეს ცემენტის იატაკი და საკურთხეველში - ხისა. დიდი გულშემატკივრობა გამოიჩინა ტოლოშის სამრევლოსაის ვის ახალგაზრდა მღვდელმა სერგი გელაშვილმა. სულ 7 თვეა, რაც მრევლში გამწესდა და ამ ხნის განმავლობაში გადააკეთებინა ქუნცის ეკლესია და გაამშვენიერა ტოლოშისა. კურთხევის დროს მამა დიმიტრი ხახუტაშვილმა ამ ღირსშესანიშნავი დღისათვის შესაფერი სიტყვა წარმოთქვა, აუხსნა ხალხს, თუ რას ნიშნავს ეკლესიის სიმშვენიერე, მეტადრე, იმ გარემოებაში, როგორშიც სამშობლოს მოშორებულნი ჯავახელნი არიან და სხ 1897 წლის 14 ივნისს მამა დი ი იტრი ახალციხის სანი, ლის საწყობის შემმოწმებელი სარევიზიო კომისიის წევრად აირჩიეს. 1899 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1903 წლის 3 თებერვალს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი ეწყალობა. დეკანოზ დიმიტრის დიდი დამსახურება მიუძღვი' მესხეთ-ჯავახეთში სწავლა-განათლების გავრცელების საქმეში. ახალციხეში გადმოყვანისთანავე იგი ინიშნება ჯერ ახალციხის სამრევლო სკოლის ზედამხედველად, ხოლო 1896 წლის 2 ოქტომბერს ახალციხე-ახალქალაქის ოლქის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ. მისი მეცადინეობითა და ძალისხმევით 1892-1904 წლებში სამცხე-ჯავახეთში, სოფლის ეკლესიებთან გაიხსნა 20-ზე მეტი სამრევლო-საეკლესიო სკოლა, სადაც ცოდნა მიიღო ასობით სწავლას მოწყურებულმა ახალგაზრდამ. 1871 წელს ანა ბესარიონის ასულმა მუსხელიშვილმა-ლოღობერიძისამ დააარსა ქალთა უფასო სკოლა ქ. ახალციხის ძველ ნაწილში რაბათში. სკოლა წელიწადში საშუალოდ 47 მოსწავლეს ამზადებდა, 1886 წელს ამ სასწავლებელში 56 გოგონა სწავლობდა, რომელთაც ორი მასწავლებელი ემსახურებოდა. ქალაქის გამგეობა ყოველწლიურად მასწავლებელს 300 მანეთით ეხმარებოდა. ხსენებულ სასწავლებელში დეკანოზი დიმიტრი წლების განმავლობაში სალვთო რჯულს უფასოდ ასწავლიდა. აი, რას წერდა 1903 წელს გაზეთი „ივერია“ მამა დიმიტრის საგანმანათლებლო მოღვაწეობის შესახებ:
29-2 საპატრიარქოს უწყებანი N29 6-12 ოქტომბერი 2011წ გვ.19
პროტოპრესვიტერი დიმიტრი ხახუტაშვილი 1855-1937 (გაგრძელება)
„აქნობამდე სოფელ ჭობარეთში და არც ახლომახლო (გარდა მუსხისა) სკოლის ჭაჭანებაც არ იყო, ახლა კი აი, ეს 7-8 წელიწადია ღვაწლითა და მეცადინეობითა ბლაღოჩინის მამა დიმიტრი ხახუტაშვილისა დაარსდა ახლო სოფელ ძველში სამრევლო სკოლა, რომლის გამგე არის ამავე სოფლების მღვდელი ეფრემ ინასარიძე, რომელიც არავითარ შრომას არ ზოგავს ხალხის სინათლეში გამოყვანისათვის. მამა ხახუტაშვილის ღვაწლი კი მარტო სკოლების დაარსებით (სხვა რამდენიმეც დააარსა) არ განისაზღვრება. იგი არის მამაპატრონი ამ დაჩაგრულ-დაბეჩავებული ხალხისა; იგი არამც თუ როგორც სასულიერო კაცი მარტო სასულიეროს ასწავლის, არამედ თავის ფეხით დადის სოფლიდან სოფელს და ურჩევს ხალხს ეხლანდელ ცხოვრების გაჭირვების დროს გაჰიდონ ბლომად შეყრილი უჯიშო ს პვარევბორგაბითაი ცხვარ-ძროხა და მის მაგივრად იყოლიონ რამდენიმე კარგი ჯიშის ძროხა; დაანებონ თავი მამა-პაპეულ გუთანურემს და ახალი სამეურნეო იარაღები შეიძინონ, რომ შრომაც ნაკლები წავიდეს და ნაშრომი კი ბლომად დარჩეს; აიშენონ ეხლანდელ მიწურ თაგვის სოროს მსგავს სახლების მაგივრად რიგიანი, ჯანის მოსასვენებელი სახლები და სხვადასხვა. მოუტანია კიდეც ნაყოფი მამა დიმიტრის დარიგებას. ჩვენს იქ ყოფნის დროს რამდენიმემ განაცხადა სურვილი სამეურნეო იარაღის და „დუხაბორის“ ძროხის ყიდვისა. ვუსურვებთ მამა დიმიტრის დაუცხრომელ ენერგიას, რათა ეს დიდებული ნაწილი მესხეთისა კვლავ აღყვავდეს და აღორძინდეს“. მოსახლეობის ფართო ფენებში განათლების გავრცელებისათვის საკმარისი არ იყო სკოლების რაოდენობის ზრდა. ხალხში წიგნებისა და პერიოდული გამოცემების სიმცირე ან საერთოდ უქონლობა, სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა. აუცილებელი იყო ბიბლიოთევკებისა და სამკითხველო დარბაზების გახსნა, რაც დიდ დახმარებას გაუწევდა სოფლის მოსახლეობას: „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ მდივნის დავით კარიჭაშვილის მიერ საზოგადოების გამგეობისადმი წარდგენილ მოხსენებით ბარათში ვკითხულობთ: „ჩვენ შეგვხვდა პირადი ლაპარაკი ამ საგნის შესახებ თვით მამა ლეონიდესთან (იგულისხმება შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქო ლეონიდე ოქროპირიძე, რომელიც იმ პერიოდში მისიონერად მსახურობდა), ახალციხის ბლაღოჩინ მამა ხახუტაშვილთან და იქაურ საქალაქო სკოლის მასწავლებელ ბატონ ბურჭულაძესთან. ამ პირთა მოწმობით, ახალციხეში ყოფილა დიდი მოთხოვნილება კითხვისა, რომლის დაკმაყოფილებას ხელს უშლის ქართული წიგნების უშოვნელობა, ამიტომ ისინი საჭიროდ ხედავენ, რომ დაარსდეს ბიბლიოთეკა... ადგილობრივვე მათ ნდომიათ დაარსება ბიბლიოთეკისა, მაგრამ სხვადასხვა დაბრკოლება დახვედრი ათ, რის გამოც გადაუწყვეტიათ მიემართათ წერაკითხვის საზოგადოებისათვის. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ახალციხის ქართველი შეგნებული საზოგადოება ყოველგვარ დახმარებას გაუწევს წერა-კითხვის საზოგადოებას ბიბლიოთეკის შენახვაში“. მამა დიმიტრის საფიქრალი მხოლოდ ბიბლიოთეკაზე ზრუნვით არ ამოიწურებოდა. 1909 წელს ახალციხის ინტელიგენციაში დაიწყო მოძრაობა „საზოგადოების“ ადგილობრივი ფილიალის დასაარსებლად. განჩინებაში აღნიშნულია: „განვიხილეთ წინადადება წერაკითხვის საზოგადოების ფილიალი “ განყოფილების დაარსების შესახებ “ და ვცანთ რა ყველაზე მეტად საჭი- „ როება ამისთანა განყოფილებისა მესხეთში, რომ აქაურმა დაკარგულმა ხალხმა მოიგონოს-აღადგინოს თავისი დედა-ენა და დავადგინეთ დაარსდეს ასეთი განყოფილება“. მართლაც, 1913 წელს განყოფილება ამოქმედდა და მის თავმჯდომარედ დეკანოზი დიმიტრი დაინიშნა. დეკანოზი დიმიტრი, როგორც ახალციხე-ახალქალაქის მაზრების მთავარხუცესი და თავისი ქვეყნის პატრიოტი, განსაკუთრებით ზრუნავდა რეგიონში ქართული ცნობიერების ამაღლებისთვის. 1905 წელს, როდესაც რევოლუციურმა ქარტეხილმა გადაურა მთელი რუსეთის იმპერიას, ქ. ახალციხის ეკლესიის რუსი მრევლი აუმხედრდა მამა დიმიტრის, რადგან მან წირვის დიდი ნაწილი ქართულად ჩაატარა. თუმცა მოძღვრის გონივრულობითა და აქტიური მოქმედებით სიტუაცია მალევე დარეგულირდა. დეკანოზი დიმიტრი არ გამოკლებია არც ერთ მნიშვნელოვან საეკლესიო თუ საზოგადო მოვლენას. იხდიდა ცნობილი პიროვნებების სახელზე პანაშვიდებს და შეძლებისდაგვარად ცდილობდა თავისი წვლილი შეეტანა ქვეყნის კეთილდღეობის საქმეში. მისი მესხეთში მოღვაწეობის პერიოდში მრავალი ასეთი მაგალითია შემორჩენილი: „ახალციხე კვირას გადავიხადეთ აქ პანაშვიდი განსვენებული ყაზბეგის სულის მოსახსენებლად. ხალხი ბლომად დაესწრო. ბლაღოჩინმა მამა დიმიტრი ხახუტაშვილმა წარმოსთქვა შესაფერი და გრძნობით სავსე სიტყვა განსვენებულის მოღვაწეობის შესახებ“. ქ. ახალციხეში ერეკლე II-ის გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ პანაშვიდზე მამა დიმიტრიმ „დამსწრე საზოგადოებას დაუსურათა დიდებული მეფის, ერეკლეს მოღვაწეობა, გმირობა და კეთილი ზრუნვა არა მარტოოდენ თავისი სამეფოსათვის, არამედ სამცხისათვისაც, რომელიც იმ დროს მას არ ეკუთვნოდა. მიჰმართა დამსწრეთ, კარგი იქნება, ცოტა რამ წვლილი გამოვიღოთ იმ ფონდისათვის, რომელიც დაარსებულია ერეკლეს სახელობაზედაო... პანაშვიდის შემდეგ ოცდახუთი მანეთი ფული შეგროვდა“. მამა დიმიტრი გულისტკივილით გამოეხმაურა დ. ბაქრაძის, ა. ღოღობერიძის, გაბრიელ ეპისკოპოსის, რაფი-
29-3 საპატრიარქოს უწყებანი N29 6-12 ოქტომბერი 2011წ გვ.20
პროტოპრესვიტერი დიმიტრი ხახუტაშვილი 1855-1937 (დასასრული)
ელ ერისთავის, ა. ცაგარელის, ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებას, შთამბეჭდავი ს სიტყვა წარმოთქვა მიხეილ თამარაშვილის უდროოდ აღსრულებასთან დაკავშირებით. მამა დიმიტრის მეგობრული ურთიერ- თობა ჰქონდა სამცხე-ჯავახეთში მოღვაწე ცნობილ კათოლიკე მოძღვართან, მღვდელ ივანე გვარამაძესთან. საინტერესოა მამა ივანეს აზრი დეკანოზ დიმიტრი ხახუტაშვილზე. 1896 წლის 20 მარტს იგი ილია ჭავჭავაძეს სწერდა: „გავლილს თვეს თებერვლისა გაახელ „სამგლოვიარო სიტყვა“ განსვენებულ გაბრიელ ეპისკოპოსზედ, რომელიც წაკითხულ იყო პანაშვიდის აღსრულების შემდეგ წმინდა მარინეს ეკლესიაში ადგილობრივი ბლაღოჩინის, ხახუტაშვილის მიერ ახალციხის სამწიგნობროში, დღემდის ველოდები მის დაბეჭვდას და არ დაიბეჭდა, მით რომ ჩვენსკენ სხვა არავინ არის საზოგადო საქართველოს ჭირ-ლხინის გულშემატკივარი, რომ მუდამ თანაზიარ იყოს ყოველს შემთხვევაში მომავალ თაობის სამაგალითოდ“. დიდ ყურადღებას აქცევდა მამა დიმიტრი მაჰმადიან მესხებს, ესაუბრებოდა მათ ქართული წარმომავლობის შესახებ, ცდილობდა მათში ეროვნული სულის გაღვიძებას. მისი დამსახურებით მრავალი მაჰმადიანი მოინათლა და მამაპაპისეულ რჯულს დაუბრუნდა. თითქმის 31 წელი იმსახურა დეკანოზმა დიმიტრიმ სამცხე-ჯავახეთში და თავისი დაუღალავი მოღვაწეობით კეთილი ნაყოფი გამოიღო იქაურ მოსახლეობაში. 1916 წლის 6 მაისს დეკანოზი დიმიტრი წმინდა ანას I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1917 წლის 12 მარტს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გამოცხადებულ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიას მოძღვარი დიდი სიხარულით შეხვდა. იგი აქტიურად ჩაება მშობლიური ეკლესიის განახლებისა და განმტკიცების ბრძოლაში. როგორც აწყურის ეპარქიის დელეგატი, ესწრებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო კრებას, ხოლო IV და V საეკლესიო კრებებზე მონაწილეობდა მცხეთათბილისის ეპარქიის დელეგატის სტატუსით იმყოფებოდა. 1918 წლის აღდგომას ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) იგი ენქერით დააჯილდოვა. 1919 წლის თებერვალში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) გაითვალისწინა მამა დიმიტრის დიდი დამსახურება და ღვაწლი დედაეკლესიის წინაშე და იგი სვეტიცხოვლის
თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ გადაიყვანა. 1920 წლის ოქტომბერში დეკანოზი დიმიტრი თბილისში კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. XX ს-ის 30-იან წლებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ (ცინცაძე) ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისათვის პროტოპრესვიტერის წოდება მიანიჭა. ეკლესიისათვის უმძიმეს წლებში, როდესაც ანაფორის ტარება დიდ გმირობად ითვლებოდა, მამა დიმიტრი აქტიურად განაგრძობდა საეკლესიო მოღვაწეობას, უშიშრად ქადაგებდა ქრისტიანობას, აღასრულებდა წირვა-ლოცვებს, მრევლს განამტკიცებდა და მოუწოდებდა, არ მიეტოვებინათ მამაპაპისეული სარწმუნოება, მტკიცედ მდგარიყვნენ ეკლესიის სადარაჯოზე და მთელი გულით ედიდებინათ უფალი. ახსოვდა მუდამ მაცხოვრის სიტყვები, რომელიც მან პეტრე მოციქულს უთხრა: „რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას მტიცედ სწამდა, რომ კომუნისტები დიდხანს ვერ იბატონებდნენ საქართველოში და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არ დატოვებდა თავის სამწყსოს უნუგეშოდ, რაც ახდა კიდეც. პროტოპრესვიტერი დიმიტრი 1937 წლის 11 ნოემბერს გარდაიცვალა. მისი ცხედარი კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის აღმოსავლეთ კედელთან, საკურთხევლის უკან დაკრძალეს.
30 საპატრიარქოს უწყებანი N30 13-19ოქტომბერი 2011წ გვ.17
დეკანოზი მიხეილ მეუნარგია 1826-1904
დეკანოზი მიხეილი 1826 წელს, სამეგრელოს სოფელ ცაიშში, ცნობილი ხატმწერის აზნაურ პეპუ მეუნარგიას ოჯახში დაიბადა. ტრადიციულ ქართულ ოჯახში დაბადებულს, ბავშობიდანვე ლრმად უნერგავდნენ სამშობლოსა და ღვთის სიყვარულს, რამაც შემდგომში განსაზღვრა კიდეგ მისი მომავალი ცხოვრება. 17 წლის ასაკში იგი მარტვილის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც ორი კლასი ისწავლა. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი კი საირმის ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში შეისისხორცა 'ა მალევე წიგნისმკითხველის ადგილზე დაინიშნა. V 1846 წელს მიხეილი დაქორწინდა სუსანა გაწერელიაზე, რომელთანაც ერთი ვაჟი, ცნობილი მწერალი, კრიტიკოსი და პუბლიცისტი (26, 1,1, 1852 15, 5. 1919) იონა მეუნარგია შეეძინა. 1846 წლის 12 სექტემბერს სამეგრელოს ეპისკოპოსმა ანტონმა (დადიანი) მიხეილი დიაკვნად აკურთხა. 1850 წლის 22 აგვისტოს მღვდლად დაასხა ხელი და ცაიშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში განამწესა. 1851 წლის 2 თებერვალს ზუგდიდის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა. 1855 წლიდან სამეგრელოს ეპისკოპოსმა თეოფანემ (გაბუნია) ამავე ოლქის მთავარხუცესად დაადგინა. 1859 წლის 1 იანვარს ქველმოქმედებისათვის (1853-1856 წლებში ყირიმის ომში დაჭრილებზე მზრუნველობა) ბრინჯაოს ჯვარი უბოძეს. 1859 წლის 29 ივნისს საგვერდულით დაჯილდოვდა. ამავე წლის 19 აგვისტოს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა. 1861 წლის 15 ოქტომბერს სკუფია უბოძეს, ხოლო 1866 წლის 3 აგვისტოს კამილავკა ეწყალობა. XIX საუკუნის 60-იან წლებში სამეგრელოს ეპისკოპოს ტარასის (ელიავა) დავალებით ოთხი სამთავარხუცესო ოლქის აღწერა დაევალა, რასაც წარმატებით გაართვა თავი. 1871 წლის 26 ივნისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1876 წლის 26 ივნისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1880 წლის 29 ივნისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1881 წლის 26 აგვისტოს თბილისის სასულიერო სემინარიაში ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე ძმობის კომიტეტში ჩაირიცხა. 1883 წლის 13 ივნისს (1877-1878 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის დროს) დაჭრილთა მომსახურებისათვის წითელი ჯვრის მედლით დააჯილდოვეს. 1884 წლის 29 ივნისს წმინდა ანას II ხარისხის, ხოლო 1888 წლის 30 აგვისტოს წმინდა ვლადიმერის II ხარისხის ორდენი უბოძეს. 1885 წელს სამეგრელოს მთავრის მემკვიდრემ ნიკო დავითის ძე დადიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა უმდიდრესი ბიბლიოთეკა, რომლის ჩასაბარებლად ილია ჭავჭავაძე იმავე წლის 29 მარტს ჩავიდა სოფელ გორდში, სადაც ხელნაწერები ჩაიბარა. მთელი აპრილის თვე
30-1 საპატრიარქოს უწყებანი N30 13-19ოქტომბერი 2011წ გვ.18
დეკანოზი მიხეილ მეუნარგია 1826-1904 (გაგრძელება)
დარჩა სამეგრელოში ილია ჭავჭავაძე და ეცნობოდა იქაურ ხელნაწერებს, ეკლესიებს და იქ დაცულ სიწმინდეებს. ამ მგზავრობაში ილიას თან ახლდა დეკანოზ მიხეილის ვაჟი იონა, რომელმაც ქართველი მგოსანი სოფელ ცაიშშიც მიიწვია. საპატიო სტუმრების მისაღებად მამა მიხეილმა თადარიგი დაიჭირა და ღირსეული მასპინძლობა გაუწია მათ. ილიამ მოილოცა ცაიშის უძველესი ტაძარი. მას დიდად მოსწონებია მოვლილი ტაძარი, სისუფთავე, მასში დასვენებული ძველი ნივთები და ხატები. მეორე დილას ეზოში გაშლილ ტრაპეზზე ილიას სწორედ აქ უთქვამს ცნობილი სიტყვები: „სამეგრელოში მოვედი და საქართველო ვნახეო“. ამ სტუმრობის შემდეგ დეკანოზ მიხეილ მეუნარგიას ოჯახში მუდამ ეკიდა ილია ჭავჭავაძის სურათი. XIX საუკუნის 80-იან წლებში დეკანოზი მიხეილი გურია-სამეგრელოს ეპარქიის მასწავლებელთა თხოვნით, ზუგდიდის მაზრის სასოფლო და საეკლესიო სკოლებისათვის აარსებს სახელმძღვანელო წიგნების საწყობს, საიდანაც წიგნების გაცემა ხდებოდა პირვანდელი ღირებულებით. ასევე, მისი დიდი ღვაწლისა და მეცადინეობის შედეგად, ცაიშში დაფუძნდა ახალი სკოლა. აი, რას წერდა ამის შესახებ ჟურნალი „მწყემსი“ (მერვე ნომერი): „10 თებერვალს სოფელ ცაიშში აკურთხეს ახალი სკოლის შენობა. სკოლისათვის იყიდეს ერთი კაზარმა, რომელიც აქ უქმად იდგა. ბლაღოჩინმა, დეკანოზმა მიხეილ მეუნარგიამ, სხვა კეთილ-პირების შემწეობით, შეაგონა ხალხი, რომ ეს კაზარმა ეყიდათ. ხალხმა დაუჯერა თავის სულიერ მამას და იყიდა ეს შენობა 1325 მანეთად. მართალია, სოფლელებისათვის 1325 მანეთი
დიდი ფულია, მაგრამ შენობაც კარგია: იგი ექვსი ოთახისაგან შესდგება. ადგილიც, თავისი მდებარეობითა და ჰაერით, კარგია. სკოლის შენობის კურთხევა შეასრულა ჯრუჭის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა სვიმონმა (აფაქიძე). პარაკლისზე დაესწრნენ: პრინცესა სალომე დადიანი, მისი მეუღლე პრინცი აშილ მიურატი, ზუგდიდის მაზრის უფროსი ბ. ჯაყელი, ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორი ბ. ქორქაშვილი, ადგილობრივი თავადაზნაურობა და მთელი ცაიშის გლეხობა. პარაკლისის შემდეგ დეკანოზმა მიხეილ მეუნარგიამ იქ დამსწრე პირთ მიმართა მეგრულ ენაზე ქადაგებით: „საყვარელნო შვილნო! თქვენ ყველანი ცაიშელნი ხართ და საჭიროა იცოდეთ, თუ რანაირი იყო წარსული თქვენის სოფლის, ცაიშისა და რა მდგომარეობაში არის ის დღეს. უწინდელ დროში ცაიში იყო საეპარქიო კათედრა. ცაიშელი მიტროპოლიტებისგან ვრცელდებოდა და ითესებოდა ღვთის სიტყვა, სჯული და სარწმუნოება მთელს ნახევარ ოდიშში და სამურზაყანოში. ამ დროებში ცაიში ჰყვაოდა სწავლა-განათლებით. აქ იყო სასწავლებელი, სადაც იღებდნენ სწავლა-განათლებას აქაური თავადაზნაურნი, სამღვდელონი და გლეხობა; დღესაც ბლომად არიან სასულიერო პირნი, რომელთაც მიუღიათ განათლება ცაიშის სობოროში. დღეს მიმდინარეობს სამოცდაორი წელი მას უკან, რაც უკანასკნელი მიტროპოლიტი გრიგოლ ცაიშელი გარდაიცვალა და ამ დროიდგან იწყო კლება ცაიშის სობორომ, ჯერ კათედრა გაუქმდა და ბოლოს სწავლაც მოისპო მასში. ამგვარად, ძველად დიდებული სწავლა-განათლებით ჩვენი სოფელი ცაიში დადუმდა და მიეცა უფერულ ცხოვრებას და ღრმა ძილს. ჭეშმარიტად, დიდი სამწუხარო იყო ეს მისი მამულის შვილთათვის! მაგრამ შეგვეწია ღმერთი და ამა უკანასკნელ დროებში ცაიშმა იწყო ცოტ-ცოტად განახლება. დღეს, ამ ჩემ მოხუცებულობაში, მოვესწარი ერთკლასიანი სკოლის დაარსებას, რომელიც დღეს იკურთხა და იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ ნიმუში იქნება ცაიშის შემდეგი დიდებისა! სწავლა-განათლების საჭიროებაზე სიტყვას არ გავაგრძელებ. დღეს, ღვთის მადლით, ყველანი გრძნობენ, თუ რა საჭიროა სწავლა. მე მხოლოდ გეტყვით, რომ უსწავლელმა კაცმა არ იცის სჯული და სარწმუნოება, რომელნიც არიან დედა პატიოსნებისა და კეთილშრომისა, აგრეთვე უსწავლელი კაცი ვერ ცნობილობს თავის თავსა, მან არ იცის, თუ რისთვის მოსულა იგი ამქვეყნად და რაშია მისი დანიშნულება. სწავლა გაუნათლებს კაცს გონებას და აზრს. თქვენში მე დღეს ვხედავ ერთ კაი სანუგეშო მაგალითს. თუმც ყველა თქვენთაგანს არა ჰყავს შვილები, მაგრამ დღეს ნაკურთხი სკოლის ხარჯს თქვენ თანასწორად იხდით. დიახ, ეს კეთილი და ღვთის სასიამოვნო საქმეა. აბა, რა ჰქნან ზოგიერთმა ღარიბმა პირებმა, რომელთაც არ შეუძლიათ დაუხმარებლად, საკუთარის საშვალებით გამოზარდონ თავიანთი შვილები. მერწმუნენით, ამნაირი ერთმანეთის დახმარება ღმერთსაც ესიამოვნება და სკოლასაც რიგიანად აღასრულებინებს თავის დანიშნულებას. უცხადებ ბოლოს, თქვენ მაგიერ, გულითად მადლობას იმ პატიოსან და ღვთის მოყვარე პირთ რომლებიც დაგვეხმარენ სკოლის საქმეში და დღესაც დაგვესწრენ აქ სკოლის კურთხევაზედ. ღმერთსა ვსთხოვ, რომ დღეს ნაკურთხი სკოლა მუდამ იდგეს აქ და მოკლე ხანში გადაკეთებულიყოს ის ორკლასიან სასწავლებლად“. "ბოლოს დეკანოზმა მიხეილმა პატივცემული სტუმრები მიიწვია თავის სახლში და ღირსეულად სცა მათ პატივი. ამ ამბავის ასევე გამოეხმაურა ვინმე „ერჩქინდია“ გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე, სადაც ვკითხულობთ: „წელს ცაისშიაც გვეღირსა სკოლა. ცაიშში შეუერთდა თავადაზნაურობა გლეხობას და ერთად იყიდეს 1 500 მანეთად ქვის ყაზარმა, რომელიც იყო აშენებული 20 000 მანეთად, რუსის ჯარისათვის. იქირავეს მასწავლებლად საოსტატო სემინარიაში კურსდასრულებული ყმაწვილი კაცი და ამ სკოლაში სწავლობს ეხლა 170-მდე ახალგაზრდა. ამ ყმაწვილების სიმრავლიდან სჩანს, რა წყურვილი ჰქონიათ ცაიშელებს სწავლა-განათლებისა. ამ კეთილ საქმის მეთაური, დეკანოზი მიხეილ მეუნარგია, ღირსია გულითადის მადლობისა. სკოლის დაარსების დღეს
30-2 საპატრიარქოს უწყებანი N30 13-19ოქტომბერი 2011წ გვ.19
დეკანოზი მიხეილ მეუნარგია 1826-1904 (გაგრძელება)
დიდად გაიხარა ამ კეთილმა კაცმა და დიდძალ სტუმრებთან ერთად იდღესასწაულა სკოლის დაარსება. მოწვეულთ შორის იყვნენ პრინცი მიურატი და მისი მეუღლე, პრინცესა სალომე დავითის ასული დადიანი“. 1892 წლის 15 მაისს დეკანოზ მიხეილს, ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისათვის, ენქერის ტარების უფლება მიენიჭა. 1893 წლის 10 ივნისს მას ცაიშის საკათედრო ტაძარზე ათასი მანეთის შეწირვისათვის წმინდა სინოდმა მადლობა გამოუცხადა. იგი, 1894 წლიდან, როდესაც ამოქმედდა ქუთაისის სასულიერო სემინარია, ყოველწლიურად ეხმარებოდა ფინანსურად და მატერიალურად, თანაც მრავალ საქმეში თანადგომას უწევნა. 1896 წლის 14 მაისს უწმინდესი სინოდის სიგელი გადაეცა. 1897 წელს, განსვენებულ რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ხსენებასთან დაკავშირებით, ვერცხლის მედალი უბოძეს. 1898 წლის 15 ივნისს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი ეწყალობა. წლების განმავლობაში ასრულებდა ცაიშის წერა-კითხვის შემსწავლელი სკოლის (გამგებლის) მმართველის მოვალეობას. დეკანოზ მიხეილს დიდი პატივისცემით ეპყრობოდა მთელი სამეგრელოს სამღვდელოება და მოსახლეობა. თავისი პატიოსანი და უმწიკვლო სამსახურით მას დიდი ავტორიტეტი ჰქონდა მოპოვებული მრევლში. ეპარქიის მლვდელმთავრებიც დიდ ანგარიშს უწევდნენ მხცოვან მოძღვარს და ხშირად ანდობდნენ საპასუხისმგებლო დავალებებს, კერძოდ, ეკლესიის კურთხევას, სამღვდელო პირების მომზადებასა და შემდეგ მათ გამოცდას. გაზეთ „ცნობის ფურცელს“ აღწერილი აქვს ერთი ასეთი შემთხვევა, როდესაც მამა მიხეილმა აკურთხა კახათის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. ეს იყო 1899 წელს: „ტაძრის კურთხევა უმაღლესი მთავრობისაგან მინდობილი ჰქონდა პატივცემულ დეკანოზს მამა მეუნარგიას და მისი კურთხევის დღე იყო დანიშნული 17 აპრილს. აღნიშნულ დროში ხსენებულ ეკლესიის მრევლთა დიდი მოძრაობა ეტყობოდა. ყოველგან, ყოველი მხრივ იკრიბებოდა ხალხი ამ დიდად სასურველ დღეს. ხალხი თითქმის მოგროვილიყო ეკლესიაში და დეკანოზი კი არ ჩამობრძანებულიყო. ზოგიერთი იმ აზრისა იყო: შეიძლება დღეს სრულიად არ იკურთხოს ეკლესიაო და ხალხი დიდი დუმილის სივრცეში იყო გატაცებული. მათ ზედ ეტყობოდა მწარე ნაღველი და უსიამოვნო გამომეტყველება ხომ ამტკიცებდა მათ ძარღვებში შემჯდარ საიდუმლოს. რა იყო მაგის მიზეზი, რისი ეშინოდათ აგრე? აი, მიზეზიც: ზოგიერთი ვაჟბატონებისაგან (აღნიშნულ ეკლესიაში არშემავალთა მრევლთაგან) იყო ნათხოვარი ეკლესიის კურთხევის შეჩერება. მანამ ცარიელ-ტარიელი მეთაური არ ინებებდა, სრულიად უმნიშვნელო მიზეზისა გამო. უცბად ხალხი შეინძრა, ნახეს რა მომავალი დეკანოზი, მიეგებნენ მას და განუსაზღვრელი სიხარულის მორევმა მოიცვა ისინი. ეკლესიის კურთხევის შემდეგ პატივცემულმა დეკანოზმა წარმოსთქვა ორიოდე, მაგრამ გრძნობით აღსავსე სიტყვა, რომლითაც მიულოცა ხალხს ახალი ბედნიერება. ხალხი, დიდად ნასიამოვნები და მადლიერნი თავიანთი ბედისა, დაიშალნენ წირვის შემდეგ“. 1902 წლის 29 იანვარს გურია- სამეგრელოს ეპარქიის სამღვდელოებამ იდღესასწაულა დეკანოზ მიხეილის 50 წლის იუბილე. ამ დლეს ცაიშში შეიკრიბნენ მთელი ოლქის სამღვდელოება და ინტელიგენცია: პრინცესა სალომე დადიანი, თავისი ქალით, ზუგდიდის მაზრის უფროსი. კეგამოვი, ზუგდიდის მაზრის მომრიგებელ-შუამავალნი, თავადი ზაალ ჭავჭავაძე და (IV თავადი მ. დადიანი, მთავარხუცესი, მღვდელი ანდრია ვახანია, სამრევლო სკოლების ზედამხედველი· ტროფიმე ჯოხთაბერიძე და სხვა ცნობილი სახეები. სალვთო ლიტურგია აღასრულა ხობის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა სვიმონმა (აფაქიძე), მღვდლების ოქროპირ ქირიას, ზოსიმე მაქაცარიასა და დიანოს კვარაცხელიას თანამწირველობით. წირვაზე გალობდნენ სამრევლო სკოლის მოსწავლენი, სოლომონ გვასალიას ლოტბრობით. „განიცადეზე“ იქადაგა არქიმანდრიტმა სვიმონმა, რომელმაც ასე დაახასიათა მოძღვარი: „როცა სამეგრელოს სამღვდელოება შეიკრიბებოდა სადმე და სჯა ჰქონდა საზოგადო საქმეზე, ყოველ კაცს ყური შენკენ ჰქონდა რას იტყვის დეკანოზიო და შენს სიტყვას ისმენდა და იჯერებდა კრება. შემდეგ სიტყვები წარმოთქვეს მღვდლებმა: სამსონ თათარაშვილმა და გაბრიელ ჯიქიამ, რომელთაც კეთილი სიტყვებით შეამკეს მხცოვანი დეკანოზი. ლიტურგიის დასასრულს, სამღვდელოებამ მამა მიხეილს მთავარანგელოზ მიქაელის ვერცხლის ხატი მიართვა სამახსოვროდ, რის შემდეგაც სიტყვა წარმოსთქვა მღვდელმა იოანე ბობოხიძემ: „თქვენო მაღალ-ღირსებავ, დიდად პატივცემულო დეკანოზო მიხეილ! ცაიშის საბლაღოჩინო ოლქის სამღვდელოება განუსაზღვრელი აღტაცებით ეგებება დღეს თქვენი მაღალ-ღირსების 50 წლის იუბილეს დღესასწაულს. ამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში თქვენ შეგისრულებიათ მძიმე მოვალეობა მოძღვრისა და ჩვენის უფროსისა, ისეთის კრძალულებით, პატიოსნებით, მართლმსაჯულებით და კეთილსინდისიერად, რომ ჩვენს ქვეყანაში ქრისტეს ყანაზე მუშაკთა შორის თქვენ დაიჭირეთ
30-3 საპატრიარქოს უწყებანი N30 13-19ოქტომბერი 2011წ გვ.20
დეკანოზი მიხეილ მეუნარგია 1826-1904 (დასასრული)
თვალსაჩინო და საპატიო ადგილი. უღრმესი სარწმუნოება, მოშიშებით ღვთისმსახურება, გაჭირვებულთა და დაჩაგრულ- თა შებრალება, ხოლო მჩაგვრელთა წინაშე შეუპოვრობა, სიმართლის პირდაპირ წარმოთქმა, პირმოუფერებლობა აგიღიათ თქვენ საგნად თქვენის მოქმედებისა და მიზნისა წარსულის საუკუნის მეორმოცდაათე წლებში და მას შემდეგ, თუმცაღა გავიდა არა მცირე ხანი, თუმცაღა ბევრნაირად შეტრიალდა ჩარხი ჩვენის საზოგადოებისა და სამღვდელოების სულიერის ცხოვ- რებისა და მმართველობისა, თუმცაღა ბევრი გინახავს კარგიცა და ავიც, გარნა გამოტეხილად და გულწრფელად ალვიარებთ, რომ მთელ თქვენს მსახურებაში არ ყოფილა ისეთი თვალსაჩინო შემთხვევა, რომ თქვენ ოდესმე გეღალატოთ თქვენის მიმართულებისათვის, რომ თქვენ ოდესმე მოგედრიკოთ ქედი გარემოების წინაშე. მთელ თქვენს მსახურებაში არ ყოფილა ისეთი მოქმედება, რომელიც ჩირქს სცხებდეს თქვენს პატიოსნებას, ისეთი საქმე, რომელიც აშავებდეს თქვენს პირადობას. ეს არის ხვედრი მხოლოდ რჩეულთა ქრისტეს მეომართა. გიხაროდენ, მაღალ-ღირსო დეკანოზო, რომ ასე გაუსვრელად, ასე შეუბღალავად, ასე უანგაროდ, ასე წმინდათ გიზიდავს თქვენი მძიმე ტვირთი მოძღვრისა და უფროსისა მთელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში. ვსასოებთ, რომ ამგვარის თქვენი უმანკო სამსახურისათვის, როგორც მთავრობისაგან და საზოგადოებისაგან ხართ დაჯილდოებული ყოველგვარ ნიშნებით უუღრმესი პატივისცემისა და სიყვარულისა, აგრეთვე ღვთისაგანაც მიიღებთ თქვენ უდიდეს ჯილდოს, როცა წარსდგებით მის წინაშე. წინდად ჩვენ შორის მტკიცე სულიერი კავშირისა და მამაშვილურის სიყვარულისა ცაიშის საბლაღოჩინო ოლქის სამღვდელოებისაგან ამ ღირს შესანიშნავ დღეს მიიღე, ღრმად საყვარელო, მხცოვანო დეკანოზო, ჩვენო სულიერო მამაო და აღმზრდელო, ხატი ესე მთავარანგელოზ მიხეილისა. მთავარანგელოზი მიხეილი იყოს შემწე და მფარველი თქვენის მარჯვენისა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისათა. ამინ“. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ დეკანოზ მიხეილის მოღვაწეობას მაღალ შეფასებას აძლევდა XIX საუკუნის II ნახევარის ცნობილი საეკლესიო მოღვაწე და მღვდელმთავარი, აწ საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული იმერეჯ თის ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე), როდესაც რუსეთის ხელისუფლების წაქეზებით ზოგიერთმა სასულიერო და საერო პირმა მოინდომა სამეგრელოში წირვა-ლოცვის მეგრულ ენაზე შემოღება, ამ საქმეში, სხვა საეკლესიო მოღვაწეებთან ერთად, მათ წინ აღუდგა მამა მიხეილიც, რომელმაც საჯაროდ დაგმო და გაკიცხა ამ საქმის მოთავენი. დეკანოზი მიხეილი 1904 წლის 28 მარტს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. 1 აპრილს იგი დიდი პატივით მიაბარეს ცაიშის საკათედრო ტაძარს, სადაც მან 54 წელი ღირსეულად იმოღვაწევა. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაზეთი „ივერია“ წერდა: „გასულ მარტში ქართველთა ეკლესიას შესანიშნავი დეკანოზი დააკლდა. სოფელ ცაიშში, სამეგრელოში, გარდაიცვალა დეკანოზი მიხეილ მეუნარგია, მამა ჩვენის მწერალის იონა მეუნარგიასი. ვამბობთ შესანიშნავი, იმიტომ, რომ იშვიათია ეხლა საქართველოში მისთანა ენამეტყველი, კილოიანი და სასოებიანი მკითხველი სახარებისა, ანდერძისა და, საზოგადოდ, ყოველ საღვთო წიგნებისა, როგორიც იყო მამა მიხეილი. დღეს ჩვენ გაზეთში სამგლოვიარო განცხადებაა დეკანოზ მიხეილ მეუნარგიას გარდაცვალების შესახებ და ამ გარემოებამ გაგვახსენა, აღგვენიშნა ამ მოძღვრის კეთილი სამსახური ქართული ეკლესიის საკეთილდღეოდ“.
31 საპატრიარქოს უწყებანი N31 20-26 ოქტომბერი 2011წ გვ.17
ვარძიის მონასტერი XIX-XXI საუკუნეებში
I ნაწილი
საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით, ისტორიულ მესხეთში, ასპინძის რაიონიდან 30 კმ-ის დაშორებით, მდინარე მტკვრის ღრმა ხეობის ზემო წელზე, ერუშეთის მთის ფრიალო, ასი მეტრის მიუვალი სიმალლის კლდეში, ხუთასი მეტრის სიგრძეზე განთავსებულია ქართული კულტურის შესანიშნავი ძეგლი ვარძიის სამონასტრო კომპლექსი. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, სამონასტრო კომპლექსი, ძირითადად, 1156-1203 წლებში იქმნებოდა, სავანე 1185 წლის 15 აგვისტოს, თამარის მეფობის ხანაში (1184-1213), საზეიმოდ აკურთხეს. სამეფო ნასტერი დიდ როლს ასრულებდა ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ვარძიაში მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი მწიგნობრები, მათ შორის გამორჩეული ადგილი უკავია იოანე შავთელს, რომელმაც იქ ყოფნის პერიოდში შექმნა „გალობანი ვარძიისა ღვთისმშობლისანი“. ტრადიციულად, ვარძიის მონასტრის წინამძღვრის წოდება საწოლის მწიგნობარი იყო, იგი ეკლესია-მონასტრების საქმიანობას ხელმძღვანელობდა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თვალსაჩინო როლს ასრულებდა. მონლოლთა ბატონობის ხანაში ვარძიელი ბერმონაზვნები აქტიურად იბრძოდნენ სარწმუნოებისა და ეროვნული კულტურის გადასარჩენად. 1551 წელს მონასტერი სპარსთა ჯარმა დაარბია და დაანგრია. ვარძიის ცნობილი ღვთისმშობლის ხატი, ოქროსა და ფოლადის კარები და კულტურის სხვა მრავალი განძი მტერმა გაიტაცა. 1578 წელს, როდესაც ეს მხარე ოსღეთმა დაიპყრო, მონასტერი საბოლოოდ გაუკაცრიელდა. 1828 წელს, რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ, ვარძია კვლავ საქართველოს შემადგენლობაში მოექცა, თუმცა 1854 წლამდე იგი გავერანებული იყო და ქურთ მწყემსებს იქაურობა საჯოგედ და ფარეხად გადაექციათ, ეკლესია და თამარ მეფის დარბაზი საქონელს დაებინძურებინა. ამ წელს ერთი ოსმალეთიდან გამოქცეული ღვთისმოყვარე ბერძენი კალატოზი, სახელად ჰაჯი გიორგი პოპანდოპულო, წალკიდან ვარძიის მოსალოცად წავიდა. ღვთისმოყვარე და ქრისტეს სარწმუნოებით გამსჭვალული ბერძენი შეძრწუნდა, როცა ეს დიდებული მონასტერი ასეთი გავერანებული ნახა. მან საქართველოს ეგზარქოს ისიდორესგან (ნიკოლსკი) ნებართვა ითხოვა და შეუდგა ვარძიის მონასტრის განახლებას. მან თავისი ხარჯებით გაწმინდა და გაასუფთავა მღვიმეები, წინა კედელი აუშენა ჩამონგრეულ მღვიმეს, ეკლესიაში დადგა ახალი კანკელი, გააკეთა მღვიმეებში შესასვლელი გზა და მტკვარზე ხიდიც გადო. 1857 წელს ეგზარქოსმა ისიდორემ აკურთხა განახლებული მონასტერი და აქედან მოყოლებული ვარძიაში ალდგა ბერმონაზვნული ცხოვრება. 1863 წელს მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა მლვდელ-მონაზონი ანტონი, ხოლო მონასტრის მზრუნველობა კი ახალციხის ოლქის მთავარხუცესს ჩააბარეს. მამა ანტონის შემდეგ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ვარძიის მონასტრის წინამძღვრები იყვნენ: მღვდელ-მონაზონი ბასილი, 1873-1879; მღვდელ-მონაზონი მარტირი (წულუკიძე), 1879-1882; მღვდელ-მონაზონი სვიმონი (წულუკიძე), 1882-1885; მღვდელ-მონაზონი კალისტრატე (ჩიჩუა), 1885-1888; არქიმანდრიტი სვიმონი (წულუკიძე), 1888-1907; არქიმანდრიტი იპოლიტე (მნათენაძე), 1907-1924; მღვდელ-მონაზონი ბასილი 1827 წელს იმერეთში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი მღვიმევის მამათა მონასტერში ისწავლა. 1854 წლის 20 ოქტომბერს ამავე მონასტერში მორჩილად განამწესეს. 1857 წლის 13 მაისს იმერეთის ეპისკოპოსმა გერმანემ (გო-
31-1 საპატრიარქოს უწყებანი N31 20-26 ოქტომბერი 2011წ გვ.18
ვარძიის მონასტერი XIX-XXI საუკუნეებში (გაგრძელება)
გოლაშვილი) დიაკვნად აკურთხა. 1859 წლის 4 ივლისს კი მლვდლად დაასხა ხელი. 1861 წლის 20 ნოემბერს ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. 1866 წლის 22 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1873 წლის 30 ოქტომბერს ვარძიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის წინამძლვრად დაინიშნა. 1876 წლის 3 სექტემბერს ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1878 წლის 15 აპრილს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1879 წლის 28 სექტემბერს მარტყოფის წმინდა ანტონის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. 1883 წლის 31 ივლისს წითელი ჯვრის საზოგადოებამ წითელი ჯვრით დააჯილდოვა. 1885 წლის 25 იანვარს მარტყოფის მონასტრის გამგედ დაინიშნა. 1885 წელს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების IV განყოფილების წევრად აირჩიეს. 1886 წლის 10 დეკემბერს თბილისის ფერისცვალების სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. 1888 წლის 17 სექტემბერს ისევ მარტყოფში განამწესეს. 1889 წლის 9 ნოემბერს თბილისის ფერისცვალების მონასტერში დაბრუნდა. 1891 წლის მაისში წმინდა სინოდმა მადლობა გამოუცხადა. მღვდელ-მონაზონი ბასილი 1898 წლის 6 ივნისს გარდაიცვალა. მღვდელ-მონაზონი მარტირი წულუკიძე 1827 წელს გლეხის ოჯახში დაიბადა. სასწავლებელში არ უსწავლია. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ბერად შედგომის სურვილით მონასტერში მივიდა. 1859 წლის 24 ოქტომბერს ეგზარქოსების წმინდა ჯვრის სახელობის კარის ეკლესიაში ბერად აღიკვეცა და სახელად მარტირი ეწოდა. ამავე წლის 1 ნოემბერს დიაკვნად აკურთხეს და მარტყოფის ღვთაების მონასტერში განამწესეს. 1865 წლის 11 აპრილს მღვდლად დაასხეს ხელი. 1867 წლის 22 აპრილს გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში დაინიშნა. 1868 წლის 31 მარტს, მამა მარტირმა მონასტერს ახალი ხატები შესწირა, რის გამოც მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. ამავე წლის 9 ივლისს ხაზინადრად დაადგინეს. 1871 წლის 27 აგვისტოს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1873 წლის 18 ივლისს მარტყოფის მონასტერში გადაიყვანეს. 1876 წლის 22 აპრილს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1877 წლის 19 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1879 წლის 28 სექტემბერს ვარძიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის წინამძლვრად დაინიშნა. 1881 წლის 30 აპრილს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი უბოძა. 1882 წლის 20 ივნისს ეგზარქოსების სამლვდელმთავრო სახლის ეკონომოსად დაინიშნა. 1883 წლის 31 ივლისს წითელი 2 ჯვრის საზოგადოებამ თავისიივრით დააჯილდოვა. 1884 წლის 7 აპრილს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1884 წლის 8 ივნისს დავით გარეჯის ლავრაში გადაიყვანეს. 1885 წლის 5-24 იანვრიდან მარტყოფის მონასტერშია. 1886 წლის 10 დეკემბერს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტერში დაინიშნა და ხაზინადრობა ჩააბარეს. 1887 წლიდან შიომღვიმის '" მონასტერში განამწესეს და იქაც ხაზინადრობა დაევალა. 1893 წელს ახტალის მონასტერში გადაიყვანეს, მღვდელ-მონაზონი მარტირი 1896 წლის 5 თებერვალს გარდაიცვალა. მღვდელ-მონაზონი კალისტრატე, ერისკაცობაში კირილე ჩიჩუა 1838 წელს სამეგრელოში, თავადის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი. 1859 წლის იანვარში ბერად შედგომის სურვილით ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში მივიდა, სადაც სამი წლის განმავლობაში სხვადასხვა მორჩილებაში გამოიცდებოდა. 1861 წლის 26 დეკემბერს მ ნასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ბესარიონი (ჩიჩუა) ბერად აღკვეცა და სახელად კალისტრატე უწოდა. 1862 წლის 1 იანვარს სამეგრელოს ეპისკოპოსმა გერონტიმ (პაპიტაშვილი) დიაკვნად აკურთხა. ამავე წლის (მეორე ვერსიით 1863 წლის) 24 ივნისს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მღვდლად დაასხა ხელი. 1863 წლის 12 თებერვალს ხობის მონასტრის ხაზინადრად დაინიშნა. 1864 წლის 4 მარტს მონასტრის წინამძღვრის თანაშემწედ დაადგინეს და 25 მარტს საგვერდულით დაჯილდოედა. 1865 წლის 29 მაისს, მისივე ინიციატივით, შეკეთდა მონასტრის სამრეკლო, ხოლო სოფელ ქვალითის ეკლესიის გასარემონტებლად შეაგროვა 800 მანეთი. 1868 წლის 15 სექტემბერს გულმოდგინე სამსახურისათვის საეპარქიო მმართველობამ მადლობა გამოუცხადა. 1867 წლის 25 ივნისს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების IV განყოფილების წევრად აირჩიეს. 1871 წლის 25 ივნისიდან 1873 წლის 30 აგვისტომდე და 1875 წლის 6 მაისიდან 1879 წლის 3 ივლისამდე მონასტრის წინამძღვრის თანაშემწეა. 1881 წლის 11 ოქტომბერს, მისი მოთავეობით, მონასტერი გადაიხურა. 1882
31-2 საპატრიარქოს უწყებანი N31 20-26 ოქტომბერი 2011წ გვ.19
ვარძიის მონასტერი XIX-XXI საუკუნეებში (გაგრძელება)
წლის 22 სექტემბერს მამა კალისტრატე აღმოსავლეთ საქართველოში გადაიყვანეს და დავით გარეჯის მონასტრის ხაზინადრად დაადგინეს. 1883 წლის 11 ოქტომბერს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1885 წლის 1 თებერვალს ვარძიის ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1886 წლის 16 სექტემბერს ვარძიის მონასტერში სარემონტო სამუშაოები ჩაატარა, რის გამოც ადგილობრივმა საეპარქიო მმართველობამ მადლობა გამოუცხადა. მამა კალისტრატე დაჯილდოებული იყო 1853-1856 წლების ყირიმის ომის დროს გაცემული ბრინჯაოს მედლით წმინდა გიორგის „ლენტით“. ასევე მიღებული ჰქონდა ჯვარი წითელი ჯვრის საზოგადოებისაგან. მამა კალისტრატემ დიდი ამაგი დასდო ვარძიის მონასტერს. 1887 წელს იგი 500 მანეთად მოურიგდა მხატვარ გიგო გაბაშვილს, რომელმაც ვარძიის ყოვს. ლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის განახლება იკისრა. ეს ძველებური ხატი დიდი ზომის გახლდათ და მონასტრის გუმბათის ქვეშ იყო გამოსახული. ორივე მხარეს ანგელოზები იყო გამოხატული. ჩარჩოები და სხვა მასალები თვითონ ვარძიის მონასტერმა გაიღო თავისი ხარჯებიდან. მოხატვა უნდა დაწყებულიყო მომდევნო წლის ზაფხულს, აპრილის დამლევს და ორ-სამ თვეში დასრულებულიყო. გიგო გაბაშვილს ხატი ძველებურ სტილში უნდა შეესრულებინა. მამა კალისტრატემ წამოიწყო ვარძიის მონასტრის საფუძვლიანი შეკეთებაც. მოახერხებდა ამ ღირსეული საქმის ბოლომდე მიყვანას, რომ არა ის უბედური შემთხვევა, რომელიც მას სავანის განახლების დროს შეემთხვა. აი, რას წერდა 1888 წლის აპრილში გაზეთია „ივერია“: „ახალქალაქიდან გვწერს ბატონი ილია ალხაზიშვილი შემდეგს სამწუხარო ამბავსა: 28 მარტს მივიღეთ აქ ამბავი, რომ ვარძიის მონასტრის წინამძღვარს, მამა კალისტრატეს, შეემთხვა საშინელი უბედურებაო. როგორც მოგეხსენებათ, მამა კალისტრატე მხნე და მშრომელი კაცი იყო. მონასტრის გასამშვენიერებლად და იმის არე-მარეს განსაკეთებლად არ აკლებდა თავის მოღვაწეობას. აი, ამ ჟამადაც მონასტრის დასწვრივ, მტკვრის პირზედ, დიდის ვაი-ვაგლახით მებატონეთ გამოართვა უწინდელის მონასტრის საკუთარის მამულიდამ ერთი ბოხჩა ალაგი და ამ ალაგზე აპირებდა ბაღის გამართვას მონასტრის კრებულისათვის. ამ ალაგის გასაგანიერებლად დაუწყო ბრძოლა თოფის წამლით საშინელს კლდეებს და საქმე კარგადაც მიდიოდა, მაგრამ გუშინ საღამოთი შემდეგი უბედურება დაემართა: ერთმა ლაღუმმა, ჩვეულებისამებრ, ვერ იფეთქა თავის დროზედ, რისთვისაც მამა კალისტრატემ მიჰგზავნა კაცი მიზეზის გასაგებად. ამ კაცმა უთხრა, რომ არაფრის ნიშანი არ არისო, მიწით გავსილა ხვრელი და თოფის წამალი ვერ იფეთქებსო. მაშინ გულმა ვერ გაუძლო მამა კალისტრატეს, მივიდა თითონ და, ვიდრე გასინჯავდა მიწას, რომელიც თოფის წამალსა ჰქონდა ზემოდამ წაყრილი, დაიძახა უცბად საშინელმა ლაღუმმა, იფეთქა და თითონ მამა კალისტრატეც მაღლა აისროლა ჰაერში. მარჯვენა ხელი მოსწყდა და ცოტაზეღა ჰკიდია, პირი-სახე საშინლად დასახიჩრებული აქვს და სასიკვდილოდ არის გადადებული. პირველი შემწეობა ავად თუ კარგად იქვე თავის მოსამსახურეს აღმოეჩინა. ბევრის წვალების შემდეგ სისხლი შეეწყვიტა და დღეს ახალქალაქიდამ სამხედრო ექიმი მივაშველეთ ცხენის საჩქაროზედ. ახალციხეშიც მაზრის უფროსს ნ. ალექსი-მესხიშვილს მივწერეთ დეპეშა, რომ დაეხმაროს და უპატრონოს, როგორც ბერს, ისე იმის სარჩო-ქონებას. ექიმი ჯერ არ დაბრუნებულა და დაწვრილებით ამ ამბავს შემდეგის ფოსტით გაცნობებთ“. მართლაც ამავე თვეში ისევ გაზეთი „ივერია“ წერდა: „როგორც საქმიდგანა სჩანს, პატივცემული მამა კალისტრატე ასწორებდა მონასტრის გზას, რომელზედაც გადმოწოლილიყო უზარმაზარი კლდის ლოდები, რის გამოც მლოცავთ მისვლა-მოსვლა უჭირდებოდათ. ამიტომაც მამა კალისტრატემ განიზრახა ამ ლოდების ლაღუმით დამტვრევა, ე. ი. აფეთქება თოფის წამლით და კიდეც შეუდგა საქმეს. კალისტრატეს მიეცა თავისისავე ხელით ამოფუღრულს ლოდებში სამი ლაღუმი და ფიცხლავ მოჰშორებოდა რამდენსამე მანძილზე. მოკლე ხანის განმავლობაში ორს ლაღუმს ეფეთმნა და მესამეს-კი კარგა ხანს დაეგვიანა. კალისტრატეს ეგონა მესამე ლაღუმმა მომატყუაო და ხელმეორედ მიუახლოვდა პატრუქის მისაცემად. აეღო პატრუქი, ჩაედო გატენილს კლდის ნაფუღრში, რომელშიაც ცეცხლს ჯერ არ მიეღწია თოფის წამლამდე და სანამ წუმწუმას აანთებდა, იფეთქა თოფის წამალმა, გახეთქა ლოდი ნაწილ-ნაწილად და საშინლად დაასახიჩრა თავდადებული მამა კალისტრატე. საცოდავისათვის ლაღუმს წაურთმევია სრულებით სამი თითი მარჯვენა ხელისა: დიდი, მაჩვენებელი და შუა თითი და ამავ ხელის ძვლები სულ დაულეწია. პირი-სახეც ძალიან დაუშავებია და დაუზიანებია. სულ შეტრუსნია, გაჰლურჯებია და ისე აქვს თურმე დასიებული, რომ ექიმმაც ჯერ არ იცის, თვალები აქვს თუ არა. მაგრამ, როგორც ექიმი ამბობს, სახე საეჭვოდ არა აქვს დაზიანებული, რადგან სიმსივნე არ უშლის მამა კალისტრატეს არც ლაპარაკს და არც ჭამასა. მოწვეული ქალაქ ახალქალაქიდგან სამხედრო ექიმი ამბობს, რომ თუ ხელი არ მოეჭრა, ძალიან ძნელია კალისტრატეს მორჩენა და ეს ოპერაცია უსათუოდ საჩქაროდ უნდა მოხდეს, ვიდრე ანტონის ცეცხლი არ გასჩენიაო. მე მარტოკა არ შემიძლია ეს ოპერაცია გავუკეთო, თუ ერთი სხვა ექიმიც არ დამესწროვო. მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, ვინ არის პატრონი?! დასტოვეს ძვირფასი მამა ეხლანდელ უამინდობისა გამო მიუვალ და მივარდნილ კლდეში. ამაზედ არც პოლიცია ზრუნავს, არც მაზრის ექიმები. თუმცა პოლიციამ გაგზავნა თავისი მოხელე, ბატონი ვ. ტერ-გრიგორიევი, მონასტრის ნივთების დასაცველად და აგრეთვე მღვდელ-მონოზონისა, მაგრამ ამნაირი დაცვა ვერ დაიხსნის დასა-
31-3 საპატრიარქოს უწყებანი N31 20-26 ოქტომბერი 2011წ გვ.20
ვარძიის მონასტერი XIX-XXI საუკუნეებში (დასასრული)
ხიჩრებულ ძვირფასს მამას, რომლის შემდგომაც მთელი მონასტერი უნდა ჩავარდეს იმ მდგომარეობაში, რომელშიაც იყო ამ სამი და ოთხის წლის წინად“. 1888 წლის 10 დეკემბერს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ექიმის რჩევითა და თხოვნით, მამა კალისტრატე თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტერში გადაიყვანეს. 1890 წლის 12 იანვარს დავით გარეჯის მონასტერში დაინიშნა, სადაც ასევე უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. მონასტრის დათვალიერების დროს იგი კლდეზე დაგორდა და საშინლად დაიმტვრა. ექიმებმა ძლივს მოახერხეს მისი ფეხზე დაყენება. XIX საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს მამა კალისტრატე, თავისი თხოვნით, სოხუმის ეპარქიაში გადაიყვანეს და დრანდის რუსული მონასტრის საძმოში განამწესეს, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა. 1906 წლის 12 სექტემბერს სოხუმის ეპისკოპოსი კირიონი (საძაგლიშვილი, შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) სწერდა მღვდელ იოსებ ჩიჯავაძეს: „10 სექტემბერს ღამე გავათიე ჩემს მონასტერში – დრანდაში. მეორე დღეს, დილით, ვნახე დრანდის მთაში გვირაბები, ძველად გამოკვეთილი მდინარის პირამდე. მერე წავედი ახლომდებარე ქილის სანახავად. ქილა წარმოადგენს პატარა მონასტერს, რომელშიაც ოცამდე ბერი მოღვაწეობს. ამ ქილის ახლოს სახლობენ ესტონები და მეგრელები. მეორე ქილის ნახვა ვეღარ მოვასწარი. მონასტრის წიგნსაცავში ვნახე ექვსი ქართული ხელნაწერი, რომლებიც დრანდის მონასტერს დარჩენია მღვდელ-მონაზონ ცნობილი კალისტრატესაგან. ორი მათგანი ტყავზეა ნაწერი და დანარჩენი ქაღალდზე. ერთი უფრო უძველესი ხელნაწერი ეკუთვნის X-XI ს-ს. გარდა ამისა, მამა კალისტრატეს ბევრი ხელნაწერი ჰქონია, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ მისსავე ნათესავს, გვარად ლოლუას წაუღია. მასვე დარჩენია ნაწილებიანი წმინდა გიორგის ხატი, რომელიც ეხლა დრანდის მონასტრის ტრაპეზში ასვენია. ამ ხატის აღწერა თვით კალისტრატეს მოუქცევია ლოცვანის წინა ფურცელზე (ეს ლოცვანი ტარასის ხელშია იგულისხმება მღვდელ-მონაზონი ტარასი კანდელაკი, შემდგომში წილკნელი ეპისკოპოსი), სადაც ვკითხულობთ: „ზევით რომ არის წმინდა გიორგის გვერდია, მეორე წმინდა ნიკოლოზისა, მესამე წმინდა იოანე ნათლისმცემლის კბილია, მეოთხე წმინდა ხარლამპის, ზევითა კუთხეში წმინდა მარინესი. მეორე კუთხეში ძელი ჭეშმარიტი მოყვითალო ქრისტესი და ნათლისმცემლის სისხლია“. როგორც ამ წერილიდან ირკვევა, ღვაწლმოსილი მოძღვარი აფხაზეთში, დრანდის მონასტერში აღესრულა. თუ სად დაკრძალეს იგი, ჩვენთვის უცნობია.
32 საპატრიარქოს უწყებანი N32 27ოქტომბერი-2ნოემბერი 2011წ გვ.18
ვარძიის მონასტერი XIX-XXI საუკუნეებში
II ნაწილი დასაწყისი იხ. „საპატრიარქოს უწყებანის“ M31-ში
არქიმანდრიტი სვიმონი (წულუკიძე) „ვარძიის ნატამალის გუშაგი და პატრონი“ გარძიის მონასტრის რიგით მეხუთე წინამძღვარი გახლდათ არქიმანდრიტი სვიმონი, ერისკაცობაში სმარაგდე ყარამანის ძე წულუკიძე. იგი 1834 წელს იმერეთში, წულუკიძეების თავადურ ოჯახში დაიბადა. ოჯახში პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ, 1849 წელს, მშობლებმა პატარა სმარაგდე ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, რომელიც 1853 წელს დაასრულა. 1854 წლის 11 თებერვალს 20 წლის ახალგაზრდა (მეორე ვერსიით, 1857 წელს, როგორც ამას XVIII საუკუნის II ნახევარში გადაწერილ „ბიბლიურ წიგნებზე“ გაკეთებული მინაწერი გვამცნობს: „მე კნიაზი სამარაღდონი წულუკიძე განმაწესეს მორჩილად გაენათის მონასტერში ჩყნზ წელში“) იმერეთის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (წულუკიძე) გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში მორჩილად განამწესა. 1861 წლის 5 დეკემბერს გელათის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ბონიფანტემ (ნადირაძე) მორჩილი სმარაგდე ბერად აღკვეცა და სახელად სვიმონი უწოდა. ამავე წლის 17 დეკემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) იგი დიაკვნად აკურთხა. 1864 წლის 4 აპრილს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტერში გადაიყვანეს. 1867 წლის 8 ოქტომბერს გორის ეპისკოპოსმა გერონტიმ (პაპიტაშვილი) ბერ-დიაკონ სვიმონს მღვდლად დაასხა ხელი და ამავე წლის 20 ნოემბერს მონასტრის ეკონომოსად დაადგინა. 1869 წლის 19 თებერვალს დავით გა-
32-1 საპატრიარქოს უწყებანი N32 27ოქტომბერი-2ნოემბერი 2011წ გვ.19
ვარძიის მონასტერი XIX-XXI საუკუნეებში (გაგრძელება)
რეჯის მონასტერში გადაიყვანეს. 1870 წლის 28 ოქტომბერს ამავე მონასტრის ხაზინადრად დაადგინეს. 1871 წლის 25 ივნისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1872 წლის 13 იანვარს შიომღვიმის მონასტერში განამწესეს და იქაც ხაზინადრობა დაევალა. 1875 წლის 30 აპრილს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა. 1878 წლის 13 ივლისს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. 1879 წლის 25 ოქტომბერს ისევ გარეჯის მონასტერში დააბრუნეს და 1880 წლის 10 თებერვალს კვლავ ხაზინადრად დაინიშნა. 1882 წლის 13 ივნისს ჯავახეთში, ვარძიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1884 წლის 9 აგვისტოს კავკასიის მთავარმართებელმა, ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვმა იმოგზაურა ახალციხისა და ახალქალაქის მაზრაში. მან ახალქალაქის დათვალიერების შემდეგ ვარძიის მოლოცვა გადაწყვიტა და ცხენით გაემართა მონასტრისაკენ. როდესაც აღმართს შეუდგა, ფეხით მოინდომა მონასტერში ასვლა. კარიბჭესთან მას წინამძღვარი, მამა სვიმონი მიეგება და მოკლე სიტყვით მიმართა: „თქვენო ბრწყინვალებავ! მხიარულებით მოგეგებვის თქვენ ძველი ესე მიძინების ტაძარი, სადგომი მეფე გიორგი III-ისა და ასული მისი მეფე თამარისაგან გადადებული სასაფლაოდ მათდა ამათ დროს ბედნიერ მდგომარეობაში იყო. შემდეგ კი 600 წლის განმავლობაში ამან გამოიარა ათასნაირი მტარვალობა ქრისტეს სარწმუნოეჯის მტერთაგან. მცირედი ადგილიც არ არის ვენს ქვეყანაში, რომ ქართველთ სისხლი არ დაეღვაროთ სარწმუნოებისთვის და მამულისთვის; მაგრამ არსად ისე არ დასტყობია, როგორც ამა მხარეს. თვალი ზეციურის დედოფლისა ყოველთვის იღვწოდა თავის წილხდომილის ივერიისათვის და მით მან მიანდო ქრისტესმოყვარე ძლიერის რუსეთის მეფეს მფარველობასა ქვეშე, რომელიც ზრუნავს წმიდათა ეკლესიათა და ხალხის კეთილდღეობისათვის. ღვთის განგებამ შთაგითხრათ თქვენ გულში თვით თქვენის თვალით განგეცადათ სალს კლდეში ეს დიდებული ძველი ტაძარი, სადაც კვალი თქვენი ბრწყინვალებისა დაუვიწყარი იქმნება. უფალმა აკურთხოს შემოსვლა და გასვლა თქვენი ამა ტაძრიდამ და წარმართნეს გზანი თქვენი გზასა მშვიდობისასა, სადიდებლად წმინდა სახელისა მისისა და სასარგებლოდ ერისა თვისისა“. 1885 წლის 1! თებერვლიდან მღვდელმონაზონი სვიმონი ისევ გარეჯის მონასტერშია. 1885 წლის 15 ივლისს წმინდა ანას'III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1888 წლის 26 აგვისტოს მამა სვიმონი ხელმეორედ დაადგინეს ვარძიის მონასტრის წინამძღვრად. 1898 წლის 5 ივლისს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოს ფლაბიანეს (გოროდეცკი) ლოცვა-კურთხევით, გორის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) მლვდელ-მონაზონი სვიმონი ენქერით დააჯილდოვა და იღუმენის წოდება მიანიჭა. 1901 წლის 10 ივნისს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1904 წელს ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ და მწერალმა ალექსანდრე ყიფშიძემ (ფრონელმა) იმოგზაურა ვარძიის მონასტერში და იქ ნანახი და განცდილი თავის ნაშრომში „ნახული და გაგონილი ვარძია“ აღწერა. ძველი ისტორიისა და ამბების მოთხრობის შემდეგ, აი, რას გვიამბობს იგი არქიმანდრიტ სვიმონის შესახებ: „ვარძიის ნატამალს გუშაგობას და პატრონობას უწევს არქიმანდრიტი მამა სიმონი, ერობაში თავადი წულუკიძე. დღეს ქართველობას ბერობა თითქმის აღარა გვყავს. იგი წარსულს რეჟიმს სამუდამოდ თან გაჰყოლია. მამა სიმონი ახოვანი ტანისაა, ლმობიერი სახისა, ძალზედ მოხუცი, მაგრამ მხნე და სიცოცხლით სავსე. ეტყობა, დიდად უყვარს ვარძია. აქ შიმშილს ამჯობინებს სხვაგან განცხრომა-ფუფუნებას. მამა სიმონი ძველის ტიპის ბერია, რუსული სწავლა-განათლება არ მოუღია, საუბარი სასოებიანი და ქართული მარილიანი აქვს. არქიმანდრიტს ორი მორჩილი ჰყავს, ვგონებ ერთი იმერია და მეორე ამერი. ერთი პატარა ბიჭიცაა, ასე 12-13 წლისა, ცოცხალი, როგორც ჩიტი და მარდი, როგორც ნიბლია. მამა არქიმანდიტს ხელზე ემსახურება, ჩაის უკეთებს, სუფრას უშლის და ქვეშაგებსაც უმზადებს. ბავშვი იმერეთიდანაა ჩამოყვანილი. მისი წკრიალა ხმა ზარივით გაისმის ამ მინგრეულ-მონგრეულ მღვიმეთა შორის. მარტოოდენ ეს ბალღია სიცოცხლის წარმომადგენელი და გამომსახველი. დიდხანს გასძლებს თუ არა ეს მალხაზი ქოჩორა ჩიტი სიცოცხლეს მოკლებულ სავანეში, ძნელი გამოსაცნობია.
32-2 საპატრიარქოს უწყებანი N32 27ოქტომბერი-2ნოემბერი 2011წ გვ.20
ვარძიის მონასტერი XIX-XXI საუკუნეებში (დასასრული)
არავითარი სახსარი ცხოვრებისა მამა სიმონს კრებულით არა აქვს. დღესაც არ ვიცი, რითი საზრდოობს დიდებულისა და სახელოვანის ვარძიის გუშაგი. ქონება არავითარი, არც მოძრავი, არც უძრავი. კრებულს ჰყავს ერთადერთი სახედარი ფქვილისა და შეშის საზიდავად. ჰყოლიათ ერთი ცხენიცა და, რადგან ვერ გამოუკვებიათ, გაუბარებიათ. ცოტაოდენი შეწირულობა მოუგროვებია მამა სიმონს და განუზრახავს წისქვილი დაებრუნებინა მტკვარზე. სამი ქვა კიდეც მოეტანა ქუთაისიდგან, რუ გაეთხარა დიდი წვალებითა და ტანჯვით, მაგრამ წისქვილი ჩემს იქ ყოფნის დროს წესიერად ვერ მუშაობდა, წყალი ღონივრად ვერ სცემდა და წისქვილს უგემურად გაჰქონდა ღრიტინი. მაშასადამე, ეს განზრახული წყარო საზრდოს შოვნისა ჯერჯერობით დაშრეტილია. მამა სიმონს ჰყვარებია ქართულის კითხვა. ჩემსობას „ივერიასა“ მოვკარი თვალი არქიმანდიტის სენაკში. საწყენია, თუ ფულით იწერს. საიდან უნდა გაიღონ ერთი თუმანი? კარგს იზამს რედაქცია, თუ უსასყიდლოდ გამოუგზავნის გაზეთს. ნუ დაივიწყებს გაზეთი, რომ ეს სამიოთხი ქართველიღა დარჩა ძველის საქართველოს წარმომადგენლად ამ გამაჰმადიანებულს და გასომხებულს მხარეს. ვსთხოვ „ცნობის ფურცელსაც“ და „მოამბეს“, ნუ დაიშურებენ ჟურნალსა და გაზეთს ვარძიისათვის, ხოლო ნახატებიანი დამატება საჭირო არაა, ვინაიდგან ვარძია იტალია არ არის და მამა სიმონი იმ ბერთა ჯგუფს არ ეკუთვნის, რომელნიც ბოკაჩოს დროს ცხოვრობდნენ. შიშველ ქალთა სურათნი „დეკამერონობას“ გასწევენ და რა ხელსაყრელია, რომ უდაბნოში ჩვენსავე ხელით შევიტანოთ „ეშმაკეულობა“ და „ავი სული“. საჭიროა პური არსობისა და გონების საზრდო და არა სულისა და გულის მაცთუნებელი. ესენი სხვა ჯურის ბერთათვის და ნერვებმოშლილ ინტელიგენციისათვის დაგვილოცია“. 1907 წლის 15 ივნისს არქიმანდრიტი სვიმონი კახეთში, ხირსის წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1911 წლის 8 დეკემბერს, მოხუცებულობის გამო, შტატიდან გადადგა და პენსიაში გავიდა. საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის გადაწყვეტილებით, მას უფლება მიეცა, ეცხოვრა ხირსაში, სადაც მონასტრის შემოსავლიდან თვეში 10 მანეთი დაენიშნა. 1916 წლის დასაწყისში, როდესაც საქართველოს ეგზარქოსმა პლატონმა (როჟდესტვინსკი) იმოგზაურა კახეთში და ხირსის მონასტერი მოილოცა, მოინახულა ღრმად მოხუცებული არქიმანდრიტი სვიმონი, რომელსაც დაჰპირდა პენსიის მომატებას. მან დანაპირები შეასრულა და ამავე წლის 1 აპრილიდან, მისივე ბრძანებით, ქართლ-კახეთის ეპარქიის მამათა მონასტრების საძმოებს დაევალათ ყოველწლიურად 240 მანეთი შეეგროვებინათ მამა სვიმონის სასარგებლოდ. სავარაუდოდ, მამა სვიმონი 1917 ან 1918 წელს გარდაიცვალა.
გაგრძელება იხ. შემდეგ ნომერში
33 საპატრიარქოს უწყებანი N33 3-9ნოემბერი 2011წ გვ.18
ვარძიის მონასტერი XIX-XXI საუკუნეებში
არქიმანდრიტი იპოლიტე (მნათენაძე) „ყოვლადპატიოსანი და გულკეთილი ადამიანი“
III ნაწილი
მონასტრის უკანასკნელი წინამძღვარი გახლდათ არქიმანდრიტი იპოლიტე, ერისკაცობაში ილარიონ ნიკოლოზის ძე მნათენაძე. იგი 1861 წელს ქართლში, სახელმწიფო გლეხის ოჯახში დაიბადა. 1897 წლის ჩათვლით იგი მშობლიურ სოფელში ცხოვრობდა და სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული. 1898 წლის 19 მარტიდან ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის უშტატო წევრია. 1900 წლის მარტში სასულიერო უწყებაში მიიღეს. ამავე წლის 12 ივნისს შტატის მორჩილად დაადგინეს. 1901 წლის 4 მაისს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტერში გადაიყვანეს და ამავე წლის 17 ნოემბერს იპოლიტეს სახელით ბერად აღკვეცეს. 1901 წლის 4 დეკემბერს დიაკვნად აკურთხეს. 1907 წლის 9 მარტს ვარძიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა და ამავე წლის 18 მარტს ეგზარქოსების წმინდა ჯვრის სახელობის კარის ეკლესიაში საქართველოს ეგზარქოსმა ნიკონმა (სოფისკი) მლვდლად დაასხა ხელი. 1913 წლის 14 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1920 წელს ვინმე არჩილ მაჭავარიანმა იმოგზაურა ვარძიის მონასტერში და იქ ნანახი და განცდილი გაზეთ „საქართველოს“ ფურცლებზე გამოაქვეყნა: „ბერი იპოლიტე, რომელიც ამჟამად იმყოფება ვარძიის მონასტერში და თავის თავი შეეწირა განდეგილობისათვის ამ ღირს შესანიშნავ და მიყრუებულ ადგილსა ყოვლადპატიოსანი და გულკეთილი ადამიანი იყო. იგი მაგონებდა სხვა განდეგილებს, რომელთაც ყველაფერი მიეტოვებინათ, რათა ღვთისმსახურებაში გაეტარებინათ თავიანთი სიცოცხლე. ეხლაც, ამ მეოცე საუკუნეში, როდესაც მთელი კაცობრიობის აზროვნების ფართე ასპარეზი ერთგვარ უარყოფას ისახავს ორთოდოქსულ მიმართულების წინააღმდეგ და ეძებს სულ სხვა გზებს საღვთისმეტყველო საკითხების გადაწყვეტაში, მოიპოება სადღაც ადამიანები, რომელნიც წმინდად იცავენ ძველ სასულიერო ტრადიციებს და სულგრძელობით იტანენ წილად ხდომილ ბერულ ცხოვრებას. მისი საქმე იყო ლოცვა და სხვა არაფერი. მის სიმდიდრეს შეადგენდა რამდენიმე სასულიერო წიგნი და კრიალოსანი, რომელსაც ის აგორებდა ლოცვის შემდეგ, დასვენების დროს, მისვლისთანავე მოხუცი იპოლიტე დიდის თანაგრძნობით მოგვეპყრო და სიამოვნებით გაგვიძღვა წინ მონასტრის დასათვალიერებლად. უნებლიეთ გებადება კითხვა: –– რა ხელმა და რა გონებამ გააკეთა ყველაფერი ეს?.. ყველგან დაცულია სილამაზე, მოხდენილობა, სისწორე. აი, რით შეგვიძლიან მართლა ვიამაყოთ ჩვენ. აი, რა შესძლებიათ და როგორები ყოფილან ქართველები ძველად. მაგრამ, საუბედუროდ, ჟამთა სიმუხთლე დასტყობია მას. ოსმალების შემოსევის დროს დიდი ზიანი მისცემია ამ მონასტერს. კელდებზე მხატვრობა დასერილია თოფის ტყვიებით, ზოგ ადგილ.' ოთახების ერთი მეორის გამყოფი შუა კეარები მქ მონგრეულია უხეშ მტრისაგან უმიზნოდ. ამას გარდა, ზოგ ალაგას კლდე ჩამოწოლილია და ოთახები დანგრეული, რადგან წვიმისგან და ნიაღვრისგან ჩამოთლილი კლდე ვეღარ შემაგრებულა თავის ადგილს. ეს უკვე ჩვენი ბრალია, რომ მას ყურადღებას არ ვაქცევთ და საჭირო შეკეთებისათვის, რომელსაც დღეს ეს ძველი მონასტერი მოითხოვს, არ ვფიქრობთ. მონასტრის სიმდიდრე, რომელიც მასში იყო წინად, ზოგი მოპარულია და გაძარცვული და ზოგიც ძალად წაღებული. ბერის სიტყვით, რაც კი ღირსშესანიშნავი იყო ამ მონასტერში ხატებიდან დაწყებული, რუსების ბატონობის დროს იქნა რუსეთში გაზიდული ურწმუნო ეგზარქოსების დროს – როგორც აშკარად, ისე ფარულად. რაც რუსებს გადაურჩა, ის ოსმალებს წაუღიათ შემოსევის დროს, ხოლო ადგილობრივ თათრებს დაუმთავრებიათ მონასტრის გაქურდვა, ვინაიდან ამ დროს ბერები (წინად რამდენიმე ბერი იმყოფებოდა აქ) გაქცეულან და მონასტერი უპატრონოდ დარჩენილა. ამის მიუხედავად, მოხუცი ბერი ერთგვარ სიხარულს გამოსთქვამდა იმის შესახებ, რომ რუსები განდევნილნი არიან საქართველოდან და საქართ-
33-1 საპატრიარქოს უწყებანი N33 3-9ნოემბერი 2011წ გვ.19
ვარძიის მონასტერი XIX-XXI საუკუნეებში (გაგრძელება)
ველო ეხლა თვით არის თავის ბატონ-პატრონი. ბერმა შემოგვატარა მთელი მონასტერი და დაგვათვალიერებინა. ამასთან, ყველაფერს გვიხსნიდა და საგულისხმიერო ცნობებს გვაწვდიდა. დავლის შემდეგ დავსხედით ეკლესიის წინ, დერეფანში, სვეტებთან, საიდანაც მოსჩანდა დაბლა გადაჭიმული მტკვრის ხეობა. გუშინ, გვითხრა ბერმა, მთავრობის თავმჯდომარე ბრძანდებოდა აქ მინისტრებით. მან დაათვალიერა აქაურობა. სხვათა შორის, წაიღო ჩემ მიერ შედგენილი შეკეთების გეგმა და დამპირდა მონასტრის შეკეთებას. ბერი იპოლიტე კმაყოფილი იყო ამით, მაგრამ "სურდა ფართე საზოგადოებასაც მიეპყრო ყურადღება და მონასტრის შეკეთებაში დაჰხმარებოდნენ...“ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის პირველი მეთაურის, ნოე ჟორდანიას დაპირება დაპირებად დარჩა. 1921 წლის თებერვალში რუსეთის იმპერიამ საქართველო ხელმეორედ დაიპყრო და ვარძიის მონასტრისთვის აღარავის ეცალა. მამა იპოლიტე ისევ თავისი ძალებით ცდილობდა სავანე დანგრევისა და გაუდაბურებისაგან ეხსნა, მაგრამ რა უნდა ექნა მარტო კაცს იმ უმძიმეს პერიოდში, რომელიც ახალმა კომუნისტურმა რეჟიმმა მოუტანა საქართველოს. 1924 წლის ზაფხულის დასაწყისში ახალციხეახალქალაქის ოლქის მთავარხუცესი, დეკანოზი იოანე ცქიტიშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს ვარძიის მონასტრისათვის და საკათოლიკოსო საბჭოს სთხოვდა გამოენახა გზები და საშუალება, რათა იქ მცხოვრებ ბერებს არ შეეწყვიტათ ლოცვავედრება ერისა და საქართველოს გადარჩენისათვის. აი, რას წერდა იგი: „თქვენს მეუფებას კარგად მოეხსენება, რომ ვარძიის მონასტერი ქართველი ერის სიამაყეა, როგორც უტყუარი საბუთი მისი წარსული დიდებისა, სარწმუნოების ფხიზელი დარაჯია, რადგან საზღვარზე დგას. მას გარს ახვევიან უცხო სარწმუნოების ერები, საიდანაც ხალხი ბლომად დაიარება დიდ დღესასწაულებში. ნახულობენ სავანეს და მით ეცნობიან ჩვენი ერის ისტორიას და სარწმუნოებას. ამ მონასტრის ცხოვრებაში განსაკუთრებით აღსანიშნავია 15 აგვისტო (ძვ. სტილით) ღვთისმშობლის მიძინების დღე. ამ დღეს ტაძრის დღესასწაულია. ეს დიდებული მონასტერი თავისი წარსული სიდიადით საქართველოს ყველა კუთხიდან ამ დროისათვის დიდძალ ხალხს იზიდავს. მლოცველების რიცხვი იმდენად დიდია, რომ არსებულ მაღაროებში ვერ თავსდებიან და იძულებული ხდებიან კიბეებზე გაათიონ. ჩემის აზრით, რომ სარწმუნოების ეხლანდელმა კრიტიკულმა ხანამ, მორწმუნე ერს გული რომ არ გაუგრილოს და მით მონასტერმა ერთხელ და სამუდამოდ არ დაჰკარგოს თავისი მნიშვნელობა, საჭიროა მონასტრის სახელის ამაღლება. ეს კი მოხდება მაშინ, თუ ყოველწლობით, ამ შესანიშნავ დღეს მღვდელმთავრის წირვა მოეწყობა და დანარჩენ დღესასწაულებში წინამძღვარი შეასრულებს წირვას, მაინცდამაინც არქიმანდრიტის ხარისხში. ეჭვს გარეშეა, რომ ეს მლოცველებში სარწმუნოების გრძნობას ფრიად გააღვიძებს. გამოვდივარ რა ასეთი დებულებიდან, უმორჩილესად ვშუამდგომლობ თქვენი მეუფების წინაშე, წელს ღვთისმშობლის მიძინების დღეს კეთილი ინებოთ წირვა ხსენებულ მონასტერში, ხოლო აწინდელი წინამძღვარი მისი მღვდელ-მონაზონი იპოლიტე აღიყვანოთ არქიმანდრიტის ხარისხში, რადგან მან ეს უკვე დაიმსახურა. მღვდელ-მონაზონი იპოლიტე მაღალი ზნეობისაა და მტკიცედ ასრულებს ბერულ აღთქმას. იგი 16 წელიწადია მოღვაწეობს აღნიშნულ მონასტერში. მას იქ გაუკეთებია სავანეში ასასვლელი კიბეები, გაუმშვენებია წყარო, შეუკეთებია წინამძღვრის ბინა. ასუფთავებს და უვლის მრავალ მაღაროს. ასრულებს ღვთისმსახურებას, მუდმივ სასყიდელს კი არსაიდან იღებს. მას ახალციხე-ახალქალაქის ოლქშიაც მიუძღვის სამსახური, რაც გამოიხატება ოლქის ეკლესიებისათვის სამედავითნეო კანდიდატების მომზადებაში. თუ სადმე მესხეთჯავახეთის ეკლესიებში მედავითნე კარგად გალობს, ამის მიზეზი აუცილებლად მამა იპოლიტეა, რადგან თვითონ მშვენიერი მგალობელია“. საკათოლიკოსო სინოდმა გაითვალისწინა მამა იპოლიტეს დამსახურება და იმავე წლის 28 აგვისტოს, ტაძრის დღესასწაულზე მას არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. მისი შემდგომი ბედი უცნობია. როგორც ჩვენს ხელთ არსებული მასალებიდან ირკვევა, ამის შემდეგ ვარძიის მონასტერში მალევე შეწყდა ღვთისმსახურება.
33-2 საპატრიარქოს უწყებანი N33 3-9ნოემბერი 2011წ გვ.20
ვარძიის მონასტერი XIX-XXI საუკუნეებში (დასასრული)
მღვდელ მონაზონი მათე (გელაშვილი)
აქვე უნდა ვახსენოთ ვარძიის მონასტრის საძმოს უკანასკნელი წარმომადგენელი, მღვდელ-მონაზონი მათე, ერისკაცობაში მიხეილ გელაშვილი. იგი 1849 წელს ქართლში, გლეხის ოჯახში დაიბადა. მიღებული ჰქონდა შინაური განათლება. 1878 წლის 14 სექტემბერს მიხეილი ვარძიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში მორჩილად განამწესეს. 1891 წლის 24 იანვარს სასულიერო უწყებაში მიიღეს და გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერში გადაიყვანეს, სადაც 1894 წლის 31 ივლისს ბერად აღიკვეცა და სახელად მათე ეწოდა. ამაგე წლის 30 ოქტომბერს დიაკვნად აკურთხეს. 1897 წლის 16 დეკემბერს მამა მათე ისევ ვარძიის მონასტერში გადაიყვანეს. 1898 წლის 5 დეკემბერს მღვდლად დაასხეს ხელი. 1907 წლის 19 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. მამა მათეს შესახებ მოგონებები შემოგვინახა აწ განსვენებულმა ბაგრატ პაპამ (დევნოსაძე), რომელიც თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდა ვარძიის მახლობლად (დაბადებული იყო 1900 წელს) და კარგად ახსოვდა იქ მოღვაწე უკანასკნელი ბერები. აი, რას ყვებოდა იგი მათე ბერის შესახებ: „თუ რომელიმე სოფელში რაიმე სენი მძვინვარებდა, იგი არ უშინდებოდა და თვითონ კურნავდა ხალხს. მათე ბერს თხის ტყავი ემოსა. ძალიან უყვარდა ხალხს. ხშირად დაგვიანებია მონასტერში მისვლა და კარიც დაუკეტავთ, დილით კი, ყველას გასაკვირად, თავისი სენაკიდან გამოსულა. გაკვირვებულებს ასე პასუხობდა: კარი ღიად დამხვდა და ისე შემოვედიო. 1917 წლის რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე იგი ხალხში ქადაგებდა უღმერთო ადამიანების გამოჩენის შესახებ, რომლებიც დაანგრევდნენ ტაძრებს, აცდუნებდნენ და აწამებდნენ ადამიანებს და მოუწოდებდა ყველას, მტკიცედ მდგარიყვნენ სარწმუნოებაზე. რევოლუციის შემდეგ იგი წასულა ამ მონასტ რიდან და მას შემდეგ არც არაფერი გაუგია მის შესახებ პაპა ბაგრატს“.
მონასტრის დახურვისა და ალდგენის ხანა
საბჭოთა ხელისუფლებამ ვარძიაში მონასტერი დახურა, შემდეგ ჯერ ტურისტული ბაზა, 1938 წელს კი მუზეუმი დააარსა. მისი ხელახალი ამოქმედება XX საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს მოხერხდა. 1989 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ვარძიის მონასტრის პირველ წინამძღვრად მღვდელ-მონაზონი სერაფიმე (კიკონიშვილი) დაინიშნა. 1990-1995 წლებში ვარძიაში მღვდელი იოანე გელაშვილი, ხოლო 1995-1999 წლებში კი მღვდელი ზოსიმე კაცაძე მსახურობდა. 1999 წლიდან ვარძიაში ბერები დასახლდნენ და მონასტრის წინამძლვრად მღვდელ-მონაზონი ანტონი (მაჭარაშვილი, ამჟამად არქიმანდრიტი) დაინიშნა. 2001 წელს მამა ანტონის ძალისხმევით სამონასტრო კომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილში ბერებისთვის სენაკები მოეწყო, სადაც ერთი სენაკი უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ისთვისაა განკუთვნილი. 2002 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა მოილოცა ვარძიის მონასტერი და მოინახულა მისთვის განკუთვნილი სენაკი. მონასტერში ახლაც გრძელდება სარემონტო სამუშაოები და მიმდინარეობს მისი გამშვენება-განახლება. ამჟამად ვარძიის მონასტერში მოღვაწეობენ: წინამძღვარი არქიმანდრიტი ანტონი (მაჭარაშვილი), მღვდელმონაზონი მათე (ვაშაყმაძე), ბერ-დიაკონი შალვა (გოგატიშვილი), ბერ-დიაკონი გიორგი (ვარდანიძე), ბერი იოანე (ზარიძე), ბერი ლაზარე (ჯობინაშვილი).
34 საპატრიარქოს უწყებანი N34 10-16ნოემბერი 2011წ გვ.18
დეკანოზი იოანე ბობოხიძე 1868-1937
I ნაწილი
დეკანოზი იოანე დავითის ძე ბობოხიძე 1868 წლის 1 ივლისს იმერეთში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება მომავალმა მოძღვარმა ოჯახში მიიღო. შემდეგ სწავლა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში განაგრძო. 1884-1890 წლებში იგი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი, სასულიერო მთავრობამ თავისი ხარჯებით ცოდნის გასაღრმავებლად მოსკოვის სასულიერო აკადემიაში გააგზავნა. ოჯახური მდგომარეობის გამო იოანემ მცირე პერიოდი დაჰყო მოსკოვის აკადემიაში, რის შემდეგაც იძულებული გახდა მალე სამშობლოში დაბრუნებულიყო. 1892 წელს იგი დაოჯახდა ქიონია ლუკიშკინაზე (დაბადებული 1872 წ.) და მას“. თან ხუთი შვილი შეეძინა: ნადეჟდა (დაბადებული 1893 წ.), შალვა (1895წ.), ნიკოლოზი (1896წ.), დავითი (1899წ.) და იოანე (1903 წ.). სამშობლოში დაბრუნებული იოანე 1891 წლის 1 იანვარს მარტვილის ორკლასიან სანიმუშო სკოლაში უფროს მასწავლებლად დაინიშნა, სადაც 1896 წლის 6 დეკემბრამდე მუშაობდა. 1896 წლის 6 დეკემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) იგი დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 8 დეკემბერს მღვდლად დაასხა ხელი და ზუგდიდის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1896 წლის 15 დეკემბერს გურია-სამეგრელოს სასწავლო. საოლქო საბჭოს გადაწყვეტილებით, მეუფე გრიგოლმა მამა იოანე სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის მმართველ საბჭოში დანიშნა, სადაც 1900 წლამდე იმუშავა. 1898 წლის 4 თებერვალს იგი საგვერდულით დაჯილდოვდა. დეკანოზი იოანე ბევრს ზრუნავდა ახალგაზრდებში სწავლა-განათლების გავრცელებისათვის. ცდილობდა ბავშვებში გაეღვიძებინა სწავლისადმი სიყვარული და ხშირად უქადაგებდა მათ მის დადებით მხარეებზე. 1898 წლის 20 მარტს გურია-სამეგრელოს ეპარქიის მმართველად ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე) დაინიშნა. ამავე წლის 6 ივნისს, თანმხლებ პირებთან ერთად, იგი ზუგდიდში ჩაბრძანდა. ქალაქის შესასვლელში მას მიეგებნენ მაზრის უფროსი, საპატიო მოქალაქენი, სამლვდელოება და დიდძალი მრევლი. მისმა მეუფებამ მოკლე სიტყვით მიმართა საზოგადოებას და შემდეგ ზუგდიდის სულთმოფენობის სახელობის ეკლესიაში მიბრძანდა. მცირე პარაკლისის შემდეგ მეუფეს სიტყვით მიმართა ტაძრის წინამძღვარმა, მღვდელმა ანდრია ვახანიამ. იმავე დღეს მან დაათვალიერა ზუგდიდის ქვის ექვსკლასიანი სამოქალაქო სასწავლებელი. მეორე დღეს მეუფე მწირველი ბრძანდებოდა ზუგდიდის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიაში. წირვის წინ მეუფეს სიტყვით მიმართა ტაძრის წინამძღვარმა, მლვდელმა იოანე ბობოხიძემ, რომელშიც ისაუბრა მისი მეუფების ყოველი კეთილი საქმისა და ნაღვაწის შესახებ ეკლესიისა და მამულის სასარგებლოდ, გამოთქვა იმედი, რომ ყოვლადუსამღვდელოესობა არ დაიშურებდა ენერგიას და განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევდა მრევლის რწმენისა და ზნეობის განმტკიცებას ამ მხარეში. ამავე საღამოს მეუფე მიბრძანდა სოფელ ჭკადუაში, პრინცესა სალომე დადიან-მიურატთთან და დალოცა იგი. 1898 წლის 26 დეკემბერს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ მამა იოანე გურია-სამეგრელოს საეპარქიო სასწავლო საბჭოს ზუგდიდის მაზრის განყოფილების თავჯდომარედ დანიშნა, სადაც მან 1905 წლის ოქტომბრამდე იმსახურა. 1900 წლის 12 იანვარს ზუგდიდის ქალთა ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. ამავე წლის 27 აპრილს ზუგდიდის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურეობა დაევალა. 1900 წლის 13 მარტს ცაიშის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაადგინეს. მამა იოანეს გვერდით ედგა და რამდენჯერმე ფინანსური და მატერიალური დახმარება გაუწია პრინცესა სალომე დადიანმა, რომელიც ასევე დაინტერესებული იყო სწავლა-განათლების გავრცელებით ამ მხარეში. 1901 წელს მამა იოანე გაზეთ „ივერიაში“ წერდა: „მისი უმაღლესობის, პრინცესა სალომე დავითის ასულის თაოსნობით და ხარჯით, ამა წლის 8 აპრილს, ღამით, დაბა ზუგდიდში, სამეგრელოს თავადის ნიკოლოზ დავითის ძის სასახლეში ჩემდამი რწმუნებული ზუგდიდის ორკლასიან საეკლესიო-სამრევლო სკოლის უღარიბეს მოსწავლეთა სასარგებლოდ გამართულ იქნა კონცერტი, რომლისაგან შემოსული 300 მანეთი მათმა უმაღლესობამ იმავე ღამეს გადმომცა დანიშნულებისამებრ მოსახმარებლად. როგორც კონცერტი, ისე ბუფეტი იმ ღამეს გამართული იყო მისი უმაღლესობის სრული ხარჯით, რაც მას დაუჯდა არანაკლებ 300 მანეთისა.
34-1 საპატრიარქოს უწყებანი N34 10-16ნოემბერი 2011წ გვ.19
დეკანოზი იოანე ბობოხიძე 1868-1937 (გაგრძელება)
საზოგადოდ, უნდა აღინიშნოს, რომ პრინცესა სალომე მიურატისა მეტად მოწადინებულია ზუგდიდის მაზრაში დედათა სქესის სარწმუნოებრივს და ზნეობრივს განათლებას ხელი შეუწყოს, როგორც ზნეობრივად, აგრეთვე ნივთიერადაც. დაბა ზუგდიდში მეორეკლასიან დედათა სკოლის დასაარსებლად მან შემოსწირა ერთი ქცევა მიწა, ღირებული 2700 მანეთად და ეხლანდელს ორკლასიან სამრევლო-საეკლესიო სკოლას დროებით თავის სახლში სამი ოთახი დაუთმო კლასებისათვის და კიდევ ცალკე სამთვალიანი სახლი ხელობის მასწავლებლის ბ. გეთიას სადგომად. იმედია, მათის უმაღლესობის ასეთი ნივთიერი და ზნეობრივი დახმარება დიდს ბეჭედს დაასვამს ზუგდიდის მაზრის წარმატებისა და წინმსვლელობის საქმეს. ღმერთმა ინებოს, მის უმაღლესობას დედათა სქესის განათლების საქმეში წამბაძველნი აღმოუჩნდნენ“. 1902 წლის 29 იანვარს გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამლვდელოებამ იდღესასწაულა დეკანოზ მიხეილ მეუნარგიას დედაეკლესიაში მოღვაწეობის 50 წლის იუბილე. ლიტურგიის დასასრულს, შეკრებილმა საზოგადოებამ მამა მიხეილს მთავარანგელოზ მიქაელის ვერცხლის ხატი მიართვა სამახსოვროდ, რის შემდეგაც მღვდელმა იოანემ მისალოცი სიტყვა წარმოთქვა: „თქვენო მაღალღირსებავ, დიდად პატივცემულო დეკანოზო მიხეილ! ცაიშის საბლაღოჩინო ოლქის სამღვდელოება განუსაზღვრელი აღტაცებით ეგებედა დღეს თქვენი მაღალ-ღირსების 50 წლის იუბილის დღესასწაულს. ამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში თქვენ შეგისრულებიათ მძიმე მოვალეობა მოძღვრისა და ჩვენის უფროსისა, ისეთის კრძალულებით, პატიოსნებით, მართლმსაჯულებით და კეთილსინდისიერად, რომ ჩვენს ქვეყანაში ქრისტეს ყანაზე მუშაკთა შორის თქვენ დაიჭირეთ თვალსაჩინო და საპატიო ადგილი. უღრმესი სარწმუნოება, მოშიშებით ღვთისმსახურება, გაჭირვებულთა და დაჩაგრულთა შებრალება, ხოლო მჩაგვრელთა წინაშე შეუპოვრობა, სიმართლის პირდაპირ წარმოთქმა, პირმოუფერებლობა აგიღიათ თქვენ საგნად თქვენის მოქმედებისა და მიზნისა წარსულის საუკუნის მეორმოცდაათე წლებში და მას შემდეგ თუმცაღა გავიდა არა მცირე ხანი, თუმცაღა, ბევრნაირად შეტრიალდა ჩარხი ჩვენის საზოგადოებისა და სამღვდელოების სულიერის ცხოვრებისა და მმართველობისა, თუმცაღა, ბევრი გინახავს კარგიცა და ავიც, გარნა გამოტეხილად და გულწრფელად აღვიარებთ, რომ მთელ თქვენს მსახურებაში არ ყოფილა ისეთი თვალსაჩინო შემთხვევა, რომ თქვენ ოდესმე გეღალატოთ თქვენის მიმართულებისათვის, რომ თქვენ ოდესმე მოგედრიკოთ ქედი გარემოების წინაშე. მთელ თქვენს მსახურებაში არ ყოფილა ისეთი მოქმედება, რომელიც ჩირქს სცხებდეს თქვენს პატიოსნებას, ისეთი საქმე, რომელიც აშავებდეს თქვენს პირადობას. ეს არის ხვედრი მხოლოდ რჩეულთა ქრისტეს მეომართა. გიხაროდენ, მაღალღირსო დეკანოზო, რომ ასე გაუსვრელად, ასე შეუბღალავად, ასე უანგაროდ, ასე წმინდათ გიზიდავს თქვენი მძიმე ტვირთი მოძღვრისა და უფროსისა მთელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში. ვსასოებთ, რომ ამგვარის თქვენი უმანკო სამსახურისათვის, როგორც მთავრობისაგან და საზოგადოებისაგან ხართ დაჯილდოებული ყოველგვარ ნიშნებით უუღრმესი პატივისცემისა და სიყვარულისა, აგრეთვე ღვთისაგანაც მიიღებთ თქვენ უდიდეს ჯილდოს, როცა წარსდგებით მის წინაშე. წინდად ჩვენ შორის მტკიცე სულიერი კავშირისა და მამაშვილურის სიყვარულისა, ცაიშის საბლაღოჩინო ოლქის სამღვდელოებისაგან ამ ღირსშესანიშნავ დღეს მიიღე, ღრმად საყვარელო, მხცოვანო დეკანოზო, ჩვენო სულიერო მამაო და აღმზრდელო, ხატი ესე მთავარანგელოზ მიხეილისა. მთავარანგელოზი მიხეილი იყოს შემწე და მფარველი თქვენის მარჯვენისა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისათა. ამინ“. 1903 წლის 2 მარტს მამა იოანე რედუტ-კალეს ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1903 წლის 22 ივლისს ერთგული სამსახურისათვის სკუფია უბოძეს. 1903 წლის 29 ოქტომბერს ცაიშის ოლქის მთავარხუცესად გადაიყვანეს. გურია-სამეგრელოს ეპარქიაში მამა იოანეს აქტიური მოღვაწეობა მიუღებელი იყო რუსული მმართველო
34-2 საპატრიარქოს უწყებანი N34 10-16ნოემბერი 2011წ გვ.20
დეკანოზი იოანე ბობოხიძე 1868-1937 (დასასრული)
ბისათვის, რომელიც აშკარად ცდილობდა ქართველი ერის გათიშვას, სამეგრელოდან ქართული ენის გამოდევნას და იქ იმპერიული პოლიტიკის გატარებას, რომელიც დეკანოზ იოანე ვოსტორგოვის ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა. ეს დაპირისპირება მამა. იოანეს იმერეთის ეპარქიაში გადაყვანით დამთავრდა. მოძღვარი მოაცილეს ზუგდიდს და 1905 წლის 4 ოქტომბერს ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად გადაიყვანეს, სადაც 1906 წლის 19 აპრილამდე მსახურობდა. ქუთაისშიც აქტიური მუშაობა გააჩაღა მამა იოანემ სტუდენტებში ეროვნული იდეების გასაღვიძებლად. 1905 წლის რევოლუციის პერიოდში მეფის მთავრობამ კიდევ უფრო გაამკაცრა კონტროლი ეროვნული და ავტოკეფალიის მომხრე სამღვდელოების მიმართ. განსაკუთრებული მეთვალყურეობა დაუწესეს მამა იოანეს, როგორც ერთ-ერთ მთავარ აქტივისტს. 1906 წელს გაზეთი „შრომა“ წერდა: „საქართველოს ეგზარქოსის მოადგილემ, ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ელიაშვილი) საპოლიციო უფროსის გენერალ შირინკისაგან შემდეგი ცნობა მიიღო: „იმ ცნობების ძალით, რომელიც მე ამჟამად ხელთა მაქვს, ქუთაისის წმინდა ნინოს საქალებო სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებელი მღვდელი იოანე ბობოხიძე არაერთხელ ყოფილა შენიშნული მთავრობის საწინააღმდეგო აგიტაციის გაწევაში. 15 ნოემბერს კი ამავე მღვდელმა ოდესაში მოკლული ლაბორანტის საბა კლდიაშვილის პანაშვიდის დროს წარმოსთქვა გულის აღმაშფოთებელი სიტყვა, დაახლოებით შემდეგი შინაარსის: „ძირს იუდავ, ძირს ტახტიდან, წყეულო მეფევ, ხალხის სისხლში მოცურავევ, ძირს ძმის მკვლელო კაენო მთავრობავ...“ შემდეგ სიტყვაში მღვდელი ბობოხიძე ახასიათებდა რა მჭერმეტყველურად მთავრობის მოქმედებას, იწვევდა მსმენელთ, რომ ისინი წინააღმდგარიყვნენ ასეთ მტარვალურ და მხეცურ მთავრობის წინაშე, რომელმაც ესოდენი სისხლი დაღვარა ქრისტიან ხალხისაო, ხალხმა სისხლითვე უნდა იძიოს შური თავისუფლების მისაღწევადო და სხვ“. დასასრულს გენერალი შირინკინი სთხოვს ეგზარქოსის მოადგილეს, შესაფერისი ზომები მიიღოს ურჩი სასულიერო პირის მიმართ“. 1906 წლის 1 ივლისს ეპისკოპოსმა ექვთიმემ მამა იოანე ისევ გურია-სამეგრელოს ეპარქიაში გადაიყვანა და ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის მესამე მღვდლად დანიშნა. 1906 წლის 19 სექტემბერს ფოთის ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. 1907 წლის 9 თებერვალს გურიასამეგრელოს საეპარქიო ხაზინის სარევიზიო კომისიის თავჯდომარედ დაინიშნა, სადაც 1909 წლის იანვრამდე დაჰყო. 1907 წლის 12 თებერვალს გურია-სამეგრელოს ეპარქიის ღარიბ სამღვდელოთა სამზრუნველო საბჭოს წევრად აირჩიეს. 1907 წლის 17 ნოემბერს მღვდელი იოანე საგამოცდო კომისიის წევრად დაინიშნა, რომელთაც სამღვდელო კანდიდატების შემოწმება ევალებოდათ. 1907 წლის 2 დეკემბრიდან გურიასამეგრელოს საეპარქიო სასწავლო კომიტეტის უშტატო წევრია, სადაც 1909 წლის ივლისამდე იმუშავა. 1908 წლის 1 სექტემბერს ფოთის ქალთა წმინდა ოლღას სახელობის სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1911 წლის 6 მაისს მამა იოანეს კამილავკა ეწყალობა, 1914 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო, ხოლო 1916 წლის აღდგომას დეკანოზის წოდება მიენიჭა
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)
35 საპატრიარქოს უწყებანი N35 17-23ნოემბერი 2011წ გვ.18
დეკანოზი იოანე ბობოხიძე 1868-1937
I I ნაწილი
1917 წლის 12 მარტს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, სხვა ქართველ ავტოკეფალისტებსა და სამღვდელოებასთან ერთად, დეკანოზი იოანეც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების შემუშავებაში და როგორც გურია-სამეგრელოს ეპარქიის დელეგატი, ქ. თბილისში გამართულ პირველ საეკლესიო კრებას ესწრებოდა. 1920 წელს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა გიორგიმ (ალადაშვილი) მამა იოანე ფოთის ოლქის ეკლესიების მთავარხუცესად დაადგინა. 1921 წელს საქართველო კვლავ დაიპყრო რუსეთის იმპერიამ, რომელსაც სათავეში ამჯერად კომუნისტები ედგნენ. ახალმა რეჟიმმა ეკლესია და სამღვდელოება კანონგარეშედ გამოაცხადა და მათ დევნას მიჰყო ხელი. ქვეყანაში დაიწყო საშინელი რეპრესიები, რომელთაც უამრავი სასულიერო და საერო პირი შეეწირა. 1923 წლის მარტისთვის ფოთის ოლქში დაიკეტა ყველა მოქმედი ეკლესია, მათ შორის, საკათედრო ტაძარიც. მრევლი დაიფანტა. იმდენად ძლიერი იყო შიშის სინდრომი, რომ მათ მოსაბრუნებლად აქტიურად უნდა ემუშავა და ექადაგა სამლვდელოებას, რომელიც თავადაც არანაკლებ იყო შეშინებული. 1923 წლის 24 ივლისს საქართველოს ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო ინსტრუქცია რელიგიურ საზოგადოებათა რეგისტრაციისა და ამ საზოგადოებათა ყრილობის მოწვევის შესახებ, რომლის მიხედვითაც ქალაქისა და რაიონის აღმასრულებელ კომიტეტს საკულტო ნაგებობების გახსნის უფლება ეძლეოდა. 1923 წლის ოქტომბერში დაფუძნდა „მართლმადიდე ბელ ქრისტიანთა ქ. ფოთის სამრევლო საზოგადოება“. მიუხედავად იმისა, რომ სამრევლო საზოგადოებამ გააფორმა სათანადო დოკუმენტები, ხელისუფლება ტაძრის გახსნას მაინც აჭინაურებდა. 1924 წელს, დიდმარხვის დასაწყისში, ფოთში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია გაიხსნა, სადაც პირველი მსახურება ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა სვიმონმა (ჭელიძე) ჩაატარა. 1925 წლის იანვარში გაიხსნა საკათედრო ტაძარიც. მამა იოანეც ძველებური ენერგიითა და მონდომებით შეუდგა ღვთისმსახურებას. ეს შეუმჩნეველი არ დარჩა ხელისუფლებას. ყოველ ფეხის ნაბიჯზე დევნიდნენ მოძღვარს, უგონებდნენ ათას სიბინძურესა და ჭორს, ცდილობდნენ მისი ავტორიტეტის შელახვას. გაზეთმა „კომუნისტმა“ 1924 წელს ქ. ფოთში დატრიალებულ მოვლენებზე ცილისმწამებლური და მკრეხელური სტატია გამოაქვეყნა, სადაც გამასხარავებული იყო ეკლესია და სამღვდელოება. წერილის ავტორი ვინმე პრ. მეგრელიშვილია. აი, რას წერდა იგი: „როგორც ლეშზე ყორნები მოიყრიან თავს, ისე, გაიხსნა თუ არა ფოთში ეკლესია, მოიყარეს თავი მღვდლებმა მეზობელ მაზრებიდან: სენაკიდან, ზუგდიდიდან და ოზურგეთიდან. მათი რიცხვი ათამდის არის და ეკლესია კი ერთი, რასაკვირველია, ისინი თავის ჯიბეზე ზრუნავენ და შეიქმნა უკმაყოფილება, თუ ვინ უნდა ბრძანებლობდეს ეკლესიაში. ზოგის „ჩინებმა“ ვერ გასჭრა და საკითხი გადატანილ იქნა მორწმუნეთა კრებაზე, რომელიც დანიშნული იყო 28 მარტს ეკლესიის გალავანში. გაჩაღდა „საარჩევნო კამპანია“. დადიან და ეუბნებიან ხალხს, ის არ ვარგა და მე ამირჩიეთო და
35-1 საპატრიარქოს უწყებანი N35 17-23ნოემბერი 2011წ გვ.19
დეკანოზი იოანე ბობოხიძე 1868-1937 (გაგრძელება)
სხვა. იჭერენ ქუჩაში ხალხს, რომელსაც ეუბნებიან: წარწყდები, დაიღუპები, თუ არ მოხვალ ეკლესიაშიო. მღვდელი ბობოხიძე მოსწავლე ბავშვებს იჭერს ქუჩაში და აიძულებს ხელზე კოცნას, როდესაც მურვანიშვილის ბავშვმა უარი განაცხადა ხელზე კოცნაზე, ის დაედევნა ბავშვს გასალახავად. საჭიროა აილაგმოს ეს ვაჟბატონი. ამ დროს არ სძინავს კომკავშირს. ის აწარმოებს აგიტაცია-პროპაგანდას რელიგიის და მატყუარა მღვდლების წინააღმდეგ. მორწმუნეთა კრების საროს კლუბში კომკავშირმა დანიშნა ანტირელიგიური მიტინგი და უფასო, წარმოდგენა. იმ დროს, როდესაც მღვდლები ხსნიდენ მორწმუნეთა საარჩევნო კრებას, კლუბში დაუკრა სამხედრო მუსიკამ. ხალხს აცნობეს, რომ კლუბში გაიმართება უფასო წარმოდგენა. კლუბის ეზოში ხალხი გროვდება და მორწმუნეთა კრებაზე კი იკლებს. ასე რომ, ვინაიდან მორწმუნეებმა უფასო წარმოდგენა ამჯობინეს მღვდლების კრებას, მღვდლები იძულებული შეიქნენ გადაედვად კრება, „დამსწრეთა მცირე რიცხვის გამო“. კომკავშირის მდივანმა დღის პირველ საათზე გახსნა მიტინგი და მოკლედ დაახასიათა რელიგიის წარმოშობა და განვითარება. ილაპარაკა აგრეთვე ამხანაგმა ქანთარიამ, რომელიც შეეხო ამბროსის გასამართლებას (საუბარია კათოლიკოსპატრიარქ ამბროსი ხელაიასა და საკათალიკოსო სინოდის სასამართლოზე, რომელიც 1924 წლის მარტში გაიმართა) და სათანადო დასკვნა გამოიტანა აქედან. სიტყვის შემდეგ დაიდგა ანტირელიგიური პიესა „სულიერი მამა“, რომელშიაც მკაფიოდ არის დასახული მღვდლების და დიაკონების უზნეო ცხოვრება და ხალხის მოტყუილება. მათ უვარდებათ უსწავლელი გლეხი ხელში, რომელსაც უკვე გადაუხდია „დრამის ფული“, მაგრამ მღვდელი არწმუნებს მას, რომ ასეთი არ გადაგიხდიაო, გლეხი კი ამბობს გადავიხადეო. მაშინ მღვდელი დაწყევლით ემუქრება და გლეხიც ეთანხმება არ გადამიხდიაო. მას ართმევენ ხელწერილს, რომელშიაც სწერენ, რომ გლეხს მართებს მღვდლის 20 ფუთი პური, მას კი უკითხავენ ორი ფუთიო და გლეხიც ასვამს ხელწერილზე ჯვრებს, ხელის მოწერის მაგივრად. წარმოდგენამ ძლიერ კარგი შთაბეჭდილება დასტოვა. წარმოდგენის შემდეგ გაიმართა დემონსტრაცია, რომელსაც წინ მიუძღოდენ მღვდლის ტანისამოსში გამოწყობილი კომკავშირის წევრები. ამრიგად, 23 მარტს კომკავშირმა გაიმარჯვა სამღვდელოებაზე. უსურვოთ მას მომავალშიაც უფრო ენერგიული ბრძოლა რელიგიასთან“. ყოველმხრივ შევიწროებული დეკანოზი იოანე იძულებული გახდა დაეტოვებინა ფოთი და აღმოსავლეთ საქართველოში გადასულიყო. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ამბროსის (ხელაია) ლოცვა-კურთხევით, იგი დროებით თბილისის ერთ-ერთ ეკლესიაში დაინიშნა, ხოლო 1925 წლის ივლისში ალავერდელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მარღიშვილი) იგი სიღნაღის მაზრის მთავარხუცესად, კანცელარიის გამგედ და ნუკრიანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1925 წლის 10 ოქტომბრის დადგენილებით ალავერდის ეპარქია ორად გაიყო ბოდბისა და ალავერდისად. ბოდბელ ეპისკოპოსად სტეფანე (კარბელაშვილი) დაინიშნა, რომელმაც მკაცრად მოკიდა ხელი ეპარქიაში დისციპლინის დამყარებას. მალე მეუფესა და მამა იოანეს შორის ურთიერთობა დაიძაბა. 1926 წლის 18 იანვარს მღვდელი მელიტონ ბეგიაშვილი მამა იოანეს სწერდა: „ბოდბის საეპარქიო კანცელარია პატივისცემით გაცნობებთ, რომ მათი მეუფების ბრძანებით, დღეიდან გეკრძალებათ ყოველივე მღვდელმოქმედების აღსრულება ნუკრიანში, ურჩობისა გამო მივლინებულის ადგილიდან (ველისციხიდან) უდროოდ დაბრუნებაზედ და იქ წესების შეუსრულებლობაზედ“. სამწუხაროდ, დეკანოზი იოანე არ დაემორჩილა მეუფე სტეფანეს ბრძანებას და კვლავ განაგრძობდა მსახურებას. ამასთან დაკავშირებით, 1926 წლის 20 აპრილს მას უფრო მკაცრი სასჯელი გამოუტანეს, სადაც ვკითხულობთ: „საეპარქიო კანცელარია გიგზავნით რა მთავარხუცესთა დადგენილებიდან ამონაწერს, საეპარქიო კრების დადგენილების ოქმიდან გატყობინებთ: რადგან თქვენ მღვდელმოქმედება აკრძალული გაქვთ, დათხოვნილი ბრძანდებით სამუდამოდ ბოდბის ეპარქიიდან, როგორც საეკლესიო კანონების დამრღვევი, საეპარქიო ცხოვრებაში არევ-დარევის შემტანი, კომიტეტის წევრების შეცდომაში შემყვანი -- დაუყოვნებლივ თავი
35-2 საპატრიარქოს უწყებანი N35 17-23ნოემბერი 2011წ გვ.20
დეკანოზი იოანე ბობოხიძე 1868-1937 (დასასრული)
დაანებოთ ნუკრიანის მრევლში არევ-დარევის შეტანას და სხვ. გახვიდეთ ნუკრიანის მრევლიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში საეპარქიო სამმართველო მოვალეობას იხდის თავიდან და თქვენ, თანახმად არსებული კანონისა, გეკარგებათ ზნეობრივი უფლება გამართლების შესახებ“. დეკანოზმა იოანემ გულნატკენმა დატოვა ბოდბის ეპარქია და 1926 წელს ისევ ქ. ფოთში დაბრუნდა, სადაც შედარებით დაწყნარებული ვითარება დახვდა. აქ მან კიდევ 11 წელი ღირსეულად იმსახურა დედაეკლესიის წიაღში და თავისი პატიოსანი და ნაყოფიერი მოღვაწეობით მრავალი ადამიანი აზიარა ქრისტეს სარწმუნოებას. უღმერთო ხელისუფლება კი განაგრძობდა მოძღვრის შევიწროებას. XX ს-ის 30-იანი წლების დასაწყისში ეკლესიას დიდი გადასახადები დაეკისრა, რომლებიც ყოველწლიურად შეგნებულად იზრდებოდა. 1931 წელს სწორედ ამ გადასახადის გადაუხდელობის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ მეორედ დაკეტა ფოთის საკათედრო ტაძარი. 1932 წელს ქალაქის საბჭომ ამის შესახებ აცნობა საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს ფილიპე მახარაძეს, რომელმაც ურჩია გაეუქმებინათ გადაწყვეტილება ტაძრის დახურვის შესახებ და მიეღოთ სხვა ზომები გადასახადის ამოსაღებად. 1933 წლის 12 ივლისს ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელოებამ ფოთის საკათედრო ტაძრის სამრევლოს თავმჯდომარედ ეპისკოპოსი იოანე (ფანცულაია) აირჩია, მის განკარგულებაში გადავიდა საკრებულო სახლი, ხოლო მედავითნის ადგილზე განამწესეს მღვდელ-მონაზონი ექვთიმე (ნანეიშვილი). მათთან ერთად მამა იოანეც კვლავინდებურად განაგრძობდა ღვთისმსახურებას. საბოლოოდ, 1934 წლის 23 აპრილს ქ. ფოთის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით ტაძარი მაინც დაიხურა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ (ცინცაძე) მამა იოანე თბილისში გადაიყვანა და ერთ-ერთ ტაძარში განამწესა. 1937 წლის 25 მაისს შედგა სინოდის გაძლიერებული სხდომა, რომელზეც შემუშავდა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის შესწორებული დებულება. სხდომას ესწრებოდნენ: კრების თავმჯდომარე, კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე), ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მელქისედეკი (ფხალაძე), ნინოწმინდელი ეპისკოპოსი იეროთეოზი (აივაზაშვილი), პროტოპრესვიტერი იოსებ მირიანაშვილი, დეკანოზი იოანე ბობოხიძე, დეკანოზი ბესარიონ ფურცელაძე, დეკანოზი მიხეილ მახათაძე, დეკანოზი ბენიამენ კანდელაკი, დეკანოზი იოანე ლუკაშვილი, დეკანოზი გიორგი ბიბილური, დეკანოზი კონსტანტინე შანიძე, მღვდელი გიორგი ტაბლიაშვილი, კლიმენტი ლორთქიფანიძე და ივანე კვეზერელი-კოპაძე. ამ პერიოდში ქვეყანაში გაუგონარი რეპრესიები მიდიოდა, რასაც უკვე ვეღარ გადაურჩა მოხუცებული მოძღვარი. ხელისუფლებამ დრო იხელთა და იგი, როგორც მათთვის არასაიმედო პირი, დააპატიმრეს. სამეულმა მას, ყოველგვარი გასამართლების გარეშე, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. დეკანოზმა იოანემ მოწამეობრივად დაასრულა თავისი სიცოცხლე. მასზე აღსრულდა მაცხოვრის სიტყვები: „ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“.
36 საპატრიარქოს უწყებანი N36 24-30 ნოემბერი 2011წ გვ.18
მღვდლები -– მათე და იოანე მაღრაძეები
ჯავახეთში, ასპინძის რაიონის სოფელ ნიჯგორში XVI ს-ის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დგას. მწერალი გიორგი ზედგენიძე მას დედის ტაძრადაც მოიხსენიებს. ეს ტაძარი, დედის თხოვნით, გამაჰმადიანებულ ქართველს იუსუფ ბეგ აბაშიძეს აუგია. ტაძარი პატარაა, რათა შეუმჩნეველი დარჩენილიყო თურქებისათვის, რომელთაც იმჟამად დაპყრობილი ჰქონდათ სამცხე-ჯავახეთის ტერიტორია. ტაძრის. ეზოში საფლავებია მიმოფანტული. ერთ საფლავის ქვაზე ამოტვიფრულია მღვდელ მათე მაღრაძის სახელი, რომელმაც თავისი სიცოცხლე მოწამეობრივად დაასრულა. მღვდელი მათე ვასილის ძე მაღრაძე 1877 წელს, ჯავახეთში, მედავითნის ოჯახში დაიბადა. მაღრაძეები წარმოშობით იმერეთიდან, ხარაგაულის რაიონის სოფელ ლეღვანიდან იყვნენ. მამა მათეს წინაპარი ბერო მაღრაძე, ჯავახეთში, სოფელ ხიზაბავრაში მამიდასთან ჩასულა. მას მოსწონებია იქაურობა და” სამუდამოდ დარჩენა გადაუწყვეტია. იგი უშვილო ცოლ-ქმარს, მღვდელ ფირფილაშვილს და მეუღლეს შეუფარებიათ. ხიზაბავრა საბატონო სოფელი იყო და როცა ბატონმა ბეროს ცხენის წართმევა დაუპირა, იგი გამოქცევია მას და სოფელ საროში ნათელმირონებთან შეუფარებია თავი. აქ მას სამოსახლო მიუღია, ცოლი შეურთავს და გამრავლებულა. იმ უბანს დღესაც ბეროაანთს ეძახიან. სწორედ ბეროს შვილიშვილი იყო მედავითნე ვასილ მაღრაძე. ვასილ მაღრაძემ სწავლა-განათლება სოფელში, ადგილობრივი მღვდლის დახმარებით შეისწავლა. დაქორწინდა და ეყოლა ორი შვილი: პავლე და სალომე. მსახურობდა მედავითნედ ჯავახეთის სოფლებში. სამწუხაროდ, იგი ადრეულ ასაკში დაქვრივდა და მეორე ცოლი შეირთო, რომელთანაც კიდევ ორი შვილი: იოანე და მათე შეეძინა. XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში იგი სოფელ საროს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1892 წელს ტოლოშის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს, საიდანაც 1899 წლის 29 აპრილს მოხუცებულობის გამო პენსიაზე გავიდა. მამა ვასილის ორმა ვაჟმა სასულიერო გზა აირჩია. მამამ უმცროსი ვაჟი მათე საროს ეკლესიის წინამძღვარს, მლვდელ სოლომონ უსტიაშვილს მიაბარა, რომელმაც მას საფუძვლიანად შეასწავლა წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. 1900 წლის 16 მაისს გორის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) იგი საროს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მეორე მედავითნედ დანიშნა. ამავე წლის 31 ოქტომბერს პირველ მედავითნედ დაადგინეს. 1905 წლის 12 მარტს თავისი თხოვნის საფუძველზე გადადგა შტატიდან. ამ პერიოდში მათე დაოჯახდა. მისი მეუღლე პელაგია ოქრომელიძე, სოფელ მუსხიდან იყო. მათ ექვსი შვილი, სამი ვაჟი და სამი ასული შეეძინათ: არჩილი, ვასილი, შაქრო, მარიამი, ლუბა და ირინე. ს XX საუკუნის 10-იან წლებში დიაკვნად აკურთხეს. 1919 წლის 10 იანვარს ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) მღვდლად დაასხა ხელი და საროს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრ; განამწესა. 77% იმ პერიოდში მესხეთ-ჯავახეთში თურქთა შემოსევების გამო სასულიერო პირთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა, ამიტომ მათე მღვდელი მეზობელ სოფლებშიც ასრულებდა საეკლესიო წესებს. იგი პატივისცემითა და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა იმ მხარეში. მამა მათეს შვილიშვილი, ქალბატონი ჯილდა გოგოლაძე იხსენებს: „მრავალი წლის შემდეგ, რომელიმე სოფელში რომ მოვხვდებოდით მისი შთამომავლები, ასაკოვანი ხალხი ერთმანეთს გადაულაპარაკებდა, ესენი მათე მღვდლის შვილიშვილები არიანო, ფეხზე წამოდგომით მოგვესალმებოდნენ მათე პაპას პატივისცემის ნიშნად და ბევრ საინტერესო ამბავს გვიყვებოდნენ მასზე“. 1919 წელს თურქეთის ჯარებმა გადალახეს საზღვარი და სამცხე-ჯავახეთს შემოესივნენ. ზოგიერთმა გამაჰმადიანებულმა ქართველმა მხარი აუბა მტერს და მათთან ერთად აწიოკებდნენ სოფლებს იტაცებდნენ ცხვარ-ძროხას, სარჩო-საბადებელს, ხოცავდნენ ხალხს, აუპატიურებდნენ ქალებს. უიარაღო, გამწარებული მოსახლეობა იძულებული გახდა აყრილიყო და გახიზნულიყო, თავის გარიდება ბაკურიანისკენ მიმავალი გზით სცადეს. საროს ხალხთან ერთად მამა მათეს ოჯახმაც დატოვა სოფელი. გზაზე ფეხით მიმა-
36-1 საპატრიარქოს უწყებანი N36 24-30 ნოემბერი 2011წ გვ.19
მღვდლები -– მათე და იოანე მაღრაძეები (გაგრძელება)
ვალთ ძლიერმა სეტყვამ მოუსწრო. ერთმანეთში აიარა ქალი, კაცი, ბავშვი, საქონელი. თავი ვერაფერს შეაფარეს. ზოგმა ბაკურიანამდე ვერც ჩააღწია, გზაში დაიღუპა. ბაკურიანში ჩასულებმა სხვადასხვა მხარეში ჰპოვეს თავშესაფარი. მღვდელი მათე სოფელ ყვიბისში, ერთ ღვთისნიერ ოჯახს შეეხიზნა. მათე მღვდელმა ერთხანს ყვიბისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმსახურა, მაგრამ მისი მრავალრიცხოვანი ოჯახი (მათეს დედა, მეუღლე, სამი ვაჟი და სამი ქალიშვილი) დიდხანს ვერ დააწვებოდა ტვირთად ღარიბ მასჰინძელს, ამიტომ დროებით ახალციხეში, დის დანატოვარ სახლში გადასახლდნენ. მაშინდელმა მენშევიკურმა მთავრობამ მესხეთში მოთარეშეთა ასალაგმავად ჯარი შეიყვანა. ქართული ჯარის აქტიური მოქმედებების შემდეგად ნელ-ნელა მშვიდდებოდა იქაურობა, მაგრამ საფრთხე ჯერ კიდევ არსებობდა, ამიტომ ლტოლვილები მასიურად დაბრუნებას ვერ ბედავდნენ. ვინც ვერსად მოიკიდა ფეხი, შინ დაბრუნება არჩია და შიშით და მალვით მიაღწია მშობლიურ სახლ-კარამდე, ზოგმაც გაუძლო გასაჭირს, არ მიატოვა სოფელი და არ ჩააქრო მამაპაპისეული კერა. ასე თანდათან ივსებოდა დაცარიელებული სოფლები. ერთ დღეს ახალციხეში მამა მათეს თანასოფლელი ესტუმრა და უთხრა, რომ საროსა და სხვა სოფლებში ბევრი იყო მოუნათლავი, ჯვარდაუწერელი, ბევრიც ს ჯესის აუგებლად დაკრძალული და სთხოვა, წაჰყოლოდა. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლოდ იყო (ციება ჰქონდა), თანაც იცოდა მღვდელი თუ მტერს გადაეყრებოდა, არ დაინდობდნენ, მაინც უარი არ თქვა და გაჰყვა მრევლს. ჩამოიარა სოფლები ჯვარდასაწერს ჯვარი დაწერა, მოუნათლავები მონათლა, მიცვალებულები ქრისტიანული წესით დამარხა და რამდენიმე დღის შემდეგ ეტლით გაემგზავრა ახალციხისკენ. მეეტლეს ნაამბობის მიხედვით, ოჯახის წევრები ასე იხსენებდნენ შემდეგ ამ ამბავს: „გზაზე ორმოცის ციხესთან“ ეტლს წინ გადაუდგნენ თავზეხელაღებული გამაჰმადიანებული ძმები ორბელიანები კასიმოღლები და მამა მათეს ჩასვლა უბრძანეს. „რას სჩადით, ეს ხომ მათე მღვდელიაო“, იყვირა მეეტლემ. „სწორედ მაგას ვეძებთო“, უპასუხეს. „რას მერჩითო“, უკითხავს მათე პაპას. შენმა ბიძაშვილმა ურთიერთშეტაკების დროს ჩვენი ძმა მოკლა, ეგეც რომ არ იყოს, მღვდელი რად გვინდა, მოლა ხომ გვყავსო. გაისმა თოფის გასროლის ხმა, სასიკვდილოდ დაჭრილმა მოძღვარმა ერთი კი აჰხედა ცას და ჩაიკეცა. მეეტლემ მტკვრის პირას დაასვენა მიცვალებული და ზედ სილა მიაყარა. ამ ტრაგიკული დღიდან დაახლოებით 40 დღე გავიდა. საროელები დაკარგულ ახლობლებს ეძებდნენ (შინ მოუსვლელებს უკვე ცოცხლებში აღარ კითხულობდნენ) და მტკვრის ნაპირებს მიუყვებოდნენ, იქნებ სადმე წაწყდომოდნენ მიცვალებულებს, რომ მიწისთვის მიებარებინათ. მათ ამაღლებული ადგილი შეამჩნიეს და მიხვდნენ, რომ იქ შეიძლება ვინმე ყოფილიყო, გათხარეს და მაშინვე იცნეს მათე მღვდლის გაუხრწნელი ცხედარი. ცოცხალივით გამოიყურებოდაო, უთქვამთ მამა მათეს დედისათვის. დამწუხრებულმა დედამ ახლობლების დახმარებით წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში გადაასვენა შვილი“. გავიდა დრო. სოფლებში სიმშვიდემ დაისადგურა. მათე მღვდლის განახევრებული ოჯახი საროში დაბრუნდა. მოძღვრის დედა შვილის სიკვდილის შემდეგ დარდისგან მალე გარდაიცვალა, სამივე ვაჟი კი ეპიდემიამ იმსხვერპლა. დარჩა მეუღლე ქვრივად, სამ ქალიშვილთან ერთად. მან, ლვთის შემწეობით, ღირსეულად აღზარდა სიკვდილს გადარჩენილი ქალიშვილები, ხოლო მოწამეობრივად აღსრულებული მამა მათეს ხსოვნა დიდხანს შემორჩა მესხეთ-ჯავახეთის მკვიდრთა მახსოვრობას. სხვანაირად წარიმართა მისი ძმის, მამა იოანეს ბედი. იგი 1864 წელს დაიბადა. დაამთავრა ხერთვისის ერთკლასიანი სასწავლებელი. 1891 წლის 12 ოქტომბერს იგი ტოლოშის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1892 წლის დეკემბერში საროს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს. 1894-1898 წლებში სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა. სამშობლოში დაბრუნებული იოანე დაოჯახდა ეკატერინე ამირანიძეზე, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა: თამარი, მარგალიტა, მარიამი და ალექსი. 1898 წლის 3 ოქტომბერს იოანე კვლავ საროს სამრევლოში მეორე მედავითნედ დაინიშნა. 1900 წლის 21 თებერვალს ტოლოშის სამრევლოში გადაიყვანეს. 1902 წლის 16 თებერვალს ახალციხის წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ეკლესიაში დაადგინეს. ამავე წლის 23 ნოემბერს გორის მაზრის სოფელ ახალციხის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1904 წლის 8 აგვისტოს საქართველოს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) იოანე დიაკვნად აკურთხა. 1905 წლის 7 აპრილს საროს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1906 წლის 14 აგვისტოს ქვემო ხვითის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. ამავე წლის 8 ნოემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ნიკონმა (სოფისკი) მღვდლად დაასხა ხელი და ალავერდის ეპარქიაში, სოფელ ბუშატის სვეტიცხოვლის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დაადგინა. 1907 წლის 1 სექტემბერს მამა იოანემ, საკუთარი სახსრებით, სოფელში სამრევლო-საეკლესიო სკოლა დააარსა, სადაც თავადვე ასწავლიდა ბავშვებს უსასყიდლოდ. 1916 წლის 21 აპრილს იგი ქვემო ხოდაშენის ყოვლადწმინდა ღვთისმ-
36-2 საპატრიარქოს უწყებანი N36 24-30 ნოემბერი 2011წ გვ.20
მღვდლები -– მათე და იოანე მაღრაძეები (დასასრული)
შობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს, სადაც 1920 წლის ზაფხულამდე მსახურობდა. რეი 1916 წელს მოძღვარი დაქვრივდა. რამდენიმე წლის შემდეგ მან მეორე (კოლი, ეკატერინე ფეიქრიშვილი შეირთო, რომელთანაც კიდევ სამი შვილი შეეძინა: გიორგი, ქეთევანი და ალექსანდრა. ა შემდგომ წლებში მამა იოანე ახმეტისა და პანკისის რაიონის სხვადასხვა სოფლებში აღასრულებდა საეკლესიო წესებს. : XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში, საშინე- ლი დევნისა და შევიწროების მიუხედავად, მამა იოანეს ანაფორა არ გაუხდია და ღვთისმსახურება არ მიუტოვებია. : 1928 წლის 26 დეკემბერს ალავერდის ეპარქიის მთავარხუცესი, დეკანოზი ეპიფანე ჯაოშვილი საკათოლიკოსო საბჭოს კანცელარიას შემაშფოთებელ “ წერილს უგზავნის: უმდაბლესად მოგახსენებთ საკათალიკოსო სინოდს შემდეგს, ა. წ. აგვისტოში პანკისის მღვდელი სვიმონ დაქიშვილი, როდესაც “ ის ღამით ბრუნდებოდა სახლში მღვდელთმოქმე- “ დების შესრულების შემდეგ, გამთენიისას იპოვეს მდინარე ალაზანში დამხრჩვალი. მიმდინარე წლის 9 დეკემბერს კი სოფელ მატანის მღვდელი “ იასონ ასათაშვილი ღამე გაუწვევიათ ავადმყოფის საზიარებლად და როდესაც სახლში ბრუნდებოდა, ბოროტმოქმედებს გზაში მოუკლავთ. ამის გამო ალავერდის საეპარქიო საბჭომ, მიიღო რა მხედველობაში აღნიშნული შემთხვევები, მიმდინარე თვის 25-ში, სხდომაზე გამოიტანა შემდეგი განჩინება. აღძრულ იქნას შუამდგომლობა საკათალიკოსო სინოდის წინაშე, რათა სამღვდელოებას მიეცეს უფლება დაბინდებიდან გამთენიამდე არ შეასრულოს არავითარი მღვდელთმომმედება. ძმაო მიხეილ (საუბარია დეკანოზ მიხეილ ნაცვლიშვილზე), სიჩქარით მაცნობე წმინდა სინოდის გადაწყ- ვეტილება ამ საქმის შესახებ. სამღვდელო კანდიდატიც გვყავს პანკისში გასაგზავნი, თორემ მოლები აგვიკლებენ. მატანშიც მღვდელი აღარ არის, რადგან, როგორც წეღან ავღნიშნე, ორი კვირის "წინ მოკლეს. გვინდა შობის დღესასწაულზე მღვდელი გვყავდეს, დროზე გვირჩიეთ, როგორ მოვიქცეთ საკათოლიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით მატანის წმინდა ნიკოლოზის სამრევლოს მოვლა მამა იოანე მაღრაძეს დაევალა. 1929 წლის დასაწყისში იგი ს მიავლინეს კიდეც აღნიშნულ სამრევლოში.
37 საპატრიარქოს უწყებანი N37 1-6 დეკემბერი 2011წ გვ.18
მღვდელი ალექსანდრე წიკლაური 1882-1957
„ადამიანს შეიძლება სხვა შეცოდლებანი ეპატიოს, მაგრამ სარწმუნოებისა და სამშობლოს ღალატი არ ეპატიება“
მღვდელი ალექსანდრე სვიმონის ძე წიკლაური 1882 წელს თიანეთის მაზრის სოფელ მელიასხევში, გლეხის ოჯახში დაიბადა. მოძღვრის მამა, სვიმონ წიკლაური მთელ სოფელში თავისი წესიერებითა და ღვთივსათნო ცხოვრებით გამოირჩეოდა. მან თავისი შვილებიც პატიოსნებითა და ღვთისმოშიშებით აღზარდა. უფროსი ვაჟის გიორგის გარდა, სამივე შვილი მღვდელმსახური გახდა. მათე (ბერობაში მალაქია, წლების განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა მონასტერში მოღვაწეობდა, იგი 1937 წლის რეპრესიების დროს, იღუმენის ხარისხში მყოფი, დახვრიტეს. მის შესახებ ჩვენ შემდგომ ნომრებში გიამბობთ), ალექსანდრე და ბესარიონი (ფშავხევსურეთის ოლქის მთავარხუცესი, 1918 წლის სექტემბერში ზემო თაინეთში მხეცურად მოკლეს). ამჯერად სვიმონის მესამე ვაჟზე, მღვდელ ალექსანდრე წიკლაურზე მოგითხრობთ, რომელმაც ცხოვრების მეტად რთული და მოწამეობრივი გზა განვლო. ალექსანდრემ ბავშვობა მშობლიურ სოფელში, მამის გვერდით, მუხლჩაუხრელ შრომაში გაატარა და სხვადასხვა სამეურნეო საქმეში ეხმარებოდა მას. მალე უფროსმა ძმამ, მალაქიამ, რომელიც იმჟამად უკვე მონასტერში მოღვაწეობდა, ალექსანდრე თბილისში ჩამოიყვანა და სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, სადაც მან ოთხი წელი ისწავლა. შემდგომშიც არ მოუკლია მალაქიას ყურადღება და მფარველობა თავისი უმცროსი ძმისთვის, ხშირად ეხმიანებოდა მას წერილებითა და დამრიგებლური მოძღვრებებით. მამა ალექსანდრეს ოჯახში ახლაც არის შემონახული ძმების მიმოწერა. ერთ-ერთ წერილში ვკითხულობთ: „სანდრო, მშვიდობა შენთანა! ლოცვა-კურთხევას წარმოგივლენ და მოგიკითხავთ. როგორ მშვიდობითა ხარ, რასა იქ, როგორ ცხოვრობ. იქნება კიდევ ჩხუბი მოგდით შენ და შენ მღუდელსა? მშვიდობიანათ იცხოვრე, ყველაში მოთმინება იქონიე, მღუდელსაც მოუთმინე და ერსაცა და მაშინ შენთან იქმნება ღმერთი და შემწე შენი“. სასწავლებლის დასრულების შემდეგ ალექსანდრემ თბილისის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტერს მიაშურა, სადაც იქ მოღვაწე გამოცდილი ბერების დახმარებით საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. მონასტერში მან რამდენიმე წელი გაატარა. დამოუკიდებლად მსახურებისთვის. როცა მოემზადა, თავისმა მოძღვარმა, ალავერდელმა ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ელიაშვილი) 1904 წლის 21 იანვარს ალექსანდრე თუშეთში, ნაციხვარის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დანიშნა. პარალელურად იგი სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულს ასწავლიდა. 1916 წელს ალექსანდრე დაოჯახდა. მან და თავისმა მეუღლემ 6 შვილი აღუზარდეს სამშობლოს: ვარლაამი, ნოე, ელპიდე, რუსუდანი, ანა და ენუქი. .1916 წლის დეკემბერში ალექანდრე დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1917 წლის 16 იანვარს მღვდლად დაასხეს ხელი და ნაციხვარის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1918-1919 წლებში მამა ალექსანდრე ერწო-თიანეთში, სოფელ საყდრიონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1921 წლის თებერვლიდან საქართველოში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა, რასაც ეკლესიების ნგრევა და სამღვდელოების განუკითხავი დევნა და ტერორი მოჰყვა. ამ პერიოდში მამა ალექსანდრესაც სასტიკად სდევნიდნენ და ავიწროებდნენ, რაც საერთოდ დამახასიათ ბელი იყო ბოლშევიკური ხელისუფლებისათვის. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს, ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ურთიერთობის გამო, მოძღვარი დააპატიმრეს და თელავის ციხეში მოათავსეს. მიზეზი გახლდათ მამა ალექსანდრეს ცხენი, რომელიც მან მეზობელს ათხოვა, მან კი, თავის მხრივ, ქაქუცას რაზმის ერთ-ერთი წევრი თელავში ამ ცხენით წაიყვანა. მამა ალექსანდრე სასწაულებრივად გადაურჩა დახვრეტას, რამდენიმე თვის პატიმრობის შემდეგ იგი ციხიდან გაათავისუფლეს და კვლავ თავის სამრევლოს დაუბრუნდა. შემდგომ წლებში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ კვლავ გრძელდება მისი შევიწროება. მოძღვრის ოჯახი გააკულაკეს, ჩამოართვეს მიწები, შეაწერეს გადასახადები და სხვ. პერიოდულად იბარებდნენ რაიონის შინაგან საქმეთა კომისარიატში, სადაც ემუქრებოდნენ ფიზიკური განადგურებით, თუკი არ უარყოფდა რწმენას, მაგრამ მისი მტკიცე ნებისყოფა ვერ შეარყიეს. თანამშრომლობის სანაცვლოდ თავისი საქმიანობის შეთავსებაც კი შესთავაზეს; კერძოდ, ხალხში თუ ვინმე მთავრობის საწინააღმდეგოდ რაიმეს იტყოდა, მოძღვარს ბოლშევიკებისთვის უნდა ეცნობებინა. ამასთან დაკავშირებით მამა ალექსანდრე ხშირად იტყოდა ხოლმე: „ასეთი აზროვნების ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ადამიანთა უბედურებაზე ფიქრობენ, როგორ ააშენებ ქვეყანას?“. ამ მხრივაც რომ არაფერი გამოუვი-
37-1 საპატრიარქოს უწყებანი N37 1-6 დეკემბერი 2011წ გვ.19
მღვდელი ალექსანდრე წიკლაური 1882-1957 (გაგრძელება)
დათ მთავრობის მოხელეებს, ბოლოს, სოციალური წარმოშობის მოტივით, მოძღვრის შვილებს სწავლის გაგრძელებაზე · უარი უთხრეს, რამაც უფროსი ვაჟი ვარლაამი (VII კლასის მოსწავლე) აიძულა, მშობლების უკითხავად დასდგომოდა თბილისის გზას სწავლის გასაგრძელებლად. შემდგომში ამ ამბავს ასე იხსენებდა მამა ალექსანდრეს უმცროსი ვაჟი ენუქი: „თბილისისკენ მიმავალ ჩემს ძმას გზაში წამოეწია ურმით მიმავალი თოლენჯელი (სოფელია თიანეთის რაიონში) კაცი. მეურმის მასპინძლის ეზოში უცხოვრია ვინმე ღვთისნიერ მასწავლებელ ქალს და სკოლაში მიუღებინებია, როგორც ნათესავი. სწავლის პერიოდში თავისთან სასწავლებლად მიჰყავს მომდევნო ძმა ნოე, რომელმაც 1941 წელს დაამთავრა 32-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიაში, ხოლო უფროსი ვარლაამი 1939 წელს (ერთხანს არ მიჰყავდათ, როგორც მღვდლის შვილი, რადგან არ ენდობოდნენ). დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. წაიყვანეს ოჯახის ერთადერთი ცხენიც და მიუხედავად ომში ჩვენი ოჯახის აქტიური მონაწილეობისა, მთავრობის მოხელეთა მიერ ჩვენდამი დამოკიდებულება კვლავ ტენდენციურია. საქმე იმაშია, რომ სასოფლო საბჭოსა და კოლმეურნეობის გამგეობის მესვეურები რამდენჯერმე შეეცადნენ 200 კვ.მ. მიწის (გვეკავა 0, 17 ჰა, ეაცვალად 0, 15 ჰა-სა) ჩამორთმევას. აღნიშნულთან დათვავშირებით უფროსი ძმა იწერებოდა: „ჩვენ ორი ძმა ცეცხლის ალში ვართ გახვეულები, რათა დავიცვათ მამული გერმანელთა ხელყოფისგან და როგორ, ისინი უკვე მანდ არიანო, თუ კიდევ მოვიდნენ ეს წერილი გაიტანეთ და თვალებზე ააფარეთო“. წერილის მოსვლის შემდეგ რატომღაც აღარ მოსულან. 1942 წლის აგვისტოს ერთ დღეს, ერთად მოვიდა შეტყობინება მათი გმირულად დაღუპვის შესახებ. მწუხარებას ისიც დაემატა, რომ დააპატიმრეს ოჯახის მარჩენალი მამა, როგორც ურჩი გადამხდელი. საბედნიეროდ, არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არ არსებობის გამო. ამდენად მამა გაანთავისუფლეს პატიმრობიდან“. (ეკლესიის ასეთი მძიმე მდგო- მარეობა 1943 წლამდე გაგრძელდა. ამ წელს სახელმწიფომ ეკლესიას მისცა უფლება, გაეხსნათ დაკეტილი ტაძრები და ღვთისმსახურებს ოფიციალურად დართეს ნება, აღესრულებინათ წირვა-ლოცვა და საეკლესიო წესები მორწმუნეთათვის. იმჟამად მოქმედი ყველა ეპარქიის ეპისკოპოსს დაევალა შეედგინათ სიები იმ სასულიერო პირთა შესახებ, რომელთაც გამოთქვეს მღვდელმოქმედების გაგრძელებისა და ეკლე- სიაში სამსახური სურვილი გამოთქვეს. ამასთან დაკავშირებით 1944 წლის 30 აგვისტოს წილკნელი ეპისკოპოსი ტარასი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს წერდა: „მღვდლები, რომლებიც თქვენდამო გამოგზავნილ სიაში არ იყვნენ და ნამდვილად კი მსახურობენ, არიან შემდეგნი: მღვდელი ალექსანდრე წიკლაური, რომელიც მსახურობს და არ შეუწყვეტია მას სამსახური, არის ერწოში, თავის სოფელში მელიასხევში და ეკლესია ჰქონდა სოფელ საყდრიონში. ეხლა აქვს თუ არა წირვა-ლოცვა, არ ვიცი ზუსტად. სადაც კი მისწვდება ერწოში, ყველგან ის ასრულებს წესებს. რადგან თქვენ არ გცოდნიათ ამ მღვდლის ყოფნა იქ, მაშასადამე, არც მირონი ექნება თქვენგან წაღებული. მე რაც მცხეთაში ვმსახურობ, 7 წელია და მათ შორის ექვსი წელია წილკნის ეპისკოპოსად და არც ჩემთან გამოცხადებულა, არც მირონისათვის და არც არაფრისათვის. საინტერესოა, რით ნათლავს ბავშვებს? ასევე მსახურობს მღვდელ-მონაზონი დანიელი, ესეც ერწოში, ოღონდ არ ვიცი, რომელ სოფელში. მღვდელმა წიკლაურმა იცის მისი მისამართი. შარშან იყო ჩემთან, მანდატს თუ ადგილს თხოულობდა, მე თქვენთან გამოვგზავნე და რა ვიცი, იყო თუ არა“. აღნიშნულის შემდეგ მამა ალექსანდრე წიკლაური სამთითა მღვდელი (დაბადებიდან მარჯვენა ხელზე მხოლოს ის თითები ჰქონია, რომლებითაც პირჯვარს ისახავენ მართლმადიდებლები) იწყებს ყოველი წლის შემოდგომაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის კალისტრატეს მონახულებას და მისგან ლოცვა-კურთხევასა და დარიგებას იღებს. შემდგომში უმცროსი ვაჟი ენუქი იხსენებდა ერთ ასეთ დარიგებას: „შენი, როგორც მრევლის მოძღვრისა, ხშირად შეეცდებიან სუფრის თამადად დასახელებას, რაზედაც უარი უნდა განაცხადო. საქმე იმაშია, რომ ჩემი მღვდლობის პერიოდში, როდესაც მთავარხუცესის თანამდებობა მეკავა, შემოვიდა მრევლის მიერ საჩივარი, რომ ჩვენი მოძღვარი ითვრება და ქრისტიანულ
37-2 საპატრიარქოს უწყებანი N37 1-6 დეკემბერი 2011წ გვ.20
მღვდელი ალექსანდრე წიკლაური 1882-1957 (დასასრული)
წესს ვეღარ გვისრულებსო. გავემგზავრე საჩივრის შესამოწმებლად, აღმოჩნდა, რომ მრევლი თამადად ირჩევდა მოძღვარს, რომელიც მრევლს ათრობდა და თავადაც ითვრებოდა. მრევლის წინაშე მღვდელი არ გავამტყუნე, ხოლო დავადანაშაულე თვითონ ხალხი. თქვენ ირჩევთ, თქვენვე ათრობთ და რაღას უჩივითო“. იყო შემთხვევები, როცა მამაჩემსაც სთავაზობდნენ თამადობას, მაგრამ არ ღებულობდა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ნათლობაში ნათელღებულის, მშობლებისა და ნათლიების სადღეგრძელოებს“. 1949 წლის აღდგომას კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ მამა ალექსანდრე ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის კამილავკით დააჯილდოვა. 1950 წლის შემოდგომაზე მამა ალექსანდრე კათოლიკოს-პატრიარქის სანახავად თბილისში ჩამობრძანდა, რათა მოეხსენებინა ერწო-თიანეთსა და გუდამაყარში არსებული მძიმე ვითარების შესახებ და ლოცვა-კურთხევა აეღო, როგორ ემოქმედა გარკვეულ შემთხვევებში. მას თან ახლდა უმცროსი ვაჟი ენუქიც, რომელიც ასე იხსენებს ამ შეხვედრას: „უწმინდესმა კალისტრატემ თავის სამუშაო ოთახში მიგვიღო. გაგვიმასპინძლდა, როცა მორიდება შემატყო, პურს კარაქი და ხიზილალა წაუსვა, მომაწოდა და ასე მითხრა: „მამაშენი წუწკი ყოფილაო“. მან მამას სიონის ტაძარში გადმოსვლა და მსახურება შესთავაზა, ბინითაც აქვე უზრუნველგყოფო. მამამ ნდობისათვის მადლობა მოახსენა და უთხრა: „მოგეხსენებათ, თქვენო უწმინდესობავ, რომ რაიონში მხოლოდ მე ვარ მოძღვარი და მეც რომ წამოვიდე, ხალხი გაურწმუნოვდებაო“. მხოლოდ ერთი სათხოვარი მაქვს, გუდამაყარში ნათესავებთან ურთიერთობისას მთავრობის ზოგიერთი მოხელენი მღვდლობის მანდატს მთხოვენ, ჯვარს კი საბუთად არ თვლიანო. ამასთან დაკავშირებით უწმინდესმა კალისტრატემ მამა ალექსანდრეს ასეთი მოწმობა მისცა: „ამ მოწმობის წარმომდგენი, ალექსანდრე სიმონის ძე წიკლაური არის თიანეთის რაიონის სოფელ სიმონიანთხევის სამრევლოს მოძღვარი. მას უფლება აქვს სხვა რაიონის სოფლებშიც შეასრულოს ქრისტიანული წესები, როცა ამის შესახებ მიმართავენ მას მორწმუნენი“. მღვდელი ალექსანდრე ბევრს ზრუნავდა მიტოვებული ეკლესიებისა და იქ არსებული სიწმინდების შენარჩუნებისათვის. იმ ავბედით წლებში, როდესაც აღარ არსებობდა ღვთის შიში და მორიდება, პატივისცემა სარწმუნოებისადმი, უზნეო ადამიანები დადიოდნენ და ძარცვავდნენ ეკლესია-მონასტრებს, ისე რომ, მომკითხავიც არავინ ჰყავდათ. მოძღვარმა რამდენჯერმე გააგზავნა განცხადება საყდრიონის საბჭოს თავჯდომარესთან და სთხოვა, ეზრუნა სოფელში არსებული ძველი ტაძრის ბედ-იღბალზე: „მოგმართავთ მე, ზემოხსენებული პირი, მასზედ, რომ საყდრიონის ეკლესია ორჯერ იქნა გატეხილი და მესამედ დაკეტილი, მაგრამ ბოროტგანმზრახველნი მაინც არ ისვენებენ და ეხლაც კლიტე არ ადევს ეკლესიის კარებს. ასეთ მდგომარეობაში ეკლესიის სახალხო ქონებას მოელის განიავება და დაღუპვა“. გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე მამა ალექსანდრე დაუძლურდა და ლოგინად ჩავარდა, თუმცა, როგორც მისი შვილები იხსენებენ, არც მაშინ შეუწყვეტია საღვთო სამსახური. მოსახლეობას სახლში მიჰყავდათ ბავშვები მოსანათლად და ისიც დაუზარელად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. „დაგვიძახებდა და გვეტყოდა: „ადამიანს შეიძლება სხვა შეცოდებანი ეპატიოს, შეუნდოს ღმერთმა, მაგრამ სარწმუნოებისა და სამშობლოს ღალატი არ ეპატიებაო“, ამ სიტყვებს ხშირად გვიმეორებდა ოჯახის წევრებს“. მღვდელი ალექსანდრე 1957 წლის 5 დეკემბერს გარდაიცვალა. ნათესავებმა და ოჯახის წევრებმა მისი ცხედარი მელიასხევში, სოფლის სასაფლაოზე დაკრძალეს.
38 საპატრიარქოს უწყებანი N28 7-13 დეკემბერი 2011წ გვ.19
პროტოპრესვიტერი მიხეილ ნაცვლიშვილი 1873-1937 (გაგრძელება)
ასე უნდა მოგველოცნა შენთვის და ასე გიპირებდით ცხოვრების გზაზე გასტუმრებას? აი, მწარე და გულის მომკვლელი საკითხები... მაგრამ გამოუცნობელ არიან გზანი უფლისანი!.. შენ გვშორდები უსიტყვოდ, მაგრამ შენი დუმილით, –– გვტოვებ რა გამოუთქმელ სევდასა და მწუხარებაში, ბევრს რამეს გვასწავლი ჩვენ, შენ სულიერ მამასა და მასწავლებელთ: უფრო მეტი ზრუნვა გვჭირვებია, უფრო ღრმად გვდომებია ყრმათა გულში ჩახედვა! რამდენადაც გულნაკლულათა და მწუხარეთ გვტოვებ ჩვენ, შვილო ჩემო, იმდენათ სუბუქი იყოს შენთვის შავი და გულგრილი მიწა შენი ქვეყნისა მშვიდობით!“ 1917 წლის 8-17 სექტემბერს ჩატარებული პირველი საეკლესიო კრების შემდეგ მლვდელი მიხეილი თბილისში გადმოიყვანეს მსახურების გასაგრძელებლად. 1918 წელს მას დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1919-1921 წლებში, კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს მმართველობის პერიოდში, იგი საკათოლიკოსო საბჭოს კანცელარიას ხელმძღვანელობს. 1921 წლის თებერვალში, საქართველოს დაპყრობის დროს, თბილისი დატოვა და იმერეთში გადავიდა კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე. აი, რას წერს თავის მოგონებებში „რაც გამახსენდა“ კალისტრატე ცინცაძე ამის შესახებ: „სააღდგომოდ, როცა ქუთაისიდან დაბრუნდა, ხალხი ძალიან გულგრილად შეხვდა, აგრძნობინეს, რომ არ უნდა გასულიყო ქალაქიდან... ჩემზე განრისხებულმა, ჯავრი საკათოლიკოსო საბჭოს კანცელარიის თანამშრომლებზე იყარა: აიძულა დეკანოზი მიხეილ ნაცვლიშვილი და არქიმანდრიტი ნაზარი ლეჟავა გასულიყვნენ კანცელარიიდან“. ამ ამბების შემდეგ დეკანოზი მიხეილი ალავერდის ეპარქიაში დაბრუნდა და თავის მშობლიურ სოფელში, ბოდბისხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1922 წლის 24 იანვარს ალავერდელმა ეპისკოპოსმა პიროსმა (ოქროპირიძე) მღვდელმსახურება შეუჩერა ბოდბისხევის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის წინამძღვარს, მღვდელ ანთიმოზ ზურაბიშვილს. ამასთან დაკავშირებით, 1922 წლის 11 მარტს, მეუფე პიროსის ლოცვა-კურთხევით, ბოდბისხევის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მრევლი ორ ნაწილად გაიყო. ერთი ნაწილი –- დეკანოზ მიხეილ
38-1 საპატრიარქოს უწყებანი N28 7-13 დეკემბერი 2011წ გვ.18
პროტოპრესვიტერი მიხეილ ნაცვლიშვილი 1873-1937
პროტოპრესვიტერი მიხეილ ნაცვლიშვილი 1873 წელს სიღნაღის მაზრაში, სოფელ ბოდბისხევში, ადგილობრივი დიაკვნის ოჯახში დაიბადა. პატარა მიხეილი მამამ თავდაპირველად სიღნაღის სასწავლებელში მიაბარა ცოდნის მისაღებად. შემდეგ მან სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც 1897 წელს მეორე ხარისხის დიპლომით დაამთავრა. ამავე წელს მიხეილი დაქორწინდა მღვდელ იოსებ მირიანაშვილის უმცროს დაზე. 1898 წელს საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) იგი დიაკვნად აკურთხა, ერთ კვირის შემდეგ კი მღვდლად დაასხა ხელი და ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მო ნასტრის მღვდელმსახურად განამწესა. ცნობილი ქართველი პოეტის იროდიონ ევდოშვილის (ხოსიტაშვილი) უმცროსი და ბაბილინა ხოსიტაშვილი თავის მემუარულ თხზულებაში „მშობლიური სოფლიდან დედაქალაქში“ აღწერს ბოდბის მონასტრის პანსიონში სწავლის პერიოდში გატარებულ წლებს, სადაც მოხსენიებული ჰყავს მამა მიხეილი ნაცვლიშვილიც. აი, რას წერს იგი მის შესახებ: „სასწავლებლის მეორე მღვდელი, მასწავლებელი მიხეილ ნაცვლიშვილი ჩვენი სოფლიდან იყო, სემინარია ახალი დამთავრებული ჰქონდა; დიაკვნის შვილი იყო; მღვდელ იოსებ მირიანაშვილის და შეირთო ცოლად და მისივე რეკომენდაციით მოწყობილიყო მეორე მღვდლად მონასტერში. უკანასკნელ კლასში გვასწავლიდა მეტად რთულ მათემატიკურ ამოცანებს“. 1899 წლის 9 მაისს მამა მიხეილი საგვერდულით დაჯილდოვდა, ხოლო 1901 წლის 9 ნოემბერს სკუფია უბოძეს. 1905 წელს რუსეთის წმინდა სინოდისაგან მადლობის ფურცელი მიიღო. 1907 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა, ხოლო 1911 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1911 წლის სექტემბერში ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერთან გაიხსნა საეკლესიოსამოსწავლებლო სკოლა. სასწავლებლის უფროსად დაინიშნა ბოდბის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ნინო, ხოლო ინსპექტორად – მღვდელი მიხეილი. სკოლის შენობა 8 სექტემბერს საზეიმოდ აკურთხეს. მამა მიხეილი აღნიშნულ სასწავლებელში 1912 წლის 10 აგვისტომდე ასწავლიდა. 1914 წლიდან მღვდელი მიხეილი იმერეთის ეპარქიაში გადაიყვანეს და ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიის მასწავლებლად და სულიერ მოძღვრად დაინიშნა. 1915 წლის 6 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ქუთაისის სასწავლებელში მოღვაწეობიდან შემორჩენილია ერთი ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან, რომელიც გაზეთ „სამშობლოში“ გამოქვეყნდა. 1915 წლის 10 აპრილს გარდაიცვალა სასწავლებლის მერვე კლასის საუკეთესო მოწაფე შუშანიკ იმნაიშვილი, 12 აპრილს მას პანაშვიდი გადაუხადეს და წესი აუგეს სასწავით აშია დეკანოზმა ვასილ დოლაბერიძემ და მღვდელმა მიხეილ ნაცვმჯ აი ლიშვილმა. სახლიდან გამოსვენებiსას ქუჩაზე მცირე პანაშვიდი გადაიხა და მამა მიხეილმა და მოკლე სიტყვით მიმართა იქ შეკრებილებს: „ძვირფასო სულიერო შვილო და მოწაფე ჩემო, შუშანიკა! შენის გაცივებული ნეშტის გარშემო შემოკრბენ შენგან გულდამწვარი და უნუგეშობაში მიტოვებული მშობელი, შენი დაობლებული და-ძმანი, შენი ყმაწვილ ქალობის ამხანაგები და შენი აღმზრდელმასწავლებელნი. შენმა უბედურებამ უზომო მწუხარება მოგვაყენა ყველას, საწყალი დედა შენი! ამაზე ფიქრობდა, განა, ორის დღის წინათ? არა! გუშინ და გუშინწინ ის უზომო მხიარულებას გრძნობდა, რომ ქვრივ-ოხერმა, ხელმოკლე ადამიანმა სძლია ყოველგვარ გაჭირვებას და შენა და შენი და მოგიყვანათ უკანასკნელ კლასამდე. ასეთი ხვედრი ბევრს, ქონებრივად უზრუნველ-ყოფილსაც, არ ხვდება, ხოლმე. რამდენ ბედნიერებას მოელოდა მოხუცი დედა შენი! შენმა მოულოდნელმა სიკვდილმა კი ყველაფერი მტვრათ აქცია! საბრალო შენი და -–- ამხანაგი! ჩაუშხამდა საუკეთესო წამები სწავლის დამთავრებისა და აღფრთოვანება მომავლისა. საყვარელო, შვილო შუშანიკა! განა ამ დღისათვის ეწვალე ათი-თორმეტი წელიწადი, განა ასე გეხატებოდა, თუნდა რამდენიმე დღის წინათ, შენი მომავალი, განა ამისთვის გამზადებდით და გზრდიდით? საბრალო შენი ამხანაგები და მასწავლებელნი! განა გუშინდელ, უკანასკნელ გამოცდის შემდეგ,
38-2 საპატრიარქოს უწყებანი N28 7-13 დეკემბერი 2011წ გვ.20
პროტოპრესვიტერი მიხეილ ნაცვლიშვილი 1873-1937 (დასასრული)
ნაცვლიშვილს, ხოლო მეორე დეკანოზ ილია კობაიძეს ჩაბარდა. 1925 წლის დასაწყისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ (ხელაია) მამა მიხეილი კვლავ თბილისში გადმოიყვანა და საკათოლიკოსო საბჭოს საქმეთა მმართველად და სიონის საპატრიარქო ტაძრის კანდელაკად დაადგინა. შემდგომში მან მდივნის მოვალეობაც შეითავსა. უღმერთო ხელისუფლება ყველანაირად („ცდილობდა შუღლი ჩამოეგდო ეკლესიაში და „გათიშე და იბატონეს“ პრინციპით მოეხდინა მასზე თავისი კონტროლის დამყარება. 1926 წლის 21 დეკემბერს ქ. ქუთაისში კომუნის ტების წაქეზებით მლვდელმთავრებისა და სამლვდელოების ნაწილმა ჩატაარა უკანანო საეკლესიო კრება, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი და საკათოლიკოსო საბჭო გადაყენებულად გამოცხადდა და შეიქმნა დროებითი საეკლესიო მმართველობა. ამ კრებიდან რამდენიმე დღეში მათ მოსთხოვეს, დეკანოზ მიხეილ ნაცვლიშვილს კანცელარიისა და იქ დაცული საქმეების ჩაბარება. მამა მიხეილმა ამ მეტად რთულ და გადამწყვეტ მომენტში გამოიჩინა მტკიცე ნებისყოფა და სიმშვიდე, იგი არ შეუშინდა არც მთავრობის წარმომადგენლებს, არც მათ მუქარას და უარი განაცხადა ბრძანების შესრულებაზე. მან აღნიშნულ კრებას 30 დეკემბერს მისწერა შემდეგი რეზოლუცია: „მისი უწმინდესობის, ამბროსის ბრძანებისა და განკარგულების გარეშე ვერ ვცნობ ჩემთვის შესაძლებლად ამ წინადადების შესრულებასო". შემდგომ წლებში დეკანოზი მიხეილი კვლავაც ერთგულებით ემსახურებოდა დედაეკლესიას. იგი გვერდში ედგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს კალისტრატეს (ცინცაძე), რომელთანაც მრავალწლიანი მეგობრობა და მსახურება აკავშირებდა. 1936 წელს უწმინდესმა კალისტრატემ მამა მიხეილს პატიოსანი და თავდადებული სამსახურისათვის პროტოპრესვიტერის მაღალი წოდება მიანიჭა და სიონის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. პროტოპრესვიტერი მიხეილი X საუკუნის 30-იან წლების ბოლოს დაწყებული რეპრესიების მსხვერპლი გახდა. მისი აქტიური საეკლესიო მოღვაწეობა დიდად არ მოსწონდათ ურწმუნო ხელისფლების წარმომადგენლებს. მათ მოახერხეს მიეღოთ ბრძანება მისი დაპატიმრების შესახებ. ამის შემდეგ კი მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ეს მაშინდელ რუსეთის იმპერიაში ხდებოდა. 1937 წელს ჩეკისტებმა მოძღვარი სიონის ტაძართან დააპატიმრეს და ამის შემდეგ იგი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. სავარაუდოდ, იგი დახვრიტეს სამეულის გადაწყვეტილებით, ან გადაასახლეს შორეულ აღმოსავლეთში, საიდანაც დაბრუნება მხოლოდ ერთეულებს არგუნა უფალმა.
39 საპატრიარქოს უწყებანი N39 14-20დეკემბერი 2011წ გვ.18
მღვდელი მიხეილ მთიბელაშვილი 1883-1964
ღვაწლი კეთილი
მღვდელი მიხეილ ღვთისავარის ძე მთიბელაშვილი 1883 წელს თიანეთის მაზრის სოფელ ჩარგალში, გლეხის ოჯახში დაიბადა. სიჭაბუკის წლები პატარა მიხეილმა სოფელში, მუხლჩაუხრელ შრომაში გაატარა. იგი მამას ეხმარებოდა სამეურნეო საქმიანობაში. პარალელურად სოფელ ჩარგალში არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლაში დადიოდა, სადაც წერა-კითხვა ისწავლა და პირველდაწყებითი განათლება მიიღო. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი კი შუამთის მამათა მონასტერში შეისწავლა. საეკლესიო სამსახური მიხეილმა 1905 წელს დაიწყო. გორის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ელიაშვილი) იგი ალავერდის ეპარქიაში, ფშავ-ხევსურეთის ოლქში, სოფელ ხახმატის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესა. 1907 წელს უკანა ფშავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში გადაიყვანეს. ამავე პერიოდში მან ცოლად ითხოვა მარიამ ხარლამპის ასული (დაბადებული 1887 წელს). 1913 წლის 26 აპრილს, ოჯახური მდგომარეობის გამო, მიხეილი თავისი თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა მედავითნის თანამდებობიდან და დროებით მშობლიურ სოფელში მეურნეობით ირჩენდა თავს. 1916 წლის 19 მარტს იგი საინგილოში, ზაქათალის ოლქში, სოფელ კეტუკლინის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა, 1918 წლიდან იგი ალავერდის ეპარქიაში გადაიყვანეს და სიღნაღის მაზრაში, სოფელ მაღაროს მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაადგინეს. XX საუკუნის 20-იან წლებში მასობრივად დაიწყო სასულიერო პირების დევნა-შევიწროება, ამიტომ მიხეილი დროებით ისევ სოფელ ჩარგალში დაბრუნდა. 1925 წლის დასაწყისში მან თხოვნით მიმართა ალავერდის ეპარქიასთან არსებულ სამღვდელო კომისიას სასულიერო ხარისხის მისაღებად. შესაბამისი მომზადებისა და გამოცდების ჩაბარების შემდეგ კომისიამ იგი ღირსად ცნო მღვდლის ხარისხის მისაღებად. 1925 წლის გაზაფხულზე ალავერდელმა ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ფხალაძე, შემდგომში –– სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) მიხეილი დიაკვნად აკურთხა, ერთ კვირაში კი მლვდლად დაასხა ხელი და შუა ფხოვის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად განამწესა. ურთულეს პერ. ოდში მოუხდა მამა მიხეილს სასულიერო მოღვაწეობის დაწყება. ადგილზე ჩასულ მოძღვარს ღამის გასათევი ადგილიც კი არ ჰქონდა. ადგილობრივმა უღმერთო ხელისუფლებამ ტაძარს საეკლესიო სახლები ჩამოართვა. ერთ მათგანში სკოლა გახსნეს, ხოლო მეორეში აღმასკომი. ამის გამო, მამა მიხეილი მეზობელ სოფელ ხომში დასახლდა, სადაც მას ერთ-ერთმა კეთილმორწმუნე ოჯახმა დაუთმო საცხოვრებელი ბინა. სოფელში მოშლილი იყო სასულიერო ცხოვრება, მრევლი შიშის გამო ტაძარში აღარ დადიოდა და მოძღვარს ხშირად უხდებოდა ქადაგება და მათი რწმენაში განმტკიცება, რასაც ხელისუფლება ტერორითა და დაშინებით პასუხობდა. მუდმივ ზეწოლასა და მუქარას ვეღარ გაუძლო მუქოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მღვდელმა მიხეილ ოჩიაურმა და 1926 წლის დასაწყისში საეკლესიო სამსახური მიატოვა. მუქოზამრევლი მოძღვრის გარეშე დარჩა. სოფელი მუქო შუა ფხოვიდან 5 კილომეტრით არის დაშორებული და ამიტომ მამა მიხეილს დაეკისრა მისი მოვლაც, მაგრამ სოფელ ხომიდან სიშორისა და ცუდი ადგილმდებარეობის გამო ძნელი იყო აღნიშნულ სამრევლოთა მოვლა. ამასთან დაკავშირებით, თიანეთის ოლქის მთავარხუცესის, დეკანოზ გრიგოლ ჯინჭველაძის ლოცვა-კურთხევით, მამა მიხეილი ოჯახითა და თავისი მედავითნით (მედავითნეობას იმჟამად მისი ვაჟი იოსები ასრულებდა) მუქოს ეკლესიის საკრებულო სახლში გადავიდა საცხოვრებლად. 1926 წლის 17 ნოემბერს საკათალიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით ალავერდის ეპარქიას ჩამოერთვა ფშავ-ხევსურეთის სამთავარხუცესო ოლქი და წილკნის ეპარქიის მმართველობაში გადავიდა. ამავე წლის დეკემბერში თიანეთის ოლქის მთავარხუცესი, დეკანოზი გრიგოლ ჯინჭველაძე წერდა მამა მიხეილს: „მამაო მიხეილ! მე ჯერჯერობით ისევ ვრჩები თიანეთში. მღვდელი იოანე გოგნიაშვილი გადაყენებულ იქნება ამ ორ
39-1 საპატრიარქოს უწყებანი N39 14-20დეკემბერი 2011წ გვ.19
მღვდელი მიხეილ მთიბელაშვილი 1883-1964 (გაგრძელება)
კვირაში, აღარ შეუძლია სამსახური. მის ადგილზე დაინიშნა მღვდელი იროდიონ სისაური, ხოლო არტაან-ახალსოფლის შეერთებულ სამრევლოს ჯერ-ჯერობით მღვდელი არ ჰყავს. როგორც ამას წინათ ამიწერეთ, შუა ფხოვის, მუქოსა და უკანა ფშავის სამრევლოთა კომლთა რიცხვი არ ყოფილა მეტი არტაანის სამრევლოზე, რომელსაც ახლა ბაჩლელ ხევსურთა მიმატებით 220 კომლამდე ჰყავს, ხოლო თუ ახალსოფლის სამრევლოს მივამატებთ, სულ ირიცხება 482 კომლი. ოდესმე თუ ახალსოფელი ისევ კამოეყო ცალკე, მაინც აჯობებს თქვენს დაფანტულ და დატან- ჯულ სამრევლოს. მე გირჩევთ, ითხოვოთ აქეთ გადმოსვლა.ვიცი, რომ მანდ არ იქნებით დამშვიდებული, თითქმის ყოველ ზაფხულს მანდ თარეშობენ ყაჩაღები. იცხოვრებთ სოფელ ლიშოში, საიდანაც მისწვდებით ახალსოფელსაც. თუ ახალსოფელში მოგცეს ბინა, შეგიძლია იქაც იცხოვროთ, მაგრამ ლიშოში გირჩევნიათ, იქ საქონელსაც შეინახავთ. მოწერილობა ჩამოსვლისას გამოუცხადეთ მღვდელ თეოდორე ჟამიაშვილსა და მღვდელ მიხეილ ქისტაურს, მაგათ დამაბერეს მე, მადლობა ღმერთსა, რომ მომეცა საშვალება გათავისუფლებისა. რადგან ვიტანჯებოდი მიწერ-მოწერის გამოგზავნაზე, ძალიან უხერხული იყო ალა- ვერდის ეპარქიისათვის ფშავ-ხევსურეთი, მცხეთიდან უფრო ადვილად მოგვივლიან. მადლობა ღმერთსა, რომ საკათოლიკოსო საბჭომ მიიღო მხედველობაში ჩვენი მოსაზრება ამ საგანზე. მოსთხოვეთ მეტრიკის ფული ქისტაურს და თან წამოიღეთ. იყავით მშვიდობით 1927 წლის 10 აპრილს წილკნელმა ეპისკოპოსმა პავლემ (ჯაფარიძე) ფშავ-ხევსურეთის ოლქის მთავარხუცესად მღვდელი „ მიხეილი დაადგინა და დაავალა, მიეწოდებინა ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობა იყო იმჟამად აღნიშნულ მხარეში. 1927 წლის 20 მაისს მამა მიხეილმა მოამზადა შესაბამისი წერილი, სადაც მეტად საინტერესო ინფორმაციას ვკითხულობთ: „ძველი რეჟიმის დროს ფშავხევსურეთი შეადგენდა ერთ საბლაღოჩინოს და იყოფოდა 11 სამრევლოდ: გომეწრის, ჩარგლის, შუა ფხოვის, მუქოსა და უკანა “ ფშავის (ფშავი) -- ბარისახო, როშკი, ბაცალიგო, ახიელი, ხახმატი და შატილი (ხევსურეთი). იმავე დროს დაიხურა უკანა ფშავის ეკლესია და მიეწერა მუქოს. ასე რომ, დარჩა 10 სამრევლო. უკანასკნელ დრომდის საბლაღოჩინო ეკლესია არსებობდა ბარისახოში. შემდეგ, როდესაც მოხდა ცვლილება ქვეყნისა, ფშავ-ხევსურეთის სამრევლოები თვალსაჩინოდ შემცირდა. ძველი დროის გადატრიალებისთანავე, როგორც ძალაუნებურად ქრისტიანობის მიმდევარმა ერმა ხევსურებმა, იერიში მიიტანეს თავიანთ ეკლესიებზე, გაძარცვეს ისინი და დაანგრიეს. აღნიშნული ბოროტმოქმედების მსხვერპლი გახდა ხევსურეთის შემდეგი ეკლესიები: ბარისახოს ეკლესია, რომლის დანგრევასთან ერთად მოკლეს იმავე ეკლესიის მღვდელი ბესარიონ წიკლაური. როშკის, ბაცალიგოსი და ხახმატისა. ამ ეკლესიათა შორის, როგორც პირადი გადმოცემით ვიცით, ხეევსურეთში კიდევ არსებობს 2 ეკლესია ახიელისა და შატილისა. ეს მოხსენიებული სამრევლოები ე.ი. ახიელისა და შატილისა ძევს იქით ხევსურეთში, რომელსაც აქეთი ხევსურეთიდან ჰყოფს მაღალი ხევსურეთის მთა. ეს არ იკმარეს ხევსურებმა და ფშავის ეკლესიებიც შეარყიეს. ორჯერ გაძარცვეს ჩარგლის ეკლესია, სამგზის შუაფხოს ეკლესია და ერთხელ მუქოსი. სამგზის გაიძარცვა თამარისის მონასტერი უკანა ფშავში. შეურყეველი დარჩა მხოლოდ გომეწრის სამრევლო. სხვა საშინელი შემთხვევები კიდევ მოახდინეს ხევსურებმა. მუქოს ეკლესიის მღვდელი ლავრენტი შიოშვილი, ახალგაზრდა, სულ ოთხი თვის გადმოყვანილი მოკლეს მეუღლესთან ერთად საკრებულო სახლში 1919 წელს. ამჟამათ სიტუაცია ასეთია: გომეწრის მრევლს ჰყავს მღვდელი მიხეილ ქისტაური, მედავითნე არ ჰყავს და არც ეკლესიური ღვთისმსახურება ტარდება. ჩარგლის სამრევლოს ჰყავს მღვდელი თეოდორე ჟამიაშვილი, მედავითნე არც იქ არის, ამიტომ იქაც არ სრულდება წირვალოცვა. ახიელის სამრევლოში არის მღვდელი გიორგი ჯაბუშანაური (ხევსური) და როგორც პირადად გადმომცეს, წირვა-ლოცვა ჰქონია. უკანასკნელ შატილის სამრევლოს მართავს მღვდელი იოსებ ოჩიაური, მაგრამ ეკლესიური ღვთისმსახურება არც იქ ტარდება. მუქო-შუაფხოს მრევლი, სადაც მე ვმსახურობ
39-2 საპატრიარქოს უწყებანი N39 14-20დეკემბერი 2011წ გვ.20
მღვდელი მიხეილ მთიბელაშვილი 1883-1964 (დასასრული)
მღვდლის თანამდებობაზედ, ჩემ წინა მოადგილედ იყვნენ ხევსური მღვდლები: პირველი ალექსი ოჩიაური და მეორე: მისი ძმა მიხა ოჩიაური, პირველი იყო შუაფხოს ეკლესიის მღვდელი, მეორე მუქოსი. ალექსი ოჩიაურმა კაბა-ანაფორის გახდით მიატოვა შუაფხოს მრევლი, ამის შემდეგ არ გაუვლია დიდხანს, რომ მისმა ძმამ მიხეილმაც მიჰბაძა მას და ამანაც მიატოვა მღვდლის თანამდებობა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გომეწრის და ჩარგლის სამრევლოს მორწმუნე პირნი განიცდიან სულიერ საზრდოს მოკლებას და მწუხარებას, მით უმეტეს, რომ მოკლებულნი არიან წირვა-ლოცვას, წმინდა საიდუმლოს მიღებას და ზოგიერთ სხვა ქრისტიანულ წესებსაც. მთების სიმაღლის გამო ახიელში და შატილში მიმავალი გზა ივნისამდე გახსნილი არ იქნება და შემდეგ კი იმ მღვდელთა შესახებ ყველაფერს დაწვრილებით მოგახსენებთ“. 1927 წლის 22 ივნისს, მამა მიხეილის თხოვნით, შუა ფხოვის სამრევლო ოფიციალურად გაერთიანდა მუქოს ეკლესიასთან. მეუფე პავლესადმი გაგზავნილ წერილში იგი აღნიშნავდა: „ჩემი შეხედულობა მუქო-შუაფხოს მრევლთა შესახებ ასეთი გახლავთ. უკეთუ თქვენი მეუფებაც ინებებს გამოცხადებულ იქნეს ერთ სამრევლოდ, ე. ი. შუაფხოს ეკლესია და მრევლი მიეწეროს მუქოს ეკლესიას. ამის უმთავრესი მიზეზი გახლავთ შუაფხოში ცხოვრების შეუძლებლობა უბინაობის გამო. მუქო-შუაფხოს სამრევლოს მცხოვრებთა რიცხვი ხევსურთა გადასახლების გამო ფრიად შემცირებულია, სადაც ოდესმე 400 კომლი ცხოვრობდა, ახლა ითვლება 232 კომლიღა. ამიტომ მოვმართავ თქვენ მეუფებას და ვთხოვ: რათა კეთილი ინებოთ დააკმაყოფილოთ ჩემი მოხსენება და თქვენი მეუფების რეზოლუციით მიწერილ იქნეს შუაფხოს ეკლესია და მრევლი მუქოს ეკლესიაზედ, და ამასთან ერთად მე ვითვლებოდე მუქოს მღვდლად და არა შუაფხოსი". XX საუკუნის 30-იანი წლებში ფშავ-ხევსურეთის ოლქში ყველა მოქმედი ეკლესია დაიკეტა. მღვდელი მიხეილი იძულებული გახდა კვლავ ჩარგალში დაბრუნებულიყო და ოჯახი საკუთარი შრომით შეენახა. თუმცა, შეძლებისდაგვარად, იგი პერიოდულად მაინც აღასრულებდა მღვდელმსახურებას, ნათლავდა ბავშვებს, ქრისტიანული წესით მარხავდა მიცვალებულებს და განამტკიცებდა მორალურად გატეხილ მრევლს. მიუხედავად უმძიმესი წლებისა, XX საუკუნის 40-იანი წლების დამდეგამდე მას არ შეუწყვეტია ღვთისმსახურება და ქადაგება. 1942 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსადმი, უწმინდესისა და უნეტარესის კალისტრატესადმი (ცინცაძე) გაგზავნილ წერილში, ალავერდის ეპარქიის მთავარხუცესი, დეკანოზი მათე ალბუთაშვილი სწერდა: „წლევანდელ წლამდე ეპარქიაში სხვა სასულიერო პირებთან ერთად ითვლებოდა კიდევ ერთი მღვდელი მიხეილ მთიბელაშვილი. თუმცა, როგორც იმაზე ამბობენ, გაიხადა ანაფორაო“. 1955 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა მელქისედეკმა (ფხალაძე) მღვდელი მიხეილი სასულიერო ხარისხში აღადგინა. აი, რას წერდა იგი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიის განყოფილების რწმუნებულს, ბატონ მმ. მექვაბიშვილს: „უადგილო მღვდელი მიხეილ ღვთისავარის ძე მთიბელაშვილი ამა წლის 26 ოქტომბერს დანიშნულია დუშეთის რაიონში, სოფელ ჩარგალში მოსიარულე მღვდლად“. ცხრა წელიწადი კვლავ ერთგულად იმსახურა დედაეკლესიის წიაღში მღვდელმა მიხეილმა და, მოხუცებულობის მიუხედავად, მრავალი კეთილი საქმის გაკეთება მოასწრო. 1964 წლის გაზაფხულზე, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ იგი გარდაიცვალა. მოძღვრის ცხედარი ოჯახის წევრებმა და მრევლმა სოფელ ჩარგლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში დაასაფლავეს.
ხელდასხმები. 2011წ
1 საპატრიარქოს უწყებანი N1 6-12იანვარი 2011წ გვ.6
ხელდასხმა
2 იანვარს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მლვდლად აკურთხა ამავე ტაძრის ღვთისმსახური, დიაკონი გიორგი პოღოსოვი.
დაჯილდოება
2 იანვარს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება:
მეორე გამშვენებული ჯვრით -- ნაძალადევის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი უშანგი ჩარკვიანი;
მიტრით ნუცუბიძის II პლატოზე მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი გარდიშიანი
1-1 საპატრიარქოს უწყებანი N1 6-12იანვარი 2011წ გვ.7
დაჯილდოება
გამშვენებული ჯვრით –- თბილისის წმინდა ჯვრის მამის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი თავმაზ ჩოხელი;
ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით -– სანზონის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელ-მონაზონი იოანე (ტოგონიძე);
ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -– ნუცუბიძის Iს პლატოზე მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი ილია გვაზავა.
2 საპატრიარქოს უწყებანი N 13-19 იანვარი 2011წ გვ.9
დაჯილდოება
7 იანვარს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ შობის დღესასწაულთან დაკავშირებით დააჯილდოვა სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრითა და მიტრით – ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის მლვდელმსახური, დეკანოზი ავთანდილ გრძელიძე; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -– თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი ანტიპოვი.
2-1 საპატრიარქოს უწყებანი N 13-19 იანვარი 2011წ გვ.10
დაჯილდოება
9 იანვარს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება: დეკანოზის წოდებითა და გამშვენებული ჯვრით -– დეკანოზი უჩა ასათიანი, მღვდელი დავით მეგრელი, მღვდელი გრიგოლ ჭიჭინაძე, მღვდელი ანდრია არვე- ლაძე, მღვდელი სტეფანე ნანობაშვილი, მღვდელი ზოსიმე ჭუმბურიძე, ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -– მღვდელი შოთა ნიქაბაძე, მღვდელი შოთა ბაბლიძე,
ხელდასხმა
2 იანვარს გარდაბნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის II კურსის სტუდენტი დავით ლორთქიფანიძე. დიაკონი დავითი გარდაბნის საკათედრთ ტაძარში იმსახურებს.
7 იანვარს, ქრისტეშობის დღესასწაულზე, სამტრედიის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარში ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია) დიაკვნად დაასხა ხელი ბათუმის სასულიერო სემინარიის მე-3 კურსის სტუდენტს ანტონ ვაშაკიძეს.
აღკვეცა
3 იანვარს ხონის საბა გაწმედილის სახელობის მამათა მონასტერში ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია) ბერად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილი შალვა ბერიკაშვილი და სახელად ელიზბარი უწოდა.
3 საპატრიარქოს უწყებანი N3 20-26 იანვარი 2011წ გვ.7
ხელდასხმა
2 იანვარს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა ნაქულბაქევის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის (დილომი) ბერმონაზონი გიორგი (ქობალია). ბერ-დიაკონი გიორგი ავჭალის მაცხოვრის ნათლისღების სახელობის მამათა მონასტერში იმსახურებს.
***
9იანვარს ზესტაფონის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში არგვეთისა და უბისის მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის II კურსის სტუდენტი ირაკლი ოჩიგავა და სახელად იოანე უწოდა. დიაკონი იოანე ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
***
9 იანვარს სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) დიაკვნად აკურთხა ფოთის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ეროსი ივანოვი. დიაკონი ეროსი სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
***
16 იანვარს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის ლვთისმსახურს, დიაკვან ნიკოლოზ გივიშვილს.
***
16 იანვარს თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტმა თადეოზმა (იორამიშვილი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი გიორგი ბერბერაშვილი.
დაჯილდოება
19 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულთან დაკავშირებით დააჯილდოვა სასულიერო პირები: არქიმანდრიტის წოდებით - ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, იღუმენი ლაზარე (მახარაშვილი). მიტრით -- ვარკეთილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დიმიტრი ლეკვეიშვილი. გამშვენებული ჯვრით -- ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურნი: იღუმენი ანთიმოზი (ბიჩინაშვილი); იღუმენი ათანასე (სვანიძე); დეკანოზი გრიგოლ გოგიჩაძე; დეკანოზი ირაკლი ჭინჭარაული, დეკანოზი გივი გივიშვილი; დეკანოზი გიორგი სახვაძე; გამშვენებული ჯვრით გლდანის ლომისას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მლვდელმსახური, დეკანოზი ირაკლი კუთხაშვილი. ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზი (კალანდაძე).
***
16 იანვარს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სასულიერო პირები: მიტრით -- ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ბასილ შაყულაშვილი; გამშვენებული ჯვრით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი ბურდეინი.
4 საპატრიარქოს უწყებანი N4 27იანვარი-2თებერვალი 2011წ გვ.6
ხელდასხმა
7 იანვარს ზესტაფონის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის III კურსის სტუდენტი ირაკლი ოჩიგავა და სახელად იოანე უწოდა.
14 იანვარს ხონის რაიონის სოფელ მათხოჯის წმინდა ბასილი დიდის სახელობის ტაძარში ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია) მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან ზაზა სულაბერიძეს.
დაჯილდოება
14 იანვარს ხონის რაიონის სოფელ მათხოჯის წმინდა ბასილი დიდის სახელობის ტაძარში ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია: მღვდელი ბასილ გერაძე დააჯილდოვა ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.
მონასტრების კურთხევა
18 იანვარს რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელი) აკურთხა სამგორის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტერი და ტაძარი. წირვის
შემდეგ მონასტერი მოილოცა და სამადლობელი პარაკლისი აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. პარაკლისის დასრულებისას მან დალოცა ტაძარში შეკრებილი მრევლი და მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ქეთევანი (ჯანუყაშვილი) ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენიას წოდება მიანიჭა. 18 იანვარს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა ავჭალის მაცხოვრის ნათლისღების სახელობის მამათა მონასტერი და ეკლესია. წირვაზე ეპისკოპოსმა იაკობმა მღვდლად დაასხა ხელი ამავე მონასტრის საძმოს წევრს, ბერ-დიაკონ გიორგის (ქობალია).
20 იანვარს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა გლდანულას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერი. მონასტრის წინამძლვრად მლვდელ-მონაზონი ნერსე (სამხარაძე) დაინიშნა.
4-1 საპატრიარქოს უწყებანი N4 27იანვარი-2თებერვალი 2011წ გვ.7
დაჯილდოება
23 იანვარს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება: დეკანოზის წოდებით და გამშვენებული ჯვრით: ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი გაბუნია; დეკანოზის წოდებით: მესხეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი იოსებ ზაქარაიძე; მაღლაკის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესის წინამძღვარი, მღვდელი დავით ჯანელიძე; პატრიკეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი ხოჯავა; ქუთაისის (პანთეონი) წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი რევაზ კოხრეიძე; წყალტუბოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ხარაბაძე. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით: ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი ლუკა წითური; თბილისის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი დიმიტრი ბურდული.
6 საპატრიარქოს უწყებანი N6 10-16 თებერვალი 2011წ გვ.3
დაჯილდოება
27 იანვარს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით დააჯილდოვა რუისისა-ურბნისის ეპარქიაში მოღვაწე მონაზვნები.
გამშვენებული ჯვრით:
იტრიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია პელაგია (თვარაძე); სამწევრისის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, სქიმიღუმენია ალექსანდრა (ძაგნიძე).
ოქროს ჯვრითა და იღუმენიას წოდებით:
ურბნისის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ბარბარე (გეგიძე); ბებნისის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ეკატერინე (ელოშვილი); მერეს მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი მარიამი (კურტანიძე); ორთუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი მარიამი (ჩხაიძე); ქვიშხეთის მაცხოვრის აღდგომის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ანთია (თავართქილაძე).
6-1 საპატრიარქოს უწყებანი N6 10-16 თებერვალი 2011წ გვ.4
დაჯილდოება
ოქროს ჯვრით: რუისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ემილია (შუბლაძე); დირბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ნატალია (ხახუტაშვილი); ხაშურის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძლვარი, მონაზონი ევგენია (ჟორდანია); ხაშურის წმინდა მარინეს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი მარინე (რაზმაძე); სურამის მაცხოვრის ამალლების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი თამარი (ფიჩხაია); სურამის იობ მრავალტანჯულის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ელისაბედი (სიხაშვილი); სომანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი მაკრინე (ჯვარისაშვილი); ბრეთის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ანგელინა (ოსაძე).
ტაძრის კურთხევა და ხელდასხმა
18 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ქ. თბილისში გაიხსნა მაცხოვრის ნათლისღების სახელობის ეკლესია და მამათა მონასტერი. ახალი ტაძარი აკურთხა და პირველი წირვა აღავლინა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი). კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვაკურთხევით, ეკლესიის წინამძლვრად დაინიშნა არქიმანდრიტი იოანე (გვაჯაია). ეპისკოპოსმა იაკობმა მლვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკონ გიორგის (ქობალია). მღვდელ-მონაზონი გიორგი ამავე ტაძარში იმსახურებს,
ხელდასხმა
30 იანვარს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის IV კურსის სტუდენტი თენგიზ კიკნაველიძე და სახელად სვიმონი უწოდა. დიაკონი სვიმონი ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
9 საპატრიარქოს უწყებანი N9 3-9მარტი 2011წ გვ.8
ხელდასხმა
26 თებერვალს ბოლნისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ბოლნელმა ეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) მლვდლად დაასხა ხელი კრწანისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის დიაკვან მიქაელ არეშიძეს. მღვდელი მიქაელი კრწანისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
***
27 თებერვალს ბოლნისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ბოლნელმა ეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის დიაკვან გიორგი ტატურაშვილს. მღვდელი გიორგი ქვეშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
დაჯილდოება
25 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მოილოცა მახათის მთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტერი და სამადლობელი პარაკლისი აღავლინა. მან ქადაგებით მიმართა მრევლს და დალოცა ტაძარში შეკრებილნი. ქადაგების შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმინდა იოანე, ექვთიმე და გიორგი ათონელების ტაძრის ქტიტორს, მსოფლიო ბანს, ბატონ პაატა ბურჭულაძეს საჩუქრად გადასცა ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის ხატი, ხოლო ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა: კრწანისის წმინდა საბა განწმედელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარს, იღუმენ ექვთიმეს (ციხისელი); წყნეთის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარს, იღუმენ ეგნატეს (ჩუხუა); მახათის მთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის საძმოს წევრს, იღუმენ ზოსიმეს (სისვაძე).
11 საპატრიარქოს უწყებანი N11 17-23მარტი 2011წ გვ.4
ხელდასხმა
30 იანვარს ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში ბორჯომისა და ბაკურიანის მირროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა) დიაკვნად აკურთხა ქრისტო ვაჩნაძე და სახელად მიქაელი უწოდა. დიაკონი მიქაელი ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის სრელოითს საკათედრო ტაძარში იმსახურებს. 27 თებერვალს ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა) დიაკვნად აკურთხა კახაბერ კოსი და სახელად ილარიონი უწოდა. დიაკონი ილარიონი ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
...
6 მარტს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) მღვდლად დაასხა ხელი ბახტრიონის ჯვართამაღლების სახელობის ეკლესიის დიაკონ თეოდორე ფარნაშვილს. მღვდელი თეოდორე ბახტრიონის ჯვართამაღლების სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
***
6 მარტს გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გორისა და სამთავისის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის დიაკონ გიორგი ბერძულიშვილს. მღვდელი გიორგი თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
***
13 მარტს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა ბასილ კვანტალიანი. დიაკონი ბასილი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
დაჯილდოება
13 მარტს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება. გამშვენებული ჯვრით: ვაკის ყოვლადწმინდა სამების სარი, დეკანოზი გიორგი დორეული; ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (ნუცუბიძის II პლატო), დეკანოზი ანდრია თოდაძე;
11-1 საპატრიარქოს უწყებანი N11 17-23მარტი 2011წ გვ.5
დაჯილდოება
დეკანოზის წოდებით:
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მლვდელმსახური, მღვდელი თეოდოსი სარდანაძე; ბანოჯას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მლვდელი დიმიტრი ყიფიანი; ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (სულხან-საბას ქუჩა), მლვდელი გიორგი კეშელავა; ზარათის წმინდა გიორგისა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიების წინამძღვარი, მღვდელი იოანე მიხელიძე; ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (ვაჟა-ფშაველას ქუჩა, გოჭოურა), მლვდელი იოსებ კოხრეიძე; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით: ქუთაისის მწვანეყვავილას მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი პეტრე გაბუნია; ქუთაის-გაენათის ეპარქიის მლვდელმსახური, მღვდელი პანტელეიმონ ხუბულავა; ქუთაისის მწვანეყვავილას მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი არსენ თვალიაშვილი.
12 საპატრიარქოს უწყებანი N12 24-30მარტი 2011წ გვ.3
დაჯილდოება
20 მარტს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენის წოდება მიანიჭა სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურს, მლვდელ-მონაზონ პავლეს (ქებულაძე). უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვაკურთხევით იღუმენი პავლე თბილისის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის (ხილიანის ქუჩა, ბავშვთა საავადმყოფო) წინამძღვრად დაინიშნა.
***
22 მარტს თბილისის წმინდა ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ეკლესიაში პირველშეწირულის ლიტურგია აღავლინა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი). ლიტურგიის დასრულების შემდეგ ტაძარი მოილოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. მან დალოცა ტაძარში შეკრებილი მრევლი და გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა ამავე ეკლესიის მღვდელმსახური, იღუმენი ალექსი (არაჩემია).
13 საპატრიარქოს უწყებანი N13 31მარტი-6აპრილი 2011წ გვ.5
ხელდასხმა
13 მარტს გარდაბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) დიაკვნად აკურთხა ძალაათხევის წმინდა ბასილი დიდის სახელობის მამათა მონასტრის ბერი საბა (ტრამაკიძე). ბერ-დიაკონი საბა ძალათხევის წმინდა ბასილი დიდის სახელობის მამათა მონასტერში იმსახურებს.
...
20 მარტს გარდაბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული გელა თავაძე და სახელად დავითი უწოდა. დიაკონი დავითი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
დაჯილდოება
27 მარტს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა -–– ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი ამირან ქარქაშაძე.
14 საპატრიარქოს უწყებანი N14 7-13 აპრილი 2011წ გვ.3
ხელდასხმა
3 აპრილს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასალის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელი) ხელი დაასხა მღვდლად ამავე ტაძრის დიაკონ გიორგი ალიაშვილს
ბერად ალკვეცა
2 აპრილს ზარზმის მამათა მონასტერში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ბერად აღკვეცა მორჩილი კახაბერ თავაძე და სახელად აბო უწოდა.
15 საპატრიარქოს უწყებანი N15 14-20აპრილი 2011წ გვ.5
ხელდასხმა
27 მარტს ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა) მლვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ბერ-დიაკონ იონას (მაისურაძე). მღვდელ-მონაზონი იონა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
...
27 მარტს მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის IV კურსის სტუდენტი ვახტანგ ძებნიაური. დიაკონი ვახტანგი ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტერში იმსახურებს.
***
31 მარტს მარტყოფის ყოველთა წმინდათა სახელობის მამათა მონასტერში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) ბერად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილი ნაზარი ფალავანდიშვილი და სახელად ლუკა უწოდა.
***
2 აპრილს მარტყოფის ყოველთა წმინდათა სახელობის მამათა მონასტერში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) დიაკვნად აკურთხა ამავე მონასტრის ბერი ლონგინოზი. ბერ-დიაკონი ლონგინოზი მარტყოფის ყოველთა წმინდათა სახელობის მამათა მონასტერში იმსახურებს.
***
3 აპრილს გარდაბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი)დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული გიორგი ჩანტლაძე. დიაკონი გიორგი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
***
3 აპრილს მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის IV კურსის სტუდენტი დავით წულეისკირი. დიაკონი დავითი ვარკეთილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
***
7 აპრილს ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტი ლაზარე დულუზაური. დიაკონი ლაზარე ვარკეთილის ზემო პლატოს ივერიის ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
***
7 აპრილს ზესტაფონის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში მარგველმა მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი) მღვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკონ პახუმს (ბუხსიანიძე).
15-1 საპატრიარქოს უწყებანი N15 14-20აპრილი 2011წ გვ.6
დაჯილდოება
7 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება, რომელიც მიემგზავრება ავღანეთში ქართულ საჯარისო ნაწილებთან ერთად: ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -–– მღვდელი გიორგი ბერაია, მღვდელი ნაზარი გვენეტაძე და მღვდელი ლონგინოზ მანაგაძე; ამავე დღეს ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და იღუმე- ნიას წოდება მიენიჭა ჭყონდიდის ეპარქიის, სოფელ სუჯუნის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის კეთილმოწესეს, მონაზონ ბარბარეს (ქობალია).
17 საპატრიარქოს უწყებანი N17 12-19მაისი 2011წ გვ.11
ხელდასხმა
3 აპრილს ნინოწმიდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის საძმოს წევრი ბერი სვიმონი (ჯიბლაძე). ბერ-დიაკონი სვიმონი ყოვლადწმინდა სამების საფლობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
10 აპრილს ნინოწმიდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის საძმოს წევრი ბერი ბასილი (კორტავა). ბერ-დიაკონი ბასილი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
***
17 აპრილს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) მღვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკონ ნოეს (გოგიტაური).
***
23 აპრილს ხონის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია) მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ ანტონ ვაშაკიძეს.
***
26 აპრილს მარტყოფის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიის ხატის სახელობის დედათა მონასტერში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკონ ფრიდონ დილებაშვილს. მღვდელი ფრიდონი მარტყოფის ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
***
1 მაისს გარდაბნის ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი მლეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის ბერ-დიაკონ ნიკოლოზს (ჯაფარიძე), ხოლო დიაკვნად აკურთხა ამავე მონასტრის ბერი პავლე (ტეტელოშვილი).
აღკვეცა
7 აპრილს ფოკის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტერში ამავე მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ანტონმა (ფურცელაძე) ბერად აღკვეცა მორჩილი არჩილ ხელისუფალი და სახელად ფოკა უწოდა.
***
16 აპრილს ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) მონაზვნად აღკვეცა ამავე მონასტრის სამონაზვნე ანა გალოგრე და სახელად ანტონინა უწოდა. ამავე დღეს მიტროპოლიტმა იოსებმა სამონაზვნეებად აკურთხა ერკეთის დედათა მონასტრის მორჩილები: მარიამ გორგოშიძე -– სახელად ეწოდა მარიამი. ბარბარე ჯიშკარიანი -- სახელად ეწოდა ბარბარე. თეოდორა შევარდნაძე -- სახელად ეწოდა თეოდორა. თეონა ანანიძე -–– სახელად ეწოდა თეოდორა. ამავე დღეს მორჩილის კაბით შეიმოსნენ: ოზურგეთის სამღვდელმთავრო რეზიდენციასთან არსებული წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წევრი კესარია ჭანია; ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წევრები: ხათუნა მეტრეველი, თეონა ყარეჯიშვილი, ელენე რამიშვილი და თამარ გელანტია.
17-1 საპატრიარქოს უწყებანი N17 12-19მაისი 2011წ გვ.12
აღკვეცა
18 აპრილს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ბერად აღკვეცა ექადიის მამათა მონასტრის მორჩილი პაატა გოგეშვილი და სახელად პეტრე უწოდა.
...
29 აპრილს მახათის მთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტერში არიმანდრიტმა საბამ (კუჭავა) მონაზვნად აღკვეცა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის დედათა მონასტრის წევრები: სამონაზვნე დარია ნიკოლიშვილი (სახელად ეწოდა სარრა) და სამონაზვნე ილარია ჯაჭვლიანი (სახელად ეწოდა რაქილი).
***
1 მაისს მახათის მთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტერში არქიმანდრიტმა საბამ (კუჭავა) ბერად აღკვეცა დავით ჩანქსელიანი და სახელად ლეონი უწოდა. ბერმონაზონი ლეონი კრწანისის წმინდა საბა განწმედელის სახელობის მონასტრის საძმოში დაინიშნა.
დაჯილდოება
16 აპრილს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახეI ლობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დეკანოზის წოდება მიანიჭა და გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა დიღმის მე-2 ბავშვთა საავადმყოფოში არსებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი შალვა როსტიაშვილი.
***
17 აპრილს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიტრით ტარების უფლებით დააჯილდოვა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი დავით სალაძე.
***
26 აპრილს მახათის მთის ივერიის ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტერში სადღესასწაულო წირვა აღავლინა ჭყონდიდელმა მიტ- როპოლიტმა პეტრემ (ცაავა). მსახურების შემდეგ ტაძარი მოილოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. მან გადაიხადა სამადლობელი პარაკლისი და დალოცა მრევლი. ქადაგების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება:არქიმანდრიტის წოდებით -- წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი გიორგი (მიქაძე); ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით -–– აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზი (ღვინიაშვილი), წმინდა მარიამ მეგვიპტელის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ამბროსი (ხუციშვილი), წმინდა ათანასაე ათონელის სახელობის მონასტრის წინამძლვარი, მღვდელ-მონაზონი ათანასე (ბუაძე), კარსანის წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის წინამძღვარი, მლვდელ-მონაზონი თეოდოსი (ზარიძე) და სულთმოფენობის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ანტონი (ნოზაძე); ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -- მახათის მთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლწს ხატის სახელობის მონასტრის მღვდელმსახური, მღვდელი იაკობ მახნიაშვილი.
***
1 მაისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამლვდელოება: :
არქიმანდრიტის წოდებით – წალკის რაიონის სოფელ ოლიანკის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის საძმოს წევრები: იღუმენი ილია (თოლორაია) და იღუმენი შიო (კვარაცხელია) ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით –- წალკის რაიონის სოფელ ოლიანკის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის საძმოს წევრები: მღვდელ-მონაზონი საბა (ქირია), მღვდელმონაზონი იოანე (არდია), მღვდელ-მონაზონი ანდრია (ღურწკაია), მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზი (გვარლიანი) გამშვენებული ჯვრით დიღმის N2 ბავშვთა საავადმყოფოში არსებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი ტარიელ კესერალიძე გამშვენებული ჯვრით- წალკის რაიონის სოფელ ოლიანკის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენია ნინო (თავბერიძე)
სამძიმარი
საქართველოს საპატრიარქო ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 12 აპრილს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ქუთაის-გაენათის ეპარქიის ერთ-ერთი უხუცესი მღვდელმსახური, ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი რევაზ მოსეშვილი. საპატრიარქოს პრესცენტი სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს
18 საპატრიარქოს უწყებანი N18 12-19მაისი 2011წ გვ.8
სამონაზვნედ კურთხევა
16 აპრილს ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) სამონაზვნედ აკურთხა ოზურგეთის სამღვდელმთავრო რეზიდენციასთან არსებული წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მორჩილი მაგდა ჭკუასელი და სახელად მართა უწოდა.
ხელდასხმა
5 მაისს წეროვნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) დიაკვნად აკურთხა რევაზ რუხაძე და სახელად ლუკა უწოდა. 6 მაისს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელი) დიაკვნა' აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიასა დ აკადემიასთან არსებული ფსიქოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის | კურსის სტუდენტი ალექსანდრე დავითაშვილი. დიაკონი ალექსანდრე საბურთალოს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
საპატრიარქოს უწყებანი N19 19-25 მაისი 2011წ გვ.7
აღკვეცა
30 მარტს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტერში ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მონაზვნად აღკვეცა: სამონაზვნე მაია (კვესაძე) და უწოდა მონაზონი მარინე,
სამონაზვნე მაკრინე (ყურაშვილი) –- მონაზონი კასიანა,
სამონაზვნე პარასკევა (გოცირიძე) –– მონაზონი ნინო;
სამონაზვნედ აკურთხა ფერისცვალების დედათა
მონასტრის მორჩილები:
მორჩილი რებეკა კვერლელიძე და უწოდა სამონაზვნე რებეკა,
მორჩილი ფოტინე ხიდეშელი -–- სამონაზვნე ფოტინე,
მორჩილი ნისიმე ხურციძე -– სამონაზვნე ნისიმე,
მორჩილი ფილოთეა პეტრიაშვილი -–- სამონაზვნე ფილოთეა;
ბედიანის მონასტრის მორჩილები:
მორჩილი ესთერი გელენიძე -– სამონაზვნე ესთერი, მორჩილი დოროთეა ჭოხონელიძე -–– სამონაზვნე
დოროთეა, მორჩილად აკურთხა ფერისცვალების მონასტრიდან ლია მანჩხაშვილი და უწოდა მორჩილი ლია.
ბედიანის მონასტრიდან მორჩილად აკურთხა:
ნანა ჭრიკიშვილი –– მორჩილი ნანა,
ნელი ძაგიშვილი მორჩილი ნელი.
19 საპატრიარქოს უწყებანი N19 19-25 მაისი 2011წ გვ.7
დაჯილდოება
15 მაისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამლვდელოება: გამშვენებული ჯვრით - ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახური, იღუმენი ნიკოლოზი (კალანდაძე); გამშვენებული ჯვრით –– დიღმის ყოველთა ქართველთა წმინდანთა სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი კახაბერ ასათიანი; ოქროს ჯვრითა და იღუმენიას წოდებით ბედიანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის კეთილმოწესე, მონაზონი ანტონინა (რუხაძე).
20 საპატრიარქოს უწყებანი N20 26მაისი-1ივნისი 2011წ გვ.6
ხელდასხმა
3 მაისს მუხათგვერდის ასი ათასი მოწამის სახელობის ეკლესიაში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის IV კურსის სტუდენტი სევერიან კვინჩია და სახელად სერაფიმე უწოდა. დიაკონი სერაფიმე სოფელ გლდანულას ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
...
15 მაისს ნინოწმიდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმიდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) მღვდლად დაასხა ხელი ვარკეთილის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიის დიაკონ ლუკა ბუჩუკურს. მღვდელი ლუკა ვარკეთილის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
20-1 საპატრიარქოს უწყებანი N20 26მაისი-1ივნისი 2011წ გვ.7
ხელდასხმა
15 მაისს ნინოწმიდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმიდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის III კურსის სტუდენტი გურამ ჭარელაშვილი. დიაკონი გურამი ჩიტაძის ქუჩაზე არსებულ წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
...
21 მაისს თბილისის წმინდა იოანე ლვთისმეტყველის სახელობის ეკლესიაში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკონ ირაკლი ახალაძეს. მღვდელი ირაკლი თბილისის კარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
დაჯილდოება
22 მაისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია IIმ ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის წოდება მიანიჭა თბილისის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის (ლურჯი მონასტერი) მღვდელმსახურს, მღვდელ გიორგი გუგუშვილს.
23 საპატრიარქოს უწყებანი N23 16-22 ივნისი 2011წ გვ.7
დაჯილდოება
1 ივნისს სამთავროს მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სასულიერო პირები: არქიმანდრიტის წოდებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (ძნელაძის ქუჩაზე მდებარე სამშობიარო), იღუმენი ეფრემი (კეზევაძე); წეროვანის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ექვთიმე (ბუსკანძე).
...
2 ივნისს საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სასულიერო პირები:არქიმანდრიტის წოდებით - ყოვლადწმინდა საების სახელობის საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახური, იღუმენი ანდრონიკე (წიქარიშვილი); მიტრით -საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი; გამშვენებული ჯვრით ––- ვაკის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი და საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი ჯიბუტი; ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის (სამედიცინო უნივერსიტეტის ეზო) მღვდელმსახური, დეკანოზი ანტონ გელაშვილი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის (სამედიცინო უნივერსიტეტის ეზო) მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი წურწუმია; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -- საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი გიუტაშვილი.
2 ივნისს საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში წირვის ალსრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სოლოლაკში მდებარე მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი მოილოცა, მრევლს დღესასწაული მიულოცა; ამ ეკლესიაში მოღვაწე მღვდელი ლევან ჯანაშია ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის წოდება მიანიჭა.
...
5 ივნისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება: წმინდა გიორგის ოქროს ორდენით –- ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი იოაკიმე (ასათიანი); გამშვენებული ჯვრით -- ვაზისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჭილაშვილი; გამშვენებული ჯვრითა და დეკანოზის წოდებით მარტყოფის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი გაბრიელ ცხვარიაშვილი; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი არჩილ ხაჩიძე .
12 ივნისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მეორე გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა გარდაბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ზურაბ ხაჩიძე.
ხელდასხმა
1 ივნისს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკონ ბენედიქტე გოლუბიანს. ...
2 ივნისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული შალვა ჯაჯანიძე. დიაკონი შალვა სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს. ...
4 ივნისს სამთავროს მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ გიორგი ბაღაშვილს, ხოლო დიაკვნად აკურთხა გიორგი ალიბეგაშვილი და სახელად მირიანი უწოდა. მღვდელი გიორგი და დიაკონი მირიანი სამთავროს მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში იმსახურებენ.
...
5 ივნისს სამთავროს მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკონ თომა შენგელიას,მღვდელი თომა საბურთალოს სასაფლაოზე მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
23-1 საპატრიარქოს უწყებანი N23 16-22 ივნისი 2011წ გვ.8
ხელდასხმა
13 ივნისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში (საჯარო ბიბლიოთეკის უკან) გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დიაკვონ პავლე შავიძეს.
ტაძრის კურთხევა
11 ივნისს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა თბილისში, სანერგე-სამეურნეო დასახლებაში მდებარე წმინდა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესია: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვაკურთხევით ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა მღვდელი პანტელეიმონ წულაძე.
25 საპატრიარქოს უწყებანი N25 29ივნისი-6ივლისი 2011წ გვ.4
ხელდასხმა
12 ივნისს დედოფლისწყაროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის საკათედრო ტაძარში დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) მღვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ბერ-დიაკონ დემეტრეს (თეთრუაშვილი). მღვდელ-მონაზონი დემეტრე კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
26 საპატრიარქოს უწყებანი N26 7-13ივლისი 2011წ გვ.7
ხელდასხმა
2 ივლისს შავნაბადის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) დიაკვნად აკურთხა ამავე მონასტრის ბერი გრიგოლი (წულაია). ბერ-დიაკონი გრიგოლი შავნაბადის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში იმსახურებს.
28 საპატრიარქოს უწყებანი N28 4 აგვისტო 2011წ გვ.16
ხელდასხმა
19 ივნისს თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტმა თადეოზმა (იორამაშვილი ) მლვდლად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო აკადემიის III კურსის სტუდენტს გიორგი ბერბერაშვილს. მღვდელი გიორგი თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიაში იმსახურებს.
***
10 ივლისს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) მლვდლად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლექტორს, დიაკონ გიორგი შაშვიაშვილს. მღვდელი გიორგი დიღომში, ლაზარეს აღდგინების სახელობის ეკლესიის მლვდელმსახურად დაინიშნა.
***
26 ივლისს მუხათგვერდის წმინდა ასი ათასი მოწამის სახელობის ეკლესიაში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მლვვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკონ დავით ტატანაშვილს. მღვდელი დავითი თბილისის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მლვდელმსახურად დაინიშნა.
დაჯილდოება
12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ იღუმენი თეიმურაზ კალანდაძე არქიმანდრიტის წოდებით დააჯილდოვა.
***
12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მლვდელ-მონაზონი ილია ფაჩულია იღუმენის წოდებითა და ოქროს ჯვრით დააჯილდოვა.
***
24 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დეკანოზი ექვთიმე წულუკიძე გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა.
29 საპატრიარქოს უწყებანი N29 6-12ოქტომბერი 2011წ გვ.12
ტაძრების კურთხევა
20 სექტემბერს რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) აკურთხა რუსთავის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი. ტაძრის წინამძლვრად მღვდელი ლევან ნაცვლიშვილი დაინიშნა.
***
26 სექტემბერს რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) რუსთავის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკვდერი აკურთხა .
***
27 სექტემბერს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა ვაშლიჯვარის ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია. ტაძრის წინამძლვრად დეკანოზი გიორგი სახვაძ დაინიშნა.
***
4 ოქტომბერს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა თხინვალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, სადაც მამათა მონასტერი დაფუძნდა. მონასტრის წინამძლვრად (ოთარაშვილი) დაინიშნა. იღუმენსნჭ მიქაელი
აღკვეცები და ხელდასხმები
14 აგვისტოს სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში დასავლეთ ევროპის ეპარქიის, ბარის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა მოსემ (ჭანკვეტაძე) ბერად აღკვეცა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული და თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის სტიქაროსანი კახაბერ მაჩაიძე და სახელად კირიონი უწოდა.
...
21 აგვისტოს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ბერი კირიონი (მაჩაიძე) დიაკვნად აკურთხა. – ბერ-დიაკონი კირიონი დასავლეთ ევროპის ეპარქიაში იმსახურებს. ...
28 აგვისტოს ზესტაფონის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში არგვეთისა და უბისის მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი) მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის დიაკონ იოანე მალაღურაძეს. მღვდელი იოანე ზესტაფონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
...
29 აგვისტოს მარტყოფის ღვთაების მონასტერში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მლვდლად დაასხა ხელი დიღმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დიაკონ ბასილ ნიქაცაძეს. მღვდელი ბასილი სამგორის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა.
...
7 სექტემბერს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპის- კოპოსმა ლუკამ (ლომიძე) მლვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკონ დავით თავაძეს. მღვდელი დავითი სხლათის ეპარქიაში იმსახურებს.
29-1 საპატრიარქოს უწყებანი N29 6-12ოქტომბერი 2011წ გვ.13
აღკვეცები და ხელდასხმები
7 სექტემბერს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი ნოდარ თურმანიძე და სახელად ნიკოლოზი უწოდა. დიაკონი ნიკოლოზი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
***
10 სექტემბერს მენჯის შუშანიების მთავარანგელოზთა სახელობის სავანეში სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მონაზვნად აღკვეცა ამავე სავანეში მოღვაწე, წმინდა ალექსი ბერის შთამომავალი, მორჩილი ნინო შუშანია და სახელად ნინო უწოდა.
***
11 სექტემბერს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) მლვდლად დაასხა ხელი თბილისის ვარკეთილის ზემო პლატოს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის დიაკონ ლაზარე დულუზაურს. მღვდელი ლაზარე თბილისის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
***
11 სექტემბერს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის V კურსის სტუდენტი დავით ბუტიკაშვილი, დიაკონი დავითი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
***
11 სექტემბერს დედოფლისწყაროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) მღვდლად დაასხა ხელი დასავლეთ ევროპის ეპარქიის ღვთისმსახურს, ბერ-დიაკონ კირიონს (მაჩაიძე).
***
12 სექტემბერს თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში ბორჯომისა და ბაკურიანის ბინრროლბთ სერაფიმემ (ჯოჯუა) მხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკონ ლონგინოზ სუარიშვილს. მღვდელი ლონგინოზი კრწანისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს. ... 25 სექტემბერს გარდაბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკონ ალექსი გელაშვილს.
...
25 სექტემბერს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასალის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ხელი დაასხა მღვდლად ამავე ტაძრის დიაკონს ნიკოლოზ ტატუაშვილს და დიაკვნად აკურთხა ილია მაღრაძე.
...
27 სექტემბერს ვაშლიჯვარის ჯვართამაღლების სახელობის ეკლესიაში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მლვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკონ თადეოზს (თანდაშვილი), ხოლო დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული ლევან ალადაშვილი. მღვდელ-მონაზონი თადეოზი სოფელ გლდანის წმინდა გრიგოლი ლვთისმეტყველის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს, ხოლო დიაკონი ლევანი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დაინიშნა.
დაჯილდოება
7 აგვისტოს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრით –- ვაკის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი საბა ლევერაშვილი. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -– ზემო ფონიჭალის ყოველთა წმინდათა სახელობის სამლოცველო სახლის წინამძღვარი, მღვდელი იოანე წკეპლაძე.
...
21 აგვისტოს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა ქუთაის-გაენათის ეპარქიის, ქ. ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი აბიბოს გუბაევი.
...
28 აგვისტოს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამლვდელოება: გამშვენებული ჯვრით –-– თბილისის წმინდა ჯვრის მამის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ტიმოთე წიკლაური. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -- სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი თეიმურაზ მჟავანაძე.
...
2 სექტემბერს ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა ცაგერისა და ლეხტეხის ეპარქიის სამღვდელოება: მიტრით - ლენტეხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ნიგურიანი; ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით ლასურაშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მლვდელ-მონაზონი ცოტნე (მარიამიძე); ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით ცაგერის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ილარიონი (სახელიშვილი); დეკანოზის წოდებით - ზუბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი მდივანი; დეკანოზის წოდებით -- ცანას მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი იაკობ კვირიკაშვილი; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით - ლაილაშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ონიანი.
29-2 საპატრიარქოს უწყებანი N29 6-12ოქტომბერი 2011წ გვ.14
4 სექტემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის წოდება მიანიჭა თბილისის ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურს, მღვდელ დავით გოცირიძეს. ...
11 სექტემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა თბილისის წმინდა ანდრია მოციქულის სახელობის ეკლესიის (ლურჯი მონასტერი) მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი ფეიქრიშვილი.
...
21 სექტემბერს დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიტრით დააჯილდოვა ამავე ტაძრის სამღვდელოება: დეკანოზი ვახტანგ სტეფნაძე და დეკანოზი ბაქარ ბურდული.
...
27 სექტემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გამშვენებული «ჯვრებით დააჯილდოვა ნაძალადევის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიიი მლვდელმსახურნი: დეკანოზი ფარნაოზ კობიაშვილი, დეკანოზი ზაზა კირვალიძე და დეკანოზი არსენ თვალიაშვილი.
...
2 ოქტომბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება. დეკანოზის წოდებით და გამშვენებული ჯვრით ნორიოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი კახაბერ უერთაშვილი; გამშვენებული ჯვრით ვეძისის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემიღუმენი სერგი (კურცხალიძე).
სამძიმარი
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ 15 სექტემბერს, ხანქძოკლე ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა თბილისის წმინდა მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესიის მედავითნე ზაზა გუბელაძე.საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი საჭძიმარს უცხადებს მის ოჯახს
30 საპატრიარქოს უწყებანი N30 13-19ოქტომბერი 2011წ გვ.10
დაჯილდოება
9 ოქტომბერს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ იღუმენი ფოკა (მარკოზია) დააჯილდოვა არქიმანდრიტის წოდებით.
***
9 ოქტომბერს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დეკანოზი ფრიდონ ასათიანი მიტრით დააჯილდოვა და 50 წლის იუბილე მიულოცა.
***
21 სექტემბერს ლასურიაშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერში, ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ დიაკვნად აკურთხა ბერი საბა (ფილიევი).
ტაძრის კურთხევა
11 ოქტომბერს კიკეთში სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აკურთხა ახლად აშენებული ტაძარი. ტაძარში ორი ტრაპეზია -– წმინდა მოწამე კათოლიკოს-პატრიარქი კირიონისა და წმინდა ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძის) სახელობისა. ახლად ნაკურთხ ტაძარში მეუფე შიომ პირველი წირვა აღავლინა. იმავე დღეს, წირვის დასასრულს კიკეთის ტაძარს ეწვია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი „უწმინდესი და უნეტარესი ილია II მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად და პარაკლისი შეასრულა. ახალი ტაძარი ბიზნესმენ შემოწირულობებით აშენდა. ლევან ვასაძის
ხელდასხმა
2 ოქტომბერს გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გორისა და სამთავისის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი გიორგი კალანდია. დიაკონი გიორგი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
***
9 ოქტომბერს შავნაბადის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ ბასილ კვანტალიანს, ხოლო დიაკვნად აკურთხა ამავე მონასტრის ბერი გიორგი (ვარდანაშვილი).
***
მ ოქტომბერს ამბროლაურის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ნიკორწმინდელმა მიტროპოლიტმა ელისემ (ჯოხაძე) დიაკვნად აკურთხა ონის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის მედავითნე გიორგი კობერიძე. ამავე დლეს მიტროპოლიტმა ელისემ ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის წოდება მიანიჭა ამბროლაურის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, მღვდელ ელიზბარ სოფრომაძეს.
31 საპატრიარქოს უწყებანი N31 20-26ოქტომბერი 2011წ გვ.9
დაჯილდოება
1!ჭ4 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, სვეტივცოვლის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მთავარეპისკოპოსის წოდება მიანიჭა: მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოს ილარიონს (ქიტიაშვილი), გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოს ექვთიმეს (ლეჟავა), საგარეჯოსა და ნინოწმინდისა ეპისკოპოს ლუკას (ლომიძე).
აღკვეცა
19 აგვისტოს ბოდბის ეპარქიაში, წმინდა სტეფანე ხირსელის მამათა მონასტერში ხირსის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ლაზარემ (გრძელიშვილი) ბერად აღკვეცა მორჩილები: იგორ მელიქოვი და უწოდა დავითი, იოანე ქემაშვილი და უწოდა პიროსი, ოთარ მხეიძე და უწოდა მიქაელი, თეიმურაზ გულია და უწოდა სტეფანე.
ხელდასხმა
2 ოქტომბერს ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა) მლვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის დიაკონ მიქაელ ვაჩნაძეს, ხოლო დიაკვნად აკურთხა ვაკის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის მნათე გიორგი როჭიკაშვილი. 5 ოქტომბერს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკმა (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის IV კურსის სტუდენტი ზაზა გაბედავა. დიაკონი ზაზა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს. 9 ოქტომბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მლვდლად დაასხა ხელი წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის, თბილისის სასულიერო სემინარიისა და საღვთისმეტყველო ფაკულტეტის პატროლოგიისა და დოგმატიკის ლექტორს, დიაკონ იოსებ გელუკაშვილს. მღვდელი იოსები თბილისის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
...
16 ოქტომბერს ნატახტარის ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის მსწრაფშემსმენელის ხატის სახელობის ეკლესიაში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) დიაკვნად აკურთხა შავნაბადის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის საძმოს წევრი, ბერი კონსტანტინე (ამირეჯიბი). ბერ-დიაკონი კონსტანტინე შავნაბადის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში იმსახურებს.
31-1 საპატრიარქოს უწყებანი N31 20-26ოქტომბერი 2011წ გვ.10
ტაძრის კურთხევა
10 ოქტომბერს ნატახტარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელის ხატის სახელობის ახალი ტაძარი აკურთხა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი). იმავე დღეს ახლადაგებული ტაძარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმინდა სინოდის წევრებთან ერთად მოილოცა და პარაკლისი შეასრულა. ახლად ნაკურთხი ტაძარი უძველეს ნანგრევებზეა აგებული. როგორც ამბობენ, სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ამ ადგილას მხოლოდ სამი ხე იდგა. კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და არქიმანდრიტ ილიას (ნასიძე) ძალისხმევით, ტერიტორია დასუფთავდა. გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ადრექრისტიანული ხანის ერთნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის ნანგრევები და ამავე პერიოდის სამარხები აღმოაჩინეს. სპეციალისტების განცხადებით, ეს ისტორიული ადგილი საფუძვლიან შესასწავლია. ტაძრის სამშენებლო სამუშაოებში ადგილობრივებიც აქტიურად მონაწილეობდნენ. კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ეკლესიის ეზოში გაშენებული მეურნეობა დაათვალიერა. ახლადაგებული ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. სასულიერო პირებისთვის სენაკები და სატრაპეზო აიგება მსწრაფლშემსმენელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი სამების საპატრიარქო ტაძრის მეტოქიონი გახდება. 18 ოქტომბერს მარგვეთის მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი) ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირში წმინდა თომა მოციქულის სახელობის ახლად აღდგენილი ტაძარი აკურთხა. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა დეკანოზი კირიონ მუშკუდიანი. XIX საუკუნის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი, მიდგმული სამრეკლოთი, სოფლის მოსახლეობის ძალისხმევით აღდგა. მისი არქიტექტორია აწ გარდაცვლილი რევაზ ცხადაძე. აღსანიშნავია, რომ ამ ტაძარში მსახურობდა წმინდა სვიმონ მჭედლიძე, რომელიც კომუნისტებმა 1924 წ. ქუთაისში, საფიჩხიაზე დახვრიტეს. ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები 4 წელიწადს გაგრძელდა.
***
8 ოქტომბერს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში, სოფელ მახაშში, ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) აკურთხა წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი.
32 საპატრიარქოს უწყებანი N32 27ოქტომბერი-2ნოემბერი 2011წ გვ.5
ხელდასხმა
16 ოქტომბერს ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის თავისუფალი მსმენელი მელორი ჩალიგავა და სახელად იოანე უწოდა. დიაკონი იოანე ვარკეთილის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად დაინიშნა.
16 ოქტომბერს ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკონ საბა ჭიკაიძეს. მღვდელი საბა ვაკის წმინდა ანდრია მოციქულის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს. წყო
23 ოქტომბერს ზესტაფონის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში მარგველმა მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი) დიაკვნად აკურთხა მორჩილი ბესარიონ ბაბუაძე და სახელად ბასილი უწოდა.
დაჯილდოება
23 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში დეკანოზი ნიკოლოზ გობეჯიშვილი გამშვენებული ჯვრით, ხოლო მღვდელი კონსტანტინე ხუროძე ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით
ტაძრის კურთხევა
22 ოქტომბერს მარგველმა მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი) აკურთხა ცხრაწყაროს ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის შობის სახელობის ახლადაგებული ტაძარი. ცხრაწყაროს ლვთისმშობლის შობის ეკლესიის ქტიტორნი მამა-შვილი -– ანატოლი და იაკობ გუმბერიძეები არიან. მიტროპოლიტ ვახტანგის ლოცვა-კურთხევით ტაძრის წინამძლვრად მღვდელი კირილე გორგოძე დაინიშნა.
სამძიმარი
საქართველოს საპატრიარქო მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალნენ რუის-ურბნისის ეპარქიის სამწევრისის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წევრი, სქემმონაზონი ზოილე (ალ-...
34 საპატრიარქოს უწყებანი N34 10-16ნოემბერი 2011წ გვ.9
დაჯილდოება
2 ნოემბერს ხონის სოფელ კუხის წმინდა ნიკოლოზის სახელობის დედათა მონასტრის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მონაზვნები დააჯილდოვა: ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით -- მონაზონი ნინო ზუმბაძე, გამშვენებული ჯვრით -– იღუმენია ბარბარე წიკლაური.
***
3 ნოემბერს სამტრედიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა ხონისა და სამტრედიის ეპარქიის სამლვდელოება და ბერმონაზვნობა: გამშვენებული ჯვრით: დეკანოზი გიორგი იოსებაშვილი, დეკანოზი აკაკი ჟვანია, დეკანოზი დავით ტურძელაძე, დეკანოზი ზაქარია მესხი, დეკანოზი დამიანე ადამია, დეკანოზი ზურაბ ბუაძე და დეკანოზი მატათა ბერიძე; გამშვენებული ჯვრით -– იღუმენი პავლე (გოგიავა); ' ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით მღვდელ-მონაზონი გიორგი (ჯანელიძე); ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით -–- მონაზონი სოფიო (კოხრეიძე).
სამძიმარი
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ 2 ნოემბერს გარდაიცვალა საპატრიარქოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის დედათა მონასტრის მონაზონი მარიამი (ჩხოტუა).
35 საპატრიარქოს უწყებანი N35 17-23ნოემბერი 2011წ გვ.5
დაჯილდოება
13 ნოემბერს, ასი ათას ქართველ მოწამეთა ხსენების დღეს, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სამღვდელოება დააჯილდოვა: ქუთაისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი როსტომ კუჭუხიძე –– მიტრის ტარების უფლებით; შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე) – მეორე გამშვენებული ჯვრით; სიონის საპატრიარქო ტაძრის მლვდელმსახური, დეკანოზი თეიმურაზ მჟავანაძე – გამშვენებული ჯვრით; მარტყოფის ღვთაების მონასტრის საძმოს წევრი, მღვდელ-მონაზონი შალვა (შენგელია) –- ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; მღვდელ-მონაზონი იოთამი (ბასილაია) –– ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით.
ტაძრის კურთხევა
10 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) თბილისში, ნავთლულის დასახლებაში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ახალი ეკლესია აკურთხა და პირველი წირვა აღავლინა.
12 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) თბილისში, მეტეხის ხიდთან ასი ათას ქართველთა მოწამეთა სახელობის ახალი ეკლესია აკურთხა და პირველი წირვა აღავლინა.
15 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) თბილისში სამტრედიის ქუჩაზე აკურთხა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და წირვა აღასრულა. წირვის დასასრულს ტაძარს ეწვია კათოლიკოსპატრიარქის ილია II სამლვდელოებასთან ერთად და პარაკლისი შეასრულა.
ხელდასხმა
13 ნოემბერს მუხათგვერდის ასი ათასი მოწამის სახელობის ეკლესიაში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დიაკონ მიქაელ მეკრავიშვილს, ხოლო დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის II კურსის სტუდენტი პაატა ბარბაქაძე და სახელად გაბრიელი უწოდა.
37 საპატრიარქოს უწყებანი N37 1-6დეკემბერი 2011წ გვ.5
ხელდასხმა
23 ნოემბერს ამბროლაურის მაცხოვრის მირქმის სახელობის ეკლესიაში ნიკორწმინდელმა მიტროპოლიტმა ელისემ (ჯოხაძე) დიაკვნად აკურთხა თამაზ რატიანი და სახელად თომა უწოდა.
დაჯილდოება
27 ნოემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი კონსტანტინე ლეკიშვილი.
ტაძრის კურთხევა
19 ნოემბერს მარგველმა მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი) აკურთხა ზედა საქარის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესია. ზედა საქარის ეკლესია XVII-XVII საუკუნეებს განეკუთვნება. მის განახლებაზე იზრუნეს სოსო და ლევან ფხაკაძეებმა, რომელთა მატერიალური დახმარებითაც აღდგა ტაძარი. მარგველი მიტროპოლიცტ ვახტანგის ლოცვაკურთხევით ტაძრის წინამძლვრად მღვდელი იოანე მალაღურაძე დაინიშნა.
საძირკვლის კურთხევა
19 ნოემბერს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა პატარა ლილოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის საძირკველი.
...
19 ნოემბერს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა კრწანისის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზისა და სხვა უხორცოთა ძალთა სახელობის ეკლესიის საძირკველი.
39 საპატრიარქოს უწყებანი N39 14-20დეკემბერი 2011წ გვ.7
დაჯილდოება
11 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სამღვდელოება დააჯილდოვა: დეკანოზი გიორგი სხირტლაძე -– გამშვენებული ჯვრით; მღვდელი კონსტანტინე გიორგაძე -- ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; დეკანოზი ილია კარკაძე - გამშვენებული ჯვრით; დეკანოზი ლუკა წითური – გამშვენებული ჯვრით; მღვდელი ილარიონ კვიმსაძე “–- დეკანოზის წოდებითა და გამშვენებული ჯვრით.
40 საპატრიარქოს უწყებანი N40 20-27 დეკემბერი 2011წ გვ.7
ხელდასხმა
19 დეკემბერს ორთაჭალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში (კრწანისის ველთან) გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მლვდლად დაასხა ხელი სიონის საპატრიარქო ტაძრის დიაკონს შალვა ჩაჩანიძეს. მღვდელი შალვა სამგორის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
დაჯილდოება
13 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქოს ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სამღვდელოება დააჯილდოვა: მღვდელ-მონაზონი ანდრია (სილაგაძე) –– ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; მღვდელ-მინაზონი ანდრია (ალადაშვილი) –– ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით. ... 18 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტა- რესმა ილია II-მ დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამლვდელოება. მიტრით: ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის (ნუცუბიძის II მ/რ.) წინამძლვარი, დეკანოზი ანდრია თოდაძე; გამშვენებული ჯვრით: დიღმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი გელა ჩადუნაშვილი; დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი მერაბ დეკანოსიძე; თ ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით: დიდი დიღმის წმინდა ასი ათასი მოწამის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი არჩილ გვიმრაძე; ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის (ნუცუბიძის II მ/რ.) მღვდელმსახური, მღვდელი ლევან მერაბიშვილი.
40-1 საპატრიარქოს უწყებანი N40 20-27 დეკემბერი 2011წ გვ.8
ტაძრის კურთხევა
18 დეკემბერს ზესტაფონის ძირძველ უბანში, საყავრიაში, მარგველმა მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი) აკურთხა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია. 19 დეკემბერს, ნიკოლოზობის დღესასწაულზე, მეუფე ვახტანგმა ეპარქიის სამლვდელოებასთან ერთად საზეიმო წირვა აღავლინა ახლადნაკურთხ ტაძარში. ტაძრის მშენებლობას 2007 წელს ჩაეყარა საფუძველი. ამ საქმის მოთავე და ინიციატორი ამავე უბნის მკვიდრი, ბატონ დავით მინაშვილი გახლდათ. ტაძრის მშენებლობაში მთელი უბანი იღებდა მონაწილეობას. მარგველი მიტროპილიტის ვახტანგის ლოცვაკურთხევით წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად მღვდელი კირილე გიორგაძე დაინიშნა. ასევე, ამ ტაძარში იმსახურებს დეკანოზი დავით გიორგაძე.
1 საპატრიარქოს უწყებანი N1,2-8 იანვარი, 2012 წ.გვ.16
კარბელაშვილების ოჯახი - ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე
2011 წლის 20 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა სამშობლოსა და დედაეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის ძმები კარბელაშვილები წმიდათა დასში შერაცხა: დეკანოზი ანდრია და მღვდელი პეტრე -– წმინდა მღვდელმოწამეთა სახელწოდებით. ეპისკოპოსი სტეფანე, დეკანოზი პოლიევქტოსი და მღვდელი ფილიმონი-– წმინდა აღმსარებელთა სახელწოდებით. მათი ხსენება დაწესდა 6 სექტემბერს -- დეკანოზ ანდრიასა და მღვდელ პეტრე კარბელაშვილების მოწამეობრივად აღსრულების დღეს. ძმები კარბელაშვილები: ეპისკოპოსი სტეფანე (ერისკაცობაში -- ვასილი, 1858-1936), დეკანოზები: ანდრია (1851-1924), პოლიევქტოსი (1855-1936), მღვდლები --- ფილიმონი (1836-1879),
პეტრე (1860-1924). ძმებ კარბელაშვილებს უდიდესი დამსახურება მი-უძღვით სამშობლოსა და დედაეკლესიის წინაშე. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) წინამძლოლობით მიმდინარე ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და ქარ-თული გალობის გადარჩენის საქმეში. კარბელაშვილები იყვნენ სულიერი შვილები წმინდა მლვდელმთავარ ალექსანდრესი (ოქროპირიძე) და ერთგული თა-ნამებრძოლები წმიდა ილია მართლისა, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსისა (ქიქოძე), წმინდა კათოლიკოს-პატრიარქთა: კირიონისა (საძაგლიშვილი) და ამბროსისა (ხელაია). საპატიო მსახურებას საფუძველი ამ გვარის მამამ-
თავარმა პეტრე კარბელაშვილმა ჩაუყარა. იგი მთელი სიცოცხლე მუხლჩაუხრელად ემსახურებოდა დედაეკლესიას. წლების განმავლობაში გალობდა საქართველოს მრავალტანჯულ კათოლიკოს-პატრიარქის ან-
ტონ II-ის (ბაგრატიონი) გუნდში. 1810 წლის
1-1 საპატრიარქოს უწყებანი N1,2-8 იანვარი, 2012 წ.გვ.17
კარბელაშვილების ოჯახი - ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე (გაგრძელება)
ნოემბერში მისი საქართველოდან ძალადობრივი განდევნის შემდგომ პეტრე ხელმძღვანელობდა რუსთველ მიტროპოლიტ. სტეფანეს (ჯორჯაძე) სამღვდელმთავრო გუნდს. მან ჩაუნერგა შვილებსა და შვილიშვილებს ეკლესიის მსახურების უანგარო მაგალითი. პეტრეს ვაჟმა გრიგოლმა მამის საქმე გააგრძელა. რვა წლის ასაკიდან იგი შიომღვიმის მონასტერში გალობდა და „სამოციქულოს“ კითხულობდა. 15 წლის
გრიგოლი დავით გარეჯის მონასტერში გადავიდა, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა საეკლესიო ტიპიკონი, სრული გალობა და მწიგნობრობა. შემდგომ წლებში გრიგოლ კარბელაშვილი მამასთან ერთად გალობდა მეუფე სტეფანეს გუნდში. მოძღვრის ლოცვა-კურთხევით იგი დაქორწინდა ანა სტეფანეს ასულზე (გარდაიცვალა 1904 წლის 27 აპრილს) და მამის გარდაცვალების შემდეგ, 1844 წელს მღვდლად დაასხეს ხელი. იგი სოფელ ჭალაში, თავად ამილახვრების კარის ეკლესიაში მსახურობდა, სადაც საკუთარი ხარჯით ინახავდა და ასწავლიდა სამღვდელოდ გამზადებულ ახალგაზრდებს. XIX ს-ის 60-იან წლებში მკვეთრად გამოჩნდა ის უზარმაზარი დანაკლისი, რაც გამოიწვია ეპარქიების გაუქმებამ და მონასტრებში არსებული მწიგნობრული კერების მოშლამ. ქართული საეკლესიო ღვთისმსახურების, ტიპიკონის, გალობის გადარჩენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავი გახდა. დეკანოზი გრიგოლი აღმოსავლეთ საქართველოს საეკლესიო კილოების ერთადერთი სრული მცოდნე აღმოჩნდა. 1862 წელს ბოდბის წმინდა ნინოს
სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა მაკარმა (მატათაშვილი) იგი ქართული გალობის მასწავლებლად მიიწვია. მონასტრის სასწავლებელში ათობით ახალგაზრდა დაეუფლა უძველეს
ქართულ საგალობლებს. ამ სასწავლებლის მონახულებისას წმინდა დიმიტრი ყიფიანს უთქვამს: „გული ჩემი დასტკბა, რა ვიხილე განახლება ყოვლისა ძვირად დასაფასებელითა ღვაწლითა თქვენითა. სული ჩემი დასტკბა, რა ვისმინე გალობა ჩვენი ძველებური, თქვენის ზრუნვითა და მეცადინეობით განახლებული და საამოდ შეთანხმებული“. დეკანოზ გრი-
გოლის შრომა არ დარჩა შეუმჩნეველი დედაქალაქშიც. მის მიერ აღზრდილმა მოწაფეებმა სახელი გაითქვეს თბილისის სასულიერო სემინარიაში. მამა გრი-გოლი თბილისის სასულიერო სემინარიაში ქართული გალობის მასწავლებლად გადაიყვანეს, მაგრამ 1872 წელს რუსული რეაქციული პოლიტიკის გამტარებელმა ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) ქართული გალობის მასწავლებლის შტატი გააუქმა და სემინარიაში მშობლიურ ენაზე კითხვა-გალობა აიკრძალა. ამის შემდეგ დეკანოზი გრიგოლი მშობლიურ სოფელ ჭალას დაუბრუნდა და სიცოცხლის უკანასკნელი წლები იქ გაატარა. 1880 წლის 28 აპრილს გარდაიცვალა. დეკანოზ გრიგოლ კარბელაშვილის ხუთივე ვაჟმა: ფილიმონმა, ანდრიამ, პოლიევქტოსმა, ვასილმა და პეტრემ სასულიერო გზა აირჩია. ძმათაგან უფროსი, ფილიმონი, გალობის, ქადაგებისა და მოძლვრობის ნიმუშად ითვლებოდა. მისი სიტყვის მოსასმენად სამთავისის ტაძარში ქართლ-კახეთის შორეული სოფლებიდან მოდიოდა მრევლი. წმინდა ილია მართალმა მოთხრობა „გლახის ნაამბობში“ მოძღვრის სახედ სწორედ მამა ფილიმონი გამოიყვანა. თავისივე სკოლაში გახსნილი მოღვაწეობის გარდა, მამა ფილიმონი გატაცებული იყო საქართველოს ისტორიის ამსახველი საბუთების შეგროვებითა და შესწავლით. ამილახვრების ოჯახში დაცული უძველესი საეკლესიო თუ საისტორიო დოკუმენტი მისი გადარჩენილია. მან შეაყვარა თავის უმცროს ძმას, პოლიევქტოსს, მშობლიური ქვეყნის ისტორია. წმინდა მღვდელმთავრები, ალექსანდრე და გაბრიელი, მამა ფილიმონს მოიაზრებდნენ საქართველოს ეკლესიაში ეროვნული მიმართულების საიმედო დამცველად. დეკანოზი ანდრია ბავშობიდანვე წმინდა ცხოვრე-
ბითა და სიმშვიდით გამოირჩეოდა. იგი დროს
1-2 საპატრიარქოს უწყებანი N1,2-8 იანვარი, 2012 წ.გვ.18
კარბელაშვილების ოჯახი - ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე (გაგრძელება)
ძირი თადად მამასთან ატარებდა, ეხმარებოდა მას ღვთისმსახურებაში და
სამღვდელო მოღვაწეობაც მამის ადგილზე გააგრძელა. იგი მოწამეობრივ აღსასრულამდე სოფელ მუხრანსა და სოფელ ჭალაში მოღვაწეობდა.
მომდევნო ძმა, პოლიევქტოსი, განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა. სიყრმიდანვე დიდ ინტერესს იჩენდა საქართველოს წარსულისადმი, უფროსი ძმის, მამა ფილიმონის მიბაძვით ნებისმიერ საბუთს, წიგნსა თუ ნივთს, რომელთაც ისტორიასთან მცირედი შეხება ჰქონდა, რუდუნებით აგროვებდა და ინახავდა. ადრეული ასაკიდან დაეუფლა საეკლესიო გალობას, კალიგრაფიასა და მწიგნობრობას. მისი წყალობით არაერთი უმნიშვნელოვანესი ხელნაწერი და სიგელ-გუჯარი შემოინახა. შემდგომმა ძმამ, ვასილმა, გალობის უსწრაფესად დასწავლითა და ულამაზესი ხმით გაითქვა სახელი. ჯერ კიდევ ექვსი წლის ყოფილა, როდესაც უფროს ძმებთან ერთად სამი წირვის წესს ზეპირად გალობდა. 1867 წელს ვასილი ძმებთან ერთად მშობლებმა თბილისში ჩამოიყვანეს და სიმლერა-გალობის გავრცელება სემინარიელი მეგობრების წრიდან დაიწყეს. 1879 წლიდან სემინარიაში სწავლის თანადროულად, ვასილი თბილისის მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობდა. ძმათაგან უმრწმესი, პეტრე, განთქმული იყო საღვთისმსახურო წიგნების ცოდნით. იგი სანაქებო მედა-
ვითნე და ტიპიკონის საუკეთესო მცოდნე იყო ადრეული ასაკიდანვე და შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა მამასა და ძმებს გალობის გავრცელებაში. 1879 წლის 12 ნოემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა მღვდელი ფილიმონ კარბელაშვილი, რაც ოჯახისთვის მეტად დიდი დანაკლისი იყო: მშობლებისთვის პირმშოსთან განშორება მეტად რთული აღმოჩნდა. ამ განსაცდელმა დეკანოზ გრიგოლსაც მოუსწრაფა სიცოცხლე და ზუსტად ნახევარი წლის შემდეგ, 1880 წლის 28 აპრილს გარდაიცვალა. ძმებისთვის კი მამისა და უფროსი ძმის დაკარგვა განსაკუთრებით მტკივნეული იყო. ეს ის დროა, როდესაც თბილისში ქართული გალობის აღდგენისა და გადარჩენის საკითხი აღიძრა. ქართული პრესის ფურცლებზე გამოჩნდა სტატიები, რომლებშიც ეჭვქვეშ დააყენეს აღ- მოსავლეთ საქართველოს საეკლესიო კილოების სიწმინდე. ძმებმა, მამის ერთგულ მოწაფეებთან, დეკანოზ გრიგოლ მღებრიშვილთან და მღვდელ ალექსანდრე მოლოდინაშვილთან ერთად, შეძლეს მთელი საზოგადოებისათვის დაემტკიცებინათ ამ ეჭვების სრული უსაფუძვლობა. დაობლებულ კარბელაშვილებს მამად და მფარველად წმინდა მღვდელმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე) მოევლინათ. მისი უშუალო
მეთვალყურეობითა და ზრუნვით წარიმართა ძმების შემდგომი მოღვაწე-
ობა. ეპისკოპოს ალექსანდრეს რჩევით, ვასილ კარბელაშვილი 1882 წელს მოსკოვის კონსერვატორიაში გაემგზავრა სამუსიკო ხელოვნების დასაუფლებლად. მისი დაბრუნებისთანავე, XIX ს-ის 80-იანი წლების შუა ხანებიდან, ანდრია, პოლიევქტოსი და ვასილი თითქმის თანადროულად
იწყებენ სამლვდლო მოღვაწეობას. ეპისკოპოსმა ალექსანდრემ ძმებში დაინახა ის გულწრფელობა და შემართება, რომელიც საქართველოს ეკ-
ლესიას რუსიფიკაციასა და გადაჯიშებასთან ბრძოლაში გამოადგებოდა.
წმინდა ილია მართლის თაოსნობით მიმდინარე ეროვნულ-გამათავისუფლებელმა მოძრაობამ კარბელაშვილთა სახით მნიშვნელოვანი მებრძოლები შეიძინა. მლვდლები -პოლიევქტოსი და ვასილი სისტემატურად ათავსებდნენ სტატიებს გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე. მათი ნაშრომები არ შემოიფარგლებოდა მარტოოდენ საეკ- ლესიო ისტორიით. ისინი ვრცლად მოუთხრობდნენ მკითხველს ეთნოგრაფიაზე, მეფეთა და დიდებულთა მოღვაწეობაზე, ქართულ გალობაზე, საქართველოს ეკლესიის საგანძურის განიავებასა და ავტოკეფალიის ძალადობით გაუქმების სავალალო შედეგებზე. ძმები დიდი სიხარულით მიიღეს ქართველ მოღვაწეთა წრეში. მამა პოლიევქტოსს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდა დიდ ქართველ მწერალ ალექსანდრე ყაზბეგთან. არც ერთი მნიშვნელოვანი ეროვნული საქმის წამოწყება არ მომხდარა ძმები კარბელაშვილების გარეშე. ისინი თბილისში მოქმედი ეროვნული მიმართულების საზოგადოებების არათუ აქტიური წევრები, არამედ დამფუძნებლებიც კი იყვნენ. ძნელია წარმოიდგინო მათ გარეშე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი, საისტორიო-საეთნოგრაფიო და საარქეოლოგიო საზოგადოებების, საეკლესიო მუზეუმის მუშაობა. ამ წლებში მათ არაერ-თი უნიკალური და ძველი ხელნაწერი გადაარჩინეს და შესწირეს აღნიშნულ საზოგადოებებსა და მუზეუმს. ძმები კარბელაშვილების აქტიური მოღვაწეობა ძლიერ აღიზიანებდა რეაქციულად მოაზროვნე რუს ბიუროკრატებს. მათ სხვადასხვა ცილისწამებითა და დასმენით შეძლეს ძმების თბილისიდან განდევნა და აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებიდან დროებით გარიყვა. 1903 წელს მღვდელი ვასილი ოჯახთან ერთად აზერბაიჯანში, ქ. შემახას სამრევლოში გადაიყვანეს, ხოლო 1908 წელს ანჩისხატის ტაძრის წინამძღვარი, მამა პოლიევქტოსი, სოფელ მარტყოფში მიავლინეს. აღსანიშნავია, რომ გადასახლებაში მყოფ ვასილ კარბელაშვილს თავს დაესხნენ. მას მიგზავნილმა აგენტმა ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. მამა ვასილი სიკვდილს
1-3 საპატრიარქოს უწყებანი N1,2-8 იანვარი, 2012 წ.გვ.19
კარბელაშვილების ოჯახი - ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე (გაგრძელება)
სასწაულებრივად გადაურჩა. ქართველი საერო და სასულიერო პირების დაჟინებული მოთხოვნით დაჭრილი მოძღვარი სამშობლოში დააბრენეს.
მიუხედავად დევნისა და შევიწროებისა, ძმები კარბელაშვილები არ ანელებენ მოღვაწეობას. გარდა საგაზეთო პუბლიკაციებისა, მათ მიერ დაისტამბა ათეულობით მნიშვნელოვანი გამოცემა, რომელთა შორის აღსანიშნავია ქართული საეკლესიო გალობის სამი ტომი. ასევე გამოიცა მონოგრაფიები საქართველოს ეკლესიის კათოლიკოსებსა და მღვდელმთავრებზე, ქართული საერო და სასულიერო კილოების ისტორიული მიმოხილვა. მათი რედაქტორობით გამოიცა სასულიერო ლიტერატურის უნიკალური ნიმუშები.
ძმები კარბელაშვილები ეპისკოპოსთა კინიონისა და ლეონიდეს ერთგული თანამებრძოლები იყვნენ.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. მრავალსაუკუნოვანი, თვითმყოფადი რვა ხმის სისტემის ქართული საეკლესიო გალობის არსებობა ერთ-ერთი უტყუარი საბუთი იყო საქართველოს ეკლესიის უძველესი თვითმმართველობისა. გარდა ამისა, ძმები კარბელაშვილების ავტორიტეტი და საეკლესიო საბუთების ზედმიწევნით ცოდნა არაერთხელ გამოსდგომიათ რუსეთის სინოდის წინაშე საქართველოს ეკლესიის უფლებებისთვის მებრძოლ მოღვაწეებს. ძმები კარბელაშვილები აქტიურად მონაწილეობდნენ 1917 წლის 12 მარტს (ახ. სტილით, 25 მარტი) სვეტიცხოვლის ტაძარში ისტორიული გადაწყვეტილების მიღებაში, იყვნენ წევრები საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობისა, რომელთა მიერ იყო ორგანიზებული 1917 წლის 88-17 სექტემბერს პირველი საეკლესიო კრება.
ძმებ კარბელაშვილებს თავიანთი ცხოვრების გზაზე არაერთი სიმწრის დათმენა მოუხდათ, მაგრამ შვილების დაკარგვისაგან მიყენებული ტკივილი უმწარესი აღმოჩნდა. პოლიევქტოს კარბელაშვილის ვაჟი გიორგი (გიგო) ირანის ფრონტზე, ბრძოლის ველზე დაეცა, ხოლო მეორე ვაჟი -– იოანე, 1920 წელს ზაქათალაში საეჭვო ვითარებაში მოკლეს, თუმცა ამ ტრაგედიაზე უმძიმესი მოვლენა 1921 წელს საქართველოს ხელახალი დაპყრობა აღმოჩნდა. ყველაფერი, რასაც კარბელაშვილებმა მთელი სიცოცხლე შეალიეს, საფრთხის წინაშე დადგა. ურთულესი იყო ამ სამწუხარო მოვლენებში ქართველების მონაწილეობის ხილვა.
დაიკეტა ეკლესია-მონასტრები. სკოლებიდან განიდევნა სასულიერო განათლება. სამლვდელოება კანონგარეშედ გამოცხადდა. საეკლესიო ქონება სახელმწიფომ ძალადობით მიიტაცა. უამრავი სიწმინდე და ისტორიული მნიშვნელობის ნივთი განადგურების საფრთხის წინაშე დადგა. ამ დროშიც კი ძმები კარბელაშვილები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ახერხებდნენ გადაერჩინათ უამრავი ფასეული რამ.
ძნელია იმის წარმოდგენა, რამდენი ტანჯვის დათმენა მოუხდათ ამ წლებში.
ძმები კარბელაშვილები არ ურიგდებოდნენ ქვეყანაში გამეფებულ განუკითხაობას. შემორჩენილია მამა ვასილის წერილი სტალინისადმი, სადაც იგი დაუფარავად ამხელს
და საყვედურობს თავის ნამოწაფარს საქართველოში შექმო" ნილი უმძიმესი ვითარების გამო. წერილი 1923 წლის 2 მაისით თარიღდება. სოსო როგორი რწმენისაც გინდა იყო, მაინც
ქართველი კაცი ხარ და საქართველოს მიწამ გამოგზარდა, სამშობლოსა და ერის სიყვარულს ვერარა დაშრეტს შენს გულში! კიდევ გთხოვ, რომ ეკლესიებისა და სარწმუნოების დევნას თავი ანებონ და ლმობიერება გამოიჩინონ. რას აძლევთ ერს, როდესაც უგინებთ სჯულს, სიწმინდეს და უსპობთ დიდებულ კულტურას, რითაც შეეძლო ქართველ ერს თავი მოეწონებინა კაცობრიობის წინაშე? ნუთუ, მარტო მაგისთვის იბრძვი, რომ სომხები, ოსები და ურიები არ წამოასხათ კისერზედ ქართველ ხალხს?
საზღვრები ჩააჭრეს საქართველოს ყველა მხრიდან და აღარ იციან, როგორ შეავიწროვონ ტერიტორია?
იქნებ, გწყინს, ჩემო სოსო? ბევრის მნახველს, მომთმენს და ცრემლის შემაშრობელს, იმედია, ყურად იღებ და მოალბობ ჩემს გულს და მალე სანუგეშოს მომწერ, რომ აღარ განმეორდება და ანუგეშებ შენს მოხუცებულ მასწავლებელს, რომელსაც ბევრად შესტკივა შენზე გული. პასუხს ველი“.
1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდგომ საბჭოთა ხელისუფლებამ განიზრახა სამაგალითოდ დაესაჯა თავისუფლების წყურვილის გამოვლინების ყველა შემთხვევა. განსაკუთრებულისისასტიკით გაუსწორდნენ ისინი სამღვდელოებას და ინტელიგენციას, უდანაშაულოდ დახვრიტეს თავადაზნაურობისა და გლეხობის მრავალი წარმომადგენელი. ამ რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ დეკანოზი ანდრია და მღვდელი პეტრე კარბელაშვილები.
ისინი მხოლოდ იმიტომ დახვრიტეს, რომ იყვნენ ღვთისმსახურები და არ უღალატეს ქრისტეს სარწმუნოებას, უარი თქვეს ანაფორის გახდაზე და უმძიმეს დროს არ მიატოვეს თავისი სამწყსო. მტარვალთა ხელით აღსასრული სხვა დანარჩენ ოცდაოთხ სამ...
2 საპატრიარქოს უწყებანი N2 12-18იანვარი, 2012წ გვ17
ერისთვის თავდადებული წმინდა ფილიმონი (ქორიძე)
ანგელოზებრივ მრავალხმიანობას მიმსგავსებული ქართული საგალობლების ჭირისუფალი
წმინდა ფილიმონ მგალობელი 1835 წელს სოფელ გამოჩინებულში, მღვდელ იესე გიორგის ძე ქორიძის ოჯახში დაიბადა. მღვდელი იესე (1790 -–– 11.02.1850) წარმოშობით საბატონო ყმათა რიცხვს განეკუთვნებოდა. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი მშობლიური სოფლის ეკლესიაში, მღვდელ ნიკოლოზთან ისწავლა. დაოჯახების შემდეგ, 1817 წლის 8 მაისს, გაენათელმა მიტროპოლიტმა წმინდა ექვთიმემ (შარვაშიძე) მლვდლად დაასხა ხელი და გამოჩინებულის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში განამწესა. ფილიმონის გარდა მას ჰყავდა კიდევ ორი ვაჟი: ლაზარე (1822წ.) და იოსები (1829წ.). მლვდელ იესეს ოჯახი უფლის, სამშობლოსა და მოყვასის მიმართ სიყვარულით გამოირჩეოდა. სწორედ ასეთ ტრადიციულ ქართულ ოჯახში აღზრდამ ჩაუნერგა ფილიმონს საქართველოსადმი ისეთი სიყვარული, რამაც ძალა მისცა, რომ უარი ეთქვა „ყოველივე მსოფლიო ზრუნვაზე“ და ანგელოზებრივი მრავალხმიანობისადმი შემსგავსებული ქართული საგალობლების გადასარჩენად დაეწყო უანგარო მსახურება. გალობის ნიჭითა და ულამაზესი ხმით დაჯილდოებული პატარა ფილიმონიც ადრეული წლებიდანვე გამოირჩეოდა საგალობლებისა და სიმღერის სიყვარულით. დაწყებითი განათლება ფილიმონმა მამამისის უახლოესი მეგობრისა და მოყვრის –– მღვდელ იაკინთესაგან მიიღო. იგი სწავლობდა ქართულ წერა-კითხვას, წმინდა წერილს, არითმეტიკას, დავითნისა და
ჟამნის კითხვას. 1848 წელს ფილიმონი სწავლას ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში აგრძელებს. თავისი უახლოესი ნათესავის, ამირან ბალანჩივაძის დახმარებით, მას, როგორც გამორჩეულად ნიჭიერ მოსწავლეს, სასწავლებელში უფასოდ, სასულიერო უწყების ხარჯზე
იღებენ. სასწავლებელში სწავლისას ფილიმონი მუყაითობით, გულისხმიერებითა და შრომისმ”.,ვარეობით გამოირჩეოდა, მას საკმაოდ რთულ და საპასუხისმგებლო საქმეებს ავალებდნენ ხოლმე (მაგალითად, სასწავლებლისთვის საყიდლებზე წასვლა), ხოლო არდადეგებზე ფილიმონი სოფელში ბრუნდებოდა და მამას მიწის დამუშავებაში ეხმარებოდა. სასწავლებელი მან წარჩინებით დაასრულა, რის გამოც პედაგოგიურმა საბჭომ თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის გასაგრძელებლად შესანიშნავი სარეკომენდაციო წერილი გაატანა. თბილისის სემინარიაში სწავლა ფილიმონისთვის ახალ სირთულეებსაც ნიშნავდა. მშობლიური სოფლისა და პატარა ქუთაისის ცხოვრების მშვიდ და წყნარ რიტმს მიჩვეული ყმაწვილი იმ დროისათვისაც დიდი ქალაქის –– თბილისის ხმაურიან მაჯისცემას ძნელად შეეგუა. ამასთან, ყველაზე მძიმე ქართველ მოწაფეთათვის
2-1 საპატრიარქოს უწყებანი N2 12-18იანვარი, 2012წ გვ.18
ერისთვის თავდადებული წმინდა ფილიმონი (ქორიძე) (გაგრძელება)
სემინარიის სასწავლო პრაქტიკა და შინაგანაწესი იყო. უცხო, რუსულ ენაზე სწავლება, ქართული ენისა და გალობა-სიმღერის დევნა, მკაცრი რეჟიმი, საცხოვრებლის დატოვების აკრძალვა საშობაო და სააღდგომო არდადეგებზეც კი, სტუდენტებისთვის გაუსაძლის პირობებს ქმნიდა. სემინარია ქართველი ერის რუსიფიკაციას, ეროვნული და საეკლესიო თვითმყოფადობის გადაგვარებასა და დაკარგვას ემსახურებოდა. სემინარიაში ფილიმონს ახასიათებდნენ, როგორც მაღალი აკადემიური მოსწრებითა და ზნეობრიობით გამორჩეულ სტუდენტს. ფილიმონმა სემინარია 1858 წელს დაამთავრა და ამავე წლის სექტემბერში საქართველოს ეგზარქოს ევსევის (ილინსკი) დიაკვნად კურთხევის თაობაზე მიმართა. ამავე წერილში იგი საეგზარქოსოს კანცელარიაში საქმეთა მწარმოებლად და სიონის საკათედრო ტაძარში მგალობლად მსახურების ნებართვასაც ითხოვდა. გაურკვეველი მიზეზებით, დიდი სურვილის მიუხედავად, მისი დიაკვნად კურთხევა გადაიდო. თუმცა
ფილიმონმა დაიწყო კანცელარიაში მუშაობა და სიონის ტაძარში გალობა. ამ თანამდებობებზე იგი 1858-1867 წლებში მსახურობდა. ეს წლები მისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იგი განაგრძობდა საკუთარი თავისა და ცოდნის სრულყოფას, სწავლობდა ისტორიას, ლიტერატურას, ენებს, ეცნობოდა ქართულ კულტურაში იმ დროს წარმოჩენილ ახალ ტენდენციებს, ხელოვნების სხვადასხვა დარგების საფუძვლებს. მისი გული სამშობლოსადმი სიყვარულით იყო აღსავსე და ამიტომაც გატაცებით და მღელვარებით იღებდა ყოველ ახალ ლექსს, მოთხრობას, თეატრალურ სპექტაკლსა თუ ყველა ისეთ საზოგადოებრივ მოვლენას, რომელიც მაშინდელი დაჩაგრული ქართველობისათვის მშობლიური ენისა და ეროვნული თუ საეკლესიო თვითმყოფადობის გადარჩენის ერთადერთი საშუალება იყო. სულ მალე ფილიმონ ქორიძის ცხოვრება მოულოდნელმა შემთხვევამ სრულიად შეცვალა და მომავალ დიდ მოღვაწეს სავალი გეზი დაანახვა. ერთხელ სტუმრად მყოფმა ფილიმონ ქორიძემ რამდენიმე იტალიელი გაიცნო: ისინი იმხანად თბილისის საოპერო თეატრის დასში მონაწილეობდნენ (იტალიიდან მოწვეული დასი თბილისის ოპერაში 1851-1872 წლებში გამოდიოდა). ქართული პურობის წესისამებრ, სხვა ქართველებთან ერთად, ფილიმონმა სუფრასთან რამდენიმე საგალობელი, ხალხური სიმღერა და რომანსი შეასრულა. მომღერლის ბანმა იტალიელები განაცვიფრა და აღაფრთოვანა. „ამ ხმით თქვენ ქვეყანას დაიმონებთ“, -- ალტაცებას ვერ მალავდა ოპერის იტალიელი · დირიჟორი. იტალიელები ისე დაინტერესდნენ ფილიმონის უნიკალური მუსიკალურვოკალური მონაცემებით, რომ მის მოსასმენად სიონის საკათედრო ტაძარში მივიდნენ. წირვის შემდეგ ახალგაზრდა მგალობლის ხმით მოხიბლული დირიჟორი ფილიმონს გაესაუბრა და ურჩია: „არ შემიძლია თვალები არ აგიხილოთ. თქვენი ხმა დიდი და არაჩვეულებრივი
განძია... მკერდში სამჭედლოს საბერველი გაქვთ, ამ საბერვლის მოხმარება კი არ იცით. სერიოზულად გირჩევთ, საოპერო სიმღერა ისწავლოთ. აქ თქვენი შესაფერი მასწავლებელი არ გვეგულება. წადით იტალიაში! თქვენი ხმის პატრონს იქ საუკეთესო პროფესორები უფასოდ გასწავლიან. მაშინ დიდი მომღერალი გახდებით“, იტალიაში წასვლა და იქ სრულყოფილი სამუსიკო განათლების მიღება ფილიმონის ოცნებად იქცა. მაგრამ მის ოჯახს ამის საშუალებები არ გააჩნდა. 1868 წელს ფილიმონი დაქორწინდა ვინმე ხანჯალაძის ქალზე (სახელი უცნობია). მეუღლის ოჯახის დახმარებით ფილიმონის ოცნება ასრულდა და მან იტალიაში, მილანში გამგზავრება შეძლო. სიმღერის სასწავლებლად პირველად ჩასული ქართველი იტალიელებმა გულთბილად მიიღეს და ხმაც მოუწონეს. შესანიშნავი პედაგოგის –– ფ. რონკონის ხელმძღვანელობით ფილიმონ ქორიძის შემოქმედებითი ზრდა სწრაფი ტემპებით წარიმართა. იტალიაში მის პირველ საკონცერტო გამოსვლებს დიდი წარმატებები ჰქონდა. ამავე პერიოდში ფილიმონი კოლეგებთან ერთად ამერიკაში გაემგზავრა. გასტროლებმა დიდი გამარჯვებები მოუტანა, მას ყველგან მქუხარე აპლოდისმენტებით ხვდებოდნენ. ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ ფილიმონ ქორიძის დებიუტი მილანის თეატრ ლა სკალაში შედგა. დებიუტმა დიდი წარმატებით ჩაიარა. 1870 წელს ფილიმონს გარდაეცვალა მეუღლე. ეს მძიმე განსაცდელი იყო ახალგაზრდა მომღერლისათვის. ის საქართველოში ჩამოვიდა და ერთხანს სამშობლოში დარჩა. 1872 წელს ფილიმონ ქორიძეს პეტერბურგში, საიმპერატორო თეატრში იწვევენ. რუსულმა საზოგადოებამ ფილიმონი თავიდან მოწონებით მიიღო. ცოტა ხანში კი იტალიურად მომღერალი ქართველის მიმართ კეთილგანწყობა უარყოფითი დამოკიდებულებითა და დიდი აგრესიით შეიცვალა. მას აღიარებდნენ იტალიური რეპერტუარის კარგ შემსრულებლად, მაგრამ რუსული საოპერო მუსიკის ცოდნასა და საშემსრულებლო ოსტატობას უწუნებდნენ. პრესაში ქორიძის საწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელი შეფასებებიც კი დაიწერა. ამ მძიმე პერიოდში ახალგაზრდა მოღვაწისათვის ღვთისგან მოვლენილი ნუგეში აღმოჩნდა უკრაინელი
2-2 საპატრიარქოს უწყებანი N2 12-18იანვარი, 2012წ გვ.19
ერისთვის თავდადებული წმინდა ფილიმონი (ქორიძე) (გაგრძელება)
სენატორის ქალიშვილის -- ზინაიდა ვორობეცის თანაგრძნობა და გულისხმიერება. 1873 წელს ფილიმონმა და ზინაიდამ იქორწინეს. ეს არისტოკრატი ქალბატონი განათლებული, ღვთისმოშიში და სათნო ადამიანი იყო. კარგი პიანისტი, უცხოური ენების მცოდნე, მეუღლის უერთგულესი თანამდგომელი და შემწე მომავალშიც ფილიმონის თავდადებისა და გაჭირვებული ცხოვრების მოთმინებით, სიყვარულითა და თავმდაბლობით თანამტვირთველი აღმოჩნდა. 1875 წელს მათ შეეძინათ ვაჟი მიხეილი. 1873 წელს ახლად შეუღლებულები კვლავ იტალია ში მიემგზავრებიან. აქ ფილიმონი თავდაუზოგავი შრომით უმაღლეს შედეგებს აღწევს. რეცენზენტები მას მთელ იტალიაში საუკეთესო ბანად აღიარებენ. აღნიშნავენ მის მიერ შესრულებული ურთულესი პარტიების სიღრმეს, ოსტატობას, საშემსრულებლო-ვოკალური ხელოვნების სრულყოფილებას. ქართველი მომღერლის არნახული წარმატების ამბავი საქართველოშიც ხდება ცნობილი. მაშინდელი პრესაც არაერთხელ უბრუნდება ამ თემას. მაგალითად, 1880 წლის 28 მარტის გაზეთ „დროებაში“ თარგმნილია იტალიური პრესის გამოხმაურებები ქორიძის შესახებ: „არ არის ჩვენში (იტალიაში) ისეთი თეატრი, რომელსაც დიდის ამბითა და პატივით არ მიეღოს ჩინებული ბოხი ხმის პატრონი, მომღერალი არტისტი ფ. ქორიძე და არც ისეთი ჟურნალი, რომელსაც არ
ექოს ის... ქორიძე ისეთი არტისტია, რომელიც თავისი ხმის ძლიერებითა და გალობის მანერით ყველა უპირველეს თეატრში პატივცემულ იქნება“. საყოველთაოდ აღიარებულ მომღერალს ევროპაში გამოჩენილი ხელოვანის პატივი და დიდება არ აკლდა. ჰქონდა უზრუნველი და საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრება. მხოლოდ მოსვენებას ერთი რამ აკარგვინებდა -- სამშობლოში ყოფნის დაუოკებელი სურვილი. იტალიაში ყოფნისას ის ახერხებდა, რომ პერიოდულად ჩამოსულიყო საქართველოში და კონცერტები გაემართა. მაგალითად. 1880 წელს მან გამართა კონცერტები თბილისში, ქუთაისსა და ფოთში (მათ შორის, რამდენიმე საქველმოქმედოც ყოფილა). ევროპაში აღიარებულ თანამოძმეს ქართველი მსმენელი აღფრთოვანებით შეხვდა. ეს განწყობა გასდევს მაშინდელ ქართულ პრესაში გამოქვეყნებულ წერილებს: „ჩვენს მამულიშვილს 10-12 წელი დაუყვია უცხო ქვეყანაში, გაუვითარებია, გაუვრცელებია თავისი ნიჭი და ეხლა, როდესაც მის ნიჭს უპირველეს თეატრებშიც ღირსეულად აფასებენ, არ გვივიწყებს ჩვენ და არც თვითონ ავიწყდება, რომ რაც ბუნებას კაცისათვის ნიჭი მიუცია, პირველად თავის მამულს, თავის მოძმე მამულიშვილებს უნდა მოახმაროს. კარგი იქნება, რომ ბატონი ქორიძე იკისრებდეს ჩვენის სახალხო სიმღერების ნოტებზედ გადაღებას. ამით ეს ნიჭიერი არტისტი, უეჭველია მთელიქართველობისაგან უგულითადეს მადლობას მიიღებს და უკვდავს შეიქმს თავის სახელს სამშობლო სიმღერის ისტორიაში“ -- გაზეთი „დროება“, 1880 წელი, 27-29/VI. 1880 წელს ფილიმონ ქორიძე გასტროლებით მიიწვიეს თბილისის საოპერო თეატრში, რასაც იგი სიხარულით დათანხმდა. ამავე წელს იგი ოჯახთან ერთად საქართველოში ბრუნდება და თბილისში სახლდება. XIX საუკუნეში ქართული გალობა გადაგვარებისა და გაქრობის რეალური საფრთხის წინაშე დადგა. თავისუფლებაწართმეულ ქართულ ეკლესიაში მშობლიურ ენაზე ღვთისმსახურება და გალობა აიკრძალა. შევიწროებული და უსახსროდ დარჩენილი ქართველი სამღვდელოება ზეპირი ტრადიციითა და ძველი ქართული სამუსიკო დამწერლობით გადმოცემული უძველესი საგალობლების გადარჩენას ვეღარ ახერხებდა. სასწავლებლებში ქართული გალობა აიკრძალა. სანოტო მუსიკალური დამწერლობის მცოდნე არავინ იყო, რომ ძველ მგალობელთაგან ჩაეწერა და გადაერჩინა ეს მრავალსაუკუნოვანი საგანძური. ქართველი ერის მტრები ქართულ გალობას „მაღლის ყეფასა და თხის კიკინს“ უწოდებდნენ. მდგომარეობა უნუგეშო იყო და ქართული გალობა სამუდამოდ გაქრობისთვის იყო განწირული. მაგრამ უფალმა უნუგეშოდ არ დატოვა ქართველი ერი და ეკლესია, მოუვლინა ადამიანები, რომელთაც სულიერი და ნივთიერი საუნჯის შენარჩუნება დაეკისრათ. სწორედ ფილიმონ ქორიძეს ხვდა წილად ბედნიერება სათავეში ჩადგომოდა ამ საქმეს. აი, როგორ იხსენებს თავად ფილიმონი საგალობელთა გადარჩენის პროცესში თავისი ჩართვის ამბავს: „1870-1880 წლებში ტფილისის სამღვდელოებას აღეძრა ლაპარაკი ქართული გალობის ნოტებზედ გადაღების შესახებ, რომლის განსახორციელებლადაც შეედგინათ კომიტეტი და მგალობლებიც მოეწვიათ, მაგრამ რადგანაც ვითომცდა მცოდნე კაცებს გადაეწყვიტათ, რომ ქართულის გალობის ნოტებზედ გადაღება შეუძლებელიაო, ამისთვის საქმე ჩაშლილიყო და დავიწყებას მისცემოდა. 1880-1883 წლების საოპერო სეზონებში მიწვეული ვიყავ მე ევროპიდან ტფილისის თეატრში. შევასრულე თუ არა ვადა სამსახურისა და დავაპირე ევროპაში წასვლა, ამ დროს მოვიდა ჩემთან რამდენიმე ქართველი მგალობელი და მკითხეს: „შესაძლებელია თუ არა ქართული გალობის გადაღება ნოტებზეო?“ - „ძალიან ადვილად-მეთქი“, ვუპასუხე. იმათ ეჭვის თვალით შე-
2-3 საპატრიარქოს უწყებანი N2 12-18იანვარი, 2012წ გვ.20
ერისთვის თავდადებული წმინდა ფილიმონი (ქორიძე) (დასასრული)
მომხედეს. „მობრძანდით ხვალ, მიგალობეთ რაც გინდათ და მაშინ შე იტყობთ, რაც მოხდება-მეთქი“ ვუთხარი მე. მოვიდნენდ იგალობეს, დავაწყვე ნოტებზე, ვუგალობე მათი ნათქვამი და ფორტეპიანოზედ გავაგონე ახლად დაწერილი გალობები. მაშინ დარწმუნდნენ რომ ქართული გალობის ნოტებზედ დაწყობა შესაძლებელი ამრიგად, ღვთის
განგებითა და წმინდა ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე) ლოცვა-კურთხევით, ფილიმონის გული ღვთისმსახურებასა და ქართულ საგალობლებს მიეჯაჭვა და მათ გადარჩენაზე ზრუნვა მისი ცხოვრების მოწოდებად და მიზნად იქცა. იგი ხედავდა, რომ ძველი მგალობლების წასვლას აუნაზღაურებელი დანაკარგი მოჰქონდა ქართული გალობისათვის, ამიტომ ჩქარობდა, ცდილობდა, რაც შეიძლება მალე მოესწრო ყველა მონასტრის, ტაძრისა და სოფლის მოვლა, იქ ცოცხლად დარჩენილი მგალობლებისაგან საგალობლების ჩაწერა. ქართული საგალობლების ნოტირებას ფილიმონი
1882 წელს შეუდგა. თავდაპირველად ძველი გალობის აღიარებული მცოდნეების, მლვდელ ნესტორ კონტრიძისა და მელქისედეკ ნაკაშიძისაგან იწერდა. მუშაობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა და სულ მალე მრავალი საგალობლის ჩაწერა მოხერხდა. ფილიმონმა გადაწყვიტა მგალობელ-მომღერალთა გუნდის ჩამოყალიბება, რათა უკვე ჩაწერილი საგალობლების პოპულარიზაცია მომხდარიყო. ამ გუნდთან შრომას ფილიმონი გაასკეცებული ენერგიითა და გატაცებით შეუდგა. იტალიის წამყვანი თეატრები ამაოდ ელოდნენ ქართველ მომღერალს. ფილიმონ ქორიძემ ევროპული საოპერო კარიერა, არნახული მიწიერი წარმატებები დათმო და თავისი სამშობლოს მეჭირნახულედ, საჭურჭლეთმცველად იქცა. ამის შესახებ იგი აღნიშნავდა: „საოპერო ასპარეზმა დროებით კმაყოფილება მომცა: ვამაყობდი, რომ მე, ქართველმა კაცმა, ჩვენი ქვეყანა ვასახელე, ტაშს მიკრავდნენ, წერდნენ - სახელოვანი კაცი ხარო. შემდეგ კი დავფიქრდი და დავინახე, რომ გამოჩენილი მომღერლის წარმატება და ბედიც დროებითია, წარმავალია. დღეს ხელით მატარებენ, მადიდებენ, მოვკვდები -- ჩემი ხსენებაც გაქრება, ჩემი კვალიც არ დარჩება. ჩემს ქვეყანას, შთამომავლობას ვერაფერს დავუტოვებ. ჩემი დღევანდელი მუშაობა კი საზოგადო მოღვაწეობაა, შინაარსით სავსე, ჩემი ქვეყნისათვის სასარგებლო და საჭირო. ჩემი ნამუშევარი -- ჩაწერილი და დაბეჭდილი -- არასოდეს არ წაიშლება და ჩვენს ქართულ მუსიკას მაღლა აიყვანს, სხვა ქვეყნების მუსიკას გადააჭარბებს“.
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)
3 საპატრიარქოს უწყებანი N3 19-25 იანვარი 2012წ გვ.16
ერისთვის თავდადებული წმინდა ფილიმონი (ქორიძე)
ანგელოზებრივ მრავალხმიანობას მიმსგავსებული ქართული საგალობლების ჭირისუფალი
მან თავისი „სწავლა-განათლება ჩვენს ხალხსა და ერს ძღვნათ მოუტანა“ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი
IIნაწილი
ამიერიდან წმინდა ფილიმონის ცხოვრება მთლიანად ქართულ გალობას ეძღვნება -- ჯერ თბილისში, შემდეგ კი მთელ დასავლეთ საქართველოში ის რჩეული, ყველაზე პატივცემული, განსწავლული, სრული მგალობლებისგან იწერს საგალობლებს. ყველგან ქმნის სამგალობლო გუნდებს, რომლებიც სწავლობენ და ავრცელებენ ხალხურ სიმღერებსაც. საჭირო გახდა ჩაწერილი საგალობლების, უპირველეს ყოვლისა, წირვის სამგალობლო კრებულის გამოცემა. ფილიმონი და თავისი მეუღლე ამას საოჯახო დანაზოგის მეშვეობით გეგმავდნენ, მაგრამ ბანკი, რომელშიც თანხა ჰქონდათ შენახული, გაკოტრდა. ფილიმონი და თავისი თანამებრძოლნი იძულებულნი გახდნენ საქართველოს ეგზარქოს პავლესთვის (ლებედევი) მიემართათ დახმარებისთვის. ეგზარქოსმა კომისია შექმნა და ეს საქმე თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ ჩუდეცკის (ქართველთა მიმართ სიძულვილით სავსე ადამიანს) მიანდო. საგანგებო კომისიის სხდომებს ესწრებოდნენ: აკაკი და გიორგი წერეთლები, ალექსანდრე ყაზბეგი. ჩუდეცკი ყველანაირად ცდილობდა, ნოტების გამოცემის საქმე ჩაეშალა, ამტკიცებდა, რომ ძველი ქართული სასულიერო მუსიკა „უმართებულოა“ და მისი ხუთხაზიანი ნოტაციით ჩაწერა -– შეუძლებელი (არადა, როგორც აღვნიშნეთ, ქორიძეს უკვე ნოტირებული ჰქონდა საგალობლები და ეგზარქოსთან დახმარების თხოვნით იყვნენ მისულნი, რათა კრებული გამოეცათ). ჩუდეცკის თქმით, უმჯობესი იქნებოდა, თუკი ქართული „კაკაფონიური“ გალობის ნაცვლად უპირატესობას „კეთილხმოვან და მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულ რუსული გალობას“ მიანიჭებდნენ ჩუდეცკის დაუპირისპირდნენ: რუსი მღვდელი და მგალობელი აუშევი, აკაკი წერეთელი, გიორგი წერეთელი, ალექსანდრე ყაზბეგი და სხვები. საბოლოოდ მან განაცხადა, რომ ქართული გალობა კარგია, მაგრამ ფული არ გვაქვს და ვერ გამოგიცემთო. ჩუდეცკის პირით გაჟღერებული რუსული საეკლესიო-იმპერიალისტური პოლიტიკა აკაკი წერეთელმა ამხილა: „თქვენ შეგიძლიათ, პირდაპირ უარი განაცხადოთ ამ დიდი შრომის გამოქვეყნებაზე, რადგანაც გგონიათ, რომ ჩვენ, ყველანი, რამდენიმე წელიწადის განმავლობაში სლავიანებად გადავიქცევით, მაგრამ ეს დიდი შეცდომაა. ჩვენ გვაქვს მდიდარი ისტორია, მდიდარი უძველესი კულტურა და ახალი კულტურისათვის გაწალდული გზა, რომლის მოსპობა არავითარ უხეშ ძალას და არავის არ შეუძლია“. 1884 წელს ფილიმონ ქორიძე თავისი გუნდით ქუთაისში ჩადის. გაბრიელ ეპისკოპოსმა მას დიდი და საგანგებო დახვედრა მოუწყო, რომელშიც მონაწილეობდნენ დასავლეთ საქართველოს რჩეული პირები და, მათ შორის, გამოჩენილი სრული მგალობლები –– ჯაბა და ტელემონ გურიელები, ანტონ, გიორგი და დავით დუმბაძეები, დიმიტრი ჭალაგანიძე -–– მარტვილიდან, ვასილ და არისტო ქუთათელაძეები -– ხონიდან, დიდი მგალობელი ასლან ერისთავი -- რაჭიდან, მგალობელი კანდელაკები -–– ნიკორწმინდიდან, შოთაძეები –– გელათიდან, კანდელაკები -–- ჯრუჭიდან, წერეთლები -–– საჩხერიდან და სხვ. წმინდა გაბრიელმა და თავისმა კრებულმა, აწ უკვე წმინდა ფილიმონის მიერ ნოტირებული ქართული საგალობლები, ქორიძის გუნდის შესრულებით ჯერ
3-1 საპატრიარქოს უწყებანი N3 19-25 იანვარი 2012წ გვ.17
ერისთვის თავდადებული წმინდა ფილიმონი (ქორიძე) (გაგრძელება)
სახაზინო თეატრში მოისმინეს, შემდეგ კი ეპისკოპოს გაბრიელის მიერ აღსრულებულ კვირის სამღვდელთმთავრო წირვისას. მგალობლებმა შესანიშნავად იგალობეს. : წირვის ბოლოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსმა მადლიერებით აღსავსე სიტყვა წარმოთქვა: „ვმადლობთ ჩვენს დიდ მოთავე ქართველებს, რომლებმაც ჩვენ ნიჭიერ ერის შვილს, ფილიმონს, დახმარება გაუწიეს და უცხო ქვეყნებით სწავლა
დაასრულებიეს და მერე მობრუნდა თავის საყვარელ ქვეყანაში, რომელმაც მათი სწავლა-განათლება ჩვენს ხალხსა და ერს ძღვნათ მოუტანა. ჩვენი ხალხის სიმღერა-გალობას მძლავრი ხმით დასძახა: აწი უნდა აღსდგეო! და ჩვენი ხმათა სიმშვენიერე და სიდიადე სხვათა სამეფოთა შორის უნდა იდიდებოდესო“. გაბრიელ ეპისკოპოსმა დახმარება აღუთქვა ფილიმონ ქორიძეს: „ამ დიდი საქმისთვის დაჩქარებაც უნდა და თანხის შეგროვებაცო“. 1884 წელს გაბრიელ ეპისკოპოსმა მოიწვია სამღვდელოების კრება. კრებაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაარსებულიყო ქართული საეკლესიო გალობის აღმდგენელი კომიტეტი დეკანოზ დავით ღამბაშიძის ხელმძღვანელობით. იმერეთის ეპარქიის ეკლესიებმა და შეძლებულმა გლეხებმა შეაგროვეს საგალობელთა ჩაწერისა და გამოცემისათვის საჭირო თანხა. კომიტეტმა დაავალა ფილიმონს, რომ ორი წლის განმავლობაში ჩაეწერა 400 საგალობელი. მართლაც, ჩაიწერა იოანე ოქროპირის, ბასილი დიდისა და გრიგოლ დიოლოღოსის, აღდგომისა და საუფლო სადღესასწაულების წირვები, მლვდლის კურთხევის, ქორწინების წესისა და შესვენებულთა საგალობლები, ასევე –– მთელი წლის სადღესასწაულო „განიცადეები“. ჰიმნებს ფილიმონი იწერდა მარტვილის საკათედრო ტაძრის მგალობელ დიმიტრი ჭალაგანიძისგან, ქუთაისის მთავარდიაკონ რაჟდენ ხუნდაძისგან, თავად ივლიანე წერეთლისგან. ამ საქმეში ასევე მონაწილეობდნენ ცნობილი მგალობლები –- დეკანოზი დავით დუმბაძე, ნიკო მეძმარიაშვილი, ნიკოლოზ კანდელაკი, ტარასი ტყეშელაშვილი, ივლიანე შოთაძე და დეკანოზი ვასილ ქუთათელაძე. რჩეულ მგალობელთა ამ დასს ხელმძღვანელობდა სახელგანთქმული ხელოვანი, გალობის მამამთავრად აღიარებული ლოტბარი, ანტონ დუმბაძე, რომელსაც საქართველოსთან ერთად, გალობის ცოდნა გაღრმავებული ჰქონდა ათონის ივერთა სავანეშიც. 1887 წელს ფილიმონ ქორიძემ მეუფე გაბრიელს გადასცა აღთქმული 400 საგალობლისაგან შემდგარი კრებული. ეპისკოპოსმა და კომიტეტმა განიხილეს ჩაწერილი მასალა და მათი შეფასებისას აღტაცება და მადლიერება არ დაუფარავთ. გალობის აღმდგენელ კომიტეტთან ხელშეკრუ- ლებით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულების შემდეგ ფილიმონ ქორიძე ოჯახითურთ კვლავ ქუთაისში რჩება. იგი საეკლესიო საგალობლების ნოტირებას განაგრძობს, ხელმძღვანელობს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის გუნდს. ღვაწლმოსილი ხელოვანი, დიდი მგალობელი და ლოტბარი შემოსავლის გარეშე რჩება. უსახსრობის გამო ის და თავისი მეუღლე სიმღერისა და ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლებას შეუდგნენ. თუმცა, ფილიმონი აქაც თავისთვის ჩვეული უანგარობით მოქმედებდა –- მოსწავლეთა უმრავლესობას უსასყიდლოდ ამეცადინებდა, თუკი სადმე ძლიერი და ლამაზი ხმის მქონე ახალგაზრდას შეხვდებოდა, უმალ სიმღერის სწავლას სთავაზობდა: „ისწავლე, უფასოდ გასწავლი, ოღონდ ისწავლე“. ქალბატონ ზინაიდას მეუღლეზე ბევრად მეტი მოწაფე ჰყავდა და გაკვეთილების ჩასატარებლად დილიდან საღამომდე ქუთაისის სხვადასხვა ოჯახებში დადიოდა. უკრაინელი დიდებულისა და სენატორის ქალიშვილი, ქმრისა და მისი სამშობლოს მიმართ სიყვარულით აღვსილი, უდრტვინველად ეწეოდა ღვთის განგებით მათ ოჯახზე დაკისრებულ უღელსა და მოვალეობას. თუმცა მომქანცველმა შრომამ და გაჭირვებამ მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად შეარყია. 1889 წლის სუსხიან ზამთარს, ორი თვის მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, ზინაიდა ვორობეცი -–– ფილიმონის უსაყვარლესი და თავდადებული მეუღლე, გარდაიცვალა. მეუღლის გარდაცვალება ფილიმონისათვის უმწარესი ტკივილი იყო. ის თავის მცირეწლოვან ქალვაჟთან ერთად სრულიად მარტო აღმოჩნდა ცხოვრების სიმძიმის წინაშე. გაჭირვების გამო, მისი მცირენლოვანი ქალიშვილი ვალენტინა მეულლის ოჯახმა კიევში წაიყვანა აღსაზრდელად, ხოლო ვაჟიშვილი მიხეილი, მეოთხე კლასის მოსწავლე, გიმნაზიის პანსიონში სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობდა. თუმცა ფილიმონს არასდროს უნანია არჩეული გზა, რადგანაც იგი, მაშინდელი საქართველოს მამამთავრის, ილია მართლის მსგავსად, გრძნობდა, რომ მამულიშვილური თავგანწირვა ზეციური განგებით მასზე დაკისრებული მოვალეობა იყო. მწუხარებაში მყოფი ფილიმონის გული არ დატოვა „უძლურთა მკურნალმა და ნაკლულევანთა აღმავსებელმა“ მადლმა სულისა წმიდისამან. 1890 წელს, მეგობრების რჩევით, ფილიმონი თბილისში ბრუნდება. თბილისში მეგობრისა და დიდი მგალობლის, მელქისედეკ ნაკაშიძის მეშვეობით, ფილიმონი გაიცნობს და უკავშირდება იმხანად „მართლმადიდებელთა ძმობის კაბინეტად“ წოდებულ „საღმრთო წიგნთსაკითხავის“ დამაარსებლებს “– ილია ჭავჭავაძის ხაზინადარსა და უახლოეს ადამიანს, სათნოებებით ცნობილ მაქსიმე შარაძეს და წმინდა ექვთიმე აღმსარებელს (მაშინ ესტატე კერესელიძეს).1890 წელს მაქსიმე შარაძემ და წმინდა ექვთიმე აღმსარებელმა წმინდა ილია მართლის დახმარებით შეიძინეს სტამბა სასულიერო ლიტერატურის საბეჭდად, ხოლო 1891 წელს – ნოტების შრიფტი. მრავა-
3-2 საპატრიარქოს უწყებანი N3 19-25 იანვარი 2012წ გვ.18
ერისთვის თავდადებული წმინდა ფილიმონი (ქორიძე) (გაგრძელება)
ლი წლის განმავლობაში, ეს იყო ამიერკავკასიაში პირველი სანოტო სტამბა. ილიას, მაქსიმესა და ექვთიმეს შეთანხმებით, ეს სტამბა კეთილ საქმეებს, ლვთის სადიდებელი და მამულის სასარგებლო ლიტერატურის გამოცემას ემსახურებოდა. მართლაც, უამრავი სასულიერო და ისტორიული ხასიათის წიგნი თუ კრებული გამოიცა „ძმობის“ სტამბის მიერ. იმავე სტამბაში იბეჭდებოდა ქორიძისა თუ კარბელაშვილთა მიერ ნოტირებული სამგალობლო კრებულები.1893 წელს ფილიმონი ოზურგეთში გაემგზავრა, რათა ყველაზე ავტორიტეტული გალობის მცოდნისაგან -–- ანტონ დუმბაძისაგან -- საეკლესიო საგალობლები ჩაეწერა. ანტონის ღრმა მოხუცებულობა აშინებდათ ქართული გალობის მოამაგეებს: „ძალიან ვშიშობდით, კაცი ხელიდან არ გამოგვეცალოს და გალობა დაუწერელი არ დაგვრჩეს, არ დაიკარგოს-მეთქი“, -- წერდა მამა ექვთიმე. საგალობელთა ნოტირების გასაადვილებლად ფილიმონ ქორიძეს ფისჰარმონიაც უყიდეს (გადმოცემის მიხედვით, ეს ინსტრუმენტი წმინდა ბერების – გიორგი მხეიძისა და იოანე მაისურაძის მიერ იყო დაცული და დღემდე ინახება ბეთანიის მონასტერში). ამ მოგზაურობისას მხცოვანი მგალობლისაგან ფილიმონმა ჩაიწერა ძველი ქართული სასულიერო მუსიკის ჯერ კიდევ დაუფიქსირებელი უამრავი ნიმუში: ძლისპირები, მთელი წლის სადღესასწაულო საგალობლები, ქართული რვა ხმის სისტემის პრაქტიკულად თითქმის ყველა საგალობელი, ქუთაისში ჩაწერილი „გამშვენებული“ ჰიმნების მარტივი, „სადა“ ვარიანტები და სხვა ამავე პერიოდში ძველი საგალობლებისა და ხალხური სიმღერების შესაგროვებლად ფილიმონი გურიის სოფლებშიც დადიოდა. ურემზე დაკეცილ ფისჰარმონიას დადგამდა, თვითონ კი გზას ფეხით მიუყვებოდა. „ფეხით სიარული მიყვარსო“, -- ამბობდა თურმე. ერთხელ, ქ. სენაკში ყოფნის დროს, ფილიმონმა გაიგო, რომ მახლობლად, თეკლათის დედათა მონასტერში, დაცული იყო ძველთაძველი საგალობლები. იგი სასწრაფოდ გაემგზავრა მონასტერში, დაესწრო წირვა-ლოცვას. შემდეგ კი ერთ-ერთ ოჯახში, მისივეთხოვნით, მონასტრის დედების მიერ შესრულებული არა ერთი საეკლესიო საგალობელი და ხალხური სიმღერა მოისმინა. უცნობი ნიმუშები ფილიმონს ჩაუწერია და ცალკე გადაუნახავს. დედების მიერ გადმოცემულ საგალობლებზე ფილიმონი წერდა: „ასე ოსტატურად, ორიგინალურად შექმნილი აკორდები, მშვიდი და დამაჯერებლი რიტმის ჰანგები არასდროს გამიგონია“. 1894 წელს მაქსიმე შარაძე და წმინდა ექვთიმე სთხოვენ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსს, რათა გამოუგზავნოს მათ ქორიძის მიერ ნოტირებული საგალობლები, დასაბეჭდად და გამოსაცემად, რადგანაც – „ეს უძვირფასესი და უდიდესი ნაშრომი შეიძლება დაიღუპოს. უმორჩილესად გთხოვთ, ნება დაგვრთოთ საკუთარი სახსრებით დავაბეჭდინოთ ისინი და ამით დავაზღვიოთ ყოველგვარი შემთხვევისაგან“. წმინდა მლვდელთმთავარი ამ თხოვნას სიხარულითა და ლოცვა-კურთხევით დათანხმდა.ქუთაისში ჩაწერილ საგალობლებს დაემატა გურიაში ჩაწერილი ნოტირებული საგანძური და 1895-1911 წლებში ქართული საეკლესიო საგალობლების 6 კრებული დაიბეჭდა:
1) ქართული გალობა, ლიტურღია იოანე ოქროპირისა. ტფ. 1895;
2) საგალობელნი პირველშეწირულისა, ვასილი დიდისა, მღვდლის კურთხევისა და ქორწინებისა. ტფ. 1901;
3) მიცვალებულის საგალობელი. ტფ. 1899;
4) აღდგომის საგალობლები. ტფ. 1904;
5) სადღესასწაულო განიცადეები. ტფ. 1908;
6) სადღესასწაულო საგალობელნი წირვისა. ტფ. 1911.
ფილიმონის პიროვნული თვისებების შესახებ მეტად მწირი ცნობებია შემორჩენილი. თუმცა, მისი პიროვნება, მისი მხურვალე რწმენა, თავგანწირული სიყვარული, სიკეთე, კეთილშობილება, ანთებული სული და თბილი გული ჩანს მის თითოეულ საქმეში, მის მრავალმხრივ შემოქმედებაში.ამის ნათელი მაგალითია დეკანოზ ერმოლაოზ კანდელაკის მონათხრობი: ფილიმონ ქორიძე და ვინმე ოკრიბელი მესხი თბილისის საავადმყოფოში ერთ ოთახში იწვნენ. საავადმყოფოში დიდმა მგალობელმა მესხს მთელი წირვის წესის საგალობლები შეასწავლა, რის შემდეგაც ამ მესხს ოკრიბასა და იმერეთის მთელ რიგ სოფლებში გალობის ცოდნა გაუვრცელებია. ეს შემთხვევა კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ფილიმონ ქორიძე ძველი სასულიერო მუსიკის აღორძინებას სიცოცხლის მთავარ მოწოდებად მიიჩნევდა და ღვთისაგან ბოძებულ ამ ტალანტს ბეჯითად ამრავლებდა. სიცოცხლის ბოლო წლებში დიდი მოღვაწის ცხოვრება უსახსრო და მატერიალურად შეჭირვებული იყო. მის მიერ ორგანიზებული კონცერტების მცირე შემოსავალი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მგზავრობას, საგალობლებისა და სიმღერების ჩაწერას ძლივს ჰყოფნიდა. ფილიმონი ზოგჯერ კერძო მოსწავლეებისაგან აღებული გასამრჯელოთი ირჩენდა თავს, ზოგჯერ კი დღიური სარჩო სხვადასხვა ოჯახებში როიალის ამწყობად მუშაობით მოუპოვებია. გამოუცნობია ადამიანის ბედი იტალიის გამორჩეული მაესტრო თბილისსა თუ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ინსტრუმენტების აწყობით ირჩენს თავს, ქართული მუსიკალური საუნჯის გადამრჩენელი –- ლუკმა-პურის მოსაპოვებლად იბრძვის. ასეთი გარემოებები ფილიმონ ქორიძის მოღვაწეობის კიდევ ერთი ეკლიანი გვირგვინი
3-3 საპატრიარქოს უწყებანი N3 19-25 იანვარი 2012წ გვ.19
ერისთვის თავდადებული წმინდა ფილიმონი (ქორიძე) (გაგრძელება)
იყო. ქვეყნიურ სახელთან და დიდებასთან ერთად, მან მატერიალური კეთილდღეობაც დათმო, გაჭირვებაც იგემა, შიმშილიც, გაჭირვების გამო ოჯახის მწუხარებაც და ყოველივე ამის მიუხედავად, ერთხელ შეყვარებული და აღებული ჯვარი არ დაუთმია -- სიცოცხლის ბოლომდე ქართული გალობის გადარჩენას ემსახურა. „ჩემს ხანგრძლივ, უსასყიდლო მუშაობაში ბევრი დაბრკოლება და სიღარიბე ვითმინე, მაგრამ მე მანუგეშებდა ჩემი შრომა და მისი ნაყოფი“, -- ბრძანებდა ფილიმონ ქორიძე. ფილიმონმა იცოდა, რომ ქართული საეკლესიო საგალობლების სანოტო ჩანაწერები უდიდეს სულიერ განძს წარმოადგენდა და მათ ადგილსამყოფელს არავის უმხელდა, საკუთარ შვილსაც კი -– „წამოგცდება სადმეო“, -- ეტყოდა თურმე. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ფილიმონი ხელნაწერების შენახვასა და მოვლა-პატრონობას ანდობდა, თავისი მოსწავლე, წმინდა ექვთიმე კერესელიძე გახლდათ. ექვთიმე ფილიმონ ქორიძის მიერ ჩაწერილ ნიმუშებს გულმოდგინედ იწერდა, ათეთრებდა და საგულდაგულოდ ინახავდა. სიცოცხლის ბოლოს ფილიმონ ქორიძეს ამ უდიდესი საგანძურის ბედზე ფიქრი არ ასვენებდა: „მეშინია, მთელი ეს განძი ჩემს შემდეგ სადმე სარდაფში ან რომელიმე მუზეუმის თაგვების სახრავი არ გახდესო“, -- ამბობდა იგი. დიდმა მოღვაწემ საგალობლების გამოცემა გადაწყვიტა. ვინაიდან საქართველოში ეს ვერ მოხერხდა, ამ საკითხთან დაკავშირებით იგი მოლაპარაკებას იტალიელებთან აწარმოებდა. ეს იყო ფილიმონის უკანასკნელი საქმე იტალიელებს დაუკავშირდა და თვითონ აპირებდა ნოტების იტალიაში წაღებას, რადგანაც ეშინოდა, ფოსტას გზაში არ დაეკარგა. დიდი მგალობელი ძალზე დაიმედებული ყოფილა, უხაროდა: „ხელნაწერებს დამიბეჭდავენ და მზამზარეულს ჩვენს ქვეყანას მივართმევო“. ევროპაში წასვლის წინ ფილიმონი ბახმაროზე გაემგზავრა. სამწუხაროდ, ცხენით მგზავრობისას ძველი უნაგირისაგან დაშავდა, სისხლი მოეწამლა და სულ რაღაც ორ დღეში, 191 1 წლის 12 ივლისს გარდაიცვალა. ფილიმონ ქორიძე ბახმაროდან ჩამოსვენებისთანავე ოზურგეთში, ხის ეკლესიაში დაუსვენებიათ. დასაფლავების დღეს ფილიმონის მიერ ჩაწერილ საგალობლებს გალობდნენ მისი მეგობარი -––- მელქისედეკ ნაკაშიძე და მოსწავლეები: არტემ ერქომაიშვილი, ვარლამ სიმონიშვილი, დიმიტრი პატარავა, სამუელ ჩხიკვიშვილი და სამსონ ჭანუყვაძე. კვირას, 17 ივლისს, რამდენიმე შინაურმა ადამიანმა ღვაწლმოსილი მამულიშვილი ეკლესიის სიახლოვეს მდებარე სასაფლაოზე დაკრძალა. ფილიმონის გარდაცვალებამ და დასაფლავებამ ისევე უჩუმრად ჩაიარა, როგორც მისმა მთელმა ცხოვრებამ და ფასდაუდებელმა მოღვაწეობამ. ქართულმა საზოგადოებამ და სამღვდელოებამ ვერ მიაგო შესაბამისი პატივი ამ დიდ მოღვაწეს. ჟურნალგაზეთებშიც კი მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი-ორი აბზაცი დაიწერა. ეს იყო და ეს. მისი მოძღვარი, დეკანოზი ერმოლაოზ კანდელაკი დიდი გულისტკივილით წერდა გაზეთ „კოლხიდაში“: „ნეტარხსენებული ფილიმონ ქორიძის სიკვდილი, როგორც საზოგადო მოღვაწისა, მეგონა ყველა იმ ქართველთა თანაგრძნობას გამოიწვევდა, რომელთა გულში გრძნობა სამშობლოს სიყვარულისა და ეროვნული თვითცნობიერების გაძლიერებისა არ ჩამქრალა. ჩვენდა სამწუხაროდ, რაღაცა სიჩუმით შეიქნა მოცული ჩვენი ქვეყნის მიდამოები. ამით მე არ მინდა გამოვთქვა აზრი, თუ რისთვის არ იყო შემკული გვირგვინებით მისი ცხედარი და სიტყვების რახარუხით, რაც სრულიად უსარგებლოდ მიმაჩნია. ოზურგეთლების სამარცხვინოდ კუბოს წამღებიც კი არ ყოფილა და მაზრის უფროსის განკარგულებით დარაჯებს გაუტანიათ კუბო. კულტუროსან გურულებს როგორ მოუვიდათ ეს და ნეტავი რითი გაიმართლებენ თავს? მათი კუთხის ღვიძლ შვილს, დაუღალავ მუშაკს, რომელმან მოხუცებულობის დროს მათ თავი შეაფარა, ქრისტიანული ვალიც არ შეუსრულეს?! ქართველებს ამ ბოლო დროს ცოტა სიფხიზლე დაეტყო, როდესაც არა თუ სიკვდილის შემდეგ, სიცოცხლეშიც დაანახეს საუკეთესო შვილებს მათი შრომის სიდიადე და სარგებლობა. მაგრამ ამ ქართველებმა ფილიმონ ქორიძეს სიცოცხლეში რამე პატივი სცეს და ამით ზნეობ-
3-4 საპატრიარქოს უწყებანი N3 19-25 იანვარი 2012წ გვ.20
ერისთვის თავდადებული წმინდა ფილიმონი (ქორიძე) (დასასრული)
რივად გაამხნევეს? განა ფილიმონ ქორიძე არ იყო ერთადერთი კაცი, ხალხში გამავრცელებელი მუსიკა- ლური ცოდნისა და საეკლესიო გალობის გამშვენებისა? განცვიფრებაში მოვედი, როდესაც გაზეთებში ვერ ვპოვე (გარდა ორი-სამი შემთხვევისა) თანამგრძნობის გამომხატველი დეპეშა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და ან სადმე პანაშვიდის გადახდა. რითი აიხსნება ეს საერთო გულცივობა? ფილიმონ ქორიძე ნამდვილი ქართველი იყო და სამშობლოს მოყვარული, რის გამოც მოხუცებულობის დროსაც არ უღალატა თავის საქმეს და დაგვიტოვა განძი საეკლესიო მუსიკისა და გალობისა. ზეპირგადმოცემითი გალობა დროებითია, მის მცოდნეთ სიკვდილი კარზე ადგიათ და რომ ქართული საეკლესიო ჰიმნები არ გამქრალიყო, ფილიმონ ქორიძემ შექმნა ქვაკუთხედი მათი შენარჩუნებისა, ეს ქვაკუთხედი მისგან ხმების ნოტებზე გადაღებაა, რომლის საშვალებით ბევრს ეკლესიებში ხალხი ისმენს სასიამოვნო გალობას; აგრეთვე ეროვნული სიმღერების მისგან გადაღებით ხალხმა შეინარჩუნა ელფერი მშობლიური ჰანგებისა. ყველაზე მეტად სამღვდელოების გაყუჩება გვაკვირვებს, იმ სამღვდელოებისა, რომელსაც გულშემზარავი მედავითნის ღიღინის მაგიერ ფილიმონ ქორიძემ ხმა ტკბილი გალობა დაუტოვა. გავტყდეთ, რომ ყველას დიდი დანაშაული მიგ- ვიძღვის განსვენებულ ფილიმონ ქორიძის წინაშე და ახლა მაინც დავაჯილდოვოთ მისი ხსოვნა მითი, რომ დავაბეჭვდინოთ, გამოვცეთ მისგან დატოვებული შრომა, რაც განსვენებულმა სიცოცხლეში ვერ შეასრულა ნივთიერი ხელმოკლეობის მიზეზით, ამით დიდ სამსახურს გაუწევთ ეროვნულ მუსიკალურ ლიტერატურას და ძეგლს დაუდგამთ განსვენებულს, იმ ძეგლის ნაცვლად, რომელიც ფილიმონ ქორიძემ სიცოცხლეში დაუდგა ჩვენს მუსიკალურ ლიტე- რატურას. უნდა გამოიცეს მთელი შრომა ქორიძისა. მოუწოდებ ქართველ სამღვდელოებას და ერის კაცთაც, გაიღონ თავის წვლილი ამ საქვეყნო საქმისათვის. ჩემის მხრით „კოლხიდის“ რედაქციას ვუგზავნი 3 მანეთს. იმედია, ჩვენი გაზეთების რედაქციები უარს არ იტყვიან და ამ დიდი საქმისათვის შეგროვილ ფულს მიიღებენ“. ფილიმონ ქორიძე უდავოდ მიეკუთვნება წმინდა ილია მართლის, წმინდა გაბრიელ და ალექსანდრე ეპისკოპოსების და მათი თანამებრძოლების იმ გუნდს, რომელმაც შეძლო, ქართული სულისა და კულტურის გადარჩენა, აღორძინება, განვითარება და ახალი სიცოცხლით შემოსვა. ფილიმონ ქორიძემ თავდადებით, საკუთარი და ოჯახის ბედნიერებისა და კეთილდღეობის უარყოფის საფასურად, საქმით მიზეზით, ამით დიდ სამსახურს გაუწევთ ეროვნულ მუსიკალურ ლიტერატურას და ძეგლს დაუდგამთ განსვენებულს, იმ ძეგლის ნაცვლად, რომელიც ფილიმონ ქორიძემ სიცოცხლეში დაუდგა ჩვენს მუსიკალურ ლიტე- რატურას. უნდა გამოიცეს მთელი შრომა ქორიძისა. მოუწოდებ ქართველ სამღვდელოებას და ერის კაცთაც, გაიღონ თავის წვლილი ამ საქვეყნო საქმისათვის. ჩემის მხრით „კოლხიდის“ რედაქციას ვუგზავნი 3 მანეთს. იმედია, ჩვენი გაზეთების რედაქციები უარს არ იტყვიან და ამ დიდი საქმისათვის შეგროვილ ფულს მიიღებენ“. ფილიმონ ქორიძე უდავოდ მიეკუთვნება წმინდა ილია მართლის, წმინდა გაბრიელ და ალექსანდრე აღასრულა სახარების სიტყვები „უფროისი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაითა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის“. მან, ილია მართლის და მისი თანამდგომელების მსგავსად, მთელი თავისი ცოდნა, ენერგია, სიცოცხლე, ყოველივე თვისი ღვთისმსახურებას, სამშობლოს შეალია და მიიღო კიდეც გვირგვინი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესაგან.
4 საპატრიარქოს უწყებანი N4 26იანვარი-1თებერვალი 2012წ გვ.17
ვიწრო, ეკლიან გზით მავალი მოწაფე ქრისტესი მღვდელ მონაჯონი იოაკიმე (რამაზაშვილი) 1874-1965
მღვდელ-მონაზონი იოაკიმე, ერისკაცობაში -–– იოსებ სტეფანეს ძე რამაზაშვილი 1874 წელს სიღნაღის მაზრაში სოფელ კაჭრეთში, ღარიბი გლეხის ოჯახში დაიბადა. ოცდაცამეტ წლამდე იოსები მშობლიურ სოფელში ცხოვრობდა და სხვადასხვა სამუშაოთი ირჩენდა თავს. დადიოდა კაჭრეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში და ერთ-ერთ ჩვეულებრივ რიგით მრევლად ითვლებოდა. 1907 წლის შობის მარხვაში, მის ცხოვრებაში მოულოდნელი გარდატეხა მოხდა და მან მტკიცედ გადაწყვიტა თავი ღვთის სამსახურისადმი მიეძღვნა და ბერული ცხოვრების მძიმე გზა აირჩია. ამ მიზნით, 1907 წლის 10 მაისს იოსები დავით გარეჯის ლავრაში მივიდა, სადაც ცოტა ხანში მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა დოსითეოსმა (ბერძნიშვილი) მორჩილის კაბა უკურთხა. იმ პერიოდში გარეჯის მონასტრის ბერები ხშირად ჰყვებოდნენ ამბებს ათონის მთის ქართველთა მონასტრის სავანის შესახებ, რამაც ახალგაზრდა მორჩილს აღუძრა სურვილი წასულიყო და მოელოცა წმინდა მთა. სულიერი მოძღვრისა და საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორისაგან შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ, 1911 წლის ივლისში იოსები სხვა ქართველ მომლოცველებთან ერთად ათონის მთაზე გაემგზავრა.
ათონის მთის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ქართველთა სავანე XIX საუკუნის 60-იანი წლების მიწურულს იმერეთის ეპისკოპოს წმინდა გაბრიელის (ქიქოძე), სამეგრელოს ეპისკოპოს ტარასის (ელიავა) და გურიის ეპისკოპოს გაბრიელის (ტუსკია) ლოცვა-კურთხევით დააარსეს მორჩილმა ბესარიონ ნოდიამ და მამა ბენედიქტემ (ბარკალაია). სავანე ოფიციალურად ირიცხებოდა, როგორც ივერთა მონასტრის დაქვემდებარებაში მყოფი სენაკი. ათონის მთაზე მოქმედი კანონით კი -- სენაკში მოღვაწე ბერების უფლებები შეზღუდული იყო, დედამონასტრის ნებართვის გარეშე ძმათა რიცხვის გაზრდა ან თუნდაც რაიმე შენობის აგება, მკაცრად იკრძალებოდა. ამ უფლებრივ მდგომარეობას ბერძენი ბერები ბოროტად იყენებდნენ. თავს კი იმით იმართლებდნენ, რომ ათონის მთის განაწესს იცავდნენ, ქრისტიანი მოღვაწის უპირველესი მოვალეობა კი სრულიად ავიწყდებოდათ.
ახალგაზრდა და ჯანღონით სავსე მორჩილის ჩასვლამ დიდად გაახარა ქართული საძმო. სავანის მმართველმა, მღვდელ-მონაზონმა იონამ (ხოშტარია) იოსები ბერად აღკვეცა და სახელად იოაკიმე უწოდა. იმ
დროისათვის მონასტერში მყოფი მწირველი მამებიდან ზოგი გარდაიცვალა, ზოგიც საქართველოში დაბრუნდა და სავანე ორი მოხუცებული მღვდელ-მონაზვნის ამარაღა იყო დარჩენილი. მამა იონას უნდოდა
4-1 საპატრიარქოს უწყებანი N4 26იანვარი-1თებერვალი 2012წ გვ.18
ვიწრო, ეკლიან გზით მავალი მოწაფე ქრისტესი მღვდელ მონაჯონი იოაკიმე (რამაზაშვილი) 1874-1965 (გაგრძელება)
ახალგაზრდა ბერების კურთხევა, მაგრამ ბერძნები ამის უფლებას არ აძლევდნენ. ამასობაში მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. 1917 წლის დიდ მარხვაში ათონის მთას რუსული ჯარი მიადგა. ქართველმა ბერებმა დრო იხელთეს და ბეთანიის მონასტრის არქიმანდრიტ იოანეს (მაისურაძე) მოგონებების თანახმად, ბერძენ ეპისკოპოსს ძალით აკურთხებინეს სამი ქართველი ბერმონაზონი. 1917 წლის 24, 25 და 26 მაისს ეპისკოპოსმა პაისიოსმა ბერები: იოანე მაისურაძე - მღვდლად, ხოლო მელეტი თოფურია და იოაკიმე რამაზაშვილი დიაკვნებად აკურთხა. მამა იონას გარდაცვალების გამო ქართველთა სავანეში ცხოვრება შეუძლებელი გახდა. ბერების ნაწილი წმინდა სტეფანეს კელიაში გადავიდა, ხოლო ნაწილი 1918 წლის მაისში მღვდელ-მონაზონ ილიას (ფანცულაია) მეთაურობით საქართველოში დაბრუნდა. მათ შორის იყო მამა იოაკიმე (რამაზაშვილი). ისევ არქიმანდრიტ იოანეს (მაისურაძე) მოგონებებს ჩავხედოთ: „ახლა უკვე არმაზში ვართ: მე იოანე მაისურაძე მღვდელმონაზონი, ათონში ძალით ნაკურთხი დიჩისაგან, რუსის ოფიცრის ბრძანებით, იოაკიმე მთავარდიაკონი და პეტრე აბაშიძე“. რამდენ ხანს დარჩა მამა იოაკიმე არმაზის მონასტერში სამოღვაწეოდ ცნობილი არ არის. 1921 წელს კომუნისტებმა არმაზის მონასტერი დაარბიეს და მამა იოანე მაისურაძე და კიდევ ერთი ბერი დაჭრეს. სამწუხაროდ, მამა იოანე მოგონებებში არ ახსენებს, ვინ იყო ის მეორე ბერი. საქართველოს ეროვნულ ხელნაწერთა არქივში დაცული საბუთებიდან ირკვევა, რომ 1922 წლის 13 მაისს ბერ-დიაკონი იოაკიმე საკათოლიკოსო საბჭოს სთხოვს, ნება დართონ იცხოვროს ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერში და ამავე წლის 5 ივნისს მას ეს უფლება ეძლევა. 1923 წლის ივლისში კომუნისტებმა ხირსის მონასტერიც დაარბიეს. იქ მოღვაწე ბერები გაკრიჭეს (მათ შორის წმინდა აღმსარებელი გიორგი მხეიძე, რომელიც იმ პერიოდში ხირსის მონასტერში მოღვაწეობდა) და დაამცირეს. ამდენი შიშსა და შევიწროებას ვეღარ გაუძლო მამა იოაკიმემ, ზეწოლის შედეგად ანაფორა გაიხადა, მიატოვა ბერული ცხოვრება და სოფელ კაჭრეთში დასახლდა. ასე გავიდა სამი წელიწადი. 1926 წლის 16 ივლისს მამა“იოაკიმე მონანიების სურვილით მარტყოფის მამათა მონასტერში მივიდა, სადაც მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ გერმანეს (იაშვილი) ლოცვა-კურთხევით, ბოდბელმა ეპისკოპოსმა სტეფანემ (კარბელაშვილი) მას სინანულის კანონი განუჩინა. წელიწადნახევარი ღრმა სინანულში გაატარა მამა იოაკიმემ. მისი ახალი სულიერი მოძღვარი, არქიმანდრიტი გერმანე, ძველი ბერმონაზვნული ტრადიციებისა და ასკეტური გამოცდილების მქონე მოღვაწე გახლდათ. იგი ღრმად იხედებოდა მონანულის გულსა და გონებაში, და ბრძნული დარიგებებითა და ხელმძღვანელობით ნელ-ნელა შეძლო მისი კვლავ გზაზე დაყენება. 1928 წლის 24 იანვარს არქიმანდრიტი გერმანე ეპისკოპოს სტეფანეს წერდა: „უწინარეს ყოვლისა გეანბორებით წმინდა მსხვერპლის შემწირველ მარჯვენასა ზედა და ვითხოვ თქვენს დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ჩემდა მოსახსენებლად. ამასთანავე უმორჩილესად ვთხოვ თქვენს მეუფებას, რომ შეუმსუბუქოს სასინანულო კანონი, ჩემს მონასტერში მყოფ ბერს იერო დიაკონს იოაკიმეს იმდენად, რამდენადაც სულმან წმიდამან გაუწყოთ, რადგან გულსმოდგინებით ასრულებს თავის საკანონოს. ხორცეულს სრულებით აღარ გიახლებათ, სასმელსაც იშვიათად და იმასაც ცოტას. ერთ ნახევარი წელიწადი უკვე შეუსრულდა საკანონოს მიცემის დღიდან. გიგზავნით თქვენს მიერ გამოგზავნილ წერილსაც, რომელზედაც წააწერავთ თქვენს განკარგულებას ზემო ხსენებულის საგნის შესახებ. მაპატივეთ მეუფეო რომ გაწუხებთ. კრებულმან ჩვენის მონასტრისამან ხელთ ანბორობა მოგახსენესთ. მისამართი ვაზიანი, სოფელი მარტყოფი ვასილ მიხეილის ძე ახალკაციშვილს“. რადგანაც ამ თხოვნაზე პასუხმა დაიგვიანა, 1928 წლის 20 ივლისს მამა გერმანე მეორე წერილს უგზავნის მეუფე სტეფანეს, უკვე თავად მამა იოაკიმეს ხელით: „უმორჩილესად ვთხოვ თქვენს მეუფებას, რომ ამ წერილის მომრთმევს იერო დიაკონს იოაკიმეს შეუმსუბუქოთ საკანონო, რომელსაცა აქვს თქვენგან მიცემული ეპიტიმია სამი წლის უზიარებლობის 1926 წლის ივლისის 16 რიცხვიდან. ორი წელიწადი უკვე შესრულდა და ერთიღა დარჩა. ხორცის ჭამა სრულებით აღკვეთილი აქვს, იმედია სიკვდილამდის სინანულში გაატარებს, როგორც ბერი. თქვენი მეუფება თუ ინებებს, გაქვთ უფლება მე- სამე წლის პატივებისა. თქვენს მიერ მიწერილი წერილი (დედანი) რომელშიაც იყო აღნიშნული სათანადო წესი და კანონი სამი წლის შესრულების შემდეგ, თუ როგორ უნდა მოვიქცე, იმისი პირი ჩემთან გახლავსთ დატევებული, ხოლო დედანი კი თქვენ გამოგიგზავნეთ ფოშტით შუამდგომლობის წერილითურთ 24 იანვარს 1928 წელს, მაგრამ თქვენი პასუხი ვერაფერი ვერ მივიღე. იმედი მაქვს დააკმაყოფილებთ ჩემს თხოვნას და მისცემთ ნებას, როგორც ზიარებისას, ისე თანამწირველობისას. მაპატივეთ მეუფე, რომ ლიტონ წერილს გიგზავნით ნაკლულოვანებისა გამო ჩვენისა. მშვიდობით ბრძანდებოდეთ. ღმერთსა ვთხოვ, ისე წარმართოს თქვენი საქმე, როგორც თქვენთვის საუმჯობესო იყოს”. ეპისკოპოსმა სტეფანემ გაითვალისწინა გამოცდილი და მრავალჭირდათმენილი მოძღვრის თხოვნა და ამა წლის 21 ივლისიდან მამა იოაკიმე სასულიერო ხა-
4-2 საპატრიარქოს უწყებანი N4 26იანვარი-1თებერვალი 2012წ გვ.19
ვიწრო, ეკლიან გზით მავალი მოწაფე ქრისტესი მღვდელ მონაჯონი იოაკიმე (რამაზაშვილი) 1874-1965 (გაგრძელება)
რისხში აღადგინა. აი, რას წერდა იგი მამა გერმანეს: „ჩემს მიერ კანონ ქვეშ დაყენებული იერო დიაკონ იოაკიმეს 1926 წლის 16 ივლისიდან თანახმად სჯულის კანონებისა: მოციქულთა -– 81, 83; IV კრების - 3, 4, 5, 6, 7; ნიკეის კრების -– 14; VI კრების -– 10; კართაგენის კრების -- 16 და კონსტანტინეპოლის კრების -- 11 მიცემულ ჩემდა საღმრთო მადლით,
დამოწმებული არქიმანდრიტ გერმანეს მიერ, გულმხურვალე მონანიების მიხედვით, ნებას ვაძლევ მას იერო დიაკონ იოაკიმეს წმიდა საიდუმლოს ეზიაროს ფერისცვალებას, კუთვნილი ტანისამოსის სხურებით მიღებას და სადიაკვნო შესამოსლის მოხმარებას ღვთისმსახურებისას, იმ განზრახვით,
რომ იგი განაგრძობს თავის სურვილითაც მონდომებულ მოღვაწეობას ბოლომდე“. 1928 წლის მარიამობის მარხვიდან მოყოლებული მამა იოაკიმე მონდომებით აღასრულებდა თავის მოვალეობას და არჩეული გზიდან აღარ გადაუხვევია. თავისი პატიოსანი და თავმდაბლური ხასიათით მონასტრის ძმობაში მან მალევე მოიპოვა პატივისცემა და სიყვარული. მაგრამ ბოროტი მაინც არ ასვენებდა ღვთისმსახურს და მალე ახალი განსაცდელი მოუვლინა მას. რადგანაც მამა იოაკიმე ოფიციალურად არ ითვლებოდა მარტყოფის მონასტრის საძმოში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელნი გასაქანს არ აძლევდნენ. ხშირად აპატიმრებდნენ, სთხოვდნენ მოწმობას და საეკლესიო მანდატს. ამას ისიც ემატებოდა, რომ მისი პატარა ძმა დაპირისპირებული იყო კომუნისტებთან და ტყეში იმალებოდა. მამა იოაკიმეს დაპატიმრება ელოდა. 1930 წლის 24 იანვარს არქიმანდრიტი გერმანე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) წერდა: „უმორჩილესად ვსთხოვ თქვენს უნეტარესობას, რომ ჩარიცხოთ ჩემდა რწმუნებულ წმინდა ანტონის მონასტრის ძმათა რიცხვში ბერი წმინდა სტეფანეს (ხირსის) მონასტრისა, იერო დიაკონი იოაკიმე, რომელიც იმყოფება ჩვენთან უკვე 1927 წლიდან და ასრულებს სათანადო მორჩილებას ერთგულად“. 1930 წლის 28 იანვარს იგი ოფიციალურად ჩაირიცხა მონასტრის საძმოში. შესაბამისი მომზადებისა და რამდენიმეწლიანი პატიოსანი და კეთილსინდისიერი მსახურების შემდეგ, არქიმანდრიტმა გერმანემ ბერ-დიაკონი იოაკიმე სამღვდელო ხარისხზე წარადგინა. ამასთან დაკავშირებით, 1932 წლის დიდმარხვაში მან თხოვნით მიმართა უწმინდესსა და უნეტარეს კალისტრატეს (ცინცაძე). XX საუკუნის 30-იან წლებში საგრძნობლად შემცირდა თეთრი სამღვდელოების რიცხვი, რის გამოც მათ ადგილებს მონასტრებში ჯერ კიდევ შემორჩენილი ბერმონაზვნობა იკავებდა. უწმინდესი კალისტრატე კარგად ხედავდა, თუ რამხელა განსაცდელის ქვეშ იყო საღვთო მადლსა და ღვთის სიტყვას მოკლებული მრევლი. იგი ყველანაირად ხელს უწყობდა დარჩენილ სამღვდელოებას და განამტკიცებდა მათ უმძიმეს მსახურებაში. ამიტომაც, იგი დიდი სიხარულით შეხვდა არქიმანდრიტ გერმანეს წინადადებას. მან ურბნისისა და აწყურის ეპარქიის დროებით მმართველს, ეპისკოპოს ეფრემს (სიდამონიძე) დაავალა მარტყოფში ჩასვლა და ხელდასხმის საიდუმლოს შესრულება. 1932 წლის 9 აგვისტოს მეუფე ეფრემმა მარტყოფის წმინდა ანტონის სახელობის სავანეში ბერ-დიაკონ იოაკიმეს მღვდლად დაასხა ხელი და შესაბამისი კურთხევის სიგელიც გადასცა. ახლადნაკურთხი მღვდელ-მონაზონი არქიმანდრიტ გერმანეს ლოცვა-კურთხევით მონასტერთან ახლომდებარე სოფლებში გადიოდა და უპატრონოდ დატოვებულ სოფლებში ქრისტიანულ წესებს აღასრულებდა. მამა იოაკიმე წვიმასა და ქარში, თოვლსა თუ ავდარში, სადაც კი ხელი მიუწვდებოდა ყველგან დაუზარელად ქადაგებდა ღვთის სიტყვას. აზიარებდა მომაკვდავებს, ნათლავდა ბავშვებს, აპატიოსნებდა მიცვალებულებს და ვინ იცის რამდენი დამცირებისა და დევნის დათმენა მოუწია მას ამ პერიოდში. იგი ასევე ხშირად ჩადიოდა მშობლიურ სოფელ კაჭრეთშიც, სადაც დიდი სიყვარულითა და მოკრძალებით ხვდებოდნენ. არქივში შემორჩენილია ამის დამადასტურებელი საბუთებიც: „უმორჩილესად ვსთხოვ თქვენს უწმინდესობას, რომ უბოძოთ ერთი თვის ვადით სათანადო მოწმობა, ჩემდამო რწმუნებულ წმ. ანტონის ტაძრის მღვდელ-მონაზონ იოაკიმე რამაზაშვილს, რომელიც მიემგზავრება თავის სამშობლო კაჭ-
4-3 საპატრიარქოს უწყებანი N4 26იანვარი-1თებერვალი 2012წ გვ.20
ვიწრო, ეკლიან გზით მავალი მოწაფე ქრისტესი მღვდელ მონაჯონი იოაკიმე (რამაზაშვილი) 1874-1965 (დასასრული)
რეთში, რომ შეძლოს შემთხვევითი ქრისტიანული
წესების შესრულება, მთხოვნელთა დასაკმაყოფილებლად -–- თქვენი უწმინდესობის პატივისმცემელი, არქიმანდრიტი გერმანე. 1935 წლის 30
დეკემბერი“. დადგა ავადსახსენებელი 1937 წელიც. ქრისტიანებისა და საერთოდ ნებისმიერი ადამიანების დევნამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. გაუსამართლებლად დაიხვრიტა ანდა გადაასახლეს უამრავი
მოქალაქე. უმძიმესი წლები დაუდგა ეკლესიასაც. კომუნისტებმა მარტყოფის მონასტერი საბოლოოდ გააუქმეს და ბერმონაზვნები გამოყარეს. მამა იოაკიმე იძულებული გახდა კვლავ კაჭრეთში, თავისი ძმის ოჯახში გადასულიყო საცხოვრებლად. დანარჩენი ბერებიც ზოგი საით წავიდა და ზოგიც საით. მოძღვარი, მისდა საბედნიეროდ, დახვრეტასა და გადასახლებას გადაურჩა. იგი მიწაზე მუშაობით ირჩენდა თავს და უჩუმრად საეკლესიო წესებსაც ასრულებდა. 1943- 1944 წლებში ტაძრების ხელახალი ამოქმედების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით მღვდელმსახურებას შეუდგა 135-ზე მეტი საეკლესიო პირი. მათ შორის იყო მამა იოაკიმეც. აი, რას წერდა 1945 წლის 27 მარტს იგი უწმინდესს კალისტრატეს: „ლოცვა-კურთხევას მოვითხოვ თქვენგან თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ. მუხლმოდრეკით ვეამბორები ნათლით შემოსილ თქვენ წმიდა მარჯვენას. 1937 წლის 12 სექტემბრიდან როცა დაგვითხოვეს ჩვენ ყველა ბერები, მეც იძულებული გავხდი ჩემს სამშობლოში წავსულიყავი და დღემდე განვაგრძობ იქ სასოფლო-სამეურნეო არტელში მუშაობას. მასთან ერთად მაქვს ყოვლათ მთავარი მოსახსენებელი თქვენ უწმინდესობასთან. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩემს მიერ მეტნაკლები თუ რაიმე დამსახურებულია თქვენ უწმინდესობასთან, თუმცა ზოგიერთ დამაბრკოლების მიზეზები თქვენც მოგეხსენებათ, მაგრამ მუხლმოდრეკით მოგთხოვთ თქვენ უწმინდესობას მაპატივოთ. ამ თხოვნით კიდევ მსურს მოგახსენოთ ერთი, აქ სოფლათა, აგრეთვე ახლო სოფლებში მორწმუნე ერი მთხოვს მათ შეუსრულო სამხთო წესი, წმიდა მირონი ძალიან ცოტა მაქვს, აგრეთვე გთხოვთ მოწმობას. იმედი მაქვს თქვენი უწმინდესობის, რომ შეიწყნარებთ ჩემს თხოვნას და ღირსი გავხდები ჩემი სურვილის დაკმაყოფილებისა“, კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს ლოცვაკურთხევით მლვდელ-მონაზონი იოაკიმეზე გაიცა შესაბამისი მანდატი და იგი ოფიციალურად სიონის საპატრიარქო ტაძარს მიაწერეს. ამასთანავე მას დაევალა კაჭრეთსა და მიმდებარე სოფლებში საეკლესიო წესების შესრულება. მოხუცებული მოძღვარიც შეძლებისდაგვარად ასრულებდა მასზედ დაკისრებულ მოვალეობას. წირვა-ლოცვის ჩასატარებლად და საზიარებლად პერიოდულად დადიოდა ახლომდებარე მოქმედ ტაძარში. მღვდელ-მონაზონი იოაკიმე 1965 წლის 22 აპრილს ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა. წესი აუგო და დაასაფლავა საგარეჯოდან ჩასულმა არქიმანდრიტმა ევაგრემ (დიასამიძე) სამღვდელოებასთან ერთად. მისი ცხედარი სოფელ კაჭრეთის..
5 საპატრიარქოს უწყებანი N5 2-8 თებერვალი 2012წ გვ.17
მრავალძალელი სხირტლაძეები I ნაწილი
რეში ყველა გამორჩეული ეკლესია-მონასტრები: ნიკორწმინდა, პატარა ონი, ზემო კრიხი, ხიმში და მრავალი სხვა. თავდაპირველად ტაძარი რაჭისათვის დამახასიათებელი ტიპური საშუალო ზომის, ცალნავიანი დარბაზული ეკლესია ყოფილა. სახელგანთქმული თავისი სილამაზით, დახვეწილი არქიტექტურული ფორმებით, ჩუქურთმებით, ლაპიდალური წარწერებით, შიგნიდან მთლიანად მხატვრობით დაფარული კედლებით, თაღ-კამარებით, ქვის მოჩუქურთმებული კანკელით, ძვირფასი ჯვარ-ხატებით, საეკლესიო ხელნაწერი წიგნებითა და ეკლესიისათვის შეწირული იშვიათი საერო ნივთებით. ისტორიკოსთა ცნობით, აქ ძველთაგანვე მამათა მონასტერი ყოფილა. სოფლიდან დაახლოებით 3 კილომეტრის დაშორებით, ჭოლევის კლდის დაბოლოებასთან, „ჭიქის ტბის“ ზევით, ახლაცაა შენობათა ხავსმოდებული ნანგრევები, რომელთაც ხალხი „ნაეკლესიევს“ უწოდებს. როგორც ჩანს, რაღაც მიზეზის გამო, ბერები აყრილან და კვინწიხის გორის კალთაზე გაუჩაღებიათ სამონასტრო მოღვაწეობა, იქ, სადაც ახლა მრავალძლის წმინდა გიორგის ტაძარია აღმართული. უძველეს საეკლესიო წიგნებზე გაკეთებული მინაწერებიდან ვგებულობთ, რომ 1778 წელს მრავალძალში მოღვაწეობდა მღვდელ სვიმონ გძელიშვილი. XVIII საუკუნის 90-იან წლებში იმერეთის მეფე სოლომონ II-ს მრავალძალის მონასტრის წინამძღვრად არქიმანდრიტი არსენი (გამყრელიძე) დაუნიშნავს. მამა არსენი აქ 1806 წლამდე მოღვაწეობდა, შემდეგ კი გურიაში, უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად გადაუყვანიათ, სადაც აღესრულა კიდეც 1829 წლის იანვარში. 1806 წლიდან მოყოლებული მრავალძალში ბერებს აღარ უმსახურიათ, სწორედ ამ წლიდან იწყებს აქ თავის საეკლესიო მოღვაწეობას სხირტლაძეთა გვარის წარმომადგენელი, მღვდელი სვიმონი.
5-1 საპატრიარქოს უწყებანი N5 2-8 თებერვალი 2012წ გვ.18
მრავალძალელი სხირტლაძეები I ნაწილი (გაგრძელება)
რეში ყველა გამორჩეული ეკლესია-მონასტრები: ნიკორწმინდა, პატარა ონი, ზემო კრიხი, ხიმში და მრავალი სხვა. თავდაპირველად ტაძარი რაჭისათვის დამახასიათებელი ტიპური საშუალო ზომის, ცალნავიანი დარბაზული ეკლესია ყოფილა. სახელგანთქმული თავისი სილამაზით, დახვეწილი არქიტექტურული ფორმებით, ჩუქურთმებით, ლაპიდალური წარწერებით, შიგნიდან მთლიანად მხატვრობით დაფარული კედლებით, თაღ-კამარებით, ქვის მოჩუქურთმებული კანკელით, ძვირფასი ჯვარ-ხატებით, საეკლესიო ხელნაწერი წიგნებითა და ეკლესიისათვის შეწირული იშვიათი საერო ნივთებით. ისტორიკოსთა ცნობით, აქ ძველთაგანვე მამათა მონასტერი ყოფილა. სოფლიდან დაახლოებით 3 კილომეტრის დაშორებით, ჭოლევის კლდის დაბოლოებასთან, „ჭიქის ტბის“ ზევით, ახლაცაა შენობათა ხავსმოდებული ნანგრევები, რომელთაც ხალხი „ნაეკლესიევს“ უწოდებს. როგორც ჩანს, რაღაც მიზეზის გამო, ბერები აყრილან და კვინწიხის გორის კალთაზე გაუჩაღებიათ სამონასტრო მოღვაწეობა, იქ, სადაც ახლა მრავალძლის წმინდა გიორგის ტაძარია აღმართული. უძველეს საეკლესიო წიგნებზე გაკეთებული მინაწერებიდან ვგებულობთ, რომ 1778 წელს მრავალძალში მოღვაწეობდა მღვდელ სვიმონ გძელიშვილი.
XVIII საუკუნის 90-იან წლებში იმერეთის მეფე სოლომონ II-ს მრავალძალის მონასტრის წინამძღვრად არქიმანდრიტი არსენი (გამყრელიძე) დაუნიშნავს. მამა არსენი აქ 1806 წლამდე მოღვაწეობდა, შემდეგ კი გურიაში, უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად გადაუყვანიათ, სადაც აღესრულა კიდეც 1829 წლის იანვარში. 1806 წლიდან მოყოლებული მრავალძალში ბერებს აღარ უმსახურიათ, სწორედ ამ წლიდან იწყებს აქ თავის საეკლესიო მოღვაწეობას სხირტლაძეთა გვარის წარმომადგენელი, მღვდელი სვიმონი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1991 წლის 29 აპრილს,
საქართველოში მომხდარმა მიწისძვრამ XIX საუკუნის შენობა ჩამოაქცია, ასევე დააზიანა მისი ძველი ნაწილიც. 2007 წელს კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის კომიტეტის მიერ წამოწყებული აღდგენითი სამუშაოები 2009 წლის შემოდგომაზე დასრულდა. იგი ადრინდელ სახეს დაუბრუნდა. ტაძარი 2010 წლის 19 აგვისტოს ნიკორწმინდელმა მიტროპოლიტმა ელისემ (ჯოხაძე) აკურთხა და პირველი საზეიმო წირვაც აღავლინა. მღვდელი სვიმონ იოანეს ძე სხირტლაძე 1783 წელს, იმერეთის სამეფოში, რაჭის საერისთავოს სოფელ მრავალძალში დაიბადა. სხირტლაძეების ეს შტო საეკლესიო ყმებად ითვლებოდა. მათი გვარი საუკუნეების განმავლობაში ერთგულად და თავდადებით ემსახურებოდა სამშობლოსა და დედაეკლესიას. პატარა სვიმონმა საეკლესიო განათლება სხვავის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერში მიიღო, სადაც იმ პერიოდში მსახურობდა ცნობილი საეკლესიო მოღვაწე და მოსაგრე ბერი, იღუმენი ანტონი (აბაშიძე, დასავლეთ საქართველოს უკანასკნელი კათოლიკოს მაქსიმეს უმცროსი ძმა. იგი რუსეთში ელჩობის დროს თან ახლდა თავის ძმას და მისი გარდაცვალების შემდეგ, 1795 წელს, სამშობლოში დაბრუნდა. იღუმენი ანტონი 1822 წლის შემოდგომაზე აღესრულა). მისი ხელმძლვანელობითა და დახმარებით სვიმონმა საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. მოძღვრის ლოცვა-კურთხევით იგი დაოჯახდა. 1804 წელს ნიკორწმინდელმა მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა (წულუკიძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო 1806 წელს მღვდლად დაასხა ხელი და მრავალძალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1812 წელს ერთგული სამსახურისათვის ბრინჯაოს ჯვრით დაჯილდოვდა. მამა სვიმონი 1847 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა. მას ოთხი ვაჟი ჰყავდა: ნიკოლოზი (1811წ.ე, გრიგოლი ” (1814წ.), დავითი (1822წ.) და ზაქარია, რომელთაგან სასულიერო გზა უმცროსმა ვაჟმა, ზაქარიამ აირჩია. მღვდელი ზაქარია 1825 წელს (მეორე “ ვერსიით 1820 წელს) დაიბადა. პირველ–დაწყებითი განათლება მან რაჭის სასულიერო სასწავლებელში მიიღო, ხოლო წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი კი ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში შეისწავლა. ოჯახში დაბრუნებული ზაქარია წლების განმავლობაში მრავალძალის ტაძარში მამას მნათეობაში I და მედავითნეობაში ეხმარეობდა. 1846 3 წლის 8 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა დავითმა (წერეთელი), რომელიც ზაქარიას ჯერ კიდევ ჯრუჭის მონასტრიდან იცნობდა და დიდად აფასებდა მის პატიოსნებასა და თავდადებას ეკლესიის წინაშე, იგი დიაკვ-
5-2 საპატრიარქოს უწყებანი N5 2-8 თებერვალი 2012წ გვ.19
მრავალძალელი სხირტლაძეები I ნაწილი (გაგრძელება)
ნად აკურთხა. 1847 წლის 9 სექტემბერს კი მღვდლად დაასხა ხელი და
მრავალძალის ეკლესიის მეორე მღვდლად განამწესა. 1860 წელს კი იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ამავე ტაძრის წინამძლვრად დანიშნა. მამა ზაქარიამ ნახევარი საუკუნე ღირსეულად და თავდადებით იმსახურა სამღვდელო ასპარეზზე. ერთგული და კეთილსინდისიერი მოღვაწეობისათვის მას სხვადასხვა საეკლესიო ჯილდო ჰქონდა მიღებული. 1898 წლის 7 თებერვალს ასაკის გამო პენსიაზე გავიდა. 1901 წლის 23 ნოემბერს 50-წლიანი სამსახურისათვის რუსეთის წმინდა სინოდმა წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი გადასცა. მისი გარდაცვალების წელი უცნობია. მღვდელ ზაქარია სხირტლაძეს 12 შვილი ჰყავდა, რომელთაგან სასულიერო გზა ოთხმა აირჩია: პავლემ, მარკოზმა (ქრისტეფორე), მიხეილმა და იოსებმა. უფროსი ვაჟი სიმონი (დაბადებული 1848 წელს) გახლდათ მედავითნე, რომელიც 1873 წლის 19 ივნისიდან მამასთან მსახურობდა. უმცროსი - ბესარიონი (დაბადებული 1862 წელს), სოფელში მეურნეობით ირჩენდა თავს. მღვდელი მარკოზი 1853 წელს დაიბადა. ოჯახში პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ მამამ იგი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, სადაც ორი კლასი ისწავლა. 1877 წლის 12 თებერვლიდან 1878 წლის 3 სექტემბრამდე ქუთაისის საკათედრო ტაძრის მორჩილია, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი, რის შემდეგაც ქუთაისის მეორე „ფეხოსანი დრუჟინის“ სამხედრო ეკლესიაში მედავითნედ მსახურობდა. 1879 წლის 6 ივლისს საკათედრო ტაძარში დამხმარე მედავითნედ გადაიყვანეს. 1881 წლის 31 მარტს ამავე ტაძარში უფროს პონომარად (საეკლესიო გუნდის რეგენტი) დაადგინეს. 1883 წლის 11 მარტს მეუფე გაბრიელის ლოცვა-კურთხევით მარკოზი, რო- გორც საუკეთესო ხმისა და გალობის მცოდნე, საკათედრო ტაძრის მთავარ მედავითნედ დაინიშნა. 1888 წლის დიდ მარხვაში კერძოდიაკვნის შტატში განამწესეს. 1888-1895 წლებში მარკოზი ეპისკოპოს გაბრიელის მესენაკე იყო და ყველა მოგზაურობაში თან ახლდა. ამასთან, მეუფე გაბრიელმა მას დაავალა ეპარქიის მიმოხილვის დროს ეწარმოებინა საეკლესიო საბუთები. 1891 წლის 21 აგვისტოს მეუფე გაბრიელმა კერძოდიაკვნად აკურთხა. სიკვდილის უკანასკნელ წუთამდე მარკოზი ერთგულად ემსახურა ნეტარხსენებულ ეპისკოპოს გაბრიელს. საბედნიეროდ, შემორჩენილია მოგონებები ეპისკოპოს გაბრიელის ასკეტური ცხოვრების შესახებ, რომელიც საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული და მამა მარკოზის მიერ არის მოთხრობილი. ასევე, რამდენიმე საინტერესო ეპიზოდია მოყვანილი დეკანოზ მელიტონ კელენჯერიძის წიგნში: „გაბრიელი -- ეპისკოპოსი იმერეთისა“, სადაც მეტად საინტერესო ამბებია მოთხრობილი. გთავაზობთ იმ ადგილს, როდესაც სინოდის ობერ-პროკურორი ვ. კ. საბლერი ეწვია მეუფე გაბრიელს: „გაბრიელს სწვევია პეტერბურგიდან სინოდის ობერ-პროკურორი “ საბლერი. როგორ მიუღია იგი? მოვუსმინოთ გაბრიელის განუყრელ გუშაგს და ხელზე მოსამსახურეს, მის მესაიდუმლეს, მამა მარკოზ სხირტლაძეს, რომელმაც გაბრიელთან ნახევარი სიცოცხლე გაატარა. მე დავესწარი საბლერისა და სინოდის კანცელარიის სეკრეტრის ჩამოსვლას, ამბობს მამა სხირტლაძე და მათი სადილის მირთმევაზე ძლიერ მეშინოდა. მე რა ვიცი მაგათი სადილის გაწყობის-მეთქი, მოვახსენე ბატონს; ლაქია მოვიხმაროთ ვინმე-მეთქი, მაგრამ სრულებითაც ყურადღება არ მომაქცია, მიბრძანა, კმარა რაც იცი, რა საჭიროა ბევრი ცერემონიაო. მე მოვახსენე, მეუფეო, მაგიდის საფრები ძველები გახლავს, აქა იქ ნაჭრებიც კი აკერია და ის მაინც ვიყიდოთ ახალი-მეთქი. გამიჯავრდა, შენმა სიცოცხლემ სტოლის საფრებს ვიყიდი კი არა, სხვა არაფერი გნებავს კიდეო? წადი, მე რითაც ვცხოვრობ, იმით დავხვდები, ნუ სწუხარ შენო. რაღას ვიქმოდი, როგორც იყო მივართვი სადილი ძველისტოლსაფრებით, ძველი სალფეთქებით, ძველი დანა-ჩანგლით და ძველი ფრაჟის კოვზებით. მადლობა ღმერთს, ჩემი შეხედულობით კმაყოფილები დარჩენ და მადლობა უთხრეს ბატონს. როცა წავიდენ, გამობრუნდა და მითხრა, რომ სწუხდი, ხომ ყველაფერი კარგად გამოვიდა, არ გრცხვენია, მადლობაც კი სთქვესო. ამის შემდეგ ნათესავებში მაქებდა „ჩემი მარკოზა მარჯვე კაციაო“.
ეპისკოპოს გაბრიელის გარდაცვალებისა და დაკრძალვის შემდეგ, 1896 წლის 17 მარტს, იმერეთის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, ალავერდელმა ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) მარკოზი დიაკვნად აკურთხა, 31 მარტს კი მღვდლად დაასხა ხელი და მრავალძალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მეორე მღვდლად განამწესა. 1898 წლის 7 თებერვალს,
ავადმყოფობისა და მოხუცებულობის გამო, პენსიაზე გავიდა მამამისი, მლვდელი ზაქარია სხირტლაძე და მამა მარკოზი ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. მღვდელი მარკოზი დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა რაჭის მაზრაში. ჭირსა თუ ლხინში გვერდით ედგა მთელ სოფელს, მრევლს და მათ ქრისტეს სარწმუნოების სიყვარულს უნერგავდა. პატი-
5-3 საპატრიარქოს უწყებანი N5 2-8 თებერვალი 2012წ გვ.20
მრავალძალელი სხირტლაძეები I ნაწილი (დასასრული)
ოსანი ცხოვრებითა და თავმდაბლობით იგი მათთვის ჭეშმარიტი მაგა- ,
ლითი იყო ქრისტიანული ცხოვრებისა. გაბრიელ ეპისკოპოსის აღზრდი- ლი და მოწაფე ყველა კეთილი საქმის წამომწყები და ორგანიზატორი იყო და თავადაც ბევრს ზრუნავდა მომავალ თაობებში სწავლა-განათლების გავრცელებისათვის. სოფელში მის მიერ დაარსებულ სამრევლო-საეკ- ლესიო სკოლაში უსასყიდლოდ ას-წავლიდა ბავშვებს. 1911 წელს გა-ზეთ „კოლხიდაში“ ვინმე ს. დათეშიძე მრავალძალის ეკლესიასა და მის დაუზარელ მოძღვარზე წერდა: „ეს პატარა სოფელი სულ 80 კომლისაგან შესდგება. არამც თუ რაჭის რომელიმე კუთხიდან, არამედ ლეჩხუმის საზღვრებიდანაც კი შეგიძლიათ გაარჩიოთ ამ მერცხლის ბუდის თავზე თეთრად მოკიანთე სობორო. ეს ეკლესია არის ახლად გადაკეთებული და შემკობილი აქ მსახურის მღვდლის მარკოზ სხირტლაძისაგან. 8.“ ამ ეკლესიაზე და მის გალავანზე დახარჯულია დიდძალი ფული და აქვე გვერდით ახლა შენდება შვენიერი ქვის შენობა სამრევლო სკოლისათვის. ვინაა ასეთი მხნე და სოფლისათვის გულშემატკივარი კაცი, რომ ამშვენიერებს ამ პატარა სოფელს? ეს გახლავთ ჯერ კიდევ ახალგაზრდა და მხნე მუშა, მღვდელი ამავე სოფლისა, აქაურიმცხოვრები მარკოზ სხირტლაძე. თუ რა შეძლებია ერთი კაცის მხნეობას და მეცადინეობას, თუნდ დიდი ცოდნისა და განათლებისაც არ მქონეს, -– ამას გვიმტკიცებს ეს პატიოსანი მამა. მარკოზი იყო მორჩილი და მსახური სულგანათლებულის გაბრიელ ეპისკოპოსისა. გაბრიელის გარდაცვალების დღიდგან მარკოზი მოშორდა ქუთაისს და მიაშურა თავის ღარიბ სოფელ მრავალძალს, მას შემდეგ ეს ღვთის მორწმუნე კაცი ერთგულად ემსახურება
თავის სოფელს. სოფლისადმი გულშემატკივარ მარკოზს გვერდში ამოსდგომია ამავე სოფლის შვილი, მიხეილ სხირტლაძე (მიხეილ მათეს ძე სხირტლაძე იყო საერო პიროვნება, ამავე სოფლის მკვიდრი, რომელიც გარდაიცვალა თბილისში 1931 წლის 30 მაისს -- რედაქცია), კაცი თბილისში მოვაჭრე, უშვილო და, მასთან, მდიდარი. მიხეილ სხირტლაძეს ჯერჯერობით ასი თუმანი შეუწირავს სკოლისათვის და მომავალშიც იმედია, არ მოაკლებს თავის მფარველობას, რადგან ის არის ამ სკოლის მზრუნველიც. ვუსურვებ მრავალძალის პატარა მოწაფეებს კეთილად აღზრდას, რომ ასეთ გულშემატკივარნი და საზოგადოებისადმი თავდადებულნი, როგორც ბრძანდებიან მღვდელი მარკოზი და მიხეილ სხირტლაძე, არ მოკლებოდნენ მათ კოპწია სკოლას. რაჭის მაზრაში ათობით და ოცობით მოიძებნება სემინარიის კურსდამთავრებული მღვდელი, მაგრამ ძვირად შეხვდებით, რომ რომელიმე მათგანს გაემართოს სკოლა და ეზრუნოს ხალხისათვის. საჭიროა, ვისაც ჯერ არს, მიექცეს ასეთ დაუდევრობას ყურადღება და სამღვდელო პირი დაჯილდოებული იყოს სამსახურში, არა მარტო იმიტომ, რომ სემინარიის მოწმობა ხელთ უგდია, არამედ იმით, თუ რა სიკეთე და სამსახური მიუძღვის ხალხის წინაშე“. 1921 წელს საქართველო ბოლშევიკებმა დაიპყრეს. მათ ეკლესია-მონასტრები დაარბიეს და იქ მოღვაწე სასულიერო პირები შეავიწროვეს. რაჭის მაზრაში დაიკეტა თითქმის ყველა მოქმედი ეკლესია. გამონაკლისი არც მრავალძალის უძველესი ტაძარი იყო, სადაც მამა მარკოზი მსახურობდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას ანაფორის გახდა და მასწავლებლობა შესთავაზა, რაზედაც მოხუცებულმა მოძღვარმა მტკიცე უარი განაცხადა. 1924-1925 წლებში ქვეყანაში საყოველთაო რეპრესიების დროს იგი იძულებული გახდა მიეტოვებინა მღვდელმსახურება. თუმცა, შთამომავლების გადმოცემით, იგი უჩუმრად მაინც აღასრულებდა საეკლესიო წესებს. განაწამები მოძღვარი 1929 წელს გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, დაკრძალულია საკუთარი სახლის ეზოში.
6 საპატრიარქოს უწყებანი N6 9-15 თებერვალი 2012წ გვ.17
მრავალძალელი სხირტლაძეები I ნაწილი
დეკანოზი მიხეილი 1856 წლის 5 თებერვალს დაიბადა. სხირტლაძეების გვარში იგი ყველაზე გამორჩეული საეკლესიო მოღვაწე გახლდათ. მიხეილი თავდაპირველად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, რომელიც 1877 წელს წარჩინებით დაასრულა. ამავე წელს იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე) რეკომენდაციით მან საბუთები თბილისის სასულიერო სემინარიაში შეიტანა. 1883 წელს მიხეილმა სემინარია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და მაშინვე მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდა. 1884 წელს მიხეილი დაქორწინდა მართა ბრეგვაძეზე. 1884 წლის! ივლისს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 8 ივლისს კი მღვდლად დაასხა ხელი და იწის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1884, 1885 და 1886 წლებში ოლქის სამღვდელოებამ იმერეთის საეპარქიო კრებებზე დამსწრე დეპუტატად გააგზავნა. 1886 წლის 17 ივლისიდან 1891 წლამდე იყო რაჭის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველი. თავის მოგონებებში სამღვდელო მოღვაწეობის დასაწყისზე მამა მიხეილი წერდა: „როდესაც სემინარია დავამთავრე, 1883-ს წელში, გამოვეცხადე გაბრიელ ეპისკოპოსს სექტემბერში და ვსთხოვე მღვდლობა სადმე რაჭაში. ეს დიდად ესიამოვნა და მიბრძანა: „ორი სამრევლო არის იქ ახლა დაცლილი: ხვანჭკარა და ინა, წადი, გაიგე ადგილობრ და რომელიც სამჯობნო იქნება შენთვის, მას მოგცემო“. მრევლის გამორჩევიდან დაქორწინებამდე (მისი მეუღლე გახლდათ მართა სოფრომის ასულზე, დაბადებული 1868 წელს -რედ.). მეორე წლის ივანობისთვემ მოაწია და დამაგვიანდა. ივნისში რომ გამოვეცხადე, ძალიან გამიწყრა: „შენ ამდენ ხანს ორი მრევლი დამასჯევინე უმღვდელობითო". აქედან სჩანს, თუ რამდენად სწადდა და სცდილობდა ცოტათი მაინც ნასწავლი პირის მღვდლობას გაბრიელი. მე მოვახსენე, რა ვქნა, მეუფეო, ცოლის არჩევა ადვილი არ არის-მეთქი. სამაგიეროდ, ჩემი მოთმინებაც გამოსცადა. მიმცა საღმრთო წერილის და ტიპიკონის გამოცდაზე. ეს პირველი შემთხვევა იყო სემინარიელის გამოცდაზე გადაცემისა. კურთხევის დღეც ბევრჯელ გადამიდვა -- უნდოდა, რომ გაეგო ჩემი მოთმინება. დიაკვნად ხელდასხმის დღეს, წირვისას, ახალ ნაკურთხს მრისხანედ შემომხედა და გამიწყრა: „ნუ იჩქარი კვერექსის თქმას, გალობა აცალეო“. მღვდლად კურთხევის სიგელის მოცემის დროა გელათში მიბრძანა: „მრევლს, ეცადე, ცისკარსა და წირვას შუა ლოცვები აუხსნა და წირვაზედ -- სახარება. ბოვშებს ასწავლე და ისინი შემდგომ უფრო პატივის მცემელნი და ხათრით იქმნებიან შენთან. უფროსებს, შეხვედრის დროს, უნდა უთხრა გამარჯობა და გამოკითხო ოჯახური მდგომარეობა, მით იგინი უფრო დაგიახლოედებიან და სიყვარულით მოგექცევიან. ტიპიკონი და საღმრთო წერილი კარგად უნდა შეისწავლო, ბლაღოჩინობას მოგცემ და უნდა შესძლო მთელი შენი ოლქის კრებულების გაწრთვნა და განვითარება წირვა-ლოცვის საქმეშიო“. მართლაც, 1886 წლის 23 ოქტომბერს მეუფე გაბრიელმა მას ნიკორწმინდის ოლქის მთავარხუცესის მოვალეობის შესრულება დაავალა, ხოლო 1887 წლის 20 ოქტომბერს დაამტკიცა კიდეც ამ თანამდებობაზე. 1888 წლის 19 აგვისტოს მეუფე გაბრიელმა მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1888 წლის 21 ოქტომბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1890 წლის 27 თებერვალს სხვავის ჯვართამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1891 წლის 15 მარტს ბარის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. გადაყვანისთანავე მამა მიხეილმა დაიწყო ფიქრი მრავალძალის უძველესი ტაძრის განახლებაზე. მისი ინიციატივითა და პროექტით XIX საუკუნის ბოლოს ერთნავიანი დარბაზული ტაძარი გადაკეთდა გუმბათიან ეკლესიად, რომელსაც აღმოსავლეთის მხრიდან მიაშენა სამრეკლო ხარისა და ძროხის თავების ჰორელიეფების დატანებით, დასავლეთის მხრიდან მიშენდა აფსიდები, რომელმაც მთლიანად შეუცვალა და განუახლა სახე ეკლესიას. ამ საქმესთან დაკავშირებით მას მრავალი უსიამოვნების გადატანა მოუხდა, რასაც შემდგომში ასე იხსენებდა: „1890 წელს დავიწყე თავგამოდებით და ერთგულებით ჩემი სამშობლო-სოფლის მრავალძალის ეკლესიის გადაკეთების საქმე. ეს ეკლესია, როგორც უძველესი და არქეოლოგიურად შესანიშნავი, მძიმე საქმე შეიქმნა ჩემთვის. თუმცა არქიტექტორის შედგენილის დაგუბერნიის სამმართველოსაგან მოწო-ს ბულის გეგმისამებრ, რომელიც იყო დამტკიცებული გაბრიელ ეპისკოპოსისაგან, მე დავიწყე გადაკეთება აღნიშნულის ეკლესიისა, მაგრამ მაინც ჩემზედ შევიდა დიდი „დანოსები" უმაღლეს მთავრობასთან. აგრეთვე დაიწყეს გაზეთებშიდაც წერა, რომ ვითომც მე ჩემით მოვსპევი უძველესი არქეოლოგიური ნაშთი. რაღა თქმა უნდა, რომ მე ჩავარდი დიდ განსაცდელსა და მწუხარებაში. თავბრუდასხმული წავედი ქუთაისში. პირველად ვინახულე მდივანი საეპარქიო კანცელარიისა; მან მითხრა: „ეპისკოპოსს არ ჰქონდა იმ უძველესი ეკლესიის დარღვევის და გადაკეთების ნების მოცემის უფლება: აწ, როგორ გამოკეთდება საქმე, ან რა ეშველება მას, მე არ ვიციო“. ამის შემდეგ მე შევედი გაბრიელთან და ეს ყველაფერი მოვახსენე. მათი მეუფება დაფიქრდა, თითების ფრჩხილები ერთი მეორეზედ გაუსვა და ბრძანა ეს სიტყვები :....
6-1 საპატრიარქოს უწყებანი N6 9-15 თებერვალი 2012წ გვ.18
მრავალძალელი სხირტლაძეები I ნაწილი (გაგრძელება)
.....“. თან ჩემის იქავე მოხსენებით, მაზრის სამმართველოს მისწერა გაეწია ჩემთვის დახმარება აღნიშნული მრევლის სამუშაოდ გამოწვევაზედ, რომელიც ბოროტ პირების შეგონებით
წინააღმდეგი გამიხდა საქმის დაწყებისთანავე. ამნაირი თავგამოდებული და გვერდში მდგომი იყო გაბრიელი ყოველ კეთილ საქმეში“. 1892 წლის 12 აპრილს მამა მიხეილს სკუფია უბოძეს.
1893 წლის 10 ივლისს სამთავარხუცესოში კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ეპისკოპოსმა გაბრიელმა მადლობა გამოუცხადა. 1896 წლის 14 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1901 წლის 19 აპრილს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1902 წლის 3 თებერვალს რუსეთის წმინდა სინოდმა მთავარხუცესად 12-წლიანი პატიოსანი მოღვაწეობისათვის წმინდა ანას!”"II ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. 1906 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1911 წლის 15 მაისს წმინდა ანას II ხარისხის ორდენი მიიღო.
დეკანოზ მიხეილის მზრუნველობით ასევე კაპიტალურად შეკეთდა და ახალი სახურავით გადაიხურა სოფელ წესში, რაჭის ერისთავ როსტომის მიერ აშენებული ბარაკონის ეკლესია.
დეკანოზ მიხეილის ნაშრომები და ქადაგებები სხვადასხვა აქტუალურ თემებზე მრავლად იბეჭდებოდა იმჟამინდელ ქართულ პრესაში, საეკლესიო ჟურნალ-გაზეთებში:
„ივერიაში“, „მწყემსში", „კვალსა“ და „შინაურ საქმეებში".
1921 წლის გასაბჭოებამ მძიმედ იმოქმედა მამა მიხეილზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, რაჭაში დაიკეტა თითქმის ყველა მოქმედი ეკლესია. 1924 წელს მოძღვარი აიძულეს მიეტოვებინა სხვავის სამრევლო და თავშესაფარი თბილისში ეძებნა. კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ
(ხელაია) დეკანოზი მიხეილი კარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში განამწესა, სადაც მან რამდენიმე წელი იმსახურა. შემდგომში იგი იძულებული გახდა, აქაც მიეტოვებინა სამსახური და სოფელში დაბრუნებულიყო, სადაც აღესრულა კიდეც 1940 წლის 10 ივნისს. დასაფლავებულია მრავალძალში, საგვარეულო სასაფლაოზე.
მღვდელი პავლე 1849 წელს დაიბადა. 1869-1873 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, რომლის დასრულების შემდეგ რაჭაში, სოფელ ბარის სასოფლო სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1878 წლის 16 ოქტომბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა და ბარის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად დანიშნა. 1881 წლის 23 დეკემბერს ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1882 წლის 13 მარტს მეუფე გაბრიელმა მღვდლად დაასხა ხელი და რაჭაში, სოფელ მუხლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1884 წლის 23 ივნისს ხვანჭკარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1889 წლის 15 ნოემბერს ლიხეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1896 წლის 23 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) საგვერდულით დააჯილდოვა. მღვდელი პავლე 1909 წლის 1 დეკემბერს გარდაიცვალა. ჰყავდა მეუღლე - დესპინე ლუკას ასული (დაბადებული 1858 წელს) და შვილები: ეპიფანე (1874წ.), ვლადიმერი (1885წ.), ბიკენტი (1889წ.), პელაგია (1873წ.) და გაიანე (1897წ.). ასევე სასულიერო პირები იყვნენ მღვდელ პავლე სხირტლაძის ვაჟები: ეპიფანე და ბიკენტი. მღვდელი ეპიფანე 1874 წელს დაიბადა. 1890-1894 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1894-1900 წლებში ქუთაისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც მეორე ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 1901 წლის იანვარში ეპიფანემ ჯვარი დაიწერა ლუბა სარდიონის ასულ პატარიძეზე (დაბადებული 1884 წელს) და მასთან ექვსი ვაჟი ეყოლა: გიორგი (დაბადებული 1902 წლის 6 მაისს, დაამთავრა გორის ვაჟთა გიმნაზია); ვარვარე (დაბადებული 1906 წლის 6 იანვარს); პავლე (დაბადებული 1908 წლის 20 ოქრომბერს); იოანე (დაბადებული 1912 “ წლის 1 ნოემბერს) და მიხეილი (დაბადებული 1914 წლის 1 ივლისს). 1901 წლის 2 თებერვალს გორის ეპისკოპოსმა კირიონმა (საძაგლიშვილი) ეპიფანე დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 4 თებერვალს მღვდლად დაასხა ხელი და გორის მაზრაში, სოფელ სამწევრისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დაადგინა. 1903 წლის 22 იანვარს ხცისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1905 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა. 1904 წლის დასაწყისიდან 1905 წლის 22 სექტემბრამდე გორის მაზრის VII ოლქის მთავარხუცესის თანაშემწეა, ხოლო 1905 წლის 22 სექტემბრიდან 1907 წლის 1 ივნისამდე
6-2 საპატრიარქოს უწყებანი N6 9-15 თებერვალი 2012წ გვ.19
მრავალძალელი სხირტლაძეები I ნაწილი (გაგრძელება)
ამავე ოლქის მთავარხუცესია. 1908 წლის 15 იანვარს ვაყის
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1909 წლიდან მღვდელი ეპიფანე ზემო გომის ერთწლიან სამრევლო-საეკლესიო სკოლაში
საღვთო სჯულს ასწავლიდა, სადაც ნაყოფიერი და თავდაუზოგავი მოღვაწეობისთვის 1914 წლის 15 მარტს თბილისის გუბერნიის მესამე რაიონის სახალხო სკოლების ინსპექტორისაგან მადლობის სიგელით დაჯილდოვდა. 1910 წლის 12 აპრილს სკუფია უბოძეს. 1914 წლის 15 მარტიდან სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის ქალთა ოთხწლიან სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. ამავე წლის 23 ნოემბრიდან მცხეთაში, სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში მწირველ და სულიერ მოძღვრად დაინიშნა. 1916 წლის 19 ოქტომბერს ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.
კომუნისტურმა მმართველობამ მამა ეპიფანეს ავჭალაში მოუსწრო. ამ პერიოდში მას უკვე გარდაცვლილი ჰყავდა მეუღლე და ოჯახის ტვირთს ის ეწეოდა. ამას დაერთო კომუნისტებისგან დევნა-შევიწროება. მამა ეპიფანემ ანაფორა არ გაიხადა, სამსახურს უშიშრად აგრძელებდა, რამდენჯერმე მკაცრად გააფრთხილეს, ვერ შეურყიეს ნებისყოფა, თუმცა იძულებული გახადეს, იქაურობას გარიდებოდა. 1923 წლის 26 თებერვალს, თავისი
თხოვნის საფუძველზე, სოფელ გლდანის სამრევლოში განამწესეს, სადაც მხოლოდ იმავე წლის 19 მარტამდე იმსახურა და ისევ უკან დაბრუნდა. 1923 წლის ზაფხულში
მანგლისის ეპარქიაში, სოფელ პრიუტის (ახლანდელი ორბეთის) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მღვდელი ეპიფანე ამ სოფელში 1925 წლის ბოლომდე მსახურობდა. 1926 წლის იანვრიდან, თავისი თხოვნით, თბილისში გადაიყვანეს და სიონის საპატრიარქო ტაძრის უშტატო მღვდელმსახურად დაინიშნა, სადაც XX საუკუნის 30-იან წლების დასაწყისამდე დაჰყო. განაწამები მოძღვარი დედაქალაქშიც არ მოასვენეს.
ხელისუფლებამ ჩამოართვა საცხოვრებელი ბინა, ჩამოართვეს ქონება და მის შვილებს ყოველმხრივ ავიწროებდა. მამა ეპიფანემ კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატესგან (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევა აიღო და ეკლესიის სამსახური მიატოვა. მან მიხაილოვის საავადმყოფოში მთავარ ბუღალტრად დაიწყო მუშაობა. ყოფილმა მოძღვარმა, ოჯახის გამოსაკვებად სიცოცხლის 20 უკანასკნელი წელი საერო სამსახურში გაატარა. მამა ეპიფანე 1954 წელს გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, იგი საეკლესიო წესით დაკრძალეს კუკიის სასაფლაოზე, 1964 წელს კი მისი ცხედარი საბურთალოს ახლად გახსნილ პანთეონში გადაასვენეს. საინტერესო ამბები მოგვითხრო მღვდელ ეპიფანეს შვილიშვილმა, ქალბატონმა მაგული ბიძინას ასულმა სხირტლაძემ: „უმცროსი ვაჟის, ბიძინას მშობიარობას გადაჰყვა ლუბა პატარიძე, რის გამოც პატარა ყრმა მამამისმა აღსაზრდელად სამთავროს დედათა მონასტერში არსებულ პანსიონატში მიაბარა, სადაც იგი ნ წლამდე იმყოფებოდა. როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, მამა ეპიფანეს ექვსივე ვაჟი გაიწვიეს ფრონტზე, საიდანაც სუყველანი უვნებლად დაბრუნდნენ. შემდგომში სამშობლოში დაბრუნებული ბიძინა ოჯახის წევრებს საიდუმლოდ უყვებოდა,
თუ როგორ იხსნა იგი ორჯერ სასწაულებრივად წმინდა მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა: ომის პირველ წლებში ჩვენი ჯარები სწრაფად იხევდნენ უკან.
ერთხელ დაღლილობისგან სანგარში ჩამეძინა და ამ დროს ძილში გამომეცხადა თეთრწვერა მოხუცი, რომელმაც გამაღვიძა და მითხრა, რა დროს ძილია, სასწრაფოდ ამოდი სანგრიდან და შენს ნაწილს დაეწიეო. ამოვედი, რამდენიმე მეტრი გავიარე თუ არა, სანგარი საშინლად დაბომბა არტილერიამ. იგივე განმეორდა მეორე შემთხვევაშიცო“. მღვდელი ბიკენტი 1889 წელს დაიბადა. 1900-1904 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1904-1910 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც მეორე ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 1910 წელს ბიკენტი დაქორწინდა შუქრუთის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, მღვდელ აბესალომ გრიგოლის ძე ჩაჩანიძის ქალიშვილ ქეთევანზე (გარდაიცვალა 1964 წლის 4 მარტს), რომელთანაც სამი შვილი შეეძინა: ვლადიმერი (სწავლობდა რკინიგზის ინსტიტუტში. იგი თავისი მეგობრის მაგივრად, რომელსაც ოჯახი და ორი შვილი ჰყავდა, მეორე მსოფლიო ომში წავიდა და აღარ დაბრუნებულა); თინათინი (პედაგოგი, გათხოვილი იყო ლევან წიქარიშვილზე) და შალვა (სამთო-ინჟინერი, ცოლად ჰყავდა ზოია ტერეი-სხირტლაძისა, რომელიც წარმოშობით უნგრელი გახლდათ).
6-3 საპატრიარქოს უწყებანი N6 9-15 თებერვალი 2012წ გვ.20
მრავალძალელი სხირტლაძეები I ნაწილი (დასასრული)
1910 წლის ზაფხულში იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) ბიკენტი დიაკვნად აკურთხა, ერთ კვირაში კი მლვდლად დაასხა ხელი და იმერეთის ეპარქიაში, რაჭის მაზრაში სოფელ ლიხეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად განამწესა. 1914 წლის 7 მარტს მამა ბიკენტი, თავისი თხოვნის
საფუძველზე, ქართლ-კახეთის ეპარქიაში გადაიყვანეს და ბორჯომის ხეობაში, სოფელ ბაკურიანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. თავისი პატიოსანი და კეთილსინდისიერი სამსახურით მამა ბიკენტიმ დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა ბაკურიანის სამრევლოში. იგი ყველას უყვარდა და ხშირად მიმართავდნენ ამა თუ იმ საკითხის გადასაწყვეტად. იგი იყო ყველას მანუგეშებელი და მფარველი. ჭირსა თუ ლხინში დაუზარლად ასრულებდა თავის მოვალეობას და ღირსეული მოძღვრის სახელიც დატოვა მთელ იმ მხარეში. ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, 1916 წლის 20 იანვარს მამა ბიკენტი გორის მაზრაში გადაიყვანეს და ხაშურში, ტეზერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს, სადაც ასევე არ დაუკლია შრომა და სამსახური მრევლისათვის. XX საუკუნის 20-იან წლებში კომუნისტებმა მოძღვარი რამდენჯერმე დაიბარეს და ანაფორის გახდა მოთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დახვრეტით დაემუქრნენ. 1924 წელს, როდესაც მასობრივად დახვრიტეს სამღვდელოება და თავადაზნაურობა, მამა ბიკენტიც ამ სიაში მოხვდა. მას უეჭველი დახვრეტა ელოდა, მაგრამ მრევლი და სოფლის მოსახლეობა წინ აღუდგა ამ ამბავს. მათ სთხოვეს მოძღვარს დროებით, სანამ მდგომარეობა გამოსწორდებოდა, დაეტოვებინა სასულიერო სამსახური და მასწავლებლად დაეწყო მუშაობა. მამა ბიკენტიმ ვერ გაუძლო ამ შემოტევას და გაიხადა ანაფორა. იგი ხაშურის საშუალო სკოლაში რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა, ხოლო მომდევნო წლებში განათლების სისტემაში მუშაობდა. მთელი თავისი (ცოდნა და ენერგია მან ახალგაზრდა თაობის ღირსეულად აღზრდას შეალია. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მამა ბიკენტიმ ხაშურში გაატარა, სადაც 1967 წლის თებერვალში აღესრულა. დასაფლავებულია ხაშურის საერო სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით. მღვდელი იოსები 1866 წელს დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში ისწავლა. 1884 წლის 30 ოქტომბერს იმერეთის საეპარქიო კანცელარიაში მწერლის თანამდებობაზე დაინიშნა. 1890 წლის 7 სექტემბერს ეპისკოპოსმა გაბრიელმა ერთგული და კეთილსინდისიერი მუშაობისთვის მადლობა გამოუცხადა, პირად საქმეში შეტანით. 1886 წლის 22 დეკემბერს იოსები ჭიბრევის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს. 1890 წლიდან ამავე სოფლის სკოლაში მასწავლებლად დაინიშნა. 1893 წლის 3 დეკემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა. 1894 წლის 3 ივლისს მღვდლად დაასხა ხელი და მუხლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1897 წლის 5 ივლისს ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) ჭიბრევის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანა. 1900 წლის 25 იანვარს საგვერდულით დაჯილდოვდა. მამა იოსებს ჰყავდა მეუღლე აღათი ბართლომეს ასული კერვალიშვილი (დაბადებული 1877 წელს) და შვილები: თომა (1897წ.), გიორგი (1900წ.) და მარინა (1901წ.). კომუნისტების შემოსვლის შემდეგ მამა იოსები უჩუმრად მაინც აღასრულებდა საეკლესიო წესებსა და განაგრძობდა მრევლის ნუგეშინისცემას. გარდაიცვალა 1936/37 წელს და დაკრძალულია სოფელ მრავალძალში, საგვარეულო სასაფლაოზე.
7 საპატრიარქოს უწყებანი N7 16-22 თებერვალი 2012წ 18
მედავითნე გიორგი ზალიკანიანი 1839-1915
„შენ მუდამ უნდა სდარაჯობდე ქვაშვეთის კარ-მიდამოს“
მედავითნე გიორგი ვასილის ძე ზალიკანიანი 1839 წლის 4 აგვისტოს ქ. თბილისში დაებადა. გიორგის პაპა, ზალიკა, გადმოსულა რაჭიდან (გიორგის ნამდვილი გვარი, სავარაუდოდ, მაცაბერიძე ყოფილა). ზალიკა მუშაობდა სოფელ დიღომში, მებაღე-მებოსტნედ, შემდეგ ზედსიძედ შესულა ერთ ოჯახში, რომელსაც ამის შემდეგ ზალიკაანთ ოჯახს ეძახდნენ. ეს აამ შერჩენია მას. გიორგის ჰყოლია დები, ი მაგრამ ისინი ადრე გარდაცვლილან. იგი იყო უკანასკნელი: წარმომადგენელი ამ ოჯახისაც და ამ ახალი გვარისაც. _ მის დედას ერქვა სოფიო. პატარა გიორგიმ საეკლესიო განათლება თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების 04» სახელობის მამათა მონასტერში მიიღო, სადაც მისი მასწავლებელი იყო ძველი ტრადიციებისა და ბერული “. _ ცხოვრების მიმდევარი, მღვდელ-მონაზონი ფილოთეოსი (გრიგორიევი, ერისკაცობაში დავითის ტაძრის წინამძღვამღვდელი თომა, მამა რი და მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მცირე ეკლესიის აღმშენებელი). მან პატარა გიორგის საფუძვლიანად შეასწავლა ქართულ და რუსულ ენებზე წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. შემდგომში, უკვე ასაკში მყოფი გიორგი, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით იხსენებდა თავის მოხუცებულ მასწავლებელსა და აღმზრდელს. 1857 წლის 17 იანვარს გიორგი ზალიკანიანი ხარფუხის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ბერძნული ეკლესიის უშტატო მედავითნედ დაინიშნა. 1858 წლის 11 სექტემბერს მიიღეს სასულიერო უწყებაში და შტატში დაამტკიცეს. 1860 წლის 17 თებერვალს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ გრიგოლ ჭარელაშვილის თხოვნით, გიორგი ქაშვეთის ტაძარში განამწესეს. 1863 წლის 15 დეკემბერს სტიქარი უკურთხეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (ცინცაძე), რომელიც წლების განმავლობაში ქაშვეთის ეკლესიის წინამძღვარი გახლდათ, პირადად იცნობდა გიორგი ზალიკანიანს და საინტერესო მოგონებებიც შემოგვინახა მასზე. აი, რას წერდა იგი გიორგის შესახებ: „XIX ს-ის 60-იან წლებში მსახურობდნენ ქვაშვეთში სახელგანთქმულნი მკითხველ-მგალობელნი, დიაკონი იოანე დულარიძე, როსტომ დარჩია და გიორგი ზალიკანიანი. ამ „სამთა ძმათა“ კითხვა-გალობის მოსასმენად დადიოდნენ ქვაშვეთში თითქმის ყოველ შაბათ-კვირას (იმ დროს ცისკარს დილით ლოცულობდნენ) ბარბარე ბატონიშვილი (გიორგი XII-ის ასული), გრიგოლ და მამუკა ორბელიანები, ივანე და გიორგი მუხს რანბატონები, გრიგოლ და ტერეზია დადიანები, პლაყ ტონ იოსელიანი და ბევრი სხვა წარჩინებული ქართველი“. გიორგი იყო კაცი ცოცხალი, დაუზარებელი, დავალების შეგნებულად ამსრულებელი, ზრდილობიანი, ენამახვილი და... თავმომწონე. გარდა საუცხოო კითხვა-გალობისა,რომლითაც გიორგი ხიბლავდა და ატკბობდა ქართველ მორწმუნე საზოგადოებას, განსვენებულს სხვა ღვაწლიც მიუძღვის ჩვენი დედაქალაქის წინაშე. რა საშინელებას წარმოადგენს „ყვავილი“, ჩვენ ეს ვიცით, ვიცით ისიც, თუ რა საშუალებით შეიძლება ამ საშიშროებისაგან თავის დაღწევა. წარსული საუკუნის სამოციან წლებში ამ „ბატონების“ შესახებ სულ სხვა აზრისანი იყვნენ, -აცრა გააჯავრებს „დიდ ბატონებსო“. ამისთვის გიორგიმ საფუძვლიანად შეისწავლა ეს საქმე. 1866 წლის 14 აპრილს იგი დაინიშნა ქალაქის ვაქცინატორად, გამოიყენა თავისი ტკბილი ენა და პოპულარობა, შეაგნებინა უბრალო ხალხს აცრის საჭიროება, აუცრა რვა წლის განმავლობაში ყვავილი არა ერთსა და ორი ათას ადამიანს და გადაარჩინა უამრავი ხალხი სიკვდილსა და დასახიჩრებას“. XIX საუკუნის 60-იან წლებში გიორგიმ, საკუთარი ხარჯებით, ქაშვეთის ეკლესიის ეზოში, თავისი ბინის ერთ-ერთ ოთახში გახსნა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, სადაც უსასყიდლოდ ასწავლიდა რამდენიმე ათეულ ბავშვს წერას, კითხვას, საღვთო ისტორიას, გალობას, სიმღერას და ანგარიშს, ამ სახით მან მრავალ ქართველ ახალგაზრდას გაუღვიძა სურვილი ცოდნის შეძენისა. მის მოწაფეთა შორის იყო ცნობილი ივანე მაჩაბელი (შექსპირის მთარგმნელი), რომელსაც იმდენად შეაყვა
7-1 საპატრიარქოს უწყებანი N7 16-22 თებერვალი 2012წ 19
მედავითნე გიორგი ზალიკანიანი 1839-1915 (გაგრძელება)
რა სწავლა, რომ 8 წლის ვანო სადაგ დღეებში „სამოციქულოს“ კითხულობდა ქაშვეთის ტაძარში. შემდგომში ქაშვეთის ეკლესიის მნათე და საკათოლიკოსო საბჭოს წევრი ნიკოლოზ არჯევანიძე ასე იხსენებდა ამ ამბავს: „გიორგის ცალ ხელში პატარა ვანო ეჭირა, ხოლო მეორეში -- დიდი ხუცური სამოციქულო, საიდანაც, გიორგის კისერზე მარცხენით ჩამოკიდებული ვანო, უკითხავდა მლოცვე- ლებს „კორინთელთა“ ანდა „ეფესელთა მიმართ ეპისტოლეს...“ გარდა პატარა მოწაფეებისა, გიორგი დიდ ინტერესს უღვიძებდა უკვე ასაკში მყოფ ახალგაზრდობას. მან შეაყვარა მოზარდებს „ვეფხისტყაოსანი“ და „დავითიანი“ და მისი გავლენით თითემის ზეპირად დაისწავლა იგი ყველა მათგანმა. 1881 წელს „დავითიანის“ სრული გამოცემის ავტორი იდეურადაც და ფაქტობრივადაც, გიორგი ზალიკანიანი იყო, რაც აღნიშნულია კიდეც გამოცემის წინასიტყვაობაში. 1882 წლის 17 მაისიდან ქაშვეთის ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ დავით გრიგოლის ძე ჭარელაშვილთან მომხდარი უსიამოვნების გამო გიორგი ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში გადავიდა, სადაც 1886 წლის 15 ივნისამდე მსახურობდა. ამ დაპირისპირების შესახებ ისევ უწმინდეს კალისტრატეს (ცინცაძე) მოგონებებში ვკითხულობთ. „გიორგი ჩვენს დროსაც, მოხუცებულებაში, მეტად თავმომწონე კაცი იყო, ახალგაზრდობაში „ბუზსაც არ დავისომდი თავზეო“, -- იტყოდა განსვენებული. მას უყვარდა კარგი მაუდის ყურთმაჯიანი კაბის (ჩოხის) და ფარჩის მოკლე ახალუხის ტანისამოსი. ეს კი თურმე არ მოსწონდა მამა დავით ჭარელაშვილს. განსაკუთრებით ვერ ურიგდებოდა თურმე მამა დავითი „პსალომშჩიკის“ „კოხტაობას“. ამის გამო, გვიამბო გიორგიმ, ერთ დღეს, როდესაც ალექსანდრეს ბაღში დიდი „სეირნობა“ იყო და მეც ლამაზად გამოწყობილი გავსცქეროდი მხიარულ ხადხს, უეცრად დამიძახეს, წინამძღვარი გიბარებსო. მიბრძანა: „მიშველე, ბავშვი კვდება, წავიდეთ, მოვნათლოთო". გავექანე მსახურის დასაძახებლად, მაგრამ არც ერთი არ აღმოჩნდა სახლში, დავაპირე ფაიტონის მოყვანა. წინამძღვარი მეუბნება, სანამ შენ ფაიტონს მოიყვან, ბავშვი მოკვდება; არც საჭიროა ფაიტონი, აქვე არისო. მეც წამოვავლე ემბაზს ხელი და გავყევიო. შევედით ხალხით გაჭედილ ბაღში, ნახევარი რომ გავიარეთ, გვერდზე გადაუხვია მამა დავითმა, შემდეგ კი უკანვე დავბრუნდით. ხალხში ბევრი ნაცნობი აღმოჩნდა და აქეთ-იქიდან გვეკითხებოდნენ: რა დაგემართათ, გზა ხომ არ აგერიათო. მივხვდი ყველაფერს: მსახურებიც განგებ იყო დაგზავნილი სხვადასხვა მხარეს და ნათლობაც -– მოჭორილი. მეორე დღეს ვეახელ ეგზარქოსს და ვსთხოვე, სამსახურიდან განთავისუფლება; მიზეზი ვერ მათქმევინა, თუმცა ძალიან დაინტერესდაო...“
1886 წლიდან გიორგი ზალიკანიანი ოფიციალურად აღარ მსახურობს ტაძარში. იგი თბილისის სხვადასხვა ეკლესიებში ეხმარება მედავითნე-მგალობლებს. მან თავისი კეთილშობილური და მოსიყვარულე ხასიათის წყალობით ყველასგან დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. 1908 წელს ქაშვეთის ეკლესიის წინამძღვარ, დეკანოზ კალისტრატეს თხოვნით, მან შექმნა ხუთი კაცისაგან შემდგარი გუნდი, რომელიც გალობდა ჩვეულებრივ სამ ხმაზე. 1911 წლის 2 ივნისს, წინამძღვრისა და მრევლის თხოვნით, იგი დაუბრუნდა ქაშვეთის ეკლესიას, სადაც გარდაცვალებამდე მსახურობდა. გიორგი ზალიკანიანი იყო სიწმინდეების დამცველი და ქართული ისტორიის მოსიყვარულე. იგი ხშირად დადიოდა მიტოვებულ საყდრებში, იწერდა იქიდან ძველ წარწერებს და გაზეთ „ივერიისა“ და „ცნობის ფურცლის“ მეშვეობით საზოგადოების ყურამდე მიჰქონდა თავისი სატკივარი. 1898 წელს „ცნობის ფურცელში“ იგი წერდა: „სოფელ ზეგვიდან სამ ვერსზედ, ჩრდილოეთით (ძეგვის ხევის პირას) არის აწ გაუქმებული პატარა ეკლესია, ლომფინ აყრილი. აღმოსავლეთით პატარა სანათურის თავს არის ჩატანებული ქვა, რომელზედაც არის მხედრულის ასოებით შემდეგი წარწერა: „ქ. აღვაშენე საყდარი ესე ჩიტნაკოზ პატრიარქმან დომენტიმ ყოვლად წმიდისა. ყოვლად წმიდაო, შეუნდევნ ყოველნი მისნი ცოდვანი ამინ. ქორონიკოს უდ“. მედავითნე გიორგი ზალიკანიანი 1915 წლის 14 იანვარს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ აღესრულა. იგი 18 იანვარს, კვირა დღეს დაასაფლავეს ქაშვეთის ეკლესიის ეზოში და როგორც უწმინდესი კალისტრატე წერდა: „ეს პატივი მან უეჭველად დაიმსახურა". ცნობილი საზოგადო მოღვაწე და ჟურნალ „თეატრისა და ცხოვრების“ რედაქტორი იოსებ იმედაშვილი გიორგი ზალიკანიანის შესახებ წერდა, რომ „იგი იყო ქართული სასულიერო მწიგნობრობის საუკეთესო მცოდნე, საეკლესიო წიგნების ცნობილი მკითხველი და საუცხოვო მგალობელი“. 1915 წელს გაზეთი „სახალხო ფურცელი“ მისი გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერდა: „14 იანვარს ტფილისში გარდაიცვალა ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მედავითნე გიორგი ვასილის ძე ზალიკანიანი. იგი ყველა ძველი ტფილისის მოქალაქეთათვის კარგად ცნობილია. ყოველ მათგანს ჰქონია შემთხვევა, მოესმინა მისი საუცხოვო ხმა, მშვენიერი ძველებური საეკლესიო საგალობლები ნიკოლოზის ეკლესიაში, ქვაშვეთში, ანჩისხატში და სხვაგან, სადაც ის მსახურობდა. განსვენებული იყო როგორც კარგი მცოდნე ძველი ქართულის ლიტერატურისა
7-2 საპატრიარქოს უწყებანი N7 16-22 თებერვალი 2012წ 20
მედავითნე გიორგი ზალიკანიანი 1839-1915 (დასასრული)
საეკლესიო მწიგნობრობისა და გალობისა. განსვენებულის დასაფლავების ხარჯი იკისრა ქრისტიანობის აღმადგენელმა საზოგადოებამ, რომლის წევრადაც ითვლებოდა განსვენებული მედავითნე“. დასაფლავების დღეს, 18 იანვარს, წესის აგების წინ სიტყვა წარმოთქვა ქაშვეთის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა კალისტრატე ცინცაძემ, სადაც კარგად არის წარმოჩენილი მოხუცი მედავითნე-მგალობლის ცხოვრება-შემოქმედება: „ტფილისის ეკლესიათა კრებულთ მამათმთავარო და ქართული წირვა-ლოცვის დამამშვენებელო გიორგი, რად გაჩუმებულხარ? რატომ გულმხურვალე მონაწილეობას არ იღებ მღვდელმთავრის წირვაში, რომლისაც აქამდის იყავ ტრფიალი? იქმნება მისთვის გაბუტებულ იყვე, რომ ეხლანდელი კითხვა-გალობა აღარ მოგწონდეს, ვინათგან ჩვენ შორის ვეღარ ჰხედავ შენებრ სახელგანთქმულს მცკითხველ-მგალობელს, შენს მეგობარს და მასთან მეტოქეს, ქვაშვეთისავე დია- კონს როსტომ დარჩიას, და შენს წინა მოადგილეს, ზარისავით წკრიალა ხმის პატრონს, ტკბილად მგალობელს მელიტონ კახეთელიძეს? ანდა, იქმნება მისთვის დაგედოს საცო პირისა შენისათვის, რომ მსმენელთ-მლოცველთა შორის აღარა სჩანს საღვთო წერილით განბრძნობილნი, შენი ნიჭის ხელმძღვანელნი და ცოდნის პატივისმცემელნი: ბარბარე და თეკლე ბატონიშვილნი, ნინო მუხრანბატონი, დიდი გრიგოლ დადიანი, და გრიგოლ და ვახტანგ ჯამბაკურ-ორბელიანები და ივანე მაკაროვ-არჯევანიძე? მერმე, ჩემო გიორგი, მაგ გაბუტვით ხომ უფრო ცუდ გარემოებაში გვაყენებ ჩვენცა და შენს საყვარელ საქმესაც: ვინ უნდა გადმოგვცეს შენ მიერ მამა-პაპათაგან შეთვისებული და მისაკუთრებული, სულისა და გულის დამატკბობელი შნო და კილო ქართულის ღვთისმსახურებისა, ვინ უნდა განგვწვრთვნას და გვავარჯიშოს ამ საღვთო საქმეში, ვინ უნდა აღნუსხოს შეცთომილება და დაგვაყენოს სწორს გზაზე? იქმნება გულნაკლულად იყვე ჩვენზედ მისთვის, რომ შენებრ ვერ შევიყვარეთ ძველი მწერლობა და ვერ გაუწიეთ პატრონობა: ვერ მოგბაძეთ შენ, რომელმანც მოუპოვე ამბროსი ნეკრესელს სახელოვანი გამომცემელი (იგულისხმება ნეტარხსენებული ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე, რომელმაც გამოსცა ამბროსი ნეკრესელის ქადაგებანი და მოძღვრებანი 1881 წელს), ხოლო დავით გურამიშვილის თხზულებათა სრულის კრებულის (1880 წელში) და ზოგიერთ სხვათა გამოცემა-გამოქვეყნება, შენ მარტომ თავს იდევ და ბრწყინვალედ შეასრულე? იქმნება გულს გაკლდეს, რომ შენ მიერ სამოციან წლებში ამ წმიდა ტაძრის გალავანში გახსნილი სამრევლო სკოლა დღეს აღარ არსებობს, და ბევრმა ჩვენგანმა არც კი იცის შენი ეგეთი ღვაწლი სამშობლოს წინაშე? იქმნება, მოხუცო, 58 წლის მუშაობისაგან მამულისა და ეკლესიის სასარგებლოდ დაღლილმოქანცულ იყვე, და ეხლა მოსვენებას აპირებდე? შეუფერებელია, შენ ხომ „მოუსვენარი“ გიორგი ხარ და მოსვენებას შორს გაურბოდი: „ვისაც მოსვენება უნდა, ის წმინდა ნინოს სასაფლაოზე უნდა იყოსო“, აკი ასე იცოდი ხოლმე ლაპარაკი? იქმნება მისთვის არ გვცემდე ხმას, რომ მოხუცებულობის დროს ვერ მოგიარეთ, ვერ გასიამოვნეთ, გაწყენინეთ, გაგაჯავრეთ და ამიტომ დააპირე ქვაშვეთითგან გაქცევა, როგორც 32 წლის წინად გაიქეცი? ნუ ინებებ ამას, გიორგი, ნუ! შენ ქვაშვეთითგან ვერ გაგიშვებთ, შენ აქ უნდა დარჩე საუკუნოდ, შენ მუდამ უნდა სდარაჯობდე ქვაშვეთის კარ-მიდამოს, და განუწყვეტლივ, დღედაღამ აქებდე და ადიდებდე ჩვენს სასოს და მფარველს, წმინდა მთავარ-მოწამე გიორგის! ასეთია ჩვენი, მრევლისა და კრებულის „უფროს“ წევრთა სურვილი და შენც, როგორც კრებულის „უმცროსი“ წევრი, ჩვენს სურვილს უნდა დაემორჩილო, ჩვენს დაჟინებას ანგარიში გაუწიო! მაშ, ნუღარ აგვიანებ, აღახვენ ბაგენი შენნი და შენებურად შეეხმატკბილე უფალს: შენი ვარ, უფალო, მაცხოვნე მე, რამეთუ სიმართლენი შენნი გამოვიძიენ მე, და ჩვენც შევღაღადებთ: შეიწყალე, უფალო, მონაი შენი. ამინ“.
8 საპატრიარქოს უწყებანი N23-29თებერვალი 2012წ გვ.17
არქიმანდრიტი შიო (ქვილითაია) 1865-1929
არქიმანდრიტი შიო, ერისკაცობაში –- სუმო (ს(სიმონი) ქვილითაია, 1865 წელს სამეგრელოში, სენაკის მაზრის სოფელ ნაესაკოვოში, კეთილმორწმუნე გლეხის ოჯახში დაიბადა. ყრმა სიმონი მშობლებმა აღსაზრდელად მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერთან არსებულ სასწავლებელში მიაბარეს, სადაც მან იქ მოღვაწე ბერებისგან ქრისტიანული ცხოვრების ანბანი ისწავლა. მათი წმინდა ცხოვრებისა და მსახურებისშემხედვარეს მასაც გაუჩნდა სურვილი ბერად შედგომისა. XIX საუკუნის 80-იან წლებში გორისეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე) ლოცვა-კურთხევით დაიწყო შიომღვიმის, ზედაზნისა და მცხეთის წმინდა ჯვრის მონასტრების აღდგენა-რესტავრაცია. მეუფე ალექსანდრემ თავის გარშემო შემოიკრიბა ახალგაზრდა, ლვთის მოშიში მორჩილები და მათი დახმარებით დაიწყო მიტოვებული სავანეების აღორძინება. ამ მორჩილებში აღმოჩნდა სიმონიც, რომელმაც პატიოსანი და კეთილსინდისიერი საქციელით იმთავითვე მიიპყრო მოხუცებული მღვდელმთავრის ყურადღება. ჯანღონიან და ენერგიულ მორჩილს მეუფე ალექსანდრე დავალების შესასრულებლად ხან ერთ მონასტერში გზავნიდა და ხანაც -- მეორეში. წლების განმავლობაში გამოცდილი მოძღვრის ლოცვა-კურთხევითა და ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი სწრაფად წარემატებოდა ქრისტიანულ სათნოებებში, რამაც საბოლოოდ მიაღებინა გადაწყვეტილება მონასტერში გაეტარებინა დარჩენილი ცხოვრება. საბჭოთა პერიოდის შიომღვიმის მონასტრის უკანასკნელმა წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ისე სუხიშვილმა, რომელიც ასევე ამ სავანეში აღიზარდა (გარდაიცვალა 1950წ.), დაგვიტოვა საინტერესო მოგონებები, სათაურით -- „ჩემი თავგადასავალი“, სადაც საფუძვლიანად არის აღწერილი მონასტრის განახლების ისტორია. აი, რას წერდა იგი მამა შიო ქვილითაიას შესახებ: „1898 წლიდან იწყება ჩემი ახალი ცხოვრება სოფლის გარეშე, მონასტერში, 10 ნოემბერს მივედი წმ. შიოს მონასტერში. პირველ ხანებში, ლეონიდეს თქმისაებრ, მართლა ძნელი და მძიმე იყო ჩემი აქ ცხოვრება. ღარიბი, გაცივებული და მოუწყობელი იყო მაშინ ეს მონასტერი. ორივე ტაძარი გაპარტახებული: მე-5 საუკუნის ტაძარში წირვა-ლოცვა არ სრულდებოდა, რადგან შიგ შესვლაც კი საშიში იყო, ზედ ტაძარზე ამოსული იყო ხეები და ბუჩქნარი, ეკლესიის სარკმელები გამონგრეული იყო, შიგ ზამთარ-ზაფხულ წვეთები ჩამოდიოდა, შიგნით კი ღამურების ბუნაგი იყო. არც XI ს-ის ტაძარი იყო უკეთეს პირობებში, თუმცა ზევიდან თუნუქი ჰქონდა გადაჭედილი, იოანე მუხრანბატორნის მეუღლის წყალობით, მაგრამ არც მას ჰქონდა სარკმელის ჩარჩოები და მინები. მხოლოდ ერთი ახლად აშენებული შენობა იყო, თერთმეტი ოთახით, საძმოსთვის ეპისკოპოს ალექსანდრესაგან. მონასტერში რომ მივედი, ორ დღეს პატივი მცეს და სამუშაოში არ გამიყვანეს, წინამძღვრად ეპისკოპოსი ალექსანდრე იყო, ის ქ. ფოთში ცხოვრობდა და განაგებდა გურია-სამეგრელოს ეპარქიას, აქ კი თავისი მოადგილე ჰყავდა, რომელსაც შიო ერქო, გეარად ქვილითაია. აი, ამ შიომ მომიხმო და ამიხსნა მონასტრის წეს-ტიპიკონი. აქ ეხლა მეთორმეტე მორჩილი შენა ხარ აირჩიე, რომელიც გინდა ამხანაგი და ისე ოროლმა ერთად იცხოვრეთ, ისწავლეთ და ერთად იმუშავეთო“. 1902 წლის 20 იანვარს სიმონი ბერად აღიკვეცა და ღირსი მამის შიო მღვიმელის საპატივცემულოდ სახელად შიო ეჩხოდა. 1903 წლის 21 ნოემბერს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს კი მღვდლად დაასხა ხელი და შიომღვიმის მონასტრის კეთილმოწესედ დაადგინა. 1907 წლის ნოემბერში აღესრულა მისი ალმზრდელი და მასწავლებელი, ეპისკოპოსი ალექსანდრე, რომლის გარდაცვალებამ დიდად დაამწუხრა მამა შიო. შიომღვიმის მონასტრესა და იქ მყოფ მამებზე ზრუნვა ამჯერად იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) ითავა. 1908 წელს ეპისკოპოსი ლეონიდე ეგურია-სამეგრელოს ეპარქიის მმართველად დაინიშნა, რომელმაც გამოცდილი და სახდო მლვდელ-მონაზონი 1909 წლის 2 თებერვალს მარტვილის მონასტერში გადაიყვანა. 1909 წლის 18 მარტს იგი მონასტრის ხაზინადრად დაინიშნა და ამავე წლის 2 ივნისს საგვერდულით დაჯილდოვდა. მღვდელ-მონაზონ შიოს მარტვილში დანიშვნის ჟამს მონასტერი მეტად სავალალო მდგომარეობაში ყოფილა. ერთ დროს უმდიდრესი მონასტერი, რომელიც დადიანების საძვლედ ითვლებოდა, ფრიად დამცრობილიყო. მონასტერში სახურავიდან წყალი ჩადიოდა და ძველ ფრესკებს აზიანებდა. საჭირო იყო სწრაფი და გონიერი გადაწყვეტილების მიღება, რათა უძველესი სავანე უარეს დღეში არ ჩავარდნილიყო. 1910 წელს ჟურნალ „შინაური საქმეების“ 26-ე ნომერში ვინმე „მარტვილელი მღვდელი“ მონასტრის შესახებ წერდა: „ანდრია მოციქულმა, რომელიც ქადაგებდა მარტვილის მონასტერში, გამოუგზავნა მას პატრონი ყოვ
8-1 საპატრიარქოს უწყებანი N23-29თებერვალი 2012წ გვ.18
არქიმანდრიტი შიო (ქვილითაია) 1865-1929 (გაგრძელება)
ლადსამღვდელო ლეონიდეს სახით. დანიშვნისთანავე მან ყურადღება მიაქცია ამ მონასტერს. მოიყვანა ცნობაში მამული მონასტრისა, ნახა რომ გუმბათი ტაძრისა უვარგისია, წარმოიდგინეთ წვიმაც ჩამოდიოდა, მოაშორა ძველი დატეხილი სპილენძი და ახალი სპილენძით გადახურა. შელესა-შეალამაზა გარეთ კედლები მონასტრისა და შეუდგა ნივთების მოწესრიგებას. როდესაც მეუფემ მოაწესრიგა გარეგნული მხარე მონასტრისა, მისი ყურადღება მიიპყრო შიგნით მხარემ. ტაძრის კანკელი იყო ტილოსი და სულ ძველთაძველი. ყოვლადსამღვდელო სულ იმას ცდილობდა, როგორმე განეახლებინა კანკელი, მაგრამ საშუალება კი არსად იყო. მალე მარტვილის ღვთისმშობელმა უჩვენა მას წყარო საშვალებისა. განსვენებულმა ბიძამისმა, ეპისკოპოსმა ალექსანდრემ გორდის სასახლის ეკლესიას შესწირა ათასი მანეთი იმ პირობით, რომ მუდმივ მის სარგებლით ანთებული ყოფილიყო ჭრაქი ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის წინ. მაგრამ ეს პირობა მეუფესი არ შეასრულეს, ხატი ზუგდიდში წაასვენეს და არამც თუ არ უნთებენ ჭრაქს, არამედ, როგორც მითხრეს, ის ხატი ეხლაც იაშიკში უნდა იყოს გამოჭედილი. ეპისკოპოსმა ლეონიდემ ბიძამისის ფულები მონასტრის საჭიროებისთვის უკან მოითხოვა და ბევრი ვაი-ვაგლახის შემდეგ კიდეც მიიღო. მისმა მეუფებამ მაშინვე შეუკვეთა ქუთაისში ცაგარეიშვილის სახელოსხოს ჩუქურთმებიანი კანკელი, რომელიც ამ დღეებში მოიტანა ბატონმა ცაგარეიშვილმა და კიდეც აღმართა. მის დადგმაში თვით ეპისკოპოსი ლეონიდე მონაწილეობდა, როგორც უბრალო მუშა. არ შემიძლია ორიოდე სიტყვა არ ვთქვა ამა მონასტრის ყოფილ ეკონომოსებზე, რომლებსაც დიდად არ გამოუდიათ თავი მონასტრის პატრონობაზე. ერთი რამ სასარგებლო სავანისათვის მათ არ გაუკეთებიათ. მაგრამ, საბედნიეროდ, ყოვლადსამღვდელომ ამა მონასტრის ეკონომოსად გადმოიყვანა შიომღვიმის მონასტრიდან მამა შიო, რომელიც განუწყვეტლივ შრომასა და მუშაობაშია. ვერ ნახავ მას უსაქმოდ და ტყვილად გაჩერებულს. მის ნაშრომს რომ კაცმა თვალი გადაავლოს, იტყვის, რომ აქ მუშა კაცის ხელი ყოფილაო. ერთი სიტყვით, თუ კი მამა შიო დარჩა ამ მონასტერში სამი-ოთხი წელი კიდევ, სავანეს სულ სხვა ფერი დაედება და შემოსავალიც დიდად იმატებს. მისგნით მუშაობა აქაურებმა ბევრმა
ისწავლეს, მხოლოდ სასურველია მუქთახორა ბერებმაც წაბაძონ. მამა შიოს კვლავ შრომას და მის შრომის დაჯილდოებას უსურვებ, ხოლო ლეონიდ განმაახლებელს მისცეს ღმერთმა საშვალება და ძალა დავით აღმაშენებლისა“. 1913 წლი. 6 მაისს მარტვილის მონასტერში ნაყოფიერი და კეთილსინდისიერი მოღვაწეობისათვის მღვდელ-მონაზონი შიო სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1914 წლის 4 იანვარს მოულოდნელად გარდაიცვალა
ხობის მოხასტრის იღუმენი დიმიტრი (პარკაია), რის შედეგადაც ასაქართველო-იმერეთის სინოდარული კანტორის 10 მარტის ბრძანების საფუძველზე, მონასტრის წინამძღვრ»დ მღვდელ-მონაზონი შიო დაინიშნა და 29 მაისს იღუმენის წოდება მიენიჭა. იღუმენი შიო დიდ ყურადღებას აქცევდა ქვრივ-ობლებსა და გაჭირვებულებს. მონასტერთან არსებულ '” დაწყებით სკოლაში იგი მოსწავლეებს წერა-კითხვას, წმინდა წერილს, კატეხიზმოს, გალობასა და საეკლესიო ტიპიკონ! ასწავლიდა. სამეგრელოში მცხოვრები, ბატონი ალექსანდრე არჩაია თავისი მამის მონაყოლს ასე იხსენებს: „ჰე ბავშვობაში ცელქი ვიყავიო, რის გამოც პედაგოგებისაგან საყვედურსა და წყრომას ვიმსახურებდი. ჩემი ცუდი საქციელი რამდენჯერმე მოახსენეს არქიმანდრიტ შიოს, მან კი ხელი თავზე გადამისვა და ასთი რამ სთქვა ყველას გასაგონად: ეს ახლა ცუდად იქცევა, მაგრამ მომავალში ამისგან კაცი დადგებაო“. აქედან ჩანს მამა შიოს სწორი პედაგოგიური ხედვა. უპირველეს ყოვლისა, ის პატარებში პიროვნების აღზრდას ცდილობდა და შემდგომ ამა თუ იმ საგნის ცოდნას. გარშემო მყოფთათვის უდიდესი მაგალითის მიმცემი თავად არქიმანდრიტი შიო იყო. 1916წელს ვინმე „ნაბადანალის“ ფსევდონიმით მამა შიო ქვიდ'სთაიას მოღვაწეობის შესახებ გაზეთ „სამშობლოს ფურცლებზე წერდა: ,,სოფელ ხობის ძველთა ძველ მა'ათა მონასტერს დღემდე არ მოვლინებია ისეთი წისაამძღვარი, როგორიც დღეს არის ეს ჩვენი შრომისწოყვარე „შიო“. ეს კურთხეული და ცხონებული ბერი, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსის ლეონიდეს მიე(' იქმნა გადმოყვანილი ხობის მამათა მონასტერში ი“უმენად სოფელ მარტვილის მონასტრიდან, 1915 წეღ.ს. ბერი ყოვლად პატიოსანი, შრომისა და ოფლის მოყვარე; მას არაოდეს არა სცალიან, მისი მოცლა და მოსვენება ღვთის წირვა და ლოცვაა, დანარჩენ სხვა დრეს იგი ანდომებს მუშაობას: მუდამ ხელში უქჭირავ" თოხი, ბარი, ნიჩაბი და კირკა, ათასნაირ ნერგს და სხვადასხვა მის მიერ ნამუშევარს ნახავთ მონასტე ში. ყოველი მიმავალი მოგვითხრობს მამა შიოს შრომის შესახებ. ვუსურვებთ ხანგრძლივ სიცოცხლეს დაუღალავი შრომისათვის“. 1917 წლის 3-4 სექტემბერს იღუმენი შიო ხობის მონასტრის საძმოს წევრ, მამა ალექსისთან (მირცხულავა) ერთად ; წრებოდა ქ. თბილისში შეკრებილ ბერმონაზონთა შ. კრებას, სადაც განიხილებოდა საქართველოს მონასტი ებში იმ დროს არსებული პრობლემები და სხვადასიკა საკითხები. იღუმენი შიო ასევე ესწრებოდა
8-1 საპატრიარქოს უწყებანი N23-29თებერვალი 2012წ გვ.19
არქიმანდრიტი შიო (ქვილითაია) 1865-1929 (გაგრძელება)
1921 წლის 1-5 აგვისტოს გელათში ჩატარებულ მესამე საეკლესიო კრებას, როგორც ჭყონდიდის ეპარქიის დელეგატი. სავარაუდოთ, 1918 წელს მას არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. არქიმანდრიტ შიოს საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში მოუწია ხობის მონასტრის წინამძღვრობა. დაიწყო ეკლესია-მონასტრების ადმინისტრაციული წესით დახურვა და იქ მყოფი სასულიერო პირების დევნა. ამ დროს საქართველოში დაიკეტა 600-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი. უღმერთო ხელისუფლება ჩქარობდა იქ არსებული ძვირფასი ხატების, ოქრო-ვერცხლის ნაკეთობების, ისტორიული მნიშნველობის მქონე ნივთების მითვისებას, რათა ისინი პირადი კეთილდღეობისთვის მოეხმარათ. მამა შიოს უკიდურესად რთულ პირობებში უხდებოდა მონასტრის მზრუნველობა და დაცვა. 1922 წლის 10 მარტს ის დახმარებას სთხოვს ჭყონდიდელ ეპისკოპოს დავითს (კაჭახიძე): „დღევანდელი მონასტრის მდგომარეობა აუტანელია. კარგად რომ დავაკვირდეთ, საცრემლო მდგომარეობაზეა მიდგომილი. ადგილ-მამული, რომლითაც ის თავს ინახავდა ჩამოხდილია, შემოსავალი წყაროები დახურულია, ქარისგან სახურავი ამძვრალია. თავშიშველი უნუგეშოდ ცას შევყურებ. არა აქვს არავითარი სახსარი, თავი გადაიხუროს და დაიცვას მასთან სიდიადე-სიბრწყინვალე ძვირფას ნახატ-სურათებისა და სხვა განძეულობისა, რომელიც მას აბარია და მით ამაყობს, და თუ ამ მოკლე დროის განმავლობაში არ იქნა დახმარება, ამ ძვირფას მონასტერს უეჭველად მოელის ჩანგრევა და გაფუჭება. ამისთვის უმორჩილესად მოვივლტვი თქვენს წინაშე მუხლმოყრილი, აღძრათ შუამდგომლობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინაშე, ასეთი ძვირფასი ძველთა უძველესი მამათა მონასტერი ხობისა, იქნეს მის მხედველობაში და მიეცეს ჯეროვანი დახმარება“. სამწუხაროდ, იმ პერიოდში ხობის მონასტრისთვის არავის ეცალა. თავად ეპისკოპოსი დავითი იყო ურთულეს მდგომარეობაში. სამღვდელოების სხვა წევრებთან ერთად იგი დააპატიმრეს და ციხეში გამოკეტეს. იგივე სიტუაცია იყო თბილისშიც, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია) ხელისუფლებას თითემის შინა პატიმრობაში ჰყავდა გამოკეტილი, 1922 წლის აპრილში გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი მემორანდუმის გამო. მამა შიოს ისევ საკუთარი ძალებით უნდა გადაერჩინა მონასტერი. 1923 წელს მიღებული დადგენილების საფუძველზე დახურული ეკლესიების მთელი ქონება ადგილობრივი კომიტეტების განკარგულებაში გადავიდა. ზოგიერთი ნაწილი, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა მიენიჭა, სახალხო განათლების მუზეუმს გადაეცა, დანარჩენი კი მოხმარდა ადგილობრივ გლეხობას. საგაზეთო პუბლიკაციებში ხობის მონასტრის დახურვის შესახებ ვკითხულობთ: „1923 წელს, აპრილის მეორე ნახევრის პირველ დღეებში, ხობის მონასტრის დაკეტვის საკითხის განსახილველად აქ თავი მოუყრიათ ხუთ ირგვლივ მდებარე სოფლის მცხოვრებლებს. შეკრებილთა ნაწილი მომხრე ყოფილა მონასტრის დაკეტვისა, ნაწილი კი არა. პარტიის წარმომადგენლის „განმარტების“ შემდგომ, ხალხს „ერთხმად გადაუწყვეტია“ მონასტრის დაკეტვა, რომლის შემდეგ შესდგომიან ხატების ჩამოლაგებას“. 1923 წლის 23 აპრილს შედგენილი ოქმის მიხედვით, ზუგდიდის მაზრის აღმასკომის თავმჯდომარის როგავას წერილის შესაბამისად, ხობის მილიციის უფროს ტ.კვარაცხელიას მამა შიოსგან ჩაუბარებია მონასტრის ნივთები, მონასტერი დაუკეტია და კლიტე თვითონ წაუღია. კომუნისტები ფიზიკური და ფსიქოლოგიური წნეხით ცდილობდნენ გაეტეხათ სასულიერო პირები, რათა
8-2 საპატრიარქოს უწყებანი N23-29თებერვალი 2012წ გვ.20
არქიმანდრიტი შიო (ქვილითაია) 1865-1929 (დასასრული)
მათ ლვთისმსახურებასა და ქრისტიანული წესების შესრულებაზე უარი ეთ- ქვათ. 1923 წლის 5-6 ივნისს სიძველეთა დაცვის კომისიამ, გ. ჩუბინაშვილისა და გ, ა. ჭანტურიას შემადგენლობით, ხობის მონასტრის დათვალიერების შემდეგ მიიღო რა მხედველობაში ხსენებული მონასტრის დიდი ისტორიული მნიშვნელობა მხარის ისტორიისა და კულტურისათვის“, საჭიროდ ცნო აღეძრა შუამდგომელობა სიძველეთა დაცვის კომიტეტის წინაშე, რათა „მონასტერში მცხოვრებნი, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი მუშაობით ცხოვრობენ და როგორც გამოირკვა, ადგილობრივ მცხოვრებლებს საგრძნობ დახმარებას უჩენენ, დატოვებულ იქნენ სავანეში და გადაეცათ მათ კლიტე მონასტრისა, რათა იგი მოვლილ იქნეს ჰიგიენურად“. კომისიამ სთხოვა ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ მონასტრის კლიტე წინამძლვრისათვის გადაეცათ, რაც მათ გაუთვალისწინებიათ. ბერები დაუტოვებიათ მონასტერში, მაგრამ მათთვის წირვის ნება არ მიუციათ. არქიმანდრიტი შიო 1923 წლის 16 ნოემბერს ა.ჭანტურიას წერდა, რომ აქ ცხოვრობს რვა ბერი, მოხუცებულნი და ავადმყოფნი, ისინი დიდი ხანია მონასტერში იმყოფებიან, შეეჩვივნენ წირვას და ახლა წირვა რომ აუკრძალეს, ძალიან დამწუხრებულნი არიან. წინამძღვარი ითხოვს, – უშუამდგომლონ მთავრობის წინაშე და
„უშოვნონ ნება წირვისა“, მაგრამ ეს თხოვნა არ დაკმაყოფილებულა. შემდგომ წლებში ხობის მონასტერს ჩამოერთვა მთელი ქონება, სახნავ-სათესი მიწები, რამაც ბერებს ყოველგვარი საარსებო წყარო მოუჭრა. 1925 წლის ივლისში ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ჭელიძე) ხელახლა აკურთხა ხობის მონასტრის ტაძარი, როგორც სამრევლო ეკლესია, რადგან მთავრობის ბრძანების საფუძველზე მას არ ჰქონდა უფლება იქ ბერმონაზვნები განემწესებინა. მან ეკლესიაში თეთრი სამღვდელოების წარმომადგენლები დანიშნა. ამის გამო, არქიმანდრიტი შიო და მონასტრის ბერები იძულებული გახდნენ ახლომდებარე სოფლებში გასულიყვნენ საეკლესიო წესების შესასრულებლად, რათა მცირეოდენი საზრდო და არსებობის საშუალება მოეპოვებინათ. ამას კი თეთრი სამღვდელოების მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. რამდენიმე მათგანმა ეპისკოპოს სვიმეონთან უჩივლა მამა შიოს. აი, რას ვკითხულობთ მეუფე სვიმეონის მიერ საკათალიკოსო საბჭოში გაგზავნილ წერილში: „წარმოვადგენ, რა თხოვნას დეკანოზ ნესტორ სასანიასას, შესახებ ხობის ყოფილი მონასტრის ბერების უწესო საქციელისა. ამასთანავე, პატივი მაქვს მოვახსენო საკათალიკოსო საბჭოს, რომ ჩემს მიერ მიღებულია ზომები ქვედა ბიის მაცხოვრის ეკლესიის განახლებისა და მოხდენილია ოფიციალური განკარგულება, რომ ბერები სხვა სამრევლოებში ეპარქიის მთავრობის ნებადაურთველად არ ერეოდნენ. წინასწარ გაფრთხილებდით, რომ ასეთ უწესობისა გამო სასტიკად დაისჯებიან, რაც სისრულეში იქნება მოყვანილი პირველ შეთმხვევაშივე სასტიკის სიმკაცრით -- 1926 წლის 5 აპრილი“. ამდენმა შეურაცხყოფამ, დარდმა და ტკივილმა სიცოცხლე მოუსწრაფა მხცოვან არქიმანდრიტს. მცირედი ავადმყოფობის შემდგომ, 1929 წლის 3 მარტს (ძვ. სტილით 20 თებერვალი) იგი გარდაიცვალა. ხობის მონასტრის საძმომ ამ მეტად საჭირო დროს დაობლება მტკივნეულად განიცადა. მამა შიოს გასვენებას ბევრი ხალხი არ დასწრებია, შიშით ვერ ბედავდნენ მისვლას. მონასტრის კეთილმოწესე და შემდგომი წინამძღვარი, იღუმენი ალექსი (მირცხულავა) წინამძღვრის ცხედართან თურმე ბავშვივით ქვითინებდა. დაკრძალვის შესახებ მან წერილით აცნობა სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქ ქრისტეფორეს (ციცქიშვილი): „უწმიდესსა და უნეტარეს პატრიარქ ქრისტეფორეს. ვითხოვთ თქვენგან შენდობას და ვეანბორებით თქვენ წმიდა მარჯვენას მუხლმოდრეკით. გარდა ამისა, იმედია ამ მცირე ბარათის მიღებისთანავე ჩვენც მოგაგონდებით. ჩვენ დიდად მწუხარებაში ვართ. ხობის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი შიო გარდაიცვალა 20 თებერვალს, ძველით, თავის დროზე უნდა გვეცნობებია, მარა ჩემ ავადმყოფობამ ქნა და აწი გთხოვთ მუხლმოდრეკითა და სიმდაბლით, თქვენი წმიდა წირვა აღირსოთ მამა შიოს; მეორმოცე დღეა 31 მარტს, ძველით. აწი მეტი რაღა გაწყენიოთ. მარადის თქვენი მომხსენებელი, იღუმენი ალექსი ხობიდან. 1929 წლის 22 მარტი“. არქიმანდრიტ შიოს ცხედარი მონასტრის ძმობამ ხობის მონასტრის სამრეკლოში დაკრძალა.
9 საპაპატრიარქოს უწყებანი N9 1-6მარტი 2012წ გვ.17
„ქვეყნისთვის დაუღალავად მლოცველი“ ეპისკოპოსი ნიკიფორე (ჯორჯაძე) 1782-1851
ეპისკოპოსი ნიკიფორე, ერისკაცობაში -- ნოდარ ჯორჯაძე, 1782 წელს (მეორე ვერსიით, 1778 წელს) კახეთის სოფელ საბუეში, თავადის ოჯახში დაიბადა. მისი საერო სახელი რომ ნოდარი იყო, ერთ-ერთი ძველი ქართული ხელნაწერის (M664) შემდეგი სიტყვებიდან ჩანს: „ნოდარი არქიმანდრიტი ნიკიფორესი არს ესე“. ჯორჯაძეებში ეს სახელი ძალიან მიღებული და გავრცელებული გახლდათ და ხშირად ისინი „ნოდარიშვილებად“ იწოდებოდნენ. ამის სასარგებლოდ ლაპარაკობს ეს ხელნაწერიც. დიდ თავადურ ოჯახში დაბადებულ პატარა ნოდარს საფუძვლიანი საერო და სასულიერო განათლება ჰქონდა მიღებული. 1796 წელს იგი აღსაზრდელად ქიზიყში, XV _ ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის ” /7. მამათა მონასტერში მიაბარეს, სა- შააჯ დაც მან სავანეში მოღვაწე ბერების დახმარებით შეისწავლა ქართულ ენაზე წერა-კითხვა, საღმრთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. 1800 წელს ბოდბელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მაყაშვილი) ამავე მონასტერში ბერად აღკვეცა, სახელად ნიკიფორე უწოდა და დიაკვნად აკურთხა. 1806 წელს მეუფე იოანემ მას მლვდლად დაასხა ხელი. ამავე წელს აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოსმა ანტონ II-მ (ბაგრატიონი) მლვდელ-მონაზონ ნიკიფორეს არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა და ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად განამწესა. საქართველოს ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ მამა ნიკიფორე კვლავ ხირსის მონასტრის წინამძღვრად რჩება. 1812 წელს იგი ბრინჯაოს ჯვრით დაჯილდოვდა. 1817-1818 წლებში არქიმანდრიტი ნიკიფორე აქტიურ მონაწილეობას იღებს „ოსეთის სასულიერო კომისიის“ მუშაობაში. იგი საქართველოს ეგზარქოს თეოფილაქტეს (რუსანოვი) აწვდის ღირებულ ცნობებს შიდა ქართლის მთიანეთის ხეობებში ოსი მოსახლეობის განსახლების, მათი სულადობრივი და კომლობრივი რაოდენობის შესახებ. ეგზარქოსს მამა ნიკიფორესათვის დაუვალებია შიდა ქართლში ოსებით დასახლებულ ხეობებსა და სოფლებში მონათლული და მოუნათლავად დარჩენილი მოსახლეობის აღნუსხვა, კომლებისა და სულადობრივი რაოდენობის ჩვენებით; არქიმანდრიტს აგრეთვე უნდა დაედგინა, თუ რომელ თავადს
ან აზნაურს ეკუთვნოდა აღნუსხული ხეობისა და სოფლის მოსახლეობა. დავალება ითვალისწინებდა, რომ ის ყოველგვარი გახმაურების გარეშე შესრულებულიყო. ამასთან, ეგზარქოსი ითხოვდა სამუშაოს შესრულების დროს ყველა შესაძლო ხერხით უსაფრთხოების უზ- რუნველყოფას. აღწერა სრულად უნდა ჩატარებულიყო ოსებით სახლებულ ხეობებში, აგრეთვე ახლომდებარე სოფლებში, სადაც ო-სეთის სასულიერო კომისია“ წინა წლებში, თელავის მთავარეპისკოპოს დოსითეოსის (ფიცხელაური) ხელმძღვანელობის დროს, 12 ეკლესიის მშენებლობას გეგმავდა. 1817 წლის დეკემბერში არქიმანდრიტმა ნიკიფორემ შეადგენა და ეგზარქოსს გაუგზავნა პირველი მოხსენებითი ბარათი. იგი აღწერდა ახლად მონათლული ოსებით დასახლებული კავკასიის მთების 8 ხეობის სოფლებს. ეს იყო ჩატარებული სამუშაოს ნაწილი. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ზამთრის დიდთოვლობის გამო არქიმანდრიტი ნიკიფორე იძულებული გახდა, შიდა ქართლის მთიანეთში აღწერა შეეწყვიტა. 1818 წლის 16 მარტით თარიღდება მეორე დოკუმენტი, რომლის მიხედვით ჩანს, რომ არქიმანდრიტ ნიკიფორეს გაუგრძელებია ეგზარქოსის დავალების შესრულება; აღუწერია დამატებით კიდევ 11 ხეობაში მდებარე სოფლების მოსახლეობა -– კომლებისა და სულადობის მიხედვით და წარმოუდგენია, როგორც თავად აღნიშნავს, „ყოველნივე უნაკლულოდ სრულებით აღწერილნი ესრეთ, ვითარცა ზემორე რვათა ხეობათა", ე. ი. აღუწერია სრულად და უნაკლოდ, ადრე აღწერილი 8 ხეობის მსგავსად. ამჯერად, არქიმანდრიტი ნიკიფორე ანგარიშზე ხელს აწერს, როგორც „ოსეთის სასულიერო კომისიის მქადაგებელყოფილი“.
9-1 საპაპატრიარქოს უწყებანი N9 1-6მარტი 2012წ გვ.18
„ქვეყნისთვის დაუღალავად მლოცველი“ ეპისკოპოსი ნიკიფორე (ჯორჯაძე) 1782-1851 (გაგრძელება)
1826 წლის 22 დეკემბრიდან 1827 წლის 1 აგვისტომდე, საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის დავალებით, სხვა სასულიერო პირებთან ერთად იმერეთში იქაური ეკლესია-მონასტრების შემოსავალ-გასავლის დასადგენად და საეკლესიო საჩივრების გასარჩევად მიავლინეს. 1830 წლის 1 თებერვალს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1837 წლის 14 აგვისტოს, სინოდალური კანტორის განჩინებით, შუამთის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა: „უქაზისამებრ მისის იმპერატორობითის დიდებულებისა, სინოდის კანტორამ მოსმენისა შემდგომ უქაზისა უწმიდესის მმართვებლობის სინოდისა 20 მაისიდგან ამა წელსა #5830სა, რომელიცა იგი წარმოუწერს -– პატივსადებელად გულსმოდგინებითისა შუამდგომელობისა საქართველო-იმერეთის სინოდის კანტორისა და საფუძველსა ზედა განკეთილებითსა წარმოდგენისა ყოფაქცევისათვის მყოფს სინანულად, დავით გარეჯის უდაბნოსა შინა არქიმანდრიტის ეპიფანეს, გათავისუფლებულ იქმნას იგი კანონისაგან, გარნა შუამთის მონასტერსა შინა, რომელიცა იყო განმგებლობასა შინა მისსა, არღარა განწესებულ იქნეს. ხოლო თანახმად წინადადებისა სინოდის წევრისა, ყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტის იონასა, წინამძღვრად მონასტერსა შინა გარდმოყვანილ იქმნეს თქვენს ადგილზე, წინამძღვრად ხირსის შტატ-გარეშე სტეფანეს მონასტერსა შინა. ვბრძანეთ: ყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტს სიღნაღისას იოანეს ეცნობოს რა ზემორე განცხადებულება განჩინება უწმიდესი სინოდისა, ეთხოვოს მას განკარგულება, რაიმცა თქვენ ჩააბაროთ ხირსის მონასტერი ყოვლისა ქონებითა მისითა, ეგრეთვე სალარო, თეთრითა და დოკუმენტებითა, როგორც მონასტრისა, ისე საეკლესიოცა სათანადო სიითა დაიშნულსა თქვენსა ადგილსა ზედა წინამძღვარსა არქიმანდრიტ ეპიფანეს ხელწერითა“. 1841 წლის 28 აპრილს მეუფე ნიკიფორე იმპერატორის გვირგვინით შემკობილი წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1841 წლის 8 ნოემბერს ავადმყოფობის გამო 1981 გავიდა (ინსულტი დაემართა) იმერეთის 4 მთავარეპისკოპოსი სოფრონი (წულუკიძე). მთელ საეგზარქო- სოში იმჟამად სამად სამი მღვდელმთავარი დარჩენილიყო. აღმოსავლეთ საქართველოში ეგზარქოსი ევგენი (ბაჟენოვი), ხოლო დასავლეთ საქართველოში ორი –– სამეგრელოს ეპისკოპოსი გიორგი (კუხალაშვილი) და ჯრუჭის მონასტრის წინამძღვარი, უეპარქიო მიტროპოლიტი დავითი (წერეთელი). საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორა იძულებული გახდა, კანდიდატურა გამოეძებნა გორის ეპარქიის კათედრისათვის. 1841 წლის 15 ნოემბრის სხდომაზე მათ განიხილეს სამი ვაკანსია: 1) დავით გარეჯის წინამძღვრის, არქიმანდრიტ იოანესი (ავალიანი), შუამთის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ნიკიფორესი (ჯორჯაძე) და სხვავის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ პანტელეიმონისი. საბოლოო არჩევანი მამა ნიკიფორეზე შეჩერდა. კანტორამ წერილები გაუგზავნა სამეგრელოს ეპისკოპოს გიორგისა და მიტროპოლიტ დავითს, რომლითაც სთხოვდნენ მათ თბილისში ჩამოსვლას და არქიმანდრიტ ნიკიფორეს მღვდელმთავრად კურთხევაზე დასწრებას. ხელდასხმა უნდა მომხდარიყო 1842 წლის 21 იანვარს სიონის საკათედრო ტაძარში.1842 წლის 1 იანვარს სინოდალურ კანტორაში მივიდა ეპისკოპოს გიორგის წერილი: „მოწერილობასა ზედა თქვენისა მაღალყოვლადუსამღვდელოესობისა ჩემდამო 19-ის დეკემბრიდგან წარსულის 1841 წლისა, უმორჩილესად მოვახსენებ თქვენს მეუფებას: რომელ ადრიდგან მსურდა ხილვა და თაყვანისცემა თქვენის მაღალ მაღალყოვლადუსამღვდელოესობისა, რომლისა გამოდროისათვის კურთხევისა ეპისკოპოსად არქიმანდრიტის ნიკიფორესი, ამა იანვრის 21 ვისწრაფდი მოსვლასა ქ. თბილისს და იმა შემთხვევისა შინა დასწრება ჩემთვის იქნებოდა ფრიად სასიამოვნო, გარნა უწინარეს ამისა მქონდა მე პატივი მოხსენებად, თქვენის მაღალყოვლადუსამ-
9-2 საპაპატრიარქოს უწყებანი N9 1-6მარტი 2012წ გვ.19
„ქვეყნისთვის დაუღალავად მლოცველი“ ეპისკოპოსი ნიკიფორე (ჯორჯაძე) 1782-1851 (გაგრძელება)
ღვდელოესობისადმი, რომელ წარსულის ზაფხულის სიცხეებისგან დროისა მუშაობისა ჩემისა სუჯუნის წმინდის გიორგის ქვითკირის ეკლესიისა და სხვათა აწ აშენებულთა ჩემს ეპარქიაში ეკლესიებთა ხშირის მხედველობისა გამო ჩემისა, დიდად მავნებლობა შემემთხვია ცხელებით, რომლისა დროიდან აქამომდისა ვიტანჯები მით, რასა ზედა ჯრუჭის მონასტრის მიტროპოლიტი დავითი მხილველი ჩემისა სნეულებისა მო- 1) ახსენებდა თქვენს მაღალყოვლადუ- 8 სამღვდელოესობას და მით ვიმედოვნებ თავსა ჩემა უმოწყალესო მწყემსმთავარო, რომელ მიმიტევებთ იმ შემთხვევასა დაუსწრებლობას, ესე იგი ეპისკოპოსად კურთხევისა ზედა არქიმანდრიტის ნიკიფორესი“. უმორჩილესი მოსამსახურე გიორგი, ეპისკოპოსი მინღრელიისა,1842 წლის 1 იანვარი. 1842 წლის 10 იანვარს საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ რუსეთის წმინდა სინოდს ნებართვა სთხოვა, რათა არქიმანდრიტი ნიკიფორეს ეპისკოპოსად ხელდასხმა ორ მღვდელმთავარს შეესრულებინა. მალე მოვიდა პასუხიც: „ეპისკოპოს გიორგის ავადმყოფობის გამო, როგორც გამონაკლისი, ხელდასხმა შეასრულოს ორმა ეპისკოპოსმა“. 1842 წლის 4 აპრილს სიონის საკათედრო ტაძარში შესრულდა ლოცვა, ხოლო 5 აპრილს საქართველოს ეგზარქოსმა ევგენიმ (ბაჟენოვი) და მიტროპოლიტმა დავითმა არქიმანდრიტი ნიკიფორე ეპისკოპოსად აკურთხეს და გორის ეპარქიის მმართველად და ეგზარქოსის ქორეპისკოპოსად დაადგინეს. რადგანაც ეპისკოპოსად ხელდასხმა ესე გაჭიანურდა, მეუფე ნიკიფორე ითხოვდა შეჩერებული ჯამაგირის ბოლომდე დაფარვას. 1842 წლის 30 აპრილს წმინდა სინოდისადმი გაგზავნილ წერილში იგი აღნიშნავდა: „1841 წლის 26 ნოემბერს მოხდა ჩემი გამორჩევა მღვდელმთავრად. მანამდე მე ვიღებდი წელიწადში 150 თუმანს, თეთრით. გთხოვთ, რადგანაც ჩემი ხელდასხმა ესე დაგვიანდა და შესრულდა მხოლოდ აპრილის 5-ს, ჩემი ეს შემოსავალი დამიფაროთ 1842 წლის მაისადმი“. 1842 წლის მაისიდან 1843 წლის 30 აგვისტომდე ეპისკოპოსი ნიკიფორე დროებით განაგებს იმერეთის ეპარქიას, რომელსაც მაშინ გურიის ეპარქიაც ეკუთვნოდა. 1847 წლის 5 აპრილს წმინდა ანას I ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1851 წელს წმინდა სინოდმა მეუფე ნიკიფორეს ჩააბარა შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის წინამძღვრობაც. ეპისკოპოსი ნიკიფორე 1851 წლის 3 დეკემბერს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტერში გარდაიცვალა. იგი დიდი პატივით დაასაფლავეს მონასტრის ტაძარში, სამხრეთის კარებთან. საფლავის ქვაზე აწერია: „ნიკიფორე, გორის ეპისკოპოსი და საქართველოს ეგზარქოსის ქორეპისკოპოსი, თავადი ჯორჯაძე, დაბადებიდან 76 წლის, გარდაიცვალა 1851 წლის 6 დეკემბერს“ (საფლავის წარწერაში არის შეცდომა - რედაქცია). საფლავის ქვა გააკეთებინა საქართველოს მთავარმართებელმა, თავადმა მიხეილ ვორონცოვმა. ეპისკოპოს ნიკიფორეს გარდაცვალების შესახებ რუსული გაზეთი „კავკაზი“ იუწყებოდა: „ავლაბრის გორას რომ აივლით, დაინახავთ ძველ გალავანს და სამრეკლოს, რომელსაც ქართველები დარიას მონასტრად მოიხსენიებენ, რადგან იქ ცხოვრობდა ერეკლე მეფის მეუღლე, დარეჯან დედოფალი. ამ მონასტერშივე გაატარა თავისი ცხოვრების უკანასკნელი დღეები გორის ეპისკოპოსმა ნიკიფორემ, სადაც 3 დეკემბერს მან მშვიდობით განისვენა ღვთის წინაშე. იგი ემზადებოდა იმ ქვეყანაში გადასასვლელად, გამუდმებით ლოცულობდა და ამზადებდა სულს უფალთან შესახვედრად. მოკვდა ადამიანი! თითქოს ისეთი უბრალო რამ მოხდა, ამის შესახებ ყოველდღე გვესმის, ვხედავთ ვიღაცის გარდაცვალებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვერ შევგუებივართ ამ ბუნებრივ მოვლენას. გაწყვეტს კი სიკვდილი სარბიელს ადამიანისას, რომელიც ეს ესაა იწყებდა გაცნობიერებულ ცხოვრებას. დაამთავრა რა თავისი მიწიერი ცხოვრება დაჩაჩანაკებულმა მო-
9-3 საპაპატრიარქოს უწყებანი N9 1-6მარტი 2012წ გვ.20
„ქვეყნისთვის დაუღალავად მლოცველი“ ეპისკოპოსი ნიკიფორე (ჯორჯაძე) 1782-1851 (დასასრული)
ხუცმა, ჩვენ გვეცოდება იგი და, ამასთანავე, გულში თავისთავად ჩნდება შიში საკუთარი თავის გამო. მაგრამ იყვნენ და ახლაც არიან ადამიანები, რომელნიც უშფოთველად ელოდებიან სიკვდილის ჟამს. ესენი არიან ჭეშმარიტი ქრისტიანები. მომზადებული შეხვდა თავის აღსასრულს ეპისკოპოსი ნიკიფორეც, ელოდა მას, როგორც მიზანს, რომლისკენაც მიილტვოდა იგი მთელი თავისი მონაზვნური ცხოვრების განმავლობაში, შეხვდა მშვიდად, დარწმუნებული, რომ მისი სული არ მოკვდებოდა, არამედ გააგრძელებდა სიცოცხლეს მომავალშიც. განსვენებული იყო ძველი თაობის მოხუცი. დაიბადა სოფელ საბუეში. ეკუთვნოდა კახეთის უძველეს თავადურ გვარს - ჯორჯაძეებს. 1796 წელს მიაბარეს ბოდბის მონასტერში, სადაც აღიზარდა მიტროპოლიტ იოანეს მეთვალყურეობით. 1800 წელს აღიკვეცა ბერად და იმავე წელს აკურთხეს დიაკვნად. 1801 წლის იანვარში ახალგაზრდა ბერ-დიაკონ ნიკიფორეს წილად ხვდა პატივი, მონაწილეობა მიეღო ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის წესის აგებაში და დაკრძალვის ცერემონიაში, რომელსაც ანტონ II კათოლიკოსი და საქართველოს ეკლესიის სხვა მღვდელმთავრები აღასრულებდნენ. 1806 წელს აკურთხეს მღვდლად და ხირსის მონასტრის არქიმანდრიტად დანიშნეს. 1830 წელს შუამთის მონასტრის წინამძღვარი გახდა. 1842 წლის 5 აპრილს კი სიონის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს და გორის კათედრაზე განამწესეს, ამასთანავე, ეგზარქოსის ქორეპისკოპოსად დაადგინეს. ? 1842-1843 წლებში, საამარითის ეპისკოპოს სოფრონის გარდაცვალების გამო, განაგებდა იმერეთის ეპარქიასაც და მასთან ერთად გურიის კათედრას. ჩვენ არ შეგვწევს ძალა და არც ვაპირებთ შევაფასოთ და ავწონ-დავწონოთ მისი ამქვეყნიური ცხოვრება და თავდადება, რაც მან აღასრულა თავისი მრავალწლიან ბერულ სარბიელზე, ყველა ის სიკეთე, საქმით და სიტყვით აღსრულებული, გაწეული ადამიანების მიმართ, რომლებიც მასთან მიდიოდნენ რჩევის საკითხავად. მისი ბოლო მოქმედება იყო თხოვნა, გაგზავნილი კავკასიის მეფისნაცვალისადმი, რათა მას ორი ზარბაზანი გაეგზავნა შუამთის მონასტრის დასაცავად, რადგან იმ პერიოდში კახეთს რამდენჯერმე დაესხა თავს შამილის მოთარეშე რაზმები და 33- ფუთიანი ზარი, რომელიც შეწირა მონასტერს და წონით და ზომით ყველაზე დიდი იყო მთელ კახეთში. 9 დეკემბერს მის დასაფლავებას უამრავი ადამიანი დაესწრო, მათ შორის, კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ვორონცოვი, მეუღლესთან ერთად. წირვა და წესის აგება შეასრულა საქართველოს ეგზარქოსმა, მიტროპოლიტმა ისიდორემ (ნიკოლსკი) სამღვდელოებასთან ერთად. მისი ცხედარი ფერისცვალების მონასტრის ტაძარში დაკრძალეს, სადაც იგი აღასრულებდა ღვთისმსახურებას, და მორწმუნე ადამიანები რამდენიმე მბჟუტავი კანდელის ფონზე ხშირად ხედავდნენ მას დილიდან გვიან საღამომდე დაუღალავად მლოცველს და მვედრებელს ქვეყნის შემოქმედის წინაშე“.
13 საპატრიარქოს უწყებანი N13 29მარტი-4აპრილი გვ.17
მღვდელი ფარნაოზ ზაბახიძე 1886-1919
მღვდელი ფარნაოზ მაქსიმეს ძე ზაბახიძე 1886 წელს იმერეთში, საჩხერის მაზრის სოფელ სხვიტორში, გლეხის ოჯახში დაიბადა. ზაბახიძეების ოჯახი დაახლოებული იყო აკაკი წერეთლის ოჯახთან. პატარა ფარნაოზი აკაკის დამ, ანა წერეთელმა მონათლა, რომელმაც თავის ნათლულს საჩუქრად „ქილილა და დამანას“ ქართული თარგმანი აჩუქა, შესაბამისი წარწერით. ფარნაოზმა წარჩინებით დაამთავრა საჩხერის ორკლასიანი სასწავლებელი. შემდეგ საეკლესიო ცოდნის მისაღებად ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში მიაბარეს, სადაც იმ პერიოდში ბიძამისი, მღვდელ-მონაზონი სერაპიონი (ზაბახიძე) მოღვაწეობდა, რომელმაც საფუძვლიანად შეასწავლა მას წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. 1911 წელს ფარნაოზი დაქორწინდა ეკატერინე ანტონის ასულ ნოზაძეზე (დაბადებული -–– 1888 წელს). ამავე წელს მან სამღვდლო გამოცდები ჩააბარა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელთან არსებულ კომისიას და 1912 წლის 5 თებერვალს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) იგი დიაკვნად აკურთხა. დია-
13-1 საპატრიარქოს უწყებანი N13 29მარტი-4აპრილი გვ.18
მღვდელი ფარნაოზ ზაბახიძე 1886-1919 (გაგრძელება)
კონი ფარნაოზი ჯრუჭის მონასტერში განამწესეს. იმ პერიოდში ჯრუჭის მონასტრის წინამძღვრად არქიმანდრიტი გაბრიელი (აბაშიძე) დაინიშნა, რომელმაც ““ მიზნად დაისახა სავანეში სამონასტრო სკოლის აღორძინება და ბერმონაზვნური ცხოვრების გამოცოცხლება. ამ საქმეში მას ” გვერდით უდგას ახალგაზრდა დიაკონი ფარნაოზ ზაბახიძე, რომელმაც რამდენიმე წერილიც გამოაქვეყნა მაშინდელ პრესაში. აი, რას წერდა იგი: „ჯრუჭის მონასტერში გაიხსნა ერთკლასიანი სამრევლო სკოლა. ოც სექტემბერს ამ სკოლაში სწავლა დაიწყო. ორმოცამდე ადის მოსწავლეთა რიცხვი. ეს პირველი წელიწადია და მომავლისთვის მოსალოდნელია ერთი სამად მეტი იყოს, რადგანაც ეტყობა, სწავლის მსურველი ბევრია. სკოლა ყველას ეახლოვება და ბავშვებს შეუძლიათ თავის სახლიდან იარონ. ამის მოლოდინში ამ მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ მამა გაბრიელს აზრადა აქვს მომავალი წლიდან ორკლასიანად გადააკეთოს. ამ მონასტერშივე მამა არქიმანდრიტმა დააარსა ორი წლის სამედავითნეო კურსი, რომელიც იმერეთის ეპარქიაში არ არსებობდა. ჯერჯერობით მოსწავლე შვიდამდის არის და თანდათან მთხოვნელთა რიცხვი უფრო მატულობს, რადგან მონასტერში სწავლა უფასო იქნება, მაშინ, როდესაც ქუთაისში სამედავითნეოდ მომზადებისათვის ორას-სამასი მანეთი არ ჰყოფნის. არქიმანდრიტ გაბრიელსა ჰსურს, შეიძინოს რამდენიმე მიწის სამუშაო მანქანები, რომელიც პირველად სამონასტრო ადგილში იმუშავებს და თუ გამოდგა, ადგილის მიხედვით, მცხოვრებლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ ამ მანქანებით. ჯრუჭის მონასტერი მთავრობის მიერ პირველ ხარისხოვანად არის მიწერილი და, მართლაც, ეს მონასტერი ყველა ქართულ მონასტრებს აღემატება სიმდიდრით, როგორც ეკლესიური ძვირფასი სამკაულით, ისე სხვა უძრავი ქონებით, რადგან ამ მონასტრის ქონება ხაზინაზე არ გადასულა და ისევ მონასტერს აქვს შენარჩუნებული. თუ ყოველთვის ისეთი ხალხის გულშემატკივარი წინამძღვარი ეყოლება ამ მონასტერს, როგორიც არის მამა გაბრიელი, ბევრი რამე შეუძლიან გააკეთოს მონასტრისა და ხალხის სასარგებლოდ“. 1914 წლის მარტის დასაწყისში დიაკონი ფარნაოზი აღმოსავლეთ საქართველოში გადაიყვანეს. 1914 წლის 21 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) მას მღვდლად დაასხა ხელი და ფშავ-ხევსურეთის ოლქში, სოფელ უკანა ფშავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დაადგინა. 1914 წლის 7 ივლისს შუა ფხოვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. მასვე დაევალა საღვთო სჯულის სწავლება შუა ფხოვის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში. 1914 წლის 9 ოქტომბერს თიანეთის მაზრის II ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს. 1915 წლის7 მაისს II ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს და ამავე წლის 1 ივლისს საგვერდულით დააჯილდოვეს. ვ”. იმ პერიოდში მთელ ფშავ-ხევჯი” სურეთში საეკლესიო ცხოვრება ფრიად სავალალო მდგომარეობაში იყო. ოლქში არ მოქმედებდა 13 საკმარისი საგანმანათლებლო ცენტრებიი არ არსებობდა მღვდლებისთვის საცხოვრებელი ბინები. რადგანაც სამლვდელოება არ იყო ადგილობრივი, ამიტომ მათ ხშირად უწევდათ თავშესაფარის ძებნა მრევლის სახლებში. მედავითნეების პრობლემაც მოსაგვარებელი გახლდათ. მამა ფარნაოზმა მთავარხუცესად დანიშვნისთანავე დაიწყო თავის ოლქში სულიერი ცხოვრების აღორძინებისა და სამლვდელოების მატერიალური ყოფის გაუმჯობესებაზე ფიქრი. მან დახმარება სთხოვა ეგზარქოსის კანცელარიას და გაზეთ „საქართველოს“ ფურცლებზე ფშავ-ხევსურეთის სამღვდე- ლოების გაჭირვებული მდგომარეობის შესახებ ხმამაღლა განაცხადა: „მთელს საეგზარხოსოში არც ერთ კუთხეში სამღვდელოება იმდენ გასაჭირს არ განიცდის, როგორც ფშავ-ხევსურეთში. ფშავ-ხევსურეთი შესდგება ათი სამრევლოსაგან და შეადგენს ერთ საბლაღოჩინო ოლქს. ამ ათს სამრევლოში ხუთი მრევლის მღვდელი წლიურად თვითეული ღებუ- ლობს 500 მან. სამი -– 600 მან. და ორიც -– 400 მან. ეს არის მათი მთელი ცხოვრების წყარო, მეტი ერთი კაპეიკი არსაიდან. ეხლა გასავალი თვითვეულის მღვდლისა: თელავის სასულიერო სასწავლებლის შესანახად 30 მან.; „საექსარხოსო მახარობლის“ და „საეკლესიო უწყებათა“ გამოსაწერად 9 მან.; საბლაღოჩინო იასაულის დასაქირავებლად 6 მან.; თელავსა და თბილისში დეპუტატების გასაგზავნად 5 მან.; ზედაშე, სეფისკვერი და სანთელი სულ ცოტა 1 მან,; საპენსიო -- ათი მანეთი. არის კიდევ ისეთი წვრილი ხარჯები, რომლის ჩამოთვლა საჭირო არაა. ეხლა ვნახოთ, საცხოვრებელი ბინები როგორი აქვთ. არც ერთი მღვდლისა თუ მედავითნის სახლი ისეთი არ იქნება, რომ წვიმა არ ჩამოდიოდეს. ზოგ მღვდელს სახლი სულ არ უდგია და ვინ იცის, ვის ემუდარება, ღამე გამათევინეო. აი, სწორეთ ესაა მიზეზი, რომ არც ერთი მღვდელი ცოლ-შვილით ვერ სცხოვრობს ფშავ-ხევსურეთში და თვეობით რჩება სამრევლოები უმღვდლოდ. მკითხველისთვის ადვი-
13-2 საპატრიარქოს უწყებანი N13 29მარტი-4აპრილი გვ.19
მღვდელი ფარნაოზ ზაბახიძე 1886-1919 (გაგრძელება)
ლი წარმოსადგენია, თუ რა გაჭირვებაში იქნება აქაური სამღვდელოება. მართალია, არსებობს „ქრისტიანობის აღმადგენელი საზოგადოება“, მაგრამ არავის არ უზრუნვია ფშავ-ხევსურეთის ხალხის და სამღვდელოების ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესებისათვის, გარდა „რაპორტებისა“ და „წლიური აჩოტების“ შედგენისა, რაიც ფორმალურად სრულდება. უკანასკნელ ეპისკოპოზ ანტონის ამ კუთხეში მოგზაურობის შემდეგ, მისი მეუფების პროექტით, ყოველს სამრევლოში თუ არა, ოთხს ადგილზე მაინც დაარსებულიყო სამრევლო სკოლები, რაიც წინამორბედი იქნებოდა ფშავ-ხევსურთა წინ წაწევისა და ასცდებოდეს იმ დაცინვას, რაიც პირზე აკერია ყოველ რუსის მოგზაურს ამ კუთხეში. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს პროექტიც ქვას ქვეშ იქმნა ამოდებული -- ვისგან -- ეს ჩვენ არ ვიცით“. მოძღვარი ბევრს ზრუნავდა სამედიცინო კუთხითაც. საექიმო პუნქტების არარსებობა დიდ პრობლემებს უქმნიდა მოსახლეობას. 1914 წლამდე მთელ ფშავ-ხევსურეთში ერთი საფერშლო პუნქტი არსებობდა სოფელ შუაფხოში. პირველი მსოფლიო ომი რომ დაიწყო, ეს ექიმიც წაიყვანეს. ზამთარში დიდი ყინვები დაიწყო და მოსახლეობაშიც ათასგვარი გადამდები დაავადებები გაჩნდა, რომელიც მუსრს ავლებდა დიდსა და პატარას. მამა ფარნაოზმა თიანეთიდან დაიბარა ფერშალი, მაგრამ მან გაყინული გზებისა და სიცივის გამო უარი თქვა მთაში ასვლაზე. ამასთან დაკავშირებით მოძღვარი გაბრაზებული წერდა გაზეთ,საქართველოს“ ფურცლებზე: „ჩვენ არ ვიცით, რა მოეხსენა სამაზრო ექიმს, ბატონ ხითაროვს, და არც დიდს მნიშვნელობას ვაძლევთ ამას. მხოლოდ გვინდა ვიცოდეთ, რას ფიქრობს საგუბერნიო ექიმი, ბატონი ქიქოძე, რომელსაც ამხელა კუთხე, 60-80 ვერსით დაშორებული სამაზრო ქალაქს და ყოველსავე დახმარებას მოკლებული, მიტოვებული ჰყავს უფერშლოდ? ფერშალი ომში დასჭირდათ, მაგრამ აქ რომ ეს ხალხი სწყდება -- ვინღა უნდა წავიდეს საომრად? ერთი ფერშალი უფრო მეტს სარგებლობას მოუტანს ომს თუ ათასი კაცი? ამას ანგარიში უნდა გაეწიოს, ვისგანაც ჯერ არს და ფშავ-ხევსურეთში დაუყოვნებლივ გამოიგზავნოს ექიმი, საჭირო წამლებითურთ, ერთი თვის ვადით მაინც, რომ ეს გულშემზარავი ავადმყოფობა როგორმე ჩააქროს; მერე კი სამუდამოდ უნდა გამოგზავნონ. ხალხი უზომოდ გაჭირვებულია და შველა სჭირია“. 1918 წელს მამა ფარნაოზი დუშეთის მაზრაში, სოფელ გრემისხევის წმინდა დიდმოწამე მარინეს. სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. მამა ფარნაოზი აქაც აქტიურად მონაწილეობს საეკლესიო ცხოვრების ფერხულში. პერიოდულ გამოცემებში და ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე ხშირად იბეჭდება მისი წერილები „ფ. სხვიტორელის“ ფსევდონიმით, სადაც იგი უამრავ საკითხთან ერთად დაუფარავად საუბრობდა იმ პერიოდში ქვეყანაში არსებულ საერთო პრობლემებზე, როგორც საერო, ისე საეკლესიო სფეროში. 1919 წლის 17 ივნისს მამა ფარნაოზის თავმჯდომარეობით შედგა დუშეთის მაზრის II ოლქის სამღვდელოების საეპარქიო კრება, რომელზეც იმსჯელეს სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის: „1) მცხეთის საეპარქიო საბჭოსაგან იყო მოწვეული კრება მცხეთაში ეპარქიის სამღვდელოებისა. კრებამ მოითხოვა ხსენებული დელეგატების დაკმაყოფილება დღიურის მიცემით და უარს ჰყოფს იმ მოსაზრებას საკათოლიკოსო საბჭოსას, ვითომც, მან არ იცოდა ამ კრების მოწვევის შესახებ. 2) კრებამ იქონია ასევე მსჯელობა სანთლის ქარხანაზე დუშეთში, რომელიც ჰყიდის სანთელს კერძო პირებზე და ამით ძირსა სცემს ნივთიერად ეკლესიებს. კრებამ გამოიტანა დადგენილება ამის შესახებ და დაადგინა: ეცნობოს მთავრობას, უკეთუ ხსენებულ დადგენილებას არ მიიღებს შესასრულებლად, მაშინ ოლქის სამღვდელოება თვით კის რულობს შესრულებას, მიუხედავად იმისა, თუ ეს სასიამოვნო იქნება თუ არა ქარხნისათვის. კრების ოქმზე არის დამსწრე მოძღვრების ხელმოწერები: მღვდელი ფარნაოზ ზაბახიძე, მღვდელი გაბრიელ ჯინჭარაძე, მღვდელი მიხეილ ინაშვილი, მღვდელი იოსებ ფხალაძე, მღვდელი ზაქარია ლაშაური, მღვდელი. მიხეილ ჩოხელი, დეკანოზი გიორგი გელაძე, მღვდელი გიორგი ჭელიძე, მღვდელი იოანე სისაური, მღვდელი შიო თურქაძე, მღვდელი სვიმონ ტყემალაძე, მღვდელი ევგენი კაველაშვილი, მღვდელი ნიკოლოზ ოქროპირიძე, მედავითნე გიორგი კარიაული, მედავითნე ილარიონ თურქაძე, მედავითნე ზაქარია ოქროპირიძე, მედავითნე ნიკოლოზ ჟიჟიაშვილი, მედავითნე ნიკოლოზ ღარიბაშვილი“. მამა ფარნაოზი თავის მრევლს უსასყიდლოდ ემსახურებოდა და ხშირად მათ „დრამის“ ფულსაც არ ახდევინებდა. ომის პერიოდი იყო და მრევლს ძალიან უჭირდა. მამაკაცები ომში იყვნენ წასული, რის გამოც ქალებსა და მოხუცებს უხდებოდათ ოჯახში მძიმე სამუშაოს შესრულება. მოძღვარი ყველანაირად ხელს უწყობდა თავის სამწყსოს და განამტკიცებდა მათ სარწმუნოებაში. ამის მაგალითია მეზობელი სოფლის, მჭადიჯვრის მთავარანგელოზთა ეკლესიის წინამძლვრის, მღვდელ ზაქარია ლაშაურის წერილი, რომელიც მან მამა ფარნაოზს მისწერა: „პატივცემულო მ. ფარნაოზ! გიძღვნი ძმურ სალამს და გისურვებ ყოველ ბედნიერებას. მ. ფარნაოზ, მიზეზი ამ
13-3 საპატრიარქოს უწყებანი N13 29მარტი-4აპრილი გვ.20
მღვდელი ფარნაოზ ზაბახიძე 1886-1919 (დასასრული)
წერილისა, შემდეგია: გრემისხევში ყოფილა ჩემი მრევლი გოძიანთსა და აქ ჩამოიტანა ამბავი, ვითომც თქვენ ყოფილხართ გოძიანთ ხარჯში და იქ გითქვამთ, რომ ამიერიდგან მღვდელმა არ უნდა აიღოს თავის გასამრჯელო სამღვდელო მოქმედებაში: ნათლობაში, გასანათლი, ჯვრის საწერი, საანდერძო და სხვა, თვითონც თქვენც არ აგიღიათ არაფერი. ჩამოვიდა მჭადიჯვარში და გაავრცელა ხმა აქ. რასაკვირველია, მე თქვენ პირად ანგარიშებთან არა მესაქმება რა, მაგრამ გთხოვთ, შემატყობინოთ,
რაშია საქმე. ეს ამბავი მართალია თუ არა. თუ მართალია, მიზეზი რა არის, რატომ უნდა იყვეს მღვდელი ყმა მრევლისა. გასაბათილებლად ამ ხმებისა, გთხოვთ, უეჭველად მაცნობოთ პასუხი“. ცნობილი არ არის, თუ რა პასუხი გასცა მოძღვარმა ამ შეკითხვაზე მამა ზაქარიას. ამ წერილის მიღებიდან მას დიდხანს აღარ უცოცხლია. მღვდელი ფარნაოზი უეცრად გარდაიცვალა 1919 წლის ნოემბერში. მისი ცოლისძმა, გიორგი ნოზაძე სამძიმრის ბარათს უგზავნის თავის დას, ეკატერინეს და ამხნევებს ნაადრევად დაქვრივებულ ფოფოდიას: „დაო კატო ის უბედურება, რაც ჩვენ გვეწვია ამ ერთი წლის განმავლობაში, აუნაზღაურებელია. ვერვინ ვერ გაგიწევს ვერც დედის, ვერც სვიმონიკას და ვერც ფარნაოზის მაგიერობას. ის, რაც აქამომდე ბედმა იღბალი გვარგუნა, ეხლა ჩაგვამწარა. განსაკუთრებით დაგსაჯა შენ ულმობელმა ცხოვრებამ. რომ გაგაიმედო, აბა, რითი! ეს ტყუილი-ფარისევლობა იქნება, მაგრამ არის ერთი გარემოება, რასაც შენ ანგარიში უნდა გაუწიო. ეს არის შენი დარეჯანი და მგონია კიდევ მეორე ბავშვიც. უნდა გახსოვდეს, რომ იგინი შენ უნდა გაზარდო. შენ მაგივრობას მათ ვერავინ ვერ გაუწევსთ და შენ რომ თავი გაიფუჭო დარდით და ფარნაოზს უკან გაჰყვე, მათ ვინღა მიხედავს! მართალია, გყავართ ძმები, მაზლები, ნათესავები, მაგრამ დედის მაგიერობას შვილს, განსაკუთრებით პატარას, ვერავინ ვერ გაუწევს, ბევრმაც რომ მოინდომოს. მაგათ გულისათვის უნდა გაიმაგრო გული და შეებრძოლო ცხოვრებას. ქვეყანა დიდია. მასზე კეთილი კაცი ჯერ არ დალეულა. ღმერთი არ გაწირავს კაცსა თვისსა განაჩენსა. მე უკვე დამოუკიდებელი კაცი ვარ. რეალურ სასწავლებელში მასწავლებლათა ვარ და იმდენი დახმარების აღმოჩენა კი შემიძლია, რომ დარეჯანი შკოლის გარეთ არ დავსტოვო, თუ კაცი ვყოფილვარ, თუ ქუდი მხურე- ბია, მე ამას შევასრულებ. ჩემს გარდა კიდევა გყავს ძმა, მამა. ბოლოს კიდევ გიმეორებ, გახსოვდეს შენი შვილები, გახსოვდეს შენი მოვალეობა მათ მიმართ, გახსოვდეს, რომ უშენოდ იგინი დაიღუპებიან. მშვიდობით! 1919 წლის 24 ნოემბერი“. მამა ფარნაოზი ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა თავდაპირველად სოფელ გრემისხევში დაასაფლავეს, ხოლო სამი თვის შემდეგ, როგორც ისევ გიორგი ნოზაძის წერილიდან ირკვევა, მშობლიურ სოფელ სხვიტორში გადაასვენეს და საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. მამა ფარნაოზის სიმამრი იყო საჩხერის რაიონის სოფელ ლიჩის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ანტონ ნოზაძე (1860-1944), ხოლო მისი ქვისლი გახლდათ კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გერვასი ჯაოშვილი (1884-1969). ასევე სასულიერო პირი იყო მამა ფარნაოზის ძმა -– გიორგი ზაბახიძე (1877- ?), რომელიც სპეთის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში მოღვაწეობდა.
14 საპატრიარქოს უწყებანი N14 5-11 აპრილი 2012წ გვ.17
არქიმანდრიტი ისე (სუხიშვილი) 1874-1950
I ნაწილი
არქიმანდრიტი ისე, ერისკაცობაში გის (გიგოს) ძე სუხიშვილი, ქართლში, ღარიბი გლეხის ოჯახში დაიბადა. თავდაპირველად მამა ისეს წინაპრებს ქსნის ხეობაში, სოფელ ცხავატში უცხოვრიათ. ისინი ხელობით მეთუნეები იყვნენ და აკეთებდნენ მშვენიერ თიხის ჭურჭელს, ქვევრებს, წყლის კოკებს,
ქოთნებს, ქვაბებს, ჯამებს და შემდეგ ქალაქში ჰყიდნენ. XIX საუკუნის | ნახევარში იოანეს პაპა, ვასილ სუხიშვილი, რამდენიმე სხვა მოგვარესთან ერთად, აყრილა აქედან და ბარში, სოფელ ოძისის მახლობლად, ერთ-ერთ ხრიოკმთის კალთაზე, სოფელ ლომისხევში გადასახლებულა. სუხიშვილები ქსნის სათავადოში შედიოდნენ. უშუალოდ მამა ისეს ოჯახი კი თაიოანე გიორვად გიორგი დავითის ძე ერისთავის (მეტსახელად გლუხარიჩი, 1832 წლის შეთქმულების მონაწილე, ცნობილი დრამატურგი) ყმა იყო. ვასილს ჰყავდა სამი ვაჟი: ბესარიონი, ნიკოლოზი, გიორგი და _ ერთი ასული – ნინო (გათხოვილი – კორინთაში თინიკაშვილზე). ვასილი ადრე გარდაცვლილა და მის ძმას –- აბრაამს, პატარა ძმისწულები -- ბესარიონი და გიორგი ქალაქში წაუყვანია. გიორგი 16 წლისა რომ გამხდარა, სოფელ ოძისში დაბრუნებულა და ხელზე მოსამსახურედ დაუწყია მუშაობა. აქვე დაქორწინდა ანდრია ვარდუაშვილის ასულ ტასოზე, რომელსაც ძმა არ ჰყავდა და სიმამრის უძრავი და მოძრავი ქონება გიორგის დარჩა. სწორედ გიორგისა და ტასოს ოჯახში დაიბადა 1874 წლის 10 თებერვალს არქიმანდრიტი ისე, რომელსაც ნათლობის დროს სახელი იოანე უწოდეს. ნათლია იყო ამავე სოფლის მებაღე იოანე ნაკაშიძე. ტასო სუსტი ჯანმრთელობის ქალი ყოფილა და რძე ნაკლები ჰქონია, ამიტომ პატარა იოანეს მეზობლის ქალი -–– სალომე აჭმევდა რძეს, რომელიც გიორგი ერისთავის ძმის ოქრო ერისთავის უკანონო შვილი იყო და გლეხის კვალობაზე შეძლებულად ცხოვრობდა. ეს ძიძა და მისი მეუღლე ბასილა მელიქიძე ზაფხულობით ბაღში ცხოვრობდნენ. ყოველ წელს სალომეს ჰყავდა 10-12 მოწაფე, რომლებსაც წერა-კითხვას, ჭრა-კერვასა და სხვა საოჯახო საქმეებს ასწავლიდა. როცა იოანეს ოთხი წელი შეუსრულდა, ისიც აქ მიაბარეს. შემდგომში იგი ასე იხსენებდა თავის მეცადინეობას: „სახლში რომ მივიდოდით, მასწავლებელ მამიდა სალომეს ზრდილობიანათ თავს დაუკრამდით და ხელზე ვაკოცებდით. ცოტას რო დავისვენებდით,
ყველას ერთად დაგვაყენებდა, პირს აღმოსავლეთისაკენ გვაქნეინებდა და ზეპირად გვალოცინებდა. გარდა „წმინდაო ღმერთო“, „მამაო ჩვენოსა“ კიდევ გვალოცებდა ამ ლოცვას, არ ვიცი კი საიდამ ჰქონდა ეს ლოცვა ამოღებული: „უსწავლელთა მასწავლელო, და სიბრძნისა მომცემელო უფალო ღმერთო იესო ქრისტე სწავლა კეთილად მოახდინე მონასა (ანუ მხევალსა) შენსა ვანოს რათა გაქოს, გადია დოს და გემსახუროს უკუნითი
უკუნისამდე ამინ“. სამჯერ პირჯვარს დავიწერდით და დავსხდებოდით ყველა ჩვენ ჩვენ ადგილზე ან გარეთ კაკლის ქვეშ ან ოთახში. „ ყველა თავ-თავის გაკვეთილს „ ვიწყებდით. მე თითქმის სამი თვე მოუნდი ანბანის შესწავლას... შვიდი წლისა რომ გავხდი, სწავლის ხალისიც მომეცა. ჩემმა
მასწავლებელმა -– მამიდა სალოჟ მემ რამდენჯერმე სთხოვა მამაჩემს, სწავლის ნიჭი აქვს და უეჭველად სკოლაში მიაბარეო. მაგრამ შეაგდო ქვა და შეუშვირა თავი. ის ასე მიუგებს ხოლმე ყველას: გლეხის შვილი რო ისწავლის, იგი სახლს აღარ გამოადგებაო. არ ვიცი, საიდან ჰქონდა ასეთი სულელური წარმოდგენა“. ასე ნაადრევად დამთავრდა იოანე სწავლის ამბავი და მამის ბრძანებით იგი სოფლის მძიმე სამუშაოში ჩაება, რამაც დიდად დაამწუხრა ყმაწვილის გული. ცოტა რომ წამოიზარდა, თბილისში ჩამოვიდა და მოჯამაგირედ დაიწყო მუშაობა. ამავე პერიოდში გარდაეცვალა დედა. იოანეს გარდა, ოჯახში კიდევ იყვნენ პატარა ძმა და ორიც – და. დედის გარდაცვალებიდან წლისთავი რომ გადაიხადეს, მამამ იოანეს სთხოვა, სოფელში დაბრუნებულიყო, ცოლი შეერთო და პატარა ბავშვების აღზრდაში დახმარებოდა, მაგრამ მან უარი თქვა ამ თხოვნაზე და ისევ ქალაქში დაბრუნდა სამუშაოდ. იგი მოჯამაგირედ იდგა სოლოლაკში, ერთ ქვრივ ქალბატონთან, რომელსაც სახელად ეკატერინე ერქვა. იგი წყნარი და გულკეთილი ქალი ყოფილა, რასაც ვერ იტყოდით მის ერთადერთ ქალიშვილ მაშოზე, რომელიც, იოანეს თქმით, მსახურებთან ჩხუბით, ლანძღ-
14-1 საპატრიარქოს უწყებანი N14 5-11 აპრილი 2012წ გვ.18
არქიმანდრიტი ისე (სუხიშვილი) 1874-1950 (გაგრძელება)
ვა-გინებითა და პაპიროსის წევით გამოირჩეოდა. ამ ოჯახში მან შვიდი წელი იმსახურა. 1892 წლის 23 დეკემბერს იოანეს გარდაეცვალა მამაც და მთელი ოჯახის პატრონობა მას დააწვა კისერზე. 1895 წელს მოუწია სამხედრო სამსახურმა, მაგრამ როგორც ოჯახის პირველი შვილი და სამი ობოლის შემნახავი -- ჯარში არ წაიყვანეს. მალე მან უფროსი
და გაათხოვა იქვე, სოფელში და ობოლი და-ძმაც დააბინავა მასთან. აი, როგორ იხსენებს ამ ამბავს იგი თავის მოგონებებში: „მე ამითი ცოტა თავისუფლად ამოვისუნთქე, რაკი ჩემ ობოლ და-ძმათ პატრონი და მზრუნველი გამოუჩნდათ ჩემი სიძის სახით. ახლა ჩემ თავზე ვიწყე ფიქრი და ზრუნვა, როგორ მოვქცეულიყავი, როგორ მოვშორებოდი ამ დამამცირებელ ხელობას, რა საქმისათვის მომეკიდა ხელი, რომ მე ჩემი ნაშრომით მეცხოვრა და არა სხვის ნასუფრალით. ერთ დილით სიონის ტაძარში წავედი. იქ რუსი ეგზარქოსი იყო მწირველი. სანთლები ავანთე და გავწიე ავლაბრისკენ მონასტერში. აქ არქიმანდრიტი კესარიოსი იყო მწირველი ქართულად, ქართული გალობით. აი, სწორეთ ამ წუთებში გადავწყვიტე, რომ უეჭველად ბერად წავსულიყავ, რომელ სა- ამქვეყნიოც იყო და საიმ სოფლიოცა. ეს გზა მივიჩნიე სწორ გზად, რომელიც მიიყვანს დამაშვრალს და ტვირთმძიმეს სამარადისოსთან. აღფრთოვანებული ვისმენდი წირვას, რაკი ვიპოვე გზა ჭეშმარიტებისა“. წირვის დასრულების შემდეგ იოანე თავის ნაცნობ ბერს შეხვდა, რომელიც ამავე მონასტერში მსახურობდა და ბერად შედგომის სურვილი გაუმხილა. ბერმა იგი არქიმანდრიტ კესარიოსთან (ჩეკურიშვილი) შეიყვანა, რომელმაც ძალიან გაიხარა ახალგაზრდა ყმაწვილის მოსვლით, მაგრამ როდესაც გაიგო, რომ უსწავლელი იყო, და არც ხუცური კითხვა და გალობა იცოდა, დიდად დაწყდა გული და იოანე უარით გაისტუმრა. დამწუხრებული წამოვიდა მონასტრიდან მომავალი არქიმანდრიტი და გზაში ცნობილი საზოგადო
მოღვაწე და მწერალი ზაქარია ჭიჭინაძე შეხვდა, რომელმაც გაამხნევა და უთხრა: „ნუ გეშინიან, ჩვენ გვყვანან დიდი მამულიშვილები -– კირიონი და ლეონიდე, მე მათთან მიგიწერ წერილს და მათში ან ერთი მიგიღებს და ან მეორეო. კესარიოსმა რომ არ მიგიღო აქ, თვით ღვთის ხელი ურევია ამაშიო, ახალგაზრდა კაცი ხარ, ქალაქში რაც არ წახდებოდი, ვერას შეიძენდი, ჩვენი მამა-პაპა ყოველთვის გაურბოდა ქალაქს და სოფელს და
აშენებდნენ მონასტრებს ისეთ ადგილებზე, სადაც ხალხი ადვილად ვერ მიუდგებოდაო". საუბრის შემდეგ მანვე მირჩია, აუცილებლად წამეკითხა ილია ჭავჭავაძის „ქვათა ღაღადი“ და დამპირდა ამ წიგნის მოცემას. მართლაც, რამდენიმე დღეში ზაქარია ჭიჭინაძის სარეკომენდაციო წერილით იოანე გორის ეპისკოპოს ლეონიდეს ესტუმრა, რომელიც იმჟამად სიონის ტაძრის ეზოში ცხოვრობდა. მეუფე ლეონიდესთან შეხვედრა ნაყოფიერი გამოდგა და იოანეს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. მისი ლოცვა-კურთხევით იგი შიომღვიმის მონასტერში გაემგზავრა, სადაც იმ პ ერიოდში აღმშენებლობითი სამუშაოები მიმდინარეობდა და ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე მორჩილის შემომატებამ დიდად გაახარა მონასტრის საძმო. საინტერესოდ ჰყავს თავის მოგონებებში დახასიათებული მამა ისეს მეუფე ლეონიდე: „ლეონიდე ბრძანდებოდა დაბალი ტანის, ჩასუქებული, შავი თმა-წვერიანი, მრგვალი სახისა და რუსული ცხვირის მქონე. თვალები ყავისფერი აქვს, ატარებს ოქროს მოლურჯო სათვალებსა და მოხდენილი წარბები აქვს. ხელები მოკლე, თეთრი და ფუნჩულა, წყნარი და ენაწყლიანი მოსაუბრე, რამდენიც გინდა გელაპარაკოს, მისი ლაპარაკი არ მოგწყინდება“. 1898 წლის 10 ნოემბერს მივიდა იოანე შიომღვიმის მონასტერში და 1950 წლამდე ერთგულად ემსახურა ამ წმინდა და დიდებულ სავანეს. იმ პერიოდში მონასტრის საძმოს ხელმძღვანელობა ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე) მიერ მინდობილი ჰქონდა მღვდელ-მონაზონ შიოს (ქვილითაია). მამა შიომ იოანე იმ მღვდელ-მონაზონს ჩააბარა, ვინც კარგად იცოდა ხუცურად წიგნის კითხვა, ტიპიკონი და გალობა და თან უთხრა, ისე ამეცადინე, რომ მუშაობაში ხელი არ შეეშალოთო. ასე და ამგვარად დაიწყო მორჩილად მსახურება. ერთმა წელმა სწრაფად გაირბინა მუხლჩაუხრელ შრომასა და ჯაფაში. იოანე და ერთიც სხვა მორჩილი ალექსი (შემდგომში -– არქიმანდრიტი ამბროსი
14-2 საპატრიარქოს უწყებანი N14 5-11 აპრილი 2012წ გვ.19
არქიმანდრიტი ისე (სუხიშვილი) 1874-1950 (გაგრძელება)
ალადაშვილი) ერთ კელიაში ცხოვრობდნენ და მორჩილებაც საერთო ჰქონდათ. მალე მონასტერში ეპისკოპოსი ალექსანდრე მოვიდა, რომელმაც სამშენებლო საქმეებს დახედა და ბერებს შრომა და მსახურება მოუწონა. მამა შიომ მას წარუდგინა ახალი მორჩილები.
აი, როგორ იხსენებს მამა ისე მეუფესთან პირველ შეხვედრას: „ალექსანდრე ეპისკოპოსს ჩემი ამხანაგი და მე ძალიან მოვეწონეთ. ერთმანეთისგან ვერ გვარჩევდა. შეგვიხმობდა მალიმალ და გვეკითხებოდა: შენ ვინა ხარ, ვანო? შენ -- ალექსი? რა დაურიგებიხართ, მე ქართლელი, ეს კი ქიზიყელი. თუმცა ერთმანეთს სხეულებით არა ვგავდით, არც სახით და არც ტანით. მერე ლეონიდე ეტყოდა. კაცო, ეს ქართლელი უფრო მშვიდი და საწყალია და ეს ქიზიყელი -– გოროზი და ამპარტავანიო. იმიტომა, ბატონო, რო ქიზიყმა არ იცოდა ბატოწნყმობა და მონობაში არ გაუვლიაო ქართლელებს კი ეტყობათ ბატონყმობის დაღიო. ჰო, ბატონო-მეთქი. ეგ ქიზიყელია და ვირებშია გაზრდილი და მისთვის თამამაა -– მეთქი, მე კი ბატონის ხელში ასეთი ჩლუნგი და ჩუმი გავიზარდთქო -– ვიხუმრე მე. უყურე კაცო, ვერ უყურებ, ესეც კარგი ხიტრი ყოფილაო! ხო იცით, ბატონო, ქართლელები ჩუმები არიან, მაგრამ გონივრებიცაო“. 1900 წლის 17 სექტემბერს ეპისკოპოსი ლეონიდე იმერეთის ეპარქიის მმართველად გადაიყვანეს და მორჩილი იოანეც გამოემშვიდობა დროებით შიომღვიმის მონასტერს. იგი მეუფე ლეონიდემ თავისთან იხმო და მისი მესენაკე გახდა. 1901 წელს იოანე ეპისკოპოს ლეონიდეს თან ახლდა ეპარქიაში მოგზაურობის დროს და მასთან ერთად შემოიარა მთელი იმერეთის ეპარქია, ლეჩხუმისა და რაჭის მაზრები, გადმოღმა სვანეთი და საფუძვლიანად გაეცნო საეკლესიო ცხოვრებას. 1905 წლის 10 იანვარს მორჩილი იოანე ოფიციალურად მიიღეს სასულიერო უწყებაში.
1905 წელს ქართულმა საზოგადოებამ და საეკლესიო წრეებმა დააყენეს საკითხი რუსეთის წმინდა სინოდის წინაშე, რათა აღდგენილიყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. ამ საქმეში მონაწილეობა მიიღეს როგორც მეცნიერებმა, ასევე სასულიერო პირებმა. ეკლესიის მხრიდან დელეგაციაში შედიოდნენ ეპისკოპოსი კირიონი და ეპისკოპოსი ლეონიდე. მეუფე კირიონი რუსეთში იყო და იქიდან ჩაბრძანდა სანკტ-პეტერბურგში, ისე რომ, მეუფე ლეონიდემ ეს ამბავი არც კი იცოდა. ხოლო თავად ეპისკოპოსი ლეონიდე 1906 წლის 10 იანვარს გავიდა თბილისიდან მატარებლით და მოსკოვის გავლით ორ კვირაში ჩავიდა რუსეთის დედაქალაქში. ამ მოგზაურობაში მას თან ახლდა მორჩილი იოანეც, რომელსაც დაწვრილებით აქვს აღწერილი იქაური ამბები: „შებინდებული იყო, სახლში რომ დავბრუნდით ფლაბიანე მიტროპოლიტისგან. საჭმელად არ ვიყავით დამჯდარი, რომ ვიღაცამ ზარი დარეკა. კარი გავაღე და ვიღაცა ქერა ახალგაზრდა შემოვიდა, რომელმაც ქართულად გამარჯვება მითხრა და თან იკითხა: მეუფე შინა ბრძანდებაო? დიახ-მეთქი. ყოვლადსამღვდელო კირიონი სთხოვს, ჩემთან მობრძანდეს და ერთად ვისადილოთო. აი, ამნაირად გაიგო ლეონიდმა კირიონის იქ ყოფნის ამბავი. მაშინვე გადაიცო ანაფორა, მოავლო ჯოხს ხელი და წავედით დიდი, გრძელი თაღიანი კარიდორებით და სწრაფად გავიარეთ ლავრის ეზო, რომელსაც ზაქარია ჭიჭინაძის თქმისა არ იყოს, მთლიანად ბორშის სუნი ასდიოდა. ავედით კიბეზე, შეაღო კირიონის მესენაკემ კარი და მოახსენა, მეუფეს ლეონიდე მობრძანდაო. კირიონი კარებში მიეგება, გადაეხვივნენ ერთმანეთს, ძმურად აკოცეს. მეც ხელზე ვეამბორე და დარბაზში შეგვიძღვა. იქ კიდევ ორი ახალგაზრდა ქართველი დაგვიხვდა: მალაქია ბოლქვაძე, რომელიც
კრებების სხდომის ამბებს აწვდიდა იმ წლებში გაზეთ „ცნობის ფურცელს“ და პეტროგრადის აკადემიის სტუდენტი ვლადიმერ ონისიმეს ძე ხიზანიშვილი. კირიონის მესენაკემ, რომელსაც დათიკო ერქვა, რაჭიდამ იყო, სუფრის შლა დაიწყო, მეც წავედი ჩვენს ბინაზე სადილის გადმოსატანად. მე რომ სადილი გადმოვიტანე, ისინი უკვე მაგიდას იყვნენ შემომსხდარნი. მეუფე კირიონმა მეც მომიწვია სადილზე. ლეონიდმა უამბო, იმ დღეს ვინც ინახულა, ყველაზე კარგი შთაბეჭდილება ლე- ონიდზე მიტროპოლიტ ანტონს მოეხდინა. ემდუროდა მიტროპოლიტ ვლადიმერს, ამ ქართველების მოძულეს. ვლადიმერს მეტწილად ეხებოდა ლეონოდის მოხსენებაში ეგზარქოსების ლანძღვა. ვლადიმერ ხიზანიშვილი კარგი, გულკეთილი, წყნარი და კაცთმოყვარე ყმაწვილი იყო. ლეონიდსაც მოეწონა და სადღეგრძელოში მას კარგი გოგოს შერთვა უსურვა. იმჟამად სამი ახალგაზრდა იყო, რომლებზედაც ლეონიდე დიდ იმედებს ამყარებდა, რომ იგინი გამოადგებოდნენ საქართველოს ეკლესიას: ონოფრე შუშანია, სამოელ გვაზავა და ვლადიმერ ხიზანიშვილი, მაგრამ სამივეში მოტყუვდა, თუმცა არავის ბრალი არ არის, თვინიერ დროისა. ვინაიდან დრონი მეფობენ და არა -– მეფენი. ბევრი ილაპარაკეს საქართველოს ტკივილებზე, სამღვდელოების
14-3 საპატრიარქოს უწყებანი N14 5-11 აპრილი 2012წ გვ.20
არქიმანდრიტი ისე (სუხიშვილი) 1874-1950 (გაგრძელება)
უვარგისობაზე და ხალხის ეკლესიის გულგრილობაზე, მაგრამ ეს ყველაფერი დააბრალეს ჯერ სპარსეთ-ოსმალეთის გავლენას ჩვენში და მერე სინოდალურ მმართველობას და მის წარმომადგენელ ეგზარქოსებს. უხვმა მასპინძელმა კახური გვახმია და გვაჭამა კარგი ლორის სუკების მწვადები, ხახვმოყრილი მშვენიერი წვრილი კიტრის მწნილით, უფრო გემრიელი მეჩვენა გაციებულ რუსეთში, მინამ ჩვენში მზიან, თბილ საქართველოში. განსვენებული კირიონი პურ-მარილში ნამდვილი ქართველი იყო. იცოდა კილოიანი ოღუნჯობა, დაგვისხა ყველას ჭიქებში ღვინო და გვიბრძანა, დაგველია. ლეონიდემ ჭიქაზე თითი გადაუხიდა და აღარ დაასხმევინა, ის კი ყველას გვაძალებდა, დალიეთ, კარგა შეგერგებათ, რუსული ხომ არ არისო? ლეონიდის მეტმა ყველამ დავლიეთ. ლეონიდს არა ჰქონდა ასეთი მარაფათი პურ-მარილში, ის თავის სახლშიაც სტუმრად იყო, რასაც მივართმევდით, სჭამდა, დღეში ერთხელ. დილა-საღამოს მარტოთთო ჭიქა ჩაი, ზაფხულობით სიცხეში თითო ბოთლი ლუდი. იმერეთში მოგზაურობის დროს, რაკი გაიგეს
ლუდს მიირთმევსო, როცა მივიდოდით ვინმესთან ბინაზე ღამის გასათევად, უეჭველად ლუდის ბოთლები იდგა მაგიდაზე. სადილზე გადაწყდა, რომ მეორე დღეს ნახავდნენ პროფესორებს: მარსა და ცაგარელს, აგრეთვე ზოგ-ზოგ სინოდის წევრებს, რომელნიც შავრაზმელნი ხულიგნები არ იყვნენ. ასეც მოიქცნენ“. სამწუხაროდ, ქართველი მღვდელმთავრებისა და მეცნიერების ცდა, ალედგინათ ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, ამჯერად მარცხით დამთავრდა. ერთი, რაც მოხერხდა, ეპისკოპოსი კირიონი საქართველოში დააბრუნეს და აფხაზეთის კათედრაზე დანიშნეს, თუმცა ისიც მხოლოდ ერთი წლით. ლეონიდე იმერეთში დაბრუნდა და მასთან ერთად -–- მორჩილი იოანეც. 1908 წელს ეპისკოპოსი ლეონიდე გურია-სამეგრელოს კათედრაზე გადაიყვანეს. მან საცხოვრებლად და რეზიდენციად მარტვილის უძველესი მონასტერი აირჩია და ახლა უკვე სამეგრელოშიც მოუხდა იოანეს მოღვაწეობა. ახალ ეპარქიაში ბევრს მოგზაურობდა მღვდელმთავარი და იოანეც ვერ აუდიოდა საქმეს. დაძაბულმა და გადატვირთულმა მსახურებამ ცუდად იმოქმედა მის ჯანმრთელობაზე, ამას თან დაერთო სამეგრელოს ნოტიო ჰავა და ნესტი. მალარია შეეყარა და სმენაც დააკლდა. ექიმებმა ვერა- ფერი უშველეს, მხოლოდ ჰაერის გამოცვლა ურჩიეს. 1911 წლის გაზაფხულზე მეუფე ლეონიდეს ლოცვაკურთხევით იგი თბილისში სამკურნალოდ ჩამოვიდა. რამდენიმედღიანი მკურნალობა შედეგიანად დასრულდა. მთელი ის ზაფხული მორჩილმა იოანემ შიომღვიმეში გაატარა და როდესაც მთლიანად გამოკეთდა, აგვისტოში მარტვილის მონასტერში დაბრუნდა. თუმცა სამეგრელოში იგი დიდხანს აღარ დარჩენილა. მარტვილის მონასტერში უსიამოვნო ამბავი გადახდა თავს და მალევე მოუხდა უკან დაბრუნება. გარდა ამისა, მეუფე ლეონიდე დიდად სწუხდა
შიომღვიმეზე, უნდოდა, რომ იქ თავისი ერთგულიკაცი ჰყოლოდა მონასტრის გამგედ და მაყურებლად, ამიტომაც მან ამ საპატიო მისიის შესრულება მორჩილ იოანეს მიანდო, რომელმაც, როგორც ამას შემდგომში ვნახავთ, ღირსეულად გაართვა თავი ამ საქმეს.
15 საპატრიარქოს უწყებანი N15 12-18 აპრილი 2012წ გვ.17
არქიმანდრიტი ისე (სუხიშვილი) 1874-1950
ნაწილი II
1911 წლის 7 დეკემბრიდან შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრად მეუფე ლეონიდეს ბიძაშვილი, არქიმანდრიტი პიროსი ითვლებოდა, მაგრამ ის ძირითადად თბილისში ცხოვრობდა, რადგან საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრი იყო და ამასთანავე ჟურნალ „საქართველოს საეგზარქოსოს უწყებანის“ ცენზორად მუშაობდა.
ამიტომ მონასტრის უმთავრეს საქმეებს მორჩილი იოანე განაგებდა. მისვლისთანავე მკაცრი ზომები გაატარა, შიომღვიმიდან დაითხოვა მონასტერს შემოფარებული და გაუგებარი წარმომავლობის ხალხი, რომელსაც ბერმონაზვნობა არ აინტერესებდა და სავანეში
ტყუილუბრალოდ ცხოვრობდა. ყუ- რადღება მიაქცია მონასტრის მიწებს და მეურნეობას. მოამრავლა ფუტკარი და საუკეთესო თაფლს ამზადებდა. 1913 წელი ისედაც მოსავლიანი გამოდგა და სავანემაც კარგი მოსავალი აიღო. შიომღვიმის ბაღებში მრავლად იყო ხილი და ყურძენი, რომელთა ნაწილს იოანე სამეგრელოშიაგზავნიდა მეუფე ლეონიდესთან და თანაც მონასტრის ამბებს დაწვრილებით ატყობინებდა. ეპისკოპოს ლეონიდეს დიდი სურვილი ჰქონდა იოანე ბერად აღეკვეცა და მღვდელ-მონაზვნად ეკურთხებინა, მაგრამ მეუფესა და საქართველოს იმჟამინდელ ეგზარქოს ინოკენტის (ბელიაევი) 1 შორის დაძაბული ურთიერთობის გამო ეს საქმე ვერ მოხერხდა. 1913 წლის 9 სექტემბერს მთავარეპისკოპოსი ინოკენტი გარდაიცვალა და მეუფე ლეონიდემ ხელახლა მიმართა სინოდალურ კანტორას მორჩილ იოანეს ხელდასხმის თაობაზე. საქართველოს საეგზარქოსოს იმ პერიოდში დროებით ბაქოს ეპისკოპოსი გრიგოლი (იაცკოვსკი, შემდგომში განუდგა რუსეთის ეკ ლესიას და დააარსა სქიზმატური ეკლესია, რომელსაც მისი სახელიდან გამომდინარე გრიგორიანულს უწოდებდნენ) განაგებდა, რომელსაც კანტორის ერთ-ერთ სხდომაზე მამა პიროსმა ჩამოუგდო საუბარი იოანეს შესახებ და მოახსენა მისი გაჭირვებული მდგომარეობა. მეუფე გრიგოლს თანხ
15-1 საპატრიარქოს უწყებანი N15 12-18 აპრილი 2012წ გვ.18
არქიმანდრიტი ისე (სუხიშვილი) 1874-1950 (გაგრძელება)
ნაწილი II
მობა განუცხადებია და თანაც ასეთი უცნაური რამ უთქვამს: „მე ნებას დავრთავ ბერად აღკვეცაზე და მერე მღვდელ-მონაზვნად მე ვაკურთხებო! ხოლო ეს მითხარი, ის კაცი სრული ჭკუისაა, თუ არაო. ამ დროში ჭკვიანები ბერობას აღარ ითხოვენო. სრული ჭკუისაა ბატონოვო -- მოახსენა პიროსმა. აბა, ეგზარქოსი უჭკუოთ მოქცეულა, რომ უარი უთქვამს მისთვის რაღაცა პირადი ინტრიგობის გამოვო. რა შუაშია ის კაცი, მას რომ სჯიანო?“ 1913 წლის 12 ნოემბერს, საღამოს, არქიმანდრიტი პიროსი გახარებული ავიდა შიომღვიმის მონასტერში და მორჩილ იოანეს ბერად აღკვეცისა და ხელდასხმის თანხმობა აუტანა. მეორე დილით, დილის ოთხ საათზე დაირეკა მონასტრის ზარები და დაიწყო მსახურება. ცისკრის დასასრულს მამა პიროსმა იგი ბერად აღკვეცა და ერთ-ერთი ცამეტი ასურელი მამის, ისე წილკნელის პატივსაცემად სახელად ისე უწოდა. 1913 წლის 4 დეკემბერს ნათვლუღის წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ეკლესიაში გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) ბერი ისე დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 6 დეკემბერს წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის სამხედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა ალექსიმ (მოლჩანოვი) მღვდლად დაასხა ხელი. 22 დეკემბერს ეპისკოპოსმა ლეონიდემ ფოთიდან მიულოცა მამა ისეს სასულიერო ხარისხში ამაღლება და სულიერი წინსვლა უსურვა. არქიმანდრიტ ისეს თავისი მოგონებებში მოთხრობილი აქვს ხელდასხმის ამბავი, სადაც მეტად საინტერესო მოვლენებია აღწერილი: „ჩემი კურთხევის დღეს სამხედრო ტაძარში აუარებელი ხალხი იყო, არა ჩემს პატივსაცემელად, რასაკვირველია, არამედ ვინაიდგან ეს დღე ნიკოლოზობისა და ხელმწიფის სახელწოდების დღეა, და ყოველ ამისთანა სახელმწიფო დღესასწაულებზე სავალდებულო იყო ყველა სამ- ხედრო-სამოქალაქო თანამდებობის პირთა დასწრება, აი, ამიტომ გაჭედილი იყო ვრცელი ტაძარი. ჩინორდენიან პირთა ეს ტაძარი იდგა იმ ადგილზე, სადაც ეხლა ახალი აშენებული ექვსსართულიანი უზარმაზარი სასახლეა, ძველი სასახლის გვერდით (საუბარია ამჟამინდელ მთავრობის სასახლეზერედ.). წირვაზე იყო მეფის მოადგილე ვორონცოვ-დაშკოვი, თავის ცოლ-შვილით და აუარებელი გენერლებით. როცა საკურთხეველში შემიყვანა მაშინდელმა გამოჩენილმა, აწ განსვენებულმა პროტოდიაკონმა კოტე კარგარეთელმა, გამოჩენილმა როგორც ხმით, ისე შეხედულებით და ნამდვილ უზაკველ ქართველობით, ამ დროს აღსავლის კარის წინ იდგა და ეგზარქოსის კვერთხი ეჭირა სასულიერო სემინარიის პირველი კურსის მოწაფე გრიგოლ შიოს ძე სიდამონიძეს, აწ ეპისკოპოს ეფრემს (საუბარია კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II სიდამონიძეზე
– რედ.). მის უკან დიდი ბრონზის შანდალი იდგა, რომელზეც უთვალავი სანთელი ენთო. გრიგოლს გრუზა და ხშირი თმა ჰქონდა ჯაბა გურიელივით, ასე გეგონებოდათ თავზე თივის ზვინი ადგასო. ჩვენს შესვლაზე იმან უკან დაიწია, ეცა უკანიდგან სანთლის ალი და მთელ თავზედ კოცონი აენთო. ვიღაცამ იყვირა, კაცი დაიწოვო, კოტემ მე თავი მიმანება და თავდამწვარ გრიშას მივარდა. ავარდა ნატრუსალის სუნი და კვამლი და ხალხში შეიქმნა სიცილ-ჩოჩქოლი, თვით ვორონცოვ-დაშკოვის ცოლმაც კი გაიცინა. წირვის გათავებისას მე ვიცოდი, რომ ამბიონის ლოცვა ახალნაკურთხს უნდა წამეკითხა. ვკითხე სიონის კანდელაკს, დეკანოზ ანტონ თოთიბაძეს, მე წამაკითხებენ ამბიონის ლოცვას-მეთქი, თუ არა. არა, შე კაცო, აქ რომ ქართულად წაიკითხო, ეს ტაძარი ხო დაინგრევაო. მაინც ვკითხავ აქაურ დეკანოზსაო. ჰკითხა და მანაც თავი გააქნია უარის ნიშნად და რუსის მღვდელს ანიშნა, გასულიყო წასაკითხად. მე დავდე ამ დროს კონდაკი. როცა რუსის მღვდელი აპირებდა გამოსვლას ეგზარქოსმა შეაჩერა იგი და მომიკითხამე, სად არის ახალი ნაკურთხი, რატომ ის არ კითხულობსო? თოთიბაძემ მოახსენა, იმან სლავიანური არ იცისო და ქართულადარ მისცემენ ნებასაო. რა სისულელეა, გავიდეს ქართულად წაიკითხოსო. ვეცი წიგნს, მაგრამ შენ მტერს ნურა და მე ის ვეღარ ვიპოვე, სად ეწერა, კიდევ კარგი, რომ ზეპირად ვიცოდი. კიდეც რომ მეპოვა, ვერც გავარჩევდი ასოებს, სირცხვილისა და შიშის გამო. როცა გავათავე, მახსოვს, მოვბრუნდი და მეფის მოადგილეს თავი დაუკარი, შევნიშნე, რომ ისიც და მისი მეუღლეც იღიმებოდნენ, ალბათ ჩემზე. აი, ასეთი „ისკუშენია“ მოხდა ჩემ უბედურკურთხევაზე. მე იქ ქართულად არ წამეკითხა, იქნება ტაძარიც ისევ თავის ადგილზე მდგარიყო მართლაც“
15-2 საპატრიარქოს უწყებანი N15 12-18 აპრილი 2012წ გვ.19
არქიმანდრიტი ისე (სუხიშვილი) 1874-1950 (გაგრძელება)
1915 წლის თებერვალში ეპისკოპოსი ლეონიდე საქართველოს ეგზარქოსმა პიტირიმმა (ოკნოვი) სანკტპეტერბურგში მიავლინა ალავერდისა და ყარსის კათედრაზე ახალი მღვდელმთავრების გამოსარჩევად. მათ შორის, მისი ბიძაშვილის, არქიმანდრიტ პიროსისა. ამ მოგზაურობაშიც მამა ისე კვლავ მის გვერდითაა. სამშობლოში დაბრუნებული მოძღვარი 1915 წლის 17 მარტს შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრის მოადგილედ დაინიშნა. 1915 წლის 8 სექტემბერს კი მეუფე ლეონიდემ იგი საგვერდულით დააჯილდოვა. 1915 წლის დეკემბრის ბოლოს მამა ისეს ისევ მოუხდა რუსეთში გამგზავრება, ამჯერად არქიმანდრიტ პიროსის ეპისკოპოსად კურთხევასთან დაკავშირებით. მეუფე ლეონიდეს თხოვნით, როგორც უკვე მანამდე ორჯერ იქ ნამყოფი, მეგზურობას უწევდა მამა პიროსს სანკტ-პეტერბურგში. მამა ისეს დანიშვნის დროს შიომღვიმის მონასტერში მოღვაწეობდნენ: ბერი ლუკიანე (გაბელაშვილი), ბერი მარკიანე (წიქვაძე), ბერი პანტელეიმონი (ჯოხაძე), მლვდელ-მონაზონი გაბრიელი (ქიტიაშვილი), სქემმლვდელ-მონაზონი გაბრიელი (გვარი უცნობია), ბერი მიხეილი (იმნაძე), მღვდელ-მონაზონი ხარლამპი (ხომასურიძე), ბერი ისიდორე (ჯაფარიძე), მღვდელ-მონაზონი ამბროსი (ალადაშვილი). გაზეთი „საქართველო“ 1916 წელს შიომღვიმის მონასტრის შესახებ წერდა: „ნამდვილ უდაბნოს წარმოადგენდა ამ 15 წლის წინად ის ადგილი, სადაც ეხლა ამართულია შიო მღვიმელის მონასტერი. მნახველს თვალზე ცრემლს მოჰგვრიდა აუარებელი ნანგრევები დიდებული ტაძრისა, სადაც მოღვაწეობდა წმ. შიო და რომელიც ააგო დავით აღმაშენებელმა. ადამიანი იშვიათად თუ მოხვდებოდა ამ ადგილას. მარტო ნადირნი ბუდობდნენ მონასტრის ნანგრევებში. ეხლა კი სულ სხვა სურათი ეშლება ადამიანს თვალწინ. ყოვლადსამღვდელო ალექსანდრემ თავისი ხარჯით გაამშვენიერა ეს უდაბნო, მან არ დაზოგა არც ძალა, არც ღონე, რომ აღედგინა დანგრეული ტაძარი. მშვენიერი სანახავია ეხლა მონასტერი: კედლები დაფარულია ძვირფასი ნახატებით, აშენებულია სახლები ბერებისთვის და სტუმრებისათვის, მონასტერს აქვს ზვარი, სახნავ-სათესი მიწები, ჰყავს ფუტკარი, საქონელი. მონასტერთან არსებობს პატარა მუზეუმი, სადაც შენახულია ძველი ხელთნაწერები, „დაბადება“, ქვები წარწერებით, ძველი თოფები, ნივთები ლავრის აღმდგენელისა, ყოვლადსამღვდელო ალექსანდრესი და სხვ. იქვე არის წიგნსაცავი ეპისკოპოს ლეონიდისა. ყველა საგანს ეტყობა მზრუნველის ხელი და პატრონობა. ეპისკოპოს ლეონიდს განუზრახავს გახსნას მონასტერში სასწავლებელ-პანსიონი, სადაც უმთავრესი ადგილი დათმობილი ექნება მეურნეობას. აზრი ჩინებულია და გარემოებაც ხელს უწყობს ამ აზრის განხორციელებას: მონასტერს აქვს დიდი მამული, ჰყავს საქონელი, ფუტკარი, აქვს შენობები პანსიონისათვის. ეს სასწავლებელი დიდ სარგებლობას მოუტანს ჩვენს ეკონომიურად ჩამორჩენილ გლეხობას. ამ სასწავლებელში საპატიო ადგილი დაეთმობა საღვთო სჯულის სწავლებას ქართულ ენაზე და ჩვენ მომავალ თაობას ექნება საშუალება, შეისწავლოს ეს საგანი მშობლიურ ენაზე“. ამ ყველაფრის ხელმძღვანელობა და მეთვალყურეობა მეუფე ლეონიდესაგან მინდობილი ჰქონდა მამა ისეს. ჩანაფიქრი მართლაც ჩინებული იყო, მაგრამ ჯერ 1917 წლის რევოლუციამ და შემდეგ მენშევიკურმა მთავრობამ ეკლესია-მონასტრებს მიწები ჩამოართვა და ყველაფერი ყირაზე დააყენა. 1921 წლის თებერვალში საქართველოს გასაბჭოებას სავალალო შედეგი მოჰყვა. ეკლესია-მონასტრები უნუგეშოდ და უშემოსავლოდ დარჩა. ხელისუფლებამ ეკლესია კანონგარეშედ გამოაცხადა და ბრძოლა გამოუცხადა სასულიერო პირებს. მძიმე მდგომარეობა იყო შიომღვიმის მონასტერშიც, რასაც 1922 წლის 10 ივნისს ალმოსავლეთ საქართველოს მონასტრების კეთილმოწესე არქიმანდრიტ პავლესადმი (ჯაფარიძე) მამა ისეს გაგზავნილი წერილი ადასტურებს:„უმორჩილესად ვსთხოვ თქვენს მაღალ ღირსებას, აღძრათ შუამდგომლობა მათ უწმიდესობა და უნეტარესობა, კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსისთან, რათა მან აღძრას შუამდგომელობა საკათალიკოსო საბჭოსთან ან სანთლის ქარხანასთან, ან რომელიმე მდიდარ ქალაქის ტაძრებთან, ან ეთნოგრაფიულ-ისტორიულ საზოგადოებასთან და გვიშოვოს ვალად რამდენიმე მილიონი ფული გძელვადიან და შეღავათიან პირობებში, რათა შეკეთებულ
15-3 საპატრიარქოს უწყებანი N15 12-18 აპრილი 2012წ გვ.20
არქიმანდრიტი ისე (სუხიშვილი) 1874-1950 (დასასრული)
იქმნას ზემოხსენებული ლავრის საწინამძღვრო სახლის აივანი, შეღებილ იქმნას ამავე სახლის როგორც აივანი, ისე სახურავი, აგრეთვე საკრებულო სახლისა და დიდი ტაძრის სახურავი, ყველამ ვიცით, რომ ლავრა ინახებოდა ნეტარხსენებულ ალექსანდრე ეპისკოპოსის და ლეონიდის ჯიბით, ასე რომ, ვერას მოვთხოვ მომავალში ჩვენს წინამძღვრებს, მაგრამ არც დანგრევა-აოხრება იქნება ვისგანმე სასურველი. ამჟამად მონასტერი დიდ გაჭირ ვებულის მდგომარეობაშია. არავითარი წყარო და შემოსავალი არა აქვს, ერთი კოლოფიასანთის ფული არ მოეძებნება და ზემოხსენებული შენობები კი შეკეთებას აუცილებლად თხოულობენ. ამის გადადება მომავალ წლამდის იქნება მათი დანგრევა“. უწმინდესმა ამბროსიმ და საკათალიკოსო საბჭომ ვერ შეძლეს მამა ისეს თხოვნის შესრულება. ისინი თავად იმყოფებოდნენ უმძიმეს მდგომარეობაში და არათუ მონასტრის დასახმარებელი, არამედ მისი უწმინდესობის საცხოვრებელი სახლის გასარემონტებელი სახსარი არ გააჩნდათ. 1923 წლის 4 ივლისს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) შიომღვიმის მონასტრის წინამძლვრად მღვდელ-მონაზონი ეფრემი (სიდამონიძე) დანიშნა, ხოლო მამა ისე სავანის რიგით მღვდელმსახურად დარჩა, თუმცა მისი რჩევისა და დახმარების გარეშე მამა ეფრემი ერთ ნაბიჯსაც არ დგამდა. 1925 წლის 14 ოქტომბერს, მცხეთაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მამა ისეს ეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი სამსახურისათვის იღუმენის წოდება მიანიჭა. მალევე არქიმანდრიტი ეფრემი, თავისი თხოვნის თანახმად, დიდი გომარეთის სამრევლოში გადავიდა და შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრად ისევ მამა ისე დაინიშნა. 1928 წლის 4 აპრილს კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) მას არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა. უმძიმეს პირობებში უხდებოდათ არქიმანდრიტ ისეს და სავანეში მყოფ ბერმონაზვნებს მოღვაწეობა. უღმერთო ადამიანებმა მონასტერი არაერთხელ გაძარცვეს და დაარბიეს. აქ მოღვაწე რამდენიმე ბერი მტარვალთა ხელით მოწამეობრივად აღესრულა, მათ შორის სქემმღვდელ-მონაზონი კვიპრიანე (სუმბაძე). ზოგიერთი თავის მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ღამე მოსალოდნელი იყო თავდასხმა მონასტერზე, მამა ისეს არ მიუტოვებია იქაურობა. სავანეში მყოფი მცირეოდენი საძმოს შეწევნით იგი (კ6დილობდა შეენარჩუნება მონასტრული ცხოვრება და ტიპიკონი, რათა ყველაფერი ბერული ტრადიციისამებრ აღსრულებულიყო. XX საუკუნის 30-იან წლებში მასთან ერთად მოღვაწეობდა მორჩილი დათიკო ჩიტიშვილი (შემდგომში იღუმენი დავითი, ბოლოს მსახურობა თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის პატარა ეკლესიაში), რომელიც ერთგულად ეხმარებოდა მას საქონლის მწყემსვაში, სეფისკვერის გამოცხობასა და ფუტკრის მოვლაში. მიუხედავად გაჭირვებისა და აუტანელი მდგომარეობისა, მამა ისეს არც კი უფიქრია მიეტოვებინა მონასტერი და თავისი მოძღვრის, უწმინდესისა და უნეტარესის ლეონიდეს ლოცვა-კურთხევა პირნათლად შეასრულა. იგი აღსასრულამდე დარჩა ამ წმინდა სავანეში. მისი ნათესავების გადმოცემით, არქიმანდრიტი ისე 1950 წელს ავაზაკებმა დაჭრეს მონასტერში და რამდენიმე დღის შემდეგ ჭრილობისაგან გარდაიცვალა. დაკრძალულია შიომღვიმის მონასტრის ეზოში.
17 საპატრიარქოს უწყებანი N17 3-9 მაისი, 2012წ გვ.17
მღვდელი იოსებ კოშორიძე 1858-1907
I ნაწილი
მღვდელი იოსები 1858 წელს ქართლში, გორის მაზრაში, სოფელ ხიდისთავში მღვდელ ანდრია კოშორიძისა და ანა (იგივე ხორეშანი, დაბადებული 18838 წ.) კობახიძის ოჯახში დაიბადა. კოშორიძეების გვარი წარმოშობით მესხეთიდან ყოფილა. ოსმალების მიერ ამ კუთხის დაპყრობის შემდეგ რამდენიმე სხა არა ქართლში გადმოსულა და სოფელ ხიდისთავში დასახლებულა. იოანე ბატონიშვილის „კალმასობაში“ მოხსენიებულია ვინმე ხიდისთავის წმინდა გიორგის წახალჯვრის სახელობის ეკლესიის დეკანოზი გიორგი კოშორიძე. აი, რა წერია მასზე აღნიშნულ ნაშრომში: „პირველად მივიდნენ ხიდისთავსა. ნახეს მუნ კოშორიძე მღვდელი. დიაკვანმან ჰკითხა ზურაბს, ეს ვინ არისო. ზურაბმა –- ესე ახალჯვრის დეკანოზიაო. იოანე მივიდა და ჰრქუა: გვაკურთხენ, ახალჯერის მამაო... ოდეს დასხდნენ ესენი და მოიღეს სუფრა და დააგეს საჭმელი, რა ხელი მიჰყვეს, ამჟამად ანდრია მოვიდა, გიორგი მღვდელს ეამბორა და იოანეს სალამი მისცა; იოანემ იკითხა ვინაობა ამისი, და ჰრქვეს: ესე ანდრია, იონა იღუმენის მოწაფეო! და ჰრქვა იოანემ: მშვიდობა შენდა... და ესრეთ დაასრულეს სადილი. კოშორიძემ იზრუნა მათთვის და წარემართნენ საციციანოსაკენ“. მირრიველო ეს წოდება კოშორიძეებს დავით აღმაშენებლის დროს მიუღიათ რაღაც დამსახურებისათვის. ასევე ცნობილია, რომ იოსების პაპა დედის მხრიდან, აზნაური გრი2 გოლ კობახიძე, თან ახლდა სპარსეთში გაქცეულ ალექსანდრე ბატონიშვილს საქართველოში დაბრუნების შემდეგ დასახლებულა მეჯვრისხევში. 1811 წლიდან ხიდისთავის ეკსწლესიის წინამძღვარია დეკანოზ გიორგის ვაჟი, მღვდელი იოსები, რომელმაც !808 წელს ხელახლა შეაკეთა ეს ეკლესია. იგი დაიბადა 1793 წელს. ქართულ ენაზე წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი არქიმანდრიტ ათანასესთან (ბიბილური) ისწავლა. 1811 წლის 27 ივნისს ნიქოზელმა ეპისკოპოსმა ათანასემ (მაჭავარიანი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის
17-1 საპატრიარქოს უწყებანი N17 3-9 მაისი, 2012წ გვ.18
მღვდელი იოსებ კოშორიძე 1858-1907
10 ნოემბერს მღვდლად დაასხა ხელი. 1812 წელს ბრინჯაოს ჯვრით დაჯილდოვდა. ჰყავდა მეუღლე –– ელენე ონოფრეს ასული. მღვდელი იოსები 1850 წლის 22 აპრილს გარდაიცვალა. მამა იოსების შვილიშვილი გახლდათ პაპის მოსახელე იოსებიც, რომელიც უკანასკნელი სასულიერო პირი გახლდათ ამ დიდებული და ძირძველი ქართული გვარისა. თავდაპირველად იგი გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ კი თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1881 წელს წარჩინებით დაამთავრა. 1881 წლის 20 სექტემბერს იოსები გორის მაზრის სოფელ მეტეხის სახალხო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. აქედან იწყება მისი აქტიური მოღვაწეობა ჯერ საერო, შემდეგ კი სასულიერო ასპარეზზე. იგი მონაწილეა ყველა სასიკეთო სიახლისა, რომელიც იმ პერიოდში გორის მაზრაში ხდებოდა. ესწრება ახალი სკოლების გახსნას, ცდილობს მომავალ თაობას შეაყვაროს წიგნიერება და ხშირად ესაუბრება მათ სწავლა-განათლების აუცილებლობაზე. ასევე, მამა იოსებს ჰქონდა ქადაგების ძლიერი უნარი და ხშირად მოძღვრავდა მრევლს. ჯერ კიდევ პედაგოგობის პერიოდში გამოვლინდა მისი საოცარი ნებისყოფა და ნიჭი, მოექცია ადამიანები ღვთისაკენ სავალ გზაზე. 1882 წლის 22 ნოემბერს სოფელ კავთისხევში აკურთხეს ახალი სკოლის შენობა და ამ მოვლენის ცენტრში ვხედავთ იოსებს, რომელმაც სიტყვა წარმოთქვა სკოლის გახსნაზე: „როგორც უსინათლო კაცისათვის არის ძნელი სიარული, აქეთ-იქით მისვლა-მოსვლა, საქმის გაკეთება, ასეთივეა უსწავლელი კაცის მდგომარეობა. რა საქმის გაკეთება შეუძლიან უსინათლო კაცს? ის ყოველთვის უძლურია, დაიარება ფრთხილად, რომ
არას წააწყდეს; აგრეთვე ამისთანა მდგომარეობაშია უსწავლელი კაციც: ის უძლურია, სუსტია, უღონოა, ნათქვამია: „სწავლა არის სინათლე, უსწავლელობა სიბნელე“. ყველამ კარგად ვიცით ამ სიბნელემ, ამ უმეცრებამ, როგორი დაღი დაგვასა, რა წყლულები გაგვიჩინა ჩვენ, ქართველთ. ჩვენი ოჯახობა პირქვე დაამხო, ვინაობა დაგვავიწყა, ჩვენ ძმობას, ერთობას ბოლო მოუღო, ენა გაგვიქრო, ცრუმორწმუნეობა გაგვიმრავლა, სიკვდილი გაგვიხშირა და დიდ სიღატაკეში ჩაგვყარა. დღეს ქართველობა თანდათან ჰგრძნობს ამ დაღის სიმძლავრეს და ამ წყლულების მორჩენას შეუდგა. რაგვარი საშუალებით შეუძლიან ამ ხალხმა თავი მოირჩინოს? რა წამალი იპოვა ქართველმა ამ წყლულების მოსარჩენად? სწავლა-განათლება... ესეთ ტკივილებს საქართველოში ყველანი ვგრძნობთ: გლეხია თუ თავადი და აზნაური, ერის კაცია თუ სასულიერო, ყველანი ერთნაირ, ერთგვარ მალამოს ვსაჭიროებთ: ჩვენმა გაცალცალკევებულმა შრომამ, ერ- თმანეთის შურმა, ქიშპობამ და უმეცრებამ ჩვენ, ქართველნი, უკან დაგვწია, განათლებულ ხალხთა რაზმის უკან დაგვაყენა. აი, ამ უსწავლელობის და უვარგისობის გამო ჩვენი მამულები სხვის ხელში გადადიან, ჩვენი სიმდიდრე სხვას უხარიან, ჩვენს ოფლს სხვები მასხრად იგდებენ. ორი ათასი წელი იბრძოდა ჩვენი ერი სხვადასხვა მტრებთან. ბევრს სურდა ჩვენი დაჩაგვრა, დაუძლურება, დამონავება, მაგრამ, დახე ღვთის განგებას, ქართველობა ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა. ყველას ვაჟ- კაცურად, მამაცურად პასუხს აძლევდა. თანხმობით და ძმურის სიყვარულით თავგანწირული იბრძოდა მტერთან ხმლითა და სიტყვით თავის ცნობიერების ხალხოსნობის და საყვარელი მამულის დასაცველად. დღეს კი ჩვენ რაიმე საქმის დაწყება რომ გვინდოდეს, ძმურად ხელი-ხელს არ ვაძლევთ: შური, მტრობა, ყველა დაწყებულ საქმეს ჩვენში წინ მიუძღვის. ვინატრი, ჩვენი მამა-პაპათა სახელი დაგვემსახურებინოს არა მარტო ხმრლით, არამედ სწავლა-განათლებითაც. ყოველ ქართველ კაცს სიხარულის ლამპარი უნდა აენთოს, უეჭველია, გულში, როდესაც შემოხედამს ამ თქვენგან აშენებულ წმინდა სწავლის ტაძარს. ეგ სკოლა იქნება მანათობელი ლამპარი თქვენ ჩამომავლობისათვის. მართალია, დღეს ჩვენში გაღვივებული ცხოვრების ალი ჩანელდა, ჩაჰქრა და მხნეობა ქართველთა ერისა თითქმის დადუმდა, მაგრამ ჯერ კიდევ სრულიად არ გამქრალა. ჩვენი ძველი ცხოვრების ღველფში მოიძებნება კიდევ სიცოცხლის ნაპერწკლები, რომლითაც შეიძლება ისევ აენთოს დიდებულის ცხოვრების ლამპარი. კეთილო მშობლებო, რა მადლობის ღირსნი ხართ, რომ მიგიღიათ ეს დიდი ღვაწლი, აგი-
17-2 საპატრიარქოს უწყებანი N17 3-9 მაისი, 2012წ გვ.19
მღვდელი იოსებ კოშორიძე 1858-1907 (გაგრძელება)
შენებიათ ეს წმინდა ტაძარი სწავლისა. გამოგზავნეთ თქვენი შვილები -- აქ გაიცნობენ ქვეყანას და თუ რომ ბედმან უღიმა - თავიანთ თავსაც გააცნობენ მას. ახლა თქვენ, პატარა ბავშვებო. აქნობამდინ მე ვებაასებოდი თქვენ მშობლებს და არ მინდა თქვენც გულნაკლუ- ლად დაგაგდოთ. თქვენც გეტყვი ორიოდე სიტყვას. რაც აქნობამდინ ველაპარაკე თქვენ მშობელთ, ერთ დროს უფრო კარგად გაიგებთ და კარგადაც დააფასებთ, მხოლოდ თქვენ ამასა გთხოვთ, ბეჯითად დაიარებოდეთ სასწავლებელში, არ აკლდებოდეთ გაკვეთილებს და ერთგულად იყვნეთ თქვენ საქმეზედ თქვენთვის არა შრომას არ დაზოგავს და თქვენთვის თავგანწირული იქნება თქვენი ერთგული, უფროსი ძმა და მეგობარი, თქვენი მასწავლებელი. არ დაივიწყოთ, ბავშვებო, ეს დღეც. ყოველ ამ დღეს მადლობით მოიგონეთ ხოლმე თქვენი მშობლები, რომელთაც ეს სახლი აგიშენეს. მათ ნაწილი თავის ვალისა შეუსრულებიათ, სხვას შემდეგში დაგავალებენ და მომავალში, თუ როგორის სარგებლით დაუბრუნებთ ამ ვალს მშობელთ -- ეს თქვენზედაა დამოკიდებული“. 1883 წელს იოსები სასულიერო უწყებაში გადავიდა. ამავე პერიოდში გაიცნო ხაშმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ ლევან ბაქრაძის (ცნობილი ისტორიკოსისა და არქეოლოგიის, დიმიტრი ბაქრაძის უმცროსი ძმა) ერთადერთი ქალიშვილი, სიკეთითა და სათნოებით განთქმული მარიამი და მასზე დაქორწინდა (დაბ. 1865 წ. გარდ. 1951 წლის 10 მარტს). იოსებსა და მარიამს რვა შვილი ეყოლათ: ანა (1885 წ. რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ, XX საუკუნის დასაწყისში მასწავლებლად მუშაობდა ხაშმის ორკლასიან სამრევლო-საეკლესიო სკოლაში. 1906 წელს იგი მეუღლესთან ერთად თელავში გადავიდა სამუშაოდ), ანდრია (1887 წ.), სიმონი (1889 წ. სამხედრო პირი, დახვრიტეს 1937 წ.), დიმიტრი (1891 წ. სამხედრო პირი), ნინო (გარდ. ადრეულ ასაკში), ალექსანდრე (1898-1977, რუსული ენის პედაგოგი), გიორგი, ელენე (გარდ. ადრეულ ასაკში). იოსები 1884 წლის 25 თებერვალს საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო 26 თებერვალს მღვდლად დაასხა ხელი და თიანეთის მაზრაში, სოფელ ახალსოფლის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1885-1889 წლებში მამა იოსები თიანეთის მაზრაში არჩეული იყო სასულიერო დეპუტატად. 1886 წელს იგი თიანეთის სამთავარხუცესო ოლქის სასულიერო გამომძიებლად დაადგინეს. 1889 წლის 20 ნოემბერს თიანეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად და ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. ამავე წელს თიანეთის ეკლესიასთან არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. 1890 წელს გარდაიცვალა დიმიტრი ბაქრაძე, რამაც დიდად დაამწუხრა მოძღვარი. მამა იოსებმა დიდი პანაშვიდი გადაუხადა ცნობილ ისტორიკოსსა და მეცნიერს და სიტყვაც წარმოუთქვამს მის მოღვაწეობაზე. აი, რას წერდა ასევე ცნობილი პოეტი და ქართველი ხალხის საყვარელი მგოსანი ვაჟა-ფშაველა ამის შესახებ: „ჩვენის პატივცემულის ისტორიკოსის დიმიტრი ბაქრაძის სიკვდილმა ყველას თავზარი დასცა ჩვენს თიანეთშიც. ეს პატარა დაბა, სხვა თავის თანამოძმეებთან ერთად, ჰგლოვობს დაკარგვას საუკეთესო ძმისა და მასწავლებლისას, ჰგლოვობს ყველა, ვისაც ესმის, რა არის ერი, ერის ისტორია, ეროვნული თვითცნობა... 15 ამ თვისას, რა დღესაც ეს სამწუხარო ამბავი მოვიდა, შეიკრიბა საყდარში ადგილობრივი საზოგადოება პანაშვიდზე დასასწრებლად. პანაშვიდი გადაიხადა ადგილობრივმა ბლაღოჩინმა, მღვდელმა იოსებ კოშორიძემ, რომელმაც წარმოსთქვა გრძნობიერი სიტყვა განსვენებულის მოღვაწეობის მნიშვნელობაზედ, თუ რა ღვაწლი დასდო მან ჩვენს ისტორიას, რამდენად შეგვაგნებინა ჩვენი წარსული და მოგვანიჭა იმედი მომავლისა. პატივცემულმა მოძღვარმა სწორედ მოსწრებულად შეადარა განსვენებული დიმიტრი ბაქრაძე დიმიტრი თავდადებულს. ნამეტანი არ იქნება, სთქვა მღვდელმა, ითქვას, რომ განსვენებული მეორე დიმიტრი თავდადებულია მამულისათვის. თუ პირველმა მსხვერპლად შესწირა თავი სამშობლოს, თავი დასდო საქართველოსათვის და ამით მოგვცა მაგალითი პატიოსნურის სიკვდილისა, თავგანწირულებისა მამულისა და სჯულისათვის, არც მეორემ დააკლო: ეს გვაძლევს მაგალითს დაუღალავის, განუწყვეტელ, მედგარის შრომისას მამულისა და მეცნიერების გულისათვის, რომელსაც შესწირა თავისი სიცოცხლე, აღსავსე დაუცხრომელის ზრუნვით, როგორც პირველზე, ისე მეორეზე. დიმიტრი ბაქრაძის ღვაწლის შემდეგ ადვილად ვეღარავინ გაჰბედავს შეურაცხჰყოს ჩვენი თავმოყვარება და დაუძახოს ჩვენს ისტორიას „ზღაპრული“ და სხვ. ბოლოს სიტყვა დაასრულა ამ ლექსით: „ვინც რომ წარსულს ივიწყებს, არ ეძიებს, ძლიერ კარგიც რომ იყოს, ნაყოფს ვერ გამოიღებს“.
17-3 საპატრიარქოს უწყებანი N17 3-9 მაისი, 2012წ გვ.20
მღვდელი იოსებ კოშორიძე 1858-1907 (დასასრული)
1891 წლის თებერვალში მამა იოსებმა დაბა თიანეთში შემოწირულება შეაგროვა და განსვენებულ დიმიტრი ბაქრაძის ფონდის სასარგებლოდ გადარიცხა. 1892 წლის 26 ოქტომბერს იგი საგვერდულით დაჯილდოვდა. 1892 წელს 28 აპრილს თიანეთის ოლქი ორ ნაწილად გაიყო. II ოლქში შევიდა შემდეგი სამრევლოები - ბარისახო, გული, შატილი, ახიელი, უკანა ფშავი, მუქო, შუა ფხოვი, ჩარგალი. გომეწრის სამრევლო მიეწერა დუშეთის მაზრის II ოლქს. | ოლქის მთავარხუცესად კვლავ თიანეთის ეკლესიის მლვდელი იოსებ კოშორიძე დარჩა. თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა მამა იოსებმა ერწოში მდებარე წმინდა ქართველი მეფე არჩილის განსასვენებელის, ნადოკრის მონასტრის აღორძინების საქმეში.
XIX საუკუნის 80-90-იან წლებში გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) მრავალი მიტოვებული სავანე გადაარჩინა სრულ გავერანებას. მათ შორის იყო ნადოკრის მონასტერი. მან ზედაზნის მონასტრის ბერმონაზონი ეფრემი (დიდებაშვილი) მიავლინა იქაურობის მოსავლელად. ბერი ეფრემი ახლომახლო სოფლებში დადიოდა და შეწირულებას აგროვებდა მონასტრის აღსადგენად. ეს ამბავი მამა იოსების ყურამდეც მივიდა. თავდაპირველად მან არ იცოდა საქმის ვითარება და როგორც ოლქის მთავარხუცესმა, მდგომარეობის გასარკვევად წერილი მისწერა ეპისკოპოს ალექსანდრეს: „მათ ყოვლადუსამღვდელოესობას გორის ეპისკოპოზს, მოწყალე მღვდელმთავარს ალექსანდრეს:სიმდაბლით მოხსენება, მოწყალეო მღვდელმთავარო! მოვითხოვ რა თქვენგან ლოცვა-კურთხევას, ვეამბორები თქვენსა მარჯვენესა ხელსა. მოვალეობისაებრ ჩემისა მოგახსენებთ სიმდაბლით შემდეგს: აქ ერწო-თიანეთში დაიარება პირი, როგორც თვითონ მოგახსენებთ ვინაობას, არის ზედაზნის მონასტრის ბერი ეფრემი. ჩამოუკიდია დაუბეჭდავი (კრუჭკა) განზალაკი, დაიარება და ჰკრებს ფულებს. არა აქვს არც წიგნი, რომელშიაც უნდა იწერებოდეს შემოწირულებანი. მოვთხოვე მე რა მას ნებართვის წიგნი, მაჩვენა ეს რვეული 1891 წლისა, რომელიც ეკუთვნის ზედზნის მონასტერს და ვადაც გასული აქვს. და არც შემოწირულებანი ჩაუწერინებია არავისათვის. დაუთვალე ფული კრუჭკაში და აღმოუჩნდა ექვსი მანეთი და 99 კაპიკი. ამ კრუჭკას ფულითურთ ჩემის ბეჭდით დაბეჭდილს წარმოვადგენ თქვენს ყოვლადუსამღვდელოესო- ბასთან განსახილველად. ეს ბერი ეფრემი მოგახსენებთ, ვითომც თქვენის ნება დართვით დაიარება და ჰკრებს ფულებს. რადგან კანონიერი ნებართვის ქაღალდი არა აქვს თქვენი მეუფებისაგან და არც კანცელარიიდან შემოწმებული, ამისთვის მოვმართავ რა თქვენს მეუფებას, უმორჩილესად გთხოვთ, როგორმე მაცნობოთ, რომ ნამდვილად თქვენგან არის ამ მიზნით გამოგზავნილი, უბოძოთ კანონიერი რვეული და, ჩემის მხრით, ყოველ შემთხვევაში შემწეობას აღმოუჩენ ჩემს საბლაღოჩინოში. 1893 წლის 4 ივლისი ს. თიანეთი“. მეუფე ალექსანდრემ საპასუხო წერილით დაუდასტურა მოძღვარს ამ ამბის სინამდვილე. ამის შემდეგ მამა იოსებს ყურადღება არ მოუკლია ნადოკრის მონასტრისა და მისი ერთადერთი მკვიდრისათვის, ეხმარებოდა მას როგორც ეკონომიურად, ისე სულიერად, ვიდრე 1898 წელს არ აღესრულა ბერმონაზონი ეფრემი.
1895 წელს მამა იოსების ინიციატივით თიანეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან ახალი ქვის სამრეკლო აშენდა, რომელზეც სამი ზარი დაჰკიდეს: 18 -- ფუთიანი, ფუთნახევრიანი და 20 -- ფუთიანი. ამ დამსახურებისთვის მამა იოსები 1897 წლის აღდგომას სკუფიით დააჯილდოვეს.
18 საპატრიარქოს უწყებანი N18 10-16მაისი 2012წ გვ.17
მღვდელი იოსებ კოშორიძე 1858-1901
გვყავს შინაური მტრები... უმეცრება, უსწავლელობა და განუვითარებლობა“
II ნაწილი
XIX საუკუნის II ნახევარში რუსეთის იმპერიალისტურ-კოლონიური პოლიტიკის შედეგად სასულიერო
სასწავლებლებში გამეფებული იყო რეჟიმის სისასტიკე და უკიდურესი რეაქციულობა. სახიფათოდ მიიჩნეოდა ქართული წიგნებისა და ირაღ- გგვეთვმის კითხვა. პედაგოგებს ხშირ შემთხვევაში უკრძალავდნენ ქარ- თულ ენაზე სწავლებას, პროგრამიდან ამოღებული იყო საქართველოს ეკლესიისა და, ზოგადად, მშობლიური ისტორიის სწავლება, რაც ახალგაზრდობის ეროვნულ ნიადაგზე აღზრდას უშლიდა ხელს. ეს ყველაფერი კარგად იყო ცნობილი პროგრესულად მოაზროვნე ქართველი სამღვდელოებისათვის, რომელთაც იცოდნენ, რომ საეკლესიო სასწავლებლებში ქართული სულისკვეთებითა და მენტალიტეტით ალზრდილი ბავშვი შემდგომში მტკიცე დასაყრდენი იქნებოდა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ სამშობლოს ინტერესების დასაცავად ბრძოლის დროს. ამ კუთხით გამოირჩეოდა მამა იოსების მოღვაწეობა თიანეთის მაზრაში. იგი დიდ ყურადღებას უთმობდა მრევლში ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებას და მათში ცრუმორწმუნეობის აღმოფხვრას. მთის მოსახლეობაში ძალიან ფრთხილი და მოქნილი მოქმედება იყო საჭირო, რადგან მათი დიდი ნაწილი ისევ ძველი ტრადიციების მიმდევარი გახლდათ. აუცილებელი იყო მომავალი თაობები სამრევლო-საეკლესიო სკოლებში ქართულ ენაზე საღვთო სჯულის სწავლებით აღზრდილიყო, რათა მათ სწორი წარმოდგენა და ხედვა ჰქონოდათ ქრისტიანობასა და, ზოგადად, სარწმუნოებაზე. მრავალწლიანი თავდადებული და კეთილსინდისიერი მოღვაწეობის შედეგად მამა იოსები მთელ თიანეთის მაზრაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ყველას უყვარდა დაუზარელი და მუდამ ხალხის სამსახურში მყოფი მოძღვარი, რომელსაც პატიოსანი ქცევითა და მსახურებით სამაგალითო მღვდლის სახელი ჰქონდა, როგორც მრევლში, ისე სამლვდელოების რიგებში. თუმცა, ბოროტსაც არ ეძინა და მამა იოსებს მრავალი ცილისწამებისა და განსაცდელების დათმენა უხდებოდა. 1895 წელს უცნობი კორესპონდენტი ცილისმწამებლურ წერილს აქვეყნებს მამა იოსებზე გაზეთ „ივერიაში“: „ქრისტიანობის აღმდგენელ საზოგადოების მიერ ჩვენში დაარსებულია სკოლა. საზოგადოებას დაქირავებული ჰყავს თავისის ხარჯით ამ სკოლისათვის ერთი მასწავლებელი, სემინარიაში სწავლა-შესრულებული და აგრეთვე ადგილობრივი მღვდელი. მასწავლებელს აქვს დავალებული ასწავლოს შეგირდებს საგნები გარდა საღმრთო წერილისა, რომლის სწავლებაც ადგილობრივ მღვდელ- ბლაღოჩინ კოშორიძის ვალია. მაგრამ რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებს მამა კოშორიძე ამ მოვალეობას, ამას შემდეგში დავინახავთ. აგერ მეშვიდე თვე მიდის, ენკენისთვეს აქეთ, სკოლა საღმრთო სჯულის უმასწავლებლოდ არის მიტოვებული. ამ ხნის განმავლობაში მამა კოშორიძეს ორჯელ არ შეუდგავს სკოლაში ფეხი გაკვეთილების მისაცემად. რას უნდა მიეწეროს ასეთი მისი გულგრილობა, რად უფრთხის მამა კოშორიძე ამ მეორე ტაძარს ღვთისას. დავიჯეროთ, იმდენად არის დატვირთული თავის სამრევლო საქმეებით, რომ არ შეუძლიან სკოლას თავის დროზე მიჰხედოს? თუ არ შესწევდა იმდენი ძალ-ღონე, რომ ერთსაც გაუძღვეს და მეორესაც, ხელს რატომ არ იღებს სწავლის სასყიდელზედ და სხვას ვისმე არ გადასცემს ამ საგნის სწავლებას? იმედია, ყურადღებას მიაქცევს, ვისიც ჯერ არს და ამ უწესობას ბოლოს მოუღებს“, მღვდელმა იოსებმა ამ ცილისმწამებლურ წერილს საკადრისი პასუხი გასცა ჟურნალ „კვალის“ 1895 წლის მე-20 ნომერში, მაგრამ მოძღვარი საკუთარ თავს ხომ არ გაიმტყუნებდაო, რომ არ ვიფიქროთ, უფრო ობიექტურად ავხსნათ ეს მოვლენა. საინტერესო იქნება მოვიხმოთ სხვა ადამიანების წერილებიც, რომელთაც ასევე ამხილეს ცრუ კორესპონდენტი და მამა იოსების ნამდვილი სახე აჩვენეს მკითხველს გაზეთში. გაზეთი „ივერია“, 1895 წლის 133-ე ნომერი, ვინმე „ჩხოკეთელის“ წერილი: „თქვენის პატივცემულ გაზეთის 58-ე ნომერში იყო დაბეჭდილი უსახელო კორესპონდენცია თიანეთის სამრევლო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებელ, ბლაღოჩინ-მღვდელ იოსებ კოშორიძეზე, რომელმაც სათანადო პასუხი გასცა ამ პასკვილის დამწერს ჟურნალ „კვალში“. სხვათა შორის, მამა კოშორიძე სწერდა, რომ თუ კორესპონდენტს ჰსურს და-
18-1 საპატრიარქოს უწყებანი N18 10-16მაისი 2012წ გვ.18
მღვდელი იოსებ კოშორიძე 1858-1901 (გაგრძელება)
ნამდვილებით გაიგოს, იციან რამე თუ არა მოწაფეებმა საღმრთო სჯულიდგან, ვთხოვ კორესპონდენტს, კეთილი ინებოს და დაესწროს მოწაფეების გამოცდასაო. გამოცდა მოწაფეებისა მოხდა მაისის 19 და 21 რიცხვებში. გამოცდას დაესწრნენ: ინსპექტორი ქრისტიანობის გამავრცელებელ საზოგადოების სკოლებისა, თიანეთის მაზრის უფროსი, თიანეთის სამაზრო მკურნალი, მაზრის სამმართველოს ორი შეგნებული მოხელე და მრავალნი სხვანი. უნდა გენახათ, ბატონო, და სულით დამტკბარიყავით, რა გონივრულ, აზროვან და მოხერხებულ პასუხებს იძლეოდნენ სუყველა განყოფილების მოწაფეები, არამც თუ პროგრამიდან ამოღებულ კითხვებზედ, არამედ იმათზეც, რომლებსაც ჰქონდათ უფრო მაღალი ღვთისმეტყველების ხასიათი. მაშ, რაღას „ჰგოდებს და იგლოვს“ ზემოხსენებული კორესპონდენტი? იმას, ბატონო, რომ ყველაფერი ეს შეგირდებმა იციან სამმაებლიო გასაგებ ენაზედ და არა სლავურ-რუსულით. კორესპონდენტს ვერ მოუნელებია ის, რომ ბავშვებს ტვინი არა აქვთ გალაყებული სლავენურ ენაზედ ტროპარ-კონდაკების ზეპირობით და ვერ გაუკბილავთ ოციოდე საღმრთო მოთხრობა რუსულ სახელმძღვანელოთგან. იმ აზრს, რომ ყველა ჩვენი სკოლები იყვნენ მოწყობილნი უცხო ნიადაგზედ, თიანეთელ კორესპონდეტზედ უფრო მძლავრი, გავლენიანი და მოხერხებული მექომაგეები ჰყავს. შესაძლოა ამ მოკლე ხანში ამ უკანასკნელმა პირებმა მიაღწიონ თავიანთ დიდი ხნის გულისწადილს და ჩვენი სამრევლო სკოლები აივსებიან სლავურ ჟამნ-დავითნ-პარაკლიტონებით და მაშინ გაიხარებს ჩვენი გულშემატკივარი კორესპონდენტი. მაგრამ, ვგონებ, ამგვარ სკოლაზე ზედგამოჭრილია შემდეგი სიტყვები წმიდა სახარებისა: „არცა ქვეყანასა, არცა სკორესა სარგებელ არს“. ანალოგიური ხასიათის წერილი დაბეჭდა გაზეთ „ივერიაში“ არქიმანდრიტმა ლეონიდემ (ოქროპირიძე, შემდგომში –- სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი), რომელიც იმ პერიოდში კავკასიაში ქრისტიანობის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გახლდათ და თავადაც კარგად იცნობდა მამა იოსებს. აი, რას წერდა იგი: „გაზეთ ივერიაში დასტამბული წერილი, ცოტა არ იყოს, მეც შემეხება, როგორც თიანეთის სკოლის მეუფროსეს და ამისათვის ზნეობრივ მოვალედ ვრაცხ ჩემს თავს, განვაცხადო, რომ ხსენებულ კორესპონდენტის წერილები აშენებულია პიროვნულ ანგარიშებზედ. კორესპონდენტი დარწმუნებული ბრძანდებოდეს იმაში, რომ იმის გარდა სხვებსაც შესტკივათ გული საზოგადო საქმეებზე. როგორც კი „ივერიაში“ დაბეჭდილი წერილები წავიკითხე, მე შევუდექი საღმრთო სჯულის მასწავლებლის შესახებ ცნობების შეკრებას, ბოლოს პირადათაც მივედი თიანეთში და, რაც შემეძლო, ყველაფერი გამოვიძიე, მაგრამ არაფერი იმგვარი აღმოჩნდა, რასაც კორესპონდენტი ჩიოდა. ამასთანავე, მინდა მას გავუზიარო თიანეთის მაზრის უფროსის მოხსენება, რომელსაც უმეტ-ნაკლებოდ გთავაზობთ: „ვრაცხ ჩემს ზნეობრივ მოვალეობად, გაუწყოთ, ღირსო მამაო, წარსულ მაისის უკანასკნელ რიცხვებში მე და ჩემდამო რწმუნებული სამმართველოს მოხელე როსტომაშვილი და ცისკარიშვილი დავესწარით თიანეთის სასწავლებლის გაკვეთილებს და ეგზამენებს და ყმაწვილები ჩინებულად იყვნენ მომზადებულნი. ამასთანავე, ვცანით, რომ მასწავლებლებს და მათ შორის, განსაკუთრებით, მამა კოშორიძეს კეთილსინდისიერად შეუსრულებიათ თავიანთი მოვალეობა“. როგორც ამ წერილიდან ირკვევა მღვდელი იოსებ კოშორიძე ერთგული დამცველი და მებრძოლი გახლდათ ეროვნუ-ლი კულტურისა და იდეალებისა, და არცაა გასაკვირი, რომ მის წი ნააღმდეგ ასეთი ცილისმწამებლური კამპანია ააგორეს. მამა იოსების მეცადინეობითა და მონდომებით, 1895 წლის 30 მაისს თიანელებს დიდი ხნის ნატვრა და სურვილი აუხდათ. წლების განმავლობაში ითხოვდა მრევლი და საზოგადოება ბიბლიოთეკის დაარსებას და როგორც იქნა კანცელარიიდან მოვიდა დადებითი პასუხი. დილის 11 საათზე მთელი
თიანეთის საზოგადოებამ მოიყარა თავი ბიბლიოთეკის წინ. აქ იყვნენ თიანეთის ქალთა და ვაჟთა სასწავლებლის მოწაფენი, პედაგოგებითურთ. კურთხევის შემდეგ პარაკლისი გადაიხდა და ვრცელი და საინტერესო სიტყვა წარმოთქვა თიანეთის ოლქის მთავარხუცესმა და ტაძრის წინამძღვარმა, მამა იოსებ კოშორიძემ. პატიოსანო მსმენელნო! წმ. მოციქული პავლე თავისს მოწაფე ტიმოთეს შორიდგან შემდეგს დარიგებასა სწერს: „ვიდრემდე მე მოვიდე, ეკრძალე საკითხავსა, ნუგეშინის ცემასა მოძღვრებასა... ხოლო შეგინებულთა მათ დედა-ბერებრთა ზღვართაგან იჯმენ“ (I. ტიმ. IV.7-13), ე. ი. მინამ მე მოვიდოდე და გნახავდე, შენ დროს ცუდ-უბრალოდ ნუ დაჰკარგავ, ნუ აჰყვები ზარმაცთ, მზაკვართ, ცბიერთ პირთ, ხოლო წიგნების კითხვაში და სწავლაში ატარებდე დროსაო... აქედგან ნათლადა სჩანს, რომ წმ. მოციქული პავლე დიდს მნიშვნელობას აძლევს სასარგებლო წიგნების კითხვას და ურჩევს თავის მოწაფეს, განაგრძოს იგი. ამისათვის – ამდღევანდელის დღის შემთხვევისა გამო თიანეთის წიგნსაცავის დაარსებისა, მე მსურს პატივცემულს კრებას ორიოდე სიტყვა მოვახსენო.
18-2 საპატრიარქოს უწყებანი N18 10-16მაისი 2012წ გვ.19
მღვდელი იოსებ კოშორიძე 1858-1901 (გაგრძელება)
პატივცემულს საზოგადოებას უკეთ მოეხსენება სარგებლობა და მნიშვნელობა წიგნების კითხვისა, რადგან დამაარსებელთა ამა სამკითხველოისა აზრად აქვთ მდაბიო ხალხში სასარგებლო წიგნების კითხვა გაავრცელონ და, მასთან ერთად, ხალხს უმეცრებასთან ბრძოლა გაუადვილონ; ამიტომ ჩემი სიტყვა თქვენდამი არა რჩევა და დარიგება იქნება, არამედ თანაგრძნობა. ჩვენის ცხოვრების ისტორია გვასწავლის, რომ ჩვენს ქვეყანას აუარებელი მტერი ერტყა გარშემო. მტერს უნდოდა ჩვენი სახსენებელი აღმოეფხვრა და ჩვენს ქვეყანას დაჰპატრონებოდა. ქართველნი მედგრად ებრძოდნენ მტერს და სადაც კი საჭიროდ სცნობდნენ, ციხე-სიმაგრეებს აშენებდნენ და აქედგან შესაფერის იარაღით შემოსილნი თვისს ვინაობისა და სარწმუნოების დასაცველად იბრძოდნენ. თუმცა მოუსვენარსა და აღშფოთებულს ცხოვრებაში იყვნენ ჩვენნი წინაპარნი, მაინც სწავლა-განათლებას შესაფერს ზრუნვას არ აკლებდნენ. ამის დასამტკიცებლად, სხვათა მრავალთა საბუთთა შორის, მოვიყვანთ მხოლოდ იმ მაგალითს, რომ ჩვენნი წინაპარნი ქალს მზითვად ოქრო-თვალ-მარგალიტებს კი არა, არამედ ორ წიგნს ატანდნენ: წმიდა სახარებას და ჩვენის დიდებულის პოეტის შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“. ჩვენი ძველი დედები, აი, ამ წიგნებითა ზრდიდნენ შვილებს და აკვანშივე სარწმუნოებისა და სამშობლოს სიყვარულს უნერგავდნენ. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, გარეშე მტრების სამაგიეროდ გვყავს შინაური მტრები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას არა ნაკლებ გარეშე მტრებისა ასუსტებენ და აუძლურებენ. რომელი მტრებია ეს უმეცრება, უსწავლელობა და განუვითარებლობა. რომ დავუკვირდეთ ცხოვრებას და მისს მსვლელობას ჯეროვანი თვალ-ყური ვადევნოთ, ცხადად დავინახავთ, რომ უმეცრება არამც თუ კერძო კაცს, მთელს ერს დიდს დაღს ასვამს, აუძლურებს, როგორც სულიერად, აგრეთვე ხორციელად. ამ უმეცრებამ, ამ განუვითარებლობამ ჩვენი ერთ დროს გაჩაღებული ოჯახი შეარყია. ქრისტიანულს ძმობა-ერთობას ბოლო მოუღო, მამა-პაპათაგან ნაანდერძევი სჯული დაგვავიწყა, ცრუმორწმუნეობა გაგვიმრავლა, სიკვდილი გაგვიხშირა და დიდს სიღატაკეში ჩაგვყარა. ვინ მოსთვლის, რამდენი ცრუმორწმუნენი სუფევენ ჩვენს ცხოვრებაში. ეს ცრუმორწმუნება დიდ ზიანს აძლევს, სარწმუნეობას აზიანებს და ჩვენ მაინც უმეცრება ვერ დაგვიტოვებია. რა საშუალებით შეგვიძლიან ამ უჩინარ მტერთან ბრძოლა? როგორც ჩვენი წინაპარნი მტერთან საბრძოლველად ციხე-სიმაგრეებს აშენებდნენ, დღეს ჩვენც მათ სამაგიეროდ სკოლა-სამკითხველოებს უნდა ვაშენებდეთ; როგორც ისინი იმოსებოდნენ დროის შესაფერის იარაღით, ჩვენც სასარგებლო წიგნების კითხვა გავრცელებით უნდა ვვიარაღდებოდეთ. პატივცემულმა თიანეთის საზოგადოებამ სწორედ ამ აზრით და განზრახვით დააარსა თქვენთვის, მდაბიო ხალხისათვის, ეს სამკითხველო-წიგნთსაცავი და თუ გონივრულად მოიხმართ, დიდ სარგებლობას ნახავთ. და თქვენ, პატივცემულნი ინტელიგენტნო! დასდეთ რა დასაბამი ამ მეტად საჭიროსა და სასარგებლო საქმეს, ვისურვებ მისის დღეგრძელობისათვის ჯეროვანი გულმოდგინეობა და შრომა არ მოგეკლოთ. უნდა ეცადნეთ ამ ახლად ფეხგადგმულს საქმეს მუხლი გაუმაგროთ და ჩვენს გარშემო სიბნელით მოსილი მდაბიო ხალხი დაარწმუნოთ, რომ ჩვენ აქ მარტო საცხოვრებლად, ჯამაგირების ასაღებად კი არა, მათის კეთილდღეობისა და წარმატების საზრუნველადაც მოვსულვართ, არ დავემსგავსებით იმ მონას, რომელმაც მიიღო ქანქარი, ჩაფლა მიწაში და არ ასარგებლა-რა. დასასრულს, არ შემიძლიან მადლობა არ გამოვუცხადო და ღრმა პატივისცემით არ მოვიხსენიო ის პირნი, რომელთაც მიიღეს შრომა და მეცადინეობა ამ კეთილი საქმის აშენებაში. როგორც უწყით, ბატონებო, საძირკველი ამ საქმეს გაუჭრა აქ მყოფმა მასწავლებელმა ა. მათურელმა, ხოლო ქვაკუთხედი დასდეს და ეს კედლები აღაშენეს დაბა თიანეთის მკურნალმა ექიმმა და ი. ცისკარიშვილმა. დიდი მადლობის ღირსია აგრეთვე ი. ჩიბალაშვილი, რომელმაც უსასყიდლოთ დაუთმო წიგნსაცავს ოთახი და მისი მართვა იკისრა. ახლა თქვენ, ნორჩნო ყრმანო! თქვენ მრავალჯერ გსმენიათ ჩემგან ეს დარიგება, რომ როდესაც სკოლიდგან გამოხვალთ, მაინც კავშირს ნუ შესწყვეტთ და უეჭველად იქონიეთ მასთან კავშირი. რაც გსმენიათ და გისწავლიათ, რომ არ დაგავიწყდეთ, უნდა მიგქონდეთ წიგნები და მასწავლებლებისა და მოძღვრის ხელმძღვანელობით თავისუფალს დროს კითხულობდეთ. სკოლა დღევანდლამდე მოკლებული იყო შემწეს, წიგნები არა ჰქონდა. დღეს კი თქვენმა კეთილის
18-3 საპატრიარქოს უწყებანი N18 10-16მაისი 2012წ გვ.20
მღვდელი იოსებ კოშორიძე 1858-1901 (დასასრული)
მყოფელებმა დაგვიარსეს ეს რომელიც მეორე სკოლის მაგივრობას ეს
წიგნთ-საცავი, გაგიწევთ. ეცადენით, კეთილ-საიმედო პირების ხელ- მძღვანელობით კითხულობდეთ სასარგებლო წიგნებს. დაიხსომეთ კარგად დღევანდელი დღე და რაცა ვსთქვი, ის თუ ვერ დაიხსომეთ, რაც ნახეთ თქვენის თვალით, ის მაინც ჩასწერეთ თქვენს პატარა გულის ფიცარზედ, რომ ყოველს კეთილს საქმეს ლოცვა-ვედრებით ვიწყებთ და მადლობით ვათავებთ. კარგად დაიხსომეთ, რომ: „სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელო, მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელი. სხვას ყველას მახე უგია, თავისა გასაყოფელი, და თუ კაცს ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი“. დასასრულ, მამა იოსებმა წიგნთსაცავს წყალი ასხურა, იქ მყოფი ხალხი დალოცა და ბედნიერი ცხოვრება უსურვა ფათერაკებით აღსავსე წუთისოფელში. 1898 წლის 1! ოქტომბერს მამა იოსების სიმამრი, სოფელ ხაშმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი და თბილისის მაზრის!III ოლქის მთავარხუცესი, დეკანოზი ლეონ ბაქრაძე ბერად აღკვეცის მიზნით წინამძღლვრობიდან გადადგა. მისი რეკომენდაციით, ხაშმის ეკლესიის წინამძლვრად და მთავარხუცესად მღვდელი იოსები დაინიშნა, რომელიც დიდი სიყვარულითა და გულისტკივილით გამოაცილა თიანეთის მრევლმა და საზოგადოებამ. დანიშვნისთანავე ანალოგიური საგანმანათლებლო მუშაობა გააჩალა გულმოდგინე და ღვთის მოშიშმა მოძღვარმა, მაგრამ ბევრის გაკეთება აღარ დასცალდა მოძღვარს. შთამომავლებში დარჩენილი მოგონებებიდან ირკვევა, რომ ეროვნული იდეების ქადაგებისათვის იგი კვლავ დაასმინა ვიღაცამ უმაღლეს საეკლესიო მმართველობასთან, რის გამოც მოძღვარი საქმის გამოსარკვევად თბილისში დაუბარებიათ. მამა იოსებსა და მათ შორის უსიამოვნო საუბარი გამართულა. ანერვიულებული მღვდელი გარეთ გამოსულა ამ დროს გულის შეტევით გარდაცვლილა. სავარაუდოდ, ეს მოხდა 1901 წლის იანვარ–თებერვალში. ქართული ეკლესიისა და სამღვდელოებისათვის დიდი დანაკლისი იყო ასეთი ახალგაზრდა, ენერგიული და ნასწავლი სასულიერო პირის ნაადრევად გამოკლება. მისი ცხედარი ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა სოფელ
ხაშმში წაასვენეს და ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. სამწუხაროდ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მამა იოსების ოჯახს შემდგომშიც მრავალი განსაცდელის გადატანა მოუხდა. ჯერ იყო და მისი ორი ახალგაზრდა ქალიშვილი ადრეულ ასაკში აღესრულნენ. გასაბჭოების შემდეგ კი მათი მდგომარეობა უფრო დამძიმდა. მამა იოსების მეუღლემ ხაშმის საშუალო სკოლაში მასწავლებლად მუშაობის დაწყება ითხოვა, რაზეც სოფლის იმჟამინდელმა უღმერთო მესვეურებმა უარი უთხრეს, მღვდლის მეუღლეს ჩვენ სამსახურში ვერ მივიღებთო, არადა, ეს სკოლა სწორედ მღვდელ იოსებ კოშორიძის ხელშეწყობითა და მეცადინეობით იყო. თავის დროზე დაარსებული. ოჯახისათვის ასევე დიდი ტკივილი იყო ხაშმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დარბევა და მის საწყობად გადაკეთება, რასაც შედეგად ტაძრის ეზოში დაკრძალული მამა იოსებისა და მისი შვილების საფლავების დაკარგვა მოჰყვა. ბოლო ტკივილი კი 1937 წლის რეპრესიები გახლდათ, როდესაც სრულიად უმიზეზოდ დააპატიმრეს მამა იოსების ერთ-ერთი ვაჟი სვიმონი და დახვრიტეს, ხოლო ორი შვილიშვილი ვილის მხრიდან) ლევან კოშორიძე და კოტე ქარუმიძე (ქალიშვილის მხრიდან)- გააციმბირეს.
19 საპატრიარქოს უწყებანი N17 17-23 მაისი, 2012წ გვ.18
ჯავახიების სასულიერო ოჯახი
მღვდელი იესე გაბრიელის ძე ჯავახია 1840 წელს სამეგრელოში, სენაკის მაზრის სოფელ გურძემში, გლეხის ოჯახში დაიბადა. ღრმად მორწმუნე მშობლებმა პატარა იესე სასწავლებლად ნამარნევის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერში მიაბარეს, სადაც მაშინ წინამძღვრად იყო ცნობილი ასკეტი და მოღვაწე ბერი, იღუმენი ბენედიქტე (ჩიქოვანი), რომელმაც საფუძვლიანად შეასწავლა მას წერაკითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. მამა ბენედიქტეს ბრძნული დარიგებანი და ლოცვა-კურთხევა სიღრმისეულად შეითვისა ახალგაზრდა მორჩილმა და თავის სამღვდელო პრაქტიკაში წარმატებით გამოიყენა. XIX საუკუნის 60-იან წლებში იესე დაქორწინდა ქეთევან იოანეს ასულზე, დაბადებული 1852 წელს და მასთან ორი ვაჟი და ერთი ასული შეეძინა: ამბაკო, კირილე და მინადორა, დაბადებული 1867 წელს, რომელიც მღვდელ დავით ჯინორიძეზე იყო გათხოვილი. მათი ვაჟი იპოლიტე ჯინორიძე თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული გახლდათ.
1866 წელს სამეგრელოს ეპისკოპოსმა ტარასიმ (ელიავა) იესე დიაკვნად აკურთხა. ამავე წელს მლვდლად დაასხა ხელი და სოფელ გურძემის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დაადგინა. 1882- 1885 და 1902-1907 წლებში მღვდელი იესე ორჯერ აირჩიეს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის საპატიო დეპუტატად. იგი დაჯილდოებული იყო საეკლე- სიო ჯილდოებით: 1879 წელს საგვერდულით, 1887 წელს -- სკუფიით, 1908 წელს -- კამილავკით, ხოლო 1912 წელს ––- სამკერდე ოქროს ჯვრით. მამის მსგავსად სასულიერო გზა აირჩია მისმა ორივე ვაჟმაც. უფროსი, მღვდელი ამბაკო 1869 წლის 1! იანვარს დაიბადა. 1884-1888 წლებში იგი სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, რომელიც წარჩინებით დაასრულა. 1888 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) იგი გურძემის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაადგინა. 1890 წელს სოფელ ნამიკოლოუს მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. აქ მსახურების პერიოდში ამბაკო ასწავლიდა ადგილობრივ სამრევლო–-საეკლესიო სკოლაში. 1894 წელს მან (კოლად ითხოვა სოფელ ჯოლევის ეკლესიის მღვდლის ვასილ ყურაშვილის ასული აგრაფინია (დაბადებული 1879 წელს), რომელთანაც ორი შვილი ეყოლა: ლიდა (დაბადებული 1897 წლის 3 იანვარს, დაამთავრა ხონის პროგიმნაზია, შემდეგ ქუთაისის ქალთა გიმნაზია, გათხოვილი იყო სოფელ თამაკონში ილია ფარცვანიაზე. ლიდა მუშაობდა თამაკონის საშუალო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. გარდაიცვალა 1979 წელს) და დავითი (დაბადებული 1900 წლის 17 მარტს. დავითი სწავლობდა ხონის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ კი დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის განხრით. იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, აჭარის განათლების მინისტრი, საქართველოს განათლების სამინისტროს პედაგოგიკის ინსტიტუტის დირექტორი, ამავე სამინისტროს სკოლების სამმართველოს უფროსი. გამოცემული აქვს ქართული ენის სახელმძღვანელო (გარდაიცვალა 1969 წლის მაისში). 1894 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) ამბაკო ჯერ დიაკვნად აკურთხა, ხოლო შემდეგ მღვდლად დაასხა ხელი და სოფელ ჯოლევის მაცხოვრის ჯვარცმის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. მამა ამბაკოს დიდი ძალისხმევით მალე სოფელ ჯოლევში გაიხსნა სამრევლო სკოლა, სადაც თვითონვე ასწავლიდა ბავშვებს უსასყიდლოდ. ამ პერიოდში სკოლაში 55 მოსწავლე ირიცხებოდა. 1896 წელს მამა ამბაკო ზუგდიდის მაზრაში, სოფელ პატარა ზანას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. აქაც მრევლის თანადგომით სამრევლო სკოლა დააარსა. 1897 წელს აირჩიეს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის საქმეთა დეპუტატად. 1899 წელს მამა ამბაკო საგვერდულით დაჯილდოვდა. 1902 წლიდან იგი სოფელ თარგამეულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მსახურობდა. მამა ამბაკომ აქაც გახსნა სკოლა, რომლის ხელმძღვანელი და მასწავლებელიც თვითონ იყო. 1908 წლიდან საღვთო სჯულსაც ასწავლიდა. ამავე წელს სკუფია ეწყალობა. 1909 წელს სასწავლო დარგში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის წმინდა სინოდმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა. 1915 წლის 15 მაისს კამილავკა ეწყალობა. XX საუკუნის 20-იან წლებში, საქართველოში კომუნისტური ხელისუფლების დამყარების შემდეგ, სამღვდელოების მდგომარეობა გართულდა. მამა ამბაკო იძულებული გახდა მღვდელმსახურება შეეწყვიტა და მასწავლებლად დაეწყო მუშაობა. მღვდელი ამბაკო 1943 წლის 8 ნოემბერს გარდაიცვალა. იგი 14 ნოემბერს სოფელ გურძემში საერო სასაფლაოზე დაასაფლავეს. უმცროსი ვაჟი, დეკანოზი კირილე, ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე 1872 წლის 11 აპრილს (მეორე ვერსიით -–– 21 ივნისს) დაიბადა. პატარა კირილე მამამ სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, რომელიც მან წარმატებით დაასრულა. 1890 წელს იგი გურძემის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მეორე მედავითნედ დაინიშნა. 1892 წლის თებერვალში კიწიის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს. ამ პერიოდში მან იქორწინა ეფროსინე ნიკოლოზის ასულზე (დაბადებული 1884 წელს), რომელთანაც სამი ასული შეეძინა: მარიამი (დაბადებული 1901 წლის 2 იანვარს), თამარი (დაბადებული 1903 წლის 15 ივნისს) და ქსენია (დაბადებული 1907 წლის 13 ოქტომბერს).
19-1 საპატრიარქოს უწყებანი N17 17-23 მაისი, 2012წ გვ.19
ჯავახიების სასულიერო ოჯახი (გაგრძელება)
მალე გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) კირილე დიაკვნად აკურთხა, შემდეგ კი მღვდლად დაასხა ხელი და სორთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1911 წლის 15 მაისს იგი კამილავკით დაჯილდოვდა. 1914 წლის 2 სექტემბერს - ნოქალაქევის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1916 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. მამა კირილე ერთ-ერთი გამორჩეული, განათლებული და ნიჭიერი მღვდელმსახური გახლდათ გურია-სამეგრელოს ეპარქიაში. მთელი 20 წლის განმავლობაში იგი აქტიურად იყო ჩართული საეკლესიო ცხოვრების ფერხულში და არ ყოფილა ისეთი წამოწყება ან საქმე, მას რომ არ მიეღოს მონაწილეობა. 1914 წლის 8 მარტს ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) ლოცვაკურთხევით ნოქალაქევის ოლქის მთავარხუცესმა, დეკანოზმა კონდრატე ჩაჩიბაიამ სოფელ ნოქალაქევის ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ტაძრისათვის დააწერინა ახალი ხატი, რომელიც ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში დამზადდა. ხატი საზეიმოდ ჩააბრძანეს ახალი სენაკის საკრებულო ტაძარში, საიდანაც სამღვდელმთავრო წირვის შემდეგ ნოქალაქევის ტა- ძარში უნდა გადაებრძანებინათ. მეუფე ლეონიდემ ავადმყოფობის გამო წირვის ჩატარება ვერ შეძლო და სამღვდელოებამ მხოლოდ პარაკლისი გადაიხადა. გალობდნენ ადგილობრივი სკოლის შეგირდები და თეკლათის მონასტრის მონაზვნები. მიუხედავად იმისა, რომ დილიდანვე ცუდი ამინდი იყო, პარაკლისის დასრულებისთანავე გამოიდარა და მშვენიერი ამინდი დაიჭირა. ეკლესიიდან გამოასვენეს ხატი და გალობით გაემართნენ ნოქალაქევისკენ. ძველ სენაკთან მათ გზაზე შემოეგებნენ მამა კირილე ჯავახია და მღვდელი ეფრემ ცხაკაია. მამა კირილემ მოკლე ქადაგებით მიმართა ხალხს, სადაც მოუთხრო მათ „დიდებული წარსულის ნათელი მხარეები და საქმენი საგმირონი, ქართველი ქალების სამშობლოსათვის თავდადება და ქართველი დედების დიდი ამაგი წარსულში გმირებისა და წმინდანების ალზრდაში. აღნიშნა რა, ახალი დროის გულგრილობა სარწმუნოებისა და საზოგადო საქმისადმი, უსურვა ნოქალაქეველებს კერძოდ და საზოგადოდ ქართველობის მეტი გულმხურვალეობის გამოჩენა სარწმუნოებისა და საზოგადო საქმისადმი“. მღვდელი კირილე იყო მონაწილე ავტოკეფალური მოძრაობისა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისიდან აქტიურ ფაზაში შევიდა. 1917 წლის 12 მარტს (ძვ. სტ.) სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ჩატარებული წირვის დროს აღდგა ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობა, რასაც მოძღვარი დიდი სიხარულით შეხვდა. იგი ქრისტიანობისა და ავტოკეფალის თავგამოდებული დამცველი რომ იყო, კარგად ჩანს გაზეთ „საქართველოს“ ფურცლებზე გამოქვეყნებულ სტატიაში. 1917 წლის 26 ივლისს გურია-სამეგრელოს ეპარქიაში, ქ. ახალსენაკში ჩატარდა თავისუფალი ეკლესიის ქრისტიანული კავშირის სამეგრელოს მმართველობის პირველი კრება, სადაც სიტყვით გამოვიდა მღვდელი კირილე ჯავახია. „მდგომარე ივლისის 2-ს, ქუთაისის ქართულ გიმნაზიის შეგირდთა ერთმა ჯგუფმა დაბა ძველ-სენაკის სცენაზე დადგა „ეშმაკის მათრახში“ დასტამბული (1917წ. #20) პიესა სახელწოდებით „ავტოკეფალია“. ამ
პიესამ მომაგონა „......“-ში მოთავსებული საყურადღებო წერილის ერთი ადგილი: - „ამერიკელი მოქალაქე ამბობსო: მე თავისუფალი ვარ, ვერავინ შემეხებაო... რუსის მოქალაქე კი ასე ამბობს: მე თავისუფალი ვარ, შემიძლია ყველას ვცემოო!“ რას ბრძანებს ავტორი თავის „ავტოკეფალიაში?”? ის ვიღაც გარყვნილ-გაფუჭებული მღვდლის ბაგით ეხება მორწმუნე ხალხის წმიდათა წმიდას სარწმუნოებას და თავისებურად დედამიწასთან ასწორებს მას. ვის შეუძლია ასეთ
გამოსვლას უწოდოს გამოსვლა მიზან-შეწონილი სინდისის თავისუფლებასთან?! სინდისის თავისუფლება არის გონების საქმე, გონიერი ადამიანი შეიძლება ურწმუნო იყოს, მაგრამ იგი არასდროს თავს ნებას არ მისცემს, ავი აზრით შეეხოს სხვის სარწმუნოებას, ვისიც გინდ არიყოს და რანაირიც გინდ არ იყოს იგი! მაგონდება ერთი ეპიზოდი, რამდენიმე წლის წინათ აჭარაში მომხდარი: მთავრობამ იქ აბაშიძე მღვდელ-მონაზონი გაგზავნა მისიონერად. მამა აბაშიძემ გადადგა მოუფიქრებელი ნაბიჯი და მაჰმადს შეეხო... ჯამალ ბეგ ხიმშიაშვილმა (აჭარსკი) ამის გამო შემდეგი უთხრა მისიონერს: „შეგიძლია რამდენიც გინდა აქო და ადიდო შენი ქრისტე, შეგიძლია მონათლო, ვინც ქრისტეს თავის ნებით იწამებს, მაგრამ ავად არ შეეხო მაჰმადს, თორემ თავს წაგაცლიო!“ შეგვიძლია არ დავეთანხმოდ თავად ხიმშიაშვილს „თავის წაცლაში“, მაგრამ არ შეიძლება არ ვიწამოთ მისი გამოსვლა სამართლიან გამოსვლად. რა მოუვიდოდა „ავტოკეფალიის“ ავტორს, რომ შეხებოდა მაჰმადს ისე, ვით შეეხო ღვთისმშობელს და ქრისტეს? მაჰმადიანები ერთბაშად ფეხზე წამოდგებოდნენ და სამართლიან ალიაქოთს ასტეხდნენ... მაგრამ იცოდა ავტორმა, რომ ინდიფერენტულად განწყობილ ქრისტიანებში იგი პროტესტს არ
გამოიწვევდა და აკი არც გამოუწვევია!..
19-2 საპატრიარქოს უწყებანი N17 17-23 მაისი, 2012წ გვ.20
ჯავახიების სასულიერო ოჯახი (დასასრული)
კავშირის მმართველობამ, მოისმინა რა ეს მოხსენება, დაადგინა: „უღრმესი უკმაყოფილება გამოუცხადოს „ავტოკეფალიის“ ავტორს, რომელსაც ავად უსარგებლია სინდისის თავისუფლებით. „ავტოკეფალიის“ ავტორს შეეძლო დაეხატა გარყვნილი მღვდელიც, რასაც თავის მნიშვნელობა ექნებოდა, მაგრამ არ ჰქონდა ზნეობრივი უფლება, ხალხის სარწმუნოებას შეხებოდა. კეთილგონიერებას არ შეიცავს თვისი სინდისის ადლით სხვისი სინდისის სიღრმე-სიგანის გაზომვა“. მღვდელი კირილე ესწრებოდა 1917 წლის სექტემბერში გამართული საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი საეკლესიო კრებას, როგორც გურია-სამეგრელოს ეპარქიის დელეგატი. 1919 წელს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ამბროსიმ (ხელაია) მამა კირილეს დედაეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი სამსახურისათვის დეკანოზის წოდება მიანიჭა. XX საუკუნის 20-იან წლებში კომუნისტებისგან შევიწროებული ეკლესია და სამღვდელოება რთულ სიტუაციაში ჩავარდა. მამა კირილე თავდაპირველად მხნედ უმკლავდებოდა მოზღვავებულ ბოროტებას, აგრძელებდა ტაძარში მსახურებას, მაგრამ როდესაც ხელისუფლების ბრძანებით დაიკეტა სორთის ეკლესია, მასაც აუკრძალეს მღვდელმსახურება. თავისი ძმის მსგავსად, მანაც პედაგოგის საპატიო მისია იტვირთა და მომავალ თაობებს სამშობლოსა და წინაპრების სიყვარულს უღვივებდა გულში. დეკანოზი კირილე 1940 წლის 1 სექტემბერს გარდაიცვალა. იგი 6 სექტემბერს ქ. სენაკში, საერო სასაფლაოზე დაასაფლავეს. 1945 წელს გაზეთ „ლიტერატურასა და ხელოვნებაში“, 45-ე ნომერში გამოქვეყნდა მცირე მოგონება მამა კირილეს გარდაცვალებიდან მეხუთე წლისთავთან დაკავშირებით. წერილის ავტორია სოლომონ ცაიშვილი. აი, რას წერდა იგი: „უპრეტენზიო და უხმაურო, ჩუმი და ნაყოფიერი მშრომელი, მუდამ სოფელში, თავის საყვარელ ხალხში მოფუსფუსე და მზრუნველი, ხალხის ჭირვარამის სიტყვით და საქმით გამზიარებელი - ასეთი იყო კირილე წუთისოფლელი. მისმა პატარა ნოველებმა, ესკიზებმა და მოთხრობებმა თავის დროზე შესაფერი გამოხმაურება ჰპოვეს, ხოლო მათ შორის ყველაზე უფრო პოპულარობით სარგებლობდა ისტორიული მოთხრობა „მოჯალაბე“, რომელიც სამეგრელოში გლეხთა აჯაწყების პერიოდს (1856-1857) ასახავს. კირილე ჯავახია სამწერლო ასპარეზზე 90-იან წლებში გამოვიდა. ქართულ პერიოდულ პრესაში „ივერია“, „კვალი“, „მწყემსი“, „ში- ნაური საქმეები“, „განთიადი“, „ცხორება“, „საქართველო“, „სახალხო გაზეთი“, „იმერეთი“, „კოლხიდა“ -- კირილე წუთისოფლელის, კ. ნ-ს-ლელის, სორტელი სტუმრის ფსევდონიმებით ზედიზედ თავსდებოდა მისი მოთხრობები, ნოველები, სტატიები და აგრეთვე კორესპონდენციები სოფლის ცხოვრების აქტუალურ საკითხებზე. კირილე წუთისოფლელის დაბეჭდილ თხზულე- ბათაგან აღსანიშნავია აგრეთვე „კონსტანტინე დადეშქელიანი“ (1912წ. გაზეთი „იმერეთი“, N50-57) ისტორიულ-დოკუმენტალური ნარკვევი; „სააღდგომო კაბა (ჟურნალი „შინაური საქმეები“, 1908წ.); „დატანჯული მნათობები“ (გაზეთი „საქართველო“ 1919წ. N49) და სხვა წვრილ-წვრილი ნოველები.
დაუბეჭდავად დარჩენილთა შორის აღსანიშნავია: „ტახტის დამხობა“ = ისტორიული რომანი ორ ნაწილად; ნაწარმოები ასახავს სამეგრელოს უკანასკნელი მთავრების: დავით დადიანისა და ეკატერინე დედოფლის პერიოდს. თხზულების მთავარი გმირები არიან: ლევან, დავით, ეკატერინე, გრიგოლ, კონსტანტინე და სხვა დადიანები; როსტომ, დავით, ივანე და სხვა ჩიქოვანები, რაფიელ ერისთავი, უტუ მიქავა, აჯანყების მოთავე თოდუებუ, რუსეთის მეფის გენერლები და ჩინოვნიკები, ხალხი და სხვ. „ლევანის დრო“ -- ისტორიული მოთხრობა, ასახავს XVII ს-ის სამეგრელოს ძლიერი მთავრის ლევან მეორე დადიანის ეპოქას. მწერლის არქივში დაცულია აგრეთვე რამდენიმე მოთხრობა. მათი სხვადასხვა ვარიანტები, ისტორიული ხასიათის ნარკვევები, მიწერ-მოწერა, საბუთები და სხვა მასალა, რომელთა გამომზეურება ინტერესს მოკლებული არ იქნება“.
20 საპატრიარქოს უწყებანი N20 24-30მაისი, 2012წ გვ.17
დეკანოზი რომანოზი დეკანოსიძე 1834-1919
მან „ქვეყნითგან ნაშოვნი სიმდიდრე ისევ ქვეყანას უანდერძა“
დეკანოზი რომანოზ მარკოზის ძე დეკანოსიძე
1834 წელს ქუთაისის გუბერნიაში, ხარაგაულის მაზრის სოფელ ვარძიაში, მლვდლის ოჯახში დაიბადა. მამამისი, მლვდელი მარკოზ იოანეს ძე დეკანოსიძე (1789-1863) საეკლესიო ყმა გახლდათ. ჰყავდა სამი ვაჟი: ლუკა, პავლე და რომანოზი. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი მარკოზმა თავის მოძღვართან ისწავლა. 1814 წელს ნიქოზელმა ეპისკოპოსმა ათანასემ (მაჭავარიანი) დიაკვნად აკურთხა, 1826 წელს ახტალელმა ეპისკოპოსმა იოაკიმემ კი მღვდლად დაასხა ხელი და ვარძიის ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა; გარდაიცვალა 1863 წლის 14 ნოემბერს. მღვდელი მარკოზის ვაჟებიდან მხოლოდ უმცროსმა გააგრძელა სასულიერო გზა. რომანოზმა საეკლესიო განათლება ოჯახში, მამის მეთვალყურეობის ქვეშ მიილო. იგი სიყრმიდანვე გამოირჩეოდა ღვთისმოშიშებითა და თავმდაბლობით. წლების განმავლობაში რომანოზი მედავითნედ მსახურობდა იმერეთის ეპარქიის სხვადასხვა სოფელში. XIX საუკუნის 60-იან წლებში დაქორწინდა ანუსია გრიგოლის ასულზე, რომელთანაც ერთი ასული, მანიკა შეეძინა. 1867 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მღვდლად დაასხა ხელი და ბაბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1879 წელს მამა რომანოზი ჩხერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად გადაიყვანეს. დეკანოზ რომანოზს დიდი ღვაწლი მიუძღვის ხარაგაულის მაზრაში სასულიერო და საგანმანათლებლო სფეროს განვითარებაში. ჯერ კიდევ 1875 წელს ხარაგაულში გაიხსნა ერთკლასიანი სამინისტრო სკოლა, შემდეგ ეს სკოლა გადაკეთდა ორკლასიან სასწავლებლად, თუმცა სწავლის ყველა მსურველს ვერ აკმაყოფილებდა. ამის გამო, 1897 წელს ხარაგაულის საზოგადოებამ, ხალხმა, აზნაურობამ და სამლვდელოებამ ერთხმად გადაწყვიტეს, რომ საკუთარი საეკლესიო-სამრევლო სკოლა დაეარსებინათ. მართლაც, სასულიერო მთავრობამ ამის ნება დართო და 1897 წელს სექტემბერში დაქირავებულ სახლში სკოლა გაიხსნა. დაარსების დღიდან ამ ახალმა სკოლამ საკუთარი შენობის უქონლობის გამო ბევრი ტანჯვა და წამება გამოიარა, ხოლო წლისთავზე კინაღამ გაუქმდა კიდეც. სწორედ ამ დროს სკოლას მაშველად გამოუჩნდა ჩხერის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი რომანოზი, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო სკოლის შენობის აგება. 1899 წლის სექტემბრში მან სკოლა თავის სახლში გადაიტანა და ახალი შენობის თადარიგსაც შეუდგა. აი, რას წერდა მამა რომანოზის ღვაწლის შესახებ გაზეთი „ივერია“ 1900 წლის 149-ე ნომერში: „დიახ, ბევრი რამ არის ჩვენს ცხოვრებაში ჩასაფიქრებელი და ღირსსაგულისხმო, და აი, სწორედ ამისთანა დროს კაცმა ერთი ბეწოც რომ სანუგეშო დაინახოს, მისს სიხარულს და აღტაცებას საზღვარი არ ექნება. სრულის პატივისცემითა და სასოებით შეჰყურებთ იმ კაცს, რომლის აზრი, ჭკუა, გონება და თვით ნივთიერი შეძლებაც კი „ამ სასოწარკვეთილების ხანას“ რაიმე კეთილ საქმეს ემსახურება. აი, სწორედ, დღესდღეობით ამ განუსაზღვრე-
20-1 საპატრიარქოს უწყებანი N20 24-30მაისი, 2012წ გვ.18
დეკანოზი რომანოზი დეკანოსიძე 1834-1919 (გაგრძელება)
ლის პატივისცემით შევყურებ მღვდელ რომანოზ დეკანოსიძეს, რომელიც ამჟამად ხარაგაულში თავისის ხარჯით აშენებს სკოლისათვის სამსართულიან ქვიტკირის სახლს. ამ სახლში მოთავსებული იქნება სკოლა, მასწავლებლის სადგომი, წიგნთსაცავი და ზემო სართულში -–– ეკლესია. ამ სკოლასვე შესწირა მამა რომანოზმა ორი დესიატიანა მიწა და აგრეთვე თვით იკისრა მიეღო ყოველივე ხარჯი სკოლის და სასკოლო ეკლესიის მოსაწყობად. ჯერჯერობით ყველა ამ კეთილ საქმის განსახორციელებლად მამა რომანოზს გადადებული აქვს თხუთმეტი ათასი მანეთი, ხოლო თუ საჭიროება კიდევ მეტს მოითხოვს, პატივცემული სულიერი მამა არას დაიშურებს. სასკოლო შენობა ენკენისთვისათვის მზად იქნება და სწავლაც, რასაკვირველია, მაშინ დაიწყება, თუ სკოლის დაარსების ნებართვის მიღება არ შეგვიანდება. აი, ღირსშესანიშნავი და ჩვენს ცხოვრებაში იშვიათი მაგალითი ქველმოქმედების და კეთილგონიერებისა! თვით ამ აზრის განმარტება და მის მნიშვნელობის გათვალისწინება მეტად მიმაჩნია, ეს იშვიათი კეთილმოქმედება თავისთავზე მჭერმეტყველად ღაღადებს, მხოლოდ ვიტყვი, რომ დროა გონს მოვიდეთ და ვიზრუნოთ იმ კეთილსაქმისათვის, რომელსაც სწავლა-განათლების საქმე ჰქვიან, დროა თვითოეულმა ჩვენგანმა, მამა რომანოზ დეკანოსიძესამებრ, შეიტანოს თავიანთი წვლილი იმ საეროვნო ტაძრის დასამკვიდრებლად, რომლის მადლიან საკურთხევლიდგან ხალხს სწავლაგანათლებისა და თვითცნობიერების სხივი უხვად ეფინება“. 1900 წლის სექტემბერში მამა რომანოზს ახალი ქვითკირის შენობა უკვე მზად ჰქონდა, დარჩენილი იყო მხოლოდ შენობის ბოლო სართულზე ეკლესიის მოწყობა. იმერეთის საეპარქიო საბჭომ აღძრა საკითხი, რომ ამ შენობაში ორკლასიანი საეკლესიო სკოლა გახსნილიყო, რაზედაც თანხმობა მიიღეს. მამა რომანოზმა ამ საქმეში 600 თუმანი დახარჯა. 1901 წლის 23 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) აკურთხა ხარაგაულის ორკლასიანი სამეურნეო-საეკლესიო სკოლის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია. მიუხედავად უამინდობისა, მრავალმა ადამიანმა მოიყარა თავი სკოლის გარშემო. საღმრთო ლიტურგიაზე თანამწირველები იყვნენ იმერეთის ეპარქიის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურე, მღვდელი მელიტონ კელენჯერიძე, მღვდელი რომანოზ დეკანოსიძე და ადგილობრივი სამღვდელოება. „განიცადეზე“ მშვენიერი სიტყვა წარმოთქვა სკოლის მასწავლებელმა ბ. კ. კელენჯერიძემ, რომელმაც აღნიშნა ის ღვაწლი, რომელიც სკოლისა და ტაძრის დამაარსებელს, მღვდელ რომანოზ დეკანოსიძეს მიუძღვის ხარაგაულის საზოგადოების წინაშე. წირვის დასასრულს კი მეუფე ლეონიდემ მიმართა მრევლს ქადაგებით და ხალხის სახელით მამა რომანოზს დიდი მადლობა გამოუცხადა უანგარო მოღვაწეობისათვის, რომლის მაგალითიც ჩვენში იშვიათიაო... საბოლოოდ, მამა რომანოზმა ამ საქმეზე 10 000 მანეთი დახარჯა, რაც იმ დროს საკმაოდ დიდი თანხა იყო. აღსანიშნავია, რომ ამ სკოლაში მან თავად მოიწვია პედაგოგები: ერთი საღვთო სჯულის და ორიც - სხვადასხვა საგნების, გასამრჯელოსაც თავად უხდიდა. ამ დამსახურების გამო, 1903 წლის 6 მაისს მლვდელ რომანოზს კამილავკა ეწყალობა,ხოლო 1904 წლის 3 თებერვალს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1903 წელს მამა რომანოზმა სასწავლებლის ეკლესიის გვერდით, თავის ეზოში აღმართა საოჯახო სამარხი, ქვის მაღალი ძეგლით დამშვენებული. ამ სამარხში მან გადმოასვენა თავისი ცხრა წლის წინ გარდაცვლილი ერთადერთი ასული, რომელიც შვიდი წლის ასაკში გარდაიცვალა და სოფლის სასაფლაოზე ჰყავდა დაკრძალული. სამარხის კურთხევაზე მან მოიწვია ეპისკოპოსი ლეონიდე, კრებულით. 1903 წლის 7 ივნისს ჩატარდა სულის მოსახსენებელი წირვა და პანაშვიდი, რომლის შემდეგ ახალ სამარხში დაკრძალეს გარდაცვლილი გოგონას გვამი. პანაშვიდის დასრულების შემდეგ სიტყვა წარმოთქვა თბილისის სასულიერო სემინარიისა და საეპარქიო დედათა სასწავლებლის მასწავლებელმა ილია ფერაძემ: „საღმრთო განგებამ დაგაჭკნო უდროვოდ ჯერ გაუშლელ-გაუფურჩქვნელი ყვავილი, სიკვდილმა წარიტაცა შენი ნორჩი სიცოცხლე. შენი მშობლების და ნათესავების გული მწარედ მოსწყლა შენმა უდროვოდ გარდაცვალებამ... მაგრამ შენმა გულდამწვარმა მშობლებმა არ დაჰგმეს ღმერთი შენის სიკვდილის გამო და მიჰყვეს ხელი შენდამი მშობლიურ მხურვალე სიყვარულით გამსჭვალულებმა უხვსა ქველმოქმედებასა. კერძო სიყვარული ერთი შვილის მიმართ გააფართოვეს, გააზოგადეს, გარდაიტანეს თვის სოფლელთა ყველა შვილებზე. ეს ორკლასიანი სკოლის შენობა და მისი ტაძარი უტყუარი ძეგლია ამ განზოგადებულის სიყვარულისა. ამ სკოლაში დღეს სწავლობს ას ოცი მოწაფე, ორივე სქესისა. უხარის ჭეშმარიტად დღეინდელს დღესა შენს უმანკო სულსა. ეს დღეა დღე სიყვარულის და ქველმოქმედების გამარჯვებისა. მაშ, ვისურვოთ, რომ ამ სიყვარულით გამსჭვალულს მშობლებს, უდროვოდ გარდაცვალებულის ასულისას ლოცვითა და ზნეობითის გამხნევებითა ყოვლადსამღვდელო ლეონიდისათა, კვლავ განეგრძოთ თვისი საკეთილო მოღვაწეობა თვისთა თანა მემამულეთა ახალთაობის სასარგებლოდ. ჭეშმარიტად სადიდებელია შემოქმედის სახელი, რომელიც სიბნელეს აქრობს სინათლით და სიკვდილით პჰბადებს ცხოვრებას, რომელიც ერთის უბედურებაზე
ამყარებს ათასთა ბედნიერებას“. მამა რომანოზი
20-2 საპატრიარქოს უწყებანი N20 24-30მაისი, 2012წ გვ.19
დეკანოზი რომანოზი დეკანოსიძე 1834-1919 (გაგრძელება)
ასევე ანუგეშა და გაამხნევა ეპისკოპოსმა ლეონიდემ. თავის მხრივ, ქველმოქმედმა მოძღვარმა საზოგადოებას პირობა მისცა, რომ თავის სახლის ეზოში დააარსებდა დედათა სასწავლებელიც თავისი ასულის სახელობაზე. 1907 წლის 15 მაისს მღვდელი რომანოზი სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1911 წლის აღდგომას დეკანოზის წოდება მიენიჭა, ხოლო 1914 წლის 15 მაისს წმინდა ანას II ხარისხის ორდენი ეწყალობა. XX საუკუნის 10-იან წლებში მან თავისი სიტყვაც შეასრულა და ხარაგაულში ერთსართულიანი ქვიტკირის შენობა ააშენა, სადაც ქალთა სასწავლებელი გაიხსნა. გარდა ქველმოქმედებისა და სკოლების გახსნისა, მამა რომანოზი იყო მოთავე ყველა კეთილი საზოგადო საქმისა ხარაგაულში. მის გარეშე არ წყდებოდა არც ერთი საკითხი და მოსახლეობა ყოველთვის ანიჭებდა უპირეტესობას მის აზრსა და გადაწყვეტილებას. ხარაგაულში ჩამოდიოდა პატარა მდინარე ჯიხველა,
რომელიც ადიდების დროს საშინელი გამანადგურებელი ძალით მოვარდებოდა და წალეკავდა ახლომახლო ადგილებს. რაც დრო გადიოდა, მით უფრო საშიში ხდებოდა მდგომარეობა. ადგილობრივმა ბოქაულმა ბ. გაგუამ შეკრიბა მოსახლეობა, სადაც სიტყვით გამოვიდა
მამა რომანოზი და ურჩია ხალხს, წყალს ნუ წაალეკინებთ ოფლითა და სიმწრით აშენებულ ქონებასო. მან პირობა დადო, რომ 20 საჟენს თავისი ხარჯებით გააკეთებდა, ხოლო დანარჩენი საზოგადოებამ იკისროსო. მართლაც, მოსახლეობამ მოძღვარს დაუჯერა და მოიწვიეს სპეციალისტები ჯებირ-კედლების ასაშენებლად. მამა რომანოზის მეცადინეობის შედეგად ხარაგაულში დაარსდა საექიმო პუნქტი,ფოსტის შენობა, წიგნსამკითხველო, წვრილი კრედიტის ამხანაგობა და მომრიგებელი მოსამართლის ოთახი. დეკანოზი რომანოზი იყო შეუდარებელი ქველმოქმედი ადამიანი. მან თავისი ხარჯებით მრავალი სწავლას მოწყურებული ხარაგაულელი ახალგაზრდა გააგზავნა რუსეთისა და ევროპის უნივერსიტეტებში და ყოველწლიურად სტიპენდიის სახით მათ არსებობისათვის ფულსაც უგზავნიდა. დაუვიწყარია მისი ღვაწლი და ამაგი ხარაგაულის მოსახლეობისათვის. მისი საზრუნავი მხოლოდ ხარაგაული არ ყოფილა. იგი ასევე ეხმარებოდა მეზობელი სოფლის სამღვდელოებასა და ეკლესიებს. 1912 წლის „შინაური საქმეების“ ნომერ 43-ში ბაბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი რედაქციას წერდა: „უმორჩილესად გთხოვთ თქვენი პატივცემული გაზეთის საშუალებით უღრმესი მადლობა გამოუცხადო პირადად მე და მრევლის მხრითაც დეკანოზ რომანოზ დეკანოსიძეს, რომელმაც შესწირა ჩემდამო რწმუნებულ სამრევლოს ახლად აშენებულ სოფელ დეისის ეკლესიას ტრაპეზის მორთულობა და სხვადასხვა ნივთები, ღირებული ოცდაოთხი მანეთისა“.
დეკანოზმა რომანოზმა იშვილა და აღზარდა მისივე თანასოფლელი, ანანია კიკნაძე, რომელსაც შესაბამისი სწავლა-განათლება მიაღებინა. ანანია წლების განმავლობაში პედაგოგად მუშაობდა გორის მაზრაში, სოფელ ბეკამის სამრევლო სკოლაში, 1905 წელს კი მამა რომანოზის წარდგინებით იგი დიაკვნად აკურთხეს და დუშეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში განამწესეს, ხოლო 1912 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და ხარაგაულის მაზრაშიი სოფელ თეთრიწყაროს მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1912 წელს ჟურნალ „შინაური საქმეების“ რედაქტორი, ასევე ცნობილი საეკლესიო მოღვაწე და წმინდა მღვდელმოწამე სვიმონ მჭედლიძე, მამა რომანოზის შესახებ თავის ჟურნალის მე-4- მე-5 ნომერში წერდა: „ხარაგაულში მოღვაწეობს ჩვენი სასიქადულო მოძღვარი, დეკანოზი რომანოზ დეკანოსიძე. ამ ღირსეულმა მამამ ერთი წლის განმავლობაში მშვენიერი შენობა ააგო სკოლისთვის და ზემო სართულში მოაწყო ეკლესიაც. მანვე შესწირა მას საბაღე ადგილიც და ყველა ეს გადასცა იმერეთის სამოსწავლო საეპარქიო საბჭოს, რომლის შეფასებით მამა რომანოზის შემონაწირი სკოლის ქონება ღირს 14 000 მანეთი. ასეთი მსხვილი შეწირულება მოახერხა სოფლის მღვდელმა, რომლის სამრევლო ერთი ღარიბი სამრევლოთაგანია ზემო იმერეთში. მამა დეკანოზი დღეს თავს დასტრიალებს თავის ნაჭირნახულევ ორკლასიან სკოლას, როგორც გამგე და როგორც მზრუნველი მამა. მას ამხანაგად გვერდში უდგია მისი მეუღლე -- ნიჭიერი, მოქმედი და ნამდვილი მეოჯახე, პატივცემული დედა ანუსია. ბევრი სხვისი შვილი აღუზრდია პატიოსან ცოლ-ქმარს თავის საკუთარ უბეში და დაუსახლკარებია კიდეც. ეხლა ხომ ყოველ წელიწადს ასობით ბავშვი სწავლობს მათგან დაარსებულ სკოლაში და მათი მეოხებით გზას იკვლევენ ცხოვრებაში. როგორც გავიგეთ, მამა დეკანოსიძე ქალების სკოლის გახსნასაც აპირებს. ღმერთმა ხელი მოუმართოს! ამ პატიოსანი ცოლ-ქმრის სამსახურს არ დაივიწყებს ხარაგაულის პატარა კუთხე, მათი ქველმოქმედება მისაბაძავ მაგალითად დაიდება ჩვენ შორის.
20-3 საპატრიარქოს უწყებანი N20 24-30მაისი, 2012წ გვ.20
დეკანოზი რომანოზი დეკანოსიძე 1834-1919 (დასასრული)
მამა დეკანოზის ქველმოქმედება ცოცხლად მაგონებს განსვენებულ ეპისკოპოს გაბრიელის ქველმოქმედებას. როგორც გაბრიელმა, ისე მამა რომანოზმაც, თავის ჯანღონით ქვეყნითგან ნაშოვნი სიმდიდრე ისევ ქვეყანას უანდერძა. ჭეშმარიტად წასაბაძავი მაგალითია!“ დეკანოზი რომანოზი 1919 წლის 30 იანვარს, 85 წლის ასააკში, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ აღესრულა. მისმა გარდაცვალებამ ყველას გული დასწყვიტა. ხარაგაულის საზოგადოებამ, სამლვდელოებამ და მრევლმა დიდი პატივით მიაბარეს მისი ცხედარი ეზოში გამზადებულ სამარხში, სადაც მისი ასული განისვენებდა. ქართული პრესა ფართოდ გამოეხმაურა დამსახურებული დეკანოზის გარდაცვალებას, დაიბეჭდა სამძიმრის წერილები, ხოლო გაზეთ „ჩვენ ქვეყანაში“ მღვდელმა მიხეილ ბუაჩიძემ მოზრდილი წერილი მიუძღვნა მამა რომანოზის ამქვეყნიდან გასვლას. აი, რას წერდა იგი: „ძველი დარბაისელი და ღვთის მოსავი მოძღვრები თანდათან გვეცლება ხელიდან. ერთი ასეთი მოძღვართაგანი ამ დღეებშიც მოგვტაცა ულმობელმა სიკვდილმა. მართალია, განსვენებული დეკანოზი რომანოზი შინაური განათლებით იყო აღჭურვილი, მაგრამ ბუნებისგან უხვად იყო დაჯილდოებული კაცთა სიყვარულით. ამ კაცთა სიყვარულს შეალია მან მთელი თავის სიცოცხლე და ქონება. თავის მომჭირნეობით შეგროვილი სიმდიდრე განსვენებულმა ხალხის საკეთილდღეო საქმეებს მოახმარა. დაბა ხარაგაულში ააგო მშვენიერი თლილი ქვისგან ორსართულიანი შენობა. ამ შენობის ქვედა სართული სასწავლებელს დაუთმო, ზედა კი ეკლესიად მოაწყო. რამდენიმე წლის განმავლობაში აღნიშნულ სასწავლებელს თავისი ხარჯით ინახავდა. პირველ ხანებში ეს სასწავლებელი შერეული იყო დაორივე სქესისათვის, მაგრამ როდესაც მოსწავლეების რიცხვი გადიდდა და სასწავლებელმა ვეღარ დაიტია და შეუძლო გლეხის შვილები სასწავლებლის გარეთ რჩებოდნენ, განსვენებული ამ გარემოებამ დიდათ შეაწუხა და ახალი სასწავლებლის დაარსება გადაწყვიტა. ასეთი გადაწყვეტილება მალე მოიყვანა სისრულეში. თავის ეზო-გარემოს კარგა მოზრდილი ადგილი ჩამოსჭრა და ზედ ერთსართულიანი მშვენიერი ქვითკირის შენობა წამოჭიმა, ეს შენობა შიგ-ნით და გარეთ მორთო, მოაწყო სასწავლებლისათვის და საგანგებოდ საქალებო სასწავლებლად აქცია. ასე ამ რიგად, პირველი სასწავლებელი, რომელსაც ანუსია-რომანოზის სასწავლებელი დაარქვა, ვაჟებს “ მიუჩინა, და მეორე, რომელსაც თავის ერთადერთი გარდაცვალებული შვილის „მანიკას“ სახელი უწოდა - შეუძლო და ღარიბ ქალიშვილების თავშესაფრად და სასწავლებლად გახდა. განსვენებული, თავის მეუღლით, როგორც საყვარელ შვილებს, ისე დასტრიალებდნენ ამ სასწავლებლებს თავს. ღარიბები ამ სასწავლებლებში არამც თუ სასწავლო ფულს იხდიდნენ, სამოსწავლო წიგნებსაც და ხშირად ტანისამოსსაც უფასოდ ღებულობდნენ სასწავლებლის დამაარსებლისაგან. სასწავლებლების გარდა სხვა სფეროშიაც ტრიალებდა მადლიანი ხელი განსვენებული დეკანოზისა. უდედმამო შვილების აღზრდა და მოსწავლე ახალგაზრდობის დახმარება ჩვეულებრივი მოვლენა იყო მის ცხოვრებაში. ასეთი პირები ჯერ კიდევ მის გაუცივებელ გვამს თავს ახვევიან და მათი ვინაობის დასახელება უხერხულია, და მოვა დრო, როდესაც თვითონ ეს პირები გამოამზეურებენ განსვენებულის მოღვაწეობას. თავის ოჯახურ ცხოვრებაში მამა რომანოზი იყო მეტად შრომისმოყვარე ადამიანი. ხშირად თვითონ თოხნიდა, მარგლიდა, ვენახს სხლავდა, ვაჟკაცობის დროს ხნავდა კიდეც. ასეთმა შრომამ ნაყოფი გამოიღო და ამ ნაყოფით დღეს ის ხალხი ტკბება, რომელმაც წარმოშვა განსვენებული დეკანოზი. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი“.
21 საპატრიარქოს უწყებანი N21 31მაისი-6ივნისი, 2012წ გვ.17
სქემიღუმენი ბენედიქტე (ბარკალაია) 1834-1911
„ვისაც ქრისტეს სარწმუნოება და სამშობლო უყვარს“
სქემიღუმენი ბენედიქტე, ერისკაცობაში -– ვახტანგ (ვახტა) ბარკალაია, 1834 წელს სამეგრელოში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. მიღებული ჰქონდა მცირეოდენი საერო განათლება. კარგად იცოდა რუსული სალაპარაკო ენა, რის გამოც 1857 წელს, სამეგრელოში რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ, მთარგმნელად მუშაობდა. ერთი პერიოდი ქ. სოხუმში ვაჭრობას მიჰყო ხელი, რამაც კარგი შემოსავალი მოუტანა. 1866 წელს ვახტანგი პალესტინაში წმინდა ადგილების მოსალოცად გაემგზავრა, იქიდან კი ათონის წმინდა მთაზე მოხვდა, სადაც ივერონის მონასტერშიმისულს მძიმე სურათი დახვდა. სავანე ბერძენ ბერებს მთლიანად ხელში ჩაეგდოთ და ქართველებს იქაურო- ბას აღარ აკარებდნენ. ქართველ ბერთა მცირე ნაწილი ათონის მთის სხვადასხვა მონასტრში გაფანტულიყო. სამი მოხუცი ქართველი ბერი იქვე, მახლობლად, წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის კელიაში ცხოვრობდა. ესენი იყვნენ: გაბრიელ ეპისკოპოსის ძმა სქემმონაზონი ბესარიონი (ქიქოძე), სქემმლვდელმონაზონი ქრისტეფორე (ახვლედიანი) და სქემმონაზონი გრიგოლი (რატიანი), რომლებიც მოხუცებულობის გამო უკიდურესი გაჭირვებით ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, სქემმონაზონ გრიგოლს ივერონის მონასტერში შესვლაც კი აკრძალული ჰქონდა. გასაოცარი გახლდათ ბერძენი ბერების ამგვარი მოქმედება, მით უმეტეს, მაშინ, როცა საქართველოში დიდი პატივით იყვნენ მიღებული ბერძენი არქიმანდრიტები, რომლებიც საქართველოში ქრისტეს საფლავის ადგილ-მამულებს განაგებდნენ. საქართველოში დაბრუნებულმა ვახტანგ ბარკალაიამ, მორჩილ ბესარიონ ნოდიას დახმარებით, იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე), სამეგრელოს ეპისკოპოს ტარასის (ელიავა) და გურიის ეპისკოპოს გაბრიელის (ტუსკია) ლოცვა-კურთხევით საკმაოდ სოლიდური თანხა შეაგროვა და 12 ქართველთან ერთად ათონის მთაზე ახალი ქართული სავანის დასაფუძნებლად გაემართა. მართლაც, უდიდესი ძალისხმევისა და ბრძოლის შედეგად ვახტანგმა მალევე შეძლო ათონის მთაზე სულიერი ცხოვრების აღორძინება. 1869 წელს ივერონის მახლობლად მან შეიძინა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის მიტოვებული სენაკი და იქ დაბინავდა, ვიდრე ივერთა ძველ მონასტერს დაიბრუნებდნენ. ახალი სავანის აგებას დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ბერძენმა ბერებმა. მათ უარი განაცხადეს საშენი მასალის მიყიდვაზე, რამდენჯერმე დაანგრიეს აშენებული ტაძრის კედლები, ჩაანგრიეს გზები და სხვ. დაახლოებით 1870 წელს ათონის მთის წმინდა ილია წინასწარმეტყველის კელიაში მცხოვრებმა სქემმლვდელ-მონაზონმაქრისტეფორემ ვახტანგი ბენედიქტეს სახელით ბერად აღკვეცა მცირე სქემაში. უცნობია, თუ სად მოხდა მისი კურთხევა დიაკვნისა და მღვდლის ხარისხში. აქედან იწყება ინტენსიური მუშაობა სავანეში ძველი ქართული სამონასტრო ტრადიციების აღდგენა-დამკვიდრებისათვის. იმ პერიოდში მთელ საქართველოში რუსი ეგზარ-
21-1 საპატრიარქოს უწყებანი N21 31მაისი-6ივნისი, 2012წ გვ.18
სქემიღუმენი ბენედიქტე (ბარკალაია) 1834-1911 (გაგრძელება)
ქოსების მიერ განხორციელებული რეფორმების გამო ქართული მონასტრების მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა. ცვლილებები შეეხო სამონასტრო ცხოვრების ყველა ასპექტს, უმთავრესად კი, მის საარსებო წყაროს. რუსული საეკლესიო ადმინისტრაციის რეფორმამ უსამართლოდ ჩამოართვა საქართველოს მონასტრებს მრავალსაუკუნოვანი კუთვნილება და ამით დამოუკიდებლად არსებობის ყველა საშუალება მოუსპო. უფლებააყრილი მონასტრებისათვის არათუ კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის წარმართვა, არამედ ბერთა კრებულის შენახვაც კი შეუძლებელი გახდა. ბევრ ქართველ ბერს უჭირდა უკანონობასთან შეგუება და როდესაც ათონის წმიდა მთის ქართველთა სავანეში მღვდელ-მონაზონ ბენედიქტეს მიერ ქართველ მოღვაწეთა თავმოყრის შესახებ ხმა გავრცელდა, მრავალ მათგანს გაუჩნდა იქ გამგზავრების სურვილი. საქართველოს ყველა კუთხიდან მიეშურებოდნენ ბერები ათონზე სამოღვაწეოდ. გელათის, ჯრუჭის, კაცხის, მარტვილის, ხობის, დავით გარეჯის, შუამთის ბერებმა სამშობლოსაგან შორს ჰპოვეს მყუდრო თავშესაფარი. რუსეთის წმინდა სინოდის მმართველობა ათონის მთაზე არ ვრცელდებოდა. წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სავანე ქართველ მოღვაწეთათვის თავისუფალ საქართველოზე მლოცველთა სულიერი კუნძული შეიქნა. აღდგა მწიგნობრობა, კალიგრაფია. ასევე განსაკუთრებული ყურადღება ქართული გალობის გამართვას დაეთმო. მამა ბენედიქტეს საეკლესიო გალობის სათანადოდ მოწესრიგება ძალზე ესახელებოდა. ეს კარგად ჩანს მისი ერთ-ერთი წერილიდან: „ინება ყოვლად წმიდა ღვთის მშობელმან ისევე თავის წილხდომილი წრფელი ქართველნი მრჩობლ განამრავლოს და ვართ დღეს ოცდახუთი ქართველნი ბერებნი სამი მღვდელ მონაზონნი მწყობრნი ქართული მგალობელნი". ივერთა მონასტრის ბერძენი ბერები თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ ათონზე ქართველთა გამრავლებას, რადგან იცოდნენ, ადრე თუ გვიან მოუწევდათ კანონიერ მემკვიდრეთათვის ივერთა მონასტრის მმართველობის გადაცემა. ქართველთა სავანემ მალე გაითქვა სახელი ათონის მთაზე. უჩვეულო კეთილხმოვანებით გამორჩეულმა გალობამ ბევრი დააინტერესა: ,,დავიწყებული ათონსა ზედა სახელი ივერიელთა აწ მადლითა ღვთისათა ცნობილ არს, და ჟამსა მცირესა სავანისა ამის არსებობისა ღვაწლი მონასტრისა ამის გამოჩნდების, რამეთუ სავანესსა ამას შინა აწ მოგონებულ და განწყობილ არს დავიწყებული მამულისა ჩვენსა შინა საუცხოო საეკლესიო გალობა ქართული, ვითარცა ძველთა კათალიკოსთა ჩვენთა სობოროსა შინა და საუცხოვო განწყობილებითა და ტკბილხმოვანებითა გალობა ესე აწ ცნობილ იქმნა და ბერძენთა და რუსთა მიერ ათონისათა ფრიად საჩინო და მოწონებულ, რამეთუ ხორანი ქართველთა მგალობელთაგანი ტკბილსმენელობასა მისთვის მიწვეულ იქმნებიან ტაძართა შინა დიდთა ათონის მონასტერთა ბერძენთა და რუსთა მიერ, რომელნიცა აწ განკვირდებიან წარჩინებულისა და ტკბილსასმენსა ამას გალობასა ზედა,“ –– წერდა მამა ბენედიქტე 1880 წელს. მამა ბენედიქტემ თავის თანაშემწე სქემმლვდელმონაზონ იონასთან (ხოშტარია) ერთად აღადგინა მრავალი კეთილი ტრადიცია, რომელიც სათავეს წმინდა გიორგი მთაწმინდელის დროიდან იღებდა. მან საქართველოში მოიძია ნიჭით გამორჩეული ახალგაზრდები და ათონის სავანის ხარჯით მათ საფუძვლიანი განათლება მიაღებინა. აქვე ხდებოდა უძველესი ქართული ხელნაწერების გადაწერა. მონასტერში მოღვაწე ბერები ნაყოფიერად მუშაობდნენ და გულმოდგინედ ამრავლებდნენ ივერთა მონასტრის ბიბლიოთეკაში დაცულ უძველეს ხელნაწერებს, სხვადასხვა სასულიერო შინაარსის მქონე წიგნებს, და საბოლოოდ, საქართველოში გზავნიდნენ გამოსაცემად. ამ საქმით იყო დაკავებული ათონზე ქართული ეკლესიის მიერ ამჟამად წმინდანად შერაცხილი სქემმღვდელ-მონაზონი ალექსი (შუშანია), რომელიც სწორედ მამა ბენედიქტემ წაიყვანა ათონზე კარგი და ლამაზი კალიგრაფიის გამო. იღუმენი ბენედიქტე ბევრს მოგზაურობდა რუსეთსა და სტამბოლში, ასევე საქართველოში, რათა მაშინდელ უმაღლეს საერო და სასულიერო ხელისუფლებას ყურადღება მიეპყრო ქართველთა გაჭირვებული მდგომარეობისათვის. იგი წერდა რუს და ქართველ გამოჩენილ მოღვაწეებს და დახმარებას სთხოვდა, ბეჭდავდა წერილებს, რომლებშიც წარმოაჩენდა ქართველთა დამსახურებას ივერიის სავანის დაარსება-განვითარებაში, ამხელდა ბერძენ სამლვდელო პირთა მიმტაცებლობასა და ძალმომრეობას, ითხოვდა ქართველთა კანონიერი უფლებების აღდგენას, თანამემამულეებს მოუწოდებდა ენერგიული მოქმედებისა და ქართული მონასტრის დახსნისაკენ. 1879 წელს მამა ბენედიქტემ ქართველ ბერთა სახელით განცხადებით მიმართა მთავრობის ადგილობრივ ორგანოებსა და საქართველოს მთავარმართებელს ივერთა მონასტრის დაბრუნების შესახებ. 1879 წლის 22 მაისს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კრებამ განიხილა საკითხი, დაგმო ბერძენი ბერების მტაცებლური ძალადობა და ერთხმად დაადგინა: თავად-აზნაურთა წინამძღოლმა იშუამდგომლოს მთავრობის წინაშე, რათა ივერთა ლავრა დაუბრუნდეს ქართველ ბერთა ძმობას, ამასთანავე, ქართველ ბერებს მიეცეთ უფლება მონასტრის იმ უძრავი ქონებით სარგებლობისა, რომელიც ჩვენს მეფეებს, და საერთოდ, წინაპრებს სხვადასხვა საუკუნეში შეუწირავთ ივერთა ლავრისათვის. მიუხედავად ამისა, ქართველთა მდგომარეობა ათონზე კიდევ უფრო გაუარესდა. ბერძენთა მოძალება და ქართველთა შევიწროება ყოველგვარ ზღვარს გასცდა. ქართვეული საზოგადოებისა და რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლების მხარდაჭერამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ბერძნები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ქართველთა ნაკვალევის მოსპობა-განადგურებას შეუდგნენ. ერთი ათონური
21-2 საპატრიარქოს უწყებანი N21 31მაისი-6ივნისი, 2012წ გვ.19
სქემიღუმენი ბენედიქტე (ბარკალაია) 1834-1911 (გაგრძელება)
ხელნაწერის ცნობით, 1883 წელს „ბერძნებმა მონასტერში დახატული ქართველი მეფის და დედოფლების სახე- ლი ამოხოცეს და ბერძნის დაწერეს, ვითომცა მათი მეფეები ყოფილიყოს. თორნიკეც ამოხოცეს“. მამა ბენედიქტეს ძალისხმევითა და მონდომებით XIX ს-ის მიწურულსა და XX ს-ის დასაწყისში ქართველთა სავანეში უკვე 50-ზე მეტი ქართველი ბერმონაზონი მოღვაწეობდა. მიუხედავად მწირველი მოძღვრების ნაკლებობისა (სამ-ოთხ კაცზე მეტი არ იყვნენ), წირვა-ლოცვა ყოველდღიურად . აღესრულებოდა. ათონის მთის ქართველთა ახალი სავანე უამრავ შეწირულებას იღებდა, რადგან ათონზე ცხოვრება და არსებობა დიდ ფინანსებს მოითხოვდა. სწორედ ამ პერიოდში ქართველმა ბერებმა კიდევ ერთხელ მიმართეს დახმარებისათვის რუსეთის მთავრობას, რომელმაც შეიწყნარა მათი თხოვნა და იმ შემოსავლებიდან, რომელიც ივერთა მონასტერს ეძლეოდა, როგორც დახმარება, 300 თუმანი განუწესა. ათონელმა ბერძნებმა ოსმალეთის მთავრობისგანაც მიიღეს ბრძანება, რომ ქართველები არ შეეწუხებინათ, მაგრამ მათი ძალადობის წინაშე ეს ყოველივე ამაო აღმოჩნდა. ისინი აიძულებდნენ ქართველებს, დაეტოვებინათ ათონის მთა, არ აძლევდნენ ნებას გამოეყენებინათ შეშა, წყალი, აღედგინათ დაზიანებული შენობები. მიუხედავად იმისა, რომ მამა ბენედიქტემ დიდი ამაგი დასდო ქართველთა მონასტერს, მას თანამოძმეებისგანაც მრავალი უსიამოვნების გადატანა მოუხდა. ზოგიერთებმა მას ფულის მითვისება დააბრალეს, ასევე განიკითხავდნენ მონასტერში ხშირად არყოფნის გამო და მოძღვარს დიდი განსაცდელები დაატყდა თავს. ჟურნალ „მწყემსის“ რედაქციამ იგი მატყუარად, მძარცველად და „შინაურ აშინოველად“ გამოაცხადა. ამ ცილისწამებისათვის მამა ბენედიქტემ „ივერიის“ რედაქციას წერილით მიმართა და მკითხველს თავისი მოღვაწეობის მნიშვნელობა ივერთა მონასტრისათვის განუმარტა: „ვისაც ქრისტეს სარწმუნოება და სამშობლო უყვარს, იმას ეცოდინება ჩემი მოღვაწეობა ჩემს მიერ აშენებულ სავანისათვის და ღვაწლი ივერთა მონასტრის ამოგებისათვის“. XIX საუკუნის 90-იან წლების ბოლოს მამა ბენედიქტე საქართველოშია. იგი სამეგრელოში, ნახარებაოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის მონასტერში აგრძელებს მოღვაწეობას. 1900 წლის 30 მარტი-10 აპრილის წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე, ნახარებაოს მონასტრის სქემმლვდელ-მონაზონი ბენედიქტე დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა და იღუმენის წოდება მიენიჭა. 1901 წლის 8-18 აგვისტოს წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე, მამა ბენედიქტე ავადმყოფობის გამო წინამძღვრობიდან გადადგა და სამეგრელოში ხობის მონასტრის უშტატო წევრად დაინიშნა. საქართველოში ყოფნისას იგი დროს უქმად არ კარგავდა. ქართველ ბერთა მიმოსვლა და კავშირი ათონზე რომ არ შეწყვეტილიყო, ამისათვის მან რუსეთის მთავრობას და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსს ალექსანდრეს (ოქროპირიძე) სთხოვა, ხობის მამათა მონასტრის ეზოში აშენებულიყო ორსართულიანი შენობა, რომელიც ათონის მთის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის მონასტრის დაქვემდებარებაში იქნებოდა. მისი აზრით, ხობის მონასტერი „მთელ კუთხეს საუნჯედ შეექმნებოდა“ და ვისაც ათონზე წასვლა არ შეეძლო, სამონასტრო ცხოვრებას ამ მონასტერში გაივლიდა. აი, რას წერდა იგი ეპისკოპოს ალექსანდრეს 1902 წლის სექტემბერში: „როგორც თქვენს მეუფებას მოეხსენება, უძველესი დროიდან ათონის მთის სავანეებს გააჩნდათ თავისი მეტოქეები საქართველოში, რითაც ხორციელდებოდა ცხოველი კავშირი ათონის მთის მონასტრებსა და ქართულ სავანეებს შორის. ამის წყალობით, ათონის მთის მკაცრი და ასკეტური ცხოვრების ბერული წესი საქართველოშიც აღწევდა და განამტკიცებდა აქაურ მოღვაწეებს ქრისტეს მსახურებაში. სამწუხაროდ, უკანასკნელ საუკუნეებში განვითარებულმა მოვლენებმა ეს ტრადიცია მოშალა და მეტოქეებიც გავერანდა და დაცარიელდა. ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით, რომ დაგვრთოთნება ხობის მონასტრის ეზოში ავაშენოთ ორსართულიანი შენობა, სადაც გვექნება საშუალება ათონის მთის ბერებს საქართველოში მყოფობის ჟამს ვიცხოვროთ იქ, და ჩვენი არ ყოფნის პერიოდში კი ხობის მონასტრის
21-3 საპატრიარქოს უწყებანი N21 31მაისი-6ივნისი, 2012წ გვ.20
სქემიღუმენი ბენედიქტე (ბარკალაია) 1834-1911 (დასასრული)
საძმო გამოიყენებდა ამ შენობას თავისი შეხედულებისამებრ.
ამჟამად მეც ამ მონასტერში
ვდგევარ. ეს კარგი იდეა არანაირად არ იმოქმედებს ხობის მონასტერზე უარყოფითად, პირიქით, მხოლოდ სიკეთეს მოუტანს მას. ამასთანავე, წარმოგიდგენთ გეგმას ორსართულიანი შენობისას და უმდაბლესად გთხოვთ, დაგვრთოთ ნება, დავიწყოთ მშენებლობა უახლოეს პერიოდში“. ეპისკოპოს ალექსანდრეს ” მოეწონა მამა ბენედიქტეს განზრახვა და 1902 წლის 28 ოქტომბერს დართო ნება მშენებლობის ” დასაწყებად, მაგრამ ხობის მონასტრის იმჟამინდელი წინამძღვრის უარის გამო და ისევ ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორის ჩარევით ეს კეთილი წამოწყება ჩაიშა- ლა. XX საუკუნის დასაწყისში ათონის მთის პრობლემებით დაინტერესდა ცნობილი ქართველი მეცნიერი და მკვლევარი ალექსანდრე ხახანაშვილი, რომელმაც იმოგზაურა წმინდა მთაზე. ალექსანდრე ხახანაშვილმა ქართველი ბერების მოთხოვნა სამართლიანად მიიჩნია და გაზეთ „პეტერბურგის უწყებანში“ შესაბამისი წერილიც გამოაქვეყნა სათაურით: „როგორ უნდა გათავდეს ბერძენთა და ქართველთა საქმე ძველს ათონზე“. მამა ბენედიქტე გამოეხმაურა ამ სტატიას და წერილიც მისწერა ცნობილ მეცნიერს: „თქვენო მაღალშობილებავ, მოწყალევო ხელმწიფევ ალექსანდრე სოლომონის ძევ ხახანაშვილო, მადლი კურთხევით გიკითხავთ უზენაესისა განგებასა, ვითხოვთ თქვენსა უვნებელსა ცხოვრებასა, თქვენი კეთილითურთ. თქვენ ათონისა მიწაზე ბრძანებულხართ ქართველთა ჩვენ სავანეში, და საწყალი ჩვენი მდგომარეობაცა გიხილავთ, როგორცა მწერს მამა იონა, ჩემი თანაშემწე, მონაწილეობასა შეძლებისადაგვარათ, როგორცა მამულის ერთგული ღებულობთ ჩვენი წინააღმდეგი, ბერძნისა ძმებისაგან შეიწროებასა. მაგრამა ძმებსა ვერ მოუხსენებიათ, სწორედ, რადგან იმათ საქმისაგანი არ იციან, ჩვენ ახლა ვთხოულობთ... იანვრის ოცამდის იმერეთში საქმეებისათვის დავრჩე მერმე გრანიცაში გეახლები“. სამწუხაროდ, იღუმენი ბენედიქტე ვერ ელირსა ალექსანდრე ხახანაშვილთან შეხვედრას. 1911 ” წლის შემოდგომაზე მას მოულოდნელად დამბლა დაეცა და ორი-სამი თვის ავადმყოფობის შედეგად, ამავე წლის 23 დეკემბერს აღესრულა. ჟურნალი „შინაური საქმეები“ გამოეხმაურა მის გარდაცვალებას და 1912 წლის პირველ ნომერში მცირე ნეკროლოგიც მიუძღვნა მას: 23 დეკემბერს გარდაიცვალა ცნობილი მღვდელ- მონაზონი ბენედიქტე (სოფელში ვახტა ბარკალაია). განსვენებულმა ძველ ათონზე ბერძნებისაგან შეიძინა და განაახლა ყოფილი ქართველთა იოანე ღვთისმეტყველის მონასტერი. ბევრი იღვაწა, რომ ეს სავანე უზრუნველეყო ნივთიერად და მასთან დაებრუნებია დიდებული ივერიის მონასტერიც. ბევრი შეცდომა მოუვიდა მას ამ ეკლიან გზაზე, ბევრი შეიძლება თითონაც დააშავა, მაგრამ ერთი კი უეჭველია, რომ მან ჩასდგა საძირკველი და შესაძლებელი გახადა ბერძნის ბერებთან ბრძოლა და მათგან ივერიის მონასტრის დაბრუნების სურვილი აღძრა ქართველთა შორის. დღეს ამ საქმეზე მუშაობს ბევრი ჭეშმარიტი ქართველი და ვინ იცის, შეიძლება შორს აღარ არის ის დრო, როცა ქართველი მოღვაწენი ხელახლა ააყვავებენ ჩვენ დედამონასტერს, რომელსაც ამდენი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი სამშობლოს სარწმუნოების ზნეობრივად აღზრდა-განვითარებაში. განსვენებული არ ყოფილა ნასწავლი კაცი და ამ ზომამდე მოიყვანა საქმე, ეხლა ურიგო არ იქნება, რომ ამ საქმეს სათავეში ჩაუდგებოდეს და აწარმოებდეს ადგილობრივ ვინმე ჩვენი ნასწავლი ბერთაგანი. ეჭვგარეშეა, რომ ამით იგი მეტ მადლს ჩაიდენს და მეტ სახელს დაიმსახურებს ჩვენი ერის ისტორიაში, ვიდრე სხვა სამსახურით. სამკალი მზათაა, თუ მომკალი გამოჩნდება“.
22 საპატრიარქოს უწყებანი N22 7-13ივნისი 2012წ გვ.17
მღვდელი გიორგი დუმბაძე 1803-1883
იგი „უკიდურეს სიღარიბეში ყველაზედ მდიდრად სთვლიდა თავს“
ცნობილი საეკლესიო მოღვაწე და მგალობელი მღვდელი გიორგი დუმბაძე გურიის სამთავროში, საეკლესიო აზნაურის ოჯახში დაიბადა, საარქივო საბუთების მიხედვით, რომელიც დაცულია საქართველოს სახელმწიფო ცენტრალურ საისტორიო არქივის საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის ფონდში, იგი 1803 წელს დაიბადა, ხოლო ზეპირი გადმოცემებითა და თანამედროვეთა ჩანაწერებით, 1783 წელს. დუმბაძეთა გვარი საუკუნეთა განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა დედაეკლესიასა და სამშობლოს. XVII საუკუნეში შემოქმედის კათედრაზე მოღვაწეობდა მიტროპოლიტი იაკობი (დუმბაძე), რომელიც
დიდ როლს ასრულებდა მაშინდელ საქართველოს პოლიტიკურ და საეკლესიო ცხოვრებაში. ამ ღირსეული გვარის წარმომადგენელი იყო მღვდელი გიორგი დუმბაძე. პატარა გიორგი სიყრმიდანვე აღსაზრდელად მიაბარეს ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერში, სადაც მიტროპოლიტ ნიკოლოზთან (შერ-
22-1 საპატრიარქოს უწყებანი N22 7-13ივნისი 2012წ გვ.18
მღვდელი გიორგი დუმბაძე 1803-1883 (გაგრძელება)
ვაშიძე) საფუძვლიანად შეისწავლა წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. განსაკუთრებით კარგად იცოდა მან ქართული საეკლესიო გალობა და ღვთისმსახურება. XIX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში შემოქმედის საკათედრო ტაძარში მედავითნედ განამწესეს. 1824 წელს გიორგი მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა დიაკვნად აკურთხა, ხოლო 1826 წლის აპრილში მღვდლად დაასხა ხელი და შემოქმედის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დანიშნა. მამა გიორგი ადრეულ ასაკში დაქვრივდა, რის გამოც მან ერში სამსახური მიატოვა და მთელი თავისი ცხოვრება შემოქმედის მონასტერს დაუკავშირა. იგი მონასტრის ერთ-ერთ სენაკში დასახლდა და მუხლჩაუხრელ ლოცვასა და მსახურებაში გაატარა მთელი ცხოვრება. მამა გიორგი, თანამედროვეთა გადმოცემით, თავის სამწყსოს ჭეშმარიტი მოძღვარი და მზრუნველი მწყემსი ყოფილა, თუმცა მის შესახებ ბევრი ცნობა არ მოგვეპოვება. თუ რამ შემორჩა, ისიც ძველ პირთა გადმოცემებია. გთავაზობთ რამდენიმე მათგანის მოგონებებს. ცნობილი მეცნიერი და ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე თავის შედგენილ წიგნში „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“ მამა გიორგის შესახებ წერდა:
„მე ვამთავრებ ამ გრძელ თავს, მაგრამ დასასრულს საჭიროდ მიმაჩნია ორიოდე სიტყვა ვთქვა ერთ ფრიად საინტერესო კაცზე, რომელსაც შემოქმედში შეხვდი. ეს არის შემოქმედის მკვიდრი მღვდელი გიორგი დუმბაძე, რომელიც 90 წლისაა, მაგრამ სრულად შემორჩენია როგორც ფიზიკური მხნეობა, ისე საღი გონება. 40-50 წლის წინათ, როცა ჩურუქ-სუში ქრისტიანობა ჯერ კიდევ ცოცხლად ახსოვდათ და აქაური ეკლესიები ყველა მთელი იყო, გიორგი დუმბაძე იქაური მოსახლეობის მოწვევით სხვა გურულ მღვდლებთან ერთად დადიოდა იქ ქრისტიანული საეკლესიო წესების აღსასრულებლად. 1820 წელს მან საკუთარი თვალით ნახა პოლკოვნიკ პუზირევსკის მკვლელობა შემოქმედში და მისი მკვლელობის ვითარებას ისე ჰყვება, რომ სავსებით ეთანხმება ჩვენს ხელთ არსებულ ოფიციალურ ცნობებს. მაგრამ მისი ნაამბობი უფრო დაწვრილებითია. 1828 წელს იგი მონაწილეობდა რუსეთთურქეთის ომში და გენერალ გესენის რაზმთან ერთად ულაშქრია ჩურუქ-სუსა და ციხისძირში. დუმბაძეს კარგად ახსოვს უკანასკნელი შემოქმედელი იოსები, რომელიც, მისი სიტყვით, თაყაიშვილების გვარიდან იყო. ზოგიერთი მისი ცნობა, განსაკუთრებით გურიის მთავრების სვიმონისა და მისი შვილის, უკანასკნელის წინა გურიელი მამია V-ის ეპოქის დამახასიათებელი, აგრეთვე ეთანხმება ჩემს მიერ შეგროვებულ წერილობით სიგელებს, ასეთია, სხვათა შორის, მისი ცნობები ტყვით ვაჭრობაზე გურიაში; ამ დანაშაულში მხილებულთა ცოცხლივ დაწვაზე; ეგრეთ წოდებულ ღვთის სამართალზე ანუ ორთა ბრძოლით, მდუღარებითა და გახურებული რკინით გამართლებაზე, რომელსაც დასაბამი მიეცა ჯერ კიდევ ძველ არიელებში. ასევე შევეხები დუმბაძის ნაამბობს სამართლის იმ ფორმის დაწვრილებითს აღწერაზე, რომელიც გურიასა და მთელ საქართველოში ცნობილია „შანთის“ სახელით. მღვდელი გიორგი დუმბაძე გურიაში მოგზაურობისას უნახავს მწერალსა და ისტორიკოსს თედო სახოკიასაც. აი, რას წერდა იგი მის შესახებ: „ამ ოცი წლის წინათ შემოქმედში ღრმად მოხუცებული მღვდელი გიორგი დუმბაძე ცხოვრობდა. რადგან ამ გორაკის (იგულისხმება შემოქმედის მონასტერი), კლდეში მშვენიერი საშენი ქვაა, ეს მღვდელიც ხშირად მუშაობდა აქ და ქვას აზიდვინებდა“. ყველაზე ვრცელი და საინტერესო მასალა მამა გიორგის შესახებ შემოგვინახა ცნობილმა საეკლესიო მოღვაწემ და მგალობელმა, დეკანოზმა რაჟდენ ხუნდაძემ, რომელმაც ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორის, დეკანოზ დავით ღამბაშიძის თხოვნით მოიძია ინფორმაცია იმჟამად ახალგარდაცვლილ მოძღვარზე, თუმცა მამა რაჟდენის პუბლიკაციამდე თავად დეკანოზ დავითის მოგონებები გამოქვეყნდა ჟურნალ „მწყემსის“ 1893 წლის XV-XVI ნომრებში: „ხშირად შეხვდებით კაცს, რომელიც აღჭურვილია სწავლით და მეცნიერებით და თქვენ ფიქრობთ, რომ ამისთანა კაცს დიდი ნაყოფის მოტანა უნდა შეეძლოს და დიდი გავლენაც უნდა ჰქონდეს სხვა მოძმეთა და მოყვასთა უფრო მცირე ნასწავლ და განუვითარებელ პირთა ზედა. მაგრამ ზოგიერთებში ამ სწავლა-მეცნიერებას შესაფერი ნიადაგი ვერ მოუპოვებია და ამიტომ სულ სხვა შედეგს ხედავთ. ხშირად შეხვდებით ისეთ პირთაც, რომელთაც მცირე განათლება მიუღიათ, მაგრამ ამ მცირე განათლებას ისეთი ნიადაგი დახვედრია კაცში, რომ მას დიდი ნაყოფი მოუტანია და დიდი გავლენაც მოუპოვებიათ მოძმეთა და მოყვასთა შორის. სწორეთ ამ უკანასკნელი კაცების რიცხვს ეკუთვნოდა აწ უკვე განსვე- ნებული მამა გიორგი დუმბაძე. ეს უბრალო სოფლის მღვდელი ისე უხვად იყო დაჯილდოებული ჭეშმარიტი ქრისტიანული ყველა თვისებით, რომ განსვენებულის ორიოდე სიტყვა და ერთი მისი შეხედვა საკმაო იყო, რომ კაცს ეთქვა: აი სწორეთ ჭეშმარიტი ქრისტიანი მოძღვარი, აღზრდილი საქართველოს ნიადაგზედ მაცხოვრის სახარებისამებრ. მამა გიორგი დუმბაძე უკიდურეს სიღარიბეში ყველაზედ მდიდრად სთვლიდა თავს; უბრალო სოფლის მღვდელი, გარემოცული ქვეყნიური ათასნაირი ამაოებით და უსიამოვნებით, პირველ მოსამსახურედ რაცხდა თავს, როგორც მოძღვარი მაცხოვრისა. ის ყოველთვის ხელმძღვანელობდა მაცხოვრის მცნებით: „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი“. ამ მცნების ხსოვნა საკმაო იყო განსვენებულისათვის, რომ იგი სახარების მცნებებს არ გარდასულიყო თავის მოქმედების დროს. რაც უფრო დიდი განათლების და ნამსახურების მექონეც უნდა იყოს დღეს კაცი, ძნელად მოიპოვებს იგი იმ პატივს, იმ სიყვარულს და მოძღვარ-მოწაფეთა შორის იმ კეთილ-
22-2საპატრიარქოს უწყებანი N22 7-13ივნისი 2012წ გვ.19
მღვდელი გიორგი დუმბაძე 1803-1883 (გაგრძელება)
განწყობილებას, როგორი პატივისცემაც მოპოებული ჰქონდა მამა გიორგის. რა იყო მიზეზი ამ მშვენიერი მოძღვარ-მოწაფური კეთილ-განწყობილებისა და ურთიერთის პატივისცემისა? აი, როგორ იქცეოდა მამა გიორგი დუმბაძე სამრევლოში: როდესაც გარდაიცვლებოდა მის სამრევლოში ვინმე, მამა გიორგი მაშინვე გამოცხადდებოდა ჭირისუფლის სახლში, ან და სიკვდილის დღეს გარდაცვალებულის ოჯახში იყო. ანუგეშებდა სნეულს, ხოლო გარდაცვალების შემდეგ უსრულებდა საჭირო მღვდელმოქმედებას და კაპეიკიც რომ არ მიეცათ მამა გიორგისთვის, ის არასფერს არ ეტყოდათ. კარგად იცოდა, რომ მისი მოწაფე მის შრომას უსასყიდლოდ არ დასტოვებდა. ჭირისუფალს ერთ თვეს იქით მიჰქონდა ფული თავის მოძღვართან. ბატონო მოძღვარო, მოგართვი შენი ახი, მიიღეთ საწირავი, ეუბნებოდა მამა გიორგის ჭირისუფალი. დათვალე, შვილო რამდენია, უპასუხებდა მამა გიორგი დუმბაძე. მომტანი ითვლიდა ფულს და აღმოჩნდებოდა ან თუმანი ან 6 მან. და ან მეტი. გაყავი ეგ ფული შუაზედ, ნახევარი მე მომეცი და ნახევარი უკან წაიღე, შვილო, ეტყოდა მამა გიორგი ფულის მომტანს. მომტანი ხშირად უარზე იდგა და არ მიქონდა ფული უკან. მამა დუმბაძე კი ნახევრის მეტს არ იღებდა იქიდგან, რასაც საწყალი გლეხი მიუტანდა მას თავის სურვილით. ვსთქვათ, მამა დუმბაძე ხედავდა, რომ მისი სამწყსო შევიწროებული იყო უგზოობით და უხიდობით. ამ შემთხვევაში მამა გიორგი დუმბაძე პირველი ინჟინერი იყო. სანამ ჩინებულ გზატკეცილებს არ გაიყვანდა თავის სამრევლოში თავისივე სამრევლოს დახმარებით და საშუალებით. ის ვერ მოისვენებდა. იმას არ უმაგრდებოდა არც კლდე და არც მთები. მამა გიორგიმ იცოდა, თუ რა გაჭირვებული საქმე აქვს სოფლელებს ხიდების უმექონებლობით. ყოველ ღონისძიებას ხმარობდა იგი, რომ ხიდები გაკეთებულიყო წყლებზედ და ხალხს გაადვილებოდა ერთმანეთში მიმოსვლა“. ჟურნალ „მწყემსის“ მე-18 ნომერში კი უკვე მღვდელ რაჟდენ ხუნდაძის მასალა დაიბეჭდა: „გურიის მაზრაში, შემოქმედის მონასტრის გალავანში, თითქოს მონასტერზედვე მიშენებულია სოფელ შემოქმედის სამრევლო ეკლესია, რომელსაც ღვთაების ეკლესიას ეძახიან. აი, ამ ეკლესიის მრევლის მღვდლად ითვლებოდა ყველასაგან პატივცემული განსვენებული მამა გიორგი დუმბაძე. მთელი გურიის საზოგადოება დიდ პატივს სცემდა განსვენებულ მოძღვარს. ის იყო მტკიცე და შეურყეველი ხასიათის. იყო ზედმიწევნით მცოდნე საღვთო წერილისა და გალობისა. იმისი სახლის კარები სწავლის მსურველთათვის მუდამ ღია იყო, ვინც და რომელი წოდებისაც უნდა ყოფილიყო იგი. ნამეტურ ვისაც ნიჭს შეამჩნევდა სწავლისას, ის იყო იმისი მხიარულების საგანი; მისი ღარიბის პურის ქამა ყველა ამგვარ პირთა საზიარო იყო! შენ-ჩემობა სძულდა. არ უყვარდა აგრეთვე მჭევრმეტყველება, იგი თავის მრევლს, ორი-სამი სიტყვით დააჯერებდა, რაც საჭირო იყო და თუ მოხდებოდა ასში ერთხელ, რომ მის სიტყვას პირველი თქმისთანავე ვერ მიითვისებდა, ვისაც ეუბნებოდა, ამ შემთხვევაში ასე იტყოდა ხოლმე: ამას უთუოდ მონათვლა აკლიაო.იმისი მტკიცე და შეურყეველი ხასიათი იმაში გამოიხატებოდა, რომ ყოველი წოდების კაცს, ვინც უნდა ყოფილიყო იგი: თავადი თუ აზნაური, ერის კაცი, ბერი, მღვდელი და თუგინდ თვით მღვდელმთა- ვარიც, რაც სათქმელი ჰქონდა, დაუფარავად, გაბედვით და თითქმის ბრძანების კილოთი ეტყოდა. მამა გიორგი ზრუნავდა თავისი მრევლის სულიერი და ხორციელი კეთილ მდგომარეობისთვის. წირვა-ლოცვა ძალიან უყვარდა და შემოქმედის მონასტერში თუ ვინმე კანონიერად ვერ წაიკითხავდა წიგნს წირვა-ლოცვის დროს, ვაი იმისი ბრალი! ვინც უნდა ყოფილიყო იგი, მაშინვე მიაძახებდა და თავის შეცდომას უსწორებდა. იქნება ასში ერთხელ მონასტრის არქიმანდრიტს გაებედნა მისთვის და ეთქვა: „მამა გიორგი, საზოგადოებაში შერცხვება, ისე რომ შეუძახებ კაცს ისე ცოტა შეცთომისათვისო“. მამა გიორგი ესეთს პასუხს მიუგებდა: „არა, მამა არქიმანდრიტო, ღმერთთან ტყუილის თქმა კაცს არ ეპატიებაო; ერთი ეს და მეორე: ერთხელ რომ შერცხვება, მეორედ დაუკვირდება და კითხვაში სიცრუეს აღარ იტყვისო“. ასე, ამ რიგად მრავალი მწიგნობარი გაუწითლებია სირცხვილისაგან და თუ კარგად თავის იმედი არ ჰქონდა ვისმე, ისე მამა გიორგისთან წიგნის წაკითხვას ვერ გაბედავდა. კარგად ქართული კითხვა-გალობის მცოდნე უყვარდა და ძალიან თავაზიანად ექცეოდა. როგორც ვიცით, ყველასგან ცნობილს, სახელოვან ქართული გალობის მცოდნეს ბატონ ანტონ დუმბაძეს პირველად იმისგან აქვს ნასწავლი ქართული გალობა და შემდეგ სხვადასხვა ადგილებზე დაუმთავრებია. შვილი არ ჰყავდა, რადგან ძალიან მალე დაქვრივებულა... ცხოვრება თვით მონასტერში ჰქონდა; ყანას არ ამუშავებდა, მაგრამ უსაქმოდ ერთ წამსაც არ გააცდენდა. იმისი სამუშაო იყო მუდამ სასოფლო გზის კეთება, დღეს ერთს გააკეთებდა, ხვალ მე- ორეს, ზეგ მესამეს და ასე განუწყვეტლად მუშაობდა. სადილისათვის ხან ერთ მის მრევლთაგანს შეუთვლიდა დიაკვნის პირით მჭადი და ღვინო გამო-
22-3 საპატრიარქოს უწყებანი N22 7-13ივნისი 2012წ გვ.20
მღვდელი გიორგი დუმბაძე 1803-1883 (დასასრული)
მიგზავნეო და ხან მეორეს და თანაც, უთუოდ ის უნდა გაგეგზავნა, რასაც შეუთვლიდა. სამაგიეროდ, მამა გიორგიმ არ იცოდა თავის მრევლთან მღვდელმოქმედებისათვის ფულების თხოვნა. მამა გიორგიმ იცოდა თავზე თათრული სარტყელის შემოხვევა და იმაზე დიდი, ძალიან დიდი ფაფანაკი ქუდის დახურვა. წელზედაც თათრული სარტყელი იცოდა. როცა ანაფორა შემოაგჯებოდა და შემთხვევით ამ დროს მისვლა შეხვდებოდა განსვენებულ გურიის ეპისკოპოსს გაბრიელთან, მამა გიორგი ასე ეტყოდა ყოვლადსამღვდელოს: ორი ანაფორა თუ გაქ, ერთი მომეცი (როგორც ზევით ვთქვით, მამა გიორგის ზედმეტი სიტყვის თქმა არ უყვარდა). ყოვლადსამღვდელოც იმ წამს მისცემდა ანაფორას. ახალი ზნეწესის მიმდევარი არაფერში არ იყო და არც უყვარდა. მხოლოდ ერთადერთი ჩაი იყო იმისი საყვარელი ყველა ახლებში. ნაშუადღევს რომ შეხვედროდა, ყოვლადსამღვდელო ეტყოდა: მამა გიორგი, უსადილო იქნები, სადილი მიირთვიო; მამა გიორგი ასე ეტყოდა: სადილი არ მინდა და ჩაის თუ მასვემ, კარგი იქნებაო. ღმერთმა ჰქმნას, რომ მამა გიორგი დუმბაძის მსგავსი ჭეშმარიტი კაცი და მრევლთათვის საყვარელი მოძღვარი მრავალი გვყოლებოდეს. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი“. დასაზუსტებელია მამა გიორგის გარდაცვალების ზუსტი წელიც. მკვლევარი ილია თავბერიძე თავის წიგნში „XIX საუკუნის ქართველი მოღვაწეები და საეკლესიო გალობა“ წერს: „პოლიევქტოს კარბელაშვილის ცნობით, მამა გიორგი დუმბაძე 100 წელს მიტანებული გარდაიცვალა 1875 წელს“, ხოლო მოსე დუმბაძის ხელნაწერი დღიურის მიხედვით, რომელიც აწ გარდაცვლილი მეცნიერის ქველი ჩხატარაიშ- ვილის არქივში ინახება „გიორგი გიორგის ძე დუმბაძე გარდაიცვალა 1883 წელს; იგი იყო დაბადებიდგან ასი წლის, დიდი ნასწავლი საღმრთო წერილითა და ქართული ენის წერა-კითხვითა და გალობითა. მას საღმრთო წერილი, გალობა და წაკითხვა 300-მდე კაცისათვის უსწავლებია“. მამა გიორგის ახლო ი წალენა ავი და მოსწავლე იყო ანტონ დუმბაძე, რომლის "ათ აბი ჩამოყალიბება მამა გიორგის დამსახურებაა, ასევე მამა გიორგის ძმის შვილიშვილი იყო სიონის საპატრიარქო ტაძრის პროტოპრესვიტერი ანტონ მაქსიმეს ძე თოთიბაძე (1865-1938).
23 საპატრიარქოს უწყებანი N23 14-20 ივნისი 2012წ გვ.17
მღვდელი დავით ქოქიაშვილი 1877-1958
„იცოდეთ, ყოველი ბუნება გვართაკენ მიიზიდების...“ ილია ჭავჭავაძე
ქოქიაშვილების გვარის ჩამოყალიბება XVII-XVIII
საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს. ამ გვარის წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს: იაკობ ახუაშვილის მტკიცებით, ქოქიაშვილების, ისევე როგორც ქოქოშვილების, ქოქრაშვილების, ქოქაშვილების, ქოქუაშვილების, ქოქოსაძეების და ქოქიაურების გვარები წარმოშობილია ქოქოლაძეების გვარიდან და წარმოქმნილია საკუთარი სახელიდან –- ქოქია. ქოქოლაძეებზე. ამ უძველეს ქართულ გვარზე ლაპარაკი მაჭახელის სულთა ნუსხიო უნდა ღავიწყოთ, რადგან ქართული გვარ-სახელების ყველაზე ძველი და უჩიკალური დოკუმენტი დაწერილია ამავე ხეობაში შვიდი-რვა საუ კუნის წინათ. მასში ვკითხულობთ: „სულს ქოქოლალაურის მარიამის შეუნდვენ ღმერთმან.. სულაა ქოქოლასძისა გიორგისა და დედასა მისსა შეუნდვენ ღმერთმა!..“ ამრიგად, ეს გვარი ორი ფორმით არის წარმოდგენილი – ქოქოლაძე და ქოქოლაური. აჭარაში დღემდე მხოლოდ გვარი ქოქოლაძე შემორჩა. შემონახულია აგრეთვე ტოპონიმი – ქოქოლაური. ეს სახელი ხულოს რაიონის სოფ. ქედლებში სათესს ჰქვია. ხსენებულ მაჭახელელ ქოქოლაძეთა წინაპრების ისტორიულ საცხოვრისს ახლაც ქოქოლეთი ეწოდება და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჩიქუნეთში შედის. ის მოსაზრება, რომ ქოქიაშვილების გვარი ქოქოლაძეთა გვარიდან წარმოდგება, ეჭვს იწვევს და მიულებლად მიმაჩნია. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ხელვაჩაურის რაიონის მაჭახელას ხეობა ტერიტორიულად კაკმა რისადაა ღაცილებული ქიზეყიდან, კერძოდ, სიღნაღის რაი ონის სოფელ ვაქირიდან. რომელიც ქოქიაშვილების გვარის წარმოშობი”ა ძირად ითვლება, მეორეც , XXX ს-ის დასაწყისამდე საქართველო, ფაქტობრივად, ორად იყო გაყოფილი – აღმოსავლეთად
23-1 საპატრიარქოს უწყებანი N23 14-20 ივნისი 2012წ გვ.18
მღვდელი დავით ქოქიაშვილი 1877-1958 (გაგრძელება)
და დასავლეთად. ასე იოლი არ იყო აჭარიდან ქიზიყში ქოქოლაძეების მოხვედრა. ქოქიაშვილების გვარის წარმოშობის სარწმუნო ვერსია აქვს გადმოცემული პაპაჩემს, ყოფილ საეკლესიო მოძღვარს '“ დავით ქოქიაშვილს. მისი მოსაზრებით, ქოქიაშვილების წინაპრები ხაბაშვილები ყოფილან. ერთ-ერთი ხაბაშვილი ქართლიდან ბატონს გამოქცევია და ქიზიყში, უბატონო მხარეში შეუფარებია თავი, დასახლებულა სოფ. ვაქირში, შეუქმნია ოჯახი და საეკლესიო მსახურება დაუწყია. პაპაჩემი დავითი სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ვაქირში დასახლებული ხაბაშვილების ოჯახის ყველა წევრი საჭმლით მოწამლულა და გარდაცვლილა, გარდა სამი წლის ბიჭისა (არსებობს საჭმლით მოწამვლის სხვადასხვა ვერსია). ადგილზე მისული ეკლესიის მსახური ბავშვს მოფერებია, დაუწყნარებია და უთქვამს: „ამათგან ეს ერთიღა წამოქოქებულაო“ – ე.ი. გადარჩენილაო. პატარა ბიჭს ქოქებულა შეარქვეს და ამ სახით რამდენიმე თაობამ განვლო, რომელიც შემდეგ ქოქიაშვილის გვარად ჩამოყალიბებულა. არის მეორე ვერსიაც: ცნობილია, რომ ერეკლე მეფის ჯარის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, ერთგული და საიმედო მეომრები ქიზიყელები იყვნენ, რომლებიც „არიერგარდის“ (ფრანგულად – ზურგის დაცვას ნიშნავს) როლს ასრულებდნენ, იგი არის ჯარის ქვედანაყოფი, ნაწილი ან შენაერთი, რომელიც ჯარის მთლიან შემადგენლობას იცავს უკან დახევის ან ფრონტის გასწვრივ მოძრაობის დროს. ქიზიყთან დაკავშირებული პროცესები უკავშირდება ჯერ კიდევ კახეთის მეფის, გიორგი I-ის მოღვაწეობას. მან არც ერთ თავადს არ არგუნა ეს კუთხე და მშვიდობის დასაცავად და სამართავად ის მოურავს ჩააბარა. აი, ამ მოვლენებიდან იქცა ქიზიყი უბატონო ქვეყნად. იმ დროს ქიზიყის მეწინავე სადროშოც კი არსებობდა, რომელიც ომის დროს ყოველთვის წინა ხაზზე იდგა და მას ამ კუთხის ეპისკოპოსი ხელმძღვანელობდა. ამ ბრძოლებში ხშირად მონაწილეობდა ჩვენი გვარის წარმომადგენელი, ქიზიყში ქართლიდან გადმოსახლებული ხაბაშვილიც, რომელიც ერთ-ერთ ბრძოლაში გარდაცვლილა: როდესაც მეფე ერეკლეს უკითხავს: დარჩა თუ არა გარდაცვლილს შთამომავალიო, მას მიჰგვარეს პატარა ბიჭი, 5-6 წლისა და თან მოახსენეს, რომ მათი ქოქიდან (ჯიშიდან) ეს ბავშვიღა დარჩენილაო. ბავშვის სახელი „ქოქიას“ სახით და ფსევდონიმით, შემდეგ კი ქოქიაშვილის გვარით გაგრძელებულა. მან მიიღო სანიმუშო საეკლესიო განათლება, ხოლო შემდგომში მეფემ მას სოფ. ვაქირში უბოძა მამულები, სადაც იგი დასახლებულა და „მთავრიაანთ“ დათიკოს სახელითა და ქოქიაშვილის გვარით გაუგრძელებია ცხოვრება. ასე რომ, სარწმუნოდ ბოლო ვერსიები უნდა მივიჩნიოთ. ჩვენს წინაპარს, „მთავრიაანთ“ დავით ქოქიაშვილს, ჰყოლია ხუთი ვაჟი, რომელთაგან ორს ვაქირში გაუგრძელებია ცხოვრება, ხოლო სამს –-– უკანა მხარეში, კერძოდ, ბოდბე-მაღაროში, სადაც დავითს სათიბ-სათესი და დასასვენებელი ადგილ-მამულებიც ჰქონია. ცნობილია, რომ ერეკლე II ბრძოლებში მონაწილეობის შემდეგ ბოდბე-მაღაროს ადგილებსაც იყენებდა დასასვენებლად და სულის მოსათქმელად, რასაც ვახუშტიც ადასტურებს: „არს მაღაროს სასახლე მეფეთა საზაფხულოდ“. ყოველივე ამის შემდეგ შეგვიძლია დასაბუთებულად ვთქვათ, რომ ვაქირში და ბოდბე-მაღაროში მცხოვრები ქოქიაშვილები ერთი შტოდან, ერთი ძირიდანაა წარმოშობილი. პაპაჩემის მამის, მალხაზის გადმოცემით, XIX ს-ის დასაწყისში ვაქირში ქოქიაშვილების ხუთი ოჯახი ცხოვრობდა თურმე, თავისი შთამომავლებით, ესენია: 1) ყარამანის, ივანეს და გეგენას მამა (დანიელაანი) –– ზედა უბანში. 2) ლევანის და იასეს მამა, რომლებსაც შთამომავლობა არ დარჩათ. 3) გივის, ბასიკოს, სოსიას, ისაკოს და თეონას მამა –– წინა უბანი. 4) მიხას, ივანეს, იაკობის და სიმონას მამა -– მაღალ გიოს წინაპრები. 5) ნიკოლოზის, გეგენას და გიორგის (ხიკოს) მამა ჩვენი წინაპრები. ბოდბეში, ვაქირთან შედარებით, უფრო მეტი ქოქიაშვილების ოჯახი ცხოვრობდა, ვინაიდან „მთავრიაანთ“ დათიკოს ხუთი ვაჟიშვილიდან, სამმა უკანა მხარეში გააგრძელა ცხოვრება. პაპაჩემის, დავით ქოქიაშვილის პაპას –- ნიკოლოზს, რომელიც ეკლესიაში მსახურობდა და მის მეუღლეს სიდონიას ორი შვილი ჰყოლიათ: ირინე და მალხაზი. ნიკოლოზი ადრე გარდაცვლილა. ახალგაზრდა მალხაზი ვაქირში მცხოვრები მღვდლის მეშვეობითა და დახმარებით, საეკლესიო მსახურებაში ჩაბმულა. მას საფუძვლიანად შეუსწავლია წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი და ანაგის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში ჯერ მედავითნედ, შემდეგ კი დიაკვნის ხარისხში მსახურობდა, სადაც გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა. მალხაზის ვაჟებიდან სასულიერო გზა ორმა აირ-
23-2 საპატრიარქოს უწყებანი N23 14-20 ივნისი 2012წ გვ.19
მღვდელი დავით ქოქიაშვილი 1877-1958 (გაგრძელება)
ჩია: დავითმა და ვლადიმერმა. დავითი 1877 წელს დაიბადა. პირველ- დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ თელავის სასულიერო სასწავლებელში ჩააბარა, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 1895 წელს 17 წლის დავით ქოქიაშვილი თბილისში ჩადის და ემზადება სასულიერო სემინარიაში ჩასაბარებლად, მაგრამ წინა წელს მომხდარი ინციდენტის გამო (სტუდენტმა იოსებ ლაღიაშვილმა მოკლა სემინარიის რექტორი ჩუდეცკი), 16 მსურველიდან ჩარიცხეს მხოლოდ ორი. დავითი შესარჩევი სიით ყოფილა მეხუთე ადგილზე, ამიტომ იგი სასწავლებლის გარეშე დარჩა. ბევრი წინააღმდეგობისა და წვალების შემდეგ დავითი საარსებო წყაროს საშოვნელად მისულა ხარფუხის
წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში, დეკანოზ ალექსანდრე ზუმბულიძესთან და მასთან მნათედ დამდგარა. იგი სანთლებს ყიდდა, რაშიც ეკლესია თვეში სამ მანეთს უხდიდა, აგრეთვე ორორ შაურს, თითო აბაზამდე, საჩუქრის სახით, სხვადასხვა პროცესიის შესრულებისათვის. რასაკვირველია, ეს საკმარისი არ იყო არსებობისათვის. დავითი იწყებს ახალი საშუალებების ძებნას. ეკლესიის გვერდით იყო სანთლის გამოსაშვები სპეციალური წარმოება, სადაც მუშაობდა დავითის ამხანაგი, ვინმე მელექსიშვილი, რომელთანაც თელავში ყოფნის დროს გუნდში გალობდა და სხვადასხვა ეკლესიაში გამოდიოდა. მელექსიშვილთან ერთად დავითმა სხვა ხმებიც შემოიკრიბა და ჩამოაყალიბა მგალობელთა გუნდი, რომელიც ყოველი წირვის დროს ასრულებდა სხვადასხვა საგალობელს, რაშიც უხდიდნენ მაშინდელ 4-6 მანეთს. აღნიშნულ თანხას დავითი ყველას თანაბრად უნაწილებდა. სადაც დავითი ცხოვრობდა, ახლოს დაკეტილი ყოფილა საეკლესიო სკოლა, " სადაც სასკოლო ინვენტარიც არსებობდა. დავითმა სხვადასხვა ქარხნის მუშების შვილების დახმარებით აღადგინა და ჩამოაყალიბა შინაურული სკოლა, სადაც საეკლესიო წეს- ჩვეულებების გარდა სიმღერასაც ასწავლიდა. ამაში მას თვეში თითო მანეთს უხდიდნენ. ამან გაუადვილა დავითს ცხოვრება. ამ პერიოდში იგი გაწევრიანდა სანდრო კავსაძის მიერ ჩამოყალიბებულ ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლში, სადაც იმ დროს ვანო სარაჯიშვილიც მღეროდა. მაგრამ ამ ანსამბლში დავითი დიდხანს არ დარჩენილა. ოჯახის ეკონომიური მდგომარეობის გამო 1897 წლის 24 იანვარს, 19 წლის დავითი, პირადი განცხადების საფუძველზე, გადადის კარდენახის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში მედავითნედ. ვინაიდან ოჯახს ცხენის ყიდვის საშუალება არ ჰქონდა, დავითი სამი წლის განმავლობაში ფეხით დადიოდა ვაქირიდან კარდენახამდე. 1900 წლის 17 იანვარს იგი სიღნაღის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს. ეკლესიაში
მსახურების პარალელურად დავითი მოემზადა და გამოცდები ჩააბარა სიღნაღის სამოქალაქო სასწავლებელში, მასწავლებლის წოდების მისაღებად. აქ მას საღვთო სჯულს უკითხავდა სიღნაღის მაზრის მთავარხუცესი, დეკანოზი სვიმონ ბეგიაშვილი. მამა სვიმონს ძალიან მოსწონდა ახალგაზრდა, ნიჭიერი მოსწავლე, რომელსაც რუსულად აწერინებდა მთელ საეკლესიო დავთრებს. დავითმა რუსული კარგად იცოდა, კარგი კალიგრაფიაც ჰქონდა და ყველა დავალებას
შესანიშნავად ასრულებდა. მთავარხუცეს ბეგიაშვილის ოჯახში დავითმა გაიცნო მომავალი მეუღლე ნინო სოლომონის ასული ნასიძე, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ მამიდის ოჯახში იზრდებოდა (დეკანოზ სვიმონ ბეგიაშვილს ცოლად ჰყავდა ბებიაჩემის მამიდა, რომელის სახელი და გვარი ასევე ნინო ნასიძე იყო). ბეგიაშვილების ოჯახში ბებიაჩემმა კარგი განათლება მიიღო, მას სიღნაღის წმინდა მარინეს სახელობის ხუთკლასიანი სკოლა ჰქონდა დამთავგრებული, რუსული კარგად იცოდა, კარგადაც საუბრობდა. გაცნობის შემდეგ დავითს და ნინოს შეუყვარდათ ერთმანეთი. მათი ქორწინება შედგა 1902 წელს და ჯვარი დაიწერეს სიღნაღის მთავარანგელოზის ეკლესიაში. დავითს რით უნდა ერჩინა ახლად შექმნილი ოჯახი?! ხელფასი თვეში 8 მანეთი ჰქონდა. დატრიალ-
23-3 საპატრიარქოს უწყებანი N23 14-20 ივნისი 2012წ გვ.20
მღვდელი დავით ქოქიაშვილი 1877-1958 (დასასრული)
დნენ ნინოს ნათესავები, ექსტერნად ჩააბარებინეს სამასწავლებლო პროგრამა, რის შემდეგაც, 1902 წლის 19 თებერვალს იგი ბაკურციხის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მასწავლებლად დანიშნეს, ოცი მანეთის თვიური ანაზღაურებით. იქ მან საქმიანობით თავი გამოიჩინა, 1904 წლის 21 იანვარს ქების ფურცელიც დაიმსახურა და წაქეზების მიზნით ხელმძღვანელობამ ის გადაიყვანა დუშეთის მაზრაში მოხევეთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლაში, თვეში ოცდათხუთმეტი მანეთის ანაზღაურებით. ბებიაჩემის მამიდისა და მთავარხუცეს სვიმონ ბეგიაშვილის დახმარებით, 1905 წელს დავითმა სამღვდელო კომისიას გამოცდები ჩააბარა და 1906 წლის 14 იანვარს ალავერდელმა ეპისკოპოსმა პეტრემ (კონჭოშვილი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო 15 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და ბორჩალოს მაზრის (ყოფილი ბერდუჯის მხარე) ყალამშის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძლვრად დაადგინეს. ადგილობრივი მრევლი დიდად გაახარა ახალგზარდა და ენერგიული მოძღვრის ჩასვლამ. გამოცოცხლდა საეკლესიო ცხოვრება, რაშიც დიდი წვლილი მამა დავით ქოქიაშვილს მიუძლოდა. დავითისა და ნინოს ოჯახში იკრიბებოდნენ ადგილობრივი პროგრესულად მოაზროვნე ინტელიგენციის წარმომადგენლები. 1907 წლის 17 სექტემბერს მღვდელი დავითი ბორჩალოს მაზრის 6 ოლქის სამღვდელოებამ სამთავარხუცესო საბჭოს წევრად აირჩია. აქ მათ თითქმის სამი წელი დაჰყვეს. 1908 წლის 19 დეკემბერს მამა დავითი, თავისი თხოვნის საფუძველზე, სიღნაღის მაზრის სოფელ მაშნაარის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს, სადაც პარალელურად სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დანიშნეს. 1913 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა. პაპაჩემი წარმოსადეგი, ლამაზი აღანაგობის კაცი გახლდათ. იმისთანა ანაფორა არავის ეცვა, სულ ოქრომკედით ნაქარგი ყოფილა. სახარებას ისე სიღრმისეულად და ძველ ქართულ კილოში კითხულობდა წირვის დროს, რომ მრევლი მონუსხული უსმენდა. ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარშიც იბარებდნენ მამა დავითს სახარების წასაკითხად. კარგი მგალობელიც იყო და ეს ეხმარებოდა მას ამ საქმიანობაში. გარდა საეკლესიო საქმიანობისა, მამა დავითს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საკითხებიც აინტერესებდა. ასე რომ, მღვდელიც იყო და მეურნეც. ხალხს ძალიან უყვარდა. ხალხთან ახლოს იყო და სრულად იზიარებდა მათ ჭირსა და ლხინს. ინტელიგენციის უამრავი წარმომადგენელი იყრიდა თავს მის სახლში. იმართებოდა საუბრები, კამათი, ხდებოდა აზრთა გაზიარება, მათ შორის, ეროვნულ საკითხებზეც. მამა დავითი მთლიანად იზიარებდა დიდი ილიას მოსაზრებებს ეროვნულ საკითხებთან დაკავშირებით, იგი დიდი პატრიოტი იყო თავისი ქვეყნისა და ხალხისა, საზოგადოებაში გამორჩეული ავტორიტეტით სარგებლობდა და იმ დროისთვის ერთ-ერთ პროგრესულ პიროვნებად ითვლებოდა. მის მოსაზრებას ყოველთვის პატივს სცემდნენ, მათ შორის, ოფიციალური პირებიც. 1921 წელს, კომუნისტური რეჟიმის დამყარების დროს, მღვდელი დავითი შემთხვევით გადაურჩა სიკვდილით დასჯას. დაწყებული რეპრესიების გამო, იგი იძულებული გახდა თავი დაენებებინა საეკლესიო მოღვაწეობისათვის და მაშნაარის საშუალო სკოლაში მასწავლებლად გადასულიყო. გარდაცვალებამდე ის პატიოსნად და კეთილსინდისიერად მუშაობდა არაერთ სამოქალაქო სამსახურში. მლვდელი დავითი 1958 წელს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
24 საპატრიარქოს უწყებანი N24 21-17 ივნისი 2012წ გვ.18
ეპისკოპოსი გაბრიელი (ტუსკია) 1800-1881
ეპისკოპოსი გაბრიელი, ერისკაცობის სახელი უცნობია, 1800 წელს გურიაში, მრავალშვილიანი მღვდლის -–– სპირიდონ ტუსკიას ოჯახში დაიბადა. ტუსკიების გვარი საეკლესიო აზნაურთა წოდებას ეკუთვნოდა და განთქმული იყო მთელ გურიაში. ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში, გურიის მთავრების: მამია IV-ის, გიორგი V-ისა და ვახტანგის დროს მოღვაწეობდა არქიმანდრიტი იოსები, რომელიც თავისი ცხოვრებითა და ღვაწლით იმ მხარეში ყველაზე ცნობილ პიროვნებად ითვლებოდა. იგი, ჯერ კიდევ მღვდელ-მონაზვნის ხარისხში მყოფი, იყო შემოქმედის „გულანის“ ერთ-ერთი გადამწერი. გარდა ამისა, არქიმანდრიტი იოსები მოხსენიებულია საბუთში, რომელიც 1707 წელს გიორგი V გურიელმა გასცა, სადაც არქიმანდრიტი იოსები მოხსენიებულია „ხელმწიფე გურიელის კარის მოძღვრად“ და ამასთან, „საჯუმათლოს მწყემსად, ქორეპისკოპოსად და მეომოფრედ“". ასევე ცნობილია 1777 წლის აფხაზეთის კათოლიკოს მაქსიმეს (აბაშიძე) სიგელი-ინსტრუქცია „უდაბნოს მამა იოსებსა“ და ერკეთის წინამძლვარ ბესარიონისადმი. ამ სიგელით მათ ეკისრებათ თვალყური ადევნონ გურიის ეკლესია-მონასტრების ცხოვრებას, ასწავლონ მღვდლებს მათი მოვალეობანი და სხვ. არქიმანდრიტ იოსების შთამომავალი და მისი საქმის ღირსეული გამგრძელებელი გახლდათ ეპისკოპოსი გაბრიელიც. მის მამას, მღვდელ სპირიდონ ტუსკიას (1759 წელს იყო დაბადებული), გაბრიელის გარდა, კიდევ ექვსი ვაჟი ჰყავდა: მღვდელი იოანე (დაბ. 1792წ.), თომა (დაბ. 1799წ.), მეუფე გაბრიელი (დაბ. 1800წ.), ამბაკო (დაბ. 1802წ.), ანანია (დაბ.
'1810წ.), ნიკოლოზი (დაბ. 1814წ.) და დიონისე (დაბ. 1816წ.). წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი სპირიდონმა ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის დიაკონ გიორგი მგალობლიშვილთან ისწავლა. 1780 წელს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (თაყაიშვილი) იგი დიაკვნად აკურთხა. 1787 წლის 6 აპრილს ისევ მეუფე იოსებმა მლვდლად დაასხა ხელი და აცანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაადგინა. 1812 წელს დაჯილდოვდა ბრინჯაოს ჯვრით. მამა სპირიდონი, სავარაუდოდ, XIX საუკუნის 40-იან წლებში გარდაიცვალა. სასულიერო პირი იყო მამა სპირიდონის უფროსი ვაჟი იოანე, რომელსაც, თავის მხრივ, სამი ვაჟი
24-1 საპატრიარქოს უწყებანი N24 21-17 ივნისი 2012წ გვ.19
ეპისკოპოსი გაბრიელი (ტუსკია) 1800-1881 (გაგრძელება)
ჰყავდა: ალექსი (1828წ.), პორფირი (1830წ.) და
მღვდელი სპირიდონი (1837წ.), იოანემ წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი თავის მამასთან ისწავლა. 1816 წელს ჯუმათელმა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (შერვაშიძე) დიაკვნად აკურთხა. 1820 წლის 17 აპრილს მღვდლად დაასხა ხელი და აცანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის კრებულში დაადგინა. ასეთი ღირსეული წინაპრებისა და პატიოსანი ჯამე ოჯახის შვილი იყო მომავალი მღვდელმთავარიც, რომელიც 1814 წლის 20 იანვარს მამამ გურიის უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერს მიაბარა აღსაზრდელად, სადაც მან საფუძვლიანად შეისწავლა წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. 1818 წლის 15 დეკემბერს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (შერვაშიძე) იგი ბერად აღკვეცა და ამავე დღეს დიაკვნად აკურთხა. 1824 წლის 13 აგვისტოს მეუფე ნიკოლოზმა მღვდლად დაასხა ხელი და ნათლისმცემლის მონასტრის საძმოში დაადგინა. 1829 წლის დასაწყისში გარდაიცვალა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი არსენი (გამყრელიძე) და მონასტრის საძმომ წინამძღვრად მამა გაბრიელი გამოარჩია. 1830 წლის 15 ნოემბერს იგი ოფიციალურად დაინიშნა ამავე მონასტრის წინამძღვრად. 1837 წლის 6 დეკემბერს იღუმენის წოდება მიენიჭა. 1842 წლიდან ჯუმათის მამათა მონასტრის წინამძღვრობაც მას დაევალა. ეს დასტურდება თავად იღუმენ გაბრიელის წარწერით, რომელიც უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხატზეა წარწერილი: „1848 წლის ივნისის თვესა, მე ჯუმათის მონასტრის გამგებელმან და იოვანე ნათლის-მცემლის უდაბნოს იღუმენმა ტუსიამ გაბრიელ, მოვაჭედინე ხატი ესე ორმოცის მანათის შემწეობითა თამარ დავით ნეფის ასულისათა და ორასი დრემის ვეცხლის შეწირვითა მთავრის დადიანის ასულის მარიამის გამდელის ასტანდარისათა და შეიწირე ნათლისმცემელო საცხონებლად სულთა მათთა.“ 1848 წლის 6 მაისს მამა გაბრიელის არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1851 წელს იგი აირჩიეს გურიის ეპარქიის მონასტრების მთავარხუცესად. 1852 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1854 წლის 13 დეკემბერს გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს. მისი წინამძღვრობის დროს, 1854-1856 წლებში, გელათის მონასტერში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, კერძოდ, მთლიანად გადაიღება მონასტრის ეკლესია-ნაგებობანი. 1859 წლის 19 იანვარს რუსეთის წმინდა სინოდმა არქიმანდრიტი გაბრიელი მღვდელმთავრად გამოირჩია. ამავე წლის 25 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და გურიის ეპარქიის მმართველად დაინიშნა. გურიის საეპისკოპოსო კათედრა იმჟამად ჯუმათის მონასტერში მდებარეობდა. მეუფე გაბრიელის წინამორბედებმა რამდენჯერმე ითხოვეს კათედრის ქ. ოზურგეთში გადატანა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. ამასთან დაკავშირებით, 1860 წელს ეპისკოპოსი გაბრიელი საქართველოს ეგზარქოს ევსევის (ილინსკი) წერდა: „ჯუმათის მონასტერი მდგომარეობს მაღლის მთის წვერსა ზედა, რომლისადმი შესასვლელი გზა ფრიად ვიწრო არს, ესრეთ რომელ ატანისადმი საჭიროთა მასალათა შესაკეთებლად და დასაჭერად შენობათა, თანასწორ ხარჯის ატანისა და სხუათა საჭიროებათათვის წარმოადგენს გარდამეტებითსა სიძნელესა... ცხოვრებითა თვისითა ჯუმათის მონასტრის თანა, მე მოკლებულ ვარ საშუალობას, სიმარჯვით
და პირისპირ შეყრისადმი სამოქალაქო მთავრობისა თანა, ძლიერ ცუდის გზის მიზეზით... ოზურგეთშიდ სასულიერო მთავრობას შეუძლია იქონიოს განუწყვეტელი მოლაპარაკება ესევითარისა თანავე სამოქალაქოთსადმი, განსანათლებლად მოწაფეებითა და მოსასპობელად ყოველთა გარდახდომილებათა, რომლისთვისცა საჭირო არიან სასულიერო და სახორციელო მოქმედებანი, მიხედვისამებრ ადგილობითთა გარემოებათა თანა, და ამისათვის მე საუმჯობესოდ ვრაცხ ჯუმათის მთავარანგელოზისა სობორო შეირაცხოს პირველ ხარისხოვან მონასტრად, შემოქმედის მაცხოვრისა და იოანე ნათლისმცემლისა უდაბ-
24-2 საპატრიარქოს უწყებანი N24 21-17 ივნისი 2012წ გვ.20
ეპისკოპოსი გაბრიელი (ტუსკია) 1800-1881 (დასასრული)
ნო მეორე კლასისად, ხოლო სამღვდელმთავრო კათედრა გარდატანილ იქმნას დაბასა შინა ოზურგეთს ეპისკოპოს თხოვნაც უყურადღებოდ დარ- ჩა. მთელი მისი 22-წლიანი მმართველობის პერიოდში ვერ მოხერხდა ოზურგეთში შესაფერისი შენობის გამონახვა ან ახლის აგება. 1874 წელს ცნობილმა ისტორიკოსმა და ეთნოგრაფმა დიმიტრი ბაქრაძემ იმოგზაურა აჭარასა და გურიაში, აღწერა იქაური ეკლესია-მონასტრები და იქ დაცული ისტორიული სახის საბუთები. იგი ჯუმათის მონასტერსაც ეწვია და ნანახს ასე გადმოგვცემს: „ჯუმათის ტაძარი მიქელ და გაბრიელ მთავარანგელოსების სახელზეა აგებული. იგი ჯუმათის სამრევლო ეკლესიაა. მის სენაკებს შორის, რომლებიც ტაძრის სამხრეთით არის განლაგებული, წაგრძელებულ ბაქანზე მთის ჩრდილო-აღმოსავლეთის კალთაზე დგას არქიელის უბრალო ხის სახლი, სადაც ზაფხუპოსი გაბრიელი გურული აზნაურების ტუსკიების საგვარეულოდან“. 1877 წელს ეპისკოპოს გაბრიელს განსაცდელი დაატყდა თავს. ავაზაკებმა მოხუცებული მღვდელმთავარი გაქურდეს, შეურაცხყოფა მიაყენეს და ფული და პირადი ნივთები გაიტაცეს. შემორჩენილია ერთი საინტერესო მოგონება მღვდელმთავარ გაბრიელზე, რომელიც წილკნელ ეპისკოპოს ტარასის (კანდელაკი) ჩანაწერებში მოიპოვება: „გურიაში გაბრიელ ეპისკოპოზი (ტუსკია) რევიზიაზედ წავიდა ეპარქიაში. ერთ სოფლის მღვდელთან რომ მივიდა ეკლესიაში და გაათავა რევიზია, მღვდელმა აღარ გაუშო, მწირველი ვარ და გინდა თუ არა მოითმინე წირვაზედაო. ხათრი აღარ გაუტეხა და დარჩა. დაიკიდა ოლარი მღვდელმა, გავიდა ამბიონზედ და შეემთხვია ხატებს, რომელსაც არაფერი ლოცვები არ წაუკითხა. შევიდა საკურთხეველში და დაიწყო შემოსვა. აიღო სტიხარი, გადასწერა პირჯვარი და ჩაიცო. ყაითნების დახვევა რომ გაათავა მაჯებზედ, თქვა: ესეც ასტეო. მერე ოლარს გადაწერა პირჯვარი, ამასაც ემთხვია, დაიკიდა და ამაზედაც ასე თქვა: ესეც ასტეო. აგრეთვე დანარჩენ შესამოსელზედაც, ასე იზახდა ყველაფერზედ და ლოცვებს კი არ ამბობდა არაფერს, რაც ეკუთვნოდა. ყურს “ უგდებდა ეპისკოპოზი და არა ფერს ეუბნებოდა. როდესაც სულ მორჩა და შეიმოსა, მაშინ მივიდა ეპისკოპოზი უკანიდან„ დაუჭირა მხრები, ამოჰკრა მაგრათ კუკუ და უთხრა: ესეც ასტეო“. 1881 წლის 1 აგვისტოს ეპისკოპოსი გაბრიელი პენსიაში გავიდა. 1881 წელს გაზეთი „დროება“ წერდა: „ამ სეკტემბრის 11-ს, პარასკევს, გარდაიცვალა მოხუცი და ყოვლადპატიოსანი გურიის ეპისკოპოსი გაბრიელი (ტუსკია). 12-ს ამ თვისას დეპეშა მოუვიდა თბილისს საქართველოს ეგზარქოს გარდაცვალებულის მოხსენებისათვის; 13-ს, კვირას, სიონში სწირა ვიკარნი ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) და მწუხარებით მოიხსენა განსვენებული წირვაზედ, ვითარცა თანამოძმე და მეგობარი თვისი. შემდგომ წირვისა გარდაუხდა პანაშვიდი, რომელზედაც შემოსილნი იყვნენ მლოცველნი ორი არქიმანდრიტი: გრიგოლი (დადიანი) და მაკარი (მატათაშვილი) და კრებული სიონის სობოროსი. მეორე დღეს აგრეთვე სწირა ეპისკოპოსმა ალექსანდრემ ბერძნების ჯვარის მამის ეკლესიაში, სადაცა იყვნენ თანამწირველნი ბერძნების არქიმანდრიტები და კვალად თანაგრძნობით მოიხსენა წირვაზედ ახლად გარდაცვალებული ეპისკოპოსი გაბრიელი“.
25 საპატრიარქოს უწყებანი N25 28ივნისი-4ივლისი 2012წ გვ.17
მღვდელი მოსე კავკასიძედა მისი ოჯახი
კავკასიძეების გვარი ცნობილი იყო მთელ აღმოსავლეთ საქართველოში თავისი პატიოსნებითა და კეთილსინდისიერებით. საუკუნეების მანძილზე მათი გვარიდან რამდენიმე ცნობილი სასულიერო მოძღვარი გამოვიდა. ერთერთი მათგანი იყო მღვდელი მოსე კავკასიძე, რომელიც XIX საუკუნის | ნახევარში გორის მაზრაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. წერაკითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი მონასტერში ისწავლა. XIX საუკუნის 70-იან წლების დასაწყისში მოსე დაოჯახდა. მეუღლეს ერქვა ეკატერინე (დაბ. 1851წ.), რომელთანაც სამი ვაჟი: ალექსანდრე, კონსტანტინე, პეტრე და ერთიც ასული ეყოლა (იგი შალვა ჭანკვეტაძეზე იყო გათხოვილი). 1871 წლის 30 დეკემბერს მოსე დუშეთის მაზრაში, სოფელ ლაქათხევის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1881 წლის 5 მარტს, გორის მაზრაში, სოფელ ჭალის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1885 წელს ატენის ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში დაადგინეს. 1888 წლის 13 აპრილს იგი დიაკვნად აკურთხეს და ამავე წლის 5 ნოემბერს ბობნევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1897 წლის 20 იანვარს მამა მოსე, თავისი თხოვნის საფუძველზე, გათავისუფლდა ბობნევის სამრევლოდან. ამავე წლის 18 თებერვალს თიანეთის წმინდა გიორგის სა– ხელობის ეკლესიაში დაადგინეს. 1897 წლის 16 დეკემბერს ზემო ნიქოზის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1899 წლის 26 ნოემბერს გორის „ოქონის“ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში მედავითნის შტატში განამწესეს. 1901 წლის 8 ნოემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) დიაკონ მოსეს მღვდლად დაასხა ხელი და შატილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დანიშნა. 1902 წლის 16 ოქტომბერს ჩირიკის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში დაადგინეს. 1905 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა. 1905-1907 წლების რევოლუციის დროს მეფის მთავრობამ სოფლებში ეგზეკუციები ჩააყენა და რეპრესიების განხორციელება დაიწყო. დასჯილებს შორის რამდენიმე სასულიერო პირიც აღმოჩნდა, მათ შორის იყო მღვდელი მოსე კავკასიძეც. აი, რას წერდა გაზეთი „შრომა“ 1906 წელს ამის შესახებ: „დუშეთის მაზრაში საზოგადო სურათი ბნელი და შავია. სხვებთან ერთად ცუდ მდგომარეობაში არიან ჩაცვინული ის მღვდლები, რომლებიც აქამდე დაპატიმრებულნი იყვნენ და მხოლოდ ახლა გაათავისუფლეს.
ერთი მღვდელი, სვიმონ წერეთელი, ამის გამო იძულებული გახდა ანაფორა გაეხადა და საერო სარბიელზე მოენახა სახსარი ცოლ-შვილის გამოსაკვებად, ხოლო სოფელ ნაღარევის მღვდელი ლავრენტი ჭანკვეტაძე და სოფელ ჩირიკის მოხუცი მღვდელი მოსე კავკასიძე, უეჭველია, ჩქარა ამავ გზას დაადგებიან, თუ მათი სხვადასხვა შუამდგომლობა ადგილზე დაბრუნების შესახებ დაკმაყოფილებული არ იქნება. ამ მღვდლებმა ინახულეს ეპისკოპოსი ექვთიმე და შესჩივლეს თავიანთი უკიდურესი მდგომარეობა. ეპისკოპოსმა ასეთი პასუხი გასცა: გენერალ-გუბერნატორს უფლება არა აქვს თქვენ ჯამაგირი დაგიჭიროთ და ახლავე მოვახდენ განკარგულებას, რომ ჯამაგირები დაუყოვნებლივ მოგეცეთო. მოხუცი მღვდელი მოსე კავკასიძე ამას გარდა ნამესტნიკის წინაშეც შუამდგომლობს, რომ ბოქაული ანტონოვი სამსახურიდან გადაყენებულ იქნეს, რადგან მას კრიჭაში უდგას და ათას შარსა სდებს და მთელს საბოქაულოში ბევრს უკანონობას სთესავსო“. 1910 წლის 12 აპრილს მამა მოსეს სკუფია უბოძეს. 1914 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1917 წლის მიწურულს იგი სამთავისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1918 წლის 15 მაისს ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) მამა მოსე ეკლესიაში 50-წლიანი ერთგული და თავდადებული სამსახურისათვის სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოვა. მღვდელი მოსე კავკასიძე, სავარაუდოდ, XX სა-
25-1 საპატრიარქოს უწყებანი N25 28ივნისი-4ივლისი 2012წ გვ.18
მღვდელი მოსე კავკასიძე და მისი ოჯახი (გაგრძელება)
უკუნის 10-იანი წლების მიწურულს გარდაიცვალა. სასულიერო გზა აირჩიეს მისმა ვაჟებმა –– ალექსანდრემ და კონსტანტინემ. მღვდელი ალექსანდრე 1875 წელს დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში, მამის მეოვალყურეობის ქვეშ მიიღო. 1890-1894 წლებში გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1894 წლის 25 ივნისს დაბა კულიპინის სამრევლოს მედავითნედ დაინიშნა. 1895 წლის მაისში თიანეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1897 წლის 18 თებერვალს ბობნევის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს. ამავე პერიოდში ალექსანდრე დაქორწინდა გორის მაზრის სოფელ ხიდისთავში მცხოვრებ ელისაბედ რამაზაშვილზე (+1953წ.), რომელმაც შვიდი ქალ-ვაჟი გაუჩინა: მარიამი, ქეთევანი (ქეთევანის ნათლია იყო ვაჟა-ფშაველა), იპოლიტე, ნინო, ანა, ირაკლი და ფილიმონი. 1898 წელს ალექსანდრე დიაკვნად აკურთხეს. 1899 წლის 3 ივლისს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში დაინიშნა. 1900 წლის 4 მაისს თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა -– პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1902 წლის 9 აპრილს მღვდლად დაასხეს ხელი და ხევსურეთში, სოფელ მუქოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დაინიშნა. 1904 წლის 23 სექტემბერს ქვემო მლეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1911 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა. 1912 წლის 20 იანვარს ფასანაურის წმინდა მოციქულთა თავთა -–– პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. 1916 წლის 6 მაისს სკუფია უბოძეს.1912 წლის მაისში საქართველოს ეგზარქოსი ინოკენტი (ბელიაევი), კრებულით, საქართველოს მთიანეთს ეწვია. სამღვდელოება და მრევლი ტაძართან შეეგებნენ ჩამოსულ სტუმრებს. მათ შორის იყო ოთხი მღვდელი, მამა ალექსანდრე კავკასიძის წინამძღოლობით, რომელმაც შესვლისთანავე სამადლობელი სიტყვით მიმართა ეგზარქოსს. გალობდა ადგილობრივი სკოლის გუნდი დარეჯან ლუკაშვილის ლოტბარობით. ამის შემდეგ ეგზარქოსი ყაზბეგისკენ გაემართა და მამა ალექსანდრეც თან იახლა. ეგზარქოსი მლეთის ეკლესიასთან დროებით შეჩერდა, დიდხანს ესაუბრა ხალხს. დიდად ისიამოვნა ეკლესიის სიძველით ჯა განსაკუთრებით მოეწონა გალობა, რომელსაც მღვდელ ალექსანდრე კავკასიძის ლოტბარობით გუნდი ასრულებდა. ეგზარქოსმა შეაქო მამა ალექსანდრე და მადლობა გადაუხადა ღირსეული დახვედრისა და მასპინძლობისათვის. მღვდელ ალექსანდრე კავკასიძის ლოცვა-კურთხე- ვით უამრავი სასიკეთო საქმე გაკეთდა ფასანაურში. იგი აქტიურად მონაწილეობდა საეკლესიო და საზოგადოებრივ თავყრილობებში. მის სიტყვას აფასებდნენ, პატივს სცემდნენ და ანგარიშს უწევდნენ ხელისუფლების წარმომადგენელნიც. კარგი ურთიერთობა ჰქონდა ფასანაურში მდგარ რუსულ სამხედრო პოლკთანაც, რომელსაც მოძღვარი საღვთო სჯულს უკითხავდა და საეკლესიო წესებს უსრულებდა. 1917 წლის 12 მარტს (ძვ. სტილით) სვეტიცხოვლის ტაძარში გამოცხადებულ ავტოკეფალიას დიდი სიხარულით შეხვდა მამა ალექსანდრე. 1 მაისს, თამარობის დღესასწაულთან დაკავშირებით მან სადღესასწაულო წირვა აღავლინა ფასანაურის ტაძარში. წირვის დასასრულს მან ქადაგებით მიმართა მრევლს და განუმარტა ამ დიადი ეროვნული დღესასწაულის მნიშვნელობა. წირვის შემდეგ მოძღვრის ლოცვა-კურთხევით წირვაზე მყოფი მანდილოსნები შეიკრიბნენ სკოლის შენობაში. კრება გახსნა მამა ალექსანდრემ. კრებაზე საუბარი იყო ქალთა წრის დაარსებაზე. მანდილოსნები დათანხმდნენ ამ წინადადებას და გადაწყდა ფასანაურის ქალთა წრის დაარსება, რაშიც ყველას უნდა მიეღო მონაწილეობა. ამოირჩიეს ოთხი ქალი, ვისაც დაევალათ ხელმძღვანელობა: კატო ნაზღაიძე, ნინო ჩოხელი, ნადეჟდა ბუთხუზი და სოფიო ძამუკაშვილი. შეგროვდა ფული, რომელიც ქალბატონ ანასტასია წერეთელს გაეგზავნა, დაუკავშირდნენ და თხოვნით მიმართეს თბილისის ქალთა წრეს პროგრამირებისა და რჩევებისთვის. მღვდელი ალექსანდრე მონაწილეობდა 1917 წლის 8-17 სექტემბერს გამართულ პირველ საეკლესიო კრებაზე, სადაც იგი წილკნის ეპარქიის დუშეთის მაზრის III ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. იგი ასევე ესწრეობდა 1920 წლის 1-5 ივნისს გამართულ საქართველოს "სამოციქულო ეკლესიის მეორე საეკლესიო კრებას. მღვდელი ალექსანდრე, სავარაუდოდ, 1921 წლის დასაწყისში, ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. შთამომავლების გადმოცემით იგი დაკრძალულია სამთავისის საკათედრო ტაძრის ეზოში. მღვდელი კონსტანტინე 1878 წელს დაიბადა. 1893-1897 წლებში გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1897 წლის 10 სექტემბერს მარტყოფის წმინდა ანტონის სახელობის მონასტერში მორჩილად
25-2 საპატრიარქოს უწყებანი N25 28ივნისი-4ივლისი 2012წ გვ.19
მღვდელი მოსე კავკასიძე და მისი ოჯახი (გაგრძელება)
განამწესეს. ამავე წლის 20 დეკემბერს ბერშუეთის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაადგინეს. 1899 წლის 18 სექტემბერს ქ. ორდუბათის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაიყვანეს. 1900 წლის 31 იანვარს ” ყარსის ოლქის, სოფელ კარაკალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. ამავე წლის 7 სექტემბერს, თავისი თხოვნის საფუძველზე, შტატიდან გადადგა. ' 1901 წლის დასაწყისში დაბა „კურინი კოსის“ სამრევლოს მედავითნედ დაინიშნა.
XX საუკუნის დამდეგს კონსტანტინე კავკასიძე დაქორწინდა ანა მარკოზაშვილზე, რომელთანაც ოთხი შვილი ჰყავდა: სერგი, გიორგი, ალექსანდრა და დარეჯანი. 1901 წლის 10 ნოემბერს ფასანაურის წმინდა მოციქულთა თავთა -–– პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადმოიყვანეს, სადაც 1902 წელს დიაკვნად აკურთხეს. 1903 წლის 6 სექტემბერს საკირის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მედავითნის შტატში დაადგინეს. 1904 წლის 20 მარტს გათავისუფლდა ამ სამრევლოდან. ამავე წელს ელიზავეტოპოლის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის დიაკვნად განამწესეს. 1905 წლის 25 სექტემბერს მლვდლად დაასხეს ხელი და შატილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1908 წელს არდოთის სამრევლოში გადაიყვანეს. 1910 წლის ბოლოდან მოხისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. 1913 წლის 30 აპრილს გრემისხევის წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მამა კონსტანტინეს კარგი მეგობრობა აკავშირებდა დიდ მგოსანთან, ქართველი ერის საამაყო პოეტ ვაჟა-ფშაველასთან. მისი მთაში მსახურების პერიოდში იგი ხშირად სტუმრობდა ვაჟას ოჯახს, სადაც საათობით საუბრობდნენ სამშობლოს ჭირ-ვარამზე, მის აწმყოსა და მომავალზე, ხელოვნებაზე, პოეზიაზე, ლიტერატურაზე, სასულიერო თუ საერო საკითხებზე. ვაჟას ნაადრევი გარდაცვალება დიდი დანაკლისი იყო იმჟამინდელი საზოგადოებისა და მთლიანად ქართველი ერისათვის. მამა კონსტანტინეს დიდი განცდები კარგად ჩანს მის სიტყვაში, რომელიც 29 ივლისს, საღამოს 7 საათზე, ვაჟას პანაშვიდზე წარმოთქვა: „ქართული პოეზიის მშვენებავ, დიდებულო მგოსანო! გუშინ, დილის 9 საათზე, ქალაქ დუშეთს სამგლოვიარო დეპეშამ ამცნო შენი სიკვდილი. ამ მოულოდნელმა და თავზარდამცემმა ამბავმა, რომელიც ელვის სისწრაფით მოედო მთელს ქალაქსა და ახლომახლო მდებარე სოფლებს, ჯოჯოხეთური ტკივილი აგრძნობინა ყველას. ეს სამწუხარო დეპეშა საჩქაროდ გარდაეცა იქვე ჩამოსულ ჩრდილელს ნი უდროოდ სიკვდილი შენის საყვარელი სამშობლოსა და ხეობისათვის, სადაც ამაყი და ქედმოუხრელი მთანი ცამდე აყუდებულან და გულმილეულნი ახლაც ელიან შენს იქ დაბრუნებას და მათ მწვერვალებზე კვლავინდებურად არწივისებურ ფრთების გაშლას. ხევსურმა, რა გაიგო შენი სიკვდილი, უკანვე გადმოგვიგდო დეპეშა და მორთო ხმამაღლივ ქვითინი: „ვაჟას რა მოჰკლავდა, იმის სიკვდილს მთას როგორ ვეტყვი, მის სიკვდილს მთა არ მიიღებსო, მართლა თუ აღარა გვყავს პოეტი, ჩვენი მელექსე, მტრის ხელით იქმნება მკვდარი, დავიღუპენით, ახლავ გვირჩევნიან დავიხოცნეთო“. დეპეშა მაინც წაიღო.
მთის არწივო, ვაჟავ! რამდენი ამისთანა აფშინები ჰყავს შენს საყვარელს მთას, აბა, ერთი წამოდექ, წადი, დიჩო-ლიქოკის მთებიდან გადახედე შენს მთიელთ, როგორ მოსთქვამენ შენს დაკარგვას? გახედე იქ ბუმბერაზ მთებს, როგორ გადაჰფარებია შავი და მდუმარე ძაძა. არწივი უმწვერვალეს კლდეებს გასცილებია, ცას მიჰკრობია, არაგვი ადუღდა, ცეცხლი დაენთო მის გულში, თვისი სწრაფი სრბოლა კუს ნაბიჯად შესცვალა, რადგან უწყრება ბარს და მისი ნახვა აღარა ჰსურს. შენს მამულში მოჩუხჩუხე სანეტარო სამკურნალო წყალი ძირს უფსკრულში გაპარვას ლამობს. შენი გულის დამამშვიდებელი ცივი მჟავე წყალი შენს გაგრილებას აღარა ხარობს. შენ კი სდუმ, გაჰბუტებიხარ მთას, ბარი მევიცინ რებია, მაგრამ, არა! შენ გამოექეცი მთას, რომ უფრო ადრე შეჰყროდი მოლოცვის სალამს განთავისუფლებულ საყვარელ შენის ერისას, რასაც დღევანდლამდე ელოდა შენი სული. მაგრამ მოლოდინში კი გასწირე სული.განისვენე, განისვენე, დაღლილო მუშაკო, და შენს შვილებს, შენს ერს, დაე, ადრე შეუსრულდეს შენი წადილი, რომ საფლავში მაინც ჩამოგძახონ: ვართ თავისუფალნიო! საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, დაუვიწყარო ვაჟავ!“
25-3 საპატრიარქოს უწყებანი N25 28ივნისი-4ივლისი 2012წ გვ.20
მღვდელი მოსე კავკასიძე და მისი ოჯახი (დასასრული)
მამა კონსტანტინე გვერდით ედგა თბილისში, სიონის ტაძართან არსებულ საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმს, რომელსაც რამდენჯერმე გადასცა საჩუქრად უძველესი ქართული საეკლესიო თუ ისტორიული ხასიათის სიგელ-გუჯარები, ხატები, ხელნაწერი წიგნები და სხვ. იგი ასევე აქტიურად თანამშრომლობდა იმჟამინდელ ქართულ პრესასთან, სადაც აქვეყნდებდა უამრავ სტატიასა და წერილებს სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე, როგორც საერო, ისე სასულიერო შინაარსისას. მისი ფსევდონიმი იყო: „იქაური“, „დროებით დუშელი“, „კოტე ვეფხვი“, „აქაური“, „კოტე ფასანაურელი“. 1916 წლის აღდგომას მღვდელი კონსტანტინე საგვერდულით დაჯილდოვდა, მაგრამ XX საუკუნის 20- იან წლებში ქვეყანაში დაწყებული უმძიმესი რეპრესიების დროს მამა კონსტანტინე იძულებული გახდა სასულიერო სამსახური მიეტოვებინა და სამსახური ერში გაეგრძელებინა. მოძღვარს ძალიან გაუჭირდა ეკლესიისგან განშორება, მაგრამ თავს ზევით ძალა არ იყო. იგი ახალგაზრდა, 53 წლის ასაკში გამოეთხოვა წუთისოფელს. გარდაიცვალა 1931 წლის 1 ოქტომბერს. 5 ოქტომბერს ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა მამა კონსტანტინეს ცხედარი ვერის წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიის სასაფლაოს მიაბარეს. 1966 წელს მისი ცხედარი საბურთალოს სასაფლაოზე გადაასვენეს, სადაც დასაფლავებულნი არიანმისი ოჯახის წევრები. 1971 წელს გარდაიცვალა მისი მეუღლე ანა. ცნობილი ქართველი მწერალი და პოეტი, ასევე მღვდლის შვილი, სანდრო ილიას ძე შანშიაშვილი კარგად იცნობდა მამა კონსტანტინეს და დიდად აფასებდა მის წიგნიერებასა და მოღვაწეობას. კავკასიძეების ოჯახში ეხლაც ინახება მისი ლექსების კრებული, რომელსაც შესაბამისი წარწერა ამშვენებს: „ორიოდე ლექსის ავტორი ვიყავ, როდესაც 1907-08 წლებში ვაჟა-ფშაველამ გამაცნო თავისი ერთგული მეგობარი კონსტანტინე კავკასიძე, ვეფხოდ წოდებული. რას ვიფიქრებდი, ღრმა მოხუცებულობის დროს, რომ 1976 წელს გავიცნობდი ვეფხოს ნაშიერებს, მის შვილს გიორგის და შვილიშვილს -– ამირანს. აღმეძრა მრავალი მოგონება ვეფხოზე. ამ წიგნში მოთავსებულია ლექსები, რომლების გამო მე ვუყვარდი ნეტარხსენებულ ვეფხოს. ჩემო გიორგი, შენ და შენს შვილს ამირანს გიძღვნით ამ წიგნს. სანდრო შანშიაშვილი, 1976წ. 20 ივნისი“.
25 საპატრიარქოს უწყებანი N25 28ივნისი-4ივლისი 2012წ გვ.20
შქმერელი პაპიძეების სამღვდელო ოჯახი (დასასრული)
თანამებრძოლებთან ერთად ააფრიალა ეროვნული დროშა და აქტიური მონაწილეობა აჯანყებაში, რის გამოც იდევნებოდა კომუნისტებისგან და წლების განმავლობაში იმალებოდა რაჭის მთებში); ელენე (დაიბადა 1900 წელს, გარდაიცვალა 1914 წელს, თირკმელების ანთებით, დაკრძალულია შქმერის ეკლესიაში); ბენედიქტე (დამსახურებული ექიმი-თერაპევტი. წლების განმავლობაში მუშაობდა ქ. ონის რამიიღო იონულ საავადმყოფოში თერაპიული განყოფილების გამგედ) და კაროლინა (სპეციალობით პროვიზორი). 1895 წლის 16 მაისს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) სილოვანი დიაკვნად აკურთხა. 1896 წლის 1 დეკემბერს კი იმერეთის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, ალავერდელმა ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი)
მღვდლად დაასხა ხელი და ჯვარისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1899 წლის 14 სექტემბერს იგი მშობლიურ სოფელში გადაიყვანეს და შქმერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. მამა სილოვანი განათლებული, წყნარი, სიტყვაძუნწი და კაცთმოყვარე მოძღვარი ყოფილა. სოფლის ქვრივ-ობლების დამხმარე და მფარველი. ერთგული და თავდადებული სამსახურის გამო მიღებული ჰქონდა სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის სახელობის სამახსოვრო ვერცხლის ჯვარი, წმინდა ანას ხარისხის ორდენი, საგვერდული და სკუფია. კარგად ფლობდა რუსულ სალაპარაკო ენას. მამა სილოვანმა მონაწილეობა მიიღო სოფელ წესში, ბარაკონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის გადახურვასა და კეთილმოწყობაში. სამწუხაროდ, 1921 წლის თებერვალში, საქართველოს ხელახალი ანექსიის დროს, სამღვდელოების სხვა წარმომადგენლების მსგავსად, მამა სილოვანის ცხოვრებაც ტრაგიკულად წარიმართა. XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში კომუნისტებმა დაკეტეს რაჭის მაზრის თითქმის ყველა ეკლესია-მონასტერი და სასულიერო პირებს მღვდელმსახურება აუკრძალეს. 1924 წელს პატიმრობაში აიყვანეს ონის რაიონის რამდენიმე მოძღვარი, რომელთა შორის მამა სილოვანიც ერია. დაპატიმრებულთა ნაწილი ონის ხიდთან დახვრიტეს (მათ შორის მღვდელი თეოდორე საგანელიძე). შქმერის ეკლესიის მრევლის აქტიური ჩარევით სასწაულებრივად მოხერხდა მამა სილოვანის გადარჩენა და ციხიდან გათავისუფლება, თუმცა სამღვდელო მოღვაწეობა ვეღარ გააგრძელა. იგი მშობლიურ სოფელში დასახლდა და გულმოკლული საკუთარ კარმიდამოში მუშაობდა. როგორც მისი შვილიშვილები იხსენებენ „ბაბუას ჩუმად დავყავდით ტაძარში და სამშობლოსა და ადამიანების სიყვარულს გვინერგავდა გულშიო“. მღვდელი სილოვანი 1945 წელს, 75 წლის ასაკში აღესრულა. ანდერძის თანახმად, დაკრძალულია შქმერის ეკლესიის სამრეკლოში.
26 საპატრიარქოს უწყებანი N26 5-11 ივლისი 2012წ გვ.19
შქმერელი პაპიძეების სამღვდელო ოჯახი
XIX საუკუნის 1 ნახევრიდან შქმერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ერთგულად და თავდადებით მოღვაწეობდა პაპიძეების სამღვდლო
ოჯახი. ჩვენს ხელთ არსებული საბუთებიდან ირკვევა, რომ ამ გვარის პირველი სასულიერო წარმომადგენელი გახლდათ მღვდელი ნიკოლოზ გლა- ხუას ძე პაპიძე, რომელიც 1794 წელს რაჭის სოფელ შქმერში, საბატონო გლეხის ოჯახში დაიბადა. მან წარჩინებით დაამთავრა რაჭის ახლად გახსნილი სასულიერო სასწავლებელი, ხოლო ქართულ ენაზე წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი სხვავის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერში
მღვდელ-მონაზონ იაკობთან ისწავლა. დაოჯახების შემდეგ ნიკოლოზი დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1816 წელს ნიკორწმინდელმა მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა (წულუკიძე) მღვდლად დაასხა ხელი და შქმერის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაადგინა. მღვდელი ნიკოლოზი 1865 წლის 4 იანვარს გარდაიცვალა. მისი ვაჟი, გიორგი პაპიძე, 1817 წელს დაიბადა. მამა ნიკოლოზის მსგავსად, მანაც რაჭის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა, ხოლო წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიოტიპიკონი მამასთან ისწავლა. პატარა გიორგი
წლების განმავლობაში ეხმარებოდა მას ტაძარში მსახურებისას, ასრულებდა მნათისა და მედავითნის მოვალეობას. XIX საუკუნის 40-
იან წლებში გიორგი დაოჯახდა და სასულიერო ხარისხის მისაღებად ქუთაისის საკათედრო ტაძარში მოემზადა. 1850 წელს მას მღვდლად დაასხა ხელი იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) და შქმერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მეორე მღვდლად განამწესა. 1865 წლიდან მამის -- მლვდელ ნიკოლოზის გარდაცვალების
შემდეგ იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა იგი ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. მამა გიორგი პატიოსნებითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა, რის გამოც მთელ რაჭაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. სოფელში დღემდეა შემორჩენილი მოკლე ლექსი-სიმღერა, რომელიც შქმერელ მოძღვარს ეძღვნება: „წავიდეთ შქმერსო, ვესტუმროთ გიორგი მღვდელსო, ღვინოს გვასმევს ძველსო“. მღვდელი გიორგი 1894 წლის 16 ივნისს მოხუცებულობისა და ავადმყოფობის გამო პენსიაზე გავიდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა XIX საუკუნის მიწურულს ან XX საუკუნის დასაწყისში. მამა გიორგის ვაჟმა ამბაკუმმა საერო ცხოვრება აირჩია, იგი მშობლიურ სოფელში ცხოვრობდა და თავს მეურნეობით ირჩენდა. 1870 წელს მას შეეძინა ვაჟი -- სილოვანი, რომელიც პაპიძეების გვარში უკანასკნელი სასულიერო პირი გახლდათ. მან ღირსეულად გააგრძელა თავისი წინაპრების ტრადიცია და სამღვდელო პირი გახდა. პირველდაწყებითი განათლება პატარა სილოვანმა პაპის, მღვდელ გიორგის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო; პაპა სიყრმიდანვე უნერგავდა შვილიშვილს ღვთისა და სარწმუნოების სიყვარულს. ბაბუას ლოცვა-კურთხევით, მან ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ჩააბარა, რომელიც 1891 წელს წარჩინებით დაასრულა. ქუთაისში სწავლის პერიოდს მისი შვილები ასე იხსენებენ: „თურმე, რადგან ტრანსპორტი არ იყო, მამა სილოვანი ხშირად ქუთაისიდან მშობლიურ სოფელში საგზლისთვის ფეხით ჩამოდიოდა და მერე ისევ უკანვე ბრუნდებოდაო“.
1892-1895 წლებში ახალგაზრდა და განათლებული კურსდამთავრებული სოფელ ჭილოვანის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მასწავლებლად იწყებს მუშაობას. ამავე პერიოდში დაქორწინდა სოფელ მეორე ტოლას ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, მღვდელ დავით გიორგის ძე ბოჭორიშვილის ასულ შუშანიკზე (დაბადებული იყო 1876 წელს, დასაფლავებულია შქმერის ეკლესიაში), რომელთანაც ოთხი შვილი ეყოლა: ნატალია (დაიბადა 1897 წელს, დამსახურებული პედაგოგი, მოღვაწეობდა საჩხერეში, იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. მან 1924 წლის აგვისტოს გამოსვლებისას მოდინახეს ციხეზე
თემის ,,შქმერელი პაპიძეების სამღვდელო ოჯახი’’-ს დასამთავრებლად იხილეთ საპატრიარქოს უწყებანი N25 28ივნისი-4ივლისი 2012წ გვ.20
27 საპატრიარქოს უწყებანი N7 12-20ივლისი, 2012წ გვ.17
მღვდელი მიხეილ ყულოშვილი 1845-1917
მღვდელი მიხეილ ყულოშვილი 1845 წელს საინგილოში, ყოფილ ელისუს სასულთნოს სოფელ კაკში (თანამედროვე აზერბაიჯანი, კახის რაიონი, სოფელი კახი) რაფიელ (ასლან) და საბედო ყულოშვილების ოჯახში დაიბადა. მიხეილის პაპა აბელი იყო მონათუხუცესი ყუღლარ აღა ვახვახიშვილისა, რომელიც უკვე ალისულთნად იყო წოდებული, ბებია დარეჯანი კი „ხუციანთ წმიდა კერის“ ქალიშვილი იყო. არსებობს გადმოცემა, რომ ერთხელ დარეჯანი წმინდა გიორგის სახელობის ქურმუხის საყდრისაკენ ცხენით მიდიოდა და თან უფროსი ვაჟი, 13-14 წლის დავითი ახლდა. ერთ-ერთმა თათარმა დაინახა ეკლესიისკენ მიმავალი ქალი და ვახვახიშვილთან დააბეზღა. ვახვახიშვილის ისეთი მოწიწება ჰქონია ამ გვარის მიმართ, რომ თათარს თვალი გამოსთხარა და უთხრა: „განა მე კი არ ვიცი, რომ დარეჯანი წმიდა „ხუციანთ ოთხთავის“ კერიიდანაა და ეკლესიაში ლოცულობსო!“ (მოსე ჯანაშვილის გადმოცემით, „ხუციანი ანუ ხუციშვილები“ კახში იმ აბრაამისა და იოაკიმე ხუცესის შთამომავალნი არიან, რომლებიც სულთანმა აწამა. მათ კერაში შემორჩენილია „ოთხთავი“ და სხვა საეკლესიო ნივთები). ოჯახურმა ტრადიციებმა დიდი გავლენა იქონია მიხეილ ყულოშვილის პიროვნების ჩამოყალიბებაზე. იგი ქრისტიანულ სარწმუნოებაზე 1854 წლის 17 აგვისტოს მოინათლა. ქართულ ენაზე წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი ზაქათალის ოლქის მთავარხუცეს, მლვდელ იროდიონ ელიოსიძის ლოცვა-კურთხევით, მღვდელ სვიმონ ბეგიაშვილთან ისწავლა. გარდა ქართულისა, მას საუცხოოდ სცოდნია რუსული, თათრული, სომხური და უდინური ენები. ზეპირად უსწავლია „ვეფხისტყაოსანი“. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ 1858 წელს, მისი თაოსნობით, საინგილოში პირველი ქართული სამრევლო-საეკლესიო ორკლასიანი სკოლა გაიხსნა, სადაც ინგილო ბავშვებს მიხეილი უსასყიდლოდ ასწავლიდა ქართულ
ენაზე წერა-კითხვას. სწავლა-განათლების საქმეში მიხეილ ყულოშვილს დიდად უწყობდნენ ხელს ივანე-პაპა ბულუღაშვილი და მღვდელი პეტრე კონჭოშვილი. ივანე-პაპა ბულუღაშვილმა კარდაკარ შემოიარა კახი და თითო კერას თითო ვაჟის გაგზავნა დაავალა სკოლაში. 1860 წლის 19 სექტემბერს მიხეილი ბელაქანის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის უშტატო მედავითნედ დაინიშნა. 1864 წლის 27 მარტს მარსანის ეკლესიაში გადაიყვანეს. ამავე წელს იგი სასულიერო უწყებაში მიიღეს და 1865 წლის 6 ოქტომბერს შტატის მედავითნედ დაამტკიცეს. 1866 წლის 20 ნოემბერს მლვდელ პეტრე კონჭოშვილის წარდგინებით დიაკვნად აკურთხეს და კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. 1870 წლის 11 იანვარს საინგილოს ოლქის მთავარხუცეს, მღვდელ გრიგოლ ღამბარაშვილის წარდგინებით საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) მღვდლად დაასხა ხელი და ვართაშენის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1874 წლის 1 სექტემბრიდან 1878 წლის 21 დეკემბრამდე სოფელ ვართაშენის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებელია. 1875 წლის 28 ოქტომბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1881 წლის 5 იანვარს საინგილოს ოლქის მთავარხუცესის, მღვდელ დავით უტიაშვილის ლოცვა- კურთხევით გაიგზავნა ახლად მონათლული ინგილოების სულიერ მოძღვრად. 1882 წლის 6 ივლისს კახის ეკლესიის მეორე მღვდლად დაინიშნა. 1888 წლის 18 მაისს საქართველოს ეგზარქოსის პალადის (რაევი) ლოცვა-კურთხევით საინგილოს ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს. 1889 წლის 4 თებერვალს წითელი ჯვრის საზოგადოების სამახსოვრო
ჯვრით დაჯილდოვდა. 1890 წლის 18 სექტემბერს საინგილოს ოლქის მისიონერის, მლვდელ-მონაზონ ლეონიდეს (ოქროპირიძე) თხოვნით კახის ქალთა სამრევლო–საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა, სადაც ბავშვებს უსასყიდლოდ ასწავლიდა.
მღვდელი მიხეილ ყულოშვილი აქტიურად მონაწილეობდა 1888-1904 წლებში ქურმუხის ტაძრის აღდგენის საქმეში. ქურმუხის ტაძრის აღდგენა ადგილობრივ
27-1 საპატრიარქოს უწყებანი N7 12-20ივლისი, 2012წ გვ.18
მღვდელი მიხეილ ყულოშვილი 1845-1917 (გაგრძელება)
ქართველ მოსახლეობას დიდი ხანია უნდოდა, თუმცა
შექმნილი პოლიტიკური ვითარება მათ ამის შესაძლებლობას არ აძლევდა. XIX ს-ის 80-იანი წლების ბოლოს ქურმუხის ეკლესიის აღდგენის მიზნით მათ ფულის შეგროვება დაიწყეს. ამ საქმის ინიციატორი და ორგანიზატორი კახის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი მიხეილი იყო (გაზეთი „ივერია“, 1890 წელი 175, სტატია „სოფელი კაკი“, გვ. 1). მამა მიხეილი ქურმუხის ეკლესიის მშენებლობის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი იყო. 1891 წელს „კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენმა საზოგადოებამ“ სოფელ თასმალოში წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. 1892 წლის 16 მაისს მამა მიხეილი აღნიშნული ტაძრის წინამძლვრად დაინიშნა და 18 მაისს სკუფია უბოძეს. 1894 წლის 9 ოქტომბერს თასმალოს ეკლესია საზეიმოდ ეკურთხა
(კავკასიაში მართლმადიდებლუ-რი ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების 1898-1901 წლ. ანგარიში, გვ. 14). თასმალოს ეკლესია კახიდან დაახლოებით 15 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ეს ძველი ქართული სოფელი მთლიანად გარშემორტყმული იყო მუსლიმებითა და ადგილობრივი ქართველი მოსახლეობა
ძლიერ დისკრიმინაციას განიცდიდა. ახლადმოქცეულებს მუსლიმი სასულიერო პირები განსაკუთრებით ავიწროებდნენ. მამა მიხეილი კვირაში ერთხელ ან ორჯერ ჩადიოდა თასმალოში და საჭიროების შემთხვევაში იქ რჩებოდა. აქ მოღვაწეობა მას მეტად რთულ პირობებში უხდებოდა. 1900 წლის მონაცემებით, თასმალოს მართლმადიდებლური სამრევლო 22 კომლისგან შედგებოდა, რომელთა შორის 38 მამრობითი, ხოლო 25 მდედრობითი სქესის წარმომადგენელი იყო. ასეთ რთულ პირობებში და შედარებით მოკლე დროში 22 ოჯახის მოქცევა მამა მიხეილის წარმატებულ მისიონერულ მოღვაწეობაზე მეტყველებს. 1907 წლის 30 ივლისს მამა მიხეილი კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მეორე მღვდლად დაინიშნა. 1908 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1911 წლის 8 ოქტომბერს კვლავ დაინიშნა კახის ქალთა სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთოს სჯულის მასწავლებლად. 1913 წლის 13 მარტს კვლავ თასმალოს ეკლესიაში განამწესეს და ზაქათალის ოლქის მისიონერად გამოარჩიეს. 1915 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. მამა მიხეილ ყულოშვილი შრომისმოყვარე და ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო. ხანში შესულ ხალხს დღესაც ახსოვს, რომ იგი თავად უვლიდა კარმიდამოს. უყვარდა თავისი ხალხი, რჩევა-დარიგებას აძლევდა მათ, საექიმო საქმეც შეეძლო და თუ ვინმე გაჭირვებულს დაინახავდა, ის იყო მისი პირველი შემწე. მიხეილ მღვდელზე მოგონება მისმა ძმისშვილმა,
ვანო ყულოშვილმა შემოგვინახა, რომელიც მის სახლში იზრდებოდა. მისი თქმით, მამა მიხეილი უვიცობისა და ჩამორჩენილობის წინააღმდეგ იბრძოდა, ცდილობდა ხალხში ცოდნა-განათლების შეტანას, უყვარდა გაჭირვებულთათვის ხელის შეწყობა და როდესაც ხელმოკლე ადამიანს შეხვდებოდა, ძალიან განიცდიდა და მას დახმარების გარეშე არ ტოვებდა. მიხეილ ყულოშვილის საქმიანობას ფუჭად არ ჩაუვლია. მისი მეშვეობით კუთხეს ახალი პატრონები და პატრიოტები გამოუჩნდა, რომელთა შორის იყო ინგილო ისტორიკოსი, მოსკოვის არქეოლოგიური აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი მოსე ჯანაშვილი. მოსე ჯანაშვილი მიხეილ მღვდელის შესახებ წერდა: „ჭეშმარიტ მღვდელს უყვარს თავისი ერი და ერსაც უყვარს თავისი კეთილი მწყემსი“. მამა მიხეილმა მოსწავლეებს მშობლიური ქვეყნის სიყვარული გაუღვივა, შეასწავლა და შეაყვარა მისი ისტორიული წარსული. მან საკუთარი სახსრებით განაახლა სოფელ კასრის ყოვლადწმინდა სამების სახლობის ეკლესია, რომელსაც უკვე განადგურება ემუქრებოდა. კასრის კასრის საყდრის შესახებ მოსე ჯანაშვილი წერს „კასრის საყდარი ააშენა არჩილ მეფემ 718 წლის დამდეგს, განაახლა ამ რამოდენიმე წლის წინად (1912 ინგილო მღვდელმა მიხეილ ყულოშვილმა“. კასრის საყდარი დღესდღეობით აღარ არსებობს. 1947 წელს იგი მიწისძვრამ დაანგრია. 1917 წლის რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ძლიერ დაიძაბა პოლიტიკური მდგომარეობა საინგილოში. საქართველოს წარმომადგენლებმა, შიშიანობის გამო, ზაქათალის ოლქი მიატოვეს. საქართველოსთან ყოველგვარი მიმოსვლა და კავშირი შეწყდა. ჩაიკეტა გზები. თურქი ასკერების მხარდაჭერით, აზერბაიჯანელმა მუსავათელმა პანთურქებმა მთელი ტერიტორია დაიპყრეს. ოლქის სოფლებში პროთურქული რაზმები დადიოდნენ და თურქულ სიმღერებს გაჰყვიროდნენ. ხალხს თავის რაზმებში ჩაწერას მოუწოდებდნენ, დაარბიეს და ამოწყვიტეს სომხური სოფლები. ვინც გადარჩა, ინგილოების დახმარებით, ალაზანს გაღმა, საქართველოში გადმოვიდნენ და შირაქში დასახლდნენ. უკვე ინგილოების განადგურების ჯერი დადგა. ხალხი შიშმა მოიცვა, ბევრი ტყე-ღრეში გაიქცა თავის შესაფარებლად. მუსავატელებმა ძარცვაგლეჯასა და მკვლელობებს მიჰყვეს ხელი. მაშინ მღვდელ მიხეილ ყულოშვილს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ქრისტიანულ სოფლებში: კახში, ალიბეგლოში, ყორაღანში, მარსანში, თასმალოში, ალათემურში და სხვაგან. მისი სჯეროდათ, მის აზრს პატივს სცემდნენ. მლვდელს სარწმუნოების შეცვლის გაგონებაც არ
27-2 საპატრიარქოს უწყებანი N7 12-20ივლისი, 2012წ გვ.19
მღვდელი მიხეილ ყულოშვილი 1845-1917 (გაგრძელება)
უნდოდა, ქრისტიანობის უარყოფასა და მუსულმანობის მიღებაზე მასთან მისულ მრჩევლებს კატეგორიულად მოსთხოვა, მეორედ მასთან აღარ მისულიყვნენ. მუსავატელთა მუქარის მიუხედავად, მამა მიხეილი
ყოველდღე უშიშრად დადიოდა სოფელ მარსანსა და თასმალოში, სადაც წირვა-ლოცვას აღავლენდა. იგი სახარებისეულ გამოთქმას იშველიებდა, კეთილი ბოროტზე მუდამ იმარჯვებსო.
1917 წლის 1 ნოემბერს მამა მიხეილი თავის სამრევლოში ჩავიდა. წირვის დამთავრების შემდეგ, ცხენი შეკაზმა და სახლისკენ გზას გაუდგა. მას გზად სოფელი მარსანი უნდა გაევლო. სოფლის ხიდთან ერთი დაღონებული კაცი შემოხვდა, რომელმაც ავადმყოფის სანახავად გაყოლა სთხოვა. აბა, რას წარმოიდგენდა, რომ ატყუებდნენ? ბუნებით კეთილი ადამიანი
მაშინვე მიენდო უცნობს. როდესაც „ავადმყოფთან“ მივიდნენ, გაუკვირდა, რომ კარებთან არავინ მიეგება, მაგრამ გაიფიქრა, ალბათ ავადმყოფი მძიმედ არისო და გაბედულად შეაბიჯა სახლში, იქ კი ხიფათი ელოდა. იატაკი წინასწარ იყო ახდილი და რომ არავინ მიმხვდარიყო, მასზე დიდი ფარდაგი დაეფარებინათ. მამა მიხეილს ფეხი დაუბიჯებია თუ არა, ფარდაგიანად სარდაფში ჩავარდნილა. ქვევით ჩასაფრებული იყვნენ
მოსყიდული მკვლელები, რომლებსაც მღვდელი სა- ხელდახელოდ შეუბოჭავთ. თავდაპირველად ტკბილად დაელაპარაკნენ, სარწმუნოების შეცვლას სთხოვდნენ, რათა შემდეგ გაქრისტიანებული ინგილო ხალხი მუსლიმანობაზე მოექცია. მამა მიხეილი, რა თქმა უნდა, არ დათანხმდა. ისინი მოხუცს ხანჯლებით დაადგნენ თავზე, რომ ძალით გამოეცვალა რჯული, მაგრამ ამაოდ. ბოლოს უთქვამს მამა მიხეილს: „ვიცი, რომ სიკვდილის პირას ვარ, მაგრამ მე ჩემს სარწმუნოებას ურჯულოთა რჯულზე არ შევცვლი“. ადამიანის სიცოცხლის ბოლო მაინც სიკვდილია, ამიტომ „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი“. დაე,
მომკალით წმინდა სამებისათვის. სიკვდილის შიშითაც კი არ მივიღებ თქვენს საზიზღარ სარწმუნოებას, „სადაც დედისა და დის მეტს არავის ცნობთ, ძმა ძმის ცოლს ირთავს, არ იცით სისხლით ნათესაობა, გაქვთ
ჩამორჩენილი კულტურა“... მაგრამ ჯალათებმა არ დააცალეს. მან სასწრაფოდ ასწია ხელი, რათა პირჯვარი გადაესახა, მაგრამ ვეღარ მოასწრო.
შებინდდა თუ არა, მტარვალებმა მღვდლის გვამი შავ სუდარაში შეახვიეს, ურემზე დადეს და უღრან ტყეში წაიღეს. უპატრონოდ დარჩენილი ცხენი ჭიხვინით გამოიქცა სოფელში, ხალხი ყველაფერს მიხვდა (მოძღვარს სახლში დაქვრივებული რძალი, საინგილოს ქალთა შორის ქართული კულტურის გამავრცელებელი, ცნობილი მასწავლებელი სოფიო ყულოშვილი ელოდა, რომელიც 21 წლისა უდროოდ დაქვრივდა.
სოფიოს მეუღლე, მიხეილ ყულოშვილის ერთადერთი ვაჟიშვილი, სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ნიკოლოზი მაჩხაანში მასწავლებლობდა, მაგრამ საინგილოში ქრისტიანობის გაძლიერების მიზნით მიხეილმა 1892 წლის მაისში იგი მღვდლად აკურთხებინა და კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეორე მღვდლად დაინიშნა. მლვდელი ნიკოლოზი 1895 წლის შემოდგომაზე ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. მათ დარჩათ ერთი ასული -- ნინო (დაბ. 1891 წლის 10 ივლისს). მამა მიხეილის მკვლელობის ამბავი სწრაფად გავრცელდა მთელ საქართველოში. გაზეთ „საქართველოს“ 1918 წლის მეექვსე ნომერში ვინმე „ვ-ლი“-ის ფსევდონიმით წერდა: „ამასწინად აქ ვერაგულად
მოკლეს ინგილო მღვდელი, გავლენიანი და ფრიად პატივცემული მოხუცი მიხეილ ყულოშვილი, რამაც დიდი აღშფოთება გამოიწვია არამც თუ საინგილოში, არამედ მის გარედაც. მამა მიხეილი უკვალოდ დაიკარგა ნოემბრის პირველს სოფელ მარსანში, რომელიც დასახლებულია მუსულმან-ინგილოთაგან. 18 დღის ძებნის შემდეგ გვამი მღვდლისა ვიპოვეთ სოფელ მარსანის ახლო ტყეში, ძველ ნახშირის საწვავ ორმოში ჩაგდებული.
ნახევრად გახრწნილი გვამი რომ ამოიღეს, მნახველთ საშინელი სურათი წარმოუდგათ: ხელები გაკრული ზურგზედ, ხანჯლის ჭრილობა გულის ზემოთ, ყელი გამოჭრილი და კისრის ხერხემლის ძვლები დაკეპილი. ექიმის გამოკვლევით, ხელებ- გაკრული მღვდელი დაუწვენიათ მარცხენა გვერდ- ზე და მარჯვენა მხრით დაუწყიათ ხანჯლით (ან ცულით) ცემა და ნახევარზედ მეტად მოუშორებიათ კისერი. კუჭის გაშინჯვამ აღმოაჩინა, რომ მღვდელი რამდენიმე დღე მშიერი ჰყოლიათ დამწყვდეული. არის ნიშნები, რომ გვამის დაწვა სდომებიათ ორმოში, მაგრამ ცეცხლი მალე ჩამქრალა. ამ მხეცური მკვლელობის ჩამდენნი ხალხმა იცის, მაგრამ ვერ უთქვამს, რადგან მთავრობა არ არის და გამჟღავნებისათვის შურისძიების ეშინიათ. მღვდელ ყულოშვილის გვამი მრავალი ხალხის თანდასწრებით დაკრძალულ იქნა კახის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში. წარმოთქმულ სიტყვებში დახასიათებული იყო მამა მიხეილის ხანგრძლივი მოღვაწეობა საინგილოში და თავდადება სჯულისათვის, რამაც მოწამეობრივი გვირგვინი არგუნა მას. ეჭვი არ არის, რომ ეს მხეცური მკვლელობა ჩადენილია სარწმუნოებრივ ნიადაგზე. სიცოცხლის დროსვე მუსულმანები ხან ემუქრებოდნენ მღვდელ ყულოშვილს, ჩვენს სჯულზე გადმოდი, თორემ ინა-
27-3 საპატრიარქოს უწყებანი N7 12-20ივლისი, 2012წ გვ.20
მღვდელი მიხეილ ყულოშვილი 1845-1917 (დასასრული)
ნებო, ხან კი სჯულის გამოცვლისათვის ბევრს რამეს პირდებოდნენ. განსაკუთრებით მოლები ემტერებოდნენ, რადგან უკანასკნელმა კარგად იცოდა მაჰმადის სჯული, ყურანის ახსნა და ხშირად ამხელდა მოლების უვიცობას. მუქარას უთვლიდნენ მუსულმანები ქრისტიან-ინგილოთაც და ძალათ უნდათ მაჰმადიანობა მიაღებინონ. საჭიროა ქართველობამ ჯეროვანი ყურადღება მიაქციოს მათ გაჭირვებულ მდგომარეობას და ეხ- _ ლავე ზომები მიიღოს ინგილოთა განსაცდელიდან დახსნისათვის, თორემ მერე გვიან იქნება. გამუსულმანებული ინგლო ქართველ ეროვნებაზე ყოველთვის უარზეა, რადგან გაფანატიკოსებული მუსულმანი სჯულსა და ეროვნებას ერთმანეთში ვერ არჩევს ინგილოთა უნუგეშო მდგომარეობაზე ეცნობა კავკასიის კომისარიატს და კათოლიკოს კირიონს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კირიონის განკარგულებით საინგილოში მობრძანდა ალავერდელი ეპისკოპოსი პიროსი. მათმა მეუფეობამ ადგილობრივი ბლაღოჩინის და პოლკოვნიკ ტარტარაშვილის თანხლებით მოიარა ინგილოების სოფლები. ბევრ მრევლში სწირა და ყველგან გამამხნევებელ, მანუგეშებელ სიტყვით მიმართავდა ხალხს. ზოგიერთ სოფელში მათმა მეუფებამ მუსულმან-ინგილოებთანაც გაჰმართა საუბარი. მათდამი მიმართულ სიტყვებში ეპისკოპოსი ურჩევდა მათ ჰქონოდათ ქრისტიანებთან კეთილი მეზობლობა, სიყვარული, ერთმანეთის შველა ეხლანდელს ძნელს, ყველასათვის გასაჭირს დროს. მათი მეუფებისა ხალხი მადლობელი დარჩა.
3 დეკემბერს ეპისკოპოსმა პიროსმა აკურთხა სოფელ კახში ივან-ბაბა ბულუღაშვილის საფლავზე ძეგლი. ივან-ბაბა ბულუღაშვილი პირველი ინგილო იყო, რომელმაც ხმა აიმაღლა წარსულ საუკუნის 50-იან წლებში და მოუწოდა თანამოძმე ინგილოებს, დაბრუნებოდნენ ღვიძლ ძმა ქართველებს, რომელთაგან ჩამოაშორა იგინი უკუღმმართმა ის ტორიულმა პირობებმა. დიდი იყო ღვაწლი ივან-ბაბასი და აკი მადლიერმა შთამომავლობამ ღრმა მადლობის ნიშნად დაუდგა მას ღირსეული ძეგლი. ძეგლის კურთხევას დაესწრო დიდძალი ხალხი. სიტყვები წარმოთქვეს და აღნუსხეს ივან-ბაბას დიდი ღვაწლი ეპისკოპოსმა პიროსმა, მღვდელმა ბესარიონ ფურცელაძემ, პოლკოვნიკმა ტარტარაშვილმა. ერთი კვირის მოგზაურობის შემდეგ მათი მეუფება დაბრუნდა ქ. ზაქათალაში, სადაც ხანგრძლივი თათბირი იქონია ზაქათალის ოლქის კომისრებთან ქრისტიანების გაჭირვებულ მდგომარეობის შესახებ და შემდეგ გაემართა კახეთისკენ“. მადლიერმა ერმა დიდხანს იგლოვა მიხეილ მღვდლის გარდაცვალება. დასაფლავებას ინგილო ქრისტიანებთან ერთად მაჰმადიანებიც ესწრებოდნენ. ალათემურის თავიდან კახამდე მოყოლებული გზები მრევლით იყო სავსე და როგორც პროფესორი მ. ჯანაშვილი იგონებდა, ყველა აღშფოთებული იყო და სულიერი მამის მკვლელობის გამო ვერაგი მკვლელების მიმართ სიძულვილს გამოთქვამდა. მამა მიხეილი გამორჩეული რუდუნებითა და პატივისცემით მიასვენეს კახის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში და საინგილოს დიდი ეროვნული გმირის, ივანე-პაპა ბულუღაშვილის გვერდით, საინგილოს პანთეონში დაკრძალეს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის 2012 წლის 5 ივლისის დადგენილებით მღვდელი მიხეილ ყულოშვილი წმიდათა დასში შეირაცხა. ხსენების დღედ დადგინდა 5 ივლისი.
28 საპატრიარქოს უწყებანი N28 19-25 ივლისი 2012წ გვ.18
ჩორჯოს ეკლესიის მოძღვარი -- მღვდელი ერასტი გაბიჩვაძე
მღვდელი ერასტი დავითის ძე გაბიჩვაძე 1846
წელს რაჭაში, მლვდლის ოჯახში დაიბადა. მისი წინაპრები, რამდენიმე თაობა საეკლესიო ხარისხში ემსახურებოდა სამშობლოსა და დედაეკლესიას. ბაბუა, დიაკონი ეგნატე გაბიჩვაძე, 1800 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. იყო საბატონი ყმა. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი მღვდელმონაზონ იოანესთან ისწავლა. 1819 წელს ნიკორწმინდელმა მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა (წულუკიძე) დიაკვნად აკურთხა და ჩორჯოს ყოვლადნმინდა სამების სახელობის ეკლესიაში დაადგინა. იგი ამ ხარისხში მსახურობდა გარდაცვალებამდე. მამა ეგნატეს ვაჟი დავითი 1822 წელს დაიბადა. ოჯახში პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ იგი ჯერ რაჭის ორკლასიან სასწავლებელში სწავლობდა, ბოლოს კი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი დაასრულა. დაოჯახების შემდეგ, 1857 წელს, იმერეთის ეპისკოპოსმა გერმანემ (გოგოლაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი და ღვიარის მაცხოვრის ჯვარცმის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. მღვდელი დავითი 1864 წლის 16 იანვარს ნაადრევად გარდაიცვალა. წინაპრების მსგავსად სასულიერო გზა აირჩია ერასტიმაც. მამის გარდაცვალების ჟამს იგი 18 წლის გახლდათ და ქუთაისის სასულიერო სასწავლებელშისწავლობდა, რომელიც 1865 წელს წარჩინებით დაასრულა. 1867 წლის 14 იანვარს საქართველოს ეგზარქოსმა ევგენიმ (ბაჟენოვი) ხევსურეთში, ბარისახოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესა. 1869 წელს ერასტი დაქორწინდა ელისაბედ პეპუს ასულზე (დაბადებული 1850 წელს), რომელთანაც ექვსი შვილი შეეძინა: ბიკენტი (1870წ.), კონდრატე (1873წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია), სილოვანი
(1875წ.), იროდიონი (1876წ. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი), ევსევი (1880წ. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი) და იონა
(188ვწ.). 1870 წლის 24 ივლისს ერასტი სვანეთში, წვირმის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში დაინიშნა, ამავე წლის 23 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) იგი ეპარქიის კანცელარიაში მწერლად განამწესა. 1873 წლის 6 თებერვალს მეუფე გაბრიელმა იგი დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 29 აგვისტოს კი მღვდლად დაასხა ხელი და ლეჩხუმის მაზრაში, სოფელ დერჩის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1874 წლის 20 ივლისს მამა ერასტი რაჭის მაზრაში, ლიხეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1875 წლის 21 იანვრიდან 1885 წლის 1 ივლისამდე სოფელ აბარის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებელია. 1885 წლის 10 აგვისტოს ეკლესიაში პატიოსანი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის საგვერდულით დაჯილდოვდა. XIX საუკუნის II ნახევარში გაბრიელ ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით მთელ დასავლეთ საქართველოში ეკლესია-მონასტრებთან მასიურად იხსნება სამრევლო-საეკლესიო სკოლები. განათლებული და მეცნიერი მღვდელმთავარი დიდ ყურადღებას უთმობდა სწავლა-განათლების აღორძინებას ეპარქიაში. ახლად ნაკურთხ მღვდელს აუცილებლად დამოძღვრავდა და თანაც ეტყოდა: „როგორც კი სამრევლოში ჩახვალ და დაბინავდები, შეეცადე მალევე სკოლა გახსნა და მომავალი თაობა დააინტერესო სწავლითაო“. მამა ერასტისაც მუდამ ახსოვდა წმინდა მღვდელმთავრის დარიგება და დროსა და ენერგიას არ იშურებდა ახალგაზრდობის აღსაზრდელად. რაჭის მაზრაში იმ პერიოდში რამდენიმე სკოლა არსებობდა, რაც ფრიად აწუხებდა მოძღვარს და სულ იმის ცდაში იყო, რითიმე შესწეოდა ამ საქმის განვითარებას. შემორჩენილია მისი წერილები, რომლებიც იმჟამინდელ ქართულ პრესაში იბეჭდებოდა და სკოლების საჭიროებაზე, იქ არსებულ პრობლემებზე, მის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობდა: „მთელს რაჭის მაზრაში სულ 14 სასოფლო სკოლაა გახსნილი, აქედგან ათი სკოლა ქვემო რაჭაშია გახსნილი და 4 ზემო რაქაში. ამ ზემოთ აღნიშნული სკოლების დაარსებაში დიდი შრომა და ღვაწლი მიუძღვის რაჭის მაზრის უფროსად ყოფილს, აწ განსვენებულს ჩიჯავაძეს. განსვენებული დაიარებოდა სოფლებში და აგონებდა ხალხს
28-1 საპატრიარქოს უწყებანი N28 19-25 ივლისი 2012წ გვ.19
ჩორჯოს ეკლესიის მოძღვარი -- მღვდელი ერასტი გაბიჩვაძე (დასასრული)
სწავლა-განათლების მნიშვნელობას და საჭიროებას. ქვემო რაჭის საზოგადოებათა გაუგონეს თავის უფროსს და თავიანთი განჩინებებით დააარსეს სკოლები და მასწავლებელთ დაუნიშნეს 200 მანეთამდე წლიური ჯამაგირი. ქვემო რაჭის მცხოვრებთ შორის სწავლის სურვილიც ძალიან არის გახსნილი. ეს, სხვათა შორის, მტკიცდება იმითი, რომ სკოლები სავსენი არიან ყმაწვილებით და მასწავლებელნი იძულებულნი არიან ხშირად ბევრს მთხოვნელებს უარი უთხრან უადგილობისა გამო. ზემო რაჭაში მცხოვრებნი რაღაც უგულოდ უყურებენ სკოლებს. რაც სკოლები დაარსდა განსვენებული ჩიჯავაძის დროს, თორემ მერე ერთი სკოლაც არ გახნილა იქ. შვილებსაც თავის დროზე არ აგზავნიან სკოლებში. ამის მიზეზი, ერთის მხრივ, ის უნდა იყოს, რომ ზემო რაჭაში სახნავ-სათესი ცოტა აქვსთ მცხოვრებთ, და რომ კაცმა წლის სამყოფი სარჩო მოიყვანოს, დიდი შრომა და ჯაფა სჭირდება და მეორეთ -– ბავშვებს ვერ აცლიან, რადგან ზემო რაჭაში პირუტყვის მოშენებას ძალიან მისდევენ და პატარა შვილები ამ ცხოველების მოსამწყემსად სჭირდებათ. შეიძლება, რომ ზემო რაჭველმა დიდის თხოვნით გამოგზავნოს შვილი სკოლაში, მაგრამ თუ მასწავლებელმა ყმაწვილს გამოუცხადა რამე სასწავლო ნივთის ყიდვა, მეორე დღეს სკოლაში 10 შეგირდიდან სამიც აღარ მოვა. ერთი სიტყვით, მოსწავლენი არც სკოლაში მოსვლას ჰკითხავენ მასწავლებელს და არც წასვლას. ნებავთ მოვლენ სკოლაში და ნებავთ არა. რა ჰქნას საწყალმა მასწავლებელმა? რა რიგით დააწყოს სწავლის საქმე და ან რა უჩვენოს თავის მეუმფროსეთ? ამაზე ურიგო არ იქნება, რომ ყურადღებას მიაქცევდნენ“. 1889 წლის 1 ნოემბერს მღვდელი ერასტი ჩორჯოს ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1893 წლის 7 მაისს სკუფია უბოძეს, ხოლო 1901 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1907 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1912 წელს მამა ერასტის ინიციატივითა და მეცადინეობით ბერძენმა მშენებლებმა ჩორჯოში ახალი ჯვარგუმბათოვანი ტაძარი ააგეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკლესიის ჩრდილო ფასადზე არსებული წარწერა იძლევა. ტაძრის აშენებაში უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ვინ ფინანსურად, ვინ ფიზიკური მუშაობით, ზოგმაც მორალურად გაუწია თანადგომა მოძღვარს. ამასთან დაკავშირებით, 1912 წლის ჟურნალ „შინაურ საქმეების“ N36-ში გამოქვეყნდა მამა ერასტის სამადლობელი წერილი, სადაც ის მადლობას უხდის ყველა შემომწირველს: „მამაო რედაქტორო! უმორჩილესად გთხოვ ნება მიბოძოთ თქვენი პატივცემული გაზეთის „შინაური საქმეების“ საშვალებით უღრმესი მადლობა გამოუცხადო მე და ჩემი მრევლის მხრით, გარეშე სამრევლოთა მცხოვრებთ, რომელთა შემოსწირეს რწმუნებულ ჩემდამო ჩორჯოს წმიდის სამების ახალი ეკლესიის შენობისათვის: თედორე სიმონის ძე იმედაძემ და მისმა მეუღლემ ეკატერინემ ხუთ-ხუთი თუმანი. აგრეთვე ამათი შეგონებით შემოწირეს შემდეგ პირთა: ერმილე სპირიდონის ძე იმედაძემ 3 მანეთი; პავლე გიორგის ძე იმედაძემ 1 მანეთი; სიმონ გიორგის ძე იმედაძემ 1 მანეთი; ლუკა დიმიტრის ძე პატარიძემ 1 მანეთი; ლავრენტი ალექსის ძე აბუთიძემ 1 მანეთი; დომენტი დიმიტრიოსის ძე აბუთიძემ 50 კაპიკი; მიხეილ ლევანის ძე აბუთიძემ 1 მანეთი; იასონ ანთიმოზ იასონის ძე ჭელიძემ 1 მანეთი; ლონგინოზ მანუჩარის ძე ყიფიანმა 1 მანეთი; ევგენი ყარამანის ძე დალაქიშვილმა 1 მანეთი; სამსონ ლაიშვილმა 1 მანეთი; აპოლონ სიმონის ძე ნამგალაძემ 1 მანეთი; კოსტა დვალმა 1 მანეთი; მიხეილ თედორეს ძე ჩიტალაძემ 1 მანეთი; მალაქია ზაქარიას ძე მეტრეეველმა 50 კაპიკი; კოსტა კაციტაძემ 50 კაპიკი; ანთიმოზა გობეჯიშვილმა 50 კაპიკი; აპოლონ სოფრომის ძე ჯოხაძემ 50 კაპიკი და იოსებ ომანის ძე რაზმაძემ 50 კაპიკი“. 1915 წლის 15 მაისს ეკლესიაში ნაყოფიერი და დამსახურებული მოღვაწეობისთვის მღვდელი ერასტი წმინდა ანას! ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველო კომუნისტებმა დაიპყრეს. ქვეყანაში განვითარებულმა' პოლიტიკურმა მოვლენებმა ეკლესიის ცხოვრებაც საგრძნობლად შეცვალა. ბოლშევიზმის იდეოლოგიამ პატარა სოფლის ცხოვრებაც გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. ეკლესიამ მოქმედება შეწყვიტა. ტაძარი ჯერ საქონლის სადგომად, ხოლო შემდგომ სოფლის ბეღლად აქციეს. „უპატრონო ეკლესიის“ ამბავი ამ ტაძარზე რეალურად აცხადდა, ეკლესიის გუმბათი ჩამოინგრა და კედლებმაც რღვევა დაიწყო. ადგილობრივ მცხოვრებთა გადმოცემით, ჩორჯოს ეკლესიას ასევე ჰქონია საუკეთესო ბიბლიოთეკაც, რომელიც კომუნისტების დროს დაიფანტა. მამა ერასტი გულდამძიმებული და გაოგნებული შესცქეროდა უღვთო ადამიანების საქციელს. მას ძალიან აკვირვებდა, თუ რამ გააბოროტა და გააცივა ასე მათი გონება. მან ხომ თითქმის 50 წელი იმსახურა მღვდლის ხარისხში და ათას ჭირვარამგამოვლილსაც კი გაუჭირდა ამ ყველაფრის აღქმა. მოხუც მოძღვარს დიდხანს აღარ უცოცხლია. იგი XX საუკუნის 20-იანი წლებში გარდაიცვალა. ოჯახის წევრებმა და მრევლმა მოძღვრის ცხედარი თავისივე აგებული ტაძრის ეზოში დიდი პატივით დაკრძალეს.
29 საქართველოს უწყებანი N29 26ივლისი-1აგვისტო 2012წ გვ 20
პროტოპრესვიტერი მარკოზ ტყემალაძე 1859-1937
პროტოპრესვიტერი მარკოზ პავლეს ძე ტყემალაძე 1859 წელს იმერეთში, ქუთაისის გუბერნიაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1874-1878
წლებში სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, 1878-1884 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში, ხოლო 1884-1888 წლებში -- კიევის სასულიერო აკადემიაში. 1889 წლის 28 იანვარს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო მეორე დღეს მღვდლად დაასხეს ხელი და თბილისის
წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად განამწესეს. იმავე წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1890 წელს კუკიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა, დეკემბერში კი თბილისის ეკლესიების I ოლქის მთავარხუცესად. 1892 წლის 16 თებერვალს იასამნისფერი სკუფიით დაჯილდოვდა. 1895 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს. 1897 წლის 1 თებერვალს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. იმავე წლის 3 მარტიდან 1898 წლის 6 დეკემბრამდე თბილისისა და ბორჩალოს მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველია. 1899 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1902 წლის 30 აგვისტოს დეკანოზის წოდება მიენიჭა და მეორე დღეს თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დაინიშნა. 1904 წლის 3 თებერვალს წმინდა ანას!III ხარისხის, ხოლო იმავე წლის 6 მაისს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1905 წლის 25 იანვარს თბილისის ქალთა ეპარქიალური სასწავლებლის საბჭოს თავჯდომარედ აირჩიეს. 1905 წლის 21 სექტემბერ - ოქტომბრის წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე, საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად დაინიშნა. 1911 წლის 6 მაისს ენქერით, ხოლო 1914 წლის 6 მაისს წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1916 წლის 25 დეკემბერს, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პირველად საქართველოში, თეთრ სამღვდელოებაში მიენიჭა მიტრის ტარების უფლება. მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის !II, IV და V საეკლესიო კრებებში. 1932 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) პროტოპრესვიტერის პატივით შემოსა. 1935 წლის სექტემბერში, ავადმყოფობის გამო, თავი დაანება სამსახურს და პენსიაზე გავიდა. გარდაიცვალა 1937 წლის 13 მაისს. დაკრძალულია სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში. პროტოპრესვიტერ მარკოზ ტყემალაძეს გამოცემული აქვს ქადაგებათა კრებული „ხმა მწყემსისა“ (1913 წელს) და ისტორიული ნაშრომი „თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი“ (1904 წელი).
30 საპატრიარქოს უწყებანი N30 2აგვისტო-12სექტემბერი 2012წ გვ17
არქიმანდრიტი ალექსი (მირცხულავა) (1875-1962)
მრავალი უბედურებისდა მიუხედავად, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას ყოველთვის ჰყავდა ჭეშმარიტად გამორჩეული მამები, რომელთა ცხოვრების მაგალითზე თაობები იზრდებოდნენ. ამ ადამიანებს ცხოვრებაში წინ ჭეშმარიტება უძღოდათ და ტკივილიან კვალზე, მაინც დიდ ნათელს ტოვებდნენ. საუბარია ხობის მონასტრის წინამძღვარზე და მადლმოსილ მამა – ალექსი მირცხულავაზე. არქიმანდრიტი ალექსი (მირცხულავა) დაიბადა დაბა ხობში, 1875 წელს, მორწმუნე მშობლების ოჯახში. მის მამას ქუჩუაია ჰრქმევია. სამწუხაროდ, დედის სახელის მცოდნე ვერავინ ვიპოვე. სარწმუნოებისა და მოყვასისათვის თავდადების უნარი ბავშვობიდანვე იდო მამა ალექსის ხასიათში. ალექსიმ ადრეულ ასაკში შექმნა ლამაზი და მშვიდი ოჯახი. იგი ადრევე დაქვრივდა, რის შემდგომაც შვილებს მშობლებს უტოვებს და თვითონ ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში მიდის მონაზვნური ცხოვრებისათვის. მამა ალექსის მყუდრო ცხოვრება არც მონასტერში ჰქონია. ამ დროისათვის ხობის მონასტრის წინამძღვარი იყო იღუმენი დიმიტრი (პარკაია). მამა ალექსის ბერად აღკვეცა, და ხელდასხმა, სასულიერო ხარისხში აყვანა როდის და როგორი თანმიმდევრობით მოხდა არ არის ცნობილი, თუმცა 1913 წელს წმ. ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილის) ხობში ყოფნისას გადაღებულ სურათზე ახალგაზრდა ალექსი ბერდიაკვნის ხარისხშია. ასევე ფოტომატიანიდან ირკვევა, რომ 1917 წელს თბილიში ბერმონაზონთა კრების შემდგომ გადაღებულ სურათზე მამა ალექსი ისევ ბერ-დიაკონია, ხოლო უკვე 1923 წლის 23 აპრილს ხობის მონასტრის ქონების მთავრობისათვის გადაცემის ოქმს არქიმანდრიტ შიოსთან, იეროდიაკონ ეგნატესა და იეროდიაკონ მაკართან ერთად მლვდელ-მონაზონი ალექსიც აწერს ხელს. ასე, რომ 1923 წლის აპრილში მამა ალექსი ხობის მონასტერში მღვდელ-მონაზონია. ნახსენებ ოქმში საუბარია მონასტრის იმ ნივთებზე, რომლებიც მილიციის უფროს ტ. კვარაცხელიას გადაეცა. უკვე 1923 წლიდან მთლიანად საქართველოში ხელისუფლებამ მასიურად დაიწყო ეკლესიამონასტრების დახურვა. ხობის მონასტრის ბერთა შორის არც მამა ალექსის ასცდებოდა დევნა-შევიწროება, აბუჩად აგდება და შეურაცყოფა. ხსნა ეკლესიისა არსაიდან ჩანდა, ჩამოწოლილი შავი ღრუბე
30-1 საპატრიარქოს უწყებანი N30 2აგვისტო-12სექტემბერი 2012წ გვ18
არქიმანდრიტი ალექსი (მირცხულავა) (1875-1962) (გაგრძელება)
ლი საქართველოს თავზე ჯერ არ აპირებდა გადასვლას და მზის თბილ სხივებს ეღობებოდა. ამასობაში 1928 წელს გარდაიცვალა ხობის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი შიო (ქვილითაია) და მის
ნაცვლად მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა მამა ალექსი მირცხულავა.
ახალ არქიმანდრიტს დიდი ტვირთი დააწვა მხრებზე. უკვე ხუთი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც მონასტერს ბოლშევიკები დაპატრონებოდნენ.
ტაძარში შესვლას ისინი განაგებდნენ, წირვა-ლოცვისა და სხვა ღვთისმსახურების ჩატარება სასტიკად იყო აკრძალული. ძნელი წარმოსადგენი არაა, თუ რა დღეში აღმოჩნდებოდა ასეთ პირობებში მონასტრის წინამძღვარი. ამ სახის დევნაც არ იკმარეს და უფრო მეტი, ხობის მონასტრის შიგნით მეკურდღლეობის ფერმის გახსნა მოინდომეს. ამაზე შეშფოთებული არქიმანდრიტი ალექსი ატყობინებს სამეგრელოს მუზეუმის დირექტორს აკაკი ჭანტურიას: „მეკურდღლეობის გამგეს მოაქვს მასალები, მოყავს ოსტატები”. ბატონი აკაკის კეთილგონიერებამ მრავალგზის იხსნა უარესი საფრთხისაგან ჩვენი ქვეყნის სიძველენი და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლები. ახლაც, ამ შემთხვევაშიც მას უყურადღებოდ არ დაუტოვებია მამა
ალექსის წერილი და სასწრაფოდ ატყობინებს საქართველოს მუზეუმს, სიძველეთა კომიტეტს: „ხობის მთავარი ძეგლი და სამრეკლოს გარდა, სხვა
ძეგლების კროლიკებისათვის დაცლას თხოულობენ, ოთახებს დანგრევას უპირებენ. საჭიროა, სასწრაფოდ გამოირკვეს ძეგლის დაცვის საკითხი და მასთან მუზეუმის დამოკიდებულება”. ამჯერად, არქიმანდრიტ ალექსისა და ბატონი აკაკი ჭანტურიას მონდომებით კომკავშირლებმა საკუთარი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს, ხობის მონასტერი კურდღლის ფერმად ვერ გადაკეთდა. თუმცა, მისი წინამძღვრის დევნაზე ხელი არ აუღიათ. მას ხშირად აპატიმრებდნენ და მალევე ათავისუფლებდნენ. მამა ალექსის შვილიშვილი მარიამ (მარგო) შალამბერია იხსენებს: „ბაბუა
ასე იტყოდა: „დამაპატიმრებდნენ დახურულ კამერაში კვამლს უშვებდნენ, ცოტა ხანს მაწვალებდნენ და მერე გამომიშვებდნენ“ნ რა უნდოდათ დღესაც არ ვიცი და ალბათ თვითონაც არ იცოდნენო”. სწორედ 30-იანი წლებიდან ხობის დახურული მონასტრის გარშემო მცხოვრებ ბერებს უკვე მონასტერში ცხოვრებაც
აუკრძალეს. მამებს საცხოვრებელი ქვის სახლი ჩამოართვეს და ღია ცის ქვეშ დატოვეს. მიუხედავად ამისა, მამა ალექსიმ მიძინების
სახელობის ტაძრის უკანა ფასადში თავისთვის მოაწყო ერთი სენაკი და ყოველმხრივ ცდილობდა მონასტრის გარეთ არ დარჩენილიყო, რაც მონასტრული ცხოვრებისა და ბერობისათვის აუცილებელია. აქაც არ გააჩერეს წინამძღვარი და ეს პატარა
ოთახიც დაუნგრიეს. ამის შემდეგ გულგატეხილი მოძღვარი ითხოვდა გალავნის შიგნით მიეცათ მისთვის თავშესაფრის აშენების უფლება, მაგრამ არც
ეს თხოვნა შეუსრულეს. იგი იძულებული გახდა იქვე მახლობლად, ქ. ხობის გარეუბანში, ჭიხუში, მონასტრიდან კილომეტრ-ნახევარში მამისეულ ქოხში დაბრუნებულიყო. არქიმანდრიტი ალექსის სიყვარული ღვთის, სამშობლოსა და დედა ეკლესიისადმი კარგადაა
აღწერილი პირად წერილში, რომელსაც სამეგრელოს მუზეუმის დირექტორს აკაკი ჭანტურიას უგზავნის. ამ წერილებში მამა ალექსი საუბრობს პირად ტკივილზე, რაც ეკლესიის დევნით იყო გამოწვეული. მისი დარდი, მწუხარება და უგუნებობაა აქ
აღწერილი. ეს წერილები არის გამომხატველი იმ შეგნებული ადამიანის შინაგანი მდგომარეობისა, რომელსაც სტკიოდა თავისი ქვეყნის აწმყო, რადგან ხედავდა მასში ტრაგიკულ მომავალს. წერილები გასული საუკუნის 30-იან წლებს
ეკუთვნის და მათგან მხოლოდ მნიშვნელოვან ნაწყვეტებს მოვიყვან. :
„შვიდი კაცი პარტიულნი, წამოსულნი არიან, ჩამოუხსნიათ ზარი და წაუღიათ, ბერებმა ვერ გაიგესო თუ არა, ბერებს კიდო გავპარსავთო უთქვამთ...“ „მოვიდნენ ნოჯიხევის თემის აღმასკომი, და მეორე კაცი და ნახეს ქვის ზალა. ეს გვინდაო კოლექტივის მუხუდოს და სიმინდის ბინად.“ „სამრეკლო სულ ინგრევა.... წვიმა ყველგან მო-
30-2 საპატრიარქოს უწყებანი N30 2აგვისტო-12სექტემბერი 2012წ გვ19
არქიმანდრიტი ალექსი (მირცხულავა) (1875-1962) (დასასრული)
დის... კარნეზის თლილი ქვები გადავარდნილი, ოცამდე შევიტანე ეკლესიაში .... უბედური ხობის მონასტერი, რავა იკარგება დიდი ისტორიული ნაშთი. ვამეყ დადიანის მარმარილოს ლოდი თავის ადგილში შევიტანე.“ ,,ქარმა დიდად დააზიანა სახურავი ხობის მონასტრისა. ჩრდილოეთ მხარეს ჟესტი გადაგლიჯა და ეხლა უნდა ვუშველოთ რამე თუ არა საკურთხეველში და სხვაგან მხატვრობა დაიკარგება.“ „ეკლესიას რა ვუყო, სანამ აღკრძალული არ ვიქნები, მანამდე ვრჩები, მარა მერე რა ვქნა?... ეკლესია დაცული თუ იქნება, სიკვდილამდე ვერ მოვშორდები.“ „მე თვითონ გაჭირვებაში ვარ, მარა მონასტერი მაინც მეცოდება. მონასტრის სიყვარულისათვის ვღებულობ თვალწინ განსაცდელს.“ „ჩემი ცხოვრება არის მონასტერი და დღეს დავრჩი ყოველგან უიმედოდ... დღემდე არ ვიცოდი, თუ მონასტერს პატრონი არ ჰყავდა და დღეს ვნახე... მითხარით ეკლესია ვის ჩავაბარო, შიგნით რაც არის დაიკარგება.. მათ ხელში თუ იქნა კლიტე, არაფერი არ დარჩება შიგნით... მოუსწარით ეკლესიის შიგნით მორთულობას ნუ დაკარგავთ... მე მაინც დასაკარგავი ვყოფილვარ და დავიკარგები.“„ჩემი ჯამაგირისათვის მიმართვა შევიტანე რაიაღმასკომში, - ვარი მითხრეს, ჩვენ ბიუჯეტი არ გვაქვსო და აწი თბილისიდან თუ გამოგზავნილია ჩემი მისაცემი ფული, ნუ დაკარგავთ, მონასტერსასარგებლეთ ქე მაინც... ფულის სიყვარულისთვის კი არ ვარ, მიყვარს ძველი ნაშტი და ეკლესია...“ „მონასტერში თუ კოლექტივი ჩამოვიდა მე ვერ გავჩერდები, მწვალებლები არიან.” „ჩემი ცხოვრება რა არის, ვერცხლის დასაკიდებელი ჯვარი გავყიდე, ფეხსაცმელი და შალის ანაფორა. ასე ვიტანჯები მონასტრის სიყვარულისათვის.”12 მონასტრის სიყვარული ტვირთი და უდიდესი ტანჯვის მიზეზი გახდა მამა ალექსისათვის. მისი ცრემლნარევი ღაღადი მხოლოდ ერთეულებს თუ ესმოდათ მაშინ, ვისაც გაეგებოდა მონასტრის, ტაძრის და ზოგადად საქართველოსა და მისი ეკლესიის ჩუმი გმინვა, პირში წყალი ჰქონდა ჩაგუბებული, ან კიდევ იყო მეორე გზა, დაპატიმრება და რეპრესიები. რეპრესიებს ვერ გადაურჩა მამა ალექსის შვილიც – ლავრენტი. იგი 1937 წელს გადაასახლეს. იქაურმა მძიმე პირობებმა მას სიცოცხლე მოუსწრაფა და გადასახლებაშივე გარდაიცვალა. ძნელი წარმოსადგენი არაა არქიმანდრიტ ალექსის შინაგანი მდგომარეობა. სიცოცხლეზე მეტად შეყვარებულ მონასტერს დააშორეს, შვილი გადაუსახლეს, დაუღუპეს და მიუხედავად ამისა, მასზე ბრძოლა არ წყდებოდა. ისევ შვილიშვილი მარიამ შალამბერია იხსენებს: „ასე იტყოდა: „ღამით ბავშვებს მომანათვლინებდნენ და დღისით პოლიციაში მაწვალებდნენო”... ჭიხუში გადასახლებულმა მამა ალექსიმ აიშენა ოროთახიანი ხის ქოხი, სადაც ცხოვრობდა. იგი ამ ქოხშივე აღასრულებდა სხვადასხვა ღვთისმსახურებებს. უფროსი თაობის ადამიანებს კარგად ახსოვთ დიდი აღნაგობის, განიერი მხარბეჭითა და თეთრი დათოვლილი წვერით, დინჯად მოსიარულე მოძღვარი. მახლობელი სოფლებიდან და რაიონებიდან არქიმანდრიტ ალექსისთან მიჰყავდათ ბავშვები მოსანათლად. ფაქტიურად, ეს პატარა ქოხი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიით ემბაზს წარმოადგენდა, სადაც სულიწმინდის ბეჭედს და ქრისტეს ნათელს ღებულობდნენ ადამიანები. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა. მამა ალექსიზეც დევნა თითქმის შეწყდა. ფაქტიურად, დაზავდა პოლიცია და მღვდელმსახური. მოძღვარი თავის ბედს შეეგუა, იგი ხობის მონასტერში არ ავიდოდა და „სამართალდამცავებიც” მას აღარ „მიაქცევდნენ ყურადღებას”. არქიმანდრიტმა ალექსიმ ცხოვრების დანარჩენი ნაწილი იქვე ჭიხუში გაატარა. ცხოვრობდა თავისთვის, მარტო – მონაზვნურად (მარტომყოფი) და შეძლებისდაგვარად ემსახურებოდა ხალდხს. შემდგომი თაობის ბოლშევიკები მას რიდით ეპყრობოდნენ, ვინაიდან თავად მოძღვრის მშვიდი და წრფელი, ადამიანური დამოკიდებულება აიძულებდა მათ ასე მოქცეულიყვნენ. როგორც ამას წინათ მენჯის მთავარანგელოზის სახელობის შუშანიების სავანის მორჩილმა ნინა შუშანიამ მითხრა, - მამა ალექსი განსაკუთრებულ დღეებში მოდიოდა ამ
მონასტერში და იქ წირვას აღავლენდა. ისე, იშვიათად ტოვებდა თურმე თავის საცხოვრებელს, მეზობლებში თითქმის არ გადადიოდა და ასევე იშვიათად იხსენებდა თავის ტკივილიან წარსულს. მხოლოდ რამდენიმე მათგანი ახსოვს მის შვილიშვილ მარიამს: „სიამაყითა და სიხარულით იტყოდა ხოლმე: „ბაბუ, ჩემს წვერს ვერ შეეხნენ და ამ ანაფორისათვის ხელი არ მოუკიდნიათო“. (აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მამა ალექსის ის ეზო, სადაც ცხოვრობდა, მისი გარდაცვალების შემდეგ შეიძინა არაჩემიების ოჯახმა. სწორედ ამ ოჯახის ერთ-ერთი შვილი 2006 წელს აღდგომის მარხვაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტ ისააკის (ღადუა) მიერ ბერად ალექსის სახელით აღიკვეცა. ნათელმა კვალმა პოვა თავისი სავალი.)
31 საპატრიარქოსუწყებანი N31 20-26სექტემბერი 2012წ გვ.17
დეკანოზი რაუდენ ხუნლაძე 1845/48 –– 1929
„ეს ხმები ჩვენი ერის ჰარმონიული შემოქმედებაა. ბევრს შეუგნებელს კი მიუღებელი და გადასაყრელი ჰგონია, რაკი ეკლესიური სიტყვებით არის დაწერილი“
დეკანოზი რაჟდენ ხუნდაძე 1845/48 წელს გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ კალაგონში მღვდელ თომა ხუნდაძის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. ხუნდაძეთა გვარი მუსიკალური ნიჭით გამოირჩეოდა და გამონაკლისი ამ მხრივ არც პატარა რაჟდენი ყოფილა, რომელმაც სიყრმიდანვე შეიყვარა ქართული საეკლესიო გალობა და შემდგომში მთელი თავისი ცხოვრება მისი გავრცელებისა და აღორძინების საქმეს შეალია. XIX საუკუნის 60-იან წლებში რაჟდენი სამეგრელოს ოთხწლიან სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც მან მხოლოდ ერთი კლასი ისწავლა. 1871 წლის 31 იანვარს სამეგრელოს ეპარქიის დროებითმა მმართველმა, ხობის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა გრიგოლმა (დადიანი) იგი მარტვილის საკათედრო ტაძრის მედავითნედ დანიშნა, ხოლო 1873 წლის 8 აგვისტოს ამავე ტაძრის იპოდიაკვნად დაადგინეს. რაჟდენ ხუნდაძე წლების განმავლობაში აქტიურმოღვაწეობას ეწეოდა მარტვილის საკათედრო ტაძარში. აქ იგი თანამშრომლობდა ცნობილ ლოტბართან, დიმიტრი (დიტო) ჭალაგანიძესთან, რომელმაც ზედმიწევნით იცოდა როგორც შემოქმედის, ასევე გელათის სკოლის საგალობლები. დიმიტრი ჭალაგანიძის მოწაფისა და მწერლის, ლადო გეგეჭკორის გადმოცემით, ზეპირი შესწავლის გარდა რაჟდენი დიტოსაგან იწერდა კიდეც საგალობელთა ნიმუშებს. 1877 წლის 5 ივლისს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე), რომელიც იმ პერიოდში სამეგრელოს ეპარქიასაც მართავდა, რაჟდენი დიაკვნად აკურთხა. 1878 წლის 1 იანვარს იგი მარტვილის საკათედრო ტაძრის მესამე დიაკვნად დაინიშნა. 1879 წლის 1 სექტემბერს მეორე დიაკვნის ადგილზე განამწესეს. ამავე პერიოდში რაჟდენი ცხენს გადმოუგდია, რის გამოც იგი ძლიერ დაშავდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი მამა რაჟდენისათვის მატერიალური და მორალური დახმარება მომღერალ-მგალობელ თეიმურაზ გეგეჭკორს აღმოუჩე-
31-1 საპატრიარქოსუწყებანი N31 20-26სექტემბერი 2012წ გვ.18
დეკანოზი რაუდენ ხუნლაძე 1845/48 –– 1929 (გაგრძელება)
ნია. მარტვილის სამღვდელმთავრო გუნდში დიაკონი რაჟდენი 1883 წლის ზაფხულის ჩათვლით მსახურობდა დიმიტრი ჭალაგანიძესა და თეიმურაზ გეგეჭკორთან ერთად. 1883 წლის 15 სექტემბერს ეპისკოპოსმა გაბრიელმა მამა რაჟდენი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ქართული საეკლესიო გალობის მასწავლებლად გადაიყვანა და ამავე სასწავლებლის კარის ეკლესიის ლვთისმსახურად დაადგინა. ამავე დროს იგი გალობდა ქუთაისის საკათედრო ტაძრის გუნდში ნიკო მეძმარიაშვილთან, ხინო კანდელაკთან და სხვა ცნობილ მგალობლებთან, რომელთაც ივლიანე წერეთელი (შემდგომში ასევე სასულიერო პირი) ხელმძღვანელობდა. 1893 წლის 15 სექტემბერს იმერეთის ეპარქიის ღარიბი სამღვდელოების სამზრუნველოს წევრად დაინიშნა. 1894 წელს გაიხსნა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში და მამა რაჟდენი აქაც პედაგოგად განამწესეს. იგი ასევე დაინიშნა სამღვდელო კანდიდატების საგამოცდო კომისიის წევრად. XIX საუკუნის 80-იან წლებში რაჟდენი დაოჯახდა. ცოლად მოიყვანა ოლღა გიორგის ასული (დაბ. 1861წ.),რომელთანაც 7 შვილი შეეძინა: ბარბარე (1889წ. პედაგოგი), თამარი (1890წ.), შალვა (1891წ. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტი), ნინო (1893წ.), ელისაბედი (1895წ.), ელიზბარი და ქეთევანი. 1884 წელს გაბრიელ ეპისკოპოსისა და გალობის აღმადგინებელი კომიტეტის მიერ ქ. ქუთაისში მივლინებულ ფილიმონ ქორიძეს კომისიის წევრებმა გამოურჩიეს მცოდნე მგალობლები: რაჟდენ ხუნდაძე, დიმიტრი ჭალაგანიძე, ივლიანე წერეთელი, რომელთაც ანტონ დუმბაძე უწევდა მეთვალყურეობასა და ხელმძღვანელობას. ფილიმონის მიერ მათგან 1885-1886 წლებში ჩაწერილი საგალობლები მხოლოდ ათი წლის შემდეგ, 1895 წელს გამოიცა კრებულად. ეს კრებული საგალობელთა პირველ ისტორიულ გამოცემას წარმოადგენს. დეკანოზი რაჟდენი მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული. დიდია მისი დამსახურება საეკლესიო ლიტერატურის სფეროში. მან ზედმიწევნით იცოდა საეკლესიო ტიპიკონი, სახარებისა და სამოციქულოს კილოში კითხვა. 1890 წელს მან შეკრიბა და პირველად ქართულ ენაზე გამოსცა ტიპიკონის სახელმძღვანელო, რომელიც 1911 წელს ხელახლა გამოიცა. წიგნის წინასიტყვაობაში იგი წერს: „ვისაც უნდა კარგი მწირველი და მლოცველი იყოს, მან უეჭველად ტი- პიკონიც კარგად უნდა იცოდეს. ეკლესიის მსახურმა რაც არ უნდა ზედმიწევნით იცოდეს საღვთო და საეკლესიო წიგნების კითხვა, მისთვის უქმი და გამოუდეგარია იგი, თუ მან ტიბიკონიც კარგად არ იცის“. მამა რაჟდენს ასევე შეუდგენია ძველი ქართული სიტყვების ახსნა-განმარტებითი ლექსიკონი. რომელიც მისმა ქალიშვილმა ქეთევანმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას გადასცა. 1901 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკონ რაჟდენს მღვდლად დაასხა ხელი და ქუთაისის წმინდა გიორს გის სახელობის ეკლესიის კრებულში განამწესა. 1907 წელს მამა რაჟდენი ხელმეორედ დაინიშნა სამღვდელო კანდიდატების საგამოცდო კომისიის წევრად. ეკლესიაში ერთგული და პატიოსანი სამსახურისათვის მას სხვადასხვა წლებში მი1 ღებული ჰქონდა ჯილდოები: ოქროს მედალი, წმინდა ვლადიმერის ლენტით, ადამიანების სიკვდილის გან გადარჩენისათვის. ასევე ვერცხლის სამახსოვრო მედალი 1859- 1864 წლებში ჩრდილოეთ კავკასიის ომის დასრულებასთან დაკავშირებით. ღარიბი სამღვდელოების სამზრუნველოში 12-წლიანი თავდადებული სამსახურისათვის იგი წმინდა ანას!III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1911 წელს სკუფია უბოძეს, ხოლო XX საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს კამილავკა და სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. ცალკე აღნიშვნის ღირსია დეკანოზ რაჟდენის დამსახურება ქართული გალობის გადარჩენის საქმეში,
რასაც იგი დიდი სიყვარულითა და მონდომებით უძღვებოდა. მას გურულ-იმერული გალობის პირვანდელი სახით აღდგენის საუკეთესო საშუალებად მიაჩნდა სადა კილოს ჩაწერა, რაც მან განახორციელა 1911 წელს, როდესაც გამოსცა სამ ხმაზე ჩაწერილი საგალობელთა კრებული. მამა რაჟდენის ჩაწერილი ეს საგალობლების კრებული გამოცემამდე, 1903 წელს სპეციალისტების დახმარებით შეუმოწმებია დეკანოზ მელიტონ კელენჯერიძეს. აი, რას წერდა იგი ამ ნაშრომის წინასიტყვაობაში: „ცდამ გვიჩვენა, რომ ფილიმონ ქორიძის გამოცემა თავისი სირთულით საკმაოდ ძნელი შესათვისებელია, რადგან იქ გადაღებული არ არის სადა კილო, არამედ ეგრედ წოდებული განვითარებული, გრძელი და გადაკრიმანჭულებული გალობა. მაგრამ საქმე ისაა, როდესაც გურულ-იმერულ გალობას შეურყვნელად დაცვის საკითხზეა ლაპარაკი, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ სადა კილო, რაც არა მარტო ნაციონალური ხასიათის მასალაა, არამედ პირვანდელ მარტივ კილოსაც წარმოადგენს, რომელზედაც შენდება ყოველი შემდეგი ნაწარმოები. და თუ პირველი დაიკარგა – მეორე ვერაფერს გვეტყვის პირველზე. ამ გარემოებათა გამო აუცილებელი შეიქმნა ამ სადა კილოს ნოტებზე გადაღება და გამოცემა. ამ ნაშრომის მიზანი ისიც არის, რომ შემონახული იქნას ქართული გალობა, როგორც უშრეტი წყარო მომავალი ნიჭიერი მუსიკოსების შე
31-2 საპატრიარქოსუწყებანი N31 20-26სექტემბერი 2012წ გვ.19
დეკანოზი რაუდენ ხუნლაძე 1845/48 –– 1929 (გაგრძელება)
მოქმედებისათვის“. წმინდა ფილიმონ ქორიძის გარდაცვალების შემდეგ, წმინდა ექვთიმე კერესელიძემ ამ საქმის დამთავრება (დანარჩენი ორი ხმის შეწყობა) გურულ-იმერული საგალობლების შესანიშნავ მცოდნეს – მამა რაჟდენ ხუნდაძეს მიანდო: „ამ დროიდგან დავიწყე ნოტის საგალობლებზე ზრუნვა, დავიწყე წეს-რიგზე და გადავარჩიე ცალ ხმიანი საგალობლები, რომ სამ ხმაზე დავაწერინო ვისმეს. 1912 წელს ქორიძე უკვე ცოცხალი არ იყო, აღარ იყვნენ არც დუმბაძეები. ამისათვის გელათიდგან ქუთაისს, მღვდელ რაჟდენ ხუნდაძესთან მივედი და შევეკითხე: მე მაქვს ცალ ხმაზე ქორიძისგან დაწერილი ათასამდე საგალობელნი და ვეძებ იმისთანა მცოდნე მგალობლებს, რომ ის ცალფა ხმაზე დაწერილი საგალობლები სამ ხმაზე გაიწყოს და ნოტებზე გადაღებულ იქმნას მეთქი. მან მითხრა: რაღა შორს ეძებ მგალობლებს და გადამღებს, ესენი მე თვითონ კარგად შემიძლია ვიგალობო, სამ ხმაზე გავაწყო, დავსწერო და გამზადებული გადმოგცე და გადმოცემის დროს ორივემ ვიგალობოთ ნოტებით, რომ კარგად მოწონებულად იყოს ნოტებზე დაწერილი და გადაღებული...“ – გადმოგვცემს წმინდა ექვთიმე კერესელიძე თავის ნაშრომში – „ისტორია ქართული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა“.
დეკანოზმა რაჟდენმა რამდენიმე წლის განმავლობაში სამხმიანი გუნდისათვის გააწყო 3100 სიმღერაგალობა. მუსიკალური მემკვიდრეობის სახით შემორჩენილია მისი სანოტო რვეულები, რომელშიც მრავალი სიმღერა-გალობაა თავმოყრილი. ამ რვეულებს თან ახლავს მოძღვრისავე წარწერა: „დიდი ხანია მცოდნე მგალობლები მიიცვალნენ და დღეს აღარავინ არის! საუკუნოდ იყოს მათი ხსენება! ეს ხმები ჩვენი ერის ჰარმონიული შემოქმედებაა. ბევრს შეუგნებელს კი მიუღებელი და გადასაყრელი ჰგონია, რაკი ეკლესიური სიტყვებით არის დაწერილი“. სწორედ ასეთ გულგრილ დამოკიდებულებას ებრძოდა მთელი თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით იგი. დეკანოზი რაჟდენი მწვავედ განიცდიდა ქართული საეკლესიო გალობის სავალალო მდგომარეობას და
ბევრი იღვაწა კიდეც, როგორც პედაგოგმა და მოღვაწემ: ასწავლიდა ქართულ გალობას, სკოლებში აყალიბებდა მომღერალთა გუნდებს, მართავდა საჯარო კონცერტებს. ამის მაგალითია 1916 წელს ქუთაისში გამართული კონცერტი, რომელიც მისი ლოტბარობით
ჩატარდა. ამ კონცერტზე შესრულდა ის საგალობლები, რომლებიც ბოლო70 წლის განმავლობაში არ აჟღერებულა. ყველა ეს საგალობელი რაჟდენმა ნოტებზე ჩაიწერა. აი, რას წერდა იგი ქართული გალობის შესახებ: „გალობა და სიმღერა ორივე ეროვნული საქმეა, მაგრამ, რადგან გალობა, უფრო
ეკლესიის კუთვნილებას შეადგენს, ამის ყოფნა-არყოფნის შესახებ, სამღვდელოება უფრო უნდა ზრუნავდეს. ის უფრო ახლოს სდგას ამ საქმესთან, ვიდრე ერისკაცები. ერისკაცები კი საერო
სიმღერებზე უფრო უნდა ზრუნავდნენ და ორივე კი, ორივეზე. გალობა-სიმღერის დიდი მნიშვნელობა ყოველმა შეგნებულმა ადამიანმა იცის. მოკლედ რომ ვსთქვათ: გალობის გარეშე საღვთო მსახურება მკვდარია და ერიც „ უსიმღერო -- უსუსური და უკულ- ტუროა“. დიდი სიხარულით შეხვდა 1917 წელს მამა რაჟდენი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკე- ფალიის აღდგენას. იგი აქტიურად
4 მონაწილეობდა პირველი საეკლესიო კრების მუშაობაში. იგი ასევე მიესალმა გორის ეპისკოპოს ანტონის (გიორგაძე) ქუთათელ კათედრაზე დანიშვნას და გაზეთ „ჩვენი ქვეყნის“ ფურცლებზე მისალოცი წერილიც გამოაქვეყნა: „მთელმა საქართველომ იდღესასწაულა პირველ
ოქტომბერს განუსაზღვრელის აღტაცებულის სიხარულით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევა. უძველესმა მცხეთის ტაძარმა კვლავ იხილა 117 წლის შემდეგ მისი განახლება, მისი დიდების აღდგენა, რომელიც მას უღვთო ტლანქმა ძალამ წაართვა. დღეს კი დასავლეთ საქართველო, კერძოდ კი, ქუთაისი განიცდის უაღრეს სიხარულს. დღეს ქუთაისი ეგებება თავის საყვარელ მღვდელმ- თავრის, მაღალყოვლადუსამღვდელოესს, ქუთათელ მიტროპოლიტს. ეს სახელი ქუთაისთან შესისხლხორცებული იყო ამ ასი წლის წინეთ. დღეს კი ჩვენს ყურს უცხოდ ეჩვენება. 117 წელია მას შემდეგ, რაც
უწყალო, უსამართლო, უღვთო მსაჯულმა ქუთათელი მიტროპოლიტი ფეხშიშველი და თავშიშველი თავის სახლიდან გაათრია და რუსეთში წაიყვანა, რომელმაც გაჭირვებას ვერ გაუძლო და გზაში გარდაიცვალა. აი, სწორედ ამ დროს ახადეს ჩვენს სამოციქულო ქრისტეს ეკლესიას წმინდა მსოფლიო კრებისაგან მინიჭებული უფლება და უფლებამოსილი, უუფლებო, რუსის ეკლესიას დაუმორჩილეს. ბატონპატრონად მას მიუჩინეს რუსის სინოდი, რომელმაც ის „სიწმინდე“ და მზრუნველობა გამოუჩინა, რომ 150 მილიონის შემოსავლიანი მამულები წაართვა, შინაგანი ეკლესიის სიმდიდრე, ფასდაუდებელი თვალ-მარგალიტები გაზიდა. ქართველ მეფეთაგან შემკობილ ხატებს აუარებელი ძვირფასი ალმასები
ააცალა, ქართული წიგნები გამოყარა და შიგ სლავიანური შემოზიდა. „ღმერთო, ღმერთოს“ მაგიერ „ბოჟე, ბოჟე“ გვაძახა, მღვდლები ჩინოვნიკებად გადააქ- ცია, მრევლი და მოძღვარი ერთი მეორეს შეაძულა და გადაკიდა. ყველა ამას და მრავალ სხვა უბედურებას დღეს
31-3 საპატრიარქოსუწყებანი N31 20-26სექტემბერი 2012წ გვ.20
დეკანოზი რაუდენ ხუნლაძე 1845/48 –– 1929 (დასასრული)
ქართველი ერი შხამ-ნაღველით იგონებს და ისტორიის შხამიან ფურცლებს აბარებს, დაკარგულ დიდებას იბრუნებს, გონებას სცილდება და თავისუფალ ხანაში გადადის და რა გასაკვირველია, რომ
დღეს ქუთაისი სულითა და გულით ამას დღესასწაულობს? ჩვენ მარტოის კი არ გვახარებს, რომ ქუთათელმიტროპოლიტობა განახლდა. ჩვენი სიხარული ის არის, რომ ჩვენი საყვარელი მიტროპოლიტი ანტონი თავისი მეთაურობით ჩვენს ეკლესიას დაუბრუნებს იმ ქართველურ ელფერს, რაც წინეთ ჰქონდა, სანამ მას არ გადააგვარებდნენ და გადააუკუღმართებდნენ. ვიმედოვნებთ, მათი მეუფება იქნება მტკიცედ ძლიერი დარაჯი მისდამი ღვთივმონიჭებული სამწყსოისა. სიხარულს კვლავ გვიასკეცებს ის, რომ ამ ჩვენი ეკლესიის თავისუფლებას მოჰყვება მთელი საქართველოს თავისუფლება, სრული ბედნიერება და მაშინ, მხოლოდ მაშინ იდღესასწაულებს სრულის გამარჯვებით მთელი საქართველო ბრწყინვალე აღდგომას“. 1923 წელს ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა
(ლეჟავა) მამა რაჟდენს ეკლესიაში 50-წლიანი ერთგული და თავდადებული სამსახურისათვის დეკანოზის წოდება მიანიჭა. 80 წელს გადაცილებული მოძღვარი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ხშირად ავადმყოფობდა. კომუნისტების მიერ შევიწროებული სამღვდელოებისა და ეკლესიის დევნამ ძლიერ იმოქმედა მის შინაგან სამყაროზე. 1929 წლის 30 ოქტომბერს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ დეკანოზი რაჟდენი დილით, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ოჯახის წევრებმა და ნათესაობამ მისი ცხედარი 3 ნოემბერს ქუთაისის საერო სასაფლაოზე დაკრძალეს.
გარდა ძველი ქართული მუსიკალური შემოქმედების სწავლებისა და სანოტო სისტემაზე დაფიქსირებისა, დეკანოზი რაჟდენი აქტიურად თანამშრომლობდა იმჟამინდელ პრესასთან. სისტემატურად აქვეყნებდა წერილებს ჟურნალ-გაზეთებში: „დროება“, „ივერია“, „კვალი“, „კოლხიდა“, „მწყემსი“, „ფარი“, „შინაური საქმეები“, „ჩვენი ქვეყანა“, „განათლება“
და სხვა პერიოდულ გამოცემებში. იგი რაჟდენ საჯავახოელის და ბეკო ქართველიშვილის ფსევდონიმე- ბით წერდა. აქვეყნებდა სტატიებს ქართული სიმღერა-გალობის დავისა და გავრცელების შესახებ. ესარჩლებოდა ცარიზმის მიერ დევნილ ქართულ ენას. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც მეფის მთავრობამ ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა აკრძალა და ქარულ ეკლესიაში სლავური საეკლესიო ენა შემოიღო. იგი აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საპროტესტო გამოსვლებში, რომელიც უკავშირდებოდა 1893 წელს მეფის მთავრობის განზრახვით ბაგრატის ტაძრის ნანგრევების აღებას და მის ადგილას სემინარიის შენობის აგებას. მოძღვარი თავისი პატრიოტული ლექსებითა და პუბლიკაციებით, სხვა ქართველ მოღვაწეებთან ერთად, მხურვალე მონაწილეობას იღებდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. დღეს ჩვენთვის ცნობილია დეკანოზ რაჟდენ ხუნდაძის მიერ ნოტებზე გადაღებული 1641 საგალობელი და 277 ხალხური სიმღერა. ეს უნიკალური მასალა რუსეთის მიერ საქართველოს ხელმეორედ ოკუპაციის შემდეგ მამა რაჟდენმა ზედაზნის მონასტრის ბერებს გადასცა შესანახად, სადაც მხოლოდ
1937 წელს რაჟდენის უფროსმა ვაჟმა - შალვა ხუნდაძემ შემთხვევით მიაკვლია და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირისა და ხალხური შემოქმედების სახლს (ამჟამად ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი) გადასცა.
32 საპატრიარქოს უწყებანი N32 27სექტემბერუ-4ოქტომბერი გვ.17
სვერის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია და იქ მოღვაწე სასულიერო პირები
ჭიათურის რაიონის სოფელ სვერში დგას წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია. საეკლესიო ჩანაწერების თანახმად, იგი აგებულია 1806 წელს, ქვისგან. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ცნობილია რამდენიმე წყარო და გადმოცემა ტაძრის აშენებასთან დაკავშირებით. აქ დასაფლავებულია ერთი პიროვნება, გვარად ღვალაძე, რომელიც XIX საუკუნეშია გარდაცვლილი. მას ეკუთვნოდა ეკლესიის ამჟამინდელი მიწა, რომელიც მან შემდგომ ეკლესიას და სასაფლაო ტერიტორიას შესწირა. გადმოცემის თანახმად, ის ეხმარებოდა ტაძრის მაშენებელთაც. არსებობს ცნობა, რომ XVIII საუკუნის შუა ხანებში ერთ-ერთმა დედოფალმა ამ ტაძარს იოანე ნათლისმცემლის სახელობის ძვირფასი ხატი შესწირა, რომლის ადგილსამყოფელი დღესაც უცნობია. 1880 წელს ეკლესია შეკეთდა და განახლდა ადგილობრივი მღვდლის, ღენტორ წერეთლის მეცადინეობით.
32-1 საპატრიარქოს უწყებანი N32 27სექტემბერუ-4ოქტომბერი გვ.18
სვერის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია და იქ მოღვაწე სასულიერო პირები (გაგრძელება)
ამჟამად ტაძრის განახლებასა და რესტავრაციას ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის (დათუაშვილი) ლოცვა-კურთხევით ხელმძღვანელობს ადგილობრივი მკვიდრი, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული, მღვდელი გიორგი წერეთელი.
მამა გიორგი შეძლებისდაგვარად კვირაში ერთხელ პარაკლისს, ხოლო თვეში ორჯერ წირვა-ლოცვასაც აღასრულებს სვერის ტაძარში. სოფლის მოსახლეობის დახმარებით იგი ღონეს არ იშურებს, რათა ტაძარში ძველებურად აღდგეს ღვთისმსახურება.
საქართველოს სახელმწიფი ცენტრალურ, საისტორიო არქივის საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის ფონდში დაცული საბუთების თანახმად, სვერის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის პირველი წინამძღვარი გახლდათ მღვდელი ნიკოლოზ ფარსადანის ძე ცუცქირიძე, რომელიც 1797 წელს იმერეთში, საბატონო გლეხის ოჯახში დაიბადა. ჰყავდა ორი ვაჟი: გიორგი (დაბ. 1824წ.) და იოანე (დაბ. 1829წ.) მცირეოდენი წერა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი თავის მოძღვართან ისწავლა. 1818 წელს ხინოწმინდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) მღვდლად დაასხა ხელი და სვერის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. XIX საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში მანდაეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს, სადაც 1865 წლამდე იხსენიება. მეორე წინამძღვარი, მღვდელი გიორგი თანდილას ძე გაჩეჩილაძე 1784 წელს იმერეთში, საბატონო გლეხის ოჯახში დაიბადა. (ცოლად ჰყავდა თინათინ ნასყიდას ასული, რომელთანაც ორი ვაჟი -–– ალექსი (1821წ.) და ანდრია (დაბ. 1832წ.) –- შეეძინა. მამა გიორგიმ წერაკითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში ისწავლა. 1810 წელს ხინოწმინდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) მღვდლად დაასხა ხელი და დარბაიძეების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. XIX საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში სვერის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს, სადაც 1845 წლამდე მსახურობდა. სვერის ეკლესიის მესამე წინამძღვარი გახლდათ მღვდელი გრიგოლ დავითის ძე წერეთელი, რომელსაც
1845 წელს იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) მღვდლად დაასხა ხელი. მღვდელი გრიგოლი 1873 წლის 19 ივლისს გარდაიცვალა.
მომდევნო წინამძღვარი, მღვდელი ღენტორ სვიმონის ძე წერეთელი 1845 წელს იმერეთში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. ოჯახში პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ მშობლებმა პატარა ღენტორი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. სწავლის წარჩინებით დასრულების შემდეგ მან საეკლესიო
ტიპიკონი და გალობა ჭელიშის მონასტერში ისწავლა,სადაც რამდენიმე წელი დაჰყო. 1868 წლის იანვარში იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ითხვისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესა. 1870 წლის 29 იანვარს მეუფე გაბრიელმა იგი დიაკვნად აკურთხა და სვერის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად დანიშნა. 1871 წელს დიაკონმა ღენტორმა
ეპისკოპოს გაბრიელის ლოცვა-კურთხევით ეკლესიასთან გახსნა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, სადაც პატარებს თავადვე ასწავლიდა უსასყიდლოდ. მამა ღენტორის მღვდლად კურთხევასთან დაკავშირებით შემორჩენილია დეკანოზ მელიტონ კელენჯერიძის მოგონება, სადაც ვკითხულობთ: „ითხვისის (დარკვეთის თავზეა) ეკლესიაზე იყო მთავარდიაკვნად ღენტორ წერეთელი, რომელიც სასულიერო სასწავლებელში დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძის მეუღლის ხარჯით
გაიზარდა. წერეთელს მღვდლად კურთხევა ეჩქარებოდა. თხოვნა გაუგზავნა მთავრინას, რომ გაბრიელისთვის ებრძანებინა მისი კურთხევა. დიდმა მთავრინამ გაბრიელს მოსწერა, მაგრამ მან მაინც არ აკურთხა და დიდხანს გააჩერა უკურთხად“. როგორც ეპისკოპოს გაბრიელის ცხოვრებიდან ვიცით, მას არ უყვარდა ეკლესიის საქმეებში საერო მოხელეებისა და თავად-აზნაურთა უადგილო ჩარევები, იგი ფრიად შეუვალი და მტკიცე დამცველი გახლდათ საეკლესიო წესე- ბის, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მან უარი უთხრა „მთავრინას“ ასეთ თხოვნაზე. 1873 წლის 30 აგვისტოს მეუფე გაბრიელმა დიაკვან ნესტორს მღვდლად დაასხა ხელი და სვერის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. 1874 წელს იმერეთის ეპარქიის სვერის სამთავარხუცესო ოლქმა მღვდელი ღენტორი საეპარქიო კრებაზე დამსწრე დეპუტატად გამოარჩია. 1884 წლის 18 ნოემბერს ეკლესიაში ერთგული და თავდადებული სამსახურისათვის ეპისკოპოსმა გაბრიელმა საგვერდულით დააჯილდოვა. მამა ღენტორი დიდ ყურადღებას უთმობდა მრევლსა და მომავალ თაობებში სწავლა-განთლების გავრცელების საქმეს. იმ პერიოდში საქართველოში ძალიან იშვიათი იყო საეკლესიო პერიოდული გამოცემები, ჟურნალგაზეთები და ხალხი მოკლებული იყო სულიერ საზრდოს. 1883 წლის მიწურულს იმერეთში დეკანოზმა დავით ღამბაშიძემ დაიწყო სასულიერო ჟურნალ „მწყემსის“ გამოცემა, რამაც ფრიად დიდი გამოხმაურება პოვა სამღვდელოებაში. ამ სასიხარულო მოვლენას მამა ღენტორიც გამოეხმაურა და რედაქტორს სთხოვდა, უფრო მეტი ყურადღება მიექცია ჟურნალის სწრაფად და ხარისხიანად გავრცელებისათვის დაბა-სოფლებში. აი,
32-2 საპატრიარქოს უწყებანი N32 27სექტემბერუ-4ოქტომბერი გვ.19
სვერის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია და იქ მოღვაწე სასულიერო პირები (გაგრძელება)
რას წერდა იგი: „ორი წელიწადი გავიდა, რაც თქვენ პატივცემულ გამოცემას ვიწერთ. მომავალი წლიდან, როგორც გვპირდებით, თითქმის თითოეულ კვირაში გამოვა „მწყემსი“. რამდენად სასარგებლო არის ამგვარი გამოცემა ჩვენი სამღვდელოებისათვის და რამდენად საჭიროა მღვდლისათვის მიყრუებულ სოფლებში ამისთანა გამოცემა, ამის დამტკიცება, ვგონებ, საჭირო არ არის. დღემდის ჩვენ ერთ წლამდე ვერ შევიტყობდით ხოლმე მთავრობის განკარგულებას. წარმოიდგინეთ, რომ უმაღლესად გამოცხადებული მანიფესტები ხანდისხან ერთ წელს იქით
ეცხადებოდა ხოლმე სამღვდელოე- ბას სოფლებში. ამას წინეთ ომიანობის გამოცხადებაზე უმაღლესი მანიფესტი ზოგიერთ სოფლებში მაშინ გამოცხადდა, როდესაც ომიანობა თითქმის გათავებული იყო! ხშირად რუსულად იგზავნებოდა ხოლმე სხვადასხვა განკარგულებანი, რომლების სამღვდელოებას არ ესმოდა რა. დღეს, მადლობა ღმერთს,
ამგვარ გაუგებლობას აცილებულია ჩვენი სამღვდელოება. მაგრამ საქმე ის არის, რომ რა საშუალებით უნდა ვიღებდეთ ამ ჩვენთვის სასარგებლო გამოცემას. ბლაღოჩინები ამ გაზეთის მიღებას და დარიგებას არ იღებენ თავზე. შეუძლია თუ არა, ამ შემთხვევაში უარი უთხრას ბლაღოჩინმა თავის სამღვდელოებას გაზეთების დარიგებაზე? ჩვენის აზრით, ბლაღოჩინს არა აქვს ნება გაზეთის მიღებაზე და დარიგებაზე უარი განაცხადოს. ამ გაზეთებში ხომ, სხვათა შორის, მთავრობის განკარგულებები იბეჭდება და რატომ არ უნდა დაურიგონ სამღვდელოებას ამისთანა ცნობები. ჩვენი აზრით, არა თუ უარის თქმა არ შეუძლიათ ბლაღოჩინებს ამ გაზეთის დარიგებაზე, არამედ პირდაპირი მათი მოვალეობაა, რომ ეს გაზეთები მათ მიიღონ ფოსტებიდან და დაურიგონ სამღვდელოებას. თუ ეს ასე მოხდება, მაშინ ჩვენ შეგვეძლება ყოველივე მალე შევიტყოთ და მალე ვაცნობოთ ხალხსაც. იმედი გვაქვს, რომ ამაზე სასულიერო მთავრობაც მოახდენს განკარგულებას. ამასთან, ჩვენ არ გვჯერა, რომ ჩვენთან ერთად ჩვენი მოძმენიც ამის თანახმანი არ გახდებიან“. 1889 წლის 17 ივლისს მამა ღენტორმა კიდევ ერთი სკოლა გახსნა სოფელ სვერში. 1889 წლის 31 ოქტომბერს სვერის ოლქის სამღვდელოებამ იგი სულიერ მოძღვრად გამოარჩია. 189! წლის აპრილში სკუფია უბოძეს. 1897 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა, ხოლო 1907 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა, რომლის მიღება მან, სამწუხაროდ, ვეღარ მოასწრო. მღვდელი ღენტორი 1907 წლის 20 მარტს ავაზაკებმა მოკლეს. მამა ღენტორის მკვლელობასთან დაკავშირებით გაზეთი „ისარი“ თავის ფურცლებზე წერდა: „როგორც შორაპნის მაზრიდან გვატყობინებენ, 20 მარტს ვიღაცეებს მოუკლავთ სვერის მღვდელი ღენტორ წერეთელი და სოფელ თვალუეთის მცხოვრები გლეხი ბესარიონ ბიწაძე. ამ დღეს, დილით სვერში მღვდელ წერეთელთან მისულა სამი ცხენოსანი, საპოლიციო დარაჯების ფორმაში გამოწყობილნი და თან მიუყვანიათ ბიწაძე. უცნობებს მღვდლისათვის უთქვამთ, სოფელ ცხრუკვეთში მღვდელ ნიკოლოზ წერეთლისას
გაჩერდა ბოქაული, გამოძიებას ახდენს, თქვენ გიბარებთ და უნდა წამოხვიდეთო. მღვდელი წაჰყოლია. როცა მიახლოებიან მამა ნიკოლოზის სახლს, წინ დახვედრიათ მეოთხე უცნობი, დარაჯისავე ფორმაში გამოწყობილი, რომელსაც უთქვამს, ბოქაული ხევში გადავიდა, სადაც ამას წინად აფრასიონ მერკვილაძე მოჰკლეს, და უნდა ადგილობრივ წავიდეთო. წასულან ხევში, როცა ჩასულან, დაუხლიათ თოფები და ორივე მოუკლავთ. ამის შემდეგ უცნობები მიმალულან. ეს ამბავი უცნობებიათ მაზრის უფროსისათვის ზესტაფონში, საიდანაც მეორე დღეს წასულა ბოქაული მახარაძე დარაჯების თანხლებით“.
იგივე გაზეთი შემდეგ ნომერში წერდა, რომ მოძღვარი და გლეხი ბესარიონ ბიწაძე კი არ მოუკლავთ, არამედ ჩამოახრჩვესო.
1911 წელს ქუთაისში გამომავალი გაზეთი „კოლხიდა“ წერდა: „ჩვენ ხელთა გვაქვს 61 ფურცელზე დაწერილი საბრალდებო ოქმი ცნობილი „მერკვილაძის საქმის“ გამო. დღეს, როგორც ვუწყით, მერკვილაძე ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მისი რაზმიდან ოცდათორმეტი კაცი კიდე დარჩა, რომელნიც დღეს პასუხისგებაში არიან მიცემულნი. მათ ბრალად ედებათ 17-ზე მეტი მკვლელობა, მათ შორის, 1905 წელს მღვდელ გიორგი ფერაძისა და 1907 წელს მღვდელ ღენტორ წერეთლის მოკვლა. ორას თორმეტი მოწმეა დანიშნული ამ საქმეში. ოქმები ჩაბარებული აქვთ უკვე ბრალდებულთ და საქმეს მოკლე ხანში გაარჩევს სამხედრო სასამართლოს სესია“. მამა ღენტორს ჰყავდა მეუღლე მართა ლეონტის
(ლევანის) ასული გამცემლიძე (დაბ. 1847წ.) და სამი ვაჟი: სიმონი (დაბ. 1875წ., დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია), ვასილი (დაბ. 1879წ., დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი) და აბესალომი (დაბ. 1884წ., დაამთავრა ოდესაში სამედიცინო ინსტიტუტი, სადაც გაიცნო მომავალი მეუღლე მარიამ ერშოვა). მეხუთე წინამძღვარი, მღვდელი გრიგოლ პარმენის ძე წერეთელი 1872 წელს იმერეთში, აზნაური მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1892 წელს წარჩინებით დაასრულა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1892 წლის ოქტომბერში იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მერჯევის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1893 წლის 25 ივნისს ითხვისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მედავითნედ და-
32-3 საპატრიარქოს უწყებანი N32 27სექტემბერუ-4ოქტომბერი გვ.20
სვერის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია და იქ მოღვაწე სასულიერო პირები (დასასრული)
ინიშნა. 1899 წლის 4 მაისს გაიარა ქუთაისის სასულიერო სემინარიასთან არსებული საგამოცდო კომისია და მიიღო ნებართვა ხელდასხმაზე. 1899 წლის 14 ნოემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა და ითხვისის ეკლესიაში დაადგინა. 1906 წლის 11 ივნისს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) მღვდლად დაასხა ხელი და ტყემლოვანის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1907 წლის 1 აპრილს სვერის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1912 წლის 1 აპრილს ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორიის გადაწყვეტილებით მამა გრიგოლი სვერის ერთკლასიანი სახალხო სკოლის საღვთო სჯულის მასწავ ლებლად დაინიშნა. 1913 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა. 1913 წლის 12 სექტემბერს მოძვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს, სადაც XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლომდე მსახურობდა. ჰყავდა მეუღლე ანა იოსების ასული (დაბ. 1878 წლის 21 ოქტომბერს) და შვილები: პავლე (1901წ. 10 თებერვალი), პეტრე (1909 წლის 23 მაისი), ანდრია (1911 წლის 10 აგვისტო) და პარმენი (1913 წლის 1 ივლისს). მეექვსე წინამძღვარი, მღვდელი გრიგოლ ტატიშვილი 1882 წელს ქუთაისის გუბერნიაში, სოფელ ცხრუკვეთში, აზნაური მლვდლის დიმიტრი ტატიშვილისა და ელისაბედ გედევანის ასულის ოჯახში დაიბადა. 1897-1901 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1901 წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1904 წლის 10 ოქტომბერს სასულიერო სემინარიის III კურსის სტუდენტი დიაკვნად აკურთხეს და თბილისის სასულიერო სასწავლებლის კარის ეკლესიის ღვთისმსახურად დაინიშნა. 1905 წლის 20 მაისს ავლაბრის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში მედავითნის შტატში. 1906 წლის 10 აპრილს თელავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში დიაკვნის შტატში გადაიყვანეს და მასვე დაევალა თელავის ორკლასიან სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვგთო სჯულის სწავლება. 1910 წლის 28 ნოემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ფშავში, არტაანის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1913 წლის 14 ოქტომბერს იმერეთის ეპარქიაში გადაიყვანეს და სვერის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. 1914 წლის 1 თებერვალს სვერის ერთწლიან სახალხო-სამინისტრო სკოლაში საღვთო
სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. 1924 წელს მამა გრიგოლმა სამღვდელოების მასობრივი დევნის პერიოდში შეწყვიტა მღვდელმსახურება და თბილისში სტატისტიკურ სამმართველოში დაიწყო მუშაობა. 1926- 1954 წლებში თბილისის ერთ-ერთ პურის ქარხანაში ბუღალტრად მუშაობდა. 1954 წლის 16 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ II-მ (ფხალაძე) სასულიერო ხარისხში აღადგინა და სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახლეობის საპატრიარქო ტაძარში განამწესა. XIX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1959/60 წლებში დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს. დეკანოზი გრიგოლი 1960-იან წლებში გარდაიცვალა. ჰყავდა მეუღლე ბარბარე მაქსიმეს ასული (დაბ. 1876წ.). მეშვიდე წინამძღვარი, მღვდელი ერმილე ჭყონია, სავარაუდოდ, მამა გრიგოლის სამრევლოდან წასვლის შემდეგ უნდა დანიშნულიყო. საეკლესიო ჩანაწერების
თანახმად, 1928 წლის 4 აპრილს კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) დააჯილდოვა საქართველოს ეკლესიის სამღვდელოება, რომელთა შორის იხსენიება სვერის ეკლესიის მღვდელი ერმილე ჭყონია, რომელიც სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. ტაძრის უკანასკნელი წინამძღვარი გახლდათ მღვდელი ნიკოლოზ იოანეს ძე ცუცქირიძე, დაბადებული 1847 წელს. იგი პირველი წინამძღვრის, მამა ნიკოლოზის შვილიშვილი გახლდათ. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი ჯრუჭის მონასტერში ისწავლა. 1868 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ტყემლოვანის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესა. 1874 წელს სვერის ეკლესიის მეორე მედავითნედ გადაიყვანეს. 1902 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) პირველ მედავითნედ დაადგინა. სავარაუდოდ, ნიკოლოზი დიაკვნად XX საუკუნის 20-იან წლებში ეკურთხა, ხოლო მღვდლად -- XX საუკუნის 30- იანი წლების დასაწყისში. სვერის მოსახლეობის გადმოცემით, მას სახლში ჰქონია მოწყობილი სანათლავი, ასევე ასრულებდა ჯვრისწერებს და სხვა საეკლესიო წესებს. გარდაიცვალა 1939 წელს ღრმად მოხუცებული და დასაფლავებულია სვერის ეკლესიის ეზოში.
34 საპატრიარქოს უწყებანი N34 11-17 ოქტომბერი, 2012წ გვ.18
ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია
| ნაწილი
წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ეკლესია ავლაბარში, დუშეთის ქუჩის 12 ნომერში მდებარეობს. იგი ეზოს სიღრმეშია განთავსებული და საცხოვრებელი სახლებითაა გარშემოტყმული. სამხრეთით, კარის ზემოთ, ქვაზე მოცემული ორენოვანი (ქართული და რუსული) წარწერა გვამცნობს, რომ ეკლესია აიგო 1856 წელს, მიტროპოლიც ისიდორეს კურთხევით. ისტორიული საზღერების მიხედვით, ეკლესია ქ. თბილისში, ძველი დედაქალაქის –- „ისნის“ ტერიტორიაზე მდებარეობდა, კახეთის მოედნის ჩრდილოეთით, XII სექტორში. ეკლესია 1802 წლის გეგმაზე გალავნითაა მოზღუდული, გალავნის აღმოსავლეთით ქართული სასაფლაოა. გალავანი გეგმით სამხრეთ-ჩრდილოეთითაა დაგრძელებული, ტაძარი მის დასავლეთ ნაწილში დგას. ისტორიკოს პლატონ იოსელიანის ცნობით, ავლაბრის წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ეკლესია თავდაპირველად აიგო ბერძენი ბერების
მიერ, მაგრამ თბილისის მრავალგზის აოხრების გამო –– დანგრეულა, საქართველოს სახელმწიფო არქივში დაცული საბუთების თანახმად, იგი აშენებული ყოფილა 1518 წელს ქვითკირით. 1826 წელს მას 40 კომლი საეკლესიო გლეხი ეკუთვნოდა და არ გააჩნდა რაიმე მამულები. 1824 წელს, საქართველოს ეგზარქოს იონას (ვასილევსკი) დროს, როდესაც ტაძრის წინამძლვარი გახლდათ მღვდელი იოანე სულხანიშვილი, განუახლებიათ და უკურთხებიათ მაცხოვრის მიგებების დღესასწაულის სახელობაზე. 1845 წელს ჩატარებულ ტაძრის აღწერილობაში წერია, რომ სამრეკლო იყო ხისა და ექვს ბოძზე იდგა. ეკლესია მეტრიკულ ჩანაწერებს აწარმოებდა 1824 წლიდან, ხოლო აღმსარებელთა სიებს -– 1830 წლიდან. 1852 წელს საქართველოს ეგზარქოს ისიდორეს (ნიკოლსკი) დროს დაწყებულა მცირე ტაძრის გადაკეთება, რომელიც 1856 წელს ხელახლა უკურთხებიათ წმინდა მარინეს სახელობაზე. ტაძარი ბაზილიკური, ქვის ქვითკირით ნაგები ყოფილა, კრამიტით გადახურული, მოგვიანებით კი თუნუქით. დასავლეთის მხარეს მიდგმული ჰქონდა რამდენიმესართულიანი სამრეკლო, რომლის დაბლა სართულიც ეკლესიის გაგრძელებას წარმოადგენდა. სამრეკლოსთან ყოფილა ქვითკირის კიბე მგალობლებისთვის. ფიცრის კანკელი სამიარუსიანი გახლდათ. სამრეკლოს გარდა ეკლესიის ეზოში აშენებული იყო საკრებულო სახლები. სულ ათი ნაგებობა მდგარა ეკლესიის სათავსოებით. გალავანში ტაძართან კირის ხსნარით აგებული, ერთსართულიანი, აივნიანი აგურის სახლი იდგა ეზოს მხარეს. ამჟამად ტაძარი დარბაზული ტიპის ნაგებობაა და იგი ე. წ. ევროპული აგურითაა აშენებული. აბსიდი სწორკუთხედშია ჩაწერილი და ფასადზე არ გამოიყოფა. შესასვლელი ორი მხრიდან აქვს, ცენტრალური სამხრეთით, ხოლო მეორე, მცირე კარი ჩრდილოეთ მკლავის აღმოსავლეთ კუთხეშია გაჭრილი. ფასადებზე სარკმლები აგურისავე თაღოვან საპირეებშია ჩასმული, მათ გვერდით ცრუ სარკმლები მონაცვლეობენ, ასეთსავე თაღებში მოქცეული. თითოეული მათგანი მუზარადისებრი მოხაზულობის მქონეა. მათი სიმეტრიული განლაგება თანაბარზომიერ რიტმს წარმოშობს. თაღებს შორის წყობის ჩაღრმავებით საფეხუროვანი ჯვრებია გამოყვანილი. ინტერიერს სამი საბჯენი თაღი ანაწევრებს, რომლებიც მარტივი პროფილის მქონე შვერილ პილასტრებს ებჯინებიან. ყველა თაღი შეისრულია, დასავლეთის მკლავზე ორქანობა სახურავით გადახურული სამრეკლოა დაშენებული. ფრონტონის ქვეშ, ორივე მხარეს, ჯვრებია მოცემული. ასეთივე ჯვრები ამკობს აღმოსავლეთით დაშენებულ მცირე, სწორკუთხა ფორმის ცრუ გუმბათსაც. კომუნისტების შემოსვლის პერიოდში დუშეთის ქუჩა ნატახტრის ქუჩად იწოდებოდა. როგორც ტაძრის ქონების მიღება-ჩაბარების აქტებიდან ირკვევა, 1932 წლის ქონების ჩამონათვლის სიაში არ შედიოდა ეზოში არსებული შენობა-ნაგებობები და ზარები. 1934 წელს სამრეკლო გაუქმებულია. ზარები ჩამოუხსნიათ და წაუღიათ მაშინდელი მთავრობის განკარგულებით. ეკლესიას ჩამოერთვა საკრებულო სახლები, რის გამოც ტაძრის კრებული კერძო ბინებში ცხოვრობდა და დიდ მატერიალურ გაჭირვებას განიცდიდა. ' 1938 წლის თებერვალში, 2 აქტის მიხედვით, წმინდა მარინეს სამრევლო ტაძრის ძირითადი ხატი სიონის საპატრიარქო ტაძარში გადააბრძანეს. ამ პერიოდიდან ტაძარი, თავისი ქონებით, ჩაიბარა 26 კომისართა სახელობის რაიონულმა საბჭომ. ღვთისმსახურება გაუქმდა და მასში ფოტოლაბორატორია განთავსდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის კალისტრატეს (ცინცაძე) ბრძანებით, წმიდა ოდიკი, სამირონე, ხატები და შესამოსელი სანთლის საწყობში გადაიტანეს. წმინდა მარინეს ეკლესიის მრევლი სიონის სამრევლოს მიაწერეს. 2002 წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ავლაბ
34-1 საპატრიარქოს უწყებანი N34 11-17 ოქტომბერი, 2012წ გვ.19
ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია (გაგრძელება)
რის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია კვლავ მოქმედია. ტაძრის წინამძღვარია არქიმანდრიტი იოაკიმე (ასათიანი). მასთან ერთად მსახურობენ დეკანოზი კონსტანტინე ხუროძე და მლვდელი იაკობ ასათიანი.
ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრები
1814-1827 მღვდელი იოანე ზაქარიას ძე სულხანიშვილი
1827-1843 მღვდელი სვიმონ ბასილის ძე გურგენიძე
1843-1849 დეკანოზი მიხეილ სვიმონის ძე გურგენიძე
1850-1873 დეკანოზი პლატონ ნიკოლოზის ძე ელიაშვილი
1873-1884 დეკანოზი ევსტათი პლატონის ძე ელიაშვილი
1885-1897 დეკანოზი სოლომონ ანდრიას ძე შოშიაშვილი
1897-1902 დეკანოზი მიხეილ გიორგის ძე ბერძენიშვილი
1902-1906 დეკანოზი ლაზარე ალექსის ძე ტურიაშვილი
1906-1914 მღვდელი ზაქარია მიხეილის ძე გულისაშვილი
1914-1930 დეკანოზი იაკობ გრიგოლის ძე ტატიშვილი
1930-1932 დეკანოზი ლევან ალექსის ძე ტლაშაძე
1932-1933 არქიმანდრიტი ამბროსი (ალადაშვილი)
1933-1935 იღუმენი ევაგრე (დიასამიძე)
1935-1936 დეკანოზი ბესარიონ ზაქარიას ძე ფურცელაძე
1936-1937 არქიმანდრიტი ამბროსი (ალადაშვილი)
1937-1938 დეკანოზი ხარლამპი ხუციშვილი
მღვდელი იოანე სულხანიშვილი 1786 წელს
თბილისში, ცნობილი დეკანოზის -- ზაქარია სულხანიშვილის ოჯახში დაიბადა. წარმოშობით აზნაურთა წოდებას ეკუთვნოდა. მისი მამა ზაქარია და ბაბუა, დეკანოზი იესე დაახლოებული იყვნენ
ქართლ-კახეთის სამეფო კართან და მეფეების, თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის კარის ეკლესიის მოძღვრები გახლდნენ. ასეთ სულიერ გარემოში
აღიზარდა მომავალი მოძღვარი და შემდგომში თავადაც იგივე ღვაწლი იტვირთა. პატარა იოანემ წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი მამამისთან ისწავლა, ხოლო ფილოსოფია -- ვეჯინის ლვთაების მონასტრის მღვდელმონაზონ იოსტოსთან (ანდრონიკაშვილი). ფლობდა სალაპარაკო რუსული ენასაც. ხელდასხმამდე,
წლების განმავლობაში მეტეხის ეკლესიაში მედავითნედ მსახურობდა. 1811 წელს საქართველოს ეგზარქოსმა ვარლაამმა (ერისთავი) დიაკვნად აკურთხა, 1814 წელს ისევ მეუფე ვარლაამმა მღვდლად დაასხა ხელი და თბილისის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა.
1827 წლის დასაწყისში მეტეხის ეკლესიაში გადაიყვანეს. მღვდელი იოანე 1835 წლის ივნისში გარდაიცვალა. მიღებული ჰქონდა საეკლესიო ჯილდო -
სკუფია. მამა იოანე ადრე დაქვრივდა. ჰყავდა ერთი შვილი -- დიმიტრი (დაბ. 1818წ.).
მღვდელი სვიმონ ბასილის ძე გურგენიძე 1790
წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. წარმოშობით აზნაურთა წოდებას ეკუთვნოდა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი მამასთან ისწავლა. არ იცოდა რუსული ენა. 1815 წელს ბერძენმა მიტროპოლიტმა თეოდოსიმ დიაკვნად აკურთხა, 1817 წელს მეუფე თეოდოსიმ მღვდლად დაასხა ხელი და თბილისის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა. 1827 წელს ამავე ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. მღვდელი
სვიმონ გურგენიძე იხსენიება მღვდელ ეფრემ ალექსი-მესხიშვილის ჩვენებებში, რომლებიც მან მისცა 1832 წლის შეთქმულების საგამომძიებლო კომისიას. როგორც ჩანს, იგი დაკავშირებული იყო შეთქმულების წევრებთან. მლვდელი სვიმონი 1843 წელს
გარდაიცვალა. ჰყავდა შვილები: დეკანოზი მიხეილი
(დაბ. 1822წ.) და ალექსანდრე (დაბ. 1824წ.).
დეკანოზი მიხეილ სვიმონის ძე გურგენიძე
1822 წლის 30 ოქტომბერს თბილისში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1837-1843 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, სადაც საფუძვლიანი განათლება მიიღო. კარგად ფლობდა რუსულ ენასაც. 1843 წელს მიხეილი დაქორწინდა მელანია გაბრიელის ასულზე (დაბ. 1823წ.), რომელთანაც 1844 წელს ერთი ასული მარიამი შეეძინა. 1843 წლის 10 ოქტომბერში თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა ევგენიმ (ბაჟენოვი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 17 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და თბილისის მაცხოვრის მირქმის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1845 წლის მიწურულს თბილისის ეკლესიების მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა. ამავე წელს დაქვრივდა. 1848 წელს, როდესაც ალიძრა საკითხი მოსკოვში ქართული საღვთო და საეკლესიო-საღვთისმსახურო წიგნების ბეჭვდისა, მამა მიხეილს, რო-
34-2 საპატრიარქოს უწყებანი N34 11-17 ოქტომბერი, 2012წ გვ.20
ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია (გაგრძელება)
გორც ქართულის კარგად მცოდნეს, დაევალა კორექტო- რობა და ამ მიზნით გაიგზავნა მოსკოვში. აქ იგი დაუახლოვდა ქართველ ბატონიშვილებს, საქართველოს უკანასკნელ დედოფალ მარიამს, რომელმაც ჩარიცხა იგი თავის ამალაში. 1850 წელს, დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, დაენიშნა პენსია 400 მანეთის ოდენობით. 1850 წელსვე დაინიშნა ქართული ენის მასწავლებლად მოსკოვის ლაზარევის აღმოსავლეთის ენების ინსტიტუტში და აგრევთვე მოსკოვის კონსტანტინეს სამიჯნაო ინსტიტუტში. 1857 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1859-60 წლებში თან ახლდა ქართველ ბატონიშვილებს საზღვარგარეთ მოგზაურობისას, მათთან ერთად მოიარა ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები. იყო ქველმოქმედი, თავმდაბალი, მოყვარული სამშობლოსი და მამობრივ მზრუნველი რუსეთში მყოფი ქართველი სტუდენტებისა. 1864 წლიდან ითხოვს საქართველოში დაბრუნების ნებართვას. 1868 წლის სააღდგომოდ მამა მიხეილი გაცივდა და ამავე წლის 18 ივლისს მოსკოვში ჭლექით გარდაიცვალა. მოსკოვში მამა მიხეილის დაკრძალვას დაესწრო ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი და პუბლიცისტი ნიკო ცხვედაძე, რომელიც 1866- 1870 წლებში მოსკოვის სასულიერო აკადემიაში სწავლობდა. მან ჟურნალ „დროებაში“ მცირედი წერილიც გამოაქვეყნა მოძღვრის შესახებ. იგი მოკლედ აღწერს მის ცხოვრებას და საუბრობს მამა მიხეილის დადებით თვისებებსა და სიკეთეზე, რაც მან აღასრულა თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში. აი, რას წერდა იგი: „განსვენებულ დეკანოზ მიხეილ გურგენიძის ხასიათში სხვათა შორის ის იყო შესანიშნავი, რომ მხოლოდ ის ქართველები უყვარდა, რომელიც თავის საქმეს ბეჯითად ეკიდებოდნენ. ამგვარი ყმაწვილისათვის ის თავს არ ზოგავდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ამ გვარად კაცები თავისდროზე გამოსადეგი იქნებიან თავის ქვეყნისათვის. რამდენ ახალგაზრდა ქართველს, სწავლის მიღების მსურველს, კუჭი რომ დასწვია შიმშილისაგან, დაუწყვია სანსალი აქა იქ, რომ, რა არის, შეხუდეს ვისმე კეთილ კაცს და ხელი გაიმართოს. მაგრამ საუბედუროდ ამ გვარი გაჭირვებული ყმაწვილები ერთი კაცის მეტს ძნელად პოულობდნენ, იმისთანა კაცებსა, რომლებსაც თავიანთ ქუეყანა ჰყვარებოდათ და ამისა გამო თავიანთი ქუეყნის კაცებისათვის არაფერი დაეზოგათ. ეს ერთი კაცი იყო განსვენებული დეკანოზი მიხეილ გურგენიძე. ვისაც მოსკოვის უნივერსიტეტში და სასულიერო აკადემიაში შეუსრულებია კურსი, ყველამ იცის ამისი გულკეთილობა და ლტოლვილობა მისდამი, რომ მიუცია შემწეობა შევიწროებული სტუდენტებისათვის. არათუ მოსკოველებს, პეტერბურღის სტუდენტებსაც კი აძლევდა შემწეობას. ბევრჯელ საქართველოში წამოსასვლელად უთხოვნიათ ფული სესხად და ამ ცხონებულს შვიდ-შვიდ თუმნობით და ათ-ათ თუმნობით მიუცია. განსვენებულის მზრუნველობა აქაურ ქართველებზე იქამდინ მიაღწევდა, რომ სტუდენტს სიკვდილის დროსაც ეს უხდებოდა პატრონად. ამის ხელში სამიოდ სტუდენტი მომკვდარა და სამივე ამას დაუმარხავს. აი, ამ მიმართულებისა, მხურვალე სიყვარულის მქონე თავის მამულისადმი, გონიერი მამა აქაური ქართველებისა იყო ის კაცი, რომელიც 18 ივლისს გარდაიცვალა და 21-ს გამოასვენეს ქართველი ბატონიშვილების კარის ეკლესიიდან და გაამგზავრეს დიდი ცერემონიით იმ საიქიოს. დეკანოზი მიხეილი ამ სოფლად მოკვდა; მაგრამ არ მომკვდარა და არც მოკვდება მისი სახელი ჩვენ ყმაწვილ კაცებს შორის. ახალ თაობას მოსდევს იმოდენი ძალი, სიმართლის სიყვარული და ცოცხალი მეხსიერება, რომ მაგ გვარი მიმართულების კაცების სახელი ჩაიბეჭდოს თავის გონებაში და ღირსეულად მოიხსენიოს ხოლმე“.
(გაგრძელება იხ. შემდეგ ნომერში)
35 საპატრიარქოს უწყებანი N35 18-24 ოქტომბერი 2012წ გვ.17
ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია (გაგრძელება)
II ნაწილი
დეკანოზი პლატონ ნიკოლოზის ძე ელიაშვილი 1817 წელს დაიბადა. 1835-1841 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც II
ხარისხის დიპლომით დაასრულა. 1841 წლის 6 აგვისტოს საქართველოს ეგზარქოსმა ევგენიმ (ბაჟენოვი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 10 აგვისტოს მღვდლად დაასხა ხელი და ქვემო ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დანიშნა. 1844 წლის 16 სექტემბერს ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1846 წლის 6 სექტემბერს სოფელ ავჭალაში სკოლის გახსნის გამო და ბავშვებისთვის უსასყიდლოდ სწავლებისათვის კვლავ გამოეცხადა მადლობა. 1849 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1850 წლის მაისში თბილისის მაცხოვრის მირქმის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1852 წლის 20 მაისს მღვდელ პლატონ ელიაშვილს, ტაძრის გარემონტების გამო, ნება დართეს ტაძრის კანკელი და ინვენტარი დროებით ფერისცვალების მამათა მონასტერში გადაეტანა. 1854 წელს საეკლესიო საბუთების სარევიზიო კომიტეტის წევრად დაინიშნა. 1855 წლის 17 აპრილს იასამნისფერი სკუფია უბოძეს. 1856 წელს, მისი წინამძლვრობის
პერიოდში მოხდა ტაძრის ხელახალი კურთხევა წმინდა მარინეს სახელობაზე. 1860 წლის 14 მაისს ხავერდის კამილავკა ეწყალობა. 1862 წლის 28 აგვისტოს მამა პლატონს სიმსივნით გარდაეცვალა მეუღლე -–– ბარბარე, რომელიც იმ დროს 35 წლისა იყო. 1864 წლის 25 აპრილს იგი სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1868 წლის 1 იანვარს მამა პლატონი თბილისის საქალაქო სასამართლოში სასულიერო მსაჯულად დაინიშნა. 1868 წლის 28 აგვისტოს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1874 წლის 30 აპრილს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. დეკანოზი პლატონი, სავარაუდოდ, XIX საუკუნის 80-იან წლებში გარდაიცვალა. დეკანოზი ესტატე პლატონის ძე ელიაშვილი (იხ. მასზე სტატია გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანში“ 2008წ, N38); დეკანოზი სოლომონ ანდრიას ძე შოშიაშვილი (იხ. მასზე სტატია გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანში“ 2011წ. N3);
დეკანოზი მიხეილ ბერძენიშვილი 1841 წელს ცნობილი სასულიერო მოღვაწის, დეკანოზ გიორგი ბერძენიშვილის (შემდგომში დავით გარეჯისა და ხირსის მონასტრების წინამძღვარი, არქიმანდრიტი გრიგოლი. გარდაიცვალა 1869 წლის 5 ივლისს. დასაფლავებულია ხირსის მონასტერში) ოჯახში დაიბადა. 1864 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1864 წლის 26 ივნისს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) იგი დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და დუშეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. 1866 წლის 15 იანვარს დუშეთის სამხედრო ჰოსპიტალში საეკლესიო წესების უსასყიდლოდ შესრულებისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1868 წლის 23 იანვარს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1869 წლის 10 თებერვალს კავკასიისსასწავლო ოლქის ხელმძღვანელობამ დუშეთი-თიანეთის ორკლასიანი სკოლის საღვთო სჯულისა და ქართული
ენის მასწავლებლად დაადგინა. 1871 წლის 31 მარტს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ დუშეთის მაზრის III ოლქის მთავარხუცესის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. 1872 წლის 24 ნოემბერს, ოლქის სამღვდელოების თხოვნით, კვლავ გაუგრძელეს უფლებამოსილება. 1873
წლის 27 დეკემბერს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის გადაწყვეტილებით დუშეთის სანთლის ქარხნის მმართველად დაადგინეს. 1874 წლის 2 ნოემბერს დამტკიცდა მთავარხუცესის თანამდებობაზე. 1875 წლის 2 აგვისტოს სკოლაში ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1873 წლის 3 აპრილს სკუფია უბოძეს. 1876 წლის 6 ნოემბერს, კავკასიის არმიის მთავარი კაპელანის თხოვნით, საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ მამა მიხეილი დუშეთის სამხედრო ჰოსპიტლის კაპელანად დანიშნა, სადაც უსასყიდლოდ აღასრულებდა საეკლესიო წესებს. 1874 წელს დუშეთის საზოგადოებისა და მრევლის ძალისხმევით დააარსდა ქალთა სასწავლებელი, სადაც მამა მიხეილს დაევალა საღვთო სჯულის, ქართული ენისა და მართლწერის სწავლება. 1879 წლის 13 მარტს რუსეთ-თურქეთის ომში (1877-1878წწ.) დაჭრილი ჯარისკაცებისათვის აღმოჩენილი სულიერი შემწეობისათვის წითელი ჯვრის საზოგადოებამ სამახსოვრო ჯვრით დააჯილდოვა. 1881 წლის 12 აპრილს კამილავკა ეწყალობა. 1884 წლის 12 იანვარს
35-1 საპატრიარქოს უწყებანი N35 18-24 ოქტომბერი 2012წ გვ.18
ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია (გაგრძელება)
დეკანოზი პლატონ ნიკოლოზის ძე ელიაშვილი 1817 წელს დაიბადა. 1835-1841 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც II ხარისხის დიპლომით დაასრულა. 1841 წლის 6 აგვისტოს საქართველოს ეგზარქოსმა ევგენიმ (ბაჟენოვი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 10 აგვისტოს მღვდლად დაასხა ხელი და ქვემო ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დანიშნა. 1844 წლის 16 სექტემბერს ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1846 წლის 6 სექტემბერს სოფელ ავჭალაში სკოლის გახსნის გამო და ბავშვებისთვის უსასყიდლოდ სწავლებისათვის კვლავ გამოეცხადა მადლობა. 1849 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1850 წლის მაისში თბილისის მაცხოვრის მირქმის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1852 წლის 20 მაისს მღვდელ პლატონ ელიაშვილს, ტაძრის გარემონტების გამო, ნება დართეს ტაძრის კანკელი და ინვენტარი დროებით ფერისცვალების მამათა მონასტერში გადაეტანა. 1854 წელს საეკლესიო საბუთების სარევიზიო კომიტეტის წევრად დაინიშნა. 1855 წლის 17 აპრილს იასამნისფერი სკუფია უბოძეს. 1856 წელს, მისი წინამძლვრობის პერიოდში მოხდა ტაძრის ხელახალი კურთხევა წმინდა მარინეს სახელობაზე. 1860 წლის 14 მაისს ხავერდის კამილავკა ეწყალობა. 1862 წლის 28 აგვისტოს მამა პლატონს სიმსივნით გარდაეცვალა მეუღლე ბარბარე, რომელიც იმ დროს 35 წლისა იყო. 1864 წლის 25 აპრილს იგი სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1868 წლის 1 იანვარს მამა პლატონი თბილისის საქალაქო სასამართლოში სასულიერო მსაჯულად დაინიშნა. 1868 წლის 28 აგვისტოს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1874 წლის 30 აპრილს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. დეკანოზი პლატონი, სავარაუდოდ, XIX საუკუნის 80-იან წლებში გარდაიცვალა. დეკანოზი ესტატე პლატონის ძე ელიაშვილი (იხ. მასზე სტატია გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანში“ 2008წ, N38); დეკანოზი სოლომონ ანდრიას ძე შოშიაშვილი (იხ. მასზე სტატია გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანში“ 2011წ. N3); დეკანოზი მიხეილ ბერძენიშვილი 1841 წელს ცნობილი სასულიერო მოღვაწის, დეკანოზ გიორგი ბერძენიშვილის (შემდგომში დავით გარეჯისა და ხირსის მონასტრების წინამძღვარი, არქიმანდრიტი გრიგოლი. გარდაიცვალა 1869 წლის 5 ივლისს. დასაფლავებულია ხირსის მონასტერში) ოჯახში დაიბადა. 1864 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1864 წლის 26 ივნისს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) იგი დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და დუშეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. 1866 წლის 15 იანვარს დუშეთის სამხედრო ჰოსპიტალში საეკლესიო წესების უსასყიდლოდ შესრულებისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1868 წლის 23 იანვარს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1869 წლის 10 თებერვალს კავკასიის სასწავლო ოლქის ხელმძღვანელობამ დუშეთი-თიანეთის ორკლასიანი სკოლის საღვთო სჯულისა და ქართული ენის მასწავლებლად დაადგინა. 1871 წლის 31 მარტს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ დუშეთის მაზრის III ოლქის
მთავარხუცესის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. 1872 წლის 24 ნოემბერს, ოლქის სამღვდელოების თხოვნით, კვლავ გაუგრძელეს უფლებამოსილება. 1873 წლის 27 დეკემბერს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის გადაწყვეტილებით დუშეთის სანთლის ქარხნის მმართველად დაადგინეს. 1874 წლის 2
ნოემბერს დამტკიცდა მთავარხუცესის თანამდებობაზე. 1875 წლის 2 აგვისტოს სკოლაში ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1873 წლის 3 აპრილს სკუფია უბოძეს. 1876 წლის 6 ნოემბერს, კავკასიის არმიის მთავარი კაპელანის თხოვნით, საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ მამა მიხეილი დუშეთის სამხედრო ჰოსპიტლის კაპელანად დანიშნა, სადაც უსასყიდლოდ აღასრულებდა საეკლესიო წესებს. 1874 წელს დუშეთის საზოგადოებისა და მრევლის ძალისხმევით დააარსდა ქალთა სასწავლებელი, სადაც მამა მიხეილს დაევალა საღვთო სჯულის, ქართული ენისა და მართლწერის სწავლება. 1879 წლის 13 მარტს რუსეთ-თურქეთის ომში (1877-1878წწ.) დაჭრილი ჯარისკაცებისათვის აღმოჩენილი სულიერი შემწეობისათვის წითელი ჯვრის საზოგადოებამ სამახსოვრო ჯვრით დააჯილდოვა. 1881 წლის 12 აპრილს კამილავკა ეწყალობა. 1884 წლის 12 იანვარს
35-2 საპატრიარქოს უწყებანი N35 18-24 ოქტომბერი 2012წ გვ.19
ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია (გაგრძელება)
მია (დაბ. 1881წ.). გარდა საკუთარი შვილებისა, მამა მიხეილი ზრდიდა სამ ობოლ ბავშვსაც, რომლებსაც კარგი განათლება მიაღებინა და გზაზე დააყენა: მარიამი (დაბ. 1879წ.), პეტრე (დაბ. 1884წ.) და გიორგი (დაბ. 1886წ.). დეკანოზი ლაზარე ტურიაშვილი 1845 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ ტიბაანში, მღვდელ ალექსი და სიდონია ტურიაშვილების ოჯახში დაიბადა. 1867 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია პირველი ხარისხის დიპლომით. 1868 წლის 28 იანვარს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 1 თებერვალს მღვდლად დაასხა ხელი და სიღნაღის წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. 1868 წლის 17 თებერვალს სიღნაღის სამაზრო სასწავლებელში საღვთო სჯულისა და ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა. 1868 წლის 19 სექტემბერს ეგზარქოსმა ევსევიმ დაავალა სიღნაღის მთავარანგელოზთა სახელობის ახალი ეკლესიის მშენებლობის კომიტეტის თავმჯდომარეობა. 1869 წლის 22 მაისს ბოდბის 2 მონასტერში ახალი სამრეკლოს მშენებლობის ხელმძლვანელობაც მას დაეკისრა. 1870 წლის 20 ივნისს თელავი-სიღნაღის მაზრისა და ზაქათალის ოლქის სამღვდელოებამ მამა ლაზარე სამი წლის ვადით აირჩია საეპარქიო კრების თავჯდომარედ. 1871 წლის 31 ოქტომბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1872 წლის 14 ივლისს ეგზარქოსმა ევსევიმ დედაეკლესიაში, სასულიერო სასწავლებელსა და სიღნაღის სახალხო სასამართლოში ოთხწლიანი ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1873 წლის 22 თებერვლიდან 14 მარტამდე ერთი თვით ასრულებდა სიღნაღის სამაზრო სასწავლებლის ზედამხედველის მოვალეობას. 1876 წლის 1 ივლისს ამიერკავკასიის სასწავლო კომიტეტის ხელმძღვანელობის თხოვნით მღვდელი ლაზარე თბილისში გადმოიყვანეს და ამიერკავკასიის პედაგოგიური სემინარიის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. 1880 წლის 20 მარტს სკუფია უბოძეს. 1881 წლის 30 აგვისტოს გორში გაიხსნა წმინდა ანასტასიას სახელობის ქალთა პროგიმნაზია, სადაც ამავე წლის 13 ოქტომბერს მამა ლაზარე საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. მანამდე კი, გიმნაზიის გახსნაზე მან ვრცელი ქადაგებით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ისაუბრა სკოლის დადებითი მნიშვნელობის შესახებ მომავალი თაობებისთვის. ქადაგებას გთავაზობთ შემოკლებით: „მამანო და დედანო! განხორციელდა დიდი ხნის სურვილი და დაგვირგვინდა დიდი ხნის დაწყობილი საქმე! ახლა რა განხორციელდა და დაგვირგვინდა? მკითხავთ მე, დედანი და მამანი აქ შეკრებილთ ყრმათანი. განხორციელდა სურვილი გორის ქალაქის მცხოვრებთა და არა თუ მარტო გორის ქალაქის მცხოვრებთა, არამედ მთელის მის მაზრისა: მოსწრებოდნენ ქალების სასწავლებელს, რომელშიაც გამოზრდილიყვნენ დედები ზნეობითნი, ზრდილნი და განათლებულნი. დასრულდა საქმე ამა სასწავლებლის გახსნისა -- გახსნა პროგიმნაზიისა. დიდად ბედნიერ არიან მშობელნი, რომლების ყრმებიც სწავლობენ მათ თვალწინა, მაგრამ ასჯერ ბედნიერ არიან ყრმანი - წულნი, რომელნიც შემდეგ სასწავლებლიდგან წასვლისა ჩაეხუტებიან რა დედის უბესა, გაშლიან მათ წინ თავიანთ სიხარულსა და ნაღველსა, თავიანთ მასწავლებლებთაგან დაგურგულებასა და რისხვასაცა, ამიტომ, რომ ყრმანი წულნი, თავიანთის პირდაპირის და დაუფარველის ხასიათითა ვერ დაფარვენ ვერა რაიმეს, თვით მასწავლებლის დაძრახვასაცა თუ ქებასა, და მშობელნიც მცოდნელნი თავიანთი შვილის წრფელის პირდაპირის ხასიათისა, მოექცევიან მათ თანახმად მათის ხასიათისა, მისცემენ მათ შესაბამს მათდამი დარიგებას, ყვედრებას, სწავლას, დაგურგულებასა და წაქეზებასა, რომელნიც მოუტანენ მათ დიდს სარგებლობას. აბა, ვიფიქროთ, დედანო და მამანო, რა უდრო უსაჭიროეს არს ამა საუკუნეში შემდეგ ამისა, როდესაც ნებით აწ განსვენებულის ღვთისადმი ხელმწიფისა, ყველა წოდებანი გაერთიანებულ არიან უფლებებში და ყველა წოდებათ ღია აქვთ კარი ყველანაირის სასწავლებლებისა და ყველა თანამდებობისა? რის მანქანაა ეხლა აზნაურობა, თავადობა, მღვდლობა და მოქალაქობა გაუნათლებლათ? რას მომცემს მე აზნაურობა, როდესაც არ ვიცი, თუ როგორ მოვიქცე საზოგადოებაში, როგორ ვიცხოვრო და არ მაქვს გასწორებული არც ხასიათი, არც ზნეობა, არ ვიცი უბრალო კანონნი საზოგადო და საკუთარის ცხოვრებისანი! ღმერთი ჩვენ გვასაჩუქრებს ყრმებითა, აძლევს მათ ჭკუას, გულს და ნებას. მაგრამ მათი ჭკუის განათლება, მათი გულის გაკეთილშობილება და მათი ნების დამოუკიდებლობაზედ დამტკიცება არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება. ჩვენ ყველანი ქრისტიანენი ვართ შემდგომნი ქრისტეს სწავლებისა. მოიგონეთ ქრისტე, მისი სწავლა, თუ რა მნიშვნელობას აძლევდა ის დედაკაცსა, იმან პირველმან გამოიყვანა დედაკაცი საასპარეზო ადგილზედ, მისცა მას უფლება და ხმა საზოგადო ცხოვრებაში და მოქმედებაში და არა უმიზეზოდ. აბა, აიღეთ საზოგადო ისტორია და გაშინჯეთ, რომელი ქალი ხელმწიფეთაგანი განაგებ-
35-3 საპატრიარქოს უწყებანი N35 18-24 ოქტომბერი 2012წ გვ.20
ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია (დასასრული)
და სახელმწიფოსა. აიღეთ თამარ მეფეს ცისკარი და დიდება საქართველოსი. ვინ განანათლა ჩვენი მხარე და მით აღამაღლა ქართველთ ხასიათი და ზნეობა, თუ არა ქართველთ განმანათლებელმა მოციქულთა სწორმა ნინომ? ან რით არიან მამაკაცებზე ნაკლებ ნინოს მოგზაურნი რიფსიმე და გაიანე, რომელნიც ესრეთ პატივცემულ არიან
სომხებისაგან? არა დედაკაცთ გამხნევებით იბრძოდნენ განა ჩვენი წინაპარნი მამაკაცნი, როდესაც ისინი იდგნენ ყარაულად და ხელში იარაღით იცავდნენ მამულს მტერთ ხელიდგანა? მაშ, ვილოცოთ, რომ ღმერთმა მოგვცეს ესრეთი დედანი, რომ ეს ქალნი შეიქმნენ იმნაირ დედებათ, რომლებიც ჩაუნერგავენ თავიანთ შვილებს მამულის სიყვარულსა და ერთგულებასა. პატივი და ერთგულება სარწმუნოებისა და ეკლესიისა, რომლისთვისაც ესრეთ ერთგულად იბრძოდნენ ჩვენნი მამანი და დედანი, პაპანი და დედის-დედანი, პაპის-პაპანი და ბებიის დედანი. დასასრულს, მე არ შემიძლიან არ გადაუხადო გულითადი მადლობა დიდათ პატივსაცემ ჩვენს ბატონ დ. დ. სემიონოვს მასზედა, რომელ მან პირველად განიზრახა გორში საქალებო პროგიმნაზიის გახსნა, ეცადა ამ აზრის განხორციელებასა და კიდეც განახორციელა. არ შემიძლიან არ გადაუხადო გულითადი მადლობა ამა ყრმების პირითა, თვით ქ. გორის საზოგადოებას მასზედა, რომ თუმცა გორი პატარა ქალაქია, თუმცა მისი მცხოვრებლები არ არიან ძლიერ მდიდარნი, თუმცა მისი შემოსავალი ძლიერ მცირეა, მაინც გორის საზოგადოებამ გამოიჩინა ისეთი გულმხურვალეობა, რომ დაადგინა ყოველწლივ პროგიმნაზიისათვის შეწირვა ათას ათასი მანეთისა. მაშ, იყოს კურთხეულ სახელი უფლისა“. 1884 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1888 წლის 22 იანვარს და 1890 წლის 20 იანვარს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) სასულიერო ხარისხში ოცწლიანი თავდადებული სამსახურისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1890 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. დეკანოზ ლაზარე ტურიაშვილს გორის წმინდა ანასტასიას სახელობის ქალთა პროგიმნაზიაში მოღვაწეობის პერიოდში მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა (ცვნობილ პედაგოგთან და საზოგადო მოღვაწესთან, იაკობ გოგებაშვილთან, რომელსაც ხშირად მიმართავდა რჩევებისათვის. იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მის დამსახურებას პედაგოგიკაში, მის მსოფლმხვედელობასა და სასწავლო მეთოდიკას. მოსწონდა მის მიერ დაწყებითი კლასებისთვის შედგენილი ქართული და რუსული ენის სახელმძღვანელოები. შემორჩენილია რამდენიმე წერილი, სადაც მამა ლაზარე დიდი სიყვარულით მოიკითხავს ცნობილ პედაგოგს: „ძმაო იაკობ! მოგიკითხამ ძმოობრივის სიყვარულით და ვსთხოვ თქვენს წარმატებას. თქვენის წერილის პასუხი აგერ გახლამს და მე რაღა მოგწეროთ მეორეთ პასუხები; მხოლოდ დაუმატებ, რომ უკეთუ ბავშვები ეტანებიან ამ სახელმძღვანელოს არა იმიტომ, რომ მარტო კარგად არის შედგენილი, არამედ იმიტომ უფრო, რომ ქართულ კალაპოტზედ არის გამოჭრილი და ქართული ცხოვრებიდგან არის მისი მასალა აღებული; და ეს უკანასკენლი, ჩემის აზრით, უფრო უსაჭიროესია და პედაგოგიური, სხვაფრივ ბავშვები რუსულს ენას ვერ შეიგნებენ თუ არ მშობლიურის საშუალებით. სხვებრ ვარ მშვიდობით. ამ წერილს ვატან ჩემს შვილს, უფროსსა გიმნაზიელს კოტე ტურიაშვილს. მე არ მეცალა, რომ მენახეთ. თქვენი ძმა და მეგობარი, მლვდელი ლაზარე ტურიაშვილი. 19 დეკემბერი, 1892წ. ქ. გორი“.
1894 წლის აპრილში მამა ლაზარე თბილისის სასულიერო სემინარიის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა და მაისში დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1898 წლის 28 ნოემბერს ერევნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს და ერევნის გუბერნიის II ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს. 1899 წლის 3 თებერვალს წმინდა ანას'III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1902 წლის 25 ივლისს ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. დეკანოზი ლაზარე 1907 წელს პენსიაზე გავიდა. გარდაიცვალა 1929 წლის 17 აპრილს. მეორე დღეს მისი ცხედარი კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე დაკრძალეს. დეკანოზ ლაზარეს ჰყავდა მეუღლე -- ეკატერინე დიმიტრის ასული (დაბ. 1854წ.6) და შვილები: ალექსანდრა (დაბ. 1871წ.), კონსტანტინე (დაბ. 1872წ., დაამთავრა მოსკოვის წმინდა ლაზარეს სახელობის ინსტიტუტი), ალექსანდრე (1878-1905წწ.), თამარი (დაბ. 1880წ.), ნიკოლოზი (დაბ. 1882წ.), მიხეილი (დაბ. 188ვწ.), იოანე (1885-1915წწ. პროფესიით ინჟინერი) და ნადეჟდა (დაბ. 1886წ.).
(გაგრძელება იხ. შემდეგ ნომერში)
36 საპატრიარქოს უწყებანი N36 25-31 ოქტომბერი, 2012წ გვ.17
ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია (გაგრძელლება)
III ნაწილი
მღვდელი ზაქარია (შაქრო) მიხეილის ძე გულისაშვილი (იხ. მასზე სტატია გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანში“ 2008წ. N37); დეკანოზი იაკობ გრიგოლის ძე ტატიშვილი 1868 წელს გორის მაზრაში, სოფელ მარანში აზნაურის ოჯახში დაიბადა. 1886-1890 წლებში იაკობი გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1890 წლის დეკემბერში ქ. ელიზავეტოპოლის (ახლანდელი განჯა) წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. ამ პერიოდში იაკობი და- ქორწინდა ნინო ეფრემის ასულ ონიაშვილზე, რომელთანაც 6 შვილი შეეძინა: გიორგი (დახვრიტეს 1937 წელს), თამარი, ირაკლი, სოფიო, მიხეილი, ელენე. 1892 წლის 25 მარტს თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) მედავითნე იაკობი დიაკვნად აკურთხა და ისევ ელიზავეტოპოლის ეკლესიაში დაადგინა. 1895 წელს დიაკონი იაკობი ბორჯომის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1899 წლის 1 ივნისს მღვდლად დაასხეს ხელი და ბაკურიანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1902 წლის 22 ივნისს საგვერდულით დაჯილდოვდა, ხოლო 1909 წლის 23 აპრილს სკუფია უბოძეს. 1914 წლის 31 იანვარს მლვდელი იაკობი თბილისის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადმოიყვანეს. 1916 წლის 20 მაისს კამილავკა ეწყალობა. XX საუკუნის 20-იან წლებში ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მი
36-1 საპატრიარქოს უწყებანი N36 25-31 ოქტომბერი, 2012წ გვ.18
ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია (გაგრძელლება)
ენიჭა. მამა იაკობი 17 წელი ერთგულად და პატი- ოსნად ემსახურებოდა წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიას. მის წინამძლვრობაში მოხდა ტაძრის დარბევა და შევიწროება კომუნისტური ხელისუფლების მიერ. 1930, წელს ჯანმრთელობის გაუარესების გამო, უარი თქვა ტაძრის წინამძღვრობაზე და პენსიაზე გავიდა. დეკანოზი იაკობი 1941 წლის 14 ივლისს გარდაიცვალა. დასაფლავებულია თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე. დეკანოზი იაკობ აატიშვილი დეკანოზი ლევან ალექსის ძე ტლაშაძე (მასზე სტატია იხ. გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანში“, 2008წ. N37); არქიმანდრიტი ამბროსი (ალადაშვილი, მასზე სტატია იხ. გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანში“, 2008წ. N 27); დეკანოზი ბესარიონ ზაქარიას ძე ფურცელაძე 1866 წელს სიღნაღის მაზრის სოფელი ვეჯინში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. მამამისი -- ზაქარია მედავითნედ მსახურობდა. 1888 წელს ბესარიონმა დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია პირველი ხარისხის დიპლომით. 1888 წლის სექტემბერში სოლოლაკის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძართან არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1889 წლის 11 იანვარს საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) თბილისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაადგინა. 1896 წლის 6 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოსასსა მა ვლადიმერმა (ბოგოივლენსკა დიაკვნად .. აკურთხა, ხოლო ამავე წლის 8 დეკემბერს მღვდლად დაასხა ხელი და საინგილოში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეორე მღ-ვდლად განამწესა. 1897 წლის 28 ოქტომბერს მამა ბესარიონი კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების ბრძანებით კახის ქალთა სამრევლო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1900 წლის 10 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1904 წლის 28 მარტს სკუფია უბოძეს. 1904 წლის 1 მაისს კახის ნორმალური სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაამტკიცეს. 1904 წლის 23 ივნისს კახის ეკლესიის წინამძღვრად და საინგილოს ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1905 წლის 28 სექტემბერს ზაქათალის სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად განამწესეს. 1907 წლის 26 მარტს საქართველოს ეგზარქოსმა ნიკონმა (სოფისკი) ზაქათალის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანა და 1907 წლის 26 ივნისს ისევ დაამტკიცა მთავარხუცესად. 1908 წლის 29 მარტს სამთავარხუცესო ოლქის საბჭოს თავჯდომარედ დაინიშნა. 1908 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1909 წელს სიღნაღის მაზრაში მცხოვრებმა ძმებმა ტურიაშვილებმა წინადადებით მიმართეს წერაკითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომ თუ საზოგადოება თავის თავზე აიღებდა და ინგილო მუსლიმანებისთვის ზაქათალაში სკოლას დააარსებდა, ისინი ყოველ წელს 100 მანეთს ჩაურიცხავდნენ აღნიშნულ სკოლასყ ადგილობრივ ინტელიგენციას დიდი ხნით ადრე ჰქონდა განზრახული ამ საქმის განხორციელება, მაგრამ რცხვენოდა, რადგან მთელ საინგილოში იმ პერიოდში ერთი კაციც არ იყო წერაკითხვის საზოგადოებაში გაწევრიანებული. ამ საქმეში ადგილობრივ ინტელიგენციას დახმარება გაუწია მამა ბესარიონმა. მან ითავა წევრების გამოძებნა და დიდი გულმოდგინებით შეუდგა მუშაობას. ცოტა ხანში მან 20-მდე ადამიანი გამოარჩია, რომლებიც შემდგომში წერა-კითხვის საზოგადოებისათვის უნდა წარედგინათ. 1910 წლის 24 მაისს მღვდელი ბესარიონი ზაქათალის ოლქის სამზრუნველოს დირექტორად აირჩიეს. 1916 წლის 6 მაისს იგი სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1917 წლის 8-17 სექტემბერს მღვდელი ბესარიონი პირველ საეკლესიო კრების მუშაობას ესწრებოდა, როგორც საინგილოს ოლეის მთავარხუცესი. XX საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს დეკანოზის წოდება მიენიჭა. XX საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს, ჰერეთის ოლქში ყველა მოქმედი ტაძრის დახურვისა და სამღვდელოების გამოდევნის გამო, მამა ბესარიონი იძულებული გახდა ქ. თბილისში გადმოსულიყო საცხოვრებლად. 1935-1936 წლებში იყო თბილისის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი.
36-2 საპატრიარქოს უწყებანი N36 25-31 ოქტომბერი, 2012წ გვ.19
ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია (გაგრძელლება)
სიცოცხლის უკანასკნელი წლები მამა ბესარიონმა სიონის საპატრიარქო ტაძარში გაატარა. XX საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) თავის წერილში მას ცოცხალთა შორის იხსენიებს. 1940 წლის ბოლოსა და 1941 წლის დასაწყისში (იანვარი) სიონის ტაძარში შეწყდა ღვთისმსახურება. ამის შესახებ გულისტკივილით წერდა უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანს კ. ჩარკვიანს „ერთადერთ მოქმედ საკათედრო ტაძარში, ისიც სიონში, შეწყდა მღვდელმთავრული ღვთისმსახურება იმის გამო, რომ კათედრა იგი ღარიბია. გადაჭარბებული დაბეგვრის გამო თავი ვერ გაიტანა... თუ გადასახადები არ შემცირდა, ღვთისმსახურნი დაანებებენ თავს სამსახურს და სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქს მოესპობა შესაძლებლობა მისი პატივის შესაფერისად შეასრულოს ღვთისმსახურება“. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასახადები გაუორმაგეს სიონში მოსამსახურე სასულიერო პირებს: ბესარიონ ფურცელაძეს, სიმონ მონასელიძეს, დავით გარსიაშვილს, მიხეილ მახათაძეს, ევაგრე დიასამიძეს. ფინსახკომის წარმომადგენელი ვ. კაჭარავა უწმინდესსა და უნეტარეს კალისტრატეს ცინიკური ტონით ატყობინებდა, რომ არსებული კანონი ითვალისწინებდა მიმდინარე გადასახადის ჩამოწერას იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე მოქალაქე შეწყვეტდა თავის საქმიანობას (ე.ი “ დაანებონ თავი მღვდლობასო). 1945 წლის 12 აპრილს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე საკათოლიკოსოში არსებულ მოქმედ ეკლესიათა და მღვდელმთავართა სიას უგზავნის სსრკ-ის სახკომსაბჭოსთან არსებულ მართლმადიდებელი ეკლესიის საბჭოს რწმუნებულს საქართვე ლოში კონსტანტინე ქადაგიშვილის. აღნიშნულ სიაში მოქმედი სამღვდე-ლოების რიგებში აღარ იხსენიება დეკანოზი ბესარიონ ფურცელაძე. სავარაუდოდ, იგი ომის პერიოდში გარდაიცვალა. მამა ბესარიონი ადრე დაქვრივდა და შვილები არ ჰყავდა. კახის ქალთა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, 1904 წელი. ცენტრში ზის: მღვდელი ბესარიონ ფურცელაძე ცოცხლის უკანასკნელი წლები მამა ბესარიონმა სიონის საპატრიარქო ტაძარში გაატარა. XX საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) თავის წერილში მას ცოცხალთა შორის იხსენიებს. 1940 წლის ბოლოსა და 1941 წლის დასაწყისში (იანვარი) სიონის ტაძარში შეწყდა ღვთისმსახურება. ამის შესახებ გულისტკივილით წერდა უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანს კ. ჩარკვიანს „ერთადერთ მოქმედ საკათედრო ტაძარში, ისიც სიონში, შეწყდა მღვდელმთავრული ღვთისმსახურება იმის გამო, რომ კათედრა იგი ღარიბია. გადაჭარბებული დაბეგვრის გამო თავი ვერ გაიტანა... თუ გადასახადები არ შემცირდა, ღვთისმსახურნი დაანებებენ თავს სამსახურს და სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქს მოესპობა შესაძლებლობა მისი პატივის შესაფერისად შეასრულოს ღვთისმსახურება“. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასახადები გაუორმაგეს სიონში მოსამსახურე სასულიერო პირებს: ბესარიონ ფურცელაძეს, სიმონ მონასელიძეს, დავით გარსიაშვილს, მიხეილ მახათაძეს, ევაგრე დიასამიძეს. ფინსახკომის წარმომადგენელი ვ. კაჭარავა უწმინდესსა და უნეტარეს კალისტრატეს ცინიკური ტონით ატყობინებდა, რომ არსებული კანონი ითვალისწინებდა მიმდინარე გადასახადის ჩამოწერას იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე მოქალაქე არქიმანდრიტი ევაგრე (დიასამიძე) იღუმენი ევაგრე (დიასამიძე, მასზე სტატია იხ. გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანში“, 2007წ. M13); დეკანოზი ხარლამპი ხუციშვილი 1870 წელს სიღნაღის მაზრაში, სოფელ ყვარელში, ცნობილ დეკანოზ ნიკოლოზ ხუციშვილის ოჯახში დაიბადა. მამამისი, დეკანოზი ნიკოლოზი თითქმის მთელი ნახევარი საუკუნე ერთგულად ემსახურებოდა ყვარლის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარს და მის სამრევლოს. იგი დაბადებილი იყო XIX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში. 1855/56 წლებში თბილისის სასულიერო სემინარია დაასრულა და ამავე წელს მიიღო სამღვდელო ხარისხი. მოღვაწეობდა მშობლიურ სოფელში. დედაეკლესიაში თავდადებული და პატიოსანი სამსახურისათვის უმაღლესი საეკლესიო მმართველობისაგან მიღებული ჰქონდა სხვადასხვა სახის ჯილდო: 1866 წელს სკუფია, 1889 წელს დეკანოზის წოდება, 1899 წელს წმინდა ანას II ხარისხის ორდენი. 1862 წლიდან მამა ნიკოლოზი იყო თელავის მაზრის II ოლქის მთავარხუცესი. ამ პოსტზე მან ზუსტად 40 წელი იმსახურა. 1902 წლის 12 დეკემბერს სიბერის გამო უარი თქვა მთავარხუცესობაზე. დეკანოზი ნიკოლოზი 1904 წლის 20 მაისს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ამავე წელს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა პატარა ნეკროლოგი, სადაც მისი საეკლესიო მოღვაწეობა დადებითად არის შეფასებული. „20 ამ მაისს გარდაიცვალა მოხუცი და მთლად კახეთში სახელგანთქმული ყვარლის ბლაღოჩინი, დეკანოზი ნიკოლოზ ხუციშვილი. განსვენებული იყო ძველ სემინარიელთაგანი და მეტად თავისებური ხასიათის ადამიანი. მის დიდად ხანგრძლივ ბლაღოჩინობაში არც მღვდელი, არც დიაკონი არ „გაფუჭებულა“ მისი ხელითო, ამბობენ ყველანი. იგი იყო მოწესრიგე მთელი ალაზანგაღმა მხრისა, მტკიცედ იცავდა და ესარჩლებოდა სამღვდელოებას მთავრობის წინაშე, ამასთან, თავისებურად
36-3საპატრიარქოს უწყებანი N36 25-31 ოქტომბერი, 2012წ გვ.20
ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია (დასასრული)
სტუქსავდა და ამხელდა უწესოდ მოქმედთ წინაშე თვისსა და თანამოძმეთა. ამიტომაც მის საბლაღოჩინოში „მღვდლები ერთმანეთს არ უჩიოდნენ სასულიერო მთავრობასთან და არ სწეწდნენ ერთმანეთს „დანოსებით“, ეს სენი კი, საუბედუროდ, სხვაგან ჩვენში საზოგადოა. განსვენებული მეტად მშვენიერი კილოთი კითხულობდა სახარებას, „ტარასი არქიმანდრიტისგან შევისწავლეო“ (საუბარია ცნობილ კალიგრაფსა და სასულიერო მოღვაწეზე, ქვთახევის მონასტრის წინამძღვარზე, ტარასი ალესი-მესხიშვილზე, წმინდა ანტონ II კათოლიკო- სის ნათლულზე, რომელმაც არაერთი ღვაწლმოსილი მოძღვარი გაზარდა -– გ.მ.), –– იტყოდა ხოლმე. სასოებით სწირავდა და ლოცულობდა ხოლმე და, ამასთან, მუდამ ზეპირად და მშვენიერის ქართულით ამბობდა ხოლმე მოკლედ, მაგრამ ღრმა აზროვან ქადაგებას. იგი მართლა რომ ამშვენებდა დიდებულ ყვარლის ნათლისმცემლის ეკლესიას, აგებულს თავად ჭავჭავაძეთა მიერ და სათუთად შემკულს ნ. ზ. ჭავჭავაძის მიერ (დაღესტნის გუბერნატორი) ქართველ წმიდათა ხატებით, ნახატით პარიზსა და პეტერბურგს საუკეთესო მხატვართაგან. განსვენებული საქართველოს საეპარქიო კრებამ 1893 წელს ამოირჩია თავის თავჯდომარედ, წინააღმდეგ სახელოვან დეკანოზ იუნიცკისა. იგი სცხოვრობდა მეტად უბრალოთ და უანაგროდ, იმიტომ ნივთიერად არა დასტოვა რა, თუმცა 48 წელი ემსახურებოდა ეკლესიას. საუკუნოთ იყოს ხსენება შენი, პატიოსანო ქართველო მოძღვარო!“. ასეთ ტრადიციულ და ქართულ ოჯახში დაიბადა და აღიზარდა მომავალი მოძღვარიც. პატარა ხარლამპი მამამისმა თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. 1890 წელს იგი ბოდბისხევის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1891 წლის აპრილში ბოდბისხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს და სამრევლო-საეკლესიო სკოლის ჩამოყალიბება დაევალა. 1896 წლის 4 ივლისს ყვარლის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაადგინეს. 1903 წლის 13 ივნისიდან არტაანის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესიაში, ხოლო 1904 წლის 20 თებერვლიდან შულავერის სამრევლოშია. 1904 წლის 14 მარტს თავისი თხოვნით გათავისუფლდა შულავერის ეკლესიიდან. 1904 წლის 10 ივლისს ხარლამპი დიაკვნად აკურთხეს და ბორჯომის სასაფლაოს წმინდა ოლღას სახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1904 წლის 26 ოქტომბერს ბორჯომის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს და ამავე წლის მიწურულს მღვდლად დაასხეს ხელი. XX საუკუნის 10-იანი წლებში თბილისში, ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დიაკვნის შტატში დაადგინეს. 1913 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა. 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, მამა ხარლამპი ფრონტზე წავიდა და სამხედრო კაპელანად მსახურობდა. 1916 წლის 23 აპრილს სკუფია უბოძეს. 1917 წელს საქართველოში დაბრუნდა და ისევ კუკიის ეკლესიაში დაინიშნა. XX საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს დედოფლისწყაროს წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა და სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში მამა ხარლამპი თავისი თხოვნით მცხეთა-თბილისის ეპარქიაში გადმოიყვანეს და თბილისის ერთ-ერთ ტაძარში დაინიშნა. ამ პერიოდში მიენიჭა დეკანოზის წოდება. 1937 წლის 4 აპრილს იგი ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა, სადაც 1938 წლის თებერვლამდე მსახურობდა. 1943 წელს თბილისის მამა დავითის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. დეკანოზი ხარლამპი 1956 წლის 22 იანვარს გარდაიცვალა. მამა ხარლამპის ჰყავდა მეუღლე ეკატერინე გიორგის ასული მჭედლიშვილი და ოთხი შვილი: ნიკოლოზი, იაკობი, მიხეილი და ეკატერინე.
37 საპატრიარქოს უწყებანი N37 1-7 ნოემბერი 2012წ გვ.18
მღვდელი დიმიტრი ბურთიკაშვილი 1870-1938
მღვდელი დიმიტრი, ერისკაცობაში –– ტიტიკო გაბრიელის ძე ბურთიკაშვილი, 1870 წელს თბილისის გუბერნიაში, საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში, ღარიბი გლეხის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება პატარძეულის ერთწლიან სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მიიღო. შემდეგ მამამისმა სოფელ გომბორში ერთი რუსის ოჯახს მიაბარა, სადაც პატარა დიმიტრიმ რუსული ენა შეისწავლა. 1888 წელს ოჯახის ახლობელის, გავლენიანი მღვდლის დახმარებით თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიიღეს, რადგან იმ პერიოდში გლეხის შვილებს სხვა სასწავლებლებში არ იღებდნენ. 1892 წელს დიმიტრიმ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. სემინარიაში წარჩინებულ სტუდენტად ითვლებოდა და დიდი სურვილიც ჰქონდა, სწავლა იურევის უნივერსიტეტში გაეგრძელებინა, მაგრამ სიღარიბის გამო ეს წადილი ვერ შეისრულა. ოჯახური მდგომარეობის გამო მან ვერც სემინარიის დასრულება მოახერხა და 189ხ წლის 2 თებერვალს მეოთხე კურსიდან, თავისი თხოვნის საფუძველზე, სასწავლებლიდან გამოვიდა. ამავე წელს თბილისის განათლების საბჭომ სოფელ გომბორის სამგანყოფილებიან სასწავლებელში მასწავლებლად განამწესა. 1896 წლის
37-1 საპატრიარქოს უწყებანი N37 1-7 ნოემბერი 2012წ გვ.19
მღვდელი დიმიტრი ბურთიკაშვილი 1870-1938 (გაგრძელება)
15 ოქტომბერს ახალგაზრდა პედაგოგი გორის მაზრაში, სოფელ ტირძნისის ორკლასიან სასწავლებელში.გადაიყვანეს. ტირძნისში მასწავლებლობის პერიოდში დიმიტრის მეცადინეობითა და ხელმძღვანელობით ძველი სკოლის შენობას მიაშენეს სამი საკლასო ოთახი. წლების განმავლობაში კეთილსინდისიერი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის საეპარქიო სასწავლო საბჭომ ორჯერ გადასცა ფულადი ჯილდო 50 მანეთის რაოდენობით. 1898 წლის 8 თებერვლიდან 1904 წლის 31 მაისამდე აღნიშნულ სკოლაში იგი ასევე ასწავლიდა საღვთო სჯულსაც. 1904 წელს დიმიტრი დაქორწინდა თბილისში მცხოვრებ მარიამ ყარამანის ასულ ბალაშვილზე (დაბ. 1888 წლის 20 ოქტომბერს), რომელთანაც სამი შვილი: თამარი (დაბ. 1908 წლის 8 ივნისს, გათხოვილი იყო გიორგი ჯიღაურზე), ნატალია (დაბ. 1911 წლის 13 დეკემბერს, გათხოვილი იყო ტერენტი კაკუშაძეზე) და შალვა (დაბ. 1915 წლის 1 მაისს, შეულლებული იყო თინათინ დუნდუაზე) შეეძინა. 1904 წლის 7 ნოემბერს გორის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ელიაშვილი) დიმიტრი დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 10 ნოემბერს კი მლვდლად დაასხა ხელი და საინგილოში, ზაქათალის ოლქის სოფელ ალიბეგლოს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. 1905 წლის 8 იანვარს მამა დიმიტრი ალიბეგლოს სამკლასიანი სასწავლებლის გამგედ და სალვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1906 წლის 1 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოს სამღვდელოების ეპარქიალურ შეკრებაზე ზაქათალის ოლქის მხრიდან სასულიერო დეპუტატად გამოარჩიეს. 1906 წლის 1 აგვისტოს საგარეჯოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1911 წლის 1 ნოემბერს იგი საგარეჯოს ერთკლასიან სამინისტრო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. დედაეკლესიაში ერთგული და თავდადებული სამსახურისათვის მამა დიმიტრი დაჯილდოებული იყო სხვადასხვა საეკლესიო ჯილდოით: 1909 წლის 12 აპსაგვერდულით, 1913 წლის 21 თებერვალს რომანოვების დინასტიის 300-წლიან მმართველობასთან დაკავშირებით გაცემული სამახსოვრო ბრინჯაოს მედლით, 1914 წლის 3 მარტს სკუფიით, ხოლო 1916 წლის 20 მაისს -- კამილავკით. მღვდელი დიმიტრი, სასულიერო მოღვაწეობის გარდა, აქტიურად იყო ჩართული საგარეჯოში მიმდინარე ყველა სასიკეთო წამოწყებაში. მისი უშუალო ჩარევითა და მეცადინეობით 1910 წელს საგარეჯოში დაარსდა საკრედიტო ამხანაგობა. 1912 წელს ასევე მისი ხელმძღვანელობით მოხერხდა სამომხმარებლო კოოპერატივ „იორის“ დაარსება. ამ ორივე დაწესებულებაში 1922 წლამდე მას ყოველწლიურად ირჩევდნენ გამგეობის წევრად და მოლარედ. მამა დიმიტრის აქტიურობით საგარეჯოს ერთ-ერთ უბანში გლეხობამ უფასოდ მიიღო 80-საჟენიანი წყალსადენის ფოლადის მილები სასმელი წყლის გასაყვანად. მონაწილეობა მიიღო საგარეჯოს კინო-თეატრის მშენებლობაში. როგორც ცნობილია, საქართველოში კომუნისტური ხელისუფლების დამყარების შემდეგ სამღვდელოების დევნაშევიწროება დაიწყო, რის შედეგადაც მრავალმა მოძღვარმა გაიხადა ანაფორა და მიატოვა საეკლესიო მოღვაწეობა. მათ შორის იყო მამა დიმიტრიც, რომელმაც 1924 წელს დატოვა სამღვდელო რიგები და ჩაება საერო ცხოვრებაში. 1924 წლიდან მან მუშაობა დაიწყო საგარეჯოს გლეხკომში მდივნისა და ხაზინადარის თანამდებობაზე და ეწეოდა სოფლის მეურნეობას. 1924 წლის 1 თებერვალს, თავისი თხოვნის საფუძველზე, თბილისის განათლების განყოფილებამ, როგორც პედაგოგიურ სარბიელზეწლების მანძილზე ნამუშევარი და გამოცდილი მუშაკი საგარეჯოს დაწყებით სასწავლებელში რუსული ენის მასწავლებლად დაინიშნა. დიმიტრი ბურთიკაშვილის კეთილსინდისიერ მოღვაწეობას დადებით შეფასებას აძლევს პატარძეულის სასოფლო საბჭოს თავჯდომარე ანტონ კიკნაძე. აი, რას წერდა იგი: „დიმტრი ბურთიკაშვილი პატარძეულის სკოლაში მუშაობს 1924 წლიდან დღემდე. მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა და ასრულებს პირნათლად და არა ჰქონია არავითარი გაფრთხილება. იღებდა და იღებს მონაწილეობას ყოველივე კამპანიის ჩატარებაში, მაგ. მოსახლეობაში ობლიგაცი-
37-2 საპატრიარქოს უწყებანი N37 1-7 ნოემბერი 2012წ გვ.20
მღვდელი დიმიტრი ბურთიკაშვილი 1870-1938 (დასასრული)
ების გავრცელებაში, თესვის კამპანიაში, პურის ჩაბარებაში, წითელი მოედნის მოწყობაში, გაზეთების ხმამაღლა კითხვაში წითელ მოედანზე და სხვ. მსახურობდა უფასოდ, გარდა პირადი თავის თანამდებობისა, პატარძეულის თემ-აღმასკომის წევრად 1926-1927 წლებში. 1927-1928 წლებში იყო არჩეული სართიჭალის კოოპერატივ „გლეხის ნაბიჯში“ გამგეობის წევრად და მასთანვე იყო 1927-1929 წლებში პატარძეულის კოოპერატივში კომისიის თავჯდომარედ. 1926-1927 წლებში იყო არჩეული სართიჭალის საკრედიტო ამხანაგობის რწმუნებულად და 1928 წელს იყო სარევიზიო კომისიის თავჯდომარედ. 1926-1927 წლებში სარძევე კოოპერატივ „სამგორის“ რწმუნებულად. 1926-1927 წლებში მხურვალე მონაწილეობას იღებდა პატარძეულის სკოლის შენობის აშენებაში და მისი ფულადი სახსრების გამონახვაში. ითვლებოდა პატარძეულის კოლექტივის „ქალაქისა და სოფლის კავშირის“ პასიურ წევრად. 1934 წელს მიღებული აქვს გარდამავალი დროშა წერა-კითხვის უცოდინართა ლიკვიდაციაში, რასაც ხელი მოწერით და ბეჭდის დასმით ვადასტურებ“. კითხულობ ამ საოცარ ტექსტს და თვალებზე ცრემლი გადგება. იმ უმძიმეს წლებში, საკუთარი თავისა და ოჯახის გადარჩენის ფასად სასულიერო პირები იძულებულნი იყვნენ გაეხადათ ანაფორა და კომუნისტური წყობისა და ქვეყნის აღშენებაში მიეღოთ მონაწილეობა. არც გაემტყუნებათ, რადგან მოწამეობრივი ცხოვრება და ალსასრული ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. ყოფილი მოძღვარი და დამსახურებული პედაგოგი 1938 წლის 6 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა მისი ცხედარი პატარძეულის სასაფლაოზე დაკრძალეს. 1939 წელს წლისთავზე შესაფერისი პატივიც მიაგეს მის სულს. სასაფლაოზე შეიკრიბნენ მისი ახლო მეგობრები და ნათესავები. დაპატიჟებულთა შორის იყო ნინოწმინდის ოლქის მთავარხუცესი, დეკანოზი ალექსი გულისაშვილი, რომელმაც, სამწუხაროდ, ვერ მოახერხა პატარძეულში ჩასვლა, თუმცა პატარა წერილით მიუსამძიმრა მის მეუღლეს და დიდი სიყვარულით მოიხსენია: „დიდათ პატივცემულო მანიავ! ბოდიშს ვიხდი, რომ ვერ ვესწრები დიმიტრის წლისთავს ჩემი ფეხების ქარიანობის გამო. თქვენთან ერთად მეც დავტირი დიმიტრის. ჩემი გრძელი ცხოვრების ასპარეზზე მე არ მინახამს ეგეთი ზნეობით სპეტაკი, ეგეთი გულით წმინდა, საქმის წმინდა, ეგეთი კაცთმოყვარე ადამიანი, ეგეთი თავდადებული საზოგადო საქმი- სათვის (მე მაქვს სახეში მისი მუშაობა საგარეჯოს ბანკის და კოოპერატიულ დაწესებულებაში), ეგეთი ოჯახის მოსიყვარულე, როგორიც იყო განსვენებული დიმიტრი. წარმოდგენა მაქვს, ეგეთი ადამიანის დაკარგვა რა ძნელი ასატანი უნდა იყოსთქვენთვის და თქვენი შვილებისათვის. თუმცა, ერთი წელიწადი გასულია, მაგრამ მაინც თქვენი მწუხარება ისევ დიდი უნდა იყოს. ღმერთმა მოგცეთ ქრისტიანული მოთმინება, რომ აიტანოთ მოვლენილი მწუხარება. ნათესავებისთვის, მეგობრებისათვის და ნაცნობებისათვის დაუვიწყარი იქნება სახელი და ხსოვნა კარგი ადამიანისა დიმიტრისა დავშთები პატივისცემით, დეკანოზი ალექსი გულისაშვილი, 1939 წლის 5 დეკემბერი“.
38 საპატრიარქოს უწყებანი N38 8-14 ნოემბერი 2012წ გვ.18
იღუმენი გიორგი (ეპიტაშვილი) 1885-1937
ეპიტაშვილის ადრინდელი გვარი ებიტაშვილი იყო. ებიტა მამაკაცის უძველესი ქართული სახელია. ის ბევრ ისტორიულ საბუთში გვხვდება. „ელიზბარ ქსნის ერისთავმა პაპუნა გარაყანიძეს უწყალობა სოფელი თემი, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც ებიტას და როინს ეკუთვნოდა“. 1663 წელს ებიტა იყო მოწმე პაპუნა ფავნელიშვილის მიერ ნიქოზის ეკლესიისთვის ბოძებული საქვრივო გლეხისა და გასამრჯელო ხარის შეწირულობის წიგნისა.
XVII საუკუნის II ნახევარში ისტორიულ დოკუმენტებში მოიხსენიება ვერეში მცხოვრები გიორგი ებიტაშვილი. ებიტაშვილები ცხოვრობდნენ შიდა ქართლში, კერ-
38-1 საპატრიარქოს უწყებანი N38 8-14 ნოემბერი 2012წ გვ.19
იღუმენი გიორგი (ეპიტაშვილი) 1885-1937 (გაგრძელება)
ძოდ, კასპსა და დუშეთის მხარეში. იქიდან, რამდენიმე კომლი გარე კახეთში, კერძოდ, ნორიოსა და ქ. თელავში გადასულა, სადაც ზოგი ისევ ებიტაშვილად ჩაწერილა, ზოგი კი – ეპიტაშვილად. XIX საუკუნის | ნახევარში სოფელ მარტყოფის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში მოღვაწეობდნენ მღვდლები: ანტონ გიორგის ძე ებიტაშვილი და გრიგოლ ანტონის ძე ებიტაშვილი. XIX საუკუნის II ნახევარში გრიგოლის შვილი -– მღვდელი პეტრე ეპიტაშვილი, ხოლო XI ს-ის ბოლოდან 1919 წლამდე კი პეტრეს ვაჟი მღვდელი ალექსი როგორც ვხედავთ, XIX ს-ის I ნახევრიდან ებიტაშვილები უკვე ეპიტაშვილებად ეწერებოდნენ. ამ ეპიტაშვილების გვერდითა შტოს წარმომადგენელი გახლდათ სოფელ ხაშმში მცხოვრები იღუმენი გიორგი, ერისკაცობაში -- გიორგი ბესარიონის ძე ეპიტაშვილი. მამა გიორგი 1885 წელს გარე კახეთში, სოფელ ხაშმში, ღრმად მორწმუნე გლეხის ოჯახში დაიბადა. წმინდა ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი კმაწვილი სიყრმიდანვე გამოირჩეოდა ღვთისმოშიშებით. გიორგის გამორჩეულად ბერმონაზვნური ცხოვრება იზიდავდა და პატარაობიდანვე იჩენდა განსაკუთრებულ ლტოლვას მარტოობისაკენ. სოფლის თანატოლებისგან განსხვავებით იგი ბევრ დროს უთმობდა საეკლესიო ლიტერატურას, რაც გაჭირვებული გლეხობისათვის იმჟამად დიდ ფუფუნებას წარმოადგენდა.
გიორგი ბევრ დროს ატარებდა თავისი სოფლის ტაძარში, მოძლვრის ლოცვა-კურთხევას გულდასმით ასრულებდა და შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე წირვა-ლოცვებს არ აკლდებოდა. მას განსაკუთრებით საეკლესიო გალობა აინტერესებდა, მაგრამ სოფლის პირობებში მისი შესწავლა ვერ მოახერხა. ამიტომ გიორგიმ მონასტერში წასვლა გადაწყვიტა, სადაც სიღრმისეულად დაეუფლებოდა ქართულ სამხმიან საეკლესიო გალობას. 1897 წელს, 12 წლის ასაკში, იგი გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა “ მონასტერში მივიდა, სადაც რამდენიმე “ მოხუცი ბერი მოღვაწეობდა. წლების “ განმავლობაში მათგან მორჩილმა გიორგიმ არა მარტო გალობა, არამედ 2 წმინდა წერილი და საეკლესიო ტიპიკონიც საფუძვლიანად შეისწავლა და რამდენიმე წელიწადში უკვე სრულყოფი- ლად დაეუფლა გალობასა და ღვთისმსახურების წესებს. 1907 წლის დეკემბერში მორჩილი გიორგი დავით გარეჯის ლავრაში გადავიდა, სადაც ერთი თვე დაჰყო. 1908 წლის იანვარში ალავერდელი ეპისკოპოსის დავითის (კაჭახიძე) ლოცვა-კურთხევით, რომელიც, ამავდროულად, თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარიც იყო, მორჩილი გიორგი აღნიშნულ მონასტერში მორჩილის შტატში მიიღო. 1909 წლის იანვარში იგი წერილით მიმართავს მეუფე დავითს, გააგზავნოს ოფიციალური უწყება საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორაში იმის შესახებ, რომ იგი ნამდვილად ითვლება ფერისცვალების მონასტრის საძმოს წევრად. მიმართვა გამოწვეული იყო იმით, რომ მას მიუვიდა გამოძახება სამხედრო უწყებიდან. 1911 წლის 29 მაისის მე-14 ნომერში საეკლესიო ჟურნალი „შინაური საქმეები“ წერდა: „თბილისის ფერისცვალების დარიის მონასტრიდან სადღაც წავიდა ამ ერთი კვირის წინათ მღვდელ-მონაზონი ილარიონი (მანგოშვილი); სამი კვირის წინათ კი სადღაც წავიდა იმავე მონასტრის მორჩილი გიორგი ებიტაშვილი“. 1911 წლის 1 ივნისს კი ფერისცვალების მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ნაზარი (ლეჟავა) სინოდალურ კანტორას წერდა: „ფერისცვალების მონასტრის მღვდელ-მონაზონი ილარიონი (მანგოშვილი) დაიკარგა უგზო-უკვლოდ, გთხოვთ, მასზე გამოაცხადოთ ძებნა პოლიციის დახმარებით, ხოლო მორჩილი გიორგი ეპიტაშვილი მონასტერში ხშირად არყოფნის გამო გაირიცხოს საძმოდან“. როგორც ჩანს, მამა ილარიონსა და მორჩილ გიორგის რაღაც უთანხმოება მოუვიდათ მონასტრის წინამძღვართან ან საძმოს რომელიმე წევრთან და მათ მო
38-2 საპატრიარქოს უწყებანი N38 8-14 ნოემბერი 2012წ გვ.20
იღუმენი გიორგი (ეპიტაშვილი) 1885-1937 (გაგრძელება)
ნასტრის დატოვება მოუხდათ. შემდგომ წლებში იგი შიომღვიმის მონასტერსა და მარტყოფის წმინდა ანტონის სავანეში მოღვაწეობდა. 1917 წლის 8-17 სექტემბერს მორჩილი გიორგი საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე გარე კახეთის სამღვდელოების დელეგატია. 1921 წლის თებერვალში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ეკლესიის მსახურთა და მონასტრებში მცხოვრები ბერმონაზვნობის მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა. მორჩილ გიორგის კვლავ მოუხდა მონასტრის დატოვება.ამჯერად იგი მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და იქ განაგრძო მოღვაწეობა. 1923 წლის სექტემბრის დასაწყისში იგი თხოვნით მიმართავს ურბნელ ეპისკოპოს ქრისტეფორეს (ციცქიშვილი), რომელიც იმ პერიოდში კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) პატიმრობის გამო მოსაყდრის მოვალეობას ასრულებდა: „მაქვს მოწოდება, რომ ვემსახურო ჩემს სარწმუნოებას, რადგანაც ვემსახურები ჩემი ბავშვობიდან ეკლესია-მონასტრებს. თანახმად სოფელ ხაშმის საზოგადოების მოთხოვნილებისა, უმორჩილესად გთხოვთ, თქვენო მეუფებავ, ხელდასხ- მულ მყოთ მღვდელ-მონაზვნად ნათლისმცემლის მონასტერში“.1923 წლის 18 სექტემბერს თბილისის მაცხოვრის
ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა დიმიტრიმ (ყარყარაშვილი) მორჩილი გიორგი ბერად აღკვეცა და სახელად ისევ გიორგი უწოდა. 19 სექტემბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში ურბნელმა ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ერთ კვირაში მლვდლად დაასხა ხელი და გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერში დანიშნა. მასვე დაევალა ხაშმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მსახურება და იქაური მრევლის პატრონობა. 1924 წლის 29 იანვარს მღვდელ-მონაზონი გიორგი ეპისკოპოს ქრისტეფორეს წერდა: „რადგანაც მე დიდ სიღარიბეს განვიცდი, როგორც უბინავო კაცი, და რომ სიღარიბეს თქვენ ყურადღებას არ აქცევთ, როგორც სოფელ ხაშმის წარმომადგენელთ განგიცხადეს და მე კი, როგორც ღარიბ კაცს და უბინავოს, არ შემიძლიან ამ საერთო გაჭირვების დროს ავიტანო თქვენი დევნა, ამისთვის ვიხდი მღვდელ-მონაზვნის ხარისხს და გთხოვთ, მომცეთ განთავისუფლების ქაღალდი“. 1925 წელს მამა გიორგიმ დააარსა მომღერალთა გუნდი, რომლის შექმნაში მას დახმარება გაუწია მედავითნე ელისე მაჭავარიანმა. ეს გუნდი მონაწილეობდა რელიგიურ და საოჯახო დღესასწაულებზე, პანაშვიდებზე, მიცვალებულთა დასაფლავებაზე, როგორც ხაშმში, ისე სხვა სოფლებში. ასევე მონაწილეობდნენ სარაიონო და რესპუბლიკურ კონკურსებზე, უმღერიათ თბილისის ოპერაშიც. მათ ხშირად დაუმსახურებიათ მოწონება და მიუღიათ სხვადასხვა ჯილდო. გუნდის წევრებს ხალხი ვახშამს უმართავდა, ისინი ფულად გასამრჯელოს არ იღებდნენ. ფულადი გასამრჯელოს აღება დიდ სირცხვილად მიიჩნეოდა. მამა გიორგი ამ პერიოდში თბილისში ცხოვრობდა. როდესაც ხაშმში ჩადიოდა, მაშინ ისაკ ვარძელაშვილის სახლში რჩებოდა. მისი ყველაზე სასურველი მიმართვა იყო: „მამულიშვილო". ის სახელით არავის მიმართავდა.
XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს მამა გიორგის იღუმენის წოდება მიენიჭა. 1932 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ (ცინცაძე) იგი ნინოწმინდის ოლქის მთავარხუცესად დაადგინა. იღუმენი გიორგი XX საუკუნის 30-იან წლებში ქვეყანაში დაწყებული სისხლიანი რეპრესიების მსხვერპლი გახდა. 1937 წელს იგი დააპატიმრეს და ამავე წლის 28 ნოემბერს სამეულის განჩინებით დახვრიტეს.
39 საპატრიარქოს უწყებანი N39 15-21 ნოემბერი 2012წგვ.19
სოფელი ბრეთი და ედილაშვილების სამღვდელო გვარი
I ნაწილი
საქართველოში მრავალი ისტორიული სოფელი არსებობს. მათ შორისაა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარე ბრეთი. სოფელი შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე ალმოსავლეთ ფრონეს მარცხენა ნაპირზე მდებარეობს.
ბრეთის ტერიტორია ადრინდელ შუა საუკუნეებიდანვე ყოფილა დასახლებული. გარკვეულ ტერიტორიულ ერთეულს წარმოადგენდა ბრეთის ხევი. ამ პატარა სოფელში არის ორი უძველესი ტაძარი.
ერთ-ერთი მათგანი, წმინდა გიორგის ეკლესიამონასტერი, შუაგულ სოფელშია. ლეგენდის მიხედვით, ეკლესიაში იყო საიდუმლო გვირაბი, რომელიც მდინარე ფრონის ქვეშ გადიოდა და უკავშირდებოდა მთაზე აღმართულ წმინდა სამების ტაძარს, რომელიც ნახევრად დანგრეულია. ეს ტაძარი, სავარაუდოდ, VI ს-ით თარიღდება.
ბრეთში VI ს-ში მოღვაწეობდა ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – პიროსი. მის მიერ ჩამოყალიბებული სამონასტრო ცენტრი მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში იყო კულტურულ-საგანმანათლებლო, მწიგნობრობის, ხელოსნობის მნიშვნელოვანი კერა. აქ შეიქმნა XI საუკუნის ბრეთის ვერცხლის საომარი ჯვარი - წარწერით, XIII საუკუნის ბრეთის ტყავის სახარება და სხვ.
ბრეთის მონასტერი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა როგორც საკუთრივ სოფლის, ისე ბრეთის ხევის მოსახლეობის კულტურული დაწინაურების საქმეში. ბრეთის ხევი და სოფელი ბრეთი ფეოდალური საქართველოს სახელმწიფოებრივი ერთიანობის ხანაში უშუალოდ საქართველოს სამეფო კარს ექვემდებარებოდა. XIV-XV სსის მიჯნაზე ბრეთის ხევი ალექსანდრე I-მა სვეტიცხოვლის მონასტერს შესწირა. XV-XVI სს-ში ბრეთის ხევის ერთი ნაწილი და თვით სოფელი ურბნისის მონასტერმა თავისი გავლენის ქვეშ მოიქცია. აქ იგი საკმაო რაოდენობის
ყმა-მამულს ფლობდა და თავისი მოურავიც ჰყავდა. XVIIXVIII სს-ში, ზემო ქართლში, ავალიშვილების სათავადოს ჩამოყალიბების შემდეგ სოფელ ბრეთის დიდი ნაწილი
ავალიშვილთა საკუთრება იყო. აქ მათ სასახლეც ჰქონდათ. XVI-XVIII სს-ის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ბრეთი ზემო ქართლის სადროშოში შედიოდა, რომელსაც ამილახვრები სარდლობდნენ. კომუნისტების პერიოდში ეკლესია დაიკეტა და უღმრთოებმა იქ სურსათის საწყობი გახსნეს. ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტც იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით, 1997 წელს სოფელ ბრეთის ეკლესიაში განახლდა ქრისტიანული ცხოვრება, ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები, კერძოდ: გაიწმინდა და მოპირკეთდა ტაძრის ეზო, ეკლესიათა გარშემო მიწა შემოიჭრა და ფართო გარშემოსავლელი მოეწყო, კომპლექსს გარს შემოერტყა საშუალო სიმაღლის ლამაზი წყობის რიყის ქვის გალავანი, ჩაიდგა კრამიტის სახურავიანი ძველქართული ჭიშკარი, გარშემოსავლელის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ჩაშენდა სამრეკლო, ძვირფასი ნატიფი ქვით მოპირკეთდა მამა პიროსის საფლავი, ინტენსიური მოხატულობით დაიფარა კომპლექსის ინტერიერი. რესტავრირებული და გამშვენებული ტაძრები მალევე ეკურთხა. 1998 წლის 31 იანვარს დიდი ტაძარი გაიხსნა. საგანგებოდ ამ ტაძრისთვის დაიწერა წმინდა გიორგის ხატი. მასში დიდმოწამის მუხლის ძვლის ნაწილია ჩაბრძანებული. ხოლო 1999 წელს კი მამა პიროსის ეკლესიის ტრაპეზი განახლდა. 2003 წლის 14 აგვისტოდან ბრეთში დედათა მონასტერი ფუნქციონირებს. სოფელ ბრეთაში რამდენიმე საუკუნეა სახლობენ ედილაშვილების გვარი. ამ ძველი ქართული გვარის ფუძეა საკუთარი სახელი -- ედილა. შემორჩენილია რამდენიმე ისტორიული საბუთი, სადაც მოხსენიებულია ეს გვარი. „მისრი ედილაშვილი – სახლიკაცი მამისა ბერსინაშვილისა.. კათალიკოს შიოსა და მცხეთაშვილთა თანხმობით, მან იშვილა სიძე-მღვდელი იოანე ჭარმაული, შეიყვანა მემამულედ და ჩააბარა თავისი განუყოფელი სახლი და მამული, 1442 წელს“. წყალობის წიგნი მარკოზ კათალიკოზისა ბერინასშვილს მეჯინიბეთ-უხუცეს მამისადმი (1465წ. 13 დეკემბერი) -- „ჩუენ, ქრისტეს ღმრთისა მიერ ქართლის კათალიკოზმან მარკოზ, ესე უკუნისამდე გასათავებელი
წიგნი მოგეცით თქუენ, ბერენას-შვილსა მეჯინიბეთუხუცესსა მამისასა და ედილას-შვილსა მისრის და შენსა შვილსა -- ზაქარიას, შვილთა და შვილის შვილთა, მომავალთა გუარისა შენისათა ყოველთავე...“ 1690-1693 წლებში იხსენიებიან სოფელ ახალქალაქში მცხოვრები ყანდინა ედილასშვილი, რომელსაც ჰყავს შვილები: გიორგი, ესტატე და ძმები: ბაინდური და ბეჟინა. 1690 წელს ყანდინამ ივანე ძამანასშვილისაგან უკანაჭალაში ერთი დღის მიწა იყიდა, ხოლო 1693 წელს ესტატე გულუაშვილისაგან ვალის სანაცვლოდ აიღო ხანდაკსა და ყარაღაჯს შუა მდებარე ბეჟიტაშვილის ერთი დღის მიწა“.
XX ს-ის დასაწყისიდან ბრეთში მოღვაწეობენ ედილაშვილების სამღვდლო გვარი. საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორაში დაცული საბუთების მიხედვით, ამ გვარიდან პირველი სასულიერო პირი არის მღვდელი გიორგი რომანოზის ძე ედილაშვილი, დაბადებული 1763 წელს. ქართულ ენაზე წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი პატარა გიორგიმ მღვდელ-მონა-
39-1 საპატრიარქოს უწყებანი N39 15-21 ნოემბერი 2012წგვ.20
სოფელი ბრეთი და ედილაშვილების სამღვდელო გვარი (გაგრძელება)
ზონ იოანესთან (მინაძე) ისწავლა. 1805 წელს ურბნისის ეპისკოპოსმა იულიოსმა (თუხარელი) იგი დიაკვნად აკურთხა. 1807 წელს რუისის მიტროპოლიტმა იუსტინემ (მაღალაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი (უცნობია, თუ სად მსახურობდა იგი თავდაპირველად). 1812 წელს მამა გიორგი ბრინჯაოს ჯვრით დაჯილდოვდა. 1818 წელს ბრეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. ჰყავდა მეუღლე -ანა მამულას ასული (დაბ. 1769წ.) და შვილები: ტიმოთე (დაბ. 1807წ.). გაბრიელი (1814წ.), ანდრია (1815წ.), იოსები (1817წ.) და ზაქარია (1820წ.). XIX ს-ის | ნახევარში იხსენიება ასევე გორის მაზრის, სოფელ თიღვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი იოანე ედილაშვილი. მამა გიორგის ხუთი შვილიდან, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სასულიერო პირი გახდა ანდრია, იოსები და ზაქარია. ანდრია იხსენიება 1871 წელს გორის მაზრის ერედვის ოლქის მთავარხუცესად. იოსები დეკანოზის წოდებით მსახურობდა, თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, როდის ეკურთხა ან სად მოღვაწეობდა იგი. ზაქარია XIX საუკუნის 50-70-იან წლებში ბრეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში მსახურობს. სავარაუდოდ, მან მამის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა წინამძღვრის ადგილი. დეკანოზ იოსების შტოდან სასულიერო გზა არავის გაუგრძელებია.
მღვდელ ზაქარიას ჰყავდა სამი შვილი: მღვდელი ერმოლაოზი, ქაბატო და მღვდელი გიორგი. მამა ზაქარიას უფროსი ვაჟი, მღვდელი ერმოლაოზი
1844 წელს დაიბადა. იგი თავდაპირველად გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1807 წელს კი თბილისის სასულიერო სემინარია მეორე ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 1867 წლის 11 ნოემბერს ჯავის სასოფლო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1869 წლის 12 იანვარს დიაკვნად აკურთხეს, ამავე წლის 26 იანვარს
მღვდლად დაასხეს ხელი და გორის მაზრის სოფელ მსხლების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1872 წლის 4 ნოემბერს ერთგული სამსახურისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1875 წლის 6 მაისს ფცის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1878 წლის 18 მაისიდან ავლევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 1883 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა, ხოლო 1886 წლის 22 მარტს სკუფია უბოძეს. 1895 წლის 19 სექტემბერს საღოლაშენის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1902 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. მისი შემდგომი ბედი უცნობია. მამა ერმოლაოზი ადრე დაქვრივდა. ჰყავდა სამი ვაჟი და ორი ქალიშვილი: ზაქარია (დაბ. 1873წ.), იოსები (დაბ. 1878წ.), დავითი (დაბ. 1882წ.), ოლია და მარიამი.
მამა ერმოლაოზის შვილი გახლდათ ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პროფესიით ექიმი-ვეტერინარი ზაქარია ედილაშვილი (ედილი.ს მან დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. უმაღლესი განათლება მიიღო ქ. ტარტუს ვეტერინარულ ინსტიტუტში. 1901 წელს დაბრუნდა სამშობლოში. მუშაობდა ზანგეზურის, ეჩმიაძინის, ნახჩევანის, სოხუმის მაზრებში, 1907-1917 წლებში საინგილოში, 1918 წლიდან ქ. გორში, ვეტექიმად. 1925-
1927 წლებში რედაქტორობდა გორის რაიონულ გაზეთ „ქართლს“. 1927 წლიდან გორის მთავარი ვეტექიმია. დაინტერესებული იყო საქართველოს ისტორიით, მუშაობდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე. აღსანიშნავია მისი სტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი საინგილოზე. ზაქარია გარდაიცვალა 1956 წლის 22 მაისს. მისი თხზულებებია: „ერეკლე მეფე და გრაფი ტოტლებენი“, გაზეთი „საქართველო“, 1916წ. N134, 136, 139, 140; იქვე, „ვახტანგ მეფე და პეტრე დიდი 1915წ. N 133-137, 140 155-158; იქვე, „მეფე თეიმურაზ I-ის დამოკიდებულება რუსეთთან, 1915წ. N 76, 78, 101,
103; „საინგილო“ (ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი) თბ., 1947წ.
40 საპატრიარქოს უწტყებანი N40 22-28ნოემბერი 2012წ გვ.19
სოფელი ბრეთი და ედილაშვილების სამღვდელო გვარი (გაგრძელება)
II ნაწილი
დასაწყისი იხ. „საპატრიარქოს უწყებანი“ N 39 მამა ზაქარიას უმცროსი ვაჟი -- მღვდელი გიორგი 1851 წლის 14 იანვარს დაიბადა. 1870 წელს მან წარჩინებით დაასრულა გორის სასულიერო სასწავლებელი. 1870-1876 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც მეორე ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 1876 წლის შემოდგომაზე გიორგი დაქორწინდა ნატალია სიმონის ასულზე (1855- “1903), რომელთანაც ხუთი შვილი ჰყავდა: ანა (1877წ.), მელანია (1879წ.), მიხეილი (1881წ.) ნინო (1883წ.) და ანასტასია (1887წ.) –“1877 წლის 14 იანვარს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) იგი დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 27 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და ქსოვრისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. 1880 წლის 3 სექტემბერს თიღვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის წლის 24 დეკემბრიდან ბრეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. პერიოდულად იგი ასევე ასრულებდა წირვა ლოცვებს ბრეთის ეკლესიაზე მიწერილ ძლევისჯვრის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიაში. 1888 წლის 1 დეკემბერს მამა გიორგი გორის მაზრის IV ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს და ამ პოსტზე იგი 1904 წლის 17 თებერვლამდე დარჩა. 1889 წლის 6 იანვარს იგი საგვერდულით დაჯილდოვდა, ხოლო 1896 წლის აპრილში სკუფია უბოძეს. 1892 წელს მამა გიორგიმ საკუთარი ხარჯებით თავის სახლში გახსნა სკოლა, სადაც უსასყიდლოდ ასწავლიდა სოფლის ბავშვებს წერა-კითხვას. 1896 წელს გაზეთი „ივერია“ წერდა: „წელს ჩვენი სოფლის წერა-კითხვის სკოლა სამრევლო სკოლად გადააკეთეს. აგერ ეს ოთხი-ხუთი წელიწადია, რაც ჩვენში ბლაღოჩინ მღვდელ გიორგი ედილაშვილს თავის საკუთარ სახლში უფასო სკოლა ჰქონდა გაღებული და თავისი შრომა-მეცადინეობით ისეთნაირად მიჰყავდა სკოლის საქმე, რომ მთავრობამ საჭიროდ დაინახა მასწავლებელი მიეშველებინა მისთვის, რისთვისაც კერძოდ მასწავლებლისათვის გადაიდო 120 მანეთი და სკოლის სახლის ქირად - 50 მანეთი, თუმცა ყველა ეს წრეულობით ვერ მოხერხდება, მაგრამ იმედია საგაისოდ ყველაფერი მზად იქნება. ვისურვებთ, რომ სხვა მღვდლებსაც მიებაძნოთ მამა გიორგისათვის, მხნეობა და თავგანწირვა ყველა ამგვარ საქმეში არ მოჰკლებოდეთ“. როგორც ჩანს, მაშინ ამ სკოლის გახსნა ვერ მოხერხდა, რადგან 1902 წელს გაზეთი „ივერია“ კვლავ წერდა: „ამჟამად ჩვენი სოფლიდან გორსა და თბილისში სწავლობს ოცდაერთი ყმაწვილი: ამათში სამი ქალია და დანარჩენი - ვაჟები, რომელნიც სხვადასხვა სასწავლებლებში იმყოფებიან. შვიდი ყმაწვილი ეკუთვნის თავად ავალიშვილები გვარეულობას და დანარჩენი ქალ-ვაჟნი კი ედი-
40-1 საპატრიარქოს უწტყებანი N40 22-28ნოემბერი 2012წ გვ.20
სოფელი ბრეთი და ედილაშვილების სამღვდელო გვარი (გაგრძელება)
ლაშვილებისას. სოფელი მოწადინებულია გამართოს ერთკლასიანი სასწავლებელი თავად ავალიშვილებისა და ბლაშემწეობით და დახმარებით. სრული იმედი გვაქვს, რომ ბლაღოჩინი მამა გიორგი ედილაშვილი მალე მორჩება ეკლესიის გალავნის შემოვლებას და მერე შეუდგება აწ განზრახული სასწავლებლის დაარსებას. ყველა გრძნობს იმის საჭიროებას და დღემდე კი საქმე-საქმეზე არ მიდის და სკოლა ვერ გავმართეთ“. 1904 წლის 3 თებერვალს მამა გიორგის 12 წლის განმავლობაში მთავარხუცესის მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისათვის წმინდა ანას!III ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1910 წლის 6 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა. 1912 წლის 15იძულებული გახდა გაეხადა ანაფორა და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. შემორჩენილია პატარა მოგონება მამა მიხეილთან დაკავშირებით, რომელსაც მისი ნათესავი გოგი ედილაშვილი მოგვითხრობს: „10-11 წლისა ვიქნებოდი, მშობლებმა სოფელში რომ ჩამიყვანეს. მამა მიხეილს 4 შვილი ჰყავდა. მის ერთ შვილს ემილიანე ერქვა. ერთ დღეს ემილიანე მამას ურმის გაკეთებაში ეხმარებოდა. მამა მიხეილმა სთხოვა, რომ მისთვის მიეტანა ლატანი (ურემში ჩასადები). შვილმა მამის დავალება შეასრულა და ლატანი მიუტანა, მაგრამ მან უთხრა ეს აფრაკიაო. გოგიმ არ იცოდა, რას ნიშნავდა აფრაკი და თავისი გაკვირვება გამოხატა, მამა მიხეილმა კი აუხსნა, რომ ეს იყო არასწორი, დაღრეცილი ხე, იმ საქმისათვის არ გამოდგებოდა და დაიწყო ახალის გაკეთება. გოგის გაუკვირდა, საიდან იცოდა ამ ხანშიშესულმა კაცმა ურემის გაკეთება და იკითხა. მამა მიხეილმა კი უპასუხა, რომ მღვდლებმა ყველა ხელსაქმე იცოდნენ, რადგან ხშირად უწევდათ ამ საქმის კეთებაო. გოგისათვის გასაკვირი ის იყო, რომ მამა მიხეილი თავის თავს მღვდელს, ღვთისმსახურს უწოდებდა, მიუხედავად იმისა, რომ ის მღვდელმსახურებას აღარ აღასრულებდა“. მამა მიხეილი XX საუკუნის 50-იან წლებში გარდაიცვალა და დაკრძალულია სოფლის საგვარეულო სასაფლაოზე. ამჟამად სასულიერო გზას აგრძელებს ედილაშვილების გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი , ურბნისისა და რუისის ეპარქიის მღვდელმსახური, სარკის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი გიორგი (ედილაშვილი), რომელიც ღირსეული გამგრძელებელია თავისი დიდებული წინაპრების საქმიანობისა. თებერვალს მღვდელი გიორგი, თავისი თხოვნის საფუძველზე, პენსიაზე გავიდა და შტატიან მლვდელმსახურად აღარ ითვლებოდა. 1918 წლის 1 ოქტომბერს ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) მამა გიორგის ეკლესიაში ორმოცწლიანი ერთგული და ნაყოფიერი სამსახურისათვის სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძა. XX საუკუნის 20-იან წლებში ეკლესია-მონასტრების დარბევისა და სამღვდელოების რეპრესიების პერიოდში მოხუცი მოძღვარი მშობლიურ სოფელში ცხოვრობდა და ჩუმად აღასრულებდა საეკლესიო წესებს. მღვდელი გიორგი 1931 წლის 10 მარტს გარდაიცვალა და მისი ცხედარი სოფელ ბრეთის საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.
ედილაშვილების გვარში უკანასკნელი მლვდელმსახური გახლდათ მამა გიორგის ვაჟი მიხეილი, რომელიც 1881 წელს დაიბადა. მან დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი. წლების განმავლობაში ასწავლიდა ავლევის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში. ასევე პედაგოგი იყო მამამისის მიერ გახსნილ სოფელ ბრეთის სკოლაში.XX საუკუნის დასაწყისში მიხეილი დაქორწინდა გორის მაზრის სოფელ დირბში მცხოვრებ ბერძენ ქალიშვილზე, ელენე კიპარიდზე, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა: ლევანი, ელისაბედი, ემილიანე და შოთა. 1912 წლის 15 იანვარს მამის, მღვდელ გიორგის პენსიაზე გასვლის გამო, სოფლის მოსახლეობის თხოვნით, მიხეილი ბრეთის ეკლესიის წინამძღვრად გამოარჩიეს და ამავე წლის იანვრის თვეში დიაკვნად და მღვდლად დაასხეს ხელი. 1916 წელს იგი საგვერდულით დაჯილდოვდა. კომუნისტების შემოსვლის შემდეგ მამა მიხეილი თავდაპირველად განაგრძობდა მღვდელმსახურებას, მაგრამ 1923 წელს იძულებული გახდა გაეხადა ანაფორა და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. შემორჩენილია პატარა მოგონება მამა მიხეილთან დაკავშირებით, რომელსაც მისი ნათესავი გოგი ედილაშვილი მოგვითხრობს: „10-11 წლისა ვიქნებოდი, მშობლებმა სოფელში რომ ჩამიყვანეს. მამა მიხეილს 4 შვილი ჰყავდა. მის ერთ შვილს ემილიანე ერქვა. ერთ დღეს ემილიანე მამას ურმის გაკეთებაში ეხმარებოდა. მამა მიხეილმა სთხოვა, რომ მისთვის მიეტანა ლატანი (ურემში ჩასადები). შვილმა მამის დავალება შეასრულა და ლატანი მიუტანა, მაგრამ მან უთხრა ეს აფრაკიაო. გოგიმ არ იცოდა, რას ნიშნავდა აფრაკი და თავისი გაკვირვება გამოხატა, მამა მიხეილმა კი აუხსნა, რომ ეს იყო არასწორი, დაღრეცილი ხე, იმ საქმისათვის არ გამოდგებოდა და დაიწყო ახალის გაკეთება. გოგის გაუკვირდა, საიდან იცოდა ამ ხანშიშესულმა კაცმა ურემის გაკეთება და იკითხა. მამა მიხეილმა კი უპასუხა, რომ მღვდლებმა ყველა ხელსაქმე იცოდნენ, რადგან ხშირად უწევდათ ამ საქმის კეთებაო. გოგისათვის გასაკვირი ის იყო, რომ მამა მიხეილი თავის თავს მღვდელს, ღვთისმსახურს უწოდებდა, მიუხედავად იმისა, რომ ის მღვდელმსახურებას აღარ აღასრულებდა“. მამა მიხეილი XX საუკუნის 50-იან წლებში გარდაიცვალა და დაკრძალულია სოფლის საგვარეულო სასაფლაოზე. ამჟამად სასულიერო გზას აგრძელებს ედილაშვილების გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი , ურბნისისა და რუისის ეპარქიის მღვდელმსახური, სარკის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი გიორგი (ედილაშვილი), რომელიც ღირსეული გამგრძელებელია თავისი დიდებული წინაპრების საქმიანობისა.
41 საპატრიარქოს უწყებანი N41 29ნოემბერი-5დეკემბერი 2012წ გვ.17
არქიმანდრიტი გრიგოლი (ფერაძე) 1899-1942
| ნაწილი
გამოჩენილი ქართველი თეოლოგი, ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, არქიმანდრიტი გრიგოლი, ერისკაცობაში გრიგოლ რომანოზის ძე ფერაძე, 1899 წლის 31 აგვისტოს თელავის მაზრის სოფელ ბაკურციხეში, მღვდლის, რომანოზ ფერაძისა და მარიამ სამადალაშვილის ოჯახში დაიბადა. გრიგოლის დედა ასევე მოძღვრის ქალიშვილი იყო. მათ სამი ვაჟი ჰყავდათ: არჩილი, გრიგოლი და ვასილი. სანამ უშუალოდ წმინდა გრიგოლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ვისაუბრებდეთ, ურიგო არ იქნება გადავხედოთ მისი მშობლებისა და ბაბუის ცხოვრებას, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს მომავალი წმინდანის პიროვნების ჩამოყალიბებაში. : თავად არქიმანდრიტი გრიგო- ლი წინაპრების შესახებ თავის 9 ერთ-ერთ მოთხრობაში გვიამბობს, ”. რომ მისი ადრეული წინაპრები მწყემსები იყვნენ, მაგრამ ერთ დილით, უდაბნო ადგილას, სადაც ორი მწყემსი დარაჯობდა თავის ფარას, გაისმა ზარების სასწაული ხმა და ამ მელოდიის ბგერებში ერთ-ერთ მწყემსს ეუწყა, რომ მისი შთამომავლები უნდა ქცეულიყვნენ ადამიანური სულის მწყემსებად - „ამ დროიდან იწყება ახალი ჟამი ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში. ცხვრის მწყემსები სულთა მწყემსებად გადაიქცნენ. ჩვენ, ბავშვებს, ზამთარში, საღამოობით, გვიყვებოდნენ იმ ბედნიერ მწყემსებზე -- ჩვენს წინაპარსა და მის მეგობარზე“. ბაბუა დედის მხრიდან - მღვდელი ბესარიონ გრიგოლის ძე სამადალაშვილი 1825 წელს ქართლში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1841-1847 წლებში იგი თბილისის სასულიერო სემინარიის უფროს განყოფილებაში სწავლობდა, რომელიც 1847 წლის 23 ივნისს წარჩინებით დაასრულა. 1847 წლის 25 აგვისტოს თბილისის სასულიერო სემინარიის რეკომენდაციითა და საქართველოს ეგზარქოსის ლოცვა-კურთხევით, ახალგაზრდა, ნიჭიერი კურსდამთავრებული ჩრდილო კავკასიაში, ვლადიკავკაზის სასულიერო სასწავლებელში მეორე კლასების მასწავლებლად დაინიშნა. 1848 წლის 23 ივნისიდან 1849 წლის 1 ივლისამდე დროებით ასწავლიდა პირველ კლასებსაც, უსასყიდლოდ. 1849 წლის ივლისის ბოლოს, თავისი თხოვნის საფუძველზე, გათავისუფლდა მასწავლებლის მოვალეობიდან. 1849 წლის აგვისტოში ბესარიონი დაქორწინდა სოფიო პეტრეს ასულზე (დაბ. 1831წ. სოფიო გარდაიცვალა 1913 წლის 29 მარტს, დასაფლავებულია პეტრე-პავლეს ეკლესიის ეზოში, საკურთხევლის უკან). მამა ბესარიონსა და სოფიოს ხუთი შვილი ჰყავდათ: ნადეჟდა (დაბ. 1860წ.), ვლადიმერი (დაბ. 1862წ.), მარიამი (დაბ. 1864წ.), დეკანოზი ალექსი (დაბ. 1872წ.) და ზაქარია (დაბ. 1874წ.). 1849 წლის 4 სექტემბერს გორის ეპისკოპოსმა ნიკიფორემ (ჯორჯაძე) იგი დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 8 სექტემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ისიდორემ (ნიკოლსკი) მღვდლად დაასხა ხელი და ჩრდილო კავკასიაში, სუოდაკის ოსურ სამრევლოში დაინიშნა. 1850 წლის 28 _ დიგორისა და ალაგირის ოლქების მთავარხუცესის მოვალეობის შესრულება დაევალა, რასაც მამა ბესარიონმა წარმატებით გაართვა თავი, რადგან დაიმსახურა ოლქის სამღვდელოებისა და მრევლის პატივისცემა და სიყვარული. ამასთან დაკავშირებით, 1852 წლის 20 სექტემბერს იგი საგვერდულით დაჯილდოვდა და ოფიციალურად დამტკიცდა ამ თანამდებობაზე. 1856 წლის 17 აპრილს სკუფია უბოძეს. 1856 წლის 26 სექტემბერს სოდოკის სამრევლოში გადაიყვანეს. 1859 წლის 22 იანვრიდან მღვდელი ბესარიონი სამშობლოში ბრუნდება და თბილისის მოცი ქულთა თავთა -–– პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად ინიშნება. 1862 წლის 11 მაისს ერთგული და პატიოსანი სამსახურისათვის წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი უბოძა. 1862 წლის თებერვლიდან 1864 წლის ჩათვლით უსასყიდლოდ ასწავლიდა კუკიის ქალთა სკოლაში საღვთო სჯულს. 1866 წლის 17 აპრილს კამილავკა ეწყალობა. 1866 წელს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის დავალებით მამა ბესარიონს დაევალა აღმოსავლეთ საქართველოს ეპარქიების საეკლესიო მეტრიკული წიგნების რევიზია, ხოლო 1867 წელს დასავლეთ საქართველოს ეპარქიებისა. 1869 წლის 1 1 სექტემბერს საეკლესიო დოკუმენტების რევიზია დაევალა. 1870 წლის 3 თებერვალს საქართველოს ეგზარქოს ევსევის (ილინსკი) ლოცვა-კურთხევით, თბილისის სამხედრო ჰოსპიტალის მღვდლის პროკლე იოსელიანის ავადმყოფობის გამო, დროებით მას დაევალა წირვა-ლოცვის ჩატარება და საეკლესიო წესების შესრულება ჰოსპიტალის ეკლესიაში. 1868-1871 წლებში უსასყიდლოდ მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯავრდებულებთან ურთიერთობის მესამე განყოფილებაში. 1871 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1871 წლის 28 სექტემბრიდან მამა ბესარიონი უსასყიდლოდ ასწავლიდა საღვთო სჯულსა და ქართულ ენას ავლაბრის ქალთა სკოლაში. 187! წლიდან მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მსჯავრდებულებთან ურთიერთობის მეოთხე განყოფილებაში.
41-1 საპატრიარქოს უწყებანი N41 29ნოემბერი-5დეკემბერი 2012წ გვ.18
არქიმანდრიტი გრიგოლი (ფერაძე) 1899-1942 (გაგრძელება)
მამა ბესარიონი თითქმის 40 წლის განმავლობაში წინამძღვრობდა პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიას. სავარაუდოდ, იგი XIX საუკუნის 80-იან წლების მიწურულს გარდაიცვალა. დასაფლავებულია პეტრე-პავლეს ეკლე- სიაში, საკურთხევლის წინ, მარჯვენა მხარეს. წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლის ბაბუა, მამის მხრიდან, იყო იმერეთის ეპარქიის, სოფელ უბისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი სვიმონ იოაკიმეს ძე ფერაძე, რომელიც 1866-1882 წლებში მსახურობდა ამ ტაძარში. მისი შვილები იყვნენ: გრიგოლის მამა მღვდელი რომანოზი და ბიძა მღვდელი გიორგი. მღვდელი რომანოზი 1860 წელს დაიბადა. წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი.
1882 წლიდან მან მოღვაწეობა დაიწყო გორის მაზრის სოფელ ზემო ჭალის საზოგადოებრივ სასწავლებელში უფროს მასწავლებლად. შვიდი წლის განმავლობაში რომანოზმა სოფელში ღირსეული მასწავლებლისა და პატიოსანი ადამიანის სახელი დაიმკვიდრა. მისი ნიჭიერება და თავდადება შეუმჩნეველი არ დარჩენილა უმაღლესი საეკლესიო მმართველობისათვის. 1889 წლის 20 აგვისტოს საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) იგი დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 3 სექტემბერს ალავერდელმა ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) მლვდლად დაასხა ხელი და გარე კახეთში, სოფელ უჯარმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. უჯარმაში მსახურების პერიოდში მამა რომანოზი ოლქის სამღვდელოებამ სამი წლის ვადით აირჩია დეპუტატად საეპარქიო კრებაზე დასასწრებად. მან აქაც განაგრძო მასწავლებლად მუშაობა და უჯარმის სამრევლო სკოლაში უსასყიდლოდ ასწავლიდა პატარებს. 1892 წლის 6 ივნისს მას პედაგოგიურ ასპარეზზე ათწლიანი ნაყოფიერი სამსახურისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1892 წლის 12 დეკემბერს იგი გორის მაზრაში, სოფელ საქაშეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1895 წელს აქაც აირჩიეს დეპუტატად სამი წლის ვადით. ამასთანავე, ქ. გორში იყო საეპარქიო კრების საქმის მწარმოებლად. საქაშეთში მსახურების პერიოდში მამა რომანოზმა თავისი ხარჯებით გახსნა სამრევლო სკოლა, რომელსაც თავად ინახავდა და ბავშვებსაც უსასყიდლოდ ასწავლიდა. 1896 წლის აღდგომას იგი საგვერდულით დაჯილდოვდა. 1898 წლის 1 ოქტომბერს მამა რომანოზი კახეთში, ბაკურციხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. მან აქაც დააარსა სამრევლო სკოლა, მაგრამ გაჭირვებულ სოფელში ჭირდა არსებობა, ღარიბი გლეხობა ვერ ყიდულობდა თავისი შვილისთვის სასკოლო წიგნებსა და ინვენტარებს და პატარებს ძლიერ აუტანელ მდგომარეობაში უწევდათ ცოდნის მიღება. მამა რომანოზი ყოველ ღონეს ხმარობდა პრობლემების დასაძლევად და ხშირად პრესის საშუალებით ითხოვდა დახმარებას. აი, რას წერდა იგი 1899 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელში“: „უგულითადეს მადლობას უძღვნი ურიათუბნის მღვდელს -- ი. ჩეკურიშვილს, რომელმაც შესწირა ჩემდამო დაარსებულს სამრევლო სკოლას საკლასო დაფა, ღირებული ხუთი მანეთისა. ამ მოძღვარს, როგორც ვიცით, ბევრგან აღმოუჩენია დახმარება ამნაირ საქმეში. იმედი მაქვს, ვინც კი საქმითაც აღიარებს პირველ დაწყებითი სწავლის საჭიროებას, ჩვენი ყოველი მხრივ დაქვეითებული ხალხის საკეთილდღეოდ, მოაწვდის შემწეობას, რითაც იქნება. ამასთანავე დავსძენ, რომ სოფელ ბაკურციხეში ითვლება სამასამდის სასკოლო ბავშვი (7 წლიდან 14-მდის) და ეს სოფელი დაუჩაგრავს, უკან დაუწევია ნივთიერად შვიდი წლის განმავლობაში ზედიზედ სეტყვას, რომელსაც ვენახები, ეს პირველი საცხოვრებელი წყარო აქაური მცხოვრებლებიი სა, მთლათ გაუნადგურებია, ამნაირი მოვლენა, ვისაც კი გული შესტკივა თავის თანამოძმისათვის, აგრძნობინებს მათ უკიდურეს ნივთიერ მდგომარეობას და არ დაიშურებს მცირე წვლილის გაღებას აღნიშნული ხალხის გონებრივი საზრდოს მოსაპოვებლად და მათი სულიერად წინ მსვლელობისათვის ამჟამად სკოლაში შეგროვილია ორმოცდახუთი შეგირდი, რომლებიც ეს მეოთხე თვეა ერთგულად დადიან სასწავლებელში, მაგრამ სასკოლო სახლის შეუსაბამობა და უქონლობა სასწავლო ნივთებისა ცოტაოდენ ხელს გვიცარავს და არასანატრელ მდგომარეობაში გვაგდებს, რომლისთვისაც ვითხოვ ყველასაგან, ვისაც კი ძალუძს, დახმარება აღმოგვიჩინოს ამ საქმეში“, ახალგაზრდა მოძღვარი ასევე აქტიურად იღვწოდა სასულიერო ასპარეზზეც. არ იშურებდა ძალასა და ენერგიას ხალხის რწმენაში განსამტკიცებლად, მათ ჭეშმარიტ გზაზე დასაყენებლად. წირვას ისე არ დაასრულებდა, ქადაგებით რომ არ მიემართა მრევლისათვის, არ განემარტა მათთვის სახარების არსი და დადებითი მნიშვნელობა ქრისტიანის ცხოვრებისათვის. ფერაძეების შთამომავლის, ბატონ რომანოზ ფერაძის გადმოცემით, მამა რომანოზი „ერთგული იყო თავისი მრევლისა. პურს ძალით არავის ართმევდა და თვითონ ღარიბებს აძლევდა ხოლმე. მან გახსნა სოფლისათვის სკოლა და კიდევ დიდი სიკეთე უყო სოფელსა“, შემორჩენილია მამა რომანოზის ერთი ქადაგება, რომელიც მან 1903 წლის შობის დღესასწაულზე წარმოთქვა. სიტყვას გთავაზობთ შემოკლებით: „დიდათ სასიამოვნოა, კეთილმორწმუნენო მსმენელნო, მართლმადიდებელის ეკლესიისათვის დღეს ესოდენი თქვენი შეკრება ღვთის ტაძარში. სასიამოვნოა იმიტომ, რომ თვინიერ მართლმადიდებელის ეკლესიისა ქრისტიანე ვერ ცხოვნდება, ვერ დაიმკვიდრებს ზეციურ სასუფეველს. გარეშე ეკლესიისა, ლოცვისა და ღვთის ვედრებისა, ადამიანი ვერ დაიმშვიდებს თავის სინდისს. ვინც ეკ-
41-2 საპატრიარქოს უწყებანი N41 29ნოემბერი-5დეკემბერი 2012წ გვ.19
არქიმანდრიტი გრიგოლი (ფერაძე) 1899-1942 (გაგრძელება)
ლესიაში ხშირად დადის, იმას დაახლოვებული ჰყავს ღმერთი. იმის სულს არ ჰქეჯნის ამაოება. იგი ადვილად მოითმენს განსაცდელსაც კი. გარნა, ეკლესიას მოშორებული ქრისტიანე ემსგავსება ვაზის რქას, მოშორებულს ვაზიდან, რომელსაც არავითარი ნაყოფის გამოღება არ შეუძლია თავის თავად. შორდება მას ის, რომელიც გარდამოხდა ზეცით, განკაცნა და იშვა მარიამ ქალწულისაგან ჩვენის ცხოვნებისათვის; შორდება ის, რომლის შობასაც დღეს დღესასწაულობს წმიდა ეკლესია. ყრმა იშვა ჩვენდა, რომლისა მთავრობა იქმნა მხარსა ზედამისსა. ბედნიერი დღეა, დღეს, ძმანო ქრისტიანენო მთელის კაცობრიობისათვის! დღეს აღსრულდა ძველ აღთქმაში თქმუ- ლი ღვთისაგან ისაია წინასწარმეტყველის პირით: „აჰა, ქალწულმან მუცლად იღოს და შვას ძე და უწოდონ სახელი მისი ემანუილ, რომელიცა ნიშნავს, ჩვენთან არს ღმერთი“ (ისაია 7. 14). დღეს ის დღეა, ოდესაც აღსრულდა სიტყვები მთავარანგელოზ გაბრიელისაგან თქმული ღვთისმშობლისა მარიამისა მიმართ: „შვაძე და უწოდო სახელი მისი იესუ, ესე იყოს დიდ, და ძემაღლისა ეწოდოს“ (ლუკ. 1. 32-33). ვინც ღირსი გავხდით დღეს წირვის მოსმენისა, დაუტეოთ სოფლიური ფიქრი და ვარამი, გონებით წარმოვიდგინოთ ქალაქი ბეთლემი, რომელშიაც იშვა მხსნელი ჩვენი, უფალი იესუ ქრისტე.იშვა ყრმა, დაიბადა უფალი ჩვენი იესუ ქრისტე, მაგრამ დაიბადა იგი უკიდურეს სიღარიბეში. იგი ჩვრებში გაახვიეს და ბაგაში ჩააწვინეს. არ ვიცით, რომ მომხდარიყოს სადმე ანუ ვისგანმე, რომ ახლადდაბადებული ყრმა ბაგაში ჩაეწვინოთ. ჰოი, უწმიდესო ყრმაო! შენ ჭეშმარიტი ღმერთი იქმენ ჩვრებში გახვეული, პირუტყვთა ბაგაში ჩაწვენილი, რათა გამოიხსნა ცოდვებისაგან, უჩვენო ჭეშმარიტი გზა ცხოვრებისა პირუტყვთა დამსგავსებულს მაშინდელს ერს. მაცხოვარი ჩვენი იესუ ქრისტე დაბადებიდგანვე შეიქმნა ჩვენთვის ღვთაებრივი მოძღვარი და უდიდესი მასწავლებელი. მან გვაჩვენა ჩვენ თვალსაჩინოთ, რათა კმაყოფილნი ვიყვნეთ ჩვენ სიღარიბეში და მწუხარებაში ჩავარდნის დროსაც. ვიყვნეთ მშვიდნი, როცა ხალხი გვამცირებს და კიდეც გვსდევნის. გვასწავლის, რომ მთელის ჩვენის არსებით მივენდოთ ღმერთსა. მართალია, იესუ დაიბადა უკიდურეს სიღარიბეში, მაგრამ ის არის მეუფე და გამგე ცისა და ქვეყნისა: „ყრმა იშვა ჩვენდა, რომლისა მთავრობა იქმნა მხარსა ზედა მისსა“. ციურთა დასთა ანგელოზთა მბრძანებელია; და ესენიც ემორჩილებიან მას. მან გამოითხოვა ზეცით ანგელოზნი, რომლებმაც ახარეს მწყემსებს მისი შობა: „აჰა, გახარებ თქვენ სიხარულსა დიდსა, უთხრა ანგელოზმა მწყემსებს -- რამეთუ იშვა დღეს თქვენდა მაცხოვარი, რომელი არს ქრისტე უფალი“ (ლუკ. 10. 11). ზეცითგან იესუ გამოითხოვს მთელ დასს ანგელოზთა თვისთა სადიდებელათ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“ -–- გალობენ ანგელოზნი. ვინ არის იგი, რომელსაც ემსახურებიან ანგელოზნი? ეჭვს გარეშეა, რომ იგი არის უმაღლესი ანგელოზთა, იგი არის თვით ღმერთი. ჩვრებში გახვეული და ბაგაში ჩაწვენილი იესუ არის ყოვლადშემძლებელი ღმერთი. შეუვრდეთ ძმანო, მწყემსთა ბეთლემისათა და სამთა აღმოსავლეთის ბრძენთა თანა ბაგასა მას ღვათებრივისა ყრმისა! ვადიდოთ იგი დასთა თანა ზეციურ მხედრობათა: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება . შევწიროთ მას მოგვთა თანა მსხვერპლი სულიერი, განსაკუთრებით წმიდა გული, აღსავსე ცხოველის მხურვალე სარწმუნოებით, სათნო ვეყოთ მას კეთილითა საქმითა ჩვენითა და მით დახმარება აღმოუჩინოთ ღვთის სასუფევლის სოფლად დამკვიდრებას და გავრცელებას. ამინ“. 1905 წელს მღვდელი რომანოზი უეცრად ავად გახდა და გარდაიცვალა, დატოვა დამწუხრებული მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი. მამა რომანოზი დასაფლავებულია ბაკურციხის ეკლესიის ეზოში. ძმებს შორის შუათანა, გრიგოლი, რომელიც მაშინ შვიდი წლისა იყო, ბიძამ, ყვარლის ეკლესიის მღვდელმა გიორგი ფერაძემ აღსაზრდელად თავისთან წაიყვანა, სადაც გრიგოლი დაახლოებით ხუთი წელი ცხოვრობდა. ბიძამისი, მღვდელი გიორგი 1863 წელს დაიბადა. 1877-1881 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1881 წლის 2 ივნისს მან ქუთაისის პედაგოგიურ სასწავლებელში ჩააბარა, რომელიც 1885 წელს
წარჩინებით დაამთავრა და მასწავლებლის მოწმობა მიიღო. 1885 წლის 1 სექტემბრიდან 1887 წლის 1 სექტემბრამდე სოფელ სიმონეთის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად მუშაობდა. 1888 წლის 11 იანვარს საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანცელარიაში განამწესეს, სადაც 1889 წლის ბოლომდე მუშაობდა. 1890 წლის 21 იანვარს საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) გიორგი დიაკვნად აკურთხა, ერთი კვირის შემდეგ კი მლვდლად დაასხა ხელი და სამცხე-ჯავახეთის მხარეში, სოფელ ვალეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1890 წლის 15 აპრილიდან 1892 წლის 15 იანვარამდე იგი უსასყიდლოდ ასწავლიდა საღვთო სჯულს ვალეს სამრევლოსაეკლესიო სკოლაში. 1892 წლის 15 იანვრიდან 1894 წლის 21 თებერვლამდე კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლის მასწავლებლად მუშაობს. 1894 წლის 21 თებერვალს მამა გიორგი ყვარლის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1896 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1897 წლის 14 ივნისს რუსეთის იმპერიის პირველი საყოველთაო აღწერის დროს გამოჩენილი ერთგულებისათვის სამკერდე მუქი ვერცხლის ფერი მედლით დაჯილდოვდა. 1897 წლის 1 სექტემბერს ყვარლის ორკლასიანი სასოფლო სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1900 წლის 1 მაისს სკუფია უბოძეს. 1903 წელს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი უწყალობა. მღვდელი გიორგიც 1911 წლის 7 სექტემბერს გარდაიცვალა. იგი დასაფლავებულია ქ. თელავის ძველ სასაფლაოზე.
42 საპატრიარქოს უწყებანი N42 6-12 დეკემბბერი 2012წ გვ.18
არქიმანდრიტი გრიგოლი (ფერაძე) 1899-1942 (გაგრძელება)
სემინარიის სტუდენტობიდან გელათის კრებამდე, ევროპაში განათლების მილება და სასულიერო მოლვაწეობის დასაწყისი
II ნაწილი
„მართლმადიდებლობა არის თვით ღირებულება -- მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის ღირს ცხოვრება და სიკვდილიც...“.
მამის გარდაცვალების შემდეგ ობლად დარჩენილი გრიგოლის აღზრდა ბიძამ, მლვდელმა გიორგი ფერაძემ ითავა. მან გრიგოლი თავდაპირველად თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა. 1913 წელს იგი სწავლას თბილისის სასულიერო სემინარიაში აგრძელებს და სემინარიის ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტია, რის გამოც თავიდანვე მიიქცია მასწავლებლების ყურადღება, განსაკუთრებით კი დაუახლოვდა დეკანოზ კორნელი კეკელიძეს, რომელმაც ყმაწვილში დიდი ნიჭიერება შეამჩნია. იგი მამობრივ მზრუნველობას იჩენდა გრიგოლის მიმართ და ყველანაირად ხელს უწყობდა ცოდნას მოწყურებულ ახალგაზრდას. იგი იყო მთელი სემინარიის თვალი და გული. ამიტომ, როდესაც გადაწყდა თბილისის მფარველის წმინდა აბო თბილელის სახელობის ეკლესიის მშენებლობის ფონდის შექმნა, მისი თავმჯდომარეობა სწორედ გრიგოლ ფერაძეს ანდეს, მაგრამ 1917 წლის რევოლუციამ ამ საქმის განხორციელებას ხელი შეუშალა. 1918 წელს დაიხურა თბილისის სასულიერო სემინარია. ამის გამო საქართველოს საკათოლიკოსო საბჭომ შუამდგომლობით მიმართა გენერალ ფონ კრესს გრიგოლ ფერაძისთვის რომელიმე გერმანულ თეოლოგიურ ფაკულტეტზე სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე (მისი რუსეთში გაგზავნა რევოლუციის გამო შეუძლებელი იყო). ფონ კრესი საკათოლიკოსო საბჭოს ოფიციალურ მიმართვას შეჰპირდა, მაგრამ იმჟამად გერმანიაშიც რევოლუციური ქაოსი სუფევდა და ეს გეგმა ჩაიშალა. სწავლის პერიოდში გრიგოლი ამზადებდა მოწაფეებს, რათა მატერიალურად დახმარებოდა დედას და პატარა ძმას. 1918 წლიდან კი იგი მუშაობას იწყებს პედაგოგად გორის მაზრის სოფელ ზემო ხანდაკის დაწყებით სკოლაში. 1919-1921 წლებში გრიგოლს სავალდებულო „,სამხედრო ბეგარის“ დრომაც მოუწია. იგი მსახურობდა გორში, ბორჯომსა და ახალციხეში. 1921 წლის თებერვალში საქართველოში შემოიჭრა წითელი მე-11 არმია, რის შემდეგაც სამივე ძმა უყოყმანოდ ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. ამის შესახებ თვითონ გრიგოლი იგონებს: „მთელი საქართველო სისხლში ცურავდა. სამივე ძმა ფრონტზე ვიყავით. დედაჩემი თბილისში იყო. არაფერი იცოდა ჩვენს შესახებ. სამი ძმიდან პირველი მე დავბრუნდი სახლში. ბინა გაქურდული დამხვდა; ქალაქი შიმშილობდა; დრო არ მქონდა დასვენებაზე მეფიქრა, უნდა მეჩქარა, რათა უმცროსი ძმა მომეძებნა. სხვადასხვა ცნობა მოდიოდა მის შესახებ. სამი ქალაქი მოვიარე იმ იმედით, იქნებ მეპოვა, უმეტესად, ფეხით დავდიოდი. ძლივს მივაგენი დაკარგულ ძმას, რომელსაც ჩემი ჩასვლის დღეს ფეხი მოჰკვეთეს“. საქართველოს ანექსიის შემდეგ, ჯარიდან დაბრუნებულ გრიგოლს დაპატიმრება ემუქრებოდა, ამიტომ 1921 წლის მარტში კორნელი კეკელიძემ იგი დროებით სოფელ მანავის სკოლაში მასწავლებლად გააგზავნა, სადაც ის 1921 წლის სექტემბრის დასაწყისამდე დარჩა.
1921 წლის 1-5 სექტემბერს გრიგოლი ესწრება გელათში გამართულმმესამე საეკლესიო კრებას, როგორც მცხეთა-თბილისის ეპარქიის წარმომადგენელი. კრებაზე ქუთათელი მიტროპოლიტ ნაზარისა (ლეჟავა) და პროფესორ კ. კეკელიძის მიერ კვლავ დაისვა საკითხი მისი ევროპაში სასწავლებლად გაგზავნის შესახებ. გრიგოლის უცხოეთში გამგზავრებით კათოლიკოსიც ყოფილა დაინტერესებული: „მახსენდება უკანასკნელი აღდგომის დღესასწაული სამშობლოდან გამომგზავრებამდე -- წერს გრიგოლი -–- ეს იყო 1921 წლის 1 მაისი, ლოცვას აღავლენდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე, წირვის დამთავრებისას, როცა პატრიარქი ტაძრიდან გამოვიდა, შეჩერდა, მან ჩემი ორივე ხელი აიღო და მამობრივი მზრუნველობით წარმოთევა მრავალგზის: განეშორე, იხსენი შენი სიჭაბუკე! შევიგრძენი მამა-შვილური მზრუნველობა, სიმწარ ტკივილი და სევდაც“. თავად გრიგოლი სრულიად საქართველოს მესამე საეკლესიო კრებას სწერდა: „ვინაიდან თბილისის სასულიერო სემინარიის გაუქმებამ მომისწრო მე-VI კლასში, რის გამოც მომესპო სახსარი საღვთისმეტყველო სწავლის მიღებისა, ამიტომ, მსურს რა, ამ მოკლე ხანში გავემგზავრო გერმანიაში საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე შესასვლელად, უმორ- ჩილესად ვსთხოვ სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებას, რათა აღმომიჩინოს მე საჭირო ნივთიერი დახმარება.
42-1 საპატრიარქოს უწყებანი N42 6-12 დეკემბბერი 2012წ გვ.19
არქიმანდრიტი გრიგოლი (ფერაძე) 1899-1942 (გაგრძელება)
ამგვარივე შუამდგომლობა გერმანიის მისიის უფროს გენერალ ფონკრესის წინაშე აღძრული იყო საკათალიკოსო საბჭოს მიერ 1918 წელს. ხსენებულმა მისიამ გამოიტანა დადებითი გადაწყვეტილება, მაგრამ ამ კეთილ საქმეს ხელი შეუშალა გერმანიაში მომხდარმა რევოლუციამ. დაწვრილებითი ცნობები ამ საკითხის შესახებინახება საკათალიკოსო საბჭოს კანცელარიაში. ამასთანავე ერთად ვადგენ ბ. არტურ ლეისტის მოწერილობას საკათალიკოზო საბჭოსადმი“ -- ამავე კრების წევრი გრიგოლ რომანოზის ძე ფერაძე, ენკენისთვე, 1921 წელი, გელათი. 1921 წლის ნოემბრის დამდეგს საკათოლიკოსო საბჭომ, უწმინდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ (ხელაია), კორნელი კეკელიძემ და ივანე ჯავახიშვილმა სრულფასოვანი თეოლოგიური განათლების მისაღებად გრიგოლი არტურ ლაისტის დახმარებით ბერლინში გაგზავნეს. მას დაენიშნა „დოქტორ იოჰან ლეპ სიუს დოიჩე ორიენტ-მისიონის“ სტიპენდია. დოქტორი იოჰან ლეპსიუსი ასევე დაეხმარა გრიგოლს ვიზის მიღებასა და ბერლინის უნივერსიტეტის სტუდენტად გახდომაში. გრიგოლი დიდად ემადლიერებოდა თავის მფარველს. იგი ერთ მოგონებაში წერდა: „პატარა წერილი ვერ დაიტევს ყოველივეს, რაც სწავლის 4 წლის განმავლობაში შთამაგონა დოქტორმა ლეფსიუსმა. ეს მთელი ცხოვრების პროგრამაა, ცხოვრების, რომელიც აღვსილი იქნება ამ მრავალმხრივი და ღვთისგან უშურველად მომადლებული კაცისაგან მიღებული შთაბეჭდილებებით“. გერმანიაში ჩასვლის პირველი ხუთი თვე გრიგოლმა გერმანული ენის ცოდნის გაღრმავებას მოანდომა. ამის შემდეგ იგი (ცკლხოვრობდა პოსტდამში, ჩაეწერა ბერლინის უნივერსიტეტში და ჩააბარა გამოცდები გერმანულ, ძველებრაულ და ბერძნულ ენებში. 1922 წლის მაისიდან იგი ძირითადად სწავლობდა აღმოსავლურ ენებს: ძველებრაულს, სირიულს, არაბულს, კოპტურს, სომხურს და ბერძნულს. მათთან ერთადშეისწავლა გერმანული, ფრანგული, ინგლისური და ლათინური. მან იცოდა აგრეთვე რუსული და ძველსლავური. მოგვიანებით მან, პოლონეთში ყოფნის დროს, შეისწავლა პოლონური ენაც.მრავალი ენის ცოდნა საშუალებას აძლევდა გრიგოლს ორიგინალში გაცნობოდა მსოფლიო ლიტერატურას. ბევრ დროს უთმობდა პატროლოგიის შესწავლას, რომელიც შემდგომში მისი მოწოდების ჭეშმარიტი საგანი გახდა. 1925 წელს გრიგოლმა დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი, თეოლოგის დიპლომით. ამავე წლის 29 აპრილიდან მან სწავლა დაიწყო ბონის უნივერსიტეტში, სადაც სწავლობს რელიგიის ისტორიასა და აღმოსავლურ ენებს, ცნობილი გერმანელი აღმოსავლეთმცოდნის, პროფესორ ჰენრიხ გუსენის ხელმძღვანელობით. გრიგოლი ისე მოიხიბლა ბონით, რომ დიდხანს აღარ დაუტოვებია იქაურობა. იგი თავის მოგონებებში წერდა: „იქ ყველაფერი ჩემთვის ახლობელი და კარგად ნაცნობი იყო, ქალაქის გარეუბნებში მშვენიერი გორაკები, რბილი კლიმატი და ბარაქიანი მიწები უფრო მეტად მომაგონებდა ჩემი სამშობლოს ბუნებას, ვიდრე ბერლინი და მისი შემოგარენი“. ამასობაში საქართველოში საშინელი ამბები ტრიალებს. უღვთო ხელისუფლებამ ეკლესია საშინელ დღეში ჩააგდო. დააპატიმრეს კათოლიკოსი, მთელი საკათალიკოს საბჭო. დახვრიტეს უამრავი სასულიერო პირი და პროგრესიულად მოაზროვნე ქვეყნის საუკეთესო შვილები. მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ უცხოეთში მცხოვრები ქართველები. მათ საქართველოში დაბრენებაზე ოცნებაც კი აღარ შეეძლოთ. გრიგოლს სამშობლოზე ფიქრი კი არასოდეს ტოვებდა. ამ ხანებში იგი დოქტორ ლეპსიუს წერდა: ცუდი ცნობე-
42-2 საპატრიარქოს უწყებანი N42 6-12 დეკემბბერი 2012წ გვ.20
არქიმანდრიტი გრიგოლი (ფერაძე) 1899-1942 (გაგრძელება)
ბი მოდის ჩემი ქვეყნის შესახებ. არეულობა, ჩაგვრა, ქუთაისის მიტროპოლიტ ნაზარის მკვლელობა... ის ჩემი მასწავლებელი და მეგობარი იყო და ძალიან ბევრი გააკეთა ჩემი გერმანიაში გამოგზავნისათვის. 68 წლის მიტროპოლიტი ერთ წელიწადზე მეტ ხანს იჯდა ციხეში. ახლახან გამოუშვეს და ქუთაისში ცხოვრობდა... მასთან ერთად დავკარგე ყოველივე საუკეთესო, რაც სამშობლოსთან მაკავშირებდა და მახარებდა“. ამ პერიოდში გრიგოლმა გადათარგმნა გერმანულ ენაზე ბერძენი ბერის გიორგი ჰაგიორიტის ბიოგრაფია, დაწერა მისთვის კრიტიკული შესავალი და შენიშვნები. დროის მოკლე მონაკვეთში მოამზადა საფუძვლიანი სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ქართველ მონაზონთა ისტორია ჩანასახიდან 1064 წლამდე“. ან ნაშრომმა ცნობილი ევროპელი მეცნიერე- ბის ყურადღება მიიპყრო. გრიგოლმა დაიცვა დისერტაცია 1926 წლის 26 მაისს და ბედნიერი იყო, რომ ეს თარიღი სიმბოლურად დაემთხვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 1927 წლის 17 დეკემბერს მას ფილოსოფიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა. დოქტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ გრიგოლს სურდა სამშობლოში დაბრუნებულიყო, რათა ეკლესიაში ან უნივერსიტეტში ემსახურა. თხოვნაც გაუგზავნია საბჭოთა საელჩოში, მაგრამ პასუხი არ მიუღია. პასუხის მოლოდინში 1926 წლის მაისიდან 1927 წლის აპრილამდე გრიგოლი სწავლობდა ბოლანდისტებთან, ბრიუსელში, ცნობილი ორიენტალისტისა და ქართველოლოგის პაულ პეეტერსის ხელმძღვანელობით, რომელთანაც მას ნამდვილი მეგობრობა
აკავშირებდა. ამავდროულად, იგი ესწრება მოხსენებებს ლოვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში. 1927 წლის აპრილში გრიგოლმა მიიღო ერთწლიანი სტიპენდია ლონდონის ბრიტანეთის მუზეუმსა და ოქსფორდის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერების შესასწავლად. აქ იგი გაეცნო უძველეს ხელნაწერებსა და მასალებს. ამ პერიოდში ბონში გარდაიცვალა მისი პედაგოგი ჰენრიკ გუსენი და იგი მიიწვიეს მის ადგილზე. გრიგოლი დაინიშნა ქართული და სომხური ენების მასწავლებლად. შემდეგ ი გახდა ქართულ-სომხური ფილოლოგიის პრივატ-დოცენტი. 1930 წლის შობის დღეებში გრიგოლი მძიმედ დაავადდა. სიკვდილის პირას მისულს ხილვა ჰქონდა, რომ უფლისთვის ბოლომდე უნდა მიეძღვნა თავი და 1931 წლის 18 აპრილს, ჯერ სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ უკვე პატივდებული მეცნიერი, ლონდონის წმინდა სოფიას ბერძნულ ტაძარში ბერად აღიკვეცა. 19 აპრილს იქვე ეკურთხა დიაკვნად, ხოლო ამავე წლის 25 მაისს პარიზის წმიდა სტეფანეს სახელობის ბერძნულ ტაძარში მსოფლიო საპატრიარქო საყდრის ეგზარქოსმა გერმანოზმა მღვდლად დაასხა ხელი და მის მიერვე დაარსებულ წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1931 წლის 31 მაისს პირველ წირვაზე მან ქადაგებით მიმართა მრევლს: „მართლმადიდებლობა არის და იქნება უდიდესი განძი, რომელიც ჩვენ ერს ოდესმე ჰქონია. ამ განძისათვის
მსხვერპლად იწირებოდნენ ჩვენი წინაპრები, არჩევდნენ ყოველგვარ შეურაცხყოფას და თვით სიკვდილს, ფუფუნებას, თუ გნებავთ, პოლიტიკურ სარგებლობასაც. მართლმადიდებლობა არის თვით ღირებულება -- მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის ღირს ცხოვრება და სიკვდილიც...“. ამ დროიდან მოყოლებული მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, იგი დაუღალავად იღვწოდა პარიზის ქართული ეკლესიისთვის და ეს საქმე თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიაჩნდა. ამ სამრევლოს ჩამოყალიბება ძალიან დიდი საქმე იყო, რადგან იგი ერთადერთ ნუგეშს წარმოადგენდა საქართველოდან გადმოხვეწილი და სამშობლოს უიმედოდ მონატრებული ქართველობისათვის. მამა გრიგოლის ხელმძღვანელობით შეიქმნა და გამოიცა ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“. აფასებდა რა მამა გრიგოლის დამსახურებას სასულიერო მეცნიერების დარგში და მის დაუღალავ მოღვაწეობას ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცების საქმეში, 1934 წლის 5 იანვარს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ბასილი II-მ მას არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა.
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)
43საპატრიარქოს უწყებანი N43 13-19 დეკემბბერი 2012წ გვ.17
არქიმანდრიტი გრიგოლი (ფერაძე) 1899-1942 (გაგრძელება)
პოლონეთში გადასვლა და მოწამეობრივი აღსასრული
III ნაწილი
1933 წელს მამა გრიგოლი პოლონეთში, ვარშავის უნივერსიტეტში მიიწვიეს პატროლოგიის პროფესორის მოადგილის თანამდებობაზე. 1933 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებამდე კრაკოვში, ერთ პოლონურ ოჯახში ცხოვრობდა და სწრაფად შეისწავლა პოლონური ენა, აქვე მოამზადა მოხსენება ინაუგურაციისათვის. 1933 წლის 7 დეკემბერს მან წაიკითხა საინაუგურაციო მოხსენება თემაზე: „პატროლოგიის როლი, ამოცანები და მეთოდები მართლმადიდებლურ თეოლოგიაში“. ამის შემდეგ მამა გრიგოლი ძირითადად ცხოვრობდა ვარშავაში, სადაც ეკავა პატარა ოთახი ბრუკოვის ქუჩის 22-ე სახლში. მან მიიღო თანხმობა, რომ წელიწადში მინიმუმ ორჯერ გამგზავრებულიყო პარიზში წმინდა ნინოს ეკლესიის მართლმადიდებელ მრევლთან შესახვედრად, არდადეგების პერიოდში კი შეეძლო სამეცნიერო მიზნით ხანგრძლივად ემოგზაურა საზღვარგარეთ. გარდა ამისა, მამა გრიგოლის მოთხოვნით, პოლონეთის მართლმადიდებელ ეკლესიას უნდა ეცნო საქართველოს ეკლესი- ის ავტოკეფალია და მათ შორის დამყარებულიყო მეგობრული ურთიერთობა. ეს იყო მეორე გარდამტეხი ეტაპი მის ცხოვრებაში. ამ დღიდან სიცოცხლის ბოლომდე იგი ვარშავის უნივერსიტეტის ლექტორია და წმინდა მარიამ მაგდალინელის სახელობის ტაძრის ქვედა სამლოცველოს მსახური. იგი მოხსენებებს კითხულობდა სამეცნიერო კონფერენციებსა და ევროპის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებში. მთელ თავის სახსრებს ახმარდა სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებსა თუ ბიბლიოთეკებში დაცულ. ქართულ ხელნაწერთა მოძიებასა და შესწავლას და ამ მხრივ დიდი შრომაც გასწია. საქართველოში კი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არავინ არაფერი იცოდა მისი ნაშრომებისა და მოღვაწეობის შესახებ. არავინ იცოდა ისიც, რომ ექვთიმე
43-1 საპატრიარქოს უწყებანი N43 13-19 დეკემბბერი 2012წ გვ.18
არქიმანდრიტი გრიგოლი (ფერაძე) 1899-1942 (გაგრძელება)
თაყაიშვილის მიერ საფრანგეთში გახიზნული ქართული საუნჯეც მამა გრიგოლის წყალობით გადაურჩა განადგურებას. მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ფაშისტებმა თითქმის მთელი ევროპა დაიპყრეს, შეიტყვეს, საფრანგეთის ერთ-ერთ ბანკში ერთი პატარა ქვეყნის დიდი ქონება ინახებაო. ამ ქონების შესაფასებლად მათ მამა გრიგოლი მიიწვიეს, როგორც ცნობილი მეცნიერი და ექსპერტი. მამა გრიგოლმა ავით იფიქრა, საქართველოს ასეთი სიმნისას განსაკუთრებით დაინტერესდა პილიგრიმთა ჩანაწერებით, რომლებიც უკვე პალესტინაში ჩასვლამდე საკმაო რაოდენობით ჰქონდა დამუშავებული. მან შეიძინა 24 ქართული ხელნაწერი, აგრეთვე შეისყიდა V-VI საუკუნეების ეტრატი წარმოადგენდა უძველეს ქართულ ისტორიულ საბუთს, რომელსაც იგი თავზე ევლებოდა და მოწიწებით ემთხვეოდა“, -–– წერდა ვიქტორ ნოზაძე. ვარშავაში დაბრუნების შემდეგ მამა გრიგოლმა დაწერა მნიშვნელოვანი ნაშრომი „უცხოელ პილიგრიმთა ცნობები პალესტინის ქართველი ბერების და ქართული მონასტრების შესახებ“, სადაც აღწერილია პალესტინაში ქართული მონასტრებისა და ქართველი ბერების ისტორია. 1937 წლის ზაფხულის არდადეგებზე გრიგოლ ფერაძე ავსტრიაში, ვენაში გაემგზავრა გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული შუხარდტის ქართული კოლექციის გასაცნობად. დაბრუნებულმა დაწერა ნაშრომი ავსტრიაში დაცული ქართული ხელნაწერების შესახებ. 1937 წლის შემოდგომაზე ვარშავის მართლმადიდებელი ქართველი კოლონიის დახმარებით მამა გრიგოლი მონაწილეობდა შოთა რუსთაველის უკვდავი ქმნილების „ვეფხისტყაოსანის“ 750 წლისთავის იუბილის ორგანიზებაში. მან ამ მოვლენას და პოეტს რამდენიმე ნაშრომი მიუძღვნა. მათ შორის აღსანიშნავია, „შოთა რუსთაველის რელიგია“, სადაც მოძღვარი ასკვნის, რომ „შოთა რუსთაველი ბიბლიურსიმართლეს და ანდერძს გადმოგვცემს ისე, როგორც ქრისტემ გააკეთა --– მზის, ყვავილებისა და არაჩვეულებრივი ფერების მეშვეობით, ჩვეულებრივი და უბრალო ენით, რომელიც არ საჭიროებს არც განათლებას, არც რაიმე დამატებით ცოდნას მათ გასაგებად. ეს ქმნილება იპყრობს და აღამაღლებს ყველას, ვისაც იგი წაუკითხავს. ეს პოემა ესმოდა უბრალო ხალხს, უბრალო ქართველ გლეხს, რომელიც მთლიანად ითვისებდა ქმნილებიდან მოწოდებულ შეგონებებს. „ვეფხისტყაოსანი“ მისთვის იყო სახარება, რომელიც თითქმის ზეპირად იცოდა და რომლის ციტატებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებდა. ახლა მაგონდება ერთ-ერთი გლეხის შეკითხვა, რომელიც მოვისმინე 1919 წელს, სოფელში მასწავლებლად ყოფნის დროს: რომელი ქმნილებაა უფრო საინტერესო - სახარება თუ „ვეფხისტყაოსანი“? სახარება, –– ვუპასუხე! მან უნდობლად შემომხედა. სხვა პასუხს ელოდა!“ 1937/38 წლის საშობაო არდადეგებზე მამა გრიგოლი იტალიაში გაემგზავრა, იმოგზაურა ფლორენციაში, რომში, ნეაპოლში, პომპეიში. ვარშავაში დაბრუდიდრის განადგურებას ჩემი სიკვდილი სჯობსო და ფაშისტებს განუცხადა, ეს ქონება არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს, ის უბრალოდ ქართველებისთვისაა ძვირფასი, როგორც ეროვნული შემოქმედებაო. ფაშისტები ენდნენ გამოჩენილ მეცნიერს და განძზე ფიქრს თავი ანებეს. 1934 წლის ზაფხულის არდადეგებზე მამა გრიგოლი გერმანიაში გაემგზავრა და აღწერა ლაიფციგის, ბერლინისა და გოეტინგენის ბიბლიოთეკებში დაცული ქართული ხელნაწერები. 1935 წლის არდადეგები მან რუმინეთში, ბულგარეთსა და საბერძნეთში გაატარა. 6 თვე დარჩა საბერძნეთში, ათონის მთის მონასტერში, აღმოაჩინა უნიკალური ქართული გარდამოხსნა. შემდგომში პოლონეთში ემიგრირებული ქართველი გენერალი შალვა მაღლაკელიძე წერდა: „ამ გარდამოხსნის შეძენა სდომებია სპარსეთის შაჰს, რიზახანს, საკმაოდ დიდ თანხად, მაგრამ მამა გრიგოლმა უთხრა მას, რომ ამ უძველესი გარდამოხსნის ადგილი მხოლოდ საქართველოს მუზეუმშიაო, ვარშავაში მამა გრიგოლს ერთი პატარა ოთახი ჰქონდა და ამ გარდამოხსნას თვალისჩინივით უფრთხილდებოდა, არ იშორებდა. მართლაც საოცარი კაცი იყო“. ათონის მთაზევე აღმოაჩინა მან ლიტველი წმინდანების - ანტონის, იოანეს და ევსტახის წამების ბერძნული ვერსია. მან ასევე ინახულა წმინდა მთაზე შემორჩენილი რამდენიმე ქართველი მოხუცი ბერი. შემდეგ ათი დღე მან ბულგარეთში დაჰყო, მოინახულა ბაჩკოვოს, ანუ პეტრიწონის მონასტერი, სოფიის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში აღმოაჩინა პეტრიწონის ქართული მონასტრის ტიპიკონის მანამდე უცნობი ხელნაწერი (ასლი). 1936 წლის ზაფხულის არდადეგებზე მამა გრიგოლი იერუსალიმსა და სირიაში გაემგზავრა, მიუხედავად ქვეყნად არსებული სახიფათო მდგომარეობისა, შეისწავლა წმინდანთა ისტორია, მისი მოგზაურობის ადგილებში აღმოაჩინა არაერთი ქართული წარწერა, რომლებიც XIX ს-ის 80-იან წლებში გამორჩა პროფესორ ალექსანდრე ცაგარელს, მოინახულა წმ. ვარლაამის მონასტერი კასიუს მთაზე. წმინდა მიწაზე ყოფნისას განსაკუთრებით დაინტერესდა პილიგრიმთა ჩანაწერებით, რომლებიც უკვე პალესტინაში ჩასვლამდე საკმაო რაოდენობით ჰქონდა დამუშავებული. მან შეიძინა 24 ქართული ხელნაწერი, აგრეთვე შეისყიდა V-VI საუკუნეების ეტრატი; ეს „ეტრატი წარმოადგენდა უძველეს ქართულ ისტორიულ საბუთს, რომელსაც იგი თავზე ევლებოდა და მოწიწებით ემთხვეოდა“, -–– წერდა ვიქტორ ნოზაძე. ვარშავაში დაბრუნების შემდეგ მამა გრიგოლმა დაწერა მნიშვნელოვანი ნაშრომი „უცხოელ პილიგრიმთა ცნობები პალესტინის ქართველი ბერების და ქართული მონასტრების შესახებ“, სადაც აღწერილია პალესტინაში ქართული მონასტრებისა და ქართველი ბერების ისტორია. 1937 წლის ზაფხულის არდადეგებზე გრიგოლ ფერაძე ავსტრიაში, ვენაში გაემგზავრა გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული შუხარდტის ქართული კოლექციის გასაცნობად. დაბრუნებულმა დაწერა ნაშრომი ავსტრიაში დაცული ქართული ხელნაწერების შესახებ. 1937 წლის შემოდგომაზე ვარშავის მართლმადიდებელი ქართველი კოლონიის დახმარებით მამა გრიგოლი მონაწილეობდა შოთა რუსთაველის უკვდავი ქმნილების „ვეფხისტყაოსანის“ 750 წლისთავის იუბილის ორგანიზებაში. მან ამ მოვლენას და პოეტს რამდენიმე ნაშრომი მიუძღვნა. მათ შორის აღსანიშნავია, „შოთა რუსთაველის რელიგია“, სადაც მოძღვარი ასკვნის, რომ „შოთა რუსთაველი ბიბლიურსიმართლეს და ანდერძს გადმოგვცემს ისე, როგორც ქრისტემ გააკეთა --– მზის, ყვავილებისა და არაჩვეულებრივი ფერების მეშვეობით, ჩვეულებრივი და უბრალო ენით, რომელიც არ საჭიროებს არც განათლებას, არც რაიმე დამატებით ცოდნას მათ გასაგებად. ეს ქმნილება იპყრობს და აღამაღლებს ყველას, ვისაც იგი წაუკითხავს. ეს პოემა ესმოდა უბრალო ხალხს, უბრალო ქართველ გლეხს, რომელიც მთლიანად ითვისებდა ქმნილებიდან მოწოდებულ შეგონებებს. „ვეფხისტყაოსანი“ მისთვის იყო სახარება, რომელიც თითქმის ზეპირად იცოდა და რომლის ციტატებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებდა. ახლა მაგონდება ერთ-ერთი გლეხის შეკითხვა, რომელიც მოვისმინე 1919 წელს, სოფელში მასწავლებლად ყოფნის დროს: რომელი ქმნილებაა უფრო საინტერესო -- სახარება თუ „ვეფხისტყაოსანი“? სახარება, –– ვუპასუხე! მან უნდობლად შემომხედა. სხვა პასუხს ელოდა!“ 1937/38 წლის საშობაო არდადეგებზე მამა გრიგოლი იტალიაში გაემგზავრა, იმოგზაურა ფლორენციაში, რომში, ნეაპოლში, პომპეიში. ვარშავაში დაბრუ-
43-2 საპატრიარქოს უწყებანი N43 13-19 დეკემბბერი 2012წ გვ.19
არქიმანდრიტი გრიგოლი (ფერაძე) 1899-1942 (გაგრძელება)
ნებულმა გამოაქვეყნა ნაშრომი: „დიონისე არეოპაგელის აპოკრიფული წერილი ეფესოელ ეპისკოპოს ტიმოთესადმი“. არქიმანდრიტი გრიგოლი იყო პოლონეთში მცხოვრები ქართველი მართლმადიდებლების დიდი ნუგეში. შობისა და აღდგომის მსახურებას იგი ქართულ ენაზე კითხულობდა, რის გამოც მან რამდენჯერმე პოლონეთის ეკლესიის ხელმძღვანელობის საყვედურიც კი დაიმსახურა. ყველა არდადეგებს, გარდა საზაფხულოსი, იგი ატარებდა პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში, სადაც თანამემამულეებს სულიერ ზრუნვას არ აკლებდა, ნათლავდა, იღებდა აღსარებებს, ასრულებდა ქორწინების საიდუმლოს, აპატიოსნებდა მიცვალებულებს. მისი ბოლო ჩანაწერი საეკლესიო სამეტრიკო წიგნში დათარიღებულია 1939 წლის 1 იანვრით. ახლოვდებოდა მეორე მსოფლიო ომი. არქიმანდრიტი გრიგოლი მიიწვიეს ალჟირში, ბიზანტიოლოგიურ კონგრესზე, რომელიც უნდა გამართულიყო 1939 წლის ოქტომბერში, მაგრამ მამა გრიგოლი ამ კონგრესზე ვერ გაემგზავრა, რადგან არ ჰქონდა პოლონეთში დაბრუნების გარანტია (გართულებული საერთაშორისო სიტუაციის გამო), ამიტომაც უარი თქვა გამგზავრებაზე. „რადგან ვარშავაში მაქვს საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა, დაახლოებით 2000 ტომი, მათ შორის, იშვიათი ქართული პატრისტიკული წიგნები, ვფიქრობდი არ შემეძლო ბედის ანაბარა მიმეტოვებინა ევროპაში მთელი ჩემი ცხოვრების ნამოღვაწარი, მთელი ეს სიმდიდრე“, წერდა იგი. მალე მთელი პოლონეთი გერმანელი ფაშისტების მიერ იქნა ოკუპირებული. ვარშავის უნივერსიტეტი დაიკეტა. მამა გრიგოლს გერმანელებმა შესთავაზეს ლექციების წაკითხვა ბერლინში, მაგრამ მან უარყო ეს წინადადება. ამავდროულად, ვარშავაში ქართული კოლონიის სათავეში მოვიდნენ გერმანელებთან თანამშრომლობის მომხრენი, ხოლო დარჩენილი ქართული ემიგრაციის დიდი ნაწილი ბოლომდე ერთგული დარჩა პოლონეთისა. ფაშისტურად განწყობილმა ქართველებმა მამა გრიგოლს თანამშრომლობა შესთავაზეს, მაგრამ მისგან მტკიცე უარი მიიღეს. ამის შემდეგ იწყება დაბეზღებები, ცილისწამებები, დაპატიმრებები თავდადებულ არქიმანდრიტზე. მიუხედავად უამრავი განსაცდელისა, მამა გრიგოლი დაუზარლად ასრულებდა თავის ქრისტიანულ მოვალეობას, ეხმარებოდა ყველას, ვისაც სჭირდებოდა დახმარება. გენერალი შალვა მაღლაკელიძე იხსენებდა, რომ: „ვარშავის დაბომბვისას მამა გრიგოლი თავშესაფარში არ იმალებოდა. იგი უშიშრად დადიოდა ქუჩებში, ყველაზე სახიფათო ადგილებშიც კი და მიცვალებულებს აპატიოსნებდა და დაჭრილებს პირველ დახმარებას უწევდა“. 1942 წლის იანვარში ფაშისტები პირველად შეეცადნენ მის დაპატიმრებას. კავკასიის კომიტეტის ხელმძღვანელობამ დაასმინა, ვითომ იგი ომამდე იყო პოლონეთის დაზვერვის აგენტი. ამ დაბეზღებამ არ გაჭრა, რადგან მთელი პოლონეთის არქივები გერმანელების ხელში იყო და მათ ადვილად შეეძლოთ გადაემოწმებინათ რეალობა. შემდგომში ემიგრანტი ვიქტორ ნოზაძე წერდა: „დაბეზღების შედეგად და გესტა- პოს ულმობელობით ეს ჩვენთვის დიდი კაცი დაიღუპა. და მასთან ერთად გაქრა მისი ქონებაც. გადარჩენილი მცირე და უმნიშვნელო ნაწილი წიგნთა, რომელიც ბ. თენგიზ დადეშქელიანმა კეთილი ნებით ვარშავიდან ქართულ ეკლესიას პარიზში მიუტანა, იყო მხოლოდ უბადრუკი ნაშთი გრიგოლ ფერაძის ძვირფასი ბიბლიოთეკისა! ამ უბრალო წიგნთა გარდა მთელი ქონება უდროოდ და უსამართლოდ დაღუპული ქართველი მეცნიერისა უკვალოდ დაიკარგა“. 1942 წლის 15 მაისს გესტაპომ მამა გრიგოლი კვლავ დააპატიმრა. მას ბრალად ედებოდა ფაშისტებისაგან დევნილი ებრაელების დახმარება და პოლონელ იატაკქვეშელებთან თანამშრომლობა. დაპატიმრებისთანავე დალუქეს მისი ბინა, 28 მაისს კი პოლიციელებმა ბინა გაჩხრიკეს და მის ბიბლიოთეკაში, წიგნების უკან ინგლისური ვალუტა აღმოაჩინეს. გესტაპოს მტკიცებით, ის ებრაელთა დახმარების ფონდს ეკუთვნოდა და არქიმანდრიტის წინააღმდეგ უტყუარ ნივთმტკიცებას წარმოადგენდა. გიორგი ნაკაშიძე კი ამის შესახებ წერდა: „ვიცი, ვინც იყო ამ საქმეში გარეული, მაგრამ არ ვიტყვი. ანდა რას უშველის თქმა? ისიც ვიცი, რომ ფერაძის დღიური გესტაპოში დაჰქონდათ და უთარგმნიდნენ გერმანელებს. ეს ჩვენი სირცხვილია, ჩვენი დიდი სირცხვილი“. თავდაპირველად მამა გრიგოლი ვარშავის პავიაკის ციხეში ჩასვეს. მან თავისი ბინა მინდობილობით გადასცა ვარშავის სამიტროპოლიტოს მღვდელმსახურს ჟორჟ (გიორგი) ბერკმან-კარენინს, რომელიც მას ხშირად აკითხავდა ციხეში. მასვე ანდო თავისი ქონე-
43-3 საპატრიარქოს უწყებანი N43 13-19 დეკემბბერი 2012წ გვ.20
არქიმანდრიტი გრიგოლი (ფერაძე) 1899-1942 (დასასრული)
ბის გამგებლობაც: „ჩემი ბინა და ავეჯი გადაეცით მიტროპოლიის კანცელარიის მუშაკს. ჩემი დაღუპვის შემთხვევაში ბიბლიოთეკას სამიტროპოლიტოს ვუანდერძებ. ნივთები გაყიდეთ, ხოლო მიღებული თანხა გადაეცით სამრევლოს ობოლ ბავშვთა სახლს. ქართული წიგნები და საბუთები (აგრეთვე ხატები) ომის შემდეგ უნდა გადაეცეს ქართულ ეკლესიას“ - 1942 წლის 20 ივნისი. უშედეგო გამოდგა გიორგი ნაკაშიძისა და მიტროპოლიტ დიონისეს მცდელობა, ეხსნათ არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე ფაშისტების ხელიდან. ისინი ყველა ღონეს ხმარობდნენ მამა გრიგოლის გასათავისუფლებლად. ეხმარებოდნენ მატერიალურად. თუმცა ამ მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო. 1942 წლის ნოემბერში მამა გრიგოლი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. ამ მომენტიდან მის სიკვდილამდე წყდება ყოველგვარი „ცნობები წმინდა მამის შესახებ. პოლონეთის ეკლესიაში მოღვაწე დეკანოზი ჰენრიკ პაპროცკი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა მამა გრიგოლ ფერაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესწავლისა და მისი წმინდანად შერაცხვის საქმეში, განიხილავს პოლონურ პრესაში გამოქვეყნებულ სამ სხვადასხვა ვერსიას მისი მოწამეობრივი სიკვდილის შესახებ. ამათგან ერთს, რომ იგი მოკლეს მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში, მკვლევარი იქვე უაყოფს და გაუგებრობის ნაყოფად აცხადებს. დანარჩენი ორივე ვერსია ემყარება ოსვენციმის ბანაკის ოფიციალურ ცნობებს, რომ გრიგოლ ფერაძე გარდაიცვალა ბანაკში 1942 წლის 6 დეკემბერს, 16 საათსა და 45 წუთზე. თუმცაღა, მისი გარდაცვალების ზუსტი გარემოება დღემდე უცნობია. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, მამა გრიგოლი გაზის კამერაში შევიდა ნებაყოფლობით, მრავალშვილიანი ებრაელი პატიმრის ნაცვლად; ამ ცნობას ადასტურებს ბანაკიდან დაბრუნებული ყოფილი პატიმარი, რომელსაც მიტროპოლიტ დიონისესთვის გადაუცია არქიმანდრიტ ფერაძის ჯვარი. სხვა ვერსიის თანახმად, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში მოუკლავთ გერმანელი ოფიცერი. ბანაკის ადმინისტრაციას მკვლელი ვერ უპოვია. ამიტომ მთელი ბანაკი საშინელ ყინვაში შიშველი გამოუყვანიათ მოედანზე და დამუქრებიან: ასე დედიშობილა იდგებით ყინულზე, ვიდრე მკვლელს არ ჩაგვაბარებთო. მაშინ მკვლელობა თავის თავზე აუღია გრიგოლ ფერაძეს. იგი ჯერ ძაღლებს დააგლეჯინეს, ხოლო შემდეგ ბენზინი გადაასხეს და ტყვეების თვალწინ დაწვესო. უკვე მოგვიანებით, XX საუკუნის 80-იან წლებში, გრიგოლ ფერაძეზე ფილმის გადაღების პროცესში, მოსკოვში ჩასულმა რეზო თაბუკაშვილმა სუკის არქივებში მიაკვლია ოსვენციმის ბანაკიდან ჩამოტანილ ჟურნალს, სადაც პატიმრების ბანაკში ყოფნის შესახებ ყოველი დღე იყო აღწერილი, გარდაცვალების გარემოებებთან ერთად. მამა გრიგოლის შესახებ ინფორმაცია წყდებოდა 5 დეკემბერს. 6 დეკემბერი კი, მისი დაღუპვის დღე, ამოხეული იყო ანკეტიდან. ძნელი სათქმელია, ვის უნდოდა, მთლიანად გაექრო ამ ღირსეული ადამიანის გმირული სიკვდილის კვალი. 1995 წლის 18-19 სექტემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის გაფართოებულ სხდომაზე განიხილეს არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის ცხოვრება, მისი თავგანწირული მოღვაწეობა ქრისტიანობისთვის, სამშობლოსა და მოყვასისთვის და იგი წმინდანთა დასში შეირაცხა, როგორც წმინდა მღვდელმოწამე. ხსენების დღედ დაწესდა 6 დეკემბერი (ძვ. სტილით 23 ნოემბერი).
ხელდასხმები. 2012წ
2 საპატრიარქოს უწყებანი N2 12-18იანვარი, 2012წ გვ.10
ხელდასხმა
5 იანვარს საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში (პანთეონი) გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ძალაანთხევის წმინდა ბასილი დიდის სახელობის მამათა მონასტრის ბერდიაკონ რაფიელს (ბერიტაშვილი), ხოლო დიაკვნად აკურთხა წეროვნის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის ბერი სერაფიმე (წულაია),
სამძიმარი
საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ვაკის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დავითი (კოღუაშვილი) და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
3 საპატრიარქოს უწყებანი N3 19-25იანვარი 2012წ გვ.4
ხელდასხმა
7 იანვარს დედოფლისწყაროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის II კურსის სტუდენტი გიორგი ფოცხიშვილი.
3-1 საპატრიარქოს უწყებანი N3 19-25იანვარი 2012წ გვ.5
ხელდასხმა
15 იანვარს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) დიაკვნად ხელი ამავე ტაძრის სტიქაროსანს, საპატრიარქოს წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრის თანამშრომელს, ნოე გუგუციძეს. დიაკონი ნოე რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში იმსახურებს.
***
16 იანვარს მუხათგვერდის წმინდა ასი ათასი მოწამის სახელობის ეკლესიაში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის დიაკონ ალექსანდრე ბაიაშვილს.
4 საპატრიარქოს უწყებანი N4 26იანვარი-1თებერვალი 2012წ გვ.6
ხელდასხმა
23 იანვარს მუხათგვერდის ასი ათასი მოწამის სახელობის ეკლესიაში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დიაკონს იოანე ოჩიგავას.
7 საპატრიარქოს უწყებანი N7 16-22 თებერვალი 2012წ გვ.9
დაჯილდოება
12 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში შემდეგი მლვდელმსახურები დააჯილდოვა: მღვდელ-მონაზონი სერაპიონი (წიკლაური), ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; მღვდელი დავითი იობიძე დეკანოზის წოდებით. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით
7-1 საპატრიარქოს უწყებანი N7 16-22 თებერვალი 2012წ გვ.10
ხელდასხმა
1 იანვარს წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია IIის ლოცვა-კურთხევით, მესტიისა და ზემო სვანეთის მთავარეპისკოპოსმა ილარიონმა (ქიტიაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის დიაკონს გიორგი ფერაძეს. მღვდელი გიორგი თემქის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში იმსახურებს.
8 საპატრიარქოს უწყებანი N8 23-29თებერვალი 2012წ გვ.6
დაჯილდოება
15 თებერვალს, მირქმის დღსასწაულზე, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზი (რუაძე) ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით დააჯილდოვა.
9 საპატრიარქოს უწყებანი N9 1-6მარტი 2012წ გვ.8
ხელდასხმა
18 თებერვალს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა მცხეთის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტერი. ლიტურგიაზე ეპისკოპოსმა იაკობმა მღვდლად დაასხა ხელი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დიაკვანს თორნიკე ცერცვაძეს, ხოლო დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის IV კურსის სტუდენტი მალხაზ აფციაური და სახელად დავითი უწოდა. მღვდელი თორნიკე ქვემო ფონიჭალის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. დიაკონი დავითი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
***
25 თებერვალს მარტყოფის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) დიაკვნად აკურთხა თამაზ შავთვალაძე და სახელად თომა უწოდა. დიაკონი თომა ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
დაჯილდოება
26 თებერვალს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიტრით დააჯილდოვა: თბილისის ჯვრის მამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ტიმოთე წიკლაური; ჯვრის მამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თავმაზ ჩოხელი.
13 საპატრიარქოს უწყებანი N13 29მარტი-4აპრილი 2012წ გვ.11
ხელდასხმა
24 მარტს სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის დიაკონ ლუკა რუხაძეს, ხოლო დიაკვნად აკურთხა იოსებ ხოხონიშვილი. მღვდელი ლუკა და დიაკონი იოსები სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებენ.
დაჯილდოება
25მარტს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით დააჯილდოვა მღვდელ-მონაზონი ნერსე (სამხარაძე).
14 საპატრიარქოს უწყებანი N14 5-11აპრილი 2012წ გვ.5
დაჯილდოება
30 მარტს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გამშვენებული ჯვრით დეკანოზი იაკობ უშიკიშვილი.
სამძიმარი
საპატრიარქოს პრესცენტრი და გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ მწუხარებით იუწყება, რომ ამა წლის 31 მარტს გარდაიცვალა მლეთის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის საძმოს წევრი, ბერმონაზონი იოანე (ყურაშვილი) და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
საპატრიარქოს პრესცენტრი წ” და გაზეთი „საპატრიარქოს '“ უწყებანი“ მწუხარებით იუწყება, რომ ამა წლის 1 აპრილს გარდაიცვალა სამთავისისა და გორის ეპარქიის უხუცესი მღვდელმსა-ხური, სოფელ მეტეხის ყოვლად- წმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ნოდარ ბერიაშვილი და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
საპატრიარქოს პრესცენტრი და გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი" მწუხარებით იუწყება, რომ ამა წლის 1 აპრილს გარდაიცვალა თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი გიორგი (ბუბლიჩენკო) და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
15 საპატრიარქოს უწყებანი N15 12-18 აპრილი 2012წ გვ.4
ხელდასხმა
25 მარტს ბოლნისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ბოლნელმა ეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკონ თომა ცეცხლაძეს. მღვდელი თომა თბილისში, ვაზისუბნის ცხრა ძმა კოლაელ ყრმათა სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
***
1 აპრილს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული და ამავე ტაძრის მედავითნე დაჩი დავლიანიძე. დიაკონი დაჩი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
***
1 აპრილს ბოლნისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ბოლნელმა ეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული და ვაკის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის მედავითნე ნიკოლოზ სხულუხია.
დიაკონი ნიკოლოზი თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
***
1 აპრილს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკმა (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა ახალციხის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული დავით ბერაძე. დიაკონი დავითი თბილისში, ვაზისუბნის ცხრა ძმა კოლაელ ყრმათა სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
***
7 აპრილს ზესტაფონის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი) მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის დიაკონ პანტელეიმონ ჩუბინიძეს. მღვდელი პანტელეიმონი დროებით ზესტაფონის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
17 საპატრიარქოს უწყებანი N17 3-9 მაისი 2012წ გვ.8
ხელდასხმა
7 აპრილს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) მღვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკონ ანდრიას (მამულაშვილი).
მღვდელ-მონაზონი ანდრია ჯუმათის მამათა მონასტერში იმსახურებს.
***
8 აპრილს ბოლნისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ბოლნელმა ეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის!III კურსის სტუდენტი გიორგი ნერგაძე. დიაკონი გიორგი დიღმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს,
***
8 აპრილს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ზაზა სინჯიაშვილი და სახელად ზაქარია უწოდა. დიაკონი ზაქარია ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
***
14 აპრილს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) მღვდლად დაასხა ხელი ექადიის წმინდა გიორგის სახელობის სამღვდელმთავრო რეზიდენციის მამათა მონასტრის ბერ-დიაკონ პეტრეს (გოგეშვილი). მღვდელ-მონაზონი პეტრე ექადიის მამათა მონასტერში იმსახურებს.
***
15 აპრილს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ ლუკა ბაკურაძეს.
***
22 აპრილს იწის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში ნიკორწმინდელმა მიტროპოლიტმა ელისემ (ჯოხაძე) მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ თომა რატიანს. მღვდელი თომა ამბროლაურის მაცხოვრის მირქმის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
აღკვეცა
14 აპრილს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) სამონაზვნეებად აკურთხა ჯიხეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის დედათა მონასტრის წევრები: მორჩილი აკვილინა ჩარკვიანი –– სახელად ეწოდა აკვილინა, მორჩილი ნინო ხაინდრავა - სახელად ეწოდა დომნიკა, მორჩილი თინათინ ცერცვაძე -– სახელად ეწოდა თინათინი, მორჩილი ნანა გაბუნია -– სახელად ეწოდა ნანა, მორჩილი ციალა მეგრელაძე სახელად ეწოდა ბარბარე, მორჩილი ნინო ხუსკივაძე სახელად ეწოდა პელაგია. მორჩილის კაბით შეიმოსნენ: ნონა ლიკლიკაძე და ნანი მეფარიშვილი.
***
14 აპრილს ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) შეასრულა მონაზვნად აღკვეცის წესი: ოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის სამღვდელმთავრო რეზიდენციის დედათა მონასტრის სამონაზვნე მართა ჭკუასელი -– სახელად ეწოდა ბარბარე; ერკეთის დედათა მონასტრის წევრები: სამონაზვნე თეოდორა შევარდნაძე –– სახელად ეწოდა ნინო, სამონაზვნე თეოდორა ანანიძე -– სახელად ეწოდა ემილია, სამონაზვნე ბარბარე ჯიშკარიანი –- სახელად ეწოდა ნატალია, სამონაზვნე მარიამი გორგოშიძე –სახელად ეწოდა ნანა. სამონაზვნეებად იკურთხნენ ერკეთის დედათა მონასტრის წევრები: მორჩილი ხათუნა მეტრეველი – სახელად ეწოდა ნანა, მორჩილი თეონა ყარეჯიშვილი –– სახელად ეწოდა თეოდორა, მორჩილი ელენე რამიშვილი -- სახელად ეწოდა ელენე, მორჩილი თამარ გელანტია –- სახელად ეწოდა თამარი და ჩოხატაურის წმინდა იოაკიმ და ანას სახელობის სამღვდელმთავრო რეზიდენციის დედათა მონასტრის მორჩილი მართა მჭედლიშვილი -–– სახელად ეწოდა მართა.
დაჯილდოება
12 აპრილს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება: მეორე გამშვენებული ჯვრით -– ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მიქაელი (მიგინეიშვილი); მიტრით –- ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი ირაკლი სახოკია.
***
29 აპრილს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით -– ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახურები: იღუმენი ანთიმოზი (ბიჩინაშვილი) და იღუმენი ათანასე (კარანაძე); ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით -– დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმსახური, რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლოს წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი იოანე (ხელაია); ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -- დიღმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი გაბრიელ გიგაური.
18 საპატრიარქოს უწყებანი N18 10-16მაისი 2012წ გვ.4
ხელდასხმა
29 აპრილს სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის (ჩიტაძის ქუჩა) დიაკონ გურამ ჭარელაშვილს. მღვდელი გურამი თბილისის ზემო ბარბარეს სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
აღკვეცა და ხელდასხმა
14 აპრილს ოზურგეთის სამღვდელმთავრო რეზიდენციის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ბერად აღკვეცა ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი მიხეილ სარიშვილი და სახელად გაბრიელი უწოდა. 29 აპრილს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ბერი გაბრიელი დიაკვნად აკურთხა ბერ-დიაკონი გაბრიელი ჯუმათის მონასტერში იმსახურებს.
დავილდოება
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი მღვდელმსახურნი: დეკანოზი იოანე როსტიაშვილი -– გამშვენებული ჯვრითა და მიტრით; დეკანოზი ლაზარე ხახალეიშვილი -- გამშვენებული ჯვრით.
19 საპატრიარქოს უწყებანი N19 17-23მაისი 2012წ გვ.9
ხელდასხმა
1 აპრილს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) მლვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის დიაკონ პავლე ქინქლაძეს. მღვდელი პავლე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ახლად აღდგენილ ტაძარში იმსახურებს.
***
9 მაისს სიონის ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მლვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკონ ალექსანდრე გიორგაძეს. მღვდელი ალექსანდრე ნაძალადევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში იმსახ- ურებს.
***
14 მაისს თელეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მლვდლად დაასხა ხელი თბილისის წმინდა დავით მეფსალმუნის სახელობის ტაძრის ბერ-დიაკონ მიქაელს (ბრეგვაძე). მღვდელ-მონაზონი მიქაელი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიაში იმსახურებს.
დაჯილდოება
13 მაისს, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით დააჯილდოვა კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მლვდელ-მონაზონი დემეტრე (თეთრუაშვილი).
***
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა დეკანოზი ზენონ ხახალეიშვილი. იმავე დღეს მოინათლა მისი მეოთხე ვაჟი გაბრიელი, რომელიც პატრიარქის ნათლული გახდა.
სამძიმარი
საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ნაქულბაქევის წმინდა გიორგის სახელობის და ავჭალის ნათლისღების სახელობის მამათა მონასტრების წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე (გვაჯაია) და სამძიმარს უცხადებს მონასტრის საძმოს და განსვენებუ- ლისოჯახს.
20 საპატრიარქოს უწტებანი N20 24-30მაისი 2012წ გვ.7
ხელდასხმა
9 მაისს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის IV კურსის სტუდენტი კახაბერ ხარებაშვილი და სახელად ათანასე უწოდა.
სამძიმარი
საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა რუის-ურბნისის ეპარქიის, სარმანაშვილის კარის 6000 გარეჯელი მოწამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმონაზონი აბრაამი (ბუკია) და სამძიმარს უცხადებს მონასტრის საძმოს და განსვენებულის ოჯახს.
22 საპატრიარქოს უწყებანი N22 7-13 ივნისი 2012წ გვ.7
აღკვეცა
24 მარტს ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) მონაზვნად აღკვეცა მორჩილი თეკლე სილაგაძე და სახელად ქეთევანი უწოდა.
***
31 მარტს ცაგერის ღვთისმშობლის მიძინებისსახელობის საკათედრო ტაძარში, ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) მონაზვნად ალკვეცა მორჩილი ლილი ფართლაძე-მამულაშვილი და სახელად ფოტინე უწოდა.
24 საპატრიარქოს უწყებანი N24 21-27 ივნისი 2012წ გვ.8
დაჯილდოება
17 ივნისს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: ძეგვის ყოვლადწმინდა სამების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენი გიორგი (თელია) –– არქიმანდრიტის წოდებით; მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ანტონი (ფიჩხაია) –– არქიმანდრიტის წოდებით; ძეგვის ყოვლადწმინდა სამების სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმსახური, იღუმენი იოანე (გაბრიელიანი) – არქიმანდრიტის წოდებითა და გამშვენებული ჯვრით; მლეთის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი მარიამი (კიკურიშვილი) -- ოქროს ჯვრითა და იღუმენიას წოდებით.
სამძიმარი
საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა წალკის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დტაძრის 13 წლის სტიქაროსანი იოსებ მილდიანი და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
25 საპატრიარქოს უწყებანი N25 28ივნისი-4ივლისი 2012წ გვ.7
დაჯილდოება
24 ივნისს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიტრით დააჯილდოვა დეკანოზი სვიმონ მძინარაშვილი.
***
24 ივნისს ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) მღვდლად აკურთხა დიაკონი ლევან გოლეთიანი.
26 საპატრიარქოს უწყებანი N26, 28 5-11ივლისი 2012წ გვ.6
ხელდასხმა
28 ივნისს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის დიაკონ გიორგი კალანდიას, დიაკვნად აკურთხა გიორგი ნადარეიშვილი.
***
1 ივლისს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული დიმიტრი ვეკუა. დიაკონი დიმიტრი ამავე ტაძარში იმსახურებს. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის პრესცენტრი
27 საპატრიარქოს უწყებანი N27 12-20ივლისი 2012წ გვ.5
ხელდასხმა
7 ივლისს ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის დედათა მონასტერში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ტაბახმელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის დიაკონ ვახტანგ მაჩურიშვილს, ხოლო დიაკვნად აკურთხა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის სტიქაროსანი ლუკა მკალავიშვილი.
დაჯილოდება
4 ივლისს, წმინდა მეფეთა არჩილისა და ლუარსაბის ხსენების დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მოილოცა თიანეთისა და ფშავხევსურეთის ეპარქიაში მდებარე, სოფელ ნადოკრის მამათა მონასტერი, სადაც დაკრძალულია წმინდა მეფე არჩილი. ქადაგების შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა მონასტრის წინამძღვარს, იღუმენ არჩილს (კიკვაძე).
***
8 ივლისს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: დეკანოზი გიორგი პაპიაშვილი -- გამშვენებული ჯვრით, მღვდელ-მონაზონი იოანე (კალანდია) – ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით, მღვდელ-მონაზონი აბო (ჩაჩუა) “– ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით, მღვდელი ლაზარე დულუზაური - ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წიდებით.
28 საპატრიარქოს უწყებანი N28 19-25ივლისი 2012წ გვ.6
ხელდასხმა
12 ივლისს თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი გლდანულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის დედათა მონასტრის დიაკონს სერაფიმე კვინჩიას, ხოლო დიაკვნად აკურთხა ზემო მლეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის ბერი ბასილი (ჯაბნიძე).
...
14 ივლისს ზესტაფონის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის მირროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი) დიაკვნად აკურთხა არგვეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი გაგა ჯიმშელეიშვილი და სახელად სტეფანე უწოდა.
დაჯილდოება
12 ივლისს, პეტრეპავლობის დღესასწაულზე, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: დეკანოზი ვახტანგ კვიჟინაძე -- მიტრით; სქემმღვდელ-მონაზონი სერაფიმე (ბითხარიდი) –– იღუმენის წოდებითა და ოქროს ჯვრით.
29 საპატრიარქოს უწყებანი N29 26ივლისი-1აგვისტო 2012წ გვ.8
დაჯილოდება
22 ივლისს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდელი ანდრია ჯაღმაიძე დააჯილდოვა ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.
30 საპატრიარქოს უწყებანი N30 2აგვისტო-12სექტემბერი 2012წ გვ.5
ხელდასხმა
15 ივლისს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) მღვდლად დაასხა ხელი ვარკეთილის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიის დიაკონ იოანე ჩალიგავას, ხოლო დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ლაშა გორელიშვილი და სახელად იოანე უწოდა. მღვდელი იოანე ვარკეთილის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს. დიაკონი იოანე სამგორის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
***
22 ივლისს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა დიღმის წმინდა ცამეტი ასურელი მამის სახელობის ეკლესია. ლიტურგიაზე ეპისკოპოსმა იაკობმა დიაკვნად აკურთხა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის, ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის ბერი დამიანე (ფორჩხიძე).
***
28 ივლისს ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) დიაკვნად აკურთხა ექვთიმე ღარიბაშვილი.
დაჯილდოება
29 ივლისს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა ხევსურეთში მოღვაწე მღვდელი იოსებ გაჩავა გამშვენებული ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.
34 საპატრიარქოს უწყებანი N34 11-17ოქტომბერი 2012წ გვ.8
ხელდასხმა
5 აგვისტოს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული ბიქტორ ბუკია და სახელად ილია უწოდა. დიაკონი ილია თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში იმსახურებს.
***
18 აგვისტოს თელეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) დიაკვნად აკურთხა იოანე ცეკვავა, ხოლო მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ ილია მერაბიშვილს.
***
26 აგვისტოს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული გიორგი სტეფნაძე. დიაკონი გიორგი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში იმსახურებს.
***
26 აგვისტოს ბოლნისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ბოლნელმა ეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) დიაკვანად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის V კურსის სტუდენტი გიორგი ცაბაძე. დიაკონი გიორგი თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
***
27 აგვისტოს მუხათგვერდის წმინდა ასი ათასი მოწამის სახელობის ეკლესიაში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული რამაზ ალანია და სახელად მიქაელი უწოდა. დიაკონი მიქაელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში იმსახურებს.
***
28 აგვისტოს რუსთავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული იოანე სამხარაძე. დიაკონი იოანე წყნეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში იმსახურებს.
***
2 სექტემბერს სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) დიაკვნად აკურთხა არჩილ ოქრუაშვილი. დიაკონი არჩილი სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
***
3 სექტემბერს მუხათგვერდის წმინდა ასი ათასი მოწამის სახელობის ეკლესიაში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ირაკლი დავითულიანი. დიაკონი ირაკლი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში იმსახურებს.
***
21 სექტემბერს თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტმა თადეოზმა (იორამიშვილი) დიაკვნად აკურთხა მედავითნე ონისე გოგიაშვილი. დიაკონი ონისე თბილისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში (საბურთალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე) იმსახურებს.
34-1 საპატრიარქოს უწყებანი N34 11-17ოქტომბერი 2012წ გვ.9
ბერად აღკვეცა
27 სექტემბერს ხირსის წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის მამათა მონასტერში ბოდბელი მთავარეპისკოპოს დავითის (ტიკარაძე) ლოცვაკურთხევით ხირსის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ლაზარემ (გრძელიშვილი) ბერად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილი არჩილ ალასანია და სახელად იოსები უწოდა.
საძირკვლის კურთხევა
26 აგვისტოს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა ვარკეთილის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის საძირკველი.
ტაძრის კურთხევა
21 სექტემბერს მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი) აკურთხა ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი. ტაძრის მშენებლობას საფუძველი ჯერ კიდევ 1993 წელს მარგველ მიტროპოლიტ კონსტანტინეს (მელიქიძე) დროს ჩაეყარა. მისი გარდაცვალების შემდეგ ეკლესიის აგებას ხელმძღვანელობდა დეკა- ნოზი გრიგოლ აბულაძე, ამჟამად სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი. საბოლოოდ კი ტაძარი დასრულდა მეუფე ვახტანგისა და ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით. წირვის დასასრულს მარგველმა მიტროპოლიტმა ვახტანგმა ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენის წოდება მიანიჭა ამავე ტაძრის მღვდელმსახურს, მღვდელ-მონაზონ მაკარის (გოცაძე).
36 საპატრიარქოს უწყებანი N36 25-31 ოქტომბერი 2012წ გვ.6
აღკვეცა
21 სექტემბერს ზემო მლეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში ამავე მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა სერაპიონმა (ჯიშკარიანი) მონაზვნად აღკვეცა ქვემო მლეთის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის სამონაზვნე მარიამ სუხიაშვილი და სახელად სერაფიმა უწოდა.
36-1 საპატრიარქოს უწყებანი N36 25-31 ოქტომბერი 2012წ გვ.7
დაჯილდოება
6 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია I-მ იმოგზაურა ბოლნისის ეპარქიაში, მოილოცა რამდენიმე ტაძარი და დალოცა მრევლი. ამავე დღეს ბოლნისის საკათედრო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დედაეკლესიაში და ეპარქიაში ერთგული და თავდადებული სამსახურისათვის ბოლნელ ეპისკოპოს ეფრემს (გამრეკელიძე) მთავარეპისკოპოსის წოდება მიანიჭა.
ხელდასხმა
7 ოქტომბერს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის დიაკონ ლუკა მკალავიშვილს. მღვდელი ლუკა თბილისის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
***
21 ოქტომბერს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა ქვემო მლეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მედავითნე დავით ზურაბაშვილი. დიაკონი დავითი ქვემო მლეთის მამათა მონასტერში იმსახურებს.
***
2, ოქტომბერს ბოლნისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) დიაკვნად აკურთხა ზემო მლეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის ბერი კახაბერი (გოგალაძე). ბერ-დიაკონი კახაბერი ზემო მლეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში იმსახურებს.
დაჯილდოება
6 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა ბოლნისის ეპარქიაში მოღვაწე სამღვდელოება: ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით: მუხნარის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი შიო (არჯევანიძე); დისველის წმინდა ანდრია მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, სქემმლვდელ-მონაზონი ანდრია (ნინუა); ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით: ბოლნისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი ნიკოლოზ გაბიძაშვილი; ქვეშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი მიქაელ დურგლიშვილი; რაჭისუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი გაბრიელ პაიკიძე.
***
9 სექტემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა მცხეთათბილისის ეპარქიის სამღვდელოება: მიტრით –- კრწანისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი აბრაამ სოლომნიშვილი და მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის (უზნაძის ქუჩა) წინამძღვარი, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა.
***
21 სექტემბერს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროსჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის წოდება მიანიჭა დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურს, მღვდელ ირაკლი ოთხმეზურს.
***
7 ოქტომბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით -–- იღუმენი გაბრიელი (იმედაიშვილი), იღუმენი ბასილი (კაკიაშვილი), იღუმენი ზენონი (სანოძე); ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით -- მღვდელ-მონაზონი ანთიმოზი (არუნაშვილი), მღვდელ-მონაზონი თადეოზი (მჭედლიშვილი), მღვდელ-მონაზონი იოსები (მაჩაიძე), მღვდელ-მონაზონი ონოფრე (კვინიკაძე); მიტრით -– დეკანოზი იაკობ ჩოჩნიძე, დეკანოზი კახაბერი ფირანიშვილი; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით - მღვდელი დავით ჯიშკარიანი.
37 საპატრიარქოს უწყებანი N37 1-7ნოემბერი 2011წ გვ.12
დაჯილდოება
28 ოქტომბერს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: დეკანოზი ნაზარი გვენეტაძე - გამშვენებული ჯვრით; დეკანოზი გობრონ ზივზივაძე - გამშვენებული ჯვრით; დეკანოზი გიორგი ბერაია -–- გამშვენებული ჯვრით; დეკანოზი ლონგინოზ მანაგაძე -- გამშვენებული ჯვრით; დეკანოზი დავით მარგველაშვილი -–- გამშვენებული ჯვრით; დეკანოზი დავით რუხაძე -– გამშვენებული ჯვრით; მღვდელი მარტინ კახიძე -- ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის მღვდელმსახური, მღვდელ-მონაზონი ონოფრე (წულაძე) -- ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; მღვდელი გაბრიელ ბენიაიძე -- ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; მღვდელი ნოე კილაძე -- ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.
38 საპატრიარქოს უწყებანი N38 8-14 ნოემბერი 2012წ გვ.9
დაჯილდოება
4 ნოემბერს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდელი გიორგი გაფრინდაშვილი დააჯილდოვა ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.
39 საპატრიარქოს უწყებანი N39 15-21 ნოემბერი 2012წ გვ 8
ხელდასხმა
1 ნოემბერს თბილისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის ბერ-დიაკონ დამიანეს (ფორჩხიძე) და დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის V კურსის სტუდენტი გურამ ბითაძე და სახელად ლუკა უწოდა. მღვდელ-მონაზონი დამიანე ტაბაკინის მონასტრის საძმოში დაინიშნა. დიაკონი ლუკა თბილისის მაცხოვრის ამაღლების ჩარელობის ეკლესიაში იმსახურებს.
4 ნოემბერს თბილისის ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების სახელობის სარ გარირი ბ ლავრის ბერ-დიაკონ ლუკას ალავანდიშვი ფ მევალე რაზონი ლუკა ლისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.
დაჯილდოება
11 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება. მიტრით –- მუხათგვერდის წმინდა ასი ათასი მოწამის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გაიოზ დვალი; მიტრით – ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი გაბუნია; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -– მუხათგვერდის წმინდა ასი ათასი მოწამის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი ალიბეგაშვილი.
40 საპატრიარქოს უწყებანი N40 22-28ნოემბერი 2012წ გვ.7
ხელდასხმა
4 ნოემბერს რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ხელი დაასხა მღვდლად ამავე ტაძარის დიაკონ ილია მაღრაძეს. მღვდელი ილია რუსთავის წმინდა დავით წინასწარმეტყველის სახელობის სამლოცველო სახლში იმსახურებს.
***
11 ნოემბერს რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ხელი დაასხა დიაკვნად ამავე ტაძარის სტიქაროსანს გიორგი გურულს. დიაკონი გიორგი რუსთავის საკათედრო ცობრვაბი იმსახურებს.
***
18 ნოემბერს რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკა თედრო ტაძარში ხელი დაასხა მლვდლად ამავე ტაძარის დიაკონ ნოე გუგუციძეს. მღვდელი ნოე გუგუციძე რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
1 საპატრიარქოს უწყებანი N1 5-9იანვარი 2012წ გვ.18
სადმელელი შარაბიძეების სამღვდელო ოჯახი
I ნაწილი
მამა პეტრე შარაბიძის მეორე ვაჟი გახლდათ მღვდელი ეფრემი, რომელიც 1842 წელს დაიბადა. მან დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის სამი კლასი. 1869 წლის 7 სექტემბერს იგი სადმელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის უშტატო მედავითნედ დაინიშნა. თავისი უფროსი ძმის მსგავსად, ეფრემიც აქტიურად მონაწილეობდა საეკლესიო ცხოვრებაში. ეგზარქოსების მმართველობის პერიოდში მოსახლეობის აღრიცხვა ხდებოდა საეკლესიო მეტრიკული წიგნებით. ეს წიგნები ყველა მოქმედი შტატის ეკლესიებში არსებობდა და მისი შევსება ტაძრის წინამძღვარს ჰქონდა დავალებული. იგი იყოფოდა სამ ნაწილად, ნათელღებულთა, ქორწინებულთა და გარდაცვლილთა. 1870/1871 წლების სადმელის ოლქის საეკლესიო მეტრიკულ ჩანაწერებში მოძღვართა დაუდევრობით გამოტოვებული იყო 466 ადამიანი. ეფრემმა მოახერხა მათი მოძიება და სიებში შეყვანა, რის გამოც 1871 წლის 17 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მადლობა გამოუცხადა, პირად საქმეში შეტანით. 1874 წელს ეფრემი დაქორწინდა ნინო იოანეს ასულ ჩაჩხიანზე (დაბ. 1854წ.), რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა: ვიქტორი (დაბ. 1875წ., მან 1899 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, კომუნისტების შემოსვლამდე მუშაობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში პედაგოგად) და მღვდელი იასონი (დაბ. 1879წ.). 1877 წლის 21 მაისს ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ეფრემი დიაკვნად აკურთხა. ამავე წლის 10 ივლისს მღვდლად დაასხა ხელი და სადმელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. მღვდელი ეფრემი ხშირად ბეჭდავდა თავის კორესპონდენციებს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში.
1-1 საპატრიარქოს უწყებანი N1 5-9იანვარი 2012წ გვ.19
სადმელელი შარაბიძეების სამღვდელო ოჯახი (გაგრძელება)
იყო კარგი მქადაგებელი და პატიოსანი მოძღვარი. 1911 წლის 25 დეკემბერს მამა ეფრემი მოხუცებულობის გამო შტატიდან გავიდა და ეკლესიაში 42-წლიანი ერთგული სამსახურისთვის 300 მანეთი პენსია დაენიშნა. იგი ცოცხალი ჩანს 1915 წელსაც. მისი გარდაცვალების წელი უცნობია. მამა ეფრემის პენსიაზე გასვლის შემდეგ წინამძღვრის ადგილი დაიკავა მისმა უმცროსმა ვაჟმა –– მღვდელმა იასონმა, რომელიც 1879 წელს დაიბადა. 1895 წელს იასონმა დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი მეორე ხარისხის დიპლომით და ამავე წელს თბილისის „მიხეილის“ რემესლენის სასწავლებელში ჩააბარა. 1901 წლის 10 ოქტომბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) უშგულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მედავითნედ დანიშნა. 1901 წლის 9 დეკემბერს ქვედრიშის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში გადაიყვანეს. 1904 წლის 5 ნოემბერს პირველი ტოლის მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში დაადგინეს. 1905 წელს იასონი დაქორწინდა. ჰყავდა ორი შვილი: ვახტანგი (დაბ. 1906 წლის 28 სექტემბერი) და ანასტასია (დაბ. 1910 წლის 22 სექტემბერი. გათხოვილი ბათუმში ვინმე ნოღაიდელზე). სამწუხაროდ, იგი ადრე დაქვრივდა და პატარების გაზრდა მარტოს მოუხდა. 1908 წლის 16 თებერვალს იასონი ძირაგეულის მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1911 წლის 18 დეკემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) იგი დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 25 დეკემბერს მღვდლად დაასხა ხელი და სადმელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა, სადაც XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისამდე მსახურობდა. კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ მან ანაფორა გაიხადა და საერო სამსახურში ჩადგა. მღვდელ პეტრეს შუათანა ვაჟი გახლდათ პროტოდიაკონი იოსებ შარაბიძე, რომელიც 1846 წელს დაიბადა. მანაც ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა. 1863 წელს იოსებმა თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1869 წლის 28 ივნისს წარჩინებით დაასრულა. 1869 წლის 15 სექტემბერს იოსები სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მეორე კლასების მასწავლებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ამავე წლის 12 ოქტომბერს დამტკიცდა ამ თანამდებობაზე. 1869 წლის 12 ოქტომბრიდან 1872 წლამდე ამავე სასწავლებელში იგი ასწავლიდა სლავურ საეკლესიო გალობას და უსასყიდლოდ მუშაობდა ფოსტალიონად. 1870 წლიდან 1871 წლის 15 აპრილამდე პარალელურად უფასოდ ასწავლიდა მოსამზადებელ კლასებში სლავურ საეკლესიო გალობას. 1872 წლის 18 ივნისს სამეგრელოს საეპარქიო მმართველობამ სასწავლებელში ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მას მადლობა გამოუცხადა. 1874 წლის 12 ოქტომბრიდან ასწავლიდა არითმეტიკას II და III კლასებში. 1870 წელს იოსები დაქორწინდა მაკრინე ნიკოლოზის ასულზე (დაბ. 1853წ.) მათ ხუთი შვილი ჰყავდათ: მიხეილი (დაბ. 1871წ., დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია), ნიკოლოზი (დაბ. 1887წ. ცნობილი კომპოზიტორი), გიორგი (დაბ. 1879წ.), ეკატერინე (დაბ. 1882წ.) და ოლღა (დაბ. 1882წ.). 1875 წლის 2 მარტს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) იოსები დიაკვნად აკურთხა და ქუთაისის საკათედრო ტაძარში დაადგინა. 1875 წლის 25 მარტს პროტოდიაკონის წოდება მიენიჭა. 1879 წლის 1 ოქტომბრიდან ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სლავური საეკლესიო გალობის მასწავლებლად დაინიშნა. მამა იოსები დიდ დროს უთმობდა ქართული მუსიკისა და ხალხური სიმღერების შესწავლას. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა საუკეთესო ქართველ ლოტბარებთან და ხალხური სიმღერის მცოდნეებთან. ქართველი მწერალი, დრამატურგი, საქართველოს სახალხო არტასტი შალვა დადიანი ხოტბით იხსენებდა ჭარმაგ, მწყაზარი სახის პროტოდიაკონ იოსებს და მის მოღუღენე ხმას. 1880 წლიდან მამა იოსები იმერეთის ეპარქიალური სარევიზიო კომიტეტის წევრია. 1890 წლის 30 ნოემბერს იგი თავს ანებებს სასულიერო სასწავლებელში მუშაობას. ამავე წელს გამოიცა მისი წიგნი „ქართული სახელმძღვანელო ნოტებისა, ანუ ნოტების პირველი დაწყებითი ანბანი". 1893 წლის 15 მაისს მამა იოსებს წმინდა სინოდმა მადლობის ფურცელი უბოძა. პროტოდიაკონი იოსები 1898 წლის 30 ივნისს გარდაიცვალა. გაზეთი „ცნობის ფურცელი“ მისი გარდაცვალების შესახებ წერდა: „ქუთაისში გარდაიცვალა საკრებულო ტაძრის მთავართ-მთავარი მამა იოსებ შარაბიძე, რომელმაც პირველად გადაიღო ჩვენში საეკლესიო გალობა ნოტებზე". მამა იოსები დასაფლავებულია ქუთაისში, მწყვანეყვავილას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მამა პეტრეს ერთ-ერთი ვაჟი თეოდორე სოფლის მწერალი და პედაგოგი გახლდათ. იგი ყველაზე ხელმოკლედ ცხოვრობდა. მამა ალექსიმ, რომელსაც შვილები არ ჰყავდა, მას თავისი მამული აჩუქა. სამწუხაროდ, თევდორე ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. მისი შვილების აღზრდა მღვდელმა ალექსიმ ითავა. მომა-
1-2 საპატრიარქოს უწყებანი N1 5-9იანვარი 2012წ გვ.20
სადმელელი შარაბიძეების სამღვდელო ოჯახი (დასასრული)
ვალი მოძღვარი, ვასილ თეოდორეს ძე შარაბიძე 1868 წელს დაიბადა. დაქვრივებულმა დედამ, მართა კერესელიძემ მაზლის დახმარებით შეძლო, მისთვის ღირსეული განათლება მიეცა. ვასილმა დაამთავრა თბილისის „მიხეილის“ სახელობის საფერშლო სასწავლებელი. 1885 წლის 20 ნოემბერს იგი სენაკის მაზრაში ფერშლად განამწესეს. 1886 წლის 11 სექტემბერს ვასილი თბილისის „მიხეილის“ საავადმყოფოში უმცროს ფერშალად გადაიყვანეს. 1888 წლის 8 თებერვალს ორი თვით გააგზავნეს ყუბანის ოლქში სამუშაოდ. ამავე წლის 30 მარტიდან იგი უფროსი ფერშალია. 1891 წლის 1 მარტს ნიიის სოფელ ჭკადუაშის აფთიაქის უფროსი ფერშალი. 1892 წლის 1 მაისს კი სოფელ ლაილაშში გადაიყვანეს. 1893 წლის 8 აპრილს გათავისუფლდა სამედიცინო სამსახურიდან და სოფელ ბოსტანის სამრევლოქუთაისის გუბერსაეკლესიო სკოლაში მასწავლებლად დაინიშნა. თავისი ბიძის დახმარებით ვასილმა რიცეულაზე აფთიაქი გახსნა და ხალხს უსასყიდლოდ მკურნალობდა. შემდგომში მის კეთილ საქმეებს ტკბილად იგონებდნენ რაჭველი მოხუცები. ამავე პერიოდში იგი დაქორწინდა მღვდელ ანტონ ჩაჩხიანის ასულ ელპიდეზე (დაბ. 1878წ.), რომელთანაც შვიდი შვილი ჰყავდა: ლუდმილა (1895წ.), პანტელეიმონი (1897 წლის 26 აგვისტოს), ნუცა, აკაკი (1904 წლის 14 მარტი), მარიამი (1901 წლის 20 აპრილი), თეოდორე (1907 წლის 1 აგვისტო) და შოთა (ეს ბოლო ორი დაიღუპა სამამუმამა ალექსის ლოცვა-კურთხევით ვასილმა ქუთაისის საკათედრო ტაძარში გაიარა მომზადება სამღვდელო ხარისხის მისაღებად. აქ იგი წმინდა წერილსა და საეკლესიო ტიპიკონში განისწავლა. 1897 წლის 9 აპრილს იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) ვასილი დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 25 აპრილს მღვდლად დაასხა ხელი და ბოსტანის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1911 წელს იგი საგვერდულით დაჯილდოვდა. ამავე წელს მამა ვასილი ბოსტანის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. XX საუკუნის 20-იან წლებში, საქართველოში დაწყებული რეპრესიების დროს, მოძღვარი იძულებული გახდა მიეტოვებინა საეკლესიო მსახურება და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. იგი სოფელში ცხოვრობდა და იქვე აღესრულა 1936 წელს.
2 საპატრიარქოს უწყებანი N2 10-16იანვარი 2012წ გვ.18
დეკანოზი სვიმონ კახეთელიძე 1856-1942
დეკანოზი სვიმონ იოსების ძე კახეთელიძე 1856 წელს იმერეთის გუბერნიაში, რაჭის მაზრის სოფელ ბარში დაიბადა. სასულიერო პირები იყვნენ მამა სვიმონის წინაპრებიც, რომლებიც მთელი XIX საუკუნის განმავლობაში თავდადებით და ერთგულად ემსახურებოდნენ ქართულ ეკლესიას. მისი ბაბუა, მღვდელი ნიკოლოზ ბერის ძე კახეთელიძე 1782 წელს რაყაში, სოფელ ბარში, საბატონო ყმის ოჯახში დაიბადა. ნიკოლოზმა წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი თავის ნათესავთან, მღვდელ დავით კახეთელიძესთან ისწავლა. დაოჯახების შემდეგ, XIX საუკუნის დასაწყისში, ნიკორწმინდელმა მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა (წულუკიძე) ნიკოლოზი დიაკვნად აკურთხა, ხოლო 1810 წელს მღვდლად დაასხა ხელი და სამთისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. 1812 წელს იგი ბრინჯაოს ჯვრით დაჯილდოვდა. მღვდელი ნიკოლოზი ადრე დაქვრივდა. დარჩა ორი ვაჟი: ზურაბი (დაბ. 1810წ.) და მღვდელი იოსები (1817წ.). 1854 წელს იგი პენსიაზე გავიდა. მისი გარდაცვალების წელი უცნობია. სასულიერო გზა გააგრძელა მისმა უმცროსმა ვაჟმა იოსებმა, რომელიც 1817 წელს დაიბადა. წერაკითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი მან თავის მამასთან ისწავლა, რომელსაც პატარაობიდანვე ეხმარებოდა ტაძარში ღვთისმსახურების აღსრულებაში. XIX საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) იოსები დიაკვნად აკურთხა. 1854 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (წულუკიძე) მღვდლად დაასხა ხელი და სამთისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლე-
2-1 საპატრიარქოს უწყებანი N2 10-16იანვარი 2012წ გვ.19
დეკანოზი სვიმონ კახეთელიძე 1856-1942 (გაგრძელება)
სიის წინამძლვრად დაადგინა, სადაც 188! წლამდე მსახურობდა. მამა-პაპის მსგავსად, მოძღვრის ტკბილი უღელი აირჩია სვიმონმაც. მან პირველდაწყებითი განათლება სოფელ ბარის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მიიღო. შემდეგ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ჩააბარა, სადაც მხოლოდ ორი კლასი დახურა. ქართულ და რუსულ ენაზე წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი ქუთაისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძარში ისწავლა. 1878 წლის 21 სექტემბერს იგი ქუთაისის საკათედრო ტაძრის მედავითნედ დაადგინეს. 1883 წელს იოსები დაქორწინდა დაფინე ვასილის ასულზე (დაბ. 1863 წელს), რომელთანაც ოთხი შვილი ჰყავდათ: ნიკოლოზი (დაბ. 1884წ.), ალექსანდრა, ლუბა და მარიამი. 1883 წლის 14 მარტს სვიმონი ქუთაისის საკათედრო ტაძრის უმცროს პონომარად (მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი) დაინიშნა. 1885 წლის 1 1 დეკემბრიდან უფროსი პონომარია. 1885 წლის 10 სექტემბერს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მესამე და მეოთხე კლასებში წმინდა წერილისა და სხვა საგნების მასწავლებლად დაადგინეს. 1887 წლის 19 ივლისს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) სვიმონი დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 2 აგვისტოს მღვდლად დაასხა ხელი და რაჭაში, სოფელ კაჩაეთის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1894 წელს მამა სვიმონი გუმათის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა, ამავდროულად ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში მეორე მღვდლად მსახურობდა. 1905- 1906 წლებში ხონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია, ხოლო 1906 წელს ფუთის წმინდა გიორგის სახელობის წინამძღვრად დაინიშნა. 1910 წელს იგი კაცხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს, სადაც XX საუკუნის 20-იან წლების დასაწყისამდე მსახურობდა. 1912 წლის 27 ივლისს მამა სვიმონის უბედურება დაატყდა თავს. გარდაიცვალა მეუღლე დაფინე, რომელიც 31 ივლისს ქუთაისის ერთ-ერთ სასაფლაოზე დაკრძალეს. 1917 წლის 8-17 სექტემბერს მამა სვიმონი, როგორც იმერეთის ეპარქიის დელეგატი, ესწრებოდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებას. XX საუკუნის 30-იან წლების დასაწყისში მამა სვიმონი აღმოსავლეთ საქართველოში გადმოვიდა და კასპის რაიონის სოფელ ბარნაბიანთკარში დასახლდა. ბარნაბიანთკარი ურბნისის ეპარქიაში შედიოდა. იმჟამად ურბნისის ეპარქიას თავისი მლვდელმთავარი არ ჰყავდა, ამიტომ სამწყსოს წილკნელი ეპისკოპოსი ალექსი (გერსამია) განაგებდა. მისი ლოცვა-კურთხევით, მამა სვიმონი ახლომახლო სოფლებში ატარებდა წირვა-ლოცვებს და მორწმუნეებს საეკლესიო წესებს უსრულებდა. ეს ის პერიოდია, როდესაც უამრავი სასულიერო პირი აღესრულა მოწამეობრივად კომუნისტური იდეოლოგიით მოწამლული ახალგაზრდების ხელით. უღმერთო ხელისუფლებისგან დევნა და ტკივილი მამა სვიმონმაც გამოსცადა თავის თავზე. საპატრიარქოს არქივში შემორჩენილია ერთი წერილი, რომელშიც აღწერილია მამა სვიმონის ამბავი, წერილი დათარიღებულია 1933 წლის |1ოქტომბრით. „მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათალიკოსპატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, უნეტარეს კალისტრატეს წილკნელ ეპისკოპოსის, ურბნისის ეპარქიის მმართველის ალექსისაგან მოხსენება; მორწმუნეთა თხოვნით, 26 სექტემბერს ა/წ. მე გავაგზავნე სოფელ ბარნაბიანთკარიდან სასირეთში მღვდელი სიმონ კახეთელიძე, რათა ეწირა 27-ში სასირეთის ეკლესიაში და მორწ-
2-2 საპატრიარქოს უწყებანი N2 10-16იანვარი 2012წ გვ.20
დეკანოზი სვიმონ კახეთელიძე 1856-1942 (დასასრული)
მუნეთათვის შეესრულებინა მოთხოვნისამებრ წესები. დაბრუნდა 29-ში, დილით და განმიცხადა შემდეგი: 27-ში სწირა სასირეთის ეკლესიაში და რამდენიმე ბავშვიც მონათლა, მაგრამ მორწმუნეთა თხოვნით, დარჩა მეორე დღესაც და ზოგს პანაშვიდი და ზოგსაც სხვა მოთხოვნები შეუსრულა მორწმუნეთ და საღამოს, ორი თუ სამი მორწმუნე ქალის თანხლებით ბრუნდებოდა ბარნაბიანთკარში. ბინა იქ ქონდა, მაგრამ რადგან წყალი მომატებული იყო და ფეხით გასვლა ძნელი იყო, უთხრეს ურემს მოგიყვანთ წყალში გასასვლელადაო და უცდიდა ურემს. ამ დროს ჩამოიარეს სამმა კაცმა, ორი წყალ-გაღმა გავიდა და ერთი კი მობრუნდა და მოვიდა მღვდელთან და კითხა, საიდან მოსულა და რა საქმეზე. მან უპასუხა და მანდატიც მისცა, ჩემგან მიცემული. მანდატს გადახედა მხოლოდ და ამ დროს მოვარდა იქაური მილიციონერი სარიშვილი და დაუწყო ყვირილი: „ადექი, დაიკარგე აქედანო; როცა შეეხვენა, მაცადე ურემი მოვა და გამიყვანსო, იმან უმატა ყვირილს და აიძულებდა, ფეხით გასულიყო წყალში. მღვდელი წავიდა და როცა წყალთან მივიდა და მარჯვე ადგილს ეძებდა გასასვლელად, მილიციონერმა კრა უკანიდან ხელი და გადააგდო წყალში, ძლივს გადარჩა დახრჩობას. როცა გავიდა გაღმა დასველებული, ოთხმოცი წლის მოხუცი, გაცივდა და დღესაც ავად არის. მოვახსენებ რა ზემო აღნიშნულს თქვენს უწმინდესობას, ვითხოვ, ინებოთ რაიმე განკარგულება, რათა დაფარულ ვიქნეთ ასეთი უპასუხისმგებელ პიროვნებებისგან. მთავრობა არ გვიშლის ვემსახუროთ ხალხს მოთხოვნილების დროს, მაგრამ ზოგიერთ ადგილობრივ მოხელეთა წევრნი არ გვაძლევენ ამის საშუალებას. ის პირი, რომელმაც მოსთხოვა მანდატი მღვდელ კახეთელიძეს, ყოფილა ადგილობრივი სოფლის საბჭოს თავჯდომარე და აქედან, ცხადია, მისის ნებართვით ჩაუდენია ის საქციელი მილიციონერ სარიშვილს. ეპისკოპოსი ალექსი წილკნელი“. ამ ამბიდან მალევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ (ცინცაძე) მამა სვიმონი სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად გადაიყვანა და ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული სამსახურისათვის დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1941 წლის 12 აპრილს, 85 წლის ასაკში, დეკანოზი სვიმონი მოხუცებულობისა და ავადმყოფობის გამო, თავისი თხოვნის საფუძველზე, გათავისუფლდა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სამსახურიდან და პენსიაზე გავიდა. 1942 წლის 4 მარტს წილკნელი ეპისკოპოსი ტარასი (კანდელაკი) წერდა მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის შუშანიების სავანის წინამძღვარს, იღუმენია ფავსტოს (შუშანია): „იღუმენია ბატონო, გეცნობებოდათ, აქ რომ კახეთელიძე იყო, 93 წლისა, გაიკრიჭა, ტანისამოსი გაიხადა, მღვდლობას დაანება თავი და „სტოროჟადლ“ დადგა. ჩემი აწეწ-დაწეწვა სულ იმის ბრალი იყო, არ ვიცი, რა მიზეზით, მაგრამ ცდილობდა, რომ გავეციმბირებინეთ. დღედაღამ ჩემს მტრობაში იყო. ვენაცვალე უფლის სახელს! დამიფარა. მთავრობა ჩემს დევნას შეეშვა და ნება დამრთეს, ტაძარში დავბრუნებულიყავი. ყველანი მოხარულნი არიან ამისა, მაგრამ მაინც მაწუხებს კითხვა: ნეტა, რა დავუშავე ამ 90 წლის კაცს ან ვინ შეასმინა, ეწერა ჩემზე „დანოსები“. ისე მოულოდნელად გარდაიცვალა, ვერც დავე- კითხე და ვერც ვერაფერი გავიგე დანამდვილე- ბით. რა სასწაულები მოხდა აქ, ვერ მოგწერთ, თუ ოდესმე გნახავთ, გიამბობთ“. როგორც ამ წერილის შინაარსიდან ირკვევა, დეკანოზი სვიმონი 1942 წლის დასაწყისში მოულოდნელად გარდაიცვლილა. ჩვენთვის უცნობია, თუ რა დაპირისპირება ჰქონდა მას წილკნელ ეპისკოპოს ტარასისთან. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომუნისტები ყველანაირად ცდილობდნენ ეკლესიისთვის ჩირქი მიეცხოთ, არ თაკილობდნენ არანაირ უმსგავსო საქციელებს და უზნეო გამოხტომებს. მათი პოლიტიკის „გათიშე და იბატონეს“ წყალობით, მრავალი ადამიანი მტრობდა ერთმანეთს. უმძიმესი დრო იყო. ღმერთმა ყველას შეუნდოს თავისი საქციელი. ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა მამა სვიმონი თბილისში, კუკიის წმინდა ნინოს სახელობის სასაფლაოზე დაკრძალეს.
4 საპატრიარქოს უწყებანი N4 24-30იანვარი 2013წ გვ.18
აქიმანდრიტი ხარლამპი (ხომასურიძე) 1874-1960
არქიმანდრიტი ხარლამპი, ერისკაცობაში -– ხარება ზაქარიას ძე ხომასურიძე 1874 წელს, საჩხერის მაზრის სოფელ სპეთშიი გლეხის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება პატარა ხარებამ სოფლის სკოლაში მიიღო. XIX საუკუნის მიწურულს ბერად აღკვეცის სურვილით იგი დავით გარეჯის მონასტერში მივიდა, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა საღმრთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი. 1902 წლის 11 თებერვალს ამავე მონასტერში საბერო მორჩილად განამწესეს. 1907 წლის 17 მაისს მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა დოსითეოსმა (ბერძწიშვილი) ბერად აღკვეცა და სახელად ხარლამპი უწოდა. 1910 წლის 10 აპრილს მამა ხარლამპი წერილს უგზავნის აღმოსავლეთ საქართველოს მონასტრების მთავარხუცესს და გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ანტონს (გიორგაძე) „თქვენო მაღალღირსებავ, მაღალღირსო მამაო არხიმანდრიტო. ვერ ვიტან ადგილობრივ ჰაერსა, ხშირათ ავათ ვხთები რევმატიზმით და სხვა ავათყოფობით ნესტიან სენაკში და ვინაიდან ნათლისმცემლის მონასტერში უფრო მშრალი ალაგია, უმორჩილესად გთხოვთ, მაღალღირსო მამაო, გადამიყვანოთ თქვენს მიერ მარწმუნებელ მონასტერში და შემრაცხოთ ძმათ რიცხვში შტატზე“. საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის ბრძანებით, მამა ხარლამპის უარი ეთქვა ამ თხოვნაზე და იგი კვლავ გარეჯის მონასტერში დატოვეს. 1910 წლის 25 ივლისს ბაქოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (ვახნინი) დიაკვნად აკურთხა. 1912 წლის 26 თებერვალს გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) ბერ-დიაკონ ხარლამპეს მღვდლად დაასხა ხელი. 1913 წლის 11 თებერვალს შიომღვიმის მონასტერში გადაიყვანეს და მონასტრის ხაზინადრად დაინიშნა. 1915 წლის მარტში გათავისუფლდა ხაზინადრის თანამდებობიდან. ამავე წლის 3 ნოემბერს იგი თბილისის მაცხოვრის ფერისც-
4-1 საპატრიარქოს უწყებანი N4 24-30იანვარი 2013წ გვ.19
აქიმანდრიტი ხარლამპი (ხომასურიძე) 1874-1960 (გაგრძელება)
ვალების სახელობის მამათა მონასტერში გადაიყვანეს. 1918 წლის მიწურულს, გარდაცვალებამდე, მამა ხარლამპი მარტყოფის წმინდა ანტონის სახელობის მონასტერში მოღვაწეობს. 1923 წლის მარტში ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაარბია მარტყოფის ღვთაების მონასტერი და ბერებს ქონება და ძვირფასეულობა ჩამოართვეს. ერთი პერიოდი ტაძარიც დაკეტილი გახლდათ. თუმცა, მონასტერი მაინც აგრძელებდა ფუნქციონირებას. 1926 წლის 19 ივლისს სოფელ მარტყოფის მოაგარაკენი ითხოვენ ტაძრის ამოქმედებას. „ჩვენ, როგორც აღზრდილნი ქრისტიანული წესით და მასთან, მამა-პაპით მლოცველნი წმინდა ანტონი მარტოყოფელის ეკლესისა, გთხოვთ პატივისცემით ყველა მოაგარაკენი განურჩევლად ეროვნებისა, გაგვიხსნათ დაბეჭდილი ეკლესიები წმინდა ანტონის მარტომყოფელისა, დასაკმაყოფილებლად ჩვენის სარწმუნოებრივი სურვილისა, რაზედაც ხელსა ვაწერთ“. განცხადებაზე 32 ადამიანი აწერს ხელს. როგორც ჩანს, მთავრობამ დააკმაყოფილა მათი თხოვნა და ტაძარი გაიხსნა, რადგან ამის შემდეგ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით იქ აღესრულებოდა წირვა-ლოცვა. მაგ: 1932 წლის 9 აგვისტოს ურბნელ-მაწყვერელმა ეპისკოპოსმა ეფრემმა (სიდამონიძე) მარტყოფის მონასტრის ტაძარში ჩაატარა წირვა და ლიტურგიაზე შეასრულა ხელდასხმის საიდუმლო. ბერ-დიაკონი იოაკიმე (რამაზაშვილი) მღვდლად აკურთხა, ხოლო მწირმონაზონი ანდრია (კობლიშვილი) დიაკვნად. XX საუკუნის 20-30-იან წლებში მარტყოფის სავანე რამდენჯერმე დაარბიეს ყაჩაღებმა და კომუნისტებისგან მიგზავნილმა ავაზაკებმა. 1941 წელს მამა ხარლამპი, სხვა ბერებთან ერთად, იძულებული გახდა სოფელ ნორიოში გადასულიყო საცხოვრებლად, ხოლო მამა გერმანეს გარდაცვალების შემდეგ კი იქვე მთაზე მდებარე წმინდა ანტონ მარტყოფელის კოშკში განმარტოვებულიყო სამოღვაწეოდ. როგორც მონახსოვრე პირები გადმოგვცემენ, მამა ხარლამპის წმინდა ცხოვრებით უცხოვრია. მისი ასკეტური ცხოვრება იქიდანაც ჩანს, რომ ღვთაებაში მკაცრი კლიმატური პირობებია, განსაკუთრებით სვეტზე, სადაც ზამთარ-ზაფხულ ცივი ქარები იცის. სწორედ სვეტზე ჰქონდა მოწყობილი პატარა სენაკი წმინდა ბერს. XX საუკუნის 30-იან წლებში ეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობის გამო, იღუმენის წოდება მიენიჭა. 1947 წელს, მონასტრის ყოფილი წინამძღვრის, არქიმანდრიტ გერმანეს (იაშვილი) გარდაცვალების შემდეგ, მამა ხარლამპი მარტო განაგრძობდა მოღვაწეობას. XX საუკუნის 40-იანი წლების მიწურულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნატერსმა კალისტრატემ (ცინცაძე) მას არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა.
XX საუკუნის 50-60-იან წლებში ღვთაების მონასტერში უპატრონო ბავშვთა სახლი გაუხსნიათ. ღირსი მამა სიყვარულით ლოცულობდა მათთვის და შეძლებისდაგვარად ღმრთის სიყვარულს უნერგავდა, ხშირად ასაჩუქრებდა კიდეც მათ თავისი დანაზოგიდან. მამა ხარლამპის, მიუხედავად ათეისტური მთავრობის ცინიკური დამოკიდებულებისა, თავი ყოველთვის ღირსეულად ეჭირა. 1955 წლის 24 მარტს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკIII-მ (ფხალაძე) არქიმანდრიტი ხარ- ლამპი კახეთში, ალავერდის ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ გადაიყვანა. 1956 წელს, თავისი თხოვნით, ისევ მარტყოფის მონასტერში დააბრუნეს. მიუხედავად ხანდაზმულობისა (როგორც გადმოგვცემენ), მამა ხარლამპის სიცოცხლე მოუსწრაფეს. მისი სახით კიდევ ერთი მოწამე შეემატა ქართულ ეკლესიას. თავისი ანდერძისამებრ, მარტყოფელმა და ნორიოელმა მორწმუნეებმა არქიმანდრიტი ხარლამპი სვეტთან ახლოს დაკრძალეს. ათეული წლები მისი საფლავი პატარა რკინის ნიშნით იყო აღნიშნული. რამდენიმე წლის წინ კი მარტყოფის მონასტრის საძმოს მიერ მოხერხდა მის საფლავზე ქვის დადება.
ნორიოელი და მარტყოფელი მორწმუნეების მოგონებები
ტყის მცველი შალვა დელიბაშვილი გვიამბობს: „როცა ხარლამპე გარდაიცვალა, ნორიოს საბავშვო სახლის დირექტორმა პლატონმა ტყის მცველებს შეგვატყობინა, რომ მიცვალებულისთვის გვეპატრონა. ფული შევკრიბეთ მე, ჩემმა ძმამ მირიანმა, ზაქარია დელიბაშვილმა, ზაქარიას ძმამ დათა დელიბაშვილმა, გავაგებინეთ მარტყოფელებსაც. დავმარხეთ, როგორც ეკადრებოდა ამ პატიოსან ბერს. ქელეხისათვის ხალხს მოჰქონდა ყველაფერი: პური, ყველი, მწვანილი, ლობიო. ნორიოს უბნის რწმუნებულმა ლობიო მოიტანა. ხალხს გამზადებული მოჰქონდა ზოგიერთი კერძი. ნო-
4-2 საპატრიარქოს უწყებანი N4 24-30იანვარი 2013წ გვ.20
აქიმანდრიტი ხარლამპი (ხომასურიძე) 1874-1960 (დასასრული)
რიოელებმა და მარტყოფელებმა ხარლამპე მიწას მიაბარეს მამა ანტონის კოშკის მახლობლად. დღეს მის საფლავზე პატარა რკინის ნიშანია“. ევგენი (ჟენკა) ვამლეტის ნაამბობი: „ხარლამპე ბერი გარდაიცვალა 1960 წლის 4 ნოემბერს, დავმარხეთ 7 ნოემბერს. ძალიან მიყვარდა ეს ადამიანი. ერთხელ მითხრა: შვილო, როცა მოვკვდები, აი, ამ მსხლის ძირში დამმარხეთო. ანდერძი შევუსრულეთ. საფლავი ჩემი ხელით გავუთხარე. სურათიც მქონდა ხარლამპისთან გადაღებული. ევა მამადაშვილი-ცქიფურიშვილი: აბეშიკებმა დამარხეს ხარლამპე ბერი. ჩემი ქმარიც დაესწრო დაკრძალვას. ხარლამპის დაკრძალვას დაესწრო მისი ნათესავი ქუთაისიდან. ერთხელ, ძმას და ძმისშვილს უთხოვიათ ამ წმინდა კაცისათვის, წამოდი ჩვენთან, ჩვენ გიპატრონებთო, მაგრამ ამ კაცმა ვერ დათმო ღვთაების მონასტერი და მამა ანტონის კოშკი. ვერა ქოპილაშვილის ნაამბობი: როცა ღვთაებიდან ბერები გამოაძევეს, ისინი დაბინავდნენ ნორიოში, ლადო აზირაშვილის ძველ სახლში. იმ ფუძეზე დღეს სოლომონ აზირაშვილის საცხოვრებელი სახლია. გამოძევებული ბერები იყვნენ: გერმან ბერი, ხარლამპე ბერი, იოაკიმ ბერი და მარტყოფელი ბრმა ბერი, მგონი იოსები ერქვა. მარტყოფელი ბრმა ბერი სანამ ღვთაებაში მოღვაწეობდა, იქიდან მარტყოფში ფეხით ჩადიოდა გამცილებლის გარეშე და გზა არ ერეოდა, ამბობდნენ: ღვთის ძალით დადის შეუმცდარადო. იოაკიმე ბერი კაჭრეთიდან იყო და წავიდა თავის მხარეში. გერმანე ბერი ხარლამპიზე ადრე გარდაიცვალა, აითალამ დამარხა ღვთაების შესასვლელთან. აზირაშვილი ლადოს სახლიდან ბერები დაბინავდნენ ფირანა კურატიშვილის სახლში. ციალა მამადაშვილი-უერთაშვილი: ხარლამპე ბერი ერთხანს შვინდაძეში ცხოვრობდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ -– ბასილ აფციაურის ოჯახში. სულ მარხვას ინახავდა, ლობიანებს აცხობდა ხოლმე. ბოლოს გულმა ვეღარ მოუთმინა, ისევ მამა ანტონის კოშკთან მდებარე ღარიბულ სენაკში დაბინავდა, იქვე გარდაიცვალა. შალვა დელიბაშვილი: გერმან ბერის სამარხი დაზიანდა, როცა ღვთაებასთან მითხარ-მოთხარეს, ძვლები ამოყარეს. მე რომ ტყის მცველად დავიწყე მუშაობა, ეს ბერი უკვე მკვდარი იყო. ტერიტორია, სადაც ღვთაების სამონასტრო კომპლექსი და მამა ანტონის კოშკია, შედიოდა ზაქარია დელიბაშვილის სამცველოში. ამიტომ ხშირად გვიხდებოდა ურთიერთობა იქ მოღვაწე ბერებთან. გოგი დელიბაშვილი, ტყის მცველის ზაქარია დელიბაშვილის ვაჟი: ტერიტორია, სადაც „ღვთაების“ სამო- “ ნასტრო კომპლექსი და მამა ანტონის კოშკია განლაგებული, მამაჩემის სამცველოში შედიოდა. შემთხვევითი არაა, რომ როცა ხარლამპე ბერი გარდაიცვალა, ნორიოს საბავშვო სახლის დირექტორმა პლატონ სალუქვაძემ მამაჩემს შეატყობინა, რომ ამ წმინდა ადამიანისთვის პატრონობა გაგვეწია. მამაჩემმა ითავა ამ კაცის დაკრძალვა, მოეთათბირა ტყის მცველებს, შეკრიბეს ფული. ნორიოს საბავშვო სახლს ემსახურებოდა მარტყოფელი მძღოლი გუგულა ოშაყმაშვილი. მისი მანქანით მოიტანეს კუბო, პროდუქტი. ეს მძღოლი, მამაჩემი და ნორიოს უბნის რწმუნებული კუკური ჭიჭინაძე სამი კაცი იყო ხარლამპეს დამარხვის მოთავე. ჭირისუფალი ქალებიც იყვნენ: აითალას ცოლი ოლა ძამაშვილი, შუნაანთ ანიკო შარაშენიძე. მამაჩემმა ცხვარი დაუკლა ხარლამპეს. ეს პატიოსანი ბერი დიდი პატივით დაიმარხა. ქუთაისიდან დაკრძალვაზე ჩამოვიდა მისი ნათესავი. ნინა ტაბლიაშვილი: ჩემი ქმარი ვანო იყო ტყის მცველი შალვა დელიბაშვილზე წინ. მის სამცველოში შედიოდა ღვთაების ეკლესიის მიმდებარე ტყე. შალვამ დაპატიჟა ჩემი ქმარი ხარლამპეს ქელეხში. ხარლამპე მგონი ჭიათურიდან იყო.
5 საპატრიარქოსუწყებანი N5 31იანვარი-6თებერვალი 2012წ გვ.17
არქიმანდრიტი სერაპიონი (ახვლედიანი) „მოძლვარი ეპისკოპოს გაბრიელისა“ 1819-1911
არქიმანდრიტი სერაპიონი 1819 წელს სამეგრელოში, სენაკის მაზრაში, სოფელ გურძემში აზნაურის ოჯახში დაიბადა. მისი დედა იყო ანა გიორგის (ბერობაში გერასიმე) ასული ქიქოძე (მამიდა იმერეთის ეპისკოპოს წმ. გაბრიელისა). საერო განათლების მიღების შემდეგ, 1845 წლის 15 იანვარს სერაპიონი ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში მორჩილად მიიღეს, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი. 1846 წლის 15 იანვარს (მეორე ვერსიით 1849 წლის 20 ივლისს) ჯრუჭის მონასტერში ბერად აღიკვეცა და სახელად სერაპიონი ეწოდა. 1847 წლის 26 იანვარს იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) ბერი სერაპიონი დიაკვნად აკურთხა. 1856 წლის 20 ივლისს იმერეთის ეპისკოპოსმა გერმანემ (გოგოლაშვილი) მლვდლად დაასხა ხელი და გელათის მონასტრის საძმოში განამწესა. 1860 წლის 12 მაისს იგი საგვერდულით დაჯილდოვდა. 1861 წლის 1 მაისს იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე) ლოცვაკურთხევით მამა სერაპიონმა მოიარა იმერეთის ეპარქიის სოფლები და შეაგროვა ფული გაძარცვული ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის შესამკობად და მოწამეთის მონასტრის შესაკეთებლად. 1861 წლის 26 სექტემბრიდან იგი მოწამეთას მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. ამავე პერიოდში მიიღო ჯილდო ბრინჯაოს ჯვარი ყირიმის ომის სამახსოვროდ. 1862 წლის 2 მარტს მამა სერაპიონს იღუმენის წოდება მიენიჭა, მისი წინამძღვრობის დროს მოწამე-
5-1 საპატრიარქოსუწყებანი N5 31იანვარი-6თებერვალი 2012წ გვ.18
არქიმანდრიტი სერაპიონი (ახვლედიანი) „მოძლვარი ეპისკოპოს გაბრიელისა“ 1819-1911 (გაგრძელება)
თას მონასტრის ბაგრატ მეფის დროინდელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესია გაფართოვდა, დაშენდა ახალი გუმბათი (წინა ძალიან პატარა ყოფილა), მოიხატა ტაძარი, გაკეთდა ახალი კანკელი და მონასტერი შეიმკო ყველა საჭირო სამკაულით. 1865 წლის 2 ოქტომბერს განახლებული ეკლესია იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა საზეიმოდ აკურთხა. 1862 წლის 9 მარტს ათონის წმინდა მთაზე გარდაიცვალა ცნობილი მოსაგრე და ასკეტი მამა, სქემმღვდელმონაზონი ბენედიქტე (ქიოტიშვილი), რომელიც ივერონის მახლობლად მდებარე წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის კელიაში ცხოვრობდა. მისი სულიერი შვილი გახლდათ ეპისკოპოს გაბრიელის ხორციელი ძმა, სქემმონაზონი ბესარიონი მოძღვრის გარდაცვალების შესახებ მან წერილით აცნობა ათონიდან თავის ძმას და ამასთანავე სთხოვდა, რომ მამა სერაპიონი გაეგზავნა ათონზე სამოღვაწეოდ. აი, რას წერდა იგი: „პირველად ჩემი ცოდვილი პირით ვითხოვ ღვთისაგან შენ სიცოცხლეს და ცხოვრებას, ამასთან, ვიცი, ჩემ ვითარებას იკითხავ. დაბნელდა ჩემი სიცოცხლე. ჩემი მოძღვარი ვენედიქტე მოკუტა და მე და ჩემი შვილები გრიგოლ რატიანი და ქრისტეფორე, ჩვენი მამიდასშვილი ვართ და შაბათობით ეკლესიებშიდ თორგა მოკიდებული დავღოღავთ ზიარებისათვის. შემინდევი ნამეტანი მწუხარებისაგან კადნიერებით მოგიწერ ძმაო, გაბრიელ. მართალია, არაფერი კეთილი არა მიქნია შენთვის, მაგრამ შეიწყალე ჩემი მოხუცებულობა და ჩემი შვილების მწუხარება დაბნელებულთა, ამით განგვინათლე ცხოვრება და განგვიცოცხლე ჩვენი მოძღვარი. გამომიგზავნე ჩემი მამიდაშვილი სერაპიონი ღვდელმონაზონი ახვლედიანი. ესეც იქნება შენ გინდოდეს, იქა საჭირო არისო არხიმანდრიტად ანუ წინამძღურათ. შემინდევით! მრავალი მიტროპოლიტი და ეპისკოპოსი არის მთაწმინდაშიდ, დატოვეს ადგილი და შეიმოსეს სქემა...“ სამწუხაროდ, ეპისკოპოსმა გაბრიელმა თავის ძმას ეს თხოვნა ვერ შეუსრულა. საპასუხოდ გაგზავნილ წერილში ჩანს, რომ თავად მამა სერაპიონმა არ ისურვა ათონის მთაზე წასვლა და იქ სამუდამოდ დარჩენა. თუმცა, შემდგომ წლებში მან მაინც იმოგზაურა იერუსალიმსა და ათონის მთაზე. 1864 წლის 16 ივნისს მოწამეთას მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი სერაპიონი და გელათის მონასტრის მორჩილი თეოდორე ერისთავი საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას თხოვნით მიმართავენ: „ჩვენ, ზემორე ამა თხოვნისა, განცხადებულად იღუმენის და მორჩილის ერთის თვის ვადით გვსურს რა წარმგზავრება საზღუარსა გარეთ, ქ. იერუსალიმში, თაყვანის საცემე- _ ლად საფლავსა უფლისა, უმორჩილესად გთხოვთ, განკარგულებასა სინოდის კანტორისასა ნების მიცემისათვის ჩუენდა ამა მოგზაურთა ზედა“. როგორც შემდგომში განვითარებული მოვლენებიდან ირკვევა, იმ ეტაპზე მათი მოსალოცად წასვლა რაღაც მიზეზების გამო შეფერხდა. მხოლოდ 1867 წელს მოახერხეს მათ თავიანთი სურვილის განხორციელება. სქემმონაზონი ბესარიონი მათი მოგზაურობის შესახებ ისტორიკოს პლატონ იოსელიანს წერდა: „სული მრავალი მოდიან ქართველები, ყოველ მონასტერშიდ პატივი აქვთ და ივერიაშიდ კაცი არ შეუშობს და არცა ღამეს გაათევიებს. ჯრუჭის არქიმანდრიტი და გელათის საბერო ერისთავი მოვიდა და რუსებთან შეიწყნარეს და აქ ივერიაშიდ არა“, 1866 წლის 30 იანვარს მეუფე გაბრიელმა იღუმენი სერაპიონი ჯრუჭის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანა და არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა. აქაც მამა სერაპიონმა შეაკეთა მონასტერი, გადახურა იგი ახლიდან, დაუბრუნა სოფელ ქორეთის ადგილ-მამული, 5000 ათასი მანეთის შემოსავლით. ქუთაისში შეიძინა სამი დუქანი, საიდანაც 800 მანეთი შემოსავალი შემოდიოდა. ამ დამსახურებათა გამო, 1870 წლის 27 მაისს იგი წმინდა ანასIII ხარისხისა და 1874 წლის 22 აპრილს წმინდა ანას II ხარისხის ორდენებით დაჯილდოვდა. 1875 წლის 18 აპრილს არქიმანდრიტი სერაპიონი გელათის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1876 წლის 1 ივლისს იგი იმერეთის ეპარქიის მონასტრების მთავარხუცესად აირჩიეს და ამ თანამდებობაზე იგი 1894 წლის 19 ოქტომბრამდე იმყოფებოდა. 1878 წლის 30 მაისს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1885 წლის 15 აპრილს ერთგული და ნაყოფიერი სამსახურისათვის მლვდელმთავრული მადლობა გამოეცხადა. მისი მოღვაწეობის პერიოდში გელათის მონასტერში აშენდა ეპისკოპოსის ახალი რეზიდენცია, მონასტრის ძმათა საცხოვრებელი სახლი, რამდენჯერმე შეკეთდა მონასტრის ეკლესია-ნაგებობანი. ამ დამსახურებათა გამო იგი წმინდა ვლადიმერისIII ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. გელათის მონასტერში მისი წინამძლვრობის ბოლო წლებში რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტი მოხდა, რამაც საბოლოოდ დაჩქარა მისი პენსიაზე გაშვება. 1904 წლის 24 მაისს საქართველოს ეგზარქოსი ალექსი (ოპოცკი0ე იმერეთის ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) წერდა: „ყოვლად მისაღები იქნება მოეწყოს თბილისის სასულიერო სასწავლებლის
5-2 საპატრიარქოსუწყებანი N5 31იანვარი-6თებერვალი 2012წ გვ.19
არქიმანდრიტი სერაპიონი (ახვლედიანი) „მოძლვარი ეპისკოპოს გაბრიელისა“ 1819-1911 (გაგრძელება)
მღვდელ-მონაზონი რომელიმე მონასტრის წინამძღვრად. არ თვლით საჭიროდ, რომ გელათის მონასტრის სტარეცმა დატოვოს თანამდებობა სიბერის გამო. ნიკოლოზი კი (იგულისხმება მომდევნო წინამძღვარი არქიმანდრიტი ნიკოლოზ ნამორაძე გ.მ.) შეიძლება დანიშნოთ გელათის მონასტრის წინამძღვრად“. 1904 წლის 4 სექტემბრიდან, მოხუცებულობისა და უძლურების მიზეზით, მამა სერაპიონი გათავისუფლდა წინამძღვრობიდან და პენსიაზე გავიდა. იგი, როგორც მონასტრის უშტატო წევრი, ისე ცხოვრობდა გელათში. 1905 წლის 1 იანვრიდან მას დაუნიშნეს პენსია 180 მანეთი, ხოლო 1908 წლიდან -– 299 მანეთი და 68 კაპიკი. შემორჩენილია არქიმანდრიტ სერაპიონის ცხოვრებიდან რამდენიმე მოგონება და ეპიზოდი, რომლებიც სხვადასხვა წიგნებშია აღწერილი. როდესაც წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის ცხოვრების შემდგენელი და ბიოგრაფი, დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე თავის წიგნში „გაბრიელი, ეპისკოპოსი იმერეთისა“, აღწერს მეუფე გაბრიელის უკანასკნელ დღეებს, რამდენჯერმე ახსენებს მამა სერაპიონსაც: „ბორჯომში ჩასულმა ეპისკოპოსმა ჩქარა იგრძნო თავი უკეთ, აბანოებიც დაათვალიერა. მაგრამ მალე აიჩქარა ქუთაისისკენ გამომგზავრება. თბილისიდან მოწვეულმა ძმისწულმა ექიმმა ბევრი უმტკიცა ბორჯომში დარჩენის აუცილებლობა და სიკეთე, მაგრამ ვერა გააწყო რა ჯიუტ ბიძასთან. ქუთაისიდან მამიდაშვილი არქიმანდრიტი სერაპიონიც ეწვია და ურჩევდა დარჩიო, მაგრამ არც ამისი მიიღო რა, სულ ერთთავად გაიძახოდა ქუთაისში საქმეები მაქვს სემინარიაში და წამიყვანეთო. წამოიყვანეს, მივიდნენ ქუთაისში. მდგომარეობა გაუარესდა. შიში გაძლიერდა. საქმეს სიკეთე არ ემჩნეოდა. ჭშირისუფლებმა არ იცოდენ, როგორ მოქცეულიყვნენ. ისევ ექიმთა თათბირი. გადაწყდა გელათში წაყვანა. წაიყვანეს და თანაც სინოდში ხელმეორე შუამდგომლობა აღიძრა ახალი თავისუფლების ნებადასართველად უფრო დიდი ვადით. სინოდმა ექვსი თვის ვადა მისცა. თვითონ ძლიერ ნატრობდა გელათს, როცა ბორჯომში იყო. მარკოზ! მიუბრუნდა ერთხელ მესენაკეს, გელათში წამიყვანე, მე ბერი ვარ და ბერებთან ცხოვრება მინდა, აქ სულის საზრდო მომაკლდა და ის მაწუხებს. ხომ იცი, არქიმანდრიტი სერაპიონი ჩემი რა არის? ჯერ ნათესავია ჩემი და მერე მოძღვარი, მენატრება მისი ნახვა“. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (ცინცაძე) თავის მოგონებებში „რაც გამახსენდა“ იგონებს გელათის მონასტერში თავის სტუმრობას, სადაც ის შეხვდა ეპისკოპოს გაბრიელსა და არქიმანდრიტ სერაპიონს. ეს იყო 1892 წელს. ამ წელს მან კიევში დაამთავრა სასულიერო აკადემია და სამშობლოში დაბრუნებული, სამსახურს ეძებდა. აი, რას ვკითხულობთ მის მოგონებებში: „აგვისტოს 15/28 მარიამობის დღეს ქედის წმინდა გიორგის ეკლესიაში ტაძრის დღეობა იყო. იქ ვნახე ჩემი ყოფილი ამხანაგი, მღვდელი ალექსი (შემდეგში ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი) გიორგაძე. მითხრა: აქ რას აკეთებ, გაბრიელ ეპისკოპოსმა უკვე დაგნიშნა ქუთაისშიო, ჩამოდი, ყველანი გკითხულობენო. რამდენიმე დღის შემდეგ წაველ ქუთაისში, მითხრეს გაბრიელ ეპისკოპოსი გელათშიაო. ვეახელ: ესიამოვნა. მცირე საუბრის შემდეგ მიბრძანა, მონასტერი კარგად დაათვალიერეთ და ორ საათზე სადილზე მეწვიეთო... როცა სადილობის დროს მოვიდა, შემიყვანეს არა სასახლის ზემო სართულზე, სადაც ბინადრობდა ყოვლადსამღვდელო, არამედ ქვემო სართულში, არქიმანდრიტ სერაპიონ ახვლედიანის სასადილო ოთახში. მისი მეუფება უკვე იქ ბრძანდებოდა. სასადილო წარმოადგენდა პატარა ოთახს -– მეტრზე არა უვრცელესს. ყრუ კედლის მხარეს თვით დაიჭირა ადგილი, მარჯვნივ მე დამისვა, ხოლო პირდაპირ არქიმანდრიტი დაჯდა. მაგიდაზე გადაფარებული იყო „კლიონკა“, იდგა ორი ბოთლი -–- ღვინით, ერთი გრაფინკა წყლით, სამი ღვინისა და ერთი წყლის ჭიქა. თეფშებზე ელაგა თონის პური, ახლად გამომცხვარი მჭადი და ცოტაოდენი ყველი სულგუნი. შემოიტანეს ქათმის „სუპი“. არქიმანდრიტმა წაიკითხა „მამაო ჩვენო“, მისმა მეუფებამ აკურთხა სასმელ-საჭმელი. საჭმლისათვის თითქმის ხელი არ უხლია, მეკითხებოდა: ამა თუ იმ საგანს ვინ ასწავლის აკადემიაში, რომელი სახელმძღვანელოები უფრო მიღებულია ფსიქოლოგია-ფილოსოფია
5-3 საპატრიარქოსუწყებანი N5 31იანვარი-6თებერვალი 2012წ გვ.20
არქიმანდრიტი სერაპიონი (ახვლედიანი) „მოძლვარი ეპისკოპოს გაბრიელისა“ 1819-1911 (დასასრული)
დოგმატიკაშიო. როცა მოვახსენე, იკითხა, რა განსხვავებაა მაკარი მიტროპოლიტის და სილიბისტრო ეპისკოპოსის კურსებშიო. სათანადო განმარტების შემდეგ თქვა, სილიბისტროს კურსი უნდა სჯობდესო (მე არა მაქვს წაკითხულიო), ვინაიდან აქ ყოველი დოგმატი ისტორიულად ყოფილა გაშუქებულიო... ჩვენი ბაასის დროს არქიმანდრიტმა სერაპიონმა თავისი ბოთლიდან დაისხა ღვინო და მეც დამისხა. ყოვლადსამღვდელომ უბრძანა: „შენ ამ ყმაწვილის მოკვლა ხომ არ გინდა? მაგ ღვინის დალევა შეუძლია შენისთანა ყელ-მუცელ 88% გამომწვარ კაცსაო“, მოითხოვა ჭიქა და დამისხა თავისი ბოთლიდან ტკბილი, წითელი (ყიფიანურად ცნობილი) ღვინო. არქიმანდრიტმა მოახსენა: „ამ უცნობ ახალგაზრდასათვის რომ იმეტებ მაგ ღვინოს, რა იქნება ჩემთვის, შენი ნათესავისა (მართლაც, ნათესავები და მეგობრები იყვნენ) და მოხუცისათვისაც გაიმეტოო?“ შენ რომ ეს ღვინო დაგალევინო, სამი ბოთლიც არ გეყოფა და მეოთხესაც მომთხოვო, ამას კი, როგორც ვატყობ, ორი ჭიქაც ბევრი მოუვაო“. მართლაც, არც თავად დაულევია ორ ქიქაზე მეტი და არც ჩემთვის შემოუთავაზებია. განმარტა კიდეც: „გონებით მომუშავე კაცს ორ ჭიქაზე მეტი ღვინო აწყენსო“. შემოიტანეს საჭმლის „მეორე თავი“, რომელსაც წარმოადგენდა „აქნილი“ ქათმის ნაჭრები, მხოლოდ შემწვარი, ნივრის წყალში ჩალაგებული (თუ არ ვცდები, სუპში რომ ქათამი იყო, იმის ნახევარი). სადილიც ამით გათავდა“. საქართველის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია არქიმანდრიტ სერაპიონის რამდენიმე ქადაგება, რომლებიც მან ჯრუჭის მონასტრის წინამძღვრობის პერიოდში წარმოთქვა. არქიმანდრიტ სერაპიონს ჰყავდა ოთხი ძმა: სქემმღვდელმონაზონი ქრისტეფორე (მოღვაწეობდა ათონის წმინდა მთაზე. გარდ. 24.02.1896), დეკანოზი გიორგი, ალექსი და იოანე. დეკანოზ გიორგის შვილები იყვნენ, შემდგომში თეკლათის მონასტრის წინამძლვარი, სქემიღუმენია ქეთევანი (გარდ. 23.03.1957) და სქემმონაზონი რიფსიმე (გარდ.22.01.1958), ალექსის შვილი -– სქემიღუმენია ელენე (გარდ. 29.03.1965), ხოლო იოანეს შვილი კი -– ბერი ალექსანდრე (გარდ. 27.07.1895). არქიმანდრიტი სერაპიონი 1911 წლის 28 აპრილს, შუადღის ოთხ საათზე გელათის მონასტერში გარდაიცვალა. იგი 1 მაისს დაასაფლავეს მთავარი ტაძრის სტოაში. საფლავის ქვაზე არის წარწერა: „ამას ლოდსა ქვეშე განისვენებს გაენათის მონასტრის არხიმანდრიტი და მოძღვარი ნეტარ ხსენებულის ეპისკოპოსის გაბრიელისა სერაფიონი ტომით ახვლედიანი -- შობიდან 101 წ. ემსახურა ამ დიდებულ მონასტერს 40 წ. გარდაიცვალა 1911 წ. 28 აპრილს“. არქიმანდრიტ სერაპიონის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, იმერეთში გამომავალი სასულიერო ჟურნალი „შინაური საქმეები“ მე-12 ნომერში, პირველ გვერდზე წერდა: „გარდაიცვალა გელათის მონასტრის ყოფილი მხცოვანი წინამძღვარი, არქიმანდრიტი სერაპიონი (ახვლედიანი). განსვენებული დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა, როგორც წინამძღვარი, ჯერ მოწამეთას მონასტერში და შემდეგ გელათის მონასტერში. უკანასკნელ ხანებში, აგერ ექვსი წელიწადია, იგი მონასტერს აღარ განაგებდა მოხუცებულობის გამო. იგი იყო მოძღვარი ღვთისგანსვენებული ეპისკოპოს გაბრიელისა. განსვენებული არქიმანდრიტი დაასაფლავეს გელათის მონასტრის საკრებულო ტაძარში“.
6 საპატრიარქოს უწყებანიN6 7-13 თებერვალი2012წ გვ.17
დეკანოზი დავით დუმბაძე 1849-1918
დეკანოზი დავით ანტონის ძე დუმბაძე 1849 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ შემოქმედში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. სანამ უშუალოდ მამა დავითზე ვისაუბრებთ, საჭიროა, ერთი-ორი სიტყვით ვახსენოთ მამამისის, სრული მგალობლის – ანტონ დუმბაძის დიდი დამსახურება ქართული საეკლესიო გალობის აღორძინებისა და განვითარების საქმეში. ანტონ დუმბაძე მთელ საქართველოში გალობის ერთ-ერთ საუკეთესო მცოდნედ და ავტორიტეტულ პიროვნებად ითვლეობდა. საერო სამსახურში იგი პოლიციის პორუჩიკი იყო. მას ცხრა შვილი ჰყავდა, რომელთაგანც უმეტესობა მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. მისი 7 ვაჟიდან ექვსმა სამხედრო კარიერა აირჩია, მათგან ოთხმა გენერალ-მაიორის წოდებას მიაღწია. ერთ-ერთი ვაჟი იოანე იალტის გენერალ-გუბერნატორი და რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ IIსთან დაახლოებული პირი გახლდათ. ანტონ დუმბაძე 1844 წლიდან გურიის საკათედრო ტაძარში სამლვდელმთავრო გუნდში გალობდა. გურიის ეპისკოპოსი გაბრიელი (ტუსკია) 1878 წლის 26 მარტს მის შესახებ წერდა: „იგია უფროსი ყველა მგალობლებშიდ გურიის ეპარქიისა, ნიჭიერებისა გამო და სწავლასა ავრცელებდა გალობისას ამხანაგებში და სამღვდელოებათა შორისაცა, რომელიცა ეხლაც ავრცელებს გალობის სწავლად აქაურ ეპარქიაშიდ“. 1893 წელს მაქსიმე შარაშისა და წმ. ექვთიმე კერესელიძის ძალისხმევითა და ფინანსური თანადგომით, წმ. ფილიმონ ქორიძე ოზურგეთში, ქართული საეკლესიო საგალობლების გადასაღებად ჩავიდა. მას ამ საქმეში სწორედ ანტონ დუმბაძის დიდი იმედი ჰქონდა. თავად ანტონ დუმბაძე გაზეთ „ივერიაში“ წერდა: „დიდი ხანი არ არის, რაც მთელს საქართველოში იყო აძრული ლაპარაკი შესახებ იმისა, რომ შესაძლო იყო თუ არა გარდაღება ქართულის საეკლესიო გალობისა ნოტებზედ, რომელზედაც მე იჭვნეული ვიყავი. ეხლა, მადლობა ღმერთს, ამ მოკლე ხანში, ამგვარ იჭვნეულობას და ლაპარაკს მოეღო ბოლო და მიეცა დასასრული, მით რომ ეს მეხუთე თვე არის, რაც პატივცემული ფილიმონ ქორიძე ყოველდღე დაუღალავად მუშაობს და შრომობს ამ საქმეზედ ქ. ოზურგეთში, ერთად ჩემისა და ჩემის შვილის მღვდლის დავითისა და ერთის ჩემის შეგირდის მოლარიშვილის დახმარებით. მე, როგორც გამოცდილს და მცოდნეს სრულის საეკლესიო ქართულის გალობისა, ის მაქვს სასიამოვნოდ, რომ ყოველი ეკლესიური გალობა გადადის ნოტებზედ, ისე შეუცვლელ და უნაკლულოდ იმ კილოზედ, როგორიც არსებობდა და არსებობს გურია-იმერეთში.. ამას გარდა, კიდევ გამოგვიჩნდა ერთი ყოვლადპატიოსანი მამულიშვილი და გულშემატკივარი ამ კარგის საქმისა, რომელიც გულმოდგინედ შეუდგა განხორციელებას ამ ძვირფასის საუნჯისას, მან არ მიხედა არც შრომას, არც ნივთიერ ხარჯსა და სარჯელს და საუკუნოდ ავალებს საზოგადოებას. ეს კა-
6-1 საპატრიარქოს უწყებანიN6 7-13 თებერვალი2012წ გვ.18
დეკანოზი დავით დუმბაძე 1849-1918 (გაგრძელება)
ცი არის ისევ ერთი გურულთაგანი -- მაქსიმე შარაძე და მას ეხმარებიან მისი ამხანაგნიც“. ანტონ დუმბაძე, ეს ტკბილი მოხუცი და შესანიშნავი მგალობელი1907 წელს გარდაიცვალა. მღვდელმა დავითმა ღირსეულად გააგრძელა თავისი მამისა და დუმბაძეთა გვარის სასულიერო და სამგალობლო ტრადიციები. მან დაამთავრა ოზურგეთის სამწლიანი სასულიერო სასწავლებელი. 1869 წლის 6 დეკემბერს დავითი საკათედრო ტაძრის კერძო დიაკვნად დაინიშნა. 1869 წლის 30 დეკემბერს გურიის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ტუსკია) დიაკვნად აკურთხა,ხოლო 1870 წლის 6 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და საკათედრო ტაძრის კრებულში დაადგინა. 1872 წლის 15 აგვისტოს შემოქმედის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს და ოზურგეთის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1875 წლის 25 აგვისტოს მღვდელი დავითი ოზურგეთის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში განამწესეს. ამავე წელს ოლქის სამღვდელოებამ ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის
მმართველი საბჭოს წევრად აირჩია. 1877 წლის 3 აპრილიდან 1878 წლის 1 სექტემბრამდე რუსეთ-თურქეთის ომის დროს სამხედრო ჰოსპიტალის მღვდელი იყო. 1877 წლის ივლისში იგი ფრონტის ხაზზე დიდი რისკის ფასად დაჭრილი ჯარისკაცებისთვის ასრულებდა საეკლესიო წესებს. 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად მოხერხდა აჭარის თურქეთის 300-წლიანი ბატონობისაგან გათავისუფლება. ეს დიდი ისტორიული მოვლენა იყო. ეს ძირძველი ქართული კუთხე ფორმალურად რუსეთის იმპერიას, ხოლო ფაქტობრივად – დედასამშობლოს დაუბრუნდა. ახალშემოერთებული კუთხე და მისი მოსახლეობა მაშინვე მოექცა „კავკასიაში ქრისტიანული სარწმუნოების აღმდგენი საზოგადოების“ ყურადღების ცენტრში. როდესაც რუსეთის ჯარი ბათუმში შევიდა, მას თან ახლდნენ როგორც რუსი, ასევე ქართველი სასულიერო პირები. ერთ-ერთი მათგანი იყო მღვდელი დავით დუმბაძე. ბათუმში საზეიმოდ შემოსულ რუსეთის ჯარს საეკლესიო ზარების გუგუნით მიეგება წმინდა ნიკოლოზის სახელობის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია და ამ ეკლესიის მრევლი. ეს იყო პირველი შემთხვევა ზარების რეკვისა, რადგან ადრე თურქები არ აძლევდნენ ეკლესიებზე ზარების დარეკვის უფლებას. ამ მოვლენის აღსანიშნავად ბათუმში გაიმართა საზეიმო ბანკეტი, რომელსაც ესწრებოდა როგორც საერო, ასევე საეკლესიო ხელისუფლების წარმომადგენლები. ბანკეტზე სიტყვით გამოვიდა ბერძნული ტაძრის წინამძღვარი, მლვდელი ალექსი და ამ ისტორიული მოვლენის შესახებ ისაუბრა. მან დიდი სიყვარულით მოიხსენია მამა დავით დუმბაძე, რომელიც მანამდე რამდენჯერმე იყო ბათუმში ნამყოფი. ამ ვიზიტების დროს იგი ეცნობოდა ბერძნული და ბათუმში არსებული სხვა ეკლესიების წარმომადგენლებს. ანუგეშებდა ბათუმელ ქრისტიანებს და არწმუნებდა, რომ მალე ეს მხარე თურქთა ბატონობისგან გათავისუფლდებოდა. „ჩვენ ვიცოდით, – აღნიშნავდა მამა ალექსი, – რომ მამა დავითი ქრისტიანული სამისიონერო საზოგადოების წევრი იყო და მას ვაწვდიდით ინფორმაციებს ბათუმში ქრისტიანთა მდგომარეობის შესახებ“. დასასრულ, მამა ალექსიმ ისიც აღნიშნა, რომ ის დიდად მადლობელი იქნებოდა, თუ მღვდელი “ დავით დუმბაძე, სხვებთან ერთად, დაჯილდოვდებოდა მედლით იმ თავდადებისათვის, რომელიც მან გამოიჩინა ამ დიდი ისტორიული მოვლენის განხორციელებისათვის. შემდგომში, 1880 წლის 1 თებერვალს,იგი მართლაც დაჯილდოვდა წითელი ჯვრის საზოგადოების სამახსოვრო ჯვრით. ამავე პერიოდში დაჯილდოვდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე!III-ის სახელობის ვერცხლის მედლით. 1878 წლის 18 აგვისტოს მღვდელი დავითი გურიის ეპარქიის საეკლესიო ქონების აღმწერი კომისიის წევრად დანიშნეს. 1879 წლის 19ივლისს ოზურგეთის ოლქის სამღვდელოების თხოვნით, საქართვეი ლო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ დაამტკიცა მთავარხუცესის პოსტზე. მისი მთავარხუცესო1 ბის პერიოდში, მამა დავითის მეცადინეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა ოთხი ახალი ტაძარი: 1875 წელს იკურთხა ნიგოეთისა და გორისგვერდის წმინდა გიორგის, შუხუთის ღვთისმშობლის ეკლესიები, ხოლო 1881 წელს “– წითელმთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. 1882 წლის 8 თებერვალს სინოდალური კანტორის გადაწყვეტი-
6-2 საპატრიარქოს უწყებანიN6 7-13 თებერვალი2012წ გვ.19
დეკანოზი დავით დუმბაძე 1849-1918 (გაგრძელება)
ლებით, მამა დავითი გურიის ეპარქიის სასუ-სათბობი. ლიერო სასამართლოს ხაზინადრად დაინიშნა. 1883 წლის 24 მარტს გურიის ეპის- კოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) თხოვნით მიმართა საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას ავ : მღვდელი დავით დუმბაძე დაეჯილ- ““ დოებინა მოქალაქეობრივი გმირობის გამო: „საქმე იმაში მდგომარეობს, რომ 1881 წლის 13 ივლისს გურიის აწგანსვენებული ეპისკოპოსი გაბრიელი (ტუსკია) შემოქმედის მონასტრის მოსალოცად და რევიზიის ჩასატარებლად მისულა. უკან გამობრუნებისას მდინარე ბჟუჟის ადიდების გამო მეუფე ცხენიდან გადმოვარდა და წყალმა ხუთ საჟენზე წაიღო. მამა დავითი მაშინვე წყალში შევარდნილა და დიდი წვალებით გამოუყვანია წყლიდან ეპისკოპოსი გაბრიელი“. მართლაც, 1884 წლის 9 მარტს წმინდა სინოდის დადგენილებით რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე III-მ მღვდელი დავით დუმბაძე ოქროს მედლით დააჯილდოვა, 1884 წლის 2 მაისს, თავისი თხოვნის საფუძველზე მამა დავითი გათავისუფლდა მთავარხუცესობიდან. 1888 წლის 26 მაისს ოზურგეთის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძლვრად დაინიშნა. 1894 წლის 25 თებერვალს ოზურგეთის მაზრის სამღვდელოებამ მამა დავითი სასულიერო სასწავლებელში თავის წარმომადგენლად აირჩია და ამავე წლის 30 მარტს დამტკიცდა ამ პოსტზე. ამასთანავე, იგი ასწავლიდა ქართულ საეკლესიო გალობას აღნიშნულ სასწავლებელში. 1894 წლის 15 მაისს სკუფია უბოძეს. 1895 წლის იანვარში იგი გურია-სამეგრელოს სამღვდელოების საეპარქიო კრებაზე მონაწილეობდა როგორც ოზურგეთის ოლექის დეპუტატი. 1896 წლის 6 ივლისიდან მამა დავითი გურია-სამეგრელოს საეპარქიო სასწავლო კომიტეტის ოზურგეთის განყოფილების წევრია. 1899 წლის 15 მაისს მას კამილავკა ეწყალობა. 1905 წელს რუსეთში დაწყებულმა რევოლუციის ტალღამ საქართველოსაც გადაუარა. ქვეყანაში უამრავი შემზარავი და სასტიკი მკვლელობა მოხდა. მდგომარეობა უმართავი გახდა. რუსეთიდან მოვლინებულმა დამსჯელმა ჯარმა, გენერალ ალიხანოვავარსკის მეთაურობით, საშინელი რეპრესიები დაიწყო. დევნა სამლვდელოებამაც განიცადა. გაზეთი „ივერია“ 1905 წელს წერდა: „როგორც „ჩერნ. ვესტ“ იუწყება, ქ. ოზურგეთში გენერალ-მაიორ ალიხანოვ-ავარსკის პასუხისგებაში მიუცია ბლაღოჩინი მღვდელი დავით ანტონის ძე დუმბაძე. მიზეზი ისაა, რომ მღვდელ დუმბაძეს უარი განუცხადებია მღვდელმსახურების შესრულებაზე თავად ტ. ნაკაშიძისა დალ. გურიელის დასაფლავების დროს. როგორც ვიცით, მათი მკვლელობა პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა“. 1905 წლის 15 მაისს მღვდელი დავითი სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა, ხოლო 1908 წლის 12 თებერვალს დეკანოზის წოდება მიენიჭა. ამ პერიოდში იგი ისევ ოზურგეთის ოლქის მთავარხუცესად იხსენიება. 1912 წლის 6 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1913 წლის 20 ოქტომბერს გურია-სამეგრელოს ეპარქიის მონასტრების მთავარშთ ხუცესი, ხობის მონასტრის წინამძღვას რი,იღუმენი დიმიტრი (პარკაია) ავადმყოფობის გამო გადადგა თანამდებობიდან, ამიტომ ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) გადაწყვეტილებით, ეპარქიაში მოქმედ ყველა მონასტერს დაენიშნა ახალი მთავარხუცესი თეთრი სამღვდელოების მხრიდან. დეკანოზი დავითი შემოქმედის მამათა მონასტრის მთავარხუცესად დაადგინეს. 1914 წლის 15 მაისს იგი წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1914 წელს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. სოფლის ღარიბ მოსახლეობაზე ეს ომი მეტად მძიმედ აისახა. დიდი გადასახადებისგან შევიწროებული გლეხობა სულს ღაფავდა. მოსახლეობის დახმარების მიზნით მამა დავითის თავმჯდომარეობით შეიკრიბა ოზურგეთის მაზრის სამღვდელოება და დაადგინეს, რომ „ამ ომის დასრულებამდე მშრომელ ხალხს დრამის ფული არ გადაახდევინონ. კრებაზე ასევე გადაწყდა, რომ ყოველთვიური ჯამაგირიდან მათ ორი პროცენტი გადასდონ ომში გაწვეულ ჯარისკაცთა ოჯახების დასახმარებლად“. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში ვითარება შეიცვალა. სამლვდელოება უკიდურესად რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. გამონაკლისი არც მამა დავითი გახლდათ. 1917 წელს გაზეთი „საქართველო“ წერდა: „ოზურგეთი. 10 მარტს დროებითი მთავრობის განკარგულებით დააპატიმრეს ნიკო თაყაიშვილი. მეორე დღეს თავისით გამოცხადდა ციხის უფროსთან დიმიტრი მგელაძე. იმავე დღეს შენდობა და პატიება ითხოვა დეკანოზმა დავით დუმბაძემ. ორივე დროებით გაანთავისუფლეს“. თუ რა მიზეზის გამო მოხდა დაპირისპირება ადგილობრივ ხელისუფლებასა და დეკანოზ დავითს შორის, ვიგებთ თავად მამა დავითის წერილით, რომელიც მან ამავე წლის 7 აპრილს ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, პუბლიცისტსა და ქართული დრამატული თეატრის აქტიურ წევრს, დიმიტრი დუმბაძეს მისწერა: „დიდად პატივცემულო ძმაო და მეგობარო დიმიტრი მოისევიჩ ქრისტე აღსდგა და იცოცხლე გრძელ ჟამიერად, ლოცვა-კურთხევით მოგიკითხავ და თქვენს ჟამიერ სიცოცხლეს ღმერთსა ვთხოვ; ჩვენში იციან, რომ დაელავს, პირის ჯვარი უნდა გამოისახოო, სწორეთ ეხლა არის ის დრო. 12 მარტს ახალმა მთავრობამ ყოვლითურთ უმართლოდ და გამოუკვლეველად დამიჭირეს და ჩამაგდეს ნაობახ-
6-3 საპატრიარქოს უწყებანიN6 7-13 თებერვალი2012წ გვ.20
დეკანოზი დავით დუმბაძე 1849-1918 (დასასრული)
შიდ. ერთი თვე გადის, ჩვენება არ ჩამოურთმევია და არც მე ვიცი რისთვის მტანჯავენ, კარგათ მოგეხსენება ავათმყოფი კაცი ვარ და 70 წლის მოხუცი კაცი, ძველ დროშიდ ძველს ვემსახურებოდი, ეხლა დიდი სიხარულით ახალს ვემსახურები. აქ არის ერთი მხოლოდ მეზობლური მტერობა, შტატის ადგილის მიცემას დაპირებია,კ ხალხი მთხოვილობს, სამღვდელოება მთხოვილობს, და კათოლიკოსის მოადგილემ ვრცელი ტელეგრამა გამოუგზავნა აქაურ კამისრებს, მაგრამ ხმას არ იღებს, ნაობაღშიდ კინაღამ მოვკვდი რევმატიზმით და ჭაჭების ტკივილით და ძლივს ძლივობით დომაშნი არესტით დამამწყვდიეს სახლშიდ, სადაცა თოფიანი კაცნი მადგანა თავზედ და ვიტანჯები. ვიცი რომ თავმოყვარე, პატიოსანი კაცი ბრძანდები, გაჭირვებულ კაცს ზღვამ პირი გაუღო, მეც გაჭირვებული ვარ. ახალი მოხელენი შენი ყველა ნაცნობი არიან, განსაკუთრებით პატივცემული ნოე ჟორდანია, ჩემის ცოლის ნათესავი. ამასთანავე, თქუენ სხვებიც გყავს კარგი მოსახმარი, და მომეხმარე -–- რაც მოგახსენე, რომ ჩემის მხრით არაფერი საწინააღმდეგო კანონიერი არაფერი შესაფერხებელი თქვენ არ შეგხვდებათ. გაფიცებ ცოცხალს და მკვდარს, ნურაფერს ძველს ჩემსას ნუ გაიხსენებ და მოიხმარე ყველა შენი ნაცნობი და მომეხმარე, თუ წინააღმდეგ შემთხვევაში საჭირო იქმნება უმაღლეს მართებლობასთან საქმის მიხწევა, ისიც მაცნობე საიდუმლოდ; მომიტევე შეწუხებისათვის. დავშთები თქუენი მაღალ კეთილშობილების ღვთისადმი მლოცველი დეკა- ნოზი დავით დუმბაძე“. შემდგომში მოვლენები უფრო მძაფრად განვითარდა. 1918 წლის 10 მაისს დღემდე დაუდგენელ ვითარებაში მოკლეს დედაეკლესიისა და ქართული საეკლესიო გალობის დიდი მოამაგე, მხცოვანი დეკანოზი დავით დუმბაძე. ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა და მრევლმა ვერაგულად მოკლული დეკანოზის ცხედარი შემოქმედის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაკრძალეს. დეკანოზ დავით დუმბაძესა და მის მეუღლეს მაკა დიონისეს ასულ ტუსკიას (დაბ. 1859წ.) 2 ვაჟი და 10 ქალიშვილი ჰყავდათ: ელისაბედი (1879წ. გათხოვილი იყო მიხეილ ნაკაშიძეზე), ვასილი (1881წ.), ალექსანდრა (1882წ. გათხოვილი დიმიტრი სიმვულიდზე), ელენე (1885წ.), მარიამი (1887წ. გათხოვილი ვასილ დარახველიძეზე), მატრონა (1888წ. გათხოვილი ტიმოთე გერასიმოვზე), გიორგი (1889წ.), პელაგია (1892წ.), მარგალიტა (1893წ.), ეკატერინე (1894წ.), სოფიო (1896წ.) და თამარი (1898წ.). მათგან ორი: გიორგი და პელაგია 1919 წელს უკვე აღარ იხსენიებიან (ცკოცხლებში. შემდგომში მისი ერთი ვაჟი, ვასილ დუმბაძე, ემიგრაციაში წავიდა და მორგანების ბანკის წამყვანი ფინანსისტი გახდა, ხოლო დები დან ერთ-ერთმა სონია დუმბაძემ, რომელიც კარგი მუსიკალური ნიჭით გამოირჩეოდა, 1919 წელს წარმატებით ჩააბარა გამოცდები თბილისის კონსერვატორიაში. სწავლობდა პედაგოგ ანა ჯაყელთან. შემდგომში თბილისის კონსერვატორიის კონკურსში გამარჯვებულ წ სტუდენტთან ერთად, იგი მილანSi ჩავიდა და მაესტრო დელი პონტისთან დაიწყო მეცადინეობა. საბოლოოდ, მანაც ემიგრაციაში დაასრულა ცხოვრება.
7 საპატრიარქოს უწყებანი N7 14-20თებერვალი 2012წ გვ.18
მონაზონი ანა მენაღარიშვილი (1867-1980)
I ნაწილი
გურიაში მდებარე ჯიხეთის დედათა მონასტერში სათნოებით გამორჩეული მრავალი მონაზონი მოღვაწეობდა. მიუხედავად კომუნისტური რეჟიმის სიმკაცრისა, იქ დარჩენილი დედები დიდი შემართებით აგრძელებდნენ მოსაგრეობას და ერთი წუთითაც არ ტოვებდნენ მონასტერს. ამჯერად გვინდა გაგაცნოთ მოგონებები მის ერთ-ერთ უკანასკნელ წარმომადგენელზე მონაზონ ანაზე (მენაღარიშვილი), რომელმაც მონასტერში თითქმის 100 წელი გაატარა. მოგონებები დაწერილია მონაზონ ანას დისშვილის მიერ. მონაზონი ანა მენაღარიშვილი დაიბადა 1867 წელს ლანჩხუთში, იქ, სადაც მოსე მდინარაძის ოჯახი სახლობს, ცენტრში, ბალის გვერდით; მისი მშობლიური სახლი დღესაც ისეთივეა, არც არაფერი შეცვლა. მამა დიონისე მენაღარიშვილი, ლანჩხუთის მკვიდრი, იმ დროისათვის განათლებული, წარმოსადეგი, სიდარბაისლით გამორჩეული შეძლებული აზნაური იყო, რომელიც საკუთარი ტყის (ათი დესიატინა) და რამდენიმე უღელი ხარ-კამეჩის მეპატრონე ყოფილა. იგი გახლდათ სოფლის მწერალი. დიონისეს უახლოესი მეგობარი იყო ჯამულეთ მენაღარიშვილი (ათინოგენ მენაღარიშვილის მამა), მის გარეშე დიონისე არც ჭირში და არც ლხინში არ დადიოდა. დედა მზეხა მაქსიმეს ასული ჯორბენაძე დაიბადა სოფელ ჩიბათში. იგი იყო ცნობილი ხუთი ცხენოსანი ძმის ერთადერთი და (კირილე, ივანე, იოსები, ბესარიონი, ლაზარე). მისმა ძმამ, ლაზარემ (რომელიც ავთანდილ ჯორბენაძის ბაბუა იყო), ცხენოსნობით მოიარა ამერიკა, ინგლისი, საფრანგეთი და ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა. ეს ხუთივე ძმა ანას ბიძები იყვნენ დედის მხრიდან. ანას ჰყავდა სამი და და ერთადერთი ძმა - იოანე მენაღარიშვილი, რომელიც ლანჩხუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მნათე იყო. ივანე დაიბადა 1865 წელს (გარდ. 1942წ.). ლანჩხუთის წმინდა გიორგის ეკლესის დანგრევა (1936წ) მისთვის საბედისწერო გამოდგა, დიდხანს იავადმყოფა, მაგრამ სულიერად არ დაცემულა, ლოგინად არ ჩავარდნილა. იოანემ აღზარდა ოთხი შვილი. მისი უფროსი ვაჟი -
7-1 საპატრიარქოს უწყებანი N7 14-20თებერვალი 2012წ გვ.19
მონაზონი ანა მენაღარიშვილი (1867-1980) (გაგრძელება)
ვლადიმერი რუსეთის იმპერატორ ნიკოლო II-ის ოფიცერი იყო, მომდევნო იასონი აქტიურად მონაწილეობდა მუშებისა და გლეხების დასაქმებაში და იყო რევოლუციონერი და პროფკავშირელი. მესამე ვაჟი კონსტანტინე (კოწია) სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, იბრძოდა მე-11 არმიის წინააღმდეგ. მან ერთ-ერთმა პირველმა დაამთავრა ახლად დაარსებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მეოთხე ალექსანდრე, რომელიც ანამ მონასტერში გაზარდა იყო ბოლშევიკი. მასაც დამთავრებული ჰქონდა უნივერსიტეტის „მუშფაკი“ და XX საუკუნის 30-იანი წლებიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თბილისის საბინაო სამმართველოში სახლმმართველად და ინჟინრად. ეს უმცროსი ძმისშვილი ანამ მონაზვნებისა და წინამძღვრის ხელშეწყობით გაზარდა. მონაზონი ანა იგონებდა: „მივედი ძმის სახლში და რას ვხედავ, ალექსანდრე, რომელსაც დედა დაბადებისთანავე გარდაეცვალა და ძიძა ზრდიდა, მიწას ლოკავდა და ჭამდა. მეზობლებმაც მითხრეს, ამ ბავშვს თუ არ უპატრონე, მოკვდებაო, გული შემიქანდა ამის დანახვაზე. ელენე წინამძლვარს ვთხოვე ნებართვა და ბავშვი მონასტერში წამოვიყვანე. მონასტერში მიყვანისთანავე შევედი ოთახში, რათა ბავშვი დასაბანად გამემზადებინა, ამ დროს მონაზვნებმა იყვირეს: ანა! ანა! გამოვვარდი შეშინებული, მეგონა ფათერაკი რამ არის და რას ვხედავ, ბავშვს პირი მიწით აქვს გამოტენილი. სიარული და ლაპარაკი არ იცოდა, ეტყობა ჩემი მკაცრი გამოხედვით შევაშინე და ბავშვმა პირდაპირ წინადადება წარცერი იყო, მომდევნო იასონი იყო ბოლშევიკი. მასაც დამთავმოთვქვა... შენც მცემო?“ დედა ანა ამ ამბავს ყოველთვის ცრემლმორეული იხსენებდა... ის ხმა ყურიდან არ გამომდისო! მთელი მისი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაშიე ორშაბათობითაც ინახავდა მარხვას -- ალექსანდრესთვის. ანას ძმის, იოანე მნათის მეუღლე ასპიროზ სამსონია ადრე გარდაიცვალა. დარჩა პატარა შვილები, იოანე მეორედ დაქორწინდა ბათუმელ ეკა ლორიაზე, რომელმაც არ იგუა გერები და სასტიკად ეპყრობოდა მათ. იოანეს ერთადერთი ქალიშვილი სწორედ ამ უდიერმა მოპყრობამ შეიწირა და 16 წლისა (სახელად ნატალია) გარდაიცვალა, მონაზონი ნანობდა, ალექსანდრესთან ერთად ისიც უნდა წამომეყვანაო. ანას ჰყავდა სამი და, რომელთა შთამომავლებიც დღესაც ცხოვრობენ შუხუთში, ლანჩხუთში, თბილისში. ესენი არიან: ურუშაძეები, ფირცხალაიშვილები, აფხაძეები, მაგრამ ყველაზე მეტად მისი გვარის გამგრძელებლებზე ზრუნავდა. სწორედ ამიტომაც ითავა თავისი ობოლი ძმისშვილის გაზრდა. ანას ერთ-ერთი და გაინე გათხოვილი იყო სოფელ შუხუთში. იგი კირილე ფირცხალაიშვილის მეუღლე გახლდათ. კირილე დურგალი და სახელოვანი ცხენზე მოჯირითე იყო, მანაც მოიარა ამერიკა, თანაგუნდელებთან ერთად, სადაც გურულები ცხენზე ჯირითის ხელოვნებას უჩვენებდნენ. სწორედ ამიტომ არის რომ, იმ ადგილს, სადაც დიონისე მენაღარიშვილი და მისი შვილები დაიბადნენ და გაიზარდნენ, ძველი ლანჩხუთელები წმინდა ადგილს უწოდებდნენ. ანას ძმის იოანეს სურათი სენაკში, ხატების მოპირდაპირე მხარეს ეკიდა, როგორც უსათნოესი სულიერი ძმის, რომელიც საქველმოქმედო მოღვაწეობასაც ეწეოდა. ღარიბი ბავშვებისთვის საკუთარ სახლში გახსნა დაწყებითი სკოლა და ხელსაქმის წრე. ანა თავის ძმისშვილს მკაცრად ზრდიდა, აჩვევდა ქრისტიანულ წესებს. მან ყველა ლოცვა ზეპირად იცოდა, გალობდა კიდეც. იყო სტიქაროსანი მონასტერსა და ლანჩხუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, სადაც მამა მსახურობდა. შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად თბილისში გააგზავნეს. ანა მონასტერში შემდეგნაირად მოხვდა: იგი დანიშნული ყოფილა, როცა მისი საქმრო გაუწვევიათ სავალდებულო სამხედრო სამსახურში. სადედამთილოს ინიციატივით, ალბათ მშვიდად რომ ყოფილიყო და დროც მალე გასულიყო, მონასტერში, ხელსაქმის შესასწავლად მიაბარა. მაგრამ ჯარიდან დაბრუნებული საქმრო ანამ უარით გაისტუმრა და სამუდამოდ თავისი სული უფალს მიანდო, რომლის დიდებაშიც ასი წელი გალია მონასტერში და 1980 წლის 13 იანვარს (ახ.სტ.) გარდაიცვალა. მონასტრის ეკლესია ანას მონაზვნად ყოფნის დროს აშენდა, 1896 წელს. იგი ყვებოდა, თუ როგორი ზარ-ზეიმით გათხარეს საძირკველი, როგორ ეწეოდნენ ფიზიკურ შრომას. დედებს მამაკაცების მსგავსად უწევდათ ფიზიკურად შრომა და თან ლოცვას აღავლენდნენ უფლისადმი. თურმე მანამდე ჯიხეთის მოპირდაპირე მხარეს, ბორცვზე, გადმოცემით, თამარ მეფის დროს აშენებული უძველესი ეკლესია იდგა. ხშირად მივდიოდი იმ ნანგრევებთან და სინანულით შევცქეროდი უკვე ქვებად ქცეულ ტაძარს. ამბობდნენ: ტაძრის ერთ-ერთი კედელი ჭყონაგორელ გლეხს ჩაუტანია ურმით და საპარიკმახერო აუშენებია. იმასაც ამბობდნენ, მას შემდეგ იმ ოჯახმა ვერ გაიხარაო. სწორედ იქ, ძველ ეკლესიში, დაიწყო თავისი სულიე- რი ცხოვრება ანა მონაზონმა და მასთან ერთად მატრონამ (ჩხიკვაძე), მართამ (სიხარულიძე), სოფიომ (დგებუაძე) და სხვა მონაზვნებმა, რომლებიც ჩემამდე გარდაიცვალნენ და ვერ მოვესწარი მათ. ანას და ყველა მონაზონს საკუთარი შრომით და თან-
7-2 საპატრიარქოს უწყებანი N7 14-20თებერვალი 2012წ გვ.20
მონაზონი ანა მენაღარიშვილი (1867-1980) (დასასრული)
ხით ჰქონდა აშენებული სენაკები, რომელსაც ჰქონდა ხატების კუთხე, სადაც უნიკალური, ვერცხლში შესრულებული უძველესი ხატები იყო დასვენებული, თავისი ძვირფასი კანდელით, ჯვრით და უძველესი წიგნებით. საოჯახო ნივთები ჰქონდა მე-19 საუკუნის დროინდელი. სენაკში იდგა აგურის ბუხარი, სადაც ამზადებდნენ საჭმელს. 9 თვის ვიყავი, როდესაც მონასტერში წამიყვანეს. მას შემდეგ ზაფხულობით, სამ თვეს, საკუთარი სურვილით აქ ვიმყოფებოდი. იქ, სადაც მამაჩემი გაიზარდა, იქ, სადაც ჩემი წინაპარი მეგულებოდა. იქ ყოფნის ყოველი წამი, იმ სულიერებით მდიდარ სამყაროში, ჩემთვის უძვირფასესი და მშობლიურია. შემოვლილი მაქვს მთელი მიდამო. ვიცი, სად ცხოვრობდა თითოეული მონაზონი, სად რომელი ხე ხარობს. ანა მონაზონი მეტად გულისხმიერი იყო, ისე არ ჩაივლიდა დღე, რომ ავადმყოფი და უძლური მონაზვნისათვის არ გაეტანებინა საჭმელი და არ მიეკითხა. გამუდმებული ლოცვის მიუხედავად, ახერხებდა საკუთარი მეურნეობის გაძლოლას. ეწეოდა საქველ-მოქმედო საქმიანობას, ეხმარებოდა ახლო სოფლებსა და სანათესაოში ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა სოფლის მცხოვრებლებსა და ნათესავებში. ყოველგვარი გაუგებრობისა და დავის მოსაგვარებლად, მათივე თხოვნით, არიგებდა ოჯახებს, ნათესავებს, მტერ-მოყვარეს, სადაც მისი ნახვის შემდეგ მშვიდობა მყარდებოდა. გარეგნულად ანა იყო მაღალი, თეთრი პირისახის. მომწვანო-მონაცრისფრო თვალები ჰქონდა, სულ ჭაღარა და სულ ღრმა მოხუცი იყო, რაც თავი მახსოვს. თითქმის ყველა მონაზონი სუსტი გარეგნობის იყო, მაგრამ მათი სუსტი სხეულებიდან იგრძნობოდა ის ძლიერი სული, რომლითაც მათ გადალახეს ყოველგვარი დაბრკოლება (განსაკუთრებით კომუნისტური წყობის დროს) უფლისკენ მიმავალ გზაზე. დედებს ყველა მოწიწებით და თქვენობით მიმართავდა და რატომღაც მამიდას ეძახდა. მე, როგორც წესი, მარტო არ ვიძინებდი. სულ ანა მონაზონთან მეძინა. საოცარია, მაგრამ ნამდვილად ასე იყო, მონაზონს არანაირი სუნი არ ჰქონდა. მიუხედავად ცუდი საყოფაცხოვრებო პირობებისა და ასაკისა, ქათქათა მოხუცები იყვნენ, რაც იმის დასტურია, რომ ისინი სულიერებით ყველაზე სპეტაკნი იყვნენ იმდროინდელ საქართველოში. აქვე მინდა მოგახსენოთ ერთი სასწაულის შესახებ. მოხდა ისე, რომ ერთ ჭყონაგორელ ახალგაზრდას ჩემი უფროსი და მოსწონებია, დამუქრებია, „ამაღამ მოგიტაცებო“. ეს რომ გაიგეს მონაზვნებმა, შეშინდნენ. მახსოვს, წინამძლვარმა თეოდორამ (მორჩილაძე) და ჩემმა უფროსმა დამ ის ღამე ეკლესიაში გაათენეს. ანა მონაზონმა კი დაძინებამდე გამოიტანა ჯამით წყალი აივანზე, დაამაგრა ყველა მხრიდან ანთებული სანთელი და მუხლმოდრეკილი მხურვალედ დაიწყო ლოცვა, თან პეშვით იღებდა ჯამიდან წყალს და უკანვე აბრუნებდა. მე ვკითხე, რას აკეთებ მეთქი? მან არ მიპასუხა და ლოცვის დამთავრებისთანავე კმაყოფილი სახით შემომხედა და აღტაცებულმა მითხრა: „ამაღამ ისეთი თქეში წამოვა წმინდა ელიას მადლით, რომ კაციშვილი ვერ ამოაღწევს აქაო“ (მაშინ მონასტრამდე მხოლოდ საცალფეხო ბილიკი იყო. დაღამდა, ძილში ძლიერმა არაბუნებრივმა ნათებამ დახმამ გამომაღვიძა. მთელი ოთახი და სამონასტრო ეზო თითქოს პროჟექტორებით გაანათეს, ისე დღესავით იყო ელვით განათებული, რომ ეკლესია მთლიანად ჩანდა, საშინლად გაწვიმდა... გადავხედე ჩემ გვერდით მძინარე ანა მონაზონს, კიდევაც გამიკვირდა მისი სიმშვიდე, არც კი შემკრთალა... მეორე დილით იძულებული შეიქნა და წამოგვიყვანა თბილისში. ეს იყო მისი პირველი და უკანასკნელი ყოფნა საქართველოს დედაქალაქში. სამოციან წლები იდგა. მაშინ ვცხოვრობდით ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიასთან, სადაც რუსულად მიმდინარეობდა ლოცვა. სწორედ მაშინ წავიყვანეთ ძველუბანში, სიონის ტაძრის სიდიდით აღფრთოვანებული, წავიყვანეთ მცხეთაში, ვაჩვენეთ სვეტიცხოველი. სამთავროს მონასტერში ანამ მოინახულა თავისი სულიერი დები, რომლებიც ადრე ჯიხეთის მონასტერს სტუმრობდნენ. ესენი იყვნენ: დედა დარო (აჭაიძე), დედა ზოილე (დვა- ლიშვილი) და სხვები. ანა დიდხანს არ დარჩენილა თბილისში, იგი გამუდმებულ ლოცვაში იყო და სადაც ტელევიზორი გვედგა, იმ ოთახში არ შედიოდა.
(გაგრძელება იქნება)
8 საპატრიარქოს უწყებანი N21-27 თებერვალი 2013წ გვ.18
მონაზონი ანა (მენაღარიშვილი) 1867-1980
II ნაწილი
ანას მონაყოლით მის ახალგაზრდობაში ხშირად არბევდნენ მონასტერს. ზოგი ახალგაზრდა, ლამაზი მონაზვნების მოსატაცებლად ამოდიოდა. ამ დროს, ერთ მუშტად შეკრულები -- თოფით, ცულით, ბარით ვიცავდით თავს და ვერავინ შეარყია ჩვენი რწმენა. თუ უდროოდ დაირეკებოდა ზარი, ახლომახლო სოფლებიდან მოსახლეობა ჩვენს დასაცავად მორბოდა, განსაკუთრებით, სოფელ ვანიდან. რამდენჯერმე გაქურდეს მონასტერი, ცდილობდნენ (ურწმუნო კომუნისტები) ხალხის რწმენის შერყევას, მაგრამ იმ უღმერთობის პერიოდში ამ მონასტერში ჩუმად სულ თანამდებობის პირები და მათი შვილები ინათლებოდნენ, რათა სამსახური არ დაეკარგათ. ამ საიდუმლო ნათლობის დროს ნათლიებად მონაზვნებს ირჩევდნენ. სწორედ ამიტომ ანა მონაზვნის დაკრძალვას ლანჩხუთის საზოგადოების საუკეთესო ნაწილი, მისი ნათლულებიც ესწრებოდნენ. როდესაც მონაზონი ანა გარდაიცვალა, საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ იქ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა) და თეკლათის მგალობელი დედები მიავლინა, მისი სულისა და მოღვაწეობის პატივსაცემად. დაკრძალვა რაღაც ზებუნებრივად წმინდა და სანახაობითი იყო.
მახსოვხ, ერთხელ ანა მონაზონმა სკივრში საგულდაგულოდ შენახული ახალი ტანსაცმელი და ჯვრის ფორმის დიდი შავი ნაჭერი მაჩვენა, რომელზეც ჯვრებისა და სიკვდილის გამოსახულება იყო ამოქარგული. მითხრა, როცა მოვკვდები ამ სუდარაში გამახვევენ და შენ ვეღარ მნახავ. დავიბარებ, რომ არ შეგაწუხონ და არ გაგაგებინონო. მონაზვნის დატირება არ შეიძლება, რადგან მთელი სიცოცხლე იმ დღის მოლოდინში ვარ, როცა ჩემი სული უფალს ეახლებაო. ამ სიტყვების გაგონებაც არ მინდოდა. , გამოხდა ხანი... ვიდექი მშობლიური ჯიხეთის მონასტრის ეკლესიაში, სადაც დასვენებული იყო ჩემი უკანასკნელი წინაპარი, რომელმაც უფალს მიანდო სული და სულიერი სიწმინდითა და ლოცვა-კურთხევით ვალი მოიხადა ქვეყნის, ერისა და გვარის წინაშე. მისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში (100 წელი იცხოვრა მონასტერში, გარდაიცვალა 112 წლისა) სიხარულით ემზადებოდა ამ დღისთვის. მონასტერში იგი სამოციქულოს კითხულობდა, აკეთებდა სანთელს, მისი მოულლელობით ეკლესიაში კარადის უჯრა ყოველთვის სავსე იყო გასაყიდი სუფთა თაფლის სანთლით, რომელსაც სიმბოლურ ფასად 10 კაპიკად ჰყიდდნენ. თავისი წინაპრებით ბევრი ამაყობს. ეამაყებათ მათი წინაპრების სიმდიდრე, ქონება და ა.შ. მე კი მეამაყება მათ მიერ სწორად განვლილი ცხოვრების გზა და იმ ნარეკლიან გზაზე მათი სულიერი სიმტკიცე, რწმენა უფლისა. მათგან გზაგაკვალული და გზადალოცვილი, ადვილად არ ვეპუები გაჭირვებასა და დარდს, ჭირსა თუ ლხინს. სწავლის პერიოდში თბილისიდან ხშირად წერილებს ვაგზავნიდი და ამ ჩემს წერილში ყველა მონაზონს მოვიკითხავდი ხოლმე. მათ მამიდებს ვეძახდი (ასე მიმართავდნენ წინათ გურიაში დედებს) და ჩამოვთვლიდი ხოლმე ყველა მონაზონის სახელს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გარე სამყაროსა და თბილისის ამბებს მე ვატყობინებდი მონაზვნებს. ეს მონაზვნები იყვნენ: ანა დიონისეს ასული მენაღარიშვილი (ლანჩხუთიდან), თეოდორა მორჩილაძე (წინამძღვარი აკეთიდან), მარიამ გოგიტიძე (ბათუმიდან), ანასტასია გოგუაძე (ლანჩხუთიდან), მაკრინე გოგეშვილი (ლანჩხუთიდან), თებროლე ბურჭულაძე, მარიამ ჩიჩუა, აკვირინელუკას ასული აროშიძე (ქვიანიდან), იგი გუნდის ხელმძღვანელი იყო, თეკლე თევზაძე, ივლიტე ბებია (ზარის დამრეკავი, ეკლესიას პირველად ის აღებდა), ბარბარე მახარაძე, მართა სიხარულიძე, სოფიო დგებუაძე, ნინო წულაძე, რომელიც არაჩვეულებრივად გალობდა, მატრონა ჩხიკვაძე -–– უსინათლო მორაზობო მას ასთმა აწუხებდა და ულუმპია კუნჭულია. მამაჩემის ბავშვობისას მონასტრის წინამძღვარი იყო ანასტასია დადიანი-ლორთქიფანიძე, რომელიც მეტად განათლებული ყოფილა, იგი რუსულს ასწავლიდა ბავშვებს, მეტად მომთხოვნი და მკაცრი იყო. აქ ყოფილა მონაზონი, სახელად მზეხა. მონასტერში მსახურობდნენ და ანა მონაზვნის სახლში ცხოვრობდნენ ელენე დარჩია (ჭყონაგორის ეკლესიის მღვდლის ცოლი) და დუსია -–– რუსი, რომელიც შემდგომში ანას სახლსა და ნივთებს დაეპატრონა. გასვენების დღესაც კი ჩვენ, ვინც იმ პატარა ეკლესიაში გავიზარდეთ, არ შეგვიშვა, კიდევ ერთხელ რომ შეგვევლო თვალი სახლისთვის, რომელიც ჩვენთვის მეტად ძვირფასი იყო. მამაჩემის გადმოცემით, ლანჩხუთიდან დღესასწაულებზე ამოდიოდნენ მღვდელი იოანე გოგიჩაიშვილი და მღვდელი ეპიფანე ჩხაიძე. სოფელ სამებიდან დეკანოზი ეპიფანე ხონელია. ჩემს დროს მახსოვს სენაკიდან ხშირად სტუმრობდა მონასტერს არქიმანდრიტი კონსტანტინე (ქვარაია). მონასტერი დაარსდა მე-19 საუკუნის ბოლოს. მისი ადგილი ზუსტად შეესაბამება სამონასტრო ცხოვრებას. იგი დასახლებული პუნქტიდან 4-5 კილომეტრითაა დაშორებული. ნიგოეთის მთები, სადაც ეს მონასტერი მდებარეობს, გადმოჰყურებს კოლხეთის დაბ-
8-1 საპატრიარქოს უწყებანი N21-27 თებერვალი 2013წ გვ.19
მონაზონი ანა (მენაღარიშვილი) 1867-1980 (გაგრძელება)
ლობს, საიდანაც ხელისგულივით მოჩანს რკინიგზის ხაზი, აბაშა, ბათუმი ზღვის ზოლი. სამონასტრო ცხოვრების ერთ-ერთი უტყუარი და ერთგული თანამოზიარეა ორასწლოვანი ცატავის ხე, რომლის ჩრდილშიც წირვის შემდეგ მონაზვნები ჩამოსხდებოდნენ ხოლმე და მოიკითხავდნენ ერთმანეთს, იგებდნენ, ვის რა უჭირდა, ვის რა აწუხებდა და შემდეგ დახმარებას უწევდნენ გაჭირვებულს, ავადმყოფს. საუცხოო მოსასმენი იყო მათი საუბარი, მათი გალობა. რაც თავი მახსოვს, ისინი სულ ღრმა მოხუცები იყვნენ, თითქოს დრო გაჩერებული იყო მათთვის და არც იცვლებოდნენ. ამასობაში მათ ხელში გავიზარდე და ასაკში შესულიც გაკვირვებული ვიყავი მათი შრომისმოყვარეობით, ენერგიულობით, მეხსიერებით. არ მახსოვს როდესმე მონაზვნებს ვინმესთან დაეწყოთ საუბარი რწმენაზე. ისინი არავის ახვევდნენ თავს ამ თემაზე საუბარს. ხოლო თუ ვინმე დაინტერესებული პირი გამოჩნდებოდა, დიდი სიმხნევითა და რწმენით უყვებოდნენ ხატზე გამოსახული უფლის ცხოვრებას. სწორედ ეკლესიის წიაღში ჰპოვებდა ყოველი ჩვენგანი სულიერ სიმშვიდეს. მაშინ როდესაც სოფლებში და დიდ ქალაქებში ეკლესიიდან გამოსულ ახალგაზრდებს სასწავლებლიდან გაგდებით აშინებდნენ, თანამდებობის პირებს კი -– სამსახურიდან დათხოვნით, სწორედ ჯიხეთის დედათა მონასტერი იყო ერთადერთი ადგილი, სადაც თავისუფლად შეეძლო ადამიანს დასწრებოდა წირვა-ლოცვას, დაენთო სანთელი... იყო დრო, როდესაც მონასტერს თავს ესხმოდნენ უკეთურები, არბევდნენ და ძარცვავდნენ ეკლესიას, მონაზვნებს. ისინი იქაურობას, ძირითადად, ღამით „სტუმრობდნენ“, იპარავდნენ ხატებს, საქონელს, მონაზვნებს ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ. მონაზონი თებრონე ბურჭულაძე კინაღამ ცემით მოკლეს, რის შედეგად იგი მალევე გარდაიცვალა, ხოლო მარიამ გოგიტიძემ შიშისაგან სული განუტევა, ეკლესიაში დასვენებული კი გაცოცხლდა. ცაცხვის ხეზე ეკიდა დიდი ზარი, რომელიც სამმა
ძმამ ურმით ამოიტანა მონასტერში. სამივე ძმა ეკლესიის გვერდით განისვენებს. ცისკრის ლოცვას იწყებდნენ ღამიანად (ბნელში). ზარს ისე ოსტატურად ჩამოჰკრავდა ივლიტე ბებია, რომ 4 კმ-ის მოშორებით ისმოდა მისი ხმა, ეკლესიის კარსაც ის აღებდა და იწყებდა ლოცვას. ივლიტე იყო დაბალი. ჰქონდა მოწითალო-ქერა თმა, თეთრი პირისახე, ოდნავ კოჭლობდა. მას ჰქონდა ხელის წისქვილი, რომლითაც ფქვავდა სიმინდს. მეც ბევრჯერ მიტრიალებია ხელით ეს მძიმე ქვა. დედა ივლიტე სიბერეში ფილთა-თოფს მაჩვების დასაფრთხობად ატარებდა. ახალგაზრდობაში კი ღამით სასთუმალთანაც ახლოს ედო, რადგან მონასტერს ხშირად არბევდნენ ულამაზესი მონაზვნების მოსატაცებლად. შემდგომ კომუნისტური რეჟიმის დამცველი უკეთურები რელიგიური მრწამსის განადგურების მიზნით არბევდნენ და აშინებდნენ მონაზვნებს, მათ არ ჩამორჩებოდნენ არც ზნედაცემული და ხელმრუდი ავაზაკები. ხშირად მონაზვნები შველას ითხოვდნენ ახლომახლო სოფლების მაცხოვრებლებისგან. ისინი იგონებდენ რომ როგორც კი მონასტერში უდროოდ დაირეკებოდა ზარი, ახლო სოფლებიდან (სამება, ჭყონაგორა, ქვიანი) დასახმარებლად მორბოდნენო. ეს ხალხი სამეურნეო საქმიანობაშიც უანგაროდ ემსახურებოდა მონასტერს. XX საუკუნის 60-70-იან წლებშიც კი გრძელდებოდა ას წელს მიღწეული მოხუცების დარბევა, გაქურდვის მიზნით. თვით ეკლესიაც ბევრჯერ გაქურდეს და წაიღეს უძველესი ხატები. ასეთ დროს ურწმუნო მთავრობაშიც იყვნენ თანამდებობის პირები, რომლებიც ჩუმად, საიდუმლოდ ინათლებოდნენ და საკუთარი ოჯახი წევრებსაც ნათლავდნენ. ამიტომ იყო, რომ მონაზვნები მრავალი თანამდებობის პირის ნათლიები იყვნენ, რომლებიც ფარულად ეკლესიასაც ყურადღებას აქცევდნენ და წირ- ვასაც ესწრებოდნენ. მონასტრის ეზოში ჩამწკრივებული პატარა ოდასახლები ეკლესიის ირგვლივ წრეს კრავდა. მახსოვს 14 სახლი და 14 უხუცესი მონაზონი. გადმოცემით, 30-40- იან წლებში 45 სახლი ყოფილა, შესაბამისად, მონაზონიც ამდენი იქნებოდა. თითოეულ მონაზონს ჰქონდა საკუთარი მეურნეობა, საქონელი, აკეთებდნენ ყველს, მოჰყავდათ თაფლი, სიმინდი, უვლიდნენ აბრეშუმის ჭიას და პარკს აბარებდნენ მთავრობას. საუბრისას გაოცდებოდი მათი მჭევრმეტყველებით, განათლებით. ბევრი მათგანი თავადური წარმოშობისა იყო. მახსოვს, სოფიო დგებუაძემ მითხრა: „მოგწყინდებიან, ქალბატონებო, აქ არც ორღანია და არც ბანქო“. მონასტერს ჰქონდა სამონასტრო სახლი, სადაც სტუმრებს დღესასწაულის დროს აბინავებდნენ. XX საუკუნის 60-70-იან წლებში აქ ჩამოდიოდნენ მცხეთის სამთავროს მონასტრის მონაზვნები -– დედა ზიოლე და დედა დარო. დედა თეოდორას წინამძღოლობით მონასტერში სრული წესრიგი იყო. იგი განათ-
8-2 საპატრიარქოს უწყებანი N21-27 თებერვალი 2013წ გვ.20
მონაზონი ანა (მენაღარიშვილი) 1867-1980 (დასასრული)
ლებული, კაცთმოყვარე, ყუ- რადღებიანი და სტუმართმოყვარე პიროვნება იყო. მისი მონაყოლით ვიცი, რომ მამამ ექვსი წლის ასაკში მხარზე შემომჯდარი მიიყვანა მონასტერში წერა-კითხვის შესასწავლად და შემდეგ უკან აღარ გაჰყვა, ისე მოხიბლა უფალთან სულიერმა სიახლოვემ. მიუხედავად გამუდმებული წირვა-ლოცვისა და მორჩილებისა ცისკრიდან მწუხრამდე, მონაზვნები ახერხებდნენ თავიანთი მეურნეობის გაძლოლას. ღამიანად ისინი ძროხებს წველიდნენ და საბალახოდ უშვებდნენ, ამუშავებდნენ საბაღე საბოსტნე, საყანე მიწებს. უვლიდნენ ფუტკარს, წყაროზე ხდიდნენ ანწილის არაყს, ბჟოლის (თუთის) ხიდან გამოთლილ საწნახელში წურავდნენ ადესას, ავლებდნენ ჯანჯუხას, აშრობდნენ ხურმის ჩირს, აგროვებდნენ თხილს, კაკალს, იყვანდნენ ყველს, აგროვებდნენ კვერცხს და თავიანთი შრომის ნაყოფს ყველაზე გაჭირვებულებს ურიგებდნენ. ისინი საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწეოდნენ. ახლომახლო სოფლის მრავალშვილიან ოჯახებს ჩუქნიდნენ ხბოს, ქათამს, კვერცხს. გამუდმებული ლოცვისა და ცუდი საყო- ფაცხოვრებო პირობებისა მიუხედავად, ჩემდა გასაოცრად, მონაზვნები გამოირჩეოდნენ სიკოხტავით, სისპეტაკით, სისუფთავით. არანაირი სუნი არ იგრძნობოდა, გარდა სანთლისა და ადესის სუნისა. კელიაც სუფთად და უბრალოდ ჰქონდათ მოწყობილი. ყველას ოდაში (კელიაში) აღმოსავლეთის კედელი სავსე იყო უნიკალური ხატებით, საცეცხლურებით, წიგნებით, კანდელით, რომელიც ვერცხლით იყო გაფორმებული. ყველა მონაზონს ჰქონდა ახალი სადღესასწაულო ტანსაცმელი, ანაფორა, რომელსაც მხოლოდ დღესასწაულებზე იცვამდნენ, თავისი ლეჩაქით. მონასტერი წყლით ორი წყაროთი მარაგდებოდა. მახსოვს, XX საუკუნის 50-იან წლებში აქ ჩამოვიდა ბათუმ-შემოქმედის მიტროპოლიტი. მე მას წყაროსთან შევეგებე, დოქით წყალი მივართვი და ხელზე ვემთხვიე. იგი შემდგომში გახდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ მეორე. აღნიშვნის ღირსია ის, რომ ეს მონაზვნები მოესწრნენ ორ საუკუნეს. ისინი ცოცხალი მემატიანეებივით ინახავდნენ ძველ ნივთებს, ყველაფერს, რასაც ისტორია ჰქვია. მათთან ურთიერთობა იყო შეხვედრა წინაპრებთან, ასეთი გურულით აღარსად საუბრობენ, ასეთი პატარა ოდები აღარსადაა, ვერც ერთ ოთახში ვერ ნახავთ ქვის საფქვავს, ქვის კეცს, ძველებურ ბუხარს, გობს, ჩახანას, სამფეხა ჯორკოს. მონაზვნები, რომელებიც ჭრაქისშუქზე ლოცულობდნენ, ბუხარში ამზადებდნენ ტრაპეზს, გამუდმებული შრომითა და ლოცვით სამაგალითონი იყვნენ; იმ უღმერთო მთავრობის დროს, რასაც კომუნისტური წყობა ერქვა უამრავი დამცირება, გაჭირვება, შიში გადაიტანეს (1921 წლიდან), მაგრამ უფლისკენ მომავალი გზა მათთვის მთავარი იყო და ამ რწმენით შეხვდა ყოველი მათგანი იმ დღეს, რომელსაც მთელი სიცოცხლე რწმენით თუ სულიერი სიმტკიცით ელოდნენ და ჩვენ, მათგან დალოცვილი შთამომავლები, უფლის გზაზე დაგვაყენეს. უდიდესია მათი დამსახურება ერის, ქვეყნისა და უფლის წინაშე, ვთვლი, რომ მათთან ჩემი სიახლოვე უფლის დიდი წყალობა იყო.
9 საპატრიარქოს უწყებანი N9 28თებერვალი-6მარტი 2012წ გვ.18
დეკანოზი დავით გურგენიძე „იყო კაცი ენატკბილი“ 1840-1907
დეკანოზი დავით სოლომონის ძე გურგენიძე 1840 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. თავისი წინაპრების მსგავსად მომავალმა მოძღვარმაც სასულიერო გზა აირჩია. ამ ოჯახიდან, მის გარდა, კიდევ ორი სასულიერო პირი გამოვიდა, დიდუბის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი იროდიონ გურგენიძე (1853-1944) და თელავის მაზრის სოფელ აღდგომის მაცხოვრის აღდგომის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი მიხეილ გურგენიძე (1837-1915). 1855-1861 წლებში დავითი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაასრულა. 1861 წლის 3 სექტემბერს საქართველოს ეგზა რქოსმა ევსევიმ (ილინსკი) იგი დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 8 სექტემბერს მღვდლად დაასხა ხელი და ლეკებით დასახლებულ ბელაქნის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. სამწყსოში ჩასვლისთანავე ახალგაზრდა მოძოვარი ენერგიულად შეუდგა მოღვაწეობას. ლეკებმა, თათრულისა და ლეკურის გარდა, სხვა ენა არ იცოდნენ, ამიტომ მამა დავითმა 1861 წლის 12 ოქტომბერსვე ტაძართან გახსნა დაწყებითი სკოლა, სადაც პატარებს რუსულ ენას ასწავლიდა. 1862 წლის იანვრიდან იგი ასრულებდა ღვთისმსახურებას თათრულ ენაზე, მისი წინამძღვრობის დროსვე დასრულდა ბელაქნის ტაძრის მშენებლობა. 1863 წლის 3 იანვრიდან იგი პარალელურად ასრულებდა ღვთისმსახურებას ვართაშენის სამრევლოში მცხოვრებ უდინებისათვის, ასევე თათრულ ენაზე. 1863 წლის გაზაფხულზე ზაქათალის ოლქში ლეკები რუსული მმართველობის წინააღმდეგ აჯანყდნენ, რის გამოც ამავე წლის ივლისში დაიკეტა ბელაქნის ეკლესია. საეკლესიო მმართველობამ მამა დავითი თბილისში გადმოიყვანა და 1863 წლის 9 სექტემბერს თბილისის სასულიერო სემინარიასა და სასწავლებელში თათრული ენის მასწავლებლად დაადგინა. 1864 წლის 14 იანვარს იგი აისორების სოფელ კოილიასარში დაინიშნა. ამავე წლის 19 იანვარს მამა დავითმა დააარსა დაწყებითი სკოლა, სადაც 1867 წლის 1 მაისამდე ასწავლიდა. რადგან მან არ იცოდა სიროქალდეური ენა, ჩასვლისთანავე შეუდგა მის შესწავლას და უახლოეს პერიოდში ისე კარგად აითვისა, რომ მათ ენაზე დაიწყო წირვა-ლოცვის აღსრულება. 1864 წლის 24 მარტიდან 1807 წლის 1 მაისამდე დაჭრილი მეომრებისთვის უსასყიდლოდ ასრულებდა საეკლესიო წესებს არალიხის სამხედრო ჰოსპიტალში. 1865 წლის 5 ნო-
9-1 საპატრიარქოს უწყებანი N9 28თებერვალი-6მარტი 2012წ გვ.19
დეკანოზი დავით გურგენიძე „იყო კაცი ენატკბილი“ 1840-1907 (გაგრძელება)
ემბერს ერთგული სამსახურისათვის საგვერდულით დაჯილდოვდა. აისორების მხარეში მოღვაწეობის პერიოდში მამა დავითმა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოაქცია 167 ადამიანი. 1867 წლის 1 მაისს მამა დავითი გათავისუფლდა აისორების სამრევლოდან და თბილისის სასულიერო სასწავლებელში პირველი კლასების მასწავლებლად დაინიშნა. 1867 წლის 1 სექტემბერს თბილისის სასულიერო სემინარიის კარის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა. ამავე წლის 20 ოქტომბერს სემინარიასა და სასწავლებელში თათრული ენის მასწავლებლობა დაევალა. 1867 წლის ნოემბერში თბილისის სასულიერო სემინარიის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სხვა პედაგოგებთან ერთად, წმინდა სინოდისაგან გამოეცხადა მადლობა. 1868 წლის 13 დეკემბერს სემინარიის ბიბლიოთეკარად დაინიშნა. 1869 წლის 8 აპრილს სკუფია უბოძეს. 1868-1870 წლებში მამა დავითი სიონის საკათედრო ტაძარში კატეხიზატორად განამწესეს. ამ წლების განმავლობაში მან ქრისტიანობაზე მოაქცია 1582 ადამიანი. 1871 წლის 10 სექტემბრიდან 1872 წლის 13 იანვრამდე იგი დროებით ასწავლიდა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის დაბალ კლასებში საღვთო სჯულს და მსახურობდა იქაური კარის ეკლესიის მღვდლად. 1872 წლის 1 ივლისს თბილისის სემინარიაში გაუქმდა თათრული ენის კათედრა და მამა დავითი მხოლოდ სემინარიის ეკლესიის მოძღვრად დარჩა. 1872 წლის 1 სექტემბრიდან 1884 წლამდე იგი თბილისის ხუთ სკოლაში ასწავლიდა საღვთო სჯულს, აქედან ზოგიერთში უსასყიდლოდ. 1873 წლის 8 აპრილს კამილავკა ეწყალობა. 1874 წლის 1 ოქტომბრიდან 1887 წლის 1 იანვრამდე იყო აღმოსავლეთ საქართველოს ეპარქიების შემოსავალ-გასავლების წიგნების შემმოწმებელი სარევიზიო კომიტეტის წევრი. 1874 წლის 2 დეკემბერს სამი წლის ვადით აირჩიეს თბილისის სასულიერო სასწავლებლის მმართველ საბჭოს წევრად.
1877 წლის 18 თებერვალს მლვდელ დავითს გამოეცხადა მადლობა სემინარიაში 10-წლიან მოღვაწეობასთან დაკავშირებით და თბილისის კალოუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. კალოუბნის ეკლესიაში აღვლენილ პირველ წირვაზე მამა დავითმა ასეთი სიტყვებით მიმართა მრევლს: „განგებასა მღვთისასა ენება, ჩემო კეთილნო მსმენელნო, სამსახური ჩემი ეკლესიასა ამას შინა. ვსთქვი განგებასა მღვთისასა-მეთქი ამისათვისა, რომ იმისთანა ადგილებში მიმსახურნია და ამისთანა გარემოებებშიაც ვყოფილვარ, რომ სრულიად იმედი არა მქონია, არა თუ კალოუბნის ეკლესიაში სამსახურისა, არამედ სახლში ცოცხალი მოსვლისაცა. მაგრამ ვინ მისწვდება განგებასა უფლისასა! გარნა მსმენელნო, ესეც კი უნდა ვსთქო ჭეშმარიტად, რომელ არა მომატებულის სიხარულით, არამედ შიშით და ძრწოლით მივიღებ მე ამა ახალსა თანამდებობასა ჩემსა სამრევლო მღვდლობისასა, სიძნელისა და მრავალგვარვნობისა გამო მღვდლის მოვალეობისა“. 1877 წლის 25 დეკემბრიდან 1878 წლის 9 მაისამდე რუსეთ-თურქეთის ომის პერიოდში მამა დავითი ფრონტის ხაზზე განამწესეს და ჯარისკაცებისთვის საეკლესიო წესებს ასრულებდა. 1879 წლის 13 მარტს ფრონტზე მამაცური საქციელისათვის წითელი ჯვრის საზოგადოებამ თავისი სამახსოვრო ჯვრით დააჯილდოვა. 1879 წლის ივლისში იგი თბილისის წმინდა ჯვრის ამაღლების სახელობის იერუსალიმის ეკლესიაში დაინიშნა, სადაც პერიოდულად ბერძნულ ენაზე ატარებდა ღვთისმსახურებას. 1879 წლის 1 სექტემბერს თბილისის ნიკოლაევის ორკლასიან სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. 1881 წლის 1 აპრილს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1882 წელს მამა დავითმა გამოსცა ქადაგებათა კრებული, სადაც წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: „ოთხი წლის განმავლობაში ჩემის მღვდლობისა ქართველთა შორის მე შევნიშნე მდაბალთა ხალხთა შორის ჩვენთა მრავალგვარნი ნაკლულევანებანი შესახებ ცოდნისა მართლმადიდებლობითის სარწმუნოების ჭეშმარიტებათა. ამისთვის კვირა და დღესასწაულ დღეებში წარმოვსთქვამდი სიტყვათა და მოძღვრებათა სხვადასხვა საჭირო საგანთა ზედა. სიტყვანი და მოძღვრებანი ესე დაწერილ არიან თვით დაბიურ ენაზედ მდაბალთა ხალხთათვის. მაგრამ რადგან სამსახური ჩემი დაიწყო იმისთანა ადგილებში და ხალხში, სადაც რომელთა შორისაც არ იხმარებოდა ქართული ენა, არც სიტყვამოძღვრებანი წარმოითქმებოდნენ ჩემ მიერ 1861-1877 წლებში. ამა მიზეზისა გამო, რომელნიმე ნაკლულევანებანი აუცილებელნი უნდა იყვნენ ამა მოძღვრებათა შინა. გარნა მკითხველთაგან მოვითხოვ კეთილმოწიწებითსა ყურადღებას, და ვეცდები, რომ შემდეგი სიტყვა -- მოძღვრების გამოცემაში, რომელნიც მომზადებულნი არიან დასაბეჭდავად და უმჯობესნი ამათ ზედ შინაარსითა, მოვსპო ყოველგვარნი ნაკლულევანებანი შეძლებისამებრ“. 1883 წელს მამა დავითმა სარწმუნოებაზე მოაქცია და მონათლა 403 ადამიანი. ამასთან დაკავშირებით, რუსეთის წმინდა სინოდმა იგი წმინდა ანას'III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. 1886 წლის 23 დეკემბერს წმინდა ჯვრის სახელობის ეკლესიაში თავდადებული და პატიოსანი სამსახურისათვის იერუსალიმის პატრიარქმა ნიკოდიმოსმა გამშვენებული ჯვარი უბოძა. 1888 წლის 14 მაისს მამა დავითი დაინიშნა კომიტეტის თავჯდომარედ, რომელსაც უნდა აეშენებინა თბილისის აისორების წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესია. მანამდე კი, ორი კვირით ადრე, მან დააარსა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, რომელიც საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) აკურთხა. სანამ დიდი ტაძარი აშენდებოდა, მანამდე დროებით ააგეს პატარა ტაძრი, რომელიც 1888 წლის 20 დეკემბერს ნესტორიანული ეკლესიის მოწამის მარიამ ავდიშოს სა-
9-2 საპატრიარქოს უწყებანი N9 28თებერვალი-6მარტი 2012წ გვ.20
დეკანოზი დავით გურგენიძე „იყო კაცი ენატკბილი“ 1840-1907 (დასასრული)
ხელობაზე ეკურთხა. 1890 4 წლის 29 აპრილს მამა დავითს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1890 წლის ივნისში ოფიციალურად დაინიშნა აისორების ეკლესიის წინამძღვრად. 1890-1892 წლებში მოაქცია და მართლმადიდებლური წესით მონათლა 108 ადამიანი. 1890 წელს გაზეთი „ივერია“ დეკანოზ დავითის შესახებ წერდა: „კვირაცხოვლის მღვდლის დავით გურგენიძის მეცადინეობით ამ ეკლესიის შენობაშივე წარსულის წლის მაისიდან გაიმართა საეკლესიო-სამრევლო სკოლა. ამ სკოლის მასწავლებლად დაინიშნა სემინარიაში კურსშესრულებული სონღულაშვილი. როგორც შევიტყეთ, დღეს ამ სკოლაში დაიარება 52 მოწაფე, რომელთაგან 4 რუსია, 4 აისორი, და დანარჩენი ქართველნი არიან. თითოეული მოწაფე სწავლის ფასს ყოველთვიურად იხდის ათ შაურს, ანუ ყოველ წლივ ექვს მანეთს. მასწავლებელს ყოველ თვე ჯამაგირი ეძლევა მხოლოდ 15 მანეთი. რაღა თქმა უნდა, ეს სასყიდელი, იმ შრომის მიხედვით, რომელიც უტვირთნია ახალგაზრდა მასწავლებელს, ძალიან მცირეა. იმედია, კვირაცხოვლის ეკლესიის წინამძღვარი, რომლის მეოხებითაც სკოლა არსებაში მოვიდა, იმაზედაც იზრუნებს, რომ მასწავლებლის მდგომარეობა რამდენადმე განაკარგოს“. შემდგომ წლებში ერთგული და პატიოსანი სამსახურისათვის დეკანოზი დავითი დაჯილდოვდა: 1896 წლის 6 მაისს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით, 1899 წლის 6 მაისს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით, ხოლო 1905 წლის 7 აპრილს ენქერით. მამა დავითს ჰყავდა მეუღლე, ეკატერინე მაქსიმეს ასული (დაბ. 1844წ.) და ოთხი ვაჟი: ვლადიმერი, გიორგი, კონსტანტინე და ალექსანდრე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (ცინცაძე) თავის წიგნში „ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია ტფილისში“ დეკანოზ დავითის შესახებ წერდა: „წლების მანძილზე უმსახურნია ბელოკანის (ლეკეთი) სამრევლოში (ასრულებდა ღვთისმსახურებას თათრულ ენაზე), ვაღარშაგეთის სამრევლოში (უდინებისათვის ასრულებდა წირვა-ლოცვას თათრულადვე), კაისლახარის აისორების სამრევლოში (აისორულად-სიროქალდეურად); ყოფილა თათრული ენის მასწავლებლად ტფილისის სემინარიაში, საღვთო სჯულის მასწავლებლად ქალთა ინსტიტუტში; მოუნათლავს და შეუერთებია მართლმადიდებლობისათვის მრავალი მაჰმადიანი, ნესტორიანი, კათოლიკე და გრიგორიანი. გარდაიცვალა ტფილისის აისორთა ეკლესიის წინამძღვრად ამ საუკუნის დამდეგს (უწმინდესმა კალისტრატემ, როგორც ჩანს, არ იცოდა მამა დავითის მეტეხის ციხის ეკლესიაში დანიშვნის შესახებ, ამიტომ წერს ამას – გ. მ.). „კრასნი გორკაზე“ ტაძარიც მან ააშენა; იყო კაცი ენატკბილი. 1882 წელს დასტამბულია მისი „სიტყვა-მოძღვრებათა კრებული“. 1906 წლის 29 დეკემბერს მამა დავითი თბილისში, მეტეხის ციხეში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად გადაიყვანეს, სადაც დაასრულა კიდეც თავისი ამქვეყნიური სამსახური. მხცოვანი და დამაშვრალი მოძღვარი 1907 წლის 26 თებერვალს ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
10-2 საპატრიარქოს უწყებანი N 10 7-13 მარტი, 2013წ გვ.20
არქიმანდრიტი სოფრონი (ერისთავი) 1783-1853 (დასასრული)
დასაწყისი: საპატრიარქოს უწყებანი N 10 7-13 მარტი, 2013წ გვ.18
ხარისხი და, თავისი თხოვნის საფუძველზე, გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერში განამწესეს, როგორც უშტატო არქიმანდრიტი. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია ერთი ხელნაწერი, „კრებული“, სადაც ვკითხულობთ: „აღვსწერე წიგნი ესე მრავალმთის იოანე ნათლისმცემლის უდაბნოსა შინა არხიმანდრიტმან სოფრონიოს, არაგვის ერისთავის შვილმან, და მიუძღვანე მრავლად ჭირნახულდებულს ძმისწულსა ჩემსა, კიაზოდ სახელდებულს გიორგის, სახსოვრად ჩემდა, ჩყნბ-სა (1852) წელსა, ოკდომბრის იგ-სა (13) დღესა“. 1852 წლის ბოლოს არქიმანდრიტი სოფრონი ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. ამ პერიოდში მასთან მუდმივად იმყოფებოდა მისი მორჩილი, აზნაური, მღვდლის შვილი ისააკ ამირანიძე-წერეთელი. 1853 წლის 29 აგვისტოს სოფელ მაღაროს ეკლესიის მღვდელი იესე დოდაშვილი (სოლომონ დოდაშვილის ძმა) ეგზარქოს ისიდორეს (ნიკოლსკი) წერდა: „გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი სოფრონი და გთხოვთ განკარგულებას, თუ სად მოხდეს მისი დასაფლავება და რა ვუყოთ მის ქონებას". ეგზარქოსმა ბრძანება გასცა, რომ მისი ცხედარი დაესაფლავებინათ ბოდბის ეკლესიის აღმოსავლეთ მხარეს. 1853 წლის 9 სექტემბერს გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე (ჯორჯაძე) სწერდა ეგზარქოსს: „მაქვს პატივი უმდაბლეს მოხსენებად თქვენისა მაღალყოვლადუსამღვდელოესობისადმი, რომელ გვამი განსვენებულის არქიმანდრიტის სოფრონისა, წმინდის ნინას სობოროდან, სადაცა აღესრულა, გარდატანილ იქნა რწმუნებულს ჩემდა უდაბნოსა შინა და დასაფლავებულ სურვილისაებრ თვისისა, და თანახმად მწყემსმთავრობითისა გარდაწყვეტილებისა თქვენის მეუფებისა მონათესავეთა მიერ მისთა, ხოლო არა საჩინო რა ქონებითი ნივთნი დაცულ არიან მდგომსა წმინდის ნინოს სობოროსათანა საარქიერიო სახლშა შინა, ბეჭედსა შინა პოლოციის ჩინოვნიკისა, ამის გამო არა კეთილ ინებებს რა თქვენი მეუფება მიცემად ჩემდა გარდაწერილობითისა, რათა აღნიშნული ქონება მივიღო სიით, გარდავიტანო ჩემდა რწმუნებულ უდაბნოსა შინა დასართველად ქმნამდე მისთვის ჯეროვანის განკარგულებითა“. როგორც ამ წერილიდან ირკვევა, მამა სოფრონის ანდერძის თანამხმად, მისი ცხედარი გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში დაკრძალეს, იმ მონასტერში სადაც მან თავისი სულიერი ცხოვრება დაიწყო. წყარო: საქართველოს სახელწმიფო ცენტრალური არქივი, ფ. 489, აღწერა 1, საქმე 5637, 12196, 15403; საქართველოს სასულიერო დიკასტერია ფ. 487, აღწერა 1, საქმე 67; საქართველოს ეგზარქოსის კანცელარია ფ. 488. აღწერა 1. საქმე 778; დეკანოზ პოლიევქტოს კარბელაშვილის პირადი ფ. 1461, საქმე 47.
10 საპატრიარქოს უწყებანი N 10 7-13 მარტი, 2013წ გვ.18
არქიმანდრიტი სოფრონი (ერისთავი) 1783-1853
არქიმანდრიტი სოფრონი, ერისკაცობაში – სარიდან ბეჟანის ძე ერისთავი, 1783 წელს კახეთში, დიდი თავადის ოჯახში დაიბადა. იგი არაგვის ერისთავთა იმ შტოს განეკუთვნებოდა, რომელიც I739 წელს ქართლის მეფე თეიმურაზ II-მ არაგვის ხეობიდან კახეთში, სოფელ ქისტაურში გადაასახლა. მამამისი, ბეჟან სარდიონის ძე ერისთავი, სამეფო კარის მრჩეველი იყო. იგი 1824 წლის 29 აპრილს გარდაიცვალა. მას ჰყავდა 4 ვაჟი იოსები (1812 წლის კახეთის აჯანყებაში მონაწილეობის გამო გადასახლებული), რაფიელი (1812 წელს მოკლული, პოეტ რაფიელ ერისთავის პაპა), გიორგი, სარიდან (სოფრონ არქიმანდრიტი) და ერთიც ასული -- ანა (გათხოვილი მაყაშვილზე, მღლვდელ-მონაზონ გაბრიელის დედა). პატარა სარიდანმა სწავლა-განათლება მიიღო და საბერო მორჩილება გაიარა გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერში, სადაც 1794 წლიდან არქიმანდრიტ, წმინდა ექვთიმეს (მჭედლიშვილი) მეთვალყურეობის ქვეშ იზრდებოდა. 1802 წლის დასაწყისში იგი დროებით შიომიღვიმის მონასტერში გადაიყვანეს და ამავე წლის 22 დეკემბერს მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა გერონტიმ (სოლოღაშვილი) სოფრონის სახელით ბერად აღკვეცა. 1803 წელს მროველმა მიტროპოლიტმა იუსტინემ (მაღალაშვილი) დიაკვნად აკურთხა. 1805 წლის 12 მარტს რუსთველმა მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ (ჯორჯაძე) მღვდლად დაასხა ხელი. 1809 წელს კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის (ბაგრატიონი) ლოცვა-კურთხევით, მეუფე იუსტინემ არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1811 წელს საქართველოს ეგზარქოსმა ვარლაამმა (ერისთავი) მამა სოფრონი ქვათახევის და თირის მონასტრების წინამძლვრად დანიშნა. 1812 წლის 7 მარტს მასვე დაევალა შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა. აი, რას წერდა ეგზარქოსი ვარლამი ამისშესახებ: „მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მცხეთისა და ქართლის მიტროპოლიტმან უწმინდესი სინოდის წევრმა და საქართველოს ეგზარქოსმა ვარლაამმა ინება, რათა არქიმანდრიტი სოფრონ ამა თვის ამიერდღიდგან განაგრძოს ყოველივე ღონიერება და მოქმედება; მანამდის შიომღვიმის მონასტრის მეურნედ და არქიმანდრიტად დაინიშნებოდეს ვინმე, მანამ ის უნდა იყოს მღვიმის მონასტრის წინამძღვრის მაგიერ და განმგებლად და ყოველსავე საჭიროისა საქმესა მონასტრისასა იგივე უნდა წარმოუდგენდეს დიკასტირიას რაპორტით და რომელნიც იქ კრებულნი არიან ყოველნივე მისსა მორჩილებასა და მონებასა შინა იყვნენ მონასტრის მსახურებასა შინა. და თუ მისი ურჩი იქმნება ვინმე ან ერთმანეთში იშფოთებს, ან რომელიმე ბერი იქაური თვინიერ დაკითხვისა მისისა და ანუ რაიმეცა იქმნებოდეს მონასტერსა შინა უწესობანი და კანონთა გარდამავლობანი, იგი ყოველივე მიუფერებელად და დაუყოვნებელად დიკასტირიას გამოუცხადოს. და თუ რომლითამე მიზეზითა დაჰფარავს და ღირსეულ დროს არ გამოაცხადებს, მაშინ ყოველივე ბრალი მის ზედა წარიწერება და დაისჯება. და შემდგომად ამისა, ამავ დიკასტირიით, წარიგზავნება გამოწერილნი კანონნი სჯულთანი, რომელთა ზედა მართებს მასცა და იქაურთაცა კრებულთა აღსრულება მათი ყოვლითა გულსმოდგინებითა მიუმედგრებელად“. ამავდროულად, წერილი გაეგზავნათ მღვიმის მონასტრის კრებულს და ებრძანა, დამორჩილებოდა მამა სოფრონს, და მორჩილებითა და სიყვარულით ეცხოვრათ, სანამ ახალი წინამძღვარი დაინიშნებოდა. 1813 წელს 16 იანვარს მამა სოფრონი სწერდა მიტროპოლიტ ვარლაამს: „თქვენ ჩამაბარეთ ეს მონასტრები, მაგრამ შიომღვიმის ყმასა და მამულს არ გვანებებენ ამილახვრები. 1) ნიკოლოზმა 2 კომლი მეშველაშვილები ოკამში, 1 კომლი ღვინაძეები -– ჭალაში, 4 კომლი საძაგლიშვილები – ნიქოზს, ერასტიშვილმა ავთანდილმა 1 კომლი ბულბულაშვილი ჭალას, აღათონიკემ -- ოთარშვილები, ივანე ბეჟანიშვლმა ბერშუეთს 4 კომლი გლარჯაძეები. თუმცა ამილახვრებმა პირობა დაუდეს კათალიკოზს შიომღვიმის მამულებს ხელს არ ვახლეთთო და ეს პირობა მეფეებმა ერეკლემ და გიორგიმ დაამტკიცესო. ელისაბედ და სულხან თაქთაქიშვილები თირის მონასტრის ყმა-მამულს არ მანებებენ, თუმცა ერეკლემ ბრძანა – ხელი არა აქვთო“, 1814 წელს კახეთში გადაიყვანეს და ხარჭაშოს ყოფილი ეპარქიის საეკლესიო მამულებისა და ქონების გამგებლად დაინიშნა. ამავე წლის 1 ნოემბერს არქიმანდრიტი სოფრონი თელავის მთავარეპისკოპოს დოსითეოსის (ფიცხელაური) ლოცვა-კურთხევით, ხევსურეთში მისიონერად გაიგზავნა. მთაში მოღვაწეობის პერიოდში, ორი წლის განმავლობაში, მან ქრისტიანობაზე მოაქცია 1300 სული. 1816 წლიდან თავის მშობლიურ სოფელ ქისტაურში მამაპაპისეულ სასახლეში ცხოვრობდა და კარის ეკლესიაში აღასრულებდა წირვა-ლოცვას. 1822 წლის 16 ივნისს არქიმანდრიტი სოფრონი თხოვნით მიმართავს საქართველოს ეგზარქოს იონას (ვასილევსკი): „მათს მაღალ ყოვლად უსამღვდელოესობას, უწმიდესის სინოდის ჩლენს, მაღალაყოვლადუსამღვდელოესს იონა არხიეპისკოპოსს და ექსარხოსს ყოვლისა საქართველოისას. მრავალმთის ნათლისმცემლის იოანეს მონასტერსა შინა აღზრდილის, არხიმანდრიტის სოფრონის მიერ უმდაბლესი თხოვნა:
10-1 საპატრიარქოს უწყებანი N 10 7-13 მარტი, 2013წ გვ.19
არქიმანდრიტი სოფრონი (ერისთავი) 1783-1853 (გაგრძელება)
შემდგომად შობისა ჩემისა, ვიყავ რა ათერთმეტისა წლისა, შეველ მონასტერსა შინა და ვიწყე მუნ განგრძობა მდგომარეობისა ჩემისა და შემდგომად სრულისა ჰასაკისა აღვიკვეცე მუნვე მონაზონად, სადაცა შემისრულდა ყოფნა ოცდასამი წელიწნადი, თუმცა, სამართლიანმან მიზეზმან მოხუცებულისა მამისა ჩემისაგან მიმიყვანა მოსავლელად მისა ჟამსა სნეულებისასა. მაშინ ოდესცა იწყო განსწესებამან მონასტრებისა შტატთაგან, რომელსაცა ჟამსა მე არღარა მაქვნდა დრო, რომელ მეცა აღვრაცხილვყავ ძმათა თანა და შემდგომად არღარა მომეცა ჟამი ესე გვარი, რათამცა მეკადნიერა და შემეწუხებინა სულიერი მთავრობა მონასტერსა შინა ყოფასა ჩემისათვის. მაგრამ მაინცა სურვილი ჩემისა აღმზრდელისა მონასტრისა არა მოკლებულ არს შორის ჩემსა. ამისთვის ვსთხოვ კეთილ მნებებელობითსა მამობრივსა მოწყალებასა თქვენსა, რათა ინებოთ განწესებაცა ჩემი ძმათა შორის მის მონასტრისათა წესითა მით, რაიცა საცხოვრებელად დადებულ არს მსგავსებისაებრ ხარისხისა, და უბრძანოთ არხიმანდრიტსა ელეფთერს მიმიწეროს მეცა ხელის ქვეშედ თვისსა მონასტერსა შინა“. 1822 წლის 3 ივლისს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრი და კახეთის საეკლესიო მამულების გამგებელი, არქიმანდრიტი ელეფთერი (ზურაბიშვილი), თავის მხრივ, ეგზარქოს იონას სწერდა: „თქვენს მიერ მოწერილი ბრძანება შტატგარეთ არხიმანდრიტ სოფრონის მიღებაზე წმინდის იოანე ნათლისმცემლის უდაბნოში, მორჩილ ვარ ბრძანებისა თქვენისა და ვინც იქ გახლავან, ისინიცა თანახმა არიან იმის იქ მყოფობისა და რადგან ისინიც ჯამაგირით არიან, ვითხომ იმისაც, დაენიშნოს ჯამაგირი, რომელიც განსვენებულმა მიტროპოლიტმა თეოფილაქტემ დაუნიშნა შტატის გარეთ მყოფთ არხიმანდრიტთ, ესე იგი ოთხმოცი რუბლი თეთრი ფული წლითიწლად. იმითი უნდა იცხოვრონ, ვინც გარეთ შტატისა ისურვებენ მონასტერში ყოფნას, ამისთვის გავბედე მოხსენებად“. 1822-1826 წლები არქიმანდრიტმა სოფრონმა გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში გაატარა, სადაც ძველი ქართული ხელნაწერების გადაწერით იყო დაკავებული. 1826 წლის 6 თებერვალს საქართველოს ეგზარქოსმა იონამ (ვასილევსკი) შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძლვრად და საქართველოს ეკლესიის ყოფილი ეპარქიების -- თბილისის, სამთავროსა და ალავერდის საეკლესიო ქონებათა და მამულების გამგებლად დანიშნა. არქიმანდრიტი სოფრონის სახელი ფიგურირებდა 1832 წლის შეთქმულების საქმეში. საგამომძიებლოკომისიას გიორგი დავითის ძე ერისთავმა უჩვენა, რომ დავით ერისთავი ატყობინებდა შუამთის მონასტერში მცხოვრებ მლვდელ-მონაზონ ფილადელფოსს (კიკნაძე), „აქტი გონიერის“ ავტორს, რომ მისი თხოვნით, თითქოს მისი ბიძა სოფრონ არქიმანდრიტი გადაყენებულია წინამძღვრობიდან, რაც არ აღმოჩენილა მართალი. 1835 წლის დასაწყისში არქიმანდრიტ სოფრონის ინიციატივით შეკეთდა ალავერდის საკათედრო ტაძარი. მან თავისი ხარჯებით გადახურა ტაძრის გუმბათი, გატეხილ ფანჯრებში ჩასვა ახალი შუშები, ასევე გადახურა ჩალით ეზოში მდებარე სასახლის სახურავი.შემდგომში იგი კიდევ აპირებდა შეკეთებას, მაგრამ აღარ დასცალდა. 1837 წლის 17 მარტს შუამთის მონასტრის ხაზინადარი, მლვდელ-მონაზონი ქრისტეფორე (ჩოლოყაშვილი) საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას სწერდა: „ამა წლის 13 მარტს, ღამით, არქიმანდრიტი სოფრონი გაიპარა მონასტრიდან და დღემდე გაურკვეველია, სად იმყოფება“. მამა სოფრონზე ძებნა გამოცხადდა და 1837 წლის 18 მარტს იგი დავით გარეჯის მონასტერში იპოვეს. როგორც იქაურმა საძმოს წევრებმა განაცხადეს, მამა სოფრონს უცდია თავის მოკვლა სულიერი აშლილობის ნიადაგზე. იგი დააპატიმრეს და ბადრაგის თანხლებით თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტერში განამწესეს, მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. მას ბრალად ედებოდა საეკლესიო მამულებისა და ქონების არასწორი განკარგვა, ამ ქონებიდან შემოსული თანხების გაფლანგვა, საეკლესიო მიწების გაყიდვა-დაგირავება და სხვადასხვა დარღვევები. საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ მამა სოფრონს საეკლესიო ხარისხი ჩამოართა და სასჯელის მოსახდელად ფერისცვალების მონასტერში განამწესა. აქ მამა სოფრონმა მოწაფეები გაიჩინა და მათ საეკლესიო გალობასა და ტიპიკონს ასწავლიდა. ჰყავდა 20-მდე მოწაფე. იგი აქაც ძველი წიგნების გადაწერით ირთობდა თავს, მაგალითად: 1841 წელს გადაწერა „არჩილიანი“, რომელიც თავის დას, ანას აჩუქა. 1842 წლიდან არქიმანდრიტ სოფრონს აღუდგინეს
11 საპატრიარქოს უწყებანი N11 14-20 მარტი 2013წ გვ.18
არქიმანდრიტი ათანასე (პეტრიაშვილი) 1774-1832
სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი,„ არქიმანდრიტი ათანასე, ერისკაცობაში -- ალექსი პეტრიაშვილი, _ ჩრდილო კავკასიაში, ქ. ყიზლარში, დეკანოზის ოჯახში დაიბადა. მამამისი წარმოშობით აზნაური იყო. 1786 წელს პატარა ალექსი განათლების მისაღებად მიაბარეს ქ ასტრახანის სასულიერო სემინარიაში, რომელიც მან წარჩინებით დასრულა და იქვე პედაგოგად დაინიშნა, სადაც 1803 წლის 9 აგვისტომდე მუშაობდა. ამავე პერიოდში იგი დაოჯახდა და დიაკვნად აკურთხეს. 1796 წელს მოზდოკის ეპისკოპოსმა გაიოზმა (ბარათაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი და ყიზლარის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დანიშნა. 1798 წელს კავკასიის ხაზის მაშინდელი უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ კისელსკის თხოვნით, ყაზანის მუშკეტერთა სამხედრო პოლკში კაპელანად გადაიყვანეს (სამხედრო მღვდელი). ამ პოლკში მამა ალექსიმ ერთი წელი დაჰყო, 1800 და 1801 წლებში იგი ახლდა გენერალ–ლეიტენანტ კ. კნორინგს საქართველოში და აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დალაგებაში. 1801 წლის 25 აგვისტოს ოქროს ჯვრით დაჯილდოედა. ადრევე დაქვრივებულ მამა ალექსის, I802 წელს ნება დართეს ბერად აღკვეცილიყო, რისი მოწოდებაც მას თავიდანვე ჰქონდა, მაგრამ იმ ეტაპზე მას უარი ეთქვა. 1803 წელს საქართველოს მთავარმართებლად დაინიშნა გარუსებული ქართველი პავლე ციციანოვი (ციციშვილი), რომელმაც 1803 წლის 9 აგვისტოს ცოდნითა და განათლებით ყოველმხრივ გამორჩეული მამა ალექსი თბილისში გადმოიყვანა და თავის კანცელარიაში მთარგმნელის თანამდებობაზე დანიშნა. მისივე შუამდგომლობით, 1803 წლის 29 მაისს წმინდა სინოდმა მამა ალექსის გამშვენებული ჯვარი უბოძა, ხოლო 1804 წელს დეკანოზის წოდება მიანიჭა.
11-1 საპატრიარქოს უწყებანი N11 14-20 მარტი 2013წ გვ.19
არქიმანდრიტი ათანასე (პეტრიაშვილი) 1774-1832 (გაგრძელება)
1804 წელს, როგორც განათლებული სასულიერო პირი და რუსული და ქართული ენების საუკეთესო მცოდნე, თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის პირველ დირექტორად დაინიშნა. თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი დაარსდა 1802 წელს, მაგრამ მალევე დაიხურა და კვლავ გაიხსნა 1804 წელს. თუმცა ეს სასწავლებელი მაღალი წოდების ბავშვებისათვის იყო დაარსებული, მაგრამ პირველ ხანებში, ვინაიდან ამ სასწავლებელში სწავლის მსურველ თავადაზნაურთა საკმაო რიცხვი არ იყო, იღებდნენ მოქალაქეთა და სასულიერო წოდების ბავშვებსაც. სასწავლებელი დასაწყისში იყო ორკლასიანი. სწავლა მიმდინარეობდა ქართულ და რუსულ ენებზე. 1806 წელს თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი გიმნაზიად გადაკეთდა. ეს სასწავლებელი თავისი არსებობის დასაწყისში საკმაო ავტორიტეტით სარგებლობდა მოსახლეობაში. აღნიშნული სასწავლებლის ავტორიტეტს ქმნიდა უმთავრესად სასწავლებლის დირექტორი, დეკანოზი ალექსი, რომელიც ამ თანამდებობას 1810 წლის ჩათვლით ასრულებდა. ამ ხნის განმავლობაში მან შეძლო სასწავლო-აღმზრდელობითი რეჟიმი სათანადო სიმაღლეზე აეყვანა. დეკანოზ ალექსის კარგი ადმინისტრატორისა და მასწავლებლის სახელი ჰქონდა მოპოვებული. მის დროს გაიზარდა მოწაფეთა კონტიგენტი, მოეწყო სტამბა სასწავლებელთან, შეადგინა ქართული ენისა და ლიტერატურის ქრესტომათია, დეკანოზ იოანე ქართველიშვილთან ერთად რუსული ენიდან თარგმნა სახელმძღვანელოები და ახალგახსნილ სტამბაში დაბეჭდა. 1806 წელს მთავარმართებელ პავლე ციციანოვის შუამავლობით ითხოვა თანამდებობიდან გათავისუფლება, რათა ბერად აღკვეცილიყო, მაგრამ რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა, რომელმაც ციციანოვისგან მიიღო მამა ალექსის, როგორც დირექტორისა და მასწავლებლის საუცხოო დახასიათება, არ დააკმაყოფილა მისი თხოვნა. სამაგიეროდ, 1806 წლის 6 ოქტომბერს მამა ალექსი დააჯილდოვა წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენით და პირადად მის სახელზე მოცემულ რესკრიპტში სწერდა: „მე მსურს და მესიამოვნება, რომ თქვენ განაგრძოთ თქვენი მუშაობა სასწავლებლის მმართველად, მასში მოსწავლეთა განათლებისათვის“. მამა ალექსი მიღებული იყო, როგორც რუს უმაღლეს მმართველ წრეებში, ასევე ქართულ საზოგადოებაშიც და საკმაო გავლენა ჰქონდა საქართველოს ეკლესიისა და ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე. თავადი პავლე ფიციშიილი" 1804 წელს იგი მონაწილეობდა იმერეთის მეფე სოლომონ II-სთან გამართულ მოლაპარაკებაში. ასევე დავალებული ჰქონდა რუსეთის მოწინააღმდეგე ქართველ თავადაზნაურობასთან დიალოგი, რათა ისინი ქვეყანაში რუსეთის მმართველობის დამყარებას შერიგებოდნენ. 1810 წელს დეკანოზმა ალექსიმ კვლავ აღძრა შუამდგომლობა სასწავლებლის დირექტორის მოვალეობიდან გათავისუფლების შესახებ, რასაც მხარი დაუჭირა ახალმა მთავარმართებელმა ტორმასოვმა, რომელსაც განზრახული ჰქონდა, თბილისის კეთილშობილთა გიმნაზია სამხედრო სასწავლებლად გადაეკეთებინა და მის სათავეში სასულიერო პირის ყოფნა საჭიროებას აღარ წარმოადგენდა. გათავისუფლებისას მამა ალექსიმ სასწავლებელში შვიდწლიანი კეთილსინდისიერი და ერთგული სამსახურისათვის მიიღო ფულადი ჯილდო 2000 მანეთი. 1810 წელს დეკანოზი ალექსი კვლავ რუსეთში დაბრუნდა და რამდენიმე წელი იქ დაჰყო. 1813 წლის 20 მაისს ნოვგოროდის მიტროპოლიტ ამბროსის (პოდობედოვი) ლოცვა-კურთხევით, სანკტ-პეტერბურგის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ლავრაში არქიმანდრიტმა გედეონმა (მოშკინი) დეკანოზი ალექსი ბერად ალკვეცა და სახელად ათანასე უწოდა. მალევე არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა და ნიჟეგოროდის ეპარქიის მაკარიევის ჟელტოვოდის მეორე კლასის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1815 წლის 14 აპრილს თელავის მთავარეპისკოპოს დოსითეოსის (ფიცხელაური) რეკომენდაციით არქიმანდრიტი ათანასე საქართველოში დააბრუნეს და ქვათახევისა და შიომღვიმის მონასტრების წინამძლვრად დაინიშნა. 1815
წელს თბილისში დაარსდა საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორა და მამა ათანასე მის წევრად აირჩიეს. 1815 წლის 8 მაისს კანტორის საზეიმო გახსნაზე მან რუსულად წარმოთქვა საკმაოდ საინტერესო სიტყვა. წინამძღვრად დანიშვნისთანავე მან შეისწავლა მონასტრები და აღრიცხა ქონება და შემოსავალ-გასავალი. ამ მხრივ მას ბევრი უწესრიგობა დახვდა მონასტრებში. ამასთან დაკავშირებით, 1815 წლის 16 სექტემბერს მამა ათანასე საქართველოს ეგზარქოს ვარლაამს (ერისთავი) წერდა: „მაქვს პატივი მოვახსენო თქუენს მაღალ-
11-2 საპატრიარქოს უწყებანი N11 14-20 მარტი 2013წ გვ.20
არქიმანდრიტი ათანასე (პეტრიაშვილი) 1774-1832 (დასასრული)
ყოვლადუსამღვდელოესობას, რომელ სიასა შინა ქვაბთახევს მონასტრის შემოსავლისა და გასავლისა,მოცემულსა ჩემდა არქიმანდრიტ სოფრონის მიერ, რომელიცა განაგებდა მონასტერსა მას, ჰსჩანს, ვითარმედ წარსულსა 1814 წელსა ყოფილ არს შემოსავალი: თეთრად შვიდი თუმანი, შვიდი მილანთუნი, ცხრა შაური და ორი ფუთი, ხორბალი 277 კოდი, ქერი 51 კოდი, ღვინი 133 კოკა. ამ ზემოხსენებულის თეთრისა და ნივთთაგან მისვე არქიმანდრიტ ათანასეს მიერ წლის ამის ივნისის პირველამდე დანახარჯს გარდარჩომიეს თეთრი ერთი მილანთუნი და 3 ბისტი, ხორბალი 94, ქერი 31, ღვინო 101 კოკა. ხოლო წლისა ამის ივნისის 1-დან ყოფილ არს შემოსავალი თეთრად 7 მილანთუნი და იგიც არა დანახარჯს შინა. რაიცა უკვე შეეხების შემოსავალ და დანახარჯს შიომღვიმის მონასტრისა, ვინაიდგან შემდგომად მიცვალებისა განსვენებულის არქიმანდრიტ ნიკოლოზისა, რომელიც განაგებდა მონასტერსა მას, არა დაშთომილ არს წარსულის წლის შემოსავალის და დანახარჯის ჯეროვანი სია, ამისთვის არა ძალმიძს მოყვანებად გარდა ამისა, რომელ აღწერისამებრ მონასტრისა მის ნამესტნიკის საბა არქიმანდრიტის მიერ წლის ამის მაისის 3 აღმოჩნდა ღვინო -– 136 კოკა, ხორბალი 26 კოდი, ქერი -- 48 კოდი, სიმინდი -- 36 კოდი, ფეტვი -– 14 კოდი“. 1815 წლის 26 სექტემბერს ერთგული სამსახურისათვის გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვრობაც მასვე მიანდეს. 1817 წლის 14 მაისს საქართველოს საეკლესიო შემოსავლებიდან დაენიშნა 500 მანეთი ვერცხლით წელიწადში. XIX საუკუნის 10-იან წლების მიწურულს არქიმანდრიტი ათანასე საქართველოს ეგზარქოს თეოფილაქტეს (რუსანოვი) დავალებით მიავლინეს სამეგრელოში, იქაური საეკლესიო ყმების, საერთო შემოსავლისა და სასულიერო პირთა შესახებ ზუსტი ცნობების შესაკრებად, ასევე რუსული საეკლესიო მმართველობის განსამტკიცებლად. 1819 წლის 19 იანვარს არქიმანდრიტი ათანასე თბილისში, დარეჯან დედოფლის ყოფილ სასახლეში ახლად გახსნილი მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა, რომელიც 1822 წელს მაცხოვრის ფერისცვალების სახელზე იკურთხა. 1821 წლის მაისში იგი რუსეთში გაემგზავრა და მოსკოვის ღვთის განცხადების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1823 წლის 23 ივნისს დონის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა 1832 წლის 17 ოქტომბერს. მისი ცხედარი დაკრძალულია დონის ქართველთა მონასტერში. არქიმანდრიტი ათანასე იყო ცნობილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, გრიგოლ ორბელიანის ნათლია. წყარო: საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური არქივი, საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე N262; 1012; ფ. 488. საქმე N29;
12 საპატრიარქოს უწყებანი N12 21-27მარტი 2013წ გვ.17
დეკანოზი იოანე ჭკადუა 1902-1982
„იგი უხვად დაავილდოვა ღმერთმა, სიცოცხლეშივე მოესწრო მღვდელმთავარ შვილს...“.
დეკანოზი იოანე თეოდორეს ძე ჭკადუა 1902 წლის 30 მარტს სამეგრელოში, ხობის რაიონის სოფელ ზემო ქვალონში მედავითნის ოჯახში დაიბადა (მამამისის -– თეოდორე ჭკადუას ნამსახურებათა სიაში იოანეს დაბადების წელი და რიცხვი 1902 წლის 30 მარტით არის დაფიქსირებული, ხოლო შემდგომში თავად მამა იოანეს მიერ შევსებულ საეკლესიო ნამსახურებათა სიებში 1900 წელი წერია, ასეთივე თარიღია მითითებული მის საფლავზე). დედა გაბელაიების გვარისა გახლდათ. დედამისის ძმა, მლვდელ-მონაზონი ეპიფანე (გაბელაია), დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა მონასტრებში მოღვაწეობდა და საკმაოდ ავტორიტეტულ პიროვნებად ითვლებოდა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. იგი გამოირჩეოდა თავისი ასკეტური ცხოვრებით და იყო უამრავი
12-1 საპატრიარქოს უწყებანი N12 21-27მარტი 2013წ გვ.18
დეკანოზი იოანე ჭკადუა 1902-1982 (გაგრძელება)
სასულიერო პირის აღმზრდელი. მათ
შორის გამოირჩევა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაუმი (შავიანიძე), რომელმაც თავისი სიყრმე გელათის მონასტერში გაატარა. მიტროპოლიტი ნაუმი დიდი სიყვარულით იხსენებდა თავის აღმზრდელს და ამბობდა, მამა ეპიფანემ მასწავლა წერაკითხვა გელათის მონასტერშიო. შემდგომში, როდესაც მეუფე ნაუმმა “იოანე ჭკადუა მღვდლად აკურთხა, მამა ეპიფანეს ნაქონი ჯვარი და „დავითნი“ მას გადასცა საჩუქრად და უთხრა: ესენი მან მე დამიტოვა და ახლა ბიძათქვენის ნაქონი ჯვარი თქვენ ატარეთ, მისი მადლი თქვენზე გარდამოვიდესო. თავად მამა ეპიფანე, ერისკაცობაში – ევსტაფი კუჩოს ძე გაბელაია, 1856 წელს სენაკის მაზრაში, გლეხის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში ისწავლა. 1881 წლის 27 ნოემბერს ამავე მონასტრის მორჩილად განამწესეს. 1885 წლის 22 ივნისს არქიმანდრიტმა სერაპიონმა (ახვლედიანი) ბერად აღკვეცა და სახელად ეპიფანე უწოდა. 1886 წლის 26 იანვარს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა. 1889 წლის 14 სექტემბერს მღვდლად დაასხა ხელი და გელათის საძმოში დაადგინა. 1899 წლის 9 მარტს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1905 წლის 7 ოქტომბერს გელათის სანთლის ქარხნის უფროსად დაინიშნა და გულმოდგინე სამსახურისათვის იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1907 წლის 9 იანვარს ამჯერად უკვე მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ნიკიფორემ (კანდელაკი) გამოუცხადა მადლობა. 1911 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1913 წლის 1 თებერვალს მოწამეთას წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის მონასტერში გადაიყვანეს და ამავე წლის 31 მარტს მონასტრის ეკონომოსად დაინიშნა. 1914 წლის დიდ მარხვაში მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში განამწესეს და ხაზინადრობა დაეკისრა. 1916 წლის 15 მაისს წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენი ეწყალობა. მამა ეპიფანე მონაწილეობდა 1917 წლის 8-17 სექტემბერსა და 1921 წლის I-5 აგვისტოს გელათში გამართულ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის პირველ და მესამე საეკლესიო კრებებს, როგორც გურია-სამეგრელოს ეპარქიის დელეგატი. გარდაიცვალა 1929 წელს. მოძღვრის მამა, პირველი ქვალონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნე თეოდორე (იგივე თადეოზ გვაჯის ძე ჭკადუა) 1857 წელს იყო დაბადებული. მიღებული ჰქონდა შინაური განათლება. 1890 წლის 17 ოქტომბერს იგი ქვალონის ეკლესიის უშტატო მედავითნედ დაინიშნა. 1895 წლის 12 სექტემბერს დაამტკიცეს შტატში. 1903 წლის 16 ივლისს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) სტიქარი უკურთხა. თეოდორეს ქვალონის ეკლესიასთან გახსნილი ჰქონდა დაწყებითი სკოლა, სადაც ახლომახლო სოფლებიდან ბავშვებს წერა-კითხვასა და ლვთის სიყვარულს ასწავლიდა. დადიოდა მოუღლელად და მცირეოდენი სინათლე შეჰქონდას ხალხის ცხოვრებაში. სამწუხაროდ, 8 იგი ადრეულ ასაკში გამოეცალა ამ ცხოვრებას. გარდაიცვალა XX საუკუნის 10-იან წლებში. დაობლებული იოანეს აღზრდა ბებიამ და ბაბუამ ითავეს და იგი აბაშაში წაიყვანეს. ბაბუაც მალე გარდაიცვალა (კაზაკებთან შეტაკების დროს დაღუპულა). უპატრონოდ დარჩენილი ბავშვი ხობის მონასტერში მიაბარეს აღსაზრდელად. შემდეგ დაამთავრა სენაკის სასულიერო სასწავლებელი. ორ წელიწადს იყო ახალი ათონის მონასტერში მორჩილად. მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. 1921 წელს საქართველოში დამყარდა კომუნისტური ხელისუფლება. დაიკეტა ეკლესია-მონასტრები და დაიწყო სასულიერო პირების დევნა. ასეთ პირობებში იოანემ გადაწყვიტა საერო სამსახურით დაკავებულიყო. უმაღლესი საერო განათლების მიღების შემდეგ იგი წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. XX საუკუნის 20-იანი წლებში მომავალი მოძღვარი დაქორწინდა ოლია ილარიონის ასულ ჯინჭარაძეზე (1906-199ვწწ.). XX საუკუნის 50-იან წლებში იოანე ტოვებს საერო
სამსახურს და ეკლესიაში იწყებს მოღვაწეობას. ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოს ნაუმის (შავიანიძე) ლოცვა-კურთხევით მან ქუთაისის საკათედრო ტაძარში გაიარა სამლვდელო მომზადება. 1958 წელს მეუფე ნაუმმა დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი. იგი ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1959 წლის 14 დეკემბერს ამ ეკლესიას მეუფე ნაუმი ესტუმრა. სამადლობელი პარაკლისის შემდეგ მამა იოანემ სიტყვით მიმართა თავის მაკურთხეველ მღვდელმთავარს: „სიყვარულით მოგესალმებით და გულითადად მოგილოცავთ თქვენი ანგელოზის დღეს. იყოს იგი ყოველგან და ყოველთვის თქვენი შემწე და მფარველი. მეუფე წმიდაო! მსურს და მინდა გითხრათ ორიოდე სიტყვა, რათა ამ ჩემი სუსტი სიტყვებით გამოვხატო თქვენდამი ჩემი ღრმა სიყვარული და პატივისცემა, რაზედაც ვითხოვ თქვენს ლოცვა-კურთხევას. აწ განსვენებული ჩემი ბიძის, გელათის დიდებული მონასტრის საუკეთესო მწიგნობრის, მგალობელის და ტიბიკარის მღვდელ-მონაზონის ეპიფანესაგან ჯერ კიდევ თქვენი ბავშობისას (თხუთმეტი წლისა იქნებოდით) დაგერქვათ „ნაუმი დიდებული“. ეს ზედმეტი სახელი იმიტომ დაგარქვა, რომ ჯერ კიდევ ბავშვობისას იყავით ღრმათ მორწმუნე, თავმდაბალი,
12-2 საპატრიარქოს უწყებანი N12 21-27მარტი 2013წ გვ.19
დეკანოზი იოანე ჭკადუა 1902-1982 (გაგრძელება)
ყველასთვის საყვარელი, საუკეთესო მწიგნობარი, მცოდნე საეკლესიო წესებისა და დაუზარელი ეკლესიის მსახური. ყველფან სადაც კი გიმსახურიათ საერო თუ საეკლესიო დაწესებულებებში, დიდი სიყვარული და პატივისცემა გაქვთ დამსახურებული. მღვდლობასთან ერთად თქვენ მოღვაწეობდით მასწავლებლად ს ქუთაისისა და ტყიბულის რაიონის რამდენიმე სკოლაში, ქუთაისის სახალხო სკოლების დირექციის მდივნად. ნამსახური გაქვთ ქუთაისის, ტყიბულის და თბილისის საეკლესიო ოლქების მთავარხუცესად და ყველგან მადლობას იმსახურებდით. იშვიათად მოიპოვება ისეთი ადამიანი, რომ თქვენი აუგი თქვას, თუ იგი ბოროტების და სიხარბის შხამით არ არის გაჟღენთილი. 1947 წელში უწმინდესმა კალისტრატემ ორი ჯილდო მოგცათ, რაიცა საეკლესიო კანონით არაა მიღებული და მხოლოდ თქვენზე ინება განსაკუთრებული განჩინება და დაგაჯილდოვათ თებერვალში ენქერით, ხოლო მაისში მიტრით. დღესაც ახსოვთ ბევრს, თუ როგორ ტიროდა, როგორც სამღვდელოება, ისე მორწმუნენი, როდესაც გამოსათხოვარი სიტყვა თქვით სიონში, დეკანოზმა ცქიტიშვილმა კიდეც გითხრათ იქვე ყველას გასაგონად, რა იყო, რომ აატირე ეს ხალხიო. უწმინდესი და უნეტარესი მელქისედეკ პატრიარქიც
გიცნობთ, როგორც სპეტაკი და წმიდა ცხოვრების მატარებელს, მას დიდი ხანია სურდა თქვენი ეპისკოპოსობა, მაგრამ თავს იკავებდა, არ სურდა თქვენი ოჯახისაგან გათიშვა. ბოლოს მაინც ღვთის განგებით და მისი უწმიდესობის ბრძანებით, ქუთაის-გაენაეპარქიის საყვარელი მღვდელმთავარი ბრძანდებით, დინჯი, ყველასადმი კეთილი, კარგი მქადაგებელი და ღვთის ღრმად მორწმუნე. განმეორებით გილოცავთ ან-გელოზის დღეს თქვენი უმანკო მარჯვენით მღვდლად ხელდასხმული იოანე ჭკადუა“. სამი წელი იმსახურა მამა იოანემ ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში და იქაური მრევლისა და მოსახლეობის დიდი სიყვარული დაიმსახურა. 1961 წლის მარტს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი ლეონიდე (ჟვანია) სწერდა კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ს (სიდამონიძე): „მოკრძალებით მოვახსენებ თქვენს უწმინდესობას, რომ ამ დღეებში შტატგარეშე მყოფი მღვდელი სამსონ ანთელავა მოულოდნელად გარდაიცვალა სახლში. იყო 82 წლის მოხუცი, მაგრამ დიდ სამსახურს გვიწევდა ილორის ეკლესიაში. ადგილობრივი ენის მცოდნე იყო და თვინიერი ხასიათის მქონე. ილორის ეკლესიაში ახლა რჩება მარტო მღვდელ-მონაზონი რაფაელი (კარელინი) რომელმაც ქართული ენა არ იცის. სულ იყო 2 მღვდელი, რომლიდან ერთ-ერთი მაინც ქართველი იყო. თუ შესაძლებლად სცნობს თქვენი უწმინდესობაკ მღვდელი ჭკადუა, ადგილობრივი ენის მცოდნე, ვფიქრობ, შესაფერისი იქნება ილორის ეკლესიისათილორში კი როგორც ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაშიც სამი წელი გაატარა მამა იოანემ. ილორის ეკლესიის გარდა იგი პერიოდულად მსახურობდა გაგრისა და სოხუმის ეკლესიებში.
1964 წლის ათ ბერვალში გარდაიცვალა ქუთაის-გაენათის ეპარქიის, სოფელ ბარდუბნის წმინდა დავით და კონსტატინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მღვდელო სოლომონ ნუცუბიძე
12-3 საპატრიარქოს უწყებანი N12 21-27მარტი 2013წ გვ.20
დეკანოზი იოანე ჭკადუა 1902-1982 (დასასრული)
ადგილობრივმა მოსახლეობამ და მრევლმა მოითხოვა ახალი მოძღვარი. 1964 წლის 1 ივნისს, კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით, მამა იოანე დაბრუნდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიიდან და აღნიშნული ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. XX საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში მღვდელი იოანე მცხეთა-თბილისის ეპარქიაში გადაიყვანეს და ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა. 1972- 1975 წლებში ამავე ტაძრის წინამძღვარია. 1974 წელს შედგენილ საეკლესიო საბუთებში იგი უკვე დე- კანოზის წოდებით მოიხსენიება. 1976 წლიდან ქაშვეთის ეკლესიის რიგითი მღვდელმსახურია. დეკანოზ იოანეს ვაჟი გახლდათ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის აწგარდაცვლილი წევრი, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დავითი, ერისკაცობაში გრიგოლ იოანეს ძე ჭკადუა. იგი დაიბადა 1926 წლის 22 მარტს ქ. თბილისში. 1955 წელს დაამთავრა ქ. პიატიგორსკის სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი. 52 წლის ასაკში, 1978 წლის 13 აგვისტოს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი, სახელად გიორგი უწოდა და მარტყოფის ღვთაების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1978 წლის 20 ოქტომბერს სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა. მეორე დღეს კი არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1978 წლის 15 დეკემბერს სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეპისკოპოსად დაასხა ხელი და ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის კათედრაზე დაადგინა. 1980 წლის 1 ოქტომბრიდან 1984 წლის 14იანვრამდე იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი. 1980 წლის 14 ოქტომბერს მთავარეპისკოპოსის წოდება მიენიჭა. 1981 წლის 8 სექტემბერს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში გადაიყვანეს. 1983 წლის 26 ივნისს მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა. 1984 წლის 14 იანვარს საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავჯდომარედ დაინიშნა. მიტროპოლიტი დავითი დაჯილდოებული იყო მეორე პანაღიისა და
სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით. გარდაიცვალა 1992 წლის 7 ოქტომბერს. დასაფლავებულია თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში, სამხრეთ გალავანში. მხცოვანი დეკანოზი 1982 წელს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ქაშვეთის ეკლესიაში, წესის აგების შემდეგ, გამოსათხოვარ სიტყვაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ასეთი რამ ბრძანა: „მე მიყვარდა მამა იოანეს მორწმუნეობა, ქრისტიანული თავმდაბლობა და მორჩილება. იგი ყოველთვის გვემახსოვრება როგორც კეთილი და კარგი. იგი უხვად დააჯილდოვა ღმერთმა, სიცოცხლეშივე მოესწრო მღვდელმთავარ შვილს...“. თბილისის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი სოკრატე (ჭულუხაძე) მამა იოანეს შესახებ წერდა: „ღვთივ მიიძინა დეკანოზმა იოანე ჭკადუამ. ნაღვაწი, ნაშრომი, ნაამაგარი, მშობლიური ეკლესიის სალოცავთან სიცოცხლის ბოლო წუთამდე მდგარი, მუდამ მოუსვენარი, მშრომელი, უსაზღვროდ თავმდაბალი, უსაზღვროდ კეთილი, ღიმილიანი. ასეთი დარჩა ჩვენს ხსოვნაში მამა იოანე. ასეთი წარსდგა მისი სული უფლის წინაშე. ცხოვრებისა და ღვაწლის დიდი გზა განვლო მამა იოანემ. თითქმის საუკუნეს მიაღწია. რა არ ნახა, რა არ განიცადა. იგი ეკლესიაში იმ დროს მოვიდა, როცა ჩვენს ტაძრებს ქართული წირვა-ლოცვა ენატრებოდა. ორიოდე სიტყვით, თუნდაც მეტითაც, ვერ შესაძლებელ არს ღვთის სამსახურში განვლილი ცხოვრების წარმოჩენა. და მაინც, ამ ორიოდე სიტყვით მინდა, მადლობა ვუთხრა მამა იოანეს, მის ნათელ სულს, რომ წლების მანძილზე ის ჩვენს შორის ბრძანდებოდა და თავისი ჩუმი, კეთილი გულით, თავისი დიდი შრომისმოყვარეობითა და პატიოსნებით მასზე ბევრად უმრწემესთ, ჩაგვაგონებდა ყველაზე მთავარსა და დიდს ღვთისა და ადამიანის სიყვარულს. კუკიის სასაფლაოზე, წმინდა ნინოს ეკლესიის მახლობლად დაკრძალეს მამა იოანე. მსუბუქი იყოს მისთვის საქართველოს წმინდა მიწა“.
14 საპატრიარქოს უწყებანი N14 5-11აპრილი 2013წ გვ.18
ეპისკოპოსი იოანე (ავალიანი) 1782-1858
ეპისკოპოსი იოანე, ერისკაცობაში -–- პეტრე გიორგის ძე ავალიანი, 1782 წელს ქ. თბილისში, დეკანოზის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში, მამის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო. 1802-1804 წლებში თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელის მოწაფეა, სადაც შეისწავლა წმინდა წერილი, კატეხიზმო, არითმეტიკა, გრამატიკა ქართულ და რუსულ ენებზე. 1807 წლის 8 თებერვალს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში თბილელმა მიტროპოლიტმა არსენმა (ბაგრატიონი) იგი დიაკვნად აკურთხა. 1814 წლის 30 სექტემბერს, ამავე ტაძარში, საქართველოს ეგზარქოსმა ვარლაამმა (ერისთავი) მღვდლად დაასხა ხელი. 1814 წლის ოქტომბრიდან, სანამ გაიხსნებოდა ოსეთის სასულიერო კომისია, მამა პეტრე იმყოფებოდა ნარის ხეობაში, რომელიც ოსებით იყო დასახლებული და მათ ქრისტეს სარწმუნოებას უქადაგებდა. 1815 წელს გაიხსნა ოსეთის სასულიერო კომისია და მამა პეტრეც ამ კომისიაში დაინიშნა, თუმცა შეთავსებით იგი კვლავ დარჩა სიონის ტაძრის მღლვდელმსახურად. მამა პეტრე ქადაგებდა და მსახურებებს აღავლენდა პატარა ლიახვისა და ქსნის ხეობებში. 1818 წელს ქსნის ხეობაში მოინათლა 99 ოჯახი -- 793 სული, ხოლო 1819 წელს, პატარა ლიახვის ხეობაში 484 ოჯახი -- 3041 სული შემოუერთდა ქრისტეს სამწყსოს. ამ დამსახურებათა გამო, 1818 წლის 8 ნოემბერს მამა პეტრე სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1819 წლის 7 იანვარს ეგზარქოსმა თეოფილაქტემ (რუსანოვი) იგი ქსნის ხეობის ოლქის მთავარხუცესად დანიშნა, სადაც 3 სამრევლო მოქმედებდა. 1820 წლის 3 მაისს ასევე დაევალა დიდი ლიახვისა და პატარა ლიახვის ოლქების მთავარხუცესობა, სადაც 8 ეკლესია მოქმედებდა. 1819 წლის 2 ნოემბერს მამა პეტრეს ეკლესიაში დამსახურებული და ნაყოფიერი სამსახურისათვის დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1820 წელს თბილისის ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს. ამავე წელს აირჩიეს სამღვდელო კანდიდატთა გამოსაცდელი კომისიის უშტატო წევრად. 1832 წლის 23 ივნისს იგი ოფიციალურად დამტკიცდა ამ თანამდებობაზე. 1822 წლის 28 აპრილს, საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის დადგენილებით, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც დაევალა მცხეთაში, მდინარე მტკვრის მეორე მხარეს, ხიდთან, საეკლესიო სახლების მშენებლობა. მამა პეტრე ამ კომისიაში მეორე წევრად შეიყვანეს. მშენებლობა მიდიოდა მისი უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ, რაშიც მან ხელმძღვანელობის საოცარი უნარი გამოიჩინა. მცირეოდენი ხარჯების გამოყენებით მან წარმატებით დაასრულა ეს საქმე და 1824 წლის 31 იანვარს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა, პირად საქმეში შეტანით. ოსეთის სასულიერო კომისიაში მსახურება ურთულეს საქმეს წარმოადგენდა. იმ პერიოდში მთაში ჯერ კიდევ არ იყო გაყვანილი გზები და არ არსებობდა კომუნიკაციები. სასულიერო პირებს ხშირად კილომეტრების ფეხით გავლა უწევდათ, განსაკუთრებით, რევიზიის დროს, როდესაც ახლად მოქცეული მოსახლეობისა და ეკლესიების აღწერა ხდებოდა. ხშირი იყო სასულიერო პირებზე თავდასხმა და შეურაცხყოფა ჯერ კიდევ წარმართი მოსახლეობისგან. გარდა ამისა, მამა პეტრე თბილისშიც მსახურობდა და დატვირთული სამუშაო რეჟიმი მის ჯანმრთელობაზე აისახა. 1823 წლის 1 ნოემბერს მოძღვარი საქართველოს ეგზარქოს იონას (ვასილევსკი) სწერდა: „აწ განსვენებული ეგზარქოს თეოფილაქტეს მიერ მე დავინიშნე კავკასიის მთებში ქრისტიანული სარწმუნოების საქადაგებლად. წლების მანძილზე კეთილსინდისიერად და დაუზარელად ვასრულებდი ჩემზედ დაკისრებულ მოვალეობას და არ დამიშურებია არც ფიზიკური და არც სულიერი ძალები. მთის მკაცრმა კლიმატმა და რთულ პირობებში მსახურებამ ჩემს ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა და ამის გამო ჯეროვნად ვეღარ ვასრულებ მთავარხუცესის მოვალეობას. გთხოვთ, გამათავისუფლოთ ოსეთის სასულიერო კომისიიდან და დამრთოთ ნება, მხოლოდ სიონის საკათედრო ტაძარში გავაგრძელო მსახურება“. იმჟამად საქართველოს ეგზარქოსმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია მამა პეტრეს ოსეთის კომისიიდან წასვლა, რადგან მისი ცოდნა და გამოცდილება საჭირო იყო ამ საქმეში. მას კიდევ წელიწადნახევარი მოუწია იქ მსახურება. 1825 წლის 10 მარტს იგი ეგზარქოსს კვლავ სთხოვს გათავისუფლებას და თანაც არწმუნებს, რომ მან გამონახა ღირსეული შემცვლელი თავის ადგილზე. აი, რას წერდა იგი: „მოვახსენებ თქუენს მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, რომელთა სამღვდელოთაგან ჩემის საბლაღოჩინოსათა უმეტეს ღირსად და საქმის შემძლებელად ბლაღოჩინობისა ვიცნობ სოჭინის პრიხოდის სამრევლოს მღვდელს იოსებ ბაქრაძეს (ცნობილი ისტორიკოსისა და მეცნიერის, დიმიტრი ბაქრაძის უფროსი ძმა -– გ. მ.), რომელსაცა მივანდობ თქუენის მაღალყოვლადუსამღვდელოესობის კეთილ განხილველობასა ზედა". ამჯერად მისი თხოვნა დაკმაყოფილდა და ამა წლის 23 მაისს მან თავის შემცვლელს გადააბარა ეკლესიებისა და იქ დაცული სამკაულების სრული ქონება და აღწერილობა,
14-1 საპატრიარქოს უწყებანი N14 5-11აპრილი 2013წ გვ.19
ეპისკოპოსი იოანე (ავალიანი) 1782-1858 (გაგრძელება)
რასაც, თავის მხრივ, 1825 წლის 11 ივნისს წერილობით ადასტურებს მღვდელი იოსებ ბაქრაძეც. 1825 წლის 17 სექტემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა მამა პეტრეს უფროსი ძმა, სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი იოსებ ავალიანი (დასაფლავებულია ქაშვეთის ტაძრის ეზოში). 1825 წლის 25 სექტემბერს დეკანოზი პეტრე სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დაინიშნა და დაევალა თბილისის ოლქის მთავარხუცესობა. 1826 წლის ოქტომბრიდან სიონის საეკლესიო ქონების განკარგვაც მის განკარგულებაში გადავიდა. 1826-1834 წლებში მამა პეტრე სამჯერ აირჩიეს თბილისის ზნეობითი სასამართლოს წევრად. 1826 წლის 18 აპრილს იასამნისფერი ხავერდის სკუფია უბოძეს. 1828 წელს სიონის საკათედრო ტაძრის მთავარხუცესად დაინიშნა. 1830 წლის 1 თებერვალს წმინდა ანას II ხარისხის ორდენი მიიღო. 1831 წლის 14 აპრილს ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის საქართველოს ეგზარქოსმა იონამ (ვასილევსკი) მამა პეტრე სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზის შტატში დანიშნა და ამავე წლის 25 დეკემბერს ენქერით დააჯილდოვა. 1833 წელს საქართველოს მთავარმართებლის, გენერალ-ადიუტანტ ბარონ როზენის ბრძანებითა და უმაღლესი სამხედრო ხელისუფლების თხოვნით, მამა პეტრე ქართველი სამღვდელოების მხრიდან დეპუტატად აირჩიეს იმ კომისიაში, რომელიც ქართლ-კახეთისა და იმერეთის ეპარქიაში ყალბი საბუთების შემქმნელებს იკვლევდა. 1833 წლის 30 აგვისტოს საქართველოს საეგზარქოსოში შეიქმნა ღარიბი სამღვდელოების შვილებისა და ოჯახების სამზრუნველო, რომლის ერთ-ერთ წევრადაც დეკანოზი პეტრე აირჩიეს. 1834 წლის 28 ივლისს რუსეთის წმინდა სინოდმა მიიღო რა მხედველებაში მისი უმწიკვლო და პატიოსანი სამსახური დედაეკლესიის წიაღში, ასევე რუსული ენის საფუძვლიანი ცოდნა, დეკანოზი პეტრე საქართველოიმერეთის სინოდალური კანტორის წევრად დაინიშნა. 1834 წლის 7 სექტემბერს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტერში, ამავე მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა სერგიმ (ორლოვი) დეკანოზი პეტრე ბერად აღკვეცა და სახელად იოანე უწოდა. 1834 წლის 9 სექტემბერს მარტყოფის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში გორის მიტროპოლიტმა სტეფანემ (ჯორჯაძე) არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა და დავით გარეჯის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორაში სამსახური მამა იოანეს საშუალებას არ აძლევდა მუდმივად ეცხოვრა დავით გარეჯის ლავრაში. თუმცა, იგი არ აკლებდა თავის მამობრივ მზრუნველობას იქ მოღვაწე ბერებს. ხშირად ჩადიოდა მონასტერში, ხოლო თუ ამას ვერ ახერხებდა, მონასტრის ხაზინადარს, იღუმენ თეოფანეს (მაჩაბელი), წერილით ატყობინებდა თავის დავალებებსა და ლოცვა-კურთხევას საძმოსადმი. საისტორიო არქივში დაცულია ერთ-ერთი ასეთი წერილი, რომელიც 1841 წლის 16 ივლისით თარიღდება: „ღირსო მამაო თეოფანე! ქრისტეს მიერ საყვარელო “ ძმაო. თქუენის ლოცვით, წმიდისა და ღირსისა დავითის მადლი შემეწია, მშვიდობით მოველ ტფილისში. სხვებრ ვიცი, თქვენს მეცადინეობას არ დააკლებთ მონასტრისათვის. იზრუნებთ საზრდოს შეკრებისათვის. როგორც შეგეძლოსთ, ძმანი ისე მოიხმარეთ. მიხაილს და დიაკონ სიმეონს (შემდგომში მღვდელ-მონაზონი სერაპიონ ლომიძე, 1851 წელს ლეკებმა სხვა ბერებთან ერთად გარეჯის აკლების დროს აწამეს -– გ. მ.) მონასტრის ერთგულებისა და ძმათ სიყვარულისათვის ჩემ მაგიერ განუცხადე, როგორც აქამომდე მორჩილების სახელი და ქება მიუღიათ და პოსლუჟნის წიგნში (ნამსახურებათა წიგნი გ.მ.) შენიშნულნი არიან ჩემგან, ახლა უმეტეს საქებელ ყონ თავნი თვისნი. თვითცა გრძნობენ და უწყიან, რომელ მონაზონის ცხოვნებად მომყვანებელი გზა უპირველესი მორჩილება და ძმათ სიყვარულია. ამასთანავე, მამა გერონტის ვალად დასდევით, თითქმის ჩემგან მოგონება საჭიროც არ არის, სიყრმითგან აქამომდე ღვაწლსა და შრომაში ყოფილა, რასაკვირველია, ახლა მოხუცებულობის ჟამს უმეტესი მეცადინეობა ექმნება სულის ცხოვნებისათვის (საუბარია წმ. მოწამე გერონტი ვაჩნაძეზე, 1851! წელს ლეკებმა აწამეს სხვა ბერებთან ერთად გარეჯის აკლების დროს -– გ. მ.), მანამდისინ ძმანი მოივლიდნენ და საზრდოს შემოიკრებდნენ, ლოცვითა და მარხვით განატაროს დრო მონასტერში. მონაზონის განმამხნობელი, განმაძლიერებელი, განმამტკიცებელი და ყოვლისა სნეულებისა განმდევნელი უპირველესი მარხვა და ლოცვაა „ჭირი ესე არა რათ განვალს, გარნა, მარხვითა და ლოცვითა“. მე ამას სიყვარულით ველაპარაკები მოვალეობისამებრ ჩემისა კიდეც. ამასთანავე, ვიმედოვნებ, მოიგონებს მოციქულთ მოძღვრებას, მხოლოდ ერთს აზრს ნუ მიაჩემებს, რომელიც ფრიად კეთი-
14-2 საპატრიარქოს უწყებანი N14 5-11აპრილი 2013წ გვ.20
ეპისკოპოსი იოანე (ავალიანი) 1782-1858 (დასასრული)
ლად უწყის „მე არა თუ უფლად უწოდებ თავსა ჩემსა“ და სხვასა და სხვასა ადგილსა ძმათ სიყვარულისათვის და მორჩილებისა ფრიად შუენიერად თქმულ არს. და კუალად, ამასთანავე, ერთი, რომელიც კეთილ საიმედო მსახური გეგულებოდეს მონასტერში, უნდა გაუშვათ, გააფრთხილოთ და დაარიგოთ ყველაზედ თვალი ეჭიროს. თუ გასვლაზედ მომზადებისათვის ქალაქში გზავნიდე ვისმე, კვერთხი გამოატანე, გავაკეთებინებ. დაარიგე, ფრთხილად წამოიღოს, არა გააგდოს რა გზაზედ და თუ ახლა არავის გამოგზავნი, ამისთვის ცალკე საჭირო არ არის, შემდგომში იყოს, როცა გამოგზავნოთ ვინმე. თუმცა სხვაც ბევრი მქონდა მოსაწერი, მაგრამ წუხელის ექსარხოსმა მიბრძანა, ადრე მოდიო, ამ მიზეზით ვეღარ მოვასწარ. სხვებრ დავშთები თქვენის ღირსების მორჩილი მოსამსახურე, არქიმანდრიტი იოანე". 1840 წლის 29 აპრილს არქიმანდრიტი იოანე წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1841 წელს საქართველოს საეკლესიო გუჯარებისა და საბუთების, საეკლესიო გლეხებისა და ქონების გადასინჯვის კომისიის წევრად აირჩიეს. 1842 წლის 23 მაისს საიმპერატორო გვირგვინით შემკული წმინდა ანას II ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1844 წლის 12 აპრილს წმინდა ვლადიმერის სახელობის III ხარისხის ორდენი უბოძეს. 1852 წლის 13 აპრილს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტ იოანეს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ხელდასხმის წესი შეასრულეს: საქართველოს ეგზარქოსმა, მიტროპოლიტმა ისიდორემ (ნიკოლსკი), იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელმა) და აფხაზეთის ეპისკოპოსმა გერმანემ (გოგოლაშვილი). ეპისკოპოსი იოანე გორის ეპარქიის მმართველად და ეგზარქოსის ქორეპისკოპოსად დაინიშნა. მასვე ჩააბარეს შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრობაც. ეპისკოპოსი იოანე 1858 წლის 6 აპრილს გარდაიცვალა. დაკრძალულია სიონის საპატრიარქო ტაძარში. ცნობილი ქართველი პოეტი გრიგოლ ორბელიანი 1858 წლის 13 აპრილს დიმიტრი ჯორჯაძეს სწერდა: „საბრალო ჩვენი ვიკარი იოანე დავმარხეთ სიონში“ (წერილები, ტ. II, 361). 1858 წელს რუსული გაზეთი „კავკაზი“ თავის ფურცლებზე წერდა:..............
15 საპატრიარქოს უწყებანი N15 11-17 აპრილი 2013წ გვ.17
არქიმანდრიტი ამბროსი (ალადაშვილი) 1872-1955
არქიმანდრიტი ამბროსი, ერისკაცობაში –- ალექ სანდრე გიორგის ძე ალადაშვილი, 1872 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ ჯუგაანში, გლეხის ოჯახში დაიბადა მომავალმა მოძღვარმა დაამთავრა სოფელ ზემო მაჩხა- ანის ერთკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სასწავლე- ბელი. XIX საუკუნის მიწურულს ბერობის სურვილმა ტიბაანში, ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მამათა მონასტერში მიიყვანა, სადაც იქაური ბერების ხელმძღ- ვანელობით საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. 1902 წელს მო- ნასტრის წინამძლვარმა, არქიმანდრიტმა ლეონტიმ (ბაქრაძე) ახალგაზრდა მორჩილი ალექსანდრე ბერად აღკვეცა და სახელად ამბროსი უწოდა. ამავე წლის 27 ოქტომბერს დიაკვნად აკურთხეს. 1903 წლის 2 მარტს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. 1905 წლის 15 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემ- ლის სახელობის მონასტერში დანიშნეს. ამავე წლის 15ივნისს მონასტრის ხაზინადრობა ჩააბარეს. 1905 წლის 27 ოქტომბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) სამეგრელოში, მარტვილის ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში გადაიყვანა და ამავე წლის 11 დეკემბერს საგვერდულით დააჯილდოვა. 1906 წლის 15 ნოემბერს ისევ ნათლისმცემლის მონასტერში დააბრუნეს. 1907 წლის |! სექტემბერს შიომღვიმის მონასტერში განამწესეს. 1908 წლის10 მაისს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტერში დაადგინეს. ამავე წლის 10 დეკემბრიდან კვალავ ხირსის მონასტერშია და დროებით ხაზინადრობა შეუთავსეს. 1910 წლის 7 ოქტომბერს შუამ- თის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. 1912 წლის 26 ნოემბერს ისევ ითხოვა ხირსის მონასტერში გადასვლა და ხაზინადრობა. 1913 წლის 4 იანვარს ეგზარქოსმა ინოკენტიმ (ბელიაევი) ამ თხოვნას შემდეგი რეზოლუცია დაადო: „რადგან მამა ამბროსიმ 1902-1912 წლებში რვაჯერ გამოიცვალა ადგილი, უარი ეთქვა სადმე გადაყვანაზე“. 1913 წლის 29 აპრილიდან ისევ ფერისცვალების
15-1 საპატრიარქოს უწყებანი N15 11-17 აპრილი 2013წ გვ.18
არქიმანდრიტი ამბროსი (ალადაშვილი) 1872-1955 (გაგრძელება)
მონასტრის წევრია, ხოლო ამავე წლის 20 ოქტომბრიდან კვლავ ხირსაში დაბრუნდა და 25 ნოემბერს ხაზინადრად დაინიშნა. 1914 წელს გაურკვეველი მიზეზით დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. 1915 წლის 27 მარტს ხირსის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი დიმიტრი (ყარყარაშვილი) სწერს ქართლ-კახეთის მონასტრების მთავარხუცესს, არქიმანდრიტ ნაზარის (ლეჟავა): „თქვენო მაღალ ღირსებავ, მამაო ბლაღოჩინო! ჩემდამი რწმუნებული მონასტრის მღვდელ-მონაზონი ამბროსი, რომელიც პასუხისგებაში გახლამთ მიცემული, ასი მანეთის თავდებებით გახლამთ გამოშვებული. მეტეხის ციხის მთავრობის მოწმობა აქვს და გიახლათ ჩემს მონასტერში 20 მარტს და ცხოვრობს აქ. მოგახსენებთ რა ამას, თქვენო მაღალღირსებავ, გთხოვთ უმორჩილესად, ეს საქმე იცოდეთ“. 1915 წლის 21 ივლისს მამა ამბროსი შიომღვიმის მონასტერში გადაიყვანეს. 1917 წლის 5 აგვისტოს გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში დაადგინეს, შემდეგ წლებში კი მას ისევ ხირსის მონასტერში ვხედავთ. 1918 წელს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1922 წელს, შეთავსებით, მამა ამბროსი ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა სავანის მწირველ მოძღვრად დაინიშნა. 1924 წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბოდბისა და ხირსის მონასტრები დახურა და მამა ამბროსი უადგილოდ დარჩა. 1925 წლის 28 თებერვალს მღვდელ-მონაზონი ამბროსი თხოვნით მიმართავს წილკნელ ეპისკოპოს პავლეს (ჯაფარიძე) „მის ყოვლადუსმღვდელოესს, მეუფე ეპისკოპოსს პავლე წილკნელს. ვინაიდგან ამჟამად უადგილოდ ვიმყოფები, ამისათვის სიმდაბლით ვთხომ თქვენ მეუფებას: მომცეთ თქვენ ეპარქიაში თავისუფალი მღვდლის ადგილი, სადაც თქვენი მეუფება ინებებს. ეპისკოპოსმა პავლემ იგი სოფელ ყურისუბნის (ძალისას) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1926 წლის 18 აპრილს მუხრანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი მარინაშვილი, ავადმყოფობის გამო, ითხოვს მეორე მღვდლის განწესებას. ეპისკოპოსისადმი მიწერილ წერილში თავისი სამრევლოს მოვლას იგი მამა ამბროსის ანდობს: „ამ ბოლო ხანს მეწვია უძლურება და ხშირად მრევლს დაგვიანებით ვუსრულებ სამსახურს. მათ მოითხოვეს მეორე მღვდელიც ყოფილიყო განწესებული. მათი არჩევანი შეჩერდა ძალისის ეკლესიის მღვდელმონაზონ ამბროსიზე. მე გახლავართ სრულიად უმამულო, შემოსავალი, გარდა მღვდლობისა, არსაიდან, მღვდელ-მონაზონ ამბროსის ვიცნობ, როგორც სათნო ადამიანს, იმედი მაქვს, რომ მოცემას შეძლებს. მე კი დანარჩენი დღენი ცხოვრებისა ჩემისანი მინდა გავატარო სიწყნარეში და სიკვდილიც ქრისტიანული მეღირსოს; ამიტომ გთხოვთ, შეგვისრულოთ წადილი მეც, მრევლსაც და მამა ამბროსისაც და გადმოიყვანოთ მუხრანში მეორე მღვდლის ადგილზე“. 1926 წლის 3 აპრილს დედაეკლესიაში ერთგული და პატიოსანი სამსახურისათვის წილკნის ეპარქიის | ოლქის მთავარხუცესმა, მლვდელმა ლევან ტლაშაძემ მამა ამბროსი საეკლესიო ჯილდოზე წარადგინა. იგი ეპისკოპოს პავლეს სწერდა: „მღვდელ-მონაზონი ამბროსი ხელდასხმულია 1905 წლიდან, უმსახურნია სხვადასხვა მონასტრებში ხაზინადრის თანამდებობებზე, აქვს ნაბოძები ჯილდოდ 1918 წელს მკერდის ჯვარი. ამჟამად მოძღვრობს ძალისის სამრევლოს პირნათლად და ფაქიზად, მრევლიც კმაყოფილია მით, რომ იგი სცდილობს მათის ეკლესიის კეთილდღეობისათვის. ზნეობრივად მას ყველა მაღლა აყენებს ყოფაცხოვრებით, რაიც საზოგადოდ ვალია ყოველთვის მღვდლისა და განსაკუთრებით ამ მიმდინარე დროში, როდესაც ურწმუნოებით გარემოცულია ახალი თაობა. აღვწერ რა ზემორეს, მოგახსენებთ, მღვდელმონაზონი ამბროსი, ჩემის აზრით, ღირსია აყვანილ იქნას იღუმენის ხარისხში“. ეპისკოპოსი პავლე არ იყო დიდი მოყვარული საეკლესიო ჯილდოებისა და ამ თხოვნაზე ასეთ მკაცრ მინაწერსაც აკეთებს: „მთავარხუცესი ძალიან იაფად არიგებს ჯილდოებს". 1926 წლის 1 ივნისს მამა ამბროსის შეთავსებით დაევალა აღაიანის სამრევლოს პატრონობაც. 1926 წლის 2 ოქტომბერს ნატახტარის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად ინიშნება. 1927 წლის 22 სექტემბერს მღვდელ-მონაზონი ამბროსი ტოვებს წილკნის ეპარქიას და ამავე წლის 7 ოქტომბრიდან ბოდბის ეპარქიის, სოფელ ჯუგაანის წმინდა ჯვრის გამოჩინების სახელობის ტაძრის წინამძღვრად ინიშნება. სამი წელი თავდადებითა და პატიოსანად ემსახურებოდა თავის მშობლიურ სოფელს მამა ამბროსი. ამასობაში ათეისტური პროპაგანდა აქტიურ ფაზაში შედიოდა. კომუნისტები ვერ ურიგდებოდნენ ჯერ კიდევ შემორჩენილი ტაძრების მოქმედებას და იქ სასულიერო პირების ყოფნას. XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოსა და 30-იანი წლების დასაწყისში მათ კიდევ უფრო შეავიწროვეს ეკლესია. ტვინარეული ახალგაზრდა კომკავშირელები და „მებრძოლ უღმერთოთა კავშირის წევრები“ ასე ერქვა ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედ ორგანიზაციას – სოფელ-სოფელ დაძრწოდნენ და პირდაპირ ზეწოლასა და მუქარას ახორციელებდნენ სამღვდლოებაზე. 1930 წლის 30 იანვარს მამა ამბროსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, უნეტარეს ქრისტეფორეს (ციცქიშვი-
15-2 საპატრიარქოს უწყებანი N15 11-17 აპრილი 2013წ გვ.19
არქიმანდრიტი ამბროსი (ალადაშვილი) 1872-1955 (გაგრძელება)
ლი) სწერდა: „მოვახსენებ თქვენს უნეტარესობას -- სოფელ ჯუგაანის მორწმუნეთა ერის თანდასწრებით გამოცხადებულ იქმნა ეკლესია დაკეტილად და ბერმო- ნაზონი ამბროსი განიდევნოს ამ ოთხი საათის განმავლობაში, ამა წლის 28 იანვრიდან“. როგორც ხედავთ, მამა ამბროსის ულტიმატუმი წაუყენეს, დაეტოვებინა სოფელი. შემზარავი ფაქტი მოხდა ახლომდებარე სოფელ საქობაოში, სადაც არქიმანდრიტი ტარასი (კანდელაკი, შემდგომში -- წილკნელი ეპისკოპოსი) მსახურობდა. აი, რას წერდა იგი 1930 წლის 22 მაისს: „26 იანვარს ამა წლისა მე ერთი კვირით თბილისში წამოვედი და ამ დროს ჩემს სახლს დასცემოდნენ 21კომკავშირელი, აერ-დაერიათ იქაურობა, დაებეჭდათ სახლი, გაერეკათ ჩემი საქონელი და წასულიყვნენ. თან თურმე მემუქრებოდნენ, მღვდელი სადღა დაგვემალაო. მას შემდეგ მიწერ-მოწერა მაქვს მრევლთან და ვკითხულობ დროდადრო ამბებს. აი, რა მომწერა ერთმა მრევლთაგანმა, რომელსაც სიტყვასიტყვით მოგახსენებთ: „ჩვენო მოძღვარო, ჩვენ ეკლესიაში აღარაფერია, სულ დაუნგრევიათ, კანკელი სულ დაუმტვრევიათ, გარდამოხსნა წაუღიათ, ფეხისადგილში ჩაუგდიათ და იმის კუბო სულ დაუმტვრევიათ, შუშები ერთი აღარ უზის ეკლესიას. ერთი სიტვით, თითონ ფეხისადგილად გახადეს; არ მინდოდა მომეწერნა, მაგრამ გულმა აღარ გამიძლო. ამას სარწმუნოების დევნა ჰქვიანო? -- კითხულობს მწუხარებით მრევლთაგანი“. ამ წერილების წაკითხვის შემდეგ რთულია, რაიმე დასკვნები გააკეთო. მსგავსი მდგომარეობა იყო თითქმის მთელ საქართველოში და საკვირველია, ამის შემხედვარე სამლვდელოებამ როგორ მოახერხა და შეინარჩუნა სულის სიმტკიცე და ნებისყოფა. 1930 წლის 9 აპრილს მამა ამბროსის არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. უცნობია, სად ცხოვრობდა ან სად გააგრძელა მან მღვდელმსახურება ჯუგაანიდან წასვლის შემდეგ. 1932-1933 და 1935-1937 წლებში მამა ამბროსის თბილისის წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვრად ვხედავთ. 1937 წლის 4 აპრილს იგი ისევ ალავერდის ეპარქიაში, სოფელ აწყურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის საძმოში ინიშნება. 1939 წლის 9 იანვარს აწყურის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მელქისედეკი გადადგა და მის ადგილზე მამა ამბროსი დაინიშნა. უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე წერდა: „გულისტკივილით ვასრულებ მამა მელქისედეკის დაჟინებულ თხოვნას. ავადმყოფობის გამო ვათავისუფლებ სამსახურიდან და ვუცხადებ მწყემსთავრულ მადლობას ეკლესიისადმი ერთგული სამსახურისათვის და მორწმუნეთადმი მამაშვილური განწყობისათვის. კრებული ჩაიბაროს არქიმანდრიტმა ამბროსიმ". 1939 წლის მიწურულს აწყურის თეთრი გიორგის ეკლესია დაიკეტა და მამა ამბროსი უადგილოდ დარჩა. იმ პერიოდში მთელ ალავერდის ეპარქიაში მოქმედი მხოლოდ თელავის ღვთაების საკათედრო ტაძარიღა იყო. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ხელისუფლებამ ნება დართო სამღვდელოებას ეკლესიების ამოქ მედებისა, აწყურის წმინდა გიორგის ეკლესიისა და ალავერდის ტაძრის გახსნას ადგილობრივი ფუქციონერები არ ჩქარობდნენ. ამასთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე 1944 წლის 19 აგვისტოს თხოვნით ბარათს უგზავნის საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანს,
15-3 საპატრიარქოს უწყებანი N15 11-17 აპრილი 2013წ გვ.20
არქიმანდრიტი ამბროსი (ალადაშვილი) 1872-1955 (დასასრული)
კანდიდ ჩარკვიანს: „გაწუხებთ, ვინაიდან კ. ქადაგიშვილი ჯერ მოსკოვიდან არ დაბრუნებულა, საქმე კი საშურია. თელავის რნის აწყურის წმ. გიორგის ეკლესიაში ღვთისმშობლობა იდღესასწაულება. ამ დღისათვის, გარდა ადგილობრივი მოსახლეობისა კ იკრიბება დიდძალი მლოცველი, განსაკუთრებით ფშავები, ხევსურები და თუშები, თხოულობენ ბავშვების მონათვლას, ზიარებას, ჯვრისწერას, პარაკლისებს, პანაშვიდებს, ხოლო ტაძარი კი მათთვის დაკეტილია. სანამ საზოგადო განკარგულება გამოიცემოდეს მოკრძალებით გთხოვთ ბრძანებას ტაძრის გახსნაზე 23 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე, რათა დაკმაყოფილებულ იქნეს მსურველთა სარწმუნოებრივი მოთხოვნილებები. თავისთავად იგულისხმება, რომ მოძღვარი დღესასწაულის და კვირა დღის გარდა წესებს შეასრულებს საღამოს საათებში, სასოფლოსამეურნეო მუშაობის დამთავრების შემდეგ.“ 5 დღის შემდეგ თელავის რაიაღმასკომის თავჯდომარის ამხანაგ უთიაშვილის სახელზე საქართველოს რელიგიის საქმეთა რწმუნებულის კ. ქადაგიშვილისაგან მოვიდა წერილი: „საეკლესიო დღესასწაულებთან
დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ დააყენა საკითხი აწარმოოს ღვთისმსახურება თელავის რ-ნის „თეთრი“ გიორგის არა მოქმედ ეკლესიაში. საკითხის განხილვის შემდეგ ნება დაერთო ერთდროული ღვთისმსახურებისათვის აღნიშნულ ეკლესიაში, ვადით 25 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე. ამასთან დაკავშირებით გევალებათ ,,თეთრი“ გიორგის ეკლესიის შენობა გადასცეთ არქიმანდრიტ მელქისედეკს (ცელაძე), არქიმანდრიტ ამბროსის (ალადაშვილი) და იღუმენ სტეფანეს (გიგოლაშვილი) აღნიშნული დროის განმავლობაში, რომლებიც ამ ეკლესიაში შეასრულებენ საკულტო ჩვევებს“. საბოლოოდ, აწყურის წმინდა გიორგის ეკლესია 1946 წელს ამოქმედდა. 1945 წელს უწმინდეს კალისტრატეს მიერ შედგენილ საქართველოს ეკლესიის სამღვდელოების სიიდან ჩანს, რომ მამა ამბროსი სოფელ იყალთოში აღასრულებდა საეკლესიო წესებს. 1946 წლის 10 სექტემბერს ალავერდის ეპარქიის მთავარხუცესი, დეკანოზი მათე ალბუთაშვილი კათოლიკოსპატრიარქ კალისტრატეს უგზავნის ცნობას ეპარქიაში უზომოდ დაბეგრილი მღვდლების შესახებ, სადაც კარგად ჩანს, თუ რამხელა გადასახადების გადახდა უწევდათ მაშინდელ სასულიერო პირებს, არქიმანდრიც ამბროსის დაეკისრა 1688 მანეთის გადახდა. 1950 წლის ნოებერში ალავერდელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე) მამა ამბროსი თელავის ღვთაების საკათედრო ტაძრის წინამძლვრად დანიშნა და ალავერდის ეპარქიის მთავარხუცესის მოვალეობა დააკისრა. 1951 წლის 18 აგვისტოს იგი ალავერდის მონასტრის კრებულში განამწესეს და წინამძღვრის მოვალეობა შეუთავსეს. ასევე დაევალა პერიოდულად ახმეტის რაიონის სოფლების ზემო და ქვემო ალვანის სამრევლოებში საეკლესიო წესების შესრულება. 1952 წლის 15 ნოემბერს მამა ამბროსი ვარდისუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1953 წლის დასაწყისში ისევ თელავის „ღვთაების“ სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარია. 1954 წლის 12 იანვარს მოხუცებულობისა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო იგი პენსიაზე გავიდა. არქიმანდრიტი ამბროსი 1955 წლის თებერვალში გარდაიცვალა.
18 საპატრიარქოს უწყებანიN18 2-15მაისი 2013წ გვ.18
დეკანოზი იოანე ქააძე 1883-1937
დეკანოზი იოანე დავითის ძე ქააძე 1883 წელს თუშეთში, ზემო ალვანში ღვთისმოშიში გლეხის ოჯახში დაიბადა. წარმოშობით თუშეთის პირიქითა ხეობის, სოფელ ფარსმიდან იყო. როგორც მისი დაკითხვის ოქმიდან ჩანს, იგი ატარებდა მეორე გვარსაც კუკალაიძესაც. პატარა იოანეს სიყრმიდანვე ოჯახში ღვთისა და სამშობლოს სიყვარულს უნერგავდნენ. როცა ცოტათი წამოიზარდა, მშობლებს ეხმარებოდა სოფლის მეურნეობაში და დაუზარელად ასრულებდა ყველა დავალებას. ამასთანავე, როგორც კი დროს მოიხელთებდა, საღამოობით ტაძარს მიაშურებდა და ეკლესიის ეზოში მდუმარებაში ატარებდა დროს. წერაკითხვა და პირველდაწყებითი განათლება მან სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მიიღო. XX საუკუნის დასაწყისში დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი. 1910 წელს იგი მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდა და თავის სოფელში მწერლად და ადგილობრივი სკოლის პედაგოგად დაიწყო მუშაობა. ნასწავლი და განათლებული ახალგაზრდა მალე შეიყვარა მთელმა სოფელმა. მან შრომისმოყვარე და მშვიდი ხასიათის წყალობით დიდი ავტორიტეტი მოიპოვა ხალხში. თუშეთის მოსახლეობა მის სიტყვას პატივს სცემდა და დიდად აფასებდა. 1912 წლის 27 მარტს ზემო ალვანის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიას ესტუმრა ალავერდელი ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე). მან საღვთო ლიტურგია აღავლინა ალვანის ტაძარში, სადაც მისი თანამწირველნი იყვნენ შუამთის მონასტრის იღუმენი ნიკოლოზი (მიქელაძე), ახმეტის ოლქის მთავარხუცესი, მღვდელი გიორგი ინაშვილი და ადგილობრივი მოძღვარი, მღვდელი გიორგი ბალიაური. მსახურებაზე გალობდნენ მთელ განთქმული მოძღვარნი: იროდიონ შავლიაშკახეთშივილი, ვასილ მაისურაძე და ონისიმე ჭიკაძე. ეკლესიაში დიდძალმა მლოცველმა მოიყარა თავი. მოხუცი თუშები ამბობდნენ „მადლობა ღმერთს, ჩვენც წილი გვქონია ღმერთთანო, ეპისკოპოსი არც კი ვიცოდით რა იყო, ახლა კი გვწამს, რომ ჩვენც გვყოლია ხალხისთვის გულშემატკივარი მლღვდელმთავარიო“. წირვის დასრულების შემდეგ გაიმართა სადილი, სადაც მრავალი სიტყვა წარმოითქვა. მეუფე დავითს მოკლე სიტყვით მიმართა იოანე ქააძემაც: „თქვენო მეუფებავ! ვისურვებთ, რომ ჩვენს ხალხში განმტკიცდეს წმინდა სიყვარული მღვდელმთავრისადმი. გულითა და სულით მოხარული ვარ, რომ ინახულეთ ჩვენი პატარა ალვანი, თავის ხალხითურთ, და მოიღეთ თქვენი მღვდელმთავრული ლოცვა-კურთხევა. გიძღვნით მადლობას, გისურვებთ დღეგრძელობას და გთხოვთ, თქვენო ყოვლადუსამღვდელო- ესობავ, ნუ იფიქრებთ, რომ ვითომ ხალხს მხარი აექციოს თქვენი მობრძანებისათვის. არა, მიეგება ფრიად წრფელი გულით, ხოლო თუ ასეთი დღეს ვერაა გამოხატული გარეგნული ცერემონიებით, ეს შედეგია განათლებისაგან შედარებით ჩამორჩენილი მდგომარეობისა და აქედან გამომდინარე უვიცობისა. ნუ მიიღებთ, რომ ვითომ ჩვენი ხალხი სარწმუნოებრივად გადაგვარებულ გზაზე იყვეს დამდგარი და მისთვის დღეს თქვენ გარშემოდან გაბნეული, არამედ გვერწმუნეთ, რომ მუდამ ხალხთან ახლო მდგომი და განუშორებელი ნასწავლი ვინცაა, ის ასწავლის, რომ სიყვარული, კეთილი განწყობილება და ურთიერთობა მკვიდრი და არა დამრღვევი საფუძველია ქრისტე მაცხოვრის მოძღვრებისა და ამ მოძღვრებისთვის მსახურება აუცილებელი და პირდაპირი მოვალეობაა, ჩვენი როგორც ქრისტიანეთა იოანეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა იმ პერიოდში დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში მოღვაწე სულიერ და ასკეტ მამასთან, მენჯის სავანის წინამძღვარ, მღვდელ-მონაზონ ალექსისთან (შუშანია), რომლის მიმართ მას დიდი მოწიწება და სიყვარული ჰქონდა. მამა ალექსი სულიერ წინამძლოლობას უწევდა ახალგაზრდა ქრისტიანს, რომელსაც მომავალში სასულიერო გზაზე დადგომა ეწადა. ხშირად უგზავჯ ნიდა თავის ნაშრომებს, სასული1 ერო ხასიათის დამრიგებლურ წერილებს და განამტკიცებდა სარწმუნოებაში. დეკანოზ იოანეს საოჯახო არქივს შემორჩა ერთი წერილი მათი მიმოწერიდან, რომელიც 1914 წლის 10 დეკემბრით თარიღდება: „დიდად პატივცემულო ივანე! თქვენს თხოვნას გისრულებთ ჩემი ნაწარმოებ წიგნაკების შესახებ, რაოდენიც მეპოვებოდა და ეს არის გიგზავნით 9 წიგნაკს. ფა-
18-1 საპატრიარქოს უწყებანიN18 2-15მაისი 2013წ გვ.19
დეკანოზი იოანე ქააძე 1883-1937 (გაგრძელება)
სის გამოგზავნა არ ინებოთ ფასი თვით თქვენი სარწმუნოებაა“. XX საუკუნის 10-იანი წლების დასაწყისში იოანე დაოჯახდა. მისი მეუღლე იყო დარეჯან (დარო) აშაძე, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა: ანასტასია, გიორგი (1923წ.) და დამიანე (1925წ.). ამავე პერიოდში იგი იღებს გადაწყვეტილებას, მიიღოს სამღვდელო ხარისხი. 1915 წლის 20 მაისს თიანეთის მაზრის მე-3 სახალხო განყოფილება დადებით დახასიათებას აძლევს სოფლის მწერალ იოანე ქააძეს, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში კეთილსინდისიერად და პატიოსნად ასრულებდა თავის მოვალეობას. 1915 წლის 6 ივნისს იოანე თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის უშტატო მედავითნედ დაინიშნა. 1915 წლის 20 სექტემბერს გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) დიაკვნად აკურთხა. ამავე წლის 31 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და თუშეთში, სოფელ ომალოს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. XX საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს ეკლესიაში ერთგული და პატიოსანი სამსახურისათვის იგი საგვერდულით დაჯილდოვდა. მღვდელი იოანე აქტიურ მოღვაწეობას აგრძელებს. როგორც თუშეთის მკვიდრი და ადგილობრივი წარმომადგენელი იგი კარგად იცნობს აქაური ხალხის გაჭირვებასა და პრობლემებს. იგი ყველანაირი ხერხით ცდილობს თუშეთის სატკივარი ქართველი საზოგადოების ყურამდე მიიტანოს, რათა მეტი ყურადღება დაეთმოს მთის ხალხს. 1916 წელს გაზეთ „საქართველოს“ ფურცლებზე დაიბეჭდა მამა იოანეს ვრცელი წერილი „ხმა მთის თუშეთისა“, სადაც დაწვრილებით აღწერს მოსახლეობის გასაჭირს. აი, რას წერდა იგი: „თუშები მოსახლეობენ გროზნოსა და ანდიის ოლქის მოსაზღვრე მიწა-წყალზე. ამ ორივე ოლქის მცხოვრებნი არიან ქისტები, ჩეჩნები და ლეკ-დიდონი. ქისტნიცა და ლეკ-დიდონიც ქურდობენ, ყაჩაღობენ და უწყალოდ ხოცვენ ხალხს. მათი ბოროტმოქმედება მწვავედ საგრძნობელი უფრო თუშებისათვის არის, რადგან მათ შორის მარტო თითო მთაა გადასავლელი. ეს გარემოება ცნობილია მმართველთა წრეებშიაც და არაერთხელ პრესაშიაც ცხადდებიან... ოაახემადი 8-10 წლის განმავლობაში ოფიციალური და ნამდვილი ცნობებით მოთარეშე მეზობელთაგან ზარალი აღემატება 30 000 მანეთს. ამას მივუმატოთის მწყემსნი თუ ცხვრის პატრონნი, რომელნიც მსხვერპლად დაეცნენ საკუთარი მონაგარის დაცვის დროს. ქისტნი და ლეკ-დიდონი თავისუფალნი არიან ომიანობის დროს ჯართუშთა რაში გაწვევისაგან. “ შვილნი და ძმანი კი მამულის დაცვას სწირავენ სიცოცხლეს “ და სამშობლოში და საოჯახო კერის წიაღი მათ ვერაგზით ვერ იბრუნებს საკუთარს გასაჭირში საქომაგოთ... დღეს თუშეთში ესღა ისმის: „ჩქარა მდევარი! არიქა, ქისტებმა გაირეკეს ცხენი, ძროხა! მოჰკლეს ან დასძრეს კაცი!“ საჭიროა ყოველი ღონისძიების მიღება თუშების გამოხსნისათვის, თორემ მათ სულიერ-ხორციელი სიკვდილი უსწრობს და მაშინ სირცხვილი დაედება არა მარტო აქაურებს, არამედ მთელს საქართველოსაც, თვისი შემადგენელი ელემენტების მოკვდინებისათვის. საჭიროა აილაგმოს ჩეჩენ-დაღესტნის მოთარეშე მცხოვრებნი“. 1921 წელს საქართველოში კომუნისტური ხელისუფლება გაბატონდა. ათეისტურად განწყობილი ახალგაზრდები სიძულვილსა და სისასტიკეს იჩენდნენ სიწმინდეების მიმართ. ეკლესიებისა და სასულიერო პირების შეურაცხყოფა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ამ ყოველივეს შემყურე სამლვდელოებას განსაკუთრებული მისია დაეკისრათ. მათ თავიანთი პირადი მაგალითითა და მტკიცე საქციელით უნდა გადაერჩინათ და განემტკიცებინათ შელახული სარწმუნოება. მრევლის ყურადღება მათკენ იყო მიპყრობილი. მღვდელი იოანე ერთ-ერთი იმათთაგანი იყო, ვინც თავიდანვე წინ აღუდგა კომუნისტებს. სადაც კი მოახერხებდა, იგი უშიშრად ქადაგებდა ქრისტეს სარწმუნოებას და ამხელდა მოძალადეებს. ხელისუფლებამ ვერაფერი მოუხერხა შეუპოვარ მოძღვარს. არ გაჭრა არც შეშინებამ და მუქარამ. 1924 წელს საქართველოში მენშევიკურმა მთავრობამ საყოველთაო აჯანყება მოაწყო, რომელშიც ნებსით თუ უნებიელ სამღვდელოების უდიდესი ნაწილიც ჩაერთო. რეპრესიებმაც არ დააყოვნა და 1924 წელსვე თელავის რაიონის ჩეკამ მამა იოანე დააპატიმრა. მოძღვარი რამდენიმე თვე თელავის ციხეში იჯდა და აღსასრულს ელოდა, თუმცა იმჟამად იგი დახვრეტას გადაურჩა. ციხიდან გათავისუფლებული მამა იოანე ისევ დედაეკლესიას დაუბრუნდა. 1925 წელს ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავარმა, მიტროპოლიტმა იოანემ (მარღიშვილი) ყველასათვის საყვარელი და გამოცდილი მოძღვარი ახმეტის ოლქის მთავარხუცესად დაად-
18-2 საპატრიარქოს უწყებანიN18 2-15მაისი 2013წ გვ.20
დეკანოზი იოანე ქააძე 1883-1937 (დასასრული)
გინა. მამა იოანე აქტიურად მონაწილეობდა ალავერდის ეპარქიის ცხოვრებაში. იგი სისტემატიურად ესწრებოდა ადგილობრივ საეკლესიო კრებებს და ხშირ შემთხვევაში კრების უცვლელი მდივანი იყო. მისი დაუზარელი და ერთგული სამსახური შეუმჩნეველი არ დარჩენილა უმაღლესი საეკლესიო მმართველობისათვის, 1926 წლის 14 ივნისს იგი კამილავკით დაჯილდოვდა, 1929 წელს კათოლიკოსმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) მამა იოანეს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძა, ხოლო 1932 წლის 5 აპრილს კათოლიკოსმა კალისტრატემ (ცინცაძე) დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1930 წელს ზემო ალვანის არტელის გამგეობის წევრებმა მამა იოანეს ქონება დაუყადაღეს და ყველაფერი ჩამოართვეს. 1930 წლის 14 მარტს გამწარებული მოძღვარი განცხადებით მიმართავს არტელის გაგეობას: „ჩემი ქონების აღწერის დროს სხვათა შორის აღწერილი იქმნა სიმინდი ოთხი კოდი (4კ.), რომელიც ზოგი, როგორც მაშინვე პირადი მოხსენებით განვუცხადე ამღწერლებს, მოვალეებისათვის უნდა ჩამებარებია და ზოგიც თვითონ მომეხმარა. აღწერილი სიმინდი სრული რაოდენობით დღემდე ჩემივე ხელშია. ამჟამად ცოტაოდენი ქუმლის გარდა მე არც მარცვლეულად და არც დაფქული არაფერი მებადება, რომ ისაზრდოონ ჩემმა დედით ახალდაობლებულმა წვრილშვილმა (3 სულმა). ამისათვის ვსთხოვ გამგეობას, კეთილი ინებოს და აღნიშნული ოთხი კოდი სიმინდი დამიტოვოს, რომ მოვახშეების მოშორებაც შევსძლო და ნამცხვრით საზრდოობა არ მომიკლოს.“ 1931 წლის 15 ოქტომბერს გაჭირვებაში მყოფი მამა იოანე მორიგი განცხადებით მიმართავს ზემო ალვანის სასოფლო საბჭოს პრეზიდიუმს: „გთხოვთ, ნება დამრთოთ გავყიდო ჩემი ფიცრული ორი ოთახი პატარა კარიდორით სახლი და დამინიშნოთ შემფასებელი კომისია, რომელიც შეაფასებს სახლს გადატანით გაყიდვით“. 1930 და 1932 წლებში თელავის რაიონის ჩეკამ ორჯერ დააპატიმრა დეკანოზი იოანე აგიტაციისა და კომუნისტური ხელისუფლების წინააღმდეგ ხალხის განწყობის მცდელობის გამო, მაგრამ ორჯერვე გაათავისუფლა. 1932 წლის 28 ივნისს ქვემო ალვანის ეკლესიის წინამძღვარმა, მღვდელმა ბაგრატ ცოცანიძემ ადგილობრივი მრევლის დახმარებით შეაკეთა ილიურთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) ლოც- ვა-კურთხევით მთავარხუცესმა, დეკანოზმა იოანე ქააძემ აკურთხა. 1937 წელს ქვეყანაში ახალი რეპრესიები დაიწყო. ეკლესიის მტრებსა და მამა იოანეს მოძულეებს კიდევ ერთხელ მიეცათ საშუალება, გასწორებოდნენ ქრისტეს ერთგულ მოძღვარს. 1937 წლის 5 ოქტომბერს იგი მეოთხედ დააპატიმრეს. 1937 წლის 28 ოქტომბერს სამეულის განჩინებით მამა იოანეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, რომელიც რამდენიმე დღეში მოიყვანეს სისრულეში. ოჯახის წევრებს კი შეატყობინეს ტყუილი, მამა იოანე მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალაო. 1945 წლის 22 ოქტომბერს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ საქართველოს სსრ. სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატიდან მიიღო ცნობები 1937 წელს რეპრესირებული სამღვდლოების შესახებ. დახვრეტილთა სიაში, რიგით მერვე გრაფაში დეკანოზ იოანე ქააძის სახელიც ეწერა.
19 საპატრიარქოს უწყებანი N19 16-22მაისი 2013წ გვ.18
მიტროპოლიტი ტიმოთე (გაბაშვილი)
მიტროპოლიტი ტიმოთე -–- ერისკაცობის სახელი უცნობია, XVIII ს-ის დასაწყისში ქართლში, გაბაშვილების თავადურ ოჯახში დაიბადა. პატარაობიდანვე იზრდებოდა გარეჯის მონასტერში, სადაც აღიკვეცა ბერად ტიმოთეს სახელით. აქვე მოხდა მისი ხელდასხმა მღვდლად. მისი აღმზრდელი და სულიერი მოძღვარი გახლდათ გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ბესარიონი (ბარათაშვილი-ორბელიშვილი), შემდგომში კათოლიკოსი. XVII საუკუნის 30-იან წლებიდან ტიმოთე იმერეთში გადავიდა სამოღვაწეოდ, სადაც დაახლოებით 1737 წელს ქუთათელ მღვდელმთავრად აკურთხეს. 1738 წელს ალექსანდრე V-მ მიტროპოლიტი ტიმოთე დასავლეთ საქართველოს რუკითა და წერილით გაგზავნა რუსეთის იმპერატორთან ოსმალეთის წინააღმდეგ დახმარების სათხოვნელად, მაგრამ 1739 წელს რუსეთ-ოსმალეთს შორის ბელგრადის საზავო ხელშეკრულების დადებამ ეს გეგმა ჩაშალა. 1740 წელს სამშობლოში მომავალი მეუფე ტიმოთე ჩრდილო კავკასიაში ჩერქეზებმა დაატყვევეს. 6 თვის შემდეგ გაიპარა და იმერეთში დაბრუნდა. |I743- 1747 წლებში ისევ ქუთათელი მიტროპოლიტის წოდება ჰქონდა, თუმცა ეს ეპარქია ამ დროისათვის გაუქმებული იყო. 1753 წელს მეუფე ტიმოთეს აღმოსავლეთ საქართველოში ვხედავთ, სადაც იგი ქართა ლის (სამთავროსა და გორის) მთავარეპისკოპოსად დაინიშნა. 1753 წლის 30 აგვისტოს დათარიღებულ წყაროში იგი მოიხსენიება, როგორც „ქუთათელ მიტროპოლიტ-ყოფილი ქართლის მთავარეპისკოპოსი ტიმოთე“. იგი აქტიურად ჩაება ერეკლე II-ისა და ანტონ I- ის სახელმწიფო და კულტურულ საქმიანობაში. მათი ხელშეწყობით 1755 წელს სამოგზაუროდ წავიდა კონსტანტინეპოლში, ათონსა და იერუსალიმში, მისი ურთიერთობა სულთნის უმაღლეს მოხელეებთან, აგრეთვე კონსტანტინეპოლისა და იერუსალიმის პატრიარქებთან ერეკლე II-ის პოლიტიკურ გეგმებს ემსახურებოდა. 1759 წელს მიტროპოლიტი ტიმოთე ქართლში დაბრუნდა. ამ დროისათვის მისი თანამოაზრე და მეგობარი ანტონ
19-1 საპატრიარქოს უწყებანი N19 16-22მაისი 2013წ გვ.19
მიტროპოლიტი ტიმოთე (გაბაშვილი) (გაგრძელება)
რუსეთში იყო გადახვეწილი. ანტონის საწინააღმდეგოდ განწყობილმა ჯგუფმა მეუფე ტიმოთეს ეპარქია აღარ დაუბრუნა, რის გამოც იგი იძულებული გახდა თავი დავით გარეჯის უდაბნოსათვის შეეფარებინა. 1761 წლის დამლევს მან საქართველო დატოვა და რუსეთში გაემგზავრა. 1762 წლის დამლევს მივიდა ყიზლარში. მეორე დღესვე ციხის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ სტუპიცოვს წერილი მისწერა, სადაც დაწვრილებით აღუწერა თავისი მგზავრობის ამბავი: „1737 წელს ვიმყოფებოდი რუსეთში, იმერეთის მეფის ალექსანდრე გიორგის ძის ბრძანებით. სამი წელი დავყავი აქ. 1740 წელს დავბრუნდი სამშობლოში ჩემს მეფესთან ამბის მისატანად. მოვედი ყიზლარში. მითხრეს, რომ საქართველოში გადასვლა აქედან ძრიელ ძნელიაო, რადგან ურჯულო მტერს უჭირავთ მთელი არე-მარეო. მთელი ჩემი ხაბაკი, ეტლები და ავეჯეულობა დავტოვე და მე ოთხის კაცით გავუდექი გზას, რათა შემესრულებინა ხელმწიფე იმპერატორის ბრძანება და წერილი მისი მიმერთმია იმერეთის მეფის ალექსანდრესათვის. მაგრამ გზაში დამიჭირეს ლეკებმა და ექვსი თვე მეცა და ჩემი მხლებლებიც დაჭერილნი ვიყავით. ორი მხლებელი გამიყიდეს და ორი სადღაც გამიქრეს, ვერა გავიგერა. თვითონ ღამე გამოვიპარე და სამი დღე სულ მარტო, ქვეით ვიარე. ბოლოს სოფელ ხრეითამდე მოვედი, აქედან გადასვლა აღარ შემეძლო. საიმედო კაცის ხელით გავუგზავნე მეფეს რუსეთის ხელმწიფის მონაწერი წერილი და მე კი ისევ რუსეთისაკენ გამოვბრუნდი. აქედან იერუსალიმს წავედი, იერუსალიმიდგან კონსტანტინეპოლში, სადაც რუსეთის ელჩი დოლგორუკოვი ვნახე და შევევედრე: გავეგზავნე რუსეთში, ყიზლარს, ჩემი დატოვებული ეტლი და ნივთები ჩამებარებინა და კიევის წმინდანების თავყვანისცემის ღონის ძიებაც მოეცა ჩემთვის. ელჩი დიდის სიამოვნებით დამთანხმდა, მაგრამ ამ დროს გავხდი ავად და კონსტანტინეპოლშივე დავრჩი. ახლა მივდივარ რუსეთში და გთხოვთ მიშუამდგომლოთ რუსეთის მთავრობის წინაშე, რათა გამიშვან პეტერბურგს და, თუ ეს შეუძლებელი იქნება, მაშინ მომცენ ყიზლარში ცხოვრების ნება და დამინიშნით მეცა და ჩემს კრებულსაც შესაფერი ჯამაგირი“. ეს წერილი ყიზლარის ციხის უფროსმა უწმინდეს სინოდში გაგზავნა, მაგრამ სინოდმა უყურადღებოდ დასტოვა მისი თხოვნა, რადგან 1762 წლის 21 მარტის იმპერატორ პეტრე III-ის ბრძანების ძალით ნათქვამი იყო, რომ „არც ერთი საზღვარგარეთიდან შემოსული ბერი, მათ რიცხვში საქართველოდან გადმოსული ბერებიც არ მიეღოთ და არც რაიმე ადგილი მისცეთ მონასტერშიო“. ამის გამო მიტროპოლიტის უყურადღებოდ დასტოვეს, მაგრამ მეუფე ამით მაინც არ დაკმაყოფილდა და კიდევ გაუმეორა სინოდს თხოვნა, რომელიც ბოლოს და ბოლოს დააკმაყოფილეს, დაუნიშნეს იმასაც და მის კრებულსაც ჯამაგირები და 1764 წლის 5 ივლისს გამოუგზავნა ბრძანება, რომლითაც ნება ეძლეოდა გადმოსახლებულიყო რუსეთში და ეცხოვრა პეტერბურგს, მაგრამ განგებამ მაინც თავისი გაიტანა. 28 ივლისს ღამით, ფერისცვალების მონასტერში დამბლა დაეცა და გარდაიცვალა. სიკვდილის შემდეგ არაფერი არ დარჩენია, არც ფული და არც რაიმე ქონება. მეორე დღეს მეუფე ტიმოთეს ასტრახანის ეპისკოპოსმა ილარიონმა წესი აუგო და დაასაფლავა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში. სამწუხაროდ, მისი საფლავი დაკარგულია. მეუფე ტიმოთე იყო თავისი დროის ეპოქისათვის შესანიშნავი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, დიპლომატი, კარტოგრაფი და მხატვარი. მის თხზულებათაგან ჩანს, რომ ის განათლებული კაცი ყოფილა. საფუძვლიანად სცოდნია ღვთისმეტყველება და ფილოსოფია, განსაკუთრებით პროკლე დიადოხოსის კავშირნი, საეკლესიო ისტორია და ოსმალურთურქული ენა, საკმაოდ სცოდნია ბერძნული ენა და რამდენადმე რუსულიც. იოანე ბატონიშვილი თავის წიგნში მას ასე მოიხსენიებს: „ტიმოთე ეპისკოპოსი ერისთავთ გვარისა (აქ იოანე შეცდომით ასახელებს მის გვარს, ამგვარი შეცდომები მას სხვაგანაც აქვს გაპარული -- ავტორი), თავადი, კაცი მეცნიერი, წარვიდა ტფილისიდამ და მივიდა სტანბოლს. სულთანმან კარგად მიიღო და უბოძა თხოვისაებრ მისისა ფირმანი მოსალოცველად წმიდათა ადგილთა. და ესე წარვიდა მუნით და მოილოცა იერუსალიმი და გარემოს მისა წმინდანი ადგილნი და მივიდა ათონისა მთასა შინა და მუნცა მოილოცნა წმინდანი მონასტერნი. და სადაცა რა იხილა, ყოველივე აღწერა კეთილად და მშვენიერად, რომელსა უწოდა წიგნსა მას „ტიმოთიანი“ და სხვანიცა სწავლანი შესძინა მას შინა. და კვალად მოვიდა ქართლსა შინა და კეთილისა ცხოვრებითა განვლო წელნი თვისნი“. ეს მოგზაურობა მეუფე ტიმოთემ აღწერა სამოგზაურო-მემუარული ჟანრის თხზულებაში „მიმოსვლა“ (სათაურით - „მოხილვა წმიდათა და სხუათა აღმოსავლეთისა ადგილთა“, გამოსცა ისტორიკოსმა პლატონ იოსელიანმა 1852 წელს). პოლიტიკურის გარდა მის მოგზაურობას შემეცნებითი მიზანიც
19-2 საპატრიარქოს უწყებანი N19 16-22მაისი 2013წ გვ.20
მიტროპოლიტი ტიმოთე (გაბაშვილი) (დასასრული)
ჰქონდა. გაბაშვილმა გადაცურა შავი, მარმარილოს, ეგეოსის ზღვები, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილი, მოინახულა მცირე აზია, ბალკანეთი, პალესტინა და მრავალი ქალაქი. მის „მიმოსვლას“ გარკვეული მნიშვნელობა აქვს ქართული გეოგრაფიული აზროვნების ისტორიაში. ათონსა და იერუსალიმში გაბაშვილმა ნახა და აღწერა ქართული კულტურის ძველი კერები, რითაც საფუძველი ჩაუყარა საზღვარგარეთის ქართული კულტურის კერების შესწავლას. „მიმოსვლა“ ამ საკითხისადმი მიძღვნილი პირველი ნაშრომია, რომელშიც მოცემულია ათონის ივერთა მონასტრის გეგმა, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ფრესკების პირები და სხვა ჩანახატები. იერუსალიმში გაბაშვილს უნახავს 18 მონასტერი და ტაძარი, სადაც ქართველებს უმოღვაწიათ. შეუსწავლია ყოველი მათგანის აშენების ისტორია და „მიმოსვლაში“ შეუტანია. განსაკუთრებით მდიდარი ცნობები აქვს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აშენებისა და მოხატვის შესახებ. ამ ცნობებს დღესაც არ დაუკარგავს სანდო პირველწყაროს მნიშვნელობა. „მიმოსვლის“ გარდა მეუფე ტიმოთეს დაუწერია ისტორიულ-პოლემიკური თხზულება „მარწუხი“. მარწუხი ნიშნავს მაშას, რომლითაც ნაკვერცხალს აიღებენ ხოლმე. თხზულებაში ლაპარაკია შვიდ მსოფლიო კრებათა შესახებ, რომელთა დადგენილებანი და კანონნი გასწმენდნენ ქვეყანას უკეთურებისაგან, როგორც ისაია განწმიდა ნაკვერცხალმა, და ასწავლიან მას ჭეშმარიტების სიტყვას. თხზულება დაწერილია (1753 წლის მახლობლად) პირველწყაროების დახმარებით, ავტორს ხელთ ჰქონია კრებათა აქტები, არ ვიცით მხოლოდ რა ენაზე, წმინდა მამათა თხზულებანი და შესაფერი საისტორიო ნაწარმოებნი. მიტროპოლიც ტიმოთეს დაუწერია კიდევ ერთი კაპიტალური შრომა „გარდამოცემული ერთობისათვის და სიყვარულისა წმიდათა ეკლესიათასა სარწმუნოებასა შინა ქრისტიანეთასა, აღმომდინარისა მის ტკბილნაკადულისა წყაროისა, განმწმედელისა გულისხმის ყოფათასა წმიდათა წერილთაგან“. ეს საკმაოდ მოზრდილი დოგმატიკურპოლემიკური თხზულება წარმოადგენს კრებულს, რომელიც 15 თავისაგან შედგება. მის კალამს ეკუთვნის კიდევ ერთი თხზულება „დღესასწაულისათვის ღმრთისმშობლისა მარიამისა“. სამივე თხზულება გამსჭვალულია ანტიმაჰმადიანური სულისკვეთებით. მეუფე ტიმოთე ჩამოთვლის არანორმალურ, მორალური თვალსაზრისით, მოვლენებს XVIII საუკუნის ქართველთა ცხოვრებაში, რომელთათვის ღმერთმა მოუვლინა მათ ის უბედურებანი, რაც მათ თავს დაატყდათ ამ დროს. თავისი შრომები გაბაშვილმა გააერთიანა კრებულში, რომელსაც შემდეგი დროის მოღვაწენი „ტიმოთიანს“ უწოდებენ. გაბაშვილის მიერ 1737 წელს შედგენილი დასავლეთ საქართველოს (ლიხთ-იმერეთის) რუკა კარტოგრაფიული ტექნიკით ჩამოუვარდება ვახუშტი ბაგრატიონის რუკებს, მაგრამ თავისი დროისათვის მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. რუკაზე დეტალურად აისახა რელიეფი, ტყეები, მდინარეები, სანაოსნო გზები, სასარგებლო წიაღისეულის საბადოები და ისტორიული ძეგლები. ამ რუკას გარკვეული მნიშვნელობა აქვს ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიის თვალსაზრისითაც.
19 საპატრიარქოს უწყებანი N19 16-22მაისი 2013წ გვ.20
მღვდელი ერმალოზ კალანდარიშვილი 1857-1926 (დასასრული)
დასაწყისი იხ: საპატრიარქოს უწყებანი N20 23-29მაისი 2013წ გვ.17
შესრულდა წირვა და პანაშვიდი მისი სულის მოსახსენებლად. მამა ერმალოზი დაკრძალულია მაკვანეთის ძველი ეკლესიის შესასვლელში, კარიბჭის მახლობლად. ამჟამად მათი და ოჯახის სხვა წევრთა საფლავების კვალიც კი წაშლილია. მამა ერმალოზის გარდაცვალების შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახალი ძალებით შეუტია ეკლესიას. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ამ სოფლის მკვიდრნი, მამა-შვილი არტემ და ნესტორ „ცელაძეები, რომელთა ქმედებაც სამარცხვინო ლაქად დააჩნდება მთელ მათ საგვარეულოს. კერძოდ, 1926 წლის ზამთარში, გვიან ღამით, მათ მალულად მოტეხეს ჯვრები ტაძრის შენობის გუმბათიდან და ეკლესიის სამრეკლოდან. ამ ფაქტიდან ძალიან მალე სოფლის ხელისუფლებამ ეკლესიას გამოუტანა მორიგი განაჩენი, რომელიც „ყოჩაღმა“ კომკავშირლებმა „ფრიადზე“ განახორციელეს, კერძოდ, ეკლესიის მთავარი შესასვლელი კარიბჭე ფიცრებით აჭედეს, რომ მღვდელმსახურება აღარ ჩატარებულიყო. გუმბათის ჯვრის გარეშე დარჩენილი ეკლესიის შენობა წლების განმავლობაში სრულიად დაუცველი აღმოჩნდა ატმოსფერული ნალექების მიმართ. გუმბათიდან და შეუკეთებელი სახურავიდან ჩაჟონილმა წყალმა და მუდმივმა სინესტემ საგრძნობლად დააზიანა და დაბზარა ეკლესიის ძირითადი ნაგებობის კედლები. ასევე დაზიანდა სამრეკლოს კედლებიც. თითქმის ნახევარსაუკუნოვანი უქმად დგომის შემდეგ, მთლიანად ხავსმოკიდებული და ეკალ-ბარდებში გახვეული ეკლესიის შენობა, რომელიც თავის დროზე თლილი ქვებისაგან იყო აგებული, გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში მთლიანად ჩამოინგრა და ჩამოიშალა. ამის შემდეგ, ათეისტურად აღზრდილმა სოფლის მოსახლეობამ ძირს დაყრილი ეკლესიის ქვების ნელ–ნელა საკუთარ სახლებში წაღებასაც მიჰყო ხელი, რადგანაც მათი განმკითხავი აღარავინ იყო. მაკვანეთის ეკლესიის ირგვლივ გარშემორტყმულ ძველ სასაფლაოზე გასული საუკუნის 60-იან წლებამდე, ინერციით ჯერ კიდევ ხდებოდა სოფელ მაკვანეთის მკვიდრთა დასაფლავება. ეს პროცესი თავისთავად შეწყდა მას შემდეგ, რაც სოფლის ახალი სასაფლაო გაიჭრა ერთ დაუსახლებელ და უკაცრიელ გორაკზე. თითქოს სიმბოლურია, როდესაც მამა ერმალოზის უმცროსი ქალიშვილი ევდოკია, რომელიც 1984 წელს გარდაიცვალა ძველი ეკლესიის ნანგრევებთან ახლოს დაიკრძალა, ამ დროიდან მოყოლებეული კვლავ განახლდა და დღემდე გრძელდება დაკრ- ძალვები სოფლის უძველეს სასაფლაოზე. ამჟამად ძველი ეკლესიის გვერდით, ძალიან ახლოს, ადგილობრივ შეძლებულ ქტიტორთა თაოსნობითა და შეწევნით აშენდა სოფელ მაკვანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარი. განახლდა საეკლესიო ცხოვრება, გაჩნდა მრევლი და გაჩნდა იმის იმედიც, რომ აღარასოდეს განმეორდება ის კოშმარული პერიოდი, რომელიც თავს გადახდა გასაბჭოების პერიოდში სოფელ მაკვანეთის ეკლესიის უკანასკნელ მოძღვარს, მამა ერმალოზ კალანდარიშვილს. ინფორმაციის მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით მამა ერმალოზის შთამომავალს, ბატონ ჯიმშერ ქერქაძეს.
20 საპატრიარქოს უწყებანი N20 23-29მაისი 2013წ გვ.17
მღვდელი ერმალოზ კალანდარიშვილი 1857-1926
მღვდელი ერმალოზ სვიმონის ძე კალანდარიშვილი გურიაში, ოზურგეთის მაზრის სოფელ მაკვანეთში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. ეს გვარი სოფელ მაკვანეთში სასულიერო პირთათვის მემკვიდრეობითად მიიჩნეოდა. თუმცა XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის ნახევარში მამა ერმალოზის წინაპრები ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგოითის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურნი იყვნენ. საეკლესიო საბუთებიდან ვგებულობთ, რომ ერმალოზის ბაბუა, მღვდელი თეოდორე 1707 წელს გურიის სამთავროში, საბატონო აზნაურის ოჯახში დაბადებულა. ეკუთვნოდა სასულიერო წოდებას. საეკლესიო განათლება ნიგოითის ეკლესიის წინამძღვართან, მღვდელ მახარებელთან მიიღო. 1785 წელს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (თაყაიშვილი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო 1790 წელს მღვდლად დაასხა ხელი და ნიგოითის ეკლესიის მღვდელმსახურად დაადგინა. 1839 წელს უკვე დაქვრივებული იყო. ჰყავდა სამი ვაჟი: ადამი (დაბ. 1791 წელს), მლვდელი სიმონი (დაბ. 1806 წელს) და ენუქი (დაბ. 1809 წელს). ამ სამი ვაჟიდან სასულიერო გზა გააგრძელა სვიმონმა, რომელმაც სასულიერო განათლება თავის მამასთან მიილო. 1824 წლის აპრილში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (შარვაშიძე) დიაკვნად აკურთხა და ნიგოითის ეკლესიაში დაადგინა. XIX საუკუნის 40-იან წლებში მღვდლად ეკურთხა. თავის მხრივ, მოძღვრის ტკბილი უღელი მისმა შვილებმა -– ექვთიმემ და ერმალოზმა გააგრძელეს. მამა სვიმონის უფროსი ვაჟი - მღვდელი ექვთიმე 1831 წელს დაიბადა. გაიარა გურიის სამწლიანი სასულიერო სასწავლებლის ორი კლასი, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი კი თავის მამასთან ისწავლა. 1857 წლის 30 მარტს გურიის ეპისკოპოსმა იოანემ (იოსელიანი) დიაკვნად აკურთხა და ნიგოითის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში განამწესა. 1858 წლის 13 სექტემბერს ეპისკოპოსმა იოანემ მღვდლად დაასხა ხელი და ნიგოითის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა. 1861 წლის 13 ნოემბერს გურიის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ტუსკია) ქვიანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანა. 1871 წლის 5 სექტემბერს მამა ექვთიმე ნიგოითის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1875 წლის 19 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1878 წლის 22 ოქტომბერს ლანჩხუთის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1879 წლის 7 ნოემბერს ხელახლა აირჩიეს მთავარხუცესად. 1881 წლის 12 აპრილს სკუფია უბოძეს. 1888 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1892 წლის 3 თებერვალს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1894 წლის მაისში მამა ექვთიმე აკეთის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1899 წლის 15 მაისს სამკერდე ოქრის ჯვარი მიიღო. 1904 წლის აღდგომას წმინდა სინოდმა მადლობის ფურცელი უბოძა. 1905 წლის 4 იანვარს მოხუცებულობის გამო გადადგა შტატიდან და გავიდა პენსიაზე. მამა ექვთიმეს ჰყავდა მეუღლე -–- პელაგია ზურაბის ასული (დაბ. 1838წ.) და შვილები: მატრონა, დიმიტრი, თეონა, ნინო, ნადეჟდა და სვიმონი. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მოხუცმა მოძღვარმა თბილისში, თავის შვილებთან გაატარა. ცხოვრობდა გუნიბის ქუჩაზე, 61-ე სახლში. გარდაიცვალა 1915 წლის 8 ივნისს. იგი 12 ივნისს ვერის წმინდა
20-1 საპატრიარქოს უწყებანი N20 23-29მაისი 2013წ გვ.18
მღვდელი ერმალოზ კალანდარიშვილი 1857-1926 (გაგრძელება)
ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში მიასვენეს, სადაც შესრულდა წირვა და წესი ანდერძისა. წირვის შემდეგ მისი ცხედარი კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე დაკრძალეს. 1915 წელს გაზეთ „თანამედროვე აზრის“ ივნისის ერთ-ერთ ნომერში ვინმე აპოლონ წულაძე მამა ექვთიმეს გარდაცვალებას პატარა წერილით გამოეხმაურა: „ბუნებრივია მოხუცის გარდაცვალება, მაგრამ როცა არა ბუნებრივი, იშვიათი და კეთილშობილი მოხუცი მეგობრებს გამოეთიშება, არ შეიძლება იშვიათი მწუხარება არ განიცადო. მამა ექვთიმე იშვიათი პიროვნება იყო, ძველი ტიპის მღვდელი მოძღვარი ტრადიციული რწმენის, სრულებით არ გავდა ახლანდელ „სასყიდლით დადგინებულ“ მოხელე მღვდლებს. მისი სათნოიანი გული ჩაგრულთა სიყვარულით ძგერდა. ის არ იყო რეაქციონერი და ფანატიკოსი, მოხუცი ახალგაზრდული გატაცებით შეხაროდა ყოველივე ახალს და ბეჩავი ხალხის სასარგებლოდ მოქმედებდა. ხალხში სამოქმედოთ გაფანტულ მოციქულებს, იმ მოციქულებს, რომელთა მოღვაწეობა მღვდლებისა და მათი დამქაშების წინააღმდეგ იყო მიმართული, მამა ექვთიმე გატაცებით ეხმარებოდა. და რაც იშვიათია, ეხმარებოდა უსარჩულოდ, ის არ კითხულობდა მათ ვინაობას, ის არ უფრთხოდა ამქვეყნიერ სასჯელს. ბევრჯელ საფრთხეში აგდებდა თავის წოდებას და პირად ბედნიერებას, მაგრამ ამაზე არ წუხდა. ის არ იყო ენით ოქროპირი, მაგრამ ის საქმით ოქრო იყო. მისი მარჯვენა ფიზიკური შრომით იყო დაკორძებული და მე, როგორც ერთი მისი ღრმად პატივისმცემელი, მუხლს ვიდრეკ და უკანასკნელად ვეამბორები ამ შეუბღალავ მარჯვენას“. მამა სვიმონის უმცროსი ვაჟი მღვდელი ერმალოზი 1857 წელს დაიბადა. ისწავლა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში ორი წელი. 1889 წლის 5 მაისს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) იგი ჭაბუკთ-ჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესა. 1892 წლის 28 თებერვალს ეპისკოპოსმა გრიგოლმა დიაკვნად აკურთხა და მონასტრის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში დაადგინა. 1894 წლის 16 ოქტომბერს მეუფე გრიგოლმა მღვდლად დაასხა ხელი და მაკვანეთის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1897 წლის 15 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა, 1898-1907 წლებში მამა ერმალოზი იყო იმ კომისიის თავჯდომარე, რომელმაც ააშენა მაკვანეთის ახალი ქვის ეკლესია. ამ ეკლესიის აშენებაზე მამა ერმალოზმა ათასი მანეთი შეაგროვა. 1902 წლის 11 ივნისს სკუფია უბოძეს. 1908 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1911 წლის 3 თებერვალს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1915 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. მამა ერმალოზს ცოლად ჰყავდა სოფელ ბახვში მცხოვრები მღვდლის ნიკოლოზ ჩხაიძის ქალიშვილი ოლინკა (ოლღა, დაბ. 1877წ.), რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა: ვაჟიშვილები კაკი, ზაქარია და ქალიშვილები -- ელენე, ტატიანა და ევდოკია. 1917 წელს ქუთაისში მოულოდნელად გარდაიცვალა ერმალოზის უმცროსი ძმა დიომიდე, რომლის ორი მცირეწლოვანი შვილი 7 წლის ერმალოზი და 3 წლის ბაბუცა გასაზრდელად თავისთან წამოიყვანა სოფელ მაკვანეთში; ბავშვების დედა მალევე გათხოვდა და ობლების გაზრდა მამინაცვალმა არ მოისურვა. გარდაცვალებამდე დიომიდე 1904-1917 წლებში ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო დეპუტატთა საკრებულოს მდივნის თანაშემწედ მუშაობდა. მამა ერმალოზს სურდა თავისი უფროსი ვაჟი აკაკი სასულიერო პირი გამხდარიყო და ვინაიდან სოფელ მაკვანეთში იმხანად მხოლოდ დაწყებითი განათლების მიღება იყო შესაძლებელი, ის ოზურგეთის ოთხწლიან სასულიერო სასწავლებელში მიაბარა სასწავლებლად. იმ პერიოდში ამავე სასწავლებელში მოღვაწეობდა გამოჩენილი ლოტბარი და საზოგადო მოღვაწე წმინდა ფილიმონ ქორიძე. აკაკიმ, მამის სურვილის საპირისმა პიროდ, სასულიერო სკოლის დამთავრების შემდეგ რუსეთში წავიდა და ერთ-ერთი კადეტთა სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა. მამა ერმალოზის მეორე ვაჟი ზაქარია სოფელ მაკვანეთის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში სწავლობდა მომავალში გამოჩენილ მეცნიერთან და ისტორიკოსთან, აკადემიკოს სიმონ ჯანაშიასთან ერთად. სკოლის კედლებში დაწყებული მათი მეგობრობა შემდგომშიც გაგრძელდა. შემდგომში ზა-
20-2 საპატრიარქოს უწყებანი N20 23-29მაისი 2013წ გვ.19
მღვდელი ერმალოზ კალანდარიშვილი 1857-1926 (გაგრძელება)
ქარიამ დაამთავრა ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტი და 30-იან წლებში მუშაობდა სააფთიაქო სამმართველოს თბილისის ერთ-ერთი აფთიაქისა და ოზურგეთის სანჰიგიენურ მაღაზიათა გამგედ. მანვე დაარსა პირველი აფთიაქი სოფელ მაკვანეთში. იგი გარდაიცვალა 1946 წელს, თბილისში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად და დაიკრძალა მაკვანეთის ეკლესიის შენობის შესასვლელ კიბეებთან. ამჟამად მისი საფლავი დაკარგულია. მამა ერმალოზის ქალიშვილებიდან ორნი ელენე და ტატიანა იყვნენ გათხოვილნი. ელენემ დაამთავრა ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა ეპარქიალური სასწავლებელი და პენსიაში გასვლამდე რუსული ენის მასწავლებლად მუშაობდა თბილისის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში. მისი მეუღლე იყო სვიმონ ცხომელიძე. ტატიანამ დაამთავრა ფოთის ქალთა სასწავლებელი. მამის გარდაცვალების შემდეგ გათხოვდა ბახველ შალვა ესეს ძე ანდღულაძეზე. მუშაობდა ფარმაცევტად თბილისის ერთ-ერთ აფთიაქში. ტატიანა ახალგაზრდულ ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა სოფელ ბახვში, სავარაუდოდ, მორი– ელის ნაკბენის შედეგად. მამა ერმალოზის უმცროსმა ქალიშვილმა ევდოკიამ სოფელ მაკვანეთის სამრევლო–-საეკლესიო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ბათუმის ქალთა სასწავლებელში, ხოლო შემდეგ დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტი. იგი, როგორც ბიოლოგი, მუშაობდა თბილისის მარცვლეულის დამამზადებელი კომბინატის ლაბორატორიაში; დაქორწინებული არ იყო და პენსიაში გასვლამდე ზრდიდა თავისი ძმის ზაქარიას ადრედაობლებულ ერთადერთ ქალიშვილს. ევდოკია პენსიაში გასვლის შემდეგ დაბრუნდა მაკვანეთში, რათა ყველასგან მიტოვებული მამაპაპისეული კერა არ გაეცივებინა და გარდაცვალებამდე უერთგულა კიდეც მას. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ახალი ხელისუფლების განწყობა რადიკალურად შეიცვალა ეკლესიისა და მის მსახურთა მიმართ. მათი აგრესია გამოიხატებოდა ღვთისმსახურათა და მრევლის წევრთა დევნაში, შანტაჟსა და დასმენებში, ხოლო შედგომში იერიში მიიტანეს საკუთრივ ეკლესიაზე. შევიწროებულმა მამა ერმალოზმა, რომელიც სოფლის მოსახლეობაში დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა განცვიფრებული იყო სოფლის ახალგაზრდა მკვიდრთა საქციელით. კომუნისტური იდეოლოგიით მოწამლულნი არ ერიდებოდნენ ეკლესიისა და ღმერთის შეურაცხყოფას. შეშინებულმა მოძღვარმა, რათა მოძალადეებს არ გაენადგურებინათ საეკლესიო სიწმინდეები მოახერხა და ეკლესიის მახლობლად მდებარე საკუთარ სახლში საგულდაგულოდ გადაემალა ყველაფერი, მათ შორის დიდი ვერცხლის ჯვარი და 1911 წლით დათარიღებული წმინდა ანას III ხარისხის ორდენი, რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ის მიერ ხელმოწერილი სიგელითურთ. მამა ერმალოზი უშიშრად აღასრულებდა ღვთისმსახურებას ეკლესიასა და მრევლში, რადგან მაკვანეთის ეკლესია თავდაპირველად გადაურჩა დაკეტვას. ასრულებდა საეკლესიო წესებს, ქადაგებდა და შემცირებულ მრევლს სიმტკიცისა და ღვთის სიყვარულისკენ მოუწოდებდა. ამ საქმეში მას გვერდში ედგა ბიძაშვილი, მონაზონი თეკლე (კალანდარიშვილი). 1926 წლის 5 იანვარს მღვდელი ერმალოზი უეცრად გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი იყო კბილის ამოღება, რამაც გამოიწვია სისხლდენა და, სამწუხაროდ, სოფლის პირობებში ვეღარ მოხერხდა მოძღვრის სათანადო მკურნალობა. 13 თებერვალს, გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს, მაკვანეთის ეკლესიაში
21 საპატრიარქოს უწყებანი N21 30მაისი-5ივნისი 2013წ გვ.18
მღვდელი ისააკ კეკელიძე 1863-1947
მღვდელი ისააკ ანტონის ძე კეკელიძე 1863 წლის 9 იანვარს (ძვ. სტილით), გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ იანეულში, მღვდლის -– ანტონ კეკელიძისა და ელისაბედ იობის ასულ ჩიგოგიძის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. იანეულში მცხოვრებ კეკელიძეთა ეს შტო სასულიერო წოდებას განეკუთვნებოდა. საარქივო მასალებით ირკვევა, რომ მამა ისააკის ბაბუა მღვდელი იოანე იესეს ძე კეკა „ი ლიძე იყო პირველი მოძღვარი ამ 8 შტოში. იგი დაიბადა 1795 წელს გურიის სამთავროში საბატონოს ყმის ოჯახში. ჰყავდა მეულლე და ოთხი ვაჟი: ნიკოლოზი (დაბ. 1831წ.), მაქსიმე (დაბ. 1832წ.), ანტონი (დაბ. 1837წ.) და იესე (დაბ. 1838წ.). წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი ყმაწვილმა იოანემ იმერეთში, გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერში ისწავლა, რის შემდეგაც მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდა და 1820 წელს ჯუმ ათე ელმა მიტროპოლიტმა ნიკოლო ზმა. (შარვაშიძე) ჯერ დიაკვნად აკურთხა, მალევე კი მღვდლად დაასხა ხელი და იანეულის წმინდა გითავის ორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. თითქმის ორმოცი წელი იმსახურა მამა იოანემ იანეულის ეკლესიაში ერთგულებითა და პატიოსნებით, რითაც მრევლის დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. 1839 წელს მამა იოანეს თაოსნობით აშენდა იანეულის ახალი ხის ეკლესია, რომელიც ამავე წელს იკურთხა წმინდა გიორგის სახელზე. მამა იოანეს შემდეგ ტაძრის წინამძღვრის ადგილი მისმა მესამე ვაჟმა, მლვდელმა ანტონმა დაიკავა. სასულიერო განათლების მიღების შემდეგ იგი თავდაპირველად ტაძარში მედავითნის მოვალეობას ასრულებდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, დაახლოებით 1858 წელს, გურიის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ტუსკია) მას მლვდლად დაასხა ხელი და იანეულის ეკლესიის წინამძლვრად დაადგინა. მამა ანტონი სამი ათეული წელი ემსახურა უფალს და 1893 წლის 16 მაისს, თავისი თხოვნის საფუძველზე, პენსიაზე გავიდა. ბაბუისა და მამის გზის ღირსეული გამგრძელებელი იყო მღვდელი ისააკ კეკელიძე, რომელიც ამ შტოში უკანასკნელი მოძღვარი გახლდათ. ისააკმა 1882 წელს წარჩინებით დაამთავრა ოზურგეთის ოთხწლიანი სასულიერო სასწავლებელი და ამავე წლის 1 სექტემბერს სოფელ ციხიის სამრევლო-საეკლესიო სკოლის
მასწავლებლად დაინიშნა. 1890 წლის 15 ოქტომბერს იგი ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის უშტატო მედავითნედ დაინიშნა. ამ პერიოდშივე ისააკმა ჯვარი დაიწერა ანა ბართლომეს ასულ მილორავაზე, რომელთანაც 10 შვილი შეეძინა: ანტონი, ტარასი, გრიგოლი (გრიშა), ნინო, ალექსანდრა, თომა (კოტე), ოლღა, ანდრია, მიხეილი და კორნელი. 1892 წლის 27 მაისს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) ისააკი დიაკვნად აკურთხა და ფოთის საკათედრო ტაძარში დაადგინა. 1893 წლის 6 ივნისს მეუფე გრიგოლმა მღვდლად დაასხა ხელი და იანეულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1894-1899 წლებში მამა ისააკი ერკეთის ოლქის სამღვდელოების მხრიდან იყო დეპუტატის კანდიდატად ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში. 1899 წლის 10 ივნისს გურიასამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის საგვერდულით დააჯილდოვა. 1895 წლის 1 სექტემბერს მამა ისააკი იანეულის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1905 წლის 1 მარტს სკუფია უბოძეს. 1907 წლის 10 ივლისს გურია-სამეგრელოს ეპარქიის, ერკეთის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს. 1913 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1909 წლის 13 მაისს ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექციამ მამა ისააკი სოფელ სურების ორკლასიანი სახალხო-სამინისტრო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დანიშნა. 1909 წელს მამა ისააკმა თავისი პირადი ხარჯებით ააშენა იანეულის ეკლესიის ახალი სამრეკლო, რაც მას 150 მანეთი დაუჯდა. 1910 წელს, ასევე თავისი ხარჯებით, სოფელ იანეულში გახსნა ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლა, რომლის გამგე და საღვთო სჯულის მასწავლებელიც თავადვე იყო. ამ სკოლამ 1918 წლამდე იარსება. ამჟამად იქ საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. მამა ისააკს დიდი ავტორიტეტი და სახელი ჰქონდა სოფელში. იგი იყო ფრიად განსწავლული და კეთილშობილი პიროვნება. მისი წინამძლვრობის დროს სოფელში უამრავი სასიკეთო რამ გაკეთდა და თითქმის ყველაფრის სულის ჩამდგმელი და წამომწყები მამა ისააკი გახლდათ. იგი ხელს უმართავდა გაჭირვებულ ადამიანებს, სოფლის ახალგაზრდებს ღვთისა და სამ-
21-1 საპატრიარქოს უწყებანი N21 30მაისი-5ივნისი 2013წ გვ.19
მღვდელი ისააკ კეკელიძე 1863-1947 (გაგრძელება)
შობლის სიყვარულს უნერგავდა, წირვის შემდეგ ხშირად ქადაგებით მიმართავდა მრევლს და სარწმუნოების სხვადასხვა საკითხებს განუმარტავდა. 1921 წელს საქართველოს სახელმწიფოს ხელმეორე ანექსიის შემდეგ ქვეყანაში საშინელი რეპრესიები დაიწყო. უღმერთო კომუნისტური ხელისუფლება ანგრევდა ეკლესია-მონასტრებს და ხელყოფდა საეკლესიო სიწმინდეებს. 1922/23 წლებში ადგილობრივმა ხელისუფლების წაქეზებით სოფლის კომკავშირლებმა იანეულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დაანგრიეს და მამა ისააკს ღვთისმსახურება აუკრძალეს. ოჯახის წევრთა გადმოცემით, როდესაც ტაძრის სამრეკლოდან ზარს აგდებდნენ, გაავებულ კომკავშირლებს მამა ისააკი წინ გადაუდგა და შეევედრა, ნუ ჩაიდენდნენ ღვთის საწინააღმდეგო საქმეს, რადგან სასჯელი არ აცდებოდათ ამ ცოდვის გამო. ერთმა კომკავშირელმა მაინც ჩამოაგდო ზარი და შეშლილი ხმით დაუყვირა მოძღვარს: „ისაკია გლახა, ზარი რომ ჩამოვაგდე, რატომ არ დამსაჯა ღმერთმაო?“. მამა ისააკმა კი უპასუხა: „მეტი რაღა უნდა დაგსაჯოს, აზრი და გონება დაკარგული გაქვს უკვეო“. ზოგადი წარმოდგენა რომ ვიქონიოთ, თუ რა მდგომარეობა იყო მთელი გურიის მასშტაბით ანტირელიგიური კამპანიის მხრივ, საკმარისია გადავხედოთ 1924 წელს გაზეთ „კომუნისტში“ ვინმე გრ. მ-ს ინიციალებით გამოქვეყნებულ პატარა წერილს სათაურით „რელიგიის საკითხი გურიაში“: „აგრარულ მოძრაობის დაწყებასთან ერთად (1901 წელი) იწყება ბრძოლა, როგორც მემამულეების, ისე სამღვდელოების წინააღმდეგ. ეს მოძრაობა თანდათან გაძლიერდა და 1905 წელში თითქმის ლეგალური შეიქმნა. მთავრობა ფაქტიურად არსად ჩანდა. მღვდლებს, ეკლესიას და მემამულეებს გამოეცხადა ბოიკოტი. პირველი რევოლუციის დამარცხების შემდეგ გამარჯვებული რეაქცია ავალებს გლეხობას, იაროს ეკლესიაში და პატივისცემით მოეპყრან სამღვდელოებას. გლეხობაში კი ეს უფრო მეტ ზიზღსა და მძულვარებას იწვევს ეკლესიისა და სამღვდელოებისადმი. საბჭოთა მოძრაობის დაარსებისთანავე ბევრმა სოფელმა, დაუკითხავად ხელისუფლებისა, ეკლესიები გადააკეთა სახალხო სახლებად, დარწმუნებული მასში, რომ მუშურ-გლეხურ მთავრობას საწინააღმდეგო არაფერი ექნებოდა. 1922 წელში გურიის კომიტეტმა ორმოცამდე ანტირელიგიური ლექცია მოაწყო სპეციალურად. 1923 წლის მარტის თვიდან ყველა კუთხიდან მოდიოდა დადგენილებები ეკლესიების გაუქმებაზე. გურიის კომიტეტმა გაუწია ან გარიში ხალხის მოთხოვნილებას, დაგზავნა ყველგან პროპაგანდისტაგიტატორები, რომლებიც უხსნიდნენ ხალხს მღვდელ-ბერების მატყუარობას და ღმერთების არარსებობას. ხალხს გამოჰქონდათ დადგენილებები, თითქმის ერთხმად, ეკლესიების დახურვის შესახებ. თუ სადმე წინააღმდეგი იქნებოდა უმნიშვნელო უმცირესობა, იქ ეკლესია არ იკეტებოდა. გაუქმდა 130-მდე ეკლესია და გადაკეთდა სახალხო სახლებად, სკოლებად და სამკითხველოებად. ძველი ისტორიული ეკლესიები, რომელთაც ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდათ, ხელუხლებელნი დარჩნენ. მღვდლების დიდმა უმეტესობამ გაიპარსა, ბევრმა მღვდელმა აშკარად აღიარა ხალხის წინაშე თუ როგორ ატყუებდნენ ხალხს. ეკლესიების კვლავ გახსნის შესახებ იყო სამი განცხადება, რომელზედაც ხელს აწერდნენ 60-მდე მღვდელი, მედავითნე და სასულიერო წოდების პირები. არცერთი მუშა და გლეხი მათ განცხადებას ხელს არ აწერდა“. მამა ისააკი ტაძრის დახურვის შემდეგ ქობულეთის მხარეში, ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში გადაასახლეს, სადაც ტიფით დაავადდა. იგი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. რამდენიმე წლის შემდეგ მას მისცეს უფლება, დაბრუნებულიყო სოფელში, თუმცა საეკლესიო წესების შესრულება აკრძალული ჰქონდა. მამა ისააკმა სახლში მოაწყო სამლოცველო და ფარულად აღასრულებდა ქრისტიანულ წესებს. 1935 წლამდე იგი კანონგარეშედ გამოცხადდა, არ ჰქონდა არჩევნებში მონაწილეობისა და სახელმწიფო სამსახურში მუშაობის უფლება. ამ წელს კი მას თავისუფალი მოქმედების ნება დართეს. სიცოცხლის დარჩენილი წლები მამა ისააკი სამეურნეო საქმიანობით იყო დაკავებული. მუშაობდა მიწაზე და თავს ამით ირჩენდა. მოძღვარზე დაწყებული დევნა და რეპრესიები მისი ოჯახის წევრებზეც აისახა. კომუნისტურმა ხელისუფლებამ მისი სამი ვაჟი იმსხვერპლა. 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით, შორაპნის მაზრაში დახვრეტილთა შორის იყო სტუდენტი გრიგოლ კეკელიძე, რომელიც იმჟამად 24 წლისა გახლდათ და სოციალ-დემოკრატთა პარტიას ეკუთვნოდა, ხოლო 1937/38 წლის რეპრესიებს ტარასი და თომა კეკელიძეები შეეწირნენ. ხელისუფლების მიერ შევიწროებული და გატანჯული მამა ისააკი სულით არ დაცემულა. იგი ღირსეულად და ვაჟკაცურად შეხვდა ღვთისაგან მოვლენილ ყველა განსაცდელს. გულს მხოლოდ ის უკლავდა, რომ ტაძარში მსახურება აღარ შეეძლო და ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეღარ ეზიარებოდა. ღრმადმოხუცე-
21-2 საპატრიარქოს უწყებანი N21 30მაისი-5ივნისი 2013წ გვ.20
მღვდელი ისააკ კეკელიძე 1863-1947 (დასასრული)
ბული მოძღვარი 1947 წელს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა მისი ცხედარი სოფელ იანეულის საგვარეულო სასაფლაოზე, წინაპართა გვერდით მიაბარეს. ასევე სასულიერო პირი გახლდათ მამა ისააკის უფროსი ძმა მიხეილი, რომელიც 1857 წელს დაიბადა. სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, სადაც ორი კლასი დაასრულა. 1880 წლის 20 მარტს იანეულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეორე მედავითნედ დაინიშნა. 1894 წლის 6 სექტემბერს ციხიის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის შტატის მედავითნედ გადაიყვანეს. 1895 წლის 25 მარტს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა და იმავე ტაძარში დატოვა. 1900 წლის 30 აპრილს, თავისი თხოვნის საფუძველზე, დიაკონი მიხეილი იანეულის წმინდა გიორგის ეკლესიაში გადავიდა. 1900 წლის სექტემბრიდან მამა მიხეილი იანეულის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში გალობის მასწავლებლად დაინიშნა. მასვე დაევალა ობოლ ბავშვთათვის გახსნილ სამზრუნველოზე ხელმძღვანელობა. 1914 წლის 9 მარტს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკონ მიხეილს მღვდლად დაასხა ხელი და ბუკნარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დაადგინა. მოძღვარი ადრე დაქვრივდა. დარჩა ერთი ასული შუშანიკი (დაბ. 1895წ.). 1910 წელს შედგენილ ნამსახურებათა წიგნში მღვდელ ისააკ და დიაკონ მიხეილ კეკელიძეების გარდა, დასახელებულია ასევე მათი ორი უმცროსი ძმა: დიომიდე (დაბ. 1870წ.) და გიორგი (დაბ. 188ვწ.). დიომიდე ზუგდიდის მაზრაში ფერშლად მუშაობდა, ხოლო გიორგი ჩოხატაურის მაზრის საფოსტო განყოფილების თანამშრომელი იყო. ინფორმაციის მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით მამა ისააკის შვილიშვილს, ბატონ ისააკ კეკელიძეს.
22 საპატრიარქოს უწყებანი N22 6-12 ივნისი 2013წ გვ.18
დეკანოზი გიორგი ბერიძე 1845-1912
დეკანოზი გიორგი ნიკოლოზის ძე ბერიძე 1845 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. ეკუთვნოდა აზნაურთა წოდებას. 1863 წელს დაამთავრა სამეგრელოს ოთხწლიანი სასულიერო სასწავლებელი პირველი ხარისხის დიპლომით. 1863 წლის 2 ივლისს სამეგრელოს ეპარქიის კანცელარიაში მწერლად დაინიშნა. 1867 წლის 29 მაისს იმერეთის ეპარქიის კანცელარიაში გადავიდა. 1870 წელს გიორგიმ ცოლად შეირთო გურძემელი დეკანოზ გიორგი ახვლედიანის ასული ეფროსინე (დაბ. 1857წ.). მათ 12 შვილი, 9 ვაჟი და სამი ასული აღუზარდეს სამშობლოს: კალისტრატე (1871წ.) იყო სამხედრო უწყებაში, ვიქტორი (1872წ.), გორის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგი, ლევანი (1879წ.), ვარლაამი (1882წ.), მინა (1883წ.), დაამთავრა მოსკოვის კომერციული ინსტიტუტი, გრიგოლი (1885წ.), მიხეილი (1890წ.), შალვა (1891წ.), დაამთავრა თბილისის თავადაზნაურთა გიმნაზია, ნესტორი (1895წ.), ოლღა (1877წ.), გათხოვილი იყო სენაკის მაზრის ექიმ ივლიანე გაბრიელის ძე ხოფერიაზე, აგრაფინა (1880წ.). გათხოვილი შორაპნის მაზრის უფროსის თანაშემწე ტარიელ სპირიდონის ძე დვალზე და მარიამი (დაბ. 1896წ.), დაამთავრა ქუთაისის ქალთა ეპარქიული სასწავლებელი. 1870 წლის 25 ივლისს სამეგრელოს ეპისკოპოსმა ტარასიმ (ელიავა) გიორგი დიაკვნად აკურთხა და ალავერტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაადგინა. 1870 წლის 13 სექტემბერს ეპისკოპოსმა ტარასიმ მღვდლად დაასხა ხელი და ალავერტის ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. 1871 წლის 29 იანვრიდან 1880 წლამდე მამა გიორგი სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის მმართველი საბჭოს წევრია. 1871 წლის 17 ივლისს კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი კომიტეტის IV განყოფილების წევრად აირჩიეს. 1872 წლის 17 ივნისს იგი საგვერდუ- ლით დაჯილდოვდა. 1873 წელს ოლქის სამღვდელოებამ მღვდელი გიორგი სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის შემოსავალ-გასავლების შემმოწმებელი კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩია. ამავე წელს მან სასწავლებლის სასარგებლოდ 4000 მანეთი გადარიცხა, რის გამოც გორდის ოლქის მთავარხუცესობა დაევალა და მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1874 წლის 30 იანვარს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მამა გიორგი მარტვილის ოლქის მთავარხუცესის მოვალეობის შემსრულებლად დაადგინა. 1875 წლის 5 მაისს იგი დამტკიცდა ამ თანამდებობაზე. 1878 წელს სკუფია უბოძეს, ხოლო 1882 წელს კი კამილავკა ეწყალობა. მამა გიორგის სიყრმიდანვე ფიზიკურად სხვადასხვა სახის ავადმყოფობა სტანჯავდა. მიუხედავად ამისა, იგი დაუზარლად და მორჩილებით ასრულებდა თავის მოვალეობას. მისი გამოცდილება და ავტორიტეტი ყველა საქმეში იგრძნობოდა. ამის გამო იყო, რომ მას ხშირად ირჩევდნენ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. 1883 წლის 10 მარტს სენაკის ოლქის სამღვდელოებამ იგი კვლავ აირჩია სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის შემოსავალ-გასავლების კომიტეტის თავმჯდომარედ. 1884 წელს მამა გიორგის სენაკის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველობაც დააკისრეს. იგი დიდ ყურადღებას აქცევდა სამრევლო სკოლების გამრავლებას ეპარქიაში. იყო ერთგული დამცველი სამლვდელოებისა და მოწაფე ახალგაზრდობის ინტერესებისა, ამიტომ მისი დაუღალავი ენერგიის წყალობით არა ერთი და ორი სამრევლო სკოლა გაიხსნა როგორც მის სამთავარხუცესო ოლქში, ისე მთელ გურია-სამეგრელოს ეპარქიაში. გარდა ამისა, მისი მმართველობის დროს აშენდა 11 სკოლის ახალი შენობა. 1893 წლის 13 ივლისს მამა გიორგი მომავალი თაობის ღირსეულად აღზრდაში შეტანილი წვლილისათვის ქართული ბიბლიით დააჯილდოვეს. 1886 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1887 წლის 13 იანვარს მთავარხუცესის პოსტზე თორმეტწლიანი კეთილსინდისიერი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის წმინდა სინოდმა მადლობა გამოუცხადა. 1877-1878 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის დროს წითელი ჯვრით დაჯილდოვდა. მის დაუღალავ ენერგიას, თავდადებასა და პატიოსან სამსახურს დიდ აფასებდნენ გურია-სამეგრელოს ეპარქიის მღვდელმთავრები. 1887 წლის 25 ივლისს ეპისკოპოსმა გრიგოლმა ეპარქიის რევიზია დაავალა. 1889 წლის 16 მაისს ალავერტის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1891 და 1898 წლებში სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის სხდომების თავმჯდომარეა. 1900 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დაავალა ეხელმძღვანელა კომიტეტისთვის, რომელსაც კიწიაში ორკლასიანი სკოლის აშენება დაევალა. მისი მსახურების პერიოდში სენაკის მაზრაში აშენდა 34 ახალი ეკლესია. 1899 წლის 282-ში გაზეთი „ივერია“ მამა გიორგის შესახებ წერდა: „ამ სოფელში არის ერთი ეკლესია, წმინდა ნიკოლოზის სახელზე აშენებული, ზედ მიწერილი ალავერტის ეკლესიისადმი, შემავალნი ამა ეკლესიისა ყველა წოდებისა ირიცხებიან 55-მდის კომლი კაცი. ეს ეკლესია იყო ძველი, ხისა და პატარა, ამისთვის განიზრახეს აეშენებინათ ქვითკირის ეკლესია. 1897 წლის 23 ნოემბერს მთავარხუცესი, დეკანოზი გიორგი ბერიძის წინადადებით დაადგინეს, ააშენონ ნაცვლად ძველის პატარა ხის ეკლესიისა, ახალი
22-1 საპატრიარქოს უწყებანი N22 6-12 ივნისი 2013წ გვ.19
დეკანოზი გიორგი ბერიძე 1845-1912 (გაგრძელება)
ქვითკირ-აგურის ეკლესია. აირჩიეს აღმშენებელი კომიტეტები და დაავალეს დაუყოვნებლივ შეუდგ- ნენ საქმეს და თვითონაც ვალდებული გოდორი”, ყოველივე მოთხოვნილება მათი უსიტყვოდ აღასრულონ. ვისურვებთ ამ კეთილი და წმინდა საქმის თავსმდებთა გამხნევებას, ქველმოქმედთა შემწეობასა და საქმის კეთილად დაგვირგვინებას“. 1887 წლის 25 ივლისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1893 წელს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი უბოძა. 1893 წლის 4 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1894 წელს საქართველოს საეგზარქოსოში სამთავარხუცესო ოლქების ახლიდან გადანაწილების შემდეგ მამა გიორგი ხელახლა აირჩიეს სენაკის მაზრის ალავერტის ოლქის მთავარხუცესად. საზოგადო (ცხოვრებაში დეკანოზი გიორგი სამაგალითო პიროვნება გახლდათ. ის იყო პირდაპირი, უშიშარი და შეუპოვარი თვისებების მქონე, ვერ ეგუებოდა უკანონობასა და უსინდისობას, იყო ქვრივ-ობოლთა დამხმარე და შემწე. არა ერთი და ორი ადამიანი გაჭირვებული და უკუღმართი ცხოვრებისგან დაუხსნია. მთელ სამეგრელოში არ დაწყებულა არც ერთი სასარგებლო და კეთილი საქმე, რომელშიც მას მხურვალე მონაწილეობა არ მიუღია. იგი იყო კარგი მოსაუბრე და მქადაგებელი, ღვთისაგან ნაბოძები ქადაგების ნიჭით, წირვას ისე არ დაასრულებდა, შესაბამისი ქადაგებითა და დამოძლვრით არ მიემართა სამწყსოსათვის. ალავერტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ცნობილი იყო მთელ დასავლეთ საქართველოში, როგორც ერთ-ერთი წმინდა ადგილი. გიორგობის დღესთან დაკავშირებით ამ დღეს ტაძარში იკრიბება დიდძალი საზოგადოება საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. წირვა-ლოცვა სრულდება საზეიმოდ, რამდენიმე მღვდლის თანამწირველობითა და ქართული სამხმიანი გალობით. შემორჩენილია მამა გიორგის 1899 წლის 23 აპრილს (ახ. სტილით 6 მაისი) ალავერტის ტაძარში წარმოთქმული ქადაგება: „ძმანო მართლმადიდებელნო, ქრისტიანენო! დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ წმიდის მთავარმოწამის და ძლევამოსილის წმინდა გიორგის დღეობას. ჩვენ შევკრებილვართ დღეს ღვთის ტაძარში მისთვის, რათა პატივი ვცეთ ხსენებასა მისსა და აღვავლინოთ მისდამო ჩვენი მხურვალე ლოცვანი და ვედრებანი, რათა წინაშე ღვთისა მეოხ გვეყოს ჩვენ. შემდგომად წმინდა ჩვენის ლოცვისა საზოგადო დასატკბობლად ჩვენდა და პატივად წმიდის გიორგისა, მე მსურს მივაქციო თქვენი ყურადღება იმ საგანზე, თუ რა ზნეობითი და სამოძღვრო შეგონება იქნება სანარგუბლო არა თუ ამ წუთის ცხოვრები- სათვის, არამედ საუკუნო „ ცხოვრება და ცხონებისათვის. პირველი საგანი, რომელიც ღირსია ჩვენის ყურადღებისა არის ის, რომ წმიდა მოწამის გიორგის დროს მის სამშობლო ქვეყანაში მძვინვარებდა ერთი უსაშველო ვეშაპი, რომელიც ასობით და ათასობით ასალმებდა წუთისოფელს მცხოვრებლებთ. თუმცაღა, 1 600 წელმა განვლო მას აქეთ, მაგრამ ჩვენ ეხლაც არა ვართ თავისუფალი ამ საშინელი კაცობრიობის მტერისაგან, თუმცაღა, იმ გველეშაპს მოუსპო სიცოცხლე ძლევამოსილმა წმინდა “ გიორგიმ, მაგრამ იმაზე უსაშინელესი არის ჩვენში დაბუდებული ეშმაკი უხილავი, რომელიც გვისპობს ჩვენ, არამც თუ ამ წუთისოფლის სიცოცხლეს, არამედ თვით საუკუნო ცხოვრებას და ცხონებას. ის გველეშაპი, რომელზედაც წმინდა გიორგის ცხოვრების აღწერა მოგვითხრობს, მძვინვარებდა და მუსრავდა უსჯულოთ მხოლოდ რამდენიმე წელს, ეს ვეშაპი -– ეშმაკი, რომელიც ეხლაც არის ჩვენში დაბუდებული, მძვინვარებს და გვღუპავს ჩვენ აგერ 8 000 წლის განმავლობაში. სწორეთ იმ დროიდან, როცა ჩვენმა პირველმა წინაპრებმა ადამ და ევამ შესცოდეს ღმერთს. აბა, წარმოიდგინეთ, ძმანო ჩემნო, თუ რამდენი ჩვენი მოძმეთაგანი იქნება დაღუპული ამდენი ხნის განმავლობაში ამ ჩვენის მტრის ეშმაკისაგან. წარმოიდგინეთ, რამდენად საშიშარი და საშინელი უნდა იყოს ჩვენთვის იგი. აგრეთვე ეხლაც არის ტბა, რომლისაგან ამოდის გველეშაპი. რაი არს ეს ტბა? ეს არის ჩვენი ცუდი საქმეები, რომლისაგან გამოდიან ეშმაკნი და გვღუპავენ ჩვენ, რომლებიც გვიკარგავენ ჩვენ საუკუნო ცხოვრებას და სასუფეველს ღვთისას. ახლა, ძმანო ჩემნო, მივაქციოთ ყურადღება იმას, თუ რა ზომები უნდა ვიხმაროთ ამ გველ-ვეშაპ-ეშმაკის წინააღმდეგ, რომ მას არ შეეძლოს ჩვენი ასე საშინლად დამარცხება და დაღუპვა. წმინდა მოწამე გიორგის დროს ურჯულოთა მიჰმართეს რჩევისათვის კერპებს და მათში დამალულ მარჩიელებს ჩვენ კი, როგორც მართლადიდებელნი ქრისტიანენი, ნუ მოვიქცევით ასე, ნუ მივმართავთ მარჩიელ მკითხავს, როგორც ბევრნი ჩვენთაგანი შვრებიან, როცა რაიმე უბედურება შეემთხვევათ ხოლმე, არამედ მივიქცეოდეთ ლოცვითა და ვედრებითა ჩვენს და ჩვენის ეკლესიის მფარველი წმინდა გი-
22-2 საპატრიარქოს უწყებანი N22 6-12 ივნისი 2013წ გვ.20
დეკანოზი გიორგი ბერიძე 1845-1912 (დასასრული)
ორგისა, რომელიც ეხლაც არის შემწე, ჩვენი მფარველი ღვთის წინაშე, რომელიც ყოველთვის მზათ არის შეგვეწიოს და მოგვეხმაროს ისე, როგორც მოეხმარა და უბედურებისაგან დაიხსნა მან სიროფინიკიის მეფის ქალიშვილი, თუ კი ჩვენ მას ნამდვილი გულითა და იმედით ვსთხოვთ ამა თუ იმ საქმეში დახმარებას. დღეს კი ჩვენ, რომლებიც შევკრებილვართ წმიდა გიორგის სახელის სადიდებლად და პატივისსაცემელად მის- “ სა, უნდა მოვიმოქმედოთ ისეთი საქმენი, რომელნიც მას უყვარდა და ყოველთვის ასრულებდა. ესენი არიან: ლოცვა, ეკლესიის შეწირვა, გლახაკთა შეწყალება, სიმშვიდე, ურთიერთარს სიყვარული და სხვა მრავალი კეთილი საქმეები. აი, ამით ჩვენ ვასიამოვნებთ და ვადიდებთ წმინდა გიორგის ხსენებას და ჩვენც არ მოგვაკლებს ღვთის წყალობას, ამინ!“ 1894 წლის 6 მაისს მამა გიორგის დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1899 წლის 14 მაისს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით, ხოლო 1904 წლის 6 მაისს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1905 წლის 24 მაისს კვლავ გამოეცხადა მწყემსმთავრული მადლობა. 1910 წლის 6 მაისს ენქერი ეწყალობა. 1909 წლის 29 მაისს მამა გიორგი რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეIII-ის გარდაცვალების 25 წლისთავთან დაკავშირებით მოჭრილი ვერცხლის მედლით - ვლადიმერისა და ალექსანდრეს ორმაგი ლენტით დაჯილდოვდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია დეკანოზ გიორგის როლი სამეგრელოში ქართული ენის დაცვის საქმეში. XIX საუკუნის 90-იან წლების მიწურულს რუსეთის იმპერიამ დაიწყო თავისი მზაკვრული გეგმის განხორციელება სამეგრელოს მხარეში. მათი მიზანი იყო ქართული ენის ჩანაცვლება რუსული და მეგრული ენით. ტაძრებში წირვა-ლოცვა უნდა აღვლენილიყო მეგრულ ენაზე. ამ საქმეში მათ საზოგადოების წრეებში და ადგილობრივ სამღვდელოებაშიც კი იპოვეს დასაყრდენი და მომხრენი. გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი გრიგოლი (დადიანი), ეპარქიის მოწინავე ინტილიგენცია და სამღვდელოება, წინ აღუდგა ვერაგ იმპერიალისტურ ზრახვას. დეკანოზი გიორგი ერთ-ერთი ორგინაზიტარი და სულისჩამდგმელი იყო ამ მოძრაობისა. მან შეადგინა ვრცელი მოხსენება, სადაც კარგად იყო განმარტებული და აღწერილი, თუ რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა ამ ვერაგი გეგმის განხორციელებას. ამით მან მიიპყრო მთელი საქართველოს ყურადღება და მთელი საზოგადოება დიდი ინტერესითა კითხულობდა ამ წერილს. საბოლოოდ, ეს მზაკვრული ჩანაფიქრი გაცამტვერდა. დეკანოზი გიორგი 1912 წელს გარდაიცვალა. სასულიერო ჟურნალი „შინაური საქმეები“ ამასთან დაკავშირებით წერდა: „20 აგვისტოს 1912 წელსა მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ს. გურძემში ალავერტის წმიდის გიორგის ეკლესიის დიდად პატივცემული დეკანოზი გიორგი ბერიძე. განსვენებული მხოლოდ 66-ის წლის იყო, ასე რომ, მას კიდევ შეეძლო ბევრი სარგებლობა მოეტანა სამშობლოსათვის თავის ღვთისაგან კურთხეული ნიჭით და დაუღალავი მეცადინეობით, მაგრამ ამ მეცადინეობამ და მეტისმეტმა შრომამ იგი ძლიერ დაასუსტა და უდროვოდ გამოასალმა წუთისოფელს. მართალია, მოკვდა ის, მაგრამ ხსოვნა მისი, როგორც მის სამწყსოში, ისე ყველა მეგრელის გულში საუკუნოდ დარჩება”.
23 საპატრიარქოს უწყებანი N23 13-19ივნისი 2013წ გვ.18
მიტროპოლიტი ანტონი (დადიანი) არონისებრი ძველი მღვდელი 1747-1815
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ანტონი სამეგრელოს მთავარ ოტია დადიანის (1720-1758წწ.) ოჯახში დაიბადა. მომავალი წმინდანის აღზრდაზე ნაკლები ცნობებია შემორჩენილი. ცნობილი ისტორიკოსი და საეკლესიო მკვლევარი თ. ჟორდანია წერდა: „მოხუცებულ სამღვდელო პირთაგან გამიგონია, რომ მან პირველდაწყებითი სწავლა დედისგან, გულქან შოშიტა რაჭის ერისთავის ასულისგან მიიღო, რომელმაც დიდი როლი ითამაშა პატარა ანტონის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. გულქანი ეკუთვნოდა იმ გუნდს ძველ დედებისას, რომელნიც განთქმულნი იყვნენ ღვთისა და მოყვასის სიყვარულით, ოჯახის ერთგულობითა და მხნეობით, რომელნიც წირვალოცვას არ აკლდებოდნენ, ყოველდღე ორჯერ დილა-საღამოს წაიკითხავდნენ დადებულ ლოცვას, წელიწადში რამდენჯერმე ღამეს უთევდნენ და ორჯერ მაინც ეზიარებოდნენ. რადგან ანტონი თავდაპირველად საერო კაცად იზრდებოდა, მას შეასწავლეს, გარდა საღმრთო წერილისა, რომლითაც იწყებოდა მაშინ ყოველი პირველდაწყებითი სწავლა, საერო წიგნები, მელექსეთა ნაწერები და განსაკუთრებით თათრული ენა, იმ დროს მეტად საჭირო ყველა დარბაისელ გვამისათვის“., ოტია დადიანს ხუთი ვაჟი -– კაცია, ანტონი, ნიკოლოზი, გიორგი, გრიგოლი და ერთი ასული მარიამი (იმერთა მეფე სოლომონ I-ის მეუღლე + 1778წ.) ჰყავდა. გადადიანებულმა ჩიქოვანებმა ჩვეულება შემოიღეს, რომ უსათუოდ ჭყონდიდლად სვამდნენ თავის სახლიკაცებს. ამიტომ ოტიაც თავის ძეს ნიკოლოზს “ამზადებდა ჭყონდიდის კათედრაზე. როდესაც შესაბამისმა ასაკმა მოუწია, ბერად აღკვეცეს, მაგრამ ნიკოლოზი საერო ცხოვრებით იყო გატაცებული და არაფრით განსხვავდებოდა სხვა თავადებისგან, რომელნიც უზრუნველად ცხოვრობდნენ. ანტონი მტკივნეულად განიცდიდა ძმის მდგომარეობას და ერთხელ ნიკოლოზს უთხრა: „ძმაო, გეტყობა, რომ ბერობას ღირსეულად ვერ ატარებ და ცოდვაში ჩააგდებ შენს ნათესავთა. შენ საერო საქმისადმი დაგიძს გული და არ შეგიძლია ტვირთება მონაზონობის მძიმე უღლისა: „არა ძალ-გიძს მონებად ორთა უფალთა“. გევედრები, დააგდე ბერობა და შენ მაგიერ მე ვიტვირთებ ამ საქმეს“. მართლაც, თავისი მამისა და სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ანტონი ბერად აღიკვეცა. სასუ-
23-1 საპატრიარქოს უწყებანი N23 13-19ივნისი 2013წ გვ.19
მიტროპოლიტი ანტონი (დადიანი) არონისებრი ძველი მღვდელი 1747-1815 (გაგრძელება)
ლიერო მოღვაწეობის დასაწყისში მას საეკლესიო განათლებისადმი წყურვილი მეტად გაუძლიერდა. ამ სურვილის დასარწყულებლად მას მარტვილის მონასტრის ბერები მიუგზავნეს, რომელთა დახმარებით იგი წმინდა მამათა თხზულებებს სწავლობდა. განათლების შესავსებად კათოლიკე ბერებიც მიჰგვარეს, რომელთა შემწეობით ანტონს იმ დროისათვის გავრცელებული სქოლასტიკური ფილოსოფიაც უნდა შეესწავლა. მომავალ ჭყონდიდელს არც მათი ქცევა მოეწონა და არც მათი სწავლება; შეატყო, რომ კათოლიკენი მართლმადიდებლობას მწვალებლობის ღვარძლს ურევდნენ. ერთხელ, სადილობისას, მამა ანტონმა უთხრა კათოლიკე ბერს: „აბა, თუ შეგიძლია, ამ წყლიან ჭიქაში ღვინო ისე ჩაასხი, წყალი რომ არ გაერიოსო“. კათოლიკე მოძღვარმა ამის შეუძლებლობა მოახსენა. მაშინ ანტონმა განუცხადა: „როგორც ამ ერთ ჭიქაში წყალი და ღვინო არ ჩაისხმის ისე, რომ ერთმანეთს არ გაერიოს, ეგრევე, ერთი კაცის გონება ვერ დაიტევს მართლმადიდებლობასა და მწვალებლობას ისე, რომ ერთმანეთს არ გაჰრიოსო“. იმ დღიდან დაითხოვა ანტონმა კათოლიკე მოძღვარი. სურვილი სწავლისადმი არ ასვენებდა მამა ანტონს. „ურვა მაქვნდა სწავლისა და მკურნალსა ვეძიებდ“ წერდა იგი შემდგომში. 1757 წლის ახლო ხანებში საეკლესიო განათლების გასაღრმავებლად მამა ანტონი ქართლ-კახეთში, თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის კარზე ჩამოვიდა (მისი მამიდა იყო ერეკლე მეფის მეუღლე დარეჯანი). აი, რას წერდა მამა ანტონი სომხურიდან თარგმნილი „ლოღიკის“ წინასიტყვაობაში: „წარმოვედ სწავლად სამეფოსა ქალაქსა, შორსა სოფელსა თფილისსა ეგრელოით (ესე იგი სამეგრელოით), არა განბნევად სიმდიდრისა, არამედ მოსაღებად გოლისა თაფლისასა... თფილისს ვიხილენ მრავალნი წარმატებულად ხედვათა შინა ფილოსოფოსობათა, რამეთუ ბრწყინვალესა ირაკლი მეორეს, დიდსა მეფეს, აღეგო სხოლა ქალაქსა თელავს და მუნით წრთვნილ იყვნენ; და ამასვე მეფეს მოეპოვა სხოლაპეტი და მოძღვარი სიბრძნისა ჰარმანთა მღვდელი ფილიპე ესევითარისა მოძღვრებისა პატივსა და ამა მოძღვართა მიერ და ამის ერთის რჩეულ მოწაფისა ზაქარიას მიერ მიიღო უღირსებამანცა ჩემმან წვრთილებაი ხედვათა შინა ფილოსოფობათა...“ (თ. ჟორდანიას ეს ზაქარია მიაჩნია ცნობილ ხუცეს ზაქარია გაბაშვილად, თუმცა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ზაქარია შეიძლება ასევე იყოს ცნობილი მქადაგებელი და პოეტი, ნეკრესელი მიტროპოლიტი ამბროსი, რომელსაც ერისკაცობაში ზაქარია ერქვა -გ. მ.). ზუსტად რამდენ ხანს დაჰყო ახალგაზრდა ბერმა თბილისში -ცნობილი არ არის. სამეგრელოში დაბრუნებულს დაახლოებით 1760/61 წლებში ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და ცაგერის კათედრაზე დაინიშნა. მან თავიდანვე სახელი გაითქვა, როგორც ძლიერმა მჭევრმეტყველმა მქადაგებელმა ღირსეულმა მღვდელმთავარმა და ასკეტმა ბერმა. გადმოცემა მოგვითხრობს, რომ კათოლიკოსმა ანტონ I-მა (ბაგრატიონი) ისურვა ახალნაკურთხი ეპისკოპოსის ნახვა და მისი ქადაგების გაგონება. მალე მას მართლა მოუხდა თბილისში წასვლა. ეს მოხდა 1765 წელს, როდესაც ერეკლე მეფის და -- ელისაბედი მისთხოვდა კაცია დადიანს, ანტონის ძმას. წირვის დროს მეუფე ანტონს ხელში მისცეს დაუწერელი ქაღალდი. მაშინდელი ჩვეულებით ეს იმას ნიშნავდა, რომ ქადაგება უნდა ეთქვა. ის დღე ყოფილა სულიწმიდის მოფენის დღესასწაული და მან ისეთი ხელოვნებით წარმოთქვა ქადაგება, რომ აღტაცებულ ანტონ კათოლიკოსს იქვე ამბიონზე გადაუკოცნია მჭევრმეტყველი მქადაგებელი. ამის შემდეგ დიდი ურთიერთობა და სიყვარული დამყარდა მათ შორის და ხშირი მიმოწერაც ჰქონდათ ერთმანეთთან. ერთ-ერთ წერილში ანტონ კათოლიკოსი მას „არონისამებრ ძველ მღვდლად“ მოიხსენიებს და დასძენს: თუმც წლოვანებით ახალგაზრდა ხარ, მაგრამ ჭკუით ძველი, ანუ განვითარებული კაცი ხარო. 1777 წელს გარდაიცვალა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი გრიგოლ (დადიანი) და კაცია II დადიანმა, დასავლეთ საქართველოს უმაღლესი სამღვდელოების ნებართვით, ეპისკოპოსი ანტონი ჭყონდიდლის კათედრაზე დაადგინა. მეუფის ჩატარებული ყოველი წირვა ქადაგებით მთავრდებოდა და მის სიტყვას განუზომელი გავლენა ჰქონდა მსმენელზე. იგი ყოფილა სრული ტანისა და ახოვანი შეხედულების, მკაფიოდ და რიხიანად მეტყველი, პირუთვნელი და უშიშარი მამხილებელი ძლიერთა და მანუგეშებელი ჩაგრულთა. მისი ბრძანებით საჭყონდიდლო სახლში მუდამ მზადდებოდა სადილი ღარიბ-ღატაკთათვის. სამღვდელოებისგან და, განსაკუთრებით, ბერმონაზვნებისგან, ის მკაცრ სულიერ და ასკეტურ ცხოვრებას მოითხოვდა. XVII-XVIII საუკუნეებში სამეგრელოსა და თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული ტყვეთა ყიდვის უსაშინლესი წესი. მიტროპოლიტი ანტონი მტკიცედ აღუდგა წინ ამ ბოროტ ჩვეულებას. მან შეაჩვენა ტყვეების გამყიდველნი, მათ სახლში მღვდელს არ უშვებდა, ხოლო იმ თავადებს, რომლებიც შემჩნეული იყვნენ ამ საქმეში, სოფელში ეკლესიას უკეტავდა. 1792 და 1794 წლებში მისი თავმჯდომარეობით ორჯერ ჩატარდა ადგილობრივი საეკლესიო კრება, რომელმაც მკაცრი განაჩენი გამოუტანა ტყვეთა მყიდველებს. მიტროპოლიტი ანტონი აქტიურ მონაწილეობას იღებდა სამეგრელოს სამთავროს პოლიტიკურსა და კულტურულ ცხოვრებაში. იგი ცდილობდა გურულებსა და მეგრელებს შორის ერთობა ჩამოეგდო. ამ მიზნით 1783 წელს მარტვილის მონასტრის არქიმანდრიტი გერმანე (ელიავა) გააგზავნა გიორგი გურიელთან მოსალაპარაკებლად და მშვიდობის ჩამოსაგდებად. ეს მოვლენა ასახულია ერთ-ერთ სიგელში, რომელიც მარტვილის მონასტერში იყო დაცული. 1788 წელს, კაცია დადიანის გარდაცვალების შემდეგ, მეუფე ანტონი თავისი ნებით გადადგა ეპარქიი-
23-2 საპატრიარქოს უწყებანი N23 13-19ივნისი 2013წ გვ.20
მიტროპოლიტი ანტონი (დადიანი) არონისებრი ძველი მღვდელი 1747-1815 (დასასრული)
დან და მის მიერვე და არსებულ ნახარებაოს ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის ხარების სახელობის მამათა მონასტერში დამკვიდრდა, სადაც მძიმე ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა. გადადგომამდე ცოტა ხნით ადრე მან ყველა საეკლესიო მამული გაათავისუფლებინა კაცია დადიანს ყოველგვარი საერო გადასახადისგან, რაც დაკარგული მამულები იყო დაიბრუნა
და ხელახლა დაუმტკიცა ეკლესია-მონასტრებს. მიუხედავდ კათედრიდან გადადგომისა და მონასტერში განმარტოებისა, მეუფე ანტონის გარეშე დასავლეთ საქართველოში არცერთი მნიშვნელოვანი საეკლესიო თუ საერო საქმე არ წყდებოდა -–- ყველგან იგრძნობოდა მისი გავლენა და ძალა, მისი დიდი სულიერი გამოცდილება და ღვაწლი მართლმადიდებლობის განმტკიცების საქმეში. მიტროპოლიტი ანტონი გარდაიცვალა 1815 წელს, ნახარებაოს მონასტერში. იგი დაკრძალულია ამავე მონასტრის ეზოში. აღსანიშნავია, რომ მისი საფლავის გარშემო ყოველ წელს ამოდის სურნელოვანი ბალახი. 1898 წელს თ. ჟორდანიამ გამოსცა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ანტონის ქადაგებების კრებული, რომელშიც მისი ჰომილეტიკური მემკვიდრეობის მხოლოდ მცირე ნაწილია შესული (სულ 34 ქადაგება). ამათ გარდა, როგორც თ. ჟორდანია ამბობდა, კიდევ იყო მეორე კრებული დიდმარხვის დღეებში წარმოთქმული ქადაგებებისა, რომელთა დაბეჭვდა მას ვერ მოუსწრია. მეუფე ანტონის ქადაგება ყველა ზნეობრივ თემაზეა წარმოთქმული. განყენებული დოგმატური ხასიათის თემებს ის გაურბოდა. ალბათ ის თავის მოძღვრებას მსმენელთა წრეს უფარდებდა. ამით აიხსნება, რომ მისი ქადაგებანი მარტივი, გასაგები და მდაბიური ენითაა დაწერილი, თუმცა, სხვა თხზულებას, თეოლოგიურსა და ფილოსოფიურს, ის გადმოგვცემს მაღალი, სქოლასტიკური, ანტონისებური სტილით. მისი ყველა ქადაგება დგას საღმრთო წერილის ნიადაგზე, არგუმენტები მოჰყავს უმთავრესად ბიბლიიდან, მოკლე და თავისუფალი გადმოცემით. ამავე დროს, ის წმინდა მამათა თხზულებებითაც სარგებლობს. შემორჩენილია აგრეთვე მიტროპოლიტ ანტონის „ანდერძი“, რომელიც მას ნახარებაოს მონასტრისათვის მიუცია. აქ აღნიშნულია, თუ როგორ გადააკეთა მან სამრევლო ეკლესია ნახარებაოს მონასტრად და ჩამოთვლილია, რა ადგილ-მამულები, გლეხები და წიგნები დაუტოვა მან მონასტერს. ქართულმა სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიტროპოლიტი ანტონი წმიდათა დასში შერაცხა და მისი ხსენების დღედ 13 ოქტომბერი დააწესა.
24 საპატრიარქოს უწყებანი N24 20-26ივნისი 2013წ გვ.18
დეკანოზი გრიგოლ ზაბახიძე 1895-1963.
დეკანოზი გრიგოლი ერთ-ერთი იმათაგანი გახლდათ, ვინ თავის თავზე მთელი სიმძიმით იწვნია კომუნისტური ხელისუფლების წნეხი და ზეწოლა. მან ყველანაირი ტანჯვა-წამება გამოიარა, ქუჩაში სახალხოდ დამცირებიდან დაწყებული, საპატიმროთი დამთავრებული. მრავალჯერ იდგა მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე მაგრამ გული არ გაუტეხია, ბოლომდე იბრძოდა და ლოცულობდა. ამ ყველაფრის დაძლევაში მას ქრისტეს სიყვარული და წინაპართაგან მოყოლებული მადლი ეხმარებოდა. მამა გრიგოლი იყო შთამომავალი ზაბახიძეების იმ სასულიერო შტოსი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა დედაეკლესიასა და სამშობლოს. XVIII საუკუნის II ნახევარში იმერეთის სამეფოში მოღვაწე მისი დიდი წინაპარი, მღვდელი პეტრე -– თავად წერეთლების ყმა იყო და მათი კარის ეკლესიის მღვდლად მსახურობდა. მისი ვაჟი, მღვდელი ლუკა პეტრეს ძე ზაბახიძე, 1792 წელს დაიბადა. მამამ ყმაწვილი ლუკა აღსაზრდელად კვერეთის უდაბნოში მიაბარა, სადაც მან იქ მოღვაწე ბერებისგან საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. XIX საუკუნის 10-იანი წლების დასაწყისში დაოჯახდა და 1815 წელს ნიქოზელმა ეპისკოპოსმა ათანასემ (მაჭავარიანი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და სხვიტორის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მლვდელი ლუკა 1858 წლის 15 აგვისტოს (მეორე ვერსიით 1859 წლის 1 მარტს) გარდაიცვალა. მამა ლუკას ოთხი ვაჟი ჰყავდა: გიორგი (დაბ. 1819წ.), მლვდელი იაკობი (1824წ,.), მაქსიმე (1828წ.) და მლვდელი ბესარიონი (დაბ. 1831წ.). მღვდელი ბესარიონ ლუკას ძე ზაბახიძე 1831 წელს დაიბადა. მან წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და რამდენიმე წელიწადი თავის სოფელში მამას მედავითნეთ ეხმარებოდა. მამის გარდაცვალების შემდეგ მღლვისდ დაასხეს ხელი და სხვიტორის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა, სადაც 1875 წლამდე იმსახურა. მისი შემდგომი ბედი უცნობია. მღვდელი ილარიონ ბესარიონის ძე ზაბახიძე 1859 წელს დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის ოთხწლიანი სასულიერო სასწავლებლის ერთი კლასი. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში ისწავლა. 1884 წელს ქუთაისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის ღამის ყარაულად და ზედამხედველად დაინიშნა. 1885 წლის 5 ივლისს არგვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეორე მედავითნედ განამწესეს. 1886 წლის 28 სექტემბერს პირველ მედავითნედ დაადგინეს. არგვეთის ეკლესიაში მსახურებისას ილარიონმა ეკლესიასთან გახსნა სამრევლო-საეკლესიო სკოლა და პატარებს უსასყიდლოდ ასწავლიდა. 1890 წლის 27 ოქტომბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) იგი დიაკვნად აკურთხა. 1897 წლის 14 დეკემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) მღვდლად დაასხა ხელი და ქორეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1906 წლის !7 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1911 წლის 23 მარტს სკუფია უბოძეს. კომუნისტების შემოსვლის შემდეგ მამა ილარიონს ღვთისმსახურება არ მიუტოვებია და უშიშრად განაგრძობდა მღვდელმომქმედებას. XX საუკუნის 20-იან წლებში იგი სავანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში აღავლენდა წირვა-ლოცვებს. 1928 წლის 4 აპრილს კამილავკით დაჯილდოვდა. იგი, სავარაუდოდ, XX საუკუნის 30-იან წლებში გარდაიცვალა. მამა ილარიონს ჰყავდა მეუღლე დოდო იოსების ასული (დაბ. 1868 წლის 1 აპრილს) და ხუთი შვილი: მღვდელი ნიკოლოზი, დეკანოზი გრიგოლი, პუპლია (დაბ. 1903 წლის 14 ოქტომბერს), ალექსანდრე (დაბ. 1907 წლის 12 იანვარს) და შუშანიკი (დაბ. 1901 წლის 2 იანვარს). მამა ილარიონის ვაჟებიდან ორმა გააგრძელა წინაპრების არჩეული გზა. მათი ცხოვრება სხვადასხვანაირად წარიმართა. უფროსი ვაჟი, მღვდელი ნიკოლოზ ილარიონის ძე ზაბახიძე, 1892 წლის 30 იანვარს დაიბადა. წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. შემდეგ ჩააბარა გამოცდები და მიიღო მასწავლებლის მოწმობა. წლების განმავლობაში ასწავლიდა მერჯევის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში. 1917 წლის 8- 17 სექტემბერს ნიკოლოზი, როგორც საჩხერის ოლქის დეპუტატი, მონაწილეობდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაში. 1918 წელს ნიკოლოზი ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და ჯავახეთის მხარეში, კოთელიის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. რთულ პერიოდში მოუწია მას მღვდელმსახურების დაწყება. ჯერ იყო და თურქები შეიჭრნენ სამხრეთ საქართველოში და 1918-1919 წლებში სასტიკად დაარბიეს იქაუ-
24-1 საპატრიარქოს უწყებანი N24 20-26ივნისი 2013წ გვ.19
დეკანოზი გრიგოლ ზაბახიძე 1895-1963. (გაგრძე4ლება)
რობა. აი, რას წერდა გაზეთი „საქართველო“ 1919 წელს თავის ფურცლებზე: „უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მესხეთ-ჯავახეთმა ორჯერ განიცადა ოსმალების შემოსევა. პირველად – ახდილად, მეორედ -- ფარულად, ემისარების სახით, რომელმაც ზოგიერთი ბეგების და ჩვენი „მეგობრების“ დახმარებით გადაიბირეს თათრების შეუგნებელი ხალხი და აჯანყება მოაწყვეს. აღსანიშნავია, რომ აჯანყება მიმართულია განსაკუთრებით ქართველების წინააღმდეგ. დიდი შიში და უწესობაა გამეფებული. ქართველების წინააღმდეგ მოქმედებენ სომხები, რომლებმაც აიყოლიეს მაჰმადიანები და მთელი ახალციხის რაბათი (ახალციხის ძველი ნაწილი), ქართველებით დასახლებული ძალზედ აიკლეს. გაძარცვეს ასევე ებრაელები და ქართველი კათოლიკენი... მძიმე მდგომარეობაა მთელ მაზრაში. გაანადგურეს შემდეგი სოფლები: ანდრიაწმინდა, ღრელი, რზველი (16 კაცი შერეკეს ეკლესიაში და ამოსწყვიტეს), სარო, კოთელია, ხიზაბავრა, ჭობარეთი, ტობა, რუსთავი, არალი, უდე და ვალე. აბასთუმნიდან აღარაფერი დარჩა. ადგილობრივ მღვდელი ალექსანდრე ზედგენიძეს (შეძლებული ოჯახი იყო) შერჩა მხოლოდ საზაფხულო ანაფორა, ბალიში და საბანი. გზაში წამოსულ ლტოლვილებს 25 თებერვალს თავს დაეცა ასი კაცი, აუტეხეს სროლა და მრავალი მოკლეს. გაძარცვეს საფარის მონასტერიც. ასეთია დღეს მრავალტანჯული მესხეთის მდგომარეობა“. მღვდელი ნიკოლოზი ერთი პერიოდი ლტოლვილად იყო ბორჯომის ხეობაში, ხოლო როდესაც ქართულმა ჯარებმა თურქები განდევნეს ჯავახეთიდან, იგი კვლად დაუბრუნდა თავის სამრევლოს. კომუნისტების შემოსვლის შემდეგ ეკლესია და სამღვდელოება არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ მამა ნიკოლოზი იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა და ევროპაში გადასულიყო. იგი საფრანგეთში დასახლდა და აქტიური მონაწილეობა მიიღო პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესიის დააარსებაში. XX საუკუნის 40-იან წლებში იყო ამ ტაძრის წინამძღვარიც. მოგვიანებით იგი არგენტინაში, ქ. ბუენოს-აირესში გადავიდა. მამა ნიკოლოზი ხშირი სტუმარი იყო რადიო „ამერიკის ხმის“ და მიჰყავდა იქ გადაცემები ქართულ ენაზე. 1953 წელს მან ითხოვა დაბრუნება საქართველოში, რაზედაც საბჭოთა მთავრობისაგან სასტიკი უარი მიიღო. უფრო მეტიც, დაბრუნების შემთხვევაში მას დახვრეტით დაემუქრნენ. საქართველოში მყოფი მისი უმცროსი ძმა, დეკანოზი გრიგოლი მამა ნიკოლოზის ემიგრაციაში წასვლის გამო დიდ დევნასა და შევიწროებას განიცდიდა. სამშობლოს მონატრებული მამა ნიკოლოზი ემიგრაციაში გარდაიცვალა. უმცროსი ვაჟი, დეკანოზი გრიგოლ ილარიონის ძე ზაბახიძე, 1895 წლის 2 ივნისს ხარაგაულის რაიონის სოფელ ვერტყვიჭალაში დაიბადა. 1908-1912 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, რის შემდეგაც მიეცა რეკომენდაცია თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის გასაგრძელებლად, თუმცა არ ჩაუბარებია. 1914 წელს ხარაგაულის მაზრის სოფელ ზოვრეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს. 1915 წელს ჭიათურის მაზრაში, სოფელ ლიჩის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1919 წელს ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და ბორჯომის ოლქის სოფელ დვირის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში დაადგინა. ასევე დაევალა ხაშურის რაიონის სოფელ ბროლოსანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძლვრობაც. 1921-1923 წლებში ჯავახეთში, სოფელ საროს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში მსახურობდა. აუტანელი და მძიმე ეკონომიური ვითარების გამო მიატოვა სამრევლო და იმერეთში, თავის სოფელში დაბრუნდა, იქიდან კი 1924 წელს ოსიაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1926 წელს სამღვდელოების დევნის პერიოდში მამა გრიგოლმა შეწყვიტა მღვდელმსახურება და გაიხადა ანაფორა. ანაფორაგახდილი მოძღვარი წლების განმავლობაში ხაშურის რაიონში, სხვადასხვა ადგილას მუშაობდა. ცხოვრობდა სურამში, კომსომოლის ქ. 31-ში. 1944
24-2 საპატრიარქოს უწყებანი N24 20-26ივნისი 2013წ გვ.20
დეკანოზი გრიგოლ ზაბახიძე 1895-1963. (დასასრული)
წლის 21 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (ცინცაძე) წერდა სსრ კავშირის სახკომსაბჭოსთან არსებული მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულს საქართველოს ს.ს. რესპუბლიკაში, მოქალაქე კ. ი. ქადაგიშვილს: „ოსიაურის წმინდა გიორგის ეკლესიის ყოფილი მოძღვარი, მღვდელი გრიგოლ ილარიონის ძე ზამბახიძე, ჟამთა ვითარების გამო შესულა სამსახურში ხაშურის ზაგოზერნოს საწყობში, სადაც დაუპა- ” ტიმრებიათ 1943 წლის აპრილის 14-ს, ვინაიდან 31 ტონა დანესტიანებული შვრია იატაკის ქვეშ და მიუსჯიათ 10 წელი. ამჟამად ის იმყოფება კასპის აღმოჩენილა რაიონის იგოეთის ინვალიდთა კოლონიაში პატიმრად და მთხოვს დახმარებას. მოგახსენებთ რა აღნიშნულს, პატივისცემით გთხოვთ, აღმოუჩინოთ შეძლებისადაგვარი დახმარება უმწეო ადამიანს, მღვდელ ზამბახიძეს“. ხელისუფლებამ გაითვალისწინა უწმინდესი კალისტრატეს თხოვნა და მამა გრიგოლი მალევე გაათავისუფლეს საპატიმროდან. 1947 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ იგი კვლავ აღადგინა მღვდლის ხარისხში და ქარელის რაიონის სოფელ ატოცის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1954 წლის შობის მარხვაში ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1957 წლიდან უსამსახუროდაა. 1961 წლის 9 აპრილს მარგველ-ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა (დევდარიანი) მამა გრიგოლი სურამის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. დეკანოზი გრიგოლი კარგად იცნობდა ხალხურ მედიცინას, რომელიც მან მამისგან ისწავლა. სამკურნალო ბალახეულით იგი წამლებს ამზადებდა და უამრავი ხალხი განკურნა. მის ოჯახს ხშირად სტუმრობდა მაშინდელი მარგველ-ურბნელი ეპისკოპოსი დავითი (დევდარიანი, შემდგომში კათოლიკოსპატრიარქი) და სხვა სასულიერო პირები. შთამომავლების გადმოცემით, 3 მამა გრიგოლს ბევრი შეურაცხყოფის დათმენა უწევდა ქრისტესა და სარწმუნოების ერთგულებისათვის. მღვდლის სამკერდე ჯვარი, რომელსაც ის მუდმივად თან ატარებდა, რამდენჯერმე ჩამოუგლეჯიათ მისთვის. ეს დაზიანებები ჯვარს ახლაც ეტყობა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მოხუცებულმა მოძღჯი ვარმა აფხაზეთში, ქ. ოჩამჩირეში გაატარა, სადაც იგი მოწამლეს და გზად მომავალი სოფელ ხევთან გარდაიცვალა. ეს მოხდა 1963 წელს. შემორჩენილია დეკანოზ გრიგოლის ერთი ლექსი, რომელიც მის ოჯახში ინახება:
„კაცი მისთვის დაიბადა,
ნამუსის ქუდს ატარებდეს,
თავის სუფთა, წმიდა სახეს,
ჭჰუჭყსა აღარ აკარებდეს.
მისი ნახვა გამგონ ხალხსა,
დილასავე ახარებდეს,
ის ეყოფა მას სიმდიდრედ,
ხალხსა, რომ თავს აყვარებდეს“.
25 საპატრიარქოს უწყებანი N25 27ივნისი-3ივლისი 2013წ გვ.17
არქიმანდრიტი პიმენი (დაშნიანი)
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წიაღში მრავალი მოწამე და ღირსი მამა განდიდებულა. IV საუკუნიდან მოყოლებული მტერთა უწყვეტი შემოსევების შედეგად მრავლად იღვრებოდა ქრისტიანთა უმანკო სისხლი ქართულ მიწაზე. სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ თავის ქადაგებებში არაერთხელ აღნიშნა, რომ არცერთ ავტოკეფალურ ეკლესიას არ ჰყავს ამდენი მოწამე და თავდადებული პიროვნება, რამდენიც ჩვენს სამშობლოს. მიწას რომ მოუჭირო ხელი, იქიდან წმინდათა სისხლი გამოიწურება. ასე გრძელდებოდა საუკუნეების განმავლობაში. XX საუკუნეში გამეფებულმა სამოცდააწლიანმა წითელმა რეჟიმმა და 1 უღმრთოებამ ქართულ ეკლესიას ახალი წმინდანები შემატა, რომელთა ნაწილი უკვე დედაეკლესიის მიერ წმიდათა დასშია შერაცხილი, თუმცა უმეტესი მათგანის ღვაწლი, ცხოვრება და მოწამეობრივი აღსასრული ჯერჯერობით გამოსაკვლევი და შესასწავლია. ამჟამად გაგაცნობთ ერთ-ერთი ასეთი ახალმოწამის, ლეჩხუმელი არქიმანდრიტ პიმენის (დაშნიანი) ცხოვრებას. სანამ უშუალოდ მამა პიმენის შესახებ ვისაუბრებდეთ, გადავხედოთ მის გენეალოგიას, თუ ვისი შთამომავალი იყო ეს ღირსეული პიროვნება. საეკლესიო დოკუმენტების მიხედვით ჩვენთვის ცნობილია მისი მოსახელე, დიდი პაპა, მღვდელი პავლე გიორგის ძე დაშნიანი, რომელიც 1786 წელს ლეჩხუმში, წარმოშობით აზნაური მღვდლის ოჯახში დაიბადა. იმჟამად ლეჩხუმი სამეგრელოს სამთავროს დაქვემდებარებაში შედიოდა და დაშნიანებიც სამეგრელოს მთავარს ემორჩილებოდნენ. იმ პერიოდში საქართველოში არ არსებობდა სასულიერო სასწავლებლები (გამონაკლისი იყო XVIII ს-ის II ნახევარში ანტონ კათოლიკოსისა და ერეკლე მეფის მიერ დაარსებული თბილისისა და თელავის სასულიერო სემინარიები) და მომავალი სასულიერო პირების აღზრდა ძირითადად მონასტრებში ან სამლვდელმთავრო რეზიდენციებში ხდებოდა. ყმაწვილი პავლე მამამ ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში მიაბარა, სადაც მან საფუძვლიანად შეისწავლა წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. 1812 წელს ცაგერელმა მიტროპოლიტმა იოანემ (დადიანი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და ჩხუტელის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დაადგინა. 1822 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა ცაგერელი მიტროპოლიტი იოანე (დადიანი) და ცაგერის ეპარქია ჭყონდიდელ მიტროპოლიტ ბესარიონის დაქვემდებარებაში გადავიდა, ხოლო 1828 წლის 16 ივლისს აღესრულა ჭყონდიდელი ბესარიონიც. წმინდა სინოდის ბრძანებით, სამეგრელოში მხოლოდ ერთი ეპარქიალა დარჩა. 1835 წლის 19 მაისიდან ეპარქიას მართავს ეპისკოპოსი გიორგი (კუხალაშვილი). მღვდელი პავლე პატიოსანი და მშრომელი მოძღვარი ყოფილა. მან დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა როგორც სოფელსა და ადგილობრივ მრევლში, ისე მთელ ეპარქიაში. სამეგრელოს მაშინდელი მთავრის, ლევან V დადიანის ყურამდეც მივიდა მისი თავდადებული სამსახურის ამბავი. მთავრის თხოვნით, მეუფე გიორგიმ მამა პავლე დადიანის ჯარის ხუცესად განამწესა. მოძღვარი მორჩილებით ასრულებდა ლოცვა-კურთხევას და მასზე დაკისრებულ მოვალეობას, თუმცა ძალიან გაუჭირდა ორ ადგილზე მსახურება. ჯარში ხშირად ყოფნის გამო ჩხუტელის სამრევლო ხშირად წირვა-ლოცვის გარეშე რჩებოდა, რასაც ძალიან განიცდიდა მოძღვარი. მამა პავლე დაშნიანის თხოვნით, ცაგერის მონასტრის
25-1 საპატრიარქოს უწყებანი N25 27ივნისი-3ივლისი 2013წ გვ.18
არქიმანდრიტი პიმენი (დაშნიანი) (გაგრძელება)
იღუმენმასყ დოსითეოსმაკ რომელიც თვალყურს ადევნებდა ცაგერის ოლქის სამრევლოებს, ეპისკოპოს გიორგის წერილობით მიმართა, რათა მამა პავლეს ერთადერთი ვაჟი, დიაკონი მიხეილი , მღვდლად ეკურთხებინათ და ჩხუტელის 9. ეკლესიაში დაენიშნათ. მეუფემ გაითვა ლისწინა მათი სამართლიანი თხოვნა და 1837 წლის 27 ნოემბერს დიაკონ მიხეილს მღვდლად დაასხა ხელი.
მღვდელი მიხეილ პავლეს ძე დაშნიანი 1807 წელს იყო დაბადებული. საეკ-
ლესიო განათლება მან თავის მამასთან მიიღო. 1833 წელს სამეგრელოს მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) დიაკვნად აკურთხა და ჩხუტელის სამრევლოში განამწესა. 1837-1859 წლებში მამა მიხეილი მამის თანაშემწედ ითვლებოდა, ხოლო 1859 წლიდან იგი ჩხუტელის ეკლესიის წინამძღვარია. უცნობია, რომელ წელს გარდაიცვალა მამა პავლე. მამა მიხეილი დაჯილდოებული იყო საგვერდულით, 1884 წელს კი -– სკუფიით. მას ასევე ჰქონდა ჯილდო -–– ბრინჯაოს ჯვარი ყირიმის ომის სამახსოვროდ. შთამომავალთა გადმოცემით, მღვდელი მიხეილი მსახურებას აღასრულებდა ასევე ჩხუტელის წმინდა მაქსიმესა და ღვთისმშობლის (სასაფლაოზე) სახელობის ხის ეკლესიებში, რომლებიცXX საუკუნის 30-იან წლებში დაშალეს და იმ მასალით ჯერ სასოფლო საბჭო, შემდეგ კი სკოლა ააშენეს. მამა მიხეილს ჰყავდა მეულლე -- მარიამ ნემსაძე (დაბ. 1819წ.), რომელთანაც სამი ვაჟი შეეძინა: მედავითნე ალექსი, მღვდელი სამუელი და ანტონი.
მედავითნე ალექსი მიხელის ძე დაშნიანი წლების განმავლობაში გულიდის მაცხოვრის ეკლესიის მედავითნედ მსახურობდა. მის მეუღლეს ერქვა ელპიდე. გარდაიცვალა 1912 წლის 26 ოქტომბერს. პაპისა და მამის გზა გააგრძელა შუათანა ვაჟმა სამუელმა. მღვდელი სამუელ მიხეილის ძე დაშნიანი 1850 წელს დაიბადა. საეკლესიო განათლება მანაც თავისი მამისაგან მიიღო. 1869 წლის 14 ოქტომბერს ჩხუტელის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1887 წლის 9 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 15 აგვისტოს კი მღვდლად დაასხა ხელი და ჩხუტელის ეკლესიის წინამძლვრად დაადგინა. 1892 წლის 15 ივნისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1894 წლის 17 ოქტომბერს მამა სამუელი სვანეთში, თავრალის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1905 წლის 24 სექტემბერს კი ისევ ჩხუტელის ეკლესიაში ბრუნდება. 1914 წლის 13 მარტს სკუფია უბოძეს. მამა მიხეილის ჰყავდა მეუღლე ბათუ გიორგის ასული (დაბ. 1863წ.) და შვიდი შვილი, რომელთაგან ორი
ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. დანარჩენი ხუთი შვილის სახელებია: დავითი (დაბ. 1877 წლის 7 ოქტომბერს, იყო ცაგერის მაზრის ურიადნიკი), არქიმანდრიტი პიმენი, დიოფრე (დაბ. 1881 წლის 15 ივნისს),მღვდელი ბესარიონი და სარეფთა. ჩხუტელის ეკლესიის ბოლო წინაძღვარი იყო მამა სამუელის უმცროსი ვაჟი --
მღვდელი ბესარიონ სამუელის ძე დაშნიანი, რომელიც 1888 წლის 26 მარტს დაიბადა. 1900 წელს მამა სამუელმა ბესარიონი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა. 1905 წელს რუსეთის იმპერიაში დაწყებულმა რევოლუციამ საქართველოს სასულიერო სასწავლებლის კედლებშიც შეაღწია. სტუდენტების ნაწილი, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩართული აღმოჩნდა ამ მოვლენებში. შთამომავალთა გადმოცემით, ახალგაზრდა ბესარიონიც ყოფილა ამ ყველაფრის მონაწილე. შეშინებულმა მამამ იგი სასწრაფოდ გამოიყვანა სასწავლებლიდან და სოფელში წაიყვანა. შემდგომში, როდესაც ქვეყანაში სიმშვიდემ დაისადგურა, ბესარიონმა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელთან არსებულ სპეციალურ კომისიას ჩააბარა გამოცდები და პედაგოგის მოწმობა მიიღო. იგი წლების განმავლობაში ასწავლიდა სოფელ ჩხუტელის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში. 1914 წლის მიწურულს ბესარიონი დიაკვნად აკურთხეს, ერთ კვირაში მლვდლად დაასხეს ხელი და ჩხუტელის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1921 წლის თებერვალ-მარტის ცნობილი მოვლენების შემდეგ საქართველოში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა. მასობრივი რეპრესიების სუსხმა ლეჩხუმის მაზრაშიც შეაღწია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაშნიანებს ანაფორის გახდა და მათ სამსახურში ჩადგომა შესთავაზა. მღლვდელ-მონაზონმა პავლემ და მღვდელმა ტარასი ანტონის ძე დაშნიანმა გადაჭრით თქვეს უარი და განაგრძეს მსახურება, ხოლო მამა ბესარიონმა, ბიძაშვილებისგან განსხვავებით, წვერი გაიკრიჭა და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. სამწუხაროდ, ცოტა ხანში იგივე ბედი ეწია მამა ტარასისაც, იგი 1924 წელს იძულებით გაპარსეს და ღვთისმსახურება შეაწყვეტინეს.
მღვდელი ტარასი 1885 წლის 3 აგვისტოს ანტონ
25-2საპატრიარქოს უწყებანი N25 27ივნისი-3ივლისი 2013წ გვ.19
არქიმანდრიტი პიმენი (დაშნიანი) (გაგრძელება)
დაშნიანისა და ანა ბიჭიას ასულის ოჯახში დაიბადა. 1901 წლის 13 ივნისს წარჩინებით დაამთავრა ცაგერის ორკლასიან ვაჟთა სასწავლებელი. 1910 წლის 20 სექტემბერს იგი ქვედრიშის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. XX საუკუნის 10-იანი წლების მიწურულს დიაკვნად აკურთხეს, მალევე მღვდლად დაასხეს ხელი და მესტიის სამრევლოში განამწესეს. მას ჰყავდა მეუღლე -– ნინო ელისაბედის ასული (დაბ. 1893 წლის 14 ნოემბერს). სულ სხვაგვარად წარიმართა მამა პიმენის ცხოვრება, რომელმაც დაშნიანების გვარში ყველაზე მაღალ სასულიერო იერარქიას მიაღწია.
არქიმანდრიტი პიმენი, ერისკაცობაში -- პავლე სამუელის ძე დაშნიანი, 1879 წლის 23 მაისს დაიბადა (მისი დაბადების წელი და თარიღი დასაზუსტებელია, მეორე ვერსიით 1876 წელს დაიბადა, ხოლო მესამე ვერსიით -– 1872 წელს). სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, სადაც სამი კლასი დაამთავრა. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი ნამარნევის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში ისწავლა. 1892 წლის 7 სექტემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) ამავე მონასტრის მორჩილად განამწესა. 1894 წლის 11 მაისს გურია-სამეგრელოს ეპარქიის, სოფელ ორკის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1903 წლის 12 აგვისტოს ისევ ნამარნევის მონასტრის მორჩილად მიიღეს. 1905 წლის 10 აგვისტოს ნამარნევის მონასტერში ბერად აღკვეცეს და სახელად პიმენი უწოდეს. 1905 წლის 16 ოქტომბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა. 1906 წლის 29 ივნისს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი. 1909 წლის 30 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1914 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. 1910/11 წლებში მამა პიმენმა შეაგროვა კეთილნებელობითი შემოწირულება 505 მანეთი და მონასტერს შეწირა. 1922-1923 წლებში ნამარნევის მონასტერი დაიხურა. მამა პიმენი მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და სასაფლაოზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის ეზოში მდებარე პატარა სენაკში ცხოვრობდა. ამ ტაძარშივე აღასრულებდა იგი წირვალოცვებს და სხვა საეკლესიო წესებს. არქიმანდრიტ პიმენის ძმისშვილი, ქალბატონი სუქია ბესარიონის ასული დაშნიანი იგონებს: „ბიძაჩემი პავლე გიორგიმ იგი ბერი იყო და ცოლ-შვილი არ ჰყავდა. იერარქიით ბიძია არქიმანდრიტი იყო. იგი წმინდა მარიამის ტაძრის ეზოში ცხოვრობდა განცალკევებით და მსახურებასაც ამავე ტაძარში ასრულებდა. ერთ დილას, როცა საუზმეზე არ მოვიდა, მამამ მოიძია და ცოცხალ-მკვდარი იპოვა თავის სახლში. იგი მაშინდელ სამაზრო კომიტეტის თავმჯდომარეს რწმენის ერთგულებისათვის უცემია და უპატრონოდ მიუტოვებია. მართალია, ბიძია პავლე ამ შემთხვევას გადაურჩა, მაგრამ ბოლოს მაინც რეპრესიების მსხვერპლი გახდა. 1936 წელს, როდესაც პირველი საბჭოთა არჩევნები ჩატარდა, ბიძაჩემი დააპატიმრეს, რომ როგორც მოძღვარს ხელი არ შეეშალა მათთვის. იგი ქუთაისში გადაიყვანეს და უგზო-უკვლოდ გააქრეს. მამამ და ბიძებმა ბევრი ეძიეს და გაარკვიეს, რომ ცემით მოეკლათ. ყველა ადამიანს უშურველად მომადლებს ხოლმე ღმერთი ნიჭს, ოღონდ გამომსახველობის საშუალება სხვადასხვაა,“ ასე დაასრულა მოგონება ქალბატონმა სუქიამ. ხელისუფლების მხრიდან მამა პიმენი არაერთხელ დააპატიმრეს და შეურაცხყვეს. 1933 წელს იგი სოფლებში პროვოკაციის გავრცელების ბრალდებით დააპატიმრეს, თუმცა არ გაუსამართლებიათ და მალევე გაათავისუფლეს სამხილების არქონის გამო. ხელისუფლების მხრიდან მუქარისა და ზეწოლის მიუხედავად არქიმანდრიტი პიმენი მაინც აგრძელებდა მღვდელმსახურებას, რაც დასტურდება 1935 წლის 16 აპრილს ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ სიმონის (ჭელიძე) მიერ გაცემული სამღვდელო მანდატით, სადაც წერია: „ესე ეძლევა ცაგერის რაიონის ს. ჩხუტელში მცხოვრებს არქიმანდრიტ პიმენს, იგივე პავლე დაშნიანს მას შინა, რომ იგი ამჟამად ირიცხება ქუთაის-გაენათის ეპარქიაში მოქმედ კულტის მსახურთა სიაში და აქვს უფლება, შეასრულოს ყოველი მღვდელმოქმედება მორწმუნეთა
25-3 საპატრიარქოს უწყებანი N25 27ივნისი-3ივლისი 2013წ გვ.20
არქიმანდრიტი პიმენი (დაშნიანი) (დასასრული)
სურვილის და მოწოდების თანახმად. საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი მთავრობის 1924 წლის 21 ნოემბრის დადგენილების N 124-ის მეექვსე მუხლის მიხედვით, „დაწესებულება ან თანამდებობის პირი, რომელიც ამ თუ იმ სახით კულტის მსახურს დევნას დაუწყებს, ან ხელს შეუშლის კულტის მსახურების დროს, პასუხს აგებს, როგორც ხელისუფლების გადამე- ტებისათვის“, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 1928 წლის N 133-ე მუხლი ამბობს: „ხელის შეშლა რელიგიური წესის შესრულებისათვის გამოიწვევს იძულებით მუშაობას ექვს თვემდე“. 1936 წლის 18 აპრილს იგი ხელმეორედ დააპატიმრეს, ამჟამად უკვე მასობრივი ნათლობის ბრალდებით. საბჭოთა კანონმდებლობით, ბავშვების ნათლობა დანაშაულად არ ითვლებოდა და ამ ბრალდების გამო მამა პიმენი გაოცებას გამოთქვამს კიდევაც დაკითხვის ოქმში. იგი ამბობს, რომ 1936 წლის დასაწყისში მან დაიწყო ბავშვების მასობრივად მონათვლა, რადგან მოდიოდნენ თხოვნით და მას, როგორც მღვდელმსახურს, უარის თქმის უფლება არ ჰქონდა. აქვე მან აღნიშნა, რომ ნათლობის უფლება ჰქონდა მიცემული მანდატის წყალობით და არ იცოდა თუ ეს დანაშაული იყო. 1936 წლის 22 მარტიდან 18 აპრილამდე მან 120 ბავშვი მონათლა, რაც დაფიქსირებული ჰქონდა კიდეც რვეულში. ამ კუთხით რომ არაფერი გამოუვიდათ, ამის შემდეგ მას წაუყენეს ახალი ბრალდება -- ანტისაბჭოთა აგიტაცია, ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებები. დაკითხვის ბოლოს, შეკითხვაზე, ცნობს თუ არა იგი თავს დამნაშავედ, მამა პიმენი პასუხობს: „თავს დამნაშავედ ვგრძობ ერთი იმაში, რომ იმის შემდეგ, რაც 1933 წელში მე გამაფრთხილა შინსახკომმა ხელი ამეღო ასე მღვდელმოქმედებაზე, მას მერე არ უნდა დამეწყო და თბილისში მანდატის გულისთვის არ უნდა წავსულიყავი; მეორე იმაში ვარ დამნაშავე, რომ ჩემს სოფელს გარეშე არ უნდა წავსულიყავი და არ უნდა ავყოლოდი ხალხის ლაპარაკს. ეხლა, როგორც მოხუცებულს, თუ მაპატივებთ უკანასკნე ლად ამ შეცდომას, პირობას მოგცემთ, რომ მომავალში არ გავიმეორებ“. 1936 წლის 27 აპრილს ოპერრწმუნებულმა ჭაბუკიანმა, რომელიც ამ საქმეს იძიებდა, შეადგინა საბრალდებო დასკვნა. საქმე შემდგომი განხილვისათვის უნდა გადასცემოდა ცაგერის რაიონის პროკურორს. ამ დროისათვის მამა პიმენი ჯერ კიდევ არ იყო დაპატიმრებული. ცაგერის პროკურორმა საქმე დასრულებულად მიიჩნია და იგი ცაგერის რაიონის სახალხო სასამართლოს გადასცა. 1936 წლის 28 მაისს სასამართლომ საბრალდებო დასკვნა დაამტკიცა. 1937 წლის 10 ოქტომბერს ცაგერის რაიონის ოპერრწმუნებულმა ჭაბუკიანმა არქიმანდრიტ პიმენის საქმე განსახილველად გადასცა საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სამეულს. 1937 წლის 27 ნოემბერს სამეულმა მამა პავლეს საქმე განიხილა და ბრალდება შემდეგი მუხლებით წაუყენა ანტისაბჭოთა განწყობილება; 2) მოსახლეობის პროვოცირება საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ; 3) საბჭოთა წყობილების დამხობის თაობაზე ხმების გავრცელება; 4) კონტრრევოლუციური რელიგიური ჩვეულებების პროპაგანდა; 5) 1936 წელს მასობრივი ნათლობების ჩატარება; 6) კოლმეურნეობების, როგორც არარენტაბელური მეურნეობების, ლიკვიდაციისაკენ მოწოდება. სამეულმა არქიმანდრიტ პიმენს სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილით დასჯა გამოუტანა, რაც მალევე მოიყვანეს სისრულეში.
25საპატრიარქოს უწყებანი N25 27ივნისი-3ივლისი 2013წ გვ.20
არქიმანდრიტი მირიანი (ბექაური) 1869-1919(დასასრული)
დასაწყისი იხ: საპატრიარქოს უწყებანი N26 4-10ივლისი გვ.17
მოკლებულია. 7 თიბათვეს მე თვითონ დავბეჭდე მონასტრის კარები და კომისრის განკარგულებით მილიციონერიც ჩავაყენე. მამა მირიანი უგზო-უკვალოდ არის დაკარგული, მოკლულია მხოლოდ მისი მორჩილი „გაგა“ და მონასტერიც გაძარცვულია. უმორჩილესად გთხოვთ, ყოველნაირი ცნობები მირიანის შესახებ გვაცნობოთ ამ მისამართით: თბილისის ფერისცვალების მონასტერი, მამა გობრონს“. ცნობილი საეკლესიო მოღვაწე და ანჩისხატის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ნიკიტა თალაქვაძე თავის მოგონებებში მამა მირიანის მკვლელობაზე წერდა: „წინეთ, 1919 წელს მოჰკლეს მცხეთაში არმაზის ბერი მირიანი, მოწინააღმდეგე ლეონიდისა და კირიონის ერთგული... ეს მკვლელობაც ჩაფუჩეჩდა...“ ასე ტრაგიკულად დასრულდა კიდევ ერთი სასულიერო პირის ცხოვრება. მამა მირიანის სახით ქართულმა ეკლესიამ, განსაკუთრებით კი ბერმონაზვნობამ, დაკარგა სამონასტრო ცხოვრებაში გამობრძმედილი, დაუზარელი და პატიოსანი მოღვაწე, რომელსაც ბევრი სასიკეთო და მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შეეძლო.
26 საპატრიარქოს უწყებანი N26 4-10ივლისი გვ.19
არქიმანდრიტი მირიანი (ბექაური) 1869-1919(გაგრძელება)
მყოფ მღვდელ ტიმოთე ბაკურაძეს. ამგვარად ხელს უშლიდა იქ შეკრებილ მლოცველებს; ასევე იგი ადრეც იყო შემჩნეული უწესრიგობასა და დაუმორჩილებლობაში როგორც სასულიერო, ისე საერო ხელისუფალთა მიმართ, ამიტომ საეპარქიო სასამართლომ განაჩინა: „1)ბერმონაზონ მირიანს თანამდებობიდან ჩამოქვეითებით აღეკრძალოს მღვდელმოქმედება და იგი გადაყვანილ იქნას სხვა ეპარქიის შორეულ მონასტერში დაბალ სამონასტრო სამუშაოსათვის 3 წლის ვადით; 2) ვინაიდგან სხვა ეპარქიაში გადაყვანის უფლება აღემატება სასამართლოს კომპეტენციას, აღიძრას ამის შესახებ სათანადო შუამავლობა საკათალიკოზო სასამართლოს წინაშე; 3) რადგან ბერმონაზონ მირიანს, როგორც უსწავლელს და უმეცარს, ხოლო ხასიათითაც, როგორც მთის შვილს, უკმეხს, არ მოეთხოვება ყველა ის, რაც მოეთხოვება სწავლით აღჭურვილს და კულტურულად აღზრდილს პიროვნებას, აღიძრას საკათალიკოზო სასამართლოს წინაშე ჯეროვანი შუამდგომლობა, რათა ბერმონაზონ მირიანს ზემო ხსენებული ვადა სასჯელისა შეუმოკლდეს და განესაზღვროს ერთის წლის ვადით“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ივანე რატიშვილი ამ ამბიდან ცოტა ხნით ადრე, 1917 წლის 3 დეკემბერს ანჩისხატის ტაძარში, როდესაც უწმინდესი კირიონი მწირველი იყო, წირვისას შევარდა ტაძარში, მივარდა მნათე ხუცაიძეს, აუტეხა შფოთი და ბევრ უმსგავსოებასთან ერთად იმაზეც მრისხანებდა: რა საჭირო იყო კირიონის აქ მოპატიჟება, კარგი რამეცა გყავთ კათალიკოსადო! მნათე ხუცაიძემ სტაცა ხელი მკლავში და ტაძრიდან გარეთ გამოაგდო. ეს ყოველივე ერთმა მოძღვარმა მეუფე ლეონიდეს თავმჯდომარეობის დროს საკათალიკოზო საბჭოს მოახსენა და სთხოვა, ასეთის საქციელისთვის ივანე რატიშვილი ჩამოეშორებინათ საეკლესიო საქმეებისაგან, მაგრამ ლეონიდემ ეს არ ინება, რადგან რატიშვილი მისი აგენტი იყო. როდესაც კათოლიკოსი კირიონი გამოჯანმრთელდა, მან მამა მირიანს აღუდგინა მღვდელმსახურების უფლება, თუმცა რატომღაც შემდგომში იგი მღვდელმონაზვნის ხარისხში მოიხსენიება. · სამწუხა- _ როა, რომ მამა მირიანი ნებით თუ უნებლიეთ ჩართული აღმოჩნდა ასეთ ამბებში. მიუხედავად ამისა, მას შემდგომშიკ არ მიუტოვებია უწმინდესი კირიონი და სიკვდილის ბოლომდე გვერდით ედგა მას. უწმინდესი კირიონის მკვლელობის შემდეგ კი ჩამოშორდა აქტიურ საეკლესიო ცხოვრებას. იგი ძირითადად თავისსავე ალდგენილ არმაზის მონასტერში ცხოვრობდა და იშვიათად გამოდიოდა მონასტრიდან. გამუდმებით ლოცულობდა და უფალს სამშობლოსა და ეკლესიის ერთობას ავედრებდა. თუმცა, ბოროტმა აქაც არ დაასვენა ყველასგან შევიწროებული მოძღვარი. 1919 წლის 6 ივნისს გაურკვეველმა პირებმა არმაზის მონასტერი დაარბიეს და გაძარცვეს, ხოლო იქ მყოფი მამა მირიანი უკვალოდ გაქრა. 1919 წლის ივნისის დასაწყისში გაზეთი „სახალხო საქმე“ წერდა: „როგორც გადმოგვცემენ, მცხეთის მახლობლად, არმაზის მონასტრის მიდამოში მოუკლავთ ამ მონასტრის მწყემსი, ცნობილი ბერმონაზონი მირიანი“. რამდენიმე ნომრის შემდეგ იმავე გაზეთში ვკითხულობთ ახალ ცნობას: „ამას წინად ჩვენს გაზეთში მოთავსებული იყო ცნობა არმაზის მონასტრის ბერმონაზონ მირიანის მკვლელობის შესახებ. როგორც გამოირკვა, ავაზაკებს მოუკლავთ არა მირიანი, არამედ მისი მორჩილი გაგა და მონასტერი გაუძარცვავთ, ხოლო ბერმონაზონი მირიანი უკვალოდ დაიკარგა, ფიქრობენ, რომ მკვლელებს მირიანი ტყვედ წაუყვანიათ“. 1919 წელს გაზეთი „საქართველო“ თავის ფურცლებზე იმავე შინაარსის სტატიას ბეჭდავს: „თბილისის ფერისცვალების მონასტრის ბერი გობრონი (წკრიალაშვილი, შემდგომში წილკნელი ეპისკოპოსი, გ. მ.) გვთხოვს გამოვაცხადოთ: გავრცელებული ხმა, ვითომც ამას წინეთ არმაზის მონასტერში მოეკლათ ცნობილი ბერი მირიანი, სიმართლეს
26-1 საპატრიარქოს უწყებანი N26 4-10ივლისი გვ.18
არქიმანდრიტი მირიანი (ბექაური) 1869-1919(გაგრძელება)
ლისს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტერში მორჩილი დავითი ბერად აღიკვეცა და სახელად მირიანი ეწოდა. 1901 წლის 12 ივნისს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო ამავე წლის 28 ოქტომბერს მღვდლად დაასხეს ხელი. 1909 წლის 16 ივლისს იგი საგვერდულით დაჯილდოვდა. აი, რას წერდა ვაჭარ ჩხარტიშვილის შესახებ 1901 წელს გაზეთი „ივერია“ თავის ფურცლებზე: „ივერიის“ მკითხველს უკვე მოეხსენებათ, რომ ამ ორი-სამი წლის წინად მცხეთის სადგურის მახლობლად, სულ 250 საჟენის სიშორეზედ, რკინისგზის ლიანდაგის პირას ბატონმა ესტატე ჩხარტიშვილმა გააშენა საზაფხულო სასეირნო ბაღი „არმაზი“. ამ ადგილას ეხლა ბატონმა ჩხარტიშვილმა საზაფხულო სააგარაკოდ მიწები დაჰყო ნაჭერ-ნაჭერად და ჰყიდის... არმაზში, სადაც ძველისძველი ნანგრევი ეკლესიაა, გარდაწყვეტილია სასულიერო მთავრობისაგან პირველ მაისს კურთხევა ხსენებულის ეკლესიისა მონასტრად, წმ. თამარის სახელზედ, რომლის დღეობაც პირველ მაისშივე არსდება“, არმაზის მონასტერში მამა მირიანის მოღვაწეობაზე მცირე, მაგრამ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის წმინდა ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვილი), რომელიც 1910 წელს მოწაფეებით მცხეთის სიწმინდეების მოსალოცად გაემართა. მაშინ იგი ჯერ კიდევ მღვდელი და ერთ-ერთი სასწავლებლის პედაგოგი გახლდათ. აი, რას წერდა იგი: „პარასკევს, 22 ოქტომბერს, 12-13 მოსწავლით მცხეთის მიდამოების დასათვალიერებლად წავედით. პირველად არმაზისკენ ავიღეთ გეზი. ვნახეთ არმაზის ეკლესია, სადაც მირიან ბერი დაგვიხვდა. ამ ბერის დანახვამ სწორედ „ღალატის“ ლეგენდარული საბა ბერი მოგვაგონა. აუჩქარებლად, სადა ქართულით მოგვესალმა მირიანი, თავის პატარა საყდარში შეგვიწვია და იქ უბრალოდ და მარტივად გვითხრა ის, რაც აქამდის თუმცა ბევრჯერ გვსმენია, ასე გულწრფელად კი – არასდროს. გვითხრა, რომ ჩვენი, ისედაც პატარა ქვეყანა უპირობამ დააქუცმაცა, მამა-პაპის აღმა ხნული ჩვენ, შვილიშვილთა, დაღმა ვფარცხეთ; ეხლანდელი გამოზრდილები ახალს არ აშენებენ და ძველ ნაშთთაც არ უფრთხილდებიან. თქვენ, ახალგაზრდებს, გმართებთ ამაზე დაფიქრებაო, – ეს გვითხრა მირიან ბერმა და სწორედ ჩაგვაფიქრა. რაღაც რელიგიურ ექსტაზზე მოგვიყვანა მართალმა სიტყვამ, გულში მიძინებულმა რწმენამ გაიღვიძა. რამდენი სულიერი ძალა ვნახეთ ამ გამხმარ კაცში, რა სიტყვის ძალა ჰქონდა უსწავლელს, მაგრამ მამულისა და სარწმუნოების მოყვარე ბერსა!.. ამ მოკლე მოგზაურობამ დაგვარწმუნა, რომ რაც ამ ერთს დღესა ვნახეთ და გავიგონეთ, შეიძლება თბილისში ათ დღესაც ვერ გაგვეგონა. მირიან ბერის სიტყვები, საგულისხმო და გულწრფელი, არ დაგვავიწყდება“. 1913 წლის 7 იანვარს არმაზი შუამთას ჩამოაცილეს და შიომღვიმის მონასტერს მიაწერეს, რასაც მირიან ბერის უკმაყოფილება მოჰყვა. ამის გამო, მას ორი თვით შეუჩერეს მლვდელმოქმედება. თუმცა ამავე წლის 27 თებერვალს კვლავ აღუდგინეს. 1916 წლის 6 მაისს მან სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1917 წლის 17 სექტემბერს, პირველ საეკლესიო კრებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად კირიონ III-ის (საძაგლიშვილი) არჩევის შემდეგ, მამა მირიანი მის აქტიურ მხარდამჭერად მოიაზრებოდა. 1917 წლის 25 დეკემბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა დედაეკლესიაში ერთგული და თავდადებული მოღვაწეობისათვის მამა მირიანს არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა. იგი აპირებდა მისი მცხეთის წმინდა ჯვრის სახელობის მონასტრის წინამძღვრად დანიშვნას. სწორედ ამის გამო მოუვიდათ საკათალიკოსო საბჭოში კამათი უწმინდეს კირიონსა და თბილელ მიტროპოლიტ ლეონიდეს (ოქროპირიძე). იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო გამიჯნული თბილისისა და მცხეთის ეპარქიის საზღვრები. მცხეთის წმინდა ჯვრის მონასტერს მეუფე ლეონიდე კათოლიკოს-პატრიარქ კირიონს ედავებოდა (როგორც ისტორიიდანაა ცნობილი, XIX საუკუნის 80-იან წლებში ლეონიდეს ბიძამ, წმინდა ეპისკოპოსმა ალექსანდრემ აღადგინა შიომღვიმის, ზედაზნისა და მცხეთის ჯვრის მონასტრები, რის გამოც იქიდან მოყოლებული ძირითადად ოქროპირიძეები, ან მათ მიერ დანიშნული მოძღვრები წინამძღვრობდნენ და განაგებდნენ ამ მონასტრებს -– გ. მ.). 1918 წლის 10 თებერვალს საკათალიკოსო საბჭოს სხდომაზე, რომელსაც მისი უწმინდესობა კირიონი თავმჯდომარეობდა, კათოლიკოსმა ოფიციალურად წამოაყენა წინადადება არქიმანდრიტ მირიანის მცხეთის წმინდა ჯვრის მონასტრის წინამძღვრად დანიშვნასა და დიაკონ ტიმოთე ბაკურაძის მღვდლის ხარისხში აყვანის შესახებ, რაზეც თბილელმა მიტროპოლიტმა ლეონიდემ განაცხადა: „მცხეთის ჯვარი თბილისის ეპარქიაში შედის, ხოლო მირიანის წინამძღვრობა და ტიმოთეს მღვდლობა ნაადრევიაო“. ატყდა კამათი. განრისხებულმა კათოლიკოსმა დადგენილებას მაინც მოაწერა ხელი. 23 თებერვალს უწმინდესი კირიონი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ დაესწრო საკათალიკოსო საბჭოს სხდომას. საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, კათოლიკოს-პატრიარქის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარეობა მიტროპოლიტ ლეონიდეს უნდა გაეწია, რომელმაც საბჭოს 8 წევრის მხარდაჭერით გააუქმა უწმინდესი კირიონის გადაწყვეტილება, უფრო მეტიც, მან მამა მირიანს მღვდელმსახურება აუკრძალა, რასაც საფუძვლად დაედო 1918 წლის 9 მარტს სიონის საპატრიარქო ტაძრის მნათის, ივანე გიორგის ძე რატიშვილის საჩივარი, თითქოს 1918 წლის 4 მარტს, ყველიერის კვირიაკეს, სიონის ტაძარში თბილელ მიტროპოლიტ ლეონიდეს (ოქროპირიძე) აღვლენილი წირვისას მირიან ბერმა შეურაცხყოფა მიაყენა მღვდელმთავარს, უწოდა მის ქადაგებას ტუტუნი, დაარღვია წესრიგი და გამუდმებით ელაპარაკებოდა ტაძარში
26-2 საპატრიარქოს უწყებანი N26 4-10ივლისი გვ.17
არქიმანდრიტი მირიანი (ბექაური) 1869-1919
არქიმანდრიტი მირიანი, ერისკაცობაში -- დავით ბექაური, დუშეთის მაზრაში, გლეხის ოჯახში დაიბადა. პატარა დავითმა წერა-კითხვა და პირველდაწყებითი განათლება სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მიიღო. იგი სიყრმიდანვე აქტიურად მონაწილეობდა საეკლესიო ცხოვრების ფერხულში. არ აცდენდა წირვა-ლოცვებს, ეხმარებოდა ტაძრის მნათეს ეკლესიის დალაგება-დასუფთავებაში და სხვა თანატოლებისგან გამოირჩეოდა ღვთისმსახურებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით. მას დიდი სურვილი ჰქონდა მონასტერში წასულიყო და ძველი მამების მსგავსად ასკეტური ცხოვრებით ეცხოვრა. როგორც კი სრულწლოვანი შეიქნა, მშობლებისაგან ლოცვაკურთხევა აიღო და 1888 წლის 14 იანვარს გორის მაზრაში, ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერს მიაშურა, სადაც დიდი სიხარულით მიიღო მაშინდელმა წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა (სიმონიშვილი). იმ პერიოდში მამა ნიკოლოზს მონასტერთან ახალი გახსნილი ჰქონდა მედავითნეობის შემსწავლელი სკოლა, რაც მედავითნეობის შესწავლის მსურველი ახალგაზრდისათვის დიდად გასახარი ამბავი იყო. მორჩილი დავითიც ამ სკოლის ერთ-ერთი პირველი მოწაფე გახდა. მან მონასტერში მოღვაწე ძველი და გამოცდილი მამების დახმარებით საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. იქვე გაიარა სამწლიანი საბერო მორჩილებაც. 1890 წლის 15 მაისს, მოძლვრის ლოცვა-კურთხევით, ჯერ კიდევ ახალგაზრდა და გამოუცდელმა მორჩილმა ურთულესი მისია იტვირთა. იგი მცხეთის მახლობლად, ყველასგან მიტოვებულ და გავერანებულ არმაზის მონასტერში დასახლდა და რამდენიმე წლის დაუღალავი მუშაობის შედეგად აღადგინა და გაამშვენა იქაურობა. ამ საქმეში მას დიდი სულიერი თანადგომა აღმოუჩინა ეპისკოპოსმა კირიონმა (საძაგლიშვილი), რომელმაც მარტომყოფ მამა მირიანს დახმარების ხელი გაუწოდა, ხოლო მატერიალური და ფინანსური თანადგომა ვაჭარმა ჩხარტიშვილმა გაიღო. აღდგენილი სავანე შუამთის მონასტერს მიაწერეს, რადგან სინოდალურმა კანტორამ არ ინება მისი ცალკე შტატის მონასტრად დამტკიცება. 1900 წლის 5 ივ-
27 საპატრიარქოს უწყებანი N27 11-17ივლისი 2013წ გვ.17
მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ორბელიანი) 1672-1732
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ღირსეული მოღვაწე და ღვთისმსახური, თბილელ-მროველი მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ერისკაცობის სახელი უცნობია) 1672 წელს ქვემო ქართლში, სოფელ ტანძიაში, გავლენიანი ფეოდალის, ვახტანგ ორბელიან-ყაფლანიშვილის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. იგი იყო უმცროსი ძმა სულხან-საბაორბელიანისა. ნიკოლოზის მამა, მეფე ვახტანგ V-ის (შაჰნავაზი) ცოლისძმა, იწოდებოდა, როგორც „საქართველოს მოსამართლე, ქართლისა და კახეთისა, ხელმწიფეთა და მეფეთა დედის ძმაი“. მას ცოლად ჰყავდა ბახტრიონის აჯანყების მეთაურის, ზაალ არაგვის ერისთავის ასული თამარი. ყრმა ნიკოლოზი სწავლა-განათლების მისაღებად ოჯახმა თბილისში, კათოლიკოს-პატრიარქ ნიკოლოზ IX-ის (ამილახვარი-ურდუბეგაშვილი) სასახლეში გააგზავნა, სადაც მას საფუძვლიანად შეუსწავლია წერაკითხვა, სხვადასხვა საეკლესიო საგნები, წმინდაწერილი, გალობა, საეკლესიო ტიპიკონი, სამეცნიერო და საფილოსოფოსო დარგები. იოანე ბაგრატიონი თავის ნაშრომში „მცირე უწყება ქართველთა მწერალთათვის" ნიკოლოზ ორბელიანზე წერს; „მამა და მწყემსთმთავარი ნიკოლაოზ ორბელიანი, საფილოსოფოსთა ხელოვნებათა შინა მიწევნილი და საღმრთოთა წერილთა შინა გამოცდილი. ამან მრავალნი იამბიკონნი შეაწყო ქართველთა წმინდათათვის და სხვა-
27-1 საპატრიარქოს უწყებანი N27 11-17ივლისი 2013წ გვ.18
მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ორბელიანი) 1672-1732 (გაგრძელება)
ნიცა კიდურწერილნი, ფრიად შვენიერნი, რომელნიცა აწცა ფრიად საქებელ არიან. და კეთილადცა დამწყსო სამწყსონი თვისნი და მერე უფლისად დაიძინა“. 1688 წელს ორბელიანების ოჯახის მფარველი, ქართლის მეფე გიორგი XI ირანელთა წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების გამო ქართლიდან გააძევეს და მის მაგივრად კახეთის ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი, თეიმურაზ I-ის შვილიშვილი ერეკლე I დაინიშნა. იგივე ბედი გაიზიარეს მეფის მომხრე დიდგვაროვნებმა. სავარაუდოა, რომ უკვე მოზრდილი ნიკოლოზი ამ დროს თავის ძმას -- სულხან-საბა ორბელიანს წაჰყვა გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერში, სადაც ბერად აღიკვეცა ნიკოლოზის სახელით და ხელდასხმაც იქვე მიიღო. 1703 წელს იგი უკვე მლვდელ-მონაზვნად იხსენიება. ამავე წელს ქართლის სამეფო ტახტი კვლავ გიორგი XI-მ დაიკავა. აქედან იწყება მამა ნიკოლოზის დაწინაურებაც საეკლესიო ასპარეზზე. 1703-1714 წლებში, გიორგი XI-ს ირანში ყოფნის გამო, ქართლის სამეფოს მისი ძმისშვილი, ვახტანგ ლევანის ძე (შემდგომში -– ვახტანგ VI) განაგებდა. ახალგაზრდა მლვდელ-მონაზონი ნიკოლოზი ვახტანგ ბატონიშვილის გვერდით დგას და მისი ერთგული თანაშემწეა. მან დიდად იღვაწა თბილისში სტამბის მოწყობისა და წიგნების ბეჭდვის საქმისთვის. სტამბაში დაბეჭდილი სახარებისა და სამოციქულოს ტექსტების გამოცემის რედაქტორი მამა ნიკოლოზი გახლდათ. სახარების წინასიტყვაობაში იგი გვაუწყებს, რომ ვახტანგის სტამბის დაარსებამდე საღვთო წიგნები ხელით წერაში გარყვნილიყო ამიტომ მას უბრძანეს გასწორება და „ვერ ურჩვექმენო“. იგი განაგრძობს: „და ეს წმინდა სახარება დიდის ჭირითა, ბერძენთა დაბეჭდილ სახარებათა შემოწმებითა სიტყვა და ასო მეტნაკლები გავმართეო". მიტროპოლიტი ნიკოლოზი ნაყოფიერი მწერალიც ყოფილა. მას უმთავრესად ლიტურგიკულ დარგში უმუშავია. კათოლიკოს ანტონ I-ის ცნობით, მღვდელმონაზვნობისას მას აღუწერია ტროპარნი და კონდაკნი ქართველი წმინდანებისა და როდესაც პირველად საღვთისმსახურო წიგნ „ჟამნს“ ბეჭდავდნენ, თავისი შეხედულებით შიგ შეუტანია ქართველ წმიდათა ხსენების დღე. გარდა ამისა, მას დაუწერია „აქებდითსა ზედა დასდებელნი“ აბო თბილელისა, ესტატე მცხეთელისა და არჩილ და ლუარსაბისა და მოკლე, ხუთსტრიქონიან იამბიკოებად ცისკრის „აქებდითსა ზედა დასდებელთა“ უკანასკნელი იუხლი, რომელსაც „დიდებაი“ ეწოდება, შემდეგი წმიდანებისა: ნინოსი, რაჟდენ პირველმოწამისა, ესტატე მცხეთელისა, შუშანიკ დედოფლისა, იოანე ზედაზნელისა, შიო მღვიმელისა, დავით გარეჯელისა, ისე წილკნელისა, აბიბოს ნეკრესელისა, ანტონ მარტყოფელისა, არჩილ მეფისა, აბო თბილელისა, დავით და კონსტანტინესი, ილარიონ ქართველისა, გობრონისა, იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელებისა, დავით აღმაშენებლისა, ერისთავთა შალვა და ელიზბარისა, მეფე ლუარსაბისა და ქეთევან დედოფლისა. ამ იამბიკოთაგან ჩანს, რომ მეუფე ნიკოლოზი პოეტიც ყოფილა და ალბათ მას სხვა ლექსებიც ექნებოდა დაწერილი. ისტორიკოს თ. ჟორდანიას პირველი უბის წიგნაკის 65-ე გვერდზე ვკითხულობთ: „ოდეს განაგებდა საქართველოსა ძმისწული... მეფისა არჩილისა და დიდად სახელოვანის მეფისა გიორგისა და ძე პატრონისა ლევანისა და ძმა... მეფისა ქაიხოსროსი განათლებული ვახტანგ, ფრიადითა ჭირითა და მრავლითა საფასე-წარგებითა მოიღო სტამბა, რომელი არაოდეს ყოფილიყო საქართველოსა შინა და მე დედისწულსა ამა ხელმწიფეთასა... მღვდელმონაზონსა საქართველოს მსაჯულ-უხუცესის ორბელის ძეს ნიკოლოზს მიბრძანა წიგნების გამართვა და ვერ ურჩ ვექმენ და მე წიგნი და ენა ქართულის მეტი სხვა არა-ვისი ენა ვიცოდი, რომელსაც ბერძულის მცოდნე მეტყოდა ღმერთმან უწყის მე დიდის ჭირით გაწყობასა და სიმართლესა ვსცდილობდი. ჟამნობა და თთვენი ბერძულის რიგით დავწერეთ და კვირა-ძლების ზატიკისა და სამზგეფსოს ოხითა იბიკო ისევ ჩვენი ძველი გამოურიეთ... ნუ მწყევლით“ (წარწერა 1710 წელს დაბეჭდილი ხუცური ლოცვანის ბოლოშია, ეს ლოცვანი უნახავს ტირძნისის ეკლესიაში თ. ჟორდანიას და იქიდან გადმოუწერია). გარდა ამისა, მიტროპოლიტ ნიკოლოზს ვახტანგთან ერთად დიდი მონაწილეობა მიუღია ქართული კანონების შედგენაში. ამ კანონების შედგენის დროს მეუფე ნიკოლოზს ზოგიერთი ისეთი ცნობა წარუდგენია მეფისათვის და ისეთი აზრები წარმოუთქვამს, რომ ვახტანგის „სამართლის წიგნის“ გარკვეული მუხლები გაუუქმებიათ, მისი განხილვა თვით მოსამართლეთა სინდისზე დაუმყარებიათ, რათა „თვითონ მოსამართლენი განარჩევდნენ საქმეს თავიანთი პატიოსნებისა და სინდისის ქვეშო“. სასულიერო და საერო საქმეებში გამობრძმედილი, პატიოსანი, მეფის ერთგული და დამსახურებული მღვდელ-მონაზონი ვახტანგის წარდგინებით აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოსმა დომენტი IV-მ (ბაგრატიონი) მღვდელმთავრად გამოარჩია და მროველ ეპისკოპოსად აკურთხა. ეს უნდა მომხდარიყო დაახლოებით 1710-1712 წლებში, რადგან 1713 წელს იგი უკვე მროველად იხსენიება. ეს მტკიცდება რუისის
27-2 საპატრიარქოს უწყებანი N27 11-17ივლისი 2013წ გვ.19
მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ორბელიანი) 1672-1732 (გაგრძელება)
მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძრის ნაქონ ოქროსარშებიან კონდაკზე არსებული წარწერით: „მე დედაზარდლისა ქსელის უსუსტე... ნიკოლოზ (მროველი ორბელიანი). ფრიად კრძალვით მშრომელი და აღმწერელი წიგნისა ამისა სიონის დეკანოზისშვილი გაბრიელ მთავარდიაკონი გევედრები ყოველთა... შენდობას ბრძანებდეთ, ქეს აქეთ ჩღიგ (1713 წელი)“. მერე მხედრულად იქვე წე- რია: „1728 წ. მე მროველმა ნიკოლოზ ორბელიშვილმა ღვთაების რუისის ტაძარს შევსწირე ეს კონდაკი და ერთი კარგი სახარება ყდა-მოჭედილი“. 1715 წელს მროველ მიტროპოლიტ ნიკოლოზს შეუდგენია თავისი ეპარქიის „სამწყსოს დავთარი“, რომელიც შეიცავს საინტერესო მასალებს საქართველოს ეკონომიკური ისტორიისათვის და გვაცნობს რუისის ეპარქიის მაშინდელ მდგომარეობას. 1716 წელს რუისის ტაძრის საწინამძღვრო ჯვარზე, რომელიც ერუშეთიდან არის გადმოტანილი, იკითხება ფრიად დაზიანებული წარწერა; მოგვყავს ბოლო ციტატა: „განხრწნილ იყო აწ მე ორბელისშვილმა: ნიკოლაოზ: ხელახლად გავაკეთებინე, ვეცხლიც მოუ- მატეთ, ვინც იხილევდეთ, პირველად დიონოსე მროველს მოიხსენიებდეთ და შემდეგ მეცა შენდობით მომიხსენებდეთ, ღვთისათ -– გევედრები ქრისტეს აქეთ ჩღივ (1716) ქკს უე. მეფობასა ბაქარ“. 1717 წელს კათოლიკოსმა დომენტიმ მროველ ნიკოლოზს დროებით ურბნისის ეპარქიის მართვაც დაავალა. 1719 წლის აგვისტოში ირანიდან საქართველოში დაბრუნდა ვახტანგ VI, რომელიც ენერგიულად შეუდგა ქართლის სამეფოს მართვა-გამგეობას. მეუფე ნიკოლოზი კვლავ მის გვერდითაა და ერთგულად ემსახურება ქვეყნის აღშენებასა და კულტურულ განვითარებას. 1720 წლის 28 იანვარს თბილისის სტამბაში ხუცურად გამოიცა „პარაკლიტონი“, იგივე რვახმათა, რომლის დაბეჭდვაშიც აქტიურ მონაწილეობას იღებს მეუფე ნიკოლოზი. XVIII საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში ძლიერ დაიძაბა პოლიტიკური მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთსა და ამიერკავკასიაში. ოდესღაც ძლევამოსილი ირანის იმპერია დანგრევის პირას იყო მისული. მას აღმოსავლეთიდან გაშმაგებით უტევდნენ ავღანელები. ამ დროს ვახტანგ მეფის მხრიდან საჭირო იყო გამჭრიახობა და წინდახედულეობა, გონივრული ნაბიჯის გადადგმა, რაც საქართველოს დიდ სარგებლობას მოუტანდა საგარეო პოლიტიკაში. თუმცა, ეს ასე არ მოხდა. 1722 წელს ავღანელებმა ირანის დედაქალაქი ისპაჰანი აიღეს და ქვეყნის აღმოსავლეთი მთლიანად დაიპყრეს. მაშინდელ მდგომარეობას ზედმიწევნით გადმოგვცემს თავის პოემაში „ქართლის ჭირი“ ცნობილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე დავით გურამიშვილი, რომელიც უშუალო მომსწრე გახლდათ ამ ამბებისა. ვახტანგ მეფემ ქვეყნის სასიკეთოდ ვერ გამოიყენა ასეთი საუკეთესო საგარეო მდგომარეობა. მან ორიენტაცია მართლმორწმუნე რუსეთზე შეაჩერა, რომელიც ჩრდილოეთიდან მოდგომოდა კავკასიას. ვახტანგმა შესთავაზა რუსეთის იმპერატორ პეტრე I-ს, ერთად გაელაშქრათ სპარსეთის წინააღმდეგ და გაეყოთ მისი სამფლობელოები. მთელი სამეფო კარი წინააღმდეგი იყო ამ წინადადებისა, თუმცა მეფემ არავის უსმინა, რის გამოც დიდებულები ძრახავდნენ და იტყოდნენ: „სამს დიდს ხელმწიფეს პირს აძლევს, სამგან იკეთებს ყმობასა! ყაენის სპასალარია, რუსთ ხელმწიფესთან მამაობს, ხვანთქართან ჩემობს ძმობასა! ჩვენ ჭკვაში ესე საქმენი არ არის მოსაწონარი. რა სამთავ ცემა შეემქნასთ, ჩვენზედ მათ შექმნან ონარი, გარს მოგვეჭიროს მუხრუჭი, არსით ჩნდეს მოსაფონარი და ვიქმნებით შვილთა ჩვენთაგან გინებით მოსაგონარი!“ ეს წინასწარმეტყველება მალევე აღსრულდა. 1723 წელს ჯერ ირანის შაჰისგან წაქეზებულმა კახეთის მეფე კონსტანტინე II-მ (მაჰმად-ყული ხანი) თბილისი აიღო ლეკების დახმარებით, ხოლო 1724 წელს ოსმალეთის დიდი ჯარი შემოვიდა ქართლში და მთელი აღმოსავლეთ საქართველო დაიკავა. ვახტანგ VI ცხინვალში გაიხიზნა ოჯახითა და თავისი მომხრე დიდებულებით. მალე აქედანაც აიყარა დედაწულითა და დიდკაცობით (1 200-ზე მეტი ადამიანი) და რუსეთს წავიდა. მან თან წაიყოლა თითქმის ნახევარი სამეფო კარი, სამღვდელოება (მათ შორის, ექვსი მღვდელმთავარი, შემდეგ მათ რიცხვს კიდევ სამი შეუერთდა) და თავადაზნაურობის საუკეთესო წარმომადგენელნი. ამ ნაკადში მოჰყვა მროველი ეპისკოპოსი ნიკოლოზიც, რომელმაც, რაღა თქმა უნდა, თან გაიყოლა თავისი თვალსაჩინო სწავლულებაცა და ნიჭიც. სამეფო კარი ქ. მოსკოვში დაბინავდა. აქ მეუფე ნიკოლოზი კვლავ აგრძელებს თავის უწინდელ სამუშაოს და ძველებური შემართებით მოღვაწეობს კულტურულ და საზოგადო საქმიანობაში. 1726
27-3 საპატრიარქოს უწყებანი N27 11-17ივლისი 2013წ გვ.20
მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ორბელიანი) 1672-1732 (დასასრული)
წელს მოსკოვში გარდაიცვალა თბილელი მიტროპოლიტი პავლე (გამსახურდია) და ვახტანგ მეფის ბრძანებით, მროველი ეპისკოპოსი ნიკოლოზი თბილელის კათედრაზე აირჩიეს (ეს დადგინება სიმბოლური გახლდათ). რუსეთში ყოფნის პერიოდში მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა შეადგინა ხუცური და მხედრული ასოების ანბანი: „მე, ქართველთა, იმერელთა და კახთა მეფეთ დედის ძმისწულმან და საქართველოს მოსამართლეთ უხუცესის ორბელის ძემან მროველ ეპისკოპოსმან და აწ თბილელ მიტროპოლიტმან უღირსმან ნიკოლაოზ ანბანი ესრეთ დავწერე... თუ ვინმე ძალ-იდვას სხვა თვით მოიგონოს და ჩვენსა პირველ მყოფსა შლად არ ჯერ არს... მე თხოვებულის თვალით (ე. ი. სათვალეებით) დავწერე, რამეთუ ვიყავ ორმეოცდაათექვსმეტისა წლისა ამის წერაშია... ქალაქსა მოსკოვს 1728 წ. აგვ. ა“. დოგმატიკურ დარგში მეუფე ნიკოლოზს რედაქცია გაუკეთებია თავისი ძმის, სულხან-საბას ნაშრომისთვის „სამოთხის კარი“ და ასევე დაუწერია კატეხიზმო, რომელსაც ეწოდება „სარწმუნოება შემოკლებითი“. ამ თხზულებაში უბრალოდ და მარტივადაა წარმოდგენილი საფუძველნი საქრისტიანო დოგმატიკისა და მორალისა. მას აგრეთვე რედაქცია გაუკეთებია არჩილ მეფის მიერ რუსულიდან თარგმნილი პეტრე მოგილას კატეხიზმოსათვის და დასაბეჭდად გაუმზადებია. ტექსტის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: „ღმერთო, აცხოვნე ამ წიგნის ქართულ ენაზე გამწყობი ტფილელი მიტროპოლიტი ნიკოლოზ ორბელიშვილი“. საინტერესოა მეუფე ნიკოლოზის მინაწერი ერთერთ წიგნზე, რომელიც მას 1730 წლის 21 აგვისტოს გაუკეთებია: „გევედრები ყოველთა მხილველთა მომქმედი ამის მცირისა შრომისა მროევლ ეპისკოპოსი და აწ ტფილელ მიტროპოლიტად სახელდებული და ორისავე დიდად შორს მყოფი ნიკოლაოზ ორბელიშვილი, შენდობას მიბრძანებდეთ ქრისტეს სიყვარულისათვის, რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ლოცვა მართლისა შეწევნად; და თუ ვინმემ გადასწერდეთ ან ღმერთმან ინებოს და სტამბა გაჩნდეს და იმაში გამოიღოთ ვინმე, ქრისტეს ჯვარცმის გულისათვის და წმ. ღვთისმშობლის სიყვარულის გულისათვის ჩემს სახელსა და ამაზედ ჭირნახულს ნუ დააგდებთ, ეგების შენდობა მითხრას ვინმემ. „ნაშრომი საშრომ, მშრომელი უშრომ“. აღვსწერე დიდსა სამეუფოსა ქალაქსა შინა მოსკოვს, მეფობასა კურთხევით ხსენებულისა მეფეთ მეფისა ანნა იოვანეს ასულისასა. უფალმან განაგრძოს დღე მისი სვე-სვიანობით. „მეფეთ გამცნობი, აწ ვერ საცნობი, ვიშევ ვისადმე, შევედ მისადვე“. მიტროპოლიტ ნიკოლოზს შეუდგენია კრებული, სადაც ბრძნული გამონათქვამებია შესული. ამ გამონათქვამების ნაწილი XIX საუკუნის მიწურულს დაიბეჭდა გაზეთ „ივერიაში“. თბილელ-მროველი მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ორბელიანი) 1732 წლის 22 აგვისტოს ქ. მოსკოვში აღესრულა. დაკრძალულია იქვე.
30 საპატრიარქოს უწყებანი N30 1აგვისტო-19სექტემბერი 2013 გვ.19
მღვდელ-მონაზონი ილარიონი (ოზიაშვილი) 1869-1932
მღვდელ-მონაზონი ილარიონი, ერისკაცობაში ილია ოზიაშვილი სიღნაღის მაზრაში, სოფელ ოზაანში 1869 წელს კეთილმორწმუნე გლეხის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება პატარა ილიამ სოფელ ოზაანის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მიიღო. უკვე დავაჟკაცებულმა უარი თქვა ოჯახის შექმნაზე და ამა სოფელში ცხოვრებაზე. მას დიდი სურვილი ჰქონდა გაცნობოდა ბერმონაზონთა ცხოვრებას, მიეძღვნა თავი ქრისტესთვის და სადმე უდაბნოში განმარტოებულიყო. 1890 წლის 9 ნოემბერს, 20 წლის ყმაწვილი, თხოვნით მიმართავს მაშინდელ გორის ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე), რომელიც იმჟამად შიომღვიმის მონასტერსაც განაგებდა: „მაქვს სურვილი შევიდე ბერის წოდებაში, ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, მიმიღოთ მორჩილად შიომღვიმის მონასტრის საძმოში. ჩემი სოფლის მმართველობისაგან ამაზე მაქვს ოფიციალური თანხმობა“. ეპისკოპოსი ალექსანდრე დიდად გაახარა ენერგიული და ჯანღონით სავსე ახალგაზრდა მორჩილის გამოჩენამ. წმინდა მლვდელმთავარი კარგად ერკვეოდა ადამიანებში. მცირედი გასაუბრების შემდეგ მან ილიაში დაინახა რა კეთილი ზრახვები და საბერო მსახურებისადმი სიყვარული, დაუყოვნებლივ მიიღო მონასტერში, სადაც იმჟამად აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა. 1891 წლის 15 ნოემბერს ილია შტატის მორჩილად დაამტკიცეს. 1895 წლის 15 თებერვალს ბერად აღკვეცეს და სახელად ილარიონი უწოდეს. 1898 წლის 8 ნოემბერს დიაკვნად აკურთხეს. 1899 წლის 30 ივლისს მღვდლად დაასხეს ხელი და შიომღვიმის მონასტრის მღვდელმსახურად დაადგინეს. 1904 წლის 22 დეკემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1908 წლიდან ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) ლოცვა-კურთხევით, მამა ილარიონი მცხეთის წმინდა ჯვრის სახელობის მონასტრის მმართველად დაინიშნა. 1915 წლის 31 იანვრიდან მაისის თვემდე ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში წინამძღვრის არყოფნის პერიოდში დროებით დაევალა წირვა-ლოცვის ჩატარება. 1919 წლის ზაფხულში მამა ილარიონს დიდი უსიამოვნება გადახდა, კერძოდ, 7 ივნისს პოლიციამ ჯვრის მონასტერთან მოკლა ცნობილი ყაჩაღი ზანდუკელი, რომელსაც ბრალი ედებოდა მილიციელებისა და გვარდიელების მკვლელობებში, ასევე ცნობილი სომეხი მილიონერის, არამიანცის გატაცებაში და სხვ. აი, რას წერდა გაზეთი „საქართველო“ თავის ფურცლებზე: „თბილისის მილიციის უფროსმა მიიღო ცნობა, რომ ცნობილი ყაჩაღი ზანდუკელი მცხეთის ჯვრის მონასტერში იმალებაო. მის დასაჭერად ნაშუაღამევს, თბილისიდან წავიდა 2 ავტომობილი, მილიციელებით და საგანგებო რაზმელებით, მილიციის უფროს სულაქველიძის, სისხლის სამართლის მილიციის უფროს ფაჩულიასა და საგანგებო რაზმის უფროსის კედიას მეთაურობით. რაზმმა ალყა შემოარტყა ჯვრის მონასტერს, გაჩხრიკეს ბერთა ოთახები და ზანდუკელი იქ არ აღმოჩნდა. ამ დროს ბ. ფაჩულიამ რევოლვერი ესროლა ყვავს. სროლაზე ასტყდა საიდანღაციდან სროლა. გამოირკვა, რომ ისროდა ზანდუკელი მივარდნილი ადგილიდან ტყვიამფრქვევით, ყრიდა ყუმბარებს და სხვ. რაზმმა ყოველი მხრიდან აუტეხა სროლა და ზანდუკელი მოკლეს. სისხლის სამართლის მილიციამ დაატუსაღა მონასტრის ბერი ილარიონი, რომელსაც ბრალდება ზანდუკელის დამალვა“. მამა ილარიონმა მცირედი ხანი გაატარა ციხეში. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ იგი უბრალო იყო ამ საქმეში და საპყრობილიდან გაათავისუფლეს. XX საუკუნის 20-იან წლებში, კომუნისტების მიერ ეკლესია-მონასტრების დარბევის დროს, მამა ილარიონს არ მიუტოვებია აქაურობა და დიდი გულმოდგინებით იცავდა მონასტერს. 1932 წლის ოქტომბრის დასაწყისში დაუდგენელმა პირებმა დაარბიეს ჯვრის მონასტერი და მოხუცებული მღვდელ-მონაზონი სიცოცხლეს გამოასალმეს. მის
30-1 საპატრიარქოს უწყებანი N30 1აგვისტო-19სექტემბერი 2013 გვ.20
მღვდელ-მონაზონი ილარიონი (ოზიაშვილი) 1869-1932 (დასასრული)
აღსასრულზე, 1932 წლის 6 ოქტომბერს, წილკნელი ეპისკოპოსი ალექსი (გერსამია) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) წერდა: ,,დღეს, დილით 8 საათზე, ზედაზნის მონასტრის არქიმანდრიტმა მიქაელმა (მანდარია) შემატყობინა, რომ ჯვრის მონასტრის ბერი ილარიონი მოუკლავთო, დაუყონებლივ ვაცნობე მილიციას და მათთან ერთად გავეშურე ჯვრის მონასტრისაკენ. როცა მივედით საშინელი სურათი წარმოგვიდგა. ტაძრის აღმოსავლეთით რამდენიმე საჟენით კედლისაგან გდია გვამი პირაღმა, გასივებული, ტვინი უჩანს. მკვლელებს როგორც ჩანს, თავი გაუტეხიათ რაიმე მძიმე იარაღით. როცა ექიმმა გასინჯა, აღმოჩნდა, რომ დაკლულიც არის, ყელი აქვს გამოჭრილი. მკვლელობა ჩადენილი 4-5 დღის წინ. მილიციამ ოქმი შეადგინა. მე განკარგულება გავეცი, ამაღამვე დასაფლავდეს, შაბათს უწირავ და წესსაც აუგებთ. მისი ოთახი გადმობრუნებულია, სჩანს ეძებდენ რაღაცას. მკვლელთ დარჩენიათ გუდა მწყემსისა, ნაარყალი ბოთლი და ტყავის ქამარი. ეკლესია დაკეტილია, განსვენებულს საიდუმლო გასაღები ჰქონდა გაკეთებული და ჩვენ ჯერ ვერ ვაღებთ. ეკლესიაზე არ არიან შეხებულნი, ვის ჩავაბარო ტაძარი, ვინ იკისრებს მის მოვლას, არ ვიცი“. თავის მხრივ, 1932 წლის 20 დეკემბერს უწმინდესი კალისტრატე საქართველოს სსრ ცაკს წერდა: „ჟამთა ვითარებისაგან მიტოვებული მონასტრების ისტორიულ და ხელოვნების ძეგლებს მომვლელად შერჩათ თითო-ოროლა სამღვდელო პირი, რომელთაც თავს უდვიათ მათი პატრონობა-მეთვალყურეობა სრულიად უანგაროდ და უწევენ რესპუბლიკის კულტურულ დაწესებულებათ თვალსაჩინო სამსახურს სიძველეთა და ხელოვნების ძეგლების შენახვა-დაცვაში. ასეთებია, სხვათა შორის, მცხეთის „ჯვრის“, შიომღვიმის მონასტრის ძველი ტაძარი -– ყველა შენობებით და ქვაბთახევის მონასტრის ეკლესია თავის გალავნით. ამ უკანასკნელ ორი თვის განმავლობაში თავი იჩინა ჯერ უცნობ ბოროტმოქმედთა ავმა მოქმედებამ, რომლის მსხვერპლად გახდნენ ხსენებულ ძეგლების დამცველნი: ოქტომბრის «-ს, ჯვრის ეკლესიის მეთვალყურეს, 65 წლის მღვდელმონაზონ ილარიონ ოზაშვილს ყელი გამოსჭრეს და თავი გაუჭეჭყეს... საფიქრალია, ამ უჩინარ, მაგრამ სასარგებლო მუშაკთადმი ბოროტმოქმედებას თითქოს სისტემატიური ხასიათი მიეღოს. ამისთვის, თუ ეს გარემოება გაგრძელდა, უნდა მოველოდეთ, რომ ჩვენი ისტორიის ტაძარ-ძეგლები დარჩება მოუვლელად და უპატრონობის გამო მიეცემა რღვევა-განადგურებას“. როგორც ამ საბუთებიდან ირკვევა, მლვდელ-მონაზონმა ილარიონმა თავისი ცხოვრება მოწამეობრივად დაასრულა. გვეწეოდეს მისი ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს, ამინ.
31 საპატრიარქოს უწყებანი N31 25სექტემბერი-2ოქტომბერი2013წ გვ.18
ერთი ეკლესიის ისტორია სოფელ ბარალეთის ისტორია და იქ მოღვაწე მოძღვარნი
სოფელი ბარალეთი მდებარეობს ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბარალეთის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 1680 მეტრზე, ახალქალაქიდან 16 კილომეტრში. ბარალეთი ქართული სიტყვაა და აღნიშნავს სწორს, ვაკე ადგილს. ვახუშტის სიტყვით –- „ბარალეთი გაშენებულია ჯავახეთის უმშვენიერეს და უნაყოფიერეს ველზე, რომელიც ირწყვის ბარალეთის წყლითა“. ვახუშტი მას მცირე ქალაქს უწოდებს და აღნიშნავს, რომ იგი დასახლებულია მესხებით, სომხებითა და ურიებითო. XIX საუკუნეში აქ მხოლოდ ქართველები და სომხებიღა ცხოვრობდნენ, ხოლო ებრაელები აღარ იხსენიებიან. XIX საუკუნეში ბარალეთში იყო ორი ეკლესია, ერთი ქართველების და მეორე -– სომხების. ქართული ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე შენახულია ძველი წარწერა, სადაც ვკითხულობთ: „აღშენდა ეკლესიაი ესე მათ ჟამთა შინა, ოდეს ლაშა მეფედ დაჯდა. ადიდენ ღმერთმან ორთავ ცხოვრებასა შინა". ისტორიული წყაროების მიხედვით, ლაშა-გიორგი 1213 წელს გამეფდა და აღნიშნული ტაძარიც სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება. ტაძრის ალმოსავლეთი კედლის გვერდით არის საფლავი აქ მოღვაწე მღვდლის -–– პეტრე ხმალაძისა. საფლავზე მშვენიერი მხედრული ასოებით იკითხება წარწერა, რომელზეც ასახულია ქრისტიანობის მაშინდელი ყოფა ჯავახეთის შემოერთებამდე, ე. ი. 1828 წლამდე. აი, წარწერაც: „ლოდსა ქვეშე ამისა მდებარე არს გვამი მღვდლის პეტრე ხმალაძისა, რომელიც ჟამთა მაჰმედიანთაგან ქრისტიანეთა დევნულებისა, იყო შეძლებისამებრ შემვლელი და რუსეთის მთავრობის მოსვლასა, ძველთა ქრისტიანეთა ეკლესიის შეწყნარებისა ერთგული წინამძღვარი. აღმკითხველთაგან შენდობისა არს მოქენე, რათა თქვენცა დღესა განკითხვისასა მიემთხვინეთ შენდობასა. გარდაიცვალა წლისა 90-ისა. სახსოვარი ესე აღაგეს მისთა მმადლობელთა შვილთა“. მღვდელი პეტრე დაახლოებით 1765 წელს იყო დაბადებული, მას კარგად ახსოვდა ერეკლე II და ძველი ეპოქის შესანიშნავი მცოდნე გახლდათ. XIX საუკუნის შუა წლებიდან საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გაიხსნა სამრევლო-საეკლესიო სკოლები. გამონაკლისი არც სოფელი ბარალეთი გახლდათ, სადაც ასევე ამოქმედდა ეკლესიასთან არსებული სკოლა. სკოლაში საღვთო სჯულს ძირითადად ადგილობრივი ტაძრის წინამძლვრები ასწავლიდნენ, ხოლო დანარჩენ საგნებს -– საერო პირები. 1893 წელს ბარალეთში აშენდა სამრევლო-საეკლესიო სკოლის ახალი შენობა. ეს შენობა ქვითკირისაგან იყო ნაშენები და მასში თავისუფლად ეტეოდა 200-ზე მეტი მოსწავლე. იქვე იყო მასწავლებელთა საცხოვრებელი ოთახები. იმ პერიოდში ჯავახეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ უსახლკაროდ დარჩენილმა ახლომახლო სოფლის მოსახლეობამ სწორედ ამ შენობაში ჰპოვა თავშესაფარი.
სოფელ ბარალეთის ისტორიულ სიძველეებში უნდა ვახსენოთ ქვის მაღალი სვეტი, რომელიც სოფლიდან ჩრდილოეთით ორ კილომეტრშია აღმართული და ხალხი მას ამაღლების სვეტს ეძახის. ამ სვეტის შესახებ შემორჩენილია ერთი ასეთი ძველი გადმოცემა. „ადრე იგი სოფელ კოთელიაში (სოფელი ჯავახეთში) მდგარა და თავზე ოქროს ჯვარი ედგა. XVIII საუკუნეში მტაცებელმა ლეკებმა ერთ ღამეს გაძარცვეს იგი, მოხსნეს ჯვარი და წაიღეს. ღამის გასათევად მძარცველები დაბანაკდნენ იქ, სადაც ეხლა ეს ჯვარია აღმართული. დილით, გაღვიძებულმა ლეკებმა დაინახეს, რომ გაძარცვული სვეტი მათ წინაშე იყო აღმართული. თავზარდაცემულებმა დაუყოვნებლივ დასდეს ჯვარი სვეტის ძირას და უკან აღარ მოუხედიათ, ისე გაიქცნენ იქიდან. მას აქეთ ეს სვეტი აქ სდგასო, მაგრამ რა იქნა ის ოქროს ჯვარი, გარდამოცემა არაფერს ამბობსო. სახელი „ამაღლების სვეტი“ კი მას შემდეგი მიზეზის გამო მიუღია. ამოვარდნილა ერთხელ ძლიერი ქარი, რომ სვეტი წაუქცევია და ეხლაც ისე ეგდე- ბოდა, ხალხის შემდეგ უბედურებას რომ არ აღემართაო. იმჟამად ისეთი გვალვა დადგა, რომ არც ერთი დათესილი მარცვალი არ ამოვიდაო. ხალხი დრტვინავდა და არ იცოდა, რა ეღონა, რით მოელბო ცის რისხვა. გამოეცხადა სვეტი ერთ გლეხს და უთხრა: „წადი და განუცხადე ხალხს: სანამ არ ამწევენ და თავისს ადგილზე არ დამდგავენ, ცა ერთ წვეთ წვიმასაც არ მოიცემაო!“ გლეხმა, რასაკვირველია, არ დააყოვნა ამ ამბის მოფენა ხალხში. მოიყარა თავი მთელი ჯავახეთის გლეხობამ და დიდი წვალების შემდეგ სვეტი კვლავ აღმართეს. აღმართვა და დადგმა სვეტისა მოხდა სწორედ მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულზე და მისგან მიიღო მან თავისი ახლანდელი სახელიო, ხოლო იმავ საღამოს, ისეთი მადლიანი წვიმა მოვიდა, რომ ნათესი ყველგან გამობრუნდა და მშვენიერი მოსავალიც მოვიდა იმ წელსაო“. ბარალეთის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარს სხვადასხვა წლებში წინამძლვრობდნენ შემდეგი სასულიერო პირები: XIX საუკუნის დასაწყისიდან 1855 ბლამდე ზემოთ ნახსენები მღვდელი პეტრე ხმალაძე, რომელიც სარწმუნოების დევნის პერიოდში უშიშრად და თავდადებით ემსახურებოდა სოფელსა დ: ეკლესიას. მან დიდი სახელი და ავტორიტეტი მოიპოვა იმ მხარეში და გარდაცვალების შემდეგაც
31-1 საპატრიარქოს უწყებანი N31 25სექტემბერი-2ოტომბერი2013წ გვ.19
ერთი ეკლესიის ისტორია სოფელ ბარალეთის ისტორია და იქ მოღვაწე მოძღვარნი (გაგრძელება)
ხალხი მას განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მოიხსენიებდა. 1871-1874 წლებში ტაძარს მღვდელი ევსტათი სიმონის ძე აგლაძე, ხოლო 1875-1879 წლებში მღვდელი მიხეილ ილარიონის ძე ჟამუთაშვილი წინამძღვრობდნენ, ეს უკანასკნელი შემდეგ ახალციხის ეკლესიაში გადაიყვანეს და ახალციხე-ახალაქალაქის ოლქის მთავარხუცესიც გახდა. 1889 წლიდან ბარალეთის ეკლესიაში მოღვაწეობდა მღვდელი გრიგოლ გაბრიელის ძე ჯინჭველაძე, რომელმაც თავისი ხუთწლიანი მოღვაწეობის პერიოდში მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე. პირადი ასკეტური ცხოვრებითა და ღვთისადმი ერთგული სამსახურით იგი კეთილ მაგალითს აძლევდა და სულიერად განამტკიცებდა მრევლს. უმოკლეს დროში მან პატიოსანი და თავდადებული მოძღვრის სახელი მოიპოვა მთელ ჯავახეთში და 1894 წლის 18 ოქტომბერს, როდესაც იგი აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში გადაიყვანეს, ბარალეთის მორწმუნენი ფრიად დააღონა ენერგიული და პატივცემული მოძღვრის სხვა სამრევლოში გადაყვანამ. ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მწერალი ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილი გაზეთ „ივერიაში“ 1894 წლის 23 დეკემბერს მამა გრიგოლის ღვაწლის შესახებ წერდა: „წელს, შემოდგომაზე, ახალი საეკლესიო შტატები გაიხსნა მესხეთსა და ჯავახეთში. მესხეთში: სოფელ ზედა თმოგვში, რომელზედაც სოფელი აგარაა მიწერილი და სოფელ აწყურში, სადაც გადასახლებულ ქართველ მაჰმადიანთა მაგიერ რამდენიმე კომლი (13-20) მართლმადიდებელნი ქართველნი დასახლდნენ. ჯავახეთში დანიშნეს ახალი შტატი სოფელ გოგაშენში, რომელზედაც სოფელი აფნია არის მიწერილი, მღვდლებს თითქმის 500 მანეთი ჯამაგირები ექნებათ წელიწადში და თანაც მოვალენიც არიან სამრევლო სკოლები იქონიონ. რაღა თქმა უნდა, ყველასათვის ძალიან სასიამოვნო ამბავია. ჯერ კი არავინ მოსულან მღვდლები, მაგრამ უეჭველია ამ ბედნიერ დღეებისთვის გამოჩნდებიან. მეტადრე სადიდმარხვოთაა მღვდლები საჭირო, თორემ ზაფხულში, ხომ მოგეხსენებათ, გლეხი კაცი მინდვრად გადის და მღვდლებს იმდენი საქმეები აღარა აქვთ. ძრიელ ცუდი საქმე მოუვიდათ ბარალეთის საზოგადოებას. მღვდელმა გრიგოლ ჯინჭველაძემ აწყური ითხოვა და კიდეც გადაიყვანეს და ბარალეთი ამ ბედნიერ დღეებში უმღვლლლთ დარჩა. საზოგადოებამ სთხოვა ეგზარქოსს და ეხლა დეპეშით ნება მოუვიდათ, მღვდელს სთხოვეთ და თუ ისურვა, ისევ თქვენთან ბარალეთში დარჩეს ამ დღესასწაულებშიო. ამ უკაცობის დროს, როცა ყველა გადატაცებულია მხოლოდ ეგოისტური იდეალებით, მამა გრიგოლი, როგორც მღვდელი და როგორც კაცი სწორედ სამაგალითო ადამიანია. წარსულ წერილშიაც მოგახსენეთ, რომ ბარალეთი ეს მიყრუებული გადმოვარდნილი ადგილი ლამის ქალაქად გადაიქცეს -- მეთქი, რადგან სოფელში რამდენიმე კაცი ფხიზლობს მეთქი. ამ გულშემატკივართა შო-რის მამა გიორგიც სამაგალითოდ ირჯებოდა საზოგადო და საქველმოქმედო საქმეებში. სანატრელია, რომ ახალმა მოძღვარმაც, რომელიც ბარალეთშია დანიშნული, მამა გრიგოლის მოქმედებით იხელმძღვანელოს, როგორც ამბობს ძველი თქმულება: წინა კაცი უკანისა ხიდიაო". ყველა საზოგადო საქმე მშვენივრად არის ბარალეთში დაყენებული და ახლად მოსულ მღვდელს მხოლოდ დასჭირდება მხნედ განაგრძოს კეთილი საქმე საზოგადოებისა“. ტაძრის შემდეგი წინამძღვარი გახლდათ მღვდელი გიორგი მოსეს ძე ბერიძე, რომელიც აქ 1894-1902 წლებში მსახურობდა. 1902 წლის 18 თებერვალს 70 წლის მოხუცებული მამა გიორგი პენსიაზე გავიდა და ტაძრის წინამძლვრობა ენერგიულ ახალგაზრდას, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულ ბენიამენ ანტონის ძე კანდელაკს გადააბარა, რომელიც ბარალეთში ჯერ კიდევ 1900 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. იგი ადგილობრივ სამრევლო-საეკლესიო სკოლაში ასწავლიდა და მოსახლეობაშიც საკმაო ავტორიტეტით სარგებლობდა. მისი შემდგომი ცხოვრება ასე წარემართა. 1904-1923 წლებში იგი ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარს წინამძლვრობდა. 1923 წელს თბილისის კალოუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1925 წლის 21 იანვარს თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1927 წლიდან იგი საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს წევრია. 1933 წლის 16 აპრილს მიტრით დაჯილდოვდა. დეკანოზი ბენიამენი მონაწილეობდა 1917 წლის პირველ, 1927 წლის მეოთხე, 1932 წლის მეხუთე და 1934 წლის მეექვსე საეკლესიო კრებებზე. 1938 წლის 5 ოქტომბერს დეკანოზი ბენიამენი დააპატიმრეს და რუსეთში გადაასახლეს, სადაც 1944 წელს გადასახლებაში გარდაიცვალა. 1904 წელს ტაძრის წინამძღვრად მღვდელი გიორგი ნიკოლოზის ძე შატბერაშვილი დაინიშნა. მისი
31-2 საპატრიარქოს უწყებანი N31 25სექტემბერი-2ოქტომბერი2013წ გვ.20
ერთი ეკლესიის ისტორია სოფელ ბარალეთის ისტორია და იქ მოღვაწე მოძღვარნი (დასასრული)
შთამომავალი გახლდათ პოეტი გიორგი შატბერაშვილი. 1907 წლიდან, საქართველოს გასაბჭოების პირველ წლებამდე, ბარალეთის ეკლესიის წინამძღვარი მღვდელი ფილიპე დავითის ძე მეტრეველი გახლდათ, რომელიც წარმოშობით ჯავახეთიდან, სოფელ ქილდადან იყო და კარგად იცნობდა იქაურ ადათ-წესებსა და ტრადიციებს. მღვდელი ფილიპე დაიბადა 1859 წელს მედავითნის ოჯახში. 1880- 1886 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1886 წლის 24 ოქტომბერს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 2 ნოემბერს მღვდლად დაასხა ხელი და შიბლიანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. 1888 წელს მშობლიურ მხარეში ქილდის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1896 წლის აღდგომას საგვერდულით, ხოლო 1902 წელს სკუფიით დაჯილდოვდა. 1907 წელს ბარალეთის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1915 წელს კამილავკა ეწყალობა. 1923 წლიდან მამა ფილიპე ნორიოს მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 1929 წლის 7 მარტს მამ ფილიპემ ითხოვა ჯავახეთში დაბრენება, რასაც დაეთანხმა ურბნისის ეპარქიის მაშინდელი ეპისკოპოსი სვიმონი (ჭელიძე), მაგრამ ხელისუფლებამ არ მისცა თანხმობა. ამის გამო, 1929 წლის 17 აპრილს იგი წილკნის ეპარქიაში,
ბულაჩაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძლვრად დაინიშნა. მისი შემდგომი ბედი უცნობია.
1922 წლის ივნისში, ახალქალაქის სამაზრო კომიტეტის ბრძანებით, აღწერეს ჯავახეთის მხარეში მოქმედი ტაძრების ქონება. 3 ივნისს მიაკითხეს ბარალეთის ეკლესიასაც, მაგრამ საეკლესიო ნივთები ტაძარში არ აღმოჩნდა. ტაძრის წინამძღვრის, მამა ფილიპეს არ ყოფნის გამო, ტაძრის მამასახლისს ნიკო ხმალაძეს შიშის გამო საეკლესიო ქონება მიწაში ჩაეფლა. იგი დააპატიმრეს. შესაბამისი აქტის გაფორმების შემდეგ შედგენილ დოკუმენტში ეწერა, რომ მან ნივთებთან ერთად ჩამარხა რევოლვერი 22 ვაზნით, 43 რუსული წარმოების პატრონტაჟი, 150 ბერდენკის ტყვია და ერთი წყვილი ინგლისური სამხედრო ჩანთა და ჩექმები, ხოლო მისი სახლის ჩხრეკისას აღმოჩნდა გადამალული ე. წ. „ვინტოვკა“ და „ბერდენკა“. ეკლესიის ძვირფასეულობის სია კი ასე გამოიყურებოდა: ერთი ვერცხლის ჯვარი, ერთი ვერცხლის ჭიქა (მხოლოდ სანახევროდ მოვერცხლილი), ვერცხლის თეფში, ვერცხლის კოვზი, ვერცხლის ვარსკვლავი და ვერცხლის პატარა თეფში. ბარალეთის ეკლესიის უკანასკნელი წინამძღვარი გახლდათ დეკანოზი ვასილ სოლომონის ძე კოპტონაშვილი (იხ. მასზე სტატია „საპატრიარქოს უწყებანი“ 2009წ. N 11), რომელსაც 1923 წელს, ურბნისის საეპარქიო საბჭოს დავალებით დაევალა მოძღვრის გარეშე დარჩენილი სამრევლოს მოვლა-პატრონობა.
31 საპატრიარქოს უწყებანი N31 25სექტემბერი-2ოქტომბერი2013წ გვ.20
თბილისის მამა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესია (დასასრული)
დასაწყისი იხ:საპატრიარქოს უწყებანი N32 3-9 ოქტომბერი 2013წ გვ.17
მამა დავითის ტაძრის წინამძლვრები (არასრული სია)
1810-1823 მღვდელი თომა გრიგოლის ძე ფირალოვი-გრიგორიევი (+03.02.1859)
1824-1880 დეკანოზი იოსებ თომას ძე გრიგორიევი
(+29.02.1880)
1880-1891 მლვდელი ზაქარია იოსების ძე გრიგორიე- ვი (+14.11.1891)
1891-1930 დეკანოზი ნესტორ სვიმონის ძე მაჭარაშვილი (+1930)
1931 ეპისკოპოსი ეფრემი (სიდამონიძე)
1931-1943 დეკანოზი ნიკიფორე სვიმონის ძე კანდელაკი
1943-1953 დეკანოზი ხარლამპი ნიკოლოზის ძე ხუციშვილი (+22.0 1.1956)
1953- 1957 დეკანოზი იოანე ესტატეს ძე საყვარელიძე
1957-1959 დეკანოზი ლევან ალექსის ძე ტლაშაძე
1959-1961 დეკანოზი ვალერიან ალექსანდრეს ძე ტაბლიაშვილი
1961-1971 დეკანოზი პანტელეიმონ იესეს ძე ბარნაბიშვილი
1974- 1975 არქიმანდრიტი სოკრატე (ჭულუხაძე)
1976-1978 დეკანოზი ამირან აკაკის ძე შენგელია
1978-1980 დეკანოზი ანტონ გიორგის ძე შიოშვილი
1980-1981 მლვდელი რევაზ ტომარაძე
1 98 1 - 1 982 იღუმენი გიორგი (ოდიშვილი)
1982-1992 დეკანოზი არჩილ გიორგის ძე ლაფერაშვილი (+15.05.1992)
1992-2000 დეკანოზი თომა გერვასის ძე ჯაჯანიძე (+02.03.2000)
2000-2002 არქიმანდრიტი ზენონი (იარაჯული)
2002-2010 არქიმანდრიტი იოანე (კიკვაძე)
2010-2012 არქიმანდრიტი სამუელი (ზედგენიძე)
2012 წლიდან არქიმანდრიტი იოანე (კიკვაძე)
დამხმარე მღვდლები, დიაკვნები და მედავითნეები
1812-1824 დიაკონი იოსებ თომას ძე გრიგორიევი
183-1839 დეკანოზი პეტრე გიორგის ძე ეგაძე
(+03.05.1839)
1855-1865 მღვდელი მიხეილ იოანეს ძე ბერიძე (+18.01.1865)
1865-1879 მღვდელი გრიგოლ ნერგაძე (+14.07.1879) 1877-1880 მღვდელი ზაქარია იოსების ძე გრიგორიევი
1888 დიაკონი იოანე ზაქარიას ძე ჩიტაძე
188-1896 დიაკონი გრიგოლ უზნაძე (+11.01.1896)
1896-1900 მედავითნე იოანე კიკნაძე
1900-1902 დიაკონი გრიგოლ თომას ძე სონღულაშვილი
1902-1905 დიაკონი ალექსანდრე კირილეს ძე მექანარიშვილი
1905-1908 მლვდელი ქრისტესია ნიკოლოზის ძე თხინვალელი
1908-1914 მღვდელი ვასილ იოანეს ძე ხახიშვილი
1916-1929 მღვდელი ალექსანდრე სოლომონის ძე ელისაბედაშვილი (+08.05.1942)
1929-1933 დეკანოზი ილია იოანეს ძე კოტეტიშვილი (+1 1.02. 1933)
32 საპატრიარქოს უწყებანი N32 3-9 ოქტომბერი 2013წ გვ.17
თბილისის მამა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესია
თბილისის მამა დავითის ტაძარი ერთ-ერთი გამორჩეული და წმინდა ადგილი ყველა ქართველისათვის. თავისი ადგილმდებარეობით, სილამაზითა და საუცხოო ხედებით იგი თავისკენ იზიდავს უამრავ ადამიანს, როგორც ადგილობრივებს, ისე უცხოელ ტურისტებს. ყოველ წელს, წმინდა დავით გარეჯელის გარდაცვა- ლების დღეს, ამაღლების მომდევნო ხუთშაბათს, თბილისში მამადავითობა აღინიშნება. იგი თბილისელთა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაულია. დილაადრიან იწყება მთაწმინდისაკენ ხალხის საზეიმო სვლა. ტრადიციაა მლოცველების მამადავითის ეკლესიის გარშემო ფეხშიშველი სამჯერ შემოვლა. დღესასწაულზე ქალაქის ახლომახლო სოფლებიდანაც ჩამოდიან ღამისმთევლები. ტაძრის ისტორია უკავშირდება VI ს-ში საქართველოში ანტიოქიიდან ჩამოსულ ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთს –– დავით გარეჯელს. გადმოცემის თანახმად, VI ს-ში ამ მიდამოებში ცხოვრობდა წმინდა მამა დავით გარეჯელი. მას შემდეგ, რაც მამა დავითმა თბილისი დატოვა და გარეჯში დაემკვიდრა, ამ ადგილზე დარჩა სალოცავი. მამადავითის პირველი ეკლესიის შესახებ მატიანეს ზუსტი ცნობები არ შემოუნახავს. ცნობილია, რომ IX საუკუნეში აქ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია იდგა, რომელიც ათონის ივერთა მონასტერს ექვემდებარებოდა. ამიტომაც, ათონის მთის მსგავსად, მამადავითის მთას მეორე სახელი -– მთაწმინდა დაერქვა. სავარაუდოდ, X საუკუნეში აქ დაარსდა მონასტერი, რომელიც XIII-XIV საუკუნეებში უკვე აღარ არსებობდა, თუმცა 1826 წელს შედგენილ ტაძრის აღწერილობაში დეკანოზი იოსებ გრიგორიევი მიუთითებს, რომ ტაძარი 1318 წელსაა აშენებულიო. მოგვიანებით კი, 1542 წელს ძმებ ნიკოლოზ და დავით გაბაშვილების თაოსნობით ღვთისმშობლის სახელობის სავანე აღდგა. მამა დავითის მთაწმინდის სავანე ხშირად გამხდარა თბილისის მოსახლეობისთვის თავშესაფარი. 1795 წელს, როდესაც აღა-მაჰმად-ხანმა ქალაქი აიღო და სასტიკად ააოხრა, 50-მდე თბილისელმა მოქალაქემ ვერ მოასწრო დედაქლაქის დატოვება და თავი მამა დავითის ტაძარს
32-1 საპატრიარქოს უწყებანი N32 3-9 ოქტომბერი 2013წ გვ.18
თბილისის მამა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესია (გაგრძელება)
შეაფარა. სპარსელები თხუთმეტი დღის განმავლობაში არბევდნენ თბილისს და ღვთისა და წმინდა დავით გარეჯელის მეოხებით ისინი, ამ ხნის განმავლობაში არც კი გაკარებიან იქაურობას.. ქართველი მეფეები ყოველთვის დიდ პატივს მიაგებ- დნენ მამა დავითის ტაძარს. სამეფო ტახტიდან გადამდგარი ქართლის მეფე დავით X (1505-1525) ბერად აღკვეცის შემდეგ დამიანეს სახელით ცნობილი მამადავითის ტაძარში მოღვაწეობდა. ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორის მცირეწლოვანი შვილის სოლომონის გარდაცვალების შემდეგ მამა დავითის ტაძარში განმარტოვდა და აქ ევედრებოდა უფალს ცოდვების მიტევებას. აქვე აკითხავდა მას კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ I და ერთად აღავლენდნენ ლოცვებს საქართველოს ერთიანობისა და მშვიდობისათვის. ქართლ-კახეთის უკანასკნელ მეფე გიორგი XII-ს ჰქონდა ასეთი ტრადიცია: ყოველ წელს, მამა დავითობას, იგი აქ თავისი ამალით ადიოდა და მიტოვებულ და ნახევრად დანგრეულ ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდებოდა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა ტაძრის აღდგენა, თუმცა მისმა ნაადრევმა სიკვდილმა ამ კეთილ წამოწყებას ხელი შეუშალა. როგორც ავღნიშნეთ, XVIII საუკუნეში მონასტერი უმოქმედო იყო, დაზიანებული ნაგებობები თანდათან ინგრეოდა. 1810 წელს კათოლიკოს-პატრიარვქმა ანტონ II-მ ქაშვეთის ეკლესიის მოძღვარს, მამა თომა გრიგორიევს, მამა დავითის ტაძრის აღდგენა დაავალა. თბილისელ მოქალაქეთა და მრევლის შემოწირულობებით აიგო ტაძარი, რომელიც აგურით იყო ნაშენი და უგუმბათო ხის სახურავი ჰქონდა. კათოლიკოს ანტონ II-ის რჩევით, ტაძარი მაცხოვრის ფერისცვალების სახელზე აკურთხა მცხეთის წმ. ჯვრის მამის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ტრიფილემ (ჯორაშვილი), ვინაიდან გარეჯის უდაბნოში ღირსი მამა დავითი სწორედ ფერისცვალების მონასტერშია დაკრძალული. ტაძრისკენ მიმავალი ფართო და ხვეული გზა საქართველოს მთავარმართებლის, გენერალ ერმოლოვის ხელმძღვანელობით გაიჭრა 1817 წელს. ასეთი სახით ეკლესიამ 1861 წლამდე იარსება. ამ წელს გადაწყდა ძველი ტაძრის მაგივრად უფრო დიდი ზომის ტაძარი აეშენებინათ და მღვდელ თომა გრიგორიევის ვაჟმა, დეკანოზმა იოსებმა მრევლში მშენებლობისთვის ფულის შეგროვება დაიწყო. ძველი ეკლესია დაშალეს და ჩაყარეს ახალი ტაძრის ბალავარი. ტაძრის მშენებლობა უსახსრობის გამო ძალზე გაჭიანურდა,,ამის გამო ახალი ტაძრისათვის ანჩისხატის ეკლესიის კანკელის დადგმა გადაწყდა. ათწლიანი შრომის შედეგად, 1871 წლის 22 სექტემბერს, საქართველოს ეგზარხოსმა ევსევიმ (ილინსკი) საზეიმოდ აკურთხა ახლად აშენებული ტაძარი. 1877 წელს დეკანოზმა იოსებ გრიგორიევმა ტაძარს გუმბათიც დაადგა. მოგვიანებით, XX საუკუნის დასაწყისში, ძველი სამრეკლოს ადგილას მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის პატარა ტაძარიც აიგო. ტაძრის მახლობლად მდებარეობს წმ. მამა დავით გარეჯელის სენაკი, აგრეთვე საკურნებელი თვისებების მქონე წყარო. 1889 წელს ტაძარი მოიხატა დეკანოზ იოსების ვაჟის, მლვდელ ზაქარია გრიგორიევის წინამძღვრობის პერიოდში. 1891 წელს ტაძართან დაარსდა სამრევლო-საეკლესიო საქალებო სკოლა. მამა დავითის ტაძართან არსებულ სენაკებში წლების განმავლობაში მოღვაწეობდნენ მონაზვნებიც, რომელთა დაუღალავი შრომით აშენდა ეკლესიის გალავანში ორსართულიანი შენობა, ოთხი ოთახით, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. მათ ტაძართან გახსნეს სკოლა, სადაც ბავშვებს ხელსაქმესა და კითხვას ასწავლიდნენ. მათი გარდაცვალების შემდეგ ეს, სახლი: ეკლესიის საკუთრებაში გადმოვიდა, თუმცა იქ შემდგომშიც ცხოვრობდნენ სხვა მონაზვნები. 1831 წელს აქ ცხოვრობდა ოთხი ადამიანი. მათ შესახებ საეკლესიო საბუთები მოწმობს: „მონაზონი სალომე (ფორაქიშვილი), 29 წლის, ქართველი, სახელმწიფო მოქალაქის ბეჟან ფორაქიშვილის ასული, იცის წერა-კითხვა. 1810 წელს კათოლიკოზ-პატრიარქ ანტონ II-ის ლოცვა-კურთხევით დასახლდა მთაწმინდის ტაძართან. 1816 წელს არქიმანდრიტმა ელეფთერმა (ზურაბიშვილი) მონაზვნად აღკვეცა. გარდაიცვალა 1864 წლის 19 იანვარს, დასაფლავებულია იქვე.“ „მონაზონი ანასტასია (კობიაშვილი), 30 წლის, ქართველი, აზნაურ ფარსადან კობიაშვილის ასული, 1816 წელს მოვიდა მთაწმინდის ტაძარში დუშეთიდან. 1816 წელს არქიმანდრიტმა ათანასემ (ბიბილური) მონაზვნად აღკვეცა. გარდაიცვალა 1872 წლის 10 ნოემბერს, დასაფლავებულია იქვე.“ „მორჩილი ანა, 88 წლის, ქართველი, გლეხთაგანი, 1814 წელს მოვიდა მარტყოფიდან.“ „მორჩილი ელისაბედი, 46 წლის, ქართველი, სასულიერო წოდების, მისი ქმარი მღვდელი გრიგოლი მოკლეს ოსმალებმა, მოვიდა 1818 წელს ახალციხიდან და დაბინავდა აქვე.“ შემდგომში აქვე მოღვაწეობდნენ მათი აღზრდილები და მოწაფენი, რომლებიც სხვადასხვა წლებში აღიკვეცნენ მონაზვნებად. ესენი იყვნენ: ნინო (ასათიანი-ახვლედიანისა), ბარბარე (შალამბერიძე), ოლიმპიადა (ანა გრიგორიევი) და სიდონია (სალომე ნათაძე ყანჩაველისა). მონაზონი ნინო 1795 წელს აზნაურის ოჯახში იყო დაბადებული. იგი 60 წელზე მეტხანს მოღვაწეობდა მამა დავითის ტა-
32-2 საპატრიარქოს უწყებანი N32 3-9 ოქტომბერი 2013წ გვ.19
თბილისის მამა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესია (გაგრძელება)
ძართან არსებულ სენაკში. მოხუცებულობის მიუხედავად, ყოველ- თვის მხნედ გამოიყურებოდა და სიკვდილამდე კარგად ჰქონდა შერჩენილი თვალის სინათლე, სმენის სიმახვილე და სულის სიმტკიცე. დედა ნინოს ბევრი იცნობდა თბილისში და დიდი პატივისცემით ეპყრობოდა. იგი საკუთარი ხელსაქმით ირჩენდა თავს. მხოლოდ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ახლობელნი ხელს უმართავდნენ და ეხმარებოდნენ. “ დედა ნინოს სენაკის კარი ყოველთვის ლია იყო გაჭირვებულ ქვრივთა და ობოლთა საშველად. ასე მან მრავალი ობოლი გამოზარდა და კეთილ გზაზე დააყენა. „როგორც დიდად მორწმუნე ქრისტიანი, ზრუნავდა რა სულისა თვისისათვის, თავისის გვამის საუკუნო სამკვიდრებელისათვისაც იზრუნა განსვენებულმა სიკვდილის წინ“. სასულიერო მთავრობის ნებართვით მან ადრევე განამზადა სამარე წმინდა მამა დავითის ეკლესიის ეზოში. მონაზონი ნინო 1897 წლის 30 აპრილს გარდაიცვალა. მონაზონი ბარბარე გარდაიცვალა 1900 წლის 25 დეკემბერს. მამა დავითის ეკლესიის უკანასკნელი მონაზონი იყო დედა სიდონია. იგი 1916 წლის 20 ივლისს გარდაიცვალა და 24 ივლისს დაკრძალეს ტაძრის ეზოში. მთაწმინდის მამა დავითის ეკლესიის პირველი წინამძღვარი გახლდათ მღვდელი თომა გრიგოლის ძე ფირალოვი-გრიგორიევი. დაიბადა 1761 წლის 21 მარტს, ქ. თბილისში. წარმოშობით ყოფილა სომეხი, გვარად ფირალოვი. მამამისი გრიგოლი ეჩმიაძინის მონასტრის არქიმანდრიტი იყო. სამლვდელო ხარისხის ახდის შემდეგ ჩამოსულა თბილისში, დაუგმია მონოფიზიტური ერესი და შეურთავს ქართველი ქალი, მასთან შეეძინა შვილი, სახელად თომა. ყმაწვილმა თომამ ადრეული ასაკიდან ქაშვეთის ეკლესიაში საფუძვლიანად შეისწავლა ქართული წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. XVIII საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს კალოუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. ამ პერიოდში ჯვარი დაიწერა ბარბარეზე. ეყოლა ორი ასული და ოთხი ვაჟი. 1793 წლის 25 მარტს დიაკვნად აკურთხეს. 1797 წლის 23 აპრილს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში თბილელმა მიტროპოლიტმა არსენმა (ბაგრატიონი) მლვდლად დაასხა ხელი და ამავე ეკლესიის მესამე მღვდლად დაინიშნა. 1804 წლის 25 თებერვალს კათოლიკოს-პატრიარქის ანტონ II-ის ლოცვა-კურთხევით რუსეთში გაემგზავრა, სადაც იულონ ბატონიშვილისა და მისი ოჯახის სულიერ მოძღვრად და კარის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1808 წლის 25 თებერვალს (1802 წლის 5 თებერვალს) ერთგული სამსახურისათვის რუსეთის '" წმინდა სინოდმა იასამნისფერი ხავერდის კამილავკით დააჯილდოვა. კათოლიკოს-პატრიარქ კალისტარტეს (ცინცაძე) ჩანაწერე- “ ბიდან ვიგებთ, რომ მამა თომას რუსეთში წაუღია რაღაც „სიგელი (მიტროპოლიტ არსენისა) „ხელმწიფესთან დასაბეჭდავად“ ქვაშვეთელების „წინააღმდეგობით“. თუმცა ფილიპე დეკანოზს უთხოვია პავლე ციციანოვისათვის, მეუფე არსენის სიგელი არ გაატანო თომას პეტერბურგშიო (ალბათ ეხებოდა შუამდგომლობას ქვაშვეთის კრებულის „შტატის“ გადიდების შესახებ), მაგრამ მთავარმმართებელი ამ საქმეში არ ჩარეულა. 1809 წელს მამა თომა საქართველოში დაბრუნდა. იგი ყოფილა იმ დროის საქართველოს სამღვდელოებაში ცნობილი და დამსახურებული მოძღვარი. გამოირჩეოდა ენერგიულობითა და სამართლიანობით. 1810 წლის 24 თებერვალს კათოლიკოს-პატრიარქ ანტონს მისთვის დაუვალებია, შეუდექი მთაწმინდის მონასტრის ტაძრის განახლებასო. მამა თომაც გულმოდგინედ შედგომია საქმეს და 1810 წელს ახლად აგებული ტაძარი, კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, არქიმანდრიტმა ტრიფილემ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფერისცვალების სახელზე აკურთხა. მამა თომას თხოვნით, მთავარმართებელმა ერმოლოვმა მესანგრეებს გააკეთებინებნა ის გზა, რომლითაც დღეს ავდივართ ტაძარში. ამავე წლის 10 მაისს იგი საგვერდულით დაჯილდოვდა. 1812 წელს ბრინჯაოს ჯვარი უბოძეს. 1823 წლის 23 დეკემბერს, თავისი თხოვნის საფუძველზე, მამა თომა გადადგა ტაძრის წინამძღვრობიდან და უშტატო მსახურად დარჩა. მის ადგილზე მისი უფროსი ვაჟი, მლვდელი იოსები დაინიშნა. 1841 წლის 5 ნოემბერს საქართველოს ეგზარქოს ევგენის (ბაჟენოვი) ლოცვა-კურთხევით იგი დროებით კვლავ დაინიშნა შტატის მღვდელმსახურად. 1843 წლის 5 ნოემბრიდან კი ისევ შტატგარეშეა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მამა თომამ ბერად აღკვეცა გადაწყვიტა. მან თავისი მრევლი თავის შვილს გადააბარა და 1843 წლიდან თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტერში გადავიდა. 1845 წლის 1 აპრილს ამავე მონასტერში არქიმანდრიტმა ფლაბიანემ (ოსტროუმოვი) ბერად აღკვეცა და სახელად ფილოთეოსი უწოდა. მამა ფილოთეოსი შიომღვიმის მონასტერში განამწესეს, თუმცა ასაკის გამო უმეტესად ფერისცვალების მონასტერში ცხოვრობდა, სადაც აღესრულა 1859 წლის 3 თებერვალს. დაკრძალულია ამავე მონასტრის ეზოში. მამა თომას ქაშვეთის ტაძრის ეზოში ჰქონდა საკუთარი სახლი, რომელიც შემდგომში ქაშვეთის ეკლესიისათვის შეუწირავს.
33 საპატრიარქოს უწყებანი N33 10-16ოქტო,ბერი 2013წ გვ.18
თბილისის მამა დავით გარეჯელის ეკლესია II ნაწილი
მამა დავითის ტაძრის წინამძღვრებს შორის გამორჩეული და საპატიო ადგილი უკავია დეკანოზ იოსებ თომას ძე გრიგორიევს. იგი 1795 წლის 3 ნოემბერს ქ. თბილისში დაიბადა. 1805 წელს მამამ ათი წლის იოსები თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში მიაბარა. სასწავლებელში მას დადებითად ახასიათებდნენ. კარგად სწავლობდა და კლასიდან კლასში მადლობის ფურცლითა და ზოგჯერ ჯილდოთიც გადაჰყავდათ. ასეთი წარმატებები და გამორჩეული ნიჭიერება იოსებს თავმოყვარეობასა და თავდაჯერებულობას ჰმატებდა. იგი ჩაკეტილი იყო საკუთარ თავში, სასწავლებელში არ ჰყავდა ბევრი მეგობარი და გულშემატკივარი, სამაგიეროდ, მთელი გულით უყვარდა კითხვა, რაც სიცოცხლის უკანასკნელ წლებშიც კი არ მიუტოვებია. კითხულობდა ჟურნალ-გაზეთებს, განსაკუთრებით გატაცებული იყო ხატვით. მის მიერ შესრულებული სურათები და ხატები მრავლად იყო მთელ თბილისში, მისი ნათესავების ოჯახებსა და ეკლესია-მონასტრებში. ხატვა მან ჯერ კიდევ დიაკვნობის პერიოდში დაიწყო. 1812 წლის 29 მარტს ჩვიდმეტი წლის იოსები თბილისის მამა დავითის ეკლესიის მედავითნედ ინიშნება. 1815 წლის 3 აპრილს საქართველოს ეგზარქოსმა ვარლაამმა (ერისთავი) იგი დიაკვნად აკურთხა. 1824 წლის 6 იანვარს საქართველოს ეგზარქოსმა იონამ (ვასილევსკი) მღვდლად დაასხა ხელი და მამა დავითის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1827 წლის 20 დეკემბერს მამა იოსებს დაევალა თბილისის სამედიცინო პუნქტებში ყვავილით აცრაზე კონტროლი. 1834 წლის 15 მაისს სკუფიით დაჯილდოვდა, 1835, წლის დიდ მარხვაში მამა იოსებმა 30 ფიცარზე დახატა ჯვრები და საჩუქრად გაგზავნა ოსეთის ეკლესიებისთვის, რის გამოც 1835 წლის 6 ივლისს საქართველოს ეგზარქოსმა ევგენიმ (ბაჟენოვი) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1837 წლის 20 დეკემბერს საეკლესიო გუჯართა და ძველი საბუთების გამრჩევ კომისიაში დაინიშნა. დეკანოზი იოსები წლების მანძილზე იყო ზნეობითი სასამართლოს წევრი. 1842 წლის 23 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა, ხოლო 1844 წლის 8 აპრილს კამილავკა ეწყალობა. წლების განმავლობაში ერთგული და თავდადებული სამსახურისთვის და მამა დავითის ტაძრის გამშვენება-განახლებისათვის საქართველოს ეგზარქოსმა ისიდორემ (ნიკოლსკი) დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1850 წლის 7 ივლისს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. 1861 წლის 22 აპრილს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი ეწყალობა, 1866 წლის 26 მარტს წმინდა ანას II ხარისხის ორდენი საიმპერატორო გვირგვინის გარეშე მიიღო. 1872 წლის 20 აპრილს ენქერით დაჯილდოვდა, ხოლო 1875 წლის 22 თებერვალს დედაეკლესიაში ორმოცდაათწლიანი უმწიკვლო სამსახურისათვის წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი უბოძეს. მიღებული ჰქონდა ჯილდო ბრინჯაოს ჯვარი, ვლადიმერის ლენტით, 1853-1856 წლების ყირიმის ომის სამახსოვროდ. ცხრამეტი წლის ასაკში იოსებმა ჯვარი დაიწერა
კავთისხეველ ანასტასია კანდელაკზე. მათ შესანიშნავი ქართული სულისა და ტრადიციებით სავსე ოჯახი შექმნეს. დეკანოზი იოსები გამოირჩეოდა უბრალო ხასიათითა და ქცევით. ყოველდღიურად მზის ამოსვლისას დგებოდა, პირდაპირ ტაძარს მიაშურებდა და ლოცვას იწყებდა. ზამთარ-ზაფხულ ყველას
ასწრებდა დილით ადგომას, თავად დარეკავდა ზარებს და დიაკვანსა და მედავითნეს მოუხმობდა. მის სახლში ყოველთვის ცხოვრობდა რამდენიმე მოჯამაგირე, რომლებიც მის ოჯახს ემსახურებოდნენ. ასევე, ისინი მონაწილეობდნენ სატაძრო მსახურებაში. კითხულობდნენ ფსალმუნებს და სწავლობდნენ გალობას. მამა იოსების დახმარებით ეცნობოდნენ საღვთო სჯულსა და ღვთისმსახურებას. შემდგომში რამდენიმე მათგანი სასულიერო პირიც გახდა და საქართველოს ეკლესიის სხვადასხვა ტაძრებში გააგრძელეს მოღვაწეობა. ეს ყველაფერი კი დეკანოზ იოსების დამსახურება იყო. დეკანოზი იოსები ბევრს მოგზაურობდა. უყვარდა ძველი ტაძრებისა და სიწმინდეების მოლოცვა. რამდენჯერმე ეწვია კახეთს, მოილოცა ალავერდის უძველესი ტაძარი, გადავიდა საინგილოში, სადაც ერთი პერიოდი მსახურობდა მისი ვაჟი, დეკანოზი სოლომონი, რომელიც ზაქათალაში მდგარი სამხედრო პოლკის კაპელანი და საინგილოს ოლქის მთავარხუცესი გახლდათ. 1879 წლის ზაფხულში, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, დასავლეთ საქართველოში არსებული საეკლესიო სიწმინდეები მოილოცა. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი იოსები თბილისი-ფოთის სარკინიგზო ხაზის გახსნამდე, მცხეთაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე აუცილებლად ფეხით მიემგზავრებოდა. იგი დილაადრიან გაუდგებოდა ხოლმე გზას და რამდენიმე კილომეტრს ფეხით გადიოდა. ნავთლულში მას ჰქონდა პატარა ბაღი, სადაც თავისი ხელით ამუშავებდა მიწას და იქაც ფეხით მიდიოდა. დეკანოზი იოსები ქ. თბილისის სამღვდელოებაში დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა. მის სიტყვას ენდობოდნენ ეპისკოპოსები და ქალაქის წარჩინებულნი. განსაკუთრებით უყვარდა
33-1 საპატრიარქოს უწყებანი N33 10-16ოქტო,ბერი 2013წ გვ.19
თბილისის მამა დავით გარეჯელის ეკლესია II ნაწილი (გაგრძელება)
იგი რიგით მრევლს, რომელიც მასში მზრუნველ მამასა და კეთილ მწყემსს ხედავდა. მთელი ცხოვრების განმავლობაში მას არაერთ კეთილ და სასარგებლო საქმეში აქვს მონაწილეობა მიღებული და ყველგან პა- ტიოსანი და კეთილსინდისიერი სახელი დატოვა. იცოდნენ რა მისი წმინდა ცხოვრებისა და ასკეტური მოღვაწეობის შესახებ, თბილისის სამლვდელოებამ იგი თავის სულიერ მოძღვრად გამოარჩია. დიდია დეკანოზ იოსების დამსახურება მამა დავითის ტაძრის აღდგენისა და გამშვენების საქმეში. ზოგადად, ეს არ ხერხდება მხოლოდ მრევლის უხვი შემოწირულობებით, დიდი შრომა და განსაკუთრებელი ღვაწლი მართებს ტაძრის მაშენებელსაც. წარმატების მისაღწევად და საქმის ბოლომდე მისაყვანად აუცილებელია რამდენიმე პირობაა: 1) განუწყვეტელი ფიქრი ტაძრის კეთილად მოწყობაზე, გულმოდგინება და სიფხიზელე, გულის სიღრმიდან მომდინარე მუდმივი ფიქრი. ეს კი შეუძლებელია, თუ პიროვნება შინაგანად არ არის მოწოდებული ამისთვის; 2) საჭიროა, არსებობდეს სრული ნდობა და ურთიერთგაგება მღვდელსა და მრევლს შორის, რისი მიღწევაც ადვილი საქმე არ არის. მხოლოდ მრავალწლიანი ერთგული და პატიოსანი შრომის შედეგად ახერხებს მოძღვარი ამგვარი სიყვარულის მოპოვებას. მამა იოსების შემთხვევაში გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან მთელი თავისი ცხოვრება და ენერგია ქრისტეს ეკლესიის შენებას მიუძღვნა. ნახევარ საუკუნეზე მეტი წინამძღვრობდა იგი მამა დავითის ტაძარს. ამ ხნის განმავლობაში მან დაკარგა ძვირფასი მეუღლე (გარდ. 1870 წლის 22 მაისს) და ორი ვაჟი: ნიკოლოზი (გარდ. 1874 წლის 15 დეკემბერს) და იაკობი. სიბერეს ავადმყოფობაც დაერთო, რაც ბოლო წლებში უფრო დამძიმდა.1880 წლის 17 თებერვალს დილით, მამა იოსებმა თავი შეუძლოდ იგრძნო. მან განსაკუთრებული ყურადღება არ მიაქცია ამას და წამოდგომა დააპირა, მაგრამ ძალა არ ეყო. საღამოს უარესად შეიქმნა. ასეგაგრძელდა რამდენიმე დღეს. 27 თებერვალს, სამშაბათს, სიკვდილის მოახლოება იგრძნო, უხმო სამღვდელოებას, რათა შესრულებულიყო შვიდგზის ზეთისცხება. თბილისის ფერისცვალების მონასტრიდან ბერებთან ერთად მოვიდა არქიმანდრიტი კესარიოსი (ჩეკურიშვილი). დაუძლურებულმა მოძღვარმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბა, ლოგინიდან წამოდგა, თვითონ მოამზადა ყველაფერი ზეთისცხებისთვის. საოცარი და გულისამაჩუყებელი ყოფილა მოხუცის უკანასკნელი მსახურება. მეორე დღეს, წირვაზე, აღსარება ჩააბარა თავის მოძღვარს, ფერისცვალების მონასტრის მღვდელ-მონაზონ ნიკოლოზს (მიქელაძე) და ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს. წირვის შემდეგ მან თავისთან მოიხმო თავისი ვაჟი, მღვდელი ზაქარია და უთხრა: „შვილო ჩემო, მე უკვე ვგრძნობ სიკვდილის მოახლოებას. გთხოვ, დამასაფლავო ტაძრის ეზოში, ჩემი მეუღლის გვერდით და ამის შემდეგ აღასრულე, როგორც წესია, ის სამღვდელო მოვალეობა, რაც ღვთისაგან დაკისრებული გაქვს“. იმავე საღამოს ზაქათალიდან ჩამოვიდა მისი უფროსი ვაჟი, სამხედრო დეკანოზი სოლომონი, რამაც დიდად გაახარა მომაკვდავი. შვილის დანახვაზე მისი პირველი სიტყვები იყო: შვილო ჩემო, ჩემი სული მხოლოდ შენ გელოდებოდა. ნუ გეშინია, მამა, მალე გამოკეთდები. არა, შვილო, დადგა ჟამი ჩემი ამქვეყნიდან გასვლისა... მართლაც, შუაღამისას, 2 საათსა და 25 წუთზე დეკანოზი იოსები გარდაიცვალა. სიკვდილის წინ გამუდმებით ლოცულობდა, უკანასკნელად მიაპყრო მზერა მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებს, ოთახს მოავლო დაშრეტილი თვალები, თქვა: „მშვიდობით“ და განუტევა სული. 1 მარტს, შაბათს, დასაფლავების დღეს, უამრავი ხალხი მოაწყდა მამა დავითის ეკლესიას. ყველა დაამწუხრა დამსახურებული და პატივცემული მოძღვრის გარდაცვალებამ. წირვა აღასრულა საქართველოს ეგზარქოსმა იოანიკემ (რუდნევი), გორის ეპისკოპოს ალექსანდრესა (ოქროპირიძე) და უამრავი სამღვდელოების თანდასწრებით. განსაკუთრებით დიდხანს გაგრძელდა გამომშვიდობება. ყველას უნდოდა უკანასკნელად შეევლო თვალი მისი სათნო და სანდომიანი სახისათვის, სათითაოდ მიდიოდნენ მოძღვრები და მრევლის წევრები და ასე ემშვიდობებოდნენ მას. მისი ცხედარი მამა დავითის ეკლესიაში დაკრძალეს. აქვე უნდა აღინიშნოს ერთი საინტერესო მოვლენა, რომელიც დეკანოზ იოსების სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. როდესაც მამა იოსებმა თავი ცუდად იგრძნო და ლოგინად ჩავარდა, მასთან უამრავი ხალხი მიდიოდა სანახავად და მოსაკითხად. ისინი
33-2 საპატრიარქოს უწყებანი N33 10-16ოქტო,ბერი 2013წ გვ.20
თბილისის მამა დავით გარეჯელის ეკლესია II ნაწილი (დასასრული)
ანუგეშებდნენ მოხუც მოძღვარს და ეუბნებოდნენ, რომ ის აუცილებლად გამოკეთდებოდა და სააღდგომო ლიტანიობას თავად შეასრულებდა. ამაზე მამაო მიუგებდა: „რას ამბობთ, მე ვგრძნობ სიკვდილის მოახლოებას და გეუბნებით თქვენ, რომ ჩემი დასაფლავება ჩაივლის არა მგლოვიარედ, არამედ სიცილი-კისკისით“. ეს ნათქვამი ყველას უკვირდა და ვერ ხვდებოდნენ, რას გულისხმობდა მოძღვარი. მართლაც, მისი დაკრძალვის დღეს, თბილისში, დილიდან თოვა დაიწყო. შუადღისას ისე გაყინა და რომ მამა დავითის ციცაბო აღმართი სულ მოილიპა. წირვისა დაწესის აგების დასრულების შემდეგ ტაძრიდან გამოსული ხალხი ფრთხილად კი ეშვებოდა ქვევით, მაგრამ უმეტესობა მოყინულ დაღმართზე იქცეოდა. ერთი რომ დგებოდა, მეორე იქცეოდა, მეორეს მესამე მიჰყვებოდა და ხალხის მთელი ეს მასა სულ ცურვა-გორაობით ჩამოვიდა ტაძრიდან, რასაც თან სიცილი და მხიარულება ახლდა. დეკანოზი იოსები XIX საუკუნის საქართველოს ეკლესიის გამოჩენილი და ავტორიტეტული პიროვნება იყო. მან თითქმის სამოცდაათი წელი იმსახურა მის წიაღში და მისი ცხოვრებით კიდევ ერთი ისტორიული ფურცელი დაიწერა მრავალსაუკუნოვან ქართულ ეკლესიაში. საქართველოს ეგზარქოსმა იოანიკემ მამა დავითის ტაძრის წინამძღვრად დეკანოზ იოსების უმცროსი ვაჟი მღვდელი ზაქარია დაადგინა. იგი 1822 წელს დაიბადა. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიის ქვედა განყოფილებაზე. 1846 წლის 5 დეკემბერს იგი ნავთლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1856 წლის 12 ოქტომბერს მამა დავითის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1864 წლის 3 აპრილს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1869 წლის 14 იანვარს სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) მლვდლად დაასხა ხელი და თელოვანის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1875 წლის 19 მაისს, მოხუცებული მამის თხოვნის საფუძველზე, მამა დავითის ტაძარში გადმოიყვანეს და მედავითნის შტატში დაინიშნა. 1877 წლის 12 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. მამა ზაქარია დაოჯახებული იყო ეფემია ლუარსაბის ასულ ხატიაშვილზე და ჰყავდა ოთხი შვილი: ბარბარე, გაბრიელი, მარიამი და გიორგი. მღვდელ ზაქარიას არანაკლები ღვაწლი მიუძღვის მამა დავითის ტაძრის აღდგენაში. ჯერ კიდევ ყმაწვილობაში იგი გვერდით ედგა მამასა და ბაბუას და მონაწილეობდა ტაძრის აღმშენებლობისა და გამშვენების საქმეში. მედავითნეობისა და დიაკვნობის პერიოდში იგი საეკლესიო მსახურებებშიც დაუზარელად მოღვაწეობდა, ხოლო როდესაც მღვდლად დაასხეს ხელი და მამა დავითის ტაძარში დაინიშნა, მამის ავადმყოფობისა და უძლურების ჟამს თითქმის მარტო უწევდა მრავალრიცხოვანი მრევლის დამწყემსვა და საეკლესიო წესების შესრულება. იგი ხელმძღვანელობდა ტაძრის მშენებლობას და მანვე დაასრულა სამრეკლოს შენებაც, ხოლო 1889 წელს, მისი წინამძღვრობის დროს, მოიხატა მამა დავითის ტაძარი. მღვდელი ზაქარია 1891 წლის 14 ნოემბერს აღესრულა. დაკრძალულია მამა დავითის ტაძარში. მისი გარდაცვალებით დასრულდა გრიგორიევების ისტორიული და საეკლესიო ოჯახის მოღვაწეობა მამადავითის ეკლესიაში.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
34 საპატრიარქოს უწყებანი N34 17-23 ოქტომბერი 2013წ გვ.17
მამა დავითის წმინდა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესია
III ნაწილი
მღვდელ ზაქარია გრიგორიევის გარდაცვალების შემდეგ, 1891 წლის 14 ნოემბერს, მამა დავითის ტაძრის წინამძღვრად მღვდელი ნესტორ მაჭარაშვილი დაინიშნა. მისი წინამძლვრობის პერიოდში მრავალი სასიკეთო რამ გაკეთდა მამა დავითის ტაძარში. (მისი მოღვაწეობის შესახებ იხილეთ ვრცელი მასალა „საპატრიარქოს უწყებანი“ 2011წ. N18.) 1921 წელს საქართველო კომუნისტებმა დაიპყრეს და ქვეყანაში განუკითხაობა დაიწყო. უღმერთო ხელისუფლება განსაკუთრებით ეკლესიებსა და მის მსახურებს ემტერებოდა. მრავალი ეკლესია-მონასტერი დაიხურა პირველივე წლებში. მამა დავითის ტაძარს, როგორც ისტორიულ და გამორჩეულ ძეგლს, ფრთხილად ექცეოდნენ. თუმცა ვერც იმას ურიგდებოდნენ, რომ სამღვდელოება კვლავინდებურად აგრძელებდა ტა- ძარში მსახურებას და თანაც იქვე ცხოვრობდნენ. ამ პერიოდში ტაძარი სიძველეთა და ხელოვნების ძეგლთა დაცვის განყოფილებამ აღრიცხვაზე აიყვანა და კულტურის ძეგლად გამოაცხადა. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების შემდეგ ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ დადგა ხელსაყრელი ჟამი სამღვდელოების იქიდან გამოსახლებისათვის. საბინაო მუშათა კოოპერატივი სასწრაფოდ ამოქმედდა და უძრავ ქონებათა სამმართველოს მიმართა, იქიდან მღვდლები გამოესახლებინა. მათ აქტიური ქმედებები დაიწყეს, ოფიციალური წერილებით და განცხადებებით აავსეს თბილისის აღმასკომი და უძრავ ქონებათა სამმართველო. ქართულ ინტელიგენციასა და მეცნიერებს კარგად ესმოდათ, თუ რა საფრთხე ელოდა მამა დავითის ტაძარს ამ შემთხვევაში. ამის გამო, 1924 წლის 23 ოქტომბერს სიძველეთა და ხელოვნების ძეგლთა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე, პროფესორი სარგის კაკაბაძე თხოვნით მიმართავს თბილისის აღმასკომს: „მიღებული ცნობით, განზრახულია მთაწმინდის მამა დავითის ეკლესიის ბინაზე მცხოვრებ სასულიერო პირთა გადასახლება და მათ მაგიერ ამ ბინაზე კერძო პირების ჩასახლება. მთაწმინდის მამა დავითის ეკლესია აყვანილია აღრიცხვაზე, როგორც ღირსად ცნობილი შენობა. ამის გარდა, ეკლესიის გალავანში დაკრძალულია ცნობილი რუსი პოეტი გრიბოედოვი, ჩვენი პოეტები: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, დიმიტრი ყიფიანი და სხვ. ყველა ამის
34-1 საპატრიარქოს უწყებანი N34 17-23 ოქტომბერი 2013წ გვ.18
მამა დავითის წმინდა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესია (გაგრძელება)
გამო მამა დავითის ეკლესია და მისი მიდამო, თავისი ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროებს მუდმივ თვალყურისდევნებას. განათლების სახალხო კომისარიატს ამჟამად საშუალება არა აქვს საგანგებოდ მიუჩინოს ეკლესიას საკმაოდ მცოდნე და შეგნებული მეთვალყურე, და ამიტომ ეს ვალდებულება, მათივე სურვილით, დაკისრებული. აქვთ აქვე მცხოვრებ სასულიერო პირებს უსასყიდლოდ. ეკლესიის შენობისა და მასთან მდებარე ძეგლების უკეთ დაცვისათვის საჭიროა, რომ მათი მეთვალყურე და მცველი მუდმივად ეკლესიის ახლოს სცხოვრობდეს. გთხოვთ მიიღოთ მხედველობაში ყველა ზემოაღნიშნული გარემოებანი და მოახდინოთ განკარგულება, რათა მამა დავითის ეკლესიის ბინიდან არ იქნენ გადასახლებულნი ხსენებული სასულიერო პირები“. თავის მხრივ, მამა დავითის ტაძრის მღვდელმსახურმა, მლვდელმა ალექსი სოლომონის ძე ელისაბედაშვილმა, წერილი გაუგზავნა სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავჯდომარეს: „მთაწმინდის მამა დავითის ეკლესიას აქვს თავის დასაწყისი მეექვსე საუკუნის ნახევარში. იმ დროიდან ეს ძველთაძველი ნაშთი ბევრჯელ იყო აოხრებული. ბევრჯელ აღდგენილი და აყვავებული. ამ ადგილს დიდი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა ქართველი ერისთვის ძველათ და ახლაც არ არის ყურადღებას მოკლებული, არამცთუ ქართველთაგან და სხვა კავკასიის ეროვნებათაგან, არამედ მით დაინტერესებულნი არიან ყველა თბილისში საზღვარგარეთიდან ჩამოსულნი ევროპელნი... ამ ადგილს თავის ძველთა ნაშთებით და უკვდავ ძეგლებით, ინახავდა და დარაჯობდა მამა დავითის ეკლესიის რელიგიური კულტის მოსამსახურენი, რომელნიც ჰსცხოვრობდენ და ჰსცხოვრობენ იქვე
ეკლესიის სახლში, რომელიც ეკლესიასთან ერთად განიცდის მის ბედს. ამისდა მიხედვით, მამა დავითის ეკლესია და მისი მიდამო აღებულია აღირცხვაზე ძეგლთა დაცვის განყოფილების მიერ. მისი დაცვა და მეთვალყურეობა კი დაკისრებული მაქვს მე, როგორც იქვე მცხოვრებს... მამა დავითის ეკლესია არ არის დახურული მთავრობის მიერ და დღემდე სრულდება რელიგიური წესები მორწმუნეთა საზოგადოების წევრებისათვის, და იგიც არ შეიძლება დახურულ იქმნეს თანახმად ცეკას პლენუმის რეზოლუციისა, მანამდის არსებობს მამა დავითის ეკლესიის მორწმუნეთა საზოგადოება. ზემოხსენებული განკარგულება „ჟილ- რაბიკოპისა“ რელიგიურ კულტთა მოსამსახურეთა გადასახლების შესახებ, ზემოხსენებული მიზეზების გამო ფაკტიურად ჰკეტამს მამა დავითის ეკლესიას. მოგახსენებთ რა ამას, გთხოვთ მიიღოთ მხედველობაში ყველა ზემო აღნიშნული გარემოებანი და მოახდინოთ ჯეროვანი განკარგულება, რათა მამა დავითის ეკლესიის ბინიდან არ იქნენ გადასახლებულნი რელიგიურ კულტის მოსამსახურენი“. მღვდელი ალექსი სოლომონის ძე ელისაბედაშვილი 1877 წელს გორის მაზრაში, სოფელ ერთაწმინდაში გლეხის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი. 1894 წლის 20 ოქტომბერს ალექსი მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერში მორჩილად მიიღეს. 1896 წლის 4 სექტემბერს ქ. ნუხის სამი მლვდელმთავრის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1899 წლის 26 მარტს ელიზავეტოპოლის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1900 წლის 2 იანვარს დიაკვნად აკურთხეს და მედავითნის შტატში დატოვეს. 1901 წლის 20 აპრილს დიაკვნის შტატში დაამტკიცეს. 1902 წლის 12 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და დოესის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1910 წლის 23 აპრილს საგვერდულით დაჯილდოედა. 1916 წლის 7 სექტემბერს თბილისში, მამა დავითის წმინდა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესიაში მედავითნის შტატში დაინიშნა. 1928 წლის 4 აპრილს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. XX საუკუნის 30-იანი წლებიდან აღარ მსახურობდა. გარდაიცვალა 1942 წლის 8 მაისს. დასაფლავებულია კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე. ჰყავდა მეუღლე -–- სოფიო სიმონის ასული (1878წ.) და შვილები: თამარი (1902წ.), მარიამი (1903წ.), ნინო (1905წ.), და მარგალიტა (1906წ.). პროგრესიულად მოაზროვნე ადამიანებისა და ძეგლთა დაცვის კომიტეტის ჩარევის შედეგად სასულიერო პირები იმჟამად გადაურჩნენ ტაძრის ეზოდან გამოსახლებას, თუმცა ასე დიდხანს არ გაგრძელებულა. 1929 წელს მამა დავითის ეკლესიის ირგვლივ არსებული ტერასა ოფიციალურად გამოცხადდა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეოჩად და იქაურობას სელი უფლებისაგან დადგენილი პიროვნებები იცავდე · 1930 წლის ბოლოს დააპატიმრეს და დახრიტეს დეკანოზი ნესტორ მაჭარაშვილი, რის შემდეგაც მამა ალექსიმაც დატოვა იქაურობა. 1931 წლის 3 აპრილს მამა დავითის ტაძრის წინამძღვრად ეპისკოპოსი ეფრემი (სიდამონიძე, შემდგომში
34-2 საპატრიარქოს უწყებანი N34 17-23 ოქტომბერი 2013წ გვ.19
მამა დავითის წმინდა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესია (გაგრძელება)
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) დაინიშნა. მეუფე ეფრემი იქ ამავე წლის 6 აგვისტომდე მსახურობდა. იგი დეკანოზმა ნიკიფორე სვიმონის ძე კანდელაკმა შეცვალა. მისი წინამძღვრობის პერიოდში ბოროტმოქმედებმა რამდენჯერმე გატეხეს მამა დავითის ეკლესია. აი, რას წერდა შეშფოთებული მამა ნიკიფორე 1934 წლის 1! სექტემბერს კათოლიკოსპატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე): „უმდაბლესად მოვახსენებ თქვენს უწმინდესობას, რომ ამა სეკდემბრის 4-ს, ღამით, კიდევ დაეცნენ ჩემდამო რწმუნებულ წმ. მამა დავითის ეკლესიას გაძარცვის მიზნით. ჩრდილოეთის მხრივ ფანჯრიდან გადასულა მძარცველი და საკურთხევლის კარები გაუღია ამხანაგებისათვის და გაძარცვის შემდეგ იმავე კარებით გასულან. არის წაღებული ნივთები და ფულიც ნაღდად, რომელთა სიას ამასთანავე წარმოგიგზავნით. ამის შესახებ ყოველივე ეცნობა თავის დროზე მილიციას“. დეკანოზი ნიკიფორე 1864 წელს რაჭის მაზრაში, სოფელ ველევში მედავითნის ოჯახში დაიბადა. 1881-1887 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაასრულა. 1889 წლის 24 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, 1889 წლის 1 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და ველევის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1901 წელს 1 თებერვალს მამა ნიკიფორე აღმოსავლეთ საქართველოში გადმოვიდა და სტეფანწმინდის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და დუშეთის მაზრის IV ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1903 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1904 წლის 12 აპრილს ბაზალეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1904 წლის აღდგომას წმინდა ანასIII ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1905 წლის 7 თებერვალს ყვავილას წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში დაადგინეს. 1905-1906 წლებში იყო დუშეთის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურე. 1915 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1916 წლის 31 მარტს ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში დეკანოზის წოდება მიენიჭა. XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს მამა ნიკიფორე ავჭალის ეკლესიის დაკეტვის გამო ერთი პერიოდი უადგილოდ იყო. 1931 წელს თბილისის მამა დავითის წმინდა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1943 წელს თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის მეორე მლვდლად გადაიყვანეს. 1946 წლის დასაწყისში თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში დაინიშნა. დეკანოზი ნიკიფორე 1948 წელს გარდაიცვალა. დასაფლავებულია პეტრე-პავლეს სასაფლაოზე მეუღლესთან, ზინობია (ზინაიდა) დავითის ასულ ბერიძესთან ერთად. 1943-1953 წლებში მამა დავითის ტაძარს დეკანოზი ხარლამპი ნიკოლოზის ძე ხუციშვილი წინამძლვრობდა. მასზე ვრცლად იხილეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2012წ. 36-ე ნომერში. 1953 წელს ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი იოანე ესტატეს ძე საყვარელიძე დაინიშნა, რომელიც ცნობილი საეკლესიო მოღვაწისა და მწერლის, გორის ეპისკოპოს პეტრეს (კონჭოშვილი) დისშვილი გახლდათ. იგი 1891 წელს ქ. თელავში დაიბადა. 1914 წელს თბილისის ვაჟთა გიმნაზია, ხოლო 1917 წელს დემიდოვის იურიდიული ლიცეუმი დაამთავრა. 1917 წელს გაიწვიეს მსოფლიო ომში. იბრძოდა დასავლეთ ფრონტზე, გრენადერთა მე-15, შემდეგ კი მე-6 მსროლელთა პოლკში. 1918-1919 წლებში თელავის ქალთა გიმნაზიაში ასწავლიდა. 1919-1922 წლებში თიანეთში მოსამართლეა. 1922-1924 წლებში თელავში ადვოკატთა კოლეგიაშია. 1924-1926 წლებში იმყოფება ხორხელში, ხოლო 1926-1928 წლებში ალავერდში --– სახალხო მასწავლებლად. 1928-1929 წლებში ქუთაისში, 1929-1930 წლებში ხონში, 1930-1931 წლებში თბილისში ბუღალტრის თანამდებობაზეა. 1931-1947 წლებში თბილისში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. 1947 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) დიაკვნად და მღვდლად დაასხა ხელი და ჯერ სიონის საპატრიარქო ტაძარში, შემდეგ კი აწყურის თეთრი გიორგისა და წითელწყაროს ეკლესიებში განამწესა. 1949-1951 წლებში თბილისის კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურია. 1951-1953 წლებში ისევ სიონის საპატრიარქო ტაძარში მსახურობდა. 1953 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) მამა დავითის ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. 1955 წელს ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1957 წლის 3 მარტს საეკლესიო წესების დარღვევისათვის დროებით აეკრძალა მღვდელმსახურება. 1960 წელს დაუბრუნეს სასულიერო ხარისხი და 1961 წელს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1957-1959 წლებში მამა დავითის, ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლევან ალექსის ძე ტლაშაძე იყო. იხილეთ მასზე „საპატრიარქოს უწყებანი“. 1959 წელს მამა დავითის ტაძრის წინამძღვრად ცნობილი ქართველი რეჟისორის ვახტანგ ტაბლიაშვილის მამა -– დეკანოზი ვალერიან ალექსანდრეს ძე ტაბლიაშვილი დაინიშნა. იგი 1883 წელს დუშეთის მაზრაში, სოფელ მუხრანში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1897-1901 წლებში თელავის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1902-
34-3 საპატრიარქოს უწყებანი N34 17-23 ოქტომბერი 2013წ გვ.20
მამა დავითის წმინდა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესია (დასასრული)
1904 წლებში წინანდლის ერთკლასიან სკოლაში მასწავლებლად მუშაობს. 1905-1907 წლებში სევასტოპოლში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. 1908 წელს დიაკვნად აკურთხეს და ყვარლის ეკლესიაში განამწესეს, 1910 წლის 2 აპრილს მღვდლად დაასხეს ხელი და ელე- ნოვსკის სამრევლოში დაინიშნა, სადაც ერთი წელი იმსახურა. 1912 წლის 11 იანვარს ყვარელის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1914 წლის 30 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1922 წლიდან შეწყვიტა მღვდელმსახურება და ჯერ ყვარელის შემნახველ სალაროში, შემდეგ კი – თბილისში, კოოპერატივ „კახეთის“ საწყობში მუშაობს. 1929-1942 წლებში თბილისში, სხვადასხვა კოოპერატივის არტელის თანამშრომელია. 1943-1944 წლებში ყვარლის საშუალო სკოლაში მასწავლებლად მუშაობს. 1944 წლის 14 სექტემბერს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) მღვდლის ხარისხში აღადგინდა და გურჯაანის რაიონში, ველისციხე-მუკუზანის სამრევლოები ჩააბარა. 1946 წლის 3 ივნისს წითელწყაროსა და მის მიმდებარე სოფლებში განამწესეს. 1947 წლის 3 აპრილს მანგლისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში გადაიყვანეს. 1848 წელს თბილისში გადმოიყვანეს და დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისშობის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად განამწესეს. 1951 წლის 14 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1952 წლის 1 ივლისს თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის მეორე მღვდლად დაინიშნა. 1955 წლის 23 მარტს ენქერით დაჯილდოვდა. 1959 წლის 1 სექტემბერს მამა დავითის წმინდა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1966 წლის საქართველოს ეკლესიის აღწერილობაში უკვე აღარ მოიხსენიება მოქმედ სასულიერო პირებში. დეკანოზი ვალერიანი 1968 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისის საბურთალოს სასაფლაოზე. 1961-1971 წლებში ტაძარს დეკანოზი პანტელეიმონ იესეს ძე ბარნაბიშვილი წინამძღვრობს. იგი 1891 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა მანგლისის ოთხკლასიანი გიმნაზია. 1911 წელს თბილისის სასულიერო სასწავლებლში ჩააბარა, სადაც სამი კლასი ისწავლა. 1914-1917 წლებში პირველ მსოფლიო ომის დროს მსახურობდა 23-ე საინჟინრო პოლკში უნტერ-ოფიცრად. 1917-1943 წლებში თბილისში და სხვა რაიონებში ფოსტა-ტელეგრაფში მუშაობდა. 1943-1950 წლებში თბილისში მილიციის ინსპექტორია. 1950-1952 წლებში თბილისის ფოსტის თანამშრომელია. 1952 წლის აპრილში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) დიაკვნად აკურთხა და ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად განამწესა. 1957/58 წლებში კათოლიკოს-პატრიარქმა
მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) მღვდლად დაასხა ხელი და ქაშვეთის ტაძრის მლვდელმსახურად დანიშნა. 1961 წელს ვაკის სასაფლაოზე წესების შესრულება დაევალა. ამავე წელს მამა დავითის წმინდა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზი პანტელეიმონი 1971 წელს გარდაიცვალა.
35 საპატრიარქოს უწყებანი N35 24-30ოქტომბერი 2013წ გვ.17
თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია და სარწმუნოებრივი მდგომარეობა ფშავში XIX ს-ის დასაწყისში
თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მდებარეობს. იგი მოიცავს არაგვისა და ივრის ხეობების ისტორიულ კუთხეებს: ერწო-თიანეთსა და ძველი ფხოვის ტერიტორიას. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება თუშეთი, რომელიც ალავერდის ეპარქიის შემადგენლობაშია, დასავლეთიდან -- სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია, სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან -- გუდამაყარ-მთიულეთი, რომელიც წილკნის ეპარქიას მიეკუთვნება, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან -- მცხეთა-თბილისის ეპარქიას, ჩრდილოეთის საზღვარი საქართველორუსეთის სახელმწიფო საზღვარს ემთხვევა, ძველი ქისტეთის, იგივე ინგუშეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან. თანამედროვე თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიაში შემავალ კუთხეთა საერთო ქართული წარმომავლობისა და აქაური მოსახლეობის უმჭიდროესი გენეტიკური სიახლოვის მიუხედავად, IV ს-ში წმ. მეფე მირიანის რელიგიურ რეფორმას ყველა ერთნაირი განწყობით არ შეხვედრია. მემატიანის უწყებით, წმ. ნინომ და ეპისკოპოსმა იოანემ „მოუწოდეს მთიულთა, ჭართალელთა, ფხოელთა, გუდამაყრელთა და უქადაგეს მათ სჯული ქრისტიანეთა ჭეშმარიტი, მიმყვანებელი ცხორებად საუკუნოდ; ხოლო მათ არა ინებეს ნათლისღება; ფხოველთა დაუტევეს ქუეყანა მათი და გარდავიდეს თუშეთს“, ხოლო ერწოთიანელებზე უწყებულია, რომ „მათ შეიწყნარეს და ნათელ-იღესო“. ფშავ-ხევსურთა გაქრისტიანება მიეწერება მირიანის ძეს მეფე ბაქარს: „ესე არს მორწმუნე, ვითარცა მამამისი მირიან, და ამან მოაქცივნა უმრავლესნი მთიულნი, რომელნი ვერ მოექცივნეს მამასა მისსა“ და ცოტა მოგვიანებით, წმ. მღვდელმთავარ აბიბოს ნეკრესელს: „რომელნიმე უკანასკნელ მოაქცივნა წმიდამან აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოზმან“, აქაური მოსახლეობის საბოლოო გაქრისტიანება და საქართველოს საპატრიარქოსადმი მათი სრული საეპარქიო-ორგანიზაციული დაქვემდებარება წმ. დავით აღმაშენებლისა და წმ. თამარის ეპოქებს უკავშირდება. თუმცა ეპარქიას საფუძველი ჯერ კიდევ V ს-ში ჩაეყარა, ოღონდ თავდაპირველად მას სხვა სახელით მოიხსენიებდნენ. დაახლოებით 466-468 წლებში წმ. მეფე ვახტანგ გორგასალმა თორმეტ სხვა საეპისკოპოსოსთან ერთად დააარსა ჩელეთის (იგივეჟალეთის) საეპისკოპოსო, სადაც შედიოდა ერწო-თიანეთი, ფშავ-ხევსურეთი და ხერკი: „გორგასალ აღაშენა ეკლესია კეთილშუენიერი, გუმბათიანი, და და-
35-1 საპატრიარქოს უწყებანი N35 24-30ოქტომბერი 2013წ გვ.18
თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია და სარწმუნოებრივი მდგომარეობა ფშავში XIX ს-ის დასაწყისში (გაგრძელება)
სუა ეპისკოპოზი, მწყემსი ერწო-თიანეთისა, ფშავხევსურისა და ხერკისა“. დროთა განმავლობაში მტრის დამარბეველი ლაშქრობების დროს ჩელეთის საეპისკოპოსო რეზიდენცია მოიშალა. ამის შემდეგ კათედრა ხარჭიშოს ეკლესიაში გადაუტანიათ. ხარჭიშოს ტაძარი მდ. ფშავის არაგვის მარცხენა მხარეს, სოფელ თვალივში, მწვერვალ გორმაღლის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 900 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდ. არაგვის მარცხენა ნაპირის ტყიან ზეგანზე, შემონახულია ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომლის მთავარი ნაგებობაა წმ. გიორგის სახელობის ეკლესია. იგი ხარჭაშნელ ეპისკოპოსთა მთავარი ტაძარი ყოფილა. დარბაზული ეკლესიის უძველესი სამშენებლო ფენა ადრინდელ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება, რომელიც XV ს-ში გადაუკეთებიათ და განუახლებიათ. ტაძარი ნაგებია კლდის დამუშავებული ქვითა და შირიმის გათლილი კვადრებით. ინტერიერში, საკურთხევლის წინ, აღმართულია აგურის კანკელი, რომლის არქიტრავის ფრესკაზე გამოსახულია 15 წმინდანი. ეკლესიას გარს არტყია წვრილი გალავანი, რომლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ოთხსართულიანი შესასვლელი კოშკია ჩაშენებული. გალავნის შიგნით შემორჩენილია სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა და მომცრო დარბაზული ეკლესიის ნანგრევები. ცნობილია 14 ხარჭაშნელი ეპისკოპოსი. როგორც ვარაუდობენ, პირველი მათგანი იყო მეფე ლაშა-გიორგის ღრმად მოხუცებული მოძღვარი, ეპისკოპოსი გიორგი, ხოლო ბოლო მღვდელმთავარი -- ნიკოლოზი: „რომელსაცა მიუბოძა მღვდელმთავრობა მეფემან გიორგი და ესე იყო უკანასკნელი ხარჭაშნელი, გარდაცვლილი რუსეთისა მმართებლობასა. გარდა ამისა, მეფისა გიორგისა მეფობაში არვინ კურთხეულა ეპისკოპოსად, რადგან იყვნენ ყოველივე ცოცხალნი“. ხარჭიშოს წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ეკლესია უკანასკნელად 1749 წელს, ერეკლე II-ის მზრუნველობით შეკეთებულა.
ხარჭაშნელი მღვდელმთავრები (არასრულისია)
1. ეპისკოპოსი გიორგი XIIIს.
2. ეპისკოპოსი კლიმენტი 1556-1560
3. ეპისკოპოსი ელისე 1562-1590
4. ეპისკოპოსი კლიმენტი 1599-1603
5. უცნობი ეპისკოპოსი (დაეცა მარაბდის ბრძოლაში) 1625
6. ეპისკოპოსი მათე 1650
7. ეპისკოპოსი გრიგოლი (ერისთავი) 1690-1701
8. ეპისკოპოსი პართენი 1701-1713
9. ეპისკოპოსი ფილიპე (ჩოლოყაშვილი) 1713-1722
10. ეპისკოპოსი ზოსიმე (ჩოლოყაშვილი) 1722-1752
1 1. მიტროპოლიტი იოსები
12. (ჯანდიერი) 1764-1770
13. ეპისკოპოსი გრიგოლი(სეფაშვილი) 1783-1784
14. ეპისკოპოსი ვიქტორი 1784-1797
15. ეპისკოპოსი ნიკოლოზი _ (ჩოლოყაშვილი) 1798-1812
XIX ს-ის დასაწყისიდან საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქ- მების შემდეგ კახეთში არსებული ეპარქიები და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის საეკლესიო ცხოვრება ერთ, კახეთ-ალავერდის, ეპარქიას დაექვემდებარა. 1917 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისას შეიქმნა 13 ეპარქია. ფშავ-ხევსურეთი და ერწო-თიანეთი თავდაპირველად ალავერდიის ეპარქიაში შედიოდა, ხოლო 1926 წლის 17 ნოემბრიდან იგი წილკნის ეპარქიას დაექვემდებარა. 2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის კრებაზე წილკნისა და ალავერდის ეპარქიათა ტერიტორიების საფუძველზე დაარსდა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია. ეპარქიის ამგვარი სახელწოდება –- „თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის“ –– არ გვხვდება საქართველოს საეკლესიო წარსულში, თუმცა იგი არსით საუკუნეთა წინათ გაუქმებული „ჟალეთის“, შემდეგ კი ძველი „ხარჭაშოს“ ეპარქიის განახლებას ნიშნავს (ხარჭაშოს ეპისკოპოსი „ხარჭაშნელად“ იწოდებოდა). წმინდა სინოდის განჩინებით, ახლად დაარსებული ეპარქიის მღვდელმთვარად კრებამ გამოარჩია სტეფანწმიდისა და ხევის ეპარქიის, აჩხოტის წმიდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იეგუდიელი (ტაბატაძე). 2005 წლის 27 ივნისს ეპისკოპოსი იეგუდიელი ბოლნისის ეპარქიაში გადაიყვანეს, ხოლო ბოლნელი მთავარეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი) –– თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის კათედრაზე დაადგინეს. 2013 წლის 11 ოქტომბერს წმინდა სინოდის განჩინებით, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მმართველად შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე) დადგინდა, რომლის ეპისკოპოსად ქიროტონია 2013 წლის 20 ოქტომბერს
სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღესრულა. გთავაზობთ ერთ საინტერესო ისტორიულ ცნობას, სადაც აღწერილია, თუ რა სულიერი მდგომარეობა იყო ზუსტად 200 წლის წინ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიაში. დოკუმენტი დაცულია საქართველოს სახელმწიფო ცენტრალურ საისტორიო არქივში. „1819 წელს ნოემბრის 8 დღესა ფშავის ერთ მღუდელნი: მახარობელი ბურდული და მახარობელი წოწკორაული, კანცელარიასა შინა მათის მაღალყოვლადუსამღვდლოესობის საქართველოს ექსარხოსის და კავალერისასა კითხულ იქმნენ და აჩუენეს. ფშაველნი არიან ერთისა ნათესავნი. სამფლობელო მათი განიყოფების ფშავის მდინარით, რომელიცა გამომდინარებს სოფლის უკანა ფშავთაგან და ერთვის არაგვსა სოფელს ჟინვანთან, ერთის საათის სავალზედ
35-2 საპატრიარქოს უწყებანი N35 24-30ოქტომბერი 2013წ გვ.19
თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია და სარწმუნოებრივი მდგომარეობა ფშავში XIX ს-ის დასაწყისში (გაგრძელება)
ანანურითგან ტფილისისაკენ.ჰსცხოვრობენ ზამთრით მთაში, ზაფხულით სხვა და სხვათა ადგილთა შინა თელავის უეზდისათა, ხოლო უმეტეს ერწოს ხეობასა შინა რიცხვით არიან მაგალითებრ სამას კომლამდინ. ძველთაგან უპყრიესთ ქრისტიანებრი სარწმუნოება, ბერძენთ ქართულისა აღსარებისა და ყოველთავე იციან ქართული, ყოველნივე არიან თავისუფალნი. არა არს აზნაურობა მათ შორის. განეგებიან უფროს უფროსთა კაცთა მიერ, შუათგან მათთა აღრჩეულთა თანხმობითა მოურავისათა. მათ აქვსთ მთაში თერთმეტნი სოფელნი, რომელნიცა არიან: უკანა ფშავი, წითელაური, ოხადა, გაბიდაური, მატურა, მუქო, წირჩო, გოგოლაური, ცაბაური, შუაფხო და ჩარგალი. საზრდო აქვსთ ხვნა და თესვისაგან და პირუტყვთაგან, სახნავნი მიწანი აქვსთ მცირედ და ხვნენ უმეტეს ერწოს ხეობაში, პირუტყვ ჰყავსთ ფრიად საშუალად. არა აქუსთ ვენახნი. ოტკასა ხდიან ქერისასა და ხარშვენ ლუდსა. მთაში აქუსთ ოთხნი ეკლესიანი და ოთხნი მლუდელნი ჰყვანან. ეკლესია სოფელსა შინა ახადსა სახელსა ზედა ყოვლად წმიდის ღვთისმშობლის მიძინებისა, ქვისა ძუელი; სხვებრ მას შინ წირვა-ლოცვა არს დროებითად; არა არს მღუდელი მას შინა. სოფელსა შინა მუქოს სახელსა ზედა ღვთისმშობლის მიძინებისასა ქვისა ძუელი; მაგრამ წირვა-ლოცვა აღსრულებულ იქმნების, მას შინა არს მღუდელი მახარებელი წოწკორაული წლისა ოცდაათისა, ფშაველთ ნათესავი. მლღუდლად ხელდასხმულ არს ყოვლად სამღვდელოს ნიკოლოს ხარჭაშნელ ეპისკოპოსისგან წინარე ათისა წლისა, კუთხევისა ღრამოტა არა აქვს, არ იცის წერა. მას ჰყავს შვილები: ივანე, ხუთისა წლისა და ბეჟან, სამისა წლისა (გარდ. 1858 წლის 14 ოქტომბერს
გ: მ.). სოფელსა შინა შუაფხოს ეკლესია სახელსა ზედა წმინდის გიორგისა, ქვისა ძუელი, რომელსა შინა არს მღუდელი იოანე მამუკას ძე ხუცურაული წლისა ორმოცდარვისა; არს ნათესავით ფშაველი. ხელდასხმულ არს ყოვლადსამღვდელო ხარჭაშნელ ეპისკოპოსის ნიკოლოსის მიერ; შვილები არ ჰყავს; არ იცის წერა (გარდ. 1837 წლის 1 ივნისს -– გ. მ.). სოფელსა შინა ჩარგალს ეკლესია წმინდის გიორგისა ქვისა ძუელი; რომელსა შინა მსახურება წარმართებულ იქმნების. მას შინა არს მლუდელი დავით ბაშარაძე არს განწესებულ ხევსურის ერისა შორის. მეოთხე მღუდელი ჰსცხოვრობს სოფელსა შინა წირჩოს, რომესაცა შინა არა არს ეკლესია; მას ჰქვიან მახარებელი ბურდული, არის წლისა ორმოცისა; ხელდასხმულ არს ხარჭაშნელ ეპისკოპოსის ნიკოლაოზისაგან, წინარე თუთხმეტისა წლისა. შვილები არა ჰყავს. მღუდელთა მათ არა ჰყავსთ მრევლნი განყოფილნი,
35-3 საპატრიარქოს უწყებანი N35 24-30ოქტომბერი 2013წ გვ.20
თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია და სარწმუნოებრივი მდგომარეობა ფშავში XIX ს-ის დასაწყისში (დასასრული)
საზრდო აქვსთ მიწითგან და ფრიად მცირედ სარგებლობენ მრევლთაგან. ფშაველთა გულსმოდგინება აქუსთ მცირედ; იშვიათად მათგანნი იტყვიან აღსარებასა და ეზიარებიან; მარხვას ინახვენ წმიდათა ორმეოცთა დღეთა, მარიამობასა და შობისას ორსა კვირასა. გარდა ჰსჯულიერთა (ცოლთა, რომელთამე ჰყავსთ არასჯულიერნიცა. გაყრანი ცოლ-ქმრობისაგან იქმნებიან არაიშვიათად. და გაყრილთა მღუდელნი დააგვირგვინებენ სხვათა თანა. სამღუდელონი წინარე იყვნენ დამოკიდე- ბულნი სახარჭაშნელოს ეპარხიასა ზედა, განქარვებამდე მისსა; ხოლო შემდგომად მისსა არა იყვნენ არავისა ხელ ქვეშე. ხოშორას ადგილთან იმყოფება ერთი სალოცველი ადგილი, წოდებული (ლაშარი), რომლისადმიცა სრულიადსა ხალხსა ფშავისასა აქვს დიდის გულსმოდგინება და შევრდომებაი. ერთ ესე ძუელთაგან მყოფს მათ შორის ჩუელებისამებრ 29 დღესა ივნისისა თვითოეულისა წლისასა შეკრბების და ჰყოფს შეწირვასა მისდამი სანთლითა, საკმლითა, პირუტყვთა და სხვათა ვეცხლეულის ნივთებითა, ვითარნიცა შემოსავალნი შედიან განმგებლობასა შინა აღრცეულისა მათგან უფროსის კაცის სახელად წოდებულის ხახა ხევისბერისა, რომელსაცა აქვს ჯვარი დიდი მსგავსი დროშისა, წოდებული ლაშარის ჯვრად და მით ხელმძღვანელობს ხალხსა, და თვით ერიცა ფრიად უსმენს და მორჩილებს მას. ესე ვითარი შეკრებილება ერისა განგრძელდების ორს დღეს და შემდგომად ამისა უკმოიქცევიან სახლთა შინა. მრევლის მღუდელნი ზემორე თქმულთა შემოსავალთაგან არა მიიღებენ არარაიმესა და თვით იქმნებიან მხოლოდ მაყურებელად; მსახურება არავითარიმე იქმნების, ე. ი. კითხვა წიგნისა და გალობა; ხოლო ხახა ხევისბერი დგას დროშითურთ და ილოცავს ხალხსა თანა. ლოცვა იქმნების დილით და საღამოთი, პირჯვრისწერითა და მუხლის მოყრითა. ნაშენობა ტაძრისა არს ქვისა დაწყობილი ფილაქნის ქვით უკიროდ. გარეთგან არის მსგავსი სახლისა, დახურვილი არის მითვე ფილაქნის ქვითა, უთაღოდ. სიდიდით არის მცირე, რომ დაეტევა ოცდახუთი კაცი; ზარი არის მომცრო, შიგნითგან არა არს არავითარიმე შემკულება და არცა ხატი. დიდი ხანია რაც არის აშენებული და როგორც ამბობენ, იქმნება ათასის წლისა“.
36 საპატრიარქოს უწყებანი N36 31 ოქტომბერი-6ნოემბერი 2013წ გვ.17
არქიმანდრიტი გერასიმე (გაბუნია)
არქიმანდრიტი გერასიმე, ერისკაცობაში –– გიორგი გაბუნია, 1852 წელს ქუთაისის გუბერნიაში, გლეხის ოჯახში დაიბადა. ქართულ ენაზე წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლისა და თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტრებში ისწავლა, ხოლო რუსულ ენაზე მსახურება აფხაზეთში -– ახალი ათონის მონასტერში. 1879 წლის 15 მაისს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტრის მორჩილად განამწესეს. 1880 წლის 13 ივნისს ახალი ათონის მონასტერში გადაიყვანეს. 1881 წლის 6 მარტს ისევ ფერისცვალების მონასტერში დაინიშნა, 1881 წლის 15 ივნისს დავით გარეჯის მონასტრის უშტატო მორჩილად გადაიყვანეს და ამავე წლის 28 სექტემბერს სასულიერო უწყებაში მიიღეს. 1881 წლის 6 ოქტომბერს თბილისის ფერისცვალების სახელობის მონასტერში არქიმანდრიტმა კესარიოსმა (ჩეკურიშვილი) ბერად აღკვეცა და სახელად გერასიმე უწოდა. ამავე წლის 1 ნოემბერს საქართველოს ეგზარქოსმა იოანიკემ (რუდნევი) დიაკვნად აკურთხა და დავით გარეჯის მონასტერში მორჩილის შტატში განამწესეს. 1882 წლის 29 აგვისტოს ვლადიკავკაზის ეპისკოპოსმა იოსებმა (ჩეპიგოვი) მღვდლად დაასხა ხელი. ამავე წლის 21 დეკემბერს ბერდიაკვნის შტატში დაინიშნა. 1883 წლის 26 იანვარს მლვდელ-მონაზვნის შტატში დაამტკიცეს. ამავე წლის 2 აპრილს ხაზინადრად დაინიშნა. 1893 წელს მონასტრის წინამძლვრის, არქიმანდრიტ გრიგოლის (დადიანი) ლოცვა-კურთხევით, მამა გერასიმემ იმოგზაურა დასავლეთ საქართველოში და მონასტრის სასარგებლოდ შეაგროვა 620 მან. და 48 კაპ. და 18 ივნისს ტაძრის კეთილმოწყობისთვის შესწირა. ამ დამსახურების გამო,
1884 წლის 8 იანვარს იგი საგვერდულით დააჯილდოვეს. 1884 წლის 5 მარტს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტერში გადაიყვანეს და ბერდიაკვნის შტატში დაინიშნა. 1886 წლის 3 თებერვალს შიომღვიმის მონასტერში გადაიყვანეს. 1886 წლის 6 დეკემბრიდან ეგზარქოსების წმინდა ჯვრის სახელობის კარის ეკლესიაში განამწესეს. 1887 წელს მარტყოფში, ეგზარქოსების რეზიდენციის წმინდა ანტონ მარტყოფელის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს და ხაზინადრობა ჩააბარეს, 1890 წელს წმინდა სინოდმა მადლობა გამოუცხადა. 1891 წლის 25 აპრილს მამა გერასიმეს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. 1894 წლის ივნისში გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. აქ მოღვაწეობის პერიოდში მღვდელ-მონაზონმა გერასიმემ მონასტრის კუთვნილ ხელნაწერ წიგნებზე რამდენიმე წარწერა გააკეთა:
36-1 საპატრიარქოს უწყებანი N36 31 ოქტომბერი-6ნოემბერი 2013წ გვ.18
არქიმანდრიტი გერასიმე (გაბუნია) (გაგრძელება)
XIX საუკუნეში მღვდელ-მონაზონ იოანეს მიერ გადაწერილ „მარგალიტზე“ არის მისი მინაწერი: „ღმერთო, მოიხსენე ამ მამა იოვანეს უჩენიკი, აწ მღვდელმონაზონი გერასიმე გაბუნია, რამეთუ გულმოდგინეთ გარდაკითხულ იქმნა ეს წმიდა წერილი ჩემ მიერა. 1896 წლის 3 იანვარი“. XVI-XVIII საუკუნის კრებულზე მინაწერი: „1895 წ. თვესა მარტსა, 5 დღესა მე, ცოდვილმან და ს ფრიად საწყალობელმანა ხუცეს-მონაზონმა გერასიმემ, გვარათ გაბუნიამა, იმერეთი: სამან, ამა წმინდა მონასტერსა შინა აღზრდილმანა, გარდავიკითხე ესე წმინდა ცხოვრება ქალწულთა მოწამეთა. მათითა მეოხებითა შემიწყალე, ტკბილო მაცხოვარო ჩემო იესო, და ახოცე მრავალი ცოდვა ჩემთა ხელით წერილი და შემიწყალე ხუცეს-მონაზონი გერასიმე“. : მაქსიმე აღმსარებელის კრებული XVIII საუკუნე „ღმერთო, შაიწყალე მდაბალი მღვდელ-მონაზონი გერასიმე გაბუნია, რამეთუ სრულიად გარდავიკითხე სასოებითა 1895 წ.“ 1897 წლის 25 სექტემბერს ნათლისმცემლის მონასტრის ხაზინადრად აირჩიეს. 1899 წლის 30 მარტს თბილისის ფერისცვალების მონასტერში გადაიყვანეს და იმავე წლის 29 ივნისს მონასტრის ეკონომოსად დაინიშნა. 1899 წელს წმინდა სინოდმა მადლობა გამოუცხადა. 1900 წლის 6 ივნისს ზედაზნის წმინდა იოანე ზედაზნელისა და მცხეთის წმინდა ჯვრის სახელობის მონასტრების წინამძღვრად დაინიშნა. ზედაზნის მონასტერში ასულ მღვდელ-მონაზონ გერასიმეს მძიმე მდგომარეობა დახვდა. სავანეს ყურადღება და მზრუნველობა მოკლებოდა. სამონასტრო ცხოვრების ასაღორძინებლად და გამოსაცოცხლებლად მონასტერში მნიშვნელოვანი სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო. მამა გერასიმე ენერგიულად შეუდგა საქმიანობას. მისი შრომისმოყვარეობითა და მუყაითობით გაპარტახებული სავანე მალე დაადგა აღმავლობის გზას. გაჩალდა აღმშენებლობითი მუშაობა. მლვდელმონაზონმა გერასიმემ 1900 წელს საგანგებო განცხადებაც კი გააკეთა გაზეთ „ივერიაში“, სადაც ის დახმარებასა და შეწევნას სთხოვდა ქართულ საზოგადოებას: „ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“. ღვთისმოყვარენო ქველისმოქმედნო მშვიდობა თქვენდა უფლისა მიერ და ცხოვნება! სინოდის ქართლ-კახეთ-იმერეთის კანტორის ბრძანებისა და მისის მაღალყოვლადუსამღვდელოესობის საქართველოს ექსარხოსის ფლაბიანეს კურთხევის თანახმად, მე, უმდაბლესი და უღირსი მონა ქრისტესი, დანიშნულ ვიქმენ 'აჭველესისა და 'უღარიბესის წმ. იოანე ზედაზნელის მონასტრის ბი5ამძღვრად. მონასტერი ესე იმყოფება 17 ვერსტის მანძილზედ ქ. ტფილისიდამ და 8 ვერსტით ს. მცხეთიდამ. ამ მონასტრის აღშენებაში წმ. ი. ზედაზნელსა პშველოდნენ 12 მისნი მოწაფენი. ეს მოხდა ქართველთა მეფის ფარსმან VI და კათოლიკოზის ევლავიოსის დროს VI ს-ის ნახევარში, ამ მონასტერს ხშირად დაეცემოდნენ ხოლმე სპარსელები და მიწასთან ასწორებდნენ. უკანასკნელ დროს მთელი 500 წელიწადი გაოხრებული იყო. მაგრამ ზოგიერთთა ქველმოქმედთა და კეთილისმყოფელთა შუამდგომლობითა და შრომით მაღალყოვლადუსამღვდელოესის პავლეს დროს, როდესაც იგი საქართველოში ექსარხოსობდა, ამ მონასტერს კვლავ სიცოცხლის ნიშნები დაეტყო, მაგრამ ფრიად დაძაბუნებულმა, ძირეულად შერყეულმა და მინგრეულ-მონგრეულმა, სრულიად ვერ შეძლო წელში გასწორება. ქონებრივად შეუძლებლობისა გამო ჯერ კარგა მანძილზედა ჰშორავს ის დრო, როდესაც წმ. იოანე ზედაზნელის მონასტერს უწინდელებრ აღყვავებულსა და სასურველ მდგომარეობაში დავინახავთ... დღეს ჩვენი მონასტერი უბედურს მდგომარეობაშია და ამიტომ უმდაბლესად ევედრება შემწეობას წმ. ეკლესიის მოყვარეთა და გულშემატკივართა. ღვთივსაყვარელნო ქველმოქმედნო! უმორჩილესად მოგმართავთ და გევედრებით, მოაქციოთ ყოვლადმოწყალე ყურადღება ჩვენს უბადრუკს მონასტერს. გულთამხილავი ზეციერი გამჩენი თავისს სასუფეველში მოგაქცევთ ყურადღებას სიტყვისაებრ თვისისა: „ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“. თქვენგნით შემოწირულებას ისე მიიღებს უფალი, როგორც უმანკო მსხვერპლსა. ჩვენც, ძმანი წმიდისა ამის ადგილისა, უღრმესად მადლობელნი დაგრჩებით. შემოწირულება და დახმარება ყოველმხრივ საჭიროა ჩვენის მონასტრისათვის: სამწირველო ეკლესიას სრულიად არა აქვს რა ნივთები, სამოსელი, ფული თუ სხვ. ამასთან, ყოვლად შეუძლებელი ხდება არ გავაახლოთ შიგნით და გარეთ წმ. იოანე წინამორბედის სახელობაზედ აშენებული საკრებულო ტაძარი, რომელშიაც კანკელი -- ხატებითურთ ხელახლა დასაცვლელია. შესაკეთებელია სამრეკლო. ზარიც კი არა გვაქვს, წმ. იოანე ზედაზნელის მონასტერზედ მიწერილია წმ. პატიოსნისა და ცხოველმყოფელის ჯვრის სახელობაზედ აღშენებული მონასტერი, რომელიც პირველსა ჰშორავს 5 ვერსტით. წმ. ჯვრის მონასტერი ქართველთა მეფე მირიანმა აღაშენა მეოთხე საუკუნეში. ამ მონასტერში დღესაც იმყოფება სასწაულთმომქმედი ჯვარი, რომელიც წმ. ნინომ დაასვენა იქ. ეს მონასტერიც ძრიელ ჰსაჭიროებს კეთილისმყოფელთა დახმარებას. ჩვენს მონასტრებს, საზოგადოდ, ძლიერ ცოტა მოეპოვებათ ამისთანა საჭიროებათა დასაკმაყოფილებელი წყაროები. თუ მოგვეშველებით ამისოანა უკიდურესს მდგომარეობაში, ისევ თქვენ, კეთილმორწმუნენო ძმანო, ქრისტიანენო-ქველმოქმედნო! დავშთებით უმდაბლესად, მლოცველნი თქვენთვის და სრულიად საქრისტეანესათვის უღირსნი მონანი ქრისტესნი. წინამძღვარი წმ. იოანე ზედაზნელისა და წმ. ჯვრის მონასტერთა მღვდელ-მონაზონი გერასიმე და ძმანი ამა მონასტრებისანი“.
36-2საპატრიარქოს უწყებანი N36 31 ოქტომბერი-6ნოემბერი 2013წ გვ.19
არქიმანდრიტი გერასიმე (გაბუნია) (გაგრძელება)
1902 წლის 2 ივნისს მამა გერასიმეს იღუმენის წოდება მიენიჭა და ენქერით დაჯილდოვდა. ამავე წლიდან იღუმენ გერასიმეს დაევალა დროდადრო წირვა-ლოცვის ჩატარება ეგზარქოსების წმინდა ჯვრის სახელობის კარის ეკლესიაში. 1903 წლის 9 სექტემბერს საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ იღუმენ გერასიმემ მზრუნველობას მოკლებულ ყრუ-მუნჯ ბავშვებზე ყურადღების გამოჩენისთვის მადლობა გამოუცხადა და ამავე წელს გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა. 1904 წლის 14 ოქტომბერს წითელი ჯვრის საზოგადოების სამახსოვრო ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. ამასთანავე, წმინდა სინოდმა წმინდა ნინოს IV ხარისხის ორდენითა და რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III სამახსოვრო მედლით დააჯილდოვა. 1905 წლის 6 მაისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი უბოძეს. 1906 წლის 13 ოქტომბერს გურია-სამეგრელოს ეპარქიაში გადაიყვანეს და შემოქმედის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. ამავე წლის 29 ოქტომბერს იღუმენ გერასიმეს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1907 წლის 14 აპრილს ოზურგეთის მაზრაში არსებული მონასტრების მთავარხუცესად აირჩიეს. 1907 წლის 27 სექტემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) შემოქმედის მონასტერში ჩატარებული სამშენებლო სამუშაობის კეთილად დასრულებისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1909 წლის 6 მაისს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1910 წლის 13 სექტემბერს ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა, სადაც ამავე წლის 16 დეკემბრიდან მოვალეობის შესრულებას შეუდგა. 1912 წლის 11 დეკემბრიდან არქიმანდრიტი გერასიმე პენსიაზე გავიდა. 1913 წლის 11 იანვრიდან გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის საძმოში განამწესეს. 1918 წელს ბერ გობრონის (წკრიალაშვილი, შემდგომში -– წილკნელი ეპისკოპოსი) პირად მოსახსენებელში არქიმანდრიტი გერასიმე ცოცხალთა შორის მოიხსენიება. მისი შემდგომი ბედი უცნობია.
36-3 საპატრიარქოს უწყებანი N36 31 ოქტომბერი-6ნოემბერი 2013წ გვ.20
ქართული კულტურის ძეგლები ქალდია-გიუმეშხანეში
ქალდია-გიუმეშხანეში წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის სამეცნიერო ექსპედიციის (7-11 ოქტომბერი) შედეგად დადგინდა უძველესი ქალდეურ-ჭანური ციხეების ლოკალიზაცია და აქ არსებულ ტაძარში მიკვლეულ იქნა ქართული წარწერის კვალი. ჭანეთის აღწერისას (“გეორგიკაში“ტ.2) პროკოფი კესარიელი წერს, რომ ჭანეთის შესასვლელში არის ძველად ნაშენი ციხე სახელად ხარტონი. სქოლიოში ს. ყაუხჩიშვილი ამ ტოპონიმს კითხულობს, როგორც ქარტონი. იქვე მოცემულ ნ. მარის განმარტებით ”ონი” ჭანური სუფიქსია. მაშასადამე ტოპონიმის ძირად რჩება ტერმინი ”ქარტ”, რაც იდენტურია ტერმინ ”ქართის”. ამდენად ქალდიის (გიუმეშხანეს) უძველეს და ცენტრალურ ციხედ ”ქართი-ციხის” არსებობა, (რომელიც პროკოფი კესარიელის მოწმობით იუნისტინიანდელ ანუ ანტიკურ პერიოდს უკავშირდება) კიდევ ერთხელ ნათლად მოწმობს ეთნონიმ ”ქართის” ჭანურქალდეური წარმოშობის შესახებ. ქვემოთ, ჭანეთის აღწერილობაში, პროკოფი კესარიელი იუსტინიანეს მიერ აშენებული ახალი ციხეების გვერდით ჩამოთვლის ძველ ციხეებს: სქამალირიხონს, სისილონს და ჯანზაკონს. ამ უკანასკნელს ს. ყაუხშჩიშვილი კითხულობს როგორც ჭანჭაკონს და ბრძანებს, რომ მისი ლოკალიზაციის განსაზღვრა შემდგომი კვლევების საგანიაო. ჩვენს დიდ მეცნიერებს, კომუნისტურ პერიოდში, გასაგები მიზეზების გამო არ ჰქონდათ საშუალება ამ რეგიონის შესწავლისა. ხოლო უცხოელ ბიზანტინისტებს, რომელთაც კარგად ჰქონდათ პონტოს რეგიონი შესწავლილი ქართულ წყაროებზე და, ალბათ, ამიტომაც მათი დასკვნები არაობიექტურ და ტენდენციურ ხასიათს ატარებდა. ჩვენ შევეცადეთ მცირედი, ახალი ინფორმაციით შეგვევსო ის ვაკუუმი, რომელიც უძველესი ქართული კუთხის მიმართ არსებობს ჩვენს საზოგადოებაში. „ჭანჭაკონის“ ციხე სხვა არაფერია თუ არა დღევანდელი ესკი (ძველ) გიუმეშხანეში მდებარე ანტიკური ციხე ”ჭანიკა'' რომელსაც თავის ნაშ- რომში დაწვრილებით აღწერს ცნობილი ბიზანტინისტი ბრაიერი. სამწუხაროდ მის ავტორიტეტულ გამოცემაში სრულიად გაურკველად არის წარმოჩენილი აქ მოსახლე ქალდეველების და ჭანების ეთნიკური წარმომვალობა. მაშინ როდესაც ჩვენი სასიქადულო მეცნიერები გარკვევით წერენ, რომ ”ქალდების ეთნიკური ვინაობა სრულიად უეჭველია, ისინი ქართველი ხალხის ერთ ნაწილს შეადგენენ. რიგი ძველი სომხური წყაროები მოწმობენ, რომ ქალდები იგივე ჭანებია. ხალიბ-ხალდებს ანტიკურ ხანაში ჯერ კიდევ მოსდგავდა ისეთი ეროვნულ-კულტურული თვისებანი რომელნიც უაღრესად მჭიდროდ ანათესავებენ მათ ურარტუსთან'". (ივ. ჯავახიშვილი,... ისტორიის სახელმძღვანელო, 1948 წ.) ჩვენი სამეცნიერო ექსპედიცია მიზნად ისახავდა ქართველი ისტორიკოსების თეორიული ნააზრევისა და ევროპელი მეცნიერების პრაქტიკული კვლევების შე- ჯერებას. სამეცნიერო ექსპედიციის ფარგლებში მიკვლეულ იქნა ანტიკური პერიოდის ქართული ციხეები და ადრეული პერიოდის ქართული ეკლესიის ნაშთები, რითიც დადასტურდა გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწის ტიმოთე გაბაშვილის ცნობა აღნიშნული რეგიონის შესახებ. თავისი მოგზაურობის აღწერისას იგი მოგვითხრობს: „მივიწიენით ქალდიას აწ უხმობენ გუმიშხანას... და მიერითგან განვიხილენით ეკლესიანი და იყო აღშენებული ქართველთაგან. და ვიკითხავდი რა, იგინი მეტყოდენ, ვითარმედ: .. გუმიშხანა საქართველოსა მეფეთი არისო, რამეთუ ვერცხლი გამოსავალი აქაური საქართველოთი ყოფილაო.“
37 საპატრიარქოს უწყებანი N37 7-13 ნოემბერი 2013წ გვ.18
„მწყემსი გონიერთა ცხოვართა“ მღვდელი ნიკოლოზ ციბაძე 1835-1903
მღვდელი ნიკოლოზიესეს ძე ციბაძე 1835 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ფარცხანაყანევში, ღარიბი გლეხის ოჯახში დაიბადა. ოჯახს მატერიალურად უჭირდა, რის გამოც პატარა ნიკოლოზი სასწავლებელში ვერ მიაბარეს. იგი მამის ოჯახში ცხოვრობდა და მშობლებს სასოფლოსამეურნეო საქმიანობაში ეხმარებოდა. ხანდახან მინდორში ცხვრებსა და ძროხებს მწყემსავდა. შემდგომში იგი ხშირად იხსენებდა, რომ სწორედ მწყემსობის პერიოდში დაებადა აზრი, გამხდარიყო „მწყემსად გონიერთა ცხოვართა“. მართლაც, ოცდაორი წლის ასაკში, მიუხედავად მშობლების წინააღმდეგობის, ნიკოლოზმა დატოვა ოჯახი და ადგილობრივ მღვდელთან მივიდა, რომელთანაც მოჯამაგირედ მსახურება იმ პირობით დაიწყო, რომ მოძღვარი მას წერა-კითხვას ასწავლიდა და საეკლესიო მსახურებისთვის მოამზადებდა. მშობლებმა ნიკოლოზი არ მოასვენეს, ხშირად აკითხავდნენ და სახლში დაბრუნებას სთხოვდნენ. ამის გამო მან მშობლიური სოფელი დატოვა და გელათის მონასტერში მივიდა, სადაც დიდი მონდომებითა და სიყვარულით დაეწაფა სწავლას. რამდენიმე წელმა განვლო შრომასა და მორჩილებაში. მონასტრის ბერებმა გულით შეიყვარეს ახალგაზრდა და მოწადინებული მორჩილი, რომელიც ყველა დავალებასა და მორჩილებას დაუზარლად ასრულებდა. სამწუხაროდ, მშობლებმა აქაც არ მოასვენეს სწავლას მოწყურებული შვილი, რის შემდეგაც ნიკოლოზი იძულებული გახდა, საერთოდ წასულიყო დასავლეთ საქართველოდან. იგი ქართლ-კახეთის ეპარქიაში გადავიდა და სხვადასხვა მოძღვრებთან რამდენიმეწლიანი მომზადების შემდეგ ზედმიწევნით განისწავლა სასულიერო საგნებში. როდესაც ნიკოლოზმა თავი მომზადებულად ჩათვალა, მან თხოვნით მიმართა საქართველოს ეგზარქოს ევსევის (ილინსკი), სადმე თავისუფალი მედავითნის ადგილზე დაენიშნათ. ეგზარქოსის ლოცვა-კურთხევით, ნიკოლოზი ანანურისა და ფასანაურის სამრევლოებში განამწესეს. იწვნია რა თავის თავზე გაჭირვება და უსახსრობა, მან მიზნად დაისახა, აღეზარდა პატარა ბავშვები და მათთვის განათლება მიეცა. ნიკოლოზმა ეკლესიასთან გახსნა სკოლა, სადაც უსასყიდლოდ ასწავლიდა პატარებს წერა-კითხვას, ლოცვებს, საღმრთო ისტორიას. უმაღლეს საეკლესიო მმართველობას მისი ერთგული სამსახური უყურადლებოდ არ დარჩენია. 1867 წელს ეგზარქოსმა ევსევიმ ნიკოლოზი დიაკვნად აკურთხა და ხევში, სოფელ სტეფანწმინდის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში განამწესა. დიაკონმა ნიკოლოზმა სტეფანწმინდაშიც გახსნა სამრევლო-საეკლესიო სკოლა და დაუზარლად და უსასყიდლოდ ამეცადინებდა ბავშვებს. აი, რას წერდა 1880 წელს გაზეთი
37-1 საპატრიარქოს უწყებანი N37 7-13 ნოემბერი 2013წ გვ.19
„მწყემსი გონიერთა ცხოვართა“ მღვდელი ნიკოლოზ ციბაძე 1835-1903(გაგრძელება)
„დროება“ მისი მოღვაწეობის შესახებ: „სტეფანწმინდის საზოგადოებაში იპოება ორმოციოდე მოსახლე, რომელთაც იციან წერა-კითხვა. ამათთვისაც უსწავლებია ერთს უბრალო მთავარდიაკონს, რომელსაც შინაურულად მოუკიდნია ხელი ამ კეთილი საქმისათვის 1867 წელს. ამ წელს დაუნიშნავთ სტეფანწმინდაში მიხაილ მთავარანგელოზის ეკლესიაში მთავარდიაკვნად ნიკოლოზ ციბაძე, რომელმაც თავი გამოიჩინა საკვირველის ნიჭიერებით ბავშვების სწავლებაში. ამ პატიოსანმა პირმა შესანიშნავის ზრუნვით და მეცადინეობით მიიზიდა აქაური გლეხის შვილები და შეძლებისამებრ ცდილობდა იმათ აღზრდას. მაგრამ ბოლოს ის მსხვერპლი გახდა უსვინდისო პირების მოქმედებისა: რაღაცა მიზეზებით სოფელმა მისცა საჩივარი, ზოგიერთი პირების ჩაგონებით ამ ციბაძეზე, და ეს სასარგებლო პირი გადაიყვანეს ხევიდგან და ამდენი ბავშვები მოაკლეს ამისთანა ბეჯით მასწავლებელს“. XIX საუკუნის 70-იან წლებში დიაკონი ნიკოლოზი იმერეთის ეპარქიაში დაბრუნდა და ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე) ლოცვა-კურთხევით გეგუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად დაინიშნა. 1882 წელს ეპისკოპოსმა გაბრიელმა მღვდლად დაასხა ხელი და ბაში-ეწერის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. მღვდელი ნიკოლოზი იყო სამაგალითო მლოცველი და მშრომელი მოძღვარი, გაჭირვებულთა გულშემატკივარი და შემწეობის აღმომჩენი. მიუხედავად იმისა, რომ სემინარიაში არ ჰქონდა მიღებული განათლება, თითქმის ყოველი წირვის შემდეგ შესაფერისი ქადაგებით მიმართავდა მრევლს. მისი წარმოთქმული სიტყვა ადვილი გასაგები იყო უბრალო ადამიანებისთვის. საეკლესიო მსახურების შემდეგ მამა ნიკოლოზი დაუზარლად მუშაობდა თავის მამულში. ამუშავებდა ყანას, ვენახს, ბაღს, ტყიდან თავად მოჰქონდა შეშა და ამით შრომის სიყვარულის ცოცხალ მაგალითს აძლევდა მრევლს. იგი ასე მიმართავდა ხალხს: „უშრომელად ცხოვრება სირცხვილი და თანაც ცოდვა არის; ღმერთმა გვიბრძანა პატიოსნად ვიშრომოთ და მას კი ვევედროთო ლოცვითო და სხვ...“ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მამა ნიკოლოზს სულითა და გულით უყვარდა ბავშვებთან ურთიერთობა. ეკლესიის გალავანში არსებულ თავის სენაკში იგი ხშირად შეკრებდა ხოლმე სოფლის პატარებს და ასწავლიდა მშობლიურ ენაზე წერა-კითხვას, ლოცვებს, შემოკლებულ კატეხიზმოს, საზოგადოდ “- ქრისტიანული ცხოვრების ანბანს. განსაკუთრებით უყვარდა მოძღვარს საეკლესიო მსახურება და წირვა-ლოცვა. იგი ყოველ დილა-საღამოს, სადილ-ვახშმობის დაწყებამდე ხანგრძლივად და სასოებით ლოცულობდა. თითქმის ყოველ ალიონზე ასრულებდა სრულად ცისკრის ლოცვებს. მის საყვარელ ლოცვებს შეადგენდა საღმრთო წერილიდან ამორჩეულ- ამოკრებილი სიტყვები: „შეგიყვარო შენ, უფალო, ღმერთო ჩემო“, „უფალო, და- „ მამტკიცებელო ჩემო და შესავედრებელო ჩემო“. იგი მტკიცედ იდგა სარწმუნეობაზე და შეუდრეკელად იცავდა ეკლესიის ავტორიტეტს. მოძღვარი გვერდით ედგა ყოველ კეთილ წამოწყებას, იქნებოდა ეს სკოლების გახსნა, ეკლესია-მონასტერთა აშენება-რესტავრაცია, გზების შეკეთება და სხვ. არ უყვარდა პირში მომფერებელი და ფარისეველი ადამიანები და მათ მაშინვე ამხელდა ცუდ მიდრეკილებებზე. საეკლესიო ჯილდოებზე მამა ნიკოლოზს თავისი შეხედულება ჰქონდა. იგი თვლიდა, რომ: „ჯილდო“ მისებურად „სვინდისი“, ყოველ ადამიანს ღვთისაგან ეძლევა და ვინც მას უმანკოდ შეინახავს და გონივრულად გაუძღვება, ის არის ნამდვილი ადამიანი“. მოძღვარი ცდილობდა სარწმუნოება, შრომა და ცხოვრება ერთმანეთთან დაეკავშირებინა. თავისი გულწრფელი ხასიათითა და მოღვაწეობით მან სამღვდელოებასა და მრევლში დიდი ავტორიტეტი და პატივისცემა მოიპოვა. წლების განმავლობაში დაუზარელმა შრომამ, ასკეტურად ცხოვრებამ და მოღვაწეობამ გამოფიტა მისი სხეული. 68 წლის ასაკში, 1903 წლის შობის მარხვაში მოძღვარი მძიმედ დასნეულდა. ორი კვირა ებრძოდა სიკვდილს და ამ ხნის განმავლობაში ერთი აუგი არ დასცდენია პირიდან. გამუდმებით ლოცულობდა და უფალს სამშობლოს კეთილდღეობასა და ცოდვათა მიტევებას ევედრებოდა. ვალმოხდილი აღესრულა 1903 წლის დეკემბერში. მღვდელ ნიკოლოზის დაკრძალვაზე მობრძანდა იმერეთის ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე), თავისი კრებულით და პატივი მიაგო განსვენებული მოძღვრის ხსოვნას. მან ჯერ ოჯახში გადაიხადა პანაშვიდი, ანუგეშა მამა ნიკოლოზის ქალ-ვაჟი და დიდი სიყვარულით გაიხსენა მისი ერთგული და თავდადებული სამსახური დედაეკლესიის წინაშე. ამის შემდეგ ეკლესიაში აღასრულა წირვა და წესის აგებაც მეუფე ლეონიდემ თავად შეასრულა ურიცხვი სამღვდელოების თანამწირველობით. გულდამწვარმამრევლმა მამა ნიკოლოზის ცხედარი დიდი მოკრძალებით მიაბარა მიწას.საუკუნოდ იყოს ხსენება ნეტარხსენებული და პატიოსანი მოძღვრისა ნიკოლოზ ციბაძისა, ამინ.
38 საპატრიარქოს უწყებანი N38 14-20 ნოემბერი 2013წ გვ.17
დეკანოზი გიორგი მაჭავარიანი 1872-1944
დეკანოზი გიორგი ილიას ძე მაჭავარიანი 1872 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ მელაანში მლვდლის ოჯახში დაიბადა. 1884-1888 წლებში იგი თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1888 წელს ოცდაორი წლის ყმაწვილმა ახლადგახსნილ ზედაზნის მონასტერს მიაშურა, სადაც ერთ წელზე მეტი დაჰყო. იმჟამად მონასტრის აღდგენა მიმდინარეობდა და ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე გიორგის მისვლით დიდად გაიხარა სავანის წინამძღვარმა, მლვდელ-მონაზონმა ათანასემ (ზურაბაშვილი). მამა ათანასეც წარმოშობით სიღნაღის მაზრიდან იყო და განსაკუთრებული სითბოთი ეპყრობოდა ყმაწვილს. მისი დახმარებით გიორგიმ საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა, საეკლესიო ტიპიკონი და მედავითნის თანამდებობაზე მუშაობის უფლება მიიღო. 1889 წლის 20 ივლისს იგი მოხისის წმინდა გიორგის სახე-
38-1 საპატრიარქოს უწყებანი N38 14-20 ნოემბერი 2013წ გვ.18
დეკანოზი გიორგი მაჭავარიანი 1872-1944 (გაგრძელება)
ლობის ეკლესიის მედავითნეა, 1890 წლის 20 მარტს ზემო ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს, 1891 წლის 24 მაისს ჩალაუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაადგინეს, 1897 წლის 26 ივლისიდან მელაანის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიაშია, ხოლო 1900 წლის 10 მარტს კი -– ბიყარის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიაში. 1901 წლის 25 მარტიდან ისევ მელაანის სამრევლოში დააბრუნეს. ამავე პერიოდში გიორგიმ ჯვარი დაიწერა სოფელ ჯიმითში მცხოვრებ მარიამ ევგენის ასულზე (დაბ. 1886წ.), რომელთანაც ოთხი შვილი ეყოლა: ნინო (დაბ. 1905წ.), ქეთევანი (დაბ. 1907წ. ორივემ თბილისის ქალთა ეპარქიალური სასწავლებელი დაამთავრა), ნიკოლოზი (დაბ. 1909წ.) და ანა (დაბ. 1912წ.).1906 წლის 6 სექტემბერს გიორგი თბილისში, ვერის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის წიგნის მკითხველად დაადგინეს. 1907 წლის 22 მაისს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში განამწესეს. ამავე წელს ამტნისხევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1908 წლის 28 იანვარს ალავერდელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 30 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და ჯიმითის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. მასვე დაევალა ჯიმითის ძველი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრობაც. მამა გიორგიმ 1908 წლის 7 სექტემბერს ჯიმითის ორკლასიან სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის პედაგოგად დაიწყო მუშაობა. 1914 წლის 30 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1921 წლის გასაბჭოების შემდეგ სამღვდელოება დიდი განსაცდელის წინაშე დადგა. უღვთო ხელისუფლებისგან დევნილი მოძლვრები აუტანელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მათ ოჯახის სარჩენად სახსრები აღარ ჰქონდათ. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაში იყვნენ მცირეწლოვანი შვილების პატრონები. მამა გიორგი მათ შორის იყო, ვისაც ყველაფერი უნდა ეღონა, რათა ოჯახი ლუკმა-პურის გარეშე არ დარჩენილიყო და მშივრები არ დახოცილიყვნენ. მამა გიორგი რამდენჯერმე ჩავიდა თხოვნით თბილისში და საეკლესიო მმართველობას მისი ქალაქის ნებისმიერ ტაძარში დანიშვნა სთხოვა. პასუხის მოლოდინში იგი კუკიის წმინდა ნინოს სახელობის სასაფლაოზე საეკლესიო წესებს ასრულებდა, რასაც ადგილობრივ სამღვდელოებასთან დაპირისპირება მოჰყვა. მათ მოძღვარს საკათალიკოსო სინოდში უჩივლეს. მამა გიორგის მკაცრი გაფრთხილება მიეცა: თუ იგი უკანონო ქმედებებს არ შეწყვეტდა, მღვდელმსახურება საერთოდ აეკრძალებოდა. მღვდელი გიორგი თავის სამრევლოს დაუბრუნდა და იქ განაგრძო მოღვაწეობა. 1925 წლის მიწურულს ბოდბის ეპარქიის აღწერის დროს, იგი სოფელ ჯიმითის ორივე ეკლესიის წინამძლვრად მოიხსენიება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მამა გიორგის დაშინება. ვერ ააღებინეს ხელი ღვთისმსახურებაზე. არ გაჭრა არც მუქარამ და არც დაშინების სხვა ხერხებმა. ამის შემდეგ ისინი პირდაპირ იერიშზე გადავიდნენ და მოძღვარი საკუთარი სახლიდან გამოაძევეს. ეს მოხდა 1926 წლის 27 ივნისს. გამოსახლების ფაქტი სამაზრო აღმასკომმა დაადასტურა. მათი გადაწყვეტილებით შენობა უნდა დანგრეულიყო და სოფელ გადრეკილში სკოლის შენობის ასაგებად გადაეტანათ. გაჭირვებაში და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი მოძღვარი რამდენიმე. წელიწადი ეძებდა სამართალს.თუმცა არავინ უსმენდა. ბოლოს როგორც იქნა, საქართველოს ცაკის (ცენტრალური აღმასრულებელიკომიტეტი) თავჯდომარეს, ფილიპე მახარაძეს მიაწვდინა ხმა. წერილი 1928 წლის 21 სექტემბრითაა დათარიღებული: „გთხოვთ უმორჩილესად, მიიღოთ მხედველობაში ჩემი უკიდურესი გაჭირვება და გამომიყვანოთ ამ უფრსკულიდგან, რომელშიც მე ვიმყოფები, მყავს სარჩენელი ოთხი მცირეწლოვანი შვილები, ესე რომ, ოჯახობით სულ 6 სული შევსდგებით. არავითარი საქონელი არ მყავს, არც მაქვს სახნავი და არც ვენახი რაიმე, არც მიწა, არც სახლ-კარი. ჩემს სიყმაწვილის დროს გვქონია ჩვენს მშობლებს სოფელ მელაანში ვენახი და სახნავი მიწა და სახლი, რომლებიც ეხლა სხვათა ხელშია. ოც წელიწადზე მეტია ვცხოვრობ სოფელ ჯიმითში ერთ კუხნიან ფიცრულ ოთახში, რომელსაც აქვს 400 კვ. საჟენი ეზო და ბაღჩა - ცოტა ხეხილით. სხვა არაფერი, არც სახლი გამაჩნია და არც ერთი საჟენი მიწა რაიმე. ოთახიდან გამოუბარგებიათ ჩემი ოჯახობა და ყმაწვილები ადგილობრივ აღმასკომის თავჯდომარის
38-2 საპატრიარქოს უწყებანი N38 14-20 ნოემბერი 2013წ გვ.19
დეკანოზი გიორგი მაჭავარიანი 1872-1944 (გაგრძელება)
თანაშემწეს და მილიციის უფროსს. ახლაც ჩემი ცოლი და ბავშვები იმყოფებიან ბარგით გარეთ ბალკონ საჩუხში და ღია უჭერო კუხნაში. კარები გაულაქიათ ბეჭდით ჩემს ბინაში არ ყოფნის დროს. ეს მეორე წელიწადია ვიტანჯებით, არც ოთახი მოიხმარეს რათმე და არც გამოდგება, ძველი რაიმე შენობაა. მე ვარ ძლიერ უღარიბესი პირი, მასთან, ჯანით ავადმყოფი, წლოვანებით 57 წლის, სახლში ჩემს მეტი მომმარაგებელი არა მყავს, მყავს მარტო უწლოვანი შვილები. სიღარიბის გამო არც რაიმე სამეურნეო ხარჯი არ მაწერია, და რომ ისევ გარეთ დავრჩე, რადგან აცივდა და ზამთარი მომავალია გარეთ ყოფნა ბავშვებისა და ჩემისთანა ავადმყოფი მოხუცისა ვერ ძალგვიძს და რაიც შეუძლებელია, ამისთვის უმორჩილესად გთხოვთ, ნება გვიბოძეთ, გავხსნათ და ისევ მოგვათავსონ იმავე ჩვენ კუთვნილ ოთახში. იმედი გვაქვს, კეთილ ინებებთ და არ დაგვტოვებთ გარეთ ეზოში. მოგახსენებთ მასთან, საკვირველი და გასაოცარია, განა რისთვის სჭირდებათ ასეთი მსხვერპლი და ბავშვების აწიოკება. ეს ყოველივე კი ვისი ინტერესებით არის მოქმედებული, მაშ და, რისთვის არის აქნობამდის სახლი დაკეტილი და დაბეჭდილი. ამასთან, დაურთავ ადგილობრივი აღმასკომის მოწმობას, საიდანაც სჩანს, რომ მე არავითარი სახლკარი და ქონება არ გამაჩნია და ამ მიზნით კი გამოუტანიათ ბარგი, ვითომც მე მქონდეს მელაანში რაიმე ბინა, აგრეთვე ინახულებთ ჩემს ავადმყოფობის მედიცინის მოწმობას და დამიბრუნებთ. მასთან, მოგახსენებთ, მე გახლდით გაწვეული ქუთაისის საეკლესიო კრებაზედ დელეგატად, როდესაც მილი- ცია და თემის თავჯდომარის თანაშემწე მოსულიყვნენ და დაჭერა ეპირებინათ ჩემი ცოლის და მცირეწლოვან ვაჟის, თუ არ დასცლით ოთახსაო“. თავის მხრივ, ფილიპე მახარაძე ამავე წლის 25 სექტემბერს კახეთის მაზრის აღმასკომის თავჯდომარეს, გრიგოლ ხელაშვილს წერდა: „გიგზავნით რა ამასთანავე სოფ. ჯიმითის მცხ. მღვდლის გიორგი მაქავარიანის განცხადებას. გავალებთ გამოარკვიოთ, როდის, ვისი განკარგულებით, რა მიზეზით და რა პირობებში ჩამოერთვა ხსენებულ მაჭავარიანს და მის წვრილშვილიან ოჯახს ერთადერთი თავშესაფარი სახლი, რომელიც შესდგება ერთი საცხოვრებელის ოთახიდან და სამზარეულოდან. მთხოვნელის განცხადებით, ჩამორთმეული ოთახი დღემდე დალუქულია და მისი ოჯახი კი მოთავსებულია საცხოვრებლად გამოუსადეგარ სამზარეულოში. საქმის ვითარების გამორკვევის შემდეგ გავალებთ, მოიმოქმედოთ შეკრებილი მასალისდა მიხედვით და მიიღოთ სათანადო ზომები, რათა მოქ. მაჭავარიანის თხოვნა ჩამორთმეული ოთახის დაბრუნების შესახებ დაკმაყოფილებულ იქნეს შესაძლებელ ფარგლებში და შედეგი აცნობეთ ს.ს ცაკს“. ფილიპე მახარაძის სიტყვები მხოლოდ ფურცელზე დარჩა, თავი არავინ შეიწუხა მის შესრულებაზე. უმძიმესი დრო იდგა. სამღვდელოება თითქმის კანონგარეშედ იყო გამოცხადებული და ამიტომ მათ თხოვნებსა და საჩივრებს არავინ აქცევდა ყურადღებას. XX საუკუნის 30-იან წლების დასაწყისში მღვდელი გიორგი იძულებული გახდა თბილისში გადმოსულიყო და დახმარება კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატესათვის (ცინცაძე) ეთხოვა. უწმინდესმა კალისტრატემ გაითვალისწინა მამა გიორგის გაჭირვებული მდგომარეობა და იგი ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დანიშნა. გარდა ამისა, მამა გიორგის დაევალა საეკლესიო წესების შესრულება ვერის ახალ სასაფლაოზე, სადაც ის უნდა დახმარებოდა თბილისის ყოვლადწმინდა სამებისა და სოლოლაკის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრების მღვდელმსახურებს. 1937 წლის აღდგომას დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1940 წლის 23 დეკემბერს საბჭოთა ხელისუფლებამ მამა გიორგი სისხლის სამართლის 58-10 მუხლის საფუძველზე დააპატიმრა და გასამართლების შემდეგ ხელისუფლების დამხობასა და აგიტაცია-პროპაგანდაში დასდეს ბრალი. დეკანოზ გიორგის 6 წლით გადასახლება მიუსაჯეს. 1945 წლის 22 ოქტომბერს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატიდან მიიღო ცვნობები 1937-1941 წლებში რეპრესირებული სამღვდლოების შესახებ. გადასახლებულთა სიაში, რიგით პირველ გრაფაში, დეკანოზ გიორგი ილიას ძე მაჭავარიანის შესახებ ეწერა, რომ იგი გარდაიცვალა საპატიმროში. ეს მოხდა დაახლოებით 1944 წელს. სხვაგვარად წარიმართა მისი უფროსი ძმის, მღვდელი იოსებ მაჭავარიანის ცხოვრება. იგი 1870 წელს დაიბადა. 1884-1888 წლებში იოსები გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერში საბერო მორჩილებას გადიოდა, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობადა საეკლესიო ტიბიკონი. რუსულ ენაზე მსახურება მან
38-3 საპატრიარქოს უწყებანი N38 14-20 ნოემბერი 2013წ გვ.20
დეკანოზი გიორგი მაჭავარიანი 1872-1944 (დასასრული)
ეგზარქოსების კარის წმინდა ჯვრის სახელობის ეკლესიაში ისწავლა. 1889 წლის 26 იანვარს პანკისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1895 წლის 15 ოქტომბერს კალაურის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს. კალაურის ეკლესიაში მსახურების პერიოდში
მამა იოსები პედაგოგიური საქმიანობით იყო დაკავებული. უსასყიდლოდ ასწავლიდა ბავშვებს ადგილობრივ სკოლაში. 1905 წლის 18 ოქტომბერს თბილისის ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1907 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს ეგზარქოსმა ნიკონმა (სოფისკი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1910 წელს ვეჯინის სამინისტრო სკოლის საღვთის სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1916 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა. 1922 წლის 2 თებერვალს ზეწოლის შედეგად მან გაიხადა ანაფორა და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. ჰყავდა მეუღლე – ანა დავითის ასული (დაბ. 1877წ.) და შვილები: თამარი (დაბ. 1897წ.), მარიამი (დაბ. 1900წ.), ქსენია (დაბ. 1901წ.), ეკატერინე (1908წ.) და ელენე (1912წ.). პირველმა სამმა დაამთავრა ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერთან არსებული ქალთა სასწავლებელი.
39 საპატრიარქოს უწყებანი N39 21-27ნოემბერი 2013წ გვ.17
დეკანოზი გიორგი ბიბილური 1866-1962
დეკანოზი გიორგი ბართლომეს ძე ბიბილური 1866 წელს გორის მაზრაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. მამამისი, მღვდელი ბართლომე იოსების ძე ბიბილური, 1836 წელს დაიბადა. დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი. 1851 წლის 24 ოქტომბერს გორის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1861 წლის 3 ივლისს გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1863 წლის 11 ივლისს დიაკვნად აკურთხეს და იმავე სამრევლოში დატოვეს. 1868 წლის 13 მაისს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) მღვდლად დაასხა ხელი და ბობნევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1869 წლის 12 თებერვალს სვენეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1880 წლის 22 ოქტომბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1884 წლის 20 მარტს წმინდა სინოდმა მადლობის ფურცელი უბოძა. 1887 წლის 17 მარტს სკუფია ეწყალობა. გარდაიცვალა უეცრად, 1890 წელს. მამა ბართლომე ადრე დაქვრივდა. ჰყავდა სამი შვილი: გიორგი, ალექსანდრე (რომელიც ასევე მღვდელი გახდა) და ნინო. გიორგიმ წარჩინებით დაამთავრა გორის ოთხწლიანი სასულიერო სასწავლებელი. 1889 წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1890 წლის 3 მაისს პირველი კურსიდან სწავლა მიატოვა და გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკ-
39-1 საპატრიარქოს უწყებანი N39 21-27ნოემბერი 2013წ გვ.18
დეკანოზი გიორგი ბიბილური 1866-1962 (გაგრძელება)
ლესიის უშტატო მედავითნედ დაინიშნა. ამავე წლის 27 ოქტომბერს შტატში დაამტკიცეს. გორში მსახურების დროს მან ჯვარი დაიწერა სოფიო დავითის ასულ ყიფშიძეზე, რომელიც წარმოშობით გორის მაზრის, სოფელ ბრეთადან იყო. მამა გიორგისა და სოფიოს შვილი არ ეყოლათ, რის გამოც იშვილეს სოფიოს ძმის ვაჟი -- ირაკლი ყიფშიძე. იგი ღირსეულად აღზარდეს და გზაზე დააყენეს. 1899 წლის 7 მარტს გორის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) გიორგი დიაკვნად აკურთხა. 1899 წლის 10 ივლისს იგი ბორჯომის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1902 წლის 26 ოქტომბერს დიაკონი გიორგი თელავის მაზრის, სოფელ არტაანის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გამოარჩიეს და ამავე წლის 15 ნოემბერს სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) მღვდლად დაასხა ხელი. 1904 წლის 29 აგვისტოს მამა გიორგი წალკის მხარეში, სოფელ სანამერის (ყოფილი კოხთა) წმინდა იოაკიმ და ანას სახელობის ბერძნულ სამრევლოში განამწესეს. 1907 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა. 1908 წელს ხელთუბნის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1915 წლის 23 ივლისს სკუფია უბოძეს. 1916 წლის 26 მარტს ბორჯომის ხეობაში, სოფელ ჭობისხევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1918 წლის ნოემბერში ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) კამილავკა უწყალობა. ამავე პერიოდშივე მიიღო მან ჯილდო – სამკერდე ოქროს ჯვა- რი. XX ს-ის 10-იანი წლების ბოლოს მღვდელი გიორგი საღოლაშენის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1921 წლის გასაბჭოებიდან ქვეყანაში დაწყებული რეპრესიების მიუხედავად, მამა გიორგის ანაფორა არ გაუხდია და მღვდელმსახურება არ მიუტოვებია. მრავალი დევნა და შევიწროება გადაიტანა იმ წლებში. ურბნისის ეპარქიის საქმეებში დაცულია ერთი ასეთი ცნობა: „1923 წლის 22 აგვისტოს საღოლაშენის მღვდელი გიორგი ბიბილური დააკავეს დირბის თემის აღმასკომის თავჯდომარის მიხეილ ჭყოიძეს ბრძანებით. წაართვეს მას 158 ჩანახი ჭირნახული, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყობა, დაამწყვდიეს ბოსელში, შემდეგ ღამე გადაიყვანეს დირბში. აიძულეს, წერილობით უარი ეთქვა სამრევლოზე, მღვდელმოქმედების შესრულებაზე, სამრევლოდან სრულიად წასვლაზე და მღვდლის ხარისხის დატოვებაზე. სანამ ყველაფერს ხელი არ მოაწერა, იქამდე არ გამოუშვეს. მეუფეო, გთხოვთ მისი გათელილი პრესტიჟის გამო დასჯილ იქნას კანონისამებრ თავჯდომარე მიხეილ ჭყოიძე, რადგან მას არ ჰქონდა საბჭოთა მთავრობის მიერ გამოცემული ცირკულარი, რომლის თანახმად მღვდელთა შეურაცხყოფის მიყენება დასაშვებია“. იმ პერიოდში მსგავსი ქმედებები ხშირი მოვლენა გახლდათ სასულიერო პირთა ცხოვ-რებაში. უმეტესობამ ვერ გაუძლო ასეთ დამცირებებსა და ზეწოლას და მიატოვა ღვთისმსახურება, მაგრამ, მამა გიორგის არც უფიქრია დანებება, მან კვლავ განაგრძო მსახურება. 1926 წლის ბოლოს ურბნისის ეპარქიის სამლვდელო დასში იგი კვლავ მოიხსენიება მოქმედი სამლვდელოების რიგებსა და საღოლაშენის ეკლესიის წინამძღვრად. 1929 წლის 17 მარტს გორელ მორწმუნეთა აქტიური ქმედებების შედეგად ახლიდან დაიწყო დალუქული ოქონის ეკლესიის მშენებლობა, რომელიც თითქმის ორ წელიწადს გაგრძელდა და, საბოლოოდ, 1931 წლის ბოლოსთვის დასრულდა. სწორედ ამ ტაძრის მშენებლობის პერიოდში გადმოვიდა მამა გიორგი ქ. გორში და აღნიშნული ტაძრის წინამძღვრად გააგრძელა თავისი საეკლესიო მოღვაწეობა. ამავე პერიოდში მიენიჭა მას დეკანოზის წოდება და ურბნისის ეპარქიის, გორი-მეჯვრისხევის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1931 წლის 23 მარტს დეკანოზი გიორგი ურბნისის ეპარქიის დროებით მმართველს, ეპისკოპოს ეფრემს (სიდამონიძე, შემდგომში -–- სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) წერდა: „მეუფეო! ამ თვის 16-ში შესდგა გორის ოქონის ეკლესიის სამრევლო საბჭოს კრება ვანო საურის თავჯდომარეობით. კრებას წაუკითხე თქვენ მიერ მოწერილობა 72 მან. სანთლის ვალისა, სჯა-ბაასის შემდეგ კრებამ გამოიტანა ამნაირი დადგენილება: რადგან ოქონის ეკლესია ჯერ არ არის სრულიად დამთავრებული და აგრეთვე, კერძო პირების ვალიც მართებს, ამიტომ ეთხოვოს ყოვლადუსამღვდელოესს ეპისკოპოს ეფრემს, რათა შუამდგომლობა გაგვიწიოს წინაშე სინოდისა ზემოხსენებული 72 მანეთის პატიობისა, რომელიც ეპისკოპოს სიმეონის დროს ნისიად წამოღებული სანთლის ვალია. ამასთანავე საბჭომ დაადგინა, გადაეგზავნოს 10 მან. ეპისკოპოს პავლეს ძეგლის ასაგებად. კრებული კიდევ თავის მხრივ წარმოგიდგენთ მან.“. დეკანოზი გიორგი ბევრს ზრუნავდა გორის ოქონის ტაძრის გამშვენებასა და განახლებაზე. იმ ურთულეს წლებში, როცა ღვთისმსახურება გმირობის ტოლფასად ითვლებოდა იგი შეძლებისდაგვარად ახერხებდა და პოულობდა სახსრებს ეკლესიის კეთილმოსაწყობად. მან დეკანოზ კონსტანტინე დათაძისაგან შემთხვევით გაიგო, რომ ქვათახევის მონასტრის მღვდელმონაზონ ნეოფიტეს თავის დროზე დროებით შესანახად მიბარებული ჰქონდა შვიდი ცალი კანკელის ხატი. 1935 წლის 23 ივლისს მან თხოვნით მიმართა მის უწმინდესობა კალისტრატეს (ცინცაძე), ნება. დაერთო აღნიშნული ხატების გორის ოქონის ეკლესიაში გადმოტანაზე, რაზედაც თანხმობა მიიღო. 1937 წლის 25 მაისს დეკანოზი გიორგი, როგორც ურბნისის ოლქის დელეგატი ესწრებოდა საქართვე-
39-2 საპატრიარქოს უწყებანი N39 21-27ნოემბერი 2013წ გვ.19
დეკანოზი გიორგი ბიბილური 1866-1962 (დასასრული)
ლოს საკათალიკოსო სინოდის გაძლიერებულ სხდომას. განსაკუთრებულ წუხილს გამოთქვამდა დეკანოზი გიორგი ურბნისის უძველესი ეპარქიის უმღვდელმთავროდ დარჩენის გამო, თუმცა თავს ზევით ძალა არ იყო. 1933 წლის 8 მარტს ეპისკოპოსმა ეფრემმა (სიდამონიძე) უარი თქვა ეპარქიის მართვაზე. ამის შემდეგ საკათალიკოსო სინოდის გადაწყვეტილებით ეპარქიის მართვა დროებით წილკნელ ეპისკოპოს ალექსის (გერსამია) მიენდო. იგი თავდაპირველად ახერხებდა დროგამოშვებით ურბნისის სამწყსოს მონახულებას, თუმცა შემდგომ წლებში ავადმყოფობისა და მოხუცებულობის გამო ჯეროვან ყურადღებას ვერ უთმობდა აქაურობას. მამა გიორგის მრევლი თხოვდა, მიემართა უწმინდესი კალისტრატესათვის ეპისკოპოსის დანიშვნის თაობაზე, რაზედაც მამა გიორგი შეგნებულად თავს იკავებდა. მან კარგად უწყოდა, რომ იმდროინდელი ეკლესიის გაჭირვებული მდგომარეობა ამის საშუალებასა და ფუფუნებას არ იძლეოდა. შემცირებული სამღვდელოება და მრევლი ვერ შეძლებდა ადგილობრივი ეპისკოპოსის შენახვას. საბოლოოდ, ქ. გორის მართლმადიდებელმა რელიგიურმა საზოგადოებამ და მრევლმა 1937 წლის 2 ივნისს თავად მიმართა კათოლიკოსპატრიარქ კალისტრატეს თხოვნით: „როგორც თქვენს უწმინდესობას მოეხსენება, ურბნისის ეპარქია არის მიტოვებული უმღვდელმთავროდ, რის გამოც დიდი მითქმა-მოთქმა და საყვედური ისმის მორწმუნეთა შორის. არაერთხელ მივმართეთ გორის საკრებულო ტაძრის წინამძღვარ ბიბილურს, ეშუამდგომლა თქვენს წინაშე, რომ დანიშნულ ყოფილიყო მღვდელ მთავარი, მაგრამ დღემდის არავითარ ზომებს არ ღებულობს. ახლა პირდაპირ მოგმართავთ თქვენს უწმინდესობას, რომ დაგვინიშნოთ ეპისკოპოსი ვარლაამი (მახარაძე) ან სხვა ვინმე, რომელიც იქნება დაკმაყოფილებული ეკლესიის შემოსავლიდან“ წერილს ხელს აწერდა ამავე ტაძრის საბჭოს თავჯდომარე ვანო საური, წევრები: ნ. სალუკაშვილი და ბ. გელდიაშვილი, დეკანოზი გიორგი დავითაშვილი, მედავითნე ნიკოლოზ გეტმანი და მრევლის 16 სხვა წევრი. სამწუხაროდ, გამართლდა მამა გიორგის ვარაუდი. 1937 წლის 17 ივლისს საკათალიკოსო სინოდმა იმსჯელა ამ საკითხზე და შემდეგი რეზოლუცია გამოიტანა: „ვინაიდან მოხსენებაში არ არის აღნიშნული ადგილობრივი წყაროების მდგომარეობა, საიდანაც შესაძლებელი იქნება მღვდელმთავრის ჯამაგირის დანიშვნა, არც ბინა იმექონება, -- საკათ. სინოდი განაჩინებს: საკითხი საკუთარი მღვდელმთავრის დანიშვნისათვის გადადებულ იქმნას“. 1938 წლის 19 მაისს დეკანოზი გიორგი უწმინდესსა და უნეტარესს კალისტრატეს ატყობინებდა გორის ოქონის ეკლესიის რემონტის შესახებ: „გორის ოქონის ეკლესიას სჭირდებოდა სახურავის შეღება. ამისთვის მოვიწვიეთ საბჭოს წევრი ალექსი ხარატიშვილი და ჩვენ კრებულის თანა დასწრებით მოვიწვიეთ მალიარი ივანე გალავაცკი, რომელსაც გაურიგდით ეკლესიის სახურავის, სამლოცველო ოთახის, დეკანოზ გიორგი დავითაშვილის ოთახისადა საკუჭნაოს შეღებაზე. ამ ზემო ხსენებული სახურავების შესაღები იმათი მასალით და ოსტატებით ეკლესიამ გაიღო საფასური 1200 მანეთი, რისაც პატივი მაქვს მოგახსენოთ“. ამ წერილზე უწმინდესმა კალისტრატემ 1938 წლის 20 მაისს პატარა მინაწერი გააკეთა: „გაიწეროს დავთარში. მშრომელთ მიუძღვნით ლოცვა-კურთხევას“.სავარაუდოდ, 1939-1940 წლებში გორის ოქონის ეკლესია კვლად დაიხურა და მამა გიორგი უეკლესიოდ დარჩა. 1944 წლიდან დეკანოზი გიორგი ხაშურის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარზე მიაწერეს, როგორც უშტატო მღვდელმსახური. იგი ქ. გორში ცხოვრობდა და იქვე აღასრულებდა საეკლესიო წესებს. 1956 წელს კვლავ იხსენიება მოქმედი სამლვდელოების რიგებში. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მოხუცებულობისა და ავადმყოფობის გამო ვეღარ ახერხებდა მსახურებას. დეკანოზი გიორგი 1962 წლის მაისში გარდაიცვალა. დასაფლავებულია გორის საერო სასაფლაოზე.
ხელდასხმები 2013წ
3 საპატრიარქოს უწყებანი N3 17-23იანვარი 2013წ გვ.12
ხელდასხმა
9 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძართან არსებული მამათა მონასტრის საძმოს წევრი, ბერი მირიანი (შენგელია). ბერ-დიაკონი მირიანი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
***
19 დეკემბერს თემქის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მლვდლად დაასხა ხელი დიაკონ ექვთიმე ჭინჭარაულს. მღვდელი ექვთიმე მცხეთის წმინდა ჯვრის სახელობის მამათა მონასტერში იმსახურებს.
***
23 დეკემბერს გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის თავისუფალი მსმენელი თემურ ტაბაღუა და სახელად ნიკოლოზი უწოდა. დიაკონი ნიკოლოზი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
***
27 დეკემბერს კრწანისის წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის მამათა მონასტერში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) მღვდლად დაასხა ხელი მახათის მთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის ბერ-დიაკონ დიონისეს (ტორაძე). მღვდელ-მონაზონი დიონისე მახათის მთის მონასტერში იმსახურებს.
***
29 დეკემბერს მარტყოფის ღვთაების სახელობის მამათა მონასტერში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ამავე მონასტრის ბერ-დიაკონ ანტონს (შენგელია). მღვდელ-მონაზონი ანტონი მარტყოფის ღვთაების სახელობის მონასტერში იმსახურებს.
***
30 დეკემბერს გორთაფონის წმინდა იოსებ მამათ მთავრის სახელობის მამათა მონასტერში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) მლვდლად დაასხა ხელი მახათის მთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის ბერ-დიაკონ იოსებს (ანჯაფარიძე), ხოლო დიაკვნად აკურთხა მამუკა მახარაძე და სახელად მიქაელი უწოდა. ; მღვდელ-მონაზონი იოსები მახათის მთის მონასტერში იმსახურებს. დიაკონი მიქაელი ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
აღკვეცა
12 დეკემბერს თბილისის წმინდა ჯვრის სახელობის დედათა მონასტერში სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მონაზვნად აღკვეცა ამავე მონასტრის სამონაზვნეები: ნინო ავაზაშვილი სახელად ეწოდა მარიამი და თეკლე ბერიშვილი სახელად ეწოდა თეოდორა. ტაძრის საფუძვლის კურთხევა 8 იანვარს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე, მლეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის საფუძველი აკურთხა.
დაჯილდოება
23 დეკემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელობა გამშვენებული ჯვრით ქუთაის-გაენათის ეპარქიის მლვდელმსახურნი: დეკანოზი დავით ჯანელიძე და დეკანოზი რომანოზ აბზიანიძე; მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახურნი: თბილისის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის (ლურჯი მონასტერი) მღვდელმსახური, დეკანოზი ნიკოლოზ ბურდილაძე; ვარკეთილის წმინდა ილია მართლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი სამოელ ზვიადაური.
***
6 იანვარს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენიას წოდება მიანიჭა კუმისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარს, მონაზონ სალომეს (შერაშაშვილი).
5 საპატრიარქოს უწყებანი N5 31 იანვარი-6თებერვალი 2013წ გვ.10
ხელდასხმა
22 იანვარს თელეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მარტყოფისა და გარდაბნის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის დიაკონ ათანასე ხარებაშვილს.
აღკვეცა
10 იანვარს თბილისის თაბორის მთის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტერში არქიმანდრიტმა ბართლომემ (ფირცხალაშვილი) ბერად აღკვეცა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის დიაკონი ბარნაბა (დარახველიძე) და სახელად ისაია უწოდა.
6 საპატრიარქოს უწყებანი N6 7-13თებერვალი 2013წ გვ.7
დაჯილდოება
3 თებერვალს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქოს ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა: დეკანოზი აბიბოს გუბაევი -– მიტრით, დეკანოზი ლუკიანე ხურცია - გამშვენებული ჯვრით.
7 საპატრიარქოს უწყებანი N7 14-20თებერვალი 2013წ გვ.5
ხელდასხმა
3 თებერვალს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ-მლვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის ბერ-დიაკონ მირიანს (შენგელია). მღვდელ-მონაზონი მირიანი მცხეთაში, ანტიოქიის წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის დედათა მონასტრის მწირველ მოძღვრად დაინიშნა.
***
8 თებერვალს გარდაბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) დიაკვნად აკურთხა გიორგი ხანთაძე. დიაკონი გიორგი თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში (დიდუბე) იმსახურებს.
***
12 თებერვალს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მლვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის დიაკონ ნიკოლოზ სხულუხიას. მღვდელი ნიკოლოზი ვაკეში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის (მე-9 საავადმყოფო) მღვდელმსახურად დაინიშნა.
დაჯილდოება
10 თებერვალს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: იღუმენი გრიგოლ ხიზანიშვილი - არქიმანდრიტის წოდებით; მღვდელი მამუკა თავხელიძე - ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით. გულითადად ვულოცავთ სასულიერო პირებს დაჯილოდებას და ვუსურვებთ ღვთივსათნო მსახურებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკეთილდღეოდ.
8 საპატრიარქოს უწყებანი 227 თებერვალი 2013წ გვ.6
დაჯილდოება
17 თებერვალს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქოს ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: დეკანოზი იოსებ შალამბერიძე მეორე ჯვრით; დეკანოზი კახაბერ ასათიანი -- მიტრით. გულითადად ვულოცავთ სასულიერო პირებს დაჯილდოებას და ვუსურვებთ ღვთივსათნო მსახურებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკეთილდღეოდ.
11 საპატრიარქოს უწყებანი N11 14-20 მარტი 2013წ გვ.9
ხელდასხმა
3 მარტს ბოლნისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული გურამ ჟუჟიაშვილი და სახელად ანდრია უწოდა. დიაკონი ანდრია სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
***
3 მარტს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის V კურსის სტუდენტი გიორგი ტუღუში. დიაკონი გიორგი დიდუბის ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში იმსახურებს.
***
7 მარტს ცხრა ყრმა კოლაელთა სახელობის ეკლესიაში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი წეროვნის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის ბერ-დიაკონ სერაფიმეს (წულაია). მღვდელ-მონაზონი სერაფიმე წეროვნის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში იმსახურებს.
დაჯილდოება
10 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება: მეორე გამშვენებული ჯვრით -–– ფოთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილი; მიტრით ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმმშობლის ხარების სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურნი: დეკანოზი გიორგი შალამბერიძე და დეკანოზი ბესარიონ ხვისტანი; ფოთის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე ბასილაია.
11-1 საპატრიარქოს უწყებანი N11 14-20 მარტი 2013წ გვ.10
სამძიმარი
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ ამა წლის 14 თებერვალს გარდაიცვალა ბედიანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის მწირველი იღუმენი ზაბულონი (კვირკველია).
***
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ ამა წლის 23 თებერვალს გარდაიცვალა ქანდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმსახური, მღვდელი ანდრია გელაშვილი. მკითხველებს ვთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოს ახლადშესვენებული მღვდელ ანდრიას სული.
12 საპატრიარქოს უწყებანი N12 21-27მარტი 2013წ გვ.8
ტაძრის კურთხევა და ხელდასხმა
14 მარტს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა დიდი ლილოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. საღვთო ლიტურგიაზე ეპისკოპოსმა იაკობმა მღვდლად დაასხა ხელი ძალაანთხევის წმინდა ბასილი დიდის სახელობის მამათა მონასტრის ბერ-დიაკონ საბას (ტრამაკიძე). მღვდელ-მონაზონი საბა ძალაანთხევის მამათა მონასტერში იმსახურებს.
***
10 მარტს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკონ მიქაელ ალანიას, ხოლო დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი ირაკლი კენკებაშვილი. მღვდელი მიქაელი თბილისის წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს. დიაკონი ირაკლი ნაძალადევის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
დაჯილდოება
17 მარტს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება: მიტრით –- ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის საკათედრი ტაძრის მღვდელ მსახურნი: დეკანოზი ექვთიმე წულუკიძე და დეკანოზი პავლე კაკუშაძე; მიტრითა და გამშვენებული ჯვრით -- ვაზისუბნის ცხრა კოლაელ ყრმათა სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი ტაბაღუა; გამშვენებული ჯვრით -- სართიჭალის წმინდა ლაზარესა და მთავარანგელოზთა ეკლესიების წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი კეჟერაშვილი.
12-1 საპატრიარქოს უწყებანი N12 21-27მარტი 2013წ გვ.9
სამძიმარი
საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება რომ ამა წლის 17 მარტს გარდაიცვალა რუის-ურბნისის ეპარქიის, მუხილეთის წმინდა ზენონ იყალთოელის სახელობის მამათა მონასტრის საძმოს წევრი, ბერ-დიაკონი ექვთიმე (ფიფია) და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
13 საპატრიარქოს უწყებანი N 13 28მარტი-4აპრილი 2013წ გვ.3
ხელდასხმა
23 მარტს თელეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მლვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკონ გიორგი ჩანტლაძეს, ხოლო დიაკვნად აკურთხა ძალაანთხევის წმინდა ბასილის დიდის სახელობის მამათა მონასტრის ბერი ისააკი (სიორიძე). მღვდელი გიორგი ვაშლიჯვრის ჯვართამაღლების სახელობის ეკლესიაში იმსახურებს. ბერ-დიაკონი ისააკი ძალაანთხეეიიი მამათა მონასტრის ღვთისმსახურად დაინიშნა.
აღკვეცა
22 მარტს მუხიანის წმინდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას სახელობის ეკლესიაში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) დიდ სქემაში აღკვეცა ამავე ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი სერაფიმე (კიკონიშვილი) და სახელად მიქაელი უწოდა. 23 მარტს წმინდა ნინოს სახელობის მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში არქიმანდრიტმა ლაზარემ (გაგნიძე) მონაზვნად აღკვეცა ამავე მონასტრის სამონაზვნეები: მარიამ (ნიაური) –– სახელად ეწოდა ანა. მელანია (ზურაბაშვილი) ეწოდა ანასტასია.
დაჯილდოება
24 მარტს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია I-მ დააჯილდოვა ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ბიძინა (ქობალია); გამშვენებული ჯვრით -- სხვიტორის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ კირვალიძე; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -- მღვიმევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის მლვდელმსახური, მღვდელი თადეოზ სარალიძე.
14 საპატრიარქოს უწყებანი N14 5-11 აპრილი 2013წ გვ.4
ხელდასხმა
24 მარტს ბოლნისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული ვლადიმერ ციცვაძე და სახელად დავითი უწოდა. დიაკონი დავითი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
***
30 მარტს მუხათგვერდის ასი ათასი მოწამის სახელობის ეკლესიაში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მლვდლად დაასხა ხელი საგურამოს წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის ბერ-დიაკონ ბასილს (ბუსკივაძე), ხოლო დიაკვნად აკურთხა გიორგი ჯაფარიძე. მღვდელ-მონაზონი ბასილი საგურამოს წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში იმსახურებს. დიაკონი გიორგი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
ბერად ალკვეცა
27 მარტს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში არქიმანდრიტმა ანტონმა (ფურცელაძე) ბერად აღკვეცა ამავე ლავრის მორჩილები: მამუკა თენოშვილი - სახელად ეწოდა მიქაელი და არჩილ რუხაძე -- სახელად ეწოდა დავითი.
დაჯილდოება
31 მარტს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრითა და მიტრით -– ჭყონდიდის ეპარქიის, სოფ. გულეკარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი კონსტანტინე კაჭარავა; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით მღვდელი დავით სუთიძე.
15 საპატრიარქოს უწყებანი N15 11-17 აპრილი 2013წ გვ.4
ხელდასხმა
24 მარტს სარკინეთის წმინდა შიომღვიმელის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მლვდლად დაასხა ხელი ამავე მონასტრის მოწესეს, ბერ-დიაკონ შიოს (მამისაშვილი). მღვდელ-მონაზონი მონასტერში იმსახურებს.
***
შიო სარკინეთის 30 მარტს სარკინეთის წმინდა შიომღვიმელის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიაკვნად აკურთხა ყინწვისის მონასტრის მოწესე, ბერი ანდრია (გვეხიძე). ბერ-დიაკონი ანდრია ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მონასტერში იმსახურებს.
***
6 აპრილს შავნაბადის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მლვდლად დაასხა ხელი ამავე მონასტრის ბერ-დიაკონ გრიგოლს (წულაია). მღვდელ-მონაზონი გრიგოლი შავნაბადის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში იმსახურებს.
***
7 აპრილს ნიკორწმინდის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში ნიკორწმინდელმა მიტროპოლიტმა ელისემ (ჯოხაძე) მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ გიორგი კობერიძეს. მღვდელი გიორგი ონის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
აღკვეცები
2 აპრილს თრეხვის მამათა მონასტერში მროველურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ბერად აღკვეცა მცირე სქემაში მორჩილი ირაკლი ოდელაძე და სახელად პახუმი უწოდა.
***
7 აპრილს სარკინეთის წმინდა შიო მღვიმელის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) შეასრულა ბერად აღკვეცის წესი: იმერხევის მამათა მონასტრის მოწესე ბერი კონსტანტინე (თორთლაძე) აღკვეცილ იქნა დიდ სქემაში და სახელად ეწოდა კირიონი; სარკინეთის მამათა მონასტრის მამათა მონასტრის მოწესე, ბერი არსენი (ხაჩიძე) ალკვეცილ იქნა დიდ სქემაში და სახელად ეწოდა ბარსანოფი; სარკინეთის მონასტრის მოწესე, მორჩილი გიორგი ძამაშვილი აღკვეცილ იქნა ბერად მცირე სქემაში და სახელად ეწოდა ექვთიმე.
15-1 საპატრიარქოს უწყებანი N15 11-17 აპრილი 2013წ გვ.5
აღკვეცები
9 აპრილს ბერმუხას წმინდა მერკვირის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ბერად აღკვეცა მცირე სქემაში ამავე მონასტრის მოწესე, მორჩილი ნიკოლოზ გოჩაშვილი და სახელად მერკვირი უწოდა.
16 საოატრიარქოს უწყებანი N16 18-24 აპრილი 2013წ გვ.4
აღკვეცა
2 აპრილს, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა ზოსიმემ ფასანაურის წმ. მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ზაქარია ბერად აღკვეცა და სახელად მოსე უწოდა. ღმერთმა გააძლიეროს იღუმენი მოსე.
კურთხევა
14 აპრილს, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა ზოსიმემ დუშეთის წმ. ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში სტიქაროსან ბაქარ კანიაშვილს დიაკვნად დაასხა ხელი და სახელად ბართლომე უწოდა.
17 საპატრიარქოს უწყებანი N17 25აპრილი-1მაისი 2013წ გვ.3
დაჯილდოება
21 აპრილს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირნი: დეკანოზი ლაზარე დულუზაური -- გამშვენებული ჯვრით; მღვიმევის მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი პარასკევა (ფაჩუაშვილი) იღუმენიას წოდებით.
17-1 საპატრიარქოს უწყებანი N17 25აპრილი-1მაისი 2013წ გვ.4
აღკვეცა
6 აპრილს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ყულიშკარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დიაკვნად აკურთხა სქურის ფერისცვალების მამათა მონასტრის ბერი ლაზარე (ფაჟავა).
***
13 აპრილს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ მონაზვნად აღკვეცა კორცხელის ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტრის მორჩილი ლუდმილა (ძაპტაშვილი) და სახელად ათანასია უწოდა.
***
13 აპრილს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარში მღვდლად აკურთხა დიაკონი სერაფიმე ზარქუა.
***
14 აპრილს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ მონაზვნად აღკვეცა კორცხელის ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტრის მორჩილი ზოია (ჯიქია) და სახელად ზოილე უწოდა.
***
21 აპრილს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ჯვარის (ოჭანე) წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მორჩილი ასმათი (არნანია) აღკვეცა მონაზვნად და სახელად მარიამი უწოდა. მორჩილებად აკურთხეს ნონა (ჭკადუა), ნინო (აკობია) და ნათია (მიქავა).
18 საპატრიარქოს უწყებანი N18 2-15მაისი 2013წ გვ.4
ხელდასხმა
27 აპრილს შავნაბადის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მლვდლად დაასხა ხელი ამავე მონასტრის ბერ-დიაკონ გიორგის (ვარდანაშვილი), ხოლო დიაკვნად აკურთხა დავით შალუტაშვილი. მღვდელ-მონაზონი გიორგი შავნაბადის მონასტერში იმსახურებს. დიაკონი დავითი ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა.
28 აპრილს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) დიაკვნად აკურთხა ზოსიმე ნაფეტვარიძე. დიაკონი ზოსიმე ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მამათა მონასტერში იმსახურებს. 28 აპრიდ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლი სახელობის საკათედრო ტაძარში, რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის II კურსის სტუდენტი, თორნიკე შიობრიშვილი, დიაკონი თორნიკე ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
18-1 საპატრიარქოს უწყებანი N18 2-15მაისი 2013წ გვ.5
აღკვეცა
11 აპრილს აბასთუმნის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის დედათა მონასტერში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) მონაზვნად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილი ეკა ბეგალიშვილი და სახელად ტაისია უწოდა. 26 აპრილს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) მონოზვნად აღკვეცა ჯვარის (ოჩანე) წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მორჩილი ნინო (კალანდია) და სახელად სიდონია უწოდა.
29 აპრილს მარტყოფის ღვთაების სახელობის მამათა მონასტერში არქიმანდრიტმა ბენიამენმა (ბელქანია) ბერად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილები: კახაბერ გვენცაძე სახელად ეწოდა გიორგი, მალხაზ ლაზარია სახელად ეწოდა სპირიდონი, მალხაზ ჭკუასელი _ სახელად ეწოდა შიო, პავლე ბასილაია - სახელად ეწოდა ნაზარი, გიორგი სულაძე -- სახელად ეწოდა მაკარი, ირაკლი სიჭინავა სახელად წეოდა ილარიონი, ბესარიონ ხაჩიაშვილი -- სახელად ეწოდა გერმანე, იოსებ შონია -- სახელად ეწოდა ალექსი, ვლადიმერ ქუთელია -- სახელად ეწოდა ამბროსი და ვიტალი ბოლოთაევი სახელად ეწოდა იოანე.
სამძიმარი
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ ამა წლის 23 აპრილს გარდაიცვალა ქუთაის-გაენათის ეპარქიის უხუცესი მღვდელმსახური, მოწამეთას წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის მამათა მონასტრის მღვდელი გიორგი ბასილაძე.
21 საპატრიარქოს უწყებანი N21 30მაისი-5ივნისი 2013წ გვ.5
ხელდასხმა
31 მარტს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) დიაკვნად აკურთხა ბათუმის სასულიერო სემინარიის | კურსის სტუდენტი ნიკოლოზ სვანიძე. დიაკონი ნიკოლოზი ოზურგეთის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
***
7 აპრილს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული გიორგი კობალავა.
***
21 აპრილს ლანჩხუთის ივერიის ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) მლვდლად დაასხა ხელი დიაკონ გიორგი კობალავას.
***
21 აპრილს ლანჩხუთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) დიაკვნად აკურთხა ბათუმის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ზაზა ინწკირველი და სახელად ზაქარია უწოდა.
***
28 აპრილს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ ზაქარია ინწკირველს. მღვდელი ზაქარია ვაკიჯვრის ჯვართამაღლების სახელობისა და ფამფალეთის სამი მღვდელმთავრის სახელობის ეკლესიებში იმსახურებს. 27 აპრილს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული გიორგი კუპატაძე. დიაკონი გიორგი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს,
***
2 მაისს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა ავთანდილ მეგრელიშვილი და სახელად სოფრომი უწოდა. დიაკონი სოფრომი დიდი დიღმის ასი ათასიმოწამის სახელობის საპატრიარქო ტაძარშიიმსახურებს.
28 აპრილს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) დიაკვნად აკურთხა გიორგი სამსონია.
2 მაისს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ გიორგი სამსონიას.
***
11 მაისს მუხათგვერდის ასი ათასი მოწამის სახელობის ეკლესიაში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი სიონის საპატრიარქო ტაძრის დიაკონ გიორგი ნადარეიშვილს, ხოლო დიაკვნად აკურთხა ალექსანდრე ცანავა. მღვდელი გიორგი სიონის საპატრიარქო ტაძარში დაინიშნა. დიაკონი ალექსანდრე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
აღკვეცა
26 აპრილს ერკეთის მთავარნგელოზთა სახელობის დედათა მონასტერში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) მონაზვნად აღკვეცა ამავე მონასტრის წევრები: სამონაზვნე ელენე რამიშვილი - სახელად უწოდა სარა, სამონაზვნე თეოდორა ყარეჯიშვილი --– სახელად უწოდა ტაისია, სამონაზვნე ნანა მეტრეველი – სახელად უწოდა ეკატერინე და სამონაზვნე თამარ გელანტია სახელად უწოდა სოსანა. ამავე დღეს სამონაზვნეებად იკურთხნენ: ერკეთის მონასტრის მორჩილები: თამარ დიასამიძე სახელად ეწოდა თამარი, ეთერი სიჭინავა -- სახელად ეწოდა ელენე, ჯიხეთის დედათა მონასტრის მორჩილი: ნანი მეფარიშვილი -- სახელად ეწოდა ნანა. მორჩილებად იკურთხნენ ჯიხეთის მონასტრის წევრები: თეონა დვალიშვილი – სახელად ეწოდა თეკლა და ნანა ლომია -– სახელად ეწოდა ნანა. წევრები: თეონა დვალიშვილი – სახელად ეწოდა თეკლა და ნანა ლომია -– სახელად ეწოდა ნანა.
21-1 საპატრიარქოს უწყებანი N21 30მაისი-5ივნისი 2013წ გვ.6
26 აპრილს დედოფლისწყაროს წმინდა ილია თეზბიტელის სახელობის მამათა მონასტერში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ბერად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილი ბასილი და სახელად მიქაელი უწოდა (წმინდა ახალმოწამე მიქაელ ყულოშვილის სახელზე).
***
29 აპრილს შავნაბადის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში არქიმანდრიტმა შიომ (გაბრიჭიძე) ბერად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილები: ზურაბ გოგოლაძე სახელად უწოდა სერგი, კახაბერ ვეფხვაძე - - სახელად უწოდა დიმიტრი, ნოდარ გორჯოლაძე - სახელად უწოდა მიქაელი.
***
1 მაისს შავნაბადის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში არქიმანდრიტმა შიომ (გაბრიჭიძე) ბერად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილები: დავით შოშიაშვილი -- სახელად უწოდა მარკოზი, დავით სკამკოჩაიშვილი - სახელად უწოდა მოსე, დავით პეტონაშვილი -- სახელად უწოდა იოსები, გიორგი ბედინაშვილი -- სახელად უწოდა პლატონი.
***
3 მაისს შავნაბადის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში არქიმანდრიტმა შიომ (გაბრიჭიძე) ბერად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილები: ირაკლი ომსარაშვილი -– სახელად უწოდა თეოდორე, მამია დიასამიძე -- სახელად უწოდა ევდემოზი, ნიკოლოზ ბარდაძე –- სახელად უწოდა ისააკი, გოჩა გორჯოლაძე -- სახელად უწოდა გაბრიელი.
***
2 მაისს ოზურგეთის სამღვდელმთავრო რეზიდენციის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ბერად აღკვეცა ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის მორჩილები: იოსებ ხორბალაძე სახელად უწოდა ვარაქიელი და დავით შარვაშიძე -– სახელად უწოდა იაკობი.
დაჯილდოება
7 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია IIის ლოცვა-კურთხევით, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტმა თადეოზმა (იორამაშვილი) დააჯილდოვა ეპარქიის სამღვდელოება: მიტრით “ თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ ფილაური; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -– მაღაროსკარის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი კახაბერ მესხი; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით თია ნეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი ბერბერაშვილი.
23 საპატრიარქოს უწყებანი N23 13-19ივნისი 2013წგვ.6
ხელდასხმა
2 მაისს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დიაკვნად აკურთხა მუხრან ხარაზიშვილი და სახელად იოანე უწოდა. დიაკონი იოანე ბოდბის ეპარქიაში იმსახურებს.
***
30 მაისს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მლვდლად დაასხა ხელი თბილისის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის (უზნაძის ქუჩა) დიაკონ გიორგი ზაქარიაძეს, ხოლო დიაკვნად აკურთხა გაგა დოგრაშვილი და სახელად სპირიდონი უწოდა. მღვდელი გიორგი თბილისის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში (უზნაძის ქუჩა) იმსახურებს. დიაკონი სპირიდონი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა..
23-1 საპატრიარქოს უწყებანი N23 13-19ივნისი 2013წგვ.7
ხელდასხმა
1 ივნისს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) მღვდლად დაასხა ხელი სიონის საპატრიარქო ტაძრის დიაკონ იოანე ნუცუბიძეს, ხოლო დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული დავით ინწკირველი. მღვდელი იოანე ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს. დიაკონი დავითი მცხეთაში, არმაზის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
***
1 ივნისს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი გამარჯვების წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის ბერ-დიაკონ ეგნატეს (ჯანგირაშვილი). მღვდელ-მონაზონი ეგნატე გამარჯვების მამათა მონასტერში იმსახურებს.
***
9 ივნისს ბოლნისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკონ ნიკოლოზ ტაბაღუას, ხოლო კერძო დიაკვნად აკურთხა ფიტარეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის ბერი ეფრემი (ფირანიშვილი). მღვდელი ნიკოლოზი ავჭალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
***
9 ივნისს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის მთავარ დიაკონ ნიკოლოზ პეტროვსკის, ხოლო დიაკვნად აკურთხა ამავე ტაძრის სტიქაროსანი ირაკლი ჯალიაშვილი.
ტაძრის კურთხევა
23 მაისს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში მდე- ბარე მაცხოვრის ნათლისღების სახელობის ეკლესია აკურთხა.
***
30 მაისს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) თბილისში, კანდელაკის ქუჩა 6-ში მდებარე წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ეკლესია აკურთხა.
ტაძრის საფუძვლის პურთხევა
23 მაისს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) თბილისში, იოსებიძის ქუჩაძე, 62-ე საშუალო სკოლის ტერიტორიაზე აკურთხა წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის საფუძველი.
დაჯილდოება
6 მაისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია”II-მ გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი ლევან ჟღენტი.
***
11 მაისს ხობის (ნოჯიხევის) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარექმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიტრით დააჯილდოვა ამავე მონასტრის მწირველი მოძღვარი, დეკანოზი ილია ლომაია, ხოლო გამშვენებული ჯვარი უბოძა მონასტრის წინამძღვარს, იღუმენია ანას (მუსელიანი).
***
31 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მოილოცა საბურთალოზე მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია. მისმა უწმინდესობამ დალოცა აქაური მრევლი და ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ გოგოლაძე მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.
***
2 ივნისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრით -- მუხიანის წმინდა მირიან და ნანას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი გრიგოლ აბესაძე და მარტყოფის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი იოანე მაზანაშვილი;
24 საპატრიარქოს უწყებანი N24 20-26ივნისი 2013წ გვ.6
ხელდასხმა
13 ივნისს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ვეძისის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის ბერ-დიაკონ გაბრიელს (პატარიძე). მღვდელ-მონაზონი გაბრიელი ვეძისის მამათა მონასტერში იმსახურებს.
ტაძრის საფუძველის კურთხევა
11 ივნისს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) თბილისში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე აკურთხა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის საფუძველი.
დაჯილდოება
13 ივნისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება: მიტრით - სანკტ-პეტერბურგის „შესტიკოვის“ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი პავლე ჯანგავაძე; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -– სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი ალექსანდრე ბეჟიტაშვილი.
***
13 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მოილოცა თბილისში, სოლოლაკში მდებარე მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესია და დალოცა ამ ტაძრის მრევლი. მისმა უწმინდესობამ მეორე გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა ამავე ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა (ჯიშკარიანი), ხოლო ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი ნიკოლოზ თურმანიძე.
***
16 ივნისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი დავით გოცირიძე.
25 საპატრიარქოს უწყებანი N25 27ივნისი-3ივლისი 2013წ გვ.3
ხელდასხმა
23 ივნისს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მლვდლად დაასხა ხელი მლეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის ბერ-დიაკონ კახაბერს (გოგალაძე), მღვდელ-მონაზონი კახაბერი მლეთის მამათა მონასტერში იმსახურებს.
25-1 საპატრიარქოს უწყებანი N25 27ივნისი-3ივლისი 2013წ გვ.4
ხელდასხმა
23 ივნისს ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი) დიაკვნად აკურთხა გრიგოლ სულთანიშვილი.
30 საპატრიარქოს უწყებანი N30 1აგვისტო-19სექტემბერი 2013წ გვ.9
საძირკვლის კურთხევა
10 ივლისს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქუჩაზე მდებარე მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის საძირკველი.
აღკვეცა
11 ივნისს, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობის (იაკობიშვილი) ლოცვა-კურთხევით, წმინდა სტეფანე ხირსელის მამათა მონასტერში, მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ლაზარემ (გრძელიშვილი) ბერად აღკვეცა მორჩილი გიორგი ქილიტაური და სახელად ისიდორე უწოდა.
ხელდასხმა
30 ივნისს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მლვდლად დაასხა ხელი ქვემო მლეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის დიაკონ დავით ზურაბაშვილს. ... 16 ივლისს გერგეტის ყოვლადწმინდა სამების სახელობის მამათა მონასტერში სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსმა იეგუდიელმა (ტაბატაძე) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის სახელობის საძმის წევრ, ბერ-დიაკონ ისიდორეს (ნებიერიძე), ხოლო დიაკვნად აკურთხა ამავე საძმოს წევრი, ბერი იოანე (მჭედლიშვილი).
***
21 ივლისს თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტმა თადეოზმა (იორამაშვილი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის II კურსის სტუდენტი ირაკლი გვაზავა. დიაკონი ირაკლი თბილისის წმინდა ანტონ მარტყოფელის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
***
21 ივლისს ბაღდადის საკათედრო ტაძარში ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტმა ანტონმა (ბულუხია) მღვდლად დაასხა ხელი ვაკის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დიაკონ გიორგი ჯულუხიძეს.
***
25 ივლისს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის სახელობის საძმოს წევრ, ბერ-დიაკონ სვიმონს (ჯიბლაძე), ხოლო დიაკვნად აკურთხა დავით ჩახვაშვილი.
***
27 ივლისს მუხათგვერდის ასი ათასი მოწამის სახელობის ეკლესიაში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მლვდლად დაასხა ხელი სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკონ გიორგი შენგელაიას.მღვდელი გიორგი სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
სამძიმარი
საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ ახალგორის რაიონის სოფელი იკოთის დედათა მონასტერში გარდაიცვალა მონაზონი მარიამი (გიგაური) და სამძიმარს უცხადებს მონასტერს და განსვენებულის ოჯახს.
31 საპატრიარქოს უწყებანი N31 25 სექტემბერი-2ოქტომბერი 2013წ გვვ.5
ხელდასხმა
14 ივლისს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) მლვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის საძმოს წევრს, ბერ-დიაკონ ბასილს (კორტავა). მღვდელ-მონაზონი ბასილი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში იმსახურებს.
***
8 აგვისტოს სანზონის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მლვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვან დავით აფციაურს, ხოლო დიაკვნად ი ს ჭუალ გიორგი ხუბაშვილი. მღვდელი დავითი და დიაკვანი გიორგი სანზონის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში იმსახურებენ.
***
16 აგვისტოს თბილისის წმინდა დავით მეფსალმუნის სახელობის ეკლესიაში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მლვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვან ზაზა გაბედავას, ხოლო დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული გიორგი მეტრეველი. დიაკვანი გიორგი თბილისის წმინდა დავით მეფხალმუნის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
19 აგვისტოს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტერში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მლვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვან გაბრიელ ბარბაქაძეს, ხოლო დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის III კურსის სტუდენტი ნიკოლოზ მაისურაძე. დიაკვანი ნიკოლოზი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
***
28 აგვისტოს დედოფლისწყაროს ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის დიაკვან გიორგი ფოცხიშვილს. მღვდელი გიორგი დედოფლისწყაროს ყოვლადწ- მინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
***
5 სექტემბერს დედოფლისწყაროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის სტიქაროსანი ბექა ქუთელია. დიაკვანი ბექა დასავლეთ ევროპის ეპარქიაში იმსახურებს.
დიდ სქემაში ალკვეცა
11 სექტემბერს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მლეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი სერაპიონი (ჯიშკარიანი) დიდ სქემაში აღკვეცა და სახელად იოანე უწოდა.
32 საპატრიარქოს უწყებანი N32 3-9ოქტომბერი 2013წ გვ.7
ხელდასხმა
4 აგვისტოს რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მლვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკონ ანდრიას (გვეხიძე). მღვდელ-მონაზონი ანდრია ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 20 აგვისტოს რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ბერი პეტრე (შხვაცაბაია) დიაკვნად აკურთხა. 28 აგვისტოს რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მლვდლად დაასხა ხელი დიაკონ გიორგი თავშავაძეს,
დიდ სქემაში აღკვეცა
20 აგვისტოს რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიდ სქემაში აღკვეცა დეკანოზი შალვა აბუაშვილი და სახელად რაჟდენი უწოდა.
21 აგვისტოს რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიდ სქემაში აღკვეცა ბერი ტიმოთე (ხუფაცარია) და სახელად პიმენი უწოდა.
27 აგვისტოს რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიდ სქემაში აღკვეცა ბერი სისო (ზვიადაძე) და სახელად ეფრემი უწოდა.
31 აგვისტოს რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიდ სქემაში აღკვეცა ბერი რომანოზი (ნოზაძე) და სახელად ტიმოთე უწოდა.
32-1 საპატრიარქოს უწყებანი N32 3-9ოქტომბერი 2013წ გვ.8
ტაძრების კურთხევა
25 აგვისტოს რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია.
26 აგვისტოს რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიჯნისის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია.
17 სექტემბერს რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესია.
ბერად აღკვეცა
23 აგვისტოს რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ბერად აღკვეცა მორჩილი დავით აგუმავა და სახელად დომენტი უწოდა.
3 საპატრიარქოს უწყებანი N3 23-29იანვარი 2014წ გვ.17
კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ III (ფხალაძე) 1872-1960
„კაცი შექმნილია ლვთის მიერ იმიტომ, რომ მან ცხადჰყოს დიდება ლვთისა“
კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკი, ერისკაცობაში –- მიხეილ გიორგის ძე ფხალაძე, 1872 წლის 2 ნოემბერს თბილისის გუბერნიაში, სიღნალის მაზრის სოფელ ყანდაურაში, მედავითნის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება თელავის სასულიერო სასწავლებელში მიიღო. სწავლის პერიოდში, პირველ კურსზე, მიხეილს დიდი უბედურება დაატყდა, მას გარდაეცვალა მშობლები. 1890- „ 1896 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. თელავის სასწავლებელსა და თბილისის სემინარიაში არსებული საარქივო მასალები ნათლად აჩვენებს, რომ მიხეილი ერთ-ერთი შესანიშნავი, სრულიად განსაკუთრებული სტუდენტი ყო- ფილა, სასწავლებლისა და სემინარიის თვალი. 1896 წელს სწავლა ყაზანის სასულიერო აკადემიაში გააგრძელა, რომელიც 1900 წელს ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო წოდებით დაამთავრა. 1900 წლის 27 ივლისს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში რუსული ენის მასწავლებლად დაინიშნა. 1902 წლის 26 იანვარს ქუთაისის სასულიერო სემინარიაში ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად გადაიყვანეს. 1904 წლის 8 აპრილიდან სმოლენსკის გუბერნიის, ქ. ბელის სასულიერო სასწავლებელში გეოგრაფია-არითმეტიკას, ხოლო 1909 წლის 2 ნოემბრიდან კამენეც-პოდოლსკის სასულიერო სემინარიაში ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელია. 1915 წლის 15 მაისს ქ. ტივროვოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა. 1915 წლის 31 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი. 1917 წლის სექტემბერში მღვდელი მიხეილი საქართველოში დაბრუნდა და გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა. იგი მსახურობდა ამავე სასწავლებლის კარის ეკლესიაში. 1917 წლის 27 ნოემბერს ურბნისის ეპარქიის საეპაქიო საბჭოს წევრად აირჩიეს. 1918 წლის 21 ნოემბერს დეკანოზის წოდება მიენიჭა. ამავე წელს გარდაეცვალა მეუღლე და როგორც მისი ბიოგრაფები აღნიშნავენ, ტკივილი საყვარელი მეუღლის გარდაცვალებისა, ხდება ერთგვარი დიდი იმპულსი მის მიერ ცხოვრების გზის საბოლოო არჩევისა. 1920- „ 1922 წლებში სასწავლებლის დახურვის გამო უსამსახუროდ იყო. ოჯახი რომ ერჩინა, მან ანაფორა გაიხადა და კახეთის რკინიგზის მატარებლის რევიზორად დაიწყო მუშაობა. დეკანოზი ნიკიტა თალაქვაძე იგონებს, 1922 წლის დასაწყისში თუ როგორ ეწვია საერო ტანსაცმელში გამოწყობილი მამა მიხეილი კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) და თბილისის ნებისმიერ ტაძარში თხოვა ადგილი. კათოლიკოსი განრისხებულა, როგორ გაბედე საერო ტანსაცმლით მოსვლაო, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ დამშვიდებულა და სოფელ დიდ გომარეთში შეუთავაზებია ადგილი, რაზეც მამა მიხეილმა უარი განაცხადა. 1922 წლის თებერვალში იგი ალავერდის ეპარქიაში, ბოდბისხევის სამრევლოში განამწესეს, სადაც მრევლმა არ მიიღო. 1922 წლის 5 აპრილს თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძრის კანდელაკად დაინიშნა. 1922 წლის აპრილის ბოლოს გარდაიცვალა ალავერდელი ეპისკოპოსი პიროსი (ოქროპირიძე). თბილისიდან გაიგზავნა დელეგაცია მანგლელ ეპისკოპოს ქრისტეფორესა (ციცქიშვილი) და დეკანოზ მიხეილ ფხალაძის მეთაურობით. იმჟამად გამოითქვა მოსაზრება, რომ დეკანოზი მიხეილი კურთხეულიყო ეპისკოპოსად და ალავერდის კათედრაზე დაენიშნათ, თუმცა იმ პერიოდში ეს არ მოხერხდა.
3-1 საპატრიარქოს უწყებანი N3 23-29იანვარი 2014წ გვ.18
კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ III (ფხალაძე) 1872-1960 (გაგრძელება)
1925 წლის თებერვალში დეკანოზი მიხეილი ანჩისხატის ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დაადგინეს. 1925 წლის 15 მარტს სიღნაღის მაზრის სოფელ ყანდაურაშიბლიანის მედავითნე დავით ფხალაძე კათოლიკოსპატრიარქ ამბროსის თხოვს: „საერთო არეულობის ჟამს დაიკეტა ჩვენი ეკლესია და მე დავანებე თავი მედავითნეობას. ეხლა ნება დართეს ეკლესიების გახსნაზე შიბლიან-ყანდაურ-კაკაბეთში არც მღვდელია და არც მედავითნე. ყანდაურას მრევლმა მე მთხოვა მედავითნეობა და მღვდლის პოვნაც დამავალა. გთხოვთ, თქვენო უწმინდესობავ, ზემო ხსენებული სამრევლო დროებით ჩააბაროთ დეკანოზ მიხეილ ფხლაძეს, რომელიც თბილისიდან მოუვლის და გაამხნევებს ეკლესიებსაც. მე დამნიშნოთ ყანდაურას წმინდა გიორგის ეკლესიის მედავითნედ“. 1925 წლის 9 აპრილს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ შემდეგი რეზოლუცია დაადო: „ვინაიდან უკანა მხარის ოლქისათვის მთელ ალავერდის ეპარქიაში ამჟამად სრულებით არ მოიძებნა შესაფერისი პირი მთავარხუცესის თანამდებობაზე განსამწესებლად, ამიტომ საქმის სარგებლობიანობის მიზნით ვნიშნავ ამ თანამდებობაზე დეკანოზ მიხეილ ფხალაძეს, როგორც ამ კუთხის შვილს მან ზედმიწევნით იცის ამ ოლქის ცხოვრების პირობები, ხოლო დავით ფხალაძეს ვნიშნავ დიაკვნა 95 წლის ოქტომბერში დეკანოზი მიხეილი ბერად აღიკვეცა და სახელად მელქისედეკი ეწოდა. ამავე წლის 14 ოქტომბერს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და ალავერდის ეპარქია ჩააბარეს. მეუფე მელქისედეკი ალავერდის ეპარქიაში ერთი თვის შემდეგ ჩაბრძანდა და აქტიურად შეუდგა სამსახურს. 1926 წლის 26 იანვარს იგი წერილს უგზავნის კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) და მრევლთან და სამღვდელოებასთან შეხვედრის პირველ წუთებს ასე აღუწერს: „ალავერდის ეპარქიაში შევედი 1925 წლის 18 ნოემბერს და ამნაირად ეპარქიაში 1925 წელს მე ვიმსახურე თვენახევარი. მღვდელთმთავრის რეზიდენციად ითვლება ქ. თელავი, სადაც ამჟამად არის ერთი ეკლესია -- ფერისცვალებისა. ამიტომ ჩემს მისვლისას ამ ეკლესიაში შემხვდა სამღვდელოებაც და ხალხიც. წინამძღვარმა დეკანოზმა ეპიფანე ჯაოშვილმა მომმართა სიტყვით, სადაც დახატულია თანადროული მდგომარეობა ეკლესიისა. საპასუხო სიტყვაში მე სამღვდელოებას მიუთითე ამ მდგომარეობაზე და ვსთქვი, რომ ასეთი მდგომარეობა ეკლესიისა ბრძანებით გვიკარნახებს სასტიკ და მტკიცე დისციპლინის დაცვას, როგორც სამღვდელოებაში, ისე მორწმუნე მრევლში“. 1927 წლის 17. ოქტომბერს მეუფე მელქისედეკი დროებით ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში ინიშნება. 1928 წლის 24 მარტიდან წილკნელი ეპისკოპოსია. 1928 წლის 11 მაისს თბილისის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1935 წლის 2 იანვარს მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად განამწესეს. თავისი პირველი ქადაგება მან წმინდა დავით მეფსალმუნის სიტყვებით დაიწყო: „თქვა უგუნურმა გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი“. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს სიტყვები შეურაცხყოფად მიიღო და დაიწყო მეუფის ძლიერი შევიწროება. შეზღუდეს ყოველი მხრიდან და საშუალებას არ აძლევდნენ, რათა ეპარქიაში ცვლილებები განეხორციელებინა. 1937 წლის 2 მაისს მიტროპოლიტი მელქისედეკი კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს სწერდა: „მორჩილებით მოვახსენებ თქვენს უწმინდესობას, რომ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში უმღვდლოდ დარჩენილია სამი დიდი სოფელი და ახალი სასაფლაოს ეკლესია სოხუმში. თქვენს უწმინდესობას მოვახსენე, რომ შესაფერისი კანდიდატების უყოლიობის გამო ახალი მღვდლის კურთხევა შეუძლებელი გახდა. ამის გამო დიდ გაჭირვებას განვიცდი, რადგან სოფლები ბერძნებისაა და დაჟინებით ააბარსქებებასი ისინი მღვდელს, ორი მღვდელი მაინც მოგვეციო“ თობ ლის 9 ოქტომბერს დააპატიმრეს ცხუმაფხაზეთის ეპარქიის სამღვდელოება: დეკანოზი სვიმონ გიგინეიშვილი და დეკანოზი ელიზბარ ანჩაბიძე. ამასთან დაკავშირებით, 1938 წლის 25 მარტს მეუფე მელქისედეკი აღნიშნავს: „გულისტკივილით მოგახსენებთ, რომ ჩემი ეპარქიის სოფლებში მღვდლები აღარ არიან. ყველანი დაატუსაღეს. დავრჩი მარტო მე, ორი მღვდლით, სოხუმში. ჩვენც ვგონებ, აღდგომის შემდეგ მოგველის ლიკვიდაცია“. 1938 წლის 9 ივლისს მეუფე მელქისედეკი გათავისუფლდა ეპარქიის მმართველობისაგან და თბილისში დაბრუნდა. 1943 წლის 1 აპრილს კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის რიგით მღვდელმსახურად დაინიშნა. 1944 წლის 30 აპრილს თბილისის დიდუბის ყოვლადწმინდა ·ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრად და ურბნისის ეპარქიის მმართველად განამწესეს. 1952 წლის 5 აპრილს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში ჩატარებულ საქართ-
3-2 საპატრიარქოს უწყებანი N3 23-29იანვარი 2014წ გვ.19
კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ III (ფხალაძე) 1872-1960 (გაგრძელება)
ველოს ეკლესიის IX კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქად გამოირჩიეს. ამავე წლის 7 აპრილს სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში მოხდა მისი ინტრონიზაცია. 1956-1958 წლებში, როდესაც უღვთო ხელისუფლება ყველანაი- რი მეთოდითა და ხერხით ცდილობდა ეკლესიისა და სარწმუნოების დისკრედიტაციას, უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკმა შეძლო და, იმ ძნელბედობის ჟამს, ხუთი ახალი მღვდელმთავარი აკურთხა. ესენი იყვნენ: 1956 წლის 28 აგვისტოს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ხარიტონ დევდარიანი -- მარგვეთისა და ურბნისის ეპისკოპოსი დავითი; 1956 წლის დეკემბერში უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკმა მიმართა სინოდის წევრებს, წერილობით ეცნობებინათ, უჭერდნენ თუ არა მხარს არქიმანდრიტ ზინობის (მაჟუგა) ეპისკოპოსად კურთხევას. სინოდის წევრთა უმრავლესობა მიუღებლად მიიჩნევდა ასეთი პრეცედენტის დაშვებას, მაგრამ უწმინდესმა მელქისედეკმა 1956 წლის 30 დეკემბერს იგი ეპისკოპოსად აკურთხა, 1957 წლის 6 მარტს კათოლიკოს-პატრიარქის მეორე ქორეპისკოპოსად დანიშნა და ეწოდა სტეფანეველი (სომხეთში არსებული მართლმადიდებელი ტაძრების მმართველი). 1957 წლის 15 თებერვალს ლავრენტი ტიმოთეს ძე ჟვანია ცხუმაფხაზეთის ეპისკოპოსი ლეონიდე. 1957 წლის 7 ივლისს ქუთაისის ეპარქიის მთავარხუცესი და ქუთაისის მწვანეყვავილას მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ნაუმ შავიანიძე ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი ნაუმი. 1958 წლის 14 ოქტომბერს ალავერდის ეპარქიის მთავარხუცესი და თელავის ღვთაების საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ბურდულაძე -– ალავერდელი ეპისკოპოსი დავითი. შემორჩენილია საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს რწმუნებულის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხებში, ბატონ მ. მექვაბიშვილის ჩანაწერი უწმინდეს და უნეტარეს მელქისედეკის ვინაობაზე: „მელქისედეკ III პრინციპული ადამიანია. იმავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ სამღვდელოთა შორის არ სარგებლობს კარგი ავტორიტეტით, თავისი პრინციპიალურობის წყალობით. 1955 წლამდე სამღვდელოთა შორის მის წინააღმდეგ იყო ჯგუფი, მაგრამ მოწინააღმდეგეთაგან ნაწილი მოხსნა, ნაწილი თვითონ წავიდა. პარტიასა და მთავრობასთან მიმართებაში ლოიალურია. მოცემული დროისათვის მისი დამსახურება გამოიხატება სსრკ-ს მთავრობის მხარდაჭერაში მშვიდობის დაცვის საქმეში, იგი გამოდის სხვადასხვა კონფერენციებზე მთელს 1 მსოფლიოში მშვიდობის დასაცავად. იგი განსაკუთრებით არ ცდილობს მოქმედ ეკლესიათა კ ქსელის გაფართოებას. მელქისედეკ III ერკვევა საერთაშორისო მოვლენათა საკითხებში. კითხულობს ყველა რესპუბლიკურ გა- ზეთებსა და ჟურნალებს. ჩემს მიმართ აქვს კარგი დამოკიდებულება. ყურს უგდებს ჩემს რჩევებს. აქვს მიდრეკილება ფუფუ- ნებისკენ, იტანჯება სმენის დაქვეითებისა და სუსტი მხედველობის გამო. იგი სხვებზე მაღლა აყენებს თავის ნაციას და ტაძრების გახსნის გადაწყვეტისას ცდილობს გახსნას მეტი ქართული ტაძარი და ჩემთან საუბარში გამოხატა შიში, რომ ჩვენთან მორწმუნე ქართველები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე რუსები, რის გამოც საქართველოს ეკლესიამ შესაძლოა დაკარგოს ავტოკეფალია. მელქისედეკ III რეპრესირებული არ ყოფილა“. მიუხედავად ასეთი დახასიათებისა, კათოლიკოსპატრიარქის მელქისედეკ III-ის სახელს უკავშირდება არაერთი სასიკეთო მოვლენა, რომელიც განხორციელდა მისი მმართველობის პერიოდში, კერძოდ: გაიხსნა ეკლესიები ფოთსა და მოწამეთაში, სადაც ქუთაისის მუზეუმიდან გადმოასვენეს წმინდა დავით და კონსტანტინეს წმინდა ნაწილები, თითქმის ახლიდან აშენდა ხაშურის ეკლესია, ბოდბის დედათა მონასტერში აღსდგა წირვა-ლოცვა. სიონის საპატრიარქო ტაძარში შემოიღეს ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა და აღდგა ქართული გალობა. კათოლიკოს-პატრიარქო მელქისედეკი განათლებული ადამიანი იყო. შემორჩენილია მისი ჩანაწერები საქართველოს ეკლესიის ისტორიის საკითხებზე, ქრისტიანულ დღესასწაულებზე, სხვადასხვა თავისუფალ მორალურ პრობლემებზე. ერთ-ერთ ქადაგებაში იგი აღნიშნავდა: „ადამიანი შეიძლება შევადაროდ ჭაღს, თითოეული ადამიანი არის ქჭაღის სანთელი. თუ ჭაღის სანთლები ყოველივე ანთებულია, მაშინ ამ ტაძრის სიმშვენიერე და სიდიდე ყველასათვის თვალსაჩინოა. თუ არა “ არაფერი არა სჩანს. არც თვით ჭაღი, აგრეთვე თუ კაცთ შორის ბრწყინავს ღვთაებრივი ნათელი, მაშინ ყოვლისფერი ამ ქვეყანაში ადიდებს ღმერთს, და თუ კაცთა შორის ჩაქრა ეს ნათელი, მაშინ არც თვით კაცი სჩანს ადამიანად. იგი ითვლება ცხოველად და უბრალო ნივთად, ვის ეცოდინება ან ეს ქვეყანა, ან ღვთის დიდება, კაცი რომ არ იყოს ამ ქვეყანაში? კაცი შექმნილია ლვთის მიერ იმიტომ, რომ მან
3-3 საპატრიარქოს უწყებანი N3 23-29იანვარი 2014წ გვ.20
კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ III (ფხალაძე) 1872-1960 (დასასრული)
ცხადჰყოს დიდება ღვთისა“. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უხუცესი მლვდელმსახური, არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი), რომელიც უწმინდესი მელქისედეკის ხელდასხმულია 1955 წელს, თავის მოგონებებში წერს: „პატრიარქი მელქისედეკი მეტად ნიჭიერი ადამიანი გახლდათ. თბილისის სემინარიის ისტორიაში ის ერთადერთი მოწაფე იყო, რომელსაც უმაღლესი ქულის გარდა, სხვა ნიშანი არასდროს მიუღია. შემდეგ სწავლა განაგრძო ყაზანის სასულიერო აკადემიაში. მისი ნიჭიერებით აღფრთოვანებული ღვთისმეტყველი ნესმელო- ვი აკადემიაში დარჩენას სთავაზობდა. ჯერ კიდევ სტუდენტი, ისე კარგად დაე- უფლა ბერძნულ ენას, რომ ქართულად თარგმნა ჰეროდოტეს „ისტორია“ და პერიპლუს არიანესის „ევქსინის ზღვის გარშემო მოგზაურობა“, ეს ნაშრომები თბილისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება. დამოუკიდებლად შეისწავლა უმაღლესი მათემატიკა. შეიმუშავა ჭადრაკის მათემატიკური თეორია. კომპოზიტორიც იყო და რამდენიმე ლიტურგიკული ნაწარმოები დატოვა, მათ შორის ქერუბინთა საგალობელი. ხრუშოვის დროს, ეკლესიის დევნისას, გამოსცა ბრძანება, რომელიც ყველა მღვდელსა და დიაკვანს ანაფორით სიარულს უწესებდა. შემცოდეს პირველად საეკლესიო ჯილდოებს ჩამოართმევდა, შემდგომი დარღვევისთვის კი მღვდელმსახურება ეკრძალებოდა. მას სურდა, რომ ხალხს მღვდლის სახით დაენახა მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმსარებელი და არა დაქირავებული ვინმე, რომელიც მსახურებისას ანაფორას, როგ ორც სპეცტანსაცმელს, ისე იცვამს. ხშირად რტ ბერის უბრალო კაბით მოსილი, გამოდიოდა სიონის ტაძრის კლიროსზე და კითხულობდა ექვსფსალმუნსა და კანონებს. დაუვიწყარი სანახაობა გახლდათ ნახევრად ცარიელი ტაძარი, ოდნავ ბჟუტავს ნათურა, ირხევა კანდელთა ცეცხლის ალი და პატრიარქი კლიროსზე ლოცვას კითხულობს, თითქოს საქართველო მისი ბაგეებით ლოცულობსო. განსაკუთრებით უყვარდა დიდუბის ტაძარი, სადაც წლების მანძილზე წინამძღვრად მსახურობდა. ამა თუ იმ რთული საკითხის გადაწყვეტის წინ მიდიოდა დიდუბის ტაძარში, ძირითადად საღამოს, როდესაც ხალხი აღარ იყო და დიდხანს ევედრებოდა ღვთისმშობელს შეწევნასა და პასუხს შეკითხვებზე. პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) ქართველი ერის საყვარელი მამა იყო, პატრიარქი მელქისედეკი კი, მისი ღირსეული მემკვიდრე“. 1960 წლის 10 იანვარს, 5 საათზე და 40 წუთზე სიონის საპატრიარქო ზარმა სრულიად საქართველოს ამცნო საქართველოს ეკლესიის მამამთავრის გარდაცვალება. 17 იანვარს, დაკრძალვის დღეს, ჩამოვიდნენ დელეგაციები სხვადასხვა ეკლესიებიდან. სიტყვით გამოვიდნენ ანტიოქიის, რუსეთის, სომხეთის საპატრიარქოებიდან. მისი ნეშტი სიონის ტაძარს მიაბარეს.
4 საპატრიარქოს უწყებანი N4 30იანვარი-5თებერვალი 2014წ გვ.17
მიტროპოლიტი რომანოზი (პეტრიაშვილი) 1887-1979
მიტროპოლიტი რომანოზი, ერისკაცობაში -- რომან გრიგოლის ძე პეტრიაშვილი, 1887 წლის 14 ოქტომბერს, ქ. თბილისში, დეკანოზ გრიგოლ მოსეს ძე პეტრიაშვილისა და ეკატერინე პეტრეს ასული სუხიტაშვილის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. იგი რიგით მეცხრე შვილი იყო. ამ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას ზეიმობს. ამავე დღეს იხსენიება ღირსი მამა რომანოზ ტკბილად მგალობელი, ამიტომ დეკანოზმა გრიგოლმა ახლადშეძენილ ვაჟს მისი სახელი დაარქვა. მიტროპოლიტი რომანოზი თავის მოგონებებში წერდა: „მამაჩემის მამა ყოფილა მღვდელი მოსე პეტრიაშვილი და, საერთოდ, ჩვენი გვარი 200 წლის განმავლობაში მღვდლის ჩამომავლობისა იყო“. მღვდელი მოსე პეტრეს ძე პეტრი- აშვილი 1798 წელს დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, კატეხიზმო, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი ქვეშის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარ, მღვდელ პეტრე სიხარულიძესთან ისწავლა. აქვე მსახურობდა წიგნის მკითხველად XI ს-ის 20-იანი წლების დასაწყისიდან. 1831 წლის 12 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოსმა იონამ (ვასილევსკი) მოსე დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 19 დეკემბერს მლვდლად დაასხა ხელი და წალასყურის წმინდა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. მამა მოსეს დამსახურებითა და მეცადინეობით შეკეთდა და განახლდა წალასყურის დაზიანებული ეკლესია. ასევე, მისი დახმარებით შეკეთდა კუმისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარიც. 1846 წლის დასაწყისში საქართველოს ეგზარქოსმა ისიდორემ (ნიკოლსკი) იგი თბილისის ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად დაადგინა და ამავე წლის 20 ნოემბერს საგვერდულით დააჯილდოვა. მას ჰყავდა მეუღლე -–- თინათინ გიორგის ასული (დაბ. 1810წ.) და შვილები: მლვდელი საბა (1830წ.), დეკანოზი გრიგოლი (1840წ.) და პროფესორი ვასილი (184ვწ.). მღვდელი საბა მოსეს ძე პეტრიაშვილი 1830 წელს დაიბადა. სასულიერო განათლება მამისგან მიიღო. 1847 წელს წალასყურის წმ. დავით გარეჯელის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. მიტროპოლიტი რომანოზი იხსენებდა: „პაპა მოსე იყო მღვდლად ქ. თბილისის ახლო სოფლებში: კოდა, წალასყური და კუმისი. უცხოვრია სოფელ წალასყურში, სადაც ჰქონია სახლი და ბაღი, მხოლოდ მისდევდა მესაქონლეობას და ჰყავდა საკმარისად ხარ-კამეჩი, ძროხა და ცხვარი. პაპა ადრე დაქვრივებულა და ამიტომ უთხოვია ეგზარქოს ევსევისთვის, ჩემი პირველი შვილი საბა მღვდლად მიკურთხე და ჩემთან გაამწესეო... ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) დააკმაყოფილა მისი თხოვნა, საბა მღვდლად აკურთხა და მამასთან გაუმწესებია“. ეს მოხდა დაახლოებით XIX ს-ის 60-იანი წლების დასაწყისში. 1884 წელს მღვდელი საბა კოდის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 189! წლის მარტში სკუფიით დაჯილდოვდა. გარდაიცვალა 1893 წლის 20 სექტემბერს. დეკანოზი გრიგოლ მოსეს ძე პეტრიაშვილი 1838 წელს დაიბადა. 1855-1861 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1861 წელს ეგზარქოსმა ევსევმა (ილინსკი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და გლდანის წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად განამწესა. მასვე დაევალა ტაძართან არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის სწავლება. 1867, 1876 და 1882 წლებში ნაყოფიერი სამსახურისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1868 , წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1875 წელს თბილისის წმინდა გიორგის კარის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1876 წელს სკუფია უბოძეს. 1877 წელს სიონის საკათედრო ტაძარში რიგით მღვდელმსახურად განამწესეს და თბილისის ეპარქიალური სანთლის ქარხნის წევრად აირჩიეს. 1878 წლის 13 მარტს რუსეთთურქეთის ომში გამოჩენილი მამაცობისათვის წითელი ჯვრის საზოგადოებამ სამახსოვრო ჯვარი უბოძა. 1880
4-1 საპატრიარქოს უწყებანი N4 30იანვარი-5თებერვალი 2014წ გვ.18
მიტროპოლიტი რომანოზი (პეტრიაშვილი) 1887-1979 (გაგრძელება)
წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. ამავე წელს სიონის საკათედრო ტაძრის კანდელაკად დაინიშნა. მამა გრიგოლი კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების წევრიც იყო. ერთი პერიოდი თბილისის ოლქის მთავარხუცესის თანამდებობაც ეჭირა. 1884 წლის 15 აპრილს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1888 წლის 6 მაისს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი უბოძა. 1889 წლის ივნისში დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1893 წლის 6 მაისს წმინდა ანას III, ხოლო 1896 წელს წმინდა ანას II ხარისხის ორდენებით დაჯილდოვდა. დეკანოზი გრიგოლი 1896 წლის 17 ნოემბერს გარდაიცვალა. გაზეთი „ივერია“ თავის ფურცლებზე წერდა: „კვირას, 17 ნოემბერს, დილის 7 საათზედ, დიდი ავადმყოფობის შემდეგ ტფილისში გარდაიცვალა დეკანოზი გრიგოლ მოსეს ძე პეტრიაშვილი. განსვენებული დეკანოზი ძლიერ უყვარდა თავის სამწყსოს და ცნობილი
იყო, როგორც მშვიდი, წყნარი, გულკეთილი და ძლიერ პატიოსანი კაცი. საკვირველის სიმშვიდით ითმენდა თურმე განსვენებული მძიმე ავადმყოფობას. მთელი მისი სამწყსო და ნაცნობი მეტად შეაწუხა ამ სიკვდილმა. დეკანოზი პეტრიაშვილი იყო ძმა ოდესის უნივერსიტეტის ცნობილი პროფესორის პეტრიაშვილისა. განსვენებულმა სწავლა დაამთავრა ტფილისის სასულიერო სემინარიაში. მღვდლად ეკურთხა 1861 წელს. მას შემდეგ არაერთხელ დასაჩუქრებულა მხნე და ერთგულ სამსახურისათვის, როგორც საქართველოს ეგზარქოსისა, ისე თვით უწმიდესი სინოდის მიერ. დეკანოზობა მიიღო 1889 წელს. განსვენებულს მრავალი სხვადასხვა თანამდებობა ებარა და ყოველივე გულმოდგინეთ და სამართლიანად შეუსრულებია. განსვენებულს დღეს დაკრძალავენ პეტრე-პჯელეს ეკლესიაში“. 20 ნოემბერს, დეკანოზ გრიგოლის გასვენების დღეს, სიონის საკათედრო ტაძარში მწირველი ბრძანდებოდა საქართველოს ეგზარქოსი ვლადიმერი (ბოგოიავლენსკი), დიდძალ სამლვდელოებასთან ერთად. წირვის დასრულების შემდეგ შესრულდა წესის აგება, რომლის დასასრულს ვრცელი სიტყვა წარმოთქვა არქიმანდრიტმა ლეონიდემ (ოქროპირიძე, შემდგომში -– კათოლიკოს-პატრიარქი). გთავაზობთ ნაწყვეტს ამ ქადაგებიდან: „მშვიდობით, სამუდამოდ მშვიდობით, ძვირფასო, კეთილო, ტკბილო, დარბაისელო მამაო და ძმაო გრიგოლ! დადუმდა ამიერიდან შენი მოალერსე და ტკბილად მანუგეშებელი მოძღვრული ენა, დაუძლურდა სამუდამოდ მსხვერპლის შემწირველი მარჯვენა შენი, მოესპო სიცოცხლე შენს გულს. ბრწყინვალე, დიდი და გმირობით სახელგანთქმული გვარეულობისა, არც სამსახური გჭერია ფართო და მაღალხარისხოვანი, არც აღჭურვილი ყოფილხარ უმაღლესი სწავლა-მეცნიერებით. მაშ, რით აიხსნება, რომ ამ შენ ცხედარს გარს მოხვევიან და მწარედ გლოვობენ ბრწყინვალე გვართა წარმომადგენელნი, სწავლულნი და ნიჭიერებით წარჩინებულნი? რა არის მიზეზი, რომ თავადსაც და გლეხსაც, მოხელესა და უბრალო მოქალაქესაც, ერთგვარად ჰსდის ცრემლი შენ კუბოს წინ, ერთგვარად გტირიან და თანაბარი ღრმა მწუხარებით აღვსილან შენ დაკარგვის გამო? სარწმუნოება, სასოება, სიყვარული, სიმშვიდე, სიწმინდე, მლვდლობის ღირსებით და კეთილპატიოსნათ ცხოვრება, აი, ის თვისებანი, რომლებმაც მოგიპოვეს შენ კეთილი სახელი, აი, ის მხარენი შენი მოქმედებისა, რომლებთაც გაგხადეს შენ ყველასთვის ძვირფას და პატივსადებ გვამათ, აი, ის გონებრივი და ზნეობრივი ღირსებანი, რომელთაც დაგიმსახურეს წარჩინებულთა და დაბალთა, სწავლულთა და უმეცართა, შორეულთა და თვისთა შორის წრფელი, მტკიცე და წარუხოცელი სიყვარული. ხოლო შენ რაღა გითხრა და რითი განუგეშო ძვირფასი გვირგვინის დამკარგველო ქვრივო? რომელი რჩევით და დარიგებით დავამშვიდო შენი გაუბედურებული ოჯახი? რითი გავამხნევო შენი პატარა შვილები და რა საშუალებით შეგიმსუბუქო მეტად მწვავი და გულგამტეხი მწუხარება? აფრქვიეთ ცრემლი
თქვენი დაობლების გამო, მაგრამ იცოდეთ, რომ არავის უხილავს მართალი დაგდებული, არცა თესლი მისი მთხოველ პურისა (ფს. 56, 25) და იცოდეთ, რომ სწორედ ეხლა გმართებთ მიუგდოთ ყური ზეციურ სიყვარულს, რომელიც გაგაგონებთ: მე ვარ, ნუ შეშინდებით (იოან. 6, 20); დღეს ჰკარგავთ ქვეყნიურ პატრონს, მაგრამ სამაგიეროდ დღეიდამ მოიპოებთ მეორე პატრონს, რომელიც არის მამა ობოლთა და მსაჯული ქვრივთა (ფსალმ. 67, 5). ილოცეთ მუდამ საყვარელი მამისთვის, გიყვარდეთ ღმერთი და იგი გამოგზრდით თქვენ, ამინ!“ მართლაც, საოცარი გმირობისა და ოჯახისადმი თავდადების მაგალითი აჩვენა ახალგაზრდა დაქვრივებულმა ქალმა. ღვთის შემწეობით მან შეძლო და რვავე შვილი (დეკანოზ გრიგოლს სულ 10 შვილი ჰყავდა. აქედან ორი ადრეულ ასაკში აღესრულა -– გ.მ.) ღირსეულად აღზარდა. მისცა მათ შესაბამისი განათლება და სწორ გზაზე დააყენა. მათგან ორი: მიტროპოლიტი რომანოზი და დეკანოზი გიორგი (1868-1920, ახმეტის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დასაფლავებულია პეტრე-პავლეს ეკლესიის სასაფლაოზე) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღირსეული მღვდელმსახურნი გახდნენ. შემდგომში მიტროპოლიტი რომანოზი იხსენებდა: „დედაჩემი ეკატერინე, დაბ. 1848 წელს, იყო თბილისელ მოქალაქის პეტრე სუხიტაშვილის ქალიშვილი. იგი იყო ღრმად მორწმუნე, დიდი მმარხველი, ბავშვების მოყვარული, მხოლოდ მკაცრი. მე, მაგალითად, არ მაძლევდა ნებას ეზოში მეთამაშა, ბავშვებთან მელაზღანდარა, ყოველთვის ჩამჩიჩინებდა, ცუდი სიტყვები შენგან არავინ გაიგოს, ყველას პატივი ეცი, ფული რომ იპოვო, არ მიითვისო, არამედ დაურიგე გლახაკებს ან ეკლესიაში მიიტანე, ისწავლე კარგად, რომ კარგი კაცი გამოხვიდეო“. 1895 წელს პატარა რომანი თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში მიაბარეს, სადაც იმ პერიოდში საუკეთესო პედაგოგები მუშაობდნენ, მათ შორის: გიმნაზიის ინსპექტორი, წმ. ექვთიმე ლვთისკაცი-თაყაიშვილი, ალ. ნათაძე, ივ. რატიშვილი, მღვდელი კალისტრატე ცინცაძე (შემდგომში –– კათოლიკოს-პატრიარქი), შიო ჩიტა-
4-2 საპატრიარქოს უწყებანი N4 30იანვარი-5თებერვალი 2014წ გვ.19
მიტროპოლიტი რომანოზი (პეტრიაშვილი) 1887-1979 (გაგრძელება)
ძე. მეუფე რომანოზის გადმოცემით, ეს უკანასკნელი ნამდვილი პედაგოგი ყოფილა, ფრიად მცოდნე თავისი საგნისა. ასწავლიდა რუსულ ენას. მის გაკვეთილებზე ისე გადიოდა დრო, რომ არავის არ უნდოდა გაკვეთილის დამთავრება. ზარის რეკვა არ გვსიამოვნებდა, ისეთი გრძნობით ხსნიდა გაკვეთილს. წმ. ექვთიმე ღვთისკაცი-თაყაიშვილი ხშირად იტყოდა ხოლმე: იყავით ისეთი ჭკვიანი და კარგი მოწაფე, როგორიც არის ჩვენი რომანიო. 1906 წელს გიმნაზია დაიხურა და რომანმა ამჯერად ვაჟთა I გიმნაზიაში სცადა ჩაბარება, მაგრამ ასაკის გამო აღარ მიიღეს, მაშინ იგი 19 წლისა იყო, ხოლო გიმნაზია 17 წლის შემდეგ აღარ ღებულობდა მოსწავლეებს. 1909 წლის 3 სექტემბრიდან 1910 წლის 20 აგვისტომდე იმყოფებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში. ამავე წლის სექტემბერში ჩააბარა ქ. დორპატის ინსტიტუტში, ვეტერინალურ ფაკულტეტზე, მაგრამ გაჭირვებისა და ოჯახური პირობების გამო ორ თვეში მიატოვა სწავლა და დაბრუნდა თბილისში. 1911-1914 წლებში უსამსახუროდ იყო და სახლში ამზადებდა მოწაფეებს. 1914-1918 წლებში მონაწილეობდა I| მსოფლიო ომში, რიგით ჯარისკაცად. 1918-1920 წლებში რომანი ლტოლვილთა კომიტეტში რწმუნებულად, ხოლო 1920-1921 წლებში თბილისის სასურსათო განყოფილებაში მუშაობდა. 1921 წელს გასაბჭოების შემდეგ სასურსათო განყოფილება გადაკეთდა კოოპერატივად, სადაც მუშაობდა 1924 წლამდე. 1924-1932 წლებში პატიმართა დამხმარე კომიტეტშია, ხოლო 1932-1936 წლებში ციხის სამართველოში, საწყობების გამგე. შემდგომ წლებში იგი მოსკოვის ტრიკოტაჟის კომბინატში საწყობების მმართველად მუშაობდა, იყო თბილისის სტალინის რაიონის საბინაო სამართველოში, მუშაობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნისა და თბილისის აღმასკომის საფინანსო განყოფილების ბუღალტრად. 1919 წლიდან მლვდლად კურთხევამდე რომანი იყო სიონის საპატრიარქო ტაძრისა და ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის სამრევლო საბჭოს წევრი. სასულიერო გზაზე დადგომას იგი ასე იხსენებდა: „კათოლიკოს-პატრიარქმა დამიბარა თავისთან. მე მეგონა, მიბარებდა სიონის საბჭოს კრებაზე, ამიტომ 1949 წლის 3 თებერვალს ვეახელი მის უწმინდესობას. თუმცა მწოლიარე ავადმყოფი იყო, მაინც მიმიღო და მითხრა: მამაშენი რომ გარდაიცვალა 1896 წელს, მე, განსვენებულმა ეგზარქოსმა ვლადიმერმა მიბრძანა, შენ გნიშნავ გარდაცვალებულ ჩემ კანდელაკ-დეკანოზ გრიგოლის პატარა ვაჟის რომანის მზრუნველადო. მე მაშინვე მოვახსენე: მე არაფერი ვიცი.უწმიდესმა ბრძანა ამაზე: შენ რა გეცოდინება, როცა მე შენთვის სრულებით არაფერი არ გამიკეთებია და ეხლა იმიტომ დაგიბარე. მე 83 წლისა ვარ, საცაა წავალ საიქიოს, ეს დიდი ცოდვა მადევს და მინდა გამოვასწორო. მინდა შენი კურთხევა მღვდლად და დანიშვნა სიონში, შენი მამის ალაგას, კანდელაკადო. მერე დაუ- ძახა თავის მდივან პროტოპრესვიტერ მიხეილ მახათაძეს და აგრეთვე შემთხვევით კანცელარიაში მოსულ დეკანოზ ანდრია ტყემალაძეს (ეს ორივენი იყვნენ ჩემი სიძეები) და უთხრა მათ: მე რომანი მინდა ვაკურთხო მღვდლად და დავნიშნო სიონში, მისი მამის ალაგას, კანდელაკად“. რომანის მოძღვარი ცნობილი დეკანოზი და მქადაგებელი, კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიის დეკანოზი დავით გარსიაშვილი გახლდათ, რომელთანაც მომავალი მღვდელმთავარი სასულიერო საგნებში ემზადებოდა. 1949 წლის 1 1 თებერვალს სამღვდელო კომისიამ, რომელშიც შედიოდნენ -- პროტოპრესვიტერი მიხეილ მახათაძე, დეკანოზი დავით გარსიაშვილი და დეკანოზი ალექსანდრე გაბუნია, გამოსცადეს რომან პეტრიაშვილი, რომელმაც ჩინებულად ჩააბარა გამოცდა. უწმინდესის კურთხევით, 1949 წლის 1 მარტს იგი საერო სამსახურიდან გათავისუფლდა და კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ ამავე წლის 6 მარტს დიაკვნად აკურთხა, ხოლო 13 მარტს მღვდლად დაასხა ხელი და სიონის საპატრიარქო ტაძრის კანდელაკად, აგრეთვე საპატრიარქო კანცელარიის მდივნის თანაშემწედ დანიშნა. 1952 წლის 12 აპრილს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1954 წლის 17 მაისს კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1955 წლის 1 აპრილიდან 1959 წლის 1 სექტემბრამდე თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 1959 წლის სექტემბრიდან უწმინდესმა მელქისედეკმა მამა რომანოზი გაათავისუფლა წინამძღვრობიდან და, საერთოდ, სამსახურიდან. ერთი წელი იგი უსამსახუროდ იყო. 1960 წლის აგვისტოში კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემმა (სიდამონიძე) თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის მლვდელმსახურად განამწესა. 1962 წელს იგი უწმინდეს ეფრემ II-ს ახლდა მოსკოვში, სადაც მიტრის ტარებით დაჯილდოვდა. 1965 წლის 17 თებერვალს ბერად აღიკვეცა, ხოლო მეორე დღეს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 21 თებერვალს კი, სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ, წმინდა სინოდის მღვდელმთავართა თანამწირველობით, ეპისკოპოსად დაასხა ხელი და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად დანიშნა. 1967 წლის 28 აგვისტოს ალავერდისა და
4-3 საპატრიარქოს უწყებანი N4 30იანვარი-5თებერვალი 2014წ გვ.20
მიტროპოლიტი რომანოზი (პეტრიაშვილი) 1887-1979 (დასასრული)
ბოდბის ეპარქიაში გადაიყვანეს. 1971 წლის 7 ოქტომბრიდან ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსია. 1972 წლის 12 აპრილს კათოლიკოს-პატრიარქმა დავითმა (დევდარიანი) მიტროპოლიტის წოდება მიანიჭა. 1973 წლის 12 ოქტომბერს მეორე პანალიის ტარების უფლება მიიღო. 1974 წლის 30 სექტემბერს ბათუმ-შემოქმედისა და ჭყონდიდის ეპარქიაში განამწესეს. მიტროპოლიტი რომანოზი გახლდათ დაუდეგარი და მებრძოლი პიროვნება. არ ერიდებოდა დაპირისპირებას როგორც საერო, ისე სასულიერო პირებთან. ამის შედეგი გახლდათ ის, რომ 1977 წლის 10 სექტემბრის განჩინებით, უწმინდესმა დავითმა (დევდარიანი) მას მიტროპოლიტთა შორის პირველი ადგილი მისცა. სწორედ ამას მოჰყვა ის დაპირისპირება, რომელიც 1977 წლის 9 ნოემბერს უწმინდესი დავითის გარდაცვალებას მოჰყვა. მან, როგორც უხუცესმა და უპირატესმა მლვდელმთავარმა, მოითხოვა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეობა. 1977 წლის 23 დეკემბერს მოსკოვში საბჭოთა კავშირის კომპარტიის გენერალური მდივნი ლ. ბრეჟნევის სახელზე მან ასეთი შინაარსის დეპეშა გაგზავნა: „ძვირფასო ლეონიდ ილიას ძევ! საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ პატრიარქის მოსაყდრედ გამოცხადდა მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი). იგი ჯერ კიდევ 1972 წლიდან
ქართველი დისიდენტების მხარდამჭერი და წამქეზებელია. მოვითხოვ, მოიხსნას მისი კანდიდატურა“. მისი ეს დაპირისპირება მარცხით დასრულდა. 1978 წელს ჯანმრთელობის გაუარესების გამო მეუფე რომანოზი პენსიაზე გავიდა. 1979 წლის 20 მარტს უწმინდესი და უნეტარესი ილია II ჭყონდიდელსა და აგარაკ-წალკელ მთავარეპისკოპოს იოანეს (ანანიაშვილი) წერდა: „დღეს ღვთივ განისვენა მაღალყოვლადუსამღვდელოესმა მიტროპოლიტმა რომანოზმა. წესის აგება შესრულდება კვირას, 25 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში. დაკრძალვა მოხდება სიონის ტაძრის ეზოში, კვირას“. უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვაკურთხევით, მიტროპოლიტი რომანოზი სიონის ტაძრის გალავანში, სამხრეთ კედელთან დაიკრძალა.
5 საპატრიარქოს უწყებანი N5 6-12 თებერვალი 2014წ გვ.17
არქიმანდრიტი ლუკა (ნადარეიშვილი) 1878-1954
არქიმანდრიტი ლუკა, ერისკაცობაში ლევან ოტიას ძე ნადარეიშვილი, 1878 წელს ქუთაისის გუბერნიაში, სენაკის მაზრაში, სოფელ ონტოფოში გლეხის ოჯახში დაიბადა. ნადარეიშვილების გვარის წარმომავლობაზე ასეთი გადმოცემა არსებობს, რომ ისინი თავად აგიაშვილების შთამომავლები არიან, კერძოდ, ერთ-ერთი აგიაშვილი გარკვეულ გარემოებათა (მესისხ- ლეობის) გამო, აყრილა თავისი საცხოვრებე-ლი ადგილიდან (რაჭიდან) და დასახლებულა დღევანდელი ონტოფოს ტერიტორიაზე, სწორედ ამ პიროვნებას დაუდია სათავე ნადარეიშვილების გვარისთვის, ამიტომაა, რომ ნებისმიერი ნადარეიშვილი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, ონ ტოფოს თვლის გვარის ფუძე სოფლად. დაეტყობა რაჭული წარმოშობის გამოხა-ტულებაა, რომ ნადარეიშვილებში, მიუხედავად იმისა, რომ მეგრელებად ითვლებიან, არც თუ იშვიათია რაჭული ხასიათის ბუნება თვითონ არქიმანდრიტი ლუკა თვლიდა, რომ ნადარეიშვილი გვარის დაკნინებული ფორმაა და მიაჩნდა, რომ უფრო სწორი ფორმაა -–– ნადერეიშვილი. მამა ლუკას მისივე ხელით შედგენილ ბიოგრაფიაში, თავის გვარს ნადერეიშვილად წერდა. მამამისი –– ოტია ნადარეიშვილი ჭკვიანი და იმ დროის კვალობაზე განათლებული, სამშობლოს დიდად მოყვარული და კარგი მეომარი ყოფილა. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში, სადაც გამოჩენილი სიმამაცისა და გმირობისათვის დაუჯილდოებიათ წმინდა გიორგის ორდენით, რომელზეც ეწერა: „ოტია ნადარეიშვილს 1853-1856 წლებში რუსეთ-თურქეთის ომში გმირული ბრძოლებისათვის“. დედა –- სოფიო ფაჩულია ლამაზი, სათნო და ღვთისმოსავი ქალი ყოფილა, რომლის ღრმადმორწმუნეობამ დიდი გავლენა იქონია შემდგომში მამა ლუკას სასულიერო პირად ჩამოყალიბებაზე. ლუკას ჰყავდა ორი უფროსი ძმა: მალხაზი და ნიკოლოზი. 12 წლის ლუკა ოტიას წაუყვანია სოხუმში და ერთ ვაჭარს მიაბარა
ელობის სასწავლებლად, მაგრამ ვაჭარი თურმე ადამიანების მოტყუებისა და თაღლითობის გარდა ყმაწვილს არაფერს ასწავლიდა, ამიტომ განაწყენებუკლი ლევანი ერთ ღამეს გამოექცა ვაჭარს და სოხუმიდან ონტოფომდე თითქმის 100 კილომეტრი სულ ფეხით იარა.სახლში მოსულმა უარი განაცხდა უკან დაბრენებაზე. ამის შემდეგ მამამ იგი სამეგრელოს ოთხწლიან სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, რომელიც მან წარჩინებით დაამთავრა. 1895 წელს 17 წლის ყმაწვილი ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობ ლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში მივიდა, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. მონასტერში მოღვაწე ღირსი და წმინდა მამების შემხედვარეს თავადაც დიდი სურვილი აღეძრა, ბერული ცხოვრება გაეგრძელებინა. მან მიილო გადაწყვეტილება, სამუდამოდ დარჩენილიყო მონასტერში და თავი უფლისათვის მიეღძვნა. ლუკას ამ გადაწყვეტილებას მშობლები დადებითად შეხვედ-
5-1 საპატრიარქოს უწყებანი N5 6-12 თებერვალი 2014წ გვ.18
არქიმანდრიტი ლუკა (ნადარეიშვილი) 1878-1954 (გაგრძელება)
რიან, განსაკუთრებით კი -- დედა. თურმე ლუკა ჯერ კიდევ მცირეწლოვანი ყოფილა, როდესაც „ბატონები“ დამართნია და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ყოფილა. დედა-მამა დღე და ღამე ლოცულობდნენ, ისე რომ, სამი დღის განმავლობაში ლუკმა არ ჩაუდიათ პირში. ღმერთმაც შეისმინა მათი ვედრება და მცირე ხანში ლუკა სასწაულებრივად განიკურნა. აქედან მოყოლებული სოფიოს დიდი სურვილი ჰქონია მისი შვილი სასულიერო გზას დადგომოდა, რათა ამით გამოეხატა მადლობა უზენაესისადმი. ხობის მონასტერში რამდენიმეწლიანი მორჩილების გავლის შემდეგ გარკვეული პერიოდი ახალგაზრდა მორჩილს ათონის მთაზეც უცხოვრია, სადაც გაიღრმავა ბერმონაზვნური გამოცდილება და შეისწავლა ბერძნული ენა. ათონის მთაზე იგი თავისი უახლოესი მეგობრისა და სულიერი ძმის, ასევე ცნობილი ბერმონაზონ გრიგოლის (ბატა) (ნადარეიშვილი) დახმარებით მოხვდა, რომელთანაც მამა ლუკას ახლო ურთიერთობა ჰქონია. 1903 წელს ხობის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა სვიმეონმა (აფაქიძე) მორჩილი ლევანი ბერად აღკვეცა და სახელად ლუკა უწოდა. 1904 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (აბაშიძე) იგი დიაკვნად აკურთხა. 1907 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი და ხობის მონასტრის საძმოში დაადგინა. 1912 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა. 1916 წლის 26 ივლისს მლვდელ-მონაზონი ლუკა აღმოსავლეთ საქართველოში გადმოიყვანეს და დავით გარეჯის მონასტერში განამწესეს, სადაც რამდენიმე თვე იმსახურა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთის იმპერიაში არეულობა დაიწყო,რითაც ათასი ჯურის ავაზაკებმა ისარგებლეს. მათ შორის იყვნენ მომთაბარე თათრები, რომლებმაც სათავისოდ გამოიყენეს ქვეყანაში შექმნილი ვითარება და გარეჯის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიებზე თავისი საქონელი გადმორეკეს. მათ ასევე რამდენჯერმე დაარბიეს ლავრა. აი, რას წერდა გაზეთი „საქართველო“ 1918 წელს ამ დარბევის შესახებ: „იანვრის ათს დავით გარეჯის უდაბნოს დაეცა თათრების შეიარაღებული რაზმი. რაზმს თან ახლდნენ უიარაღონიც. მთლად გაძარცვეს უდაბნო, გახრწნნეს, ბერები დალახეს, ყარაულს იარაღი აჰყარეს და უწყალოდ სცემეს, დაამტვრიეს და მილეწ-მოლეწეს კანკელები, ტრაპეზები, ხატები. ისე გახრწნეს რომ, უბრალო სკამიც კი არ დაუტოვებიათ. მოგეხსენებათ, რომ დავით გარეჯის უდაბნო შესანიშნავი ისტორიული ნათშია, აღსავსე ფასდაუდებელი ისტირიული მნიშვნელობის საღმრთო ნივთებით. ასეთი დღე ამ უდაბნოს არ დასდგომია შაჰ-აბაზის დროსაც კი. გაძარცვა არ აკმარეს, შენობებს ცეცხლი წაუკიდეს ყოველი მხრივ. ხალხი ჩაეშველა უდაბნოს და ცეცხლი ჩააქრო, მაგრამ დარჩა მხოლოდ ცარიელი დამწვარი ფიცრები, სიმდრიდრე ხომ წაიღეს, შეურაცხყვეს და წაბილწეს ისტორიული სიწმინდეები და ძეგლნი. შეუბრალებლად სცემეს ბერებს, დაატიტვლეს და ღვთისანაბარად დატოვეს. ეს ადგილები ჩვენია, გვიყვიროდნენ ისინი, მთავრობამ ჩვენ გვაკუთვნა, როგირც გვსურს, ისე მოვიხმართო; გვნებავს დავანგრევთ, გვნებავს დავწვამთო. მე მგონი, ქართველი ერი მოვალეა ხმა ამოიღოს და მოსთხოვოს თათართა საეროვნო საბჭოს, ალაგმონ თავისი ხალხი, ნუ იწვევენ უსიამოვნობის და გადახდის ჟინსა“. ამ უმძიმეს დროს, როდესაც ხელისუფლებამ შესაფერისი დახმარება ვერ გაუწია იქ მოღვაწე ბერებს, ზოგიერთი მათგანი იძულებული გახდა დაეტოვებინათ იქაურობა. 1918 წლის დასაწყისში მამა ლუკა შიომღვიმის მონასტერში გადავიდა. 1918 წლის მიწურულს მღვდელ-მონაზონი ლუკა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში გადაიყვანეს და ბედიის მამათა მონასტრის საძმოში განამწესეს. 1920 წელს, ბედიის სავანე დედათა მონასტრად გადაკეთდა და მამა ლუკა სხვა ბერებთან ერთად წარჩეს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მონასტერში გადავიდა. 1921 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1924 წელს მლვდელ-მონაზონ ლუკას დედა გარდაეცვალა. იგი რამდენიმე სასულიერო პირთან ერ-
5-2 საპატრიარქოს უწყებანი N5 6-12 თებერვალი 2014წ გვ.19
არქიმანდრიტი ლუკა (ნადარეიშვილი) 1878-1954 (გაგრძელება)
თად ჩასულა მშობლიურ სოფელ ონტოფოში დედის დაკრძალვაზე. სწორედ იმჟამად ადგილობრივი კომუნისტები ონტოფოს ეკლესიას ანგრევდნენ, ხატები და საეკლესიო ნივთები ტაძრიდან გამოიტანეს და დაწვეს. მოსახლეობის თხოვნაზე, ეს არ ჩაედინათ, ისინი ცინიკურად პასუხობდნენ, თუმცა ერთ-ერთი კომუნისტი მოულოდნელად ტაძრის სახურავიდან ჩამოვარდა და იქვე განუტევა სული. ამ არეულობით ისარგებლეს მამა ლუკას ახლო ნათესავებმა და მაცხოვრის დატირების დიდი ხატი ჩუმად სახლში გადამალეს. მთელი 70 წელიწადი ეს ხატი მათ ოჯახში ინახებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ოჯახის უფროსმა ეს ხატი საჩუქრად მიართვა ზვიად გამსახურდიას, რომელმაც, თავის მხრივ, ეს სიწმინდე თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიას შესწირა, სადაც დღემდეა დაცული. მამა ლუკას სოფელში ჩამოსვლა არ გამოპარვია მაშინდელ ხელისუფლებას. ყალბი ბრალდების საფუძველზე იგი დააპატიმრეს და ორი თვით ციხეში გამოამწყვდიეს, სადაც უმძიმეს პირობებში ამყოფებდნენ, მაგრამ შეუდრეკელი მოძღვარი მაინც ვერ გატეხეს. 1925 წელს მღვდელ-მონაზონი ლუკა წარჩეს მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა და იღუმენის წოდება მიენიჭა. 1928 წლის 4 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ქრისტეფორე II-მ (ციცქიშვილი) იღუმენ ლუკას დე- დაეკლესიაში თავდადებული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა. 1932 წელს კომუნისტებმა წარჩეს მონასტერი დახურეს და არქიმანდრიტი ლუკა იძულებული გახდა სოხუმის რაიონის სოფელ გულრიფშში გასახლებულიყო, სადაც ერთ-ერთმა მორწმუნე ოჯახმა შეიკედლა. მამა ლუკა სოფლის სამრევლო ეკლესიაში ატარებდა წირვა-ლოცვას და დაუზარლად ასრულებდა წესებს მორწმუნეთათვის. სოფლის მოსახლეობაში ის დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა. 1936 წელს სოხუმის წმინდა გიორგის სახელობის სასაფლაოს ეკლესიაში გადაიყვანეს, ხოლო აქედან, 1938 წლიდან სოხუმის ახალ სასაფლაოზე, მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. არქიმანდრიტ ლუკას უფროსი ძმა მალხაზი ნაადრევად გარდაიცვალა და 5 მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა. მათი აღზრდა მამა ლუკამ ითავა. იგი მათ, როგორც თავის შვილებს, ისე ზრდიდა. ბიჭებს მამა არ ახსოვდათ, ამიტომ ლუკას, როგორც აღმზრდელ მამას, ისე აღიქვამდნენ, მოძღვარმა მათ შესაბამისი განათლება მიაღებინა, შეასწავლა ნუსხა-ხუცური დამწერლობაც. ერთ-ერთ მათგანს უკიდურესი საჭიროებისათვის ისიც კი ასწავლა, როგორ მო-ენათლა ადამიანი: „მოუნათლავი კაცის სიკვდილი დიდი ცოდვა არისო“ -- ხშირად ეტყობა ბავშვებს მამა ლუკა. კომუნისტური რეჟიმის პერიოდში მსგავსი შემთხვევა არც თუ იშვიათი გახლდათ. არქიმანდრიტ ლუკას მოღვაწეობასა და სულიერებას დიდად აფასებდა მაშინდელი უწმინდესი და უნეტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე), რომელსაც ახლო ნაცნობობა და ურთიერთობა აკავშირებდა მოძღვართან. სოხუმში ჩასვლისას იგი აუცილებლად მოიხმობდა მას თავისთან და დიდხანს საუბრობდნენ სხვადასხვა სულიერ საკითხებზე. შემორჩენილია ერთი წერილი, რომელსაც მამა ლუკა უგზავნის კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს. ბარათი 1946 წლის 12 ივლისით თარიღდება: უწინარეს ყოვლისა შევავედრებ ჩემს უღირს ბაგით იმ უზენაეს ზეგარდამო არსს ციურ ძალას და ჭეშმარიტებას თქვენი უნეტარესობის საჯანმრთელოდ და სადღეგრძელოდ ყოფნას მთელი საქართველოს ერის სასარგებლოდ. აწ კი მოგახსენებთ ჩემს ვითარებას: მოულოდნელად დავმარცხდი. ვემზადებოდი წირვისათვის, ღამის 12 საათი იყო, ლოცვა დავიწყე, თან დაღლილობისა გამო სკამზე ჩამოვჯექი. ჩემდა უნებურად დამძინებოდა მუხლებზე. სტოლზე სასანთლე იდგა. სანთელი ჩამოვარდნილა, მოკიდებია ქაღალდზე. გამეღვიძა, სტოლზე ცეცხლი დავი- ნახე გაჩაღებული, უეცრად ხელი დავკარი დასაქრობად, ის კი გავაქრე, მაგრამ ხელი კი აღმოჩნდა დამწვარი ისე, რომ სამსახური გამიჭირდა. ეხლა კი ვწამლობ. ამასთან, მივმართავ სიმდაბლით თქვენ უნეტარესობას, ნება მიბოძოთ ერთი თვის დასვენება. ამასთანავე, უბრძანოთ ლინდავის მღვდელს გიორგი ბეჟანიშვილს, ჩემი მოვალეობა გაწიოს დროებით და გიორგის ადგილზე მარინსკის (სოფელი სოხუმის რაიონში, აქ იყო წმინდა ხარლამპის სახელობის ეკლესია, სადაც მსახურობდა ბერძენი მღვდელი თეოდორე ივანეს ძე ისპასპისპიდი -- გ. მ.) მღვდელს ებრძანოს დღეგამოშვებით გიორგის მოვალეობა შეასრულოს. თქვენი უწმინდესობის მონა და მორჩილი არქიმანდრიტი ლუკა აინა ალე მარაბმ 826 ხლის 17 ივლისს ამ წერილს შემდეგი რეზოლუცია დაადო: „ამითი გაცნობებთ, რომ თქვენ ბოძებული გაქვთ ერთი თვისშვებულება და ნება გეძლევათ გადააბაროთ ეკლე-
5-3 საპატრიარქოს უწყებანი N5 6-12 თებერვალი 2014წ გვ.20
არქიმანდრიტი ლუკა (ნადარეიშვილი) 1878-1954 (დასასრული)
სია მღვდელ გიორგი ბეჟანიშვილს, სანამ დეკანოზი სიმონ გიგინეიშვილი კარგად გახდებოდეს“. 1948 წელს არქიმანდრიტი ლუკა ჩასულა თავის მშობლიურ სოფელში გარდაცვლილი ძმის, მალხაზის უფროსი შვილიშვილის ასევე მალხაზის მოსანათლავად. ბოლო პერიოდში იგი იშვიათად თუ ახერხებდა იქ ჩასვლას, ამიტომ უამრავმა ხალხმა მოიყარა დილიდანვე მათ სახლთან თავი. ყველას უნდოდა ლუკა მოძლღვრისათვის, სიწმინდით ცნობილი პიროვნებისთვის მოენათვლინებინა თავისი შვილი თუ შვილიშვილი. ამ დროს მამა ლუკა უკვე ასაკში გახლდათ, ამიტომ რძალმა, მალხაზის ქვრიმა სონია ურიდიამ სთხოვა ხალხს, მამაო ძალიან გადაიღალა და იქნებ სხვა დროს გადადოთ ნათლობაო, რაც მამა ლუკას შორს დაუჭერია და უთქვამს: „მე ღმერთსა და ეკლესიას ვემსახურები და აქედან გამომდინარე ვემსახურები ხალხს, რომელთაც აქვს სურვილი გახდნენ ეკლესიის წევრებიო, ამიტომ მუდამ მზად ვარ მოვემსახურო მათ დაუღალავადო“. მოხუცებული მოძღვარი მთელი დღე ფეხზე იდგა, ოფლად დაიღვარა, მაგრამ არ იმჩნევდა, მანამდე არ გაჩერებულა, სანამ უკლებლივ ყველა ბავშვი არ მონათლა. ეს ამბავი გახმაურდა, რასაც მამა ლუკას უფროსი ძმისშვილის, გურამის სამსახურიდან გათავისუფლება მოჰყვა. არქიმანდრიტი ლუკა ცხოვრობდა ქ. სოხუმში, მოლოტოვის ქ. 12-ში. აღესრულა იქვე 1954 წლის 28 მარტს და, სავარაუდოთ, დასაფლავებულია ფერისცვალების ეკლესიის სასაფლაოზე. მისი ძმისშვილების გადმოცემით, მამა ლუკა ეკლესიაზე ბანდიტების თავდასხმის დროს მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. სტალინის დროს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთიერთობის დარეგულირების შემდეგ ხელისუფლება პირდაპირ ვეღარ ბედავდა მოძღვრების დახვრეტა-დაპატიმრებას და სხვადასხვა გზებით ახერხებდნენ მათ ლიკვიდაციას. მსგავსი შემთხვევები არა ერთი დაფიქსირებულა იმ წლებში.
6 საპატრიარქოს უწყებანი N6 13-19 თებერვალი 2014გვ.18
მღვდელი ნიკოლოზ ჟიჟიაშვილი „მძარცველები ამოთხრიან ჩემს საფლავს“ 1878-1955
მღვდელი ნიკოლოზ გიორგის ძე ჟიჟიაშვილი 1878 წელს თბილისის გუბერნიაში, დუშეთის მაზრის სოფელ ხორხში, გლეხის ოჯახში დაიბადა. მამამისი გიორგი ჟიჟიაშვილი მეცხვარეობით არჩენდა ოჯახს, ხოლო დედა -- ბუბუნაურების ქალი, დიასახლისი გახლდათ. თავად ჟიჟიაშვილების გვარიდან XVIIIს-ის ბოლოსა და XIX ს-ის | ნახევარში ორი სასულიერო პირი მოღვაწეობდა ხორხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. მამა-შვილი –-– ზაქარია და გაბრიელ ჟიჟიაშვილები, ხოლო მამა ნიკოლოზი უკანასკნელი სასულიერო პირი გახლდათ ამ გვარიდან. მშობლებმა პატარა ნიკოლოზი სასწავლებლად თრუსოს ხეობაში არსებულ ერთ-ერთ სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მიაბარეს, სადაც პირველდაწყებითი განათლება მიიღო. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი კი ქვათახევის ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში ისწავლა (მეორე ვერსიით –- თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტერში). აქ მან რამდენიმე წელიწადი საბერო მორჩილებაში გაატარა. 1911 წლის 28 მარტს მორჩილი ნიკოლოზი დუშეთის მაზრაში, სოფელ აბანოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1916 წლის 20 თებერვალს იგი მშობლიურ სოფელში, ხორხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. ამავე პერიოდში ნიკოლოზი დაქორწინდა პელაგია (პელო) აფციაურზე, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა: იოანე, ნინო და მარიამი. 1920 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) მედავითნე ნიკოლოზი დიაკვნად აკურთხა, ერთ კვირაში კი მღვდლად დაასხა ხელი და ხორხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. მამა ნიკოლოზს ეკლესიისთვის უმძიმეს პერიოდში მოუხდა სასულიერო სარბიელზე გამოსვლა. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოებით ქვეყანაში სამღვდელოების წყნარი და უშფოთველი ცხოვრება დასრულდა. ულმრთო ხელისუფლებამ ეკლესიას ბრძოლა გამოუცხადა. დაიწყო სამლვდელოების დევნა-შევიწროება. აუტანელი გახდა ანაფორის ტარება და მღვდლობის პატივი. სასულიერო დასი უკიდურესად
შევიწროებულ და დამცირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დიდი ნაწილი ფიზიკურად გაანადგურეს, ზოგმა უარი თქვა მსახურებაზე, ვინც გადარჩა, უმძიმეს ვითარებაში აგრძელებდა ღვთისმსახურებას. მიუხედავად ამისა, XX საუკუნის 20-იანი წლებში მამა ნიკოლოზი დიდი შემართებითა და თავმდაბლობით ატარებდა სამღვდელო მძიმე ჯვარს. ეკლესიაში წირვალოცვასაც აღასრულებდა და მრევლსაც ქრისტეს ერთგულებისკენ მოუწოდებდა. XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისიდან მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა. მღვდლები კულაკების სიაში შეიყვანეს და ქონება ჩამოართვეს. გამონაკლისი არც მღვდელი ნიკოლოზი იყო. დიდი განსაცდელი შეხვდა მის ცცკოლ-შვილსაც. მათ გადასახლება ემუქრებოდათ, როგორც სასულიერო პირის ოჯახის წევრებს. შთამომავლების გადმოცემით, იმდენად დიდი იყო შიშის სინდრომი, რომ მამა ნიკოლოზი ვითომდა განქორწინებულა კიდეც და მეულ- ლესთან აღარ ცხოვრობდა, რათა ამ 8 ფაქტით ოჯახის წევრები გადაერჩინა. მსგავსი შემთხვევები მაშინ მრავლად ხდებოდა. ამ გზით სამღვდელოება ცდილობდა, ოჯახი აწიოკებისა და დარბევისაგან ეხსნა. მიუხედავად ამისა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ თითქმის ყველაფერი
6-1 საპატრიარქოს უწყებანი N6 13-19 თებერვალი 2014გვ.19
მღვდელი ნიკოლოზ ჟიჟიაშვილი „მძარცველები ამოთხრიან ჩემს საფლავს“ 1878-1955 (გაგრძელება)
ჩამოართვა. უკანასკნელი ძროხა დაუკლეს, საეკლესიო ნივთები, სარჩო-საბადებელი, რაც კი ჰქონდათ, ყველაფერი წაიღეს და ღვთის ანაბარა დატოვეს. მატყლის გადასახადს რომ ვერ იხდიდნენ, ლოგინები დაშალეს და მატყლი იქიდან ჩააბარეს. სამამულო ომის დაწყების გამო, მამა ნიკოლოზი გადასახლებას გადაურჩა, მაგრამ მის ოჯახზე ფსიქოლოგიური თუ მატერიალური ზეწოლა მაინც გრძელდებოდა, ხან ხელისუფლების მხრიდან, ზოგჯერაც კონკრეტული ადამიანებისგან. მოძღვრის რძალი აიძულეს, ეკლესიის ზარი ჩაებარებინა იარაღის დასამზადებლად. მიუხედავად წინააღმდეგობისა, ზარი მაინც წაიღეს. ხორხის ტაძარი გაძარცვეს, ინვენტარი კოლმეურნეობის კანტორაში წაიღეს, ხოლო ზარები სკოლაში ჩამოკიდეს. მამა ნიკოლოზს საცხოვრებელი სახლი ჩამოართვეს და იქ საერო სკოლა გახსნეს. რაიონის გაზეთში იბეჭდებოდა ყალბი წერილები, ვითომ იგი ხალხს ატყუებდა. მოძღვარი იძულებული გახდა, საეკლესიო მოღვაწეობას დროებით ჩამოშორებოდა და სანამ მდგომარეობა შედარებით არ ჩაცხრებოდა, თავი სოფლის მეურნეობაში მუშაობით ერჩინა. მისმა მეუღლემ ამდენ გაჭირვებას ვეღარ გაუძლო, დაავადმყოფდა და ნერვიულობისგან გარდაიცვალა. ტრაგიკულად წარიმართა მისი შვილების ცხოვრებაც. უმცროსი ასული -- მარიამი -–- 14 წლის ასაკში ცხენიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. ნინო 1935 წელს ციმბირის წყლულით გარდაიცვალა. მას დარჩა ერთი ქალიშვილი. იოანე დაოჯახდა, ჰყავდა 3 ქალიშვილი, მაგრამ რადგან მლვდლის შვილი იყო, 1941 წელს, როგორც კი სამამულო ომი დაიწყო, სხვის მაგივრად გაიგზავნა ფრონტის წინა ხაზზე, კონკრეტული გაწვევა კი ოჯახმა საკმაოდ გვიან მიიღო. გარდა ამისა, მას მოუწყვეს შანტაჟი, ცილი დასწამეს დეზერტირობაში და ოჯახს მრავალი უსიამოვნება შეახვედრეს. სინამდვილეში იოანე ფრონტზე დაიკარგა. მეუღლისა და შვილების დაკარგვის შემდეგ მამა ნიკოლოზი სულ მარტო დარჩა თავისი პატარა შვილიშვილებით. იგი იძულებული გახდა, მეორე ცოლი შეერთო. მას ეკატერინე ყარმაზანაშვილთან შვილი აღარ შესძენია. საშინელი დევნისა და შევიწროების მიუხედავად, მოძღვარი მაინც ახერხებდა მღვდელმოქმედებას (ღამე ხალხს ნათლავდა, მიცვალებულებს აპატიოსნებდა და ქრისტეს სარწმუნოებას ქადაგებდა). ოჯახში გადმოცემით იციან, რომ ერთ-ერთ ოჯახში, ლხინის სუფრაზე, სტალინის სადღეგრძელოზე მის სურათს ჭიქა შეალეწა, ოჯახის უფროსს დაპატიმრების შეეშინდა, მაგრამ არავინ გასცა და ყველა გადარჩა. სამღვდელოების ასეთი უკიდურესი ყოფა 1943 წლამდე გაგრძელდა. ამ წელს სახელმწიფომ ეკლესიას უფლება მისცა, დაკეტილი ტაძრები გაეხსნათ, ხოლო ღვთისმსახურებს ოფიციალურად დართეს ნება, წირვა-ლოცვა და საეკლესიო წესები აღესრულებინათ მორწმუნეთათვის. იმჟამად მოქმედი ყველა ეპარქიის ეპისკოპოსს დაევალა, სიები შეედგინათ იმ სასულიერო პირთა შესახებ, რომელთაც სურვილი გამოთქვეს, მღვდელმოქმედება და ეკლესიაში სამსახური გაეგრძელებინათ. ამასთან დაკავშირებით, 1944 წლის 30 აგვისტოს წილკნელი ეპისკოპოსი ტარასი წერილს უგზავნის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე), რომელშიც მღვდელ ნიკოლოზის შესახებაც არის საუბარი: „მღვდლები, რომლებიც თქვენდამო გამოგზავნილ სიაში არ იყვნენ და ნამდვილად კი მსახურობენ, არიან შემდეგნი: მღვდელი ალექსანდრე წიკლაური, რომელიც მსახურობს და არ შეუწყვეტია მას სამსახური, არის ერწოში თავის სოფელში მელიასხევში და ეკლესია ჰქონდა სოფელ საყდრიონში. ეხლა აქვს თუ არა წირვა-ლოცვა, არ ვიცი ზუსტად. სადაც კი მისწვდება ერწოში, ყველგან ის ასრულებს წესებს. რადგან თქვენ არ გცოდნიათ ამ მღვდლის ყოფნა იქ, მაშასადამე, არც მირონი ექნება თქვენგან წაღებული. მე რაც მცხეთაში ვმსახურობ, 7 წელია და, მათ შორის, ექვსი წელია -- წილკნის ეპისკოპოსად და არც ჩემთან გამოცხადებულა, არც მირონისათვის და არც არაფრისათვის. საინტერესოა, რით ნათლავს ბავშვებს? ასევე მსახურობს მღვდელ-მონაზონი დანიელი (გილაშვილი -– გ. მ), ესეც ერწოში, ოღონდ, არ ვიცი, რომელ სოფელში. მღვდელმა წიკლაურმა იცის მისი მისამართი. შარშან იყო ჩემთან, მანდატს თუ ადგილს თხოულობდა, მე თქვენთან გამოვგზავნე და არ ვიცი, იყო თუ არა. შემდეგია მღვდელი ნიკოლო"ზ ჟიჟიაშვილი, რომელიც უკურთხებია მღვდლად კათოლიკოს-პატრიარქს ლეონიდეს (ოქროპირიძე). მედავითნეობა უსწავლია ფერისცვალების მამათა მონასტერში, მსახურობდა მედავითნედ ჯერ კობში, შემდეგ კი თავის სოფელში ხორხში და ამავე სოფლის წმ. გიორგის ეკლესიის სახელზედ კურთხეულია 1920 წელს, სადაც დღემდე მსახურობდა. არის 67 წლის“. გარდა ამისა, იმ პერიოდში თავად ხორხის მცხოვრებლებმა გამოთქვეს სურვილი, ჰყოლოდათ საკუთა-
6-2 საპატრიარქოს უწყებანი N6 13-19 თებერვალი 2014გვ.20
მღვდელი ნიკოლოზ ჟიჟიაშვილი „მძარცველები ამოთხრიან ჩემს საფლავს“ 1878-1955 (დასასრული)
რი მლვდელი სოფელში. 1944 წლის 7 აგვისტოს სოფელ ქვემო ხორხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მრევლმა თხოვნით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს: „ჩვენ, სოფელ ქვემო ხორხის მცხოვრებლები, ქვემორე ამის ხელის მომწერნი, გთხოვთ თქვენს უწმინდესობას, რათა დაგვიმტკიცოთ ქვემო ხორხის წმინდა გიორგის ეკლესიის მოძღვრად ყოფილი მღვდელი ნიკოლოზ გიორგის ძე ჟიჟიაშვილი. ამავე სოფელში მცხოვრები, ჩვენი სურვილის დასასაბუთებლად, ამავე თხოვნაზე ვაწერთ ხელს 28 კაცი“. ამ ამბიდან ერთი კვირის თავზე კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ადასტურებს თავის ნებართვას, საბუთზე შემდეგი მინაწერით: „ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით ვადასტურებ, რომ ამის წარმომდგენ მღვდელ ნიკოლოზ ჟიჟიაშვილს, თანახმად დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო ხორხის წმინდა გიორგის ეკლესიის მრევლის თხოვნისა, ნება ეძლევა ქრისტიანული წესები შეუსრულოს იმ მოქალაქეთ, რომელნიც მიმართავენ მას ამგვარი თხოვნით“. მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან დათმობისა და ტერორის შემცირებისა, სამლვდელოების მდგომარეობა მაინც მძიმე რჩებოდა. ხელისუფლებამ გადასახადების გაზრდით გადაწყვიტა წელში გაეწყვიტა გადარჩენილი სამღვდელოება. გადასახადები იმდენად დიდი იყო, რომ მღვდლები იძულებული ხდებოდნენ, კვლავ უარი ეთქვათ მსახურებაზე. რამდენიმეწლიანი მსახურების შემდეგ, 1949 წლის 4 მაისს, მღვდელი ნიკოლოზი კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს წერს: „ყოვლადსამღვდელო ეპისკოპოს ტარასის მიერ მოცემული მანდატით მე ვასრულებდი მღვდელმოქმედებას მორწმუნეთათვის ჟინვალის, ანანურისა და ფასანაურის რაიონებში. შემოსავალი მცირე მქონდა და ვყიდდი ნივთებს ოჯახიდან, შემოწერილი გადასახადების დასაფარავად. თუ რაიმე გამაჩნდა, ყველაფერი გავყიდე. უკანასკნელად შემაწერეს 10 000 მანეთი. მე ამ თანხის გადახდა არ შემიძლია. ამიტომ ვთხოვ თქვენს უწმიდესობას, თავისუფალი გამხადოს მღვდლობის მოვალეობისაგან. მე ისედაც თავი გავანებე მღვდელმოქმედებას 1949 წლის იანვარში“. ყოველმხრივ შევიწროებული და გაწამებული მოძღვარი იძულებული გახდა, საეკლესიო ცხოვრებას ჩამოშორებოდა და ისევ სოფლის მეურნეობას დაბრუნებოდა. იგი ძალიან განიცდიდა ამ ამბავს,მაგრამ თავს ზევით ძალა არ იყო, ხელისუფლება მას არანაირ გასაქანს არ აძლევდა. დადარდიანებული
მამა ნიკოლოზი 1955 წელს გარდაიცვალა. ოჯახმა და ნათესავებმა მისი ცხედარი სოფლის საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. სიკვდილის წინ მამაოს უთხოვია, რომ იგი სამღვდელო შესამოსლით დაეკრძალათ, ოღონდ თავისი ვერცხლის სამკერდე ჯვარი არ დაეკიდათ გულზე. უთქვამს: „მძარცველები ამოთხრიან ჩემს საფლავს და მოიპარავენო“. მართლაც, სააღდგომოდ, სასაფლაოზე გასულ ოჯახის წევრებს მისი საფლავი გაძარცვული დახვდათ. სარწმუნოებისთვის ტანჯული და გაწამებული მოძღვარი საფლავშიც კი არ დაასვენეს მოძალადეებმა.
7 საპატრიარქოს უწყებანი N7 20-26 თებერვალი 2014წ გვ.17
დეკანოზი მიხეილ ხელაშვილი 1842-1910
დეკანოზი მიხეილ იოსების ძე ხელაშვილი 1842 წელს, ქ. თელავში, ერისკაცის ოჯახში დაიბადა. ხელაშვილების გვარში არაერთი გამოჩენილი პიროვნება და საზოგადო მოღვაწე აღზრდილა. მათ შორის იყვნენ ბატონიშვილების კარის ეკლესიის მოძღვარი და მწერალი, მღვდელ-მონაზონი იონა (ერისკაცობაში -იოანე ხელაშვილი, 1772-1837) და გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, კალიგრაფი, მწიგნობარი და საუცხოო მგალობელი -- არქიმანდრიტი თეოდოსი (ერისკაცობაში ნიკოლოზ გიორგის ძე ხელაშვილი, 1777-1844). სწორედ ამ საუკეთესო მამულიშვილების ნაკვალევსა და
7-1 საპატრიარქოს უწყებანი N7 20-26 თებერვალი 2014წ გვ.18
დეკანოზი მიხეილ ხელაშვილი 1842-1910 (გაგრძელება)
იდეებზე აღიზარდა მომავალი მოძღვარიც. პირველდაწყებითი განათლება პატარა მიხეილმა თელავის სასულიერო სასწავლებელში მიიღო. 1857 წელს სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც 1863 წელს მეორე ხარისხის დიპლომით დაასრულა. 1863 წლის 25 ივნისს მიხეილი მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა და თელავის სასულიერო სასწავლებლის ქვედა განყოფილებების მასწავლებლად დაინიშნა. 1863 წლის 6 სექტემბერს კიევის სასულიერო აკადემიურმა საბჭომ დაამტკიცა ამ თანამდებობაზე. 1864 წლის 1 სექტემბრიდან ამავე წლის 22 დეკემბრამდე შეთავსებით ასწავლიდა მეორე კლასებშიც. 1866 წლის 13 დეკემბერს სასწავლებელში დამსახურებული სამსახურისთვის თბილისის სასულიერო სემინარიის პედაგოგიურმა საბჭომ ახალგაზრდა პედაგოგი 23 მანეთით დააჯილდოვა. 1867 წელს მიხეილმა ჯვარი დაიწერა მარიამ ზაქარიას ასულზე (დაბ. 1848წ.), რომელთანაც ექვსი შვილი შეეძინა: ელისაბედი, ვლადიმერი, ანა, ნესტორი, სიდონია და ქსენია. ნიჭიერ და პერსპექტიულ მასწავლებელზე სასწავლებელში დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა მან მლვდლობის საპატიო, მაგრამ მძიმე ჯვარი აირჩია. ამისთვის ჯერ სასულიერო უწყებაში შესვლა იყო საჭირო, რადგან იგი მოქალაქის ოჯახიდან იყო და ამის გამო მისი ხელდასხმა არ შეიძლებოდა. შესაბამისი საბუთების მომზადებისა და ნებართვის მიღების შემდეგ, 1867 წლის 24 სექტემბერს მიხეილი სასულიერო უწყებაში გადავიდა. 1867 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) იგი დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 14 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და თელავის მაზრის სოფელ ურიათუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1871 წლის 12 იანვარს ერთგული სამსახურისათვის ეგზარქოსმა ევსევიმ მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1871 წლის 28 აგვისტოს ურიათუბნის ეკლესიის საეკლესიო ინვენტარით შემკობისათვის კვლავ გამოეცხადა მადლობა. 1872 წლის 29 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1875 წლის 4 სექტემბერს კურდღელაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1873 წლის 9 იანვრიდან 1877 წლის 30 აგვისტომდე მამა მიხეილი იყო თელავის სასულიერო სასწავლებლის მმართველი კომიტეტის წევრი. 1877 წლის 3 ივნისს საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ თელავის მაზრის მონასტრებისა და ტაძრების ქონებათა აღმრიცხველი კომისიის წევრად დაადგინა. 1877 წლის 4 ოქტომბერს რუსეთ-თურქეთის (1877-1878) ომში დაჭრილი ჯარისკაცებისთვის უანგარო და თავდადებული სამსახურისათვის იმპერატრიცა ოლლა თეოდორეს ასულმა სპეციალური მადლობის სიგელი უბოძა. 1878 წლის 15 აპრილს სკუფია მიიღო. 1879 წლის 4 მაისს აღმოსავლეთ საქართველოს ეპარქიების მონასტრებისა და ტაძრების ქონებათა აღმრიცხველი კომისიის წევრად აირჩიეს. 1879 წლის 23 ნოემბერს მღვდელი მიხეილი საქართველოს სამზრუნველოს თელავის განყოფილების წევრად დაინიშნა. ამ სამზრუნველოს სასულიერო პირთა ობოლ ბავშვებზე ზრუნვა ევალებოდა. 1879 წლის 20 დეკემბერს თელავის ოლქის სამღვდელოებამ მთავარხუცესად გამოარჩია. 1883 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1891 წლის 29 აპრილს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. მღვდელი მიხეილი ბევრს ზრუნავდა თავის სამთავარხუცესო ოლქში განათლებისა და მწიგნობრობის განვითარებაზე. მისი დაუღალავი მოღვაწეობისა და მეცადინეობის შედეგად არაერთ სოფელში გაიხსნა დაწყებითი სკოლები, სადაც მრავალმა მოზარდმა მიიღო განათლება. 1894 წელს გაზეთი „ივერია“ წერდა: „3 ნოემბერს სოფ. ვარდისუბანში მოვიდა ბლაღოჩინი მამა მიხეილ ხელაშვილი, რომელმაც შეჰკრიბა ხალხი და დიდხანს ელაპარაკა სასწავლებლის მნიშვნელობის შესახებ. ხალხი ჯერ უარზედ იდგა, მაგრამ ბლაღოჩინის მამაშვილურმა დარიგებამ იმოქმედა და გადასწყვიტეს სასწავლებლის დაარსება. მაშინვე ადგილობრივმა მღვდელმა, მამა ალექსანდრე ტაბლიაშვილმა, იქირავა თავის ხარჯით ორი ოთახი, მღვდელმა ზაქარია მთვარელაშვილმა შემოსწირა ერთი თუმანი სტოლებისთვის, რამდენიმე ცალი დედაენა და ასპიდის დაფა. ამ სასწავლებელში სწავლა უკვე სწავლობენ 14 ქალი და 16 ვაჟი. მასწავლებლად ადგილობრივი მღვდელი ალექსანდრე ტაბლიაშვილია 1890 წლის 30 ნოემბერს მღვდელი მიხეილი თბილისის
სასწავლო კომიტეტის თელავის სასულიერო სასწავლებლის განყოფილების წარმომადგენლად აირჩიეს. 1898 წლის 7 ივნისს, სიონის საკათედრო ტაძარში, ეკლესიაში ხანგრძლივი და ერთგული სამსახურისთვის მამა მიხეილს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1898 წლის 1 ოქტომბერს დეკანოზი მიხეილი თელავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მი-
7-2 საპატრიარქოს უწყებანი N7 20-26 თებერვალი 2014წ გვ.19
დეკანოზი მიხეილ ხელაშვილი 1842-1910 (გაგრძელება)
ძინების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. ახალმა წინამძლვარმა უპირველესად ყურადღება მიაქცია საკათედრო ტაძრის ეზოში არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლას, რომელიც საყარაულო ოთახში იყო მოთავსებული და 20 მოწაფეს ძლივს იტევდა. სკოლაში საკათედრო ტაძრის დიაკონი ასწავლიდა, რომელიც დროის უქონლობის გამო ვერ ახერხებდა, ჯეროვანი პედაგოგობა გაეწია ბავშვებისათვის. მამა მიხეილის შუამდგომლობით ეპარქიალურმა სამოსწავლო საბჭომ ხაზინიდან 300 მანეთი გაიღო ახალი მასწავლებლის დასაქირავებლად. თბილისიდან გამოიგზავნა ფერისცვალების მონასტრის სამრევლო სკოლის მასწავლებელი ონისიმე ჭიქაძე, რომელიც 1899 წლის 16 თებერვლიდან შეუდგა მოვალეობის შესრულებას. გარდა ამისა, მამა მიხეილმა სკოლისათვის დაიქირავა მშვენიერი ნათელი ბინა, ზაქარია ჩხიკვაძის სახლის მეორე სართულზე, სადაც განთავსდა მასწავლებელთა ოთახებიც. ამ ახალ სკოლაში 60 ქალ-ვაჟი მიიღეს. სწავლა დაიწყო 15 მარტს. ონისიმე ჭიქაძე გალობის მცოდნეც აღმოჩნდა და თელავის საკათედრო ტაძრისთვის თელავის სამოქალაქო სკოლის მოწაფეთაგან შეადგინა ხორო (მგალობელთა გუნდი), რომელიც შაბათ-კვირასა და დლესასწაულებში გალობდა ტაძარში. სკოლამ ისე გაითქვა სახელი, რომ სასწავლო წლის ბოლოს მამა მიხეილი იძულებული გახდა ეშუამდგომლა სასულიერო მთავრობასთან, რათა ქალთათვის ცალკე განყოფილება გაეხსნათ, რადგან სწავლის მსურველნი მრავლად გამოჩდნენ. ქალთა განყოფილების მასწავლებლად თელავის წმ. ნინოს სახელობის სასწავლებლის კურსდამთავრებული ალექსანდრა კანკოვა დაინიშნა. დეკანოზ მიხეილის ამ წამოწყებას გაზეთი „ივერია“ გამოეხმაურა, რომელიც მის კეთილსინდისიერ და თავდაუზოგავ მოღვაწეობაზე დიდ იმედებს ამყარებდა: „სასიამოვნო სანახავია, როდესაც ეკლესიაში ვხედავთ 100-ზე მეტ ბავშვს, რომლებიც მოწიწებით სდგანან რიგზე და ამავე დღეს ამათი ამხანაგები მგალობლები -- კლიროსზე მშვენივრად გალობენ. ეს ყველა დეკანოზ მიხეილის მეოხებითა და მასწავლებელთა მეცადინეობით მოხერხდა. როგორც გავიგეთ, მამა ხელაშვილს დაუწყია შუამდგომლობა, რათა ნება დართონ გახსნას საკვირაო სკოლაც და იმედია, ჩქარა მოუვა ნებართვა. აგრეთვე მას განზრახული აქვს ეკლესიას დაადგას გუმბათი, რაიც ეხლა არა აქვს საკათედრო ტაძარს. ვუსურვებთ ყოველსავე სიკეთეს ღრმად პატივ- ცემულს მამა დეკანოზ ხელაშვილს ამ კეთილშობილური საქმის წამოწყებისათვის“. სასულიერო მთავრობამ მხედველობაში მიიღო მამა მიხეილის ნაყოფიერი სამსახური და 1899 წლის 25 იანვარს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) იგი მადლობის სიგელით დააჯილდოვა. მართლაც, საკვირაო სკოლის გახსნის სურვილიც მალე წარმატებით დასრულდა და 1899 წლის 28 ნოემბერს იგი დიდი ზეიმით აკურთხეს. პირველ მიღებაზე 200-მდე ქალ-ვაჟი მიიღეს, რომელთაც ჯერ მხოლოდ წერა-კითხვას ასწავლიდნენ. ასაკი 7 წლიდან 20 წლამდე განისაზღვრა. ერთი წლის განმავლობაში ამ ჯგუფმა შეისწავლა ქართული წერა-კითხვა და თითქმის ნახევარი „დედაენა“ დაასრულა, ხოლო მომდევნო წელს დაიწყო „ბუნების კარის“ კითხვა. ამ სკოლის გამგედ სამი წლის განმავლობაში იყო ნიკიფორე მამინაიშვილი, რომელმაც საკვირაო სკოლას შეუძინა მრავალი საკითხავი წიგნი ქართულ ენაზე და სამოსწავლო ნივთები. 1902 წელს ნიკიფორე სხვაგან გადაიყვანეს და მის ადგილზე მასწავლებელი ქრისტეფორე ზარაფიშვილი დაინიშნა. ამავე წელს სკოლა თელავის საკათედრო ტაძრის სამრევლო სკოლის შენობაში გადაიტანეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სკოლაში მოწაფეთაგან უმეტესი ნაწილი სომხები და ხელოსნის შვილები იყვნენ, მცირე ნაწილი კი ქართველობა და გლეხის შვილები. უღარიბეს მოწაფეებს კი უფასოდ ასწავლიდნენ. დეკანოზი მიხეილი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ძველი ქართული ისტორიული ხუროთმოძღვრული ძეგლების შესწავლის საქმეს. როგორც მონასტრებისა და ტაძრების ქონებათა აღმრიცხველი კომისიის წევრი, იგი ბევრს მოგზაურობდა აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა ადგილებში და უამრავი ტაძარი თუ მონასტერი აქვს აღწერილი და გამოკვლეული. წლების განმავლობაში მან შეკრიბა და დაამუშავა ბევრი ისტორიული საბუთი. დაღუპვას გადაარჩინა უნიკალური სიგელ-გუჯარები. თავისი ნაშრომებს იგი აქვეყნებდა იმჟამინდელ ქართულ საეკლესიო თუ საერო ჟურნალ-გაზეთებში. მაგ: 1885 წელს საეკლესიო ჟურნალ „მწყემსში“ დაიბეჭდა მისი სტატიები, სათაურით - „საისტორიო მასალა“, რომელშიც საკმაოდ ვრცლად და საინტერესოდ იყო აღწერილი ალავერდის, შუამთის, სვეტიცხოვლის, ბოდბისა და იყალთოს ძეგლების ისტორიული სიძველეები და სიწმინდეები, ტაძრების ისტორია და იქ დაცული სიგელ-გუჯარები. გარდა ამისა, დეკანოზ მიხეილის მეცადინეობით აღდგა და განახლდა რამდენიმე ტაძარი, ზოგს რესტავრაცია ჩაუტარდა, ზოგიც ახლიდან აშენდა. 1905 წელს უცნობი ავტორი „დიმიტრაშვილის“ ფსევდონიმით გაზეთ „ცნობის ფურცელში“ წერდა: „თელავის თავში აღმოსავლეთის მხრივ ერთ პატარა გორაზე აშენებულია ეკლესია -- სამების სახელობაზე. თვით ეკლესია თაღიანია და პატარა, ასე სიგრძით 2-ნახევარი საჟენი იქნება, ხოლო სიგანით -- 2 საჟენი. ტრაპეზი ჯერ ისევ ხელუხლებელია, ხოლო თვით
7-3 საპატრიარქოს უწყებანი N7 20-26 თებერვალი 2014წ გვ.20
დეკანოზი მიხეილ ხელაშვილი 1842-1910 (დასასრული)
ქვითკირისაა და თავი აქვს გაფუჭებული. კანკელზე, მაღლა, ხუთი ძველი ხელოვნური მხატვრობა, ხუცური ზედწარწერით, ჯერ ისევ შეუბღალავად დარჩე- ნილა, ხოლო დაბლა არსებული მხატვრობა გაუქმებულა გამხეცებულ კაცთა ხელებით. იქ“ ჯერ კიდევ ნათლად ეტყობა დანით ნაჩხვლეტი, ხელით ნახევი ,ტყვიისგან შეტრუსული და დაგლეჯილი. ალბათ აქ უვარჯიშიათ ბოროტად აღვსილ სულებს. ერთი სიტყვით, ეს ხდება უბრალო სახლად, სადაც შეიყრებიან ხოლმე მთვრალი თავხედი რაინდები და თამაშობენ ბანქოს ავდრიან დღეებში. ეს ეკლესია დღესასწაულობს აღდგომის მესამე დღეს -- სამებობას. დილიდანვე დიდძალი ხალხი შეიყარა, თუმცა ყველამ დაანთო სანთელი, მაგრამ არცერთის თვალი არ მიიპყრო ეკლესიის მდგომარეობამ. ეს ეკლესია თელავის საკათედრო სობოროს კრებულის მფარველობის ქვეშ იმყოფება, და იმედიც უნდა ვიქონიოთ, რომ დეკანოზი მიხეილ ხელაშვილი, რომელმაც თავის გადმოსვლის შემდეგ თელავში ბევრ უყურადღე- ბოდ დატოვებულ ეკლესიებს მიაქცია ყურადღება, ითავა მისი განახლება და სხვა ბევრი საკეთილო და სასარგებლო საქმის გაკეთება და, იმედია, ამასაც არ გაუშვებს უზრუნველად, შეჰკრებს შემოწირულებას თუნდაც მარტო ამ დღეს მლოცველთაგან, განაახლებს მხატვრობას და ეკლესიას, ისე რომ, შესაძლებელი გახდეს შესრულება ლოცვა-წირვისა, თორემ გავლენ დრონი და ეს ეკლესია თავხედ გამხეცებულ ხელთა და შეუბრალებელ ბუნების მოვლენათაგან სრულიად განადგურდება და მოისპობა სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია, მოახერხა თუ არა მამა მიხეილმა ამ ტაძრის აღდგენა-გამშვენება. თუმცა, ესეც რომ არ ექნა, მან სხვა უამრავი კეთილი და ეკლესიისათვის მნიშვნელოვანი საქმეები განახორციელა. მან თავისი წვლილი შეიტანა საქართველოს ისტორიის კვლევის დარგშიც. დეკანოზი მიხეილი დაჯილდოებული გახლდათ 1902 წლის 3 თებერვალს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით, ხოლო 1903 წლის 6 მაისს -– წმინდა ანას II ხარისხით ორდენით. იგი ღვაწლმოსილი აღესრულა 1910 წლის 7 იანვარს და დასაფლავებულია თელავის ძველ სასაფლაოზე.
8 საპატრიარქოს უწყებანი N8 27თებერვალი-5მარტი 2014წ გვ.17
სარწმუნოებრივი მდგომარეობა თუშეთში XIX ს-ის დასაწყისში
| ნაწილი
თუშეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე. აღმოსავლეთით თუშეთს საზღვრავს დაღესტანი, დასავლეთით ფშავი და ხევსურეთი, ჩრდილოეთით -– ჩეჩნეთი, სამხრეთით -– კახეთი.
ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით: „თუშეთს უკავია ორი ხევი -– გომეწრისა და პირიქითისა. გომეწრის ხევი აერთიანებს წოვათის და გომეწრის თემებს, ხოლო პირიქითისა – პირიქით და ჩაღმა თემებს“. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით თუშეთის მთელი ტერიტორია კახეთის მხარის ახმეტის მუნიციპალიტეტში შედის და 10 სოფელს მოიცავს, სადაც მუდმივი მოსახლეობა შემორჩა. თუშეთის ცენტრად ითვლება სოფელი ომალო.
თუშებს ზოგჯერ მთათუშეთსაც უწოდებენ, რადგან თუშები ბარშიც სახლობენ, კერძოდ, ახმეტისა და თელავის რაიონებში. მაგრამ „ბარის თუშეთი“ სინამდვილეში კახეთია, ამიტომ ტერმინი „მთათუშეთი“ არც ისტორიულადაა გამართლებული და ვერც თანამედროვე ვითარებას ასახავს. თავადი იოანე შერმაზანის ძე აფხაზი კახეთში, სოფელ კარდენახში დამკვიდრებულ აფხაზეთის მთავართა -- შერვაშიძეთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. ისტორიკოს პლ. იოსელიანის სიტყვით, იგი მეფე გიორგი XIIს ჰყავდა მიღებული და ხშირად, როგორც კარგ დეკლამატორს, ლექსებს ათქმევინებდა ხოლმე. თავადმა იოანემ, 1803 წლის 9 მარტს, ბელაქანში, გენერალ გულიაკოვის რაზმში ლეკებთან ბრძოლისას, თავი განსაკუთრებულად ისახელა. 1812 წელს კახეთის აჯანყების დროს იგი ვერ მიიმხრეს, ამიტომ აჯანყებულებმა სახლ-კარი გადაუწვეს და აუწიოკეს, ვენახები გადაუკაფეს და საქონელიც წაუსხეს. იოანე აფხაზი რუსის ჯართან დარჩა და ძალიან უწყობდა ხელს აჯანყების ჩაქრობას. ნიშნად მადლობისა, მეფის მთავრობამ მას პირდაპირ კაპიტნობა უძობა, ხოლო მის ორ მოსწრებულ ვაჟს -–– დავითსა და შერმაზანს “- პრაპორშიკობა. შვიდი წელი იოანე აფხაზი თუშ-ფშავ-ხევსურეთის მოურავი იყო, შემდეგი ექვსი წელი კი სიღნაღის მაზ- რის თავადაზნაურთა წინამძლოლად ითვლებოდა. 1826 წლის 7 მარტს იოანე აფხაზს, თავის სამი შვილთან ერთად (მესამე ვაჟი იყო დიმიტრი), თავადის წოდება დაუმტკიცეს, 1832 წელს კი მაიორობა ებოძა. გარდაიცვალა 1847 წლის 16 ივლისს. იოანე აფხაზის მამას –– შერმაზან აფხაზს -–– ბრალად ედებოდა ლევან ბატონიშვილის მოწამვლა (პუპლია (ალექსანდრე) ორბელიანი -–– „წერილები და მასალები საქართველოს ისტორიისათვის“. წ. I, 1914წ. გვ. 19). საისტორიო მოამბე, 1925წ. I, გვ. 251-255. შერმაზან აფხაზი მოუკლავთ 1782 წლის 22 ივნისს. იოანე აფხაზის ნაქონი „ქილილა და დამანა“ გადაწერილი 1810 წელს, წილად ერგო მის ვაჟს დიმიტრის 1848 წელს. შემდეგ იგი ილია ჭავჭავაძემ შესწირა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. იოანეს უფროს ვაჟ შერმაზანს ცოლად ჰყავდა ერეკლე მეფის ასულის -– ანასტასიასა და რევაზ ერისთავის ქალი თამარი. შერმაზანი გარდაიცვალა 1830 წლის 18 დეკემბერს. დარჩა ორი ვაჟი: ალექსანდრე და ნიკოლოზი. ნიკოლოზ შერმაზანის ძე აფხაზს ცოლად ჰყავდა
ილია ჭავჭავაძის და -– ნინო. მათი ვაჟი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) გამოჩენილი სამხედრო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის (1921-1924) აქტიური ლიდერი, არტილერიის გენერალ-მაიორი კოტე (კონსტანტინე) აფხაზი (1867-1923), რომელიც კომუნისტებმა 1923 წლის 20 მაისს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრთან ერთად დახვრიტეს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იოანე აფხაზი შვიდი წლის განმავლობაში თუშ-ფშავ-ხევსურეთის მხარეს მოურავობდა და ამ კუთხეებზე ზედამხედველობა მას ევალებოდა. ის ასევე იყო მეურვე იქ არსებული ეკლე- სიებისა და სასულიერო პირებისა. საქართველოს მაშინდელ ეგზარქოს თეოფილაქტესა (რუსანოვი) და იოანეს შორის არსებული მიწერ-მოწერა შემორჩენი-
8-1 საპატრიარქოს უწყებანი N8 27თებერვალი-5მარტი 2014წ გვ.18
სარწმუნოებრივი მდგომარეობა თუშეთში XIX ს-ის დასაწყისში (გაგრძელება)
ლია და საქართველოს სახელმწიფო ცენტრალურ საისტორიო არქივში ინახება. ეს წერილები წარმოადგენს ისტორიული სახის დოკუმენტებს, რომლებშიც კარგად არის აღწერილი თუში ხალხის მაშინდელი ყოფა-ცხოვრება და XIX ს-ის დასაწყისში არსებული სარწმუნოებრივი მდგომარეობა საქართველოს ამ უძველეს კუთხეში. საბუთი იწყება ეგზარქოსის წერილით, რომელსაც აწერია – „საიდუმლოდ“. „მოწყალეო ხელმწიფეო, ჩემო თავადო, იოანე შერმაზანის ძევ! თუშთა შორის, რომელნიცა ჰრწმუნებულ არიან მმართვისადმი თქვენისა, კვალადცა მრავალნი არიან მოუნათლავნი. არა მიიღებთა თვის ზედა ღვთისადმი სათნოსა შრომასა მიცემად მათდა რჩევისა, რათა შეიქმნენ ქრისტიანედ მაგალითისაებრ სხუათა თანამენათესავეთა მათთა. უკეთუ თანახმა იქმნეთ წინადადებისა ამას ზედა, და სასოებთ მას შინა წარმატებასა, მაშინ მორჩილად გთხოვთ, მომწეროთ მე, თუ რომელსა მლდელთა გარნა შერაცხთ თქვენ შემძლებელ მოქცევასა და შეერთებისადმი აღნიშნულთა კერაში მსახურთა წმიდისადმი ეკლესიისა. ჯეროვანითა თქვენდამი პატივისცემითა მაქუს პატივი ყოფად მარადის. 7 სექტემბერი, 1818 წელი. დაახლოებით ორ თვეში იოანე აფხაზი საპასუხო წერილს უგზავნის ეგზარქოსს. · „თქვენო მაღალყოვლადსამღვდელოებავ, უმოწყალესო მწყემსმთავარო! უპატივცემულესსა წერილსა თქვენსა მაღალყოვლადსამღვდელოებისა 7 რიცხვითგან სექტემბრისა, N567, ჩემდამი წარმოგზავნილსა, პატივით განვუცხადებ შემდგომსა გარემოებითსა ცნობასა თუშთათვის მმართველობისადმი ჩემისა ჰრწმუნებულთა. 1) ერი ესე ადრითგან აღიარებს მართლმადიდებელსა ქრისტეანებრივსა სარწმუნოებასა, რომელიცა დროის გარემოებათა გამო ჰქონიათ მათ ოდესმე მტკიცედ დაცვულ და ოდესმე თუმცა მოუძლურებულა, ოდესცა განძლიერებულა საქართველოს შინა ურწმუნონი მტერნი, გარნა არა ოდესმე ყოფილა მათგან დატევებული; 2) თვით ამა მიზეზისაგან თუშთ ერი, სხუათა ყოველთა ერთა შორის კავკასიის მთათა შინა მცხოვრები, ძველთაგან განსხვავებული ქრისტეანებრის სარწმუნოებითა, ყოფილა ნიადაგ ყოველთა ზედა უმეტესად პატივცემული განსვენებულთა საქართველოს მეფეთაგან და განმხნობისათვის მათისა მართლმამდიდებელსა სარწმუნოებასა ზედა აქუნდათ მიცემული მათ პირველობანი და უპირატესობანი, რომელნიცა დღესაც ჰქონან მათ; 3) თუშთ ერ გაყოფილ არს ოთხ გვარად: 1) წოვა თუშნი, 2) გომეწარნი, 3) ჩაღმა თუშნი, 4) პირიქითელნი თუშნი. ამათგანნი პირველნი ყოველნივე საზოგადოდ მთაბარობენ, ჰყავთ საქონელი და სხუათა სამთაგანსა რომელიმე ნაწილსა ჰყავს საქონელი და არის ეგრეთვე მთაბარად მცხოვრები ერი; 4) თუმცა ნამდვილი რიცხვი აწინდელთა კომლთა თვითოეულისა გვარისათა არ მახსომს, მაგრამ მაგალითად რომ ვჰსთქვა, წოვა თუშნი იქნებიან 260 კომლი, გომეწარნი იქნებიან 210, ჩალმანი იქნებიან 170, პირიქითელნი იქნებიან 180; 5) წოვა თუშნი ცხოვრებენ ხუთსა სოფელსა შინა, რომელთაგან ოთხნი ერთი მეორეზედ მახლობელად არიან და თითქმის გაუყოფელნი არიან, იმათში არის ორი ეკლესია, ერთი ყოვლადწმიდის ღვთისმშობლისა და მეორე წმიდის გიორგისა და მეხუთე სოფელი გამოყოფილ არს ოთხ ვერსზედ და ამისთანავე, სიშორეზედ არს გომეწართ სოფელთაგან, რომელნიც ერთი მეორეზედ შორს არ არის და დგანან თუშეთის მდინარის ალაზანს გაღმა და გამოღმა, რომელიც მიდის დაღესტანში, იმას იქით არის ჩაღმის სოფლები; და პირიქითელნი ცხოვრობენ მთაში იმ მთის პირდაპირ, სადაც დგანან წოვა თუშნი; 6) წოვა თუშთ საკუთარი ენა აქუსთ, რომელსაც ხმარობენ რომელნიმე პირიქითელნიცა, მაგრამ ყოველთავე მათ ქართული ენა იციან და სხვანი კი მხოლოდ ქართულის ენით ლაპარაკობენ; 7) ჩაღმელთ მხოლოდ ერთი ეკლესია აქვსთ ქვითკირისა, 1814 წელს აღშენებული, წმიდის გიორგის სახელზედ, იქაური მღვდლის გიორგი ხევსურიძისაგან (აქ იოანე აფხაზს გვარი შეცდომით უწერია, მისი გვარი იყო ხვედაგურიძე -– გ. მ), რომელიც თვით არის თემის გვარისა და ვგონებ ნაკურთხი იყოს ის ალავერდელ ყოფილის მიტროპოლიტის, იოანეს კურთხევით; 8) წოვა თუშთ ჰყავსთ ორი მღვდელი -–– ქრისტესია ბანტურიშვილი (ბახტურიძე -– გ. მ.) და იაკობ წიბალაშვილი (ზამთარაული გ. მ.); პირველი იმათგანი არის თუშის გვარისა და უკანასკნელი -- თელავის უეზდის სოფელ იყალთოსი, რომელთანაც იმერლის გვარის დიაკვანი ლაზარე (ეს დიაკვანი შემდგომში შუამთის მონასტერში მივიდა და ლავრენტის სახელით ბერად აღიკვეცა, აკურთხეს მღვდლად, გვარად იყო შიოშვილი. გარდაიცვალა 1849წ. -– გ. მ.) იმყოფება; 9) თუშთაგანნი, რომელნიც მთაბარობენ ზამთარში, ცხოვრებენ თელავის უეზდის სოფელ ალვანში, სადაც სამი ეკლესია არის ქვიტკირისა, ერთი სასაფლაოსი, წმიდის სამების ეკლესია, მეორე წმიდის გიორგისა და მესამე უკურთხებელად არის დატევებული, რადგან მღვდელი არა ჰყავს; 100 როდესაც თუშნი, რომელნიც მთაბრობენ ზაფხულს მთაში და ზამთარსვე სოფელ ალვანში, ის ხსენებულნი მღვდელნიც მათთან მთაბრობენ და ხსენებულს ეკლესიებშიაც მღვდლობენ;
8-2 საპატრიარქოს უწყებანი N8 27თებერვალი-5მარტი 2014წ გვ.19
სარწმუნოებრივი მდგომარეობა თუშეთში XIX ს-ის დასაწყისში (გაგრძელება)
11) ალვანის სოფლიდან წოვა თუშებამდის არის გზა ოთხის დღის სავალი და ჩაღმამდის -- სამის დღის სავალი; 12) ყოველთ თუშთაგან წოვანი უფრო მტკიცედ სდგანან ქრისტეანებრსა სარწმუნოებაზედ, იმის გარდა, რომელ იმათში რომელნიმე დაუტევებენ სჯულიერთა ცოლთა თვისთა და თავიანთის ნებით სხვათ მიიყვანენ, და არ იმარხვენ დიდმარხვისა და აგვისტოში -– მიცვალების მარხვის მეტს და სხვანი კი რადგან მღვდლები და საყდრები არა აქუსთ მათ, უფრო სუსტად არიან, ასე რომ, არ ინახვენ განწესებულს მარხვებს, დიდს მარხვის გარდა, ჰყავსთ ორ-ორი ცოლი, რომელთაც თავიანთის ნებით გაუშვებენ და ჯვარდაუწერელად სხვათ შეიყვანენ. იმათ რომელიმე სხვა ამაოდ სარწმუნოებაცა აქვსთ, სახელდობრ: მომაკვდავს კაცს სახლში არ აჩერებენ და გაიტანენ გარეთ, რომ მან სახლის ჭერქვეშ სული არ დალიოს. დედაკაცს, მუცელქმნილს, დაწოლის დროს გაიყვანენ საკუთარს მოშორებულს სახლში, სადაც იქ ის მარტო შობს შვილს, და რამდენსამე · კვირას თითქმის იმის სახლეუ- · ლებასთანაც მისვლა-მოსვლა არა აქუსთ, საზოგადოდ, დედაკაცებს არ მიუშვებენ არც ეკლე- სიებში და არც სალოცველს ადგილებში, წოვა თუშთ გარდა. ჩაღმელნი საყოველთაოდ არც ღორისასა და არც ქათმის ხორცს ჭამენ; 13) ამისთანას ამაოდ რწმუნებისა, როგორც ჰსჩანს, ის არის მიზეზი, რომე ჩაღმელნი ცხოვრებენ დიდოების მეზობლად, რომელნიც არიან მაჰმედიანის სჯულისანი და პირიქითელნი -– ქისტთ მეზობლად, რომელნიც კერპთ მსახურნი არიან; 14) ყოველს თუშებში მგონია არავინ იყოს მოუნათლავი და თუ არის ვინმე, ისინი არიან პირიქითელებში ქისტეთიდან გამოსულნი; 15) ჩემის ჰაზრით, თუშთ ერის ქრისტიანებრის სარწმუნოებაზედ უმეტეს დამტკიცებისათვის საჭირო არის, რომ ეკლესიები აღშენდეს და განწესდნენ მღვდლები პირველი წოვა თუშებში, გარდა ზემო თქმულთა ორთა, სასაფლაოსა საყდრისა მთაში, რომლისაც ქვითკირითა თვით მათ ჰსურთ აღშენება; მეორე გომეწარში, ჯვარბოსელის სოფელს მახლობელად, იმათის სალოცველს ადგილზედ, რომელსაც ხითანას უძახიან, რომელიცა საკმაო ექმნება გომეწრის ნახევარს ხალხს და ნახევრისათვის საჭირო არის, რომ აღშენდეს მესამე ეკლესია, სოფელ ილიურთას, იმათს სალოცველს ადგილზედ, წმიდის სამების სახელზედ, რადგან ამ დღესასწაულს ისინი იქ დღესასწაულობენ; მეოთხე უნდა აღშენდეს გომეწრელებში, სოფელ ომალოს, იმათს სალოცველს ადგილში, წმიდის მთავარანგელოსის მიხაილის სახელზედ ან განახლდეს წმიდის
ღვთისმშობლის ეკლესია სოფელ შინიკოს (იგულისხ- მება სოფელი შენაქო -– გ. მ.), მეფის ირაკლისაგან აღშენებული, რადგან ზემოხსენებული წმიდის გიორგის ეკლესია სოფლების სიშორისა გამო ასე არ კმარა, რომე ისინი უფრო ზამთარში დიდის თოვლის გამო ერთმანეთში მისვლა-მოსვლას გასწვეტენ; მეხუთე უნდა აღშენდეს პირიქითელებში, მათის სალოცველის ადგილზედ, სახელსა ზედა წმიდის გიორგისასა და ესენი მათთვის საკმაო იქმნებიან. ყოველთავე ზემოხსენებულთა წინათ დანიშნულთ ეკლესიათ აღშენებას თუშნი თავს იდებენ, თუ მათთან მყოფთ მღვდელთ ხაზინიდან ექმნებათ გამოსაზრდელი და ეკლესიებს მიეცემათ ხატები და საჭირო სამკაული. გარემოებათა ამათ თქვენის მაღალყოვლადსამღვდელოების კეთილ განხილვას მივანდობ და საჭიროდ ვრაცხ მას ეს დავსძინო, რომ მე დღეს არავინ მეგულვის იმისთანა მღვდელნი, რომელთაც განწესება წინათ დანიშნულს ეკლესიებში შესაძლებელ იყოს და თუ მიბრძანებთ, ვეცდები, რომ მღვდელნი მოვსძებნო შტატგარეთ დაშთომილთა მღვდელთაგან და ეს უთუოდ მოვახსენო თქვენს მაღალაყოვლადსამღვდელოებას. ამასთანავე, თუშთ უმეტესად დასაყვავებელად გავბედავ და გამოვსთხოვ თქვენს მაღალყოვლადსამღვდელოებას ორის თუშების მლვდლისათვის ბრონზის ჯვარებს ჯილდოდ, მღვდელთა ამათ ეწოდება -–- ქრისტესია ბახტურიშვილი და გიორგი ხვედურიძე (ბახტურიძე და ხვედეგურიძე -– გ. მ.), რომელნიცა 1812 წლამდე მღვდლად ნაკურთხი არიან და სამართალს ქვეშე არა ყოფილან. დასასრულ, თქვენს მაღალყოვლადსამღვდელოებას გამოვუცხადებ ჩემს უგულსმოდგინეს წადილს, რათა ყოვლის ჩემის ძალით შემწეობა აღმოვაჩინო ამა კეთილსა საქმესა შინა და უმგრძნობელესად გმადლობთ იმ მზრუნველობისათვის, რომელიცა თქვენ მიგილიათ ჩემდა რწმუნებულის თუშეთის ხალხისათვის და მთხოველი თქვენის მაღალყოვლადსამღვდელოებისაგან მწყემსმთავრულისა კურთხევისა უღრმესითა მაღალპატივისცემითა და სრულითა სიმდაბლით მაქვს პატივი დაშთომად მარადის“. თქვენის მაღალყოვლადსამღვდელოების უმორჩილესი მოსამსახურე, თუშეთის მოურავი, კაპიტანი იოანე აფხაზი, ნოემბრის 28 დღესა, 1818 წელი, ქ. თბილისი.
9 საპატრიარქოს უწყებანი N9 6-12მარტი 2014წ გვ.18
სარწმუნოებრივი მდგომარეობა თუშეთში XIX ს-ის დასაწყისში (გაგრძელება)
II ნაწილი
„მოწყალეო ხელმწიფევ, ჩემო თავადო იოანე შერმაზანის ძევ! მწადს რა პირისპირ ცნობაი მლუდელთა თქვენდამი რწმუნებულისა თუშეთის ერისა და მათგანცა ცნობა ჩემი. მორჩილად ვსთხოვ თქვენს ბრწყინვალებას, ყოველნივე იგინი დაუყოვნებლივ წარმოგზავნოთ ჩემდამო და მათ მიერვე წერილით მაუწყოთ მე -- რაოდენი კომლნი არიან თუშთ ერნი, რაოდენი ეკლესიანი ჰქონან მათ და ეკლესიანი იგი მათნი, რომელთა წმიდათა
სახელთა ზედა არიან აღშენებულნი. მომლოდინე ამას ზედა პასუხისა თქვენისა ჯეროვანითა, თქვენდამო პატივისცემით მარადის ვეგები“. მოწყალეო ხელმწიფეო ჩემო, თქუენის ბრწყინვალების უგულსმოდგინესი მოსამსახურე და ღვთისადმი მლოცველი. 1819 წლის 3 სექტემბერი. „1819 წლის ოქტომბრის 3-სა დლესა მლუდელთა თუშთ ერისათა გიორგი ხვედაგურიძემ, ქრისტესია ბახტურიძემ და იაკობ ზამთარაულმა გამოცხადებულთა კანცელარიასა შინა მათის მაღალყოვლადუსამღვდელოესობის საქართველოს ექსარხოსის და კავალერისასა აჩუენეს შემდგომი: სრულიად მთის თუშეთის ერი განიყოფების ოთხ გვარზედ: ა) წოვა თუშნი; ბ) გომეწრელნი; გ) ჩაღმა თუშნი და დ) პირიქითნი. ამათგანნი: ა) წოვა თუშნი შეადგენენ ოთხთა სოფელთა, სახელდობრ: ინდურთას, საღირთას, ეთერთას და წაროს, რომელთაგანიცა ერთი მეორეზედ მდგომარეობს არა შორსა ადგილსა. ამა სოფლებთა შინა იმყოფებიან ორას ორმოცდარვა კომლამდე მცხოვრებნი, რომელთაც თუმცა აქუსთ საკუთარი ენა, მაგრამ იციან ქართული ენაცა და არა ყოველთა; მაშასადამე, საჭირო არის მათთვის მღუდელი, რომელმანცა იცის მათს ენაზედ ლაპარაკი. იგინი ყოველნივე არიან მთამბარობელნი და ჰსცხორებენ მთათა შინა ზაფხულით, ხოლო ზამთრით სოფელსა შინა თელავის უეზდისასა ალვანს, საზოგადოდ, ყოვლისავე თუშთ ერისადმი კუთვნილსა. ერსა ამას მთათა შინა აქუს ორი ქვითკირის ეკლესია, რომელთაგანიცა ერთი არის წმიდის სამებისა და მეორე ღვთისმშობლის შობისა, ხოლო მესამე სასაფლაოდ ახლად შენდების და ხსენებულსა სოფელსა შინა ალვანს, რომელიცა არს თელავის უეზდსა შინა აქუსთ საზოგადოდ სამთა ზემორე აღნიშნულთა გვართა ხალხთა ოთხი ქვითკირის ეკლესია, წმიდის სამების, ამაღლების, იოანე ნათლისმცემლის შობისა და წმიდის გიორგისა. ამა ექვსთა ეკლესიათაგან, რომელთაცა შინა დროებით იქმნებიან წირვალოცვა ნაკლებობისა გამო სამღუდელო მსახურთასა,ორთა აქუსთ ნაწილი სამკაულისა, ხოლო სხვათა ნივთთა. ესე იგი შესამოსელთა და წიგნთა ხმარობენ მღუდელნი თვისთა. ბ) გომეწრელნი თუშნი მდგომარეობენ თვრამეტ სოფლად: დადიკურთი, ვერხოვანი, ჯვარბოსელი ,ალის გორა, ვეძისხევი, ციხე, ვაკისმირი, ბიქურთი, ილიურთა, ბეგელთა, ღუდამთა, ბუკურთა, ვესტმთა, დოჭუ, საჩიღოლო, გოგრულთი, ვესტმო და ბოჭორმა. რიცხვი მცხოვრებთა ამა სოფლებისათა განვრცდების ორას კომლამდე, რომელნიცა არა გარდავ–- ლენ ერთის ადგილიდგან მეორესა ადგილსა და სამარადისო ცხოვრება აქუსთ მთათა შინა, გარდა რომელთამე, რომელნიცა გარდადიან მუნითგან კახეთში ერთბამად წოვა თუშთთანა საკუთართა თვისთა საჭიროებათგამო. ერსა ამას აქუსთ აწინდელსა საცხოვრებელსა ადგილსა შინა თვისსა ერთი მხოლოდ ქვითკირის წმიდის გიორგის ეკლესია, აღშენებული საკუთარითა ხარჯითა მუნებურის მლუდლის გიორგი ხვედეგურიძისათა, რომელიცა ვითარცა საჭიროსა სამკაულსა, ეგრეთუე შესამოსელთაცა წიგნებითურთ
ხმარობს მას შინა თვისთა. გარნა ერთმრავლობისა გამო მცხოვრებთასა და სივრცისა ამა ერისგან დაჭერილის ადგილისასა, არა ჰყოფნობს ერთი ეკლესია, და საჭირო არს რომ აღშენდეს კიდევ ორი, და თუ ორი არა, მაშა მაინც ერთი მათსა სალოცველსა ადგილსა შინა ხითანას, სახელსა ზედა წმიდის გიორგისასა, ვინაითგან ერსა ესაჭიროების რა ეკლესია და ითხოვსცა აღშენებასა მისსა. გ) ჩაღმა თუშნი ჰსცხოვრობენ თორმეტთა სოფელთა შინა, რომელთაცა წოდებანი არიან შემდგომნი: ომალო, შენაქო, დიკლო, აღერთა, წოვალთა, ქუმელაურთა, ხახაბო, ჩიღლაურთა, შტროლთა, ჟვედურთა, ხისო და ნაციხვარი. ამათ შინა იქმნებიან არაუმე– ტეს ორას ათის კომლისა, რომელთაც ყოველთავე ბუნებითსა ენასა შეადგენს ქართული. ხსენებულთა სოფლებთაგან იმ მხარეზედ, როგორც იგინი მდგომარეობენ, ერთი მეორეზედ იმყოფება არა შორს და თუ აღვრიცხავთ პირველითგან უკანასკნელ სოფლამდინ, მაშინ იქმნების ექვსის საათის სავალი, მათ არა აქუსთ არცა ერთი ეკლესია, გარდა ერთის ძუელის ქვითკირის დარღვეულის ეკლესიისა, რომლისაცა შეიძლება განახლებაი, მაგრამ ეს ერთი არ ეყოფა, და მიუცილებლად საჭირო არს აღშენდეს კვალად მეორეცა სოფელსა შინა ომალოს, სახელსა ზედა ყოვლადწმიდის ღვთისმშობლის მიძინებისასა, ესე ჰსურს სრულიად ერსა ჩაღმა თუშთასა. დ) პირიქითნი თუშნი, ჰსცხოვრებენ თერთმეტთა
9-1 საპატრიარქოს უწყებანი N9 6-12მარტი 2014წ გვ.19
სარწმუნოებრივი მდგომარეობა თუშეთში XIX ს-ის დასაწყისში (გაგრძელება)
სოფელთა შინა, რომელნიც არიან შემდგომნი: ჭონთიო, პეღო, გირევი, დაკურთა, ნაკუდურთა, ფარსმა, ჭეშო, დანო, კვავლო, დართლო და ჩაღო და არიან ორას ათი კომლი, რომელთაცა ეგრეთვე აქუსთ საკუთარი ენაი და ლაპარაკობენ ქართულად. მათ არა აქუსთ არცა ერთი ეკლესია, და ჰსურთ რომ ჰქონდესთ და ამისთვის უმეტესისა განმტკიცებისათვის მათისა ქრისტიანებრსა სარწმუნოებასა შინა მიუცილებელად საჭირო არს, რათა აღუშენდეს მათ სოფელსა შინა ფარსმას თუნდ ერთი ეკლესია სახელსა ზედა წმიდის გიორგისა. ტფილისიდგან ხსენებულის ერის აწინდელს საცხოვრებელს ადგილამდე იქმნებისა რვა დღის სავალი. ზემორე აღნიშნულნი მღუდელნი აღსწერენ რა თვითეულსა გვარსა საკუთრად, თანაშეაერთებენ მისდამი საცნობელად მისის მალალყოვლადუსამღვდელოესობისა ამასცა, რომელ ერი თუშეთისა იმყოფების მესაზღურედ ფშავ-ხევსურთა, ქისტთა, დიდოელთა და ლეკთა თანა, რომელნიცა გარდა ფშავ-ხევსურთა, ხშირად ჰყოფენ მათ ზედა მტრულთა ზედა დაცემათა, მაგრამ თვით თუშნიცა, დამცველნი მართლმადიდებლობითისა სარწმუნოებისა და მამულისა ცნობილისა სიმხნისა ძლით მათისა, არა იშვიათად ჰყოფენ ამათ მტერთა ზედა ნაცვალგებითსა ზედა დასხმასა და აღხოცითა მათითა კარგად განსხვავდებიან. ვითარცა თუშთ ერსა, ეგრეთუე განმგებელსაცა მისსა კაპიტანს, თავადს ივანე აფხაზოვს, ურწმუნოებიესთ ხსენებულთა მლუდელთათვის და ცნობილის მუნებურის უფროსის კაცის, მოსრულის მათთანა ტფილისს ჭიჭა ცისკაროვისადმი, რათა ჰსთხოვონ მათს მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, საქართველოს ექსარხოსს, აღშენებისათვის დანიშნულთა ადგილებთა შინა სამთა ეკლესიათასა, თუშთ საკუთარის ხარჯებითა, რომელთაცა არს უუკიდურესი ნაკლულევანებაი და ხელდასხმისათვისცა მლუდელად მათ თანა მყოფს მუნებურის დიაჩოქის სოფლის საღირთის მცხოვრების დავით (ცისკაროვისა, ვითარცა ერთ ქვეყნიერისა მათისა, რომელმანცა, გარდა მისსა, რომელ მან კითხვა და წერა იცის ქართული, უწყის ენაცა წოვა თუშთა, რომელთაცა ჰსურსთ ყოლაი მისი მღუდელად. მღუდელნი გიორგი ხვედაგურიძე, ქრისტესია ბახტურიძე და იაკობ ზამთარაული გარემოებათა ამათ უპატივცემულესად წარმოუდგენენ რა კეთილ განხილვასა და პატივსდებასა ზედა მათის მაღალყოვლადუსამღვდელოესობისასა მოელიან მათ ზედა გარდაწყვეტილებასა“. ამ წერილებს ბოლოში დართული აქვს თუშეთში მოღვაწე სამივე მღვდელმსახურის ბიოგრაფიული მონაცემები. ა) გომეწრელ თუშთა მღვდელი გიორგი ხვედეგურიძე, შობითგან არს ორმოცი წლის, (დაბ. 1779წ.), შობილ არს ხსენებულს სოფელ ბოჭორმაში, არს სახელმწიფო ყმა, დიაკონად არს ნაკურთხი სიღნაღის უეზდის სოფელ წმიდა ნინოს ყოვლადსამღვდელო სიღნაღის მიტროპოლიტის იოანესაგან (მაყაშვილი -– გ.მ.), 1802 წელს, მღვდლად ხელდასხმულ არს მისგანვე, 1804 წელს, კურთხევის ღრამოტა არა აქვს. ბ) სამწყსოსა მისსა შეადგენენ ზემოხსენებულის ერის სამნი გვარნი, სახელდობრ: გომეწარნი, ჩაღმელნი და პირიქითელნი, რომელთაცა შინა იმყოფებიან კომლნი 620 მცხოვრებნი და რომელთადმიცა წელიწადნახევარ არს, რაც მიჩენილ არს იგი მლვდელმოქმედებისათვის მათ შორის. მას ეძლევა მათგან გამოსაზრდელი მონათვლისათვის 2 შაური, სახლის განათვლისათვის ერთი შაური, სამარხად უფრო მდიდართა კომლთაგან 2 მანეთი და 2 აბაზი და ღარიბთაგან 1 მანეთი. საკუთარი მიწა აქვს ხუთის დღის სახნავი. გ) ცოლი ჰყავს, ჰყავს შვილი, რომელსაცა ეწოდება კოდრატე და არის ორის წლისა. დ) ქართული წიგნი და წერა იცის. ე) მისდამი რწმუნებულის სამწყსოს სიმრავლისა გამო და მათის საცხოვრებელის ადგილის სიშორის გამო და მასთან თვისის სიმრთელის უძლურების გამო, მას არა ჰსურს დაშთომა მათ შორის ამა თანამდებობასა შინა თვინიერ თანა შემწისა, რომელსაცა იგი მიუცილებელ საჭიროდ ჰრაცხს აღსასრულებელად მათ შორის ქრისტიანებრთა წესთა. ა) წოვა თუშების პირველი მღვდელი ქრისტესია
ბახტურიძე, 36 წლისა (დაბ. 178ვწ.), შობილ არს თელავის უეზდის სოფელ ალვანში, სადაცა თუშთა მათ, რომელთაცა აქვსთ მთაბრობა, ჰქონან მათ ზამთრის სადგომები, არს ყმა სახელმწიფო, დიაკონად არს ნაკურთხი კათოლიკოსის ანტონისაგან, 1805 წელს. მღვდლად არის ნაკურთხი ყოვლადსამღვდელო ნიკოლოზ ხარჭაშნელისაგან (ჩოლოყაშვილი -– გ.მ.), მისვე წელს. კურთხევის ღრამოტა არა აქვს. ბ) სამწყსო მისი, რომელსაცა შეადგენენ წოვა თუშნი -- კომლნი ორასორმოცდარვანი, არს გაუყოფელი მღვდელ იაკობ ზამთარაულთან, რომელიცა ერთად მასთანა აღასრულებს მათ შორის ქრისტეანებრთა წესთა. გ) მას ეძლევა მათგან გამოსაზრდელი მონათლულთათვის 1 აბაზი, ჯვარის დაწერისათვის 1 მანეთი, სახლის გასანათლად 2 შაური, სამარხად უმდიდრესთა
9-2 საპატრიარქოს უწყებანი N9 6-12მარტი 2014წ გვ.20
სარწმუნოებრივი მდგომარეობა თუშეთში XIX ს-ის დასაწყისში (დასასრული)
კომლთაგან 1 თუმანი, და ღარიბთაგან5-6 მანეთი, და უღარიბესთაგან 1 მა- ნეთი და შუა უყოფს ზემოხსენებულ მღვდელ ზამთარაულს. ამ მღვდელს აქვს საკუთარი მიწა, ხუთი დღის სახნავი. დ) ცოლი ჰყავს და ძე არა ჰყავს. ე) ქართული წიგნი და წერა იცის. ა) წოვა თუშების მეორე მღვდელი იაკობ ზამთარაული შობიდგან არს 33 წლის (დაბ. 1786წ.), არს დაბადებული ზემოხსენებულ სოფელ იყალთოში. ვიდრემდის მიიწეოდა იგი სასულიე- როს წოდებაში, ეკუთვნოდა ყმად მუნებურსა უეზდის თავადს მაყაევს (მაყაშვილი გ.მ.). დიაკონად არს ნაკურთხი წოვა თუშთ თხოვნით და მიტროპოლიტ ვარლაამის ნებართვით ყოფილს თელავის არხიეპისკოპოსის დოსითეოზისაგან (ფიცხელაური -– გ.მ.), 1814 წელს. მლვდლად არის ნაკურთხი მისგანვე, მასვე წელსა. კურთხევის ღრამოტა აქვს. ბ) სამწყსოდ მისა არიან ორასორმოცდარვა კომლი წოვა თუშის თემი, რომელსაცა შინა იგი ერთად მღვდელსა ქრისტესია ბახტურიძესთანა მლუდელობს და მათგან მიღებულს გამოსაზრდელს თანახმად, ზემო ხსენებულის მღუდელის ბახტურიძის ჩუენებისა შუა უყოფს მას და თვით საკუთარ არა რაი აქვს. გ) იგი არს წოვა თუშთ ენის ცოდნისათვის მათის სასულიერო მთავრობისადმი თხოვნით განწესებული მათთან პრიხოდის მღვდლად და იმ ჟამითგან ოდესცა მიუღია მას მლვდლობა, იმყოფების იგი მათთანა თანამდებობასა შინა. დ) (კოლი ჰყავს და შვილი ერთიე) ქართული წიგნი და წერა იცის“. იობ, ერთი წლისა. აქ მთავრდება ეს მიწერ-მოწერა. დასასრულ, უნდა ითქვას, რომ ზემოთ ნახსენები დავით ცისკარიშვილი 1820 წელს ნაკურთხი იქნა მღვდლად და გამწესდა მოთხოვნილ ადგილზე.
ასი წლის შემდეგ, 1917 წელს, ავტოკეფალიის გამოცხადების ჟამს, თუშეთში უკვე რამდენიმე ეკლესია მოქმედებდა. ესენი იყო: 1) ზემო ალვანის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესია -–- მღვდელი მათე მოსეს ძე ჭიკაძე; 2) ომალოს მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია მღვდელი იოანე დავითის ძე ქააძე; 3) ფარსმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია -- მღვდელი პავლე იმედას ძე აზიკური; 4) ილიურთას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია -- მღვდელი კონსტანტინე დავითის ძე ჭარელაშვილი; 5) ჯვარბოსელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია -- მღვდელი არჩილ სოლომონის ძე ფოფხაძე; 6) დართლოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია -– მღვდელი პეტრე ელანიძე; 7) ქვემო ალვანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია მღვდელი ზაქარია როსტომაშვილი. ამჟამად თუშეთში მოქმედებს სამი ეკლესია: ზემო ალვანის ყოვლადწმინდა სამების სახელობის, ომალოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებისა და შენაქოს ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესიები, სადაც ალავერდის ეპარქიის სამღვდელოების წარმომადგენელნი პერიოდულად ღვთისმსახურებას ატარებენ.
10 საპატრიარქოს უწყებანიN10 13-19მარტი 2014წ გვ.16
წილკნის ეპარქია 1917-1984 წლებში
| ნაწილი შესავალი
ქართლში, საქართველოს სამხედრო გზის დასავლეთით, მდებარეობს სოფელი წილკანი, ქართული კულტურის უძველესი ძეგლით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის საეპისკოპოსო ტაძრით. „მოქცევაი ქართლისა“ გვაუწყებს, რომ აღნიშნულ მხარეში ქრისტიანობის ქადაგება და გავრცელება უკვე IV ს-ში იწყება, რასაც მალევე მოჰყვა იქ ეკლესიის აგება. ამავე წყაროს ცნობით, „ბაკურ დაიწყო წილკნის ეკლესიისა და განიშორა ოცდამეათხუთმეტესა წელსა“. ლეონტი მროველი წილკნის ტაძრის აგებას მირიანის ძეს -–- ბაქარ მეფეს მიაწერს. ამრიგად, ქართული ისტორიოგრაფიით, წილკნის ტაძარი IV ს-ში აუგიათ. ქრისტიანული ტაძარი მთიულეთის დასაწყისში უკვე ნიშნავდა არაგვის ხეობის მიმართ ქართლის მეფის განსაკუთრებულ ყურადღებას და მისდამი სახელმწიფოებრივ-ადმინისტრაციულ ინტერესს წარმოაჩენდა. წილკნის ტაძარში ღვთისმსახურების დაწესებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ადგილობრივი მთიელების შემოსამტკიცებლად. ვახტანგ გორგასლის დროს წილკანი საეპისკოპოსო კათედრალად იქცა. წილკნის ეპარქიას თავიდანვე ურთულესი მისიის შესრულება დაეკისრა, ადვილი არ იყო წარმართული რჯულისა და კერპთაყვანისმცემელი მთის მოსახლეობაში ქრისტეს სარწმუნოების ქადაგება და მათი ჭეშმარიტების გზაზე დაყენება. განსაკუთრებით საფრთხილო იყო ურჯულო გადამთიელი თემების ექსპანსიისა და შემოსევათა დარტყმების გაძლება და სამწყსოს კვლავ და კვლავ აღორძინება. ვახტანგ გორგასალმა არამცთუ წარმატებით მოიგერია
ოსთა და ყივჩაღთა შემოტევა, არამედ, პირიქით, შეტევაზეც კი გადავიდა და მათ წინააღმდეგ გამართული ბრძოლა ჩრდილოეთ კავკასიის დამორჩილებით დაამთავრა. რა თქმა უნდა, ამით მან მთაში ქრისტიანული რელიგიაც გააძლიერა. მატიანე წერს: „დაიმორჩილნა ოვსნი და ყივჩაღნი და შექმნა კარნი ოვსეთისანი, რომელთა ჩუენ დარიანისად უწოდთდა აღაშენა მას ზედა გოდოლნი მაღალნი, და დაადგინა მცველად მახლობელნი იგი მთეულნი...“ წილკნის ეპარქია, რომლის შემადგენელი ნაწილი იყო მთიულეთი, ჩრდილოეთ კავკასიის გაქრისტიანების აქტიური მონაწილე უნდა ყოფილიყო და მისი როლი ამ საქმეში განსაკუთრებით საყურადღებო და არც ისე იოლი იქნებოდა. : VI ს-ის დასაწყისისთვის ეპარქიის საზღვრები უკვე ჩამოყალიბებული ჩანს, იგი მოიცავდა მდინარე ქსანსა და არაგვს შორის მდებარე სოფლებსა და კავკასიის მთიანეთს. 506 წლის დვინის საეკლესიო კრებას, სხვა ქართველ მღვდელმთავრებთან ერთად, წილკნელი ეპისკოპოსი ევნოქიც ესწრებოდა. VI ს-ის II ნახევარში წილკნის ეპარქიას განაგებდა წმინდა იოანე ზედაზნელის ერთ-ერთი მოწაფე და თანამოღვაწე წმ. ისე წილკნელი, რომელმაც აქტიური მოღვაწეობა გააჩაღა საქართველოს მთიანეთში სახარების საქადაგებლად. იგი ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა წილკნის ჩრდილოეთით მოსახლეთათვის ქრისტიანობა მიეღებინებინა, „ასწავებდა ბილწთა მათგან კერპთა განშორებასა და მოყვანებად ქრისტეს სარწმუნოებასა“. წმ. ისე წილკნელის მიერ განმტკიცებული სამწყსო შემდეგში კიდევ უფრო ძლიერდება და ქართლის ეკლესიაში საპატიო ადგილს იკავებს. მეფეთა კურთხევისას ქართველ მღვდელმთავართა შორის წილკნელს მე-19 ადგილი ეკავა. XVI-XVIII სს-ში წილკნის საეპისკოპოსოში შედიოდა მთიულეთის, ხევისა და ქსნის ხეობის 52-ზე მეტი სოფელი. ვახუშტის ცნობით, წილკანში იჯდა ეპისკოპოსი, „მწყემსი მუხრანისა, ორსავე არაგვისა და ბაზალეთისა“, : გვიანი ხანის სიგელ-გუჯარებში არაერთგზისაა აღნიშნული წილკნის ტაძრისათვის მეფე-დიდებულთა მხრივ დახმარების აღმოჩენის ფაქტები. გარკვეულ დახმარებას უწევდენ ეპარქიას არაგვის ერისთავებიც. მიუხედავად ერთგვარი დასუსტებისა და ლეკთა თარეშის გაძლიერებისა, აქაურობა XVIII ს-ის II ნახევარში საკმაოდ დასახლებულ რეგიონს წარმოადგენდა. XIX ს-ის დამდეგს წილკნის სამწყსო 40-ზე მეტ სოფელს მოიცავდა, მაგრამ სხვა ქართულ ეპარქიებთან ერთად, ისიც მალე გაუქმდა. ეს მოხდა 1817 წელს, როდესაც აღესრულა ბოლო წილკნელი მიტროპოლიტი გერვასი მაჭავარიანი.
10-1 საპატრიარქოს უწყებანიN10 13-19მარტი 2014წ გვ.17
წილკნის ეპარქია 1917-1984 წლებში (გაგრძელება)
წილკნის ეპარქია
1917-1924 წლები 1917 წლის 12 მარტს, კვირა დღეს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღდგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. განახლდა წილკნის საეპისკოპოსოც, მაგრამ მისი კუთვნილი ტერიტორია დროებით შეითავსა მცხეთა-თბილისის ეპარქიამ. აქვე მოგვყავს წილკნელი მღვდელმთავრების სია:
ეპისკოპოსი გიორგი (ალადაშვილი) 1918-1920
ეპისკოპოსი პავლე (ჯაფარიძე) 1924-1929
ეპისკოპოსი მელქისედეკი (ფხალაძე) 1928
ეპისკოპოსი ეფრემი (სიდამონიძე) 1928
ეპისკოპოსი ნესტორი (ყუბანეიშვილი) 1929- 1930
ეპისკოპოსი ალექსი (გერსამია) 1930-1938
ეპისკოპოსი ტარასი (კანდელაკი) 1939-1951
ეპისკოპოსი გობრონი (წკრიალაშვილი) 1954
მიტროპოლიტი გაიოზი (კერატიშვილი) 1972-1978
მთავარეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი)
1978-1980 მიტროპოლიტი გიორგი (ღონღაძე) 1980-1982
1917 წლის 23 მაისს შედგა მესამე სამთავარხუცესო
ოლქის სამლვდელოებისა და მედავითნეების კრება დუშეთში, მღვდელ იოანე ლუკაშვილის თავმჯდომარეობით. კრების მიზანი საოლქო საბჭოს არჩევა იყო. ფარული კენჭისყრით საბჭოს წევრებად აირჩიეს: მღვდელი იოანე ლუკაშვილი, მღვდელი ევგენი კაველაშვილი და მღვდელი გიორგი ჭელიძე, მედავითნეები: გაბრიელ ჯინჭარაძე, დავით მაისურაძე და იოანე შუშიაშვილი. არჩევის შემდეგ კრებამ აზრთა გაცვლაგამოცვლით გაითვალისწინა იმდროინდელი ვითარება სიხარული გამოთქვა მრავალტანჯული, დამცირებული, შეურაცხყოფილი საქართველოს ეკლესიის გათავისუფლების გამო, როგორც თვითმპყრობელობის ტირანიისაგან, აგრეთვე რუსეთის სინოდის მონობისაგან, რომელსაც, როგორც ცალკე ეკლესიას, მომეტებულად არ ეკადრებოდა დაჩაგვრა- _ დამონება თავისი უფროსი დისსაქართველოს ავტოკეფალური ეკ- ლესიისა. კრებამ დაადგინა, მიესალმოს საქართველოს გათავისუფლებული ეკლესიის მეთაურს – მის ყოვლადუსამღვდელოესობას, ეპისკოპოს ლეონიდეს და ლოცვით უსურვოს მას ძალა და სიმხნევე დაწყებული საქმის კეთილად დასაგვირგვინებლად. გამოუცხადოს პროტესტი პროფესორ ბენეშევიჩს, რომელიც ნაცვლად საქმის მოწესრიგებისა, ხელს უშლის ავტოკეფალიის სრულ განხორციელებას. მედავითნეებმა შემოსავლიდან მესამედის მილება მოითხოვეს. სამღვდელოებამ დაადგინა, ამ საკითხის საბოლოოდ გარჩევა გადაიდოს საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელთა კრებისათვის. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ წილკნელ მლვდელმთავრად იმერეთის ყოფილი ეპისკოპოსი გიორგი (ალადაშვილი) დაინიშნა, რომელიც ამ პოსტზე 1918 წლის 1 აგვისტოს აირჩიეს. 1918 წლის აგვისტოში მეუფე გიორგიმ პირველი სამღვდელმთავრო წირვა წილკნელი ეპისკოპოსის ხარისხში ჩაატარა არა წილკნის საკათედრო ტაძარში, არამდე სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში. იგი ეპარქიას 1919 წლის 13 თებერვლამდე განაგებდა. აქედან მოყოლებული 1924 წლამდე ეპარქიას ცალკე მღვდელმთავარი აღარ ჰყოლია და მისი სამწყსო კვლავ მცხეთა-თბილისის ეპარქიას შეუერთდა. 1924 წელს, არქიმანდრიტ პავლეს წილკნელ ეპისკოპოსად ხელდასხმის შემდეგ, ზემოთ მოყვანილი ტრადიცია ძალაში დარჩა და წილკნელი მლვდელმთავრები კვლავ სვეტიცხოვლის ტაძარში განაგრძობდნენ წირვას, თუმცა იმჟამად წილკნის საკათედრო ტაძარი დაკეტილი არ ყოფილა. იგი მოგვიანებით, XX ს-ის 20- იანი წლების ბოლოს დაიკეტა. ასე გაგრძელდა 1988 წლის 21 ნოემბრამდე, რა დროსაც წილკნელმა ეპისკოპოსმა ზოსიმემ (შიოშვილი) აკურთხა ახლად გახსნილი წილკნის საკათედრო ტაძარი, მიუხედავად საკათედრო ტაძრის კურთხევისა, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე კვალვ ატარებდა წირვა-ლოცვებს სვეტიცხოვლის ტაძარში. ასე გაგრძელდა 1991 წლის 3 მარტამდე. 1918 წელს წილკნის ეპარქიაში იყო სამი სამთავარხუცესო: | ოლქი, მუხრანი –- მთავარხუცესი, დეკანოზი გიორგი მარინდაშვილი; II ოლქი, დუშეთი მთავარხუცესი, მღვდელი ევგენი კაველაშვილი; III ოლქი, ფასანაური “ მთავარხუცესი, მღვდელი ალექსანდრე კავკასიძე. საეპარქიო საბჭოს თავჯდომარე იყო სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის დეკანოზი ალექსანდრე ჯალიაშვილი, ეპარქიის მდივანი
10-2 საპატრიარქოს უწყებანიN10 13-19მარტი 2014წ გვ.18
წილკნის ეპარქია 1917-1984 წლებში (გაგრძელება)
წილკნის საკათედრო ტაძრის მღვდელი იოანე ანდრიაშვილი. 1918 წლის 20 დეკემბერს დუშეთში შედგა წილკნის ეპარქიის მეორე ოლქის სამღვდელოების კრება, რომელიც ორ დღეს გაგრძელდა. კრებაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი” საკითხი განიხილეს: 1) საქართველოს პარლამენტის მიერ სკოლებიდან საღვთო სჯულის გამოდევნა (საქმე შემდეგში გახლდათ. 1918 წლის 15 იანვრის ქალაქის საბჭოს სხდომაზე დადგინეს: „1) იმ სასწავლებლებში, რომელთაც ქალაქი ინახავს, საღვთო სჯულის სწავლება აიკრძალოს; 2) მიმდინარე წლიდანვე აღარ უნდა გადაიდოს საგანგებო თანხა საღვთო სჯულის სწავლებისათვის; 3) თუ მშობლები მოისურვებენ, რომ მათმა შვილებმა საღვთო სჯული ისწავლონ, გაკვეთილები თავიანთ ხარჯზე უნდა მოაწყონ; 4) მაჰმადიანთა სასწავლებლებში საღვთო სჯულის სწავლება არ
აიკრძალება. შემდგომში საქართველოს პარლამენტმა დადგენილება უკვე ოფიციალურ დონეზე მიიღო). კრებამ იმსჯელა და გაითვალისწინა, რადგან მთავარ საბუთად მოჰყავთ ის, რომ საღვთო სჯულის მასწავლებელს არ უნდა ეძლეოდეს ჯამაგირი სახელმწიფო ხაზინიდან, დაადგინა: „ვინაიდან მთავარი დაბრკოლება სასყიდლის ძლევაშია მასწავლებლებისადმი, ამისთვის სამღვდელოება კისრულობს საღვთო სჯულის უფასოდ სწავლებას სასწავლებლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, არა გზით არ იქმნეს მოსპობილი იგი ხალხის დაუკითხავად“; 2) დაისვა საკითხი ქართველი სამღვდელოების მიერ სინოდის „რომანოვთა“ ჯვრის ტარებაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფოს ყოველდღე უახლოვდება ჩრდილოეთის შავი ღრუბელი და თითქოს ქართველი სამღვდელოებაც სიხარულით ეგებება, რომ ვერ მოუშორებიათ ის ჯვრები, რომელთაც მწყალობლებმაც ტომრები ჩამოაცვეს ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტებსო. კრების ორი წილი მოითხოვდა ქართული სტილის ჯვრების შემოღებას. დაადგინეს: „ეთხოვოს სასულიერო მთავრობას, რათა შემოღებულ იქნეს ქართული სტილით, როგორც ჯვრები, ისე საეკლესიო ბეჭდები -- ქართულ-ხუ- ცური წარწერით"; 3) კრებამ საჭიროდ ცნო ყოველდღიური სასულიერო ორგანოს დაარსება, რისთვისაც შესაფერისი ხარჯის გაღებას დაჰპირდა; 4) სამღვდელოებაში ცხარე კამათი გამოიწვია იმ ჯამაგირმა (21 მანეთი თვეში), რომელიც ქართულ სამღვდელოებას მთავრობისაგან ეძლეოდა. დაადგინა: „დღევანდელ დროში არსებული ჯამაგირი სრულიად არაფერს წარმოადგენს და არც მოელოდა იგი ასეთ დამცირებას საკუთარი საქართველოს მთავრობისაგან; ჩვეულებრივად ერთგული რჩება იგი სამშობლოსი და ერისა და უარს აცხადებს ხსენებული ჯამაგირის მიღებაზე მომავალი 1919 წლიდან“; 5) შეიმუშავეს მღვდელმოქმედების შესრულების | ერთნაირი ნორმა ყველა სამრევლომ ში, მცირე გამონაკლისით. მაგ: ჯვრისწერა -- 50 მან. მიცვალებულის პანაშვიდები -–- 50 მან. მეტრიკული ამოწერილობა -–- 10 მან. კოდის პური (დრამა), ფუთ-ნახევარი პური, ე. ი. სამი პინა კომლზე -–- ფულად 50 მან. ამ დადგენილებაში ღარიბებსა და მდიდრებზე შეხედულებისაებრ იქნებოდა გადასახადი; 6) საკითხი დაისვა საკათალიკოსო კრების მიერ მედავითნეებისათვის ორი მეხუთედის მიცემა. კრებამ ერთხმად უარყო ეს გადაწყვეტილება და დაადგინა: „მედავითნეებს ეძლიოს მესამედი -– ორი მეხუთედის მაგივრად“. ბოლოს, ერთხმად დაადგინეს, რათა მოეწვიათ წილკნის საეპარქიო კრება. 1921 წლიდან კათალიკოს-პატრიარქად ამბროსის (ხელაია) არჩევის შემდეგ, (კვლილებები განხორციელდა ეპარქიის ოლქებში. II ოლქში მთავარხუცესად დაინიშნა დუშეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი სვიმონ ტყემალაძე, ხოლიIII ოლქში –– მლეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი ბესარიონ მალანია.
კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ფართო ხასიათი მიიღო ეკლესია-მონასტრების დახურვამ და სასულიერო პირების დევნა-შევიწროებამ. გამონაკლისი არც წილკნის ეპარქია იყო. ადგილობრივი საბჭოთა
და პარტიული ხელმძღვანელები ცენტრიდან მიღებული დირექტივების საფუძველზე აწყობდნენ ხალხმრავალ მიტინგებს და კრებებს. გამოჰქონდათ გადაწყვეტილებები, თითქოს ყოველივე ეს კეთდებოდა ხალხის ნებით. 1923 წლის აპრილში დუშეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიიდან გაიტანეს საეკლესიო განძეულობა. აი, რას წერდა ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი სიმონ ტყემალაძე: „ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, რომელთაც ხელმძღვანელობდა კომუნალური გაწნყოფილების თანამშრომელი მაკარი მირზოიანცი, ეკლესიიდან გატანილ იქნა მისი კუთვნილი განძეულობა, ვერცხლის ნივთები, დაახლოებით ერთ ფუთამდე. გარდა ამისა, წაიღეს 30 მანეთი სპილენძის გროში ფული და ძვირფასი ხალიჩები -- 7 ცალი, რომლებსაც ხმარობენ ბავშვთა თავშესაფარ სახლში და სხვადასხვა დაწესებულებებში. განძეულობის რეალიზაციის შესახებ მე არ მომეპოვება არავითარი ცნობები. დაწვრილებითი ცნობების მოცემა, თუ რამდენი და რა ნივთები წაიღეს ამის გარდა, მე არ შემიძლია მოგაწოდოთ, ვინაიდან ეკლესიის
10-3 საპატრიარქოს უწყებანიN10 13-19მარტი 2014წ გვ.19
წილკნის ეპარქია 1917-1984 წლებში (დასასრული)
ქონების აღწერილობითისიაც წაიღეს ნივთების ჩამორთმევამდე. რაც შეეხება დანარჩენ ეკლესიებს, რომელნიც შედიან ჩემს სამთავარხუცესო ოლქში, არ ყოფილა მათი ქონების ჩამორთმევა, გარდა მილახვრიანთკარის ეკლესიისა“. ამ წერილში აღნიშნული მილახვრიანთკარის წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის საბოლოო გაძარცვა მოხდა 1924 წლის 16 თებერვალს, როდესაც ეკლესია თეატრად გადააკეთეს და სამღვდე- ლო შესამოსლებსა და სხვა საეკლესიო ნივთებს თეატრალური წარმოდგენების დროს ხმარობდნენ. მსგავსი სიტუაცია იყო ეპარქიის სხვა ტაძრებშიც. 1924 წლის 16 მარტს თბილისის „გრუზჩეკის“ წარმომადგენელნი კ. ჯაფარიძე და ა. კუჩეროვი -- წილკნის საკათედრო ტაძარს მიადგნენ და იქ არსებული საეკლესიო განძეულობა და ნივთები ჩამოართვეს ეკლესიის წინამძღვარს, დეკანოზ ლევან ზაქარიაშვილს. შეშფოთებული მოძღვარი დუშეთის მაზრის რწმუნებულს წერდა: „ხსენებული ნივთები გაიყიდა, თუ რას მოხმარდა, არ ვიცი. არავითარი წერილობითი ცნობა არ მაქვს. მხოლოდ გამოვიდა ამბავი, რომ სულ ნივთები დაფასდა ოცდაცხრამეტ თუმნამდის, დაახლოებით 390 მანეთიო“. საგურამოს თემაღმასკომის თავჯდომარე
გ. ნავდარაშვილი დუშეთის მაზრის რწმუნებულს წერდა: „გაცნობებთ, რომ ჩემდამო რწმუნებულ თემში არსებულ ეკლესიებიდან არის გატანილი შემდეგი ნივთები. სოფელ გურამინათკარის წმ. თადეოზის სახელობის ეკლესიიდან გამოუტანია ერთი ხალიჩა საგურამოს რაიონის პარტკომის მდივანს -– სევერიანე არობელიძეს ,1923 წელს, რომელსაც ხალხში ნათქვამი ჰქონდა, რომ სამაზრო პარტკომში გადაგზავნა. სოფელ წინამძღვრიანთკარში მდებარე ბოკოწინის წმინდა ილია წინასწარმეტყველის ეკლესიიდან ხატების სურათების ჩარჩოებიდან ამოუცლია რამდენიმე შუშა სოფელ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის ხელოსანს და როგორც ირკვევა, მოუხმარებია სკოლისათვის“.გარდა ეკლესიების დარბევისა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააძლიერეს ზეწოლა სასულიერო პირებზე და აიძულებდნენ მათ, შიშის ქვეშ მიეტოვებინათ სამრევლო და ეკლესია. მაგალითისათვის მოვიყვანთ რამდენიმე შემთხვევას. 1923 წლის 15 მაისს მღვდელი ლუკა გედევანიშვილი საკათოლიკოსო საბჭოში აგზავნის შემდეგი შინაარსის განცხადებას: „მე ვარ ბინადარი სოფელ გოროვნისა, ამ მოკლე ხანში მეზობლებს შორის თავი იჩინა რამდენიმე მოსისხლე მტერმა. ამათ გადამკიდე და სამაზრო მთავრობის რეპრესირებულმა ზომებმა მაიძულეს, მეცვალა გარეგნული სახე მღვდლისა და დროებით, სიცოცხლის შესანარჩუნებლად, გადავხვეწილიყავი შორს სამშობლო კერიდან და დამეტოვებინა უპატრონოდ ცოლ-შვილი. ვითხოვ შენდობას წინაშე ღვთისა ამისთანა სულმოკლეობისათვს“. იმავე განცხადებებით მიმართეს საკათოლიკოსო საბჭოს მჭადიჯვრის მღვდელმა ზაქარია ლაშაურმა და გრემისხევის მღვდელმა იოსებ ფხალაძემ, მათაც გაიხადეს ანაფორები და მასწავლებლობა დაიწყეს. 1923 წლის 2 ივლისს აღმასკომის თავჯდომარემ თავისთან დაიბარა II ოლქის სამღვდელოება და გამოუცხადა შემდეგი პირობები: „თუ გსურთ ულუკმაპუროდ არ დარჩეთ, დაანებეთ თავი მღვდლობას და შემოდით ჩვენს სამსახურში. ზოგს მასწავლებლის ადგილს მოგცემთ, ზოგს კოოპერატივში გამუშავებთ, ყველას დაგაკმაყოფილებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ულუკმაპუროდ დარჩებით. ეხლა უწევს პურის აკრეფის დრო და თუ გლეხები გადასახადს მოგცემენ, ვეცდებით, მილიციის ძალის დახმარებით მაინც წაგართვათ სახლიდანო“. ამასთან დაკავშირებით II ოლქის მთავარხუცესმა, დეკანოზმა ალექსანდრე ტატუნაშვილმა საკათოლიკოსო საბჭოს აცნობა: „მართალია, მღვდელმა სარწმუნოების გულისათვის გაჭირვება და ჭირი უნდა მოითმინოს და აიტანოს, მაგრამ ისიც მართალია, რომ ულუკმაპუროდ დარჩენა და ცოლ-შვილის მშიერ-ტიტველი დატოვება არ გამოდის. გთხოვთ, იშუამდგომლოთ უმაღლეს მთავრობასთან, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხელი არ შეუშალონ მღვდლებს პურის აკრეფაში“.
11 საპატრიარქოს უწყებანი N11 20-26მარტი 2014წ გვ.17
წილკნის ეპარქია 1917-1984 წლებში
წილკნის ეპარქია 1924-1938 წლები
II ნაწილი
1924 წლის აპრილში კათალიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია) საკათოლიკოსო საბჭოს წინადადებას აძლევს, იმსჯელოს შემდეგ საგანზე: „საქმისათვის საჭიროდ და სასარგებლოდ მიმაჩნია წილკნის სამწყსოს გამოყოფა მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან. დასახელებული სამწყსო, როგორც სამისიონერო მაზრა, თავისი მდებარეობით წარმოადგენს მივარდნილ კუთხეს. ეს გარემოება კი მოითხოვს განსაკუთრებულ მზრუნველობას მის სარწმუნოებრივზნეობრივი ხელმძღვანელობისათვის. მისი ცალკე ეპარქიად გამოყოფა საშუალებას მისცემს . მის მწყემსმთავარს, უფრო ენერგიულად იმოქმედოს და მხურვალე, ცხოველი კავშირი იქონიოს მასთან”. ამასთან დაკავშირებით, ამავე წლის 18 აპრილს საკათოლიკოსო საბჭომ განაჩინა: „ჩვენ, ქვემორე ამისა ხელის მომწერნი საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარნი, შევიკრიბეთ ერთად და ვიქონიეთ მსჯელობა სამღვდელმთავრო კანდიდატების შესახებ და ვსცანით მღვდელმთავრის ხარისხის მიღების ღირსად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტი პავლე, რომელიც იყო ათონზე და სხვა მონას-
11-1 საპატრიარქოს უწყებანი N11 20-26მარტი 2014წ გვ.18
წილკნის ეპარქია 1917-1984 წლებში
ტრებშიც და არის გამორჩეულისასულიერო პირი“. დადგენილებას ხელს აწერდნენ კათოლიკოს-პატრიარქის მოადგილე, ურბნელი ეპისკოპოსი ქრისტეფორე (ციცქიშვილი), ალავერდელი ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე) და ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა). წერილობით თანხმობა განაცხადეს ბათუმ-შემოქმედელმა ეპისკოპოსმა ნესტორმა (ყუბანეიშვილი) და ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ჭელიძე). ეპისკოპოსი პავლე წილკნის ეპარქიის მმართველად განამწესეს. ეპარქიის სამწყსო მოიცავდა შემდეგ ტერიტორიას: „ორივე არაგვის, ქსან-ლეხურის ხეობა, გარე ქართლი და საგურამო (ტერიტორია ძველი ეპარქიებისა წილკნისა, ნაწილი სამთავისისა და სამთავროსი), რასაც შეიცავს ეხლანდელი დუშეთის მაზრა და ნაწილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისა. კათედრა მღვდელმთავრისა წილკანში, რეზიდენცია დროებით სვეტიცხოველთან. პატივი მლვდელმთავრისა „წილკნელი ეპისკოპოსი“. 1924 წლის ივნისში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) ლოცვაკურთხევით არქიმანდრიტ პავლეს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ამ დროისათვის ეპარქიაში იყო სამი სამთავარხუცესო, სადაც მოქმედებდა 44 ეკლესია, მსახურობდა 45 მღვდელმსახური, მოქმედებდა 5 მამათა და 1 დედათა მონასტერი, მოღვაწეობდა 30-მდე ბერმონაზონი.
წილკნის ეპარქიის | ოლქი:
1. მცხეთის სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარი -– მთავარხუცესი, მღვდელი აბრაამ ტარიელაშვილი, მღვდელ-მონაზონი ექვთიმე (კერესელიძე), ბერ-დიაკვანი თორნიკე (აჭაიძე)
2. ახალგორის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი მღვდელი ერასტი ფხალაძე
3. ახალდაბის ლვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი –– მღვდელი იოსებ პავლიაშვილი
4. ოძისის ლვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი –– მღვდელი ლევან ტლაშაძე
5. მუხრანის წმ. ქეთევან დედოფლის სახელობის ტაძარი –- დეკანოზი გიორგი მარინდაშვილი
6. ლარგვისის წმ. თეოდორე ტირონის სახელობის ტაძარი -–- მღვდელი გიორგი უზნაძე
7. ნატახტარის წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი -– მღვდელი მიხეილ იმნაძე
8. კორინთას წმ. მარინეს სახელობის ტაძარი -– მღვდელი გიორგი ინანიშვილი
9. წილკნის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი -– მღვდელი ლევან ზაქარიაშვილი
10. ძალისას (ყურისუბნი) წმ. გიორგის სახელობის ტაძარი –- მღვდელი ნიკოლოზ კობერიძე
11. დაბაკნეთის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი –
მღვდელი ლავრენტი ჭანკოტაძე 4 12. ყანჩავეთის ლვთისმშობლის
შობის სახელობის ტაძარი -– მღვდელი სამსონ ჭეიშვილი
13. ერთაწმინდის წმ. ევსტათი
პლაკიდას სახელობის ტაძარი – მღვდელი დავით ჩიკვაიძე
II ოლქი:
1. ბაზალეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი -- მთავარხუცესი,
დეკანოზი ალექსანდრე ტატუნაშვილი
2. საკრამულის წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი
მღვდელი მიხეილ ჩოხელი
3. დუშეთის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი –– მღვდელი სვიმონ
ტყემალაძე 4. გრემისხევის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი -–
მღვდელი იოსებ ფხალაძე
5. ყვავილას წმ. მარინეს სახელობის ტაძარი -– მღვდელი გიორგი ჭელიძე 6. მჭადიჯვრის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი -–- მღვდელი ზაქარია ლაშაური
7. ჭილურტის წმ. მარინეს სახელობის ტაძარი მღვდელი ისაია მახათაძე
8. ცხვარიჭამიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი -– მღვდელი მიხეილ ინანიშვილი
9. ქაისხევის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი -- მღვდელი ანტონ ციმაკურიძე
10. ანანურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი –– დეკანოზი გიორგი გელაძე
11. ჭოპორტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი –– მღვდელი ვლადიმერ იოსებიძე-იონინი
12. ბულაჩაურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი -– მღვდელი იოანე სისაური
13. მილახვრიანთკარის წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი -– მღვდელი დანიელ ცქიტიშვილი
14. ქსოვრისის ლვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი –– მღვდელი ალექსანდრე მექანარაშვილი
15. საგურამოს წმ. თადეოზ მოციქულის სახელობის ტაძარი -- მღვდელ-მონაზონი მიხეილი (მანდარაია)
16. ბალიჭის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარი –– მღვდელი პლატონ წვიმაძე
17. რატევანის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი მღვდელი დიმიტრი პეტრიაშვილი
18. არანისის ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარი –– მღვდელი სოფრონ სამადაშვილი
19. ხორხის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი -– მღვდელი ნიკოლოზ ჟიჟიაშვილი
11-2 საპატრიარქოს უწყებანი N11 20-26მარტი 2014წ გვ.19
წილკნის ეპარქია 1917-1984 წლებში (გაგრძელება)
III ოლქი:
1. მლეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი -- მთავარხუცესი, მღვდელი ბესარიონ მალანია
2. სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი -- მღვდელი გიორგი მალანია
3. ფასანაურის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობისა და ჩირიკის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრები –– მღვდელი შიო კაიშაური
4. ხანდოს წმ. გიორგის სახელობის ტაძარი -– მღვდელი გრი-
5. ლუთხუბის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი -–
მღვდელი გრიგოლ ჩოხელი 6. ნაღორევის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი –- მღვდელი იოსებ ობგაიძე
7. ჭართლის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი –- მღვდელი გიორგი გამიაშვილი
8. ლაქათხევის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ტაძარი -–– მღვდელი იოანე გვიანიშვილი
9. კობის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი -– მღვდელი მიხეილ ითონიშვილი
10. ჩოხის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი -- მღვდელი იოანე ბექაური
11. კაიშაურის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი -–მღვდელი იოანე ოდიშვილი ეპარქიაში მოქმედებდა ხუთი მამათა და ერთი დედათა მონასტერი, სადაც უკიდურესად რთულ და მძიმე პირობებში მოღვაწეობდნენ და ლოცულობდნენ ბერმონაზვნები.
1. შიომღვიმის მამათა მონასტერი -– წინამძღვარი, იღუმენი ეფრემი (სიდამონიძე, შემდგომში -- კათოლიკოს-პატრიარქი), მღვდელ-მონაზონი ისე (სუხიშვილი, შემდგომში -- არქიმანდრიტი), მღვდელ-მონაზონი კვიპრიანე (სუმბაძე, შემდგომში -- სქემმღვდელ-მონაზონი მოსე), მღვდელ-მონაზონი სტეფანე (გიგოლაშვილი, შემდგომში -–- იღუმენი), მორჩილი
იოანე აფციაური (შემდგომში -- არქიმანდრიტი პართენი), მორჩილი დათიკო ჩიტიშვილი (შემდგომში -– მღვდელ-მონაზონი დავითი).
2. ზედაზნის მამათა მონასტერი -- წინამძღვარი,
არქიმანდრიტი იოანე (ქარსელაძე), მღვდელ-მონაზონი მიქაელი (მანდარაია, შემდგომში -- არქიმანდრიგი , მონაზონი საბა (ფ (ფუ ულარიანი). ცხეთის წმ. ჯვრის სახელობის მამათა მონასტერი -––- მღვდელ-მონაზონი ილარიონი (ოზიაშვილი)
4. არმაზის მამათა მონასტერი -- მღვდელ-მონაზონი სამსონი
5. ძეგვის ყოვლადწმინდა სამების სახელობის მამათა მონასტერი -– მღვდელ-მონაზონი რაფაელი (კურდოვი) 6. სამთავროს წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი -- წინამძღვარი, იღუმენია ნინო(ციციშვილი), მწირველი მღვდელი და მონასტრის სულიერი მოძღვარი, ქვათახევის მონასტრის საძმოს ყოფილი წევრი, მღვდელ-მონაზონი სერგი (ჯაჭვაძე). ' 1924 წლის ზაფხულში ქვეყანაში ანტირელიგიური კამპანია ' სულ უფრო და უფრო გაძლიერდა. 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში, რომელიც მთავრობამ სისხლში ჩაახშო, სასულიერო პირებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ. ხელისუფლებამ ისარგებლა შექმნილი ვითარებით და მასობრივი დახვრეტების ნაკადში სასულიერო პირებიც მრავლად მოაყოლა. მათ შორის იყვლ ნენ წილკნის ეპარქიის სამღვდელოება: ყვავილას ეკლესიიის მღვდელი გიორგი ჭელიძე, ქსოვრისის ეკლესიის მღვდელი ალექსანდრე მექანარიშვილი, ძალისას მღვდელი ნიკოლოზ კობერიძე, რომელმაც თავის ოჯახში უმასპინძალა ქაქუცა ჩოლოყაშვილს და მის რაზმელებს, მილახვრიანთკარის ეკლესიის მღვდელი დანიელ ცქიტიშვილი, აწამეს და სიკვდილის პირამდე მიიყვანეს ბულაჩაურის ეკლესიის მღვდელი იოანე სისაური, რომელიც რამდენიმე დღეში გულის შეტევით გარდაიცვალა.1925 წლის 24 მარტს გარდაიცვალა არქიმანდრიტი იოანე (ქარსელაძე), ხოლო ამავე წლის 9 მაისს შიომღვიმის მონასტრიდან სოფელ დოესში თავისი თხოვნით გადავიდა არქიმანდრიტი ეფრემი (სიდამონიძე). ამასთან დაკავშირებით, ამავე წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, ზედაზნის მონასტრის მღვდელმონაზონ მიხეილს (მანდარაია) და შიომღვიმის მონასტრის მღვდელ-მონაზონ ისეს (სუხიშვილი) მიენიჭათ იღუმენის წოდება და აღნიშნული მონასტრების წინამძღვრებად დაინიშნენ. ამავე დღეს ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდნენ: მლვდელ-მონაზონი სერგი (ჯაჭვაძე), მღვდელი ბესარიონ მალანია და მღვდელი ლევან ტლაშაძე. 1924 წლის აგვისტოს აჯანყებისა და სისხლიანი რეპრესიების შემდეგ ცოტათი შერბილდა ხელისუფლების დამოკიდებულება ეკლესიისადმი. 1924-1925 წლებში ხელახლა იკურთხა რამდენიმე დაკეტილი ტაძარი და სამლვდელოების ზოგიერთი წარმომადგენელი კვლავეკლესიას დაუბრუნდა. მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა წილკნის ეპარქიაშიც. 1925 წლის 24 დეკემბერს ეპარქიის სოფელ საშაბურო-საკრამულოს სამრევლოს ყოფილი მღვდელი მიხეილ ჩოხელი თხოვნით მიმართავს ეპისკოპოს პავლეს: „რევოლუციის, როგორც სტიქიური მოვლენის მძვინვარების ჟამს, ყველაზე უწინმის ცენტრში მოქცეულის, უნუგეშოდ მიტოვებუ-
11-3 საპატრიარქოს უწყებანი N11 20-26მარტი 2014წ გვ.20
წილკნის ეპარქია 1917-1984 წლებში (დასასრული)
ლის, როგორც მოსხლეტილი ცხვრის, ჩემი განცხადებანი არ მისულან დანიშნულებისაებრ: მისი უწმინდესობა კათოლიკოსი ამბროსი მაშინ პატიმარი ბრძანებულა, მრავალგზის სხვადასხვა სახით ტანჯულ-წამებულის, უკიდურესად დამცი- რებულის წინ დადგა ამნაირი დილემა: ყოფნა (უანაფოროდ) ან არყოფნა. კარგა ხნის შინაგანი ბრძოლის, 1923 წლის 26 აპრილამდე, ჩემდა სამწუხაროდ, ჩემში გაიმარჯვა ხორცმა სულზე. როგორც ხორციელის (ისე წ. სულის) ერთადერთმა შემნახველმა -– მე ვარჩიე პირველი. თუმცა, ამნაირ არანორმალურ მოვლენას ბევრჯელ ჰქონია ადგილი უფრო დიდსულოვან პიროვნებებში, საეკლესიო და თუ სამოქალაქო ისტორიაში და თვით საღმრთო წერილშიც კი, მაგრამ მე იგინი ჩემ გასამართლებელ არგუმენტებად არ მომიყვანია, ვცნობ რა თავს ფრიად დამნაშავედ წმინდა ეკლესიის წინაშე, როგორც უძღები შვილი მის მამის წინაშე. მე გავკადნიერდი მომემართა თქვენთვის, როგორც უდიდეს ცოდვილს, მოსხლეტილ ცხოვარს თქვენი წმინდა სამწყსოსაგან, ცრემლით პეტრე მოციქულისა, სინანულით მეზვერისა და ცეცხლისებური სარწმუნოებით პავლე მოციქულისა, გამოვედი რა იმ მოსაზრებიდან, რომ ამქვეყნად კაცი სრული არაა, რომ მისი სულის კანონები შედგება მისი სხეულის კანონებისა, მექანიკურად ფიზიკური მოვლენებით წარმოშობილებისა, რაიცა ჰქმნის აუცილებლობას ამა თუ იმ მოქმედებისას და, მაშასადამე, არა ისეთი დანაშაული, რომლის ა მიცემით უმეტეს ეკლესიის მიერ, მის სინანულით მაძიებელს, რაიცა მტკიცდება თვით სახარების სიტყვებით, როდესაც ამას ახერხებენ არტისტები, როს იგონებენ ფილოსოფოსის სიტყვებს -–- არ არიანქვეყნად დამნაშავენიო. გავწყვიტე რა საერო ცხოვრებასთან ყოველნაირი კავშირი დღიდან თხოვნის გამოგზავნისა (10 ოქტომბერი), მე ველი თქვენს რეზოლუციას. რაც შეეხება ერს, სადაც ვთხოულობ მღვდელმსახურების გაგრძელებას, მან, ღრმად ჩახედულმა ჩემს გარემოებაში, ჩემი საქმის კარგად მცოდნემ, დიდი ხანია შემითვისა და როგორც მისმა წარმომადგენლობამ გამომიცხადა დღეს, არაერთხელ აღძრა თურმე შუამდგომელობა ადგილობრივი მთავარხუცესის წინაშე ჩემის თხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. არ ვიცი, თქვენ გაეცანით მას, თუ არა“. იმჟამად, მიუხედავად მეუფე პავლეს შუამდგომლობისა, მამა მიხეილს უარი ეთქვა სასულიერო ხარისხში აღდგენაზე, თუმცა 1927 წლის 2 მარტს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ მას მსახურების ნება დართო და მანგლისის ეპარქიაში, დიდი ენაგეთის სამრევლოში განამწესა. შემდგომში მან მოწამეობრივი სისხლით გამოისყიდა დანაშაული. 1937 წლის მიწურულს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აგიტაციის ბრალდებით იგი დაპატიმრეს და სამეულის განჩინებით დახვრიტეს.
12 საპატრიარქოს უწყებანი N12 27მარტი-2აპრილი 2014წ გვ.17
წილკნის ეპარქია 1917-1984 წლებში
1926 წლის 12 ივნისს ეპისკოპოს პავლეს თავჯდომარეობით შეიკრიბა წილკნის ეპარქიის დელეგატთა საბჭო, სადაც შემდეგი საკითხები განიხილეს:
1. დღევანდელი მდგომარეობა ოლქებისა და ეკლესიების -- დელეგატებმა გააკეთეს მოხსენებები თავიანთ ოლქებსა და ეკლესია-სამრევლოების ზნეობრივ ცხოვრებაზე და აღნიშნეს არსებულ სამრევლოთა ზნეობრივი და სულიერი დაქვეითება და გამოთქვეს სურვილი, რომ ამა საკითხს მიექცეს უპირველესი ყურადღება. დაადგინეს: მთავარხუცესთა საშუალებით დაევალოს ოლქის სამღვდელოებას, გამოიჩინონ მეტი სიფხიზლე მრევლის ზნეობრივ ცხოვრებაზე და იქონიონ ყოველ შაბათ-კვირას და საუფლო დღესასწაულებზე წირვა-ლოცვა და მასთან მრევლთან ცოცხალი ქადაგება.
2. სანთლის წარმოების მოწყობა ეპარქიაში –- II ოლქის დელეგატმა, დეკანოზმა სვიმონ ტყემალაძემ განაცხადა: დღევანდელ პირობებში ოლქის ეკლესიათა მდგომარეობა ნივთიერის მხრივ იმყოფება უკიდურესად დაქვეითებული და მისი აღორძინებისათვის აუცილებლად საჭიროა, მოეწყოს სანთლის წარმოება შესაფერად, რითაც ოლქის ეკლესიათ მიეცემათ შესაძლებლობა სხვადასხვა შეწერილ ხარჯთა გაღებისათვის ეპარქიის დაწესებულებათა და ორგანოთა სასარგებლოდ, მღვდელმთავრის საშუალებით და მისი შეხედვით, რაც საჭირო იქნება ეპარქიისათვის. დაადგინეს: სანთელი გამოიტანონ მცხეთა-თბილისის საეპარქიო ქარხნიდან ნისიად და განაწილდეს ეპისკოპოსის შეხედულებით მთავარხუცესთა შორის, მათივე პასუხისმგებლობით, ხოლო მთავარხუცესთ დაევალოთ სანთლის გადანაწილება ოლქის ეკლესიათა შორის, შეძლებისდაგვარად დროის აღნიშვნით.
3, საღვთისმეტყველო კურსების გახსნის აუცილებლობაზე –-– კრება საჭიროდ ხედავს აუცილებლად გაიხსნას აღნიშნული კურსები, რადგან ოლქის სამრევლოები დღეს განიცდიან ეკლესიის მსახურთა ნაკლულევანებას და მომავალში შეიძლება უფრო გართულდეს მორწმუნეთა სურვილების დაკმაყოფილება. დაადგინეს: ეთხოვოს საკათალიკოსო საბჭოს, ახლო მომავალში გაიხსნას საღვთისმეტყველო კურსები სამღვდელო კანდიდატთა მოსამზადებლად, რაშიც წილკნის ეპარქიის სამლვდელოება შეძლებისდაგვარად შეეცდება თავისი წვლილი შეიტანოს ამ ფრიად მნიშვნელოვან საქმეში.
4. სასულიერო პირთა ქვრივ-ობლების მატერიალური დახმარება -–- დაადგინეს: დაევალოს ოლქის მთავარხუცესებს, ეკლესიათა დათვალიერების დროს, წელიწადში ერთხელ, თვითოეულ მოქმედ ეკლესიაში სასულიერო პირთა ქვრივ-ობოლთა სასარგებლოდ აიღონ 10-10 შაური, ხოლო თუ ეკლესიას არ აღმოაჩნდა, კრებული ვალდებული იქნება, თავიანთი ჯიბიდან გაილოს იგი და წარმოადგინოს თანხა მღვდელმთავართან და მისივე შეხედულებით განაწილდეს.
12-1 საპატრიარქოს უწყებანი N12 27მარტი-2აპრილი 2014წ გვ.18
წილკნის ეპარქია 1917-1984 წლებში (გაგრძელება)
5. ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის და მისი კრებულის შენახვაზე -- დაადგინეს: მღვდელმთავარს მიეცეს თვიურად 20 მანეთი ეპარქიის სამმართველოს სასარგებლოდ შემოსული თანხიდან, კანცელარიისთვის მოიმარაგონ წელიწადში ორი საჟენი შეშა და ერთი ფუთი ნავთი, აგრეთვე თითო ტაძრის კრებულისგან სამ-სამი ფუთი პური ან ხორბალი.
6. საქართველოს ეკლესიის IV კრების დელეგატთა არჩევა -- კრებამ ერთხმად აირჩია თბილისში მცხოვრები ქაიხოსრო ოთარის ძე ზანდუკელი და დეკანოზი სვიმონ ტყემალაძე.
7. 1926 წლის 4 და 22 იანვრის განაჩენი საკათალიკოსო საბჭოს დადგენილებისა კრებამ მოისმინა. დადგენილებაში წერია: გაკეთდეს ყოველწლიური შესაწირავი ეპარქიათა ეკლესიათაგან 5 მან. და გადასახადი კრებულის წევრთაგან წლიურად 5 მან. ვინაიდან ტაძრები განიცდიან დიდ ნივთიერ გაჭირვებას, აგრეთვე მათი კრებულიც და სანამ მოეწყობოდეს და თავის კალაპოტში ჩადგებოდეს საეკლესიო ცხოვრება, ამისთვის კრებამ საჭიროდ სცნო აღნიშნული გადასახადი შემცირდეს ნახევრამდე.
8. ერთ-ერთი დელეგატის მოხსენებისამებრ, მეორე ქორწინებაში მყოფ მედავითნეთა სამღვდელო ხარისხში ხელდასხმაზე - დაადგინეს: ეთხოვოს საკათალიკოსო საბჭოს, ვინაიდან დღევანდელ ხანაში ჩვენი ეკლესია განიცდის სამლვდელო კანდიდატთა ნაკლებობას და არც მათი მოსამზადებელი კურსები არ არსებობს, ეპარქიაში კი მოიპოვებიან მეორე ქორწინებაში მყოფი მედავითნეები, რომელნიც ზნეობრივად და სულიერი ცხოვრებით და ცოდნით აღჭურვილნი არიან მღვდლის ხარისხის მისაღებად, ამის გამო ამ საკითხის შესახებ აღიძრას შუამავლობა IV საეკლესიო კრებაზე. ამ შეკრებას ხელს აწერდნენ: ეპისკოპოსი პავლე (ჯაფარიძე), დეკანოზი სვიმონ ტყემალაძე, დეკანოზი ლევან ტლაშაძე, მედავითნე ილარიონ თურქაძე, მოსე თევდორეს ძე ლოსიაშვილი. ამავე წლის 31 ივლისს შედგა სვეტიცხოვლის ტაძრის რელიგიური საზოგადოების მიერ არჩეულ წევრთა კრება. თავმჯდომარეობდა მეუფე პავლე მან საბჭოს განუცხადა თავისი უკიდურესი მდგომარეობა, რაც გამოწვეულია მისი ერთი წლის მძიმე ავადმყოფობით. ექიმის რჩევით, ის საჭიროებს აუცილებელ დასვენებას მთაში. ამისთვის კი მას არანაირი სახსარი არ გააჩნია. ეთხოვოს საბჭოს, აღმოუჩინოს ნივთიერი დახმარება ეკლესიის თანხიდან და ამით ავიცილებთ უფრო მძიმე დაავადებას. მიეცეს მას 85 მანეთი და ვიმედოვნებთ, რომ ყოვლადსამლვდელო განიკურნება და უფრო ენერგიით შეუდგება ჩვენი რელიგიური საზოგადოების საქმიანობას. ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობის გამო, უწმინდესისა და უნეტარესის ამბროსის ლოცვა-კურთხევით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 1926 წლის 3 აპრილს დაჯილდოვდნენ: ენქერით - დეკანოზი ალექსანდრე ტატუნაშვილი; სამკერდე ოქროს ჯვრით -–– მღვდელი ერასტი ფხალაძე, მღვდელი თეოფილე ბერეკაშვილი; იღუმენის წოდებით - მლვდელ-მონაზონი ამბროსი (ალადაშვილი), მღვდელ-მონაზონი ექვთიმე (კერესელიძე); კამილავ- კით -– მლვდელი მაქსიმე ხუციშვილი, მღვდელი სეით კიკნაძე. 1927 წლის 15 მაისს დაჯილდოვდნენ: დეკანოზის წოდებით “– მლვდელი ბესარიონ მალანია; სამკერდე ოქროს ჯვრით – მღვდელი შიო კაიშაური; კამილავკით -- მღვდელი გრიგოლ ჩოხელი; სკუფიით მღვდელი გიორგი გამიაშვილი, მღვდელი იოანე გვიანაშვილი. 1926 წლის 17 ნოემბერს ალავერდის ეპარქიას ჩამოერთვა ფშავ-ხევსურეთი და გადაეცა წილკნის ეპარქიას. ამასთან დაკავშირებით საჭირო გახდა შექმნილიყო IV ოლქი ფშავ-ხევსურეთის სახელწოდებით. ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს მუქოს ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი მიხეილ მთიბელაშვილი. როგორც საარქივო მასალებიდან ირკვევა, წილკნის ეპარქიის სამრევლოებში მწვავედ იდგა სომეხგრიგორიანელი მღვდლების მიერ ქართული მრევლის მიტაცების საკითხი. იმ სოფლებში, სადაც კი არსებობდა სომხური დიასპორა, მათი სასულიერო პირები ღონესა და ენერგიას არ იშურებდნენ და ყველანაირ ხერხს მიმართავდნენ მათ თავის მხარეზე გადასაბირებლად. ხელისუფლებაც და სახელმწიფო ორგანოებიც ნაკლებად ავიწროვებდნენ სომხურ ეკლესიას. საკათოლიკოსო საბჭოში არაერთი წერილია შესული ქართველ სასულიერო პირთაგან მსგავსი ფაქტების აღნიშვნით. ვითარების სიცხადისთვის მოვიყვანთ ერთ-ერთი მათგანის, სოფელ ახალგორის სამრევლოს მღვდლის ერასტი ფხალაძის მოხსენებას: ,,ამგვარ საქმეებს სჩადიან თითქმის ყველა სომეხ-გრიგორიანთა წარმომადგენლები, მღვდლები და განსაკუთრებით ჩემდამი რწმუნებულ ოლქში ორგან იმყოფებიან ამგვარნი. ერთი ახალგორის და ერთიც -- მუხრანის. ტერ-ხაჩატური, რომელმაც ამა წლის 17 ივლისიდან ჩემს მიერ მიწერილ წერილზე
12-2 საპატრიარქოს უწყებანი N12 27მარტი-2აპრილი 2014წ გვ.19
წილკნის ეპარქია 1917-1984 წლებში (გაგრძელება)
არავითარ პასუხს არ იძლევა. თვით ჩემი მრევლიდან, ჩემი წინა მოადგილის დროსაც და ეხლაც, მიჰყავს უჩუმრად და მოწმეების გარეშე ჯვრისწერასთან ერთად ასრულებს თავის რჯულზე გადაყვანას. ეს იმიტომ ხდება, რომ აღარ გვეძახიან ნიშნობებზე (დაწინდვაზე), რაც ძველად უეჭველად მღვდლის საშუალებით ხდებოდა და ეხლა მღვდელს აღარ აქვს ცნობა, ვინ დაიწერა ჯვარი და ვინ არა. როდესაც ასეთი შემთხვევა ხდება და გავიგებთ, მაშინ გვიანღა არის. ერთი მხარე ამას სჩადის, მეორე მხარე სამოქალაქო ქორწინების წესს სჯერდება. მღვდლებს მარტო გვეძახიან ნათლობასა და წესის აგებაზე. ესეც მიმდინარეობს ძალიან სუსტად. თუ რაიმე წამალი არ გამოიძებნა, ეს გაიძვერები ჩვენს ქვეყანას მთლიანად გაასომხებენ. გთხოვთ, მოახდინოთ სათანადო განკარგულება“. 1927 წლის 12 აგვისტო. კათოლიკოსპატრიარქმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი), ამ განცხადებას შემდეგი რეზოლუცია გაუკეთა: ამ საქმეს არ ეშველება რა, თუ ქართველ მღვდლებზე უფრო გავ- ლენიანი და უნარიანი არიან სომეხი მღვდელნი. იმოქმედეთ მეტი ძალებით“. 1926-1927 წლებში წილკნის ეპარქიაში აღესრულა რამდენიმე სასულიერო პირი, ზოგიერთმა კი უარი თქვა მღვდელმსახურებაზე. მეუფე პავლეს ლოცვა- კურთხევით სხვადასხვა ეპარქიებიდან გადმოვიდნენ მოძღვრები, რათა შეევსოთ დაცლილი სამრევლოები. ქუთაის-გაენათის ეპარქიიდან - მღვდელ-მონაზონი მაკარი (დავლი) -- დაინიშნა ყურისუბნის სამრევლოში, მღვდელი თეოფილე ბერეკაშვილი -- ქსოვრისის სამრევლოში, მღვდელი სეით კიკნაძე -- მჭადიჯვრის სამრევლოში, ალავერდის ეპარქიიდან -- მღვდელმონაზონი არჩილი (თარაშვილი) -- დაინიშნა ბოკოწინის სამრევლოში. სამღვდელო კომისია გაიარეს და სასულიერო ხარისხში ეკურთხნენ: მედავითნე ბართლომე მოსეს ძე გუდაშვილი -- დაინიშნა ჭართლის სამრევლოში, მედავითნე ილარიონ თეოდორეს ძე თურქაძე -- დაინიშნა ანანურის ეკლესიაში, მედავითნე ბესარიონ ანტონის ძე ივანაშვილი აღიკვეცა ბერად ანტონის სახელით, იკურთხა მღვდლად და შიომღვიმის მონასტრის საძმოში განწესდა. ეპარქიაში ადგილი ჰქონდა სამწუხარო მოვლენებსაც. მაგალითად: ზემოხსენებულ ახლად ნაკურთხ მღვდელ ილარიონ თურქაძის გაუჩინარება. 1927 წლის 10 დეკემბერს, მთავარხუცესი, დეკანოზი სვიმონ ტყემალაძე მეუფე პავლეს წერდა: „უმორჩილესად მოვახსენებ თქვენს მეუფებას, რომ სოფელ ანანურის სამრევლოს ახლადხელდასხმული მღვდელი ილარიონ თურქაძე შეუდგა თავის სამსახურს ამა წლის 17 ნოემბერს. რვა დღის შემდეგ, 26 ნოემბერს, იგი დილით გამგზავრებულა თავის სამრევლო სოფელ ჟინვალში, სადაც შეუსრულებია სამი ნათლობა, შემდეგ ამისა წასულა სოფელ არანისში, მეზობელ მღვდელ ნიკოლოზ დიდებაშვილთან და იქაც მოუნათლავს მისი ვაჟი. არანისიდან მობრუნებულა ანანურში დაახლოებით სამ საათზე და იგი იმ დროიდან დღემდის უკვალოდ-უნიშნოთ დაკარგულია. მოგახსენებთ რა აღნიშნულ საქმის გარემოებას, უმორჩილესად გთხოვთ, რომ ამისთანა არასასურველ მოვლენას მიეცეს უფრო მეტი ყურადღება და მნიშვნელობა. კვლევა-ძიება მოხდეს მტკიცედ, აუცილებლივ საჭირო არის, თქვენი მეუფების მღვდელმთავრული დახმარება, აღიძრას სათანადო შუამდგომლობა იქ, სადაც ჯერ არს და, რასაკვირველია, კარგად უწყის თქვენმა მეუფებამ და სრული შეჭმარიტებაა ისიც, რომ ყოველთვის, როდესაც უმაღლესი მთავრობა უბრძანებს, ხელქვეითნი მეტი ენერგიითა და ერთგულად მოახდენენ კვლევა- ძიების საქმეს, რომ ბოროტმზრახველნი მკვლელნი-დამკარგველნი მღვდელ ილარიონ თურქაძისა იქმნენ აღმოჩენილნი“. მეუფემ რეზოლუციას მიაწერა: „ამის შესახებ მიეწეროს დუშეთის მაზრის მილიციის უფროსს და ცნობად მოხსენდეს სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო სინოდს“. 1928 წლის დასაწყისში ეპისკოპოს პავლეს ლოცვაკურთხევით ჩატარდა წილკნის ეპარქიის მოქმედ ეკლესიათა და სამრევლოთა აღწერა. III ოლქის მთავარხუცესმა, დეკანოზმა ბესარიონ მალანიამ, თავის მხრივ, საეპარქიო კანცელარიაში გააგზავნა მონაცემები თავისი სამრევლოების მდგომარეობის შესახებ. 1) მლეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ქვითკირის გუმბათით. დახურულია თუნუქით. სამკაული აქვს. ზედმიწერილი ეკლესიები: კაიშაური და ხადისა, ორივე წმინდა გიორგისა. აღნიშნული ეკლესიები საჭიროებენ კაპიტალურ შეკეთებას. სამკაული არა აქვთ. სამრევლოები - ოსური და ქართული. მრევლი 200 კომლი. მედავითნე არ არის. სამრევლო საბჭო: შიო გიორგის ძე ნაზღაიძე, იაკობ სვიმონის ძე ბუთხუზი, გაბო თევდორეს ძე, ვანო ვასილის ძე, შიო ვაყას ძე და ვანო თევდორეს ძე ბურდულები. ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი ბესარიონ ივანეს ძე მალანია. დაიბადა 1882 წელს. 1909 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარიის 3 კლასი. ნაკურთხია დიაკვნად და მღვდლად 1912 წელს. 1925 წლის 14 ოქტომბერს დაჯილდოვდა სამკერდე ოქროს ჯვრით. 1927
12-3 საპატრიარქოს უწყებანი N12 27მარტი-2აპრილი 2014წ გვ.20
წილკნის ეპარქია 1917-1984 წლებში (დასასრული)
წელს დეკანოზობით. სანთელს ყიდულობს საკათალიკოსოს სანთლის ქარხანაში. 1928 წელს გაყიდა 2 გირვანქა. ნაღდი ფული არა აქვს. 2) ფასანაურის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესია ნაშენებია ქვითკირით, გუმბათიანი, თუნუქით დახურული და მწვანედ შეღებილი 1928 წელს, ზედმიწერილი ჩირიკის ლვთისმშობლის მიძინების ეკლესია. „თ სამრევლო ქართულია, 255 კომლი. არ არის მედავითნე. მოლარე გრიგოლ სოლომონის ძე კობაიძე. სამრევლო საბჭო: შიო გრიგოლის ძე ქავთარაძე, ვლადიმერ მოსეს ძე ობგაიძე, დიმიტრი ადამის ძე ჩიგოევი, ალექსი დავითის ძე ბიბილაშვილი, მარიამ ხიზანას ასული ნაზღაიძესი, ქეთევან ჭრელას ასული ტრიპოლსკისა. ტაძრის წინამძღვარი მღვდელი შიო ბესარიონის ძე კაიშაური. თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული. დაბადებული 1869 წლის 9 დეკემბერს. 1889 წლის 10 ნოემბერს განამწესეს მედავითნედ ეგზარქოსის სასახლის ეკლესიაში, შემდეგ კი -- ფასანაურში. 1890 წლის 14 მარტს აკურთხეს დიაკვნად და დანიშნეს კაიშაურის წმ. გიორგის ეკლესიაში. 1892 წლის 26 აპრილს აკურთხეს მლვდლად. 1901 წლის 26 ნოემბერს კაიშაურის ეკლესიის აღდგენის გამო დააჯილდოვეს საგვერდუ- ლით. 1911 წელს ხადის ეკლესიის აშენებისათვის კი სკუფიით. 1917 წლის 1 ოქტომბერს გადმოიყვანეს ფასანაურში. 1927 წლის 15 მაისს დაჯილდოვდა მკერდის ოქროს ჯვრით. 1928 წელს შეაკეთა ფასანაურის ეკლესია. 1918 წლიდან არის ოლქის მოძღვართმოძღვარი. ორივე ეკლესიას აქვს სამკაული, მაგრამ განიცდის სიღარიბეს. ნაღდი ფული არ მოეპოვება. სანთელს ყიდულობს თბილისის საეპარქიო ქარხანაში. ოლქის დანარჩენ სამღვდელოებას ჯერჯერობით არ მოუწვდია ინფორმაცია, თუმცა კი ვადასტურებ თქვენი მეუფების წინაშე, რომ ჩემს ოლქში არავის არ მიუტოვებია სამსახური გადასახადის გამო. გადასახადების გადახდა სამღვდელოებას არ სჭირდება, თუ შესაძლებელი იქნება შემცირდეს, რათა შემდეგში ამის გამო არავინ მიატოვოს სამსახური. ამასთანავე მოგახსენებთ შემდეგს: ფასანაურის სახელმწიფო არავითარი განკარგულება არ მიმიღია ამის შესახებ, ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ სინოდის კანცელარიას, მიღებისთანავე ამ პატაკისა, მაცნობოს აუცილებელ მოვალეობას შეადგენს თუ არა ეკლესიათა დაზღვევა. პასუხის დაყოვნება გამოიწვევს ფრიად არასასურველ შედეგს ოლქის სამღვდელოებისათვის. ასევე მოგაწვდით დანარჩენი სამღვდელოების სიას: 1) სიონის ლვთისმშობლის ეკლესია -–- მღვდელი გიორგი მალანია, 2) ლუთხუბი – ხანდოსხევი მღვდელი გრიგოლ ჩოხელი, 3) ჩოხი -– მლვდელი იოანე ბექაური, 4) გუდამაყარი -- ნიკოლოზ დიდებაშვილი, 5) კობის წმ. გიორგის ეკლესია მღვდელი მიხეილ ითონიშვილი, 6) ლაქათხევი -– მღვდელი იოანე გვიანიშვილი -- პატივისცემით, მთავარხუცესი დეკანოზი ბესარიონ მალანია 1928 წლის 17 დეკემბერი.
13 საპატრიარქოს უწყებანი N13 3-9აპრილი 2014წ გვ.17
წილკნის ეპარქია 1917-1984 წლებში
IV ნაწილი
| ოლქის აღწერილობა მღვდელმთავართან წარადგინა ამ ოლქის მთავარხუცესმა, დეკანოზმა ლევან ტლაშაძემ: 1) იკოთის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია (ზედ მიწერილი სოფლებით: ზედა იკოთი, ზანგურაანთკარი, ნიაურთკარი, დიდ ვაკე, ახშატურა) ყველა ეს სოფლები დაშორებული არიან მთავარ ტაძარს თითო-თითო ვერსით. ამ სოფლებში არის ეკლესიები, მაგრამ მათში წირვა-ლოცვა არ შეიძლება კანკელის უქონლობისა და ტრაპეზის შერყევის გამო. მთავარი ეკლესია შეკეთებულია 1881 წელს. აშენების წელი საბუთებში არ არის დაფიქსირებული. კანკელი და ტრაპეზი წესიერად არის დაცული, მხოლოდ სახურავიდან ჩამოდის ადგილ-ადგილ წყალი. მთავარ სამრევლოში 77 კომლია, ზედა იკოთში 48, ზანგურაანთკარში 17, ნიაურთკარში 18, დიდ ვაკეში 3, ახშატურში 4, სულ 167 კომლი. სამრევლოს შემადგენლობა ქართულია, მხოლოდ დიდ ვაკეში ცხოვრობს 3 კომლი ოსები. განათლულნი, ჯვარდაწერილნი, დაბადებულნი და ზიარებულნი; აღნიშნული მყავს დავთარში. წირვა-ლოცვა სრულდება მთავარ ტაძარში, ეგზარქოსის დროინდელ ოდიკზე. სამრევლო საბჭო არ არის არჩეული. სანთელი არ საღდება მრევლში, რადგან თვითონ მოაქვთ სახლიდან, შინაურად გაკეთებული. შემოსავალ-გასავალი არ სწარმოებს სანთლის უქონლობის გამო. ტაძრის წინამძღვარია მღვდელი ბიქტორ ბარბაქაძე. დაბადებული 1890 წელს. დამთავრებული აქვს თბილისის სასულიერო სასწავლებელი. დიაკვნად ნაკურთხია 1925 წელს. მღვდლად ხელდასხულია 1926 წლის 27 იანვარს. არავითარი «ილდო არ მიუღია. მედავითნე არ ჰყავს. 2) ქსოვრისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია (ზედ მიწერილი სოფელი ილტოზა, დაშორებული მთავარ ტაძარს 4 ვერსით) ილტოზაში არ არის ეკლესია. მთავარი სამრევლო ეკლესია შენებულია 1712 წელს. ნაშენებია ქვითკირით, კრამიტით დახურული, წმ. ტრაპეზი და კანკელი დაცულია წესიერად. ტაძარში წყალი არ ჩამოდის. მთავარი სამრევლო შედგება 130 კომლისაგან. ილტოზაში 30 კომლია. მრევლი სულ ქართველებია. წირვა-ლოცვა სრულდება მთავარ სამრევლოში. ოდიკი ახალია. წმიდა სანთელს ყიდულობენ თბილისის საეპარქიო ქარხანაში. 1927 წელს შეიძინეს 12 გირვანქამდე. შემოსავალი იყო სანთლის ოპერაციიდან 110 მანეთი. გასავალი 100 მანეთი. სანთელი დაგვრჩა 10 გირვანქა. სამრევლო საბჭოს შემადგენლობა: მღვდელი თეოფილე პავლეს ძე ბერეკაშვილი, მედა- ვითნე ივანე ბერიძე, მნათე მიხეილ რატიშვილი და მოსე ლოსიაშვილი. ტაძრის წინამძღვარია მღვდელი თეოფილე ბერეკაშვილი. დაბადებული 1864 წელს.
13-1 საპატრიარქოს უწყებანი N13 3-9აპრილი 2014წ გვ.18
წილკნის ეპარქია 1917-1984 წლებში (გაგრძელება)
განათლება მიღებული აქვს გელათის მონასტერში, სადაც მორჩილებას გადიოდა 1882 წლის 11 ივნისიდან 1884 წლამდე. იმავე წელს განამწესეს მედავითნედ. 1895 წლის 10 ივნისს ნაკურთხია მთავარდიაკვნად, ეპისკოპოს გაბრიელის მიერ და დაინიშნა სოფელ წყნორისში, წმ. სამების ეკლესიაში. 1900 წლის 6 მარტს გადაყვანილია ქუთაისის მწვანეყვავილას ეკლესიაში. მღვდლად ხელდასხმულია ეპისკოპოს ლეონიდეს მიერ, 1906 წლის 15 მარტს, სოფელ ეწერ-ბაშში, შემდეგ მსახურობდა სოფელ საწირეში. 191 1 წელს დაჯილდოვდა საგვერდულით. 1925 წლიდან მსახურობს წილკნის ეპარქიაში, სოფელ ქსოვრისში. 1926 წლის 3 აპრილს დაჯილდოვდა მკერდის ოქროს ჯვარით. 1927 წლის მაისში აირჩიეს ოლქის მოძღვართმოძღვრად. მედავითნე ივანე მათეს ძე ბერიძე, დაბადებული 1880 წელს, შინაური განათლებით. დაშვებულია მედავითნედ მრევლისაგან. 3) მუხრანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია ტაძარი აშენებულია 1815 წელს, ქვითკირით და აგურით. კანკელი ახალი მხატვრობით. დახატული ოქროს ვარყით. ტრაპეზი ხის მაგიდაზე არის დადგმული. გალავანი ეკლესიისა დანგრეულია. ოდიკი ახალია (ზედმიწერილი მუხრანის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესია. აშენებული 1711 წელს. ამჟამად დაკეტილია და აღმასკომის ხელშია. ზედმიწერილი წმინდა გიორგის უბანში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, დაშორებული 100 საჟენით. აშენებული 1733 წელს. მასში წირვა-ლოცვა სრულდება დიდმარხვაში, 10 ნოემბრისა და 23 აპრილის გიორგობას. ტაძარი კრამიტით არის დახურული. ტრაპეზი ქვისაა. სამრეკლოზე ერთი ზარია დარჩენილი. კანკელი ძველი მხატვრობითაა). სამრევლო შედგება 242 კომლისაგან. აქედან 10 კომლი გრიგორიანელი სომეხია, მათ ცოლები ჰყავთ ქართველები და ბავშვები მართმადიდებლურად არიან მონათლულნი. ასევე ზედ მიწერილი სოფლები: დამპალო დაშორებული 3 ვერსით. 14 კომლი. ეკლესია არის, მაგრამ არ მოქმედებს; პატარა ქანდა დაშორებული 2 ვერსით. 6 კომლი. ეკლესია არ არის; დიდი ქანდა დაშორებული 3 ვერსით. აქ აისორები ცხოვრობენ, 58 კომლი. არის ძველი ეკლესია. არ სჩანს, როდის არის აშენებული. ქვითკირით ნაშენები. კანკელი რომ გაუკეთდეს და აღსავლის კარები შეებას მშვენიერი ეკლესია იქნება; აღაიანი დაშორებული 2 ვერსით. 160 კომლი. წმ. გიორგის ეკლესია, ქვითკირის. დახურული. ერთი ზარით. კანკელის მხატვრობა ძველი. ტრაპეზი ხის. ოდიკი ძველია. ტერიტორიულად ითვლება გორის ეპარქიაში, მაგრამ თავისი სურვილით მიეწერენ წილკნის ეპარქიას, რაც შეთანხმებულია საკათალიკოსო საბჭოსთან. სანთელი შეძენილი (14 გირვანქა, 1927 წელს. შემოსავალი 141 მან. და 88 კაპ. გასავალი 127 მან. და 40 კაპ. სამრევლო საბჭო შაქრო მიქაძე და იოსებ ბეგოიძე. ტაძრის წინამძღვარია მაქსიმე გიორგის ძე ხუციშვილი. დაბადებული 1868 წელს. სწავლობდა სოფელ მუსხის 2-კლასიან სასწავლებელში. სამლვდელო გამოცდები ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში. დიაკვნად ნაკურთხია 1906 წლის 29 ოქტომბერს და ხოლო მღვდლად იმავე წლის 5 ნოემბერს. განამწესეს თიანეთის მაზრის სოფელ ბარისახოში. 1908 წლის 8 მაისს გადაიყვანეს ჩარგალში. 1910 წლის 10 ოქტომბერს გადაიყვანეს ახალციხის მაზრის სოფელ ზემო თმოგევში. 1915 წლის 15 აპრილს სოფელ ერკოტაში. 1918 წელს, | მსოფლიო ომის დროს, ტყვედ ჩავარდა ოსმალებთან და ბათუმის ციხეში 4 თვე დაპატიმრებული იყო. განთავისუფლების შემდეგ, 1918-1921 წლებში, დარჩა შტატგარეშე მღვდლად (ანუ ოფიციალურად არ იყო არსად დანიშნული). 1921 წელს დააპატიმრეს კომუნისტებმა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, 1926 წლის 20 იანვარს ეპისკოპოსმა პავლემ განამწესა ბოკოწინის სამრევლოში. იმავე წლის 30 ოქტომბრიდან მუხრანის ეკლესიაშია. საერო მთავრობისგან (იგულისხმება მეფის რუსეთი) მიღებული აქვს ორი ჯილდო წყალში გადავარდნილთა გადარჩენისათვის, მღვდლობამდე. აქვს ეკლესიის ჯილდო წმ. გიორგის ჯვარი | ხარისხის. სასულიერო ჯილდოები: სკუფია, საგვერდული, კამილავკა და მკერდის ჯვარი მიღებული აქვს. მედავითნე იაკინთე ცინცაძე. დაბადებული 1874 წელს. დაამთავრა ლანჩხუთის სასულიერო სასწავლებელი, 4) ახალგორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სამხრეთ ოსეთი) -– როდის არის აშენებული, არ ვიცით. საბუთებში მოხსენიებულია, რომ აშენებულია ქსნის ერისთავის მიერ და 1881 წელს მლვდელ სამხარაძის მეცადინეობით, ეგზარქოს იოანიკეს წინა-
13-2 საპატრიარქოს უწყებანი N13 3-9აპრილი 2014წ გვ.19
წილკნის ეპარქია 1917-1984 წლებში (გაგრძელება)
დადებით, მნათის -- ივანე ცაგარელის ორასი მანეთის შეწირვით და მრევლის ხელშეწყობით, გადაუკეთებიათ. გუმბათი არა აქვს. აშენებულია ქვითკირით და დახურულია თუნუქით. სახურავი ძლიერი ქარისაგან აყრილია, საჭიროებს შეკეთებას. ტრაპეზი ერთია და მტკიცე. ოდიკი ახალია. წირვა-ლოცვა სრულდება სისტემატიურად. სოფელში 11 კომლია. ზედ მიწერილი მდინარე ქსნის გაღმა მარჯვენა მხარეს; სოფელი ბოლი 19 კომლი, მორბედაანთკარი 19 კომლი ქართული და ერთი კომლი ოსური. ალექსიანთკარი 6 კომლი, გათენაანთკარი 8 კომლი, გეხაკი 9 კომლი ოსები, გელაური -– 4 კომლი ოსები, ერედა -- 18 კომლი ქართული, ბაზუაანთკარი 8 კომლი, წირქოლი შემოერთებული თავისი სურვილით 1925 წელს. 40 კომლი წმ. მარინეს ეკლესიით. აშენებული 1905 წელს მღვდელ იაშვილის მიერ. ტრაპეზი და კანკელი კარგია, საღვთო მსახურება არ შეიძლება, იმიტომ რომ გაძარცვულია. ოდიკი არ არის. საღვთისმსახურო წიგნები არის. მთავარ ტაძრიდან დაშორებულია 4 კილომეტრით. ზედ მიწერილი ქსნის მარცხენა მხარე სოფელი კოდა 5 კომლი ოსები, ფიჭვნარი -– 4 კომლი ოსები, ძეგლევი -- 24 კომლი ოსები, ქურთა -– 6 კომლი ოსები, ხოფა 17 კომლი ოსები. ხოფაში არის ძველი სამონასტრო კომპლექსი, განიცდის ნგრევას, შველა შეიძლება, თუ დროზე მიექცევა ყურადღება (ისტორიული ცნობებით, მისი ბოლო წინამძღვარი იყო არქიმანდრიტი დოსითეოსი ფიცხელაური, შემდგომში თელავისა და კახეთის მთავარეპისკოპოსი, რომელიც 1795-1801 წლებში იყო ამ მონასტრის წინამძღვარი. გარდაიცვალა 1830 წლის 21 ნოემბერს, დასაფლავებულია თბილისის ფერისცვალების მონასტერში. რუსების შემოსვლის შემდეგ მონასტერი დაიკეტა და გახდა სამრევლო ეკლესია -– ავტორის შენიშვნა). სულ არის 143 კომლი ქართველი და 46 კომლი ოსი. წირვა-ლოცვა ზოგჯერ სრულდება წირქოლში, სადაც საჭიროა მედავითნე. 1922 წლიდან სამრევლო საბჭოს წევრები არიან: ნ. დ ერისთავი, კ. ი. ცაგარელი, ი. ი. ცაგარელი, ზ. დ. ბასილაძე, გ. ა. თაყაძე, ბ. ა. იათაშვილი. სანთელს იძენს საეპარქიო ქარხნიდან, თუ ნივთიერი სახსარი გააჩნია. ტაძრის წინამძღვარია მღვდელი ერასტი დიმიტრის ძე ფხალაძე. დაიბადა 1886 წლის 16 ოქტომბერს. 1904 წლის 26 მაისს დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი | ხარისხის დიპლომით და იმავე წლის 9 დეკემბერს განამწესეს მედავითნედ სოფელ ყულფში. 1907 წლის 28 თებერვლიდან მედავითეობს ახალდაბაში, შემდეგ ოძისში. 1908 წლის 28 თებერვლიდან თბილისის მაზრის სოფელ ახალსოფელში. 1913 წლის ჩააბარა მასწავლებლის გამოცდები. 1914 წლის 9 იანვარს გადაიყვანეს თელავის საკათედრო ტაძარში, შტატიან მედავითნედ. იმავე წლის 6 დეკემბერს თბილისის ქაშვეთის ტაძარში ხელდასხმულ იქნა მთავარდიაკვნად. 1916 წლის 20 თებერვალს ნაკურთხია მღვდლად. იყო საღმრთო სჯულის მასწავლებელი გუდაკოვას კერძო გიმნაზიაში, 1916-1918 წლებში. 1920 წელს უწმიდესისა და უნეტარესის ლეონიდეს (ოქროპირიძე) მიერ დაჯილდოვდა კამილავკით. 1921 წლის 28 ნოემბრიდან კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის (ხელაია) კურთხევით ინიშნება სოფელ ახალგორში. 1922 წლის ნოემბერში მიიღო მადლობის სიგელი. 1926 წლის 27 მაისს დაჯილდოვდა მკერდის ოქროს ჯვრით. 5) ოძისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (ზედ მიწერილი სოფლებით: ბაქაქურთკარი, ჭაშა, ნაგომავი, ლომისხევი. ქსნის გაღმა: ახმაჯი, გიორგაშენი, ციხისსოფელი, ბეჟანტყე) მთავარი ეკლესია აშენებულია 1852 წელს. ზედმიდგმული 1728 წელს აშენებული ძველი ეკლესიით. სოფელ ახმაჯში არის პატარა ეკლესია. ტრაპეზი სამივეგან კარგია. ახმაჯში კანკელი წამხდარია. ოძისში არის 110 კომლი, ბაქაქურთკარში -– 23, ჭაშაში 18 კომლი, ნაგომავში 17 კომლი, ლომისხევში -– 29 კომლი, ახმაჯში -- 43 კომლი, გიორგაშენში -– 21 კომლი, ციხისსოფელში 23 კომლი, ბეჟანტყეში 31 კომლი. ქართველები არიან ოძისში, ბაქაქურთკარში, ლომისხევში და ახმაჯში, დანაარჩენი ოსები. წირვალოცვა სრულდება მთავარ ტაძარში, ხანდახან ზედ მიდგმულ ძველ ეკლესიაში. ახმაჯში კანკელის მოშლის გამო არ ხერხდება. ოდიკი არის ერთი ახალი, 1925 წ. ეპისკოპოსს პავლეს ნაკურთხი. სანთელს ყიდულობს თბილისის საეპარქიო ქარხანაში. 1927 წელს იყიდა 7 გირვანქა. შემოსავალი აქვს 123 მან., გასავალი 78 მან. სამრევლო საბჭოს წევრები არიან: ბაგრატ როსტომაშვილი, მიხეილ ვარდუაშვილი, ალექსი ბერიანიძე, ალექსანდრე თვაური, ქრისტესია თოგოშვილი. მნათე იყო მიხეილ ვარდუაშვილი, 1925 წელს თავი გაანება და მის ადგილზე დაინიშნა ზაქარია ბოჭორმელი. ტაძრის წინამძღვარია მღვდელი ლევან ალექსანდრეს ძე ტლაშაძე. დაიბადა 1890 წლის იანვარში. მღვდლის შვილი. სწავლა-განათლება მიიღო გორის სასულიერო სასწავლებელში და 1905 წელს დაამთავრა სრული კურსი. იმავე წელს გაგზავნილ იქნა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც სწავლობდა
13-3 საპატრიარქოს უწყებანი N13 3-9აპრილი 2014წ გვ.20
წილკნის ეპარქია 1917-1984 წლებში (დასასრული)
1908 წლამდე (1905-1908 წლებში თბილისის სემინარია სხვადასხვა მიზეზის გამო ხშირად იყო დახურული). ამიტომ 1908 წლის ოქტომბერში, II კლასის დახურვის შემდეგ, ოჯახური პირობების გამო, მიატოვა სწავლა და დაბრუნდა ოჯახში. 1909 წლის 23 ოქტომბერს ეპისკოპოს დავითის (კაჭახიძე) მიერ დაინიშნა მედავითნედ გორისჯვარის წმ. გიორგის ეკლესიაში. 1910 წლის 6 აგვისტოს დამტკიცებულ იქნა თბილისის სასულიერო სემინარიასთან არსებულ მასწავლებელთა წოდების გამოსაშვებ კომისიაზე გამოცდების ჩასაბარებლად. 1913 წელს მიეცა მასწავლებლის მოწმობა. 1915 წლის ოქტომბერში ეპისკოპოს ანტონის (გიორგაძე) მიერ გადაყვანილ იქნა ცხინვალში, მედავითნედ. 1916 წლის მაისში კი გორში ოქონის” ეკლესიაში. იმავე წლის ოქტომბერში გაიარა თბილისის სემინარიასთან არსებული სამღვდელო კურსები, რომელიც წარმატებით ჩააბარა. 1917 წლის 15 ოქტომბერს ეპისკოპოსმა ლეონიდემ დიაკვნად აკურთხა, 22 ოქტომბერს კი კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა (საძაგლიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი და სამთავროს დედათა მონასტერში მწირველად და სულიერ მოძღვრად დანიშნა. მასვე დაევალა იქ არსებულ 4-კლასიან ქალთა სასწავლებელში მასწავლებლობა, სადაც მსახურობდა 1921 წლამდე. სასწავლებლის დახურვის გამო, უკიდურესად გაჭირვებული, თანახმად თავისავე თხოვნისა, მიღებულ იქნა მცხეთაში, სამხედრო სასურსათო მაღაზიაში. მისი დახურვის შემდეგ კი მუშაობდა მცხეთის უბნის სამომრიგებლო სასამართლო მდივნად. 1922 წლის 1 იანვარს დანიშნულ იქნა ოძისის ტაძრის წინამძღვრად. 1923-1924 წლებში სარწმუნოების მოწინააღმდეგეთაგან იქნა დევნილი და დაპატიმრებული ორჯერ, ძალით გაკრეჭილ-გაპარსული, მაინც არ გატყდა სულიერად და ანაფორა არ გაიხადა. როდესაც გაპარსეს, გაპარსული წვერი ხელში აიღო და ამ სიტყვებით მიმართა: ეს ნაკურთხი წვერია და თქვენ არ გაგათელინებთო. 1924 წელს დაჯილდოვდა კამილავკით. 1925 წლის მარტში ეპისკოპოსმა პავლემ დანიშნა | ოლქის მთავარხუცესად. 1925 წლის 14 ოქტომბერს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1928 წლის 29 თებერვალს | ოლქის მთავარხუცესი მღვდელი ლევან ტლაშაძე აღნიშნავს, რომ დანარჩენმა სამრევლოებმა ჯერჯერობით არ ისურვეს ინფორმაციის მოწოდება: „მთავარ მიზეზად ვთვლი უამნიდობას, მაგრამ მაინც კვლავაც პასუხს სრულიად არ იძლევა ხოლმე წილკნის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი ლევან ზაქარიაშვილი და ახალდაბის მღვდელი იოსებ პავლიაშვილი, რაც შეეხებათ დანარჩენებს, რა მოგახსენოთ. ცხავატლარგვისის მღვდელი გიორგი უზნაძე ალბათ უამინდობის გამო ვერ გზავნის. ფოსტა არ მოქმედებს დიდი თოვლის გამო. ვაი-ვაგლახით, კვირაში ერთხელ ძლივს მოაქვს. ძალისის მოძღვარი მღვდელმონაზონი მაკარი (დვალი) არ ვუწყი, ისევ იქვეა, თუ მცხეთაში გადმოსახლდა, თუმცა მე ყველას დავუგზავნე ბარათები“.
14 საპატრიარქოს უწყებანი N14 10-16აპრილი 2014წ გვ.17
წილკნის ეპარქია 1917-1984 წლებში „ამათი მიზანია, როგორმე ხელთ იგდონ ეს ვერცხლეული“
V ნაწილი
1928 წლის 24 მარტს ეპისკოპოსი პავლე გადაიყვანეს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში, ხოლო წილკნის კათედრა ალავერდელ ეპისკოპოს მელქისედეკს (ფხალაძე) ჩააბარეს, რომელიც მხოლოდ ორი თვე განაგებდა ეპარქიას. ამავე წლის 26 მაისიდან 29 სექტემბრამდე წილკნის ეპარქიას დროებით ნინოწმიდელი ეპისკოპოსი ეფრემი (სიდამონიძე) მართავდა. 1928 წლის 29 სექტემბრიდან წილკნის კათედრაზე კვლავ ეპისკოპოსი პავლე დაინიშნა. ეპარქიაში დაბრუნებული ეპისკოპოსი პავლე 1929 წლის 16 მაისს წერილს უგზავნის სრულიად საქართველოს საკათალიკოსო სინოდს, ეპარქიაში არსებული მდგომარეობის შესახებ: „მაქვს პატივი მოვახსენო საკათალიკოსო სინოდს, რომ ჩემდამო რწმუნებულ წილკნის ეპარქიაში ამჟამად ირიცხება: სამღვდელო პირი -–- 25, მათში ორი არქიმანდრიტი. მოქმედებს 40 ეკლესია. 1929 წლის 15 მაისს დაიკეტა ორი ეკლესია, ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით“. მეუფე პავლე ცდილობდა, შეთხელებული სამღვ- დელოების რიგები როგორმე ახალი კადრებით შეევსო. როგორც კი სოფელი სასულიერო პირის გარეშე რჩებოდა, ადგილობრივი ხელისუფლება მაშინვე კეტავდა ტაძარს და ამით მრევლი სულიერი ნუგეშის გარეშე რჩებოდა, სამღვდელო კანდიდატების გამოც- და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ხდებოდა, სადაც სპეციალური კომისია არსებობდა. კომისიაში შედიოდნენ სვეტიცხოვლის ტაძრის კანდელაკი, იღუმენი ექვთიმე (კერესელიძე) და ეპარქიის სამივე ოლქის მთავარხუცესები: დეკანოზი ლევან ტლაშაძე, დეკანოზი სვიმონ ტყემალაძე და დეკანოზი ბესარიონ მალანია. 1929 წელს მათ რამდენიმე ასეთი კანიდატი მოამზადეს საკურთხებლად. მედავითნე ბესარიონ ანტონის ძე ივანაშვილი ბერად ანტონის სახელით აღიკვეცა, დიაკვნად და შემდეგ მღვდლად იკურთხა და შიომღვიმის მონასტრის საძმოში განწესდა; მედავითნე ბართლომე მოსეს ძე გუდაშვილი იკურთხა მღვდლად და ჭართლის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვრად გაიგზავნა; ჭყონდიდის ეპარქიის დიაკვანი მამანტი ესაკია მღვდლად იკურთხა და ანანურის სამრევლოში დაინიშნა. ეპარქიაში გადმოვიდნენ სხვადასხვა კუთხიდან წამოსული მოძღვრები: ბულაჩაურის სამრევლოში -– მღვდელი ფილიპე მეტრეველი, სვეტიცხოვლის ეკლესიაში -–– მღვდელი სვიმონ კახეთელიძე. 1929 წლის 16 ნოემბერს გარდაიცვალა ეპისკოპოსი პავლე. მისი უდროოდ გარდაცვალება დიდი დანაკლისი იყო ქართული ეკლესიისათვის. იგი სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ეზოში დაკრძალეს. ამავე წლის 19 ნოემბერს ეპარქიის მმართველად ცაგერის ეპისკოპოსი ნესტორი (ყუბანეიშვილი) დაინიშნა. ეპარქიაში ჩასვლისთანავე ეპისკოპოსმა ნესტორმა გამოსცა ცირკულარი საეკლესიო სანთლის შესახებ, რომელთა გავრცელება თავიანთ ოლქებში მთავარხუცესებს დაევალათ: „ამით წინადადებას გაძლევთ თქვენ, რომ იმ სამღვდელო პირთ, რომელნიც წმიდა სანთელს არ ყიდულობენ თბილისის საეპარქიო სანთლის ქარხანაში, დაავალოთ, რათა მათ იყიდონ და შეიძინონ თავიანთი ეკლესიებისათვის წმიდა სანთელი ზემო აღნიშნული ქარხნისა. მიანდონ მათი გაყიდვა მოლარეს ან მედავითნეს, ან სამრევლო საბჭოს რომელიმე წევრს. წირვა-ლოცვისას, ქორწინებისას, ნათლობისას და წესის აგების დროს მორწმუნე მრევლი მიაჩვიონ თანდათანობით ხსეწებული სანთლის ყიდვას და ამით ეკლესიას კიდევ ერთი შემოსავალის წყარო ექნება. მაგრამ, იმავე
14-1 საპატრიარქოს უწყებანი N14 10-16აპრილი 2014წ გვ.18
წილკნის ეპარქია 1917-1984 წლებში „ამათი მიზანია, როგორმე ხელთ იგდონ ეს ვერცხლეული“ (გაგრძელება)
დროს, ოჯახში გაკეთებული სანთლის ეკლესიაში მოტანას ნუ დაუშლით, მხოლოდ განუმარტეთ მორწმუნე მრევლს, რომ მათი ცვილი თუ გაიყიდება და იმისი ფასით დამზადებულ სანთელს იყიდიან, ამით არ დაზარალდებიან, ხოლო ეკლესიას კი შემოსავალს მისცემენ და იხსნიან ნივთიერი სიღატაკისაგან“. 1930 წლის 29 აგვისტოს წილკნის კათედრაზე ეპისკოპოსი ალექსი (გერსამია) დაინიშნა. 1931 წლის 20 იანვარს სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო სინოდის მიმართ გაგზავნილ წერილში იგი შემდეგნაირად გადმოგვცემს წილკნის ეპარქიის მძიმე მდგომარეობას: „1930 წლის ბოლოს დაიხურა I ოლქი, რადგან არც ერთი მღვდელი აღარ არის ამ ოლქში. II ოლქში არის 5 მოქმედი ეკლესია და ამდენივე მღვდელი. III ოლქში არის 7 მოქმედი ეკლესია და ამდენივე მღვდელი, ხოლო IV ოლქში კი ერთი ეკლესია და ერთი მღვდელი. უკანასკნელი მოხსენებებით მთავარხუცესები მატყობინებენ, რომ ისეთი დიდი გადასახადები დაადეს მღვდლებს, რომ ერთიც ველარ დარჩება სამრევლოშიო. საეპარქიო მმართველობას შემოსავალი ჰქონდა 199 მანეთი, დახარჯულია 194 მანეთი". თეთრი სამღვდელოების დაშინებისა და მოსპობის შემდეგ, ბოლშევიკებმა განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანეს მონასტრებში დარჩენილი შავი სამლვდელოების წევრები, რომლებიც ასე თუ ისე ჯერ კიდევ მრავლადიყვნენ შემორჩენილნი წილკნის ეპარქიაში. იმ დროისათვის .კვლავ მოქმედებდა შიომღვიმის, ზედაზნის, ჯვრის მამათა და სამთავროს დედათა მონასტრები. მართალია, ისინი ისტორიულ და კულტურულ ძეგლებად იყვო გამოცხადებული, მაგრამ მათ მომვლელებად და მეთვალყურეებად ბერები რჩებოდნენ. კომუნისტებმა ამ მონასტრების გასანადგურებლად ამგვარ ხერხს მიმართეს. შექმნეს 3- 4 კაცისგან შემდგარი ყაჩაღური ჯგუფები, რომელთაც დავალებული ჰქონდათ, დრო ეხელთათ, დაერბიათ მონასტრები და დაეხოცათ იქ დარჩენილი ბერები. ეპისკოპოს ალექსის პირად ჩანაწერებში ჩვენ შევხვდებით მთელ რიგ საზარელ მკვლელობათა ფაქტებს, რომლებიც სწორედ აღნიშნულმა დაჯგუფებებმა ჩაიდინეს 1932-1933 წლებში. 1932 წლის ოქტომბერში წამებით მოკლეს ჯვრის მონასტრის მეთვალყურე, მღვდელ-მონაზონი ილარიონი (ოზაშვილი) 1932 წლის დეკემბერში შიომღვიმის მონასტრის სქემმღვდელ-მონაზონი მოსე (სუმბაძე), 1933 წლის 27 ოქტომბერს კი ძეგვის ყოვლადწმინდა სამების მონასტრის მღვდელ-მონაზონი რაფიელი (კურდოვი) გამოასალმეს სიცოცხლეს. ყველა ეს მკვლელობა სასტიკი მეთოდებით იყო ჩადენილი. მეტად მძიმე მდგომარეობა იყო წილკნის ეპარქიის III სამთავარხუცესო ოლქშიც. 1932 წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, წყლის კურთხევის დროს, პირდაპირ მდინარის პირას დააპატიმრეს და შუა აზიაში გადაასახლეს სოფელ სიონის ეკლესიის მღვდელი გიორგი მალანია, 1933 წელს ყალბი ბრალდებით დააპატიმრეს მისი ძმა, მთავარხუცესი დეკანოზი ბესარიონ მალანია და ისიც შუა აზიაში გადაასახლეს. ისინი ორივენი გადასახლებაში გარდაიცვალნენ. 1934 წელს ეპისკოპოსმა ალექსიმ III ოლქის მთავარხუცესად ფასანაურის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი შიო კაიშაური დანიშნა. აი, რას წერდა 1935 წლის 3 აპრილს დეკანოზი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს კალისტრატეს ფასანაურში შექმნილი მძიმე ვითარების გამო: „თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, სრულიად საქართველოს მამამთავარო, უწინარეს ყოვლისა, ვითხოვ თქვენი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევას და მუხლმოდრეკით გეამბორებით მარჯვენასა ზედა. მე ბოდიშს ვითხოვ თქვენი უწმიდესობის შეწუხებისათვის, მაგრამ
14-2 საპატრიარქოს უწყებანი N14 10-16აპრილი 2014წ გვ.19
წილკნის ეპარქია 1917-1984 წლებში „ამათი მიზანია, როგორმე ხელთ იგდონ ეს ვერცხლეული“ (გაგრძელება)
საქმის ვითარებამ მაიძულა მომემართნა პირადად თქვენთვის. თქვენს უწმიდესობას მოეხსენება, რომ ჩვენი არაგვის ხეობის ეკლესია-სამლოცველოები მთლიანად განადგურებულია ბოროტმზრახველთაგან და ამ მიზეზით იძულებული ვიყავი ფასანაურის ეკლესიის ვერცხლეული (ინვენტარი) მაინც როგორმე მიგვემალა სადმე და ასეც მოვიქეცით, რომელიც ეს მეორე წელიწადია დამალული გვაქვს. ამ სამი კვირის წინათ ადგილობრივი გეპეუს უფროსმა მოითხოვა ფასანაურის ეკლესიის ვერცხლეულის სიის ნახვა და მე კატეგორიულად უარი უთხარი იმ მიზეზით, რომ მთლად დამალული გვაქვს შიშის გამო-მეთქი და ბოლოს მომთხოვეს სია ვერცხლეულობისა, რომელიც მაშინვე ამოვწერე და გადავეცი. ახლა ამ აპრილის პირველს ადგილობრივი საბჭოს თავჯდომარის თანაშემწე და ვიღაც რაიონიდან ამოსული მოვიდნენ და მთხოვეს ეკლესიის გაღება და აღწერა და მე ისევ იმ მიზნით, რომ დამალული გვაქვს-მეთქი, არ ავაწერინე და უთხარი, რომ ეკლესიის საბჭოს და მოლარეს დაუკითხავად მე არ ძალმიძს-მეთქი. მოვიწვიე მოლარე და შიგადაშიგ რამდენიმე პირიც შეგროვდნენ და იმათი თანდასწრებით გავუღე ეკლესია. როცა იხილეს, რომ იქ ვერცხლეული ზეზე არ მოიპოვებოდა, იმათაც მთხოვეს ვერცხლეულის სია. მე მოვთხოვე ოფიციალური განკარგულება, თუ ვისი ბრძანებით თხოულობდნენ ეკლესიის ქონების სიას. თუმცა კი, როდესაც ეკლესიები რეგისტრაციაში იქნა გატარებული, ერთი პირი ამ სიისა რაიონში მოიპოვებოდა, მეორე კი ეკლესიაში. მეორე დღეს მითხრეს, რომ უნდა შევაფასოთ, თუ რა ღირებულებისა არის ვერცხლეულიო და ახლა არ ვიცი, ძალას იხმარენ, თუ არა. ამ ორი კვირის წინ ადგილობრივი საბჭოს პრეზიდიუმს დაუდგენია ზარის ჩამოხსნა და ფასანაურის ცენტრში დაკიდება საათის სამაგიეროდ, რაზედაც ადგილობრივი მკვიდრნიც ხელს აწერდნენ და რა გავიგე ეს, მაშინვე მე და მოლარე პარტკომის მდივანთან შევედით და აუხსენით, თუ აქვთ უფლება, დაუკითხავად საეკლესიო საბჭოსი ჩამოხსნან ზარი? პარტკომის მდივანმა თქვა, ყოვლად შეუძლებელია დაუკითხავად საეკლესიო საბჭოსი მისი ჩამოხსნაო და ჯერჯერობით ისევ თავის ადგილზე ჰკიდია ზარი და იქიდან დღეში სამჯერ რეკავენ ჩვენის ნებართვით. ახლა ვთხოვ, თქვენს უწმიდესობას რჩევა-დარიგებას, თუ როგორ მოვიქცეთ. ეკლესია თუ სახელმწიფოს ჩამოშორდა, მაშინ რაღა სუყველანაირად გვიშლიან ხელს? მე ყოველ კითხვაზე და მოთხოვნაზე ვპასუხობ ხოლმე, რომ ეგ ჩემს ქონებას არ შეადგენს, სამრევლოს შეეკითხეთ და როგორც ისურვებენ, მე წინააღმდეგობა არ ძალმიძს-მეთქი. ძალიან ცუდი თვალით მიცქერენ და რით დაბოლოვდება ჩემი საქმე, არ ვიცი. ამათი მიზანია, როგორმე ხელთ იგდონ ეს ვერცხლეული. ორჯერ გამიტეხეს ეკლესია, საიდანაც გაიტანეს პირველად ფულის ყუთი 130 მანეთით და მეორედ საუკეთესო ხალიჩა და ორი კილოგრამი წმიდა სანთელი. ახლა თქვენს განკარგულებას ველი. მე მინდოდა წილკნის ეპისკოპოსისათვის მიმემართნა შუამდგომლობის აღსაძვრელად, მაგრამ ნაგვიანები იქნებოდა, რადგან აქვე ფასანაურში არიან ის პირები და ამის გამო გავკადნიერდი თქვენი უწმიდესობის შეწუხებას“. ყოველმხრივ შევიწროებულ სასულიერო პირებს ურთულეს პირობებში უხდებოდათ მოღვაწეობა, რაც კარგად არის ასახული მაშინდელ პერიოდულ გამოცემებში. 1935 წლის ერთ-ერთ ნომერში გაზეთი „მებრძოლი ათეისტი“ წერდა: „ანტირელიგიურ მუშაობას დუშეთის რაიონში სათანადო ყურადღება არ ექცევა. მუკრაისაბჭო მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, რომელიც არავითარ მასობრივ მუშაობას არ აწარმოებს. არც განათლების განყოფილების და არც პროფსაბჭოს ყურადღება ამ საქმეს არ ექცევა, ხოლო საქართველოს მუკის ცენტრალური საბჭოს ცირკულარები უგზო-უკვლოდ იკარგება. ამავე დროს, რაიონის მშრომელ მოსახლეობაში რელიგიურ გრძნობებს ჯერ კიდევ ფათთო გასაქანი აქვს, ნათლობა, ხატობა და სხვა რელიგიური ცერემონიები ფართოდაა გავრცელებული, სადაც ზოგიერთი მასწავლებელიც კი აქტიურ მონაწილეობას იღებს, მაგალითად, კომუნისტური პარტიის წევრმა ირაკლი წიკლაურმა (მასწავლებელი, უმაღლესი განათლებით) მღვდლით მონათლა ბავშვი და მღვდლის სიტყვებს ის უცვლელად იმეორებდა: მღვდელი -– გწამს ერთი ღმერთი? წიკლაური მწამს ერთი ღმერთი. შევდგომივარ ქრისტეს, ვიწამებ მირონს, ვიჯმნი ეშმაკისაგან და სხვა. სოფელ ზემო აშშის რამოდენიმე კომუნისტური პარტიის წევრი, როდესაც ამავე სოფლის მასწავლებელს „ხატის ტყიდან“ შეშა მოჰქონდა, დაედევნენ და ნაცვლას იმისა, რომ მასწავლებლისათვის ხელი შეეწყოთ, მუქარა დაუწყეს იმის გამო, რომ მან „ხატის ტყიდან“ შეშის წამოღება გაბედა. ყოველივე ეს იმას გვეუბნება, რომ ანტირელიგიური მუშაობა დუშეთის რაიონში არა მარტო ჩამორჩენილ მშრომელ მოსახლეობაში უნდა იქნეს გაღრმავებული, არამედ კომკავშირელთა შორისაც.
14-3 საპატრიარქოს უწყებანი N14 10-16აპრილი 2014წ გვ.20
წილკნის ეპარქია 1917-1984 წლებში „ამათი მიზანია, როგორმე ხელთ იგდონ ეს ვერცხლეული“ (დასასრული)
დუშეთის რაიკომმა ამ მხრივ სათანადო ნაბიჯები გადადგა. მუკრაისაბჭოს ჩამოსაყალიბებლად გამოჰყოსსაინიციატივო ჯგუფი და მტკიცე დავალება მისცა, რათა ერთი თვის განმავლობაში ადგილებზე ჩამოაყალიბონ მუკუჯრედები, მოიწვიონ მუკრაისაბჭოს ჩამოსაყალიბებლად პლენუმი, ფართოდ გაავრცელონ გაზეთი „მებრძოლი ათეისტი“ და დღემდე მივიწყებული ანტირელიგიური მუშაობა გამოაცოცხლონ და სანიმუშოდ დააყენონ. დარწმუნებული ვართ, დუშეთის რაიკომის უშუალო მონაწილეობით ამ რაიონში ანტირელიგიური მუშაობა სათანადო სიმაღლეზე დადგება". 1938 წლის 7 თებერვალს თბილისში საავადმყოფოში ოპერაციის დროს გარდაიცვალა წილკნელი ეპისკოპოსი ალექსი. ამ დროისათვის წილკნის ეპარქიაში, კერძოდ მთიულეთში, სამი მოქმედი მლვდელიღა იყო დარჩენილი: დეკანოზი შიო კაიშაური, მღვდელი გრიგოლ ჩოხელი და მღვდელი იოანე ბექაური, ხოლო ხევში ერთი სოფელ კობის ეკლესიის მღვდელი მიხეილ ითონიშვილი. 1938 წლის 14 მარტის განკარგულებით, კათოლიკოს-პატრიარქემა კალისტრატემ წილკნის ეპარქიის III ოლქის სამღვდელოებას შორის შემდეგნაირად გადაანაწილა სოფლები. თეთრი არაგვის ხეობა დაუტოვა კაიშაურსა და ჩოხელს, პირველს წილად ხვდა 504 კომლი, მეორეს 712 კომლი, ასევე მათ დაევალათ ფასანაურის წმ. პეტრესა და პავლეს ეკლესიაში წირვა-ლოცვის შესრულება, ისე რომ, ხან ერთი ყოფილიყო მწირველი და ხან მეორე პირველის თანამწირველი. თუ რომელ კვირას რომელი წირავდა, ეს მთავარხუცეს დეკანოზ შიო კაიშაურს უნდა გაენაწილებინა. შავი არაგვის ხეობა კი -277 კომლით მთლიანად ჩაბარდა მღვდელ ბექაურს, რომელიც გუდამაყარში ცხოვრობდა და მისთვის ადვილი იყო ამ ხეობის მოვლა. ხელისუფლებაც თითქოს ამას უცდიდაო. ამ გადანაწილებიდან ცოტა ხანი არ იყო გასული, რომ ამავე წლის 12 აპრილს მღვდელი იოანე ბექაური დააპატიმრეს, ხოლო ერთ თვეში დეკანოზი შიო კაიშაური გამოამწყვდიეს ორთაჭალის ციხეში, სადაც განაჩენის გამოტანისთანავე დახვრიტეს კიდეც. ამ ამბავით შეშინებულმა და თავზარდაცემულმა მღვდელმა ჩოხელმაც თავი გაანება მლვდლობას და შეწყვიტა მსახურება, ხოლო 1939 წელს გარდაიცვალა მღვდელი მიხეილ ითონიშვილიც.
15 საპატრიარქოს უწყებანი N15 17-23 აპრილი 2014წ გვ.18
წილკნის ეპარქია 1917-1984 წლებში
VI ნაწილი
1939 წლის 19 მარტს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, არქიმანდრიტი ტარასი (კანდელაკი) ეპისკოპოსად აკურთხა და წილკნის ეპარქია ჩააბარა. მისი მმართველობის დასაწყისში წილკნის ეპარქიის ოთხივე ოლქი ოფიციალურად უკვე დახურულად ითვლებოდა, მხოლოდ ზოგიერთ სოფელში მღვდლები ჩუმჩუმად აგრძელებდნენ საეკლესიო წესების შესრულებას. 1939 წელს ეკლესია-მონასტრებისა და სასულიერო პირების დაბეგვრის არსებულ წესში შეიტანეს ცვლილება, რომელიც კიდევ უფრო ამძიმებდა მოქმედი ეკლესიების მდგომარეობას. 1941 წლის 18 აპრილს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე საქართველოს სსრ ფინანსთა კომისარს, კონდრატე ციმაკურიძეს წერდა: „წარმოვგზავნი რა ამასთან ერთად ტარასი ეპისკოპოსის განცხადების პირს, პატივისცემით გთხოვთ მის შეწყნარებას. ამას მოითხოვს შემდეგიც: სვეტიცხოველს ჩვენი ერის ცხოვრებაში და სხვა ერების შეგნებაში დიდი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, კათალიკოს-პატრიარქი გარეშე სვეტიცხოვლისა არ იკურთხება. ცხადია, თუ შვიდი-რვაასი თუმნის შეტანის შეუძლებლობის გამო, სვეტიცხოველი გადაიქცა არამოქმედ ტაძრად, ეს პირდაპირი ნაბიჯი იქნება ათეულ საუკუნებიან დაწესებულების კათოლიკოს-პატრიარქობის გაუქმებისათვის, რაც ერთის მხრივ, საბაბს მისცემს ჩვენს მტერ-მოყვარებს, ახმაურდნენ ახალგაზრდა რესპუბლიკის წინააღმდეგ, ხოლო მეორის არა სასიამოვნოდ დაურჩება ჩვენს ხალხს, მიუხედავად მისი შვილების რწმენის სხვაობისა, თუ ურწმუნოებისა. დიდმპყრობელურმა რუსეთის სინოდმა ასი წლის განმავლობაში მრავალფეროვანი ძალადობით ვერ დაგვავიწყა კათოლიკოს-პატრიარქის ფუნქციების შეწყვეტა, და ეხლა, როდესაც უამრავი ტანჯვა-ვაებისა და ბრძოლის შემდეგ ძლივს აღვიდგინეთ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალობა, ჩვენვე გავაუქმოთ იგი რესპუბლიკისათვის უმნიშვნელო თანხისათვის? ვფიქრობ, სანამ საბჭოთა კავშირში მოქმედებს დიდი სტალინის ბრწყინვალე კონსტიტუცია და არსებობს რწმენისა და კულტურის შესრულების თავისუფლება, საქართველოში უნდა დარჩეს მშობლიური ეკლესიის მიერ გამომუშავებული თავისებურებანი და, მათ შორის, კათოლიკოს-პატრიარქის სვეტიცხოველში კურთხევის წესი. ამისთვის, კვლავ გთხოვთ, სვეტიცხოველს, გამონაკლისის სახით, გადახდეს შენობისა და რენტის გამოსაღები 1000-1200 მანეთის რაოდენობით და ტარასი ეპისკოპოსსაც ჩამოეწეროს წარსული წლების გადასახადი
იმავე დღეებში უწმინდესი დ» უნეტარესი კალისტრატე საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, კანდიდ ჩარკვიანისადმი გაგზავნილ წერილში პირდაპირ აცხადებდა: „ფინანსთა სახკომის ინსპექტორის ასეთი შეუზღუდავი თავისუფლება ღებს ათასექვსასწლოვანს საქართველოს ეკლესიას, მღვდლები იძულებულნი იქნებიან, თავი გაანებონ სამსახურს... სანამ საბჭოთა კონსტიტუციიდან არ არის ამოშლილი 124-ე მუხლი, ნუ იქნება ხელოვნურად მიჩქმალული და ადმინისტრაციული წესით განადგურებული საქართველოს ეკლესია, მით აღგვილი პირისგან ქვეყნისა ქართველი ერის უძველესი კულტურის ცოცხალი ნაშთი“. 1941 წლის 4 მაისს განმეორებით წერილში უწმინდესი და უნეტარესი ჩარკვიანს წერდა: „გადასახადების გადაუხდელობის გამო დახურულ ეკლესიათა შორის არის მცხეთის სვეტიცხოვლის ეკლესია. გამოიძახეს მისი წინამძღვარი, ეპისკოპოსი ტარასი და უბრძანეს 48 საათის განმავლობაში ტაძრის დაცლა. უწმიდესი კალისტრატე მოითხოვდა: 1) ჩაითვალოს სვეტიცხოვლის კრებულის შრომა და ღვაწლი ტაძრის მოვლა-პატრონობისათვის მასზე შეწირული გადასახადის ანგარიშში; 2) დაუყოვნებლივ გახსნილ იქნას სვეტიცხოველი; 3) ჩამოეწეროს
15-1 საპატრიარქოს უწყებანი N15 17-23 აპრილი 2014წ გვ.19
წილკნის ეპარქია 1917-1984 წლებში (გაგრძელება)
ტაძრის წინამძღვარს გადასახადები ეპარქიის ასეთი მდგომარეობა 1943 წლამდე გაგრძელდა. ამ წელს სახელმწიფომ ეკლესიას მისცა უფლება, გაეხსნა დაკეტილი ტაძრები და ღვთისმსახურებს ოფიციალურად დართეს ნება, აღესრულებინათ წირვა-ლოცვა და საეკლესიო წესები მორწმუნეთათვის. იმჟამად მოქმედი ყველა ეპარქიის ეპისკოპოსს დაევალა, შეედგინათ სიები იმ სასულიერო პირთა შესახებ, რომელთაც გამოთქვეს სურვილი, გაეგრძელებინათ მღვდელმოქმედება და ეკლესიაში სამსახური. ამასთან დაკავშირებით, 1944 წლის 30 აგვისტოს, წილკნელი ეპისკოპოსი ტარასი წერილს უგზავნის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს: „მღვდლები, რომლებიც თქვენდამო გამოგზავნილ სიაში არ იყვნენ და ნამდვილად კი მსახურობენ, არიან შემდეგნი: მღვდელი ალექსანდრე წიკლაური, რომელიც მსახურობს და არ შეუწყვეტია მას სამსახური, არის ერწოში, თავის სოფელში, მელიასხევში და ეკლესია ჰქონდა სოფელ საყდრიონში. ეხლა აქვს თუ არა წირვა-ლოცვა, არ ვიცი ზუსტად. სადაც კი მისწვდება ერწოში, ყველგან ის ასრულებს წესებს. რადგან თქვენ არ გცოდნიათ ამ მღვდლის ყოცნა იქ, მაშასადამე, არც მირონი ექნება თქვენგან წაღებული. მე რაც მცხეთაში ვმსახურობ 7 წელია და, მათ შორის, ექვსი წელია -- წილკნის ეპისკოპოსად და არც ჩემთან გამოცხადებულა არც მირონისათვის და არც არაფრისათვის. საინტერესოა, რით ნათლავს ბავშვებს? ასევე მსახურობს მღვდელ-მონაზონი დანიელი, ესეც ერწოში, ოღონდ არ ვიცი, რომელ სოფელში. მღვდელმა წიკლაურმა იცის მისი მისამართი. შარშან იყო ჩემთან, მანდატს თუ ადგილს თხოულობდა, მე თქვენთან გამოვგზავნე და რა ვიცი, იყო თუ არა. შემდეგია მღვდელი ნიკოლოზ ჟიჟიაშვილი, რომელიც უკურთხებია მღვდლად კათოლიკოს-პატრიარქს ლეონიდეს (ოქროპირიძე). მედავითნეობა უსწავლია ფერისცვალების მამათა მონასტერში, მსახურობდა მედავითნედ - ჯერ კობში, შემდეგ კი თავის სოფელში ხორხში და ამავე სოფლის წმ. გიორგის ეკლესიის სახელზედ კურთხეულია 1920 წელს, სადაც დღემდე მსახურობდა. არის 67 წლის. კიდევ ერთი ხევსური მღვდელი - იოსებ ოჩიაური მსახურობს ხევსურეთში, დუშეთის რაიონის სოფლებში: ბარისახოში და ახიელში. ეს მღვდელი გავიცანი კავკავში. იქ ჩამოიყვანა თავისი ორი შვილი, ქალი და ვაჟი და სასწავლებელში მისცა. აქედან ვკითხულობ მას და მითხრეს, ისევ მსახურობსო. ამბობენ, კიდევ არიან ხევსურეთში მღვდლებიო, ოღონდ სად და ვინ არიან, არ ვიცი ნამდვილად. მღვდელ იოსებისათვის არ გამიგზავნია მიწერილობა, რადგან მისამართი დაკარგული მქონდა, ეხლა ვიპოვნე და იმასაც უგზავნი. ჯერ არავისგან პასუხი არ არის მოსული. ყველას დაზღვეული წერილები გაუგზავნე და ჯერ მარტო იღუმენი არჩილ თარაშვილი მოვიდა ჩემთან. ამასთან, მოგართმევთ თქვენს ლექსიკონს, როგორც გადავავლე თვალი საჩქაროდ. ეს მარტო ქიზიყელებს არ ეკუთვნით, არამედ მთელ საქართველოს“. ამათ გარდა, 1945 წელს წილკნის ეპარქიაში შემდეგმა სასულიერო პირებმა გამოთქვეს მსახურების სურვილი: 1) არქიმანდრიტი ისე სუხიშვილი (შიომღვიმე) 2) იღუმენი არჩილი თარაშვილი (საგურამო) ვ) მღვდელ-მონაზონი პართენი აფციაური (სვეტიცხოველი) 4) დეკანოზი ლევან ზაქარიაშვილი (წილკანი) 5) მღვდელი დავით ლიკოკელი (ბარისახო) 6) მღვდელი ნიკოლოზ ჟიჟიაშვილი (ქვემო ხორხი) 7) მღვდელი მიხეილ ქისტაური (კუდო, მაღარო) 1944 წლის 20 სექტემბერს წილკნის საკათედრო ტაძრის შესახებ ეპისკოპოსი ტარასი უწმინდეს კალისტრატეს წერდა: „გუშინ დეკანოზი ლევან ზაქარიაშვილი იყო ჩემთან. იმ დროს მოვიდა, როდესაც კვეთაზედ ვიდექი და გადმომცა თქვენი პაკეტი. არც დრო იყო და თითონაც ჩქარობდა, რომ მეკითხა რამე და გზაზედ იდგნენ თავის ცოლით. გზა დაულოცე და წავიდნენ. ვთხოვე, მალე მომწეროს დაწვრილებით, როგორ გარემოებაშია ეკლესია და როგორ მიგიღებენ. ხვალ ტაძრის დღეობა აქვს და მგონი ხალხი გახარებულები დაესწრებიან. დიდი ხანია ნატრობდნენ ეკლესიის გახსნას. რასაკვირველია, წირვა არ ექნება, მაგრამ პარაკლისები და ნათლობები კი იქნება“. მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან დათმობისა და ტერორის შემცირებისა, სამლვდელოების მდგომარეობა მაინც მძიმე რჩებოდა. ხელისუფლებამ გადასახადების გაზრდით გადაწყვიტა, ახალი დარტყმა მიეყენებინა გადარჩენილი სამლვდელოებისთვის. გადასახადები იმდენად დიდი იყო, რომ მღვდლები იძულებული ხდებოდნენ, უარი ეთქვათ მსახურებაზე და საერო სამსახურში ჩამდგარიყვნენ. 1949 წლის 4 მაისს მღვდელი ნიკოლოზ ჟიჟიაშვილი წერილს სწერს კათოლიკოს-პატრიარქს კალისტრატეს: „ყოვლადსამღვდელო ეპისკოპოს ტარასის მიერ მოცემული მანდატით მე ვასრულებდი მღვდელმომქმედებას მორწმუნეთათვის ჟინვალის, ანანურის და ფასანაურის რაიონებში. შემოსავალი მცირე მქონდა და ვყიდდი
15-2 საპატრიარქოს უწყებანი N15 17-23 აპრილი 2014წ გვ.20
წილკნის ეპარქია 1917-1984 წლებში (დასასრული)
ნივთებს ოჯახიდან, შემოწერილი გადასახადების დასაფარავად. თუ რაიმე გამაჩნდა, ყველაფერი გავყიდე. უკანასკნელად შემანერეს 10 000 მანეთი. მე ამ თანხის გადახდა არ შემიძლია. ამიტომ ვთხოვ თქვენს უწმიდესობას თავისუფალი გამხადოს მღვდლობის მოვალეობისაგან. მე ისედაც თავი გავანებე მღვდელმოქმედებას 1949 წლის იანვარში.“ 1951 წლის 12 დეკემბერს გარდაიცვალა წილკნელი ეპისკოპოსი ტარასი (კანდელაკი). 1954 წლის 2 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ IIIმ (ფხალაძე) სვეტიცხოვლის არქიმანდრიტი გობრონი (წკრიალაშვილი) აკურთხა წილკნის ეპისკოპოსად, მაგრამ ახალგაზრდა ეპისკოპოსი ამავე წლის 21 თებერვალს გარდაიცვალა. მიუხედავად მთავრობის მხრიდან დიდი წინააღმდეგობისა, ორივე მღვდელმთავარი სვეტიცხოვლის საპატრიარქო ეზოში, მეუფე პავლეს გვერდით დაიკრძალა. 1955 წლის 1 იანვარს რელიგიის რწმუნებულთა აპარატში გაგზავნილ სამღვდელო სიაში, წილკნის ეპარქიის გრაფაში წერია: სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი -არქიმანდრიტი გიორგი (დადიანი), იღუმენი პართენი (აფციაური). ზედ მიწერილნი მღვდელ-მონაზონი დავითი (ჩიტიშვილი, შიომღვიმე, ძეგვი), მღვდელი მიხეილ ქისტაური (კუდო, მაღარო), ოლღას სავანე მღვდელი სტეფანე ბორისოვი, რომელთაც ამავე წლის 26 ოქტომბერს მღვდელი მიხეილ მთიბელაშვილი (ჩარგალი) მიემატათ. 1960 წლის სიაში კი -- მხოლოდ იღუმენი პართენიღაა მოხსენიებული. 1954-1972 წლებში წილკნის ეპარქიას თავისი მმართველი მღვდელმთავარი აღარ ჰყოლია. 1972- 1978 წლებში ეპარქიას მართავდა მიტროპოლიტი გაიოზი (კერატიშვილი), რომელიც ძირითადად მცხეთაში იმყოფებოდა და სვეტიცხოვლის ტაძარში ასრულებდა ღვთისმსახურებას, რადგან ეპარქიაში არც ერთი ტაძარი აღარ მოქმედებდა. ასევე გაგრძელდა 1978-1980 წლებშიც, როდესაც ეპარქიას სათავეში ედგა მთავარეპისკოპოსი თადეოზი (იორამიშვილი) და 1980-1982 წლებში -– მიტროპოლიც გიორგის (ღონღაძე) მმართველობის დროს.
16 საპატრიარქოს უწყებანი N16 24-30აპრილი 2014წ გვ.20
მთავარეპისკოპოსი იოსები (ქობულაშვილი) 1670-1750 (დასასრული)
დასაწყისი იხ: საპატრიარქოს უწყებანი N17 1-6მაისი 2014წ გვ.18
- სა. ამის შემდეგ მეუფე იოსები მოსკოვის წმ. პაფნუტის სახელობის მონასტერში ცხოვრობდა. სამწუხაროდ, წმინდა სინოდმა დაივიწყა მისი დამსახურებები და პენსიაც კი არ დაუნიშნა, რის გამოც იგი ძლიერ ხელმოკლედ ცხოვრობდა. რაც შეეხება სტამბის ისტორიას: მოსკოვში ადგილის უქონლობის გამო, სტამბა დროებით გადაიტანეს ბაქარის სასახლეში, დაბა ვსეხსვიატსკოეში. სტამბის ოსტატები იყვნენ: იღუმენი ქრისტეფორე (გურამიშვილი), მღვდელი ფილიპე ქობულაშვილი და მღვდელი დავით ხისაშვილი, ზედამხედველად -– ვახტანგ VI-ის ყოფილი მდივანმწიგნობარი მელქისედეკ კავკასიძე. „ბიბლიის“ ბეჭდვაში მონაწილეობას იღებდნენ ბაქარ და ვახუშტი ბატონიშვილებიც. იოსებ სამებელმა ქართული ტექსტი შეუდარა ებრაულ, სირიულ, ბერძნულ და სლავურ ტექსტებს, რასაც საკმაო დრო დასჭირდა. 1742 წლის დამლევს იგი უკვე მზად იყო. მისი დაბეჭდვა ნელ-ნელა დაიწყო და 1743 წლის 1 მაისს გასრულდა. ცნობილია, რომ ამ სტამბაში კიდევ მრავალი საეკლესიო წიგნი დაიბეჭდა. 1744 წლის 28 მაისს დაიბეჭდა იოანე დამასკელის „გარდმოცემა უცილობელი მართლმადიდებლისა სარწმუნოებისა“, ასევე არსენ იყალთოელის თარგმანი „მიუწვდომელობისათვის ღვთისა“. 1744 წელს მეუფე იოსები დაუახლოვდა რუსეთში მყოფ კიდევ ერთ ქართველ სასულიერი პირს, მანგლისის ყოფილ ეპისკოპოს იოანეს (სააკაძე), რომელიც ჩრდილოკავკასიაში მოღვაწეობდა. მათი დიდი მეცადინეობით ჩრდილოკავკასიაში დაფუძნდა მისია კავკასიაში ქრისტიანობის აღსადგენად. მათ შეადგინეს პროექტი, რომელიც 1746 წელს წმინდა სინოდმა მოიწონა და დაამტკიცა. ასე დაარსდა ოსეთის სასულიერო კომისია. მისის ხელმძღვანელი გახლდათ მეუფე იოანე. ამ მისიაში სხვა ქართველი სასულიერო პირებიც შედიოდნენ, რომელთაც წმინდა სინოდისაგან ჯამაგირი ჰქონდათ დანიშნული. 1749 წელს უკვე საკმაოდ მოხუცმა იოსებმა საქართველოში დაბრენება გადაწყვიტა. მან ამავე წლის ივნისში თხოვნით მიმართა სინოდს, მიეცათ პასპორტი და უფლება სამშობლოში წასასვლელად. 1749 წლის 3 დეკემბერს იმპერატორმა ელისაბედ პეტრეს ასულმა მას ნება დართო, ყიზლარში, ჯვართამაღლების სახელობის მონასტერში ეცხოვრა. 1750 წლის 3 ივლისს იგი ჩრიდლო კავკასიისკენ გაემგზავრა. გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე მთავარეპისკოპოსმა იოსებმა აკურთხა მოსკოვის წმ. გიორგის სახელობის ქართული ეკლესია, რომელიც ბატონიშვილმა გიორგი ვახტანგის ძემ ააშენა ქართველების დახმარებით. მთავარეპისკოპოს იოსებს თან ახლდნენ თავისი ბიძაშვილები -- არქიმანდრიტი ექვთიმე და მესტამბე მღვდელი ფილიპე, ასევე -– იღუმენია თინათინი (მოსკოვში არსებული ნოვინის დედათა მონასტრის წინამძღვარი) და ძმისწული ავთანდილი. სამწუხაროდ, მეუფე იოსებმა სამშობლოში ვერ ჩამოაღწია. 1750 წლის 1 სექტემბერს, გზაში, ქ. სარატოვში მოულოდნელად გარდაიცვალა. თანახმად მისი ანდერძისა, მეუფის ცხედარი ასტრახანში გადაასვენეს და 28 სექტემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. წესი აუგო და წირვა შეასრულა ასტრახანის ეპისკოპოსმა ილარიონმა. მისი ქონება, მოსკოვიდან წამოღებული სტამბა და სახარება, შესწირეს დავით გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერს, ერთი ვერცხლის საცეცხლური ალავერდის ტაძარს, პირადი წიგნები კი თავისი დას, იღუმენია თინათინს დაუტოვა.
17 საპატრიარქოს უწყებანი N17 1-6მაისი 2014წ გვ.18
მთავარეპისკოპოსი იოსები (ქობულაშვილი) 1670-1750
მთავარეპისკოპოსი იოსები 1670 წელს კახეთში, თავადის ოჯახში დაიბადა. მისი დაბადების თარიღი ირკვევა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული სამღვდელმთავრო კონდაკიდან, რომელიც მეუფე იოსებს 1738 წელს გადაუწერია. კონდაკს თან ერთვის მისი ანდერძი: „იესუ ქრისტე, ადიდე... სამებელყოფილი იოსებ კახი, ქვაბულისძის ძე, თამაზის ძე, რომელმან აღვწერე წიგნი ესე პეტერბურხს... წელი გარდმევლო ორმოცდათვრამეტი. ქრისტეს აქეთ წელი გასრულ იყნეს 1738 წელი“. შთამომავლობით მეუფე ცნობილ თავადურ გვარს, ქობულაშვილებს ეკუთვნოდა. მამა მისი თამაზ სვიმონის ძე -– გავლენიანი კაცი იყო კახეთის სამეფო კარზე, მას კახთ მდივანმწიგნობართუხუცესის თანამდებობა ეკავა. ზუსტად არაა ცნობილი, თუ რომელ მონასტერში მიიღო მან სასულიერო და საერო განათლება; მღვდელი ილარიონ ჯაში თავის სტატიაში აღნიშნავს, რომ იოსები გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერში აღიზარდა. 1696 წელს, ქართლის მეფის ერეკლე I-ისა და კათოლიკოს იოანე X-ის (დიასამიძე) თაოსნობით, აღმოსავლეთ საქართველოში ჩატარდა საეკლესიო კრება. კრებაზე იმსჯელეს გარეჯის მონასტრებისა და სავანეების მძიმე მდგომარეობაზე და გამოირჩიეს მონასტრის წინამძღვრები. სავარაუდოა, რომ ამ კრებაზე უნდა მომხდარიყო იოსების დადგინებაც შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრად. 1704 წელს ქართლის ჯანიშინმა ვახტანგ ლევანის ძემ (შემდგომში –– ვახტანგ VI) კათოლიკოსად დაადგინა თავისი ძმა დომენტი, რომელიც მთელი ძალით შეუდგა საეკლესიო ცხოვრების განახლებას ქვეყანაში. ეპარქიებში საჭირო იყო ენერგიული და განათლებული სასულიერი პირების მღვდელმთავრად დადგინება, 1705 წელს კათოლიკოსმა დომენტიმ შიომღვიმიდან გამოიხმო არქიმანდრიტი იოსები და სამებელ (კაწარელ) ეპისკოპოსად დაასხა ხელი. მეუფე იოსები თითქმის 15 წელი მოღვაწეობდა ამ ეპარქიაში. დიდი ძალისხმევისა და შრომის შედეგად მან კულტურულ-სამეცნიერო კერად აქცია იქაურობა. იგი მზრუნველობდა და ყოველნაირად ეხმარებოდა ქრისტიანობის განმტკიცებას თავის სამწყსოში. დიდი ყურადღებას უთმობდა იგი დანგრეული ეკლესია-მონასტრების აღდგენა-რესტავრაციას. განაახლა უჯარმის, ბოჭორმისა და ხაშმის მონასტრები. 1723-1724 წლებში, ახლო აღმოსავლეთში დატრიალებული მოვლენების შედეგად, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვითარება ძლიერ შეიცვალა. რუსეთის იმპერატორ პეტრე I-ისგან მოტყუებული ქართლის მეფე ვახტანგი 1724 წელს იძულებული გახდა დიდი ამალით საქართველოს გასცლოდა და რუსეთში გადახვეწილიყო. ქართლის სამეფო ოსმალებმა ჩაიგდეს ხელში. ამით ისარგებლეს ლეკებმაც და მოუმატეს თარეშს ქართლსა და კახეთში. მოიშალა ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული განვითარება. დაინგრა, გაიძარცვა და განადგურდა მრავალი სოფელი, ეკლესია- მონასტრები, გაპარტახდა ეპარქიები. გამონაკლისი არც სამების სამწყსო გახლდათ. მეუფე იოსები თავადაც ძლივს გადაურჩა ლეკთა თავდასხმას. 1723 წლის ბოლოს კათოლიკოსმა დომენტიმ მეუფე იოსები წილკნის ეპარქიაში გადაიყვანა. ისტორიული წყაროების მიხედვით, იგი ამ ეპარქიას 1730 წლამდე განაგებდა, რაც ერთობ საეჭვოა, რადგანაც თ. ჟორდანიას „ქრონიკების“ II ტომში ჩვენ ვკითხულობთ: ამ: ქორონიკონს: უიგ: (1725 წელი) ლაზარობას: ბატონიშვილმა: კათოლიკოზმა: დომენტიმ: მცხეთას: მუხრანის: ბატონის: ყმა: წილკნის: ეფისკოპოზი: „რაგვარადაც ძველთაგან: ყოფილიყო: ისრე: ახლა: მლიტრითა: და: ბისონითა: აკურთხა: გაბრიელ: უკუნითი: უკუნისამდე: მოუშლე- “ ლად: ესეცა: და: ამას უკან: რაც: დარჩება: ისიცა: ყველა: ასე: უნდა: ეკურთხოს: და, “" წიგნიც: ასე, უბოძა: მუხრანის: ბატონიშვილიმამუკა: იქ: ახლდა: სავარაუდოდ, მეუფე იოსები წილკნის კათედრას 1725 წლის მერე §განაგებდა. 1730 წელს მეუფე იოსები იძულებულია ' წილკნის ეპარქიაც დატოვოს. იგი 33 კაციანი “ ამალით დარიალის ხეობით რუსეთში მიემგ- _ ზავრება. ჩრდილო კავკასიაში მეუფის ამალას “ თავს დაესხნენ ლეკები, გაძარცვეს და დაატყვევეს მრავალი, მოკლეს მისი ძმისწული -– “ კონდრატე. თავად მეუფე ტყვედ დაიტოვეს. საშინლად ნაწამები მღვდელმთავარი 17 დღის
17-1 საპატრიარქოს უწყებანი N17 1-6მაისი 2014წ გვ.19
მთავარეპისკოპოსი იოსები (ქობულაშვილი) 1670-1750 (გაგრძელება)
განმავლობაში ჯაჭვებით ჰყავდათ დაბმული. რუსეთში მყოფი ქართველების დახმარებით მეუფე იოსები ტყვეობიდან გათავისუფლდა. იგი მივიდა ჯვრის მონასტერში, სადაც თავისი ძმისწული დაასაფლავა და იქიდან 1732 წელს მოსკოვში ჩავიდა, სადაც დიდი პატივით მიიღო ვახტანგ VI-მ. ვახტანგ VI-ის შუამდგომლობით წმინდა სინოდმა მას ჯამაგირი დაუნიშნა. 1733 წლის 12 სექტემბერს მიტროპოლიტ რომანოზთან (ერისთავი) ერთად განამწესეს მეფის ასულ ეკატერინეს, მეკლენბურგის ჰერცოგინიას პირად სამსახურში. მათ უნდა ემსახურათ სანკტ-პეტერბურგის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის მონასტერში, სადაც იმავე წლის 21 ოქტომბერს ჩავიდნენ და დაენიშნათ 1000 მანეთი ჯამაგირი. 1734 წლის 15 მარტს ისინი ოფიციალურად ჩაირიცხნენ შტატის სამსახურში. 1734 წლის 15 მაისს მეუფე იოსები ნოვგორიდის ეპარქიაში გადაიყვანეს და მიტროპოლიტ თეოფანეს (პროკოპოვიჩი) თანაშემწედ დანიშნეს. მას ჩააბარეს კარელიისა და ლადოგის საქორეპისკოპოსო კათედრა და პირველი ხარისხის იურევის, ანუ წმინდა გიორგის სახელობის მამატა მონასტრის წინამძღვრობაც. ეპარქიაში გამგზავრებამდე, მიტროპოლიტ თეოფანეს წინადადებით, წმინდა სინოდმა მას მიანიჭა განსაკუთრებული უფლებები, თუმცა გარკვეული შეზღუთვებით. როგორც ჩანს, შემდგომში მიტროპოლიტ თეოფანეს მოეწონა მეუფე იოსების მუშაობა და 1736 წელს იგი სრული უფლებებით აღჭურა. იოსები ძლიერ დაეხმარა მეუფე თეოფანეს ეპარქიის მართვაში, რადგან იგი ნაკლებად იცნობდა იმ პრობლემებს, რომლებიც მის დიდ ეპარქიაში არსებობდა. 1736 წლის 8 სექტემბერს გარდაიცვალა მიტროპოლიტი თეოფანე და ნოვგოროდის ეპარქიის მართვა დროებით მეუფე იოსები დაევალა. მეუფის მმართველობის პერიოდში, 1736-1737 წლებში, ნოვგოროდის ეპარქიაში მოხდა ორი გახმაურებული ამბავი. პირველი საქმე ეხებოდა კექსგოლმის გარნიზონის ჯარისკაცთა მხრიდან ჩადენილ ღვთისგმობის ფაქტს, რომელიც დედაქალაქში, საიდუმლო საქმეთა განყოფილების მიერ იქნა გამოძიებული და რვა ადამიანის დასჯით დასრულდა; ეს 1736 წელს მოხდა. მეორე საქმე კი 1737 წლის 21 იანვარს აღიძრა ერთ-ერთი ოფიცრის წინააღმდეგ, რომელმაც ღვთისმშობელი შეურაცხყო. 1737 წლის 16 ნოემბერს მღვდელმთავარმა თხოვნით მიმართა წმინდა სინოდს, რომ რადგან წელიწადზე მეტს განაგებდა ეპარქიას, მისთვის ხელფასი უნდა გაეზარდათ ხაზინიდან და, ამასთანავე, ნება დაერთოთ მოსკოვში გადასვლისათვის, „ქართული წიგნების დასაბეჭდად“. მაგრამ ამ თხოვნაზე მას უარი უთხრეს, რადგან მას თავის წერილში მოსკოვში გადასვლასთან დაკავშირებით არაფერი ჰქონდა აღნიშნული. მას არც იმპერატორი ანა ივანეს ასულისადმი მიწერილმა პირადმა წერილმა უშველა. ნოვგოროდში მსახურების პერიოდში მეუფემ ქართული სტამბის დაარსებაზე ფიქრი დაიწყო. ამ საქმეში მას გვერდით ედგა თავისი ძმისშვილი, მღვდელი ფილიპე და მღვდელ-მონაზონი ქრისტეფორე (გურამიშვილი, დავით გურამიშვილის ძმა). ამავე პერიოდში მოსკოვში მყოფმა ბაქარმაც გადაწყვიტა სტამბის _ დაარსება, თუმცა ამ საქმეს თანხის "4 უქონლობა აბრკოლებდა. მოსკოვში მანამდე არსებული დარეჯან ბატონიშვილის სტამბა პატარა იყო, ამიტომ ქართ1 ველთა კოლონიის მესვეურნი ბევრს იღვწოდნენ ახალი სტამბის დაარსებისათვის. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია თანაგრძნობით შეხვდა ამ იდეას. მეუფე იოსებმა თავისი პირადი ხარჯებით შეიძინა პატარა სტამბა, ტექნიკურად გააუმჯობესა და 1736 წლის 10 დეკემბერს წინადადებით მიმართა პეტერბურგის აკადემიას, სტამბაში ქართული შრიფტისა და სტამბისათვის სხვა საჭირო ინვენტარის დამზადების საშუალება მისცემოდათ. 1736 წლის 15 დეკემბერს აკადემიამ საგამომცემლო საქმის მაშინდელ სპეციალისტებს ქართული სტამბის მოწყობილობისა და შრიფტის დამზადება დაავალა. 1737 წლის მაისში უკვე მზად იყო ქართული სტამბის მოწყობილობა. სტამბის ზედამხედველობა მღვდელ-მონაზონ ქრისტეფორეს ჩააბარეს. ამის შესახებ მეუფე იოსები შემდეგს გვაუწყებს: „კახეთის მწიგნობართუხუცესის ქვაბულის ძის რამაზის ძემან იოსებ, ვიღვაწე და მოვიყვანე საფასითა ჩემითა სტამბა ესე, ფრიადითა შრომითა და თანა შემწეობითა გურამიშვილის ქრისტეფორესითა“. ამ სტამბაში პირველი წიგნი 1737 წლის 22 დეკემბერს დაიბეჭდა და ეს გახლდათ „დავითნი“. ამ წიგნის გამმართველებად მამა ქრისტეფორე და მღვდელი გიორგი დავითაშვილია დასახელებული. 1739-1740 წლებში მოსკოვში ბაქარის თაოსნობით შედგა ქართველ სასულიერო პირთა კრება, სადაც იმსჯელეს ქართული წიგნების ბეჭდვის საკითხებზე. ბაქარმა სამღვდელო პირებს დასაბეჭდად განზრახული წიგნების რედაქტირება შესთავაზა, ხოლო საგამომცემლო საქმიანობას სათავეში მთავარეპისკოპოსი იოსებ სამებელი უნდა ჩადგომოდა. მან ამის შესახებ წმინდა სინოდს აცნობა და კიდევ ერთხელ ითხოვა მისი მოსკოვში გადმოყვანა. 1740 წლის 9 ოქტომბერს ნოვგოროდის ეპარქიაში ახალი მღვდელმთავარი ამბროსი დაინიშნა, რის შემდეგაც მეუფე იოსები მაშინვე მოსკოვისკენ გაეშურა. 1740 წლის 16 ოქტომბერს იგი ჩავიდა მოსკოვში და ზნამენსკის მონასტრის არქიმანდრიტის შტატში განამწესეს; აქ მას ხელფასად 1000 მანეთი დაენიშნა. 1741 წლის 9 იანვარს იგი ამ მონასტრის წინამძლვრად დაადგინეს, თუმცა ამავე წლის 7 სექტემბერს წინამძღვრის მოვალეობიდან გაურკვეველი მიზეზების გამო გაათავისუფლეს. ცნობილია ერთი რამ: მონასტრის საქმეებს იგი ხელს ქართულად აწერდა და შეიძლება ესეც გახდა მიზეზი მისი გადაყენები-
18 საპატრიარქოს უწყებანი N18 7-13მაისი 2014წ გვ.19
არქიმანდრიტი ბენიამენი/ბესარიონ (ახვლედიანი) 1823-1905
არქიმანდრიტი ბენიამენი -–- ერისკაცობაში ბესარიონ გრიგოლის ძე ახვლედიანი -–– ლეჩხუმის მაზრიდან იყო, იგი 1823 წელს აზნაურის ოჯახში დაიბადა. წარჩინებით დაამთავრა სამეგრელოს ოთხკლასიანი სასულიერო სასწავლებელი. გალობა და საეკლესიო ტიპიკონი მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ისწავლა. 1850 წელს ახალგაზრდა ბესარიონი ლეჩხუმში, ნამარნევის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის , მონასტრის მორჩილად განამწესეს. 1852 წლის 1 ივნისს მორჩილი ბესარიონი ბერად აღკვეცასთან დაკავშირებით თხოვნით მიმარ- თავს სამეგრელოს ეპისკოპოს ზაქარიას (დგებუაძე): „სიყრმიდგანვე ჩემისა მსურველი შესვლად შავს წოდებასაშინა, აღვიზარდე რა საღმრთოის წერილის კითხვასა შინა, წალენჯიხასა შინა მყოფს წინამძღვართან, შემდგომ მინგრელიის სასულიერო სასწავლებელსა შინა შევასრულე დადებული მას შინა კურსი. და შესრულებისთანავე მისისა, მეყსეულად, მე, დაფუძნებული ესეთსავე მსურველობას ზედა, შევედი ნება დართვითა თქვენისა ყოვლადუსამღვდელოესობისათა ნამარნევის მონასტერსა შინა მორჩილად და შემდგომ მისა განვატარებ მას შინა მორჩილებასა აგერ მეოთხესა წელსა. და აწ, თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, რადგან ვხედავ თავსა თვისსა სრულწლიანად და განწვრთნილად მონაზონებითსა ცხოვრებასა შინა, ამისთვის მსურს, შევიმოსო სახე მონაზონებისა და შეუდგე ქრისტესა მეუფესა დიდებისასა, უკეთუ კეთილ ინებებს თქვენი ყოვლადუსამღვდელოესობა გამოთხოვასა, საიდანაც ჯერ არს ბერად აღკვეცისათვის ჩემისა და კურთხევისათვის იერო-დიაკონად, ამავე მონასტერში, რომელშიაც არავინ სჩანს იერო-დიაკონობის თანამდებობისა აღმასრულებელი და დაცლილიცა არს ეხლა ადგილი იგი საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ, ასაკის გამო, მორჩილ ბესარიონის თხოვნა არ დააკმაყოფილა, რადგან იგი ჯერ 30 წლისა არ გახლდათ. ერთი წლის შემდეგ, 1853 წლის 8 ივნისს, ამჯერად უკვე არქიმანდრიტი ტარასი (ელიავა) მიმართავს ეპისკოპოს ზაქარიას (დგებუაძე): „ამა წლის 20 მაისს ჩემთან შემოვიდა თხოვნა ნამარნევის უდაბნოს წინამძღვრის ბენედიქტესგან, რათა რწმუნებული მისდა მონასტრის მორჩილი ბესარიონ ახვლედიანი იქნეს აღკვეცილ და ხელდასხმულ დიაკვნად, რადგან ორი წელიწადია დიაკვნის ადგილი დაცლილია. საქმეებში აღმოჩნდა, რომ 1852 წლის 9 ივნისს განსვენებულ ეპისკოპოს ანტონს წარუდგენია თხოვნა ეგზარქოსთან მორჩილ ბესარიონის
18-1 საპატრიარქოს უწყებანი N18 7-13მაისი 2014წ გვ.20
არქიმანდრიტი ბენიამენი/ბესარიონ (ახვლედიანი) 1823-1905 (დასასრული)
აღკვეცაზე. მაგრამ კანტორამ წლოვანების გამო დაიწუნა მისი კანდიდატურა. აწ უკვე, მორჩილი ბესარიონი, შობიდგან არის 30 წლის, სასულიერო წოდების, სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში უსწავლია, შემდეგ ხუთი წელიწადი იმყოფება მონასტერში. ცხოვრობს უბიწოდ, კარგი ყოფაქცევით. იგი ღირსია ბერად აღკვეცისა და დიაკვნად ხელდასხმისა“. 1853 წლის 6 ოქტომბერს ეპისკოპოსმა ზაქარიამ მორჩილი ბესარიონი ბერად აღკვეცა და სახელად ბენიამენი ეწოდა (აქვე უნდა ალინიშნოს, რომ საეკლესიო საბუთებში მამა ბენიამენი ყველგან ბესარიონის სახელით მოიხსენიება, | მსგავსი რამ სხვა სასულიერო პირების შემთხვევაშიც გვხვდება იმ პერიოდში -- ავტორი). 1853 წლის 11 ნოემბერს მეუფე ზაქარიამ იგი დიაკვნად აკურთხა და სამეგრელოს ეპარქიის კანცელარიის მდივნად დანიშნა. 1859 წლის 9 აგვისტოს ბერ-დიაკვან ბენიამენს მლვდლად დაასხეს ხელი და (ცვაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის წინამძღვრის დროებით შემსრულებლად დაინიშნა. ამავე წელს რუსეთ-თურქეთის (1853-1856) ომის სამახსოვრო ბრინჯაოს ჯვრით დაჯილდოვდა. 1861 წლის 14 დეკემბერს საგვერდული უბოძეს. 1864 წლის 24 იანვარს წმინდა სინოდმა მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1865 წლის 24 სექტემბერს ცაგერის მონასტრის წინამძღვრად დაამტკიცეს. 1866 წლის 28 იანვარს იღუმენის წოდება მიენიჭა. 1869 წლის აღდგომას სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1872 წლის 28 იანვარს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1879 წლის აღდგომას არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1880 წლის 8 აგვისტოს მოწამეთას წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს, სადაც დანიშვნისთანავე დაიწყო მონასტრის კეთილდღეობისათვის ზრუნვა. 1880-1881 წლებში ააშენებინა ახალი ხის საწინამძღვრო სახლი და მოასწორა მონასტრის ეზო. 1882-1883 წლებში მონასტრის მთავარ ტაძარს ირგვლივ შემოსავლელი გაუკეთა და შესძინა მრავალი ახალი ნივთ-სამკაული. 1884 წლის 3 თებერვალს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1887- 1890 წლებში ახალი ორსართულიანი საწინამძღვრო ხის სახლი ააშენა. 1891 წლის 15 მაისს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი უბოძეს. 1894 წლის 19 ოქტომბერს იმერეთის ეპარქიის მონასტრების მთავარხუცესად დაინიშნა. 1894- 1899 წლებში მისი ხელმძღვანელობით აშენდა სამსართულიანი კაპიტალური სასტუმრო სახლი და თავლა, ასევე განაახლა მონასტერში არსებული არგვეთის წმინდა მთავართა წმინდა ნაწილების ლუსკუმა. 1895 წლის 6 მაისს წმინდა ვლადიმერის!III ხარისხის ორდენი ეწყალობა. 190! წელს მოახატვინა მონასტრის ტაძარი და გააკეთებინა ნიგვზის ხის ახალი კანკელი (რომელშიც ოთხი ვერცხლის ხატი იყო ჩასვენებული), ძველ ციხეში კი გამართა მეორე სამწირველო. 1902 წელს გააკეთა რკინიგზის ბაქნიდან მონასტერში ჩამავალი საფაეტონო გზა. 1902 წლის 6 მაისს იმპერატორის კაბინეტიდან გაცემული გამშვენებული თვლებით მოჭედილი ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1904 წელს, მოხუცებულობის გამო, გათავისუფლდა იმერეთის ეპარქიის მონასტრების მთავარხუცესის თანამდებობიდან. არქიმანდრიტი ბესარიონი 1905 წლის 14 მაისს გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია მოწამეთას მონასტრის ეზოში, საფლავზე იყო ასეთი წარწერა: „მომიხსენე, მე, უფალო, სასუფეველსა შენსა, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა, წინამძღვარი მოწამეთას მონასტრის არქიმანდრიტი ბესარიონი, გარდაცვალებული 14 მაისს 1905 წელს, დაბადებითგან მესამეოცდათხუტმედ წელსა“. სტატიაში გამოყენებული ფოტოები მოგვაწოდა ლუარსაბ ტოგონიძემ
19 საპატრიარქოს უწყებანი N19 14-20მაისი 2014წ გვ.18
ბარნაბიშვილების სამღვდელო ოჯახი
სოფელი ბარნაბიანთკარი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში, მეტეხის თემში, მტკვრის შუა ხეობის ვაკეზე, მდინარე თეძმის მარჯვენა ნაპირზე. სოფელი ზღვის დონიდან 550 მეტრზეა და კასპიდან 10 კილომეტრითაა დაშორებული. ბარნაბიანთკარში შემორჩენილია ორი ეკლესია: მთავარანგელოზისა და წმინდა გიორგისა. ბარნაბიშვილების ეს სამღვდელო შტო სწორედ სოფელ ბარნაბიანთკარიდან იღებს სათავეს. საარქივო წყაროების მიხედვით, ამ გვარიდან პირველი სასულიერო პირი იყო მღვდელი სვიმონ დიმიტრის ძე ბარნაბიშვილი, დაბადებული 1768 წელს, გლეხის ოჯახში. სასულიერო განათლების მიღების შემდეგ სვიმონი დაოჯახდა და 1801 წელს კათოლიკოსმა ანტონ II-მ (ბაგრატიონი) დიაკვნად აკურთხა. 1804 წელს უწმინდესმა ანტონმა მღვდლად დაასხა ხელი და სოფელ მეტეხის ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში განამწესა. მამა სვიმონს ჰყავდა სამი ვაჟი: აზარია (1806), მლვდელი იასონი (1808, დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია) და ზაქარია (1810). 1812 წელს ბრინჯაოს ჯვრით დაჯილდოვდა. 1826 წელს მისი საქმე სასამართლოში უკანონო ჯვრისწერის გამო განიხილებოდა, მაგრამ მანიფესტის წყალობით 1826 წლის 22 აგვისტოს შეიწყალეს. მღვდელი სვიმონი 1831 წლის 13 აპრილს გარდაიცვალა (მეორე ვერსიით იგი 1830 წლის 6 სექტემბერს აღესრულა). მისი ვაჟებიდან სასულიერო გზა იასონმა გააგრძელა, რომელსაც, თავის მხრივ, სამი ვაჟი ჰყავდა. სამივემ სასულიერო პირობა აირჩია. უფროსი ვაჟი შიო დიაკვანი გახლდათ. იგი 1835 წელს დაიბადა. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარიის ქვედა განყოფილება. 1854 წელს ხოვლეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში მედავითნედ დაინიშნა. შემდეგ წლებში მსახურობდა სასირეთის, მუხრანისა და თბილისის მეტეხის საპატიმრო ეკლესიაში. 1864 წლის 25 თებერვალს იგი დიაკვნად აკურთხეს. 1865 წლის 3 მარტს კალოუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში განამწესეს. მისი შემდგომი ბედი უცნობია. მომდევნო ვაჟი, დეკანოზი დავითი, გვარში ყველაზე ცნობილი და გამორჩეული მოღვაწე გახლდათ. იგი 1844 წელს დაიბადა. 1869 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1870 წლის 25 იანვარს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში III კლასების მასწავლებლად დაინიშნა. 1870 წლის 20 სექტემბერს IV კლასებში ქართული ენის მასწავლებლად გადაიყვანეს. 1871 წლის 15 ივლისს სამეგრელოს სასულიერო მმართველობისგან სასწავლებელში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მადლობა გამოეცხადა. 1871 წლის 12 ოქტომბერს ამავე სასწავლებელში საქმის მწარმოებლის თანამდებობაზე დაინიშნა. 1872 წლის 27 მარტს სასწავლებლის მმართველი კომიტეტის საბჭოს წევრად აირჩიეს. 1872 წლის 2 ოქტომბერს ყველა კლასში წმინდა წერილისა და კატეხიზმოს სწავლება დაევალა. 1873 წლის 5 მარტს მართლწერის მასწავლებლად დაადგინეს. 1873 წლის 2 ოქტომბერს, თავისი თხოვნით, გათავისუფლდა მასწავლებლის თანამდებობიდან. ამავე წელს ჯვარი დაიწერა ქეთევან მოსეს ასულზე (1858). მათ ჰყავდათ ოთხი შვილი: ნინო (1883, გათხოვილი ალექსანდრე ნეიმანზე), ზინობია (1887), მიხეილი (1890) და ივლიტა (1892, გათხოვილი ვლადიმერ ბასილაიაზე). 1873 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) დავითი დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 21 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და გორის მაზრაში, სოფელ ჭვარების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1873 წლის 25 ნოემბერს ქვემო კავთისხევის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს. 1874- 1884 წლებში მღვდელი დავითი საეპარქიო სასწავლო კომიტეტში სასულიერო დეპუტატი იყო. 1885 წელს საეპარქიო შეკრებებზე ოლქის სამღვდელოებამ თავის წარმომადგენლად გამოარჩია, 1878 წლის 31 მარტს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1878 წელს, მამა დავითის ინიციატივით, ქვემო კავთისხევში ტაძართან გაიხსნა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, სადაც თავადვე ასწავლიდა სალვთო სჯულსა და სხვა საგნებს. 1880 წლის 18 მარტს მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს. 1882 წლის 22 მარტს სკუფია უბოძეს. 1883 წლის 30 ივლისს მთავარხუცესად დაამტკიცეს. 1884 წლის 1 სექტემბერს კავთისხევის სკოლა სამინისტრო სკოლად გადაკეთ-
19-1 საპატრიარქოს უწყებანი N19 14-20მაისი 2014წ გვ.19
ბარნაბიშვილების სამღვდელო ოჯახი (გაგრძელება)
და და მამა დავითს საღვთო სჯულის სწავლება დაევალა. 1885 წლის 25 სექტემბერს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1886 წლის 21 მარტს სახალხო სასწავლებლების დირექტორიამ სკოლაში ნაყოფიერი და დამსახურებული მოღვაწობისათვის მადლობა გამოუცხადა, ხოლო 1886 წლის 22 მარტს -– წმინდა სინოდმა. 1873 წელს, როდესაც მამა დავითი ქვემო კავთისხევის ტაძარში დაინიშნა, ტაძარს განახლება სჭირდებოდა. მისი მეცადინეობითა და მრევლის დახმარებით, 1874 წელს დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები, რომელიც 1886 წლამდე გაგრძელდა. ამ წელს განახლებული ტაძარი საზეიმოდ იკურთხა. ამასთან დაკავშირებით, 1887 წელს, რუსეთის წმინდა სინოდმა, მამა დავითი ტაძრის განახლებისთვის განსაკუთრებული სიგელით დააჯილდოვა. 1888 წლის 20 თებერვალს თბილისის საეპარქიო სანთლის ქარხანაზე გაწეული დახმარებისათვის ეგზარქოსისგან მადლობა მიიღო. 1888 წელს კავთისხევის სამრევლო-საეკლესიო სკოლამ დაარსების ათი წლისთავი იდღესასწაულა. ამასთანად დაკავშირებით გაზეთი „ივერია“ წერდა: „26 აპრილს, ამ წლისას, მასწავლებლის თაოსნობით კავთისხევის სკოლამ იდღესასწაულა ათი წლისთავი. აქ იყვნენ მოწვეულნი მთლად მოწაფეები, რომლებსაც კი უსწავლიათ ამ ათის წლის განმავლობაში და ეხლანდელიც, თავიანთის მშობლებითურთ. მოწვეულნი შეიკრიბნენ სკოლის შენობაში. აქედან ეკლესიაში წავიდნენ, სადაც მღვდელმა პარაკლისი გადაიხადა. პარაკლისზე მოწაფეები გალობდნენ. ეკლესიაში სხვა გარეშე კაცნიც კი, რომლებიც სკოლაში ვერ დაესწრნენ დღესასწაულს, ბლომად მოვიდნენ და ამიტომ მასწავლებელმა აქვე, ეკლესიაში, წარმოსთქვა რამდენიმე სიტყვა სკოლის მოქმედებაზე ამ ათი წლის განმავლობაში. მასწავლებელმა მოიხსენია, თუ რამდენს ყმაწვილს დაუსრულებია სწავლა და ეხლა რა საქმეს ადგანან. რაც სკოლა დაარსებულია 368 ყმაწვილს უსწავლია სკოლაში. ამ რიცხვიდგან ეხლა სწავლობს §8 ყმაწვილი. ამათში 18 ქალია და 40 -– ვაჟი. სწავლა მიუღია სულ 310 მოწაფეს. კურსი შეუსრულებია 247 და სწავლა ვერ დაუმთავრებია 63- ს სხვადასხვა მიზეზთა გამო. თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში და სხვა სასწავლებელში სწავლა გაუგრძელებია 38 ყმაწვილს. დამსწრე ხალხმა მეტად ისიამოვნა ამ ცნობით. ეკლესიიდან ისევ სკოლაში მივიდნენ მოწვეულნი, სადაც გამზადებული იყო სუფრა. გალობის შემდეგ დაიწყო პურის ჭამა. მამა ბლაღოჩინმა, დავით ბარნაბიშვილმა, ჭიქით ხელში ჩამოილოცა და ადღეგრძელა სკოლა და მოსწავლეები და ხელმეორედ წარმოსთქვა სიტყვა: „ჩემო საყვარელო და ძვირფასო შვილებო! მე ვსვამ თქვენს სადღეგრძელოს წრფელის გულით. თქვენა ხართ ეხლა ჩემი მოწაფეები და თან ჩემი გულითადი მეგობრებიც. მე ამ ათის წლის წინად სრულიად მარტო ვიყავი, უმეგობროდ, მაგრამ ეხლა? -–– ეხლა კი, ჩემდა საბედნიეროდ, მე შევიძინე 368 ნამდვილი მეგობარი და თანამგრძნობი. თქვენ ხართ ეხლა ჩემნი ნუგეშნი და იმედნი, თქვენა ხართ ეხლა ჩემი თანამებრძოლნი ყოველს კეთილს საქმეში. მე ვიცი, რომ აქ არის ისეთი საზოგადოება, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ვუყვარვარ და რომლისათვისაც მზადა ვარ, ჩეი მი სიცოცხლე შევწირო“. შემდეგ სიტყვები და ლექსები წარმოსთქვეს ამ სკოლის კურსდამთავრებულებმა. გამოითქვა აზრი ქართული ბიბლიოთეკის დაარსების თაობაზე. სადილის შემდეგ გაიმართა ჭიდაობა, რომელშიაც გაიმარჯვა შაქრო ცხვედაძემ. დამსწრენი ძლიერ კმაყოფილნი დაბრუნდნენ თავ-თავიანთ სახლებში და შეწირულობას ბიბლიოთეკის სასარგებლოდ ძალიან ბეჯითად აგროვებენ“. 1889 წლის 6 მაისს მამა დავითს კამილავკა ეწყალობა. 1890 წლის 27 თებერვალს, თავისი თხოვნის საფუძველზე, გათავისუფლდა მთავარხუცესის თანამდებობიდან. 1897 წლის 26 აპრილს მღვდელი დავითი თბილისში გადაჰყავთ და სოლოლაკის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად ინიშნება. 1899 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1903 წლის 9 თებერვალს თბილისის მიხაილოვის საავადმყოფოში არსებულ მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1907 წლის 15 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1912 წლის აღდგომას წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1916 წლის 6 მაისს წმინდა ანას II ხარისხის ორდენი ეწყალობა. დეკანოზი დავითი ცოცხალი ჩანს 1922 წლის 2 აგვისტოს. ამ დღეს იგი ესწრება თბილისის ოლეის სამღვდელოების შეკრებას. მისი შემდგომი ბედი უცნობია. სავარაუდოდ, იგი მალევე უნდა გარდაცვლილიყო. უმცროსი ვაჟი გახლდათ მღვდელი იესე, რომელიც 1853 წელს დაიბადა. იგი თავისმა ძმამ, დავითმა თავისთან წაიყვანა აღსაზრდელად და სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი დაამთავრებინა. 1875 წლის 9 აგვისტოს მოხისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. აქედან 1876 წელს ავადმყოფობის გამო გათავისუფლდა. 1877 წლის 11 იანვარს სოფელ მეტეხის ყოვლადწმინდა
19-2 საპატრიარქოს უწყებანი N19 14-20მაისი 2014წ გვ.20
ბარნაბიშვილების სამღვდელო ოჯახი (დასასრული)
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის მედავითნედ დაადგინეს. 1886 წლის 4 სექტემბერს დუშეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1888 წლის 29 თებერვალს დიაკვნად აკურთხეს. 1902 წლის 3 ნოემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ბზა-ახალსოფლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1910 წლის 12 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1912 წლის 23 ივლისს მღვდელი იესე სამი წლის ვადით თბილისის მაზრის II ოლქის სამლვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს. 1916 წლის 23 მაისს სკუფია უბოძეს. მღვდელი იესე 1921 წლის 6 მაისს გარდაიცვალა. იგი 10 მაისს ბზა-ახალსოფლის ეკლესიის ეზოში დაასაფლავეს. ჰყავდა მეუღლე -– პელაგია ფილიპეს ასული და შვილები: დეკანოზი პანტელეიმონი, ესტატე, იასონი, ნატალია, ნინო და ელენე. გვარში უკანასკნელი სასულიერო წარმომადგენელი მამა იესეს ვაჟი, დეკანოზი პანტელეიმონი გახლდათ. იგი 1891 წელს დაიბადა. დაამთავრა მანგლისის ოთხკლასიანი გიმნაზია. 1911 წელს თბილისის სასულიერო სასწავლებლში ჩააბარა, სადაც სამი კლასი ისწავლა. 1914-1917 წლებში, პირველ მსოფლიო ომის დროს, 23 საინჟინრო პოლკში უნტეროფიცრად მსახურობდა. 1917-1943 წლებში თბილისსა და სხვა რაიონებში ფოსტა-ტელეგრაფში მუშაობდა. 1943-1950 წლებში თბილისში მილიციის ინსპექტორია. 1950-1952 წლებში თბილისის ფოსტის თანამშრომელია. 1952 წლის აპრილში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) დიაკვნად აკურთხა და ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად განამწესა. წლების განმავლობაში მსახურობდა პროტოდიაკვანდ. 1957/58 წლებში კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) მღვდლად დაასხა ხელი და ქაშვეთის ტაძრის მლვდელმსახურად დანიშნა. 1961 წელს ვაკის სასაფლაოზე წესების შესრულება დაევალა. XX საუკუნის 60-იან წლების შუა ხანებში მამა დავითის წმინდა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის კათოლიკოსმა ეფრემ II-მ (სიდამონიძე) იგი წმინდა გიორგის სახელობის ორდენით დააჯილდოვა. დეკანოზი პანტელეიმონი 1971 წელს გარდაიცვალა.
21 საპატრიარქოს უწყებანი N 21 27მაისი-4ივნისი 2014წ გვ.17
მღვდელი იოანე თუმმალიშვილი 1861-1924
მარტყოფში მცხოვრები თუშმალიშვილების გვარიდან XIX-XX საუკუნებში რამდენიმე სასულიერო პირი მოღვაწეობდა, რომელთა მიერ აშენებულია მარტყოფის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია და ისტორიული ციხე-სიმაგრე, რომელიც ხალხურ ზეპირმეტყველებაში „თუშმალიანთ ციხის“ სახელს ატარებს. ციხე აგებულია XVIII ს-ის II ნახევარში, ერეკლე II-ის მეფობის პერიოდში, ლეკთაგან მარტყოფის მოსახლეობის დაცვის მიზნით. მის აშენებაში დიდად იღვაწეს და გაისარჯნენ თავად თუშმალიშვილები, რომლებიც თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ისგან დიდი დაფასებითა და პატივისცემით სარგებლობდნენ. „თუშმალიანთ ციხე“ ოთხი სართულისაგან შედგება. კედელში დატანებულ ქვის კიბეს მეოთხე სართულზე ავყავართ. აქედან კარგად მოჩანს მთელი მარტყოფის ულამაზესი ხედები. ციხე-სიმაგრის სიმაღლე 15 მეტრს აღწევს, ხოლო კედლის სისქე 175 სმ-ს შეადგენს. ციხე აგებულია რიყის ქვით, მოსართავად კი ქართული აგურია გამოყენებული. ციხე-სიმაგრეს დატანებული აქვს სათოფურები და თანაბრად განლაგებული სალოდეები. განიერი სარკმელების წყალობით მეორე და მესამე სართულები საკმაოდ ნათელია, ხოლო მეოთხე ღიაა. სიმაგრის პირველი სართულის ფარგლებში ამოყვანილი იყო ჭა, რომელსაც მტრის ალყის შემთხვევაში სასმელი წყლით უნდა უზრუნველეყო შეხიზნული მოსახლეობა. ჭა ამჟამად გაუქმებულია. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პარმენ ზაქარაია მარტყოფის ამ ციხეკოშკის შესახებ წერდა: „მორთულობის მრავალფეროვნებით ეს კოშკი ქართლ-კახეთის კოშკებისაგან გამოირჩევა, იგი უთუოდ ორიგინალური ნაგებობაა... XVIII საუკუნეში, განსხვავებით წინა საუკუნეებთან, შეიმჩნევა ციხეებისა და კოშკების მორთვის ტენდენცია. ასეთია, მაგალითად, ყვარელი, მუხრანი, ქორდი, ქსოვრისი და სხვ.“ რაც შეეხება თავად მარტყოფის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარს, იგი 1779 წელს საკუთარი ხარჯებით თავისსავე მამულში ერეკლე II-ის თუშმალის (მზარეულთმთავარი, აქედანაც წამოვიდა შემდგომში მათი გვარი –– მზარეულიშვილ-თუშმალიშვილი) დავითის ძემ გაბრიელ მაისურაძემ ააშენა. იგი ამავე ეკლესიის ეზოშია დასაფლავებული. 1899 წელს მლვდელ იოანე თუშმალიშვილის ლოცვა-კურთხევით და ადგილობრივ მცხოვრებთაგან შეგროვებული სახსრებით (430 მან.) ეკლესია საფუძვლიანად შეაკეთა დავით თუშმალიშვილმა. ტაძარზე მიწერილი იყო 170 კომლი. იქვე იყო სასაფლაოც. კომუნისტების პერიოდში ეს სალოცავი რძის ქარხანად გამოიყენეს, შემდეგ კი იავარქმნეს. აღდგენილია XX ს-ის 90-იანი წლების დასაწყისში, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. მარტყოფის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში ძირითადად თუშმალიშვილთა გვარიდან გა-
21-1 საპატრიარქოს უწყებანი N 21 27მაისი-4ივნისი 2014წ გვ.18
მღვდელი იოანე თუმმალიშვილი 1861-1924 (გაგრძელება)
მოსული სასულიერო პირები მსახურობდნენ. პირველი მათგანი გახლდათ მღვდელი სოლომონ თუშმალიშვილი, რომელიც 1768 წელს ამავე ტაძრის ალმშენებლის გაბრიელის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი მონასტერში ისწავლა. 1802 წელს რუსთველმა მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ (ჯორჯაძე) დიაკვნად აკურთხა. 1805 წელს რუსთველ-ნინოწმინდელმა მიტროპოლიტმა · სტეფანემ „ (ჯორჯაძე) მლვდლად დაასხა წ” ხელი და მარტყოფის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძლვრად დანიშნა. ჩ 1812 წელს ბრინჯაოს ჯვრით დაჯილდოვდა. გარდაიცვალა1838 წლის 15 ივლისს. დასაფლავებულია მთავარანგელოზთა ეკლესიის ეზოში, მისი საფლავის ქვაზე არის ასეთი წარწერა: „ადამის ძლით წყევისა ხმამან მოაწია ჩემდაცა, რომელსა მესმა ხმა იგი შემოქმედისა: მიწა ხარ და მიწადვე მიიქეც და... (აქ წარწერა ალარ იკითხება, შემდეგ გრძელდება) რომელი თქვენცა მომლოდინე ხართ და აუცილებელ არის გარნა თქუენდაცა. ამისთვის გთხოვთ, რათა იტყოდეთ სიტყვასა ამას: უფალო ქრისტევ, შეიწყალე მღვდელი სოლომონ გაბრიელის ძე თუშმალოვი, 1838 წლის თიბათვის 15“. შემდეგი მღვდელმსახური გახლდათ მიხეილ თუშმალიშვილი, რომელზეც ჯერჯერობით რაიმე ინფორმაცია არ მოგვეპოვება. მისი ვაჟი გახლდათ მღვდელი იოანე თუშმალიშვილი, რომელიც უკანასკნელი მოძღვარი გახლდათ ამ გვარში. იგი 1860/61 წელს დაიბადა. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, ორი კლასი. 1877 წელს, თავისი ნებით, სწავლა მიატოვა და აისორების ერთერთი ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1880 წლის 13 ივლისს ერევნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაიყვანეს. 1881 წლის 28 ივლისს ელიზავეტოპოლის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1885 წლის 4 დეკემბერს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) დიაკვნად აკურთხა და ისევ ერევნის ტაძარში მედავითნის შტატში განამწესა. 1886 წლის 19 მაისს დიაკვნის შტატში დაამტკიცეს. 1888 წლის 22 ოქტომბერს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) მლვდლად დაასხა ხელი და კვლავ გახსნილი მარტყოფის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დანიშნა. 1900 წლის 8 ოქტომბერს მამა იოანეს ხელმძლვანელობით შეკეთდა მარტყოფის ეკლესია, რის გამოც ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) საგვერდულით " დააჯილდოვა. 1910 წლის 15 მაისს სკუფია უბოძეს. 1916 წლის 23 დეკემბერს კამილავკა ეწყალობა. ჰყავდა მეუღლე -– მარიამ იოანეს ასული (დაბ. 1870წ.ე, და შვილები: სოფიო, ანა (27.06.1895), ეკატერინე (10.10.1897) და ვლადიმერი (1I.12.1910). მღვდელ იოანე თუშმალიშვილის მსახურებასა და მოღვაწეობას რამდენჯერმე გამოეხმიანა იმჟამინდელი ქართული პრესა. 1914 წელს გაზეთი „თემი“ წერდა: „მიმდინარე წლის დასაწყისში მარტყოფის მომხმარებელმა საზოგადოებამ გახსნა საწვრილმანო მაღაზია კოოპერატიულის საფუძველზე. ახლად გახსნილი მაღაზია აკურთხეს 6 იანვარს. კურთხევის შემდეგ მღვდელმა იოანე თუშმალიშვილმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და მოკლედ და მკაფიოდ განუმარტა, თუ რა დიადი მნიშვნელობა აქვს ამგვარ დაწესებულებას სოფლად. სამწუხაროდ, კურთხევას ხალხი ძალიან ცოტა დაესწრო; მიზეზი ის იყო, რომ ჯერ ერთი, ბევრმა არ იცოდა, და მეორეც, სწორედ იმ დროს მამასახლისმა სასოფლო ყრილობა გააჩაღა და მით ბევრს ხელი შეუშალა დასწრებოდა ამ მეტად სასარგებლო დაწესებულების კურთხევას, მაგრამ, რას იზამთ. მარტყოფის მომხმარებელი საზოგადოება, თუ, რასაკვირველია, მის სვებედის გამგეებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს, უეჭველია, დიდს დახმარებას გაუწევს ხელმოკლე გლეხობას“. 1916 წელს „გიკალის"“ ფსევდონიმით უცნობი ავტორი გაზეთი „საქართველოში“ აქვეყნებს მკაცრ წერილს სათაურით -- „ქართველი ვოსტორგოვები კიდევ არიან საქართველოში“, სადაც მკაცრად ილაშქრებს მამა იოანე თუშმალიშვილის წინააღმდეგ. აი, რას წერდა იგი: „დიაღ, „ვოსტორგოვები“ არიან კიდევ, ჩვენდა საუბედუროდ, ჩვენს ტანჯულ ქვეყანაში. უფრორე სავალალო ის არის, რომ ჩვენი ქართველი მამები, ერის „სულიერი მასწავლებელნი“ „ვოსტორგოვებენ“, მის ფეხის ხმას ასდევნებიან, ისედაც დაწიხლულ ენას -– სწიხლავენ და ცნობილი ტერმინით - „ძაღლის ენათი“ -- ამკობენ. ამ „ქართველ მამათა“ ლიდერად უნდა ჩაითვალოს სოფ. მარტყოფის მთავარანგელოზის მღვდელი მამა იოანე თუშმალოვი. საოცარია, მეტად საოცარი, რომ იმ დროს, რო-
21-2 საპატრიარქოს უწყებანი N 21 27მაისი-4ივნისი 2014წ გვ.19
მღვდელი იოანე თუმმალიშვილი 1861-1924 (გაგრძელება)
ცა ერში იღვიძებს მშობლიურ ენისადმი სიყვარული და ტრფიალი, იმ დროს, როდესაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფა- ლიის საკითხი ესე მწვავედ გვიდგა ცხვირწინ, როდესაც დიდი და პატარა ამ საკითხის გარკვევას აძლევს ძალას და ენერგიას, მაშინ, სწორედ ამ დროს მამა იოანე თუშმალოვი ხალხში აგიტაციას ეწევა მის წინააღმდეგ, სახალხოდ ჰგოდებს და გაჰკივის, „თუ ცოცხალი მაინც ვერ მოვესწარ ქართული ენის, ქართული წირვა-ლოცვის აღმოფხვრას, საფლავში მაინც ჩამომძახეთო“. სასოებით, მეტად დიდ სიყვარულით „ტკბილ“ ტენორით ასრულებს რუსულად ქართველ სოფელში, ქართულ ეკლესიაში რუსულ ასამაღლებელ საგალობელს. დასამტკიცებლად ყველა ზემოთ აღნიშნულისას, მოვიყვანთ მ. თუშმალოვის და სოფ. მარტყოფის მამასახლისის ივ. ებიტაშვილის შელაპარაკების ასლს, სადაც მ. თუშმალოვი ამტკიცებდა ქართული ენის, წირვა-ლოცვის და გალობის დაჩიავებას, დახავსებას და თითქმის რომ „ძაღლის ყეფას“ დაადარა, სამაგიეროდ, რუსული ენა-გალობა და წირვა-ლოცვა ცით მოვლინებულ წყალობით ჩვენ, ქართველთათვის ჩასთვალა. ჩვენ ამის საწინააღმდეგო, რომ რუსული ენა-გალობა მშვენიერია, რასაკვირველია, არა გვაქვს რა, მხოლოდ იმ ენის, რომელიც 3000 წელიწადზედ მეტია, რაც არსებობს, მოვიყვანთ მწერლის სტალინსკის სიტყვებს და რამდენიც გსურთ სხვა გამოჩენილ მკვლევართა და მწერალთა სიტყვებს, რომ „ქართული ენა ერთ-ერთი მდიდართაგანი ენაა; სილამაზით და ტკბილ-ხმოვანებით ფრანგულ და იტალიურ ენებს არ ჩამოუვარდება“ -- მეტად სამწუხაროა და დასაგმობი. შემდეგ წმ. მამა ანტონ მარტყოფელის მონასტრის დღეობაში 15-16 მარიამობისთვეს, სადაც რამდენიმე ათას ქართველ გლეხ-კაცობას და ინტელიგენციას მოეყარა თავი და ბევრი მათგანი შორის სოფლებიდან იყვნენ მოსულნი, მაგალითად, ქიზიყიდან, თიანეთის მაზრიდან და სხვა - ქართული წირვა-ლოცვა ვერ მოვისმინეთ, თუმცა ოთხი ქართველი მღვდელი იყო, მათ შორის, მამა იოანე თუშმალოვიც. ამ მამათა საქმე იყო ქართული წირვა-ლოცვა და არა დანგრეულ რუსულის ენით -–- „ღოსპოდი პომილუით“ -- გამასპინძლება ქართველთ მოზღვავებული სალოცავად გლეხკაცობისა, რომელნიც გამობენტერავებულნი იდგნენ ეკლესიაში და მოძღვრების ლოცვა-კურთხევისა არა გაეგებოდათ რა. სხვათა შორის, ეპისკოპოსმა ერევნისამ დამიანემ (I) მგრძნობიარე სიტყვა წარმოთქვა რუსულად, მთელი ნახევარი საათი ილაპარაკა და ყურს ვინ უგდებდა ან ვის ესმოდა - 5-ოდე რუს მლოცველს. იქ მყოფმა ქართველმა მამებმა არც ერთმა არ ინებეს ქართულად გადმოცემა ქართველ მლოცველთათვის, მაგრამ ეგეც კია, შესძლებდნენ გადმოცემას? სავალალოა, სავალალოა -–- ქართულ მონასტერში ერთი ქართული „უფალო შეგვიწყალენი“ ვერ მოისმინოს ადამიანმა. მაშ, მაგრათ, მამაო იოანე! რუსულად, რუსულად -- რუსული გაძლევს პურს არსებობისას! დაბლათ! სულ დაბლათ, ქუდმოხდილმა, ელოლია- ვე ყოვლადსამღვდელო დამია- ნეს და სხვებს, შეასხი ქება-დიდება შენს ღმერთს, იოანე ვოსტორგოვს -– ეგებ როგორმე სკუფიის მაგივრად მიტრა მოგანიჭონ და დეკანოზად გაკურთხონ, მაგრამ ერთს გთხოვთ, მამაო იოანე, მხედველობაში იქონიოთ -–- სოფელი უძაღლო არ არის -–- გირჩევთ დიდი ჯოხით იაროთ“. გულისტკივილით უნდა ითქვას, რომ წერილის ავტორის ეს მკაცრი ტონი სავსებით გასაგებია და მისი მოყვანილი ამბავიც სიმართლეს შეიცავს, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსული კოლონიური მმართველობის პერიოდში მსგავსი სიტუაცია იყო თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით და კერძოდ რომელიმე მღვდლის ბოლომდე ამ საქმეში დადანაშაულება არ შეიძლება, მაშინ ასეთი დრო იყო. 1921 წელს მღვდელი იოანე თუშმალიშვილი წარდგენილი იყო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის მესამე საეკლესიო კრებაზე, როგორც თბილისის მაზრის IV სამთავარხუცესო ოლქის დეპუტატი. კომუნისტური ხელისუფლების დამყარებამ ეკლესიას და სამღვდელოებას დიდი ზიანი მიაყენა. განუკითხავ თარეშს მრავალი სასულიერო პირის სიცოცხლე შეეწირა და მათ შორის იყო მღვდელი იოანე თუშმალიშვილიც. 1924 წლის 28 აგვისტოს აჯანყებაში აქტიურად მონაწილეობდა სამღვდელობაც. მათ კავშირი ჰქონდათ აჯანყების ხელმძღვანელობასთან და დიდ დახმარებას უწევდნენ ამ ადამიანებს. გარეკახეთის ამბოხების ორგანიზებაში მონაწილეობდნენ ნორიოს ფოსტის ხელმძღვანელი თეოდორე გაჩეჩილაძე და მარტყოფში მცხოვრები გრიგოლ თუშმალიშვილი, ასევე ვინმე ფურცელაძე. გრიგოლ თუშმალიშვილი მამა იოანეს ნათესავი გახ-
21-3 საპატრიარქოს უწყებანი N 21 27მაისი-4ივნისი 2014წ გვ.20
მღვდელი იოანე თუმმალიშვილი 1861-1924 (დასასრული)
ლდათ და ხშირად აკითხავდა მოძღვარს სხვადასხვა სახის დახმარებაზე, რაზედაც მამაოს უარი არ უთქვამს. აჯანყების დამარცხების შემდეგ მამა იოანე დააპატიმრეს და წაუყენეს ბრალდება, რომ იგი ეწეოდა აგიტაციას ხელისუფლების წინააღმდეგ, აჯანყებულებს ხშირად ეხმარებოდა სურსათ-სანოვაგით, თავის სახლში მალავდა მენშევიკური არმიის ყოფილ ოფიცრებს და, ამასთანავე, აქტიურ მონაწილეობას იღებდა შეიარაღებულ აჯანყებაში. დაკითხვაზე მამა იოანემ თავიდან არ თქვა, რომ მას ჰქონდა ურთიერთობა გრიგოლ თუშმალიშვილთან და თავის სახლში რამდენჯერმე დამალა ის ოფიცრებთან ერთად, მაგრამ განმეორებით დაკითხვაზე მან ნაცნობობა აღიარა. შეკითხვაზე, თუ რატომ დამალა მან პირველად ეს ამბავი, პასუხი აღარ გასცა ბრალმდებელს. 1924 წლის 1 სექტემბერს, სამეულის განჩინებით, მამა იოანეს დახვრეტა მიუსაჯეს, რაც იმავე დღეს მოიყვანეს სისრულეში. მასთან ერთად დახვრიტეს სხვა სასულიერო პირებიც, დეკანოზი გიორგი ინაშვილი და მღვდელი ვასილ მაცუკაძე.
22 საპატრიარქოს უწყებანი N22 5-11ივნისი 2014წ გვ.17
წალენჯიხის საკათედრო ტაძარი და XIX-XX სს.-ში იქ მოღვაწე სასულიერო პირები
| ნაწილი
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი X საუკუნით თარიღდება და იგი ქ. წალენჯიხის განაპირა, შემაღლებულ გორაკზეა აღმართული. ცენტრალურ გუმბათოვან ტაძარს სამი მხრიდან გარსშემოსავლელი აქვს, რომელთაგან სამხრეთისა და ნაწილობრივ ჩრდილოეთისაც დადიანთა საგვარეულო ეკვდერადაა გადაკეთებული. XIII-XIV სს.-ში წალენჯიხა დადიანების რეზიდენციად გამოცხადდა. მათ აქ ჰქონდათ სასახლე, საჭურჭლე (საგანძური) და საგვარეულო სამარხიც. გალავნის ჩრდილო-დასავლეთით ჩაშენებულია ორსართულიანი სამრეკლო, რომლის პირველ სართულში
ალაყაფის კარია. გალავნის გარეთ დადიანის სასახლისა და სხვა ნაგებობათა ნაშთებია. ტაძრის დასავლეთით 40-45 მ სიგრძის გვირაბია. შემორჩენილი ქართული და ბერძნული წარწერების თანახმად, ტაძარი სამეგრელოს მთავრის, ვამეყ დადიანის (1384– 1396) ბრძანებით მოუხატავს კონსტანტინოპოლიდან საგანგებოდ მოწვეულ მხატვარ კირ მანუელ ევგენიკოსს. ეს მოხატულობა XIV საუკუნის დასასრულს კონსტანტინოპოლის სკოლის ერთადერთი შემორჩენილი, ზუსტად დათარიღებული და მხატვრის მიერ ხელმოწერილი ნიმუშია. XVII საუკუნის შუა წლებში მხატვრობის დაზიანებული ადგილები განუახლებია ეპისკოპოს ევდემონს (ჯაიანი), ეკვდერების სხვადასხვა დროის მოხატულობებში (XVI-XIX სს.) გამოირჩევა მრავალრიცხოვან საერო პირთა გამოსახულებები. წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის დასავლეთის ეკვდერში განისვენებს სამეგრელოს მთავარი ლევან II დადიანი და მისი მეუღლე –– დედოფალი ნესტან-დარეჯანი. ტაძრის ეზოში განისვენებენ მოძღვრები: ნიკოლოზი, იესე,
22-1 საპატრიარქოს უწყებანი N22 5-11ივნისი 2014წ გვ.18
წალენჯიხის საკათედრო ტაძარი და XIX-XX სს.-ში იქ მოღვაწე სასულიერო პირები (გაგრძელება)
კალისტრატე, სამსონი, მაქსიმე, გიორგი თვალთაძეები, ლაზარე კალანდია. 1822 წლის აღწერილობაში, რომელიც საქართველო–იმერეთის სინოდალური კანტორის ბრძანებით ჩატარდა ჭყონდიდის, ცაიშისა და ცაგერის ეპარქიებში, წალენჯიხის ტაძრის შესახებ ვკითხულობთ: „სამთავრო სოფელ წალენჯიხას სდგას მაღალს, შვენიერს ადგილზედ მაცხოვრის ეკლესია, თლილის ქვისა, გუმბათიანი, ოთხს სვეტზედ აღშენებული, რომელიც აღუშენებია სამენგრელოს მთავარსა დადიანსა გიორგის, ხოლო რიცხვი დაწერილობა არა“რაი სჩანს. თუ რაოდენი წელი არს აღშენებისა შემდგომ, უდროობის და დაცემათა ვითარების გამო; დასავლეთით ჩამოუდის მდინარე ჭანის წყალი მახლობლად; ხოლო ეკლესიასა ამას აქვს ირგვლივ გალავანი. და სიძველით ნახევარზე მეტი დარღვეული არს; კარის ბჭე აქვს თლილის ქვისა, სვეტებზედ დაშენებული; კარი აქვს სამი; სიგრძით არს შიგნით საკურთხევლიანათ ოცდაოთხი ადლი და თერთმეტი ნიშანი; და განი -- თვრამეტი ადლი და ხუთი ნიშანი; აღსავლის კედელი ქვისა, კარი აქვს ორი სამეუფო და ჩრდილოეთით, კრეტსაბმელი ლურჯის მატერიისა; ტრაპეზი ქვისა, ერთს სვეტზედ დამყარებული, სიგრძით არს ერთი ადლი და ხუთი ნიშანი და განი ერთი ადლ ნახევარი; ჩასაცმელი შიგნით – ტილო, და მეორე –– წითლიანის თუთნისა. ტრაპეზზედ სასვენი სახარება-- ხელით ნაწერი, ვერცხლით მოჭედილი სრულად და ოქროთი დაფერილი სიგრძით არს ხუთი ნიშან ნახევარი და განით ოთხ ნიშან ნახევარი; ტრაპეზზედ სასვენი ჯვარი-- ხისა, წმიდათ მოჭრილი, ვერცხლით მოჭედილი, თვლები აქვს ოთხი, უბრალო ქვისა, წითელი, მეორე ოქროს ჯვარი -–– მცირე, თვლები აქვს ვერცხლისა; სამკვეთლო –- ქვისა, თავის საფენით, ჩრდილოეთის სამხრეთშიდ კედელშიდ მიშენებული; ბარძიმი, ფეშხუმი, კამარა, კოვზი, ტაკუკი, საევლოგიო თეფში, ორი მცირე საზედაშე სურა -წმიდა ვერცხლისა, ლახვარი –– ფოლადისა, მეორე სანიადაგო ბარძიმი, მცირე ტანისა, ვერცხლისა; ერთიხელიდაფარნები მძიმედ ნაკერი სირმითა და მარგარიტითა წმიდითა და მას ზედა გარდამოხსნისა და ანგელოზთა სახე ამოყვანილი სირმის ძაფით; საცეცხლური ვერცხლისა, სრულის ტანისა; სააიაზმე სპილენძისა, ემბაზი ხისა; ხატი მაცხოვრისა მარჯვნივ ასვენია, ხის სახატეზედ, სრულიად ვერცხლისა და შიგნითი გული ხატი -–– ოქროსი სრულიად, სიგრძით არს ხატისა ამის კუბო ერთი ჩარექი და სამი ნიშანი; ამავე ხატს უსხედს თვლები წმიდა ჩინებული წითელი ქვებისა. ამასთანავე, მარგარიტი საშუალო. და კუბოსა ამას აქვს ჯაჭვი ვერცხლისა; ხატი მარჯვნივ ასვენია მაცხოვრისა, წმიდათ მოჭედილი ვერცხლით და ოქროთი დაფერილი და ხატსა ამას შინა განისვენებს წმიდა ნაწილნი, სიგრძით არის ხატი ესე ერთი ადლი,და განი სამი ჩარექი, თვლები უსხედს დაბალის ქვისა და ორი მარგარიტი; ხატი მარცხნივ ასვენია ღვთისმშობლისა, სრულიად ვერცხლით მოჭედილი და წინა პირი ოქროთი დაფერილი, სიგრძით არს ხატი ესე რვა ნიშან-ნახევარი და განი ექვსი ნიშანი და უსხედს თვლები მდაბალი ქვისა; ხატი სრულად ვერცხლისა, კუბო სახედ გაკეთებული სანაწილედ, სიგრძით არს ხუთი ნიშანი და განი ოთხი ნიშანი; ხატი ღვთისმშობლისა, ხეზედ ნახატი, ორკარიანი; ხატი ვედრებისა, ღვთისმშობლისა, ხეზედ ნახატი; ხატი მაცხოვრისა-- ხეზედ ნახატი; ხატი ღვთისმშობლისა -– ხეზედ ნახატი; ხატი ღვთისმშობლისა -- მცირის ტანისა ვერცხლით მოჭედილი; სამწყსო ჯვარი -–– სრულიად ვერცხლისა და ზეითი ბუშტი და ჯვარი ოქროთი – დაფერილი; სამი ვერცხლის კანდელები და ერთი სასანთლე ვერცხლისა, მცირის ტანისა; ერთი წყვილი სერაბინ ქერაბინი, სრულიად ვერცხლისა. ერთი ხელი სამღვდელო შესამოსელი, სრულებით ახალი; სტიხარი ყვითლის დიბისა, სირმიანი, თეთრის ბუზუმეტით გაწყობილი, ოლარი იმავე დიბისა, თეთრის ბუზუმეტით გაწყობილი და აქვს ყვითლის ბუზუმეტის ფუნჯები; საბუხრეები, იმავე დიბისა, თეთრის ბუზუმეტებით გაწყობილი, სარტყელი, იმავე დიბისა, ფილონი -- ყვითლის სირმიანის დიბისა, თეთრის ბუზუმეტით გაწყობილი, სარჩული აქვს ფილონსა და სტიხარსა ყვითლის თავთისა. ფილონი, ცისფერი სტოფისა, სირმიანი. ამ ეკლესიის მახლობლად მდგომარეობს ჩრდილოეთის მხარეზედ თავის სასახლით მთავრის დადიანის კაციას ძე ტარიელი, რომელიც იპყრობს
სოფელსა ამას საუფლისწულოდ. ამ ეკლესიის მღვდელი კეთილშობილი თოთაძე (საბუთში წერია ეს გვარი, როგორც ჩანს, XIX ს-ის დასაწყისში თვალთვაძეები ასე იწოდებოდნენ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მამა იესე იხსენიება მეორე სახელითაც –– იოსებითაც -– გ. მ.) იესე ნიკოლოზის ძე, არს წლისა შობიდან 35-ისა, უსწავლიეს საეკლესიო წიგნი და წერა, აღზრდილა ცაიშის მონასტერზედ, დიაკვნად და მღვდლად ხელდასხმულია თავის მწყემსმთავრის მიერ (იგულისხმება ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ბესარიონ დადიანი -– გ. მ.) და რამღვდლობა მიუღიეს იქმნების წელი 10. ამ მღვდელს შვილი ყავს ორი: მაქსიმე -–– არს წლისა 5 და სოფრომ, არს წლისა 4 (შემდგომში, 1835 წელს, მას ეყოლა ასული ეფროსიმე -– გ. მ.). მღვდელი თოთაძე ზებედე არს წლისა შობიდგან 30-ისა. უსწავლიეს საეკლესიო წიგნი და წერა, აღზრდილა ცაიშის მონასტერზედ, დიაკვნად და მღვდლად ხელდასხმულია თავის მწყემსმთავრის მიერ (იგულისხმება ჭყონდიდელი მიტროპოლი
22-2 საპატრიარქოს უწყებანი N22 5-11ივნისი 2014წ გვ.19
წალენჯიხის საკათედრო ტაძარი და XIX-XX სს.-ში იქ მოღვაწე სასულიერო პირები (გაგრძელება)
ტი ბესარიონ დადიანი -– გ. მ.) და რა მღვდლობა მიუღიეს, იქმნების წელი ნ. ამ მღვდელს შვილი ყავს ერთი პეტრე და არს წლისა 12. დადიანის კაციას ძის ტარიელის კარის მღვდელი სამთავროს კეთილშობილი ფარულავა გიორგი, არს წლისა შობიდამ 50. უსწავლიეს საეკლესიო წიგნი და წერა, აღზრდილა ჭყონდიდის მონასტერზედ, ლაზარე არქიმანდრიტთან (გვარად იყო აფაქიძე –– გ. მ.), დიაკვნად და მღვდლად ხელდასხმულა თავის მწყემსმთავრისაგან (იგულისხმება ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ბესარიონ დადიანი გ. მ.) და მღვდლობა მიუღიეს იქმნების წელი 22. იმოწყალესად ბოძებიეს ბრონზის ჯვარი მიტროპოლიტ ბესარიონისაგან, ატესტატიტურთ, ხოლო მღვდელი ესე იზრდების თავის ყმით და ოჯახით და მოწყალებითა დადიანის ძის ტარიელისათა; ამ ზემო ხსენებულს ეკლესიას აქვს სამხრეთით და ჩრდილოეთით ორთავე მხარეზედ ეკვდრები ექვსი. ამ ეკვდერთაგანში ერთში მარხია დადიანის კაციას ძის მანუჩარის მეუღლე, შარვაშიძის ასული (სახელი ერქვა რუსუდანი -- გ. მ.); და არს წირვა ამ ეკვდერში ამ მიცვალებულისათვის. ტრაპეზი აქვს ქვისა. შიგნით აცვია ტილო და ზეით -- ჩითიბი; ტრაპეზზედ სასვენი სახარება მცირის ტანისა, მოჭედილი; ტრაპეზზედ სასვენი ჯვარი - ნახატისა; სამკვეთლო – ქვისა, თავის საფენით; ბარძიმი, ფეშხუმი, კამარა, კოვზი, ტაკუკი ვერცხლისა, ლახვარი ფოლადისა; ერთი ხელი დაფარნა ხავერდისა, საცეცხლური სპილენძისა; სამი ხატი -- ხეზედ ნახატი: მაცხოვრისა, ღვთისმშობელისა და ჯვარცმისა; ერთი ფილონი -- ყვითლის სტოფისა, მოძველო და მეორე დიბისა, რუსული; სტიხარი, სამკლავები, ოლარი, სარტყელი და ენქერი -– ფარჩისა სრულიად“. დოკუმენტს ხელს აწერენ საირმის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი გიორგი (კუხალაშვილი, შემდგომში -- სამეგრელოს ეპისკოპოსი 1835-1842), ცაგერის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ანტონი (დადიანი, შემდგომში სამეგრელოს ეპისკოპოსი 1843-1852) და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, ბესარიონის (დადიანი) არქიდიაკვანი ლუკა (იოსელიანი). ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, თუ როდის გარდაიცვალა წალენჯიხის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი იესე თოთაძე-თვალთვაძე. იგი (ცვოოცხალი ჩანს 1865 წელს, თუმცა, ამ დროს ტაძრის წინამძღვარი უკვე მისი ვაჟი ნიკოლოზია. სავარაუდოდ, მოხუცი მოძღვარი, იგი ამ დროს 80 წლისა გახლდათ, მალევე გარდაიცვალა. წალენჯიხის ტაძრის მომდევნო წინამძღვარი, მღვდელი ნიკოლოზ თვალთვაძე 1821 წელს დაიბადა. დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი. 1841 წლის 15 მარტს სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (კუხალაშვილი) დიაკვნად აკურთხა. 1842 წლის 18 ივნისს მლვდლად დაასხა ხელი და წალენჯიხის ტაძრის წინამძლვრად დაადგინა. 1860 წელს იგი საგვერდულით დაჯილდოვდა. 1875 წელს სკუფია უბოძეს. ამავე წელს წალენჯიხის ოლქის მთავარხუცესის კანდიდატად აირჩიეს. 1879 წელს კამილავკა ეწყალობა. 1890 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1891 წლის 20 მარტს პენსიაზე გავიდა. 1893 წლის 29 მაისს მლვდელი ნიკოლოზი წმ. ვლადიმერის IV-ის ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. შთამომავლების გადმოცემით, მამა ნიკოლოზი თან ახლდა სამეგრელოს მილიციას ჩრდილოეთ კავკასიაში შამილთან ომის დროს. ჰყავდა მეუღლე ეკატერინე სიმონის ასული (1826) და შვილები: ევსტათი (1843), ფილიპე (1845), არტემი (1848), მალაქია (1850), მელქისედეკი (1852), ალექსანდრე (1855), ასპიდა (1859), ავქსენტი (1861) და ივდიტა (1870). მასთან ერთად მსახურობდა მისი უმცროსი ძმა, მღვდელი სოფრონ თვალთვაძე, დაბადებული 1825 წელს. მიღებული ჰქონდა შინაური განათლება. 1850 წლის 8 ივლისს სამეგრელოს ეპისკოპოსმა
22-3 საპატრიარქოს უწყებანი N22 5-11ივნისი 2014წ გვ.20
წალენჯიხის საკათედრო ტაძარი და XIX-XX სს.-ში იქ მოღვაწე სასულიერო პირები (დასასრული)
ანტონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა. 1854 წლის 18 ივლისს აფხაზეთის ეპისკოპოსმა გერმანემ (გოგოლაშვილი) მლვდლად დაასხა ხელი და წალენჯიხის ტაძრის მეორე მღვდლად განამწესა. 1866 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1871 წელს მამა სოფრომი წალენჯიხის ოლქის სამღვდელობამ სულიერ მოძღვრად აირჩია. 1878 წელს სკუფია უბოძეს. 1886 წელს კამილავკა ეწყალობა, 1891 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. ჰყავდა მეუღლე ნინო ხუტუს ასული (1826) და შვილები: ზოსიმე (1859), გიორგი (1860), სოლომონი (1862) და ბესარიონი (1865). მლვდელი სოფრომი 1892 წლის 6 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი ნეკროლოგი დაიბეჭდა ჟურნალ „მწყემსში“, 1893 წელს, სადაც მღვდელი პეტრე კვარაცხელია მისი მოღვაწეობის შესახებ წერდა: „1892 წლის დეკემბრის 6 გარდაიცვალა წალენჯიხის საბლაღოჩინო ოლქის ეკლესიების ყველა კრებულთაგან საყვარელი და პატივცემული მოძღვართ-მოძღვარი, მღვდელი სოფრომ თვალთვაძე. ჩვიდმეტ წელზე მეტია, რაც განსვენებული დანიშნული იყო მოძღვართ-მოძღვრად ზემოხსენებულ საბლაღოჩინო ოლქში. განსვენებული ჭეშმარიტად ასრულებდა თავის თანამდებობას. იგი სწორედ მაგალითი იყო მისდამი რწმუნებული მრევლისთვის და თავის სულიერ მოწაფეთათვის- თავის წმინდა ცხოვრებით და გასაოცარი უანგარობით. სანამდის კაცი ცოცხალია, რაც უნდა იგი სასარგებლო იყოს მისი მოღვაწეობა, არავინ არ აფასებს მას და არც ხვედრს პატივისცემას იღებს საზოგადოებისაგან. როცა კი მოგვაკლდება ესეთი სასარგებლო პირი, მაშინ კი დავრწმუნდებით, რომ ჩვენთვის იგი სასარგებლო იყო და მისი დაკარგვა ჩვენთვის დიდი სამწუხაროა. განსვენებული მწყემსი სოფრომ თვალთვაძე უხვად იყო დაჯილდოებული უზენაესისაგან სხვადასხვა ნიჭითა. მთელი მისი სიცოცხლე შემკულია დიდებული და კეთილი საქმეებითა. განსვენებული იყო მშვიდი და მოწყალე ღარიბთა და გაჭირვებულთათვის, იგი ყოველთვის კმაყოფილი იყო თავის ხვედრით. ყველა მისი სულიერნი შვილნი სიმწუხარით გლოვენ ყველასაგან საყვარელი და პატივცემული მოძღვრის დაკარგვას და სასოებენ, რომ განსვენებულის თანამდებობის ადგილზე დანიშნული მოძღვართ-მოძღვარი გაივლის იმ გზაზე, რომელზედაც მტკიცედ ვლიდა განსვენებული“. 1882 წლის 13 სექტემბრამდე წალენჯიხის ეკლესიაში ასევე მსახურობდა მღვდელი იოანე ზურაბის ძე თვალთვაძე, დაბადებული 1828 წელს. სასულიერო განათლების მიღების შემდეგ, XIX ს-ის 60-იანი წლების დასაწყისში, ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მლვდლად დაასხეს ხელი და წალენჯიხის ეკლესიაში დაინიშნა. მეუღლეს ერქვა ეკატერინე, ჰყავდა შვილები: დიმიტრი, გიორგი, ავქსენტი და ერთიც ასული სირმა. გარდაიცვალა 1882 წლის 13 სექტემბერს.
22 საპატრიარქოს უწყებანი N22 5-11ივნისი 2014წ გვ.19
წალენჯიხის საკათედრო ტაძარი და XIX-XX სს.-ში იქ მოღვაწე სასულიერო პირები (გაგრძელება)
დასაწყისი იხ: საპატრიარქოს უწყებანი N23 12-18ივნისი 2014წ გვ.17
გამოიჩინეს მათდამი ჩაბარებულ სიწმიდეთა დაცვისათვის. თანახმად მეორე საეკლესიო კრების დადგენილებისა, გამოეცხადოს აგრეთვე მათ, რომ საეკლესიო კრება განიცდის უმაღლეს შვება-მხიარულებას, უცქერის რა მათ თავს შემკულს ტანჯევა-წამების ეკლესის გვირგვინით. საეკლესიო კრება შესთხოვს ზეცისა და ქვეყნის შემოქმედ-გამგებელ ღმერთს, მისცეს მათ დღეგრძელობა და კეთილდღეობა, სასიქადულოდ ქართული ეკლესიისა და გასამხნევებლად აწინდელ და მომავალ ქრისტეს ეკლესიის მწყემს-მოძღვართა“. ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ ეკლესია და სამღვდელოება უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა. ხელისუფლების ბრძანებით, 1922 წლის ივნისში დაიწყო საქართველოს ეკლესია-მონასტრებში დაცული განძეულობის აღწერა, ვითომ მენშევიკური ხელისუფლებისგან მათი დაცვის მიზნით. მოძღვრები იძულებული გახდნენ შეესრულებინათ ეს დავალება. ზოგიერთ ადგილას ამ ყველაფერმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ამავე წლის 20-22 ივნისს წალენჯიხის ტაძარშიც მოხდა საეკლესიო განძეულობის აღწერა, ხოლო განძეულობის ჩამონათვალს ბოლოში ხელს აწერდა დეკანოზი მაქსიმე. სწორედ ამ დროს წამოყვეს თავი წალენჯიხის ტაძრის ძარცვაზე დაკავებულმა პირებმა და წერილი გაუგზავნეს ამხ. ფ. მახარაძეს. მათ უნდოდათ, რომ საქმე კვლავ ალძრულიყო და მამა მაქსიმეს დაბრალებოდა ყველაფერი. წერილს გთავაზობთ შემოკლებით: „ჩვენს წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდება იმ ბოროტმოქმედებაზე, რასაც ადგილი ქონდა წალენჯიხაში მენშევიკური ხელისუფლების დროს, რაზედაც სათანადო კვლევა ძიების მასალების ძალით, თავის დროზე პასუხისგებაში იყო მიცემული დეკანოზი მაქსიმე თვალთვაძე და სხვა მღვდლები და ყველა ისინი დაპატიმრებულ იყვნენ. ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარებისას, წალენჯიხის ეკლესიის საქმეზე პასუხისგებაში მიცემული დეკანოზი თვალთვაძე და მისი კამპანია, საერთოდ სხვა ტუსაღებთან ერთად თავისუფლდებიან ციხიდან. ხალხი მათ ეკლესიაში არ უშობს, რადგან მათ საჯაროდ აღიარეს თავიანთი დანაშაული. თავისი პრესტიჟის აღსადგენად და ბრალდების თავიდან ასაცილებლად, მათ დაიწყეს წინასწარი მუშაობა, გაეცნენ საგამომძიებლო მასალებს. ამით დაიწყო ბრძოლა ეკლესიის თავადთა და მათი კომპანიისა ჩვენს წინააღმდეგ. პირველად მათ იერიში ადგილობრივ ადმინისტრაციაზე მიიტანეს, ხოლო შემდგომში არეალი გააფართოვეს. ხსენებული პროვოკაციის გმირები ზუგდიდის მაზრაში ცნობილნი არიან ასეთი საქმეებით. სამწუხაროდ, ამ გარემოებას ზედ დაერთო ზუგდიდის მაზრის კომუნისტთა შორის არსებული უთანხმოება. ზოგიერთი „კომუნისტები“ ილაშქრებდნენ ქავთარაძე-ბერიას წინააღმდეგ. ბოლშევიკური ხელისფლების დროს ამ საქმეზე მოვლინებულ იქნა ზუგდიდში ბ. ღვინიაშვილი. ჩვენ არ შეუდგებით მის დახასიათებას ამ საქმეში, არც იმას მოგახსენებთ, თუ რა პირობებში წარმოებდა კვლევა-ძიება, მაგრამ არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ ის, რომ ბ. გამომძიებელმა, სრულიად უსაფუძვლოდ, ჩვენს წინააღმდეგ აირჩია უეჭველი დაპატიმრების ზომა 10 თებერვალს 1922 წლისა, ხოლო ასეთი „შინაურის წესით“ 4 ნოემბრიდან 1921 წლიდანაა. მთელი კვლევა-ძიება წარმოებდა ჩვენი სრული იზოლაციის ქვეშ, ამავე დროს სრული თავისუფლება მიენიჭა წალენჯიხის ეკლესიის თავადთ და მათ კომპანიას, რომ უფრო მეტად ხელოვნურად მოეწყოთ საქმე. როგორც იქნა, კვლევა-ძიება დამთავრდა 15 მაისს. საქმე დასკვნისათვის გადაეცა საქმეთა გამომძიებელ ავშაროვს 6 ივნისიდან. 31 აგვისტოს გადაეცა იუსტკომს, რომლის შუამდგომლობით და თქვენი დასტურით გასარჩევად გადაეცა უზენაეს რევტრიბუნალს, სადაც დღემდე იმყოფება ჩვენი საქმე. დღეს კი ირკვევა, რომ თითქოსეს ეს საქმე არ ექვემდებარება მას და მის გადაცემას დასავლეთ საქართველოს ტრიბუნალზე ლამობს, ეს გარემოება კი ნიშნავს საქმის რამდენიმე თვით ხელოვნურად გაჭინაურებას. ჩვენ მოუთმენლად ველით სასამართლოს სიტყვას რადგან წინასწარ დარწმუნებული ვართ, მათი სიტყვა იქნება საჯარო აღიარება ჩვენი უდანაშაულობისა. თუ არ იქნება გათვალისწინებული ჩვენი სამართლიანი მოთხოვნები, ისღა დაგვრჩენია, განვაგრძოთ დაწყებული შიმშილობა, ხოლო სასამართლოს შეუძლია შემდგომში გაასამართლოს ჩვენი ცხედრები, ხოლო კვლევა-ძიების მასალები დარჩება ისტორიულ არქივში, თუ რა სამწუხარო აღმაშფოთებელ პროვოკაციულ საქმეებს ქონდა ადგილი საბჭოთა ხელისუფლების დროს. მოგახსენებთ რა ასე მსხარტულად თქვენ, როგორც მხცოვან ძველ რევოლუციონერს, ველით თქვენგან სამართლიან განკარგულებას, რომლის
23 საპატრიარქოს უწყებანი N23 12-18ივნისი 2014წ გვ.17
წალენჯიხის საკათედრო ტაძარი და XIX-XX სს.-ში იქ მოღვაწე სასულიერო პირები
II ნაწილი
მღვდელ ნიკოლოზის შემდეგ წალენჯიხის ტაძრის წინამძღვრები იყვნენ მისი ძმის -- ზებედეს შტოს წარმომადგენლები, მამა-შვილი: იაკობ ზებედეს ძე და სამსონ იაკობის ძე თვალთვაძეები. მღვდელი იაკობ ზებედეს ძე თვალთვაძე 1833 წელს დაიბადა. მიღებული ჰქონდა შინაური განათლება. 1857 წლის 8 დეკემბერს სამეგრელოს ეპისკოპოსმა თეოფანემ (გაბუნია) დიაკვნად აკურთხა. 1862 წლის 18 თებერვალს აფხაზეთისა და სამეგრელოს ეპისკოპოსმა გერონტიმ (პაპიტაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი და ფუყის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძრის წინამძლვრად დაადგინა. 1870 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1885 წელი სკუფია უბოძეს, 1893 წელს კამილავკა ეწყალობა, 1899 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1903 წლის ივნისში პენსიაზე გავიდა. გარდაიცვალა 1912 წლის 21 ოქტომბერს. ჰყავდა მეუღლე –– მატრონა ზოსიმეს ასული (1840) და შვილები: დეკანოზი სამსონი, ესტატე (1860), კალისტრატე (1865) და დესპინე (1863). დეკანოზი სამსონ იაკობის ძე თვალთვაძე 1856 წელს დაიბადა. 1876 წელს სამეგრელოს ოთხკლასიანი სასულიერო სასწავლებელი პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 1877 წლის 14 იანვარიდან 1885 წლის 14 აპრილამდე სამინისტრო სახალხო სკოლაში ასწავლიდა. 1885 წლის 2 მაისს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა და წალენჯიხის საკათედრო ტაძარში განამწესა. 1888 წლის 1 ნოემბრიდან წალენჯიხის სამინისტრო სახალხო სკოლაში საღვთო სჯულს ასწავლიდა. 1891 წლის 22 მაისს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) მღვდლად დაასხა ხელი და მაზანდარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად განამწესა. 1903 წელს კამილავკა ეწყალობა. 1903 წლის 1 ივლისს წალენჯიხის ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1900-1914 წლებში იყო ზუგდიდის სამაზრო განყოფილების საეპარქიო საბჭოს წევრი. 1900-1912 წლებში წალენჯიხის სამრევლო სკოლაში უსასყიდლოდ ასწავლიდა საღვთო სჯულს. 1898 წლიდან შეთავსებით ასწავლიდა ქალთა სკოლაშიც. 1909 წლის 26 მაისს წალენჯიხის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს და 1909 წელს სამ
23-1 საპატრიარქოს უწყებანი N23 12-18ივნისი 2014წ გვ.18
წალენჯიხის საკათედრო ტაძარი და XIX-XX სს.-ში იქ მოღვაწე სასულიერო პირები (გაგრძელება)
კერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1914 წლის 12 ივლისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზ სამსონის მეცადინეობით აიგო ახალი ქალთა სკოლის შენობა, რომლის მშენებლობაზე მან თავისი პირადი ხარჯები –– 400 მანეთი გაიღო. მანვე შეაკეთა წალენჯიხის ტაძარიც, რაზედაც 200 მანეთი დახარჯა. 1911 წლის 15 მაისს სასწავლო დირექტორიამ სახალხო სკოლებში 25-წლიანი ნაყოფიერი სამსახურისათვის წმინდა ანას. III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. მამა სამსონის მთავარხუცესობის პერიოდში აშენდა ოთხი ახალი ეკლესია. ერთი ქვისა და სამიცხის. გამოასწორა სანთლის რეალიზაციის საქმე წალენჯიხის ოლქში, თუ ადრე 5-6 კგ სანთელი იყიდებოდა, მისი მმართველობის პერიოდში 20 კგ-მდე გაიზარდა. ოლქში სკოლებისა და განათლების საკითხიც გამოსწორდა. მამა სამსონი ყოველ კვირასა და დღესასწაულზე ქადაგებით მიმართავდა მრევლს, განუმარტავდა მათ ქრისტიანული სარწმუნოების მნიშვნელობას და ასწავლიდა ღვთისა და სამშობლის სიყვარულს. მოძღვარი ადრე დაქვრივდა. ჰყავდა ერთი ვაჟი: კონსტანტინე (27.12.1887წ), რომელმაც ოდესის იურიდიული უნივერსტიტეტი დაამთავრა. მას ცოლად ჰყავდა ბარბარე ბესარიონის ასული). წალენჯიხის საკათედრო ტაძრის უკანასკნელი წინამძღვარი გახლდათ მამა ნიკოლოზის ერთ-ერთი ვაჟი, დეკანოზი მაქსიმე თვალთვაძე. იგი 1860 წელს დაიბადა. დაამთავრა ზუგდიდის ორკლასიანი სასწავლებელი. 1880 წელს წალენჯიხის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1890 წლის 25 იანვარს გურია–-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა და ძველი სენაკის ეკლესიაში განამწესა. 1891 წლის 18 აპრილს მლვდლად დაასხა ხელი და წალენჯიხის ეკლესიის მეორე მღვდლად დანიშნა. 1903 წლიდან არის წალენჯიხის ქალთა სკოლის გამგე. წლების განმავლობაში მუშაობდა სასულიერო გამომძიებლად წალენჯიხის ოლქის სახალხო სასამართლოში. 1902 წელს კამილაკვა ეწყალობა. 1910 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. მამა სამსონის მსგავსად, სკოლის აშენებაში მანაც 400 მანეთი გაიღო. დეკანოზი მაქსიმე ადრე დაქვრივდა. ჰყავდა სამი შვილი: ვლადიმერი (1894-1974წწ.) დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია, იყო ოფიცერი, მსახურობდა ახალციხის მესაზლვრეთა ჯგუფში. შთამომავლების გადმოცემით, დაეხმარა ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმს თურქეთში გადასვლაზე, რის გამოც დააპატიმრეს და დახვრეტა მიუსაჯეს, რაც შემდეგ გადასახლებით შეუცვალეს. გათავისუფლე- ბის შემდეგ დასახლდა მამაპაპისეულ სახლში და წალენჯიხაში ბუღალტრად მუშაობდა. შალვა – 1897-1938წწ. 1911 წელს დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1924 წელს ისიც დააპატიმრეს, აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით. გაიქცა მეტეხის ციხიდან. ჩავიდა ბათუმში, რომ იქიდან თურქეთში გადასულიყო, მაგრამ ვიღაცამ გასცა და კვლავ დააპატიმრეს. 1931 წელს და 1933 წელს კვლავ დაპატიმრებული იყო. 1938 წლის 30 აპრილს ლავრენტი ბერიას ბრძა– ნებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. ჰყავდა მეუღლე
ნადია ლუკავა და ორი ქალიშვილი -– ნათელა და მარგალიტა. ფედოსია (1896-1980წწ 1913-1921 წლებში ასწავლიდა ადგილობრივ სამრევლო-საეკლესიო სკოლაში, ხოლო გასაბჭოების შემდეგ, წლების განმავლობაში, მუშაობდა რუსული ენის პედაგოგად. XX ს-ის 10-იანი წლების ბოლოს მღვდელი მაქსიმე წალენჯიხის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1921 წლის დასაწყისში, ჯერ კიდევ უღვთო მენშევიკური მთავრობის პერიოდში, მოხდა წალენჯიხის საკათედრო ტაძრის გაძარცვა, რაშიც როგორც შემდგომში გაირკვა, ბოლშევიკების ხელი ერია და ისინი ამ ყველაფერს მამა მაქსიმეს აბრალებდნენ (შთამომავლების გად–-– მოცემით, მამა მაქსიმეს წირვის დროს მიადგნენ ეკლესიაში, გარეთ ზამთარის სუსხიანი დღე იდგა, მოძღვარი ეკლესიიდან გამოიყვანეს, ყელამდე ყინულივით ცივ მდინარეში ჩააყენეს და თან დასძახოდნენ: „ჩვენ კი არა, შენ გადამალე ხატები ოქროსა და ვერცხლის ზოდებად გადასადნობადო". უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოხდა მენშევიკების დროს და არა კომუნისტური ხელისუფლების პერიოდში. შემდგომში სიმართლე გაირკვა და ამ საქმეზე დააპატიმრეს სხვა პიროვნებები, რაზედაც ქვევით გვექნება საუბარი. მენშევიკურმა ხელისუფლებამ ამ საქმის გამო დააპატიმრა წალენჯიხის ოლქის ხუთი მოძღვარი და უკანანო პატიმრობაში ამყოფა ისინი. 1921 წლის 1-8 სექტემბერს გელათის მონასტერში ჩატარებულმა მესამე საეკლესიო კრებამ მოისმინა სამეგრელოს ეპარქიის წარმომადგენლის, დეკანოზ თოდუას მოხსენება წალენჯიხის ეკლესიის გაძარცვისა და ამ მიზეზით ყოფილი მენშევიკური მთავ– რობის მიერ ხუთი სასულიერო პირის: დეკანოზ მაქსიმე თვალთვაძის, დეკანოზ ალექსი კვარაცხელიას, მღვდელ გიორგი თვალთვაძის, მღვდელ კონსტანტინე შენგელიასა და მლვდელ ბართლომე კვარაცხელიას წამების ფაქტის შესახებ. მოსმენის შემდეგ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა ამბროსიმ (ხელაია), კრებას წინადადება მისცა, ხსენებული ხუთი მოძღვრისათვის თანაგრძნობა გამოეცხადებინათ. საბოლოოდ, ყველა საკითხის განხილვის შემდეგ კრებამ ხმის უმეტესობით მიიღო შემდეგი დადგენილება: „საეკლესიო კრების საგანგებო ღრამოტით გამოუცხადოს მადლობა დეკანოზ მაქსიმე თვალთვაძეს, მთავარხუცეს დეკანოზ ალექსი კვარაცხელიას, მღვდელ გიორგი თვალთვაძეს, მღვდელ ბართლომე კვარაცხელიას და მღვდელ კონსტანტინე შენგელიას მისი უღრმესი მადლობა იმ ერთგულებისათვის და სიმტკიცისათვის, რომელიც მათ
23-2 საპატრიარქოს უწყებანი N23 12-18ივნისი 2014წ გვ.20
წალენჯიხის საკათედრო ტაძარი და XIX-XX სს.-ში იქ მოღვაწე სასულიერო პირები (დასასრული)
მოლოდინში ვრჩებით სრულიად დაიმედებულნი. 1922 წლის 12 ოქტომბერი, ტფილისის I გამ. სახლი, პატიმრები: ანტონი (მამა) ანჯაფარიძე, ივანე ბაძაღუა, იოსებ კვარაცხელია, ჯოგო ზარქუა, მეხუთე გვარი არ იკითხება“. ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, თუ რა ბედი ეწია ამ პატიმრებს და როგორ დასრულდა ეს გამოძიება, ერთი რამ კი ფაქტია, თავად წალენჯიხელები თავიანთ მოძღვარს დაუდგნენ გვერდით და ამ ერთსულოვნებითა და თანადგომით მამა მაქსიმე დაპატიმრებას გადაურჩა. თუმცა, მალევე, ტაძრის დახურვისა და შემდგომი რეპრესიების გამო, მან მღვდელმსახურება ვეღარ გააგრძელა. როგორც შთამომავლები იხსენებენ, მოძღვარს სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა ყინულოვან წყალში გაცივების შედეგი. მაქსიმე ბაბუას – ასე ეძახდნენ წალენჯიხელები უფლებაწართმეულ მოძღვარს მუდამ თეთრი ანაფორა ეცვა და ჩინდაშრეტილი მაინც სოფლის იმედად იდგა. აქვე გვინდა ორიოდე სიტყვით მოგითხროთ კიდევ ერთ თვალთევძაზე რომელიც ასევე რეპრესირებულია და ნარაზენის მთავარანგელოზთა ეკლესიაში მსახურობდა. ეს გახლდათ მღვდელი ვასილ ლავრენტის (ლევა- ნის) ძე თვალთვაძე, დაბადებული 1871 წლის 8 დეკემბერს მღვდლის ოჯახში. 1890 წელს დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი. 1890 წლის 10 ივლისს წალენჯიხის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1902 წლის 2 სექტემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა. 1906 წლის 1 იანვარს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი და ნაროუს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში განამწესა. 1906 წლის 1 ოქტომბერს ნარაზენის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1908 წლის 27 ოქტომბრიდან ადგილობრივ სამინისტრო სახალხო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებელია. 1911 წლის 18 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა. ჰყავდა მეუღლე ნინო (ცაცა) თეიმურაზის ასული და შვილები: აპოლონი (7.03.1899), გრიგოლი/ჩაქურია (2.06.1902-1917წწ. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, გარდაიცვალა მოულოდნელად, 15 წლის ასაკში), ეკატერინე (10.05.1904) და ნადეჟდა (5.10.1906).
24 საპატრიარქოს უწყებანი N24 19-25ივნისი 2014წ გვ.17
იღუმენი მალაქია (წიკლაური) 1870- 1937
იღუმენი მალაქია, ერისკაცობაში -– მათე სიმონის ძე წიკლაური, 1870 წლის 1 იანვარს თბილისის გუბერნიაში, თიანეთის მაზრის სოფელ მელიასხევში, გლეხის ოჯახში დაიბადა. სიმონ წიკლაური ღვთისმოშიში, ღრმადმორწმუნე და შრომისმოყვარე ქრისტიანი გახლდათ და შვილებს შესაბამისად ზრდიდა. უნერგავდა მათ ღვთისა და სამშობლოს სიყვარულს. ხშირად, საღამოობით კერიის წინ შემოიკრებდა შვილებს და საქართველოს წარსულიდან და ისტორიიდან ძველ ამბებს უყვებოდა. მას ოთხი ვაჟი ჰყავდა: გიორგი, მათე-მალაქია, ალექსანდრე და ბესარიონი. მათგან გიორგი სოფლის მეურნეობას გაჰყვა, ხოლო მომდევნო ვაჟები სასულიერო პირები გახდნენ, მათგან მათემ ბერული ცხოვრების გზა აირჩია. პატარა მათემ წერა-კითხვა სოფელ ამტნისხევის ერთწლიან სამრევლო-საეკლესიო სკოლაში ისწავლა. როდესაც შესაფერისმა ასაკმა უწია, მშობლებისგან ლოცვა-კურთხევა აიღო და ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერს მიაშურა, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. იმ პერიოდში წმ. ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე) ხელმძღვანელობითა და მეცადინეობით, აღმოსავლეთ საქართველოში რამდენიმე უძველესი მონასტრის განახლება მიმდინარეობდა. ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსე მორჩილების შემომატება მოხუც მღვდელმთავარს დიდად უხარებდა გულს. 1890 წლის 24 მაისს, მეუფე ალექსანდრეს ლოცვა-კურთხევით, მორჩილი მათე ზედაზენის მონასტრის მორჩილად განამწესეს. 1891 წლის 9 თებერვალს ზედაზნის მონასტრის მღვდელმონაზონი ათანასე (ზურაბაშვილი) და კიდევ სამი მორჩილი საფარის მონასტერში გადაიყვანეს, სადაც ასევე ახალი აღორძინებული იყო სამონასტრო ცხოვრება, თუმცა ქართველი ბერები იქ დიდხანს არ გაჩერებულან. 1892 წლის 10 ოქტომბერს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის გადაწყვეტილებით, საფარის მონასტერში არქიმანდრიტ პაისის წინამძღვრობით რუსი ბერები დამკვიდრდნენ, ხოლო ქართველმა ბერებმა იქაურობა დატოვეს. მორჩილი მათე გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში განამწესეს. 1893 წლის 28 მარტს იგი შუამთის მონასტერში გადაიყვანეს. 1898 წლის 23 აპრილს ამავე მონასტერში ალავერდელმა ეპისკოპოსმა კირიონმა (საძაგლიშვილი) იგი ბერად აღკვეცა და სახელად მალაქია უწოდა. ამავე წლის 4 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) დიაკვნად აკურთხა. 1899 წლის 4 დეკემბერს ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის
24-1 საპატრიარქოს უწყებანი N24 19-25ივნისი 2014წ გვ.18
იღუმენი მალაქია (წიკლაური) 1870- 1937 (გაგრძელება)
საკათედრო ტაძარში გადაიყვანეს. 1900 წლის 4 დეკემბერს ალავერდელმა ეპისკოპოსმა კირიონმა (საძაგლიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი. 1902 წლის 10 სექტემბერს ალავერდელმა ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (აბაშიძე) მღვდელ-მონაზონი მალაქია ალავერდისა და თეთრი გიორგის მონასტრების ხაზინადრად დანიშნა და ამავე წლის 14 სექტემბერს საგვერდულით დააჯილდოვა. ალავერდის მონასტერში მსახურებისას მამა მალაქიას ხელმძღვანელობით მრავალი სასიკეთო საქმე გაკეთდა. გაამშვენა მონასტრის ეზო. გააშენა პატარა ვაშლის ბაღი, მოამრავლა ფუტკარი და მონასტერს თავისი თაფლი და სანთელი გაუჩნდა. მან, იქ მოღვაწე მღვდელ-მონაზონ ზენონთან (სუმბაძე) ერთად, ბევრი იღვაწა მონასტრის გამშვენებაკეთილდღეობისთვის. იმ პერიოდში ქვათახევის მონასტერში, ბერთა სიმცირის გამო, ეს დიდებული სავანე უპატრონოდ იყო მიტოვებული. 1906 წლის 23 ოქტომბერს ალავერდელმა ეპისკოპოსმა პეტრემ (კონჭოშვილი) გამოცდილი და მშრომელი მღვდელ-მონაზონი მალაქია ქვათახევის მონასტერში გადაიყვანა და ხაზინადრობა ჩააბარა. მამა მალაქიას ძმების, მლვდლების -– ალექსანდრესა და ბესარიონის საოჯახო არქივებში შემორჩენილია რამდენიმე წერილი, რომლებიც იღუმენ მალაქიას მიერაა მონასტრიდან გამოგზავნილი. ერთ-ერთი წერილი სწორედ ამ პერიოდშია დაწერილი. ბარათი 1907 წლის 23 თებერვლით თარიღდება და მამა ალექსანდრეს მიმართავს: „ლოცვა-კურთხევას წარმოგივლენთ და მოგიკითხავთ. როგორ მშვიდობითა ხარ, რასა იქ, როგორ სცხოვრობ. იქნება კიდევ ჩხუბი მოგდით შენ და შენ მღუდელსა? მშვიდობიანათ იცხოვრე,ყველაში მოთმინება იქონიე, მღუდელსაც მოუთმინე და ერსაცა და მაშინ შენთან იქმნება ღმერთი და შემწე შენი. ხომ მშვიდობიანობა არის მანდით ან როგორი ზამთარია? შენი გამოგზავნილი წერილი მივიღე აგერ მესამე და ჩემი ბარათები არ ვიცი, იკარგება თუ რა მოსდის. დანიშვნაზე რომ მწერდი, იმისა რა ჰქმენი, თავი დაანება, თუ იყავ თიანეთში და ნახე? მარიამი როგორ არის, ხომ მშვიდობით არიან? თუ ვინმე ნახო ჩვენებური, დააბარე გიორგისთან, ესტატე ჩქარა გამომიგზავნე-თქო, მალაქია იბარებსთქო. ეგ უბედური, ისაც იმან აიყოლია და წაიყვანა. აქანამდის დავითნს გავათავებინებდი, შკოლელია და კარგს ალაგს მივაცემინებდი. წერილი მომწერე, თუ როგორა ხარ? ივანე მღვდელი მომიკითხე და ივანე ბახტურაიძე და ვისაც ვიცნობდე და ვახსოვდე. იყავით მშვიდობით! ახლა თუ ჩემს ამბავსაც იკითხავთ, მეც მშვიდობით ვიშყოფები. თანდათან შევეჩვიე აქაობას, ძალიან კარგად ვარ, არაფერი მიჭირს. ანდრია მომიკითხე თუ ნახო ალავერდში. კამეჩები უყიდე, ბიჭო! მადლი არის, მე დავპირდი, მაგრამ ვეღარ მოვასწარი. ფურ-კამეჩები იქნება იაფად შეგხვდნენ. უყიდე! ათი თუმანი დასჭირდება. თითონ შეათვალიერებს. თქვენი მალაქია“. ქვათახევში მსახურების პერიოდში მამა მალაქიას ერთი უსიამოვნო ამბავი გადახდა. გაძარცვის მიზნით, 1908 წლის 5 ოქტომბერს ავაზაკები თავს დაესხნენ ქვათახევის მონასტერს. მათ შეურაცხყოფა მიაყენეს მონასტრის ბერებს და სცემეს წინამძღვარი, იღუმენი ნიკიფორე (კანდელაკი), რომელიც იმავე საღამოს გარდაიცვალა. გაზეთ „ამირანში“ უცნობმა ავტორმა „კრუხის“ ფსევდონიმით გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც წინამძღვრისა და მამა მალაქიას დაპირისპირებაზე საუბრობდა და პირდაპირ მას ადებდა ხელს. ამის საპირისპიროდ მამა მალაქიას ვრცელი წერილი გამოქვეყნდა გაზეთ „დროებაში“, სადაც ის დაწვრილებით აღწერდა მომხდარ ამბავს და თავის უდანაშაულობას ამტკიცებდა. იგი წერდა: „ბატონო რედაქტორო! ნება მიბოძეთ თქვენი გაზეთის საშუალებით ნათელი მოვფინო იმ ამბებს, რომელსაც მაწერს მე გაზეთ „ამირანში“ ბატონი „კრუხი“. ნეტა, რომელმა ბერმა უამბო ის, რასაც იგი გაზეთის ფურცლებზე ათავსებს? მართალია, იმგვარი შემთხვევა იყო, რომ როდესაც განსვენებული წინამძღვარი ლოცვაზე იდგა, ვიღაცა ბოროტგამზრახველებმა მოინდომეს მისი საყდრიდან გამოყვანა, მაგრამ ეს იყო მაისში და არა მკვლელობის დღეს, 5 ოქტომბერს. მონასტერზე თავდასხმა და წინამძღვრის სიკვდილი და არა მკვლელობა, მოხდა ღამის თერთმეტ საათზე, როდესაც მთელ მონასტრის კრებულს ეძინა და ორიც გარეშე პირი იყო ჩვენთან სტუმრად -–– ერთი არმაზელი ბერი, მამა მირიანი (ბექაური) და მეორე -– ნათლისმცემლის ბერი, მამა დიმიტრი, რომელნიც დაამტკიცებენ საქმის ნამდვილ ვითარებას. მე აქ არ შეუდგები დაწვრილებით იმის ახსნას, თუ რაა მართალი და რა -–– არა ბატონ „კრუხის“ წერილში, მხოლოდ შევეხები იმ საგნებს, რომელსაც პირადად მე მაწერს, ვითომ მე და განსვენებულ ნიკიფორეს ერთი ახლო ნათესავი ცხენებით ზვარში წავსულიყავით და გზაში ქაღალდი ამომვარდნოდეს და იმას აეღოს. რაც შეეხება იმ ქაღალდს, რომელსაც ბატონი კრუხი იხსენიებს, მართლა აღმოჩნდა ნიკიფორეს ოთახში და რადგან მე რუსული არ ვიცოდი, ამიტომ მიმქონდა მამა ბლაღოჩინთან, რომ მეჩვენებინა მისთვის -–– თუ საჭირო რამ საბუთი იყო. ერთი მიბრძანეთ, მე რომ მცოდნოდა, რომ ის ქაღალდი სწორედ ჩემზე „დანოსი“ იყო, განა ჯიბეში შევინახავდი და ან ბლაღოჩინთან წავიღებდი და მაშინვე არ დავხევდი? რაც შეეხება იმას, რომ იგი ჯიბიდან ამომვარდა, ესეც მართალია, მხოლოდ ზვარში და არა ცხენით მიმავალს. ეს ქაღალდი მართლაც აღმოჩნდა მამა ნიკიფორეს ოთახში და მასთან ერთად აღმოჩნდა კიდევ 170 მანეთი ფული, რომელიც მაშინვე ოქმში შევიტანე. თუკი მამა ნიკიფორეს ამოდენა ფული ოთახში ჰქონდა და ისიც სამ ნაწილად დაყოფილი და სამად შეკრულ-შებოჭვილი, მაშ, რაღად დასჭირდა ჩემი შუაღამისას გამოღვიძება და ბოროტგამზრახველების ჩემთან წამოყვანა, რომ ეკლესიის კასიდან მიმეცა ფული. მას რომ თავის ფულიდან რამდენიმე მანეთი მიეცა, მე მგონია, ბოროტგამზრახველები გაიფანტებოდნენ და მამა ნიკიფო-
24-2 საპატრიარქოს უწყებანი N24 19-25ივნისი 2014წ გვ.19
იღუმენი მალაქია (წიკლაური) 1870- 1937 (გაგრძელება)
რეც გადარჩებოდა იმ სამ წიხლს, რომელიც განსვენებულს შეუ- რაცხყოფად მიაყენეს, ეკლესიის ფულიც ხელუხლებელი იქნებოდა და მონასტრის კრებულიც არ დაწიოკდებოდა შემდეგ ბატონი „კრუხი“ ამბობს, რომ ბერების განცხადებით (ნეტა, რომელი ბერია?), ვითომ ტყვია იყოს მოხვედრილი და აღმოჩენილა კი, რომ „კედელში ტყვია კი არა, დიდი ლურსმანი შეურჭვიათ, შემდეგ ისევ გამოუ- ღიათ და ისევე ტახტის ქვეში შეუგდიათ და ვითომ ეს ლურსმანი ნახესო“, ამაზე მეტი სიყალბე, მგონი აღარც კი გაგონილა! აბა, რომელი ყაჩაღი უნდა იყოს, რომ კედელში ლურსმანი შეურჭოს, მერე ისევ გამოიღოს და იქვე ტახტის ქვეშ შეაგდოს? აი, ბატონო, ბერებიც იქ არიან, მორჩილებიც იქ გახლავან და მთელი მონასტრის კრებულიც, ამოდენა ხალხში რომელი იტყვის, რომ კედელში ტყვია კი არ არის მოხვედრილი, ლურსმანია შერჭმულიო? დასასრულ, ბატონი „კრუხი“ სწერს, რომ „წინამძღვარი უკრძალავდა ბერებს ცუდ ცხოვრებას, თვითონ ბერებს უთქვამთ რამდენჯერმე, რომ იგი ნებას არ გვაძლევდა, ნახევარ ბოთლზე მეტი დაგველიაო. ნებას არ აძლევდა ხაზინადარს, ტყის ღალა გლეხებისათვის იმდენი ეხდევინებინა, რამდენსაც წინად ახდევინებდაო. ყველა ამისათვის ხაზინადარი მალაქია გადაჰკიდებია და უკანასკნელ ერთი თვის განმავლობაში უმძრახადაც ყოფილანო“. ყოველივე ეს სიმართლეს მოკლებულია. არაფერი ამისთანა არ მომხდარა“. 1910 წლის 16 მარტს მღვდელ-მონაზონი მალაქია ხირსის მონასტერში გადაიყვანეს. 1911 წლის 25 ივლისიდან 25 სექტემბრამდე რუსეთში, წმინდა ადგილების მოსალოცად გაემგზავრა. მოილოცა კიევპეჩორის ლავრა და სხვა სიწმინდეები. ამავე წლის 2 დეკემბერს შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში განამწესეს. 1913 წლის 14 იანვრიდან ისევ რუსეთში გაემგზავრა, რათა საფუძვლიანად შეესწავლა სლავური მსახურება და მაისის ბოლომდე აპირებდა იქ დარჩენას. 1913 წლის 4 თებერვალს ეგზარქოსმა ინოკენტიმ აღმოსავლეთ საქართველოს მონასტრების მთავარხუცესს, არქიმანდრიტ ნაზარის (ლეჟავა) გაუგზავნა მოხსენება, რომელშიც იგი წერდა: „ებრძანოს მღვდელ-მონაზონ მალაქიას, რომელმაც უკვე საკმაოდ შეისწავლა სლავური მსახურება, სასწრაფოდ დაბრუნდეს საქართველოში. კეთილი ბერები აქაც საჭიროა“. ამავე წლის 27 აპრილით დათარიღებულ წერილში არქიმანდრიტი ნაზარი სწერს მამა მალაქიას, რომ მას უარი ეთქვა მაისამდე დარჩენაზე და შუამთის მონასტერში დაბრუნებისაკენ მოუწოდა, რასაც მამა მალაქია მყისვე დამორჩილდა. 1913 წლის 28 თებერვალს რომანოვების მეფობის 300 წლისთავთან და კავშირებით იგი სამახსოვრო მედლით დაჯილდოვდა. 1913 წლის 1 ნოემბერს აწყურის თეთრი გიორგის სახელობის მონასტერში განამწესეს. 1915 წლის 2 მაისს ისევ შუამთის მონასტერში გადაიყვანეს და ამავე მონასტრის ხაზინადრობა ჩააბარეს. 1916 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ ეკლესიისა და სამლვდელოების მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. დაინგრა და დაიკეტა ასობით ეკლესია-მონასტერი. სამღვდელოებას მოესპო საარსებო წყარო. მონასტრების დახურვის შემდეგ ბერები იძულებული გახდნენ, თავშესაფარი სოფლებში ეძებნათ, სადაც სამრევლო ეკლესიებში გააგრძელეს მოღვაწეობა. გამონაკლისი არც მამა მალქაია გახლდათ, იგი სოფელ ვეჯინში მივიდა და სოფლის ბოლოში, მიუვალ ადგილზე მდგარ ძველ ციხე-სიმაგრესა და ეკლესიას შეაფარა თავი, სადაც განდეგილივით ცხოვრობდა. უშიშრად ქადაგებდა ქრისტეს სარწმუნოებას, ასრულებდა საეკლესიო წესებს და შევიწროებულ მრევლს ანუგეშებდა. 1924 წელს, როგორც საშიში ელემენტი, იგი ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნით დააპატიმრეს და 5 წლით საქართველოდან გაასახლეს. აი, რას წერდა გაზეთი „კომუნისტი“ 1925 წელს თავის ერთ-ერთ ნომერში: „სოფელ ვეჯინის სათავეში, ცივ-გომბორის ერთ უღელტეხილის ორთავ მხარეს, დღესაც არის ძველთაძველი ციხესიმაგრეები, კოშკები და საყდრები. ეს სიძველენი ზევიდან გადასცქერის თელავ-სიღნაღ-თიანეთის ხეობათა მთელ არე-მარეს. შუაგულ ციხეში პატარა, ოთხკუთხიანი ქვითკირის სიმაგრეა. აქედან იწყება თაღიანი გვირაბები: ერთი მარჯვნივ და მეორე მარცხნივ. გვირაბები დაბლა ხევში ჩადიან. მათი სიგრძე ერთ ვერსს დაედრება. 30 დესეტინის სივრცეზე მიუვალ ხევებიდან, ძველ ციხეს კედელი აქვს შემორტყმული. ეს ციხე ჩვენი ძველი კულტურის მაჩვენებელია. ამ 6-7 წლის წინ დასახლებულა ამ უდაბნო, მიუკარებელ ადგილას ვინმე ფშაველი მალაქია. დიდი შრომით აქაურობა დაუსუფთავებია, ხევიდან რკინის მილებით 1 ვერსის მანძილზე წყარო ამოუყვანია, მშვენიერი ბოსტნეულობა, ნამყენები
24-3 საპატრიარქოს უწყებანი N24 19-25ივნისი 2014წ გვ.20
იღუმენი მალაქია (წიკლაური) 1870- 1937 (დასასრული)
გაუჩენია და სამაგალითოდ უვლიდა ყველაფერს. სოფლელები შეჰხაროდნენ მის შრომა-მოღვაწეობას. შარშან ვიღაც უგუნურები შესევიან ხელისუფლების სახელით ამ ციხე-სიმაგრეს. ფშაველი გარეთ გამოუგდიათ, კარი, ფანჯრები და კრამიტის სახურავები აუყრიათ და სულ მიუნგრევ-მოუნგრევიათ. ამის გარდა, არც ნამყენები დაუზოგავთ. ასეულ წლებიანი კაკლებიც შეშათ დაუჩეხნიათ. ბოლოს ციხეების ნგრევასაც შესდგომიან, მაგრამ ბევრი ვერაფერი დაუკლიათ. ადგილობრივი მოწინავე ელემენტები და პარტიის წევრებიც დიდ პატივისცემით ეპყრობოდნენ ისტორიულ ნაშთებს. საჭიროა ჯეროვნად დასჯა თავხედი პირების. ეს საუკეთესო გაკვეთილი იქნება სხვებისათვის და საბჭოთა ხელისუფლების სამართლიანობის დამკვიდრებისათვის“. 1929 წელს მამა მალაქია დაბრუნდა გადასახლებიდან და ისევ ჩვეული ენერგიით შეუდგა საეკლესიო მოღვაწეობას. იგი კვლავ ვეჯინში დასახლდა და დანგრეულის აღდგენას შეუდგა. XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში, ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობის გამო, იღუმენის წოდება მიენიჭა. 1932 წლის 25 ივნისს კი ენქერით დაჯილდოვდა. 1933 წლის 15 ივლისს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით, იღუმენი მალაქია საინგილოში კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა, რაც აზერბაიჯანის მთავრობას შესაბამისი საბუთით ეცნობა კიდეც. წიკლაურების საოჯახო არქივში შემორჩენილია წერილი, რომელსაც მამა მალაქია 1933 წელს კახიდან აგზავნის და თავის ძმას სთხოვს, მღვდელ ალექსანდრეს გარკვეული საბუთების მასთან გადაგზავნას. უცნობია, თუ რამდენ ხანს დარჩა მოძღვარი კახის ეკლესიაში. საარქივო საბუთებიდან ირკვევა, რომ როდესაც ის დააპატიმრეს, კვლავ სოფელ ვეჯინში აღასრულებდა წესებს. ეს ამბავი კი ასე მოხდა. მამა მალაქიას დაუწყია სოფლის მოსახლეობაში ფულის აგროვება, რათა ვეჯინის დარბეული ეკლესია აღედგინა. ამის საპირისპიროდ კი ადგილობრივი საბჭოს თავმჯდომარემ დაანგრია ვეჯინის ტაძარი. ამის გამო, მამა მალაქიას მისთვის უთქვამს, ეს არის საერთო სახალხო ქონება და ისტორიული ძეგლი და მის ხელყოფას არ გაპატიებენო. შემდგომ მოხდა ისე, რომ თავმჯდომარემ, ნათესავების ხელმოწერით, ჩეკაში წარადგინა ბრალდება ბავშვების ძალით მონათვლის თაობაზე. თავმჯდომარეს, ცხადია, დანგრევა აპატიეს, ხოლო მამა მალაქიას მშენებლობა, ქველმოქმედება და ბავშვების „ძალად“ მონათვლა არა. საბრალდებო დასკვანში წერია: „მამა მალაქიას ბრალად ედება სოფლის კოლმეურნეებში ქვეყნის საწინააღმდეგო აგიტაცია. ასრულებდა რა საეკლესიო წესებს, ჯვრისწერებს, ნათლობებს, გლეხებს ეუბნებოდა, თუ ბავშვებს არ მონათლავთ 8 წლამდე, ისინი დაიღუპებიანო და სხვა მრავალი ასეთი ცილისწამება“. იღუმენი მალაქია 1937 წლის 14 დეკემბერს ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე გაასამართლეს და სამეულის განჩინებით დახვრეტა მიუსაჯეს, რაც იმავე დღეებში სისრულეში მოიყვანეს.
25 საპატრიარქოს უწყებანი N25 26ივლისი-3ივლისი 2014წ გვ.17
ფრიად კეთილისა ყოფაქცევისა, მორჩილი თვისისა წინამძღვრისა არქიმანდრიტი მაკარი (მატათაშვილი) 1824- 1892
| ნაწილი
XIX საუკუნეში საქართველოს ეკლესიის წიაღში არაერთი გამოჩენილი და ღვაწლმოსილი პიროვნება მოღვაწეობდა, რომელთა ღვაწლი და საქმიანობა დღესაც არ არის ჯეროვნად შესწავლილი და დაფასებული. ამ თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლდათ ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, მქადაგებელი, მგალობელი და ძველი ბერმონაზვნური ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი, არქიმანდრიტი მაკარი, ერისკაცობაში მიხეილ დიონისეს ძე მატათაშვილი. არქიმანდრიტი მაკარი 1824 წელს (საფლავზე მის დაბადების თარილად 1818 წელი წერია) კახეთში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. მამა -– მღვდელი დიონისე მატათაშვილი 1795 წელს თავადაც მღვდლის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში მღვდელ-მონაზონ ნექტარიოსთან (სოლოღაშვილი) ისწავლა. 1817 წელს ბოდბელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მაყაშვილი) დიაკვნად აკურთხა. 1825 წელს მეუფე იოანემ მლვდლად დაასხა ხელი და ჭერემის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. მამა დიონისემ რამდენიმე ათეული წელი პატიოსნად და თავდადებით იმსახურა ქრისტეს ეკლესიაში და მშვიდობით განისვენა. მამაპაპისეული გზა გააგრძელა პატარა მიხეილმაც, რომელმაც თბილისის სასულიერო სემინარია-
25-1 საპატრიარქოს უწყებანი N25 26ივლისი-3ივლისი 2014წ გვ.18
ფრიად კეთილისა ყოფაქცევისა, მორჩილი თვისისა წინამძღვრისა არქიმანდრიტი მაკარი (მატათაშვილი) 1824- 1892 (გაგრძელება)
ში საშუალო განყოფილება დაამთავრა. 1845 წლის 8 მარტს ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1847 წლის 19 ოქტომბერს დიაკვნად აკურთხეს. 1848 წელს მამა მიხეილს გარდაეცვალა მეუღლე. თავისი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით იგი მონასტერში მკვიდრდება. 1849 წლის 5 მაისს იგი შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერში ბერ-დიაკვნის შტატში დაინიშნა. უმოკლეს ხანში მამა მიხეილმა კეთილი ყოფაქცევითა და პატიოსნებით, მონასტრის საძმოს პატივისცემა დაიმსახურა. 1850 წლის 30 იანვარს მან თხოვნით მიმართა მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ქრისტეფორეს (ჩოლოყაშვილი): „მსურს რა მიწევნად სარბიელისა მის მონაზონებისასა და მსახურებად წმიდისა ტრაპეზისა უფლისა ჩემისა იესო ქრისტესსა, ვიდრე უკანასკნელის აღმოფშვნამდმე, ამისათვის ყოვლად მორჩილად ვთხოვ მაღალ ღირსებასა თქვენსა, კეთილ ინებოთ და წარდგენილ ვიქნე სადაცა ჯერ არს აღკვეცისათვის ჩემისა მონაზონად, რომელსა ზედაცა მაქვს სრული სასოება, რომელ მაღალ ღირსება თქვენი სურვილსა ამას ჩემსა მისცემს კმაყოფილებასა“. 1850 წლის 2 მარტს, თავის მხრივ, არქიმანდრიტმა ქრისტეფორემ საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორის წინაშე დიაკვან მიხეილს ასეთი სიტყვებით უშუამდგომლა: „ფრიად კეთილისა ყოფაქცევისა არს, მორჩილი თვისისა წინამძღვრისა, ასევე მონასტრის საძმოში სარგებლობს კარგი, თბილი დამოკიდებულებით“. 1850 წლის 20 აპრილს არქიმანდრიტმა ქრისტეფორემ დიაკვანი მიხეილი ბერად აღკვეცა და სახელად მაკარი უწოდა. ამავე წლის 27 მაისს გორის ეპისკოპოსმა ნიკიფორემ (ჯორჯაძე) მღვდლად დაასხა ხელი. 1850 წლის 2 დეკემბერს მეუფე ნიკიფორეს წარდგინებით მღვდელ-მონაზონი მაკარი თელავის მაზრისა და თუშ-ფშავ-ხევსურეთის ოლქის საეკლესიო მამულების მმართველად და ალავერდის მონასტრის გამგებლად დაინიშნა. 1851 წლის 25 ოქტომბერს გულმოდგინე მოღვაწეობისა და ალავერდის ტაძრის საეკლესიო შემოსავლის გაზრდისათვის ფულადი ჯილდო მიიღო. ამავე წლის 5 დეკემბერს დროებით დაევალა შუამთის მონასტრის წინამძღვრობა და მონასტრის დამხმარე შენობების გარემონტების საზედამხედველო კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1852 წლის 20 იანვარს საგვერდულით დაჯილდოვდა. ამავე წლის 12 მარტიდან ალავერდის საკათედრო ტაძრის სიძველეთა აღმდგენელი კომიტეტის წევრია. 1853 წლის 6 ივნისს გორის ეპისკოპოსი და შუამთის მონასტრის წინამძღვარი, ეპისკოპოსი იოანე (ავალიანი) წერილს სწერს მამა მაკარს: „საქართველო-იმერეთის კანტორის ბრძანებით, 2 დეკემბერს 1850 წლისა, შემდგომად სიკვდილისა არქიმანდრიტ ქრისტეფორე ჩოლოყაშვილისა, მინდობილი იყო თქვენდა თანამდებობა განმგებლობისა საეკლესიო ყმათა და ქონებათა და მმართველობა შუამთის მონასტრისა, ხოლო შემდგომად სიკვდილისა წინა მოადგილისა ჩემისა, ყოვლადსამღვდელო ეპისკოპოს ნიკიფორესი, ბრძანებითა მისვე კანტორისა 4 დეკემბერს 1851 წლისა, დროებითი განმგებლობა ამავე მონასტრისა იყო კვალადცა მინდობილ თქვენდა. მიხედვისამებრ მათ უქაზითა და რადგანაც მე თანამდებობათა გამო ქორეპისკოპოსისა მაქვს ცხოვრება ქალაქსა ტფილისსა და არა მონასტერსა, ამისთვის ნებართვითა მისის მაღალყოვლადუსამღვდელოესობის ისიდორე მიტროპოლიტისა, საქართველოს ეგზარქოსისა და კავალერისა, წარმოგიწერ თქვენ, რომელ თქვენ ერთად კაზნაჩეის (ხაზინადარი) მისვე მონასტრისა იერომონახისა სერაპიონისა გაქვნდესთ უხუცესობითი მხედველობა შუამთის მონასტრისა და მყოფთა მას შინა ძმათა ზედა და მართევდით მუნ ყოველთა საჭიროთა გარემოებათა შინა, დაკითხვითა ჩემითა შემთხვევათა შინა საქმეთა და წარმომიდგენდეთ ვადის ანგარიშთა და უწყებათა ცნობათა, რომელნიცა საჭირო არიან წარდგენად მთავრობისადმი, გაქვნდესთ მხედველობა წესიერსა ქცევასა ზედა ძმათა თანახმად მათგან მოცემულისა შეკრებულობის წერილისა და ყოველთა წარმოწერილობათა ჩემთა აღასრულებდეთ ძალისაებრ მათისა თქვენ და ესე ყოველი გამოუცხადეთ ძმათა ხელის მოწერითა“. 1854 წლის 11 ივნისს მლვდელმონაზონი მაკარი სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1854 წლის 9 დეკემბერს შუამთის მონასტრის ხაზინადრად დაინიშნა. 1855 წლის 6 მაისიდან აწყურის თეთრი გიორგის ტაძრის შემოსავლისა და ქო-
25-2 საპატრიარქოს უწყებანი N25 26ივლისი-3ივლისი 2014წ გვ.19
ფრიად კეთილისა ყოფაქცევისა, მორჩილი თვისისა წინამძღვრისა არქიმანდრიტი მაკარი (მატათაშვილი) 1824- 1892 (გაგრძელება)
ნების გამგებლობაც ჩააბარეს. “ 1857 წლის 12 აპრილს მლვდელმონაზონი მაკარი ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა და არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1858 წლის 24 მაისს დროებით ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის ში მონასტერიც მას ჩააბარეს. ამავე წლის 3 ივნისს საინგილოს ეკლესიების მთავარხუცესად დაინიშნა. 1858 წლის 30 ოქტომბერს ინგილოების ქრისტიანობაზე მოქცევისათვის უწმინდესმა სინოდმა მადლობის სიგელი უბოძა, ხოლო ალავერდის ტაძრის შემოსავლის შეკრებისათვის საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1859 წლის 30 აპრილს დამტკიცდა ხირსის “ მონასტრის წინამძლვრად, ბოდბის მონასტრის წინამძლვრობის შენარჩუნებით. 1860 წელს მამა მაკარი ყირიმის ომის დროს მოჭრილი სამახსოვრო ბრინჯაოს ჯვრით დაჯილდოვდა. 1862 წლის 29 მაისს ბოდბის წმინდა ნინოს მონასტრის ახალი სამრეკლოს აშენებისა და იქ არსებული ძველი შენობების განმაახლებელი კომიტეტის თავჯდომარედ დაინიშნა. ამავე წლის 20 აგვისტოს გადაწყდა სიღნაღში ახალი ტაძრის აშენება, რომლის ხელმძღვანელობაც მამა მაკარს მიანდეს. დიდი წვლილი მიუძღვის არქიმანდრიტ მაკარის ბოდბის მონასტრის აღდგენა-გამშვენების საქმეში. იგი დიდ ყურადღებას უთმობდა მონასტრის სიძველეებსა და მივიწყებული ძველი ქართული გალობის კვლავ აღორძინებას. ამის დასტურია წმ. დიმიტრი ყიფიანის მადლობის წერილი, რომელსაც 1863 წლის 23 მაისს სწერს არქიმანდრიტ მაკარის: „წმ. ნინა ქართველთ განმანათლებლის საფლავის თაყუანისცემა ამ თხუთმეტ საუკუნეში მარად სანატრელი არის ყოველის ქართველისათვის. თორმეტი წლის წინეთ პირველად მე ვეღირსე მუხლის მოდრეკასა სანატრელის საფლავის წინაშე, გულიცა ჩემი მოდრეკილ იქმნა მწუხარებისაგან, რომ სიძუელე მეტად ეტყობოდათ ტაძარსაცა და სხუა შენობათაცა. ამ მაისის დ-ს (4 მაისი -- გ. მ.) მეორედ შემხუდა მუნ ყოფნა და გული ჩემი დატკბა, რა ვიხილე განახლება ყოვლისა ძვირად დასაფასებლითა ღუაწლითა თქუენითა, სული ჩემი დასტკბა, რა ვისმინე გალობა ჩუენი ძუელებური თქუენის ზრუნვითა და მეცადინეობით განახლებული და საამოდ შეთანხმებული. მსურს სიტყვიერად თუ ნივთიერად გამოთქმა გულითადის მადლობისა ჩემისა თქუენ წინაშე, მაგრამ მადლობა ქუეყნიერი რა საჭიროა თქუენთვის. სულგრძელობით მიიღეთ, მამაო, ეკლესიისათვის მცირედი ესე შესაწევარი და ამასთან მორთმეული ხუთი თუმანი მოახმარეთ მართლმადიდებელთათვის დასამადლებელთა საქმეთა თქუენთა. მომინდვია თავი ჩემი წმიდა ლოცუა-კურთხევისა თქუენისათვის და ვჰგიე ქართული გალობის აღდგენის „ საქმეში მამა მაკარის გვერდში ედგა დეკანოზი გრიგოლ კარბელაშვილი, რომელიც 1862 წლის 30 დეკემბერს, მისივე მოწვევით, ბოდბის მონასტერში გალობის სასწავლებლად ჩავიდა. ამასთან დაკავშირებით არქიმანდრიტი მაკარი ვინმე დიმიტრი იოსების ძეს წერს: „ვიცი, გიამება ქართული გალობის აღდგინება და მისთვის ვისწრაფი მოგწერო რამდენიმე სიტყვა აღდგინებისათვის ქართულისა ძუელისა გალობისა, რომელიცა არს დაცემულ სრულიად... აღმოჩნდა მცოდნე ქართულისა გალობისა აღზრდილი ყოვლადსამღვდელო განსვენებულის სტეფანე რუსთველისა სვიტსა შინა და მასთანა ყოფილი მგალობლად მღვდელი გორის უეზდისა სოფლის ჭალისა გრიგოლ კარბელოვი; დიმიტრი! წმიდის ნინას სობოროში ამბობენ სამხოროდ გალობასა. ამ მოკლეს დროში დაისწავლეს წირვის გალობა და რამოდენიმე სხვა სათქმელები. თუ მოხვალ და მოისმენ აქ ლოცვასა, ანუ წირვასა, მოგაგონდება ის დროს და სიამოვნება, რომელიცა გინახავს როდესაც შენ სწავლობდი სვიტსა შინა განსვენებულის იოანე მიტროპოლიტის ბოდბელისასა, და აღივსები ყოვლითა სიამოვნებითა და სიხარულითა“. 1863 წლის 13 აპრილს ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის არქიმანდრიტი მაკარი წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა, 1863 წლის 30 მაისს იგი კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების წევრად აირჩიეს. 1864 წლის 19 აგვისტოს გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1865 წლის 20 აპრილს გათავისუფლდა ბოდბის მონასტრის წინამძლვრობიდან. 1865 წლის 29 ნოემბერს თბილისის სასულიერო სემინარიის მმართველობამ ტაძრის მსახურთათვის ქართული საეკლესიო გალობის საფუძვლიანად შესწავლისათვის მადლობა გადაუხადა. 1868 წლის 29 ოქტომბრიდან საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრია. 1869 წლის 9 თებერვლიდან მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის განმაახლებელი კომიტეტის წევრია. 1869 წლის 20 აპრილს წმინდა ანას II ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1870 წლის 9 დეკემბერს ნათლისმცემლის მონასტრის შეკეთებისა და იქაურობის გამშვენება-გალამაზებისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა.
25-3 საპატრიარქოს უწყებანი N25 26ივლისი-3ივლისი 2014წ გვ.20
ფრიად კეთილისა ყოფაქცევისა, მორჩილი თვისისა წინამძღვრისა არქიმანდრიტი მაკარი (მატათაშვილი) 1824- 1892 (დასასრული)
1871 წელს არქიმანდრიტ მაკარს უჩივლა მღვდლის შვილმა, იოანე ბერძენიშვილმა, რომელიც იმ პერიოდში ნათლისმცემლის მონასტერში საბერო მორჩილებას გადიოდა. იგი წინამძღვარს ბრალად სდებდა მონასტრიდან სხვადასხვა ოქროსა და ვერცხლის ნივთების, ძველი საეკლესიო წიგნებისა და მიტრიდან ძვირფასი თვლების ამოძრობასა და გატანას თბილისში, ვითომდა დროებით დის ნინო მატათაშვილის სახლში შესანახად. სინოდალურმა კანტორამ ამ საქმის გამოძიება გორის ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე), დავით გარეჯის ლავრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ სოფრონს (აბელიშვილი) და სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზ იოანე ბასხარაშვილს მიანდო. მონასტრის სამკაულისა და ნივთების გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ გარდა ანტონ კათალიკოსის ღვთისმეტყველების წიგნისა, რომელიც ვიღაცას წაელო და ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც მამა მაკარის თქმით, თავად მორჩილმა იოანემ მიითვისა, ყველა ნივთი უკლებლივ ადგილზე იმყოფებოდა. გამოძიების დროს მორჩილმა იოანემ არ აღიარა თავისი დანაშაული და ყველაფერი კომისიის წევრებს დააბრალა, ვითომდა, მათ რიგიანად არ შეამოწმეს მონასტრის ნივთების სია. ამის შემდეგ სასამართლოზე მეუფე ალექსანდრემ განაცხადა, რომ ის და არქიმანდრიტი სოფრონი ჰკითხულობდნენ სიას, ხოლო დეკანოზი იოანე კი ნივთებს სინჯავდა. მე მაინცდამაინც ბეჯითად არ დამითვალიერებია ყველა ნივთი ბრძანა მეუფემ, -- რადგან დრო არა მქონდაო და თანაც კანტორის ბრძანებაში არც ეწერა, რომ ყველა მიტრებზე დაგვეთვალა თვლებიო. საბოლოოდ, თბილისის ოლქის სასამართლომ მორჩილი იოანე დამნაშავედ სცნო და (ცილისწამების გამო ოთხი თვით ციხეში ჩასმა მიუსაჯა. 1872 წლის 16 აპრილს არქიმანდრიტი მაკარი საიმპერატორო გვირგვინითა და ძვირფასი თვლებით შემკული წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1878 წელს არქიმანდრიტ მაკარის მოწვევით ქ. თბილისში ჩამოვიდნენ გურული მგალობლები, რომელთაც უნდა შეედგინათ ქართული ნოტები საეკლესიო გალობისა. ამასთან დაკავშირებით, არქიმანდრიტი მაკარი გაზეთ „დროების“ ფურცლებზე წერდა: „გურიიდან მოწვეულმა ქართული საეკლესიო გალობის მასწავლებელმა, თავადმა მელქისედეკ ნაკაშიძემ და მისთა თანაშემწემ ნ. კონტრიძემ და ი. ხაფთასმა იწყეს სწავლება გალობისა ამა თვის 24-დგან; ამისთვის ვაცხადებთ იარონ მსურველთ გალობის გაკვეთილებზედ ანჩისხატის სობოროსთან სინოდის კანტორის სახლებში, საღამოს ხუთი საათიდგან რვამდე. მასწავლებელნი მოვალენი არიან, ასწავლონ სასულიერო წოდების პირთ უფასოდ, რომლისათვის იღებენ დანიშნულს ჯამაგირს, ხოლო გარეშე პირნი (საერონი) შეურიგდებიან ფასით, ვიდრე სხვა განკარგულებამდე“.
25 საპატრიარქოს უწყებანი N25 26ივნისი-3ივლისი 2014წ გვ.19
არქიმანდრიტი მაკარი (მატათაშვილი) 1824-1892 (გაგრძელება)
დასაწყისი იხ: საპატრიარქოს უწყებანი N26 4-10ივლისი 2014წ გვ.17
როში წინამძღვრობის დროს ებარა მრავალნი ღარიბ-ღატაკნი, ახლად მისგანვე მონათლულნი, რომელთაც უსასყიდლოდ ასწავლიდა წერა-კითხვასა, მედავითნეობასა და სხვ.“ მაგ: მის ხელმძღვანელობით მიიღო განათლება აწ განსვენებულმა მღვდელმა ალექსანდრე ივანიცკიმ, რომლის ბიოგრაფია უკვე იყო „ივერიაში“ აღბეჭდილი და „ივერიიდგან“ მრავალ სხვა რუსულ გაზეთებში გადათარგმნილი და გადაღებული. ამ წარსულს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვიდრე დღევანდლამდე მაკარს ყოველ წლივ თავის სახლში ჰყოლია რამდენიმე ღარიბ-ღატაკნი, რომელთათვის თითქმის თავის ხარჯზე, უსასყიდლოდ უსწავლებია წიგნი და საეკლესიო სამსახურისათვის მოუმზადებია. მის მიერ აღზრდილთაგან მრავალნი ჰღირსებიან მღვდლობას, მთავრობას (იგულისხმება -- მთავარდიაკვნობა -– გ. მ.), დიაკვნობას, ან შესულან სხვაგვარ სამსახურში. გარდა ამგვარ პედაგოგიურ მოღვაწეობისა, მამა მაკარს შესამჩნევი ღვაწლი მიუძღვის გამაჰმადიანებულ ინგილოების მოქცევაში მართლმადიდებელ ეკლესიისადმი. არხიმანდრიტი მაკარი, წმ. ნინოს მონასტრის წინამძღვრობის დროს, ითვლებოდა აგრეთვე საინგილოს ბლაღოჩინადაც. ამ დროს მან ქადაგებითა და მამა-შვილურის რჩევა-მოქმედებით მოიმოწაფა მრავალნი ინგილონი და განათლა იგინი ნათლითა ჭეშმარიტითა. ეს შემთხვევა მთავრობის უყურადღებოდ არ დარჩა. უწმინდესმა სინოდმა გამოუცხადა მაკარის მადლობა ინგილოების მოქცევისათვის. საზოგადოდ მაკარი ერთგული და მუყაითი შრომისათვის ყანასა ზედა ქრისტესა ამაღლებულ იქმნა იმ ხარისხამდე, რა ხარისხსაც ეხლა ღირსეულად ატარებს. ყველგან მიღებულია ამგვარ მოღვაწეთა პატივისცემა და ჩვენშიაც მით უფრო საჭიროა დაფასება ამგვარ კაცების მოღვაწეობისა, რომ ჩვენ სამშობლოში ამისთანანი ცოტანი არიან. პატივისცემა ერთისა წაახალისებს სხვა მომქმედთა საზოგადო, საქვეყნო სარბიელზედ. დასასრულ, არ შეგვიძლიან არ აღვნიშნოთ კიდევ ერთი შესამჩნევი ნიჭი მაკარისა, ნიჭი ქადაგებისა და მჭერმეტყველებისა. თვისი ნიჭი მან დაგვიმტკიცა თავის ორიოდ-სამიოდე სიტყვითა, რომელიც წარმოსთქვა წმ. ნინოს დღეობას ტფილისის სიონის სობოროში. იმისი მშვენიერი სიტყვები დღესაც გულზედ აჭვდევია ყველა გონიერ და სამშობლო ქვეყნის მოყვარე ქართველს. იციცხლე, მამავო მაკარი, მრავალჟამიერ და შენ მიერ დაკვალული გზა იყოს შარა გზად სხვა მოასპარეზეთათვის! 1889 წელს არქიმანდრიტ მაკარის მეცადინეობითა და ღვაწლით კიდევ ერთი კარგ საქმეს ჩაეყარა საფუძველი. მისი ინიციატივით დაიწყო ხაშმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის უძველესი ტაძრის რესტავრაცია, ხოლო ეკლესიასთან გაიხსნა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, სადაც უამრავმა მოზარდმა მიიღო სწავლა-განათლება. მან გაზეთ „ივერიის“ ფურცლების საშუალებით ქართველ საზოგადოებას, გამოეჩინა ყუთხოვნით მიმართვა რადღება და გულისხმიერება და არ დაეშურა ხარჯები ხაშმის საკათედრო ტაძრის აღსადგენად. აი, რას წერდა იგი: „დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ბრწყინვალე დროის შემდეგ მრავალი შენობა შემუსრვილ და დანგრეულ იქმნა ულმობელის მტრის ხელით და ისეა დაძველებული და შერყეული, რომ თუ არ მივეშველეთ და არ განვაახლეთ, სრულებით აღმოფხვრილ იქნება საძირკვლამდე. ერთი ამისთანა შენობათაგანი არის სამების ტაძარი სოფ. ხაშმის ახლო. ეს განთქმული საეპისკოპოსო ტაძარი, ჩვენდა სათაკილოდ, პირუტყვთა და მეძროხეთ სადგომად იყო გარდაქმნილი. ეგზარქოსმა პალადიმ მე მომანდო მისი განახლება და განშვენება. ამ საყურადღებო მონდობილობის აღსრულებას კიდეც შევუდექი, მაგრამ ამისთანა დიდებულის ტაძრის შესაფერად განახლებას ვერ შესძლებს მარტო სასულიერო უწყება, თუ მთელმა კეთილმორწმუნე ერმა არ აღმოუჩინა თავისი თანაგრძნობა და დახმარება. ჩვენი საზოგადოება ნათლად ხედავს და ჰგრძნობს მნიშვნელობას დანგრეულ და გაუქმებულ ტაძრების განახლებისას და აღდგენისას, და მოიმედენი ვართ, რომ ამჟამად თავის ყურადღებას არ მოაკლებს დიდებულის სამების ტაძრის განახლებასაც“. არქიმანდრიტი მაკარი 1892 წლის 7 ივნისს გარდაიცვალა. ამასთან დაკავშირებით გაზეთი „ივერია“ წერდა: „გუშინწინ გარდაიცვალა არქიმანდრიტი მაკარი, წინამძღვარი წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრისა. განსვენებული ღრმად მოხუცებული იყო. განსვენებულს ბევრს კეთილს საქმეში მიუღია მონაწილეობა. სხვათა შორის განაახლა რამდენიმე ტაძარი, საქართველოს ძველი დროის ნაშთი და ზრუნავდა საეკლესიო გალობის ქართლი-კახურის კილოს აღდგენისა და ნოტებზე გადაღები-
26 საპატრიარქოს უწყებანი N26 4-10ივლისი 2014წ გვ.17
„ვიგრძნე რა ესრეთი დაკარგვა ძვირფასის ქართულის გალობისა...“ არქიმანდრიტი მაკარი (მატათაშვილი) 1824-1892
II ნაწილი
1878 წელს არქიმანდრიტი მაკარი გაზეთ „დროების“ ფურცლებზე აქვეყნებს საკმაოდ საინტერესო და ვრცელ მოწოდებას, სადაც მოკლედ მიმოიხილავს ძველი ქართული გალობის ისტორიას და მის წარსულს, მის მნიშვნელობას და საჭიროებას ეკლესიისთვის და მოუწოდებს ქართველ სამღვდელოებასა და ინტელიგენციას შეაგროვონ შემოწირულება ქართული გალობის აღსადგენად. მოწოდებაში იგი წერდა: „ყოველთა ვუწყით, რომელ კარგი განწყობილი ეკლესიური გალობა, დროსა ღვთის მსახურებისა, აღძრავს გულთა შინა ჩვენთა უმაღლესსა გრძნობასა და ლმობიერე ბასა, და აღიტაცებს გონებასა ჩვენსა უზენაესისადმი, სადაცა მას დაუცხრომელითა ხმითა უგალობენ გუნდნი ზეცისა ძალთანი და სადაც არს საუკუნო სამკვიდრებელი ჩვენი. რასაკვირველია, სულთა განმამტკიცებელი ესე გალობა დაწესდა ძველადვე ეკლესიასაცა შინა ჩვენსა. გარნა იმა დროთა განმავლობათ შინა, სხვათა და სხვათა გარემოებათა გამო, დაცემულ იქმნა, და თითქმის დაკარგული შემდგომ სიკვდილისა ჩვენთა მგალობელთა: დიდისა გერონტისი, პატარა გერონტისა, არხიმანდრიტთა: სოფრონ (ერისთავისა), თეოდოსე (ხელაშვილისა), თავად
26-1 საპატრიარქოს უწყებანი N26 4-10ივლისი 2014წ გვ.18
„ვიგრძნე რა ესრეთი დაკარგვა ძვირფასის ქართულის გალობისა...“ არქიმანდრიტი მაკარი (მატათაშვილი) 1824-1892 (გაგრძელება)
ნიკოლოზ ციციშვილისა, გიორგი თაზიშვილისა, პეტრე კარბელოვისა, დიდისა საბასი და საბა ჟღენტისა, მღვდელთ: სიმონ და ზოტიკე ინაშვილთა, (ესე ოთხნი პირნი იყვნენ ხორასა შინა ბოდბის მიტროპოლიტის იოანესსა), და სხვათა. მცირედი ნაბერწკალი გალობის ცოდნის დაშთა შვილსა ერთისა ზემო აღნიშნულთა მგალობელთაგანისა, სახელდობრ: პეტრე კარბელოვისა მღვდელს გრიგოლ კარბელოვს. ვიგრძნე რა ესრეთი დაკარგვა ძვირფასის ქართულის გალობისა, დროსა წინამძღვრობისა ჩემისა ხირსის მონასტერისა და ბოდბის წმინდის ნინოს სობორისა 1862 წელსა, მოვიწვიე სიღნაღის უეზდის ბლაღოჩინები: დეკანოზი იოელ ნაცვალოვი, მღვდელი იოელ ხატიევი და გრიგოლ ღამ- ბაროვი და მათთან მოვილაპარაკე ამ საგანზედ, რომელთაც გამოაცხადეს მხურვალე გულსმოდგინეობა აღსადგენელად, რაოდენათაც შესაძლებელ იქნებოდა ქართულის გალობისა. ესრეთ, ბოდბის წმინდის ნინოს სობოროში დაიწყო სწავლება გალობისა მღვდელმა გრიგოლ კარბელოვმა, რომელთანაც ყველა საბლაღოჩინოდან მოვიდნენ რიგრიგობით პრიჩეტნიკები (მედავითნეები) და სწავლობდნენ გალობასა ორის წლის განმავლობაში. შემდეგ მღვდელი კარბელოვი გარდაყვანილ იქნა ტფილისში სემინარიაში გალობის მასწავლებლად, სადაცა მან დაჰყო, ორს წლამდე. აქაცა ზოგიერთმა ისწავლეს გალობა, გარნა როგორც ვხედავთ ეხლა, გალობა ესე დროიდგან დრომდე კვალად იკარგება და ყოველი ხარჯი და შრომა ამაოდ რჩება. ხოლო მიზეზი ამისა არის ის, რომ ჩვენს გალობას არა აქვს ნოტები. სწავლობენ გაგონებით და დროთა განმავლობაში, კვალად ივიწყებენ, ანუ შემდგომ სიკვდილისა მცოდნეთა პირთა იკარგება იგი. ესრეთმა გარემოებამ ჩვენ მოგვცა აზრი საფუძვლიანად აღგვედგინა ეკლესიური გალობა, რაიცა აღსრულდება მაშინ, ოდეს შევადგენთ ნოტებზედ გალობას. ესრეთი ჰაზრი დიდის თანხმობით მიიღო მისმა ყოვლადუსამღვდელოესმა გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ და მის სისრულეში მოსაყვანად თავის მხრით შესწირა 50 თუმანი ტფილისის სემინარიის გამგეობას. ამისთვის მივმართავთ ყოველთა ქართველთა, ეკლესიის სამღვდელოთა და საერო პირთა და ვსთხოვთ უმდაბლესად, რათა მოგვცენ ამ საგნის სისრულეში მოყვანისათვის. თვისნი შეწირულობანი წარმოგზავნონ ტფილისში ჩემს სახელზედ, ანუ „დროებისა“, გინა „ივერიის“ რედაქციებისა“. 1879 წლის 20 ნოემბერს არქიმანდრიტი მაკარი გათავისუფლდა ძველი ქართული გალობის შემსწავლელი კომიტეტის წევრობისაგან. წამოსვლისას მას მცირედი დაპირსპირება მოუვიდა ამავე კომიტეტის წევრ, მასწავლებელ მიხეილ მაჭავარიანთან, რომელთანაც პოლემიკა გამართა გაზეთ „დროების“ ფურცლებზე. 1882 წლის 27 მარტს მას წმინდა ვლადიმერისIII ხარისხის ორდენი უბოძეს. ამავე წლის 23 ივლისს წითელი ჯვრის საზოგადოების მედალი ებოძა. 1887 წლის 5 აპრილს იმპერატორის კაბინეტიდან გაცემული სამკერდე გამშვენებული ჯვარი ეწყალობა. 1887 წელს გაზეთი „ივერია“ თავის ფურცლებზე წერდა: „პატივცემულ არხიმანდრიტს მაკარის ორმოცი წელიწადი სამღვდელო წოდებაში უსრულდება 19 ღვინობისთვეს. მამა მაკარი (მიხეილ მატათაშვილი) ტფილისის სასულიერო სემინარიაში კურსის შესრულებისთანავე ეკურთხა ალავერდის სობოროს მთავრად 1847წ. 19 ღვინობისთვეს, მაგრამ მალე დაქვრივდა და ამის გამო აღიკვეცა მონაზონად 20 აპრილს 1850წ. აქედაგან იწყება მისი არაუმნიშვნელოვანო სამსახური ქვეყნისათვის. მაგ: სინოდის კანტორის მინდობილობით იგი მხურვალე მონაწილეობას იღებს შუამთის, ალავერდის, წმინდა ნინოსა და მცხეთის ტაძრების შეკეთებასა და განახლებაში; იმის შემწეობითა და მეცადინეობით შუამთის, ალავერდისა და სხვა მონასტრებს, საცა-კი იგი იყო დანიშნული წინამძღვრად, შემოსავალი მოემატათ, გაუორკეცდათ და ამისა გამო ძმათა მდგომარეობა გაუმჯობესდა და ამ ძმათა მიეცათ შეძლება უსასყიდლოდ სწავლება ყველასი, ვინც-კი ისურვებდა მათთან მისვლას და სწავლას. ამ მხრივ უფრო მეტი ღვაწლი მიუძღვის თვით მამა მაკარს, რომელსაც წმ. ნინოს სობო-
26-2 საპატრიარქოს უწყებანი N26 4-10ივლისი 2014წ გვ.20
„ვიგრძნე რა ესრეთი დაკარგვა ძვირფასის ქართულის გალობისა...“ არქიმანდრიტი მაკარი (მატათაშვილი) 1824-1892 (დასასრული)
სათვის. განსვენებული 32 წელიწადი წევრად იყო ტფილისის ქართლ-კახეთ-იმერეთის სასინოდო კანტორისა. მიცვალებულის გვამს დაასაფლავებენ ტფილისის დარიას მონასტერში“ (ახლანდელი ფერისცვალების დედათა მონასტერი -- გ. მ.). იგივე გაზეთი შემდეგ ნომერში წერდა: „ნათესავნი არქიმანდრიტის მაკარისა სთხოვენ მის ნათესავთა და ნაცნობთ, რათა მობრძანდნენ გარდაცვალებულის სასინოდო კანტორის წევრის არქიმანდრიტის მაკარის პანაშვიდზედ, რომელიც დღეს, 9 თიბათვეს, გარდახდილ იქნება ფერისცვალების (დარიის) მონასტერში. განსვენებულის გვამს გაასვენებენ დილის 9 საათზედ გარდაცვალებულის სადგურიდგან, სიონის ქუჩა, სახლი N5“. ცნობილი მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, სახალხო არტისტი და კრიტიკოსი ვალერიან ლევანის ძე გუნია 1893 წელს თავის გამოცემულ ჟურნალ „საქართველოს კალენდარში“ მამა მაკარის შესახებ წერდა: „არხიმანდრიტი მაკარი დიდი მოღვაწე იყო ქართულ მწიგნობრობისა, კარგი მკითხველი და მოქადაგე და ღარიბთა შემწევი. მაკარიმ თავის ხარჯით და სხვების დახმარებით განაახლა ძველი სამების ტაძარი. გარდაიცვალა 1892 წელს ქ. თბილისში“. არქიმანდრიტი მაკარი გახლდათ საუკეთესო მქადაგებელი. მისი ქადაგებების დიდი ნაწილი XIX საუკუნეში გამომავალ ქართულ ჟურნალ-გაზეთებში დაიბეჭდა. მისი ქალიშვილის ქმარი გახლდათ ცნობილი დეკანოზი ზაქარია სიმონის ძე ლუკაშვილი.
27 საპატრიარქოს უწყებანი N27 10-17ივლისი 2014წ გვ.17
გაბადაძეების სასულიერო გვარი
ჩვენი გაზეთის საშუალებით რამდენჯერმე გვქონდა საუბარი იმ სასულიერო პირთა შესახებ, რომელთა წინაპრები საუკუნეების განმავლობაში ერთგულად და თავდადებით ემსახურებოდა დედაეკლესიას. ამჯერად, კიდევ ერთი ასეთი ოჯახი გვინდა გაგაცნოთ, რომელთა გვარიდან ათეულობით ღირსეული სასულიერო პირი აღიზარდა ეკლესიის წიაღში. გაბადაძეების ეს გვარი იმერეთიდან, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გურნიდან მომდინარეობს, მათ თავიათი მსახურებითა და მოღვაწეობით მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირეს ქართულ საეკლესიო ისტორიაში.
მღვდელი სვიმონ თადეოზის ძე გაბადაძე
1792 წელს საეკლესიო ყმის ოჯახში დაიბადა. ეკუთვნოდა საერო წოდებას. სალმრთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი ქართულ ენაზე წყნორისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელ ბართლომე გოჩალაშვილთან ისწავლა. 1814 წელს გენათელმა მიტროპოლიტმა: ექვთიმემ (შარვაშიძე) მღვდლად დაასხა ხელი და გურნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაადგინა. მლვდელი სვიმონი 1855 წელს გარდაიცვალა. მამა სვიმონის ჰყავდა ექვსი ვაჟი: მღვდელი იოანე, გიორგი (1820), გრიგოლი (1822), მლვდელი ანდრია (1824), სვიმონი (1830) და მღვდელი პეტრე (1832).
მღვდელი იოანე სიმონის ძე გაბადაძე
1812 წელს დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის სრული კურსი და როგორც წარჩინებული მოწაფე იმერეთის მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა თავის კანცელარიაში მოსამსახურედ განამწესა. 1835 წლის 15 სექტემბერს მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა (წულუკიძე) კერძო დიაკვნად დაადგინა. 1838 წლის 1 ნოემბერს ქუთაისის საკათედრო ტაძრის მეორე პონომარად დაინიშნა. 1840 წელს მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მლვდლად დაასხა ხელი და ზარათის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დაადგინა. 1851 წელს კურსების წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს, სადაც 1875 წლამდე ჩანს. მამა იოანე წლების მანძილზე გახლდათ ოკრიბის ოლქის მთავარხუცესი. შთამომავლების გადმოცემით, ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში უნდა ინახებოდეს მისი ქადაგებები. მას ჰყავდა ექვსი ქალიშვილი და ერთი ვაჟი, მღვდელი პავლე. ქალიშვილები გათხოვილ- ნი იყვნენ სასულიერო პირებზე: მლვდელ დავით იოანეს ძე ბერეკაშვილზე, დეკანოზ ოქროპირ ვასილის ძე კაჭახიძეზე (მიტროპოლიტ დავითის მამა), მღვდელ გრიგოლ გიორგის ძე დევიძეზე, მღვდელ გიორგი იოანეს ძე ლოსაბერიძეზე, სარალიძეზე და მღვდელ დიმიტრი იოანეს ძე პატარიძეზე (მათი ვაჟი გახლდათ, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარე ზურაბ პატარიძე, რომელიც ავტოკატასტროფაში დაიღუპა).
მღვდელი ანდრია სიმონის ძე გაბადაძე
1824 წელს დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1851 წელს. იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) მღვდლად დაასხა ხელი და კითხიჯის მთავარნგელოზთა სახელობის ეკლე–- სიის წინამძლვრად დაადგინა. 1855 წელს გურნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. XIX ს-ის 70-იან წლებში საგვერდულით დაჯილდოვდა. 1894 წლის 25 ივნისს სკუფია უბოძეს. 1899 წლის 12 ივნისს ეკლესიაში 50-წლიანი ერთგული სამსახურისათვის წმინდა ვლადიმერის სახელობის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. მღვდელი ანდრია 1902 წელს პენსიაზე გავიდა. გარდაიცვალა 1903 წლის 26 ივნისს.
მღვდელი პეტრე სვიმონის ძე გაბადაძე
1832 წელს დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1866 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა მღვდლად დაასხა ხელი და საწირის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. იგი სრულიად ახალგაზრდა, 1869 წლის 4 ნოემბერს გარდაიცვალა.
მღვდელი პავლე იოანეს ძე გაბადაძე
1872 წლის 1 დეკემბრიდან იყო კურსების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძლვარი. გარდაიცვალა 1886 წლის 15 სექტემბერს. ჰყავდა მეუღლე ცაცო (ცეცილია) გიორგის ასული ლოლუა და ოთხი ვაჟი, ოთხივე სასულიერო პირი. ასევე ჰყავდა ორი ასული: ნატალია, რომელიც გათხოვილი იყო კურსების ეკლესიის დეკანოზ გიორგი ცირღილაძეზე და სოფიო გათხოვილი ცნობილ ლოტბარ კორნელი ლუკას ძე მაღრაძეზე.
27-1 საპატრიარქოს უწყებანი N27 10-17ივლისი 2014წ გვ.18
გაბადაძეების სასულიერო გვარი (გაგრძელება)
მღვდელი კონსტანტინე პავლეს ძე გაბადაძე
1867 წლის 21 მაისს დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის სამი კლასი. ქართულ ენაზე წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის მონასტერში ისწავლა, ხოლო სლავურ ენაზე კი ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის კარის ეკლესიაში. 1890 წლის 19 ოქტომბერს ქუთაისის სასაფლაოს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მეორე მედავითნედ დაინიშნა. 1891 წლის 25 სექტემბერს ქუთაისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1895 წლის 13 მარტს სამრევლო საბჭომ კონსტანტინეს პეტრე-პავლეს ტაძრის მშენებლობის დასამთავრებლად დაავალა შეეგროვებინა კეთილმნებელობითი შეწირულება, რასაც მან წარმატებით გაართვა თავი. 1895 წლის 2 ნოემბერს ქუთაისის სასაფლაოს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის პირველ მედავითნედ დაინიშნა. 1901 წლის 6 თებერვალს ქუთაისის საფიჩხიის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის პირველ მედავითნედ დაადგინეს. 1910 წლის 31 ოქტომბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) დიაკვნად აკურთხა. 1918 წელს ქუთათელმა მიტროპოლიტმა ანტონმა (გიორგაძე)მღვდლად დაასხა ხელი. 1921 წელს მამა კონსტანტინე სოფელ ჩხარის მაცხოვრის ამაღლებისა და წმ. გიორგის სახელობის სახელობის ეკლესიების მრევლის თხოვნით მათ სამრევლოში გადავიდა, რის გამოც ურთიერთობა დაიძაბა ტაძრის ძველ წინამძღვართან, დეკანოზ იასონ აბესაძესთან. საქმე იქამდე მივიდა, რომ მათი საკითხი 1921 წლის სექტემ- ბერში მესამე საეკლესიო კრებაზე განიხილეს. საეკლესიო კანონების თანახმად, მამა კონსტანტინე დამნაშავე გახლდათ, რადგან მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევით გარეშე გადავიდა სხვა სამრევლოში. ამასთან დაკავშირებით, ჩხარის ეკლესიის მრევლმა თხოვნით მიმართა საეკლესიო კრებას: „ამ მოქმედებაში მღვდელი გაბადაძე სრულიად არ არის დამნაშავე და მხოლოდ ჩვენი ბრალია. მზად ვართ მივიღოთ ღირსეული სასჯელი, მხოლოდ იგი გაბადაძე იქმნეს განთავისუფლებული ამ საქმის ბრალდებულებისაგან. ვსთხოვთ პატივცემულ დელეგატთა კრებას, რათა მიიღოთ ამ საქმეში მხურვალე მონაწილეობა და სთხოვოთ პრეზიდიუმს, რათა გაბადაძე იქმნეს გათავისუფლებული, ვინაიდან მას არა აქვს არავითარი დანაშაულობა და დარჩეს იგი ჩვენში მღვდლად, რადგან ჩვენ და მღვდელ გაბადაძემ ძალიან კარგად გავიცანით ერთმანეთი და მამაშვილურის სიყვარულით ვართ ამსილი“. საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით მამა კონსტანტინე დატოვებულ იქნა ჩხარის ეკლესიაში. ეკლესიის დევნის პერიოდში მღვდელი კონსტანტინე უშიშრად აგრძელებდა მსახურებს, მას რამდენჯერმე მისცეს გაფრთხილება გაეხადა კაბა და გაეკრიჭა წვერი, წინაალმდეგ შემთხვევაში დაპატიმრებით ემუქრებოდნენ. შთამომავლების გადმოცემით, მოძღვარი ხშირად სახლის სარდაფში იმალებოდა. მან ბოლომდე ღირსეულად ატარა მღვდლის წოდება. 1932 წელს გარდაიცვალა მისი უფროსი ვაჟი აბო, რამაც დიდად იმოქმედა მამა კონსტანტინზე და ექვს თვეში ისიც გარდაიცვალა. დასაფლავებულია სოფელ ჩხარის სასაფლაოზე. ჰყავდა მეუღლე ეკატერინე ამირანის ასული მესხი (დაბ. 1882 წლის 10 აგვისტოს) და სამი შვილი: აბო (დაბ. 1912 წლის 4 სექტემბერს), ბაქარი და მუზა.
დეკანოზი ვასილ პავლეს ძე გაბადაძე
1875 წლის 7 მარტს დაიბადა. 1891 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, სადაც მხოლოდ ერთი კურსი გაიარა. 1892 წლის 1 სექტემბერს კურსების სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1894 წლის 14 ივნისს კვალითის ჭაბუკთას წმინდა გიორგის ეკლესიის მედავითნეა. 1896 წლის 17 იანვარს გოდოგნის ეკლესიაში მოღვაწეობს. 1902 წლის 23 სექტემბერს კი კურსების ქველობანის მთავარანგელოზთა ეკლესიაში. 1907 წლის 15 აგვისტოს ლეონიდემ დიაკვნად აკურთხა. 1913 წლის 24 ნოემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი და ოკრიბის ოლქში, სოფელ ოჯალის ყოვლადწმინდაღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. ჰყავდა მეუღლე ნადეჟდა ტარიელის ასული კოკელიძე (დაბ. 1889წ.) და შვილები: ნინო (დაბ. 1902 წლის 17 იანვარს), ქეთევანი (დაბ. 1911 წლის 8 იანვარს), ელენე (დაბ. 1912 წლის 17 ივნისს), დავითი (დაბ. 1914 წლის 26 ივნისს, დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში), მერი და ტიტე, რომელიც იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში, დაიჭრა და დემობილიზირებული იყო. წლების მანძილზე მუშაობდა აფთიაქში, იყო სააფთიაქო სამმართველოს უფროსი. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, რეპრესიების მიუხედავად, მამა ვასილი ერთხანს განაგრძობდა მსახურებას. 1922 წელს იგი ნაბოსლევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად ჩანს.
27-2 საპატრიარქოს უწყებანი N27 10-17ივლისი 2014წ გვ.19
გაბადაძეების სასულიერო გვარი (გაგრძელება)
მოძღვრის ოჯახს დიდი ამაგი ჰქონდა თანასოფლელებზე, ის და მისი შვილები უსასყიდლოდ ასწავლიდნენ სოფლის ახალგაზრდებს, ხოლო მისი მეუღლე ნადია ტარიელის ასული კოკელიძე ყოველგვარი სასყიდლის გარეშე ტანისამოსს უკერავდა უპოვრებს და ავადმყოფებს მკურნალობდა. 1925 წელს მღვდელი ვასილი ზემო ოფშკვითის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს, სადაც 1928 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. I935 წელს უღვთო ხელისუფლების ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა დროებით შეეწყვიტა ლვთისმსახურება. 1945წელს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით მან კვლავ განაგრძო სამღვდელო მოღვაწეობა და ტყიბულის რაიონის სოფელ ხრესილში აღასრულებდა საეკლესიო წესებს. 1947 წელს ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ ეფრემის (სიდამონიძე, შემდგომში -- კათოლიკოს-პატრიარქი) ძალისხმევით, ქუთაისში გაიხსნა კომუნისტების მიერ გაუქმებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომლის წინამძღვრადაც დეკანოზი ვასილი დაინიშნა. 1951 წლის აღდგომას იგი ენქერით დაჯილდოვდა. 1956 წლის მიწურულს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის (ფხალაძე) ლოცვა-კურთხევით, დეკანოზი ვასილი სამოღვაწეოდ თბილისში გადმოვიდა და ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა. დეკანოზი ვასილი იყო ქუთათელ-გაენათელიმიტროპოლიტ ნაუმის (შავიანიძე) ქვისლი. დეკანოზი ვასილი 1958 წლის 19 სექტემბერს გარდაიცვალა, დასაფლავებულია ვაკის სასაფლაოზე.
დეკანოზი ლავრენტი პავლეს ძე გაბადაძე
1872 წელს დაიბადა. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია. ქართულ ენაზე წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის მონასტერში ისწავლა. 1918 წელს ქუთათელმა მიტროპოლიტმა ანტონმა დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მლვდლად დაასხა ხელი და ძიროვანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. XX ს-ის 20-იან წლებში სხვა მოძღვრების მსგავსად მამა ლავრენტიც კომუნისტური ხელისფლების წნეხის ქვეშ მოექცა. გაფრთხილების მიუხედავად, არც მას არ მიუტოვებია ეკლესიაში მსახურება და ანაფორა არ გაუხდია. ამის გამო, რამდენჯერმე დაარბიეს და დააპატიმრეს კიდეც. 1931 წლის 3 ოქტომბერს გელათის ოლქის მთავარხუცესი, მღვდელი ნაუმ შავიანიძე საქართველოს საკათალიკოსო სინოდს აწვდის ინფორმაციას ოკრიბის მხარის ეკლესიებისა და სამლვდელოების მდგომარეობის შესახებ, სადაც ვკითხულობთ: „მღვდელ ლავრენტი გაბადაძეს წაართვეს რაც ოთხფეხი საქონელი ყავდა, ფულათ გადაახთევიეს 700 მანეთამდე“. XX ს-ის 30-იანი წლების შუაში მოძღვარი იძულებული გახდა დროებით მიეტოვებინა მსახურება. 1944 წლიდან კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) მამა ლავრენტი სამღვდელო ხარისხში აღადგინა და ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში საეკლესიო წესების შესრულება დაავალა. 1948 წლის 24 აპრილს დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზი ლავრენტი 1949 წელს ქ. თბილისში გარდაიცვალა. ოჯახის წევრებმა იგი კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე დაკრძალეს. მამა ლავრენტის ჰყავდა მეუღლე ალექსანდრა ქრისტე- ფორეს ასული თავაძე (1874-1965) და შვილები: ივა– ნე (1905-1955), დარიკო, თინა (1909-1958) და მიხეილი (1914-1967).
დეკანოზი ვარლაამ პავლეს ძე გაბადაძე
1883 წლის 29 დეკემბერს დაიბადა. 1901 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1903 წლის 5 სექტემბერს ვარლაამმა სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1914 წლის 30 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) იგი დიაკვნად აკურთხა, მასწავლებლის ადგილის შენარჩუნებით და ნაბოსლევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის უშტატო დიაკვნად დაინიშნა ხელფასის გარეშე. 1916 წელს ეპისკოპოსმა გიორგიმ მღვდლად დაასხა ხელი და ცუცხვათის წმინდა გიორგის სახელო-
27-3 საპატრიარქოს უწყებანი N27 10-17ივლისი 2014წ გვ.20
გაბადაძეების სასულიერო გვარი (დასასრული)
ბის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. 1922 წელს ზარათის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. XX ს-ის 20-იანი წლების ბოლოს დროებით შეწყვიტა მღვდელმსახურება. 1933 წლიდან მამა ვარლაამმა განაახლა მსახურება და ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ სვიმონის (ჭელიძე) ლოცვა-კურთხევით სოფელ ჩხარის სამრევლო ჩაიბარა, სადაც ადრე მისი უფროსი ძმა კონსტანტინე მსახურობდა, რომელიც 1932 წელს გარდაიცვალა. 1934 წელს მამა ვარლაამს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1937 წელს იგი ოკრიბის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1948 წლის 24 აპრილს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა ეფრემმა (სიდამონიძე) დეკანოზი ვარლაამი ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის ენქერით დააჯილდოვა. გარდაიცვალა 1954 წლის 28 ნოემბერს. დასაფლავებულია დაბა ჩხარის საერო სასაფლაოზე. ჰყავდა მეუღლე ალექსანდრა დომენტის ასული (დაბ. 1895 წლის 11 ივნისს) და ვაჟი: ანდრია (დაბ. 1914 წლის 17 თებერვალი).
27 საპატრიარქოს უწყებანი N27 10-17ივლისი 2014წ გვ.19
მონაზონი ეფემია (ძაძუა) (1884-1964) (გაგრძელება)
დასაწყისი იხ: საპატრიარქოს უწყებანი N28 18-24 ივლისი 2014წ
ვალებულის ოჯახთან ერთად, დასაფლავებამდე სამეზობლოც მარხულობს. ეს წესი დღესაც შემორჩენილია. ხორცი ქელეხში საერთოდ მიუღებელია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამ უბედურმა შემთხვევამ ოჯახთან ერთად მთელი სოფელი დაამწუხრა და ახალი წლის დიდებული დღესასწაული ჩაუმწარა. ბაბუას კი დარჩა ორი მცირეწლოვანი შვილი და 24 წლის ფეხმძიმე მეუღლე. ზუსტად წლისთავზე კალანდობა დღეს, მკვლელს და მის ძმას ბაბუას ძმებმა ციხეში მოწამლული საჭმელი შეუგზავნეს და სიცოცხლეს გამოასალმეს. ეს, რასაკვირველია, ჩუმად გაკეთდა, ბებიამ არაფერი იცოდა. მერე, როცა შეიტყო, ყოველთვის წუხდა ამაზე. მეუბნებოდა, არ შეიძლება ბოროტებას ბოროტებითვე უპასუხოო. ბავშვები იზრდებოდნენ, ნათესაობა მათ ობლობას არ აგრძნობინებდა. ასე გადიოდა დრო. ერთხელ, გვიან ღამით, როცა შვილებთან ერთად იყო, ბებიას საოცარი ხილვა ჰქონია... მან ცხადად იხილა მეუღლე. ბებია მიამბობდა: „დაკეტილი კარები თავისით გაიღო და ცხადად შემოვიდა ჩემი მეუღლე. ასანთი მოძებნა, ლამფა აანთო და ლოგინზე ჩამოჯდა. ჩემი ხელი აიღო და შეხორცებული ჭრილობა გამასინჯა. მითხრა, წამლები დამადეს და მაშინვე შემიხორცდაო. შემდეგ მარიგებდა მაფრთხილებდა, არ შეგეშინდესო, განსაცდელს გაუძელიო, ბოლოს მიმითითა აკვანში მწოლიარე უმცროს შვილზე და მითხრა: ამის გამოგზავნილი ფულით იცხოვრებ, გეყოფაო. ადგა, ლამფა ჩააქრო და გავიდა. მე სწრაფად ფანჯარასთან მივირბინე, ირგვლივ ყველაფერი განათებული იყო, ცხადად ვხედავდი, ცხენზე ამხედრებული როგორ წავიდა. არ შემშინებია. ცოტა ხანში ისევ ღამის წყვდიადი დადგა. დიდხანს არ მასვენებდა მისი სიტყვები, გაფრთხილება. ვფიქრობდი, კიდევ რისთვის უნდა გამეძლო“. როცა ამის შესახებ ყვებოდა, არავინ უჯერებდა, ეუბნებოდნენ, ალბათ სიზმარი ნახეო. მართალია, ამაზე აღარაფერს ამბობდა, მაგრამ ცხოვრების წესი კი შეიცვალა, ხორცს აღარ ჭამდა (სიცოცხლის ბოლომდე), დატოვა საერო ცხოვრება, თავისი ორი მცირეწლოვანი ვაჟი მშობლებს ჩააბარა და უფროს გოგონასთან ერთად მონასტერს მიაშურა. დიდხანს მოღვაწეობდა ჭიათურაში, მღვიმევის დედათა მონასტერში, შემდეგ კი ბედიის მონასტერში (შთამომავლების გადმოცემით, ბოლოს იღუმენიად დაუდგენიათ, რაც ჯერჯერობით ჩვენს ხელთ არსებული საბუთებით არ მტკიცდება. 1921 წლის ბოლოს, ბედიის დედათა მონასტრის წევრთა აღწერილობაში ის ჯერ კიდევ მორჩილად არის მოხსენიებული და ეკონომოსის მოვალეობას ასრულებდა. მონასტრის წინამძღვარი კი მაშინ იყო იღუმენია ნინო ბოკერია, შემდგომ წლებში კი მონაზონი ზოილე დვალიშვილი, რომლის დროსაც ბედიის მონასტერი დაიხურა -–- რედაქცია). სადაც მიდიოდა, თან დაჰყავდა ქალიშვილი თამარი. ამრიგად, დედაჩემი მონასტერში აღიზარდა. ყველანაირად იყო მომზადებული დედის გზას გაჰყოლოდა, მაგრამ ღვთის ნებით ასე არ მოხდა. ბებიამ სამივე შვილს სათანადო განათლება მიაღებინა, გზაზე დააყენა. მომავალში თითქოს ყველაფერი კარგად უნდა წარმართულიყო, მაგრამ კვლავ უბედურება -- ისევ შემთხვევის გამო, მოუკლეს უფროსი ვაჟი. რამდენიმე წლის შემდეგ კი უმცროსი ვაჟი, რომელიც სამხედრო ოფიცერი იყო, ომში დაიღუპა. ბებიამ მაშინ კიდევ ერთხელ სიმწრით მოიგონა ხილვა -– აკვანში მწოლიარე ბავშვზე რომ მიუთითა ქმარმა: „ამის გამოგზავნილი ფულით იცხოვრებო“. ბებიას პენსია დაუნიშნეს ომში დაღუპული შვილის გამო. როგორც წეღან აღვნიშნეთ, ბოლოს ბედიის დედათა მონასტერში მოღვაწეობდა ევგენია. როცა ააოხრეს ეკლესია-მონასტრები, იძულებული გახდა სიძე-ქალიშვილთან გადასულიყო ოჩამჩირეში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა, სახლში ლოცულობდა და შვილიშვილებს ზრდიდა. გარდაიცვალა 1964 წელს. კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის (სიდამონიძე) ლოცვაკურთხევით დედა ეფემია ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში დაასაფლავეს. ახლა, როცა ვიხსენებ და ვაცნობიერებ ბებიას ჩვენთან ცხოვრების წლებს, ვხვდები, თუ რამდენად რთული იყო მისი ცხოვრება ის ხომ ეკლესიის გარეშე დარჩა. მხოლოდ ბოლოს მიეცა საშუალება ეკლესიაში ევლო. ჯერ სოხუმში დადიოდა ზიარებისათვის, შემდეგ კი -- ილორში. მაგრამ ეს უკვე შემდგომ წლებში მოხდა, ხანდაზმულს შორს სიარული უჭირდა. ეკლესიის გარეშე ყოფნა კი მისთვის ნამდვილად კიდევ ერთი მძიმე ტრავმა იყო. მიუხედავად გადატანილი უბედურებისა, არასოდეს წამოსცდენია საყვედური, მის თვალებში ცრემლი არასოდეს
28 საპატრიარქოს უწყებანი N28 18-24 ივლისი 2014წ გვ.18
მონაზონი ეფემია (ძაძუა) (1884-1964)
ეს წერილი მისმა შთამომავალმა მოგვაწოდა, რომელთან დაკავშირება ვეღარ შევძელით. შვილიშვილის ნაამბობიდანაც მკაფიოდ ჩანს მონაზონ ეფემიას ტრაგიზმით აღსავსე ცხოვრება, რომელიც უფლისა და ადამიანების მიმართ მსახურებისა და სიყვარულის დიდ მაგალითს იძლევა. თუკი მის წარმომავლობასაც გავითვალისწინებთ, იგი ამ მხარის სიმბოლოდაც შეიძლება მოვიაზროთ. მშობლიურ წიაღს აწ მოგლეჯილ სამურზაყანოში გაზრდილი პატარა გოგონას გზა მონაზვნობამდე და მოხუცი მონაზვნის კვლავ ოჯახში დაბრუნება ცხოვრების სიძნელეებთან ბრძოლის ნიმუშია... მონაზონი ეფემია, ერში –– ევგენია კალისტრატეს ასული ძაძუა-კონჯარია, 1884 წელს (საფლავზე წერია 1886 წელი -– გ. მ.) ქუთაისის გუბერნიაში, სოხუმის ოლქში, სამურზაყანოს მაზრის სოფ. ნაბაკევში, გლეხის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ადგილობრივი სამრევლო–საეკლესიო სკოლა. მშობლებს ახლო ნათესაობა აკავშირებდათ მეზობლად მცხოვრებ დადიანების ოჯახთან, სადაც ხშირი იყო სტუმრიანობა. საპატიო სტუმრებს კი პატარა ევგენია ხვდებოდა, თავისი განუყრელი ჩონგურით და სასიამოვნო სიმღერით ატკბობდა. სწორედ აქედან იწყება მისი ტრაგიკული ცხოვრება. ევგენია შეუყვარდა ოს სამხედრო ჩინოსანს და მშობლებს ქალიშვილის ხელი სთხოვა. რასაკვირველია, მშობლები დათანხმდნენ ან როგორ გაუბედავდენ უარს. და აი, ასე, სრულიად ბავშვი, დაინიშნა, როგორც თვითონ ამბობდა, ვიღაც გადამთიელზე... გოგონას ტირილისა და გოდების ხმა მისწვდა დადიანების ნათლულის სვიმონ კონჯარიას ყურს. „მე მიყვარდა, მაგრამ ის ხომ ჯერ პატარაა და მშობლებს რამის თქმას როგორ გავუბედავდიო...“ დალონებულა ახალგაზრდა კაცი. სწორედ ეს ახალგაზრდა კაცი გახდა ბებიას მეუღლე. გოგონა გამორჩეულად ღვთისმოშიში და მორწმუნე ყოფილა. „გათხოვებაზე არასოდეს ვიფიქრებდი, მაგრამ რადგან აუცილებელი ყოფილა ჩემი გათხოვება, ისევ მერჩივნა ჩემი შვილების მამა ქართველი ყოფილიყოო“, მიამბობდა ბებია. პატარა გოგოს მხოლოდ ტირილი შეეძლო, მაგრამ დიდი რისკის გაწევა, რასაკვირველია, მის შესაძლებლობებს აღემატებოდა. იოლი ხომ არ იყო დანიშნული ქორწილის ჩაშლა და ასე საპატიო სასიძოს მოტყუება, მოსალოდნელი სირცხვილი და მშობლების რისხვის ატანა. ვითარების შეცვლაში დადიანების ოჯახმა მთავარი და გადამწყვეტი როლი შეასრულა. მათ მალულად გააპარეს სიძე-პატარძალი (ბებია და ჩემი მომავალი ბაბუა). გამთენიისას შინ მობრუნებული პატარძლის მამას მაყრიონის სიმღერის ხმა რომ გაუგია, იქვე, დუქანში უკითხავს საქმის ვითარება. სხვა სოფლიდან არიანო, მოუტყუებიათ, დუქანში შეუპატიჟებიათ და სიძე-პატარძალი დაულოცვინებიათ. სახლში მისულს რომ გაუგია ეს ამბავი, განრისხებულ მამას შვილი დაუწყევლია. მამის წყევლას კი აბა, სად გაექცეოდა? ოსი სასიძო თავისი მხლებლებით ჩამოსულა და როცა გაუგია ეს საშინელი ამბავი, გამშრალი კაცი უსიტყვოდ უკან გაბრუნებულა. ნივთებისა და ძვირფასეულობისათვის, რითაც პატარძალი დანიშნა, ხელი არ უხლია დაუტოვებია. მოგვიანებით ეს ყველაფერი სოფლის ახალგაზრდა გოგონებისთვის დაურიგებიათ საჩუქრად, თითზე გადასახვევი არაფერი დაუტოვებიათ ოჯახში. ერთი საუკუნის წინ მომხდარ, იმ დროისათვის დაუჯერებელ ამბავს რომ მოგითხრობთ, არ შემიძლია სიამაყით არ აღვნიშნი ჩემი წინაპრის თავდადება და პატრიოტიზმი სოფელში გაზრდილი ღარიბი გოგო არ დახარბდა ძვირფასეულობას, სიმდიდრეს, მომავალ უზრუნველ ცხოვრებას და ყოველივე პირადი ქართველობას ანაცვალა. როცა ბებიაზე ვლაპარაკობ, არ შემიძლია პატივისცემით არ მოვიხსენიო იმ სამხედრო პირის დიდსულოვნებაც, რომელსაც შეეძლო მომხდარის გამო დიდი უბედურება დაეტრიალებინა, მაგრამ ეს არ გააკეთა და მხოლოდ უსიტყვოდ გაეცალა იქაურობას. „ქარბორბალა“ ჩაცხრა. მშობლების რისხვა თანდათან განელდა. გარკვეული დროის შემდეგ შვილს შეურიგდნენ და თითქოს მშვიდად უნდა წარმართულიყო მათი ცხოვრება (ბაბუა სოფლის მამასახლისი ყოფილა გარეგნობით და ვაჟკაცობით გამორჩეული). მაგრამ, სამწუხაროდ, ბებიას დიდი უბედურება დაატყდა თავს. მეზობლებთან წაკინკლავებისას ბაბუას ძმას ესროლეს და დაჭრეს. ბაბუა სასწრაფოდ წავიდა ექიმის მოსაყვანად ქალაქის ცენტრში. მამასახლისი იყო და მეზობლებს უფიქრიათ, მილიციაში მიდის, დააჭერინებს ჩვენს თავსო. გაეკიდნენ და იმასაც ესროლეს. მომითხრობდნენ, დაჭრილი ჩამოსულა ცხენიდან, ნაბადი გაუშლია, ზედ დაწოლილა და ასე შეხვედრია სიკვდილს. ეს მოხდა კალანდა დილით (ძველ ახალ წელს). რამდენიმე წუთით ადრე შინიდან გასული საღ-სალამათი მეუღლე მკვდარი შემოუსვენეს ბებიას სახლში. აფხაზეთსა და სამეგრელოში თუ მიცვალებული ასვენია ახლო-მახლო სოფელში, საპატიო სტუმარსაც კი საკლავს არ დაუკლავენ. ამ დროს, მიც-
28-1 საპატრიარქოს უწყებანი N28 18-24 ივლისი 2014წ გვ.20
მონაზონი ეფემია (ძაძუა) (1884-1964) (დასასრული)
შემინიშნავს. ის ნამდვილად ღვთისნიერი ადამიანი იყო, მის გვერდით ყოფნაკი სკოლა. ბებია მოუნათლავ ადამიანს, დიდი იყო თუ პატარა, არ ეამბორებოდა. მახსოვს, ჰკითხავდა, მონათლული თუ ხარო. მე ვერ გეტყვით, ვისგან ჰქონდა კურთხევა, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს, ის სახლში ნათლავდა ბავშვებს (ხანდახან დიდებსაც), რასაც სანახევრო ნათლობას უწოდებდა. „ახლა ნახევრად ხარ ქრისტიანიო", ეტყოდა ხოლმე მონათვლის შემდეგ. ოჯახურ პირობებში ბებიამ უხვად მაზიარა სულიერ საზრდოს, რაც ასე აკლდათ ჩემს თანატოლებს. მუდმივად თან მდევდა მისი შეგონებანი მიმტევებლობაზე, მოყვასის სიყვარულზე, მინერგავდა სარწმუნოებისადმი სიყვარულს, მასწავლიდა საღმრთო მცნებებს, მავალებდა სავალდებულო საზეპირო ლოცვების შესწავლას და ყოველდღიური ლოცვების შესრულებას. მას ლოგინში მწოლიარეს ვერ ვიხსენებ, რასაკვირველია, თუ ავად არ იყო. მაშინაც არ იხდიდა სამოსელს. არ ვიცი, როდის ეძინა. რა დროსაც არ უნდა შევსულიყავი მის ოთახში, იდგა და ლოცულობდა ან სკამზე ჩამომჯდარი კითხულობდა. დღისით კი გვემსახურებოდა. როცა ბებია გარდაიცვალა, მისი წიგნები და ხატები ერთ მონაზონს (რომელიც ფსალმუნებს უკითხავდა) ჰქონდა წასაღებად გადადებული. მე ამ წიგნებიდან დაუკითხავად ავიღე ერთი, რომელიჯცკ დღე და ღამე ხელში ეჭირა. ეს წიგნი აღმოჩნდა „ჟამნი“ (მაშინ არ ვიცოდი), რომელსაც დღესაც სათუთად ვინახავ. ბებიისაგან სახსოვრად და მფარველად წიგნი და წმინდა ნინოს ხატი დამრჩა. ყველაფრისთვის მადლობელი ვარ. დარწმუნებული ვარ, მისი სული მუდმივ ნათელშია.
30 საპატრიარქოს უწყებანი N30 1-7 აგვისტო 2014წ გვ.20
ვაწაძეების სასულიერო ოჯახი (დასასრული)
დასაწყისი იხ: საპატრიარქოს უწყებანი N31 18-25სექტემბერი 2014წ გვ.18
საინტერესოა დეკანოზ იოსების ოჯახის ისტორია. მის მეუღლე გახლდათ ანა ანტონის ასული (1834), რომელთანაც შვიდი შვილი ეყოლა: უფროსი ვაჟი სპირიდონი (1857- 1923), პეტერბურგში, სამხედროსამედიცინო განათლების მიღების შემდეგ, სამშობლოში მისი, როგორც უძლიერესი ექიმის სახელი, რუსეთში, იმპერატორ ნიკოლო II-ის ყურამდეც მივიდა. იმპერატორს ტუბერკულოზით დაავადებული ძმის მკურნალობა მისთვის მიუნდია. ექიმის რჩევით, პაციენტი, დაბრუნდა. დიდ დროს ატარებდა აბასთუმანსა და ბორჯომში. სწორედ ამ პერიოდში იწყება ბორჯომში რომანოვების სასახლის მშენებლობაც. ასევე სპირიდონ ვაწაძის სახელს უკავშირდება, ბორჯომის მინერალური წყლის კვლევა და მისი, როგორც სამკურნალო წლად დადასტურება. სადოქტორო დისერტაცია ვაწაძეს სწორედ ბორჯომზე დაუცავს; მომდევნო ვაჟი ევგენი (1862) ოდესის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა დიდი ქართველი მეცნიერის, პროფესორ ვასილ პეტრიაშვილის ხელმძღვანელობით. 1887 წელს იგი სწავლას საფრანგეთსი, მონპელიეს აგრონომიულ ინსტიტუტში აგრძელებს. შემდეგ გადადის ჟენევაში. იგი თავის ბიოგრაფიაში წერდა: „მართალია, რომ ჟენევაში ყოფნის დროს მივიღე მარქსის მოძღვრება და მისი სოციალური იდეალი, მაგრამ არცერთი პარტიის წევრად არ ვყოფილვარ ჩარიცხული, რაც აიხსნება ჩემი ინდივიდუალური თვისებებით“. იგი 1890 წელს სამშობლოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იყო ჩაის ინსტრუქტორი დასავლეთ საქართველოში, შემდეგ ოზურგეთის საცდელი პლანტაციის გამგის თანაშემწე. 1916 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულის განკარგულებაშია და აგრონომად მუშაობს. 1917 წლიდან ამიერკავკასიის სამიწო კომიტეტშია. 1921 წელს მიწსახკომის კოლეგიის წევრია, 1925 წლიდან კი თბილისის აღმასკომის საგეგმო კომისიის ს/ს სექციის გამგეა და ამ თანამდებობაზე იმუშავა სიცოცხლის ბოლომდე. მესამე ვაჟი კონსტანტინე (1872), ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის დასრულების შემდეგ მამაპაპისეულ სახლში დასახლდა. კომუნისტების შემოსვლის შემდეგ, როდესაც ეკლესიებისა და სასულიერო პირთა დევნა შევიწროება დაიწყო და ღვარდიაში მაცხოვრის სახელობის ტაძარი ააფეთქეს, კომუნისტებს ვაწაძეების სასახლის გადაწვა და დანგრევაც სდომებიათ. კონსტანტინეს ბევრი უბრძოლია, რომ სასახლე არ გაენადგურებინათ. სახურავზე თოფით მჯდარა და მოახლოების უფლებას არავის აძლევდა. ამ ყველაფერს რამდენიმე ადამიანიც შეეწირა. საბოლოდ, სასახლე განადგურებას გადაურჩა. შემდგომში კონსტანტინე შეურიგდა ბოლშევიკებს და მიუხედავად იმისა, რომ მათი პარტიის წევრი არ იყო, სოფლის საბჭოს თავჯდომარედ დაუნიშნავთ); სოკრატე (1879-1899, გარდაიცვალა განუკურნებელი სენით, როგორც ზემოთ არის აღნიშნული); მარიამი/მანანა (1866, დაამთავრა ქალთა სასწავლებელი, შემდეგ კი მოსკოვში დაეუფლა საფეიქრო განათლებას ხალიცების დარგში. არ გათხოვილა); ანა/აგრაფინა (1869, გათხოვილი გახლდათ ნიკორწმინდაში, ჰყავდა ექვსი შვილი) და მართა/მატრონა (1874, გათხოვილი ლეჩხუმში მოღვაწე მლვდელ თეოფანე გიორგის ძე ასათიანზე).
31 საპატრიარქოს უწყებანი N31 18-25სექტემბერი 2014წ გვ.18
ვაწაძეების სასულიერო ოჯახი
ამ სტატიაში საუბარი გვექნება რაჭაში, სოფ. ლღვარდიაში მოლვაწე სასულიერო პირების – ვაწაძების საინტერესო ოჯახზე, რომელთა პირველი წარმომადგენელი XVIII ს-ის II ნახევრიდან იხსენიება საეკლესიო საბუთებში. ეს გახლდათ მღვდელი ლაზარე ვაწაძე. იგი 1769 წელს სოფ. ღვარდიაში, საბატონი ყმის ოჯახში დაიბადა. ეკუთვნოდა სასულიერო წოდებას. მამა ლაზარემ წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი მღვდელ-მონაზონ მიქაელთან ისწავლა. XVIII ს-ის ბოლოს ნი- კორწმინდელმა მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა (წულუკიძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო 1803 წელს ისევ მეუფე სოფრონმა მღვდლად დაასხა ხე- ლი და ღვარდიის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. მოძღვარი ადრე დაქვრივდა. ჰყავდა ერ- თი ვაჟი, მომავალი მღვდელი ეგნატე. მამა ლაზარეს უკავშირდება ვაწაძეების ბერძნულ სტილში აშენებული სასახლის მშენებლობა. გადმოცემის თანახმად, მამა ლაზარეს ვალი ჰქონია მეზობელ სოფელში მცხოვრებ ახვლედიანებს, რომლებიც კარგი ოსტატები ყოფილან. სწორედ ვალის საფასურში აუშენეს მათ ეს სასახლე მამა ლაზარეს. იგი გარდაიცვალა 1839 წლის 27 დეკემბერს, დაკრძალულია სოფ. ღვარდიაში. მღვდელი ეგნატე ვაწაძე 1813 წელს დაიბადა. იგი ოჯახშივე ეზიარა ქრისტიანულ სარწმუნოებას. სიყრმიდანვე თავის მამას ეხმარეობდა ეკლესიაში საეკლესიო წესების შესრულებაში და მედავითნის მოვალეობა ჰქონდა შეთავსებული. მამის გარდაცვალების შემდეგ, იმერეთის მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა (წულუკიძე) დიაკვნად აკურთხა. დიაკვნის ხარისხში რამდენიმეწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, 1843 წელს, იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) მღვდლად დაასხა ხელი და ღვარდიის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. გარდაიცვალა 1876 წლის 20 ოქტომბერს. მამა ეგნატეს ჰყვადა ერთი ვაჟი იოსები, რომელიც ყველაზე გამორჩეული, განსწავლული და ცნო- ბილი სასულიერო მოღვაწე გახლდათ გვარში. დეკანოზი იოსებ ვაწაძე 1829 წელს დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1847-1853 წლებში იგი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. 1854 წლის 1 იანვარს იმერეთის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (წულუკიძე) იოსები დიაკვნად აკურთხა, 1855 წლის 14 თებერვალს კი მლვდლად დაასხა ხელი და რაჭაში, ძეგლევის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. ამ პერიოდში დაჯილდოვდა ყირიმის ომის სამახსოვრო (1853-1856) ბრინჯაოს პვრირი 1859 წლის 15 მაისს მამა იოსები სვანეთში, ფხუტრერის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. ამასწ ვე წლის მიწურულს ფარის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1860 წლის 22 თებერვალს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1860 წლის 4 ივნისს მესტიის ოლქის მთავარხუცესსს თანაშემწედ აირჩიეს. 1860 წლის 18 ოქტომბერს ბეჩოს მაცხოვრის სახელობის ეკლესიის განახლებისათვის საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1861 წლის 7 ოქტომბერს მთავარხუცესად მოვალეობის შემსრულებლად დაადგი- ნეს. 1862 წლის 30 მარტს სვანეთში ქრისტიანობის გავრცელების საქმეში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის მთავარხუცესად დაამტკიცეს. 1863 წლის 13 თებერვალს სკუფია უბოძეს. 1867 წლის 3 თებერვალს 3046 სვანის მონათვლისათვის წმ. ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1871 წლის 3 აპრილს კამილავკა ეწყალობა. 1872 წლის 16 მაისს სვანეთის ეკლესიებისა და იქ არსებული საეკლესიო ქონების შემსწავლელი და აღმრიცხველი კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს, რასაც მამა იოსებმა წარმატებით გაართვა თავი. 1875 წლის 12 აპრილს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1877 წლის დეკემბრიდან 1881 წლის 1 სექტემბერამდე პარალელურად ბეჩოს მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვარიც იყო. 1878 წლის 27 აპრილს სვანეთის ეკლესიების მოვლისა და განახლებისათვის იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1879 წლის 12 ივნისს ეკლესიაში ერთგული და თავდადებული სამსახურისათვის დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1883 წლის 15 მაისს წმ. ანას II ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1888
31-1 საპატრიარქოს უწყებანი N31 18-25სექტემბერი 2014წ გვ.19
ვაწაძეების სასულიერო ოჯახი (გაგრძელება)
წლის 24 აპრილს წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1896 წლის 6 მაისს იმ პერიოდში იშვიათი საეკლესიო ჯილდო ენქერი მიიღო. გარდაიცვალა 1899 წლის ივნისში ქუთაისში. დეკანოზ იოსები ვაწაძის მოღვწეობისა და მისი უკანასკნელი დღეების შესახებ ჟურნალ „მწყემსის“ ფურცლებზე ვკითხულობთ: „წარსული ივნისის თვის 19 რიცხვს ლატალის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელმა გაიოზ ძიმისტარაშვილმა მოიწვია თავის რწმუნებულ ეკლესიაზე მთელი სვანეთის სამღვდელოება და მათთან ერთად გადაიხადა წირვა და პანაშვიდი უკვე გარდაცვალებულის სვანეთის ბლაღოჩინის დეკანოზ იოსებ ვაწაძის სულის მოსახსენებლად. შემდეგ წირვისა ყველა მოწვეული სამღვდელოება სახლში მიიწვია სადილად მამა გაიოზმა. სადილზედ მან წარმოსთქვა შემდეგი სიტყვა განსვენებული დეკანოზის შესახებ: „დღეს ჩვენ ყველანი შევიკრიბენით ჩვენის უკვე განსვენებულის დეკანოზის იოსებ ვაწაძის სულის მოსახსენებლად. განსვენებული განმავლობასა შინა ორმეოცის წლისასა მსახურობდა სვანეთში და მთელი სვანეთის სამღვდელოების გზის მაჩვენებელი იყო, როგორც ბლაღოჩინი. დღეს ულმობელმა სიკვდილმა მოულოდნელად მოგვტაცა იგი. უფრო სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ ვერ ვეღირსეთ მის უკანასკნელ ანბორს და მისგან შენდობის მიღებას, ვინაიდგან განსვენებული ქ. ქუთაისში გარდაიცვალა. დღეს განსვენებულის ყველა პატივისმცემელნი აქ ვართ შეკრებილნი, რათა თვალწინ წარმოვიდგინოთ განსვენებულის სამსახური და გამოვხატოთ ჩვენი მისდამი პატივისცემა. მე, როგორც თქვენ შორის უხუცესს და მასთან მღვდლად 35-ის წლის ნამსახურს, უფრო დაახლოვებით მაქვს შეგნებული განსვენებულის შრომა და ღვაწლი, რომელიც სვანეთზედ მიუძღვის განსვენებულს. როდესაც იგი სვანეთშიდ მღვდლად გამოწესდა ეცრის სამრევლოში, მე თან ვახლდი მას მედავითნედ. განსვენებულს მრავალი ზრუნვა აწვა კისერზე, ერთის მხრით, სვანეთის სამღვდელოების მმართვა-გამგეობა და ჯეროვანი ყურადღება, მეორეს მხრით, თვისი კერძო ოჯახის მდგომარეობა თხოვილობდა ყურადღებას და დიდ გამჭრიახობას. განსვენებული იყო დატვირთული წვრილი ცოლ-შვილით, მას ჰყავდა ოთხი ვაჟი და ოთხი ქალი. ამათი გამოზრდა და პატრონობა არა მცირედ შრომას მოითხოვდა განსვენებულის მხრიდამ. უფრო საძნელოის იყო, რომ განსვენებულს არ შეეძლო სამსახურისა გამო თავის ცოლ-შვილთან ეცხოვრა სვანეთში. დედა თავის ქალიშვილებს ვერ შორდებოდა და ამიტომ რაჭაში ცხოვრობდა. ცოლ-ქმარნი წელიწადში ერთხელ თუ ნახავდნენ ერთმანეთს და, ისიც, მცირე ხნობით და ისიც ივნისის თვის გასულს, როდესაც საცხენო გზა გაიხსნებოდა სვანეთის მთებზე. როდესაც განსვენებულმა თავისი ქალები გაათხოვა, ცოლ-ქმართ განიზრახეს ერთად ეცხოვრნათ უკანასკნელ ჟამამდე, მაგრამ, სამწუხაროდ და სავალალოდ მათდა, ამ დროს მათი უმცროსი ვაჟიშვილი შეიპყრო განუკურნებელმა სენმა, განზრახვა მათი დარჩა განზრახვად, დედა თავის შვილს ვეღარ შორდებოდა. ვაჟის ავადმყოფობა გაგრძელდა ამ უკანასკნელ დრომდე, იმის სიკვდილმაც მოუსწრაფა განსვენებულს დეკანოზს სიცოცხლე. ისრეთაც დატანჯულს ავადმყოფობით. დატანჯულს დედას ჯერ შვილის სიკვდილისაგან გამოურკვეველს, მოულოდნელაჯდ კარს მიადგა მისი ძვირფასი მეუღლე -- ცოცხალ-მკვდარი, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში სამუდამოდ გამოეთხოვა თავის დატანჯულს მეუღლეს და შვილებს. განსვენებული ყოველ გარემოებას უძღოდა წინ გამკლავებული და მოთმინების იარაღით აღჭურვილი. ნუ თუ მცირე იყო მისი შრომა და ღვაწლი! შეიძლება ვინმემ სთქვას, რომ უფრო ბევრის გაკეთება შეეძლოვო! ამაზე მე უპასუხებ მათ შემდეგს: უწინდელს დროში მთავრობა ისეთ დახმარებას ვერ უწევდა სვანეთში მოსამსახურე პირთ, როგორსაც დღეს. დღეს ეს დახმარება ყველასათვის თვალსაჩინოა, ვინ არ დამეთანხმება იმაში, რომ წარსულს წელში განსვენებული მოხუცი დეკანოზი რა დიდის ხალასით და ერთგულებით უძღოდა წინ ბ. მამინაიშვილის მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმადგენელი საზოგადოების ინსპექტორს სოფლითი-სოფლად, სკოლების დაარსების და სამღვდელოების მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე ამ უგზო-უკვლო მხარეში. მე თვითონ გამიგონია ბ. მამინაიშვილისაგან, რომ მასაკვირვებდა მხცოვანი დეკანოზის ესრეთი მხნეობა და მისდამი თანაგრძნობა. წარსულის წლის შემთხვევამ გაუორკეცა განსვენებულს შრომა. ამ დროს მოხდა იმერეთის ეპისკოპოსის ბესარიონის მობრძანება სვანეთშიდ. რასაკვირველია ამათაც თავისი სამსახური წინამძღოლობა გაუწია, ისე სიმარჯვით და ერთგულებით არა თუ მოხუცის კაცისაგან, არამედ ახალგაზრდა კაცისათვის საქებარი იყო. ასეთი შრომა და ზრუნვა ალბათ ვეღარ აიტანა ოთხმოცის წლის მოხუცმა დეკანოზმა. ამ ჩვენგან დაუვიწყარის მეთაურის დაკარგვის სულის მოხსენების დღეს აქ შეკრებილთ აღვავლინოთ უზენაესისადმი მხურვალე ვედრება, რათა სული განსვენებულისა იქმნეს შერიცხულ ღირსთა ნეტართათანა“.
32 საპატრიარქოს უწყებანი N32 25სექტემბერი-2ოქტომბერი 2014წ გვ.13
დეკანოზი ნიკიფორე კანდელაკი 1864-1947/48
დეკანოზი ნიკიფორე სვიმონის ძე კანდელაკი 1864 წლის 2 ივნისს ქუთაისის გუბერნიაში, რაჭის მაზრაში, სოფ. ნიკორწმინდაში მორწმუნე ოჯახში დაიბადა. მამამისი -–– სვიმონი წლების მანძილზე მედავითნედ მსახურობდა, ხოლო ბაბუა კი მღვდელი გახლდათ. 1881-1887 წლებში ნიკიფორე თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაასრულა. 1887 წლის 6 ნოემბერს იგი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ზედამხედველის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 1888 წლის 9 თებერვალს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დამტკიცა ამ თანადებობაზე. 1889 წლის 24 სექტემბერს ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ნიჭიერი და აქტიური ახალგაზრდა დიაკვნად აკურთხა, ხოლო 1889 წლის 1 ოქტომბერს კი –– მღვდლად დაასხა ხელი და რაჭის მაზრაში, სოფ. ველევის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1890 წლის 16 ოქტომბერს ნიკორწმინდის ოლქის სამღვდელოებამ სამი წლის ვადით საეპარქიო სხდომაზე დამსწრე დეპუტატად გამოარჩია. 1890 წლის 23 ოქტომბერს რაჭის მაზრის, სადმელის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1891 წლის 5 იანვარს რაჭის მაზრის, სადმელის ოლქის სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველად დაადგინეს. 1891 წლის 18 მარტიდან ნიკორწმინდის ოლქის მთავარხუცესია. 1893 წლის 13 იანვარს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1893 წლის 18 იანვარს შეთავსებით არის ნიკორწმინდის ოლქის სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველიც. სკოლებზე მზრუნველობის გარდა, მამა ნიკიფორე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ახალგაზრდა თაობებში წიგნიერების დონის ამაღლებას. მოგეხსენებათ ძველ დროში წიგნი ადვილი საშოვნელი არ იყო, მითუმეტეს გაჭირვებული გლეხობისათვის. ამიტომ, პროგრესიულად მოაზროვნე სამღვდელოება ცდილობდა ეკლესიებთან ახლოს გაეხსნათ სამკითხველოები, სადაც ბავშვები შეძლებდნენ სასულიერო და საერო ლიტერატურის
32-1 საპატრიარქოს უწყებანი N32 25სექტემბერი-2ოქტომბერი 2014წ გვ.14
დეკანოზი ნიკიფორე კანდელაკი 1864-1947/48 (გაგრძელება)
წაკითხვას. 1892 წლის მიწურულს მამა ნიკიფორემ შეძლო და თავისი ოლქის სამღვდელოების დახმარებით გახსნა ქვემო რაჭის წიგნთსაცავი. მაგრამ უსახსრობის გამო ვერ ხერხდებოდა მისი შევსება ლიტერატურით. ამიტომ, 1893 წლის ივნისში მან გაზეთ „ივერიაში“ წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღწერილი აქვს წიგნსაცავის აუცილებლობა და მისი მნიშვნელობა მომავალი თაობებისათვის: „არა ერთგზის დაწერილა გაზეთ „ივერიაში“ წიგნთ-საცავის სარგებლობასა და საჭიროებაზე ჩვენის სოფლისათვის. წიგნთ-საცავის დანიშნულება და მისი საჭიროება ცხადი ჭეშმარიტება უნდა იყოს ეხლა ყოველ ცოტად თუ ბევრად შეგნებულ კაცი- სათვის. ამასთანავე ისიც ცხადი ჭეშმარიტება უნდა იყოს, რომ რაჭა საზოგადოდ და კერძოდ ქვემო რაჭა სხვათა მრავალ საჭიროებათა შორის ამ ძვირფას საუნჯეს და სულიერ საზრდოს მოკლებულია. ჩვენზე სამაზრო ქალაქი შორს არის, ხშირი მიმოსვლა შეუძლებელია იქ. ამიტომ საჭიროების დროს ვერ ვისარგებლებთ, კიდეც რომ იყოს, ვერაგვარ საქველმოქმედო დაწესებულებით. აქე- დამ ადვილი წარმოსადგენია, რა ყოფა-მდგომარეობაში უნდა იყოს ჩვენის სოფლის მასწავლებელი და მღვდელი. არც ერთ მათგანს სიღარიბისა გამო არ მიუწვდება ხელი, რომ შეიძინოს წიგნი და ამის გამო იძულებულია უკან და უკან მიდიოდეს გონებითა. წიგნის კითხვის სიყვარულს არც ისინი არიან მოკლებულნი, ვისაც კი ორიოდე ანბანი უსწავლია პირველ დაწყებითს სკოლაში. ამის მაგალითებს, როგორც ჩემს სამრევლოში, ისე სხვა სოფლებშიაცა ვხედავ. ამიტომ განვიზრახეთ წიგნთ-საცავის დაარსება ქვემო რაჭაში. წარსულ 1892 წელს, ღვინობისთვის შუა რიცხვებში, მივმართე რწმუნებულ ჩემდა სამღვდელოებას, რომ ამ კეთილ საქმეში აღმოეჩინათ დახმარება. მათ მართლა შეიწყნარეს ჩემი თხოვნა და თვითეულმა წევრმა წიგნთ-საცავისათვის ყოველ წლობით შესწირა თვითო პროცენტი ჯამაგირისა; ავირჩიეთ წიგნთ-საცავის მმართველიც და წიგნთ-საცავიც მასთან იქნება ჯერჯერობით. შემდეგ კი შუა ადგილას გადავა, თუ საიმედო და შესაფერი კაცი ვიშოვეთ მმართველად. ვინაიდგან ზემოხსენებული შეწირულება სამღვდელოებისა მცირეა –– არ აღემატება ოც მანეთს, და მით ხსენებული წიგნთსაცავი ზრდა წარმატებაში ვერ შევა, მივმართეთ გულითადის თხოვნით ჩემ მეზობელ თანამოძმეებს და შორ ქალაქებსა და დაბებში მყოფ რაჭის განათლებულთ, „თუ ვინ თავისასა ხოლო ეძიებნ, არამედ მოყვსისაცა თვითეულ“ (1 კორ. 10, 24), შეგვეწიონ ამ კეთილ საქმეში; ვსთხოვ აგრეთვე ყველას, ვისაც, თვალით თუ არ უნახავს, წიგნის საშუალებით მაინც აქვს გაგონილი და წარმოდგენილი ჩვენი ყოფა-მდგომარეობა, აღმოგვიჩინოს შემწეობა ამ საქმეში, ფულით იქნება, თუ წიგნით.
32-2 საპატრიარქოს უწყებანი N32 25სექტემბერი-2ოქტომბერი 2014წ გვ.15
დეკანოზი ნიკიფორე კანდელაკი 1864-1947/48 (გაგრძელება)
ამასთანავე, შემომწირველთა ვსთხოვ, რომ წიგნებს ფასი დაუწერონ, რომელთაც კი არ ექმნებათ ზედ აღნიშნული“. მართლაც, ამ წერილმა თავისი როლი შეასრულა. სულ მალე უამრავი შემომწირველი გამოჩნდა და რამდენიმე წელიწადში ასობით წიგნმა მოიყარა თავი ქვემო რაჭის წიგნთ საცავში. გახარებულმა მოძღვარმა გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე 1893 წელს უამრავი მადლობის წერილი გამოაქვეყნა იმ პირთა მიმართ, რომელთაც გაიღეს შემოწირულება. გაზეთში ჩამოთვლილია თვითოეული ის პიროვნება და ასევე ის, თუ ვინ რამდენი წიგნი შეწირა და რა თანხა გაიღო სამკითხველოსთვის. 1893 წლის 24 ნოემბერს მამა ნიკიფორე ხოტევის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1895 წლის 26 თებერვლიდან მხოლოდ ნიკორწმინდის ოლქის სკოლების ზედამხედველია. 1895 წლის 22 აგვისტოს ისევ ველევის სამრევლოში დაბრუნდა. 1895 წლის 21 ნოემბრიდან 1896 წლის 28 ნოემბრამდე იმერეთის საეპარქიო სასწავლო საბჭოს, რაჭის მაზრის განყოფილების თავჯდომარეა. 1896 წლის 20 ივნისს სკუფია უბოძეს. 1896 წლის 29 სექტემბრიდან მთელი რაჭის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველია. 1897 წლის 1 მარტს ლეჩხუმის მაზრის სკოლებიც მის განკარგულებაში გადავიდა. 1897 წლის დეკემბერში, თავისი თხოვნის საფუძველზე, გათავისუფლდა სკოლების ზედამხედველის პოსტიდან. 1897 წელს მამა ნიკიფორემ სხვა სასულიერო პირებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღო რუსეთის იმპერიის მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში, რის გამოც 1898 წლის 24 ივნისს მუქი ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა. 1901 წელს 1 თებერვალს საქართველოს ეგზარქოს ფლაბიანეს (გოროდეცკი) ლოცვა-კურთხევით მღვდელი ნიკიფორე აღმოსავლეთ საქართველოში გადმოიყვანეს და სტეფანწმიდის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და დუშეთის მაზრის, IV ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა.ხევში გადმოსვლისთანავე, მამა ნიკიფორემ დაიწყო ზრუნვა მოსახლეობაში სწავლა-განათლებისა და სარწმუნოების შუქის მოსაფენად. ამისთვის საჭირო იყო ხევშიც გახსნილიყო წიგნთ-საცავი. რაჭაში გახსნილმა სამკითხველომ დადებითი შედეგი მოიტანა და მოძღვარს ძველი გამოცდილებაც გამოდგა ამ საქმეში. 1901 წლის მაისში მან ნებართვა ითხოვა ვისგანაც საჭირო იყო და შეუდგა საქმეს. ჩამოყალიბდა კომიტეტი, რომელსაც დაევალა ამ საქმეზე მეურვეობა და შეწირულების შეგროვება. დაიბეჭდა ხელმოსაწერი სიები და სხვადასხვა საპატიო კაცებს დაურიგდათ დიდ ქალაქებში, რათა შეწირულება შეგროვებულიყო. 1901 წლის 11 აგვისტოს სახალხო სკოლების ინსპექტორის, ევტიხი მამინაიშვილის დახმარებით შეიძინეს გასანათებელი ფარანი და რამდენიმე წიგნი. მალე მოვიდა დახმარება ქ. პიატიგორსკიდან, ვინმე ივანე იოსების ძე კურკუმულმა 60 მანეთი გამოგზავნა. ნელ-ნელა საქმე წინ მიდიოდა და მოსახლეობაც დიდად კმაყოფილი იყო ამ წიგნთსაცავით. 1901 წლის 10 აპრილიდან 1904 წლის 12 აპრილამდე მამა ნიკიფორე სტეფანწმიდაში არსებული კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგე და საღვთო სჯულის მასწავლებელი გახლდათ: 1902 წლის 19 აგვისტოს იგი დუშეთის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველად აირჩიეს. ბატონი ვლ. ითონიშვილი 1966 წელს ჟურნალ „სკოლა და ცხოვრებაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში „რევოლუციამდელი სკოლები ხევში 1900-1917“ მამა ნიკიფორეს შესახებ წერდა: „ფასანაურიდან ყაზბეგამდე ცხრა სკოლა ყოფილა, რომელთაც ზედამხედველობას ბლაღო- ჩინი ნიკიფორე კანდელაკი უწევდა. მას გარკვეული ღვაწლი მიუძღვის ხევში ეკლესიისა და სკო- ლების დაარსების საქმეში. მისი ინიციატივით გაიხსნა სკოლა აგრეთვე სოფ. ნაღორევში, სადაც მასწავლებლად გიორგი მალანია დაუნიშნავთ. ნ. კანდელაკი 1904 წლის ივლისიდან წასულა ხევიდან, ხალხი დიდი ამბით გამოთხოვებია მას“. იგივე ავტორი ცოტა ქვემოთ აღნიშნავდა: „ქრისტიანთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გარდა იმისა, რომ სოფ. გერგეტში გახსნა სკოლა, 1914 წელს დააყენა საკითხი საზოგადოების განყოფილების დაარსებისა ხევში, რაც ხელს შეუწყობდა მთიელთა შორის წერა-კითხვის გავრცელების საქმეს. მაგრამ ხევის მაგიერ საზოგადოების განყოფილება 1914 წლის 9 აგვისტოს დუშეთში დაარსდა; მის თავჯდომარედ იყო მღვდელი ზაქარია ლუკაშვილი, ხოლო გამგეობის წევრებად: მღვდელი ნიკიფორე კანდელაკი, სვიმონ ნამორა- ძე, ივანე გრძელიშვილი და გრიგოლ მაისურაძე“. სოფ. ნაღორევში სკოლის გახსნა და პედაგოგობა თავს იდვა ამავე ტაძრის მედავითნე ალექსანდრე არგანაშვილმა (შემდგომში –– მღვდელი), რომელმაც თავის გარშემო შემოიკრიბა 24 ყმაწვილი და უსასყიდლოდ დაიწყო მათი მომზადება. ამასთანავე, მან ამის შესახებ აცნობა სკოლების ზედამხედველს, მამა ნიკიფორეს, რომელიც მაშინვე გაეშურა ნაღორევში და გამოსცადა მოწაფენი. იგი ოთხი საათი ესაუბრა ბავშვებს და დაარწმუნა ცოდნის მიღების აუცილებლობაში. საბოლოოდ, მამა ნიკიფორეს ჩარევითა და ლოცვა-კურთხევით სკოლა ოფიციალურად დაარსდა. მანვე შესწირა სკოლას სასწავლო ნივთები. ამას
32-3 საპატრიარქოს უწყებანი N32 25სექტემბერი-2ოქტომბერი 2014წ გვ.16
დეკანოზი ნიკიფორე კანდელაკი 1864-1947/48 (გაგრძელება)
თან დაკავშირებით, 1903 წელს მედავითნე ალექსანდრემ გაზეთ „ივერიაში“ წერდა: „უღრმეს მადლობას ვუცხადებ მამა ბლაღოჩინს ნიკიფორე კანდელაკსა, რომელმაც კეთილ ინება და შემოსწირა სოფ. ნაღორევის სკოლასა სასწავლო ნივთები. იმედია, შემდეგშიაც მამა კანდელაკი გააუმჯობესებს სკოლასა და ფეხზედ წამოაყენებს ამისთანა ყველასაგან შესაბრალისსა, ღარიბსა და უსწავლელობით დაჩაგრულს მთიულებს. ვთხოვ, აგრეთვე ყველას, შემწეობა აღმოგვიჩინონ, ვისაც რით შეუძლიან, ფულით თუ სასწავლო ნივთებით“. 1903 წლის 6 მაისს მამა ნიკიფორეს კამილავკა ეწყალობა. 1904 წლის 18 თებერვალს დუშეთის მაზრის, I ოლქის მთავარხუცესად გადაიყვანეს. 1904 წლის 12 აპრილს ბაზალეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მოძღვრის სხვა სამრევლოში გადაყვანამ დიდად დაამწუხრა სტეფანწმინდის ეკლესიის მრევლი. ამასთან დაკავშირებით გაზეთ „ივერიაში“ ფსევდონიმით „დამსწრე“ უცნობი ავტორი წერდა: „ამას წინად ჩვენი მრევლი დიდის ამბით გამოეთხოვა თავის მოძღვარს, ბლაღოჩინს მ. ნიკ. კანდელაკს. მამა კანდელაკმა მცირე ამაგი არ დასდო მრევლსა, რომელსაც შეაყვარა ეკლესია და სკოლა. მამა კანდელაკი ნამდვილი მოძღვარი და მასწავლებელი იყო ხალხისა. გამოთხოებისას სიტყვა წარმოსთქვა მასწავლებელმა და დაახასიათა მ. კანდელაკი, როგორც მოძღვარი, მასწავლებელი და მოღვაწე. სოფლის წარმომადგენელმა ბ-ნმა შადურმა მიართვა მღვდელს ძვირფასი ხატი მთავარანგელოზისა და ძველებურის მოხევის წესით გზა დაულოცა, მადლობა გადაუხადა გაწეულ ამაგისათვის. სიტყვა მოახსენა მღვდელს სკოლის უფროსმა შეგირდმაც თავის ამხანაგების სახელით და მიართვა ძვირფასი ალბომი“. 1904 წლის 3 თებერვალს მამა ნიკიფორე მთავარხუცესის პოსტზე 12-წლიანი ერთგული და თავდადებული სამსახურისათვის წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1904 წლის 3 სექტემბრიდან 1906 წლის 21 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოს ეპარქიის, დუშეთის მაზრის სასწავლო განყოფილების თავჯდომარეა. 1905 წლის7 თებერვალს ყვავილას წმიდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1905 წლის 1 აპრილს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის ბრძანებით დუშეთის მაზრის, IV ოლქის სამთავარხუცესო გაუქმდა და იგი II ოლქს მიეწერა. აღნიშნულ ოლქში არსებულ ტაძრებზე მზრუნველობაც მამა ნიკიფორეს დაევალა. 1906 წლის თებერვლის დასაწყისში გაზეთი „ცნობის ფურცელი“ წერდა: „საეპარქიო მეთვალყურის ა. ი. ოდოევის განკარგულებით გადაყენებულ იქმნენ თანამდებობიდან: სამრევლო სკოლების მეთვალყურე დუშეთის სამაზრო ოლქისა მღ. ნიკიფორე კანდელაკი, მასწავლებლები დუშეთის სკოლისა ბ-ნი კიკნაძე და ქ-ნი გორგაძისა. კანდელაკის ადგილზე დაინიშნა მღვ. დიმიტრი მეტრეველი“. 1908 წლის 24 იანვარს, თავისი თხოვნის საფუძველზე, გათავისუფლდა მთავარხუცესის პოსტიდანაც. 1914 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1916 წლის 1 აპრილს ავჭალის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დაინიშნა. მასვე დაევალა ავჭალის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგეობა და საღვთო სჯულის სწავლება, რასაც ჩვეული მონდომებითა და სიყვარულით ასრულებდა, ვიდრე 1920 წლის 30 ივნისს მენშევიკებმა არ გააუქმეს აღნიშნული სკოლა. მამა ნიკიფორეს ავჭალაში ასევე გახსნილი ჰქონდა სკოლა უფროსი ასაკის ბავშვებისათვის, სადაც თავადვე უსასყიდლოდ ასწავლიდა სხვადასხვა საგნებს. 1918 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1925 წლის 3 ივლისს თბილისის მაზრის, მარტყოფი-ნორიოს ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1929 წლის 16 აპრილს ენქერით დაჯილდოვდა. 1929/ 1930 წლებში კომუნისტების ზეწოლის შედეგად ავჭალის ეკლესია დაიკეტა და საწყობად გადაკეთდა, რის გამოც მამა ნიკიფორეც დროებით უადგილოდ დარჩა. 1931 წლის 1 აგვისტოს თბილისის მამა დავითის წმ. დავით გარეჯელის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დაინიშნა. ურთულეს პერიოდში მოუწია მას ამ ისტორიული ტაძრის წინამძღვრობა. სახსრების უქონლობის გამო ტაძარს
32-4 საპატრიარქოს უწყებანი N32 25სექტემბერი-2ოქტომბერი 2014წ გვ.17
დეკანოზი ნიკიფორე კანდელაკი 1864-1947/48 (გაგრძელება)
შესაბამისი ყურადღება ვეღარ ექცეოდა. ასევე გახშირდა ტაძარზე ბოროტმოქმედთა თავდასხმები. ავაზაკებმა რამდენჯერმე გატეხეს მამა დავითის ეკლესია. აი, რას წერდა 1934 წლის 11 სექტემბერს ამ ყველაფრით შეშფოთებული დეკანოზი ნიკიფორე კათოლიკოსპატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) „უმდაბლესად მოვახსენებ თქვენს უწმინდესობას, რომ ამა სეკდემბრის 4-ს ღამით კიდევ დაეცნენ ჩემდამო რწმუნებულ წმ. მამა დავითის ეკლესიას გაძარცვის მიზნით. ჩრდილოეთის მხრივ ფანჯრიდან გადასულა მძარცველი და საკურთხევლის კარები გაუღია ამხანაგებისათვის და გაძარცვის შემდეგ იმავე კარებით გასულან. არის წაღებული ნივთები და ფულიც ნაღდად, რომელთა სიას ამასთანავე წარმოგიგზავნით. ამის შესახებ ყოველივე ეცნობა თავის დროზე მილიციას“. 1936 წლის 1 აპრილს ეკლესიაში მრავალწლიანი ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისათვის მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა. მამა დავითზე მსახურების პერიოდში მამა ნიკიფორეს ხშირად უხდებოდა თბილისის გარშემო არსებული დახურული და მოძღვრის გარეშე დარჩენილი სამრევლოების პატრონობა და სულიერი წინამძლოლობა. მოძღვრის პირად საქმეში დაცულია ერთი ასეთი შინაარსის წერილი: „სოფ. დიღომის წმ. გიორგის ეკლესიის მრევლმა მთხოვა, რომ წმ. გიორგის დღესასწაულის დღეს, ამა ნოემბრის 23-სა შევუსრულო მათ ლოცვა-ვედრება ღვთისადმი და ქრისტიანული წესები ეკლესიაში. ამიტომ, უმდაბლესად გთხოვთ, უწმინდესო მეუფეო, კეთილ ინებოთ და მიბოძოთ ნება სოფ. დიღომში წასვლისა ზემოაღნიშნულ დღესა ადგილობრივ მორწმუნეთათვის ქრისტიანული წესების შესასრულებლად. 1937 წლის 21 ნოემბერი“. 1940 წელს დეკანოზი ნიკიფორე თბილისის ეკლესიების მთავარხუცესად დაინიშნა. 1942 წლის აპრილის თვეში მამა დავითის ტაძარში ავარიული მდგომარეობისა გამო დროებით შეწყდა წირვა-ლოცვა, რამაც მეტად რთულ და მძიმე პირობებში ჩააყენა მოხუცებული მამა ნიკიფორე. ამავე წლის 3 მაისს იგი გულისტკივილით წერდა კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს და სთხოვდა, დახმარება აღმოეჩინა უსამსახუროდ და უსახსროდ დარჩენილი მოძღვრისათვის: „ამა წლის აპრილის 28-ს, საღამოს ეკლესიის ჩრდილოეთ-დასავლეთის მხრივ მთაწმიდის მთა შუა ნაწილში მოიმზღვლა, იწყო დენა მომზღვლეულმა ქვა და მიწამ ეკლესიის გალავანში. რაც დრო გადიოდა ეს ზღვლევა თანდათან მატულობდა სივრცითაც და ტემპითაც. ასეთი მღვლევა-ნგრევა მთისა გაგრძელდა აპრილის 30-ს საღამომდე. ეკლესიაში შესასვლელი კარები სამხრეთის მხრივ სრულიად დაფარულია და ამის გამო მისი გაღება ყოვლად შეუძლებელია. ასე რომ, ეკლესიის სამხრეთის კუთხიდან მოყოლებული ვიდრე დიდებულ პოეტ ი. ჭავჭავაძის ძეგლამდის გალავანი ნახევრად ავსებულია მომზღვლეული ქვითა და მიწით და ეს ზვავი გალავნიდან სიმაღლეზე გაერთიანებულია ვიდრე მთის იმ ალაგამდე, საიდანაც იწყო დენა ზვავმა. ეკლესიას არა დაშავებია რა, მიუხედავად იმისა, რომ მეტად დიდი ქვები ცვიოდა. დაზიანდა ცოტაოდენ მხოლოდ ი. ჭავჭავაძისა და დ. ყიფიანის ძეგლები. ზვავით დაფარული გალავნის გაწმენდა ძლიერ ძნელია და დიდ ხარჯსაც მოითხოვს. ჯერჯერობით მისი გაწმენდა შეუძლებელიცაა, ვინაიდან დროდადრო კიდევ მოდის მთიდან ქვა. მოსალოდნელია წვიმიან დღეებში მთის მომზღვლევის გამეორება. ამიტომ კომისიას ჯერჯერობით ვერ გამოუტანია საბოლოო დასკვნა. ასეთია დღესდღეობით მდგომარეობა ისტორიულად ღირსშესანიშნავ წმ. მამა დავითის ეკლესიისა. ძნელი წარმოსადგენია და სათქმელიც, თუ როდის ეღირსება ამ ეკლესიას გახსნა-გაღება, ან რა პირობებში. შესაძლოა ქეც რომ გაიხსნას, ღვთისმსახურება აკრძალონ მასში და დაკეტონ, როგორც სხვა ეკლესიებს მოექცნენ. ამნაირად, დღესდღეობით მე მოკლებული ვარ წირვა-ლოცვას უეკლესიობისა გამო, მოკლებული ვარ შემოსავალსაც ნივთიერად და ამ საზღაპრო სიძვირის ხანაში განვიცდი ყველაფრად დიდ ნაკლებობას. ჩემს კმაყოფაზეა ორი სული: მოხუცი, ლოგინად მიქცეული მეუღლე და დედით ობოლი, 10 წლის შვილიშვილი ქალი. ამასთანავე, ამა წლის შემოწერილი გადასახადიდან პირადად კიდევ მაქვს შესატანი: სამხედრო 240 მან., საშემოსავლო 323
32-5 საპატრიარქოს უწყებანი N32 25სექტემბერი-2ოქტომბერი 2014წ გვ.18
დეკანოზი ნიკიფორე კანდელაკი 1864-1947/48 (გაგრძელება)
მან. და კულტგამოსაღები 156 მან. ეკლესიის ამა წლის გადასახადი 720 მან. სრულიად შეტანილია კომ. ბანკში. შემწე და დამხმარე არავინა მყავს, არც მაბადია რამ ისეთი, რომ გავყიდო და მით შევიძინო რამ უსაჭიროესი და გავისტუმრო გადასახადი და სხვ. ვაჟი, რომელიც უმუშევრად იყო დიდხანს, ერთი თვეა რაც იწყო სამსახური, მაგრამ თავის მცირე ხელფასით მეორე წყება ცოლშვილსაც ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ უუმდაბლესად ვსთხოვ თქვენს უწმინდესობას, შეხვიდეთ ჩემს ამ მოულოდნელად ჩავარდნილ უკიდურეს მდგომარეობაში და მიმაწეროთ დროებით რომელიმე ეკლესიაზე იმ პირობით, რომ: 1) კრებულის წევრთა შორის შტატის წყობილების მიხედვით მე არ შევიტანო დისონანსი და რაიმე ცვლილება, 2) მომეცეს ხელფასი კრებულის შეხედულებისამებრ; 3) შევასრულო სამსახური, რაც კი რიგში მომიწევს სათანადოდ; და 4) წმ. მამა დავითის ეკლესიის გახსნისთანავე, თუ კი ღვთისმსახურება მასში ნება დართული იქნება და არ დაიკეტება მთავრობის მიერ, მეც ისევ მივიქცევი იქ და გავაგრძელებ სამსახურს დიდის კმაყოფილებით“. მისმა უწმინდესობამ კალისტრატემ გაითვალისწინა რა დამსახურებული მოღვაწის თხოვნა, ამ წერილზე ასეთი რეზოლუცია დაადო: „დროებით, სანამ მამა დავითის ეკლესიაში წირვა-ლოცვის შესრულება შესაძლებელი აღმოჩნდება, დეკანოზ ნიკიფორე კანდელაკს ვგზავნი კუკიის წმ. ნინოს ეკლესიაში მესამე მღვდლის ადგილზე“. 1942 წლის 3 მაისს კუკიის წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის მესამე მღვდლად დაინიშნა. მამა ნიკიფორეს ოჯახი ნავთლუღში ცხოვრობდა, ხოლო თავად ხან მამა დავითის ტაძართან არსებულ კელიაში რჩებოდა და ხანაც ოჯახში. ორივე ადგილი საკმაოდ მოშორებული გახლდათ კუკიის ეკლესიისაგან, რის გამოც უკვე მოხუცებულ მოძღვარს უჭირდა შორეულ ტაძარში სამსახური. თანაც იმ პერიოდში უტრანსპორტობის გამო მას უმეტესწილად ფეხით უხდებოდა გადაადგილება და ხშირად ტაძარში მსახურებაზე მისვლაც უგვიანდებოდა. ამასთან დაკავშირებით, მან თხოვნით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს და სთხოვა, ნება დაერთო თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის მოძღვრისათვის, დეკანოზ გერასიმე ჯაველიძისათვის გაეცვალა ადგილი, რაზედაც თავად მამა გერასიმე თანახმა გახლდათ. 1943 წლის 12 იანვარს მამა ნიკიფორე პეტრე-პავლეს ეკლესიის მეორე მღვდლად დაადგინეს. ამასთანავე იგი კვლავ ითვლებოდა მამა დავითის ტაძრის წინამძღვრად. 1943 წლის 18 მარტს მამა ნიკიფორემ კიდევ ერთხელ მიმართა თხოვნით უწმინდეს კალისტრატეს: „სრული ცამეტი წელიწადი შესრულდა მდგომარე ამა მარტის თვეში, რაც მე ვმსახურებ მთაწმიდის წმ. მამა დავითის ეკლესიაში. ცამეტი წლის განმავლობაში სამსახური მთაწმიდაზე ხანში შესულ ადამიანისათვის, როგორც მე ვარ ადვილი არ არის. ამჟამად ამ მხრივ კიდევ უფრო გართულდა ჩემი მდგომარეობა. ცხოვრების შინაურმა პირობებმა მაიძულა ოჯახს დავაახლოვდე. ამ მიზეზისა გამო კი შორიდან მიხდება მთაწმიდაზე ასვლა-ჩამოსვლა, რაიცა მეტად ძნელი და ფიზიკურად თითქმის აუტანელია ჩემთვის. ამიტომ ვბედავ და უუმდაბლესად ვსთხოვ თქვენს უწმიდესობას, მიიღოთ ჩემზე თქვენი ყოვლად მოწყალე მარჯვენით ლოცვა-კურთხევა და გამანთავისუფლოთ წმ. მამა დავითის ეკლესიაში სამსახურისაგან, დანიშნოთ ჩემს მაგიერ სხვა ვინმე სამღვდელოთაგანი, რომელსაც უნდა გადავსცე ეკლესია თავის კუთვნილი ქონებით სათანადო სიისამებრ“. ამავე წლის 28 მარტს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით იგი გათავისუფლდა მამა დავითის ტაძრიდან და წინამძღვრობა თავის მოადგილეს გადააბარა. მიუხედავად ავჭალის ეკლესიის დახურვისა და
32-6 საპატრიარქოს უწყებანი N32 25სექტემბერი-2ოქტომბერი 2014წ გვ.19
დეკანოზი ნიკიფორე კანდელაკი 1864-1947/48 (გაგრძელება)
გაუქმებისა, ავჭალელ მორწმუნეებს მამა ნიკიფორეს გარდაცვალებამდე არ შეუწყვეტიათ მასთან სულიერი კავშირი, რასაც ადასტურებს თავად მოძღვრის მიმართვა კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატესადმი. აი, რას წერდა იგი მის უწმინდესობას 1944 წლის 5 მაისს: „ჩემი ყოფილი ზემო ავჭალის სამრევლოს მორწმუნენი მთხოვენ, რათა შევუსრულო მათ ქრისტიანული წესები. უმდაბლესად გთხოვთ, უნეტარესო მეუფეო, მიბოძოთ ნებართვა ქრისტიანულ წესების შესრულებისა ზემოხსენებულ მთხოვნელთათვის. თქვენი უნეტარესობის მდაბალი დეკანოზი ნიკიფორე კანდელაკი“. 1945 წლის 19 სექტემბერს მორწმუნეთა თხოვნით იგი მიავლინეს ვაკის სასაფლაოზე მიცვალებულთა წესებისა და პანაშვიდის შესასრულებლად. 1946 წელს შედგენილ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოების ჩამონათვალში თბილისის წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის რუსული ტაძრის მესამე მლვდელმსახურად იხსენიება. დეკანოზი ნიკიფორე სავარაუდოთ, 1947 ან 1948 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია პეტრე-პავლეს ეკლესიის სასაფლაოზე მეუღლესთან, ზინობია (ზინაიდა) დავითის ასულ სირაძესთან (1874) ერთად. ჰყავდა შვიდი შვილი: შალვა (1891, ჰყავდა მეუღლე და ერთი შვილი, 1937 წელს გადაასახლეს შუა აზიაში), ლუდმილა (1894), ნინო (1896, დიასახლისი, გათხოვილი იყო გიორგობიანზე და ჰყავდა სამი შვილი), ანიკო (1898, პროფესიით ბიოლოგი, რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი, გათხოვილი იყო თუხარელზე, ჰყავდა ერთი შვილი), ბენიამენი (1901, პროფესიით მელიორატი, ინჟინერი, იყო მათემატიკის მასწავლებელი, ჰყავდა მეუღლე და ორი შვილი), თამარი (1906, დიასახლისი, ჰყავდა მეუღლე და ოთხი შვილი), ბიძინა (1909, პროფესიით გემთმშენებელი, ცხოვრობდა ბაქოში, ჰყავდა მეუღლე და ერთი შვილი) და ნუცა (დიასახლისი, გათხოვილი იყო ჭელიძეზე და ჰყავდა სამი შვილი). დეკანოზ ნიკიფორეზე საინტერესო მოგონებები მოგვაწოდა მისმა შვილიშვილმა, ქალბატონმა ელენე ბენედიქტეს ასულმა კანდელაკმა. იგი იხსენებს ბაბუისა და მის ურთიერთობას, მის მკაცრ, მაგრამ სამართლიან ხასიათს შვილიშვილების მიმართ: „მე, ელენე კანდელაკს წერა-კითხვა მასწავლა ნიკიფორემ. მამა ნიკიფორე განათლებული მღვდელმსახური იყო, ყიდულობდა და მიკითხავდა ჟურნალ „ჯეჯილს“. მიყვებოდა მოთხრობებს, მასწავლიდა წინადადების შედგენას, ნებისყოფის გამომუშავებას, სიმართლის თქმას, უფროსებისადმი პატივისცემასა და შრომისადმი სიყვარულს. მიყვარდა ტკბილეულობა და ბებიას ვპარავდი კამფეტებს. ვერაფერი მომიხერხეს, ვპოულობდი და მივირთმევდი. ერთ დღეს ნიკიფორემ მომაბარა ორმოცი ცალი „08M08ხI6 LI6VMV“ და მითხრა შემინახე ეს კამფეტი აღდგომამდე, აღდგომა დღეს ჩამაბარე ორმოცივე კამფეტიო. ვინერვიულე ძალიან. ყოველდღე გამოვიღებდი, დავითვლიდი და ისევ შევინახავდი. ხან გადავწყვეტდი ერთ ცალს შევჭამ, მაგრამ პაპის რისხვისა მერიდებოდა და ისევ ვინახავდი. ასე „ვიჩაგრებოდი“, მაგრამ არ მომიკიდია არცერთისთვის ხელი. აღდგომა დღეს მომკითხა. მოვუტანე, დათვალა, ყველა კამფეტი ადგილზე იყო -- შემაქო და ორმოცივე კამფეტი მე მაჩუქა. ასეთი მეთოდით აწრთობდა ჩემს ნებისყოფას. მე ვფიქრობ ასე მამარხულა და გა
32-7 საპატრიარქოს უწყებანი N32 25სექტემბერი-2ოქტომბერი 2014წ გვ.20
დეკანოზი ნიკიფორე კანდელაკი 1864-1947/48 (დასასრული)
მოაწრთო ჩემი ნებისყოფა. როცა მამა დავითის ეკლესიაში მსახურობდა იქვე ჰქონდა კელია და რამდენიმე დღე რჩებოდა ხოლმე ქალაქში ჩამოუსვლელად, მეც ხშირად დავყავდი იქ და მასთან ერთად ვცხოვრობდი მამა დავითზე. რამდენჯერმე ნამყოფი ვარ პატრიარქ კალისტრატესთან, მისგან დალოცვილიც ვარ. საპატრიარქო იყო სიონის ეკლესიასთან. პატრიარქი და ბაბუა საუბრობდნენ საქმეებზე, მე კი დარიგებული ვიყავი, რომ წყნარად ვმჯდარიყავი და ხელი არ შემეშალა მათი საუბრისათვის. ასეც ვიქცეოდი“. მასალის მოწოდებისათვის მადლობას მოვახსენებთ დეკანოზ ნიკიფორეს შთამომავლებს, ელენე ბენიამენის ასულ კანდელაკსა და შოთა და ია მუჯირიშვილებს, საარქივო საბუთების მოწოდებისათვის საქართველოს საპატრიარქოს არქივის უფროსს, ქალბატონ მზია კაცაძეს.
33 საპატრიარქოს უწყებანი N33 2-8ოქტომბერი 2014წ გვ.18
მღვდელი მიხეილ ჩოხელი 1881-1937
1937 წელს საბჭოთა კავშირში დაწყებული რეპრესიების სუსხი საქართველოშიც შემოვიდა, რომელმაც 1921-1924 წლებში გადარჩენილ თავადაზ%ზნაურთა ნაწილი, ინტელიგენცია და ქვეყნის პროგრესიულად მოაზროვნე საზოგადოება შეიწირა. რეპრესიები ეკლესიის მსახურებმაც განიცადეს და ამ პერიოდში დაახლოებით 100-ზე მეტი სასულიერო პირი დაიხვრიტა. ნაწილი გადაასახლეს. დახვრეტილთა სიაში იყო წილკნის ეპარქიის მღვდელმსახური, მღვდელი მიხეილ დიმიტრის ძე ჩოხელი, რომელმაც მეტად ტრაგიკული ცხოვრება განვლო. მისი წინაპრები სასულიერო პირები იყვნენ. დიდი ბაბუა, მღვდელი გიორგი მახარებელის ძე ჩოხელი, 1800 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი თავისივე სოფლის ეკლესიაში ისწავლა. ხელდასხმამდე ჩოხის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში მედავითნედ მსახურობდა. 1834 წლის 15 ივნისს საქართველოს ეგზარქოსმა მოსემ (ბოგდანოვ-პლატონოვი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 22 ივნისს მღვდლად დაასხა ხელი და ჩოხის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. ჰყავდა მეუღლე ელისაბედი (დაბ. 1796წ.) და შვილები: თეკლა (18311), მიხეილი (1834) და სოფიო (1840). მისმა ერთადერთმა ვაჟმა მიხეილმა საერო ცხოვრება აირჩია და სოფელში მეურნეობით იყო დაკავებული. სასულიერო გზა გააგრძელა მიხეილს ვაჟმა დიმიტრიმ, რომელიც 1856 წელს დაიბადა. მიღებული ჰქონდა შინაური განათლება. 1881 წლის 30 ოქტომბერს დუშეთის წმ, ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის უშტატო მედავითნედ დაინიშნა, ხოლო 1882 წლის 31 იანვარს ანანურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში შტატის მედავითნედ. 1888 წლის 6 მარტს საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) დიაკვნად აკურთხა. 1890 წლის ნოემბერში თბილისში, კუკიის წმ. ნინოს სახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1894 წლის დეკემბერში ანჩისხატის ტაძარში გადაიყვანეს. XIX ს-ის 90-იანი წლების ბოლოს მღვდლად დაასხეს ხელი. ჰყავდა მეულლე ეფემია ზურაბის ასული (1862) და შვილები: მღვდელი მიხეილი და დავითი. ' მღვდელი მიხეილ ჩოხელი 1881 წელს დუშეთის მაზრის სოფ. ანანურში დაიბადა, სადაც იმ პერიოდში მამამისი ცხოვრობდა. დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი და სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. ავადმყოფობის გამო მესამე კურსიდან სწავლას თავი დაანება. 1902 წლის 8 ნოემბერს სტეფანწმიდის ორკლასიანი სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1904 წლის 1 სექტემბერს არანისის სკოლაში გადაიყვანეს. ამავე პერიოდში ჯვარი დაიწერა ნატალია იოსების ასულზე (1885), რომელთანაც ხუთი შვილი: ნიკოლოზი, ელენე, დიმიტრი ეყოლა. ორი შვილის სახელი უცნობია. 1905 წლის 9 აპრილს გორის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ელიაშვილი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და სიღნაღის მაზრაში, სოფ. ფხოვი-ზიარის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1907 წლის 5 აპრილს დუშეთის მაზრის სოფ. ქაისხევის მცხოვრებთა თხოვნით, ამავე სოფლის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძლვრად გადაიყვანეს. 1914 წელს 30 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა.
33-1 საპატრიარქოს უწყებანი N33 2-8ოქტომბერი 2014წ გვ.19
მღვდელი მიხეილ ჩოხელი 1881-1937 (გაგრძელება)
1916 წლის 3 თებერვალს საშაბურო-საკრამულას წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დაინიშნა. 1923 წელს სამღვდელოების დევნის დროს გაიხადა ანაფორა და დუშეთის მეცხრე შრომით სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1925 წლის 24 დეკემბერს მამა მიხეილმა წერილი მისწერა წილკნელ ეპისკოპოს პავლეს (ჯაფარიძე) და სასულიერო ხარისხში აღდგენა სთხოვა. აი, რას წერდა იგი: „რევოლუციას, როგორც სტიქიური მოვლენის, მძვინვარების ჟამს ყველაზე უწინ მის ცენტრში მოქცეულს, უნუგეშოდ მიტოვებულის, როგორც მოსხლეტილი ცხვრის, ჩემი განცხადებანი არ მისულან დანიშნულებისაებრ: მისი უწმინდესობა კათოლიკოსი ამბროსი მაშინ პატიმარი ბრძანებულა, მრავალგზის სხვადასხვა სახით ტანჯულ-წამებულის, უკიდურესად დამცირებულის წინ დადგა ამნაირი დილემა: ყოფნა (უანაფოროთ) ან არ ყოფნა. კარგა ხნის შინაგანი ბრძოლის 1922-23 წლის 26 აპრილამდე, ჩემდა სამწუხაროდ, გაიმარჯვა ჩემში ხორცმა სულზე, როგორც ხორციელების (ისე სულის) ერთადერთმა შემნახველმა მე ვარჩიე ე.ი. პირველი. თუმცა ამნაირ არანორმალურ მოვლენას ბევრჯელ ჰქონია ადგილი უფრო დიდსულოვან პიროვნებებში, საეკლესიო და თუ სამოქალაქო ისტორიაში და თვით საღმრთო წერილში აღნიშნულებში, მაგრამ მე იგინი ჩემ გასამართლებელ არგუმენტებად არ მომიყვანია, ვცნობ რა თავს ფრიად დამნაშავედ წმინდა ეკლესიის წინაშე, როგორც უძღები შვილი მის მამის წინაშე. მე გავკადნიერდი მომემართა თქვენთვის, როგორც უდიდეს ცოდვილს, მოსხლეტილ ცხოვარს თქვენი წმინდა სამწყსოსაგან, ცრემლით პეტრე მოციქულისა, სინანულით მეზვერისა და ცეცხლისებური სარწმუნოებით პავლე მოციქულისა, გამოვედი რა იმ მოსაზრებიდან, რომ ამქვეყნად კაცი სრული არაა, რომ მისი სულის კანონები შედგება მისი სხეულის კანონებისა, მექანიკურად ფიზიკური მოვლენებით წარმოშობილებისა, რაიცა ჰქმნის აუცილებლობას არა თუ იმ მოქმედებისას და, მაშასადამე, არა ისეთი დანაშაული, რომლის არმიცემით უმეტეს ეკლესიის მიერ, მის სინანულით მაძიებელს, რაიცა მტკიცდება თვით სახარების სიტყვებით, როდესაც ამას ახერხებენ არტისტები, როს იგონებენ ლლოთოფთფოსის სიტყვებს: „არ არიან ქვეყნად დამნაშავენიო“. გავწყვიტე რა საერო ცხოვრებასთან ყოველნაირი კავშირი დღიდან თხოვნის გამოგზავნისა, ყვავილის ამორჩეულის წლით (10 ოქტომბერი), მე ველი თქვენს რეზოლუციას. რაც შეეხება ერს, სადაც ვთხოულობ მღვდელმსახურების გაგრძელებას, მან ღრმად ჩახედულმა ჩემს გარემოებაში, ჩემი საქმის კარგად მცოდნემ, დიდი ხანია შემითვისა და როგორც მისმა წარმომადგენლობამ გამომიცხადა დღეს, არაერთხელ აღძრა თურმე შუამდგომელობა ადგილობრივი მთავარხუცესის წინაშე ჩემის თხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. არ ვიცი, თქვენ გაეცანით მას, თუ არა“. ეპისკოპოსმა პავლემ გაუწია მას რეკომენდაცია და საკათოლიკოსო საბჭოს მისი აღდგენა სთხოვა, თუმცა კანცელარიამ მამა მიხეილს თხოვნას შემდეგი რეზოლუცია დაადო: „საკათოლიკოსო საბჭო ვერ სცნობს შესაძლებლად დააკმაყოფილოს მეუფე პავლეს შუამდგომლობა და წინადადებას აძლევს მის მეუფებას, აუკრძალოს მღვდელმოქმედება მღვდელ მიხეილ ჩოხელს“. ამასთან დაკავშირებით 1926 წლის 11 იანვარს მეუფე პავლე წერდა წილკნის ეპარქიის II ოლქის მთავარხუცესს, მღვდელ სიმონ ტყემალაძეს, რომ მღვდელ მიხეილ ჩოხელს ეკრძალება ყველანაირი მღვდელმოქმედება. 1926 წლის 9 ნოემბერს მამა მიხეილმა კვლავ ითხოვა ეკლესიის წიაღში დაბრუნება. ამჟამად მან წერილი კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) მისწერა: „უმოწყალესო მეუფეო და მწყემსმთავარო! განვლო ერთმა წელმა მას შემდეგ, რაც მე პირველად შეგაწუხეთ წრფელის სინანულით გამსჭვალულ თხოვნით, ნება დაგერთვათ ჩემთვის მღვდელმოქმედება... მაგრამ უარი გამომეცხადა. მცხეთობიდან დაბრუნებულმა ჩემის სამშობლის (გუდამაყრის) მღვდელმა მინახულა სახლში და მთავარხუცეს ბ. მალანიასთან გამომიცხადა თქვენი ბრძანება, მაგვარი ამასთან თანდართულ ივანე წიკლაურის წერილში აღნიშ-
33-2 საპატრიარქოს უწყებანი N33 2-8ოქტომბერი 2014წ გვ.20
მღვდელი მიხეილ ჩოხელი 1881-1937 (დასასრული)
ნულისა. გადმოცემულ ბრძანებიდან ვსცანი რა, რომ თქვენ მიგიღიათ მხედველობაში ჩემი გულწრფელი სინანული, მრავალგვარ ქარცეცხლში გავლილი, განსპეტაკებული და განმტკიცებული იმდენად, რამდენადაც დიდია ჩემი დანაშაული წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესის წინაშე, მე საჭიროდ ვთვლი გაგაცნოთ მოკლედ ჩემი ოჯახური მდგომარეობა. მე გახლავართ მამა ხუთი შვილისა, წარსულით წლიდან დედით დაობლებულისა, რომელთაგანაც ორი უმაღლეს სასწავლებელშია, სამი კი აქ სწავლობს, ცხოვრობენ ჩემთან და როგორც პატარები, საჭიროებენ მოვლა-პატრონობას. არავითარ ორგანიზაციაში არ ირიცხებიან და მოწინავე მოწაფეებად ითვლებიან. ამისთვის გთხოვთ, მომცეთ განმარტება, თუ რა პირობებში იქნება ჩემთვის შესაძლო კანონიერ სასჯელის მოხდა და ცნოთ შესაძლოთ, ჩემი მომავალი მღვდელმსახურების ასპარეზე გახადოთ მუხრანი, ამჟამად უმღვდლო, სადაც უნდა დავსახლდე (იქაა ჩემი სახლ-კარი) ჩემი ორი პატარით (მესამე ათავებს 9-ს) და აღვზარდო იგინი იქაურ სკოლაში ჩემი ზეგავლენის ქვეშ. პასუხის მოლოდინში ვრჩები მარად თქვენი მეუფების ერთგული მსახური მიხეილ ჩოხელი“. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ გაითვალისწინა ეკლესიის იმჟამინდელი მძიმე მდგომარეობა და 1927 წლის 2 მარტიდან მღვდელი მიხეილ ჩოხელი აღადგინა სასულიერო წოდებაში, ოღონდ განამწესა მანგლისის ეპარქიაში და დიდი ენაგეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. 1927 წლის 22 მაისს მამა მიხეილი ითხოვდა წილკნის ეპარქიაში დაბრუნებას და სნო-ყაზბეგის სამრევლოში დანიშვნას, რაზედაც იმავე წლის 2 ივნისს უარი ეთქვა. შემდგომ წლებში იგი კვლავ განაგრძობდა დიდ ენაგეთში მსახურებას, სადაც 1937 წელს დააპატიმრეს. საბრალდებო დასკვნაში წერია: „დადგენილია, რომ აღბულაღის რაიონის სოფ. ენაგეთის მღვდელი ჩოხელი, არ ჰქონდა რა განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი, ხშირად ჩადიოდა სოფლებში: ამლევი, ბუჯგულეთი და ქსოვრეთი და ასრულებდა საეკლესიო წესებს. ამასთანავე, ეწეოდა ანტიკოლმეურნეულ აგიტაციას. 1937 წლის ოქტომბერში სოფ. ფარცხისში შეკრიბა კოლმეურნეები: გიორგი წიკლაური, ზაქარია ბეგიაშვილი, დარჩო წიკლაური და დაუწყო მათ ანტისაბჭოთა და ანტიკოლმეურნეული აგიტაცია. მოძღვარი თურმე ამბობდა: „თქვენ გატყუებენ, გართმევენ უკანასკნელ ლუკმა-პურს და ასე სიღატაკემდე მიგიყვანენო“. ჩოხელი იქვე მიუბრუნდა ანტისაბჭოთა ელემენტს, ზაქარია ბერიძეს და უთხრა: „მე შენ გაფასებ იმიტომ, რომ ტროცკისტი ხარო“. 1937 წლის 2-3 ნოემბერს იგი ჩავიდა სოფ. ამლივში, შეკრიბა გლეხები და დაიწყო ქადაგება: „სახელმწიფო თქვენ გატყუებთ, არ მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში და არ მისცეთ ხმა საბჭოთა დეპუტატებსო“. ყოველივე ამის საფუძველზე, 1937 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში მღვდელი მიხეილ ჩოხელი დააპატიმრეს და იმავე წლის 25 ნოემბერს გაასამართლეს. სამეულის გადაწყვეტილებით, მას დახვრეტა მიუსაჯეს, რაც იმავე დღეებში სისრულეში მოიყვანეს.
34 საპატრიარქოს უწყებანი N34 9-15ოქტომბერი 2014წ გვ.18
მელითაურების სასულიერო ოჯახი
მელითაურების კეთილშობილური გვარი საქართველოს მთიანეთიდან, დუშეთის რაიონიდანაა. შთამომავლების გადმოცემით, მათი დიდი პაპა დიმიტრი მელითაური პროფესიით მექოშე გახლდათ და უმთავრესად წარჩინებულებსა და მეფის ოჯახს ემსახურებოდა, რის გამოც დაახლოებული იყო სამეფო კარის წევრებთან. სწორედ ამან განაპირობა მისი ერთადერთი ვაჟის, გიორგის შემდგომი ცხოვრება. მომავალი მოძღვარი გიორგი მელითაური 1796 წელს (მეორე ვერსიით –– 1799 წელს) ქ. თბილისში დაიბადა. სასულიერო განათლება ანჩისხატის ტაძრის დეკანოზ გაბრიელ ალექსი-მესხიშვილთან მიილო. 1833 წლის 13 აგვისტოს საქართველოს ეგზარქოსმა მოსემ (ბოგდანოვ-პლატონოვი) იგი დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 15 აგვისტოს მღვდლად დაასხა ხელი და წავკისის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძლვრად განამწესა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მელითაურები დაკავშირებული იყვნენ სა- მეფო კართან. 1834 წლის 9 ოქტომბერს რუსეთში, ქ. კალუგაში, 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო გადაასახლეს ერეკლეს IL- ის ასული -- ბატონიშვილი თეკლა ბაგრატიონი. მისივე თხოვნით, საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ მლვდელი გიორგი მელითაური ქ. კალუგაში განამწესა და ბატონიშვილის კარის მოძღვრად დაინიშნა. 1834 წლის 12 დეკემბერს რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა თეკლა ბატონიშვილი შეიწყალა და სამშობლოში დაბრუნების ნება დართო, იგი თბილისში 1835 წლის ივნისში ჩამოვიდა. მასთან ერთად დაბრუნდა მამა გიორგიც, რომელიც თეკლა ბატონიშვილის რეკომენდაციით თბილისში, სამეფო კარის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაადგინეს. XIX ს-ის 30-იანი
34-1 საპატრიარქოს უწყებანი N34 9-15ოქტომბერი 2014წ გვ.19
მელითაურების სასულიერო ოჯახი (გაგრძელება)
წლების ბოლოს საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ მამა გიორგი საეკლესიო გუჯართა და ძველ საბუთთა გამრჩევ კომისიაში რიგით წევრად განამწესა. იგი. ..... ასევე იყო ეგზარქოსის სასახლისა და თბილისის სასულიერო სემინარიასთან არსებული საერთო საცხოვრებელი სახლების ამშენებელი კომიტეტის წევრი. 1843 წლის 12 სექტემბერს თბილისის კარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის 1854 წლის 4 თებერვალს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1863 წელს სკუფია უბოძეს. 1869 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1873 წლის 13 ივნისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. ჰქონდა ყირიმის ომის სამახსოვრო ჯილდო -– ბრინჯაოს მედალი. მამა გიორგის სახელს უკავშირდება თბილისის ლურჯი მონასტრის უძველესი ეკლესიის აღდგენა და გარემონტება. დამაშვრალი მოძღვარი 1875 წლის 23 დეკემბერს გარდაიცვალა და დაკრძალულია ლურჯი მონასტრის ეკლესიაში. სამწუხაროდ, მის საფლავზე წარწერა აღარ იკითხება, რაც აღდგენას საჭიროებს. მამა გიორგი მელითაურს ცოლად ჰყავდა სოფ. დიღომში მცხოვრები ეფემია (ბებო) იოსების ასული ხოსიტაშვილი (1819). მათ შვიდი შვილი ჰყავდათ: მღვდელი მიხეილი, მარიამი, დარეჯანი (1841), დიმიტრი (1843), ეკატერინე (1858), ნინო და კიდევ ერთი ასული, რომლის სახელი არ არის შემორჩენილი. მათგან პირველი ქალიშვილი მარიამი გათხოვილი იყო ივანე ლომოურზე, მწერალ ნიკო ლომოურის ძმაზე. მათ ჰყავდათ ვაჟი -- გიორგი და ორი ასული: ანასტასია და ეფემია (ბებო). გიორგი ლომოური ექიმი გახლდათ, ქ. მოსკოვში მუშაობდა და იქვე უშვილოდ გარდაიცვალა. ეფემია გათხოვილი იყო ექიმ ჯაჯანიძეზე, ჰყავდათ ერთი შვილი, რომელიც სიჭაბუკეში გარდაიცვალა, ხოლო მეორე, ანასტასია, გვიან გათხოვდა და შვილი არ ჰყოლია; მეორე ქალიშვილი, დარეჯანი, გათხოვილი იყო გაზეთ „კავკაზის“ თანამშრომელ ნიკო ბერძენიშვილზე. მათ ერთი ვაჟი და ერთიც ასული ჰყავდათ, რომელიც დაბადებიდან ყრუ-მუნჯი იყო. იგი ბოდბის მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და ხატმწერი გახლდათ. მის მიერ შესრულებული ტილოები ახლაც ინახება ბოდბის მონასტერში. მესამე ქალიშვილი გათხოვილი იყო თელავის მაზრის უფროსის თანაშემწე ინდუაშვილზე. მათ შვიდი შვილი ჰყავდათ: ოთხი ვაჟი და სამი ასული; მეოთხე ქალიშვილი, ეკატერინე, გათხოვდა ვინმე ბალუაშვილზე; მეხუთე ქალიშვილი ნინო ცოლად ჰყავდა სამხედრო უწყების მღვდელ ივლიანე სპირიდონის ძე წერეთელს; სასულიერო გზა გააგრძელა მამა გიორგის ვაჟმა მიხეილმა, რომელიც 1838 წელს იყო დაბადებული. 1850 წელს მან თბილისის სასულიერო სასწავლებელში ჩაბარა. 1851 წლის 15 ივნისს, პირველი კურსის დახურვის შემდეგ, თავისი თხოვნის საფუძველზე, გათავისუფლდა სასწავლებლიდან და ამავე წლის 5 აგვისტოს მამასთან, თბილისის კარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1862 წლის 16 მარტს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) დიაკვნად აკურთხა. 1862 წლის 8 მაისს მცხეთის სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ეკლესიაში განამწესეს. იმავე წლის 7 ნოემბერს თბილისში, მეტეხის ციხის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაინიშნა. 1863 წლის 1 სექტემბერს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მედავითნის შტატში დაადგინეს. 1867 წლის 1 დეკემბერს კერძო დიაკვნის შტატში დაინიშნა. 1871 წლის 1 მარტს თბილისის საავადმყოფოს მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში გადაიყვნეს. 1873 წლის 25 ნოემბერს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) მლვდლად დაასხა ხელი და თბილისის ახლადგახსნილი ვერის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1874 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1886 წელს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი ფურცლის გარეშე უბოძა. 1887 წლის მაისში სკუფია ეწყალობა. მღვდელი მიხეილი 1889 წლის 23 აპრილს გარდაიცვალა. დაკრძალულია ლურჯ მონასტერში, თავისი მამის გვერდით. ჰყავდა მეუღლე -- მიტრადორა არისტოფანეს ასუ-
34-2 საპატრიარქოს უწყებანი N34 9-15ოქტომბერი 2014წ გვ.20
მელითაურების სასულიერო ოჯახი (დასასრული)
ლი სამადაშვილი (1848) და შვილები: მღვდელი ონისიმე, სოფიო (1867), ოლღა (1870), ნიკოლოზი (1871), მარიამი (1874), მართა და ერთიც უცნობი ასული. 1) სოფიო მღვდელ დავით სოლომონის ძე ოქროპირიძეზე (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარექე ლეონიდეს უფროს ძმაზე). მათ სამი ვაჟი “გათხოვილი იყო და ერთი ასული ჰყავდათ. 1) ბიძინა · დაიღუპა პირველ მსოფლიო ომში, დაკრძალულია შიომღვიმის მონასტერში; 2) შალვა -–- პირველი მსოფლიო ომიდან დაბრუნების შემდეგ სიღნაღის რაიონში ზოოტექნიკად მუშაობდა. დაკრძალულია სოფ. ბადიაურში; 3) ელიზბარი -– გარდაიცვალა ყრმობაში; 4) ანა -- გათხოვილი იყო თბილისში, ჰყავდა ორი ვაჟი. 2) ოლღა გათხოვილი იყო მღვდელ ელიაშვილზე. მათ სამი ვაჟი და ერთი ასული ჰყავდათ. 3) მარიამი გათხოვილი იყო მღვდელ მარკოზაშვილზე, რომელიც ქ. დარუბანდში მსახურობდა და იქვე ცხოვრობდნენ. მათ ოთხი ვაჟი და ორი ქალიშვილი ჰყავდათ. 4) მართა გათხოვილი იყო მეტყევე ნიკოლოზ ზაალიშვილზე. მათ ორი ვაჟი და ექვსი ქალიშვილი ჰყავდათ. მათგან ერთი ვაჟი -- ვახტანგი და ერთი ასული -- ჟენია ადრეულ ასაკში აღესრულენ. მელითაურების გვარში უკანასკნელი მოძღვარი გახლდათ მამა მიხეილის უფროსი ვაჟი ონისიმე, რომელიც 1863 წელს დაიბადა. დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი. 1882 წლის 12 ივნისს ეგზარქოსების წმ. ჯვრის სახელობის კარის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1884 წლის 17 იანვარს ელიზავეტოპოლის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის მედავითნედ გადაიყვანეს. 1886 წლის 17 მაისს, თავისი თხოვნით, ძველი მანგლისის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში გადმოიყვანეს. 1888 წლის 17 აგვისტოს ისევ ელიზავეტოპოლის ტაძარში დააბრუნეს. 1889 წლის მაისში თბილისის ანჩისხატის ტაძრის მედავითნედ განამწესეს. იმავე წლის 7 ოქტომბერს ვერის წმინდა იოანე ლვთისმეტყველის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. 1890 წლის 15 ივნისს სტიქარი უკურთხეს. 1901 წლის 16 ნოემბერს დიაკვნად აკურთხეს და ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1905 წლის 17 ოქტომბერს ისე ღვთისმეტყევლის ეკლესიაში დააბრუნეს. 1911 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს ეგზარქოსმა ინოკენტიმ (ბელიაევი) მღვდლად დაასხა ხელი და უკანა ფშავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1913 წლის 15 იანვარს სამრევლოში ხშირად არყოფნის გამო აქედან დაითხოვეს. ამავე წლის 25 ოქტომბერს ქვემო ხანდაკის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1917 წლის 23 მარტს თბილისში გადმოიყვანეს და კავკასიის სამხედრო სასამართლოს ეკლესიის უშტატო მღვდლად დაინიშნა. მღვდელი ონისიმე 1918 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა. მისი ცხედარი 12 სექტემბერს ლურჯი მონასტრის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. მას ცოლად ჰყავდა მღვდელ იოანე გუგუტიშვილის ასული ნინო (1870-1924). მათ ოთხი ვაჟი და ოთხი ასული ჰყავდათ: გიორგი, მიხეილი, იოანე, ნიკოლოზი, ეკატერინე. სამი ქალიშვილის სახელი ცნობილი არ არის. მღვდელ მიხეილ მელითაურის უმცროსი ვაჟი ნიკოლოზი სამხედრო პირი გახლდათ. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიისა და პირველ მსოფლიო ომებში. ცოლად ჰყავდა მარიამ პაიჭაძე. ჰყავდათ ორი ვაჟი.
35 საპატრიარქოს უწყებანი N35 16-22 ოქტომბერი 2014წ გვ.18
არქიმანდრიტი გამალიელი (გამრეკელი) XVIII ს-ის | ნახევარი -–– 1816
არქიმანდრიტი გამალიელი XVIII ს-ის | ნახევარში, ქართლში, ქსნის ხეობაში დაიბადა. წარმოშობით იყო ოსი. იოანე ბატონიშვილი თავის ნაშრომში „მცირე უწყება ქართველთა მწერალთათვის“ წერს: „გამალიელ ოს-ყოფილი არქიმანდრიტი: ესეცა იყო კათოლიკოზისავე ანტონისაგან აღზრდილი, წერილთა და გალობათა შინა გამოცდილი და არიხმატიკოსი და მონაზონებითაცა კარგი, მწერალი უცხო, რომელმან მრავალნი წერილნი საღმრთონი გარდასწერნა, ვიდრე სამასამდისინ. ამან კეთილად იღვაწა იკორთის მონასტერსა მთავარანგელოსთ ეკლესიისათვის და ესრეთ შრომითა ატარებს დროსა თვისსა“, 1758 წლის დეკემბერში მამა გამალიელი უკვე არქიმანდრიტია და ქსნის ხეობაში, იკორთის მონასტრის წინამძღვრად ჩანს. არქიმანდრიტი გამალიელი იყო საუკეთესო კალიგრაფი. მას გადაწერილი აქვს რამდენიმე ძველი ქართული ხელნაწერი, მათ შო-
35-1 საპატრიარქოს უწყებანი N35 16-22 ოქტომბერი 2014წ გვ.19
არქიმანდრიტი გამალიელი (გამრეკელი) XVIII ს-ის | ნახევარი -–– 1816 (გაგრძელება)
რისაა: თეოფილაქტე ბულგარელის „თარგმანება ლუკას სახარებისა“, შესრულებული გიორგი ბატონიშვილის, შემდეგში ქართლ-კახეთის მეფე გიორგი XII-ის დავალებით. წიგნს აქვს მინაწერი: „აღვსწერე წიგნი ესე განმარტება ლუკას სახარებისა და სრულ ვჰყავ ბრძანება უგანათლებულესობისა მეფის ძის გიორგისა, რომლისა კეთილ-სუფევით ცხოვრება მრავალჟამიერ ჰყოს უფალმან, ამინ, ამინ, ამინ, მე, ფრიად ცოდვილმან და უღირსმან მღუდელ-მონაზონმან გამალიელ, მხილველთა შენდობისა მთხოვნელმან“. ასევე ბაუმეისტერის „ლოღიკა“. წიგნზე არის მინაწერი: „ვედრებისა მთხოველი უნდო ვინმე ბერი მღუდელ-მონაზონი გამალიელ, აღმწერელი ამა წერილისა, გმოქენეობ ყოველთა, რათა არა ჰყოთ წყევა, ნაცვლად შენდობისა ამისათვის, რომელ რაოდენ ძალ მედუა, სიმართლეს ვსწადნოოდი. იუნის ე, წელსა ჩღოც“ (1778 წლის 5 ივნისი). მართალია იგი არქიმანდრიტია, მაგრამ ამ მინაწერებში თავის თავს მლვდელმონაზვნად იხსენიებს. 1779 წლის 11 დეკემბერს მან დაასრულა „მეტაფიზიკის“ გადაწერა, რომელშიც თავს უკვე არქიმანდრიტად მოიხსენიებს; 1790 წელს გადაწერა „კარაბადინი“. წიგნს დაკრული აქვს ბეჭედი - „გამალიელი“. ყველა ეს წიგნები დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქიმანდრიტი გამალიელი ასევე წერდა საბუთებს, ამრავლებდა ნუსხებს, აქტიურად მონაწილეობდა მონასტრის სამეურნეო საქმიანობაში. არქიმანდრიტი გამალიელი დაახლოებული და მიღებული კაცია ქართლ-კახეთის სამეფო კარზე და განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა ჰქონდა მას უკანასკნელ მეფე გიორგი XII-სთან. 1789 წლის 24 იანვარს დაიბადა გიორგი XII-ის პირველი შვილიშვილი, გრიგოლ იოანეს ძე ბაგრატიონი. ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი თავის ნაშრომში -- „ცხოვრება გიორგი XIII-სა“ წერს: „რადგან დიდად უყვარდა წიგნი „გრიგორი ნოსელისა“, ამისთვის ბრძანა, უწოდონ სახელად ახალშობილსა გრიგორი და ისურვა, რათა მიმქმელად წმინდისა ემბაზიდამ, ექმნას გამალიელი წინამძღვარი იკორთისა“. 1800 წლის 7 თებერვალს ქართლკახეთის მეფე გიორგი XII თავის შვილს, ბატონიშვილ იოანეს წერდა: „წინამძღვარი იკორთისა მონასტრისა ჩივის მეზობლებზედ, ეკლესიისა მამულებსა არ “ გვანებებენო. მიბრძანდი და შეიტყე სადაო; გამალიელიც მანდ მობრძანდება და ოქმებსაცა და მეფეთა წერილებსაც განაახლებს. გალავანიცა დაქცეულა. უბრძანე, სახასო გლეხთა შენობაზედ გაისარჯნენ, რადგან მათი სალოცავი “ არის. გამალიელ შეუწუხებიათ და წინამძღვრობაზედ ხელს იღებს. გამოცვლა ამისი არ იქმნება. საჭირო კაცი არის ესე და დიდად მცდელი. ეცადე, დაამშვიდო“. მართლაც, ბატონიშვილმა იოანემ მოაწესრიგა საქმეები და გამალიელი წინამძღვრად დარჩა. მადლობელმა წინამძღვარმა გიორგი მეფეს საჩუქრად მოართვა ღვთისმშობლის ხატი, შემკული მეფის ძის ერეკლე II-ის პირველი ვაჟის, ვახტანგისაგან, რომელიც 1760 წელს გარდაიცვალა. 1893 წელს გაზეთი „ივერია“ ერთ-ერთ ნომერში წერდა: „ამ დღეებში სახელმწიფო ქონებათა გამგეობაში ტფილისში გამოჩენილა ფრიად საყურადღებო საბუთის ქაღალდები საქართველოს უძველესის იკორთის მონასტრის შესახებ. ეს ძველი მონასტერი, რ-იც სრულიად მოუოხრებიათ XVIII ს-ის შუა წლებში და ასე დარჩენილა 1780
35-2 საპატრიარქოს უწყებანი N35 16-22 ოქტომბერი 2014წ გვ.20
არქიმანდრიტი გამალიელი (გამრეკელი) XVIII ს-ის | ნახევარი -–– 1816 (დასასრული)
წლამდის, ვიდრე მის აღდგენას შეუდგებოდა ბერი გამალიელი, გვარად გამრეკელი, რომელსაც სწავლა მიეღო რომში. ამ ბერის შრომითა და მეცადინეობით, იკორთის მონასტერი მალე განახლებულ იქმნა. ამ საუკუნის დასაწყისში ბერი გამალიელი რუსეთში გაჰყვა კათოლიკოსს ანტონს და როდესაც უკან დაბრუნდა, ხელახლად შეუდგა მისს მოწყობას. მონასტერთან გააშენეს სახლები, დააარსეს მის მახლობლად სოფლები --– ვანთა, ქვეში და ფლავი, და აგრეთვე შესძინეს მას რამდენიმე დუქანი გორსა და ტფილისში და საკუთრებად საკმაოდ დიდი მამული სოფელ ქოთიშსა და კუმისში. ხოლო ეხლა ქართლში, მამულების გამიჯვნის დროს, აღმოჩნდა, რომ მონასტერიც და მისი საკუთრება მამულები და დუქნებიც რაღაცა აუხსნელის მიზეზით კერძო პირთა ხელში ყოფილა გადასული“. მართალია, ამ წერილში რამდენიმე უზუსტობაა გაპარული, მაგრამ მაინც საკმაო ინფორმაციას გვაწვდის მამა გამალიელის მოღვაწეობის შესახებ. 1810 წლის 3 ნოემბერს რუსეთში იძულებით გაიწვიეს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II (ბაგრატიონი), რასაც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება მოჰყვა. 1810 წლის დეკემბრის თვეში, საქართველოს სასულიერო დიკასტერიის განჩინებით, არქიმანდრიტი გამალიელი ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1811 წლის 18 თებერვალს ქ. თბილისში სასულიერო დიკასტერია ოფიციალურად გაიხსნა, რომლის ერთ-ერთი წევრი არქიმანდრიტი გამალიელიც იყო. ისტორიკოს პლატონ იოსელიანის ცნობით, სიცოცხლის უკანასკნელი წლები არქიმანდრიტმა გამალიელმა ქ. თბილისში, საქართველოს პირველი ეგზარქოსის, მიტროპოლიტ ვარლაამის (ერისთავი) სამღვდელმთავრო რეზიდენციაში გაატარა და იქვე აღესრულა ღრმადმოხუცებული. იგივე ისტორიკოსი წერდა: „გამალიელ, წინამძღვარი იკორთისა, მოკვდა 1816 წელსა. არ უყვარდა ამას ვარლაამ ეგაზრქოსი, რადგანაც ებრძოდა ერისთავიანთა ყმათა და მამულთათვის ძველად შეწირულთა და მისგან ეგზარქოსისა მიმალულთა“. არქიმანდრიტ გამალიელის ცხედარი დიდი პატივით წაასვენეს და იკორთის მონასტერში დაასაფლავეს.
35 საპატრიარქოს უწყებანი N35 16-22 ოქტომბერი 2014წ გვ.19 (გაგრძელება)
დეკანოზი ლუკა მაღრაძე და მისი ოჯახის ისტორია
რძელა ოდესის სასულიერო სემინარიაში, სადაც ასევე სწავლობდა მუსიკის თეორიას მუსიკოს მაკავეისკის ხელმძღვანელობით, რომელიც წარჩინებით დაასრულა. ჯერ კიდევ ოდესაში, სემინარიის მეხუთე კურსზე ყოფნისას მან შეადგინა „მოკლე თეორია მუსიკისა ანუ ქართული სახელმძღვანელო ნოტების შესწავლისათვის“, რომელიც 1889 წელს გამოიცა. ამასთან დაკავშირებით გაზეთი „ივერია“ წერდა: „როგორც შევიტყეთ, ოდესის სასულიერო სემინარიის მეხუთე კლასის მოწაფეს, კ.მ -– ძეს, შეუდგენია სახელმძღვანელო წიგნი ნოტების შესასწავლად და მომავალ წელს აპირობს, თუ მოახერხა, დააბეჭდვინოს ჩვენს ქალაქში“. სამშობლოში დაბრუნებული კორნელი აქტიურად ჩაერთო ქართული საეკლესიო გალობის აღდგენისა და განვითარების საქმეში. 1895 წელს მან ჯვარი დაიწერა მღვდელ პავლე გაბადაძის ასულ ნიმფადორაზე (სოფიო). მათ ხუთი შვილი ჰყავდათ: მართა, პავლე (არქიტექტორი),ლუარსაბი (იურისტი), არჩილი (მშენებელ-ინჟინერი) და ვახტანგი (ექიმი, ქირურგი). 1896 წელს კორნელი ქუთაისის სამღვდელმთავრო რუსული გუნდის რეგენტად ინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ მას რუსული გალობის ხელმძღვანელობა ევალებოდა, კორნელი დიდ ყურადღებას უთმობდა ასევე ქართული გალობის წარმოჩენისა და განმტკიცების საქმე. ერთი წელი მან ფილიმონ ქორიძის ნოტებიდან იმერულ კილოს ოთხ ხმაზე გადაღებას მოანდომა და მლვდელმთავრის სრული წირვის წესი დაასრულა. ამასთან დაკავშირებით, 1897 წელს გაზეთი „ცნობის ფურცელი წერდა: „კვირას, ამა მაისის 11-ს, ქუთაისის საკათედრო ტაძარში არქიელის რუსული ხორო შეასრულებს წირვაზე ჩემ-მიერ ოთხ-ხმაზე გადაღებულს გურული-იმერულ საეკლესიო გალობას. მსურველთ შეუძლიანთ მობრძანდნენ ამ დღეს და მოისმინონ ეს პირველი ცდა გადამღებისა“. საინტერესოა კორნელი მაღრაძის მოსაზრება ქართული საეკლესიო გალობის შესახებ. იგი წერდა: „ქართველებმა საზოგადოდ ბევრი ლაპარაკი ვიცით და საქმის კეთება “- ცოტა. ყველაფერს ვებღაუჭებით, ვითომ ყველაფრის გაკეთება გვსურს და ნამდვილად კი ვერაფერს ვაკეთებთ. მხნეობა, ხასიათის სიმტკიცე გვაკლია და ამისათვის ერთხელ დაწყებულ საქმეს ძნელად თუ დავაბოლოვებთ ხოლმე. ხასიათის სისუსტესთან ერთად ერთობაც გვაკლია. ჩვენდა სასირცხვილოდ, არ შემიძლიან არა ვთქვა, რომ ჯერ კიდევ ვერ გავშორებივართ იმ საზიზღარ მამაპაპურ შენ-ჩემიობას, რომელიც ძველ დროში ჩვენ მამა-პაპათ ერთმანეთს აშორებდა და თითქმის ერთი-მეორის მოძულე ამერ-იმერლებად ჰყოფდა. დიაღ, სამწუხაროდ, დღესაც ბევრია ჩვენში ისეთი „ულტრა-პატრიოტი“ ამერელი, რომელიც ამერულ გალობას ამჯობინებს, იმიტომ რომ ამერულია და გაიძახის: „რას მიქვიან იმერული გალობა! იგი ბოლოს მოგონილიაო“, გასაგონადაც კი ეზიზღება, არა თუ შეისწავლოს იგი. ბევრია აგრეთვე ისეთი იმერელი, რომელიც იმერულ კილოს ამჯობინებს, რადგან იგი იმერულია. ასე ჰსჯიან ეს ვაჟბატონები და სრულიად არა ჰფიქრობენ,
რომ ჩვენთვის სულ ერთია, იმერული თუ ამერული კილო, ორივე ქართულია და, კარგია თუ ცუდი, ორივე ჩვენია. დიაღ, სამწუხაროა ასეთი მოვლენა და ყოველ საქმეში ხელს შეგვიშლის იგი, თუ როგორმე არ აღმოიფხვრა. რა არის ქართლ-კახური და რა არის გურულ-იმერული კილო? რომ ავიღოთ და შევადაროთ ერთმანეთს ეგრედ წოდებული გურულ-იმერული „სადა კი- ლო“ და ქართლ-კახური, ერთი და იგივეა, მხოლოდ აქა იქ ხმის მიმოხვრით ოდნავ განირჩევა ერთი მეორისაგან. ამ ორისავეგან განირჩევა ეგრეთ წოდებული „განმშვენებული კილო“. იგი არის ფიცხის ფანტაზიის ნამოქმედარი და გურულის მკვირცხლის ხასიათისა და თავმოყვარეობის ნაყოფი. მართალი მოგახსენოთ, იგი უფრო დამახინჯებულია (დამახინჯებულად ვსთვლი ჰარმონიის ე. ი. ხმების შეთანხმების მხრივ, ხოლო რაც შეეხება მელოდიურ მხარეს, ე. ი. კილოს, იგი მეტად მდიდარია მუსიკალურის ფორმებითა და ძვირფას მასალას წარმოადგენს კომპოზიტორთათვის), ვიდრე განმშვენებული და ეგრედ წოდებული „ჭრელები“ ხომ პირდაპირი გარყვნაა ეკლესიურის გალობისა. მაგრამ ამით მე იმას არ ვამბობ, ვითომ ეს კილო დასაკარგი იყოს და ან ყურადღების ღირსი არ იყოს, პირიქით, აუცილებლად საჭიროა მისი დაწერა-დაბეჭვდაც და ამგვარად, მისი დაცვა. საქმე ის არის, რომ დღეს ჩვენთვის უფრო საჭიროა უბრალო, სადა კილო, რომელსაც უადვილესად შეითვისებს მოსწავლე და, მაშასადამე, რომელიც უადვილესად გავრცელდებდა. ამგვარია ქართლ-კახური და გურული სადა კილო და საჭიროა ისინი დაიწერონ, დაისტამბოს ერთად სკოლებში სახმარებლად და, რამდენადაც კი შეიძლება, კიდევ უფრო გაადვი- ლებულ-შესწორებულ იქმნას. სკოლაა ის ნიადაგი, რომელზედაც უნდა აღსდგეს და აღმოცენდეს ჩვენი საეკლესიო გალობა“ (ამ წერილის სრული ვერსია იხ. გაზეთი „ივერია“ 1898წ. 256-257).
36 საპატრიარქოს უწყებანი N36 23-29 ოქტომბერი 2014წ გვ.17
დეკანოზი ლუკა მაღრაძე და მისი ოჯახის ისტორია
დეკანოზი ლუკა იესეს ძე მაღრაძე 1828 წელს, იმერეთში, შორაპნის მაზრაში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. საღვთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი კაცხის მონასტერში, ხოლო კატეხიზმო და ისტორია ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ნიკოლოზ დოღონაძესთან ისწავლა. 1852 წლის 6 დეკემბერს იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) დიაკვნად აკურთხა და წევის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში დაადგინა. 1855 წლის 5 იანვარს იმერეთის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (წულუკიძე) მლვდლად დაასხა ხელი და წევის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად განამწესა. 1861 წლის 10 ოქტომბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1865 წლის 29 ოქტომბერს წევის ეკლესიის გაფართოებისა და შეკეთებისათვის იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1868 წლის 5 მარტს იმერეთის ეპარქიის, შორაპნისა და სვერის ოლქების სამღვდელოების სულიერ მოძღვრად დაინიშნა. 1870 წლის 5 ოქტომბერს სკუფია უბოძეს. 1871 წლის 15 ივნისს სამი წლის ვადით სასულიერო დეპუტატად გამოარჩიეს. 1874 წლის 15 ივნისს კვლავ აირჩიეს სამი წლის ვადით. 1879 წლის 1 1 აპრილს კამილავკა ეწყალობა. დეკანოზი ლუკა აქტიურ საეკლესიო და საზოგადო საქმიანობას ეწეოდა. მის გამოცდილებასა და ერთგულებას დიდად აფასებდნენ იმერეთის ეპარქიაში და ხშირად რჩევა-დარიგებებზეც აკითხავდნენ როგორც მოძღვრები, ისე საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები. თუმცა, ცილისმწამებლებისგან გულისტკენასაც არ აკლდა. 1884 წელს გაზეთ „დროებაში“ ანონიმმა ავტორმა ცილი დასწამა მოძლვარს საეკლესიო მამულებით ვაჭრობაში. ამავე წელს მან ჟურნალ „მწყემსის“ ფურცლებზე პასუხი გასცა ბრალმდებელს, სადაც წერდა: „ამა წლის „დროების“ მე-40 ნომერში დაბეჭდილი იყო ერთი ამბავი წევის ეკლესიის მამულების „მოხერხებული“ ვაჭრობით გაცემისა მცირე ფასად და მრევლის შეუტყობლად ვიღაცამ..ლ. მაღრაძისაგან. ეს ამბავი თავიდან ბოლომდე გამოგონებულია და არ დაემსახურება არა ვითარ ყურადღებას. ამას წინეთ იყო „დროებაში“ კიდევ დაბეჭდილი ერთი ახირებული ამბავი, ვითომც შორაპნის მაზრაში ყველა გლეხებს თითო მოშინაურებული გველი ჰყავდესთ და ჩვენ, მღვდლები, ყურადღებას არ ვაქცევდეთ. სწერდა „დროებაში“ აქაური კორესპონდენტი კიდევ ერთ გამოგონებულ ამბავს: „ყვირილამ მოიმატა, წისქვილები და ნავები წაიღო, ყანები წაიღო და სამასი საჟენი შეშა მოიტაცაო". ყველანი გაოცებულნი ვართ; ორი წელიწადია, რაც მდინარე ყვირილა ასე დამშრალი არავის უნახავს და რატომ მოეჩვენა. „დროების“ კორესპონდენტს ყვირილა მოდიდებულად!... გთხოვთ ამ წერილს ადგილი მისცეთ თქვენ პატივცემულ გაზეთ „მწყემსში“, რომ გამოვიყვანო მკითხველი საზოგადოება შეცდომიდან. ვთხოვ „დროების“ რედაქციასაც, ეს ჩემი წერილი გადაბეჭდოს თავის გაზეთში“. დეკანოზი ლუკა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ახალგაზრდებში სწავლა-განათლებისა და ცოდნის გავრცელებას. 1874 წელს, მისი უშუალო დახმარებით, სოფ. წევაში ერთკლასიანი სამრევლო–საეკლესიო სკოლა გაიხსნა, თავდაპირველად შენობის უქონლობის გამო იგი კერძო პირთა სახლში იყო განთავსებული. რამდენიმე წლის შემდეგ ისევ მამა ლუკას შემწეობით წეველებმა ორსართულიანი ქვიტკირის შენობა ააშენეს და სკოლაც იქ გადაიტანეს. სკოლაში 60-70 ბავშვი მუდმივად სწავლობდა და ხშირად ისეც ყოფილა, რომ ადგილის უქონლობის გამო ზოგიერთებისთვის უარიც კი უთქვამთ. ამის გამო, სოფლის მცხოვრებლებს სურვილი გაუჩნდათ გაფართოებულიკვნენ და სკოლა ორკლასიანად გადაკეთებულიყო, მაგრამ საამისოდ ხარჯები არ გააჩნდათ. მათ თხოვნით მიმართეს ქუთაისის გუბერნიის სკოლების მეთვალყურეს, მამა მელიტონ კელენჯერიძეს, რომელმაც თავის მხრივ დახმარება აღუთქვა ამ საქმეში და თავადაც დიდად მოწადინებული იყო, რომ სკოლა ორკლასიანი გამხდარიყო. მამა ლუკამ გაიგო რა საქმის ვითარება, ყოველწლიურად სამსამი თუმნის შეწირვას დაპირდა სკოლას და მთელი სულითა და გულით გვერდში ამოუდგა მათ საქმიანობას. იგი წლების მანძილზე ეხმარებოდა მათ და მზრუნველობას არ აკლებდა პატარებს. ამის გამო, 1899 წლის 14 მარტს იგი ამ სკოლის სამზრუნველოს თავმჯდომარედ დაინიშნა. 1891 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1894 წლის 8 ოქტომბერს შორაპნის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველად დაადგინეს. 1900 წლის 8 თებერვალს კეთილსინდისიერი და დაუზარელი სამსახურისთვის სკოლების ზედამხედველის პოსტზე იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1900 წლის 4 ივნისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. ასევე ჰქონდა ჯილდო -–– ყირიმის ომის სამახსოვრი ბრინჯაოს მედალი და წითელი ჯვრის საზოგადოების სამახსოვრო ჯვარი. დეკანოზი ლუკა 1914 წლის 31 აგვისტოს გარდაიცვალა. მის გარდაცვალებას გაზეთი „იმერეთი“ გამოეხმაურა, სადაც ვინმე დ.ბ––ლი-ის ფსევდონიმით მამა ლუკას შესახებ შემდეგს წერდა: „შაბათს, 31 მარიამობისთვეს, ღამის 3 საათზე გარდაიცვალა სოფ. ილემში ღრმად მოხუცებული და ყველასგან პატივცემული, დამსა-
36-1 საპატრიარქოს უწყებანი N36 23-29 ოქტომბერი 2014წ გვ.18
დეკანოზი ლუკა მაღრაძე და მისი ოჯახის ისტორია (გაგრძელება)
ხურებული დეკანოზი ლუკა მაღრაძე. განსვენებული იშვიათ პიროვნებას წარმოადგენდა ჩვენის ძველი სამღვდელოებისას. კერძო ცხოვრებაში იგი იყო მეტად დინჯი, გამჭრიახი და უაღრესად პატიოსნების მქონე ადამიანი, თუმცა შკოლის განათლება არ მიუღია, მაგრამ ბუნებით ნიჭიერი, ფხიზლად ადევნებდა თვალყურს ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას. სამსახურიდან გადადგომამდის არ გამოსულა ქართულ ენაზე თითქმის არც ერთი ჟურნალი ანუ გაზეთი, რომ მას იგი არ გამოეწეროს. ამით იგი ეცნობოდა ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ისეთი საღი შეხედულება ჰქონდა ჩვენს საზოგადო მდგომარეობაზე, როგორიც დღეს, სამწუხაროდ, ბევრს უმაღლეს სწავლა დამთავრებულსაც არა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ შვილები სასწავლებელში ჰყვანდა, იგი ყოველი ძალ-ღონით ეხმარებოდა ჩვენს საზოგადო საქმეებს, შკოლას, მოსწავლე ახალგაზრდებსა და გაჭირვებულებს. იყო თავისი სიტყვის კაცი და რაც უნდა გადახდომოდა, მიცემულ სიტყვას უსათუოდ შეასრულებდა, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს უკუღმართ დროში იგი ამისა გამო ხშირად წაგებული და მოტყუებული რჩებოდა; სამაგიეროდ მას უსაზღვრო ნდობა ჰქონდა ყოველი კაცისა, ვინც კი იცნობდა, ანუ გაეგონა მისი ამბავი. როგორც მღვდელი და მოძღვარი, იგი სამაგალითო იყო. მას შეგნებული ჰქონდა, რომ მღვდელი არა მარტო საეკლესიო წესის აღმასრულებელი უნდა იყოს, არამედ და კიდევ უფრო, მასწავლებელი და ხელმძღვანელი თვისის მრევლისა და აი, ისიც სწორედ ასე იქცეოდა. თითქმის ყოველ წირვაზე უხსნიდა მსმენელთ წაკითხული სახარებისა თუ სამოციქულოს ტექსტსა და გამოჰყვანდა იქიდგან ზნეობრივი დარიგება. ამას არ სჯერდებოდა და ეკლესიის გარეთაც და ოჯახში მუდამ არიგებდა თავის მრევლსა. ხალხსაც სჯეროდა მისი და მოწიწებით ისმენდა მის დარიგებასა. მისი მეცადინეობით გაფართოებულ იქნა სოფ. წევის ტაძარი და დღეს მას უპირველესი ადგილი უჭირავს სოფლის ტაძართა შორის. მისივე მეცადინეობით დაარსებულ იქმნა ამავე სოფელში სამაგალითო სამრევლო სკოლა, რომლის დიდი და ლამაზი ქვიტკირის შენობა დღესაც ამშვენებს ამ სოფელს. იგი იყო ნამდვილ „მწყემსი კეთილი“ და მთელი თავისი ორმოცდაათი წლის სამსახური გაატარა ერთსა და იმავე მრევლში, ერთსა და იმავე ეკლესიაში. უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა ჰქონდა დამსახურებული და მთელი ამ ხნის განმავლობაში, არა თუ საჩივარი, არამედ უბრალო უკმაყოფილებაც არავისთან მოსვლია და როდესაც დაუძლურებისა გამო სამსახურიდგან გადადგა, მთელი მრევლი სწუხდა და წინადადებას აძლევდა, ოღონდ იგი დარჩენილიყო სამსახურში, თავის მაგიერად მრევლის სამსახურისათვის აერჩია ვინმე თანაშემწედ და მრევლი თვით გაიწერდა ამ თანაშემწის ხარჯსა და ჯამაგირსა, მაგრამ ეს მოუხერხებელი იყო და არც მთავრობა დართავდა ამის ნებას. განსვენებული სხვათა შორის ითვლებოდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუდმივ წევრად. საუკუნოდ იყოს ხსენება შენი პატიოსანო მწყემსო და ადამიანო“. დეკანოზ ლუკას ხუთი შვილი ჰყავდა: ივლიტა (1858, გათხოვილი მეორე გილდის ვაჭარ ნიორაძეზე), ანთიმოზი (1861), დეკანოზი გაიოზი, კორნელი (ცნობილი ლოტბარი) და ელისაბედი (1869, გათხოვილი მღვდლის შვილზე, რაჟდენ კანდელაკზე). სასულიერო გზა მისმა მეორე ვაჟმა გაიოზმა გააგრძელა. იგი 1861 წლის 23 თებერვალს დაიბადა. 1886 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1887 წლის 30 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 8 სექტემბერს მღვდლად დაასხა ხელი და ილემის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1888 წლის 23 თებერვლიდან 1893 წლამდე იმერეთის ეპარქიის, შორაპნის სამაზრო განყოფილების სასულიერო გამომძიებლის თანაშემწე იყო. 1893 წლის 18 ოქტომბერს ილემის ეკლესიასთან თავისი ხარჯებით გახსნა სკოლა და 1897 წლამდე ყველა საგანში თვითონ ამზადებდა ბავშვებს უსასყიდლოდ. 1897 წლიდან კი მხოლოდ საღვთო სჯულის პედაგოგი და სკოლის გამგეა. 1894 წლის 23 ივლისს ოფიციალურად დამტკიცდა საღვთო სჯულის მასწავლებლად. 1895 წლის 21 ნოემბრიდან 1897 წლამდე იყო იმერეთის ეპარქიის შორაპნის სამაზრო განყოფილების წევრი. 1896 წლის 6 ივლსს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1897 წლის 24 ივნისს ილემის წმ. გიორგის ახალი ეკლესიის აღმშენებლი კომიტეტის თავჯდომარე აირჩი–- ეს. 1904 წლის 20 თებერვალს დამთავრდა ტაძრის მშენებლობა. 1901 წლის 30 აპრილს სკუფია უბოძეს. 1908 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. XX ს-ის 20-იანი წლების დასაწყისში სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1928 წელს ზესტაფონის სამრევლოს წინამძღვარია და ამავე წლის აღდგომას დეკანოზის წოდება მიენიჭა. გარდაიცვალა 1929 წლის 11 აგვისტოს. დეკანოზ გაიოზს ჰყავდა მეუღლე მარიამ მაქსიმეს ასული (9.03.1874) და რვა შვილი: დარეჯანი (19.04,1889), დავითი (21.03.1894 –– 19.01.1917, მუშაობდა ბუღალტრად ქუთაისის ერთ-ერთ მაღაზიაში), კონსტანტინე (21.08.1896, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული), მელანია (1.12.1898). მარიამი (26.01.1902), ლუკა (20.08.1904), ანა (12.12.1907), ტატიანა (5.11.1913) და თინათინი (1915). ცალკე გამოსაყოფი და აღნიშვნის ღირსია დეკანოზ ლუკას უმცროსი ვაჟის, ცნობილი ლოტბარისა და ქართული საგალობლებისა და სიმღერების ავტორის –– კორნელი მაღრაძის ცხოვრება და შემოქმედება. იგი 1866 წელს დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. სწავლა გააგ-
36-2 საპატრიარქოს უწყებანი N36 23-29 ოქტომბერი 2014წ გვ.20
დეკანოზი ლუკა მაღრაძე და მისი ოჯახის ისტორია (დასასრული)
კორნელი მაღრაძე თავისი გუნდით ხშირად ჩადიოდა თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში და მონაწილეობდა როგორც საერო, ისე საეკლესიო ღონისძიებებში. მისი გუნდი კომუნისტური რეჟიმის დროსაც გალობდა ეკლესიებში და მათ მოსასმენად თბილისის ინტელიგენციის დიდი ნაწილი დადიოდა. მისი მუსიკით შექმნილი საგალობლებიდან აღსანიშნავია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საგალობელი „ღირს არსი“. 1921 წლის ივნისიდან კორნელი მაღრაძე ქუთაისის ხელოვნების მუშაკთა კავშირის წევრია. კომუნისტური ხელისუფლების დამყარების შემდეგ ასწავლიდა მუსიკას საერო სკოლებში. გარდაიცვალა 1936 წელს, 70 წლის ასაკში.
37 საპატრიარქოს უწყებანი N37 29ოქტომბერი-5ნოემბერი 2014წ გვ.18
მღვდელი აპოლონ ჯინჯიხაძე 1894 –– 1937
ვაგრძელებთ 1937-1938 წლებში საქართველოში რეპრესირებულ სასულიერო პირთა ამსახველი ცხოვრების მოძიებასა და მათზე ინფორმაციის შეკრებას. ულმობელმა ეპოქამ უამრავი კეთილშობილი და ერისთვის თავდადებული მამულიშვილის სიცოცხლე შეიწირა. მათ რიგებშია ქუთაის-გაენათის ეპარქიის, ტყიბულის რაიონის სოფელ ნაბოსღევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი აპოლონ ნიკიფორეს ძე ჯინჯიხაძე.
მღვდელი აპოლონი (ჯინჯიხაძე)
1894 წელს ქუთაისის გუბერნიაში, ოკრიბის მხარის სოფელ ნაბოსლევში, გლეხის ოჯახში დაიბადა. მისი წინაპარი, მღვდელი სვიმონ ნიკოლოზის ძე ჯინჯიხაძე (1812-1885), XIX ს-ის 30-იანი წლებიდან მსახურობდა ჯერ მედავითნედ, შემდეგ კი მღვდლად ნაბოსლევის წმ. გიორგის, კოკის მაცხოვრისა და ჭყეპის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიებში. გარდაიცვალა 1885 წელს. მღვდელ აპოლონის მამა – ნიკიფორე –– ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო და სოფელში პატიოსან და მშრომელ კაცად იცნობდნენ. მამა აპოლონი ექვსი თვისა იყო, როცა გარდაეცვალა დედა -– ანა მახარაშვილი. მამამისმა ღმერთს შესთხოვა: „უფალო, შვილი კეთილად გამაზრდევინე და შენს მსახურს გამოვიყვანო“. პატარა აპოლონის აღზრდაში დიდი მონაწილეობა მიიღო დეიდამ, რომელიც სოფელ ლეღვაში იყო გათხოვილი და რომელსაც მამა აპოლონის თანატოლი ვაჟი ჰყავდა. ბავშვები ერთად იზრდებოდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ნიკიფორემ მეორე ცოლი შეირთო და უკვე წამოზრდილი ყმაწვილი მამასთან გადავიდა საცხოვრებლად. ნიკიფორე ასევე დიდად შეეწია ნაბოსლევის ახალი ეკლესიის მშენებლობის საქმეს, რომელიც 1904-1913 წლებში მიმდინარეობდა. აპოლონმა სასულიერო განათლება გელათის მონასტერში მიიღო. გარკვეული პერიოდი იგი მედავითნედ მსახურობდა მათხოჯის ეკლესიაში. XIX
37-1 საპატრიარქოს უწყებანი N37 29ოქტომბერი-5ნოემბერი 2014წ გვ.19
მღვდელი აპოლონ ჯინჯიხაძე 1894 –– 1937 (გაგრძელება)
ს-ის 10-იანი წლების ბოლოს ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა (ლეჟავა) აპოლონი დიაკვნად აკურთხა, მალევე მღვდლად დაასხა ხელი და დედალაურის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. ამ ტაძარში ის იხსენიება 1922 წლის ივნისშიც, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლების ბრძანებით აღნიშნული ეკლესიის ქონების აღიწერა, რასაც ხელს აწერს მამა აპოლონი. მცირე ხნით მამა აპოლონი ტყიბულის რაიონის სოფელ ძმუისის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაშიც აღავლენდა მსახურებას, საბოლოოდ კი მშობლიური სოფლის, ნაბოსლევის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მღვდელი აპოლონი ჯვარდაწერილი გახლდათ ვერა (ვერიჩკა) ბერეკაშვილზე, რომელიც 1986 წლის 23 მაისს გარდაიცვალა. მათ შვიდი შვილი ჰყავდათ. XX ს-ის 20-იანი წლების ბოლოს განსაკუთრებით დაიძაბა ეკლესიისა და ხელისუფლების ურთიერთობა. უღმერთო მთავრობა ათასგვარი ხერხით
ცდილობდა სამღვდელოების დაშინებას, არ აკლებდა მუქარასა და შეურაცხყოფასაც. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელნი დიდ გადასახადებს აწერდნენ მოძღვრებს, მათ შვილებს უმაღლეს სასწავლებელში არ იღებდნენ და სხვ. 1930 წელს გარდაიცვალა მღვდელ აპოლონის მამა -- ნიკიფორე, რის შემდეგაც ტყიბულის რაიონის კომკავშირლებმა მოძღვარს სახლი წაართვეს და იმ მასალით სოფელ ორპირში საშუალო სკოლა ააშენეს. ამის შემდეგ ცოლთან და წვრილშვილთან ერთად დარჩენილმა მოძღვარმა, კეთილი ადამიანების დახმარებით, გაჭირვებით მოახერხა ერთი ოთახის აშენება, სადაც დროებით თავი შეაფარეს. უღმერთო ხელისუფლებამ გაწამებული მოძღვარი აქაც არ დააყენა და მომდევნო წელს ეს სახლიც წაართვა. საქართველოს საპატრიარქოს არქივში შემორჩენილია ოკრიბის ოლქის მთავარხუცეს, მღვდელ ნაუმ შავიანიძის (შემდგომში -–- ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაუმი) 1931 წლით დათარიღებული მოხსენება, რომელიც მან საკათალიკოსო სინოდს გაუგზავნა. წერილში ჩამოთვლილია შევიწროებული მღვდელმსახურები. მეოთხე რიგში წერია: „უღარიბეს, წვრილი ცოლ-შვილის პატრონ მღვდელ აპოლონ ჯინჯიხაძეს, რომელიც ხანდახან, ზარის დაურეკავად, მორიდებულად წირავდა ნაბოსლევში, ამ წელში შეაწერეს -- ცალი ხარი ერთხელ, ცალი –მეორეთ, ცხვარი და ოთხი დედალი, ფულად შეაწერეს 300 მანეთამდე და რომ ამ ფულის ნაცვალი ნივთი ვერაფერი იშოვეს, აუწერეს ერთი პატარა ოთახი (ამის მეტი არა აქვს რა) და საჯარო ვაჭრობით უპირებენ გაყიდვას“. მიუხედავად ასეთი საშინელი ზეწოლისა და ცხოვრების უმძიმესი პირობებისა, მამა აპოლონი მაინც არ გატყდა და ლვთისმსახურება არ მიატოვა. იგი შეძლებისდაგვარად ემსახურებოდა სოფ. ნაბოსლევის მორწმუნეებს და შთამომავლების გადმოცემით, სოფელ კურსების მთავარანგელოზთა და წმ. გიორგის, ცუცხვათისა და კოკის სამრევლოებსაც პატრონობდა. მისი დეიდაშვილი, ვისთან ერთადაც იგი გაიზარდა, ეზეკი კუბლაშვილი, იმ დროს ქ. ” ქუთაისში პროკურორის თანამდებობაზე მუშაობდა. მამა აპოლონის შვილიშვილები იხსენებენ, რომ მას მოძღვრისთვის უთქვამს: „აპოლონ, ეხლა ისეთი დრო არის, მე ვერ გიშველი და უარი თქვი მღვდლობაზეო, რაზედაც მამა აპოლონს მტკიცედ უპასუხია: აღთქმა მაქვს დადებული უფლის წინაშე და მას არ დავარღვევო და იყოს ნება ღვთისაო". 1932 წლის ბოლოს ყოველმხრივ შევიწროებულ მოძღვარს დახმარების სათხოვნელად ლავრენტი ბერიასთვისაც კი მიუმართავს. წერილში იგი წერდა: „ტყიბულის რა
37-2 საპატრიარქოს უწყებანი N37 29ოქტომბერი-5ნოემბერი 2014წ გვ.20
მღვდელი აპოლონ ჯინჯიხაძე 1894 –– 1937 (დასასრული)
იონული ფინგანი და ორპირის თემის აღმასკომი ყოველგვარ ძალას ხმარობენ იმ ზომამდე შემავიწროვონ, რომ მღვდლობას
თავი დავანებო. მე ვარ უკიდურესად ღარიბი კაცი, ჩემი ოჯახი შედგება ექვსი სულისგან: მე თვითონ, ცოლი და ოთხი მცირეწლოვანი შვილები -- 1) ვარდიკო 8წ. 2) ქეთევანი 5წ. 3) დავითი 4წ. 4) გრიგოლი ვწ. ჩემი სიღარიბის ამბავი კარგად იცის რაიონის მთავრობამ. 1929 წელს დამავალეს სამი ჰექტარი მიწის დათესვა სოიო და სიმინდით და ჩაბარება, მიუხედავად იმისა, რომ საყანე მიწები ჩამორთმეული მაქვს და არ მყავს ხარი. ამ წელში შემაწერეს 56 კილო ხორცი, რომლისგან სამი ნაწილი მაყიდვიეს და წაიღეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ცოლს და შვილებს ამ ხორციდან ერთი კილო არ შეუჭამიათ. ეხლა შემაწერეს არამეურნეთა გახარჯული 363 მანეთი და თვით დაბეგვრის 726 მანეთი. სულ 1089 მანეთი. უწყების ჩაბარებისთანავე ამიწერეს: 1) ტაშტი, 2 )საწნახელი, 3) სახლი. 1930 წელს გადასახადში წამართვეს ერთი ცალი ხარი და ერთი ცხვარი. მეტი აღარაფერი დამრჩენია. 1931 წელში შემაწერეს 280 მანეთი და რადგან ვერ შევძელი გადახდა, ამიწერეს ერთი თვალი სახლი, ისლით დახურული. 1932 წელს შემაწერეს 180 მანეთი სამეურნეო გადასახადი და ობლიგაციის 100 მანეთი. როცა ამ უკანასკნელი გადასახადის ცნობა მიეტანათ ჩემთან, მე სახლში არ ვიყავი, უეცრად შევარდნილიყვნენ ოჯახში იარაღით. ცოლი ძუძუს აწოვებდა დავითს, შეწუხებულიყო და მოუბრუნებიათ დამსწრე მეზობლებს. ჩემი მღვდლობის შემოსავალი იმოდენა თუ იქნება, რომ მარტო მჭადით შეიძლება ვასაზრდოვო ცოლშვილი, დიდი გაჭირვებით. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, უმორჩილესად გთხოვთ, ინებოთ, რათა გათავისუფლებული ვიყო შეწირული 1089 მანეთი გადასახადისაგან“. 1936 წლის 19 მაისსა და 27 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე), რომელიც იმ პერიოდში დროებით ქუთაის-გაენათის ეპარქიასაც განაგებდა, ორჯერ გასცა ოფიციალური საბუთი მამა აპოლონის სახელზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ მოძღვარი ნაბოსლევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელია და აქვს უფლებამოსილება ქრისტიანული წესების შესრულებაზე. მიუხედავად ამისა, არ გასულა დიდი ხანი, რომ მოძღვარი მაინც დააპატიმრეს. საბრალდებო დასკვნაში წერია: „მღვდელი აპოლონი აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს მოვლენებში, იყო საბჭოთა ხელისუფლების აქტიური მოწინააღმდეგე, ებრძოდა სოფელში კოლექტივიზაციის გაძლიერებას, ხშირად იწვევდა გლეხებს ეკლესიის ეზოში და მოუწოდებდა არ დამორჩილებოდნენ ხელისუფლებას. სოფლის ხელმძღვანელობას მძარცველებს ეძახდა და ტყავის გაძრობით ემუქრებოდა“. 1937 წლის 27 ოქტომბერს მამა აპოლონი გაასამართლა საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა სამეულმა სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 (აგიტაცია ან პროპაგანდა, რომელიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას), 58-11 (ყოველგვარი ორგანიზებული ქმედება, მიმართული დანაშაულის მომზადებისა და ჩადენისათვის) მუხლებით და მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა -- დახვრეტა. განაჩენი სისრულეში მოიყვანეს 1937 წლის 27 ნოემბერს.
მოგვიანებით, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 16 იანვრის ბრძანებულების | პუნქტით, მღვდელი აპოლონ ნიკიფორეს ძე ჯინჯიხაძე რეაბილიტირებულ იქნა.
38 საპატრიარქოს უწყებანი N38 6-12 ნოემბერი 2014წ გვ.17
დეკანოზი ალექსი ქვარცხავა 1860-1949
სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჭანისწყალის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს ულამაზესი სოფელი ჯგალი. სოფლის ცენტრში ძველად არსებულა ხის ეკლესია, რომელსაც კვარაცხელიების ჯინჯიხატად მიიჩნევენ. ჯერ იყო ჯინჯიხატი, ანუ უბრალოდ სალოცავი ადგილი, შემდეგ აუშენებიათ ხის ეკლესია, რომლის ბოლო წინამძღვარი გახლდათ XVIII საუკუნეში ჩხოროწყუს რაიონიდან გადმოსული სასულიერო პირი, დეკანოზი ალექსი ქვარცხავა. ავბედითი კომუნისტური მმართველობის პერიოდში ჯგალის ხის ეკლესია დაანგრიეს. ძველ ნაფუძარზე აშენდა ახალი ეკლესია, რომელიც ამჟამად მოქმედია და ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიაში შედის. 1825-1826 წლებში ჭყონდიდის ეპარქიაში ჩატარებული აღწერის დროს სოფელ ჯგალის ეკლესიაზე შემდეგ ინფორმაციას ვკითხულობთ: „სამთავრო სოფელ ჯგალს სდგას საყდარი ხისა; წმიდის გიორგისა, მომაღლო გორაზედ, კარი აქვს ორი, დასავლეთით და სამხრეთით, სიგრძით არის, შიგნით საკურთხევლიანად, ათი ადლი და განი -–– ხუთი ადლი, აღსავლის კედელი ფიცრისა. კარი აქვს ორი სამეუფო და ჩრდილოეთით, კრეტსაბმელი ჩითისა. ტრაპეზი ქვისა, კედელზედ მიდგმული, შიგნით აცკვია ტილო და მეორეთ -– ჩითი. ტრაპეზზედ სასვენი სახარება სტამბისა. ჯვარი ტრაპეზზედ სასვენი თუთბირისა, სამკვეთლო ხისა, თავის საფენი;, ბარძიმი, ფეშხუმი, კამარა და კოვზი კალისა, ტაკუკი ვერცხლისა, ლახვარი ფოლადისა. ერთი ხელი დაფარნა ჩითის, საცეცხლური სპილენძისა, სააიაზმე თიხისა, ემბაზი ხისა. ამავე წმიდისა ხატი -–– ხეზედ ნახატი; მეორე ხატი, თორმეტი საუფლოსი, ხეზედ ნახატი. ერთი ხელი სამღვდელო შესამოსელი სტოფისა, მოძველო. ამ საყდრის მღვდელი ქვარცხავა ზაქარია, არს შობიდამ 62 წლისა, უსწავლიეს საეკლესიო წიგნი, აღზრდილა ცაიშის მონასტერზედ, დიაკვნად და მღვდლად ხელდასხმულია თავის მწყემსმთავრის მიერ და რა მღვდლობა მიუღებიეს, იქმნებიან წელნი 32; მეორე მღვდელი, ამავე მღვდლის შვილი –– გი- ორგი, არს წლისა შობიდამ 27-ის, უსწავლია წიგნი წალენჯიხის ეკლესიაზე და დიაკვნად და მღვდლად ხელდასხმულია თავის მწყემსმთავრის მიერ და რა მღვდლობა მიუღიეს, იქმნების წელი 5. იზრდებიან მღვდელნი ესენი სამწყსოთი და მუშაკობის გამო.
38-1 საპატრიარქოს უწყებანი N38 6-12 ნოემბერი 2014წ გვ.18
დეკანოზი ალექსი ქვარცხავა 1860-1949 (გაგრძელება)
მღვდელ ზაქარიას სხვანი ორნი შვილნი: დავით 20 წლის და მარკოზ -– 11 წლის“. მღვდელ ზაქარიას შვილიშვილი გახლდათ მღვდელი სვიმონ დავითის ძე ქვარცხავა, რომელიც 1819 წელს დაიბადა. მიღებული ჰქონდა შინაური განათლება. 1845 წლის 19 აპრილს სამეგრელოს ეპისკოპოსმა ანტონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა. 1847 წლის 5 იანვარს მლვდლად დაასხა ხელი და ჯგალის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში განამწესა. მისი წინამძლვრობის პერიოდში, კერძოდ, 1865 წელს «ჯგალის ხის ეკლესიის ადგილზე, ახალი ქვის ბაზილიკური ტაძარი აიგო, რაშიც მამა სვიმონმა დიდი მონაწილეობა მიიღო. 1868 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1878 წლის 15 ივნისს სკუფია უბოძეს. 1887 წელს კამილავკა ეწყალობა. 1895 წლის 4 ნოემბერს მამა სვიმონს ეკლესიაში 50-–წლიანი ერთგული სამსახურისთვის წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი უბოძეს, 1897 წლის 20 მაისს პენსიაზე გავიდა. მისი გარდაცვალების წელი უცნობია. ჰყავდა მეუღლე -– მარიამ ყურუს ასული (1831) და შვილები: დეკანოზი ალექსი, იოსები (1858), გაბრიელი (1861) და სოფიო (1859). როგორც ზემოთ ვახსენეთ, ჯგალის წმინდა გიორგის ტაძრის ბოლო წინამძღვარი დეკანოზი ალექსი ქვარცხავა გახლდათ. იგი 1860 წელს დაიბადა. წარჩინებით დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი. კარგად იცოდა რუსული სალაპარაკო ენაც. 1886 წლის ნოემბრიდან 1887 წლის 10 ნოემბრამდე სოფ. ახალდაბის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიასთან არსებული სამრევლო საეკლესიო სკოლის მასწავლებელია. 1887 წლის 10 ნოემბერს გურია-სამეგრელოს ეპარქიის კანცელარიაში მწერლად დაიწყო მუშაობა. ამავე პერიოდში ალექსიმ ჯვარი დაიწერა დარიკო ზოსიმეს ასულზე (დაბ, 1863), 1888 წლის 30 აგვისტოს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა და ზუგდიდის სულთმოფენობის სახელობის ეკლესიაში დაადგინა. 1889 წლის 11 ივნისს ეპისკოპოსმა გრიგოლმა მღვდლად დაასხა ხელი და განარჯია-მუხურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1892 წლის 12 აპრილს დარჩელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1893 წლის 20 თებერვალს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1894 წელს ზუგდიდის მაზრის, რედუტ-კალეს ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1905 წელს ზუგდიდ-ჯუმითის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძლვრად იხსენიება და ამავე წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1911 წლის 6 მაისს რუსეთის წმ. სინოდმა მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა და საგანგებო ჯილდოს ფურცელი გადასცა. 1912 წლის 15 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1916 წლის 6 მაისს წმ. ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1917 წლიდან მამა ალექსი წალენჯიხის ოლქის მთავარხუცესია. 1920 წლის 27 ივნისს, როგორც გურია-სამეგრელოს ეპარქიის დელეგატი, იგი მონაწილეობდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მეორე საეკლესიო კრებაზე. 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს გა- საბჭოებით ქვეყანაში დასრულდა სამღვდელოების წყნარი და უშფოთველი ცხოვრება უღმრთო ხელისუფლებამ ბრძოლა გამოუცხადა ეკლესიას. დაიწყო სამღვდელოების დევნა-შევიწროება. აუტანელი გახდა ანაფორის ტარება და მღვდლობის პატივი. სასულიერო დასი უკიდურესად შევიწროებულ და დამცირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 1921-1929 წლებში მათი დიდი ნაწილი ფიზიკურად გაანადგურეს, ზოგმა უარი თქვა მსახურებაზე, ვინც გადარჩა, უმძიმეს პირობებში აგრძელებდა ღვთისმსახურებას. ამ პერიოდში, როდესაც მოძღვრების დიდმა ნაწილმა მიატოვა მსახურება, მამა ალექსი კვლავ შემართებით აგრძელებდა მღვდელმსახურებას. ჭყონდიდელ ეპისკოპოს სვიმეონის (ჭელიძე) ლოცვა-კურთხევით, წალენჯიხის გარდა, ლიის ოლქის მართვაც მას დაევალა. თუმცა, საბოლოოდ, მამა ალექსიც გატყდა. 1930 წლის 19
38-2 საპატრიარქოს უწყებანი N38 6-12 ნოემბერი 2014წ გვ.19
დეკანოზი ალექსი ქვარცხავა 1860-1949 (გაგრძელება)
იანვარს ჯგალის თემის აღმასკომმა ეკლესია ჩაიბარა და დახურა. მიზეზად მათ დაზღვევა დაასახელეს. მრევლი და საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე სამსონ კვარაცხელია სიღარიბისა და თანხის უქონლობის გამო ითხოვდნენ დაუზღვევლად ეკლესიის უკან დაბრუნებას. თავის მხრივ, 1930 წლის 8 აპრილს, დეკანოზი ალექსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) წერდა: „პატივი მაქვს მოგახსენოთ, რომ მარტის თვიდან7, ამა თვემდე, გამოცხადებულია მეგრულ გაზეთში მღვდელთაგან თავის დანებება სამსახურისა. ესენი არიან: მთავარხუცესი ხაბუმის ოლქისა, დეკანოზი სამსონ თოდუა, მღვდელი გიორგი, იგივე უჩა ანთელავა, მღვდელი ნიკოლოზ მატუა, მღვდელი ნიკოლოზ შენგელია, მღვდელი დავით კუკავა, მღვდელი ნიკოლოზ ქუხილავა, მღვდელი პლატონ საჯაია, მღვდელი ბესარიონ გობეჩია, აგრეთვე სამსახური მიატოვა ჩემმა ამხანაგმა, დეკანოზმა პეტრე კვარაცხელიამ. ჯერ გაზეთი არ გამოსულა, მაგრამ ჩემის თანდასწრებით ადგილობრივმა ჯგალის აღმასკომმა მისცა ქაღალდი. ფუქის მღვდელმა ბართლომე კვარაცხელიამაც მიატოვა მღვდლობა. ვსთხოვ კანცელარიას, მოხსენდეს მის უნეტარესობას, დავანებო თუ არა სამსახურს თავი და არის თუ არა რაიმე საშიშროება, რომ არ შევიტანო განცხადება საბჭოთა ხელისუფლების მთავრობასთან“. ამავე წლის 23 აპრილს კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორემ ამ წერილს შემდეგი განკარგულება დაადო: „ჩემს ეპარქიაში ამა წლის იანვარ-თებერვალში სამსახურზე ხელაღებული მღვდლები შეუდგნენ ისევ სამსახურს. უმაღლესი საბჭოთა ხელისუფლება აცხადებს, რომ ძალდატანებით ეკლესიების დახურვა და მღვდლების დევნა დაუშვებელია. ჩემის მხრითაც აღძრულია შუამდგომლობა ცაკის წინაშე, რათა ჯგალის ეკლესია გაღებულ იქნას“.
მიუხედავად კათოლიკოსის აქტიურობისა, ვითარება კვლავ დაძაბული რჩებოდა. ხელისუფლების განცხადება, რომ ის არ დევნიდა ეკლესიასა და სამღვდელოებას, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა და ფარატინა ქაღალდზე დაწერილ ბრძანებად რჩებოდა, რომლის შესრულებას არავინ აპირებდა.ყოველი მხიდან შევიწროებული მამა ალექსი 1932 წლის 14აპრილს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, ფილიპე მახარაძეს სწერდა: „მართალია ძველი მთავრობის დროს ვემსახურებოდი დაწესებულებას და ვასრულებდი მღვდლის მოვალეობას, როგორც ეს წესდება საქვეყნოდ სრულდებოდა. დაეცა თუ არა ძველი მპყრობელობა, მე ვემორჩილებოდი საბჭოთა ხელისუფლებას და მივატოვე მრევლის სამსახური. რამდენიმე ხანში უმაღლესმა ხელისუფლებამ გამოსცა დეკრეტი ეკლესიების გახსნისა, თუმც მრევლი ისურვებდა. მეც ისრევე შევედი სამსახურში და ვმსახურობდი 1929 წლამდი. შევატყვე, რომ ხალხმა მიატოვა ეკლესია, მეც დაბოლოვებით თავი დავანებე იმა 1929 წელში და ვარ გაჭირვებულად. სახსარი ცხოვრებისა არა მაქვს ისრე. ხმის უფლებას მოკლებული ვარ. რომ მსახურობდი იმის დამნაშავე ვარ? არ ვიცი, რატომ, მით უმეტეს „ყველა ქვეშევრდომები ემსახურებოდნენ მეუფესო“ და მეც ისრე ვიყავი აღმასრულებელად. არა ვარ მავნე ელემენტი და დღიდან ხელისუფლების დაარსებისა არ გავრეულვარ საწინააღმდეგო საქმეში. ტუსაღივით ვართ ოჯახში წელმოწყვეტილი სამი კაცი. ხალხის მტერი არასოდეს არ ვყოფილვარ არამედ ყოველი კეთილი საქმის წინამძღოლად ვიყავი თავგადადებული, სკოლებთა გახსნაში და სხვ. ვითხოვე თემის საბჭოსთან ხმის უფლებას, მაგრამ მიმითითეს ინსტუქციაში წერია, რომ 5 წლამდი შეუძლებელიაო. ვფიქრობ, კანონის გამომცემს შეუძლია შეღავათის შემოღებაც, თუ დარწმუნდება მასში, რომ ეს სამი წელიწადი რიგიანად გამიტარებია. ხმის გარეშე სამსახურში არ მღებულობენ, თორემ სამსახურში რომ ვიყო, თავს ცოტათი შევინახავდი. ჯერ ვარ მხნედ, სამსახურად გამოვდგები, რასაც დაწესებულება მომანდობს, გულახდილი მოსამსახურე ვიქნები. დავსძენ მასაც, თუ ხმის უფლების გარეშე შესაძლებელია სამსახურში შესვლა, მაშინ დაავალოს ადგილობრივ, მიღებულ ვიქნე. თუ ინებებთ, მომანიჭეთ ქ. ტფილისში სამსახური და დაინახეთ, ვარ შემძლე სამსახურისა, თუ არა.“ პასუხი რომ იგვიანებდა, მამა ალექსიმ ორ კვირაში კვლავ მიმართა ფილიპე მახარაძეს და ასე გრძელდებოდა 1932 წლის 16 მაისამდე, როდესაც მოვიდა საბოლოო პასუხი, სადაც ეწერა: „გაცნობებთ, რომ მოქ. ქვარცხავა 1929 წლამდე ეწეოდა კულტ-მსახურებას, რისთვისაც მას საარჩევნო ხმის უფლებებში აღდგენაზე უარი ეთქვა რაიაღმასკომის პრეზიდიუმის მიერ“. წლიდან წლამდე მძიმდებოდა მოხუცებული მოძღვრის ცხოვრება. დამხმარე და ხელისგამმართავი არავინ იყო, ყველას ეშინოდა ყოფილ ღვთის-
38-3 საპატრიარქოს უწყებანი N38 6-12 ნოემბერი 2014წ გვ.20
დეკანოზი ალექსი ქვარცხავა 1860-1949 (დასასრული)
მსახურთან ურთიერთობა და საქმის დაჭერა, მით უმეტეს, მალე მთელ საბჭოთა კავშირში უმძიმესი რეპრესიები დაიწყო, რასაც ასიათასობით ხალხის დახვრეტა და განადგურება მოჰყვა. გაჭირვებულ მოძღვარს ერთადერთ ნუგეშად ისევ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) ჰყავდა, რომელსაც რამდენჯერმე მიმართა დახმარების სათხოვნელად და ისიც შეძლებისდაგვარად ეხმარებოდახ. შემორჩენილია ერთი ასეთი წერილი, სადაც ვკითხულობთ: „უმდაბლესად ვკადნიერდები ამ მოხსენებას რომ გიგზავნი, მაგრამ მდგომარეობა ისეთი მაქვს, ვბედავ მოგახსენოთ შემდეგი: 1) „ვიყავი კეთილმოწესე დეკანოზი. 35 წელი მიმსახურნია რიგიანად და ბეჯითად, უსაყვედუროდ, ჩემი უფროსებთაგან მიმიღია ჯილდო; 2) დაეცა თუ არა ძველი წესი და დაუქმდა ეკლესიები, მეც მივატოვე სამსახური და ვარ ოჯახში ცოლ-შვილის ადამიანი. შემოსავალი არსაიდან, ტიტველ-შიშველი, საბჭოთა ხელისუფლების სამსახურში არ შევსულვარ, რადგანაც მოხუცებულობაში ვიმყოფები; 3) ხორციელ კაცს სჭირია შენახვა საჭმლით, ტანისამოსით, ექიმობით ავადმყოფობაში და სხვანი, რასაც მოკლებული ვარ; 4) რადგან სასულიერო უწყებაში მიმსახურნია დიდი ხნით, ამისთვის უმორჩილესად "ვსთხოვ თქვენს უნეტარესობას, მოინდომოთ, გამოსძებნოთ წყარო და მომცეთ დახმარება, რომ ტანისამოსი ჩავიცვა. ვიცი, ჯამაგირი არ არის სასინოდო დაწესებულებაში, მაგრამ გამოიმეტეთ შემწეობა, რამდენიც შესაძლებელი იქნება და მიწყალობეთ. მისამართი ჩემი: წალენჯიხის რაიონი, სოფ. ჯგალი. დავსძენ, რომ ჩემი შემწეობის მოცემა ისრეთი სამადლოა, მკვდარი რომ გააცოცხლო. სრული იმედის ქვეშე ვარ. თქვენი კაცთმოყვარეობა მიიღებს სახეში ჩემს გაჭირვებულ მდგომარეობას და დამეხმარება. პასუხს მოველი, თუ რას ინებებთ ზემო აღწერილთათვის. მომხსენებელი ალექსი ქვარცხავა, 1937 წლის 16 თებერვალი“. ორის დღის შემდეგ ამ წერილზე გაკეთებულია პატარა მინაწერი: „1937. II-18, გაეგზავნა კ.-პატრიარქის მიერ 30 მანეთი“.დეკანოზი ალექსი ქვარცხავა 1949 წელს ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია სოფ. ჯგალის საგვარეულო სასაფლაოზე.
38-4 საპატრიარქოს უწყებანი N38 6-12 ნოემბერი 2014წ გვ.19
პროტოდიაკვანი კონსტანტინე კარგარეთელი 1862-1914 (გაგრძელება)
ეს გარემოება: მწამს, რომ ჩვენ შორის არსებული კავშირი სამარადისო და უკვდავია და მერე, ადრე თუ გვიან, მეც დღევანდელ შენს გზას დავადგები და ისევ შეგხვდები საიქიოს... ამიერიდგან დაობლდა და მოაკლდა შენგან თავდადებულ ზრუნვა-პატრონობას საყვარელი ოჯახი, მაგრამ არც ესაა მიზეზი ჩემის გლოვა-მწუხარებისა; შენი შვილების აღზრდისათვის იმდენი გაარიგე, რამდენიც აღემატებოდა შენს ძალას და სამსახურის ვითარებას. ხოლო შენს ბადლად ოჯახს მზრუნველად უტოვებ კურთხეულ ქართველ დიასახლის წარმომადგენელს, შენი ცხოვრების ღირსეულ თანამგზავრს დედაკაცს, რომელიც უშენობას არ აგრძნობინებს შენს ობლებს. გულს მიკლავს და მწუხარებით მავსებს ის, რომ შენი სიკვდილით ობლდება და უმწეო მდგომარეობაში დგება ეს ჩვენი ეროვნების სიქადული, თბილისის ეკლესიების გვირგვინი --დედა სიონი, ოცდახუთი წლის განმავლობაში სიონი ბრწყინავდა შენი ციური მღვდელმოქმედებით, ოცდახუთი წელიწადი ღვთის სათხიდ ღაღადებდი სიონში, ოცდახუთი წლის განმავლობაში ლმობიერად აღვსილი, მომხიბლავი და სარწმუნოებრივ გრძნობათა ცხოველ განცდის უცნაური ჰანგებით აღბეჭდილ მგრგვინვარე ხმით აღვიძებდი მთელ თბილისის მართლმადიდებლებს, განურჩევლად ეროვნებისა, ოცდახუთი წლის განმავლობაში ანდამატივით იზიდავდი ხალხს, დიდსა და პატარას, სიონის ტაძარში შენი საუცხოვო გარეგნობით, იმ სავსე მთვარის მსგავსი ბადრი სახით, რომელსაც ამკობდნენ სიკეთის გამომეტყველი თვალები. „კვირას წირვა მოვისმინოთ, კოტეს ხმით დავსტკბეთ, კოტეს შეხედვითო“ –- არაიშვიათად გაიგონებდით კვირა უქმეებში ქართველის და რუსისაგან, ქალის და მამაკაცისაგან, მოხუცისა და ჯეელისაგან. თბილისის მორწმუნე მკვიდრთა წარმოდგენაში შენი სახელი ჩაწნულ-შეერთებულია, ერთი მხრით, მადლიანად შესრულებული სამღვთო მოქმედებასთან და, მეორე მხრით, სიონის ტაძართან. დიდსა და პატარას უყვარდა სიონი, ყველა ხალისით მოეშურებოდა აქეთკენ. სხვათაშორის, იმიტომ, რომ შენ მოქმედებდი აქ, შენი მძლავრი ხმა გაისმოდა ამ საღმრთო თაღების ქვეშ, შენი ნაკურთხი სახე და კეთილშობილური მიმოხვრა უორკეცებდა მლოცველებს სასო- ებას ამ მამაპაპათა სალოცავ ძველ ხატებზედ. სიონი უკოტეოდ არავის 8 წარმოედგინა დღევანდლამდე და ' დღეს კი, საუბედუროდ, ეს ასე აღარ V არის: კოტე მოკვდა სიონისთვის, კოტე აღარასოდეს აღარ სწირავს სიონში, კოტეს ხმა ამიერიდგან აღარ გაიგონება ამ სალოცავში! არც განათლებით და არც იერარქიული ხარისხით მაღალი ალაგი არ გეჭირა საზოგადოებაში, ძვირფასო მეგობარო, მაგრამ იმ დიდი ნიჭის გამო, რომლითაც ცხებულ იყავი ზეციური მამისაგან, დიდ კაცად გცნობდნენ და ძვირად გაფასებდნენ ისეთი დიდბუნებოვანი და რჩეული პირები, როგორიც იყო ქართველი ერის ცნობილი ჭირისუფალი, უკვდავი ილია. ქართული სახარების კითხვის შენმა მომხიბლავმა კილომ იმდენად მძლავრად იმოქმედა ამ ბუმბერაზი კაცის გულზე, რომ მან წარუდგინა შენი თავი ქართველობას, როგორც საამაყო და თავმოსაწონი პიროვნება. ილია ჭავჭავაძემ თავისი მძლავრი კალმით ჩაგწერა სამშობლო ისტორიაში და შენი სახელი ამოუფხეკელი იქნება ჩვენი ქვეყნის მატიანეს კაბადონებიდან. მაგრამ განა მარტო შენი ეროვნების, შენი სისხლის და მოდგმის პირებზედ მოქმედებდი მძლავრად და გავლენიანად? მარტო ქართველები ხედავდნენ, მარტო ქართველები მოდიოდნენ აღფრთოვანებაში, მარტო ქართველები აფასებდნენ ღვთისმსახურების შენს უებარ ნიჭს? არა, ყველა გაგებულ და განვითარებულ, მორწმუნე უცხოელიც, იმდენადვე აღფრთოვანებული ხდებოდნენ შენი ღირსებისაგან, რამდენადაც ქართველები; არ ყოფილა ექსარხოსი, რომ შენ გეწიროს მასთან და მას არ დაეფასებინოს შენი იშვიათი ხმის ღირსება, ცოდნა და სამაგალითო მოხდენილობა. ექსარხოსებს თან მიჰქონდათ თავიანთ სამშობლოში შენი ქედა-დიდება და როდესაც ფართო რუსეთის რომელიმე კუთხიდან გვიგზავნიდნენ ახალ ექსარხოსს, დიდი და პატარა პირველად იმას ულოცავდნენ, რომ პროტოდიაკვნად გეყოლებათ გამოჩენილი და სახელოვანი კონსტანტინე კარგარეთელიო. ეხლა კი შენისთანა პირს უნდა შავი მიწა მივაყაროთ და აი, ამის წარმოდგენად გათვალისწინება, რომ მწარედ გვატირებს და გვაგლოვებს
38-5 საპატრიარქოს უწყებანი N38 6-12 ნოემბერი 2014წ გვ.20
პროტოდიაკვანი კონსტანტინე კარგარეთელი 1862-1914 (დასასრული)
დასაწყისი იხ: 39 საპატრიარქოს უწყებანი N39 13-19ნოემბერი 2014წ გვ.16
ყველას. ერთადერთი დარდების შემამსუბუქებელ ზოლად მიგვაჩნია ის, რომ არც საიქიოს იქნები მოკლებული გულითად მოსიყვარულე პირებს. ვიცი, რომ მამობრივი სიხარულითა და სიყვარულით შეგეგებება, სხვათა შორის, დაუვიწყარი ბიძაჩემი, ყოვლადსამღვდელოე ალექსანდრე, რომელსაც შვილის მსგავსად შეტკბობილ-შეთვისებული ჰყავდი აქ. სიამოვნებით მოგეგებება შენ იგივე ილია, რომელმაც გადიდა ამქვეყნად, სიტკბოებითა და თანაგრძნობით შეგხვდება შენი და ჩემი უზომო პატივისმცემელი, ამ ტაძრის ყოფილი დეკანოზი, მამა გრიგოლი (საუბარია ცნობილ მგალობელ დეკანოზ გრიგოლ მღებრიშვილზე გ. მ.) და მრავალნი შენი და ჩემი უზომო პატივისცემელნი. მაშ, ნახვამდის, დაუვიწყარო კოტე! ზეციერო მამაო ჩვენო, მრავალმოწყალეო ღმერთო, გულმოდგინედ გევედრები: „შენ თავადმან ქვეყანასა ზედა ცხოვრება მიცვალებულსა ამას დიდებულ ჰყავ, შენვე, სახიერო, ცხოვრებისაგან განსვლა ამისი შესვლად წმიდათა და მართალთა შენთა თანა ღირსჰყავ, და სული ამისი აღ რაცხე ყოველთა წმიდათა თანა, რომელნი საუკუნითგან სათნო გეყვნეს შენ. ამინ!
39 საპატრიარქოს უწყებანი N39 13-19ნოემბერი 2014წ გვ.16
პროტოდიაკვანი კონსტანტინე კარგარეთელი 1862-1914
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიაში ყოველთვის მსახურობდნენ გამორჩეული და ღირსეული პიროვნებები, რომლებიც თავიანთი ავტორიტეტისა და თავდადების წყალობით თაობათა აღმზრდელებად გვევლინებოდნენ. ერთ-ერთი ასეთი პიროვნებაა –- სიონის საკათედრო ტაძრის პროტოდიაკვანი კონსტანტინე კარგარეთელი. იგი გახლდათ საოცარი მგალობელი და მკითხველი სახარებისა, რომელსაც წმ. ილია მართალმა (ჭავჭავაძე) ერთი ვრცელი წერილიც უძღვნა -–– საოცარი ნიჭით საღმრთო წერილის ქართულად, მამაპაპურად დავედრებული კილოთი წაკითხვისათვის. ყველასთვის საყვარელი მგოსანი აკაკი წერეთელიც თავის ერთ-ერთ წერილში კეთილად იხსენიებს მას. პროტოდიაკვანი კონსტანტინე წარმოშობით ქართლიდან, სოფელ ერთაწმინდიდან იყო. მისი გვარი აზნაურთა წოდებას ეკუთვნოდა და წინაპრებიც სასულიერო პირები ჰყავდა. კარგარეთელების ოჯახი მეტად მუსიკალური ყოფილა; ოჯახის ყველა წევრი მღეროდა და საუკეთესო ხმები ჰქონდათ. ბაბუა, დიაკვანი იოსებ დავითის ძე კარგარეთელი -– 1806 წელს, მღვდლის ოჯახში დაიბადა. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი შიომღვიმის მონასტერში ისწავლა. 1832 წლის 6 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოსმა იონამ (ვასილევსკი) დიაკვნად აკურთხა და ერთაწმინდის წმ. ევსტათი პლაკიდას სახელობის ტაძარში დაადგინა. მეუღლე ადრე გარდაეცვალა და დარჩა სამი შვილი: დეკანოზი გიორგი, სვიმონი (1833) და მიხეილი (1835). დიაკვანი იოსები1863 წლის 10 თებერვალს გარდაიცვალა და ერთაწმინდის ეკლესიაში განისვენებს. დეკანოზი გიორგი კარგარეთელი 1832 წლის 25 ივლისს დაიბადა. სწავლობდა თბილისის სასულიერი სემინარიაში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1852 წელს თბილისში, კარის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1856 წლის 23 იანვარს მეტეხის ციხის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს. 1857 წლის 1 იანვარს დიაკვნად აკურთხეს და ანჩისხატის ტაძარში დაადგინეს. 1860 წლის 1 ოქტომბერს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) მღვდლად დაასხა ხელი და ღოღეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში დანიშნა, 1863 წელს ერთაწმინდის წმ. ევსტათი პლაკიდას სახელობის ტაძარში დიაკვნის შტატში განამწესეს. 1873 წლის 2 იანვრიდან ამავე ტაძრის წინამძღვარია. 1873 წლის 22 მაისს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1874 წლის 12 ნოემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1877 წლის 21 აპრილს სკუფია უბოძეს. 1881 წლის 9 მარტს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი გადასცა. 1891 წელს კამილავკა ეწყალობა. 1890 წელს ერთაწმინდის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ დაინიშნა, სადაც წლების განმავლობაში თავდადებული პედაგოგიური სამსახურისათვის არაერთი მადლობა დაიმსახურა. 1897 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1903 წლის 15 მაისს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1910 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1913 წლის 9 ოქტომბერს მოხუცებულობის გამო პენსიაზე გავიდა. გარდაიცვალა 1920 წლის 3 აპრილს. მისი ცხედარი 7 აპრილს ერთაწმინდის
სასაფლაოზე დაკრძალეს. ჰყავდა მეუღლე ანასტასია გედეონის ასული (1840) და შვილები: პროტოდიაკვანი კონსტანტინე, ნიკოლოზი (1859), მარიამი (1854), იოსები (1870) და ანა (1874). პროტოდიაკვანი კონსტანტინე კარგარეთელი 1862 წელს დაიბადა. 1878-1882 წლებში გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. სასწავლებელში სწავლის პერიოდში ახალგაზრდა კოტე ამავე სასწავლებლის მგალობელთა გუნდში გალობდა. ცნობილი პედაგოგი და მწერალი სოფრომ მგალობლიშვილი კოტესა და მის უმცროს ძმაზე -– ია კარგარეთელზე იგონებდა: „ია არის მღვდლის -– გიორგი კარგარეთელის შვილი, მამა საუცხოო მომღერალი იყო. ეხლაც მახსოვს ის ტკბილი წამები, როცა მამაჩემი, პაპაჩემი და ახალგაზრდა მღვდელი გიორგი დააგუგუნებდნენ ძველებურ სიმღერა-გალობებს სადილ-ვახშამზე. კოტე და ია ჩემის მასწავლებლობის დროს სწავლობდნენ გორის
სასულიერო სასწავლებელში. ორივენი სასწავლებლის საეკლესიო ხოროს მომღერლები იყვნენ. კოტე კარგარეთელი შესანიშნავი ხმის პატრონი იყო. თბილისის სიონის არქიდიაკონი. უცხოებიც კი მოდიოდნენ მის მომსასმენად. მას მომხიბლავი ბარიტონის ხმა ჰქონდა. ერთმა არტისტმა კიდეც ურჩია, გაეხადა ანაფორა და წასულიყო იტალიაში სიმღერის შესასწავლად, მაგრამ მან ეს არ იკისრა, კოტე კარგარეთელი უდროოდ მიიცვალა 1914 წელს“. 1882 წლის 24 აპრილს კონსტანტინე ყუბანის ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1883 წლის 24 ივნისს ელიზავეტოპოლის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს. 1884 წლის 9 ივნისს საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) დიაკვნად აკურთხა. 1885 წლის 7 აგვისტოს სიონის საკათედრო ტაძარში მედავითნის ადგილზე განამწესეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (ცინცაძე), რომელიც სემინარიის სწავლის პერიოდში სიონის საკათედრო ტაძარში ეგზარქოსის კვერთხის მტვირთველად და სტიქაროსნად მსახურობდა,
39-1 საპატრიარქოს უწყებანი N39 13-19ნოემბერი 2014წ გვ.17
პროტოდიაკვანი კონსტანტინე კარგარეთელი 1862-1914 (გაგრძელება)
დიაკვან კონსტანტინეს გადმოყვანაზე საინტერესო დეტალს იხსენებს: „1886 წლის გაზაფხულზე (უწმინდეს კალისტრატეს გადმოყვანის წელი ზუსტად აღარ ახსოვდა, ამიტომაც არის აქ უზუსტობა გ. მ.) განჯის (მაშინ ერქვა ელიზავეტოპოლი –- გ. მ.) დიაკონი (შემდეგში სახელგანთქმული პროტოდიაკონი) კონსტანტინე კარგარეთელი გამოგზავნეს სიონში დისციპლინარული სასჯელის მოსახდელად, წინამძღვრის დეკანოზ მიხეილ მძინაროვის (მძინარაშვილი გ. მ.) შეურაცხყოფისთვის. კარგარეთე- ლი ტფილისში მოეწონათ და პავლე ექსარხოსმა (1882-1887) დასტოვა სიონში. კოტეს მშვენიერმა ბარიტონმა, მოხდენილმა გარეგნობამ და ახალგაზრდულმა სითამამემ, ტუბერკულიოზის ნიშნებით დაავადებული პროტოდიაკონი მიხეილ დავითაშვილი დააფიქრა, –- მან არჩია, ეთხოვა მღვდლის ადგილი სიონშივე. მთავარეპისკოპოზმა პავლემ, სემინარიის რექტორის დეკ. პავლე ჩუდეცკის დასაფლავებაზე წარმოთქმული სიტყვისა და ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლის დ. ი. ყიფიანის წერილის შემდეგ, კარგად იცოდა, რომ ის პეტერბურღიდან ტფილისში ვეღარ დაბრუნდებოდა (ამ აზრისანი იყვნენ სინოდის წევრები, სინოდის ობერპროკურორი კ. პ. პობედონოსცევი, იმპერატორი ალექსანდრე III და თვით პავლე) და ამისათვის მამა დავითაშვილს თხოვნა შეუსრულა: შეიშურა გამოცდილის და კარგი პროტოდიაკონის დატოვება თავის მოადგილისათვის“. ასე და ამრიგად დარჩა თბილისში მამა კონსტანტინე. 1886 წლის 10 იანვარს დიაკვნის შტატში დაადგინეს. 1887 წლის 26 მაისს საქართველოს საეპარქიო ხაზინის სარევიზიო კომისიის წევრად აირჩიეს. 1887 წლის 5 აგვისტოს პროტოდიაკვნის მოვალეობის შესრულება დაევალა. 1888 წლის 12 ივნისს კეთილსინდისიერი და თავდადებული სამსახურისათვის დაამტკიცეს სიონის საკათედრო ტაძრის პროტოდიაკვნად. 1896 წლის 14 მაისს და 1899 წლის 6 მაისს ერთგული და მუყაითი სამსახურისათვის რუსეთის წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი გადასცა. 1900 წლის 6 მაისს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1912 წლის 15 მაისს წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი უბოძეს. ასევე ჰქონდა იმპერატორ ალექსანდრე IIII-ის სახელობის ჯილდო –– ვერცხლის მედალი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე თავის მოგონებებში რამდენჯერმე იხსენიებს მამა კონსტანტინეს, სადაც კარგად ჩანს მისი პირდაპირი და ვაჟკაცური ხასიათი. „აღდგომიდან სულიწმიდის მოფენამდე მღვდელმსახურნი ქადაგების დაწყებამდე წარმოთქვამდნენ: „ქრისტე აღდგა“, ხოლო წლის სხვა დროს: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“. მე პირადად ყოველთვის მომწონდა (არ მახსოვს, ვისგან ვისწავლე) სულიწმიდის მოფენის დღეებში ორივე წინადადების შეერთება. ჯერ ვამბობდი: „სახელითა მამისათა...“, შემდეგ კი –– „ქრისტე აღდგა“. 1911 წლის მენელსაცხებლე დედათა კვირაში ეგზარქოსის ეკლესიაში უნდა მექადაგა. ქადაგება მღვდელმსახურთა ზიარების დროს წარმოვთქვი. როცა დავიწყე „სახელითა მამისათა...“ ვერ მოვასწარი მეთქვა „ქრისტე აღდგა“, რომ ეგზარქოსმა ინოკენტიმ, რომელსაც ზიარება ეჭირა, ჩემი მისამართით მთელი საკურთხევლის გასაგონად განაცხადა: „ესეც შენი აკადემიადამთავრებული“. ამან თანამწირველებზე გულდამამძიმებელი შთაბეჭდილება მოახდინა, ვინაიდან დრო მეტად შეუფერებელი იყო. ორი საათის შემდეგ ეგზარქოსი „წითელი ჯვრის“ ნავთლუღის მარიამ მაგდალინელის სახელობის საზოგადოებაში პარაკლისს იხდიდა. აქ წარმოთქვა მისასალმებელი სიტყვა და მას ეს წინადადება წარუმძღვარა: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ქრისტე აღდგა!“ მთავარდიაკონმა კარგარეთელმა, რომელმაც მაინცდამაინც არ იცოდა ენაზე კბილის დაჭერა, ისე ხმამაღლა შენიშნა: „ესეც შენი მღვდელმთავარი; იგი იმასვე იმეორებს, რაც ახლახან თქვა მის მიერ ამ გამონათქვამისათვის გაკიცხულმა დეკანოზმა!“, -– ეგზარქოსმა გაიგონა, გაწითლდა და პირველივე სიტყვაზე ენა დაება, მაგრამ დაუდეგარი მთავარდიაკვონის შენიშვნა ჩაყლაპა“. 1913 წელს მამა კონსტანტინეს გადაუხადეს იიუბილე, რომელზეც საქართველოს ეგზარქოს ალექსის (მოლჩანოვი) ნებართვით გორის მაზრის მთავარხუცესმა მ. კანდელაკმა ოლქის სამღვდელოების სახელით მიართვა სამღვდელო კვერთხი, ხოლო ივანე რატიშვილმა წიგნი „ცხოვრება იესო ქრისტესი“. თავის მხრივ, მამა კონსტანტინე ჟურნალ „შინაური
39-2 საპატრიარქოს უწყებანი N39 13-19ნოემბერი 2014წ გვ.18
პროტოდიაკვანი კონსტანტინე კარგარეთელი 1862-1914 (გაგრძელება)
საქმეებში“ სამადლობელ წერილში წერდა: „რადგან არ ძალმიძს ყველა იმ პატივცემულ პირს, რომელთაც წერილით თუ დეპეშით მომილოცეს 25 წლის იუბილე მთავარდიაკვნის ხარისხში, ცალ-ცალკე მადლობა გამოუცხადო, გთხოვთ, თქვენის პატივცემული გაზეთის საშუალებით. მომცეთ გულწრფელი მადლობა უძღვნა მათ. მათი მოლოცვა ჩემთვის დაუფასებელია და მამხნევებს ახალ სამსახუროდ მეუფის წმ. ტრაპეზის წინაშე პროტოდიაკონხბი კონსტანტინე 1914 წლის 8 სექტემბერს უეცრად გარდაიცვალა. დასაფლავებულია ერთაწმინდის წმ. ესტატეს სახელობის ეკლესიაში. ჰყავდა მეუღლე ეკატერინე იოსების ასული (1869) და შვილები: იოანე (1886), ნინო (1891, გათხოვილი ვინმე დანიელსონზე), არჩილი (1894) და ელენე (1899). საინტერესო მოგონებები დაგვიტოვა კონსტანტინე კარგარეთელზე მისმა უმცროსმა ძმამ, ცნობილმა საოპერო მომღერალმა ია კარგარეთელმა. „ჩემი უფროსი ძმა –– კოტე –– იყო ექსარხოსების არქიდიაკონი, არაჩვეულებრივი ხმის პატრონი (ბასსო cantante -– მღერადი ბანი), რომლის ტემბრსა და დიაპაზონს მრავალი ცნობილი მომღერალი შენატროდა და მის მოსასმენად სიონის ტაძარში შედიოდა“. თვით ია კარგარეთელი ხშირად იტყოდა ხოლმე: „ჩემს ძმას რომ გზა გაეკვლია თავის მოწოდების მიხედვით და მომღერალ-არტისტად გამხდარიყო, არაერთ სახელოვან მომღერალს პირველობაში შეეჯიბრებოდაო“, ერთხელ ოპერის ცნობილ არტისტებს -– ბარიტონ კამიონსკის და ტენორ ბორისენკოს -– მოესმინათ კოტე კარგარეთელის ხმა სიონის ტაძარში და მათზე მის ხმას ისეთი შთაბეჭდილება მოუხდენია, რომ ეს პირები შეეცადნენ მის გადმობირებას, რათა იგი მომღერალ-არტისტის გზაზე დაეყენებინათ, მაგრამ ამაოდ. კოტე კარგარეთელის მდიდარი ხმის და მუსიკალობის დამადასტურებელია ერთი ეპიზოდი ცნობილ რუს მეცენატ ზიმინთან დაკავშირებით (სერგეი ივანეს ძე ზიმინი, 1875-1942, რუსი თეატრალური მოღვაწე, მეცენატი. 1904 წელს მოსკოვში დააარსა საოპერო თეატრი, რომელმაც საგრძნობი როლი შეასრულა რუსული საოპერო ხელოვნების განვითარებაში). 1895 წელს ზიმინი თბილისში ჩამოვიდა და თბილისში სწვევია თავის მეგობრებს -– ია კარგარეთელსა და ნ. გ. ქართველიშვილს. ზიმინის სურვილის თანახმად, ის პირველად სიონის ტაძარში წაუყვანიათ ამ უძველესი ძეგლის დასათვალიერებლად და
კოტეს ხმის მოსასმენად. მისი ხმის სილამაზის შესახებ ბევრი რამ სმენია ზიმინს ცნობილ არტისტებისგან. კარგარეთელის ხმას ის გაუოცებია და მისი ახლოს გაცნობა მოისურვა. ერთ მშვენიერ დღეს
40 საპატრიარქოს უწყებანი N40 20-26ნოემბერი 2014წ გვ.17
მიტროპოლიტი სტეფანე (ჯორჯაძე) 1764-1839
მიტროპოლიტი სტეფანე 1764 წელს კახეთში, ჯორჯაძეების თავადურ ოჯახში დაიბადა. სიყრმიდანვე სულიერ გარემოში იზრდებოდა. სასულიერო განათლების მისაღებად თბილისში, ანჩისხატის ტაძართან არსებულ სემინარიაში მიაბარეს, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, საეკლესიო გალობა და ტიბიკონი, ფილოსოფია, გრამატიკა და რიტორიკა. უკვე მოზრდილი ყმაწვილი კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ I-მა (ბაგრატიონი) პირად კრებულში აიყვანა და წლების განმავლობაში მასთან მორჩილად მსახურობდა. 1788 წლის იანვარ-თებერვალში, კათოლიკოსმა ანტონმა, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, იგი ანჩისხატის ტაძარში ბერად აღკვეცა და სახელად სტეფანე უწოდა. უცნობია, ვინ აკურთხა იგი დიაკვნად და მღვდლად. 1792 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ II-მ (ბაგრატიონი) არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა და თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესიაში დაადგინა. 1792 წლის 20 ივლისს ანჩისხატის ტაძარში კათოლიკოსმა ანტონ II-მ ეპისკოპოსად დაასხა ხელი და რუსთავის ეპარქიის კათედრაზე დანიშნა. 1798 წლის იანვარში, გიორგი
40-1 საპატრიარქოს უწყებანი N40 20-26ნოემბერი 2014წ გვ.18
მიტროპოლიტი სტეფანე (ჯორჯაძე) 1764-1839 (გაგრძელება)
XII-ის ბრძანებით, თელავში დასვენებულ ერეკლე II-ს პანაშვიდი გადაუხდა ბოდბელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მაყაშვილი), რუსთველმა მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ (ჯორჯაძე) და ნინოწმიდელმა მიტროპოლიტმა მიქაელმა (ინასარიძე). მიტროპოლიტ სტეფანეს ლოცვა-კურთხევით გადაწერილია რამდენიმე ძველი ქართული ხელნაწერი. ამ საქმეს ის ძირითადად თავის ბავშობის მეგობარს, გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერში მოღვაწე მღვდელ-მონაზონ გაბრიელ მცირეს ანდობდა, რომელიც 1802 წელს ლეკებმა აწამეს და ქართული ეკლესიის მიერ წმიდათა დასში შეირაცხა. გაბრიელ მცირემ მისი დავალებით გადაწერა: კრებული „კლიტე“, სასულიერო-საეკლესიო შინაარსის რამდენიმე კრებული, „მარგალიტი“ და სხვ. 1803 წლის 26 აპრილს მოხუცებულობისა და თვალის ჩინის დაკლების გამო ნინოწმინდის ეპარქიის მართვა მიტროპოლიტმა მიქაელმა (ინასარი–ძე) ვეღარ შეძლო, რის გამოც კათოლიკოსმა ანტონ
II-მ ამ ეპარქიის მართვა მეუფე სტეფანეს დაავალა. უწმიდესი ანტონი მთავარეპისკოპოს სტეფანეს წერდა: „გევალება, დამწყსო ნინოწმიდის ეპარქია, განაგო მისი საქმეები და აკრიფო გადასახადები, ხოლო მიტროპოლიტ მიქაელს, სანამ იგი ცოცხალი იქნება, ეპარქიის შემოსავლებიდან მისცე გარკვეული წილი, რათა მან და მისმა დამ, მონაზონმა ბარბარემ, იცხოვრონ ნორმალურ პირობებში. დაუნიშნო მას ერთი მღვდელი და ორი მოსამსახურე ყოველდღიური მომსახურებისათვის. ამ ხუთ სულს უნდა მისცე 40 კოდი პური, 10 საპალნე ღვინო, შეშა, სანთელი და 120 მანეთი ყოველწლიურად. ასევე, ლოცვა-კურთხევა გეძლევა, ყოველმხრივ ანუგეშო მოხუცებული მღვდელმთავარი და მოუარო მას, როგორც საკუთარ მამას და თუ მას რაიმე დამატებით დაჭირდება, დიდი სიყვარულით მოემსახურე და მიაქციე ყურადღება“. მიტროპოლიტ სტეფანეს უკავშირდება მარტყოფში ხელთუქმნელი ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის აშენება. ტაძრის აშენების აუცილებლობაზე იგი შემდეგს აღნიშნავდა: „კათედრა ეკლესია რუსთველისა არს მთაშია, სადაცა ავაზაკნი ლეკნი არ გამოსწყდებოდნენ აქამომდე და ეკლესია იგი სიძველით დარღვევად მიახლებულ არს და მიზეზითა ამისა მღვდელმთავარსა და სამღვდელოსა კრებულსა მუნ დგომა შეუძლებელ არს.“ რაც შეეხება ტაძრის ასაგებ ადგილს, იგი სტეფანე რუსთველმა იყიდა სამეფო ბეჭდის მცველის, თავად იროდიონ გურგენიძისაგან, რომელსაც მამა-პაპისეული მამული გააჩნდა მარტყოფში. უნდა აღინიშნოს, რომ თავად იროდიონს გამოუჩენია დიდსულოვნება და მომავალი ტაძრის შემოგარენი, რომელიც ასევე მას ეკუთვნოდა, ეკლესიისათვის შეუწირავს. ეს მოხდა 1799 წლის აგვისტოში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტაძრის აშენებას მოხმარდა ეგვიპტის მამელუქი სულთნის, წარმოშობით მარტყოფელი აბრაამ (გაბო) შინჯიკაშვილის მიერ რუსთავის საეპისკოპოსათვის გამოგზავნილი 200 ოქრო. მართალია, ეს ფული ცოტა ადრე იყო გამოგზავნილი, მაგრამ თავის დროზე ეს თანხა გასესხებული იყო სარგებელით. ტაძრის მშენებლობა 1810 წელს დამთავრდა და იკურთხა ამავე წლის 20 მარტს, რაც აღნიშნულია ეკლესიის ჩრდილოეთ კარებზე მოთავსებულ წარწერაზე: „ვითარ საშინელ არს ადგილი ესე, არა არს სხვა, გარნა სახლი ღვთისა: და ესე ბჭე ზეცისა აღვაშენე ყოვლად სამღვდელომ ნინოწმიდელ მიტროპოლიტმან და არხიეპისკოპოზმან რუსთავისამან სტეფანე, ენისელი მოურავის ძემან, შრომითა და საფასითა ჩემითა“. 1810 წლის 3 ნოემბერს კათოლიკოსი ანტონ II (ბაგრატიონი) რუსეთში გაისტუმრეს, რასაც 1811 წლის 18 თებერვალს თბილისში სასულიეო დიკასტერიის დაარსება მოჰყვა. დიკასტერიის შექმნის პროექტი საქართველოს პირველ ეგზარქოს ვარლაამს (ერისთავი) ეკუთვნოდა. იმერეთის სამეფოს დაპყრობისა და სამეფო ხელისუფლების გაუქმების შემდეგ ლიხთიმერეთისა და აფხაზთა საკათალიკოსის გაუქმება მოჰყვა. ამ პროექტის ავტორი კი გორის ეპისკოპოსი დოსითეოსი (ფიცხელაური) გვევლინება, რომელიც 1814 წლის 30 აგვისტოს იმპერატორმა მოიწონა და დაამტკიცა. პროექტის მეშვიდე მუხლის თანახმად აღმოსავლეთ საქართველოში უნდა შექმნილიყო სამი ეპარქია: ქართლის, ოსეთისა და სიღნაღისა. გარდა ამისა, შეიქმნა ქორეპისკოპოსის პოსტი. 1815 წლის 8 თებერვალს თბილისში გაიხსნა საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიტროპოლიტი სტეფანე უადგილოდ დარჩა. კახეთის თავადაზნაურთა ნაწილმა თხოვნით მიმართა საქართველოს მთავარსარდალ გენერალ ნიკოლოზ რტიშჩევს: „ვინაიდან ყოველი ივერია გარე შესაზღვრულ არს უცხო თესლთაგან თითო სახეთა, ამისთვის საგნად ჩვენისა მამულისა სარწმუნოების დაცვისათვის თავისუფალთა მეფეთაგან მოგვეცემიან ეპისკოპოსნი... ჟამასა ამას რომელსაცა შინა სვდგათ, გუესმის ჩვენ მისდა ჰრწმუნებულთა ერთა გარდაყენება ნინოწმინდელ მიტროპოლიტისა და რუსთველ არხიეპისკოპოსის სტეფანესი, რომლისა თვისცა არა მცირესა მწუხარებასა დანთქმად ვართ „ჩვენ გვასმიეს ჰსჯულისაგან რათა არა მიეღოს სიძესა სძალი თვისი ეკლესია, თვინიერ მიზეზისა“, და მისნი ცხადად მცნობელნი რომლისა არცა ერთი რა მიზეზი წინა უძღვის ღირსად გარდაყენებისა, არა რას შესწამებენ... და ამისათვის ხელგანპყრობით მვედრებელნი შენისა გონებრივისა მზრუნველობისანი ვთხოვთ რათა შესაბამისსა ადგილსა წარსდგეს თხოვა ესე ჩუენი შუა მდგომელობითა თქუენის მაღალ აღმატებულებისათა რათა მივიღოთ თხოვისამებრ კმა ყოფა, და არა მივეცნეთ უკანასკნელ განწირულებად. თვესა მაისსა 28, 1815 წელსა. ხელს აწერენ თავადები: ფრიდონ, როსებ, ალექსი, სარიდან, გიორგი, იოანე ჯანდიერები, დავით გოგნიაშვილი, დი-
40-2 საპატრიარქოს უწყებანი N40 20-26ნოემბერი 2014წ გვ.19
მიტროპოლიტი სტეფანე (ჯორჯაძე) 1764-1839 (გაგრძელება)
მიტრი ავალიშვილი, რამაზ, აიდემურ, სარიდან, კონსტანტინე, გიორგი ჩერქეზიშვილები, ბეჟან გურგენიძე და ასევე მთელი ეპარქიის სოფლების სამღვდელოება და მრევლი“. თავის მხრივ მიტროპოლიტმა სტეფანემაც თხოვნით მიმართა საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას: „მეფობისა ბრძანებითა, საზოგადოებისა მთხოვითა და პატრიარქისა და მღვდელთმთავართა შენდობითა, როდესაც მაკურთხეს რუსთავისა ეპარხიასა ზედა, მას აქეთ ყოვლისა მღვდელმთავრობისა წესითა რაოდენ შეიძლებოდა უბრყვილოდ და შეუცთომელად ვმართებდი ეპარხიასა... ად ამჟამად მიბრძანებს კანტორა გამოსვლასა ეპარხიათაგან და მიღებასა ასისა თუმნისა პენსიონისასა; ამისთვის უმდაბლესად ვითხოვ, ანუ დამინიშნოთ შეცოდებისა ბრძვილი რაიმე, რომლითაცა ვხედვიდე თავსა ჩემსა ღირსად მღვდელმთავრობისაგან განძარცვისა“. რუსეთის მთავრობა მოერიდა ვითარების გამწვავებას და მეუფე სტეფანეს გარდაცვალებამდე
შეუნარჩუნეს ეპარქიის მართვა. გარდა ამისა, მას მარტყოფის სამწყსოს საეკლესიო ქონებათა გარდა, ჩააბარეს ნინოწმინდის ყოფილი ეპარქიის საეკლესიო ქონებაც სოფელ საგარეჯოში, ნინოწმიდაში, პატარძეულში, კაკაბეთში, ჭერემში, ნაწილობრივ მცხეთაში და ალავერდის ეპარქიაში. თავის საგამგებლო მიწა-წყალზე აკრეფილი მთელი შემოსავალი მიტროპოლიტ სტეფანეს უნდა ჩაებარებინა საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორისათვის. 1821 წლამდე გადასახადები იკრიფებოდა, როგორც ბუნებრივი, ისე ფულადი სახით, 1821 წლიდან კი მხოლოდ ფულადი სახით. 1818 წლის 28 დეკემბრიდან მიტროპოლიტი სტეფანე გორის ეპარქიის მმართველად და საქართველოს ეგზარქოსის პირველ ქორეპისკოპოსად დაინიშნა. მისი წინამორბედი მღვდელმთავრები ქ. გორში ისხდნენ, მაგრამ მეუფე სტეფანემ გარკვეული მოსაზრების გამო კვლავ მარტყოფში დარჩა და იქიდან მართავდა ეპარქიას. 1819 წლის 16 აპრილს მიტროპოლიტი სტეფანე საქართველოს ეგზარქოსს თეოფილაქ- ტეს წერდა: „აღსრულება ახლისა თანამდებობის მსახურებისა, ხარისხისამებრ საქართველოს ვიკარობისა, რომელიცაა დადებულ არს ჩემზედა უწმინდესისა სინოდისაგან უმაღლესის ნებითა,დაღათუმცა უსიამოვნეს იქმნება ჩემთვის, რაოდენათცა ერთგულებისა მოვალეობისა გამო საყდრისადმი და ქრისტეს ეკლესიისადმი, ეგოდენ არა ნაკლებადვე შეერთებისა გამო ყოველთა საქართველოს ეპარხიათა, ერთსა საეპარხიოსა უწყებასა ქვეშე, რომლისაცა ძლით ერთბამად ესე ვითარისა განკარგულებისათანა მაღლისა მმართებლობისაგან უმაღლესსა ნებასა ზედა დაფუძნებულისა გაუქმებულ იქმნა ეპარხიაცა ჩემ მიერ განსაგებელი; და ვინაიდგან ვგრძნობ სრულიად უძლურებათა ჩემთა აღსრულებისათვის მსახურებისა ახლისა ამისამებრ ხარისხისა, არა ეგოდენ მოხუცებულობისა გამო, რაოდენადცა ძლიერისა დაკვეთებისაგან მიწასა ზედა ცხენიდგან გარდმოვარდნის ჟამსა, რომელიცა შემემთხვია მე უბედურებითა უწინარეს ექვსისა წლისა; ამისათვის ყოვლად უმდაბლესად ვთხოვ თქუენ მაღალყოვლადუსამღვდელოესობასა, რათა ინებოთ ვითარცა დარღვეულისა სიმრთელისა გამო ჩემისა, ეგრეთვე მოხუცებულობისა მიხედვითაცა, დატევება ჩემი განსაგებელად გაუქმებულისა სარუსთველოს ეპარხიისა, რომელსა ზედაცა ვმყოფობდი აქამომდე“. საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის ნებართვით მეუფე სტეფანე დატოვეს მარტყოფში საცხოვრებლად. 1824 წლის ბოლოს მიტროპოლიტმა სტეფანემ მარტყოფის ხელთუქმნელი ტაძრისთვის დაამზადებინა ახალი კანკელი. „ჩვენ, ყოვლად სამღვდელო, მდაბალმა რუსთველ არხიეპისკოპოზმან, ენისელთ მოურავის ძემ, სტეფანე, შეუმზადე კანკელი ესე ჩემგანვე ახლად აღშენებულსა ამას ხელით უქმნელის ეკლესიასა, საოხად სულისა ჩემისა. ამინ. იანვრის 1, 1825წ.“ ეს კანკელი XX ს-ის 20-იან წლებში კომუნისტებმა გაანადგურეს. 1828 წლის თებერვალში წმ. ანას | ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. მიტროპოლიტი სტეფანე 1839 წლის 18 ნოემბერს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მარტყოფში, თავის რეზიდენციაში, ღამის 12 საათზე გარდაიცვალა, რაც იმავე დღესვე აცნობა მისმა ძმისშვილმა, იღუმენმა იოანემ (ჯორჯაძე) თბილისში სინოდალურ კანტორას. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, 1839 წლის 20 აპრილს მეუფე სტეფანემ შეადგინა ვრცელი ანდერძი, სადაც თავისი ქონება თავის ნათესავებს გადაუნაწილა, ასევე ეკლესიებსა და მონასტრებს დაუტოვა გარკვეული თანხა და ნივთები. მიტროპოლიტი სტეფანე თავისავე აშენებულ მარტყოფის საკათედრო ტაძარში სამხრეთაღმოსავლეთის სვეტთან დაასაფლავეს. აღნიშნული სვეტის ჩრდილოეთ მხარეს, სვეტში შემჯდარ
40-3 საპატრიარქოს უწყებანი N40 20-26ნოემბერი 2014წ გვ.20
მიტროპოლიტი სტეფანე (ჯორჯაძე) 1764-1839 (დასასრული)
მარმარილოს ქვაზე, იყო მხედრულად წარწერა: „აქ განისვენებს გვამი წმინდისა ამის ეკლესიის აღმშენებელისა, რუსთავის არქიეპისკოპოსისა, საქართველოს ვიკარისა და კავალეროსანის სტეფანესი, გვარად თავად ჯორჯაძისა, რომელმანცა განვლო სოფელსა ამას შინა ოე (75) წელნი, შრომითა და პირად პირადითა სახითა მღვეწელობითა და შემატებითა ამის ეკლესიისათა, ხოლო უკანასკნელ მიმცემი ხარკისა მოხუცებულობისა ჟამსა შთააბნევს აქა მტვერადვე ნოემბრის იც (18) ჩყლთ (1839) წელსა, რომლისაცა აღზრდილმან ძმისწულმან და სულის მეუფემან იღუმენმა იოანე შეუმზადე ნიში ესე, ღირსად სახსოვარსა მას.“ მადლიერმა მარტყოფელებმა კი მეუფე სტეფანეს, რომელმაც თავისი ცხოვრების 75 წლიდან 47 წელი მარტყოფში გაატარა, ასეთი შინაარსიის ლექსი მიძღვნეს: „შეიწყალოს რუსთველი, ღვთაება რომ აგვიშენა, თავს გვირგვინი დაამშვენა, თვითონაც შიგ განისვენა.
41 საპატრიარქოს უწყებანი N41 27 ნოემბერი-3 დეკემბერი 2014წ გვ.17
მღვდელ-მონაზონი სპირიდონი (კეთილაძე) 1855-1937
მღვდელ-მონაზონი სპირიდონი, ერისკაცობაში –– სოლომონ პეტრეს ძე კეთილაძე 1855 წელს ქუთაისის გუბერნიის დაბა ხონში კეთილმორწმუნე გლეხის ოჯახში დაიბადა. მიღებული ჰქონდა შინაური განათლება. XIX ს-ის 80-იან წლებში მოილოცა ათონის წმ. მთა და რამდენიმე წელი წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ქართველთა სავანეში ცხოვრობდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მტკიცედ გადაწყვიტა მონაზვნობა და 1889 წლის 2 მარტს გორის ეპისკოპოსსა და შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარს, ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე) თხოვნით მიმართა: „ჯერ კიდევ ბავშობიდან შევისწავლე წერა-კითხვა, საღმრთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი, შემდეგ ვიმყოფებოდი ათონის მონასტერში, სადაც წლების მანძილზე მორჩილებას ვასრულებდი. რადგან ათონის მძიმე კლიმატმა ჩემზე ცუდად იმოქმედა, დავბრუნდი საქართველოში. ამიტომ გთხოვთ, მიმიღოთ შიომღვიმის მონასტერში მორჩილად". მეუფის ლოცვა-კურთხევით სოლომონი შიომღვიმის მონასტრის საძმოში ჩაირიცხა, სადაც იმ პერიოდში მონასტრის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა. რამდენიმეწლიანი მორჩილების გავლის შემდეგ, 1891 წლის 7 თებერვალს, მორჩილი სოლომონი ეპისკოპოს ალექსანდრეს სთხოვს, უშუამდგომლოს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წინაშე, რათა მიიღონ სასულიერო უწყებაში და ბერად აღკვეცონ. 1891 წელს ბერად აღიკვეცა და სახელად სპირიდონი ეწოდა. ამავე წელს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ დიაკვნად აკურთხა. მცირე ხანში ბერ-დიაკვანი სპირიდონი ზედაზნის მონასტერში გადაიყვანეს, სადაც ასევე სავანის აღდგენითი სამუშაოები ხორციელდებოდა და იგი აქტიურად ჩაერთო ამ საქმიანობაში. 1892 წლის 5 მაისს ეპისკოპოსი ალექსანდრე საქართველოს ეგზარქოს პალადის წერს: „ზედაზნის მონასტრის მღვდელ-მონაზონმა ტიხონმა (ხუციშვილი -– გ.მ.) ვერ აიტანა მძიმე კლიმატური პირობები და უნდა თბილისის ფერისცვალების მონასტერში გადასვლა. ხოლო ზედაზნის მონასტრის ბერ-დიაკვანი სპირიდონი არის პატიოსანი ყოფაქცევით და რუსული ენის მცოდნე, მინდა ვაკურთხო მღვდლად და დავნიშნო იქ. მას შეუძლია რუსულად ჩაატაროს წირვა-ლოცვა მონასტერში“. მართლაც, ამავე წლის მაისში ხელი დაასხეს მღვდლად და ზედაზნის მონასტრის მმართველად დანიშნეს. 1894 წლის მარტში მამა სპირიდონს ბეთანიის მშენებარე მონასტრის მმართველობა ჩააბარეს. აი, რას წერდა ბეთანიის მონასტრის მომდევნო წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე (მაისურაძე) თავის მოგონებებში: „ისმინეთ აწ, თუ ვითარ იქნა ბეთანიის მონასტრის განახლება. იყო ბერი ვინმე და სახელი მისი სპირიდონ. თვით სპირიდონ ბერი იყო ხონელი, გვარად კეთილაძე. მამასა ერქვა პეტრე, დედასა -–– მარინე. ამ ბერმა სპირიდონმა მოისურვა ბეთანიის მონასტრის შეკეთება. სპირიდონ ბერი ბეთანიის მონასტერში ათას რვაას ოთხმოცდათოთხმეტში, მარტის თვეში მოვიდა. გავიდა ხმა გარემოს, ბერი ვინმე მოსულა ბეთანიაში და ამბობსო: უნდა განვაახლოვო. თითონ რითი უნდა განაახლოსო, ტანთ არ აცვია და ფეხთა, საჭმელი იმას არა აქს და სასმელი, მოდიან სოფლები, უყურებენ შორიდან. გაუხდა ავად ცოლი ვანო აფციაურსა (ღვეველს), რომელიც მოვიდა და სთხოვა ბერს, რომ ელოცა იმ ვანო აფციაურის ცოლისათვის, რო მორჩენილიყო. ულოცა და მორჩა. ამიერიდან მეტი მოწყალე იყო ვანო აფციაური ბეთანიის მონასტრისა. ბეთანიის მადლითა სხვანიც იკურნებოდნენ. ესრეთ ღვთის შემწეობითა, ბეთანიის საქმემ წინ დაიწყო წასვლა“. გადიოდა დრო, ბეთანიის მონასტერი ნელ-ნელა მოქმედი მონასტრის სახეს იღებდა. მისი ბედით დაინტერესდა ადგილობრივი თავადი დავით ზაქარიას ძე ბარათაშვილი, რადგან მონასტერი მის მამულში მდებარეობდა. მან განიზრახა მონასტრის აღდგენა და 1896 წელს დახმარებისა და ლოცვაკურთხევისთვის საქართველოს ეგზარქოსს მიმართა, რაზედაც მალევე თანხმობა მიიღო. მართლაც, თავად ბარათაშვილის დახმარებითა და ფინანსური შეწევნით მამა სპირიდონმა უამრავი კეთილი საქმის გაკეთება შეძლო. უმოკლეს დროში აშენდა წინამძღვრის საცხოვრებელი სახლი, ბერთა სენაკები, გასუფთავდა ეკლესიის გარშემო ტერიტორია, აქვე
41-1 საპატრიარქოს უწყებანი N41 27 ნოემბერი-3 დეკემბერი 2014წ გვ.18
მღვდელ-მონაზონი სპირიდონი (კეთილაძე) 1855-1937(გაგრძელება)
აღმოჩნდა უკვე მივიწყებული ანკარა წყარო. თავადმა ბარათაშვილმა ბეთანიის მონასტერს შესწირა სახნავ-სათესი მიწები. საქართველოს ცენტრალურ არქივში დაცულია ამის დამადასტურებელი საბუთიც, რომელსაც დავით ბარათაშვილი გასცემს მამა სპირიდონის სახელზე: „1897 წლის მარტის 4-სა დღესა, მიეცა ესე წერილი მღვდელ-მონაზონ სპირიდონსა, მასზედ, რომელ ნებასა ვაძლევ ჩემს მამულს ბეთანიაში დაბინავებას, რათა ყურადღება იქონიოს, როგორც ეკლესიაზედ, ისე მამულზე. ამას გარდა, არავის ნება არა აქვს ჩემგან მიცემულ მამულში ხე-ტყე მოსჭრას, თვინიერ საზამთრო საძოვრის სარგებლობის გარდა, რომელიცა მაქვს მიცემული შაჰყულაშვილისთვის და ამისა გამო ნებას გაძლევთ, რომ ყველას აღუკრძალოთ ხეების მოჭრა. თქვენ თვითონ ნებას გაძლევთ, ისარგებლოთ თქვენის საჭიროებისათვისა, რაც საჭირო იქმნება თქვენთვის საბოსტნე ადგილთა სახნავითა, სათიბითა და სხვა და აგრეთვე ისარგებლოთ შეშითა და ხე-ტყითა და აგრეთვე, რაც ეკლესიას დაჭირდება ხე-ტყე“. თავდაპირველად მონასტრის ძმობამ აღადგინა მცირე დარბაზული ეკლესია, რომელიც 1898 წლის 17 მაისს წმ. გიორგის სახელზე აკურთხეს. მის კურთხევას გამოეხმაურა გაზეთი „ივერია“ და ვრცელი სტატიაც მიუძღვნა მას. 1899 წლის დეკემბერში კვლავ გაზეთი „ივერია“ წერდა: „უკანასკნელ ჟამს ბეთანიის მონასტერს გამოუჩდნენ პატრონები, შეიყარეს რამდენმამე ძმებმა ერთად თავი და ისურვეს ძველის ნაშთის აღდგენა და სამუდამოდ დაცვა. დღეს იქ უკვე ათამდე მუშაკი ბერნი და მორჩილნი სცხოვრებენ, რომელნიც თავიანთის შრომით აახლებენ უძველესს ნაშთს. ასეთ საქმისათვის არა კმარა მარტოდ იმათი შრომა და მუშაკობა. საჭიროა, რომ ამ საქმეს სხვებმაც მიაქციონ ყურადღება და უმეტესად ორბელიანთ გვარის წევრთა, რომელ გვარის ერთის უხუცესის გრ. ორბელიანის ნატვრას ის შეადგენდა, რომ ეს უძველესი ნაშთი, რომელიც მათ გვარეულობის სასახელოთ აუგიათ თამარ მეფის დროს, არ შემუსვრილიყო და აღდგენილიყო. შევიტყეთ ისიც, რომ საქართველოს ექსარხოსს ფლაბიანეს კეთილუნებებია დახსენებულის მონასტრის მღვდელმონაზონ სპირიდონისთვის ლოცვა-კურთხევა უბოძებია, რათა მან მოიაროს და ყველა ჩვენს გულშემატკივართ დაავალოს ამ დიდებულის ნაშთის სასარგებლოდ თვისის წვლილის გამეორება და მით აღდგენა დიდებულის გვამის სახისა“. თავის მხრივ, 1900 წლის იანვარში ასევე გაზეთ „ივერიაში“ მამა სპირიდონი წერდა: „ივერიის 266-ე ნომერში დაბეჭდილია წერილი ბეთანიის მონასტრის აშენების შესახებ; საჭიროდა ვრაცხ, ზემოხსენებულ ცნობებს შემდეგი დავსძინო: ჩვენ, როგორც უძლურნი და მწირნი ძმანი, ხსენებულ საქმის ხელის მოკიდებას ვერ გავბედავდით, რომ არ დაგვხმარებოდა და არ წავეხალისებინეთ დიდად პატივცემულს თავადს დავით ზაალის ძე ბარათაშვილს, რომელმაც მონასტრის განახლების და აქ მცხოვრებ ძმათათვის შემწეობა აღმოგვიჩინა. იმედი გვაქვს, პატივცემულის თავადის ბარათაშვილის მაგალითს სხვა კეთილშობილი ბარათაშვილები და ორბელიანებიც მიჰბაძავენ და ამ ძვირფასის ტაძრის განახლებაში შემწეობას აღმოგვიჩენენ, თორემ ჩვენისთანა მწირთათვის ასეთის საქმის გაკეთება მეტად ძნელია“. სამწუხაროდ, მონასტრის მთავარი ტაძრის განახლება და კურთხევა კიდევ მრავალი წლის განმავლობაში არ მოხერხდა და დროში გაიწელა. იგი 1910 წლის 13 ივნისს აკურთხეს. ასევე მძიმე დღეები დაუდგა მას თავად დავით ბარათაშვილის გარდაცვალების შემდეგ. მისმა მემკვიდრეებმა აღარ მიაქციეს მონასტერს ყურადღება და მამა სპირიდონს მხოლოდ საკუთარი ძალებით უწევდა სავანის შენახვა, რის გამოც მრავალი უსიამოვნების გადატანა მოუხდა. ჯერ იყო და მონასტრის ტერიტორიაზე მან გლეხების რამდენიმე ოჯახი დაასახლა, შემდეგ იყო და სამრევლო ეკლესიებში გადიოდა ხშირ-ხშირად წესების შესასრულებლად. ამის გამო მას დაპირისპირება მოუვიდა სოფ. პრიუტის (ეხლანდელი ორბეთი) ტაძრის წინამძღვარ, მლვდელ მელიტონ ყანჩაველთან. მალე ეს დაპირისპირება გაზეთის ფურცლებზე გაგრძელდა. მამა მელიტონს ბრალად ედებოდა ქართული მრევლის უგულებელყოფა, რომ იგი არ დადიოდა ახლო-მახლო სოფლებში და იქ დასახლებულ მთიულებს საეკლესიო წესებს არ უსრულებდა. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას უფრო რუს მორწმუნეებს უთმობდა, ვიდრე ქართველებს. თავის მხრივ კი მამა მელიტონი მამა სპირიდონს ადანაშაულებდა სხვის სამრევლოებში შეჭრას და წერდა: „მამა სპირიდონს რეზიდენცია სოფ. ღვევში აქვს; 1909 წელს მან ღვეველები აცდინა, განაჩენი დაადგენინა (30 კომლია) საკუთარ თავის სამწყსოთ განცალკევებაზედ, მაგრამ მოსტყუვდა. ის ჩემის მრევლით ცხოვრობდა და ცხოვრობს კიდეც, რის წინააღმდეგი არც ვარ და არც ვიქნები, მაგრამ მისმა უკადრისმა საქციელმა იქამდე მიმიყვანა, რომ ავუკრძალე ჩემს მრევლში სიარულიდანწესების შესრულება, რაზედაც ვაცნობე სასულიერო მთავრობასაც. მისი საქციელის საბუთები ხელთა მაქვს“. გაზეთ „სახალხო გაზეთის“ ფურცლებზე ვინმე „ნ. კ. ე“ მამა მელიტონისა და მღვდელ-მონაზონ სპირიდონის დაპირსპირებაზე წერდა: „ნასწავლი და მიწერ-მოწერაში დახელოვნებული მღვდელი მელიტონ ყანჩაველი კალმით მოუგებდა გულუბრყვილო ბუნების შვილს –– მთიულს, ამაში მე ეჭვიც არა მქონდა, მაგრამ თვით „საბუთი“ ყანჩაველის სიმართლისა უზომოდ მაკვირვებს, რატომ არ მიჩივლესო? ნუთუ მ. ყანჩაველმა, როგორც ქართველმა, მართლა არ იცის, თუ სხვებს აბრიყვებს, არ ვიციო, რომ ქართველი ხალხი სამღვდელოების წინააღმდეგ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს საჩივარს, მთავრობას და ოფიციალურ სამართალს! ხოლო რაც შეეხება სპირიდონ ბერს, რომელსაც მ. ყანჩაველი წერი-
41-2 საპატრიარქოს უწყებანი N41 27 ნოემბერი-3 დეკემბერი 2014წ გვ.19
მღვდელ-მონაზონი სპირიდონი (კეთილაძე) 1855-1937(გაგრძელება)
ლის ავტორობას სწამებს (რედაქციამ კი სხვა დაასახელა), მე მას არ ვიცნობ, მაგრამ უთვალავჯერ გამიგონია, რომ ის დიდად პატივცემულია ხეობაში და თუ იქ კიდევ ჯერ სწამთ ღმერთი და მღვდელი, ეს სპირიდონის წყალობად უნდა ჩაითვალოს“. მღვდელ-მონაზონ სპირიდონის მძიმე ყოფა და გაჭირვებული მდგომარეობა შემდეგ წლებშიც გრძელდებოდა. 1914 წელს გაზეთი „სახალხო ფურცელი“ წერდა: „დღეს მონასტერს განაგებს და იცავს თავდადებული ადამიანი, ბერ-მონაზონი სპირიდონი (კეთილაძე), რომელიც აგერ თექვსმეტი წელიწადია უნაკლულოდ ასრულებს ამ მოვალეობას. თავდადებული-მეთქი, ვამბობ, რადგან სწორედ ასეთი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელსაც ეკლესიის გამშვენებისა და დაცვის საქმისათვის ვაი-ვაგლახი გადაუტანია. საქმე ისაა, რომ მონასტერი შტატგარეშეა და თან კერძო მესაკუთრეთა მამულში იმყოფება; არავითარი წყარო და სახსარი შემოსავლისა მას არ გააჩნია. მამულით. ბარათაშვილებსა და მათ მემკვიდრეებს ეკუთვნით ტყე და საძოვარი, რომელიც მონასტერს აკრავს, 53 დეს. შეიცავს, აქედან 25 დესეტინამდე, ეკლესიის გარშემო, თ-დ დავით ბარათაშვილის მემკვიდრეების (კნ. იულიასი და მისი ქალიშვილების: კნ. ბარბარე ბაგრატიონ-დავითიშვილისა, და მარიამ, ქიქოძის მეუღლისა) ყოფილა. თ. დავით ბარათაშვილს ეკლესიის განახლების ზეიმის დღეს აღუთქვამს ზემოდ დასახელებულ ინტელიგენტთა ჯგუფისთვის, რომ იგი თავის წილს მონასტერს სწირავს. მას აზრად ჰქონდა თურმე ამ ადგილში თავად-აზნაურთა შვილებისათვის საზაფხულო სამყოფის მოწყობა, მაგრამ განსვენებულის განზრახვა განზრახვამდე დარჩენილა და მონასტერი დღეს დიდ გაჭირვებას განიცდის. ბერ-მონაზონ სპირიდონს დღემდე თავისუფლად შეეძლო ეკლესიის გარშემო ტყე-საძოვრით სარგებლობა, რადგან ამის უფლება თვით განსვენებულ თ. დავითს მიუცია და სათანადო ბარათიც დაუწერია საკუთარი ხელით, ხოლო დღეს კი ასეთი უფლება მემკვიდრეებს არ უცვნიათ და აუკრძალავთ მამა სპირიდონისთვის არათუ მამულით სარგებლობა, არამედ მონასტრის მოვლა-შენახვაც კი. ამგვარად, ყოველივე სახსარს მოკლებული, ისევ უნდა გაპარტახდეს დიდი გაჭირვებით აღდგენილი ძვირფასი ნაშთი ანდა სხვა ვინმე უნდა დაეპატრონოს მას, ეს ასეც მოხდება, რადგან თუ მონასტერს დაპირებული მამულით სარგებლობა მოესპობა, რითი უნდა შეინახოს თავი? თვით ბერ-მონაზონ სპირიდონს ჯამაგირი ან სხვა რამ გამორჩენა არა აქვს და დღემდი მცირე შემოწირულობითა და პირადი მხნეობით ინახავდა მონასტერს, მაგრამ როდემდე შესძლებს იგი ამგვარ მოღვაწეობას!“ სავანის აღორძინების პერიოდმა დიდხანს არ გასტანა. 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოში კომუნისტური ხელისუფლება დამყარდა. ეკლესიებსა და მონასტრებს ჩამოერთვათ მიწა, ქონება, სასულიერო პირებს აეკრძალათ ღვთისმსახურება. მამა სპირიდონს ჯერ კიდევ ძველ დროში არ ჰქონდა დალხენილი ცხოვრება, ახლა კი სულ მთლად გაუჭირდა არსებობა. 1923 წლის 12 მარტს იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) სწერდა: „თქვენო უწმიდესობავ, მივემთხვიე რა მოხუცებულობასა დაუძლურებასა, ვერ შემწევს ძალა და ღონე, ძველებურად მოუარო და უპატრონო ჩემს საყვარელ ბეთანიის მონასტერს. ტანჯვით, ოფლით და შრომით მონაგები მიფუჭდება. გული მტკივა, მაგრამ სიბერე და უძლურება აღარ მაძლევს ნებას დავიფარო იგი. აწ გთხოვ, უწმიდესო, ყურად იღოთ ჩემი უღირსობის თხოვნა. გადასცეთ მონასტერი ესე ძველი ათონიდან დაბრუნებულს მღვდელმონაზონ ილიას (ფანცულაია), რომელიც მრწამს, თავს დასდებს და არ დაიშურებს ძალ-ღონეს მისი მოვლა-პატრონობისათვის, ხოლო ჩემს უღირსებაზე კი მოიღოთ ლოცვა-კურთხევა და ნება დამრთოთ, რათა დაუბრკოლებლად შემეძლოს ცხოვრება ბოლნისის სიონში, რომელიც აწ უპატრონოდ არის დაშთენილი, სადაც ამ სიბერის დროს არ გამიჭირდება ერთი ლუკმაპურის შეძენა“. რამდენიმე თვე მან ბოლნისის ტაძარში გაატარა, ხოლო 1923 წლის 30 ნოემბერს, თავისი თხოვნის საფუძველე, ბორჩალოს მაზრის, სოფ. ბალიჭის ეკლესიაში დაინიშნა, თუმცა ქვემო ქართლში მამა სპირიდონი დიდ-
41-3 საპატრიარქოს უწყებანი N41 27 ნოემბერი-3 დეკემბერი 2014წ გვ.20
მღვდელ-მონაზონი სპირიდონი (კეთილაძე) 1855-1937(დასასრული)
ხანს ვერ გაჩერდა, იგი მალევე უკან, ბეთანიის მონასტერში დაბრუნდა და მამა იოანე მაისურაძეს დაუწყო ბრძოლა წინამძღვრობისათვის. რამდენიმეწლიანი დავა მამა სპირიდონის მარცხით დამთავრდა. 1927 წლის 17 ივნისს მცხეთა-თბილისის საეპარქიო კანცელარია ბეთანიის მონასტრის წინამძღვარ, მღვდელ-მონაზონ იოანეს წერდა: „გაცნობებთ, რომ ეპარქიის მმართველის, კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ ქრისტეფორეს ამა თვის 17 განკარგულებით, მღვდელ-მონაზონ სპირიდონს ნება ეძლევა, იცხოვროს ბეთანიის მონასტერში, მხოლოდ თქვენთან შეთანხმებით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ეკრძალება ყოველივე მღვდელმოქმედების შესრულება ბეთანიაში და მის ახლო მდებარე სოფლებში“. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რამდენ ხანს დარჩა კიდევ მამა სპირიდონი ბეთანიის მონასტერში. XX ს-ის 30-იან წლებში მას თავის მშობლიურ მხარეში ვხედავთ, სადაც აქტიურ მოღვაწეობასა და მქადაგებლობას ეწევა. ეს გახდა მიზეზი მისი დაბეზღებისა. 1937 წლის ოქტომბერში იგი დააპატიმრეს და კომუნისტური ხელისუფლების დამხობის მიზნითა და მოსახლეობაში აქტიური
პროპაგანდის გაწევისათვის ამავე წლის 21 ნოემბერს დახვრეტა მიუსაჯეს, რაც რამდენიმე დღეში სისრულეში მოიყვანეს.
42 საპატრიარქოს უწყებანი N42 4-10 დეკემბერი 2014წ გვ.17
დეკანოზი ალექსანდრე ადამია 1886-1937
ვაგრძელებთ 1937-1938 წლებში საქართველოში რეპრესირებულ სასულიერო პირთა ამსახველი ცხოვრების მოძიებასა და მათზე ინფორმაციის შეკრებას. ულმობელმა ეპოქამ უამრავი კეთილშობილი და ერისათვის თავდადებული მამულიშვილის სიცოცხლე შეიწირა. ერთ-ერთი მათგანია ქუთაისგაენათის ეპარქიის, ქ. ხონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ალექსანდრე ბიჭიას ძე ადამია. დეკანოზი ალექსანდრე 1886 წლის 8 ივნისს ქუთაისის გუბერნიის, ხონის მაზრის, სოფ. ქუტირში კეთილმორწმუნე გლეხის ოჯახში დაიბადა. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების არქივში მისი დაპატიმრების ცნობაში დაბადების თარიღად 1881 წელია აღნიშნული. ყმაწვილმა ალექსანდრემ წარჩინებით დაამთავრა ქ. ხონის ექვსწლიანი სამოქალაქო სასწავლებელი და მიიღო პედაგოგის მოწმობა. 1904-1910 წლებში ქუთაისის გუბერნიის სხვადასხვა სამრევლო-საეკლესიო სკოლებში მასწავლებლად მუშაობდა. 1911 წლის 5 სექტემბერს ლეჩხუმში, ცაგერის ოლქში, სოფ. ჩქუმის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. XX ს-ის 10-იანი წლების ბოლოს დიაკვნად აკურთხეს, მალევე მღვდლად დაასხეს ხელი და მშობლიურ მხარეში, სოფ. ქუტირის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1922 წლის ივნისში საქართველოში ჩატარებულ ეკლესია-მონასტრების საყოველთაო აღწერის დროს ქუტირის ტაძრის მღვდელმსახურია და წინამძღვარი, მღვდელ ევგენი დათიაშვილთან ერთად ხელი მოაწერა ტაძრის ნივთების ჩაბარების აქტს. დეკანოზ ალექსანდრეს შთამომავლების გადმოცემით, მოძღვარს მიღებული ჰქონდა საკმაოდ კარგი სასულიერო განათლება, ასევე შეეძლო დურგლობა, აკეთებდა საუცხოო კარადებს, წნავდა კალათებს და ასაჩუქრებდა ბავშვებს თავისი ხელნაკეთი ნივთებით. ხშირად ეკითხებოდნენ თანასოფლელები -- როგორ ამზადებდა ამ ნაკეთობებს. დეკანოზი ალექსანდრე გულმოდგინედ უხსნიდა, რომ სასურველი ნივთი ჯერ უნდა დაეხაზათ და შემდეგ გაეკეთებინათ. როგორც ჩანს, მას ეს ხელობა, სპეციალურად, სასწავლებელში ჰქონდა შესწავლილი. 1923 წელს ქუტირის ეკლესიაში დროებით შეწყდა მღვდელმსახურება. ამის შემდეგ მოძღვარმა სოფელში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1924 წლის ივნისში სოფ. ქუტირის მრევლისა და მოსახლეობის აქტიური ჩარევით (ეკლესიის ამოქმედებას ხელს აწერდა 340 მორწმუნე) ტაძარში განახლდა წირვალოცვა. XX ს-ის 20-იანი წლების ბოლოს ხელისუფლებამ ტაძარი კვლავ დახურა და მამა ალექსანდრეს მღვდელმსახურება აუკრძალა. მიუხედავად შევიწროებისა, მოძღვარმა ხონის
წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში გააგრძელა მღვდელმსახურება. ერთგული და დამსახურებული სამსახურისათვის XX ს-ის 30-იანი წლების დასაწყისში დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1937 წლის 19 აპრილს ენქერით დაჯილდოვდა. კომუნისტებმა შეუპოვარ მოძღვარს რამდენჯერმე შესთავაზეს, დაეტოვებინა ეკლესია და კოლმეურნეობის თავმჯდომარის თანამდებობას ჰპირდებოდნენ. ამ შეთავაზებით კიდევ მეტად სურდათ მისი პატივის შეურაცხყოფა. მამა ალექსანდრე ამ თანამდებობას, ცხადია, არ დათანხმდა. 1937 წლის 29 სექტემბერს დეკანოზი ალექსანდრე ადამია დააბეზღეს და დაიჭირეს. საბრალდებო დასკვნაში მიზეზად წერია, რომ მოძღვარი აქტიურად ქადაგებდა საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ, მოუწოდებდა გლეხებს, არ შესულიყვნენ საბჭოთა კოლმეურნეობაში და სხვ. დეკანოზ ალექსანდრეს შვილიშვილი, ბატონი შოთა, ასე იხსენებდა ბაბუასთან თავის ბოლო შეხვედრას: „სამტრედიის სამხედრო ბაქანზე ჩამოაყენეს დახურული ვაგონი -- ხით შეჭედილი, ორღერძიანი, პირუტყვის გადასაყვანი. ბებიამ შეგვატყობინა, ასახლებენ და აქვეა, ვაგონშიო. მე მაშინ რვა წლისა ვიყავი, ჩვენი ოჯახი ქალაქში ცხოვრობდა, იქვე, და გავიქეცი ბაბუას სანახავად. იქ რუსის „ხიშტიანი ახრანა“ იყო და დაახლოებით 30 მეტრამდეც არ მიმიშვეს, შაშხანა მომიღერეს. მამამ მითხრა, არ შეგეშინდეს, ბავშვი ხარ და ვერ გესვრიანო. მე რომ არ მოვცილდი იმ ადგილს, შებრუნდა და ბაბუას დაუმიზნა -- „ნუ იხედები ფანჯრიდანო“ და ისიც მოშორდა ჭრილს. მას შემდეგ აღარავის უნახავს. მხოლოდ ერთი წერილი მოვიდა, ტანსაცმელთან ერთად“. ოჯახს უთხრეს, რომ დეკანოზი ალექსანდრე გადაასახლეს. სინამდვილეში, სამეულის განჩინებით იგი 1937 წლის 21 ნოემბერს გაასამართლეს და დახვრიტეს. 1942 წლის 24 იანვარს ოჯახში მოვიდა ტყუილი ცნობა, რომ ვითომ მოძღვარი ათეროსკლეროზით გადასახლებაში გარდაიცვალა. ურწმუნო მეზობლები ხშირად დაცინვითა და ნიშნისგებით მიმართავდნენ მისი ოჯახის წევ-
42-1 საპატრიარქოს უწყებანი N42 4-10 დეკემბერი 2014წ გვ.18
დეკანოზი ალექსანდრე ადამია 1886-1937 (დასასრული)
რებს, რომ ის მღვდელი იყო და თან -- გადასახლებული. მღვდლის ოჯახის შევიწროება მისი დასჯის შემდეგ ამ სახით გრძელდებოდა. მორწმუნეები კი დღესაც კრძალვითა და პატივით მოიხსენებენ მის სახელს. დეკანოზ ალექსანდრეს ჰყავდა მეუღლე მილოსი ლუკას ასული ხვადაგიანი (1887წ. წარმოშობით ცაგერიდან) და ექვსი შვილი: ბიძინა (14.06.1904, პროფესიით ელექტროინჟინერი), ნინო/ნიმფადორა (21.04.1908, ბატონ შოთა თადუმაძეს დედა), შილა (7.12.1912), ლუდმილა (3.09.1914), სარა და შიო (დაილუპა მეორე მსოფლიო ომში). ჰქონდათ ყავრით დახურული სახლი. ომის წლებში სახლის სხვენში მალავდნენ სახარებას, სხვა ლიტურგიკულ ლიტერატურას, ქართულ და რუსულ წიგნებს, ხატებს „დაახლოებით ერთი პატარა სატვირთო მანქანის მოცულობის იქნებოდა, იხსენებს ბატონი შოთა ჩვენ, ბავშვები, მხოლოდ ნახატებს ვათვალიერებდით, რადგან ხუცურის კითხვა არ შეგვეძლო; წიგნების ყდები ტყავით იყო შემოსილი და დიდი ხნის ხმარებისაგან -- გაპრიალებული“. სახლის ხელახლა გადახურვის დროს ხელოსანს რომ არ ენახა და არ დაებეზღებინა, წიგნები ჭურებში შეუნახავთ, მაგრამ იქ წყალი ჩასულა და წიგნები დაზიანებულა. ოჯახს ჰქონდა ბევრი განსაკუთრებული, სამაგალითო თვისება, გამოირჩეოდა ზრდილობით, ურთიერთმოწიწებით, ოჯახის ერთმანეთს წევრები,ბატონობით“ მიმართავდნენ. დეკანოზმა ალექსანდრემ მისაბაძი ცხოვრების წესითა და მოწამეობრივი აღსასრულით ნათელი ხსოვნა და ზნეობრივი მაგალითი დაუტოვა შთამომავლობას.
43 საპატრიარქოს უწყებანი N43 11-17დეკემბერი 2014წ გვ.17
დეკანოზი იოსებ ბებიაშვილი 1864 –– 1924
სურამში მოღვაწე ბებიაშვილების სამღვდლო გვარი საუკუნეების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა დედაეკლესიას. მათი გვარი მოხსენიებულია „პირთა ანოტირებულ ლექსიკონში“: „ბებიაშვილი გიორგი –- მღვდელი, სახლიკაცი სორაზან ბებიაშვილისა; სორაზან ბებიაშვილი -– ჰყავს სახლიკაცები: მღვდელი გიორგი, იორდანა, ბეჟან, ქუმსიაშვილი გიორგი,ძმები: სეხნია, მიქელა. შვილები: სუხანა, პაატა. განაყოფები: ნიკოლოზ, ნასყიდა, ბერი. მისცა პირობა თავის განაყოფებს -– ნიკოლოზს, ნასყიდას და ბერს, რომ არ შეეცილებოდა ღვთაების საყდარსა და სასაფლაოზე. 1675 წელი“. აქ მოხსენიებული ღვთაების საყდარი უნდა იყოს სურამის ფერისცვალების ეკლესია, რომლის მღვდელმსახურებიც ბებიაშვილების გვარი იყო. 1715 წელს რუისის ეპარქიის დავთარში მოხსენიებულია სურამის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი გაბრიელ ბებიაშვილი. 1793 წლის7 იანვარს შედგენილი ერთი დოკუმენტი ამტკიცებს, რომ სურამელ ბებიაშვილებს მამულსა და საყდარზე სურამელ მურვანიშვილებთან ჰქონდათ დავა, რომელიც ბებიაშვილების სასარგებლოდ გადაწყდა, რადგან XIX · ს-ის დასაწყისში ისინი კვლავ მსახურობდნენ სურამის ფერისცვალების სახელობის ტაძარში. შედგენილი დოკუმენტის მიხედვით, 1826 წელს სურამის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში მოღვაწეობდნენ: დეკანოზი იოსებ ნებიერიძე, მღვდელი ნიკოლოზ გაბრიელის ძე ბებიაშვილი და მღვდელი ნიკოლოზ სვიმონის ძე ბებიაშვილი (ჩვენი მოსაზრებით, ამ ნიკოლოზის შვილი იყო მღვდელი იოსები, ხოლო იოსების ვაჟი –– მღვდელი იოანე; თავის მხრივ, მისი ვაჟი გახლდათ დეკანოზი იოსებ ბებიაშვილი, უკანასკნელი სასულიერო პირი ამ გვარში). მღვდელი ნიკოლოზ სვიმონის ძე ბებიაშვილი 1830 წლის 8 აგვისტოს ქოლერით გარდაიცვალა,
ხოლო მღვდელი ნიკოლოზ გაბრიელის ძე ბებიაშვილი 1827 წელს ოსიაურის წმინდა გიორგის ეკლესიაში გადაიყვანეს. XIX ს-ის შუა 30-60 წლებში სურამის ფერისცვალების ეკლესიაში მღვდელი გიორგი გურგენიძე
43-1 საპატრიარქოს უწყებანი N43 11-17დეკემბერი 2014წ გვ.18
დეკანოზი იოსებ ბებიაშვილი 1864 –– 1924 (გაგრძელება)
მსახურობდა, ხოლო 60-80-იან წლებში კი მღვდელი იოანე ბებიაშვილი, რომლის ვაჟია დეკანოზი იოსები. დეკანოზი იოსები 1864 წელს დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება მან გორის სასულიერო სასწავლებელში მიიღო. 1881 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1887 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. ამის გამო ახალგაზრდა იოსებს სურდა, სწავლა რუსეთის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში გაეგრძელებინა. ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია დეკანოზ იოსების ქალიშვილის –– თამარის მოგონებები, სადაც ერთ-ერთ წერილში იოსები თავის მამას, მლვდელ იოანეს სწერდა: „პატივცემულო ბატონო მამა! წარმატებით ვამთავრებ რა სემინარიას, უმორჩილესად გთხოვთ, მომცეთ ნება განვაგრძო სწავლა მოსკოვის უმაღლეს სასწავლებელში. თქვენი მოსიყვარულე და პატივცემელი შვილი იოსები“. ამ წერილზე მამა იოანემ ასეთი პასუხი გასცა: „პაპაჩემი მღვდელი იყო, მამაჩემიც -– მღვდელი, მეც მღვდელი ვარ და შენც, ჩემო შვილო, მღვდელი უნდა გახდე, თორემ ხელს ავიღებ შენზე, განგირისხდები. შენი მამა“. იოსები დაემორჩილა მამას და მხოლოდ ერთი რამ სთხოვა: ცოლად ის ქალი მაინც მომაყვანინე, ვინც მე მსურსო, რასაც მამა იოანე დათანხმდა. 1887 წლის შემოდგომაზე იოსებმა ჯვარი დაიწერა პელაგია გიორგის ასულზე (1868). მათ ხუთი შვილი ჰყავდათ: მარიამი (5.1 1.1888), ანა (3.04.1890),ნადეჟდა (20.08.1893), თამარი (10.08.1898) და შალვა (18.06.1901). 1888 წლის 24 იანვარს საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) იოსები დიაკვნად აკურთხა,ამავე წლის 28 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და ახალციხის (მეორე .ვერსიით ახალდაბის) წმ. გიორგის სახელობის ტაძარში განამწესა. 1889 წლის 5 იანვარს სურამის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. მისი ქალიშვილის თამარის მოგონებებში ვკითხულობთ: „მამა განათლებული მღვდელი იყო.ფლობდა ქართულ, რუსულ და ბერძნულ ენებს. სურამში მცხოვრები ბერძნებისათვის იგი წირვის ნაწილს ბერძნულად ატარებდა. იგი ბევრს ზრუნავდა ხალხის სულიერ და გონებრივ განვითარებაზე. იაკობ გოგებაშვილის მითითებით მან პირველი ბიბლიოთეკა დააარსა სურამში. მას დიდი წვლილი მიუძღვის სურამში ქალთა საზოგადოება „მანდილის“ დაარსებაშიც“. 1889 წლის 2 თებერვალს მამა იოსებმა საკუთარ სახლში ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლა გახსნა, სადაც საღვთო სჯულს თავადვე ასწავლიდა.
1892 წლის 26 ოქტომბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1892-1897 წლებში მამა იოსები მიხაილოვის (ეხლანდელი ხაშური) რკინიგზის ორკლასიან სასწავლებელში საღვთო სჯულის პედაგოგად მუშაობდა. 1899 წლის 14 მაისს მას სკუფია უბოძეს. 1902 წელს მღვდელ იოსების ინიციატივითა და ხელშეწყობით სურამში გაიხსნა სამკითხველო და ერთკლასიანი საკვირაო სკოლა, რომლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლადაც თავადვე დაინიშნა. ამასთან დაკავშირებით, ჟურნალი „კვალი“ წერდა: „14 ივლისს მოხდა სამკითხველოს წევრთა კრება მღვდელ ბებიაშვილის თავჯდომარეობით. კრებაზე ის საკითხი იყო წამოყენებული, თუ როგორ უნდა გაეუმჯობესებინათ ღარიბი სამკითხველოს მდგომარეობა. 23 ივლისს მოხდა მეორე კრება. ეს კრება მით არის შესანიშნავი, რომ პირველად წამოყენებულ იქნა კითხვა საკვირაო სკოლის დაარსების შესახებ. ეს მეტად სიმპატიური საკითხია, რადგან სურამელ გლეხთა შორის ასში სამმა არ იციან წერა-კითხვა და თუ წერა-კითხვა ეცოდინებათ, ეს ხომ დიდი ბიჯი იქნება პროგრესის გზაზე. ამ საკითხს კრება სიხარულით მიეგება... ეხლა უნდა ამოერჩიათ ამ საქმის მოთავე კაცი. დაასახელეს მღვდელი ციცქიშვილი, მაგრამ მან უარი განაცხადა სხვადასხვა მიზეზების გამო. შემდეგ ამოირჩიეს მღვდელი ბებიაშვილი და ოქმი გაიგზავნა დასამტკიცებლად, სადაც ჯერ არს. დარწმუნებული ვართ, ცოტა ხანში სურამელებსაც გვექნება საკვირაო სკოლა და თუ მღვდელი ბებიაშვილი ენერგიულად მოეკიდება ამ საკეთილო საქმეს, რისაც სრული იმედი გვაქვს“. მღვდელი იოსები თანაუგრძნობდა გლეხებს და ბევრს ზრუნავდა მათი ეკონომიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. როგორც მისი ქალიშვილი თამარი იხსენებს, ამ საქმის გამო მას სიტყვიერი დაპირის-
43-2 საპატრიარქოს უწყებანი N43 11-17დეკემბერი 2014წ გვ.19
დეკანოზი იოსებ ბებიაშვილი 1864 –– 1924 (გაგრძელება)
პირებაც კი მოსვლია ადგილობრივ თავად ლევან ხიდირბეგიშვილთან. მათი დიალოგი გლეხებზე მიწების დარიგებას ეხებოდა და ბოლოს ასე დასრულდა: „დეკანოზო! შენც ხომ არ სოციალისტობო? არა, ბატონო, მე სამართლიანად ვმსჯელობ და თქვენ რაც გნებავთ ის დაარქვით ჩემს სიტყვებს“. ამის შემდეგ თავადი ლევანი მამა იოსებს გაებუტა და მოძღვარს ისე თავაზიანად აღარ ექცეოდა. 1905- 1907 წლებში, პირველი რევოლუციის დროს, ალბათ, ეს გახდა მიზეზი მამა იოსების დაპატიმრებისა. 1906 წელს გაზეთი „ცნობის ფურცელი“ წერდა: „როგორც სურამიდან გვატყობი ნებენ, იქ შეპყრობილია ადგილობრივი მღვდელი ბებიაშვილი“. ამ მოკლე წერილში მეტი აღარაფერი წერია, მაგრამ, როგორც ჩანს იგი მალევე გაათავისუფლეს. 1903 წლის 6 მაისს ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მამაიოსებს კამილავკა ეწყალობა. 1907 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1907 წლის 27 მაისს “ გორის მაზრის VII ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1912 წელს წმ. ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1917 წლის 12 მარტს (ახ. სტილით -– 25 მარტი), ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, ახლად შექმნილ ეპარქიებში მოხდა ოლქის მთავარხუცესების ახალი არჩევნები. ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, სურამის ოლქის სამღვდელოებამ მამა იოსები აღარ აირჩია მთავარხუცესად, მის ადგილზე ხაშურის ეკლესიის მღვდელი პეტრე კაპანაძე დაინიშნა. დეკანოზი ნიკიტა თალაქვაძე თავის მოგონებებში წერდა: „1917 წლის 11 ივნისს, აკ. ჩხენკელის ლექციიდან დაბრუნებულს, გზაში შემხვდნენ მღვდლები -– ბენიამენ კონტრიძე და ქრისტეფორე ციცქიშვილი. ამათ გადმომცეს, რომ „ცნობილი გარყვნილ-დაცემული სურამის მღვდელი იოსებ ბებიაშვილი, ლეონიდმა „დეკანოზობით“ უნდა დააჯილდოვოსო! ვიღაც სურამელ სამხედრო ექიმს წარმოუდგენიაო. სამღვდელოებას კი ეგ ბებიაშვილი ბლაღოჩინობიდანაც კი გადაუყენებია უსაქციელობისა გამო“. წარდგინებაზე ლეონიდს რეზოლუცია დაუდვია კიდეც, მაგრამ, როგორც შემდეგ გამოირკვა, ლეონიდის „ხელმძღვანელს“, დავით დავითაშვილს, ბარათი მიუწნერია ლეონიდისთვის, რომ „ეს საქმე მძიმე ბრალდებად დაგედებაო!“ კვირას აღარ მოხერხდა მისი გადეკანოზება. ბებიაშვილი და ციცქიშვილი ორივე სურამელია, ერთიმეორის მოსისხლე მტრები. მღვდელი ბენიამენ კონტრიძე დავითაშვილის მეგობარია... ეტყობა, ამათ ორთავეს მოუხერხებიათ დავითაშვილის საშუალებით ბებიაშვილის „დამხობა“ -- დადებული რეზოლუციის გაუქმება“. როგორც ამ წერილიდან ირკვევა, მამა იოსების დაჯილდოება გადაიდო. მას მოგვიანებით, 1918 წლის 1 ოქტომბერს, ურბნელი ეპისკოპოს დავითის (კაჭახიძე) წარდგინებით მიანიჭეს დეკანოზის წოდება.დეკანოზ იოსების ოჯახი სურამში კულტურის ნამდვილ კერას წარმოადგენდა. ამასთან, იგი ცნობილი სასულიერო პირი და განათლებული მოძღვარი გახლდათ, რასაც ადასტურებს მისი ქალიშვილის, თამარ ბებიაშვილის მოგონებები: „ჩვენს ოჯახში რამდენჯერმე ყოფილა ჩამოსული იაკობ გოგებაშვილი სტუმრად. პატარა ვიყავი, როცა მან მაჩუქა „იავნანამ რა ჰქმნა? ერთი ზაფხული ჩვენს ოჯახში გაატარა აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა. მე იმ ზაფხულს მოკლე ხნით ვიყავი ჩამოსული სახლში და არ მქონია საშუალება პირადად მომესმინა საუბარი, დედამ კი მითხრა: ბატონმა ივანემ მითხრა, ისე კარგად ვისვენებ და ვმუშაობ თქვენს სახლში, ნეტავ სულ თქვენთან მამყოფაო. ხშირად ჩამოდიოდნენ ჩვენთან სოფრომ მგალობლიშვილი მეუღლით. ჩემი დაბადების დროსაც კი აქყოფილა სოფრომის მეუღლე. ხშირი სტუმარი იყო ჩვენი ოჯახისა ნატო გა
43-2 საპატრიარქოს უწყებანი N43 11-17დეკემბერი 2014წ გვ.20
დეკანოზი იოსებ ბებიაშვილი 1864 –– 1924 (დასასრული)
ბუნია-ცაგარლისა. ძალიან მეგობრული ადამიანი იყო ქალბატონი ნატო -– მხიარული, ნიჭიერი, მშვენიერი ხმის მფლობელი და უკრავდა თარზე. იმის ჩამოსვლა და სურამის საზოგადოების შეკრება ჩვენთან ერთი იყო და ამ საზოგადოების სულისჩამდგმელი ბრძანდებოდა ქალბატონი ნატო“. 1924 წლის 28 აგვისტოს უღმერთო ხელისუფლებამ ისარგებლა საქართველოში დაწყებული ეროვნულ-გამათავისუფლებელი აჯანყებით და სამღვდელოების დევნა გააძლიერა. გამოსვლაში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრეს დეკანოზი იოსებიც. იგი წაიყვანეს შინსახკომში, საიდანაც უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახს ჩამოართვეს სახლ-კარი, ეზო, მამული. შემდგომში მისი ქალიშვილი თამარი იხსენებდა: „მამა 1924 წელს დახვრიტეს. დახვრეტას ხელი მოაწერა ფილიპე მახარაძემ. ფილიპე და იოსები ძალზედ ახლო მეგობრები ყოფილან სემინარიიდან. სიშორის გამო ფილიპეს ოზურგეთში საკუთარ ოჯახში ჩასვლა ეზარებოდა და ხშირად სურამში, იოსების ოჯახში ისვენებდა. როცა მამა იოსები დახვრიტეს და ოჯახს საარსებო საშუალება აღარ გააჩნდა, მოძღვრის მეუღლე პელაგია წავიდა თბილისში ფილიპეს სანახავად. პელაგიას ფილიპესთან შეხვედრაზე უარი უთხრეს, მაგრამ მან მდივანს უთხრა, რომ მახარაძისათვის მოეხსენებინათ, თუ ვინ ითხოვდა მასთან შეხვედრას. ამის შემდეგ ფილიპე თავად გამოსულა, გადახვევია პელაგიას და იოსები მოუკითხავს. პელაგიას გული შეწუხებია, რომ მოუბრუნებიათ, ფილიპე შეკითხვია რაშია საქმეო? როგორ თუ რაშია საქმე, დახვრეტაზე ხელი მოაწერე და მე მეკითხები, როგორ არისო? ფილიპესაც შეუცხადებია და უთქვამს: სურამში ვიღაცამ უმტრო და მე ალბათ შემომაპარესო. ფილიპე მახარაძემ პელაგიას დაუბრუნა ჩამორთმეული სახლ-კარი და მიწის ნაწილი“. 1994 წლის 17 იანვარს მოხდა დეკანოზ იოსებ ბებიაშვილის რეაბილიტაცია. ცნობაში წერია: „მოქალაქე ბებიაშვილი (ბებიევი) იოსებ ივანეს ძე დაბ. 1880 წელს (აქ დაბადების წელი შეცდომითაა მოყვანილი -– გ. მ.) დახვრიტეს 1924 წლის აგვისტოში. საქართველოს სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 26 მაისის დეკრეტის „1921-1924 წლებში საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ ბრძოლაში მონაწილეობისათვის რეპრესირებულ პირთა მიმართ სამართლიანობის აღდგენის შესახებ“ საფუძველზე მოქ. ი. ი. ბებიაშვილი (ბებიევი) რეაბილიტირებულია“.
44 საპატრიარქოს უწყებანი N44 26დეკემბერი-9იანვარი 2014წ გვ.17
ურბნისის ეპარქია 1917-1952 წლებში
V ნაწილი
1933 წლის 8 მარტს საკათალიკოსო სინოდის გადაწყვეტილებით ურბნისის ეპარქია ჩაბარდა წილკნელ ეპისკოპოს ალექსის (გერსამია)..მეუფე ალექსი
დროგამოშვებით ახერხებდა ურბნისის სამწყსოს მონახულებას, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევების დროს, როდესაც ხელისუფლება ავიწროებდა გადარჩენილ სამღვდელოებას. 1934 წლის 29 იანვარს იტრიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი არტემ ჩხაიძე დახმარებას ითხოვს ადგილობრივი ხელისუფლების უსამართლო საქციელიდან გამომდინარე. საქმე ისაა, რომ ტაძრის დღესასწაულზე, 28 აგვისტოს მრევლმა ეკლესიას შესწირა ხუთი ფუთი ხორბალი სეფისკვერის გამოსაცხობად, რომელიც მამა არტემმა ტაძარში შეინახა. 1933 წლის 21 სექტემბერს სტალინარის რაიონის (ეხლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტი) თავჯდომარე არჩილ ხვედელიძე მილიციელ შალიკო გაჩეჩილაძის თანხლებით მივიდა ეკლესიაში, ძალის გამოყენებით წაართვეს მღვდელს გასაღები, გააღეს ტაძარი და წაიღეს აღნიშნული ხორბალი, რისი მომსწრენიც სურამის თემის მცხოვრებნი გახდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით მოძღვარმა ადგილობრივ მთავრობაში საქმე აღძრა, მაგრამ ოთხი თვის ძიების შემდეგ მას განუცხადეს, რომ პურის ეკლესიიდან გატანა კანონიერი გზებით მოხდა. შეშფოთებული და დამცირებული მღვდელი სამართლის აღდგენას ითხოვდა. ეპარქიაში იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა საეკლესიო საბჭოს ჩაგდებული ჰქონდა ხელში ეკლესიის შემოსავალ-გასავალი, შეთანხმებულად მოქმედებდნენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და არ ემორჩილებოდნენ საეკლესიო მმართველობას. 1934 წლის 5 ოქტომბერს ეპისკოპოსმა ალექსიმ ატოცის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მოინახულა და იქ ნანახი შთაბეჭდილებები კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) მოახსენა: „თანახმად თქვენი უწმინდესობის ივნისის ბრძანებულებისა, ამა თვის ხუთს გავემგზავრე სოფ. ატოცში. ვინახულე ეკლესია, რომელიც საშინელს მდგომარეობაშია. უსუფთაობა მეტისმეტი, მინგრეულ-მონგრეული, ბევრი ხატი არ არის კანკელში, აღსავლის კარებში არც ერთი ხატი, ტრაპეზზე გადაფარებული იყო მხოლოდ ძველი, უვარგისი გარდამოხსნა, შესამოსელი დახეული, წიგნები აგრეთვე. მოვიდნენ საბძოს წევ
44-1 საპატრიარქოს უწყებანი N44 26დეკემბერი-9იანვარი 2014წ გვ.18
ურბნისის ეპარქია 1917-1952 წლებში (გაგრძელება)
რები და მოვსთხოვე შემოსავალ გასავლის წიგნი, მომცეს რაღაც წიგნი, რომელსაც არც ბოლო აქვს და არც დასაწყისი. შიგა და შიგ ამოხეულია ფურცლები. როგორც ისინი ამბობენ, ქურდებმა გატეხეს ეკლესია და წაიღეს ბარძიმ-ფეშხუმი, საცეცხლური, დიდი სანაწილე, ჯვარი და სხვა ვერცხლის ნივთები. ჩემს შეკითხვაზე, თუ რამდენი აქვთ ფული, მითხრეს, რომ ფული საერთოდ არ გვაქვსო. შეკითხვაზე, გაქვთ თუ არა შესავლის წიგნიო, ან რამდენი იყო შემოსავალიო, მათ მითხრეს, რომ ალბათ ქურდებმა წაილესო, ხოლო ფულს ხშირად გვთხოვს ადგილობრივი მთავრობა და ჩვენც ვაძლევთო. მე დავიბარე სოფლის თავჯდომარე, მაგრამ მთელი სამი დღის მანძილზე, რაც იქ ვიყავი, არ გამოჩნდა, სადღაცას დაიმალა. 7 ოქტომბერს ვსწირე ეკლესიაში, მლოცველები ბევრნი იყვნენ, მოეყვანათ მოსანათლი ბავშვებიც, მაგრამ მონათვლით არცერთი მოგვინათლავს. შემდეგ გავიგე, რომ საბჭოს წევრებმა მათ ფული მოთხოვეს იმდენი, რომ მათ ვერ შეძლეს გადახდა და წავიდნენ, ბავშვები უნათლავები წაიყვანეს. როგორც გამოვიკითხე ისინი ადრეც თხოვდნენ მლოცველებს ფულს. ხსნებეული საბჭოს წევრები ანგარიშს არავის უწევენ და უპასუხისმგებლოდ იქცევიან. უმორჩილესად ვსთხოვ თქვენს უწმინდესობას, მიიღოთ ზომები მთავრობის წინაშე, რომ ეს ხალხი, ქონების გამფლანგველები მიცემულ იქნენ სისხლის სამართალში და ჩვენ კი მოგვცენ დახმარება, რათა მოვახდინოთ არჩევნები და ახალი საბჭოს წევრები ავირჩიოთ“. ეპარქიაში დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ზოგიერთი სოფლის ხელმძღვანელობა არ ცნობდა წილკნელი ეპისკოპოს ალექსის გაცემულ ოფიციალურ მანდატს და არ აძლევდა მოძღვარს საეკლესიო წესების შესრულების უფლებას. ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი ლეონტი გელაშვილი 1935 წლის 10 აგვისტოს უწმინდეს კალისტრატეს წერდა: „ვინაიდან ზოგიერთი სოფლის ხელისუფალი არა სცნობს ყოვლადსამღვდელო წილკნელის მანდატს და მაბრკოლებს წესების შესრულებას მორწმუნეთათვის, გთხოვთ, მიბოძოთ სათანადო მანდატი. მე მაბარია სოფლები: ყვიბისი, ბერის საყდრები, ვარდგინეთი, ზემო ბეშეთი, ქვემო ბეშეთი და კორტანეთი, და უმღვდლოდ დარჩენილი მასზედ მიწერილი სოფლები: გაღმა ახალდაბა, გამოღმა ახალდაბა, სადგური ახალდაბა, სავანის ხევი, გუგულიძეები, რიკაძეები, სათივე, სალმანაშვილის კარი, ჭაჭარაქი და ნეძვი“. კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ ამ საბუთსზედვე გაუკეთა მინაწერი: „მიეცეს მანდატი, ხოლო დაბრკოლებათა შესახებ მოხსენდეს მთავრობას“. ხელისუფლების წარმომადგენლები ყველა ხერხით ცდილობდნენ სამღვდელოებისთვისწირვა-ლოცვის ჩატარების უფლება არ მიეცათ. განსაკუთრებით ისეთ დიდ დღესასწაულებზე, როგორებიცაა ბრწყინვალე აღდგომა, შობა, მარიამობა, გიორგობა. ამ დროს ეკლესიებში დიდძალი მლოცველი იყრიდა თავს, რაც ულვთო ხელისუფლებას აღიზიანებდა. როდესაც ვერ ახერხებდნენ მსახურების ჩაშლას, პირდაპირ იერიშზე გადადიოდნენ და მოძღვრებს რამდენიმე დღით აპატიმრებდნენ. ასეთი შემთხვევები მრავლად არის დაფიქსირებული იმ წლებში. 1936 წლის 26 აპრილს ეპისკოპოსი ალექსი უწმინდეს კალისტრატეს წერდა: „ცნობა მივიღე, რომ ხაშურის მღვდელი არჩილ ნებიერიძე დაუტუსაღებიათ დიდ ხუთშაბათს. არ იციან, რისთვის. აღდგომის დღესასწაულზე მორწმუნეები უმღვდელოდ დარჩნენ. მე თბილისიდან რომ დავბრუნდი, ავად გავხდი და მხოლოდ გუშინ ავდექი, მისთვის დამიგვიანდა მომეხსენებია თქვენთვის. იქნება რომ მოხერხდეს, რომ დაეხმაროთ, ან გაიგოთ, რაშია საქმე, რისთვის დაიჭირეს. თვითონ ისეთი ფრთხილი და მშიშარაა, რომ არას ჩაიდენდა, მე მგონია, რომ დატუსაღების ღირსი იყოს“. აღდგომის დღესასწაულის შემდეგ მამა არჩილი ციხიდან გაათავისუფლეს. მსგავსი რამ მოხდა მოხისის ტაძრის წინამძღვარ, მღვდელ სამსონ მძინარაშვილის შემთხვევაში, თუმცა იქ ყველაფერი მოძლვრის დახვრეტით დამთავრდა. მოხისის სამრევლო, პატიოსანი მოძღვრის წყალობით, სულიერ ოაზისად იქცა. ამაზე კომუნისტები მრისხანებდნენ და მამა სამსონს ათას განსაცდელში აგდებდნენ. ხშირად აპატიმრებდნენ. დროსაც შესაფერისს არჩევდნენ –- ქრისტეს აღდგომის წინა პერიოდს. დადგებოდა თუ არა მარხვა, აპატიმრებდნენ. ჩაივლიდა აღდგომა და გამოუშვებდნენ ხოლმე. იცოდნენ უღმერთოებმა, რომ აღდგომა და დიდმარხვა ყველაზემნიშვნელოვანი პერიოდია საეკლესიო ·ცხოვრებაში.დიდმარხვისა და აღდგომის მადლით, განსაკუთრებით
44-2 საპატრიარქოს უწყებანი N44 26დეკემბერი-9იანვარი 2014წ გვ.19
ურბნისის ეპარქია 1917-1952 წლებში (გაგრძელება)
ძლიერდება ქრისტიანი. არ უნდოდათ ბოლშევიკებს სააღდგომო ლიტანიობა, ანთებული კელაპტრები, „ქრისტე აღდგას“ გალობა, ამიტომაც ატარებდა ხშირად მამა სამსონი აღდგომის დღესასწაულს ციხეში დატუსაღებული, მაგრამ სულით თავისუფალი, დაპატიმრებული, მაგრამ არა -- დამორჩილებული. 1938 წლის 23 მარტს კი, დიდმარხვის | კვირას, მამა სამსონი ხელახლა დაიჭირეს, 24 აპრილი,აღდგომა კვლავ საპატიმროში გაატარებინეს, 3 მაისს კი სამეულისგანჩინებით სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. 1937 წლის 2 ივნისს ქ. გორის მართლმადიდებელმა რელიგიურმა საზოგადოებამ და მრევლმა კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს თხოვნით მიმართა: „როგორც თქვენს უწმინდესობას მოეხსენება, ურბნისის ეპარქია არის მიტოვებული უმღვდელმთავროდ, რის გამოც დიდი მითქმა-მოთქმა და საყვედური ისმის მორწმუნეთა შორის. არაერთხელ მივმართეთ გორის საკრებულო ტაძრის წინამძღვარ ბიბილურს, ეშუამდგომლა თქვენს წინაშე, რომ დანიშნულ ყოფილიყო მღვდელმთავარი, მაგრამ დღემდის არავითარ ზომებს არ ღებულობს. ახლა პირდაპირ მოგმართავთ თქვენს უწმინდესობას, რომ დაგვინიშნოთ ეპისკოპოსი ვარლაამი (მახარაძე) ან სხვა ვინმე, რომელიც იქნება დაკმაყოფილებული ეკლესიის შემოსავლიდან“ -- წერილს ხელს აწერდა ამავე ტაძრის საბჭოს თავჯდომარე ვანო საური, წევრები: ნ. სალუკაშვილი და ბ. გელდიაშვილი, დეკანოზი გიორგი დავითაშვილი, მედავითნე ნიკოლოზ გეტმანი და მრევლის 16 სხვა წევრი. სამწუხაროდ, გამართლდა მამა გიორგის ვარაუდი. 1937 წლის 17 ივლისს საკათალიკოსო სინოდმა იმსჯელა ამ საკითხზე და შემდეგი რეზოლუცია გამოიტანა: „ვინაიდან მოხსენებაში არარის აღნიშნული ადგილობრივი წყაროების მდგომარეობა, საიდანაც შესაძლებელი იქნება მღვდელმთავრის ჯამაგირის დანიშვნა, არც ბინა იმექონება, –– საკათალიკოსო სინოდი განაჩინებს: საკითხი საკუთარი მღვდელმთავრის დანიშვნისათვის გადადებულ იქმნას“
1937-1938 წლების რეპრესიების ტალღამ ურბნისაწყურის ეპარქიასაც გადაუარა. გარდა ოფიციალურად მოქმედი მოძღვრების დახვრეტა-დაპატიმრებისა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ დაინდეს არც განმოსილი სამღვდელოება, რომელთაც მიტოვებული ჰქონდათ ეკლესიაში მსახურება და საბჭოთა ხელისუფლების სამსახურში იყვნენ ჩამდგარი. ასეთები იყვნენ: ცხინვალის რაიონის, სოფელ ქურთაში მცხოვრები მედავითნე კირილე ანტონის ძე ბასიშვილი; ცხინვალში მცხოვრები მღვდელი ელისე ზაქარიას ძე კვანჭახიძე; ქ. გორში მცხოვრები მღვდელი ნიკოლოზ გრიგოლის ძე მაისურაძე; გორის რაიონის, სოფელ მეღვრეკისში მცხოვრები მღვდელი ვასილ გიორგის ძე კუ- ლუმბეგაშვილი; ბორჯომში მცხოვრები მღვდელი იოსებ გიორგის ძე ჯომარჯიძე; გორის რაიონის, სოფელ დგვრისში მცხოვრები მღვდელი გიორგი ივანიძე; ახალციხის რაიონის, სოფელ არალში მცხოვრები, კათოლიკური ეკლესიის მოძღვარი, პასტორი გაბრიელ პავლეს ძე გოზალაშვილი.1939-1944 წლებში ურბნისისა და აწყურის კათედრას წილკნელი ეპისკოპოსი ტარასი (კანდელაკი) განაგებდა, რომლის დროსაც საერთოდ მოიშალა ეპარქიაში საეკლესიო ცხოვრება. გაუქმდა თითქმის ყველა ტაძარი, გარდა ხაშურის საკათედრო ტაძრისა, სასულიერო პირები თითზე ჩამოსათვლელნიღა იყვნენ.ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ასეთი რთული და დაძაბული მდგომარეობა 1943/44 წლამდე გაგრძელდა. აქედან მოყოლებული, სახელმწიფომ ეკლესიას მისცა უფლება გაეხსნათ დაკეტილი ტაძრები და სამღვდელოებასაც ოფიციალურად დართეს ნება აღესრულებინათ წირვა-ლოცვა და საეკლესიო წესები მორწმუნეთათვის. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან შეზღუდული და შეკვეცილი იყო ეკლესიის უფლებები. იმჟამად მოქმედი ყველა ეპარქიის ეპისკოპოსს დაევალა შეედგინათ სიები იმ სასულიერო პირთა შესახებ, რომელთაც სურვილი გამოთქვეს, მღვდელმოქმედება და ეკლესიაში სამსახური გაეგრძელებინათ. ურბნისის ეპარქიას 1944 წლის 30 აპრილიდან განაგებდა მიტროპოლიტი მელქისედეკი (ფხალაძე, შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი). 1944 წლის 29 ივლისს იგი თავის ეპარქიაში დარჩენილ სამლვდელოებას ასეთი განცხადებით მიმართავს: „თანახმად მისი უწმინდესობის განკარგულებისა გეძლევათ წინადადება: 1) ეცადეთ სარწმუნოებრივი წესები შეუსრულოთ მოქალაქეებს გამოსასვლელ დღეებში (კვირაობით), ხოლო სადაგ დღეებში -– საღამოობით, რომ კოლმეურნეობაში მომუშავენი არ დაბანდნენ სახლში და ამით არ დაბრკოლდეს საზოგადო საქმე; 2) თუ ჯერ არა ხართ დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით, გამოცხადდით ფინსახკომის განყოფილებაში და მოახსენეთ, თუ რა აიღეთ დღიდან სამსახურის განახლებისა. ასევე მოიქეცით სექტემბრის გასულს, ხოლო 1945 წლის 10 იანვრამდე შეიტანეთ განწესებული დეკლარაცია დასაბეგრ თანხის საბოლოოდ გამოსარკვევად. აუცილებლად საჭიროა, რომ გაიღოთ შეძლებისდაგვარი წვლილი; 3) საკათოლოკოზოს საზოგადო საჭიროებათ დასაფარავად; 4) თავდაცვის ფონდის გასაძლი-
44-3 საპატრიარქოს უწყებანი N44 26დეკემბერი-9იანვარი 2014წ გვ.20
ურბნისის ეპარქია 1917-1952 წლებში (დასასრული)
ერებლად. შენიშვნა: მესამე და მეოთხე მუხლში აღნიშნული ფული უნდა წარმოადგინოთ კათოლიკოზ-პატრიარქის სამდივნოში, სამ თვეში ერთხელ. 1945 წლის 28 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს მიერ შედგენილ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ განაცხადში ურბნისის ეპარქიაში მსახურობდნენ შემდეგი სასულიერო პირები და მოქმედებდა სამი ეკლესია. აი ისინიც: ხაშურის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ეკლესია (არ დახურულა) -–- მღვდელი დავით ბუზიაშვილი, მედავითნე გიორგი იაშვილი. ამ ეკლესიაზე მიწერილი იყო -- დეკანოზი გიორგი ბიბილური (გორი), მღვდელი ლაზარე კოჟორაძე (ქვაბისხევი, ბორჯომის რაიონი), მღვდელი რაჟდენ ციცქიშვილი (მოხისი, ქარელის რაიონი), მღვდელი ალექსი ჩიტაძე (ახალციხე), მღვდელი მოსე ჩოხელი (ჭვარები, გორის რაიონი), მღვდელი გიორგი ინანიშვილი (ალევი, გორის რაიონი). თაგვეთის წმინდა გიორგის (ქაშვეთის) სახელობის ეკლესია (გაიხსნა 1944 წელს) -- მღვდელი გრიგოლ იაშვილი. ცხინვალის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (გაიხსნა 1945 წელს) დეკანოზი იოანე ოდიშვილი. 1946 წელს მოქმედ ეკლესიებს კიდევ ორი ტაძარი შეემატა: ატოცის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მღვდელი გრიგოლ ზაბახიძე, მედავითნე ვასილ ღვთისავარიშვილი. სურამ-იტრიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია -- მღვდელი ლაზარე კოჟორაძე, მედავითნე მალაქია ლომიძე. მიუხედავად უმძიმესი და უსაშინლესი წლებისა, კათოლიკოს-პატრიარქებმა და წმინდა სინოდის მღვდელმთავრებმა, სამღვდელოებისა და მრევლის თანადგომით შეძლეს და გადაარჩინეს ქართული ეკლესია, რომლის აღორძინებისა და განახლების მომსწრენიც ვართ დღეს.
45 საპატრიარქოს უწყებანი N45 25-31 დეკემბერი 2014წ გვ.18
ეპისკოპოსი გიორგი (კუხალაშვილი) 1775-1842
ეპისკოპოსი გიორგი, ერისკაცობის სახელი უცნობია, 1775 წელს სამეგრელოს სამთავროში, სოფ. კინჩხაში, აზნაური მღვდლის, იოანე კუხალაშვილის ოჯახში დაიბადა. ჰყავდა ძმები: პეტრე და სვიმონ
კუხალაშვილები. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი საირმის მონასტერში, წინამძღვარ არქიმანდრიტ ლაზარესთან (აფაქიძე) ისწავლა. 1798 წლის შემოდგომაზე მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ახალგაზრდა გიორგიმ ჯვარი დაიწერა. 1799 წლის 20 თებერვალს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ბესარიონმა (დადიანი) იგი დიაკვნად აკურთხა. 1800 წელს მომავალ მღვდელმთავარს გარდაეცვალა მეუღლე და ახალგაზრდა დიაკვანი ისევ თავის მოძღვართან, საირმის მონასტერში დაბრუნდა. სამი წელი მან საბერო მორჩილებაში გაატარა. 1803 წლის 8 თებერვალს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ბესარიონმა იგი ბერად აღკვეცა, სახელად გიორგი უწოდა და ამავე დღეს მლვდლად დაასხა ხელი. მღვდელ-მონაზონმა გიორგიმ პატიოსანი და კეთილსინდისიერი მოღვაწეობით მალევე გაითქვა სახელი და 1811 წელს, უკვე სამეგრელოს მთავრის, ლევან V დადიანის სულიერ მოძღვრად იხსენიება, რაც დასტურდება ლევანის მიერ გაცემული რამდენიმე წყალობის სიგელიდან. „ 1816 წლის 24 ოქტომბერს „ღირსებისა და პატიოსნებისა მისისათვის“, მთავარ ლევან დადიანის ბრძანებით, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ბესარიონმა მღვდელ-მონაზონი გიორგი საირმისა “და ნამარნევის მონასტრების (საეკლესიო წყაროებში მოიხსენიება, როგორც უდაბნოები) წინამძღვრად დანიშნა და არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა. როგორც ზემოთ ვახსენეთ, არქიმანდრიტი გიორგი დაახლოებული პირი იყო მთავრის ოჯახთან და ლევან დადიანის მოძღვრად ითვლებოდა. 1817 წელს ლევანმა თავის მოძღვარს, არქიმანდრიტ გიორგის და მის ძმას –– ოქრომჭედელ სვიმონ კუხალაშვილს უბოძა უძეოდ გარდაცვლილი სულიკელა კუხალაშვილისა და მისი ძმის ნაქონი მამული და სახლ-კარი. მღვდელ თევდორე ხოშტარიას ცნობით: „მამა გიორგი ყოფილა „კაცი მდაბალი და ნების მყოფელი მთავრისა“, იგი დიდი გულმოდგინებით ცდილობდა სამეგრელოს მოსახლეობაში ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებას და ებრძოდა ცრუმორწმუნოებას. ამ მიზნით მოძღვარი ბევრს მოგზაურობდა თავის სამწყსოში, ქადაგებდა ქრისტიანობას, სახარებასა და წმინდა წერილს განუმარტავდა მრევლს. ერთ-ერთ ხელნაწერ წიგნზე შემორჩენილია არქიმანდრიტ გიორგის მიერ გაკეთებული წარწერა: „როდესაც მე სვანეთსა ვიყავ სიტყვისა.· ღვთისა მქადაგებელად, მრავალნი სულნი მოვაქცინე და მრავალნი უჯერონი და სჯულის გარდამავალნი საქმენი დავარღვევინე და მე იქ შრომასა დავშთი“. 1834 წლის 24 თებერვალს, ლევან დადიანის წარდგინებით, ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული · სამსახურისათვის არქიმანდრიტი გიორგი წმ. ანასIII ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1834 წლის 9 ივნისს სამეგრელოს ეპარქიიდან მიტროპოლიტ დავითის (წერეთელი) გადადგომასთან დაკავშირებით, არქიმანდრიტი გიორგი ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნა. 1835 წლის 19 მაისს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა ევგენიმ (ბაჟენოვი) ეპისკოპოსად დაასხა ხელი და სამეგრელოს ეპარქიის
მმართველად დანიშნა. XVIII ს-ში გადაწერილ კრებულზე.შემორჩენილია ისტორიული ხასიათის წარწერა, სადაც სწორედ არქიმანდრიტ გიორგის კურთხევაა აღწერილი: „ოდიშის არქიერათ აკურთხეს კუხიანიძე (იგულისხმება კუხალაშვილი -– გ. მ.) გიორგი, არხიმანდრიტი, ჭოინდლის მაგიერათ დასვეს წელსა ჩყლე, მაისის ით, ეს იყო მეგრელოისა მცირე კაცის შვილი, მოხნიერებული, სიონში აკურთხეს, იყო ოთხი მღუდელმთავარი; ევგენი რუსეთისა; სოფრონიოზ -–- იმერეთისა, ბოდბელი... და სხვანი“ (ბოდბელში იგულისხმება მიტროპოლიტი იოანე მაყაშვილი. სხვანიში კი -–– იმ პერიოდში საქართველოში ცოცხლად დარჩენილი ორი მღვდელმთავრიდან ერთ-ერთი, ან რუსთველი მიტროპოლიტი სტეფანე ჯორჯაძე, ან სამეგრელოს ყოფილი მიტროპოლიტი დავითი წერეთელი“ –– გ.მ). ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული სამსახურისათვის რუსეთის წმ. სინოდმა ეპისკოპოსი გიორგი წმინდა ანას | ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. 1839 წელს ეპისკოპოსმა გიორგიმ მოაჭედინა მარტვილის მაცხოვრის ხატი, რასაც თავის წარწერით ადასტურებს: „მე ჭყონდიდელმან გიორგიმ მოვაჭედინე ხატი ღვთისა და დავასვენე... მარტვირს... განსაძლიერებლად მთავრისა ჩვენისა ლეონ გრიგოლის ძისა დადიანისა, საოხად სულისა დედოფლისა მართასი და სადღეგრძელოდ მემკვიდრისა დავითისა, მეუღლისა მისისა ეკატერინესი... წელთა 1839, მთავრობასა ლეონისსა ოცდამეთვრამეტესა, ხოლო მწყემსთმთავრობასა ჩემსა მეხუთესა. შეიწყალე მხატვარი... მეუნარგია პეპუ.“ ეპისკოპოსი გიორგი წიგნიერი და განათლებული პიროვნება გახლდათ. იგი ბევრს ზრუნავდა სამეგრელოს ეპარქიაში სასულიერო განათლების გან-
45-1 საპატრიარქოს უწყებანი N45 25-31 დეკემბერი 2014წ გვ.19
ეპისკოპოსი გიორგი (კუხალაშვილი) 1775-1842 (გაგრძელება)
ვითარებისთვის. ჯერ კიდევ არქიმანდრიტობის პერიოდში იგი ზედამხედველობას უწევდა მარტვილის სასულიერო სასწავლებელს, ამოწმებდა პედაგოგების როგორც განათლების დონეს, ისე ზნეობრივ მხარეს. სხვადასხვა წლებში გაკეთებულ მოხსენებით ბარათებში იგი წერდა: „მასწავლებლებმა, დიმიტრი კოლუბანსკიმ და გიორგი გურგენიძემ საკმაოდ უჩვენეს გულმოდგინება და მაშინ ვხედავდი მე თვით თითქმის განსხვავებითს წარმატებას მოწაფეთაგან“. პედაგოგ დიმიტრი ფომინზე კი, რომელიც 1836 წელს დაინიშნა მარტვილის სასწავლებლის მასწავლებლად, იგი წერდა: მოსწავლეები არა თუ მიიღებენ მისგან წარმატებასა სწავლისაგან, არამედ მრავალსა უწესობასა ხსენებულის უჩიტელისაგან“. მართალია, ხასიათითა და ზნეობით მასწავლებელ ხარიტონოვს, რომელიც მარტვილის სკოლაში 1839 წელს დაინიშნა, დასაწუნი არაფერი ჰქონდა, მაგრამ მეუფე გიორგის აზრით, იგი სწავლების პროცესს ვერ ხელმძღვანელობდა, ხოლო სამრევლო სასწავლებლის პირველი მასწავლებელი რომან ბორისოვი (შემდგომში მარტვილის საკათედრო ტაძრის დეკანოზი რომანოზ პეტრეს ძე ბერიძე, გარდაიცვალა 1870 წლის 12 მარტს გ. მ), ეპისკოპოს გიორგის დახასიათებით -– ,,მეცადინეობდა ფრიადი გულმოდგინებით“. ეპისკოპოს გიორგის ლოცვა-კურთხევით ახლიდან გადაიწერა უძველესი ქართული საღვთისმეტყველო და საერო ლიტერატურა, რომელთა უმეტესობა დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. ერთ-ერთი მათგანია 1834 წლის 23 იანვარს გადაწერილი „ფსალმუნთა თარგმანება“, რომელსაც აქვს შესაბამისი მინაწერიც: „მე... მრავალ ორდენთა კავალერის მქონეს ჩემის ხელმწიფის დადიანის ლეონის მოძღვარმან ლეჩხუმთ ორთავე მონასტერთა განმაშვენებელმან საირმის და ნამარნევის უდაბნოთა მამამ და სრულიად ლეჩხუმისა და ჭყონდიდლის საეპარხიოს არხიმანდრიტმან გიორგიმ, ვიღვაწე სულთა განმანათლებელი წიგნი ესე დავითის თარგმანი და დავაწერინე ჩემგან მოყვანილს... მდივანს ბერს გრიგორის ჩემის ქაღალდით და მელნით და სრულიადის სასყიდლის მიცემით“. ეპისკოპოს გიორგის გარდაცვალების შემდეგ ამ წიგნზე არის შემდეგდროინდელი მინაწერიც, გაკეთებული 1842 წლის 16 ოქტომბერს: „ეს დავითნის თარგმანი განსვენებულის გიორგის ეპისკოპოზის იყო და მე არხიმანდრიტმან ბესარიონმან დავსდევი მარტვილის მონასტერშიდ, სულისა მისისა საოხად და მოსახსენებლად, და ვინც ეს დავითნის თარგმანი გამოიტანოს ამ ეკლესიიდამ, შეჩვენებული იყოს სულით და ხორცით აქაცა და მერმესა მას საუკუნესა. ხობის მონასტრის არხიმანდრიტი და დროებით მენღრელიის საეპარხიოს მმართველი ბესარიონ“. 1837 წელს აღმოსავლეთ საქართველოში გარდაიცვალა ბოდბელი მიტროპოლიტი იოანე (მაყაშვილი), ხოლო 1839 წელს ეგზარქოსის ქორეპისკოპოსი და ყოფილი რუსთველნინოწმინდელი მიტროპოლიტი სტეფანე (ჯორჯაძე). 1839- 1841 წლებში აღმოსავლეთ საქართველო მღვდელმთავრის გარეშე იყო დარჩენილი, თუ არ ჩავთვლით ეგზარქოს ევგენის (ბაჟენოვი). 1841 წლის ნოემბერში რუსეთის წმ. სინოდი სამღვდელმთავრო კანდიდატად სამ ადამიანს განიხილავდა. ესენი იყვნენ: დავით გარეჯის ლავრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე (ავალიანი), შუამთის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრტი ნიკიფორე (ჯორჯაძე) და სხვავის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი პანტელეიმონი (გვარი უცნობია). საბოლოოდ, ეგზარქოსის ქორეპისკოპოსად და გორის მლვდელმთავრად უპირატესი არქიმანდრიტი ნიკიფორე (ჯორჯაძე) გამოარჩიეს. მისი ხელდასხმა უნდა მომხდარიყო 1842 წლის 21 იანვარს სიონის საკათედრო ტაძარში, მაგრამ ეს კურთხევა გადაიდო, რადგან სამეგრელოს ეპისკოპოსი გიორგი ვერ ჩაბრძანდა თბილისში, რაზედაც მან წინასწარ, იმავე წლის 1 იანვარს აცნობა ეგზარქოს ევგენის და შენდობა ითხოვა: „მოწერილობასა ზედა თქვენისა მაღალყოვლადუსამღვდელოესობისა ჩემდამო 19-ის დეკემბრიდგან წარსულის 1841 წლისა, უმორჩილესად მოვახსენებ თქვენს მეუფებას. რომელ ადრიდგან მსურდა ხილვა და თაყვანისცემა თქვენის მაღალყოვლადუსამღვდელოესო- ბიდა, რომლისა გამო დროისათვის კურთხევისა ეპისკოპოსად არქიმანდრიტის ნიკიფორესი ამა იანვრის 21-ს ვისწრაფდი მოსვლასა ქ. თბილისს და იმა შემთხვევისა შინა დასწრება ჩემთვის იქნებოდა ფრიად სასიამოვნო, გარნა უწინარეს ამის, მქონდა მე პატივი მოხსენებად, თქვენის მაღალყოვლადუსამღვდელოესობისადმი, რომელ წარსულის ზაფხულის სიცხეებისგან დროისა მუშაობისა ჩემისა სუჯუნის წმინდის გიორგის ქვითკირის ეკლესიისა და სხვათა აწ აშენებულთა ჩემს ეპარქიაში ეკლესიებთა ხშირის მხედველობისა გამო, ჩემისა დიდად მავნებლობა შემემთხვია ცხელებით, რომლისა დროიდან აქამომდისა ვი-
45-2 საპატრიარქოს უწყებანი N45 25-31 დეკემბერი 2014წ გვ.20
ეპისკოპოსი გიორგი (კუხალაშვილი) 1775-1842 (დასასრული)
ტანჯები მით, რასა ზედა ჯრუჭის მონასტრის მიტროპოლიტი დავითი მხილველი ჩემისა სნეულებისა მოახსენებდა თქვენს მაღალყოვლადუსამღვდელოესობას და მით ვიმედოვნებ თავსა ჩემსა უმოწყალესო მწყემსმთავარო, რომელ მიმიტევებთ იმ შემთხვევაში დაუსწრებლობას, ესე იგი, ეპისკოპოსის კურთხევის ზედა არქმანდრიტის ნიკიფორესი. უმორჩილესი მოსამსახურე გიორგი ეპისკოპოსი მინღრელიისა, 1842 წლის 1 იანვარი“. 1842 წლის 10 იანვარს საქართველოიმერეთის სინოდალურმა კანტორამ გაუგზავნა თხოვნა წმ. სინოდს, რათა დაერთოთ ნება, ორ მღვდელმთავარს ეკურთხებინა არქიმანდრიტი ნიკიფორე ეპისკოპოსად, რაზედაც წმ. სინოდმა განაჩინა: „ეპისკოპოს გიორგის ავადმყოფობის გამო, ვრთავთ ნებას, შეასრულონ კურთხევა ორმა ეპისკოპოსმა”. 1842 წლის 4 აპრილს სიონის საკათედრო ტაძარში შესრულდა ლოცვა, ხოლო 5 აპრილს მოხდა არქიმანდრიტ ნიკიფორეს ეპისკოპოსად ხელდასხმა. სამწუხაროდ, ეს ავადმყოფობა საბედისწერო გამოდგა მეუფე გიორგისთვის. 1842 წლის 3 აპრილს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, იგი გარდაიცვალა. მისი ცხედარი მარტვილის საკათედრო ტაძარში, სამხრეთ კარების მახლობლად დაკრძალეს.საფლავზე არის ასეთი წარწერა: „საფლავსა ამას შინა მდებარე არის ყოვლადსამღვდელო ქყონდიდელი ეპისკოპოსი გიორგი და კავალერი, რომელი მართავდა სამწყსოსა ექუს წელ და ათ თთუე დამიიცვალა წ. ჩყმბ-სა, აპრილის გ-ს. ფიქალი ესე დავსდევ სამენგრელოს მემკვიდრემ დავით დადიანმა“. ეპისკოპოს გიორგის ძმის, სვიმონის შტო სოფ.კინჩხის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში მოღვაწეობდა. სვიმონის ვაჟი გახლდათ მღვდელი იოანე, რომელიც 1799 წელს დაიბადა. სასულიერო განათლება ბიძასთან, საირმის მონასტერში მიიღო. 1828 წლის 12 თებერვალს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ბესარიონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა, 1833 წლის 12 თებერვალს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) მლვდლად დაასხა ხელი
და კიჩხის ტაძარში განამწესა. 1856 წელს, ჯანმრთელობის გაუარესობის გამო, გადადგა შტატიდან. 1873 წლის 1 იანვარს ითხოვა პენსიის დანიშვნა. ამავე წლის 18 აპრილს დაენიშნა წელიწადში 90 მანეთი. გარდაიცვალა 1877 წლის 29 აგვისტოს. მეუღლესერქვა მზეხა. ჰყავდა შვილები: ჩკუმის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზი (1839-15.02.189) და ნიკოდიმე (1840).
ხელდასხმები 2014წ.
3 საპატრიარქოს უწყებანი N3 23-29იანვარი 2014წ გვ.3
ხელდასხმა
14 იანვარს, რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში, რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) მღვდლად : დაასხა ხელი ამავე ტაძრის მთავარ დიაკონს, გიორგი ერისთავს, ხოლო დიაკვნად -- ამავე ტაძრის მედავითნეს, აკაკი ლიპარტელიანს. სადღესასწაულო წირვაზე გალობდა ეპარქიის მგალობელთა 14 გუნდი.
***
29 დეკემბერს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ვახტანგ გოგოლაძე.დიაკონი ვახტანგი თბილისის წმინდა კოზმა და დამიანეს სახელობის ეკლესიაში დაინიშნა.
***
5 იანვარს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) მღვდლად დაასხა ხელი ოზურგეთის საკათედრო ტაძრის დიაკონ ნიკოლოზ სვანიძეს, ხოლო დიაკვნად აკურთხა ბათუმის სასულიერო სემინარიის II კურსის სტუდენტი, ირაკლი წულაძე. მღვდელი ნიკოლოზი მელექედურის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. დიაკონი ირაკლი ლანჩხუთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
***
7 იანვარს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) მღვდლად დაასხა ხელი ლანჩხუთის საკათედრო ტაძრის დიაკონ დავით წულაძეს, ხოლო დიაკვნად აკურთხა ოზურგეთის საკათედრო ტაძრის მედავითნე გიორგი ჭელიძე. მღვდელი დავითი ლანჩხუთის საკათედრო ტაძარში დაინიშნა. დიაკონი გიორგი ოზურგეთის საკათედრო ტაძარში იმსახურებს,
დაჯილდოება
12 იანვარს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დააჯილდოვა ეპარქიებში მოღვაწე სამღვდელოება: მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიიდან, სქემარქიმანდრიტი ეგნატე (კურტანიძე) –- მეორე გამშვენებული ჯვრით; ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის სამლვდელოება: არქიმანდრიტი დემეტრე (თეთრუაშვილი) -- მეორე გამშვენებული ჯძე) -– არქიმანდრიტის წოდებით; დეკანოზი გაბრიელ ბენიანიძე -- მიტრით; მღვდლები: პეტრე ხუმარაშვილი და ზაქარია ყველაშვილი -– ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით. ვრით; იღუმენი ონოფრე (წულაძე) -– არქიმანდრიტის წოდებით; დეკანოზი გაბრიელ ბენიანიძე -- მიტრით; მღვდლები: პეტრე ხუმარაშვილი და ზაქარია ყველაშვილი -– ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.
3-1 საპატრიარქოს უწყებანი N3 23-29იანვარი 2014წ გვ.4
სამძიმარი
საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება,რომ გარდაიცვალა ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის 49 წლის მღვდელმსახური, დეკანოზი იოსებ ნიგურიანი და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
4 საპატრიარქოს უწყებანი N 4 30იანვარი-5თებერვალი 2014წ გვ.5
აღკვეცა და ხელდასხმები
14 იანვარს სარკინეთის წმინდა შიო მღვიმელის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მლვდლად დაასხა ხელი წიფლოვანას ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარს, ბერ-დიაკონ პეტრეს (შხვაცაბაია). ...
14 იანვარს სარკინეთის წმინდა შიო მღვიმელის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიაკვნად აკურთხა ბერმუხას წმინდა მერკვირის სახელობის მამათა მონასტრის მოწესე, ბერი მერკვირი (გოჩიაშვილი), ...
16 იანვარს სარკინეთის წმინდა შიო მღვიმელის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიაკვნად აკურთხა შატბერდის
წმინდა ეკატერინეს სახელობის მამათა მონასტრის მოწესე, ბერი მოსე (ცქიტიშვილი).
***
16 იანვარს სარკინეთის წმინდა შიო მღვიმელის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიდ სქემაში ალკვეცა ოპიზის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ბერ-დიაკონი იოანე (ლიქოკელი), წმინდა იოანე ჭყონდიდელის სახელზე.
5 საპატრიარქოს უწყებანი N5 6-12თებერვალი 2014წ გვ.4
ხელდასხმა
2 თებერვალს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ ლევან ვარსიმაშვილს, ხოლო დიაკვნად აკურთხა დავით მაჩიტაძე. მღვდელი ლევანი თბილისის წმინდა ბარბარეს სახელობის (ჩოლოყაშვილის ქ.) ეკლესიაში იმსახურებს. დიაკონი დავითი საგურამოს ეკლესიაში დაინიშნა. 2 თებერვალს ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) დიაკვნად აკურთხა ამავე ტაძრის სტიქაროსანი ლერი თოდუა და სახელად მაქსიმე უწოდა. დიაკონი მაქსიმე ზესტაფონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
აღკვეცა
26 იანვარს ხირსის წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) ბერად აღკვეცა მორჩილი მერაბ ჩხიკვაძე -–- სახელად უწოდა ბასილი;მორჩილი ირაკლი მამადაშვილი -– სახელად უწოდა გრიგოლი და მორჩილი ზურაბ თანდაშვილი -–- სახელად უწოდა იოანე.
5-1 საპატრიარქოს უწყებანი N5 6-12თებერვალი 2014წ გვ.5
აღკვეცა
27 იანვარს ხირსის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ლაზარემ (გრძელიშვილი) მონაზვნად აღკვეცა სამონაზვნე მართა ოზაშვილი სახელად უწოდა ნანა, მასთან ერთად მორჩილი მარიამ შავიშვილი სახელად უწოდა სალომე, მორჩილი ფოტინე სუთიაშვილი -- სახელად უწოდა ნინო და მორჩილი ნათელა ხვისტანი - სახელად უწოდა სიდონია.
დაჯილდოება
27 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის წოდება მიანიჭა ბოდბის ეპარქიის მლვდელმსახურებს: თეიმურაზ ჯანაშვილსა და მირიან ხოხონიშვილს.
7 საპატრიარქოს უწყებანი N 7 20-26თევერვალი 2014წ გვ.4
ხელდასხმა
2 თებერვალს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) მღვდლად დაასხა ხელი ვაზისუბნის ცხრა კოლაელ ყრმათა სახელობის ეკლესიის დიაკვან დავით ბერაძეს, ხოლო დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული გიორგი ხონელიძე.
***
9 თებერვალს გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვან გურამ ოთხოზორიას, ხოლო დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული გოჩა საური და სახელად გიორგი უწოდა.
***
9 თებერვალს რუსთავის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) მლვდლად დაასხა ხელი თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის დიაკვან ზაქარია სინჯიაშვილს, ხოლო დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული გიორგი ცნობილაძე.
***
9 თებერვალს რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) რუსთავის საკათედრო ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი თბილისის სასულიეროაკადემიასთან არსებული საღვთისმეტყველოინსტიტუტის კურსდამთავრებულს, ლევან დარსალიას.
ტაძრის კურთხევა
11 თებერვალს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) აკურთხა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომლის აშენების ინიციატორებიც გოდერძი კალანდაძე და ლაშა მაღრაძეგახლდნენ. ტაძრის მშენებლობაში ასევე აქტიურად მონაწილეობდა მთელი სოფელი.ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი დავით გიორგაძე დაინიშნა.
11 საპატრიარქოს უწყებანი N11 20-26მარტი 2014წ გვ.5
სამძიმარი
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ 14 მარტს ორმოცი დღე შესრულდა, რაც გარდაიცვალა ფიტო მანგლისისა და თეთ“ იწყაროს ეპარქიის უხუცესი მღვდელმსახურიდთ წინწყაროს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის იღუმენი მეთოდე (ერისკაცობაში -- მიხეილ მარკოზის ძე აივაზოვი). იღუმენმა მეთოდემ ცხოვრებისა და მსახურების რთული გზა განვლო. იგი 1927 წელს იყო დაბადებული. სასულიერო მოღვაწეობა კი 1957 წელს დაიწყო. წლების მანძილზე მსახურობდა თეთრიწყაროს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში, თბილისის წმინდა ბარბარეს ზემო და ქვემო ეკლესიებში. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან სოფელ წინწყაროში გაატარა. ხელდასხმა 2 მარტს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) მღვდლად დაასხა ხელი სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვან არჩილ ოქრუაშვილს. მღვდელი არჩილი მცხეთის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
***
9 მარტს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის დიაკვან მირიან ალიბეგაშვილს, ხოლო დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული გიორგი ყანჩაველი. მღვდელი მირიანი სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში დაინიშნა. დიაკვანი გიორგი თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა.
12 საპატრიარქოს უწყებანი 27მარტი-2აპრილი 2014წ გვ.4
ხელდასხმა
23 მარტს ბათუმის ჯვართამაღლების სახელობის მამათა მონასტრის მთავარ ტაძარში ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკონ ექვთიმეს (ხარაძე). მღვდელ-მონაზონი ექვთიმე (ხარაძე) სან-ფრანცისკოსა და ლოს ანჯელესის ქართულ სამრევლოებში იმსახურებს.
***
23 მარტს ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) მღვდლად დაასხა ხელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზედა საქარის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარს, ბერ-დიაკვან იაკობს (ჩაგუნავა), ხოლო დიაკვნად აკურთხა ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის ბერი ილარიონი (კიკნაველიძე).
***
23 მარტს თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა (გაბრიჭიძე) მლვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკვან თეოდოსის (ლაგაზაშვილი), ხოლო დიაკვნად აკურთხა მედავითნე მალხაზ მიქაძე და სახელად მირიანი უწოდა.
13 საპატრიარქოს უწყებანი N13 3-9აპრილი 2014წ გვ.5
აღკვეცები
20 მარტს მზოვრეთის ათცამეტ ასურელ მამათა სახე იობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მცირე სქემაში აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილები: დავით ადეიშვილი სახელად ეწოდა გაბრიელი და გიორგი მათიაშვილი სახელად ეწოდა მიქაელი.
***
20 მარტს სანებელის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიდ სქემაში ალკვეცა ამავე მონასტრის ბერი არსენი (ხაჩიძე) -- სახელად ეწოდა არსენი. მცირე სქემაში აღიკვეცნენ სანებელის წმ. ნიკოლოზის სახელობის მონასტრის მორჩილები: სპირიდონ კიკალიშვილი -- სახელად ეწოდა სერაპიონი და კახაბერ ვაშაყმაძე – სახელად ეწოდა კონსტანტინე.
***
22 მარტს სამთავროს წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მთავარ ტაძარში არქიმანდრიტმა ლაზარემ (გაგნიძე) შეასრულა მონაზვნად აღკვეცის წესი: თამარ მამისაშვილი -- სახელად ეწოდა მელანია, ვერა ვასაძე -- სახელად ეწოდა ტაისია, ციცინო კვანტალიანი - სახელად ეწოდა ემილია და ნინო ბერბერაშვილი 5 სახელად ეწოდა ზოილე.
***
23 მარტს შატბერდის წმ. ეკატერინეს სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიდ სქემაში აღკვეცა ამავე მონასტრის ბერ-დიაკვანი მოსე (ცქიტიშვილი) და სახელად მოსე ეწოდა. მცირე სქემაში აღიკვეცნენ: შატბერდის იოანე-თორნიკეს სახელობის სამღვდელმთავრო რეზიდენციის მორჩილი გიორგი რევაზაშვილი -– სახელად ეწოდა გრიგოლი, ბერმუხაის წმ. მერკვირის
სახელობის მორჩილი გიორგი ჯაშიაშვილი -– სახელად ეწოდა გაბრიელი და შატბერდის წმ. ეკატერინეს სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი იოანე ჯალაღონია -- სახელად ეწოდა იოაკიმე.
***
25 მარტს სარკის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მცირე სქემაში აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილები: კობა კუბლაშვილი -- სახელად ეწოდა გრიგოლი, დიმიტრი მაისურაძე -– სახელად ეწოდა თეოფანე და პეტრე პაპუაშვილი -– სახელად ეწოდა სვიმეონი.
***
29 მარტს სამთავროს წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მთავარ ტაძარში არქიმანდრიტმა ლაზარემ (გაგნიძე) შეასრულა მონაზვნად აღკვეცის წესი: თეოდულა ბახტაძე -– სახელად ეწოდა ეფემია და ხათუნა ჯავაშვილი -- სახელად ეწოდა ნონა.
***
29 მარტს ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) ბერად ალკვეცა არგვეთის ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის დიაკვანი სტეფანე ჯიმშელეიშვილი და სახელად გიორგი უწოდა.
***
29 მარტს სარკინეთის წმ. შიო მღვიმელის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მცირე სქემაში აღკვეცა ყინწვისის წმ. ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი თეიმურაზ ნიკოლეიშვილი და სახელად ალექსი უწოდა.
***
30 მარტს საბერიოს წმ. გაბრიელ მცირის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მცირე სქემაში აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილები: როინ მელაძე -– სახელად ეწოდა რაფაელი და თემურ ქარდავა -- სახელად ეწოდა თეოდორე.
ხელდასხმა
30 მარტს საბერიოს წმ. გაბრიელ მცირის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი შატბერდის წმ. ეკატერინეს სახელობის მამათა მონასტრის სქემბერ-დიაკვან მოსეს (ცქიტიშვილი).
დაჯილდოება
30 მარტს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ იღუმენიის წოდებით დაახილდოვა სოფელ ბურიანის წმინდა სვინკლიტიკიას სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ანთია (გამყრელიძე).
14 საპატრიარქოს უწყებანი N14 10-16აპრილი 2014წ გვ.5
აღკვეცები
20 მარტს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიდ სქემაში აღკვეცა მონაზონი თეკლა (ნავროზაშვილი) და სახელად თებრონია უწოდა.
***
3 აპრილს სარკინეთის მამათა მონასტრის წმ. შიო მღვიმელის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მირროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მცირე სქემაში აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილი მიხეილ ვაშაყმაძე –– სახელად გაბრიელი უწოდა.
***
3 „აპრილს ახალი ღლართის დედათა მონასტრის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მცირე სქემაში აღკვეცა ამავე მონასტრის წინამძღვარი, სამონაზვნე ანა კუდუხაშვილი და სახელად ანასტასია უწოდა.
***
3 აპრილს ელბაქიანთ კარის დედათა მონასტრის წმ. ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მცირე სქემაში აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილი ნინო ქემხაძე და სახელად ნონა უწოდა.
***
7 აპრილს ძაძვის მამათა მონასტრის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მცირე სქემაში აღკვეცა ამავე მონასტრის წევრები: მორჩილი ზურაბ გოშაძე -- სახელად უწოდა დავითი და მორჩილი ტარას გულიკაშვილი -– სახელად უწოდა ტარიჭანი.
***
7 აპრილს წიფლოვანას მამათა მონასტრის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მროველ–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მცირე სქემაში აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილი იოანე ნუცუბიძე და სახელად ეგნატე
უწოდა.
***
7 აპრილს ურბნისის წმ. სტეფანე პირველდიაკვნის სახელობის საკათედრო ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მცირე სქემაში აღკვეცა ურბნისის საეპისკოპოსო რეზიდენციასთან არსებული წმ. ნეოფიტე ურბნელის სახელობის დედათა მონასტრის მორჩილი ბარბარე ელოშვილი (მიტროპოლიტ იობის დედა) -–– სახელად უწოდა მართა, ურბნისის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წევრები: მორჩილი ნინო მუზაშვილი -- სახელად უწოდა ნონა, მორჩილი თინათინი ცანკაშვილი სახელად უწოდა თეკლა და მორჩილი მარინე სიდამონიძე - სახელად უწოდა მაკრინე.
15 საპატრიარქოს უწყებანი N15 17-23 აპრილი 2014წ გვ.5
ხელდასხმა
30 მარტს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი მლეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის ბერ-დიაკვან პავლეს (ტეტელოშვილი).
13 აპრილს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მლვდლად დაასხა ხელი ამავე ლავრის ბერ-დიაკვან იოანეს (მჭედლიშვილი).
***
13 აპრილს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვი-ლი) მღვდლად დაასხა ხელი ბოდბის ეპარქიის დიაკვან გიორგი სარდიაშვილს, ხოლო დიაკვნად აკურთხა თეიმურაზ ზამიაშვილი.
15-1 საპატრიარქოს უწყებანი N15 17-23 აპრილი 2014წ გვ.6
აღკვეცა
8 აპრილს თელეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში არქიმანდრიტმა სამუელმა (ზედგენიძე) ბერად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილები: შიო კიკნაძე -- სახელად ეწოდა ისევ შიოდა მახარე სვანიძე სახელად ეწოდა ნიკოლოზი.
***
11 აპრილს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მონაზვნად აღკვეცა ამავე მონასტრის სამონაზვნე მელანია ცანცუკი და სახელად სოსანა უწოდა, სამონაზვნე იოანა მახარობლიძე -- სახელად სალომე უწოდა. ამავე დღეს სამონაზვნეებად იკურთხნენ: მორჩილი ცისანა რუხაძე -- სახელად ეწოდა ანგელინა, მორჩილი ციალა ბერიძე -- სახელად ეწოდა ემილია, მორჩილი ნინო მახარაძე -- სახელად ეწოდა თეკლა, მორჩილი რიმა ხარებავა --– სახელად ეწოდა ივლიტა, მორჩილი ანა ცხადაძე სახელად ეწოდა ალექსანდრა, მორჩილი ნინო კვირიკაშვილი - სახელად ეწოდა დოროთეა.
დაჯილდოება
6 აპრილს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა დავით გარეჯის მონასტრის მღვდელ-მონაზონ კირიონს (ონიანი).
17 საპატრიარქოს უწყებანი N17 1-6მაისი 2014წ გვ.6
დაჯილდოება
27 აპრილს, კვირაცხოვლობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) ეკლესიაში ერთგული მსახურებისათვის, მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა კვირაცხოვლობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჯგუშია.
17-1 საპატრიარქოს უწყებანი N17 1-6მაისი 2014წ გვ.7
აღკვეცა
18 აპრილს ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) მონაზვნად აღკვეცა ამავე მონასტრის სამონაზვნე ელენე სიჭინავა და სახელად დარია უწოდა. იმ დღესვე სამონაზვნეებად იკურთხნენ ამავე მონასტრის წევრები: მორჩილი ეკატერინე ტარხანოვა-მესაბლიშვილი -- სახელად ეწოდა ეკატერინე, მორჩილი მარიამ რუხაძე სახელად ეწოდა მარიამი, მორჩილი თამარ აბაშიძე -- სახელად ეწოდა თამარი და მორჩილი ნატალია კვაჭანტირაძე --– სახელად ეწოდა ნატალია.
20 საპატრიარქოს უწყებანი N20 21-26მაისი გვ.5
დაჯილდოება
18 მაისს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია IIმ არქიმანდრიტი ელისე (წერეთელი) დააჯილდოვა მეორე ჯვრის ტარების უფლებით, ხოლო მღვდელ-მონაზონი პაისი (ჯანჯღავა) აღიყვანა იღუმენის ხარისხში და დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრით.
24 საპატრიარქოს უწყებანი N24 19-25ივნისი 2014წ გვ/8
ხელდასხმა
15 ივნისს წალკის ყოვლადწმინდა ღვთის- მშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში აგარაკ-წალკელმა ეპისკოპოსმა იოანემ (შომახია) მღვდლად დაასხა ხელი ბერთას სამი მღვდელმთავრის სახელობის მამათა მონასტრის ბერ-დიაკვან ილარიონს (ჯღარკავა) ხოლო დიაკვნად რ აკურთხა ამავე მონასტრის ბერი ალექსი (ნადარაია)
დაჯილდოება
11 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში დააჯილდოვა შემდეგი მღვდელმსახურნი: იღუმენი გიორგი ქობალია არქიმანდრიტი წოდებით; მღვდელი ლუკა რუხაძე დეკანოზის წოდებით და ოქროს ჯვრით; მღვდელი ანდრია ბლიაძე დეკანოზის წოდებითა და ოქროს ჯვრით.
25 საპატრიარქოს უწყებანი N25 26ივნისი-3ივლისი 2014წ გვ6
დაჯილდოება
22 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში დააჯილდოვა ორი მღვდელმსახური ჭყონდიდის ეპარქიიდან. მღვდელ-მონაზონი ექვთიმე (მიქაძე) –– აღყვანილია იღუმენის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით; მღვდელ-მონაზონი დანიელი (გვილავა) აღყვანილია იღუმენის ხარისხში და დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით.
26 საპატრიარქოს უწყებანი N26 4-10ივლისი 214წ გვ.5
ხელდასხმა
29 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ხელი დაასხა: მღვდლად -–- თბილისის წმინდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძრის დიაკონ გიორგი კუპატაძეს; დიაკვნად ბერი ნიკოლოზი (სულვაშვილი). მამა ნიკოლოზი თბილისის წმინდა პეტრე-პავლეს სახელობის ტაძარში იმსახურებს.
27 საპატრიარქოს უწყებანი N27 10-17ივლისი 2014წ გვ.4
ხელდასხმა
6 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ხელი დაასხა: მღვდლად - თბილი- სის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულს, ვარკეთილის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის დიაკონს, გიორგი ცაბაძეს; დიაკვნად –– თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულს, გიორგი ბაზერაშვილს. დიაკონი გიორგი თბილისის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში (ვაჟა ფშაველას გამზ.) იმსახურებს.
ტაძრებისა და საძირკვლის კურთხევა
2 ივნისს გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოს ექვთიმეს (ლეჟავა) ლოცვა-კურთხევით გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის იღუმენმა რაფიელმა (ხელაშვილი) აკურთხა კალაურის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია. ტაძრის წინამძღვრად მღვდელი ილია ჯანიაშვილი დაინიშნა.
***
28 ივნისს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) აკურთხა ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის ეკვდერი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობაზე.
***
28 ივნისს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) აკურთხა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ წაქვის კვირაცხოვლის სახელობის ტაძრის საძირკველი, რომელსაც სოფლის მოსახლეობა აშენებს.
27-1 საპატრიარქოს უწყებანი N27 10-17ივლისი 2014წ გვ.5
ტაძრებისა და საძირკვლის კურთხევა
29 ივნისს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის ტერიტორიაზე ახლად აშენებული ღირსი მამის, გაბრიელ (ურგებაძე) აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ეკლესია.
***
ნ ივლისს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) აკურთხა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურების წმ. მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესია.
ბერად ალკვეცა და ხელდასხმები
28 ივნისს ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) მონაზვნად აღკვეცა ამავე მონასტრის სამონაზვნე თამარ დიასამიძე და სახელად თეოდორა უწოდა, ხოლო მორჩილი ნინო ხანთაძე სამონაზვნედ აკურთხა და სახელად ეწოდა ნინო.
***
5 ივლისს წალკის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში აგარაკ-წალკელმა ეპისკოპოსმა იოანემ (შომახია) ბერად აღკვეცა მორჩილი იოანე ჯორჯაძე და სახელად ანდრია უწოდა.
***
7 ივლისს შემოქმედის ეპარქიის, უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) დიაკვნად აკურთხა მამუკა გუდავაძე და სახელად მიქაელი უწოდა.
29 საპატრიარქოს უწყებანი N29 25-31ივლისი 2014წ გვ.7
ტაძრების კურთხევა
1 მაისს მროველ–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამას ხეობაში, ძაძვის წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძარი. ტაძრის წინამძღვრად არქიმანდრიტი გედეონი (თიბილაშვილი) დაინიშნა.
***
6 მაისს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ქარელის წმ. დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარი. ტაძრის წინამძღვრად მღვდელი გიორგი (ვაწაძე) დაინიშნა.
***
10 ივლისს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) აკურთხა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის ახლად აგებული ეკლესია. ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი დიმიტრი დეკანოსიძე დაინიშნა.
***
19 ივლისს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) აკურთხა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახუნდარის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ახლად აგებული ეკლესია, რომელიც ძმებმა: იუზა და თემურ წერეთლებმა ააშენეს. ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი დიმიტრი დეკანოსიძე დაინიშნა.
***
21 ივლისს მროველ-–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ კოდა-ვარდისუბანის წმ. მეფე მირდატის სახელობის ტაძარი. ტაძრის წინამძღვრად მღვდელი გრიგოლ მეზვრიშვილი დაინიშნა.
ხელდასხმა
3 ივნისს ქარმელის წმ. ზაბულონის და სოსანას სახელობის ტაძარში მროველ ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიაკვნად აკურთხა ოპიზის წმ. ილარიონ ქართველის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი ბერი ზაქარია (ბერიძე).
***
26 ივნისს სარკინეთის წმ. შიომღვიმელის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიდ სქემაში აღკვეცა ძამას წმ. საბა განწმედილის სახელობის მამათა მონასტრის წინამძლვარი ბერ-დიაკვანი გრიგოლი (რევაზაშვილი), სახელდებით გრიგოლი (წმ. გრიგოლ სინელის სახელზე).
***
6 ივლის სარკინეთის წმ. შიომღვიმელის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მლვდლად დაასხა ხელი სქემბერ-დიაკვან გრიგოლს (რევაზაშვილი).
მონაზვნად აღკვეცა
10 ივლისს ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) მონაზვნად აღკვეცა მორჩილი ქეთევან თედორაძე და სახელად მარიამი უწოდა.
***
11 ივლისს ყინწვისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ამავე მონასტრის მორჩილი ნათია (ვანიშვილი) მროველ-ურ- ბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აღკვეცა მონაზვნად (მცირე სქემაში) სახელდებით სიდონია (წმ. სიდონიას სახელზე) და დადგინდა ყინწვისის ამავე სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვრად.
29-1 საპატრიარქოს უწყებანი N29 25-31ივლისი 2014წ გვ.8
დაჯილდოება
4 ივლისს ბერთუბნის წმ. მარიამ მეგვიპტელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ლუარსაბი (სანიკიძე) ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.
***
7 ივლისს ძაძვის წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი გედეონი (თიბილაშვილი) ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით და მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება.
***
7 ივლისს ვედრების ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ქრისტინე (კოპაძე) და–ჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დამიენიჭა იღუმენიას წოდება.
***
9 ივლისს ურბნისის წმ. ნეოფიტე ურბნელის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ელენე (პეტრიაშვილი) დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და მიენიჭა იღუმენიას წოდება.
სამძიმარი
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ ამა წლის 13 ივლისს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა თბილისის ვაზისუბნის დასახლების ცხრა ძმა კოლაელთა სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი ტაბაღუა და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
31 საპატრიარქოს უწყებანი N31 18-25 სექტემბერი 2014წ გვ.5
ტაძრისა და დედათა მონასტრის კურთხევა
21 ივლისს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. კოდა-ვარდისუბნის წმ. მირდატ მეფის სახელობის ეკლესია. ტაძრის წინამძლვრად მღვდელი გრიგოლ მეზვრიშვილი დაინიშნა.
***
11 აგვისტოს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ყინწვისის წმ. შიო მღვიმელის სახელობის ეკლესია. ტაძრის წინამძღვრად ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი შიო (მამისაშვილი) დაინიშნა.
***
4 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათდრო ეკლესია. ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი გიორგი გიგიტაშვილი დაინიშნა. ***
14 სექტემბერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) აკურთხა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ვახანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „მსწრაფლშემსმენელი“ ხატის სახელობის ახლად აგებული ტაძარი, სადაც ასევე გაიხსნა დედათა მონასტერი, რომლის წინამძღვრად მონაზონი მარიამი (თედორაძე) დაინიშნა.
ხელდასხმა
18 აგვისტოს ყინწვისის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან გიორგი აბუაშვილს. მღვდელი გიორგი დროებით დაინიშნა ურბნისის წმ. სტეფანე პირველდიაკვნის სახელობის საკათედრო ტაძრის მწირველ მოძღვრად.
***
22 აგვისტოს სარკინეთის წმ. შიო მღვიმელის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიაკვნად აკურთხა კერძო დიაკვანი გიორგი ცაბაძე. დიაკვანი გიორგი დროებით დაინიშნა ურბნისის წმ. სტეფანე პირველდიაკვნის სახელობის საკათედრო ტაძრის ღვთისმსახურად.
დაჯილდოება
11 აგვისტოს ქვემო შუანოს წმ. ანტონი დიდის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარ, იღუმენ ანტონს (ბეროზაშვილი) ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა.
***
4 სექტემბერს ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო და ქარელის ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის „მსწრაფლშემსმენელი“ ხატის სახელობის ტაძრების წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი გიგიტაშვილი ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა.
სამძიმარი
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ ამა წლის 9 სექტემბერს გარდაიცვალა სოფ. კეხიჯვრის წმ. გიორგის სახელობის დედათა მონასტრის კეთილმოწესე, მორჩილი ვერა (ვერიკო ხუციშვილი) და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
32 საპატრიარქოს უწყებანი N32 25სექტემბერი-2ოქტომბერი 2014წ გვ.4
დაჯილდოება
21 სექტემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენის წოდება მიანიჭა ზემო მლეთის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მლვდელმონაზვნებს: პეტრე (თულაძე) და ნიკოლოზს (ჯაფარიძე).
ტაძრის კურთხევა
20 სექტემბერს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა სიღნაღის მუნიციპალიტეტის, წნორის წმ. ილია მართლის (ჭავჭავაძე) სახელობის ეკლესია.
ხელდასხმა
21 სექტემბერს ბოდბის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის წმ. კოზმა და დამიანეს სახელობის ეკლესიის დიაკვან ვახტანგ გოგოლაძეს. მღვდელი ვახტანგი თბილისის წმ. კოზმა და დამიანეს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა
34 საპატრიარქოს უწყებანი N34 9-15 ოქტომბერი 2014წ გვ.5
დაჯილდოება
27 სექტემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამ– ღვდლოება: ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით ლომისის (ზემო მლეთა) წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონი მათე (ჯულაყიძე) და ჯვრის უღელტეხილზე მდებარე მშენება- რე მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონი კახაბერი (გოგალაძე).
***
28 სექტემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა ამავე ლავრის იღუმენ შიოს (ლომიძე).
ხელდასხმა
5 ოქტომბერს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან მიქაელ გუდავაძეს. მღვდელი მიქაელი სურების მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში დაინიშნა.
სამძიმარი
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ ამა წლის 23 სექტემბერს გარდაიცვალა გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის, გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის საძმოს წევრი, ბერი ანთიმოზი (შაკაია) და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
35 საპატრიარქოს უწყებანი N35 16-22 ოქტომბერი 2014წ გვ.7
დაჯილდოება
12 ოქტომბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება: მიტრით -–- წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის (ორხევი) წინამძღვარი, დეკანოზი მელქისედეკ ხვედელიძე; გამშვენებული ჯვრით -– წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიის (რესპუბლიკური საავადმყოფო) წინამძღვარი, დეკანოზი დავით შენგელია; ამავე ტაძრის მღვდელმსახური, იღუმენი ამბროსი (მაისურაძე); წმინდა გიორგის სა– ხელობის ეკლესიის (გლდანი, უშიშროების აკადემია) წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი სამსონიძე; ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით -– მცხეთის წმინდა ჯვრის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმსახური, მღვდელ-მონაზონი გიორგი (ყუბანეიშვილი).
***
14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას, მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება: დეკანოზი იოანე რევიშვილი -– მეორე გამშვენებული ჯვრით; მღვდელი ვლადიმერ ქარელი ოქროს ჯვრით და აღიყვანა დეკანოზის ხარისხში.
ხელდასხმა
12 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კა- თოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ხელი დაასხა: მღვდლად –-– თბილისის სასულიერო სემინარიის III კურსის სტუდენტს, დიაკონ ირაკლი გვაზავას. მღვდელი ირაკლი გვაზავა იმსახურებს თბილისის წმინდა ანტონ მარტყოფელის სახელობის ტაძარში, საბურთალოს ქუჩაზე. დიაკვნად -–– თბილისის სასულიერო აკადემიის I კურსის სტუდენტს, ირაკლი ნემსაძეს, დიაკონი ირაკლი ნემსაძე იმსახურებს თბილისის ჯვრისმამის ტაძარში.
35-1 საპატრიარქოს უწყებანი N35 16-22 ოქტომბერი 2014წ გვ.8
ხელდასხმა
28 აგვისტოს ქოზიფას ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიაკვნად აკურთხა კერძო დიაკვანი დავით პაპაშვილი. დიაკვანი დავითი დროებით ქოზიფას მამათა მონასტერში იმსახურებს.
***
28 სექტემბერს ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიაკვნად აკურთხა კერძო დიაკვანი პავლე შეყრილაძე. დიაკვანი პავლე დროებით ყინწვისის წმ. ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტერში იმსახურებს.
ტაძრის კურთხევა
9 ოქტომბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფ. ახალსოფლის ივერიის ყოვ–ლადწმინდა ლმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი. ტაძრის წინამძღვრად მღვდელი არსენ ბენიძე დაინიშნა.
***
28 სექტემბერს ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) აკურთხა ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარი ცაგერის რაიონის სოფელ ქულბაქში.
38 საპატრიარქოს უწყებანი N38 6-12 ნოემბერი 2014წ გვ.5
ხელდასხმა
26 ოქტომბერს რუსთავის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვან დავით ბუტიკაშვილს, ხოლო დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ვახტანგ ოდიშელიძე.მღვდელი დავითი სამხედრო კაპელანად იმსახურებს. დიაკვანი ვახტანგი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
***
26 ოქტომბერს გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) მლვდლად დაასხა ხელი ნაძალადევის წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიის დიაკვან გიორგი გოგინაშვილს. მღვდელი გიორგი ნაძალადევის წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
38-1 საპატრიარქოს უწყებანი N38 6-12 ნოემბერი 2014წ გვ.6
ხელდასხმა
26 ოქტომბერს ახალციხის წმ. მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვან ნიკოლოზ მაისურაძეს. მღვდელი ნიკოლოზი ნაძალადევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
***
2 ნოემბერს რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულს, თბილისში, სოლოლაკის უბანში მდებარე მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის დიაკვან დავით შახულაშვილს. მღვდელი დავითი სოლოლაკის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში იმსახურებს.
***
2 ნოემბერს გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვან დავით ჩახვაშვილს. მღვდელი დავითი თბილისის წმ. მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
აღკვეცა
2 ნოემბერს, ღირს გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს, მცხეთის ანტიოქიის წმინდა სტეფანე პირველმოწამის დედათა მონასტერში არქიმანდრიტმა ლაზარემ (გაგნიძე) მონაზვნად აღკვეცა მორჩილი მარიამი (გირგვლიანი) და სახელად თამარი უწოდა.
დაჯილდოება
25 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მროველ–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით -– აბისის წმ. მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი რაჟდენი (აბუაშვილი); მიტრით –- რუისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ბერელაშვილი; ბებნისის წმ. თეოდორე ტირონის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დიმიტრი ბიხანაშვილი; ურბნისის წმ. სტეფანე პირველმოწამის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ლევან ტურძელაძე. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -–– ცერონისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი თეიმურაზ კიკნაძე; რუისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი ლუკა ხუნდაძე; ახალსოფლის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი არსენ ბენიძე.
***
30 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ნეკრესის ეპარქიას სტუმრობდა. ყვარლის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში მისმა უწმინდესობამ ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის დააჯილდოვა ეპარქიის სამღვდელოება:მეორე გამშვენებული ჯვრით -–– დეკანოზი ბენიამენ ჩიხორლიშვილი და დეკანოზი თეოდორე ხუციშვილი; გამშვენებული ჯვრითა და მიტრით -– დეკანოზი ბადრი არჩუაძე; დეკანოზის წოდებით, გამშვენებული ჯვრითა და მიტრით -– მღვდელი ავთანდილ ჯავშანაშვილი; დეკანოზის წოდებითა და გამშვენებული ჯვრით მღვდელი რევაზ გელაშვილი; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით მღვდელი გიორგი ხაჩიძე და მღვდელი მარკოზ ხატიაშვილი; ოქროს ჯვრითა და იღუმენიას წოდებით -– მონაზონი თეკლა (კანანაძე).
***
2 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრით -–– იფარის წმ. გიორგისა და ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების, მულახის წმ. გიორგისა და წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრების წინამძღვარი, იღუმენი თეოფანე (არღვლ,,ანი); ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით -– ბეჩოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი შიო (გელაშვილი); ეცერის მთავარანგელოზთა და ლახა-მულას წმ. გიორგის სახელობის ტაძრების წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი იოსები (იკაშვილი).
39 საპატრიარქოს უწყებანი N39 13-19 ნოემბერი 2014წ გვ.7
სამძიმარი
საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ შემოქმედის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ ბართლომე რუხაძეს გარდაეცვალა ძმა, ანჩისხატის ტაძარის ძველი მრევლი, ჩოხოსანთა საზოგადოების წევრი ამირან რუხაძე და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
ტაძრის კურთხევა
8 ნოემბერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) აკურთხა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფ. ზოვრეთის ცენტრში ძველი ნატაძრალის ადგილზე ახლად აგებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ჯვარგუმბათოვანი ეკლესია. ტაძრის ქტიტორები არიან: გელა კვეტენაძე და ძმები –– მიხეილ და იაკობ კვეტენაძეები. ტაძრის კურთხევაში მონაწილეობდა სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია). კურთხევას ასევე დაესწრო საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, რომელიც წარმოშობით ამ სოფლიდან გახლავთ. ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი გიორგი იმნაძე დაინიშნა, #.>..
9 ნოემბერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა დიმიტრი (კაპანაძე) აკურთხა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფ. ზედა საქარის წმ. ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ახლად აგებული ეკლესია. ტაძრის ქტიტორია არჩილ ჩხეიძე. ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი კონსტანტინე შოთაძე დაინიშნა.
***
10 ნოემბერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) აკურთხა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფ. რიკოთში არსებული მამათა მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის განახლებული ეკლესია.
40 საპატრიარქოს უწყებანი N40 20-26ნოემბერი 2014წ გვ.6
დაჯილდოება
16 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში დეკანოზი მოსე ჩხარტიშვილი დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრითა და მიტრით.
ტაძრის კურთხევა
13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა (აბულაძე) აკურთხა ახალი ტაძარი დიდ დიღომში.
41 საპატრიარქოს უწყებანი N41 27ნოემბერი-3დეკემბერი 2014წ გვ.5
ტაძრის კურთხევა და ხელდასხმა
23 ნოემბერს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) საბურთალოზე, 62-ე საშუალო სკოლისტერიტორიაზე აკურთხა წმინდა გიორგის სახელობისტაძარი. წირვაზე ეპისკოპოსმა იაკობმა მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვან დაჩი დავლიანიძეს, ხოლო დიაკვნად აკურთხა კრწანისის ტყე- პარკის ტერიტორიაზე არსებული მამათა მონასტრის წინამძღვარი, ბერი დავითი (კემულარია).
ხელდასხმა
22 ნოემბერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფ. ვახანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი ხატის სახელობის ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი ნეკრესის ეპარქიის, ლაგოდეხის ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის დიაკვან ბესარიონ კობერიძეს, ხოლო დიაკვნად აკურთხა ამავე ტაძრის სტიქაროსანი არსენ კალანდაძე.
***
23 ნოემბერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფ. ლეღვანის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში დიაკვნად აკურთხა ნეკრესის ეპარქიის, გრემის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის სტიქაროსანი გიორგი გაფრინდაშვილი.
ბერად აღკვეცა
22 ნოემბერს უშგულის ლამარიას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ქიტიაშვილი) ბერად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილი ბექა გოგოლაძე და სახელად ილია უწოდა.
42 საპატრიარქოს უწყებანი N42 4-10 დეკემბერი 2014წ გვ.3
ტაძრის კურთხევა
27 ნოემბერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) აკურთხა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფ. დილიკაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. ტაძრის ქტიტორია იური სვიანაძე. ეკლესიის წინამძღვრად დეკანოზი ილია საცერაძე დაინიშნა.
დაჯილდოება
27 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გარეჯის წმ. დოდოს რქის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი სერაპიონი (წიკლაური) ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის გამშვენებული ჯვრითა და მიტრით დაჯილდოვდა და არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა.
42-1 საპატრიარქოს უწყებანი N42 4-10 დეკემბერი 2014წ გვ.4
ხელდასხმა
30 ნოემბერს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ხელი დაასხა: მღვდლად -- თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის კურსდამთავრებულ დიაკონ სოფრონ მეგრელიშვილს; დიაკვნად -- თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულს, ანდრია ჩიქოვანს. ორივე მღვდელმსახური ლილოს წმინდა ასი ათასი მოწამის ტაძარში იმსახურებს.
43 საპატრიარქოს უწყებანი N43 11-17დეკემბერი 2014წ გვ.3
ტაძრის პურთხევა
27 ნოემბერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) აკურთხა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფ. დილიკაურის წმინდა გი– ორგის სახელობის ეკლესია. ტაძრის ქტიტორია იური სვიანაძე. ეკლესიის წინამძღვრად დეკანოზი ილია საცერაძე დაინიშნა.
დაჯილდოება
27 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გარეჯის წმ. დოდოს რქის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი სერაპიონი (წიკლაური) ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის გამშვენებული ჯვრითა და მიტრით დაჯილდოვდა და არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. -
სამძიმარი
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ ამა წლის 26 ნოემბერს გარდაიცვალა რუის-ურბნისის ეპარქიის, შატბერდის წმინდა იოანე თორნიკეს სახელობის მამათა მონასტრის კეთილმოწესე, სქემმონაზონი პანტელეიმონი (გოგოძე) და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
44 საპატრიარქოს უწყებანი N44 26დეკემბერი-9იანვარი 2014წ გვ.7
ხელდასხმა
13 დეკემბერს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე), სოფ. ჯვარის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის დედათა მონასტერში დიაკვნად აკურთხა ახალციხის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული, ალექსანდრე შედანია.
***
13 დეკემბერს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ჯვარის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის დედათა მონასტერში ეკლესიაში ერთგული მსახურებისათვის დააჯილდოვა: მიტრით –- ჯვარის ყოველთა წმინდათა ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ანდრია მარღანია; დეკანოზის წოდებითა და ოქროს ჯვრით -- კორცხელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი პეტრე ხუბუა.
***
15 დეკემბერს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში დიაკვნად აკურთხა ზუგდიდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მედავითნე, დავით გიგიბერია.
44 საპატრიარქოს უწყებანი N44 18-24დეკემბერი 2014წ გვ.4
ხელდასხმა
7 დეკემბერს შატბერდის წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ამავე სახელობის მონასტრის ბერ-დიაკვან ზაქარიას (ბერიძე).
***
14 დეკემბერს ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში მროველურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან პავლე შეყრილაძეს.
***
14 დეკემბერს ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) მლვდლად დაასხა ხელი არგვეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის ბერ-დიაკვან გიორგის (ჯიმშელეიშვილი), ხოლო დიაკვნად აკურთხა ბერი პანტელეიმონი (ჩიტორელიძე). მღვდელ-მონაზონი გიორგი არგვეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში იმსახურებს. ბერ-დიაკვანი პანტელეიმონი ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
44-1 საპატრიარქოს უწყებანი N44 18-24დეკემბერი 2014წ გვ.5
აღკვეცა
10 დეკემბერს სარკის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მცირე სქემაში აღკვეცა ამავე სახელობის მონასტრის მოწესე დავით ასიანი და სახელად რომანოზი უწოდა.
***
11 დეკემბერს ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიდ სქემაში აღკვეცა ამავე სახელობის მამათა მონასტრის ბერ-დიაკვანი სვიმეონი (პაპუაშვილი) და სახელად სერაპიონი უწოდა; მცირე სქემაში ამავე მონასტრის მოწესეები: დიმიტრი ხადური -– სახელად ეწოდა ტიმოთე და ნიკოლოზი ბადოიანი -– სახელად ეწოდა ნიკიფორე.
***
11 დეკემბერს ბერმუხას წმინდა მერკვირის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მცირე სქემაში აღკვეცა ამავე სახელობის მონასტრის მოწესე გიორგი ბექაური და სახელად ონოფრე უწოდა.
***
12 დეკემბერს მზოვრეთის ათცამეტ ასურელ მამათა სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მცირე სქემაში აღკვეცა აიკვეცნენ ამავე სახელობის მონასტრის მოწესე დავით შიუკაშვილი და სახელად იერომიელი უწოდა.
***
12 დეკემბერს შატბერდის წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მცირე სქემაში აღკვეცა ამავე სახელობის მონასტრის მოწესეები: თამაზ კირცხაია -- სახელად ეწოდა თეოფილე და დავით ტატიშვილი -– სახელად ეწოდა მათე.
დაჯილდოება
12 დეკემბერს მზოვრეთის ათცამეტ ასურელ მამათა სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმსახური, სქემმღვდელ-მონაზონი ევლოგი (ხუფაცარია) ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და იღუმენის წოდება მიენიჭა.
45 საპატრიარქოს უწყებანი N45 25-30დეკემბერი 2014წ გვ.4
ხელდასხმა
21 დეკემბერს რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ხელი დაასხა: ბერ-დიაკვნად თბილისის სასულიერო აკადემიის | კურსის სტუდენტი, იოანე კობაიძე; მღვდელ-მონაზვნად -- სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმახური, ბერ-დიაკონი იოანე ესებუა. ორივე ღვთისმსახური სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
1 საპატრიარქოს უწყებანი N2 15-22 იანვარი 2015წ 18
დეკანოზ ვასილ გაბადაძის ოჯახის ისტორია
გაზეთ „საპატრიარქო უწყებანის“ 2014 წლის 27-ში
გამოქვეყნდა სტატია გაბადაძეების სასულიერო გვარ-
ზე, რომელშიც მოთხრობილი იყო ამ შესანიშნავი გვა-
რის წარმომადგენელთა ისტორია. ამჯერად გვინდა
მოგითხროთ ოთხ ძმათაგან ერთ-ერთის, დეკანოზ ვა-
სილის და მისი უფროსი ვაჟის — დავითის ტრაგიკული
ცხოვრების შესახებ.
დეკანოზი ვასილი 1875 წლის 7 მარტს ქუთაისის გუ-
ბერნიაში, ოკრიბის მხარეში, სოფ. კურსებში მღვდლის
ოჯახში დაიბადა. 1891 წელს წარჩინებით დაამთავრა
ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, რის შემდეგაც
სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძე-
ლა, სადაც მხოლოდ ერთი კურსი გაიარა. 1892 წლის 1
სექტემბერს კურსების სამრევლო-საეკლესიო სკოლის
მასწავლებლია. 1894 წლის 14 ივნისს კვალითის ჭაბუკ-
თას წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ
დაინიშნა. 1896 წლის 17 იანვრიდან გოდოგნის მაცხოვ-
რის ჯვარცმის სახელობის ეკლესიაში მსახურობდა.
1902 წლის 23 სექტემბერს კურსების ქველობანის მთა-
ვარანგელოზთა სახელობის ტაძარში გადაიყვანეს.
1907 წლის 15 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსმა
ლეონიდემ (ოქროპირიძე) ვასილი დიაკვნად აკურთხა.
1913 წლის 24 ნოემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორ-
გიმ (ალადაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი და ოკრიბის
ოლქში, სოფ. ოჯალის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
მიძინების სახელობის ტაძარში დანიშნა, სადაც საქარ-
თველოს გასაბჭოებამდე იმსახურა. ქვეყანაში დაწყე-
ბული რეპრესიების მიუხედავად, იგი ერთხანს განაგ-
რძობდა მსახურებას. 1922 წლის ივნისში ნაბოსლევის
წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად იხ-
სენიება. დეკანოზ ვასილის ოჯახს დიდი ამაგი ჰქონდა
თანასოფლელებზე, ის და მისი შვილები უსასყიდლოდ
ასწავლიდნენ სოფლის ახალგაზრდებს, მისი მეუღლე
ყოველგვარი სასყიდლის გარეშე ტანისამოსს უკერავ-
და უპოვრებს და ავადმყოფებს მკურნალობდა.
1925 წელს მღვდელი ვასილი ზემო ოფშკვითის
წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაინიშნა. 1928
წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1935 წელს უღვთო
ხელისუფლების ზეწოლის შედეგად იძულებული გახ-
და, დროებით შეეწყვიტა ღვთისმსახურება. მოძღვარი
სოფელში ცხოვრობდა და მეურნეობას მისდევდა.
1945 - წელს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრა-
ტეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით დეკანოზი ვასილი
აღადგინეს სასულიერო ხარისხში და ტყიბულის რა
2-1საპატრიარქოს უწყებანი N2 15-22 იანვარი 2015წ 19
დეკანოზ ვასილ გაბადაძის ოჯახის ისტორია (გაგრძელება)
იონის სოფ. ხრესილში დაევალა საეკლესიო წესების
შესრულება. 1947 წელს ქუთათელ-გაენათელ მიტრო-
პოლიტ ეფრემის (სიდამონიძე, შემდგომში — კათო-
ლიკოს-პატრიარქი) ძალისხმევით, ქუთაისში გაიხსნა
კომუნისტების მიერ გაუქმებული წმინდა გიორგის სა-
ხელობის ეკლესია, რომლის წინამძღვრადაც დეკანო-
ზი ვასილი დაინიშნა. 1951 წლის აღდგომას ენქერით
დაჯილდოვდა. 1956 წელს გარდაიცვალა მისი მეუღლე
ნადია, რომელიც თბილისში დაასაფლავეს. უკვე ასაკ-
ში მყოფ მოძღვარს გაუჭირდა ქუთაისში მარტო ცხოვ-
რება და კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის
(ფხალაძე) სთხოვა, სამოღვაწეოდ თბილისში გადაეყ-
ვანა. მართლაც, უწმიდესმა მელქისედეკმა იგი ქაშვე-
თის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსა-
ხურად დანიშნა, სადაც გარდაცვალებამდე იმსახურა.
დეკანოზი ვასილი 1958 წლის 18 სექტემბერს აღესრუ-
ლა. დასაფლავებულია ვაკის სასაფლაოზე.
დეკანოზ ვასილის მეუღლე იყო ნადეჟდა ტარიელის
ასული კოკელაძე (1889-1956). მათ ექვსი შვილი ჰყავ-
დათ: ნინო (17.01.1902) გათხოვილი გახლდათ სოლო-
მონ ზაალიშვილზე. მათ ჰყავდათ სამი ქალიშვილი
მედეა, ცირა და იზოლდა, ქეთევანი (8.01.1911) გათხო-
ვილი — ევგენი ჟღენტზე. ჰყავდათ ერთი ვაჟი
მური), ელენე (17.06.1912) გათხოვილი შალვა დავითუ-
ლიანზე, მერი (1925) (გათხოვილი შალვა ცერცვაძეზე.
ჰყავდათ ორი ქალიშვილი ― მანანა და ნანა) და ტიტე
(1916) იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში, დაიჭრა და დე-
მობილიზირებული იყო. წლების განმავლობაში მუშა-
ობდა აფთიაქში, იყო სააფთიაქო სამმართველოს უფ-
როსი. ჰყავდა მეუღლე ირინა ენუქიძე და ორი შვილი —
რუსუდანი (მეუღლე ვ. მირონოვი) და დიმიტრი).
დეკანოზ ვასილის დის — ნიმფადორას (სოფიოს) მე-
უღლე გახლდათ ცნობილი ლოტბარი კორნელი მაღრა-
ძე, ავტორი საგალობლებისა — „ღირს არს“ და „მამაო
ჩვენო“ კორნელი მაღრაძის შთამომავლებიდან დღეს
ლალი მაღრაძის შვილიშვილი ნინი ბადურაშვილი მღე-
რის, რუსუდანის შვილიშვილი ირინა შერაზადაშვილი კი
კოსერვატორიაში ვოკალის განხრით ამთავრებს მაგის-
ტრატურას და მილანის ლა-სკალაშია მიწვეული.ნადია
კოკელაძის დის — დოდოლას მეუღლე იყო ქუთათელ-
გაენათელი მიტროპოლიტი ნაუმი (შავიანიძე), რომე-
ლიც 1969 წლის 3 მარტს აღესრულა. გარდაცვალები-
დან მეორე დღეს ბათუმიდან სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა
ეფრემ II-მ (სიდამონიძე) მის ოჯახს ასეთი დეპეშა გაუგ-
ზავნა: „ჩემი უძვირფასესი ნაუმის გარდაცვალების
გამო, ვერ მოგახსენებთ სამძიმარს, რადგან ყველამ
მე უნდა მითხრას სამძიმარი“. განსვენებულ მიტრო-
პოლიტს წესი აუგო უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ
II-მ და ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსმა ილიამ (შიოლაშ-
ვილი-ღუდუშაური, ამჟამად სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი), თბილისისა და ქუთაის-გაე-
ნათის ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად.
დეკანოზ ვასილის უფროსი ვაჟი დავითი 1914 წლის
26 ივნისს დაიბადა. 1930 წლიდან იგი ქ. თბილისში,
მთაწმინდის უბანში ცხოვრობდა და თავის უმცროს
და-ძმას − ტიტესა და მერის პატრონობდა. პარალე-
ლურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკო-
ნომიურ ფაკულტეტზე სწავლობდა, რომელიც წარჩი-
ნებით დაასრულა. 1942 წელს ცოლად შეირთო ეთერ
გრიგოლის ასული ბახტაძე, ქუთაისელი ინტელიგენ-
ტი ოჯახის შთამომავალი, რომლის ბაბუა ვარლაამ
მარკოზის ძე ბახტაძე ტიტულარული მრჩეველი იყო.
ოჯახის შექმნიდან ერთ წელიწადში დავითი ფრონტზე
წავიდა, საიდანაც ცოცხალი აღარ დაბრუნებულა. კა-
პიტანი დავით გაბადაძე სატანკო ბატალიონის მეთა-
ური იყო. იბრძოდა პოლონეთის ფრონტზე. 1945 წლის
იანვარში მისმა ბატალიონმა მიიღო დავალება, გაე-
თავისუფლებინა პოზნანის სავოევოდოს ქ. შრემი. იგი
2-2საპატრიარქოს უწყებანი N2 15-22 იანვარი 2015წ 20
დეკანოზ ვასილ გაბადაძის ოჯახის ისტორია (დასასრული)
თავისი სატანკო ერთეულით გაემართა ქალაქის
გასათავისუფლებლად. მან ეს დავალება წარმატებით შეასრულა, თუმცა თავადაც ამ ბრძოლაში დაეცა. გერმანელებს ქალაქის მისასვლელები ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით ჰქონდათ გამაგ-რებული, ამიტომ ტანკებით შეტევაზე გადასვლა ვეღარ მოხერხდა. დაიწყო ხელჩართული ბრძოლა. ორმხრივი სროლების შედეგად მრავალი დაეცა. ტყვია კაპიტან გაბადაძესაც მისწვდა, მაგრამ მას ამ დროს მისივე ორდინარეცი გადაეფარა და სიკვდილს გადაარჩინა. ამ ფაქტმა მასზე იმდენად მძიმედ იმოქმედა, რომ აღელვებული შეიჭრა მტრის რიგებში და თავადაც გმირულად დაიღუპა. ამ დროს ის 30 წლის იყო, მეუღლე სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა, ხოლო ერთადერთი ვაჟი ომარი მხოლოდ 11 თვის იყო. კაპიტანი დავით ვასილის ძე გაბადაძე დაასაფ-ლავეს შრემის ცენტრალურ მოედანზე, მასთან ერთად დაღუპულ მეომრებთან ერთად, სულ 25 კაცი. ყოველწლიურად, 9 მაისს, გამარჯვების დღეს, პოლონელი ახალწვეულები ფიცს დებდნენ გამათავისუფლებელი გმირების საფლავზე, როგორც თვითონ პოლონელები უწოდებდნენ მათ. 1978 წელს დავითის უმცროსი ძმა ტიტე გაბადაძე, რესპუბლიკის სააფთიაქო სამმართველოს უფროსი, მიიწვიეს პოლონეთში თავისი ძმის საფლავზე. 1981 წელს მისი მოწვევით თბილისში სტუმრად ჩამოვიდა შრემის და მისი რაიონის უფროსი მეჩისლავ ვოვჟინაკი, მეუღლესთან ერთად. პოლონეთში დაბრუნების შემდეგ მან გამოგზავნა მოწვევა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ოჯახი იქ ვერ ჩავიდა. როგორც ზემოთ ვახსენეთ, გმირულად დაღუპულ დავით გაბადაძეს დარჩა 11 თვის ვაჟი ომარი. იგი პროფესიით ინჟინერ-ტექნოლოგია. ჰყავს მეუღლე ბარბარე სერგოს ასული ქორიძე, პროფესიით ფილოლოგი და ორი შვილი: დავითი და სოფიო. დავითი პროფესიით კინომენეჯერია, ჰყავს მეუღლე ― თამარ კანდელაკი (პროფესიით მხატვარი). მათ ჰყავთ სამი შვილი ნინო, გიორგი და ნიტა; სოფიო პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა, აქვს ხარისხი —არქიტექტურის დოქტო-რი, ჰყავს მეუღლე გიორგი თორნიკეს ძე ქადეიშვილი და ორი შვილი: თორნიკე და თამარი. როგორც ბატონმა ომარ გაბადაძემ მოგვითხრო, 1989 წელს პოლონეთიდან მოვიდა მეორე მოწვევა ქ. შრემის სკოლის დირექტორისგან. ამავე წლის მაისში პოლონეთში გაემგზავრნენ ომარის მეუღლე ბარბარე და შვილები — დავითი და სოფიო; აქ მათ დიდებული და თბილი დახვედრა მოუწყვეს. სამწუხაროდ, თვითონ ბატონი ომარის წასვლა არ მოხერხდა და როგორც თვითონ აღნიშნავს „ოცნებად დარჩა მამის საფლავზე ჩასვლა“. 2015 წელს დეკანოზ ვასილ გაბადაძეს უსრულდება დაბადებიდან 140 წელი, ხოლო გმირულად დაღუპულ დავით გაბადაძეს — დაბადებიდან 100 და გარდაცვალებიდან 70 წელი. 2015 წლის 22 იანვარს ქაშვეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის დეკანოზი ელიზბარ ოდიშვილი წესს აუგებს პოლონეთში გმირულად დაღუპულ დავით გაბადაძეს და აღასრულებს შეკვეთილ წირვას გარდაცვლილთა სულთა საოხად. აღსანიშნავია, რომ ბატონი ომარ გაბადაძე და მისი შვილიშვილები ― გიორგი და თორნიკე ქაშვეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის სტიქაროსნები არიან. ბატონ ომარის დიდი სურვილია, რომ მისმა შვილიშ- ვილმა გიორგიმ სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა სასულიერო სემინარიაში განაგრძოს და სასულიერი ხარისხში გააგრძელოს სამსახური, რასაც საუკუნეთა განმავლობაში აღასრულებდნენ მისი წინაპრები. წყარო: საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 489, აღწერა 1, საქმე №57641; საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური არქივი, ფ. 1880, აღწერა 3, საქმე №17, გვ. 8; ფ. 284, აღწერა 1, საქმე №50; ჟურნალი „საქართველოს საეგზარქოსოს უწყებანი“ 1914წ. 1; გაბადაძეების საოჯახო არქივი. ცნობები მოგვაწოდა დეკანოზ ვასილ გაბადაძის შვილიშვილმა, ქაშვეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის სტიქაროსანმა, ბატონმა ომარ გაბადაძემ.
4 საპატრიარქოს უწყებანი N 4 29 იანვარი-4 თებერვალი 18
მიტროპოლიტი გერმანე 1708-1790
მიტროპოლიტი გერმანე — ერისკაცობის სახელი და გვარი უცნობია — სიყრმიდანვე იზრდებოდა დავით გარეჯის უდაბნოში, სადაც მისი აღმზრდელი, მასწავლებელი და სულიერი მოძღვარი იყო მღვდელ-მონაზონი იოანე (სააკაძე), შემდგომში მანგლელი ეპისკოპოსი. მანვე აღკვეცა იგი ბერად გერმანეს სახელით და დიაკვნად აკურთხა. ახალგაზრდა ბერ-დიაკონი ეპისკოპოს იოანეს კრებულში არქიდიაკვნის წოდებით მსახურობდა. საქართველოდან წასვლის შემდეგ ის მეუფე იოანეს ჯერ დარუბანდში, შემდეგ კი ჩრდილოეთ კავკასიაში გაჰყვა. 1743-1744 წლებში, როდესაც იოანე მანგლელი მოსკოვში ჩავიდა მამა გერმანე მას იქაც თან ახლავს, ამჯერად უკვე იღუმენის წოდებით. როგორც ჩანს, XVIII ს-ის 30-იან წლებში მეუფემ მას მღვდლად დაასხა ხელი. მოსკოვში ყოფნის პერიოდში, ეპისკოპოს იოანეს რეკომენდაციით, იღუმენი გერმანე არქიმანდრიტის მაღალი პატივით შემოსეს. 1746 წელს, რუსეთის წმ. სინოდის გადაწყვეტილებით, იოანე მანგლელის აშენებული წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი მონასტრად გადაკეთდა და მის წინამძღვრად არქიმანდრიტი გერმანე დაინიშნა. 1751 წლის 28 მარტს ყიზლარში მყოფი ეპისკოპოსი იოანე გარდაიცვალა. თავის ანდერძში მან გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში ითხოვა დასაფლავება. 1752 წლის 17 იანვარს მეუფის ძმასთან, ნიკოლოზ სააკაძესთან ერთად არქიმანდრიტმა გერმანემ თავისი მოძღვრის ნეშტი სა-ქართველოში ჩამოასვენა, თუმცა კათოლიკოსისა და მეფის კურთხევით იგი სიონში დაკრძალეს.კათოლიკოს ანტონ I-ის თხოვნით არქიმანდრიტი გერმანე სამშობლოში დარჩა და დავით გარეჯის ლავრაში განაგრძო მოღვაწეობა. მამა გერმანე, თავისი მოძღვრის მსგავსად, მაღალი ზნეობისა და ასკეტური ცხოვრების მიმდევარი ადამიანი ყოფილა. წირვის დროს მის მიერ წარმოთქმულ ასამაღლებლებს სუნთქვასავით გრძნობდნენ ტაძრის კედლები და იქ მდგომი მონასტრის კრებული. გარეჯის მონას-ტერში მოღვაწეობის პერიოდში მან მრავალი ღირსეული ადამიანი აღზარდა და ბერული ცხოვრების სადლს აზიარა. 1769 წელს კათოლიკოსმა ანტონ I-მა არქიმანდრიტი გერმანე დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვრად დაადგინა. ამ თანამდებობაზე იგი პირველად 1769 წლის 29 მაისით დათარიღებულ საბუთში იხსენიება და თორმეტი წლის განმავლობაში, ღვთის შეწევნით, კეთილად განაგებს აღნიშნულ მონასტერს. 1781 წლის ივნისში იგი უკანასკნელად იხსენიება დავით გარეჯის ლავრის წინამძღვრად. ამავე წლის ნოემბერში წინამძღვრად ვხედავთ არქიმანდრიტ თომას (გარსევანიშვილი), მამა გერმანეს კი თბილელი მიტროპოლიტის ადგილი უჭირავს. აქედან გამომდინარე ვასკვნით, რომ 1781 წლის ივნისი ნოემბრის პერიოდში კათოლიკოსმა ანტონ I-მა იგი ეპისკოპო სად აკურთხა და თბილისის კათედრა ჩააბარა. ეპისკოპოს გერმანეს კურთხევა ამ წელს დასტურდება კიდევ ერთი ფაქტით. თედო ჟორდანიას „ქრონიკების“მესამე ტომში აღნიშნულია: „1780 წელს განჰკვეთეს იონა მროველი (გედევანოვი) ერთად მიქაელ თფილელთან და გაიოზთან (?)“. როგორც ვხედავთ, იმ-ჟამად თბილელის კათედრა მართლაც თავისუფალი ყოფილა ეპისკოპოს მიქაელის დასჯის გამო. ცნობილი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე პლატონ იოსელიანი თავის ნაშრომში – „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“ — მიტროპოლიტ გერმანეს შესახებ წერს: „თფილელ-მიტროპოლიტი გერმანე, მოხუცი და ღირსი კაცი აღზრდილი სიყრმითგან იოანე მანგლელისაგან შეიქმნა ავად. მეფის ძე გიორგი მიბრძანდა და ნახა მწოლარე სიკვდილისა საწოლსა. თანაჰყვა მას იკონომოსი და დეკანოზი სიონისა იოანე ოსეს ძე, რომელიცა მოხუცებისა გამო და უძლურებისა თვით გერმანესსა, განაგებდა ეპარქიასა მისსა. ნახვამან მეფისა ძისა და საუბარმან მისმან წმინდათათვის ეკლესიისა და თვით წმინდისა გერმანესსა, რომლისაცა სახელითა იწოდებოდა იგი, მოიყვანა სნეული ესრეთსა მდგომარეობასა, რომელ შეიქმნა უკეთ და განმხნობილი იტყოდა: ბატონიშვილო! სიტყვა თქვენი ზეცით მეტყველი, შემექმნა მე სამკურნალოდ. ვხედავ თავსა ჩემსა ცოდვილსა კვალად მოსრულად სოფელსა ამას, რათა სინანული ბრალთა ჩემთათვის განგრძელდეს და ვეღირსო დიდებასა მას ქრისტესსა, რომელსაცა თქვენ მომითხრობთ. ცოდვილითა ჩემითა პირითა, მადლობასა მოგახსენებ და კურთხევასა მოგართმევ: მადლი იესოსი, ყოვლისა სოფლისა ცოდვათაგან მხსნელისა, იყოს თქვენზედა და თქვენსა სახლსა ზედა. ამინ, ამინ“.მეფის ძემან იტირა, ემთხვია მოხუცისა ხელსა. „დამწერე ჯვარი, ეკლესიისა ქრისტესისა მწყემსო“, — რქვა მეფის ძემან. მაშინ წარმოსთქვა: სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისა-თა’’.მეორესა დღესა დილით წარავლინა კაცი მო-კითხვისა, მოუვიდა პასუხად სრულიად უკეთესობისა მისისა და სიმრთელისა ამბავი. განიხარა და კვალად წირვისა შემდგომად მიბრძანდა და წარიყვანა შვილი თვისი მიხეილი ჯერეთ ათამდინ წლისა. მოახსენეს გერმანეს მიბრძანება მეფის ძისა და მეფის ძის ძისა. აღდგა თვით საწოლით და ქურქ-მოდებული, მიეგება სენაკისა კარსა. განკ-
4-1 საპატრიარქოს უწყებანი N 4 29 იანვარი-4 თებერვალი 19
მიტროპოლიტი გერმანე 1708-1790 (გაგრძელება)
-ვირდა მეფე და მაღალისა ხმითა ბრძანა: „კურთხეულ არს ღმერთი მამათა ჩვენთა“ (ესრეთი თქმა ხშირად იცოდა მეფის ძემან ქრისტეს მოყვარემან). იოანე დეკანოზმან პასუხ უგო: „მადლი უფლისა თანა უვის მარადის მადლითა ქრისტესითა სავსე კაცსა“. მაშინ მეფის ძემან მიიყვანა შვილი თვისი მიხეილი და სთხოვა, აკურთხოს იგი. გერმანემ დასდვა ხელი თავზედ და ოდესაც აპირებდა კურთხევისა სიტყვისა წარმოთქმასა, უბრძანა მეფემან მამამან დაიჩოქოს. მსწრაფლ დაიჩოქა და მაშინ სთქვა: „წმინდამან სამებამან გაკურთხოს შენ. მადლი უფლისა და ღვთისა ჩვენისა იესო ქრისტესი იყოს შენთანა. ჯვარი მისი საჭურველად გექმნას შენ. იხილვიდე კეთილსა მარადის ქრისტეს სიყვარულითა. დღე გრძელი მოგენიჭოს“. ეს ამბავი თვით მიხეილმან მიამბო სანკ-პეტერბურგის ბინაზე, ოდეს ვსადგურობდი მასთან 2 წელიწადსა (1843 და 1844) და იტყოდა ქრისტეს მოყვარე და მოხუცი მაშინ 64 წლისა: „მე კიდევ ვიცოცხლებ: გერმანესაგან ღირსისა კაცისა, ვარ ნაკურთხიო“. მომაგონდა ესე მისი თქმულობა, ოდეს წარვიკითხე წერილი მოწერილი ჩემდა გარდაცვალებულისათვის მიხაილისა, რომელსაცა აქვნდა 82 წელი 1861 წელსა, 21 აპრილსა და უმეტე-სად დღედმდე ვარ შეკრთომილი, ოდეს გამოვიძიე წერილიდგან, რომელ თვით გერმანეცა, მაკურთხებელი მისი, იყო 82 წლისა, გარდასრული ამიერ სოფლით სამყოფსა საუკუნოსა“. იოანე ბატონიშვილი თავის ნაშრომში მიტროპოლიტ გერმანეზე წერდა: „გერმანე ტფილელი, რომელიცა სიყრმიდგან თვისით აღიზარდა მონასტერსა შინა ესრეთ მცირე ყრმა, რომელ ოდეს წარმოგზავისინეს მონასტერსა, მამათა სოფელსა შინა მო-სარეწელად მოწყალებისათვის ერთგან, მხილველმან დედაკაცთამან იკითხა, თუ: ვინ არიან ესენი? — რომელ პირველ ხილვასავე განკვირვებულ იყო, ვინაიდგან არა უწყოდა სახე დედათა. ამან კეთილად იღვაწა მონასტრისათვის. იყო ფრიად სიწმინდის მოყვარე და მეცნიერი, უცხო დიალიქტიკოსი, მამათ ცხოვრების წერილთა ზედმიწევნილი. უკანასკნელ მეფემან ირაკლი იძულებით დადგინებულ იყო ტფილელად ტფილისსა შინა. და კეთილად იღვაწა ეკლესიისათვის და მრავალნიცა განსწავლნა სამღვდელოდ და ესრეთ სიწმინდით გარდავლნო წელნი თვისნი“. წმ. პოლიევქტოს კარბელაშვილი თავის ნაშრომში „ძველი ანჩისხატის ტაძარი ქ. ტფილისში“ მოგვითხრობს კათოლიკოს ანტონ I-ის უკანასკნელი დღეების შესახებ: „მომაკვდავმა კათოლიკოსმა თბილელი მიტროპოლიტი გერმანე იხმო საზიარებლად. 1788 წლის 27 თებერვალს, კვირას ანჩისხატის ტაძარში სწირა ტფილელ მიტროპოლიტმა გერმანემ; წირვა რომ გამოვიდა, შემოსილმა გაასვენა ბარძიმი კათალიკოზის საზიარებლად. ანტონი მოემზადა წმინდა საიდუმლოს მისაღებად: დაიბანა პირი, დაივარცხნა თმა, წვერი, ჩაიცვა კაბა ანაფორა და მაჯის ღილები თვითონ შეიკრა. მოხუცებულს გერმანეს გული ამოუჯდა ტირილით, ქვით-ქვითებდა და ვერ მოახერხა ეზიარებინა ავადმყოფი. მაშინ ანტონმა თვით წარმოსთქვა სუსტის ხმით ზიარების ლოცვა „მრწამს, უფალო, და აღვიარებ“ და თავის ხელით ეზიარა“. მიტროპოლიტი გერმანე კათედრაზე დანიშვნის დროს უკვე საკმაოდ მოხუცი იყო და უჭირდა ეპარქიის მართვა, ამიტომ მთელ საეპარქიო საქმეებს სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი იოანე ოსეს ძე განაგებდა. გარდაიცვალა მეუფე გერმანე 1790 წელს და დაკრძალულია სი-ონის საკათედრო ტაძარში. წყარო: საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 226 და 1449; ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფ. 119. ლიტ: ჟორდანია თ. „ქრონიკები“ ტომი III, ქ. თბილისი 1967წ. გვ. 369; იოსელიანი პლ. „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“ ქ. თბილისი 1978წ. გვ. 81-82; იოსელიანი პლ. „თბილისის სიონის ტაძარი“ გვ. 150; ბაგრატიონი იოანე „მცირე უწყება ქართველთა მწერალთათვის“, ქ. თბილ 19826. 33. 188.
4-2 საპატრიარქოს უწყებანი N 4 29 იანვარი-4 თებერვალი 20
ადამიანური ზნეობით გამორჩეული იღუმენია ნინო ამილახვარი
ჩვენი ქვეყნის ისტორია მოგვითხრობს ქართველი ხალხის, მეფეების, დიდგვაროვანთა, ეროვნული გმირების, საერო და სასულიერო პირთა ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ისტორია ხომ ერის სულიერი სარკეა, ეთნოსის, ხალხის ავტოპორტრეტია. ჩვენი წინაპრების ღირსეულ არსებობაში მრავალი მაგალითია განსაკუთრებული სულიერებისა თუ გმირობის მაჩვენებელი. სწორედ ასეთი ღირსეული სულიერებისა და ზნეობრივი გმირობის მაგალითს წარმოადგენს იღუმენია ნინო ამილახვარი. იგი დაიბადა 1815 წლის 26 იანვარს, სოფელ საამილახვრო ჭალაში. იღუმენია ნინო იყო სამთავროს მონასტრის დამაარსებლის, ნინო ამილახვარის ძმისწული. ერობაში ანა ამილახვარი ადრე დაობლებულა და მამიდა მას მზრუნველობას არ აკლებდა. იგი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ზნეკეთილობით, სიბრძნითა და ღვთისმოშიშებით.მამიდის გარ-დაცვალების შემდეგ მას მთელი თავისი ქონება მონასტრისთვის შეუწირავს და მონაზვნობის აღთქმა დაუდია. 1855 წლის 19 ივნისს აღკვეცილა არქიმანდრიტ ტარასის მიერ. 1863 წელს დაუნიშნავთ მონასტრის გამგებლად, ხოლო 1865 წელს ეგზარქოს ევსევის იღუმენიას ხარისხში აღუყვანია.მისი იღუმენიად ყოფნის წლებში დაუღალავი შრომაა გაწეული მონასტრის სულიერი და ეკონომიური სიძლიერის განვითარებისათვის. წმინდა ნინოს მფარველობითა და მადლით აღვსილი, უდიდესი სიყვარულის მატარებელი პიროვნება, 40 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამთავროს დედათა მონასტერს. სწორედ სულიერი და ეროვნული ღვაწლით გახდა იგი ღირსული გამგრძელებელი თავისი სახელოვანი წინაპრებისა. იღუმენია ნინო ნამდვილი სულიერი დედა იყო — თავისი შინაგანი კეთილშობილებით, ერთგულებით, ბრძნული დარიგებებითა და სხვა კეთილი საქმეებით მონასტრის დებისათვის. მაღალი ადამიანური ზნეობრიობით დაჯილდოებული, წესრიგითა და სიმშვიდით გამორჩეული, უდიდესი ქველმოქმედებით აღმატებული მონაზონი მაგალითი გახლდათ თითოეული მათგანისათვის.მისი ხელმძღვანელობით შეკეთდა სამთავროს ტაძარი, აშენდა ახალი სამონასტ-რო შენობები, მათ შორის, ახალი გუმბათიანი ეკ ობოლ გოგონათა სასწავლებელი. მონასტერს ჰქონდა საკუთარი მეურნეობა, სადაც ძირითადად განვითარებული ყოფილა მევენახეობა. იღუმენია ნინო გარდაიცვალა 1904 წლის 29 დეკემბერს.მას დაბადებიდან 200 წელი შეუსრულდებოდა. დაკრძალულია მისივე თაოსნობით აგებულ წმინდა ნინოს სახელობის გუმბათიან ეკლესიაში. დღეს ამ ეკლესიის საძირკვლის მხოლოდ ნაშთებია შემორჩენილი. დიდია იღუმენია ნინო ამილახვარის ღვაწლი საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. იგი მაგალითი და პორტრეტია ქართველი მონოზონისა.
5 საპატრიარქოს უწყებანი N5 5-11თებერვალი 2015 წ 18
დეკანოზი ილია კოტეტიშვილი 1858-1933
დეკანოზი ილია იოანეს ძე კოტეტიშვილი 1858 წელს (მეორე ვერსიით — 1855 წელს) თბილისში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. წარმოშობით კოტეტიშვილები კასპის რაიონის სოფელ ლავრისხევიდან ყოფილან. იქვე ყოფილა მათი საცხოვრისი და ადგილ-მამულები. შემდეგ ლეკიანობისა თუ რაღაც სხვა მიზეზის გამო ჩამოსახლებულან კავთისხევში და ეს დიდი და მშვენიერი სოფელი კოტეტიანთ სამშობლოდ იქცა. ვახუშტი კოტეტიშვილი თავის მოგონებებში „ჩემი წუთისოფელი“ აღნიშნავს: „გეორგიევსკის ტრაქტატს დართულ ქართველ თავადაზნაურთა სიაში კოტეტიშვილები ტახტის აზნაურებად მოიხსენიებიან. ტახტის აზნაურები რომელსამე თავადს კი არ ემორჩილებოდნენ, არამედ უშუალოდ მეფეს. ეს გასაგებიც არის, კოტეტიშვილებს მეტი საქმე არა ჰქონდათ, რომელიმე თავქარიან თავადს დამორჩილებოდნენ. ზოგჯერ ისინი მეფესაც არ ეპუებოდნენ თურმე და სწორედ ამ სიჯიუტისათვის ჩამოუაზნაურებიათ კიდეც. ამიტომ კოტეტიანთ ერთი შტო უზენაესი მეუფის სამსახურში ჩამდგარა და ჩოხა-ახალუხი ანაფორაზე გაუცვლია, ამიტომ მოიხსენიებიან, როგორც მღვდლიანნი. მღვდლიანნი ადრევე გადმოსახლებულან თბილისში. იმდენად ადრე, რომ კავთისხევში მცხოვრებ კოტეტიშვილებს მამაჩემის დროსაც უკვე აღარ ჰხსომებიათ, ზუსტად სად იყო სოფელში ჩვენი სამოსახლო. XIX ს-ის შუა წლებში პაპაჩემის მამას, მთაწმინდაზე, მაშინდელ პრიუტის ქუჩაზე (ამჟამად კოტე მესხის ქ. #8), აუშენებია ტიპური თბილისუ-რი აივნებიანი სახლი, წინა და უკანა ეზოთი. ეს სახლი ჯერ ერთსართულიანი ყოფილა, შემდეგ კი, უკვე მამაჩემის ბიჭობაში დაუდგამთ მეორე სართული“. სწორედ ამ სახლში გაიზარდა მომავალი მოძღვარი, დეკანოზი ილია კოტეტიშვილი, რომელმაც თბილისის ერთ-ერთ კერძო სასწავლებელი დაამთავრა. საღმრთო ისტორია და საეკლესიო ტიპიკონი მონასტერში ისწავლა. 1878 წლის 4 ივლისს ყარაიაზის (ეხლ. გარდაბანი) მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის უშტატო მედავითნედ განამწესეს. 1881 წლის 10 ივნისს თბილისში, კალოუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის უშტატო მედავითნედ და-ინიშნა. 1883 წელს ეგზარქოსების წმინდა ჯვრის სახელობის კარის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1885 წელს ბზა ახალსოფლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაადგინეს. 1886 წლის 5 აგვისტოს სასულიერო უწყებაში მიიღეს და შტატში დაამტკიცეს. ამ პერიოდში მან გაიცნო სოფელ კარბში მცხოვრები ალექსი ბიძინაშვილის დედისერთა და ობოლი გოგო — ეკატერინე (1873), რომელიც მშობლების გარდაცვალების გამო თავის ბი-ძასთან იზრდებოდა. ილიამ თავისი მეგობრის, კარბელი მღვდლის დახმარებით, ბიძასთან საქმე მოაგვარა და სულ მალე ქორწილიც შედგა. ჰყავდათ ოთხი შვილი: ივლიტა (1890, გათხოვილი სერგი მაკალათიაზე), ვახტანგი (1893-1937, ცნობილი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფოლკლორისტი, მოქანდაკე, ხელოვნებათმცოდნე, მეუღლე ნუსია დილევსკი - მათი ვაჟი იყო ვახუშტი კოტეტიშვილი), გრიგოლი (1894) და ვლადიმერი (1895-1940, ექიმი, ნევროპათოლოგი, ქართული მედიცინის ისტორიის მეცნიერული კვლევის ფუძემდებელი). 1886 დაოჯახების შემდეგ, წლის მიწურულს ილია დიაკვნად აკურთხეს. 1888 წლის 27 მარტს ბზა-ახალსოფელში დიაკვანმა ილია კოტეტიშვილმა თავისი ხარჯებით გახსნა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, რის გამოც მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1890 წლის 18 მარტს დიდი თონეთის წმინდა გიორგის სახელობის სულ მალე ქორწილიც შედგა. ჰყავდათ ოთხი შვილი: ივლიტა (1890, გათხოვილი სერგი მაკალათიაზე), ვახტანგი (1893-1937, ცნობილი ლიტერატურათმცოდნე, კრიტი კოსი, ფოლკლორისტი, მოქანდაკე, ხელოვნებათმცოდნე, მეუღლე ნუსია დილევსკი - მათი ვაჟი იყო ვახუშტი კოტეტიშვილი), გრიგოლი (1894) და ვლადიმერი (1895-1940,ექიმი, ნევროპათოლოგი, ქართული მედიცინის ისტორიის მეცნიერული კვლევის ფუძემდებელი). 1886 დაოჯახების შემდეგ, წლის მიწურულს ილია დიაკვნად აკურთხეს. 1888 წლის 27 მარტს ბზა-ახალსოფელში დიაკვანმა ილია კოტეტიშვილმა თავისი ხარჯებით გახსნა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, რის გამოც მწყემსმ თავრული მადლობა გამოეცხადა. 1890 წლის 18 მარტს დიდი თონეთის წმინდა გიორგის სახელობის
5-1 საპატრიარქოს უწყებანი N5 5-11თებერვალი 2015 წ 19
დეკანოზი ილია კოტეტიშვილი 1858-1933
რა მამამ. პატარა ვახტანგმა თავი ჩაღუნა და ამით აღიარა: — „დიახო“. ხალხნო, არ დაიჯეროთ, არავითარი სასწაული არ მომხადარა, ეს ამ ოინბაზი ბალღის ნახელავია, დამშვიდდით და ტაძარში მობრძანდით, იქ ილოცეთ. ამას კი შინ მოვთხოვ პასუხსაო. რასაკვირველია, ეს დღე იყო და ეს დღე! ამის მეტად ვახტანგს მსგავსი არაფერი ჩაუდენია“. 1902 წლის 12 დეკემბერს დიაკვან ილიას მღვდლად დაასხეს ხელი და ოსეთში, ჯომაგის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1904 წლის 13 იანვარს თელავის მაზრაში, გულგულის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. 1904 წლის 27 მაისს ტაძრის გარემონტე-ბისათვის საგვერდულით დაჯილდოვდა. 1906 წლის 8 ივლისს გორის მაზრაში, ნიჩბისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. 1912 წლის 13 ოქტომბერს, სამრევლოში ხშირად არ ყოფნის გამო დაითხოვეს ამ ტაძრიდან. 1913 წლის 9 ოქტომბერს ზახორის მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. 1916 წლის 28 მარტს მხურვა-ლეთის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში და ადგინეს. ამ სოფლის მღვდელ პეტრე კარბელაშვილს რაღაცის გამო ასჯანყებია მრევლი, მოუთხოვიათ სხვა მოძღვარი. სასულიერო მმართველობამ იქ მამა ილია გააგზავნა. მას პირველი წირვისთანავე დაუშოშმინებია მრევლი. სოფელმაც შეიყვარა ეს ღვთისნიერი, დარბაისელი და, ამავე დროს, მხიარული და სახენათელი მოძღვარი. 1920 წლის 27 ივნისს მღვდელი ილია მონაწილე-ობდა საქართველოს სამოციქული მართლმადიდებელი ეკლესიის მეორე საეკლესიო კრებაში, როგორც ურბნისის ეპარქიის დელეგატი. 1923/1924 წლიდან მოძღვარი მცხეთა-თბილისის ეპარქიაში გადავიდა. 1925 წლის ოქტომბერში, ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე ეპისკოპოსად გამოარჩიეს. თბილისის სამღვ-დელოებამ მას წერილობით მიულოცა ეს წარმატება. წერილს, სამღვდელოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მღვდელი ილია კოტეტიშვილიც აწერს ხელს. მამა ილია დროგამოშვებით მსახურობდა ჯერ თბილისის ყოვლადწმინდა სამების, შემდეგ კიფუხის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიებში, სულ ბოლოს კი მამა დავითის ტაძარში განამწესეს, სადაც დაასრულა თავისი ამქვეყნიური მოღვაწეობა. ეს მოხდა 1933 წლის 11 თებერვალს.ხარმის გარდაცვალებაზე ვახუშტი კოტეტიშვილი წერს თავის მოგონებებში, რომელშიც აღწერილია, თუ რამ გამოიწვია მისი მოულოდნელი აღსასრული: „1933 წლის ზამთარში დიდი თოვლი მოვიდა. დილაადრიან გაღვიძებულმა მამა ილიამ ფანჯრის შეჭირხლულ მინებს ხელი მიუსვ-მოუსვა და მახათას მთისკენ გაიხედა. თოვლის ფარდის მიღმა ვერაფერი დაინახა. მოძღვარმა მზადება დაიწყო. ამასობაში მისმა უმცროსმა ვაჟმა გიგომ შემოაღო კარი და მამას უთხრა: მამა, თოვლი წელამდე მაინც იქნება გარეთ. გაუკვალავში გაგიჭირდება მთაზე ასვლა.— შვილო, ღვთისმსახურება სპექტაკლი კი არარის, აფიშაზე გააკრა, ამინდის გამო გადაიდოო. მრევლს შეიძლება მართლაც გაუჭირდეს ამ დიდ-თოვლობაში ამოსვლა, მაგრამ მე ჩემი მოვალეობა ღვთის წინაშე უნდა აღვასრულო.მაშინ დამელოდე, ჩავიცვამ და წამოგყვები. ამაზე მამა ილიამ შორს დაიჭირა, რომელი ხეიბარი მე მნახეთ, თქვე დალოცვილებო, ჩემით რა, ვერ გავიკვლევ გზასა. მიუხედავად ამისა, გიგო მაინც გაემზადა და შეუმჩნევლად აედევნა მამას. მამა ილია დინჯად, სვენებ-სვენებით მიარღვევ და მთაწმინდის თოვლიან აღმართს. ცალი ხელით კვერთხს მიიბჯენდა, ცალში კი ანაფორა ჰქონდა აკალთავებული. გიგო შორიახლო მიჰყვებოდა.ხედავ, რა მაგარი გამოდგა მღვდლიანთილია?! ფიქრობდა თავისთვის გიგო, ამ გაუკვალავ თოვლში მე მიჭირს სიარული, ის კი ისე არხეინად მიაბიჯებს, თითქოს გალავინსკზე მისეირნობ დეს. ბებერი ხარისაო, სწორედ უთქვამთ, რქანიცა ხნავენო“. ბოლო მოსახვევთან მოძღვარი შედგა. ცოტა ხანს შეისვენა და განახლებული ენერგიით შეუყვა ბოლო აღმართს. გიგო ფეხდაფეხ მისდევდა. გრიბოედოვის საფლავთან შედგა. ელოდებოდა, რომ მამაო ეკლესიაში შესულიყო. ის-ის იყო, გამობრუ- ნებას აპირებდა, რომ უცებ შემზარავი ხმა გაისმა: არა! არა! არა! — ეს მამა ილიას ხმას გავდა.
5-2 საპატრიარქოს უწყებანი N5 5-11თებერვალი 2015 წ 20
დეკანოზი ილია კოტეტიშვილი 1858-1933
გიგო ადგილს მოწყდა, კიბე აირბინა და გაშეშდა. მამა დავითის ეკლესიის სამრეკლოდან ზარები ჩამოეყარათ. ამას ვინ იზამდა, ენთუზიასტი კომკავშირლების
მეტი?! მამა ილია შექანდა, კვერთხი აფართხალებული ხელიდან გაუვარდა და ხელებგაშლილი ჩაშვავდა საფლავებს შორის. მამა! იღრიალა გიგომ და ერთი ნახტომით მასთან გაჩნდა. მამა ილიას ცნობა დაკარგული ჰქონდა. გიგომ ჯერ შუბლზე მოუსვა თოვლიანი ხელი, შემდეგ კი საკინძე შეუხსნა და მკერდიც თოვლით დაუზილა. მამა ილიას წამწამები შეუტოკდა, აზ- რდაფანტული მზერა მოავლო იქაურობას, გიგო იცნო და გონს მოეგო. ხედავ, შვილო, ესეც იკადრეს! ამ წმინდა ადგილსაც ამოსწვდა მაგ უღმერ- თოების მსახვრალი ხელი! ამდენი წაწყმედილი სული ნეტავ როგორ უნდა დაიტიოს ჯოჯოხეთმა? მამა, მოდი, წამოგაყენებ და ეკლესიაში შეგიყვან. იქ უფრო მოქედურდები. აბა, შენ მომეხმარე. გიგომ მოძღვარი საკურთხეველში შეიყვანა. მისი დახმარებით მამა ილიამ ლოცვა აღავლინა. ღმერთს შენდობას სთხოვდა უბირთა და უღმერთოთა სულების გადასარჩენად. თვითონ ინანიებდა იმათ ცოდვებს, თითქოს მას ჩამოეყაროს წმინდა ზარები. დეკანოზ ასე აღასრულა თავისი უკანასკნელი ლოცვა მამა ილიამ. მამა-შვილმა ეკლესიაში რამდენიმე საათს დაჰყვეს. იმ დღეს მამა დავითის ეკლესიაში არც ერთი მლოცველი არ ასულა. ამ ამბავმა მამა ილიაზე მძიმედ იმოქმედა. იგი ლოგინად ჩავარდა. დაემართა ნერვიული შოკი... სისხლის ჩაქცევა... ინფარქტის ნიშნები... მამა დავითის ეკლესიის დამხობილ ზარებქვეშ მოჰყვა მისი სპეტაკი სული. კოტეტიშვილთა გვარის უკანასკნელი მღვდლის სული უფალმა მიიბარა. პანაშვიდი თავად უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ (ცინცაძე) გადაუხადა სიონის ტაძარში. დასაფლავებულია თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე. ქელეხზე შვილებმა და მათმა მეგობრებმა მამა
ილიას ანდერძი შეასრულეს — „შენ ხარ ვენახი“ იგალობეს, შემდეგ კი „ჭონა“ და „ზამთარიც“ მოაყოლეს. ჭირის სუფრაზე ეს უცნაური საქციელი არავის გაჰკვირვებია. წყარო: საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 489, აღწერა 1, საქმე№53080; ჟურნალი „საქართველოს საეგზარქოსოს სასულიერო უწყებანი“ 1904წ. №5-6; ჟურნალი „საქართველოს საეგზარქოსოს უწყებანი“ 1912წ. №23; 19136. №20; 19166. №8-9.
N4 საპატრიარქოს უწყებანი N5 5-11თებერვალი 2015 წ 18
არქიმანდრიტი ეპიფანე ბუჭყიაშვილი 1785-1852
არქიმანდრიტი ეპიფანე 1785 წელს აზნაურ იოანე ბუჭყიაშვილის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი თბილისში, საქართველოს კათოლიკოს ანტონ II-ის (ბაგრატიონი) სასახლეში ისწავლა, სადაც საბერო მორჩილებას გადიოდა. 1806 წლის მარტში კათოლიკოსმა ანტონმა ბერად აღკვეცა, სახელად ეპიფანე უწოდა და იმავე დღეს დიაკვნად აკურთხა. 1810 წლის ნოემბერში რუსეთის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ანტონ II რუსეთში გაიწვია. ახალგაზრდა ბერ-დიაკვანი ეპიფანე მის ამალაში იმყოფება. 1811 წელს მამა ეპიფანეს არქიდიაკონის წოდება მიენიჭა. 1812 წლის 6 ოქტომბერს კათოლიკოს ანტონ II-ის ლოცვა-კურთხევით, სანკტ-პეტერბურგის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ლავრაში მთავარეპისკოსმა დოსითეოსმა (ფიცხელაური) მღვდლად დაასხა ხელი. 1813 წლის 14 ნოემბერს მამა ეპიფა-ნემ თეიმურაზ ბატონიშვილისათვის წმ. ალექსანდრე ნეველის ლავრაში მოღვაწეობის დროს გადაწერა „ქილილა და დამანას“ საბასეული რედაქცია, რომელსაც ახლავს გადამწერის მინაწერი: „მისისუმაღლესობის საქართუელოს მეფის გიორგის ძისთეიმურაზისაგან იძულებულმან აღვსწერე წიგნი ესე, რომელ არს ქილილა დამანა სამეუფოსა ქალაქსა პეტერბურღს, ლავრასა შინა წმინდისა ალექსანდრე ნეველისასა, გარნა არა ძალმედვა, მაგრამ აღმიკრძალმდა მათის უგანათლებულესობის ჩემდამო სხვადასხვა უხვნი მწყალობლობანი და უმეტესად სიყვარულნი და ამისთვის ურჩვეღარ ვექმენ, აღვწერე თთუსა ნოენბერსა 14, წელსა 1813, იერომონახმან ეპიფანემ“. 1814 წლის 25 ივლისს ამავე ალექსანდრე ნევე-ლის ლავრაში გადაწერა გამოკრებილი სახარება მეფის ძის ბაგრატისათვის. 1814 წლის შემოდგომაზე კათოლიკოსის ლოცვა-კურთხევით სამშობლოში დაბრუნდა. 1815 წლის 2 იანვარს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის გადაწყვეტილებით, მღვდელ-მონაზონი ეპიფანე შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად და თელავის ეპარქიის მღვდელმთავრის თანაშემწედ დაინიშნა. ამავე დღეს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1818 წელს არქიმანდრიტ ელეფთერთან (ზურაბიშვილი-ზუკაკიშვილი) ერთად დაევალა ალავერდის, ნეკრესის, ნინოწმინდის, ხარჭაშოს ეპარქიების, შუამთისა და კახეთის სხვა მონასტრების საეკლესიო შემოსავლის კამერალური აღწერა, რაც კეთილსინდისიერად შეასრულა. ამის გამო 1819 წლის 19 თებერვალს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ამავე წელს დაევალა თელავის საეპარქიო მმართველობისაგან ყოფილი ეპარქიე-ბის: ალავერდის, ნეკრესისა და ნინოწმინდის საეკლესიო ყმა-გლეხობისა და ქონების მართვა-გამგეობა, ხოლო 1820 წელს მცხეთა-თბილისისა და სამთავროს ყოფილი ეპარქიების ზოგიერთი მამულისა. 1821 წელს საქართველოს ეგზარქოსმა თეოფილაქტემ (რუსანოვი) დაავალა რუსთავის ეპარქიის საეკლესიო გლეხობისა და შემოსავლის აღწერა. ამ დავალებათა კეთილსინდისიერად შესრულებისათვის 1821 წლის 29 დეკემბერს ძვირფასი თვლებით შემკული ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1822 წლის 14 იანვრიდან 1823 წლის 3 მაისამდე არქიმანდრიტი ეპიფანე თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველია. 1823 წლის 1 ივნისიდან დატოვა ყველა სხვა თანამდებობა და მხოლოდ შუამთის მონასტრის წინამძღვარია. 1826 წლის 27 აპრილს საიმპერატორო გვირგვინით შემკული წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. როგორც ზემოთ ითქვა, მამა ეპიფანეს საეკლესიო მამულების მართვა ევალებოდა. მან კი, თავის მხრივ, მამულების მართვა თავის ძმას ბეჟანს ჩაა ბარა, რომელმაც სულ აურ-დაურია საქმეები. იგი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე იქცეოდა და მრავალი უწესო საქმე ჩაიდინა. ამის გამო, თელავის მაზრის სასამართლოში არქიმანდრიტ ეპიფანეს წინააღმდეგ საქმე აღიძრა. 1824 წლის 14 მაისს არ-ქიმანდრიტი თელავის საოლქო სასამართლოში გამოიძახეს, მაგრამ იგი არ გამოცხადდა. ამავე წლის 3 ივნისს სასამართლომ უკვე ეგზარქოსს სთხოვა, თავისი ხელქვეითისათვის ებრძანებინა, რათა და უყოვნებლივ გამოცხადებულიყო თელავში. დაიწყო ხანგრძლივი სასამართლო პროცესი, რაც საბოლოოდ იმით დამთავრდა, რომ 1827 წლის თებერვალში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ არქიმანდრიტ ეპიფანეს ჩამოართვა შუამთის მონასტრის წინამძღვრობა და დავით გარეჯის ლავრაშიგანამწესა საეკლესიო სასჯელის მოსახდელად. გარეჯში ცხოვრების პერიოდში გადაწერა რამდენიმე საეკლესიო შინაარსის თხზულება: აღაპიტ დიაკონის — „სამეფო ტომარი“, რომელსაც აწერია მისივე ანდერძი: „დასასრული განგებულებითისა ღისმეტყუელებისა. დიდება ღმერთსა სრულმყოფელსა ყოველთასა, ამინ. ჭეშმარიტად მე ასე მრწამს, როგორც დამიწერია. მე უღირსმან გლახაკმან ბერმან ეპიფანემ ვჩხაბე ესე“. 1828 წელს გადაწერა კრებული, რაც აღნიშნულია წიგნზე ასევე ანდერძის სახით: „ჰოი, დედაო ქალწულთა შორის და ქალწულო დედათა შორის, შენ მეოხ, მფარველ მე ყავ მრჩობლსავე სოფელსა შინა გადმომჩხაპავს.
6-1 საპატრიარქოს უწყებანი N5 5-11თებერვალი 2015 წ 19
არქიმანდრიტი ეპიფანე ბუჭყიაშვილი 1785-1852 ამისსა ცოდვილსა ბერს, არხიმანდრიტს ეპიფანეს. 1828 წელსა, აგვისტოს 4-ს დღესა“. 1827-1830 წლებში არქიმანდრიტ ეპიფანეს მღვდელ-მონაზონის წლიური ჯამაგირი ექვსითუმანი ეძლეოდა. 1828 წელს მან თბილისის ფერისცვალების მონასტერში გადასვლა ითხოვა, რაზედაც უარი ეთქვა. 1830 წელს სინოდალურმა კანტორამ უშუამდგომლა წმ. სინოდის წინაშე, რათა შეეწყალებინათ და ისევ შუამთის მონასტრის წინამძღვრად დაენიშნათ წელიწადში 40 თუმანი ჯამაგირით, მაგრამ სინოდმა კვლავ არ შეიწყნარა ეს შუამდგომლობა. ასე გაგრძელდა 1837 წლამდე. 1837 წლის 20 მაისს არქიმანდრიტი ეპიფანე შეიწყალეს და ხირსის წმ. სტეფანე პირველდიაკვნის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. ხირსაში მოღვაწეობის პერიოდში მან დიდად იღვაწა მონასტრის ეკონომიურად გასაძლიერებლად. არაერთი კეთილი საქმე გაკეთდა მისი მეცადინეობითა და ხელმძღვანელობით. ხირსის მონასტერს ეკუთვნოდა 22 კომლი სოფლებში: ტიბაანსა, ოზაანსა და პრასიანში ვენახებითა და სახნავი მიწებით; იქვე ხირსაში ორი წისქვილი სამი ვენახი, ერთი დუქანი, სოფელ ჩანაზაანში მეორე დუქანი და 4 აგურ-ქარხანა, რომლებიც მონასტერს აძლევდნენ ექვსას აგურს. მეხუთე აგურ-ქარხანა ეჭირა თბილისის პოლკს, მაგრამ სარგებელს არ აძლევდა მონასტერს, მიუხედავად იმისა, რომ არქიმანდრიტმა ეპიფანემ წერილობითაც კი მიმართა ამის თაობაზე პოლკის მეთაურს, არღუთინსკის. სოფ. ვაქირში მონასტერს ეკუთვნოდა ერთი ვენახი, რომელიც არქიმანდრიტმა ნიკიფორემ შუამ-თის მონასტერის წინამძღვრად გადაყვანისას მისცა ვაქირის წმ. იოანე ნათლისმცემლის ყმას, მიქელა ბიბილაშვილს წერილობით „საუკუნოდ სამფლობელოდ თვინიერ ხარჯის დადებისა“. ახალმა არქიმანდრიტმა გამოართვა გლეხს მიცემული წერილი და „დაუდვა მისთვის საკუთრად იმა ვენახის. ფლობისათვის ერთი თუმანი თეთრი წელიწადში“. ასევე დაიბრუნა და საეკლესიოდ დადო არქიმანდრიტმა ეპიფანემ ერთი დღის მიწა რომელიც წინა წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ნიკიფორემ (ჯორჯაძე) ვაქირელ სახელმწიფო ყმას მისცა ნაჩუქრობით. არქიმანდრიტნიკიფორესგან გათამამებული ხირსელი გლეხები წილს ითხოვდნენ წისქვილებშიც და როცა არქიმანდრიტმა ეპიფანემ ამუფლების დამამტკიცებელი წერილობითი საბუთები მო-ითხოვა, მათ, მართალია, ვერ წარადგინეს ვერავითარი საბუთი, მაგრამ არც წისქვილით სარგებლობაზე აიღეს ხელი. 17 თუმანი თეთრი შესძინა არქიმანდრიტ ეპიფანეს მცდელობამ მონასტერს (თანხა მღვდელ-მსახუ-რებს და მარნის შენობას მოხმარდა), 27 თუმნად და 2 მანეთად გაიყიდა ხირსის სამი ვენახი, ორი წისქვილის შემოსავალი ვენახის სამუშაოებს მოხმარდა. არქიმანდრიტ ეპიფანეს მცდელობის მიუხედავად, მონასტრის სამეურნეო საქმეები სულ უფრო უკან უკან მიდიოდა, მითუმეტეს, რომ ერთ-ერთი (თუ არაერთადერთი) ბერი, ქრისტეფორე, რომელსაც ნიკიფორე ჯორჯაძე დადებითად ახასიათებდა, ახალ არქიმანდრიტს ეურჩებოდა და გლეხებს უჯანყებდა მოუწოდებდა მათ, არ გადაეხადათ მომეტებული
გადასახადი და ეჩივლათ. მონასტრის უძრავი ქონება ხან ვის ერგებოდა„ტორგით“ და ხან ვის. ეგზარქოსი თითქმის ყოველწელს ითხოვდა არქიმანდრიტისგან განმარტებას, თუ რატომ შემოდიოდა ასე მცირე შემოსავალი მონასტრის ვენახებიდან და რჩევას იძლეოდა, გაეცათ ისინი იჯარით. არქიმანდრიტიც, თავისი მხრიდან, „ამდენს გასავალსა და ხლოფოთს იჯარით გაცე-
6-2 საპატრიარქოს უწყებანი N5 5-11თებერვალი 2015 წ 20
არქიმანდრიტი ეპიფანე ბუჭყიაშვილი 1785-1852 ამისსა ცოდვილსა ბერს, არხიმანდრიტს ეპიფანეს. 1828 წელსა, აგვისტოს 4-ს დღესა“. 1827-1830
მას ამჯობინებდა. თუ თავად-აზნაურებთან ნაცვლებთან გამწვავებულ ურ-თიერთობას აგვარებდა მონასტრის წინამძღვარი, დამხმარეპირებთან ერთად (ხაზინდარი, მღვდელ-მონაზონი და სხვ.). იგი ზრუნავდა როგორც მონასტრის მამულებზე, ასევე ამ მამულების დამმუშავებელ საერთოდ მონას- ტრისადმი კუთვნილ დანარჩენ გლეხებზეც, მაგალითად, 1844 წელს, როცა ხირსის მონასტრის გლეხები იძულებულნი გახდნენ, მოუსავლიანობის გამო დიდი სარგებლით ეყიდათ პური, არქიმანდრიტმა ეპიფანემ იშუამდგომლა სიღნაღის საპოლიციო უბნის თავმჯდომარესთან, რათა მოსავლის აღებამდე კავკასიის კორპუსის სიღნაღის სურსათის მაღაზიიდან ესესხებინათ პური გლეხებისათვის. ხშირად წინამძღვარი შუამდგომლობდა ეგზარქოსთან, რათა შეემსუბუქებინათ გადასახადი და გაეთავისუფლებინათ სახაზინო გამოსაღებისაგან ის გლეხები, რომელიც იხდიდნენ საეკლესიო და სახაზინო, ანუ სასოფლო ხარჯს და რაიმე მიზეზით აღარ შეეძლოთ მათი გადახდა. მაგრამ ხდებოდა ისეც, რომ გლეხები უჩიოდნენ თვით წინამძღვარს, მონასტრისადმი სამსახურს არქიმანდრიტისადმი სამსახურში აიგივებდნენ, უარს ამბობდნენ სამუშაოთა შესრულებაზე და ა.შ. მაშინ წინამძღვარი შეშფოთებული წერდა, რომ „თუ მთავრობიდან შეწევნა არ იქნება, მაშინ მონასტერი დარჩება ყოვლითურთ შეუწევნელად და უკანასკნელი დაიცლება, რადგან უმეტესად გაამაყდებიან და იმათის მიხედვით სხვანიც სრულიად ურჩნი შეიქმნებიანო“. თითქმის თხუთმეტი წელიწადი უწინამძღვრა მან ხირსის მონასტერს და თავისი ვალი პირნათლად მოიხადა. არქიმანდრიტი ეპიფანე 1852 წლის 10 თებერვალს გარდაიცვალა და თავისი ანდერძის თანახმად, ხირსის მონასტერში დაასაფლავეს. საფლავის ზემოთ, სვეტზე, მოთავსებული იყო სპილენძის დაფა შემდეგი წარწერით: „აქ მდებარეობს სხეული ღვთისადმი განსვენებულისა ხირსის წმინდის სტეფანეს მონასტრის წინამძღვარი და კავალეროსანი არხიმანდრიტი ივერიის აზნაურთაგანი ბუჭყიევის იოანეს ძე ეპიფანე, მექონე შობიდგან 67 წლისა, შემდგარი მონაზონობასა შინა და კურთხეული იეროდიაკონად 1800 წელსა, ხოლო არხიმანდრიტად 1815სა წელსა 10სა თებერვლის თვესა. შეგიმკე ესე სახსენებელი ნეტარ ხსენებულო არხიმანდრიტო ძმისწულმან შენმან მაიორმა იოანე ბეჟანისძემ ბუჭყიევმან“. წყარო: საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 488, აღწერა 1, საქმე 1013, საქმე 1456; საქმე 1013; ფ. 489, აღწერა 1, საქმე 2390; საქმე 10085, საქმე 14715; ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“ 1906წ. 8-9; გვ. 15. ლიტ: ეპისკოპოსი კირიონი ― „ღირსი სტეფანე და მის მიერ დაარსებული ხირსის მონასტერი“, თბილისი 1998 წ. გვ. 22; ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა — 19466. &. 1, 33. 14, 33. 31; 19496. V &mdn, გვ. 73; ბერძნიშვილი მაქსიმე — „მასალები XVIII-XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის“. ქ. თბილისი, 1980წ. ტ. I, გვ. 224, შაკიაშვილი თამარ — „საქართველოს ეკლესია XIX ს-ის I ნახ. (სამონასტრო მეურნეობები) მღვდელმთავარი გახლდათ მარგველი ეპისკოპოსი ვარლაამი (მახარაძე), რომელიც 1926 წლის აპრილში ჩავიდა ახლად შექმნილ ეპარქიაში. იმავე წლის ივნისიდან მეუფე შეუდგა ეპარქიაში არსებული სამთავარხუცესო ოლქების დათვალიერებას. საქართველოს საპატრიარქოს არქივში და-ცულია ამ მოგზაურობის ამსახველი მასალა, საიდანაც საინტერესო ფაქტებს ვგებულობთ: „1926 წლის 13-16 ნოემბერში მისმა მეუფებამ ადგილობრივი მთავარხუცესის დეკანოზ ერმალოზ ვეფხვაძის გაუყოლო-ბის გამო, მღვდელ გიორგი მანჯავიძის თანხლებით დაათვალიერა ხარაგაულის ოლქის შემდეგი ეკლესიები: ზემაღლის წმ. გიორგის, ხორითის წმ. გიორგის, სარგვეშის წმ. გიორგის, მირონწმინდის წმ. ნიკოლოზის, საქარის ქედის წმ. იოანე ნათლისმცემლის, ფაქუთის ფერისცვალების, ჩხერის წმ. გიორგის ტაძრები. მთავარხუცესი დეკანოზი ერმალოზ ვეფხვაძე, იმის გამო, რომ მასსა და ადგილობ-რივ ხელისუფლებას შორის დამოკიდებულება გამწვავებულია, ვეღარ ბედავს ოლქში გამოსვლას და ეკლესიების დათვალიერებას, ამიტომ აღნიშნული ოლქი რამდენიმე წელიწადია მოკლებული ყოფილა სათანადო ხელმძღვანელობას, რასაც თავისი ნიშანი დაუსვამს ამ ოლქის საეკლესიო ცხოვრებაზე. დასახელებულ ეკლესიებში მორწმუნენი საკმაოდ ხვდებოდნენ მის მეუფებას, გარდა საქარის ქედის ესიო კრება. ვეფხვაძე წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიისა, სადაც თითქმის არავინ დახვედრია. რადგან შემდეგ აღარც ადგილობრივი მთავარხუცესი გაჰყვა ოლქის დანარჩენი ეკლესიების გასავლელად და ვეღარც რიგიანი გამყოლი კაცი იშოვნა, მისი მეუფება იძულებული გახდა თავი დაენებებინა რევიზიისთვის და საჩხერეში დაბრუნებულიყო მომდევნო წელს ეპისკოპოსმა ვარლაამმა კიდევ იმოგზაურა ეპარქიაში და გააკეთა ასეთი ჩანაწერი: „ხარაგაულის ოლქს დროებით განაგებს მღვდელი გიორგი მანჯავიძე, რადგან იქ არ შესდგა კრება საოლქო საბჭოს ასარჩევად. მიზეზი კრების შეუდგენლობისა არის ყოფილი მთავარხუცესი დეკანოზი ერმალოზ ვეფხვაძე, რომელიც უკ-
7 საპატრიარქოს უწყებანი N7 9-25 თებერვალი 2015წ 17
დეკანოზი ერმოლაოზ ვეფხვაძე 1853-1933
სოფელი ლეღვანი ვეფხვაძეების საგვარეულო სოფელია. ბატონ ლევან ვეფხვაძის აზრით ეს გვარი სამას წელს ითვლის. მანამდე ისინი ფურცელაძეები ყოფილან. ერთ-ერთ ფურცელაძეს მეფისთვის ვეფხვის ბოკვერი უჩუქებია. მეფეს ოჯახისთვის ვეფხვაძის გვარი და ცოტაოდენი მიწაც უბოძებია ლეღვანში. ოჯახში სამი ძმა ყოფილა. გამრავლებულან. შემდგომში ერთი ძმა თეთრმწყაროში დაბინავებულა, მეორე სარგვეშში, ხოლო მესამე ბოლომდე შერჩენია ლეღვანს. შემდგომში ამ გვარიდან რამდენიმე სასულიერო პირიც გამოვიდა. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ მღვდელი იოანე ლევანის ძე ვეფხვაძე, რომელიც 1830 წელს დაიბადა, სასულიერო განათლება მან მონასტერში მიიღო. 1851 წლის 5 იანვარს იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) დიაკვნად აკურთხა. 1855 წლის 15 აპრილს იმერეთის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (წულუკიძე) მღვდლად დაასხა ხელი და ლეღვანის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში განამწესა. 1860 წელს იგი ყირიმის ომის სამახსოვრო ბრინჯაოს ჯვრით დაჯილდოვდა. მამა იოანეს ჰყავდა მეუღლე ელისაბედ იოანეს ასული (1829) და შვილები: დეკანოზი ერმოლაოზი, ევგენია, დეკანოზი ფარნაოზი, მართა და გიორგი. დეკანოზი ერმოლაოზი 1853 წლის 8 მარტს დაიბადა. 1880 წელს მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1880 წლის 5 სექტემბერს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამ– ხედველის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 1880 წლის 5 დეკემბერს დამტკიცდა ამ პოსტზე. 1881 წლის 11 სექტემბერს ამავე სასწავლებლის | და II კლასებში გალობისა და მართლწერის სწავლება დაევალა. 1881 წლის 14 სექტემბერიდან 1882 წლის 13 მაისამდე შეთავსებით იყო ქუთაისის ქალთა უფასო სასწავლებლის II კლასების არითმეტიკისა და ქართული ენის მასწავლებელი. 1882 წლის 17 თებერვალს „კლასიჩესკი ნასტავნიკის” წოდება მიიღო. პედაგოგად მოღვაწეობის პერიოდში მან გაიცნო ღარიხევის წმ. გიორგის ეკლესიის მოძღვრის, გიორგი დეკანოსიძის ასული ნინო (17.06.1867), რომელსაც შემდგომში თავისი ცხოვრება დაუკავშირა. მათი ქორწინება იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) აკურთხა. დეკანოზ ერმოლაოზის შთამომავლების გადმოცემით: „როცა მეუფე გაბრიელს ერმოლაოზისთვის ნინოზე დაქორწინება შეუთავაზებია, იგი შეფიქრიანებულა. ამ ქორწინების შემდეგ იგი მღვდელი უნდა გამხდარიყო, ასეთი იყო ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მას აქტიური პედაგოგიური მუშაობისათვის ბევრი დრო აღარ დარჩებოდა, მაგრამ მან ეს ლოცვა-კურთხევა მორჩილად მიიღო და ქუთაისის ერთ-ერთ ეკლესიაში ჯვარი დაიწერა ნინოზე“. მათ შვიდი შვილი ჰყავდათ: პლატონი (1887, დაამთავრა ოდესის სამედიცინო უნივერსიტეტი), ანა/ანეტა (1892), აკვილინა/თამარი (1896), ვერა (1897), სამივე ქალიშვილმა დაამთავრა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქუთაისის ქალთა ეპარქიალური რვაწლიანი სასწავლებელი, დავითი (1898, დაამთავრა თბილისის ვაჟთა გიმნაზია), პეტრე და პავლე ტყუპები (1904). ნინო დეკანოსიძე განათლებული ქალი ყოფილა. მას კარგად სცოდნია ფრანგული და რუსული ენები. შესაბამისად, თავისი შვილებიც ღირსეულად აღზარდა, ყველა მათგანმა უმაღლესი განათლება მიიღო. 1882 წლის 25 აპრილს ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ერმოლაოზი დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 2 მაისს მღვდლად დაასხა ხელი და ღარიხევის წმ. გიორგის ეკლესიაში განამწესა. 1882 წლის 1 1 ივნისს ხარაგაულის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1883 წლის 14 თებერვალს თავისი ხარჯებით ღარიხევში გახსნა სამრევლო სკოლა, სადაც 1884 წლის 16 თებერვლამდე საღვთო სჯულს თავადვე ასწავლიდა. 1883 წლის 25 ოქტომბერს სამი წლის ვადით აირჩიეს დეპუტატად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელის მმართველ საბჭოში. 1883 წლის 3 ნოემბერს იმერეთის სამღვდელოების XXX საეპარქიო სხდომაზე დამსწრე დეპუტატად გამოაირჩიეს. 1884 წლის 27 ოქტომბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1886 წლის 18 დეკემბერს კიდევ სამი წლის ვადით აირჩიეს მმართველ საბჭოში და მადლობა გამოეცხადა კეთილსინდისიერი სამსახურისათვის. 1888 წლის 29 მარტს სკუფია უბოძეს. 1889 წლის 12 აპრილს კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის ალმდგენელი საზოგადოების IV განყოფილების მუდმივ წევრად აირჩიეს. 1890 წლის 9 თებერვალს იმერეთის ეპარქიის სამრევლო–საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ დაინიშნა. მამა. ერმოლაოზის ხელშეწყობითა და მეცადინებით არაერთი სკოლა გაიხსნა: 1890 წელს გაზეთი „ივერია“ წერდა: „შვიდ თებერვალს სოფ. ღორეშის მამა სიმონ კურტანიძის მიერ აგებულ სასკოლო შენობაში დაიწყო სწავლა. სკოლის შენობა აკურთხა ბლაღ. მღვდელმა ერმოლოზ ვეფხვაძემ, რომელიც სულითა და გულით მოწადინებულია სამრევლო სკოლების გამრავლების. როცა სასკოლო შენობა ასხურა აიაზმის წყლით, მამა ბლაღოჩინი მიიქცა
7-1 საპატრიარქოს უწყებანი N7 9-25 თებერვალი 2015წ 18
დეკანოზი ერმოლაოზ ვეფხვაძე 1853-1933 (გაგრძელება)
ხალხისკენ, მიულოცა სკოლის გამართვა და აუხსნა სწავლა-განათლების მნიშვნელობა. იქვე ოცამდე კაცმა განაცხადა ბავშვის შემოყვანის სურვილი. დღეს ამ სკოლაში ორმოცამდე ყმაწვილი სწავლობს“, 1892 წლის 15 მაისს ერთგული სამსახურისთვის მამა ერმოლაოზს კამილავკა ეწყალობა. 1892 წლის 19 ნოემბერს მეორედ აირჩიეს საეპარქიო სხდომაზე დამსწრე დეპუტატად. 1893 წლის 16 დეკემბერს იმერეთის ეპარქიის, შორაპნის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მოწაფეთა საგამომცდელო კომისიის წევრად დაინიშნა. 1894 წლის 16 თებერვალს ჩხერის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს. 1894 წლის 9 მარტს ხარაგაულის ორკლასიანი სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. 1895 წლის 3 თებერვალს წმ, ანას'III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1896 წლის 14 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1896 წლის 22 მაისს იმერეთის ეპარქიის სამღვდელოების XXXV სხდომაზე დამსწრე დეპუტატად აირჩიეს. 1900 წლის 28 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1903 წლის 23 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) სასწავლო დარგში მრავალწლიანი ნაყოფიერი პედაგოგიური სამსახურისთვის მადლობა გამოუცხადა პირად საქმეში შეტანით. 1903 წლის 15 დეკემბერს ხარაგაულის ოლქის სამღვდელოებამ მესამედ აირჩია დეპუტატად. 1906 წლის 6 მაისს წმ. ანას II. ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1905 წელს რუსეთის იმპერიაში დაწყებული პირველი რევოლუციის სუსხი საქართველოს ტერიტორიაზეც შემოიჭრა. შორაპნის მაზრა ერთ-ერთი ცხელი წერტილი იყო მთელ საქართველოში. პროგრესულად მოაზროვნე მთავარხუცესი თანაუგრძნობდა აჯანყებას და თავის აშენებულ ორსართულიან შენობაში, სადაც საავადმყოფო იყო განთავსებული, დაჭრილ აჯანყებულებს მკურნალობდა. ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელი ექსპედიციის შედეგად, 1906 წელს, აჯანყებულები დამარცხდნენ. დამსჯელი რაზმის წევრებმა მამა ერმოლაოზის სახლს ცეცხლი წაუკიდეს, ხოლო თავად მოძღვარი დასახვრეტად გაიყვანეს. უცაბედად ერთ-ერთ ოფიცერს მამა ერმოლაოზის მკერდზე წმ, ანას ორდენი შეუნიშნავს და მოუბოდიშებია, არ ვიცოდი, თუ მეფის მსახური ბრძანდებოდითო იგი დახვრეტას გადაურჩა, თუმცა სახლი მთლიანად დაიწვა. შემდგომში ფოფოდია ნინო ხშირად იხსენებდა ამ ამბავს და ამბობდა: „კიდევ კარგი, დაჭრილები დროზე მოვარიდეთ აქაურობას. სახლი კი ისე ჩაიწვა, ერთი თეფშიც კი არ გადარჩენილაო“, 1907 წლის 27 ივნისს დეკანოზი ერმოლაოზი ხარაგაულის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1914 წლის 6 მაისს წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი ეწყალობა. დეკანოზი ერმოლაოზი, როგორც იმერეთის ეპარქიის დელეგატი, ესწრებოდა 1917 წლისა და 1920 წლის I და II საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ საეკლესიო კრებებს. 1921 წლის გასაბჭოების შემდეგ კომუნისტურმა ხელისუფლებამ უმძიმესი დარტყმა მიაყენა ეკლესიასა და სარწმუნოებას. ალიხანოვ-ავარსკის ჯარის- · კაცების დაწყებული საქმე, ამჯერად ბოლშევიკებმა გააგრძელეს. ხარაგაულის ერთ-ერთი დარბევის დროს დეკანოზი იძულებული გახდა, ოჯახით გარიდებოდა მათ და მთაში, სახლვლარში გადასულიყო. გავეშებულ კომუნისტებს ოჯახში არავინ დახვდათ და მათ შური ოთახში, კედლებზე ჩამოკიდებულ სურათებზე იძიეს -–– ხიშტები გაუყარეს მამა ერმოლაოზისა და მისი ქალიშვილის პორტრეტებს. მათი ნაკვალევი ეხლაც ამჩნევია ფოტოებს. დრო გადიოდა... ყოველწლიურად მცირდებოდა მოქმედი ეკლესიებისა და სამღვდელოების რიცხვი. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს უამრავი სასულიერო პირი დაიხვრიტა. გადარჩენილები კი წნეხისა და შიშის ქვეშ აგრძელებდნენ მსახურებას. გამონაკლისი არც მამა ერმოლაოზი ყოფილა. შთამომავლები ერთ ასეთ ამბავს იხსენებენ: „ერთხელ მთავარხუცესი ეკლესიიდან სახლში ბრუნდებოდა. გზაში წინ გადაუდგა ადგილობრივი კომკავშირელი და ცალი წვერ-ულვაში ჩამოპარსა. დათიკო (ერთ-ერთი ვაჟი) მაშინ აჭარაში მილიციაში მუშაობდა. როცა შეიტყო, რომ მამა ვიღაცამ გაპარსა, აჭარიდან მილიციელთა ჯგუფი ჩამოიყვანა. ყველა საეჭვო პირი დააკავა. ეზოს შუაგულში ჩაამწკრივა და მამას უთხრა აბა, ჩამოუარე და მითხარი, რომელმა ჩამოგპარსა წვერიო. მოძღვარმა ყურადღებით შეათვალიერა გაფითრებული ბიჭები. ერთ-ერთი ახალგაზრდის წინ შეყოვნდა, ეტყობა, ამოიცნო, მაგრა არ გაამხილა, მიხვდა, რომ კბილებამდე იარაღასხმულ აჭარლებს ვერ გადაურჩებოდა, თვალი აარიდა ახალგაზრდას. მერე შვილს უთხრა, -– ამათ შორის ის კაცი არ არისო. არ გასულა ერთი თვე და ის კომკავშირელი ზუსტად იმ ადგილას, სადაც მან მღვდელი შეურაცხყო, ცხენიანად ხევში გადაიჩეხა და დაიღუპა“. 1925 წლის მარტში ციხიდან გათავისუფლებულმა კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მიზნად დაისახა ეკლესიის დაცემული მდგომარეობის გაუმჯობესება. ამისათვის მან 1925-1926 წლებში რამდენიმე მღვდელმთავარი აკურთხა, რომლებიც სხვადასხვა ეპარქიაში გადანაწილდნენ. ერთ-ერთი ასეთი
7-2 საპატრიარქოს უწყებანი N7 9-25 თებერვალი 2015წ 19
დეკანოზი ერმოლაოზ ვეფხვაძე 1853-1933 (გაგრძელება)
მღვდელმთავარი გახლდათ მარგველი ეპისკოპოსი ვარლაამი (მახარაძე), რომელიც 1926 წლის აპრილში ჩავიდა ახლად შექმნილ ეპარქიაში. იმავე წლის ივნისიდან მეუფე შეუდგა ეპარქიაში არსებული სამთავარხუცესო ოლქების დათვალიერებას. საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაცულია ამ მოგზაურობის ამსახველი მასალა, საიდანაც საინტერესო ფაქტებს ვგებულობთ: „1926 წლის 13-16 ნოემბერში მისმა მეუფებამ ადგილობრივი მთავარხუცესის დეკანოზ ერმალოზ გაუყოლობის გამო, მღვდელ გიორგი მანჯავიძის თანხლებით დაათვალიერა ხარაგაულის ოლქის შემდეგი ეკლესიები: ზემაღლის წმ. გიორგის, ხორითის წმ. გიორგის, სარგვეშის წმ. გიორგის, მირონწმინდის წმ. ნიკოლოზის, საქარის ქედის წმ. იოანე ნათლისმცემლის, ფაქუთის ფერისცვალების, ჩხერის წმ. ვეფხვაძის გიორგის ტაძრები. მთავარხუცესი დეკანოზი ერმალოზ ვეფხვაძე, იმის გამო, რომ მასსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დამოკიდებულება გამწვავებულია, ვეღარ ბედავს ოლქში გამოსვლას და ეკლესიების დათვალიერებას, ამიტომ აღნიშნული ოლქი რამდენიმე წელიწადია მოკლებული ყოფილა სათანადო ხელმძღვანელობას, რასაც თავისი ნიშანი დაუსვამს ამ ოლქის საეკლესიო ცხოვრებაზე. დასახელებულ ეკლესიებში მორწმუნენი საკმაოდ ხვდებოდნენ მის მეუფებას, გარდა საქარის ქედის წმ, იოანე ნათლისმცემლის ეკლესიისა, სადაც თითქმის არავინ დახვედრია. რადგან შემდეგ აღარც ადგილობრივი მთავარხუცესი გაჰყვა ოლქის დანარჩენი ეკლესიების გასავლელად და ვეღარც რიგიანი გამყოლი კაცი იშოვნა, მისი მეუფება იძულებული გახდა თავი დაენებებინა რევიზიისთვის და საჩხერეში დაბრუნებულიყო“, მომდევნო წელს ეპისკოპოსმა ვარლაამმა კიდევ იმოგზაურა ეპარქიაში და გააკეთა ასეთი ჩანაწერი: „ხარაგაულის ოლქს დროებით განაგებს მღვდელი გიორგი მანჯავიძე, რადგან იქ არ შესდგა კრება საოლქო საბჭოს ასარჩევად. მიზეზი კრების შეუდგენლობისა არის ყოფილი მთავარხუცესი დეკანოზი ერმალოზ ვეფხვაძე, რომელიც უკ-
7-3 საპატრიარქოს უწყებანი N7 9-25 თებერვალი 2015წ 20
დეკანოზი ერმოლაოზ ვეფხვაძე 1853-1933 (დასასრული)
მაყოფილოა ჩვენით იმიტომ, რომ ის გადავაყენეთ წლის დასაწყისში უმოქმედობის გამო თანამდებობიდან დეკანოზი ვეფხვაძე სარგებლობს რა თავისი ნათესაური დამოკიდებულებით აღნიშნული ოლქის სამღვდელოებასთანდ„ რომელთაგან ერთი მისი ძმაა, ორი სიძეები და რამდენიმე ნათელმირონირი ეწევა ჩვენს წინააღმდეგ ინტრიგებს. ამის გამო აუცილებელ საჭიროდ გახდა აღნიშნულ ოლქში ჩემი მისვლა კრების მოსაწვევად. სექტემბრის შუაში. მე დავნიშნე კრება და ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ადგილობრივი მთავარხუცესის ავადმყოფობამ შემიშალა ხელი, შემდეგ კრებისათვის დავნიშნე გიორგობისთვის უკანასკნელი რიცხვები, მაგრამ მოვიდა თოვლი, დაიჭირა ცუდი ამინდები და შეუძლებელი გახდა წასვლა და კრების მოწვევა. ეხლა ეს საკითხი გადადებულია გაზაფხულისათვის, როგორც კი ცოტათი გზები შეშრება, მაშინვე წავალ და მოვიწვევ კრებას. აღნიშნული ოლქი შედგება 13 სამრევლოსაგან. 11 ჰყავს კრებული. მოქმედებს 11 ეკლესია. 4-5 ეკლესია მთავრობის ხელშია და გადაკეთებულია კლუბებად. მსახურობს 11 მღვდელი და 9 მედავითნე. აკლია 2 მღვდელი და 4 მედავითნე“. მიუხედავად ასეთი გაჭირვებული და უმძიმესი მდგომარეობისა, დეკანოზი ერმოლაოზი კვლავ აგრძელებდა მსახურებას. მას კარგად ახსოვდა ის ფიცი, მღვდლად კურთხევის დროს რომ მისცა უფალს და ერთი წუთითაც არ უფიქრია ამ გზიდან გადახვევაზე. მას დიდი სიყვარული და ავტორიტეტი ჰქონდა მოპოვებული მრევლში. ხალხს მისი სწამდა და სჯეროდა. ერთხელ საწოლს მიჯაჭვულ სნეულს შვილების თვის უთქვამს „ბლაღოჩინის“ წვერიდან ჩამობანილი წყალი მომიტანეთ, თუ მომარჩენს, ის მომარჩენსო. მოძღვარი ნათლავდა ბავშვებს, აპა- ტიოსნებდა მიცვალებულებს და ვიდრე ტაძარიც არ დაიკეტა, სისტემატიურად აღავლენდა წირვა-ლოცვებსაც. დაძაბულმა და აუტანელმა პირობებმა თავისი ქნეს. 80 წელს მიღწეული მოხუცებული მოძღვარი ლოგინად ჩავარდა და 1933 წელს მშვიდად მიაბარა სული უფალს. ამავე წელს გარდაიცვალა მისი მეუღლეც. ოჯახის წევრებმა მშობლები საკუთარი სახლის ეზოში მიაბარეს მიწას. რამდენიმე წლის შემდეგ მათ დატოვეს მშობლიური სოფელი და თბილისში გადავიდნენ საცხოვრებლად. მცირე ხანში მიტოვებული ეზო ერთ-ერთმა მეზობელმა თავის ხარჯზე გააგანიერა და მოძღვრისა და ფოფოდიას საფლავი თავის კარმიდამოში მოაყოლა. დღეს იმ ადგილზე ბოსტანია გაშენებული.
9 საპატრიარქოს უწყებანი N9 5-11მარტი 2015წ გვ.17
ფოფხაძეების სასულიერო გვარი
| ნაწილი
ჩვენი გაზეთის საშუალებით რამდენჯერმე გვქონდა საუბარი იმ სასულიერო პირთა შესახებ, რომელთა წინაპრები საუკუნეების განმავლობაში ერთგულად და თავდადებით ემსახურებოდა დედაეკლესიას. ამჯერად, კიდევ ერთი ასეთი ოჯახი გვინდა გაგაცნოთ, რომელთა გვარიდან ათეულობით ღირსეული სასულიერო პირი აღიზარდა ეკლესიის წიაღში. ფოფხაძეების ეს გვარი დასავლეთ საქართველოდან, რაჭიდან, სოფელ ბარეულიდან მომდინარეობს. მათ პირადი მაგალითითა და მოღვაწეობით მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირეს ქართულ საეკლესიო ისტორიაში.
საარქივო მასალებიდან ვგებულობთ, რომ ფოფხაძეების ამ შტოდან პირველი მოძღვარი გახლდათ იოანე კაციას ძე ფოფხაძე, რომელიც 1786 წელს იმერეთის სამეფოში, რაჭის სოფელ ბარეულში საბატონო ყმის ოჯახში დაიბადა. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი მღვდელ გიორგი დვალთან ისწავლა. 1804 წელს ნიკორწმინდელმა მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა (წულუკიძე) დიაკვნად აკურთხა. 1805 წელს მღვდლად დაასხა ხელი და ბარეულის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა, 1812 წელს ბრინჯაოს ჯვარი მიიღო. მამა იოანეს ჰყავდა ოთხი ძე: ოქროპირი (1816), მღვდელი გიორგი (1820), მღვდელი ლუკა (1830) და. იოსები (1833).
მღვდელი გიორგი ფოფხაძე 1819 წელს დაიბადა. დაამთავრა რაჭის ორკლასიანი სასულიერო სასწავლებელი. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი თავის მამასთან ისწავლა. 1846 წლის 11 მაისს იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) დიაკვნად აკურთხა. 1847 წლის 14 ივნისს მღვდლად დაასხა ხელი და გორისუბნის წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1859 წლის 25 მაისს ღადიშის წმ, გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1877 წლის 1 ნოემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1887 წელს მოხუცებულობის გამო პენსიაზე გავიდა. გარდაიცვალა 1906 წელს. ჰყავდა მეუღლე ელენე ლავროსის ასული (1820) და შვილი -– მღვდელი გაბრიელი.
9-1 საპატრიარქოს უწყებანი N9 5-11მარტი 2015წ გვ.18
ფოფხაძეების სასულიერო გვარი (გაგრძელება)
მღვდელი გაბრიელ ფოფხაძე 1848 წელს დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის სამი კლასი. საეკლესიო გალობა და ტიბიკონი ქუთაისის საკათედრო ტაძარში ისწავლა. 1869 წლის 4 აპრილს, ბარეულის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის უშტატო მედავითნედ დაინიშნა. 1875 წლის 20 მარტს შტატში დაამტკიცეს. 1882 წლის 20 მაისს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა. 1887 წლის 29 ნოემბერს მღვდლად დაასხა ხელი და ღადიშის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში დანიშნა. 1901 წლის 30 აგვისტოს საგვერდულით დაჯილ- დოვდა. 1906 წელს რუსეთის პირველი რევოლუციის დროს მთელი საქართველო ცეცხლში გაეხვია. ალიხანოვ–ავარსკის სადამსჯელო ექსპედიციას უამრავი ადამიანი შეეწირა. დააპატიმრეს რამდენიმე სასულიერო პირი და დაარბიეს მათი სახლ-კარი. ამ ტალღაში მოჰყვნენ ბარეულში მცხოვრები ფოფხაძეებიც. 1906 წელს გაზეთი „მეგობარი“ წერდა: „სოფ. ბარეულში მიუცვივდნენ მღვდელ გაბრიელ ფოფხაძეს. ჯერ მოსთხოვეს იარაღი და როცა ამაზე უარი მიიღეს, ზალაში გაიტანეს წიგნები, ქვეშაგები და წაუკიდეს ცეცხლი. ცეცხლმა კინაღამ სახლიც იმსხვერპლა. ამას რომ მორჩნენ, ჩალეწეს ფანჯრის შუშები და დაამტვრიეს ზალაში ლამპა. საქმე იმით დააგვირგვინეს, რომ მოხუცებულ მღვდელ გაბრიელ ფოფხაძეს თოფის კონდახი ჩაჰკრეს გვერდში, ხოლო მისი ასი წლის მამას, მღვდელ გიორგის სცემეს“. როგორც ამ წერილიდან ვხედავთ, რუსი ჯარისკაცები სასტიკად გაუსწორდნენ მოძღვრის ოჯახს. ამ ამბიდან მღვდელ გიორგის დიდხანს აღარ უცოცხლია, მალევე გარდაიცვალა. თავად მღვდელი გაბრიელი 1909 წლის 7 ოქტომბერს გარდაიცვალა. მას ჰყავდა მეუღლე გულქან მათეს ასული (1849) და შვილები: მღვდელი ვლადიმერი, დეკანოზი ამბროსი და მღვდელი ზოსიმე. მღვდელი გაბრიელის სამი ვაჟი სასულიერო პირი გახდა, მათგან ანაფორა კი მხოლოდ დეკანოზმა ამბროსი ფოფხაძემ შეინარჩუნა. უფროსი ვაჟი მღვდელი ვლადიმერ ფოფხაძე 1867 წლის 10 იანვარს დაიბადა. თავდაპირველად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1889 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარიის ხუთი კლასი. 1890 წლის 2 თებერვალს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 17 თებერვალს მღვდლად დაასხა ხელი და ბოსტანას მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში განამწესა. 1890 წლის 15 ოქტომბერს სადმელის ოლქის სამღვდელოებამ იმერეთის ეპარქიის საეპარქიო კრებაზე დამსწრე დეპუტატად გამოარჩია. 1891 წლის 22 თებერვალს ხვანჭკარის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1891 წლის 31 აგვისტოს იმერეთის ეპარქიის მზრუნველობამოკლებულ სასულიერო პირთა მდგომარეობის გასაუმჯობესებელი კომისიის წევრად დაინიშნა, სადაც 1897 წლამდე იმუშავა. 1895 წლის 22 თებერვალს სადმელის ოლქში არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედვე- ლად დაინიშნა. 1896 წელს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III სახელობის სამახსოვრო ვერცხლის მედალი უბოძეს. 1897 წლიდან მთელი რაჭის მაზრის სკოლების ზედამხედველია. 1898 წლის 8 ივლისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1899-1906 წლებში სადმელის ოლქის სამღვდელოების სულიერი მოძღვარია. 1902 წლის 13 თებერვლიდან რაჭის მაზრის სასულიერო გამომძიებელია. 1902 წლის 2 მარტს სკუფია უბოძეს. 1905 წლის 5 სექტემბრიდან კვაცხუთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. მღვდელი ვლადიმერი გამოეხმაურა ილია ჭავჭავაძის მკვლელობას და 1908 წლის 2 მარტს საკმაოდ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა ჟურნალ „შინაურ საქმეებში“. იგი წერდა: „ილია ჭავჭავაძის უეცარმა და მხეცურმა სიკვდილმა თავის დროზე ააღელვა საზოგადოდ მთელი კავკასია და, კერძოდ, მთელი ქართველობა. და ჩვენც ნებას ვაძლევთ ჩვენს თავს, ეხლა მაინც გაუზიაროთ ჩვენი შთაბეჭდილებანი ახალი ჟურნალის მკითხველებს ქართული მწერლობის ასეთ სამწუხარო და მძიმე დანაკარგის გამო. შესაძლებელია ვინმე გულუბრყვილომ იფიქროს, რა დამოკიდებულება აქვს ჭავჭავაძის სიკვდილს ხალხის დღევანდელ გაჭირვებულ მდგომარეობასთან, რომელსაც ამ შავბნელ დროს დღიური არსებობის საკითხები უფრო აინტერესებს, ვინემ წმიდა ლიტერატურულირთრ? მაგრამ ეს ასე, ზერელე შეხედვით ეჩვენება დაუკვირვებელ მკითხველს. საჭირო არის ჩაუკვირდეთ და ღრმად შევიგნოთ მოვლენათა სული და გული და თავი გავითავისუფლოთ იწრო პარტიულ შეხედულებათაგან, და ისე ერთობით განვიხილოთ საზოგადო მოვლენათა თვითეული დარგი მათ ურთიერთშორის დამოკიდებულებაში და ჩვენ შევიგნებთ, რომ ისეთმა მწერალმა, როგორიც განსვენებული ჭავჭავაძე იყო, სამართლიანად უნდა დაიჭიროს საპატიო ადგილი იმ საზოგადო მოღვაწეთა შორისაც, რომლებიც იღვწიან საზოგადოების ნივთიერ წარმატებისათვის. თუ თვალს გადავავლებთ კაცობრიობის ისტორიას, დავრწმუნდებით, რომ მწერალთა ქმნილებანი შეადგენენ ნივთიერ პროგრესის ერთ უძლიერეს ფაქტორს. ასეთ წიგნებში პირველი ადგილი, რასაკვირველია, უკავია ბიბლიას, იმ დიად წიგნს,
9-2 საპატრიარქოს უწყებანი N9 5-11მარტი 2015წ გვ.19
ფოფხაძეების სასულიერო გვარი (გაგრძელება)
ჩვენი გაზეთის საშუალებით რამდენჯერმე გვქონდა საუბარი იმ სასულიერო პირთა შესახებ, რომელთა წინაპრები საუკუნეების განმავლობაში ერთგულად და თავდადებით ემსახურებოდა დედაეკლესიას. ამჯერად, კიდევ ერთი ასეთი ოჯახი გვინდა გაგაცნოთ, რომელთა გვარიდან ათეულობით ღირსეული სასულიერო პირი აღიზარდა ეკლესიის წიაღში. ფოფხაძეების ეს გვარი დასავლეთ საქართველოდან, რაჭიდან, სოფელ ბარეულიდან მომდინარეობს. მათ პირადი მაგალითითა და მოღვაწეობით მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირეს ქართულ საეკლესიო ისტორიაში. რომელიც ღვთის სიტყვათ, საღმრთო განცხადებად ითვლება. ჩვენ იმ ზომამდე ვართ ამ წიგნით მოხიბლული, რომ ძნელი წარმოსადგენია, როგორ მოეწყობოდა ჩვენი ცხოვრება, ეს წიგნი რომ არ ყოფილიყო. ჩვენშიაც, რასაკვირველია, დიდი გავლენა იქონიეს და ისეთივე სამსახური გაუწიეს ქვეყანას ჩვენი მწერლების ჰაზრთა და იდეათა დაწყებული საღვთო წერილის მთარგმნელებიდან ილია ჭავჭავაძემდის, რომლის მადლიანმა შემოქმედებითმა ნიჭმა სულ ახალი ხანა შეჰქმნა ქართულ მწერლობაში. ამ ჰაზრის მიხედვით, ჩვენ ვგლოვობთ ჩვენ ბუმბერაზ მწერალ ილია ჭავჭავაძეს, რომელმაც ყველა ჩვენ მწერლებზე მეტი იშრომა საზოგადოების ზნეობრივ, გონებრივ და ყოველმხრივ აღზრდისათვის. მთელი ლიტერატურული მოღვაწეობა განსვენებულისა სხვა არა იყორა, გარდა სიმართლისათვის თავგანწირული ბრძოლისა. იგი სამართლიანად ითვლება ქართველი ერის გულის მესაიდუმლედ. არ დარჩენილა კუთხე ჩვენის ქვეყნისა, რომ მისი წინასწარმეტყველური აზრები არ მისწდომოდეს. ის გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს ცხოვრების მიმდინარეობას და შეუდარებელ პოეტურ თხზულებებში ცოცხლად ხატავდა ცხოვრების მაჯისცემას. ილია ჭავჭავაძის მსოფლშეხედულების უმთავრეს საგანს შეადგენდა უარყოფა დღევანდელ წესწყობილებისა და სურვილი, ახალ საუკეთესო ხანის დამყარებისა, სადაც აღარ უნდა ყოფილიყო გაუგებრობა, როგორც წოდებრივ, ისე საზოგადო ნიადაგზე აღმოცენებული. ეჭვი არ არის, ჰაზრი და გრძნობანი, რომლებიც თავის სიცოცხლის განმავლობაში ასე ძლიერად ამოქმედებდენ განსვენებულს და რომლებიც უთვალავს მკითხველებს ღრმად აქვს გულში ჩაჭრილი, ადრე იქნება თუ გვიან, ჰპოებენ თავის განხორციელებას და გამოიღებენ ცხოვრების თვითოეულ სფეროში შესაფერ ნაყოფს“. მღვდელი ვლადიმერი 1909 წელს იყო იმერეთის ეპარქიის სამღვდელოების 50-ე ყრილობის თავმჯდომარე. 1911 წლის 15 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1912 წელს რაჭა-ლეჩხუმში იმოგზაურა დიდმა ქართველმა მგოსანმა აკაკი წერეთელმა, რომელსაც ღირსეული დახვედრა მოუწყეს ამ კუთხეში. ნიკორწმინდაში სტუმრად მყოფ პოეტს მისასალმებელი სიტყვით მიმართა მამა ვლადიმერმა: „ჩვენი სამშობლოს დიდებავ და სიამაყევ, მგოსანო აკაკი! ნება მიბოძეთ, ორიოდე სიტყვით გამცნოთ ის გრძნობა, რომელიც თქვენმა მობრძანებამ ჩვენში აღძრა. დღიდან თავის გაჩენისა, რაჭა არ ღირსებია თქვენისთანა სტუმარს. დაფასება თქვენი მნიშვნელობისა და ღვაწლისა მე არ ძალმიძს და აქ არც დრო და არც ადგილი არის. ვისაც კი ქართული ანბანი დაუძლევია, ყველამ იცის, როგორი სამსახური მიგიძღვის ქართველი ერისადმი. დიდი ხანი არ არის მას აქეთ, რაც მთელმა საქართველომ დიდებულად იდღესასწაულა თქვენი 50 წლის მოღვაწეობის იუბილე, რითაც მან ცხადად დაამტკიცა, რომ იგი კიდევაც გამოფხიზლებულია. იუბილეს შემდეგ ჩვენი სამშობლოს კუთხეებმა მიგიწვია და შესაფერისი პატივი გცა, რაჭას ყველაზედ ბოლოს ხვდა წილად ბედნიერება თქვენი მოწვევის. მართალია, ჩვენი დახვედრა და დღესასწაული გარეგნულად დიდებული და ბრწყინვალე არ არის, მაგრამ სამაგიეროდ, გულწრფელია და რაც შეიძლება ვცდილობთ, გამოვხატოთ თქვენდამი უზომო სიყვარული. ვუსურვებთ რაჭას თქვენისთანა საყვარელი სტუმრების არაიშვიათ წვევას, რათა ასეთი გმირების შრომისა და ღვაწლის ნაყოფით მალე და დროზე ღირსებოდეს თავისი სატრფო ნესტან-დარეჯანის ქაჯთაგან განთავისუფლებას და მასთან ერთად ზნეობით, გონებით და ქონებით წინსვლასა თქვენ კი, ძვირფასო მგოსანო, გისურვებთ მრავალჟამიერ სიცოცხლეს, რათა თქვენის სიმთა ჟღერით კიდევ დიდხანს დატკბარიყოს ქართველი ერი“. 1915 წლის 17 მაისს მამა ვლადიმერის ლოცვაკურთხევითა და რჩევით, კვაცხუთის წმ. გიორგის ეკლესიის მრევლმა დაადგინა, რომ ამიერიდან ჩვეულებრივი წვეულება -- დღეობა აღარ გადაიხადონ აგვისტოს, ფერისცვალების დღეს, რადგან დღეობის გამართვა მარიამობის მარხვაში, არაქრისტიანულია და შეუფერებელი. ნაცვლად ამისა, წმ. გიორგის ეკლესიის მრევლმა ადგილობითი ეკლესიის დღეობად დააწესა 10 ნოემბერი. განაჩენებაში ეწერა, რომ
9-3 საპატრიარქოს უწყებანი N9 5-11მარტი 2015წ გვ.20
ფოფხაძეების სასულიერო გვარი (დასასრული)
ვინც ამ წესს დაარღვევდა და 6 აგვისტოს მოიწვევდა სტუმრებს, კვაცხუთის ეკლესიის სასარგებლოდ გადაიხდიდა ჯარიმას 50 მანეთს. მღვდელი ვლადიმერი აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაშიც. 1916 წელს გაზეთი „მეგობარი“ წერდა: „სოფ. წესში 27 დეკემბერს მოხდა საზოგადოების კრება, რომელსაც ძლიერ ბევრი ხალხი დაესწრო. კრებას ხელმძღვანელობდა ბატ. მ. ი. ბაქრაძე და მამა ვლ. ფოფხაძე. სხვა მორიგი საქმეების გარდა, ყრილობაზე გადაწყდა კოოპერაციის დაარსება. თაოსნებმა კრებას განუმარტეს კოოპერაციის მნიშვნელობა, რასაც ხალხი აღტაცებით შეხვდა და მოუთმენლად ელიან იმ დღეს, როცა იგი ეღირსებათ სოფლელებს, იფარონ თავი გათამამებული ვაჭრების თარეშობიდან. დიდი მადლობის ღირსია მამა ვლადიმერ ფოფხაძე და ბატ. ბაქრაძე, რომელთაც ამ ძლიერ სასარგებლო საქმეს ჩაუყარეს საფუძველი“. მღვდელი ვლადიმერი ესწრებოდა 1920 წლისა და 1921 წლის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის II და III საეკლესიო კრებებს. 1922 წელს ნიკორწმინდის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. XX ს-ის 20-იან წლებში გაიხადა ანაფორა და კერძო ცხოვრებას ეწეოდა. ჰყავდა მეუღლე ბაბილინა სპირიდონის ასული (1869) და შვილები: ალექსანდრე (15.04.1891), თამარი (2.03.1898) და მარიამი (18.03.1902).
10 საპატრიარქოს უწყებანი N10 12-18 მარტი 2015წ გვ.17
ფოფხაძეების სასულიერო გვარი
II ნაწილი
მეორე ვაჟი - დეკანოზი ამბროსი ფოფხაძე 1869 წელს დაიბადა. 1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. 1892 წლის 29 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) სტიქარი უკურთხა. 1892 წელს სემინარია | ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 1893 წლის 31 იანვარს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 7 თებერვალს კი მღვდლად დაასხა ხელი და ნიკორწმინდის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1895 წლის 21 ნოემბერს იმერეთის ეპარქიის დროებითმა მმართველმა ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი), საეპარქიო სასწავლო კომიტეტის გადაწყვეტილებით, მამა ამბროსი რაჭის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების სამეთვალყურეო საბჭოში შეიყვანა. 1897 წლის 10 დეკემბერს ნიკორწმინდის ოლქის სამღვდელოებამ სულიერ მოძღვრად აირჩია. 1893-1902 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში იყო რაჭის მაზრის სამღვდელოების დეპუტატად. 1898 წლის 8 ივლისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1901 წლის 27 აგვისტოს ნიკორწმინდის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამ-
10-1 საპატრიარქოს უწყებანი N10 12-18 მარტი 2015წ გვ.18
ფოფხაძეების სასულიერო გვარი (გაგრზელება)
გედ და საღვთო სჯულის პედაგო- გად დაინიშნა. 1904 წლის 3 მაისს სკუფია უბოძეს. 1904 წლის 4 მა- ისს ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის მღვდელმსახურად გადაიყვანეს. 1904-1905 წლებში იყო იმერეთის ეპარქიის სანთლის ქარხნის საწყობის გამგე. 1905 წლის 16 მაისს ქვიტირის ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს. 1907 წლის 2 მარტს იმერეთის ეპარქიის სამღვდელოების 47-ე ყრილობაზე გამოეცხადა მადლობა სანთლის საწყობში კარგი მუშაობისათვის. ამავე ყრილობაზე იმერეთის საეპარქიო ქალთა სასწავლებლის საბჭოს წევრად აირჩიეს. 1907 წლის 7 მარტს ზემო ქვიტირის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს. ამავე წლის 7 მაისს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის ბრძანების საფუძველზე იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) საეკლესიო წესების დარღვევისათვის შეუჩერა მღვდელმოქმედება. 1911 წლის 2 ივლისს გაამართლეს და დაუბრუნდა მღვდელმსახურების უფლება. იგი კვლავ ზემო ქვიტირის ეკლესიაში დაინიშნა. 1911 წლის 11 სექტემბერს ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის მესამე მლვდლად დაადგინეს. 1913 წლის 13 იანვარს ქუთაისის ეკლესიებისმთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს. 1919 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა და ქუთაისის ეკლესიების მთავარხუცესად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე 192! წლამდე მსახურობდა. დეკანოზი ამბროსი მონაწილეობდა 1920 წლისა და 1927 წლის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის II და IV საეკლესიო კრებებზე. 1922 წელს დეკანოზ ამბროსის კონფლიქტი ჰქონდა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ ნაზართან (ლეჟავა). დეკანოზი ნიკიტა თალაქვაძე ასე იხსენებს ამ ამბავს: „ამას წინათ ქუთაისიდან ჩამოვიდა საკრებულო ტაძრის მესამე დეკანოზი ამბროსი ფოფხაძე, კაცი მეტად მოუსვენარი, თავხედი და კლიაუზნიკი; აქ, საკათალიკოსო საბჭოში, ნაზარის მცხეთიდან დაბრუნების დროს, შეუმოკლებიათ საკრებულო ტაძრის შტატი, გაუუქმებიათ მეოთხე მღვდლის შტატი, მაგრამ ნაზარს სდომებია რა ფოფხაძის თავიდან მოშორება, ასეთი დადგენილება გამოატანინა საკათალიკოზო საბჭოს: „მესამე ან მეოთხე მღვდლიდან ის დარჩეს შტატში, ვინც უფრო ადრე შემოსულია სამსახურშიო“. ადრე შესული კი ყოფილა ქუთაისის საკრებულო ტაძარში ვინმე დეკანოზი ნიკოლაძე (საუბარია მღვდელმოწამე იეროთეოზ ნიკოლაძეზე -- გ.მ.), ოთხკლასიანიც არ არის ის თურმე, მაგრამ ნაზარისათვის ეს უფრო სასურველი პერსონაა, ფოფხაძე კი სემინარიის სტუდენტია,ა ავტოკეფალიისა გამო 12 წელიწადი გადაყენებული ჰყავდა ეგზარქოსებს სამსახურიდან, ეხლა კი ნაზარი აგდებდა სამსახურიდან. ჩამოიჭრა ეს ფოფხაძე თბილისში საქმის გამოსაბრუნებლად, მოვიდა ჩემთან, „სასტუმროში ბინა ვერ ვიშოვნეო და შენ მიმასპინძლეო“... დეკანოზი ნიკიტა შემდეგ წერს, რომ მამა ამბროსის საკათალიკოზო საბჭოში დახმარებას დაპირდნენო. უცნობია, რით გათავდა ეს საქმე, მაგრამ 1924 წელს იგი უკვე მთავარანგელოზთა ტაძრის წი7 ნამძღვრად იხსენიება. დეკანოს ამბროსი ფოფხაძეს ახსენებს თავის მოგონებებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატეც (ცინცაძე): „ავტოკეფალიის აღდგენას ადგილი ჰქონდა 1917 წლის მარტის 12-ს. არ გასულა ამის შემდეგ ერთი თვეც, რომ ქუთაისიდან გამოაძევეს ფრთხილი, ცხოვრებაში გამობრძმედილი, წინდახედული და შორსმჭვრეტელი ეპისკოპოსი გიორგი (ალადაშვილი), კაცი, რომელმაც 1905 წლის რევოლუციისადმი თანაგრძნობისთვის არცერთი თავისი ეპარქიის მღვდელი არ დააჩაგვრინა უწმიდეს სინოდს, მაშინ, როცა მეზობელ ეპარქიებში სულ სხვანაირად დატრიალდა „რევოლუციონერ მღვდელთა“ ბედი. გიორგი ეპისკოპოსის წინააღმდეგ თავგამოდებულად იბრძოდნენ მღვდლები: ვლადიმერ და ამბროსი ფოფხაძეები, დიომიდე ჩხაიძე, მიხეილ ბუაჩიძე, იასონ აბესაძე და სილოვან შუბლაძე, რომელთაგან მხოლოდ მეორემ და უკანასკნელმა შეინარჩუნეს ანაფორა...“ XX ს-ის 20-იან წლებში დეკანოზი ამბროსი ენქერით დაჯილდოვდა. მიუხედავად მრავალი ზეწოლისა, მას ანაფორა არ გაუხდია და მსახურება არ მიუტოვებია. 1938 წელს დეკანოზ ამბროსის ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეაწერა 10 000 მანეთი. ამით შეშფოთებულმა მოძღვარმა დახმარებისათვის კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს წერილობით მიმართა. 1944 წელს უწმინდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ (ცინცაძე) ქუთათელ-გაენათელად გადასახლებიდან ახლად დაბრუნებული ეპისკოპოსი ეფრემი (სიდამონიძე) დაადგინა. ქუთაისში ჩასულ მღვდელმთავარს ადგილობრივი სამღვდელოება დიდი სიხარულით შეხვდა. მათ შორის იყო დეკანოზი ამბროსი ფოფხაძეც, რომელიც მიუხედავად მხცოვანი ასაკისა დიდი შემართებით ამოუდგა გვერდში მეუფე ეფრემს. 1947 წლის კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ მიიღო შემდეგი დადგენილება: „ვიღებ
10-2 საპატრიარქოს უწყებანი N10 12-18 მარტი 2015წ გვ.19
ფოფხაძეების სასულიერო გვარი (გაგრზელება)
რა მხედველობაში ქუთაისის ეკლესიების ადგილმდებარეობას და აგრეთვე კრებულის რაოდენობის მოუწესრიგებლობას, აუცილებლად ვთვლი შემდეგს: 1. პეტრე-პავლეს ეკლესია, როგორც ცენტრალურს ვაცხადებ საკათედროდ. 2. მის წინამძღვრად დაინიშნოს მიტროპოლიტი ეფრემი. 3. კათედრის დეკანოზად ვნიშნავ დეკანოზ ამბროსი ფოფხაძეს. 4. მღვდელ თეოდორე გველესიანს ვნიშნავ მესამე მღვდლად და ვავალებ მას პროტოდიაკონის მოვალეობის აღსრულებას, საჭიროების შემთხვევაში. 5. წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრის მოვალეობის აღსრულებას ვავალებ დეკანოზ ვასილ გაბადაძეს. ყოვლადსამღვდელო ეფრემ მიტროპოლიტის ხელმძღვანელობით საჭიროა ეკლესიის რემონტის დამთავრება. ნ. იმავე ეკლესიის მეორე მღვდლად ვნიშნავ დეკანოზ პარმენ ებანოიძეს. 7. მწვანეყვავილას ეკლესიის მეორე მღვდლად ვნიშნავ დეკანოზ სვიმონ ხვადაგიანს. 8. წესებისათვის ეკლესიაში და ეკლესიის გარეთ აღებული შემოსავალი უნდა ნაწილდებოდეს კრებულის წევრთა შორის კანონის მიხედვით. 9. ქუთაისში მცხოვრებ დანარჩენ მღვდლებს კანონიერ ფარგლებში ჩაყენებას ვავალებ მიტროპოლიტ ეფრემს. 10. დეკანოზი ამბროსი ფოფხაძე დაჯილდოვდეს მიტრის ტარების უფლებით“. თავის მხრივ მიტროპილიტი ეფრემი წერდა: „1947 წლის 10 ნოემბრის ბრძანებისა, შესრულებულ იქნა წესი მიტრით დაბურვისა დეკანოზ ამბროსი ფოფხაძისა, ხოლო წირვის დამთავრებისას ჩემს მიერ წაკითხულ იქნა ზემოხსენებული ბრძანება თქვენი უწმინდესობისა წმ. გიორგის ეკლესიიდან პეტრე-პავლეში კათედრის გადატანისა და სხვა. ქუთაისის მორწმუნე საზოგადოება დიდი აღტაცებით შეხვდა პეტრე-პავლეს ეკლესიაში კათედრის გადატანას და მრავალთაგან მრავალნი მილოცავდნენ და გამოთქვამდნენ მადლობას თქვენი უწმიდესობისადმი კათედრის გადატანით, დარჩნენ მხოლოდ დამწუხრებულნი არქიელის გორა წმ. გიორგის მრევლი და სამრევლო საბჭო, რომელთაც მთხოვეს, ბინა საცხოვრებელი ისევ არქიელის გორაზე მქონოდა მაინც. ყოფილ წინამძღვარმა დეკანოზმა ფოფხაძემ აღნიშნა ის გარემოებაც, რომ მას საშემოსავლო ხარკი მთლად არ ჰქონდა გადახდილი. ტაძრის ქონების გადმობარებისათვის ჩემს მიერ შექმნილ იქნა კომისია, დეკანოზ ნაუმ შავიანიძისა და დეკანოზ სვიმონ ხვადაგიანის თავჯდომარეობით, რომელთაც შეამოწმეს ყოველი და შეადგინეს გადმობარების ოქმი. ქონების შემოწმებისას აღმოჩნდა რომ პეტრე-პავლეს ეკლესიას ვალი აქვს გასასტუმრებელი 5498 მანეთი, რის შესახებაც ავღნიშნე რა უსიამოვნოდ უხერხული გარემოება დავყაბულდი მის ნელ-ნელა გადახდას. პეტრე-პავლეში რეგულარულად შეუდეგი სამსახურს 1948 წლის იანვრის პირველიდან“. 1951 წლის აღდგომას დეკანოზ ამბროსის გამ-
10-3 საპატრიარქოს უწყებანი N10 12-18 მარტი 2015წ გვ.20
ფოფხაძეების სასულიერო გვარი (დასასრული)
შვენებული ჯვარი უბოძეს. მეუფე ეფრემის დახასიათებით, „მიუხედავად მისი ხანდაზმულობისა, დღესაც მუყაითად და სრული მორჩილებით ეწევა მძიმე უღელს მღვდლობისას“. დეკანოზი ამბროსი 1956 წლის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა. იგი 28 ოქტომბერს ქუთაისის საფიჩხიის სასაფლაოზე დაასაფლავეს. მისი მეუღლე იყო თეოდოსია პეტრეს ასული (1875) და შვილები: რაჟდენი (1893), ალექსანდრა (1900) და ნესტორი (1902). უმცროსი ვაჟი მღვდელი ზოსიმე ფოფხაძე 1881 წლის 15 აპრილს დაიბადა. იგი სოფ. ბარეულში, მამაპაპისეულ სახლში ცხოვრობდა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1909 წლის 22 მაისს გაიარა კომისია და დართეს ნება სასულიერო ხარისხის მიღებაზე. 1909 წლის 25 მაისს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 30 მაისს მღვდლად დაასხა ხელი და ღადიშის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში დანიშნა. 1910 წლის 10 იანვარს ბარის სამინისტრო სამკომპლექტიანი სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად და ღადიშის სკოლის სამზრუნველოს თავჯდომარედ დაადგინეს. 1912 წლის 24 ოქტომბრიდან ღადიშის საკრედიტო ბანკის თავჯდომარეა. XX ს-ის 20-იან წლებში გაიხადა ანაფორა და საერო ცხოვრებას ეწეოდა. ჰყავდა მეუღლე -- ანა ალექსანდრეს ასული (15.05.1880) და შვილები: ვალენტინა (31.10.1905), მარიამი (15.02.1906), თამარი (27.04.1907), გიორგი (23.04.1912), იოანე (20.12.1913).
11 საპატრიარქოს უწყებანი N11 19-2მარტო 2015წ გვ.19
დეკანოზი გიორგი დეკანოსიძე
გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ 2015 წლის მე-7 ნომერში გამოქვეყნდა სტატია დეკანოზ ერმოლაოზ ვეფხვაძეზე, რომელშიც მოთხრობილი იყო მისი მრავალმხრივი მოღვაწეობის შესახებ სამწუხაროდ ბოლო გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოზე გაიპარა უნებლიე შეცდომა. ფოტოზე გამოსახული პიროვნება გახლდათ არა დეკანოზი ერმოლაოზი, არამედ მისი სიმამრი, დეკანოზი გიორგი დეკანოსიძე. შენდობას ვითხოვთ მისი შთამომავლებისგან და ამჯერად გვინდა დეკანოზ გიორგის ოჯახზე მოგითხროთ მცირედი. დეკანოზი გიორგი მარკოზის ძე დეკანოსიძე 1830 წელს დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიილო. 1849-1855. “ წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. სემინარიის დასრულების შემდეგ ქუთაისის ერთ-ერთი ორკლასიანი სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1857 წელს საქართველოს ეგზარქოს, მთავარეპისკოპოს ისიდორეს (ნიკოლსკი) წარდგინებით იგი აფხაზეთის ეპარქიაში თარჯიმნად დაინიშნა, სადაც ერთი წელი ერთგულად იმსახურა. 1858 წლის 17 აგვისტოდან იმერეთის ეპარქიაში დაბრუნდა და ეპისკოპოსმა გერმანემ (გოგოლაშვილი) იგი ჯერ დიაკვნად აკურთხა, შემდეგ კი მლვდლად დაასხა ხელი და ღარიხევის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად განამწესა. დეკანოზი გიორგი მრავალმხრივ განათლებული მოძღვარი ყოფილა. იგი ფლობდა რამდენიმე ენას: რუსულ, ბერძნულ, ლათინურ, ოსურ, ასევე კარგად იცნობდა ფილოსოფიას, ისტორიას, ფსიქოლოგიას, მათემატიკას, ბუნებისმეტყველებასა და ხალხურ მედიცინას. გაბრიელ ეპისკოპოსს (ქიქოძე) დიდი მეგობრობა აკავშირებდა მასთან. მისივე ლოცვაკურთხევით მამა გიორგი ერთ-ერთი პირველთაგანი
იყო, რომელიც სათავეში ედგა სკოლების დაარსებისა და წერა-კითხვის გავრცელების საქმეს შორაპნის მაზრაში. მისი ქალიშვილი ნინო ცოლად გაჰყვა ასევე ცნობილ სასულიერო პირს, დეკანოზ ერმოლაოზ იოანეს ძე ვეფხვაძეს. 1882 წელს დეკანოზი გიორგი პენსიაზე გავიდა და თავისი ად- გილი სიძეს, დეკანოზ ერმოლაოზს დაუთმო. შემდგომში დეკანოზ გიორგის საქმე მისმა ვაჟიშვილმა, ფილიმონმა გააგრძელა. იგი 1869 წლის 10 სექტემბერს დაიბადა. 1886 წელს დაასრულა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1892 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1892 წლის 1 აგვისტოს ალისუბნის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1894 წლის 14 იანვარს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 23 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და ლაშის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში განამწესა. 1894 წლის 16 თებერვალს ღარიხევის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1897 წლის 8 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1899 წლის 14 დეკემბერს ხარაგაულის ოლქის სამღვდლოებამ სამი წლის ვადით იმერეთის საეპარქიო სხდომაზე დამსწრე დეპუტატად გამოარჩია. 1901 წლის 30 აპრილს სკუფია უბოძეს. 1901 წლის 1 დეკემბერს ხარაგაულის ქალთა სამინისტრო სასწავლებლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. 1908 წლის 1 ოქტომბრიდან ღარიხევის სამინისტრო სასწავლებლის საღვთო სჯულის პედაგოგია. 1913 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. XX ს-ის 20-იანი წლების დასაწყისში დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზი ფილიმონი 1943 წლის 19 ივლისს თბილისში, ყოფილ მიხეილის საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავად კი 1910 წელს უკვე ქვრივად იხსენიება. ჰყავდა შვილები: გიორგი (1.09.1895), სვიმონი (3.09.1900), ბასილი (30.12.1901), ნინო (1.07.1905) და თამარი (5.10.1907). აქვე გვინდა მოგითხროთ დეკანოზ ერმოლაოზის უმცროს ძმაზე, მღვდელ ფარნაოზ იოანეს ძე ვეფხ-
11-1 საპატრიარქოს უწყებანი N11 19-2მარტო 2015წ გვ.20
დეკანოზი გიორგი დეკანოსიძე (დასასრული)
ვაძეზე. იგი 1870 წელს დაიბადა. 1884 წელს
დაასრულა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1890 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1892 წლის 25 მარტს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვ- ნად აკურთხა, ამავე წლის 29 მარტს მღვდლად დაასხა ხელი და ხევისჯვრის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში განამწესა. 1892 წლის 11 ნოემბერს ზვარეს წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. აქედან კი ლეღვანის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1892 წლის 19 ნოემბერს ხარაგაულის ოლქის სამღვდელოებამ სამი წლის ვადით იმერეთის საეპარქიო კრებაზე დამსწრე დეპუტატად აირჩიეს. 1895 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1900 წელს სკუფია უბოძეს. 1902 წელს გაზეთი „ივერია“ წერდა: „სოფელ ზვარეში აქამომდე სკოლა არ არსებობდა და სოფლის გლეხთა შვილები ვერ დადიოდნენ მოლითის საზოგადოების სამინისტრო სკოლაში სიშორის გამო. ზვარის მღვდელმა მამა ფარნაოზ ვეფხვაძემ მიაქცია ამ გარემოებას ყურადღება და ამ წელს დააარსა წერა-კითხვის სკოლა, რომელშიაც ამჟამად ორმოცი ბავშვი სწავლობს. ამავე მღვდლის მეცადინეობით სოფ. ზვარის სამრევლოში აშენებულ იქმნა ორი მშვენიერი ეკლესია“. 1904 წლის 16 ოქტომბერს ლეღვანის სამინისტრო ერთკლასიანი სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. 1906 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1907 წელს ხარაგაულის ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად დაადგინეს. 1914 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. XX ს-ის 10-იანი წლების ბოლოს დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზი ფარნაოზი მონაწილეობდა 1920 წლის და 1921 წლის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მეორე და მესამე საეკლესიო კრებებზე. 1921 წლის მესამე კრებაზე განიხილებოდა თავად დეკანოზ რომანოზ ვეფხვაძის საკითხი. საქმე ეხებოდა ლეღვანის მრევლიდან მის გაძევებას. საეკლესიო კრებამ ამ საკითხვის გამოძიება კრების წევრებს: ბატონ წერეთელსა და ნიკოლაძეს მიანდო. 1925 წლის 29 აპრილს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა მისი მეუღლე ზინა. იგი 3 მაისს თბილისში, ვერის წმ. ნიკოლოზის სახელობის სასაფლაოზე დაკრძალეს. თავად დეკანოზი ფარნაოზი 1942 წლის 29 დეკემბერს გარდაიცვალა. დაკრძალეს 1943 წლის 1 იანვარს. ჰყავდა მეუღლე ელისაბედ რომანოზის ასული (1875-1925) და შვილები: იოანე (6.01.1897, მუშაობდა თბილისის სტალინის რაისაბჭოს საბინაო სამმართველოში იურისკონსულად), კონსტანტინე (§5.10.1898), მავრა/მედეა (10.10.1903, გათხოვილი შალვა მაღრაძეზე), გიორგი (10.02.1907) და ლევანი (55.02.1909).
14 საპატრიარქოს უწყებანი N14 10-16აპრილი 2015წ გვ.18
იღუმენი ნიკოლოზი (მიქელაძე) 1854-1929
იღუმენი ნიკოლოზი, ერისკაცობაში ნიკოლოზ მიქელაძე ქუთაისის გუბერნიაში თავადის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი გელათის ყოვლადწმინდა ღვთის- მშობლის შობის სახელობის მონასტერში ისწავლა. 1881 წლის 6 აპრილს მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტად დაინიშნა. 1886 წლის 6 სექტემბერს ალავერდელმა ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში გადაიყვანა და იქაც გუნდის ხელმძღვანელობა ჩააბარა. 1893 წლის 29 ივნისს ამავე მონასტერში ეპისკოპოსმა ბესარიონმა ბერად აღკვეცა და სახელად ნიკოლო- ზი უწოდა. ამავე წლის 3 ივლისს დიაკვნად აკურთხა,
ხოლო მეორე დღეს –– მღვდლად დაასხა ხელი და ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში განამწესა. 1893 წლის 15 ოქტომბერს ალავერდისა და შუამთის მონასტრების ეკონომოსად დაინიშნა. ამავე წლის 10 ნოემბერს შუამთის მონასტრის საძმოში გადაიყვანეს. 1898 წლის 21 სექტემბერს კეთილსინდისიერი სამსახურისთვის საგვერდულით დაჯილდოვდა. 1902 წლის 29 ოქტომბერს შუამთის მონასტრის ხაზინადრად დაინიშნა. 1903 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1907 წლის7 მაისს წმ. ანასIII ხარისხის ორდენი ეწყალობა. მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზი საეკლესიო ტიბიკონისა და გალობის უბადლო მცოდნე გახლდათ. გამოირჩეოდა მაღალი სულიერი და ზნეობრივი ცხოვრებით. მან გამოზარდა ბერმონაზონთა მთელი ის საუკეთესო თაობა, რომლებიც XXს-ის | ნახევარში მსახურობდნენ ალავერდის ეპარქიაში და ათეისტური ზეობის პერიოდში აქტიურ სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდნენ ხელისუფლებისგან დაშინებულ მრევლში. იგი იმჟამად ხშირ დახმარებას უწევდა სოფლად არსებულ საკვირაო და სახალხო სკოლებსაც, რომელთაც შეეწეოდა ხან მატერიალურად, ხანაც კი სულიერად. 1910 წელს გაზეთი „სახალხო გაზეთი“ წერდა: „გთხოვთ, თქვენი გაზეთის საშუალებით თელავის საკვირაო სკოლაში მოსწავლეთა სახელით უღრმესი მადლობა გამოუცხადო შუამთის მონასტრის ხაზინადარს მღვდელ-მონაზონ ნიკოლოზს და მონასტრის ძმათა – შეშის შემოწირულებისათვის. საკვირაო სკოლის გამგეობის მონდობილობით, გამგეობის წევრ-ხაზინადარი ვანო პაატაშვილი“. 1911 წლის 6 მაისს მლვვდელ-მონაზონ ნიკოლოზს ეკლესიაში ნაყოფიერი და ერთგული სამსახურისათვის იღუმენის წოდება მიენიჭა და ენქერით დაჯილდოვდა. 1913 წლის 28 თებერვალს რომანოვების მეფობის 300 წლისთავთან დაკავშირებით სამახსოვრო მედალი გადასცეს. 1915 წლის 6 მაისს წმ. ანას II ხარისხის ორდენი უბოძეს. 1915 წელს გაზეთ „საქართველოში“ უცნობი ავტორი ფსევდონიმით „დავიწყებული“ შუამთის მონასტერზე წერდა: „11 ივლისს მომიხდა შუამთის სავანეში ყოფნა. რამდენადაც გახარებთ მისი მდიდარი წარსული, მისი საუცხოვო მდებარეობა, მიდამოს სიკეკლუცე-სისუფთავე, იმდენად გამ- წუხრებთ მისი ეხლანდელი მდგომარეობა. საერ-
14-1 საპატრიარქოს უწყებანი N14 10-16აპრილი 2015წ გვ.20
იღუმენი ნიკოლოზი (მიქელაძე) 1854-1929 (დასასრული)
........... ჩენა, საზრდო მაინც არ ჩამოერთმიათ, ჩვენივე ნაშრომი, შეძენილი წისქვილიდან, მაგრამ არ იქნა შეწყნარებული ჩვენი თხოვნა და ოთხი აგვისტოდან ჩვენც გავშორდით მონასტერს“. 1926 წლის 18 აგვისტოს ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ამ წერილს შემდეგი რეზოლუცია დაადო: · „იღუმენი ნიკოლოზი ინიშნება სოფელ რუისპირის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიისა და მრევლის წინამძღვრად, ხოლო მღვდელ-მონაზონი იოსები მის თანაშემწედ“. ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ამავე წლის სექტემბერში თხოვნით მიმართა თელავის მაზრის აღმასრულებელ კომიტეტს კვლავ გახსნილიყო შუამთის მონასტერი, მაგრამ უარი მიიღო. 1926 წლის 21 სექტემბერს სამაზრო კომიტეტმა ასეთი სახის მოკლე უწყება გაუგზავნა მლვდელმთავარს: „თქვენ #407 მომართვაზედ, შუამთის მონასტერი, როგორც სამლოცველო სახლი, გაუქმებულია. ამის გამო, მის გახსნაზედ უარი გეთქვათ“. საბუთს ხელს აწერს აღმასკომის მდივანი ბაქრაძე. მხცოვანმა იღუმენმა სიცოცხლის სამი უკანასკნელი წელიწადი სოფელ რუისპირში გაატარა. 1927 წელს სამეგრელოში, შუშანიების მენჯის სავანე მწირველი მოძღვრის გარეშე იყო დარჩენილი, რასაც ძლიერ განიცდიდნენ ღირსი მამის, ალექსი შუშანიას ბიძაშვილები, მონაზვნები ფავსტო და აკეფსიმა შუშანიები. ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით ეძებდნენ ღირსეულ მოძღვარს, რომელიც მათ სავანეში იმსახურებდა. 1927 წლის 21 ნოემბერს ღირსი მამის სულიერი შვილი,წილკნელი ეპისკოპოსი პავლე (ჯაფარიძე) მონაზონ ფავსტოს წერდა: „ვწუხვარ, რომ თქვენი დავალება ვერ შევასრულე შესახებ მწირველის შოვნისა. ის პირები, რომლებზედაც მე გითხარით, ვერ გამოდგენ სასურველი. მამა ნიკოლოზი შუამთისა ლოგინშია ჩავარდნილი, მამა სილოვანზედაც მარწმუნეს უკვე მოხუცებულია და არ გამოგადგებათო. ასე რომ, ჯერჯერობით კიდე მოითმინეთ. იმედი მაქვს ღმერთი გამოგიჩენთ მაგ ადგილის შესაფერის კაცს“. იღუმენი ნიკოლოზი 1929 წლის 9 ნოემბერს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ აღესრულა. მას წესი აუგო და დაასაფლავა თელავის ღვთაების სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ეპიფანე ჯაოშვილმა ეპარქიის სამლვდელოებასთან ერთად. დაკრძალეს რუისპირის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის ეზოში. 2013 წელს მისი ცხედარი არქიმანდრიტ იოსების (ლაგაზიშვილი) (კხედართან ერთად ალავერდელი მიტროპოლიტ დავითის (მახარაძე) ლოცვა-კურთხევით ძველ სამყოფელში - შუამთის მონასტერში გადაასვენეს.
15 საპატრიარქოს უწყებანი N15 17-23აპრილი 2015წ გვ.18
არქიმანდრიტი დიონისე (ჯანდიერი) 1795-1852
არქიმანდრიტი დიონისე, ერისკაცობაში -– დავით ჯანდიერი 1795 წელს, კახეთში, სოფ. ვაჩნაძიანში, თავადის ოჯახში დაიბადა. ჰყავდა უფროსი ძმა ზაალ ჯანდიერი (დაბ. 1792წ.). 1808 წლის 25 მაისს მომავალი არქიმანდრიტი მშობლებმა დავით გარეჯის მონასტერში მიაბარეს ალსაზრდელად. აქ იგი ცნობილი სასულიერო მოღვაწის, მეფის კარის ყოფილი წინამძღვრისა და ქართული გალობის უბადლო მცოდნის, არქიმანდრიტ გერონტის (სოლოღაშვილი) მეთვალყურეობის ქვეშ იზრდებოდა. პატარა დავითმა საფუძვლიანად შეისწავლა ქართულ ენაზე წერა-კითხვა, გალობა, საეკლესიო ტიპიკონი, ლრა-
15-1 საპატრიარქოს უწყებანი N15 17-23აპრილი 2015წ გვ.19
არქიმანდრიტი დიონისე (ჯანდიერი) 1795-1852 (გაგრძელება)
მატიკა, კატეხიზმო და საღმრთო ისტორია. 1817 წლის 29 მაისს გარეჯის ლავრის წინამძლვარმა, არქიმანდრიტმა ილარიონმა (ვაჩნაძე) ანაფორა უკურთხა. მამა დიონისეს ჰქონდა კარგი კალიგრაფია და მოძღვრის ლოცვა-კურთხევით წლების განმავლობაში გადაწერა სხვადასხვა უძველესი ქართული ხელნაწერი, რომლებიც დღეს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ არქივშია დაცული. ამ ნაწერებს აქვს შესაბამისი წარწერებიც. 1814 წელს გადაწერა „დასდებელნი და ძლისპირნი აღდგომისანი“: „აღიწერა წიგნი ეს, რომელ არს სძლისპირი, მრავალმთის მონასტერსა დავით გარეჯისასა, ხელითა უღირსის კერძო დიაკონის დავით ჯანდიეროვისათა, ივლისის 8, ჩყიდ-სა წელსა“. ხელნაწერზე არის შემდგომი მინაწერიც -- წიგნის პატრონი, იღუმენი დიონისიოსი. 1821 წლის 29 ივნისს იგი ბოდბის წმ. ნინოს სახელობის მონასტერში გადაიყვანეს და ამავე წლის 15 აგვისტოს ბოდბელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მაყაშვილი) დიაკვნად აკურთხა. ბოდბეში მამა დიონისე მეუფე იოანეს უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და იყო მისი სულიერი შვილი. ბოდბეში მაშინ საუკეთესო სკოლა და ბიბლიოთეკა არსებობდა და მამა დიონისემ აქაც წიგნების გადაწერას მიჰყო ხელი. 1824 წელს გადაწერა მაქსიმე აღმსარებლის ნაშრომი: „აღიწერა წიგნი ესე ღირსისა მამისა მაქსიმე აღმსარებელისა მონასტერსა შინა წმიდისა ნინასსა წელსა ჩყკდსა, ივლისის კვ-სა, ხელითა უღირსისა ბერისა, იეროდიაკონის დიონვისი ჯანდიეროვისათა, რომლისა აღმომკითხუელთა ვჰსთხოვ, რათა ჰყოფდეთ ლოცუასა, ხოლო შეცთომა თუ რაიმე იხილოთ, ნუ მწყევთ, რომლისათვისცა ვითხოვ მოტევებასა“. როგორც ამ მინაწერით ირკვევა, 1824 წლის 26 ივლისს იგი უკვე ბერად არის აღკვეცილი დიონისეს სახელით. 1824 წლის 25 დეკემბერს მიტროპოლიტმა იოანემ მღვდლად დაასხა ხელი. მეუფე იოანეს ლოცვა-კურთხევით მღვდელ-მონაზონ დავითს სიღნაღის ეპარქიის საეკლესიო მამულების გამგეობა და ხაზინადრობა დაევალა. 1825 წელს მამა დიონისემ გადაწერა „საეკლესიო ისტორია“: „სრულ იქმნა ეს საეკლესიო ისტორია მნებებელობითა ღმრთისათა, უღირსისა იერომონახისა ბერის დიონოსესაგან ჩყკე-სა წელსა, სეკდემბრის ი-სა დღესა. წარმკითხველთა ვჰსთხოვ შენდობასა შეცთომილებათათვის“. 1826 წელს გადაწერა „ბოროტთა ანგელოსთათვის“, ავტორი პლატონ ლევშინი: „აღმწერი ამის წიგნისა ითხოვს წარმკითხუელთაგან ცთომისა მოტევებასა 1826, უღირსი ბერი დიონოსი“. უკან რუსულად აწერია, რომ დიონისე არის გვარად ჯანდიერი. 1832 წლის 26 აპრილს მლვდელ-მონაზონი დიონისე ერთგული და პატიოსანი სამსახურისათვის სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა, ხოლო 1834 წლის 8 თებერვალს საქართველოს ეგზარქოსის მოსეს (პლატონოვ-ბოგდანოვი) ლოცვა-კურთხევით მეუფე იოანემ იღუმენის წოდება მიანიჭა და გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა უშტატო მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა, თუმცა იგი უმეტესად ბოდბეში იყო და იქიდან განაგებდა მონასტერს. 1837 წელს მიტროპოლიტ იოანეს გარდაცვალების შემდეგ, იღუმენი დიონისე, საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის ბრძანების საფუძველზე, სიღნაღის ყოფილი ეპარქიის საეკლესიო მამულების მმართველად და ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძრისა და მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. მართალია, რუსულმა მმართველობამ მონასტერში ბერების მიღება შეზღუდა, მაგრამ მამა დიონისე, მცირეოდენი საძმოთი, კვლავ განაგრძობდა უძველესი ტრადიციების მქონე მონასტერში მოღვაწეობას და შეძლებისდაგვარად ცდილობდა, არ მოშლილიყო მონასტრის განგება და ტიპიკონი. 1842 წლის 16 მაისს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1848 წლის 10 აპრილს ბოდბეში ამოვარდა ძლიერი ქარი, გუმბათზე დადგმული ქვა-ჯვარი მოგლიჯა და ძირს გადმოაგდო, სენაკებს მოგლიჯა სახურავები და ძლიერ შეარყია. სამრეკლო, რომელიც იდგა ოთხხის ბოძზე, წაიქცა და ზარები დაიმსხვრა. არქიმანდრიტი დიონისე შეშფოთებული წერდა საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას და ფინანსურ დახმარებას სთხოვდა მონასტრის აღსადგენად. არქიმანდრიტი დიონისე 1852 წლის 11 ივნისს აღესრულა. დაკრძალულია მონასტრის ეზოში. 1889 წელს ბოდბის უკვე რუსულ დედათა მონასტერში მოხდა შემაძრწუნებელი ფაქტი, რასაც გაზეთი „ივერია“ გამოეხმაურა: „სიღნაღი: დღეს ბოდბის წმ. ნინოს მონასტრის გალავანში დამარხეს მონაზონი, რომელიც აპრილში ჩამოვიდა რუსეთიდან.
15-2 საპატრიარქოს უწყებანი N15 17-23აპრილი 2015წ გვ.20
არქიმანდრიტი დიონისე (ჯანდიერი) 1795-1852 (დასასრული)
დასაფლავებაზე ხალხი ბლომად შეიყარა. პანაშვიდისა და წირვის ასასრულებლად წინამძღვარმა მოიწვია ხირსის მონასტრის წინამძღვარი და ზოგიერთი გარშემო სოფლის მღვდლები. ყველაფერი რიგიანად იყო, ხოლო საფლავის მოთხრაზე დიდი აყალმაყალი მოხდა. საქმე ის არის, რომ წინამძღვრის ბრძანებით საფლავი გაუთხრიათ, სადაც არ უნდა გაეთხარათ: გაუთხრიათ იქ, სადაც დასაფლავებული ყოფილ დიონისი, რომელიც მონასტრის წინამძღვრად იყო ოცდაათ წლებში ბოდბელის შემდეგ (ეს დიონისი შთამომავლობით თავადი ჯანდიერია). საფლავი ზედ მიცვალებულზე ისე გათხარეს, რომ ძვლები ამოიღეს და კიდევ კარგად დაცული ნაკუწები ბერის შესამოსლისა. ამ ამბავმა ძლიერ შეაძრწუნა ყველანი. ეს ამბავი გაიგო სიღნაღში მყოფმა თავადმა ა. ივ. ჯანდიერმა, რომელიც არა სთანხმდებოდა დიონისის საფლავის გათხრას, ხოლო ბევრის თხოვნის შემდეგ, დათანხმდა. ამისდა მიუხედავად, საჩივარს მაინც აპირობს თურმე“.
16 საპატრიარქოს უწყებანი N16 24-30აპრილი 2015წ გვ.18
მღვდელი რომანოზ ჩიხლაძე 1878 – 1938
ვაგრძელებთ 1937-1938 წლებში საქართველოში რეპრესირებულ სასულიერო პირთა ამსახველი ცხოვრების მოძიებასა და მათზე ინფორმაციის შეკრებას. ულმობელმა ეპოქამ უამრავი კეთილშობილი და ერისათვის თავდადებული მამულიშვილის სიცოცხლეშეიწირა.მათ რიგებშიაჭყონდიდის ეპარქიის, სოფ. გორდის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი რომანოზ ანტონის ძე ჩიხლაძე.
მღვდელი რომანოზ ანტონის ძე ჩიხლაძე 1878 წლის 22 ივლისს ქუთაისის გუბერნიის, ზუგდიდის მაზრის, სოფელ გორდში მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1895 წელს დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი. 1895 წლიდან 1896 წლის 1 სექტემბრამდე გორდის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში ასწავლიდა, 1897 წლის 6 ოქტომბერს იმერეთის ეპარქიაში სოფ. ძეძილეთის სკოლაში დაინიშნა, სადაც 1899 წლის 15 ნოემბრამდე ასწავლიდა. 1900 წლის 13 ოქტომბრიდან სოხუმის ეპარქიაში, სოფ. რეჩხის სკოლაშია. 1901 წლის იანვარში სოფ. თაგილონში გადავიდა, სადაც 1902 წლის აპრილამდე მსახურობდა. 1901 წლის 24 ოქტომბერს ქუთაისის სასულიერო სემინარიასთან არსებულ კომისიას ჩააბარა გამოცდები სასულიერო ხარისხის მისაღებად. 1902 წლის 30 დეკემბერს სუჩხის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მედავითნედ განამწესეს. 1906 წლის 1 ოქტომბერს ქუთაისის სასწავლო კომიტეტის ხელმძღვანელობამ გორდის ორკლასიანი სასწავლებლის საღვთო სჯულის პედაგოგად დანიშნა. 1906 წლის 21 ნოემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 26 ნოემბერს მლვდლად დაასხა ხელი და გორდის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში დაადგინა. 1908 წლის 24 ნოემბერს ქუთაისის სახალხო სასწავლო დირექტორიამ ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის გორდის სასწავლებლის საპატიო პედაგოგის წოდება მიანიჭა. 1911 წლის 18 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1911 წლის 11 ოქტომბერს გორდის ერთკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. 1912 წლის 26 სექტემბერს გათავისუფლდა პედაგოგობიდან და გურია-სამეგრელოს სასწავლო კომიტეტმა წლების მანძილზე ერთგული სამსახურისთვის მადლობა გამოუცხადა. 1911 წლის 11 ივლისს გორდის სამთავარხუცესო ოლქის სამღვდელოებამ სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში თავის წარმომადგენლად აირჩია, სადაც 1912 წლის 16 სექტემბრამდე იმსახურა. 1912 წლის მაისიდან გორდის სახალხო ბიბლიოთეკის გამგეა. 1913 წლის 4 დეკემბერს გორდის ოლქის სამღვდელობის სულიერ მოძღვრად დაინიშნა. 1913 წლის 14 იანვარს გორდის საკრედიტო საამხანაგო საზოგადოების თავჯდომარედ აირჩიეს. 1914 წლის 9 მარტს სკუფია უბოძეს. 1918 და 1925 წლებში გორდის ოლქის მთავარხუცესად იხსენიება. 1921 წლის 1-5 აგვისტოს ესწრებოდა გელათში გამართულ საქართველოს სამოციქული მართლმადიდებელი ეკლესიის მესამე საეკლესიო კრებას. კომუნისტების შემოსვლის შემდეგ აიძულებდნენ მიეტოვებინა მლვდელმსახურება და პედაგოგად დაეწყო მუშაობა, მაგრამ ვერ გატეხეს. მღვდელი რომანოზი უშიშრად ქადაგებდა ქრისტეს სარწმუნოებას და პირდაპირ ამხელდა ბოლშევიკებს ამბიონიდან. 1924 წელს დააპატიმრეს როგორც მენშევიკების მხარდამჭერი და ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი მღვდელმსახური. 1930 წელს ისევ დააპატიმრეს, რადგან გორდში მცხოვრებ ქალებს უქადაგა, რომ არ შესულიყვნენ საყოველთაო კოლექტივში. ამის გამო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ იგი კულაკთა სიაში შეიყვანა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება აუკრძალა. 1935 წელს კვლავ დააპატიმრეს ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით. 1937 წლის 29 დეკემბერს უკანასკნელად დააპატიმრეს და როგორც ხელისუფლებისთვის არასაიმედო პირს სამეულის გადაწყვეტილებით სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მიესაჯა, რაც რამდენიმე დღეში სისრულეში მოიყვანეს. მისი ოჯახი მოძღვრის დახვრეტის შემდეგ ქ. თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. მეუღლე ეფემია იოსების ასული ლეჟავა და შვილები: ალექსანდრე (20.03.1906), აკაკი (1.10.1908), კარ
16-1 საპატრიარქოს უწყებანი N16 24-30აპრილი 2015წ გვ.19
მღვდელი რომანოზ ჩიხლაძე 1878 – 1938 (გაგრძელება)
პეზი (20.04.1911), გიორგი (15.07.1912) და ანგელინა. მლვდელ რომანოზის შვილიშვილი, ქალბატონი ნანა ჩიხლაძე ბაბუაზე იხსენებს: „აკადემიკოსმა კორნელი კეკელიძემ ერთ-ერთ საჯარო ლექციაზე აღნიშნა: „მამა რომანოზი გამორჩეული სასულიერო პირი გახლდათ თავისი განსწავლულობითა და შრომისმოყვარეობით. იგი სრულყოფილად ფლობდა რუსულს, ძველ ბერ- ძნულს, ლათინურსა და გერმანულ ენებს. კარგად იცოდა ფილოსოფია, ღვთისმეტყველება და ლიტერატურა“. მართლაც განსწავლული კაცი ყოფილა ბაბუაჩემი, კარგად სცოდნია ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა, საბუღალტრო საქმე... გამოირჩეოდა იმითაც, რომ ღარიბთა და უპოვართა შემწე, ქომაგი იყო. თუკი მრევლში რაიმე სენი იჩენდა თავს, პირადად დაადგებოდა თავზე ავადმყოფს და განკურნებამდე არ მოსცილდებოდა, უპატრონო მიცვალებულს გააპატიოსნებდა, წესს აუგებდა და სამარემდე მიაცილებდა. ქრისტეს დაუღალავი მსახურებისთვის ხელისუფლებამ მასზე საგანგებო კონტროლი დააწესა. ერთადერთი ბრალდება მღვდლობა იყო. ვერ ეღირსა მთავრობა მისგან ანაფორისა და ჯვრის დატევებას, რის გამოც სამჯერ
დააპატიმრეს, სასტიკად აწამეს, ბოლოს კი რესპუბლიკის ცენტრალურ ხელისუფლებასთან არსებული სამეულის ბრძანებით დახვრიტეს. მართალია, ბაბუას არ მოვსწრებივარ, მაგრამ მის შეწევნას ყოველთვის ვგრძნობ. მწამს, ჩემთვის ზეციდან ლოცულობს და ეს მაძლიერებს, სარწმუნოებაში განმამტკიცებს“. მღვდელ რომანოზ ჩიხლაძის დახვრეტიდან მცირე ხანში გაზეთ „კომუნისტში“ ვინმე შილა მახვილაძემ ცილისმწამებლური ფელეტონი გამოაქვეყნა, რითაც კიდევ ერთხელ შეურაცხყო თავდადებული მოძღვარი და შებღალა მისი წმინდა სახელი. ფელეტონის სათაურია „ნათლობა“. სტატია შეგნებულად არ მოგყვყავს ბოლომდე, რადგან დასასრული მეტად მკრეხელური აქვს: „რომანოზ ჩიხლაძე არის შუამავალი ღმერთსა და ხალხს შორის. სხვანაირად ეს შეიძლება გამოითქვას ასე: რომანოზ ჩიხლაძე არის მღვდელი, ხოცესი, ზოგი მას სულიერ მამას ეძახის. ცხოვრობს ის წულუკიძის რაიონის ერთ სოფელში და მოქმედებს ყველგან, მთელი რაიონის მასშტაბით. როცა ამ ხუცესმა სტალინური კონსტიტუციის /24-ე მუხლი წაიკითხა, უეცრად სახის ისეთი გამომეტყველება მიიღო, რომ ერთსა და იმავე დროს დიდ სიხარულსაც გამოხატავდა და გაკვირვებასაც. ერთი სიტყვით, თქვენთან რა დავიფიცო, სჯობს კაცმა მართალი სთქვას, ამ მღვდელს რაღაც გაეხარდა. თუ ბოროტებას არ ფიქრობს კაცი, გაეხარდეს რამდენიც უნდა, მე რა შენაღვლება. მაგრამ... შეარჩია თავისი მრევლიდან საიმედო მორწმუნენი, როგორიცაა, მაგ: კაპიტონ, რაფიელ და ყარამა6 ჩიხლაძეები, მოიხმო ისინი და უთხრა: უფლის ძენო! ისმინეთ სიტყვა ჩემი, რამეთუ განგებას სწადია აღადგინოს ქვეყანა ესე რჯულსა ზედა ხელაღებული. ხომ ხედავთ ამას, აი აქ, ამ კონსტიტუციაში, ერთი ისეთი მუხლია, რომ ყველა დანარჩენს მირჩევნია. ეს მუხლი ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ. შემდეგ ხელი ზეცას აღაპყრო და ვედრებით ნარმოსთქვა:კურთხეულ ხარ შენ, უფალო, რამეთუ მარადის მფარველობ სამწყსოსა შენსა, წყალობითა შენითა არც ან ექნების შეძირვება გულსა ჩვენსა. წვერზე ხელი გადაისვა, მიუბრუნდა ყმათაცა, ქრისტე ახსენა, ჯვარი გადასახა და დაიწყო: ერი აღვადგინოთ, ხალხი ცოდვისაგან განვწმინდოთ. ნუ დავაყოვნებთ! ახლავე ვაცნობოთ ესე მუხლი ამა კანონისა ყველა ძესა, ყველა ასულსა, მონასა და მხევალსა. საეკლესიოსა ჩვენსა შინა არ უნდა დარჩეს არცერთი სულდგმული, რომ ამ მუხლის ჩვენებური შინაარსი ზეპირად არ უწყოდეს. ჟყაბუკნო! თქვენა ხართ მოვლენილნი მქადაგებლად და ყოვლის შინაარსის განმმარტებლად. ყოველმან თქვენგანმა შეაგროვეთ ხალხი, რომელთაც უხსნიდეთ და არწმუნებდეთ. ხოლო ოდეს ბუნდოვანი საკითხი წამოი#რას, მოდით ჩემთან, არ დავიშურებ ძალსა ჩემსა და გავაშუქებ საკითხსა ეგ ზომ რთულსა, ბუნდოვანსა და ბნელსა. ამრიგად რომანოზმა რელიგიური წრეები ჩამოაყალიბა. პროპაგანდისტებად კაპიტონ, რაფიელ და ყარამან ჩიხლაძეები გამოჰყო. მათი ხელმძღვანელობა თვითონ იკისრა, ინდივიდუალური კონსულტაციების მოწყობაც დაივალა. ღვთის მოციქულებმა თავიანთი ამოცანა ბრწყინვალედ შეასრულეს. რამდენიმე საუბრის მოწყობის შემდეგ მორწმუნენი ეკლესიის გარშემო დაირაზმნენ. დადუმებულმა ზარმა ხმა ამოიღო, გაჩაღდა წირვა, ლოცვა, ვედრება, მიცვალებულთა სულის პატივისცემის საბაბით მორწმუნეებმა უფლის მოციქულს რომანოზ ჩიხლაშძეს რამდენჯერმე მოუწყეს „სმა-4ამა დიდად შესარგი რომანოზმა ამოივსო გვამი თვისი. მაგრამ ამასაც არ დასჯერდა. მან ახალი საკვანძო საკითხი გამოსძებნა, ჩასძიდა ხელი, კვლავ მოიხმო მქადაგებელნი და მიმართა: შვილებო! ხომიცით, რომ ჩვენს სოფელშიბევრი მოუნათლავი ბავშვია. ღმერთი არ გვაპატიებს, რომ ეს საკითხი უყურადღებოდ დავტოვოთ. უქადაგეთ ხალხს, ჩემი სახელით გადაეცით, რომ თუ ბავშვებს არ მონათლავენ, ისინი დაიხოცებიან. თქვენ გადას ნუ დაუნიშნავთ, თუ როდის დაიხოცებიან, თორემ სიტყვა გაგვიმტყუნდება და შემდეგ მართალსაც აღარ დაგვიჯერებენ. თქვენ უბრალოდ უთხარით, ბავშვები მონათლეთ, თორემ მოუნათლავად დაიხოცებიანთქო. ხომ მართალია, მოუნათლავები მოუნათლავად დაიხოცებიან, აბა რა დაემართებათ თქვენ შეგიძლიათ კიდეც დაიფიცოთ. სამწყსო უფლისა შეშინ-
16-2 საპატრიარქოს უწყებანი N16 24-30აპრილი 2015წ გვ.20
მღვდელი რომანოზ ჩიხლაძე 1878 – 1938 (დასასრული)
დება. მოუნათლავი ბავშვების პატრონები შვილებს ვერ გაიმეტებენ და მონათლავენ. ამით ღმერთთანაც პირნათლად გამოვალთ და ჩვენც შემოსავლის ახალი ნყარო გამოგვიჩნდება სანფუთროსა ამასა ზედა. მქადაგებელნი გაიფანტნენ, მოედვნენ სოფელს და რელიგიური პროპაგანდა გააჩაღეს. ხალხნო! – მიმართავდნენ ისინი მშრომელთ, ვისაც მოუნათლავი ბავშვები გყავთ, მონათლეთ, თორემ მოუნათლავად დაიხოცებიან. მოძღვარმა დაგვავალა გადმოგცეთ, რომ ასე სწადია მეუფესა ჩვენსა. საიქიოს ცხოვრებას ნუ გაიმწარებთ. აღასრულეთ წადილი ღვთისა და შემდეგ... რომანოზმა გორდის სასოფლო საბძოში შემავალი სოფლების მცხოვრებთა ყველა მოუნათლავი ბავშვი მონათლა. ეს კაცი, ბოდიში, კაცი კი არა, ეს ხოცესი შემდეგ კინჩხის სასოფლო საბძოს ფარგლებში შეიჭრა. მან იქ 32 ბავშვი მონათლა. მათ შორის ზოგი /0 წლისა იყო, ზოგი თორმეტის, ზოგიც ცამეტისა და ზოგიც კიდევ მეტის. რა ესმა რომანოზს, რომ ამ სოფელში ერთი 76 წლის ქალწულია მოუნათლავი, გაიღიმა, წვერი შეაცანცარა, თავში ათასნაირმა აზრმა გაუელვა. როგორი აზრები იყვნენ, ან რამ ჩაასახლა ისინი ამ თავში, არავინ იცის, ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ ხუცესმა კითხვა-კითხვით ამ ქალწულის ოჯახს მიაგნო. ვფიქრობ, დავასახელო თუ არა ის ოჯახი, სადაც უს ამბავი მოხდა და ვერ გადამიწყვეტია, მე მგონია, არ არის საჭირო. ამიტომ აღარ ვასახელებ, რომ ნათლობა ქაროსანიშძეების ოჯახში მოხდა. ჩვენ გვაინტერესებს /6 წლის „პატალა “გოგონას ნათლობბა... აი, ასეთ სასწაულებს ახდენს რომანოზი და მაინც აძაგებენ. რაც უნდათ ის ილაპარაკონ, ჟნას შვალი არა აქვს. ისე კი, თუ სიმართლეს ვიტყვით, რომანოზმა თავისი მუცლისათვის მეტად სასარგებლო საქმე გააკეთა და თვალსაც, როგორც ბოროტი ენები ამბობენ „წყალი დაალევინა“. მკითხველისთვის რომ მეტად გასაგები იყოს, აქ აღწერილი დეტალები არის ცილისმწამებლური და ავტორის მიერ შეთხზული. იმ პერიოდში მამა რომანოზის მსგავსად საქართველოში მრავლად დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევები. ჩვენს გაზეთში გამოქვეყნდა მასალები წამებულ მოძღვრებზე. ესენი იყვნენ: არქიმანდრიტი პიმენი (დაშნიანი), იღუმენი მალაქია (წიკლაური) და სხვ. დაახლოებით 1937-1938 წლებში დაიხვრიტა 100-მდე სასულიერო პირი. ხელისუფლება შეშფოთებული იყო მათი აქტიურობით და ქადაგებით. მათ ხომ ათასობით ადამიანი მონათლეს და ეკლესიის წიაღს დააკავშირეს ისინი, რაც უღმერთო კომუნისტებზე ცუდად მოქმედებდა. ამიტომ ისინი ყველა ღონეს მიმართავდნენ მათ წინააღმდეგ, არ თაკილობდნენ მსგავსი მკრეხელური სტატიების დაბეჭდვასაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სტატიაში მოხსენიებული რაფიელ და ყარამან ჩიხლაძეები ასევე ცნობილი პიროვნებები იყვნენ. რაფიელი ცნობილი საზოგადო მოღვაწე და საქართველოში მეფუტკრეობის ერთ-ერთი ამაღორძინებელი გახლდათ, ხოლო ყარამანი ყოფილი მღვდელი იყო, იგი ზუგდიდ-კახათის წმ. გიორგის ტაძარში მსახურობდა და 1924 წელს გაიხადა ანაფორა, თუმცა ეკლესიასთან კავშირი არ გაუწყვეტია და მამა რომანოზს ეხმარებოდა საეკლესიო წესების შესრულებაში. მლვდელ რომანოზის მსგავსად მათაც იგივე ბედი გაიზიარეს.
17 საპატრიარქოს უწყებანი N17 30აპრილი-6მაისი 2015წ გვ.18
მამა-შვილი –– ნიკონ და დავით სალარიძეები
დეკანოზი ნიკონ მარკოზის ძე სალარიძე 1849 წელს თბილისის გუბერნიაში, გორის მაზრაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. ჰყავდა ძმა, დეკანოზი იოანე და ერთი და თეოდოსია. დეკანოზმა ნიკონმა დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი და 1872 წლის 29 მარტს თბილისის ორბელიანების წმ. ნიკოლოზის სახელობის კარის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს. 1873 წლის 16 ოქტომბერს კრწანისის ბერძნული წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1877 წელს კუკიის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში დაადგინეს. 1882 წლის 17 ოქტომბერს ის დიაკვნად აკურთხეს და ისევ მედავითნის შტატში დატოვეს. 1882 წლის 8 დეკემბერს დიაკვნის შტატში დაამტკიცეს. 1886 წლის 15 აგვისტოს მლვდლად დაასხეს ხელი და საკორინთლოს წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში დაინიშნა. 1888 წელს წაღვლის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს. 1889 წელს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1891 წლის მარტში, მისი მო თავეობით, წაღვლის ტაძარი შეკეთდა, რისთვისაც მან პირადი ხარჯიდან გაიღო 400 მანეთი. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) საგვერდულით დააჯილდოვა. 1896 წელს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1898 წლის 23 ივნისს ატოცის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს. 1900 წლის 30 ივნისს გორის მაზრის V ოლქის სამლვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს. 1901 წელს ბრეძის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის შეკთებისთვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1902 წელს სკუფია უბოძეს. ამავე წელს ატოცის ეკლესიის შემკეთებელი საბჭოს წევრად აირჩიეს. 1903 წელს საციხურის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის აღდგენისთვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1907 წელს სამთავრხუცესო საბჭოს წევრად დაინიშნა. 1910 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1913 წლის 12 თებერვალს ატოცის სასოფლო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. 1914 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1918წლის 1 ოქტომბერს ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1926 წელს, მოხუცებულობის გამო, თავი დაანება სამსახურს და პენსიაზე გავიდა. ცხოვრობდა ქ. ბორჯომში, თავისი უფროსი შვილის, დავითის სახლში. იქვე გარდაიცვალა 1930 წლის 12 სექტემბერს და 16 სექტემბერს ადგილობრივ სასაფლაოზე დაკრძალეს. ჰყავდა მეუღლე ––ეკატერინე ბესარიონის ასული ლიაძე (1859) და შვილები: მღვდელი დავითი, ისიდორე, ლეონტი ლევანი, გიორგი, ალექსანდრე, იროდიონი, ანა და ქეთევანი. მამის გზა უფროსმა ვაჟიშვილმა, დავითმა გააგრძელა, რომელიც 1879 წელს დაიბადა. 1889-1893 წლებში გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1894 წელს თბილისში, ეგზარქოსების წმ. ჯვრის სახელობის კარის ეკლესიის მორჩილად განამწესეს. 1899 წლის 26 აპრილს ეგზარქოსების წმ. ჯვრის სახელობის კარის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1900 წლის 1 ივნისს ერევნის ლვთისმშობლის საფარველის სახელობის საკათედრო ტაძრის მედავითნედ გადაიყვანეს. ამავე წლის 30 დეკემბერს ისევ ეგზარქოსების კარის ეკლესიის მედავითნედ დაადგინეს. 1901 წლის 4 დეკემბერს გორის „ოქონის“ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში, მედავითნის შტატში განამწესეს. 1902 წლის 10 მარტს
17-1 საპატრიარქოს უწყებანი N17 30აპრილი-6მაისი 2015წ გვ.19
მამა-შვილი –– ნიკონ და დავით სალარიძეები (გაგრძელება)
დიაკვნად აკურთხეს. 1902 წლის 23 დეკემბერს გორის ლვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ეკლესიაში იმავე თანამდებობაზე გადაიყვანეს. 1902 წლის 1 სექტემბრიდან 1905 წლის 1 სექტემბრამდე გორის საკათედრო ტაძართან და ოქონის ეკლესიასთან არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლებში საღვთო სჯულს ასწავლიდა. 1905 წლის 4 ივლისს დიაკვნის შტატში დაინიშნა. 1910 წლის 19 ნოემბერს ფოთის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ეკლესიაში გადაიყვანეს და პროტოდიაკვნის წოდება მიენიჭა. 1914 წლის 11 დეკემბერს თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის
პროტოდიაკვნად გადაიყვანეს. 1915 წელს მამა დავითის უბედურება დაატყდა თავს. ტრაგიკულად დაიღუპა მისი უფროსი ვაჟი -–– ირაკლი. ამის შესახებ იმჟამად გამომავალი გაზეთი „საქართველო“ წერდა: „უბედური შემთხვევა. 27 მაისს, ნაშუადღევის 3 საათზე, სიონის ტაძრის ეზოში ასტყდა ხმაური: ჩხუბი, ჩხუბიო. გამოირკვა შემდეგი: თავადაზნაურობის კომისიას სიონში გაეგზავნა ავტომობილით მცენარეულობა და ყვავილები კ. ა. მუხრანბატონის კუბოს შესამკობლად. სიონში შესასვლელ კარებთან ქუჩაზე მისულიყო სიონის პროტოდიაკონის დავით სალარიძის 13 წლის ვაჟი და ავტომობილზე შემჯდარიყო. ბავშვს გასჯავრებია შოფერი. ბავშვი გაქცეულა, სამრეკლოს გვერდით ქუჩაზე წაქცეულა და იქვე სული დაულევია“. 1917 წლის 12 მარტს (ახ. სტ. 25 მარტი) სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გამოცხადდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. წირვაში მონაწილეობდა პროტოდიაკვანი დავით სალარიძეც. ამავე წლის 13 აგვისტოს ქართველმა სამღვდელოებამ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის ეპარქიის აღდგენის შესახებ. თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებლის დარბაზში ჩატარდა თბილელი მიტროპოლიტის არჩევნები, რომელზეც ერთხმად აირჩიეს ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე), აქვე მიენიჭა მას მიტროპოლიტის წოდება. 15 აგვისტოს სიონის საკათედრო ტაძარში საეკლესიო წესით დაადგინეს თბილელ მიტროპოლიტადაც. უამრავი ხალხის თანდასწრებით პროტოდიაკვნმა დავითმა წაიკითხა აქტი: „განბჭობითა და გამოწვილვითა საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობისა და სამღვდელოთა და საეროთა დასთა თბილისისა და სხვათა საქართველოს ქალაქთაითა, თავდადებულ იქმნა უძველესი საყდარი თბილელ მიტროპოლიტთაი, რომელიც ერთი საუკუნე განიცდიდა ქვრივნობასა, ხოლო საყდარსა ამისა ზედა შთაგონებითა სულისა წმიდისა და შემოკრებილთა ერთსულოვან თანხმობითა აღრჩევითა, აღიყვანების სრულიად საქართველოს ეკლესიის კათალიკოზ-პატრიარქის მოსაყდრე ეპისკოპოსი ლეონიდი, ვილოცოთ მისთვის და ვთქვათ -– აქსიოს“. 1919 წელს ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) პროტოდიაკვან დავითს მღვდლად დაასხა ხელი და ურბნისის ეპარქიაში, სოფ. რუისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად განამწესა. XX ს-ის 20-იანი წლების დასაწყისში რუისის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ რუისში ადგილობრივმა ხელისუფლებამ დააპატიმრა მამა დავითის მრევლის წევრები. მოძღვარი გამოესარჩლა მათ, ცდილობდა, გადაერჩინა ისინი და მაგრამ ვერაფერს გახდა. უღმერთო ჯალათებმა 96 კაცი დახვრიტეს. ამ ამბავმა ძალზე ცუდად იმოქმედა მოძღვარზე. მან ანაფორა გაიხადა და ქ. ბორჯომში გადასახლდა საცხოვრებლად. ცოტა ხანში იგი ბორჯომის საკურორტო მმართველობაში იწყებს
მუშაობას. 1927 წლის 3 თებერვალს საარჩევნო კომისიის გორის სამაზრო აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომის ოქმში ვკითხულობთ: „ბორჯომში მცხოვრები დავით სალარიძე 1924 წლამდე იყო მღვდლად, ხოლო ამ ხნიდან დაანება თავი მღვდლობას და მსახურობს საბჭოთა დაწესებულებაში, არის პროფკავშირის წევრი. ვინაიდან დღიდან მღვდლობის მიტოვებისა გასულია მხოლოდ 3 წელი, ამიტომ თანახმად საარჩევნო ინსტრუქციის მე-8 მუხლისა, უფლებებში აღდგენაზე სალარიძეს უარი ეთქვას. დასტური ეთხოვოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. თავჯდომარე -– ვ. ქურდაძე, მდივანი სერ. გერსამია“. ამ ეტაპზე მას უარი ეთქვა, უფლებები აღდგენოდა. 1929 წლის 23 იანვარს უკვე ბორჯომის ქალაქის საარჩევნო კომისიამ მიმართავს გორის სამაზრო კომისია: „მიუხედავად იმისა, რომ დავით სალარიძე სცხოვრობდა რელიგიური კულტის სამსახურისაგან მიღებული შემოსავლით, მაგრამ უკვე ოთხი წელია დაანება თავი მღვდლობას, ეწევა სარგო და ზოგადსასარგებლო შრომას, დაამტკიცა თავისი ლოიალობა საბჭოთა მთავრობის მიმართ და არის პროფკავშირის წევრი, ვთხოვთ გორის სამაზრო საარჩევნო კომისიას ,აღძრას შუამდგომლობა ცენტრალურ საარჩევნო
17-2 საპატრიარქოს უწყებანი N17 30აპრილი-6მაისი 2015წ გვ.20
მამა-შვილი –– ნიკონ და დავით სალარიძეები (დასასრული)
კომისიის წინაშე, რათა მოქალაქე დავით ნიკონის ძე სალარიძე იქნეს აღდგენილი საბჭოთა საარჩევნო ხმის უფლებებში. თავჯდომარე -- გელაშვილი, მდივანი -- ჩიგოგიძე“. 1952 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკმა (ფხალაძე) იგი სასულიერო ხარისხში აღადგინა და როგორც ყოფილ პროტოდიაკვანს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაევალა ღვთისმსახურება. უკანასკნელად 1956 წელს ჩანს მოქმედი სამღვდელოების რიგებში. 1960 წელს აღწერილ საქართველოს ეკლესიის სამღვდელოების სიებში უკვე აღარ იხსენიება. ჰყავდა მეუღლე -- სოფიო დავითის ასული იშხნელი (1887) და შვილები: ირაკლი (1902-1915) და შალვა (1905). სხვანაირად წარიმართა მისი უმცროსი ვაჟის, შალვას ცხოვრება. იგი საბჭოთა წყობის ერთგული წევრი გახდა და გორის მაზრაში, სოფ. რუისის მილიციის უფროსად მუშაობდა. აქ მან ადგილობრივ მოსახლეობას თავი ცუდად დაამახსოვრა. ამის შესახებ გაზეთ „კომუნისტში „თვითმაცქერლის ფსევდონიმით უცნობი ავტორი წერდა: „რაიმილიციის უფროსად არის ყოფილი მღვდლის შვილი შალიკო სალარიძე, რომლის საქციელიც აუტანელია გლეხობისათვის. ხშირად ნახავთ მის ცხენს რომელიმე საწყალ გლეხის კარზე დაბმულს, სადაც მოქალაქე შალვა, წელში მათრახ გარჭობილი, ქეიფობს და დროს ატარებს. ქეიფით რომ გულს იჯერებს, ნაგანის ტუჩით დაუწყებს გლეხს ცემას და დაშინებას. 25 ივლისს რუისის თემ-აღმასკომის თავჯდომარე გიორგი
ვარნაზოვი და შალიკო სალარიძე მოვიდნენ ძალზე მთვრალები აღმასკომის შენობაში და იქ ვითომც დაიძინეს, მაგრამ რა დააძინებდათ: თემ-აღმასკომის კასის ფული ჰქონდათ შეჭმული და ფიქრობდნენ, ვისთვისმე მოეხვიათ თავზე. დილა რომ გათენდა, მათ ხრიკი მოსდეს მილიციის უმცროს თანამშრომელს ალექსი მამესწარაშვილს. შენ მომპარე ჯიბიდან გასაღები, გააღე კასა, ამოიღე ფული და ისევ ჯიბეში ჩამიდეო, -- ურცხვად აბრალებდა თემ-აღმასკომის თავჯდომარე გიორგი ვარნაზოვი და მისი თანხმობით შალიკო სალარიძემ დააპატიმრა უდანაშაულო ალექსი მამესწარაშვილი, რომელიც არ გაატარეს პატიმრების წიგნაკში. ამ დროს მილიციის უფროსი არ იყო სამმართველოში. შემდეგ ბოდიშის მოხდით გამოუშვეს ალექსი და თან უთხრეს, რომ არსადა სთქვაო. ამ ამბავმა მიაღწია გორის პოლიტბიურომდე და დატუსაღებულ იქნა გიორგი ვარნაზოვი, ხოლო გარეთ დარჩენილმა შალიკო სალარიძემ კი შვებულებაში წასული მამესწარაშვილი უმიზეზოდ მოხსნა სამსახურიდან. ხსენებული მილიციონერი ხუთი წლის ნამსახურია და შენიშნული არაფერში ყოფილა“.
18 საპატრიარქოს უწყებანი N18 7-13 მაისი 2015წ გვ17
ღირსი მამა გიორგი (კარსლიდისი) 1901- 1959
მღვდელ-მონაზონი გიორგი “– ერისკაცობაში ათანასე კარსლიდისი –- 1901 წელს პონტოს არგირუპოლისში საბა და სოფიო კარსლიდისების ოჯახში დაიბადა. ძალიან მალე დაობლდა და მისი გაზრდა ღვთისმოშიშმა ბებიამ ითავა. ბებიისა და დის სიკვდილის შემდეგ, ბაბუასთან ერთად ერზრუმში მიემგზავრება, რომელიც იმ ეპოქაში თეოდოსიუპოლისად იწოდებოდა. ბაბუის სიკვდილის შემდეგ იგი თავის უფროს ძმასთან იზრდებოდა, რომელიც მას არასათანადოდ ეპყრობოდა. არაფრის მქონე, გულნატკენი და გაჭირვებული ყმაწვილი, წმიდა გიორგის შეწევნითა და ლოცვა-კურთხევით, საქართველოში მოემგზავრება. იგი მიიღეს ერთ-ერთ მონასტერში (სავარაუდოდ, ეს უნდა ყოფილიყო აფხაზეთი, დრანდის მონასტერი, რომელიც იმჟამად რუსი ბერების ხელში იყო, ხოლო 1918 წლიდან ქართველი ბერების ხელში გადავიდა, რომელსაც იღუმენი გიორგი წულაია, შემდგომში არქიმანდრიტი, წინამძღვრობდა -– გ. მ.). მომავალი წმინდანი ასე იხსენებდა მონასტერში გატარებულ პირველ წლებს: „როდესაც მონასტერში მოვხვდი, 7 წლისა ვიყავი (მეორე ვერსიით იგი 9 წლის იყო), იქ იყო დიდი რწმენა და გულითადი სიყვარული. ერთ კარდაუგმანავ სამონასტრო სენაკში ინახებოდა მთელი ფული... ყველანი უფალს მინდობილნი იყვნენ, ფულით არავინ ინტერესდებოდა“.ათანასემ ბავშვობიდან შეიყვარა ასკეტური ცხოვრება და ლოცვა. მონასტრის იღუმენი მისი სულიერი მოძღვარი გახდა. 1919 წლის 20 ივლისს იღუმენმა გიორგიმ (წულაია) მორჩილი ათანასე მცირე სქემაში აღკვეცა და სახელად სიმეონი უწოდა. 1921 წლის თებერვალი-მარტის შედეგად დამყარებულმა ათეისტურმა რეჟიმმა უარყო ეკლესია, სამლვდელოება და ბერმონაზვნობა. მონასტრის დანარჩენ მონაზვნებთან ერთად, ბერი სვიმეონიც ერთ უსინათლო და მიწისქვეშა საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც კანალიზაცია გადიოდა. მან უფლის მიმართ არსებული იმედის მეშვეობით გაუძლო დიდსა და საშინელ გაჭირვებას. სწორედ ამ საპყრობილეში მისმა მრავალმა სულიერმა ძმამ დაასრულა მოწამეობრივად სიცოცხლე. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის დახმარებით მან თავი დააღწია უეჭველ სიკვდილს. დახვრეტისას სამი ტყვია მოხვდა, ერთ-ერთი ღმრთისმშობლის ხატის მეტალის ჩარჩოს მოხვდა
18-1 საპატრიარქოს უწყებანი N18 7-13 მაისი 2015წ გვ18
ღირსი მამა გიორგი (კარსლიდისი) 1901- 1959 (გაგრძელება)
და აისხლიტა; მეორე –– ყელში,მესამე კი –– ფეხში. ეს ბებიის ნაჩუქარი ხატი „ გახლდათ და მუდამ გულზე ჩამოკიდებულს ატარებდა (სავარაუდოთ, ეს ის ხატი უნდა ყოფილიყო, რომელსაც წილკნელი ეპისკოპოსი პავლე პანაგი– ად მოიხსენიებს თავის წერილში -–- გ. მ.), მსჯავრდებულები თოკებით იყვ– ნენ გადაბმულები და ერთად გადაცვივდნენ ფერდობიდან. მამა სვიმეონ– მა წვალებ-წვალებით შეძლო ხელების გახსნა და ზემოთ ამოვიდა. კანონის თანახმად -–– სამი ტყვიით დაჭრილსა და გადარჩენილს სიცოცხლეს უნარჩუნებდნენ. ციხის უფროსმა მას ანაფორის გახდა და საერო ცხოვრების დაწყება ურჩია, რაზედაც ბერისგან მტკიცე უარი მიიღო. ამიტომ იგი ბნელ და ცივ სენაკში მოათავსეს, სადაც დასნეულდა, დაცვივდა კბილები და დაუავადდა ფეხები. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ერთ-ერთი ქალბატონის რეკომენდაციით იგი საპატიმროდან გაათავისუფლეს. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას იმ პერიოდში განაგებდა მიტროპოლიტი იოანე მარღიშვილი. 1925 წლის 1 თებერვალს ჯანმრთელობის გაუარესების გამო მან ეპარქიიდან გათავისუფლება ითხოვა, რაც მალევე დაუკმაყოფილდა. ამავე წლის 23 თებერვალს იგი დროებით თბილისისა და ალავერდის ეპარქიების მმართველად დაინიშნა. სავარაუდოთ, ასე აღმოჩნდა აღმოსავლეთ საქართველოში „ბერი სვიმონიც, რომელიც მიტროპოლიტ იოანეს კარგად იცნობდა. 1925 წლის 8 სექტემბერს მეუფე იოანემ სვიმონი დიდ სქემაში აღკვეცა, სახელად გიორგი უწოდა და მღვდლად დაასხა ხელი. გადმოცემის თანახმად, იგი ღმრთისმსახურებას ქართულ და ბერძნულ ენაზე აღავლენდა. მალე მან წინასწარმჭვრეტი, წინასწარმეტყველი და შეცნობის უნარის მქონე სულიერი მოძღვრის სახელი მოიხვეჭა. უამრავი ხალხი შორიდან მოდიოდა იმისათვის, რომ ახალგაზრდა მღვდელმსახური გაეცნო და მისგან რჩევა მიეღო. საღმრთო ლიტურგიების შესრულებისას იგი უამრავ სახელს მოიხსენიებდა. კელიაში კი თვითგანათლებას ეწეოდა და გამუდმებით ლოცულობდა. თავშეკავებას, ასკეტურ ცხოვრებას, უძილობასა და მარხვას არ წყვეტდა. მისი წინასწარმეტყველებანი კი სრულდებოდა. ყველანი ისე უყურებდნენ, როგორც წმინდანს. სავარაუდოთ, ეს ფაქტი გახდა მიზეზი მისი კვლავ დასავლეთ საქართველოში გადასვლისა. 1926 წელს იგი ჭყონდიდის ეპარქიაში გადადის. 1926 წელს გაზეთ „კომუნისტში“ ანონიმი ავტორი „ქედნისლელის“ ფსევდონიმით აქვეყნებს სტატიას შემდეგი სათაურით: „წმინდა გიორგის მოციქული", სენაკის მაზრა: „სენაკის ქალთა მონასტერში ჩამოსულა ვიღაც ახალგაზრდა, 19-20 წლის ბერი, რომელიც თავის თავს წმინდანს უწოდებს. ეს ახალგაზრდა დაბინავებულია ქალთა მონასტერში. აქვს დანიშნული დრო მნახველებისათვის., ჰყავს ცნობის მიმწოდებელი მონაზვნები. მონაზვნებს მიცემული აქვთ ცნობები „წმინდანისათვის“ არამც თუ სენაკის მცხოვრებლებზე, არამედ მთელ მაზრის შესახებ, რომლითაც მოხერხებულად სარგებლობს მატყუარა ბერი. ეს ყმაწვილი ავრცელებს ხალხში ხმებს, თითქოს მას ყოველღამ ეცხადება წმინდა გიორგი. ყველა მნახველებს არიგებს, რომ ერწმუნონ მხოლოდ მას, რომ ის არის წმინდა გიორგის მოციქული და დიდი ხნის სიცოცხლე ამქვეყნად არ უწერია. ხმა აფერისტი ბერის შესახებ სხვა მეზობელ მაზრებშიაც გავარდა და ზოგს ის მართლაც ღვთაებრივ პიროვნებად წარმოუდგენია. საჭიროა ამას სათანადო ორგანომ მიაქციოს ყურადღება და მიიღოს შესაფერისი ზომები“. თავის მხრივ, 1927 წლის 21 ნოემბერს წილკნელი ეპისკოპოსი პავლე (ჯაფარიძე) მენჯის შუშანიების სავანის წინამძღვარ, მონაზონ ფავსტოს (შუშანია) წერდა: „შევიტყვე, რომ აქედან წამოსულა მანდედ მატყუარა ბერი ბერძენი გიორგი, ფრთხილად იყავით და სხვებიც (დედები) გააფრთხილეთ, არ შეიწყნარონ. სარწმუნო წყაროებიდან გავიგე, წილკნის მხარეს უწირავს, მღვდელმთავარი ვარო. პანაგია ჰკიდიაო და ორივე ხელებით ჯვარს სახავსო, უკითხავთ, ვინ გაკურთხაო მწირველათო. უთქვამს: მე ღვთისაგან ვარ ნაკურთხიო. საწყალი მორწმუნეები შეყავს შეცდომაში. მე შეუთვალე მნახე-თქო და არ ინება. მოვიკითხავ მღვდელმთავრულ ლოცვა-კურთხევით დედა აკეფსიმას“. ამ ორ წერილში მოყვანილი უცნაური და გაუგებარი ცნობები მკითხველს დააფიქრებს, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ეპისკოპოსი პავლე, რომელიც ასევე გამოირჩეოდა ასკეტური და წმიდა ცხოვრებით, შეცდომაში შეიყვანეს და არ ჰქონდა ზუსტი ცნობები მამა გიორგის შესახებ, ხოლო რაც შეეხება გაზეთ „კომუნისტს“, იქ ხშირად ქვეყნდებოდა მსგავსი ხასიათის ცილისმწამებლური წერილები ეკლესიასა და სასულიერო პირებზე, მათი დისკრედიტაციის მიზნით. 1928 წლიდან მლვდელ-მონაზონი გიორგი ისევ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში ჩანს და ქ. სოხუმში ცხოვრობს, სადაც ასევე დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა. 1929 წელს მოძღვარი ახერხებს საბერძნეთში გამგზავრებას. იგი გადარჩენისთვის ჰმადლობდა უფალს. მის მეხსიერებაში პონტო და საქართველო, როგორც ბრძოლის, წამებისა და მსხვერპლის ადგილები, ისე დარჩა. 1929 წლის 19 ოქტომბერს იგი თესალონიკში ჩადის, საიდანაც კატერინში, ალონიისა და კუკოსის სოფლებში გადადის საცხოვრებლად, შემდეგ– კილკისის პატარა ტყეში და 1930 წლის დასასრულს კი დრამას მუნიციპალიტეტის სოფ. სიფსაში მკვიდრდება. საქართველოში ყოფნისას საპყრობილეში გამოვლილი გაჭირვების შედეგად იგი თითქმის ნახევრად პარალიზებული იყო და ძალიან სუსტად გრძნობდა თავს. ხშირად სიარულიც კი ისე უჭირდა, რომ ზოგჯერ ხელში აყვანილს გადაადგილებდნენ.
18-2 საპატრიარქოს უწყებანი N18 7-13 მაისი 2015წ გვ19
ღირსი მამა გიორგი (კარსლიდისი) 1901- 1959 (გაგრძელება)
მთელი მისი სიმდიდრე გახლდათ მცირერიცხოვანი საეკლესიო წიგნები ქართულ ენაზე, სამღვდელო შესამოსელი, ხატები და თავისი გარდაცვლილი დის – ანას სხეულის მცირე ნაწილი. ხალხი დახმარების მიზნით მასთან დაახლოებას იწყებს. ღმრთის, წმიდანების, მოყვასისა და ადამიანის მოსიყვარულე მამა პარაკლისებსა და პანაშვიდებს აღასრულებს, აღსარებებს იბარებს და ზნეობრივ და სამაგალითო მოძღვრობას ეწევა. 1938 წელს აშენებს ამაღლების სახელობის მცირე მონასტერს. სრული ოცი წლის განმავლობაში სწორედ იქ მსახურობდა, ქადაგებდა და სასწაულებს ახდენდა. მისი ტაძარი და კელია კი მრავალთათვის სულიერი თუ ხორციელი სნეულებებისთვის სილოამის ემბაზად იქცა. 1941 წელს მამა გიორგი კიდევ ერთხელ სასწაულებრივად გადაურჩა უეჭველ სიკვდილს, როდესაც ბულგარელებმა შეიპყრეს და მისი მოკვლა დააპირეს. მთელი მისი ცხოვრება ერთი უწყვეტი სასწაული იყო. წმ. ნიკოლოზის შემწეობით იგი განიკურნა. ის ყოველთვის გამხდარი, უბრალო, მმარხველი, უძილო, ავადმყოფური იერის მქონე და გაჭირვებაში მყოფი, უტყვი, ყურადღებიანი, მკაცრი და სერიოზული იყო. ხშირად მოინახულებდა ხოლმე ღარიბებსა და ავადმყოფებს. თავად მასაც ხომ ეხმარებოდნენ, რაც საშუალებას აძლევდა, თავის მხრივ სხვებისთვისაც აღმოეჩინა დახმარება. საღმრთო ლიტურგიის შესრულებისას, კვეთის დროს, ცოცხალთა და გარდაცვლილთა ათასამდე სახელს იხსენიებდა. რა თქმა უნდა, რამდენიმეს განსაკუთრებით აღნიშნავდა და მსახურების დასრულებისას თავისთან იხმობდა ახლობლებს. მათ ესაუბრებოდა პრობლემებზე, თუ როგორ ებინათ თავისი სიცოცხლე ან იმაზე გარდაცვალების დაესრულ ჟამს. სუფთა და უმწიკვლო ადამიანები მას ისე უცქერდნენ, როგორც მასწავლებელს. უსისხლო ღმრთიური მსახურებების დროს, გაბრწყინებული, მშვიდი და გახარებული იყო. იგი ღმრთისმსახურებებს წმიდანებთან ერთად აღავლენდა. „იშვიათად ვასრულებ მსახურებას მარტო“, ასე ამბობდა ბერი. განსაკუთრებული მოწიწება ჰქონდა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის, წმ. იოანე ნათლისმცემლისა და წმ. გიორგის მიმართ. მრავალ ავადმყოფსა თუ გაჭირვებულ ადამიანს აგზავნიდა სხვადასხვა წმინდანთან შემწეობისათვის, რომლებიც მისი ლოცვის შედეგად კარგად ხდებოდნენ. თავმდაბლობის გამო ის კი არ სურდა, მისი განსაკუთრებულობა წარმოეჩინათ, არამედ ღმერთი თავად ამ წმიდანების მიერ ედიდებინათ. წმიდანებს ის სტუმრებს უწოდებდა. ასევე ჰქონდა თავისი მრევლის სულიერი მდგომარეობის დანახვის უნარი. ბერი ეკლესიის წმინდა კანონების მკაცრი დამცველი იყო. ვერ ეგუებოდა მიუღებელ „ეკონომიებს“. კიდევ უფრო მკაცრი ხდებოდა მათ მიმართ, რომლებიც თავიანთ ცოდვებს არ ინანიებდნენ. თავის სულიერ პასუხისმგებლობას მეტად გულისხმიერად და ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა. მას არ სურდა გულშემატკივრების პირფერობა და ყოველთვის გამორჩეული სიმკაცრე ახასიათებდა. გამუდმებით მიზნად ჰქონდა დასახული, რომ უფლის აღმსარებლებს უკვდავი სულების გადასარჩენად თავმდაბლობისთვის, ჭეშმარიტი მწუხარებისა და სინანულისთვის მიეღწიათ. მხურვალე რწმენამ, ასკეტური ცხოვრების გზამ და უმწიკვლოდ მოღვაწეობამ ეს შემოქმედის თავმდაბალი და მნიშვნელოვანი მუშაკი შეცნობის, წარმოსახვის, წინასწარჭვრეტისა და წინასწარმეტყველების უნარით დააჯილდოვა. უფალმა ნეტარი ბერი იმგვარად გააბრწყინა, რომ აწ გარდასრული და შორეული წარსული, როგორც ახლობელიდდა აწმყო,ისე დაენახა, ჰქონდა ასევე მომავლის ჭვრეტის უნარი, რაზეც მრავალი მისი სულიერი შვილი აღტაცებით ყვება. ზოგიერთები, რომლებსაც ეჭვი ეპარებოდათ ბერის შეცნობის უნარში, ახლოს გაიცნობდნენ თუ არა მას, მაშინვე რწმუნდებოდნენ, რომ იგი ჭეშმარიტად ღვთისკაცი იყო. მოძღვარი თავის ამ უნარს სულების დასახმარებლად და მათ გადასარჩენად იყენებდა და არა იმისათვის, რომ გაეკიცხა და შეერცხვინა ადამიანები, ანდა იმისათვის, რომ საკუთარი თავი შეექო და გამოეჩინა. ცხარედ მტირალი ნათლად საუბრობდა მოსალოდნელ უბედურებებზე: 1940 წლის ოკუპაციაზე, ბულგარელების თავდასხმაზე, სამოქალაქო ომზე. ადამიანის გულს, როგორც გადაშლილ წიგნს, ისე კითხულობდა. თავმდაბლობის შესანარჩუნებლად, ხანდახან თითქოს თავს ისულელებდა, ქრისტესთვის სალოსობდა. „სათნოების
18-3 საპატრიარქოს უწყებანი N18 7-13 მაისი 2015წ გვ20
ღირსი მამა გიორგი (კარსლიდისი) 1901- 1959 (დასასრული)
მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევაა საჭირო, ხოლო მის შენარჩუნებას უამრავი ხელოვნება სჭირდებაო“ – ამბობდა ბერი. დაბინდდებოდა თუ არა, ერთგული ადამიანების ხელით მალულად გზავნიდა აუცილებელ საკვებსა და სამოსს ღატაკთა სახლებში. ამხნევებდა ჭირისუფალს ” და ზრუნავდა გარდაცვალებულებზე. უყვარდა ბავშვები, მათ სიყვარულით არიგებდა ჭკუას და გულუხვად ურიგებდა საჩუქრებს. ყოველთვის ცდილობ- და, ჩრდილში ყოფილიყო, არ სურდა გამოჩენა და პატივის მიგება. ბერს არ უნდოდა, რომ ვინმე მონასტრიდან მშიერი წასულიყო. ამზადებდა საჭმელს, აცხობდა პურს და ლოცვა-კურთხევით ყველას ურიგებდა. იგი მშრომელი, მოწყალე და კაცთმოყვარე იყო. ყოველივე ამის გამო, მორწმუნეებს ბერის მიმართ დიდი სიყვარული და პატივისცემა ჰქონდათ.
ისიც ილებდა თავისი სულიერი შვილების სიყვარულს, თუმცა, ამას არ ითხოვდა და არც მისი მოპოვებისთვის იღვწოდა. თავმდაბალი იყო და სწორედ წმინდა მორჩილებაზე უყვარდა განსაკუთრებული საუბარი. დაბოლოს, ის წმინდა სიმარტოვეში ცხოვრობდა. ბერის გაგება მრავალ ადამიანს უჭირდა, რა თქმა უნდა, ზოგიერთი მასზე ნაწყენიც კი იყო. ადამიანთა მხოლოდ მცირე ნაწილს შეეძლო მისი სულიერების სიღრმის კარგად შეცნობა. მან თავისი ნეტარი აღსასრული წინასწარ იხილა და კიდეც იწინასწარმეტყველა ამის შესახებ. წინასწარ მომზადებული, უკვე დიდი ხანი ელოდა სიკვდილს. უფრო მეტს ლოცულობდა და უკანასკნელ რჩევებს აძლევდა თავის საყვარელ სულიერ შვილებს. სიკვდილამდე სამი დღით ადრე მან ზეთის კურთხევის წმიდა საიდუმლო აღასრულა, წმიდა ზიარება მიიღო, ყველას შეუნდო ცოდვები, დალოცა და საუკეთესო უსურვა. ბერმა 1959 წლის ნოემბერს მიიძინა. უკანასკნელი სიტყვები, რაც მის ბაგეთაგან გაისმა ,იყო შემდეგი: „გულმოწყალების კარიბჭე გაიხსნა, კურთხეულო ღმრთისმშობელო!“. დაობლებული, დამწუხრებული და უნუგეშო ხალხის ნაკადი უკან მიჰყვებოდა მის ცხედარს. დაკრძალეს ამაღლების სახელობის წმინდა ტაძრის უკანა მხარეს, სადაც ის თითქმის ოცი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. მას მშვიდი, მხიარული და ნათელი სახე ჰქონდა. მისი გარდაცვლილი სხეული კი მოქნილი იყო, მსგავსად მთაწმინდელებისა. წმიდა ბერი, მისივე თხოვნით, საკუთარი შესამოსელით, ჯვრითა და იმ წიგნებით დამარხეს, რომლებიც მას საქართველოდან ჰქონდა შემორჩენილი. 2008 წლის 2 ნოემბერს მოხდა მისი კანონიზაცია და ეწოდა წმ. გიორგი (კარსლიდისი) ახალი აღმსარებელი, იხსენიება 4/17 ნოემბერს.
19 საპატრიარქოს უწყებანი N19 14-20მაისი 2015წ გვ.17
მღვდელ-მონაზონი კალისტრატე (ჩიჩუა) 1837 – 1905/1906
მღვდელ-მონაზონი კალისტრატე, ერისკაცობაში კირილე ჩიჩუა, 1837 წელს სამეგრელოს სამთავროში, თავადის ოჯახში დაიბადა. ბავშობიდანვე გამოირჩეოდა ღვთის მოშიშებითა და დიდ ინტერესს იჩენდა ბერმონაზვნობისადმი. წარჩინებით დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი. სასულიერო განათლება მარტვილის საკათედრო ტაძართან არსებულ სკოლაში მიიღო. 1859 წლის იანვარში ბერად შედგომის სურვილით ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში მივიდა, სადაც სამი წლის განმავლობაში სხვადასხვა მორჩილებებში გამოიცდებოდა. 1861 წლის 26დეკემბერს ხობის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ბესარიონმა (ჩიჩუა) ბერად აღკვეცა და სახელად კალისტრატე უწოდა. 1862 წლის 1 იანვარს სამეგრელოს ეპისკოპოსმა გერონტიმ (პაპიტაშვილი) დიაკვნად აკურთხა. 1863 წლის 12 თებერვალს ხობის მონასტრის ხაზინადრად დაინიშნა. 1863 წლის 24 ივნისს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მლვდლად დაასხა ხელი. 1864 წლის 4 მარტს მონასტრის წინამძღვრის თანაშემწედ დაადგინეს და 25 მარტს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1865 წლის 29 მაისს მისი ინიციატივით შეკეთდა მონასტრის სამრეკლო, ხოლო სოფელ ქვალონის ეკლესიის გასარემონტებლად შეაგროვა 800 მანეთი. 1868 წლის 15 სექტემბერს გულმოდგინე სამსახურისათვის საეპარქიო მმართველობამ მადლობა გამოუცხადა. მამა კალისტრატე დაჯილდოებული იყო 1853-56 წლების ყირიმის ომის დროს გამოცემული ბრინჯაოს მედლით და წმინდა გიორგის ლენტით. ასევე მიღებული ჰქონდა ჯვარი –- წითელი ჯვრის საზოგადოებისაგან. 1867 წლის 25 ივნისს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების IV განყოფილების წევრად აირჩიეს. 1871 წლის 25 ივნისიდან – 1873 წლის 30 აგვისტომდე და 1875 წლის 6 მაისიდან – 1879 წლის 3 ივლისამდე მონასტრის წინამძღვრის თანაშემწეა. 1881 წლის 11 ოქტომბერს მისი მოთავეობით მონასტერი ახლიდან გადაიხურა. 1882 წლის ზაფხულში მღვდელ-მონაზონ კალისტრატეს დაპირისპირება მოუხდა ხობის მონასტრის წინამძღვარ არქიმანდრიტ ბენიამენთან (ჭყონია), ამის მიზეზი ფრანგი მოგზაური, მურიე გახლდათ, რომელიც იმ პერიოდში საქართველოში იმყოფებოდა და ქართულ სიწმინდეებსა და ძველი ისტორიული ნაშთების აღწერაზე მუშაობდა. ზუგდიდში, დადიანების სასახლებში ყოფნისას, მან კერძო საუბარში აღნიშნა, რომ იყო ხობის მონასტერშიც, სადაც წინამძღვარმა ანახა თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი, თუმცა ვერ შეძლო მასზე არსებული წარწერის წაკითხვაო. ეს ყველაფერი კი მამა კალისტრატემ სათავისოდ გაიგო და წინამძღვრის წინააღმდეგ გაზეთ „შრომაში“ ასეთი შინაარსის სტატია გამოაქვეყნდა –– „დედა ენის უცოდინრობა“, სადაც აუგად მოიხსენია არქიმანდრიტი ბენიამენი. მალევე გაზეთ „დროებაში“ მამა კალისტრატეს წინააღმდეგ წერილი დაწერა მღვდელმა შიო იოსავამ, სადაც ამხილა ბერი, ხოლო გაზეთ „შრომაში“ საპასუხო წერილი გამოაქვეყნა თავად ფრანგმა მოგზაურმა და მეცნიერმა მურიემ, რომელიც მართალია ადასტურებდა ამ ამბავს, მაგრამ ტექსტის ვერწაკითხვას ხსნიდა წინამძღვრის თვალების ავადმყოფობით და არა ხუცურის არცოდნით. იქვე მურიე დიდ მადლობას უხდიდა არქიმანადრიტ ბენიამენს მხარდაჭერისა და თანადგომისათვის. ეს გახდა მიზეზი მლვდელ-მონაზონ კალისტრატეს ალმოსავლეთ საქართველოში გადასვლისა. 1882 წლის 22 სექტემბერს იგი დავით გარეჯის მონასტერში გადაიყვანეს, სადაც ხობის მონასტრის ყოფილი წინამძღვარი და მისი მეგობარი, არქიმანდრიტი გრიგოლი (დადიანი) წინამძლვრობდა. მამა გრიგოლის წარდგინებით მამა კალისტრატე გარეჯის ლავრის ხა- ზინადრად დაადგინეს. 1883 წლის 11 ოქტომბერს მღვდელმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1885 წლის 1 თებერვალს (9 მარტს) ვარძიის ყოვ– ლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის წინამძლვრად დაინიშნა. 1886 წლის 16 სექტემბერს
19-1 საპატრიარქოს უწყებანი N19 14-20მაისი 2015წ გვ.18
მღვდელ-მონაზონი კალისტრატე (ჩიჩუა) 1837 – 1905/1906 (გაგრძელება)
ვარძიის მონასტერზე ჩატარებული სარემონტო სამუშაოების კეთილად წარმართვისათვის ადგილობრივი საეპარქიო მმართველობისაგან მადლობა გამოეცხადა. მან დიდი ამაგი დასდო ვარძიის მონასტერს. 1887 წელს იგი 500 მანეთად მოურიგდა მხატვარ გიგო გაბაშვილს, რომელმაც იკისრა ვარძიის ღვთისმშობლის ხატის განახლება. ეს ძველებური
ხატი დიდი ზომის გახლდათ და მონასტრის გუმბათის ქვეშ იყო გამოსახული. ორივე გვერდით ანგელოზები იყო გამოხატული. ჩარჩოები და სხვა მასალები თვითონ ვარძიის მონასტერმა გაიღო თავისი ხარჯებიდან. მოხატვა უნდა დაწყებულიყო მომავალ ზაფხულს, აპრილის დამლევს და ორ-სამ თვეში დასრულებულიყო. გიგო გაბაშვილს ხატი ძველებურ სტილში უნდა შეესრულებინა.
მამა კალისტრატემ ასევე წამოიწყო ვარძიის მონასტრის საფუძვლიანი შეკეთებაც. იგი კიდევაც მოახერხებდა ამ ღირსეული საქმის ბოლომდე მიყვანას, რომ არა ის უბედური შემთხვევა, რომელიც მას სავანის განახლების დროს შეემთხვა. აი, რას წერდა
1888 წლის აპრილში გაზეთია „ივერია“: „ახალქალაქიდან გვწერს ბატონი ილია ალხაზიშვილი შემდეგს სამწუხარო ამბავსა: 28 მარტს მივიღეთ აქ ამბავი, რომ ვარძიის მონასტრის წინამძღვარს, მამა კალისტრატეს, შეემთხვა საშინელი უბედურებაო. როგორც მოგეხსენებათ, მამა კალისტრატე საშინელი მხნე და მშრომელი კაცი იყო.
მონასტრის გასამშვენიერებლად და იმის არე-მარეს განსაკეთელებლად არ აკლებდა თავის მოღვაწეობას. აი, ამჟამადაც, მონასტრის დასწვრივ, მტკვრის პირზედ, დიდის ვაი-ვაგლახით მებატონეთ გამოართვა უწინდელის მონასტრის საკუთარის მამულიდამ ერთი ბოხჩა ალაგი და ამ ალაგზე აპირებდა ბაღის გამართვას მონასტრის კრებულისათვის. ამ ალაგის გასაგანიერებლად დაუწყო ბრძოლა
თოფის წამლით საშინელს კლდეებს და საქმე კარგადაც მიდიოდა, მაგრამ გუშინ საღამოთი შემდეგი უბედურება დაემართა: ერთმა ლაღუმმა ჩვეულებისამებრ ვერ იფეთქა თავის დროზედ, რისთვისაც მამა კალისტრატემ მიჰგზავნა კაცი მიზეზის გასაგებად. ამ კაცმა უთხრა, რომ არაფრის ნიშანი არ არისო, მიწით გავსილა ხვრელი და თოფის წამალი ვერ იფეთქებსო. მაშინ გულმა ვერ გაუძლო
მამა კალისტრატეს, მივიდა თითონ და, ვიდრე გასინჯავდა მიწას, რომელიც თოფის წამალსა ჰქონდა ზემოდამ წაყრილი, დაიძახა უცბად საშინელმა ლაღუმმა, იფეთქა და თითონ მამა კალისტრატეც მაღლა აისროლა ჰაერში. მარჯვენა ხელი მოსწყდა და ცოტაზე-ღა ჰკიდია, პირი-სახე საშინლად დასახიჩრებული აქვს და სასიკვდილოდ არის გადადებული. პირველი შემწეობა, ავად თუ კარგად, იქვე თავის მოსამსახურეს აღმოეჩინა. ბევრის წვალების შემდეგ სისხლი შეეწყვიტა და დღეს ახალქალაქიდამ სამხედრო ექიმი მივაშველეთ ცხენის
საჩქაროზედ. ახალციხეშიც მაზრის უფროსს, ნ.ალექსი-მესხიშვილს, მივწერეთ დეპეშა, რომ დაეხმაროს და უპატრონოს როგორც ბერს, ისე იმის სარჩო-ქონებას. ექიმი ჯერ არ დაბრუნებულა და დაწვრილებით ამ ამბავს შემდეგის ფოსტით გაცნობებთ“. მართლაც ამავე თვეში ისევ გაზეთი „ივერია“ გვამცნებდა: „როგორც საქმიდგანა სჩანს, პატივცემული მამა კალისტრატე ასწორებდა მონასტრის გზას, რომელზედაც გადმოწოლილიყო უზარმაზარი კლდის ლოდები, რის გამოც მლოცავთ მისვლამოსვლა უჭირდებოდათ. ამიტომაც მამა კალისტრატემ განიზრახა ამ ლოდების ლაღუმით დამტვრევა, ე. ი. აფეთქება თოფის წამლით და კიდეც შეუდგა საქმეს. კალისტრატეს მიეცა თავისისავე ხელით ამოფუღრულს ლოდებში სამი ლაღუმი და ფიცხლავ მოჰშორებოდა რამდენსამე მანძილზე. მოკლე ხანის განმავლობაში ორს ლაღუმს ეფეთქნა და მესამეს კი კარგა ხანს დაეგვიანა, კალისტრატეს ეგონა -–– მესამე ლაღუმმა მომატყუაო დახელმეორედ მიუახლოვდა პატრუქის მისაცემად. აეღო პატრუქი, ჩაედო გატენილს კლდის ნაფულ- რში, რომელშიაც ცეცხლს ჯერ არ მიეღწია თოფის წამლამდე, და სანამ წუმწუმას აანთებდა, იფეთქა
თოფის წამალმა, გახეთქა ლოდი ნაწილ-ნაწილად და საშინლად დაასახიჩრა თავდადებული მამა კალისტრატე. საცოდავისათვის ლაღუმს წაურთმევია სრულებით სამი თითი მარჯვენა ხელისა: დიდი, მაჩვენებელი და შუა თითი, და ამავ ხელის ძვლები სულ დაულეწია. პირი-სახეც ძალიან დაუშავებია და დაუზიანებია. სულ შეტრუსნია, გაჰლურჯებია და ისე აქვს თურმე დასიებული, რომ ექიმმაც ჯერ არ იცის, თვალები აქვს თუ არა. მაგრამ, როგორც ექიმი ამბობს, სახე საეჭვოდ არა აქვს დაზიანებული, რადგან სიმსივნე არ უშლის
მამა კალისტრატეს არც ლაპარაკს და არც ჭამასა. მოწვეული ქალაქ ახალქალაქიდგან სამხედრი ექიმი ამბობს, რომ თუ ხელი არ მოეჭრა, ძალიან ძნელია კალისტრატეს მორჩენა და ეს ოპერაცია უსათუოდ საჩქაროდ უნდა მოხდეს, ვიდრე ანტონის ცეცხლი არ გასჩენიაო. მე მარტოკა არ შემიძლია ეს ოპერაცია გავუკეთო, თუ ერთი სხვა
ექიმიც არ დამესწროვო. მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, ვინ არის პატრონი?! დასტოვეს ძვირფასი მამა ეხლანდელ უამინდობისა გამო მიუვალ და მივარდნილ კლდეში. ამაზედ არც პოლიცია ზრუნავს, არც მაზრის ექიმები. თუმცა პოლიციამ გაგზავნა თავისი მოხელე, ბატონი ვ. ტერ-გრიგორიევი, მონასტრის ნივთების დასაცველად და აგრეთვე მღვდელ-მონოზონისა, მაგრამ ამ ნაირი დაცვა ვერ დაიხსნის დასახიჩრებულ ძვირფასს მამას, რომლის შემდგომაც მთელი მონასტერი უნდა ჩავარდეს იმ მდგომარეობაში, რომელშიაც იყო ამ სამი და ოთხის წლის წინად“. მამა კალისტრატეს ამ მძიმე სიტუაციაში გვერდში დაუდგა თავადი მელიტონ კაციას ძე დადიანი, რომელმაც ფინანსური დახმარება გაუწია დამტვ-
19-2 საპატრიარქოს უწყებანი N19 14-20მაისი 2015წ გვ.19
მღვდელ-მონაზონი კალისტრატე (ჩიჩუა) 1837 – 1905/1906 (გაგრძელება)
რეულ მოძღვარს და დაფარა მისი მკურნალობის ხარჯები. 1888 წლის 10 დეკემბერს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ექიმის რჩევითა და თხოვნით მღვდელ-მონაზონი კალისტრატე თბილისის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტერში გადაიყვანეს თბილისში მსახურების პერიოდში მამა კალისტრატე კვლავ აქტიურად იღვწვის საეკლესიო და საზოგადოებრივ ასპარეზზე. 1889 წელს მან აღმოაჩინა ქართული ხელნაწერი შედეგი სათაურით: „ქვეყნიერი სამოთხე“. ამ ხელნაწერში იყო იმდროინდელი თელავის “ ეკლესიების, გალავნებისა და · სამეფო კარის აღწერა. ხელნაწერის ავტორი არქიმანდრიტი ტარასი ალექსი-მესხიშვილი გახლდათ და დათარილებული იყო 1844წ. 15 მაისით. ასევე მანვე აღმოაჩინა უძველესი სახარება, რომელიც ვიღაც უცხოელის ჰქონია საკუთრებაში, როგორც თავად წერდა. ეს ყოფილა უნიკალური სახარება, რომელზეც გაზეთი „ივერია“ წერდა: „უეჭველია ეს ძვირფასი ნაშთი საინტერესოა არა მარტო თვისის მინაწერებით, არამედ ჩუქურთმა-სურათებითაც. ამ გვარი ნაშთი ჯერ ვიცით მხოლოდ სამი: გელათის სახარება, მარტვილისა და მოქვისა. ხოლო ესენი ეკუთვნის XI-XIII საუკუნეთ. მღვდელ-მონაზონის ნაპოვნი სახარება კი სჩანს IX-X საუკუნისა, მაშასადამე უძველესი ნაშთთაგანია ჩვენის მხატვრობა-ხელოვნებისა. კარგი იქმნება, რომ წერა-კითხვის საზოგადოებამ შეიძინოს ეს ძვირფასი წიგნი“. 1890 წლის 12 იანვარს მამა კალისტრატე დავით გარეჯის მონასტერში დაინიშნა, სადაც ასევე უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. მონასტრის დათვალიერების დროს იგი კლდეზე დაგორდა და საშინლად დაიმტვრა. ექიმებმა ძლივს მოახერხეს მისი ფეხზე დაყენება. 1894 წელს გამოიცა მამა კალისტრატეს ნაშრომი „ხოპის მონასტერი". ამ ნაშრომში მოყვანილი ზოგიერთი ცნობებისა და ისტორიული ფაქტების გამო მას დაპირისპირება მოუწია ისტორიკოს თედო ჟორდანიასთან. მას ეს პაექრობა ასახულია გაზეთ „ივერიის“ 1894 წლის რამდენიმე ნომერში. XIX ს-ის 90-იანი წლების ბოლოს გამოჯანმრთელებული მამა კალისტრატე თავისი თხოვნით სოხუმის ეპარქიაში გადაიყვანეს და დრანდის მონასტრის საძმოში განამწესეს, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა. დრანდის მონასტერში იმჟამად რუსი ბერები ცხოვრობდნენ. დრანდის მონასტრისა და იქ მოღვაწე რუსი ბერების შესახებ მამა კალისტრატე წერდა: „ამ მონასტრის განახლება დაწყებულა 1885წ. ძველი ათონის მღვდელმონაზვნების -- ვარლაამ, მოდესტის, ავლიპისა და ინოკენტისაგან; ერთს მათგანს, ავლიპის დიდი შრომა გაუწევია; დრანდის მონასტრისათვის კაი სამსახური გაუწევია აგრეთვე იღუმენ საბას; სხვათა შორის, ამან განაახლა ერთი ძველი ტაძარი. ეს ტაძარი ორი ვერსის სიშორეზეა დრანდიდან. იგი იყო უგუმბათო, რიყის ქვით ნაშენი, გვერდზედ ეკვტერი მიშენებული ჰქონდა, თვით საყდარი ორად გაყოფილი იყო, ოდესმე დახატული, ტრაპეზის წინ ძველი ეპისკოპოსი ემარხა, ქვითკირის კედლებით და ალაყაფის კარით იყო შემოზღუდული. ეს გავერანებული საყდარი 1893წ. განაახლა საბამ წმ. დიდმოწამეების: პანტელეიმონ მკურნალისა და თეოდორე სტრატილატის სახელობაზე. 20 ბერი და მორჩილია, ყოველდღე სრულდება წირვა-ლოცვა. გარშემო, 40 დესეტინა მიწა,ვენახები, ბაღებით აყვავებულია. მანვე განაახლა სხვა ძველი გუმბათიანი საყდარიც ყოველთა წმიდათა სახელზედ. აქ 30 ბერი და მორჩილია. მამა საბასვე მზრუნველობით ზებელის საზღვარზე, კავკასიის მთის გამოღმა (20 ვერსით მონასტრიდან) აშენებულია მიმომსვლელებისთვის ღამის გასათევი სახლი, სანოვაგესაწოლი. დრანდას აქვს თავისი სამეტოქეები ქ. სოხუმს, ნოვოროსიას, ეკატერინოდარს და სხვ. ტყე და ველი მონასტერსა აქვს მიზომილი 1000 დესიატინამდე. პირველ საუკუნეებიდგანვე ამ გორაზედ ბრწყინავდა ნათელი ქრისტეს მოციქულებისა ანდრიასი და სვიმონ კანანელისა... დედამან ღვთისამან ინება ტაძრის აღდგენა და იგი აღსდგა და გაბრწყინდა კიდეც“. 1906 წლის 12 სექტემბერს სოხუმის ეპისკოპოსი კირიონი (საძაგლიშვილი, შემდგომში -- სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) სწერდა
19-3 საპატრიარქოს უწყებანი N19 14-20მაისი 2015წ გვ.20
მღვდელ-მონაზონი კალისტრატე (ჩიჩუა) 1837 – 1905/1906 (დასასრული)
მღვდელ იოსებ ჩიჯავაძეს: „10 სექტემბერს ღამე გავათიე ჩემს მონასტერში – დრანდაში. მეორე დღეს დილით ვნახე დრანდის მთაში გვირაბები, ძველად გამოკვეთილი მდინარის პირამდე. მერე წავედი ახლომდებარე ქილის სანახავად. ქილა წარმოადგენს პატარა მონასტერს, რომელშიაც ოცამდე ბერი მოღვაწეობს. ამ ქილის ახლოს სახლობენ ესტონები და მეგრელები. მეორე ქილის ნახვა ვეღარ მოვასწარი. მონასტრის წიგნსაცავში ვნახე ექვსი ქართული ხელნაწერი, რომლებიც დრანდის მონასტერს დარჩენია მღვდელ-მონაზონ ცნობილი კალისტრატესაგან. ორი მათგანი ტყავზეა ნაწერი და დანარჩენი ქაღალდზე. ერთი უფრო უძველესი ხელნაწერი ეკუთვნის X-XI საუკუნეს. გარდა ამისა, მამა კალისტრატეს ბევრი ხელნაწერები ჰქონია, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ მისსავე ნათესავს, გვარად ლოლუას წაუღია. მასვე დარჩენია ნაწილებიანი წმინდა გიორგის ხატი, რომელიც ეხლა დრანდის მონასტრის ტრაპეზში ასვენია. ამ ხატის აღწერა
თვით კალისტრატეს მოუქცევია ლოცვანის წინა ფურცელზე (ეს ლოცვანი ტარასის ხელშია -- იგულისხმება მღვდელ-მონაზონი ტარასი კანდელაკი, შემდგომში წილკნელი ეპისკოპოსი), სადაც ვკითხულობთ: „ზევით რომ არის წმინდა გიორგის გვერდია, მეორე -- წმინდა ნიკოლოზისა, მესამე -- წმინდა იოანე ნათლისმცემლის კბილია, მეოთხე -- წმინდა ხარლამპის, ზევითა კუთხეში წმინდა მარინესი. მეორე კუთხეში -– ძელი ჭეშმარიტი მოყვითალო ქრისტესი და ნათლისმცემლის სისხლია“. როგორც ამ წერილიდან ირკვევა, ღვაწლმოსილი მოძღვარი აფხაზეთში, დრანდის მონასტერში აღესრულა. ერთ-ერთი საბუთის თანახმად, 1905 წლის 9 სექტემბერს იგი ცოცხალია, 1906 წლის 13 მარტს უკვე გარდაცვლილებში იხსენიება. მისი განსვენების ადგილი ამ ეტაპზე უცნობია. მღვდელ-მონაზონი კალისტრატე ავტორია რამდენიმე თხზულებისა. ესენია: „წმიდა დავით გარესჯელის უდაბნო“, თბილისი, 1884წ. (ექ. ხელაძის სტ.); „კაცი ზეცისა, ანგელოსი ქვეყნისა“, თბილისი, 1887წ.; „სიმდიდრის ბურჯი და ახალი წელიწადი პირველი ენკენისთვე, ახალი-სენაკი, 189ვწ. (კ. თავართქილაძის სტ.); „ხოპის მონასტერი და მისი ისტორიული წყარო 1089-1125წწ“. ახალ-სენაკი, 1894წ. (კ. თავართქილაძის სტ.). მას ასევე გამოქვეყნებული აქვს მრავალი საინტერესო სტატია XIX ს-ის II ნახევარსა და XX ს-ის დასაწყისში გამომავალ ქართულ პრესაში.
20 საპატრიარქოს უწყებანი N20 21-27მაისი 2015წ გვ.16
ჰუჯაბის მონასტერი
ხუჯაბის, ანუ იმავე ჰუჯაბის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ქართული მონასტერი მდებარეობს საქართველოში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ახლანდელი სოფ. ახქერფის მახლობლად. ნაგებობათაგან აღსანიშნავია XIII ს–ის ნახევარში აგებული ტაძარი. პროპორციებით, დეკორატიული მორთულობითა და სტილისტიკური ნიშნებით მიეკუთვნება XII-XIII საუკუნეების მიჯნისა და XIII ს-ის | ნახევრის ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფს (ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი, წუღრუღაშენი (ძვ. გუმბათი), ახტალა და სხვ.). გუმბათის ყელი უხვადაა მოჩუქურთმებული. გარედან შემოსილია ოქროსფერი და ღვინისფერი ქვით. შიგნით მოხატულია, შემორჩენილია ქართული ასომთავრული წარწერების ფრაგმენტები. მონასტრის ტერიტორიაზე არის სხვა ნაგებობათა ნაშთებიც. ჰუჯაბი (ხუჯაბი), ივ. ჯავახიშვილის განმარტებით, არაბული სიტყვაა და მრავლობითი რიცხვია სიტყვისა ჰაჯიბი (ხაჯიბი), რაც ეჯიბს მეკარეს, კარის მცველს ნიშნავს. პირველად ქართულ წყაროებში ძეგლი გვხდება 1721 წლის ხალხის აღწერის დავთარში, სადაც აღნიშნულია ხუჯაბის ქორის ბუდე. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, „..არს მონასტერი ჰუჯაბისა, გუნბათიანი, კეთილს ადგილს და აწ ცალიერ არს“. სოფლების სიაში ვახუშტი ამ სახელწოდების სოფელსაც იხსენიებს „უჯაბი“, რომელიც მოქცეულია სოფ. ხანძუტსა და ჯარმეჩებს შორის. როგორც ჩანს, ჰუჯაბის მამათა მონასტერი დაცარიელდა მტრის აურაცხელი შემოსევის შედეგად. სამონასტრო კომპლექსი უახლოესი სოფლიდან 1 კმ-ში, ლალვარის მთის ძირში მდებარეობს. გარედან მას გალავანი ერტყა, რომლის შიგნით სხვადასხვა ნაგებობათა კვალია: კელიები, სატრაპეზო და სამეურნეო დანიშნულების სხვა ნაგებობანი. გალავნის შესასვლელთან მეორე დარბაზული ტიპის ეკლესიის ნანგრევებიცაა, თარიღდება V-VI საუკუნეებით. იგი დარბაზული ტიპის ყოფილა. შემორჩენილი ნაშთების მიხედვით ძეგლი ადრეფეოდალური ხანას განეკუთვნება. შირიმის ქვა, რომლითაც იგი არის ნაშენი, იქვე ხეობაში 1 კმ–ში მოიპოვება.
20-1 საპატრიარქოს უწყებანი N20 21-27მაისი 2015წ გვ.17
ჰუჯაბის მონასტერი (გაგრძელება)
სამონასტრო კომპლექსის სიახლოვეს, ფოლადაურის მარჯვენა ნაპირას, ორი ხევის შესაყარში ნასოფლარია და იქვეა ნაეკლესიარიც (10/4მ.). მიიჩნევა, რომ აღნიშნული არის ჰუჯაბის ნასოფლარი. იქვე გადიოდა სატრანზიტო გზა, რომელსაც მგლის კარის უღელტეხილით გადავყავდით ლორე-ტაშირში. კპტიტორული წარწერა ტაძრის კედლიდან XIX ს-ში სომხებს წაუშლიათ. 1902 წელს ერევნის გუბერნიაში, ალექსანდროპოლის მაზრაში, ბოდბის მონასტრის მორჩილმა ნატალია კისლოვამ დააარსა აგინის წმ. სერაფიმე საროველის სახელობის დედათა სკიტი, სადაც რამდენიმე მორჩილთან ერთად დასახლდა და მოღვაწეობა დაიწყო. შემდგომში მან აღმოაჩინა მიტოვებული და გავერანებული ხუჯაბის მონასტერიც და გადაწყვიტა აქ დედათა მონასტერი დაეარსებინა. 1905 წლიდან იგი მის განახლებას შეუდგა. თავდაპირველად განაახლა პატარა დარბაზული ეკლესია, რომელიც 1910 წელს აკურთხა წმ. ნინოს სახელზე ქართლ-კახეთის მონასტრების მთავარხუცესმა, არქიმანდრიტმა ანტონმა (გიორგაძე, შემდგომში ქუთათელი მიტროპოლიტი). 1914 წელს შედგენილ მონასტრის მცირე ისტორიაში წერია: „ხუჯაბის ივერიის უდაბნო, V-VI სს. 1910 წელს განაახლა მონაზონმა ინოკენტიამ (ერში ნატალია კისლოვა). კომპლექსში შედის ორი ეკლესია, რომელთა აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. დიდი ტაძარი არ განახლებულა ჯერჯერობით და იქ მსახურება არ ტარდება. განახლებულია მეორე პატარა ეკლესია, სადაც ტარდება წირვალოცვა. მონასტერთან აშენებულია წინამძღვრის სახლი, ასევე ექვსი ხის კელია, ორი-სამ ოთახიანი, სადაც მონასტრის წევრები ცხოვრობენ. ფულადი შემოსავალი მონასტერს არ აქვს. მონასტრის ეზო არის დაახლ. 1000 კვ. საჟენი მიწა. მინდვრები, ტყეები და სხვ. ადგილები არ გააჩნია. იქვე ახლოს თავადმა იოანე ალექსანდრეს ძე მელიქიშვილმა მონასტერს შეწირა 2 დესიატინა მიწა, რომელსაც დედები საბოსტნედ ამუშავებენ. გეგმა ამ მიწისა დამტკიცებულია და ინახება საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორაში. მონასტრის შტატი დამტკიცებული არ არის. შემოსავალ-გასავლის წიგნის აღწერა დაიწყო 1914 წლიდან. არ აქვს თავისი ბეჭედი, სკოლები, ქსენონები და რაიმე სხვა ამდაგვარი დაწესებულება. მონასტერში არ ინახება სიწმიდეები, არ მოიპოვება სასწაულთმოქმედი ხატები და ძველი ხელნაწერები. ცენტრიდან დაშორებულია 90 ვერსით. მონასტერზე მიწერილია აგინის წმ. სერაფიმე საროველის სკიტი, რომლის ტაძარიც იკურთხა 1911 წლის 8 მაისს ერევნის ეპისკოპოს პიმენის (პეგოვი) მიერ. სკიტში არის ორი სახლი, რომელშიც 7 მორჩილი ცხოვრობს“. იქვე ჩამოთვლილია მონასტრის კრებულის სია. წინამძღვარი, იღუმენია ინოკენტია ერში ნატალია იეროთეოზის ასული კისლოვა, დაიბადა 1872 წელს, ხარკოვის გუბერნიაში, სტარობელის მაზრაში, დაბა წმ. დიმიტროვში გლეხის ოჯახში. 1894 წლის 22 ოქტომბერს საქართველოში ჩამოვიდა და ბოდბის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერში მიიღეს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მან წამოიწყო ჯერ აგინის სკიტის, შემდეგ კი ხუჯაბის დედათა მონასტრის განახლება. 1910 წლის 24 ოქტომბერს მონაზვნად აღკვეცეს, სახელად'ინოკენტია ეწოდა და ხუჯაბის მონასტრისა და აგინის სკიტის მმართველად დაინიშნა. 1916 წელს იღუმენიას წოდება მიენიჭა. მონასტრის წევრები იყვნენ: მორჩილი მარიამ კონსტანტინეს ასული სოლოვიევა (1894-1971), საქართველოში დაბადებული, ქ. ბოლნისიდან, იგი ინოკენტიას შემდეგ მონასტრის წინამძღვარი გახდა და კომუნისტებისგან მრავალი ტანჯვა-წამება გადაიტანა; მორჩილი ელისაბედ სამუელის ასული ოსტაპინკოვა, მორჩილი ელენე იოანეს ასული ჩიჩენევა, მორჩილი ეკატერინე ისაიას ასული სმოტროვა, მორჩილი ევდოკია მიხეილის ასული იმოშენკოვა, მორჩილი ელენე დიმიტრის ასული შახმატოვა, მორჩილი ეფროსინია თეოდოტეს ასული შახმატოვა, მორჩილი სოფიო იოანეს ასული გორბანევა, მორჩილი ანასტასია ტიმოთეს ასული შინიაკოვა, მორჩილი ნატალია დიმიტრის ასული ჟუროვი, მორჩილი პარასკევა ვასილის ასული ვორონინა, მორჩილი პელაგია ექვთიმეს ასული ვაკულენკოვა, მორჩილი ევდო- კია მაკარის ასული ვორონინა, მორჩილი მარიამ ვასილის ასული სვისტულა, მორჩილი ხარიტინა პეტრეს ასული ბელოვიტსკაია, მორჩილი მარიამ მირონის ასული სიდორენკო, მორჩილი ანასტასია დიმიტრის ასული ჩერნიშოვა, მორჩილი ევლამპია ისაიას ასული ნიკულინა, მორჩილი ევდოკია ნიკოლოზის ასული კოლესნიკოვა. 1916-1917 წლებში ხუჯაბის მონასტერში მწირველი მღვდელი იყო ალექსანდრე დავითაშვილი, რომელიც 1917 წლიდან ნაძალადევში, ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაში გადაიყვანეს. ამ მონასტერმა 1935 წლამდე იარსება. დედათა მონასტრის წინამძღვრის, იღუმენია პავლას ნაამბობიდან ირკვევა, რომ 1935 წელს ჰუჯაბის მონასტრიდან დედები გაურკვეველი მიზეზით განდევნეს, მათ იქვე არსებულ სოფელ ახკერფში შეაფარეს თავი და იქ დამკვიდრნენ. ერთ-ერთ საცხოვრებელში მოაწყვეს სამლოცველო. 1988 წლის 19 ოქტომბერს იღუმენია პავლა სსსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიის რწმუნებულთა საბჭოს თავჯდომარეს კ. მ. ხარჩევს წერდა: „ხუჯაბის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, მარნეულის რაიონში სომხეთის საზღვართან ახლოს. როდესაც მე ამ მონასტერში მივედი, იქ დამხვდა 30 მონაზონი. იარსება ამ მონასტერმა 1935 წლამდე. ამ წელს, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით, სომხეთის სსრ სტეფანავანის რაიონის აღმასკომის თავჯდომარემ ბერბიანმა მოაწყო მონასტრის დარბევა, გამოდევნა იქიდან ყველა მონაზონი და მხოლოდის გამოგვატანა, რაც ტანთ გვეცვა. მთელი მონასტრის ქონება იქ დარჩა. მე დეტალურად მახსოვს რაც იყო იქ. მაგ: 50 ფრინველი, 8 ცხენი, 8 ძროხა გერმანული ჯიშის და სხვ. ასევე ეზოში გვქონდა ახლად მოტა-
20-2 საპატრიარქოს უწყებანი N20 21-27მაისი 2015წ გვ.18
ჰუჯაბის მონასტერი (გაგრძელება)
ნილი ხის მასალა, რომლითაც მონასტერი უნდა გაგვერემონტებინა. მათ გაძარცვეს მონასტრის სალარო, გაიტაცეს ხატები, საეკლესიო წიგნები, ვერცხლის ინვენტარი, ჯვრები და მოოქროვილიი ნივთები. ცალკე მინდა გამოვყო მონასტრის სიწმინდე, ივერიის ღვთისმშობლის ხატი ყრმა იესოთი, რომელიც სპეციალურად ამ მონასტრისთვის დაიწერა და ჩამოტანილ იქნა იერუსალიმიდან. იყო მოოქროვილი. ზომა 1.0/0,7მ. ამჟამად ეს ხატი ინახება სომხეთში, სტეფანავანის რაიონის დაბა კიროვის ეკლესიაში. ხატს ღვთისმშობლის მარჯვენა მხარეს აქვს ნატყვიარი, რომელიც მონასტრის დარბევის დროს ურწმუნოებმა განახორციელეს. დარბევის შემდეგ ჩვენ დავსახლდით სოფ. ახკერფში. დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ ხუჯაბის მონასტერი საქართველოს ტერიტორიაა და სომხეთის წარმომადგენლის მოქმედება სავსებით არაკანონიურია. კიდევ უფრო გაუგებარია იმ სომხების საქციელი, რომლებიც არ გვაძლევენ უფლებას შევიდეთ მონასტრის ტერიტორიაზე, ეს მაშინ, როცა სტეფანავანის ამჟამინდელი ხელისუფლება უარყოფს, რომ კომპლექსი მათ ტერიტორიაზე იმყოფება. ეს მონასტერი რომ საქართველოს ტერიტორიაა, მტკიცდება სპეციალური კვიტანციით, რომელიც გაცემული თავის დროზე შესაბამისი ორგანოებისგან. ეს საბუთი დაწერილი მეფის რუსეთის დროს და ბოლოში მითითებულია მისამართიც, სადაც მარნეულის რაიონის ნაცვლად წერია ბორჩალოს მაზრა, რადგან ამ ტერიტორიას მაშინ ასე უწოდებდნენ. აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს ორი თხოვნა: 1) დაგვეხმარეთ, რათა დავუბრუნდეთ ჩვენს ძველს სამყოფელს, ხუჯაბის მონასტერს; 2) გამოიჩინეთ გულისხმიერება და დაგვიბრუნეთ მონასტრის მთავარი სიწმინდე, ღვთისმშობლის ხატი. გფარავდეთ ღმერთი და გეწეოდეთ ყველა თქვენს კეთილ წამოწყებაში“. 1985 წლის 15 ოქტომბერს ახკერპის რუსული მონასტრის დედათა კრებული საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიის რწმუნებულთა საბჭოს თავჯდომარეს, ბატონ ანზორ ნიკოლოზის ძე წიკლაურს სთხოვდა, რომ სოფ. ახკერფში ცხოვრებდა 9 მონაზონი და ასრულებდნენ მსახურებას, ისინი აღიარებდნენ საბჭოთა კანონმდებლობას და ითხოვდნენ ოფიციალურად რეგისტრაციაში გატარებას. იქვე მოყვანილია მათი სია: 1) დზუბა პროსკოვია ტიმოთეს ასული –- იღუმენია პავლა, 1893წ.; 2) ნაუმოვა ტაისია ივანეს ასული 1923წ.; 3) სუხოვა ევდოკია ტიმოთეს ასული 1928წ.; 4) მატაე– ვა მალვინა ვასილის ასული 1942წ.; 5) ხარაბაროვა ოლღა აგოკის ასული 1914წ.; 6) ჟდანოვა ლუბოვი ალექსის ასული 1924წ.; 7) ნაროდა ანტონინა იოანეს ასული 1926წ.; 8) ჟდანოვა ლუბოვი ნიკიტას ასული 1926წ.; 9) ბალაბუნოვა ნინო იოანეს ასული 1926წ. 1986 წლის 14 ნოემბერს სტეფანავანის რაიონის აღმასკომის თავჯდომარე რ. მირზოიანი იღუმენია პავლას წერდა: „გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ ნახსენები ხუჯაბის მონასტერი არ მდებარეობს სტეფანავანის რაიონში და ამიტომ თხოვნაზე, დაუშვათ მორწმუნეთა ჯგუფები ხუჯაბის მონასტერში, ჩვენს უფლებებში არ შედის“. 1987 წლის 20 დეკემბრის გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნდა რევაზ ჯაფარიძის ვრცელი სტატია სათაურით: „ქანდარაზე ეშმაკი ზის“, რომელშიც ბევრი საგულისხმო მოვლენაა აღწერილი. იქვე მოყვანილია ერთი ასეთი ამბავი, რომელიც „უპატრონო ეკლესიას“ ეხება. 1988 წლის 20 იანვარს ამ სტატიასთან დაკავშირებით ბატონმა მიხეილ ვარაზაშვილმა გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციას თავისი მოსაზრებაც გაუზიარა, რომელშიც ვკითხულობთ: „მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფ. ახკერპიდან 800 მეტრის დაშორებით, საქართველოს რესპუბლიკის საზღვრების ფარგლებში, მდებარეობს ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი. თვით სოფ. ახკერპამდე თბილისიდან 97 კილომეტრია. აი, როგორ მოიხსენიებს ქართველების მიერ ნაგებ ხუჯაბის მონასტერს ვახუშტი ბატონიშვილი: „ამას ზევით არის მონასტერი ჰუჯაბისა, გუმბათიანი, კეთილს ადგილსა და აწ ცალიერ არს („ქართლის ცხოვრება“ ტ.IV, „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ 1 977წ. გვ. 311). იმას, რომ ხუჯაბის (იგივე ჰუჯაბის) სამონასტრო კომპლექსი დღეისათვის საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებშია ადასტურებს „საქართველოს სსრ. ატლასი“ (საქ. სსრ. მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახ. გეოგრაფიის ინსტიტუტი, თბ. 1964წ. რუკა 267-268). ამ ატლასის მტკიცების ღირსება მდგომარეობს იმაში, რომ რესპუბლიკის საზღვრები მასში დადგენილია სსრკ სახელმწიფო გეოლოგიური კომიტეტის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მთავარი სამმართველოს კარტოგრაფიული მონაცემების საფუძველზე და არა საქართველოს ან სოხეთის მასალების გამოყენებით. იგივეს ადასტურებენ „საქართველოს სსრ კულ-
20-3 საპატრიარქოს უწყებანი N20 21-27მაისი 2015წ გვ.19
ჰუჯაბის მონასტერი (გაგრძელება)
ტურის ძეგლების“ ცნობარი; “ „საქართველოს სსრ“ რუკა „ქართული არქიტექტურის ძეგლები“ 1981წ. გვ. 272-273; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ. 11, გვ. 521; სტტია „ხუჯაბი“ რუსუდან მეფისაშვილი, ვახტანგ ცინცაძე „ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესიები“, ლიაფციგი, 1987წ. გვ. 314-315, გერმანულ ენაზე. უნდა აღინიშნოს, რომ კომპლექსის გუმბათიანი ეკლესიის პროპორციები და ფორმები დამახასიათებელია ქართული საკულტო არქიტექტურისათვის. ამ XIII ს-ის ტაძრის დასავ- ლეთის კედელი კი შემკულია განუმეორებელი ქვაზე ნაკეთები ქართული ჩუქურთმებით. ხუჯაბის მონასტრის ქართული წარმოშობის საკითხს მტკიცება, ეტყობა, არა სჭირდება. რაც შეეხება მის მდებარეობას საქართველოს სსრ საზღვრების ფარგლებში, მინდა მოვიყვანო კიდევ ორი საბუთი, შესაძლოა, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. მე მხედველობაში მაქვს ო. ს. ეგიზარიანის წიგნი „ალავერდის რაიონის კულტურის ძეგლები (გზის მაჩვენებელი)“ სომხეთის სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული არქიტექტურის საქმეთა სამმართველო, არქიტექტურის ძეგლთა დაცვის კომიტეტი, ერევანი, 1952წ. რუსულ და სომხურ ენაზე. წიგნი სომეხთა ავტორებისათვის ჩვეული სიყალბითაა დაწერილი და მის განხილვით თავს არ მოგაწყენთ, ხოლო ერთს კი აღვნიშნავ: მიუხედავად ცნობარის ტენდენციურობისა და სიცრუისა, მასში ხუჯაბის მონასტერი მოხსენებული არ არის, რაც იმას მოწმობს, რომ ავტორის მტკიცე აზრით, ხუჯაბის მონასტერი არ მდებარეობს სომხეთის სსრ ტერიტორიის თანამედროვე საზღვრების ფარგლებში. ვიცნობ აგრეთვე „საბჭოთა სომხეთის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების ილუსტრირებულ რუკას -- გზის მაჩვენებელს“. იგი გამოცემულია რუსულ ენაზე 1970 წელს, სომხეთის სსრ სახმშენის კულტურის ძეგლების სარესტავრაციო სპეციალური სამეცნიერო-საწარმოო სახელოსნოს მიერ, მთლიანად, ერთ დიდ ფორმატის ფურცელზე, ორივე მხარეზე წარწერებითა და დასურათებით. თუმცა, ესეც იგივე ჩვეული პრეტენზიულობითა და სიყალბითაა შექმნილი, მაგრამ ხუჯაბის მონასტერი არც აქაა ნახსენები, ალბათ იგივე მოსაზრებით. რუკის შემდგენელი და დამსურათებელია გრიგორ ავაქიანი. უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამავე აზრისაა გამომცემი ორგანიზაცია, სახელდობრ, სომხეთის სსრ სახმშენიც. ამრიგად არც სომხური წყაროები უარყოფენ იმას, რომ ხუჯაბის მონასტერი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს. ყოველ შემთხვევაში არც ერთი ჩემთვის ნაცნობი სომხური წარმოშობის საბუთი საწინააღმდეგოს არაფერს ასახავს. შემდეგ მოგახსენებთ მთავარს, სახელდობრ ხუჯაბის მონასტერთან დაკავშირებულ სავალალო მოვლენების შესახებ. ადრე იგი მჭიდროდ ყოფილა დასახლებული ქართველი ბერებით, მხოლოდ შემდეგში დაცარიელებულა მტერთა ურდოების გაუთავებელ შემოსევების შედეგად. ვახუშტის დროს, რაც მისი აღწერიდან ჩანს, მონასტერი უკვე ცარიელი ყოფილა. 1905 წელს იქ დაუარსებიათ რუსული მართლმადიდებლური დედათა მონასტერი. 1935 წელს კი მოძმე სომხეთის ალავერდის რაიონის (რომელიც მარნეულის რაიონს ესაზღვება), ერთ-ერთ ხელმძღვანელ მუშაკს, ჩემთვის სრულიად გაუგებარი უფლებით, მონოზვნები გაუძევებია მონასტრიდან ისე, რომ გაუტანებია მხოლოდ ის, რაც მათ ტანზე ეცვათ. ამის შემდეგ დევნილები დამკვიდრებულან იქვე სოფელ ახკერპში, სადაც ერთ პატარა საცხოვრებელ სახლში მოუწყვიათ სენაკები და სამლოცველო. ახლა მას ახკერპის მონასტერს უწოდებენ. ამჯერად ისინი ცდილობენ დაუბრუნდნენ ხუჯაბის სავანეს და ნებართვისათვის არაერთგზის მიუმართავთ სომხეთის სსრ სათანადო ხელმძღვანელ ორგანოსათვის, მაგრამ უშედეგოდ. საგულისხმოა, რომ ვინც რუსი მონაზვნების მიმართ ჩაიდინა არაადამიანური გამოხტომა, ეტყობა, იცოდა, რომ მონასტერი მდებარეობს საქართველოს სსრ საზღვრების ფარგლებში და არ მოერიდა თვითნებობას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსში, გუმბათიანი ეკლესიის გარდა, არსებობს კიდევ ადრეშუასაუკუნეების ბაზილიკა. მართალია, ბაზილიკისაგან მხოლოდ კედლებია შემორჩენილი, მაგრამ თავისი შინაარსითა და ისტორიული მნიშვნელობით იგი კომპლექსში, ალბათ, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ობი-
20-4 საპატრიარქოს უწყებანი N20 21-27მაისი 2015წ გვ.20
ჰუჯაბის მონასტერი (დასასრული)
ექტია და მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებასა და ფაქიზ მოპყრობას, ვინაიდან ბაზილიკა უნდა იყოს დაკავშირებული ვახტანგ გორგასლის სახელთან“. ამ სავალალო ამბავთან დაკავშირებულია ერთი სრულიად უპრეცენდენტო შემთხვევაც. ამ საკითხზე 1987 წლის ივნისში მე მივმართე საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს, რომელმაც ჩემი განცხადება 6 ივლისს გადაუგზავნა საქ. სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ისტორიის, კულტურისა და ბუნების ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარ საწარმოო სამმართველოს, მაგრამ უშედეგოთ. როდემდის უნდა იცინოს ქანდარის ბინადარმა ეშმაკმა. დავზოგოთ ეშმაკი, ნუ მოვკლავთ მას სიცილით, თორემ საკუთარ ცოდვებს ვეღარავის გადავაბრალებთ“. ამჟამად მონასტრის ბედი კვლავ გაურკვეველია. 2014 წელს დაიწვა სოფ. ახკერფში მოწყობილი სამლოცველოც და იქ მცხოვრები მოხუცი დედები საპატრიარქოს დედათა მონასტერში გადმოიყვანეს. 2015 წლის თებერვლის ბოლოს გარდაიცვალა წინამძღვარი, სქემმიღუმენია თამარი (ბალაბუნოვა). სოფ. ახკერფის სასაფლაოზედაკრძალულ პირთა სია
1. სქემიღუმენია მარიამი (სოლოვიოვა) 1894-1971
2. იღუმენია სერაფიმა
3.იღუმენია პავლა (დზუბა)
4.სქემიღუმენია თამარი (ბალაბუნოვა) 1926-2015
5.არქიმანდრიტი იესე (ლიმარი)
6.არქიმანდრიტი ქერუბიმი
7.დეკანოზი გრიგოლ შეკინი 1925-1985
8.მღვდელ-მონაზონი თერაპონტე
9.სქემმონაზონი ექვთიმია
10.· სქემმონაზონი ვიქტორინა
11· სქემმონაზონი ამფილოქია
12· მონაზონი ელიკონილა
13, მონაზონი ერმონია
14. მონაზონი ანატოლია
15. მონაზონი პარასკევა
16. მონაზონი ეგნატია
17. მონაზონი ნექტარია
18 მონაზონი ანთია
19· მონაზონი ალექსანდრა
20· მონაზონი ევბულა
21 მონაზონი დოსითეა
22 მონაზონი კირა
23 მონაზონი სიდონია
24 მონაზონი დიონისია
25. მონაზონი მანეფა
26 მონაზონი ნინო
27 მორჩილი ლიდია
28 მონა ღვთისა იაკობი
29 მონა ღვთისა ანდრია
30 მხევალი ღვთისა ლუბოვი
21 საპატრიარქოს უწყებანი N21 28მაისი-3ივნისი 2015წ გვ.17
არქიმანდრიტი თეოდოსი (ხელაშვილი) 1776-1844
არქიმანდრიტი თეოდოსი, ერისკაცობაში -– ნიკოლოზ გიორგის ძე ხელაშვილი კახეთში, ქ. თელავში, საეკლესიო აზნაურის ოჯახში დაიბადა. რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ ატარებდა მეორე გვარსაც -- მიხაილოვი. მამამისი –– დეკანოზი გიორგი ხელაშვილი თელავში მეფის კარის ეკლესიაში მსახურობდა, იყო გალობის კარგი მცოდნე. XIX ს-ის II ნახევარსა და XX ს-ის 10-იან წლებში მოღვაწე, ასევე ცნობილი დეკანოზი მიხეილ ხელაშვილი, თავის მოგვარე სახელოვან წინაპრებზე წერდა: „აქ ვიტყვი რამდენსამე სიტყვას ხელაშვილებზედ, თუმცა მაგდენი ცნობა კი არა მაქვს რა შეკრებილი ამ საგანზედ. ხელაშვილებმა მიიღეს აზნაურიშვილობა მეფის ირაკლი მეორისაგან 1777 წელს, და აი, რადამსახურებისათვის. პაპის ძმა ხსენებული არქიმანდრიტ თეოდოსისა, სახელად იოსები, ყოფილა დეკანოზი და კარის მღვდელი მეფისა. ჰყოლია შვილები: დიმიტრი, ლონგინოზ და ნიკოდიმოს და ბიძაშვილი –– დიაკონი გიორგი, მამა არქიმანდრიტისა. შემდეგ ეს გიორგი დეკანოზად იქმნა ნაკურთხი. არქიმანდრიტი თეოდოსი, ერისკაცობაში -– ნიკოლოზ გიორგის ძე ხელაშვილი კახეთში, ქ. თელავში, საეკლესიო აზნაურის ოჯახში დაიბადა. რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ ატარებდა მეორე გვარსაც -- მიხაილოვი. მამამისი –– დეკანოზი გიორგი ხელაშვილი თელავში მეფის კარის ეკლესიაში მსახურობდა, იყო გალობის კარგი მცოდნე. XIX ს-ის II ნახევარსა და XX ს-ის 10-იან წლებში მოღვაწე, ასევე ცნობილი დეკანოზი მიხეილ ხელაშვილი, თავის მოგვარე სახელოვან წინაპრებზე წერდა: „აქ ვიტყვი რამდენსამე სიტყვას ხელაშვილებზედ, თუმცა მაგდენი ცნობა კი არა მაქვს რა შეკრებილი ამ საგანზედ. ხელაშვილებმა მიიღეს აზნაურიშვილობა მეფის ირაკლი მეორისაგან 1777 წელს, და აი, რა დამსახურებისათვის. პაპის ძმა ხსენებული არქიმანდრიტ თეოდოსისა, სახელად იოსები, ყოფილა დეკანოზი და კარის მღვდელი მეფისა. ჰყოლია შვილები: დიმიტრი, ლონგინოზ და ნიკოდიმოს და ბიძაშვილი –– დიაკონი გიორგი, მამა არქიმანდრიტისა. შემდეგ ეს გიორგი დეკანოზად იქმნა ნაკურთხი. ბებიას ირაკლი მეფისას -–– ანა დედოფალს, ისპაანს ყოფნის დროს თავის შვილის მეფის დავითისა და სიმცირისა გამო თეიმურაზისა -–- ირაკლის მამისა, მოუძებნია, რომ ეპოვა ვინმე ყრმა მშვენიერხმოვანი, ჰსწორი ჰასაკითა და რომ ტკბილმგალობე-ბებიას ირაკლი მეფისას -–– ანა დედოფალს, ისპაანს ყოფნის დროს თავის შვილის მეფის დავითისა და სიმცირისა გამო თეიმურაზისა -–- ირაკლის მამისა, მოუძებნია, რომ ეპოვა ვინმე ყრმა მშვენიერხმოვანი, ჰსწორი ჰასაკითა და რომ ტკბილმგალობე-
21-1 საპატრიარქოს უწყებანი N21 28მაისი-3ივნისი 2015წ გვ.18
არქიმანდრიტი თეოდოსი (ხელაშვილი) 1776-1844 (გაგრძელება)
ლად აღეზარდნა თეიმურაზთან. ·... უპოვიათ ღირსად დიმიტრი და წარუდგენიათ, რომელიც მოსწონებიათ და უბრძანებიათ, განესწავლათ გალობის მოძღვართა. იმ დღიდგან დიმიტრი, მყოფი პალატას შინა, მომგებელი პატიოსნისა და კრძალულისა ცხოვრებისა, რომელიც ჰშვენით კაცთა საკურთხევლის გარემოს მდგომარეთა, მოეწონათ მეფე თეიმურაზს და მეფის ვახტანგის ასულს თამარს და თვით ირაკლიც გააწურთნინეს, რომლისათვის არამცირედ დამაშვრალა დიმიტრი. როდესაც ოსმალთ და ლეკთ მოაოხრეს ქართლ-კახეთი და ქართლი ოსმალთ სრულიად დაიპყრეს, კონსტანტინე მეფის დროს, მთავარნი და აზნაურნი, დამტევებელნი სარწმუნოებისა, მიუდგნენ ლეკთა და იძულებული კონსტანტინე და თეიმურაზ გაიქცნენ ფხოვაში (ფშავში) და მრავალი წელიწადი იცხოვრეს იქ, მაშინ ზემოხსენებული დიმიტრი ხელაშვილი მღვდლობის ხარისხით მსახურებდა მთიულთა მათ შინა ადგილთა, დროთა საჭიროებისა და იწროებისათა და დღესასწაულთაცა თურმე არა მცირე სამკაული იყო და ამგვარად მოაწივა კახეთს პალატსა შინა მეფის ირაკლისა. როდესაც მოწევნილა დრო ირაკლის ძის ვახტანგის სწავლის, მაშინ ამ დიმიტრი ხელაშვილს ჰყოლია შვილი მღვდელი, სახელით იოსებ და ეს ასწავლიდა წერილთა სამლუდელოთა და გალობათა, როგორც ვახტანგს, ეგრეთვე გიორგისაც და განსაკუთრებით საყვარელი ყოფილა ვახტანგისა. მღუდელი იოსებ უპოვიათ კაცად სარწმუნოდ ყოველსავე შინა თანამდებობასა თვისსა და როდესაც ლეონ წარუგზავნიათ რუსეთში იმპერატრიცა ეკატერინა მეორესთან, მაშინ თან ჰხლებია ეს იოსები დეკანოზობის ხარისხით. მამა დიაკონის გიორგისა ნიკოლოზ შეზრდილა ერთად მეფე ირაკლისთან სწავლაში და ამის ტკბილხმოვანის გალობისა, მჭევრ-მეფსალმუნეობისა და მწიგნობრობისა მიმართ მიდრეკილი ყოფილა მრთელი გონება ირაკლისა. 1782 წელში დიაკონს გიორგის უკვე დეკანოზობის ხარისხითა ვხედავთ და ირაკლი მეფე გაუჩენს ჯამაგირს თავის სარქრიდან და 1798 წლის სექტემბრის 9-ს გიორგი მეფეს უბრძანებია თუშეთის მებალახეთათვის, რომ საბალახე ცხვრიდან ყოველს წელიწადს თორმეტ ცხვარს მოუკლებლივ მისცემდნენ“. მამამ პატარა ნიკოლოზი თელავის სასულიერო სემინარიაში მიიყვანა აღსაზრდელად, სადაც დავით რექტორის (ალექსი-მესხიშვილი) უშუალო ხელმძღვანელობით საფუძვლიანი განათლება მიიღო. სემინარიაში მას შეუსწავლია შემდეგი საგნები: სიტყვიერება, ლოღიკა, კატეღორია, მეტაფიზიკა, ეთიკა, ფილოსოფია და ღვთისმეტყველება იოანე დამასკელისა, ქართული გალობა, წერა და რუსული ენა. 1799 წელს ქართლკახეთის უკანასკნელი მეფის,გიორგი XII-ის ძის ბაგრატის განჩინებით, ახალგაზრდა ნიკოლოზი განაჩენისა და სამართლის მწერლად დაინიშნა. 1800 წელს დაამთავრა სემინარია და 1801 წლის 17 იანვარს კათოლიკოსმა ანტონ II-მ (ბაგრატიონი) იგი დიაკვნად აკურთხა. დიაკვანი ნიკოლოზი თელავის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მსახურობდა. 1802 წლის 21 მაისს კათოლიკოსმა ანტონმა მლვდლად დაასხა ხელი. 1804 წლის 25 მარტს დეკანოზის წოდება მიენიჭა და თელავის კარის ეკლესიაში დაინიშნა. 1812 წლის კახეთის აჯანყების დროს რუსის ჯარში მსახურობდა და მღვდელმოქმედებას უსრულებ- და მათ. ამავე წელს ბრინჯაოს ჯვარი ებოძა. 1814 წლის 29 მარტს თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში ქართული ენისა და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1818 წლის 3 მაისს ნაყოფიერი პედაგოგიური სამსახურისათვის მადლობა გამოეცხადა. 1818 წელსვე ეგზარქოს თეოფილაქტეს (რუსანოვი) ლოცვა-კურთხევით თელავის მაზრაში ჩასვლა და ტაძრებისა და სამღვდელოების შტატების წესრიგში მოყვანა და საეკლესიო მეტრიკული წიგნების გამართვა დაევალა, რასაც მამა ნიკოლოზმა წარმატებით გაართვა თავი. 1821 წლის 20 მარტს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1824 წლის 28 სექტემბერს, საკუთარი თხოვნის თანახმად, გათავისუფლდა სასწავლებლიდან და ნაყოფიერი პედაგოგიური სამსახურისთვის გამოეცხადა მადლობა და დაენიშნა სამუდამო პენსია 500 მანეთი ასიგნაციებით წელიწადში. დეკანოზ ნიკოლოზს ახლო ურთიერთობა ჰქონდა სამეფო კართან და რუსეთში მყოფ ბატონიშვილებთან, რაც დასტურდება 1822 წლის 2 ნოემბრის წერილით,
რომელსაც სანკტ-პეტერბურგიდან თეიმურაზ გიორგის ძე ბაგრატიონი უგზავნის მოძღვარს: „მაღალღირსო პროთოიერეი, საკუთარო მეგობარო ნიკოლოოზ. წმიდას მარჯვენას გეამბორები: უკაცრაოთ ვიყავ, აქამდის რომ დაგიგვიანე საფილონე, ჟამმა ასე მომცა; შემდგომისა ამის სიით მოგივათ მძიმის ფოშტით თავსა და ბოლოს ჩემის ბეჭდით დაბეჭდილი: საფილონე ფარჩა ცხრა ადლი, რომელსაც ფილონი და ოლარი გამოგივა. კვალად ამ ფარჩასთანვე ძევს ამავე ფარჩისა ორი ადლი ნაჭერი თავსა და ბოლოს ჩემის ბეჭდით დაბეჭდილი. ეს ორი ნაჭერი თერთმეტი ადლი რუსული არის: მეორე ნაჭრისა ბედენიკი და ენქერი გამოგივა. ამასთანავე ორ ნაჭრად ოცდაერთი ადლი, რუსული ადლი არშია თანვე ამ ფარჩისა ძევს. მუყაიშის არშია არის ყვითელი, დიახ, კარგი, რუსნი „გასს“ უწოდებენ ამას და შესამოსელზე და ეკლესიის სამკაულებზედ სუ ამგვარებს ხმა
21-2 საპატრიარქოს უწყებანი N21 28მაისი-3ივნისი 2015წ გვ.19
არქიმანდრიტი თეოდოსი (ხელაშვილი) 1776-1844 (გაგრძელება)
რობენ აქა. შეიკერე ლამაზათ: ჩვენებური ფილონი, რომელსაც რომ ბოლო სწორედ მწყზარის ბოლოს უგავს, ისე ლამაზად მოყვანილი. მახსოვს, მამაშენირომ ლამაზათ ჩაიცომდა და სატყელს ძუძუსთან შემოიკრავდა თელავს. თუმცა სქელი იყო, მაგრამ კარგად შვენოდა ხოლმე; შენ კი, არამგონია, თუ ახლადასქელდი და უკედ გაგეწყობა. საბუხრეებიც ასე უნდა გაიწყო ხოლმე, როგორც კარგმან კეკლუცმან ქალმა ხრიკით მაჯები. მამა-შვილობას, კიცხევათ კი არ ჩამომართო: საწყალი დიმიტრი მღვდელი არიყო შატბერაშვილი, საკვირველად იცოდა ლამაზად გაწყობა შესამოსლისა, ნამეტნავად საბუხრეებისა და შორიდამ ვფიქრობ, რომ როგორ ლამაზად დაგშვენდება. ღმერთმან მშვიდობაში დიდს ალექსანდრე იმპერატორის ერთგულად სამსახურში და მანდაურის კეთილშობილთ მოძღვრების უმეტეს წარმატებაში მოგახმაროს: მამა-შვილობამ: ხელმწიფე იმპერატორსაც და ქვეყანასაც ასე მმსახურებ შენა, რომ უმეტესის ღირსი ხარ, რომ ვინც მამულისშვილები არიან, რომ ყველამ პატივს გცეს და ღმერთმა ქნას, ეს ჩემი გამოგზავნილი ფილონი ასე ბედნიერად მოგიხდეს, რომ ხელმწიფის მოწყალება და წყალობასაც დაგემართოს, რომ მე შენს ბედნიერის სმენაზედ დიდად ვიხარო და ღირსიც ხარ. მამა-შვილობამ, რასა წამს მოგივიდეს, საჩქაროდ მომწერე პასუხი. უმდაბლესად და უსაკუთრესად საქართველოს მეფის ძე თეიმურაზ“. წერილის მეოთხე გვერდზე წერია შემდეგი: „ბატონის რძალმა ჩემმა მეუღლემ დიდის სიყვარულით მოგიკითხა და ხელს გაკოცა. ნიკოლოზ ჩუბინევი დიდის სიყვარულით მომიკითხე; რა ვქნა, უკაცრაოთ ვარ დარჩომილი, ვერათი მოვიკითხე, მაგრამ ვფიქრობ კი უთუოდ. ჩემს დას დიდის სიყვარულით მოკითხვა მოახსენე. წიგნი დაუგვიანე, მამა-შვილობამ, გული სულ მაგასთანა მაქვს. შენი მშვიდობის ამბავს ნუ დამაკლებ. იოანემ დიდის სიყვარულით მოგიკითხა და ხელს გაკოცა. ეგრეთვე შენმა ძმაკაცმა“. 1826 წლის 18 მარტს იისფერი ხავერდის კამილავკით დაჯილდოვდა. 1826 წლის 8 ივნისს კახეთის საეკლესიო ქონების მმართველად და თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა. დეკანოზი მიხეილ ხელაშვილი თელავის სასწავლებელში არქიმანდრიტ თეოდოსის მოღვაწეობის ერთ პერიოდს იხსენებს: „1829 წლის 8 მარტს, ხსენებული სასულიერო სასწავლებლის მასწავლებელნი ალექსი სოლოდოვნიკოვი, მიხეილ კანდელაკი და იოანე მაკაროვი -–- სთხოვდნენ არქიმანდრიტ თეოდოსის, როგორც ზედამხედველს, რომ მისცეს მათ ინსტრუქცია, რომლისამებრაც მოიქცენ. როგორც სჩანს, იმ თხოვნიდგან, ამ ხსენებულთ მასწავლებელთ მოწაფენი უსჯიათ როზგითა, თმის გლეჯითა და სხვითა მსგავსითა სახითა. ამის გამო შეშინებულნი მოწაფენი თურმე გაიქცეოდნენ ხოლმე სასწავლებლითგან. ამგვარ დასჯათ მიეხწივნათ არქიმანდრიტ თეოდოსის ყურამდიც და მას აღეკრძალა ესეგვარი დასჯა, რომლის მიზეზითაც მოუთხოვნიათ ინსტრუქცია, თუ როგორ მოქცეულიკჯყვნენ შემდეგში მასწავლებელნი“, 1826-1828 წლებში, რუსეთ-სპარსეთის ომის დროს, როდესაც ირანის მთავარსარდალ, ბატონიშვილ აბასმირზას ჯარებთან ერთად ირანში გაქცეული ალექსანდრე ერეკლეს ძე ბაგრატიონიც შემოიჭრა კავკასიაში, საქართველოს მთავარმართებელ გენერალადიუტანტის ერმოლოვისა და საქართველოს ეგზარქოსის იონას (ვასილევსკი) ბრძანებით, დეკანოზი ნიკოლოზს დაევალა ხალხის დაწყნარება და რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე დაფიცება, რაც მოძღვარმა გულმოდგინედ შეასრულა და მადლობა გამოეცხადა პირად საქმეში შეტანით. 1827 წლის 28 იანვარს მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარმა და თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორმა, არქიმანდრიტმა ევგენიმ დეკანოზი ნიკოლოზი ბერად აღკვეცა და სახელად თეოდოსი უწოდა. 1827 წლის 2 თებერვალს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა და გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1829 წელს საგარეჯოში მოხდა გლეხთა აჯანყება,რომლის დაშოშმინება და საქმის დეტალურად გამოკვლევა საქართველოს მთავარმართებელმა, გენერალადიუტანტმა პასკევიჩმა არქიმანდრიტ თეოდოსის დაავალა. მოძღვარმა დიდი ხვეწნა-მუდარითა და გონიერი მოქმედებებით შეძლო აღშფოთებული გლეხობის დაწყნარება და ის ხალხიც გამოარკვია, რომლებიც ცრუ დაპირებებითა და ბოროტმოქმედებით ცდილობდნენ ხალხის ამბოხებას. 1831 წელს, როგორც ჩანს, იგი დაითხოვეს თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის
21-3 საპატრიარქოს უწყებანი N21 28მაისი-3ივნისი 2015წ გვ.20
არქიმანდრიტი თეოდოსი (ხელაშვილი) 1776-1844 (დასასრული)
თანამდებობიდან, რადგან ამ წელს, ზედამხედველი სოლოდოვნიკოვი ატყობინებს თბილისის სასულიერო სემინარიის სამმართველოს, რომ ზედამხედველ თეოდოსი არქიმანდრიტს ჯერ არ ჩაუბარებია საქმეები ინხპექტორისათვის. : დეკანოზი პოლიევქტოს კარბელაშვილი თავის ერთ-ერთ უბის წიგნაკში არქიმანდრიტ თეოდოსიზე წერდა: „ეგზარქოსმა მოსემ 1833 წლის ნოემბერში აღმოსავლეთ საქართველოს ეპარქიები მოიარა და ამ დროს ნინოწმიდელებმა სთხოვეს დროებითი ეკლესიის გამართვის ნებართვა ნინოწმინდელთა სასახლეში. მოსემ ნება მისცა. 1834 წლის 13 იანვარს საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ მისწერა არქიტექტორს როკოვს ანგარიში შეადგინეო. რიკოვმა ანგარიში წარუდგინა -- 13 069 მანეთი და80 კაპიკი დაჯდებაო, გეგმაც წარადგინა. კანტორამ ამ საქმის შესრულება მიანდო ნინოწმინდის ყოფილი ეპარქიის საეკლესიო მამულების მმართველს, ნათლისმცემლის არქიმანდრიტ თეოდოსს. 1834 წლის 12 მაისს თეოდოსიმ მოახსენა: ხუთი თუმანი სახლის მოწყობას მოუნდება და ათი თუმანი მარნის გამართვასო (ძალიან საჭიროა. სახლი -– ოთახი 5/4 ადლი, ზედა ზალა -- 7/4 ადლი, მაგარი ქვითკირისა, გაჯით გალესილი, ლამფა მიკრული, ზევიდან ფიცრით დახურული. ნახევარი კანტორამ გაიღოსო). ამ ფულის ნახევარი კანტორას გადაახდევინა, ნახევარი კი -– 70 კომლმა (მრევლმა) გადაიხადა. 1835 წლის 10 მარტს დაასრულა მშენებლობა და მოახსენა კანტორას, ყველაფერი მზად არისო“. როგორც ამ ჩანაწერიდან ირკვევა, მამა თეოდოსიმ მინიმალურ თანხებში აღადგინა ტაძარი, მაშინ, როცა კანტორის არქიტექტორი როკოვი ამ ყველაფერში 13 069 მანეთს ითხოვდა. 1839 წლის 29 აპრილს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1840 წლის 4 ნოემბერს მოხუცებულობის გამო დაითხოვეს საეკლესიო მამულების გამგეობიდან და მხოლოდ მონასტრის წინამძღვრის თანამდებობა დაუტოვეს. გარდაიცვალა 1844 წლის 25 თებერვალს. დარჩა ერთი გაუთხოვარი და --– ელისაბედ გიორგის ასული, რომელიც თელავში წას. ცხოვრობდა. ამას ყავდა ნათლული იოსებ არტემაშვილი,რომელსაც დაევალა მამა სოლო ქონების თავმოყრა და თეელისაბედი წერდა იოსებს: „თქუენ უწყით, რომელ ღვიძლი ძმა ჩემი არქიმანდრიტი იოანე ნათლისმცემლის მონასტრისა თეოდოსი მიხეილოვი გარდაიცვალა წარსულს მარტის თვეში, რომლისა შემდგომ ყოველივე საცხოვრებელი დაშთა მონასტერსა მას შინა, და ეგრეთვე სხვადასხვა სოფლებსა შინაცა, რომელთამე ადგილებთა შინა, არიან მოვალენიცა მისნი, ერთის სიტყვით, რაცა ეკუთვნოდა მას, აწ მე მეკუთვნის მემკვიდრეობით, და მე რადგან არ შემიძლიან სნეულობისა გამო ჩემისა წავიდე იქ მისაღებელად მის საცხოვრებელისა, ამისთვის გთხოვ, მიიღოთ შრომა, წარხვიდეთ და სადაც იმის საცხოვრებელი აღმოსჩნდეს, ყოველივე მიიღოთ, და ჩემ მაგიერსაცა ჯერ იყოს ხელის მოწერა, ხელითა მოაწერეთ და რასაცა თქვენ ამაზედ იქმთ, მე ვერაფერი გისაყვედუროთ“. არქიმანდრიტი თეოდოსი იყო საუცხოო მწიგნობარი, მგალობელი და კალიგრაფი. თავისუფალ დროს წერაში ატარებდა. მისი გაზრდილია მრავალი სასულიერო პირი, რომლებიც XIX ს-ის II ნახევარში მოღვაწეობდნენ აღმოსავლეთ საქართველოში და თავიანთი კეთილსინდისიერი სამსახურით ასახელეს თავიანთი აღმზრდელი. სიკვდილის შემდეგ დარჩა ორი არშინის სიგრძე ყუთი, სავსე საკუთარი ნაწერებით. ეს ხელნაწერები 25 მანეთად შეუძენია ერთ-ერთ დეკანოზს.
22 საპატრიარქოოს უწყებანი N22 4-10 ივნისი 2015წ გვ.17
დავით გარეჯის მონასტრის აოხრება 1851 წელს
დავით გარეჯის უდაბნო XVIII საუკუნესა და XIX ს-ის | ნახევარში ლეკთა მუდმივი შემოსევებისა და რბევის ადგილად იქცა. მოთარეშეები ანადგურებდნენ მონასტრებს, ბერთა სენაკებს, იტაცებდნენ ძვირფას ნივთებს, აწამებდნენ და ხოცავდნენ იქ მოღვაწე მამებს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარბევა და აოხრება 1851 წლის 18 ივლისს მოხდა. ლირსი გერონტი, სერაპიონი, გერმანე, ბესარიონი, მიქაელი, სვიმონი და ოთარი იმ პერიოდში დავით გარეჯის უდაბნოში მოღვაწეობდნენ. არსებობს რამდენიმე გადმოცემა და ვერსია ამ დღესთან დაკავშირებით, რომლებიც იქ მოღვაწე მამებმა შემოგვინახეს, ასევე საარქივო მასალა, რომელიც საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორაშია დაცული. ისინი ოდნავ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მღვდელ-მონაზონ ისააკის (დოღონაძე) ჩანაწერები: „დღესა ოთხშაბათსა, ჟამსა დღისასა იბ-ს (12 საათი), მონასტერსა შინა დავით გარეჯისასა დაბნელდა სრულიად მზე და გამოჩნდა ვარსკვლავნი ცისანი, უწინარეს ერთისა დღისა იგლოვა ცამან და ქუეყანამან უშჯულოთაგან მოოხრება წმიდისა მონასტრისა და ღირსთა მამათა და ძმათა უწყალო ტანჯვა უსჯულოთაგან. მასვე ჟამსა მეორესა დღისასა, ხუთშაბათსა, მოვიდენ მუნ მონასტერსა შინა უსჯულონი აგარიანნი, რიცხვით 16, აღჭურვილნი მხეცებრ განძვინებულნი. პირველად იწყეს ტაძრისა ყოვლადწმიდისა განძარცვად. შემდგომად მეორეცა ტაძარი განძარცვეს წმიდისა დიდისა ნიკოლოზისა და ყოველი ქონება და ჭურჭელი ამა ორთა მონასტერთა მიიტაცეს. და ჩუენ კრებულთა ერთბამად გვცვიდენ. შემდგომად ამისა იწყეს ძიებად დაფარულთა წიგნებთა და ვერარა იპოვეს. ამისა შემდგომად იწყეს ტანჯვად მამათა და ძმათა. პირველად იეროდიაკონი ოთარი უჩინოითა მახვილითა აღესრულა, შემდეგ იერომონაზონსა გერონტის თავი წარკვეთეს, სერაპიონ იერომონაზონსა უხეთქეს მახვილი თავსა და აღესრულა, გერმანე მწირმონაზონსა განუპეს მუცელი და მერმეთ თავი წარკვეთეს, ბესარიონ მწირმონაზონსა მყის თავი წარკვეთეს. სვიმონ დიაკონი, რომელი იყო ჭაბუკი ასაკითა, იწყო სილტოლვა და უჩინოითა მახვილითა ტყორცნილმან ვერღარა უძლო სვლად და მერმეთ თავი წარკვეთეს. ხოლო რომელი იყო მიხაილ, დუმილით შეწყნარებული და ფრიად მორჩილი კრებულისა და მონასტრისა, სხვათა უმეტეს სტანჯეს, შეჰკრეს რა საბლითა და მიჰყავდათ, ხოლო მან მგხურმვვა უსჯულოთა მათ და ამისა შემდგომად უხეთქეს თავსა მახვილი, შემდგომად მუცელი განაპეს და დასჭრეს უწყალოდ. პირველად აღსრულებისა მათ ღირსთა მამათა გარდამოხდა ნათელი დიდი და დაადგრა გვამებსა წამებულთა მათ ჭეშმარიტად მორწმუნეთაგან უეჭველი და ურწმუნოთა იჭვნეული და იხილეს რა უსჯულოთა განსაკრთომელი ხილვა ესე, არა თუ შეიკდიმეს, არამედ სთქუეს, ცეცხლი გარდამოხდაო მათდა და1 საწველადო. ეჰა უგბილსა განგესლებულსა გონებასა მათ უსჯულოთასა და დაბნელებულსა სჯულსა მათსა. ხოლო სახელები წამებულთა მათ ესე არს: ორნი იერომონახნი გერონტი და სერაპიონ, ორნი მწირმონაზონნი გერმანე და ბესარიონ, ორნი იეროდიაკონნი ოთარ და სიმეონ, ხოლო მეშვიდე მათ თანა უკანასკნელი წამებული მიხეილ -–– ერისა უწყებისა. ესენი იყვნენ რა სხვათა და სხვათა ადგილთაგან შემოკრებილნი. გერონტი კახეთისა, სერაპიონ იმერეთისა, მიხაილ (უნდა ეწეროს გერმანე -– გ.მ.) ქართლისა რცხილოვანისა, ბესარიონ რაჭისა, სიმონ იეროდიაკონი იმერეთისა, ოთარ და მიხაილ ტფილისის ქალაქისა. ღირს არიან იგინი შემდგომად ხორცთა გარყვნისა აღმოხმად ძვალთა მათთა და დადებად პირველ წამებულთა ღირსთა მამათა... და დღესასწაული მათი იხსენიებოდეს წლითი წლად. მე, უღირსმან, დიდისა მონასტრის გაენათისამან ისააკ, რომელი მეცა ტყუედ მყოფი ვიყავ მათ თანა, რომელი ვხედავდი თვალითა დავსწერე წამება წმიდათა მამათა უმეტნაკლოდ შემოკლებული ისტორია ესე“. (მამა ისააკი ოთარისა და სვიმონს რატომღაც იეროდიაკვნებად ახსენებს, თუმცა სინამდვილეში ისინი მორჩილები იყვნენ -– გ.მ.) მორჩილი სფირიდონ გძელიევის/გძელიშვილი (შემდგომში –– მლვდელ-მონაზონი სვიმონი) მოგონებები: „ჩყნა-სა (1851) წელსა თვესა ივლისის 18-სა დღესა, ჟამსა მწუხრისასა, მოიწივნეს უსჯულონი ლეკნი უდაბნოსა წმიდისა დავითისასა, გარეჯად წოდებულსა, თავსა ყარაიისასა, რათამცა
22-1 საპატრიარქოოს უწყებანი N22 4-10 ივნისი 2015წ გვ.18
დავით გარეჯის მონასტრის აოხრება 1851 წელს (გაგრძელება)
წარტყუენონ იგი და ვითარცა მოვიდნენ, იხილეს უღმრთოთა მათ, რომელ არა აქუნდათ ღირსთა მამათა საჭურველი. მაშინ იქმნა საწადელი მათ უღმრთოთა. მაშინ ეწყუნენ და შეიპყრნეს რომელნიმე მათგანნი და რომელნიმე ივლტოდნენ არა თუ მონაზონნი, არამედ მორჩილნი და შეიპყრეს ღირსნი მამანი და იქმნა დენა და ღვრა სისხლისა და წარწყმედა ცხოვართა, რომელთაცა არა ჰყუანდათ დროსა მას მწყემსი და არცა მცუელნი, რათამცა დაცულ ქმნილ-იყუნენ და არა წარტყუენილ... და მოკლეს სანატრელი მღუდელ-მონაზონი გერონტი, კაცი ფილოსოფოსი, განთქმული ყოველთა შორის, სრული მგალობელი, იყო სანატრელი იგი მდებარე სარეცელსა ზედა უძლური და მოხუცი ფრიად, და არა ძალედვა, არამედ დაითხია სისხლი მისი, ვითარცა სისხლი ლტოლვილის ზაქარიასი
ძისა ბარუქისა, რომელი მოიკლა საკურთხეველსა შინა; ეგრეთვე შეიპყრეს მამა მღუდელმონაზონი სერაპიონ, დაუხეთქნეს მახვილითა ორპირითა თავი და გარდამოსწვეთდა სისხლი ვითარცა ღვარი ნაპრალისა და იღებებოდა სპეტაკი თმა თავისა და წვერი მისი და იქსოებოდა პორფირი მეწამული მისთვის; კვალად შეიპყრნეს მწირმონაზონი გერმანე და ბესარიონ და მოკლეს იგინი. კუალად მოკლეს სანატრელი მიხაილი ქართველოვი, რომელმან დუმილით და ფრიადი მორჩილებითა აღასრულა ცხოვრება თვისი, კუალად მოკლეს მორჩილი ოთარ საბერო ელიოზოვი; კუალად მოკლეს სვიმონ მოსწავლე ლომიძე და დაითხივა სისხლი იმათი და განავრცო პირი მიწამან, ვითარცა მწყურვალმან და შესვა, ვითარცა მწყურვალმან და ძველთაგან ჩვეულმან და შემდგომ ამათსა წარიყუანეს ტყუედ მღუდელმონაზონი მაკარი და ისაკი და იეროდიაკონი სერგი, მოსწავლე დავით დოლმაზოვი, რომელიც არს დღეს მუნ უდაბნოსა შინა მღუდელ-მონაზონი. ესე გადარჩა აღმოკვეთილსა კლდესა ქვეშე და ორნი მოსწავლენი ივლტოდეს და გადარჩნენ მშვიდობით, რომელ დღესაც ცოცხალ არიან, ერთი ქვემო ხანდაკის მღუდელი ალექსი ყანდარელი და ჭუკა დალმაშვილი ნათლისმცემელსა შინა მივიდნენ და მოითხრესამბავი ესე. და ოდესცა მოაოხრეს ყოველივე, დალეწეს წმიდანი ხატნი, ოქრო და ვეცხლი განძარცვეს და წმიდანი სახარებანი,და წმიდანი ტრაპეზნი და შესამოსელნი, ძვირფასნი. ესე ყოველნი იავარ ყვეს და არავითარი რაიმე უტევეს, გარნა წმიდის დავითის საფლავის ეკლესია ვერ ჰპოეს და დაშთა უვნებელად. და იყო ბნელი ღამე და წარვიდნენ ტყვეებითურთ, შვიდნი მოსწვიდნეს და შვიდნი წარიყუანეს. ოდეს მივიდნენ თვისსა საბანაკოსა ალაგსა ყარაიად წოდებულსა და დაბანაკებულ იქმნენ უსჯულონი იგი ლეკნი, იყო ღამესა მას დიდი საკვირველი და განსაცვიფრებელი ჩვენება, რამეთუ გარდამოხდა ნათელი უდაბნოსა მას და განათლდა უკუნი ბნელი და იქმნა ხილვა ამა ნათლისა სოფლებთაგანაც; და ვითარცა იხილა დავით მოსწავლემან კლდის აღმოკვეთილიდგან, რომელი იყო დამალულ, სინათლე დიდი, ესრეთ გონებდა ,ვითარმედ აღანთეს სანთელიო და მეძიებდენ მე და დამალულთა სხუათაცაო, შეშინდა ფრიად და მასვე ესმოდა ხმა მამა სერაპიონისა, რომელი იყო ფრიად დაჭრილი და კუნესოდა და ოდესაც დასცხრა სანატრელი სერაპიონ და მიიძინა საუკუნო ძილითა, მაშინ ჩაქრა ნათელი იგი და იქმნა ბნელი... ხოლო სხვანი ორნი, რომელნი ლტოლვილ იყვნენ, მივიდნენ უდაბნოსა ნათლისმცემელისასა და მიუთხრეს და მიერ წარვიდეს და მიუთხრეს სოფლად მყოფსა არქიმანდრიტს იოანეს ავალოვს განსაცდელი იგი და ვითარცა ესმა წინამძღუარსა და სხუათა მკვიდრთა სოფლისათა, იქმნა ზახილი, ტირილი და ვაება ყოველთა მსმენელთა მიმართ. ოდეს მივიდა არქიმანდრიტი და იხილა ბაკი იგი ცხოვართა თვისთა აოხრებული და ცხოვარნი მომწყდარნი
და წარყუანებულნი და რომელნიმე განბნეულნი მგელთაგან, სტიროდა ფრიად, სტიროდა ეგ- რეთვე არქიმანდრიტი იოანე ჯორჯაძე და მონაზონნი იოანე ნათლისმცემლის მონასტრის და კრებულნი და დაიფხვრიდენ თმათა თავისა მათისათა: და აღიღეს სანატრელნი გუამნი და შემურეს და დაფლეს სამარხოსა მამათა ჩუენთა წინაპარ ყოფილთა ამა უდაბნოსა შინა, ეკლესიასა თანა ღირსის დავითისასა გარეთ, პირისპირ სასაფლაოსა მისსა შვიდნი იგი ერთად და არიან მომლოდნეღნი მოხსენებისა და მოელიან მომავალსა უფალსა იესოს და იქმნება მაშინ წინაშე მისსა მოხსენება მომხსენებელთაცა მათთა (მათი აღსასრულიდან 144 წლის შემდეგ, 1995 წლის 17-18 სექტემბრის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმ. სინოდის გაფართოებულ სხდომაზე, ეს კრებული წმიდათა დასში შეირაცხა -– გ. მ.). ესე ყოველივე შემთხუევა ჩემ მიერ არა ხილულ არს, გარნა მხილველ ვარ ტყუედ ყოფილთა მამათაგანისა, იეროდიაკონის სერგისა, რომელი აქავე იყო უდაბნოსა შინა და გარდაიცუალა. იგი მრავალს იტყოდა, გარნა მე მცირე დავწერე, მღუდელ-მო- ნაზონი ისააკი ვიხილე გენათის მონასტერსა შინა.და მანცა მიამბო ყოველი, გარნა მე არა ძალმედვა აღწერად ყოვლისა, რასაცა ამბავსა იტყვიან იმ დროს მხილველნი, აქავ დავით გარესჯის უდაბნოსა შინა იმ დროს დამსწრე და მხილველი მღუდელ-მონაზონი დანიელ, რომელიცა მითხრობდა მრავალთა და მე აღვწერე აქა“. 1851 წლის 25 ივლისს დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე (ავალიანი) წერდა სინოდალურ კანტორას: „1851 წლის 18 ივლისს საღამოს 6 საათზე, მონასტრის ერთ-ერთმა მოსწავლე ილია მჭედლიშვილმა ეზოში დაინახა რამდენიმე ადამიანი, შევიდა მონასტერში და მოახსენა, რომ იქ იდგნენ უცხო ადამიანები. რის გამოც მაშინვე ჩაკეტეს დიდი კარები. შეკითხვაზე, თუ ვინ იყვნენ, ლეკებმა უპასუხეს, რომ უნდოდათ წყლის დალევა. მონასტრის ხაზინადარმა გადაა-
22-2 საპატრიარქოოს უწყებანი N22 4-10 ივნისი 2015წ გვ.19
დავით გარეჯის მონასტრის აოხრება 1851 წელს (გაგრძელება)
წოდა მათ წყალი დასალევად. ამავდროულად, აღმოსავლეთი მხრიდან ლეკები მოადგნენ ერთ-ერთ კარებს, შეშინებული ხაზინადარი შევარდა თავის კელიაში. ერთ-ერთმა მოწაფემ აიღო იარაღი თავის დასაცავად, მაგრამ ლეკებმა სწრაფად დაჭრეს ის ფეხში და ამის შემდეგ შეამტვრიეს ორივე კარი. ამ დროს მონასტერში იმყოფებოდნენ 9 მონასტრის წევრი და 7 მოსწავლე. აქედან ორი მოსწავლე ალექსი ყანდარელი და გიორგი დალბაშვილი წასული იყვნენ წყლის მოსატანად და როგორც კი დაინახეს ესეთი ამბავი, მაშინვე გაიქცნენ მაშველის დასაძახებლად ნათლისმცემლის მონასტერში. ორმა მოწაფემ -- საბა გილაშვილმა და ილია მჭედლიშვილმა მოასწრეს კიბის ქვეშ არსებულ ორმოში დამალვა, ხოლო დავით დოლმაზაშვილმა მოასწრო დამალვა დიდ ეკლესიაში. ტყვედ აიყვანეს: ხაზინადარი მღვდელ-მონაზონი მაკარი, მღვდელ-მონაზონი ისააკი (დოღონაძე), დიაკვანი საბა გველესიანი, მიხეილ დოლმაზაშვილი,ვასილ მოსიაშვილი, ხოლო დანარჩენი -- მღვდელ-მონაზონი სერაპიონი (ლომიძე), მღვდელ-მონაზონი გერასიმე (გერონტი ვაჩნაძე), ბერი გერმანე, მორჩილი ოთარ ელიოზიშვილი, ანაფორიანი მორჩილი ბესარიონი, მიხეილ ქართველიშვილი და მოსწავლე სვიმონ ლომიძე დახოცეს. წმ. ნიკოლოზის ეკლესიის კარები შეამტვრიეს, ტრაპეზის მორთულობა, საეკლესიო შესამოსელი და ტაძრის ინვენტარი დაიტაცეს. აღსავლის კარები დაამტვრიეს“. აქვე მოგვყავს მცირედი ბიოგრაფიული ცნობები აქ აღსრულებული ზოგიერთი წმიდანის შესახებ. დიდება ღმერთს, რომ ჩვენი ეკლესია ყოველთვის პატივს მიაგებს ზეციურ წმიდა დასს და მეოხებას ითხოვს მათგან. მღვდელ-მონაზონი გერასიმე, ერისკაცობაში გრიგოლი, 1781 წელს კახეთში, სოფ. კარდენახში თავადის ოჯახში დაიბადა. იყო უკანონო შვილი ეროვნული გმირის, სვიმონ ბებურიშვილი-ვაჩნაძისა, რომელიც ღრმად მოხუცებული მოკლეს რუსებმა 1812 წლის თებერვალში, ყარაღაჯის ციხის აღების დროს. 1792 წელს პატარა გრიგოლი მამამისმა გაუგზავნა ბოდბელ მიტროპოლიტ იოანეს (მაყაშვილი), წმ. ნინოს სახელობის მამათა მონასტერში გასაზრდელად. იმ პერიოდში ბოდბის მონასტერში ლოტბარობდა ჩინებული მგალობელი, მღვდელი საბა ათანელაშვილი, რომელიც თავის ძმისწულებს გალობას ასწავლიდა. პატარა გრიგოლმა გარედან ყურის გდებით მშვენივრად შეისწავლა გალობა სხვებზე უკეთესად. იმ ხანებში რალაც საქმეზე მეუფე იოანესთანსტუმრად მივიდა ერეკლე II-ის კარის ეკლესიის არქიმანდრიტი გერონტი (სოლოღაშვილი) და საყდრის „სამხროში“ ყური მოჰკრა, თუ როგორ მშვენივრად ღიღინებდა პატარა გრიგოლი ტროპარს „ცისკარსა მსთვად მოვიდა“. შინ შესულმა არქიმანდრიტმა გერონტიმ ნახა, რომ მამა საბა თავის მოწაფეებს აგალობებდა სწორედ ამ საგალობელს და ძალიან უჭირდათ დასწავლა. სადილად რომ დასხდნენ, მამა გერონტიმ იკითხა გრიგოლის ვინაობა და სთხოვა იოანბოდბელს, მოეყვანათ იგი. მამა გერონტიმ უბრძანა: აბა, წეღან რომ გალობდი საყდართან, აქაც იგალობე, შვილო! პატარა გრიგოლმა თამამად დაიწყო და იგალობა შეუშლელად სრული „ცისკარსა მსთვად“. თვით გერონტიმ ბანი მიაყოლა, საბამ მოძახილი. გაკვირდნენ იოანე ბოდბელი და საბა, გარედან ყურის გდებით ასე მალე როგორ დაისწავლაო. მეუფემ ერთი აბაზი აჩუქა და თავზე ხელი გადაუსვა წაქეზების ნიშნად. სადილის შემდეგ მამა გერონტიმ სთხოვა ბოდბელს, ეს ბავშვი მე მომეცი, წავიყვან და ჩემი სულის გულისთვის გავზრდიო. დათანხმდა მეუფე იოანე და მამა გერონტიმ პატარა გრიგოლი დავით გარეჯის მონასტერში მიიყვანა, სადაც ხუთ-ექვს წელიწადში საფუძვლიანად შეასწავლა წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი. 1802 წლის 6 ივნისს მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ილარიონმა (ბებურიშვილი-ვაჩნაძე) ანაფორა უკურთხა და თავის მოძღვრის საპატივსაცემოდ სახელად გერონტი უწოდა. ამავე წელს ბოდბელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მაყაშვილი) იგი დიაკვნად აკურთხა. მამა გერონტი მრავალი წელი უარს ამბობდა სამღვდელო ხარისხის მიღებაზე, თუმცა მრავალი წლის შემდეგ, როდესაც აღესრულნენ მოხუცი მღვდელმონაზვნები, იგი დათანხმა ხელდასხმაზე. 1832 წლის 6 ივნისს მლვდელ-მონაზონმა თეოფანემ (მაჩაბელი) ბერად აღკვეცა და სახელად გერასიმე უწოდა. ამავე წლის 14 სექტემბერს თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა მოსემ (ბოგდანოვ-პლატონოვი) მღვდლად დაასხა ხელი. როგორც გარეჯში მოღვაწე მამები გადმოგვცემენ, მამა გერასიმეს ძალიან უყვარდა ღვინის სმა
22-3 საპატრიარქოოს უწყებანი N22 4-10 ივნისი 2015წ გვ.20
დავით გარეჯის მონასტრის აოხრება 1851 წელს (დასასრული)
და 1840 წელს სმისაგან ხმა წასვლია. 1843 წლის 26 ივნისს გარეჯის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ იოანეს (ავალიანი) თხოვნით, გორის ეპისკოპოსმა ნიკიფორემ (ჯორჯაძე) მამა გერასიმე თბილისში, მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტერში გადაიყვანა და საუკეთესო ექიმები მიუჩინა, ხმა რომ დაბრუნებოდა. ექიმების გულმოდგინე მკურნალობის შემდეგ, როგორც იქნა ხმა დაუბრუნდა, მაგრამ სასტიკად აეკრძალა ღვინის დალევა. გახარებულმა მეუფე ნიკიფორემ მოსწავლეები ჩააბარა და რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი მონდომებით ამეცადინებდა ბავშვებს. 1849 წელს, თავისი თხოვნით, მამა გერასიმე ისევ დავით გარეჯის მონასტერში დააბრუნეს, სადაც მალევე სმა დაიწყო, რის შემდეგაც კვლავ დაკარგა ხმა. ეს ტკბილი მოხუცი მოძღვარი, შესანიშნავი მგალობელი, მწერალ-მწიგნობარი, ხუროთმოძღვარი და მეჩუქურთმე 1851 წლის 18 ივლისს ლეკებმა აწამეს დავით გარეჯის მონასტრის კრებულის სხვა წევრებთან ერთად და თავი მოჰკვეთეს. მღვდელ-მონაზონი სერაპიონი ბაში სვიმონ ლომიძე 1789 წელს იმერეთში, გლეხის ოჯახში დაიბადა. ადრეული ასაკიდან ისწავლა წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი. დაოჯახების შემდეგ, 1812 წელს ქუთათელი მიტროპოლიდც წმ. დოსითეოსის (წერეთელი) ლოცვა-კურთხევით ნიქოზელმა ეპისკოპოსმა ათანასემ (მაჭავარიანი) დიაკვნად აკურთხა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, გაუჩნდა სურვილი, ბერად შედგომისა და ამ მიზნით 1818 წელს დავით გარეჯის მონასტერში მივიდა, სადაც სამწლიანი მორჩილება გაიარა. 1821 წელს საქართველოს ეგზარქოსმა ვარლაამმა (ერისთავი) საგარეჯოს მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის ღვთისმსახურად დანიშნა. 1830 წლის 3 ივნისიდან საქართველოს ეგზარქოს იონას (ვასილევსკი) ლოცვა-კურთხევით, დიაკვანი სვიმონი დავით გარეჯის საძმოში განამწესეს. 1843 წლის 25 ნოემბერს დავით გარეჯის ლავრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა იოანემ (ავალიანი) თხოვნით მიმართა საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას მამა სვიმონის ბერად აღკვეცისა და მღვდლად ხელდასხმის თაობაზე, თანხმობის მიღების შემდეგ, 1843 წლის 27 დეკემბერს არქიმანდრიტმა იოანემ ბერად აღკვეცა და სახელად სეპარიონი უწოდა. 1844 წლის 4 იანვარს საქართველოს ეგზარქოსმა ევგენიმ (ბაჟანოვი) მლვდლად დაასხა ხელი. ანაფორიანი მორჩილი ბესარიონი 1792 წელს რაჭაში გლეხის ოჯახში დაიბადა. 1809 წელს დავით გარეჯის მონასტერში მიიღეს. ამავე წელს არქიმანდრიტმა ილარიონმა ანაფორა უკურთხა და სახელად ბესარიონი უწოდა.
24 საპატრიარქოს უწყებანი N24 25ივნისი-1ივლისი 2015წ გვ18
„სახარების სამარიტელი“ -– მღვდელი სამსონ ლეჟავა 1877 –– 1955
მღვდელი სამსონ ანდრიას ძე ლეჟავა 1877 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფ. დიდ ჯიხაიშში, მლვდლის ოჯახში დაიბადა. იგი გახლდათ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, წმინდა ნაზარი ლეჟავას უმცროსი ძმა. სამსონმა წარჩინებით დაამთავრა ჯერ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, ხოლო 1900 წლის 4 ივნისს –– ქუთაისის სასულიერო სემინარია. 1900 წლის 17 ივლისს ქუთაისის მაზრის სამრევლოსაეკლესიო სკოლების მეთვალყურედ დაინიშნა, სადაც 1905 წლის 21 ნოემბრამდე მუშაობდა. ამავე პერიოდში სამსონმა ჯვარი დაიწერა ნინო სიმონის ასულ წივწივაძეზე (28.11.1884), რომელთანაც ჰყავდა შვილები: ალექსანდრე (24.08.1903), ელენე (3.07.1907) და ანდრია (4.02.1911). 1901 წლის 3 აგვისტოს ხონის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გამოარჩიეს. 1901 წლის 23 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 7 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი. 1901 წლის 15 ოქტომბრიდან 1905 წლის 21 ნოემბრამდე ხონის მაცხოვრის ეკლესიასთან არსებული სამრევლო–საეკლესიო სკოლის გამგე და საღვთო სჯულის მასწავლებელია. 1903 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. ამავე წელს ხონის ოლქის სამღვდელოებამ სამი წლის ვადით სასულიერო დეპუტატად აირჩია. 1905 წლის 4 ოქტომბერს აილო ლოცვა-კურთხევა და რუსეთში, „ნოვოროსიის“ ოდესის საიმპერატორო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა, რომელიც 1910 წლის 30 მაისს დაამთავრა. სწავლის პარალელურად 1905 წლის 4 დეკემბერს ოდესის ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მლვდელმსახურად დაინიშნა, 1910 წლის 1 ოქტომბერს სკუფია უბოძეს. 1910 წლის 15 ივნისს კრემენეცკის მაზრის, ზემსკის მხარის ექიმად დაინიშნა. 1910 წლის 27 ივნისს კრემენეცკის ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დაადგინეს. 1910 წლის 15 ივლისს ვოლინის გუბერნიაში, პოჩაევოში გადაიყვანეს. ამავე წლის 30 ივლისს პოჩაევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ლავრის ექიმად დაინიშნა. 1910 წლის 30 აგვისტოდან 1912 წლის 1 ოქტომბრამდე შეთავსებით მუშაობდა პოჩაევოს ორკლასიანი სკოლისა და სამასწავლებლო კურსების ექიმად, 1910 წლის 1 სექტემბრიდან 1912 წლის 1 ოქტომბრამდე ლედუხოვის სასოფლო-სამეურნეო სკოლის ექიმად, ხოლო 1911 წლის 18 აგვისტოდან 1912 წლის 8 მაისამდე –– პოჩაევოს აფთიაქის გამგედ. 1912 წლის | ოქტომბერს მოსკოვში ჩავიდა. ამავე წლის 11 დეკემბერს მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში არსებულ სპეციალურ კომისიას სახელმწიფო გამოცდები ჩააბარა და ექიმ-თერაპევტის წოდება მიიღო. მთელი ეს პერიოდი, 1905 წლის 21 ნოემბრიდან 1912 წლის 4 დეკემბრამდე, მღვდელი სამსონი უშტატო მღვდელ- მსახურად ითვლებოდა. 1912 წლის 4 დეკემბერს გათავისუფლდა რუსეთში სამსახურიდან და 1913 წლის 5 მარტს მცხეთაში, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მწირველ და სულიერ მოძღვრად დაინიშნა. 1914 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა, 1914 წლის 23 ნოემბერს გათავისუფლდა სამ-
24-1 საპატრიარქოს უწყებანი N24 25ივნისი-1ივლისი 2015წ გვ19
„სახარების სამარიტელი“ -– მღვდელი სამსონ ლეჟავა 1877 –– 1955 (გაგრძელება)
თავროს დედათა მონასტრიდან და დროებით სიონის საკათედრო ” ტაძრის კრებულს მიეწერა. დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე (შემდგომში -- კათოლიკოსპატრიარქი) თავის მოგონებებში ასე იხსენებს მამა სამსონ ლეჟავას ამბავს: „ერთხელ ეგზარქოს ინოკენტისთან (ბელიავი) მივედი სა- ერთო მიღებაზე, სადაც მცხეთის წმ. ნინოს დედათა მონასტრის მოძღვარი, მღვდელი ექიმი ს. ლეჟავა დამხვდა. მღვდელი ეგ- ზარქოსს თხოვდა, ნება დაერთო, მოსახლეობისთვის ემკურნალა (მცხეთას ექიმი არ ჰყავდა). ეგზარქოსმა მცირე ხნის ფიქრისშემდეგ უთხრა: - თქვენ ალბათ ჩირქოვანი მუწუკებისა და სიმსივნეების გაკვეთა მოგიწევთ, რის დროსაც სისხლი დაიღვრება სისხლის დაღვრა კი მღვდელს არ შეშვენის, თუმცა თქვენ რას იტყვით ამაზე? -–- უცბად მე მომიბრუნდა მე- უფე. მოულოდნელ კითხვაზე ასე ვუპასუხე: -- სახარების სამარიტელმა ყაჩაღების მიერ დაჭრილი ისრაელი რომ ნახა, ჭრილობები ღვინით მოჰბანა, შემდეგ მათზე ზეთი დაასხა და შეუხვია (ლუკ. 10, 30-34). ვფიქრობ, სამარიტელს ამ დროს საკმაო ჩირქისა და სისხლის დაღვრა მოუწევდა.მაშასადამე, მამა ლეჟავას არ შეიძლება, სისხლისამგვარი დაღვრა აეკრძალოს.ეგზარქოსმა გაიცინა. ნებას გრთავ, სახარების სამარიტელი იყო, უთხრა მღვდელს და გაუშვა. ამის შემდეგ ერთ წელიწადზე მეტი გავიდა. მამა ლეჟავა თბილისში გადმოვიდა, იმედოვნებდა, რომ აქაც ექნებოდა საექიმო სამუშაო, მაგრამ მოტყუვდა. თბილისელი „სახელგანთქმული“ ექიმების მეტოქეობა ვერ შეძლო და ეგზარქოსს სთხოვა, რომელიმე სკოლაში საღმრთო სჯულის მასწავლებლის ადგილი მომიხერხეო. სწორედ ამ დროს გამოჩნდა საღმრთო სჯულის გაკვეთილები ქართული გიმნაზიის უმცროს კლასებში. განმკარგულებელმა კომიტეტმა დამავალა, სასურველი კანდიდატი მომეძებნა. მე შევთავაზე მღვდელი დავით გარსიაშვილი, ჩინებული პედაგოგი, რომელსაც ბავშვები უყვარდა და ბავშვებსაც უყვარდათ იგი. კომიტეტმა დ. გარსიაშვილი ეგზარქოსს წარუდგინა დასამტკიცებლად... რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ მომიწია მეუფესთან შეხვედრა. მან მითხრა: თქვენმა განმკარგულებელმა კომიტეტმა საღმრთო სჯულის მასწავლებლის ადგილზე დასამტკიცებლად წარმოადგინა მღვდელი დ. გარსიაშვილი. მე კი ვამჯობინე მამა ლეჟავა გამოგიგზავნოთ, მაგრამ თქვენი კომიტეტი რომ არ განაწყენდეს, დაე, თვითონ წარმოადგინოს იგი და რაც შეიძლება მალე, თორემ ბავშვებს გაკვეთილები გაუცდებათ! “–– მეუფეო, -- შევძახე მე, –- ყოველივე ამის დავალება კომიტეტისათვის ნიშნავს, უფრო მეტად გაანაწყენოთ იგი, ვიდრე უარი უთხრათ მამა გარსიაშვილის დამტკიცებაზე. თანაც, არ ვიცი, როგორი საღმრთო სჯულის მასწავლებელია მღვდელი ლეჟავა, მღვდელი გარსიაშვილი კი ცნობილია, როგორც ჩინებული პედაგოგი; მე ამიტომაც შემოგთავაზეთ იგი! როგორ, თქვენ მამა ლეჟავას არ იცნობთ? ის ხომ თქვენი სახარების სამარიტელი გახლავთ, რომელიც ალბათ არა მარტო კარგი ექიმია, არამედ შესანიშნავი საღმრთო სჯულის მასწავლებელიც. მაშ, უთხარით კომიტეტს, რომ წარმოადგინოს. რასაკვირველია, კომიტეტმა მამა ლეჟავა არ წარადგინა, მაგრამ ის მაინც დანიშნეს... ამაზე ლაპარაკის გაგრძელება არ ღირს: ყველა მიხვდება, რა მდგომარეობაში ჩამაყენა როგორც განმკარგულებელი კომიტეტის, ასევე მამა გარსიაშვილის წინაშე ეგზარქოს ინოკენტის „დიდსულოვნებამ". 1915 წლიდან მღვდელი სამსონი თბილისის 37 ლაზარეთში არსებული ეკლესიის წინამძღვარი და ამავე ლაზარეთის ექიმად მუშაობდა. 1916 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1921 წლიდან გაიხადა ანაფორა და მშობლიურ მხარეს დაუბრუნდა, სადაც სხვადასხვა ადგილზე ექიმის პოსტზე მუშაობდა. 1929 წელს სამტრედიის სამალარიო სადგურის გამგეა და საარჩევნო ხმის უფლება ჩამოერთვა. ამასთან დაკავშირებით, ამავე წლის 12 იანვარს იგი სამტრედიის საარჩევნო კომისიას წერდა: „მაქვს პა-
24-2 საპატრიარქოს უწყებანი N24 25ივნისი-1ივლისი 2015წ გვ20
„სახარების სამარიტელი“ -– მღვდელი სამსონ ლეჟავა 1877 –– 1955 (დასასრული)
ტივი, მოგახსენოთ, რომ მე დღიდან კავშირების დაარსებისა, ვარ საექიმო-სასანიტარო კავშირის წევრი,ვასრულებ ყოველგვარ სახელმწიფოებრივ და საკავშირო საზოგადოებრივ დავალებებს. როგორც გავიგე, ჩემთვის წაურთმევიათ საარჩევნო ხმა, როგორც ყოფილ მღვდელს. 1905 წლიდან საეკლესიო სამსახურთან ფაქტიურად არავითარი კავშირი არ მქონია და 1921 წლიდან სასულიერო ტანსაცმელიც არ მიტარებია. დღიდან გასაბჭოებისა, საარჩევნო ხმა ჩემთვის არ წაურთმევიათ. ვინაიდან ჩემი საარჩევნო ხმის წართმევა რაღაცა გაუგებრობითაა გამოწვეული, გთხოვთ, აღმადგინოთ ჩემ უფლებებში“. შთამომავლების გადმოცემით, სიცოცხლის ბოლო წლებში ყოფილი მოძღვარი ვეტექიმად მუშაობდა. მას მუდმივად თეთრი ფერის სამოსი ეცვა და საჭმელად ისე არ დაჯდებოდა, ლოცვა რომ არ ეთქვა და სუფრა არ ეკურთხებინა. გარდაიცვალა 1955 წელს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ და დაკრძალულია დიდი ჯიხაიშის საერო სასაფლაოზე.
27 საპატრიარქოს უწყებანი N27 16-23 ივლისი 2015წ გვ.17
პროტოპრესვიტერი იასონ კაპანაძე 1874 –– 1962
პროტოპრესვიტერი იასონ რომანის ძე „კაპანაძე 1874 წელს ქუთაისის გუბერნიაში შორაპნის მაზრაში, გლეხის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ჯერ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ კი სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. 1894 წლის 31 იანვარს კურსიდან მიატოვა სწავლა და სავარაუდოდ მალევე ამერიკაში გაემგზავრა. 1895 წლის 1 დეკემბერს ამერიკაში, ალეუტის ეპარქიის კადბაკის (ალიასკა) აღდგომის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1897 წლის. 19 ივლისს ალეუტისა და ალიასკის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა (ზიოროვი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და მედავითნის ადგილზე დატოვა. 1897 წლის 1 სექტემბერს პენსილვანიის შტატში გადაიყვანეს. 1900 წლის 6 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1902 წლის 29 მარტს კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა. 1902 წლის 1 ივლისს კლივლენდის წმ. თეოდოსის ეკლესიის წინამძლვრად დაინიშნა. ეს სამრევლო 1895 წელს დაარსდა და მამა იასონის იქ დანიშვნის დროს მრევლი 15 რუსულ გაჭირვებულ ოჯახს ითვლიდა. მოძღვარმა დახმარებისათვის რუსეთის ეკლესიის სამისიონერო ფონდს მიმართა, საიდანაც ფულადი დახმარება მიიღო. მან მაშინვე დიდი საგანმანათლებლო მოღვაწეობა გააჩაღა. ამავე წელსვე კლივლენდში არსე- ს ბული რომაულ-კათოლიკური 1 წმ. ავგუსტინეს დედათა მონასტერი დაიხურა და მისი მიწები და საკუთრება (30 აკრი) 30 000 დოლარად მამა იასონმა შეიძინა ტაძრისათვის. ამ ტერიტორიაზე გაკეთდა ორი ქუჩა, წმ. ოლღასი და წმ. ტიხონის, სადაც 80 ოჯახი მრევლი დასახლდა. სამსართულიან ქვის სახლში კი პირველ სართულზე განთავსდა სკოლა და მღვდლის საცხოვრებელი, მეორე სართულზე ეკლესია, ხოლო მესამეზე შორიდან საცხოვრებელი ოთახები ჩამოსული მოსწავლეებისთვის. მამა იასონის დამსახურებით ეს სკოლა ცნობილი გახდა მთელ ამერიკაში და იქ სასწავლებლად
27-1 საპატრიარქოს უწყებანი N27 16-23 ივლისი 2015წ გვ.18
პროტოპრესვიტერი იასონ კაპანაძე 1874 –– 1962 (გაგრძელება)
შორეული შტატებიდანაც კი ჩადიოდნენ. სკოლის სახელწოდება გახლდათ „ბურსა“. 1903 წლის 6 აპრილს მამა იასონს სკუფია უბოძეს. 1903 წლის 1 ივლისიდან 1907 წლის 1 ივლისამდე ამერიკის საეკლესიო საზოგადოების მთავარი თავმჯდომარეა. 1905 წელს კამილავკა ეწყალობა. 1908 წლის 14 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. საეკლესიო მთავრობისაგან ჰქონდა ნებართვა გამშვენებული ჯვრის ტარებისა, რომელიც კლივლენდის მრევლმა მიართვა საჩუქრად. მამა იასონის ექვსწლიანი სამსახური კლივლენდში ნათელ სურათად დარჩა ტაძრის ისტორიაში, 1908 წლის 29 მაისს მოძღვარი გათავისუფლდა ალეუტის ეპარქიიდან და საქართველოში დაბრუნდა. 1908 წლის 18 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) იგი იმერეთის ეპარქიაში მიიღო და ქუთაისის საკათედრო ტაძრის უშტატო წევრად დანიშნა. 1910 წლის 23 სექტემბერს იმერეთის ეპარქიის სამზრუნველოს წევრად აირჩიეს. 1914 წლის აგვისტოში პირველ მსოფლიო ომში სამხედრო კაპელანად წავიდა და მთელი ოთხი წელიწადი ფრონტზე გაატარა. იქვე მიენიჭა დეკანოზის წოდება. 1919 წლის თებერვლის ბოლოს თბილისში, სიონის საკათედრო ტაძრის კანდელაკად დაინიშნა. მის დანიშვნაზე დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე წერდა: „ეს კაცი სემინარიის რექტორმა ნიკოლოზმა (საუბარია 1895 წელზე -–- გ. მ.), როდესაც ის გადაიყვანეს ამერიკაში ალეუტის და ალიასკის ეპისკოპოსად, წაიყვანა ტფილისის სემინარიიდან, როგორც ზედმიწევნით ლამაზი (ქალური სილამაზე ჰქონდა) ყმაწვილი; იქ მღვდლად აკურთხეს, ცოლი შერთეს ამერიკელი რუსი, ორი მოზრდილი შვილით გადმოვიდა საქართველოში ჯერ ძველი რეჟიმის დროს, პენსიას იღებდა ამერიკაში 15 წლის სამსახურისათვის; იმერეთში არ შეიწყნარეს ეს კაპანაძე, ხან სამხედრო მღვდლად იყო ჩვენს ჯარებში, შემდეგ უადგილოდ დაეხე- ტებოდა; როდესაც დეკანოზი ანტონ თოთიბაძე გადავიდა სამხედრო ტაძარში და მისი „კანდელაკობა“ თავისუფალი იყო, 1918 წელში, ეს ადგილი დეკანოზ ალექსანდრე სიმონიშვილს მისცეს, ამის სიკვდილის შემდეგ კი ლეონიდმა მოითხოვა მაგისი სიონში განწესება, როგორც ინგლისური ენის მცოდნისა, მაშინ 1919-ში ინგლისელების ჯარი იდგა ტფილისში - „ინდუსები“ შავ-კანიანები; მეც მხარი დავუჭირე კაპანაძის სიონში გადმოყვანას; კარგი მწიგნობარია, ქართულად მგალობელი და ეკლესიაში მოსახმარი, მაგრამ მეტად მყვირალა, აჩქარებული, ამ თვისებით აქარწყლებს ყოველივე თავის ღირსებას; ეს კაპანაძე სისხლს უშრობდა დეკანოზ კალისტრატე ცინცაძეს და დეკანოზ დიმიტრი ლაზარიშვილს ლეონიდის დროს საკათალიკოსო საბჭოში, სადაც კაპანაძე ლეონიდის იმერეთში გაქცევის შემდეგ (ბოლშევიკების შემოსვლის დროს) შევიდა საკათალიკოსო საბჭოს წევრად, როგორც 1920 წლის საეკლესიო კრების მიერ ამ თანამდებობის კანდიდატად ამორჩეული“. 1920-1921 წლებში დეკანოზი იასონი ასევე საკათალიკოსო საბჭოს კანცელარიის მდივანი გახლდათ. 1920 და 1921 წლებში იგი ესწრებოდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მეორე და მესამე საეკლესიო კრებებს. 1922 წლის თებერვალში მან განაცხადა სურვილი კვლავ ამერიკაში გამგზავრებაზე და თხოვნაც შეიტანა საკათალიკოსო საბჭოში, რაზედაც თანხმობა მიიღო. მისი გაცილება სამღვდელოებამ დეკანოზ მარკოზ ტყემალაძის ბინაზე აღნიშნა. აი, როგორ იხსენებს ამ ამბავს დეკანოზი ნიკიტა თალაქვაძე: „დღეს გამოსათხოვარი სადილი გაუმართეს სიონის კანდელაკს დეკ. ი. კაპანაძეს, რომელიც ცოლ-შვილით მიემგზავრება ამერიკაში... დიდი მარხვის პირველი კვირის ხუთშაბათი იყო. შევიკრიბეთ სულ ოცი კაცი კათალიკოზიანა, ვიყავით სულ სამღვდელონი. თამადობდა დეკანოზი ტყემალაძე, სუფრაზე მრავალი გამოსამშვიდობებელი სიტყვა ითქვა. მეც ჩემი მხრივ კეთილი მგზავრობა უსურვე დეკ. კაპანაძეს, აღვნიშნე, რომ ჩვენს სამლვდელოებაში ის იყო ძალა და მისი ჩვენი წრიდან გათიშვა მეტად საწყენია და დანაკლისი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მამა იასონი დიდხანს ვერ შეძლებს სამშობლოს გარეთ დარჩენას და ის ისევ მალე დაგვიბრუნდება; „შინ რო ბავშვი სტიროდეს, გარედ ტაბლას რა უნდა“ –- ეს ითქმის ამ შემთხვევაზედაც! შენ ეხლა მიდიხარ ამერიკაში ანუ უკეთ რო ვსთქვათ, ამერიკაში მცხოვრებ რუსებთან, სადაც შენ შეხვდები ჩვენს ყოფილ ნაბატონართ. იქ არიან გარდახვეწილი უკანასკნელი ექსარხოსი –-– ჩვენი მტერ-მოყვარე პლატონი და რუსის მღვდლები -–– სლუინინი და მისთანანი ალექსანდრე ნეველის ეკლესიიდან ლტოლვილნი. როს ნახო ისინი, უთხარ, რომ რუსული მართლმადიდებლობა გაკოტრდა! მათ მხოლოდ ბატონობის ნიადაგზე სდომებიათ ჩვენთან ურთიერთობა! ისინი სრულებით მოწყვეტილნი ყოფილან ქრისტიანულ ძმურ კავშირსა და ურთიერთობას სხვა ერთმორწმუნე ერთადმი, ამ შემთხვევაში ქართველებთან. რამდენი ნაბიჯი იქმნა 1917 წლის მარტიდან გადადგმული საქართველოს მართლმადიდებელ რუსობასთან ძმურ-ქრისტიანულ კავშირის დასაარსებლად, მაგრამ ყოველთვის ისინი გაურბოდნენ და
27-2 საპატრიარქოს უწყებანი N27 16-23 ივლისი 2015წ გვ.19
პროტოპრესვიტერი იასონ კაპანაძე 1874 –– 1962 (გაგრძელება)
გაურბიან ჩვენთან კეთილ-ურთიერთობის აღდგენას, თითქოს ჩვენ მათთვის რაიმე დაგვეშავებიოს ან წაგვერთმიოს! ჩვენმა სინოდმა და ამათაც „სხიზმატიკებ“-მწვალებლებად მოგვნათლეს! ეს იმიტომ, რომ სინოდს ჩამოვშორდით! უგუნურნი! განა შეიძლება დღეს ჩვენი სინოდთან მორჩილება! დეე, თვითონ აგონ პასუხი ღვთისა და ისტორიის წინაშე... გადაეცი მათ, რომ ჩვენ მუდამ მზადა ვართ ძმურ კავშირისა და ურთიერთობისათვის; მაგრამ რომ ჩვენი ეკლესია ისევ ემონოს რუსეთისას, ამას ჩვენ ცოცხალი თავით არ ვიზამთ...“ 1922 წლის მარტში, დლემდე გავრცელებული ვერსიის თანახმად, დეკანოზმა იასონმა წაიღო გენუის კონფერენციაზე კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) მიერ შედგენილი მემორანდუმი, რასაც 1923 წლის იანვარში მთელი საკათოლიკოსო საბჭოს დაპატიმრება მოჰყვა. სასამართლო გაიმართა 1924 წლის 10-19 მარტს ნაძალადევის თეატრში. სასამართლოზე მყოფი ყველა სასულიერო პირი, კათოლიკოს ამბროსის გარდა, აცხადებდა, რომ არაფერი იცოდა მემორანდუმის გაგზავნის შესახებ, ხოლო საკათალიკოსო საბჭოს წევრ ნიკოლოზ თავდგირიძის დაკითხვის ოქმში წერია, რომ: „მემორანდუმის შესახებ თურმე მასაც მხოლოდ გაზეთ, კომუნისტიდან“ გაუგია. მის შედგენაში, მისი აზრით, ალბათ საკათალიკოსო საბჭოს ყოფილ მდივანს რაფიელ ინგილოს (ივანიცკი) მიუღია მონაწილეობა. წაკითხულ ოქმებიდან აღმოჩნდა, რომ წინასწარ გამოძიებაზე ბრალდებულს განუცხადებია, რომ მისი აზრით მემორანდუმის შედგენაში გულმოდგინე მონაწილეობა უნდა მიეღოთ რ. ივანიცკის და დეკანოზ კაპანაძეს, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება. შეკითხვაზე, თუ რატომ არის წინააღმდეგობა მის პირველ ჩვენებასა და დღევანდელში, ის აცხადებს, რომ ეს აიხსნება იმ მდგომარეობით, რომელშიაც ის იმყოფებოდა თავის დატუსაღების დროს. ბრალდებული ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ ვითომ ეს პირობები საშინელი იყო“. უზენაესმა სასამართლომ განაჩენი 19 მარტს, საღამოს 8 საათზე, 25 საათის თათბირის შემდეგ გამოიტანა ყველაზე მძიმე სასჯელი. დადგენილების მე-4 და მე-5 მუხლში ვკითხულობთ: „საკათალიკოსო საბჭოს წევრთ იასონ კაპანაძეს, კალ. ცინცაძეს, ნიკ. თავდგირიძეს, იოსებ მირიანაშვილსა და მარკოზ ტყემალაძეს მისთვის, რომ მისჯილ ხელაიასთან წინასწარ შეთანხმებით და ერთად შეადგინეს და გაუგზავნეს გენუის კონფერენციას მოწოდება იმ მიზნით, რათა გამოეწვიათ უცხო სახელმწიფოების საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის საქმეებში ჩარევა (ინტერვენცია), ასევე, რომ მემორანდუმში მოათავსეს ცრუ ხმები, ვითომ საქართველოს ხალხს ართმევენ ქონებას და ეზიდებიან საზღვარგარეთ და სხვა, რაიც გათვალისწინებულია ს. ს. კოდ. 10, 60 და 73 მუხლებში –– თავისუფლების აღკვეთა პირველს დეკანოზ კაპანაძეს (დაუსწრებლად) -– 9 წლით სასტიკი იზოლაციით და მთელი ქონების ჩამორთმევით, ხოლო დანარჩენთ -– ხუთი წლის ვადით სასტიკი იზოლაციით და ქონების კონფესკაციით“. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ამ უკანასკნელი ოთხი ბრალდებულის ოჯახური მდგომარეობა, ჯანმრთელობის გაუარესება და გულწრფელი აღიარება დანაშაულისა, რის გამოც მათ სასჯელი კიდევ უფრო შეუმცირა, ხოლო კაპანაძეს იგივე დაუტოვა. დეკანოზი კალისტრატე თავის მოგონებებში „რაც გამახსენდა“ წერს: „..დაკითხულებმა ამ საქმეზე, როგორც ბრალდებულებმა... არ სცნეს თავი დამნაშავეთ მათ წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებში და თავის გასამართლებლად ახსნეს: პირველმა -– ამბროსიმ -– რომ მოწოდება იყო შედგენილი, შემუშავებული და ხელმოწერილი მის მიერ და გადაეცა სანდო, მაგრამ უცნობ პირს, რომელსაც იცნობდა დეკანოზი იასონ კაპანაძე, ამ უკანასკნელის მეშვეობით გენუის კონფერენციაზე მისატანად... და არ იცის.. მიიტანა თუ არა კაპანაძემ ეს მემორანდუმი“, ხოლო დანარჩენმა წევრებმა ცინცაძემ, მირიანაშვილმა და თავდგირიძემ კატეგორიული უარი განაცხადეს, რომ მათ არაფერი მოხსენებიათ საკათალიკოსო საბჭოში ამ მემორანდუმზე, ტყემალაძემ კი აჩვენა, რომ კათალიკოსმა გააკეთა მოხსენება საკათ. საბჭოში, რომელსაც დაესწრო მხოლოდ სამი წევრიო, მათ შორის თვითონაც, მოხსენება არ იყო ოფიციალური, რის გამოც არ იყო შეტანილი სხდომის ოქმშიო“.
27-3 საპატრიარქოს უწყებანი N27 16-23 ივლისი 2015წ გვ.20
პროტოპრესვიტერი იასონ კაპანაძე 1874 –– 1962 (დასასრული)
ამის შემდეგ დეკანოზი იასონი საქართველოში აღარ დაბრუნებულა. იგი კვლავ ამერიკაში ჩავიდა, სადაც მრავალი მეგობარი და ნაცნობი ჰყავდა. მსახურობდა ამერიკის რუსულ საზღვარგარეთის ეკლესიაში, ოჰაიოს შტატში, ქ. კლივლენდის ტაძრის წინამძღვრად (სადაც XIX ს-ის ბოლოს მსახურობდა). იქვე მიენიჭა პროტოპრესვიტერის წოდება. მამა იასონს დიდი სახელი და ავტორიტეტი ჰქონდა მოპოვებული მთელ ქ. კლივლენდში და 1957 წელს, როდესაც ის პენსიაზე გავიდა, იგი კვლავ დარჩა ტაძრის საპატიო წინამძღვრად. 1962 წლის 15 აპრილს, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მანქანა მოცურდა ყინულზე და ამოტრიალდა, მამა იასონი თავის მეუღლესთან ერთად ტრაგიკულად დაიღუპა. დაკრძალულია კლივლენდის წმ. თეოდოსის სასაფლაოზე. მეუღლე მარიამ კაშევაროვა (28.03.1881- 1962) და შვილები: ნიკოლოზი (6.01.1898) და რომანი (9.06.1899). მისი შთამომავალია დეკანოზი იასონ კაპანაძე, რომელიც I1988- 1999 წლებში ასევე კლივლენდის წმ. თეოდოსის ტაძრის წინამძღვარი გახლდათ, ხოლო 1999 წლიდან საცხოვრებლად ნიუ-იორკის შტატში ქ. ელმირა-ჰეითსში გადავიდა და ამავე ქალაქის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. ჰყავს მეუღლე მარგარეტ კაპანაძე.
28 საპატრუარქოს უწყებანი N28 24-30ივლისი 2015წ გვ.18
მღვდელი პროკოფი ჩიგოგიძე 1889 –– 1937
ვაგრძელებთ 1937-1938 წლებში საქართველოში რეპრესირებულ სასულიერო პირთა ამსახველი ცხოვრების მოძიებასა და მათზე ინფორმაციის მოწოდებას. ულმობელმა ეპოქამ უამრავი კეთილშობილი და ერისთვის თავდადებული მამულიშვილის სიცოცხლე შეიწირა. ერთ-ერთი მათგანია ბათუმ-შემოქმედის
ეპარქიის, ქ. ბათუმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის სასაფლაოს ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი პროკოფი ნიკოლოზის ძე ჩიგოგიძე. მღვდელი პროკოფი ნიკოლოზის ძე ჩიგოგიძე 1889 წელს ქუთაისის გუბერნიაში, ოზურგეთის მაზრაში, სოფ. ახალშენში, თორმეტშვილიანი ღვთისმოშიში გლეხის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის ორი კლასი. მესამე კლასიდან, 1904 წლის სექტემბრიდან, გორის სასულიერო სასწავლებელში განაგრძო სწავლა, სადაც 1905 წლის 10 მარტამდე სწავლობდა. 1905 წლის მარტში სწავლა თბილისის საბუღალტრო კურსებზე განაგრძო, რომელიც ი. ა. ბრონ–ფონ-ბრენნერმა დააარსა. ეს კურსები მან 1905 წლის 7 ივნისს დაამთავრა. ამის შემდეგ პატარა პროკოფი ბიძამ, შიომღვიმის მონასტრის მორჩილმა მაქსიმე იესეს ძე ჩიგოგიძემ თავისთან წაიყვანა და საფუძვლიანად შეასწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. იმჟამად შიომღვიმის მონასტერში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა წმ. მღვდელმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე). მასთან სიახლოვემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მომავალ მოძღვარზე, და საერთოდ, მონასტერში გატარებულმა წლებმა დიდი წვლილი შეიტანა მამა პროკოფის შემდგომი ცხოვრების განსაზღვრაში. მაქსიმე კარგი მგალობელი, ღვთისნიერი და გამორჩეულად მოწყალე ადამიანი ყოფილა. მან თავისი ცხოვრება მოწამეობრივად დაასრულა. 1906 წელს შიომღვიმის მონასტერს ყაჩაღები დაეცნენ და მაქსიმე მოკლეს. გაზეთი „მეგობარი“ წერდა: „როგორც „ზნ-ს“ ატყობინებენ, შიომღვიმის მონასტერი, სადაც მოხუცი ეპისკოპოსი ალექსანდრე სცხოვრობს, 13 ნოემბერს ერთხელ კიდევ გაუძარცვავთ. მონასტერს დასცემია 16 კაცი. წაუღიათ რამდენიმე ბოჩკა თაფლი და მოუკლავთ ეპისკოპოსის კელეინიკი მაქსიმე“. 1908 წლის 4 ოქტომბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე), რომელიც შიომღვიმის მონასტრის წინამძლვარიც გახლდათ, ახალგაზრდა და ნიჭიერი ყმაწვილი, როგორც გალობის კარგი მცოდნე, დასავლეთ საქართველოში წაიყვანა და ფოთის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის უშტატო „პონომარად” (მგალობელთა გუნდის რეგენტი) დანიშნა. 1909 წლის 3 იანვარს სასულიერო უწყებაში მიიღეს და შტატის „პონომარად” დაადგინეს. 1913 წლის 11 მარტს ამავე ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1913 წლის 10 ნოემბერს ბათუმის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საკათედრო ტაძრის მედავითნედ გადაიყვანეს. 1916 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა და ამავე ტაძრის ლვთისმსახურად დაადგინა. 1919 წელს ბათუმის საკათედრო ტაძრის პროტოდიაკვნად დაინიშნა. 1923 წელს ბათუმ-შემოქმედელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) მლვდლად დაასხა ხელი და ბათუმის სამხედრო ტაძრის მლვდელმსახურად განამწესა. სამწუხაროდ, კომუნისტებმა ამავე წელს
დაანგრიეს სამხედრო ტაძარი და მამა პროკოფი ბათუმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიაში (სასაფლაოზე) გადაიყვანეს. 1924 წელს პროკოფი პირველად დააპატიმრეს. მისი შვილი, ქალბატონი ლიდა ჩიგოგიძე-ჭანტურაშვილი იხსენებს: „მოვიდა „ენ-კა-ვე-დე-დან“ ვიღაც ცხე-
28-1 საპატრუარქოს უწყებანი N28 24-30ივლისი 2015წ გვ.19
მღვდელი პროკოფი ჩიგოგიძე 1889 –– 1937 (გაგრძელება)
ნოსანი და „საღამომდე“ წაიყვანა მამა. ჩემი ძმა იმ დროს ავად იყო. ბავშვმა მაშინვე თქვა: მამა ამაღამ არ დაბრუნდებაო და ასეც მოხდა. მამამ პატიმრობაში რამდენიმე თვე გაატარა და რომ არა დედაჩემის დიდი მონდომება, იქაურობას ალბათ თავს ვერ დააღწევდა. აუტანელ პირობებში ყოფნამ თავისი ქნა -- ყურის ჩირქოვანი ანთება დაემართა და სიკვდილის პირას მისული ძლივს გამოიმეტეს ციხიდან, მაგრამ იქიდან გამოსული უკვე ნახევრად დაყრუებული იყო --– აღარც მკურნალობამ გაჭრა და აღარც წამლებმა“. ციხიდან გამოსულმა მოძღვარმა კვლავ აქტიური მოღვაწეობა განაგრძო. იგი სისტემატურად ატარებდა წირვა-ლოცვებს, ასრულებდა საეკლესიო წესებს, ქადაგებდა ქრისტეს სარწმუნოებას და მრევლს განამტკიცებდა. მამა პროკოფი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ბათუმში. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა ადგილობრივ სასულიერო პირებთან, როგორც რუსებთან, ისე ბერძნებთან და ქართველებთან. მის სახლში ხშირად სტუმრობდნენ მლვდელმთავრები: ნესტორი (ყუბანეიშვილი) და ვარლაამი (მახარაძე), დეკანოზები: არსენ თოხაძე, ალექსანდრე რალცევიჩი, კონსტანტინე ცანდეკოვი და ალექსი სობჩუკი. მიუხედავად მრავალი მუქარისა, წვერი გაეკრიჭა და ანაფორა გაეხადა, მოძღვარი მტკიცედ იდგა თავის გადაწყვეტილებაზე, მან ბოლომდე ღირსეულად ატარა ქრისტეს უღელი. 1935 წელს შედგენილ ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მოქმედი ტაძრებისა და სამღვდელოების ოფიციალურ სიაში მღვდელი პროკოფი ბათუმის სასაფლაოს ეკლესიის წინამძღვრად იხსენიება, ხოლო ტაძრის მედავითნედ -– მღვდელი აკაკი თალაქვაძე ჩანს. 1935 წელს, დაპატიმრებამდე ორი წლით ადრე, მას თავს დაესხნენ, მაგრამ იგი კვლავ გადაურჩა სიკვდილს. მისი შვილი, ქალბატონი ლიდა იგონებს: „იმ პერიოდში მე, დედა და ჩემი ძმა, ბათუმში, საკუთარ სახლში ვცხოვრობდით, მამაჩემი კი -– სასაფლაოსთან, ტაძრის მახლობლად მოწყობილ ბინაში. ერთ დღეს, როცა დედას სადილის გადასაცემად მიუკითხია, იქიდან მამას მედავითნეს გამოუცილებია სახლში, მარტოდ დარჩენილ მამას კი მაშინვე დასხმია თავს ავაზაკი. როგორც ჩანს, ჩასაფრებული იყო და დრო იხელთა. მამა ძალიან გაბედული ვაჟკაცი იყო, ჰოდა, ავაზაკს არ შეეპუა და რევოლვერი რაღაცნაირად ხელიდან გამოგლიჯა, მკვლელს კი იარაღის დასაბრუნებლად მისთვის მარჯვენა ხელის ცერა თითი მოუქჭამია, მაგრამ მამას მაინც ხელიდან არ გაუშვია. გამწარებული კაცის ღრიალზე იქვე, ტაძრის ეზოში მყოფი ქალები მოვარდნილან, მათ ხმაზე ავაზაკი დამფრთხალა და გაქცეულა, ქალებს კი რევოლვერიანი და თითებმოჭმული მამა პროკოფი შერჩათ ხელში. მამამ იარაღი მეორე დღესვე მთავრობას ჩააბარა, რომელიც არც კი დაინტერესებულა საქმის გამოძიებით. მოწყვეტილი თითი მან სპირტიან ფლაკონში მოათავსა, რომელიც მერე, ორი წლის შემდეგ, დაპატიმრებულმა და სიკვდილმისჯილმა თან წაიღო გადასახლებაში“. ქალბატონი ლიდა ჩიგოგიძე მამა პროკოფის ცხოვრებიდან სხვა საინტერესო ეპიზოდებსაც იხსენებს: „მამა ძალიან მზრუნველი და თბილი კაცი იყო, მხოლოდ ჩვენ კი არა, წიგნებს და საჩუქრებს ჩვენი უბნის ყველა ბავშვს უყიდდა ხოლმე. ამის მიუხედავად, ამ ხალხმა იგი მაინც გაიმეტა და კულაკთა სიაში შეიყვანა. სიტყვის კაცი იყო, დიდი პასუხისმგებლობის მქონე, ყველა გაჭირვებული ერთნაირად ებრალებოდა, ხან რას უყიდდა და ხან -–- რას, არც შეევაჭრებოდა, ისე შეიძენდა მათთვის ამა თუ იმ პროდუქტს. ერთ მშვენიერ დღეს სახლში გალიფე შარვლით ხელდამშვენებული მოვიდა, დედა ძალიან გაოცდა -––- ამას ერთი საწყალი კაცი ყიდდა, შემებრალა, ვერა და ვერ გაესაღებინა და ამიტომ ვიყიდეო. მსგავსი რამ ხშირად ხდებოდა. მამა განსაკუთრებულად მიყვარდა + მისი ღვთისნიერება და გამორჩეულობა ბავშვებისათვისაც კი თვალშისაცემი იყო, სულ მის სახელს ვფიცულობდი, რაც დედაჩემს არ სწყინდა. მახსოვს, ძალიან ავად იყო, ექიმმა რძე და კარაქი გამოუწერა, მაგრამ მამამ გააპროტესტა -– მარხვას როგორ გავტეხ ქრისტიანი კაცი, თუ მოსარჩენი ვარ, ისეც მოვრჩებიო. მისი დახვრეტის შემდეგ, როცა ბათუმში ჩავდიოდი და ყოვლადწმინდა სამების ეკლესიის გუმბათს თვალს მოვკრავდი, ტირილი ამივარდე-
28-2 საპატრუარქოს უწყებანი N28 24-30ივლისი 2015წ გვ.20
მღვდელი პროკოფი ჩიგოგიძე 1889 –– 1937 (დასასრული)
ბოდა ხოლმე. ეკლესიის ზარების ხმაზე ეხლაც მეცრემლება თვალები. ყველაფერი ძალიან მძიმედ გადავიტანე. იმ წლებმა ბევრ რამესთან ერთად, ხომ მისი სიცოცხლეც დაიტოვა“. 1937 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) მამა პროკოფის უსაფრთხოების მიზნით მის თბილისში, სიონის ტაძარში გადაყვანას აპირებდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო. 1937 წლის 7 დეკემბერს მოძღვარი მოულოდნელად დააპატიმრეს და გაურკვეველი მიმართულე- # ბით წაიყვანეს. სწორედ მაშინ “ მისი შესანიშნავი ბიბლიოთეკა და საოჯახო ნივდაიკარგა თები. საქართველოს უშიშროების არქივში დაცულია მისი გასამართლების ოქმი, სადაც ვკითხულობთ „მღვდელი პროკოფი 1905-1909 წლებში იყო მენშევიკური პარტიის წევრი. 1908 წლიდან დაპატიმრებამდე იყო ეკლესიის მსახური. მსახურების ადგილი ბათუმის სოუქსის სამების ეკლესია. 1923 წელს პირველად იყო დაპატიმრებული. უკანასკნელ წლებში ეწეოდა აქტიურ პროპაგანდას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. თავის ეკლესიასთან ჩამოაყალიბა ანტისაბჭოთა ფაშისტური ორგანიზაცია და იბრძოდა ხელისუფლების დასამხობად. შეყვანილი იყო კულაკთა სიაში. 1937 წლის 16 დეკემბერს გასამართლდა სამეულის გადაწყვეტილებით და მიენიჭა უმაღლესი ზომა დახვრეტა“. დეკანოზ პროკოფის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ორი ვერსია არსებობს: 1) რომ იგი მაშინვე დახვრიტეს ბათუმის ციხეში; და 2) რომ იგი გარდაიცვალა გულის დამბლით გადასახლებაში, 1941 წლის 19 იანვარს. სამწუხაროდ, 1937 წელს დახვრიტეს მისი ორივე ძმა: პარმენი და ერმალო. კვლავ ქალბატონ ლიდას მოგონებებს ჩავხედოთ: „1945 წელს სრულიად შემთხვევით შევიტყვე, რომ პატრიარქ კალისტრატეს, სხვა რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად, მამაჩემიც გამოუთხოვია გადასახლებიდან. მე მაშინვე ვეახელი მის უწმიდესობას ბინაზე და ჩემი მადლობა მოვახსენე, მაგრამ ცოტა ხანში მოსკოვიდან მივიღე ცნობა (ჩემი განცხადების პასუხად) მისი გარდაცვალების შესახებ. იგი გარდაიცვალა 1941 წლის 19 იანვარს, გულის დამბლით და ამიტომ მისი უწმიდესობის სურვილი მამაჩემის დაბრუნებისა აღარ განხორციელებულა“. 1945 წლის 22 ოქტომბერს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილემ, ვინმე საქართველოს ეკლესიარსებულ რელიგიის რწმუნებულთა საბჭოს თავჯდომარეს, კ. ქადაგიშვილს, გაუგზავნა ოფიციალურ სია იმ სასულიერო პირებისა, რომლებიც დააპატიმრეს ან გადაასახლეს 1937-1938 წლების რეპრესიების დროს. გასამართლებულთა სიაში რიგით მე-15 მამა წერეთელმა, მართლმადიდებელ ასთან პროკოფი ჩიგოგიძეც წერია.
29 საპატრიარქოს უწყებანი N29 30ივლისი-5აგვისტო 2015წ გვ.19
დეკანოზი კირილე ჩაჩიბაია 1888-1974
დეკანოზი კირილე სამსონის ძე ჩაჩიბაია დაიბადა 1888 წლის 8 ივნისს მღვდლის ოჯახში. 1901-1906 წლებში სამეგრელოს ოთხწლიან სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1903 წელს ჩარჩა მეორე კლასში, რადგან ვერ ჩააბარა წლის დამამთავრებელი გამოცდები. 1906 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1912 წლის 25 ივლისს დაამთავრა. 1912 წლის 1 სექტემბერს მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრის მეორე მედავითნედ და მარტვილის ორკლასიანი სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა. ამავე წლის 21 ნოემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) სტიქარი უკურთხა და სასწავლო დარგში კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ქართული ბიბლიით დააჯილდოვა. 1913 წლის 9 ივნისს ამავე ტაძრის პირველ მედავითნედ დაადგინეს. 1914 წელს უშაფათის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მედავითნედ გადაიყვანეს. 1915 წლის 9 იანვარს კიწიის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1916 წლის 1 სექტემბერს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა და მარტვილის საკათედრო ტაძრის დიაკვნის შტატში დაადგინა. ამავე წელს ფოთის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის მეორე დიაკვნის შტატში გადაიყვანეს და ეპარქიალური სანთლის ქარხნის საქმის მწარმოებლის თანამდებობაზე დაამტკიცეს. 1917 წლის 8-17 სექტემბერს მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაში, როგორც წალენჯიხის ოლქის დეპუტატი. 1918 წელს ზუგდიდის სულთმოფენობის სახელობის ეკლესიაში ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ამბროსიმ (ხელაია) მღვდლად დაასხა ხელი და ამავე ტაძარში დაადგინა. ამავე წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1919 წელს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში გადაიყვანეს და გალის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1921 წელს გაგრის წმ. იპატის სახელობის ტაძრის წინამძღვრად და გაგრის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1921 წელს სკუფია უბოძეს. 1922 წელს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსმა იოანემ (მარღიშვილი) კამილავკა უწყალობა. 1924 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. XX ს-ის 30-იანი წლების დასაწყისში ეკლესიების მასობრივად დახურვის გამო დროებით შეწყვიტა მსახურება და აფხაზეთის სხვადასხვა სკოლებში პედაგოგად მუშაობდა. 1937 წელს დააპატიმრეს და ჩამოართვეს მთელი ქონება, მათ შორის, საეკლესიო წიგნები, ანაფორა, სამკერდე ოქროს ჯვარი, ბიბლია და მღვდლად კურთხევის სიგელი. ამავე წლის დეკემბერში სამეულის განჩინებით დახვრეტა მიესაჯა, რაც შემდეგში 10 წლის ვადით ჩრდილოეთ ურალში გადასახლებით შეეცვალა. 1943 წელს გათავისუფლდა საპატიმროდან და საქართველოში დაბრუნდა. 1944 წლამდე ისევ აფხაზეთში პედაგოგად მუშაობდა. 1944 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ (ცინცაძე) სასულიერო ხარისხში აღადგინა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში განამწესა. მამა კირილეს სოხუმის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის სასაფლაოს ეკლესიაში დაევალა მსახურება. 1945 წლის 9 აგვისტოს რუსეთის საპატრიარქოში გადავიდა და 1945 წლის 25 სექტემბერს დონეცკისა და ვოროშილოგგრადის ეპარქიის, სოფ. ვესელოვსკის წმ. ნიკოლოზის სახელობის სამლოცველო სახლის წინამძლვრად დაინიშნა. 1946 წლის 1 ოქტომბერს დონეცკისა და ვოროშილოვგრადის ეპისკოპოსმა ნიკონმა (პეტინი) განტევების ფურცელი უბოძა და როსტოვისა და ტაგანროკის ეპარქიაში გადავიდა. 1946 წლის 4 ოქტომბერს, როსტოვისა და ტაგანროკის ეპისკოპოს სერაფიმეს (შარაპოვი) ლოცვა-კურთხევით, სოფ. გრეკოვო-სტეფანოვკის ღვთისმშობლის შობის სახელობის სამლოცველო სახლის წინამძღვრად დაადგინეს. 1949 წლის7 მაისს მღვდელი კირილე უწმიდესსა და უნეტარეს კალისტრატეს წერდა: „1945 წლის 9 აგვისტოს, თქვენი უწმიდესობის ნათელი მარჯვენის ლოცვა-კურთხევით, გავემგზავრე რუსეთის მხარეში (დონბასში), სადაც მღვდლობის მოვალეობას ვასრულებ, ყველა საბუთი შემოწმებული და დადასტურებული იყო ცხუმ-აფხაზეთის „მიტროფორნი“ (მიტროსანი დეკანოზი -– გ. მ.) მიხეილ გვაზავას მიერ, დეკანოზ სვიმონ გიგინეიშვილის თანდასწრებით, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, როსტოვის ეპარქიალურ კანცელარიაში ეპისკოპოს სერაფიმის გადაყვანისას, როგორც ჩემი, ისე სხვების პირადი საქმე ვერ აღმოჩნდა. მე ვმსახურობ მღვდლად როსტოვის ეპარქიაში, სადაც მღვდელმთავრად ბრძანდება სერგი (ლარინი), რომლის განკარგულების ქვეშ ვიმყოფები ერთადერთ საშუალო სამრევლოში. ყოვლადსამღვდელო სერგი მადლიერი თვალით მიყურებს და მაქცევს მამობრივ ყურადღებას. მათ მეუფებას დასჭირდა ჩემგან შემდეგი ნარკვევი. თუმცა მე მაქვს ასლი ავტობიოგრაფიის, შემოწმებული: დეკანოზ მიხ. გვაზავას,
29-1 საპატრიარქოს უწყებანი N29 30ივლისი-5აგვისტო 2015წ გვ.20
დეკანოზი კირილე ჩაჩიბაია 1888-1974 (დასასრული)
დეკანოზ ს. გიგინეიშვილის და პროტოდიაკვან ვასილ ლაითაძის, მაგრამ ასეთ ბიოგრაფიას თანდართული უნდა იყოს ნარკვევი, რომელიც მე ამჟამად არ მაქვს. თქვენი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევით და ჩემი სურვილისამებრ განვაგრძობ დღემდე სამსახურს მღვდლობისას; ნარკვევი აუცილებრივ საჭიროებას მოითხოვს და მუხლმოდრეკით ვთხოვ თქვენს უწმიდესობას, შეეკითხოთ გიგინეიშვილს და ! გვაზავას, თუ რამდენადაც სიმართლეს მოითხოვს ჩემი თხოვნა, დააკმაყოფილოთ ზემორე ნათქვამი ნამდვილივით და მით მომანიჭოთ დეკანოზის ხარისხი ამ ჩემი მცხოვანების დროს რუსეთში, რაც შეიძლება დაჩქარებით. სრული იმედი მრჩება თქვენი უწმიდესობის და უნეტარესობის მიერ ჩემი კანონიერი მოთხოვნა იქნება დაკმაყოფილებული. ამასთან, ერთვის ჩემი ავტობიოგრაფია. რასაც თქვენს უწმიდესობას ვსთხოვ უმორჩილესად, დამიბრუნოს. თქვენი უწმიდესობის და უნეტარესობის მოწყალე პასუხს მოველი ამ მისამართით:....................“. უწმიდესმა კალისტრატემ ამ წერილს შემდეგი მინაწერი გაუკეთა: „1949 წლის 19 ივნისს გაეგზავნა შეკითხვა მამა ჩაჩანიძეს“. ორი თვის შემდეგ მღვდელმა კირილემ კვლავ გაუგზავნა თხოვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კანცელარიის საქმეთა მმართველს და თავისი ნარკვევის საკათალიკოსო ბეჭდით დადასტურება ითხოვა. 1949 წლის 22 ივლისს ამ უკანასკნელ წერილს უწმიდესმა ასე უპასუხა: „გაეგზავნოს ავტობიოგრაფია და ეცნობოს, რომ გვაზავასა და გიგინეიშვილისგან ცნობა სამდივნოში არ არის, ხოლო მის მიერ გადმოწერილ პირს სამდივნო ვერ შეამოწმებს. გამოგზავნოს თვით გვაზავა-გიგინეიშვილის ხელმოწერილი დედანი“. სამწუხაროდ, საარქივო მასალებში აღარ ჩანს, თუ რით დამთავრდა ეს მიმოწერა, თუმცა შემდეგში მღვდელი კირილე უკვე დეკანოზის წოდებით იხსენიება. 1955 წლიდან სტავროპოლის ეპარქიის, ქ. ნალჩიკის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა. 1963 წელს გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვდა. 1964 წელს პენსიაზე გავიდა, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე დადიოდა ტაძარში და ეხმარებოდა მღვდელმსახურებს საეკლესიო წესების ალსრულებაში. 1874 წლის 1 თებერვალს ნალჩიკში, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ ღვაწლმოსილი დეკანოზი აღესრულა. 3 თებერვალს სტავროპოლისა და ბაქოს ეპისკოპოს იონას (ზირანოვი) ლოცვაკურთხევით, ყაბარდო-ბალყარეთის ოლქის სამლვდელობამ ნალჩიკის წმ. სვიმეონის სახელობის ტაძარში შეასრულა წირვა და წესის აგება დეკანოზ კირილეს სულის მოსახსენებლად. მწირველი გახლდათ დეკანოზი იონა ოსტაპჩუკი, ხოლო მსახურების ბოლოს ქადაგება წარმოთქვა და განსვენებულის დამსახურებასა და ღვაწლზე ისაუბრა ოლქის მოძღვართ-მოძღვარმა, დეკანოზმა ნიკოლოზ ზაგორუიკომ.
31 საპატრიარქოს უწყებანი N31 24-30 სექტემბერი 2015წ გვ.17
მღვდელი ლუკა ჩომახიძე 1818-1901
მღვდელი ლუკა იოანეს ძე ჩომახიძე 1818 წელს იმერეთში, სოფ. ფრიდონიან ჯიხაიშში კეთილშობილი მოქალაქის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. გალობა და საეკლესიო ტიპიკონი ხონის წმ. გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში ისწავლა. 1844 წლის 11 მაისს კუხის წმ. გიორგის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1847 წლის 6 იანვარს იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) დიაკვნად აკურთხა. 1851 წლის 7 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და ფრიდონიან ჯიხაიშის მთავარანგელოზთა ეკლესიაში განამწესა. 1866 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1870 წელს სკუფია უბოძეს. 1876 წელს კამილავკა ეწყალობა. ჰქონდა ჯილდო –– ყირიმის ომის სამახსოვრო ბრინჯაოს ჯვარი. მღვდელი ლუკა აქტიურ საეკლესიო და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა. იყო ენერგიული და დაუღალავი პიროვნება. მის სახელს მრავალი სასიკეთო და კულტურული საქმიანობა. უკავშირდება. XIX ს-ის 70-იან წლებში მამა ლუკამ ფრიდონიან ჯიხაიშში საკუთარ სახლში გახსნა სკოლა, სადაც უსასყიდლოდ ასწავლიდა. სკოლაში სწავლების მეთოდი ორიგინალური იყო. სასწავლო სახელმძღვანელო მხოლოდ ამ სკოლისთვის იყო შედგენილი. აქ მცხოვრებ გლეხთა გვარების მიხედვით აწყობილ ანბანს ბავშვები ადვილად იმახსოვრებდნენ: „ანდრიაძე, ბალანჩივაძე, გოგავა, დეისაძე, ეძგვერაძე, ვაშაკიძე, ზამთარაძე, თედორაძე, ჭავჭანიძე, ხაზარაძე, ხარაბაძე, ჯიმშელეიშვილი“ –– მამა ლუკას მიერ შედგენილ „ქართულ ანბანში“ მოხვდნენ. ეს „ქართული ანბანი“ ანუ.სასარგებლო წვრთნანი ახალ „მოსწავლეთ ყმაწვილთათვის“ ავტორმა მოღვაწეობის 25 წლისთავზე, 1875 წელს ქ. თბილისის სტამბაში დააბეჭდინა. წიგნი დღეისათვის ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს და სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთი ბიბლიოთეკის წიგნთსაცავში ინახება (ამ ანბანის შესახებ საკმაოდ ბევრი დაიწერა მაშინდელ ქართულ პრესაში, კერძოდ გაზეთ „დროების“ ფურცლებზე). გარდა ამისა, მამა ლუკა სხვა მნიშვნელოვანი წამოწყებების ორგანიზატორიც გახდათ. მას მხარში ედგა ამავე სოფლის მცხოვრები, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე და ილია ჭავჭავაძის სტუდენტობის მეგობარი ბესარიონ ღოღობერიძე. მათი თაოსნობით სოფელში დაარსდა სასოფლობანკი, იგივე გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობა. მალევე მამა ლუკასა და ბესარიონის თაოსნობით სოფლის კრება ედგა, სადაც სახელმწიფო სკოლის გახსნის აუცილებლობაზე იმსჯელეს. მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აეგოთ ახალი შენობა, სადაც სკოლასთან ერთად სასოფლო ბანკიც განთავსდებოდა. ბჭობისა და კამათის შემდეგ შემო იღობა ნაკვეთი მოძღვრის ეზოსა და სასაფლაოს შორის. მშენებლობა 1877 წელს დაიწყო. აღნიშნულ საკითხს გაზეთი „დროება“ გამოეხმაურა, სადაც ვკითხულობთ: „დიდი ხნის აყალ-მაყალის შემდეგ, ჩვენც მოვახერხეთ ჩვენს სოფელში სასოფლო სკოლისათვის სახლის აგება... დღეს კიდევ მზადა გვაქვს ორ ეტაჟიანი ქვითკირის სახლი სკოლისათვის. გაბედვით შეგვიძლია ვთქვათ, არც ერთს ახლო მახლო სოფელში, არც ერთს იმერეთის საზოგადოებაში, ასეთი სასკოლო სახლი არ მოეძებნება“. წამოწყების ორგანიზატორი ბესარიონ ღოღობერიძე მშენებლობის შესრულებას ვერ მოესწრო, იგი 1879 წლის 6 მარტს ქ. ქუთაისში მოულოდნელად გარდაიცვალა. გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე ქუთაისის საკათედრო ტაძრიდან სოფელში გადმოასვენეს. მის დაკრძალვას ილია ჭავჭავაძეც ესწრებოდა და შესაბამისი სიტყვაც წარმოსთქვა. სკოლის გახსნას ასევე გამოეხმაურა გაზეთი „ივერიაც“, სადაც ვკითხულობთ: „დღემდე ჩვენს სოფელში ჩვენის სიღარიბის გამო არა გვქონდა პირველ დაწყებითი სასწავლებელი... ბოლოს გამოგვიჩნდა ერთი დალოცვილი კაცი, მღვდელი ლუკა ივანეს ძე ჩო- მახიძე, რომელმაც რა შეგვიბრალა, თავის თავზე იკისრა სასწავლებლის გამართვა და კიდეც აასრულა. ამ სასწავლებელს მიუჩინა საკუთარი სახლი. რამოდენისამე ხნის შემდეგ უფ. ჩომახიძემ თავის ფულითვე იყიდა ორ ოთახიანი ლაზათიანი სახლი, მოაწყო სასწავლებელი ავეჯეულობით და იმაში გადაიტანა სასწავლებელი, რომელსაცსოფელი უწოდებს „უსასყიდლოს“, რადგანაც მამა ჩომახიძე უფასოდ ასწავლის. მასწავლებლად თვითონ მამა ჩომახიძე არის. იგი ასწავლის ქართულ წერა-კითხვას, ნუმერაციას. ეხლა ამ სასწავლებელში ითვლება 50 შაგირდი ორივე სქესისა, მათ რიცხვში 35 ვაჟი და 15 ქალი. მამა ჩომახიძემ სასწავლებლის გამართვის გარდა შეადგინა ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი, რათა იაფათ დაუჯინოს სოფელს წიგნები“. საინტერესოა მოძღვრის მისებური მოსაზრება სწავლა-განათლების გავრცელებასთან დაკავშირებით. იგი წერდა: „არც ჩვენში და არც რუსეთში
31-1 საპატრიარქოს უწყებანი N31 24-30 სექტემბერი 2015წ გვ.18
მღვდელი ლუკა ჩომახიძე 1818-1901 (გაგრძელება)
ჯეროვან ყურადღებას არ აქცევენ პროფესიონალურ განათლების საჭიროებას, არა გვსურს გავიცნოთ უცხო ქვეყნებში ამ საგნის მსვლელობა, არ ვცდილობთ რაიმე ნაყოფი გამოვიტანოთ დასავლეთ ევროპის თითქმის ასი წლის გამოცდილებით. ამ გამოცდილებას შეეძლო ჩვენი გამოხსნა და სარგებლობის მოტანა სწავლა-განათლების საქმეში. ჩვენი ახლანდელი ეკონომიური მდგომარეობა და საზოგადოებრივი ცხოვრება გვიჩვენებს, რომ „პროფესიონალური სკოლები“ ჩვენთვის მიუცულებელ საჭიროებას შეადგენს. ამ ასი წლის განმავლობაში ევროპამ პროფესიონალურ სწავლა-განათლების საქმისთვის ბევრი მილიონები დახარჯა. იქ ნათლად დაინახეს, რომ „პროფესიონალურ სკოლას“ არ შეუძლია რაიმე კავშირი იქონიოს საზოგადო განმანათლებელ სკოლასთან. ამასთანავე აღმოჩნდა, რომ არავითარი ხელობის, არავითარი „პროფესიის“ სკოლაში ჯეროვნად შესწავლა არ შეიძლება. უეჭველია, რომ ჩვენმა სკოლამ თავის შეგირდებს უნდა ასწავლოს რაიმე ხელობა ანუ „პროფესია“. სამწუხაროდ, მამა ლუკას სასულიერო მოღვაწეობა ცუდად დამთავრდა. 1883 წლის 2 აპრილს იგი სამართალში მისცეს, რისი მიზეზი სხვადასხვა საკითხები იყო. მაგ.: საეკლესიო ნივთების მითვისება, უპასუხისმგებლო საქციელი, შემოსავალ-გასავლის წიგნების თავის ნებაზე წარმოება, წმ. ნაწილების უპატივცემულობა, ვაჭრობა -- გახსნილი ჰქონდა დუქანი, სადაც ათასი წვრილმანით ვაჭრობდა. გაზეთ „დროებაში“ ნიკო ცაგერეიშვილი მამა ლუკას საქმიანობაზე წერდა: „ს. ჯიხაიში, 18 ივლისი. მინდა რამდენიმე სიტყვა მოგახსენოთ ჩვენი სოფლის ბანკზედ, რომელიც თუ არ ვსცდები ყველაზე პირველი სასოფლო ბანკი იყო ჩვენს გუბერნიაში“. დამაარსებელი ამ ბანკისა იყო განსვენებული ბ. ღოღობერიძე. მისი სიცოცხლის განმავლობაშიკარგად მიდიოდა ჩვენი ბანკის საქმე, რაკი ყურის მგდებელი კარგი ჰყავდა. მოკვდა ღოღობერიძე და მისგან განწყობილი ბანკიც თავზე უპირებს კვდომას... ბანკის გამგებლად არის სამი კაცი: ჩომახიძე, მოსეშვილი და აზნ. რუბენ ღოღობერიძე. ამათში ჩომახიძე განაგებს ბანკის საქმეს მისი დაარსებიდან, ხოლო ეს ორი კი აღმოირჩიეს ამ 1880 წლის მაისში. ის პირი, რომელიც დაღუპვას ემუქრება ჩვენს ბანკს, გახლავთ მღ. ჩომახიძე. ამისი უწესო ქცევა მოკლედ რაში მდგომარეობს: იღებდა გასესხებულ ფულებს ამხანაგების დაუსწრებლად და ბანკის ზანდუკის გასაღების უქონლობის გამო, რომელიც ჰქონდა მეორე ამხანაგს, ინახავდა წინდებში თავის ფულებთან ოთხშაფათამდი (ეს დღე არის დანიშნული კვირაში ბანკის სამუშაო დღედ) და ურიგებდა წევრებს უოთხშაბათოდ, ისიც სად და რანაირად? გამოჰქონდა მარტო ნაწირვებს უანგაროდ გროშები და ურიგებდა ვისაც რამდენი ერგებოდა და თუ სოფელში წასვლა ეჩქარებოდა, მაშინ დაიხმარებდა უცხო პირებს, რომლებსაც აძლევდა მუჭ-მუჭად გროშებს და თვითონ კი უკითხავდა, ვისთვის რამოდენი უნ და მიეცათ! ამგვარის მოქმედებით ადვილად შეიძლებოდა ფულის გადაყოლ-გგადმოყოლა და რა კი, ბანკის წესის ძალით, პასუხი ბანკის ზარალში სამივე ამხანაგებს ერთნაირად მოეთხოვება, ამის გამო ამხანაგებმა, ბევრი უსარგებლო თხოვნის შემდეგ იმაზე, რომ დაანებოს ამ მღვდელმა უწესოდ ქცევას თავი, ზოგმა ვადის გათავებამდის დასტოვა თავის სამსახური და ზოგმა ვადის გათავების შემდეგ. ამნაირად მოიშორა თავიდგან ამ მღვდელმა ოთხი ამხანაგი. ბანკს გარდა, სასოფლო სკოლაც მალე ეღირსებოდა სოფ. ჯიხაიშს, თუ ისევ ეს მღვდელი არ შლიდეს საქმე. თავის დროზე აზნაურმა და გლეხმა ერთბაშად თანხმობა განაცხადეს სკოლის აშენებაზე და, დაწესებული წლიური გადასახადის გარდა, უმეტესმა ნაწილმა მოაწერა ხელი სკოლისათვის ფულის შესაწირავად შეძლებისდაგვარად. ეს განწყობილი საქმე დაშალა მ. ჩომახიძემ. დაუწყო ხალხს ქადაგება, რომ სანამ ის ცოცხალია სკოლა არ იყო ამ სოფელში საჭირო. ხალხზე იმოქმედა ამ მღვდლის სიტყვებმა, რადგან ის ტყუილა უბრალოდ აცდენს ათამდი ყმაწვილს და ხალხს კი ჰგონია, ვითომც და მართლაც ასწავლიდეს ყმაწვილებს. 24 ივნისს იყო ბანკის სხდომა, რომელმაც დააკმაყოფილა მღ. ჩომახიძის სურვილი და დაითხოვა სამსახურიდგან. მის მაგიერ ამ საზოგადო კრებამ ბანკის გამგებლად ერთხმით და უკენჭოდ აირჩია მღ. პეტრე ცაგერეიშვილი. ამ ახალი გამგეობის ხელში, იმედია, უფრო რიგიანად წავა ჩვენი საქმე“. მალე ეს ყველაფერი ეპისკოპოს გაბრიელის ყურამდეც მივიდა. დაიწყო საქმის გამოძიება, რომელიც რამდენიმე წელს გაგრძელდა და საბოლოოდ დამთავრდა იმით, რომ 1887 წლის 22 სექტემბერს მამა ლუკა შტატიდან გადააყენეს და მღვდელმსახურება შეუჩერეს. 1894 წლის 12 ოქტომბერს შეიწყალეს, მსახურება აღუდგინეს, თუმცა შტატში აღარ დაუბრუნებიათ და მხოლოდ პენსია დაენიშნა. მიუხედავად ამისა, მოძღვარი მაინც განაგრ-
31-2 საპატრიარქოს უწყებანი N31 24-30 სექტემბერი 2015წ გვ.19
მღვდელი ლუკა ჩომახიძე 1818-1901 (დასასრული)
ძობდა საზოგადოებრივ საქმიანობას. 1898 წელს მამა ლუკამ ქუთაისში გამოსცა თავისი ლექსების კრებული, სადაც 160 ლექსია შესული. გარდაიცვალა 1901 წლის 26 სექტემბერს. დაკრძალულია თავისსავე სასოფლო სკოლის ეზოში. საფლავზე ეპიტაფია მან წინასწარვე გაიმზადა, სადაც ვკითხულობთ: „კაცთა ცრუთა და მზაკვართაგან ვიყავი შეწუხებული და დაჩაგრული; დავწექი და დავი- ძინე საბნად ქვები დავიხურე; მიწაო, შენგან დავიბადე, შენ მჭამ, რა სამართალია შვილი შეჭამოს დედამა“. მოძღვარი ადრე დაქვრივდა. ჰყავდა ერთი ვაჟი -- ლუკა (1860).
32 საპატრიარქოს უწყებანი N32 8-14 ოქტომბერი 2015წ გვ.18
მღვდელი პეტრე კუცია 1870-1951 /1953
მღვდელი პეტრე ფილიპეს ძე კუცია 1870 წელს ქუთაისის გუბერნიაში, სენაკის მაზრის სოფ. ეწერში მედავითნე ფილიპე ზაქარიას ძისა და სუსანა გიორგის ასულ კუციების ოჯახში დაიბადა. ჰყავდა დედმამიშვილები: ზაქარია (1875, მისი მეუღლე თებრონია გლახას ასული (1885); თებრონია (1884); ევდოკია (1886). დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი. მალევე ჯვარი დაიწერა ელპიდე ეგნატეს ასულზე (1880). წლების განმავლობაში პეტრე სოფლის სკოლაში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა, 1908 წელს ფოთში არსებულ სპეციალურ კომისიას გამოცდები ჩააბარა და მიიღო უფლება ხელდასხმაზე. 1908 წლის 21 ნოემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 30 ნოემბერს მლვდლად დაასხა ხელი და ეწერის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში განამწესა. 1913 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1916 წელს სკუფია უბოძეს. 1922 წლის ივნისში კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს ისევ ეწერის ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. 1928 წელს ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა ალექსიმ (გერსამია) სუჯუნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად და სუჯუნის ოლქის მთავარხუცესად დანიშნა. 1929 წელს კამილავკა ეწყალობა. 1934 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. XX ს-ის 30-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც სამღვდელოების დიდმა ნაწილმა მასიურად მიატოვა მსახურება და საერო სამსახურში ჩადგა, ხოლო ნაწილი დახვრიტეს ან გადაასახლეს მღვდელი პეტრე კუცია კვლავაც განაგრძობდა მლვდლობას და წლების განმავლობაში თითქმის მარტოს უხდებოდა ყველაფერთან ჭიდილი. სუჯუნის ოლქში აღარ დარჩა არც ერთი მოქმედი ეკლესია. საეკლესიო ზარების ხმა და მოძღვრის ქადაგება მხოლოდ სუჯუნის ტაძარშიღა ისმოდა. 1935 წლის ნოემბერში ჭყონდიდის საეპარქიო საბჭოს გადაწყვეტილებით, სუჯუნის ტაძარში საეკლესიო წესების შესასრულებლად დროებით უშტატო ეპისკოპოსი იოანე (ფანცულაია) მიავლინეს, რომელიც იმ პერიოდში უსამსახუროდ იყო და ადგილს ითხოვდა. თითქოს ყველაფერი კარგად უნდა წარმართულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მეუფე იოანესა და მღვდელ პეტრეს შორის ურთიერთობა თავიდანვე ვერ შედგა, რაც ასახულია კიდეც 1936 წლის 16 იანვარს მოძღვრის მიერ უწმინდეს კალისტრატესადმი (ცინცაძე) გაგზავნილ წერილში: „წარსული წლის 27 ნოემბერს დეკანოზ იოანე ბობოხიძის მოწერილობით მომევლინა სუჯუნაში ყოვლადსამღვდელო ეპისკოპოსი იოანე ფანცულაია, შემდეგი ცნობებით: ყოვლადსამღვდელო ფანცულაია ცოტა ხნით დარჩება შენთან, შეასრულებს ყოველივე მღვდელ- თმოქმედებას, გარდა სამღვდელოთ ხელდასხმისა და მალე ჭყონდიდის ეპარქიის ეპისკოპოსი გახდებაო. მე რაც შემეძლო სიხარულით და პატივისცემით შევეგებე, როგორც ეპისკოპოს ეკადრებოდა. პირველ კვირას მოითხოვა წირვა, მე ერთი ხელი შესამოსი მაქვს, ჩემი შესამოსელით შეიმოსა და ისე წირა, რაც ეპისკოპოს არ ეკადრება. შემდეგ კვირეებში სულ მან მოინდომა წირვა და მე კი გარედ დავრჩი უწირავად; სადაგ დღეებში თუ ვწირავ, თორემ კვირას და დღესასწაულებში ყოველთვის მან უნდა შეასრულოს წირვა. ბოლოს მეც იძულებული დავრჩი და საწყენიც უთხარი, რაც არ ეკადრებოდა; ვერ მოვითმინე, რადგანაც ხსენებულ ეკლესიის არსებობას შევსწირე ჩემი თავი, არ დავიშურე ჩემი ქონება და რაც მქონდა, ყოველიფერი დავკარგე, დამხმარე არავინ მყავდა და ეხლა სულის მეტი არაფერი არ გამაჩნია. ეხლა უკანასკნელად სარწმუნო წყაროდან გავიგე, რომ ყოვლადსამღვდელო ფანცულაია ჭყონდიდის ეპარქიის ეპისკოპოსად არ ყოფილა მიჩენილი, არამედ მას თვითონ უთხოვნია ჭყონდიდის ეპარქიის მთავარხუცესობა. ჭყონდიდის ეპარქიაში არის მხოლოდ ორი მოქმედი ეკლესია: ფოთში და სუჯუნაში. რაც შეეხება მთავარხუცესობას, 1928 წლიდან მე ვიყავი სუჯუნის ოლქში. ამისათვის, უმორჩილესად გთხოვთ, არც მე შემიყვანოთ შეცდომაში; მართლა ყოვლადსამღვდელო ფანცულაიაა ეხლა ჭყონდიდის ეპარქიის ეპისკოპოსი? თუ არის, სი-
32-1 საპატრიარქოს უწყებანი N32 8-14 ოქტომბერი 2015წ გვ.19
მღვდელი პეტრე კუცია 1870-1951 /1953 (გაგრძელება)
მართლე მეცნობოს და მეც დავემორჩილები თქვენი უწმინდესობის განკარგულებას და ვემსახურები საკადრისად. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ იგი მართლა მთავარხუცესად არის დანიშნული და შემოჭრილია ჩემთან უფროს მღვდლად, იმ შემთხვევაში, ჩემი გავლილი გაჭირვება -- მრავალგზის დატუსაღება, 1929 წელში გადასახადების მითითება და ყოველი ჩემი საარსებო ქონების ჩამორთმევა ხსენებული ეკლესიის არსებობისათვის და, ბოლოს, ასეთი პირადი ჩემი დამცირება, მოთმინებას არ მომცემს და ეს საქმე ბოლოს სასიამოვნოდ არ დარჩება“. 1936 წლის 17 იანვარს უწმიდესმა კალისტრატემ ამ წერილს ასეთი რეზოლუცია დაადო: „ეცნობოს მამა პეტრე კუციას, რომ ყოვლადსამღვდელო იოანე არ არის დანიშნული არც ჭყონდიდლად და არც მთავარხუცესად. სუჯუნის ეკლესიაში მას ყოვლადსამღვდელოს შეუძლია წირვა მხოლოდ მამა კუციასთან შეთანხმებით. წესების შესრულებაც სუჯუნის სამრევლოში უნდა ხდებოდეს მამა კუციასთან შეთანხმებითვე. გაეგზავნოს მამა კუციას ყოვლადსამღვდელოსათვის მიცემული მანდატის პირი, -- ცნობისათვის და სახელმძღვანელოდ“. როგორც ამ წერილიდან ირკვევა, მღვდელ პეტ- რეს დიდი უბედურება და მრავალი გაჭირვება გადაუტანა. გარდა ამისა, რაღაც სნეულებამ მისი ცოლშვილიც იმსხვერპლა. მარტოდ დარჩენილმა ძმისშვილი იშვილა და იმას ზრდიდა. მოძღვარი არაერთხელ გააკულაკეს, ჩამოართვეს ქონება, დაემუქრნენ, ანაფორა გაეხადა და მღვდლობა მიეტოვებინა. ტკბილი სიტყვითაც არაერთგზის უცდიათ მისი დაყოლიება: „მასწავლებელი კაცი ხარ, გაიპარსე წვერი, გაიხადე ანაფორა და კარგ ადგილზე დაგნიშნავთო“, მაგრამ მოძღვარი არ შეუშინდა მუქარას და უშიშრად აგრძელებდა ღვთისმსახურებას და ქადაგებას. ჩუმად დადიოდა ოჯახებში და ბავშვებს ნათლავდა, მიცვალებულებს აპატიოსნებდა. იგი რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული. მათ შორის, უკანასკნელად 1936 წლის 3 ივნისს მცირე ხნით დაატუსაღეს. 1944 წლის 25 თებერვალს სუჯუნის წმ. გიორგის ეკლესიის მრევლი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) თხოვდა: „დღემდე ხსენებულ ეკლესიაში ბინადრობენ მეზღვაურნი და დღეს კი ეკლესია გაცლილია იმათგან, ამისთვის უმორჩილესად გთხოვთ, რადგან ნებადართულია ყოველივე მღვდელმოქმედება, გთხოვთ, დაგვიბრუნოთ ეკლესია და სანამ იგი მოეწყობა და გამშვენდება, მანამდის დღეიდან უბრძანოთ მთავარხუცესს, ჩვენს მღვდელს პეტრე კუციას, შეგვისრულოს ჩვენ და ვისაც დასჭირდება ყოველივე მღვდელმოქმედება იქ, სადაც საჭიროება მოითხოვს“. ამ თხოვნის შედეგად მამა პეტრეს ოფიციალურად დართეს ნება, მოსახლეობაში ემსახურა, მაგრამ სუჯუნის ტაძარი ოფიციალურად არ გახსნილა. მოძღვარი ქუთაისის მწვანეყვავილას მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიას მიაწერეს, სადაც პერიოდულად ჩადიოდა წირვა-ლოცვაზე დასასწრებად და საზიარებლად, ასევე მირონის წამოსაღებად. მოძღვრის ასეთი გააქტიურება ბევრს არ მოსწონდა, ალბათ საყვედურებიც უთხრეს სუჯუნის საბჭოს იმდროინდელ თავმჯდომარეს, სოფლის სპეტაკ კომუნისტად წოდებულ ქალბატონ ქსენია ჩაგანავას. ალბათ სათანადო იდეოლოგიური მუშაობის შესუსტებად მიიჩნიეს ის, რომ სოფელში კიდევ აღმოჩნდნენ ეკლესიის გახსნის მოსურნენი. ქსენია ჩაგანავამაც არ დააყოვნა და გზაზე მიმავალი მოხუცი მოძღვარი სოფლის აქტივისტ კომკავშირლებს დააჭერინა და სახალხოდ, შარაგზაზე საკუთარი ხელით გაკრიჭა წვერი. როგორც ამ მოვლენის შემსწრენი ყვებიან, მოხუც მამა პეტრეს ქსენიასთვის უთქვამს: „ამ წვერის მადლს და ძალას განეკითხოს შენი თავიო“. ქსენია და მისი მოდგმა მართლაც დაისაჯა ღვთისაგან სასტიკად. გარდა ამისა, ხელისუფლებამ მოძღვარს უზომო გადასახადები შეაწერა, რისი გადახდაც მას არ შეეძლო. 1944 წლის 30 ნოემბერს მღვდელი პეტრე საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანს, იოსებ ბესარიონის ძე სტალინს წერდა: „მე ვარ ღარიბ ოჯახში დაბადებული, რადგანაც მამაჩემი ღარიბი იყო, მან ვერ შესძლო პატრონობა ჩემი და ცოტაოდენი შევისწავლე და ვეკურთხე მღვდლად; ვმსახურობდი სუჯუნის წმ. გიორგის ეკლესიაში. 1938 წლის ბოლოს თავი დავანებე მსახურებას, ვინაიდან აუტანელი გამიხთა მძიმე გადასახადის გადახდა. 1943 წელს თქვენმა მამობრივმა სიყვარულმა ნება დართო სარწმუნო-
32-2 საპატრიარქოს უწყებანი N32 8-14 ოქტომბერი 2015წ გვ.20
მღვდელი პეტრე კუცია 1870-1951 /1953 (დასასრული)
ების აღდგენა და გამოიცა თქვენ მიერ ბრძანება, სადაც შესაძლო იყო, აღედგინათ ეკლესიები და დაეწყოთ სარწმუნოებრივი ნათვლა და სხვადასხვა საჭირო მღვდელმოქმედება. სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქმა კალისტრატემ 1943 წლის 31 დეკემბრიდან დამავალა, შემესრულებინა მორწმუნეთათვის მღვდელმოქმედებითი მსახურება. თანახმად მისის უწმიდესობის მოწერილობისა, ამა წლის იანვრის ნახევრიდან დავიწყე ნათვლა ჩემს ოჯახში, ვინაიდან ეკლესიის შენობა დღესაც მოწყობილი არ არის. ვინც მომიყვანდა ჩემ სახლში ბავშვს, ვნათლავდი. აბაშის რაიფინგანისათვის მიცემული მქონდა ცნობა, რომ ჩემი თვიური შემოსავალი 1000 მანეთს არ აღემატებოდა. ამ შემოსავლიდან ვიძენდი ობლიგაციას და 1550 მანეთს თვიურად უგზავნიდი საკათალიკოზო საბჭოს. აბაშის რაიფინგანმა დამაწერა საშემოსავლო გადასახადი 50458 მანეთი და სამხედრო 17042 მანეთი, სრულიად 607500 მანეთი. მე ვარ უკიდურეს მდგომარეობაში, არავითარი საშუალება არა მაქვს, ძლიერ მოხუცებული ვარ, 74 წლისა, ვცხოვრობ ერთი თვალი კუხნა სახლში, მარტოდ; არა მყავს არავითარი პირუტყვი, ვარ მე-2 ჯგუფის ინვალიდი, მეურნეობასთან კავშირი არა მაქვს სისუსტის გამო. ამისთვის, გთხოვთ, ინებოთ მამობრივი მოწყალება ჩემზედ და გამათავისუფლოთ ასეთი აუტანელი გადასახადისაგან“. ჩვენთვის უცნობია, წაიკითხა თუ არა სტალინმა ეს წერილი. ერთი რამ ფაქტია 1945 წლის 25 იანვარს საქსახკომსაბჭოს საქმეთა მმართველი ს. როსტიაშვილი მართლმადიდებელი ეკლესიების საქმეთა საბჭოს რწმუნებულს საქართველოში კ. ქადაგიშვილს უგზავნის მამა პეტრე კუციას თხოვნას მისი საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხის შესახებ. თავის მხრივ, 1945 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს სსრ ფინანსთა სახალხო კომისარიატმა განიხალა მამა პეტრესა და სხვა მოძღვართა წერილები მძიმე გადასახადებთან დაკავშირებით და დაადგინა: „1944 წელს შეწერილი 990 000 მანეთის ნაცვლად მღვდელმა კუციამ გადაიხადოს 15 000 მან, ხოლო 1945 წელს მისი გადასახადი 9 600 მან. განისაზღვროს“. საბუთს ხელს აწერს საქართველოს სსრ ფინანსთა სახალხო კომისარი კ. ციმაკურიძე და საგადასახადო განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ნ. გეგეშიძე.
1950 წლის 25 მაისს მიტროპოლიტ ეფრემის (სიდამონიძე, შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ჩანაწერებში, რომელიც იმ პერიოდში ქუთაის-გაენათის, ჭყონდიდისა და მარგვეთის ეპარქიებს განაგებდა, მოქმედი სამღვდელოების რიგებში მღვდელი პეტრე კუცია არ იხსენიება. როგორც მისი ახლობლები იხსენებენ, მოძღვარი 1951 ან 1953 წლებში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე კი, სავარაუდოდ, იგი მოხუცებულობის გამო პენსიაზე გავიდა და აღარ მოხვდა ოფიციალურ სიებში. დაკრძალულია სუჯუნის თემის სოფ. ეწერის საზოგადო სასაფლაოზე.
33 საპატრიარქოს უწყებანი N33 15-21 ოქტომბერი 2015წ გვ18
მღვდელ-მონაზონი გრიგოლი (ბარძიმაშვილი) 1865 – 1913
მღვდელ-მონაზონი გრიგოლი, ერისკაცობაში გიორგი ბარძიმაშვილი, 1865 წლის 2 თებერვალს თბილისის გუბერნიაში, თბილისის მაზრაში, სოფ. სართიჭალაში სახაზინო გლეხ მიხეილ და მარიამ ბარძიმაშვილების ოჯახში დაიბადა. სასწავლებელში არ უსწავლია. ქორწინებაში არ ყოფილა. 1892 წლის 16 მარტს თბილისის ფერისცვალების სახელობის მონასტერში მორჩილად განამწესეს, საიდანაც 1894 წლის 12 აგვისტოს მონასტერში ხშირად არ ყოფნის გამო დაითხოვეს. 1895 წლის 10 იანვარს გიორგი ბარძიმაშვილი გორის ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე) რომელიც ასევე ზედაზნის მონასტრის წინამძღვარი გახლდათ, თხოვნით მიმართავს: „მაქვს სურვილი ვიცხოვრო მონასტერში. გთხოვთ, დამრთოთ ნება თქვენდამი რწმუნებულ ზედაზნის მონასტერში მიღებულ ვიქნე მორჩილის შტატში. ამასთანავე, წარმოვადგენ დოკუმენტებს: 1) დაბადების მეტრიკულ ცნობას; 2) ცნობას ჩემი და ჩემი წინაპრების ყმობიდან გათავისუფლების შესახებ“. სამწუხაროდ, მორჩილი გიორგი ვერც ზედაზნის მონასტერს შეეწყო და აქედანაც, ამავე წლის 2 ივნისს, იგივე მიზეზის გამო დაითხოვეს. 1897 წლის 23 იანვარს ალავერდის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) ალავერდის მონასტრის საძმოში განამწესა. 1897 წლის 30 აპრილს საქართველოს ეგზარქოსის კანცელარიიდან ხირსის მამათა მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ლეონიდეს (ოქროპირიძე) წერდნენ: „ეგზარქოს ვლადიმერის (ბოგოიავლენსკი) რეზოლუციის თანახმად, თბილისის გუბერნიის, თბილისის მაზრის, სოფ. სართიჭალის მცხოვრები ალავერდის მონასტრის მორჩილი გიორგი ბარძიმაშვილი მიღებულ იქნა სასულიერო უწყებაში. ამასთან დაკავშირებით, გეძლევათ ნებართვა, აღკვეცოთ ბერად ხსენებული მორჩილი ბარძიმაშვილი და აცნობოთ ამის შესახებ კანცელარიას“. 1897 წლის 5 მაისს არქიმანდრიტმა ლეონიდემ იგი ბერად აღკვეცა და სახელად გრიგოლი უწოდა. 1897 წლის 22 მაისს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა. 1897 წლის 10 სექტემბერს ქვათახევის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. 1899 წლის 4 იანვარს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტერში უშტატო წევრად მიიღეს და დაევალა ბე– თანიის ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში მედავითნედ მსახურება. ამავე წლის 25 ოქტომბერს მორჩილის შტატში მიილეს. 1900 წლის 1! მაისს ბერ-დიაკვნის შტატში დაადგინეს. 1903 წლის 12 თებერვალს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) მღვდლად დაასხა ხელი და მცხეთის წმ. ჯვრის სახელობის მონასტერში განამწესა. 1904 წლის 11 თებერვლიდან ამავე წლის 23 1 სექტემბრამდე საეკლესიო წესე- ბის დარღვევის გამო შეჩერებული ჰქონდა მღვდელმსახურება. 1905 წლის 7 მარტს ქვათახევის მონასტერში განამწესეს და ნება დართეს მღვდელმსახურებისა. აქედან მოყოლებული, ვიდრე 1910 წლის 19 მაი–- სამდე, მლვდელ-მონაზონ გრიგოლზე სინოდალურ კანტორაში ინფორმაცია არ მოიპოვება. მის შესახებ ცნობას ვხვდებით გაზეთ „ივერიაში“ 1905 წლის თებერვლის ბოლოს, სადაც ვკითხულობთ: „მღვდელმონაზონ გრიგოლ ბარძიმაშვილს წალკის სოფელ წინწყაროს ბერძნის ბერძენოვის სახლში უნახავს ორი ძველის-ძველი, ტყავზე ხუცურად ნაწერი სახარება. ბერძენოვი სახარებებს თურმე ას თუმნად აფასებს“. 1910 წლის 19 მაისს მლვდელ-მონაზონი გრიგოლი სწერს სინოდალურ კანტორას, რომ ის მსახურობს გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერზე მიწერილ ხაშმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის მონასტერში და ითხოვს ექვსთვიან შვებულებას ყარსის ოლქში, რადგანაც მას მოკვლით ემუქრებიან და საქართველოში დარჩენა სახიფათოა მისი სიცოცხლისათვის. ამავე წლის 24 მაისს მისცეს უფლება, საცხოვრებლად გადასულიყო წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში. 18 ივნისს კვლავ ითხოვს შვებულებას, ექვსი თვით რუსეთში ან თერთმეტი თვით პალესტინაში გამგზავრებისათვის. 23 ივნისს ნება დართეს ყარსის ოლქში გამგზავრებაზე. იგი 3 ივლისს გავიდა თბილისიდან და 6 ივლისს უკვე ყარსშია, სადაც სასტუმრო „ევროპაში" შეჩერდა. 13 ივლისს გაემგზავრა ალექსანდრეპოლში, მაგრამ პოლიციის ცნობით, მამა გრიგოლი იქ აღარ მისულა. მასზე გამოცხადდა ძებნა. როგორც შემდეგ წლებში გაირკვა, მღვდელ-მო- ნაზონმა გრიგოლმა 1911-1912 წლებში იმოგზაურა პალესტინაში და წმინდა მიწაზე უნებართვოდ, პასპორტის გარეშე. 1912 წლის ბოლოს დაბრუნდა
33-1 საპატრიარქოს უწყებანი N33 15-21 ოქტომბერი 2015წ გვ19
მღვდელ-მონაზონი გრიგოლი (ბარძიმაშვილი) 1865 – 1913 (გაგრძელება)
საქართველოში და წმინდა სინოდის განჩინებით, რადგანაც ის არ დაემორჩილა ბრძანებას და თვითნებურად იმოგზაურა და თანაც მთელი ამ სამი წლის განმავლობაში დადიოდა საერო ტანისამოსით, აუკრძალეს მღვდელმსახურება და 1913 წლის 20 თებერვალს მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ შუამთის ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში განამწესეს. ამავე წლის 10 მარტს მან დატოვა მონასტერი. მეორე დღეს შუამთის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ნესტორი (ყუბანეიშვილი) წერილს აგზავნის სინოდალურ კანტორაში: „მღვდელ-მონაზონი გრიგოლი მოვიდა მონასტერში ამა წლის 20 თებერვალს და იყო აქ 10 მარტამდე. 9 მარტს მან გამომიცხადა, რომ უნდა თბილისში წასვლა და ითხოვდა ბილეთს, რაზედაც უარი ეთქვა, რადგანაც მას სინოდალურმა კანტორამ აუკრძალა მონასტრიდან გასვლა. მან განაცხადა, რომ უკმაყოფილოა კანტორის გადაწყვეტილებით და თანაც ავადმყოფობს და უნდა გამოცხადდეს სასულიერო მთავრობაში და ითხოვოს უკეთესი ადგილი. მან აქ მოსვლისთანავე განაცხადა, რომ არის ავადმყოფი, იშვიათად გამოდიოდა კელიიდან, გარდა იშვიათი გამონაკლისისა და იქცეოდა წესიერად. ამასთან, მან არ იცის რამდენი ხნით გამოგზავნეს და სადამდე აქვს აკრძალული მღვდელმსახურება, ამიტომ ითხოვს ცხოვრებისეულ სახსრებს“. ამ წერილზე სინოდალურმა კანტორამ მამა ნესტორს შემდეგი პასუხი მისწერა „საქმის ხელახალი გადახედვის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მღვდელმონაზონმა გრიგოლმა, გაფრთხილების თანახმად, რომ მას ჩამოერთმეოდა ხარისხი დაუმორჩილებლობის შემთხვევა ში და მაინც თვითნებობს, კიდევ ერთხელ მიეცეს უკანასკნელი გაფრთხილება, თუ ის არ მოიშლის თვითნებურ საქციელს და არ დაემორჩილება მონასტრის წინამძღვარს, საერთოდ ჩამოერთმევა მღვდლის ხარისხი. მოუწოდებს მას დაბრუნდეს მონასტერში და შეასრულოს ყველა ის მორჩილება, რასაც წინამძღვარი განუწესებს“. მამა გრიგოლი შუამთაში დაბრუნდა. 1913 წლის 1 აგვისტოს მან კვლავ დატოვა მონასტერი და გაემგზავრა გაურკვეველი მიმართულებით. ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდა მონასტერში და ამავე წლის 9 აგვისტოს დაუდგენელმა პირებმა მონასტერში მყოფი მამა გრიგოლი სიცოცხლეს გამოასალმეს. როგორც ჩანს, მამა გრიგოლის გაფრთხილება მოკვლით მემუქრებიანო, მართლაც აღსრულდა. მკვლელები მთელი ოთხი წლის განმავლობაში ეძებდნენ ხელსაყრელ მომენტს მის მოსაკლავად. სამწუხაროდ, საბუთებში არ ჩანს, თუ რის გამო მოხდა ეს საზარელი დანაშაული. მის შესახებ შუამთის ბერების დაკითხვის შემდეგ სხვადასხვა ვერსია გამოიკვეთა, მაგ.: მღვდელ-მონაზონ იოსების (ლაგაზიშვილი) გადმოცემით, მამა გრიგოლმა შუამთის მონასტერში ყოფნისას რამდენჯერმე მოიპარა ქათმები და კვერცხები; სხვა ბერის გადმოცემით, ქვათახევის მონასტერში ყოფნის ' დროს მას გაულახავს მონასტრის წინამძღვარი; კიდევ სხვა შემთხვევაში მას მონასტრიდან მოუპარავს ცხენი და თბილისში გაუყიდია. ჰქონია ურთიერთობა ყაჩაღებთან და ხშირად აკითხავდა მათ. ბოლოს მა თი ურთიერეთობა შელაპარაკებაში გადაზრდილა, რის შემდეგაც მას მოკვლით დამუქრებიან. სწორედ ამიტომ ითხოვდა ის რუსეთში ან პალესტინაში წასვლას, რათა იქ დამალულიყო.
34 საპატრიარქოს უწყებანი N34 22-28ოქტომბერი 2015წ გვ.18
"დეკანოზი ზაქარია მჭედლიძე 1864-1949
დეკანოზი ზაქარია სვიმონის ძე მჭედლიძე 1864 წლის 14 იანვარს ქუთაისის გუბერნიაში, სოფ. სვირ– ში, მლვდლის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. სწავლა სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. მეოთხე კურსიდან მიატოვა სწავლა და სამშობლოში დაბრუნდა. ჯვარი დაიწერა მინადორა ნიკიფორეს ასულ ხუსკივაძეზე (18.08.1868) და შეეძინა ექვსი შვილი: იოანე (1.05.1889, 1914 წელს დაამთავრა მოსკოვის სამედი– ცინო უნივერსიტეტის ფაკულტეტი, თავდაპირველად იყო სამხედრო ექიმი, პარაზიტოლოგი, მალარიოლოგი, ქ. ბათუმის სამალარიო სადგურის მთავარი ექიმი. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის აჭარაში მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის განხორციელებაში. მან ბათუმში ჩამოაყალიბა ენტომოლოგიური სამსახური და აქტიურად ნერგავდა პარაზიტოზების გამომწვევთა და გადამტანთა გასანადგურებელ მეთოდებს და საშუალებებს. 1930 წელს იგი გააგზავნეს საფრანგეთსა და იტალიაში ტროპიკული მედიცინის შესასწავლად. 1937 წელს რეპრესირებულ იქნა), ლუბა (2.02.1891, პედაგოგი), ნინო (19.07.1897), ელიზბარი (8.08.1902), რუსუდანი (28.09.1906), ვიქტორი (5.09.1908). 1888 წლის 22 მაისს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა და ბეჩოს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში განამწესა. 1889 წლის 15 მარტს მღვდლად დაასხა ხელი და ფხუტრერის მთავარანგელოზთა ეკლესიაში დაადგინა. 1890-1900 წლებში ოლქის სამღვდელოების მხრიდან იყო საეპარქიო სხდომაზე დამსწრე დეპუტატი. 1891 წლის 28 აგვისტოდან 1895 წლის 20 მარტამდე სვანეთის ოლქის სასულიერო გამომძიებელია. 1893 წლის 26 ივნისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1894 წლის 16 ივნისს ჟახუნდრის წმ. გიორგის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1895 წლის 20 მარტიდან 1902 წლის 7 მარტამდე ლაშხიეთის ოლქის მთავარხუცესია. 1896 წლის 27 ივნისს სკუფია უბოძეს. 1896 წლის 18 სექტემბრიდან 1897 წლის 5 ივლისამდე შეთავსებით იყო ოყურეშის ოლქის მთავარხუცესიც. 1897 წელს მონაწილეობა მიიღო რუსეთის იმპერიის მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში, რის გამოც ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა. 1898 წლის 1 სექტემბრიდან 1902 წლის 7 მარტამდე ლაშხეთის სამინისტრო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგია. 1900 წელს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში გამწესებული სარევიზიო კომისიის წევრია. გამოიკვლია სასწავლებლის ეკონომიური მდგომარეობა. 1900 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1902 წლის 7 მარტს იმერეთის ეპარქიაში, სოფ. ამაღლების მაცხოვრის ამაღლების ეკლესიაში გადაიყვანეს. 1902 წლის 26 აგვისტოდან 1912 წლის 1 სექტემბრამდე ამაღლების ორკლასიანი სკოლის გამგე და საღვთო სჯულის პედაგოგია. 1904 წლის 25 აგვისტოდან 1914 წლის 9 მარტამდე ვანის ოლქის სამღვდელოების სულიერი მოძღვარია. 1906 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1909 წლის 1 სექტემბრიდან 1914 წლის 9 მარტამდე ამაღლების სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგეა. 1912 წლის 6 მაისს წმ. ანასIII ხარისხის ორდენი უბოძეს. 1912 წელს გაზეთი „შინაური საქმეები“ წერდა: „სოფ. ამაღლებაში საბოლოოდ დაიხურა მეორე კლასიანი სამრევლო სასწავლებელი, რომელიც აგერ 14 წელიწადია არსებობდა ამ სოფელში. რატომ? რა მიზეზია? ამ კითხვებზე კაცი პასუხს არ იძლევა და მიცემაც გასაჭირია, მართალი რომ ვსთქვათ, თავის დროზე ხალხმა 2000 მან., ექვსი ქცევა და ნახევარი საუკეთესო ადგილიც შესწირა, მიენდო სასულიერო მთავრობას, ეხლა კი სასულიერო მთავრობამ ეს ნდობა ვერ გაამართლა და ხალხი პირღია დატოვა. ვინ არის ამაში დამნაშავე. უმაღლესი მთავრობა, ე. ი. უწ. სინოდთან არსებული სამოსწავლო საბჭო? სრულებით არა. არამედ ისევ ახლო-მახლო ბატონ-პატრონები -– მამა პაშკევიჩი და მისი პროტეჟე, იმერეთის საეკლესიო სკოლების მეთვალყურე ავერკიევი, რომელსაც საეკლესიო სკოლების და მისი მნიშვნელობის იმდენივე გაეგება, რამდენიც მე და შენ, მკითხველო, ჩინეთის იმპერატორების სასახლის საიდუმლოების. ბ. ავერიკიევმა პირველი თავის გამოსვლა სახალხო განათლების სარბიელზე პირველხარისხოვანი საეკლესიო სკოლების გაუქმებით აღნიშნა და რა იქნება შემდეგ, ამას დიდი წინასწარმეტყველება არ უნდა... ხალხი მეტად დააღონა ამ ამბავმა, მაგრამ თავი მაინც არ დაუკარგავს. იგი უკვე შეუდგა ექვსკლასიან სამოქალაქო სკოლის გახსნის თადარიგს... მანამ კი მის ჭეშმარიტ მოძღვარს, მამა ზაქარია მჭედლიძეს, სკოლის ყოფილ გამგეს, არ სძინავს, რომ სკოლაზე შეჩვეულ ხალხს გული არ გაუგრილდეს და სწავლა-განათლებას სულ თავი არ მიანებოს, მან გახსნა კერძო მესამე ხარისხის სამინისტრო სკოლა, სადაც თვითონ პირადათაც იმუშავებს, როგორც დიდი ხნის გამოცდილი პედაგოგი და სოფლის კეთილდღეობაში დაინტერესებულ პირებსაც დაიხმარს საყვარელ სამწყსოს საკეთილდღეოდ. ეჭვი არ არის, რომ მ. მჭედლიძეს ხელმძღვანელობით და მეთაურობით ამაღლებლები მალე დაიარსებენ სამოქალაქო სასწავლებელსაც“. 1912 წლის 15 ოქტომბრიდან 1914 წლის 9 მარტამდე მამა ზაქარია ზეინდარის სახალხო სამინისტრო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგია. 1913 წლის 9 დეკემბერს ხონის მთავარანგელოზთა ტაძარში დაინიშნა. 1914 წლის 17 იანვარს ეკლესიასთან არსებულ ერთკლასიან სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ დაადგინეს. 1914 წლის 1 თებერვალს ხონის ერთკლასიანი ქალთა სკოლის საღვთო სჯულის
34-1 საპატრიარქოს უწყებანი N34 22-28ოქტომბერი 2015წ გვ.19
"დეკანოზი ზაქარია მჭედლიძე 1864-1949 (გაგრძელება)
მასწავლებლად დაინიშნა. 1914 წლის 4 ოქტომბერს ხონის ვაჟთა პროგიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად განამწესეს. 1916 წელს მლვდელი ზაქარია პირველ მსოფლიო ომში სამხედრო კაპელანად წავიდა და სამხრეთის ფრონტზე ქ. ყარსში მსახურობდა. 1917 წელს გაზეთი „საქართველო“ მოძღვრის შესახებ წერდა: „ჩვენ ჩაგვივარდა ხელში მეტად საინტერესო დოკუმენტი, რომელიც აშკარად ახასიათებს იმ დამოკიდებულებას რომელიც არსებობს რუსის სამღვდელოებასა და საქართველოს ეკლესიას შორის. ეს დოკუმენტი წარმოადგენს კოპიოს იმ დადგენილებისას, რომელიც გამოიტანა კავკასიის სამხედრო უწყების სამღვდელოების საბჭომ 17 მაისს, 1917 წელს. ამ საბჭოს დადგენილებით, ყარსის დროებით ჰოსპიტალის მღვდელი მ. ზაქარია მჭედლიძე დათხოვნილ იქმნა სრულებით და უადგილოთ სამსახურიდან, რადგანაც მ. ზაქარია მჭედლიძემ 19 მარტს 1917 წელს მღვდელმსახურების დროს არ მოიხსენია საქართველოს ეგზარხოსი და მის ნაცვლად მოიხსენია საქართველოს პატრიარქ-კათოლიკოსის მოსაყდრე, როგორც უზენაესი მმართველი საქართველოს ეკლესიისა, თანახმად 12 მარტის აქტისა. 19 მარტიდან მრავალი თვე გავიდა. გამოვიდა დროებითი მთავრობის აქტი, რომლითაც საქართველოს ეკლესია თავისუფალია. საქართველოს უკვე ჰყავს თავისი კათოლიკოს-პატრიარქი და ყველა ქართველ მღვდელს არამც თუ ნება აქვს, არამედ პირდაპირ მოვალეა და პასუხისმგებელი მღვდელმსახურების დროს მოიხსენიოს არა ეგზარქოსი, არამედ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. მამა ზაქარია მჭედლიძე კი ისევ დასჯილია და სამხედრო სამღვდელოების საბჭოს დადგენილება ისევ ძალაშია. როგორც ჩვენ გავიგეთ, მამა ზაქარია მჭედლიძეს თვითონაც აღარ სურს თავის ძველს ადგილზე სამსახური და ამ დღეებში თხოვნით მიმართავს ქართველ სამხედრო უწყებას დაეთმოს მოძღვრის ადგილი ერთ-ერთ ქართულ პოლკში“. 1920 წელს უკვე დეკანოზის წოდება აქვს და ცხუმაფხაზეთის ეპარქიაში, გაგრის წმ. იპატის სახელობის ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. პროფესორი ჯემალ გამახარია თავის წიგნში „აფხაზეთი და მართლმადიდებლობა“ დეკანოზ ზაქარიას აფხაზეთში მოღვაწეობის შესახებ წერს: „აქ მსახურობდა დეკანოზი ზაქარია მჭედლიძე, რომელიც კლიმატოლოგიური სადგურის ხელმძღვანელობისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისადმი მტრულად განწყობილი სხვა ძალების (სახლების მეპატრონე შენგელია და სხვ.) გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და მათი წაქეზებით ქალაქის თვითმართველობის გაუქმებას მოითხოვდა“. 1921 წლის 1-5 სექტემბერს, როგორც ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის დელეგატი, ესწრებოდა გელათში გამართულ საქართველოს სამოციქულო ავტოკე- ფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მესამე საეკლესიო კრებას. XX ს-ის 20-იან წლებს შუა დეკანოზი ზაქარია ქუთაისში სახლდება და საფიჩხიის სასაფლაოს მაცხოვრის ამაღლების ტაძრის წინამძღვრად ინიშნება. = ს 1936წლის 1 მარტს გამწარებული მოძღვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) წერდა: „უმორჩილესად პატივი მაქვს მოვახსენო თქვენს უწმიდესობას, რომ 25-ს ამა თვეს ღამით ავაზაკებმა გასტეხეს რწმუნებული ჩემდამო ეკლესია და წაიღეს შემდეგი ნივთები: წმ. ანტიმინსი (წმ. ნაწილები ავტ.), ტრაპეზის ქვა და შესამოსელი ტილო, ზევითა ფარჩის, მისივე ტილოს სახურავი, ორი სელის სკამი, პირსახოცი, გარდამოხსნის საბურავი ფარჩისა, ლახვარი, სხვა წვრილმანი. ვინ იცის, კიდევ რამდენ ნივთებსაც არ გაიტაცებდნენ, რომ დროზე არ გაეგოთ სასაფლაოს დარაჯებს. ეს გარემოება ეცნობა ქუთაისის სისხლის სამართლის მილიციას 26 თებერვალს, საქმე #15, რაზედაც უფროსის თანაშემწის ცინიკური პასუხი მივიღე: „ვერ გააშეშა ღმერთმა ავაზაკებიო“. ეს მე-13 შემთხვევაა ჩემი ეკლესიის გაძარცვისა, რაზედაც თავ-თავის დროზე ეცნობა მილიციას, მაგრამ არც ერთხელ მათ თავი არ შეუწუხებიათ“. ამავე წლის 2 მარტს უწმინდესმა კალისტრატემ ამ მოხსენებას შემდეგი მინაწერი გაუკეთა: „სამწუხაროა ფაქტიც და ხელისუფლების წარმომადგენლის შეუფერებელი პასუხიც! თუ ითხოვენ, წმ. ოდიკი დაეთმოს უსასყიდლოდ“. 1943 წლიდან დეკანოზი ზაქარია თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად და კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის მეორე მღვდლად დაინიშნა. 1944 წლის 4 ივლისს შეროზიას ქ. 5-ში მცხოვრები მოხუცებული მოძღვარი საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებულ საეკლესიო კომიტეტის თავმჯდომარეს წერდა: „ორი წელიწადია, რაც განვიცდი დიდ და აუტანელ გაჭირვებას ბინის უქონლობის გამო. ამ დროის განმავლობაში ვცდილობდი ბინის შოვნას, მაგრამ ამაოდ. მიხდებოდა ბინადრობა ისედაც ვიწრო ბინების პატრონებთან, ისიც არა ხანგრძლივად, არამედ დროულად. ვგრძნობ, ვაწუხებ ყველას, მაგრამ ამას მაიძულებს გარემოება. გთხოვთ, შეიწყნაროთ და მიიღოთ მხედველობაში ჩემი ეგრეთი გაჭირვებული მდგომარეობა და მომაქციოთ ყურადღება, როგორც მოხუცებულს (80წ.) და მასთანვე დაავადებულს. აღძრათ შუამდგომლობა თბილისის ბერიას რაიონულ საბჭოსთან მომეცეს 14-16 კვ. მ.
34-2 საპატრიარქოს უწყებანი N34 22-28ოქტომბერი 2015წ გვ.20
დეკანოზი ზაქარია მჭედლიძე 1864-1949 (დასასრული)
საცხოვრებელი ბინა და მით მომცეთ საშუალება უკანასკნელად მოსვენებული ცხოვრებისა. სრული იმედნეული ვარ თქვენ მიერი თხოვნით შეიწყნარებთ, როგორც შვილადმი კეთილ მზრუნველი მამა“. დეკანოზ ზაქარია მჭედლიძე მოგონებები შემოგვინახა მისმა შთამომავალმა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიატრიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გიორგი ნანეიშვილმა: „მამაჩემის ბაბუა (დედის მამა),) ზაქარია მჭედლიძე (1862-1949) სასულიერო პირთა ცნობილი საგვარეულოს შთამომავალი გახლდათ. ის იყო ქართველი საეკლესიო მოღვაწის, წმინდანად შერაცხული სიმონ მჭედლიძის ახლო ნათესავი. ჩვენს ოჯახში, ტრადიციულად, უამრავი სასულიერო ლიტე- რატურა ინახებოდა. სხვათა შორის, ამ წიგნების უმრავლესობა მამაჩემს შესანახად მიაბარა მისმა უწმინდესობამ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძემ). XX ს-ის 40- იან წლებში, მოგეხსენებათ, ეკლესიას დევნიდნენ და ამ წიგნებს განადგურება ელოდა. II მსოფლიო ომი რომ დაიწყო, მამაჩემი ფრონტზე გაიწვიეს. 1941 წლის 27 ივნისს, უკანასკნელი გამოცდის ჩაბარების შემდეგ, სამი მეგობარი: გიგა მაქარაშვილი, გივი კობახიძე და ბიძინა ნანეიშვილი კომისარიატში გამოცხადდნენ. სამხედრო ეშელონი ფრონტზე 6 ივლისს გადიოდა. გამგზავრების წინ მეგობრები მამაჩემის ბაბუას, დეკანოზ ზაქარია მჭედლიძეს ესტუმრნენ. მოხუცი დეკანოზი შვილიშვილსა და მის მეგობრებს დაჰპირდა, კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს შეგახვედრებთო. გიგა მაქარაშვილმა, ახალგაზრდული მაქსიმალიზმითა და ათეისტური იდეებით გამსჭვალულ მა, საპატრიარქოში მისვლაზე უარი განაცხადა, მამაჩემი და მეორე მეგობარი კი მისმა უწმინდესობამ მიიღო. ახალგაზრდებს გადაწყვეტილი ჰქონდათ (ალბათ, ათეისტური აღზრდის გავლენით), ხელზე არ მთხვეოდნენ პატრიარქს, მაგრამ... „როდესაც ოთახში შემოვიდა «ულამაზესი თეთრწვერა მოხუცი, რომელიც სიწმინდესა და დიდ სულიერ ძალას ასხივებდა, მე ჩემდაუნებურად დავიხარე და ხელზე ვემთხვიეო, იგონებდა მამაჩემი. კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა ახალგაზრდები და გზა დაულოცა ბრძოლის ველზე“. 1999 წლამდე დეკანოზი ზაქარია თბილისის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში მსახურობდა. გარდაიცვალა 1949 წლის 16 სექტემბერს. დაასაფლავეს 20 სექტემბერს კუკიის წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე.
35 საპატრიარქოს უწყებანი N35 29ოქტომბერი-4ნოემბერი 2015წ გვ.16
დეკანოზი ლევან ზაქარიაშვილი და წილკნის საკათედრო ტაძრის მდგომარეობა 1920-1950-იან წლებში
დეკანოზი ლევან ვასილის ძე ზაქარიაშვილი 1878 წელს თბილისის გუბერნიაში, დუშეთის მაზრის სოფელ წილკანში მედავითნის ოჯახში დაიბადა. 1899 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარიის ორი კლასი. 1899 წლის 9 ოქტომბერს ბაქოს გუბერნიაში, კურინი კოსის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1901 წლის 24 თებერვალს ელიზავეტოპოლოს გუბერნიაში, ტერტერის ეკლესიაში გადაიყვანეს, სადაც ამავე წლის 5 მაისამდე იმსახურა. ამავე წლის 24 მაისს ბორჯომის წმინდა ოლღას სასაფლაოს ეკლესიის დიაკვნად გამოარჩიეს. სათანადო მომზადებისა და გამოცდების ჩაბარების შემდეგ, 1901 წლის 11 ივლისს გორის ეპისკოპოსმა კირიონმა (საძაგლიშვილი) დიაკვნად აკურთხა. 1902 წლის 9 აპრილს თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ეკლესიაში გადაიყვანეს. 1904 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) მღვდლად დაასხა ხელი და საინგილოში, კახის წმინდა გიორგის ეკლესიის მეორე მღვდლად დანიშნა. 1905 წელს კახის ქალთა სკოლის გამგედ დაადგინეს. 1905 წლის 15 ოქტომბერს კახის ორკლასიანი სასწავლებლის საღვთო სჯულის
35-1 საპატრიარქოს უწყებანი N35 29ოქტომბერი-4ნოემბერი 2015წ გვ.17
დეკანოზი ლევან ზაქარიაშვილი და წილკნის საკათედრო ტაძრის მდგომარეობა 1920-1950-იან წლებში (გაგრძელება)
მასწავლებლად დაინიშნა. 1907 წლის 21 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1907 წლის 13 აგვისტოდან კახის ეკლესიის წინამძღვარია. 1908 წლის დეკემბერში ' საქართველოს ყველა კუთხეში ჩატარდა აკაკი წერეთლის მოღვაწეობის 50 წლისადმი მიძღვნლი საიუბილეო საღამოები. ერთერთი ასეთი საღამო, სოფ. კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაშიც გაიმართა, სადაც მონაწილეთა შორის მღვდელი ლევან ზაქარიაშვილიც იხსენიება. 1910 წლიდან მამა ლევანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრია. 1911 წლის 2 ნოემბერს წყნეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში გადაიყვანეს და წყნეთის დაწყებითი სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1915 წლის 23 ივლისს სკუფია უბოძეს. 1916 წლის 23 დეკემბერს კამილავკა ეწყალობა. 1921 წლის ოქტომბერში წილკნის ეკლესიის მეორე მღვდლად დაინიშნა. 1923 წლის მარტში წილკნის ტაძრის წინამძღვრად დაადგინეს. 1923 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით მასობრივად დახურეს ეკლესიები. რამდენიმე თვის შემდეგ ხელისუფლებამ ეკლესიას ნება დართო, ტაძრები კვლავ გაეხსნათ. 1924 წლის 31 იანვარს მამა ლევანმა მოახერხა და ეკლესია ახლიდან დაარეგისტრირა, რის შემდეგაც იგი კვლავ ამოქმედდა. სწორედ ამ ხელახალი გახსნის შემდეგ მიითვისეს წილკნის საკათედრო ტაძრიდან იქ დაცული ძვირფასი ნივთები და სამკაულები. 1921 წელს სახალხო კომისარიატთან შეიქმნა „სამუზეუმო სიძველეებისა და ხელოვნების ძეგლთა დაცვის სექცია“ და ამ დროიდან საქართველოს კულტურის ძეგლებს სახელმწიფო იცავდა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფო არ იდგა მოწოდების სიმაღლეზე. ამ საზოგადოების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 1923-1924 წლებში ანტირელიგიური კამპანიის დროს. საზოგადოებაში გაერთიანებულმა მეცნიერებმა და საზოგადო მოღვაწეებმა მიზნად დაისახეს შემორჩენილ სიძველეთა თავმოყრა და შენარჩუნება მათი კვლევისა და დაცვის საბაბით. ამ მიზნისათვის მათ ყველა რაიონში ჰყავდათ თავიანთი რწმუნებული. 1926 წელს დაიწყეს ინფორმაციის შეგროვება, თუ რა ნივთები იყო გადარჩენილი და დაცული ეკლესიებში და მოთხოვნები დაუგზავნეს ტაძრის წინამძღვრებს, რომელთაც სთხოვეს, წარმოედგინათ წერილობითი მოხსენებები. 1926 წლის 2 თებერვალს წილკნის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ლევან ზაქარიაშვილი დუშეთის მაზრის რწმუნებულს წერდა: „თანახმად თქვენის მოწერილობისა ამა 1926 წელს, 19 იანვარს, #14, მაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ წილკნის საკათედრო ტაძრიდგან 1924 წლის 16 მარტს შეფებმა: კ. ჯაფარიძემ და ა. კუჩეროვმა წაიღეს შემდეგი განძეულობა: 1) თორმეტი ოქროს ბრასლეტი; 2) ერთი ოქროს ძეწკვი; 3) თოთხმეტი ზატის ოქროს საყურე; 4) ექვსი ბორჯღლიანი ღილი ოქროსი; 5) ოთხი დიდი თვლიანი ჯვრები ვერცხლისა; 6) ცამეტი ბროშკა და შუბლის ქინძისთავი ოქროსი; 7) ორმოცდაჩვიდმეტი კალიცო და ბეჭედი ოქროსი; 8) გულის ტილო, რომელზეც იყო ასხმული მარგალიტი, ჯვრები და ბეჭდები; 9) ოცდასამი წყვილი ბალის ოქროს საყურე; 10) ხუთი წყვილი თვლებიანი ოქროს საყურე; 11) ერთი ვერცხლის კოვზი; 12) თერთმეტი ჯვარი თვლიანი ოქროსი, მარგალიტის ძეწკვებით; 13) ცხრამეტი ოქროს პატარა ჯვარი; 14) შვიდი მანეთი და 50 კაპიკი ვერცხლის ფული; 15) რუსული დიდი სახარება ვერცხლისა, 3/4 არშია;
16) დიდი ბარძიმ-ფეშხუმი, თავისი კოვზით ვერცხლისა; 17) პატარა ბარძიმი კოვზით, ვერცხლისა; 18) ვერცხლის კულა; 19) კოვზი ვერცხლისა; 20) ოთხი ვერცხლის ფიალა; 21) ვერცხლის თეფში; 22) ვერცხლის დიდი ტრაპეზის ჯვარი; 23) ეპისკოპოზის ვერცხლის პანაგია; 24) ოქროს პატარა გული; 25) სამი შუბლის ქინძისთავი ოქროსი; 26) ეპისკოპოზის კვერთხი, ვერცხლისა; 27) ორი ვერცხლის ბეჭედი; 28) სამი ვერცხლის კანდელი. აქ ხსენებული ნივთები გაიყიდა თუ არა, არ ვიცი და აგრეთვე, თუ რას მოხმარდა, არც ის; რადგანაც მე ამის შესახებ არავითარი წერილობითი ცნობა არა მაქვს. მხოლოდ გამოვიდა ამბავი, რომ სულ ნივთები დაფასდა ოცდაცხრამეტ თუმნამდისო, დაახლოებით 390 მანეთი“. თავის მხრივ, 1926 წლის 11 თებერვალს დუშეთის მაზრის რწმუნებული გიორგი მოზდოკელი საქართველოს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს წერდა: „დამატებით ჩემი მოხსენებისა, 5 ამა თებერვლის, #517, ამასთანავე ერთად წარვადგენ მოხსენებას სოფ. წილკნის ეკლესიის მღვდლის ლევან ზაქარიაშვილისას, 2 ამა თებერვლიდან, #8, ხსენებული ეკლესიიდან განძეულობის გატანის შესახებ და დაურთამ, რომ როგორც ადგილობრივ გამოირკვა, წილკნის შეფები ყოფილან თბილისის „გრუზჩეკიდან“. საბოლოოდ უცნობია, თუ რა ბედი ეწია ამ ნივთებს. ფაქტი ერთია,ისინი ეკლესიისთვის არავის დაუბრუნებია. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი დაცული იყოს ხელოვნების მუზეუმში. 1928 წლის 19 თებერვალს წილკნის ეპარქიის | ოლქის მთავარხუცესი, მლვდელი ლევან ტლაშაძე
35-2 საპატრიარქოს უწყებანი N35 29ოქტომბერი-4ნოემბერი 2015წ გვ.18
დეკანოზი ლევან ზაქარიაშვილი და წილკნის საკათედრო ტაძრის მდგომარეობა 1920-1950-იან წლებში (გაგრძელება)
ეპისკოპოს პავლეს (ჯაფარიძე) აწვდის გარკვეულ ინფორმაციას თავის ოლქში არსებული ტაძრებისა და იქ მომსახურე მღვდლების შესახებ და აღნიშნავს, რომ ზოგიერთმა მათგანმა მიაწოდა ცნობები, ხოლო ოლქის დანარჩენმა სამრევლოებმა ჯერჯერობით არ ისურვეს ინფორმაციის მოწოდება. იგი წერდა: „მთავარ მიზეზად ვთვლი უამინდობას, მაგრამ მაინც კვლავაც პასუხს სრულიად არ იძლევა ხოლმე წილკნის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ლევან ზაქარიაშვილი და ახალდაბის მღვდელი იოსებ პავლიაშვილი, რაც შეეხებათ დანარჩენებს, რა მოგახსენოთ". როგორც ამ წერილიდან ირკვევა, წილკნის ტაძარი ჯერ კიდევ მოქმედია. სავარაუდოდ, წილკნის საკათედრო ტაძრის დაკეტვა XX ს-ის 20-იანი წლების ბოლოს უნდა მომხდარიყო, რისი თქმის საფუძველსაც ეს წერილი იძლევა. 1931 წლის 20 იანვარს სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო სინოდის მიმართ გაგზავნილ წერილში წილკნელი ეპისკოპოსი ალექსი (გერსამია) შემდეგნაირად გადმოგვცემს წილკნის ეპარქიის მძიმე მდგომარეობას: „1930 წლის ბოლოს დაიხურა | ოლქი, რადგან არც ერთი მღვდელი აღარ არის ამ ოლქში“. წილკნის ტაძარი | ოლქს ეკუთვნოდა და როგორც წერილიდან ჩანს, აღარ მოქმედებდა ეკლესია. ამ ფაქტს ადასტურებს მეორე წერილიც, რომლსაც 1931 წლის 17 თებერვალს წილკნის ტაძრის სამრევლო საბჭო კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) უგზავნის: „მის უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ქრისტეფორეს! სოფ. წილკნის ღვთისმშობლის ტაძრის სამრევლო საბჭოს წევრთა მოხსენება: წილკნის ტაძარი წარმოადგენს ძველ ისტორიულ ძეგლს, რის გამოც იგი აღებულია სიძველეთა ხელოვნების და ბუნების ძეგლთა დაცვის განყოფილების აღრიცხვაზე და მიკრული იყო ტაძრის კედელზე ამის შესახებ ფირფიტა ზედწარწერით, რომ იგი უნდა იყვეს ჯეროვნულად დაცული-შენახული. მიუხედავად ამისა, ეს ფირფიტა ამ ერთი წლის წინათ ვიღაც ბოროტმოქმედებმა აგლიჯეს. ეხლა კიდევ ადგილობრივ აღმასკომის თავჯდომარემ გამოგვიცხადა, რომ ხსენებული ტაძრის ერთი ნაწილი მან უნდა გამოიყენოს ტუსაღების დასამწყვდევად და მოგვთხოვა ამ ნაწილის მისთვის დათმობა. ტაძრის კედლები დახატულია ძველი მხატვრობით და თუ მართლა ერთი ნაწილი ტაძრისა ჩამოგვართვეს, მხატვრობას ზიანი მიეყენება, რაიც, ეჭვი არ არის, მავნებელი იქნება ისტორიული ძეგლისათვის. მოვახსენებთ რა ამას თქვენს უნეტარესობას, გთხოვთ, იშუამდგომლოთ, ვისთანაც ჯერ არს, აღნიშნული ტაძრის გაფუჭებისაგან დასაცავად. ამის შესახებ ჩვენ გვაქვს მიცემული განცხადება განსახკომის სიძველეთა, ხელოვნების და ბუნების ძეგლთა დაცვის განყოფილებისათვის“. საბუთს ხელს აწერდა წილკნის ტაძრის სამრევლო საბჭოს წევრი სიკო ნავუაშვილი, და რადგანაც მან წერა არ იცოდა, მის მაგიერ ხელს აწერს ტაძრის მედავითნე და ასევე საბჭოს წევრი თეიმურაზ ლაშაური. თავის მხრივ, საკათალიკოსო სინოდმა იმსჯელა ამ საკითხზე და ამავე წლის 23 თებერვალს საქართველის სსრ განსახკომის სიძველეთა, ხელოვნებისა და ბუნების ძეგლთა დაცვის განყოფილებას შემდეგი მოხსენება გაუგზავნა: „ს. სინოდმა მიიღო ცნობა, რომ წილკნის ტაძრის სამრევლო საბჭოს გამოეცხადა ადგილობრივ აღმასკომის თავჯდომარის მიერ, რომ ტაძრის ერთი ნაწილი მას სჭირდება სატუსაღოდ, და ტაძრის გასაღებიც მოუთხოვნია. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული ტაძარი ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს; ტაძარში სატუსაღოს მოწყობა უდრის მის კედლის მხატვრობის დაღუპვას და შინაგან სახის შეცვლას. აღნიშნულისა გამო, ს. სინოდი გთხოვთ, მიიღოთ სასწრაფო ზომები ხსენებული ისტორიული ტაძრის დასაცავად. ს. ს. საკათ. სინოდის წევრი მიტროპოლიტი კალისტრატე“. სამწუხაროდ, შემდეგ გვერდებზე აღარ არის მითითებული, თუ რით დამთავრდა ეს მიმოწერა, თუმცა ფაქტია, რომ დეკანოზი ლევანი არ იხსენიება ამ წერილში. უადგილოდ დარჩენილი დეკანოზი ლევანი XX ს-ის 30-იან წლებში თბილისში ერთ-ერთ თეატრში მთარგმნელ-გადამწერად იწყებს მუშაობას. შემდეგ წლებში მეგარდერობედაც მუშაობდა. 1944 წელს ხელისუფლებამ ნება დართო ეკლესიას, ოფიციალურად განეახლებინათ მსახურება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით დეკანოზი ლევანი წილკანში ბრუნდება. შემორჩენილია საინტერესო წერილი, რომელიც მის წილკანში დაბრუნებას უკავშირდება. 1944 წლის 20 სექტემბერს წილკნელი ეპისკოპოსი ტარასი (კანდელაკი) კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს წერდა: „თქვენო უწმიდესობავ, მაკურთხეთ! როგორა ბრძანდებით და როგორ გიკითხოთ? კარგა ხანია, რაც აღარაფერი გამიგია თქვენი. გუშინ დეკ. ლევან ზაქარიაშვილი იყო ჩემთან. იმ დროს მოვიდა, როდესაც კვეთაზედ ვიდექი და გადმომცა თქვენი პაკეტი. არც დრო იყო და თითონაც ჩქარობდა, რომ მეკითხა რამე და გზაზედ იდგნენ, თავისი ცოლით. გზა დაულოცე და წავიდნენ. ვთხოვე, მალე მომწეროს დაწვრილებით, როგორ გარემოებაშია ეკლესია და როგორ მიგიღებენ. ხვალ ტაძრის დღეობა აქვს და მგონი ხალხი გახარებულები დაესწრებიან. დიდი ხანია ნატრობდნენ ეკლესიის გახსნას, რასაკვირველია, წირვა არ ექნება, მაგრამ პარაკლისები და ნათლობები კი იქნება. ერთი პროფესორი იყო აქ და მითხრა: ხმა დადის თბილისში, რომ რუსეთის პატრიარქი უნდა მცხეთაში აკურთხონო, რამდენად მართალია, არ ვიცი. გუთელ ეპისკოპოზ იოანესსაებრ ხომ არ მოხდება?! აქ საუბარია რუსეთის პატრიარქად ალექსი /-ის (სიმანსკი) კურთხევაზე. როგორც ცნობილია, პატრიარქი სერგი გარდაიცვალა 7944 წლის 15 მაისს. ომის გამო, ახალი პატრიარქის არჩევა რამდენიმე თვე ვერ მოხერხდა. საბოლოოდ, /945 წლის 2 თეპბერვალს აირჩიეს მიტროპოლიტი ალექსი, რომლის ინ-
35-3 საპატრიარქოს უწყებანი N35 29ოქტომბერი-4ნოემბერი 2015წ გვ.19
დეკანოზი ლევან ზაქარიაშვილი და წილკნის საკათედრო ტაძრის მდგომარეობა 1920-1950-იან წლებში (დასასრული)
ტრონიზაცია მოხდა /945 წლის 4 თებერვალს. ხოლო ზემოთ ნახსენები პროფესორი კი გახლავთ ანდრია აფაქიძე (შემდგომში აკადემიკოსი), რომლიც მაში6 არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა მცხეთაში, კერძოდ არმაზში -- გ. მ.,, მოვიცლი როდისმე და გიახლებით მე დღესასწაულისათვის. გთხოვთ, გამოატანოთ ქვითრები, რომლებიც თქვენთან არის. ერთი ქვითრით, რომელიც მიცემული მაქვს და დავიწყებიათ ჩაწერვა, მეორეთ მთხოვენ და მინდა უჩვენო ბანკის ქვითარი. ბრძანდებოდეთ მშვიდობით და კარგად. მარად თქვენი კეთილის მდომელი, მდაბალი ეპ. ტარასი. მინადორას ამბავს მანდ პირადად მოგახსენებთ, როცა გნახამთ“. წილკანში დაბრუნებულ დეკანოზ ლევან ზაქარიაშვილს სოფელში მცხოვრები მოხუცებული ადამიანები ასე იხსენებენ: „დეკანოზ ლევანს ბოლოს თვალის ჩინი წაერთვა, მაგრამ მაინც აღასრულებდა საეკლესიო წესებს. მას ზეპირად ცოდნია ბევრი ლოცვები. იმდროინდელი კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) რამდენჯერმე ამოსულა წილკანში მამა ლევანთან. მას შეეძლო ნებისმიერ თემაზე საუბარი, ჰქონდა საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა, როგორც სასულიერო, ისე საერო შინაარსის. მოძღვარი შეძლებისდაგვარად უვლიდა წილკნის საკათედრო ტაძარს, უფრთხილდებოდა თვითოეულ ღირებულ ნივთს, იცავდა ძვირფასეულობას, მისი წყალობით ბევრი ნივთი გადარჩა და დღეს ხელოვნების მუზეუმში ინახება“. 1950 წელს შედგენილ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებისა და მოძღვართა ჩამონათვალში იგი კვლავ იხსენიება მოქმედი სამღვდელოების რიგებში. 1954 წლის 1 აგვისტოს კი უკვე ამოღებულია სიიდან. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, XX ს-ის 50-იანი წლების დასაწყისში მამა ლევანს გარდაეცვალა მეუღლე და უსინათლოდ დარ- ჩენილი მოძღვარი შვილმა, გიორგიმ, კახეთში, სოფელ ხირსაში წაიყვანა, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა. გარდაიცვალა იქვე და დასაფლავებულია ხირსის სასაფლაოზე.საფლავზედი დი ჯვარი დგას. ჰყავდა მეუღლე -- ოლღა მათეს ასუ- ლი (15.01.1880) და შვილები: მართა (1898), ვახტანგი (1901), შალვა (15.12.1902), გიორგი (30.03.1905), არჩილი (9.05.1908),| აკაკი (18.03.1912),) თამარი (16.05.1914).
36 საპატრიარქოს უწყებანი N36 5-11ნოემბერი 2015წ გვ.18
ბახველი ქიქოძეების სამღვდელო ოჯახი | ნაწილი
„გურიის დედაქალაქ ოზურგეთიდან რომ აღმოსავლეთით, ქუთაისის მთავარი ქუჩით წახვიდეთ, დუაბზუს საზოგადოებას გაივლით და ერთი საათის სიარულის შემდეგ სოფ. ბახვში შეხვალთ. ეს ბახვი არის სამშობლო იმ გვამისა, რომელიც გახდა ამ ჩვენი მცირე შრომის საპატიო საგნად და რომლის ცხოვრების აღწერის ღირსი გაგვხადა ჩვენ ღმერთმა. სოფ. ბახვი დიდია. ის განიყოფება სამ ნაწილად: ზედა ბახვად, შუა ბახვად და ქვედა ბახვად. გაბრიელის სამშობლო შუა ბახვია“ ასე იწყებს თავის წიგნს „გაბრიელი ეპისკოპოსი იმერეთისა (მისი დრო, ცხოვრება და მოღვაწეობა)“ მღვდელი მელიტონ სპირიდონის ძე კელენჯერიძე და საკმაოდ ვრცლად და დეტალურად მოგვითხრობს წმინდა მლვდელმთავრის ცხოვრება-მოღვაწეობას, თუ რა როლი ითამაშა მან XIX ს-ის ქართული ეკლესიის ისტორიაში და რა დამსახურება მიუძღვრის მას მთელ დასავლეთ საქართველოში სარწმუნოების განმტკიცებაში. შესავალ ნაწილში მოკლედ არის მოთხრობილი მისი წინაპრების შესახებ და ჩვენი მიზანია, ცოტა მეტი ინფორმაცია გადმოგცეთ ამ დიდებული კაცის ოჯახის შესახებ. გერასიმე -– პაპის პაპა; იოსები -პაპის მამა; გიორგი -– პაპა. სწორედ ამ გიორგიდან გვინდა დავიწყოთ. როგორც საეკლესიო საბუთებიდან ირკვევა, იგი დაბა– დებული ყოფილა 1746 წელს გურიის სამთავროში, სოფ. ბახვში, აზნაურის ოჯახში. აღუზრდია საირმის მონასტრის არქიმანდრიტ ლაზარეს (აფაქიძე) და უსწავლებია მისთვის წიგნი, წერა და მცირედ გალობა. დიაკვნად უკურთხებია შემოქმედელ მიტროპოლიტ ნიკოლოზს (გურიელი, კათედრას განაგებდა 1717-1777 წლებში), ხო ლო მღვდლად დაასხა ხელი დასავლეთ საქართველოს კათოლიკოზმა მაქსიმემ (აბაშიძე, მწყემსმთავრობდა 1776-1795 წლებში, აქედან მხოლოდ პირველი ხუთი წელი იყო იმერეთში, დანარჩენი პერიოდი გაატარა ექსორიობასა და ელჩობაში. იყო განდევნილი აღმოსავლეთ საქართველოში, 1781-1784 წლებში, ხოლო 1784 წელს გაიგზავნა ელჩად რუსეთში და იქიდან ცოცხალი აღარ დაბრუნებულია -–- გ. მ.) აქედან გამომდინარე ვასკვნით, რომ გიორგი ხელდასხმულია XVIII ს-ის 70–იან წლებში. XVIII ს-ის 80-იან წლებში მამამისი, მღვდელი გიორგი, მთელი ოჯახით თურქების შიშიანობის გამო გურიის სამთავროდან სამეგრელოში გადასახლდა, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ბერად აღიკვეცა და სახელად გერასიმე ეწოდა. 1826 წელს იგი ჭყონდიდის ეპარქიაში, ნამარნევის წმ. იოანე ნათლისმცემლის მო–- ნასტრის საძმოში იხსენიება. მისი ვაჟი გახლდათ მღვდელი მაქსიმე, მამა წმ. გაბრიელ ეპისკოპოსისა, რომელიც 1779 წელს დაიბადა. პატარა მაქსიმე სასწავლებლად მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში, არქიმანდრიტ ლაზარეს (აფაქიძე) მიაბარეს აღსაზრდელად. აქ მან საფუძვლიანად შეისწავლა წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი. 1800 წელს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ბესარიონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა. 1802 წლის სექტემბერში მღვდლად დაასხა ხელი. 1807 წელს მამა მაქსიმე გურიაში, სოფელ ბახვში, მშობლიურ სახლში დაბრუნდა და ბახვის ტაძარში დაინიშნა. მან მალევე გაითქვა სახელი, როგორც პატიოსანმა და დაუზარელმა მოძღვარმა. ამავე წელს იგი გურიის მთავარმა მამია V გურიელმა კარის მოძღვრად წაიყვანა. ოზურგეთის კარის წმ. მარინეს ეკლესია 1816 წელს აშენდა, და 1835 წელს განახლდა. 1820 წლის სექტემბრიდან ეს ტაძარი გურიის დროებითი სასამართლოს შენობაში იყო განთავსებული. 1812 წელს მამა მაქსიმე ბრინჯაოს ჯვრით დაჯილდოვდა. იგი ასევე დაჯილდოებული იყო პატარა სამხედრო მედლით და სამოქალაქო მთავრობისაგან პენსიის სახით წელიწადში 150 მან. ეძლეოდა, რადგან მამა მაქსიმე პერიოდულად ასრულებდა საეკლესიო წესებს ოზურგეთში მდგარი რუსი სამხედროებისთვის. ჰყავდა მეუღლე -–– მარიამ დგებუაძე და შვილები: მლვდელი იოანე (1803), ბასილი (1806-1893, სქემმონაზონი ბესარიონი), მღვდელი ათანასე (1809-1892), დეკანოზი სვიმონი/ფირანი (1823-1891) და გერასიმე (1825-1896, წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი). მღვდელი მაქსიმე ქიქოძის გარდაცვალების წელი უცნობი გახლდათ. ამჟამად მოძიებული საეკლესიო საბუთების თანახმად დადგინდა, რომ იგი 1841 წელს აღესრულა, თუმცა დღემდე უცნობია მისი საფლავის ადგილმდებარეობა: „მაქსიმეს საფლავი თვით გაბრიელს უძებნია და ვეღარ უპოვია; ეტყობა, დიდი გვამებიც ცდებიან, ქვეყნისა და ათასი გლახაკ-გაჭირვებულის ჭირისუფალმა მღვდელმთავარმა თავის მამას და დედას უბრალოქვაც ვეღარ დაადვა გულზე და ვერ დაკრძალა მათი საუკუნო განსასვენელი!“ -– წერს მელიტონ კელენჯერიძე თავის ნაშრომში ეპისკოპოს გაბრიელზე.
მღვდელი მაქსიმეს ვაჟები: მღვდელი იოანე
–- დაიბადა 1803 წელს. წერაკითხვა, საღმრთო ისტორია და საეკლესიო ტიბიკონი მამია გურიელის კარის ეკლესიაში, თავის მამასთან ისწავლა. 1825 წელს ჯუმათელმა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (შერვაშიძე) დიაკვნად აკურთხა. 1827 წლის სექტემბერში მღვდლად დაასხა ხელი და ბახვის ყოვლად- წმინდა ლვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში განამწესა. 1864 წელს იგი ისევ ბახვის ტაძრის მოძღვარია და ამავე წლის 25 აპრილს სკუფიით დაჯილდოვდა.
36-1 საპატრიარქოს უწყებანი N36 5-11ნოემბერი 2015წ გვ.19
ბახველი ქიქოძეების სამღვდელო ოჯახი | ნაწილი (გაგრძელება)
ეპისკოპოს გაბრიელის ცხოვრებაში მოყვანილია იღუმენ გრიგოლის (ჩხაიძე) მოგონება მეუფის მოწყალე ხასიათზე, სადაც ის ასეთ ამბავს იხსენებს: „ერთხელ არფიანკები (იმ დროს არფიანკებს ეძახდნენ ბოშებს და მათ ცირკს -– გ. მ.) ჩამოვიდენ ეზოში. ბატონის ძმამ, ივანე მღვდელმა იწყინა და გაყრა დაუპირა. ბატონმა უთხრა ძმას: „შენ რა იცი! ერთი ქვეყანაა, იქ მაგ ხელობით რჩება ხალხიო“. ამოიღო ერთი მანეთი და გამატანა“. როგორც ამ წერილიდან ირკვევა, მლვდელი იოანე სიცოცხლის ბოლო წლებში ქუთაისში, მეუფეს გვერდით იმყოფებოდა და სავარაუდოდ, საკათედრო ტაძარში მსახურობდა. ალბათ ამიტომაც მისი საფლავი გელათის მონასტრის ეზოშია, როგორც ამას დეკანოზ მელიტონ კელენჯერიძე გადმოგვცემს თავის წიგნში. იოანეს დარჩა ერთი ვაჟი -– გრიგოლი. სქემმონაზონი ბესარიონი, ერისკაცობაში -- ბასილი 1806 წელს დაიბადა. სიყრმიდანვე ნამარნევის მონასტერში თავის პაპასთან იზრდებოდა, სადაც შეისწავლა წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. პაპის გარდაცვალებისთანავე მორჩილი ბასილი ათონის მთაზე გაემგზავრა. ეს შემდეგნაირად მოხდა: მისი მეზობელი იერუსალიმის მოსალოცად გაემგზავრა, ხოლო როდესაც უკან ბრუნდებოდა, გზად ათონის მთაზე შეიარა. იქ მამა ბენედიქტეს (ქიოტიშვილი) შეხვდა, რომელმაც იგი ბერად აღკვეცა. როდესაც საქართველოში დაბრუნდა, მრავალ რასმე ჰყვებოდა თავისი სულიერი მოძღვრის წმინდა „ცხოვრების შესახებ. მსმენელთა შორის ახალგაზრდა ბასილიც იყო, რომელმაც მოისურვა ათონზე მოძღვართან გამგზავრება. ბასილი ქუთაისში ჩავიდა, პასპორტი აიღო, შემდეგ ფოთიდან კონსტანტინეპოლისკენ მიმავალ გემს გაჰყვა. გემზე ბასილმა ერთი სომეხი ვაჭარი გაიცნო. როდესაც მან მისი სურვილისა და ხელმოკლეობის შესახებ შეიტყო, ურჩია ტრაპიზონის ფაშასთვის ეთხოვა დახმარება, რომელიც ქრისტიანებს ფრიად წყალობდა. მართლაც, ბასილი ფაშას სასახლეში ეწვია. როდესაც შევიდა, ფაშა აღმოსავლური წესის მიხედვით ფეხმორთხმული იჯდა. ბასილმა მოკრძალებით თავი დაუკრა, მიუახლოვდა და დივანს ემთხვია, რომელზეც ფაშა იჯდა. თუ რატომ არ ემთხვია იგი ფაშას ხელზე ან მუხლზე, შემდგომში იგი ასე პასუხობდა: „ქრისტიან კაცი როგორ უნდა ვმთხვეოდი ხელზე ან მუხლზე თურქსო“. ფაშამ ბრძანა, მისთვის 180 ლევი მიეცათ, რაც იმ დროისათვის დიდი თანხა იყო. 1835 წელს ბასილი ათონის მთაზე ჩავიდა. მამა ბენედიქტემ ფრიად გაიხარა, როდესაც შეიტყო, რომ ახალგაზრდა მორჩილს სასულიერო განათლება მიღებული ჰქონდა და გალობაც შეეძლო: „დიდი ხანია მსურდა მოწაფესთან ერთად განმარტოებით მეცხოვრა, მაგრამ ქართველი ვერავინ ვნახეო“. ისინი საცხოვრებლად წმ. ილია წინასწარმეტყველის სენაკში გადავიდნენ, სადაც მალე მამა ბენედიქტემ იგი დიდ სქემაში აღკვეცა და სახელად ბესარიონი უწოდა. მათ ერთად 27 წელი იცხოვრეს. სქემმლვდელ-მონაზონ ბენედიქტეს სულიერი ხელმძღვანელობით მან მოსაგრეობის დიდ სიმაღლეს მიაღწია. ის ფრიად თავმდაბალი, უბრალო და ჩვილივით უბოროტო იყო. ბერი იაკობი, რომელიც მათთან მოდიოდა ხოლმე წირვაზე ივერიის მონასტრიდან, მამა ბესარიონის შესახებ ამბობდა, რომ ის ისეთი კრძალვით აღასრულებდა მნათის მოვალეობას, იფიქრებდით, კაცი კი არა ანგელოზიაო. მონასტრის დიდ დღესასწაულებზე მამა ბესარიონი ტრაპეზს ემსახურებოდა. ეხმარებოდა ბერ-პროესტოსების მოწაფეებს საჭმლის მომზადებასა და სუფრის გაშლაში. მონასტრის მუშები, რომლებმაც იცოდნენ მამა ბესარიონის კეთილი გულის ამბავი, მუდამ მის სიახლოვეს ტრიალებდნენ. მაგალითად, როცა მას მიჰქონდა დიდი ტაბლა, გადასცემდა თითქმის ნახევარ ტაბლას. ამას ამჩნევდნენ მორჩილები და ბერებთან ჩიოდნენ, მაგრამ ბერებმა იცოდნენ მამა ბესარიონის ალალი გულის ამბავი და ხმას არ იღებდნენ. მამა ბესარიონი დიდ სულიერ თანადგომას უწევდა XIX ს-ის 60-იანი წლების ბოლოს ათონის მთაზე ჩასულ ბენედიქტეს (ბარკალაია) და სხვა ქართველ მორჩილებს. თავის მხრივ, ეპისკოპოსი გაბრიელიც აქტიურ მხარდაჭერას იჩენდა მათ მიმართ და დასავლეთ საქართველოში შემოწირულობების შესაკრებადაც დი დი დახმარება გაუწია. მათ 12 000 მან. მოაგროვეს და ათონზე გაემგზავრნენ, მეუფე გაბრიელმა წერილიც გაატანა მათ მამა ბესარიონთან: „თქუენის მშვიდობას ღმერთს ვსთხოვ. თუ ჩემს ამბავს იკითხავთ ესენი ყოველიფერს მოგახსენებენ ჩემს მდგომარეობას. ამათ ღმერთი შეეწია და კარგად გაისარჯნენ. ახლა უთუოდ უნდა იშოვოთ საკუთარი ბინა და კინოვია გააწყოთ ცალკე ჩვენი ქვეყნის შვილებთათვის. ისე სჯობია, რომ საკუთრად იყიდოთ ადგილი და თავისუფლად დადგეთ იქ. კიდევ მოვლენ ესენი და კიდევ შეუძლიათ იშოვონ. ღვთის მადლით, ახლაც იმდენი უშოვნიათ, რომელ კარგს სამონასტრო ადგილს იყიდით. მე ამასთანავე ვსწერ წიგნს რუსიკონის მამებს იერონიმეს და მაკარის, რომ შემწეობა მოგცენ
36-2 საპატრიარქოს უწყებანი N36 5-11ნოემბერი 2015წ გვ.20
ბახველი ქიქოძეების სამღვდელო ოჯახი | ნაწილი (დასასრული)
საქმე საიდუმლოთ შეინახეთ, რომ ბერძნებმა არ დაგიშალონ შურით“. სიცოცხლის ბოლოს მამა ბესარიონსაც სტანჯავრევმატიზმი: ხელის თითები დაეკრუნჩხა, დაწოლილს ერთი ხელი და ათონელ ბერთა ჩვეული სენი მუდამ ჭერზე მიმაგრებულ საკიდზე ჰქონდა ჩამოკიდებული, სისხლი აღარ უთბობდა დაუძლურებულ სხეულს, არც თბილი სამოსი და საბანი შველოდა. შვებას მხოლოდ ცხელი ჩაი ჰგვრიდა. ათონზე მოღვაწეობის განმავლობაში ბერი დაუცხრომელი იესოს ლოცვით იღვწოდა და ამგვარ ლოცვით ღვაწლში იყო უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. როდესაც უკიდურესად დაუძლურდა, შენიშნეს, რომ ლოცვის სრულად გამოთქმის ძალა აღარ ჰქონდა და მოუკლებელად მხოლოდ ამას გამოთქვამდა: „უფალო, უფალო!..“ 1893 წლის7 ოქტომბერს, საღამოს, მოულოდნელად მან თქვა, რომ მისი მოწაფის, ქრისტეფორეს ძმა, დეკანოზი გიორგი ჩამოვიდა. მასთან მყოფები დაეკითხნენ: „სად არის იგი?“. ბერმა მიუგო: „ნუთუ არ იცით, რომ სხვებთან ერთად ათონზეა?“ გარშემომყოფთ ბერის სიტყვები ბოდვად მიიჩნიეს და ყურადღება არ მოაქციეს. სინამდვილეში იმ დღეს მართლაც ჩამოვიდა საქართველოდან ათონზე დეკანოზი გიორგი ახვლედიანი, ორ თანამხლებ ქართველთან ერთად. მეორე დღეს ისინი წმ. იოანე ლვთისმეტყველის ქართულ სავანეში მივიდნენ, მაგრამ არ გაჩერდნენ, სასწრაფოდ ითხოვეს წმ. ილია წინასწარმეტყველის სენაკში გაცილება, რადგანაც მამა გიორგის დაუყოვნებლივ სურდა მმისა და მა მა ბესარიონის მონახულება. წვიმდა, მაგრამ დეკანოზმა დაუცხრომელი სურვილი გამოთქვა, რაც შეიძლება მალე მოენახულებინა ბერი და გაემგზავრა. მამა ბესარიონს მოახსენეს, რომ ჩამოვიდა მამა გიორგი და მას ღვიძლი ძმისგან -– იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელისგან წერილი მოართვა, მან ოდნავ გასაგონი ხმით თქვა: „მომაწოდეთ ჩემი წერილი!“ აიღო, გაუხსნელად ემთხვია და კვლავ დაუბრუნა ისე, რომ არ უკითხავს წერილის შინაარსი. შემდეგ აღარაფერი უთქვამს, დაუცხრომელად ლოცულობდა და ბაგეზე ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. საბედნიეროდ, უნდა ითქვას, რომ შემორჩენილია ეს წერილი, რომელიც სახელმწიფო არქივში ინახება. წერილი დაუთარიღებელია და მამა მელიტონ კელენჯერიძესაც ბოლო მიუწერია „სამწუხაროდ, წელი და თვე იყო დარჩენილიო“, მაგრამ დანამდვილებით უნდა ითქვას, რომ ეს ზუსტად ის წერილია, რომელიც მამა გიორგიმ ათონზე ჩაიტანა. აი, მისი შინაარსიც: „საყვარელო ძმაო ბესარიონ! გიგზავნი ამ წიგნს დეკანოზ გიორგი ახვლედიანის ხელით. მადლობა ღმერთს, რომ მშვიდობით და სიცოცხლით ხარ. მე, ღვთის მადლით, გვარიანად ვარ. შენი ლოცვით უთუოდ კარგად ვარ. ნუ დასცხრები, მამა ბესარიონ, ბეჯითად ჩემზე ლოცვას. გიგზავნი ოც მანეთს. თუ საჭიროდ გინდა, თუ არა -- ღარიბებს მიეცი. შენნი ძმისწულები და ნათესავნი კარგად არიან. მე ძლიერ დავბერდი, ჩვენღა ორი დავრჩით უწინდელი შთამოებისა, ვიდრემდის სოფელში ვართ, უნდა მტკიცედ ვლოცულობდეთ. --– გაბრიელ ეპისკოპოსი“. მამა ბესარიონმა ათონზე 58 წელი ერთ ადგილზე იღვაწა. აღესრულა 1893 წლის 9 ოქტომბერს, შობიდან 86 წლის.
37 საპატრიარქოს უწყებანი N37 12-18ნოემბერი 2015წ გვ.17
ბახველი ქიქოძეების სამღვდელო ოჯახი II ნაწილი
მღვდელი ათანასე -–– 1809 წელს დაიბადა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მამა ათანასეზე ბევრის თქმა არ შეგვიძლია. ცნობილი, რომ მანაც დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი და მალევე სოფელს დაუბრუნდა. XIX ს-ის 50-იანი წლებიდან მღვდლად მსახურობდა ბახვის ლვთისმშობლის ეკლესიაში. 1892 წლის 16 იანვარს ეპისკოპოსი გაბრიელი ათონის მთაზე თავის ძმას უგზავნის წერილს: „საყვარელო ძმაო და მამაო ბესარიონ! ამით გაცნობებ, რა დიდი მწუხარება და უბედურება გვეწია ჩვენ ყოველთა შენთა ძმებთა და ბიძაშვილებთა საბრალო ჩვენი ძმა დეკანოზი სიმონ გარდაიცვალა დეკემბრის 8 წარსული წლისას, და ამ წელს 8 იანვარს გარდაიცვალა ათანასე, ჩვენი ძმა. ამას გწერ მისთვის, რომ ბეჯითად და ხშირად და გულსმოდგინეთ ილოცოთ მათთვის, რათა განუსვენოსთ სასუფეველსა შინა“. მოძღვარს მეუღლე ქრისტინე 1871 წელს გარდაეცვალა. მათ დარჩათ შვილები: მიხეილი, მოსე (ცნობილი ადვოკატი), იოსები, ნინო, მატა, ვასილი. მლვდელი ათანასე დასაფლავებულია სოფ. ბახვში, საგვარეულო სასაფლაოზე.
დეკანოზი სვიმონი “ 1823 წელს დაიბადა. 1837-1841 წლებში თბილისის სასულიერო სასწავლებელში უფროს განყოფილებაზე სწავლობდა. 1841 წელს სწავლა რუსეთში, ტვერის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც 1845 წელს წარჩინებით დაასრულა. 1848 წელს გურიის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (წულუკიძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე
37-1 საპატრიარქოს უწყებანი N37 12-18ნოემბერი 2015წ გვ.18
ბახველი ქიქოძეების სამღვდელო ოჯახი II ნაწილი (გაგრძელება)
წელს მღვდლად დაასხა ხელი და გურიის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად განაწესა. 1848 წლის სექტემბერში გურიის სასულიერო სასწავლებელში პირველი კლასების მასწავლებლად დაინიშნა. 1849 წელს გურიის ეპარქიის საეკლესიო შემოსავლების ხაზინადრად დაადგინეს. 1850-1868 წლებში იყო ოზურგეთის ოლქის მთავარხუცესი. 1850 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1850 წლის სექტემბერში ოზურგეთის კეთილშობილურ სასწავლებელში საღვთო სჯულის პედაგოგად დაადგინეს. 1853 წელს ოზურგეთის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა და 1854 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1854 წელს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა. 1857 წელს სკუფია უბოძეს. 1861 წელს კამილავკა ეწყალობა. 1865 წლის 4 აპრილს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1867 წელს წმ, ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1870 წელს წმ. ანას II ხარისხის ორდენი ეწყალობა. XIX ს-ის 80-იანი წლების დასაწყისში ბათუმის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად განამწესეს. 1889 წლის 9 აპრილს წმ. ვლადიმერის III ხარისხის ორდენი უბოძეს. ჰყავდა მეუღლე სოფიო გრიგორიევი (თბილისის მამადავითის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ იოსების ასული) და შვილები: პლატონი, ლეონიდე (+1934, ბათუმის საბაჟოს ერთ-ერთი დამაარსებელი, მეუღლე ნინო წულუკიძე), გრიგოლი (ინჟინერი), ტიტე (ცნობილი ექიმი), გერასიმე, ვალოდია, ნიკოლოზი, მარიამი (გათხოვილი სახელმწიფო პალატის წევრ პავლე სემენენკოზე), ოლღა (გათხოვილი მჭედლიშვილზე). როგორც ზემოთ მოყვანილ ათონის მთაზე გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, დეკანოზი სვიმონი 1891 წლის 8 დეკემბერს გარდაიცვალა. გაზეთი „მწყემსი“ გამოეხმაურა მის გარდაცვალებას და საკმაოდ ვრცელი ნეკროლოგიც გამოაქვეყნა თავის ფურცლებზე: „8 დეკემბერს ქ. ბათუმში გარდაიცვალა სამი დღის ავადმყოფობის შემდეგ ადგილობითი მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი მ. სიმონ ქიქოძე (უფროსი ძმა იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელისა). თუმცა ჭირისუფლებმა ყოველივე საშუალება იხმარეს ავადმყოფის მოსარჩენად, მაგრამ ულმობელმა სიკვდილმა მაინც თავისი ჰქმნა. მამა დეკანოზის სიმონის გარდაცვალებამ შეაწუხა არა მარტო მისი სულიერი სამწყსო, არამედ მთელი ბათუმის მკვიდრნი სარწმუნოების განურჩევლად. 11 დეკემბერს დანიშნული იყო განსვენებულის წესის აგება ადგილობით ეკლესიაში. ამ დღეს, დილის 9 საათზე, მობრძანდა იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი, თავის კრებულით. პირველად მიცვალებულს სახლში გადაუხადეს პანაშვიდი. შემდეგ მიცვალებული წაასვენეს ეკლესიაზე. თუმცა ამ დღეს ძლიერ ცუდი ამინდი იყო, მაგრამ თითქმის მთელი ქალაქის მკვიდრი მოვიდა გარდაცვალებულის გამოსვენებაზე დასასწრებლად. ყველას სახეზე იხატებოდა მწუხარება და გლოვა. ყველანი სწუხდენ თავისი საყვარელი სულიერი მამის გარდაცვალებას. ამ დღეს მწირველი ბრძანდებოდა იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი, თავის კრებულით. წირვის შესრულების შემდეგ მიცვალებულს აუგეს წესი. როცა წესის აგება შესრულდა, ბათუმის ეკლესიის მეორე მღვდელმა მამა ალ. რალცევიჩმა წარმოსთქვა სიტყვა, რომელშიაც მოიხსენა განსვენებულის მოღვაწეობა და სამსახური. აი, ეს სიტყვა: „დღეს შევიკრიბეთ ჩვენ, ძმანო, ამ ტაძარში არა სასიხარულოდ, არამედ რა თა უკანასკნელი პატივი ვსცეთ ჩვენს წინაშე მდებარე განსვენებულს, ჩვენს სულიერს მამას და შევავედროთ მისი სული უფალს, რათა ყოვლადმოწყალე ღმერთმა დააწესოს სული მისი სასუფეველსა შინა. დიდი ხანი არ არის მას აქეთ, როცა ჩვენ ამავე ტაძარში ვხედავდით ამ სულიერ მამას, როცა ის ჩვენ ყოველთათვის აღავლენდა ხოლმე მხურვალე ვედრებას ღვთისადმი, დღეს კი მას ვხედავთ კუბოსა შინა უსულოდ მდებარეს და ამ კუბოდგან გვთხოვს იგი, რათა ჩვენ შევევედროთ უფალს განსვენებისათვის სულისა მისისა. განსვენებულის ცხოვრება იმდენად საყურადღებო და საგულისხმიეროა ჩვენთვის, რომ არ შეგვიძლია არ მოვიხსენოთ მისი მოღვაწეობა. თუ მთლად არა, ცოტაოდენი მაინც, როგორც წმიდა ტრაპეზის მოსამსახურისა, რომელ სამსახურშიაც გაატარა განსვენებულმა ორმოც წელზე მეტი. აქვე უნდა მივიხსენიოთ განსვენებულის სულის ზოგიერთი მაღალი თვისებანი, რომელნიც ცხადად იხატებოდენ მასში, როგორც საზოგადოდ კაცში და განსაკუთრებით სულიერ მწყემსში. განსვენებული იყო სასულიერო წოდებისაგან, მან შეასრულა სწავლა ტვერის სასულიერო სემინარიაში. პატარაობიდგანვე დიდი მიმზიდველობა ჰქონდა სასულიერო სამსახურისადმი და ამიტომ, მსგავსად თავის წინაპრებისა, მანაც იტვირთა დიდი და ძნელი მოვალეობა სულიერი მწყემსისა, რომლის აღსრულებას ყველანი ვერ სძლებენ, მაგრამ განსვენებული თავის დიდს მოვალეობას მტკიცედ ასრულებდა უკანასკნელს წამამდე. როგორც შუამავალს ღმერთსა და კაცთა შორის, რო- გორც სარწმუნოების და ზნეობის მქადაგებელს, განსვენებულს ჩვენს თანამოძმეს, თავისი ხანგრძლივი სამსახურის დროს, მაღლა ეკავა დროშა ცხოველსმყოფელი სარწმუნოებისა, სიყვარულისა და ზნეობისა. მაგრამ განსვენებულმა თავისი ძნელი მოვალეობა გაიორკეცა კიდევ იმით, რომ თავის ნებით მოჰკიდა ხელი უფროს ძნელს და პასუხის საგებელს საქმეს, როგორიც არის ხალხის განათლების საქმე, რომელსაც, როგორც პირველს, შესწირა თავისი ძალა, რადგან კარგად ხედავდა მის
37-2 საპატრიარქოს უწყებანი N37 12-18ნოემბერი 2015წ გვ.19
ბახველი ქიქოძეების სამღვდელო ოჯახი II ნაწილი (გაგრძელება)
სარგებლობას. ახალგაზრდა სულიერმა მწყემსმა განიზრახა სკოლის გამართვა, რომელშიაც შესძლებოდათ აღზრდა ადგილობითი სამღვდელოების შვილებს. მაგრამ როგორც ყოველს კეთილ საქმეს, განსვენებულის კეთილს განზრახვასაც შეხვდა ბევრი დაბრკოლება, მაგრამ მათ ვერ შეაჩერეს სულიერი მამა, განსვენებულმა მაინც შეასრულა თავის განზრახვა საკეთილდღეოდ გურიის სამღვდელოებისა: მან თავის საკუთარ სახლში გახსნა სკოლა და თავის საკუთარი საშუალებიდგან ამკობდა სკოლას საჭირო ნივთებით და კიდეც ასწავლიდა ყმაწვილებს. საზოგადოებამ თანდათან შეიგნო ახალგაზრდა მწყემსის სასარგებლო მოღვაწეობა და თანაგრძნობას უჩენდა მას ამ კეთილს საქმეში და ამ სახით ეს პატარა სკოლა შემდეგ გადაკეთებულ იქმნა გურიის სასულიერო ოთხკლასიან სასწავლებლად, რომლიდგანაც გამოდიან პატიოსანნი და მუყაითნი მუშაკნი ქრისტეს ეკლესიისა. ერთსა და იმავ დროს განსვენებული იყო ამ სასწავლებლის ზედამხედველად და სჯულის მასწავლებლად ადგილობით სამოქალაქო სასწავლებელში, სადაც მოწაფეებს ასწავლიდა საღმრთო სჯულს არა მარტო სიტყვით, არამედ თავისი კეთილი ცხოვრების მაგალითებით. როცა ბათუმის ოლქი შემოუერთდა ქუთაისის გუბერნიას, განსვენებული გადაყვანილ იქმნა ბათუმში, სადაც მისი მეცადინეობით დაარსებულ იქმნა პირველი მართლმადიდებელი ეკლესია. ეს ტაძარი, რომელშიაც დღეს ჩვენ ვართ შეკრებილნი, რა თა უკანასკნელი ამბორება უყოთ განსვენებულს, –- მეორე საქმეა გურიის სასწავლებლის შემდეგ, რომლის შესაფერად შემკობას და გამშვენებას ცდილობდა უკანასკნელს წამამდე. უკანასკნელად განსვენებულმა განიზრახა ამ პატარა ტაძრის გადიდება, რადგან კარგად ხედავდა, რომ მართლმადიდებელთა რიცხვი თანდათან მატულობდა. განსვენებულის უკანასკნელს მოღვაწეობას მიეწერება სახალხო საკითხავის დაარსება ბათუმში, რომელიც სხვადასხვა კეთილ შემწირველთა მეცადინეობით დღეს წარმოგვიდგენს მშვენიერს საშუალებას, რათა გავრცელებულ იქმნეს სარწმუნოებრივ-ზნეობრივი განათლება, მეორეს მხრით, განსვენებულის მეცადინეობით დაარსდა ბათუმის ეკლესიასთან სამზრუნველო, რომელსაც სახეში აქვს გამშვენება განსვენებულის მიერ დაარსებული ეკლესიისა და მისი საჭიროების დაკმაყოფილება. ასეთია მოღვაწეობა განსვენებული სულიერი მწყემსისა. როგორც შუამავალის ღმერთსა და კაცთა შორის, როგორც ქრისტეს მხედრისა, როგორც ღვთის საიდუმლოთა მშენებლისა, თუ არ მოვიხსენებთ სხვა მის მოღვაწეობას, რომლითაც დამშვენებულია მისი ნამსახურებათი სია. ბოლოს, თუ მივაქცევთ ყურადღებას განსვენებულს, როგორც............
38 საპატრიარქოს უწყებანი N38 19-25ნოე,მბერი 2015წ გვ.17
მღვდელ-მონაზონი იოსტოსი (ანდრონიკაშვილი) XVIII ს-ის II ნახევარი –– 1823
მღვდელ-მონაზონი იოსტოსი, ერისკაცობაში -– იოსებ რამაზის ძე ანდრონიკაშვილი, XVIIII ს-ის II ნახევარში კახეთში, თავად რამაზ გარსევანის (ჯავახი) ძე ანდრონიკაშვილისა და ელისაბედ ელიზბარის ასულ ორბელიანის ოჯახში დაიბადა. ზოგიერთ წყაროებში იგი არქიმანდრიტის წოდებითაც იხსენიება. ჰყავდა ორი დედმამიშვილი: იოანე და მარიამი (+1826, გათხოვილი იყო თავადიოსებ იოანეს ძე შალიკაშვილზე). მამამისი, რამაზ გარსევანის ძე ანდრონიკაშვილი იყო მდივანბეგი და ახლო ურთიერთობა ჰქონდა სამეფო კართან. პატარა იოსები ანჩისხატის ეკლესიასთან არსებულ სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, სადაც საფუძვლიანი განათლება მიიღო. უცნობია, როდის მოხდა მისი ბერად აღკვეცა ან ხელდასხმა. უძველეს ქართულ ხელნაწერებზე გაკეთებული მინაწერებით დგინდება მისი ბიოგრაფიიდან ზოგიერთი დეტალი. 1922 წელს აკ. შანიძის მიერ დავით გარეჯის მონასტრიდან ჩამოტანილ 1787 წელს გადაწერილ ანტონ I-ის „გრამატიკაზე“ წერია, რომ მისი გადამწერია იოსტოსი. ე. ი. 1787 წელს იგი უკვე აღკვეცილია იოსტოსის სახელით. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია ორბელიანთა გვარის გუჯარი, რომელზეც შემდეგი მინაწერია: „მე, იმის უწმიდესობის არქიდიაკონს იოსტოსს, ჩემმა რძალმა თამარმა გადამაწერინა ეს პირი, როცა ეს სიგელი დაგირავდა, და ჭეშმარიტებით ასე სწერია. და მეც ასე გარდმოვსწერე“. ეს სიგელი დაწერილია 1727 წლის 20 თებერვალს, ხოლო იოსტოსმა ხელმეორედ გადაწერა 1794 წელს. აქედან ირკვევა, რომ 1794 წელს იგი კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის (ბაგრატიონი) არქიდიაკვანია. 1799 წელს ანჩისხატის ტაძრის კანდელაკმა, მღვდელმა გაბრიელ ალექსი-მესხიშვილმა გადაწერა კათოლიკოს ანტონ I-ის (ბაგრატიონი) „მზამეტყველება“, რომლის ბოლოში არის გადამწერის ანდერძი: „სრულ იქმნა წიგნი ესე მზამეტყუელებაი უღირსისა მონის მღუდლის ანჩისხატის კანდელაკის გაბრიილის ხელითა სეკდემბრის 2. მხილველნო, გევედრებით უმკაცრებით წარწერისათვის
38-1 საპატრიარქოს უწყებანი N38 19-25ნოე,მბერი 2015წ გვ.18
მღვდელ-მონაზონი იოსტოსი (ანდრონიკაშვილი) XVIII ს-ის II ნახევარი –– 1823 (გაგრძელება)
ნუ მწყევთ ღვთის სიყვარულისათვის და პატრონსა ამისსა იერომონახს იოსტოს აკურთხევდით. ამისთვის, რამეთუ მისი მიზეზით აღწერილ იქმნა, და მეც მოხსენებულ მყოფდეთ, წელსა ჩღუთ (1799), რათა ღმერთმან თქვენცა მოგიტევნეს შეცოდებანი თქვენნი, უფალო ჩემო მოწყალევ, ნუ გამიწყრებით, რაც თქვენი საკადრისი არ იყოს, და კვალად შეცთომა რამე. იხილოთ, ნუ მგმობთ ღვთის სიყვარულისათვის“. როგორც ამ მინაწერიდან ირკვევა, 1799 წელს იოსტოსი უკვე მღვდელ-მონაზონის ხარისხშია. 1801 წლის 4 ოქტომბერს მთავარეპისკოპოს ანდრია კაბადოკიელის წმ. იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების თარგმანების წიგნის წარწერაში ვკითხულობთ: „სრულ იქმნა წიგნი ესე... რომელიცა მიბრძანა ყოვლად კეთილმა კაცმან და წერილისა ჩვენისა ზედმიწევნით გამომძიებელმან იოსტოს, ხოლო გვარით ენდრონიკოვმან მე... მონაზონ დიმიტრის აღწერა წიგნისა ამის, თუმცა ჟამისა უჟამობა მაყენებს, მაგრამ უმწვერვალესმა სიყვარულმა მაიძულა“. თ. ჟორდანიას აქვე გაუკეთებია მინაწერი „აქა მოხსენიებული იოსტოსი ცნობილი მწერალია, ფიზიკის მასწავლებელი ტფილისის სასულიერო სემინარიაში; ხოლო „ჟამთა უჟამობა“ იმ არევ-დარევას მიგვითითებს, რომელიც შეუდგა გიორგი XII მეფის სიკვდილსა და რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლასა“, იოანე ბაგრატიონი თავის ნაშრომში „მცირე უწყება ქართველთა მწერალთათვის“ მამა იოსტოსზე წერდა: „ესე იასტოს ანდრონიკეშვილი აღიზარდა კათოლიკოზის ანტონის კრებულთა შორის. ამას ასწავა ფილოსოფია და ღმრთისმეტყველება ვარლაამ ეპისკოპოსმან, ერისთვის შვილმან. ესე არს მონაზონობაში კარგი და განმმარტებელი საღმრთოთა და საფილოსოფოსთა წერილთა კეთილად. ამანვე აღზარდა სხვანიცა მოწაფენი. ხოლო მოწაფეთა მათ შორის იოანე მღვდელი კალოუბნისა უწარჩინებულეს იქმნა სხვათა ზედა, რომელიცა აწ თქვენგან დადგინებულ არს მოძღვრად სკოლასა შინა ქართველთასა. და აგრეთვე ასწავა ფილოსოფია გიორგი აღაბაბაშვილს და იოანე ყულარაღასის შვილს“. ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი თავის ნაშრომში „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“ მამა იოსტოსზე წერდა: „იოსტოს, მღვდელ-მონაზონი ანდრონიკაშვილი, კაცი ფილოსოფოსი და ერთგული მეფეთა. მოკვდა ვეჯინსა, კახეთში“, XIX ს-ის დასაწყისში ვეჯინის მაცხოვრის ამაღლების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად იხსენიება, როგორც ამას წერს დეკანოზი პოლიევქტოს კარბელაშვილი თავის ჩანაწერებში: „1615 წლის შემოდგომაზე ხმა გავარდა, შაჰ-აბასის ლაშქარი კახეთისკენ მოემართებაო. კახთუბნის მონასტრის წინამძლვარმა მამა იოანემ ბერები შეკრიბა. მამებმა გადაწყვიტეს, მონასტერი არ მიეტოვნებინათ, ხოლო სიწმინდეები მიწისქვეშა საცავებში გადაემალათ. იმ ღამეს მამა იოანეს ღვთისმშობელი ეჩვენა და უბრძანა, სასწაულთმოქმედი ხატი კახთუბნიდან ერთი კილომეტრის მოშორებით, წამებულის მონასტრის წმ. გიორგის ტაძრის სვეტში დაემალათ. ბერებმა მეორე დილითვე აღასრულეს დედა ღვთისას ნება. ცეცხლითა და მახვილით შემოიჭრა კახეთში შაჰ-აბასი. მრავალი მონასტერი სამუდამოდ დაცარიელდა და დაინგრა. დარბევას ვერც კახთუბნის მონასტერი გადაურჩა. 200 წლის შემდეგ, XIX ს-ის დასაწყისში, მონასტერში მცირერიცხოვანი საძმო მოღვაწეობდა იღუმენ გაბრიელის წინამძღვრობით. ბერები დიდხანს ეძებდნენ ხატს მონასტრის საფლავებში, მაგრამ უშედეგოდ. ერთ ღამეს იღუმენს ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და უბრძანა, ამა და ამ ადგილას ვარ დატყვევებული და გამომიყვანეთო. იღუმენმა მეორე დღესვე დაიბარა ვეჯინის ამაღლების მონასტრის წინამძღვარი იოსტოსი (ანდრონიკაშვილი), გურჯაანის მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარი მამა აბრაამი (დემუროვი) და სამლვდელოებისა და მრავალრიცხოვანი მრევლის თანხლებით წამებულის მონასტრისკენ გაემართა. ტაძრის შიდა სვეტს ჩრდილოეთიდან მიადგეს კიბე, გამოიღეს აგურები, ამოაბრუნეს ღვთისმშობლის ხატი და საზეიმო სვლით გადააბრძანეს კახთუბნის მონასტერში". მღვდელ-მონაზონი იოსტოსი მონაწილეობა 1804 წლის მთიულეთის აჯანყებაში და ემხრობოდა ფარნაოზ ბატონიშვილს. გენერალ გაბრიელ ყაზბეგის ჩვენებით, წირვისა და ლოცვის დროს ეკლესიებში კვერექსებზე იხსენიებდა ალექსანდრე და ფარნაოზ ბატონიშვილებს, უმაღლესი სახლეულობის მოსახსენებელი კი იატაკზე დააგდო. აჯანყების დამარცხების შემდეგ იყო ფარნაოზ ბატონიშვილის ამალაში და 1804 წლის 29 ოქტომბერს ქ. ყაზახში დააპატიმრეს, რაზედაც ამავე წლის 31 ოქტომბერს საქართველოს მთავარმართებელი, ინფანტერიის გენერალი პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი (ციციშვილი) წერდა იმპერატორს. წერილში აღნიშნულია, რომ ფარნავაზთან ერთად მთელი მისი ამალა ვ31 კაცი აიყვანეს. ამ სიაში პირველი არქიმანდრიტი იოსტოსი (ანდრონიკაშვილი) წერია. 1805 წლის 2 თებერვალს იგი კვლავ იხსენიება თავად ციციანოვის მიერ სამოქალაქო მრჩე
38-2 საპატრიარქოს უწყებანი N38 19-25ნოე,მბერი 2015წ გვ.19
მღვდელ-მონაზონი იოსტოსი (ანდრონიკაშვილი) XVIII ს-ის II ნახევარი –– 1823 (გაგრძელება)
ველ ტარასოვისადმი გაგზავნილ წერილში, მთიულეთის ამბოხში მონაწილე ბატონიშვილებისა და თავადების დაკითხვის საიდუმლო კომისიის ოქმებში. 1806 წლის აგვისტოში თავდებით გაათავისუფლეს. თუმცა აპირებდნენ მის რუსეთში, ქ. პერმში გადასახლებას, მაგრამ პატიება მიიღო. რადგანაც რუსეთის მთავრობა მამა იოსტოსს აღარ ენდობოდა, ამიტომ იგი ვეჯინში აღარ გაუშვეს და დავით გარეჯის ლავრაში მონასტრის რიგით წევრად განამწესეს. სავარაუდოა, ამ დროს ჩამოართვეს მას არქიმანდრიტის წოდებაც. მღვდელ-მონაზონი იოსტოსი ითვლებოდა ისეთ პირად, რომელსაც შეეძლო უარყოფითად ემოქმედა მოსახლეობაზე და ამიტომ 1813 წლის 12 იანვარს მთავარმართებელი რტიშჩევი სთხოვდა საქართველოს ეგზარქოს ვარლაამს (ერისთავი), მამა იოსტოსი რუსეთის რომელიმე შორეულ მონასტერში გადაესახლებინა. 1815 წლის 28 აპრილს დავით გარეჯის ლავრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ილარიონი (ვაჩნაძე-ბებურიშვილი) გაათავისუფლეს წინამძღვრობიდან და ოსეთის სასულიერო კომისიაში განამწესეს. თელავის მთავარეპისკოპოსი დოსითეოსის (ფიცხელაური) ლოცვა-კურთხევით, იმავე წლის 29 აპრილს დროებით მონასტრის მართვა მღვდელ-მონაზონ ზოსიმეს (სამსონიძე) დაევალა. 1816 წლის 27 მარტს პროკურორი ჭილაშვილი იმყოფებოდა გარეჯის ლავრაში და იქიდან, ჩავიდა რა სოფ. ხაშმში, სინოდალურ კანტორას გაუგზავნა წერილი. იგი თვლიდა, რომ მონასტრის დატოვება წინამძღვრის გარეშე გამართლებული არ იყო და საძმო საჭიროებდა ახალ წინამძღვარს. ასეთ კანდიდატად, მას გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის მლვდელ-მონაზონი იოსტოსი მიაჩნდა. თავის მხრივ, სინოდალურმა კანტორამ გაუგზავნა შეკითხვა მეუფე დოსითეოსს და სთხოვა თავისი, აზრი გამოეთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით. 1816 წლის 17 მაისს მეუფე დოსითეოსმა კანტორას აცნობა, რომ მამა ზოსიმე თავის მოვალეობას ასრულებდა კეთილსინდისიერად და პატიოსნად, არ ჰქონდა არანაირი დარღვევა, იყო გამოცდილი მოღვაწე. თანაც, შეიძლება გარკვეული დროის მერე მამა ილარიონი კვლავ დაუბრუნდებოდა თავის ძველ ადგილს და გამართლებული არ იქნება, რომ მას წართმეოდა წინამძღვრობა. საქმე დაიხურა და მამა იოსტოსი მხოლოდ მონასტრის რიგით წევრად გადაიყვანეს. 1819 წელს სინოდალური კანტორის ბრძანებით მოხდა მონასტრის შტატების აღწერა და დალაგება. მონასტერში მცხოვრებ ბერებს სახელმწიფო ხაზინიდან ოფიციალურად ხელფასები დაენიშნათ. 1819 წლის 7 მარტს გარეჯის მონასტრის ხაზინადარმა, მღვდელ-მონაზონმა ზოსიმემ მონასტრის საძმოს გამოუცხადა ამის შესახებ, რასაც მამები უარყოფითად შეხვდნენ და მეორე დღეს შეადგინეს თხოვნის ბარათი, სადაც ვკითხულობთ: „ჩვენ მიწათა ზედა დავრდომილღნი პირველად მის დიდებულებას თაყვანისვსცემთ, და შემდეგ უწმიდესისა სინოდის კანტორასა, და ჩვენდა ბოძებულს მოწყალებასაც პატივსვსცემთ, მაგრამ ამას მუხლდადგმით ვევედრებით ხელმწიფეს, და უწმიდესის სინოდის კანტორასაც, რომ ჯამაგირის მიუღებლობასა ზე და არ შეგვრისხონ... ვინაითგან მისის დიდებულების უძლეველის მკლავით, და უახოვნესის მხედრობისა ძლით დაცულ არს საქართველო მტერთაგან, და ჩვენ ვართ მშვიდობასა შინა დიდსა, და მოვალეობასა ლოცვით თხოვასა უმეტესად განძლიერებისა მისისასა, მაშასადამე გვამრთებს ჩვენცა რათა მარადის მისის დიდებულების უძლეველს მხედრობას ულოცვიდეთ ამ წმიდას ადგილში და ჩვენ სხვა ვალდებულება მოწყალებისა არა გვქონდეს რა, თვინიერ მოწყალება ერისა, და ჩვენის ხელთსაქმისაგან ცხოვრებისა, ამისთვის რომ, მამათ განწესებისამებრ სიგლახაკითა გვნებავს ცხოვრება...“ წერილს ხელ აწერს მონასტრის მთელი საძმო, რომელიც მაშინ 22 კაცისაგან შედგებოდა. სიაში პირველი წერია მღვდელ-მონაზონი იოსტოსი, რომელიც ამბობს, რომ „არცა ჯამაგირით შემიძლიან და არცა უჯამაგიროდ აქ ცხოვრებაო“. 1822 წლის 9 თებერვალს ეგზარქოს იონასთან (ვასილევსკი) გაგზავნილ გარეჯის მონასტრის საძმოს სიაში მღვდელ-მონაზონი იოსტოსი უკვე აღარ იხსენიება. დავით გარეჯის მონასტერში მოღვაწეობისას მამა იოსტოსი ძველი ქართული ხელნაწერების გადაწერით იყო დაკავებული. მას გადაწერილი აქვს შემდეგი წიგნები: ანტონ I-ის გრამატიკა. გადაწერილი 1787 წელს მა მა იოსტოსის ხელით (აღწერა ა IV. 1396. გვ. 491). ითიკა. წიგნის ბოლოს, 532-ე გვერდზე, გაკეთებული მინაწერით ჩანს, რომ ეს წიგნი გადაუწერია არქიმანდრიტ იოსტოსს 1816 წელს. თეოფილაქტე ბულღარელი. მარკოზის სახარების თარგმანება. პირველი მინაწერი: „სრულ იქმნა მადლითა ქრისტესითა. ამინ. აღვსწერე უღირსმან მღვდელმონაზონმან იოსტოს, წელსა 1806“. იქვე არის მეორე მინაწერიც: „ეს წიგნი, რომელ არს მარკოზის განმარტება, გარდავსწერე მე, ცოდვილმან იერომონახმან იოსტოს, რაოდენ ძალ-მედვა ძალისამებრ და უძღუენ მონასტერსა წმიდისა მრავალმთის დავით გარესჯისასა. გამომწირველი წყეულ იყავნ. ცოდვილი იოსტოს. წელსა ჩყკბ“ (აღწერა ა IV. 1336. გვ. 411). წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი. წიგნზე არის ანდერძი (გადამწერისა): „ესე წიგნი, რომელ არის
38-3 საპატრიარქოს უწყებანი N38 19-25ნოე,მბერი 2015წ გვ.20
მღვდელ-მონაზონი იოსტოსი (ანდრონიკაშვილი) XVIII ს-ის II ნახევარი –– 1823 (დასასრული)
გრიგოლი ღვთისმეტყველი, გარდავსწერე მე, ცოდვილმან იერო მონახმან იოსტოს, რაოდენ ძალმედვა, ძალისაებრ, და უძღვენ მონასტერსა წმიდასა მრავალ მთის დავით გარესჯელისასა. გამომწირველი წყეულ იყავნ. ცოდვილი იოსტოს. წელსა ჩყკბ“ (1822) (აღწერა ა IV. 1338. გვ. 417). ასევე მისი გადაწერილი უნდა იყოს ანტონ I კათალიკოსისა და ფილიპე ყაითმაზაშვილის მიერ სომხურიდან თარგმნილი „განძი“, ანუ „საუნჯე“, როგორც ამას წერდა კ. კეკელიძე. ამ წიგნის გადაწერა მას 1811 წლის 30 ივნისს დაუმთავრებია. თხზულების ბოლოს არის გადამწერის ანდერძი ასომთავრულად და მხედრულად: „დასასრული წიგნისა ამის საუნჯედ წოდებულისა წელსა 1811. იუნისსა 20: იოსტოს“. პირველი ორი მინაწერით ჩანს, რომ იოსტოსი ცოცხალი ყოფილა 1822 წელს. მღვდელ პოლიევქტოს კარბელაშვილის სიტყვით იგი გარდაცვლილა დაახლოებით 1823 წელს. პლატონ იოსელიანის სიტყვით კი მამა იოსტოსი გარდაიცვალა 1815 წლის ახლოს, რაც შეცდომაა. XVII ს-ის უკანასკნელ მეოთხედში გადაწერილ წიგნზე „წინამძღვარი“ არის მლვდელ პოლიევქტოს კარბელაშვილის მინაწერი: „ეს წიგნი ნაქონია საქართველოს ეკლესიის მნათობის, იერომონახის იოსტოსის ანდრონიკაშვილისა. იგი, სხვათა შორის, მეგობარი ყოფილა თადია ჩოლოყაშვილისა, რომელიც ცხოვრობდა ყარაბულახში. ერთ საღამოს, ვახშმის შემდეგ, იოსტოსს ულოცნია და უბრძანებია თავის 16 წლის მოსამსახურე ბიჭის გიორგი მახარობლიძისათვის, ამაღამ მე უთუოდ მოვკვდები და არ შეგეშინდესო. დილაზე ჯერ მოურავს შეატყობინე და მერე ფრთხილად თადიას გაუმჟღავნეო. დაწოლილა, დაუკრეფნია გულ-ხელი და სული განუტევებია. დაუსაფლავებიათ დავით გარეჯის მონასტერში. მიამბო კნეინა დუსიამ“. სამწუხაროდ, კნეინა არ ასახელებს წელსა და თარიღს გარდაცვალებისას.
39 საპატრიარქოს უწყებანი N39 26ნოემბერი-2დეკემბერი 2015წ გვ.16
დეკანოზი იოანე შიუკაშვილი
დეკანოზი იოანე 1843 წელს თელავის მაზრაში, სოფ. ზემო ხოდაშენში მღვდელ ისააკ და ელისაბედ გურგენის ასულ შიუკაშვილების ოჯახში დაიბადა. წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1868 წლის 12 მაისს დიაკვნად აკურთხეს, ამავე წლის 18 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და ზემო ხოდაშენის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში დაინიშნა. 187 1 წლის 4 ოქტომბერს საინგილოში,ყორაგანის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში გადაიყვანეს. მისი ქადაგებების მეშვეობით მრავალი ინგილო მოექცა ქრისტეს რჯულზე და დაუბრუნდა თავის უწინდელ სარწმუნოებას. ამასთან დაკავშირებით, 1874 წლის 13 თებერვალს, ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1874 წლის 22 მარტს ალიბეგლოს წმ. ნინოს ეკლესიაში დაადგინეს. 1876 წლის 13 აგვისტოს თელავის ღვთისმშობლის შობის ტაძარში განამწესეს. 1877 წლის 25 იანვარს თელავი-სიღნაღის მაზრის საეპარქიო სხდომის წევრია. ამავე წელს თელავის სასულიერო სასწავლებლის მმართველ კომიტეტში შეიყვანეს. 1879 წლის 20 დეკემბერს თელავის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრის მეორე მღვდლად დაინიშნა. 1880 წლის 20 იანვარს მიცემული იყო სამართალში უკანონო ჯვრისწერის გამო. 1880 წელს გაზეთ „დროების“ 140-ე და 145-ე ნომერში გამოქვეყნდა წერილი, რომელშიც უცნობი ავ-
39-1 საპატრიარქოს უწყებანი N39 26ნოემბერი-2დეკემბერი 2015წ გვ.17
დეკანოზი იოანე შიუკაშვილი (გაგრძელება)
ტორი ამხელდა სამღვდელოების წარმომადგენლებს მრევლისთვის საეკლესიო წესების შესრულებაში დამატებით ფულის გამოძალვის გამო, საუბარია ე. წ. „ტაქციაზე“. წერილში თელავის მაზრის უფროსი თბილისის გუბერნატორს წერდა, ეშუამდგომლა მას საქართველოს ეგზარქოსთან, რომ ყოველი საეკლესიო წესისათვის: ნათლობა, ჯვრისწერა, დაკრძალვა და სხვ. მოჭრილი ფასი ყოფილიყო დანიშნული. მამა იოანე გაეცნო აღნიშნულ წერილს და საკადრისი პასუხიც გასცა იმავე გაზეთის ფურცლებზე. იგი წერდა: „არ ვიცი, რისი თქმა სურთ ამით ჩვენს მწერლებს: მათ სურთ, ხალხი დაიხსნან მღვდლების შეწუხებისაგან, თუ მღვდლების ღარიბულ და ცუდ მდგომარეობაში შედიან? ვიმეორებ: თუ ხალხი ებრალებათ, რომ მღვდლები ძრიელ აწუხებენ მათ და მეტ გადასახადს ახდევინებენ ქრისტიანული წესების შესრულებისათვის, მაშ, რაღა ტაქციას სთხოვენ გუბერნატორსა? უნდა ეთხოვნათ, რომ ხალხი სრულებით გაენთავისუფლებინათ მღვდლების ხარჯისაგან, რადგან მღვდლებს, უსასყიდლოთ მიუღიათ და უსასყიდლოთ უნდა მისცენ, როგორი აზრიც არის გატარებული მთლად ხსენებულს მოწინავე სტატიაში... ვისაც არ შევხედავთ, მცოდნეს თუ უცოდინარსა, ყველანი გაცხარებით და ჭექა-ქუხილით ამტკიცებენ და ბაასობენ როგორც საზოგადოებაში, ეგრეთვე ჟურნალ-გაზეთებში მღვდლების უვარგისობაზე და უსწავლელობაზე, რომ მღვდლები ვერ ასრულებენ თავის მოვალეობას, ხალხს ღვარძლიან, აწუხებენ და სხვა /როგორც ამ წერილიდან ჩანს, მარტო დღეს არ ხდება სამღვდელოებისა და ეკლესიის მძაფრი კრიტიკა. მსგავსი შემთხვევები XIX ს–შიც ხშირი ყოფილა გ. მ.) მე ამას ვიტყვი ამაზედ, რომ თუმცა ათასში ერთი იქნება მოიპოვებოდეს ამისთანა მღვდელი, მაგრამ ამისთანა შეუსაბამო აზრის შედგენა საზოგადოდ მღვდლებზედ დიდი თავხედობაა და სიცრუე... უბედურობა ამ დროისა ის არის, რომ კაცი თავის თავს ვერ სცნობს და სხვას სჯის, სხვას ჰკიცხავს. სჯობს, ამისთანა ხალხმა ამოიღონ ჯერ თავიანთ თვალიდან დირი, რომ უკეთ დაინახონ სხვის თვალში ბეწვი. ძრიელ ხშირად მოიპოებიან ჩვენში ისეთნი პირნი, რომელნიც თვისის ცრუ-მსოფლიო დიდებისათვის და თავდაუხედავ თავის მოყვარეებისათვის, არ ზოგვენ არცა ძმასა, არცა მეგობარსა, არცა სარწმუნოებასა და არცა მის წარმომადგენელთა“... წერილის ბოლოში მამა იოანე წერდა, რომ შემდეგში უფრო ვრცლად ისაუბრებდა ამ საკითხის გარშემო და ზოგადად სამღვდელოების ავკარგიანობაზე, თუმცა, სამწუხაროდ, ის სტატია აღარ გაუშვია გაზეთის რედაქციას. 1880 წლის 28 ოქტომბერს მღვდელი იოანე თელავის საქალაქო სასწავლებელსა და თელავის წმ. ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. იგი გახლდათ საუკეთესო და გამოცდილი პედაგოგი და ამ დარგში ეწეოდა აქ- ტიურ და ნაყოფიერ მოღვაწეობას. მან დიდი ამაგი დასდო სახალხო განათლების საქმეს თელავის მაზრაში. ფინანსურად ეხმარებოდა ღარიბ და ხელმოკლე ოჯახებს, რომ მათ შვილები სკოლის კედლებში მიეყვანათ და სასწავლებელს არ გამოკლებოდნენ. ჩუქნიდა მათ წიგნებსა და სხვა სასწავლო ნივთებს. ხშირად უქადაგებდა ბავშვებს სწავლა-განათლების მნიშვნელობაზე და მათ გულებში სკოლისა და წიგნის სიყვარულს ნერგავდა. 1882 წელს თელავის კლუბში ჩატარდა საღამო, საქველმოქმედო მიზნით, სადაც წაიკითხეს ორი ლექცია. მათ შორის ერთ-ერთი გახლდათ მამა იოანე, რომელმაც ქალიშვილთა აღზრდაზე თავისი მოსაზრება გააცნო საზოგადოებას. იგი თვლიდა: „აღზრდა შვილთა საზოგადოდ იმ წლოვანობამდისინ, ვიდრე მათ სკოლას ჩააბარებდნენ, შეადგენს უუპირველეს მოვალეობას მშობელთა. რადგანაც მამა, თავის სხვადასხვა მოვალეობის გამო, არ იმყოფება ხშირად ოჯახში და არის იგი თითქმის სტუმარი თავის სახლობისა, ამისათვის მამა როგორღაც სცილდება თავიდგან ეს მოვალეობას და ეხვევა მთლად კისერზედ მშობელს დედას. ამისათვის დიდი და დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს მთავრობამ და საზოგადოებამ განსაკუთრებით ქალიშვილთა აღზრდას ყოველის მხრივ, რომ მათ ღირსეულად შეასრულონ შემდეგში თავიანთი მძიმე და ნაყოფიერი მოვალეობა შვილთადმი: ჩაუნერგონ სიყვარული ღვთისა და კაცისა და გაუღვიძონ მათ ლტოლვილება კეთილისადმი“. 1890 წლის 10 თებერვალს გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და ეთნოგრაფი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე. თელავის საზოგადოებამ საკათედრო ტაძარში პანაშვიდი გადაუხადა მათთვის ძვირფას მეცნიერსა და დაუღალავ მოქალაქეს. პანაშვიდის შემდეგ ბრწყინვალე ქადაგება წარმოთქვა მამა იოანემ, რომელმაც ვრცლად ისაუბრა მის ნაყოფიერ სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაზე, დაახასიათა მისი დადებითი მხარეები და თავისი ქადაგება ამ სიტყვებით
დაასრულა: „ძმანო! განგებამ ღვთისამან ინება ესრედ, ჩვენდა სასჯელად, ჩვენდა საგრძნობელად, ჩვენდა გულის მხილებად, რომ არა კმარა მცირე მუშაკი ასე ვრცელსა სარბიელსა ზედა. დროა დავრწმუნდეთ და გამოვიღოთ თითოეულმა ჩვენგანმა ნაყოფი საზოგადო, შევუდგეთ საო საქმესა შეძლებისდაგვარად. უკეთუ ახლაც სასჯელსა ჩვენსა, მოვლინებულსა განგებისაგან, თვალს აარიდებს ერი, უკეთუ ახლაც გულსა და გონებას დაიხშობს, დაეცემა, დაირღვევა, განიბნევა თვის მამულისაგან და აღიგვება პირისაგან ქვეყანისა? შევერთდეთ ერთად, ქართველნო, წრფელისა
39-2 საპატრიარქოს უწყებანი N39 26ნოემბერი-2დეკემბერი 2015წ გვ.18
დეკანოზი იოანე შიუკაშვილი (გაგრძელება)
გულით და ქვეყნის სიყვარულით აღსავსენი. საერთო ძმურის კავშირით, დაცემულ ქართველთა ერის საკეთილდღეოდ. გვახსოვდეს და ვიხელთმძღვანელოთ აწ განსვენებულის დიმიტრი ბაქრაძის ცხოვრებითა და მაგალითით. მოვიდრიკოთ მუხლი და შევვედროთ მფარველსა, და პატრონსა ჩვენსა ღვთისმშობელსა, რომლის წილხვედრია ჩვენი ივერია, რათა მისის შუამდგომლობით წინაშე ძისა თვისისა, მისცეს ჩვენგნით დაუვიწყარსა, ღვაწლით შემოსილსა თანამემამულესა ჩვენსა დიმიტრის საუკუნო განსვენება წმინდათა შორის ზეციურ ცხოვრებაში. ამინ“. 1893 წლის 24-25 აპრილს საქართველოს ეგზარქოსი ვლადიმერი (ბოგოიავლენსკი) სტუმრობდა ალავერდის ეპარქიას. პირველად მან შუამთის მონასტერი მოილოცა, იქიდან კი თელავს ესტუმრა და ქალაქში შესვლისთანავე პირდაპირ საკათედრო ტაძარში მიბრძანდა, სადაც შეკრებილი იყო ადგილობრივი კრებული და აუარებელი მრევლი. მისასალმებელი სიტყვის წარმოთქმა სამღვდელოებამ მღვდელ იოანე შიუკაშვილს დააკისრა, რომელმაც ეგზარქოსს შესაფერისი ქადაგებით მიმართა. 1895 წლის 10 აპრილს გარდაიცვალა ქართველი პოეტი ქალი და საზოგადო მოღვაწე, ბარბარე ერისთავიჯორჯაძისა. თელავის საზოგადოებამ მას პანაშვიდი გადაუხადა, სადაც ასევე საკმაოდ ვრცელი და საინტერესო ქადაგება მამა იოანემ წარმოთქვა. დედაეკლესიაში პატიოსანი და ნაყოფიერი სამსახურისათვის დეკანოზი იოანე დაჯილდოებული იყო მრავალი საეკლესიო ჯილდოთი: 1877 წლის 20 ივნისს საგვერდულით; 1892 წლის 6 ივნისს სკუფიით; 1895 წლის 6 მაისს კამილავკით; 1903 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით; 1910 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდებით; 1913 წლის 15 მაისს წმ. ანას III ხარისხის ორდენით. დეკანოზი იოანე დაუფარავად უპირისპირდებოდა რუსეთის იმპერიის პოლიტიკურ ამბიციებსა და მისწრაფებებს. იმჟამად საქართველოში მრავლად ხდებოდა ისეთი ფაქტები, რომლებიც ქართველი საზოგადოების სრულიად სამართლიან გაღიზიანებას იწვევდა. ზოგიერთი რუსი საეკლესიო თუ
საზოგადო მოღვაწე განგებ ამახინჯებდა ისტორიულ სინამდვილეს, ცდილობდა ქართული ენის შევიწროებას, მიზანმიმართულად ლახავდა ქართულ კულტურასა და მის საუკუნოებრივ ტრადიციებს. სხვა ქართველ მამულიშვილებთან ერთად მამა იოანეც მტკიცედ იდგა ქვეყნის სადარაჯოზე და არაერთხელ გამოუხატავს თავისი აზრი და უკმაყოფილება ამ საკითხებთან დაკავშირებით. 1894 წელს გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე მან ამხილა მეცნიერი ალექსანდრე გრენი, რომელმაც რუსულ გაზეთ „კავკაზში“ თამარ მეფესა და საქართველოს სამეფოს მაშინდელ წეს-წყობილებაზე ტყუილი და ცილისმწამებლური წერილი გამოაქვეყნა. ეს ის გრენია, რომელმაც უკვე მოგვიანებით, კერძოდ კი, 1899 წელს გამოცემულ მეგრულ საანბანო სახელმძღვანელოს წინასიტყვაობაში წერდა: „ამ ანბანის შედგენისას მე მიზნად მქონდა, როგორმე, თუნდაც არაპირდაპირ, გამომეწვია ეროვნული ბრძოლისათვის მეგრელები, რომლებსაც ფეხქვეშ თელავს უფრო ძლიერი ქართველი ხალხი. ჭეშმარიტად, ასეთი ბრძოლა სრულიად შეუძლებელია საკუთარი ეროვნული ანბანის უქონლად, (იმ ანბანისა, რომლითაც მეგრელი ისევე გამოხატავდა თავის აზრებს, როგორც მისი მტერი, ამ შემთხვევაში – ქართველი“. თამარ მეფეზე წერილის გაცნობის შემდეგ გულმოკლული მოძღვარი წერდა: „უცნაურია და ყოვლად საოცარი ის შეურაცხყოფა, რომელიც მიაყენა ბ-ნმა გრენმა თამარ მეფეს კერძოდ და მეთორმეტე საუკუნეს საზოგადოდ. თუმცა არა ვარ ისტორიკოსი, მაგრამ საქართველოს ისტორია კი მიკითხავს და ცოტა მაინც გამიცვნია. მე მის წაკითხულ ლექციას კრიტიკულად ვერ გავარჩევ, რადგან იმისთანა მეცნიერთან შებრძოლება, რომელმაც ახალი ამერიკა აღმოაჩინა, სად შეუძლიან ჩემისთანა ცოდვილს, მაგრამ იმედი არ დამკარგვია, რომ საქართველოს ჰყავს განვითარებულნი და მცოდნე კაცნი, რომელნიც მიუსაჯავენ წესისამებრ და საქმისა მისისამებრ ბ-ნს გრენს. ქართველთა ერის წინაშე ჩვენი ისტორიკოსები მოვალენი არიან ზნეობრივად მიუდგომლად გაარჩიონ ბ-ნ გრენის ლექცია და დაგვარწმუნონ, რომ თამარ მეფე, ეს წმინდა და უმანკო ჭურჭელი ქრისტეს სარწმუნოებისა, ზნეობისა და ნიჭიერებისა, არ იყო ისე დაცემული ზნეობით, როგორც ბრძანებს ბ-ნი მეცნიერი გრენი თავისს ლექციაში.. ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ დროა, მოისპოს ცრუ, ტყუილი ცილისწამება ისეთ სანეტაროდ მოსაგონებელთა ადამიანთა, როგორიც იყო ჩვენთვის, ქართველთათვის, თამარ დედოფალი, რომლის სახელიც ყოველს ქართველს ეხლაც კი ბაგეზედ აკერია და რომელსაც ყოველთვის. კრძალვითა და პატივისცემით იხსენიებს“. 1904 წლიდან მამა იოანე ხელმძლვანელობდა თელავის საკათედრო ტაძართან არსებულ ორკლასიან სამრევლო-საეკლესიო სკოლას, სადაც პედაგოგად მისი ერთ-ერთი ქალიშვილიც მუშაობდა. 1910 წლის იანვარში მღვდელი იოანე თელავის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. ამავე წელს ტაძართან არსებული ორკლასიანი სკოლა ერთკლასიანად გადაკეთდა. ამასთან დაკავშირებით, გაზეთ „სახალხო გაზეთის" ფურცლებზე უცნობმა ავტორმა –– ფსევდონიმით „კლერიკალი“ და „ზარავანდა“ –– ორი სტატია გამოაქვეყნა, სადაც სკოლის დამცრობის საქმეში დეკანოზ იოანე შიუკაშვილსა
39-3 საპატრიარქოს უწყებანი N39 26ნოემბერი-2დეკემბერი 2015წ გვ.19
დეკანოზი იოანე შიუკაშვილი (გაგრძელება)
და მის ქალიშვილს ადანაშაულებდა. დეკანოზმა იოანემ ამავე გაზეთის ფურცლებზე საკადრისი პასუხი გასცა ცილისმწამებელს და დაასაბუთა თავისი უდანაშაულობა. როგორც შემდეგში გაირკვა, საეპარქიო მეთვალყურის რევიზიის დროს, მასწავლებლების მოუმზადებლობა გამხდარა საბაბი სკოლის ერთკლასიანად გადაკეთებისა. სტატიაში დეკანოზი იოანე თავის წერილს ასე ამთავრებს: „უკეთუ ჩემი პასუხის სიმართლეზე არ დარწმუნდებიან ბბ. კლერიკალი და ზარავანდა, მაშინ მათ ვთხოვ, ნიღაბი აიხადონ, ნამდვილის პირის სახით მეჩვენონ, სახელი და გვარი გამოაცხადონ, რის შემდეგაც სასამართლოში სამედიატორო წესით გაირჩეს ჩვენი დავა“. უცნობმა ავტორებმა (სავარაუდოთ, იგი ერთიდაიგივე პიროვნება იყო) თავისი ვინაობის გამჟღავნება არ ისურვეს, რადგან კარგად უწყოდნენ თავიანთი სიცრუე და მამა იოანემაც წყნარად გააგრძელა თავისი მოღვაწეობა. 1914 წლიდან დეკანოზი იოანე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი. 1916 წლიდან კი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი. 1917 წლის 12 მარტს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გამოცხადებულ ავტოკეფალიას უკვე მხცოვანი მოძღვარი დიდი სიხარულით შეხვდა. საქართველოს კათალიკოსის მოსაყდრეს, ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) თელავიდან მისალოცი დეპეშაც გაუგზავნა, სადაც ეწერა: „თელავის მაზრის ეკლესიის მსახურნი გილოცავენ მშობელი ეკლესიის ავტოკეფალური ცხოვრების აღდგენას. სამღვდელოების მონდობილობით დეკანოზი შიუკაშვილი და მღ. დეკანოზიშვილი“. 1917 წლის 8-17 სექტემბერს ჩატარდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი საეკლესიო კრება, სადაც 13 ეპარქია შეიქმნა. ერთ-ერთი იყო ალავერდის ეპარქია. თავად ეპარქიაში კი შეიქმნა საეპარქიო საბჭო, რომლის ერთ-ერთი წევრი დეკანოზი იოანეც გახლდათ. 1918 წლის შობის მარხვაში ალავერდელმა ეპისკოპოსმა პიროსმა (ოქროპირიძე), დეკანოზი იოანე დედაეკლესიაში ორმოცდაათწლიანი ერთგული და ნაყოფიერი სამსახურისათვის მიტრით დააჯილდოვა. 1920 წლის 3 აპრილს მოძღვარი ქვემო ხოდაშენის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის წინამძღვრად ჩანს, რადგან ხელს აწერს ამ ეკლესიის საბუთს. 1921 წლის 11 ივნისს ისევ თელავის საკათედრო ტაძრის წინამძლვრად იხსენიება. ამ დღეს შეიქმნა ეპარქიის ქვრივ-ობოლთა რომლის თავმჯდომარედ დეკანოზი სამზრუნველო, იოანე შიუკაშვილი დაინიშნა. წევრები იყვნენ: დეკანოზი იროდიონ შავლიაშვილი, მღვდელი იოანე ხატიაშვილი (შეთავსებით იყო მდივანიც) და მღვდელი სარდიონ ალადაშვილი. შემორჩენილია 1921 წლის ალავერდის ეპარქიის საკათედრო ტაძრისა და საეპარქიო საბჭოს წევრთა სახელფასო უწყისები, რომლის თანახმად 1921 წლის 7 ივნისს დეკანოზ იოანეს ხელფასი, როგორც საკათედრო ტაძრის წინამძღვრისა, 10 000 მანეთით განისაზღვრებოდა, ხოლო ამავე წლის 1 აგვისტოდან მას ხელფასი 30 000 მანეთი გაუხდა. როგორც მოგეხსენებათ, 1921 წლის თებერვალმარტის საქართველოს ანექსიის დროს ქვეყანაში მძიმე ვითარებამ დაისადგურა. კომუნისტებმა ეკლესიასა და მის მსახურებს გაშმაგებით შეუტიეს. მათი მსახვრალი ხელი მოხუცებულ დეკანოზსაც არ აცდა. 1921 წლის 3 მაისს თელავის საკათედრო ტაძრის კრებული თელავის რევკომის თავმჯდომარეს შალვა მათიკაშვილს წერდა: „1921 წლის 1 მაისს (ახ. სტ.), აღდგომას, თელავის საკათედრო ტაძარში შემოიჭრა მილიციონერი ბუღლიაშვილი. ამბიონზე მდგარ დეკანოზ დიმიტრი დეკანოზიშვილს არ აცალა ქადაგება და აღსავლის კარით შევარდა საკურთხეველში. მან განაცხადა, რომ აქვს შეკითხვები ღმერთთან დაკავშირებით. იქვე იყო მეორე შეიარაღებული მილიციელიც. ჩვენ აუხსენით, რომ მსახურების დროს ეს არ შეიძლება და ამისთვის სხვა დროს მოსულიყო. თუმცა ის გარეთ უპირებდა მამა დიმიტრის გაყვანას. მორწმუნე ხალხში ამან გამოიწვია დიდი ჩოჩქოლი და უკმაყოფილება. მან ასევე დაუმიზნა რევოლვერი გულში მამა იოანე შიუკაშვილს და მიაყენა შეურაცხყოფა მედავითნე ილია ქაჯაიას. გთხოვთ, მიაქციოთ ჯეროვანი ყურადღება თქვენს ხელქვეითებს, რომ აღარ მოხდეს მორწმუნეთა გრძნობების შელახვა“.
39-4 საპატრიარქოს უწყებანი N39 26ნოემბერი-2დეკემბერი 2015წ გვ.20
დეკანოზი იოანე შიუკაშვილი (დასასრული)
სამწუხაროდ, მსგავსი თხოვნები და მოწოდებები მხოლოდ ქაღალდზე დაწერილად რჩებოდა. ხელისუფლება არაფერს აკეთებდა სამღვდელოების დასაცავად, პირიქით, ხშირად ისინი გვევლინებოდნენ წამქეზებლებადაც. სავარაუდოდ, ამ ამბის შემდეგ, დეკანოზ იოანეს თელავში დიდხანს აღარ უმსახურია. 1922 წლის ივნისში კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს იგი რუისპირის ლვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. ოთხმოცს გადაცილებული მოძღვარი XX ს-ის 20-იან წლებში გარდაიცვალა დეკანოზ იოანეს ჰყავდა მეუღლე ანა იოანეს ასული (1851) და სამი შვილი: ანასტასია, ნიკოლოზი (17.05.1870-14.08.1938), ქართველი დრამატურგი, პედაგოგი, აროთონეირიარ. სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1932), თამარი.
40 საპატრიარქოს უწყებანი N40 3-9 დეკემბერი 2015წ გვ.18
რაჭაში მოღვაწე გორდეზიანების სასულიერო შტო
სოფელი საკაო დასავლეთ საქართველოში, საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სოფელი სამ უბნად იყოფა: ზემო უბანი, ქვემო უბანი და ბასუკაანთ უბანი. გორდეზიანების გვარი ქვემო უბანში მოსახლეობს. სოფელში მოქმედებდა წმ. გიორგის სახელობის ქვის ეკლესია, რომლის აშენების თარიღი სიძველის გამო არ იყო ცნობილი, როგორც ამას გვატყობინებს 1833 წლის და 1840 წლის ტაძრის აღწერილობა. იყო საბატონო სოფელი და მრევლი 71 კომლს ითვლიდა. 1858 წელს ამ ქვის ეკლესიის ადგილზე აშენდა ახალი ხის ეკლესია. საკაოზე მიწერილი იყო შეუბნის წმ. გიორგის ეკლესია. ამ ტაძარში საუკუნის მანძილზე მოღვაწეობდნენ გორდეზიანების შტოდან გამოსული სასულიერო პირები. ესენი იყვნენ: მღვდელი გიორგი მარკოზის ძე გორდეზიანი, რომელიც 1787 წელს საბატონო ყმის ოჯახში დაიბადა. ეკუთვნოდა საერო წოდებას. ჰყავდა შვილები: სვიმონი, იოანე, მარკოზი, თეოდორე. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი სხვავის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარ, არქიმანდრიტ პანტელეიმონთან ისწავლა. 1814 წელს ნიკორწმინდელმა მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა (წულუკიძე) მლვდლად დაასხა ხელი და საკაოს წმ. გიორგის ტაძარში განამწესა. რაღაც პერიოდი მსახურობდა ძეგლევის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაშიც. მღვდელი გიორგი 1863 წლის 10 ოქტომბერს გარდაიცვალა. მისი შვილიშვილი გახლდათ მღვდელი ნიკოლოზ სვიმონის ძე გორდეზიანი, რომელიც 1841 წელს დაიბადა. მან დაამთავრა ქუთაისის სასულიეროსსასწავლებლის სამი კლასი. სასულიერო განათლება მანაც სხვავის მონასტერში მიიღო. 1863 წლის 6 დეკემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა და ონის წმ. გიორგის ტაძარში დაადგინა. 1867 წლის 19 ოქტომბერს მეუფე გაბრიელმა მღვდლად დაასხა ხელი და ლაჩთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1871 წლის 14 ნოემბერს ძეგლევის წმ. გიორგის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1879 წლის 31 აგვისტოს საკაოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დაინიშნა. 1887 წლის 21 ოქტომბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1899 წლის 6 მაისს სკუფია უბოძეს. 1907 წლის 15 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1912 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1913 წლის დეკემბერში პენსიაზე გავიდა. 1922 წლისივნისში კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს იგი ისევ საკაოს ტაძარში მსახურობდა და ხელს აწერს საეკლესიო ნივთების ჩაბარების აქტს. მეუღლე ნატალია ბეჟანის ასული (1847) და შვილები: მღვდელი ' ნესტორი და დეკანოზი მათე. მისი უფროსი ვაჟი –- მღვდელი ნესტორი 1865 წელს დაიბადა. 1885 წლის 12 ივნისს დაამთავრა გორის საქალაქო სასწავლებელი. 1885 წლის 17 დეკემბერს ჩააბარა გამოცდები სპეციალურ კომისიას და მიიღო უფლება სახალხო სკოლებში პედაგოგად მუშაობაზე. 1886 წლის 20 თებერვალს რაჭის მაზრის, სოფ. ბარის ერთკლასიანი სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1888 წლის 29 აგვისტოს ბაჯის სკოლაში გადაიყვანეს. 1906 წლის 9 მარტს უწერის სკოლაში დაადგინეს. 1912 წლის 7 იანვარს საკაოს ერთკლასიან სკოლაში განამწესეს. 1913 წლის 22 დეკემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) დიაკვნად აკურთხა. 1914 წლის 1 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და საკაოს წმ. გიორგის ეკლესიაში განამწესა. ჰქონდა ჯილდო გულზე სატარებელი ვერცხლის მედალი. 1922 წლის ივნისში საკაოს ტაძრის ქონების აღწერის საბუთზე მის მაგივრად ხელს აწერს მამამისი. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა ბედი ეწია მას. მეუღლე თებრონია მიხეილის ასული (1871) და შვილები: ფედოსია (29.05.1890), მარიამი (14.03.1901), იულია (24.05.1905), ნიკოლოზი (12.11.1909). გვარში ყველაზე ცნობილი პიროვნება, დეკანოზი მათე გორდეზიანი გახლდათ. მან პირველდაწყებითი განათლება ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო. 1884-1890 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 1891 წლის 20 იანვარს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 27 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და კვაცხუთის წმ. გიორგის ტაძარში დანიშნა. 1891 წლის 4 თებერვალს სადმელის ოლქის მთავარხუცესის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს. 1892 წლის 7 მაისს დამტკიცდა ამ პოსტზე. 1895 წლის 11 თებერვლიდან იმერეთის ეპარქიალური სასწავლებლის რაჭის მაზრის
40-1 საპატრიარქოს უწყებანი N40 3-9 დეკემბერი 2015წ გვ.19
რაჭაში მოღვაწე გორდეზიანების სასულიერო შტო (გაგრძელება)
განყოფილების სასწავლო კომიტეტის წევრია. 1895 წლის 24 იანვარს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1897 წლის 3ივნისს სკუფია უბოძეს. 1900 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1904 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1905 წლის 6 მაისს წმ. ანასIII ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1905 წლის 21 სექტემბერს ონის წმ. გიორგის ეკლესიაში გადაიყვანეს და ონის ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს. 1910 წლის 15 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1911 წლის 11 აპრილს რაჭის მიხაილოვის სახელობის სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1912 წლის 6 იანვარს ჭელიშის მონასტრის მთავარხუცესად აირჩიეს. 1912 წლის ივლისი-აგვისტოში რაჭა-ლეჩხუმში იმოგზაურა ყველასთვის საყვარელმა და დიდებულმა მგოსანმა აკაკი წერეთელმა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა დიდი სიყვარულითმშმეეგება. 1912 წლის 27 ივლისს ონის ეკლესიაში პოეტს ჯვრით დახვდა დეკანოზი მათე გორდეზიანი და სიტყვა უთხრა. ნაშუადღევს ოთხ საათზე კი მიიწვიეს მასპინძლის დავით გოცირიძის სახლში, სადაც გაშლილი იყო სუფრა სტუმრებისათვის. თამადა გახლდათ თავადი კოწია წულუკიძე. სუფრა სიმღერებით გაამხიარულეს მალაქია ჯაფარიძის შვილებმა ოთხმა ძმამ, რომლებიც ისე წააგავდნენ ერთმანეთს, რომ მათი გარჩევა შეუძლებელი იყო. იმავე საღამოს გაიმართა სალიტერატურო საღამო. მეორე დღეს, 28 ივლისს, სადილობამდე მგოსანმა ისურვა ფოტოგრაფიული სურათის გადაღება (ფოტო იხ. ბოლო გვერდზე) ონის კომიტეტთან ერთად. ნაშუადღევს ოთხ საათზე ბაღში არსებულ ფანჩატურში კვლავ სუფრა გაიშალა სამას კაცზე, ხოლო დანარჩენებისთვის ცალკე იქვე მწვანეზე. გამოსამშვიდობებელ სიტყვაში აკაკი წერეთელმა მიმართა ონის საზოგადოებას და თავისი ნათქვამი ასე დაასრულა: „... დიახ, ბატონებო, ასრულდა იოანე ნათლისმცემლის სიტყვები, მოევლინა ქვეყანას მაცხოვარი; სწორედ ასევე მოევლინება საქართველოს მისი საკადრისი გმირი, რომელსაც მე ღირსი არა ვარ ხამლი გავხადო ფეხთა მისთა და თუ მე მცირე მახარობელს, უბრალო მომაკვდავს, ასე აღტაცებით მეგებებით, მაშ რაღა იქნება, როდესაც ნამდვილი გმირი მოგევლინებათ; თქვენ მაშინ მეტი გახარებული იქნებით და უფრო მომზადებულნი შეხვდებით გმირთა-გმირს, მე მხოლოდ დამრჩენია ერთი: ჩავიკრა გულში თქვენი სიყვარული და პატივისცემა და უკანასკნელად სვიმონ მოხუცივით წარმოვსთქვა: „აწ განმიტევე მე, მონა შენი“. სიტყვის დასრულებისთანავე საზოგადოებაში გაისმა ტაშისცემა, „ვაშას“ ძახილი და თოფ-დამბაჩების გრიალი. დეკანოზმა მათე გორდეზიანმა საპასუხო სიტყვით მიმართა აკაკის: „ძვირფასო მგოსანო! თქვენი მოსვლის ამბავი ელვასავით მოედო მთელ რაჭის მცხოვრებლებს; იგი ცეცხლის ნაპერწკალივით ჩავარდა ჩვენს გულში და აღანთო გამოუთქმელი სიხარულის გრძნობები და თქვენის მოსვლით და პირისპირ ხილვით კი ეს გრძნობები გაგვიორკეცდა; ხოლო გამოტეხილად და გულახდილათ უნდა გითხრათ, დიდებულო მგოსანო, რომ ბოლოს ნათქვამმა სიტყვებმა: „აწ განმიტევეთ მონა თქვენიო“ ცოტა ნაღველი გადაასხა ჩვენს მხიარულებას. სვიმეონ მოხუცს ღვთისაგან ჰქონდა ნაბრძანები არ მომკვდარიყო, სანამ თავის თვალით არ იხილავდა მესიას, მხსნელს სოფლისას და ასეც მოხდა, თქვენ კი გვპირდებით მის მოსვლას თქვენს შემდეგ. არა, დიდო მგოსანო, შენ თვით ზეციდან ხარ მოვლენილი ჩვენი სამშობლოსათვის, რომელსაც მთელი თქვენის არსებით ეკუთვნით და არა მარტო თქვენს თავს, ამიტომ არც უფლება გაქვთ სთქვათ: „ან განმიტევეთო“ არა, ამის ნებას ვერ მოგცემთ, უნდა იცოცხლო მანამდის, სანამ თვით თქვენ არ მიირქმევთ თქვენს მკლავზედ იმ მესიას, რომელმაც უნდა ახსნას მიჯაჭვული ამირანი და მიანიჭოს მას თავისუფლება!“ 1913 წლის 1 სექტემბერს ონის სახალხო უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. 1914 წლის 15 მაისს წმ. ანას II ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1917 წლის 8-17 სექტემბერსა და 1921 წლის 1-5 აგვისტოს მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის | დაIII საეკლესიო კრებაზე. 1917 წელს ჩატარებული პირველი საეკლესიო კრების შემდეგ, ახლადშექმნილი ნიკორწმინდის ეპარქიის, ონის ოლქის
40-2 საპატრიარქოს უწყებანი N40 3-9 დეკემბერი 2015წ გვ.20
რაჭაში მოღვაწე გორდეზიანების სასულიერო შტო (დასასრული)
მთავარხუცესად აირჩიეს, და ამ პოსტზე ჩანს 1922 წელსაც. 1922 წლის ივნისში კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს დეკანოზი მათე ასევე იხსენიება სოფლების: ქორთის მთავარანგელოზთა და გომის წმ. გიორგის ტაძრების წინამძღვრადაც. XX ს-ის 20-იან წლებში ტაძრების მასობრივად დახურვის შემდეგ დეკანოზმა მათემ შეწყვიტა მსახურება. გარდაიცვალა 1940 წლის 26 იანვარს თბილისში, მიხაილოვის საავადმყოფოში, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ. დაკრძალულია თბილისში, კუკიის წმ. ნინოს ეკლესიის სასაფლაოზე. მისი მეუღლე გახლდათ ლუდმილა სპირიდონის ასული (1873).
41 საპატრიარქოს უწყებანი N41 10-16 დეკემბერი 2015წ გვ.18
დეკანოზი ალექსანდრე ჯალიაშვილი 1871 –– 1919
დეკანოზი ალექსანდრე 1871 წელს სიღნაღის მაზრის სოფ. ფანიანში მედავითნის ოჯახში დაიბადა. იგი ადრეულ ასაკში დაობლდა და მისი გაზრდა თავის იდო დეიდის ქმარმა, მღვდელმა ნიკოლოზ მაღალდაძემ. მამა ნიკოლოზმა პატარა ალექსანდრე თავდაპირველად სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მიაბარა. 1887-1893 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1893 წლის 1 სექტემბერს ვანათის ერთკლასიან სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად განამწესეს. 1894 წლის 1 მაისს წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში გადაიყვანეს და რუსული ენის მასწავლებლად დაინიშნა. სამ თვეში ამავე სკოლის ზედამხედველად დაადგინეს. 1894 წლის 6 ნოემბერს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და ქარელის ღვთისმშობლის შობის ტაძარში განამწესა. 1897 წლის 3 აპრილს იტრიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გადაიყვანეს, მაგრამ ამავე წლის 30 მაისს, წინამძღვრიანთკარის სასწავლებლის ხელმძღვანელობის თხოვნით, დუშეთის მაზრის სოფ. ბოკოწინის წმ. ილია წინასწარმეტყველის ეკლესიაში განამწესეს და აღნიშნული სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1903 წლის 27 ოქტომბრიდან 1906 წლის 16 მაისამდე მამა ალექსანდრე დუშეთის სასწავლო განყოფილების საბჭოს წევრია. 1906 წლის ივნისში მამა ალექსანდრემ თბილისში, სანთლის ქარხანაში დაიწყო მუშაობა და საკონტროლო კომიტეტის წევრად აირჩიეს. ამასთან დაკავშირებით, 1906 წლის 1 სექტემბერს მან თბილისში სახლი იყიდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1907 წლის 30 აგვისტოს, როდესაც მამა ალექსანდრე თავისი ოჯახით თბილისში მიემგზავრებოდა, უკანასკნელი ადამიანი იყო, ვინც ცოცხალი ნახა დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, თავადი ილია ჭავჭავაძე. აი, რას წერდა იგი შემდგომში ამ შეხვედრის შესახებ: „30 აგვისტოს სახლობა მომყავდა თბილისში. წინ შემოგხვდა ილია ჭავჭავაძის ეტლი, რომელიც წიწამურს იქით ღელეში შეეჩერებინათ. როცა გავცდით და ცოტა გზა გავიარეთ, გავიგონეთ თოფის სროლა. მცხეთის პირდაპირ დუქნებთან შევჩერდით და იქ შევიტყეთ განსვენებულ ილია ჭავჭავაძის მოკვლის ამბავი. აქ ერთი გლეხი წამოგვეწია, გვითხრა, ილია მოჰკლესო და დაიწყო ქვითინი. აქვე მგზავრისაგან გავიგე, რომ მას ჩამოსვლის დროს რაღაც საეჭვო სტვენა გაეგონა იმ ადგილს ცოტა იქით, სადაც მკვლელობა მოხდა“. 7 სექტემბერს კი, საგურამოდან ილია ჭავჭავაძის თბილისში გადასვენების დღეს, მცხეთის წმ. ჯვრის მამათა მონასტრის ძირში მამა ალექსანდრე სამღვდელოებასთან და ურიცხვ მრევლთან ერთად პროცესიას გზაში შეეგება და გრძნობით აღსავსე, მშვენიერი სიტყვა წარმოთქვა. 1915 წლის 4 მარტს მამა ალექსანდრე სვე–- ტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაადგინეს. 1917 წელს ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1917 წლის 12 მარტს (ძვ. სტ.) მცხეთის სვე–- ტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გამოცხადდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, ხოლო ამავე წლის 8-17 სექტემბერს პირველ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს პატრიარქი, შეიქმნა ახალი ეპარქიები, დადგინდა მმართველი მღვდელმთავრები და ჩამოყალიბდა საეპარქიო საბჭოები. წილკნის ეპარქიის საეპარქიო საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს დეკანოზი ალექსანდრე ჯალიაშვილი, რომელიც თავისი ნიჭიერებით, პატიოსნებითა და ეკლესიისადმი ერთგულებით ყველასათვის სასურველი პიროვნება გახლდათ. მღვდელი ალექსანდრე დედაეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი სამსახურისთვის დაჯილდოებული იყო: 1899 წლის 6 მაისს -–– საგვერდულით; 1902 წლის 5 სექტემბერს -–– სკუფიით; 1913 წლის 6 მაისს კამილავკით; დეკანოზი ალექსანდრე 1919 წლის 24 თებერვალს, ღამის 11 საათზე, მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი დიდი პატივით დაკრძალეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. ჰყავდა მეუღლე ––- ივლიტა გიორგის ასული ჭაბაშვილი (გარდაიცვალა 22.09.1945) და შვილები ელისაბედი (18.12.1893-12.09.1896), მიხეილი (4.01.1896), იოანე (22.02.1898), დიმიტრი (20.02.1900), ნიკოლოზი (16.09.1902), ალექსანდრე (1.03.1905), ელისაბედი/ზიზო (18.09.1909), ევგენია (10.04.1911). დეკანოზი ალექსანდრე გახლდათ გამოცდილი მეფუტკრე და ამ საკითზე არაერთი ნაშრომიც აქვს დაწერილი. იგი ასევე გახლდათ შესანიშნავი მქადაგებელი. რუსულიდან თარგმნიდა სხვადას
41-1 საპატრიარქოს უწყებანი N41 10-16 დეკემბერი 2015წ გვ.19
დეკანოზი ალექსანდრე ჯალიაშვილი 1871 –– 1919 (დასასრული)
ხვა ხასიათის სასულიერო წერილებს და ხშირად აქვეყნებდა მათ იმჟამინდელ ქართული პრესის ფურცლებზე. გთავაზობთ მის ერთ-ერთ თარგმანს, რომელშიც მორწმუნე მრევლისა და საზოგადოებისთვის დღესაც აქტუალური საკითხია განხილული.
მოძლვარი ეკლესიისა გარყვნილი ცხოვრება ეკლესიის მოძღვრისა არ უკეტავს მორწმუნეთ ცხოვნების გზას
ყოველი კაცი ცოდვილია. არ არის იმისთანა კაცი, რომელსაც ცოდვა არა ჰქონდეს, რადგანაც ყველა ჩვენგანი ისახება და ჩნდება ცოდვებში: „ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან“ -- ამბობს წმ. მეფე და წინასწარმეტყველი დავითი. წმიდა არს მხოლოდ უფალი იესო ქრისტე: „ერთ არს წმიდა, ერთ არს უფალი, იესო ქრისტე...“ -- გალობს წმ. ეკლესია. ამისათვის ეკლესიის მოძღვარი, თუმცაღა, იგი მაღალი პირია, მაგრამ ცოდვილია, როგორც ყოველი კაცი. როგორადაც სხვა ხალხი, ასევე მოძღვართაგანნიც, ერთი უფრო მომეტებულად ცოდვილია, მეორე ნაკლებად; ზოგს მათგანს უფრო მომეტებულადა აქვს სულიერი სისუსტე და ცოდვების მიმართ მიდრეკილება, მეორეს ნაკლებად. მაგრამ ეს სულიერი სისუსტე და ცოდვები, რამდენადაც დიდნი უნდა იყვნენ იგინი, მაინც სრულებითაც არ უშლიან ეკლესიის მოძღვარს ცხოვნების გზაზედ დააყენოს თვისი სამწყსო. თუ რომ მორწმუნეთ მხოლოდ უცოდველნი მოძღვარნი აყენებდნენ ცხოვნების გზაზედ, თუ მხოლოდ მათ შეეძლოთ თვისი სამწყსოს ცხოვნება, უეჭველია, არც ერთი ქრისტიანი არ უნდა იყოს ცხოვნებული, რადგანაც უცოდველი მღვდელი (როგორც კაცი) არც არის. და მართლაც, მღვდელნი განკერძოებით თვის ძალა-შეძლებით კი არ აცხოვნებენ კაცს, არამედ იმ მადლით, რომელიც გარდაეცემის მორწმუნეთ ღვთისაგან მოძღვართა საშუალებით წმ. საიდუმლოთა აღსრულების დროს. მადლი კიდევ ღვთისა, რომელიც აუცილებელად საჭიროა ჩვენის ცხოვნებისათვის, მოძღვრის გაფუჭებულის ცხოვრებით და მის ცოდვებით არა მცირდების, და არც ჰკარგავს თვისს ძალას: იგი ერთნაირად ჰშველის კაცს ცხოვნების საქმეში, მიუხედავად იმისა გვეძლევა იგი გარყნილი და ცოდვილის მღვდლისაგან თუ უმანკო უცოდველისაგან. ერთი განდეგილი არსად არ გადიოდა თვის სიცოცხლეში თავისი სენაკიდგან. მასთან ხშირად მოდიოდა მახლობელი ეკლესიის მღვდელი საზიარებლად. ერთხელ ვიღაცამ მოატყუა ეს განდეგილი, რომ ის მღვდელი მეტად გარყვნილი და უღირსი კაცი არისო. განდეგილმაც დაიჯერა ეს ჭორები და შემდეგში, როდესაც ეს მღვდელი ჩვეულებრივ მივიდა მასთან წმიდა ბარძიმით, მან კარები აღარ გაუღო, -- იფიქრა: ვაი თუ იმისაგან მიღებულს წმიდა საიდუმლოს მადლი აღარ ჰქონდესო. მღვდელი გაბრუნდა უკანვე, და ამ დროს განდეგილს მოესმა ხმა: „წამართვა ხალხმა სამართალი ჩემი!“ ცოტა ხნის შემდეგ ნახა მოჩვენება: მან დაინახა ოქროს ჭა, რომელშიაც მეტად მშვენიერი წყალი იდგა. აქვე იყო ოქროს ჭურჭელი და ოქროსავე თოკი. ვიღაც დაწყლულებული, მუწუკებით სავსე კაცი იღებდა ჭიდან წყალს და ავსებდა ჭურჭელს. განდეგილს უნდოდა დაელია წყალი, მაგრამ თავი შეიკავა, რადგანაც მას იღებდა დაწყლულებული კაცი. მეორედაც მოესმა ხმა: „რატომ არა ჰსვამ მაგ წყალსა? რა საქმე გაქვს შენ იმასთან, თუ ვინ იღებს წყალს? წყალი ხომ არ ფუჭდება იმით, რომ მას იღებს დაწყლულებული კაციო?“ გამოეღვიძა განდეგილს და მაშინვე მიხვდა, რომ ძლიერ შესცდა იგი, რომ არ მიიღო მის მიერ უკან გაბრუნებულის მღვდლისგან წმ. ზიარება, გინდ იგი ცოდვილზე უფრო ცოდვილი ყოფილიყო. შემდეგ ამისა, ხელახლად მოუწოდა მღვდელს და სთხოვა, რომ მას ჩვეულებრივ ევლო მასთან წმ. ბარძიმით.
41-2 საპატრიარქოს უწყებანი N41 10-16 დეკემბერი 2015წ გვ.20
მადლი ღვთისა არამც თუ არა „ ჰკარგავს თვის ძალას მოძღვართა ცუდის ყოფაქცევით, არამედ თვითონ მათთაც ჰკურნავს იგი, როდესაც გარდასცემენ მას მორწმუნეთ. მოთხრობა არის წმ. მარკოზ ეგვიპტელზედ, რომ იგი 30 წელიწადს კარში გამოუსვლელად იჯდა თვის სენაკში, მასთან ხშირად მოდიოდა სოფლის მღვდელი წმ. ზიარებით. ეშმაკმა გაივლო გულში, შეეცდინა ·., 2) წმიდა მოხუცი. მან შთააგონა ვიღაც ბნედიან კაცს, წასულიყო წმ. მარკოზთან, ვითომდა სალოცავად. იგიც მივიდა მოხუცთან და ეშმაკისავე შთაგონებით წამოიძახა: „მამაო შენი მოძღვარი ძლიერ ცოდვილი კაცია, აღუკრძალე შენთან სიარულიო". წმ. მარკოზმა მიუგო: „შვილო! მაშინ, როდესაც ცუდს საქმეს და სიბილწეს ყველა თავიდგან იშორებს, შენ იგინი ჩემთან შემოგაქვსო“. საღმრთო წერილში სწერია: „ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ“. გინა დიდი (კოდვილიც იყოს იგი მოძღვარი, მაინც აცხოვნებს მას უფალი, რადგანაც ნათქვამია: „ულოცევდით ერთი ერთსა, რათა განიკურნეთ“. შემდეგ ამისა, წმ. მოხუცი შეევედრა ღმერთსა, განდევნა კაცისა მისგან ბოროტი სული და განკურნებული გაგზავნა. ხოლო როდესაც მისი მოძღვარი ჩვეულებრივ მოვიდა მასთან, წმ. მოხუცმა იგი დიდის სიხარულით მიიღო და ღმერთმა, იხილა რა წმ. მოხუცის მტკიცე სარწმუნოება და სულგრძელობა, მოუვლინა მას სასწაული: როდესაც მოძღვარი წარდგა წინაშე წმიდის ტრაპეზისა, მოხუცმა შენიშნა, რომ ციდგან ჩამოვიდა ანგელოზი ღვთისა, დაადო მან ხელი მოძღვარს, რის შემდეგ იგი (მოძღვარი) გარდაიქცა თითქმის ცეცხლის ბოძად. წმ. მარკოზი დიდად განცვიფრებული უცქეროდა ამ მოჩვენებას. უცბად მოესმა ხმა: „კაცო! რას გიკვირს ეგე? თუ კი ქვეყნიური მეფე უკრძალავს თვისს ხელქვეითთ, ანუ მოსამსახურეთ, რომ უწმიდურნი და უსუფთაონი არ მივიდნენ მასთან, რამდენათ უფრო აღუკრძალავს ზეციური მეფე? ნუ თუ იგი არ განსწმენდს თვის მოსამსახურეთ, წარდგომილთ წინაშე მის წმიდისა ტრაპეზისა?“ ასე რომ, სრულებითაც არ უნდა შესცდებოდეთ იმითი, თუ ვინიცობაა ჩვენს მლვდელს აქვს რაიმე, კაცობრიული სისუსტე და ზნე ცოდვები, კიდეც რომ იყვნენ იგინი მეტად დიდნი. მხოლოდ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც წესია. ჩვენი საქმე არ არის, თუ რამდენად (ცოდვილია მღვდელი. იგი თავის ცოდვებისათვის თვითონვე აგებს პასუხს ღვთის წინაშე. მას არ უჭირს თქვენი სამართალი და განსჯა, იგი თვითონ წარსდგება თვის მოსამართლესთან. ხოლო ერთი არ უნდა ვჰქმნათ: ნუ მივბაძავთ მის ცხოვრებას, თუ დარწმუნებულნი ვიყვნეთ, რომ იგი უწმიდურია და გარყვნილი. გარნა მტკიცედ აღვასრულთთ ყველა ის, რასაც კი გვიბრძანებს და რაზედაც დაგვარიგებს; რადგან არასოდეს იგი ცუდს საქმეზედ არ დაგვაყენებს, რაც უნდა ბოროტი და გაფუჭებული კაცი იყოს. წმიდა ტიხონი ზადონელი ამბობს: „შენ არ მისცემ ღვთის წინაშე პასუხს იმაზედ, რომ მოძღვარი ცუდათა სცხოვრობს და არ ასრულებს, რასაც სხვას ასწავლის. რა შენი საქმეა, თუ იგი ცუდათა სცხოვრობს? თუ იგი ცუდად სცხოვრობს, შენ უყურე და აღასრულე მხოლოდ ის, რასაც იგი გასწავლის, როგორც იგი დაგარიგებს, ხოლო მის ცხოვრებას კი არ მიჰბაძო“.
42 საპატრიარქოს უწყებანი N42 17-23 დეკემბერი 2015წ გვ.16
ბერი გრიგოლი (ნადარეიშვილი) 1881 -–– 1945
ბერი გრიგოლი, ერისკაცობაში –-– ვასილ ნადარეიშვილი, დაიბადა 1881 წელს აბაშის რაიონის სოფ. ონტოფოში. ნადარეიშვილთა გვარის წარმომადგენლები ძველთაგანვე სასულიერო მოღვაწეები იყვნენ. აკად. გიორგი ჩიტაიას სახ. ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია ლაზი ოსტატების მიერ წაბლის ხისგან დამზადებული კოლხური ოდასახლი. ამ სახლში ცხოვრობდა გიგო ნადარეიშვილისა და სოფიო ჭანტურიას ლვთისმოსავი ოჯახი. უფროსი ვაჟი ვასილი, „ბატა“, როგორც მას შინაურები უწოდებდნენ, გახლდათ ბერი გრიგოლი. ბატამ სოხუმის გიმნაზია ოქროს მედალზე დაამთავრა, მაგრამ მამის გარდაცვალების გამო სწავ– ლის გაგრძელება ვერ შეძლო და იძულებული იყო, ოჯახზე ეზრუნა. ბატა უაღრესად ნიჭიერი და გამორჩეული გარეგნობის ყოფილა. გიმნაზიაში სწავლისას ყველას აკვირვებდა თავისი მახვილი გონებითა და სიბეჯითით, განათლებული ქართველობა მასზე დიდ იმედებს ამყარებდა. სიყმაწვილეში რევოლუციური იდეებით იყო გატაცებული, რასაც იმხანად „ერთობის საქმეს“ ეძახდნენ. მაგრამ მაღალი იდეალების მქონე პიროვნებას გაუჭირდა რევოლუციონერთა საბრძოლო მეთოდების მიღება. იგი მალე ჩამოშორდა მედროვეებს და მორწმუნე ოჯახში აღზრდილმა შვება ეკლესიაში ჰპოვა. განგებამ სხვა გზით წარმართა ბატა ნადარეიშვილის ცხოვრება, უფალი ღვთივსათნო ჭაბუკს დიდი
42-1 საპატრიარქოს უწყებანი N42 17-23 დეკემბერი 2015წ გვ.17
ბერი გრიგოლი (ნადარეიშვილი) 1881 -–– 1945 (გაგრძელება)
ღვაწლისთვის ამზადებდა. მან მალე იპოვა სულიერი მოძღვარი, „კაცი ზეცისა და ანგელოზი ქვეყანისა“, ქართველთა დიდი მნათობი -– ალექსი ბერი. იმ ხანებში პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული ბევრი კეთილსინდისიერი ახალგაზრდა ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის თავგანწირულად იბრძოდა, მაგრამ ვისაც სარწმუნოება ჰქონდა, მოვლენების არსს ადვილად ჩასწვდა. ამ მხრივ ალექსი ბერმა დიდი ღვაწლი გასწია. კეთილი მწყემსი, თავისი ღვთივსულიერი სწავლებით, ახალ თაობას სულიერ ხედვას უვითარებდა, დაუღალავად შეაგონებდა, წვრთნიდა და მათ უმწიფარ გონებას ათეისტური ღვარძლისაგან განწმედდა. არამცირედნი იყვნენ ისინი, ვინც კეთილად შეიტკბო მისი მოძღვრება, ჩამოშორდა ამ სოფლის ამაოებას და ცხონების გზას დაადგა, მათ რიცხვში იყო ბატა ნადარეიშვილიც. შემორჩენილია ალექსი ბერის ლექსითი მიმოწერა რამდენიმე ადამიანთან, ერთ–ერთი ლექსი მამა გრიგოლს „ ეძღვნება. საბერო ბატა ნადარეიშვილს: ჭაბუკო ბატა, არ გშვენის ესდე6, გულის სიჩვილე, სულის მასუსტად, სიმხნე სიჯაბნის დამთრგუნველია, ჯვარსა არ შვენის, რო შეხვდე სუსტად. ძალა იმოსე, ვიწროა სავალ, მხნეობით საძლევ შესავალადა, წმინდათა ტანჯვა გაითვალწინე, გოლგოთა გიწვევს აღსავალადა. ტკბილი უმწაროდ ვინ გამოიცნოს, ორთავეს გემოს უხილველადა, ერთმა მეორე მაშინ გააცნოს, როს გემო შედის საცნობელადა. იბრძვის ბოროტი, გზა შეგიშალოს, სატრფო იდეა შორს გაისროლოს, მით არჩევანი სირცხვილით მოსოს და შენ წყვდიადში გადაგისროლოს. მაგრამ ხვიმირში გონებას ნუღა დაამწყვდევ საბნელოდ... ფართოდ ანათე, ახედვე, ნუ გიჩნს გზა ღვთისა საძნელოდ, გმირობა სოფლად ძვირია, სიგლახე ქუჩად ღიღინობს, სიტყვა საქმეა გმირთათვის, არ ბალღურ გრძნობით ტიკტიკობს. ჯ დეე, რაც იქმნეს, გადახდეს, კიცხვა თუ ბასრვა ჭორებით, შენ ეკუთვნოდე იმ გმირთა, ვინც არ ღორდება ოცნებით. ამ მშვენიერი ლექსით ღირსი ალექსი ამხნევებს მორჩილების გზაზე შემდგარ მოწაფეს, საღმრთო შურით აღძრავს მას და მომავალი სულიერი ბრძოლისათვის განაწყობს. ოცდაშვიდი წლის ბატა ნადარეიშვილმა გულისხმაჰყო ალექსი ბერის ღირსება, დაემოწაფა გამოცდილ მოღვაწეს და ბოლომდე მიენდო მას. ჭაბუკის გულში აღარ იყო ადგილი ეჭვისა და მერყეობისათვის. მან სოფლისგან განდგომისა და მონაზვნობის გადაწყვეტილება მიიღო.
ღირსი ალექსი ბერობის მსურველთ ათონის წმინდა მთაზე აგზავნიდა. მოძლვარმა ბატაც აკურთხა ათონზე გამგზავრებულიყო და იქ მიეღო მონაზვნური ცხოვრების გამოცდილება. წმინდა მთაზე სამოღვაწეოდ მიმავალი ქართველები, უპირველესად, იერუსალიმს მოილოცავდნენ. ეს ტრადიცია ძველთაგანვე დამკვიდრებული იყო საქართველოში. ბატაც ასე მოიქცა, 1908 წელს იგი ჯერ ქ. ოდესაში და იქიდან იერუსალიმში გაემგზავრა, მაცხოვრის საფლავისა და წმინდა, მიწის მოლოცვის შემდეგ კი ათონის მთაზე. 1910 წელს ვასილ ნადარეიშვილი ათონზე ბერად აღიკვეცა. როგორც ცნობილია, იღუმენ ბენედიქტეს (ბარკალაია) ძალისხმევით, ათონის წმინდა მთაზე იოანე ღვთისმეტყველის ქართული სავანე დაარსდა, სადაც მოღვაწეობდნენ მაღალი სულიერებითა და ლვთივსათნო ცხოვრებით გამორჩეული ქართველი ბერები. იმჟამად ათონზე უმძიმესი ვითარება იყო, ქართველები ბერძნებისაგან საშინელ დევნასა და შევიწროებას განიცდიდნენ. ამ დროისთვის სავანის წინამძლვარი გახლდათ სქემმლვდელ-მონაზონი იონა (ხოშტარია). წმ. იოანე ღვთისმეტყველის სავანემ 1919 წლამდე იარსება, ქართველი ბერების მცირე ჯგუფმა წმინდა მთა დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა, უმეტესი ნაწილი კი ათონზე დარჩა. გრიგოლ ბერი ამ მოვლენებამდე რამდენიმე წლით ადრე (სავარაუდოდ, 1912 წელს) დაბრუნდა საქართველოში. მოგვიანებით იგი კეთილად იგონებდა წმინდა მთაზე გატარებულ წლებს, იმასაც, თუ როგორ გადაეყარა ტყეში უზარმაზარ დათვს, რომელიც მშვიდობიანად გაშორდა. ამის შემდეგ გრიგოლ ბერი „მთავარანგელოზთა კუნძულის“ სავანეში, ღირსი ალექსის სულიერი ხელმძლვანელობით შეუდგა მოღვაწეობას, ალექსი ბერმა 1917 წელს დაითხოვა მონასტრის ძმობა და დაყუდებულ მოღვაწეობას შეუდგა. ათონურ ტრადიციებზე აღზრდილმა და ღირსი ალექსის სულიერ სიბრძნეს ნაზიარებმა მამა გრიგოლმაც, მოძღვრის კურთხევით, განდეგილობის გზა აირჩია. სიწმინდეს, როდესაც იგი სულის მოთხოვნილებად იქცევა, ბუნებრივად მიჰყავს ადამიანი მკაცრი ასკეტური ცხოვრებისაკენ. იესოს ლოცვა მწვერვალია ასკეტური მოღვაწეობისა და გზა სრულყოფილებისა. ამ გზას დაადგა ბერი გრიგოლი, მთელი სიცოცხლის განმავლობაში მას არასოდეს შეუწყვეტია ლოცვა.
42-2 საპატრიარქოს უწყებანი N42 17-23 დეკემბერი 2015წ გვ.18
ბერი გრიგოლი (ნადარეიშვილი) 1881 -–– 1945 (გაგრძელება)
ძალიან მალე ისევ დადგა ძნელბედობის ჟამი. 1921 წელს ბოლშევიკურმა რუსეთმა საქართველოს ანექსია გამოაცხადა. დამყარდა კომუნისტური ტირანია ჟამი ნგრევისა, სიცრუისა და ძალადობისა. დაიწყო ეკლესიის მსახურთა სასტიკი დევნა. | იმ ხანებში გრიგოლ ბერი მშობლური სოფლის ტყეში უსარკმლო პატარა ხულაში მოსაგრეობდა. ერთხელ, შინ სტუმრად მისული, შემთხვევით შეესწრო მორწმუნე მეზობელს როგორ ეკამათებოდნენ თანასოფლელები, იმ დროს კომუნისტები კოლმეურნეობებს აყალიბებდნენ სოფელში სტუმრად აბაშის ალმასკომის თავმჯდომარეც ჩამოსულიყო. გრიგოლი გამოესარჩლა მეზობელს, რელიგიურ თემაზე საუბარი კამათში გადაიზარდა. ბერთან დაპირისპირებული აღმასკომის თავმჯდომარე სასტიკად დამარცხდა და ბოლშევიკმაც არ აპატია სახალხოდ შერცხვენა. 1935 წლის გაზაფხულზე შუაღამეს სახლს: ალყა შემოარტყეს, წაიღეს საეკლესიო წიგნები და პირადი ნივთები. მამა გრიგოლი იმავე ღამეს დააპატიმრეს (როგორც ირკვევა, ბერი გრიგოლი სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 მუხლით (აგიტაცია ან პროპაგანდა, რომელიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას) გაასამართლეს და მიუსაჯეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ქ. ყარაღანდის შრომაგასწორების ბანაკში). ყარაღანდაში იხდიდა სასჯელს, ქვანახშირის მაღაროებში მუშაობდა. გავიდა ხანი და ოჯახში წერილიც მიიღეს შუა აზიიდან, თურმე იქ საშინელი შიმშილი მძვინვარებდა, მოკრძალებულად ითხოვდა, ცოტაოდენი საკვები და თბილი ტანსაცმელი გაეგზავნათ. გრიგოლ ბერი 1938 წლის გაზაფხულზე გაათავისუფლეს. ამ ამბავს ასე იგონებს მისი ძმისშვილი რეზო ნადარეიშვილი: იმ დროს სახლში სტუმრად ყოფილა მამიდა პელაგია, გამთენიისას ქალებს უცხო კაცი შეუნიშნავთ, ნესტორი გაუღვიძებიათ, ეზოში ვიღაც დადისო. გლახაკია, მოწყალებას ითხოვსო, -–– უფიქრია ნესტორს. ოდის უკანა კარიდან ჩუმად გამოსულ მამას რეზოც გაჰყოლია. ყავარჯნებით ხელში ეზოს კუთხეში იდგა გასაოცარი შესახედაობის კაცი, რუსული ყურებიანი ქუდი და დაძონძილი ტანსაცმელი ეცვა. ნესტორმა საკუთარი ძმა ვერ იცნო, პატარა რეზოც შეცბუნებული უცქეროდა უცხოს და ვერ დაეჯერებინა, რომ საყვარელი ბატა ბიძია დაბრუნებულიყო. სიხარულით გადაეხვივნენ ერთმანეთს. მაშინ გადასახლებიდან ადამიანის დაბრუნება მკვდრეთით აღდგომის ტოლფასი იყო. მოგვიანებით შეტყობინებაც მიიღეს იღუმენია ფავსტოსგან, რომელიც სულიერ ძმას დაბრუნებას ულოცავდა. გადასახლებაში ჯანმრთელობა საგრძნობლად შერყეოდა. მოგვიანებით იხსენებდა, კილომეტრზე მეტი სილრმის ქვეშ გვირაბში რომ ჩაგვიშვებდნენ, ცოცხალი თუ ამოვიდოდი, არ მეგონაო. იმ გაუსაძლის
42-3 საპატრიარქოს უწყებანი N42 17-23 დეკემბერი 2015წ გვ.19
ბერი გრიგოლი (ნადარეიშვილი) 1881 -–– 1945 (გაგრძელება)
ბენედიქტე ჭანტურიას მშობლები -- 1943 წლის შემდეგ ფრონტიდან მისგან არაფერი ისმოდა. დამწუხრებული დედ-მამა გრიგოლისგან შველას ითხოვდა, თუმცა, კარგად იცოდნენ, თუ როგორ არ უყვარდა ბერს ღვთის წინაშე ასეთი კადნიერების გამოჩენა. გრიგოლს შეებრალა ნათესავები და დახმარებას შეჰპირდა. რამდენიმე დღის შემდეგ, სოფელ კვათანაში ესტუმრა მათ. მასპინძლებმა გაიხარეს, მყუდრო სენაკში დააბინავეს, მთელი ღამე ლოცვაში გაატარა. დილით ღვთისგან ნაუწყები სასიხარულო ამბავი ამცნო, რომ მათი შვილი ტყვედ იყო ჩავარდნილი, მაგრამ ომის დამთავრების შემდეგ ჯანმრთელი და უვნებელი დაბრუნდებოდა. მის ჩამოსვლამდე კი ცხენიანი კაცი ბარათს მოგიტანთ და მალე ბენედიქტეც ჩამოვაო, თან დასძინა, მე მაშინ უკვე ცოცხალი აღარ ვიქნებიო. გავიდა ხანი და ერთ დღესაც ყანაში სამუშაოდ გასულებმა ცხენიანი კაცი შენიშნეს, ხელში წერილს რომ მოაფრიალებდა. გაიხარეს მშობლებმა, ბენედიქტეც გრიგოლ ბერის გარდაცვალებიდან ორიოდე კვირაში ჩამოვიდა. ასევე ანუგეშა მორწმუნე და სათნო თანასოფლელი ტიმოთეც და უკვალოდ დაკარგული შვილის გამო წუხილი და ურვა განუქარვა. მსგავსი შემთხვევა სხვა დროსაც მომხდარა: 1915 წელს მისი ძმა ნესტორი ბესარაბიაში იბრძოდა, ოჯახს კარგა ხანს მისგან არავითარი ცნობა არ მიუღია, დამწუხრებული დედა ვერ უბედავდა გრიგოლს, რომ დაკარგული ძმის ბედი გამოეთხოვა ღვთისგან. ბოლოს მაინც კრძალვით შეევედრა. გრიგოლმა მეორე დილით დედას ხილვა უამბო: „ხის ჩრდილში ჩამომჯდარ ნესტორს ქუდი მუხლზე ედო, ხელში აღვირი ეჭირა და თავისი საყვარელი ცხენიც გვერდზე ჰყავდა. უფალმა მითხრა, ამ ომში ერთი კაციც რომ გადარჩეს, ის შენი ძმა იქნებაო“. სულ მალე წერილიც მიიღეს და ნესტორი ომიდან ცოცხალი დაბრუნდა. ბერი სოფელში იშვიათად გადიოდა, მხოლოდ მორწმუნეებთან ურთიერთობდა მეზობლად მცხოვრებ ხანდაზმულ მონაზონ დებთან: მართა და მატა ნადარეიშვილებთან. ახლო სულიერი ურთიერთობა ჰქონდა არქიმანდრიტ ლუკასთან (ნადარეიშვილი), რომელიც თავის დროზე გრიგოლ ბერის დახმარებით მოხვდა ათონის მთაზე, სადაც გაიღრმავა ბერმონაზვნური ცხოვრების გამოცდილება. არქიმანდრიტი ლუკა მოღვაწეობდა აფხაზეთში, იგი ყოველთვის დიდი მოკრძალებითა და სიყვარულით მოიხსენიებდა თავის სულიერ ძმა გრიგოლს. ამსოფლიურ ამაოებას განრიდებული ბერი შინაგან ლოცვასა და მდუმარებაში იმყოფებოდა. ყოველთვის გონებამოკრებილი, ზომიერი და მოკრძალებული, არაამქვეყნიურ სიმშვიდესადა სითბოს ასხივებდა. ზედმინევნით იყო განსწავლული წმინდა წერილსა და ასკეტურ ლიტერატურაში, შესანიშნავად ფლობდა ბერძნულ და რუსულ ენებს. მისი სულიერი ღირსებები კეთილშობლური გარეგნობიდანაც საცნაური იყო. მაღალი, წარმოსადეგი, მოგრძო შეჭაღარავებული თმები მხრებამდე სწვდებოდა, ხშირი წვერითა და მეტყველი, მიმზიდველი თვალებით. თანდაყოლილი მკვირცხლი და საზრიანი ბუნების გამო გადაწყვეტილების სწრაფად მიღება შეეძლო, მის მახვილ მზერას არაფერი გამოეპარებოდა. მადლმოსილი ბერის ხილვა ყველას ღვთისადმი კრძალვით განაწყობდა. მისი ყოფნა ლვთაებრივი ნათლის შუქს ჰფენდა სახლს. ყველანი კარგად გრძნობდნენ, რომ ოჯახში ცოცხალი წმინდანი ჰყავდათ, საოცარი კრძალვა და სიყვარული ჰქონდათ მის მიმართ. სარწმუნოების შესახებ არასოდეს საუბრობდა, იგი თავისი ცხოვრებით იყო ცოცხალი ხატი ჭეშმარიტი ქრისტიანობისა. მთელი ოჯახი სიცოცხლის ბოლომდე მხარში ედგა ამ საოცარ, წმინდა ადამიანს და იმ უმძიმესი ჯვრის ზიდვაში შეეწეოდა, რომელიც უფლის განგებამ არგუნა. იგი ხომ თავისი უდიდესი ღვაწლით, განუწყვეტელი ლოცვითა და ვედრებით მრავალჭირნახული ერისათვის ზვარაკად შეიწირა, ბერის სიწმინდესა და მადლმოსილებაში დარწმუნებული თანასოფლელები მას დიდ პატივს მიაგებდნენ, ღვთის კაცს ეძახდნენ, კარგად უწყოდნენ, რომ უფლის წინაშე მისი სახით დიდი მეოხი ჰყავდათ. მამა გრიგოლი მუდმივი ლოცვის ღვაწლში იყო, მუხლმოყრილი, ჩუმი ხმით, დაუსრულებლად ლოცულობდა, ხელაპყრობილ ბერს გაცისკროვნებულ სახეზე ცრემლები ღვარად სდიოდა, თითქოს ამქვეყნად არც იყო. ამ დროს იგი ყოვლადსახიერი უფლის წინაშე იდგა. მხოლოდ მისკენ ჰქონდა გულისყური მიპყრობილი და ჭვრეტდა იმას, რაც „თვალმან არა იხილა, ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა თვისთა“. მარხვის დღეებში ყოველთვის სადღაც მიდიოდა, მაგრამ არასოდეს ამბობდა, სად. 1945 წლის შობის მარხვა იწყებოდა. ეს მისი უკანასკნელი გასვლა იყო. საკმაოდ
42-4 საპატრიარქოს უწყებანი N42 17-23 დეკემბერი 2015წ გვ.20
ბერი გრიგოლი (ნადარეიშვილი) 1881 -–– 1945 (დასასრული)
დაუძლურებული ჩანდა. მკაცრ ასკეტურ მოღვაწეობასა და გადასახლებაში გაუსაძლის ყოფას ძლიერ მოეტეხა. დეკემბრის ერთ სუსხიან საღამოს შინ დაბრუნდა. ავადმყოფი, მაღალი სიცხით, ფეხზე ძლივს იდგა. ბარბარობის დღესასწაული თენდებოდა. ოდასახლი” პატარა სენაკში, სასიკვდილო სარეცელზე იწვა ბერი გრიგოლი. დასრულდა გოლგოთა განვლილი იყო ბრძოლის, უსისხლო მოწამეობის ეკლიანი, ვიწრო გზა. დილიდანვე იგრძნო აღსასრულის მოახლოება. ითხოვა, სენაკში მასთან არ შესულიყვნენ, მხოლოდ საყვარელი რეზო დაიტოვა. არ შეგეშინდეს, ხელები გულზე დამიკრიფე და თვალები დამიხუჭეო. კარი გამოაღებინა, ჩამავალი მზის სხივებით განათებულ ბერის სახეზე სიმშვიდე და მომავალი აღდგომის სიხარული გამოკრთოდა. სამძიმარზე მხოლოდ ძალიან ახლობლები მივიდნენ, ბევრს შესტკიოდა გული, მაგრამ ხელისუფლების შიშით ვერ გაბედეს მისვლა. ბერი გრიგოლი, ანდერძისამებრ, დედის გვერდით დაკრძალეს. გრიგოლ ბერს მიმოწერა ჰქონდა სამთავროს მონასტრის დედებთან. მონასტრის არქივში აღმოჩნდა რამდენიმე ბარათი, რომლებიც ღრმა სულიერ შთაბეჭდილებას ტოვებს. გასაოცარია მისი სიბრძნე და სულიერი ცხოვრების გამოცდილება. თვალსაჩინოა, თუ როგორი სულიერი განსჯის ნიჭი ჰქონდა მიმადლებული. ბერად შედგომიდან არც ისე დიდი დრო იყო გასული, როდესაც წერდა: ოდეს მაცხოვარი მიაკრეს ჯვარზე, მან სთქვა: „ესე არს დიდება ჩემი,“ ხოლო მოწაფენი დაიბნეს, რამეთუ დაბრკოლდეს მისსა მიმართ. ბევრი მაქვს ამის შესახებ სიტყვა, მაგრამ დავიდუმებ, რადგან გამიგრძელდება. მოკლედ ვიტყვი: ბრძოლის საიდუმლოს იცნობს ბრძოლით განკაფული კაცი, ხოლო დანარჩენები იქნებიან მსხვერპლნი განკითხვისა... ეს ბრძოლა ყოფილა ჩემთვის ბედნიერება. ამისთვის მრჩობლ სიხარულში ვიმყოფები. ვიცი, რომ ეს ბრძოლები არის ბეჭედი, თუ გინდ კვერთხი ჩემი ბერობისა, რომლის მეოხებით არა შევიძრა მე უკუნისამდე!“ ასეთი დიდი სულიერი ბრძოლის ქარცეცხლში იწრთო- ბოდა მისი სული. ჯერ კიდევ წინ “ ელოდა მრავალი განსაცდელი, სათნოების კიბის უფრო მაღალ საფეხურზე რომ აჰყავდა იგი. ბევრმა ქრისტიანმა, მათ შორის, სასულიერო პირებმაც, ვერ 2 გაუძლო სასტიკი დევნისა და შინაგანი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის ამ სიმძიმეს, მაგრამ გრიგოლ ბერის სასოება დაუშრეტელი იყო: „ჰე, მრწამს ღვთისა, რამეთუ მე აღვდგე და არა შევიძრა უკუნისამდე ძალითა ქრისტესითა!“ განდეგილობის ღვაწლი ერთ-ერთი უმძიმესია ასკეტურ მოღვაწეობაში იგი გულისხმობს მუდმივ, განუწყვეტელ ლოცვასა და მღვიძარებას, მძიმე ხორციელ მოსაგრეობასა და კაცობრივი დიდებისაგან განრიდებას. განდეგილი მოღვაწეები იყვნენ ნათელი სოფლისა და მარილი ქვეყანისა, „მთავარი მამოძრავებელი ძალა მებრძოლი ეკლესიისა, თუ არა ისინი ერში ქრისტიანული სული განქარდებოდა“. თავისი სულიერი მოძღვრის, ღირსი ალექსის მიერ განკაფულ ამ გზას შეუდგა ბერი გრიგოლი და ბოლომდე ღირსეულად განვლო იგი. ასეთი დიდი მოღვაწეები მიმადლა უფალმა ჩვენს ეკლესიას საყოველთაო უღმერთობისა და ქრისტიანთა სასტიკი დევნის ჟამს. მათმა აღმსარებლობამ და მოწამებრივმა ღვაწლმა გადაარჩინა მებრძოლი ეკლესია. მათი ურყევი რწმენა იყო ის კლდე, რომელსა ზედა დამტკიცებულ არს ეკლესია ქრისტესი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. აწ ზეციურ ეკლესიაში მართალთა თანა იხარებს ბერი გრიგოლის განწმენდილი სული, სადიდებლად უფლისა და მეოხად სულთა ჩვენთა. ამინ!
43 საპატრიარქოს უწყებანი N43 24-30დეკემბერი 2015წ გვ.18
დეკანოზი კაპიტონ გაწერელია 1854-1926
დეკანოზი კაპიტონ ლუკას ძე გაწერელია 1854 წელს სამეგრელოს სამთავროში, სოფ. მარტვილში დეკანოზის ოჯახში დაიბადა. ეკუთნოდა აზნაურთა წოდებას. მისი წინაპრები საუკუნეების მანძილზე ერთგულად ემსახურებოდნენ დედაეკლესიას. იყვნენ მარტვილის ტაძრის კანდელაკები და არაერთი ღირსეული თაობა აღუზარდეს სამშობლოს. 1869 წელს კაპიტონმა წარჩინებით დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი და თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1875 წელს წარჩინებით დაასრულა. 1875 წლის 20 სექტემბერს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის არითმეტიკისა და გეოგრაფიის მასწავლებლად დაინიშნა. 1877 წლის 20 თებერვალს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის არითმეტიკის, ქართული ენისა და მართლწერის პედაგოგად გადაიყვანეს. 1877 წლის 4 აპრილს საღმრთო ისტორიის სწავლებაც დაევალა. 1879 წლის 24 ოქტომბერს „კოლეგიის მდივნის“ წო-
43-1 საპატრიარქოს უწყებანი N43 24-30დეკემბერი 2015წ გვ.19
დეკანოზი კაპიტონ გაწერელია 1854-1926 (გაგრძელება)
დება მიენიჭა. 1880 წლის 28 სექტემბერს ამავე სასწავლებლის საქმის მწარმოებლად დაინიშნა. 1881 წლის 24 ოქტომბერს „ტიტულარული მრჩევლის“ წოდება უბოძეს. 1882 წლის 24 სექტემბერს კლასების ხელმძღვანელად და სასწავლებლის მეთვალყურედ დაადგინეს. 1883 წლის 9 ოქტომბერს სასწავლებლის წიგნებისა და ანგარიშების სარევიზიო კომისიის წევრად აირჩიეს. 1884 წლის 4 იანვარს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1885 წლის 7 ივლისს წმ. სტანისლავისII ხარისხის ორდენი მიიღო. 1886 წლის 7 სექტემბერს გათავისუფლდა სასწავლებლიდან. ამავე დღეს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და ფოთის წმ. ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძრის კანდელაკად დანიშნა. 1886 წლის 3 ოქტომბერს გურია-სამეგრელოს ეპარქიალური სასწავლო კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1887 წლის 1 იანვარს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1887 წლის 9 თებერვლიდან სასულიერო პირთა ხელდამხსმელი კომისიის წევრია. 1887 წლის 7 მარტს გურია-სამეგრელოს ეპარქიის საეკლესიო ხაზინის სარევიზიო კომისიაში აირჩიეს. 1887 წლის 27 აგვისტოდან სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის შემოსავლების სარევიზიო კომისიის წევრია. 1888 წლის 20 თებერვლიდან გურია-სამეგრელოს ეპარქიის სასულიერო გამომძიებელია. 1888 წლის 5 ივლისს ეპარქიის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ დაადგინეს. 1888 წელს მაისში გურია-სამეგრელოს ეპარქიაში იმოგზაურა საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი), რომელმაც საქართველოს თითქმის ყველა მხარე მოიარა და დაათვალიერა ადგილობრივი სასწავლებლები, ტაძრები და მონასტრები. მარტვილის საკათედრო ტაძარში მისულ ეგზარქოსს სიტყვით მიმართა მამა კაპიტონმა: „თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მოწყალეო მწყემსმთავარო! დღეს გეგებება თქვენ საქართველოს ერთი უძველესი ტაძარი, რომელიც ამპარტავნებს თავისი დამაარსებელის მოციქულის ანდრია პირველწოდებულის სახელით; გეგებება თქვენ, მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, შესანიშნავი მარტვილის ტაძარი, რომელიც უხსოვარის დროიდგან იყო მარტვილის ეპარქიის მღვდელმთავრების კათედრად; აქედგან იფინებოდა სწავლა-განათლება, სარწმუნოება და ზნეობა როგორც მარტვილის ეპარქიაში, ისე მის ახლო-მახლო ადგილებში, აფხაზეთში, სვანეთში და ლეჩხუმში. რადგან მარტვილის სობოროს თითქმის შესანიშნავი ადგილი ეკავა საქართველოს ეკლესიებს შორის, ამიტომ იგი ხშირად გამხდარა ხოლმე ღირსი საპატიო სტუმრების ხილვისა, ზოგჯერ უმაღლესი გვარეულობის წარმომადგენელ პირთაც, რომელნიც პატივსა სცემენ ამ ტაძრის დიდ მნიშვნელობას, უნახულიათ იგი; დღეს თქვენი მეუფების მობრძანებით გაბედნიერებულს მარტვილის სობოროს შეუძლია სთქვას: „დიდება და მადლობა უფალსა ღმერთსა, ჩვენს შემოქმედსა, რომ კიდევ ღირს გვყო მან ხილვად უდიდესი სტუმრისა და აი, ყველა აქ მდგომარეთა თვალნი შესცქერიან თქვენ მეუფებას არა მარტო როგორც უწარჩინებულეს სტუმარს, არამედ მომავალს უმაღლესი მიზნით -–- რაიცა საჭიროებს განახლებას, განაახლოთ, რაიცა საჭიროებს გასწორებას, გაასწოროთ და დაუსრულებელი დაასრულოთ. მოვედ მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო! ჩვენ მხურვალედ შევევედრებით უზენაესს, რომ მან გრძელ ჟამიერ ჰყოს თქვენი სიცოცხლე სასარგებლოდ ეკლესიისა და მამულისა“. მამა კაპიტონი 1889 წლის 23 იანვრიდან 1911 წლის 30 დეკემბრამდე მარტვილის ოლეის მთავარხუცესია. 1890 წლის 28 თებერვალს ბათუმის ოლქის მისიონერულ განყოფილებაში დაინიშნა. 1890 წლის 27 ოქტომბერს ეპარქიის სამზრუნველოს წევრად აირჩიეს. 1890 წლის 10 დეკემბერს ეპარქიის მთავარხუცესთა შეკრებაზე თავჯდომარედ აირჩიეს. 1891 წლის 15 მაისს სკუფია უბოძეს. 1894 წლის 28 ივნისს მარტვილის საკათედრო ტაძარში დიაკვნის შტატში გადაიყვანეს და მარტვილის
43-2 საპატრიარქოს უწყებანი N43 24-30დეკემბერი 2015წ გვ.20
დეკანოზი კაპიტონ გაწერელია 1854-1926 (დასასრული)
ორკლასიანი სასწავლებლის გამგედდა საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. 1894 წლის 18 სექტემბერს იმერეთისა და გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამღვდელოება შეიკრიბა და იმსჯელეს ქუთაისის სასულიერო სემინარიის მოწყობაზე. მამა კაპიტონი ამ შეკრებაზე საქმის მწარმოებლად აირჩიეს. დეკანოზ კაპიტონს დიდი წვლილი მიუძღვის სამეგრელოში ქართული ენის დაცვის საქმეში. როგორც მოგეხსენებათ, XIX ს-ის 60-იანი წლებიდან რუსეთის იმპერია სამეგრელოს სკოლებიდან ქართული ენის განდევნა ცდილობდა. ამ საქმეს ხელმძღვანელობდნენ ქუთაისის სახალხო სკოლების მეთვალყურე ლევიცკი, ხონის საოსტატო სემინარიის პედაგოგი პეტროვი, ხოლო მეგრელების მხრიდან აშორდია. ლევიცკიმ აშორდიას დაავალა საღვთო სჯულის და წირვა-ლოცვის საღვთო წიგნების თარგმნა მეგრულ ენაზე. მან ეს დავალება სიამოვნებით შეასრულა, მაგრამ აშორდიას ამ სამარცხვინო ნაბიჯს მთელი სამეგრელოს მოსახლეობა და საქართველოს სასულიერო და საერო საზოგადო მოღვაწეები ერთხმად აღუდგნენ წინ. 1894 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) შექმნა სპეციალური კომისია, რომელსაც დაევალა ამ საქმის შესწავლა და შესაბამისი პასუხების მომზადება. ამ კომისიის ერთ-ერთი წევრი გახლდათ მამა კაპიტონ გაწერელიაც. მამა კაპიტონს 1895 წლის 15 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1895 წლის 25 ოქტომბერს სენაკის მაზრის სამრევლო-საეკლესიო და სანიმუშო სკოლების მეთვალყურედ დაინიშნა. 1898 წლის 28 თებერვალს ნალეფსოუს მაცხოვრის ეკლესიაში განამწესეს. 1898 წლის 24 ივლისს მარტვილის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1899 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1902 წლის 3 მარტს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1902 წლის 11 მაისს სასწავლო დარგში ნაყოფიერი პედა- გოგიური მოღვაწეობისთვის „ქართული ბიბლია“ გადაეცა. 1902 წლის 3 თებერვალს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1902 წლის 1 სექტემბერს მარტვილის ქალთა სამინისტრო სასწავლებლის სალვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1904 წლის 20 მაისს ეპარქიის სასულიერო დეპუტატთა შეკრებაზე თავმჯდომარედ და გურია-სამეგრელოს ეპარქიის მთავარხუცესად აირჩიეს. 1905 წელს წმ. ანას II ხარისხის ორდენი უბოძეს. 1907 წლის 18 აგვისტოდან 12 ოქტომბრამდე და 1907 წლის 12 დეკემბრიდან 1908 წლის 30 სექტემბრამდე იყო გურია-სამეგრელოს ეპარქიის სკოლების მეთვალყურე. 1913 წლის 5 ოქტომბერს მარტვილის ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს. 1915 წლის 6 მაისს წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1917 წლის 8-17 სექტემბერს, როგორც გურია-სამეგრელოს ეპარქიის დელეგატი და მარტვილის ოლქის მთავარხუცესი, ესწრებოდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებას. 1922 წელს ისევ იხსენიება მთავარხუცესად. დეკანოზი კაპიტონი 1926 წლის 27 ივლისს გარდაიცვალა. დაკრძალულია მარტვილის სასაფლაოზე. მისიმეუღლე იყოლუბა გიორგის ასული (1863); შვილები -- ვლადიმერი ვალოდია (4.09.1879), ლუდმილა/ლიდა (10.01.1890, გათხოვილი ბეგლარ გობეჩიაზე), ნიკოლოზი/კოკი (13.12.1894).
ხელდასხმები 2015წ.
4 საპატრიარქოს უწყებანი N4 15-21 იანვარი 2015წ გვ.9
ტაძრების კურთხევა
10 იანვარს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფ. მოხისის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი.
11 იანვარს მროველ–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ქარელის მუნიციპალიტეტის, ძამას ხეობის, წყაროსთავის წმ. დავით და ტარიჭანის სახელობის ტაძარი, რომლის წინამძღვრად მღვდელ-მონოზონი დიონისე (კუხიანიძე) დაინიშნა.
ხელდასხმა
19 დეკემბერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) აკურთხა შორაპნის წმ. ნიკოლოზის სახელობის ახლად აგებული ეკლესია. ტაძრის ქტიტორია ვასილ. მშვენიერაძე. წინამძღვრად დეკანოზი გიორგი რევიშვილი დაინიშნა.
***
8 იანვარს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფ. აბისისთავის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი. წირვის დროს მიტროპოლიტმა იობმა მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან გიორგი ცაბაძეს, რომელიც ამავე ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.
***
9 იანვარს სოფ. ურბნისის წმ. სტეფანე პირველმოწამეს სახელობის საკათედრო ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მლვდლად დაასხა ხელი დიაკვან გიორგი აბდუშელიშვილს, რომელიც დროებით ამავე ტაძრის მღვდელმსახურად დაინიშნა.
ბერად აღკვეცა
4 იანვარს ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) ბერად აღკვეცა სოფ. ზედა საქარის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი გრორგი დანელია და სახელად ნოე უწოდა.
სამძიმარი
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ 2014 წლის 28 დეკემბერს ადრიატიკის ზღვაზე სამგზავრო გემზე მომხდარი ხანძრის დროს დაიღუპა მცხეთა-თბილისის ეპარქიის, მცხეთის წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია (კარტოზია) და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს და მონასტრის საძმოს.
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ 2014 წლის 30 დეკემბერს ავტოკატასტროფაში დაიღუპა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის, ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი იოანე მალაღურაძე და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს და მონასტრის საძმოს
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ 2014 წლის 30 დეკემბერს გარდაიცვალა მცხეთა-თბილისის ეპარქიის მონაზონი ანა (მანანა ქურდოვანიძე) და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ ამა წლის 8 იანვარს გარდაიცვალა რუის-ურბნისის ეპარქიის, ქოზიფას მონასტრის საძმოს წევრი, სქემმონაზონი იაკობი (გოგიბერიძე) და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს და მონასტრის საძმოს
3 საპატრიარქოს უწყებანი N3 22-28იანვარი 2015წ გვ.5
დაჯილდოება
1 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილიაII-ის ლოცვა-კურთხევით ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) დეკანოზი ექვთიმე სინჯიაშვილი გამშვენებული ჯვრითა და მიტრით დააჯილდოვა.
5 საპატრიარქოს უწყებანი N5 5-11თებერვალი 2015წ გვ.3
ხელდასხმა
1 თებერვალს რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ხელი დაასხა: მღვდლად -–– თბილისის სასულიერო აკადემიის ურსდამთავრებულს, ლილოს დასახლების წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის დიაკონ გიორგი ხონელიძეს (მღვდელი გიორგი იმავე ტაძარში იმსახურებს); დიაკვნად –– თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულს, წმინდა გიორგის სახელობის ნაქულბაქევის დედათა მონასტრის მედავითნე შიო ბაკურიას. ' დიაკონი შიო აეროპორტის დასახლების წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში იმსახურებს.
6 საპატრიარქოს უწყებანი N6 12-18 თებერვალი 2015წ გვ.4
დავილდოება
8 თებერვალს, თბილისის ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილოდვა შემდეგი მღვდელმსახურნი: ბელგუაში მოღვაწე იღუმენი აბიბოსი (ხურციძე) ალყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში; იტალიაში მოღვაწე იღუმენი გაბრიელი (ღურცკაია) აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში; ვაკის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჯიბუტი დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით; საბურთალოს, ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის ღვთისმსახური, დეკანოზი ლევან მერაბიშვილი დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით; მუხიანის წმინდა მეფე დავით აღმაშემნებლის სახ. ტაძრის ლვთისმსახური, მღვდელი სერგი ლომიძე აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილოდებუილია ოქროს ჯვრით.
ხელდასხმა
8 თებერვალს, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახ. საკათედრო ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო აკადემიის სტუდენტს, წმინდა მეფე დემეტრე თავდადებულის სახელობის ტაძრის სტიქაროსანს, გიორგი ბედიაშვილს. დიაკონი გიორგი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
***
27 იანვარს ბოდბის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან დავით ლორთქიფანიძეს.
***
8 თებერვალს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა ამავე ტაძრის სტიქაროსანი ლევან ზაკალაშვილი.
7 საპატრიარქოს უწყებანი N 7 19-25 თებერვალი 2015წ გვ.4
ხელდასხმა
15 თებერვალს, მირქმის დღესასწაულზე, რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ '(გამრეკელი) რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახ. საკათედრო ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულს, რუსთავის წმინდა მეფე დავით მეფსალმუნის სახელობის სამლოცველოს სტიქაროსანს, გიორგი ბუაჩიძეს. დიაკონი გიორგი რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
***
8 თებერვალს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) მღვდლად დაასხა ხელი ვაზისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დიაკვან გიორგი ჭიაბრიშვილს. მღვდელი გიორგი ვაზისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში იმსახურებს.
ტაძრის კურთხევა
5 თებერვალს,საბურთალოს ქუჩაზე მდებარე წმინდა ანტონ მარტყოფელის სახელობის ტაძრის გვერდით ეკურთხა ახალი ტაძარი, რომელიც წმინდა მამა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელზე აკურთხა აგარაკ-წალკის ეპისკოპოსმა, მეუფე გრიგოლმა. ტაძრის მშენებლობაში განსაკუთრებული წვლილი ტყუპმა ძმებმა, დეკანოზებმა ანტონ და ზაზა ბეჟანიშვილებმა შეიტანეს. „მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში გვედგა, გვეხმარებოდა და გვამხნევებდა ამ პატარა და ულამაზესი ტაძრის მშენებლობაში”-– გვწერენ ახალაშენებული ტაძრის მესვეურები.
10 საპატრიარქოს უწყებანი N10 12-18მარტი 2015წ გვ.4
დაჯილდოება
21 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დააჯილდოვა ეპარქიის სამღვდელოება: გამშვენებული ჯვარი –- კლდეკარის წმინდა იოანე ნათლისმცელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი გაბრიელი (გაჩეჩილაძე); ოქროს ჯვარი და იღუმენის წოდება -– ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონოზონი შიო (მამისაშვილი); : ოქროს ჯვარი და დეკანოზის წოდება -– მოხისის წმინდა გიორგისა და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრების წინამძღვარი, მღვდელი გრიგოლ მეზვრიშვილი.
ხელდასხმა
15 თებერვალს ქოზიფას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის მამათა : მონასტერში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ამავე მონასტრის ბერ-დიაკვან იოსებს (ხაიკაშვილი).
***
22 თებერვალს ექადიის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) მღვდლად დაასხა ხელი ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო „ტაძრის დიაკვან გიორგი ბარამიძეს. მღვდელი გიორგი ოზურგეთის საკათედრო ტაძარსა და აჭის დედათა მონასტერში იმსახურებს.
აღკვეცა
28 თებერვალს ბებნისის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის დედათა მონასტერში მროველ–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მცირე სქემაში აღკვეცა: მორჩილი ია ქუშაშვილი სახელად ეწოდა ევფროსინე, მორჩილი ბარბარე შოშიაშვილი სახელად ეწოდა აღათია და მორჩილი ხათუნა ელოშვილი სახელად ეწოდაქსენია.
11საპატრიარქოს უწყებანი N11 19-25მარტი 2015წ გვ.4
ხელდასხმა
28 თებერვალს გარდაბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ (შომახია) მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან დავით ინწკირველს. მღვდელი დავითი გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქიაში იმსახურებს.
აღკვეცა
10 მარტს შიომღვიმის მამათა მონასტრის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ამავე მონასტრის წინამძღვარმა, არქი–- მანდრიტმა საბამ (ჯიშკარიანი) შეასრულა ბერად აღკვეცის წესი. აღიკვეცნენ ამავე მონასტრის მორჩილები: გურამ მამამთავრიშვილი -–- სახელად ეწოდა გიორგი; ვასილ მელქაძე -–– სახელად ეწოდა იოაკიმე; ზურაბ ბუზალაძე -- სახელად ეწოდა პაისი; გერმანე დვალიშვილი -– სახელად ეწოდა ილია.
11საპატრიარქოს უწყებანი N11 19-25მარტი 2015წ გვ.4
ხელდასხმა
21 მარტს უბისის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერში ღამისთევის მსახურებაზე მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ბერად აღკვეცა დიაკვნები: გრიგოლ სულთანიშვილი -- სახელად ეწოდა ანტონი და ბასილ ბაბუაძე -–- სახელად ეწოდა ბესარიონი. ამავე დღეს ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ბერ-დიაკვან ანტონს მღვდლად დაასხა ხელი. მღვდელ-მონაზონი ანტონი უბისის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერში იმსახურებს. ბერ-დიაკვანი ბესარიონი ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში დაინიშნა.
22 მარტს ორხევის წმ. ორმოეც სებასტიელი მოწამის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიაკვნად აკურთხა შატბერდის წმ. ეკატერინეს სახელობის მამათა მონასტრის ბერი მათე (ტატიშვილი).
აღკვეცა
7 მარტს ბურმუხის წმ. მერკვირის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიდ სქემაში აღკვეცა ამავე წმინდანის სახელობის მამათა მონასტრის კეთილმოწესე ბერ-დიაკვანი პავლე (წიკლაური) და სახელად პავლე უწოდა (წმ. პავლე თებაიდელის სახელზე). 19 მარტს ბერმუხის წმ. მერკვირის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მცირე სქემაში აღკვეცა ამავე წმინდანის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილები: გიორგი ანდრიაძე -- სახელად ეწოდა ზოსიმე (წმ. ზოსიმე ფინიკიელის სახელზე) და დანიელ სხილაძე -–- სახელად ეწოდა ლუკიანე (წმ. ლუკიანე გარეჯელის სახელზე). 19 მარტს გვერძინეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში მროველ–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიდ სქემაში აღკვეცა ამავე წმინდანის სახელობის დედათა მონასტრის მონაზონი ზინობია (ხორბალაძე) და სახელად ევთალია უწოდა (წმ. ქალწულმოწამე ევთალიას სახელზე) და გეთსამანიის მენელსაცხებლე დედათა სახელობის დედათა მონასტრის მორჩილი ლამარა როსტიაშვილი აღკვეცა მცირე სქემაში და სახელად პიამა უწოდა (ღირსი პიამას სახელზე).
13 საპატრიარქოს უწყებანი N13 3-9აპრილი 2015წ გვ.4
ხელდასხმა
29 მარტს შავნაბადის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ (შომახია) მღვდლად დაასხა ხელი ამავე მონასტრის ბერ-დიაკვან კონსტანტინეს (ამირეჯიბი). :
აღკვეცა
29 მარტს თელეთის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ (შომახია) ბერად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილი გიორგი გეთიაშვილი და სახელად ამბროსი უწოდა.
14 საპატრიარქოს უწყებანი N14 10-16აპრილი 2015წ გვ.3
ხელდასხმა
29 მარტს ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) დიაკვნად დაასხა ხელი ახალციხის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულს ზურაბ. აკობიას და სახელად იოანე უწოდა.
***
5 აპრილს რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ხელი დაასხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულს, დიაკონ ლევან დარსალიას. მლვდელი ლევანი თბილისის წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძარში (კანდელაკის ქ.) იმსახურებს.
15 საპატრიარქოს უწყებანი N15 17-23 აპრილი 2015წ გვ.8
ხელდასხმა
5 აპრილს გარდაბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ (შომახია) დიაკვნად აკურთხა შავნაბადის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის ბერი იოსები (პეპინაშვილი).
***
7 აპრილს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან თეიმურაზ ზამიაშვილს, ხოლრ დიაკვნად აკურთხა ბერი ბასილი (ჩხიკვაძე). მღვდელი თეიმურაზი წნორის წმ. ილია მართლის სახელობის ტაძარში დაინიშნა. ბერ-დიაკვანი ბასილი ხირსის წმ. სტეფანეს სახელობის მამათა მონასტერში იმსახურებს. ...
11 აპრილს ბოდბის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან გიორგი სანამაშვილს.
აღკვეცა
7 აპრილს შავნაბადის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ (შომახია) ბერად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილები: ბესარიონ გედენიძე სახელად ეწოდა ზოსიმე, რევაზ ჭიჭილეიშვილი სახელად ეწოდა ლაზარე, გიორგი მამთარჯიევი სახელად ეწოდა იოანე, არჩილ რუსია სახელად ეწოდა სერაფიმე, ანტონ გოზალიშვილი სახელად ეწოდა პავლე და გელა ბაჯუნაიშვილი სახელად ეწოდა იობი.
16 საპატრიარქოს უწყებანი N16 24-30აპრილი 2015წ გვ.4
აღკვეცა
4 აპრილს, მცხეთის წმიდა ეკატერინე-ოლღას სახელობის დედათა მონასტერში, მღვდელ-მონაზონმა სერაფიმემ (ჯიქია) მონაზვნად აღკვეცა მორჩილი თეონა (შუბითიძე) და სახელად ეკატერინე უწოდა.
***
5 აპრილს, მცხეთის ანტიოქიის სტეფანე პირველმოწამის სახელობის დედათა მონასტერში, მღვდელ-მონაზონმა სერაფიმემ (ჯიქია) მონაზვნად ალკვეცა მორჩილი ევგენია (ჭელიძე) და სახელად უწოდა ანასტასია.
***
9 აპრილს, მცხეთის ეკატერინე-ილღას სახელობის დედათა მონასტერში, მლვდელ ––- მონაზონმა სერაფიმემ (ჯიქია) მონაზვნად აღკვეცა მორჩილი სალომე (გახარია) და უწოდა მარიამი.
ხელდასხმა
19 აპრილს მარტყოფის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ (შომახია) მლვდლად დაასხა ხელი მარტყოფის ღვთაების სახელობის მამათა მონასტრის ბერ-დიაკვან ამბროსის (ქუთელია), ხოლო დიაკვნად აკურთხა შავნაბადის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის ბერი თევდორე (ომსარაშვილი).
საძირკვლის კურთხევა
18 აპრილს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) აკურთხა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფ. ბოსლევის წმ. ნინოს სახელობის ტაძრის საძირკველი.
17 საპატრიარქოს უწყებანი N17 30აპრილი-6მაისი 2015წ გვ.6
დაჯილდოება
27 აპრილს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სურამისა და ხაშურის ეპარქიის სამლვდელოება: დეკანოზი ილია გოგალაძე –- გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით; მღვდელ-მონაზონი ზოსიმე (ბერაძე) –– ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; მღვდელ-მონაზონი ლუკიანე (გერაძე) –– ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით.
ხელდასხმა
26 აპრილს გარდაბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ (შომახია) დიაკვნად აკურთხა შავნაბადის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის ბერი პეტრე (ვეფხვაძე).
28 საპატრიარქოს უწყებანი N28 24-30ივნისი 2015წ გვ.6
ხელდასხმა
5 ივლისს უბისის წმ. გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) მღვდლად დაასხა ხელი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ვახანის ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი ხატის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარ, ბერ-დიაკვან მიქაელს (აბაშიძე).
***
5 ივლისს დედოფლისწყაროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) დიაკვნად აკურთხა ამავე ტაძრის მედავითნე ზურაბ დავითაშვილი.
***
5 ივლისს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის სემინარიისა და აკადემიის კურსდამთავრებულს, თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის (სამტრედიის ქ.) დიაკონ გიორგი ხანთაძეს. მღვდელი გიორგი იმავე ტაძარში იმსახურებს. 12 ივლისს დედოფლისწყაროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) მლვდელმონაზვნად დაასხა ხელი ამავე ტაძრის ბერ-დიაკონ პანტელეიმონს (ჩიტორელიძე). მღვდელ-მონაზონი პანტელეიმონი ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათადრო ტაძარში იმსახურებს.
***
20 ივლისს რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, რუსთავის მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის (ბოგდან ხმელნიცკის ქ.) დიაკონ გიორგი ჯაფარიძეს (მღვდელი გიორგი იმავე ტაძარში იმსახურებს); ასევე დიაკვნად დაასხა ხელი ზაქარია პაპიაშვილს (დიაკონი ზაქარია თბილისის ზემო ბეთლემის ტაძარში იმსახურებს).
19 საპატრიარქოს უწყებანი N19 14-20მაისი 2015წ გვ.6
დაჯილდოება
10 მაისს, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა ორი სასულიერო პირი: იტალიაში მოღვაწე არქიმანდრიტი სერაპიონი (გრიგოლიშვილი) –– მეორე გამშვენებული ჯვრით; მღვდელ-მონაზონი მირიანი (შენგელია) -- იღუმენის წოდებითა და ოქროს ჯვრით.
პატრიარქმა დალოცა
10 მაისს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დალოცა: შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი და მისი თავმჯდომარე ბატონი გურამ ტომარაძე; ფოლკლორული ანსამბლი „მერანი“ და მისი სამხატვრო ხელმძღვანელები: თეიმურაზ კობახიძე და ნინო ლაზიშვილი; შემდეგი გვარები: გაბელდანი, გეგელია, კოტეტიშვილი, მეტივიშვილი, ნაცვლიშვილი, საკანელაშვილი, სორდია და ხორავა. გურიის სოფელი ასკანა და განსაკუთრებით მისი მკვიდრნი გოჩა, ზურაბ და ჯიმშერ ჩხაიძეები (სოფელს პატრიარქისგან საჩუქრად აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი გადაეცა).
21 საპატრიარქოს უწყებანი N21 28მაისი-3ივნისი 2015წ გვ.6
ტაძრის კურთხევა და დაჯილდოება
17 მაისს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. კეხიჯვრის სამი მღვდელმთავრის სახელობის ტაძარი, რომლის წინამძღვრად მღვდელიგაბრიელ ჩადუნელი დაინიშნა. ამავე დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით მღვდელი გაბრიელი ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. ·
აღკვეცა
7 მაისს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიდ სქემაში აღკვეცა რუისის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წევრი ნინო შუბლაძე და სახელად ელისაბედი უწოდა (წმ. ელისაბედ კონსტანტინეპოლელ იღუმენიას სახელზე).
***
18 მაისს სარკინეთის წმინდა შიო მღვიმელის სახელობის მამათა მონასტერში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიდ სქემაში აღკვეცა ამავე მონასტრის ბერ-დიაკვანი ექვთიმე (ძამაშვილი) და სახელად ისევ ექვთიმე უწოდა (წმ.ექვთიმე დიდის სახელზე).
ხელდასხმა
10 მაისს სარკინეთის წმინდა შიო მღვიმელის სახელობის მამათა მონასტერში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიაკვნად აკურთხა ამავე მონასტრის საძმოს წევრი ბერი დომენტი (აგუმავა).
***
17 მაისს ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფ. კეხიჯვრის სამი მლვდელმთავრის სახელობის ტაძარში მროველ–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მლვდლად დაასხა ხელი დიაკვან ბასილ ხუჭუას და ამავე ტაძრის მლვდელმსახურად დაადგინა.
***
21 მაისს ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან იაკობ მესტვირიშვილს და ამავე ტაძრის მღვდელმსახურად დაადგინა.
***
26 მაისს სარკინეთის წმინდა შიო მღვიმელის სახელობის მამათა მონასტერში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მლვდლად დაასხა ხელი სქემბერ-დიაკვან ექვთიმეს (ძამაშვილი).
25 საპატრიარქოს უწყებანი N25 2-8ივლისი 2015წ გვ.4
დაჯილდოება
28 ივნისს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: იღუმენი მატათა (ტყემალაძე) -– არქიმანდრიტის წოდებით; იღუმენი აბო (ჩაჩუა) აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში; მღვდელ-მონაზონი თადეოზი (თანდაშვილი) იღუმენის წოდებით.
ალკვეცა
20 ივნისს სარკინეთის წმინდა შიო მღვიმელის სახელობის მამათა მონასტერში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მცირე სქემაში აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილი გიორგი კვარაცხელია და სახელად თევდორე უწოდა.
***
26 ივნისს ბერმუხის წმინდა მერკვირის სახელობის მამათა მონასტერში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მცირე სქემაში აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილი პეტრე ტატიშვილი და სახელად პროხორე უწოდა.
***
28 ივნისს ყინწვისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მცირე სქემაში აღკვეცა მორჩილი მარიამ ცინცაძე და სახელად ივლიტა უწოდა.
26 საპატრიარქოს უწყებანი N26 9-15ივლისი 2015წ გვ.4
დაჯილდოება
5 ივლისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა მცხეთათბილისის ეპარქიის სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრით თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, იღუმენი იოანე (კალანდია); გამშვენებული ჯვრითა და მიტრით თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი პაპიაშვილი; გამშვენებული ჯვრითა და მიტრით სოფ. პატარა გლდანის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თადეოზ გაბუნია; გამშვენებული ჯვრით თბილისის მაცხოვრის მირქმის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ილია ხომასურიძე; გამშვენებული ჯვრით კიკეთის წმ. ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -- თბილისის წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის (რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზო) მღვდელმსახური, მღვდელი ცოტნე თვარაძე; ოქროს ჯვრით და დეკანოზის წოდებით მეტრომშენის დასახლების წმ. იოაკიმ და ანას სახელობის მშენებარე ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ასათიანი.
26-1 საპატრიარქოს უწყებანი N26 9-15ივლისი 2015წ გვ.5
დაჯილდოება
5 ივლისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა მცხეთათბილისის ეპარქიის სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრით თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, იღუმენი იოანე (კალანდია); გამშვენებული ჯვრითა და მიტრით –– თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი პაპიაშვილი; გამშვენებული ჯვრითა და მიტრით სოფ. პატარა გლდანის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თადეოზ გაბუნია; გამშვენებული ჯვრით თბილისის მაცხოვრის მირქმის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ილია ხომასურიძე; გამშვენებული ჯვრით კიკეთის წმ. ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით თბილისის წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის (რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზო) მღვდელმსახური, მღვდელი ცოტნე თვარაძე; ოქროს ჯვრით და დეკანოზის წოდებით მეტრომშენის დასახლების წმ. იოაკიმ და ანას სახელობის მშენებარე ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ასათიანი.
მორჩილის კაბით შემოსვა
5 ივლისს უბისის წმ. გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) მორჩილის კაბით შემოსა ამავე ტაძრის სტიქაროსანი თეიმურაზ გუმბერიძე.
27 საპატრიარქოს უწყებანი 16-23ივლისი 2015წ გვ.5
ხელდასხმა
5 ივლისს რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათადრო ტაძარში რუსთავის მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) მლვდლად დაასხა ხელი თბილისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის დიაკონ ლუკა ბითაძეს. მღვდელი ლუკა იმავე ტაძარში იმსახურებს.
***
7 ივლისს ნორიოს წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ (შომახია) მლვდლად დაასხა ხელი საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი კრწანისის ტყე-პარკში არსებული მამათა მონასტრის წინამძღვარ ბერ-დიაკვან დავითს (კემულარია). მღვდელ-მონაზონი დავითი დროებით თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში იმსახურებს.
28 საპატრიარქოს უწყებანი N28 24-30ივლისი 2015წ გვ.7
დაჯილდოება
5 ივლისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრით –- თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, იღუმენი იოანე (კალანდია); გამშვენებული ჯვრითა და მიტრით –– თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი პაპიაშვილი; გამშვენებული ჯვრითა და მიტრით -– სოფ. პატარა გლდანის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თადეოზ გაბუნია; გამშვენებული ჯვრით –– თბილისის მაცხოგრის მირქმის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ილია ხომასურიძე; გამშვენებული ჯვრით –- კიკეთის წმ. ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით თბილისის წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის (რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზო) მღვდელმსახური, მღვდელი ცოტნე თვარაძე; ოქროს ჯვრით და დეკანოზის წოდებით -– მეტ- რომშენის დასახლების წმ. იოაკიმ და ანას სახელობის მშენებარე ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ასათიანი.
***
12 ივლისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, დედოფლისწყაროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) ამავე ტაძრის მლვდელმსახური, დეკანოზი ნიკოლოზ ლომსაძე ეკლესიაში ერთგული მსახურებისთვის დააჯილდოვა მიტრის ტარების უფლებით.
***
12 ივლისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ხორნაბუჯისა და. ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) ეკლესიაში ერთგული მსახურებისთვის ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენის ხარისხში აღიყვანა სოფ. სამთაწყაროს წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი იაკობი (ჩიქობავა).
მორჩილის კაბით შემოსვა
5 ივლისს უბისის წმ. გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) მორჩილის კაბით შემოსა ამავე ტაძრის სტიქაროსანი თეიმურაზ გუმბერიძე.
29 საპატრიარქოს უწყებანი N29 30ივლისი-5აგვისტო 2015წ გვ.5
ხელდასხმა
26 ივლისს ქვემო თელეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ (შომახია) დიაკვნად აკურთხა ამავე ტაძრის მედავითნე ლევან აბულაძე და სახელად გაბრიელი უწოდა. დიაკვანი გაბრიელი ქვემო თელეთის ღვთისმშობლის ხარების ტაძარში იმსახურებს.
30 საპატრიარქოს უწყებანი N30 6 აგვისტო-24 სექტემბერი 2015წ გვ.4
ხელდასხმა
21 ივლისს თბილისის ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) დიაკვნად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო სემინარიააკადემიის კურსდამთავრებულს, დავით მაისურაძეს. დიაკონი დავითი ამავე ტაძარში იმსახურებს.
***
21 ივლისს თბილისის ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულს, ახალქალაქის წმინდა ნინოს სახელობის სასულიერო სასწავლებლის სტუდენტს, დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დიაკონს გიორგი ტუღუშს. მღვდელი გიორგი ორხევის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში იმსახურებს.
***
26 ივლისს ხირსის წმ. სტეფანეს სახელობის მამათა მონასტერში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის დიაკვან გიორგი ყანჩაველს. მღვდელი გიორგი თბილისის წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში იმსახურებს.
31 საპატრიარქოს უწყებანი N31 25-30სექტემბერი 2015წ გვ.7
აღკვეცა
4 აგვისტოს თბილისის ორმეოცი სებასტიელი მოწამის სახელობის მამათა მონასტერში არქიმანდრიტმა ათანასემ (კარანაძე) დიდ სქემაში აღკვეცა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის საძმოს წევრი, არქიმანდრიტი ანტონი (ფურცელაძე) და სახელად ანდრია უწოდა.
***
13 აგვისტოს დუბეს (ყვარელი) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში ნეკრესელმა მიტროპოლიტმა სერგიმ (ჩეკურიშვილი) მონაზვნად აღკვეცა ია კახიანი და სახელად პელაგია უწოდა.
ხელდასხმა
26 ივლისს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დიაკვნად აკურთხა ზედაზნის წმ. იოანე ზედაზნელის სახელობის მამათა მონასტრის საძმოს წევრი, ბერი იოანე (დიხამინჯია).
***
30 ივლისს ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დიაკვნად აკურთხა ზედაზნის წმ. იოანე ზედაზნელის სახელობის მამათა მონასტრის საძმოს წევრი, ბერი ნაზარი (სვიმონიშვილი).
***
16 აგვისტოს ბახმაროს მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) დიაკვნად აკურთხა დავით გოგიტიძე.
***
22 აგვისტოს უბისის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში ღამისთევის მსახურებაზე მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) მონაზვნად აღკვეცა საქასრიის დედათა მონასტრის მორჩილი ფოტინე (სვანიძე) და სახელად მარიამი უწოდა, მორჩილის კაბით შემოსა არგვეთის მამათა მონასტრის საძმოს წევრი მერაბ კიკნაძე და დიაკვნად აკურთხა ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის სტიქაროსანი დავით ჩიხლაძე.
23 აგვისტოს ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) დიაკვნად აკურთხა ამავე ტაძრის სტიქაროსანი ლაშა კაპანაძე და სახელად ნიკოლოზი უწოდა.
31-1 საპატრიარქოს უწყებანი N31 25-30სექტემბერი 2015წ გვ.8
ხელდასხმა
23 აგვისტოს შემოქმედის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) მღვდლად დაასხა ხელი ბერდიაკვან დავითს (შეწირული). მღვდელ-მონაზონი დავითი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფ. ნინოშვილის წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად იმსახურებს. :
***
.2 აგვისტოს მანგლისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტმა ბართლომემ (ფირცხალაშვილი) ბერად აღკვეცა მორჩილი ბექა ებრალიძე და სახელად ლეონიდე უწოდა.
***
28 აგვისტოს ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) დიაკვნად აკურთხა ამავე ტაძრის სტიქაროსანი ზურაბ ლაცაბიძე და სახელად თომა უწოდა.
***
28 აგვისტოს მესტიის მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ქიტიაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან გიორგი მარშანიშვილს.
***
6 სექტემბერს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთველმ»„მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ვლადიმერ ბეროშვილი და სახელად ანდრია უწოდა.
***
20 სექტემბერს ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) მორჩილის კაბით შემოსა ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მედავითნე ნიკოლოზ დოლიძე.
დაჯილდოება
16 აგვისტოს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სასულიერო პირები. მცხეთა-თბილისის ეპარქია: არქიმანდრიტის წოდებით თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, იღუმენი აბიათარი (ქაფიანიძე); მიტრით –– თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ალექსანდრე მარკოზაშვილი; მარგვეთისა და უბისის ეპარქია: არქიმანდრიტის წოდებით -– იღუმენი მაკარი (გოცაძე); გამშვენებული ჯვრით - იღუმენი პახუმი (ბუხსიანიაძე); ; გამშვენებული ჯვრით და მიტრით დეკანოზი სერაპიონ სამხარაძე; ოქროს ჯვრით და იღუმენის წოდებით მღვდელ-მონაზონი პავლე (მაჩიტაძე), მღვდელ- მონაზონი გიორგი (ჯიმშელეიშვილი), მღვდელმონაზონი ანტონი (სულთანიშვილი).
28 აგვისტოს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სასულიერო პირები: გამშვენებული ჯვრით -–– სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი იოანე ბარკალაია; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -– ვაკის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი საბა ჭიკაიძე.
***
13 სექტემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სასულიერო პირები: არქიმანდრიტის წოდება: სოფ. გლდანულას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი ნერსე (სამხარაძე); ოქროს ჯვრით და დეკანოზის წოდებით -–- თბილისის (საირმე) წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი ბასილ გოგილაშვილი.
ეკვდერის კურთხუვა
16 აგვისტოს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა ტიბაანში, ხირსის წმ. სტეფანეს სახელობის მამათა მონასტრის წმ. ნიკოლოზის სახელობის განახლებული ეკვდერი.
32 საპატრიარქოს უწყებანი N32 8-14იქტომბერი 2015წ გვ.10
აღკვეცა
25 სექტემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის საპატრიარქოს ტაძარში არქიმანდრიტმა მიქაელმა (ყაზიშვილი) მონაზვნად აღკვეცა საპატრიარქოს მთავარი ბუღალტერი ვერა მაჩიტაძე და სახელად მარიამი უწოდა. მონაზონი მარიამი საპატრიარქოს მონასტერში იმსახურებს.
სამძიმარი
საპატრიარქო პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა რუსთავის ეპარქიის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი მიქაელი (კასრაძე) და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
***
საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თბილისის წმინდა იოანე მხედრის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი კერესელიძე და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
34 საპატრიარქოს უწყებანი N34 22-28ოქტომბერი 2015წ გვ.6
ხელდასხმა
27 სექტემბერს სამწევრისის ჯვართამაღლების სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკვან გაბრიელს (სეფაშვილი). მღვდელ-მონაზონი გაბრიელი კოდმანის წმ. გაბრიელ მცირის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.
***
28 სექტემბერს ბებნისის წმ. თეოდორე ტირონის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიაკვნად აკურთხა კერძო დიაკვანი დიმიტრი მურვანიძე. დიაკვანი დიმიტრი ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
***
ვ ოქტომბერს ცერონისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მროველ–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან გიორგი გრძელოვს. მღვდელი გიორგი ცერონისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.
***
4 ოქტომბერს ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) დიაკვნად აკურთხა იური მჭედლიძე და სახელად სვიმონი უწოდა.
ბერად აღკვეცა
18 ოქტომბერს უბისის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ღამისთევის ლოცვაზე შეასრულა ბერად აღკვეცის წესი: აღიკვეცენ არგვეთის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი თეიმურაზ გუმბერიძე -–– სახელად უწოდა სოლომონი; არგვეთის ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი
მერაბ კიკნაძე –– სახელად ეწოდა ისააკი; რიკოთის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი გიორგი ნეფარიძე -–– სახელად უწოდა გრიგოლი; ტაბაკინის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი ნიკოლოზ დოლიძე - სახელად უწოდა მოსე.
ტაძრის კურთხევა
1 ოქტომბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა კლდეკარის წმ. სვიმეონ მესვეტის სახელობის ტაძარი, რომლის მწირველ მღვდლად იღუმენი შიო (მამისაშვილი) დაინიშნა.
***
3 ოქტომბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფ. ცერონისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი, რომლის წინამძღვრად მღვდელი გიორგი გრძელოვი დაინიშნა.
***
6 ოქტომბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა შატბერდის წმ. ალექსი შუშანიას სახელობის ტაძარი, რომლის წინამძღვრად მღვდელ-მონოზიონი ალექსი (ქირია) დაინიშნა.
***
10 ოქტომბერს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) აკურთხა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფ. ზემო სურების ახლადაშენებული წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, რომლის წინამძღვრად მღვდელი მიქაელ გუდავაძე დაინიშნა. გვარების დალოცვა 11 ოქტომბერს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დალოცა შემდეგი გვარები: ჯულაყოძეები, თურმანიძეები, ხეთაგურები და ნანიკაშვილები, ხოლო 18 ოქტომბერს -– გიგინეიშვილები.
35 საპატრიარქოს უწყებანი N35 29ოქტომბერი-4ნოემბერი 2015წ გვ.4
ხელდასხმა
25 ოქტომბერს ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის დიაკვან თომა ლაცაბიძეს.
36 საპატრიარქოს უწყებანი N36 5-11 ნოემბერი 2015წ გვ.6
ხელდასხმა
18 ოქტომბერს მანგლისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე) დიაკვნად აკურთხა ბერი ლეონიდე (ებრალიძე).
***
18 ოქტომბერს გარდაბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ (შომახია) მლვდლად დაასხა ხელი დიაკვან დავით გრიგალაშვილს. მღვდელი დავითი სოფ. სართიჭალის სამრევლო- ში იმსახურებს.
***
25 ოქტომბერს ახალციხის წმ. მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ირაკლი ებრალიძე. დიაკვანი ირაკლი თბილისის წმ. არჩილ და ლუარსაბის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
36-1 საპატრიარქოს უწყებანი N36 5-11 ნოემბერი 2015წ გვ.7
ხელდასხმა
1 ნოემბერს მუხრანის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარში წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა ზოსიმემ (შიოშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკვან შიოს (ოქრუაშვილი). მღვდელ-მონაზონი შიო ძალისისა და მჭადიჯვრის სამრევლოებში იმსახურებს.
აღკვეცა
28 ოქტომბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიდ სქემაში აღკვეცა თამარ ლაზარიშვილი და სახელად ტაბითა უწოდა (მართალი ტაბითას სახელზე).
დაჯილდოება
ამა წლის 1 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარვქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიტროპოლიტის ხარისხში აღამაღლა ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი).
საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი და გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ რედაქცია ვულოცავს მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ამ მაღალ საეკლესიო წოდებას! არქიმანდრიტის წოდებით დაჯილდოვდა ფოკის წმ. ნინოს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი პაისი (ჯანჯღავა); არქიმანდრიტის წოდებით –- მლეთის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის იღუმენები: პეტრე (თულაძე) და ნიკოლოზი (ჯაფარიძე); დეკანოზის წოდებით, გამშვენებული ჯვრითა და მიტრით –– მარნეულის წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი ილია ჭიღლაძე; ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით წერაქვის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ზენონი (დადვანი); ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით წერაქვის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის, სოფ. სიონისა და შაუმიანის სამრევლოების წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ფილიპე (რატიანი); ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით -– საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მარნეულის საავიაციო ბრიგადის კაპელანი, მღვდელი გიორგი ტატურაშვილი.
ტაძრის კურთხევა
25 ოქტომბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ძამის ხეობაში აკურთხა გეთსამანიის დედათა მონასტრის მენელსაცხებლე დედათა სახელობის ტაძარი.
***
25 ოქტომბერს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ (შომახია) აკურთხა მარტყოფის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია.
ტაძრის საძირკვლის კურთხევა
31 ოქტომბერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) აკურთხა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდარის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის საძირკველი.
37 საპატრიარქოს უწყებანი N37 12-18 ნოემბერი 2015წ გვ.4
ხელდასხმა
25 ოქტომბერს თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა (გაბრიჭიძე) მღვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკვან ნიკოლოზს (სვანიძე), ხოლო დიაკვნად აკურთხა ლუხუმ ივანიაშვილი და სახელად ლაზარე უწოდა.
***
26 ოქტომბერს თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა (გაბრიჭიძე) მლვდლად დაასხა ხელი დიაკვან მირიან მიქაძეს, ხოლო დიაკვნად აკურთხა თეიმურაზ პატარაია და სახელად თომა უწოდა.
***
8 ნოემბერს ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის დიაკვან დავით ჩიხლაძეს, ხოლო დიაკვნად აკურთხა რიკოთის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის ბერი გრიგოლი (ნეფარიძე).
დაჯილდოება
8 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება: მიტრით – თბილისის ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი დავით გოცირიძე; გამშვენებული ჯვრით -–- თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის (ვაკე) მლვდელმსახური, დეკანოზი იაკობ სირბილაძე.
***
8 ნოემბერს თბილისის წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძარში (აგრარული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დააჯილდოვა ტაძრის ღვთისმსახურნი:
ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ბასილ ჟორჟიკაშვილი დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრით; დეკანოზი გიორგი კუპატაძე -–– დეკანპოზის წოდებით.
სქემაში აღკვეცა
8 ნოემბერს, თბილისის ფერისცვალების სახელობის ტაძარში, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ქიტიაშვილი) დიდ სქემაში აღკვეცა წალკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტრის მონაზონი მარიონილა (ნიგურიანი) და წმინდა მარიამ მაგდალინელის პატივსაცემად სახელად მარიამი უწოდა. აღკვეცას ესწრებოდა მისი სულიერი მოძღვარი, არქიმანდრიტი ანდრია (კბილაშვილი).
39 საპატრიარქოს უწყებანი N39 26ნოემბერი-2დეკემბერი 2015წ გვ.4
ტაძრის კურთხევა
23 ნოემბერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) აკურთხა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფ. მეორე სვირის, ხიდაშელების უბნის, ახლადაგებული წმ. გიორგის სახელობის ეკლესია. ტაძრის ქტიტორია უკრაინაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი მალხაზ ხიდაშელი.
ხელდასხმა
23 ნოემბერს ბოლნისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) მლვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის დიაკვან კონსტანტინე კობახიძეს.
39-1 საპატრიარქოს უწყებანი N39 26ნოემბერი-2დეკემბერი 2015წ გვ.5
დაჯილდოება
23 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით სახუნდარას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი იოანე (რეხვიაშვილი) ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და იღუმენის წოდება მიენიჭა.
40 საპატრიარქოს უწყებანი N40 3-9დეკემბერი 2015წ გვ.4
ხელდასხმა
10 ნოემბერს ურბნისის წმ. სტეფანე პირველმოწამის სახელობის საკათედრო ტაძარში მროველ–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) კერძო დიაკვანი ილია თარგამაძე დიაკვნად აკურთხა. დიაკვანი ილია რუისის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
40-1 საპატრიარქოს უწყებანი N40 3-9დეკემბერი 2015წ გვ.5
ხელდასხმა
22 ნოემბერს წალკის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვან ლევან ზაკალაშვილს. მღვდელი ლევანი სამხედრო კაპელანად დაინიშნა.
აღკვეცა
27 ნოემბერს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტერში ძალაანთკარის წმ. ბასილი დიდის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, მლვდელ-მონაზონმა ბასილმა (ანთაძე) მონაზვნად აღკვეცა საქართველოს საპატრიარქოს ხალხური რეწვის განყო– ფილების თანამშრომელი ეთერ უროტაძე და სახელად თამარი უწოდა.
ტაძრის კურთხევა
17 ნოემბერს მროველ–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა რუისის წმ. ივლიტას და კვიპრიანეს სახელობის ტაძარი. ტაძრის მწირველ მოძღვრად მღვდელი გიორგი აბდუშელიშვილი დაინიშნა.
***
21 ნოემბერს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ (შომახია) აკურთხა სართიჭალის ყოვლადწმინდა სამების სახელობის მამათა მონასტრის ტაძარი.
***
22 ნოემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ყინწვისის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი. ტაძრის წინამძღვრად იღუმენი ლუკა (შაკაია) დაინიშნა.
***
22 ნოემბერს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა) აკურთხა აბაშის მუნიციპალიტეტის, სოფ. ონტოფოს წმ. ბარბარეს სახელობის ტაძარი.
***
24 ნოემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფ. ბრეთის მეურნეობაში წყალობის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი. ტაძრის წინამძლვრად მღვდელი ილია ჩიკვაიძე დაინიშნა.
***
26 ნოემბერს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ (შომახია) აკურთხა მარტყოფის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი.
***
26 ნოემბერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) აკურთხა ზესტაფონის (გეწაძეების უბანი) წმ. ამბროსი აღმსარებლის (ხელაია) სახელობის ეკლესია, რომლის ქტიტორია ბატონი გია გეწაძე. ტაძრის წინამძღვრად მღვდელი დავით ჩიხლაძე დაინიშნა.
დაჯილდოება
22 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარეის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მროველ–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენის წოდება მიანიჭა მღვდელ-მონაზონ ლუკას (შაკაია).
29 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა სამთავროს წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მღვდელმსახური, დეკანოზი მირიან ალიბეგაშვილი.
41 საპატრიარქოს უწყებანი N41 10-16დეკემბერი 2015წ გვ.3
დაჯილდოება
7 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი მღვდელმსახურნი: დეკანოზი გიორგი გუგუშვილი გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით; დეკანოზი ლევან მათეშვილი გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით; დეკანოზი კახაბერ შურღაია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით; მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი აღიყვანა დეკანოზის ხარისხში და დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით; მღვდელი სვიმეონ მარგველაშვილი აღიყვანა დეკანოზის ხარისხში და დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით; მღვდელი გიორგი ფერაძე აღიყვანა დეკანოზის ხარისხში და დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
***
21 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ (შომახია) აკურთხა სართიჭალის ყოვლადწმინდა სამების სახელობის მამათა მონასტრის ტაძარი და დააჯილდოვა ამავე ტაძრის წინამძღვარი და შემდეგი ღვთისმსახურები:
ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი კეჟერაშვილი -–– მიტრის ტარების უფლებით; მღვდელ-მონაზონი გიორგი (ვარდანაშვილი) იღუმენის წოდებით; მარტყოფის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი დავით დილებაშვილი ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.
ხელდასხმა
4 დეკემბერს დედოფლისწყაროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიზინების სახელობის საკათედრო ტაძარში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) მლვდლად დაასხა ხელი დიაკონ მაქსიმე თოდუას, ხოლო დიაკვნად საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მედავითნე კახაბერ ტვილდიანი. მღვდელი მაქსიმე თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში იმსახურებს. დიაკონი კახაბერ ტვილდიანი საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში იმსახურებს.
42 საპატრიარქოს უწყებანი N42 17-23 დეკემბერი 2015წ გვ.3
აღკვეცა
10 დეკემბერს სოფ. კეხიჯვრის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ამავე სახელობის დედათა მონასტრის მორჩილი ქეთევან გვარამია მონაზვნად აღკვეცა (მცირე სქემაში) და სახელად თეოფანია უწოდა (ნეტარი თეოფანია დედოფლის სახელზე).
***
12 დეკემბერს მზოვრეთის წმ. აცამეტ ასურელ მამათა სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ამავე სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი იოსებ აბრალავა ბერად აღკვეცა (მცირე სქემაში) და სახელად სელაფიელი უწოდა (მთავარანგელოზ სელაფიელის სახელზე).
43 საპატრიარქოს უწყებანი N43 24-30 დეკემბერი 2015წ გვ.10
დაჯილდოება
19 დეკემბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდელ-მონაზონი ანდრია (ბრეგვაძე) აღიყვანა იღუმენის ხარისხში და გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა.
***
20 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია I-მ მღვდელი დავით აფციაური დააჯილდოვა ოქროს ჯვრითა და დეკანოზის ხარისხით.
ხელდასხმა
13 დეკემბერს დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) მლვდლად დაასხა ხელი საგურამოს წმინდა გიორგის ტაძრის დიაკონ დავით მაჩიტაძეს. მღვდელი დავითი ამავე ტაძარში იმსახურებს.
***
6 დეკემბერს დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) ბერდიაკვნად აკურთხა ბერი ტიხონი (ჯანჯღავა), რომელიც სვეტიცხოველის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
სამძიმარი
საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა საპატრიარქოს რეწვის განყოფილების ხელმძღვანელი, სასულიერო სემინარია-აკადემიის პედაგოგი, მონაზონი თამარი (ეთერ უროტაძე) და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
3 საპატრიარქოს უწყებანი N3 28იანვარი-2თებერვალი 2016წ გვ.17
დეკანოზი ილია მელია 1915-1988
„არც ერთი ღალატი, არც ერთი გაცემა!
დიდება უფალს და ბრავო ჩემს მრევლს!“
დეკანოზი ილია ანტონის ძე მელია 1915 წლის 20 თებერვალს ქ. ქუთაისში შეძლებული პირის ოჯახში დაიბადა. დედა ნინო ქაჯაია გახლდათ. მისი დაბადების შემდეგ მელიები საცხოვრებლად ბათუმში გადავიდნენ. 1922 წლის დასაწყისში მამამისი ანტონი სავაჭრო ურთიერთობისთვის კონსტანტინოპოლს მიავლინეს. მას თან ახლდნენ მეუღლე და სამი შვილი: ილია, ანტონი და მერი, ხოლო ქალ-ვაჟი ნინო და ოთარი ბებიასთან დარჩნენ ბათუმში. კონსტანტინეპოლში ილია და მისი და-ძმა წმ. გიორგის იეზუიტურ სკოლაში მიაბარეს აღსაზრდელად. ამავე წლის დეკემბერში ქელამ ფაშამ აკრძალა პანსიონები, რის გამოც ხსენებული პანსიონი ბელგიაში, მთავარ პანსიონს შეუერთდა. ამასთან დაკავშირებით ანტონსა და მის ოჯახს ბელგიაში მოუხდათ გამგზავრება და იქ ბავშვები მიაბარეს ქალაქ ნამიურის წმ. გიორგის სახელობის პანსიონატში, სადაც მათ საფუძვლიანად შეისწავლეს ძველი ბერძნული და ლათიჩური ენები. 1926 წელს ილიას მშობლები სამშობლოში დაბრუნდნენ, ხოლო იგი და-ძმასთან ერთად იქვე დატოვეს სწავლის გასაგრძელებლად. 1933 წელს ილიამ პანსიონი დაამთავრა და ამავე წელს ნამიურის ღვთისმშობლის სახ. მშვიდობის ინსტიტუტში იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა, ხოლო 1935-1939 წლებში სენ-სერჟის ორთოდოქსული თეოლოგიის ინსტიტუტი დაამთავრა. მამა ილიას უმცროსი ძმის, ოთარის გადმოცემით, ამ პერიოდში პატარა ილიას ცნობილი საეკლესიო მოღვაწე წმ. გრიგოლ ფერაძე მფარველობდა. სასწავლებლის დასრულებლის შემდეგ მიტროპოლიტი ელიოზი ახალგაზრდა ილიას საფრანგეთის აღმოსავლეთში მიავლენს, რათა იგი მოემსახუროს დიდ ქარხნებში უწესრიგოდ აღმოცენებულ სალოცავებს. ამ ქარხნებში 1920 წლის შემდეგ რუსეთიდან მასობრივად ჩასული ემიგრანტები მუშაობდნენ. 1943 წლის 12 ივლისს ილია მელიამ ჯვარი დაიწერა ალა მელნიკოვაზე. აქედან იწყება მისი სასულიერო მოღვაწეობა. 1943 წლის 8 აგვისტოს იგი დიაკვნად აკურთხეს, ხოლო ამავე წლის 19 აგვისტოს პარიზის წმ. ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხეს ხელი და ქ. ბელფორის
მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში დაინიშნა. ამ დროს საფრანგეთი გერმანელი ფაშისტების მიერ იყო ოკუპირებული. მსახურების პირველ წლებში ახლად ნაკურთხი მოძღვრის სასულიერო მოღვაწეობა განსაკუთრებული მამაცობით ხასიათდებოდა. თეოლოგიის პროფესორი
ელისაბედ ბეერ-სიეგელი წერდა, რომ ბელფორში მცხოვრებმა მამა ილიამ ველოსიპედით გაიარა ვოგეზები (საომარი მოქმედების ზონა), გადაკვეთა ფრონტის ხაზი და ჩამოვიდა ჩვენთან ჩემი ბიჭის მოსანათლად, რომელიც 1944 წლის ოქტომბერში დაიბადა. იგივე ელისაბედი თამაზ ნასყიდაშვილს უყვებოდა, რომ მამა ილია ზრუნავდა ებრაელებზე, აფრთხილებდა მათ მოსალოდნელი დაჭერების შესახებ. ჩვეულებრივად ეს ხდებოდა ბუნების წიაღში სეირნობისას. მას არ ასვენებდა პოლიცია. გერმანელები (კდილობდნენ გაეგოთ, ჰყავდა თუ არა მრევლში ებრაელები. მამა ილიას ჩანაწერებში აღწერილია, თუ როგორ ცდილობდა ის გერმანიაში სამუშაოდ გასაგზავნი განწირული ადამიანების, მათ შორის, ქალიშვილებისა და აღმოსავლეთ ფრონტზე ტყვედ აყვანილი რუსების გადარჩენას. მამა ილიას თავდადებული საქციელით 500-ზე მეტი ადამიანი გადაურჩა სიკვდილს. მის ჩანაწერებში ვკითხულობთ: „ეს გაგრძელდა 1944 წლის 6 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე, ორ თვეზე მეტხანს... და არც ერთი ღალატი, არც ერთი გაცემა დიდება უფალს და ბრავო ჩემს მრევლს!“
3-1 საპატრიარქოს უწყებანი N3 28იანვარი-2თებერვალი 2016წ გვ.18
დეკანოზი ილია მელია 1915-1988 (გაგრძელება)
1945 წლიდან მღვდელი ილია წმ. სერაფიმე საროველის ტაძრის წინამძღვარი იყო ნორმანდიაში. 1946 წელს დაინიშნა ქ. კოლომბელის (კალვადოსი) წმ. სერჟის ეკლესიის მლვდლად. იგი წლების მანძილზე ემსახურებოდა მონბელიარის, სოშოს, ბეზანსონისა და ნანსის თემების ეკლესიებს, ვიდრე 1949 წლის მარტში პარიზის წმ. ნინოს ეკლესიაში
არ დამკვიდრდა. ამიერიდან უფრო მრავალმხრივი და დაუცხრომელი ხდება ღვაწლი მამა ილიასი. იგი ორმოც წელზე მეტ ხანს იყო წმ. ნინოს ქართული სამრევლოს წინამძღვარი და ზნეობრივი ავტორიტეტი ლტოლვილი ქართველებისა არა მარტო საფრანგეთში, არამედ მთელს ევროპაში. მის გარშემო ერთიანდებოდნენ უცხოეთში გაბნეული ქართველები და მწყსიდა მათ ყოველთა მწყემსის შემწეობით.
პარიზის წმ. ნინოს სახელობის ეკლესია 1929 წელს დაფუძნდა იქ მცხოვრები ქართველი მართლმადიდებლებისაგან. 1944 წლიდან ლვთისმსახურება კერძო მესაკუთრისაგან ნაქირავებ პატარა სამლოცველოში სრულდებოდა; 1973 წლის სექტემბერში საფრანგეთში არსებული ქართული
სათვისტომოს თავჯდომარის, ბატონ ლევან ზურაბიშვილის ინიციატივითა და მამა ილიას ლოცვითა და გარჯით (მეორე ვერსიით ეს მოხდა 1964-1965 წლებში ავტ.) როზიერების ქუჩაზე ქართველებმა შეიძინეს მრავალსართულიანი ბინის ქვედა სართული. იქ გაიხსნა წმ. ნინოს სახელობის ეკლესია, სადაც ჟამისწირვა დღემდე ქართულ ენაზე შეიწირება და ქართული საგალობლები აღევლინება. სალოცავი გააფორმა არქიტექტორმა ალექსი კობახიძემ. წმ. ნინოს ეკლესია უცხოეთში მკვიდრ
ღვთის სიტყვას მონატრებულ ქართველ მართლმადიდებელთა საყუდელია, ხოლო წინამძღვარი ხსენებული ეკლესიისა, აწ განსვენებული მაღალლღირსი მამა ილია, გაბნეულ ცხოვართა ჭეშმარიტად
ღვთივგანჩინებული მოძღვარი იყო. იგი სულიერად თუ მატერიალურად შეეწეოდა თავის მრევლს; მის გარშემო ერთიანდებოდნენ ქართველები; მან
დააწესა „ხუთშაბათობა“ დღე. ამ დღეს პარიზში მცხოვრებ ქართველთა ბავშვებისათვის დეკანოზი ილია თავის ბინაზე სასულიერო შინაარსის შემცველ გაკვეთილებს ატარებდა. მოგვიანებით ეს დღე
ქართველთა შეკრებების დღედ გადაქცეულა. მამა ილიას სულიერი შვილის და ოჯახის ახლობელის ქალბატონ რუსუდან კალატოზიშვილის გადმოცემით ხუთშაბათი დასვენების დღე იყო და ბავშვებთან ერთად უფროსებიც იკრიბებოდნენ. შემდგომ უკვე ფართო ხასიათი მიუღია ამ შეკრებებს და ამიტომ „ხუთშაბათობა“ მორიგეობით ქართულ ოჯახებშიც ეწყობოდა, სადაც იმართებოდა საუბრები, საღამოები, რაც უცხოეთში გაბნეულ ქართველთა დაახლოებას უწყობდა ხელს. „ხუთშაბათობის“
გარდა, დიდი სადღესასწაულო შეხვედებიც დააწესა მოძღვარმა. კერძოდ, 25 დეკემბერს, საშობაო წირვის შემდეგ შეიყრებოდნენ ქართველები და
მართავდნენ „შობის ხეს“. მრავალმხრივი და დაუცხრომელი იყო მამა
ილიას ღვაწლი. 1951 წელს მან რადიოთი უქადაგა და მიულოცა მრევლს ახალი წელი და აღდგომა. 1963 წლის 13 იანვარს მას დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზ ილიას 1946 წლიდან სიკვდილამდე პროფესორის თანამდებობა ეკავა პარიზის სენსერჟის მართლმადიდებლური თეოლოგიის ინსტიტუტში. კითხულობდა ლექციებს თეოლოგიასა და ძველი ეკლესიის ისტორიაში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი მართლმადიდებლობისა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის შესახებ. მამულიშვილთა დამხმარე კომიტეტის საქართველოს ერთ-ერთი დამაიგი იყო რეპრესირებულ სოლიდარობა არსებელი და გამგეობის წევრი;
აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესასთან („თავისუფლების ტრიბუნა“, „გუშაგი“ და სხვ.). 1971-1979 წლებში დეკანოზი
ილია, როგორც დელეგატი, მონაწილეობდა სემინარებში, სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. ესწრებოდა ათენში, მადრიდში, კანადასა და სტოკჰოლმში გამართულ ეკუმენურ შეხვედრებზე. მსოფლიო საპატრიარქოს ეგზარქოსთა თხოვნით მამა ილია მელია სხებდასხვა კონფქ
3-2 საპატრიარქოს უწყებანი N3 28იანვარი-2თებერვალი 2016წ გვ.19
დეკანოზი ილია მელია 1915-1988 (დასასრული)
სიის ქრისტიანთა დასაახლოებლად გამართულ ამა თუ იმ ღონისძიებაში მსოფლიო საპატრიარქოს რეგულარულად წარმოადგენდა ხოლმე. ამასთან დაკავშირებით, მას შეხვედრა ჰქონდა მის უწმინდესობა რომის პაპთან, პავლე VI-თან. ღვაწლმოსილი მოძღვარი ოჯახის კეთილმმართველიც იყო. მას პარიზში დარჩა მეუღლე ალლა და სამი შვილი: ილია, ნინო და ქეთევანი. მამა ილიას თბილისში მცხოვრებ და-ძმასთან, ოთარ და ნინო მელიებთან მუდმივი კავშირი ჰქონდა. უცხოეთში მცხოვრები ქართველთა ღვთივგანჩინებული მწყემსის მაღალღირსი მამა ილიას ჯვარი მძიმე იყო, მშობლიური მიწის მონატრებით დიდ ადამიანურ ტკივილს ეზიდებოდა: ერთხელ, პარიზში მასთან სტუმრად ჩასული დისთვის -– ნინოსთვის
გაუმხელია: „ჯერ დედა დამაკლდა და შემდეგ დედა სამშობლოო“.
დეკანოზი ილია განსაკუთრებული პატივისცემით იყო გამსჭვალული წმ. მოწამე არქიმანდრიტ გრიგოლის (ფერაძე) მიმართ. 1985-1987 წლებში
ჟურნალ „გუშაგში“ მან სამი მნიშვნელოვანი წერილი გამოაქვეყნა მამა გრიგოლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. ასევე, მან დაიყოლია პოლონელი მოძღვარი, დეკანოზი ჰენრიკ პაპროცკი შეესწავლა მღვდელმოწამის ცხოვრება. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მამა ილია არქიმანდრიტ გრიგოლის მსგავსი სულიერებით იყო აღსავსე. ორივე
მოძღვარმა ერთმანეთს შეუთავსა ღვთისმსახურება და სამეცნიერო კვლევები. გერმანელთა ოკუპაციის უმძიმეს პირობებში, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით, ისინი იღვწოდნენ ქრისტიანული
ფასეულობების დასაცავად და განსამტკიცებლად. 1980 წლის 10 თებერვალს პარიზის წმ. ნინოს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ისა და დეკანოზ ილიას ერთობლივი წირვა აღევლინა. დეკანოზი ილია გარდაიცვალა 1988 წლის 15
მარტს ქ. ობერვილიეს (პარიზთან ახლოს) საავადმყოფოში. დაკრძალულია ლევილში, ქართველთა სასაფლაოზე. 1988 წლის 16 მარტს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მრევლს აუწყა, რომ ღვთივგანისვენა პარიზში მოღვაწე წმ. ნინოს ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია მელიამ და განსვენებულის სახელზე პანაშვიდი გადაიხადა. პანაშვიდს დიდძალი მრევლი დაესწრო. მათ შორის იყვნენ განსვენებულის ახლობლებიც.
8 საპატრიარქოს უწყებანი N8 4-10მარტი 2016წ გვ.17
მღვდელი გიორგი ნათაძე 1870-1946
მღვდელი გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე 1870 წელს თბილისის გუბერნიაში, გორის მაზრის სოფელ მერეთში, დიაკვნის ოჯახში დაიბადა. ბავშვობა სოფ. მუხრანში გაატარა, სადაც იმ პერიოდში მამამისი, დიაკვანი გრიგოლი მსახურობდა. წერა-კითხვა დედამ შეასწავლა. შემდეგ დაამთავრა მუხრანის სასოფლო სკოლა. 1887 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი, ხოლო 1893 წელს კი თბილისის სასულიერო სემინარია. 1893-1894 წლებში მუშაობდა პედაგოგად ჯერ გორის მაზრის სოფ. ალში, ხოლო 1894-1898 წლებში სოფ. სტეფანწმინდაში. განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა მისი სტეფანწმინდაში მუშაობის პერიოდი. იგი დაუახლოვდა გლეხობას, გახსნა მათთვის ბიბლიოთეკა სამკითხველო სახლი, უკითხავდა მათ ჟურნალ-გაზეთებს, მართავდა საღამო-წარმოდგენებს. იგი მთელი სულითა და გულით ცდილობდა სკოლის წარმატებას. არ აკლებდა შრომასა და მეცადინეობას, თავის მცირე შემოსავალსაც კი (300 მანეთი ჰქონდა წელიწადში) სამ ნაწილად ჰყოფდა: ერთ ნაწილს ცოლ-შვილის ახმარდა, მეორეს თავის თავს და მესამე ნაწილს სკოლის საჭიროებისა და მოსახლეობისთვის წამლების საყიდლად იყენებდა. 1894 წელს სოფელში რაღაც ავადმყოფობა მძვინვარებდა, რამაც
რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ახალგაზრდა მასწავლებელმა გულთან მიიტანა ხალხის სატკივარი და გაზეთ „ივერიაში“ გამოაქვეყნა წერილი, სადაც ის დახმარებას ითხოვდა: „..ამ ბოლო დროს გაურკვეველი სენი მსწრაფლად მუსრს ადენს ხალხს. ამგვარის სატკივრით იმუსრება ხალხი, მშველელი კი არავინ არის. კავკავიდგან ექიმის მოყვანა 20-25 მანეთამდის ჯდება, რაც გლეხისათვის შეუძლებელია, მაზრის ექიმი (დუშეთისა) ძალიან შორს არის, ამგვარად, ხალხი ძალიან შეწუხებულია. კერძოდ, მივმართავ ქართველს ექიმებს და ვსთხოვთ, შეგვატყობინონ ამ ავადმყოფობის მოვლა და წამლობა ან გაზეთის, ან კერძო წერილის საშუალებით". სტეფანწმინდაში გიორგიმ შეაგროვა მდიდარი ფოლკლორული მასალა: ლექსები, ლეგენდა-თქმულებები, ზღაპრები,
ანდაზები, სახალხო თამაშობანი და სხვ. მან შეაგროვა
ძვირფასი ბიოგრაფიული მასალები ალექსანდრე და დიმიტრი ყაზბეგების შესახებ. 1898 წლის ოქტომბერში გიორგი ნათაძე ჩრდილოეთ კავკასიაში, ქ. ვლადიკავკაზში გადაიყვანეს. აი, რას წერდა გაზეთი „ივერია“ ამასთან დაკავშირებით: „კავკავის ქართველობა ამჟამად დიდს სამზადისშია. ყოვლადუსამღვდელომ, კავკავისა და მოზდოკის ეპისკოპოსმა ვლადიმერმა დღეს, პირველ ნოემბერს, უნდა აკურთხოს ახლად აგებული ეკლესია ქართველებისათვის, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სკოლასთან აშენებული ამ ზაფხულში. ერთი სიტყვით, დიდად სასახელო საქმე დააგვირგვინა ამ სამის თვის განმავლობაში კავკავის ქართველთა მცირე საზოგადოებამ, რომელიც ასე ბეჯითად მიდის
წარმატების მხრივ. მართალია, ცოტა ხანს მცირე
უსიამოვნება ეკლესიის ამშენებელი კომიტეტის ზოგიერთს წევრთა შორის აქაც მოხდა, მაგრამ ნათქვამია: „მცირე რამე სამდურავი მეგობართა წესიაო“ და ესენიც მალე დაუბრუნდნენ ისევ საზოგადო საქმეს და ასე მშვენივრად დააგვირგვინეს ეს საქმე, რომ ყველა განცვიფრებაში მოდის, -–– ამ ცოტა ხანში როგორ მოახერხესო ასეთის მშვენიერის და კოხტა ეკლესიის მოწყობაო. 28 ოქტომბერს თვითონ ყოვლადსამღვდელო ვლადიმერი ბრძანდებოდა ეკლესიის დასათვალიერებლად და ძლიერ მოიწონა
ყველაფერი. მღვდლად კავკავის ქართველებისათვის დანიშნულ იქმნა „მართლმადიდებელ ქრისტიანობის აღმადგენელ საზოგადოების სკოლის“ მასწავლებელი გ. ნათაძე, რომელიც უნდა აკურთხოს
ტაძრის კურთხევის დღესვე ეპისკოპოსმა ვლადი
8-1 საპატრიარქოს უწყებანი N8 4-10მარტი 2016წ გვ.18
მღვდელი გიორგი ნათაძე 1870-1946 (გაგრძელება)
მერმა... კავკავის ქართველობას უნდა ეკლესიის კურთხევის დროს მიართვას ყოვლადსამღვდელო ვლადიმერს სამღვდელმთავრო კვერთხი“. ქართული ეკლესიის გახსნის ამბავს ასევე გამოეხმაურა მეორე ქართული გაზეთი „ცნობის ფურცელი“, რომელშიც ვკითხულობთ: „მას შემდეგ, რაც ადგილობრივი ეპარქია გაცალკევებულ იქნა საქართველოს საეგზარქოსოსაგან, ქართველ მღვდლების რიცხვი ამ კუთხეში სულ უფრო და უფრო შემცირდა, და ამჟამად იქ სულ რამდენიმე ქართველი მღვდელი
მოიძებნება. ადგილობრივი ქართველები მიეწერნენ სხვადასხვა ეკლესიას, სადაც წირვა-ლოცვა სრულდება მათთვის გაუგებარ ენაზედ. ამ გარემოებას ყურადღება მიაქცია ყოვლადსამღვდელო ვლადიმერმა და ქართველების სურვილის განსახორციელებლად მან მიიღო შემდეგი ზომები: 1) მოიწვია ქართველი საზოგადოება სკოლის სადგომში, მოვიდა აქ თვითონ
ტაძრიდან შემოსილი და მიმართა ხალხს გრძნობით სავსე სიტყვით; 2) მიანდო ადგილობრივი სასულიერო სასწავლებლის მასწავლებელს -– გ. ნ. ფხაკაძეს -- ხალხთან სკოლის სადგომში სასულიერო საუბრების გამართვა ქართულ ენაზე; 3) ხშირ-ხშირად იწვევდა საკათედრო ტაძარში ქართველ მღვდელს და ამით შეძლებას აძლევდა ქართველებს, მოესმინათ
წირვა-ლოცვა სამშობლო ენაზე; 4) თვითონ ეპისკოპოსმა შეისწავლა ქართული ენა და წმ. ნინოს დღეობაზე სწირავდა რუსულ და ქართულ ენებზე; 5) ყოველ ამის გარდა, ეპისკოპოსმა ვლადიმერმა აღმოუჩინა ქართველებს ნივთიერი დახმარებაც. ქართული ეკლესიის სასარგებლოდ უწმინდესის სინოდისაგან იშოვა 1000 მან. არქიელის ასეთი დახმარებით გახნევებულმა ქართველმა საზოგადოებამ გადააკეთა
საეკლესიო შენობად სკოლის სადგომი, ხოლო სკოლისათვის ახალი შენობა ააგო. ქართული ეკლესია, რომელმაც უნდა დააკმაყოფილოს კავკავსა და მის
მიდამოებში მცხოვრები 10 000 ქართველის სულიერი მოთხოვნილება, აშენებულია წმ. ნინოს სახელზე. ეკლესიის მღვდლად და სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დანიშნულია კავკასიაში ქრისტიანობის აღდგენელი საზოგადოების სკოლის მასწავლებელი გიორგი ნათაძე“. 1898 წლის 16 დეკემბერს მამა გიორგის ვლადიკავკაზის სასულიერო სასწავლებელში ქართულ განყოფილებაში ქადაგება დაევალა. იგი იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ კავკავის განყოფილების მდივანი. კავკავში მუშაობის შესახებ საჭირო ცნობებსა და ანგარიშებს ხშირად აწვდიდა ილია ჭავჭავაძეს და
გაზეთ „ივერიაშიც“ აქტიურად თანამშრომლობდა. მამა გიორგის სახელთანაა დაკავშირებული კავკავის ქართულ სკოლასთან ქართული თეატრის დარბაზის აღმშენებელი კომიტეტის დაფუძნება. ამ საქმისთვის მან დიდი ღვაწლი გასწია და უამრავი შეწირულება შეაგროვა.
1902 წლის 9 აგვისტოს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე) ქ. კისლავოდსკში გაემგზავრა. ბესლანის სადგურზე მას შეეგებნენ კავკავის ქართული ეკლესიის მღვდელი გიორგი ნათაძე და დიაკვანი ბართლომე ღუდუშაური. მამა გიორგიმ მის მეუფებას სთხოვა, დაბრუნებისას მოენახულებინა კავკავში მცხოვრები ქართველნი. მისი
მეუფება დაჰპირდა, რომ ასეც მოიქცეოდა და აასრულა კიდეც. 11 აგვისტოს, კვირა დღეს, იგი ქართულ ეკლესიაში წირვაზე მიბრძანდა. წირვის ბოლოს მან ქადაგებით მიმართა იქაურ ქართველებს, შეაქო მათი შრომა და მუყაითობა, მოიწონა ეკლესია და სკოლა. მას განსაკუთრებით მოეწონა ქართული გალობა. წირვის ბოლოს მისი მეუფება პ. ა. გოთუამ სკოლის
დარბაზში ჩაიზე მიიწვია, სადაც ყოვლადსამღვდელომ თვითოეული ქართველი პირადად გაიცნო. შემდეგ ინახულა სკოლის შენობები და დაათვალიერა ბაღი. დასასრულს, მამა გიორგი ნათაძის სახლში საზოგადო სადილი გაიმართა, სადაც მრავალი საგულისხმო სიტყვა წარმოითქვა, გადაიღეს სამახსოვრი ფოტოც, რომელიც, საბედნიეროდ, შემორჩენილია. ის ღამე ეპისკოპოსმა ალექსანდრემ მოძღვრის სახლში გაათია. მეორე დილით, დილის შვიდ საათზე მთელმა
ქართველმა საზოგადოებამ ძვირფასი სტუმარი სამხედრო გზით საქართველოსკენ გამოაცილა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მამა გიორგის პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა კავკავში ყოფნის პერიოდში. იგი ქართული სკოლის, ქართული თეატრისა და, საერთოდ, კავკაველი ქართველი მოსახლეობის უანგარო და ერთგულ სამსახურში ჩაება და ხალხის პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. მას დიდი მოწიწებითა და სიყვარულით იგონებს მისი ყოფილი მოწაფე, შემდეგში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გ. ზ. ფიცხელაური.
იგი წერდა: „ქართული ენა მან შემაყვარა, ისე საინტერესოდ და მომხიბლავად გვიკითხავდა არა მარტო იაკობ გოგებაშვილის „დედა-ენას“ და „ბუნების კარს“, არამედ ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის თხზულებებს. სპეციალურად გვირჩევდა
8-2 საპატრიარქოს უწყებანი N8 4-10მარტი 2016წ გვ.19
მღვდელი გიორგი ნათაძე 1870-1946 (გაგრძელება)
ისეთ წიგნებს, რომლებიც ბავშვებს გვიზიდავდა, გვიტაცებდა. ხმა ჰქონდა შესანიშნავი, დიქცია საუცხოო, ამბის გადმოცემა მხატვრული, ერთი სიტყვით, გვხიბლავდა მოწაფეებს მისი გაკვეთილები და მოწიწებითა და სიყვარულით ვუყურებდით ამ კეთილშობილ და სპეტაკ ადამიანს. არ ყოფილა არც ერთი კულტურული წამოწყება კავკავის ქართულ
კოლონიაში, მას რომ აქტიური მონაწილეობა არ მიეღოს, საღამო წარმოდგენების გამართვა იქნება ეს თუ სხვა საზოგადოებრივი მნიშვნელობის საქმე. მე განსაკუთრებით დიდად დავალებული ვარ მისგან,
როგორც მასწავლებლისგან, რომელმაც კავკავში პირველად ამიხილა თვალი, შემაყვარა ქართული ენა, სამშობლო და მშობლიური ლიტერატურა“. მღვდელი გიორგი ხშირად მართავდა საღამოწარმოდგენებს და მთელ შემოსავალს დახმარებისა და სტიპენდიების სახით უგზავნიდა ახალგაზრდა ნიჭიერ და ხელმოკლე ქართველებს. ამას ადასტურებს პოეტ იოსებ გრიშაშვილის ლია წერილი, რომელიც მას მამა გიორგისთვის მიუწერია კავკავში 1915 წლის 7 აპრილს.
მამა გიორგი 1917 წლის 8-17 სექტემბერს, როგორც ქ. კავკავის (ვლადიკავკაზი, იგივე ძაუგი) ქართველთა ჯგუფის ოფიციალური წარმომადგენელი, ესწრებოდა საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებას.
მამა გიორგი მოღვაწეობის უკანასკნელი პერიოდის შესახებ იხსენებს: „დავიბადე ქრისტესშობის ცხრამეტში (ძვ. სტ. 6-ში). სამი დღისა თურმე
ვკვდებოდი. ბალღი მოუნათლავი არ მომიკვდესო, მამაჩემს მახლობელ ეკლესიაში გრააარააბბამე სადაც საყდარს სულმნათი ადამიანი, მღვდელი
გიორგი ნათაძე მწყემსავდა. ეს ძაუგში ხდება. მამაჩემს ეწადა თურმე, თავისი მამის სახელი დაერქმია -- გიორგი. მღვდელს არ უქნია; ვახტანგ მეფის დაბადების დღეა და, დაე, ეს სახელი დაენათლოსო.
ჩვენს სკოლას, ასევე ჩვენს თეატრს, გულშემატკივრები და ქომაგი არ აკლდა. მათგან განსაკუთრებით გამოირჩეოდა მამა გიორგი. პროფესორი ვა
ნო შადური იგონებს: ყაზბეგიდან კავკავში გიორგი ნათაძემ ჩამომიყვანა 1919 წელს და ქართულ სკოლაში სამ წელიწადს ვისწავლე, მაშინ გამგე გიორგი ნათაძე იყო. უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი მანამდეც იყო გამგედ. კერძოდ, როცა ცნობილმა დიდმა ქართველმა პედაგოგმა ლუარსაბ ბოცვაძემ ეს სკოლა თოთხმეტწლიანი მოღვაწეობის შემდეგ მიატოვა, ალბათ, 1908 წელს ჟურნალ „განათლების“ თავკაცად გახდომის შემდეგ, სკოლის პატრონობა გიორგი ნათაძემ ითავა. 1923 წელს დედამ იმ სკოლაში რომ მიმიყვანა, გიორგი აღარ იყო გამგედ, მხოლოდ ეკლესიას მღვდლობდა, მაგრამ ეს შესანიშნავი პიროვნება, საზოგადო მოღვანე და კავკავის ქართველებზე დიდი მზრუნველი, ეკლესიიდან მაინც არ აკლებდა ყურადღებას და მზრუნველობას სკოლასაც და თეატრსაც. მას დიდი გავლენა ჰქონდა მმრევლზე.ეკლესიის ამბიონიდანთავისი ბოხი, ხავერდოვანი ხმით დასძახებდა: ხვალ სკოლაში მშობელთა კრებაა და არავინ დააკლდესო, ან:ხვალ საღამოს სკოლის თეატრში წარმოდგენა იმართება და უცილობლად ყველა დაესწარითო! ეს თავისებური წმინდა დავალება იყო და ხალხი უჭოჭმანოდ ასრულებდა. აქვე დავძენ: მამა გიორგის უფროსი ვაჟი შალვა ქართულ დასში აქტიურად მონაწილე-
8-3 საპატრიარქოს უწყებანი N8 4-10მარტი 2016წ გვ.20
მღვდელი გიორგი ნათაძე 1870-1946 (დასასრული)
ობდა, დახელოვნებული სუფლიორი იყო, უიმისოდ წარმოდგენა არ
ტარდებოდა. 1929 თუ 1930 წელს ეკლესია დაიხურა და სხვა ეკლესიას
შეუთავსეს. მამა გიორგი გაიკრიქა, რადგან მღვდლობით მის შვილებს
სწავლასა თუ სამსახურში ხელი ეშლებოდათ, მაგრამ ჩვენს სკოლასა და თეატრზე ზრუნვა კი არ შეუნელებია (სხვათა შორის, მხოლოდ ჩვენს ეკლესიას არ შემოსწყრენ მაშინ ასე, დაიხურა ბერძნების სკოლა და საყდარი, დაიხურა სომხური სკოლაც). იმის შემდეგ, რაც ჩვენი საყდარი რუსულ საყდარს შეუერთეს, ანუ 1929 წელს, და მღვდელი გიორგი გაიკრიჭა, სკოლასთან არსებული ეკლესიის შენობა ცარიელი დარჩა. სკოლის გვერდზე განლაგებულ სამხედრო ნაწილებს ეს სასიამოვნოდ დაურჩათ:
აჰა, რაკი ქართველებს ეკლესია გაუუქმეს, ახლა გვმართებს, დრო ვიხელთოთ, გავუუქმოთ კლუბი და სკოლაცაო. ადრიდანვე თვალი რომ ეჭირათ ჩვენს სკოლაზედ საყაზარმედ, ამჟამად ეს განზრახვა მეტად გაუცხოველდათ. პირველ რიგში ისინი კლუბში შეძვრნენ, გვთხოვდნენ ყოველ კვირას იქ „ტანცი-მანცების და საღამოების გამართვას,
რათა მერე თანდათან სკოლის მთელი შენობა ჩაეგდოთ ხელში. გიორგიმ მალე იყნოსა მათი განზრახვა და წამოიწყო დიდი რემონტი. ყოფილ ეკლესიას დაუმატა ნახევარი სართული, გაუთანაბრა ორსართულიანი სკოლის დიდოთახებიან შენობას, ასევე კლუბი გადააკეთა საკლასო ოთახებად. ამით გზა გადაუკეტა ვერაგული მიზნით „ტანცი-მანცების“ კლუბში მომწყობებს“. როგორც ამ მოგონებებიდან იკვევა, მღვდელმა
გიორგიმ წვერი გაიკრიჭა და ანაფორა გაიხადა. ეს ამბავი, ასევე მტკიცდება საეკლესიო ჩანაწერებიდანაც, რომელშიც ვკითხულობთ, რომ 1931 წლის
29 ნოემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) ლოცვა-კურთხევით ვლადიკავკაზის წმ. ნინოს ქართული სამრევლოს წინამძღვრად არქიმანდრიტი ტარასი (კანდელაკი) დაინიშნა, რომელმაც 1933 წლის იანვარში ამ ტაძარში მონათლა ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური, დღევანდელი საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილიაII. მღვდელი გიორგი ნათაძე მოხუცებულობის ჟამს, 1933 წელს კავკავიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ერთხანს მუშაობდა საქართველოს სსრ სახელმწიფო მუზეუმში მეცნიერ-მუშაკად, ხოლო ბოლოს ლიტერატურის მუზეუმში
შემნახველად. პედაგოგიური და საზოგადოებრივი დამსახურებისთვის
მას პერსონალური პრემია დაენიშნა. ღვაწლმოსილი და დამსახურებული მოძღვარი და პედაგოგი 1946 წელს გარდაიცვალა. მან დაგვიტოვა მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა. მის კალამს ეკუთვნის
მრავალი დაბეჭდილი და დაუბეჭდავი წერილი, სტატია, გამოკვლევა, მონოგრაფია, მოგონება, ნარკვევი და სხვ. მაგ.: „ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი“ (ბიოგრაფიული მასალა), „ქართული ლექსიოგრაფია“
(ნარკვევი), „ძველი ხელნაწერების აღწერილობა“,
მთავარ „ალექსანდრე ყიფშიძის დღიური“, „მოგონება ვაჟაფშაველაზე“, „ფშაური, გუდამაყრული და მოხეური ლექსები“, „ქართული სახელმძღვანელოები მე-19 ს-ში“. მონოგრაფიები: „დავით ბატონიშვილზე“, „იოანე ბატონიშვილზე“, „საქართველოს კულტურული
კვალი ჩრდილოეთ კავკასიაში“ (ეს ნაშრომი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში), ასევე მოგონებები სხვადასხვა რევოლუციონერ მოღვაწეებზე. მის კალამს ეკუთვნის აგრეთვე „ხალხური ლექსები
და ზღაპრები“ და „ბავშვთა ხალხური თამაშობანი საქართველოში“ (1945).
9 საპატრიარქოს უწყებანი N9 11-17მარტი 2016წ 2016წ გვ.19
........ 188ვ წლის 2 აგვისტოს მღვდელი პავლე საგვერდულით დაჯილდოვდა. 1889 წელს სკუფია უბოძეს. ჰყავდა მეუღლე აღათია იოანეს ასული და შვილები: მღვდელი ივლიანე, იასონი (1863, პედაგოგი), სილოვანი
(1873, მღვდელი პავლე 1900 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა.
შემორჩენილია მამა პავლეს ერთი ვრცელი წერილი, რომელიც ჟურნალ „მწყემსში“ დაიბეჭდა, სადაც მოძღვარი საღვთისმსახურო ტიბიკონისა და
ტაძარში ხუცურად კითხვის აუცილებლობაზე თავის მოსაზრებას გამოთქვამს: „დიდი ხანი არ არის მას შემდეგ, რაც გაზეთ „მწყემსის“
ერთ ნომერში ამოვიკითხე გულვანის (თვენის) დასტამბვის შესახებ. გულვანის ხელთნაწერი ჯერ კიდევ მოიპოება ზოგიერთ ჩვენს მონასტრებში და ეკლესიებში, მაგრამ ეს ხელნაწერები ძველებურნი
არიან. დღემდე ვფიქრობდი, რომ ამისთანა ძვირფასის, და მამა-პაპათაგან ნაშრომ-ნაღვაწის შესახებ, როგორიც არის სადღესასწაულო გულვანი ანუ ყოველდღიური წმიდანთა საგალობელი, რამეს იტყოდენ დიდი მონასტრის წინამძღვარნი და ამ წიგნის დასტამბვას შეუდგებოდნენ და ამით დიდ სამსახურს გაუწევდენ ახალ თაობას, მაგრამ სამწუხაროდ ხმას არავინ იღებს. სამღვდელო პირთა უმრავლესობამ კარგად უწყის, თუ რა დიდი საჭიროა გულვანის დასტამბვა როგორც მონასტრებში სახმარად ისე სოფლის ეკლესიებში, თუმცა სოფლის
ეკლესიებში იმექონება გამოკრებილი სადღესასწაულო წიგნი დიდი წმიდანების და საუფლო დღეებისა, მაგრამ ეს წიგნი საკმაო არ არის. სოფლებში იციან ტაძრის ბევრი დღეობები, რომელნიც გამოკრებულს სადღესასწაულო წიგნში არც კი სწერია
თითო-ოროლა მუხლების გარდა; მაგ,: ზოგან დღესასწაულობენ, როგორც კვირიკობას, და კოსმა და დამიანეს 1, 15 ივლისს, გიორგობას 10 ნოემბერს და სხვა ამისთანა ტაძრის დღეობებს, მაგრამ ამ დღეების საგალობელი გამოკრებულს სადღესასწაულო წიგნებში არ სწერია. თუ გულვანი დაისტამბა, მაშინ ის გამოკრებილი სადღესასწაულოს წიგნის მეორედ
დაბეჭდვა საჭირო არ იქნება. გულვანის შემწეობით
ყოველ დღეს შეუძლიათ ეკლესიის მსახურთა იდღესასწაულონ, რომელი ტაძრის ანუ წმიდანის სახელზედაც ისურვებენ დღესასწაულის გადახდას. ესეც რომ არ იყოს, განა ცოდვად ჩაეთვლება ჩვენს სამღვდელოებას მცირედის საფასის გამოღებით ამის თანა სახსოვარი და მამა-პაპათაგან ნაშრომ-ნაანდერძევი საეკლესიო წიგნი დასტამბოს და დაუტევოს მომავალს თაობას? მე არა მგონია, თორემ ბევრი დრო არ გაივლის, და
ამგვარი ხელთნაწერი წიგნები სიძველისა გამო გაქრება,
და ჩვენ კი პასუხისმგებელი ვიქნებით წინაშე ღვთისა და კაცთა. დედანი ხელთნაწერის გულვანის წიგნისა, როგორც ხონის სობოროს ეკლესიაში
არის ვრცლად და კარგის ასოებით დაწერილი, არა მგონია სხვა იმერეთის მონასტრებში უკეთესი სადმე იყოს, თუმცა ამგვარი გულვანის წიგნები
გელათის მონასტერში, მარტვილისა და ქუთაისის სობოროშიდაც კი არის, მაგრამ ხონის სობოროს ეკლესიის გულვანის წიგნი ყველას სჯობს. ეს გულვანი ოთხნიგნად არის შეკრული, და თითოეული წიგნი სამ-სამის
თვისა არის ერთად მოთავსებული, და არსად შიგძილისპირები, როგორც სხვა გულვანში ისე ზეპირად სათქმელი კი არ არის, იქვე უწერია, ეგრეთვე შვიდეულის სამწუხროებში ყველგან ორ-ორი დიდება და აწდა არის დაწერილი ერთი ღვთისმშობლის, და მეორე ჯვარ-ღვთისმშობლისა ამისთვის, რომ იქნება ოთხშაბათ-პარასკევი შეხვდესო, ერთის სიტყვით
სხვა გულვანებთა შორის პირველობა ეკუთვნის ხონის სობოროში დაცულს გულვანის წიგნს. მეორე სამწუხარო ამბავად ის უნდა ჩაითვალოს
ჩვენის მხრით, რომ აღმოჩდნენ ისეთი ახალთაობის რომელიმე პატივცემულნი მამებიც კი, რომ სარწმუნოდ ბრძანებენ, ვითომც ხუცურის ანბანით დასტამბულს საღმრთო წერილის წიგნებს მხედრულის ასოებით დასტამბული სჯობდეს, და უმჯობესად სთვლიან საღმრთო წერილის წიგნები მხედრულის ანბანით დაისტამბოს. ეს ძლიერ შემცდარი აზრია,
თუმცა ბევრნი სხვადასხვა უსაფუძვლო მოსაზრებასაც ასახელებენ ამის შესახებ, მაგრამ ვისაც ხუცური ანბანით დასტამბული წიგნები კარგად
გაუცვნია და დაკვირვებია ხუცურს ანბანს ის უსათუოდ დარწმუნდება, რომ ბევრად უმჯობესია მხედრულზედ და არასოდეს მხედრულის ანბანით
დასტამბულს წიგნებს უპირატესობას არ მისცემს ეკლესიებში სახმარ-საკითხავად. ვინ არ იცის, თუ ხუცურის ანბანის შესწავლა კი სურს ვისმეს, ეს ბევრი დროის დაკარგვას არ მოითხოვს. რა საჭიროა ხუცურის ნაცვლად მხედრულის ანბანით დასტამბული წიგნები შემოვიღოთ ეკლესიებში სახმარებლად; განა ბევრს დროს და საუკუნეებს არ გაუვლია
ხუცურის ანბანების დაარსების შემდეგ და წმიდა
9-1 საპატრიარქოს უწყებანი N9 11-17მარტი 2016წ 2016წ გვ.20
მამებსაც კი ფიქრად არ მოსვლიათ, რომ ხუცურის მაგივრად მხედრულის ანბანით შემოეღოთ საღმრთო წერილის ხმარება ეკლესიებში, და რაღა ეხლა უნდა მოხდეს ეს? რატომ იმას მაინც არ მიხედვენ ეს პატივცემულნი მამები, რომ ჩვენი ერთ მორწმუნე რუსები არ უარყოფენ სლოვიანურის
ასოებით დასტამბულს წიგნებს, თუმცა რუსული ანბანი სლოვიანურს ბევრად სჯობს. ამ საგანზედ დიდი ფიქრია საჭირო“. მამა პავლეს საქმის ღირსეული გამგრძელებელი გახლდათ მისი უფროსი ვაჟი
მღვდელი ივლიანე ბახტაძე, რომელიც 1858 წელს დაიბადა.
დაამთავრა ჯერ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ კი ამიერკავკასიის საოსტატო სემინარია. 1884 წლის 15 სექტემბრიდან
1888 წლის 1 აგვისტომდე სახალხო-სამინისტრო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა. 1888 წლის 15 ნოემბრიდან 1893 წლის 20 ოქტომბრამდე ძუყნურის სამრევლო–-საეკლესიო სკოლის პედაგოგია. 1889 წლის 25 აგვისტოს საწირის წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძრის მეორე მედავითნედ დაინიშნა. 1891 წლის 29 ივნისს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა და დაბაძვლის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში განამწესა. 1892 წლის 16 დეკემბერს ძუყნურის ამაღლების ტაძარში გადაიყვანეს. 1893 წლის 31 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და კისორეთის წმ. გიორგის ტაძარში განამწესა. 1897 წლის 10 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1897 წლის 22 აგვისტოს ციხიის მაცხოვრის ამაღლების ტაძარში გადაიყვანეს. 1899 წლის 14 ოქტომბერს ხონის ოლქის
სამღვდელოების მხრიდან საეპარქიო კრებაზე დამსწრე დეპუტატად აირჩიეს. 1900 წლის 9 ნოემბერს ქუტირის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1901 წლის 1 მარტიდან 1909 წლის 11 ნოემბერს ქუტირის ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგე და საღვთო სჯულის პედაგოგია. 1905 წლის 22 აპრილს სკუფია უბოძეს. 1907 წლის 1
აპრილიდან 1911 წლის 25 აპრილამდე ქარჩხაბის ქალთა სკოლისა და ხონის უფასო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგია. მღვდელი პავლე 1911 წლის 9 მარტს გარდაიცვალა. 1912 წლის 20 ნოემბერს მის მეუღლეს ქმრის ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული სამსახურისათვის წმ. სინოდმა წელიწადში 300 მან. დაუნიშნა. ჰყავდა მეუღლე -– მაგდანა იოსების
ასული (15.10.1864) და შვილები: ლიდია (8.12.1888- 1963, გათხოვილი რამიშვილზე), ქრისტინა (13.05.1891, გათხოვილი დაბიძეზე), ამბროსი (10.04.1894), დავითი (20.07.1897), მიხეილი (29.08.1903).
10 საპატრიარქოს უწყებანი N10 18-24მარტი 2016წ გვ.17
სოფელი კირცხი და იქ მოღვაწე გოშუების ოჯახი
სოფელი კირცხი გაშენებულია ხობისწყლისა და ჭანისწყლის შუა. სოფლის ეკლესია დატანილია იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის 1654
წელს შედგენილ ოდიშის სამთავროს რუკაზე. XIX ს-ის 30-40-იანი წლების სამეგრელოს სამთავროს დავით დადიანისეული ადმინისტრაციული დაყოფით სოფ. კირცხი შედიოდა ზუგდიდის მაზრაში, ხოლო 1867 წლიდან ეკუთვნოდა ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრის წალენჯიხის უბანს. კირცხში 1859-60 წლებში აღრიცხული იყო 253 კომლი – 1651 მცხოვრებით, 1886 წელს -– 334 კომლი, 1910 მცხოვრებით. ამ დროს კირცხის თემის შემადგენლობაში შედიოდა სოფლები: გაშფერდი, ჯაღრა, კირცხი და
სარაქონი. სოფ. კირცხში გადიოდა ზუგდიდ-ქუთაისის დამაკავშირებელი შუა სამეგრელოს გზა („შქა სამარგალოში შარა"). ამ გზით XIX ს-ის 30-იან წლებში ზუგდიდიდან ქუთაისში ჩავიდა რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I.
ისტორიკოს ო. სოსელიას გამოკვლევით, სოფ. კირცხი შუა საუკუნეებში გოშუების სათავადოს ცენტრი იყო. აქ იყო მათი რეზიდენცია და სათავადოს სასახლის კარის ეკლესია. გაზეთი „ივერია“ წერდა: „ხობისწყლისა და ჭანისწყლის ორივე ნაპირას ჭალების ნიადაგი ნოყიერია და სიმინდი აქ მაღალღეროიანი და დიდტაროებიანი მოდის, მხოლოდ ჭანისწყალმა ხშირად იცის ადიდება და ყანების წალეკვა... მშვენიერი საჰაერო სააგარაკო ადგილი იქნებოდა კირცხის მაღლობი, ესრედ წოდებული „უთუთის ფერდი“, ხშირად ქარი რომ არ ჰქროდეს. ამ „უთუთის ფერდში“ შეამჩნევთ
ციხის ნაშთს და ქვითკირის ნანგრევებს. აქედან დიდებულად მოჩანს ჭაქვინჯის ციხე. ძველს დროს „უთუთის ფერდსა“ და ჭაქვინჯის ციხეს
შორის იყო თურმე მოპირდაპირე ზარბაზნების გრიალი“.
სოფ. კირცხაში 1802 წელს დაიბადა აზნაური უთუთი გოშუა. მისი სასახლე ზემოთ ნახსენებ „უთუთის ფერდზე“ იდგა. ეს იყო ქვითკირის ორსართულიანი შენობა, პირით აღმოსავლეთისაკენ. უთუთი მრისხანე მებატონე ყოფილა. დღეს ამ ფერდობზე, სასახლის ნაფუძარზე, აგებულია კირცხის საშუალო სკოლა, რომელსაც საძირკველი 1927 წელს ჩაეყარა.
1825 წლის სამეგრელოს სამთავროს ტაძრის აღწერის ჩამონათვალში სოფ. კირცხის ეკლესიი შესახებ ვკითხულობთ: „სამთავრო სოფელს კირცხს
სდგას საყდარი ხისა წმიდის გიორგისა, მომაღლო ადგილზედ, კარისბჭე აქვს ხისა. კარი აქვს ორი: დასავლეთით და სამხრეთით, სიგრძით არს შიგნით საკურთხევლიანად ათი ადლი და თერთმეტი ნიშანი, და განი ხუთი ადლი და შვიდი ნიშანი. აღსავლის კედელი ფიცრისა; კარი აქვს ორი, სამეუფეო და ჩრდილოეთით. კრეტსაბმელი ჩითისა; ტრაპეზი ხისა შიგნით, აცვია ტილო და მეორეთ ჩითი; ტრაპეზზედ სასვენი სახარება სტამბისა. ტრაპეზზედ სასვენი ჯვარი თუთბერისა. სამკვეთლო ხისა თავის საფენით; ბარძიმი, ფეშხუმი, კამარა, კოვზი კალისა, ტაკუკი ვერცხლისა, ლახვარი ფოლადისა; ერთი ხელი დაფარნები ჩითისა, საცეცხული სპილენძისა; სააიაზმე თიხისა, ემბაზი ხისა; ხატი ამავე წმიდისა ხეზედ ნახატი; ერთი
ხელი სამღვდელო შესამოსელი ჩითისა. ტაძრის მღვდელმსახურნი: მღვდელი გიორგი ჭილაია და მღვდელი გიორგი ადონია. 1860 წელს, მამა თომა გოშუას წინამძღვრობისას, ეს ხის ტაძარი განაახლეს, ხოლო ზეპირსიტყვიერი ინფორმაციით, 1915 წელს ნაკიანელმა ოსტატებმა
ახლიდან ააგეს და მოხატეს. კირცხის ეკლესია 1923 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ანტირელიგიური კამპანიის დროს დაკეტა. 1924 წელს მას გუმბა: და ჯვარი მოხადეს და იქ კლუბი გახსნეს, რომელიც 1970 წლამდე არსებობდა. შემდეგ ეკლესიის შენობა დაშალეს.
1850 წლიდან კირცხის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი თომა უთუთის ძე გოშუა, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებნი სიყვარულით „სოფლის ცისკარის“ მეტსახელით მოიხსენიებდნენ. იგი 1827 წელს დაიბადა ზემოთ ნახსენებ აზნაურ უთუთი გოშუას ოჯახში. ქართულ ენა ზესაღმრთო და საეკლესიო წიგნების კითხვა, ტიბიკონი და გალობა ნამარნევის წმ. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერში ისწავლა. 1846 წლის 21 ივნისს სამეგრელოს ეპისკოპოსმა ანტონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა და კირცხის წმ. გიორგის ტაძარში განამწესა. 1850 წლის 25 თებერვალს მღვდლად დაასხა ხელი და ამავე ტაძრის წინამძღვრად დაადგინა. 1855 წლის 9 მარტიდან რუსეთ-თურქეთის ომის (ყირიმის ომი) დროს სამხედრო კაპელანად მსახურობდა. 1858 წლის 1 მარტს მთავარხუცეს, მღვდელ ნიკოლოზ ახვლედიანის თანაშემწედ დაინიშნა. 1861 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1866 წელს სკუფია უბოძეს. 1867 წლის 1 აპრილიდან კირცხის ოლქის მთავარხუცესია. ოლქების ხელახალი გადანაწილების დროს, 1875 წლის 6 ივნისს, ხელახლა აირჩიეს
კირცხის ოლქის მთავარხუცესად. 1875 წლის 31 დე-
10-1 საპატრიარქოს უწყებანი N10 18-24მარტი 2016წ გვ.18
სოფელი კირცხი და იქ მოღვაწე გოშუების ოჯახი (გაგრძელება)
კემბერს კამილავკა ეწყალობა. 1881 წლის 3 თებერვალს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1883 წლის 11 ივნისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. მისი მთავარხუცესობის დროს კირცხის ოლქში აშენდა და გარემონტდა 25 ეკლესია. 1891 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1885 წელს უკვე ქვრივია. გარდაიცვალა 1893 წლის 13 მაისს და დასაფლავებულია კირცხის ტაძრის ეზოში. ამაღლებული იყო მისი დაკრძალვის დღე. ტაძრის მთელი ეზო ცოცხალი ყვავილებით, ხალიჩებითა და ანთებული კელაპტრებით იყო მორთული. მრევლი მუხლმოდრეკილი ეთხოვებოდა საყვარელ მოძღვარს. საფლავზე გამოსათხოვარი სიტყვა მისმა მემკვიდრემ, მამა პეტრემ წარმოსთქვა. საფლავზე არის წარწერა: ,ლოდი
ესე ღირსად პატივცემულ გვამის დეკანოზის თომა გოშუას შობიდან მექონის 60 წლისა, წინაპრობით და პირადად დამსახურებულის მენგრელიის
მთავრებთ სახლისადმი დასდვა უგანათლებულესმა თდ-მა სამეგრელოსამ ნიკოლაოს დავითის ძემ, რომლის უდროდ დაკარგვამ ძენთა მისთა
პეტრეს და მღვდელს სოლომონს დასცდა მწარე...გარდაცვალ... წამკითხვ...“ (წარწერა ნაწილობრივ წაშლილია და არ იკითხება). დეკანოზ თომას ჰყავდა მეუღლე თათია სვიმონის ასული და შვილები: 1) ნინო; 2) მღვდელი პეტრე (1851); 3) სალომე (გათხოვილი თავად დოროთე ზურაბის ძე აფაქიძეზე); 4) მაკრინე (9.01.1864); 5) მღვდელი სოლომონი (1856); 6) დავითი. დეკანოზი პეტრე 1851 წელს, მეორე ცნობით კი 1854 წელს დაიბადა. დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი. მუშაობა დაიწყო სოხუმის სათავადაზნაურო სავაჭრო და მიწათმფლობელთა სახაზინო პალატაში რიგით მოხელედ. რამდენიმე წელიწადში მიენიჭა „საკანცელარიო მოსასმსახურის ხარისხის“ წოდება. 1879 წელს იგი მუშაობს აგრძელებს ოზურგეთში, სადაც 1883 წელს „კანცელარიის ჩინოვნიკის“ წოდება მიენიჭა. 1886 წლიდან გურია-სამეგრელოს ეპარქიის კანცელარიაში დაიწყო
მუშაობა. XIX ს-ის 80-იანი წლების ბოლოს გურიასამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დიაკვნად და მლვდლად დაასხა ხელი და ხიბულის
მთავარანგელოზთა ტაძარში განამწესა. ახლობლები მას იგონებენ, როგორც უაღრესად კეთილშობილ პიროვნებას. წირვის მერე, როდესაც
სატრაპეზოდ გავიდოდა, უპირველესად მოიკითხავდა თავისი ოჯახის წევრებსა და შინამოსამსახურეებს, ყველას მიმართ იყო გულისხმიერი, ლმობიერი, სხვისი ტკივილის გულთან ახლოს მიმტანი, მოწყალე, თავდაუზოგავი. 1893 წლის 20 თებერვალს მამა პეტრე საგვერდულით დაჯილდოედა. 1894 წელს კირცხის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1896 წელს სკუფია უბოძეს. 1903 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1907
წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1915 წლის 6 მაისს წმ. ანასIII ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1917 წლის 8-17 სექტემბერს, პირველი საეკლესიო კრების შემდეგ, კირცხის ოლქი ჭყონდიდის ეპარქიაში შედიოდა და მის მთავარხუცესად ისევ მღვდელი პეტრე გოშუა აირჩიეს. 1918 წელს საეკლესიო საბუთებით კვლავ იგი ჩანს მთავარხუცესად. შთამომავლების გადმოცემით, 1919 წელს მასდეკანოზის წოდება მიენიჭა. 1921 წელს კირცხის ოლქის მთავარხუცესი უკვე მღვდელი არტემონ ბობოხიძეა, ხოლო 1922 წლის ივნისში ხელისუფლების მიერ ეკლესიებში არსებული ნივთების აღწერის დროს კირცხის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვრად მღვდელი არტემონ ბობოხიძე იხსენიება, ხოლო მეორე მღვდლად აკაკი გოშუა. შთამომავლების გადმოცემით, მამა პეტრე 1922 წელს აღესრულა. მღვდელ პეტრეს ჰყავდა მეუღლე ციცინო ზურაბის ასული ელიავა (1869) და შვილები: მღვდელი აკაკი; დომნიკა (1886, გათხოვილი თავად ანდრია სალიბეის ძე ემხვარიძე); ქრისტინა. სასულიერო პირი გახლდათ მამა 9 პეტრეს უმცროსი ძმა -–– სოლომონი, რომელიც 1856 წელს დაიბადა. დაამთავრა სამეგრელოს სასულიეროსასწავლებლის სამი კლასი. 1881 წლის 26 მარტს კირცხის წმ. გიორგის ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1885 წლის 16 მარტს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა. XIX ს-ის 90-იან წლებში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (და-
10-2 საპატრიარქოს უწყებანი N10 18-24მარტი 2016წ გვ.19
სოფელი კირცხი და იქ მოღვაწე გოშუების ოჯახი (გაგრძელება)
დიანი) მლვდლად დაასხა ხელი და სობოგის მთავარანგელოზთა ტაძარში განამწესა, საიდანაც 1913 წლის 15 ოქტომბერს გათავისუფლდა. 1914 წლის 15 იანვარს ჭაქვინჯის მთავარანგელოზთა ტაძარში დაინიშნა. ჰყავდა მეუღლე -- ივლიტა ტა- გუს ასული ჯიჯიხია (1867) და შვილები: თამარი, ლილი, დავითი, შალვა. გოშუების გვარში უკანასკნელი სასულიერი პირი გახლდათ მამაპეტრეს ვაჟი-- აკაკი. იგი 1885 წლის 20 დეკემბერს დაიბადა. მისი ნათლია თავადი მიხეილ ტარიელის ძე დადიანი იყო. დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი. წ 1909 წლის 22 მაისს კირცხის წმ. გიორგის ტაძრის მეორე მედავითნედ დაინიშნა 1913
წელს ჯვარი დაიწერა ელისაბედ მალაქიას ასულ ანთელავაზე (1884). ჯვრისწერის საიდუმლო შეასრულა მღვდელმა ანტონ ვეკუამ. 1913 წლის 20 ოქტომბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) აკაკი დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და ჭაქვინჯა-სობოგის მთავარანგელოზთა ტაძარში განამწესა. 1914 წლის 18 იანვარს ახალი აბასთუმნის მთავარანგელოზთა ტაძარში მედავითნის შტატში დაინიშნა. 1920 წლის 27 ივნისს, როგორც ჭყონდიდის ეპარქიის დელეგატი, ესწრებოდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის მეორე საეკლესიო კრებას. 1922 წლის ივნისში ხელისუფლების მიერ ეკლესიებში არსებული ნივთების აღწერის დროს
კირცხის წმ. გიორგის ტაძრის მეორე მღვდლად იხსენიება.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე დაიწყო მამა აკაკისა და მის ოჯახს დევნა და შევიწროება. 1924 წელს სოფელში ხმა დაირხა, მამა აკაკის
მალე „გაკრეჭენო“. მოძღვარი არ დაელოდა ასეთ
უზნეო ადამიანთა გამოჩენას, განერიდა მათ. ჩუმად, შეუმჩნევლად მიადგა დათა კვირტიას ვისი მორდუს სახლს და იქ დაიდო ბინა, რათა მორიდებოდა ბოლშევიკებს და თავიდან აეცილებინა მოსალოდნელი საფრთხე. მაინც მიაგნეს. ვერაფერს თაგახდა დათა კვირტაია მომხდურებთან, ამიტომ აკვნიდან ჩვილი ამოიყვანა და ის მიაჩეჩა ხელში ჩეკისტებს: „აი, წაიყვანეთ, გიცვლით მამა აკაკიზეო არ გაჭრა არაფერმა. მამა აკაკი მიხვდა, რომ მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა, გამოვიდა და ჩაბარდა მათ.
იგი გაკოჭეს, უპირებდნენ სამი თითის მოჭრას, აიძულებდნენ ხოხვით მისულიყო ჭამდე, რომ შიგ ჩაეგდოთ. ეს იყო შემაძრწუნებელი და გულისმომკვლელი სურათი. თუმცა მაალევე დათა კვირტაიას ცოლი -- ჟენია გონს მოეგო, ქალების გუნდს თავი მოუყარა და მოძღვარი გამხეცებულ
ბოლშევიკებს ხელიდან გამოსტაცეს. მაგრამ საბოლოოდ მაინც არ ასცდა გარკეჭვა მამა აკაკის. ჩეკისტები ითხოვდნენ მას საქვეყნოდ დაეგმო ღმერთი და დემონსტრაციულად გაეკრიჭა წვერი. ეს საქმე მის
გამზრდელს, დათას უნდა გაეკეთებინა, წინააღდეგ შემთხვევაში მას დახვრეტა არ ასცდებოდა. ხელისა და გულის
კანკალით „გაკრეჭა“ მან თავის გაზრდილი. გაკრეჭილი ზუგდიდის მაზრაში ჩაიყვანეს, იქ დამატებით გააფრთხილეს, „ჭკუა ასწავლეს“ და შინ დააბრუნეს. 1924 წლის დეკემბერში მისი სახლ-კარიც ააწიოკეს, ცეცხლს მისცეს უძველესი საეკლესიო საბუთები და ხატები. ჩხოროწყუს რაიონის კირცხის საკრებულოს მიერ 1999 წლის 8 აპრილს გაცემულია ცნობა
137, რომელშიც წერია: „ჩხოროწყუს რაიონის კირცხის მცხოვრებ აწ გარდაცვლილ აკაკი პეტრეს ძე გოშუას (დაბადებული 1885 წელს) კუთვნილი
12-ოთახიანი საცხოვრებელი სახლი, უძრავ-მოძრავი ქონებით, 1924 წლის ბოლოს ჩამორთმეული იქნა და ამავე რაიონის სოფელ ლესიჭინის გადაეცა სკოლისათვის, რაც დასტურდება თვითმხილველთა მტკიცებით როგორც კირცხის თემში, ასევე ლესიჭინეში“. ცნობას ხელს აწერს კირცხის
თემის საკრებულოს თავჯდომარე სოლომონ კოზმავა. ამ ამბავის შემდეგ ოჯახი იძულებული გახდა ელისაბედის მშობლიურ სოფელ ჭაქვინჯასთვის შეეფარებინა თავი. მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან დევნა-შევიწროების, შთამომავლების გადმოცემით (საეკლესიო საბუთებით ეს არ ჩანს -- გ. მ.), მღვდელი აკაკი მაინც ასრულებდა მღვდელმოქმედებას. ხან ტყეში, ხან მდინარის პირას, ხან გამოქვაბულში. ასევე კირცხშიც მალულად ასრულებდა ნათლობებს. მთელი ამ ხნის განმავლობაში მის ერთგულ ქომაგებად რჩებოდნენ ბიძაშვილები გამზრდელი, მედავითნე და
თა კვირტაია და ნიკოლოზ კვირტაია. 1943 წლიდან
10-3 საპატრიარქოს უწყებანი N10 18-24მარტი 2016წ გვ.20
სოფელი კირცხი და იქ მოღვაწე გოშუების ოჯახი (დასასრული)
შედარებით შენელდა სასულიერო პირებზე ზეწოლა და მამა აკაკი უკვე საკუთარ ქოხში ატარებდა საეკლესიო წესებს. მამა აკაკის და ელისაბედს ოთხი შვილი ჰყავდათ: თომა/კუჭუჭი (3.01,1907-1967), ბაბილინა (31.12.1910), გუგული, მამია/ ვალერიანი (1918-1943, დახვრიტეს კომუნისტებმა). განსაკუთრებით ტრაგიკული იყო უმცროსი ვაჟის
მამიას ცხოვრება. 1939- 1940 წლებში იგი სარაქონის სკოლის დირექტორად მუშაობდა. 1943 წლის მარტში კომუნისტებმა იგი ეროვნული სულისკვეთების გამოვლინებისთვის დააპატიმრეს და დახვრიტეს. მამიას
ძმა თომაც განიცდიდა დევნას, იგი, როგორც მღვდლის შვილი,
გარიცხეს უმაღლესი სასწავლებლიდან. მათი შთამომავლები დღეს ცხოვრობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და ემსახურებიან ქვეყანას. მღვდელი აკაკი 1962 წლის 14 თებერვალს, 83 წლის ასაკში აღესრულა. დარძალულია კირცხის წმ. გიორგის ტაძრის ეზოში.
1999 წლის 9 სექტემბერს ჩხოროწყუს რაიონის სოფ. კირცხში ძველი საყდრის ნაფუძარზე საძირკველი ჩაეყარა ახალი ეკლესიის მშენებლობას. ეს საშვილიშვილო საქმე ითავა ქალბატონი ციალას ძმამ
თითოეული აგური თავისი ხელით დადო. მას მხარშალვა თომას ძე გოშუამ. ბატონმა შალვამში ამოუდგა მამა აკაკის შვილთაშვილი, კანადაში
მცხოვრები ბიზნესმენი მიხეილ მირონის ძე ჩხარტიშვილი-გოშუა. დიდი შრომისა და ღვაწლის, უამრავი სიძნელისა და დაბრკოლების გადალახვის შედეგად, დასრულდა ულამაზესი ვარდისფერგუმბათიანი, ქვით ნაგები ეკლესია, რომელიც 2007 წლის 20 ნოემბერს აკურთხა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსმა შიომ (მუჯირი). ტაძარი მრევლს ვერ იტევდა. ჩხოროწყუს რაიონის მოსახლეობამ ეკლესიას უამრავი ხატი შესწირა. ძვირფასი ხატები მოაბრძანეს ასევე გოშუების საგვარეულოს წარმომადგენლებმა, რომელთათვისაც განსაკუთრებით შთამბეჭდავი და
სასიხარულო იყო ამ ეკლესიის ამოქმედება. ბატონმა შალვამ გოშუების საფლავებს ერთმანეთის გვერდით მიუჩინა ადგილი და წარწერიანი ქვაც დაადო.
11 საპატრიარქოს უწყებანი N11 31მარტი-6აპრილი 2016წ გვ.17
დეკანოზი გრიგოლ მაჭარაშვილი 1835 –– 17902
დეკანოზი გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი 1835 წელს გორის მაზრაში, სოფ. ალში,მღვდლის ოჯახში დაიბადა. დედა ორჯონიკიძის ქალი გახლდათ. ოჯახში რვა დედმამიშვილი იზრდებოდა, რომელთაც ბავშვობიდანვე ღრმად უნერგავდნენ უფლისა და სამშობლოს სიყვარულს. პატარა გრიგოლმა თავდაპირველად გორის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა და სწავლა რუსეთში, სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც 1858 წელს წარჩინებით დაასრულა. მან საფუძვლიანად იცოდა ქართულ და რუსულ ენაზე საღვთო და საეკლესიო წიგნები, გალობა და ტიბიკონი. 1858 წელს ახალგაზრდა და ჯანღონით სავსე გრიგოლი სამშობლოში ბრუნდება და ქუთაისის სასულიერო
სასწავლებელში პედაგოგად იწყებს მუშაობას. ამავე პერიოდში მან ჯვარი დაიწერა ნატალია იოანეს ოქროპირის ასულზე (1846). სამწუხაროდ, მათ შვილები არ ეყოლათ და მთელი თავიანთი ყურადღება და მზრუნველობა მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებას მოახმარეს.
11-1 საპატრიარქოს უწყებანი N11 31მარტი-6აპრილი 2016წ გვ.18
დეკანოზი გრიგოლ მაჭარაშვილი 1835 –– 17902 (გაგრძელება)
დეკანოზი გრიგოლი შესანიშნავი პედაგოგი და აღმზრდელი გახლდათ. ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი ფოთში, მან დიდი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა ახალგაზრდებს შორის. მოწაფეებს განსაკუთრებულად უყვარდათ და აფასებდნენ მას თავისი უბრალო და მშვიდი ხასიათის გამო. შემდგომში ასევე ცნობილი პედაგოგი და მოძღვარი, დეკანოზი
ბესარიონ ვაშაძე, რომელიც ფოთში სწავლის პერიოდში მამა გრიგოლის მოსწავლე გახლდათ, ასე იხსენებდა საყვარელ პედაგოგსა და მოძღვარს: „მამა გრიგოლი კატეხიზმოს და ღვთისმსახურებას გვასწავლიდა ფოთის სამოქალაქო სასწავლებლის უფროს კლასებში, ეს იყო უკანასკნელად 1890-
1891 წლებში. განსვენებულს მთელი კატეხიზმო, ღვთისმსახურება და საღმრთო ისტორიის სახელმძღვანელოები ისთე ჰქონდა გაზეპირებული, როგორც „მამაო ჩვენო“, მისი ალერსიანი და ტკბილი ლაპარაკი გაკვეთილების ახსნაზედ, მეტად სასიამოვნო და საინტერესო შთაბეჭდილებას მოახდენდა ხოლმე მოწაფეებზედ, როდესაც გაკვეთილების ახსნას შეუდგებოდა, მთლად სმენად ვიყავით გადაქცეული ყველა შეგირდები; რადგანაც თითონ მამა გრიგოლი ძალიან გვიყვარდა, იმის გაკვეთილებსაც ზედმეტად კარგად ვსწავლობდით. განსვენებული ხშირად გვარიგებდა და სხვათა შორის გვირჩევდა, რომ ერთად სხვა საგნებთან შეგვესწავლა საეკლესიო და ხუცური წიგნები. სამოქალაქო სასწავლებლებში საეკლესიო ენას ცოტა ადგილი ეჭირა და ისეთ ყურადღებას არ აქცევენ, როგორც სხვა საზოგადო საგნებს, მაგრამ
მიუხედავად იმისა, ჩვენ მაინც ვშოვილობდით ქართულს საეკლესიო წიგნებს და გულმოდგინედ ვეტანებოდით მათ კითხვასა, რაც მ. გრიგოლს მეტად სასიამოვნოდ მიაჩნდა. ბევრი ფაქტები და მაგალითების მოყვანა შეგვიძლია მისი ცხოვრებიდგან, რომლებიც ამტკიცებენ განსვენებულის
გულკეთილობას და ზნე-თვისებას, მაგრამ საჭიროდ არ ვრაცხ წერილის გაგრძელებას, რადგან ოლ 903 იცის მისი გულკეთილობა. 1891 წლის იანვარში, ბევრი სხვადასხვა საქმეების გამო, თავისისავე თხოვნით, მ. გრიგოლმა თავი დაანება საღმრთო სჯულის მასწავლებლობას ფოთის სამოქალაქო სასწავლებელში და როდესაც ეს გარემოება გავიგეთ და მ. გრიგოლი ლოცვაკურთხევით გამოგვეთხოვა სასწავლებლის ყველა შეგირდებს, ჩვენ საერთო მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა. მ. გრიგოლის ადგილზედ საღმრთო სჯულის მასწავლებლად გამოგვიგზავნეს ახალგზარდა სემინარიელი მ.ი. ეპიტაშვილი, რომელიც, შეძლებისადაგვარად, გვარიანად გვასწავლიდა, მაგრამ მთელი სასწავლებლის შეგირდები ყველა გრიგოლს იხსენებდნენ, მუდამ მის ხსოვნაში ვიყავით და ისევ მ. გრიგოლი უფრო მეტად გვიყვარდა...
1866 წლის 19 აგვისტოს სამეგრელოს ეპისკოპოსმა ტარასიმ (ელიავა) გრიგოლი დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 21 აგვისტოს მღვდლად დაასხა
ხელი და ფოთის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. ტაძარში განამწესა. 1867 წლიდან ფოთის სამაზრო სამოქალაქო სასწავლებელში საღვთო სჯულის პედაგოგია. 1868 წლის 2 აგვისტოს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1873 წლის 30 ივლისს სკუფია უბოძეს. 1877 წლის 26 მარტს კამილავკა ეწყალობა. 1879 წლის 16 აპრილს მეტრიკული წიგნების არასწორად შევსებისათვის საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის გადაწყვეტილებით ხუთი მანეთით დაჯარიმდა იმერეთის ეპარქიის სასულიერო წოდების ქვრივ-ობოლთა სასარგებლოდ. 1883 წლის 6 მაისს 1877-1878 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის დროს დაჭრილთა შემწეობისათვის მიიღო წითელი ჯვრის საზოგადოების ნიშანი წითელი ჯვარი. 1885 წლის 26 ივლისს იგი ფოთის სატუსაღოს სამზრუნველო განყოფილების დირექტორად აირჩიეს. 1896 წლის 17 ნოემბერს ფოთის ეპარქიალური სასწავლებლის თავმჯდომარედ დაინიშნა. დეკანოზი გრიგოლი ყოფილა მეტად მომთმენი და სულგრძელი ადამიანი; მისი მშვიდი და შნოიანი სახის გაოზეცცვევლებ, წყნარი და ტკბილი საუბარია ცხადად ამტკიცებდნენ მის სიკარგეს. ის იყო, როგორც შეშვენის ქართველ კაცს დინჯი, აუჩქარელი ხასიათისა, მშრომელი და მეტად გულკეთილი. იგი ყოველთვის მზად იყო შეძლებისდაგვარად ნებისმიერი სახის დახმარება აღმოეჩინა გაჭირვებული კაცისათვის
თუ სიტყვით, თუ საქმით; მისი შემწეობითა და კეთილი მამობრივი რჩევით მრავალი გზააბნეული ახალგაზრდა დამდგარა სწორ გზაზე, მრავალი აშორებია იმ მაცდურ, ეკლიან გზას, რომელიც ხშირად გვხდება ხოლმე
აბობოქრებულ ცხოვრებაში; ამ ყვე
11-2 საპატრიარქოს უწყებანი N11 31მარტი-6აპრილი 2016წ გვ.19
დეკანოზი გრიგოლ მაჭარაშვილი 1835 –– 17902 (გაგრძელება)
ლაფერთან ერთად, იგი ყოფილა სტუმრის მოყვარულიც. რა
დროც არ უნდა ყოფილიყო, მისი ოჯახიდან ძალიან იშვიათად
წავიდოდა კაცი, რომ მისგან პატივისცემა და პურ-მარილი არ
მიეღო. მან დიდი სიყვარული და ავტორიტეტი მოიპოვა ფოთის საზოგადოებაში. 37 წლის მანძილზე, რაც დეკანოზი გრიგოლი ფოთში მსახურობდა, არ ყოფილა არცერთი სასულიერო თუ საერო საკითხი, მასში
ენერგიული მონაწილეობა რომ არ მიეღოს. მას დიდი როლი
აქვს შეტანილი ფოთის ცნობილი საკათედრო ტაძრის აშენება გამშვენებაზეც. 1886 წელს, როდესაც შეიქმნა გურია-სამეგრელოს ერთიანი ეპარქია და ქ. ფოთი ეპარქიის ცენტრი გახდა, მწვავედ დადგა საკათედრო ტაძრის აშენების საკითხი. 1888 წელს მამა გრიგოლმა განცხადებით მიმართა ქალაქის მმართველობას ახალი ტაძრის აშენების აუცილებლობის
შესახებ. დეკანოზი გრიგოლი აქტიურად თანამშრომლობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან და ხშირად აღმოუჩენია მისთვის როგორც ეკონომიური, ისე სულიერი თანადგომა. 1886 წელს გაზეთი „ივერია" წერდა: „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება თავისი 1885 წლის 19 ნოემბრის განჩინებით მადლობას უცხადებს, როგორც დეკანოზ გრიგოლ მაჭარაშვილს იმ უანგარო შრომისათვის, რომელიც მან მიიღო გასაძლიერებლად აღნიშნულის
საზოგადოების საშუალებისა მისის თაოსნობით გამართულის წარმოდგენით, აგრეთვე იმ პირთა, რომელნიც დაეხმარნენ მას აღნიშნულ წარმოდგენის გამართვაში“. დედაეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი სამსახურისათვის დეკანოზი გრიგოლი დაჯილდოებული იყო; 1881 წლის 18 აპრილს სამკერდე ოქროს ჯვრით; 1885 წლის 24 მარტს წმ. ანას III ხარისხის ორდენით; 1887 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდებით; 1892 წლის 15 აპრილს წმ. ანას II ხარისხის ორდენით; 1895 წლის 6 მაისს წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით; 1900 წლის 15 მაისს ენქერით. 1902 წლის ზაფხულში ღვაწლმოსილი დეკანოზი მეუღლესთან ერთად ჯანის მოსაკრეფად და დასასვენებლად ქართლში, დაბა სურამში წაბრძანდა. აგვისტოს ბოლოს მშობლიურ სოფელ ალში გამოიარა და ნათესავები და ახლობლები მოინახულა. დიდად გაიხარა მამა გრიგოლმა იმ ადგილების მონახულებით,
სადაც მან თავისი ყრმობა და ბავშვობა გაატარა. 67 წლის მოძღვარი თითქოს გაახალგაზრდავდა, ახალი სიცოცხლე შთაებერა, მაგრამ, მოულოდნელად, სექტემბრის პირველ კვირაში იგი ავად გახდა და ლოგინში ჩაწვა. ერთკვირიანი მცირედი ავადმყოფობის შემდეგ, 15 სექტემბერს მან მშვიდობით შევედრა უფალს სული. 1902 წლის 21 სექტემბერს, შაბათს,სოფ.ალის კვირაცხოვლის სახ. ტაძარში, რომელიც მისი დიდი ბაბუის აშენებული იყო, დილიდანვე შეიკრიბნენ განსვენებულის პატივისმცემელნი. ბევრი ამ დღისთვის ჩამოვიდა ფოთიდან. დასაფლავებას დაესწრო ფოთის ქალაქის თავი ბ-ნი ნ. ნიკოლაძე, ყოვლადსამღვდელო ალექსანდრე ეპისკოპოსის ავადმყოფობის გამო, მის მაგივრად და მისივე თხოვნით მობრძანდა იმერეთის ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე). დილის ცხრა საათზე მიცვალებულის ცხედარი სამღვდელოებამ ტაძრის ეზოში გაასვენა და გამზადებულ ადგილას
ჩაასვენა. სამგლოვიარო პროცესიას ამშვენებდა 8 ძვირფასი გვირგვინი და 4 ხატ,ეი შესაფერისი წარწერით: 1) „მისგან დაარსებული ფოთის ორკლასიანი სამრევლო სკოლის მოწაფეთაგან: „თუმც შენ აღარ ხარ, საქმენი შენნი, იქნება ჩვენში დაუვიწყარი; უფალსა ვვედრით, მწყემსო კეთილო, მოგცეს ცხოვრება იქა ნეტარი“; 2) ფოთის ქალთა პროგიმნაზიისა და ოლგას დედათა სკოლისაგან: „ძვირფას მამას, მოყვარულ ასულთაგან“; 3) დაუვიწყარ დეკანოზს, ფოთის ვაჭრებისაგან (იმათგანვე ვერცხლის
ხატი იმავე წარწერით); 4) მისგან დავალებულ ფოთის ქალაქისაგან დეკანოზ გრიგოლ მაჭარაშვილს; 5) ქრისტეფორე და ნინო ხუმარაძისაგან: სულიერ მამას, დაუვიწყარ დეკანოზს; 6) დიმიტრი გუგუშვილის ოჯახობისაგან: დაუვიწყარ დეკანოზს"; 7) ლეონტი და მინადორა ჩაჩანიძისაგან: „გზა ცხოვრებისა განვლე ყოვლად პატიოსნად და აღბეჭდეცა ნავალი“; 8) ძმისწულებისაგანჩ; 9) სიძისა და დისწულებისაგან; 10) ვერცხლის ხატი გურია-სამეგრელოს საეპარქიო საბჭოსაგან; 11) მაცხოვრის ვერცხლის ხატი ფოთის საკათედრო ტაძრის კრებულისაგან. იყო კიდევ სხვა გვირგვინებიც კერძო პირებისაგან. მღვდელმთავრის წირვაზე გალობდა ორი გუნდი: ყოვლადსამღვდელო ალექსანდრე ეპისკოპოსის გურულ მგალობელთა გუნდი და სოფ. ვაყის სამრევ-
11-3 საპატრიარქოს უწყებანი N11 31მარტი-6აპრილი 2016წ გვ.20
დეკანოზი გრიგოლ მაჭარაშვილი 1835 –– 17902 (დასასრული)
ლო სკოლის მოწაფეთა გუნდი. „განიცადენის დროს სიტყვა წარმოთქვა ფოთის საკათედრო ტაძრის მღვდელმა გიორგი გეგეჭკორმა. დაკრძალვისას კი აგ .განსვენებულის მოღვაწეობაზე ისაუბრა ბ-ნმა ა. წ-ძემ. განსვე- ნებულის ქვრივმა მიიღო მრავალი სამძიმრის დეპეშა ცნობილ კაცთა და დაწესებულებათაგან. ფოთელებმა მათი საყვარელი მოძღვრისათვის საფლავზედ ძეგლის ასაგებად 400 მანეთი მოიტანეს. 1902 წლის 12 ოქტომბერს გაზეთი „ცნობის ფურცელი“ წერდა: „1902 წლის 8 ოქტომბერს ქ. ფოთში, საღამოს 8-ისნახევარზე განახლებული საბჭოს კრება დაიწყო. საბჭო მორიგი საგნების განხილვას არ შესდგომია. პირველად ხმოსნებმა ფიცი მიიღეს. შემდეგ, თავჯდომარემ ნ. ნიკოლაძემ მიჰმართა კრებას შემდეგის სიტყვებით: „ვალდებულად ვრაცხ ჩემს თავს, ვაუწყო
კრებას ფოთის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ გრ. მაჭარაშვილის გარდაცვალება, რომელიც ჩვენს ქალაქში სრული 37 წელი
ცხოვრობდა და ამ ხნის განმავლობაში, როგორც საბჭოს ხმოსნობის თანამდებობაში, ისე სხვა საქმეებშიაც, სამაგალითოდ მოღვაწეობდა. მისი
უანგარო შრომა ყოველ აქაურ საზოგადო საქმეში, რომლის მოთავე და მუდმივი გულშემატკივარი განსვენებული იყო, ყველამ კარგად უწყის.
ღირსეული მოძღვრის შრომა სამწყსომაც დააფასა და დიდი პატივი სცა განსვენებულის გვამს დაკრძალვის დღეს. ნიშნად ღრმა პატივისცემისა
ქალაქის გამგეობამ 100 მანეთი გამოიღო დეკანოზის ძეგლის ასაგებად, რასაც საბჭოც, ვიცი, სიამოვნებით მიიღებს და მის ხსოვნას პატივსა
სცემს ფეხზე ადგომით“. საბჭო ერთხმად დაეთანხმა თავმჯდომარის აზრს. ხმოსანმა კ. მიქაბერიძემ საჭიროდ დაინახა, რომ დეკანოზის სურათი
გამგეობის დარბარზში იქმნას დაკიდებული. საბჭომ ამაზედაც ერთხმად თანხმობა გამოაცხადა“. როგორც მოყვანილი მონათხრობიდან ჩანს, დეკანოზი გრიგოლი ვალმოხდილი წავიდა ამქვეყნიდან. საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, კეთილო მწყემსო და მოძღვარო, პატიოსანო ქართველო მამაო, დეკანოზო გრიგოლ!
12 საპატრიარქოს უწყებანი N12 7-13 აპრილი 2016წ გვ.19
მღვიმევის მონასტერი | ნაწილი
მღვიმევის დედათა მონასტერი მდინარე ყვირილის ხეობაში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ. მღვიმევის მახლობლად მდებარეობს. მონასტერში მოხვედრა ქ. ჭიათურიდან უფრო ადვილადაა შესაძლებელი. ჭიათურიდან მონასტერში მიდის ვიწრო და საკმაოდ გრძელი კიბე, რომლის გავლის შემდეგაც შესაძლებელია გვირაბში შესვლა. გვირაბი ხელოვნურადაა გაყვანილი, საკმაოდ გრძელია და მისი გადახურვა შემაგრებულია საყრდენი თაღებით. „ყვირილის იქით და აქით კიდენი არს ფრიად მაღალი კლდე და არიან მის შინა ქუაბნი მრავალი, გამოკვეთილი სახიზნედ და შეუვალი მტრისაგან და საკვირველი, ვითარ უქმნიათ დადგა ესენიცა ჟამსა ყრუსა“ -- წერს ვახუშტი ბატონიშვილი (ქართლის ცხოვრება, ტ. IV). მონასტრის აშენებაზე რაიმე ლეგენდა და არც ზეპირ-გადმოცემა ხალხში არ არის შემორჩენილი, მხოლოდ ამბობენ, რომ უხსოვარ დროს, როდესაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს ურჯულო მტრები მოსვენებას არ აძლევდნენ, ორი მართლმადიდებელი ბერი შორიდან გამოქცეულან, მოსულან ამ მიუდგომელ ციცაბო კლდეზე, გამოუჭრიათ
ეს პატარა ეკლესია და თავის სადგომები, დაყუდებულან აქ ეს წმიდა მამები და აქვე განმარტოებით დაულევიათ თავის წმინდა ცხოვრება (ჟურნალი
„მწყემსი“ 1899წ. N11, გვ. 14). მონასტრის ეკლესია XIII ს-შია აშენებული რაჭის ერისთავ რატი კახაბერისძის მიერ. მთავარი გამოქვაბული 35 მ-ის სიღრმეზეა შეჭრილი კლდეში. შესავალში მისი სიგანე საშუალოდ 20-22 მ-ს შეადგენს, ხოლო სიღრმეში თანდათან ვიწროვდება. გამოქვაბულის შესავლის აღმოსავლეთ ნაწილში დგას ორნავიანი ბაზილიკა, მაცხოვრის სახელობის ეკლესია. ეკლესიის შიდა კედლები მოხატულია. ჩრდილოეთის კედლის ფრესკებს აქვს წარწერა, საიდანაც ჩანს, რომ აქ გამოსახულნი არიან რაჭის ერისთავები -– ნიანია კახაბერიძე, მისი მეუღლე რუსუდანი და მონასტრის აღმშენებელი რატი კახაბერიძე. აქვე არის წარწერა: „რატი კახაბერიძე ამ ეკლესიისა აღმშენებელი, რაჭის ერისთავი კახაბერიძე რატი, მეუღლე მათი რუსუდან, კახაბერიძე ნიანია“. მღვიმევის მხედრული და ასომთავრული ფრესკული წარწერები უკავშირდება ამშენებელთა პორტრეტებს. წარწერაში დასახელებულ კახაბერიძეთა გვარი კარგადაა ცნობილი ძველ ქართულ წყაროებში. რაჭის ერისთავების მაღალი
წოდება კახაბერიძეებს, მატიანების მიხედვით, უკვე თამარის მეფობისას ჰქონდათ. ამ დროიდან მოყოლებული XIII ს-ის 80-იანი წლების დასასრულამდე, თითქმის ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ისინი რაჭის მმართველები არიან. კახაბერისძეთა
ასული გვანცა, როგორც ცნობილია, დავით გიორგი ლაშას ძის მეუღლე და მეფე დემეტრე თავდადებულის დედა იყო. იგი მონღოლებმა აწამეს (გაზეთი „ივერია“ 1889წ. N170, გვ. 3). გამოქვაბულის შესავლის მეორე მხარეს დგას პატარა ეკლესია, VI ს-ის ძეგლი, რომელიც წმ. ეკატერინეს სახელობისაა. იგი მთლიანად კლდეში არის გამოკვეთილი და მხოლოდ ფასადი აქვს თლილი ქვისაგან ამოშენებული. ფასადი მორთულია
ქართული ორნამენტებით. გამოქვაბულის სიღრმეში წყაროა. მღვიმის მთავარი გამოქვაბულის ორივე მხარეს ბევრი გამოქვაბულია. ისინი გამოყენებული ყოფილა მონასტრის მსახურთა თავშესაფრად.
მონასტერში საუკუნეების განმავლობაში ინახებოდა დიდი ზომის ხატები: ვედრების კომპოზიციის სამი დიდი ხატი (ლვთისმშობლის, ქრისტესა და
იოანესი) და ცალკეული ხატები: მაცხოვრის, ჯვარ-
12-1 საპატრიარქოს უწყებანი N12 7-13 აპრილი 2016წ გვ.20
მღვიმევის მონასტერი | ნაწილი (დასასრული)
ცმისა და სხვა. ეს ხატები XIს. შემოქმედების თვალსაჩინო ნიმუშებია. რადგან სამონასტრო სალაროები არ იყო სათანადოდ დაცული, მრავალი ნივთი გატაცებული იქნა ამ ეკლესიებიდან მოწესრიგებული არ იყო მათი მოვლა-პატრონობის საქმეც, რის გამოც ბევრი ნივთი დაზიანდა. ადგილზე არ ტარდებოდა ამ ძეგლთა აღრიცხვა, ამიტომ ბევრი დაღუპული ძეგლის სახელი ჩვენთვის უცნობი დარჩა. ასეთი ბედი ეწვია მღვიმევის მონასტრის ზოგიერთ ხატსაც. მონასტერში, დღემდე მოღწეულ ხატებთან ერთად, კიდევ რამდენიმე, იმავე პერიოდის, სხვა ხატიც რომ იყო მოთავსებული, ამის დამადასტურებელია დღემდე ადგილზე დარჩენილი ხის კანკელის კარის მოჭედილობა. დაცვისა და შენახვის მიზნით, 1923/24 წლებში კომუნისტურმა ხელისუფლებამ ზემოაღნიშნული ხატები მონასტრიდან თბილისში ჩაიტანა და პირველად სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების კაბინეტში, შემდეგ კი „მეტეხის“ მუზეუმში გადაიტანა, რომლის ბაზაზეც დაარსდა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი. ამჟამად ხატები ინახება ამ მუზეუმის სეიფში (რუსუდან ყენია „მღვიმევის მონასტრის ეკლესიის საკურთხევლის კარის მოჭედილობა“ ჟურნალი „ძეგლის მეგობარი“, 1969წ., კრ. 18, გვ. 22-27). საუკუნეების მანძილზე მღვიმევის მონასტერში ბერები ცხოვრობდნენ. XVIII ს-ის 70-80-იან წლებში მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი დიონისე, რომელიც რამდენიმე საეკლესიო საბუთში იხსენიება (ხელნაწერთა აღწერილობა, ტ. IV, 1950წ. გვ. 129-135). 1789 წელს მონასტრის წინამძლვრად არქიმანდრიტი იოანე დაინიშნა. იგი გახლდათ უკანასკნელი წინამძღვარი, რომელიც იმერეთის უკანასკნელ მეფე წმ. სოლომონ II-ის დროს მოღვაწეობდა და მოესწრო რუსული საეკლესიო მმართველობის დამყარებას. არქიმანდრიტი იოანეც იხსენიება რამდენიმე სიგელ-გუჯარში. მას ასევე რამდენიმე საეკლესიო ნივთი აქვს შეძენილი და შეწირული აღნიშნული მონასტრისთვის. ერთ-ერთი ასეთი გახლდათ ტრაპეზზე დასვენებული პატარა ხელნაწერი სახარება ვერცხლის ყდით, ოქროში დაფერილი. სახარებას ბოლო ფურცელზე ჰქონდა მინაწერი: „ეს წმიდა სახარება ვახანის
ციხე რომ აიღო ლეკმა ხუნძახალმა, მაშინ აეტანათ ახალციხეს და იქ მიეყიდნათ ურიისთვის, იქიდამ ურიამ ჩამოიტანა და ანა დედოფალს
მიჰყიდა და შემდეგ აქ მღვიმევს რომ ბრძანდებოდა, მაშინ ცხენი მთხოვა და მივართვი ამაში და ის ცხენი ბატონ სახლხუცესის ზურაბ წერეთლის ნაბოძები მყავდა. მოვიტანე სახარება ეს და შევამკობინე წმიდა მაცხოვარო მღვიმისაო და დავასვენე წმიდა ტრაპეზსა ზედა ოქროთ ცურვილი ესე სახარება თავისი სამკაულითა და ვინც გამოწიროს, იყოს წყეულ და შეჩვენებულ ორსავე საუკუნესა ცხოვრებას. 1813 წელსა. უღირსი
ბერი იოვანე არხიმანდრიტი“ (ჟურნალი „მწყემსი“ 1886წ. #6, გვ. 4). არქიმანდრიტი იოანე 1819 წლის 6 ნოემბერს გარდაიცვალა („ძველნაბეჭდი
ქართული გამოცემები“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის კოლექციის აღწერილობა, თბილისის 2010წ. ტ.II, გვ. 291).
13 საპატრიარქოს უწყებანი N13 14-20აპრილი 2016წ გვ.17
მღვიმევის მონასტერი II ნაწილი
მღვიმევის მონასტრის მომდევნო წინამძღვარი, იღუმენი სვიმონი (ავალიანი, 1783-1847) გახლდათ. იგი აზნაურთა წოდებას ეკუთვნოდა. აღზრდილი იყო ხონის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარში. 1805 წლის
3 აგვისტოს ნინოწმინდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) ბერად აღკვეცა და სახელად სვიმონი უწოდა. ამავე წლის 15 აგვისტოს დიაკვნად აკურთხა. 1812 წლის 20 მარტს მეუფე დავითმა მღვდლად დაასხა ხელი. 1821 წლის 6 აგვისტოს დაინიშნა მღვიმევის სავანის წინამძლვრად და ამავე წლის 15 ნოემბერს
13-1 საპატრიარქოს უწყებანი N13 14-20აპრილი 2016წ გვ.18
მღვიმევის მონასტერი II ნაწილი (გაგრძელება)
იღუმენის წოდება მიენიჭა (სსცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე N8147). 1828 წლის აღწერის თანახმად, მონასტერში მსახურობდნენ თეთრი სამღვდელოების წარმომადგენლებიც. ესენი იყვნენ: დეკანოზი იოანე ვაშაძე, მღვდელი გიორგი ვაშაძე, მღვდელი გიორგი ვაშაძე, დიაკვანი სვიმონ ვაშაძე (სსცსა, ფ. 488, აღწერა 1, საქმე N2413). 1847-1858 წლებში მონასტრის წინამძღვარი
იღუმენი იოსტოსი (წერეთელი) იყო. იგი აზნაურ ზურაბ წერეთლის ოჯახში დაიბადა. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი სხვავის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერში ისწავლა. 1816 წლის 8 ივლისს ამავე მონასტერში წინამძღვარმა არქიმანდრიტმა პანტელეიმონმა ბერად აღკვეცა და სახელად იოსტოსი უწოდა. 1816 წლის
13 დეკემბერს ნიკორწმინდელმა მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა (წულუკიძე) დიაკვნად აკურთხა. 1827 წლის 12 ნოემბერს მღვდლად დაასხა ხელი. 1840 წლის 15 სექტემბერს სხვავის მონასტრის წინამძღვრის, არ–
ქიმანდრიტ პანტელეიმონის ავადმყოფობის გამო, დაევალა მონასტრის გამგებლობა და რაჭის მაზრის საეკლესიო ქონების მმართველობა. 1847 წლის 26 მაისს იმერეთში, მღვიმევის მონასტრის წინამძღვრად
გადაიყვანეს. იღუმენმა იოსტოსმა ბევრი იღვაწა მონასტრის კეთილდღეობისთვის. იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მთელი შორაპნის მაზრაში. 1857 წლის ივლისში, მისი ავადმყოფობის გამო, იმერეთის ეპისკოპოსმა გერმანემ (გოგოლაშვილი) დროებით მონასტრის წინამძღვრად ჯრუჭის მონასტრის მღვდელ-მონაზონი სერაპიონი დანიშნა. რამდენიმე თვეში გამოჯანმრთელებულმა მამა იოსტოსმა კვლავ ითხოვა წინამძღვრად დაბრუნება, რაზედაც მეუფე აღარ დათანხმდა. ამასთან დაკავშირებით, 1857 წლის 11 ოქტომბერს მღვიმევის მონასტრის ყმებმა, ორასმა კომლმა, თხოვნით მიმართა საქართველოს ეგზარქოს ისიდორეს (ნიკოლსი). რადგან მათ წერა არ იცოდნენ, წერილი თავადმა გრიგოლ წერეთელმა დაწერა: „ჩვენ ძველის დროითგან გვაქვს ჩვეულება რომელ მონასტერსა შინა ჩვენსა, მდგომარეობდა წმიდა გვამნი წინამძღვრად და მმართველად მონასტრისა, ვითარცა მონასტრის ეგრეთვე ჩვენდა მზრუნველად და მცველად, გარნა უკანასკნელსა დროს ვიდრე ცხრის თუ ათის წლის განმავლობაში მდგომარეობს იღუმენი იოსტოს მამა მფარველად ჩვენდა და წარჩინებულ მზრუნველ და შემძენ მონასტრისა, რომელიცა მრავალშეძენა და ზრუნვა აღმოჩენილ არს მის იღუმენის იოსტოსისაგან როგორც მონასტერზედ, ეგრეთვე სხვადასხვა პირთგან დაჩაგრულ ჩვენზედა; გარნა არცა ვიეთმე მამათაგანნი პირნი არას ოდეს
გარდაყვანებით არა გამოგვცვლია თვინიერ სიკვდილისა, ხოლო ვდგომარეობდით ვიდრე აქამომდე ესრეთსა მშვიდობიანობასა შინა, მაგრამ ახლა კი შთავარდით ნაკლულევანებასა შინა მით, რომელ არა კეთილმსურემან მისმა და ეგრეთვე მონასტრისა ამის მღვიმისა, შეაცდინა ვითარცა კეთილი და მართალი კაცი და შეატანია თხოვნა მისს ყოვლად
უსამღვდელესობისადმი იმერეთის ეპისკოპოსის გერმანესადმი გარდადგომისათვის ჩვენის მღვიმის მონასტრისა და განწესებაი უბრალოსა ადგილს ჭელიშის მონასტერში, რომელზედაც სურვილი მამა
იოსტოს სრულიად აქა ქონიეს. ამისათვის უმორჩილესად შევთხოვთ თქვენს მაღალყოვლადუსამღვდელოესობას ბრძანოთ ვისდამიც ჯერ იყოს დატევება ზემორე განცხადებულის იღუმნის იოსტოსის ამავე
მონასტერზე იმა პატივის დებისა უმეტეს, რომ მან დასდვა ფრიადი ღვაწლი ხსენებულს მონასტრისათვის შეძენითა სხვადასხვა მამულებისა, ნივთებისა და ხიდების საჭირო იმა მონასტრისათვის სულ შეძენილი მის მიერ მისის საკუთრებისაგან შეადგენს უმეტეს ექვსასის მანეთისა და თუმცა ისაავ მამა
იოსტოს არ იქნა მობრუნებულ წინანდელს მის ადგილზე იქმნების შთავარდნილ უკიდურესს მდგომარეობასა შინა ვითარცა მონასტერი, თანასწორ ჩვენცა ყმანი იმა მონასტრისა და როგორც ჩვენ ვხედავთ ეხლად განწესებულს იმა მონასტრის წინამძღვრად სერაპიონ ჩიკვაიძეს არა აქუს სრულიად სურვილი როგორც შემატების, გამშვენიერების იმა მონასტრისა, თანასწორ არცა მზრუნველობაი ყმებთათვის იმა მონასტრისა კეთილ წარმატებისა“ (სსცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე N17688). როგორც ზემოთ მოყვანილ წერილში ვხედავთ, მღვიმევის მამათა მონასტრის ბოლო წინამძღვარი გახლდათ სერაპიონ ჩიკვაიძე. იგი 1797 წელს საბატონო აზნაურის ოჯახში დაიბადა. სასულიერო განათლება ჯერ გოგნის მონასტერში, შემდეგ ალისუბნის ტაძრის მღვდელ ნიკოლოზ გიგაშვილთან მიიღო. 1818 წლის 25 მარტს გენათელმა მიტროპოლიტმა ექვთიმემ (შარვაშიძე) მღვდლად დაასხა ხელი და ალისუბნის მთავარანგელოზთა ტაძარში დანიშნა. 1854 წლის 25 ნოემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. მეუღლის გარდაცვალების გამო, 1856 წლის 1 ნოემბერს ბერად აღიკვეცა და ჯრუჭის წმ. გიორგის მონასტერში განამწესეს. 1857 წლის ივლისში დროებით დაინიშნა მღვიმევის მონასტრის მმართველად. 1858 წლის 6 ნოემბერს წინამძღვრად დამტკიცდა. 1860 წლის 17 ივნისს იღუმენის წოდება მიენიჭა. მილებული ჰქონდა ჯილდოდ ყირიმის ომის სამახსოვრო -–– ბრინჯაოს ჯვარი. 1865 წელს კაცხის ამაღლების მამათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს, სადაც 1872 წლის 25 მაისს გარდაიცვალა (სსცსა, ფ, 489, აღწერა 1, საქმე #25423). 1865 წელს იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე) ლოცვა-კურთხევით მღვიმევის მამათა მონასტერი დედათა სავანედ გადაკეთდა და იქ გაუქმებული სოხასტრის დედათა მონასტრის დედები გადავიდნენ. მონასტრის პირველ წინამძღვრად მონაზონი ქრისტინე (ოქროპირიძე), წმ. ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძის ნათესავი დაინიშნა, რომელიც 1869 წლამდე განაგებდა მონასტერს. მონაზონი ქრისტინე, ერშიხორეშან ბერის ასული ოქროპირიძე, 1800 წელს გორის მაზრაში, სოფ. დოესში საეკლესიო გლეხის ოჯახში დაიბადა. საფლავზე აწერია, რომ გარდაიცვალა 63 წლის. ასევე 1864 წელს შედგენილ მის ნამსახურებათა სიაში იგი 55 წლისად მოიხსენიება. სასულიერო განათლება მცხეთის წმ. ნინოს დედათა მონასტერში მიიღო.
13-2 საპატრიარქოს უწყებანი N13 14-20აპრილი 2016წ გვ.19
მღვიმევის მონასტერი II ნაწილი (გაგრძელება)
1825 წლის 1 ნოემბერს ამავე მონასტერში მორჩილად მიიღეს. 1826 წლის 3 აპრილს ანაფორა უკურთხეს. 1846 წლის 1 დეკემბერს მონაზვნად აღიკვეცა და სახელად ქრისტინე ეწოდა. 1847 წლის 1 დეკემბერს ამავე მონასტრის ხაზინადრად აირჩიეს. 1853 წლის7 იანვარს სამთავროს მონასტრის მმართველად დაადგინეს და ამ თანამდებობაზე 1857 წლის 12 ივნისამდე იყო. 1859 წლის 9 იანვარს იმერეთის ეპარქიაში სოხასტერის დედათა მონასტრის წინამძლვრად გადაიყვანეს. 1867 წელს მღვიმევის დედათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. სამწუხაროდ, მონაზონი ქრისტინე ვერ შეეგუა დასავლეთ საქართველოს კლიმატს, ხშირად ავადმყოფობდა და 1868 წელს ეპისკოპოს გაბრიელს ქართლში დაბრუნებაზე ნებართვა სთხოვა, რაზედაც თანხმობა მიიღო. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან ისევ სამთავროს დედათა მონასტერში გაატარა. გარდაიცვალა 1872 წლის 31 მარტს. დასაფლავებულია მონასტრის ეზოში (სსცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე N23721; ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“ 1906წ. N8-9, გვ. 17; ჭანიშვილი
გია, „სამთავრო -- წმინდა ნინოს დედათა მონასტერი“ ქ. თბილისი 2008წ. გვ. 76; გვ. 201). მღვიმევის მონასტრის დედები ეწეოდნენ ზოგად ცხოვრებას (ტრაპეზი საერთო იყო). მონასტერში საეკლესიო სკოლის გახსნამდე არსებობდა ძველი მონასტრის ტიპის ქალთა სკოლა, რომელშიაც სწავლობდნენ ახალგაზრდა ქალები, ასწავლიდნენ წერა-კითხვას,
ცოტ-ცოტა ანგარიშს, გალობას და ხელსაქმეს: კერვასა და ქარგვას. სწავლა იყო ჯგუფობრივი, გარდა ხელსაქმისა, ამას კი ცალ-ცალკე ოსტატები (მონაზვნები) ასწავლიდნენ, ზოგი მიტრებსაც კი აკეთებდა. როდესაც კარგად შეისწავლიდნენ დავითნს, ჟამნსა და
სამოციქულოს, „კურსი“ დამთავრებულად ითვლებოდა. ამის შემდეგ ზოგი რჩებოდა მონასტერში, ზოგი კი უბრუნდებოდა ოჯახს და ძალიან მალე თხოვდებოდენ, რადგან ყველას ესახელებოდა განათლებული ქალის
ოჯახში შეყვანა. მოწაფეთა რიცხვი უდრიდა 20-ვ30-ს. ასეთივე სწავლა-აღზრდის წესი ყოფილა სოხასტერის დედათა მონასტერში, საიდანაც ეს დედები გადმოვიდნენ (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, საქმე
N#2171, გვ. 1-2). 1869-1884 წლებში მონასტერმა ხუთი წინამძღვარი
გამოიცვალა. ესენი იყვნენ: მონაზონი ათანასია, ერში -- ათინადორა ჯაფარიძე რაჭის მაზრაში, სოფ. სხიერში 1832 წელს აზნაურ დავით გიორგის ძისა და სალომე ოტიას ასულის ოჯახში დაიბადა. 1839-1846 წლებში სხიერის წმ. გიორგის ტაძრის მეტრიკულ ჩანაწერებში იგი მართას სახელით
მოიხსენიება, ხოლო 1847 წელს შედგენილ სიაში ათინადორად იხსენიება. როგორც შემდგომში მისი ძმა, აზნაური გიორგი ჯაფარიძე წერდა, სახელი მართა შეცდომით იყო ჩაწერილი მეტრიკულ ჩანაწერებში. იცოდა ქართულ ენაზე საღმრთო და საეკლესიო წიგნების კითხვა, ტიბიკონი და გალობა. 1864 წლის 21 იანვარს სოხასტერის დედათა მონასტერში მიიღეს. როდესაც მღვიმევის მონასტრის წინამძღვარმა, მონაზონმა ქრისტინემ იმერეთიდან წასვლა გადაწყვიტა, იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე) ლოცვა-კურთხევით ჯრუჭის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი
სერაპიონი (ახვლედიანი) მღვიმევის მონასტერში მივიდა და მონასტრის კრებულს და დედა ქრისტინეს სთხოვა, დაესახელებინათ მომდევნო წინამძღვრის სახელი. დედებმა ერთხმად დაასახელეს მორჩილი ათინადორა, რომელიც 1868 წლის 28 აგვისტოს არქიმანდრიტმა
სერაპიონმა (ახვლედიანი) მონაზვნად აღკვეცა და სახელად ათანასია უწოდა. 1869 წლის 5 მაისს იმერეთის
ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მღვიმევის მონასტრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. მან გაამართლა დედების ნდობა და ღირსეული წინამძლვარი გახდა. ზრუნავდა მონასტრის კეთილდღეობისათვის და ბევრი იღვაწა მის სასარგებლოდ. სამწუხაროდ, მასაც სუსტი ჯანმრთელობა აღმოაჩნდა და 1875 წლის 30 იანვარს, ადრეულ ასაკში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ აღესრულა (სსცსა, ფ. 488, აღწერა 1, საქმე N2141 4). 1875 წლის 1 1 თებერვალს ეპისკოპოსმა გაბრიელმა, ვიდრე კრებული ახალ წინამძღვარს აირჩევდა, დროებით მონასტრის მმართველობა მონაზონ ელენეს (ჭუმბურიძე) მიანდო. ამავე წელს
კრებულმა ახალი წინამძღვარი აირჩია. ეს გახლდათ მონაზონი ივლიანა, ერში -- ივლიტა ქუთათელაძე, დაბადებული 1833 წელს იმერეთში, აზნაურის ოჯახში. ეკუთვნოდა სასულიერო უწყებას. მიღებული ჰქონდა
შინაური განათლება. 1860 წლის 24 სექტემბერს სოხასტერის მონასტერში მორჩილად მიიღეს. 1865 წლიდან მღვიმევის დედათა მონასტერშია. 1870 წლის 13 დეკემბერს არქიმანდრიტმა სერაპიონმა (ახვლედიანი) მონაზვნად აღკვეცა და სახელად ივლიანა უწოდა. 1875 წელს მღვიმევის მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს და ამ პოსტზე იგი 1878 წლამდე დარჩა. 1880 წლის 8 აპრილს მცხეთის სამთავროს წმ. ნინოს მონასტერში გადაიყვანეს (სსცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე N56364). მომდევნო წინამძღვარი, მონაზონი სალომე, ერ
13-3 საპატრიარქოს უწყებანი N13 14-20აპრილი 2016წ გვ.20
მღვიმევის მონასტერი II ნაწილი (დასასრული)
ში - სალომე თავდგირიძე, 1815/1820 წელს, გურიის სამთავროში, თავადის ბს ოჯახში დაიბადა. მიღებული ჰქონდა შინაური განათლება. კარგად იცოდა წმინდა წერილი და ჰქონდა პოეტური ნიჭი. როდესაც გარკვეულ ასაკს მიუახლოვდა, ცოლად გაჰყვა სენაკის ოლქის, სოფ. საჭილაოს მკვიდრს, აზნაურ ალმასხან კორძაიას. ათწლიანი თანაცხოვრების
შემდეგ დაქვრივდა და ერთი ვაჟი -– მიხეილი დარჩა. სალომემ საოჯახო საქმეები მოაგვარა, შვილს სულიერი დარიგებები
დაუტოვა და თავად წმ. მიწაზე მოსალოცად გადაწყვიტა წასვლა. ეს მოხდა 1864 წლის ზაფხულში. მან მოილოცა მაცხოვრის საფლავი, ბეთლემი, მდ. იორდანე და 1865 წელს სამშობლოში დაბრუნდა. ამავე წელს სამეგრელოს ეპისკოპოს ტარასის (ელიავა) ლოცვა-კურთხევით იგი მიტოვებულ „მთავარანგელოზთა კუნძულზე“ დასახლდა ერთ მონაზონთან და მოსამსახურესთან ერთად. უცნობია, თუ როდის, სად ან ვინ აღკვეცა იგი მონაზვნად. 1873 წელს მონასტრის კრებული წინამძღვარ, მონაზონ სალომეს მეთაურობით ახალ ადგილას გადავიდა (ახლანდელი თეკლათის დედათა მონასტერი). 1878 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მონაზონი სალომე მღვიმევის დედათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანა. ადგილზე ჩასულ ახალ წინამძღვარს მონასტერში პრობლემები დახვდა, რაც ასახულია 1878 წლის 8 ნოემბერს ეპისკოპოს გაბრიელისადმი მიწერილ ბარათში. იგი წერდა, რომ „მონასტრის მეზობლად არსებული მამულების მეპატრონენი, სოფ. მღვიმევში მცხოვრები ვაშაძეები (20-მდე კომლი), მუდმივად არღვევენ მონასტრის საზღვრებს, იჭრებიან მათ
მამულში, ჭრიან ტყეს, შედიან ნათესებში, თევზაობენ მონასტრის წყლებში და არ ასვენებენ სავანეს“. ამ ცნობებს თან მოსდევს შუამდგომლობის თხოვნა ხელისუფალთა წინაშე, რათა მიიღონ შესაბამისი ზომები: დადგინდეს ზუსტი საზღვრები და განისაზღვროს მონასტრის სამფლობელოში არსებული მიწები. აღნიშნულ ოჯახებს აეკრძალოს ამ საზღვრების დარღვევა, მონასტრის მამულებით სარგებლობა და სავანისათვის ზიანის მიყენება. სამწუხაროდ, მონაზონი სალომე 1879 წლის 9 მარტს გარდაიცვალა (მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) „თეკლათის დედათა მონასტრის ისტორიიდან“ სენაკი, 2014წ. გვ. 12-27). მომდევნო წინამძღვარი, მონაზონი თეკლა, ერში აზნაურის ქალი მიქაშავიძე, 1837 წელს იმერეთში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი სოხასტერის მონასტერში ისწავლა. 1863 წლის 17 მაისს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ამავე მონასტრის მორჩილად განამწესა. 1865 წლიდან მღვიმევის მონასტერშია. 1872 წლის 16 იანვარს არქიმანდრიტმა სერაპიონმა (ახვლედიანი) მონაზვნად აღკვეცა და სახელად თეკლა უწოდა. 1877 წლის 13 მარტს მღვიმევის მონასტრის
ეკონომოსად დაინიშნა. 1879 წლის 13 მარტიდან 1880
წლის 21 ოქტომბრამდე დროებით იყო ამავე მონასტრის მმართველი. 1886 წლის 7 მაისიდან 1892 წლის 10 ივნისამდე მონასტრის ეკონომოსია. 1897 წლის 27 ნოემბრიდან 1904 წლის 25 სექტემბრამდე მონასტრის
მმართველო საბჭოს წევრია. 1923 წელს კიდევ ცოცხალია. (სსცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე N38888). მომდევნო წინამძღვარია, მონაზონი ევსევია
ქორქაშვილი. იგი მონასტერს 1881-1884 წლებში განაგებდა
14 საპატრიარქოს უწყებანი N 14 21-26 აპრილი 2016წ გვ.16
მღვიმევის მონასტერი III ნაწილი
1884 წელს მონასტრის წინამძღვრად მონაზონი ელენე (ერში –– ელისაბედ ჭუმბურიძე) დაინიშნა, რომელიც ძველი თაობის წარმომადგენელი გახლდათ. იგი 1826 წელს სახაზინო აზნაური მღვდლის მიქაელ გიორგის ძე ჭუმბურიძის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. წერა–კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი სოხასტრიის დედათა მონასტერში ისწავლა, სადაც 1844 წლიდან (მეორე ვერსიით -- 1847 წლიდან) იმყოფებოდა იღუმენია მარინესთან და
ასრულებდა მედავითნის მოვალეობას. 1857 წლის
31 ივნისს (მეორე ვერსიით –- 1858 წლის 28 აგვისტოს) ამავე მონასტერში არქიმანდრიტმა გაბრიელმა (ტუსკია) მონაზვნად აღკვეცა და სახელად
ელისაბედი უწოდა (სსცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე
#17100). (მიუხედავად იმისა, რომ მას მონაზვნობაში ელისაბედი დაარქვეს, საეკლესიო საბუთებში იგი კვლავ ელენედ მოიხსენიებოდა, მსგავსი
შემთხვევა გვხდება მოწამეთას მონასტრის წინამძღვარ, არქიმანდრიტ ბესარიონის (ახვლედიანი) შემთხვევაში, რომელსაც ბერობაში ბენიამენი
ერქვა და სამეგრელოს ეპისკოპოს ბესარიონის (ჩიჩუა) შემთხვევაში, რომელსაც აღკვეცის დროს სახელი –– ბართლომე ეწოდა -– გ. მ.). 1871 წლის
27 დეკემბერს წინამძღვრის თანაშემწედ დაინიშნა.1884 წლის 10 თებერვალს მღვიმევის მონასტრის წინამძღვრობის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 1887 წლის 11 იანვარს იღუმენიას წოდება
მიენიჭა და მონასტრის წინამძღვრად დამტკიცდა. 1892 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა (სსცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე #64915).
იღუმენია ელენეს ოქროს ჯვრით დაჯილდოებასთან დაკავშირებით, საჩხერის ოლქის სამლვდელოების სულიერმა მოძღვარმა, მღვდელმა ირაკლი აბაშიძემ სთხოვა მას, გადაეღო ფოტო ამ ახალი ჯილდოთი. იღუმენიას არ უყვარდა ფოტოს გადაღება, თუმცა მოძღვარს უარი არ უთხრა და შეუსრულა სურვილი. მამა ირაკლის საოჯახო არქივში შემორჩენილია ამის დამადასტურებელი წერილი: „ყოვლად პატიოსანო და პატივცემულო მღვდელთმოძღვარო, ერეკლე აბაშიძე! პირადად გიძღვნი წმიდის მარჯვენეს ანბორს და მაგასთან ვსთხოვ ყოვლის შემძლებელს ღმერთს თქვენს მრავალჟამიერ ტანის სიმრთელეს, სიცოცხლეს. სხვა შორის, მამავო ერეკლე, ვიცი თქვენი ღვთის მოყვრებისაგან ჩემს ანბავს იუწყებენ და მე გახლავარ ცოცხალი ღვთისა და თქვენის ლოცვით, ბატონო. გაახლებ
ჩემს კარტოჩკას, თქვენმა მადლმა და სულ თქვენის გულისთვის ავიღე, თორემ როგორც ჭირი, ისე მძულს, რომ დავინახავ. არაფერი საჭირო არს მო-
14-1 საპატრიარქოს უწყებანი N 14 21-26 აპრილი 2016წ გვ.17
მღვიმევის მონასტერი III ნაწილი (გაგრძელება)
ნაზონის კარტოჩკები, მაგრამ, რადგან დაევანა ჯვარს მაცხოვრისას ჩემს უღირს გულზე, შეგანიოსთ მაცხოვარმა თვისი მადლი და ნუ მომაკლოს თვისი უზომო და აურაცხელი წყალობა. ამასთან, გავბედე და გაახლე კარტოჩკა. სხვებრ დავშთები თქვენი პატივისცემის მსურველი, იღუმენია
ელენა. 1892წ.“ ამ წერილზე არის მამა ირაკლის მინაწერი: „მღვიმის დედათა მონასტრის იღუმენია ელენა, არის სვიმონეთიდამ, ჭუმბურიძის ქალი, როდესაც მკერდის ჯვარი მიიღო, მე ვსთხოვე სურათი გადაეღო, მაგრამ უარი მითხრა და შემდეგ ჩემთვის გადაეღო და გამოგზავნა, რომელსაც ასრულებს ამ წერილით“ (დეკანოზ ირაკლი აბაშიძის საოჯახო არქივი, ფურცელი 12). იღუმენია ელენე მხნედ და პატიოსნად მართავდა მონასტერს თორმეტი წლის განმავლობაში. იყო გლახაკთა და დავრდომილთა შემბრალე. იყო მეტად ღვთის მოშიში და მლოცველი. სასულიერო მთავრობასთან მისი შუამდგომლობით თითოსართულიანი მონაზონთა სადგომები (სენაკები) გადააკეთა ორ-ორ სართულიან შენობად, შეაკეთა ადგილობრივი ეკლესია და შეწირა სხვადასხვა საჭირო ნივთები, ააგო სამრეკლო და შემოუმატა მშვენიერი
ზარი და სხვ. (ჟურნალი „მწყემსი“, 1896წ. N19, გვ. 4-5). ამასთანავე, მთავრობის ნებართვითა და თავის მზრუნველობით 1894 წლის 1 იანვარს დააარსა ერთკლასიანი საეკლესიო-სამრევლო სკოლა სამი წლის ვადით ორთავე სქესისა, რომელშიაც მუდამ სწავლობდა არანაკლებ 50 ქალი და ვაჟი. უმრავლესობას მაინც ქალები შეადგენდნენ. ესენი სასკოლო გაკვეთილების სწავლის შემდეგ მონაზონთა ხელმძღვანელობით სწავლობდენ სამაგალითო ოქრო-მკედით ქარგვა-ქსოვას, ჭრა-კერვას და სხვა და სხვა. მღვიმევის დედათა მონასტრის სამრევლო სკოლის
დაარსებიდანვე მასწავლებლად დაინიშნა ბატონი ბესარიონ ვაშაძე, რომლის სასახელოდაც უნდა ითქვას, რომ სკოლაში სწავლება წესიერ დონეზედ ჰქონდა დაყენებული, რაც კი მოეთხოვება ერთკლასიან სკოლას სამი წლის კურსით (გაზეთი „ივერია“, 1897 წ, N196, გვ. 2). XIX ს-ის 80-90-იანი წლებიდან მონასტრის დამატებითი შემოსავალი გაუჩნდა, რადგან მონასტრის მფლობელობაში არსებულ მიწებზე შავი ქვის წარმოებიდან გარკვეული თანხები რჩებოდა სავანეს. მაგ.: 1892 წელს 837 მან.; 1893 წელს 692 მან., 1894 წელს -–– 437 მან. შემოვიდა. ასევე მცირე შემოსავალი ჰქონდა სადუქნე და სასაწყობო ადგილებიდან, რომლებიც ვაჭრობის სახით გაიცემოდა. ამ წყაროებიდან მონასტერი ყოველ წელს იღებდა 2370 მან.
(გაზეთი „ივერია“, 1894წ. N 2006, გვ. 3). იღუმენია ელენე 1896 წლის 6 სექტემბერს აღესრულა. მის გარდაცვალებას გამოეხმაურა ჟურნალი „მწყემსი“, რომელშიც საკმაოდ ვრცელი ნეკროლოგი გამოქვეყნდა: „სექტემბრის 6-ს, პარასკევს, დილის 4-5 საათზე, ორი კვირის ავადმყოფობის
შემდეგ, კუჭისა და ფილტვების ანთებით გარდაიცვალა მღვიმის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მაღალლირსი იღუმენია ელენე, შობიდგან 67
წლისა. განსვენებული იღუმენია ელენე იყო ქუთაისის მაზრის სოფ. სიმონეთის მცხოვრებლის აზნაურის მიქელ (იგივე მიხეილ) ჭუმბურიძის
ასული. განსვენებული ადრეულ ასაკში მიებარებიათ სოხასტრის დედათა მონასტერში, სადაც მას მიეღო განათლება სამშობლო ენაზე, ე. ი. უსწავლია წერა-კითხვა, საღმრთო წერილი და საეკლესიო გალობა ძალიან კარგად და მაშინ კიდეც გადაეწყვიტა მონაზონობა. ამასვე სოხასტრის
დედათა მონასტერში, როგორც ჩანს ნამსახურებითი სიიდან, იმერეთის მიტროპოლიტის დავითის მიერ განწესებულ არს მორჩილად 8 აპრილს 1847
წელში. იმერეთის ეპისკოპოს გერმანეს განკარგულებით აღკვეცილ არს მონოზონათ არქიმანდრიტის გაბრიელის მიერ გაენათის მონასტერსა
შინა 28 აგვისტოს 1854 წელსა. ყოვლადსამღვდელო იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის განკარგულებით განწესებულ არს თანაშემწედ მღვიმის
დედათა მონასტრის წინამძღვრის ათანასიასთან 27 დეკემბერს 1871 წელს. დაინიშნა წინამძღვრის თანამდებობის აღმასრულებლად ყოვლად სამღვდელო გაბრიელის განკარგულებით 11 თებერვალს 1884წ. აღყვანილ არს იღუმენიას ხარისხზე
14-2 საპატრიარქოს უწყებანი N 14 21-26 აპრილი 2016წ გვ.18
მღვიმევის მონასტერი III ნაწილი (გაგრძელება)
იმავე ეპისკოპოსის გაბრიელის განკარგულებით 11 დეკემბერს, 1886 წელს. ერთგული სამსახურისთვის იმავე ეპისკოპოსის მიერ ებოძა გულის ჯვარი 1892 წელში. აწ განსვენებული იღუმენია ელენე მხნეთ და პატიოსნათ მართავდა მონასტერს თორმეტი წლის განმავლობაში. იყო შემბრალე
გლახაკთა და დავრდომილთა; იყო ფრიად ღვთის მოშიში და მლოცველი. როდესაც მიიღო დანიშნულება დედათ წინამძღვრის თანამდებობაზე 1884 წელში, აწ განსვენებული იღუმენია შეუდგა მონასტრის გაუმჯობესობას: იშუამდგომლა სასულიერო მთავრობასთან და თითო სართულიანი მონაზონთა სადგომები (სენაკები) გადააკეთა ორ-ორ სართულიან შენობათ, შეაკეთა ადგილობითი ეკლესია და მოუპოვა სხვადასხვა საჭირო
ნივთები, ააგო სამრეკლო და შემოუმატა მშვენიერი ზარი და სხვა. ამასთანავე, განახორციელა ძველებური მონასტრების დანიშნულება -– სწავლა-განათლება; მთავრობის ნებართვით და თავის მზრუნველობით დააარსა 1 იანვრიდან 1894 წელს ერთკლასიანი საეკლესიო-სამრევლო სკოლა, ორთავე სქესის მისდამო რწმუნებულს მონასტერში, რომელშიაც მუდამ სწავლობს არანაკლებ 50 ქალი და ვაჟი. განსვენებულს ძალიან უყვარდა პატარა მოსწავლე ბავშვები და ყოველთვის დარიგებას აძლევდა და აგულიანებდა მათ სწავლაზე და ღარიბს მათგანს აძლევდა შემწეობას.
შეუბრალებელმა სიკვდილმა მოულოდნელად გამოგვაცალა ხელიდან; მწარე ცრემლებით და შენდობით გამოეთხოვენ განსვენებულს მონასტრის კრებული დები -– მონაზონები და ყველა მისი ნაცნობი და მონათესავე 8 სექტემბერს, რომელ დღესაც დაკრძალეს მონასტრის სასაფლაოში. საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, მაღალ ღირსო დედაო იღუმენია ელენე! განსვენების დღეს წირვა, წესის აგება და პანაშვიდი შეასრულა ჯრუჭის არქიმანდრიტმა მამა ბენიამენმა მლვდელ ბლაღოჩინების იოსებ წერეთლის, აბესალომ ჩაჩანიძის და სხვა სამღვდელო პირების თანდასწრებით ადგილობითი მონასტრის ეკლესიაში („კვალი“). ამას ჩვენ
უნდა დავუმატოთ შემდეგი: მღვიმევის დედათ მონასტერს გვარიანი შეძლება აქვს. დღესდღეობით ამ მონასტერს შემოსდის გაცემული ადგილებიდან 4 000 მან. და მასთან საეკლესიო ხაზინიდან ეძლევა ყოველ წლობით 1186 მან. წინეთ იჯარით გაცემული ადგილებიდან ძლიერ ცოტა შესავალი ჰქონდა მონასტერს, მაგრამ დღეს, როცა მონასტრის ზოგ ადგილებში ქვა-გუნდა აღმოჩნდა და ზოგი ადგილები, რომელიც ჭიათურაში მდებარეობენ, სადუქნებად შეიქმნენ საჭირონი, მონასტრის შემოსავალმა ერთი ათად უნდა მოიმატოს. ამიტომ ამ მონასტერს ეჭირვება ძლიერ გამჭრიახე მმართველი; მაგრამ სამწუხაროდ, ასეთ პირს არავის ვხედავთ. განსვენებულმა იგუმენიამ შემოგვჩივლა ამას წინეთ, რომ მონასტრის ერთი
საქმის მოგებისთვის ასი მანეთი მეტი სავექილო ხარჯი დაგვეხარჯაო და მოგებული საქმისაგან ერთი გროში სარგებლობა არ არის და არც იქნებაო. იმედია, ამას სასულიერო მმართებლობა ყურადღებას მიაქცევს და მონასტრის საქმეს რიგიანს გზაზე დააყენებს“ (ჟურნალი „მწყემსი“, 1896წ. N19, გვ. 4-5). 1898-1915 წლებში მონასტრის წინამძღვარია, იღუმენია თეოდოსია (ქიქოძე). იგი 1847 წელს ოზურგეთის მაზრაში მღვდლის – გიორგი ქიქოძის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, საღმრთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი მღვიმევის დედათა მონასტერში ისწავლა. 1870 წლის 25 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ამავე მონასტერში მორჩილად განამწესა. 1885 წლის 12 მარტს სამეგრელოში, თეკლათის დედათა მონასტერში გადაიყვანეს. 1889 წლის 17
ივლისს მღვიმევის მონასტერში დააბრუნეს, მონაზვნად აღკვეცეს და წინამძღვრის თანაშემწედ დაინიშნა. 1891 წლის 16 მაისს გათავისუფლდა ამ
თანამდებობიდან. 1894 წლის 28 ოქტომბერს ეკონომოსად დაინიშნა. 1896 წლის 22 სექტემბერს ამავე მონასტრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 1898 წლის 20 მაისს წინამძღვრად დაამტკიცეს და ამავე წლის 9 აგვისტოს იღუმენიას წოდება მიენიჭა. 1909 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. იღუმენია თეოდოსია 1915 წლის 21 თებერვალს გარდაიცვალა (სსცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე #53723; ჟურნალი „საქართველოს საეგზარქოსოს სასულიერო მოამბე“, 1898წ. N1 5).
1915 წლიდან მონასტრის წინამძღვარია იღუმენია ქრისტინე (წერეთელი), რომელსაც 1918 წლიდან ჯერ მენშევიკების პერიოდში მოუხდა მოღვაწეობა, ხოლო 1921 წლიდან -– კომუნისტების ეპოქაში. ქრისტინე (ერში –– ლუცია) წერეთელი 1864 წელს აზნაურის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა
წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი მღვიმევის მონასტერში ისწავლა. 1883 წლის 12 აგვისტოს ამავე მონასტრის უშტატო მორჩილად მიიღეს. 1892 წლის აგვისტოში შტატში დაამტკიცეს. 1905 წლის 2 ივნისს არქიმანდრიტმა ნიკიფორემ (კანდელაკი) მონაზვნად აღკვეცა და სახელად ქრისტინე უწოდა. 1908 წლის 28 ოქტომბრიდან 1914 წლის 30 სექტემბარმდე მონასტრის ეკონომოსია. 1914 წლის 30 სექტემბერს წინამძლვრის თანაშემწედ აირჩიეს. 1915 წლის 26 თებერვალს ამავე მონასტრის დროებით
14-3 საპატრიარქოს უწყებანი N 14 21-26 აპრილი 2016წ გვ.19
მღვიმევის მონასტერი III ნაწილი (დასასრული)
მმართველად აირჩიეს. 1916 წლის 9 თებერვალს წინამძღვრად დაამტკიცეს (სსცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე N#58336). 1917 წლის 8-17 სექტემბრის თბილისში ჩატარებული საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური პირველი საეკლესიო კრების შემდეგ მღვიმევის დედათა მონასტერი გაენათის ეპარქიის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა, მაგრამ რადგანაც იმჟამად გენათელი ეპისკოპოსი არ კურთხეულა, აღნიშნულ ტერიტორიას დროებით ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე) განაგებდა (მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე „საქართველოს საეკლესიო კრებები“ წიგნი I, საკანონმდებლო კრებები XII-XX სს. თბილისი
2003წ. გვ. 340). 1917 წლის 27 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე მიტროპოლიტმა ანტონმა ქუთაისის საკათედრო ტაძრის დეკანოზ ვასილ დოლაბერიძესთან და კრებულის წევრებთან ერთად დაათვალიერა და მოილოცა ჭიათურისა და საჩხერის ოლქები. 27 ოქტომბერს იგი ჭიათურაში ჩაბრძანდა, სადაც
ვაგზალზე მას უამრავი ხალხი დახვდა. საღამოს 6 საათზე მეუფე ეტლით გაემგზავრა მღვიმევის დედათა მონასტერში. როგორც კი მიბრძანდა, მისი
მეუფება პირდაპირ ეკლესიაში გაემართა, სადაც ღამისთევით ლოცვა შეასრულა პურის კურთხევით. ნალოცევს მის მეუფებას სიტყვით მიმართა
მონასტრის მოძღვარმა, მღვდელმა ვლადიმერ კაპანაძემ, რაზედაც მადლობა გამოთქვა მწყემსმთავარმა და გრძნობიერი სიტყვით დალოცა მონასტრის წინამძღვარი ქრისტინე თავისი კრებულით.
მეორე დღეს მისმა მეუფებამ საღმრთო წირვა შეასრულა მონასტრის ეკლესიაში და მშვენიერი ქადაგებაც წარმოთქვა. ნაწირვებს მონასტრის სასაფლაო დაათვალიერა და პანაშვიდიც გადაუხადა
მიცვალებულ იღუმენია თეოდოსიას, მასწავლებელ
ნიკოლოზ პუშკინს და სხვათ. შემდეგ ამისა, ინახულა გამოქვაბულ კლდეში უხსოვრის დროიდგან გამოკეთებული პატარა ეკლესია და იქვე გამოკეთებული დაყუდებულ ბერთა ძველი დროის სენაკი.
ეს ეკლესია, თავისი სენაკით, დიდ შთაბეჭდილებას
ახდენდა მნახველებზე; მისმა მეუფებამ წინადადება მისცა მონასტრის მოძღვარს, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მოევლო ამ ძველი ისტორიული ნაშთისათვის, როგორც წინაპართა სარწმუნოების
სიმბოლოსა და ძეგლისათვის. მისი მეუფება 29 ოქტომბერს, დილის ცხრა საათზე გამოემშვიდობა მონასტრის წევრებს, დალოცა ისინი და ძალიან ნასიამოვნები და კმაყოფილი წაბრძანდა დაბა საჩხერეში საწირავად (გაზეთი „ჩვენი ქვეყანა“, 1917წ. N#169, გვ. 4).
15 საპატრიარქოს უწყებანი N 15 27აპრილი-11მაისი 2016წ გვ.17
მღვიმევის მონასტერი IV ნაწილი
1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ხელისუფლებაში მენშევიკები მოვიდნენ. შეიძლება ითქვას, რომ პირველი დარტყმა ეკლესიას სწორედ მათ მიაყენეს. როდესაც მას საეკლესიო ქონების ნაწილი ჩამოართვეს, სწორედ ამ დროს დაკარგა მღვიმევის მონასტერმა სახნავსათესი და მარგანეციანი ადგილები, რომელთა შემოსავლითაც მონასტრის კრებული თავს ირჩენდა. ეს ადგილები თავად წერეთლებს გადაეცათ, რომლებთანაც მონასტერს დავა ათეული წლები ჰქონდა. ამის შემდეგ მონასტერს დარჩა მხოლოდ შვიდი „დესიატინი“ კარგი და უვარგისი მიწა, რომელიც სავანეს 1921 წელს უკვე კომუნისტებმა ჩამოართვეს. ამასთან დაკავშირებით, 1922 წლის 30 ივლისს მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს წერდა: „ადვილი წარმოსადგენია საკათალიკოსო საბჭოსათვის,
თუ რა აუტანელ ეკონომიურ გაჭირვებას განიცდის მონასტრის კრებული ამნაირ მდგომარეობაში, ვერ იკმაყოფილებს ის უმთავრეს და უცილებელ საჭიროებასაც. მაგრამ ყველაზე მეტად აწუხებს მას ის გარემოება, რომ დღემდე ვერ აღმოუჩენია რაიმე ცხოვრების წყარო ამა მონასტრის
მოძღვრისათვის, რომელსაც წინეთ, როგორც უმრევლოს და შემოსავალს მოკლებულს, ეძლეოდა საეკლესიო ხაზინიდან 560 მან., ხოლო მონასტრის საშუალებით -– 300 მანეთი, სულ 860 მანეთი.
დღეს კი ეს საშუალებები მისთვის აღარ არსებობენ. ამნაირი თავისი უმწეო მდგომარეობა მან აცნობა, როგორც ადგილობით საეპარქიო მთავრო-
15-1 საპატრიარქოს უწყებანი N 15 27აპრილი-11მაისი 2016წ გვ.18
მღვიმევის მონასტერი IV ნაწილი (გაგრძელება)
ბას, ისე საეპარქიო და საეკლესიო კრებებს, მაგრამ მათ მიერ დაიმედებულს დღემდე არავითარი დადებითი პასუხი არ მიუღია. ამ პირობებში ჩვენი
მოძღვრის სამსახური კი ყოვლად შეუძლებელია და მისგან სამსახურის მიტოვება მონასტრისათვის დიდათ საზარალო და არა სასიამოვნო იქნება.
უმდაბლესად ვსთხოვ საკათალიკოსო საბჭოს, კეთილ ინებოს და გამონახოს რამე საშუალება მონასტრის მოძღვრის (საუბარია მღვდელ ბესარიონ
გაფრინდაშვილზე -– გ. მ.) ნივთიერად დასაკმაყოფილებლად და დაუნიშნოს მას მუდმივი ჯამაგირი, როგორც უმრევლო და განსაკუთრებულ პირობებში მსახურ მღვდელს“ (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, საქმე N1468, გვ. 4). სამწუხაროდ, მდგომარეობა არათუ გამოსწორდა, არამედ უარესად დამძიმდა. 1923 წლის დასაწყისიდან უღმერთო ხელისუფლებამ პირდაპირი იერიში მიიტანა მონასტერზე და მისი გაუქმება განიზრახა.
საქართველოს უშიშროების არქივში დაცულია ცნობა, სადაც ვკითხულობთ: „XI ს-ის მღვიმევის დედათა მონასტერი ჭიათურიდან სამი ვერსის დაშორებით, უგზო და მიუვალ კლდეში მდებარეობდა.
მონასტრის სენაკები უვარგის ხის შენობებს წარმოადგენდნენ. მის საკუთრებაში შედიოდა წისქვილთან ერთად მცირედი სახნავ-სათესი ადგილი და შავქვიანი მიწები სოფლად. თუმცა საბჭოთა
ხელისუფლებას მონასტრების ქონება ნაკლებად აინტერესებდა, მთავარი ეკლესია-მონასტრების ფუნქციის აღკვეთა იყო, ამიტომაც მონაზვნებს აღნიშნული მცირედი ქონებაც წაართვეს და მონასტერიც დახურეს, მიუხედავად იმისა, რომ ვერანაირ დაწესებულებას იქ
ვერ გახსნიდნენ. 25 მონაზონი, რომელთაც სიცოცხლის დიდი ნაწილი მონასტერში ჰქონდათ გატარებული (ზოდა ოთხმოც წელს მიტანებუგიერთი დავრდომილი ლიც კი იყო), თავშესაფრისა და საზრდოს გარეშე დარჩა.
ჭიათურის აღმასკომის თავმჯდომარის ბრძანებით მონასტერი უნდა დახურულდაცლილიყო... ბრძანება სისრულეში მოიყვანეს...“
(ჟურნალი „საარქივო მოამბე“ 2008წ. N1, გვ. 20-21). მართლაც, 1923 წლის
25 აპრილს ადგილობრივმა ხელისუფლებამ მღვიმევის დედათა მონასტერი დაკეტა. ზუსტად ორი წელი გაგრძელდა ასეთი მდგომარეობა.1925 წლის 1 აპრილს, მრევლის მოთხოვნით, მონასტერი ისევ გაიხსნა, ოღონდ როგორც სამრევლო ტაძარი. წირვა-ლოცვის შესრულება მღვდელ დიომიდე ვაშაძეს დაევალა. მსახურებებს ასევე აღასრულებდა მონასტრის სკოლის ყოფილი პედაგოგი, დეკანოზი ბესარიონ ვაშაძე. დედები კვლავ დაუბრუნდნენ თავიანთ ძველ საქმიანობას, მართალია, მონასტერთან სკოლა აღარ მოქმედებდა, მაგრამ ისინი უჩუმრად მაინც ახერხებდნენ მრევლთან ურთიერთობას. ხელისუფლება არ შეგუებია ტაძრის ამოქმედებას და ყველანაირად ცდილობდა მის საბოლოო გაუქმებას. რამდენიმეწლიანი ჭიდილის შედეგად, 1930 წლის 3 მარტს იგი კვლავ დაიხურა. 1931 წელს დეკანოზი ბესარიონ ვაშაძე სთხოვდა საკათოლიკოსო სინოდს, რომ 1932 წელს, მეხუთე საეკლესიო კრებაზე ერთ-ერთ საკითხად მონასტრის კვლავ ამოქმედების საკითხი დასმულიყო, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, საქმე N 1933). XX ს-ის 30-იან წლების მიწურულს გარდაიცვალა იღუმენია ქრისტინე. მართალია, მონასტერი
ოფიციალურად აღარ მოქმედებდა, მაგრამ დედები მაინც ცხოვრობდნენ იქ და ძეგლის მცველებად ითვლებოდნენ. მათ უფროს მონაზვნად ელენე კიკნაძე აირჩიეს, რომლის დაუღალავ და ენერგიული მოღვაწეობას უკავშირდება მონასტრის ეკლესიის კვლავ გახსნა და ამოქმედება.
იღუმენია ელენე (ერში –– ელენე ერმილეს ასული კიკნაძე) ქუთაისის გუბერნიაში, შორაპნის მაზრაში, სოფ. ილემში 1882 წელს აზნაურის ოჯახში
დაიბადა. საღმრთო წერილი, გალობა და საეკლესიო
ტიბიკონი მღვიმევის მონასტერში ისწავლა. 1908 წლის 5 ივლისს ამავე მონასტრის უშტატო მორჩილად მიიღეს. 1911 წლის 8 დეკემბერს შტატში დაამტკიცეს (სსცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე N#53723). ამ ეტაპზე უცნობია, როდის მოხდა მისი აღკვეცა. XX ს-ის 20-იანი წლების ბოლოს იგი
მონასტერში მყოფ მოხუცებულ და ლოგინად ჩავარდნილ
მონაზონ ანასტასიას (ვაშაძე) უვლიდა (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, საქმე #1933). იღუმენია ქრისტინეს გარდაცვალების შემდეგ, როგორც ჩანს, იგი უძღვებოდა მონასტრის საქმეებს.
1944 წლის 30 მარტს მონასტრის დედები კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს
15-2 საპატრიარქოს უწყებანი N 15 27აპრილი-11მაისი 2016წ გვ.19
მღვიმევის მონასტერი IV ნაწილი (გაგრძელება)
(ცინცაძე) წერდნენ: „უკვე 40-60 წელიწადია ვცხოვრობთ აღნიშნულ მონასტერში. გავიდა თორმეტი წელი და ჯერ ჩვენ არ ვზიარებულვართ,რაც მძიმე ტვირთად გვაწევს ჩვენი ცხოვნების · გზაზე. მოგახსენებთ რა ამას,
გთხოვთ, დაგვრთოთ ნება წირვა-ლოცვის შესრულებისა, და
ამასთანავე მოგახსენებთ, რომ მღვდლისა და ეკლესიის ხარჯებზე არავის არ შევაწუხებთ“. ხელისუფლებამ მხოლოდ 19-30 სექტემბერს,
დღესასწაულის გამო დართო ღვთისმშობლის მათ ნება, დროებით გაეხსნათ ტაძარი, სადაც პირველი წირვა-ლოცვა ქუთაისის საკათედრო
ტაძრის მოძღვარმა, დეკანოზმა ნიკოლოზ ბერეკაშვილმა შეასრულა. მიუხედავად ამისა, დედები იმედს მაინც არ კარგავდნენ და რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ, 1946 წლის მაისის დასაწყისში ტაძარი უკვე საბოლოოდ ამოქმედდა. ამავე წლის 14 მაისიდან იქ
წირვა-ლოცვის შესრულება დეკანოზ იოსებ წერეთელს დაევალა, რომელიც სავანის სულიერ მოძღვრადაც დაინიშნა (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, საქმე N2320, გვ.7; გვ. 13). 1946 წლის 28 დეკემბერს დეკანოზი იოსები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) წერდა: „მღვიმევის მონასტრის მონაზონი ელენე კიკნაძის ასული, დაბადებული 1882წ., მსახურობს აღნიშნულ მონასტერში 1906
წლიდან. ამ ხნის განმავლობაში იგი, გარდა იმისა, რომ პირნათლად ასრულებდა მონაზვნის მოვალეობას, დაუღალავად მუშაობდა, როგორც
მღვიმევის მონასტრის, ისე სხვა ქართული საეკლესიო არქიტექტურის საუკეთესო ძეგლების დასაცავად. მისი დიდი და ენერგიული ცდისა და
მოღვაწეობის შედეგად, რაც თქვენ უწმიდესობასაც მოეხსენება, გახსნილი იქმნა მღვიმევის მაცხოვრის ეკლესია, რითაც მან დიდი საქმე გააკეთა, როგორც ეკლესიის, ისე მორწმუნეთათვის. მოვახსენებ რა ამას თქვენ უწმიდესობას, უმორჩილესად გთხოვთ, მიიღოთ მისი მოღვაწეობა მხედველობაში და დააჯილდოვოთ იგი მკერდის ჯვრით“. მეორე დღეს უწმიდესმა კალისტრატემ ამ მოხსენებას წააწერა: „მონაზონი ელენე კიკნაძეს ასული, აღსანიშნავად მისი დიდი ხნის მოღვაწეობისა და ცდისა ეკლესიის სადიდებლად, დაჯილდოებულია ჩემ მიერ მკერდის ჯვრით“. ამ დროს მონასტერში სულ შვიდი მონაზონიღა ცხოვრობდა (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, საქმე N 2320, გვ. 1-2). 1954 წლის 21 მარტს ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი გაბრიელი (ჩაჩანიძე) საქარველოს სსრ მინისტრთა საბჭოს რწმუნებულის სამდივნოს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთათვის აწვდის მღვიმევის მონასტრის კრებულის სიას: 1) იღუმენია ელენე ერმილეს ასული კიკნაძე (დაბ. 1882წ. მონასტერშია 1903 წლიდან); 2) მონაზონი ოლიმპია (ოლღა ოქროპირის ასული ნიორაძე, დაბ. 1871წ. მონასტერშია 1896 წლიდან); 3) მონაზონი ოლღა მიხეილის ასული დურმიშიძე, დაბ. 1873წ. მონასტერშია 1899 წლიდან); 4) მონაზონი პელაგია (პოლე იაკობის ასული გძელიძე, დაბ. 1878წ. მონასტერშია 1947 წლიდან); 5) მონაზონი ეკატერინე ივანეს ასული ლომიძე, დაბ. 1882წ. მონასტერშია 1903 წლიდან); 6) მონაზონი ივლიანა (იულია ექვთიმეს ასული ვაშაძე, დაბ. 1888წ. მონასტერშია 1906 წლიდან). ეს უკანასკნელი მედავითნის შტატშიც ირიცხებოდა (სუისცა, ფ. 1879, აღწერა 1, საქმე M31, გვ. 14). უცნობია, თუ რა მოხდა 1957 წელს იღუმენია
ელენესა და კულტურის ძეგლთა დაცვის სამმართველოს შორის, მაგრამ ამავე წლის 5 ივნისს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს რწმუნებული ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთათვის
მ. მექვაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ს წერდა: „თანახმად თქვენი თხოვნისა, კულტურის ძეგლთა
დაცვის სამმართველოს უფროსის განკარგულებით, მღვიმევის მონასტრის მომვლელი იღუმენია ე. კიკნაძეს ჩამოერთვა გასაღები და გადაეცა
მღვდელ რაჟდენ ციცქიშვილს. ამის გამო, თანახმად არსებული კანონისა, ზემოთ აღნიშნული ეკლესიის მოვლა-პატრონობა და რემონტი ევალება
ეკლესიის წინამძღვარს“ (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, საქმე N2320, გვ. 22). მონასტრის მოძღვარი, დეკანოზი იოსები 1951
წლის დეკემბერში გარდაიცვალა. 1952-1953 წლებში სავანეში ღვთის მსახურებას მღვდელი იაკინთე სახვაძე, ხოლო 1953-1966 წლებში დეკანოზი თომა გაჩეჩილაძე აღავლენდა. 1967-1976 წლებში აქ დეკანოზი გიორგი კიკნაძე, ხოლო 1976-1978 წლებში მღვდელი გრიგოლ ობოლაძე მსახურობდა. ამ დროისათვის მონასტრის ძველი დედებიდან ყველა გარდაიცვალა და 1978 წლისთვის მონასტერში მხოლოდ
15-3 საპატრიარქოს უწყებანი N 15 27აპრილი-11მაისი 2016წ გვ.20
მღვიმევის მონასტერი IV ნაწილი (დასასრული)
ერთი რუსი მონაზონი ნინო (გრიცენკო) ცხოვრობდა (სუისცა, ფ. 1880, აღწერა 1, საქმე N331, გვ. 28). 1981 წლის 6 ივნისს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საქმეთა საბჭოს უფროსი ინსპექტორი ო. ჯაში ამავე საბჭოს რწმუნებულ გ. მაისურაძეს წერდა: „ამა წლის 5-6 ივნისს მივლინებით ვიმყოფებოდი ქ. ჭიათურაში და საჩხერეში. დავათვალიერე მღვიმევის ეკლესია, რომელიც 1945 წლიდან არის რეგისტრირებული, თუმცა აღმასკომში არ არსებობს რელიგიური საზოგადოების დამაარსებელთა (ოცეულის) აღმასრულებელი
ორგანოსა და სარევიზიო კომისიის სიები. ადგილზე დათვალიერებისას ეკლესიის ტერიტორიაზე მდებარე 2 საცხოვრებელი სახლი
და ერთი დამხმარე შენობა აღმოჩნდა მეტად სავალალო მდგომარეობაში და საჭიროებს გადაუდებელ შეკეთებას. აღნიშნულ შენობაში ცხოვრობს
ორი მონაზონი ქალი და 2 მღვდელი. აქვეა ამ ორი კვირის წინ საჩხერიდან გადმოტანილი 6 ლოგინი, განკუთვნილი საეკლესიო გუნდის წევრებისათვის, რომლებიც დროდადრო ჩამოყავს ეპისკოპოს
ქრისტეფორეს (წამალაიძე|)“ (სუისცა, ფ. 1880, აღწერა 1, საქმე N#4311, გვ. 10-11). 1980-1983 მღვიმევის ეკლესიაში მღვდელი ნოდარ ბერიაშვილი მსახურობდა. 1981- წლებში 1983 წლებში მასთან ერთად მსახურობდა მღვდელმონაზონი ამბროსი (დათოშვილი, ამჟამად არის წილკნისა და დუშეთის ეპარქიაში არქიმანდრიტის წოდებით), 1982-1984 წლებში აქ ასევე მსახურობდა ბერ-დიაკვანი ევსევი (სოხაძე). 1984-1993 წლებში მონასტერში ადგილობრივი მკვიდრი, მღვდელი თეოდორე პეტრეს ძე ქებაძე მსახურობდა, რომელიც 1993 წელს გარდაიცვალა. 1993-1995 წლებში აქ
მღვდელი მელქისედეკ ხვედელიძე ლოცულობდა.
1995 წლის 12 ივლისიდან მღვიმევის სავანეში დეკანოზი თადეოზ სარალიძე მსახურობს (ამავე წლის ნოემბრიდან წინამძღვარი). 1997 წლიდან მასთან
ერთად მღვდელი გაბრიელ ვაშაძე მოღვაწეობს. 1993 წელს მარგველი მიტროპოლიტც კონსტანტინეს (მელიქიძე) ლოცვა-კურთხევით მღვიმევში
კვლავ მონაზვნები დამკვიდრდნენ. გახსნის დლღიდან დედათა სავანის წინამძღვარია იღუმენია პარასკევა (ფაჩუაშვილი). მონასტერში სამი მონაზონი და რამდენიმე მორჩილი ცხოვრობს. 1995 წელს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე
ეპარქიების რეორგანიზაციის დროს შეიქმნა რამდენიმე ახალი ეპარქია. მათ შორის იყო ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია, რომლის ტერიტორიაზეც ამჟამად მდებარეობს აღნიშნული მონასტერი. სავანის მთავარი ტაძარი მაცხოვრის აღდგომის სახელობისაა. აქ ასევე მოქმედებს წმ. ეკატერინესა და ლვთისმშობლის შობის მცირე ტაძრები. 2015 წლის 26 აგვისტოს ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი), ეპარქიის სამღვდელოების თანამწირველობით, აკურთხა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაც.
18 საპატრიარქოს N18 26მაისი-1ივნისი 2016წ გვ.17
გამრეკელების სასულიერო ოჯახი მღვდელი დავითი, დეკანოზი გიორგი, დეკანოზი იოანე | ნაწილი
მღვდელი დავით გაბრიელის ძე გამრეკელი 1771 წელს ქართლში, სოფ. დიდ მეჯვრისხევში, გლეხის ოჯახში დაიბადა. ქართულ ენაზე წერა-კითხვა და
საეკლესიო ტიპიკონი იკორთის მთავარანგელოზთა მონასტრის წინამძღვართან, არქიმანდრიტ გამალიელთან (გამრეკელი) ისწავლა. 1800 წელს ნიქოზელმა ეპისკოპოსმა ათანასემ (მაჭავარიანი) დიაკვნად აკურთხა. 1801 წელს მროველმა მიტროპოლიტმა იუსტინემ (მალალაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი და დიდი მეჯვრისხევის წმ. მარინეს ეკლესიაში განამწესა. 1812 წელს ბრინჯაოს ჯვარი მიიღო. მამა დავითი ადრე დაქვრივდა. ჰყავდა სამი ვაჟი: იოსები (1800), სვიმონი (1806) და დეკანოზი გიორგი (1808). მღვდელი დავითი 1827 წელს გარდაიცვალა.
მისი უმცროსი ვაჟი გახლდათ დეკანოზი გიორგი გამრეკელი, რომელიც 1808 წელს დაიბადა. 1831 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1831 წლის 26 აგვისტოს თბილისის სასულიერო სასწავლებელში პედაგოგად დაინიშნა. ამავე წელს დიაკვნად და მღვდლად დაასხეს ხელი. 1833 წლის 1 ივნისიდან გორის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგი და ინსპექტორია. 1837 წლის 10 აგვისტოს
18-1 საპატრიარქოს N18 26მაისი-1ივნისი 2016წ გვ.18
გამრეკელების სასულიერო ოჯახი მღვდელი დავითი, დეკანოზი გიორგი, დეკანოზი იოანე | ნაწილი (გაგრძელება)
ახალციხის წმ. მარინეს საკათედრო ტაძრის წინამძღვრად და ახალციხის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1846 წლის 22 სექტემბერს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1848 წლის 6 ოქტომბერს წმ. ანას"III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. დეკანოზმა გიორგიმ სამცხე-ჯავახეთში მრავალწლიანი პატიოსანი და თავდადებული სამსახურის შედეგად ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. 1828
წელს დედასამშობლოს დაუბრუნდა საუკუნეების
განმავლობაში მოწყვეტილი ეს კუთხე, სადაც მოსახლეობა განსაკუთრებით საჭიროებდა ნუგეშსა და ქრისტიანულ თანადგომას. მამა გიორგი პირადი
მაგალითებითა და კატეხიზატორული საუბრებით
ამხნევებდა ახლად მოქცეულ და ჯერ კიდევ მოუ- ნათლავ მოსახლეობას. განუზომლად დიდი იყო მისი ავტორიტეტი როგორც მართლმადიდებელ სამღვდელოებასა და მრევლში, ისე სხვადასხვა სარწმუნოების, ჩამომავლობისა და წოდების ადამიანებში. მართლმადიდებელნი მას მეტი სიყვარულით ბატონსა და პატრონს უწოდებდნენ; მაჰმადიანები -–
მამას; სომეხნი და ფრანგნი -–– მნათობს სამცხე-საათაბაგოსა და ჯავახეთისა. მართლაც, მამა გიორგი იყო განმანათლებელი და მომაქცეველი მე-19 საუკუნეში სამცხე-საათაბაგოსა და ჯავახეთში.
მისი დაუღალავი მეცადინეობითა და ძლიერი ქადაგების წყალობით მრავალმა ებრაელმა, მაჰმადიანმა, დუხაბორმა, სომეხმა და კათოლიკემ მიიღო მართლმადიდებელი სარწმუნოება. ბევრი დანგრეული ეკლესია აღდგა და ახალიც მრავლად აშენდა. მისივე ლოცვა-კურთხევით კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის გამავრცელებელმა საზოგადოებამ რამდენიმე სოფელში გახსნა სკოლები, სადაც აღიზარდა ათასობით ყმაწვილი და შემდგომში მრავალი მათგანი სასულიერო პირი და გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე გახდა. 1849 წლის 3 დეკემბერს დეკანოზი გიორგი ქუთაისის გიმნაზიაში საღვთო სჯულის მასწავლებლად
გადაიყვანეს. 1850 წლის 10 იანვრიდან ქუთაისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრის დეკანოზია და მასვე დაევალა ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველობა. ახალ ადგილზეც
თავი გამოიჩინა მან, როგორც გამოცდილმა და თავდადებულმა ადამიანმა. საქართველოს უძველესმა ქალაქმა გულში ჩაიხუტა და შეიყვარა მწყემსი კეთილი და პატიოსანი მოძღვარი. 1854 წელს გამოცემულ
„კავკასიის კალენდარში“ არის მითითებული, რომ დეკანოზი გიორგი არის ქუთაისის საკათედრო ტაძრის დეკანოზი. ასეა მითითებული 1862 წლის ჩათვლით, ხოლო 1863-1869 წლებში წერია, რომ იგი არის მთავარხუცესიც.
1860 წლის 2 ივლისს გორის ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) იმერეთის კათედრაზე დაინიშნა. იგი ეპარქიაში პირველად ამავე წლის 7 სექტემბერს
ჩავიდა და პირდაპირ საკათედრო ტაძარში მივიდა, სადაც სიტყვით მიმართა დეკანოზმა გიორგიმ: „ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, მოწყალეო მწყემსმთავარო! დღესა მას, ოდეს შენ, წარმოდგომილმან წინაშე სამღვდელოისა კრებისა, აღიარე უძლურებაი კაცობრივისა ბუნებისა, ტვირთმძიმეობაი უმაღლესად მონიჭებულისა თქუენდა მღვდელმთავრობის ხარისხისა, და მიანდეთ თავი თქუენი საღმრთოსა განმგებელებსა, რომლისა მიერ წარემართების სვლაი კაცისა, მიუპყარი რა
ქედი თქუენი მორჩილ-ყოფასა მოციქულთა და კრებათა კანონისა და მზა-ყოფა მოქმედებათ ვენახსა შინა მისსა, აღმპყრობელმან თვალთა გულისა თქუენისა მაღლისადმი, მაშინ უღირსებაი ჩემი, რიცხვთა შორის სამღვდელოთა დასისა თანამოწამე იყო და მვედრებელ კეთილისა წადილისა თქუენისა აღსრულებისათვის (იგულისხმება
1858 წლის 4 დეკემბერს არქიმანდრიტ გაბრიელის მღვდელმთავრად წარდგენის დროს წარმოთქმული სიტყვა სიონის საკათედრო ტაძარში).
სიბრძნით განმგებელმან ყოველთამან და სრულ მყოფელმან მართლიადისა ვედრებისა თქუენისამან აწ აღგირჩიათ მწყემსმთავრად და
მოქმედათ თვისისა საყვარელისა ვენახისა -– წმიდისა ამის იმერთა ეკლესიისა, ვენახი, რომელიცა გარწმუნათ მაღალმან, დანერგული პირველ წოდებული მოციქულისაგან, ნაშრომი და შეზღვდილი მოსაყდრეთაგან მისთა. აწ ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო! შრომითა თქუენითა კვალად
განაკეთილეთ იგი, უკეთუ რაიმე ჰპოვოთ დაკლებული თქუენ აღავსეთ, ვითარცა მოძღვარი წარმართთა მიუწერს მოწაფესა თვისსა.
მოწყალეო მწყემსმთავარო! მხიარულ იყავნ გული შენი, მრავალნი გყვანან თანამშრომელნი მწყემსმთავრულსა სარბიელსა შინა თქუენსა, -–
თქუენ ჰპოებთ მრავალთა გულს მოდგინეთ მსმენელთა სამღრთოთა სწავლათა თქუენისა, რომელთესლნი უეჭველად აღმოაცენებენ სავსეთა ხელთა და გადაეცემიან მრავალთა, უხვებით გამოსაზრდელთა სულთა თვისთა. წმინდანი ეკლესიანი ეპარხიისა შენისანი,
უეჭველად მიიღებენ სათანადოსა გაბრწყინვებასა, რომლისათვისცა მხიარულ არს ყოველი ჩუენგანი. სამღვდელონი პირნი გამზადებულ არიან,
მართლიად აღსრულებისათვის კეთილისა ნებისა შენისასა შესახებ სულიერისა განათლებისა მხარისა ამის. ბრწყინვალენი თავადნი, კეთილშობილნი მოხარისხენი, მოქენე არიან სმენად და
მორჩილებად მოძღვრებისა თქუენისა, ახალ
მორჩნი ყრმანი, ჯერეთ მყოფნი სასწავლოთ განეტრფიან სიბრძნესა თქუენსა უმჯობესისა მათისა განათლებისათვის; ქვრივნი და ობოლნი
18-2 საპატრიარქოს N18 26მაისი-1ივნისი 2016წ გვ.19
გამრეკელების სასულიერო ოჯახი მღვდელი დავითი, დეკანოზი გიორგი, დეკანოზი იოანე | ნაწილი (გაგრძელება)
სამღვდელონი, მყოფნი სიღარიბესა შინა, ელიან მოხედვასა შენსა და ნუგეშად მათდა მამობრივსა მზრდელობასა. ესრედ თვითოეული ცხოვარი სიტყვისა სარწმუნოისა შენისანი, გამოუთქმელად მოსრულარს შემოსვლასა შენსა ვენახსა ამას, რომელი დაასხა მარჯვენემან მაღლისამან.
მოვედ, გამორჩეულო ღმრთისაგან! მოვედ ღვთივ დაცულსა მხარესა ამას
გამხიარულებული სულითა მით, რომელ რაოდენ ანი დიდ არიან ღვაწლნი შენნი სარბიელსა ამას, ეგოდენცა გვირგვინიცა დიდებისა განემზადების თქუენთვის ღვაწლის დამდებელისა მისგან -- ტკბილისა იესოსა, რომლისა მოსავ არს ერი ესე შეკრებული წმინდასა ამას ტაძარსა შინა, ხილვად თვისისა მწყემსმთავრისა“. 1869წელსდეკანოზიგიორგიისევ ახალციხის სამწყსოს დაუბრუნდა. მიუხედავად ასაკისა, მან კვლავ იტვირთა მთავარხუცესის მოვალეობის რთული პოსტიც. 1881 წლის 26 აგვისტოს ეგზარქოს იოანიკეს (რუდნევი) ლოცვა-კურთხევით ახალციხისა და
ახალაქალქის ოლქის სამღვდელოებამ დეკანოზ გიორგის ორმოცდაათი წლის იუბილე გადაუხადა. სამღვდელოება წინა დღეს შეიკრიბა ქ. ახალციხეში. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო დღე იყო, მრევლი და
გლეხობაც მრავლად დაესწრო ამ შეკრებას. ამ დღისათვის ახალციხეში ჩავიდნენ გორის ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე), აფხაზეთის მთავარხუცესი და მისიონერი, დეკანოზი დავით მაჭავარიანი
(ორივე მათგანი იუბილარის მოწაფეები იყვნენ). 26
აგვისტოს დილის 10 საათზე დაიწყო საღვთო ლიტურგია. მწირველი იყო ეპისკოპოსი ალექსანდრე, სამი დეკანოზითა და ხუთი მღვდლით, მათ შორის იყო დეკანოზი გიორგიც. წირვისა და პარაკლისის შემდეგ იუბილარს სიტყვით მიმართა ახალციხის წმ. მარინეს ტაძრის მღვდელმა მიხეილ ჟამუტაშვილმა, რომელმაც მოკლედ დაახასიათა მისი მოღვაწეობა
ორმოცდაათი წლის განმავლობაში. შემდეგ ქადაგება წარმოთქვა თვით დეკანოზმა გიორგიმ და დიდი მადლობა გამოუცხადა ეპისკოპოსსა და სამღვდელოებას დაფასებისა და ჩამობრძანებისათვის. ეპისკოპოსმა ალექსანდრემ ეგზარქოსის სახელით მიულოცა მხცოვან დეკანოზს იუბილე და გადასცა მისი გამოგზავნილი ვლადიმერის ღვთისმშობლის ხატი.
ამის შემდეგ თავადვე უთხრა მშვენიერი სიტყვა და თავისი მხრიდან ივერიის ღვთისმშობლის ვერცხლით შეჭედილი ხატი გადასცა, ხოლო სამღვდელოებამ მიართვა ბრილიანტის ჯვარი თავისი ჯაჭვით
გულზე სატარებელი. წირვის შემდეგ სადილზე მას იუბილე მიულოცა ახალციხის კათოლიკე სამღვდელოებამ, ხოლო ვრცელი სიტყვა წარმოთქვა დეკანოზმა დავით მაჭავარიანმა, რომელმაც გაიხსენა
გორის სასულიერო სასწავლებელში გატარებული
წლები, როდესაც მამა გიორგი დამწყები მასწავლებელი გახლდათ და როგორი წარმატებული და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობით გამოირჩეოდა. გარდა ამისა, მთელ ამ ორ დღეს საქართველოს ყველა კუთხიდან მოდიოდა მისალოცი ტელეგრამები, რომელთა რიცხვმა სამოცს მიაღწია. დეკანოზი გიორგი 1883 წლის 2 თებერვალს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა. ამავე წლის 22 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ არქიმანდრიტი გრიგოლი (დადიანი, შემდგომში -–- გურიასამეგრელოს ეპისკოპოსი) მამა გიორგის შესახებ
წერდა: „საქართველოს ეკლესიას ამ მცირე ხანში მოაკლდა ერთი პატივცემული სამღვდელო პირი, ახალციხის სობოროს დეკანოზი და ბლაღოჩინი, ახალციხის მაზრის სამღვდელოებისა -- გიორგი დავითის ძე გამრეკელი. იმდენად დამსახურებული იყო იგი წინაშე ჩვენის ეკლესიისა და საზოგადოებისა, იმდენად აღჭურვილი კეთილის ზნეობით, იმდენად ზეგავლენიანი სამწყსოსა ზედა თვისსა, რომ ცოდვადა ვსთვლი მისს საქვეყნოდ მოუხსენებლობას. არა ვიჭვნეულობ, რომ მრთელის საქართველოს სამღვდელოებისათვის და მის პატივმცემელთათვის ხმა ამ პატივცემულის მხცოვანის სამღვდელო პირის გარდაცვალებაზედ არა იქნეს სამწუხარო. განსვენებულის სამსახურის უმთავრესს ადგილებს შეადგენდენ ჯერ
18-3 საპატრიარქოს N18 26მაისი-1ივნისი 2016წ გვ.20
გამრეკელების სასულიერო ოჯახი მღვდელი დავითი, დეკანოზი გიორგი, დეკანოზი იოანე | ნაწილი (დასასრული)
ახალციხე, შემდეგ ქუთაისი და უკანასკნელ ისევ ახალციხე. ერთს ალაგსაც და მეორესაც სამსახური მისი იყო კეთილი, ნაყოფიერი. მისმა სათნოებიანმა და სანატრელმა თვისებებმან მოუპოვეს მას სამრევლოთაგან სიყვარული და პატივისცემა; ყველას მიაჩნდა იგი მამად და მზრუნველად და ყველასათვისაც იგი იყო ღირსეული სულიერი მამა და გულშემატკივარი. ეჭვი არ არის, რომ ბევრს მისს აღზრდილს, ერის კაცს თუ სამღვდელო პირს, სიამოვნებით მოაგონდება ის დროს,
როდესაც განსვენებული ხელმძღვანელობდა მათ მეცნიერების შეძენის დროს. ეჭვი არ არის, რომ ლოცვა-კურთხევით მოიხსენებენ მას იგინი კეთილ-მშობლიურ მზრუნვისათვის; ეჭვი არ არის, რომ ვისაც იმისთან დაახლოვებული კავშირი ჰქონია, მოაგონდება მისი ტკბილი საუბარი,
სავსე გონიერებით, პატიოსნებით, გრძნობით და სიყვარულით. ამისთვისაც არც ზეციურმა მამამ დაუტევა იგი უნუგეშოდ: ჯერ ერთი, რომ მისცა
მას დღეგრძელობა -- გარდაიცვალა სამოცდათუთხმეტი წლისა, მეორეც ისა, რომ მისცა მას შეძლება კეთილად და ღირსეულად შვილების აღზრდისა თუ სასულიერო, თუ სამოქალაქო მოღვაწეობისათვის, სასარგებლოდ ეკლესიისა და საზოგადოებისა. იქამდი შემკული იყო განსვენებული კეთილ-ზნეობით, რომ არა თუ მორწმუნეთა, არამედ ურწმუნოთაცა -- მაჰმადიანთაც, ახალციხის მაზრის ბეგთა თუ მათ მოყმეთა, მიაჩნდათ იგი პატივსაცემელ პირად და არა ნაკლებ თავიანთის სარწმუნოების წარმომადგენელთა უყვარდათ... ორმოცდაათი წლის სამღვდელო ხარისხში უბიწოდ გატარებისათვის განსვენებული
დაჯილდოებულ იქმნა თვისდამი რწმუნებულის საბლაღოჩინო სამღვდელოებისაგან ოქროს გულის ჯვარით, შემკულით ალმასის თვლებით. არც მთავრობისაგან დაშთა იგი დაუჯილდოებული, ამდენი ხნის უბიწო სამსახურისათვის. განვლო ამ ერთმა ღირსეულმა მამამაც მღელვარე ზღვა ქვეყნიურის ცხოვრებისა და შევიდა ზეციურსა სამშობლოსა შინა. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი. ამავე გაზეთში გამოქვეყნდა მესხეთ-ჯავახეთში მოღვაწე კათოლიკე მოძღვრის, იოანე გვარამაძის („ვინმე მესხი“) პატარა წერილი, სადაც ვკითხულობთ: „როგორც შევიტყეთ, გავლილ კვირას
გარდაიცვალა ახალციხეში მრავალმოღვაწნე მამა
დეკანოზი გ. გამრეკელი, რომელიც თავის ღრმა მოხუცებულებადმდე კეთილად ჰმწყსიდა თვისდამი დავედრებულს მართლმადიდებელს ერსა
სოფლით ქალაქამდის, იცავდა და იფარავდა ყოველთა მამა-შვილურის სიტკბოებითა, თავის შეძლებისდაგვარად. აი, რას იწერებიან ახალციხიდგან ჩვენი ქართველი მართლმადიდებელნი: „ჩვენ
დიდად დაგვაღონა ჩვენი მამა დეკანოზის გ. გამრეკელის გარდაცვალებამ. დიდით წვრილამდის სამგლოველოში ვსხედვართ, გულ-განბასრულ
და თვალცრემლიან, ერით მღვდელ-დიაკვნებამდის“... „განსვენებული დეკანოზი მამა გ. გამრეკელის გვამი გამოვასვენეთ თვისის შესაბამისის
პატივით, დიდი ცერემონია გადვიხადეთ თანადასწრებით თვისი მწუხარის და მომტირალის შვილებისა და დავასაფლავეთ წმ. მარინეს ეკლესიაში. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი!“
18-4 საპატრიარქოს N18 26მაისი-1ივნისი 2016წ გვ.19
მეჯვრისხეველი გამრეკელების სასულიერო ოჯახი -- მღვდელი დავითი, დეკანოზი გიორგი, დეკანოზი იოანე გამრეკელები II ნაწილი (გაგრძელება)
გაზრდის გამო, ასევე კერძო პირებისგან 500მანეთის შეწირულების აგროვები სათვის ეკლესიის სასარგებლოდ, მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. ამავე დღეს მთავარხუცესის პოსტზე დამტკიცდა. 1857 წლის 2 ივნისს კეთილსინდისიერი სამსასაგვერდულით დაჯილდოვდა. 1857 წლის 4 აგვისტოს ქუთახურისთვის ისის (მეორე ვერსიით კუხის ტაძარში) წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1857 წლის 26 სექტემბერს თავის სამთავარხუცესოში სამრევლო-საეკლესიო სკოლის გახსნის გამო მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის გადაწყვეტილებით შეიყვანეს კომისიაში, რომელსაც უნდა მოეწესრიგებინა ქუთაისის გუბერნიაში საეკლესიო მამულების საბუთები. 1858 წლის 25 ივნისიდან 1872 წლის 1 იანვრამდე იყო ქუთაისისა და სენაკის მაზრების საეკლესიო მამულების მმართველი 1858 წლის 9დეკემბერს მიიღო ჯილდო ყირი მის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ბაფთიანი ბრინჯაოს ჯვარი. 1859 წლის 29 აგვისტოს ასევე მიიღო იმავე ომის სამსახოვრო ოქროთი დაფერილი ბრინჯაოს მედალი. 1860 წლის 5 მაისს რუსეთის სინოდმა მადლობის სიგელი უბოძა. 1860 წლის 29 ნოემბერს კერძო პირებისგან ეკლესიის სასარგებლოდ 800 მან. შეწირვისათვის იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1861 წლის 4 ივლისს ქუთაისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დაინიშნა. 1862 წლის 7 აპრილს სკუფია უბოძეს. 1863 წლის 12 მაისს ქუთაისის საკათედრო ტაძრის კანდელაკად დაინიშნა და მეორე დღეს აირჩიეს იმ კომისიის თავმჯდომარედ, რომელსაც უნდა შეემოწმებინა ქუთაისის გუბერნიაში არსებული საეკლესიო გუჯრები. 1865 წლის 23 აპრილს იმერეთის საეკლესიო ხაზინაში ყოველთვიურ დამკვირვებლად დაადგინეს. 1866 წლის 24 მარტს კამილავკა ეწყალობა. 1867 წლის 19 იანვარს კავკასიაში მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმდგენელი საზოგადოების ხელში არსებული წიგნების საწყობის გამგედ აირჩიეს, ხოლო იმავე წლის 25 ივლისიდან ამავე საზოგადოების წევრია. 1868 წლის 22 მარტს თავისი სამთავარხუცესო ოლქიდან დაი ნიშნა სასულიერო დეპუტატად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1868-1873 წლებში უცვლელად იყო ქუთა ისის სასულიერო სასწავლებლის ოლქის სამღვდელოების წარმომადგენელთა კრების თავმჯდომარე (კრება ტარდებოდა წელიწადში ერთხელ). 1868 წლის 9 აპრილიდან სამი წლის ვადით ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მმართველი საბჭოს წევრია. 1869 წლის 3 თებერვალს წმ. ანას. III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1869 წლის 24 თებერვალს სასამართლო უწყებებში საეკლესიო საკითხების ღირსეულად დაცვისა და კერძო პირთაგან ეკლესიის სასარგებლოდ 5000 მან. აგროვებისათვის იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1869 წლის 14 მარტს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ახალი შენობის ამშენებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს და ამავე წლის 25 მარტს დედაეკლესიაში ნაყოფიერი და ღირსეული სამსახურისთვის დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1874 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1870 წლის 9 იანვარს იმერეთის ეპარქიაში ახალი სამთავარხუცესო ოლქების შემქმნელი კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. 1870 წლის 22 ივლისს იმერეთის საეპარქიო კრებაზე ერთხმად იქნა არჩეული ქუთაისის | ოლქის მთავარხუცესად ხუთი წლის ვადით. ამავე წლის 29 აგვისტოს მთელი იმერეთის ეპარქიის მთავარხუცესთა ამრჩევი კომისიის წევრად („ბლუსტიტელემ პორიადკა“) დაინიშნა. 1873 წლის 8 სექტემბერს ერთი წლის ვადით ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს. 1875 წლის 8 თებერვალს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში არსებული სარევიზიო წიგნებისა და საბუთების შემმოწმებელი კომიტეტის წევრად დაინიშნა. 1876 წლის 4 აპრილს ქუთაისის საგუბერნიო სამზრუნველოსა და ციხეებში არსებული სასულიერო განყოფილებების დირექტორად დაადგინეს. 1877 წლის 8 იანვარს იმერეთის ეპარქიის საეკლესიო ხაზინის საქმისმწარმოებლად დაინიშნა, ხოლო ამავე წლის 11 დეკემბრიდან საეკლესიო ხაზინის ხაზინადარია და ამ პოსტზე 1882 წლის 31 დეკემბრამდე დაჰყო. 1879 წლის 21 დეკემბერს სანთლის წარმოების საქმე სინოდალური კანტორის ხელიდან იმერეთის საეპარქიო მმართველობის ხელში გადა-
19 საპატრიარქოს უწყებანი N19 2-8ივნისი 2016წ გვ.18
მეჯვრისხეველი გამრეკელების სასულიერო ოჯახი -- მღვდელი დავითი, დეკანოზი გიორგი, დეკანოზი იოანე გამრეკელები II ნაწილი
დეკანოზი იოანე გიორგის ძე გამრეკელი 1832 წელს დეკანოზის ოჯახში დაიბადა. 1853 წლის 23 ივლისს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1853 წლის9 სექტემბერს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მეორე კლასების მასწავლებლად დაინიშნა. 1854 წლის 6 ოქტომბრიდან ამავე სასწავლებელში მეოთხე კლასებში თათრული ენის სწავლება დაევალა. 1854 წლის 8 მაისს იმერეთის ეპისკოპოს ექვთიმეს (წულუკიძე) სამღვდელმთავრო გუნდის რეგენტად დაინიშნა. 1855 წლის 18 დეკემბერს გათავისუფლდა სასწავლებლიდან. 1856 წლის 2 თებერვალს ეპისკოპოსმა ექვთიმემ (წულუკიძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 5 თებერვალს მღვდლად დაასხა ხელი და ბანოჯის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. 1856 წლის 5 მარტს, რუსეთ-თურქეთის ომის (ყირიმის ომი) დროს, შავიზღვისპირეთის მე-11 და მე-16 ბატალიონების კაპელანად გაიგზავნა. 1856 წლის 27 აპრილს იმერეთის ეპარქიის ხონის ოლქის მთავარხუცესის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 1856 წლის 30 ნოემბერს იმერეთის სასულიერო მმართველობამ თავის მუდმივ წარმომადგენლად და სამოქალაქო საქმეებში ტაძრის მსახურთა და საეკლესიო საკითხთა ინტერესების დამცველად აირჩია. 1856 წლის 11 დეკემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გერმანემ (გოგოლაშვილი), სამთავარხუცესოში საეკლესიო შემოსავლების მოწესრიგებისა და
19-1 საპატრიარქოს უწყებანი N19 2-8ივნისი 2016წ გვ.20
მეჯვრისხეველი გამრეკელების სასულიერო ოჯახი -- მღვდელი დავითი, დეკანოზი გიორგი, დეკანოზი იოანე გამრეკელები II ნაწილი (დასასრული)
ვიდა და ეპისკოპოს გაბრიელის ლოცვა-კურთხევით, ამ სანთლის ოპერაციის განხორციელება და თავმჯდომარეობა დეკანოზ იოანეს დაევალა. 1880 წლის 20 აპრილს წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1882 წლის 23 ივლისს წითელი ჯვრის საზოგადოების სამახსოვრო ჯვარი მიიღო. 1883 წლის 7 მაისს გადადგა მთავარხუცესობიდან. დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე თავის წიგნში „გაბრიელი, ეპისკოპოსი იმერეთისა“ ასახავს ეპისკოპოს გაბრიელისა (ქიქოძე) და დეკანოზ იოანეს ურთიერთობას. იგი წერდა: „ყველამ ვიცით, თუ რა შეტაკება ჰქონდა დეკანოზ იოანე გამრეკელთან გაბრიელ ეპისკოპოსს, რომელი შეტაკებაც გამრეკელის დაცემით გათავდა. აი, ეს განხეთქილება გამოიყენა ერთმა სამღვდელო კანდიდატმა. ის მივიდა გაბრიელთან და უთხრა: „ბატონო! დამიხსენით იოანე გამრეკელისაგან! მეუბნება, ეპისკოპოსი უჩემოთ ვერავის ვერ აკურთხებს, 200 მანეთი მომეცი და შენ თავს ვაკურთხებინებო“. თუ ვერ გაკურთხებ, მე ვაჩვენებ იმას, მიუგო გაბრაზებით ეპისკოპოსმა; წადი, მოემზადე. ესეც მოემზადა და აკურთხა. გამრეკლოვი საკათედრო ტაძრის დეკანოზი იყო და გაუკვირდა, რატომ მე არაფერი ვიციო. ნაწირვებს მღვდელმთავარი ჩაიზე გაიპატიჟა, თან ახალი ნაკურთხიც. ჩაის სმის დროს გაბრიელმა ვეღარ მოითმინა და ასე მიმართა დეკანოზს: – შენი მე ერთი ცუდი საქციელი გავიგონე. ამ საწყალს შემწეობა უთხოვნია და შენ ქრთამი გითხოვნია. დეკანოზი გაკვირდა. წამოდგა წინ ნაკურთხი და მოახსენა: –- ბატონო, შემინდევით! დეკანოზი არაფერ შუაშია. მე თვითონ მოგატყუეთ, რადგან ისე კურთხევის იმედი არ მქონდა ან ძლიერ დამიგვიანდებოდა. მღვდელმთავარი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, ძლიერ შეწუხდა, მაგრამ სხვა არაფერი შეიძლებოდა და ასე უთხრა ნაკურთხს: „კარგი, კარგი! ეცადე მაინცა, რომ შენი მღვდლობა გაამართლო.“ 1881-1882 წლებში დეკანოზ იოანეს ღია და მძიმე დაპირისპირება ჰქონდა ასევე ცნობილ დეკანოზ დავით ღამბაშიძესთან (ჟურნალ „მწყემსის რედაქტორთან). ეს დაპირისპირება დაკავშირებული იყო ქუთაისში სასულიერო სემინარიის გახსნასთან, ასევე სანთლის ქარხანასა და სხვა შიდა საეკლესიო საკითხებთან. მათი ეს დაპირისპირება კარგადაა ასახული იმჟამინდელ ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „შრომასა“ და „დროებაში“. დეკანოზი იოანე 1886 წლის 18 დეკემბერს გარდაიცვალა. დარჩა მეუღლე ეკატერინე იოანეს ასული (1836) და შვილები: ალექსანდრე (1855, ლეჩხუმის მაზრის უფროსის მდივანი), ნიკოლოზი (1857, მუშაობდა საბაჟოზე), სვიმონი (1861, ქუთაისის საქალაქო სასწავლებლის პედაგოგი).
20 საპატრიარქოს უწყებანი N20 9-15ივნისი 2016წ გვ.18
მღვდელი გიორგი ჩაგუნავა 1851-1907 „სამაგალითო მასწავლებელი, მშვიდი და წყნარი მოძღვარი“
მღვდელი გიორგი უჩარდიას ძე ჩაგუნავა 1851
წელს ქუთაისის გუბერნიაში, სენაკის მაზრაში, გლეხის ოჯახში დაიბადა. თავდაპირველად სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1878 წელს დაამთავრა ყუბანის საოსტატო სემინარია და ამავე წლის 14 ივნისს ჯავის ერთკლასიან სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1880 წლის 1 სექტემბრიდან 1881 წლის 1 ივლისამდე თბილისის ტერაკოფოვის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა. 1881 წლის 1 ნოემბრიდან 1887 წლის 1 ნოემბრამდე თბილისის კათოლიკეთა ღვთისმშობლის მიძინების ტაძართან არსებული დაწყებითი სკოლის, ხოლო 1887 წლის 1 სექტემბრიდან 1890 წლის 1 ივლისამდე თბილისის
სასულიერო სემინარიის საჩვენებელ-სამაგალითო სკოლის პედაგოგია.
1887 წელს თბილისში ქართველმა საზოგადოებამ ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ერთერთ ფუძემდებელს, მსახიობ ვასო აბაშიძეს იუბილე გადაუხადა. იუბილეზე წაიკითხეს მისალოცი ბარათები. მომღერალ ვლადიმერ აღნიაშვილის გუნდის მისალოცი ბარათი გიორგი ჩაგუნავამ წაიკითხა. მამა გიორგიმ 1880 წლის 10 იანვარს ჯვარი დაიწერა მლვდელ ეფრემ კასრაძის ასულ მაკრინეზე (1857). ჰყავდა შვილები: ეკატერინე (1882), ნიკოლოზი (1884), ნინო (1885), მარიამი (16.10.1886, მოინათლა 1887 წლის 19 მაისს, ნათლიები იყვნენ თედო ჟორდანია და ანა დავითის ასული ტარსაიძე, ნათლობა შეასრულეს დეკანოზმა ნიკოლოზ არდაზიანმა და დიაკვანმა მირონ ომანაძემ), მართა (1889; 1904 წლიდან 1918 წლის მაისის ბოლომდე ასწავლიდა დიდუბის ტაძართან არსებულ სამრევლო სკოლაში), ევგენია (1894; დაამთავრა თბილისის ქალთა ეპარქიალური სასწავლებელი), ალექსანდრე (1896; დაამთავრა თბილისის მე-4 ვაჟთა გიმნაზია), შალვა (1900). 1889 წლის 22 დეკემბრიდან ის თბილისის სასულიერო სემინარიის ეკონომოსია. 1890 წლის 14 იანვარს დიაკვნად აკურთხეს და სემინარიის კარის ეკლესიაში დაინიშნა. 1890 წლის 17 მაისს მლვდლად დაასხეს ხელი და სემინარიის სულიერ მოძღვრად
დაადგინეს. 1892 წლის 15 თებერვალს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1896 წელს სკუფია უბოძეს. იგი ასევე დაჯილდოებული იყო რუსეთის იმპერატორ
ალექსანდრე III-ის სახელობის ვერცხლის მედლით.. 1897 წლის 24 აგვისტოდან 1898 წლის 1 სექტემბრამდე თბილისის წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძარზე მიწერილ წმ. თეოდოსი ჩერნიგოველის ტაძართან არსებულ სამრევლო სკოლაში საღვთო სჯულის პედაგოგი იყო.
1898 წლის 1 ნოემბერს მღვდელი გიორგი გაათავისუფლეს თბილისის სასულიერო სემინარიის ეკონომოსის და მოძღვრის თანამდებობიდან. საქმე შემდეგში გახლდათ: 1898 წლის 14 ივლისს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორად დაინიშნა არქიმანდრიტი გერმოგენი (დოლგანოვი, შემდგომში ტობოლსკისა და ციმბირის ეპისკოპოსი, დახვრიტეს 1918 წელს კომუნისტებმა, შერაცხილია წმინდანთა
დასში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გ. მ.), რომელმაც თავის თანაშემწედ მლვდელ-მონაზონი დიმიტრი (აბაშიძე) დანიშნა. დანიშვნისთანავე მან გადაწყვიტა, თავიდან მოეშორებინა მამა გიორგი, რომლისთვისაც ადგილის ძებნა დაიწყო. ბოლოს ადგილი გამონახა: პენსიაზე უნდა გაეშვათ ვერის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი სოლომონ ელიოზიშვილი, მის ადგილზე გადაეყვანათ ქაშვეთის ტაძრის მეორე მღვდელი გრიგოლ გამდლიშვილი და ამ უკანასკნელის ადგილზე დაენიშნათ მამა გიორგი. მან ეს მოსაზრება
გაუზიარა ეგზარქოს ფლაბიანეს (გოროდეცკი), რომელმაც ნებართვა მისცა, ასე მოქცეულიყო. თუმცა ამ საქმის მოგვარებას თითქმის ერთი წელი დასჭირდა. ამ პერიოდში კი, 1898 წლის 1 ნოემბრიდან 1899
წლის 8 აგვისტომდე, მამა გიორგი თბილისის პირველი სამისიონერო ტაძრის წინამძღვარი იყო. აქვე უნ . და აღინიშნოს ისიც, რომ არქიმანდრიტ გერმოგენის ლოცვა-კურთხევით, 1899 წლის 29 მაისს სემინარიის მეხუთე კურსიდან გარიცხეს იოსებ ჯუღაშვილი, მომავალი სკკპ ცენტრალური კომიტეტის მდივანი იოსებ სტალინი. 1899 წლის 8 აგვისტოს მამა გიორგი ქაშვეთის წმ. გიორგის ტაძრის მეორე მღვდლად დაინიშნა. 1898 წლის 7 სექტემბრიდან 1903 წლის 1 ოქტომბრამდე იგი ერთდროულად თბილისის სამი დაწყებითი სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებელი იყო, მათ შორის, ქაშვეთის ტაძართან არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლისა.
XIX ს-ის მიწურულს გადაწყდა ქაშვეთის ძველი ტაძრის დანგრევა და ახლის აგება. ტაძრის აშენე-
20-1 საპატრიარქოს უწყებანი N20 9-15ივნისი 2016წ გვ.19
მღვდელი გიორგი ჩაგუნავა 1851-1907 „სამაგალითო მასწავლებელი, მშვიდი და წყნარი მოძღვარი“ (გაგრძელება)
ბა იტვირთა ქაშვეთის ეკლესიის მამულების გამგე კომიტეტმა, რომლის შემადგენლობაში ტაძრის ბალავრის ჩაყრისას შედიოდნენ სამრევლოს სამი წარმომადგენელი, კრებული და მოლარე-მნათე, მათ შორის იყო მამა გიორგი ჩაგუნავაც. 1902 წლის 15 მაისს მამა გიორგის კამილავკა ეწყალობა. ამასთან დაკავშირებით შემორჩენილია ერთი მოგონება: 1901 წლის 10 ნოემბერს საქართველოდან ხარკოვის კათედრაზე გადაიყვანეს ეგზარქოსი ფლაბიანე (გოროდეცკი), რომელიც თბილისის სამღვდელოების ზოგიერთმა წარმომადგენელმა ყარაიაზის სადგურამდე გააცილა. საუბრისას მან გამოთქვა სინანული საქართველოდან წასვლის გამო,
რადგან თავისი ძვლების დაფვლას აქ ფიქრობდა. გამომშვიდობებისას მან სამღვდელოებას დააბარა: „მღვდელი გიორგი ჩაგუნავა ერთადერთი მღვდელია, რომელსაც ჩემგან ჯილდო არ მიუღია, მაგრამ შეცდომას უსათუოდ გამოვასწორებ ჩემი მემკვიდრის მეოხებითო“. წელს მამა გიორგი კამილავკით დაჯილდოვდა. 1907 წლის 27 თებერვალს მამა გიორგიმ, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სინოდალურ კანტომართლაც, მომდევნო რას შტატიდან გასვლა და პენსიის დანიშვნა სთხოვა. 1907 წლის 4 აპრილს ექიმებმა მას დასვენება ურჩიეს, რადგან მძიმედ იყო დაავადებული, აწუხებდა ქრონიკული ბრონქიტი, არტერიოსკლეროზი, გული, გადიდებული ჰქონდა ღვიძლი, მარცხენა მხარე პარალიზებული და ცენტრალური ნერვიული სისტემა დაზიანებული. უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (ცინცაძე), რომელიც იმჟამად ქაშვეთის ტაძრის
წინამძღვარი იყო, ასე იხსენებს მამა გიორგის ავადმყოფობის ამბავს: „ქაშვეთის ეკლესიას ჰყავდა მეორე მღვდელი, მამა გიორგი ჩაგუნავა, უკეთილესი კაცი და მშვენიერი თანამწირველი. სამწუხაროდ,
1903 წლიდან ნერვიული დაავადება ტანჯავდა და 1906 წლის დამლევს დამბლა დაეცა -- მარჯვენა კიდურები და ენა წაერთვა. 1904 წელს ეგზარქოს
ალექსის ვთხოვე, შტატის დიაკვანი დ. ლაზარიშვილი მღვდლად ეკურთხებინა. თხოვნა შემისრულა, ამიტომ მამა გიორგის ავადმყოფობით მრევლს არაფერი დაკლებია, მაგრამ 1907 წლის მარტში
ექიმებმა თქვეს, მამა გიორგი დიდხანს ვერ გაატანს და ყველაფრისთვის უნდა ვიყოთო მზად.
20-2 საპატრიარქოს უწყებანი N20 9-15ივნისი 2016წ გვ.20
მღვდელი გიორგი ჩაგუნავა 1851-1907 „სამაგალითო მასწავლებელი, მშვიდი და წყნარი მოძღვარი“ (დასასრული)
ჩვენ, თანამოსამსახურეთ, მის მრავალრიცხოვან ოჯახზე უნდა გვეფიქრა, რომელიც მარჩენალის გარდაცვალების შემდეგ სრულიად უსახსროდ
დარჩებოდა. საპენსიო ტიპიკონის მიხედვით, თუ 25 წელს ნამსახური მღვდელი ავადმყოფობის გამო პენსიაში გავიდოდა, მთლიან პენსიას, ე. ი. 300 მან. მიიღებდა, და თუ სიკვდილის შემდეგ ქვრივი მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩებოდა, პენსია უკლებლივ ცოლს მიეკუთვნებოდა. გადავწყვიტეთ, მამა გიორგი სამსახურიდან „გაგვეშვა“, ოღონდ ისე, რომ ეს მას არ სცოდნოდა. მამა გიორგის სახელით დავწერეთ თხოვნა (საუბარია ზევით ნახსენებ თხოვნაზე -– გ. მ.), რომელსაც
ხელს აწერდა მისი ქალიშვილი, და ამ ქალიშვილთან ერთად წავედი ეგზარქოს ნიკონთან (სოფისკი)... ეგზარქოსმა მიგვიღო. დაგვლოცა და ვუთხარით, ვინც ვიყავი.
-–- ჰო,დიდი ხანია მსურდა თქვენი ნახვა! ეს ქალიშვილი ვინ არის?
–- ჩემი თანამწირველის გოგონაა, -- მივუგე და ყველაფერი მოვუყევი.
–– კარგი, კარგი. ყოველივეს გავაკეთებ. თხოვნას ვინ აწერს ხელს?
– ეს ქალიშვილი.
––- დაადასტურეთ მისი ხელმოწერა! ვიღებ ქაღალს და ვწერ, რაც საჭიროა.
––- ბეჭედი თან გაქვთ? გაკვირვებით შევხედე.
– აბა, აბა, ნუ გაბრაზდებით, ვენდობით თქვენს ხელმოწერას, -- მითხრა ეგზარქოსმა, ადგა, დალოცა ქალიშვილი და გაუშვა დამშვიდებული. შემდეგ მე მომიბრუნდა: -– ჩვენ კი დავსხდეთ და გულახდილად ვისაუბროთ.
დავსხედით.
–– როგორ იქნება მამა გიორგის ბინის საქმე. ის ხომ ბინიდან უნდა წავიდეს? -– ვკითხე ეგზარქოსს.
–- კრების წევრები ყველანი ეკლესიის ბინებში ცხოვრობენ? ერთის გარდა, რომლისთვისაც ბინას ვქირაობთ. მაშინ მან წერილობითი თანხმობა მოგვცეს.
– მოგვცემს! კი, მაგრამ საძმო შემოსავალსაც უწილადებთ?
–- უსათუოდ! –– რაო, თქვენი ნათესავია?
––- დიახ, ნოეს მხრიდან,
–- უცნაურია. ჩვენთან ამას არ იზამდნენ!
–- არ ვიცი, თქვენთან რას იზამდნენ, ჩვენთან
კი ასე იქცევიან, -- ვუთხარი და ორი-სამი შემთხვევა მოვახსენე...“
მიუხედავად ექიმების აქტიური ჩარევისა, 1907
წლის 23 მაისს მამა გიორგი გარდაიცვალა. დაკრძალულია ქაშვეთის ტაძრის ჩრდილოეთ კედელთან.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) მამა გიორგიზე აღნიშნავდა: „მღვდელი გიორგი იყო სამაგალითო
მასწავლებელი, მშვიდი და წყნარი მოძღვარი და
იშვიათი გულკეთილი ადამიანი“
21 საპატრიარქოს უწყებანი N21 16-22ივნისი 2016წ გვ.17
სუჯუნელი ხოშტარიების სასულიერო ოჯახი
სუჯუნის წმ. გიორგის სახელობის ისტორიულ ტაძარში საუკუნეების განმავლობაში არაერთ ღირსეულ საეკლესიო მოღვაწეს უმსახურია. მათ შორის გამორჩეული ადგილი ამავე სოფლის მკვიდრებს, აზნაურ ხოშტარიების ოჯახს წევრებს უჭირავს, რომელთა გვარის წარმომადგენლები აქ XVIII-XX სსის მიჯნაზე ლოცულობდნენ.
დეკანოზი მარკოზ თევდორეს ძე ხოშტარია 1770 წელს სამეგრელოს სამთავროში, სოფ. სუჯუნაში, სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. მამამისი, დეკანოზი თევდორე, 1730-1770 წლებში მსახურობდა სუჯუნის წმ. გიორგის ტაძარში. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი მარკოზმა მარტვილის მონასტერში ჭყონდიდელ მიტროპოლიტ წმ. ანტონთან (დადიანი) ისწავლა. 1796 წელს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ბესარიონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა. ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი. 1806 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა და სუჯუნის წმ. გიორგის ტაძრის წი-
21-1 საპატრიარქოს უწყებანი N21 16-22ივნისი 2016წ გვ.18
სუჯუნელი ხოშტარიების სასულიერო ოჯახი (გაგრძელება)
ნამძლვრად დაინიშნა. ლირსეული და კეთილსინდისიერი სამსახურის გამო, 1812 წელს ბრინჯაოს ჯვრით დაჯილდოვდა. ჯამაგირს იღებდა ჭყონდიდელი მიტროპოლიტის სალაროდან, ასევე თავისი მამულებიდან და საეკლესიო გლეხებისაგან. მის პირად საქმეში წერია, რომ „ღვთისმსახურებას აღასრულებდა მშვიდად და თავმდაბლურად, ხასიათდება დადებითად და იჩენს სრულ მორჩილებას თავისი მღვდელმთავრისადმი“. ჰყავდა სამი შვილი: პეტრე (1799), დეკანოზი ნიკოლოზი (1809), მღვდელი იოანე (1817). დეკანოზი ნიკოლოზი 1809 წელს დაიბადა. სასულიერო განათლება მარტვილის საკათედრო ტაძარში მიიღო. 1833 წელს სამეგრელოს მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მლვდლად დაასხა ხელი და სუჯუნის წმ. გიორგის ტაძარში განამწესა. 1834 წელს სუჯუნის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1854 წელს მა მა ნიკოლოზს ბრალი დასდეს სუჯუნის აჯანყების ორგანიზებაში. საქმე შემდეგში მდგომარეობდა. 1854 წელს სამეგრელოს დედოფალმა ეკატერინე ჭავჭავაძემ სუჯუნის ეკლესიას ჩამოართვა საჭყონდიდლო მამულები, ჭყონდიდელი დაბეგრა ფულით, სუჯუნის საკათედრო ეკლესია გადაკეთდა რიგით სამრევლო ეკლესიად. ხალხს სუჯუნა დედაეკლესიად მიაჩნდა, დედოფლის ეს განკარგულება მათ დეკანოზმა ნიკოლოზ ხოშტარიამ განუცხადა, ხოლო სუჯუნის ეკლესიის წმ. გიორგის ხატის გადმოსვენებამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და ხალხი აჯანყდა. მამა თეოდორე თავის მოგონებებში წერდა: „ატყდა აჯანყება, შეიქმნა ზარის რეკა და ბუკის ცემა, დაუცხრომელის ხალხისაგან არ იყო დაწყნარება, ისე მოასკდა ხალხი უმრავლესი და ერთხმად შეთქვეს პირი ან გაწყვეტა, ან ჩვენი ჩვეულების მოშლა არ იქნესო“. საბოლოოდ, კავკასიის მთავარმართებელი ჩაერია ამ საქმეში და დადიანებს ხელი ააღებინეს ამ ჩანაფიქრის განხორციელებაზე, მაგრამ ეკატერინე ჭავჭავაძის ბრძანებით აჯანყების მეთაურები მაინც შეიპყრეს; აზნაურები: მეთოდი ხოშტარია, ალექსი გეგეჭკორი, ფილიპე იოსელიანი და გულა თოფურია ლეჩხუმისა და სვანეთის ციხეებში:გაამწესეს; „შფოთის აღმძვრელი“ ივა (იოანე ხოშტარია) ბერ–დიაკვანი, რომელიც იყო სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის (1840-1853) კანცელარიის მმართველი 1840-1855 წლებში, დააპატიმრეს და თბილისში, ფერისცვალების მონასტერში გააგზავნეს სასჯელის მოსახდელად, სადაც 1855 წლის 10 აპრილს გარდაიცვალა. დაკრძალულია იქ ვე, ხოლო დეკანოზი ნიკოლოზ ხოშტარია კი უვადოდ გაამწესეს საირმის მონასტერში, აჯანყების ჩახშობიდან ოთხი წლის შემდეგ, 1860 წელს, პეტერბურგში, წმ. ალექსანდრე ნეველის ლავრაში, მღვდელმა თევდორე ხოშტარიამ საქართველოს ყოფილ ეგზარქოს ისიდორეს (ნიკოლსკი) მიულოცა კიევის მიტროპოლიტად დანიშვნა, თან სთხოვა მამის ნიკოლოზ ხოშტარიას საქმის გადახედვა და მისი დაბრუნება სუჯუნის ეკლესიაში. გავიდა მცირე დრო და, მართლაც, დეკანოზი ნიკოლოზ ხოშტარიას თავის ძველ ადგილას დააბრუნეს. 1864 წლის 25 აპრილს სკუფია უბოძეს. დეკანოზი ნიკოლოზი, სავარაუდოდ, XIX ს-ის 70-იან წლებში გარდაიცვალა. ჰყავდა მეუღლე მარიამ როსტომის ასული ჯოლია. სასულიერო პირი იყო მისი უმცროსი ძმა, მღვდელი იოანე. იგი 1817 წელს დაიბადა. დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი. 1834 წლის 11 თებერვალს სამეგრელოს მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) დიაკვნად აკურთხა. 1837 წლის 9 ივნისს სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (კუხალაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი და ეწერის ამაღლების ტაძარში განამწესა. 1873 წლის I მაისს პენსიაზე გავიდა. მღვდელი იოანე 1883 წლის 27 იანვარს გარდაიცვალა. ჰყავდა მეუღლე ციცინო დავითის ასული და შვილები: ეფრემი (1834), კონსტანტინე (1841), ათანასია (1852). გვარში ბოლო სასულიერო პირი დეკანოზ ნიკოლოზის ვაჟი დეკანოზი თევდორე გახლდათ, რომელიც 1832 წლის 6 მაისს დაიბადა. დაწყებითი განათლება პატარა თევდორემ მშობლებთან მიიღო. ხუთიექვსი წლიდან ყურადღებას აქცევდა წერა-კითხვის სწავლას და როგორც თავის მოგონებებში წერდა: „დიდ სიამოვნებას ვგრძნობდი მაგაში. უთუოდ უფ რო იმისთვის, მამაჩემი იყო მღვდელი“. პირველად თევდორეს ხუცური ანბანი მამამ –– ნიკოლოზ ხოშტარიამ თავისი ხელით დააწერინა; შემდეგ თევდორე სასწავლებლად მიაბარეს მღვდელ გიორგი ხოშტარიას ქვრივს, რუსუდან იოსელიანის ასულს, დედას ივა (იოანე) ბერისა, რომელიც იყო ბერ-დიაკვანი და სამეგრელოს მთავარ დავით დადიანის (1840-1853) კანცელარიის მმართველი. 1844 წლის 1 სექტემბერს იგი სამეგრელოს ორკლასიან სასწავლებელში ჩაირიცხა, რომელიც 1830 წელს მარტვილში გაიხსნა ჭყონდიდელ მიტროპოლიტ დავითის (წერეთელი) ლოცვა-კურთხევით. პირველ კლასში თევდორეს მას-
21-2 საპატრიარქოს უწყებანი N21 16-22ივნისი 2016წ გვ.19
სუჯუნელი ხოშტარიების სასულიერო ოჯახი (გაგრძელება)
წავლებლად ჰყოლია ეპიფანე გაწერელია, რომელიც ბოლოს იყო მარტვილის საკათედრო ტაძრის დეკანოზი. მან რუსულის სწავლასაც მიჰყო ხელი. როგორც იხსენებ: „რუსულ კითხვაში გამაჩვია განსვენებულმა მორჩილმა ბერმა თავადმა ჩიჩუამ, რომელიც ბოლო თვითონ იყო სამეგრელოს ეპისკოპოსი ბესარიონი“. 1849 წელს თევდორე განამწესეს სამეგრელოს მთავარ დავით დადიანის (1840-1853) კანცელარიაში მწერლად, ამავე კანცელარიის მმართველის, ბერ-დიაკვან იოანეს მოწვევით. მან ხუთი წელი გაატარა სამეგრელოს მთავრის სამსახურში. შეთავსებით სამეგრელოს მთავრის სასახლის კარის ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში მედავითნედ დაიწყო მსახურება. დადიანების კარის ეკლესიაში ლვთისმსახურება შაბათ-კვირას ტარდებოდა, სადაც დღესასწაულებში მწუხრსა და ცისკარზე თევდორე ხოშტარია ხშირად კითხულობდა, ხოლო მთავარი დავით დადიანი, როგორც მოყვარული საღმრთო წიგნების კითხვისა, ეკლესიაში მუდამ გვერდით ედგა და თვალს აყოლებდა საღვთო წიგნის კითხვისას. 1856 წელს მედავითნე თევდორე პეტერბურგში გაჰყვა სამეგრელოს დედოფალ ეკატერინეს, როგორც შვილების ქართული ენისა და წერა-კითხვის მასწავლებლი. მათ ზღვით იმგზავრეს, გზაში დედოფალს ავადმყოფობა შეეყარა. გემზე მყოფთ „ფორტოჩკიდან“ ჩამონასხამი წყალი დედოფალს გადაესხა. ეკატერინე შიშისგან აღშფოთდა, პირჯვარი გადაისახა: „ამ უბედურებას გადავურჩით, ჩემო თევდორე, მაგრამ აწი რა უბედურებას მოველით, არ ვიცით?!“მიმართა დედოფალმა თევდორეს, რომელმაც მშვიდად მოახსენა: „ღვთის მოწყალებით თქვენი სასოება ვლაქერნის ღუთისმშობელი გვისვენია, რომელსაც გარშემო მოლაზონები, ცრემლით მვედრებელი ახვევიათ და მისი საფარველი გვიცავს, დედუფალო!“ პეტერბურგში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის კურთხევაზე დედოფალ ეკატერინეს ამალას ამშვენებდნენ მისი შვილები -- ნიკო, სალომე და ანდრია დადიანები, ნინო ალექსანდრეს ასული დადიანი-გრიბოედოვისა, მღვდელ-მონაზონი ბესარიონ ჩიჩუა (შემდგომში ეპისკოპოსი), მედავითნე თევდორე ნიკოლოზის ძე ხოშტარია, სამეგრელოს მთავარ დავით დადიანის კარის მინისტრი, თავადი პეტრე ნიკოს ძე დადიანი („დიდი ნიკო“ იყო დადიანის სასახლის კარის მსაჯულთუხუცესი, ისტორიკოსი; მისი ძალისხმევით 1811 წელს რესტავრირება ჩაუტარდა კორცხელის ლვთისმშობლის მიძინების “ ტაძარს). ' 1857 წელს დედოფალი და მისი ამალა სამშობლოში დაბრუნდა. თუმცა ამავე წელს, სამეგრელოს სამთავროს გაუქმების შემდეგ, დედოფალი მალევე პეტერბურგში გაიწვიეს, ხოლო თეოდორე ზუგდიდში დარჩა. 1860 წლის 25 მარტს აფხაზეთისა და სამეგრელოს ეპისკოპოსმა გერონტიმ (პაპიტაშვილი) დიაკვნად აკურთხა. ამავე წელს მლვდლად დაასხა ხელი და დადიანების კარის ეკლესიის მოძლვრად დაადგინა. მალევე, რამდენიმე თვეში, ეკატერინე ჭავჭავაძემ და ნიკოლოზ დადიანმა იგი სანკტ-პეტერბურგში გამოიძახეს. იმპერიის დედაქალაქში მეორედ ყოფნის პერიოდს მამა თევდორე საოცრად დიდი სითბოთი იხსენიებს: „იქ მქონდა ხშირად შემთხვევა წმ. ნიკოლოზის სობორში, იქაურის მეორე მღვდლის, მაგისტრის იოანე კრილოვის თხოვნით, რომელმაც ძლიერ შემიტკბო, საღმრთო ლიტურღია და სხვა ღუთისმსახურება აღმესრულებინა. მაშინ იყო იქაური დეკანოზი სახელით შილა, მესამე მღვდელი ალექსანდრე სოკოლოვი. დიაკვნები მთავარი ილია და მეორე ანდრია. ყველანი ესე სიყვარულით მექცეოდნენ და თავიანთ სახლებში პატივით მღებულობდნენ“. მამა თევდორე ღვთისმსახურებას ყაზანის სობოროშიც ესწრებოდა, ხოლო როგორც მღვდელი, მწუხრისა და ცისკრის ლოცვებს ასრულებდა სამლოცველო სახლში, რომელიც დედოფალ ეკატერინეს ჭავჭავაძეს მოწყობილი ჰქონდა საცხოვრებელ სასახლეში. ამ სამლოცველო სახლში „დიდებულ წმინდა ხატებთან ესვენა უმეტესად შესანიშვნელი ისტორიული ვლაქერნად წოდებული ყოვლადწმინდა ღუთისმშობლის ხატი, პატიოსნის მისის სარტყლის ნაწილით, რომელიც არის ძვირფასის, ბრილიანტ-ალმასის და სხვა მრავალი სხვადასხვა თვალ-მარგალიტებით შემკობილი ოქროს გვირგვინით და ოქროს არშიით შემორტყმული და ჩასვენებული მძიმედ ხელოვნებით გაკეთებულის დიდის ვერცხლის და ოქროთ დაფერილ და გარეთაც ხატებით მოჭედილ ლუსკუმაში“. 1861 წლის 2 მაისს პეტერბურგიდან პატარა ნი კო ბიძას გრიგოლ დადიანს აღდგომის დღესასწაულს ულოცავდა და წერდა: „თევდორე მღვდელ-
21-3 საპატრიარქოს უწყებანი N21 16-22ივნისი 2016წ გვ.20
სუჯუნელი ხოშტარიების სასულიერო ოჯახი (დასასრული)
მა უმდაბლესად თავი დაგიკრათო“. 186! წელს, ევროპაში მოგზაურობის დროს, იგი თან ახლდა დედოფალს და მის მემკვიდრე ნიკოლოზ დადიანს და უსრულებდა მათ წირვა-ლოცვებსა და საეკლესიო წესებს. 1865 წელს ერთგული და დამსახურებულის სამსახურისთვის იგი საგვერდულით დაჯილდოვდა. 1867 წელს მღვდელი თევდორე სამშობლოში დაბრუნდა და სუჯუნის წმ. გიორგის ორშტატიანი ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1871 წელს სკუფია უბოძეს. 1874 წელს, ნიკოლოზ დადიანის თხოვნით, მამა თევდორე ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის პირველ მღვდლად დაინიშნა. 1877 წელს კამილავკა ეწყალობა. 1884 წელს საგვაზაოს მთავარანგელოზთა ორშტატიანი ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1892 წლის 15 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1893 წლის დეკემბრის ბოლოს სუჯუნის წმ. გიორგის ორშტატიანი ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1894 წელს სუჯუნის ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს. 1895 წელს 22 ნოემბერს გაზეთი „ივერია“ წერდა: „22 ოქტომბერს სუჯუნის წმ. გიორგის ეკლესიაში მამა დეკანოზმა თევდორე ხოშტარიამ წირვის შემდეგ გადაიხადა პარაკლისი ჩვენის ღრმად პატივცემულის რაფიელ ერისთავის სადღეგრძელოდ“. თევდორე ხოშტარია ჭადრაკის მოტრფიალე ყოფილა და შესანიშნავადაც თამაშობდა. მან ჭადრაკის თამაში შეაყვარა სამეგრელოს პრინც ანდრია დადიანს. 1903 წელს ქ. კიევში ფრანგულად გამოიცა წიგნი ანდრია დადიანი-მენგრელსკის ჭადრაკის პარტიები, სათაურით: „გათამაშებანი მისი უგანათლებულესობის თავადის დადიანმენგრელიისა“. წიგნში ორა სცამეტ გათამაშებას შორის ერთ-ერთია ანდრია დადიანისა და მამა თევდორე ხოშტარიასი. გადმოცემით, მოძღვარმა ჭადრაკის პარტია მოუგია სამეგრელოს პრინცს და სანაცვლოდ საჩუქრად მიუღია I. 500 მანეთად ღირებული ჭადრაკი, რომელიც 1905 წელს მის სახლთან ერთად დაიწვა. დედაეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი სამსახურისათვის დეკანოზი თევდორე დაჯილდოებული იყო: 1897 წლის 6 მაისს წმ. ანას II ხარისხის ორდენით; 1903 წლის 15 მაისს წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით. ღვაწლმოსილი მოძღვარი 1909 წლის 25 აგვისტოს გარდაიცვალა. დეკანოზმა თეოდორემ დაგვიტოვა საინტერესო მემუარები. მათი გაცნობით ნათელი სურათი გვეხატება სუჯუნის ისტორიული და უძველესი ეკლესიის ღვთისმსახურთა ყოფაცხოვრების შესახებ. ჰყავდა მეუღლე -– მარინე (ან გაიანე) დავითის ასული ანჯაფარიძე და შვილები: მიხეილი, ალექსანდრე, სოლომონი, ლევანი, ეკატერინე.
22 საპატრიარქოს უწყებანი N22 23-29ივნისი 2016წ გვ.18
არქიმანდრიტი გერონტი (სოლოღაშვილი) 1757-1913
არქიმანდრიტი გერონტი, ერისკაცობაში –- თავადი სოლოღაშვილი 1757 წლის 15 მარტს ქართლში დაიბადა. სოლოღაშვილები და სოლაღაშვილები, ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენლები იყვნენ XV-XIX „საუკუნეების საქართველოში. ვახუშტის მიხედვით, სოლოღაშვილები არ არიან ბარათაშვილები და მათ თავიანთი მამული და სასაფლაონი აქვთ. იოანე ბატონიშვილის მიხედვით კი: სოლოღაშვილები „არიან ძველადვე ახალციხელნი კალმახის ადგილის ერისთავის გვარისანი. ამათი წინაპარი ვინმე გათათრდა და უწოდეს სულაღად, ხოლო ამის შთამამავლობისანი, რომელთაც მიიღეს მაჰმადიანობა, მოვიდნენ საქართველოსა შინა მეფობასა ბაგრატისასა წელსა 1375-სა და მეფემან მიიღო თავადობისა ხარისხითა და უბოძა გვარადცა სოლოღას შვილობა და არიან მუნიდგან მცხოვრებნი სომხითსა, რომელნიმე გარდმოვიდნენ რუსეთს და დაშთნენ, ხოლო სხვანი ამათნი დაშთნენ ქართლსავე შინა და აწ არიან: 1) იესეს შვილები, 2) ზაზას შვილები და სხვანი ძმანნი ამათნი, ხოლო სხვანი სოლოღას შვილები, რომელნიცა არიან თათრად, ჰსცხოვრებენ ახალციხის ნაწილსა შინა ჩირდილის კერძო ადგილსა“. გვარის ფუძემდებელი, როგორც ჩანს, სოლაღა/ სოლოღა იყო, რომლის შთამომავლები XV ს-იდან ჩნდებიან ქართლის სამეფოში. სოლოღაშვილების სამფლობელო სასოლოღაშვილო - XV ს-ში ყალიბდება და ძირითადად ალგეთში, ვერის ხევში, ქალაქის პირის სოფლებსა და ნაწილობრივ სომხითში ჰქონდა მამულები. ასევე ყმები ჰყავდათ და მამულები ჰქონდათ თბილისშიც. საგვარეულოს მთავარი ციხესიმაგრეები იყო კოჯრისა და ჭაპა ლას ციხეები, მოგვიანებით ციხე ააშენეს ბორბალოშიც. საგვარეულო მონასტერი და სასაფლაო იყო კაბენი. სოლოღაშვილებს ქართლის სამეფო კარზე ეკავათ მეფის სახლთუხუცესის, დედოფლის სახლთუხუცესის, ბოქაულის, ყეენის, მუღარიბისა და მუსაიბის და სხვ. თანამდებობები, სოლაღაანთ სამემკვიდრეო სახელო დედოფლის სახლთუხუცესის თანამდებობა ყოფილა. მათ გვარში არაერთი ღირსეული ადამიანი იყო. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ქართლ-კახეთის მეე ერეკლე II-ის კარის მოძღვარი გერონტი (სოლოღაშვილი). იგი გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერში არქიმანდრიტ გერასიმესთან (ანთაძე) აღიზარდა. იქვე აღიკვეცა ბერად გერონტის სახელით. იოანე ბატონიშვილი თავის ნაშრომში „მცირე უწყება ქართველთა მწერალთათვის“ გერონტი სოლოღაშვილს შეცდომით ლეონტით იხსენიებს და მასზე წერს: „მღვდელ-მონაზონი ლეონტი სოლოღაშვილი: ესე იყო საფილოსოფოსო სწავლასა ში ნა გამოცდილი და მგალობლობასა შინა პირველი მგალობელი, რომელმან უწყოდა ვიდრე ხუთასამდის ჭრელი და სხვანი გალობანი. ამან განსწავლა მრავალნი მგალობელნი და კეთილად განვლო წელნი თვისნი“. 1785 წლის 27 აგვისტოს იგი უკვე ბერ-დიაკვნად იხსენიება და ამ წელს აღწერა მშვენიერი ხუცურის ხელით საგალობელი ღვთისმშობლის მიცვალებისა, რომელსაც ერთვის მისი ანდერძი. 1786 წელს გადაწერა სრული „სძლისპირი“, შემდეგ სადღესასწაულო. 1791 წელს უკვე მღვდელ-მონაზონია, რაც დასტურდება ამავე წელს გადაწერილ „კრებულზე“ დართულ ანდერძში: „მე, უღირსმან ხუცეს-მონაზონმან სოლოღაშვილმან გერონტი, აღვაწერინე წიგნი ესე ჩემსა სულიერსა ძმასა, ახლად მონაზონს ზაქარიას, უდაბნოსა გარესჯისასა, ნათლისმცემლის მონასტერში, სულისა ჩემის საოხად და ძმათა ჩემთა აღათონისა და იოანესსა. ვინც მიემთხვეოდეთამას, ლოცვასა ჰყოფდეთ ჩემ ცოდვილისათვის, წმინდანო მამანო. მეფობასა მეორესა ირაკლისსა, პატრიარხობასა ძისა მისისა, მეორისა ანტონისსა ჟამსა ამას, მწყსიდა მონასტერსა ამას ყოვლად სამღვდელო ნინოწმიდელი მაყას ძე იოანე, მისთვისცა ხსენებასა ყოფდეთ, მამანო. დასაბამითგან წელთა ათშვიდიათას ორას ოთხმეოც და ათცხრამეტსა. ქრისტეს აქათ ჩღჟა, თვესა მაისსა ბ“. | 1794 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ II-მ (ბაგრატიონი) მას არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა და თბილისის კარის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად განამწესა, სადაც ერეკლე მეფის გარდაცვალებამდე იმსახურა. იგი რომ კარის წინამძღვარია, ჩანს 1796 წელს გარეჯის ბერის, მაკარის მიერ გადაწერილ საგალობლებზე
22-1 საპატრიარქოს უწყებანი N22 23-29ივნისი 2016წ გვ.19
არქიმანდრიტი გერონტი (სოლოღაშვილი) 1757-1913 (გაგრძელება)
მინაწერით, სადაც ვკითხულობთ: „მისი მღვდელღირსება გერონტი, მეფის კარის წინამძღუარი, მობრძანდა დავით გარესჯის მონასტერსა, ქორონიკოს ჩღჟვ (1796), აპრილის კდ (24)“. 1798 წლიდან ისევ ნათლისმცემლის მონასტერშია. 1801 წელს არქიმანდრიტმა გერონტიმ დაამთავრა თავისი ნაშრომი „ნაცვალსიტყვაობა (სიმეტნე)“, აქვეა მისი ანდერძი: „მრავალმთის ნათლისმცემლის მონასტერსა შინა, უდაბნოსა გარესჯისასა, წელთა ქრისტესითგან 1801, ჩყა თთვესა დეკემბერსა ათერთმეტსა. თქუენი უქვენაესი მონა, ოდესმე მისის სიმაღლისა, მეფის ირაკლის კარის არხიმანდრიტ ყოფილი, ყოვლად უხმარი და უღირსი გერონტი“. 1803 წელს მცირე ხნით იყო ჯერ შუმათის, ხოლო 1804-1805 წლებში შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი. 1804 წლის 26 დეკემბერს შედგენილ შიომღვიმის მონასტრის სიგელში ვკითხულობთ: „...უდაბნო შენი მოვილოცე... ვიხილე მამა მონასტრისა, სქესით სოლოღაშვილი არხიმანდრიტი გერონტი და ძმათა სიმრავლენი...“ ხოლო 1805 წლის 19 მაისს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთისა და სრულიად საქართველოსი ანტონ!II ძეგვის მოურავს ნიკოლოზ გედეონისშვილს წერდა: „მერმე მანდ ციხედიდს წმიდის შიოს ზვარი რომ არის, მაგის ბოძებას და დანებებას შემოგვევედრნენ, როგორც რომ ძველად ჰქონიათ, ეგრეთვე ახლა მღვიმის წინამძღვარი გერონტი და ამისნი კრებულნი და ამ საქმისათვის გვიბრძანებია...“ 1806 წლის 27 იანვარს შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი უკვე არქიმანდრიტი დოსითეოსია (ფიცხელაური, შემდგომში ––- მთავარეპისკოპოსი). 1810 წლის ნოემბერში, კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის რუსეთში გადასახლების შემდეგ, არქიმანდრიტი გერონტი ისევ გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერში დამკვიდრდა და მშვენიერი სკოლა გამართა, სადაც მწერალ-მწიგნობრობასა და გალობას ასწავლიდა. მან აღზარდა მრავალი ახალგაზრდა, რომლებიც შემდგომში ღირსეული სასულიერო პირები გახდნენ. მათგან ორი ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმიდათა დასში შერაცხა. ესენი იყვნენ: სახელოვანი მგალობელი და მწერალ-მწიგნობარი წმ. გერასიმე (ერში 1851 წელს ლეკთაგან გარეჯას წამებული და წმ. აზნაური იესე თავადი გერონტი სვიმონის ძე ვაჩნაძე), ილარიონ ახალი ქართველი (ერში ხახულის ძე ყანჩაველი), იმერეთის წმ. მეფე სოლომონ II-ის მოძღვარი, ათონის მთაზე აღსრულებული და გაბრწყინებული (+1864). მამა ილარიონის ცხოვრებაში ვკითხულობთ: „იხილა რა თავადმა გიორგი წერეთელმა აღსაზრდელში სულიერი საგნებისადმი ძლიერი სწრაფვა, ცოდნის გასაღრმავებლად ჯრუჭის წმ. გიორგის მონასტერში მცხოვრებ არქიმანდრიტ გერონტის, ერისკაცობაში თავად სოლოღაშვილს მიანდო (სავარაუდოდ, მისი ცხოვრების შემდგენელს აქ მონასტრის სახელწოდება ეშლება, მამა გერონტის ჯრუჭის მონასტერში მსახურება საეკლესიო საბუთებით არსად ფიქსირდება გ. მ.). მამა გერონტი ცდილობდა, თავის მოწაფეში უმეტესად ლოცვის სიყვარული გაეძლიერებინა და მას მკაცრი მონაზვნური სულისკვეთებით ზრდიდა. შემდგომში მამა ილარიონი გაოცებით იხსენებდა, როგორ იდგა ბერი ღამისთევის ლოცვაზე მწუხრიდან მზის ამოსვლამდე და მასაც აიძულებდა იგივე ეკეთებინა. ასე ატარებდნენ ისინი ღამეებს ფსალმუნთ გალობაში და ქართული ლოცვანიდან ლოცვების კითხვაში. ბერის სრულ მორჩილებაში იესე მოსაგრეობრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. ერთხელ, ზამთარში, მამა გერონტიმ დაავალა ქუთაისში მის მეგობართან წერილი წაეღო და თოვლში ფეხშიშველი გაგზავნა. როცა წერილი მიიტანა, იესეს ჩაცმულობით გაოგნებულმა მასპინძელმა ორი პიასტრი მისცა და უბრძანა ქალამნები ეყიდა. უკან დაბრუნებული ბერმა ფეხშემოსილი რომ დაინახა, მოუთმენლობისა და სულმოკლეობისათვის მკაცრად უსაყვედურა. ყველაფერთან ერთად თავის მოწაფეს თავშეკავებას ასწავლიდა, ოღონდ არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით და სათ-
22-2 საპატრიარქოს უწყებანი N22 23-29ივნისი 2016წ გვ.20
არქიმანდრიტი გერონტი (სოლოღაშვილი) 1757-1913 (დასასრული)
ნოების კიბის საფეხურიდან საფეხურზე აჰყავდა. თავდაპირველად იესეს ორშაბათობით, ოთხშაბათობითა და პარასკეობით მზის ჩასვლამდე საზრდელის მიღება აუკრძალა, შემდეგ კი ამ დღეებში ჭამას სრულიად გადააჩვია. ამასთანავე, საერო მეცნიერებებსაც ასწავლიდა: სუფთა წერას, გრამატიკას, არითმეტიკას და სხვ. ასეთ დაუცხრომელ, მღვიძარე ღვაწლში იესემ სამწელიწადნახევარი დაჰყო მამა გერონტისთან“. ამ მონათხრობში კარგად ჩანს, თუ რა სულიერი, ასკეტი და მმარხველი მოძღვარი გახლდათ არქიმანდრიტი გერონტი. არქიმანდრიტი გერონტი არა მხოლოდ ნაყოფიერი კალიგრაფი, არამედ მწერალიც იყო. ცნობილია მისი იამბიკოები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ზემოთ აღნიშნული 1801 წელს დაწერილი თხზულება -- „ნაცვალსიტყვაობა“ (წარმოთქმა მართლისა სარწმუნოებისა, ესე იგი ღვთისმეტყველებისათა და განგებულებითთა, ხოლო პირველად არსებისა და ბუნებისათვის, პირისა და გვამისათვის, კითხვა-მიგებით განკარგულნი, რომელსა ეზედწოდების ნაცვალსიტყვაობა), რომელსაც უძღვის ავტორის წინასიტყვაობა მიმართვა ნინოწმინდელი მიტროპოლიტისა და ექვთიმე არქიმანდრიტისადმი. აღნიშნული ნაწარმოები მამა გერონტის დაუწერია ქართველ სასულიერო პირთა განათლების საქმეში მცირეოდენი წვლილის შეტანის მიზნით. მისი სიტყვით: „იმიტომ, რომ ჩვენში ბევრი იყო სოფლის მღვდელი, რომელთაც არ იცოდნენ არც საღმრთო წერილი, არც ფილოსოფია და არც ღვთისმეტყველება. მიზეზი ამისა არისო, ამბობს ის, უკანონობა და წესუდებლობა ჩვენი და მრავალგზის აოხრება ჩვენი სპარსთა და ლეკთაგანო“. თხზულება შედგება სამი ნაწილისაგან: გუამი და ბუნება იესო ქრისტესი, შვიდთა საიდუმლოთათვის და შვიდთა მსოფლიოთა კრებათა. არქიმანდრიტი გერონტი ნათლისმცემლის მონასტერში აღესრულა. 1792 წელს მამა გერონტის დაკვეთით, ბეჟან მდივანბეგის ძის, ბერ-დიაკვან პანტელეიმონის მიერ გადაწერილ „ძლისპირ-გულანზე“ არის გადამწერის ანდერძი: „არხიმანდრიტი გერონტი მიიცუალა იანვრის იბ (12), წელთა ჩყიგ (1813), დღესა კვირიაკესა პირველ განთიადისა“. დასაფლავებულია ამავე მონასტერში. ლიტ: ვახუშტი ბაგრატიონი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“; მღ. პოლიევკტოს კარბელაშვილი „ქართული საერო და სასულიერო კილოები“, ტფილისი, 1898წ., გვ. 80; ბ. ლომინაძე „შიომღვიმე“ 1953წ. გვ. 85; კორნელი კეკელიძე „ქართული ლი–- ტერატურის ისტორია“ ტ. I, ძველი მწერლობა, ქ. თბ. 1960წ. გვ. 472; ლევან მენაბდე „ძველი ქართული მწერლობის კერები“ ტ. I, ნაკვეთი პირველი, ქ. თბ. 1962წ. გვ. 316; ქართლის („ცხოვრება ტ. IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიხედვით, ქ. თბ., 1973წ.; იოანე ბაგრატიონი „მცირე უწყება ქართველთა მწერალთათვის“, ქ. თბილისი 1982წ. გვ; 189; მღვდელმონაზონი ანტონი (მთაწმინდელი) „მღვდელსქიმონაზვნის ილარიონ ქართველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ნარკვევები“ ქ. თბ. 199ვწ. გვ. 8; იოანე ბაგრატიონი „შემოკლებით აღწერა საქართველოს შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა, ქ. თბ., 1997წ.; საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა (LM კოლექცია), ტ. I, 1946წ., გვ. 218; (% კოლექცია), ტ. IV, 1954წ., გვ. 16; გვ. 37; გვ. 491; (0 კოლექცია), ტ. II, 1961წ., გვ. 173; ტ. VI, 1969წ., გვ. 225.
23 საპატრიარქოს უწყებანი N23 30ივნისი-6ივლისი 2016წ გვ.18
მღვდელ-მონაზონი გიორგი (დადიანი) 1909 – 1964
მღვდელ-მონაზონი გიორგი, ერისკაცობაში ბესარიონ დავითის ძე დადიანი, 1909 წლის 12 იანვარს ქუთაისის გუბერნიაში, ქ. ზუგდიდში, თავადის
ოჯახში დაიბადა. მისი წინაპარი იყო სამეგრელოს მთავარი (1791-1795) მანუჩარ კაციას ძე დადიანი. მამამისი, დავით ნიკოლოზის ძე დადიანი (1889-1924), სამხედრო პირი გახლდათ. დედა, ლიდია, ჭკადუაშის წმ. ალექსანდრე ნეველისა და მთავარანგელოზთა ტაძრების წინამძღვრის, დეკანოზ ათანასე დავითის ძე ხვინგიას ასული იყო. ბაბუამისის, ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე დადიანის ბიძა გახლდათ იმერეთის ეპისკოპოსი ბესარიონი (დადიანი; 1832-1900). პატარა ბესარიონი (ოჯახში მას მოფერებით ჯვებეს ეძახდნენ) თოთხმეტ წლამდე ზუგდიდის მაზრაში, სოფ.
მოიდანახში, ბაბუასთან და ბებიასთან იზრდებოდა. სოფელში იგი დაწყებით სკოლაში სწავლობდა და 1920 წელს კომკავშირში შევიდა. 1925 წელს დაამთავრა ზუგდიდის საშუალო სკოლა და მიიღო ატესტატი. 1926 წელს საქართველოს საბჭოთა აღმშენებლობისა და სამართლის ინსტიტუტის სასამართლო ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1931 წელს დაამთავრა და სამართლისმცოდნის კვალიფიკაცია მიენიჭა. სწავლის პერიოდში მუშაობდა ჯერ 1928-1930 წლებში ზემო სვანეთის ვლკსმ განყოფილების მდივნად, ხოლო 1930 წლის 1 ოქტომბრიდან 1931 წლის 1 სექტემბრამდე –– თბილისის 5 საშუალო სკოლის დირექტორად. 1928 წლიდან კომუნისტური პარტიის წევრია. 1931 წლის 24 ივლისიდან 1933 წლის 29 აგვისტომდე თბილისის მთავარი პროკურორია, ხოლო 1933 წლის 29 აგვისტოდან 1934 წლის 7 მარტამდე პროკურორის თანაშემწეა. 1935-1936 წლებში საქართველოს წითელი არმიის | სამთო-სამხედრო სტალინის სახ. დივიზიაში სამხედრო პროკურორის თანამდებობაზეა. ბესარიონ დადიანის დაუძინებელი მტერი გახლდათ ლავრენტი ბერია. როგორც თავად ბესარიონის ჩანაწერებში ვკითხულობთ, დაახლოებით 1919-1920 წლებში მამამისს, დავით დადიანს, მანდილოსნების შეურაცხყოფისთვის ხელი გაურტყამს ბერიასთვის, რის შემდეგაც იგი სამუდამოდ გადაემტერა მას და
მის ოჯახს. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს ბერიამ დავითს ბრალი დასდო მენშევიკების მხარდაჭერაში და დახვრიტა. მამის მოცილების შემდეგ იგი უკვე მის შვილებს ებრძოდა და მათი განადგურებაც სურდა. მან მოახერხა და 1936 წელს ბესარიონი პარტიიდან გარიცხა და უსამსახუროდ დატოვა. ასე გაგრძელდა 1942 წლამდე. 1942 წელს ბესარიონი მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. იბრძოდა სტალინგრადთან, შემდეგ მოსკოვის დაცვაშიც მონაწილეობდა, სადაც ტულის მხარეში, სადგურ ბელევოსთან მძიმედ დაიჭრა. საბრძოლო მამაცობისთვის მას ჯილდოც გადაეცა. გამოჯანმრთელების შემდეგ, 1945 წლის სექტემბრამდე, კვლავ სამხედრო სამსახურშია და სვერდლოვსკის გარნიზონში სამხედრო პროკურორის თანამდებობაზეა. 1945 წლის სექტემბრიდან საქართველოში დაბრუნდა და კომბინატ „გრუზუგოლში“ უფროს იურისტად დაიწყო მუშაობა, სადაც 1946
წლის 24 ივნისამდე დაჰყო. 1946 წლის აგვისტოდან 1951 წლამდე საქართველოსა და აფხაზეთში ადვოკატთა კოლეგიის წევრია. 1951-1953 წლებში ასპირანტურაში სწავლობდა, დაწერა დისერტაცია: .............
23-1 საპატრიარქოს უწყებანი N23 30ივნისი-6ივლისი 2016წ გვ.19
მღვდელ-მონაზონი გიორგი (დადიანი) 1909 – 1964 (გაგრძელება)
195ვ1954 წლებში ისევ კომბინატ „გრუზუგოლის“, იურისტია. 1954 წლის
იანვრიდან 1954 წლის 14 მაისამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მთარგმნელად მუშაობდა. ბესარიონი იყო სამოქალაქო
ქორწინებაში მოქალაქე ნატალია კირილეს ასულ ქუჩულორიასთან,რომელთანაც 1934 წლის 29 დეკემბერს განქორწინდა.
1954 წლის მაისში გათავისუფლდა სამოქალაქო სამსახურიდან და
სასულიერო სამსახურში შესვლა გადაწყვიტა, რამაც დიდად გააკვირვა
როგორც მისი ოჯახი, ისე სანაცნობო წრე. გაოცებული მისი ძმა, ნიკოლოზ (კოკი) დადიანი 1954 წლის 1 ივნისს თავის ძმას წერდა: „ბესარიონ ჩემო! რაღაც ამბები გავიგე, მე მგონია, რომ ხუმრობ, აბა, მაგის დაჯერება არ შეიძლება; თუ მთლიანად გადადი ჭკუიდან, მაშინ ფსიქიატრულში მოგათავსებთ, გიაქიმებთ და მოგარჩენთ, ხუმრობა იქით იყოს, აწი ბოვში არა ხარ და საქმეს მიხედე. სისულელეებს დაანებე თავი. ძალიან გთხოვ, ხუმრობითაც არ გამაგებინო მასეთი რამეები“. მიუხედავად სანათესაოს
მხრიდან დიდი წინააღმდეგობისა, ბესარიონმა მტკიცედ განიზრახა უფლის სამსახური. მან მოსკოვის სასულიერო აკადემიაში ჩაბარება გადაწყვიტა. დაიწყო ეკლესიაში სისტემატურად სიარული. დადიოდა ხან
თბილისის მამადავითის, ხან კუკიის წმ. ნინოს ტაძარში. 1954 წლის 18 აგვისტოს ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ეფრემი (სიდამონიძე) მოსკოვის სასულიერო აკადემიის რექტორს, დეკანოზ კონსტანტინე რუჟიცკის წერდა, რომ ბესარიონ დავითის ძე დადიანი არის ჩემი, ჭყონდიდის ეპარქიის ღირსეული შვილი, მისი უახლოესი წინაპრები იყვნენ ეპისკოპოსები: გრიგოლ და ბესარიონ დადიანები, ხოლო ბაბუა დედის მხრიდან დეკანოზი. აქვს დიდი სურვილი, ემსახუროს უფალს და მოწადინებულია, მიიღოს სასულიერო განათლება. ჩემი მხრიდან ვაძლევ დადებით რეკომენდაციას თქვენს სასწავლებელში ჩასაბარებლადო.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ მცხეთის სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ დანიშნა. ახალხელდასხმულ მოძღვარს ესაჭიროებოდა საღვთისმსახურო პრაქტიკა, რათა კარგად შეესწავლა წირვა-ლოცვა. სვეტიცხოვლის ტაძრის იღუმენ პართენს (აფციაური),
რომელიც ტიპიკონისა და ღვთისმსახურების კარგ მცოდნედ ითვლებოდა, დაევალა, დახმარება აღმოეჩინა მამა გიორგისთვის. 1955 წლის 28 იანვარს უწმინდესი მელქისედეკის წერილი არქიმანდრიტ გიორგისადმი: „ჩემ დაბრუნებამდის იღუმენს არ აწირვინო. თქვენა სწირეთ და ილოცეთ. ამან წიგნისმკითხველობა შეასრულოს. გვერდით მოიყენეთ და გასწავლოს ხოლმე. ნუ გეშინიან, კარგად შეასრულებთ ლოცვასა და წირვასაც. ამან ასრულოს ნათლობები, პანაშვიდები და სხვა წესები. კარგად იყავით“.
1955 წლის 27 თებერვალს არქიმანდრიტმა გიორგიმ მონაწილეობა მიიღო მოწამეთას მონასტერში მორჩილ გოდერძი ურგებაძის (ამჟამად ქართული
მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ წმიდათა დასში შერაცხული წმ. გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის) ბერად აღკვეცის რიტუალში. კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკსა და არქიმანდრიტ გიორგის შორის კარგი და მამაშვილური ურთიერთობა სუფევდა, რისი დასტურიცაა ეს პატარა წერილი: „პატივცემულო მამაო არქიმანდრიტო გიორგი! ხვალე, 9 მარტს, მე მესაჭიროება ერთი ან ორი კილო ცოცხალი. გიგზავნი ხუთ თუმანს და, თუ შესაძლებელი იქნება, ხვალისთვის მიშოვეთ;
ხვალე დილით 10-11 სთ-ზე ამოვა თქვენთან ჩემი შოფერი დათიკო და ჩამომიტანს მე. ცოცხალი ფართხალობდეს წყალში“. 1955 წლის 1 ივნისს, საეკლესიო წესების დარღვევის გამო, ჩამოერთვა არქიმანდრიტის ხარისხი
და მღვდელ-მონაზონის ხარისხით გადაყვანილ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში სამსახურის გასაგრძელებლად. 1955 წლის 15 ივნისს განჩინებით მას ჩამოერთვა სამღვდელო ხარისხი და მწირ ბერად იქნა დატოვებული. 1955 წლის 22 ივნისს კი სრულიად განიკვეთა სასულიერო ხარისხიდან. მიუხედავად მისი სინანულისა და არაერთგზის თხოვნისა, უწმინდესმა მელქისედეკმა იგი აღარ აღადგინა სასულიერო ხარისხში და მხოლოდ მონასტერში ცხოვრების ნება დართო. 1956 წლის 10 ოქტომბერს მამა გიორგიIII-მ (ფხალაძე) იგი მოსკოვში არ გაუშვა და მისი ადგილზე მომზადება ბრძანა. 1954 წლის 4 დეკემბერს სიონის საპატრიარქო
ტაძარში უწმინდესმა მელქისედეკმა ბერად აღკვეცა, სახელად გიორგი უწოდა და ამავე დღეს დიაკვნად აკურთხა. 5 დეკემბერს მღვდლად დაასხა ხელი, 6 დეკემბერს კი არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა და
23-2 საპატრიარქოს უწყებანი N23 30ივნისი-6ივლისი 2016წ გვ.20
მღვდელ-მონაზონი გიორგი (დადიანი) 1909 – 1964 (დასასრული)
მცხეთის რაიკულტურის განყოფილების მიერ ზედაზენის მონასტრის დარაჯად და მეთვალყურედ დაინიშნა, ხოლო 1957 წლის 17 აპრილს შიომღვიმის ლავრაში გადაიყვანეს. 1960 წლის 3 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ (სიდამონიძე) ალადგინა მლვდელ-მონაზვნის ხარისხში და დაავალა საეკლესიო წესების შესრულება ძეგვში, მუხრანში, წეროვანსა და მცხეთაში. მამა გიორგი ძირითადად შიომღვიმის მონასტერში ცხოვრობდა და იქ აღასრულებდა წირვა-ლოცვებს. გარდა ამისა, იგი დიდ ყურადღებასაც უთმობდა
მიტოვებული სავანის აღორძინების საქმეს. შეძლებისდაგვარად უვლიდა ისტორიულ ძეგლს და უფრთხილდ; ები იდა წმ. შიო მღვიმ ელის წმინდ ა განსასვენებელს. 1961 წლის 28 მარტს საქართველოს სსრ კულტურის მინისტრის მოადგილე მ. ფოფხაძე მადლობას უხდის მას და ფულად ჯილდოს გადასცემს:ქართული კულტურის ძეგლის შიომღვიმის მომვლელი ბესარიონ დავითის ძე დადიანი დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს კეთილსინდისიერად. კულტურის ძეგლი ყოველთვის
დასუფთავებულია და წესრიგშია მოყვანილი. იგი ექსკურსანტებისა და მნახველების მოწონებას იმსახურებს. აღნიშნულისა გამო, ვბრძანებ: გამოეცხადოს მას მადლობა და დაჯილდოებულ
იქნას ერთი თვის ხელფასით 30 მან. ოდენობით“. 1961 წლის 29 სექტემბერს, თავისი თხოვნის საფუძველზე, გათავისუფლდა სამსახურიდან. 1963
წლის 16 ოქტომბერს ისევ განაახლა მსახურება და კვლავ შიომღვიმის მონასტერში დამკვიდრა. 1964 წლის 16 ივნისს მლვდელ-მონაზონი გიორგი სასტიკად ნაწამები და მოკლული იპოვეს საკუთარ კელიაში. შინაგან საქმეთა ორგანოებს საქმე არ გამოუძიებიათ და დღემდე უცნობია, თუ ვინ აღასრულა ეს საშინელი მკვლელობა. ამ დროს განადგურდა მისი ძვირფასი არქივის ნაწილიც, ჩანაწერები და მოგონებები სხვადასხვა საზოგადო და სასულიერი საკითხზე. უწმინდესისა და უნეტარესის ეფრემ I-ის ლოცვა-კურთხევით, მისი ცხედარი 17 ივნისს სამთავროს წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერში გადაასვენეს და მეორე დღეს იქვე, ეზოში დაკრძალეს.
24 საპატრიარქოს უწყებანი N24 7-13 ივლისი 2016წ გვ.19
მღვდელი გიორგი ომარაშვილი 1865-1918
მღვდელი გიორგი ილიას ძე ომარაშვილი 1865 წელს თბილისის გუბერნიაში, თელავის მაზრაში, თათარი გლეხის ოჯახში დაიბადა. 1883 წელს მართლმადიდებლად მოინათლა. 1888 წლის 28 აპრილს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების მონასტერში მორჩილის შტატში მიიღეს. 1890 წლის 9 ივლისს ატოცის წმ. გიორგის ტაძრის უშტატო მედავითნედ დაინიშნა. 1896 წლის 10 სექტემბერს სასულიერო უწყებაში მიიღეს და შტატის მედავითნედ დაამტკიცეს. 1903 წლის 17 იანვარს თიღვის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გადაიყვანეს. 1908 წლის 2 ივლისს ახალშენის წმ. გიორგის ტაძარში განამწესეს. 1909 წლის მარტში გიორგიმ თბილისის სასულიერო სემინარიასთან არსებული სამღვდელო კომისია გაიარა და ხელდასხმაზე ნებართვა მიიღო. 1909 წლის 10 მაისს დიაკვნად
აკურთხეს, ამავე წლის 17 მაისს მლვდლად დაასხეს ხელი და ქვემო ქართლში, ბორჩალოს მაზრაში სოფ. ყალამშიას მაცხოვრის ამაღლების ტაძრის წინამძღვრად დაადგინეს. სოფ. ყალამშია (ახლანდელი დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფ. განთიადი) XIX ს-ში ჯავახეთიდან გადმოსახლებული ქართველებით იყო დასახლებული. 1881 წელს მცხოვრებლებმა აღადგინეს X-XI სს.-ის ძველი ეკლესია და იგი მაცხოვრის
ამაღლების სახელზე აკურთხეს. 1912 წლის 11 მაისს მამა გიორგი თბილისის მაზრის VI ოლქის სამღვდელოების სულიერი მოძღვრის თანაშემწედ აირჩიეს. გარდაიცვალა 1918 წელს შავი ჭირით. მეუღლე მარიამ (მაშო) გოგიჩაიშვილი და შვილები: მარიამი (1897, გათხოვდა განთიადში მცხოვრებ ბერძენზე), ნეოფიტე (დ. 1.10.1899, XX ს-ის 20-იანი წლების არეულობების დროს მოკლეს, დაკრძალულია განთიადის ეკლესიის ეზოში), აბო (15.1 1.1903- 1937), იოსები (15.04.1906- 1937), ანტონი, იგივე შოთა (1913-1937), სამივე ვაჟი 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი გახდა, ხოლო ხუთი ქალიშვილიდან ოთხი ტიფით (შავი ჭირი) გარდაიცვალა. შემორჩენილია მღვდელ გიორგი ომარაშვილის ჩანაწერები ქვემო ქართლში XX ს-ის 10-იან წლებში არსებული ვითარების შესახებ, სადაც მეტად საინტერესო ცნობებს ვაწყდებით: „ბორჩალოს მხარე ისეთი მივიწყებულია ჩვენი საზოგადოებისაგან, თითქოს იგი საქართველოს ნაწილს არც კი შეადგენდესო. ზოგნი თითქმის განგებ არიდებენ თვალსა. ექსკურსიები მოაწყეს სხვადასხვა მხარეს და აქეთ კი არავის გაუჭაჭანია. საგულისხმო კი
ბევრი რამაა. აი, მაგალითად, საიდანაც 200 ვერსის მანძილზე მოსჩანს იალბუზი და მთელი კახეთისა და ყარაიაზის მინდვრები სარკესავით, ლუკმის მთა განმარტოებითა სდგას, მის წვერზე ამაღლების ეკლესიაა აგებული და დმანისის დიდებული სიონის ტაძარი, იქვე გალავნიდან რამდენიმე ათასი საფეხური კიბით გვირაბი ჩამოდის მდინარე მაშევრიდან
წყლის საზიდად, რომელიც გარედან მტერთათვის შეუმჩნეველია, თამარი სიდიდით ანჩისხატის ტაძრის ოდენა იქნება. გარშემო რამდენიმე შესანიშნავი ძეგლია; შუაგულში თახჩაა პატარა თაღით, რომელზედაც მრავალი წარწერაა, ალბათ შიგ ვინც არის დასაფლავებული, იმის ვინაობას ნიშნავს. აგრეთვე ტაძრის კარისბჭის თაღის გარშემო მრავალი წარწერაა. ძეგლებთან დიდი საზოგადო სასაფლაოა, ყველა საფლავსა ჩვეულებრივ ქვები ზევიდან პირქვე უწყიათ. ორი ძეგლი კი განმარტოებით სდგას,
ეტყობათ შესანიშნავნი ვინმე ყოფილან, ყველა ამათი გამოკვლევა საჭიროა.
ყველამ კარგათ იცის, სადაც უფრო ბნელა, იქ არის საჭირო სანთლის ანთება, აქეთ მხრისაკენ კი ყურადღება არავის მიუქცევია. აკი იმიტომ მთელი ეს მხარე უცხოელების ხელში ჩავარდა. ეს მხარე ფრიად ნაყოფიერია როგორც ვენახებისა, ისე ჭირნახულისათვის. აქაური თავთუხი ნაქებია ყველგან ქართლ-კახეთში, არა ნაფუზარს არ შეუძლიან მოიყვანოს იმდენი მოსავალი რამდენიც აქაურ მიწას მოჰყავს. ქვემო ნაწილში დიდძალი ვენახები აქვთ გერმანელებს. ზემო ნაწილში კი, ხვნა-თესვის გარდა, არის იგივე უცხოელების ყველისა და ერბო კარაქის რვა „ზაოდი“, სადაც ამზადებენ დიდძალ შვეიცარიულ ყველსა და ერბოს. შესანიშნავია ბარონ
24-1 საპატრიარქოს უწყებანი N24 7-13 ივლისი 2016წ გვ.20
მღვდელი გიორგი ომარაშვილი 1865-1918 (დასასრული)
გუჩენბახის ფირმა. დესეტინა 10 მ. და 7 მანეთში აქვს ნაყიდი ერთ-ერთი
ორბელიანისაგან. აქ აღებული ფული ალბათ სადმე ბულვარზე გაფლანგა. გუჩენბახო კი ეხლა 100 მ. დესეტინასა ჰყიდის. ეს ოდესმე უდაბნო ადგილები სამოთხედ უქცევია ბარონ გუჩენმბახს. ამ მაზრაში მარტო 4 ქართული სამრევლოა: ქვეშისა, ბალიჭისა, ყალამშიისა და გომარეთისა, დანარჩენები ბერძნები და რუსებია, მართლმადიდებელი რუსების გარდა სექტანტირუსებიც ბევრნი ცხოვრობენ. მეტი წილი კი თათრობაა, ამათ ერთმანეთში არავითარი მტრობა არა აქვთ, თუმცა ერთი მეორის მომიჯნავენი არიან. ამ მხარეში მხოლოდ ორ ქართველ მემამულესა აქვს მოზრდილი მამულები, ერთია თიანეთის მაზრაში ცნობილი მდიდარი მეცხვარე დავით ნადირაშვილი (იგივე გუგუტაშვილი), მეორე დუშელი აზნაური ნიკოლოზ კეზელი, რომელსაც მდიდარი საკუთარი ყველისა და ერბოს „ზაოდი“ აქვს, მის ერბოსა და კარაქს ტფილისში ცნობილი ჩიჩკინი ჰყიდის, თავის ფირმის სახელით. კეზელს საუკეთესო ჯიშის ძროხა ეყოლება 400-ზედ მეტი, ზაოდი თავისი მოწყობილობით დაახლოებით 200 ათასი მანეთი ლირს. როგორც გავიგეთ ბ-ნი კეზელი ამ ქარხანას ჰყიდისო, კარგი იქნებოდა რომელიმე ქართველ ამხანაგობას შეესყიდნა. წელიწადში რამდენიმე ათასი წმინდა მოგებაა, ყველამ იცის, რა გასავალი აქვს ერბოსა, ყველსა და საკლავსა; ერბო ყველის გარდა ჰყიდიან აგრეთვე საკლავსაც, რომლებიც საწველად არ გამოდგება, აგრეთვე ხარსა და ხბოსაც. წველის ხეირი ასეა: 1) ხარისხიდან კარაქი, 2) შვეიცარიული ყველი, 3) კიდევ კარაქი, 4) ტვაროგი, უბრალო შრატიც კი არ მიდის უქმათა ღორებს ასუქებენ. აქედან ტფილისამდე 100 ვერსია, რკინისგზის სადგურ სანდარამდე70 ვერსია. 1908 წლიდან ამ მაზრაში ვმსახურობ. ყოველწლივ თითო ნემენცი მაინც უნდა დასახლდეს. ცარიელები მოდიან და ასი ათასობით იძენენ, საკვების მხრივ ზამთარ-ზაფხულ პირუტყვი უზრუნველია. მილიონობით
ითიბება თივა. ჰაერის მხრივ სამაგალითოა, ზაფხულში სამოთხეა მწვანე ხავერდივით ყვავილებით მორთული ვებერთელა ველები. ცივი და წმინდა წყაროები და მთები. ამ თხუთმეტიოდე წლის წინად ისეთი სიიაფე ყოფილამიწებისა, რომ დესეტინა 25 მ. 30 მანეთში, თურმე, იყიდებოდა. როდესაც იმერეთში და რაჭაში მიწის სიძვირე და სივიწროვე იყო, ჩვენმა შეგნებულმა საზოგადოებამ ყურადღება არ მიაქცია ამ მხარესა, რომ ხალხისთვის დახმარება და წინამძლოლობა გაეწია, სიტყვით მაინც და რაჭიდან გადმოესახლებინათ. თათრები და ბერძნები მოსულან სხვადასხვა
მხრიდან, დასახლებულან, მემამულესაგან შესყიდულ მამულზე. ისე თათრის სოფელ ვერ ნახავს ადამიანი, რომ 2 და 3 ეკლესია არ იყოს, აგრეთვე ტყეებში გზა და გზა ყოველ თითო ვერსტზე თითო ეკლესიაა, ზოგში წარწერაც ეტყობა, რომელიც მოწამეა ქართველთა წარსული დიდებისა. ზოგს კი ისე აქვს წარმოდგენილი, ვითომც ეს მხარე ყაჩაღთა ბუდე იყოს ზემოთაც მოგახსენეთ, ბორჩალოს მაზრაში უფრო შეძლებული მემამულეები სცხოვრობენ, ვიდრე საქართველოს რომელიმე
მხარეში, მაგრამ არავის ახსოვს, რომ ვისმეს რაიმე დაეშავებინოს მათთვის, მაშინ როდესაც ქართლკახეთი ავაზაკთა სათარეშოდ გადაქცეულა“.
28 საპატრიარქოს უწყებანი N28 29სექტემბერი-5ოქტომბერი 2016წ გვ.18
მღვდელი ალექსანდრე მოლოდინაშვილი 1841 –– 1900
მღვდელი ალექსანდრე ზაქარიას ძე მოლოდინაშვილი 1841 წელს დუშეთის მაზრის სოფ. ბაზალეთში, მღვდელ ზაქარიასა და მარიამ იოსების ასულის ოჯახში დაიბადა. მისი წინაპრები და ნათესავები მოლოდინის გვარს ატარებდნენ, თავად მამა ალექსანდრე კი მოლოდინაშვილად იწერებოდა. მღვდელი იყო მისი ბაბუა დავითიც, რომელიც სოფ. ბაზალეთის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში 1813--1850-იან წლებში მსახურობდა. ალექსანდრე თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, მაგრამ არ დაუმთავრებია, 1865 წლის 27 მარტს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1865 წლის 26 მაისს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) დიაკვნად აკურთხა და კვლავ მედავითნის შტატში დატოვა. 1877 წელს უკვე მღვდლის ხარისხშია და თბილისის სასულიერო სემინარიასთან არსებული გალობის კომიტეტის წევრია. 1884 წელს თბილისის წმ. გიორგის სახ. კარის ტაძარში განამწესეს. 1885 წელს სკუფია უბოძეს. 1890 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1889 და 1894 წელს რუსეთის წმ. სინოდმა მადლობა გამოუცხადა სიგელის მიცემის გარეშე. 1895 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. თანამედროვეთა დახასიათებით, მღვდელი ალექსანდრე ყოფილა ძალიან პატივცემული მოძღვარი, თავისი უანგარო ხასიათის გამო. ერთობ მშვიდი ხასიათის გულკეთილი მოძღვარი მრევლს თავგანწირვამდე უყვარდა და აფასებდა მის მოღვაწეობას. იგი თავისი დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოძღვარი და საყვარელი მწყემსი იყო. გარდა ამისა, მამა ალექსანდრემ კარგად იცოდა საეკლესიო გალობა, როგორც ქართული, ისე რუსული. იგი რამდენიმე წლის განმავლობაში გალობას ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, ასევე დიდად დაეხმარა ბატონ იპოლიტოვ-ივანოვს, რომ მას ქართული საეკლესიო გალობა (ქართლ-კახური კილო) ნოტებზე გადაეტანა. მამა ალექსანდრეს რუსი მოწაფეები სასოებით ისმენდნენ ქართულ წირვალოცვებს. 1892 წელს მამა ალექსანდრემ, ბ-ნ მიხეილ გიორგის ძე ნათაძესთან ერთად, ქართული საეკლესიო გალობის დასის შედგენა განიზრახა, რის შესახებაც წერდა გაზეთი „ივერია“ და რედაქცია ამ განზრახვის სისრულეში მოსაყვანად სულითა და გულით თანაუგრძნობდა მათ. მამა ალექსანდრე თავისი მცირე შემოსავლიდან ცდილობდა გარკვეული წვილი შეეტანა ეროვნულ საქმეში და. საჭირო წიგნების გამოცემებშიც მონაწილეობდა. გაზეთი „ივერია“ 1894 წელს წერდა: „გთხოვთ, მიიღოთ ეს ცხრა მანეთი ბ-ნ თ. ჟორდანიას მისის „ქრონიკების“ მეორე ნაწილის დასაბეჭდად, რომელიც მზათაა და, როგორც ვიცით, არ დაჰბეჭდს მას, ვიდრე პირველი არ გაიყიდება. სასურ- „ ველია, რომ ამგვარი ფრიად სასარგებლო შრომა მალე დაიბეჭდოს: შემომწირველნი არქიმანდრიტი ევსევი, მღ. ალექს. მოლოდინაშვილი, · მღ. ვას. კარბელაშვილი, 1894 წლის 22 იანვარი“. 1898 წლის 3 თებერვალს წმ. ანას 1II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1899 წელს მამა ალექსანდრემ მღვდელ პ. კარბელაშვილთან ერთად გამოსცა „საგალობელნი შობის დღესასწაულისა“, რომელმაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა საზოგადოებაში და დიდად გაახარა ძველი ქართული გალობის მოყვარულნი. 1900 წლის
28-1 საპატრიარქოს უწყებანი N28 29სექტემბერი-5ოქტომბერი 2016წ გვ.19
მღვდელი ალექსანდრე მოლოდინაშვილი 1841 –– 1900 (გაგრძელება)
17 თებერვალს, დილის 11 საათზედ, მამა ალექსანდრე საქართველოს ეგზარქოსის სასახლის ეზოში მივიდა. მას ეგზარქოსთან ჰქონია საქმე, მაგრამ რადგან სახლში არ დახვდა, უკანვე გამობრუნდა, ეზოში ქვას ფეხი წამოჰკრა, წაიქცა და 5-6 წუთის შემდეგ აღესრულა. განსვენებულს დარჩა ნოტები და ძველი ხელნაწერები, აგრეთვე მთელი კოლექცია ძველი ფულებისა. 20 თებერვალს მამა ალექსანდრეს ცხედარი ანჩისხატის ტაძარში მიასვენეს, სადაც გორის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) სამღვდელოებასთან ერთად შეასრულა წირვა. წესის აგებაზე მან შემდეგი სიტყვა წარმოთქვა: „მწარე და თავზარდამცემია სიკვდილის სახელის გაგონება, შემაწუხებელი და შემაძრწუნებელია მისი ხსენება სიკვდილი ეს ხომ მართლა თავზედ დაცემული მეხია ეს ხომ ის საშინელი მოვლენაა, რომელიც უდროვუდროვოდ აობლებს, აკლებს მშობელთა ალერსს და სიყვარულს, დედ-მამის მზრუნველობას და გულ-შემატკივრობას, სტოვებს ულუკმაპუროდ, უმწეოდ, უპატრონოდ და უნუგეშოდ, ჯერ ისევ ქორფა, უსუსურ და მცირეწლოვან ქმნილებათა ეს ხომ ის საზარელი მოვლენაა, რომელიც სიცოცხლეს უნახევრებს, უმწარებს, გულს უკლავს და სჩაგრავს მშობლებს საყვარელი შვილის ხელიდან გამოცლით! ეს ხომ ის შემაძრწუნებელი ძალაა, რომელიც აქარწყლებს, ანადგურებს და მიწასთან ასწორებს ოჯახის ბედნიერებას მეუღლეთა გვირგვინის გაწყვეტით, შესისხლ-ხორცებულ, შეთვისებულ, ერთ-ურთის სიყვარულით გამსჭვალულ ქმრისა და ცოლის სამუდამოდ განცალკევება-გაყრით! ოჰ, ვინაა ისეთი ბედნიერი, რომ სიკვდილს არ გამოეცდევინებინოს მისთვის თავისი სიმწარე? სად იქნება ისეთი ოჯახი, რომ სიკვდილს არ დაეკაკუნებინოს მის კარზედ, არ მოეშხამოს მისი წევრების სიტკბოება, არ შეემოსოს შავებით ქმარი საყვარელ ცოლზედ, ან ცოლი ძვირფას ქმარზედ? დიაღ, ყველას ატირებს, საშინლად აგმინებს და მწარედ აკვნესებს სიკვდილი, მაგრამ მეტად აუტანელი და მოუნელებელი ხდება იგი, როდესაც მას წინ არ უძღვის ავადმყოფობა, როდესაც მოევლინება ადამიანს უცბად, მოულოდნელად, წარმოუდგენელი სისწრაფით და მეტადრე გარეშე საკუთარი ოჯახისა, გარეშე საკუთარი ჭერისა. ამგვარ შემთხვევაში ჭირისუფლებს სული უწუხთ და გული სწყდებათ, რომ მათ არ მიეცათ შემთხვევა ჯეროვანი პატრონობა გაეწიათ ძვირფასი მიცვალებულისათვის, ეხმარათ შესაძლო სახსარი მის მოსარჩენად; მიცვალებულის პატრონებს ის სწვავთ და ამწარებთ, რომ უეცარი სიკვდილის გამო მიცვალებული ვერ ეღირსა წმ. საიდუმლოს მილებას, ვერ გამოეთხოვა საყვარელ ნათესავებს, ვერ მისცა უკანასკნელი გება თავისს ოჯახობას, ვერ დარით გაუზიარა მას თავისი ჭირ-ვარამი, ვერ გადასცა ვერავის თავისი ანდერძი. აი, სწორედ ესეთი უცები, მოულოდნელი და უცნაურისიკვდილი ჰხვდა ჩვენ წინ მდებარე მიცვალებულსაც. ამის გამოა, რომ მისი ოჯახობა შეუპყვრია მეტად ღრმა, უსაზღვრო და ფართო მწუხარებას; ესაა მიზეზი, რომ მიცვალებულის ნაცნობებსაც მოგვდებია მოუნელებელი ცეცხლი და საბრალო ქვრივ-ობლებთან ერთად ვღვრით ცრემლთა ნაკადულთა. მამა ალექსანდრემ განუტევა სული ერთი თვალის დახამხამებაში, მამა ალექსანდრე გარდაიცვალა საქმიანობაში, მამა ალექსანდრე გარდაიცვალა ქუჩაში, მამა ალექსანდრე მიასვენეს თავისს ოჯახში, თავის ძვირფას ცოლ-შვილში უსულო, მკვდარიღა! აი, რა მოულოდნელი მეხი დაასკდა განსვენებულის ოჯახს, აი, რაგვარი ცეცხლი და ვარამი უნდა მოინელოს მამა ალექსანდრეს დაობლებულმა სახლობამ, რაგვარი შემაწუხარი გარემოების თანამოზიარენი ვართ ყველა აქ მყოფნი! მაგრამ შევიმაგროთ თავი! კმარა ტირილი და ცრემლთა ღვრა! მამა ალექსანდრე გაგვშორდა, გაგვეყარა, გამოგვესალმა, მაგრამ მისი მშვიდობიანი, მოსიყვარულე, პატიოსანი, ყველასათვის კეთილის მსურველი და უანგარო სიყვარულით აღვსილი სახელის ხსენება დაუვიწყარი და მოუშლელი იქნება მისს ნაცნობთა შორის; მისი მღვდლობითი პატიოსნება, მისი თავდადებულება მრევლისათვის, უკანასკნელ დღემდე უმწიკვლოდ და შეუბღალავად აღსრულება სამსახურისა, ეჭვს გარეშე ჰყოფენ ჩვენთვის იმ აზრს, რომ მამა ალექსანდრე გარდაიცვალა სიკვდილისაგან ცხოვრებად და, რომელმანც აქა, კაცთა შორის, სულიერითა პატივითა შეამკო, იგივე აღრაცხავს მისს სულსა ყოველთა წმიდათა თანა. დაიმარხე ეს ჭეშმარიტება გულში, საბრალისო ქვრივო, და
28-2 საპატრიარქოს უწყებანი N28 29სექტემბერი-5ოქტომბერი 2016წ გვ.20
მღვდელი ალექსანდრე მოლოდინაშვილი 1841 –– 1900 (დასასრული)
გჯეროდეს, რომ ჰპოებ მასში საკმარის ნუგეშს და გამამხნევებელ ძალას. დარწმუნდი მტკიცედ, რომ შენს ალექსანდრეს დაედგა დღეიდგან გვირგვინი სიმართლისა, და, გამხნევებულმა ამით, იზრუნე სწორედ ეხლა გაუწიო მას ქჭეშმარიტი მეუღლეობა, ეცადე, რომ არაფრით არ შეილახოს შენი ქმრის პატიოსანი სახელი, გაუწიე მამობაც და დედობაც უმამოდ დარჩენილ, ჯერ ისევ გამოსაზრდელ, შენ შვილებს, აღზარდე იგინი ისეთი პატიოსნებით, როგორიც შეჰფერის მათი მამის სახელს, ხოლო თქვენ, განსვენებულის პატივისმცემელნო ნაცნობნო, მეგობარნო და მოწაფენო, შეავედრეთ თქვენი ძვირფასი მოძღვრის სული უფალსა, მიუტევეთ ყველამ, თუ ვისმე მოგაგონდებათ მისგან რამე ნაწყენობა, გამოსთხოვეთ მასაც შენდობა თქვენი დანაშაულობისა, და თუ გსურთ მისი ნამდვილი პატივისცემა, ეცადეთ, განახორციელოთ თქვენს ცხოვრებაში ის ქრისტიანული სწავლა მოძღვრება, რომლითაც გატკბობდათ ხოლმე განსვენებული საღმრთო მოქმედებათა აღსრულების დროს, ამინ“. წესის აგების შემდეგ მოძღვრის ცხედარი ანჩისხატის ტაძრიდან გაასვენეს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, ავლაბარში. დიდძალი ხალხი მისდევდა განსვენებულს. დაკრძალვის დროს სიტყვა წარმოთქვა საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის მოხელე ალექსი დავითაშვილმა. რამდენიმე დღის შემდეგ მისი მეუღლე გაზეთ „ივერიაში“ წერდა: „უღრმეს მადლობას ვუცხადებ ყველა მათ, ვისაც ჩემი მეუღლის, ჩვენის მეფეთა კარის ეკლესიის მღვდლის ა. ზ. მოლოდინაშვილის გარდაცვალების შემთხვევამ აღუნთო გულში ცეცხლი მწუხარებისა და თანამგრძნობი ცრემლი თვისი ცრემლსა თანა ჩემსა შეუერთა და მიითვალა მწუხარება ჩემი. მადლობით მივმართავ ყოვლად სამღვდელოთ, მასთან ერთად თანამწირველ სამღვდელოებას და მგალობელთა გუნდს. დასასრულ, მადლობით მოვიხსენიებ მონათესავეთა და მოყვასთა ჩემთა, რაიცა მათ მიერ ჩემდამო პატივისცემა წერილობით და სხვა გვარათ გამოიხატა და მით მანუგეშეს მწუხარებასა შინა მყოფი მეუღლე მისი“. მამა ალექსანდრეს დარჩა მეუღლე დარეჯან იოანეს ასული ცაბაძე (დ. 1848წ., არქიმანდრიტ ევსევის უმცროსი და) და შვილები: დავითი, მიხეილი, ნინო.
30 საპატრიარქოს უწყებანი N30 13-19ოქტომბერი 2016წ გვ.17
მღვდელი ივლიანე ნიკოლაძე 1861 –– 1941
მღვდელი ივლიანე იოანეს ძე ნიკოლაძე 1861 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფ. სიმონეთში, მედავითნის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის
სასულიერო სასწავლებლის ორი კლასი. 1889 წლის 4 დეკემბერს ქუთაისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. საკათედრო ტაძრის ღამის ყარაულად დაინიშნა. 1892 წლის 5 მარტს ამავე ტაძრის მედავითნის კანდიდატად დაადგინეს. ივლიანეს კარგი სმენა და სამგალობლო ხმა ჰქონდა, თუმცა სანოტო სისტემას არ იცნობდა. ამიტომ მან მუსიკის სიღრმისეულად შესწავლა გადაწყვიტა. იგი ცნობილ ლოტბარსა და ფოლკლორისტ ფილიმონ ქორიძეს მიებარა. ორწლიანი მეცადინეობის შედეგად მან საფუძვლიანად შეისწავლა ნოტების კითხვა და გალობა და თავადაც
შეეძლო სხვების განსწავლა. ამის დამადასტურებელია ფ. ქორიძის გაცემული დოკუმენტი, რომელშიც ვკითხულობთ: „ესე მიეცა ჩემ მიერ ივლიანე ივანეს ძე 6იკოლაძეს მას შინა, რომელ იგი, ნიკოლაძე, სწავლობდა ჩემთან ნოტების კითხვას და იქამდის შეისწავლა კითხვა და გარჩევა ნოტებისა და მათი უსაჭიროესი კანონების მნიშვნელობა, რომ მას, ნიკოლაშძეს, ადვილად შეუძლია ასწავლოს მსურველთ ნოტით გალობა; რაზედაც ვემოწმები ხელის მონერითა ჩემითა. ქ. ქუთაისი. სექტენბრის ა-სა (1) დღესა ჩყუდსა / /894) წელსა. გალობის და მუსიკის მასწავლებელი, არტისტი ფილიმონ ქორიძე“ 1899 წლის 15 აპრილიდან ივლიანე იმერეთის
ეპისკოპოსის სამღვდელმთავრო გუნდის მგალობელია. 1901 წლის 16 მაისს უმცროს პონომარად განამწესეს. ამ პერიოდში მან ქუთაისში მოამზადა გუნდი, რომლის ხელმძლვანელიც თვითონ იყო. გაზეთი „ივერია“ წერდა: „კვირას, 3 თებერვალს, ქუთაისის მიხეილ მთავარანგელოზთა ტაძარში, ლიტურღიაზედ, ქართულმა ახალმა ხორომ იგალობა, რომელიც
მომზადებული იყო ბ. ი. ნიკოლაძის ლოტბარობით; მსმენელთ მეტად მოეწონათ ახალი ქართულის, გალობის ხორო. დიდად სანატრელი იქნებოდა, რომ ასე გულმოდგინეთ სხვებიც მოჰკიდებდნენ ჩეღი
ქართულს საეკლესიო გალობას“. 1904 წლის 29 ოქტომბერს ქუთაისის მთავარანგელოზთა სახ. საკათედრო ტაძრის მედავითნედ გადაიყვანეს, სადაც მოკლე ხანში შექმნა ახალი
30-1 საპატრიარქოს უწყებანი N30 13-19ოქტომბერი 2016წ გვ.18
მღვდელი ივლიანე ნიკოლაძე 1861 –– 1941 (გაგრძელება)
ქართული გალობის გუნდი, რომელმაც მალევე გაითქვა სახელი მთელ ქალაქში. აი, რას წერდა დავით აროშიძე ჟურნალ „მწყემსში“ ამ გუნდის შესახებ: „ამ სტრიქონების დაწერა გამოიწვია ჩემს მიერ მგალობელთა გუნდის მოსმენამ, რომელმაც განსვენებულ ილია ჭავჭავაძის პანაშვიდზე რამდენჯერმე უსასყიდლოთ იგალობა. ამ გუნდს ხელმძღვანელობს ცნობილი ფ. ქორიძის გაწვრთნილი ნამონაფარი ი. ნიკოლაძე, რომელიც, -
ეტყობა, გალობაში დიდად დახელოვნებულია. ამჟამად მის მგალობელთა მუდმივ გუნდს შეადგენს 88-10 კაცი, რომელთაც სამხმოვანი იმერული კილო კარგად . ქონიათ შესწავლილი. ამ გუნდის გალობამ ისე დამაინტერესა, რომ
სრულიად უსასოომ რამდენჯერმე თავიდამ ბოლომდის მოვისმინე საკათედრო ტაძარში წირვა დაპანაშვიდები მხოლოდ იმისთვის, რომ გალობით დავმტკბარიყავ, და ყოველთვის მეტად ნასიამოვნები დავბრუნდი შინ. თქვენ გესშით სრულიად ძალდაუტანებელი, შეუფერავ-შეუკაზმავი და შეურყვნელი ქართული ხმები, ის სანეტარო ხმები, რომელიც მრავალ საუკუნეთა განმავლობაში ატკბობდა ქართველის ყურსა და გულში სასოებას უღვიძებდა“. 1910--– 1912 წლებში იგი ამავე ტაძართან არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლაში გალობას ასწავლიდა. 1911 წლის 8 სექტემბერს (ძვ. სტ.), ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, ივლიანე ნიკოლაძის გუნდმა იგალობა გელათის მონასტერში, რისთვისაც იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1913 წელს მიიღო რომანოვების 300 წლის მეფობასთან დაკავშირებით მოჭრილი საიუბილეო გულზე დასაკიდი მედალი.
შემორჩენილია ღირსი მამის, ექვთიმე კერესელიძის მოგონებები მამა ივლიანე ნიკოლაძის შესახებ, რომელშიც ვკითხულობთ: „ამის შემდეგ, მივედი იქვე ქუთაისში, მგალობელ ივლიანე ნიკოლაძესთან და უთხარი: რაჟდენ ხუნდაძეს დავაწერიე ნოტებზე ბევრი სხვა და სხვა საგალობლები, და ზოგიერთი იმათში არ მომწონს, ხელახლა შრომა და გასწორება სჭირდება. ახლა შენ მოგმართე, როგორც ფილიმონ ქორიძის ერთს უუნიჭიერეს მოწაფეს და მისგან გალობის ლოტბარობაშიდაც ფრიად გაწვრთნილს. შე ვიცი რომ, შენ რ. ხუნდაძეზე ბევრად უკეთესად შეგიძლია გალობის გაწყობა და დაწერა. ყველა ეს ხუნდაძისგან დაწერილი საგალობელი, ვერ არის კაი გაწყობილი, ამისთვის გთხოვ რომ, ყველას თაიდგან დავჰყვეთ და კარგათ გავაწყოთ და გავამშვენოთ და შენი მუშაობის ფულს, რასაც მეტყვი მოგცემ-მეთქი. იმან მითხრა, მე ეს საქმე დიდ კეთილ საქმე მიმაჩნია, მე რომ ცოლ-შვილი არა მყამდეს, ამ საქმეში ფულსაც არ გამოგართმექვედი, მაგრამ შენ რაც გინდოდეს ის მომეცი, მე მადლობელი
ვიქნებიო. ამის შემდეგ დავიწყეთ ორივემ ერთად ამ საგალობელთა ხელახლად გაწყობა და გამშვენება /9/4 წელში. ხუნდაძის დაწერილი, იქი, აქა, ზოგ-ზოგი ერთი თუ გამოდგა მარტო, დანარჩენის სულ წაშლა დაგვჭირდა და ხელახლა დაწერა! ვშრომობდით
არა გამუდმებით, არამედ დრო გამოშვებით, რადგან ის თავის. სამსახურშიდაც იყო, ქუთაისის - სობოროს მგალობელთა გუნდს
ლოტბარობდა, რადგან ჩვენ დროგამოშვებით გმუშაობდით, ამიტომ დიდ-ხანს გასტანა ჩვენმა შრომამ და გავათავეთ 7975 წ. ამ დროში მას გარდა, ბევრი, სხვა საგალობლებიც დავსწერეთ. ამ ერთგულ შრომისათვის ჩავაბარე ივლიანე ნიკოლაძეს 500 მან. რომელმაც მადლობასთან ერთად მითხრა: თეთრად გადაწერის დროს, თუ ვინცობა არის, საგალობელთა რიგ ზე მიყოლების დროს, რომელიმე გაუწყობელი საგალობელი დაისაჭიროვოს, მოიტანე და ისინიც გავაწყოთ, რომ მთელი საგალობლები, მთლიანად მშვენიერი და ფრიად სასიამოვნო იქმნესო. და ასედაც ვიქცეოდი ყოველ საჭიროების დროს“. 1920 წელს ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა (ლეჟავა) მლვდლად დაასხა ხელი და ნახშირღელის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძრის წინამძღვრად
განამწესა. 1922 წლის ივნისში, კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს, ის ამ ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. 1931 წლის 12 იანვარს მღვდელი ივლიანე ქუთათელგაენათელ მიტროპოლიც სვიმონს (ჭელიძე) წერდა: „მე ვმსახურობდი მღვდლათ სოფელ ნახშირღელის (ქუთაისის რაიონია) ეკლესიაზე 1920 წლიდან 1929
წლის სექტემბრამდი, ამ რიცხვიდან სამსახურს თავი დავანებე, ვინაიდან ვეღარ ავიტანე უზომო დაბეგვრა. ამა წლის მ იანვარს თქვენმა მაღალმა მეუფებამ წინადადება მომცა, შობის დღესასწაულებზე წავსულიყავი სოფელ ვარციხეში წირვა-ლოცვის და სხვა საჭირო მღვდელმოქმედებათა შესასრულებლად და თანაც მიბრძანა, რომ არის შემოტანილი სოფელვარციხის მორწმუნეთა დადგენილება, რომელზედაც ხელს აწერენ 127 მორწმუნე. მე, იმ იმედით, რომ ცოტათი მაინც გაუმჯობესებული იქმნებოდა
30-2 საპატრიარქოს უწყებანი N30 13-19ოქტომბერი 2016წ გვ.19
მღვდელი ივლიანე ნიკოლაძე 1861 –– 1941 (გაგრძელება)
მღვდლების მდგომარეობა, თანხმობა გამოვაცხადე და თანახმად თქვენი რე ზოლუციისა ა. წ. მჭ იანვრიდან და თქვენდამი რწმუნებული კანცელარიის
მიწერილობისა ამავე რიცხვიდან 3 -– გავემგ ზავრე 6 იანვარს სოფელ ვარციხეში. მივედი ერთ აშ სოფლის მორწმუნე ნესტორ ბაბუნაშვილის ოჯახში. იქმნებოდა დღის ორი საათი, ცოტა ხნის დასვენების შემდეგ ბაბუნაშვილმა და ხუთმა მორწმუნე კაცმა წამიყვანეს უკლესია ზე. დაასუფთავეს ეკლესია და შემდეგ წამომიყვანეს ღამის გასათევად ისევ ბაბუნაშვილისას. ღამის 9-/0 საათი იქმნებოდა დავწევი და სულ ცოტა ხნის დაძინებული ვიქმნებოდი, შემოვიდა მასპინძელი ბაბუნაშვილი და გამაღვიძა, თანვე მითხრა კაცები არიან თქვენთან მოსულიო. მე ავდეჟი, ჩავიცვი და შევხედე ლიციელი, როგორც მითხრეს სოფ. როხში მცხოვრეერთი იყო შეიარაღებული მიბი მიხაკო ბაღდავაძე და მეორე სოფლის ვარციხის ასისთავი გრიშა ფახურიძე. იმათმა მომთხოვეს საბუთი, მე უჩვენე მოწერილობა თქვენი კანცელარიისა, რომელსაც დახედეს და სასაცილოდ არ ეყოთ. მოწერილობა დამიბრუნეს და მიბრძანეს 6ი6 გავყოლოდი და წავსულიყავით როხის სასოფლო საბძოში, რომელიც დაშორებულია სოფ. ვარციხიდან ხუთი ვერსტით. როდესაც სასოფლო შარაზე გამოვედით მილიციელი მიბრუნდა ბაბუნაშვილის ოჯახში, რაზე
მიბრუნდა მი მაშინვე ვერ მივხვდი, მხოლოდ შემდეგ როგორც გავიგე მას მილიციელს დაუვალებია ბაბუნაშვილისათვის არავისთვის გაემხილა ჩემი დაჭერა და თუ ვინმე მიეძალებოდა ეთქვა, რომ მღვდელი ნავიდაო.
სანამ მილიციელი ჩვენთან (მე და ასისთავი) მოვიდოდა, ორი ახალგაზრდა მოვიდა ასისთავს გამარჯობა უთხრეს და ერთი მომიბრუნდა და მითხრა: ჩვენ მღვდელი გვყავდა და დაანება თავიო, შენ რატომ არ დაგინებებიაო. მე პასუხი არ გამიცია. ამ დროს მოიწია მილიციელმა და მრისხანე ხმით შემყვირა: მალე, წინ გამიძეხიო. გავეშურეთ საბძოსაკენ მე და მილიციელი, ასისთავი კი დარჩა. მილიციელი მეკითხება გ ზაზე წყრომით, საბძოთა ხელისუფლებამ მოსპო სამღვდელოება და შენ რატომ არ დაგინებებია თავი და ვინ გამოგ ზავნაო, მე წყნარათ უპასუხე მიტროპოლიტმა გამომიშვა-თქვა. მიტროპოლიტის სახელის ხსენებაზე მილიციელს ბრაზი მოუვიდა და ისეთი უშვერი და საზიზღარი სიტყვებით აგინა მიტროპოლიტი, რო? ამის დასახელება ძალიან ძნელია. მილიციელი, როგორც ახალგაზრდა კაცი, ჩქა
30-3 საპატრიარქოს უწყებანი N30 13-19ოქტომბერი 2016წ გვ.20
მღვდელი ივლიანე ნიკოლაძე 1861 –– 1941 (დასასრული)
რობდა და მიყვიროდა და მეც მეჩეარა, რაც შემეძლო თავს არ ვიზოგავდი, მაგრამ რა შექნა 75 წლის მოხუც-ავადმყოფ კაცს, ხშირად იმეორებდა: ჩქარა წადი, თორემ ამ თოფით დაგიმტვგრევ გვერდებსო. ასე, ამ გაჭირვებით
მუდამ წუთში იმის შიშით, თუ რა წუთში დამახლიდა ტყვიებს ცოფიანი მილიციელი, მივანიუთ სასოფლო საბძოს შენობას. იქმნებოდა ღამის 712 საათი. იმ ღამეს დამამწყვდიეს ერთ ბნელ და ცივ ოთახში, სადაც დიდიგატირვებით მომიხთა გათენება. გათენდა შობა 25 დეკემბერი ძველით, ხოლო ახლით 7 იანვარს დილით 710 საათ ზე მობრძანდა საბჟოს თავჯდომარე, მომთხოვა საბუთი, მე ვაჩვენე საეპარქიო კანცელარიის მოწერილობა. მე გარეთ გამიშვა და პატარა ხნის შემდეგ დამიძახა და
წინადადება მომცა ხელი მომეწერა ქაღალდზე, რომელიც დააწერია იქვე მის გვერდით მჯდომ მდივანს და რომელშიდან დაწერა, რომ"
„ჩვენ არავის არ ვაბრკოლებთო“ მე მეგონა მათავისუფლებდა და ვარციხეში მაბრუნებდა. ქაღალდს ხელი მოვაწერე, თურმე კი არ მათავისუფლებს,
მაგ ზავნის ბაღდადის პოლიტ-ბიუროში, რომელიც დაშორებულია როხის სასოფლო საბძოსაგან /5- /6 ვერსტით. შობას, დღის 12 საათ ზე ჩავიბარე ქაღალდი ბაღდადის პოლიტ-ბიუროს სახელზე და გავემგზავრე ბაღდადში.
დიდი გაჭირვებით მშიერ-მწყურვალე, ავათმყოფი და მოხუცი კაცი წავედი ბაღდადში, მივედი პოლიტბიუროს უფროსთან, მან მომცა მოწერილობა როხის აღმასკომის თავჯდომარის სახელზე ამა წლის 7 იანვრის თარიღით, რომელშიდაც სწერს შემდეგს: „მღვდელს ნიკოლაძეს არ გაბედოთ, არ
დაუშალოთ წირვა. არც საძირო არ არის თოფიანი მილიციით მღვდლის გამოძახება“ იმ დღეს, შობას, ბაღდათშივე დამაღამდა, ქალაქში ღამის გასათევი ბინა ვერ ვიშოვე, გავცილდი ბაღდათს სამი ვერსტით და იე! დავბინავდი ერთი მადლიანი კაცისას ილია გველედიანისას, მეორე დღეს ვიარე და როკითში მივანწიე. იმ ღამეს იქ დავბინავდი გიორგი ახჭვლედიანისას და შესამე დღეს მოვაწიე ვარციხეში,მაგრამ წირვით აღარ მიწირავს, რადგანაც შობის დღესასწაულები უკვე გათავებული იყო. ამნაირად დაბრკოლდა ჩემ მიერ ვარციხეში შობის დღესასწაულებზე სამსახურის საქმე. ზემოხსენებულიდან დაინახავთ, მაღალ მეუფეო, თუ რამდენი გაჭირვება გამომივლია ამ გზობით, მე არ ვფიქრობდი თუ დღეს კიდევ არსებობდა ჩვენში საწყალი მღვდლების ასეთი ტანჯვა-წამება, ნუ თუ ბოლო აღარ უნდა ექმნეს ჩვენს ასეთს შევიწროებას და არ უნდა იზრუნოს სასულიერო უმაღლესმა მთავრობამ საქმის გაუმჯობესებისათვის? ყოველივე ზემოხსენებულის გამო გთხოვ თქვენს მაღალ მეუფებას კეთილ ინებოთ და აღძრათ შუამდგოშმლობა სადაც ჯერ არს და იქმნენ დამნაშავე პირნი დასჯილნი და მღვდლებს მოგვეცეს საშუალება ვემსახუროთ დაუბრკოლებლივ მორწმუნეებს“ ამ ამბის შემდეგ მღვდელი ივლიანე კიდევ ათი წელი ემსახურა დედაეკლესიას. მოხუცები და ნახევრად ავადმყოფი მოძღვარი შეძლებისდაგვარად ასრულებდა საეკლესიო წესებს, ანუგეშებდა შემორჩენილ მრევლს, აპატიოსნებდა მიცვალებულებს და ქადაგებდა ქრისტეს სარწმუნოებას. გარდაიცვალა 1941 წლის 21 ივნისს. მეუღლე ევგენია ილარიონის ასული კუტალაძე (დ. 1876წ.) და შვილები: ევტიხი (1900-1965წწ.), ქსენია (დ. 18.04.190ვ3წ.), ქსენოფონტე (დ. 1905წ.), თამარი (დ. 15.07.1907წ.), ნინო (დ. 14.04.191ვწ.).
31 საპატრიარქოს უწყებანი N31 20-26ოქტომბერი 2016წ გვ.17
მღვდელი თეოდორე ბოსიკაშვილი და ერწოელი სუხიაშვილების ოჯახი
თიანეთის მაზრაში, კერძოდ, ერწოს მხარეში, XIX ს-ის II ნახევრიდან სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა სუხიაშვილების ოჯახი, სადაც რამდენიმე სასულიერო პირი აღიზარდა. დიაკვანი გიორგი აბრაამის ძე სუხიაშვილი 1839 წელს გლეხის ოჯახში დაიბადა. მილებული ჰქონდა შინაური განათლება. 1860 წელს ბულაჩაურის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1861 წლის 25 ივლისს ჭოპორტის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1864 წლის 1 მარტს ლალისყურის ღვთისმშობლის ხარების სახ. ტაძარში განამწესეს. 1867 წლის 9 თებერვლიდან ნაქალაქარის ღლვთისმშობლის შობის სახ. ტაძრის მედავითნეა. 1879 წელს სასულიერო უწყებაში მიიღეს. 1881 წლის 21 მარტს დიაკვნად აკურთხეს. 1893 წლის 25 მაისს 304 მუხლის საფუძველზე უჩივლეს და მისი საქმე განსახილველად თიანეთის მაზრის სასამართლოს გადაეცა. ამ ეტაპზე არაა ცნობილი, როგორ დასრულდა ეეს გამოძიება, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ დიაკვანი გიორგი კვლავ გვხვდება ამტნისხევის წმ. გიორგის სახ. ტაძარში. 1907 წლის 2 აგვისტოს პენსიაზე გავიდა. გარდაიცვალა X ს-ის 10-იან წლების მიწურულს. ჰყავდა მეუღლე მარინა ევსტათის ასული (დ. 1843წ.) და შვილები: მლვდელი იოანე (1862-1949წწ.), ილია (1865-1918წწ.), მიხეილი (დ. 1869წ.), დავითი (დ. 1872წ.), რაქილი (დ. 1875წ.), ევსტათი (დ. 1879წ.) მარიამი (დ. 1881წ.), თებრონია (დ. 1883წ.), თეოდორე (დ. 1885წ.). მისი შვილებიდან სასულიერო სამსახური უფროსმა ვაჟმა, იოანემ გააგრძელა. მღვდელი იოანე სუხიაშვილი 1862 წელს დაიბადა. 1885 წლის მაისში მან დაამთავრა სოფ. ამტნისხევის ოთხწლიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლა. საღმრთო ისტორია, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი მონასტერში ისწავლა. 1885 წლის 16 სექტემბერს ბარისახოს ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრის მედავითნედ განამწესეს. 1886 წლის მაისში ამტნისხევის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1888 წელს ნაქალაქარის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარში დაადგინეს. 1892 წლის ნოემბერში ისევ ამტნისხევის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1907 წლის 1 აგვისტოს, მამამისის, დიაკვან გიორგის პენსიაზე გასვლის გამო, ნაქალაქარის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარში დაინიშნა. XX ს-ის 20-იან წლებში, როდესაც იოანეს უფროსმა ვაჟმა, მღვდელმა აკაკიმ ანაფორა გაიხადა და სასულიერო ხარისხზე უარი თქვა, მამამისმა იოანემ მღვდლობის საიდუმლოს მიღების სურვილი გამოთქვა. ამასთან, 1926 წლის მარტის დასაწყისში ამტნისხევის ეკლესიის მრევლმაც ითხოვა მისი ხელდასხმა. აი, რას სწერდნენ ისინი თიანეთის ოლქის მთავარხუცეს, დეკანოზ გრიგოლ ჯინჭველიძეს: „უმორჩილესად ვსთხოვთ თქვენს მაღალკურთხევას, რომ კეთილი ინებოთ და ჩვენს მრევლში ნამყოფი, ნაქალაქარის მედავითნე ივანე გიორგის ძე სუხიაშვილი, რომელმაც ჩვენში დაიმსახურა კეთილ-სვინდისიერად და ერთგულად ოცდაორი წელიწადი, ამაზედ ვსთხოვთ თქვენს მაღალკურთხევას, რომ ჩვენზედ მიიღოთ თქვენი მამობრივი კურთხევა და გვიშუამდგომლოდ, სადაც ჯერ არს, რომ მღვდლად გვი- კურთხოთ ივანე სუხიაშვილი, რითაც ვიქმნებით კმაყოფილნი“. თავის მხრივ, მამა გრიგოლმა 1926 წლის 23 აპრილს იოანეს ალავერდის ეპარქიის მმართველთან გაუწია რეკომენდაცია და სწერდა, რომ „მედავითნეს, ბოსიკაშვილს, მივეცი წინადადება, რომ გამოცხადებულიყო თელავში, საგამოცდო კომისიაში. ეს გაიგო ამტნისხევის მრევლმა და თავის სამრევლო საბჭოს სახელით გამოგზავნა თხოვნა, რომელსაც ამასთანავე გაახლებთ. მრევლი თხოულობს თავის მღვდლად ხელდასხმას ნაქალაქარის მედავითნის სუხიაშვილისას, აფასებს რა მის 22 წლის ერთგულ სამსახურს მათთან და ამასთანავე მიღებულია სახეში: ა) სუხიაშვილი, როგორც ადგილობრივი, სიკვდილამდინ მათთან დარჩება და ბ) მეოთხე მუხლი „წესდებისა“, რომელიც, თანახმად რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და იუსტიციის კომისართა მიერ გამოცემული ინსტრუქციისა, ამტნისხევის სამრევლო საბჭომ, 1924 წლის დამდეგს, ეკლესიის ქონების სიის ასლთან და სარეგისტრაციო ფურცლებთან ერთად წარადგინა თბილისის საორგანიზაციო საინსტრუქტურო დაწესებულებაში მრევლის რეგისტრაციაში გასატარებლად, ამბობს, რომ კულტის მოსამსახურეთ მღვდელმთავრის დასტურით ირჩევს რელიგიური საზოგადოება, ამიტომ რაკი მრევლი უპირატესობას აძლევს სუხიაშვილს ბოსიკაშვილთან შედარებით (ბოსიკაშვილი ოსთაგანია, ესეც იმ მხრიდან მოსული, თუმცა დიდი ხანია თიანეთის მაზრაშია) დაენიშნოს მას სათანადო გამოცდა კომისიაში იმ დროს, როცა უბრძანებს მას მღვდელმთავარი, და თუ აღმოჩნდება ღირსი, ხელდასხმულ იქმნას მღვდლად და ამით დაკმაყოფილებულ იქმნას მრევლის სურვილი. ფიზიკური ნაკლი მას არა აქვს რა, მხოლოდ დაწითლებული აქვს თვალები და ექიმების კვლევით ეს სიწითლე არ უშლის მის მხედველობას“. 1926 წლის 14
31-1 საპატრიარქოს უწყებანი N31 20-26ოქტომბერი 2016წ გვ.18
მღვდელი თეოდორე ბოსიკაშვილი და ერწოელი სუხიაშვილების ოჯახი (გაგრძელება)
მაისს იოანე თელავში გამოცხადდა და გაიარა საგამოცდო კომისია. კომისიის თავმჯდომარე ალავერდელი ეპისკოპოსი მელქისედეკი (ფხალაძე) იყო, ხოლო წევრები დეკანოზები: ლევან ვარდიაშვილი და იოანე შოშიაშვილი. მათ დაადგინეს: „მედავითნე ივანე გიორგის ძე სუხიაშვილი გამოიცადა ტიბიკონში, საღმრთო სჯულში, კატეხიზმოში და საერთო მომზადებაში. კომისიამ სცნო იგი საკმაოდ მომზადებულად და ღირსად მღვდლობის ხარისხის მიღებისათვის“. ამავე წლის მაისის ბოლოს ეპისკოპოსმა მელქისედეკმა იგი დიაკვნად აკურთხა, ერთ კვირაში კი მღვდლად დაასხა ხელი. იგი წლების განმავლობაში ერთგულად და პატიოსნად ასრულებდა ღვთისმსახურებას ამტნისხევის სამრევლოში. 1938 წლის 14 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) წერილს უგზავნის თიანეთის ოლქის მთავარხუცესს, დეკანოზ იროდიონ სისაურს: „გაცნობებთ, რომ 1938 წ. თებერვლის 7 ღვთივ განისვენა ყოვლადსამღვდელო ალექსი წილკნელმა. ინებეთ განკარგულება განსვენებულის ლოცვათა შინა მოხსენებისათვის. წილკნის-ურბნისის ეპარქიას დროებით განაგებს მისი უწმინდესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქი კალისტრატე". თავის მხრივ, მამა იროდიონმა წერილები გაუგზავნა თავისი ოლქის სამღვდელოებას და სთხოვა მათ, წირვა-ლოცვებში ახლად შესვენებული მეუფე ალექსის მოხსენიება. მათ შორის იყო მამა იოანე სუხიაშვილიც. 1938 წლის 28 დეკემბერს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ მას კვლავ გაუგზავნა სპეციალური მოწმობა, რომელშიც ეწერა, რომ 1939 წელს იგი ისევ უფლებამოსილია, შეასრულოს ყოველგვარი ქრისტიანული ღვთისმსახურება და წესები თავისი მრევლისა და გარეშეთათვისაც, როდესაც ისინი მიმართავენ მას ამგვარი თხოვნით. 1945 წლის 28 მარტს შედგენილ საქართველოს საკათალიკოსოში არსებულ მოქმედ ეკლესიათა და ღვთისმსახურთა ჩამონათვალში აღარ იხსენიება მღვდელმსახურთა სიაში. 1948 წლის 14 სექტემბერს მისი შვილიშვილი, ნაქალაქარის რვაწლიანი სკოლის მოწაფე ოთარ ბოსიაშვილი თიანეთის რაიონის ფინგანის გამგეს სწერდა: „მოგახსენებთ, რომ ჩემი ოჯახი შესდგება შემდეგი შემადგენლობით: მე, თვით ოთარ ბოსიკაშვილი, და 90 წლის პაპა ძალზე მოხუცებული, ამასთან ერთად, სმენა დაკარგული და უსინათლო ორივე თვალებით. გვყავს ოჯახში ერთი ცხენი დაერთიდეკეულიორი წლისა. ამით მინდა მოგახსენოთ, რომ პაპაჩემის სახელზე მოვიდა ფულადი გადასახადი თანხით 475 „ვ მან. პაპაჩემს სთვლიან, როგორც ინდმეწარმეს, პაპაჩემი კი არ მუშაობს არც კოლმეურნეობაში და არც სახლში მოხუცებულობისა და ავადმყოფობის გამო. საკარმიდაო ნაკვეთი გვიჭერია 0, 15 მეასედი. მე კი 1941 წლიდან ვითვლები კოლმეურნეობის წევრად და ვმუშაობ კოლმეურნეობაში არდადეგებზე, როგორც მოწაფე. ამით გთხოვთ, შეხვიდეთ ჩემს მდგომარეობაში, მიაქციოთ ყურადღება პაპაჩემის მოხუცებულობას, ავადმყოფობას და მიაქციოთ ყურადღება ჩემს მოწაფეობასა და გაგვანთავისუფლოთ გადასახადებიდან, როგორც ძალზე ჩამორჩენილი ოჯახი. იმედია, ყურადღებას მიაქცევთ ჩემ განცხადებას და არ დამტოვებთ უკმაყოფილოდ“. ამის შემდეგ მოხუცებულ მოძღვარს დიდხანს აღარ უცოცხლია. 1949 წელს მშვიდად მიაბარა სული უფალს. დაკრძალულია ნაქალაქარის სოფლის სასაფლაოზე, ჰყავდა მეუღლე ნატალია ზაქარიას ასული ბაიაშვილი (1865-15.10.1921წწ.) და შვილები: ანა/ანეტა (დ. 1891წ., გათხოვილი წიწაკიშვილზე), მღვდელი აკაკი (1893-1953წწ.), მედავითნე არჩილი (დ. 1896წ.), ევა (დ. 1898წ., გათხოვილი ომარ ქანთარიაზე), ნინო (1900-1988წწ.), გიორგი (დ. 1909წ.). მამა იოანეს ვაჟებიდან სასულიერო სამსახური აკაკიმ და არჩილმა აირჩიეს. აკაკი მღვდელი იყო, არჩილი მედავითნე. მღვდელი აკაკი სუხიაშვილი 1893 წელს დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში, მამის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო. 1906-1910 წლებში თელავის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, რომლის დასრულების შემდეგ დაოჯახდა და მასწავლებლობას მიჰყო ხელი. 1913 წელს ქ. ახალციხის წმ. გიორგის სახ. საკათედრო ტაძრის უშტატო მედავითნედ დაინიშნა. 1914 წლის 28 ივლისს შტატში დაამტკიცეს. 1914 წლის 19 ნოემბერს დიაკვნად აკურთხეს და იმავე ტაძარში დატოვეს. 1916 წლის 13 აგვისტოს მღვდლად დაასხეს ხელი და ალავერდის ეპარქიაში სოფ. ახატელის მაცხოვრის ამაღლების სახ. ტაძრის წინამძლვრად დაინიშნა. 1917 წლის თბილისში გადაიყვანეს და წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. ტაძრის მღვდელმსახურად დაინიშნა. 1918 წელს მამა აკაკი ისევ დაუბრუნდა მშობლიურ მხარეს და ერწოში,
31-2 საპატრიარქოს უწყებანი N31 20-26ოქტომბერი 2016წ გვ.19
მღვდელი თეოდორე ბოსიკაშვილი და ერწოელი სუხიაშვილების ოჯახი (გაგრძელება)
სოფ. სვიმონიანთხევის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გააგრძელა მსახურება. მისი შვილიშვილების გადმოცემით, 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს ქაქუცა ჩოლოყაშვილმა მათ ბინაში გაათია ღამე და ამის შემდეგ დაიწყო მოძღვრის შევიწროება, რაც საბოლოოდ იმით დამთავრდა, რომ ხელისუფლების მიერ ძლიერ შევიწროებულმა მოძღვარმა ანაფორა გაიხადა და საერო სამსახურში ჩადგა. 1926 წლის 9 ივნისს თიანეთის ოლქის მთავარხუცესი, დეკანოზი გრიგოლ ჯინჭველაძე ალავერდელ ეპისკოპოს მელქისედეკს (ფხალაძე) საერო ტანისამოსში მყოფი სამღვდელოების სიას უგზავნის. სიაში მეექვსე რიგში ვკითხულობთ: „სვიმონიანთხევისა, აკაკი სუხიაშვილი, მდივნობს სვიმონიანთხევის რაიონის აღმასკომში“. XX ს-ის 30-იან წლებში აკაკი გადავიდა საცხოვრებლად თბილისში, სადაც ყოფილმა მოძღვარმა მასწავლებლად დაიწყო მუშაობა და ამით არჩენდა ოჯახს. გარდაიცვალა 1953 წლის 6 დეკემბერს. დასაფლავებულია კუკიის ეკლესიის სასაფლაოზე. ჰყავდა მეუღლე ნინო და შვილები: კონსტანტინე, ქრისტეფორე, დავითი, შალვა, ნათელა, ავთანდილი. მედავითნე არჩილ სუხიაშვილი 1896 წელს დაიბადა. 1912 წელს დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი. 1915 წლის 23 დეკემბერს საღოლაშენის სახ. ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1916-1922 წლებში იყო პედაგოგი. 1922 წელს რვა თვე ისევ მსახურობდა ეკლესიაში. 1929 წლის 20 ნოემბერს იგი საქართველოს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს სწერდა: „მოგახსენებთ, რომ მე ვარ ადგილობრივი მაცხოვრებელი ხევსურებში, რომელიც დღემდისინ ვმსახურობდი ტოლათსოფლის 4 წლ. შრ. სკოლის მასწავლებლად. ვარ კი მასწავლებელი სულ თოთხმეტი წლისა. ამ ხნის განმავლობაში მარტო რვა თვე მქონდა გაწყვეტილი კავშირი სკოლასთან 1922 წელში ავადმყოფობის გამო და ვიყავი მაშინ დიაკვნად. შემდეგ მასწავლებლობაში საბჭოთა არჩევნებში ადგილობრივმა მთავრობამ, როგორც საიმედო და ნდობით აღჭურვილ პიროვნებას ხმა არ ჩამოურთმევია ჩემთვის. 1926 წელში მქონდა განცხადება შეტანილი მოქალაქეობრივი უფლების წარდგენის შესახებ ერწოს თემ. აღმასკომში, რომელმაც შუამდგომლობა აღძრა ამის შესახებ თბილისის აღმასკომის პრეზიდიუმის წინაშე, რომელიც დღემდისინ არა სჩანს პასუხი. ამისათვის გთხოვთ, შეხვიდეთ ჩემს გარემოებაში და აღმიდგინოთ მოქალაქის ყოველ უფლებებში, რომ შემეძლოს შემდეგშიაც განათლების დარგში მუშაობა, რომელიც ამა წლ. 15 ნოემბრიდან ვითვლები მოხსნილად. ამასთანავე, გიდგენთ ამონაწერს და მოწმობას ჩემი დამსახურებისას“. 1930 წლის 4 იანვარს ცაკთან არსებულმა მოქალაქეობრივი და საარჩევნო ხმის უფლებების აღმდგენმა ცენტრალური კომისიის სხდომამ მას საარჩევნო ხმის უფლება აღუდგინა.
მამა იოანეს მეგობარი გახლდათ მღვდელი თევდორე ბოსიკაშვილი, რომლის ვაჟ დავითს ცოლად ჰყავდა მამა იოანეს ასული ნინო. იგი 1859 წელს გლეხ დავით და ტაისია ეფრემის ასულ ბოსიკაშვილების ოჯახში დაიბადა. მიღებული ჰქონდა შინაური განათლება. 1884 წლის 27 აპრილს თუშეთში, დართლოს წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1886 წლის 26 ივნისს ფარსმის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1887 წლის 19 მარტს ბახტრიონის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძარში დაადგინეს. 1889 წლის 4 აპრილს სასულიერო უწყებაში მიიღეს. 1890 წლის 18 დეკემბერს ზემო თიანეთის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში დაინიშნა. 1904 წლის 3 მაისს თელავის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში განამწესეს. 1910 წლის 29 მაისს საყდრიონის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაინიშნა, სადაც 10/12 წელი ღირსეულად იმსახურა. 1926 წლის 20 თებერვალს თიანეთის ოლქის მთავარხუცესი, დეკანოზი გრიგოლ ჯინჭველაძე ალავერდელ ეპისკოპოს მელქისედეკს (ფხალაძე) სწერდა: „საყდრიონის მღვდლის თეთრაძის და მედავითნის ბოსიკაშვილს შორის ამტყდარ უთანხმოებაზე მოხსენებით თავი შეგაწყინეთ. ამ უთანხმოებამ იძულებულ ჰყო 55 წლის ნამსახური მედავითნე მიეტოვებინა საეკლესიო სამსახური, როგორც ის მწერს თავის განცხადებაში, რომელსაც ამასთანავე გაახლებთ. ჩაითვალოს ბოსიკაშვილი განთავისუფლებულად თანახმად განცხადებისა, ხოლო მღვდელს თეთრაძეს მიეცეს წინადადება, უსათუოდ გაუსწოროს ბოსიკაშვილს ყველა ანგარიში კანონიერად, წინააღმ-
31-3 საპატრიარქოს უწყებანი N31 20-26ოქტომბერი 2016წ გვ.20
მღვდელი თეოდორე ბოსიკაშვილი და ერწოელი სუხიაშვილების ოჯახი (დასასრული)
დეგ შემთხვევაში გადაყვანილ იქმნას იგი სხვაგან“. ამ წერილიდან რამდენიმე დღეში თევდორე გათავისუფლდა საყდრიონის ეკლესიიდან. 1926 წლის 10 ივნისს იგი დროებით დაინიშნა სვიმონიანთხევის სამრევლოში. ამავე პერიოდში თიანეთის ოლქის მთავარხუცესმა, დეკანოზმა გრიგოლ ჯინჭველაძემ შესთავაზა, თელავში სამღვდელო კომისია გაევლო. ეს საქმე დროში გაიწელა, რადგან თევდორე ლოგინად ჩავარდა. „1926 წლის 22 ივლისს მთავარხუცესი ჯინჭველაძე წერდა: სვიმონიანთხევის სამრევლოში ჩემ მიერ მივლინებული თევდორე ბოსიკაშვილი დამიხვდა ლოგინში მწოლიარე, რადგან მას დასიებოდა მუხლი და ექიმს გაეკეთებინა „ოპერაცია“. რამდენიმე თვეში იგი გამოჯანმრთელდა და კომისია გაიარა. 1926 წლის დეკემბერში ალავერდელმა ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ფხალაძე) იგი დიაკვნად აკურთხა, ერთ კვირაში კი მღვდლად დაასხა ხელი და თიანეთის მაზრის სოფ. ახალსოფლის მთავარანგელოზთა სახ. ტაძრის წინამძღვრად და ნიშნა. გარდაიცვალა 1932 წლის ივნისის დასაწყისში დაკრძალულია სოფ. საყდრიონის საერო სასაფლაოზე. მისი მეუღლე იყო ეკატერინე ბაქრაძე. ჰყავდა ორი შვილი: ევგენია (1891-11.10.1961წწ., ნაქალაქარის სკოლაში რუსული ენის პედაგოგი), დავითი (1893-1943წწ., რომელიც საყდრიონში ასწავლიდა რუსულ ენას, ხოლო ნაქალაქარში კი მსახურობდა მდივან-მოანგარიშედ).
33 საპატრიარქოს უწყებანი N33 3-9ნოემბერი 2016წ გვ.19
მღვდელი ტარასი ტყეშელაშვილი 1841 – 1912
მღვდელი ტარასი ეგნატეს ძე ტყეშელაშვილი 1841 წელს ქუთაისის მაზრაში, სოფ. ზედა მაღლაკში მღვდლის ოჯახში დაიბადა. მამამისი, მღვდელი ეგნატე გიორგის ძე ტყეშელაშვილი 1844-1888 წლებში
ზედა მაღლაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. ტაძრის წინამძღვარი გახლდათ. 1888 წელს პენსიაზე გავიდა. გარდაიცვალა 1898 წელს. პატარა ტარასიმ პირველდაწყებითი განათლება ოჯახში, მამის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო. შემდეგ დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის სამი კლასი. სალმრთო ისტორია, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი ჯრუჭის წმ.
გიორგის სახ. მამათა მონასტერში ისწავლა. 1863 წელს ქუთაისის მთავარანგელოზთა სახ. ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1867 წლის 18 ივლისს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა და ზედა მაღლაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. ტაძარში განამწესა. 1868 წლის 27 ივლისს ქუთაისის საკათედრო ტაძრის მედავითნის კანდიდატად გადაიყვანეს. ამავე წლის 10 აგვისტოს მედავითნის შტატში დაამტკიცეს. 1869 წლის 20 ივნისს კერძო დიაკვნის შტატში დაადგინეს. 1869 წლის 2 ოქტომბერს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში საეკლესიო
ტიბიკონის სწავლება დაევალა. 1870 წლის 12 აპრილს მესამე დიაკვნის შტატში გადაიყვანეს. 1872 წლის 1 ოქტომბერს სასწავლებელში ტიბიკონის
სწავლება გაუქმდა და მამა ტარასიც გათავისუფლდა პედაგოგობიდან. 1878 წლის 15 ივლისს მეორე დიაკვნის შტატში დაინიშნა. 1883 წლის 1 იანვარს
იმერეთის ეპარქიის ხაზინადრის კანდიდატად აირჩიეს. 1885 წელს ქუთაისში ჩავიდა ცნობილი ქართველი ფოლკლორისტი და ლოტბარი ფილიმონ ქორიძე. მას დახვდა საარქიელო გუნდი, რომლის
ლოტბარი იყო ანდრია ბენაშვილი და მისი მგალობლები და იმერეთისა და გურიის სხვა ცნობილი და სახელგანთქმული მგალობლები, რომელთა რიცხვში დიაკვანი ტარასი ტყეშელაშვილიც იხსენიება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში
მამა ტარასიმ უამრავი მოსწავლე აღზარდა და გაწვრთა საეკლესიო ტიბიკონსა და გალობაში. შემდგომშიც, მთელი 20 წლის განმავლობაში, ვიდრე მღვდლად აკურთხებდნენ და სოფელში გადასახლდებოდა, მეუფე გაბრიელის ლოცვა-კურთხევით ის საკათედრო
ტაძარში აგრძელებდა პედაგოგიურ მოღვაწეობას და თავის
მრავალი აზიარა ცოდნა-განათლებას. 1888 წლის 25 დეკემბერს
ეპისკოპოსმა გაბრიელმა მღვდლად დაასხა ხელი და ზედა
მაღლაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. მამა ტარასის მღვდლად კურთხევას გამოეხმაურა ჟურნალი „მწყემსი“, რომელშიც ვკითხულობთ: „მ. ტარასის მღვდლად დანიშვნა ყველა ჩვენგანს სასიამოვნოდ დაურჩა. 14 იანვარს მოვიდა ახალი მწყემსი ჩვენ
სოფელში და ჩაიბარა მისდამი რწმუნებული ეკლესია, რომლის სიღარიბემ არა სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა მ. ტარასიზე. ამიტომ ახალმა მწყემსმა თავის პირველ მოვალეობად დაიდგინა მისდამი რწმუნებული ეკლესიის გარეგანი და შინაგანი მოწყობა და შემკობა. მ. ტარასიმ მოიწვია მთელი თავისი სამრევლო და აუხსნა მათ ეკლესიის მნიშვნელობა და სთხოვა სამწყსოს, რომ მან, შეძლებისა და გვარად, შემწეობა აღმოუჩინოს მას ეკლესიის გამშვენების საქმეში. სულიერი მამის თხოვნას უნაყოფოდ არ
ჩაუვლია. მ. ტარასიმ სამრევლოს და სხვა საპატიო პირების დახმარებით შეკრიბა იმდენი ფული, რომ ამ მოკლე ხანში მოიპოვა ორი სამღვდელო შესამოსელი, რომელთაგან ერთი წყვილი მ. ტარასის თხოვნით შესწირა ეკლესიას ერთმა საპატიო პირმა. მოიპოვა საწიგნე თავის შესამოსითა, გვირგვინები და რიგიანად მოწყობილი სახარება. დღემდის ჩვენს ეკლესიაზე, წირვაზე ძალიან ნაკლებად დადიოდნენ მლოცველები,
მაგრამ დღეს არათუ წირვაზე, საღამოს და დილის ლოცვაზე სავსეა ხოლმე ეკლესია მლოცველებით. ამის მიზეზი, ჩემის აზრით, უნდა იყოს
ღვთისმსახურების რიგიანად შესრულება. ყოველი წირვის გათავების შემდეგ მ. ტარასი დღის
33-1 საპატრიარქოს უწყებანი N33 3-9ნოემბერი 2016წ გვ.20
მღვდელი ტარასი ტყეშელაშვილი 1841 – 1912(დასასრული)
შესაფერ სიტყვას უკითხავს ხალხს ყოვლადსამღვდელო გაბრიელის ქადაგებიდან და თავის სიტყვით უმარტავს მსმენელებს სიტყვის აზრს.
დღემდის ჩვენს სოფელში არავითარიმე სკოლა არ ყოფილა, თუმცა მსურველი ბევრი იყო, რომ შვილებისათვის წერა-კითხვა ესწავლებიათ. მ. ტარასი მოსვლისთანავე შეუდგა სამრევლო სკოლის დაარსებას. მარტის თვეში მან თავის საკუთარ სახლში გახსნა სკოლა. თავის ხარჯით მოიპოვა სტოლები და სკამები სკოლისათვის და თავისივე ხარჯით ინახავს თავის სახლში მასწავლებელს. დღეს ამ სკოლაში არის 35 ვაჟი. ეხლა მ.
ტარასი ცდილობს საზოგადოებაში შეკრიბოს იმდენი ფული, რომ სკოლისათვის საკუთარი სახლი მოიპოვოს. ყოველივე ამ მოღვაწეობისათვის სწორედ პატივის ცემის ღირსი არის მ. ტარასი და იმედია, რომ ჩვენი სოფლელებიც შესაფერ დახმარებას აღმოუჩენენ თავის სულიერ მამას. მართალია, საშუალო სასწავლებლებში არ შეუსრულებია მ.
ტარასის სწავლა, მაგრამ ღმერთმა ჰქნას, რომ ზოგიერთმა ჩვენმა ნასწავლმა მღვდლებმა ისეთივე ერთგულება გამოიჩინონ თავიანთი ეკლესიების გამშვენების და შემკობის საქმეში, როგორსაც იჩენს მ. ტარასი. ღმერთი შეეწიოს ამ კეთილს მოძღვარს, რომ შემდეგშიაც განაგრძოს თავის
მოღვაწეობა საკეთილოდ ეკლესიისა და მისდამი რწმუნებული სამწყსოისა“. მღვდელი ტარასი დაჯილდოებული იყო საეკლესიო ჯილდოებით: 1889 წელს საგვერდულით; 1894 წელს -- სკუფიით; 1899 წლის 3 თებერვალს -– წმ. ანას III ხარისხის ორდენით; 1903 წლის 15 მაისს
კამილავკით; 1907 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით. 1912 წლის მაისში წმ. სინოდი აპირებდა მისთვის დეკანოზის წოდების მინიჭებას, მაგრამ
იგი მოულოდნელად გარდაიცვალა 1912 წლის 12 თებერვალს. ჟურნალი „შინაური საქმეები“ წერდა: „ამავე თებერვლის 12 რიცხვს გარდაიცვალა
სოფ. მაღლაკის მღვდ. ტარასი ტყეშელაშვილი. ახლადშესვენებული ეპისკოპოს გაბრიელთან მსახურობდა ჯერ იპოდიაკვნად და შემდეგ მეორე დიაკვნად“. მღვდელ ტარასის ჰყავდა მეუღლე მაგა თომას ასული (დაბ. 1844წ.) და შვილები: კირილე (დაბ. 1871წ.), ელპიდე (დაბ. 187ვ3წ.), აკაკი (დაბ. 1876წ.), იოანე (დაბ. 1882წ.).
34 საპატრიარქოს უწყებანი N34 10-16ნოემბერი 2016წ გვ.16
დეკანოზი ისააკ ჩეკურიშვილი „შევიყვაროთ შრომა, რომ რიგიანათ მოუაროთ ქრისტეს „ვენახს“. 1878 –- 1937
ვაგრძელებთ 1927-1938 წლებში საქართველოში რეპრესირებულ სასულიერო პირთა ამსახველი ცხოვრების მოძიებასა და მათზე ინფორმაციის შეკრებას. ულმობელმა ეპოქამ უამრავი კეთილშობილი და ერისათვის თავდადებული მამულიშვილის სიცოცხლე შეიწირა. მათ რიგებშია დეკანოზი ისააკ ჩეკურიშვილი. დეკანოზი ისააკი 1878 წელს თბილისის გუბერნიაში, თელავის მაზრის სოფ. შაშიანში, მედავითნე აბრაამ ისააკის ძისა და მაკრინე დიმიტრის ასულ ჩეკურიშვილების ოჯახში დაიბადა. 1900 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1900 წლის 27 აგვისტოს დიაკვნად აკურთხეს, ამავე წლის 29 აგვისტოს მღვდლად დაასხეს ხელი და ამტნისხევის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესეს. 1900 წლის 19 სექტემბერს ამტნისხევის კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. ასევე ორი წელი უსასყიდლოდ ასწავლიდა გალობას. 1902 წლის 23 ივლისს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძარში მედავითნის შტატში დაინიშნა. 1902 წლის 2 დეკემბრიდან 1903 წლის 29 მარტამდე ევალებოდა თბილისის | სახალხო სასამართლოში მოწმეთა დაფიცება. 1903 წლის 15 თებერვლიდან ამავე წლის 10 ნოემბრამდე თბილისის საოლქო სასამართლოში, ხოლო 1903 წლის 23 მარტიდან ამავე წლის სექტემბრამდე სასამართლო პალატაში იგივე მოვალეობას აღასრულებდა. 1903 წლის 25 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1903 წლის 17 ოქტომბერს თბილისის ვერის II დაწყებით სასწავლებელში სალვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. 1905 წლის 5 ნოემბერს სიონის საკათედრო ტაძრის დიაკვნის შტატში გადაიყვანეს. 1906 წლის 15 მარტს სკუფია უბოძეს. 1908 წლის 23 სექტემბერს საკურთხევლად მომზადებულ პირთა გამომცდელი კომისიის წევრი და საქმის მწარმოებელია. 1912 წლიდან სიონის საკათედრო ტაძართან დაარსებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახ. ძმობის წევრია. ამ კომისიას დავალებული ჰქონდა შეეკრიბა ქადაგებები კვირა–უქმე დღეებისათვის, დაებეჭდა და დაეგზავნა სხვადასხვა მრევლის მღვდლებისათვის. ამრიგად, 1913 წელს ძმობის მიერ გამოიცა მთელი წლის ქადაგებათა კრებული, რომელიც დაიბეჭდა და მისი ფასი ერთი მანეთი იყო. კრებულში იყო მღვდელ ისააკის მიერ წარმოთქმული რამდენიმე ქადაგებაც. გთავაზობთ მოძღვრებას მეცამეტე კვირიაკესთან დაკავშირებით: „ერთმა სახლის უფროსმა გააშენა ვენახი, შემოღობა, გააკეთა მარანი, ჩადგა საწნახელი, დაიქირავა მებაღეები და თვითონ წავიდა სხვაგან. სთვლის დროც დადგა, მოსამსახურეები გაგ ზავნა ყურძნის დასაკრეფად. მებაღეებმა სტაცეს ხელი მოჯამაგირეებს, ზოგსა სცემეს, ზოგი დახოცეს და ზოგი ჩააქვავეს. კიდევ გაგზავნა მოსამსახურეე-
34-1 საპატრიარქოს უწყებანი N34 10-16ნოემბერი 2016წ გვ.17
დეკანოზი ისააკ ჩეკურიშვილი „შევიყვაროთ შრომა, რომ რიგიანათ მოუაროთ ქრისტეს „ვენახს“. 1878 –- 1937 (გაგრძელება)
ბი, წინანდელზე მომეტებულები და იმათაც ისეთი დღე დააყენეს, რაც პირველებს. ბოლოს გაგ ზავნა ერთადერთი თავისი შვილი და სთქვა: შერცხვებათ ჩემი შვილისაო. მაგრამ მებაღეებმა იხილეს რა ძე მისი, სთქვეს: „ესე არს მკვიდრი (მემკვიდრე), მოვედით და მოვკლათ იგი და დავიმ) ვიდროთ სამკვიდრებელი მისი. და შეიპყრეს იგი და განიყვანეს გარეში ვენახისა მის და მოჰკლეს“. როდესაც მოვა ვენახის პატრონი, რას უზამს მებაღეებს? მათ მიუგეს: „ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს და ვენახი იგი მისცეს სხვათა, რომელთა მისცენ მას ნაყოფი ჟამსა თვისსა“. ეს იგავი უთხრა იესო ქრისტემ ურიებს და ამ რამდენიმე სიტყვით მოაგონებდა, ამხელდა თავიანთ წარსულ ცხოვრებას და მომავალ ბედს. რანაირი მოწყალება არ უნახავთ ღვთისაგან ურიებს: როგორც არწივს ფრთებით გადაჰყავს ბარტყები სხვადასხვა ადგილას, ასე ღმერთმა ებრაელები გაიყვანა მეწამულ ზღვაში, განათავისუფლა ეგვიპტის ტყვეობისაგან და მისცა მათ სამფლობელოდ მშვენიერი და ნაყოფიერი ქანაანის ქვეყანა. მოსეს და სხვა წინასწარმეტყველების პირით გამოუცხადა მათ თვისი ნება-სურვილი, მისცა მათ მცნებები, რომლების წყალობითაც შეეძლოთ ესწავლათ ჰეშმარიტი გზა ცხოვრებისა; გამოირჩია ისინი თავის რჩეულ ერად, ჩააბარა მათ თავისი საუკეთესო „ვენახი “ და ელოდდა, რომ ისინი კარგათ მოუვლიდნენ და შეიმუშავებდნენ ვენახს და თავის დროზე ჩააბარებდნენ ანგარიშს, კეთილ ნაყოფს მიუზღვავდნენ უფალსა, ელოდდა, რომ ებრაელები მცნებების საშუალებით საუკეთესოდ მოაწყობდნენ თავიანთ ცხოვრებას, გაავრცელებდნენ მეზობელ ხალხთა შორის სიმართლეს, მოჰფენდნენ ქვეყანაზედ სიყვარულს, ერთის სიტყვით იქნებოდნენ სხვა ხალხისათვის მაგალითად და თავიანთი წმიდის ცხოვრებით ადიდებდნენ სახელსა დამბადებლისა უფლისასა. მაგრამ საუბედუროდ, ებრაელები დაემსგავსნენ ბოროტ მებაღეებს: „ვირმა იცის პატრონი თვისი, ამბობს წინასწარმეტყველი და ხარმა ბაგა და ებრაელმა კი დაივიწყა უფალი თვისი“, იქმოდა სასწაულებს, უგზავნიდა წინასწარმეტყველებს; სასწაულთმოქმედებს ყურადღებას არ აქცევნდნენ, ჩააქვავებდნენ ხოლმე მათ. მაშინ ყოვლადმოწყალე მამა ზეციური უგ ზავნის მათ თავის ერთადერთ საყვარელ ძეს. კაცობრიობის გულისათვის შეუდარებელი მოწყალება შეასრულა მაცხოვრმა; ისე შეიყვარა ური, რომ მათთვის თავი თვისი შესწირა მსხვერპლად; გადაუშალა ხალხს საუნჯე ზეციური სიბრძნისა, ასწავლიდა მსმენელთ ჭეშმარიტ და გონივრულს ღვთიურ ცხოვრებას და ურიებმა კი გადაუწყვიტეს მას საშინელი სასჯელი როგორც ავაზაკი ჯვარზედ აცვეს ავაზაკთა შორის. აღსრულდა განგება ღვთისა, ბოროტ მებაღეებისაგან წართმეული იქმნა მშვენიერი „ვენახი“. აღსრულდა სიტყვა მაცხოვრისა: „აჰა ესერა დაეტეოს თქვენგან სახლი თქვენი ოხრად“. ასეთი დედააზრი არის გატარებული ხსენებულ იგავში ურიათა შესახებ; მაგრამ სახარების სიტყვა არ განისაზღვრება რომელიმე ადგილით და დროით, მას აქვს მსოფლიო მნიშვნელობა და ყოველ დროსათვის არის ნათქვამი. თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავის სიტყვაში ამბობს: „უკეთუ ვისმე სწყუროდეს, მოვედინ ჩემდა და სვემდინ“/იოან. 7, მ7), ამიტომაც ჩვენც, ქართველები, როგორც ქრისტიანენი, უნდა ვეძებდეთ აქ ამ იგავში ჩვენთვის გაკვეთილს. ჩვენც უფალმა მოგვცა საუკეთესო ვე- ნახი, რომლის სანახავადაც მრავალი ხალხი მოდის, რომლის სიმშვენიერითაც სტკბებიან უცხონი და სხვადასხვა მასალასა ჰპოებენ თავიანთი მოგ ზაურობის ასაწერად. ჩვენ გვაქვს მართლმადიდებელი სარწმუნოება; წმიდა სახარება გვასწავლის ჩვენ გზას სიმართლისას და ამქვეყნიურ დაცემისაგან გვაყენებს ღვთიურ გზაზედ, რომელსაც მიჰყავს ადამიანი სასუფეველში ნეტარების დასამკვიდრებელად. ქრისტეს ეკლესია ლოცვებითა და საიდუმლოებით გულის სიმშვიდესა და სიწმიდესა ჰბადავს ადამიანის სხეულში და აძლიერებს სულიერ ძალას. ერთის შეხედვით, უფლის ვენახი უნდა ყვაოდეს და ბრწყინავდეს, ხსახუფეველი ღვთიბა ქვეყანაზედ მკვიდრ ნიადაგს უნდა ჰპოებდეს, სახარება სიმართლისა ვრცელდებოდეს ხალხში, სიყვარული ქრისტესი აცისკროვნებდეს ყოველს ჩვენს ფეხის გადადგმას; მაგრამ ნამდვილად ასე არ არის: ცხოვრებას ჩვენსას არ მოაქვს კეთილი ნაყოფი; მოწყობილობა ჩვენის ცხოვრებისა გვიმტკიცებს, რომ ჩვენ ეხლაც,
34-2 საპატრიარქოს უწყებანი N34 10-16ნოემბერი 2016წ გვ.18
დეკანოზი ისააკ ჩეკურიშვილი „შევიყვაროთ შრომა, რომ რიგიანათ მოუაროთ ქრისტეს „ვენახს“. 1878 –- 1937 (გაგრძელება)
როგორც ურიები ორი ათასი წლის წინად, „ბოროტი მებაღეები“ ვართ; აბა დავფიქრდეთ, საით არის მიქცეული ჩვენი გულისყური, ჩვენი გონება, ცოდნა, ფიქრი და საქმე? ყველაზე უმეტესად რას გეტრფით და რას ვეძებთ? სასუფეველს თუ თავის შექცევას და დროს გატარებას? ჩვენ გარშემო გვახვევია სხვადასხვა ეროვნების ხალხი; ჩვენი მამა-პაპა სცდილობდა (როგორც ისტორია გადმოგეცემს) მათში ქრისტეს სწავლის დანერგვას არა სიტყვით მარტო, არამედ საქმით. აბა გავიხსენოთ, დავით აღმაშენებელის ძლევამოსილი შესვლა ქ. ანისში, სადაც ეკლესიები გაანთავისუფლა მაჰმადიანთაგან და სომხის ერს თავისუფლება მიანიჭა! აბა მოვიგონოთ, წმ. თამარ მეფის ბრძნული შორსმ%ვრეტელობა, რომელიც ქრისტიანულს სათნოებითა და სიყვარულით ატყვევებდა და იმორჩილებდა საქართველოს მტერთა და შიგ სამეფოში შურს და ქიშპობას ადგილი არა ჰქონდა? და ჩვენ რაღას ვაკეთებთ? ქრისტეს მცნებას ისე უნდა ვუფრთხილდებოდეთ, როგორც თვალის ჩინს და ჩვენ კი სიყვარული ქრისტესი ორგულობაზედ შევცვალეთ; ძმა-ძმას აბეზღებს, შვილი მამას მტრობს, ქმარი ცოლს მეგობრად არა სთვლის, ცრლი ქმარს ჰღალატობს; ჩვენი დიდებული მასწავლებლების ამაგს არაფრად ვაგდებთ, იმათ გაკაფული გზით არ დავდივართ. მეზობელს არას ვარგივართ, ნათესავს შავი გულითა ვხვდებით, ეკლესიები მივატოვეთ, მამა-პაპათაგან სისხლით შეღებილ მიწას აბუჩად ვიგდებთ, ხელის ჭუყყივით ვიშორებთ თავიდან, წირვა-ლოცვას გულის დამამშვიდებელს და სულის ჩამდგმელ ძალას თავს ვანებებთ; რათა ძმანო, რის ბრალია ეს? იმისი, რომ ჩვენ ბოროტი და უვარგისი მებაღეები ვართ, დაბარვის მაგიერ ფეხითა ვტკეპნით ვენახის ნიადაგს; გათოხნის მაგიერ ღორღით ვამსებთ; გამარგვლის მაგიერ ეკალსა ვთესთ შიგ. ჩვენ ურიებს ვკიცხავთ ქრისტეს ჯვარზედ ცმისათვის და ჩვენ განა მათზედ უკეთესად ვიქცევით!? ჩვენ ქრისტიანებად ვიწოდებით და ქრისტეს სახელს წმიდათ ვინახავთ, ვიმარხამთ გულში მის უკვდავ მცნებას სიყვარულისას!? არა, შეიძლება ვინმემ იკითხოს –– რატომ? იმიტომ, ძმანო, რომ ჩვენ „ბოროტი მებაღეები“ვართ. რომ ჩვენზედაც არ გამართლდეს მაცხოვრის სიტყვა: „აჰა ესერა დაეტეოს თქვენგან სახლი თქვენი ოხრად“, შეუდგეთ, ძმანო, ვიდრე დრო ხელთ გვაქვს, ქრისტეს მცნების აღსრულებას. შევიყვაროთ შრომა, რომ რიგიანათ მოუაროთ ქრისტეს „ვენახს“. გვახსოვდეს მუდამ, რომ ბედნიერება შრომაშია, რომ ზარმაცები ღმერთს არ უყვარს და ვინც შრომობს, მხოლოდ ის მოიმკის კეთილ ნაყოფს თავისს შრომისას. გიყვარდეთ, ძმანო, შრომა და კურთხევა უფლისა მარად იქმნება თქვენზედ. ამინ“ 1918 წელს მამა ისააკს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1920 წლის 1 ივნისს საკათალიკოსო სინოდის 179 განჩინებით თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების მამათა მონასტერი გაუქმდა და სამრევლო ტაძრად გადაკეთდა. მის წინამძლვრად დეკანოზი ისააკი დაინიშნა. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოებას მოჰყვა ეკლესია-მონასტერთა მიწებისა და ტერიტორიების მისაკუთრება როგორც სახელმწიფოს, ისე რიგითი მოქალაქეების მხრიდან. პრობლემები შეიქმნა ფერისცვალების მონასტერთან მიმართებითაც. ამასთან დაკავშირებით 1922 წლის 16 მაისს დეკანოზი ისააკი სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს წერდა: „საკათოლიკოზო საბძოს უმდაბლესად ვთხოვ, მიბოძოს მოწმობა, რომ შენობები ფერისცვალების ეკლესიის ზღუდეები (მაცხოვრის-სპასკი შესახვ. M7) და ზღუდის გარეშე (ფერისცვალების ქ. M2) ეკუთვნიან აღნიშნულ ეკლესიას /მონასტერს)“. ამ წერილიდან რამდენიმე თვეში, კერძოდ, 1922 წლის 17 ოქტომბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მიიღო ახალი გადაწყვეტილება და ფერისცვალების ტაძარი ისევ მამათა მონასტრად გადააკეთა. იგი საკათოლიკოსო საბჭოს წერდა: „ავლაბრის ფერისცვალების მონასტერი ჩემის წინამოადგილის განკარგულებით გადაქცეულ იქმნა სამრევლო ტაძრად და მღვდლად დანიშნულ იქმნა დეკ. ი. ჩეკურიშვილი, რომელიც ახლა #20 მიერ გადაყვანილია წინამძღვრად მარტყოფის სამრევლო ტაძრისა. მე სასარგებლოდ მიმაჩნია ფერისცვალების მონასტერი აღდგენილ იქმნას, რის შესახებაც უკვე მოვახდინე განკარგულება და წინამძღვრად გადმოვიყვანე არქიმ. დიმიტრი, ხირსის მონასტრის წინამძღვარი. ვსთხოვ საქათ. საბჭოს ეს ჩემი განკარგულება დამიდასტუროს, ხოლო ხირსის მონასტრის წინამძღვრად დანიშნულ იქმნას მიტროპოლიტი გიორგი, რომელსაც საქათ. საბძოს დადგენილებით ის საცხოვრებლად აქვს მიჩენილი“. 1923 წელს კვლავ მარტყოფშია და იხსენიება მოქმედი სამღვდელოების რიგებში. 1927 წელს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი აქვეყნებს საარჩევნო ინსტრუქციის მე-8 მუხლში გათვალისწინებულ მოქალაქეთა სიას, რომელთა შესახებ არის სათანადო შუამდგომლობა საარჩევნო უფლების მინიჭების შესახებ. გრაფაში მეოთხე რიგში წერია ისააკ ჩეკურიშვილი და მის შესახებ ვკითხულოთ: „მღვდელი, როდის დაანება თავი მღვდლობას –– ცნობა არ არის. ამჟამად არის სკოლის გამგედ და პროფკავშირის წევრად, აგრეთვე არის ჩაბმული სხვადასხვა ორგანიზაციებში“. 1928 წლის 7 ივლისს ცაკი თელავის მაზრის აღმასკომს წერდა: „ს.ს. ცენტრალური აღმასრულებელი ჰომიტეტის საორგანიზაციო განყოფილება გაცნო-
34-3 საპატრიარქოს უწყებანი N34 10-16ნოემბერი 2016წ გვ.19
დეკანოზი ისააკ ჩეკურიშვილი „შევიყვაროთ შრომა, რომ რიგიანათ მოუაროთ ქრისტეს „ვენახს“. 1878 –- 1937 (დასასრული)
ბებთ, რომ ცაკის პრეზიდიუმის ა/ნ. ივნისის 28-ს დადგენილებით (ოქმი 3, მუხ. 2) აღდგენილ არიან საარჩევნო ხმის უფლებებში მოქალაქე ჩეკურიშვილი ისააკ მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზმა ისააკმა გაიკრიჭა წვერი, ანაფორა გაიხადა და საბჭოთა ხელისუფლების სამსახურში ჩადგა, კომუნისტები მას ბოლომდე მაინც არ ენდობოდნენ. 1937 წლის რეპრესიების დროს ვინმე გუტიკაშვილის დასმენის საფუძველზე ყოფილი მოძღვარი დააპატიმრეს. 1937 წლის 16 სექტემბერს შედგა სამეულის სხდომა. საბრალდებო დასკვნაში ეწერა, რომ: „მღვდელმა ისააკმა მიატოვა მღვდლობა და სოფ. შაშიანის სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1929-1930 წლებში იგი შეთავსებით მუშაობდა მოანგარიშედ სოფ. შაშიანის კოლმეურნეობა „მნათობში“ სადაც მიითვისა კოლმეურნეთა თანხები. 1934 წელს მან კვლავ მიითვისა თანხები, რამაც გამოიწვია მშრომელთა მასების დიდი აღშფოთება. ჩეკურიშვილი დაკავშირებული იყო ანტისაბძოთა და ჰრიმინალურ ელემენტ უბთან, ყოფილ მენშევი 7 რცხილაძესთა6 და ყოფილ მეფის რუსეთის ჩინოვნი) ძიგივლაშვილთა6 და სხვ. მსგავს პიროვნებებთნ. მათთან ერთად 1935-1937 წლებში იგი შაშიანის საშუალო სკოლაში მუშაობის დროს გაკვეთილების ხარჯზე ეწეოდა ანტისაბოთა აგიტაციას. ჩეკურიშვილი ითვლება ხალხის მტრად და ხელსაყრელ შემთხვევაში მას შეუძლია თავის გარშემო შემოიკრიბოს ანტისაბძოთა ელემენტები სახელმწიფო წყობის დასამხობად“ სამეულის განჩინებით მამა ისააკს დახრეტა მიუსაჯეს. განაჩენი მალევე აღასრულეს. დეკანოზ ისააკის მეუღლე გახლდათ სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზ გიორგი ასათიანის ასული თამარი (1885-1964წწ.), რომელთანაც ერთი შვილი: მარიამი (დაბ. 1902წ.) ჰყავდა.
35 საპატრიარქოს უწყებანი N35 17-23ნოემბერი 2016წ გვ.16
დეკანოზი ეპიფანე ხონელია
დეკანოზი ეპიფანე ეგნატეს ძე ხონელია 1863 წელს ქუთაისის გუბერნიაში, ოზურგეთის მაზრაის სოფ. გოგორეთში მღვდელ ეგნატე ხონელიას ოჯახში დაიბადა. დედამისი (მონაზვნობაში -–– ელისაბედი, 1849-1900წწ.) ქმრის გარდაცვალების შემდეგ ჯიხეთის დედათა მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა. ამის გამო პატარა ეპიფანე ბებიასთან და ბაბუასთან იზრდებოდა. ჯიხეთის მონასტრის მონაზონი ელისაბედი (ჯანჯღავა), რომელიც პირადად
იცნობდა ელისაბედ ხონელიას, ასე ახასიათებდა მას: „ელისაბედ მონაზონი დიდებული ადამიანი იყო. ჩემს ცხოვრებაში მონაზვნების მეტი რა მინახავს, მაგრამ ასეთი ღვთისნიერი და ღრმა მორწმუნე იშგიათად შემხვედრია. რწმენის სიღრმე ყოველი სასულიერო პირის დიდი ღირსებაა, მაგრამ მას უფლის მადლი სჭირდება, და ელისაბედს ეს მადლი ძალიან დიდი ხარისხით ჰქონდა მინიჭებული. გარდა სასულიერო სიმდიდრისა, საოცარი გარეგნობისაც იყო. წარმოსადეგი, მშვენიერი. დედას ძალიან ჰგავდა შვილი, ჩვენი ღვთივკურთხეული მფარველი და მონასტრის ეკლესიის მწირველი ეპიფანე ხონელია. დედა ელისაბედის გარდაცვალებიდან ნახევარი საუკუნე გავიდა, მაგრამ მისი ნათელი ხსოვნა ჩვენში დრომ ვერ წაშალა“. ეს პატარა მოგონება 1951 წლის აგვისტოს ბოლოს არის ჩაწერილი, ხოლო თავად მონაზონი ელისაბედ ხონელია 1900 წლის 27 დეკემბერს გარდაიცვალა ხონელიების პირველი სამკვიდრო სოფ. გოგორეთი ყოფილა. ისინი შუა გურიიდან მოსულობას იჩემებენ, რაც გვარსახელიდანაც (ხონელი) ჩანს და
35-1 საპატრიარქოს უწყებანი N35 17-23ნოემბერი 2016წ გვ.17
დეკანოზი ეპიფანე ხონელია (გაგრძელება)
ადმოცემიდანაც, რომელიც ამ საგვარეულოს შემოუნახავს თავისავე წიაღში.
შემდგომში უკვე თავად ეპიფანე დასახლდა სოფ. სამებაში, რადგანაც მისი მეუღლე გიორგი წეროძის ასული სწორედ აქედან გახლდათ.
1882 წელს ეპიფანემ წარმატებით დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი. კარგად იცოდა ქართულ და რუსულ ენებზე საღმრთო ისტორია, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი. ახალგაზრდა ყმაწვილი სწავლის გაგრძელებაზე ოცნებობდა, მაგრამ უკვე მამით ობოლ და ხელმოკლე ჭაბუკს ამ ოცნების რეალობად ქცევის ძალა არ შესწევდა და
ამიტომ მან პედაგოგიური სარბიელი ამჯობინა. 1883 წლის 15 ოქტომბრიდან 1886 წლის 25 აგვისტომდე იგი ხვარბეთის სახალხო-სამინისტრო სკოლის მასწავლებელია. 1886 წლის 30 აგვისტოს სოფ. სამების სამრევლო-საეკლესიო სკოლაში გადაიყვანეს. აქ გადასვლაში დიდი როლი მიუძღოდა მის უფროს მეგობარს, მღვდელ სოლომონ დუმბაძეს, რომელიც ამ სოფლის სიძე იყო და დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობდა მის შემოგარენში. 1887 წლის 11 იანვარს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) ეპიფანე დიაკვნად
აკურთხა და სოფ. სამების ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძარში განამწესა. 1888 წლის 15 მაისს მღვდლად დაასხა ხელი და ამავე ტაძარში დაადგინა.
1888 წლის სექტემბრიდან თავისივე დაარსებული
ერთკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგე და საღვთო სჯულის პედაგოგია. სკოლის შენობა მან აქაური მცხოვრები, ივანე მანთიძისაგან პირადი ხარჯებით იყიდა. პირველ ხანებში მოსწავლეთა
რიცხვი დიდი არ იყო, სულ 27 მოწაფე ირიცხებოდა, მაგრამ მალევე მათი რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. 1890 წლის 15 მაისს ჩოხატაურის ოლქის სამღვდელოებამ ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში თავის დეპუტატად აირჩია. 1890 წლის 17 დეკემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1891 წლის 14 ივნისს ჩოხატაურის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაადგინეს. 1891 წლის 30 ნოემბერს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში გამართულ დეპუტატთა სხდომაზე საქმის მწარმოებლად აირჩიეს. 1892 წლის 28 აგვისტოსა და 17 ოქტომბერს უკვე ამ სხდომის თავმჯდომარეა. 1894 წლის 21 სექტემბერს ოლქის სამღვდელოებამ, ამჯერად უკვე ქუთაისის სასულიერო სემინარიაში აირჩია თავის დეპუტატად. 1895 წლის 23 იანვარს კიდევ ერთხელ აირჩიეს დეპუტატთა
სხდომაზე საქმის მწარმოებლად. 1895 წლის 13 ივნისიდან ჯიხეთის დედათა მონასტრის ტაძრის ამშენებელი კომიტეტის წევრია. 1896 წლის 14 მაისს სკუფია უბოძეს. 1897 წელს მონაწილეობა მიილო რუსეთის იმპერიის მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში, რის გამოც ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა. 1898 წლის 15 იანვარს ჯიხეთის დედათა მონასტერთან არსებული ერთკლასიანი ქალთა სკოლის ამშენებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1898 წლის 27 მარტს ამავე მონასტერთან არსებული ქალთა სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. მამა ეპიფანეს დანიშვნასთან დაკავშირებით 1898 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ უცნობი ავტორი, ფსევდონიმით „თავისუფალი“, წერდა: „ჯიხეთის მონასტერში მესამე წელიწადია, რაც დაარსდა ერთკლასიანი უფასო საქალებო სასწავლებელი... ამ სასწავლებელში არის დანიშნული საღმრთო სჯულის მასწავლებლად სამების ეკლესიის მღვდელი მამა ხონელია, რომელიც ხუთი ვერსის მანძილზედ არის სასწავლებლიდამ. შეიძლება არც მამა ხონელიას სურდეს, რომ მისი შეგირდები თითო კვირაობით მოშორებული იყვნენ მის გაკვეთილს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მამა ხონელია, რომელსაც აბარია სამების ეკლესია და რომელიც ასწავლის საღმრთო სჯულს ამავე სამებისავე ეკლესიის სამრევლო სასწავლებელში, დანიშნულია ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის დეპუტატადაც, სადაც თითო კვირაობით ხშირად მოუწევს დაყოვნება სხვადასხვა ჰრებების თუ საქმეების გამო. აგრეთვე ითვლება ბლაღოჩინის კანდიდატად, რომელიც ბევრ დროს თხოულობს, რადგანაც ბლაღოჩინის არყოფნის დროს მან უნდა აასრულოს მისი მოვალეობა და სხვ. აი, ეს არის მიზეზი, რომ ჯიხეთის დედათა მონასტრის სასწავლებელი მოკლებულია საღმ-
35-2 საპატრიარქოს უწყებანი N35 17-23ნოემბერი 2016წ გვ.18
დეკანოზი ეპიფანე ხონელია (გაგრძელება)
რთო სჯულის სწავლას, თუ მეტი არა, ნახევარჯერ მაინც. განა უკეთესი არ იქნებოდა, რომ ამ საქმის ასრულება სხვისთვის მიენდოთ? მით უმეტეს, რომ მამა ხონელიას თავისსავე ეკლესიაზე აქვს სამრევლო სასწავლებელი, სადაც ასწავლის საღმრთო სჯულს და აბა ერთი კაცი როგორ უნდა გასწვდეს ყველაფერს?!“ მამა ეპიფანემ იმავე გაზეთის ფურცლებზე საკადრისი პასუხი გასცა წერილის ავტორს. აი, რას წერდა იგი: „ბ-ნ „თავისუფალის“ წერილი „ცნობის ფურცლის“ 525 N-ში იმის შესახებ, რო? ვითომ მე საღმრთო სჯულის მასწავლებლად ვიყო განწესებული ჯიხეთის სკოლაში და გაკვეთილებს სანახევროდ ვაცდენდე სხვადასხვა საქმეების გამო და ამის მიზეზით საღმრთო სჯულის სწავლების საქმე სხვა საგნებზე შედარებით უკან იყოს ჩამორჩენილი, სრულიად მოკლებულია სიმართლეს. რაც შეეხება საღმრთო სჯულის მასწავლებლად დანიშვნას ხსენებულ ჯიხეთის სკოლაში, მე ჯერ არ გამიგია და ბ. თავისუფალმა საიდგან გაიგო, არ ვიცი. მე მხოლოდ ეს ვიცი, ხსენებულის სავანის წინამძღვარსა და გამგეს სკოლისას დედა ელენეს 9 მარტიდან 71898 წ. უთხოვნია, სადაც ჯერ არს, ჩემი დანიშვნა საღმრთო სეულის მასწავლებლად ჯიხეთის სკოლაში, მაგრამ მე ჯერ მთავრობისაგან არავითარი ცნობა არ მიმიღია ხსენებული საგნის მასწავლებლად დანიშვნაზე და სანამ მოწერილობას არ მივიღებ, მანამ თავს არ
ვსცნობ მოვალედ, რომ საღმრთო სჯული ვასწავლო ჯიხეთის სკოლაში. ბ. „თავისუფალს“, ვგონებ, უნდა შერცხვეს ამნაირი ცოცხალი ტყუილისათვის.
მე, როგორც მღვდელი, ამ ცილისწამებას მიუტყვებ, ხოლო მკითხველებთან კი ქუდმოხდით გადაიხადოს ბოდიში ამნაირი სიცრუისათვის, და იმედი მაქვს ისინიც აპატიებენ, შემდეგისათვის გაფრთხილდეს და რაც ბეჯითათ არ იცის, იმ საგანზე ლაპარაკს ნუ დაიწყებს“ 1901 წლის 26 მაისს მამა ეპიფანე ჯიხეთის მონასტერში ახალი ტაძრის ამშენებელი კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. 1901 წლის 10 ოქტომბერს ოლქის სამღვდელოებამ სამი წლის ვადით კვლავ აირჩია სასულიერო სასწავლებელში დეპუტატად. 1902 წლის 7 ნოემბერს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის მმართველი საბჭოს წევრობის კანდიდატად დაინიშნა. 1903 წლის 5 მაისს ჯიხეთის დედათა მონასტრის სულიერ მოძღვრად დაადგინეს. 1903 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1905
წლის 29 აგვისტოს დეპუტატთა სხდომის თავმჯდომარედ აირჩიეს. 1906 წლის მარტში დეპუტატთა შეკრებაზე სამი წლის ვადით ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის მმართველი საბჭოს წევრად გახდა, ხოლო ამავე წლის 17 ნოემბერს დაამტკიცეს ამ საბჭოში. 1907 წლის 16 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1910 წლის 10 მაისს ოზურგეთის მაზრის სამთავარხუცესოების წარმომადგენელთა სხდომაზე არჩეულ იქნა სასამართლოს წევრად და რამდენიმე დღეში ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დაამტკიცა ამ პოსტზე. 1910 წლის 22 ნოემბერს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელთან ახალი შენობების ამშენებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1912 წლის 15 მაისს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1917 წლის 8-17 სექტემბერს, როგორც გურია სამეგრელოს ეპარქიის დელეგატი და ჩოხატაურის ოლქის მთავარხუცესი,
ესწრებოდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფაური ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებას. 1922 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. XX ს-ის 20-30-იან წლებში რელიგიის
საყოველთაო დევნის პერიოდში და ტაძრების დახურვის დროს, დეკანოზი ეპიფანე სოფ. სამებაში ცხოვრობდა და შეძლებისდაგვარად ასრულებდა
ქრისტიანულ წესებს. მის შესახებ დიდი ხანი არაფერი ისმოდა, ვიდრე მან თავად არ შეახსენა თავი დედაეკლესიას. 1947 წლის 21 ივნისს, მოხუცებული, 84 წლის მოძღვარი, სრულიად საქართველოს კათოლიკოზპატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს კალისტრატეს (ცინცაძე) წერდა: „ჩვენო უწმინდესობავ! მუხლმოდრეკით და სულიერი სიყვარულით ვეამბორები ხელთა თქვენთა და გამოვითხოვ ლოცვაკურთხევას. დიდათ მსურდა თქვენი პირადად ნახვა, მაგრამ ვერ გავხდი ღირსი ღრმა მოხუცებულობის გამო. პატრიარქი კირიონის არჩევის დღეებში გაგიცანით და შემდეგ აღარ მინახავხართ. მე უკვე 84წ. ვარ სრულიად ძალა მოკლებული, ასთე დასუსტებული, რომ არ ვიყო ჩემს სოფ. სამების ეკლენიასაც კი აღვადგენდი, რომელიც დანგრევას გადარ- ჩა. ჩემს საპატრონოთ იყო ჯიხეთის დედათა მონასტრის ეკლესია და თვით დედებიც. სამწუხაროდ ჩემდა აქაც ცუდი მდგომარეობაა. წინამძღვარი
გარდაიცვალა 1944 წელში და მაგიერი რო აირჩიონ ასეთი აღარავინ არის, სულადობით თვრამეტია, მაგრამ ყველა მოხუცებული და უძლურები. არავითარი თავის სარჩო არ გააჩნიათ, ასეთ ადგილზე კი
ვინ იკისრებს წინამძღვრობას და ამის გამო ძალიან
შეწუხებული ვარ. ბერი იოაკიმე მისი ფარშივ მოქმედებით დედებში იწვევს უკმაყოფილებას. იოაკიმე როცა მთაწმინდიდან დაბრუნდა, მე ამიყვანა მოძღვრად, მაგრამ, სამწუხაროდ ჩემდა, ვერ გახდა ღირსეული მოწაფე.
ყოვლადსამღვდელო ეპისკოპოსი დიმიტრი აბაშიძე, როცა შეშინებული სასწრაფოდ გაიქცა ფოთიდგან, ისარგებლა ამ შემთხვევით იოაკიმემ და თავი გააცნო მის ნაცნობებს ნაკურთხად მღვდელ-მონაზვნად. არც იეროდიაკვნად და არც მღვდელ-მონაზვნად ის არავის არ უკურთხებია. ეს მე გამაცნო ეპისკოპოსმა დავითმა კაქახიძემ, როცა ის მოვიდა მონასტერ-
35-3 საპატრიარქოს უწყებანი N35 17-23ნოემბერი 2016წ გვ.19
დეკანოზი ეპიფანე ხონელია (გაგრძელება)
ში. მისმა კელეინიკმა საკურთხეველის კედელზე ამოიკითხა წარწერა ბერი იოაკიმე და გაკვირვებით სთქვა: ეს მატყუარა აქაც კი მოსულავო და ამ დროს ამიხსნეს მისი მოქმედება, რაც დიდათ სამწუხაროდ შემექმნა. 7944 წლის ნოემბრის 1-ს მოსულიყო მონასტერში და ერთი კვირა დარჩენილიყო მის ნაცნობ მონა ზონთან. ეს რომ გავიგე, გავაფრთხილე მონაზვ6ები, მომავალში აღარ მიეღოთ, ამით უკმაყოფილო გახდნენ მისი ნაცნობი ორი მონაზონი და არეულობას იწვევს დებში. როგორც მითხრეს, იოაკიმე იღუმნათ არის ნაკურთხიო. ეს როგორ მოხდა, აღარ ვიცი. გაჭირვეტულ მონა ზვნებში ფულები მოკრიბა, ვითომ, თქვენი დავალებით. ეს მატყუარა თუ როდისმე შემოვიდეს თქვენთან, გადაეცით ჩემ მაგიერ, ფეხი არ შემოდგას არათუ მონასტერში, არც გურიის ფარგლებში. მისი ფარშივი მოქმედება ისთეა გაცნობილი, დაიძშერენ და გადასახლებაში ამოყოფს თავს.
შემინდევ, თქვენო უწმინდესობავ, ფანქრით ნაწერისათვის, კალამს ვეღარ ვხმარობ სისუსტის გამო. დავშთები თქვენი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევის მოიმედე“. იმავე დღეს მამა ეპიფანე მეორე წერილსაც აგზავნის: „45 წელიწადია მე ვმსახურობ მოძღვრად გურიის დედათა მონასტერში ჯიხეთში. სამ წელინადს ყოვლადსამღვდელო ლეონიდის განკარგულებით წინამძღგრის მოადგილიდ ვიყავ. 1925წ. მონასტერში მწირველი მოძღვარი გარდაიცვალა. ამის შემდეგ მწირველად დადიოდა მღ. ალფესი ბარამიძე. შემდეგ მოვიდა ჩემთან უადგილო მღვდელი ათანასე გოგუაძე და მთხოვა, მისთვისაც მიმეცა მწირველობა მონასტერში. ეს გოგუაძე მსახურობდა ყოვლადსამღვდელო გრიგოლთან კელეინიკად და დიდად გვიწყობდა ხელს მონასტრის ეკლესიის აშენების დროს. მონასტრის ეკლესია რვა
წელიწადს შენდებოდა ჩემის თავჯდომარეობით. მღ. ბარამიძესთან შევათანხმე მღ. გოგუაძეს და მის შემდეგ მორიგეობით დადიოდნენ მონასტერში საწირავად. დღეს მღ. ბარამიძე ბათუმში მსხახურობს, გოგუაძე კი ჯიხეთის მონასტერში დადის მწირველად. გაცნობებთ რა ამას, ვსთხოვ თქვენს უწმინდესობას, მღვდელი ათანასე გოგუაძე თქვენის ლოცვა-კურთხევით დანიშნოთ ჯიხეთის დედათა მონასტრის მღვდლად და ამასთან განკარგულება მაცნობოთ“ 1947 წლის 8 აგვისტოს უწმინდესმა კალისტრატემ ამ ცოტა უცნაურ თხოვნით-ბრძანებით წერილს
ასეთი შინაარსის მინაწერი გაუკეთა: „მამა ეპიფანე ხონელიას შესახებ საკათალიკოზოს არ მოხსენებია
1922 წლის შემდეგ, როცა იგი დაჯილდოებულ იქმნა დეკანოზის პატივით; ჯიხეთის მონასტრის შესახებ საკათალიკოზოს აქვს ცნობა 1919 წლისა, როდესაც იქ გაჩნდა ხანძარი; მამა ათანასე გოგუაძის შესახებ
არასდროს მოხსენებია საკათალიკოზოს. კერძოდ, იოაკიმე არქიმანდრიტისაგან კათალიკოზ-პატრიარქს სმენია, რომ არსებობს ჯიხეთის მონასტერი და მას ყავს კარგი მოძღვარი, დეკ. ხონელიძეო.
სამწუხაროდ, ამ კარგ მოძღვარს 45 წლის განმავლობაში ერთხელაც არ მოგონებია კათალიკოსები, არ წაუღია წმიდა მირონი, არც ოდიკი და არ მიუღია არავითარი ზომები, რომ ჯიხეთის მორწმუნეთა საზოგადოება შეტანილიყო რეგისტრაციაში. წინადადებას ვაძლევ მას, ეხლა მაინც იზრუნოს არსებულ საზოგადოების რეგისტრაციისათვის. თუ რა წე-
35-4 საპატრიარქოს უწყებანი N35 17-23ნოემბერი 2016წ გვ.20
დეკანოზი ეპიფანე ხონელია (დასასრული)
სით უნდა აღიძრას ეს საკითხი, აღნიშნულია „დებულებაში“, რომელიცუგ ზავნება მას. დარწმუნებული ვარ „მონასტრის“ გარშემო მცხოვრებნი შეუერთდებიან მონასტრის დედებს, რომ გურიაში გაიხსნას ერთადერთი ეკლესია“. დეკანოზ ეპიფანე ხონელიას შესახებ 1947 წლის დეკემბრის დასაწყისში ჯიხეთის მონასტრის წევრი, სქემმონაზონი ბარბარე (მახარაძე) უწმინდეს კალისტრატეს სწერდა: „...თქვენო უნეტარესობავ, თქვენ მწერდით თქვენს სავანეს საკუთარი მოძღვარი გყოლოდესო, გამიკვირდა, რაშია საქ” მე, ჩვენ ერთი მოძღვარი გვყავს ხონელია ეპიფანე. მისი ნაკვდავია ეს მონასტერი და ის აწარმოებს მის მართვას“. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იური სიხარულიძე, რომელიც პირადად იცნობდა დეკანოზ ეპიფანეს და 1951 წლის სექტემბერში პირადად ეწვია მას სოფ. სამებაში მოგონებების ჩასაწერად, მის შესახებ წერდა: „ახლადნაკურთხი ახალგაზრდა მოძღვარი დიდი სიყვარულითა და
პატივისცემით მიიღო უკვე დამსახურებულმა მოღვაწემ, დეკანოზმა იოანე წეროძემ და სიკვდილამდე შესაშური სათნოებით შრომობდნენ, როგორც სოფლის ეკლესიაში, ისე დედათა მონასტერში. ეპ.ხონელიას ჯიხეთის დედათა სავანესთან დაარსების პირველი დღეებიდან ჰქონდა ახლო ურთიერთობა, რადგან დედამისი, მონაზონი ელისაბედი იექ მოღვაწეობდა და იქვეა დაკრძალული. პირველ ხანებში იქ დეკანოზი იოანე წეროძე წირავდა, ხოლო შემდეგ იქ მღვდელი ეპიფანე ხონელიაც მიიწვია, რომელმაც შეცვალა მხცოვანი დეკანოზი. ასე დარჩა გარდაცვალებამდე იგი მონასტრის მწირველად და მზრუნველად თითქმის ექვსი ათეული წლის მანძილზე. დიდია დეკანოზ ეპ. ხონელიას ღვაწლი ამ მონასტრის
ცხოვრებაში, მისი სულიერი თუ მატერიალური ყოფის განვითარებასა და ამაღლებაში“ დეკანოზი ეპიფანე 1910 წელს უკვე ქვრივია.
ჰყავდა სამი შვილი: ერთი ასული და ორი ვაჟი. ერთ-ერთ ვაჟს ერქვა -- დავითი (დაბ. 189ვ3წ.). თავად დეკანოზი ეპიფანე XX ს-ის 50-იან წლებში გარდაიცვალა.
36 საპატრიარქოს უწყებანი N36 24-30ნოემბერი 2016წ გვ.18
ზაქარია შიოს ძე სიდამონ-ერისთავი 1763-1833
დეკანოზი ზაქარია შიოს ძე 1763 წელს კახეთში, ქ. თელავში ერეკლე I-ისა და გიორგი XII-ის კარის სიდამონ-ერისთავი მოძღვრის, დეკანოზ შიო სიდამონ-ერისთავის ოჯახში დაიბადა. სწავლა-განათლება თელავის სასულიერო სემინარიაში მიილო, სადაც შეისწავლა გრამატიკა, რიტორიკა, ფილოსოფია ქართულ და სომხურ ენებზე. გარდა ამისა, იცოდა თათრული და რუსული ენებიც. ერეკლე II-ის დროს ასრულებდა მდივნის და სხვადასხვა
სახის მოვალეობას. 1796 წლის 6 იანვარს კათოლიკოსმა ანტონ II-მ (ბაგრატიონი) მლვდლად დაასხა ხელი და თბილისის კარის წმ. გიორგის სახ. ტაძრის კრებულში დაინიშნა. 1801 წლის 1 მარტს დეკანოზის წოდება მიენიჭა. ამავე წელს მიხეილ ბატონიშვილს პეტერბურგში წაჰყვა, სადაც იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ოქროს ჯვარი უბოძა და ფულადი ჯილდოც გადასცა. 1802 წლის იანვარში საქართველოში დაბრუნდა და დაენიშნა ჯამაგირი 500 მან. ვერცხლით. 1804 წლის 24 მაისიდან 1814 წლის 12 ივლისამდე თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში ქართულ ენას ასწავლიდა. კეთილსინდისიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის,
1806 წლის 6 ოქტომბერს ჯამაგირი 100 მანეთით გაეზარდა. იმავდროულად, 1808 წლის 11 თებერვალს დაჯილდოვდა წლიური, ხოლო 1814 წლის 16 მარტს ნახევარწლიანი ჯამაგირით. 1814 წლის 29 აგვისტოს, თავისი თხოვნის საფუძველზე, გათავისუფლდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლიდან (გათავისუფლების მიზეზად დადგენილებაში სწერია: „ხსენებული ზედამხედველი დეკანოზი სიდამონოვი ვერ უძღვება მისდა ჩაბარებულ სასწავლებლისვერც სასწავლო დავერც ეკონომიურ მეურვეობას. სამასწავლებლო საქმეს ვერ უძღვება რუსულის სუსტი ცოდნის გამო, ამასთან, არა საკმაო გამოცდილების მქონე, ვერ მოქმედებს ეგ ზარქოსის მიერ მოცემული პროექტის მიხედვით ბ. 1815 წლის 3 ოქტომბერს თელავის მთავარეპისკოპოსმა დოსითეოსმა (ფიცხელაური) თელავის
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძრის კრებულში განამწესა, სადაც 1827 წლამდე აღასრულებდა მღვდელმსახურებას. ამ წელს კი მას პრობლემები შეექმნა. აი, რას წერდა ამასთან დაკავშირებით 1827 წლის 11 ნოემბერს დეკანოზი ზაქარია საქართველოს ეგზარქოს იონას (ვასილევსკი): „მივიღე რა ცნობა გარდაწყვეტითი თელავის სობოროდან ჩემის გამორიცხვისა, მოწერილი ჩემდამო წარსულის 16 ოქტომბერს, 1826 წელსა, ნომერსა ქვეშე 1424-ით,
რომელ არა ვყოფილვარ თელავის სობოროს პროთაპოპად არც პირველ შტატისა და არც შემდგომად; ამისთვის ნათლად წარმოუდგე6თქუენს მაღალყოვლადუფუსამღვდელოესობას შემდგომის პუნქტებითა: 71) მე ვარ შვილი თელავის სობოროსი მიძინების ეკლესიისა; სადაცა იმსახურა მღუდელობით მამამან ჩემმან სამეოცი წელი და მეცა ვიყავ ამა სობოროში; განწესებით ხელდასხმით საქართველოს კათოლიკოზის მეფის ირაკლის ძის ანტონისაგან დიაჩოქად; დიაკვნად; მღუდელად და პროთაპოპად ამა თელავის სობოროზედ, რომელსაცა მაქუს ღრამოტა ბოძებული მისგანვე მარტის 1-სა დღესა, 1801 წელსა, ხელმოწერილი და დაბე4დილი, რომლისა ბრძანებითაცა წარვივლინე როსსიად, სადაცა მივიღე ჯვარი ოქროისა
ჯაჭვით ზედა წარწერილი, კაბინეთში უხვითა მოწყალებათა იმპერატოვრებრივთაგან; 2) 1802 წელსა აპრილის I1მ-სა დღესა მოველ რა როსსიით ტფილისსა შინა, მაშინ ჰსთხოვა მთავრობამ საქართველოს კათალიკოზს სასულიეროს მხრიდგან ტფილისის საკეთილშობილოს სასწავლებლის მოძღურად, მე დამნიშნა და რათგან იყო ვაკანსია ტფილისის კარის მლუთისმშობლის შობის ეკლესიისა, მე
მარწმუნა დეკანოზობაცა კვალად წერილის ბოძებითა, თუმცა თელავის სობოროზედ ვიყავ დეკანოზად დადგენილი;გარნა რაგდან ტფილისშივიყავ სასწავლებლის მოძღურად განწესებული, სადაცა ვიმსახურე გახსნითგან სასწავლებლისა ვიდრე 1875 წლადმდე, კჰეთილწარმატებულის განსხვავებითა, რომელზედაც მემოწმებიან, გარდადგომისა ჟამსა ჩემდამო
ბოძებულნი ატესტატნი მის შვილის დირექტორთა-
36-1 საპატრიარქოს უწყებანი N36 24-30ნოემბერი 2016წ გვ.19
ზაქარია შიოს ძე სიდამონ-ერისთავი 1763-1833 (გაგრძელება)
გან; მ) რათგან ტფილისის კარის ეჰლესია დაიქცა მთავრობის ნებითა, და მეც გარდამდგარი ვიყავ ტფილისის საკეთილშობილოს სასწავლებლის ამისთვის ინება თელავის არხიეთანამდებობიდამ; პისკოპოზმან დოსითეოზ და წარმომგ ზავნა თელავის მიძინების სობოროზედ დეკანოზად, რომელზედაცა ვიყავ პირველვე დეკანო ზად ნაკურთხი 1815 წელსა ოქტომბრის 3-სა დღესა. ამ რიცხვიდამ ვიდრე 1828 წლადმდე ვემსახურებოდი უჯამაგიროდ ჩემის პენსიის კმაყოფითა და მაქუს მისგანვე ბოძებული წერილი თელავის მიძინების სობოროს დეკანოზობისა; 4) უკეთუ
არა ვიყავ თელავის სობოროს პროთაპოპი და არა ჰქონდა ცნობა თქვენის მაღალყოვლადუსამღვდელოესობის კანცელარიასა, რად გამომართო ფორმულარნი ჩემის ღირსებისა და ადგილისა, რომელიც დღეს არებობს თქვენს კანცელარიაში, და მიბრძანებს სამსახურს წერილით ნომერსა ქვეშე 208, მაისის 12-სა 1818 წელსა, თქვენი წინამოადგილე ღუთისადმი განსვენებული მაღალყოვლადსამღვდელო თეოფილაქტე; თელავის სობოროს მიძინების პროთაპოპ ზაქარია სიდამონოვო, თელავის ნაჩალნიკს
მაიორს ნიკოლაი სიმონიჩს ბარჩოვს და ტფილისიდამ წარმოგ ზავნილს სოვეტნიკს იოანე ენდრონიკოვსთან უნდა იყო სასულიეროს მხრითგან თელავის შტატის დაწყებაშიო, სადაც ვიმსახურე მათთა6
ჩემის მომზადებითა სამი თვე; 5) მიბრძანებთ, როდესაც თელავის სობოროს მსახურთ არზი მოსცეს ჯამაგირისა, რატომ ხელს არ აწერო, თუმცა მთხოვა სობოროს გარდაცვალებულმან არხიმანდრიტმა6
მამა ელეფთერმან ხელის მოწერა იმ არზაზედ, გარნა მიზეზი ესე იყო: მე ვიცოდი პირველვე, რომ ოც თუმანს უნიშნავდნენ სამს მღუდელსა, ერთს დიაკონსა და სხვას მოსამსახურესა, და მე ხელი არ მოვაწერე და არც ვინებე მათთანა მონაწილეობა, რათგან კმა საყოფელი არ იყო ესოდენთა მსახურთა ამ სობოროსათა; მე ჩემის პენსიის კმაყოფით ვიმსახურებოდი, რომელსაც ეკლესიის შემოსავალთაგან არ
იმიღიეს არცა ერთი გროში და რათ უნდა თელავის სობოროს მოსამსახურებიდამ გამოვირიცხო; 6) მიბრძანებთ, არზი მიგიცია ჩემის წინამოადგილისათვის გარდადგომისა თელავის შჯ;უოლის სმოტრიტელობიდამ სასტიკის სნეულებისა გამო, მართალია/
სნეულება შემთხვევითი არის ზოგად ყოველთა; მეც შემემთხუა ერთგ ზის, გარნა თავისუფლება მივიღე მერე და სიმართლე. სმოტრიტელობის თანამდებობიდამ ვითხოვე გარდადგომა და არა თელავის სობოროს პროთაპოპობის თანამდებობიდამ, რად უნდა გამოვირიცხო? მე ყველა ჟამ წმინდათ მიმსახურნია მამულისა და საზოგადოებისათვის, გარდაცვალებულთ საქართველოს მეფეთათვის, რომელნიცა მაძლევენ ჯილდოთ წყალობასა და ჩემის სამსახურისათვის ღრამატა დამემონწმებიან; 7) ღუბერნიის გახსნიდამ საქართგელოსა შინა ვყოფილვარ დღედმდე სამსახურში უმაღლესის კარისა რუსეთის მპყრობელისა იმპერატორისა, სადითაც მიმიღეს ჯილდოთ ჩემის სამსახურისა სხვათა და სხვათა დროთა შინა, ორი ჯვარი ოქროისა ჯაშვებით; პენსია რესკიპტრის ბოძებითა ღუთისადმი განსვენებულის რუსეთის იმპერატორის ალექსანდრესაგან, ეგრეთვე პირველ ღუბერნიის
გახსნისა ვიმსახურე საქართველოში მყოფის უძლეველის მხედრობისათანა პოხოდებში, სადაცა მაძლევენ მოწმობასა, ღენერალ-ლეიტენანტი და კავალერი ლაზაროვი, და მუნ მყოფი საქართველოს მეფის ძე ბაგრატი; 8) თქვენის წინამოადგილისა და თქუენთვის მიმსახურნია ერთგულად და რწმუნებული საქმე კეთილგანკარგულებით აღმისრულებია,
სადაც უკანასკნელს თქვენ მიერ ბოძებულს ორდერში წყალობას მპირდებით, 1826 წელსა, სადაცა ვიმსახურე საშიშარს ალაგებში თელავის ნაჩალნიკის სტეფანოვის გაგ ზავნითა, რომლისა სამსახურისათვის სხვათ ჩემთან მყოფთ მიიღეს ჩინი და ორდენი მესამეს კლასისა წმინდის ანნასი, და მე ჩემის სამსახურისა მაგიერ, მივიღე ჩემის თელავის სობოროს
დეკანოზობიდამ გამორიცხვა მოხუცებისა ჟამსა, რომელიცა ვარ ოცდათორმეტის წლისა პროთაპოპი, მსახური ამა ეკლესიისა ქადაგებითა და სწავლითა ყველას პრაზნიკებში გულსმოდგინეთ კეთილ აღსრულებითა; თუმცა მიველ ჩემის პატივითა წარსლულს დღესასწაულებში: შობისა, ახალწლისა და ნათლისღებისასა სხვათა შორის სამღუდელოთა,
არცა მამცა ოლარი და ფილონი მამა კირილე ხირსელოვმან, უპატიო მყო, მხედველნი ჩემნი პატივცემულნი გვამნი რუსეთისა და საქართველოისანი იყვნენ ფრიად განკვირვებულნი მცნობინი ჩემნი. ეს ერთი წელიწადია აღარ მივსულ ვიყავი თელავის სობოროში და ვარ თელავის შტატის საყდარში, მამა იოსებ როსტომოვთან და ვიმსახურები გალობითა და წიგნის კითხვითა მუნ; მოინია რა ოქროს საუკუნო და
სა ზოგადო სიხარულის დღე, ერევნის აღებისა, უმეტეს ჩუენ ერთათვის საქართველოისა, იყარა დღე-
36-2 საპატრიარქოს უწყებანი N36 24-30ნოემბერი 2016წ გვ.20
ზაქარია შიოს ძე სიდამონ-ერისთავი 1763-1833 (დასასრული)
სასწაულობა და შეყრილობა ეკლესიის მსახურთა და ერთა 1827 წელსა, ოქტომბრის 11-სა დღესა, სამშაფათსა. მიველ მეცა მათ შორის არა თუ პატივიმცა შესამოსლის მოცემითა და დიდად უპატიო მყო და მომიბრუნდა იმდენს შეყრილობაში და მრისხანედ მითხრა: „ვერ შეიტყვე შენ ამ სობოროში საქშე არა გაქუს რა და გამორიცხული ხარო“ გამოველ მწარედ შერისხული მამა დეკანოზის კირილე ხირსელოვისაგან. ტფილისის სობოროში იყვნენ და არიან ორნი და სამნი პროთაპოპნი თავთავეთის პატივით მოსამსახურები, ეგრეთვე ორნი პროთაჰოპნი არიან
ანჩისხატში და იმსახურებიან, ვერ გამიგია, ჩემზედა რა არის ასეთი ბრალი, რომ ამ სობოროზედ ვეკურთხე პროთაპოპად, მაშინ კირილე
ხირსელოვი დიაჩოეიცა დიაკონიცა არ იყო, ეს უძატიო მყოფს ყოველთვის წინააღმდეგ თქუენის მაღალყოვლადუსამღვდელოესობისაგან მოწერილობისა. ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, გთხოვთ,
ვითარცა მზრუნველსა ესოდენ ჟამ უადგილო მოხუცებული დავითისთანა, ნუ დამაგდებ მე, უფალო, ჟამსა სიბერისასა და მოკლებისა ძალისა ჩემისასა“ როგორც ამ და შემდგომში დაწერილი წერილებიდან ირკვევა, დეკანოზ ზაქარიასა და კირილე ხირსელიშვილს დაპირისპირება მოსვლიათ. მამა კირილე პირველობდა და უპატივცემულოდ ექცეოდა მხცოვან მოძღვარს. მიუხედავად იმისა, რომ ეგზარქოსმა დააკმაყოფილა მამა ზაქარიას თხოვნა და დააბრუნა იგი საკათედრო ტაძარში, იგი მას მაინც არ აძლევდა მსახურების უფლებას. საბოლოოდ,
1832 წლის 3 ივნისს მამა კირილე საეკლესიო წესების დარღვევისათვის (როგორც წერილიდან ჩანს, მამა კირილემ სომეხი ტერტერები შეუშვა ტაძარში, ზარებიც კი დარეკა, კანდელები აუნთო და ლოცვა ჩაატარებინა. მერე თვითონაც წავიდა მათთან და მუხლმოდრეკით ლოცვა აღავლინა) დასაჯეს. დეკანოზი ზაქარია 1833 წლის 14 აგვისტოს გარდაიცვალა. დასაფლავებულია თელავის ღვთაების სახ. ტაძრის გალავანში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იგი დაჯილდოვებული იყო ორი ჯვრით, ამიტომ თელავში მას „ორჯვარა დეკანოზს“ ეძახდნენ.ჰქონდა ენქერიც, რომელიც გამოხატულია მის საფლავის ქვაზე ორ ჯვართან ერთად.
დეკანოზი ზაქარია სიდამონ-ერისთავი, როგორც ჩანს, ატარებდა მეორე გვარსაც. „მასალებში“ ბაგრატ და მიხეილ ბატონიშვილებთან პეტერბურგს გადაყოლილ ქართველებში დასახელებულია
„დეკანოზი კარისა, ზაქარია ლალიხანისშვილი თელაველი“. მღვდელი ზაქარია ასევე გამოყვანილია „კალმასობაში“. დეკანოზ ზაქარია სიდამონ-ერისთავის მამად ჩანს „სიდამონიძე ვახტანგის შვილი შიო, კარისა ჩვენისა მღვდელი,“ თავის „სამკვიდროს მამულიდან გადმოვარდნილი, რომელსაც გიორგი XII-მ 1800 წელს უბოძა ყმა და მამული გრემის ნაქალაქარში. ამ
საბუთის რუსულ თარგმანში იხსენიებიან შიოს შვილები დამონ-ერისთავები. რუსულს საბუთს ხელს აწერს ზაქარია, ვასილი, იეროთე და დიმიტრი სიდეკანოზი ზაქარია. დეკანოზ ზაქარიას ერთ-ერთი ძმა იეროთე სიდამონოვი მარიამ დედოფლის მდივანია. იგი იხსენიება ლაზარევის მოკვლის საგამომძიებლო საქმეში.
37 საპატრიარქოს უწყებანი N37 1-6დეკემბერი 2016წ გვ.17
დეკანოზი იოსებ ჭეიშვილი 1845 –– 1927
„მაცხოვრის ღვთაებრივ მაგალითს მიბაძეს წმიდათა მოციქულთა; ამა მაგალითს მიბაძეს წმიდათა მოწამეთა; ამა მაგალითის მიბაძვა გვმართებს ჩვენცა...“
დეკანოზი იოსებ ზაქარიას ძე ჭეიშვილი 1845 წელს ქუთაისის გუბერნიაში, სოფ. ქვიტირში, მლვდლის ოჯახში დაიბადა. მამამისი, მლვდელი ზაქარია ნიკოლოზის ძე ჭეიშვილი (რამდენიმე საბუთში იგი მჭედლიშვილის გვარითაც იხსენიება), მლვდლის ოჯახში დაიბადა. ქართულ ენაზე საღმრთო და საეკლესიო „ წიგნების კითხვა, ტიპიკონი და გალობა ფარცხანაყანევის ქაშვეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში ისწავლა, სადაც წლების განმავლობაში მედავითნედ მსახურობდა. 1838 წლის 7 ნოემბერს იმერეთის მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა (წულუკიძე) მღვდლად დაასხა ხელი და შუა ქვიტირის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. 1876 წელს პენსიაზე გავიდა. გარდაიცვალა 1886 წლის 1! იანვარს. 1871 წლის 28 ივნისს იოსებმა თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა. 1871 წლის 1 სექტემბერს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის უმცროს კლასებში რუსული ენის პედაგოგის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 1873 წლის 22 მარტს დამტკიცდა ამ თანამდებობაზე. 1874 წლის 3 მაისს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის საბჭოს გადაწყვეტილებით იმ კომისიის წევრად აირჩიეს, რომელსაც უნდა შეემოწმებინა სასწავლებლის ბიბლიოთეკიდან გასაყიდად გადადებული წიგნები. 1876 წლის 9 ოქტომბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მლვდლად დაასხა ხელი და შუა ქვიტირის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვრად განამწესა. 1876 წლის 31 დეკემბერს ქუთაისის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა. 1877 წლის 27 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1877 წლის 3 სექტემბერს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მმართველი საბჭოს მიერ, როგორც რუსული ენის საუკეთესო სპეციალისტ, უფროსი კლასების პედაგოგი გახდა. 1877 წლის 27 ოქტომბერს პედაგოგიურ დარგში ნაყოფიერი სამსახურისთვის ეგზარქოსმა ევგენიმ (ბაჟენოვი) მადლობა გამოუცხადა. 1877 წლის 26 ნოემბერს ქუთაისის საკათედრო ტაძრის მეოთხე მღვდლის ადგილზე გადაიყვანეს. 1877 წლის 11 დეკემბრიდან 1883 წლამდე იმერეთის ეპარქიის საეკლესიო ხაზინაში მუშაობდა. 1879 წლის 9 ოქტომბერს ეპისკოპოსმა გაბრიელმა სამეგ-
37-1 საპატრიარქოს უწყებანი N37 1-6დეკემბერი 2016წ გვ.18
დეკანოზი იოსებ ჭეიშვილი 1845 –– 1927 (გაგრძელება)
რელოს სასულიერო სასწავლებელში შემოსავალგასავლების სარევიზიო კომიტეტის თავმჯდომარედ განამწესა. 1881 წლის 24 თებერვალს იმერეთის ეპარქიის მზრუნველობამოკლებულ სასულიერო პირთა შვილების კომიტეტის წევრად და ხაზინადრად აირჩიეს. 1881 წლის 18 აპრილს სკუფია უბოძეს. 1882 წლის 17 სექტემბერს ქუტირის ოლეის მთავარხუცესად დაინიშნა. 1882 წლის 9 ნოემბერს მოსწავლეთათვის რუსული ენის კარგად სწავლებისათვის ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1883 წლის 1 იანვარს იმერეთის ეპარქიის ხაზინის ხაზინადრად დაინიშნა. 1884 წლის 20 მარტს კამილავკა ეწყალობა. 1884 წლის 19 სექტემბერს გათავისუფლდა სასულიერო სასწავლებლიდან. 1884-–1895 წლებში იმერეთის ეპარქიალური სასწავლებლის განყოფილების წევრია. შემორჩენილია 1885 წლის 26 სექტემბერს ქუთაისის საკათედრო ტაძარში მამა იოსების მიერ წმ. მოციქულ და მახარებელ იოანეს მიცვალების დღეს წარმოთქმული ქადაგება: „დღეს, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, წმიდა ეკლესია აღასრულებს ხსენებასა წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა იოანესსა; აქებს და ადიდებს რა იგი დღესა მოციქულისა იოანესსა, მით გარდმოგვცემს ჩვენ სწავლა-მოძღვრებას, საჭიროს ჩვენის ცხოვნებისათვის. მოციქული იოანნე იყო ერთი ათორმეტ მოციქულთაგანი, რომელიც განსაკუთრებით უყვარდა ჩვენს იესო ქრისტესა. ყველა მოციქულებში ერთად ერთი ეს მოციქული იოანნე გახდა ღირსი ბუნებით გარდაცვალებისა, დანარჩენნი კი ყველანი ეწამნენ. როგორც იოანნე მოციქულის ცხოვრებიდამ, აგრეთვე მისი სწავლა-მოძღვრებიდამ ცხადათ გამოიხატვის ცხოველი და მტკიცე სიყვარული ღვთისა და მოყვასისადმი. სული მისი იყო აღვსილი სიყვარულითა; ის სიყვარულით იწყებდა და აბოლოვებდა ყოველს თვის მოქმედებას. მოციქულმა იოანნემ კარგად იცოდა, რომ ყოველი ჭეშმარიტი აღმსარებელნი ქრისტესი უნდა განსხვავებულიყვნენ სიყვარულითა და ამისათვის ის შემდეგი სიტყვებით არიგებდა თანამედროვე ქრისტიანეთა: „საყუარელნო, ვიყუარებოდით ურთიერთას, რამეთუ სიყუარული ღმრთისაგან არს და ყოველი, რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი. რომელსა არა უყუარდეს, მან არა იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყუარულისაი არს (I იოანე 4,7-8)“. მივაქციოთ, ძმანო, ყურადღება მოციქულის დარიგებასა და გამოვიტანოთ მისგან სულიერი საზრდო. სიტყვისამებრ მოციქულისა ღმერთი არს უსრულესი სიყვარული. სიყვარულისა გამო თვისისა შეჰქმნა მან ხილული და უხილავი ქვეყანა; ერთ წამსაც რომ აღაღებს იგი ხელსა თვისსა ამა ქვეყანას, მაშინ ყოველივე იქმნებოდა გამქრალი. გარნა, ძმანო, განსაკუთრებითი საგანი ღვთის სიყვარულისა არს კაცი; კაცზედ ინება ღმერთმა თვისის უზომო მადლის და სიყვარულის გამოცხადება. მან შეჰქმნა კაცი ხატად და მსგავსად თვისისა და დაადგინა იგი ქვეყანაზედ უფროსად ყოველთა ქმნილებათა ზედა. მაშინაც კი, როდესაც კაცი გარდახდა ღვთის მცნებასა, ძალა ღვთისა სიყვარულისა კაცისადმი არ შემცირებულა, არამედ უფრო განძლიერდა. ესრეთ შეიყვარა ღმერთმა მთელი სოფელი, მაგრამ იგი ჩვენგანაც მოითხოვს სიყვარულსა. რაშიდ უნდა გამოვხატოთ, ძმანო, სიყვარული ღვთისადმი? რით ვასიამოვნოთ მას? თვით ღმერთმა გვიჩვენა, ძმანო, საგანი სიყვარულისა; მანვე გვასწავა, რომელ მისდამი სიყვარულის გამოხატვა შესაძლო არს ჩვენგან მოყვასთა შეყვარებითა: „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი“ (მათ. 22, 39); ამა მცნებაზედ დამყარებულ არს ღვთაებრივი კავშირი მოყვასთა ურთიერთ შორის. სიყვარული ღვთისა და მოყვასისა მჭიდროდ არიან ურთიერთ შორის შეკავშირებულნი; ვისაცა უყვარს ღმერთი, მას უყვარს მოყვასიცა, ხოლო ვისაც არ უყვარს მოყვასი, მას არ უყვარს ღმერთიცა. აჰა, ძმანო, ჭეშმარიტება, რომლის წინააღმდეგ არავის ეთქმის რა. მოიგონეთ, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, რომელ კაცთა სიყვარულისა გამო ინება მაცხოვარმა მიღება გამოუთქმელისა ტანჯვისა ჯვარსა ზედა. სიყვარული შეადგენს კაცისათვის დიდს და მაღალს თვისებას; კაცი, მექონე ამა თვისებათა, არს მოწყალე, მომთმენი, არა მოშურნე, არა მრისხანე, არა ბოროტის მეტყველი: აჰა, ძმანო, დიდი და მაღალი თვისებანი სიყარულისა. ყოველს კეთილს საქმეს უნდა წინა უძღოდეს სიყვარული. უიმისოდ ყოველი კეთილი საქმე ჰკარგავს მნიშვნელობასა თვისსა; უსიყვარულოდ არ შეიძლება სიამოვნება ღვთისა. ზოგჯერ ღმერთი არ ისმენს ჩვენს ვედრებას მისთვის, რომელ მოკლებული ვართ სიყვარულსა. მაგრამ, ძმანო, სიყვარული ღვთისა და მოყვასისადმი კიდევ არ შეადგენენ სრულს სიყვარულსა; კიდევ მოითხოვების ჩვენგან შეყვარება მტერთაცა. რა სასარგებლო იქნება ჩვენთვის, თუმც შევიყვარებთ მოყვასთა და მტერთა მოვიძულებთ? ასრევე იქცევიან წარმართნიცა. მოიგონეთ, ძმანო, რომ მაცხოვარი მოვიდა ქვეყნად ცოდვილთა და არა მართალთათვის; კაცთა ნათესავისადმი სიყვარულისა გამო ჯვარზედაც კი ევედრებოდა იგი მამასა თვისსა მტერთათვის: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“ (ლუკ. 23,
37-2 საპატრიარქოს უწყებანი N37 1-6დეკემბერი 2016წ გვ.19
დეკანოზი იოსებ ჭეიშვილი 1845 –– 1927 (გაგრძელება)
34). მაცხოვრის ამ ღვთაებრივ მაგალითს მიბაძეს წმიდათა მოციქულთა; მათ გაავრცელეს სწავლა სახარებისა ყოველსა ქვეყანასა ზედა, რომელთა კაცთადმი სიყვარულისა გამო მოითმინეს მრავალნი ტანჯვანი და წვალებანნი; ამა მაგალითს მიბაძეს წმიდათა მოწამეთა; ამა მაგალითის მიბაძვა გვმართებს ჩვენცა. მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, აღვასრულებთ რა დღეს ხსენებასა წმიდისა მოციქულისა იოანნესა, ჩვენ მოვიესრეთ, პოვებთ მის მეოხებასა, თუ მივბაძავთ მას და ვიქონიებთ სიყვარულსა და შრომის მოყვარე ვიქნებით. მთელი ცხოვრება თვისი მან განატარა შრომაშიდ და სიყვარულშიდ თანამედროვეთა ქრისტიანეთა კეთილდღეობისათვის. ვიხმაროთ ჩვენცა ჩვენნი ძალა და ღონე ჩვენთა მოძმეთა სასარგებლოდ; შევიყვაროთ ისინი არა სიტყვითა მხოლოდ და ენითა, არამედ საქმითა, რომლისა შეძლება მოგვცეს ჩვენ ღმერთმან. ამინ“. 1885 წელს მამა იოსები უკვე ქვრივია. ჰყავდა ერთი ასული -- ალექსანდრა (1878-1966წწ.), რომელიც გენერალ დავით კერესელიძეზე იყო გათხოვილი. დავითი იყო დერპტის (ეხლ. ქ. ტარტუ, ესტონეთი) სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მუშაობდა ამიერკავკასიის სასაზღვრო ჯარების სამედიცინო სამსახურის უფროსად. მათ ჰყავდათ ოთხი ქალიშვილი: მარო, ქეთევანი, ალექსანდრა (საშურა) და ნინო. დავითი გარდაიცვალა ახალგაზრდა, XX ს-ის 10-იანი წლების ბოლოს ან 20-იანი წლების დასაწყისში და შთამომავლების გადმოცემით დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. დავითის ძმა გიგო, ასევე სამხედრო პირი გახლდათ. მისი ვაჟი იყო კომპოზიტორი არჩილ კერესელიძე. 1886 წლის 17 იანვარს იმერეთის ეპარქიის საეკლესიო ხაზინის ხაზინადრის თანაშემწედ დაინიშნა. 1887 წლის 27 სექტემბერს საკათედრო ტაძრის მესამე მღვდლის ადგილზე დაადგინეს. 1888 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1889-– 1905 წლებში იმერეთის საეპარქიო სანთლის ქარხნის მმართველია. 1889-- 1892 წლებში იმერეთის გაბრიელის სახ. ქალთა ეპარქიალური სასწავლებლის მმართველი საბჭოს განყოფილების წევრია. 1892 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1894 წლის 3 თებერვალს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილოდევდა. 1895-1896 წლებში ქუთაისის სასულიერი სემინარიის მმარწევრია. 1895--1897 წლებში იყო იმერეთის საეპარქიო სასწავლებლის კომიტიტის ქუთაისის საოლქო განყოფილების თავმჯდომარე. 1896 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა იმერეთის სულმნათი ეპისთველობის კოპოსი გაბრიელი (ქიქოძე). მძიმე ზამთარის გამო, მისი გადასვენება " გელათის მონასტერში თითქმის ორ თვეს ვერ მოხერხდა, ამიტომ ცხედარი ქუთაისის საკათედრო ტაძარში ესვენა. წესის აგებაზე სიტყვა წარმოთქვა დეკანოზმა იოსებმა, რომელმაც თავისი ქადაგება ასე დაამთავრა: „მაშ, ეხლა მაინც რით გარდავუხადოთ მადლობა განსვენებულს ყოველივე იმ სიკეთისათვის, რაიცა ჩვენზე მოიღო? უძვირფასეს მადლობას მიითვლის განსვენებული ჩვენგან და სასიამოვნო იქნება მისთვის, თუ ჩვენ არ გარდაუხვევთ მის გონიერ სწავლა-მოძღვრებასა; ეს იქმნება მისთვის სასარგებლო, რომ პირნათლად წარსდგეს იგი საშინელსა სამსჯავროსა წინა; მისთვის იქმნება სასიამოვნო, თუ ჩვენი სიკეთისათვის მის ტანჯულს თავსა შევავედრებთ უფალსა, რასაც ითხოვდა იგი ჩვენგან სიცოცხლეშივე. მაშ, შევევედროთ, ძმანო, უფალსა, რომ ნეტარ-ხსენებულის ყოვლად სამღვდელო გაბრიელის სახელი ჰყოს ჩვენ შორის დაუვიწყარი, განსვენება მიანიჭოს მას წიაღთა შინა აბრაამისას და მართალთა თანა შერაცხოს. ამინ“. 1898 წლის 6 მაისს დეკანოზი იოსები წმ. ანასII ხა1904 წლებში იმერეთის ეპარქიალური სასწავლებლის განყოფილების წევრია. 1904 წლის 18 მაისს ქ. ქუთაისის ეკლესიების მთავარხუცესად აირჩიეს. 1904 წელს რისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1900 დროებით იმერეთის გაბრიელის სახ. ქალთა ეპარქიალური სასწავლებლის განყოფილების თავმჯდომარედ დაინიშნა. 1905 წლის 28 აპრილს გათავისუფლდა მთავარხუცესობიდან და გამოეცხადა მადლობა კეთილსინდისიერი მოღვაწეობისთვის. 1904 წლის 7 აპრილს იმერეთის ეპარქიალური სასწავლებლის განყოფილების თავმჯდომარედ აირჩიეს და ამ თანამდებობაზე 1908 წლის 6 მარტს დამტკიცდა. 1904 წელს წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1906 წლის 4 სექტემბერს ქუთაისის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1908 წლის 25 თებერვალს იმერეთის საეპარქიო სახლის რემონტის წარმატებით დასრულებისთვის ეპის-
37-3 საპატრიარქოს უწყებანი N37 1-6დეკემბერი 2016წ გვ.20
დეკანოზი იოსებ ჭეიშვილი 1845 –– 1927 (დასასრული)
კოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) მადლობა გამოუცხადა. 1910 წლის 24 მარტს გათავისუფლდა იმერეთის ეპარქიალური სასწავლებლის თავმჯდომარის მოვალეობიდან და წლების ღირსეული პედაგოგიური მოღვაწეობის გამო ეპარქიალურმა სასწავლო კომიტეტმა მადლობა გამოუცხადა. 1910 წლის 14 განმავლობაში სკოლებში მაისს ენქერით დაჯილდოვდა. 1910 წლის 28 ივნისს საკათედრი ტაძრის გალავნის ალმშენებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაადგინეს. 1910 წლის 4 ოქტომბერს ქუთაისის მაზრაში სასულიეროს მხრიდან ქოლერის საწინააღდეგო კომიტეტის წევრად დანიშნა. 1910 წლის 15 ოქტომბერს ოთხი წლის ვადით ქუთაისის საქალაქო დუმაში სასულიერო მხრიდან დეპუტატი გახდა. 1911 წლის 20 ოქტომბერს დროებით ისევ დაევალა ეპარქიალური საბჭოს თავმჯდომარეობა. 1912 წლის 6 იანვარს დაამტკიცეს პოსტზე. 1916 წლის 6 მაისს წმ. ვლადიმერის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1921 წელს დეკანოზმა იოსებმა თბილისში, საკათალიკოსო სამეურნეო საბჭოში, თავისუფალი ადგილი ითხოვა, რაზედაც უარი მიიღო. შემდეგ, 1922 წლის ივლისის დასაწყისში, დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე წერდა: „საკათალიკოზო სამეურნეო გამგეობა და კანცელარია მხოლოდ ქაღალდებზეა, არავინ დადის სამსახურში! ზის შიგ მხოლოდ ერთი ხაზინადარი - დეკანოზი იოსებ ჭეიშვილი, ყოფილი ქუთაისის კათედრის დეკანოზი, ხოლო იქიდან ნაზარისაგან გამოძევებული. ეს საცოდავი ეხლა აქ მიიღეს სამსახურში! თვეში დაუნიშნეს 450 000 მანეთი! დადის ხუთი ვერსტის მანძილიდან, შიმშილით სული სძრება, ისე, როგორც კანდელაკ ფხალაძეს! ამ დღეებში შესულან ჭეიშვილთან დეკანოზები -- ფხალაძე და ზ. ლუკაშვილი. ძჭეიშვილს შეუჩივლია მათთვის შემდეგი სიტყვებით: ...........სამი თვეა აქა ვარ, მოვდივარ ყოველდლე 8 საათზე და არავინ სხვა არ მოდის მთელი დღეთ!..“ ეს დაუწერია დეკ. ფხალაძეს და მომიტანა: „აჰა, თქვენი დაწესებულებანიო! შემდეგ, 1922 წლის ნოემბერში, იგი ისევ წერდა: „3 ნოემბერს ლაზარიშვილმა დამიბარა თავის გამგეობაში და კათალიკოსის სახელით წინადადება მომცა: „ხაზინადრობა აიღე საკათალიკოსო საბჭოშიო! ყოველდღე ფული უნდა ავიღო და გავსცე, თვეში ზოგჯერ ორასი მილიონის ტრიალი ხდება და ასეთ სამსახურზე ჰყავდათ მოხუცი შტატგარეშე ქუთაისის კათედრის ყოფილი დეკანოზი ი. ჭეიშვილი, 600 000 მანეთად თვეში, დაავათმყოფდა საბრალო და დაითხოვეს!“ როგორც ვხედავთ, მოხუცმა მოძღვარმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები თბილისში გაატარა. გარდაიცვალა გულის დამბლით 1927 წლის 18 ოქტომბერს. წესი აუგო მიტროპოლიტმა კალისტრატემ (ცინცაძე) ქაშვეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში და ამავე წლის 22 ოქტომბერს კუკიის წმ. ნინოს სახ. სასაფლაოზე დაკრძალეს.
38 საპატრიარქოს უწყებანი N38 7-14 დეკემბერი 2016წ გვ.18
შემოქმედელი გალოგრეების სასულიერო ოჯახი
ჩვენი გაზეთის საშუალებით რამდენჯერმე მოგითხრეთ იმ სასულიერო პირთა შესახებ, რომელთა წინაპრები საუკუნეების განმავლობაში ერთგულად და თავდადებით ემსახურებოდა დედაეკლესიას,
ამჯერად კიდევ ერთი ასეთი ოჯახი გვინდა გაგაცნოთ, რომელთა გვარიდან რამდენიმე ღირსეული სასულიერო პირი აღიზარდა ეკლესიის წიაღში. გალოგრეების ეს გვარი გურიიდან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. შემოქმედიდან მომდინარეობს, სადაც დღემდე ცხოვრობენ მათი შთამომავლები. ამ გვარის წარმომადგენლებმა თავიანთი მსახურებითა და მოღვაწეობით მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირეს ქართულ საეკლესიო ისტორიაში.
მღვდელი ანდრია იოანეს ძე გალოგრე 1802 წელს, საბატონო ყმის
ოჯახში დაიბადა. ეკუთვნოდა სასულიერო წოდებას. საღმრთო ისტო-
რია და საეკლესიო ტიბიკონი ჩიბათის ტაძრის მღვდელ იესე ჯორბენა
ძესთან ისწავლა. 1823 წელს ჯუმათელმა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა
(შერვაშიძეე დიაკვნად აკურთხა. 1826 წლის ივნისში მლვდლად დაას
ხა ხელი და შემოქმედის საკათედრო ტაძარში განამწესა. 1885 წელს
ცოცხალია და პენსიას ღებულობდა. ჰყავდა შვილი –– მღვდელი მაქსიმე
(1820-1892წწ.). მღვდელი მაქსიმე ანდრიას ძე გალოგრე 1820
წელს დაიბადა. ქართულ ენაზე საღმრთო და საეკლესიო წიგნების კითხვა, ტიბიკონი და გალობა შემოქმედის მონასტერში ისწავლა. 1848 წლის 7 თებერვალს გურიის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (წულუკიძე)
დიაკვნად აკურთხა და შემოქმედის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. 1851 წლის 3 იანვარს მლვდლად დაასხა ხელი და ამავე ტაძარში დაადგინა. 1860 წელს გურიის ეპარქიის სამლვდელოების შემოსავლების სარევიზიო კომიტეტის წევრად იყო. 1861 წლის 14 ივნისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1865 წლის 23 აგვისტოს სკუფია უბოძეს. 1873 წლის 19 თებერვალს ოზურგეთის მაზრის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს. 1878 წლის 13 ივლისს კამილავკა ეწყალობა. ჰქონდა ჯილდო -–– ყირიმის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ლენტიანი ბრინჯაოს ჯვარი. 1886 წელს წითელმთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1889 წლის 1 აგვისტოს პენსიაზე გავიდა. გარდაიცვალა 1892 წლის 23 ივლისს. ჰყავდა მეუღლე – ელისაბედ იოანეს ასული (1827) და შვილები: დეკანოზი ანტონი (1839-1914წწ.), ფატუშა. დეკანოზი ანტონ მაქსიმეს ძე გალოგრე 1839 წელს დაიბადა. დაამთავრა ოზურგეთის ორკლასიანი სასულიერო სასწავლებელი. ქართულ ენაზე საღმრთო და საეკლესიო წიგნების კითხვა, ტიბიკონი და გალობა შემოქმედის მონასტერში ისწავლა. 1870 წლის 3 იანვარს გურიის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ტუსკია) დიაკვნად აკურთხა და ბაღლების მაცხოვრის სახ. ტაძარში განამწესა. 1871 წლის 28 მარტს მღვდლად დაასხა ხელი და იმავე ტაძარში დაადგინა. 1878 წლის 24 აგვისტოს იმ კომისიის წევრად აირჩიეს, რომელსაც უნდა აღეწერა და წესრიგში მოეყვანა გურიის ეპარქიის ტაძრებისა და მონასტრების ქონება. 1878 წლის 17 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1879 წლის 21 აპრილს შემოქმედის წმ. გიორგის სახ. ორშტატიანი ტაძრის მეორე მღვდლად დაინიშნა. 1879 წლის 17 მაისს ოლქის სამღვდელოებამ ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში თავის დეპუტატად აირჩია. 1882 წლის 24 აგვისტოს სკუფია უბოძეს. 1885 წლის
5 მარტს შემოქმედის ორშტატიანი ტაძრიდან ერთი შტატი წითელეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიტანეს და მის წინამძღვრად მამა ანტონი დაინიშნა. 1885 წლის 16 სექტემბერს საართველოს ეგზარქოს პავლეს (ლებედევი) ლოცვა-კურთხევით კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების მეოთხე განყოფილების წევრად აირჩიეს და ამავე წლის 14 დეკემბერს ამ საზოგადოების წმ. ნინოს ვერცხლის სახ. ნიშანი უბოძეს. 1892 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა და ამ დროს უკვე შემოქმედის ტაძარში მსახურობდა. 1898 წელს რუსეთის წმ. სინოდმა მადლობა გამოუცხადა სიგელის მიცემის გარეშე, 1898 წლის 6 სექტემბერს ოლქის სამღვდელოებამ სულიერ მოძღვრად აირჩია.1901 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1908 წლის 19 მაისს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს გიორგის (ალადაშვილი) წარდგინებით რუსეთის
წმ. სინოდმა დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1909 წლის 14 იანვარს ფოთის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ საკათედრო ტაძარში, გურია-სამეგრელოს
ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) წირვის დროს
საზეიმოდ აკურთხა დეკანოზად. 1910 წლის მარტსა და მაისში გურიის ეკლესიები მოიარა და დაათვალიერა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე). მთელი ეს მოგზა-
38-2 საპატრიარქოს უწყებანი N38 7-14 დეკემბერი 2016წ გვ.19
შემოქმედელი გალოგრეების სასულიერო ოჯახი (გაგრძელება)
ურობა კარგად არის აღწერილია იმჟამინდელ ქართულ პრესაში, რომელშიც ვკითხულობთ: „ჩვიდმეტ მარტს ყ-დ სამღვდელომ შემოქმედის საზოგადოების ეკლესიების დათვალიერებით მოათავა ბახვის საბლაღოჩინო ოლქი. ხსენებულ საზოგადოებაში სამი სამრევლო ეკლესიაა შემოქმედისა, ჯვარისა და წითელმთისა. ერთი მათგანი, სახელდობრ, ჯვარი, სულ არაფერს არ წააგავს და არც საჭირო ყოფილა აქ ეკლესია, რადგანაც ხსენებული ეკლესიის დღევანდელ მრევლს ზედ აკრავენ წითელმთის და შემოქმედის ეკლესიები. დიდი მადლობა უბრძანა ყ-დ სამლვდელომ შემოქმედის ეკლესიის წინამძღვარს დეკანოზს მ. ანტონ გალოგრეს ეკლესიაში იდეალური სისუფთავისთვის და მხურვალე მზრუნველობისათვის. ეტყობა, რომ პატიოსანი მოძღვარი მთელი თავისი არსებით მისცემია ეკლესიას და ხალხიც გრძნობს ამას, ხალხიც უფასებს მას ეკლესიის ერთგულებას და პატივისცემით ეგებება ყველა მის დავალებას“. 1913 წლის 15 მაისს დეკანოზი ანტონი წმ. ანასIIII ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1913 წლის 1 ივნისს მხცოვანი მოძღვარი პენსიაზე გავიდა. იგი 1914 წლის 5 ოქტომბერს გარდაიცვალა. ამასთან დაკავშირებით გაზ. „ახალი ივერია“ წერდა: „სოფელ შემოქმედში (გურიაში) გარდაიცვალა დამსახურებული დეკანოზი ანტონ გალოგაძე (აქ რედაქციის გვარი ეშლება –– გ.მ.), ცნობილი საღვთო სჯულის მასწავლებელი და საეკლესიო გალობის მცოდნე“. ჰყავდა მეუღლე - ქრისტინე გიორგის ასული ღლონტი (დაბ. 1852წ.) და შვილები: გიორგი/კოკილო (დაბ. 1869წ.), დეკანოზი სერგი (დაბ. 187 1წ.), მატრონა (დაბ. 1872წ.), მღვდელი სამსონი (დაბ. 1884წ.), მარიამი (დაბ. 1884წ.). გვარში უკანასკნელი მღვდელმსახურები დეკანოზ ანტონის ვაჟები, სერგი და სამსონი იყვნენ. უფროსი ვაჟი, დეკანოზი სერგი ანტონის ძე გალოგრე, 1869 წელს დაიბადა. 1893 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარიის ორი კლასი. ავადმყოფობის გამო მიატოვა სწავლა. 1896 წლის 29 სექტემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 1 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და ნატანების (ნიკოლაევსკი) წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარში განამწესა. 1897 წლის 20 იანვარს ოზურგეთში მდგარი კავკასიის მე-3 მსროლელთა დრუჟინის პოლკის მოძღვრად დაინიშნა. აქვე იყო ამ პოლკის კარის ეკლესია, სადაც მამა სერგი მსახურებებს ატარებდა. მასვე დაევალა ჯარისკაცებისთვის საღვთო სჯულის სწავლება, და ამ მოვალეობას იგი 1903 წლის 10 თებერვლამდე ასრულებდა. 1897 წლის 8 მაისს პატიოსანი სამსახურისთვის “ დრუჟინის მეთაურმა მადლობა გამოეცხადა. 1897 წლის 13 სექტემბერს ადიდებულმა მდ. ნატანებმა წმ. ნიკო27 ლოზის სახ. ეკლესია წაიღო და მამა სერგი შემოქმედში გადავიდა. 1897 წლის 22 სექტემბრიდან 1898 წლის 30 მაისამდე ოზურგეთის ქალთა სასწავლებელში ქართულ ენას ასწავლიდა. 1900 წლის 8 თებერვალს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1901 წლის 25 ივნისიდან 1907 წლის 20 ივნისამდე ოლქის სამღვდელოების მხრიდან იყო ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში დეპუტატი. 1903 წლის 26 მარტს ექადიის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1903 წლის 25 აპრილს სკუფია უბოძეს. 1903 წლის 1 მაისს ექადიის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. 1903 წლის 15 ნოემბერს შეთავსებით ოზურგეთის ქალთა ორკლასიანი სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1905 წლის 1 აგვისტოდან 1909 წლის 5 დეკემბრამდე იყო ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის სარევიზიო კომიტეტის წევრი. 1905 წლის 21 დეკემბერს ოზურგეთის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1906 წლის 10 თებერვლიდან ოზურგეთის ქალთა სამრევლოსაეკლესიო სკოლის გამგე და საღვთო სჯულის პედაგოგია. ამავე დღეს გურია-სამეგრელოს ეპარქიალური სასწავლო საბჭოს, ოზურგეთის მაზრის განყოფილების შტატიან წევრად დაინიშნა. 1907 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1909 წლის 6 მაისიდან 1910 წლის 11 მაისამდე დროებით ხელმძღვანელობდა გურია-სამეგრელოს ეპარქიალური სასწავლო საბჭოს ოზურგეთის მაზრის განყოფილებას. 1909 წლის 5 დეკემბერს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის მმართველი საბჭოს წევრია. 1910 წლის 13 ივნისს სამრევლო-საეკლესიო სკოლების გახსნის 25-წლის იუბილესთან დაკავშირებით რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III სახ. სამახსოვრო ვერცხლის მედალი და წმ. ვლადიმერის სახ. ლენტიანი ორმაგი ვერცხლის მედალი უბოძეს. 1911 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1917 წლის 8-17 სექტემბერს, როგორც ოზურგეთის ოლქის მთავარხუცესი, ესწრებოდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებას. 1918 წელს კვლავ მღვდელია. 1921 წლის 1-5 სექტემბერს ესწრება გელათში გამართულ მესამე საეკლესიო
38-3 საპატრიარქოს უწყებანი N38 7-14 დეკემბერი 2016წ გვ.20
შემოქმედელი გალოგრეების სასულიერო ოჯახი (დასასრული)
კრებას და უკვე დეკანოზის წოდება აქვს. 1921 წლის 28 ოქტომბერს ოზურგეთში შეიკრიბა ოზურგეთისა და ბახვის ოლქის სამღვდელოება, რომელზეც სხვადასხვა საეკლესიო საკითხი განიხილეს. კრებას თავმჯდომარეობდა დეკანოზი სერგი გალოგრე და მღვდელი თომა საბაშვილი. 1922 წელს კვლავ ოლქის მთავარახუცესია. სავარაუდოდ, 1923/1924 წლებში ანაფორა გაიხადა. 1927 წლის 21 იანვარს შედგა სრულიად საქ. მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატთა საბჭოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მცირე პრეზიდიუმის სხდომა, სადაც რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის იყო ოზურგეთის მაზრაში მცხოვრები 23 სასულიერო პირის თხოვნა საარჩევნო უფლებებში აღდგენასთან დაკავშირებით. ამ სიაში იყო დეკანოზი სერგი გალოგრეც. მათი თხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი აღარ მსახურობდა. 1943-1944 წლებში იმ სასულიერო პირთა სიაში იყო, რომელთაც, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან ოფიციალური დასტურისა, მაინც არ გამოთქვეს სურვილი ღვთისმსახურების გაგრძელებაზე. ჰყავდა მეულლე მარიამ/ანეტა კონსტანტინეს ასული სიამაშვილი (დაბ. 1877წ.) და შვილები: ნინო (დაბ. 14.01.1898წ.), ვალერიანი (დაბ. 29.09. 1900წ.), ანტონი (დაბ. 4.10. 1907წ.). უმცროსი ვაჟი, მღვდელი სამსონ ანტონის ძე გალოგრე 1884 წელს დაიბადა. სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, გამოვიდა მეორე კლასიდან. 1913 წლის 1 ივნისს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 9 ივნისს მლვდლად დაასხა ხელი და შემოქმედის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კომუნისტებმა სამღვდელოება ძლიერ შეავიწროეს. ეს კარგად ჩანს 1921 წლის 14 ნოემბერს შემოქმედის თემის რევკომის სამმართველოს მიერ გაცემული ცნობიდან, რომელშიც ვკითხულობთ: „სოფ. შემოქმედის მღ. სამსონ გალოგრეს. თანახმად საქართველოს უმაღლესი მთავრობის დადგენილებისა, წინადადებას გაძლევთ სასტიკ პასუხისმგებლობის ქვეშ დაიცოთ შემდეგი წესები: თქვენ ამიერიდგან არა გაქვთ უფლება მონათვლის, ჯვრის წერის ან დასაფლავებისა, თუ საამისო ნებართვა არ გექნებათ ადგილობრივი რევკომის მიერ. თუ თქვენ მიერ არ იქნება შესრულებული ეს განმარტება, იმ შემთხვევაში თქვენ სასტიკ პასუხს აგებთ რევოლუციური დროის კანონების წინაშე“. 1923/ 1924 წლებში მამა სამსონმაც გაიხადა ანაფორა. ერთი პერიოდი იგი ოზურგეთის წისქვილ-კომბინატში მუშაობდა. გარდაიცვალა 1962 წელს. დაკრძალულია შემოქმედის საერო სასაფლაოზე, იქ სადაც ადრე ტაძარი იდგა. მეუღლე - ალექსანდრა თენეიშვილი და შვილები: ზაქარია, დავითი, მარგალიტა, თამაზი. საინტერესო ცნობების მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით მღვდელ სამსონის უმცროსი ვაჟის, თამაზ გალოგრეს მეუღლეს, შემოქმედის საკათედრო ტაძრის მესანთლეს (გახსნის დღიდან), ქალბატონ ცისანა მიქაძე-გალოგრისას.
39 საპატრიარქოს უწყებანი N39 15-21 დეკემბერი 2016წ გვ.17
არქიმანდრიტი ქრისტეფორე (ჩოლოყაშვილი) 1783-1850
არქიმანდრიტი ქრისტეფორე, ერისკაცობაში რევაზ ქაიხოსროს ძე ჩოლოყაშვილი 1783 წელს კახეთში, სოფ. ახმეტაში თავად ქაიხოსრო გრიგოლის ძისა და ხორეშან ოთარის ასულ ჩოლოყაშვილების ოჯახში დაიბადა. მამამისი, ქაიხოსრო, ახმეტაში მცხოვრები ჩოლოყაშვილების ოჯახიდან გახლდათ. ახმეტის ჯვარპატიოსნის სახ. ტაძრის დასავლეთი კარის თავზე მოთავსებულ 1756 წლის წარწერაშიიხსენიებიან გრიგოლ ჩოლოყაშვილი და მისი სამი ვაჟი: გივი, ქაიხოსრო და აბელი. ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ის დროს იგი სახლთუხუცესია. იგი ხელს აწერდა გიორგიევსკის ხელშეკრულების დანართს 1784 წლის 24 იანვარს დავით ორბელიანთან ერთად. 1791 წელს ქაიხოსრო მოსკოვში ჩავიდა, სადაც 1795 წლამდე დარჩა. 1799 წლის დეკემბერში ქართლ-კახეთის უკანასკნელმა მეფე გიორგი XII-მ კახეთის სახლთუხუცესობა მისცა. 1801 წელს იგი
წინააღმდეგი იყო დავით და ბაგრატ ბატონიშვილებისა. იმავე წლის 2 იანვარს ბაგრატ ბატონიშვილი გენერალ ლაზარევს წერდა: „სახლთუხუცესი ქაიხოსრო და გიორგი ჩოლოყაშვილები ჩემს ბიძებთან წავიდნენ“. 1804 წლის 29 იანვარს ქაიხოსრომ „კოლეჟსკი სოვეტნიკობა“ მიიღო. 1804 წლის მთიულეთის აჯანყების დროს რუსეთის ხელისუფლებამ
ქაიხოსრო და მისი შვილები აჯანყებულთა მომხრეებად ჩათვალა. 1804 წლის 4 ნოემბერს საქართველოს მთავარსარდალი პავლე ციციანოვი ცხინვალიდან წერდა ვოლკონსკის, რომ კახეთიდან წამოეყვანა ყოფილი სახლთუხუცესი ქაიხოსრო თავისი შვილებით გრიგოლითა და აბელით. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი ძალაც ეხმარათ მათზე. ქაიხოსრო ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ჩაბარდა თელავის კაპიტან-ისპრავნიკს სოლომკას და თავის ვაჟთან, აბელთან, ერთად თბილისში გაჰყვა. მეორე ვაჟი გრიგოლი ადგილზე არ აღმოჩნდა, იგი ერთერთ სოფელში იყო წასული. თელავიდან 12 ვერსიც არ ჰქონდათ გამოვლილი, რომ ქაიხოსროს ცხენი წაიქცა, იგი იმდენად დაშავდა, რომ შტაბის ექიმმა
ვორონჩენკომ შეუძლებლად სცნო მისთვის მგზავრობის გაგრძელება. ქაიხოსრო სოფ. ხოდაშენში დატოვეს, მისი ვაჟი აბელი კი დავით გარეჯის მონასტერში მიიყვანეს და ყარაულის ქვეშ დააყენეს. 1804 წლის დეკემბერში, გამოჯანმრთელების შემდეგ, ქაიხოსრო თბილისში ჩამოიყვანეს და ასევე მკაცრიზედამხედველობა დაუწესეს. იგი პატიმრობაში გარდაიცვალა. „ქაიხოსრო მოკვდა ერთგულად ნამსახური ტუსაღობასა შინა რუსთაგან ტფილისს“. დეკანოზ იოანე ქართველიშვილის ჩანაწერში 1805
39-1 საპატრიარქოს უწყებანი N39 15-21 დეკემბერი 2016წ გვ.18
არქიმანდრიტი ქრისტეფორე (ჩოლოყაშვილი) 1783-1850 (გაგრძელება)
წლის 7 ივნისს ნათქვამია: „ჩოლოყაშვილი ქაიხოსროს საიმტვერიო მივიღე ერთი მანეთი“. ანუ იგი გარდაცვლილა 1805 წლის 7 ივნისის წინა დღეებში. ქაიხოსრო ასევე ნახსენებია „კალმასობაში“.მას ჰყავდა ხუთი შვილი: გრიგოლი (1780- 1831წწ.), აბელი, რევაზი (შემდგომში –- არქიმანდრიტი
ქრისტეფორე), ატატო-ანასტასია (1774-1819წწ. სარდალ იოანე ორბელიანის მეუღლე), ანა (ცოლი ჯერ ისაია ახვერდოვისა, მერე გენერალ წ დიმიტრი ზაალის ძე ორბელიანისა). მომავალმა არქიმანდრიტმა პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. ქართულ ენაზე წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი შიომღვიმის
მონასტერში ისწავლა, სადაც 1803 წლიდან საბერო მორჩილებას გადიოდა. რუსეთში ყოფნის პერიოდში შეისწავლა ცოტაოდენი რუსული ლაპარაკიც. 1803 წელს შიომღვიმეს მონასტერში ანაფორა უკურთხეს. 1804 წლის 10
მარტს არქიმანდრიტმა გერონტიმ (სოლოღაშვილი) ბერად აღკვეცა და სახელად ქრისტეფორე უწოდა. 1806 წელს შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახ. მონასტერში გადაიყვანეს და ამავე წლის
30 მაისს (მეორე ვერსიით –– 1807 წლის 17 მაისს) ხარჭაშნელმა ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა (ჩოლოყაშვილი) დიაკვნად აკურთხა. 1807 წელს კათოლიკოსმა ანტონ II-მ (ბაგრატიონი) თავისთან გადაიყვანა და შესამოსლების მოლარეობა ჩააბარა. 1810 წლის 3 ნოემბერს გადასახლებულ კათოლიკოსს რუსეთში გაჰყვა. 1811 წლის 3 ნოემბერს ანტონ II-მ ხაზინადრობა ჩააბარა. ამავე წელს რუსეთის უწმინდესმა სინოდმა პენსიის სახით -– 25 მან. დაუნიშნა. 1812 წლის (მეორე ვერსიით -–– 1814 წლის) 17 მაისს, კათოლიკოს-პატრიარქის თხოვნით, ქ. ტამბოვში ეპისკოპოსმა იონამ (ვასილევსკი, შემდგომში –– საქართველოს ეგზარქოსი) მლვდლად დაასხა ხელი.
1815 წელს კათოლიკოსმა ანტონ II-მ თავისთან მყოფი მღვდელ-მონაზონ ქრისტეფორეს საქართველოში გამოგზავნა დააპირა და მისთვის უძველესი ბოჭორმის მონასტრის წინამძღვრად დანიშვნა და არქიმანდრიტის წოდების მინიჭება ითხოვა. ამ მიზნით მან 1815 წლის 15 ოქტომბერს სინოდის ობერ-პროკურორს ალ. გოლიცინს წერილი მისწერა:
ცხრა წელიწადია ქრისტეფორე ბერი ერთგულად
მემსახურება, ყოველდღე მიწირავს და მილოცავს,
გთხოვთ, ბოჭორმის მონასტერში არხიმანდრი- ტობა უბოძოთ“. ბოჭორმის მონასტერი ამ დროსრუსებს უკვე გაუქმებული ჰქონდათ და ამიტომ თბილისიდან ალ. გოლიცინს უპასუხეს: „ბოჭორმის მონასტერი არის მტერთაგან დანგრეული, ნანგრევების მეტი არა არის რა. ნაწილებიანი
ხატი ალავერდშია დაცული, ამაზედ არის მიწერილი და
მთავარეპისკოპოსი დოსითეოსი (ფიცხელაური) განაგებს. არხიმანდრიტის თავისუფალი ადგილი არ არის. 1811 წლიდან 13 არხიმანდრიტია უმონასტროდ. ამათგან 2 რუსეთშია“. ალ. გოლიცინს არ უნდოდა კათოლიკოს ანტონისათვის გული ეტკინა და 1816 წლის 10 თებერვალს საქართველოში სინოდალურ კანტორას მაინც მისწერა: „ბერი ქრისტეფორე არხიმანდრიტად აკურთხეთ მაშინ, როცა მაგ 13 არხიმანდრიტს მონასტერი მიეცეს და ახალი ადგილი გაიხსნესო“. თუმცა 1842 წლამდე მამა ქრისტეფორეს ეს ხარისხი არ ეღირსა. კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის ლოცვა-კურთხევით 1819 წლის 16 ივნისს მღვდელ-მონაზონი ქრისტეფორე საქართველოში დაბრუნდა და დროებით, ვიდრე ადგილი გამოჩნდებოდა ახმეტაში, მამაპაპისეულ სახლში, თავის ძმებთან ცხოვრობდა. 1825 წლის 6 ივლისს (მეორე ვერსიით -–– 1826 წლის 6 ივნისს) შუამთის მონასტრის საძმოში დაინიშნა და ხაზინადრობა დაევალა. 1829 წლის 1 თებერვალს წმ.
ანას II ხარისხის ორდენი უბოძეს. 1836 წლის 16 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1837 წელს მღვდელ ზურაბიშვილთან ერთად მამა ქრისტეფორეს შუამთის მონასტრის ყოფილი წინამძღვრის, არქიმანდრიტ სოფრონის (ერისთავი) საქმის გამოძიება დაევალა. 1838 წლის 7 მარტს კახეთის საეკლესიო მამულების მმართველის თანაშემწედ დაინიშნა.
1838 წლის 18 მარტს საიმპერატორო გვირგვინით შემკობილი წმ. ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1840 წლის 28 ივნისს (მეორე ვერსიით -– 27 აპრილს) სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1841 წლის
15 სექტემბერს იყალთოს ღვთაების ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა ევგენიმ (ბაჟენოვი) იღუმენის წოდება მიანიჭა. 1842 წლის 3 აპრილს კახეთის საეკლესიო მამულების მმართველად დაინიშნა. 1842 წლის 4 აპრილს შუამთის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ნიკიფორე (ჯორჯაძე) ეპისკოპოსად აკურთხეს და მონასტერი უწინამძღვროდ
დარჩა. ამავე წლის 9 ივნისს სინოდალურ კანტორაში წინამძღვრის კანდიდატურაზე სამი პიროვნება
39-2 საპატრიარქოს უწყებანი N39 15-21 დეკემბერი 2016წ გვ.19
არქიმანდრიტი ქრისტეფორე (ჩოლოყაშვილი) 1783-1850 (გაგრძელება)
იყო წარდგენილი: შიომღვიმის მონასტრის იღუმენი იოანე (იოსელიანი), მარტყოფის ლვთაების ტაძრის იღუმენი იოანე (ჯორჯაძე) და იღუმენი ქრისტეფორე არჩევანი მამა ქრისტეფორეზე გაკეთდა. 1842 წლის 29 ნოემბერს სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა ისიდორემ (ნიკოლსკი) მას არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა და შუამთის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1849 წლის 8 ოქტომბერს არქიმანდრიტი ქრისტეფორე ეგზარქოს ისიდორეს წერდა: „უპატივცემულესად მაქვს პატივი, მოვახსენო თქვენს მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, რომელ მახლობელ რწმუნებულისა ჩემდა შუამთის მონასტრისა სიმგვლივ ოთხსავე კუთხით, არანაკლებ მოშორებით ნახევარ ვერსისა, ხშირად აღმოიჩინებიან ტყეში მტერნი ესე იგი ლეკნი, და მეცადინეობენ ყოველ დღე და ღამე რათამცა მოსპონ მონასტერი ესე, გარნა ძმანი ამა მონასტრისანი მღვიძარეობთ და ვყარაულობთ შიგნით გალავნიდამ ამა მონასტრიდან, დაცვისათვის ამა მონასტრისა, რათამცა მონასტერი და ძმანი ამა მონასტრისანი არა აოხრებულ იქმნან აღნიშნულ მტერთაგან, რომელნიცა ორგზის კიდეც მოგვიცვივდნენ ღამე ამა მონასტერსა შინა, და მღვიძარეობისა გამო ჩვენისა ვერ შემობედეს შემოსვლა. ვინაიდგან ჩვენ კრებულთ ყოველ დლე და ღამე არ შეგვიძლიან ყარაულობა ამა მონასტრისა. პირველად -–– რომ დაწესებულნი ყარაულნი ათნი კაცნი არა მდგომარეობენ სრულად და არცა ძალუძსთ ყარაულობა მცირე წლოვანებისა გამო მათისა ამა მონასტერსა ზედა; მეორეს -- ამა მონასტერსა აქუს დაბალი გალავანი და მდგომარეობს სიძველეში და იქცევა, და ყოველთვის მარჯვედ შეუძლიან მტერთ ორსავე მხარეს აღმოსავლეთით და დასავლეთით გადმოვიდნენ და შემოესივნენ ამა მონასტერსა. და აღაოხრონ მონასტერი. კვალადვე იმ განვლილის სეკტემბრის თვის რიცხვში მახლობელ ამა მონასტრისა სოფ. ვარდისუბნის მცხოვრებნი საეკლესიო ყმები ორი სული დაიჭირეს ლეკთ და წაიყვანეს დაღესტანში, მეორეთ ამა მონასტრისავე მახლობლად ამა ოქტომბრის რიცხვში ორი სული მოკლეს, ხელები დააჭრეს და გაიქცენ, ჩვენ, კრებულნი ამა მონასტრისანი, ვსგევართ საშიშარ წერტილზედ და ყოველთვის მოვშიშობთ მტერთაგან. ვსთხოვ რა თქვენს მეუფებას, რომელ იზრუნოთ კრებულისა და მონასტრისათვის, რათამცა პირველად გაუკეთდეს მაღალი ახალი გალავანი დასაცველად ამა მონასტრისა, რომელზედაც ორგზის შემდგარ არს კიდეცა არქიტექტურის ლიპარიტისაგან (იგულისხმება არქიტექტორი რიპარდი -– გ. მ.) სმეტა ამა მონასტრის გალავანსა ზედა, და მეორეთ, დაწესებული მეფეთაგან ათი ყარაული კაცი, მოეცეს უკლებ- ლივ დასაცველად ამა მონასტრისა, რომელზედაც მაქუს პატივი მოხსენებად“. მართლაც, მომდევნო წლის 30 აპრილს სინოდმა დაამტკიცა რიპარდის პროექტი და მამა ქრისტეფორემ მაშინვე დაიწყო მშენებლობა. აგვისტოში ნახევარი საქმე თითქმის გაკეთებული იყო, როცა მონასტერს სახსრები ამოეწურა მშენებლობის გასაგრძელებლად. შეწუხებული წინამძღვარი ეგზარქოსს წერდა, რომ გალავნისათვის დარჩენილი ფულის ნახევარი სასწრაფოდ გამოეგზავნათ და ჩაებარებინათ ეპისკოპოს ნიკიფორესთვის, რომელიც თავის მხრივ მის რწმუნებულ კაცს გამოატანდა შუამთის მონასტერში. ამ თანხით იმედოვნებდა წარმატებულად დაესრულებინა გალავნის მშენებლობა. ამავე წლის 8 სექტემბერს იგი სინოდალურ კანტორას წერდა, რომ „გალავანი ავაშენე ახალი, ერთი საჟენი და ადგილ-ადგილ მომატებული, სიგრძით 607 საჟენი, ხოლო დღეს სიცივის მიზეზით შენება მისი დავაყენე; ესე ახლად აშენებული გალავანი განიხილა არქიტექტორმა რიპარდმა და იგი ყოველსავე გარემოებასა მისსა მოახსენებს სინოდის კანტორასა“. სამწუხაროდ, არქიმანდრიტი ქრისტეფორე ვერ მოესწრო გალავნის მშენებლობის დასრულებას. სიცოცხლის უკანასკნელ წელს მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად შეირყა. 1849 წლის 8 დეკემბერს იგი ეგზარქოს ისიდორეს (ნიკოლსკი) წერდა: „მაქუს პატივი მოვახსენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობას თქვენსა, რომელ ამა მდგომარის თვის 5 რიცხვსა, მივიღე ერთად ოთხნი მოწერილობანი: 1) თუშთ-ფშავ-ხევსურეთის ოკრუჟნის ნაჩალნიკისგან; 2) ყვარლის უჩასტკის ზასედატელისა; 3) თელავის უჩასტკის ზასედატელისა; 4) თელავის უჩასტკის ზასეტადელ-პომოშნიკისა, რომელნიცა მიმიწვევენ სხვათა და სხვათა ადგილებთა შინა დასასწრებლად ერთსა ვადასა ზედა; მაღალ-
39-3 საპატრიარქოს უწყებანი N39 15-21 დეკემბერი 2016წ გვ.20
არქიმანდრიტი ქრისტეფორე (ჩოლოყაშვილი) 1783-1850 (დასასრული)
ყოვლადუსამღვდელოესო მეუფე და მოწყალეო მწყემსმთავარო მე აღარ ძალმიძს ჯდომა ცხენზედ და მიმოსვლა ყოველთა ადგილებთა და საგამგებლოსა შინა, ჩემი სნეულებისა გამო, და მოხუცებულობისა გამო ჩემისა. ვინაიდგან თხუთმეტი წელიწადი სრულდება, რაც ვემსახურები მთავრობასა ესრეთითა თანამდებობითა და ხშირად ცხენზედ
ჯდომამ და სიარულმან დიდად დამასნეულა, რომელსაც აღარ
ძალმიძს თანამდებობისა აღსრულება არა რომლისამე სახითა; ამისთვის ყოვლად უმორჩილესად გთხოვთ თქვენს მაღალყოვლადუსამღვდელოესობას,” კეთილი ინებოთ, მიიღოთ მამობრივი მოწყალება და განთავისუფლებულ მყოთ გამგებლობისა თანამდებობიდან და ვმყოფობდე ჩემდა რწმუნებულსა მონასტერსა შინა“.როგორც ჩანს, ეგზარქოსმა არ დააკმაყოფილა
მისი თხოვნა და ზაფხულში მას მოუწია ფშავში არსებული საეკლესიო მამულების მიმოხილვა, სადაც გაცივდა და 1850 წლის 17 აგვისტოს ხელმეორედ მიმართა თხოვნით ეგზარქოსს: „წარსულის წლის
ივლისის თვეში ვიყავი სოფ. თიანეთს და საქმის შესასრულებლად ფშავის ხეობაში სოფ. ქუჩხევს და 17-ს ამა თვისას გავხდი ავად ცხელებისაგან და
იქიდან მოყოლებული მწამლობს თელავის მაზრის ექიმი ჩიგიანოვი, ყოველდღე მაცხელებს და არა მაქვს იმედი, მოკლე დროში მივიღო კურნება.
ამის გამო არ ძალმიძს წესისამებრ აღსრულება წინანდელისა ჩემისა თანამდებობისა. ამისთვისუმორჩილესად გთხოვთ, გამანთავისუფლოდ და
საქმეების აღსულება მიანდოთ, ვისაც თქვენი მაღალყოვლადუსამღვდელოება ინებებს, რათა მე საქმის აღუსრულებლობისათვის არა მივიღო ყვედრება მთავრობისაგან“.
საბოლოოდ გამოდის, რომ არქიმანდრიტი ქრისტეფორე ამ მოგზაურობას შეეწირა. მას ასევე აღმოაჩნდა ჭლექი და 1850 წლის 29 ნოემბერს (მეორე
2 დეკემბერს) იგი გარდაიცვალა. შუამთის მონასტრის წევრი, მღვდელ-მონაზონი მაკარი არქიმანდრიტი) იმავედღეს ეგზარქოს ისიდორეს ატყობინებდა წინამძღვრის გარდაცვალებას და თან დასძენდა, რომ „მამა
ქრისტეფორეს სურდა დაეკრძალათ იგი მონასტრის ტაძარში, რისი თხოვნაც მან პირადად ვერ მოასწრო, ამიტომ გთხოვთ, დაგვრთოთ ნება, აღვასრულოთ განსვენებულის სურვილი“. მისი ქონების ნაწილი მის ძმისშვილს, ალექსანდრე გრიგოლის ძე ჩოლოყაშვილს გადაეცა.
არქიმანდრიტი ქრისტეფორე ქვათახევის მონასტრის წინამძღვარ, არქიმანდრიტ ტარასისა (ალექსი-მესხიშვილი) და დავით გარეჯის ლავრის წინამძღვარ, არქიმანდრიტ თეოფანესთან (მაჩაბელი)
ერთად ითვლებოდა მათ რიგებში, რომელთაც ბოლომდე უერთგულეს საქართველოს ეკლესიის ძველ ტრადიციებს და გულის სიღრმეში არ შერიგებიან რუსულ მმართველობას. იგი გახლდათ წმ. კათალიკოს ანტონ II-ის ალზრდილი და ბოლომდე მისი ერთგული დარჩა.
40 საპატრიარქოს უწყებანი N40 22-28დეკემბერი 2016წ გვ.19
არქიმანდრიტი გერასიმე (დარჩია) 1822-1907
არქიმანდრიტი გერასიმე, ერისკაცობაში გიორგი დარჩია 1822 წელს გურიის
სამთავროში, სასულიერო წოდების ოჯახში დაიბადა. ბაბუა მღვდელი ჰყავდა. დაამთავრა ჯუმათის მონასტერში არსებული გურიის ორკლასიანი სასწავლებელი. მან სიყრმიდანვე უფლის სამსახური აირჩია და
მონასტერს მიაშურა. 1853 წლის 13 მაისს შემოქმედის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. საკათედრო ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1860 წლის 2 თებერვალს გურიის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ტუსკია) ამავე ტაძრის კერძო დიაკვნად დაადგინა. 1864 ია) წლის 4 ივნისს შემოქმედის მონასტერში არქიმანდრიტმა ანთიმოზმა ბერად აღკვეცა და სახელად გერასიმე უწოდა. ამავე წლის 14 ივნისს ეპისკოპოსმა გაბრიელმა
(ტუსკია) დიაკვნად აკურთხა. 1865 წლის 15 აგვისტოს მღვდლად დაასხა ხელი. 1872 წლის 20 მაისს ჯუმათის მთავარანგელოზთა სახ. მონასტერში გადაიყვანეს და გურიის ეპარქიის საეკლესიო მამულების მმართველად დაინიშნა. 1873 წლის 20 ივლისს იღუმენის წოდება მიენიჭა. 1874 წლის 30 აპრილს პატიოსანი და თავდადებული სამსახურისთვის მწყემსმთავრული
მადლობა გამოეცხადა. 1877 წლის 12 სექტემბერს, რუსეთ-თურქეთის ომის დროს, გენერალ-მაიორ შერემეტიევის ბრძანებით, გურიის IV ფეხოსან დრუჟინაში საეკლესიო წესების შესრულება დაევალა. 1878 წლის 26 მარტს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1880 წლის 14 იანვრიდან შემოქმედის მაცხოვრის სახ. მონასტრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებელია.
1881 წელს გაზეთ „დროებაში“ უცნობი ავტორი „ვინმეს“ ფსევდონიმით წერდა: „ამ სამის წლის წინათ ჩვენს ეპარქიაში ერთმა ფრიად პატივცემულმა ბერმა, სახელდობრ, მ. გერასიმე დარჩიამ, ჩამოიარა მთელი გურია აქაურის ეპისკოპოსის (ესე იგი დ- ძეების) ნებართვით და ჩამოითხოვა შესაწირავი ქობულეთში ტაძრის ასაგებლად. მორწმუნე გურულებს არ დაუზოგავთ თავიანთი ღარიბი ოჯახი: ვინ
მანეთობით შესწირა,ვინ მეტი, ვინ ნაკლები. გავიდა ამის შემდეგ აგერ სამი წელიწადი და ქობულეთისეკლესიაზე მ. გერასიმე ხმასაც არ იღებს და არც შემდეგში ამოიღებს, რასაკვირველია. აქ მეტი არ იქნება ვკითხოთ მამა გერასიმეს: რა უყავით, მამაო, ის ჩვენი ნაოფლარი გროშები, რომელთაგანაც, ცოტა რომ ვსთქვათ, 200-300 მანეთი მაინც შეგროვდებოდა? მრავალი შემწირველის სურვილით, ვითხოვთ,
რომ უსათუოდ საქვეყნო პასუხი და ანგარიში მოგვცეთ იმ ფულებში, თუნდ ამავე გაზეთის საშუალებით. ყოველთვის კოკა წყალს ვერ მოიტანს, მამაო,იქნება ყველა ბოროტმოქმედება ვეღარ შეგრჩესთ
თქვენ და მრავალს თქვენისთანა სიმართლის წარმომადგენელს ჩვენებურ სულიერ მამებს!“, მართლაც, წერილის გაცნობის შემდეგ, 1881 წლის 15 მარტს მამა გერასიმე ვრცელ სტატიას აქვეყნებს და ცილისმწამებელს საკადრის პასუხს აძლევს: „ბ. რედაქტორო წარსული კვირის „დროების“ #41-ში წავიკითხე ჩემ შესახებ სტატია, ვითომც ნება ამეღოს ჩემის მთავრობისაგან, შემეკრიბოს ფულები ქობულეთში აღსაშენებელის ეკლესიისათვის და ეს ფულები არსად
არ წარმედგინოს, არამედ მომეხმაროს ბოროტად და სხვა. წამკითხველი რა ამგვარის უსაფუძვლო ცილისწამებისა ჩემზედ, ვალდებულად ვრაცხ ჩემს
თავს ამ საგანზედ გამოვაცხადო საზოგადო მოსასმენად შემდეგი. კინტრიშის უჩასტკის ნაჩალნიკმა თვისის მოწერილობითა 29 ივნისიდან 1879 წლისა
N900 გააგებია გურიის ეპისკოპოსს, რომ ქობულეთში უმეტეს 1000 სულისა არიან მართლმადიდებელნი ქრისტიანენი, ეკლესია არ აქვსთ და ძლიერ
საჭიროება არისო, ერთის მხრით, მათთვის და, მეორეს მხრით, ახალ შემოერთებულ ძველ ქართველთათვის ეკლესიის აღშენებაო, და ამისთვის ითხოვა რაიმე შემწეობის აღმოჩენა. გურიის ყოვლადსამღვდელომ, შემხედველმა ამ მიუცილებელ საჭიროებისა, გარდმომცა მე წიგნაკი და მომანდო ფულების შეკრება აღსაგებელად ქობულეთში ეკლესიისა;
ხუთი თუმანი თვითონ მისმა მეუფებამაც შესწირა.
თანახმად მონდობილებისა ჩემისა მეუფროსისა, მე
შევკრიბე ამ კეთილსაქმისათვის 553 მანეთი და 6 კაპეიკი, ყოველივე ანგარიში და წიგნიც მე უკვე დი- დი ხანია წარუდგინე მთავრობას, ესე იგი 4 ივლისს წარსრულის წლისას; ამაზედ ეპარხიის უმფროსმა დანიშნა კამისია (დეკანოზი სიმონ ქიქოძე და მღვდელი ნიკოლოზ ინწკირველი) და შეამოწმებია,
40-1 საპატრიარქოს უწყებანი N40 22-28დეკემბერი 2016წ გვ.20
არქიმანდრიტი გერასიმე (დარჩია) 1822-1907 (დასასრული)
ხოლო წიგნი და ფული გურიის საეკლესიო ხაზინაში არის შენახული დრომდის. საშინლად გაკვირვებული ვარ, ავტორი, რომელმაც არ იცის არაფერი და არც არასფერი საბუთი არა აქვს, რაზე აფუძნებს თავის სტატიას, რომელიც სხვათა და სხვათა შეუსაბამო და ცრუ გარემოებითა გვიხსენიებს მეც და სხვებსაც გურიის ეპარხიის სამღვდელოებათა. ნათქვამია სოფლის ანდაზა: „სოფელი ვნახე უძაღლო, შით გავიარე უჯოხოო“.
არქიმანდრიტ გერასიმეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა წმ. მღვდელმთავარ ალექსანდრესთან (ოქროპირიძე),) რომელიც ორჯერ განაგებდა გურიის ეპარქიას. ამის დასტურია მათი მიმოწერაც. 1884 წლის 21 აგვისტოს მამა გერასიმე მეუფეს წერდა: „ყოვლად უსამღვდელოესო მეუფეო, მოწყალეო მწყემსმთავარო! ყოვლის შემძლებელს ღმერთსა ვსთხოვ, თქვენი მწყემსმთვარული ლოცვა-კურთხევა არ მოკლებოდეს სამოც წელიწადს
საწყალ გურიის ეპარქიას. სხვა ვიცი თქვენი მეუფების მოწყალების გულის ამბავი და ჩვენი მონასტრის ამბავსაც იკითხავთ. თქვენის წმინდის ლოცვით მშვიდობა გახლავსთ. სხვა მეუფეო, თუ გახსოვთ, მე რომ გთხოვეთ წასვლის დროს, ჩემი საქმე არ დაივიწყოთ. თქვენდა სადღეგრძელოთ, და
თუ რამე საჭირო იყოს ჩემი მანდ ხლება, ნება მიბოძეთ და გიახლებით, იმედი მაქვს, ჩემს თხოვნას მიიღებთ ყურადღებაში“. ჩვენი აზრით, მამა გერასიმეს თხოვნა მის სხვა ადგილზე გადაყვანას ეხებოდა, რადგან 1885 წლის 30 მაისს (მეორე ვერსიით -– 12 აპრილი) იგი გურიის უდაბნოს წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. მამათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1887 წლის 6 მაისს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა.
1890 წლის 17 მარტს რუსეთის წმ. სინოდმა მადლობა
გამოუცხადა. 1891 წლის 20 აპრილს წმ. ანას!III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1892 წლის 30 ივლისს არქიმანდრიტი გერასიმე გორის ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე) სწერდა: „ყოვლად უსამღვდელოესო მეუფეო, მოწყალეო მწყემსმთავარო! კრძალვით თაყვანისმცემელი და შიშით მეტაანის მომყრელი, ამბორს უყოფ წმიდასა
სამოსელსა თქვენსა და ლმობიერად წარმოვსთქვავ თქვენის მეუფებისათვის ისპოლლა დესპოტას! ბატონო ყოვლადსამღვდელოვ! ერთს პუდს ღომს გაახლებ ჩვენებურს, იქნება გესიამოვნოს, სხვა,
ჩემო ხელმწიფევ ბატონო, ამის მომრთმევს, ალექსი სიხარულიძეს ვგზავნი, მანდ, კანტორაში საქმე აქვს. ჩემი მონათლული არის, ოცდარვა წლის კაცი
არის, მაგრამ უბედურ მღვდელს მეტრიკა არ შეუდგენია, თუმცა, რომ რასმეზედ შეგაწუხის, თქვენს მოწყალებიანს ყურადღებას ნუ მოაკლებ, რამდენიც შეიძლებოდეს, ყოველი კაცის გაჭირვებულის შემწე და მხსნელი ბრძანდები. მაგიორში თქვენს მეუფებას განუმზადებს ასს წელიწადს ნეტარებას ყოვლისშემძლებელი და მხსნელი ჩვენი მწყემსმთავარი. მსურდა, რომ ერთი თქვენი მეუფების თაყვანისცემას ვღირსებოდი, მაგრამ ვერ გავხდი მაგის ბედნიერი. ნუ მომაკლებ თქვენის მეუფების
ჩვეულებრს ხსოვნას თქვენის წერილით“. 1898 წლის 15 ნოემბრიდან არქიმანდრიტი გერასიმე კვლავ ჯუმათის მონასტრის წინამძღვარია. 1901
წლის 15 მაისს წმ. ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1904 წელს მისი ლოცვა-კურთხევით ჯუმათის ტაძრის დასავლეთის ფასადზე აშენდა ახალი სამრეკლო, რომელსაც აქვს შესაბამისი წარწერაც: „1904 წ. ხელობა ივანე მენაბდისა, არქიმანდრიტი გერასიმე დარჩიასაგან“. მხცოვანი არქიმანდრიტი უკანასკნელად 1907 წელს იხსენიება, სავარაუდოდ იგი ამავე წელს გარდაიცვალა.
ხელდასხმები 2016წ
1 საპატრიარქოს უწყებანი N1 14-20იანვარი 2016წ გვ.11
დაჯილდოება
10 იანვარს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება: გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი იოანე (სილაგაძე) მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით; თბილისის წმ. მიხეილ ტვერელის სახელობის
ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი დავით ჯიშკარიანი გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.
აღკვეცა
6 იანვარს მცხეთის წმინდა ეკატერინესა და ოლლას მონასტერში მონასტრის მოძღვარმა მღვდელმონაზონმა სერაფიმემ (ჯიქია) მონაზვნად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილი ეკატერინე (ჩიხლაძე) და სახელად უწოდა ოლღა.
2 საპატრიარქოს უწყებანი N2 21-27იანვარი. 2016წ გვ.3
დაჯილდოება
10 იანვარს, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება: მეორე გამშვენებული ჯვრით გერმანიისა და
ავსტრიის ეპარქიის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი იოანე (სილაგაძე);
გამშვენებული ჯვრით თბილისის წმ. მიხეილ ტვერელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი დავით ჯიშკარიანი.
***
17 იანვარს, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის სამლვდელოება: ოქროს ჯვარი დაიღუმენის წოდება მღვდელმონაზონი ილარიონი (კვირიაშვილი);
ოქროს ჯვარი და დეკანოზის წოდება მღვდელი ავთანდილ ცაბაძე.
ხელდასხმა
19 დეკემბერს, ნიკორწმინდის წმ. ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა (ლიპარტელიანი) დიაკვნად აკურთხა ამბროლაურის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის
მედავითნე ირაკლი თევდორაძე.
2 იანვარს, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა ზოსიმემ (შიოშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკვან ეფრემს (პაპუკაშვილი).
***
7 იანვარს, წილკნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა ზოსიმემ
(შიოშვილი) დიაკვნად აკურთხა ბერი ზენონი (ანდრიაშვილი).
აღკვეცა
19 დეკემბერს, ყინწვისის წმ. ნიკოლოზის სახელობის მონასტერში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მცირე სქემაში
აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილი გიორგი შავგულაშვილი და სახელად ამბროსი უწოდა (წმ. ამბროსი მედიოლანელის სახელზე).
***
19 დეკემბერს, ყინწვისის წმ. ნიკოლოზის სახელობის მონასტერში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მცირე სქემაში აღკვეცა სარკინეთის წმ. შიო მღვიმელის სახელობის
მამათა მონასტრის მორჩილი იოსებ გიგოლაშვილი და სახელად ილარიონი უწოდა (წმ. ილარიონ ქართველის სახელზე).
***
23 დეკემბერს, ქარმელის წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის მონასტერში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მცირე სქემაში აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილი გიორგი კაპანაძე და სახელად გრიგოლი უწოდა (წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელზე).
***
3 იანვარს, წილკნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა ზოსიმემ
(შიოშვილი) ბერად აღკვეცა ამავე ტაძრის სტიქაროსანი ნიკა ანდრიაშვილი და სახელად ზენონი უწოდა.
***
3 იანვარს, ბანას წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის მამათა მონასტერში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მცირე სქემაში აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილი გიორგი
სამანიშვილი და სახელად ევდოკიმე უწოდა (წმ. ევდოკიმე კაბადოკიელის სახელზე).
2-1 საპატრიარქოს უწყებანი N2 21-27იანვარი. 2016წ გვ.4
აღკვეცა
3 იანვარს, ურბნისის წმ. სტეფანე პირველმოწამეს სახელობის საკათედრო ტაძარში მროველურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მცირე სქემაში ალკვეცა ურბნისის წმ. ნეოფიტე
ურბნელის სახელობის დედათა მონასტრის მორჩილი მარიამ გოგოლაძე და სახელად თეოდორა უწოდა (წმ. თეოდორა კესარიელის სახელზე).
სამძიმარი
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით გაუწყებთ, რომ 2015 წლის 30 დეკემბერს გარდაიცვალა რუის-ურბნისის ეპარქიაში მცხოვრები სქემმონაზონი ტაბითა (ლაზარიშვილი) და სამძიმარს უცხადებს მონატრის კრებულს განსვენებულის ოჯახს. მკითხველს, ვთხოვთ ლოცვებში მოიხსენიოთ ახლადშესვენებული სქემმონაზონი ტაბითა.
***
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით გაუწყებთ, რომ 2016 წლის 6 იანვარს გარდაიცვალა რუის-ურბნისის ეპარქიის,
ურბნისის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წევრი, სქემმონაზონი მარიამი (გამეზარდაშვილი). მკითხველს, ვთხოვთ ლოცვებში მოიხსენიოთ ახლადშესვენებული სქემმონაზონი მარიამი.
5 საპატრიარქოს უწყებანი N5 11-17თებერვალი 2016წ გვ.4
ხელდასხმა
7 თებერვალს ქ. ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის დიაკვან ნიკოლოზ კაპანაძეს.
6 საპატრიარქოს უწყებანი N6 18-24 თებერვალი 2016წ გვ.4
აღკვეცა
23 იანვარს ოპიზას წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მამათა მონასტერში მროველურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი)
დიდ სქემაში აღკვეცა ამავე მონასტრის ბერი გერმანე (მურადოვი) და სახელად ხარიტონი უწოდა (წმინდა ხარიტონ აღმსარებლის სახელზე).
ტაძრის კურთხევა
1 თებერვალს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ძამას ხეობაში ფიჭვნარის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი.
ხელდასხმა
2 თებერვალს შატბერდის წმინდა ეკატერინეს სახელობის მამათა მონასტერში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიაკვნად აკურთხა ამავე მონასტრის ბერი ლუკიანე (სხილაძე).
***
12 თებერვალს სარკინეთის წმინდა შიო მღვიმელის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მლვდლად დაასხა ხელი ფიჭვნარის წმ. ნიკოლოზის მამათა
მონასტრის წინამძღვარს, ბერ-დიაკვან ლაზარეს (მაისაშვილი).
7 საპატრიარქოს უწყებანი N7 25თებერვალი-2მარტი 2016წ გვ.3
დაჯილდოება
22 თებერვალს, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები:
დეკანოზი გრიგოლ ჭიჭინაძე მიტრის ტარების უფლებით;
დეკანოზი ანდრია არველაძე მიტრის ტარების უფლებით;
დეკანოზი სტეფანე ნანობაშვილი – მიტრის ტარების უფლებით; დეკანოზი ზურაბ სუბელიანი მიტრის ტარების უფლებით;
მღვდელი ლაზარე კანდელაკი აღიყვანა დეკანოზის ხარისხში და დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრით.
8 საპატრიარქოს უწყებანი N 8 4-10მარტი 2016წ გვ.3
ტაძრის კურთხევა
27 თებერვალს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ტაბაკინის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის უდაბნოდ წოდებულ ტერიტორიაზე აკურთხა წმ. ილარიონ ქართველის (ყანჩაველი) სახელზე მცირე ტაძარი, რომელიც ბიზნესმენმა ბადრი ნაკაშიძემ აღადგინა. მეუფე მელქისედეკის ლოცვა-კურთხევით აქვე და- არსდება მამათა მონასტერი.
დაჯილდოება
28 თებერვალს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა თბილისის ნაძალადევის ყოვლადწმინდა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურნი: მიტრით დეკანოზი ფარნაოზ კობიაშვილი და დეკანოზი ზაზა კირვალიძე; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით მღვდელი ირაკლი კენკებაშვილი და მლვდელი გაბრიელ ასათიანი.
კურთხევა
ბრიუსელის წმ. თამარ მეფის სახელობის ტაძარში ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა დოსითეოსმა (ბოგვერაძე) კერძო დიაკვნად დაადგინა სტიქაროსანი გიორგი გორდაძე.
სამძიმარი
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ ამა წლის 12 თებერვალს გარდაიცვალა ქუთაის-გაენათის ეპარქიის, სოფ. ფარცხანაყანევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი სერგი ცუცქირიძე და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახში. მკითხველს ვთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიონ ახლადშესვენებული მღვდელი სერგი.
სამძიმარი
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ ამა წლის 22 თებერვალს გარდაიცვალა ბოლნისის ეპარქიის, ორსაყდრის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იაკობ კობიაშვილი და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
მკითხველს ვთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიონ ახლადშესვენებული დეკანოზი იაკობი.
***
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ ამა წლის 28 თებერვალს გარდაიცვალა მცხეთა-თბილისის ეპარქიის, თბილისის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის (სამტრედიის ქუჩაზე) წინამძღვარი, დეკანოზი ანტონ ხანთაძე და სამძიმარს უცხადებს მის ვაჟს, ამავე ტაძრის ღვთისმსახურს, მღვდელ გიორგი ხანთაძეს
და განსვენებულის ოჯახს. მკითხველს ვთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიონ ახლადშესვენებული დეკანოზი ანტონი.
***
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ ამა წლის 29 თებერვალს გარდაიცვალა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის, მენჯის შუშანიების სავანის მთავარანგელოზთა
სახელობის დედათა მონასტრის მონაზონი ნინო (შუშანია) და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს. მკითხველს ვთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიონ ახლადშესვენებული მონაზონი ნინო.
10 საპატრიარქოს უწყებანი N10 18-24მარტი 2016წ გვ.3
დაჯილდოება
13 მარტს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო
ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოების წარმომადგენლები: დეკანოზი ნიკოლოზ ბითაძე მიტრის ტარების უფლებით; დეკანოზი იოსებ ბუხრიკიძე მიტრის ტარების უფლებით;
მღვდელი ბასილ გუგუციძე დეკანოზის წოდებითა და ოქროს ჯვრით.
***
15 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბორჯომისა
და ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა) არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა ჩითახევის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის (მწვანე მონასტერი) წინამძღვარს, იღუმენ იოაკიმეს
(ჩიკვილაძე).
გვარის პურთხევა
13 მარტს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა
ილია II-მ დალოცა მურღულიანების გვარი.
ხელდასხმა
13 მარტს ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა) დიაკვნად აკურთხა ფოთოლეთის წმ. გრიგოლ ხანძთელის მამათა მონასტრის ბერი თეოდორე (ხიდაშელი).
11 საპატრიარქოს უწყებანი N11 31მარტი-6აპრილი 2016წ გვ.5
აღკვეცა
13 მარტს ქვემო მლეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში არქიმანდრიტმა პეტრემ (თულაძე) ბერად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილები: ზაზა ცილიკაშვილი სახელად
ეწოდა ანდრია; გიორგი ოთიაშვილი სახელად ეწოდა ანტონი.
***
19 მარტს მცხეთის სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში მონასტრის მოძღვარმა, არქიმანდრიტმა ლაზარემ (გაგნიძე) მონაზვნად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილები: მაკრინე ეფრემიძე –– სახელად ეწოდა მარიამი; ნანა მარგველანი -–– სახელად ეწოდა ათანასია; ელენე მერაბიშვილი -– სახელად ეწოდა დარია; ხატია ალფაიძე -–– სახელად ეწოდა მარინე; ნათია ახობაძე –– სახელად ეწოდა ირინე; ეთერ მაისურაძე -- სახელად ეწოდა ქსენია.
ტაძრის კურთხევა
20 მარტს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) აკურთხა ზესტაფონის ცენტრალურ სასაფლაოზე ახლად აგებული ტაძარი მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობაზე. ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი გიორგი კირკიტაძე დაინიშნა.
დაჯილდოება
20 მარტს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარვქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის მეორე გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის, ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ფრიდონ ასათიანი.
***
27 მარტს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგულ სამსახურისთვის დააჯილდოვა სურამისა და ხაშურის ეპარქიის სამღვდელოება: მიტრით -–– დეკანოზი ანდრია მანჩაკოვი; დეკანოზი დავით ლომიძე; გამშვენებული ჯვრით –- დეკანოზი მიქაელ ელიაძე;
სამძიმარი
საქართველოს საპატრიარქო მწუხარებით იუწყება, რომ ამა წლის 27 თებერვალს გარდაიცვალა ბოდბის ეპარქიის მღვდელმსახური სიღნაღის წმ. გიორგის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ექვთიმე სინჯიაშვილი და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
***
საქართველოს საპატრიარქო მწუხარებით იუწყება, რომ ამა წლის 10 მარტს გარდაიცვალა საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის პენსიონერი მღვდელმსახური, საგარეჯოს წმ. დოდო გარეჯელის სახელობის ტაძრის ყოფილი წინამძღვარი, მღვდელი შოთა როსტიაშვილი და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
12 საპატრიარქოს უწყებანი N12 7-13აპრილი 2016წ გვ.5
აღკვეცა
31 მარტს სოფ. ურბნისის წმ. სტეფანე პირველმოწამეს სახელობის საკათედრო ტაძარში მროველურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიდ სქემაში აღკვეცა ურბნისის წმ. ნეოფიტე ურბნელის
სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ელენე პეტრიაშვილი და სახელად ეფემია უწოდა (ეფემია დიდმოწამეს სახელზე).
***
31 მარტს სოფ. დირბის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში მროველურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიდ სქემაში აღკვეცა ამავე სახელობის დედათა
მონასტრის მოწესე ზინა (ევგენია ილურიძე) და სახელად ზინობია უწოდა (ზინობია კილიკიელი მოწამეს სახელზე).
***
2 აპრილს ფიჭვნარის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიდ სქემაში აღკვეცა ამავე სახელობის მამათა მონასტრის ბერი ნილოსი (გიგაშვილი) და სახელად ათანასე უწოდა (წმ. ათანასე ათონელის სახელზე).
***
2 აპრილს ღელეს წმ. ლაზარე ხატმწერის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ბერად აღკვეცა ამავე
სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი გელა ბერიკაშვილი (მცირე სქემაში) და სახელად გერმანე უწოდა (წმ. გერმანე გარეჯელის სახელზე).
***
5 აპრილს კარიბჭის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მონაზვნად აღკვეცა ამავე სახელობის დედათა მონასტრის მორჩილი მაია სამსიანი
(მცირე სქემაში) და სახელად მანეფა უწოდა (წმ. მანეფა მოწამეს სახელზე).
13 საპატრიარქოს უწყებანი N13 14-20აპრილი 2016წ გვ.4
ტაძრის კურთხევა
6 აპრილს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა
მელქისედეკმა (ხაჩიძე) აკურთხა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფ. მეორე სვირის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარი, სადაც დაარსდება დედათა მონასტერი. ტაძარში დეკანოზი
ნოე კილაძე იმსახურებს. ტაძრის ქტიტორია ბატონი ბეჟან წაქაძე.
ხელდასხმა
7 აპრილს მეორე სვირის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ვანისა და ბაღდადის ეპარქიის დიაკვან ხარება ჩიქოვანს.
აღკვეცა
7 აპრილს ლისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
მიძინების სახელობის მამათა მონასტერში, წინამძღვარმა იღუმენმა ლუკამ (ფალავანდიშვილი) ბერად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილები: ლაშა გოგშელიძე -–– სახელად ეწოდა აბიბოსი და ვიტალი ნედოსეკინი -– სახელად ეწოდა შიო.
14 საპატრიარქოს უწყებანი N14 21-26 აპრილი 2016წ გვ.3
დაჯილდოება
17 აპრილს თბილისის ყოვლადწმინდა სამების
სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება: მ მეორე გამშვენებული ჯვრით –– არქიმანდრიტი გაბრიელი (კახელაშვილი);არქიმანდრიტის წოდებით -–იღუმენი თეოდორე (არღვლიანი); გამშვენებული ჯვრით –- დეკანოზი ზაქარია თხილაიშვილი; დეკანოზი ლუკა ბაკურაძე; ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით –მღვდელ-მონაზონი ანდრია (მამულაშვილი);
ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით – მღვდელი პავლე ქინქლაძე; მღვდელი გიორგი ჭელიძე; მღვდელი მიქაელ გუდავაძე; მღვდელი გიორგი ბარამიძე. ოქროს ჯვრითა და იღუმენიას წოდებით -– მონაზონი სარა (დათებაშვილი).
14-1 საპატრიარქოს უწყებანი N14 21-26 აპრილი 2016წ გვ.4
ტაძრის კურთხევა
17 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა დოსითეოსმა (ბოგვერაძე) აკურთხა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის 53-ში, მარშალ გელოვანის სკვერში ახლადაშენებული სულთმოფენობის სახელობის ეკლესია.
ტაძრის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. ქტიტორია ბატონი თეიმურაზ ნიკოლაიშვილი, ხოლო აშენების იდეა ეკუთვნის ტაძრის წინამძღვარს,
დეკანოზ იოსებ გოგოლაძეს.
20 საპატრიარქოს უწყებანი N20 9-15ივნისი 2016წ გვ.5
ხელდასხმა
29 მაისს ხაშურის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმონმა (ცაკაშვილი)
მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვან ზურაბ ტყემალაძეს.
მღვდელი ზურაბი დიდი დიღმის წმ. ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტერში იმსახურებს.
26 საპატრიარქოს უწყებანი N26 21-27ივლისი 2016წ გვ.3
აღკვეცა
7 ივლისს კეხიჯვრის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წევრი, მორჩილი დავით ღონღაძე ამავე სახელობის ტაძარში აღკვეცილ იქნა
ბერად (მცირე სქემაში) და სახელად დულე ეწოდა (მოწამე დულე კილიკიელის სახელზე).
***
10 ივლისს ურბნისის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წევრი მორჩილი სოფიო კანაშვილი წმ. სტეფანე პირველმოწამეს სახელობის ტაძარში აღკვეცილ იქნა მონაზვნად (მცირე სქემაში) და სახელად სოსანა ეწოდა (წმ. ნინოს დედის წმ. სოსანას სახელზე).
ხელდასხმა
12 ივლისს ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) დიაკვნად აკურთხა ამავე ტაძრის მედავითნე გაგა ცერცვაძე და სახელად პავლე უწოდა. დიაკვანი პავლე ზესტაფონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
ტაძრის კურთხევა
14 ივლისს სოფ. ზემო ხვედურეთში მროველ- ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია. ტაძრის წინამძღვარად დეკანოზი გიორგი
მაზმიშვილი დაინიშნა.
30 საპატრიარქოს უწყებანი N30 13-19ოქტომბერი 2016წ გვ.5
ტაძრების კურთხევა
24 ივლისს ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა (ლიპარტელიანი) აკურთხა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ, ჯვარისას მაცხოვრის
ამაღლების სახელობის ეკლესია.
***
28 ივლისს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აკურთხა ეკის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია.
***
28 ივლისს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) აკურთხა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ფარცხნალის კახორის
მთაზე ახალაგებული წმ. კვირიკესა და წმ. ივლიტას სახელობის ეკლესია. ტაძრის წინამძღვრად იღუმენი ანტონი (სულთანიშვილი) დაინიშნა.
***
1 აგვისტოს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა
პეტრემ (ცაავა) აკურთხა საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის ეზოში ახალაშენებული წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია.
***
6 აგვისტოს ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა
ვახტანგმა (ლიპარტელიანი) აკურთხა ქ. ამბროლაურის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
ხატის სახელობის საკათედრო ეკლესია.
...
10 სექტემბერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) აკურთხა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ვანის წმ. ნინოს
სახელობის ეკლესია. ტაძარი 2011 წელს აშენდა როლანდ ტაბატაძისა და თანასოფლელთა თანადგომით. 2015 წელს ტაძარი მოხატა ხატმწერმა გიორგი ვარქადავამ. ტაძრის წინამძღვრად იღუმენი ანტონი (სულთანიშვილი) დაინიშნა.
***
20 სექტემბერს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) აკურთხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფ. მაზანდარის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია. ტაძრის ქტიტორია გელა ქარდავა, არქიტექტორი -–– ელგუჯა გოგოხია, მშენებელი -–– ანზორ აბულაძე. ტაძარი მოხატა ხატმწერმა მერაბ ჩაკვეტაძემ.
ტაძრის წინამძლვრად მლვდელი სერაფიმე ზარქუა დაინიშნა.
ხელდასხმა
9 ოქტომბერს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი)
მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ გიორგი ბერიშვილს, ხოლო დიაკვნად -– ბერ ლუკას (ძებნიაური).
***
25 სექტემბერს ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) მლვდლად დაასხა ხელი დიაკვან რომანოზ ხაბურზანიას.
***
18 სექტემბერს ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან იოანე აკობიას.
31 საპატრიარქოს უწყებანი N31 20-26ოქტომბერი 2016წ გვ.4
ტაძრის კურთხევა
15 ოქტომბერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) აკურთხა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფ. მირონწმინდაში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ახლდააღდგენილი ტაძარი. თავის დროზე ამ ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი დავითი (დევდარიანი) მოინათლა. ეკლესია ბატონ პაატა დევდარიანის ძალისხმევით აღდგა. ტაძრის წინამძღვრად დროებით იღუმენი ანტონი (სულთანიშვილი) დაინიშნა.
აღკვეცა
27 აგვისტოს მცხეთის წმიდა ეკატერინეს სახელობის მონასტერში მღვდელ-მონაზონმა სერაფიმემ (ჯიქია) მონაზვნად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილი მარიამ ბიბილეიშვილი და სახელად მარინე უწოდა.
ხელდასხმა
16 ოქტომბერს ზესტაფონის ყოვლადწმინდა
ლვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან სვიმონ მჭედლიძეს.
სამძიმარი
საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თბილისის (საირმის ქუჩაზე მდებარე) წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ბასილ გოგილაშვილი და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს. დეკანოზი ბასილი წარსულში მოღვაწეობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში -– საინგილოში და იყო კახის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძლვარი. ქართული, ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოღვაწეობის გამო, მამა ბასილ გოგილაშვილი აზერბაიჯანულმა ხელისუფლებამ დეპორტით გამოაძევა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, რის შემდეგაც იგი მოღვაწეობდა თბილისში, წმინდა გრიგოლ ხანძთელის
სახელობის ტაძარში.
***
საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული თამაზ სახეიშვილი და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
მკითხველს ვთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოს ახლად შესვენებული თამაზის სული.
33 საპატრიარქოს უწყებანი N33 3-9ნოემბერი 2016წ გვ.10
ტაძრის კურთხევა
5 სექტემბერს მროველ–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ყინწვისის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი, რომლის წინამძღვრად იღუმენი შიო (მამისაშვილი) დაინიშნა.
***
23 ოქტომბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა აბისის წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის სახელობის
მამათა ციხე-მონასტერი. ამავე დღეს კერძო დიაკვნად აკურთხა ბერი გერმანე (ბერიკაშვილი) და ამ მონასტრის წინამძღვრად დაადგინა.
***
30 ოქტომბერს მროველ–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ბერმუხის წმ. იოსებ კათოლიკოსის სახელობის ტაძარი.
ხელდასხმა
28 აგვისტოს მუხილეთის ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ქვათეთრის ყოველთა ქართველ წმინდანთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარს, ბერ-დიაკვან ალექსის (ნიკოლიშვილი).
***
16 ოქტომბერს ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) მლვდლად დაასხა ხელი იმავე ტაძრის დიაკვან ლუკა რუსაძეს. 23 ოქტომბერს ბოლნისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) დიაკვნად აკურთხა ლაზარე რეხვიაშვილი.
***
30 ოქტომბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ბერმუხის წმ. იოსებ კათოლიკოსის სახელობის ტაძარში დიაკვნად აკურთხა სარკინეთის წმ. შიო მღვიმელის სახელობის
მონასტრის წევრი, ბერი კოზმა (კაპანაძე).
34 საპატრიარქოს უწყებანი N34 10-16ნოემბერი 2016წ გვ.4
ტაძრის კურთხევა
6 ნოემბერს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ეპარქიის სამლვდელოებასთან ერთად აკურთხა დარჩელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც ღვთის წყალობით, სოფლის მოსახლეობის დიდი შრომითა და მონდომებით აშენდა.
ტაძრის წინამძღვრად დადგინდა მღვდელი კონსტანტინე ხვიჩია
37 საპატრიარქოს უწყებანი N37 1-6დეკემბერი 2016წ გვ.4
ტაძრის კურთხევა
21 ნოემბერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმ (ხაჩიძე) აკურთხა ქვედა საზანოს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია. ტაძარი ბატონმა დავით ნებიერიძემ აღადგინა.
ხელდასხმა
20 ნოემბერს რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ
(გამრეკელი) მლვდლად დაასხა ხელი თბილისის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის დიაკონ გიორგი კუდუხოვს. მამა გიორგი იმავე ტაძარში იმსახურებს.
***
20 ნოემბერს რუსთავის წმინდა მეფე ვახტან გორგასალის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) დიაკვნად დაასხა ხელი მევლუდ ცოტნიაშვილს და მარკოზი უწოდა. დიაკონი მარკოზი თბილისის ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
***
30 ოქტომბერს მარნეულის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში მარნეულის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი) მლვდლად დაასხა ხელი დიაკონ აკაკი ლიპარტელიანს. მღვდელი აკაკი მარნეულის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.
39 საპატრიარქოს უწყებანი N39 15-21დეკემბერი 2016წ გვ.4
დაჯილდოება
13 დეკემბერს რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის ტაძარში რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) დეკანოზის ხარისხში აღიყვანა და ოქროს ჯვრებით დააჯილდოვა მღვდლები გიორგი გურული და ნიკოლოზ პეტროვსკი.
ტაძრის კურთხევა და დაჯილდოება
4 დეკემბერს სამთავისისისა და კასპის ეპისკოპოსმა დამიანემ (ხუფენია) კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხომლეში აკურთხა ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ახლად აშენებული ტაძარი (ქტიტორი გიორგი (ჯამბული) ლელაშვილი).
ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა მღვდელი გაბრიელ კერესელიძე. იმავე დღეს, პირველ სადღესასწაულო წირვაზე, სამთავისისისა და კასპის ეპისკოპოსმა დამიანემ მღვდელი გაბრიელ კერესელიძე ოქროს ჯვრით დააჯილდოვა.
ხელდასხმა
11 დეკემბერს რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის ტაძარში რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის მთავარ დიაკონს ირაკლი ჯალიაშვილს, ხოლო დიაკვნად ამავე ტაძრის სტიქაროსანს, სერგი კიასაშვილს და სახელად ვახტანგი უწოდა. მღვდელი ირაკლი და დიაკონი ვახტანგი რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის ტაძარში იმსახურებენ. 30 ივლისს ახალციხის წმ. მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა
სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვან ანდრია ბეროშვილს. მღვდელი ანდრია თბილისის წმ. იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში იმსახურებს.
39-1 საპატრიარქოს უწყებანი N39 15-21დეკემბერი 2016წ გვ.5
ხელდასხმა
6 ნოემბერს ახალციხის წმ. მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე)
მღვდლად დაასხა ხელი თბილისის წმ. ჯვრის მამის სახელობის ტაძრის დიაკვან ზაქარია აბჟანდაძეს, ხოლო დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული დავით ადამაშვილი.
***
15 ნოემბერს ელიას მთის წმ. საბა განმწმედელის სახელობის ტაძარში ცურტაველმა მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი) დიაკვნად
აკურთხა მამუკა სვანიძე და სახელად ნიკოლოზი უწოდა.
***
20 ნოემბერს ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) დიაკვნად აკურთხა ამავე ტაძრის მედავითნე სერგი სვიანიძე და სახელად პეტრე უწოდა.
***
30 ნოემბერს ლელეს წმ. ლაზარე ხატმწერის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიაკვნად აკურთხა აბისის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა ციხე-მონასტრის წინამძღვარი, ბერი გერმანე (ბერიკაშვილი).
ტაძრის კურთხევა
12 ნოემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა სოფ. აბისის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი.
***
13 ნოემბერს მროველ-–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა სოფ. დირბის სამწმიდათა –– წმ. იოანე დამასკელის, წმ. ქალწულმოწამეთა ბარბარესა და იულიანას სახელობის ტაძარი.
ტაძრის წინამძღვრად იღუმენი იოანე (ოხანაშვილი) დაინიშნა.
***
22 ნოემბერს მროველ-–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა სოფ. ბრეძის კვირაცხოვლის სახელობის ტაძარი. ტაძრის წინამძღვრად მღვდელ-მონოზონი იაკობი (ალხანიშვილი) დაინიშნა.
ტაძრის საძირკვლის კურთხევა
11 ნოემბერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) აკურთხა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. ცხრაწყაროს
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის საძირკველი, რომელიც სოფლის მცხოვრებთა ინიციატივით შენდება.
აღკვეცა
4 დეკემბერს სარკინეთის წმ. შიო მღვიმელის სახელობის მამათა მონასტერში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ბერად აღკვეცა (მცირე სქემაში) ამავე მონასტრის მორჩილი თორნიკე მინდიაშვილი და სახელად ილარიონი უწოდა (წმ. ილარიონ ყანჩაველის სახელზე).
***
4 დეკემბერს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე მცხეთის ანტიოქიის წმინდა სტეფანე პირველმოწამის ტაძარში მღვდელმონაზონმა სერაფიმემ (ჯიქია) მონაზვნად აღკვეცა
მორჩილი გვანცა (გახარია) და სახელად ბარბარე უწოდა.
***
საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე” ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მონაწილეობას იღებს გაეროს ქალთა გილდიის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საახალწლო საქველმოქმედო გამოფენაში, ეს ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და მასში მსოფლიოს 70 – მდე ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის საქართველოც. წელს ფონდის მიერ გამოფენაზე წარადგინეს
საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო სახელოსნოებში შექმნილი თექისა და ქართული ტიხრული მინანქრის ნამუშევრები, რომელთაც დამთვალიერებლების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
40 საპატრიარქოს უწყებანი N40 22-28დეკემბერი 2016წ გვ.9
ხელდასხმა
19 დეკემბერს ქარელის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ბერმუხის წმ. მერკვირის სახ. მამათა მონასტრის ბერ-დიაკვან იოანეს (ნინიაშვილი).
***
18 დეკემბერს, რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი)
მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის მთავარდიაკონ გიორგი ბუაჩიძეს, ხოლო დიაკვნად აკურთხა ამავე ტაძრის სტაიქაროსანი ვალერი ფოფხაძეს და სახელად საბა უწოდა. მღვდელი გიორგი ბუაჩიძე და დიაკონი საბა ფოფხაძე რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებენ.
40-1 საპატრიარქოს უწყებანი N40 22-28დეკემბერი 2016წ გვ.8
დაჯილდოება
13 დეკემბერს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ იღუმენი ანდრია (ალადაშვილი) არქიმანდრიტის
ხარისხში აღიყვანა, ხოლო დეკანოზი ვახტანგ ალთუნაშვილი –– გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.
***
18 დეკემბერს, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-ემ დეკანოზი გიორგი გეთიაშვილი მეორე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა, ხოლო დეკანოზი დავით დელიბაშვილი -– გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.
აღკვეცა
7 დეკემბერს ბერმუხის წმ. მერკვირის სახ. მამათა მონასტერში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ბერად აღკვეცა (მცირე
სქემაში) იმავე მონასტრის მორჩილი იაკობ ჭიტაძე და სახელად მერკვირი უწოდა (დიდმოწამე მერკვირის სახელზე).
***
9 დეკემბერს შატბერდის წმ. იოანე-თორნიკეს სახ. მამათა მონასტერში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ბერად აღკვეცა (მცირე სქემაში) იმავე მონასტრის მორჩილი მიქაელ შიბაშუკელი და სახელად მაკარი უწოდა (წმ. მაკარი მმარხველის სახელზე, ხახულის მონასტრის წინამძღვრისა).
***
11 დეკემბერს ბერთას წმ. ალექსი შუშანიას სახ. მამათა მონასტერში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ბერად აღკვეცა (მცირე სქემაში) იმავე მონასტრის მორჩილი
გერმანე კვარაცხელია და სახელად პაისი უწოდა (პაისი ათონელი სახელზე).
***
12 დეკემბერს მზოვრეთის ათცამეტ ასურელ მამათა სახ. ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ბერად აღკვეცა (მცირე სქემაში) იმავე მონასტრის მორჩილები: ზურა სარჯველაძე –– სახელად უწოდა იოველი (მთავარანგელოზის სახელზე); ნიკოლოზ ღონღაძე სახელად უწოდა ვარაქიელი (მთავარანგელოზის
სახელზე); გიორგი ჯოხაძე -– სახელად უწოდა სე- რაფიმე (წმ. სერაფიმე საროველის სახელზე).
***
18 დეკემბერს, სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონატრის სულიერმა მოძღვარმა, არქიმანდრიტმა ლაზარემ (გაგნიძე-დვალი), მონაზვნად
აღკვეცა მორჩილები: ნანა ლაზაშვილი, რომელსაც უწოდა ელისაბედი, ელენე თანიაშვილი, რომელსაც უწოდა ანუსია და მარინე კვახაძე, რომელსაც უწოდა საბიანა და მორჩილად აკურთხა:
ზოია ჩიტიაშვილი და თამარ კუჭაშვილი.
ხელდასხმა
15 დეკემბერს სარკინეთის წმ. შიო მღვიმელის
სახ. ტაძარში მროველ–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მლვდლად დაასხა ხელი ყინწვისის წმ. ნიკოლოზის სახ. მამათა მონასტრის ბერ-დიაკვან ისეს (ამაშუკელი).
1 საპატრიარქოს უწყებანი N1 12-18იანვარი 2017წ გვ.17
მღვდელი ვარლაამ ხვიტია 1879 –– 1945
„ილოცეთ დღეში ერთხელ მაი6ც... მცირე ლოცვაც წაადგება ჩვენს ქვეყანას!“
მღვდელი ვარლაამ (ავქსენტი) როსტომის ძე ხვი- ტია 1879 წელს (მეორე ვერსიით –– 1882 წელს) ქუთაისის გუბერნიაში, ზუგდიდის მაზრის სოფ. კორცხელში, საეკლესიო აზნაურ როსტომ ქაიხოსროს ძე ხვიტიასა და მარიამ აფაქიძის ღრმად მორწმუნე ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრები იყვნენ და ბევრს ზრუნავდნენ სამეგრელოში ქართუ- ლი წერა-კითხვის გავრცელების საქმეში. 1897 წელს ვარლაამმა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა. 1898 წლის 31 იანვარს ნება დართეს სამრევლო-საეკლესიო სკოლებში მასწავლებლად ემუშავა. 1898 წლის 28 მარტს ნარაზენის მთავარანგელოზთა სახ. ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1902 წლის 6 მარტს ნიქოზიის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1903 წლის 17 აპრილს კორცხელის ღვთისმშობლის მიძინების
სახ. ტაძრის პირველ მედავითნედ დაინიშნა. 1906 წლის 10 ივნისს ზუგდიდის სულიწმინდის სახ. ტაძრის პირველ მედავითნედ დაადგინეს. 1989 წლის 15 მარტიდან 1906 წლამდე ამ ტაძრებთან არსებულ
სამრევლო-საეკლესიო სკოლებში პედაგოგად მუშაობდა. 1907 წლის 17 იანვარს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) დიაკვნად აკურთხა. 1907 წლის 15 ივლისს ზუგდიდის ქალთა
ორკლასიანი სამინისტრო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა, 1912 წლის 22 იანვარს გურიასამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) მღვდლად დაასხა ხელი და ახალი აბასთუმნის
მთავარანგელოზთა სახ. ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. 1913 წლის 1 სექტემბერს ახალი აბასთუმნის სამინისტრო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. 1922 წლის ივნისში კომუნისტების მიერ
ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს ზუგდიდ-კახათის წმ, გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვრად იხსენიება და ხელს აწერს ეკლესიის
1-1 საპატრიარქოს უწყებანი N1 12-18იანვარი 2017წ გვ.18
მღვდელი ვარლაამ ხვიტია 1879 –– 1945(გაგრძელება)
ქონების ჩაბარების აქტს. 1900 წელს ჯვარი დაიწერა ზუგდიდის მაზრის უფროსის მდივნის, ანტონ ჯგუშიას ასულ ანაზე (დაბ. 1879წ.) და ჰყავდა ორი შვილი: ვლადიმერი (დაბ. 30.03.1902წ.), ეფროსინე/ოლღა (დაბ. 25.09.1903წ., რომელმაც დაამთავრა თეკლათის ორკლასიანი ქალთა სკოლა). შემორჩენილია მამა ვარლაამის შთამომავლების მოგონებები, რომლებშიც აღწერილია, თუ როგორ ტრაგიკულად წარიმართა კომუნისტების შემოსვლის შემდეგ მისი ცხოვრება: დაახლოებით 1922 ან 1923 წელს ტაძართან ახლოს მამა ვარლაამს დახვდნენ ჩეკისტების ჯგუფი, რომელშიც ერია მისივე ნათლული. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ მამა ვარლაამს, ნათლულმა წვერში წაავლო ხელი და ძირში წააჭრა. მოძღვარი წამომდგარა, ღმერთისთვის მადლობა შეუწირავს, ცარიელ ტაძარში შესულა და წირვის დაწყება უცდია, მაგრამ იქიდანაც ძალით გამოუყვანიათ და დაუპატიმრებიათ. აპირებდნენ მის იქვე დახვრეტას და კედელთანაც დაუ-ყენებიათ. ბოლო მომენტში შემთხვევით მოუსწრეს მაღალი რანგის ჩეკისტებმა. მათ იცნეს მღვდელი, რომელმაც შეიფარა მათი ბოლშევიკური რაზმი, რომელიც მენშევიკებს ალყაში ჰყავდათ მომწყვდეული და მხოლოდ იარაღის ჩაბარებით გადარჩნენ. მოძღვარი იმჟამად გადაურჩა დახვრეტას, თუმცა მას აუკრძალეს მსახურება და სასულიერი თემაზე საუბარიც კი. რესპრესიები მისი ოჯახის მიმართ არ შეწყვეტილა. 1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრეს მისი ორივე შვილი. 1937
წელს ისევ დააპატიმრეს ვლადიმერი, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. როცა ვერანაირი წამებით ვერ აიძულეს ხელი მოეწერა ქაღალდზე, სადაც ვითომ ანტისაბჭოთა ორგანიზაციის სია
იყო ჩამოწერილი, დასახვრეტად სარდაფში ჩაიყვანეს. შემდგომში ვლადიმერი იგონებდა, როგორ დაუმიზნეს იარაღი და ამ დროს გარეთ სარკმელთან საშინელი გრუხუნი გაისმა, იფიქრეს გარედან თავს
დაგვესხნენო, მკვლელს იარაღი შიშისგან ხელიდან გაუვარდა, ხოლო პატიმარი სასწრაფოდ მოაშორეს იქაურებას. როგორც შემდეგ გაირკვა, ამ დროს გარეთ ხეს მეხი დასცემია. ვლადიმერმა ჯერ ზუგდიდის უმაღლესი დაწყებითი სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლობდა, მაგრამ როგორც მღვდლის შვილს არც მუშაობის და არც სწავლის გაგრძელების საშუალებას არ აძლევდნენ. ნათესავების დახმარებით ძლივს მოეწყო ხე-ტყის მჭრელად სვანეთში. სამი-ოთხი წლის მძიმე შრომის შემრეგ, 1930 წელს მისცეს უფლება გაეგრძელებინა
სწავლა, რომელიც 1935 წელს დაამთავრა. მიუხედავად უმკაცრესი თვალთვალისა და საკმაოდ მძიმე ავადმყოფობისა, მამა ვარლაამს ჰქონდა კავშირი სხვა სასულიერო პირებთან, რომლებიც ასევე გადაურჩნენ რეპრესიებს. ერთ-ერთ ნა-
1-2 საპატრიარქოს უწყებანი N1 12-18იანვარი 2017წ გვ.19
მღვდელი ვარლაამ ხვიტია 1879 –– 1945(დასასრული)
თესავ მღვდელთან, პლატონ საჯაიასთან ერთად იგი ღამღამობით ჩუმად აღასრულებდა ნათლობის საიდუმლოს საკუთარ სახლში. მარანში ჰქონდა პატარა ქვევრი, რომელსაც საბარძიმეს ეძახდნენ, იქ აყენებდა შავ ღვინოს. გადამალული ჰქონდა პირადი პატარა ბარძიმი და კოვზი. თუ ვინმე სთხოვდა, სიხარულით მიდიოდა გვიან ღამით საზიარებლად. მუდამ ლოცულობდა თურმე. მის შვილიშვილს დიმიტრის სიცოცხლის ბოლომდე ახსოვდა ლოცვის სიტყვები, რომელსაც ბაბუამისი გამუდმებით იმეორებდა: „ღმერთო, მრავალმოწყალეო, გადაარჩინე შენ მიერ შექმნილი ქვეყანაო!“ მისი გარდაცვალებიდან მრავალი წლის შემდეგაც იგრძნობოდა სახლში სანთელ-საკმევლის სურნელი და ლოცვის მადლი. იგი არავის უნახავს აღელვებული, მუდამ მშვიდი და გაწონასწორებული, ღმერთს მინდობილი,
ყველანაირ განსაცდელს მშვიდად ხვდებოდა, იჯდა აივანზე გარინდული, ამქვეყნიური სიავისაგან გათიშული, მისჩერებოდა აღმოსავლეთის მხარეს
და ტუჩებს ძლივს შესამჩნევად ამოძრავებდა. ლოცულობდა თავისი სამშობლოსთვის. ამბობდა: „არ შეიძლება ასეთი უღმერთობა დიდხანს გაგრძელდესო“. ახლობლებს ხშირად ეუბნებოდა: „ილოცეთ
დღეში ერთხელ მაინც. გულით რომ სთქვათ, ის მცირე ლოცვაც წაადგება ჩვენს ქვეყანასო“. იგი უხმოდ იტანდა უმძიმეს ფიზიკურ ტკივილებს. უფლებაწართმეული მოძღვარი 1945 წელს ჯერ კიდევ ახალგაზრდა გარდაიცვალა.
2 საპატრიარქოს უწყებანი N2 19-25იანვარი 2017წ გვ. 17
მღვდელი დიმიტრი/ვიტალი ჯანაშვილი
1840-1905 | ნაწილი
წინაპრები, სწავლის პერიოდლი, მსახურების დასაწყისი
ისტორიკოსი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, მღვდელი დიმიტრი (ოფიციალურ საეკლესიო საბუთებში ვიტალის სახელითაც იხსენიება) იოსების ძე ჯანაშვილი 1840 წელს (სხვა ვერსიით -- 1844 წელს) საინგილოში, ზაქათალის მაზრაში, სოფ. კახში გლეხის ოჯახში დაიბადა.
მის პატარაობაში საინგილოში ჯერ ისევ სულთნობა იყო, ეს კი ინგილოებისათვის მტარვალობას ნიშნავდა. ცოტაოდენი შეღავათი ჰქონდათ სულთნებისაგან მხოლოდ დიდ, ძლიერ და შეძლებულ გვარებს და ისიც იმისთვის, რომ მათგან საკმაო გამორჩენა ჰქონდათ: წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მათ მთელი სახლობითა და ამალით ეწვეოდნენხოლმე, სჭამდნენ, სვამდნენ, მთვრალობდნენ და ძღვენ-საჩუქრებით ბრუნდებოდნენ ელისუს სასულთნოში. შემძლებელ და
შეძლებულ ოჯახთაგანი იყო აგრეთვე ბაირამ-ალი (სოლომონ) ჯანაშვილის სახლობაც. ერთხელ სულთანი დიდ უბედურებას უმზადებდა ინგილოებს. ბაირამ-ალი და სხვა წარჩინებული ინგილოები გამოეცხადნენ მრისხანე სულთანს და მოახსენეს: „თუ შვება არ მოგვეცა შენგან, ჩვენ ავიყრებით
დედაბუდიანად, გადავალთ ალაზანზე და შევუერთდებით ჩვენ მოძმე ქართველებსხო “, სულთანი თურმე მოლბა და დაპირებული ტანჯვა ააცილა საინგილოს. ისტორიკოსი მოსე ჯანაშვილი თავისი გვარის ისტორიაზე
წერდა: „ჯანაშვილები საინგილოში ეკუთვნიან წარჩინებულ გვარეულობას. ეს გვარეულობა თავადიშვილის ღირსებისა იყო. პაპაჩვენის ბაირამალის
სიტყვით, ჯანაშვილები აქეთ გადმოსახლებულან ლორისა თუ
ბორჩალოს მხრიდგანრ. ძნელია კაცმა სთქვას, იგინი ვისი ნატამალები არიან: ლორის მელიქიშვილების განაყოფის მელიქ-ჯანაშვილისა თუ გორელ აზნაურ გიორგი ჯანაშვილისა. აღსანიშნავია, რომ ჯ„ანაშვილები მოსახლეობენ საინგილოს სხვა სოფლებშიაც -– ქოთუქლოს, სოსკანს და ალიბეგლოს და საინგილოს გარეთაც ქიზიყში და ქართლში, საცა ებრაელობენ ტფილელ ებრაელ ჯანაშვილებითურთ. კახის ჯანაშვილების საგვარეულო ოქრობექჭდული სიგელი, როგორც მოგვითხრობენ მამა-ბიძანი, დაიწვაო სოსკანში მის დარბევის დროს ლეკებისაგან. გადმოცემავე იუწყება, რომ კახის
2-1 საპატრიარქოს უწყებანი N2 19-25იანვარი 2017წ გვ. 18
მღვდელი დიმიტრი/ვიტალი ჯანაშვილი (გაგრძელება)
ჯანაშვილების წინაპარი მათე, რომელსაც სასახლე ჰქონია აგრედ-წოდებულს მათეი-ყალაში, ფრიად მდიდარი კაცი ყოფილა. ჰქონია მფლობელობაში თვით მათეი-ყალას (მათეს ციხეს) მინდორ-ველი, აგრეთვე ფანცაურის გაყოლება მიწები ყუმის ბოლოდგან სოსკანამდე, საცა ჰქონია აგრეთვე საბინაო მამულ-დედული. შაჰაბაზი რომ შემოესიაო საქართველოს (“16 | /წ.), განაგრძობს გადმოცემა, მის ლაშქარს გაუმასპინძლდაო ვინმე შარმა ზან ჯანაშვილი: ყველა მოლაშქრეს მიართვაო გაძღომამდის ახალნაცხობი ლავაში და კილანით (ჭიქით) თაფლი. ამისთანა უხვი სტუმრობა სათნო იჩინაო ყაენმა და ქვეყანა არ დაარბევინაო თავის ლაშქარს: ასე მოგვითხრობდა ამ ამბავს ლეკი კამა ზოღლი: ჩვენს საგვარეულო წიგნებში ასე სწერიაო. სამწუხაროდ,
ხსენებულ კამა ზოღლისაგან ვერ გამოვიტანეთ მისი წიგნი, რომ გაგვეგო, მართლა რა და როგორ ენერა. მალე თვითონაც მოკვდა და თუმცა დიმიტრი ნახურშიაც იყო მის ავან-ჩავანის გასაგებად, მაინც ვერას გახდა, ვერ გაიგო, ვის დარჩა კამაზოღლის სახსოვრის წიგნი. პაპაჩვენს, ბაირამალის, რომელმაც იცხოვრა ას წლამდე და რომელსაც, როგორც
თვითონ ამბობდა, ახსოვდა მეფე ერეკლეს ვაჟკაცობა, ჰყვანდა სამი ძმა და ხუთი შვილი, უმცროსი მათგანი იყო იოსები, მამა ჩვენის დიმიტრისა. პაპის
ბიძაშვილი იყო ის ზილფი ჯანაშვილი, რომელიც თავის ვაჟკაცობით თავ ზარს სცემდა აქაურ მტარვალებს და რომელიც ბოლოს შეიპყრეს და ჭარში
აწამეს ლეკების ცოლებმა: შამფურებით დაჩხვლიტესო, სანამ სისხლით არ დაიცლებოდაო და ნელის, მაგრამ საშინელის ტანჯვით სულს არ მიაბარებდაო ღმერთს. გაყრამდის ყველანი სცხოვრობდნენ ზემო მამულში, კობალას პირად. შემდეგ კი მანსური და მისი მომდევნო ძმა გადასახლდნენ სოფლის ქვემო ნაწილში, აგრედ წოდებულ თოფ-ბარში. აწ გიორგის სახელობაც ცხოვრობს ამ თოფ-ბაღის მომიჯნავედ და მათეი-ყალას ბოლოში ორ ხევს შუა, საოლქო დიდ შარას პირად“. დიმიტრის მამას ჰყავდა ორი ვაჟი და ოთხი ქალი. დედამისი –– არზი, ოთარაშვილის ქალი გახლდათ. ამ გვარში შთამომავლობითგანვე დარჩენილი იყო სამკურნალო ხელოვნება, რომელიც მამით შვილზე გადადიოდა. დიმიტრის მკურნალი ბიძის, ჯალილას, სახელი შორს გავარდნილიყო, რადგან დაუცადებლად არჩენდა ჭრილობას და სხვა ავადმყოფობას. იოსები, თავის სახლობით, ღარიბად ცხოვრობდა. იგი, როგორც უმცროსი შვილი, ნებიერად იყო გაზრდილი და დიდად არ უყვარდა მუშაობა; იზიდავდა მას ჩონგურის დაკვრა და გართობა, რადგან უფრო მგოსნური სულისკვეთების კაცი იყო. მამას სოფლურ საქმეში შველოდა მისი შვილი დიმიტრი, რომელიც თუმცა ჯერ ნორჩი იყო, მაგრამ მაინც მთიდამ ზურგით ზიდავდა შეშას, მწყემსს მიჰყვებოდა მინდვრად ძროხის საძოვებლად, ანდა ულკყებს საძოვარზე მიელალებოდა და სხვ. 1850 წელს პატარა დიმიტრი ბიძამისმა გიორგიმ
თბილისში ჩამოიყვანა და მონათლა. ნათლობამდე მას ერქვა –– აღაჟანა. შემდეგ იგი, ათიოდე სხვა ინგილო ყმაწვილთან ერთად, ქიზიყში, დედოფლისწყაროს სამხედრო სასწავლებელში ჩაიყვანეს, საიდანაც მალე თბილისის სასულიერო სემინარიაში გადაიყვანეს. სწავლაში ძალიან ნიჭიერი იყო, ისე გულადი, გამბედავი, დაურიდებელი, სიმართლის მოყვარე. ამისთანა თვისებამ ერთხელ ლამის დაღუპა იგი. გაზეთი „ცნობის ფურცელი“ წერდა: „ყმაწვილობაში დ. ჯანაშვილმა, როგორც ღარიბი კაცის შვილჩა, მრავალი გაჭირვება და ვაი-ვაგლახი გამოსცადა. საინგილოდან ტფილისამდე 227 ვერსია და ამ მანძილს ხშირად ფეხით გაივლიდა
ხოლმე, ოღონდ სწავლას არ დაჰკლებოდა აქაურს სემინარიაში. ამ სემინარიაში ბევრი უწესობა და უსამართლობა სუფევდა, და ეს უწესობა-უსამართლობა იყო მიზეზი, რომ მოსწავლე ჯანაშვილმა თავი გამოიდო და გალახა მაშინდელი რექტორი, არქიმანდრიტი ვიკტორინი (ლუბიმოვი). იმდენად მართალი იყო ჯანაშვილი, რომ მთავრობამ მოსწავლე ვერ დაითხოვა სასწავლებლიდან თვით რექტორის გალახვისთვისაც “. 1865 წელს დიმიტრიმ სემინარია დაასრულა და რუსეთში, აკადემიაში ფიქრობდა სწავლის გაგრძელებას, თუმცა უსახსრობისა და კიდევ იმიტომ, რომ თბილისის მოწინავე საზოგადოებამ მას საინგილოში სამღვდელო მსახურებისაკენ მოუწოდა, მორჩილება გამოიჩინა და სამშობლოში დარჩა სამოღვაწეოდ. მალე მან ცოლად შეირთო ქიზიყელი ქალი –– ელენე ბეგიაშვილი. 1865 წლის 24 ნოემბერს იგი დიაკვნად აკურთხეს, ამავე წლის 26 ნოემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და საინგილოში, სოფ. ყორაღანის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრის წინამძღვრად განამწესეს.
დიდი შემართებით დაიწყო საეკლესიო მსახურება ახალგაზრდა მღვდელმა. იგი იყო მხნე, ფრიად მკვირცხლი, გამბედავად მთქმელი, მჭერმეტყველი მქადაგებელი, საქართველოს ისტორიის ზედმიწევნით მცოდნე. იმ პერიოდში საინგილოში დიდი მღელვარება სუფევდა: გამაჰმადიანებული ქართველები ნელ–ნელა ქრისტიანდებოდნენ და ეს გარემოება დიდად აწუხებდათ შაქისა და საინგილოს თათრებს, მეტადრე მოლებს. ისინი ყოველ ღონეს ხმარობდნენ, რომ ქრისტიანობის გავრცელებისათვის როგორმე ხელი შეეშალათ და თვით გაქრისტიანებულნიც კი ისევ მაჰმადის სჯულზე გადაეყვანათ. მაგრამ მამა დიმიტრი მტკიცედ და შეურყეველად იდგა ქრისტეს ეკლესიის სადარაჯოზე.
იგი უშიშრად ქადაგებდა, რომ მაჰმადიანი ინგილოები ქართველები არიანო. მაჰმადიანთ, მოლების
2-2 საპატრიარქოს უწყებანი N2 19-25იანვარი 2017წ გვ. 19
მღვდელი დიმიტრი/ვიტალი ჯანაშვილი (გაგრძელება)
რჩევით, ისღა დარჩენოდათ, ეს ქართველობისა და ქრისტიანობის უშიშარი და მოუსვენარი მქადაგებელი როგორმე თავიდან მოშორებინათ! ამ განზრახვით ერთხელ ერთმა მაჰმადიანმა ინგილომ მამა დიმიტრის, დღესასწაულის გამო, ძღვენი მიართვა. აღმოჩნდა, რომ „ჰალვაში“ (თაფლში მოხარშული დანაყილი ბრინჯის სქელი ფაფა) წვრილად დაჭრილი ტყვია ერია. მოძღვარი შემთხვევით გადაურჩა
სიკვდილს. ერთ ღამეს მღვდელ დიმიტრის თანასოფლელმა
კაცმა შეატყობინა, რომ მახლობელ ტყეში რომ მინდორია, იქ შეყრილან ყორაღნელი და სხვა სოფლელი მაჰმადიანი ქართველები და სჯა-ბაასი აქვთ, თუ როგორ შეუშალონ ხელი ქრისტიანობის გავრცელებასო. მოძღვარი, როგორც ფიცხი და აღტაცებული კაცი, იმწამსვე გაიჭრა იმ ტყეში, სადაც შეთქმულება ჰქონდათ. ღამე მთვარიანი იყო. ხალხი საშინლად
შეკრთა. დიდხანს იყვნენ ხმაჩაწყვეტილნი. ბოლოს სიჩუმე უშიშრად დაარღვია თვითონ მამა დიმიტრიმ, რომელიც ქუდმოხდილი იდგა: „მე კვლავ გეუბნებით, რომ თქვენ ქართველები ხართ, ჩემი ძმები.
ძველადვე ჩვენი რჯული ქრისტიანული იყო. თქვენს საქციელს დაუკვირდით. ვერას გახდებით და ღმერთსაცა და მთავრობასაც გააჯავრებთ. როგორც ძმა, გირჩევთ, დაიშალენითო“ ამ დროს ერთმა ფანატიკოსმა მაჰმადიანმა, ამ უშიშარის ლაპარაკით გაშმაგებულმა, უეცრად უკანიდან მამაოს ჯოხი დაარტყა, ხუცესი არც კი შეიძრა, მხოლოდ ესღა სთქვა ყავარჯნებზედ დაყრდნობილმან: „დამკარ, ბრალი ჩემი
იყოს, მაგრამ იცოდეთ, რომ ქართველები ხართ!
რამდენიმე მაჰმადიანმა წამოიწია... ამ დროს სოფლის მამასახლისი და სხვა ქრისტიანები მოვიდნენი... ხალხი დაიშალა... ამ ამბავმა მთავრობის ყურამდეც მიაღწია. რამდენიმე იმ ყრილობის მოთავე ციმბირში გააგზავნეს... შემორჩენილია მამა დიმიტრის საკმაოდ ვრცელი
ქადაგება, რომელიც 1867 წელს ჟურნალ „საქართველოს სასულიერო მახარებელში“ დაიბეჭდა. ეს სიტყვები მან საინგილოში, ახლადმოქცეული ინგილოებისათვის წარმოსთქვა, გთავაზობთ ამონარიდებს ამ ქადაგებიდან: „გამჩენ ღმერთს ყოველი ფერი ქვეყანაზედ ისე
გაურიგებია, რომ თითქმის არა საგნებს და არსებას არ შეუძლიან მოუვლელათ, თვალ-ყურის მიუგდებლათ არსებობდეს, იზრდებოდეს და იყოს უპატრონო. ყველას მოვლა უნდა, ყველას თავისი პატრონი
ჰყავს და ყველა პატრონს ეძებს. ერთი მიხედვით ფრინველებსაო, ბრძანებს ქრისტე ღმერთი სახარებაში: „არა სთესვენ, არცა შეიკრებენ საუნჯესა,
და მამა თქვენი ზეცისა ზრდის მათ“ მეორე ალაგს სახარებისასა კიდე სწერია: „ღმერთი შეამ ჯობს მი6ნდვრის ბალახებს მშვენიერის ყვავილებითა“ სჩანს, ძმანო და მეგობარნო, რომ ყოველი საგანი და არსება უპატრონო არ ყოფილა და განგებისაგან დამყარებულ შეუცვლელ კანონს მისდევს. უამისოთ ქვეყანა ზედ რიგიანობა არ არის, არა არსება რიგიანად
არ იზრდება -– მახინჯდება. აი, მაგალითებრ: ეხლა რომ თქვენ თქვენს საქონელს არ მოუაროთ, მაშინ, უეჭველია, რომ ერთს მტერი ან ქურდი მოიპარავს, მეორეს მგელი ან ნადირი მოიტაცებს, მესამე გ ზას აცდება და ისე დაიკარგება, და ამგუარათ აღსრულდება ის ქართული ანდაზა: რომ უპატრონო ხაზინას ეშმაკი დაპატრონდებაო“ გარდა ამისა:
თქუენ ვაზები რომ არ გასხლათ, სარები არ შეუდგათ, როგორ გონებთ, ვენახს რა დაემართება? ვაზები გაუსხლელობისა გამო მეტად შეიბურვიან, და მაშინ იმათ ის ძალა აღარ ექმნებათ, როგორიც მათ ქონდათ მაშინ, როდესაც იმათზედ ორი თუ სამი რქის მეტი არ ება. რათა? ამისთვის რომ ამ უკანასკნელ შემთხვევაში ის დაიჩაგრება, დაიკოდვის და უკანასკნელ უნაყოფოდ გახმება. ეს, რასაკვირველია, თქუენ გრწამს, ამისთვის რომ თქუენ თვითონ იცით საკუთარის გამოცდილებით; ამასთანავე პჰხედავთ ცხოვრებაში, რომ თვითონ თქუენი შვილებიც დედ-მამის მიუხედნელათ, მოუვლელათ რიგიანად არ იზრდებიან. როგორათაც ყოველი არსება ქვეყანაზედ მოითხოვს ზრუნვას და პატრონობას, აგრეთვე კაცი-
2-3 საპატრიარქოს უწყებანი N2 19-25იანვარი 2017წ გვ. 20
მღვდელი დიმიტრი/ვიტალი ჯანაშვილი (დასასრული)
ცა. მართალია, კაცი თავისუფალი არსება არის, მაგრამ არც იმასა ჰსურს უპატრონოდ იყოს. ისიც ეძიებს პატრონს და მოვლას. უთუოდ იმასაც უნდა
ჰყავდეს პატრონი და მომვლელი, ჭკუაზედ და კეთილილსგზაზედ დამყენებელი და დამრიგემელითქვე დალოცვილე ბო! ყველანი ერთი ჭკუისანი ხომ არ იქმნებიან. რამდენიც ქვეყანაზედ კაცია, იმდენი ვჰუაა. მთა და ბარი ვის გაუსწორებია; მჯობსნი არ დაელევაო, ნათქვამია. მეჯობმაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, “ ჩვენ, ინგილოები, აქამდე უპატრონოდ ვიყავით: დამრიგებელი და კეთილს გზაზედ დამყენებელი არავინა გყვანდა. აი, მას აქეთ, რაც ჩვენ საქართველოს ეს ჩვენი საყვარელი ქვეყანა ალექსანდრეს, კახეთის მეფეს, წაართვა სპარსეთის მეფემ, შახ-აბასმა, მას აქეთ, ჩვენი ქვეყნის რუსების ხელში ჩავარდნამდე, ყველანი ჩვე6
გვცემდნენ და გვგჩაგვრიდნენ -– ვინ იყო პატრონი და დამთლელი? ამისა გამო ბევრი შავი დღე გამოიარა ჩვენმა მამა-პაპამა. ჩვენ სწორეთ ისე
დაგვემართა, როგორაც ბრძანა იესო ქრისტემა: „მოვკლა მწყემსი და განიბნივნე6 ცხოვარნი“ ეს სწორეთ ჩვენ, ინგილოებს, დაგვემართა! ბევრია
ეხლა ჩვენ ინგილოთაგანი ამ 4არის ქვეყანაში გადასახლებული სხვადასხვა სოფლებში, სადაც განსაკუთრებით მაჰმადიანები ცხოვრობენ და იქ
დაუვიწყებიათ მამა-პაპის ენაც და ქრისტიანობრივი სარწმუნოებაცა. ამის მიზეზი, რასაკვირველია, სულ უპატონობაა. უეჟველია, რომ ამათ
პატრონი ჰყოლოდათ მაჰმადიანების მფლობელობის დროს, ასე არ დაემართებოდათ. მაგრამ აქამდე გვეპატიებოდა, რომ პირით მუსურმანები ვიყავით, გულით კი ისევ ქრისტიანები, ახლა კი არა. ნუღარ ვმალავთ ჩვენს ვინაობას და ქრისტიანობას მაჰმადიანებთან, გავახაროთ
ჩვენი დახოცილნი მამა-პაპანი საფლავში და გამოვაცხადოთ ჩვენი ქართველობა და ქრისტიანობა, რათა შეიტყოს ქვეყანამ, რომ ჩვენ, ინგილოებმა, სამაგალითო საქმე მოვახდინეთ. სამასი წელინადი მაჰმადიანების ხელში ვიყავით და ჩვენი სარწმუნოება, ხალხობა და ენა არ დავკარგეთ. ქართულად ერთი ანდაზა არის ნათქვამი: „ნუ იქ ავსა და ნურც ავისა გეშინიანო“. შევაფურთხოთ ემმაკსა და გამოუცხადოთ ჩვენ მთავრობას, რომ ჩვენ, ყველანი, მამაპაპითაკც ქრისტიანები კვყოფილვართ და კიდევაც ვართ. საღმრთო წერილში სწერია რომ ხარიც კი იცნობს თავის პატრონის ბოსელსაო, და კაცმა როგორ არ უნდა იცოდესო. ჰსჯობს ვიცნათ ჩვენი სარწმუნოება: მოვინათლნეთ ყველანი და ვიყვნეთ მტკიცედ
ჩვენს სარწმუნოებაზედ. მარტო ამით შეგვიძლიან მაჰმადიანების
ჯავრი ამოვიყაროთ და მტრობა უყოთ.
რა რიგად? ისე რომ იმათ აქამდე გვაწვალეს, დატანჯეს ჩვენი მამა-პაპა და ეხლა იმას ცდილობენ, რომ ყველანი მაჰმადიანები გავხდეთ, შერე იმ“ დროს, როდესაც ყველგან ქრისტიანობა მრავლდება. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, რომ ჩვენ იმათ წინააღმდეგ უნდა მოვექცეთ, მოვინათლნეთ და ამითი მოვკლათ ეშმაკი და მისი ორგანონი. ეს კი იმათ
ძლიერ ეწყინებათ. სახარებაში სწერია, რომ როდესაც ქვეყანაზედ ერთი ცოდვილი მოიქცყვაო, ცაში ანგელოზებს უხარიანთო. გარდა ამისა, აი,
კიდევ რას ბრძანებს იესო ქრისტეს: „უკეთუ ვისმე უყვარდე მე სიტყვანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამანცა ჩემმან შეიყვაროს იგი, და მოვიდეთ
მისსა, და მისთანა დავადგრეთ“ ხედავთ, რასა ბრძანებს ქრისტე ღმერთი? რომვინც მოინათლებაო, ქრისტიანი გახდებაო, იმის სახლში მიე და მამაჩემი ფარულად მოვალთო და სახლის პატრონს
ვაკურთხებთო. ახ, რა დიდი ბედნიერება იქმნება იმ კაცისათვის, ვის სახლშიაც მოვა ღმერთი აგრე, ჩემო ძმებო და მეგობარნო?” შეისმინეთ ნაამბობი, რომ რა არის უნაყოფოთ არ დარჩეს, და ხმა ჩემი არ მიემსგავოს ხმასა უდაბნოისასა, რომ რა არის თქვენზედ არ ასრულდეს ქრისტე ღმერთის სიტყვები, რომელნიც არიან შემდეგნი: „ნუ გადაუყრით ღორებს წინ მარგალიტსა“.
3 საპატრიარქოს უწყებანი N3 26იანვარი-1თებერვალი 2017წ გვ.17
მღვდელი დიმიტრი/ვიტალი ჯანაშვილი 1840-1905 II ნაწილი
(პედაგოგიური საქმიანობა, აკადემია, თბილისში მოღვაწეობა)
„ანჩისხატის სობოროში ხალხი ბლომად დადის... რადგან მისი სიტყვა ცოცხალია და გრძნობით სავსე”
1867 წლის 19 თებერვალს მამა დიმიტრის გარდა ეცვალა მეუღლე, რაც დიდი დანაკლისი იყო მისთვის. დარჩა ერთი ქალიშვილი –– მარიამი (შემდეგში გათხოვდა ინგილო მღვდელ აპოლონ ივანიცკზე). 1870 წელს მამა დიმიტრიმ ქ. ზაქათალის სამაზრო სკოლაში საღვთო სჯულის პედაგოგობა შეითავსა. აი, რას წერდა ამის“ შესახებ მ. ჯანაშვილი: „1868 წლის აპრილის 4-დან მე ვსწავლობდი ზაქათალის სამაზრო სკოლაში. საღმრთო წერილს გვასწავლიდა დეკ. გრიგოლიევი. 1870 წელს იმან დამავალა, მიმეწერა ფ. დიმიტრისთვის, რომ გრიგო4: ლიევი თავს ანებებს საღმრთო სჯულის მასწავლებლობას და თუ ინებებს, მას გაამწესებენ. დიმიტრი დათანხმდა. ჯამაგირი მცირე ჰქონდა. თუმცა მოხუცი გრიგოლიევი აწირვინებდა ხოლმე თავის მაგიერ სამხედრო ეკლესიაში და იქიდანაც ცოტა-
3-1 საპატრიარქოს უწყებანი N3 26იანვარი-1თებერვალი 2017წ გვ.18
მღვდელი დიმიტრი/ვიტალი ჯანაშვილი 1840-1905(გაგრძელება)
ოდენი შემოსდიოდა. მე ჩინებულად ვსწავლობდი და ნიშნების უპირატესობით ვითვლებოდი „სტარშოით“ სასწავლებლის მოსწავლეებისა. 1872 წელს დავასრულე და დიმიტრიმ ჩამომიყვანა ტფილისს და სემინარიაში მიმაბარა, თვითონ კი უკანვე, ზაქათალას დაბრუნდა. მაშინ იგი უკვე განთქმული მწერალი იყო“. ამ პერიოდში ქრისტიანობის უკეთ საქადაგებლად მამა დიმიტრიმ გადაწყვიტა სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გაეგრძელებინა და მისიონრობა
ზედმიწევნით შეესწავლა. იგი აკადემიაში აპირებდა შესვლას, მაგრამ 1873 წლის 15 თებერვალს გათავისუფლდა აღმოსავლეთ საქართველოს ეპარქიიდან და იმავე წლის 30 მარტს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ქართული ენის პედაგოგად დანიშნა. წირვა-ლოცვის ჩასატარებლად კი ქუთაისის საკათედრო ტაძრის კრებულში დაადგინა. მოძღვარი ნეტარხსენებული ეპისკოპოს გაბრიელის სურვილს წინ არ აღუდგა და ქუთაისში გადავიდა, მაგრამ
სამშობლოში მისიონერობის სურვილი გულიდან არ ამოურეცხავს. 1873 წლის 17 ივლისს 25 მანეთითა და საგვერდულით დაჯილდოვდა. 1874 წელს
34 მანეთი გადაეცა. იმავე წელს წესრიგში მოიყვანა სასწავლებლის ბიბლიოთეკა და კიდევ 25 მანეთით დაჯილდოვდა. იმავე წლიდან სასწავლებლის ყველა განყოფილების I კლასებში ძველი და ახალი
აღთქმის ისტორიის სწავლება დაევალა. 1875 წლის
12 ნოემბერს დაინიშნა წევრად კომისიისა, რომელსაც დაევალა ბიბლიოთეკიდან გასაყიდი წიგნების შემოწმება. იმავე წლის ბოლოდანIII და IV კლასებში რუსულ ენას ასწავლიდა. 1875 წლის 8 თებერვალს
იმერეთისა და სამეგრელოს ეპარქიალური სარევიზიო კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1875 წელს ბიბლიოთეკაში არსებული იმ კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა, რომელსაც ევალებოდა გამოემუშავებინა წესები სტუდენტებისთვის წასაკითხი წიგნების შერჩევისა ქართულ ენაზე და საქმის წარმატებით დასრულებისთვის 30 მან. გადაეცა. 1876
წლის ოქტომბერს კლასის დამრიგებლად დაინიშნა. 1877 წელს საღვთო სჯულის კარგად სწავლებისათვის 34 მან. გადაეცა. 1877 წელს სკუფია უბოძეს. 1878 წლის 28 იანვარს მეუფე გაბრიელის ლოცვაკურთხევით, მამა დიმიტრიმ მოსკოვის სასულიერო აკადემიაში ჩააბარა. ქუთაისში პედაგოგიური მოღვაწეობის დროს მან დაიწყო „შემოკლებული ქართული გრამატიკის“ შედგენა, რაც შემდგომში მოსკოვში სწავლის დროს გააგრძელა, თუმცა მისი ამ ნაშრომით ადრევე ხელმძღვანელობდნენ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. აი, რას წერდა გაზეთი „დროება“ ამასთან დაკავშირებით: „დროების #213-ში იწერებოდით, სხვათა შორის, ვითომც ამ ჟამად მღვდელ დიმიტრი ჯანაშვილს უკვე
შედგენილი ჰქონდეს შემოკლებული ქართული გრამატიკა. ჰკვირობდით ამასთანავე, თუ რად არ აბეჭდინებს ის ამ სახელმძღვანელოს, თუკი
სრულიად მზად აქვსო. აი, რასა მწერს მოსკოვის აკადემიიდან ამ საგნის შესახებ თვით მღვდელი დიმიტრი ჯანაშვილი: „ღრამატიკა ჯერ არ მაქვს
დასრულებული. ვცდილობ კი, რომ მალე შევასრულო. მაგრამ მე ჩემის ხარჯით მისი დაბეჭვდინება არ შემიძლიან. თუ ვინმე იკისრებს, დავასრულებ და გამოვგზავნი დასაბეჭდათ; ასერა საქმე. ამ ღრამატიკაზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ქუთაისის გიმნაზიაში მატარაძე ამ ჩემს ღრამატიკით ასწავლიდა და გიმნაზიელებს, ბოვშვებს,
ძალიან კარგად ესმოდათ, რადგან რუსული ენის პროღრამისათვის შეყოლებით – შეფარდებით არის შედგენილი". 1881 წლის 20 ნოემბერს სწავლა ნამდვილი სტუდენტის მოწმობით დაასრულა და თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწედ დაინიშნა. 1882 წლის 12 ოქტომბერს გათავისუფლდა . სემინარიიდან და მეორე დღეს თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. ამ დროსვე აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის“ გამავრცელებელი საზოგადოების წევრად. 1883 წლის 13 თებერვალს სიონის საკათედრო ტაძარში, 1884 წლის 26 იანვარს -– ანჩისხატის ტაძარში, ხოლო 1885 წლის 10 თებერვალს ქაშვეთის ტაძარში დიდი მარხვის დაწყებისთანავე ქადაგებების წარმოთქმა დაევალა. მამა დიმიტრი ქადაგებები იზიდავდა მსმენელს. მის პირად საქმეში ეწერა, რომ იგი გახლდათ საუკეთესო მქადაგებელი. ამასთან დაკავშირებით გაზ. „დროება“ წერდა: „29 იანვარს,
მეზვერისა და ფარისევლის კვირას, მღვდელმა დიმიტრი ჯანაშვილმა დაიწყო ქადაგებების თქმა ანჩისხატის სობოროში. ხალხი ბლომად დადის
და დიდის სიხარულით უგდებს ყურს, რადგან მისი სიტყვა ცოცხალია და გრძნობით სავსე. იგი დაჰპირდა ხალხს, რომ მოძღვრებას იტყვის ყოველ კვირას და დღესასწაულს დღეს ანჩისხატის სობოროში. თებერვლის ორს, უფლის მირქმის დღეს, მამა ჯანაშვილმა მეორე მოძღვრება უთხრა ხალხს. ღმერთმა ჰქნას, რომ ამისთანა მხნე და განათლებული მღვდლები ბევრი ჰყოლოდეს საქართველოს“. 1886 წლის 20 მაისს საქართველოს ეგზარქოსი
პავლე (ლებედევი) მამა დიმიტრის კვლავ საინგილოში, ზაქათალის მაზრაში მისიონერად აგზავნის. ამასთან დაკავშირებით გაზეთი „ივერია“ წერდა: „როგორც გავიგეთ, ტფილისის სათავადაზნაუ-
3-2 საპატრიარქოს უწყებანი N3 26იანვარი-1თებერვალი 2017წ გვ.19
მღვდელი დიმიტრი/ვიტალი ჯანაშვილი 1840-1905(გაგრძელება)
რო სკოლის სამღვთო წერილის მასწავლებელი მღვდელი დიმიტრი ჯანაშვილი მისიონერად დაინიშნა საინგილოში...“ ჩასვლისთანავე ძველებური შემართებით შეუდგა გამოცდილი მოძღვარი ქრისტიანობის ქადაგებას. 1886 წლის აგვისტოში ისევ გაზეთი „ივერია“ წერდა: „სოფელ კაკიდან (იგივე სოფ. კახი -- გ. მ.) გვატყობინებენ, რომ 20 ივლისს მღვდელ-მისიონერ დიმიტრი ჯანაშვილს მოუნათლავს ერთი მაჰმადიანი ინგილო,
ხალილ პოპიაშვილი, რომლისთვისაც სვიმეონი დაურქმევია. ნათლობა ყოფილა ეკლესიაში და დიდძალი ხალხი შეყრილა თავის ახალის მოძმის
გაქრისტიანების სანახავად. მონათვლის შემდეგ ეკლესიიდან რომ გამოვიდა მონათლული, მრავალნი მიეხვივნენ და ჰკოცნიდნენ სიხარულითაო“. სამწუხაროდ, მამა დიმიტრის მოღვაწეობა დიდხანს არ გაგრძელებულა. კვლავ მ. ჯანაშვილს მოუსმინოთ: „კახში მაშინ იყო იქაურ მისადევრის უფროსი ვინმე მერკულოვი. გვემეგობრებოდა ვითომ ისე, ვით უგულითადესი ძმა, გვპატიჟობდა, გვიდარბაზებდა. გველაპარაკებოდა საქართველოს კეთილდღეობაზე, დიმიტრის და სხვების
უმეტეს წარჩინებაზე. ამასობაში ტფილისიდამ მოვიდა ქაღალდი შესახებ დიმიტრის გადაყენებისა მისიონერობიდამ. სახტად დავრჩით. უმეტეს გაკვირვებას იჩენდა ზემოხსენებული მერკულოვი. პაპანაქება ზაფხული იყო. დიმიტრი გაემართა ტფილისისკენ და რომ დაბრუნდა ცარიელ-ტარიელი, გვითხრა: „მერკულოვს დავუბეზღებივარ, თუმცა ნამდვილად ვერა გავიგე რაო“. გული დაგვწყდა, მით უმეტეს, რომ მას წინადადებას აძლევდნენ ეპისკოპოსად ეკურთხეო და არ ინება: „წმიდა მაკურთხევლობას ვერ შევასრულებ, რადგან მე მიყვარს მოძრაობა, თავისუფალი ცხოვრება და ეპისკოპოსი კი უნდა იყოსო მდაბალი, მონა უფლიწ სა და წმინდა ყოველი მხრივ“. თუმცა ცილწამებულმა მოძღვარმაც არ დათმო
'' და საქმე საქართველო-იმერეთის სინოზ დალურ კანტორაში აღძრა, და მართლაც, ხუთი წლის შემდეგ მიიღო ცნობა, რომ იგი გამართლებულია, თუმცა, სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ მისიონე3 რად აღარ დააბრუნეს.
(888 წლის 8 თებერვალს მისიონერობიდან მოხსნილი მღვდელი დიმიტრი ელიზავეტოპოლის გუბერნიაში, მეორე სამთავარხუცესო ოლქში, ქ. ნუხის სამი მღვდელმთავრის (წმ. ბასილი დიდი, წმ. გრ. ლვთისმეტყველისა და წმ. იოანე ოქროპირის) სახ. ტაძარში გადაიყვანეს და იმავე წელს ნუხის საქალაქო სასწავლებელში საღვთო სჯულის სწავლება დაევალა. თუმცა
აქვე უნდა ითქვას, რომ საინგილოში მის ორწლიან სამისიონერო მოღვაწეობას უკვალოდ არ ჩაუვლია. ამასთან დაკავშირებით ისევ გაზ. „ივერია" წერდა: „მღ. დ. ჯანაშვილი, რომელიც აქ მისიონერად
იყო გამწესებული, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ პალადიმ, თებერვლის დამდეგს გაამწესა მღვდლის ადგილას ქალაქ ნუხაში. მამა
ჯანაშვილის მოღვაწეობას აქ უნაყოფოდ არ ჩაუვლია. სოფ. თასმალოს ინგილოები, რომლებიც ამ ორიოდ წლის წინად წინანდელმა ბლაღოჩინმა, დ. უთიაშვილმა მოაქრისტიანა და რომელნიც ისევ განდგომას აპირებდნენ, მ. დ. ჯანაშვილის მეცადინეობისა და ზეგავლენისა გამო, აღარ გადაუდგნენ სარწმუნოებას. მისიონერმა მიჰმართა კავკასიაში მართლმადიდებელ ქრისტიანობის აღმდგენელ საზოგადოებას და სთხოვა, აეგოთ
თასმალოში ახალ ქრისტიანებისათვის ეკლესია და გაემწესებინათ საკუთარი მოძღვარი. აქამდის ეს ქრისტიანები მიწერილნი იყვნენ სოფ. ყორაღანის ეკლესიაზედ, რომელიც თასმალოს შორავს
თითქმის ათი ვერსით. ეს სიშორე დიდად აბრკოლებდა თასმალოელების დრო-დროზედ წირვალოცვის მოსმენას კვირა-უქმე დღეებში. ხსენებულმა საზოგადოებამ შეიწყნარა მისიონერის მოხსენება და გადასწყვიტა როგორც ეკლესიის აგება, ისე მღვდლის დანიშვნა სოფ. თასმალოში. ამ ორსავე გარემოებას დიდი მნიშვნელობა აქვს აქაურ ქრისტიანებისათვის, რადგან ამათ გარეშემო სცხოვრობენ გამაჰმადიანებული ინგილოები,
რომლებსაც აქვთ მრავალი მეჩეთები სამრევლო სკოლებითურთ. ამ სკოლებში არაბულს ენაზე, რომელიც არა თუ მოწაფეთ, არამედ მასწავლე-
3-3 საპატრიარქოს უწყებანი N3 26იანვარი-1თებერვალი 2017წ გვ.20
მღვდელი დიმიტრი/ვიტალი ჯანაშვილი 1840-1905(დასასრული)
ბელთაც არ ესმით, რადგან კაიაა ინგილოები ოჯახობაში, ვითარცა ქართველნი, ქართულად ლაპარაკობენ დღეს აღარ გავაგრძელებთ
ლად ლაპარაკობენ. ჩვენ სიტყვას მღ. დ. ჯანაშვილის მისიონერობის ავ-კარგიანობაზე. ეხლა მღ. ჯანაშვილის თხოვნით სწარმოებს გამოძიება. ამ გამოძიებამ უნდა აღმოაჩინოს და გამოაქვეყნოს საბუთნი იმ კაცთა, რომელთა საიდუმლო მეცადინეობით და მიწერ-მოწერით დიმიტრი გადაყენებულ იქმნა მისიონერობის თანამდებობიდან. დასასრულ, უნდა შევნიშნოთ, რომ მღ. ჯანაშვილს მისიონერად მყოფობის დროს
შეუდგენია ვრცელი წერილი შესახებ ქრისტიანობის მდგომარეობისა საინგილოში და წარუდგენია იგი ეგზარხოსისათვის განსახილველად და აღსაბეჭდავად ნება-დართვისათვის. როგორც შევიტყეთ, ეგზარხოსს მოუწონებია ეს წერილი და ნება დაურთავს აღიბეჭდოს ზოგიერთის ალაგების გამოკლებით“. 1890 წლის 2 იანვარს მამა დიმიტრი ალიბეგლოს წმ. ნინოს სახ. ტაძარში გადაიყვანეს, რასაც კვლავ გამოეხმაურა გაზ. „ივერია": „ჩვენ შევიტყეთ, რომ ნუხის მღვდელი დიმიტრი ჯანაშვილი მისისავე თხოვნით გაუმწესებიათ საინგილოს სოფ. ალიბეგლოს მღვდლად და ამასთანავე იქაურ სამრევლო სკოლის სამღვთო სჯულის მასწავლებლად“. როგორც ჟურნალ „საქართველოს საეგზარქოსოს სასულიერო მოამბის“ ოფიციალური განყოფილებიდან ვგებულობთ, 1899 წლის 5 ოქტომბერს მამა დიმიტრის არაკანონიკური ქმედებების
გამო მღვდლობის ხარისხი ჩამოართვეს საქმის განხილვამდე. სამწუხაროდ, არ არის მითითებული, თუ რა დააშავა მოძღვარმა. როგორც ჩანს,
მისი საქმე კვლავ დადებითად გადაწყდა და 1900 წლის 3 იანვარს თბილისის სანთლის ქარხანაში საქმის მწარმოებლად დანიშნეს, ხოლო იმავე წლის 20 თებერვალს დროებით ხარფუხის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარში დაევალა წირვა-ლოცვების შესრულება. აი, რას წერდა გაზ. „ივერიაში“ 1899 წელს ვინმე „კახელი“ მამა დიმიტრი მოღვაწეობისა და ბედისა თუ უბედობის შესახებ: „იგი მხნეა, ფრიად მკვირცხლი, გამბედავად მთქმელი, მჭერმეტყველი მქადაგებელი, საქართველოს ისტორიის ზედმიწევნით მცოდნე. უმაღლესი განათლება მან მიიღო მოსკოვის ჯანაშვილის სასულიერო აკადემიაში მაშინ, როდესაც უკვე ჭაღარა შერეოდა. ჩვენს მწერლობაში იგი მოღვაწეობს 1864 წლიდან. მისი მკვირცხლის კალმის ნაწარმოები იბეჭდებოდა „ცისკარში“, „მნათობში“, „სასულიერო მახარებელში“, რომელიც დეკანოზ გიორგი ხელაძის რედაქტორობით გამოდიოდა, „ივერიაში“, „დროებაში“ და სხვაგან. მისი პოლემიკური წერილები ისტორიული და ღვთისმეტყველური თხზულებანი თვისის თავისებურობით მიიზიდავდნენ მკითხველს და უღვიძებდნენ მას კეთილშობილურ მისწრაფებას". აი ასეთი კაცი დღეს, როდესაც „სამკალი მრავალ არს და მუშაკი ყოვლად არა“, გამოჰკლებია ქვეყნიერებას და ყრუ სოფელში „ულმობელ ბედისაგან“ გატყორცილა... „ბედი მომე და სანეხვეზედ გადამაგდეო“... ჩვენი ხუცესი კი არც ყრუა და
არც უენო, გარნა, როგორც ჰხედავთ, მიუხედავად მისის მრავალგვარ ღირსებისა, მიუგდია იგი ხაშმიანს სოფელში, სადაც ზაფხულობით ისმენს
ბაყაყთა მუსიკას და ზამთრობით კი იყინება სიცივის სუსხით. გარემოებათა ამათ გამო ფუჭად ილევა სიცოცხლე მოღვაწისა და ულმობელ ბედისაგან მრავალგვარად დაჩაგრულ კაცისა. უკეთესს გარემოებაში მას შეეძლო კიდევ ბევრი სარგებლობა მოეტანა ეკლესიისა და მამულისათვის“.
4 საპატრიარქოს უწყებანი N4 2-8 თებერვალი 2017წ გვ.18
მღვდელი დიმიტრი/ვიტალი ჯანაშვილი 1840-1905 III ნაწილი
სიცოცხლის უკანასკნელი წლები, ალსასრული, მოძლვრის ნაშრომები
1902 წლის 17 ივლისს მლვდელი დიმიტრი ქიზიყში, სოფ. ბოდბისხევის წმ. კვირიკესა და ივლიტას სახ. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. ეს იყო მისი
ბოლო ნავსაყუდელი ამ მღელვარე და ბობოქარ წუთისოფელში. 1903
წლის 16 ნოემბერს გარდაიცვალა ქართველი მწერალი და პუბლიცისტი დიმიტრი ნადირაძე (მაჩხანელი), რომლის დაკრძალვაზეც . _ შესანიშნავი ქადაგება წარმოთქვ. ·„ მღვდელმა დიმიტრი ჯანაშვილმა: _ „ქართველნო, რად შეყრილყართ აქ? ნუთუგონიათ, რომ დიმიტრი მაჩხანელი მოკვდაო; ის მაჩხანელი, რომელმაც ძლიერად გაჰცკიცხა „ძმურ სიტყვაში“ ქიზიყის ავი ზნე-ჩვეულება და ცრუმორწმუნეობა; რომელიც მხნედ, უშიშრად და მედგრად ებრძოდა ბოროტებას, არ დასტოვა არც კარგი, არც ავი ქიზიყისა, რომ არ აღენიშნოს მწერლობაში. განა ეს მამულიშვილი მოკვდა?! არა,
იგი არ მომკვდარა. სიკვდილი ორგვარია. ზოგი კაცი მოკვდება თუ
არა, მაშინვე დავიწყებულ იქმნება, როგორც ცოდვილი, როგორც ქვეყნისთვის უსარგებლო კაცი, ხოლო ვისაც უშრომნია
სიცოცხლეში ქვეყნის კეთილდღეობისათვის, იგი კაცი დაუვიწყარია ერისათვის. „კეთილის მოქმედნი აღდგებიან მ,ვდრეთით
ცხოვრებად, ხოლო ბოროტის მოქმედნი –– სასჯელად“ დიმიტრი ეკუთვნის სამშობლო ქცეყნის კეთილ მოღვაწეთ. იგი არკი მოკვდა, არამედ „გარდაიც
4-1 საპატრიარქოს უწყებანი N4 2-8 თებერვალი 2017წ გვ.19
მღვდელი დიმიტრი/ვიტალი ჯანაშვილი 1840-1905 (გაგრძელება)
ვალა სიკვდილისაგან ცხოვრებად“ იგი თავდადებული იყო სამშობლო
ქვეყნისათვის. ასეთნი კაცნი უკედავნი არიან ხალხის მეხსიერებაში.
მ;ვდარი არის ის კაცი, ვინც არაფერს აკეთებს: ზის და სძამს სხვის
მონაგარს და ამბობს: „მე თუ არ ვიქნები, თუნდა ქვა-ქვაზედაც ნუ
დარჩენილაო “ მჯვდარიის არის,ვინ მშიერ მგელივით აქეთ-იქით იცქირება და ჰპარავს თავის მე ზობელბს: ხარს, კამეჩს, ცხვარს, ქათამს, ბატს და სხვ., და ამ ხელობით უწყვეტავს მოყვასს ლუკმა-პურს, არღვევს მის ოჯახის კეთილცხოვრებას, და თუ დაჩაგრულმა უჩივლა, სახლ-კარსა და საბძელსაც უწვავს, რომ შიმშილით საქონელიც ამოუწყვიტოს. ვინც არ ქურდობს,
შრომობს, იგებს ფულს, იმას კიდევ შინ არ მოაქვს მონაგარი, შედის დუქანში და იქა ჰფლანგავს ნაშრომნადაგ ს მთვრალობაში. მრავალ არიან ამისთანა მავნე კაცნი ქიზიყში და აი, ესენი ბრძანდებიან მ;ვდარნი და არა დიმიტრი მაჩხანელი. იგი იყო კეთილი მუშაკი ქვეყნისა, იგი იყო მშრომელი დაუღალავი, გულ-შემატკივარი ობლებისა და დავრდომილთა. ამისათვის
იგი ღირსია ხსოვნისა და ღირსია ძეგლისა, რომ დაუვიწყარი იყოს მისი სამარე. ცოდვილს კაცს საფლავის ქვაც არ ესაჭიროება, რომ მალე დავიწყებული შეიქმნას იგი ერისაგან. სამწნფხაროდ ჩვენდა, ცოდვილნი
სიკვდილამდე იმზადებენ ქვას და ზედ აწერენ: „წამკითხველნო, შენდობა მითხარითო“ საწყალმა, რად გაიხადა საქმე ისე, რომ სიკვდილის შემდეგაც იხვეწება მაპატივეთ დანაშაულიო. დიმიტრი მაჩხანელს არა აქვს რა საბოდიშო. მართალია, დიმიტრისაც ფეხი ნაუბორძიკდა ცხოვრებაში, მაგრამ ვინაა ევეყანაზე უცოდველი? ამ ბორძიკშიაც მრავალთა სხვათაც წილი უძევთ. ქვეყნის გამგებელს თუ ჭკუიანნი მოხელენი არ ახვევიან გარშემო, რა გინდ დიდი ჭკუის პატრონი იყოს და კეთილის მოსურნე, მარტოდ ვერ მისწვდება თავის სანადელს. მაგრამ დიმიტრის იმოდენა სიკეთე მიუძღვის, რომ ღირსია, ძმანო, თქვენის ცხარე ცრემლისა. ხოლო თქცვენი ცრემლი მის სულისათვის არის მალამო, -– მირონია, გუნდრუკია, საკშეველია, რომელიც წინაშე უფლისა აღვალს და „სუნნად სუნნელად მიუძღვის ზეცისა საკურთხეველში“ მის სულსა. სამართალი მოითხოვს ვსთქგათ, რომ მის სულის საცხოვნებლად არც ცრემლია საჭირო. დიმიტრიმ თითონვე შესძინა თავის სულს საუნჯე. მან დააარსა სოფ. ქვემო მაჩხაანში სკოლა, თვის მიერ შეწირულს სახლში. ამ მის სკოლიდგან პაწანა
უალებს შეაქვთ ოჯახში სხივი განათლებისა. როგორათაც პნელი ღამე თენდება და დილით მზე ამოაშუქებს და მოპჰფენს ხოლმე დედამიწას შუქსა და სინათლესა, სწორედ ასრე ნათელი სწავლისა და მეცნიერებისა შეაქვთ
პაწაწინა ქართველებს მმზედაბნელებულ საქართველოში. დიმიტრის
სულის სახსენებლად ესეც საკმარისია. აი, ამისთანა კაცი ღირსია
ქებისა, როცა იგი განვალს ამა სოფლიდგან. ღირსია რომ მის ძეგლზე
ეწეროს: „სიკვდილო გესლიანო! მართალია, შენ მომ7,ალ, მაგრამ სული ჩემი საქმეთა ჩემთაგან შეიქმნა უკვდავი; ხოლო შენ კი, ადამიანის მტერო, მოჰკვდები, ოდეს ქრისტეს მეორედ მოსვლა იქნება და ქვეყნიურება განქარდება“ 1904 წლის 6 მაისს მამა დიმიტრი კამილავკით დაჯილდოვდა. დამაშვრალი მოძღვარი 1905 წლის 6 ოქტომბერს აღესრულა. გაზ. „ცნობის ფურცელში“ ჯერ გამოქვეყნდა ნეკროლოგი, სადაც ვკითხულობთ: „მღვდელი დიმიტრი ჯანაშვილი გარდაიცვალა სოფ. ბოდბისხევში, რასაც აუწყებენ ნათესავთა და ნაცნობთ ქალი მისი მარიამ დიმიტრის ასული
ივანიცკისა, ქმრითა და შვილებითურთ, მ. გ. ჯანაშვილი მეუღლითა და შვილებითურთ. განსვენებულის გვამს ნაასვენებენ საინგილოს და დაკრძალავენ სოფ. კახის ეკლესიაში“, ხოლო შემდეგ იგივე გაზეთი წერდა: „როგორც უკვე იციან მკითხველებმა, 6 ოქტომბერს გარდაიცვალა მღვდელი დიმიტრი ჯანაშვილი. განსვენებული საინგილოდან იყო. იგი პირველი ინგილო იყო, რომელმაც სწავლა მიიღო (სემინარიასა და
აკადემიაში) და საინგილო გააცნო ქართველობას. ინგილოთა შესახებ მღვდ. ჯანაშვილი სწერდა „დროებასა“, „კრებულსა“, „მნათობში“ და სხვაგან. ამასთან, პირველმა მან დაინყო საისტორიო წერილების ბეკჟIდვა ადვილ გასაგებ ენით და ამ წერილებით არა ერთს ქართველს გაუღვიძა ხალისი სამშობლო ქვეყნის წარსულის შესწავლისა. ამ წერილებს იგი ბეჭდავდა
ჟურნალ „ივერიაში“, აგრეთვე ,,დროებასა'' და სხვა გამოცემებში. განსვენებულს დიდი გავლენა ჰქონდა ინგილოებზე და მთელი თაობაც გამოზარდა“. მღვდელ დიმიტრი ჯანაშვილის დევიზი იყო: „ქართველობას ქართული, დანარჩენ თესლ-მოდგმას ყველას თავიანთი; ნუ შემეცილები, არც გეცილები“. ამის გამო იგი უყვარდა ყველას ერთნაირად და აკი ამიტომაც უკვე მკვდარი დიდის ამბით მიასვენეს ქ. კახში, ერთად დაიტირეს ქართველებმა, ლეკებმა, თათრებმა, სომხებმა. დამარხეს კრძალვით და მის საფლავს დააფრქვიეს თბილი და ტკბილი ცრემლები.
4-2 საპატრიარქოს უწყებანი N4 2-8 თებერვალი 2017წ გვ.20
მღვდელი დიმიტრი/ვიტალი ჯანაშვილი 1840-1905 (დასასრული)
მისი მახვილი სიტყვები და გამონათქვამები კი ანდაზად დარჩება
საშვილთაშვილოდ. მისი გარდაცვალების მიზეზი თავიდანვე არ დაიწერა გაზეთებში, იგი შემდგომში გახდა ცნობილი 1900 წელს გაზეთი „ცნობის ფურცელი“ წერდა: „ მარტს კახის ნაწილის უფროსს, ლ. რ. ყანჩელს, შეუტყვია, რომ ალიაბადის საბოქაულოდან იმის ნაწილში გადმოსულა ექვსი ავაზაკი და გამვლელ-გამომვლელთ ელოდება. მაშინვე გაქანებულა,
სროლის დროს სამი ავაზაკი იქვე მოუკლავთ, ხოლო სამი გაქცეულა, მათგან ერთი დაძრილა. ამავე დღეს, როგორც გავრცელდა ხმა, მოუკლავთ ბელაქნის საბოქაულოში სამი ყაჩაღი ბელად
უსუფითურთ. ამ უსუფამ წარსულს ზაფხულს გაძარცვა მღ. დიმ. ჯანაშვილი, რომელიც მას შემდეგ ჩაწვა ლოგინში და განუტევა სული“
1914 წელს, მამა დიმიტრის გარდაცვალებიდან ცხრა წლის თავზე გაზეთი „თემი“ წერდა: „ბ. იასონ კერესელიძემ ერთი კარგი საჩუქარი უძღვნა ქართველ საზოგადოებას: გამოსცა წიგნი, რომელიც შეიცავს ნაწერებს ერთი ძველი ჩვენი მოღვანისას, სახელდობრ, მ. დიმიტრი ჯანაშვილისას. დიმ. ჯანაშვილი თვალსაჩინო მოღვაწე და მწერალი იყო. დაუვიწყარ სერგი მესხის დროს მან დაიწყო თანამშრომლობა გაზ. „დროებაში“ ჰბე9დავდა წერილებს საქართველოს ისტორიიდან. რადგან განსვენებული მწერალი კარგი სახალხო ენით სწერდა ქართულად, ამიტომ მის ნაწერებს ბევრი მკითხველი ჰყავდა ხოლმე. ლიტერატურული მოღვაწეობის გარდა, დიმ. ჯანაშვილი იღებდა მონაწილეობას თითქმის ყველა ქართულ სა ზოგადო საქმეში. და აი, ამისთანა ადამიანის საფლავზე თურმე ძეგლი არ ყოფილა
აღმართული. „ქართველი სა ზოგადოება მოვალეა მოიგონოს თავისი განაპირა კუთხის შვილიც“, ჰბრძანებს ბ. მოსე ჯანაშვილი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, თუ ეთნოგრაფიულმა და ისტორიულშბა საზოგადოებამ ითავა, ქართველი საზოგადოება გაიღებს ფულს და ძეგლი დაედგმება /ვენი მოღვაწის საფლავს“. როგორც ზემოთ ვახსენეთ,
1864 წლიდან იწყება მოძღვრის სამწერლობო მოღვაწეობა. მისი ფსევდონიმი იყო „ინგილო ჯანაშვილი“. წერდა ისტორიულ და ეთნოგრაფიულ წერილებს, კრიტიკულ სტატიებს, ჰქონდა მეცნიერული გამოკვლევები, საბავშვო თხზულებები. უმეტესად ეხებოდა საქართველოს ისტორიის საკითხებს, განსაკუთრებით -- საინგილოს ისტორიას და მის მდგომარეობას. თანამშრომლობდა უჟურნალ-გაზეთებთან: „ცისკარი“, „მნათობი“, „სასულიერო მახარობელში“, „ივერიაში“, „დროებაში“, „მოგზაურში“სადაც უამრავი წერილი და საინტერესო სტატია აქვს გამოქვეყნებული. მის ნაშრომთაგან თვალსაჩინოა: „ქართველი ხალხის მწერლები და განათლება მე-6 საუკუნეში“; „წარსული და მომავალი
ცხოვრება ინგილოებისა“; „ქართველი ქალის ისტორია“, „ამბროსი ნეკრესელის ქადაგებანი“, „ჰერეთის აღწერა“ და სხვა. ავტორია სახელმძღვანელო წიგნებისა: „ძველი აღთქმის საღმრთო ისტორია“ (1876წ.); „საღმრთო ისტორია ახალი აღთქმისა“ (1886წ.);
ცალკე წიგნებად გამოიცა მისი „შაჰ-აბაზის შემოსევა საქართველოში და საინგილო“ (1907წ.) და „ისტორიული სურათები“ (1914წ.).
5 საპატრიარქოს უწყებანი N5 9-15 თებერვალი 217წ გვ.17
არქიმანდრიტი ექვთიმე (მჭედლიშვილი)
„სოფელსა შინა მყოფსა, მომხვდა მე სოფლისა მათრახი, ღმერთო ჩემო! ნუ მიმცემ მე უმეტესსა სასჯელსა
არქიმანდრიტი, ღირსი მამა, ექვთიმე -– XVIII ს-ის | ნახევარში კახეთში სათავადო გლეხის ოჯახში დაიბადა. იგი იყო თავად გარსევან ჭავჭავაძის თუ მისი ძმის, სულხანის ნაყმევი. პლატონ იოსელიანი
მას მჭედელაშვილად მოიხსენიებს: „ექვთიმე მჭედელაშვილი, ჭავჭავაძეთა ყმა, მდაბალთა გვართაგანი, გარნა მაღლად მაღალთა ზედა გვაროვანთა მდგომარე მონაზონების სიწმინდითა და ღირსებითა“. უცნობია სად მიიღო საეკლესიო განათლება (სავარაუდოდ ეს უნდა ყოფილიყო გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერი ბერად ერეკლე II-ის დროს ალღიკვეცა. 1776 წლის 9 ივნისს ოფიციალურ საბუთებში უკვე გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. მამათა მონასტრის წინამძღვრად იხსენიება: „ნათლისმცემლის მონასტრის მეურნე წინამძღვარი უღირსი არქიმანდრიტი ევთიმე/ევთიმი". იოანე ბატონიშვილი თავის ნაშრომში არქიმანდრიტ ექვთიმეს ასე ახასიათებს: „ეფთვიმი წინამძღვარი წმიდის ნათლისმცემლის მონასტრისა, კაცი ფილოსოფოსი და ღმრთისმეტყველი, სათნოებათა ზედა უცხო მოქადაგე. ამან ფრიად იღვაწა მონასტრისათვის და აღაშენა სოფელი ხაშმი, რომელიც იყო ქსნის ერისთავთა ლეკთა მოყვანის მიზეზით დამწვარი. აღუშენა უცხო ვენახი და წისქვილნი, რომელნიც აწ განუყიდა თეოფილაქტემ, თქვენგან დადგინებულმან. ამან მრავალი შემატა მონასტერსა, ვითარცა ნივთნი, ეგრეთვე მამულნიცა. და ესე იყო ფრიად მემარხულე და მლოცავი და თითქმის სასწაულისა მოქმედებასა შინაცა მიწევნილი და სხვებრ სტუმართმოყვარე. და ესრეთ დაასრულა ცხოვრება თვისი. და ამანცა ასწავა რაოდენთამე მოწაფეთა ფილოსოფია და ღმრთისმეტყველება“. პლატონ იოსელიანი მის შესახებ წერდა: „ევთიმი, არქიმანდრიტი წინამძღვარი ნათლისმცემლის უდაბნოსი, მოძღვარი მეფისა. მისი იყო ხშირად საუბარში თქმა: „ქრისტეს ღვთის მადლითა“. ესე თქმა მიიღო თვით მეფემან გიორგი მისგან და ხშირად ხმარობდა საუბართა შინა და წერილთაცა თვისთა და თვით მიწერმოწერასაცა შინა სამეფოისა საქმეთა გამო“, ევთიმი იყო დიდი მოღვაწე მეუდაბნოე, სიწმინდითა სავსე. გამოსრული მონასტრით მისასვლელად ხაშმისა სოფელსა, წარიტაცეს ლეკთა ტყვედ. მასთანავე წარიყვანეს სხვაცა ბერი ამფილოქე. ესე ამფილოქე ტანით მაღალი,
გრძელწვერა და მხნე სხეულითა, ლეკთა მიიღეს პატივითა: ჰგონებდენ მას თავად მონასტერისა და ძვირფასად საგონებელად. ამისთვის შესვეს იგი ცხენსა და პატივითა მიჰყვანდათ, ევთიმი ტანით მცირედი, არა სახიერი და სუსტი, მიჰყვანდათ ქვეითად და იტყოდენ მისთვის უპატიოდ: მაგისათვის რას მოგვცემენო? შემდგომად ერთისა თთვისა სცნეს ლეკთა, რომელ ევთიმის გამოსახსნელად წარუვლინა მეფემან გიორგი ოცდაათი თუმანი და მეორისა ბერისათვის ოთხი თუმანი. ლეკთა მოიხადეს ბოდიში და ესრეთ პატივით მოიყვანეს თვისსა უდაბნოსა“. არქიმანდრიტ ექვთიმეს მოტაცების ამბავი 1778 წელს მოხდა. თ. ჟორდანიას „ქრონიკების“ II ტომში ვკითხულობთ: „ქ. ნათლისმცემლის მონასტრის არხიმანდრიტი ღირსი მამა კაცი ღვთისა ეფთვიმი დაიკარგა ივნისის 8, დღესა პარასკევსა, ქკს, 368-სა“".
არქიმანდრიტ ექვთიმეს ღირს მამად მოიხსენიებს ასევე ცნობილი საეკლესიო მოღვაწე არქიმანდრიტი ტარასი (ალექსი-მესხიშვილი): „ევთიმი წინამძღვარი, კაცი ღირსი და მოღვაწებით განკაფული“, და
ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული წმ, გაბრიელ მცირე (+1802წ.): „არხიმანდრიტი ამის მონასტრისა კაცი ღმრთისა
და ყოვლად ღირსი ევთიმი". „კალმასობაში“ იგი გამოყვანილია „ხაშმზე მყოფ წინამძღვრის“ სახით. მისი წინამძღვრად დანიშვნის დროს ნათლისმცემლის მონასტერი დაუძლურებული იყო, ხოლო მამული
მისი მოოხრებული ჟამთა ვითარების გამო. ერეკლე I-ისა და საბა ნინოწმინდელის დასტურით სხვა მონასტრები დაეხმარნენ ნათლისმცემლის სავანეს, რის შემდეგაც იგი დაწინაურდა და გაუსწრო მრავალმთის სხვა მონასტრებს. არქიმანდრიტ ექვთიმეს სულიერი შვილი გახდა ტახტის მემკვიდრე გიორგი ბატონიშვილი, რამაც მოძღვარი სამეფო კართან დაახლოებულ პიროვნებად აქცია. არქიმანდრიტი ექვთიმეს
სისტემატურმა ბრძოლამ მამულებს აღდგენა-შეძე
5-1 საპატრიარქოს უწყებანი N5 9-15 თებერვალი 217წ გვ.18
არქიმანდრიტი ექვთიმე (მჭედლიშვილი) (გაგრძელება)
ნისათვის, დიდად შეუწყო ხელი მონასტრის ეკონომიურ წინსვლას. იგი ყიდულობდა გლეხებსაც. იმატა შეწირულობებმაც. ამ პერიოდიდან ნათლისმცემლის მონასტრის განკარგულებაშია: სოფ. სამაჩვეთის მესამედი (1784წ.), სოფ. ვეფხვისციხიდან სამეფო კოდისპურის ნახევარი (60 კოდი, 1798წ.). 1778 წელს მონასტრის მამულებს ემატება გაუქმებული კაწარეთის ეპარქიის ყმა-მამულები (179! წელს არქიმანდრიტი
ექვთიმე მოხსენიებულია „კაწარეთის ეპარქიის მეურნედ“). სოფ. ხოდაშენის მონასტერი მისი ყმა-მამულით და სამღებროები: ხაშმში, მანავსა და მაშრაანში. არქიმანდრიტი ექვთიმე წიგნიერი კაცი ყოფილა. მას ნინოწმიდელი მიტროპოლიტ საბას (ტუსიშვილი) ლოცვა-კურთხევითა და დავალებით გადაუწერია წმ. ნინოს საგალობლები: „ათორთა უდაბნოთა მაკურთხეველმან, ყოვლად სამღვდელომან, ნინოწმიდელ მიტროპოლიტმან საბა მიბრძანა მე ნათლისმცემლის მონასტრის არქიმანდრიტს უღირს ექვთიმეს აღწერად მუხლედნი „გიხაროდენ“ საქართველოს განმანათლებლისა, მოციქულთა სწორისა, დედისა ნინოსი". გარდა ამისა, მამა ექვთიმეს მონასტერში შეუკრებია წიგნები. ის ზოგჯერ საერო პირებსაც კი აძლევდა მონასტრის ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლებას. ასეთი ვარაუდის საფუძველს გვაძლევს „ქართლის ცხოვრების“ ერთი საყურადღებო ხელნაწერის საცავ ფურცელზე მკრთალად
შესრულებული კრიპტოგრამა, რომელიც ასე იკითხება: „ქ. ამაღლებულის მეფის გიორგის ძემან თეიმურაზ ვინათხოვრე წიგნი ესე ქართველთ ცხოვრება მაღალ ღირსის წინამძღვრის ევთუიმისაგან ჟამსა მას, რაჟამს ვიყავ ათჩვიდმეტისა წლისა“. მან აღზარდა შემდგომი პერიოდის მოღვაწე არაერთი სასულიერო პირი, რომელთაც ღირსეული კვალი დატოვეს XVIII ს-ის ბოლოსა და XI ს-ის დასაწყისის ქართული ეკლესიის ისტორიაში.
1794 წელს არქიმანდრიტმა ექვთიმემ ერეკლე
მეფის დასტურით სოფ. მანავში ააშენა ღლვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარი. 1796 წლის 15 მარტს არქიმანდრიტი ექვთიმე რუსეთში მყოფ გარსევან ჭავჭავაძეს წერდა: „ვახტანგ ყაფლანისშვილს თეკლა
მისცეს. ეს საქმე მე გამარიგებინეს სანატრელ მეფესთან“. 1797 წლის სექტემბერში ს თაალბსში შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა. მცხოვრებლები გაიხიზნენ და ტყეებსა და ხეობებს შეეკედლნენ. სამეფო კარი კახეთში გადავიდა. ატყდა ტყება და ვაება დიდთა და მცირეთა, ობოლთა და ქვრივთა. უდაბნო-მონასტრებიდან გამოსული მოღვაწე ბერები მფარველ ანგელოზებად მოევლინნენ ავადმყოფობისა და შიმშილისაგან ღონემიხდილ ხალხს; ეხმარებოდნენ, ემსახურებოდნენ და ნუგეშს სცემდნენ მათ. ამ საქმეში თავი გამოიჩინა არქიმანდრიტმა ექვთიმემ: „წინა უძღოდა მათ ევთიმი, მოძღვარი მეფისა და მოეშველნენ განბნეულთა პურითა და ღვინითა, საჭმლითა და საქონლითა“ –– წერდა პლატონ იოსელიანი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იგი იყო ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის სულიერი მოძღვარი და მისი პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერი, განსაკუთრებით მხარს უჭერდა რუსეთის მფარველობის ქვეშ საქართველოს შესვლას. მეფეს და მის მოძღვარს გულწრფელად სჯეროდათ ერთმორწმუნე
რუსეთის და მისი იმპერატორის, თუმცა მეფის გარემოცვაში ყველა არ ფიქრობდა ასე. კათოლიკე ექიმმა პატრმა ნიკოლა და რუტილიანომ (1801 წლის 22 ნოემბერს გააძევეს აღმოსავლეთ საქართველოდან
რუსეთის იმპერიის მოხელეებმა) ურჩია მეფეს არ შესულიყო რუსეთის მფარველობაში, რადგან „უცხო ნათესავი, პატრონად ქვეყანისა მოყვანილი, შეექმნება ერსა მტერად და მდევნელად, და მაწუხებელად“. იგივეს ურჩევდა გიორგი XII-ს ჯვარის მამა ათანასე (შემდგომში –– იერუსალიმის პატრიარქი),
რომელმაც მოატანინა ბიბლია და წაუკითხა მეფეს ამონარიდი ისაია წინასწარმეტყველის მე-3 თავიდან, სადაც წერია: „აჰა, მეუფე უფალი საბაოთ მოსპოლავს იერუსალემისაგან და იუდეასაგან შემძლებელსა მამაკაცსა და შემძლებელსა დედაკაცსა, ძალსა პურისასა და ძალსა წყლისასა, გმირსა და შემძლებელსა, კაცსა მბრძოლსა და მსაჯულსა,
და წინასწარმეტყველსა და მოჰაზრესა და მოხუცებულსა, და ერგასისთავსა და საკვირველსა თანამზრახვალსა და ბრძენსა ხუროთმოძღვარსა და
გულისხმის-მყოფელსა მსმენელსა. და დავადგინნე ჭაბუკნი მთავრად მათდა და მემღერენი ეუფლებოდიან მათ... რამეთუ შეიპყრეს კაცმან ძმაი
თვისი, ანუ სახლეული მამისა თვისისა მეტყუელმან: შესამოსელი გაქუს, წინამძღვარ ჩვენდა იქმენ და ჭამადი ჩვენი შენ ქუეშე იყოს. და მიმგებელმან მას დღესა შინა თქვას: არა ვიყო მე თქვენდა
5-2 საპატრიარქოს უწყებანი N5 9-15 თებერვალი 217წ გვ.19
არქიმანდრიტი ექვთიმე (მჭედლიშვილი) (გაგრძელება)
წინამძღვარ, რამეთუ არა არს სახლსა შინა ჩემსა პური, არცა
სამოსელი. არა ვიყო მე წინამძღვარ ერისა ამის. რამეთუ დატევებულ იქმნა იერუსალემი, და იუდეაი დაეცა და ენანი მათნი უშჯულოებით უფლისა მიმართ ურწმუნოებენ... ერო ჩემო, მნეტარებელნი თქვენნი გაცთუნებენ თქვენ და კუალებსა ფერხთა თქვენთასა აღაშფოთებენ... მას დღესა შინა და მოსპობს უფალი დიდებასა შემოსილებისა მათისასა და შეწყობილებასა მათსა... და იყოს ნაცვლად საყნოსისა ტკბილისა მტუერი და ნაცვლად
სარტყლისა საბელი მოირტყა და ნაცვლად თავისსამკაულისა ოქროანისა სიმტიერე გაქუნდეს საქმეთათვის შენთა. და ნაცვლად შესამოსლისა შუა პორფირისასა გარემოირტყა ძაძაი. და ძე შენი უკეთესი, რომელი გიყვარს, მახვილითა დაეცეს და შემძლებელნი თქვენნი მახვილითა დაეცნენ. და
დამბალბდენ და გოდებდენ შთასადებელნი სამკაულისა თქვენისანი და დაშთე მხოლოიდა ქვეყანად მიმართ დაიატაკდე“. ეს რომ მეფემ მოისმინა ფრიად დამწუხრდა და საფიქრალს მიეცა. მოახსენეს ეს ამბავი მამა ექვთიმეს. იგი სასწრაფოდ ჩამოვიდა მონასტრიდან და გაამხნევა მეფე და არწმუნა, არ შეეცვალა თავისი პირველი აზრი. დაწყნარდა გიორგი XII და სთქვა: „სხვა პატრონი არა გვყავს ჩვენ გარდა რუსთა ხელმწიფეთა“. აქედან ჩანს, რომ არქიმანდრიტი ექვთიმე დიდ იმედებს ამყარებდა ერთმორწმუნე რუსეთზე, რის გამოც, მან უამრავი მტერი გაიჩინა და სიცოცხლის უკანასკნელი წლებიც ჩაიმწარა. ამასთან დაკავშირებით, მას საიდუმლო მიმოწერაც ჰქონდა რუსეთის იმპერიის მოხელეებთან, რაც კარგად ჩანს მისი წერილიდან გენერალ კარლ კნორინგისადმი, რომელიც 1802 წლის 23 აპრილით თარიღდება: „უმდაბლეს პატივის-ცემას და ლოცვას მოვახსენებ: 30 წელიწადია გლახა მონასტერი მომბარდა იძულებით მეფისა, კათალიკოზისა, მეფის-ძეთ და სხვათა ყოვლადსამღვდელოთაგან. აწ ყოველთ იციან, ნათლისმცემლის მონასტერი ვითარ დიდად ამაღლებულა საქართველოს ეკლესიაში: ამდენ წელს არავის გაუგონია მონასტრის ბერთ ჩემთან ხმის ამოღება შესძლებიყო -–- რუს ხელმწიფეს საქართველო ამან მიართვაო. ბერები ამიტეხეს და ამ მიზეზით მტანჯავენ. ჭეშმარიტია, საქართველოს ტყვეობის გამოხსნისათვის მე გიორგი ვაწუხე, დიდხანს დავშვერ სამღთოს მადლითა საქართველო მისის დიდებულებისათვის მივართმევინე. ჭეშმარიტება მოწამეა, თუ არა ჩემის დიდის შრომით ეს საქმე არ მოხდებოდა. ახლა ამის მიზეზით ვიტანჯები. ყოველთ კიდეთ იპყრობთ, თქვენთვის დევნილი არ შემიწყალოთ სამართალია მისის დიდებულების თქვენის ხელმწიფის ჯვარი ხომ მკიდია, ამას აღარ პატივსსცემთ? ჩემი საქმე ალექსანდრე ჭავჭავაძისაგან, მაიორ სააკაძისაგან და იოსებ პროთაპოპისაგან მოიხსენეთ. ჩემი მოხსენება საიდუმლო იყოს, უარესს მიყოფენ“. სამწუხაროდ, გიორგი მეფის გარდაცვალების შემდეგ რუსებმა
დაივიწყეს მამა ექვთიმეს სამსახური და ამაგი და დევნიდნენ მას.
ქალაქიდან გაგზავნილმა იმპერიის მოხელემ შეურაცხყოფა მიაყენა მოხუცებულ წინამძღვარს, უშვერი სიტყვებით მოიხსენია და
მისი წინამძლვრობიდან გადაყენება მოითხოვა. შემდგომში მამა ექვთიმე იხსენებდა პატრი ნიკოლასა და ათანასეს სიტყვებს და იტყოდა:
„ჭეშმარიტად ღირსი არს მუშაკი სასყიდლისა; მომეგო მე ჯერისაებრ. სოფელსა შინა მყოფსა, მომხვდა მე სოფლისა მათრახი, ღმერთო ჩემო! ნუ მიმცემ მე უმეტესსა სასჯელსა; მოქმედება ჩემი და
მეცადინეობა რუსთა მოყვანისა არა იყო ორგულება ქვეყნისა“. რუსეთის ხელისუფლება მას რომ აღარ ენდობოდა, დასტურდება ქართლ-კახეთში რუსეთის იმპერიის წარმომადგენლის პეტრე კოვალენსკის წერილით გენერალ კ. კნორინგისადმი, რომელიც 1802 წლის 15 ნოემბრით თარიღდება: „თავადი ჭავჭავაძე და მისი მეუღლე ძმებით ავალოვებით... და განსაკუთრებით არქიმანდრიტი ექვთიმე იყვნენ და არიან ხალხის მერყეობის მიზეზიო“. გიორგი XII-ის გარდაცვალების დროს არქიმანდრიტი ექვთიმე ერთი წუთით არ მოშორებია თავის სულიერ შვილს და ამხნევებდა მას. პლატონ იოსელიანი წერდა: „27 დეკემბერს დილით მეფესა დაეკარგა
მადა. არღა ინება არცა წვნიანი, არცა ჩაი პატრისაგან მომზადებული, არცღა მიიღებდა წამალსა თათულა ექიმისაგან და იოსება აქიმბაშისაგან (ყარაევისა). წყალმანკი გაძლიერდა, მოაწვა გულსა და დააწყებინა ქშენა, დროთი-დროდ მოითხოვდა ალიბუხტარის წყალსა. მაშინ მოუწოდა მოძღვარსა თვისსა წინამძღვარსა ევფთიმის; სთხოვა უკითხოს ლოცვანი ანგელოზისა მფარველისა. ავედრებდა სულსა მოძღვარსა თვისსა, რომელსაცა ესავდა დიდად, ვითარცა კაცსა წმინდასა და ქვეყნიერად ანგელოზად ხმობილსა მეფისაგან და ესრეთვე ცნობილსა ყოველთაგან. დილითვე 8 საათსა უბრძანა წაუკითხოს დაუჯდომელი, ღვთისა დედისა ქებანი. 9 საათსა დილით დასდვეს კარავი და სწირა თვით ევთიმემან და კვალად ეზიარა მეფე დიდითა ცრემლითა დენითა და ვედრებითა“. 28 დეკემბერს მეფე კიდევ ერთხელ ეზიარა და დილის 1 სა
5-3 საპატრიარქოს უწყებანი N5 9-15 თებერვალი 217წ გვ.20
არქიმანდრიტი ექვთიმე (მჭედლიშვილი) (დასასრული)
ათზე განუტევა სული. იმავე დღეს მამა ექვთიმემ წაიკითხა მეფის ანდერძი,
რომელიც შენახული იყო გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერში წმ.
იოანე ნათლისმცემლის ხატის წინ დაკიდებულ კანდელში. ანდერძში მეფე ითხოვდა ნათლისმცემლის მონასტერში დასაფლავებას, სადაც წ
წინდაწინვე განემზადებინა ადგილი, მაგრამ იმ ჟამად სამეფოში არსებული დაძაბული ვითარების გამო მისი დამარხვა სვეტიცხოველში მოხდა და
ისიც 22 თებერვალს. მანამდე მისი სხეული სიონის ტაძარში
ესვენა. შემდგომში მის გამზადებულ ადგილას მისი მოძღვარი, არქიმანდრიტი ექვთიმე დაიკრძალა. კვლავ პლატონ იოსელიანს მოვუსმინოთ: „ზედ წარწერა თვით ვერცხლისა კანდელისა ოქროთ დაფერილისა, დღემდე კიდულისა წინაშე ნათლისმცემლის ხატისა არის
შემდეგი: „ქ. წინამძლვრობასა ევთიმისასა, ჩვენ ყოვლად უღირსმან საქართველოსა მეფის ძემ გიორგიმ, შემოგწირე მცირე ესე შესაწირავი კანდელი ვეცხლისა, შენ, სასოსა და მეოხსა ჩვენსა, ნათლისმცემლის მონასტერს, მრავალმთისასა, რათა მფარველ მექმნა მრჩობლსავე ცხოვრებასა შინა მეუღლით ჩემით, ძეებითა და ასულებითა. წელსა
ჩღპბ (1782)“. 1802 წლის 12 აპრილს გენერალმა კ. კნორინგმა სიონის საკათედრო ტაძარში შეკრებილ ქართლკახეთის თავადებსა და სამღვდელოებას ალყა შემოარტყა, სადაც „საზეიმოდ“ წაიკითხეს საქართველოს სამეფოს რუსეთთან შეერთების (ანექსიის) აქტი. შემდეგ მან თავადებს რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე ფიცის დადება აიძულა. თავადების ნაწილმა მოახერხა ალყის გარღვევა, ხოლო დანარჩენებმა ფიცი იძულებით თქვეს, ვინც უარი განაცხადა, დააპატიმრეს. ფიცის ფურცელზე ხელი მოაწერეს: კათოლიკოსმა ანტონმა, მთავარეპისკოპოსმა იუსტინემ, თბილელმა არსენმა, ბოდბელმა იოანემ, რუსთველმა სტეფანემ, სამთავნელმა გერვასიმ, ნეკრესელმა ამბროსიმ, ნიქოზელმა ათანასემ, ნათლისმცემლის წინამძღვარმა ექვთიმემ, კონსტანტინე მუხრანბატონმა, იოანე ორბელიანმა, ზაალ ბარათაშვილმა, აბელ ჩოლოყაშვილმა, სვიმონ და იოანე ანდრონიკაშვილებმა, ალექსანდრე მაყაშვილმა, ელიზ2 ბარ ფალავანდიშვილმა, გიორგი ავალიშვილმა და სხვ. არქიმანდრიტი ექვთიმე
1804 წლის აპრილის პირველ რიცხვებში ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა. საქართველოს სამოციქულმა მართლმადიდებელმა
ეკლესიამ წმიდანად შერაცხა ეკლესიისა და ერისათვის დამაშვრალი, გაჭირვებულთა იმედი და ნუგეში, „მრავალღვაწლშემოსილი“ ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი არქიმანდრიტი ექვთიმე. მისი ხსენების დღეა -- 21 აგვისტო (ძვ. სტ. -– 8 აგვისტო).
5-4 საპატრიარქოს უწყებანი N5 9-15 თებერვალი 217წ გვ.20
მღვდელი დიომიდე ჩხაიძე 1866-1918 (დასასრული)
„პროპაგანდა პრინციპიალურად შეეხო სარწმუნოებას...“
პირებმა, რომელთაც ერის კაცობაშიაც არ ჰქონიათ ნდობა
დამსახურებული, ერის კაცობაშიაც არ ეკითხებოდენ ჭკუას და ზნეობრივის მხრითაც ათვალწუნებულნი იყვენ; თვით სოფლის უსწავლელი
გლეხიც კი ამჩნევს, რომ უსწავლელი და მოუმზადებელი
მღვდლობას მხოლოდ მოხერხებით და შუაკაცების დახმარებით აღწევს და ან თითონ ასეთმა მღვდელმა როგორ უნდა შეხედოს სამღვდელო ასპარეზს, თუ არა როგორც თავის რჩენისა და დანახარჯის ასანაზღაურებელს წყაროს! ამ გარემოებამ დასცა სამღვდელოების ავტორიტეტი, ნდობა,
ზედგავლენა. მან შეუწყო ხელი სამღვდელოებასა და სამწყსოს შორის განხეთქილების ზრდას, და დააჩქარა იგი. რა ვქნათ მაშინ, თუ ადგილი დაიცალა, ხოლო შეგნებული მთხოვნელი არ არის, ან არ ნდომობს
მღვდლობას? პირველად სამღვდელოებამ უნდა ყოველი ღონე იხმაროს და მოსპოს ის დაბრკოლება, რის გამოც აღარ ნდომობენ მღვდლობას.
ამის გარდა, ყოველს ათს სამრევლოში მოიპოვება სამი ან ოთხი შტატს გარეთ მყოფი მღვდელი, რომელთაც თავისუფლად შეუძლიათ მღვდლის
თანამდებობის ასრულება. მაშასადამე, შესაძლებელია კარგახანს გავაჩეროთ დაცლილი ადგილი ღირსეულ კანდიდატის მონახვამდის. დასასრულ, შეიძლება ზოგი შტატის ეკლესიები სრულიადაც
გავაუქმოთ, მაგრამ ამაზედ შემდეგ მოვილაპარაკებთ სხვა საკითხებთან ერთად“. 1906-1907 წლებში იყო ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის მმართველი საბჭოს წევრი. 1907 წლის 16 აგვისტოდან ოზურგეთის მაზრისა და ბათუმის ოლქის სამრევლო-საეკლესიო სკოლების
მეთვალყურეა. 1908 წლის 1 იანვარს ისევ აირჩიეს დეპუტატად ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში. 1908 წლის 1 1 იანვრიდან აკეთის ორკლასიანი სახალხო-სამინისტრო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგია. 1913 წლის 1 იანვრიდან ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის ახალი შენობის ამშენებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
1910-1913 წლებში იყო აკეთის მაცხოვრის, ძიმითის წმ. კვირიკესა და ივლიტას, ზემო აკეთისა და ქვემო აკეთის წმ. გიორგის
ეკლესიების ახალი კანკელის ამშენებელი კომიტეტის თავმჯდომარედ.
წლების მანძილზე დედაეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისთვის დაჯილდოებული იყო: 1896 წლის
10 აპრილს საგვერდულით; 1900 წლის 4 მარტს სკუფიით; 1904 წლის 14 მაისს -– კამილავკით; 1909 წლის 14 მაისს
სამკერდე ოქროს ჯვრით; 1914 წლის 3 თებერვალს წმ. ანას II ხარისხის ორდენით. მღვდელი დიომიდემ სიცოცხლის უკანასკნელი წლები ქ. ბათუმის ქალთა გიმნაზიის სალვთო სჯულის მასწავლებლად და ამავე
გიმნაზიის კარის ეკლესიის წინამძღვრად გაატარა,
სადაც დაასრულა თავისი ამქვეყნიური მოღვაწეობა, გარდაიცვალა 1918 წლის 12 ივლისს, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, 52 წლის ასაკში. დაკრძალულია აკეთში, საგვარეულო სასაფლაოზე. დარჩა მეუღლე
ელისაბედ ნიკოლოზის ასული (დაბ. 1877წ.) და შვილები: პისტი (24.01.1894-1958წწ., მეუღლე დომენტი ჯაყელი), ელეონორა (დაბ. 19.11.1896წ.), ლეონიდე (დაბ. 2.12.1900წ.), ალექსანდრე (დაბ. 4.1 1.1904წ.),
ვახტანგი (10.10.1907-1967წწ., მეუღლეს ერქვა ლამარა).
6 საპატრიარქოს უწყებანი N6 16-22თებერვალი 2017წ გვ.17
მღვდელი დიომიდე ჩხაიძე 1866-1918
„პროპაგანდა პრინციპიალურად შეეხო სარწმუნოებას...“
მღვდელი დიომიდე შევარდენის ძე ჩხაიძე 1866 წელს ქუთაისის გუბერნიაში, ოზურგეთის მაზრის სოფ. აკეთში სასულიერო წოდების ოჯახში დაიბადა. ბაბუა მღვდელი ჰყავდა. სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში. 1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. 1892 წლის 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) სტიქარი უკურთხა. 1892 წელს წარმატებით
დაამთავრა თბილისის სასულიერი სემინარია და მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდა. 1893 წლის 25 მარტს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 27 მარტს მღვდლად დაასხა ხელი და ზემო აკეთის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. 1894 წელს აკეთის ოლქის სამღვდელოების მხრიდან წარიგზავნა დეპუტატად ქუთაისის სასულიერო სემინარიის საქმეებზე. 1894 წლის 20 ნოემბრიდან 1895 წლის 20 ივნისამდე იყო აკეთისა და ლანჩხუთის ოლქის სასულიერო გამომძიებელი. 1894 წლის 1 ოქტომბრიდან 1895 წლის 1 ოქტომბრამდე აკეთის ოლქის სამრევლო-საეკლესიო სკოლების
ზედამხედველია. 1895 წლის 1 სექტემბრიდან 1898 წლის 1 სექტემბრამდე იყო თავისი დაარსებული ზემო აკეთის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგი. მღვდელ დიომიდე ჩხაიძის აქტიური საეკლესიო და პედაგოგიური მოღვაწეობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა იმჟამინდელი ქართული პრესისათვის. 1895 წელს გაზეთი „ივერია“ წერდა: „აგერ უკვე ორი წელიწადია, რაც ზედა აკეთში გაამწესეს მღვდელი დ. ჩხაიძე, რომელმაც 1892 წ. დაასრულა ტფილისის სასულიერო სემინარია... მ. დ. ჩხაიძე მოსვლიდგანვე მხნედ შეუდგა მკვიდრთა შეგნების გაუმჯობესებას და წინ წაწევას; მეტად ღარიბი და უპატივცემულოდ მიგდებული აქაური ეკლესია დღეს ეკლესიას დაემსგავსა... საკუთარის მეცადინეობით დ. ჩხაიძემ შესძინა ამ ეკლესიას დაფარნები, ხატები და სხვა საეკლესიო ნივთები, კერძო შემოწირულობანი, ღირებული
არანაკლებ 150 მანეთისა. დ. ჩხაიძე პირველი ინიციატორი იყო დ. ლანჩხუთს მიმავალის გზის გაყვანისა, რომელიც ფრიად საჭირო აღმოჩნდა არა მარტო ამ სოფლისათვის, არამედ რვა საზოგადოებისათვის... არანაკლები მნიშვნელობა ექნება ამ სოფლისათვის მის მიერ ახლად დაარსებულ სამრევლო სკოლას... აქ თვით მ. დ. ჩხაიძის ჩვენებით,
7 წლიდან 11 წლამდის 120 ყმაწვილი ყოფილა და მათში წერა-კითხვა მხოლოდ 25-ს სცოდნია. მ. დ. ჩხაიძემ თითქმის მუქთად სწავლება
აღუთქვა ყმაწვილების მშობელთ 1896 წელს გაზეთი „კვალი“ მისი მოღვაწეობის შესახებ წერდა: „მღვდელ დიომიდე ჩხაიძეს საკუთარი შრომით და ხარჯით დაუარსებია სკოლა და უსასყიდლოდ ასწავლის ყმაწვილებს; უქმე დღეს ეკლესიაშიდამის მიერ დაარსებულ საკვირაო სკოლაში ის უსასყიდლოდ ასწავლის მოზარდებსაც“.
1895 წელს მამა დიომიდემ ქართველ საზოგადოებას დახმარება სთხოვა მის მიერ დაარსებული საკვირაო სკოლისა
6-1 საპატრიარქოს უწყებანი N6 16-22თებერვალი 2017წ გვ.18
მღვდელი დიომიდე ჩხაიძე 1866-1918 (გაგრძელება)
და სახალხო სამკითხველოს ფულით, წიგნებით და
დროგამოშვებითი გამოცემებით მომარაგებაზე. გაზეთი „ცნობის ფურცელი“ წერდა: „სრული იმედი გვაქვს, რომ ქართველი საზოგადოება ჩვეულებრივის გულშემატკივრობით დახვდება ზემოდ ხსენებულ მოწოდებას მამა ჩხაიძისას და ვისაც რით შეეძლება, დაეხმარება ამ კეთილ საქმეს“. 1897 წლის 1 იანვრიდან 1899 წლის 19 იანვრამდე იყო აკეთის ოლქის სამღვდელოების მხრიდან დეპუტატი ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1900-1903 წლებში ერკეთის ოლქის სამღვდელოების მხრიდან. 1898 წლის 1 იანვარს ჩოხატაურის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს. 1898 წლის 20 მარტს ერკეთის ოლქის მთავარხუცესის მოვალეობის შემსრულებლად დაადგინეს. 1899,
1900, 1903, 1906, 1909, 1910 და 1912 წლებში ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში არსებული დეპუტატების შეკრებებზე სხდომების თავჯდომარედ იყო. 1900 წლის 10 მაისს დაამტკიცეს მთავარხუცესად. 1901 წელს მღვდელი დიომიდე გაზ. „ცნობის ფურცელის“ მეშვეობით მადლობას უცხადებს ვინმე ეგნატე სიმონის ძე ჯინჭარაძეს, რომელმაც მოაგროვა შემოწირულება და აკეთში დაარსებულ უფასო სამკითხველოს შესწირა. იქვე გაზეთში მოცემულია სია ყველა იმ პიროვნების, ვინც აღნიშნული თანხა გაიღო. სულ იყო 14 მანეთი. საინტერესოა მღვდელ დიომიდე ჩხაიძის მოსაზრება სწავლა-განათლებასა და პედაგოგიურ მიდგომასთან დაკავშირებით. იგი წერდა: „გარდა სამღვდელოების დაუღალავი, უანგარო და ენერგიული მოღვაწეობისა ხალხის ზნეობის ამამაღლებელი, გამაფაქიზებელი, დიდსულოვნების, ჭირთათმენის საღსარი სოფლის სკოლები და მასწავლებლებია. პირველზე კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვთ ამათ, ვინაიდგან ნორჩ, ჯერ კიდევ დაუმახინჯებელ თაობასთან
აქვთ საქმე. სიღარიბის გამოა თუ შეუგნებლობისა, სოფლელი თავის შვილს ვერ გააცილებს სოფლის სკოლას, მაშასადამე, ეს არის ერთადერთი
წყარო სინათლისა, ნაბერწკალის შემტანი ბურუსით მოცულ სოფლელთა ზნეობა-გონებაში... რასაც სწავლობს ბავშვი, ის უთუოდ მის შინაგან
არსებაზე, გრძნობებზე, სულსა და გულზე უნდა მოქმედებდეს. არც ერთ საგნის სწავლებას არ შეუძლია ყმაწვილის ზნეობაზე კვალი დაარჩინოს,
აღიბეჭდოს, უკეთუ ყმაწვილს არ აქვს შეგნებული, შეთვისებული და ნაგრძნობი მისი შინაარსი სავსებით... და ბოლოს, თვითონ მასწავლებელიც
უნდა იყვეს თვისი ცხოვრებით წარმომადგენელი ღვთის მორწმუნეობისა, სიყვარულისა, სამღვთო მცნებების, ეკლესიურ ჩვეულებათა ასრულებისა.
ბევრს ვერ ვხედავთ ისეთებს, რომელთაც კვირაუქმე დღეობით ეკლესიაში დაჰყავდეს ბავშვები, თვითონაც თან დაჰყვებოდეს და მაგალითს აძლევდეს ღვთის ვედრებისას, ბავშობიდანვე აჩვევდეს ღვთისმსახურებას... არიან ჩვენში მართლა ზოგი მხნე და შეგნებული პედაგოგები, მაგრამ
როგორ ეპყრობიან ამათ სხვები, რა მხარს აძლევენ, რა დამოკიდებულება აქვსთ მათთან, ამაზედ შემდეგ მოგახსენებთ“. მღვდელი დიომიდე აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ- გაზეთებთან, ხშირად აქვეყნებდა იქ სასულიერო შინაარსიის, ისტორიული ჟანრის, პედაგოგიური და აღმზრდელობითი ხასიათის წერილებს. რუსულიდან
თარგმნიდა სტატიებს. 1903 წლის 8 იანვარს ზემო აკეთის ახალი ეკლესიის აშენებისთვის, რომელიც მისი ინიციატივით დაიწყო, მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1903 წლის 10 თებერვალს ქვედა აკეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1904 წლის 19 ნოემბერს აკეთის ოლქის მთავარხუცესად დანიშნეს. 1904 წლის 16 დეკემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (აბაშიძე) ზედა აკეთის ტაძრის სასარგებლოდ
თანხის შეწირვისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1906 წელს მამა დიომიდე საინტერესო სტატიას აქვეყნებს ჟურნალ „საქართველის საეგზარქოსოს სასულიერო მახარებელში“ სათაურით -– „რა გვეჭირვება?“ (შენიშვნები სოფლის მღვდლისა). წერილი მეტად აქტუალურია და ჩვენს ეკლესიაში დღევანდელ სატკივარს კარგად ეხმიანება: „რა მდგომარეობაში იმყოფება ამ უკანასკნელ დროს ჩვენი სამღვდელოება, ცოტად-თუ-ბევრად ყველასათვის ცხადია. ის ხალხი, რომელიც თექვსმეტი საუკუნის განმავლობაში სულის სამაგალითო სიძლიერით და თავდადებით იბრძოდა თვისი სარწმუნოების დასაცველად და რომელიც დიდის ხნის განმავლობაში თანაგრძნობით ეპყრობოდა სარწმუნოებრივ სიწმიდეთა და სამღვდელო წესებს, დღეს ყოველსავე ამაზე გულაცრუებულია. რამ მოუმზადა ნიადაგი ამ მოვლენას, რა წამალი დაედება მას ნორმალურ კალაპოტში ჩასაყენებლად? აი ის საკითხი, რომელიც ითხოვს მიუდგომელს, ღრმად ჩახედულს და გულწრფელ ანგარიშს. შევეხებით ამ საკითხის გამორკვევას, რამდენადაც ეს შეგვიძლია, -– მხოლოდ მოკლედ ვილაპარაკებთ. მართალია, პროპაგანდა პრინციპიალურაცდ შეეხო სარწმუნოებას, უარყო სამღვდელო წესები,
მაგრამ ხალხის უმრავლესობას რომ სარწმუნოებრივ ზნეობრივი წარმოდგენა განვითარებული ჰქონოდა, სცოდნოდა ქრისტიანობრივი სარწმუნოების შინაარსი, სული და გული, მაშინ სხვა იქნებოდა. მაშინ ხალხი ადვილად მიხვდებოდა ნამდვილ საჭიროებას ნამდვილ აზრს სარწმუნოებრივი მოძრაობისას, სტიქიურ ძალასაც არ მი-
6-2 საპატრიარქოს უწყებანი N6 16-22თებერვალი 2017წ გვ.19
მღვდელი დიომიდე ჩხაიძე 1866-1918 (გაგრძელება)
მართავდა, და სარწმუნოების წინააღმდეგი პროპაგანდაც ფეხს ვერ მოიკიდებდა. ზოგნი ამბობენ, „ხალხმა შეიგნო და ამიტომაც უარყოფს სარწმუნოებრივ-ზნეობრივს მოთხოვნილებას, საეკლესიო და სამღვდელო წესებსო“. მაგრამ ეს ასე არ არის. პირიქით, ხალხს ეს სარწმუნოებრივი უცოდინრობით მოდის. განათლების რომელ საფეხურზედაც უნდა იყვეს ხალხი, მისი უმრავლესობა სარწმუნოებას ვერ შეელევა: ამას გვიმტკიცებს
ისტორიული მეცნიერება... წინედ ხალხს აკმაყოფილებდა სარწმუნოების
მარტო გარეგანი მხარე, წირვა-ლოცვა, სამღვდელო წესების ასრულება. მაგრამ ის დროს წავიდა. ცხოვრება გართულდა, მრავალმხრივ გადიშალა, ხალხს წინ წამოუყენა მრავალგვარი სარწმუნოებრივ-ზნეობრივი საკითხი, გაუჩინა ახალი მოთხოვნილება. ამიტომაც აღარ ეყო მარტო წესების ასრულება. ხალხი კარგი ხანია საჭიროებს სარწმუნოების შინაარსის ქრისტეანობრივი მოძღვრების შეგნება-განვითარებას. სამღვდელოებაც წინადაც უნდა მიმხვდარიყო ხალხის ამ საჭიროებას და დაეკმაყოფილებია იგი, თორემ ახლა ყურის მოყრუება მაინც აღარ შეიძლება. საქმე ის არის, რა პირობებში მოახერხებს ამას? მაშინ, როდესაც თითონ არის განვითარებული, ესმის იდეალი თავისს დანიშნულებისა, გათვალისწინებული აქვს მიზანი თავის სამსახურისა, თვალყურს ადევნებს თანამედროვე ცხოვრებას, ესმის მისი სიავ-კარგე და შეუძლია პასუხი
გასცეს მათ. ამიტომაც ჩვენ წინდაწინ უნდა გვეღონა რამე,
რომ ამგვარი მღვდლები გვყოლოდა, არა მარტო ქალაქის სამრევლოებში, არამედ სოფლებშიაც. დღევანდელს პირობებში კი, როდესაც ასე გამწვავებულია მდგომარეობა, როდესაც თითონ ცხოვრება ითხოვს სამღვდელო ასპარეზზე განვითარებულს, მტკიცე რწმენისა და ზნეობის, იდეალური მიმარაგ თულების კაცებს, კიდევ უსწავლელს პირთა კურ8 თხევა მღვდლებად, სრული წინდაუხედაობა იქნება, და დიდი დანაშაულიც საქართველოს ერისა და ეკლესიის წინაშე. განა, როდესაც ასეთ ცოდნას და უფლებას მოკლებული პირები მეცადინეობენ მღვდლობა იშოვონ, სამსახურის მაღალ იდეალებით არიან გამსძჭვალული? „ღარიბი კაცი ვარ, წვრილი ცოლ-შვილის პატრონი, თავის რჩენის სხვა წყარო არა მაქვსო“, და სხვა ამგვარი საფუძვლებით ასაბუთებენ თავიანთ თხოვნას ეს პირნი. ხალხიც დღეს სამღვდელოებას ჰკიცხავს იმისთვის, რომ ის მეტად გატაცებულია ნივთიერი მხრით და დავიწყებია მაცხოვრის სიტყვები: „არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი“..ეჭვს გარეშეა იგიც, რომ დღევანდელს ჩვენს სასულიერო სკოლებს დიდი ნაკლი აქვსთმათში სწავლა მიღებულთაც აკლიათ იდეალური მიმართულება, მათაც ვერ უსახელებიათ თავი, მაგრამ, სანამ ჩვენი ეკლესია დამოუკიდებლობას მოიპოვებდეს, სანამ ეროვნულ სკოლებს დაიარსებდეს და თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნილებათა თანახმად მოაწყობდეს სწავლებას, მანამდე მთლად უსწავლელს ის უნდა დაუყენოთ წინ, ვისაც არსებულ სკოლებში მიუღია სწავლა. სწორედ
ასე იქცეოდა განყენებული ყოვლადსამღვდელო იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი. მაგრამ რა ხდებოდა მის მახლობლად ამ ათიოდე წლის წინად, ჩვენ ამ ამბავს აღარ გამოუდგებით ახლა, ვინაიდგან სავსებით მისი დასურათება რომ შევიძლოთ, ბეჭდვითი სიტყვის ვითომდა თავისუფლება დღესაც არ მოგვცემს ნებას. სულ ათიოდე წლის განმავლობაში იმდენი მღვდლის ადგილი დაიცალა, რომ ცხოვრების ნორმალური მსვლელობის დროს ერთს საუკუნეშიაც არ მოხერხდებოდა. ყველა ამ ადგილებზე ეკურთხნენ უღირსი კანდიდატები, საშუალო სასწავლებელში სწავლა-მიღებულებს კი უარს ეუბნებოდნენ. საქმე იმაშია, რა ზედგავლენა უნდა მოიპოვონ მრევლზე მღვდლობის ხარისხის მიღებით ისეთმა
8 საპატრიარქოს უწყებანი N8 2-8მარტი 2017წ გვ.19
მღვდელი ფილიპე შარვაშიძე 1850-1914
„კვალადცა გაძლიერდეს ქართული გალობა ათონზედ“
მღვდელი ფილიპე გიორგის ძე შარვაშიძე 1850 წლის 15 დეკემბერს ქუთაისის ოზურგეთის მაზრაში, სოფ. ასკანაში მლვდლის ოჯახში დაიბადა. შემდგომი პერიოდის საბუთებში იგი ზოგან შერვაშიძის, ზოგან შარაშიძის გვარითაც იხსენიება,. მამამისი, მლვდელი გიორგი, 1809 წელს სახელმწიფო აზნაურის ოჯახში დაიბადა. ეკუთნოდა საერო წოდებას. საღმრთო და
საეკლესიო წიგნები, წერა, კითხვა, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი ქვენობანის მთავარანგელოზთა სახ. ტაძრის მღვდელ იოანე მეგრელაძესთან ისწავლა. 1825 წლის დეკემბერში ჯუმათელმა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (შარვაშიძე) დიაკვნად აკურთხა და ასკანის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. XIX ს-ის 40-იან წლებში მლვდლად დაასხეს ხელი და იმავე ტაძარში დაადგინეს. ჰყავდა სამი
ძე: დავითი (დაბ. 1832წ.), ბესარიონი (დაბ. 1838წ.) და მღვდელი ფილიპე.
ფილიპე ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა და დახურა ორი კურსი. 1899 წელს დეკანოზმა პეტრე კონჭოშვილმა (შემდომში -– ეპისკოპოსი) მოილოცა იერუსალიმი და ათონის მთა. მოინახულა ათონის ქართველთა სავანე და ქართველი ბერები. 1901 წელს თბილისში წიგნად გამოცემულ „მოგზაურობაში“ მან ცალკე თავი მიუძღვნა ათონზე ქართული გალობის მდგომარეობას, სადაც ალნიშნავს: „ათონის ქართველთა სავანეში ყოფილა კეთილ განწყობილი მწყობრი ტკბილად მგალობელთა 1880 წლამდე, ვიდრემდის ყოფილან ათონზედ მგალობელთა შორის; თავ. მელქისედეკ ნაკაშიძე, მ. გიორგი მოლარიძე (უნდა იყოს მოლარიშვილი -– გ. მ.), ღირსეულად მოღვაწე შემოქმედის მონასტერში გურიაში. მ. მ. კონტრიძე, ჭინჭარაძე და მ. ფილიპე შარაშიძე. ქართველთა მგალობელთა გუნდსა აღტაცებაში მოჰყვანდა ყოველი მსმენელი რუსნი და ბერძენიცა. ამ ზემოხსენებულ პირთა შეუსწავლიათ ქართული გალობა საფუძვლიანად რვა ხმაზედ ბ. ანტონ დუმბაძის ხელმძღვანელობის ქვეშ. ხოლო აწ ქართველთა სავანე ვეღარ იქების ამ გვარის კეთილგანწყობილის
გალობითა. ამისათვის ფრიად სასურველია, კვალადცა გაძლიერდეს ქართული გალობა ათონზედ აღსადგენელად ჩვენის ეროვნულის ღირსებისა, დიდებისა და პატივისა სხვათა ეროვნობათა წარმომადგენელთა მოღვაწეთა შორის ათონის მთაზედ. ოდესმე ათონზედ დროშა პირველობისა ეპყრათ ივერიის კარისა ღვთისმშობლის მონასტრისა ქართველთა ძმათა“. როგორც ამ ჩანაწერიდან ირკვევა, ხელდასხმამდე ფილიპე ათონის წმ. მთაზე ქართველთა სავანეში ცხოვრობდა და გალობდა, სადაც იმ პერიოდში არაერთი მგალობელი აღიზარდა.
1880 წლის 7 ნოემბერს ფილიპე თბილისში არსებული ქართული გალობის აღმდგენელი კომიტეტის წევრად დაინიშნა. 1882 წლის 8 დეკემბრიდან ჩუღურეთის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძრის მედავითნეა. ამ ტაძარში მან 26 წელი გაატარა. 1883 წლის 6 მაისს სამზრუნველო კომიტეტმა დაჭრილებზე ზრუნვისათვის წითელი ჯვრით დააჯილდოვა. 1887 წლის 1 სექტემბერს დიაკვნად აკურთხეს. მამა ფილიპე ითვლებოდა ქართული გალობის კარგ მცოდნედ. 1881 წლის 18 ივლისს გორის ეპისკოპოსი წმ. ალექსანდრე (ოქროპირიძე) მამა ფილიპეს შესახებ წერდა: „ერთი ჩვენი მგალობელთაგანი, გურული, ფილიპე შარვაშიძე (რომელიც აწ
ექსარხოსის მგალობლებში ირაცხვის და რუსთა მგალობლების ხოროში გალობს) ამბობს ქართული გალობის ხმების შესახებ, და მასთანავე ქართულის და რუსული გალობის ხმების შედარებისა პირობაზედ შემდეგს: ქართულ გალობას აქვს სამი ხმა: 1) პირველი თქმა, ესე იგი პირველი ტენორი; 2) მეორე მაღალი ბანი, ანუ მოძახილი, ესე იგი მეორე ტენორი; 3) მესამე ბანი, ესე იგი ბასი. ძველ დროშიდაც, როდესაც ქართული კათალიკოზობა იყო, და მათ ქართული გალობის ხორა ჰყვანდათ,
სამი ხმა იყო გალობისა: 1) კრინი,ესე იგი პირველი დისკანტი; 2) სტვინი, ალტი; 3) დვრდვინი, აკტავა. ამასთანავე დაუმატა მგალობელმა ფილიპემ: ძველებურად მგალობლების სრული ხორა რომ იყოს
8-1 საპატრიარქოს უწყებანი N8 2-8მარტი 2017წ გვ.20
მღვდელი ფილიპე შარვაშიძე 1850-1914(გაგრძელება)
ქართულ ენაზედ, მაშინ ქართული გალობა სწორედ უმფრო მშვენიერი მოსასმენი იქნებაო. ამ ზემოთ რაიცა დაწერილ არს მგალობლების
ხმების პირობაზედ, მე წაუკითხე ამ გურული მგალობლების უფროს მგალობელს, თ. მელქისედეკ ნაკაშიძეს, და იმანაც დაგვიმოწმა ზემოთ დაწერილი „ყოველივე კარგათ და სისწორით არის დაწერილიო“ და მასთან დაუმატა, ძველად როდესაც საქართველოში ხორა იყო ქართული მგალობლებისა, მაშინ მგალობლებს ჰყვანდათ თავიანთ უფროსი, გალობის ხმის დამწყობი, გალობის წინამძღვარი ანუ „ლოტბარი“, რომელ არს რუსულად რეგენტი. მე ამას ყოველსავე ამ მიზეზის გამო ვაბეჭდინებ
ასე, რომ რადგან ახლა ხორა აღარ არის ქართული მგალობლებისა და მხოლოდ ძველთაგან გალობის ლექსები დაგვრჩა, ვითარცა: ლოტბარი,
კრინი, სტვინი, დვრდვინი და სხვანი, გაიგონ ახალმა რუსულ ენაზედ აღზრდილმა ყმაწვილებმა, თუ ეს სიტყვები რუსულათ გალობის პირობაზედ რას ნიშვნენ და მასთან ესეც უწყოდენ, რომ ჩვენც, ქართველებს, ერთ დროს მშვენიერი ხორული გაწყობილი გალობა გვქონია“.
დიაკვანი ფილიპე შემდეგშიც აქტიურად მონაწილეობდა ქართული გალობის აღდგენისა და გავრცელების საქმეში. 1893 წელს ქართული პრესაში მის შესახებ ვკითხულობთ: „ქართული საეკლესიო გალობის საქმე ნელ-ნელა წინ მიდის. ამჟამად ერთი ხორო ქართველ მგალობელთა აგერ თვეზე მეტია ყოველ კვირა დღეს გალობს წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში ქორიძის ხელობით. ხოროს აქვს ფ. ქორიძის მიერ გადაღებული ნოტები წირვის საგალობლებისა და საკმაოდ მწყობრად და სასიამოვნოდაც გალობს. ნოტების წყალობით აღარ ისმის ის კრიმანჭული ხმები, რომელიც ზეპირად გალობის დროს მოისმოდა. როგორც შევიტყეთ,ქორიძის ხოროს ლოტბარ მ. შარაშიძისათვის გადაუცია მთელი წლის საჭირო საგალობლები, ნოტებად დაწყობილი, და ამასთანავე აღუთქვამს დახმარება და ხელმძღვანელობა საგალობელთა
შესწავლის საქმეში“. 1908 წლის 12 ივლისს დიაკვანი ფილიპე ფცის წმ.
ნიკოლოზის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. ოცდაორწლიანი სადიაკვნო მსახურების შემდეგ, 1909 წლის 1 ოქტომბერს ალავერდელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) მას მღვდლად დაასხა ხელი და კახეთში, გრემის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახ. ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. იგი 1913 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. ჰქონდა ჯილდო -–- რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის სახ. ვერცხლის მედალი. მღვდელი ფილიპე 1914 წლის 9 ოქტომბერს გარდაიცვალა და მის მეუღლესა და მცირეწლოვან შვილებს ლევანს და ვახტანგს მოძღვრის დედაეკლესიაში 31-წლიანი ერთგული სამსახურისათვის წელიწადში 250 მან. პენსია დაენიშნათ.
დარჩა მეუღლე სოფიო ნიკოლოზის ასული კერვალიშვილი (დაბ. 1869წ.) და შვილები: კონსტანტინე (მეუღლე -–- გრეტა ანდრიას ასული), ელენე
(გათხოვილი იუსტინე სერაპიონის ძე კალანდაძეზე), ნიკოლოზი, ქეთევანი, ლევანი, ვახტანგი, პოლიკო.
9 საპატრიარქოს უწყებანი N9 9-15 მარტი 2017წ გვ.18
სორელი მინდელების სასულიერო ოჯახი I ნაწილი
სოფ. სორი რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. არის თემის ცენტრი (სოფლები: გადამში, ჭვებარი), მდებარეობს მდ. რიონის მარჯვენა
მხარეს. ამბროლაური-ონის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 720 მეტრი, ონიდან 14 კმ-ზე. ექვთიმე თაყაიშვილი, რომელმაც 1919-1920
წლებში რაჭაში იმოგზაურა, სოფ. სორზე წერდა: „სორში სამი ჩვეულებრივი ერთნავიანი ეკლესია ყოფილა. ერთი წმ. გიორგისა, ხეობაშია აშენებული, მეორე –-– მთავარანგელოზისა, მახლობელ გორაკზე. ისინი ეხლა გაუქმებულია; მათი ნივთები გადმოტანილია ჯვარცმის ეკლესიაში, რომელიც ჩვეულებრივი რიგის ერთნავიანი ნაგებობაა, ქვითკირით ნაშენი, 13,8/8,5 მ., ორი სართავი კამარით და გოდრული თაღით, საკურთხეველი
ერთია, მაგრამ მას ახლავს სარკმლის აქეთ-იქით
თითო ვიწრო და მაღალი ნიში, მათ შორის მარცხენა სამკვეთლოს შეიცავს, სარკმლის ქვემოთ ეპისკოპოსის საჯდომია, მას ახლავს კიდევ ორივე მხრით საჯდომები –- სხვა მღვდელმსახურთათვის. სარკმელი რვაა, სამ-სამი დასავლეთით და სამხრეთით, თითო აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთით. კარი სამია, თითო ყოველ მხრით, გარდა აღმოსავლეთისა. ეკლესია განუახლებიათ 70-იან წლებში გასული საუკუნისა და მაშინ მოუშლიათ სამხრეთისა და ჩრდილოეთის ეკვდერები და გაუფართოებიათ დასავლეთი ნაწილი ტაძრისა. გადმოცემით ეკლესია აშენებული და მოხატულია საპყარ ერისთვის ჭარელიძის ქველის მიერ, რომლის სურათი წარმოდგენილია ჩრდილოეთის კედელზე. ეს უნდა მომხდარიყო XV-XVI სს-ში, ხოლო XVIII ს-ში ეკლესია განუახლებია შოშიტა II რაჭის ერისთავს, რომლის სურათი დაცულია სამხრეთ კედელზე. კედლები ეკლესიის შიგნიდან
სულ მოხატულია ფრესკებით, ასომთავრული წარწერებით, რომელნიც უმეტეს შემთხვევაში წაბღალულია“. 1833 წლის ეკლესიის აღწერილობაში ვკითხულობთ: „სორის მაცხოვრის ჯვარცმის სახ. ქვის
ეკლესია, აშენების ზუსტი წელი უცნობია, ჰყავს სამრევლო 37 კომლი, მდებარეობს საბატონო სოფელში, მიწა აქვს 4 ქცევა, ვენახი -– 3 ქცევა“.
ტაძარში მსახურობდა მინდელთა გვარის წარმომადგენელნი, როგორც თეთრი, ისე შავი სამღვდელოება. შავი სამღვდელოების მხრიდან “– მღვდელმონაზონი იოანე ქაიხოსროს/ქრისტეფორეს ძე 1765 წელს მლვდლის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი წინამძღვარ ანდრიასთან სორის მონასტერში
ისწავლა. 1790 წელს ყოფილმა კათალიკოსმა გერმანემ (წულუკიძე) დიაკვნად აკურთხა და სორის ეკლესიაში განამწესა. დაქვრივების შემდეგ, 1796 წელს, ნიკორწმინდელმა მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა
(წულუკიძე) ბერად აღკვეცა. იმავე წელს მღვდლად დაასხა ხელი. მღვდელ-მონაზონი იოანე სორის ტაძარში ჩანს XIX ს-ის 30-იან წლებშიც.
თეთრი სამღვდელოების მხრიდან – მღვდელი დავით შიოს ძე მინდელი 1779 წელს საეკლესიო
9-1 საპატრიარქოს უწყებანი N9 9-15 მარტი 2017წ გვ.19
სორელი მინდელების სასულიერო ოჯახი(გაგრძელება)
ყმის ოჯახში დაიბადა. ეკუთვნოდა სასულიერო წოდებას. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი სორის მონასტრის წინამძღვარ ანდრიასთან ისწავლა. 1800 წელს ნიკორწმინდელმა მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა (წულუკიძე) მლვდლად დაასხა ხელი და სორის მაცხოვრის ჯვარცმის სახ. ტაძარში განამწესა. 1812 წელს ბრინჯაოს ჯვარი მიიღო.
1849 წლის ივლისში იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) მიმოიხილა რაჭის მაზრის ეკლესიები და შესაბამისი ჩანაწერებიც გააკეთა. სორის ეკლესიაში ვკითხულობთ: „სორის ჯუარცმის ეკკლესია ქვისა ხატები არიან ნაკლებნი და კანკელი სრულიად არ არის, საბუთები საეკლესიო სჩანან მხოლოდ ჩყლთ (1839) წლიდამ. მღუდელი მოხუცი
დავით მინდელი, ფული აქუს 12 მანეთი და 50 მანეთი, დაუხარჯავსთ ქვის კანკლის გამომგრევისათვის და ნაცვლად მისსა ხის კანკლის გაკეთებისათვის“. მღვდელი დავითი 1850 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. ადრე დაქვრივდა. ჰყავდა შვილები: მედავითნე ტრიფონი (დაბ. 1809წ.) და გრიგოლი. მედავითნე ტრიფონის ვაჟები იყვნენ: მღვდელი თადეოზი, მღვდელი ონისიმე, მედავითნე სოფრონი, მედავითნე გერასიმე. მინდელების გვარში შემდეგი სასულიერო პირი
მღვდელი თადეოზი გახლდათ. იგი 1828 წელს დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის
მონასტერში ისწავლა. 1853 წლის 25 ოქტომბერს
იმერეთის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (წულუკიძე) დიაკვნად აკურთხა და სორის მაცხოვრის ჯვარცმის სახ. ტაძარში განამწესა. 1857 წლის 12 იანვარს
იმერეთის ეპისკოპოსმა გერმანემ (გოგოლაშვილი) ტრიფონის ვაჟი
მღვდლად დაასხა ხელი და სორის ტაძრის წინამძღვრად დაადგინა. 1873 წელს საეპარქიო კანცელარიაში საეკლესიო მეტრიკული საბუთების დაგვიანებისათვის 3 მანეთით დაჯარიმდა. 1878-1882
წლებში იყო სასულიერო დეპუტატი. 1878 წლის 20 აგვისტოს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1893 წლის 12 სექტემბერს სორის სამრევლო-საეკლესიო
სკოლის გამგედ დაინიშნა. 1897 წელს მამა თადეოზს უსიამოვნება შეემთხა. ამის შესახებ იმჟამინდელი ქართული პრესიდან ვგებულობთ: „24 აგვისტოს, კვირას, დილის რვა საათი იქნებოდა, როცა წკრიალა ზარმა სოფლელთ ამცნო: დღეს ღვთის დღეა, შეიკრიბეთ ეკლესიაში და უფალს ევედრეთო. ზარების რაკუნმა სოფელი ფეხზე დააყენა და
ცხრა საათზე მთლად გაივსო ეკლესია მლოცველთა გუნდით. მღვდელი და მედავითნეც შეუდგნენ წირვის შესრულებას. მღვდელი საკურთხეველზე მდგარ ბარძიმის წინ ხელ-აპყრობილი უფალს ევედრებოდა და საიდუმლოს მისაღებად ემზადებოდა, როდესაც ტრაპეზიდან გამოიძახა „სუთ!
ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა“. „თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათას“ თქმა აღარ დასცალდა, ეკლესიაში უცებ შემოიჭრა გლეხი გრიგოლ ხმალაძე და ხელში ჯოხით ქუდმოუხდელი შეიჭრა ტრაპეზში. ხმალაძემ შესვლისთანავე შეჭყივლა მღვდელს:
„შე ურჯულო, შენ რა ღირსი ხარ ტრაპეზში წირვისო“. ამის თქმისთანავე იშიშვლა ხანჯალი და მამა თადეოზს ბეჭებზე დაჰკრა, მღვდელი განზე
გაუსხლტა და საკურთხეველს ამოეფარა, გამხეცებულმა გლეხმა ხელახლა მოუქნია ხანჯალი და მკლავზე დაჭრა მამა თადეოზი. ამ დროს მედავითნე გიორგი ელბაქიძე შეიჭრა ტრაპეზში და ხელი უტაცა გლეხს ხანჯალზე. მღვდელმა ახლა კი იდროვა და გავარდა გარეთ. მედავითნე ბევრს
ეწვალა, მაგრამ ხანჯალზე ხელი ვერ გააშვებინა გაბრაზებულ გლეხს. ბოლოს, როგორც იქნა, დაიბერტყა გლეხმა ხელი და გააშვებინა მედავითნეს, რომელსაც ხელის გაშვებისთანავე გაუქნია ხანჯალი წვერით და კინაღამ წუთისოფელს გამოასალმა საწყალი მედავითნე. გლეხმა მედავითნეს თავი დაანება და ისევ მღვდელს გამოუდგა, რომელსაც ის ის იყო, წამოეწია და ხანჯლის წვერს უპირებდა მუცელში ტაკებას. აქაც მედავითნემ დიდი სიმხნე გამოიჩინა, გადაეღობა გლეხს წინ და მღვდელი ეკლესიაში შეაგდო, შიგნიდან კი
9-2 საპატრიარქოს უწყებანი N9 9-15 მარტი 2017წ გვ.20
სორელი მინდელების სასულიერო ოჯახი(გაგრძელება)
კარები გადაუკეტა. ამის მაყურებელი ხალხი ზოგი საით გარბოდა და ზოგი საით, ვინ იცის? გლეხს ტრაპეზში სახარება რამდენიმე ადგილს
დაეჭრა ხანჯლით; ბევრი იშფოთა და რომ ვეღარას გახდა, გაუდგა სახლისკენ გზას. მღვდელმა და მედავითნემ კი კარ-ჩაკეტილ ეკლესიაში შეასრულეს წირვა. ამის მეორე დღეს ე.ი. 25 აგვისტოს ჩამობრძანდა ონიდან ბოქაული, დაიბარა გლეხი და ჰკითხა მიზეზი მისი მხეცური საქციელის
ჩადენისა. გლეხმა მიუგო: „მაგისმა ხარებმა მჭადი შემიჭამეს და
მისთვის შეუხტი ეკლესიაშიო“. არ იცი, მაგ ბოროტებისათვის საშინლად დაგსჯიან? თუ რამე წაგიხდინა მღვდელმა, მოსულიყავი და გეჩივლა,
ის არა ჯობდა მაგ ბოროტებას? გლეხმა მიუგო: „ბატონო, რასა ბრძანებ! მე
სადა მქონდა ას-ასი მანეთიანი თქვენთვის, გინა სხვა მოსამართლესთვის, რომ სამართალი გამომეტანოს. ისევ მკლავ-ძალობას მივმართე და, რაც მომივა, არ დავდევო, თუ გამომიშვეს, მაგ მღვდელს მაინც არ ვაცოცხლებო; არა მარტო მჭადის შეჭმისთვის მიქნია ეს, არამედ მრავალი სხვა სიმწარეც მახსოვს მაგისგანო. ბოქაულმა დამნაშავე შეიპყრო და გამოძიება
წარმოებს“. 1898 წლის 20 თებერვალს მამა თადეოზს სკუფია
უბოძეს. 1902 წლის 8 იანვარს სასწავლო დარგში ნაყოფიერი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის იმერეთის საეპარქიო სასწავლო საბჭომ მადლობა გამოუცხადა. მღვდელი თადეოზი 1908 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა. დაკრძალულია სორის საგვარეულო სასაფლაოზე. მისი საფლავი ამჟამად დაკარგულია. მეუღლე ბარბარე გიორგის ასული (დაბ. 1835წ.) და შვილები: მღვდელი ნესტორი (დაბ.
1854წ.), ქიონია (დაბ. 1866წ.), მედავითნე სილოვანი (დაბ. 1872წ.), იროდიონი (დაბ. 1876წ., დაამთავრა ტომსკის ტექნიკური ინსტიტუტი). მღვდელი თეოფილე სოფრონის ძე მინდელი 1871 წელს
მედავითნის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. საღმრთო ისტორია, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი გელათის მონასტერში ისწავლა. 1888 წლის 20 დეკემბერს სორის მაცხოვრის
ჯვარცმის სახ. ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1890 წლის 2 მაისს სომიწოს წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1897 წლის 17 დეკემბერს ფარახეთის მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში დაადგინეს. 1900 წლის 6
სექტემბერს შარდომეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაინიშნა. 1908 წლის 6 დეკემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) დიაკვნად აკურთხა, ამავეწლის 21 დეკემბერს მღვდლად დაასხა ხელი და 1909
წლის 1 იანვარს სორის ტაძარში დანიშნა. 1909 წლის 27 იანვარს სორის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის პედაგოგად დაადგინეს. 1913 წლის 19 სექტემბერს მუხლის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს, სადაც 1914 წლამდე ჩანს. 1922 წლის ივნისში კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს ისევ სორის ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. მისი შემდგომი ბედი უცნობია. მეულლე --– ანა ასლანის ასული (დაბ. 1879წ.).
9-3 საპატრიარქოს უწყებანი N9 9-15 მარტი 2017წ გვ.17
სორელი მინდელების სასულიერო ოჯახი(გაგრძელება)
მინდელი ნესტორთადეოზის ძე (1854, სოფ. სორი, რაჭის მაზრა, ქუთაისის გუბერნია 16.03.1911, რაჭის მაზრა, ქ. ონი) -- მღვდელი. დაიბადა მღვდლის ოჯახში. 1875 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, ხოლო 1879 წელს კი გორის საოსტატო სემინარია. 1879 წლის 1 ივნისს ჯავახეთში, ახალქალაქის მაზრაში, სოფ. ქილდის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1880 წლის 1 ოქტომბერს ონის მიხაილოვის ორკლასიანი სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწედ დაინიშნა. 1882 წლის 1 იანვრიდან იმავე სასწავლებლის ზედამხედველის მოვალეობის შემსრულებელია. 1884 წლის 15 აგვისტოს კულაშის სასწავლებლის ზედამხედველად გადაიყვანეს. 1884
წლის 1 ოქტომბერს „კოლეჟსკი სეკრეტარის“, ხოლო 1887 წლის 1 ოქტომბერს „გუბერნსკი სეკრეტარის“ წოდება მიენიჭა. 1890 წლის 15 თებერვალს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად
აკურთხა, ამავე წლის 22 თებერვალს მღვდლად დაასხა ხელი და ონის წმ. გიორგის სახ. ტაძრის მეორე მღვდლად დაადგინა. 1890 წლის 1 ივნისს ონის სასამართლოში მსჯავრდებულებისაგან აღსარებების ჩაბარება დაევალა. ამავე წლის 1 სექტემბერიდან ონის მიხაილოვის სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებელია. 1895 წლის 15 მარტს კავკასიის საარქეოლოგიო საზოგადოებამ სოფ. სორის უძველესი ეკლესიების გამოკვლევაში გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა. 1895 წლის 16 მაისს
საგვერდულით დაჯილდოვდა. 1896 წლის 19 დეკემბერს იმერეთის ეპარქიალური სასწავლო საბჭოს რაჭის მაზრის განყოფილების წევრად აირჩიეს. 1897 წლის 31 იანვარს ამავე განყოფილების საქმის მწარმოებლად დაადგინეს. 1899 წლის 2 აგვისტოს სკუფია უბოძეს, ონში მამა ნესტორს გახსნილი ჰქონდა სამკითხველო, რომლის გამგეც თავადვე იყო. 1900
წელს გაზ. „ივერიაში“ იგი წერდა: „უგულითადეს მადლობას ვუცხადებ ონის უფასო სამკითხველოს მზრუნველს ქ-ნ ანა ხარაძისას, რომელმაც
ამ წარსულს ზაფხულს წარმოდგენების გამართვითა და სამკითხველოს სასარგებლოდ ფულების შეგროვებით მრავალი ღვაწლი დასდვა სამკითხველოს; აგრეთვე პარმენ დავითის ძე გამყრელიძეს და ყველა იმათ, რომელთაც დიდად იზრუნეს ონის სამკითხველოს წარმატებისათვის“. გარდა ამისა, იგი გვერდით ედგა თავისი მშობლიური სოფლის, სორის სამრევლო-საეკლესიო სკოლას, სადაც პედაგოგად მისი ნათესავი ონისიმე მინდელი (შემდგომში მღვდელი) მუშაობდა. 1896 წელს ონისიმეს 30
მან. შემოწირულება შეუგროვდა და ამ ფულით მან მამა ნესტორის დახმარებით შეიძინა: 21 მანეთად ქართული და რუსული წიგნები, 5 მანეთად -–– რვეულები, კალმები, ქაღალდი და ფანქრები და 4 მანეთად -–- საღმრთო სჯულის სურათებიანი წიგნი და 15 რვეული.
9-4 საპატრიარქოს უწყებანი N9 9-15 მარტი 2017წ გვ.18
სორელი მინდელების სასულიერო ოჯახი(გაგრძელება)
1905 წელს ლარის მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1908 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. მღვდელი ნესტორი 1911 წლის 16 მარტს ტრაგიკულად აღესრულა. აი, რას წერდა ქართული პრესა ამასთან დაკავშირებით: დიდი უბედურება დატრიალდა 16 მარტს ონის საფოსტო გზაზე. სოფ. წესიდან მომავალი დილიჯანი, რომელშიაც იჯდა ოთხი მგზავრი, ონის ახლოს ღამის 10 საათზედ გადასცდა გზას და გადავარდა კლდეზე. მგზავრებში ერთის მეტმა ვერ მოასწრო გადმოხტომა. გადარჩენილი გამოიქცა ონში და შეატყობინა ეს უბედურება ხალხს. მაშინვე წავიდნენ საშველად. დიდის გაჭირვებით ჩაეშვნენ კლდის ძირას და ამოიტანეს იქიდან სამი დასახიჩრებული ადამიანი: ცოლ-ქმარი კაკერიაშვილები და ონის ორკლასიანი სამოქალაქო სასწავლებლის მასწავლებელი მღ. ნესტორ მინდელი, რომელმაც იქვე განუტევა სული. კაკერიაშვილები კი წაიყვანეს ჯერ კიდევ ცოცხლები საავადმყოფოში. ყველას განურჩევლად თავზარი დასცა მღ. ნესტორ მინდელის ასე უეცარმა სიკვდილმა. ნესტორი ხალხს ძალიან უყვარდა; მას
დიდი ნდობა და პატივისცემა ჰქონდა დამსახურებული. სადაც კი საზოგადო საქმე გამოჩნდებოდა, ყველგან ნესტორი მხურვალე მონაწილეობას ღებულობდა. იმის მეოხებით დაარსდა ონში სახალხო უფასო სამკითხველო, საქალებო სკოლა და ბევრი სხვა. მთელმა საზოგადოებამ დიდი ამბით და პატივისცემით დაასაფლავა ნესტორი. ბევრი გრძნობით სავსე სიტყვა იყო წარმოთქმული მის საფლავზე. ილაპარაკა აგრეთვე ებრაელების რაბინმა ბაზოვმა. გრძნობიერი სიტყვა წარმოსთქვა სხვათა შორის ამ. გამყრელიძემ, რომელმაც მშვენივრად დაახასიათა განსვენებულის უანგარო პიროვნება“. გაზეთი „კოლხიდა“ ოდნავ სხვანაირად გადმოგვცემს ამ ამბავს: .. ზოგი წყალში იყო ჩაცვენილი და ზოგიც წყლის პირათ ეყარენ. მღვდელი მინდელი გლინეიკის“ ქვეშ იყო თურმე მოტნეული.ეს სამი ადამიანი ონის საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ მინდელი ერთისსაათის განმავლობაში გარდაიცვალა: კისრის ძვლები ჰქონებოდა დამსხვრეული. საბრალო მღვდელი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, ცოლ-შვილით დატვირთული. მსახურობდა ონის ახლო სოფელში -– ღარში და თვით ონის სასწავლებელში საღვთო სჯულსაც
ასწავლიდა". დარჩა მეუღლე –– ეფროსინე ყაფლანის ასული
(დაბ. 1866წ.) და შვილები: ნადეჟდა (გარდ. 1962წ., გათხოვილი იყო ჩიკვაიძეზე), ვლადიმერ, ვალერიანი, კონსტანტინე, მარიამი. მამა ნესტორის გარდაცვალები შემდეგ ოჯახს მისი პედაგოგა( მუშაობის 5 წლის, 9 თვისა და 1 დღის და მღვდლობის 24 წლის, თვისა და 2 დღის სამსახურისათ ვის წელიწადში 300 მან. პენსია დაენიშნა.
მინდელი ონისიმე ტრო ფონის ძე (1859, სოფ, სოფ რაჭის მაზრა, ქუთაისის გურბერნია -- 19.03.1931, ქ. თპილისი) -–- მღვდელი. დაიბად
მედავითნის ოჯახში. 1872 წელ დაამთავრა გორის სასულიერი სასწავლებელი. 1875 წელს ჩააბა რა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1876 წელ მეორე კურსიდან მიატოვა სწავლა. 1880 წელს ქ: თაისის ვაჟთა გიმნაზიაში ჩააბარა გამოცდები და მიიღო პედაგოგის დიპლომი. ამავე წელს ქუთაისი საქალაქო სასწავლებელში მასწავლებლად დაიწყი მუშაობა, სადაც 1885 წლის 1 სექტემბრამდე დაჰყი ადგილი ავადმყოფობის გამო დატოვა. 1893 წლი 4 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმ (ქიქოძე) სორის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მას წავლებლად დანიშნა, სადაც აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობა გააჩაღა. ამასთან დაკავშირები:
ქართულ პრესაში ვანო ჭიჭინაძე წერდა: „სოფელ სორი დაბა ონიდან დასავლეთის მხარეზე ძევს ათი ვერსის მანძილით მოშორებული, მდ. რიონი ჭალაში. ამ სოფელში დგას ძველისძველი ეკლესია, რომელსაც სახელათ ჯვარი მონასტერი ეწოდება... ამ სოფლის უანგარო მოღვაწე დღეს ონი“ სიმე მინდელია. მან მიანება ქ. ქუთაისში ცხოვრე ბას თავი და მოუახლოვდა ისევ თავის სოფელ! ეს პატიოსანი ადამიანი დროზე მიხვდა, რომ მისოფელში სამკალი კაი ხნის შემოსული იყო, მხოლოდ მომკალი კი არავინ ჰყავდათ. მოვიდა არა, ჩააგონა გლეხებს, რომ აეშენებინათ სკი
ლა. დიდი ხვეწნის შემდეგ გლეხებმა ააშენეს ოროთახი. თითონ ონისიმემ თავისი ხარჯით გააკეთა შეგირდებისათვის სტოლები, სკამები და სკოლი
ყოველი იარაღი. მოაგროვა რამდენიმე მოსწავლე და დაუწყო უსასყიდლოთ სწავლება. ონისიმე ცდას ამაოდ არ ჩაუვლია. რაკი გაიგეს გლეხებმ სწავლის გემო, ერთმანეთს ჩააგონეს, სკოლაშ შვილებს თუ შევიყვანთ, სოფელი აღარც ჭირში და რაღარც ლხინში აღარ მიგიკარებთო. ასე და ამ რიგათ, ორ-სამ წელიწადში სკოლა სულ მთლად გაივსო შეგირდებით და მას აქეთ ისევ უსასყიდლო. შრომობს ეს პატიოსანი ადამიანი მიუხედავად ონისიმეს პირადი შრომისა და მცდელობისა, მას არ გააჩნდა სახსრები ხანგრძლივა;
შეენახა სკოლა, რადგან ამ საქმეს ჭირდებოდა გარ
9-5 საპატრიარქოს უწყებანი N9 9-15 მარტი 2017წ გვ.19
სორელი მინდელების სასულიერო ოჯახი(გაგრძელება)
კვეული ფინანსები, რაც ხელმოკლე პედაგოგს არ მოეპოვებოდა. 1895
წელს მან გაზეთ „ივერიაში“ ქართველ საზოგადოებას დახმარება და თანადგომა სთხოვა: „მე ვიმყოფები სამრევლო სკოლის მასწავლებლად
რაჭის მაზრის ერთს მიყრუებულს სოფელს სორში და არავითარი საშუალება არა მაქვს, რომ სამრევლო სკოლის მოწაფეების და საზოგადოდ მცხოვრებლების სულიერის საზრდოს მასალა მოვიპოვი და მით " დავაკმაყოფილო იგინი. ხშირად მოდიან ჩემთან და მთხოვენ საკითხავს და წიგნები და სხვა მხრით არავინ მაწვდის ძმურად ხელს. ამისთვის თქვენის პატივცემულის გაზეთის საშუალებით ვთხოვ ყოველს მოძმეს, საზოგადოების მოთხოვნილების გულშემატკივარს და თანამგრძნობელს,
რომ არ დაიშურონ თითო-ოროლა წიგნი რწმუნებულის ჩემდამო სკოლის წიგნთ-საცავისათვის და მით მომცენ საშუალება ხალხში წერა-კითხვის
გავრცელებისათვის. უმეტესად ვთხოვ ტფილისის მოძმეთ, ქუთაისის სათავადაზნაურო და საურთიერთო ნდობის ბანკების წარმომადგენელთ
და მოსამსახურეთ, სათავადაზნაურო, სამოქალაქო და სასულიერო სასწავლებლებისა და სხვების ამხანაგთ-მასწავლებელთ, წიგნის გამომცემელთ საზოგადოებებს და საზოგადოდ ყოველს განათლებულს პირს, რომ არ დაიშურონ თითო-ოროლა წიგნი სკოლისათვის. მასთან ვთხოვ ბ. ბესარიონ ვასილის ძე ლოსაბერიძეს, საქმის მწარმოებელს ქუთაისის მიხეილის ბანკისას, ამ საქმის მოთავეობას. თქვენის გაზეთის საშუალებით გულითადს მადლობას ვუძღვნი ბ. „ნოვოე ობოზრენიეს“ რედაქტორს და ტფილისის საიმპერატორო მეურნეობის საზოგადოებას თავისის პატივცემულ გაზეთების სკოლისათვის მუქთად დათმობისათვის“,.
1903 წლის 5 იანვარს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და მუხლის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. 1904 წლის 13 იანვარს მუხლის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ დაინიშნა. 1904 წლის 26 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1905 წელს მისი თაოსნობით სორში გაიხსნა სკოლა, სადაც 1910 წლის 13 ოქტომბრიდან ბავშვებს თავადვე ასწავლიდა. 1905 წლის 20 მაისს იმერეთის ეპარქიალური სასწავლო საბჭოს რაჭის მაზრის განყოფილების წევრად აირჩიეს. 1904-1906 წლებში იყო სასულიერო დეპუტატი. 1908 წლის 8 ოქტომბერს მუხლის
სკოლაში საღვთო სჯულის სწავლება დაევალა. 1912 წლის აგვისტოში ყველასათვის საყვარელმა და პატივცემულმა ქართველმა მგოსანმა აკ. წერეთლმა რაჭა-ლეჩხუმში იმოგზაურა. იგი სოფ. სორსაც ესტუმრა. ქართული პრესა დეტალურად აშუქებდა ამ ისტორიულ მოვლენას. გაზ. „სახალხო გაზეთი“ თავის ფურცლებზე წერდა: „ცხრა საათზე შევედით სოფ.
სორში, წვიმდა, ბნელი ღამე იყო, მაგრამ სოფელი კი მთლად განათებული იყო ფარნებით, ჭრაქებით და მაშხალებით. მისავალში მდ. „სანტარულის“
ხიდთან, ყვავილებიანი კამარებით მორთულ-მოკაზმულთან, მოეყარა თავი სორის საზოგადოებას განურჩევლად წოდებისა და სქესისა. ჩამწკრივებულიყვნენ ორსავემხრით გზის პირად და მოუთმენლად ელოდებოდენ ძვირფასს სტუმარს. დაინახეს თუ არა ეტლები, შეიქმნა ერთი ტაშის ცემა, „გაუმარჯოს“ და „ვაშას“ ძახილი. მისავალში ხიდზე კამარაზე ჩამოკიდებული იყო მგოსნის სურათი, წავიკითხეთ შემდეგი წარწერა: „ჩვენს მგოსანს აკაკის სალამს უძღვნის სოფ. სორი“. მოართვეს პურმარილი და მისასალმებელი სიტყვა უთხრა მღვდელმა ონისიმე მინდელმა. შემდეგ მგოსანი მიიწვიეს ხალიჩებით მოფენილ დარბაზში მ. გოცირიძისას, სადაც გამართული იყო დიდებული ვახშამი. მგოსანმა ნახევარი საათი დაისვენა ოთახში, იმუსაიფა, მოისმინა პატარა ბავშვების ლექსები და შემდეგ ისურვეს ვახშამზე საზოგადოებასთან გამოსვლა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს წვიმა შეგვესწრო და 25 ვერსი გამოვიარეთ, აკაკი
დაღლილობას არ გრძნობდა და მხიარულ ხასიათზე იყო. ვახშამზე ას სულზე მეტნი ვიყავით. თამადობა მიულოცეს მღვდელს ონისიმე მინდელს,
რომელმაც გრძნობიერი სიტყვით ადღეგრძელა
მგოსანი, ქართველი ერი, მგოსნის მხლებლები,
პრესის წარმომადგენლები, მანდილოსნები, მოზარდი თაობა და სხვა... ვახშამი გაგრძელდა ღამის პირველ საათამდე“.
წიგნებს, მაგრამ, ჩემდა საუბედუროდ, ჩემის საშუალებით ვერ მოვი
პოვე რიგიანი სახალხო წიგნაკები
9-6 საპატრიარქოს უწყებანი N9 9-15 მარტი 2017წ გვ.20
სორელი მინდელების სასულიერო ოჯახი(დასასრული)
1912 წელს მამა ონისიმეს სკუფია უბოძეს. 1913 წლის 25 მაისს ქ. თბილისში ტრაგიკულად დაიღუპა (დაიწვა თავისივე დუქანში -– გ. მ.) რაჭველი კაცი,
სოფ. ბარის ყოფილი მამასახლისი და დაუზარელი მშრომელი, სოფ. მუხლის მკვიდრი იობ სოფრომის ძე ისაკაძე. განსვენებული 30 მაისს თბილისიდან წამოასვენეს და 31 მაისს საღამოს 9 საათი იყო, როცა
სოფ. მუხლს სამი ვერსის მანძილზე მოუახლოვდნენ, სადაც აუარებელ ხალხს მოეყარა თავი. ცხედარი ჯერ კიდევ არ იყო ეტლიდან გადმოსვენებული, როცა მას პატარა სიტყვა მამა ონისიმემ წარმოსთქვა: „ძვირფასო ძმაო იობ, შენი რჩევით ჩავიცვი ანაფორა! შენ მეუბნებოდი, რომ მღვდელს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია სოფლადო. შენ შემაყვარე ეკლესია, შენ შემაყვარე საზოგადო საქმე, შენი წერილები მამხნევებდენ ყოველ დაწყებულ სახალხო საქმეში, შენ ააღორძინე ჩვენი სოფლის სკოლა, შენ განაახლე და გააფართოვე ჩვენი სასოფლო გზები. ახლა კი შენს მოღვაწეობას მოკლებული ვიქნებით ჩვენ და შენი კუთხის საზოგადოებაც. დაგვტოვე შენ ობლათ, ჩვენო ძვირფასო, დაუვიწყარო იობ!“ ამის შემდეგ ცხედარი სოფ. მუხლამდე ხელით წაასვენა ხალხმა. სკოდრის
ხიდთან ხალხი შეჩერდა და მამა ონისიმემ პანაშვიდი გადაიხადა.
1913 წლის 19 სექტემბერს მღვდელი ონისიმე სორის მაცხოვრის ჯვარცმის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1913 წლის 15 ოქტომბერს სორის სამრევლო საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. 1922 წლის ივნისში კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს მუხლისა და ლიხეთის წმ. გიორგის ტაძრების წინამძლვრად იხსენიება. სავარაუდოდ, 1923/1924 წლებში მამა
ონისიმემ ანაფორა გაიხადა. მისის შთამომავალი, ქალბატონი იზა მინდელი იხსენებს: „ჩვენს ოჯახში შემონახულია მამა ონისიმეს ერთ-ერთი წერილი, სადაც გულისტკივილით ამბობს, ანაფორა გამხადეს ბოლშევიკებმა და ამას შვილების გამო დავთანხმდიო. ვინ ჩივა ანაფორას, წვერიც არ გამპარსონო“. ყოფილი მოძღვარი 1930 წლის მარტში გარდაიცვალა. დაკრძალულია სორის საგვარეულო სასაფლაოზე. მეუღლე -- ოლღა ქაიხოსროს ასული (დაბ. 2.02.1872წ.) და შვილები: ნინო, შალვა (დაბ.
3.01.1899წ.), შუშანიკი (დაბ. 12.01.1900წ.), ლიდია (დაბ. 5.01.1905წ.), ბიძინა (დაბ. 12.06.1907წ.), ელიზბარი (დაბ. 1.02.1909წ.), ანასტასია (დაბ. 1.02.1910წ.), აშოტი (დაბ. 19.01. 1912წ.).
12 საპატრიარქოს უწყებანი N12 30მარტი-5აპრილი 2017წ გვ.18
დეკანოზი ნიკოლოზ მიქაძე 1720-1789
დეკანოზი ნიკოლოზ გაბრიელის ძე მიქაძე 1720 წელს ქ. თბილისში, დეკანოზის ოჯახში დაიბადა. ამ გვარმა XVIII ს-ში ქართულ კულტურას რამდენიმე თვალსაჩინო მოღვაწე მისცა. მათი შორეული წინაპრები სამეგრელოდან გადმოვიდნენ ქართლში. აქ ისინი სასულიერო წოდებაში შესულან. XVI ს-ის II ნახ. მიქაძეების ოჯახში მემკვიდრეობით გადადიოდა თბილისის სიონის დეკანოზობა და ჯვარისმტვირთველობა. მოგვყავს ამის დამადასტურებელი სიგელი: „ესე განაჩენი განუახლეთ ჩვენ მეფედ
მეფემან ლუარსაბ ამას ზედა, რომელი ჯვარის მტვირთველი კარის ჩვენისა შეისარჩლენ მიქაძე ამბროსი და თორელი ქაბულ. თორელმა იჩივლა,
ბოლნისთა სახასადრო და მემალეობის სარგო საერთო არისო. ამაზე მიქაძემ ძველ მეფეთა სიგელნი წარმოადგინა, რომელ საკუთარი მისი იყო. აგრეთვე დიდმა მნათობმა კათალიკოსმა ზებედემ უწამა გუჯართა გარჩევით და გამოძიებით. ამისათვის ჩვენც ესრეთ დაუმტკიცეთ ყოველი საჯვარის მტვირთველო სარგო საერთოდ ედვასთ და ბოლნისთა ათეული საკუთრად მიქაძე ამბროსი დეკანოზისათვის დაგვიც, რადგან ძველთაგანვე
ესრედ განწესებულა, ჩვენც ეგრეთვე დაგვიმტკიცებია და ეგრედმცა ჰგიან უცვალებელად ყოველთა შემდგომთა მეფეთა და მეპატრონეთაგან. დამტკიცდა აპრილის 3, ქკს სვმ, 1558წ.“. საარქივო დოკუმენტებით ირკვევა, რომ ამ ამბროსის შვილს რქმევია ხარიტონი, შვილიშვილს კი იესე. ისინი სიონის საყდრის დეკანოზებად და სამეფო კარზე მემკვიდრეობით ჯვარის მტვირთველებად იწოდებიან. XVII ს-ში მოღვაწე დეკანოზ იესეს ხუთი ვაჟი ჰყავდა: მიქელი (ცნობილი მესტამბე, 1712 წელს „ვეფხისტყაოსნის გამმართველი, +1740წ.) ზაზა (შემდგომში –- თბილელი მიტროპოლიტი ექვთიმე, 1684- 22.05.1740წწ.), დეკანოზი გაბრიელი (დაბ. 1687წ.), დავითი, მღვდელი ოსე (1698-1758წწ.) იმავე დროს, ამ ოჯახის წარმომადგენლები ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდნენ და თავი გამოიჩინეს, როგორც შესანიშნავმა კალიგრაფებმა და მწიგნობრებმა. დეკანოზ გაბრიელის გადაწერილია, მაგალითად,„გულანი“ (ხელნაწ. ინსტ. # –– 910); დეკანოზ ოსეს ვაჟები იყვნენ საინტერესო მემუარების („ცხოვრება-ანდერძის“) ავტორი იესე ოსეს ძე (1728-1786წწ.) და მთარგმნელი, რედაქტორი, ორიგინალური შრომების ავტორი და გადამწერი, დეკანოზი იოანე ოსეს
ძე (1750-1802წწ.). მიქელი, ექვთიმე და დავითი უშვილოები იყვნენ და შთამომავლები არ დარჩენიათ. სასულიერო პირები იყვნენ გაბრიელის ვაჟები: არქიმანდრიტი კირილე, დეკანოზი ნიკოლოზი და ნეკრესელი მღვდელმთავარი ამბროსი (ერისკაცობაში -– ზაქარია), ცნობილი მქადაგებელი და კალიგრაფი. კირილე არქიმანდრიტი თავის თავს უწოდებს
ამირანის ძეს, ხოლო ამბროსი ზოგან მიქაძე-ამბროსოვის გვარით იხსენიება. ძმათა გვარების სხვაობა საქმეში ჩაუხედავ ადამიანს გაუგებრობას უქმნის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ღვიძლ
ძმათა წინაპარი იყო ამირან ამბროსაშვილი. ამირანი და მისი შვილები იყვნენ „სიონის საყდრის ყმები“, ხოლო ერთი მათგანი, ამბროსაშვილი იესე, რომელიც ზემოთაც ვახსენეთ, 1684 წელს უკვე სიონის
საკათედრო ტაძრის დეკანოზია. მისი შთამომავლებიდან იესე ოსეს ძე 1764 წლის 25 ივნისს თავადობას და ბარათაშვილის გვარს იღებს, ხოლო გაბრიელის შტომ მამაპაპისეული გვარი შეინარჩინა და მას მიქაძის გვარიც წაუმატა. იოანე ბატონიშვილის მამა ნიკოლოზის შესახებ წერდა: „სიონის დეკანოზი ყოინის ძე იყო საღმრ
12-1 საპატრიარქოს უწყებანი N12 30მარტი-5აპრილი 2017წ გვ.19
დეკანოზი ნიკოლოზ მიქაძე 1720-1789 (გაგრძელება)
თო წერილში გამოცდილი, ხუცურის ხელის მწერლობაში პირველი, რომელ ჯერეთ არვინ ყოფილა ამისთანა მშვენიერის ხელის მწერალი, ვითარცა ესე, და აგრეთვე ხელჩამომრთმელი მშვენიერად. ამან გარდასწერა მრავალნი საღმრთონი წერილნი. და ამან აღწერა ერთისა კალმითა მთელი კონდაკი, სამღვდელო მსახურებაში სახმარი, რომელსა მეორე კალამი წერაში არ უხმარია და არცა იგი კალამი ხელმეორე გამოუჭრია. ამან დია პატიოსნებით იცხოვრა და უყვარდათ მეფეთაცა. და ესრეთ დაასრულნა წელნი თვისნი“. ნიკოლოზის უადრესი დარჩენილი ხელნაწერი „კონდაკი“ 1731 წელს მიეკუთვნება, როცა იგი, მინაწერის თანახმად, ყოფილა „წლისა ათერთმეტისა“: „ღმერთო, შეიწყალე ამის მჩხაბავი დეკანოზისშვილი ნიკოლოზი... ვინც იხილვიდეთ და წარიკითხავდეთ, გაზრდას მიბრძანებდეთ ამისათვის რომე ყრმა ვიყავ ამის წერაში და არც ჯერ სხვა
წიგნი დამეწერა. ამის სრულყოფასა ვიქმენ წლისა ათერთმეტისა დეკემბრის 6, ქკს უით“. ჩანს, რომ მწერლის ხელობა მას სულ პატარაობიდანვე
შეასწავლეს. დღემდე დარჩენილია დეკანოზ ნიკოლოზის მიერ ნუსხურით გადაწერილი ბევრი წიგნი, უმეტესად სასულიერო შინაარსისა, რომლებიც
მოწმობს მის ძალიან დიდ დახელოვნებას ამ საქმეში; უკვე 23-26 წლის ჭაბუკი სახელმოხვეჭილი კალიგრაფია, რომელსაც უკვეთავენ გადაწერას: მეფე თეიმურაზII -- „დოგმატიკონს“; ვახტანგ VI-ის სიძე, ანუკა ბატონიშვილის მეუღლე ვახუშტი აბაშიძე „სადღესასწაულოს"“; ანტონ | -- „ლოცვებსა და საგალობლებს“; დოდოს რქის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი სვიმონი -- „სადღესასწაულოს“; ბოდბელი მიტროპოლიტი იოანე (ჯორჯაძე) -- „ორ ტიბიკონს“; იოსებ ურბნელი „საგალობლებს“;
გერმანოზ მროველი -–- „კრებულს“; დარეჯან დედოფალი -- „ანტონ I-ის თვენს“; გიორგი ბატონიშვილი „კონდაკს“. დარჩენილია მისი მხედრულად
ნაწერი კრებულებიც; მისი გადაწერილი წიგნები აღწერილი აქვთ თედო ჟორდანიას და მოსე ჯანაშვილს. გარდა ამისა, იგი საბუთებსაც წერდა.
დეკანოზ ნიკოლოზს სხვადასხვაგვარ შეკვეთათა შესრულება უხდებოდა: შედარებით მცირე ზომის წიგნებს წერდა (დაახლ. 15/20 სმ. ფორმატისა), საშუალოს (დაახლ. 21/16 სმ.) და ფრიად დიდსაც (დაახლ.
42/29, 32/21 სმ. და სხვ.); ზოგი წიგნი (უმეტესობა) მარტივადაა გაფორმებული, შედარებით უპრეტენზიოდ, ზოგი კი საგანგებოდ იყო შეკვეთილი მაღალი არისტოკრატიის წარმომადგენელთა მიერ და
მდიდრულად, საზეიმოდაა მორთული. ასეთი წიგნებია „სადღესასწაულო“ ვახუშტი აბაშიძისა და ანტონ კათოლიკოსისათვის გადაწერილ „საგალობელთა კრებული“ -- ფერადი, მდიდრული თავსამკაულით,
საზედაო ასოებით, ჩარჩოებში ჩასმული გვერდებით, ხლართული მთავრული სათაურებით, მონოგრამებით, რომლებიც შეჯვარედინებული ასოებითაა გამოყვანილი. „სადღესასწაულოში“ წმინდანთა მრავალრიცხოვანი სურათებიცაა ჩართული და სხვ.
ხელი, განსაკუთრებით ნუსხური, დეკანოზ ნიკოლოზს მართლაც დიდად გაწაფული ჰქონდა. წერდა მკაფიოდ, კალმის ძლიერი დაჭირებით, ყოველგვარი სიტლანქის გარეშე, გამოჰყავდა ასოების მსხვილხაზოვანი ნაწილები; ნაწერი იმდენად თანაბარი და ზუსტია, თითქოს მანქანით შესრულებული იყოს, რადგან ძნელი წარმოსადგენია ადამიანის ხელის
ასეთი ავტომატიზაცია (ასეთი რამ დამახასიათებელია XVII-XVIII სს-თა საუკეთესო კალიგრაფების ნაწერისათვის). მიუხედავად ამისა, ნაწერი მშრალ, „მანქანურ“ შთაბეჭდილებას არ ტოვებს, მით უფრო, რომ ნიკოლოზს ყოველთვის გააზრებული აქვს ფურცლის გაფორმების დეკორაციული ეფექტი. დეკანოზ ნიკოლოზის გადაწერილ ხელნაწერებში დიდი ადგილი უჭირავს ანდერძ-მინაწერებს. ჩვეულებრივ, წიგნის გადაწერისას იგი რამდენჯერმე ახსენებს თავის თავს, აღნიშნავს თავის წოდებას (ადრე დეკანოზის შვილად იწოდება, მერე სიონის
დეკანოზად, ერთგან კი სიონის ეკლესიის პროტოპრესვიტერადაც მოიხსენიებს თავის თავს). როგორც ზემოთ დავინახეთ, იგი არ ერიდება თავისი განწყობილებისა და მდგომარეობის გადმოსაცემად ლექსის ჩართვასაც; ანტონ კათოლიკოსის ლოცვათა კრებულში მისი სახელი ყოველ ნაბიჯზე გვხვდება, თანაც არა უბრალო ნუსხურ მინაწერებში, არამედ
ხლართული მთავრულით ნაწერ ტექსტსა და მონოგრამებში, რომელთაც მთელი გვერდები უჭირავთ. ეს უეჭველად მოწმობს, რომ „მწერლის“ შრომა მაშინ ჩვენში დიდად ფასობდა. 1748 წელს იგი უკვე მლვდელია. დეკანოზობა მან,
12-2 საპატრიარქოს უწყებანი N12 30მარტი-5აპრილი 2017წ გვ.20
დეკანოზი ნიკოლოზ მიქაძე 1720-1789 (დასასრული)
თუ მის მიერ გადაწერილ წიგნთა ანდერძებს შევაჯერებთ, 1748-1752 წლებში მიიღო, რადგან 1752 წელს მოსკოვში გაგზავნილ თბილელ მიტროპოლიტ ათანასეს (ამილახვარი) ამალაში დეკანოზი ნიკოლოზი
იხსენიება. მოსკოვში ის დარჩა 1754 წლის აგვისტომდე. იქ ყოფნისას 1753 წელს მან გადაწერა ხელნაწერი # –– 20 (ჟორდანია, ხელნაწერთა აღწერილობა I, 18), ამავე დროს, მოსკოვში იგი იყო სვიმონ ბატონიშვილის მეუღლის -– ანა პაატას ასულის მოძღვარი. სხვადასხვა სასულიერო ავტორთა თხზულებების კრებულს, სახელწოდებით „მარგალიტს“, ასეთი მინაწერი აქვს: „მოსკოს ვიყავ, წიგნსა ვწერდი, მარგალიტსა ობოლსა მე, ნაღვლისაგან შეიწრებულს, ხელი მივყავ ჩხაბასა მე, როდეს მესმა ხმა წასვლისა, ტფილისს წავალ ძმას თანა მე, და იესო მიძღოდე სლვად
ნიკოლაოზ მწერალსა მე, მშვიდობით თქვენ, მოსკოელნო, ვეღარ მოვალ თქვენთანა, მე შენდობა ყავთ ჩემ ცოდვილის, დეკანოზის მგზავრისა მე“.
დეკანოზი ნიკოლოზი სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზად მსახურობდა 1746-1752 და 1754- 1767 წლებში. როგორც ჩანს, 1767 წლის შემდეგ
დეკანოზი ნიკოლოზი ისევ რუსეთში წასულა. იგი მიიცვალა 1789 წლის იანვარში, ბოგოიავლენსკის მონასტერში როგორც ამას წერს მისი ძმა, მიტროპოლიტი ამბროსი ნეკრესელი (H-– 983). დეკანოზი ნიკოლოზი უშვილო იყო, ამიტომ მან იშვილა და აღზარდა იოსებ გიორგის ძე ფალავანდიშვილი, რომელმაც ცოლად შეირთო ნიკოლოზის
ძმისშვილი, ამბროსი ნეკრესელის ერთადერთი ასული თინათინი და შემდეგში იგი გახდა სიონის ტაძრის დეკანოზი.
13 საპატრიარქოსუწყებანი N13 6-12აპრილი 2017წ გვ.19
დეკანოზი პარმენ ებანოიძე 1870-1952
დეკანოზი პარმენ ბეჟანის ძე ებანოიძე 1870 წელს ქუთაისის გუბერნიის ქ. ქუთაისში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და სწავლა სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც 1894 წლის 23 ივნისს დაამთავრა. 1895 წლის 16 იანვრიდან სოფ. ბანოჯის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებელია. 1895 წლის 29 ივლისიდან ქუთაისის მოციქულთა თავთა -– პეტრესა და პავლეს სახ. ტაძართან არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლის პედაგოგია. 1895
წლის 4 დეკემბრიდან საკვირაო სკოლის საღვთო სჯულს ასწავლის. 1897 წლის 21 დეკემბერს ალავერდის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი), რომელიც იმ პერიოდში იმერეთის ეპარქიასაც მართავდა, პარმენი დიაკვნად აკურთხა და ლეჩხუმში, სოფ. დერჩის მაცხოვრის ამაღლების სახ. ტაძარში განამწესა. 1898 წლის 21 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და იმავე ტაძარში დაადგინა. 1898 წლის 1 სექტემბრიდან დერჩის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგე და საღვთო სჯულის მასწავლებელია. 1900 წლის 10 მაისიდან იმერეთის ეპარქიალური სასწავლო საბჭოს ლეჩხუმის
მაზრის განყოფილების წევრია. იმავე დღეს დერჩის სახალხო სამინისტრო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. 1902 წლის 13 თებერვალს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1902 წლის 19 ივლისს ლაილაშის ოლქის სამღვდელოებამ საეპარქიო კრებაზე დამსწრე სასულიერო დეპუტატად აირჩია. 1906 წლის 4 სექტემბერს სოფ. გუმათის მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1907 წლის 7 ივლისს ქ. ქუთაისის მთავარხუცესის კანდიდატად აირჩიეს. 1908 წლის 3 ივლისს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მმართველი საბჭოს წევრია. 1909 წლის 2 მარტს სკუფია უბოძეს. 1910 წლის 13 მარტიდან ქუთაისის სასოფლო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგია. 1917 წლის 8-17 სექტემბერს, როგორც იმერეთის
ეპარქიის დელეგატი, ესწრებოდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებას. 1927 წლის 7 დეკემბერს ქ. ქუთაისში გაიმართა ქუთაის-გაენათის ეპარქიის საეპარქიო კრება, რომელმაც იმსჯელა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ დავითის (კაჭახიძე) ღირსეულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით და დაადგინა: „დღეს, როცა თქვენ შეგისრულდათ ოცი წელი მღვდელმთავრად სამსახურში ყოფნისა, გულწრფელად აცხადებს თავის სიხარულს, რომ თქვენ ხართ მათი მწყემსმთავარი, და გისურვებთ ხანგრძლივ და კეთილდღეობით სიცოცხლეს და მუშაობას სასიკეთოდ ჩვენი ეკლესიისა და კერძოდ, ქუთაისის ეპარქიისა“. საბუთს
ხელს აწერს სამღვდელოება და, მათ შორის, მღვდელი პარმენ ებანოიძე. 1936 წლის 6 ნოემბერს ქუთაისის სამლვდელოებამ საკათალიკოსო სინოდს სამო
13-1 საპატრიარქოსუწყებანი N13 6-12აპრილი 2017წ გვ.20
დეკანოზი პარმენ ებანოიძე 1870-1952 (გაგრძელება)
ქალაქო ტანსაცმლით სიარულის უფლება სთხოვა. ამ საბუთს ხელს აწერდა ქალაქის სამღვდელოება, რომელთა შორის იყო დეკანოზი
პარმენიც. როგორც ამ ორი საბუთიდან ირკვევა, მამა პარმენმა 1928-1936 წლებში დეკანოზის წოდება მიიღო. 1938 წლის 30 დეკემბერს საკათოლიკოსო კანცელარიის მმართველი, დეკანოზი
მიხეილ მახათაძე წერილს უგზავნის ქუთაის-გაენათის ეპარქიის კანცელარიის მმართველს, დეკანოზ ნაუმ შავიანიძეს: „პატივცემულო მამაო ნაუმ, გიგზავნით ორ მანდატს და ორ რეზოლუციას. რომელი მღვდლებიც აღარ ასრულებენ მსახურებას, მანდატები უკან გამოგზავნეთ. ებანოიძის მანდატი გამოიწერება მაშინ, როდესაც ის მიეწერება
რომელიმე ეკლესიას. მამა კუციას ცალკე ეგზავნება მანდატი. მღვდელი დიმიტრი ლომიძე ცოცხალია და მუშაობს. მამა შანიძეებს ცნობა გადაეცით მაშინ, · როდესაც ისინი შეასრულებენ რეზოლუციას. მღვდელ ამბაკო ჩიკვაიძეს და მღვდელი ბიქტორ ბარბაქაძის შესახებ ცნობები არ გვაქვს, რადგან თქვენს მიერ უკანასკნელად გამოგზავნილ სიას ვეღარ ვპოულობთ. გთხოვთ სასწრაფოდ გამოგზავნოთ ახალი სია“. როგორც ამ წერილიდან ირკვევა, დეკანოზ პარმენი 1938 წელს არც ერთ სამრევლოში არ მსახურობდა და არ ჰქონდა სპეციალური მანდატი, რომლის ძალითაც მაშინ სამღვდელოებას უფლება ეძლეოდა ღვთისმსახურება აღესრულებინა. 1945 წლის 28 მარტს და 1946 წლის 1 ივლისს საქართველოს საკათალიკოზოში არსებულ მოქმედ ეკლესიათა და ღვთისმსახურთა ჩამონათვალში ქუთაისის მწვანეყვავილას მთავარანგელოზთა სახ. ტაძარზე მიწერილ მღვდელმსახურად ითვლება და წერია, რომ ცხოვრებს ქ. ქუთაისში,
გოჭოურაზე. 1946 წელს ქუთათელი ეფრემი უწმინდეს კალისტრატეს ქუთაის-გაენათის ეპარქიის სამღვდელოების სიას უგზავნის, სადაც ჩამოთვლილია მათი წლიური შემოსავალი და რამდენი მანეთით არიან ისინი დაბეგრილები. დეკანოზ პარმენის შემოსავალი იმ წელს 8400 მანეთი ყოფილა და იგი 1192 მანეთით დაუბეგრავთ. 1927 წლის სექტემბერში თბილისში გაგზავნილ ოფიციალურ ჩამონათვალში იგი უკვე ქუთაისის პეტრესა და პავლეს სახ. ტაძარზე მიწერილ მოძღვრთა სიაში
იხსებიენა. 1947 წლის ნოემბერში ქუთაისის წმ. გიორგის სახ. ტაძრის მეორე მღვდლად დაადგინეს. 1950 წელს აღარ იხსენიება მოქმედი სამლვდელოების რიგებში. სავარაუდოდ, იგი ამ დროს პენსიაზეა გასული. დეკანოზი პარმენი 1952 წლის 25 თებერვალს გარდაიცვალა. დაკრძალეს 2 მარტს ქუთაისის ერთ-ერთ სასაფლაოზე. ჰყავდა მეუღლე მინადორა მაქსიმეს ასული ფხაკაძე (დაბ. 10.09.1894წ.) და შვილები: ანასტასია/ანიკო (დაბ. 1898წ., მეუღლე ა. ჭყონია), ალექსანდრა (დაბ. 1899წ., მეუღლე ვ. ჩუბინიძე), კონსტანტინე (დაბ. 1904წ., მეუღლე ფეფუცა ჯაფარიძე), მა- რიამი (დაბ. 1905წ.), დავითი (დაბ. 1906წ.), არიადნა (დაბ. 1907წ., მეუღლე თ. რუსაძე).
16 საპატრიარქოს უწყებანი N16 4-10მაისი 2017წ გვ.18
დეკანოზი ქრისტესია თხინვალელი 1879-1942
დეკანოზი ქრისტესია 1879 წლის 19 თებერვალს თბილისის გუბერნიაში, გორის მაზრაის სოფ. კავთისხევში ნიკოლოზ ქრისტეფორეს ძისა და სოფიო
გიორგის ასულ თხინვალელების მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მამამისი, მლვდელი ნიკოლოზი, წოდებით გლეხი გახლდათ. მიღებული ჰქონდა შინაური განათლება. 1870 წლის 3 ივლისს ჭვარების წმ. გიორგის სახ. ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1872 წლის 3 ივლისს დოესის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1875 წლის 3 აპრილს ხოვლეს წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძარში განამწესეს. 1876
წლის 17 მაისიდან კავთისხევის მთავარანგელოზთა სახ. ტაძრის მედავითნეა. 1879 წლის 23 დეკემბერს დიაკვნად აკურთხეს. 1886 წლის 8 ოქტომბერს კავთისხევის ტაძრის განახლებისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1892 წლის 4 ივლისს საკრამულის წმ. ილია წინასწარმეტყველის სახ. ტაძარში დაინიშნა. 1906 წლის 1 ივლისს წილკნის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარში დაადგინეს. 1915 წლის 23
აპრილს მღვდლად დაასხეს ხელი და ლარგვისის წმ. თეოდორე ტირონის სახ. ტაძარში დაინიშნა. დეკანოზ ქრისტესიას გარდა მას კიდევ ექვსი შვილი ჰყავდა: დანიელი (დაბ. 1886წ.), მელეტი (დაბ. 1888წ., გარდაიცვალა ადრეულ ასაკში), მარიამი (დაბ. 1891წ.), ზინობი (დაბ. 1893წ.), არჩილი (დაბ. 1898წ.), ალექსი (დაბ. 1900წ.). 1900 წლის 31 მაისს ქრისტესიამ თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა. 1901 წლის 21 იანვარს საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 26 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და მჭადიჯვრის მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში განამწესა. 1903 წლის იანვრიდან საქართველოს სასწავლო ეპარქიალური საბჭოს დუშეთის მაზრის განყოფილების წევრია. 1903
წლის 20 დეკემბერს მჭადიჯვრის სამინისტრო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1904 წლის 21 აპრილს დიდი გომარეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1905 წლის 16 მაისს, პირადი თხოვნის საფუძველზე, თბილისის მამადავითის წმ. დავით გარეჯელის სახ. ტაძარში გადმოიყვანეს და მედავითნის შტატში აიყვანეს. სავარაუდოდ,მისი გომარეთიდან წასვლა უკავშირდება კონკრეტულ შემთხვევას, რომელიც მას გადახდა. ამასთან დაკავშირებით მოძღვარი ქართულ პრესაში წერდა: „ბატონო რედაქტორო! უმორჩილესად გთხოვთ, თქვენს პატივცემულ გაზეთს „ივერიაში“ ადგილი დაუთმოთ ამ ჩემს მცირე შენიშვნას იმ ცნობისა, რომელიც ჩემზედ იყო დაბეჭდილი 73-ე ნომერში (რადგანაც
ამგვარმა ცნობამ შეიძლება ვისმე ეჭვი შეატანინოს ჩემს პიროვნებაზედ). კავკასიაში გაძლიერებულ დაცვის წესების შემოღებამდე კერძო პირთ შეეძლოთ ადმინისტრაციის ნებადაურთველად ყოველნაირ სისტემის თოფების ყიდვა და ტარება სოფლად, გარდა იმ სისტემის თოფებისა, რომელიც იხმარება ჯარისკაცთა მიერ. ამიტომ მივიღე რა მხედველობაში ჩემდამო რწმუნებულ მრევლის აუცილებელი საჭიროება იარაღის შეძენისა, რომელიც (საჭიროება) გამოწვეულია, სხვათა შორის, ეთნოგრაფიული პირობებით, წინადადება მივეცი ხალხს, გამოეწერათ კანონით აუკრძალველი თოფები რომელიმე რუსეთში არსებულ თოფ-იარაღის
ქარხნიდგან. რამდენისამე პირთა სურვილითა და ხარჯით, წარსულს იანვრის ნახევარში, მთავრობის ნებადაურთველად (და არა ნებართვით) გამოვიწერე ქ. იჟევსკის ა. ნ. ევდოკიმოვის თოფ-იარაღის ქარხნიდან (და არა საზღვარგარეთიდან) რვა ცალი სხვადასხვა სისტემის თოფი (გარდა ახალი
სისტემისა), რომელიც მაისის პირველს მივიღე და ჩემს დიაკვანს ა. ი -–– ძეს გავატანე სოფ. დიდ გომარეთში პატრონთათვის ჩასაბარებლად, მაგრამ
გზაზედ საერობო დარაჯებს დაუპატიმრებიათ, გადაუციათ ადმინისტრაციისთვის გამოწერილ თოფებითურთ და ჩამოუყვანიათ ტფილისში, სადაც ამჟამად იმყოფება დაპატიმრებული". 1905 წლის 5 სექტემბერს მღვდელი ქრისტესია მა-
16-1 საპატრიარქოს უწყებანი N16 4-10მაისი 2017წ გვ.19
დეკანოზი ქრისტესია თხინვალელი 1879-1942 (გაგრძელება)
მა დავითის ტაძართან არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაადგინეს. იმავე წლის? სექტემბერს ასევე დაევალა თბილისის პეტრე-პავლეს გერმანულ სკოლაში მართლმადიდებელთათვის საღვთო სჯულის სწავლება. 1909 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1909 წლის 30 სექტემბერს კუკიის ქალთა სკოლის საქველმოქმედო საზოგადოების წევრად დაინიშნა. 1909 წლის 27 ოქტომბრიდან ვერის საქალაქო სასწავლებლის საღვთო სჯულის პედაგოგია. 1913 წლის 7 ოქტომბერს თავად არღუთინსკი-დოლგორუკის კერძო სკოლის პედაგოგად დაადგინეს. იმავე წლის 14 დეკემბერს ვაზიანის დაწყებითი საქალაქო სასწავლებლის საღვთო სჯულის პედაგოგად მუშაობს. 1914
წელს სკუფია უბოძეს. 1916 წელს იხსენიება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილ წევრად. 1916 წლის 23 დეკემბერს კამილავკით დაჯილდოვდა და ამ დროს ქაშვეთის წმ. გიორგის სახ. ტაძრის კრებულში ჩანს. 1917 წლის 11 ივლისის ცნობით თბილისის კარის წმ. გიორგის სახ. ტაძრის მღვდელმსახურია. 1917 წლის 22 აგვისტოს გაიმართა საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის მორიგი
სხდომა, სადაც მე-10 პუნქტში მოისმინეს მმართველობის მდივნის, დავით დავითაშვილის, ზეპირი მოხსენება, რომელშიც ვკითხულობთ: „ყოვლადსამღვდელო თავჯდომარის და ზოგიერთ წევრთა
თანხმობით, წარსულ მკათათვის 20 რიცხვიდან მოვიწვიე თანამშრომლად მღვდელი ქ. თხინვალელი, თვეში 60 მან., მხოლოდ ამ ფულიდან თხინვალელმა სურვილი გამოაცხადა, ნახევარი მიიღოს
და მეორე ნახევარი კი მმართველობის საჭიროებათათვის შეიწიროს“. კრებამ ეს განჩინება დაამტკიცა და მღვდელ თხინვალელს ნახევარი ჯამაგირის შემოწირვისათვის მადლობა უძღვნეს. როგორც ამ საბუთიდან ვგებულობთ, მამა ქრისტესია თბილისის საეპარქიო კანცელარიის საბჭოს მდივნის დავით დავითაშვილის თანაშემწედ დაინიშნა. ამ პოსტზე იგი 1919 წლის 9 დეკემბერსაც ჩანს. 1918წლის6 დეკემბერს მღვდელი ქრისტესია სრულიად საქართველოს საკათალიკოზო საბჭოს სწერდა: „სარწმუნო წყაროებიდან გავიგე, რომ საკათალიკოზო საბჭოს სამწერლოში განთავისუფლებულია ადგილი ბლანკების განყოფილების გამგისა.
ვინაიდგან ჩემი ეხლანდელი ჯამაგირი, როგორც სამიტროპოლიტო საბჭოს მდივნის თანაშემწისა, მეტად მცირეა, ამისთვის უმორჩილესად ვსთხოვ სრულიად საქართველოს საკათალიკოზო
საბჭოს, ეს განთავისუფლებული ადგილი მომცეს მე, როგორც თითქმის უმ-
რევლო მღვდელს“. ს 1921 წელს ურბნისის ეპარქიაში, სოფ. ქვემო გომის ტაძარში განამწესეს. 1921 წლის 1-5 სექტემბერს, როგორც ურბნისის ეპარქიის დელეგატე, ესწრებოდა გელათში გამართულ
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მესამე საეკლესიო კრებას და ამ დროს დეკანოზის წოდება აქვს. 1923 წლის 2 თებერვალს დეკანოზი ქრისტესია ქართლ-კახეთის ეპარქიის დროებით მმართველს, ურბნელ ეპისკოპოს ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) სოფ. პრიუტის სამრევლოში განწესებას სთხოვდა, მაგრამ მეუფე ქრისტეფორემ იგი 6 თებერვალს დროებით ქაშვეთის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვრად განამწესა. 1923 წლის 6 მარტს დეკანოზი ქრისტესია ეპისკოპოს ქრისტეფორეს სწერდა: „თქვენი განკარგულების თანახმად, წარსულის თვის ექვსიდან მე ვასრულებდი ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში ორი მღვდლის მოვალეობას იმ პირობით, რომ ჯილდოთ მეძლიოს
ეკლესიის თანხიდან ერთი მღვდლის ნაწილის ნახევარი. რადგან ეს ჯილდო იმდენად მცირეა, რომ პურის ფულადაც არ მყოფნის და არც სხვა რაიმე საშვალება მაქვს ცხოვრებისა, ამიტომ გთხოვთ, მოახდინოთ განკარგულება, რათა ამიერიდან მომეცეს მე იმავე წყაროდან ერთი მღვდლის ნაწილი“. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს. 1923 წელს დეკანოზი ქრისტესია გაზეთ „კომუნისტში“ წერდა: „პატივცემულო რედაქტორო, გთხოვთ მოათავსოთ თქვენს გაზეთში: მე, მღვდელი ქვაშვეთის ეკლესიის, ქრისტესია თხინვალელი, ამით საყოველთაოდ ვაცხადებ, რომ რევოლუციის მსვლელობამ დიდი გარდატეხა მოახდინა ჩემს მსოფლმხედველობაში და მიმიყვანა იმ დასკვნამდი, რომ ჩემი ამდენი ხნის სამსახური არ იყო მშრომელთა კლასისათვის საკეთილდღეო. დღეის რიცხვიდან მე ვსწყვეტ ყოველივე კავშირს სამღვდელოებასთან და მსურს გავხდე სრული მოქალაქე. მთელი ჩემი ენერგიით ვეცდები მომავალში მაინც მშრომელთა სასარგებლოდ ვიმუშაო. ქ. თბილისი. 192ვწ. 10 ივლისი“.
უწმინდესი კალისტრატეს (ცინცაძე) ცნობით, დეკანოზმა ქრისტესიამ 1923 წელს ანაფორა გაიხადა, თუმცა, სხვა ცნობით, 1925 წელს იგი ისევ კარის ეკლესიის მღვდელმსახურად ჩანს.
16-2 საპატრიარქოს უწყებანი N16 4-10მაისი 2017წ გვ.20
დეკანოზი ქრისტესია თხინვალელი 1879-1942 (დასასრული)
1928 წლის 19 მაისს ყოფილი დეკანოზი ქრისტესია ბოდბელ ეპისკოპოს სტეფანეს (კარბელაშვილი) სწერდა: „თქვენი წერილი, დათარიღებული ა. წ.
29 აპრილით, ჩემთვის გაუგებარი მიზეზით მივიღე 10 მაისს და მეორე დღესვე გადავეცი რედაქციის მდივანს თხოვნით, რომ მოეთავსებინაი მახლობელი N-ის გაზეთში. მან, წაიკითხა თუ არა, მაშინვე მითხრა, რომ აღძრულმა საკითხმა იმდენი წერილები გამოიწვია, რომ რედაქცია იძულებულია შესწყვიტოს კამათი მასზეო. მაინც წაიღო თქვენი კორესპონდენცია რედაქტორთან და რამდენიმე დღის შემდეგ დამიბრუნა უკან პასუხით, რომ იგი ვერ სცნობს შესაძლებლად ადგილი დაუთმოს ამ წერილსაო. ასე რომ, ეს წერილი, როგორც თქვენ მწერდით, ამჟამად ჩემთან
ინახება და შეგინახამთ მოკითხვა მაღძრულმა იოსებ იმედაშვილის მისამართი კი ასეთია: თბილისი, პრიუტის ქ. M29. თქვენი მარადის პატივისმცემელი ქ. თხინვალელი“. სამწუხაროდ უცნობია, თუ რა კორესპონდენციაზეა საუბარი. ყოფილი დეკანოზი 1942 წლის 1 ივლისს გარდაიცვალა. დაკრძალეს 5 ივლისს კუკიის წმ. ნინოს სახ. ტაძრის სასაფლაოზე. მეუღლე მარიამ აბრაამის ასული მაჭარაშვილი (1878-13.11.1907წწ., დაკრძალულია მამა დავითის ეკლესიის ეზოში) და შვილები: ნინო (დაბ. 1901წ.), გიორგი (1904-1992წწ., პროფესორი, მუშაობდა საქენერგოში ინჟინრად). ოჯახი ცხოვრობდა ქ. თბილისში, კალანდაძის ქ. 15-ში. გიორგი (1904-1992წწ.) 1935 წლიდან მუშაობდა
ხრამჰესმშენის სამმართველოში ინჟინრის, ელექტრომექანიკური განყოფილების უფროსი ინჟინრის თანამდებობაზე. 1945-1947წწ. ქ. თბილისის 26 კომისრის სახ. ქარხნის ჰიდროტურბინების საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსია, სადაც მისი ხელმძღვანელობით, პირველად საქართველოში, განხორციელდა მის მიერ შემოთავაზებული მცირე სიმძლავრის რეაქტიული კლასის ტურბინების წარმოება და ექსპლუატაციაში შეყვანა. 1947-1967წწ. იყო საქართველოს ნაგებობათა და ჰიდროენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ლაბორატორიის გამგეა. 1951წ. ლენინგრადში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1967-1988 წლებში შრომით მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდრავლიკისა და ჰიდრომანქანების კათედრაზე, სადაც
1967- 1982წწ. ეკავა დოცენტის, 1982- 1988წწ. პროფესორის თანამდებობები. პროფესორი გიორგი 60-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომის ავტორია, მათ შორისაა ორი სახელმძღვანელო და 2 დამხმარე სახელმძღვანელო. იყო აღიარებული ჰიდროტექნიკოსი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში). თხინვალელების ოჯახი ცხოვრობდა ქ. თბილისში, კალანდაძის ქ. 15-ში.
17 საპატრიარქოს უწყებანი N17 11-17მაისი 2017წ გვ.17
დეკანოზი ილია შუბლაძე
დეკანოზი ილია თეოდორეს ძე შუბლაძე 1877 წლის 3 აპრილს ქ. თბილისში, მეორე გილდიის ვაჭრის ოჯახში დაიბადა. წოდებით იყო გლეხი. 1900
წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1900-1901 წლებში გახლდათ გურია-სამეგრელოს ეპარქიის. სოფ. ახუთის ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებელი. 1901 წლის 23 აგვისტოს ახალციხის მაზრის, სოფ. დვირის მიქაელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინამძღვრად გამოარჩიეს. 1901 წლის 14 სექტემბერს დიაკვნად აკურთხეს, იმავე წლის 16 სექტემბერს მღვდლად დაასხეს ხელი. 1901 წლის 16 სექტემბრიდან 1902 წლის 15 დეკემბრამდე იყო დვირის ერთკლასიანი სკოლის გამგე და სალვთო სჯულის პედაგოგი. მისი ხელმძღვანელობის დროს სოფ. დვირის ახლადგასხნილ სკოლას წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ შესწირა 30 ცალი „დედაენა“ და 100 ცალი ქართული საწერი რვეული, ხოლო თავად ი. გოგებაშვილმა სკოლას შესწირა 10 ცალი „დედაენა“ და 50 რვეული. ამ ყველაფრისთვის მამა ილიამ საზოგადოებას დიდი მადლობა გამოუცხადა გაზეთის მეშვეობით. 1902 წლის 13 დეკემბერს შულავერის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს და თბილისის მაზრის
17-1 საპატრიარქოს უწყებანი N17 11-17მაისი 2017წ გვ.18
დეკანოზი ილია შუბლაძე (გაგრძელება)
VI ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. იმავე წლის 18 დეკემბერს ბორჩალოს მაზრის მისიონერად აირჩიეს. მის დანიშვნასთან დაკავშირებით ქართულ პრესაში, ფსევდონიმით „ქვეშელი“, უცნობი ავტორი წერდა: „ქვეში (ბორჩ. მაზრა). 3 თებერვალს მოვიდა ახლად გამწესებული ბლაღოჩინი მამა ილია
შუბლაძე სოფ. ქვეშს, სადაც იყო შეყრილი მთელი სამრევლო. მამა შუბლაძემ საგულისხმიერო დარიგება მისცა მრევლს საეკლესიო სკოლის დაარსების შესახებ. რამდენიმე სოფელმა უარი გამოუცხადა, შეუძლებლობისა გამო, სკოლის დაარსებაზედ, მაგრამ როცა ბლაღოჩინმა აღუთქვა სახელმწიფო დახმარება, სოფელ ხატის (ბოლნისი)
მცხოვრებლებმა განაცხადეს სურვილი, თავიანთ ხარჯზე სკოლა დაარსონ. ამის თაობაზე 25 მარტს დაადგინეს საზოგადო განაჩენი და წარუდგინეს
მამა ბლაღოჩინს, მთელ მაშავრის ხეობის ქართველთათვის ეს პირველი სკოლა იქნება. აქ მოიყრიან თავს შეგირდები რატევნის, აკურთის, ქვეშის, ტანძიის, კიანეთის და სამწევრისის სოფლებიდან. განაჩენის მიღებისთანავე მამა შუბლაძემ აღუთქვა ხალხს, მომავალ ენკენისთვეს სკოლა გაგეხსნებათო. არანაკლები ყურადღება მიაქცია აქაურ ადგილობრივ სამღვდელოებას ახლად გამწესებულმა ბლაღოჩინმა. თვითეული სამრევლო, რომელიც შესდგებოდა რამდენიმე გაფანტულ პატარ-პატარა სოფლებისაგან, წარადგინა სახელმწიფო ჯამაგირის დასანიშნად. მამა შუბლაძემ
აგრეთვე პირველ და საბუთიანად წარადგინა მოხსენება მთავრობის წინაშე სომხებისაგან ჩვენს ძველ ნაშთებზე სომხურის წარწერების ამოჭრის შესახებ. ღმერთმა ჰქმნას, რომ კეთილ მოღვაწეს მამა შუბლაძეს, დიდი ხნის სანატრელი საქმე განეხორციელებინოს ჩვენ საკეთილდღეოდ და თავის სახელის სამუდამო სახსოვრად“. 1903 წლის 14 თებერვალს იგი ბორჩალოს მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ აირჩიეს. 1904 წლის 1 თებერვალს მღვდელი ილია გაზ. „ივერიაში“ წერდა: „წავიკითხე ქართულ ლექსიკონის შესადგენად მოწვეული კრების დადგენილობა იმის შესახებ, რომ დაევალოს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მცხოვრებთ დაეხმარონ კრებისაგან არჩეულ კომისიას ისეთი ქართული სიტყვების მოგროვებაში, რომელიც დარჩენილა ხალხში, მაგრამ ლექსიკონში ჯერ არ არის შეტანილი. რადგანაც ხსენებულ კომისიის ადრესი არ ვიცი, რომ პირდაპირ მივმართო, ამიტომ უმორჩილესად ვთხოვ „ივერიის“ რედაქციას, აცნობოს ამ კომისიას, რომ მე დიდის სიამოვნებით (და, რასაკვირველია, სრულიად უსასყიდლოდ) ვიკისრებ ზემოხსენებულ სიტყვების
შეკრებას ბორჩალოს მაზრაში, სადაც არის ისეთი
ძველი და ძველებურის ენით მოლაპარაკე ქართული სოფლები, როგორიც არის გომარეთი, ბალიჭა, ყალამშა, დუმანისი, ქვეში და სხვანი. ეს ჩემთვის
განსაკუთრებითს შრომას არ შეადგენს, რადგანაც სამსახურის საქმეებისა გამო მაინც ხშირად დავიარები ამ სოფლებში. მხოლოდ ამას ვთხოვ
კომისიას, რომ დროებით მათხოვოს ჩუბინაშვილის სრული ლექსიკონი (აქ მხოლოდ შემოკლებული მოიპოვება), რომ ჩაუწერავ სიტყვების რიცხვში ისეთი სიტყვები არ შევიტანო შეცდომით, რომელიც უკვე ჩაუტანია ჩუბინაშვილსა". 1905 წელს მამა ილიას საეკლესიო მუზეუმის
გამგეობის დადგენილებით მუზეუმის საქმეთა ხელშეწყობისათვის მადლობა გამოეცხადა. 1905 წლის 21 ოქტომბერს, საკუთარი თხოვნის საფუძველზე, თბილისში კუკიის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. ტაძრის მესამე მლვდლად გადაიყვანეს. იმავე დღიდან იყო ტაძართან არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგი. 1906 წლის
6 აპრილს თბილისში მოხდა ბორჩალოს მაზრის სამღვდელოების კრება მამა ილიას თავმჯდომარეობით. კრებას უნდა აერჩია სახელმწიფო საბჭოს წევრთა ამომრჩეველი. კანდიდატებად დასახელდნენ დეკ. სერგი გოროდცევი და დეკ. ნ. პოკროვსკი. რადგან სამღვდელოება სრულად არ დაესწრო კრებას და კენჭისყრა არ შედგა, ამიტომ მთავარხუცესის რჩევით აირჩიეს დეკ. ნ. პოკროვსკი. 1906 წლის 1 იანვარს, მამა ილია საკუთარი
თხოვნის საფუძველზე, გადადგა სკოლების მეთვალყურისა და მისიონერის მოვალეობიდან. 1906 წლის 31 დეკემბერს გათავისუფლდა თბილისის მაზრის VI ოლქის მთავარხუცესის პოსტიდან და იმავე დღეს თბილისის მაზრის II ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა, სადაც 1907 წლის 1 ივლისამდე დაჰყო. 1908 წლის იანვრიდან კუკიის მეორე საქალაქო სასწავლებელში საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. გარდა ამისა, შემდგომ წლებში მამა ილია იყო
თბილისის საეპარქიო საქალაქო სასწავლებლის სანიმუშო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებელი; ჟურნალ...............ს საგამომცემლო კომისიის წევრი; სამარხი სალაროს წესდების გამომცემელი კომისიის წევრი; სარწმუნოებრივი წიგნების ქართულად თარგმნის კომისიის წევრი; სიონის საკათედრო ტაძრის ძმობის წევრი და მდივანი; თბილისის საქალაქო საფერშლო კურსების საღვთო სჯულის მასწავლებელი; თბილისის საეპარქიო სასწავლებლის საქმის მწარმოებელი; ქართლ-კახეთის ეპარქიის საეკლესიო სკოლების საეპარქიო საბჭოს საქმის მწარმოებლის თანაშემწე;
1911-1916 წლებში იგი იყო სოფ. ალექსეევკის (თეთრი–წყაროს რაიონი) წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. ტაძრის სამრევლოს გამგე. 1914-1916 წლებში მღვდელი ილია იყო 394-ე საველე სამხედრო ჰოსპიტლის, 249-ე სამარის დრუჟინის მღვდელია თბი–
17-2 საპატრიარქოს უწყებანი N17 11-17მაისი 2017წ გვ.19
დეკანოზი ილია შუბლაძე (გაგრძელება)
ლისსა და კავკასიის ფრონტზე; 1915-1917 წლებში იყო ქალაქთა კავშირის თბილისის 11 ლაზარეთის მღვდელი, მსახურობდა უსასყიდლოდ. 1902-1917 წლებში მამა ილიამ თბილისისა და ერევნის გუბერნიებში სისხლის ·
სამართლის 13 საქმის გამოძიება ჩაატარა. 1908-1918 წლებში იყო კუკიის მეორე სამოქალაქო სასწავლებლის მოძღვარი. 1916 წლის 7 აგვისტოს თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახ. ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს. დეკანოზი ილია დაჯილდოებული იყო: 1903 წელს საგვერდულით; 1904 წლის 20 მაისს სკუფიით; 1909 წლის 6 მაისს კამილავკით; 1913 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით. 1918 წლის 26 იანვარს თბილისში ქართული გიმნაზიის შენობაში გაიხსნა სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც მღვდელი ილია თავისუფალ მსმენელად ჩაირიცხა. 1918 წლის 25 თებერვალს გამოვიდა გაზეთ „ახალი სიტყვის“ პირველი ნომერი, რომლის რედაქტორ-გამომცემლები მღდელი ქრისტეფორე ციცქიშვილი და მლვდელი ილია შუბლაძე იყვნენ. კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე თავის მოგონებებში მამა ილიასა და ამ ჟურნალის შესახებ წერდა: „სვეტიცხოვლის“ უსიცოცხლო არსებობამ დაბადა აზრი „ახალი სიტყვის“ გამოცემისა, რაც თავს იდვეს მ. მ. ქრისტ. ციცქიშვილმა და ილია შუბლაძემ, რომელთაგან პირველს შესწევს დიდი გამბედაობა, ხოლო მეორეს კალმის მარჯვედ ხმარება. ამ გაზეთის გამოცემის აზრი ფრიად მოეწონა ყ-დ სამღვდელო ლეონიდეს და მან ტფილისის სამღვდელოებისა და სამრევლო საბჭოთა კრებაზე აიძულა ეკლესიები, გაეღოთ გაზეთისათვის საჭირო თანხა. რედაქტორებმა თანამშრომელთა შორის გამოაცხადეს ყველა, ვისაც კი როდესმე კალამი აუღია ხელში,
რასაკვირველია მათდა დაუკითხავად. სხვათა შორის, მეც თანამშრომლად გამომაცხადეს, თუმცა არავითარი კავშირი ამ გაზეთთან არ მქონია და
როცა მეორე ნომერში წავიკითხე ჩემი გვარი, გამოუცხადე რედაქტორებს საყვედური: ეს გაზეთი კი არა პასკვილთა კრებულია-მეთქი. აღმითქვეს,
თუ იკისრებ შინაურ „ცენზორობას“, არცერთ ნომერს შენ „ნებადაურთველად“ არ გამოუშვებთო, ოღონდ ეხლა გაჩუმდიო. მართლაც, მესამე ნომერი გამომიგზავნეს უკვე აწყობილი, იძულებული გავხდი, ნახევარზე მეტი გადამეკეთებია, რამაც ბოლო მოუღო ჩემს „ცენზორობას“: ნომერი „სუსხიანი“ არ არისო. შემდეგ ნომრებში იბეჭდებოდა პასკვილები, განსაკუთრებით „ჭინჭარის“ ხელმოწერით. ილია შუბლაძემ, რომელიც ჭინჭარის წერილებისა გამო მოვიწვიე ჩემს ბინაზე, მიპასუხა მით, რომ მაგიდიდან ჩემდა შეუმჩნევლად „ამაცალა“ ი. გობეჩიას ანდერძის აგების დროს წარმოთქმული ჩემი სიტყვა და მოათავსა იგი გაზეთის ერთ-ერთ ბოლო ნომერში“. უწმიდესი კალისტრატეს სიტყვებს ასევე ადასტურებს
დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე თავის მოგონებებში, რომელიც
მ წერდა: „..ის ქრისტეფორე ნამდვილად კი იყო „რედაქტორის“ სახელით სათამაშო კოჭი აღნიშნული კომპანიისა; ფაქტიური „მწერალი“, „პუბლიცისტი“, მექანიზატორი, ინტრიგანი იყო დეკ. ილია შუბლაძე, პეტრე-პავლეს სასაფლაოს მღვდელი. ეს შუბლაძე ძველი რეჟიმის
დროს “- გ„ტფილისში სემინარიის მოწაფეობის დროს დახელოვნდა ჯაშუშობა-დაბეზღებაში სემინარიის ინსპექტორის -- დიმიტრი აბაშიძის წინაშე! შემდეგ მღვდლობაში იყო ცნობილი ჯაშუში დეკ. იოანე ვოსტორგოვისა, ეგზარქოსებისა და სინოდალურ კანტორის პროკურორის პოპოვისა! ამ შუბლაძემ დიდი როლი ითამაშა ... ამ სტრიქონების ავტორის დიდუბიდან გამოგდებაში 1912წ. ამდენი რამ საქმეების ჩამდენი შუბლაძე ავტოკეფალური ეკლესიის დღეებშიაც დიდი როლით მოგვევლინა, ლეონიდმა ის აიყვანა თავის მფარველობაში და „ახალ სიტყვაში“ გაალაშქრა ის კირიონის წინააღმდეგ და ჩემს წინააღმდეგაც. ის
თავხედი შუბლაძე იმ ზომამდე გაკადნიერდა, რომ „ახალი სიტყვის“ მე-7 ნომერში, 1918 წელს მან მოათავსა „ჯაჭვაძის“ ფსევდონიმით ასეთი სათაურის წერილი: „კათალიკოსი კირიონის წირვა და სიონის წაპილწვა“.
1917 წლის 22 ოქტომბერს მღვდელი ილია თბილისის სამიტროპოლიტო სასამართლოს წევრად დაინიშნა. 1918 წლის 25 მარტს დეკანოზის წოდება
მიენიჭა. 1921 წლის 10 თებერვალს საკათალიკოსო საბჭოს კანცელარიის ბუღალტრად დაინიშნა. 1922 წლის 10 ნოემბერს საკათალიკოსო საბჭოს კანცელარიის გამგის თანამდებობაზე გადაიყვანეს. 1923 წლის იანვარში დეკ. ილია საკათალიკოსო საბჭოს სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრეს. პირველ და-
17-3 საპატრიარქოს უწყებანი N17 11-17მაისი 2017წ გვ.20
დეკანოზი ილია შუბლაძე (დასასრული)
კითხვაზე მან განაცხადა, რომ 1923 წლის 10 იანვრის სხდომას, სადაც სამხედრო ცტაძრის საკითხი განიხილებოდა, შემთხვევით დავესწარიო. 1923 წლის 18 აპრილს გამასწორებელ სახლთა ცენტრალურ საავადმყოფოში მყოფი დეკანოზი ილია სახალხო კომისართა საბჭოს სწერდა: „უკიდურესი ავადყოფობის გამო და ხანგრძლივი პატიმრობისა გამო, გთხოვთ გამათავისუფლოთ ციხიდან, რადგან ჩემი დაპატიმრება მოხდა გაუგებრობის ნიადაგზე. მე არავითარი წილი პოლიტიკაში არ მიმიძღვოდა და არც ეხლა მიმიძღვის“. მისი თხოვნა არ შეიწყნარეს, რადგან საქმე ჯერ ისევ ძიებაში იყო. 1923 წლის 2 მაისს განმეორებით დაკითხვაზე დეკანოზმა ილიამ კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მემორანდუმის გაგზავნას პოლიტიკური აქტი უწოდა და განაცხადა, რომ მის მოქმედებას არ ამართლებს. იმავე წლის 27 ივნისს ჩატარებულ დაკითხვაზე გამომძიებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ გასაბჭოების შემდეგ დახურული ეკლესიების (სხვადასხვა სასწავლებლის, სამხედრო ნაწილებში არსებული ეკლესიების და ა. შ.). ძვირფასეულობები ინახებოდა საკათალიკოსო საბჭოში, რითაც დაადასტურა დეკ. დ. ლაზარიშვილის ჩვენება. 1923 წლის 12 ივლისს გ. მიკმა მიიღო გადაწყვეტილება ავადმყოფობის გამო დეკ. ილიას დროებით პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ, თბილისიდან
გაუსვლელობის ხელწერილის ჩამორთმევით. საბოლოოდ იგი გამართლდა სხვა სასულიერო პირებთან ერთად. 1925 წლის 20 იანვარს დეკანოზი ილია საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველს და ურბნელ ეპისკოპოს ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) სწერდა: „დამატებით ჩემის პირადი მოხსენებისა, გიცხადებთ რა, რომ მე დავტოვე პეტრე-პავლეს ეკლესიის წინამძღვრის თანამდებობა. გთხოვთ დამისახელოთ, თუ ვის ჩავაბარო წინამძღვრობა და მასთან დაკავშირებული საკულტო ქონება და საქმეები“ მეორე დღეს, ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ იგი ოფიციალურად გაათავისუფლა წინამძღვრობიდან. ეკლესიიდან წასვლის შემდეგ
ანაფორაგახდილი მოძღვარი საქართველოს უზენაეს დაწესებულებაში ბუღალტრად მუშაობდა. XX ს-ის 30-იან წლებში
იგი ცოცხალი ჩანს. გარდაცვალების ზუსტი წელი უცნობია. ჰყავდა მეუღლე, მღვდელ ისააკ მენთეშაშვილის ასული სოფიო და შვილები: ვერა/ ვენერა (დაბ. 1.01.1906წ.) და ლუარსაბი (დაბ. 23.11.1908წ., რომელიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალა). ყველანი დაკრძალული არიან თბილისის პეტრე-პავლეს ეკლესიის გვერდით.
18 საპატრიარქოს უწყებანი N18 18-24მაისი 2017წ გვ.16
დეკანოზი ტროფიმე ჯოხთაბერიძე 1873-1947
დეკანოზი ტროფიმე გიორგის ძე ჯოხთაბერიძე 1873 წელს ქუთაისის გუბერნიაში, ზუგდიდის მაზრაში, სოფ. ახუთში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. 1896 წლის 30 მაისს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1896 წლის 17 აგვისტოს ბანძის ორკლასიანი სასწავლებლის უფროს მასწავლებლად დაინიშნა. 1897 წლის I სექტემბერს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მოსამზადებელი კლასების მასწავლებლად გადაიყვანეს. 1898 წლის 15 სექტემბერს იმავე სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა. 1899 წლის 6 ივნისს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 8 ივნისს მლვდლად დაასხა ხელი და კირ– ცხის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. 1899 წლის 30 ივლისიდან 1903 წლის 16 მაისამდე ოლქის სამღვდელოების მხრიდან წარგზავნილი იყო საეპარქიო და საოლქო შეკრებებზე დეპუტატად. 1901 წლის 18 ივლისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1901 წლის 1 სექტემბერს ზუგდიდის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ დაინიშნა. 1902 წლის 1 სექტემბერს კირცხის ქალთა სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის პედაგოგად დაადგინეს. 1903 წლის 16 მაისს ცაიშის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ორშტატიანი ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1903 წლის 8 ოქტომბერს ცაიშის ორკლასიანი სამინისტრო სასწავლებლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაადგინეს. 1904 წლის 20 თებერვალს კორცხელის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1904 წლის 25 მაისს გურია-სამეგრელოს ეპარქიის სანთლის ქარხნის სარევიზიო კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1905 წლის 1 მარტს სკუფია უბოძეს. 1906 წლის 28 აგვისტოს სოხუმის ეპისკოპოს კირიონის (საძაგლიშვილი) ლოცვა-კურთხევით სოხუმის ეპარქიაში გადავიდა და ქ. სოხუმის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. საკათედრო ტაძარში დიაკვნის შტატში დაინიშნა. მღვდელი ტროფიმე გვერდით ამოუდგა ეპისკოპოს კირიონს და აფხაზეთში ქართული საქმის ასაღორძინებლად შეკავშირდნენ. მათ დაუპირისპირდათ ცნობილი რუსი დეკანოზი ი. ვოსტორგოვი, თავისი ორი წერილით. მის 20 ბრალდებას შესაბამისი პასუხი გასცა ეპისკოპოსმა კირონმა 20 პუნქტისგან შემდგარი დამაჯერებელი პასუხით. კირიონის მიმართ წაყენებულ ბრალდებათა უმეტესობა ი. ვოსტორგოვმა გაიმეორა თავის მოხსენებაში“. მღვდელმა ტროფიმემ ეს მოხსენება დეტალურად გააანალიზა თავის სტატიაში და ამხილა მისი სიცრუითა და ცილისწამებებით აღსავსე სული. მეუფე კირიონისა და მამა ტროფიმეს წერილები დიდწილად ერთი და იმავე ბრალდების გაბათილებას ეხება და მკაფიოდ წარმოაჩენენ სოხუმის ეპარქიაში იმჟამად შექმნილ
18-1 საპატრიარქოს უწყებანი N18 18-24მაისი 2017წ გვ.17
დეკანოზი ტროფიმე ჯოხთაბერიძე 1873-1947 (გაგრძელება)
უმძიმეს ვითარებას. 1906 წლის 12 სექტემბრიდან 1907 წლის 18 ოქტომბრამდე მლვდელი ტროფიმე სოხუმის ოლქის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურე იყო. 1906 წლის 30 ოქტომბრიდან 1907 წლის 27 თებერვლამდე სოხუმის ეპარქიალური სასწავლო საბჭოს სოხუმის მაზრის განყოფილების თავჯდომარე გახლდათ. 1906 წლის 27 ოქტომბერს სოხუმის ეპარქიალური სპეციალური კომისიის წევრია. მას XV ევალებოდა უადგილო სასულიერო პირთა და მედავითნეთათვის ადგილის გამონახვა. 1906 წლის 10 ნოემბერს სოხუმის პირველი დაწყებითი საქალაქო სასწავლებლის საღვთო სჯულის პედაგოგად და- ინიშნა. 1907 წლის 20 იანვრიდან 1907 წლის 14 აპრილამდე სოხუმის ოლქი II სამთავარხუცესო ოლქის კეთილმოწესეა. 1907 წლის 20 იანვარს სოხუმის ეპარქიალური სამზრუნველოს წევრად აირჩიეს. 1907 წლის იანვარში რუსეთის წმ. სინოდმა ეპისკოპოსი კირიონი აფხაზეთს მოაცილა და ლიტვაში გადაიყვანა. იგივე ხვედრი არგუნეს მამა ტროფიმესაც მომდევნო წელს. 1908 წლის 5 იანვრიდან იგი დაითხოვეს სოხუმის ეპარქიიდან და თითქმის ერთ წელიწადზე მეტი უადგილოდ იყო. 1909 წლის 12 იანვარს ისევ გურიასამეგრელოს ეპარქიაში გადავიდა და ეპარქიალური სანთლის ქარხნის მმართველად და ფოთის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. საკათედრო ტაძრის უშტატო მღვდლად დაინიშნა. 1909 წლის 12 აპრილს გურიასამეგრელოს ეპარქიის სამზრუნველოს სარევიზიო კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნეს, ხოლო 1909 წლის 23 ნოემბერს ბათუმის ბარცხანო-ცივის ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძრის წინამძღვრად (1914 წლის 24 ოქტომბერს ეს სამრევლო ბათუმის სასაფლაოდ გადაკეთდა). 1910 წლის 6 თებერვლიდან 1913 წლის 13 მარტამდე ბარცხანო-ცივის სამინისტრო სასწავლებლის საღვთო სჯულის პედაგოგი იყო. 1910 წლის 28 ივნისს ბათუმის ეკლესიების მთავარხუცესის თანაშემწედ დაადგინეს. 1911 წლის 19 მარტს ცივისლობოდის ორკლასიანი ნორმალური სასწავლებლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაადგინეს. 1914 წლის 11 სექტემბერს ბათუმის მიხაილოვის ციხესიმაგრეში მდგარი ჯარისთვის საეკლესიო წესების შესრულება დაევალა. 1917 წლის 12 მარტს ავტოკეფალიის გამოცხადების დროს იგი ისევ ბათუმში მსახურობდა, მაგრამ მჭიდრო კავშირები ჰქონდა აფხაზეთის სამღვდელოებასთან. მღვდელი ტროფიმე მღვდელ კ. მანჯგანაძესთან ერთად ამზადებდა სოხუმში დანიშნულ 1917 წლის 12 აპრილს სამღვდელოებისა და „ სსერისკაცთა წარმომადგენლების კრებას “ ადა მონაწილეობდა კრებაზე მისაღე- " აბი დადგენილების პროექტის შედს გენაში ამასთან დაკავშირებით მამა ტროფიმე თედო სახოკიას, როგორც სოხუმელსა და ეკლესიის დროებითი მმართველობის წევრს, სთხოვდა 9 აპრილს სოხუმში ჩამოსვლას: „მანამ ამბროსიც მოვა და შეიძლება კირიონიც და რჩევას მოგვცემენ“ -–- წერდა მწერალს 1917 წლის 29 მარტს მღვდელი ტროფიმე. მცხეთაში გამოცხადებულ ავტოკეფალიას მღვდელი ტრო- ფიმე დიდი სიხარულით შეეგება და ახალი სენაკიდან წერილიც გამოგზავნა გაზ. „საქართველოს“ რედაქციაში: „განუსაზღვრელის სიხარულით და აღფრთოვანებით ვეგებებით სრულიად საქართველოს თავისუფალ ეკლესიის ავტოკეფალიის წარმომადგენელს, რომელმაც შეუდრეკელად და გაბედულად გაანთა-ვისუფლა დიდებული ივერიის ეკლესია სინოდის გახრწნილ და ზნეობით დაცემულ ბორკილისაგან, იმ სინოდისა, რომელიც მხოლოდ და მარტო ურწმუნოებას, შურს, სიძულვილს და შხამსა სთესდა მთელი ერთი საუკუნის განმავლობაში. გილოცავთ თქვენ და ივერიის სამღვდელოებას მონობის ბორკილების დამსხვრევას და მტარვალის ბრჭყალებიდან განთავისუფლებას, იმ მტარვალისა, რომელიც ჰკლავდა ჩვენ თავისუფალ შემოქმედებას და ჩვენს სამშობლო ენას მიწასთან ასწორებდა. სამეგრელოს სამღვდელოების ყრილობის თავჯდომარე ჯოხთაბერიძე“, მამა ტროფიმე იმავე პერიოდში იყო საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის გურიასამეგრელოს განყოფილების მმართველობის წევრი და 1917 წლის 8-17 სექტემბერში მონაწილეობდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე. 1919 წლის თებერვალში ქართულ პრესაში გამოქვეყნდა მღ. ტროფიმეს წერილი, სადაც ვკითხულობთ: „ზუგდიდიდან შინაგან საქმეთა მინისტრმა მიიღო შემდეგი დეპეშა: ვაცხადებ პროტესტს ლეონიდის კათოლიკოსად არა კანონიერ და არა-დემოკრატიულ არჩევნებისა გამო. მოვითხოვ პროტესტის დადგენილების ასრულებას“. მამა ტროფიმეს ამ წერილს მოჰყვა გამოხმაურება იმავე პრესის ფურცლებზე. ფსევდონიმით „კახელი“ (ეს ფსევდონიმი დეკ. ილია შუბლაძეს ეკუთვნის -– გ. მ.) გამოქვეყნებული სტატიაში „მლვდ. ტროფ. ჯოხთაბერიძის პროტეს
18-2 საპატრიარქოს უწყებანი N18 18-24მაისი 2017წ გვ.18
დეკანოზი ტროფიმე ჯოხთაბერიძე 1873-1947 (გაგრძელება)
ტის გამო“ ვკითხულობთ: „გამოვთქვამ მწუხარებას იმ პროტესტის გამო, რომლითაც პატივცემულ მღ. ტროფიმე ჯოხთაბერიძეს ზუგდიდიდან მიუმართავს შინაგან საქმეთა მინისტრისათვის მიტროპოლიტ ლეონიდის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევის გამო: მწუხარებას, რადგანაც ბევრმა ისე გაიგო ეს პროტესტი, თითქოს მამა ტროფიმე ლეონიდეზე შურს იძიებდეს ბათუმიდან ზუგდიდში გადაყვანისა გამო და გუშინ, 18 თებერვალს, რამოდენიმე პირმა მომმართა მე, როგორც მ. ტროფიმეს ნაცნობს, თხოვნით, განმემარტა, თუ რად იქმნა გადაყვანილი მ. ტროფიმე ქალაქიდან დაბაში ლეონიდეს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსად ყოფნის დროს, – და განცვიფრებას, რადგანაც ამ დროებით, როცა ანარქია ჯერ კიდევ არ დამცხრალა ასეთი გამოსვლა უხერხული და უტაქტოა. ყოველმა ერმა თუ მღვდელმა თავისი „მე“ გამოფინოს საჯაროდ და მისგან არჩეულ საეპარქიო საბჭოს არ დაემორჩილოს, საეპარქიო საბჭო კიდევ –– სრულიად საქართველოს მიერ არჩეულ საკათალიკოზო საბჭოს და ეს უკანასკნელი კი ყველა საბჭოთა საერთო და თანხმოვან დადგენილებას, მაშინ არამც თუ კათოლიკოს-პატრიარქს, სოფლის უბრალო მედავითნესაც ვერ ავირჩევთ და გამეფდება ქაოსი, რაც ასე დამღუპველია განსაკუთრებით ჩვენს საეკლესიო საქმეებში. მე მრწამს მ. ტროფიმეს დამოუკიდებლობა, რომ მან „ჯოჯოხეთის მოციქულების“ ზეგავლენით არ შეაწუხა ბ. მინისტრი, ამ პროტესტს მე ვხსნი მხოლოდ იმით, რომ მ. ტროფიმემ, როგორც პროვინციის მოქალაქემ, როცა კიდევ საეკლესიო ორგანოც არ მოგვეპოვება, არ იცოდა ის განსაკუთრებითი პირობები, რამაც მიტრ. ლეონიდეს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევამ გამოიწვია. დარწმუნებული ვარ, რომ მამა ტროფიმეს კარგად რომ სცოდნოდა ეს „განსაკუთრებული პირობები“, ის, როგორც მიუდგომელი მღვდელი-მოქალაქე და პატივცემული საზოგადო მოღვაწე, პირველი უკუ აგდებდა არჩევნების ფორმალურ მხარეს და თვით იქადაგებდა მის პატივმცემელ საზოგადოებაში, რომ ყოველი ქართველი ვალდებულია მოწიწებით ქედი მოიხაროს არჩევნების მომხდარ ფაქტის წინაშე მიტრ. ლეონიდის კათოლიკოს-პატრიარქად ხელდასხმის შესახებ და რითაც შეუძლია ხელი შეუწყოს საქართველოს ეროვნულ ზეიმს. 1919 წლის 11 სექტემბერს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მართვა დროებით მიენდო ჭყონდიდელ მიტროპოლიტ ამბროსის (ხელაია), იგი 16 სექტემბერს ჩაბრძანდა სოხუმში და მეორე დღეს ეპარქიის მართვას შეუდგა. იმავე წლის 23 სექტემბერს სოხუმის რუსული სამღვდელოების კრებამ არ ცნო მიტრ. ამბროსის უფლებები. 1919 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა აფხაზეთის სამღვდელოებისა და ერისკაცთა სრულუფლებიანი წარმომადგენლების საგანგებო კრება, რომელზეც 350 დელეგატი მონაწილეობდა. კრების განჩინების მეორე მუხლის თანახმად საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის იურისდიქცია მთელ აფხაზეთზე გავრცელდა. ეს ეხებოდა სოხუმის საკათედრო ტაძარსაც, რომლის წინამძღვარი, დეკ. გ. გოლუბცოვი, გათავისუფლდა წინამძღვრობიდან. მიტროპოლიტ ამბროსის ლოცვა-კურთხევით საკათედრო ტაძრის წინამძლვრად მღვდელი ტროფიმე ჯოხთაბერიძე დაინიშნა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1919 წლის 9 ოქტომბერს გოლუბცოვს ეთხოვა საკათედრო ტაძრის გადაბარება, მაგრამ ის არ გამოცხადდა, ამიტომ ეს მის გარეშე განხორციელდა. დეკანოზი ტროფიმე ასევე იყო ცხუმ-აფხაზეთის საეპარქიო საბჭოს წევრი და მდივანი, სოხუმის რეალური სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებელი. იმ პერიოდში სოხუმის სასწავლებლებში კვლავ უმძიმესი ვითარება იყო. არ იყვნენ ქართველი პედაგოგები. 1920 წლის 2 ივლისს დეკ. ტროფიმე განათლების სამინისტროს წერდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მესამე წელი გავიდა და სოხუმის სასწავლებელში, ქალთა გიმნაზიასა და სემინარიაში იგივე სიტუაციაა, რაც ნიკოლოზის თვითმპყრობელობის დროს იყოო. ამ სამივე სასწავლებელში, გარდა ქართული ენის მასწავლებლისა, ყველა არაქართველია. ეს მაშინ, როდესაც ქართველ მოწაფეთა რიცხვი სოხუმის სემინარიაში ორი მესამედია, რეალურ სასწავლებელში “ დაახლოებით ნახევარი, ხოლო ქალთა გიმნაზიის შესახებ ცნობები არ მაქვსო. შემდეგ აგრძელებს, რომ არც აფხაზეთის სოფლის სკოლებშია კარგი მდგომარეობა. მაგ.: გუმისთის მაზრაში, სადაც ნახევარი მოსახლეობა ქართველია, სკოლების ინსტრუქტორად ბერშძენია. შარშან ოქტომბერში სოხუმიდან ზუგდიდში დილიჟანხით მივემვგ ზავრებოდი. კოდორის მაზრის, სოფ. ტამიშში დილიჟანს მოწაფე შემოახტა. იგი მეგრელი აღმოჩნდა, ტამიშის სკოლის მოსწავლე. ბავშვმა მიპასუხა, რომ სკოლაში სწავლობს მხოლოდ აფხაზურსა და რუსულს. ამისთანა არანორმალური ფაქტები უამრავია. მან განათლების სამინისტროს ხუთ პუნქტისაგან შემდგარი გეგმა წარუდგინა და სთხოვა, სასწრაფოდ მიექციათ ყურადღება, რომ მომავალი სექტემბრიდან დაწყებული აფხაზეთის სასწავლებლების გაეროვნება. 1920 წელს დეკანოზი ტროფიმე, როგორც ცხუმაფხაზეთის ეპარქიის დელეგატი, ესწრებოდა საქართველოს ეკლესიის მეორე საეკლესიო კრებას. 1922 წლის 6 ოქტომბერს მამა ტროფიმე საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს წერდა: „1921 წლის დეკემბერში მე მივატოვე სამსახური სოხუმის საკათედრო ტაძარში და გადაყვანილ ვიქენი მღვდლის ადგილზე, თანახმად თხოვნისა, იმავე ეპარქიის სოფ. ვარჩეში. ამის შემდეგ ვარჩეში შემოიჭრა იმავე ეპარქიის მღ. ალექს. გრიგოლაია, აუმხედრებია მრევლი ჩემს საწინააღმდეგოდ და მე, კანონიერად
18-3 საპატრიარქოს უწყებანი N18 18-24მაისი 2017წ გვ.19
დეკანოზი ტროფიმე ჯოხთაბერიძე 1873-1947 (გაგრძელება)
დანიშნულს, მრევლმა უარი გამიცხადა. ამაზე დაწვრილებით მოვახსენე ყოვლადსამღვდელო იოანეს (მარღიშვილი), რომელმაც დანიშნა გამოძიება, მანამდე კი მე იძულებული გავხდი წავსულიყავი ზუგდიდში, სადაც დროებით დამნიშნეს ტეხნიკუმის მასწავლებლად, თუმცა ჩემთვის უფრო სასურველი იყო მრევლი, მით უმეტეს, რომ დღეს თუ ხვალ წინადადებას მომცემდნენ მღვდლობის ხარისხის მიტოვებაზე, რაზედაც მე არ დავთანხმებოდი, როგორც ეს კიდეც მოხდა. მე კვლავ ვითხოვე აფხაზეთის ეპარქიის მრევლი სოფ. დიხაზურგაში. რადგან მოწერილობა მივიღე 20 ივნისს, როდესაც მე აყვანილი მყავდა კერძოდ მოსამზადებლად ბევრი მოწაფეები, რომელთაგან შრომის ფასი წინადაწინ მქონდა აღებული, ყ-დსამღვდელო იოანეს ვსთხოვე, შეენახა დროებით ჩემთვის ადგილი და რადგან ამაზე უარი არ მიმიღია, ა. წ. 30 სექტემბერს გავემგზავრე დიხაზურგაში. სანამ იქ მივიდოდი, როგორც კანონი ითხოვს, წარვუდექი ადგილობრივ მთავარხუცესს, დეკ. ნიკოლოზ ჭედიას, რომელიც ცხოვრობს სოფ. ჭუბურხინჯში. რადგან მან მეორე დღეს ვერ მოიცალა, რომ წამომყოლოდა მრევლში, მეც გავჩერდი ჭუბურხინჯში. იმ დღეს, ნაწირვევს, ასაფლავებდნენ მამა ჭედიას ერთს მეგობარს მისივე სამრევლოდან და ანდერძის აგებაზე მეც მიმიწვიეს. აქ მოჰყვა დიხაზურგელ მრევლს მღ. ავქსენტი ძაძუა, რომელიც თავის ნებით ჩამდგარა დიხაზურგაში. მან შარშან ამ დროს მიატოვა ხსენებული სამრევლო, რადგან აპირებდა ანაფორის გახდას. მის ადგილზე დროებით მსახურობდა დეკ. კ. მანჯგანაძე, შემდეგ კი თავად მთავარხუცესი ჭედია ასრულებდა წესებს. აქვე გავიგე, რომ 2 ოქტომბერს ზემოთ ნახსენები მღ. გრიგოლაია დაუნიშნავთ ვარჩეს სამრევლოში. რასაკვირველია, მას მიბაძა ძაძუამაც და ისიც შეიჭრა ჭუბურხინჯის მრევლში. ეს ყველაფერი ალბათ ხდება ყოვლადსამღვდელო იოანეს გულკეთილობით, მაგრამ ცუდი მაგალითი კი ეძლევათ სხვა მღვდელმსახურებსაც. მესამე საეკლესიო კრების თანახმად, არჩევნები მოსპობილია სამრევლოებში და ამასთანავე, არავითარი აგიტაციის გაწევა არ შეიძლება და ის პირი, ვინც ამას მოახდენს, სასტიკად უნდა იქნეს დასჯილი“. როგორც შემდგომში ნაწარმოები საბუთებიდან ირკვევა, დეკ. ტროფიმე უკმაყოფილო დარჩა ამ ყველაფრით და აღარც დიხაზურგაში დარჩა. საბოლოოდ მან პედაგოგიურ ასპარეზზე განაგრძო მოღვაწება. 1922 წლის 1 მარტიდან იმავე წლის 1 ოქტომბრამდე ქ. ზუგდიდის ჰუმანიტარულ ტექნიკუმში ასწავლიდა. 1923 წლის 15 აპრილიდან იმავე წლის 1 ოქტომბრამდე ცაიშის შვიდწლედში, ხოლო 1923 წლის 1 ოქტომბრიდან 1924 წლის 1 ოქტომბრამდე ახუთის შვიდწლედში მუშაობდა გამგედ. ამავე დროს იყო ახუთის რაიონულ სკოლათა გამგე. 1924 წლის 1 ოქტომბრიდან 1927 წლის 15 სექტემბრამდე ლესიჭინეს შვიდწლედის გამგეა, ხოლო 1927 წლის 15 სექტემბრიდან 1928 წლის 7 იანვრამდე ახალ ხიბულის შვიდწლედში მასწავლებლად მუშაობდა. როგორც მისი სახელფასო ბარათიდან ჩანს, 1927 წლის ოქტომბერ-დეკემბერში იგი ყოველთვიურად იღებდა ჯამაგირს 59 მანეთსა და 11 კაპიკს. მაზრის აღმასკომში არსებული საბუთებიდან ირკვევა, რომ 1923 წლის აპრილიდან მან ანაფორა გაიხადა, რასაც ასევე ადასტურებს ახუთის თემის კომუჯრედის პასუხისმგებელი მდივანი, რომელიც აღნიშნავდა, რომ ტროფიმე ჯოხთაბერიძემ დაამტკიცა ლოიალობა საბჭოთა ხელისუფლების მიმართ და მასთან, არავითარი მტარვალი განწყობილება ხელისუფლებისადმი არ შეგვიმჩნევიაო. 1928 წლის მარტში ყოფილი მოძღვარი ახუთის თემის აღმასკომს წერდა: „1923 წლიდან 1927 წლამდე მე, როგორც განათლების მუშაკთა პროფკავშირის წევრი, ვსარგებლობდი ყოველნაირ სამოქალაქო უფლებებით და, სხვათა შორის, ვღებულობდი მონაწილეობას საბჭოთა არჩევნებში. 1927წ. გამოვიდა კანონი, რომლით ყოფ. მღვდლები უნდა აღდგენილი ყოფილიყვნენ უფლებებში ცენტრის მიერ. ზუგდიდის მაზრის საარჩევნო კომისიამ 1927წ. 5 მარტს M6754-ით აღძრა შუამდგომლობა სსსრ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წინაშე, რათა მე აღდგენილ ვყოფილიყავი მოქალაქეობრივ უფლებებში, მაგრამ დღემდის ცენტრიდან პასუხი არაა. არაა პასუხი არც სხვა
18-4 საპატრიარქოს უწყებანი N18 18-24მაისი 2017წ გვ.20
დეკანოზი ტროფიმე ჯოხთაბერიძე 1873-1947 (დასასრული)
პირების უფლებებში აღდგენის შესახებ. ვადგენ რა ამასთანავე: 1) ზუგდიდის მაზრის განათლების განყოფილების მიერ 10 თებ. ა. წ. N 1518-ით მოცემულ მოწმობას (ასლს); 2) ახუთის თემის კომუჯრედის მიერ 22 თებ. ა. წ. N 2-ით მოცემულ მოწმობას; 3) ზუგდიდის მაზრის განათლების მუშაკთა პროფკავშირის გამგეობის მიერ 23 თებ. ა. წ. N 170-ით მოცემულ მოწმობას (ასლს), რომლიდანაც სჩანს, რომ | მე საბჭოთა ხელისუფლების დროს ვმსახურობდი პედაგოგიურ ასპარეზზე და, მაშასადამე, ვეწეოდი სარგო და ზოგად სასარგებლო შრომას ხუთ წელიწადს და ოთხ თვეს. 1923 წლიდან არ ვეწევი რელიგიურ ფარგლებში მუშაობას. დავამტკიცე ლოიალობა საბჭოთა ხელისუფლების მიმართ და ვარ განათლების მუშაკთა პროფკავშირის წევრი, ვთხოვ თემის აღმასკომს თემის საბჭოს საშუალებით იშუამდგომლოს მაზრის აღმასკომის წინაშე, რათა მე აღდგენილ ვიქნე სამოქალაქო უფლებებში“. მართლაც, ტროფიმეს |საკითხი განიხილეს ჯერ მაზრაში და შემდეგ ცენტრალურ კომიტეტში, რის შემდეგაც, 1928 წლის 31 ოქტომბრის ცაკის პრეზიდიუმის სხდომაზე იგი აღდგენილ იქნა საარჩევნო უფლებებში. დარჩენილი წლები მან პედაგოგიურ ასპარეზზე გაატარა. გარდაიცვალა 1947 წლის 17 სექტემბერს. ჰყავდა მეუღლე პროკლე დავითის ასული გოშუა (დაბ. 1878წ.ე) და შვილები: ელიზბარი (18.08.1902- 1967წწ.), შუშანიკი (20.08.1903წ.), შალვა (დაბ. 20.07. 1906წ.), ვახტანგი (დაბ. 1.09.1908წ.), არჩილი (დაბ. 4.09. 1909წ.), თამარი (დაბ. 5.08.19 1 1წ.), ლუარ– საბი (დაბ. 5.03.1913წ.).
19 საპატრიარქოს უწყებანი N19 25მაისი-1ივნისი 2017წ გვ.17
დეკანოზი იასონ აბესაძე
დეკანოზი იასონ სპირიდონის ძე აბესაძე 1866 წელს ქუთაისის გუბერნიაში მლვდლის ოჯახში დაიბადა. ეკუთვნოდა აზნაურთა წოდებას. მისი წინაპრები მთელი XIX საუკუნე დედაეკლესიას ემსახურებოდნენ. ბაბუა
მღვდელი იოანე ბეჟანის ძე აბესაძე 1793 წელს საბატონო აზნაურის ოჯახში დაიბადა. ქართულ ენაზე საღმრთო და საეკლესიო წიგნების კითხვა, ტიბიკონი, გალობა და წერა გოგნის მონასტერში ისწავლა. 1819 წელს გენათელმა მიტროპოლიტმა ექვთიმემ (შერვაშიძე) მღვდლად დაასხა ხელი და მუხურის წმ. გიორგის (აბესაძეების) სახ. ტაძარში განამწესა. ჰყავდა შვილები: ალფეზი (დაბ. 1823წ.), მლვდელი სპირიდონი (1832-1904წწ.).
მამამისი, მღვდელი სპირიდონი, 1832 წელს დაიბადა. ქართულ ენაზე საღმრთო და საეკლესიო წიგნების კითხვა, ტიბიკონი და გალობა
მონასტერში ისწავლა. 1865 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მღვდლად დაასხა ხელი და მუხურის (აბესაძეების) წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. 1902-1904 წლებში მსახურებისთვის ადგილი არ ჰქონდა გამოყოფილი. 1904 წლის 21 აპრილს ჭალასთავის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარში დაინიშნა. გარდაიცვალა 1904 წლის 18 სექტემბერს. 1905 წლის 12 აპრილს მის ავადმყოფ შვილს, ოლღას, წელიწადში 50 მან. პენსია დაენიშნა. სპირიდონის ვაჟი გახლდათ დეკანოზი იასონი, რომელმაც პირველდაწყებითი განათლება ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო. 1892 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1892 წლის 31 ივლისს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 6 აგვისტოს მღვდლად დაასხა ხელი და თავასის ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძარში განამწესა. 1897 წლის 8 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1897 წელს მონაწილეობა მიიღო რუსეთის იმპერიის მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში, რის გამოც ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა. 1893-1903 წლებში იყო სასულიერო დეპუტატი. 1899 წლის 30 მარტიდან 1907 წლის 20 სექტემბრამდე გახლდათ ჩხარის ოლქის მთავარხუცესი. 1901 წლის 30 აგვისტოს სკუფია უბოძეს. 1905 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1906 წელს ჩხარის მაცხოვრის ამაღლების სახ. ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1906 წლის 7 დეკემბერს ჩხარის სამოქალაქო სასამართლოში მოწმეთა დაფიცება დაევალა.
1906 წლის 20 დეკემბრიდან ჩხარის სკოლის გამგე და საღვთო სჯულის მასწავლებელია. 1907 წლის 20 სექტემბრიდან ჩხარის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწეა. 1907-1909 წლებში იყო ჩხარის ოლქის სამღვდელოების სულიერი მოძღვარი. 1909 წელს კიდევ აირჩიეს დეპუტატად. 1911 წლის 15 მაისიდან ჩხარის სამინისტრო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგია. მღვდელი იასონი ქართულ პრესაში თავის პედაგოგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით წერდა: „შინაური საქმეების“ 34-ე ნომერში მოთავსებულია მასწავლებლის, იონა გაბეხაძის, საპასუხო წერილი
ამავე გაზეთის M/8- 19 ნომერში დასტამბულია ბ. მოწაფის წერილზე ჩხარში გალობის დამახინჯების შესახებ. ჩემი მხრით, როგორც ადგილობითი მღვდელი დაშკოლების გამგე, ორთავეს ვუპასუხებ შემდეგს:
მე ყოველი ღონე ვიხმარე, რომ ჩხარის შჯოლებში
და ეკლესიაში ქართული გალობის საქმე კარგად დამეყენებია და კიდევაც მოვახერხე, უვარგისი გამოვაცვლევინე და ქართული გალობის კარგად მცოდნე მასწავლებელი დავანიშნიე. მაგრამ, სამწუხაროდ, დიდხანს არ შეარჩინეს ჩხარის შჯოლას ეს მასწავლებელი.
საეპარქიო საბყ4ოს დადგენილობით, იგი გადაყვანილ
19-1 საპატრიარქოს უწყებანი N19 25მაისი-1ივნისი 2017წ გვ.18
დეკანოზი იასონ აბესაძე (გაგრძელება)
იქმნა ბაღდადის შ;ჯოლაში, რადგან, როგორც საბძოს დადგენილებაში
სწერია –– „ბაღდადის შჯოლას გალობის კარგათ მცოდნე მასწავლებელი ესაჭიროება“. ჩემი მხრით, არც სიტყვა და არც კალამი არ დამიზოგავს, რათა გაეუქმებიათ ეს შეუფერებელი დადგენილება; ან იგივე მასწავლებელი დაეტოვებიათ ჩხარის შჯოლაში და ან სხვა საგნის მცოდნე პირი გამოეგ ზავნათ. ვარწმუნებდი, თუ პბაღდადის შჯოლას ესაჭიროება კარგი მასწავლებელი, ჩხარის შჯოლასაც კარგი სჭირია-თქო, მაგრამ ამაოთ!
რაც დასწერეს, აღარ წაშალეს და მით ერთ შკოლას დედობა გაუწიეს და მეორეს დედინაცვლობა. აქ საჭიროთ მიმაჩნია აღვნიშნო, რომ მოხსენებულ დადგენილებაში არავითარი წილი არ უდევსთ მეთვალყურეთ:
ბ. ავერკიევს და მ. გველესიანს. გადაყვანილი მასწავლებლის მაგივრათ გალობის მასწავლებელათ დანიშნეს ი. გაბეხაძე, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ იგი ძლიერ ნაკლები გალობის მასწავლებელი გამოდგა. ბ. გაბეხაძის გალობა არ შეეგუება ქართული გალობის არც ერთ კილოს. იგი არის უშნო, უსიცოცხლო, მშრალი და წარმოადგენს ულაზათო ხმის გაგრძელებას და აწევ-დაწევას. ეს ნაკლი მეთვალყურე მ. გვე- ლესიანმაც შენიშნა და თავის სარევიზიო წარწერაში კიდეც გააფრთხილა, რომ ნაკლი გაასწოროს. ურიგო არ იქნება, რომ ბ. გაბეხაძე შეეცდებოდეს ამ ნაკლის
შევსებას, თორემ თავის თავის ქეპით მარტო თავის თავს მოატყუებს და სხვას ვერავის. რაც შეეხება ეკლესიაში რუსულ გალობას, ამაზე მოგახსენებთ შემდეგს: გაზეთში აღნიშნულ დროს, წირვის წინ, ჩემთან საკურთხეველში შემოვიდა ბ. გაბეხაძე და მთხოვა, რაც მოწაფე ქალებმა ქართულად არ იციან წირვის წესში, რუსულათ ვაგალობებო. მეც ნება
დავრთე და რაც ქართულად არ იცოდნენ, რუსულად იგალობეს, როგორც ქალებმა, ისე სამინისტრო შ;ოლის მოწაფე ვაჟებმა. რომ ეს ასე იყო, ამას ბ. გაბეხაძეც აღნიშნავს თავის საპასუხო წერილში, მაგრამ ძლიერ მიკვირს, რომ ამასთანავე ბ. გაბეხაძე იმავე წერილში ამბობს, ვითომც მთავრობა ავალებდეს მას რუსულ გალობას. ადგილობითი ეკლესიის უმახლობელესი უფროსი მე ვარ და თუ მთავრობა რაიმე ამგვარ განკარგულებას ინებებდა,
უსათუოდ მე მომივიდოდა იგი, მაგრამ არც საეპარქიო მთავრობისაგან, არც საეპარქიო საბქოსაგან და არც მეთვალყურეთაგან ამის მსგავსი არა მიმიღია, არც წერილობითი და არც სიტყვიერი. ამის შემდეგ კარგი იქნება, რომ ბ. გაბეხაძე გვიპასუხებდეს, რომელმა მთავრობამ უბრძანა მას ქართულ ეკლესიაში რუსული გალობა? ყიველივე აქ დაწერილს შემდეგ შეიძლება კიდევ ვინმე შიშობდეს, რომ ჩხარი გადაგვარების გ ზაზე იყოს
დამდგარი. თუ ამის შიში ვისმეს გაქვსთ მაშინ „ნუ შეძრწუნდებიან გულნი თვქვენნი, ნუცა ეშინინ!“ გრწმენინ, რამეთუ ის იყო ის შემთხვევა, რაც გაზეთში დაიწერა და შემდეგ კი ჩხარის ეკლესიაში მოწაფე ქალების გალობა აღარ გვსმენია, მაგრამ მარტო რუსული კი არა, არამედ ქართული გალობაც აღარ გაგონილა, რატომ? მიტომ, რომ ბ. გაბეხაძემ კარგათ იგრძნო, თუ რა უკმაყოფილო დარჩა მლოცველი საზოგადოება მისი დამახინჯებული გალობით; კარგათ იგრძნო, რომ იგი თავის ადგილზე არ არის და დადუმება არჩია. რატომ დამახინჯებულია ჩხარის შჯ;ოლაში გალობა, ყოველივე ეს ნათლათ დაინახა უკანასკნელი რევიზიის დროს მაზრის მეთვალყურე მ. იაკობ გველესიანმა და აღგვითქვა ამ ნაკლის ახლო მომავალში გამოკეთება, რითაც დიდად ვნუგეშობთ და იმედიც გვაქვს, რომ სიტყვა საქმეთ იქცევა. ბ. მოწაფეს საიდანღაც გაუგია, ვითომც ბ. გაბეხაძეს მთავრობასთან დაბეზღებით დავეშინებიო. ქუჩაში აკრეფილი სიტყვების დაჯერებას, ბ. მოწაფექვ, ისა სჯობდა, ჩემთვის გეკითხათ და მეც გიპასუხებდით, რომ გაბეხაძეს მე დაბეზღებით არ დავუბეზღებივარ, მაგრამ კიდეც რომ დავებეზღებიე, თუ რამე სიმართლეს იტყოდა, რაღას ვემართლებოდი და თუ დაბეზღებას ცრუ ფაქტებზედ ააშენებდა, მაშინ ხომ იცით, სიცრუეს მოკლე ფეხები აბია, შორს ვერ წავა კაცი სიცრუით, მალე დაიჭერენ და მერე მართალსაც აღარ დაუჯერებენ. ამნაირად, ცრუ მაბე ზღარა თავის თავს უფრო ავნებს, ვინემ სხვას“ 1912 წლის 6 მაისს მღ. იასონმა სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1916 წლის 6 მაისს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1917 წელს მოძღვარს დიდი უბედურება გადახდა. გარდაიცვალა მისი ერთადერთი
ვაჟი –– ალექსანდრე, რომელიც ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის მერვე კლასის მოწაფე გახლდათ. მისმა უდროოდ ამქვეყნიდან წასვლამ გული დაწყვიტა როგორც თავის მშობლებს, ისე ქართულ საზოგადოებას. როგორც მისი პედაგოგები აღნიშნავდნენ, იგი განსაკუთრებული მოწაფე გახლდათ და კარგი მომავალიც მოელოდა. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქართულ პრესაში ვინმე მ. ფულარია წერდა: „ალექსანდრე (ყაქია) არ ჰგავდა სხვა ზოგიერთ მოწაფეებს,
რომლებიც თავისუფალ დროს ანდომებდნენ სხვადასხვა განცხრომას:დაითხოვდნენ სასწავლებლიდან თუ
არა, ის დაუყოვნებლივ მოეშურებოდა თავის დედ-მამისაკენ, ჩხარში, იღებდა მხურვალე მონაწილეობას ყოველივე საზოგადო საქმეში; განსაკუთრებით მან იკისრა დაეარსებინა ჩხარში მუდმივი თეატრი და ამისთვის შეადგინა ჩხარის მომავალი თეატრის სააღმშენებლო კომიტეტი, რასაც სათავეში თვითონ ჩაუდგა და მისი დაუღალავი მუშაობით ამ გასულ ზაფხულში კიდევაც შეკრებილი იქნა ათას მანეთამდე. მას ჰქონდა
აზრად, იმ თანხაზე დაემატებია კიდე რამდენიმე (სანამ სათეატრო შენობის გაკეთება არ დაიწყებოდა) და გაეხსნა ჩხარში წიგნის მაღაზია და ამით ეხსნა პატარა მოწაფეები ვაჭრების კლანჭებიდან; აგრეთვე ბევრს სხვა სასიკეთო საქმეებს მოელოდა ჩვენი საზოგადოე-
19-2 საპატრიარქოს უწყებანი N19 25მაისი-1ივნისი 2017წ გვ.19
დეკანოზი იასონ აბესაძე (გაგრძელება)
ბა ჭაჭიასაგ ან მომავალში, მარა ულმობელ სიკვდილმა როდის იცის ავის და კარგის გარჩევა. ჩხარი დიდხანს არ დაივიწყებს ძვირფას ერთგულ მოღვაწეს ალექსანდრე აბესაძეს. საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, კეთილ სურვილებით აღსავსე და ზნეობის სისპეტაკით ბრწყინავო, ფაქიზო ჭაჭო! 1917 წლის 12 მარტს მცხეთაში გამოცხადებული ავტოკეფალიის შემდეგ მღ. იასონი იყო იმერეთის საეპარქიო საბჭოს თავჯდომარე (პირველი თავჯდომარე
იყო მოწამეთას მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ნესტორი ყუბანეიშვილი), საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის იმერეთის განყოფილების წევრი და ამავე განყოფილების სიით ესწრებოდა 1917 წლის 8-17 სექტემბერს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებას. იგი იმერეთის ეპარქიის სამღვდელოების ზოგიერთ წარმომადგენელთან (ვ. ფოფხაძე, ა. ფოფხაძე, დ. ჩხაიძე, მ. ბუაჩიძე და ს. შუბლაძე) ერთად დაუპირისპირდა ეპისკოპოს გიორგის (ალადაშვილი), რის შემდეგაც მლვდელმთავარი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სამწყსო. როგორც შემდგომში უწმინდესი კალისტრატე (ცინცაძე) წერდა, ამ ჯგუფს ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე) მფარველობდა. ავტოკეფალიის გამოცხადების შემდეგ და ეკლესი- აში რეორგანიზაციის დაწყებასთან დაკავშირებით მღ.
იასონს ჰქონდა საკუთარი მოსაზრება, როგორი განახლება უნდა მომხდარიყო ქართულ ეკლესიაში. მან გაზეთ „ჩვენ ქვეყანაში“ შესაბამისი წერილიც გამოაქვეყნა, სადაც წერდა: „...რაა მოსაწონი, რომ პროფესორმა,
რომელსაც ჩვენ დავავალებთ ნორჩ ბავშვებს ანბანი
ასწავლოს, უნივერსიტეტის მეოთხე კურსის საგნებზე დაუწყოს ბავშვებს სჯა-ბაასი იმ მოსაზრებით, რომ ბავშვები ერთი წლის განმავლობაში ფილოსოფოსები გახდებიან, ამისთანა მოქმედება მიზანს ვერ მიაღწევს
და მხოლოდ არევ-დარევას გამოიწვევს ნორჩი ბავშვების აზროვნებაში ან რომელ გონიერ დედას არენატრება, რომ მისი ძუძუმწოვარა ბავშვი მალე წამოი ზარდოს, ძუძუს წოვას თავი მიანებოს, მაგარი სასმელების მიღებას შეეჩვიოს და შემდეგ კიდეც დავაჟკაცდეს. მაგრამ'განა გონიერი იქნება ის დედა, რომელიც ორი თვის ბავშვს მაგარ საძმელებს შეუჩრის პირში იმ მოსაზრებით, რომ ბავშვმა მალე განვლოს ძუძუს წოვის ხანა და მალე წამოი ზარდოს? ამგვარი დედა ხომ პირდაპირ დაახრჩობს საცოდავ ნორჩ არსებას?! მაგრამ მეორეს მხრით, არც ის დედა იქნება გონიერი, რომელიც ძუძუზე არ მოიშორებს იმ ბავშვს, რომელმაც უკვე განვლო ძუძუმწოვრობის ხანა და რომლის ორგანიზმის მომაგრებისა და განვითარებისათვის დაუყოვნებლივ მაგარ საძმელებზე გადასვლაა საძირო. ამგვარი დედა დააუთძლურებს და დაასნეულებს თავის ბავშვს.
გონიერი დედები ასე არ იქცევიან, იგინი ძიმწარეს, ან ნაღველს იცხებენ ძუძუებზე, რომ ბავშვმა შეიძულოს ძუძუ და ადვილად მოსცილდეს მას. აი, ამისთანა გონიერ დედებს უნდა მივბაძოთ ჩვენ; რისთვისაც ხალხი
ჯერ მზათ არ არის, ამის შემოღებას მოვერიდოთ, ხოლო რაც მომწიფებულია, ამის შემოღებას ნუ დავაყოვნებთ, ცოტაოდენი ძიმწარე და ნაღველიც ვიხმაროთ იქ, სადაც ხალხი ძველსა და უვარგისს ვერ სცილდება და ადვილად მოსაცილებელი კი არის. მაშ ასე, სანამ ხალხი ძუძუმწოვარაა, განუვითარებელია, სისტემატიურის თანდათანობით გადავდგათ წინ ნაბიჯი ხალხთან საზიარო სარნმუნოებრივ საქმეში, რომ სარგებლობის მაგიერ ზიანი არ მივაყენოთ საქმეს“ 1918 წელს მღ. იასონს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1919 წლის იანვარში ისევ აირჩიეს ჩხარის ოლქის მთავარხუცესად. 1921 წლის 1-5 სექტემბერს მონაწილეობდა მესამე საეკლესიო კრებაზე. 1921 წელს აღარ იხსენიება მთავარხუცესად. 1921-1923 წლებში იყო შორაპნის მაზრის მ. მ. ა. ჩ-ის გაყოფილების გამგე. 1923 წლის 3 ნოემბერს ცხრაწყაროს წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. 1925 წლის 8 ივლისს ზესტაფონის სამრევლოში დაინიშნა, სადაც დაპირისპირება მოუვიდა მეორე მოძღვართან, მღ. კონსტანტინე ანთაძესთან, რამაც საბოლოოდ დასცა დეკანოზის პრესტიჟი. მან 1926 წლის
გაზეთ „კომუნისტში“ სამარცხვინო წერილი გამოაქვეყნდა სათაურით: „ღია ბარათი სრულიად საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს“, სადაც ქვეყანას აუწყა, რომ სახარება სავსეა „ნაგავითო“ და გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე) მექრთამე იყოვო. ამასთან დაკავშირებით, 1926 წლის 11 აგვისტოს საკათალიკოსო საბჭომ დეკანოზ იასონს მღვდელმოქმედება შეუჩერა, მაგრამ იგი ამ განაჩენს არ დაემორჩილა. ასე გაგრძელდა თითქმის ერთ წელიწადზე მეტი. 1927 წლის 12 ოქტომბრის საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდმა დეკანოზ იასონ აბესაძეს შესახებ განაჩინა: „ 7) ხსენებული მოძღვარი, თავის ამა წლის 30 მაისს გაკეთებულ მოხსენებაში, დროებითი მმართველობის სახელზე, უარყოფს მართლმადიდებელი ეკლესიის
დოგმატებს. 2) მამა იასონ აბესაძე არ სცნობდა თავისთავს სავალდებულოდ საქართველოს ეკლესიის უზენაეს დაწესებულების დადგენილებათ და სისტემატიურად არ ემორჩილებოდა საეპარქიო მთავრობის კანონიერ განკარგულებად“ კრებამ დაადგინა: „დეკანოზ იასონ აბე
19-3 საპატრიარქოს უწყებანი N19 25მაისი-1ივნისი 2017წ გვ.20
დეკანოზი იასონ აბესაძე (დასასრული)
საძეს, როგორც უარმყოფელ ქრისტიანულ დოგმატებისა, და არშემსრულებელს საეპარქიო მთავრობის მიერ მღვდელმოქმშედებაში აკრძალვისა, აეხადოს სასულიერო ხარისხი. ამ განჩინების სისრულეში მოყვანა დაევალოს მეუფე ვარლაამ მარგველს “ 1943 წლის 1 ივნისის ცნობით ყოფილი დეკანოზი დაბა სურამში ცხოვრობდა და კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) სთხოვდა საეკლესიო კრების დადგენილების ასლს მღვდლობიდან მისი განკვეთის შესახებ. 1943 წლის 30 აგვისტოს მან ახალი განცხადებით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქს და მღვდელმოქმედების აღდგენა ითხოვა, თუმცა იმასაც დასძენდა, რომ ის
რელიგიურ საკითხებში ისევ ისეთი აზრის იყო, როგორც ადრე (მას ჰქონდა შრომა „რელიგიური რეფორმებისაკენ“). 1943 წლის 3 სექტემბერს მის წერილს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ შემდეგი რეზოლუცია
დაადო: „საკვირველ არიან, უფალო, საქმენი შენნი!“. მისი გარდაცვალების ზუსტი წელი უცნობია. დეკანოზ იასონს ჰყავდა მეუღლე –- ელენე ლუ- კას ასული (დაბ. 1875წ.) და შვილები: ალექსანდრე (13.02.1895- 1917წწ.), ქეთევანი (დაბ. 13.09.1898წ.), ლიდია (დაბ. 17.08. სმა, ).
20 საპატრიარქოს უწყებანი N20 1-7ივნისი 2017წ გვ.17
დეკანოზი სვიმონ ჯაჯანიძე 1858-1914
დეკანოზი სვიმონ გიორგის ძე ჯაჯანიძე 1858 წელს თბილისის გუბერნიაში, თიანეთის მაზრაში, სოფ. ახმეტაში სასულიერო წოდების ოჯახში დაიბადა. 1881 წლის 20 ივნისს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1881 წლის 3 სექტემბერს თელავის სასულიერო სასწავლებელში მაღალი განყოფილების მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა, ხოლო ერთ კვირაში I დაII კლასებში საღმრთო ისტორიის სწავლებაც დაევალა. იმავე წლის 10 სექტემბერს ასევე დაევალა, IV კლასში ლათინური ენა დროებით ესწავლებინა. 1882 წლის 31 აგვისტოს II და IV კლასებში საეკლესიო გალობის პედაგოგად დაინიშნა. იმავე წელს სასწავლებლის ზედამხედველის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 1884 წლის 20 დეკემბერს დამტკიცდა ზედამხედველად. 1886 წლის 22 მარტს ალავერდის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 25 მარტს მღვდლად დაასხა ხელი და ზემო თიანეთის ღვთისმშობლისმიძინების სახ. ტაძარში განამწესა. 1886 წლის 1 ნოემბერს საბუეს წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1889 წლის 1 სექტემბერს საბუეს სასოფლო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაადგინეს. 1890 წლის 18 დეკემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1891 წლის 18 იანვარს ენისელის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში განამწესეს. 1891 წლის 1 მარტიდან ენისელის სასოფლო სკოლაში საღვთო სჯულის პედაგოგია. 1888, 1893 და 1899 წლებში იყო წარგზავნილი დეპუტატად თბილისში გამართულ საეპარქიო ყრილობაზე. 1888, 1890 და 1891 წლებში იყო არჩეული დეპუტატად თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1892-1893 წლებში იყო საქმის მწარმოებლად ხსენებულ სხდომებზე, ხოლო 1894-1895 წლებში კი თავმჯდომარედ. 1893 წლის 12 მაისს თელავის მაზრის II ოლქში სანთლის წარმოებაზე კონტროლი დაევალა. 1894 წლის 25 აპრილს სკუფია უბოძეს. 1896 წლის 26 თებერვალს თელავის სასულიერო სასწავლებლის ძველი შენობის შეკეთებისთვის საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა, 1897 წლის 9 აპრილს კამილავკა ეწყალობა. 1897 წლის 29 ივნისს თელავის სასულიეროსას-
20-1 საპატრიარქოს უწყებანი N20 1-7ივნისი 2017წ გვ.18
დეკანოზი სვიმონ ჯაჯანიძე 1858-1914(გაგრძელება)
წავლებელში ეკონომიკური საკითხების სარევიზიო კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1897 წელს სოფ. აკურის სასოფლო ყრილობაზე მღვდელ სვიმონ ჯაჯანიძის წინადადებით სოფელმა გადაწყვიტა, სამრევლო სკოლის შენობის ასაგებად გამოიღოს 600 მან. მან ასევე ისარგებლა ამ ყრილო– ბით და გლეხობას აუხსნა საჭიროება ვენახის წამლობისა, თუ როგორ უნდა უწამლონ მათ ვენახს და მოიხმარონ ვერმოლერის მანქანა და სხვ. ხალხიც დიდი გულმოდგინებით უსმენდა მოძღვარს და მას მადლობაც გადაუხადა რჩევისათვის. 1899 წლის 23 მაისს თელავისა და თიანეთის მაზრების სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ დაინიშნა. 1899 წლის 16 ნოემბერს აირჩიეს, ხოლო 1900 წლის 1 იანვარს დაამტკიცეს თბილისის ეპარქიალური სანთლის ქარხნის მეთვალყურედ და ასევე, თბილისის ბერძნული წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძრის უშტატო მღვდელმსახურადაც დაინიშნა. 1900 წლის 19 აპრილს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. დაჯილდოებული იყო იმპერატორ ალექსანდრე III-ის სახ. სამახსოვრო ვერცხლის მედლით. 1903 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს საეგზარქოსოს საეკლესიო მუზეუმის ხაზინადრად აირჩიეს. 1903 წლის 15 დეკემბერს, წმ. სინოდის ბრძანებით, სიონის საკათედრო ტაძარში დამატებითი მღვდლის შტატი გაიხსნა და მამა სვიმონი 26 დეკემბერს ამ შტატში განამწესეს. 1904 წლის 6 მაისს წმ. ანას III ხარისხის ორდენი უბოძეს. 1906 წლის 16 ივნისს თბილისის ეპარქიალური სანთლის ქარხნის მმართველად დაინიშნა. 1907 წლის 21 მაისს გათავისუფლდა მუზეუმის ხაზინადრის მოვალეობიდან და ამ თანამდებობაზე კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მადლობა გამოეცხადა. 1908 წლის 14 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1911 წელს კიდევ ხუთი წლის ვადით აირჩიეს სანთლის ქარხნის მმართველად და იმავე წლის 6 მაისს. წმ. ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. დეკანოზი სვიმონი 1914 წლის 25 დეკემბერს გარდაიცვალა. დაკრძალეს 30 დეკემბერს. დასაფლა- ვებაზე სიტყვა წარმოსთქვა მისმა სიყრმის მეგობარმა მღ. ვასილ კარბელაშვილმა (შემდგომში –– ბოდბელ–ალავერდელი ეპისკოპოსი სტეფანე): „ყოველსა შინა საქმესა ფრთხილ იყავ და საქმე ჰქმენ მახარებელისა“ -–– აი, ეს სიტყვები საღმრთო წერილისა, რომელნიც წარმომიდგნენ მე, ოდეს გავიგე სიკუდილი, უდროოდ გარდაცვალება, დაუვიწყარის სიყრმით ამხანაგისა ჩემისა, მამა სვიმონისა. გავითვალისწინე და ერთობით წარმომიდგა მისი სიყმაწვილე მოსწავლის ცხოვრებისა, ოდეს იგი სვიმონი, მაშინვე იჩენდა იმ სიფრთხილეს და სიმართლის მოყვარეობასა, რომელთა მეოხებით იგი სულ მუდამ მუყაითი, შრომისმოყვარე, ერთგული ამხანაგი და სათნო მოწაფე, სასურველი მეგობარი და ტოლებში არჩამომრჩენი იყო და ყველას გული მოპოებული ჰქონდა. უბრალო სოფლის მღვდლის შვილი, სიღარიბეში ჩვენსავით აღზრდილი, მოსურნე იყო მალე მიჰშველებოდა ოჯახს. აი, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ როდესაც მას მისცეს წინადადება აკადემიად წასვლისა, უარჰყო, ვერ დასთმო სიყვარული დედ-მამისა და ეს პატივი მან გადაულოცა მეორე ამხანაგს, ბ. ნიკოლოზ მახათაძეს. ბევრმა უსაყვედურეთ, ბევრი ვაჯერეთ და ვარწმუნეთ, რომ უკეთესი იქნებოდა მისთვის აკადემიად წასვლა, მაგრამ მყარი იყო იმავ თაობით თვისს აზრზში და მტკიცედ იდგა თავის ნათქომზედ. განცვიფრებას მივეცემოდით ხოლმე, რომ ის მუდამ მომცინარე თვალებით და მოღიმარე სახით უცბად მოიკუმშებოდნენ ხოლმე და იმ მომცინარე თვალებიდან ცეცხლის წინწკლები იწყებდნენ ხოლმე ცვივნასა. იგი, მახვილი გონებიანი ყმაწვილი, მოსწრებულის სიტყვით და გამბედაობით, არა ერთხელ შეებმებოდა ხოლმე მასწავლებელს, რომელსაც თვალში ჰყვანდა იგი ამოღებული და ათვალისწუნებული. მისი მაგალითი სხვასაც ბევრჯელ გააბედვინებდა ხოლმე და ამ უსამართლობასა, შეებმოდა ხოლმე. განსვენებულმა მამა სვიმონმა გაათავა თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლა 1881 წლის 16 ივნისს. მერმე დაინიშნა თანაშემწედ ინსპექტორისა თელავის სასულიერო სასწავლებელში, სადაც, პირველსავე წელიწადს, შეეჩეხა იმ საქმეს, რომელიც პატარაობიდანვე სძულდა -–– უსამართლოება და ძალმომრეობა. აიყარა გული და თუმც მენანებოდა -– „ახ, რატომ არ გაგიგონე, ძმაო, და არ წავედი აკადემიადო“ -–- მაინც არჩია იქ სამსახურის თავის დანებება და დაანება კიდეც, რაკი მცირეწლოვანი ძმა და დები მას ხელზე შერჩნენ და მოხუცი დედაც, მამის გარდაცვალების შემდეგ. დაუფასებელი იყო ახალგაზრდა მღვდელი სვიმონი მრევლისათვის და მამა
20-2 საპატრიარქოს უწყებანი N20 1-7ივნისი 2017წ გვ.19
დეკანოზი სვიმონ ჯაჯანიძე 1858-1914(გაგრძელება)
ობოლთათვის. გავიდა მრევლში, ხალხში ქადაგებით, და მოძღვრებით, ვითარცა სულიერი მოძღვარი, შველა-წამლობით თვისის ხარჯით, როგორათაც ხორციელი მკურნალი, რის გამოც დიდი ნდობა და სიყვარული მოიპოვა მრევლისა. სამღვდელოების კრებაზედ ხომ დაუფასებელი მოლაპარაკე, მოპირდაპირე და მხარის დამჭერი იყო! ამის გამო სამღვდელოებაც მთელი კახეთისა ყურს უგდებდა მის მოსაზრებასა და პატიოსან მოცილესთან სასიამოვნო იყო ცილობა. ამნაირად მან დაიმსახურა ყურადღება საეპარქიო სამღვდელოებისა და ექსარხოსისაც: იყო მეთვალყურედ სამრევლო სკოლებისა და დიდი მუყაითობით ალევდა ჯანსა და ღონესა ჩაბარებულ საქმესა. აქ ნამყოფ ეგზარქოს ფლაბიანემ მისწერა წერილი და ჰკითხა თანხმობა, თუ ჩაიბარებდა სანთლის ქარხნის რომელსამე ნაწილსა და ქალაქში თუ გადმოვიდოდა. მან მიიღო სამსახური სანთლის ქარხანაში შვილების გულისათვის. თითქმის 15 წელიწადი ემსახურებოდა უბრალო საქმის მწარმოებლის თანამდებობიდან და გამგებლადაც. ამ საქმეშიც ისევე მუყაითად გამოიჩინა თავი, როგორც სხვა უბრალო საქმეებში. არ იქნება გაზვიადებული სიტყვა თუკი ვიტყვით, რომ ჩვენი სანთლის ქარხანა მის დროს მკვიდრ ნიადაგზე დამყარდა და უზრუნველი იყო მისი ბედი და იღბალი. ყველა მის დროის ეგზარქოსები ყურადღებით უცქეროდნენ მის მოქმედებას და ანგარიშს უწევდნენ მის სიტყვებს და დაკვირვება-გამოცდილებით აღსავსე შენიშვნებს და მხილებასა. მ. სვიმონი ამხილებდა „ეს იქნება და ბოლოს მე უბრალო ვიყოვო“. ამ სიტყვით არავის არ მოერიდებოდა ხოლმე და საზოგადო ქონებას უფრორე მეტის გულდადება-ყურადღებით ეპყრობოდა, ვიდრე საკუთარსა აი, ამისთვის იყო იგი მიუფერებელი, მამხილებელი მთელი სამლვდელოებისა და ხმამაღლად მღაღადებელი იმ აუარებელი ხარჯებისა, რომელსაც გაიღებდა ხოლმე სამღვდელოება. არ არის ადვილი ამგვარი სამსახური და დიდად მოქმედებს კაცის ჯანმრთელობაზედ. ყველას გულის მოგება, ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე ფიქრი და ჰზრუნვა, მოვალეობა წინაშე მთელი საქართველოს სამღვდელოებისა და მთავრობისა, მომუშავეთა და მოსამსახურეთა გულის დაჯერება, ადვილის არ არის. ეს შეეძლების იმ კაცსა, რომელიც ჯერ თვისის თავისაგან მოითხოვს, რაც სხვისაგან უნდა მიიღოს, და შემდეგ სხვას მოსთხოვოს, ესე იგი ყოველ საქმეში ფრთხილი. შვილების აღზრდაში ბევრი ვერ აიტანს იმას, რაც მან გამოიარა იმ შავბნელ წლებსამაგალითო, მამა და უფროსი იყო ოჯახისა ში. იმისი ნუგეში იყო, რომ ძმა, რომელიც ადრე მოუკვდა მღვდლობაში, მისი დედულ-მამულის დამცველი, მისივე ნამრევლი ხალხი გამოდგა. თუ სხვაგან ცეცხლს უკიდებდნენ, მის მამულს ხალხი ღობედ ევლებოდა.
20-3 საპატრიარქოს უწყებანი N20 1-7ივნისი 2017წ გვ.20
დეკანოზი სვიმონ ჯაჯანიძე 1858-1914(დასასრული)
შვილების მხრივ და ოჯახობისა, ნაცნობ-მეგობრებისა, იგი ბედნიერი კაცი იყო და ჩვენში კარგი ქართველნი მოღვაწეები მისი გულითადი მეგობარნი იყვნენ აი, აქნობამდის მიიყვანა იგი, ჩუმი, მშრომელი და უებრო მუშაკი თავისის საქმისა, რომ დღეს ყველა პატივისცემით მუხლს იდრეკს მისის კუბოს წინაშე და ჰგრძნობს მის გამოკლებას და სტირის მის დაკარგვას, როგორათაც მხარის დამჭერისას და საქმის გათვალისწინებელისას. მშვიდობით, ძმაო სიკო, ღმერთმან კურთხევით დაგიმკვიდროს საუკუნო სასუფეველი! ილოცე ჩვენთვის, შენის მრავალტანჯულის სამშობლოსათვის, რომ ღვთისმშობელმან დაიფაროს ყოველგვარი მანქანება-ბოროტებისაგან გარემომდგომი მტერისა! წარსდეგ წინაშე საყდრისა დიდებისა უფლისასა ლოცვად და დიდებად იქ, სადაც „დიდი თამარი, ღმრთისა ამარი, ჩვენთვის ვედრებად მარად მზად არის“. საუკუნოდ იყოს ხსენება შენი კარგო მღვდელო, ო” მამავ და მეგობარო, ძმაო სვიმონ. ამინ“! დარჩა მეუღლე -– ნატალია მიხეილის ასული (დაბ. 1868წ.) და შვილები: გიორგი (დაბ. 1889წ., დაამთავრა თბილისის მეორე ვაჟთა გიმნაზია), მიხეილი (დაბ. 1890წ დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტი). მღ. სვიმონი ასევე ზრდიდა თავისი გარდაცვლილი ძმის, მღვდელ ნიკოლოზის ქალიშვილს -– ანას (დაბ. 1900წ.)
21საპატრიარქოს უწყებანი N21 15-21 ივნისი 2017წ გვ.16
მღვდელი დავით იანქოშვილი 1849-1907
მღვდელი დავით მათეს ძე იანქოშვილი 1849 წელს თბილისის გუბერნიაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. ჰყავდა დედმამიშვილები: აარონი (გარდ. 19.10.1908წ.), ანა (გათხოვილი გაჩეჩილაძეზე), მაგდანა/მაგდალინა (გათხოვილი სამხედრო უწყების დეკანოზ სოლომონ იმერლიშვილზე). დავითმა თბილისის სასულიერო სემინარია წარჩინებით დაამთავრა. რამდენიმე წელიწადი პედაგოგად მუშაობდა თავისსავე გახსნილ სკოლაში. სწავლობდა რუსეთის ერთ-ერთ სასულიერო აკადემიაშიც (თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რომელში. სავარაუდოდ, ეს უნდა ყოფილიყო ყაზანის სამისიონერო კურსები -– გ. მ.). 1886 წლის 6 აგვისტოს დიაკვნად აკურთხეს, იმავე წლის 10 აგვისტოს მლვდლად დაასხეს ხელი და ახალი ბაიაზეთის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარში დაინიშნა. 1894 წლის 29 აპრილს გარდაიცვალა მწერალი ეგნატე ნინოშვილი. მამა დავითმა მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხდა. აი, რას წერდა ამის შესახებ გაზეთი „ივერია“: „ახალი ბაიაზეთი. აქ მცხოვრებნი ქართველნი დიდად შევწუხდით ჩვენის საყვარლის ბელეტრისტის, ე. ნინოშვილის, უდროვოდ დაკარგვისა გამო. ამა თვის 18 |რიცხვში| პანაშვიდი გადავიხადეთ აქაურს ეკლესიაში მისის სულის მოსახსენებლად. მღვდელმა იანქოშვილმა წარმოსთქვა შემდეგი სიტყვა: „ყველა აქ მყოფთ ქართველთ შეტყობილი აქვთ, რომ 29 აპრილს გარდაიცვალა ჩვენი საყვარელი და პატივცემული ე. ნინოშვილი, რის გამოც ეხლა ამ ტაძარში ვართ შეყრილნი. თუმცა იგი აღსრულდა ჯერეთ ყმაწვილი, მაგრამ იმ დროს შესაფერად, რაც ხანი იცოცხლა, მან ბევრი ნაშრომი დავიტოვა. საცოდავი სცდილობდა გაეგრძელებინა თვისნი დღენი, რომ მეტი სამსახური გაეწია თავისის სამშობლოს და მოძმისათვის, მაგრამ შეუბრალებელმა სენმა უდროოდ გამოაცალა ხელიდგან იგი ერთსაცა და მეორესაც. ნინოშვილისთანა მშრომელი ეხლა ცოტანი გყვანან. ის ნამდვილი შვილი იყო თავისის მამულისა. ნინოშვილი არ მომკვდარა, ის დაუვიწყარი დარჩება თავის მოძმეთა შორის. საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, განსვენებულო ეგნატე 1894 წლის 14 მაისს მღვდელი დავითი თბილისში, ავლაბრის მიქაელ მთავარანგელოზის სახ. ტაძარში გადმოიყვანეს. 1895 წლის აგვისტოში თბილისის კუზანოვას კერძო სასწავლებელში საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. 1897 წლის 29 მაისს, მამადავითობას, საქართველოს ეგზარქოს ვლადიმერის (ბოგოიავლენსკიე) ლოცვა-კურთხევით ავლაბრის ტაძრის მრევლმა თავის სულიერ მოძღვარს საჩუქრად ძვირფასი თვლების მორთული გულის ჯვარი მიართვა. მსგავსი ჯვარი იმ პერიოდში თბილისში მხოლოდ სამხედრო უწყების მღვდელ ვინოგრადოვს ჰქონდა. ჯვრის გადაცემას ბლომად ხალხი დაესწრო. ერთმა მრევლის უხუცესმა წევრთაგანმა მას რუსულად მოკლე სიტყვითაც მიმართა, რომელიც გაზეთმა „ცნობის ფურცელმა“ თარგმნა და თავის ფურცლებზე გამოაქვეყნა შემოკლებით: „მამაო დავით! გულით გილოცავთ როგორც მე, აგრეთვე მრევლიც, დღევანდელს თქვენის ანგელოზის დღეს. თქვენმა სამის წლის მოღვაწეობამ ჩვენს შორის გაგვაბედვინა ჩვენ, მრევლთ, მოგართვათ ეს მცირედი სახსოვარი. თუ არა თქვენი მხნე და დაუღალავი მეცადინეობა, ჩვენ კარგა ხნობამდის ეკლესიის აშენებას ვერ ვეღირსებოდით და ეხლა კი, დღეს თუ ხვალ, იგი სრულებით დამთავრებული იქნება. თუ არა თქვენ, ჩვენ არ გვეყოლებოდა საეკლესიო-სამრევლო სამზრუნველო, თქვენს მოსვლამდის ამ მრევლს არ გაუგონია არც ერთი აღსნილი ღვთის სიტყვა და ქადაგება. თქვენმა მუდმივმა ქადაგებამ ისე შეაჩვია მრევლი ეკლესიას, რომ პატარა ეკლესიაში ვეღარ ეტევიან და იქნება მომეტებულად ეს არის მიზეზი, რომ მრევლმა მოინდომა უეჭველად მოზრდილი ეკლესიის აშენება, თქვენი კეთილი დარიგება, ყურადღება ღარიბებისადმი და თავმდაბლობა, ეკლესიის სიფაქიზე და სისუფთავე –– ყველა ეს მრევლისათვის ძვირფასი განძია და ამიტომ ნურავის გაუკვირდება, რომ ჩვენ, ეს მცირედი მრევლი, ვაფასებთ თქვენს შრომას“. წირვის ბოლოს მამა დავითმა მადლობა გადაიხადა მრევლს დაფასებისათვის და თანადგომისათვის და თავის მხრივ დაამატა, რომ ღვთისა და თქვენის დახმარებით მალე ეკლესიას დავამთავრებ და შემდეგ სამრევლო სკოლასაც დავაარსებო. მართლაც, მან თავისი სიტყვა შეასრულა და 1899 წლის ოქტომბრის დასაწყისში გახსნა და აკურთხა სამრევლო სკოლა, რომელიც ჯერჯერობით დაქირავებულ კერძო სახლში მოათავსეს. მიუხედავად ცუდი ამინდისა, იმ დღეს სკოლის კურთხევას დიდძალი მრევლი დაესწრო. წირვისა და პარაკლისის შემდეგ მამა დავითმა სწავლა-განათლების შესახებ ისეთი ძლიერი ქადაგება წარმოსთქვა, რომ სომეხ-გრი-
21-1 საპატრიარქოს უწყებანი N21 15-21 ივნისი 2017წ გვ.17
მღვდელი დავით იანქოშვილი 1849-1907 (დასასრული)
გოლიანელებმაც კი მიაბარეს თავიანთი შვილები ამ სასწავლებელში. მსურველნი, ორივე სქესისა, 75 ბავშვი აღმოჩნდა, მაგრამ სივიწროვის გამო 52 მათგანი მიიღეს. ამათში 28 მართლმადიდებელი და 24 სომეხ-გრიგორიანელი. ამასთან დაკავშირებით გაზეთი „ცნობის ფურცელი“ წერდა: „არ შეგვიძლიან უყურადღებოდ დავსტოვო ღვაწლი და დაუღალავი შრომა პატივცემულის მღვდლის დავით იანქოშვილისა. მე მახსოვს, როცა მან სემინარიაში, კურსის დამთავრების შემდეგ, კუკიაში პატარა შინაური სკოლა გახსნა; მეზობლის ბავშვები დიდის ხალისით და სიხარულით მიდიოდნენ მასთან ყოველ დღე, რადგან „ძია-დათიკო“, როგორც მას ბავშვები ეძახდნენ, ძალიან ტკბილად ეკიდებოდა და ეს მისი შინაური სკოლა ბავშვების სათამაშო ზალას უფრო წააგავდა, ვიდრე სკოლას. შემდეგში, როცა ბატონი იანქოშვილი აკადემიიდგან დაბრუნდა, იგი მისიონერად იქნა გამწესებული ერევნის გუბერნიის ქ. ახალ-ბაიაზეთში, სადაც იგი სამოქალაქო სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად მიიწვიეს. აქ მისის მოთავეობით და მეცადინეობით ორი წლის განმავლობაში ააშენეს მშვენიერი დიდი ქვიტკირის ეკლესია. მერე ტფილისში გადმოიყვანეს მთავარანგელოზის ეკლესიაში. ძველი პატარა ეკლესია ოც კაცს ვერცკი დაიტევდა და ეხლა კი ამ სამიოდ წლის განმავლობაში ისეთი დიდი, ფართო და ლამაზი ეკლესია ააშენა თავის მეცადინეობით, რომ 500-600 სული დაეტევა. აი, კვირას კიდევ სკოლა გვიკურთხა და სრული იმედი გვაქვს, რომ ჩვენი დავით მღვდელი კვლავ თავის შრომას არ დაზოგავს და ახლად დაარსებულს სკოლას ეკლესიის უშველებელს გა- ლავანში საკუთარს შენობას აუგებს“. დედაეკლესიაშში ერთგული სამსახურისთვის მღვდელი დავითი დაჯილდოებული იყო: 1888 წლის 14 სექტემბერს –– საგვერდულით; 1893 წლის 12 თებერვალს –– სკუფიით; 1896 წლის 2 აპრილს -– კამილავკით; 1899 წლის 1 მაისს –– სამკერდე ოქროს ჯვრით. მღვდელი დავითი 1907 წლის 13 მაისს გარდაიცვალა. დაკრძალეს 17 მაისს, ავლაბრის მთავარანგელოზთა სახ. ტაძრის ეზოში. 1908 წლის 6 დეკემბერს მის მეუღლეს და ორ მცირეწლოვან შვილებს წელიწადში 180 მან. პენსია დაენიშნა. ჰყავდა მეუღლე -– მარიამ მაქსიმეს ასული (დაბ. 1858წ.) და შვილები: ირაკლი (დაბ. 1886წ.), ვალენტინა (დაბ. 1888წ.), არ– ჩილი (დაბ. 1890წ.), თამარი (დაბ. 1892წ.).
22 საპატრიარქოს უწყებანი N22 22-28ივნისი 2017წ გვ.18
დავითი (ჯინჭარაძე) 1860-1965
იღუმენი დავითი, ერისკაცობაში -– დავით იესეს ძე ჯინჭარაძე 1860 წელს ქუთაისის გუბერნიაში, ოზურგეთის მაზრაში, სოფ. ბახვში გლეხის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელი. საღვთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი ქართულ და რუსულ ენაზე საბერძნეთში, ათონის წმ. მთის ქართველთა მონასტერში ისწავლა, სადაც გარკვეული პერიოდი გაატარა. ასევე ქართული გალობის ცოდნა ცნობილ მგალობელ ანტონ დუმბაძესთან განიმტკიცა. 1881 წელს გურიის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ტუსკია) შუა სურების „ლომისის-კარის“ წმ. გიორგის სახ. ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1883 წლის იანვრიდან გურიის ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე) ლოცვა-კურთხევითა და ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით იმავე სასწავლებელში სლავური და ქართული გალობის მასწავლებლად დაინიშნა. 1886 წლის 1 სექტემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი), როგორც გალობის საუკეთესო მცოდნე,ფოთის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. საკათედრო ტაძარში მგალობელთა გუნდის რეგენტად გადაიყვანა ამავე პერიოდში მან ჯვარი დაიწერა ნინო მაქსიმეს ასულზე (დაბ.1868წ.), რომელთანაც სამი შვილი
ჰყავდა: მავრა (დაბ. 1891წ.), ელენე (დაბ. 1894წ.), ალექსანდრე (დაბ. ·
1896წ.). ერთი ვერსიით მისი მეუღლე შემდგომში მათხოჯის დედათა
მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა. 1891 წლის 10 თებერვალს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დავითი დიაკვნად აკურთხა და იმავე შტატში დატოვა. 1894 წლის 8 სექტემბერს მლვდლად დაასხა ხელი და ფოთის საკათედრო ტაძრის კრებულში დაადგინა. 1896 წლის 1 სექტემბერს ფოთის საკათედრო ტაძართან არსებულ ორკლასიან სამრევლო-საეკლესიო სკოლაში
სლავური და ქართული გალობის პედაგოგად დაინიშნა. 1898 წლის იანვრიდან ფოთის წმ. ოლღას ქალთა სასწავლებელში იგივე თანამდებობაზე განამწესეს. 1898 წლის 4 თებერვალს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1899 წლის7 ნოემბერს აკეთის მაცხოვრის სახ. ტაძარში დაინიშნა. მასვე დაევალა აკეთის ტაძართან არსებულ სკოლაში საღვთო სჯულისა და გალობის სწავლება, სადაც ის წლების მანძილზე
უსასყიდლოდ ასწავლიდა. 1900 წლის ივლისში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) გურიის ტაძრები დაათვალიერა. ამასთან დაკავშირებით ქართული პრესა წერდა: „სოფ. აკეთის მაცხოვრის ეკლესიაში ყოვლადსამღვდელომ მოისმინა ქალებისაგან ქართული გალობა და ამ ამბით მათი მეუფება დიდად აღტაცებული და ნასიამოვნები დარჩა. ამ ეკლესიის წინამძღვრად
სულ რამდენიმე თვე იქმნება, რაც მღვდელი დავით ჯინჭარაძე იქმნა დანიშნული. პატივცემულს მოძღვარს, როგორც გალობის კარგად მცოდნესა
და გატაცებით მოყვარულს, მოსვლისთანავე უმთავრესი ყურადღება ამ საგნისათვის მიუქცევია. პირველად მისი სურვილი ყოფილა, რომ მგალობელთა გუნდი განსაკუთრებით მამაკაცთაგან შეედგინა, მაგრამ, სამწუხაროდ, მამაკაცებს საკმაო ბეჯითობა და გულმოდგინეობა ვერ გამოუჩენიათ და დაწყებული საქმე სასურველად ვერ მოგვარებულა. მაშინ ქალებს განუცხადებიათ სურვილი გალობის სწავლისა და ეს სურვილი მამა
ჯინჭარაძის დაუღალავის შრომის მეოხებით და
მათის მუყაითობის წყალობით განუხორციელებიათ კიდეც, ყოვლადსამღვდელომ მადლობა გა- მოუცხადა მამა ჯინჭარაძეს ასეთის უსასყიდლო და სასარგებლო შრომისათვის და შემდეგისათვის
მხნეობა უსურვა“, 1903 წლის 22 ივლისს სკუფია უბოძეს. 1907 წლიდან, თავისი სურვლით, ასრულებდა წირვა-ლოც-
22-1 საპატრიარქოს უწყებანი N22 22-28ივნისი 2017წ გვ.19
დავითი (ჯინჭარაძე) 1860-1965 (გაგრძელება)
ვებს მათხოჯის წმ. ნინოს სახ. დედათა მონასტერში. 1910 წლის 12 აპრილს მღვდელი დავითი მცხეთაში, სამთავროს წმ. ნინოს სახ. დედათა მონასტრის მწირველად და სულიერ მოძღვრად დაინიშნა, სადაც 1911 წლის 22 დეკემბრამდე იმსახურა. 1911 წლის დეკემბრიდან ისევ მათხოჯის დედათა მონასტრის მწირველი და სულიერი მოძღვარია. 1914 წლის 6
მაისს კამილავკა ეწყალობა. მღვდელ დავითის დაუღალავი და ნაყოფიერი სამსახური შეუმჩნეველი არ დარჩენილა ქართველი საზოგადოებისა და პრესისათვის. 1914 წელს ჟურნალ „შინაური საქმეებში“ უცნობი ავტორი ლ. იმერელი მათხოჯის სავანისა და იქ მოღვაწე მოძღვრის შესახებ წერდა: „ათას ცხრაას შვიდწლამდე დედათა სავანეს არ ყოლია საკუთარი მღვდელი-მწირველი, ვინაიდგან სასულიერო მთავრობა არავითარ ყურადღებას არ აქცევდა მათ და თითონ მონაზვნებს კი, სად შეეძლოთ
მღვდლის დაქირავება. ვისაც კი მიმართავდნენ თხოვნით, ყოველთვის ასეთ პასუხსა ღებულობდენ: „ბევრი ხარჯი გვაქვს და არ შეგვიძლია მანდ
სამსახურიო“. ეს იყო მათი საერთო გასამართლებელი მიზეზი... 1907 წელს, პატიოსანი, კეთილ გრძნობებით აღჭურვილი მღ. დავით ჯინჭარაძე, შევიდა მონაზონთა უმწეო მდგომარეობაში და აღუთქვა მათ მუდმივი უფასო დახმარება... გადაუმეტებლად რომ ვსთქვათ, ეს ერთად ერთი
ოქროს ხანაა მათხოჯის დედათა სავანის მონაზონთა ცხოვრებაში... აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პატ. მღ. ჯინჭარაძეს კარგათ მოწყობილი მგალობელთა ხორო ყავს (რომელიც მონაზვნებისგან შესდგება) და თვითონაც იშვიათი ბარიტონი აქვს.. ბევრჯერ გამოვლაპარაკებივარ მონაზვნებს, მსურდა გამეგო, თუ რამდენათ ღრმა და
შეგნებული სარწმუნოებისანი იყვნენ და ყოველთვის გაკვირვებულვარ მათი პასუხებით. ყველა ამაში, რასაკვირველია, მადლობის ღირსია პატ.
მღ. ჯინჭარაძე, რომელმაც ასე გაწვრთნა ისინი. წირვა-ლოცვა და საერთოდ ღვთის მსახურება აქ წმიდა ათონის წეს-რიგზეა. დღიდან ჩამობრძანებისა პატ. მღვდელი ჯინჭარაძე მუდამ ამ დედათა სავანის კეთილდღეობისთვის ფიქრობდა და ცდილობდა“. ზუსტად უცნობია, თუ რომელ წლამდე ემსახურებოდა მამა დავითი მათხოჯის სავანეს, ან როდის მოხდა მისი ბერად აღკვეცა. 1922 წლის 22 ივნისს ბათუმ-შემოქმედელი ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,
უწმიდესსა და უნეტარეს ამბროსს (ხელაია) სწერდა: „ლანჩხუთში ვიყავი მწირველი და იქ შემთხვევით შევიტყე, რომ ჯუმათის მონასტერი 1921 წლის სექტემბერ-ოქტომბერში სრულიად გაუძარცვავთ ყაჩაღებს, მაგრამ საერო მთავრობამ ეს ამბავი იქაურ მღვდელ-მონაზონს დააბრალეს, დაიჭირეს და ქუთაისში წაიყვანეს, სადაც ციხეში გარდაიცვალა... ამას გარდა, ამას წინად შემოქმედის მონასტერში მისულან ყაჩაღები ღამით. ვინც ყოფილა იქ, ყველა ერთად დაუტუსაღებიათ, მერე წაუყვანიათ ეკლესიაში წინამძღვარი იღუმენი დავითი და მღვდელმონაზონი მელეტი. იქ არაფრისათვის ხელი არ უხლიათ, მხოლოდ დაჟინებით მოითხოვდნენ თურმე ოქროს აკვანს და ბრილიანტებს. ბერებს უთქვათ: აქ ამისთანა არაფერიაო (მართლაც არ არის თურმე). კაი ხნის წვალების შემდეგ (ხანჯლებით) ბერები ცოცხლები გადარჩენილან; ყაჩაღები წასულან
ცარიელ-ტარიელნი“. 1923 წლის 23 მარტს უღმერთო ხელისუფლებამ დააპატიმრა იღუმენი დავითი და მასთან მოღვაწე მღვდელ-მონაზონი მელეტი (თოფურია). მათ ბრალად ედებოდათ მონასტრის გაძარცვა. 1926
წლის 8 თებერვალს ქ. ოზურგეთის სახალხო სასამართლოს თავმჯდომარე შემოქმედის სამრევლო საბჭოს შემდეგი შინაარსის მოწმობას აძლევს: „ესე
ეძლევის მორწმუნეთა წარმომადგენელს გიორგი ფარსადანის ძე დუმბაძეს, მას შინა, რომ როგორც რწმუნებულ ჩემდამო სახალხო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სამაგიდო რეესტრიდან 1923 წლისა სჩანს, საქმე #304/23წ. ბრალდებისა გამო წინამძღვრის დავით ჯინჭარაძისა და მღვდელ-მონაზვნის მელეტი თოფურიასა შემოქმედის მონასტრის განძეულობის და ძვირფასი თვლების მოპარვაში. აღნიშნულ პირებს სასამართლოს მიერ მიესაჯათ თითოეულს ექვს-
22-2 საპატრიარქოს უწყებანი N22 22-28ივნისი 2017წ გვ.20
დავითი (ჯინჭარაძე) 1860-1965 (დასასრული)
ექვსი თვით სასჯელი გამასწორებელ სახლში პატიმრობით, რომელიც აღნიშნულმა პირებმა უკვე მოიხადეს“. 1927 წლის 15 მარტს იღუმენმა დავითმა რუსულიდან ქართულზე თარგმნა წმ. ტიხონ ზადონელის დაწერილი „მოწოდება სინანულად ცოდვილისა“, რომელიც ამჟამად ჯიხეთის დედათა მონასტერშია დაცული. ამ ეტაპზე უცნობია, თუ სად მოღვაწეობდა 1927-1952 წლებში იღუმენი დავითი. ასევე უცნობია, ზუსტად რომელი წლიდან მსახურობდა იგი ჯიხეთის დედათა სავანეში. საპატრიარქოს არქივში დაცული საბუთების მიხედვით ჯიხეთში 1951 წლის ჩათვლით მსახურობდნენ დეკანოზი ეპ. ხონელია და მღ. ათანასე გოგუაძე. სავარაუდოდ, მისი იქ დამკვიდრება 1952 წლიდან უნდა ვივარაუდოთ. ჯიხეთის დედათა სავანეში შემორჩენილია წერილის ნაგლეჯი, სადაც ვკითხულობთ: „სულიერო შვილო თეოდორა! მშვიდობა შენდა. მე ღვთით დავბრუნდი ტფილისიდან მოკეთებული; შეუდექი წირვას შობიდან, რომელიც ღმერთმა მრავალს დაგვასწროს შენიანებით კეთილად სათნოდ ღვთისა. ნინო კარგათ არის. სხვა ამბავს არ გწერ აქ, გეტყვი ყოლაფერს თავად...“ სამწუხაროდ აქ წყდება წერილი, რომელსაც წელიც არ უწერია, მხოლოდ თარიღი აქვს -- 26 დეკემბერი. 1981 წლის 21 იანვარს უფროსი ინსპექტორი ო. მ. ჯაში სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულს საქ. სსრ რესპუბლიკაში ამხ. გ. შ. მაისურაძეს სწერდა: „ა. წ. 19 იანვარს მივლინებით ვიმყოფებოდი ქ. ლანჩხუთში ჯიხეთის მონასტრის საკითხის შესასწავლად.. სასოფლო საბჭოს ხელმძღვანელებთან, ძეგლის მცველთან და მონაზვნებთან საუბარში გაირკვა, რომ ხსენებულ ეკლესიაში 1965 წლამდე იყო მღვდელი ჯინჭარაძე, რომლის გარდაცვალების შემდეგ, 1965 წლიდან, შეცვალა მღვდელმა ქვარაიამ“. როგორც ამ წერილიდან ირკვევა, იღუმენი დავითი 1965 წელს
აღესრულა. იგი ჯიხეთის დედათა მონასტრის ეზოშია დაკრძალული.
23 საპატრიარქოს უწყებანი N23 29ივნისი-5ივლისი 2017წ გვ.18
მამა-შვილი --– იროდიონ და შიო თურქაძეები
„მზად ვართ, მტლად დავედოთ საყვარელ და კოპწია ივერიის ეკლესიას და მის აღორძინებულს ავტოკეფალიას“
მღვდელიიროდიონშიოსძე თურქაძე 1864 წელს თბილისის გუბერნიაში, თბილისის მაზრის სოფ. მამკოდაში მღვდლის ოჯახში დაიბადა. ასევე სასულიერო პირები იყვნენ მისი ძმები -– გიორგი და გერასიმე. 1888 წელს მან დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია პირველი ხარისხის დიპლომით. 1888 წლის 11 ივლისს დიაკვნად აკურთხეს, იმავე წლის 20 ივლისს მღვდლად დაასხეს ხელი და მამკოდის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში დაინიშნა. 1894 წლის 20 თებერვალს ზემო თიანეთის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1898 წლის 26 თებერვლიდან ოკამის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარშია. 1898, 1907 და 1910 წლებში სამი წლის ვადით სამჯერ იყო არჩეული საეპარქიო კრებაზე დამსწრე დეპუტატად. 1906 წლის 6 სექტემბერს რუისის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. ტაძარში დაინიშნა. 1906 წელს რუისის სამინისტრო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. ამავე წელს IV ოლქის სამღვდელოებამ საბლაღოჩინო საბჭოს წევრად გამოარჩია. 1908 წლის 11 ივლისს გორის ჰოსპიტალმა მამა იროდიონს, როგორც სამედიცინო საქმეებში გარკვეულს, ნებართვა მისცა რუისის მოსახლეობაში ექიმის თანამდებობაზე ემუშავა. 1911 წლის 24 აგვისტოს გორის მაზრის IV ოლქის სამღვდელოებამ მთავარხუცესად აირჩია. 1911 წელს მღ. იროდიონის მოღვაწეობის შესახებ იმჟამინდელი ქართული პრესა წერდა: „წლევანდელმა ფერისცვალობის დღეობამ მშვიდობიანათ ჩაიარა მღვდ. იროდიონ თურქაძის მეოხებით, რომელმაც სთხოვა ადმინისტრაციას, რომ ეკლესიის გალავანში და გარშემო არ გაეშვათ სხვადასხვა მოვაჭრეები, უფრო კი ღვინის ურმები, რომელთაც თან სდევს ლოთობა და ყოველი უწესობა. მართალია. ზოგიერთი დაინტერესებული მოვაჭრეები უკმაყოფილო დარჩა ამ გარემოებით, სამაგიეროდ, მომეტებული ნაწილი საზოგადოებისა სიხარულით მიეგება ამ გადაწყვეტილებას“. ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მღ. იროდიონი დააჯილდოვეს: 1905 წელს საგვერდულით; 1909 წელს –– სკუფიით; 1913 წლის 6 მაისს -– კამილავკით; 1916 წლის 6 მაისს –– სამკერდე ოქროს ჯვრით; ასევე მიღებული ჰქონდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის სახ. სამახსოვრო ვერცხლის მედალი. მღ. იროდიონი დიდი სიხარულით შეხვდა 1917 წლის 12 მარტს (ძვ. სტ.) მცხეთაში გამოცხადებულ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. ამასთან დაკავშირებით იგი საქართველოს საკათალიკოსოს მმართველობას წერდა: „გულწრფელად და განუსაზღვრელის სიხარულით მივეგებებით მრავალსაუკუნოებით შებორკილებულ, სიბნელიდან გამოყვანილს თავისუფლებას. ვესალმებით
23-1 საპატრიარქოს უწყებანი N23 29ივნისი-5ივლისი 2017წ გვ.19
მამა-შვილი --– იროდიონ და შიო თურქაძეები (გაგრძელება)
მკვდრეთით აღდგენილს ივერიის ავტოკეფალიას და მის საუკუნოდ დამკვიდრებას. მზად ვართ, მტლად დავედოთ საყვარელ და კოპწია ივერიის ეკლესიას და მის აღორძინებულს ავტოკეფალიას. მე, ღარიბი სოფლის მღვდელი, ა.ა _ ჩემის მედავითნით -–- გიორგი. ბახტაძითურთ, ვწირავთ ოთხ თუმანს ჩვენის საკუთარის ჯიბიდან და ექვს თუმანსაც ეკლესიის თანხიდან, სულ ას მანეთს ჩვენს სასიქადულო საქართველოს საკათალიკოსო მართველობისათვის. იმედი მაქვს, სხვებიც მოგვბაძავენ და არ დაიშურებენ ხსენებულ დაწესებულებისათვის თავის წვლილს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ არავითარი დაწესებულება არ იარსებებს უსახსროდ, უთანხოდ, ამიტომ ჩვენ ყველანი უნდა მივეშველნეთ ჩვენის წვლილით. მის გაძლიერებისათვის საჭიროა, დაუყოვნებლივ დავეხმარნეთ ამ დაწესებულებას საერთო ქონებიდან. ძრიელ კარგი იქნება გორის მაზრის სამღვდელოებამ ხსენებული საქმისთვის გადასდოს გორის სამღვდელოების საკუთარი შენობის ქირა, რომელიც ათას მანეთს აღემატება იმ დრომდის, ვიდრემდის ხსენებული დაწესებულება რიგიანათ განმტკიცდებოდეს“. მღვდელი იროდიონი 1918 წელს შავი ჭირის ეპიდემიის დროს გარდაიცვალა. ჰყავდა მეუღლე მღვდლის შვილი მარიამ მაკარის ასული და შვილები: დეკანოზი შიო (1889-1977წწ.), ანა, დავითი (გარდ. 1916წ.), სიმონი, მაქსიმე, ელენე, სარა, ბარბარე, ელიზბარი. სასულიერო გზა გააგრძელა მისმა უფროსმა ვაჟმა, დეკანოზმა შიომ, რომელიც 1889 წელს სოფ. წილკანში დაიბადა. 1900-1904 წლებში გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1910 წლის 6 აგვისტოს ხიდისთავის „წედისის“ ახალჯვრის წმ. გიორგის სახ. ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1911 წლის 1 ნოემბერს, თავისი თხოვნის საფუძველზე, შტატიდან გადადგა და დუშეთის მაზრის სოფ. სიონის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1914 წლის 25 სექტემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ყანობის მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში განამწესეს. 1915 წლის 19 აპრილს ახალდაბის წმ. კვირიკესა და ივლიტას სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1916 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1918 წლის 6 თებერვალს გომეწრის წმ. გიორგის სახ. ტაძარში ჩანს. 1924-1925 წლებში ახადო-ნოიხეთის ეკლესიაში მსახურობს. 1925 წელს მღ. შიომ მღვდელმსახურება შეწყვიტა და თბილისის ერთ-ერთ რაიონში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1927 წლის 24 იანვარს ცხვარიჭამიაში ცხოვრობდა და შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს საარჩევნო ხმის უფლების აღდგენა სთხოვა. იმავე წლის 29 იანვარს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი სრ. საქართველოს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს წერდა: „ა/წ. იანვრის 24-ს, #85, 31, 13 მომართვის საპასუხოდ შ.ს.ს. კომისარიატი გაცნობებთ, რომ თურქაძე ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნილებებს, რომელსაც საარჩევნო ინსტრუქციის მე-8 მუხლი საჭიროდ სთვლის მოქალაქეობრივი უფლების აღდგენისათვის: იმისათვის, რომ მოქალაქეს, რომელიც წინათ რელიგიურ კულტის სამსახურისაგან მიღებული შემოსავლით ცხოვრობდა, კერძო ვაჭრობას ეწეოდა და სხვა, მიენიჭოს უფლება არჩევნებში მონაწილეობისა, სხვათა შორის, საჭიროა, რომ ის არანაკლებ ხუთი წლისა ეწეოდეს სარგო და ზოგად-სასარგებლო შრომას; მოქ. თურქაძე კი თითონ აცხადებს, რომ მან მღვდლობას თავი დაანება 1923 წელში, ე. ი. მხოლოდ სამი წლის წინეთ, რის გამოც ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით (ოქმი #2 მუხლი მე-8) მოქალაქე თურქაძეს უარი უნდა ეთქვას მის განცხადებაზე საბჭოთა არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ“. მღ. შიო 1930- 1935 წლებში ქ. თბილისის ფოსტის თანამშრომელია. 1935-1937 წლებში ქ. თბილისის მეოთხე საფოსტო განყოფილებაშია. 1937-1939 წლებში ტრამვაიში კონტროლიორად მუშაობდა. 1939-1948 წლებში სადაზღვეო აგენტია. 1948-1952 წლებში ისევ ფოსტალიონად მუშაობდა. 1953 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) სასულიერო ხარისხში აღადგინა და თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახ. ტაძრის მღვდელმსახურად დანიშნა. 1955 წლის 10 იანვარს დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძრის მღვდელმსახურად გადაიყვანეს. 1956 წელს კუკიის წმ. ნინოს სახ. სასაფლაოს ტაძარში განამწესეს. 1961 წლიდან თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახ. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა და დეკანოზის
23-2 საპატრიარქოს უწყებანი N23 29ივნისი-5ივლისი 2017წ გვ.20
მამა-შვილი --– იროდიონ და შიო თურქაძეები (დასასრული)
წოდება მიენიჭა. 1966 წლის 1 სექტემბერს დეკანოზი შიო სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულს საქართველოს სსრ რესპუბლიკაში დ. ა. შალუტაშვილს სწერდა: „მე ვთხოვე პატრიარქ ეფრემ II-ს გადაყვანა ველისციხეში ან კიდე სადმე გადაკარგულ ალაგას კახეთის მხრივ, ან კიდე მოხსნა სულ და აღრიცხვიდანაც მოხსნა. მის უწმინდესობას არ სურს. ახლა თქვენ გთხოვთ, რათა თქვენ იქონიოთ მის უწმინდესობასთან, რათა მომხსნას აღნიშნულ ეკლესიის მრევლიდან და აგრეთვე მომხსნას აღრიცხვიდან, რითაც მე დიდი მადლობელი ვიქნები, წინააღმდეგ შემთხვევაში დემონსტრაციულად ვტოვებ ჩემს მრევლს და დღეიდან აღარ ვცხადდები“. უწმინდესმა ეფრემმა გაითვალისწინა რა ეკლესიის უმძიმესი ვითარება, რაც გამოწვეული იყო სამლვდელო კადრების სიმცირით და დეკანოზი შიო 1966 წლის მიწურულს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანა, თუმცა მხცოვანი მოძღვარი ვეღარ ახერხებდა მსახურებას. მომდევნო წლებში მან რამდენიმეჯერ მიმართა პატრიარქს: „განა არ გეცოდებით, უწმიდესო, რომ ამ ხნის განმავლობაში მარტო ერთი მოხუცი მღვდელი გთხოვთ პენსიაზე გამიყვანოთ ან მომცეთ დასვენება ერთი თვით, ან კიდევ გამოგვიგზავნოთ ვინმე დეამხმარე მღვდელი 1968 წლის 29 მაისით დათარიღებულ განცხადებაში დეკანოზი შიო აღნიშნავდა: „არ ვიცი, რა გაწყენინეთ, რომ ჩემი პენსიაზე გაშვება არ გსურთ“. უწმინდეს ეფრემს მოძღვრისათვის ასეთი პასუხი გაუგზავნია: „ვმადლობ დეკანოზ შიო თურქაძეს დავალების კეთილად შესრულებისათვის. შ. თურქაძეს ჩემთვის არაფერი უწყენინებია. სხვა არავინ მყავს და მიზეზიც ეს არის, რომ პენსიაზე არ გადამყავს. ცოტაც გავუძლოთ საერთო გაჭირვებას. ამას გვეუბნება დღევანდელი სინამდვილე“. 1970 წლის 26 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის მდივანი ქ. კაპანაძე სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულს საქართველოს სსრ რესპუბლიკაში ა. შალუტაშვილს სწერდა: „საქართველოს საპატრიარქო გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 23 მარტს გარდაიცვალა თბილისის წმ. სამების ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი შიო თურქაძე“.
24 საპატრიარქოს უწყებანი N 24 6ივლისი-2აგვისტო 2017წ გვ.19
მღვდელი მაქსიმე ხუციშვილი
მღვდელი მაქსიმე გიორგის ძე ხუციშვილი 1868 წელს თბილისის გუბერნიაში, ახალციხის მაზრაში, სოფ. მუსხში მედავითნის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა მუსხის ორკლასიანი სასწავლებელი. XIX ს-ის 90-იანი წლების ბოლოს ახალციხის წმ. მარინეს სახ. ტაძრის უშტატო მედავითნედ დაინიშნა. 1901 წლის 7 დეკემბერს ხორხის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1903 წლის 8 დეკემბერს ქაისხევის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაადგინეს. 1905 წლის 15 მარტს ისევ ხორხის სამრევლოში გადაიყვანეს. 1906 წელს თბილისის სასულიერო სემინარიასთან არსებულ კომისიას წარმატებით ჩააბარა გამოცდები და მიიღო ნებართვა ხელდასხმაზე. 1906 წლის 29 ოქტომბერს დიაკვნად აკურთხეს, იმავე წლის 5 ნოემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ბარისახოს ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში დაინიშნა. 1908 წლის 8 მაისს ჩარგლის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1910 წლის 7 ოქტომბერს ზემო თმოგვის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესეს. 1913 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1915 წლის 28 აპრილს ერკოთის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. ტაძარში დაინიშნა. მღვდლად ხელდასხმამდე საერო მთავრობისგან (იგულისხმება მეფის რუსეთის მთავრობა) მიღებული ჰქონდა 2 ჯილდო წყალში გადავარდნილთა გადარჩენისათვის. ასევე დაჯილდოვებული იყო წმ. გიორგის | ხარისხის ჯვრით. 1918 წელს I მსოფლიო ომის დროს ოსმალებთან ტყვედ ჩავარდა და ბათუმის ციხეში 4 თვე დაპატიმრებული იყო. ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“ მის შესახებ წერდა: „მღ. მაქსიმე გიორგის ძე ხუციშვილი სამშობლოს საკეთილდღეოთ ოსმალთა ტყვეობაში ტანჯული მოძღვარი, სოფ. ერკოთის მღვდელია, რომელმაც
1918წ. მაისში ახალციხეში მომწყვდეულ ქართველ მეციხოვნეთა დასახმარებლად დიდი შეურაცხყოფა და წამება გადაიტანა და მაინც, საცა საჭირო იყო, აცნობა ჩვენი ჯარის მდგომარეობა. მის თავგადასავალს, მისგანვე აღწერილს, შემდეგ ნომერში დავბეჭდავთ“. ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ მღ. მაქსიმე 1918-1921 წლებში ალავერდის
ეპარქიაში, სიღნაღის მაზრაში მსახურობდა. 1921 წელს კომუნისტებმა დააპატიმრეს და ხუთი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 1923 წლის იანვრის ბოლოს ურბნელმა ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) მღ. მაქსიმე ტყვიავის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში განამწესა. 1923 წლის 16 თებერვალს იგი ეპ. ქრისტეა» ფორეს სწერდა: „თანახმად თქვენი მეუფების განჩინებისა, ამა თებერვლის 2-რიცხვიდან მე დაუყოვნებლივ გიახელი აღნიშნულ სამრევლოში, გორში გავიარე მთავარხუცესთან, ავიღე მოწერილობა, დავიჭირე ურემი და გაუდექი გზას. იმ დღეს ქ. გორში დანიშნულ იყო მიტინგი და ამ მიტინგზედ დასასწრებად დაბარებული იყვნენ ხალხი სოფლებიდან, სხვათა შორის, ტყვიავიდანაც. გზაში განუწყვეტლიც მხვდებიან მომავალი გლეხები, რომელთაც გამოკითხვით გაიგეს, რომ მე ვიყავი ახლად დანიშნული მღვდელი მათ სოფელ ტყვიავში. გაიგეს ეს თუ არა, ასტყდა მომავალ გლეხებს შორის ერთი აურზაური და დამიწყეს უშვერი პირით ლანძღვა-გინება და თან მომძახოდნენ, -- სად მიეთრევი, თუ მღვდელი გვინდოდეს ჩვენმა მღვდელმა რა დაგვიშავაო! ჯერ ჩვენ ისიც უნდა გავაგდოთ და ეს ვინ მოეხეტება ჩვენს კისერზედ გასასუქებლად და სხვათა. ერთი სიტყვით, ცემა დამიპირეს, რა სიტყვები მაკადრეს იმის მოხსენება რომ არ შემიძლიან, არამც თუ წერილობით, არამედ პირადაც კი. ყველა ამას დაადასტურებს ქვრივი ქალი კორინთლიანი, რომელიც ჩემთან ერთად მოდიოდა ურემზედ. ამ ამბის გადამხედს, რაღა დამრჩენოდა, გორიდან მეათე ვერსზედ გადმოვხტი ურმიდან და გამოვბრუნდი უკან. მოგახსენებთ საქმის ვითარებას, ვკადნიერდები და კვლავ გთხოვთ, კეთილ ინებოთ და დამნიშნოთ ნატახტარის სამრევლოში მღვდლად, სადაც ხალხი თანახმაა და სადაც შეძლება მექნება, გამოვიჩინო ჩემი მოძღვრება. მით უმეტეს, რომ იქ დანიშნული მღვდელი თვე-ნახევარია არ გამოცხადებულა და, მაშასადამე, ნატახტარში ადგილი თავისუფლად ითვლება“. ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ გაითვალისწინა მაშინდელი მძიმე მდგომარეობა და იგი ნატახტარის წმ.
24-1 საპატრიარქოს უწყებანი N 24 6ივლისი-2აგვისტო 2017წ გვ.20
მღვდელი მაქსიმე ხუციშვილი (გაგრძელება)
იოანე ღვთისმეტყველის სახ. ტაძარში დანიშნა. 1924 წლის 14 მაისს ნატახტარის სამრევლოს მღვდელი მაქსიმე ხუციშვილი და შტატგარეშე მღვდელი მიხეილ იმნაძე საეპარქიო კანცელარიას სთხოვენ, რომ
ორივემ ერთად იმსახურონ ამ სამრევლოში. სამრევლოში შედიოდა ხუთი სოფელი და საქმე ისედაც ბევრი იყო, ამიტომ იმავე წლის 16 მაისს დართეს მსახურების ნება. როგორც დეკ. ს. სარალიძის 1924 წლის 30
ოქტომბრის ჩანაწერიდან ირკვევა, მღ. მაქსიმე მალევე წამოსულა ნატახტარიდან: „ვალელები ამბობენ, თუ მოგვცემთ ცალკე მღვდელს შევინახავთ, თუ არა და, ჩვენ ახალციხეში მღვდლისთვის ვერ ვივლითო. უნდოდათ მათ მღვდელი მაქსიმე ხუციშვილი მიეყვანათ, თვითონაც სურდა, მაგრამ ვითომ ჩემი ხათრით აღარ წავიდა და ახლა ის მტკვარზე თევზაობს (იჯარით აუღია). მღვდლის საცხოვრებელი სახლი იქაც ჩამორთმეულია“. 1924 წლის 11 დეკემბერს აწყურის ეპარქიის ახალციხე-ახალქალაქის ოლქის მთავარხუცესი, დეკ. ს. სარალიძე ურბნელ ეპისკოპოს ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) სწერდა: „რაც შეეხება სოფ. ვალეს, რომელიც მღვდლის
არყოლის გამო ახალციხეზეა მიწერილი, თუ ვინმე
გამოჩნდა მსურველი, ჯობია ისევ ცალკე გამოეყეს, რადგან იქ 50 კომლია და შეუძლიათ მისცენ მოძღვარს 50 ფუთი ჭირნახული და 50-80 მანეთი ფულიც. ცოლ-შვილიან მღვდელს იქ ცხოვრება არშეუძლიან. სახლიც კი არ იშოვება. შეიძლება მარტოხელა მღვდელი ემსახუროს სამადლოდ. ამ ზაფხულს სურდა ვალეში წასვლა უადგილო მღვდელ მაქსიმე ხუციშვილს, რომელიც ამჟამად ახალციხის მაზრაში იმყოფება. თუ ვინახულე, მივცემ
წინადადებას, რომ წავიდეს. თუ დამთანხმდა, გამოგიგზავნით თხოვნას“. 1926 წლის 20 იანვარს მღ. მაქსიმე წილკნელ ეპისკოპოს პავლეს (ჯაფარიძე) სწერდა: „ვინაიდან ბოკოწინის სამრევლოში დღეს თავისუფალია მღვდლის ადგილი, გთხოვთ, დამნიშნოთ აღნიშნულ ადგილას. მრევლის
სურვილიც არის ვიმსახურო მათ სოფელში“. მეორე დღეს ეპ. პავლემ იგი ბოკოწინის წმ. ილია წინასწარმეტყველის სახ. ტაძარში
იმ პირობით განამწესა, თუ შეიტანდა საეპარქიო სამმართველოში ერთ თუმანს. მღვდელი მაქსიმე 1926 წლის 3 აპრილს კამილავკით დაჯილდოვდა. 1926 წლის 30 ოქტომბრიდან დროებით მუხრანის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში განამწესეს. 1928 წლის 4 აპრილის
მონაცემებით ისევ ბოკოწინის ტაძარში ჩანს. 1928
წლის 1 სექტემბერს კვლავ მუხრანის ღვთისმშობლის ტაძარშია. 1928 წლის 18 დეკემბერს თხოვნა შეიტანა საკათალიკოსო სინოდის კანცელარიაში სამსახურიდან გათავისუფლებაზე. 1929 წლის 1
სექტემბერს აღარ იხსენიება მოქმედი სამლვდელოების რიგებში. მისი შემდგომი ბედი უცნობია. ჰყავდა მეუღლე აღათია იოანეს ასული (დაბ. 1871წ.)და ერთი შვილი ნატალია.
26 საპატრიარქოს უწყებანი N26 21-17სექტემბერი 2017წ გვ.17
დეკანოზი შიო კაიშაური 1869-1940
„ადგილობრივი საბჭოს პრეზიდიუმს დაუდგენია ზარის ჩამოხსნა და ფასანაურის ცენტრში დაკიდება საათის სამაგიეროდ, რაზედაც ადგილობრივი მკვიდრნიც ხელს აწერდნენ“ „ძალიან ცუდი თვალით მიცქერენ და რით დაბოლოვდება ჩემი საქმე, არ ვიცი. ამათი მიზანია, როგორმე ხელთ იგდონ ეს ვერცხლეული“
დეკანოზი შიო ბესარიონის ძე კაიშაური 1869 წლის 9 დეკემბერს თბილისის გუბერნიაში, დუშეთის მაზრაში, სოფ. კაიშაურში მღვდლის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1888 წელს თბილისში ეგზარქოსის სასახლის წმ. ჯვრის სახ. კარის ეკლესიაში მედავითნედ განამწესეს. 1889 წლის 10 ნოემბერს ფასანაურის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1890 წლის 14 მარტს საქართველოს ეგზარქოსმა იოანიკემ
(რუდნევი) დიაკვნად აკურთხა და კაიშაურის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დანიშნა. 1892 წლის 26 აპრილს მღვდლად დაასხეს ხელი და იმავე ტაძრის წინამძღვრად დაადგინეს. 1897 წლის 24 მაისს დუშეთის სანთლის ქარხნის სარევიზიო კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1897 წლის 13 ივნისს რუსეთის იმპერიის პირველი საყოველთაო აღწერის დროს გამოჩენილი ერთგულებისთვის სამკერდე ვერცხლისფერი მედლით დაჯილდოვდა.
მღ. შიოს დანიშვნის დროს კაიშაურის ტაძარი ძველი, დარღვეული და პატარა ზომის იყო. ის აშენებული იყო 1800 წელს გლეხ ზარიბეგ კაიშაურის
მიერ. მოძღვრის დიდი ძალისხმევითა და მეცადინეობით გადაწყდა ახალი ეკლესიის აშენება. მღ. შიომ ორ წელიწადში შეაგროვა საკმარისი თანხა. ახალი ეკლესიის საძირკველი 1898 წლის 29 მაისს ჩაყარეს.
იმ დღეს კაიშაურში უამრავი ხალხი შეიკრიბა. კურთხევის წესი შეასრულეს: მთავარხუცესმა მღ. დავითაშვილმა, მღ. ირ. სისაურმა და მღ. შიო კაიშაურმა. ზოგიერთი მასალის მიტანა თვითონ ხალხმა იკისრა უფასოდ და სიხარულითა და ხალისით შეუდგნენ მუშაობას მღვდელი შიოს ლოცვა-კურთხევით. ტაძარი ერთ წელიწადში საკურთხებლად მზად იყო. მის აშენებას 5000 მან. დაჭირდა. ქართული პრესა ფართოდ აშუქებდა კაიშაურის ტაძრის აშენების ამბავს. აი, რას წერდა 1900 წელს ამის შესახებ ვინმე „მრევლთაგანი“ გაზეთ „ივერიაში“: „ასრულდა კაიშაურის მრევლის დიდი ხნის გულის წადილი და მისი აღმატებულობის, ქალაქ კიევში მცხოვრებელის, ანასტასია ალექსანდრეს ასულის ლაკიერის შემწეობითა და ადგილობრივი მღვდლის შიო კაიშაურის მეცადინეობით 1899 წელს აგვიშენდა სამრევლო ეკლესია წმიდის დიდის მთავარმოწამის გიორგის სახელობაზედ, რომელიც 6 000 მანეთამდე დაჯდა. მისი აღმატებულობის ლაკიერის შუამდგომლობით სასულიერო მთავრობის წინაშე კავკასიაში მართლმადიდებელ ქრისტიანობის აღმადგენელ საზოგადოების მიერ ოთხი ათას მანეთზედ მეტი იქმნა გადადებული, ხოლო დანარჩენი თვით მრევლისა და ლაკიერის მხრივ იყო დახმარება. ტაძრის დამთავრებას მთელი სოფელი დიდი სიხარულით შევცქეროდით და ეს მეორე
წელიწადია რაც დამთავრდა კიდევაც, მაგრამ ახლა კურთხევას შევცქერივართ და არ იქნა და ვერ ვეღირსეთ, რის მიზეზიც, ჩემის აზრით, ის უნდა იყოს, რომ ცოტათი კედლები და თაღი გაბზარულია... მაგრამ განა ამას არ ეშველება რა? კარგი იქნებოდა, მთავრობას ყურადღება დროზე მიექცია და ამისთანა ძვირფასი ეკლესია ამდენს ხანს უკურთხებელად არ დაეტოვებინა“. 1901 წლის 26 ნოემბერს კაიშაურის ტაძრის აღდგენის გამო იგი საგვერდულით დააჯილდოვეს. 1904 წელს მღ. შიოს ინიციატივითვე კაიშაურის ტაძართან გაიხსნა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, სადაც
თვითონვე ასწავლიდა საღვთო სჯულს, ხოლო მასწავლებლად გიორგი მალანია (შემდგომში –– სოფ. სიონის ტაძრის მღვდელი) დაინიშნა. გაზეთი „ცნობის ფურცელი“ წერდა: „სოფ. კაიშაური. შარშან ზაფხულს ეს სოფელი დაათვალიერა სამაზრო ზედამხედველმა საეკლესიო სკოლებისა, მამა ნიკიფორე კანდელაკმა და სთხოვა სოფელს, აეშენებინა სკოლა, რომ მათ შვილებს წერა-კითხვა მაინც ესწავლათ. სოფელი დიდი სიამოვნებით მიეგება ამ კეთილ განზრახვას და სკოლა უკვე ააგეს. ახა-
26-1 საპატრიარქოს უწყებანი N26 21-17სექტემბერი 2017წ გვ.18
დეკანოზი შიო კაიშაური 1869-1940 (გაგრძელება)
ლი სკოლა აკურთხეს 16 თებერვალს მრავალი ხალხის თანდასწრებით. კურთხევის შემდეგ ადგილობრივმა მღვდელმა, მამა კაიშაურმა
წარმოსთქვა სიტყვა. მასწავლებლად დანიშნული გიორგი მალანია სწავლებას კიდეც შეუდგა“. სკოლის აშენება 500 მან. დაჯდა. ასევე ყოველ წელს შეშასა და ყარაულს 100 მან. სჭირდება.
1905 წელს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1911 წელს მისი მეცადინეობით აშენდა დანგრეული სოფ. ხადის ეკლესია. ამასთან დაკავშირებით, იმავე წლის აღდგომის დღესასწაულზე
სკუფია უბოძეს. 1917 წლის 1 ოქტომბერს მღ. შიო ფასანაურში
მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1918 წელს წილკნის ეპარქიის III ოლქის სამღვდელოებამ იგი სულიერ მოძღვრად აირჩია. 1926 წლის 10 სექტემბერს მღ. შიო წილკნელ ეპ. პავლეს (ჯაფარიძე) სწერდა: „1919 წლამდე ფასანაური იყო ცალკე სამრევლო და
შედიოდა გზათა უწყების გამგეობაში. 1919 წლიდან კი შევიდა კათალიკოს-პატრიარქის გამგებლობაში და როგორც მცირე სამრევლო,
მიეწერა ჩირიკის მრევლს, მაგრამ რადგანაც ჩირიკის ეკლესია დაშორებულია სოფ. ბახოდან 14 ვერსზე, ხოლო ბიბილიანთკარიდან 10
ვერსზე, და ფასანაურიდან კი 2-3 ვერსით არიან დაშორებული, ამისთვის გთხოვთ, რათა ფასანაური იქნეს შტატის ეკლესიად და ჩირიკი იყოს მასზედ მიწერილი". იმავე წლის 22 სექტემბერს მღ. შიოს თხოვნა ძალაში შევიდა. როგორც ამ წერილიდან ირკვევა, 1919 წლიდან მღ. შიო ჩირიკის
ღვთისმშობლის სახ. ტაძრის წინამძღვარია, რომელზედაც იყო მიწერილი ფასანაურის სამრევლო. XX ს-ის 20-იანი წლების დასაწყისში მღ. შიოს
„კამილავკა“ ეწყალობა. 1927 წელს მთავარხუცეს მღ, ბესარიონ მალანიას მოხსენებაში ვკითხულობთ: „ფასანაურის ეკლესია, მღვდელი შიო
კაიშაური 60 წლისა, მსახურებს 35 წელი, ითვლება შეგნებულ მღვდლად მთაში და მუყაითია წირვა-ლოცვაში“. ამასთან დაკავშირებით, 1927
წლის 15 მაისს იგი სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1928 წელს, როდესაც ხელისუფლებისგან წაქეზებული ახალგაზრდობა ანგრევდა და ძარცვავდა ეკლესიებს, მღ. შიომ თავისი სახსრებითა
და მრევლის თანადგომით ახლიდან თუნუქით
გადახურა, გაარემონტა და შეაკეთა ფასანაურის ტაძარი. იმავე წელს, წილკნელ ეპისკოპოსთან პავლესთან (ჯაფარიძე) გაგზავნილ იგი
აღნიშნავდა: „ფასანაუწერილში რის წმინდა მოციქულთა
თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაზე იმ დროს მიწერილი იყო ჩირიკისს· ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია. სამრევლო შედგება მთლიანად ქართველებისგან, რაოდენობა -– 255 კომლი. ტაძარს ჰყავდა მედავითნე გრიგოლ გივის ძე ბუჩუკური. მოლარე –- გრიგოლ სოლომონის ძე კობაიძე. სამრევლო საბჭოს შემადგენლობა: შიო გრიგოლის ძე ქავთარაძე, ვლადიმერ მოსეს ძე
ობგაიძე, დიმიტრი ადამის ძე ჩიგოევი, ალექსი დავითის ძე ბიბილაშვილი, მარიამ ხიზანას ასული ნაზღაიძესი, ქეთევან ჭრელას ასული
ტრიპოლსკისა. ორივე ეკლესიას აქვს სამკაული, მაგრამ განიცდის სიღარიბეს. ნაღდი ფული არ მოეპოვება. სანთელს ვყიდულობთ თბილისის საეპარქიო ქარხანაში“. 1931 წელს კომუნისტურმა ხელისუფლებამ მღ.
შიოს ჩამოართვა მთელი უძრავ-მოძრავი ქონება. ყოველ მხრივ შევიწროებული მოძღვარი არც ამან გატეხა და კვლავ უშიშრად აგრძელებდა ქადაგებას. 1932 წლის 25 ივნისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ (ცინცაძე) ეკლესიაში 40-წლიანი
26-2 საპატრიარქოს უწყებანი N26 21-17სექტემბერი 2017წ გვ.19
დეკანოზი შიო კაიშაური 1869-1940 (გაგრძელება)
ერთგული და თავდადებული სამსახურის გამო დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1933 წელს ადგილობრივი ხელისუფლების დასმენით შუა აზიაში გადაასახლეს წილკნის ეპარქიის II ოლქის მთავარხუცესი,
მლეთის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ბესარიონ მალანია. 1934 წლის დასაწყისში წილკნელმა ეპისკოპოსმა ალექსიმ (გერსამია) მის ადგილზე დეკანოზი შიო კაიშაური დანიშნა. 1935 წლის 3 აპრილს ოლქში არსებული მძიმე მდგომარეობისა და ფასანაურის
ეკლესიის გარშემო ატეხილი აურზაურის გამო, დეკ. შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს სწერდა: „თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, სრულიად საქართველოს მამამთავარო, უწინარეს ყოვლისა, ვითხოვ თქვენი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევას და მუხლმოდრეკით გეამბორებით მარჯვენასა ზედა. მე
ბოდიშს ვითხოვ თქვენი უწმიდესობის შეწუხებისათვის, მაგრამ საქმის ვითარებამ მაიძულა, მომემართნა პირადად თქვენთვის. თქვენს უწმიდესობას მოეხსენება, რომ ჩვენი ორივე არაგვის ხეობის ეკლესია-სამლოცველოები მთლიანად განადგურებულია ბოროტმზრახველთაგან
და ამ მიზეზით იძულებული ვიყავი ფასანაურის ეკლესიის ვერცხლეული (ინვენტარი), როგორმე
მაინც მიგვემალა სადმე და ასეც მოვიქეცით, რომელიც ეს მეორე წელიწადია დამალული გვაქვს. ამ სამი კვირის წინათ ადგილობრივი გეპეუს უფროსმა მოითხოვა ფასანაურის ეკლესიის ვერცხლეულის სიის ნახვა და მე კატეგორიულად უარი უთხარი იმ მიზეზით, რომ მთლად დამალული
გვაქვს შიშის გამო-თქო. რომ ვერაფერი გააწყვეს, ბოლოს მომთხოვეს სია ვერცხლეულობისა, რომელიც მაშინვე ამოვწერე და გადავეცი. ახლა ამ აპრილის პირველს, ადგილობრივი საბჭოს თავჯდომარის თანაშემწე და ვიღაც რაიონიდან ამოსული მოვიდნენ და მთხოვეს ეკლესიის გაღება და აღწერა და მე ისევ იმ მიზნით, რომ დამალული გვაქვს-მეთქი, არ ავაწერინე და უთხარი, და მოლარეს დაუკითხაეკლესიის საბჭოსა მე არ ძალმიძს-მეთქი. მოვიწვიე მოლარე და
რამდენიმე პირიც შეგროვდნენ და იმათი თანდასწრებით გავუღე ეკლესია. როცა იხილეს, რომ იქ ვერცხშიგადაშიგ ლეული ზეზე არ მოიპოვებოდა, იმათაც მთხოვეს ვერცხლეულის სია. მე მოვთხოვე ოფიციალური განკარგულება, თუ ვისი ბრძანებით თხოულობდნენ ეკლესიის ქონების
სიას. თუმცა კი, როდესაც ეკლესიები რეგისტრაციაში იქნა გატარებული, ერთი პირი ამ სიისა რაიონში მოიპოვებოდა, მეორე კი ეკლესიაში. მეორე დღეს მითხრეს, რომ უნდა შევაფასოთ, თუ რა ღირებულებისა არის ვერცხლეულიო და ახლა არ ვიცი, ძალას იხმარენ თუ არა. ამ ორი კვირის წინ ადგილობრივი საბჭოს პრეზიდიუმს დაუდგენია ზარის ჩამოხსნა და
ფასანაურის ცენტრში დაკიდება საათის სამაგიეროდ, რაზედაც ადგილობრივი მკვიდრნიც ხელს
აწერდნენ და რა გავიგე ეს, მაშინვე მე და მოლარე პარტკომის მდივანთან შევედით და აუხსენით, თუ აქვთ უფლება, საეკლესიო საბჭოს დაუკითხავად ჩამოხსნან ზარი? პარტკომის მდივანმა თქვა, ყოვლად შეუძლებელია დაუკითხავად საეკლესიო საბჭოსი მისი ჩამოხსნაო და ჯერჯერობით ისევ თავის ადგილზე ჰკიდია ზარი და
იქიდან დღეში სამჯერ რეკავენ ჩვენის ნებართვით. ახლა ვთხოვ თქვენს უწმიდესობას რჩევადარიგებას, თუ როგორ მოვიქცეთ. ეკლესია თუ
სახელმწიფოს ჩამოშორდა, მაშინ რაღა სუყველანაირად გვიშლიან ხელს? მე ყოველ კითხვაზე და მოთხოვნაზე ვპასუხობ ხოლმე, რომ ეგ ჩემს
ქონებას არ შეადგენს, სამრევლოს შეეკითხეთ და
როგორც ისურვებენ, მე წინააღმდეგობა არ ძალმიძს-მეთქი. ძალიან ცუდი თვალით მიცქერენ და რით დაბოლოვდება ჩემი საქმე, არ ვიცი. ამათი
მიზანია, როგორმე ხელთ იგდონ ეს ვერცხლეული. ორჯერ გამიტეხეს ეკლესია, საიდანაც გაიტანეს პირველად ფულის ყუთი 130 მანეთით და
მეორედ საუკეთესო ხალიჩა და ორი კილოგრა
26-3 საპატრიარქოს უწყებანი N26 21-17სექტემბერი 2017წ გვ.20
დეკანოზი შიო კაიშაური 1869-1940 (დასასრული)
მი წმიდა სანთელი. ახლა თქვენს განკარგულებას ველი. მე მინდოდა წილკნის ეპისკოპოსისათვის მიმემართნა შუამდგომლობის აღსაძვრელად, მაგრამ ნაგვიანები იქნებოდა, რადგან აქვე ფასანაურში არიან ის პირები და ამის გამო გავკადნიერდი პირდაპირ თქვენი უწმიდესობის
შეწუხებას.“ XX ს-ის 30-იანი წლების ბოლოს ოფიციალურად მთიულეთში სამი მოქმედი მღვდელმსახური იყო დარჩენილი: დეკ. შიო კაიშაური, მღ. გრიგოლ ჩოხელი და მღ. იოანე ბექაური, ხოლო ხევში ერთი
მღ. მიხეილ იტონიევი, რომელიც სოფ. კობში მსახურობდა. 1938 წლის 14 მარტის განკარგულებით, კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ წილკნის
ეპარქიის II ოლქის სამღვდელოებას შორის შემდეგნაირად გადაანაწილა სოფლები. თეთრი არაგვის ხეობა დაუტოვა კაიშაურსა და ჩოხელს. პირველს წილად ხვდა 712 კომლი, ასევე მათ დაევალათ ფასანაურის ტაძარში 504 კომლი, მეორეს კი წირვა-ლოცვის დაყენება, ისე რომ, ხან ერთი იყოს
მწირველი და ხან მეორე პირველის თანამწირველი. თუ რომელ კვირას რომელი იმსახურებს, ეს განაწესოს დეკანოზმა შიო კაიშაურმა. შავი არაგვის ხეობა კი -- 277 კომლით მთლიანად ჩაბარდა ბექაურს, რომელიც გუდამაყარში ცხოვრობდა და მისთვის ადვილი იყო იქიდან ამ ხეობის მოვლა. ხელისუფლებაც თითქოს ამას უცდიდაო. ამ გადანაწილებიდან
ერთი თვეც არ იყო გასული, რომ იმავე წლის 12 აპრილს მღ. იოანე ბექაური დააპატიმრეს, ხოლო 12 ივნისს დეკ. შიო კაიშაური ორთაჭალის ციხეში გამოამწყვდიეს. 1939 წლის 31 იანვარს სამეულის გადაწყვეტილებით მოძღვარს სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 (აგიტაცია, პროპაგანდა, რომელიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას) მუხლის საფუძველზე მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. დეკანოზი შიო 1940 წლის 10 მარტს ციხეში გარდაიცვალა. მოძღვრის ცხედარი ოჯახს არ გაატანეს და მისი საფლავი დღემდე უცნობია. ჰყავდა
მეუღლე - სოფიო იოსების ასული და შვილები: მართა, მარიამი, ბესარიონი, ექვთიმე, არჩილი, თეკლე, მარგალიტა, გიორგი, ეფემია (დეკ. ლევან ტლაშაძის მეუღლე).
27 საპატრიარქოს უწყებანი N27 28სექტემბერი-4ოქტომბერი 2017წ გვ.19
დეკანოზი მიხეილ გვაზავა 1869-1953
დეკანოზი მიხეილ იაკობის ძე გვაზავა 1869 წელს სოხუმელი მეორე გილდის ვაჭრის ოჯახში დაიბადა. 1892 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1892 წლის 19 სექტემბერს სოხუმის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში პედაგოგად დაიწყო მუშაობა. 1896 წლის 24 ნოემბერს იმავე სკოლაში საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. 1897 წელს გაზ. „ცნობის ფურცელი“ მის შესახებ წერდა: „მამა ბ. ხელაიას ალაგზე,
როგორც ნამდვილად გავიგეთ, ეპარქიის მთავრობას გადაუწყვეტია მღვდლად აკურთხოს სოხუმისავე მკვიდრი, ამ ორის წლის წინად ტფილისის სასულიერო სემინარიაში კურს დამთავრებული, ბ-ნი
მიხეილ გვაზავა, აქაურის სამრევლო სკოლის მასწავლებელი“. 1898 წლის 25 იანვარს სოხუმის ეპისკოპოსმა არსენმა (იზოტოვი) იგი დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 1 თებერვალს მღვდლად დაასხა ხელი და სოხუმის წმ.
ალექსანდრე ნეველის სახ. საკათედრო ტაძრის კრებულში განამწესა. 1898 წლის 27 თებერვალს სოხუმის გორსკი სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგია. 1898 წლის 19 მარტს კი სოხუმის ეპარქიის სამზრუნველოს
წევრი. 1898 წლის 12 ოქტომბერს სოხუმის ვაჟთა სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთოს სჯულის პედაგოგად დაინიშნა. 1899 წლის 18 იანვარს სოხუმის ეპარქიის ეპარქიალური კომიტეტის რევიზორი
ხდება. 1899 წლის 13 თებერვალს სოხუმის ეპარქიალური სასწავლებლის საბჭოს ხაზინადრია. 1900 წლის 12 ივნისს სოხუმის ეპარქიალური საეკლესიო-არქეოლოგიური კომისიის წევრია. 1901 წლის 23 ოქტომბერს
კი სოხუმის საგამოცდო კომისიის წევრი. 1902 წლის 17 მაისიდან 1905 წლის 9 სექტემბრამდე იყო სოხუმის ეპარქიის II ოლქის მთავარხუცესის მოვალეობის შემსრულებელი. 1905 წლის 25 ოქტომბერს სოხუმის გორსკი სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგია. 1906 წლის 25 სექტემბერს ქ. სოხუმის ეკლესიებში მყოფი სამღვდელოების მთავარხუცესია. 1906 წლის 23 სექტემბერს გათავისუფლდა სოხუმის ვაჟთა სკოლის გამგის
მოვალეობიდან. 1907 წლის 14 აპრილს გაუქმდა ქალაქის სამლვდელოების მთავარხუცესის პოსტი და მღვდ. მიხეილიც ავტომატურად გადადგა თანამდებობიდან. 1909 წლის 11 სექტემბერს სოხუმის საეპარქიო საძმოს
საბჭოს წევრია. 1910 წლის 16 მარტიდან იმავე საძმოს
ხაზინადარია. იმავე წლის 23 სექტემბერს უარი თქვა ამ პოსტზე. 1910 წლის 26 აპრილს მოდის გორსკი სკოლიდანაც და იმავე დღეს სოხუმის საქალაქო სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად ინიშნება. 1912
წლის 18 სექტემბერს წმ. სინოდის გადაწყვეტილებით
საქართველოს საეგზარქოსოს სარევიზიო კომიტეტისწევრად ირჩევენ. 1913 წლის 1 იანვარს სოხუმის ეპარქიალური სასწავლო საბჭოს ხაზინადრის პოსტიდან თავისუფლდება. დეკანოზი მიხეილი იყო ქართველთა
შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი.
1917 წლის 8-17 სექტემბერს, როგორც სოხუმის ეპარქიის დელეგატი, ესწრებოდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებას. 1917 წლის 10
დეკემბერს მღვდ. მიხეილი კათოლიკოს-პატრიარქ
კირიონს (საძაგლიშვილი) სწერდა: „როგორც მოეხსენება თქვენს მეუფებას, 17 სექტემბრის თქვენის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევის შემდეგ ჩვენ, სოხუმის ეპარქიის ამრჩევლებ-დელეგატებმა მეგრელქართველ -- სამურზაყანოელებში სამღვდელოებამ, როგორც ეს სავალდებულო იყო, გადავწყვიტეთ ღვთისმსახურების დროს რუსის სინოდის მაგიერ მოგვეხსენებინა თქვენი უწმინდესობა, რასაც ასე ვასრულებდით, თუმცა ფაქტიურათ ჯერჯერობით არა ვართ გამოყოფილი აქაური მმართველი რუსის ეპისკოპოზისაგან. მე, თუმცა სოხუმის საკათედრო საკრებულო ეკლესიის მღვდელი ვარ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მღვდელ-მონაზონი თეოფილე (შავდია) თქვენის უწმინდესობისაგან იყო აქ დანიშნული,
რომელიც სცხოვრობდა სოხუმის მღვდელმთავრის სახლში და ასრულებდა წირვა-ლოცვას ქართულად სასახლის ჯვრის ეკლესიაში, იქმნა გამწესებული
ბედიის ეკლესიაში წინამძღვრად. მე, სოხუმის ეპისკოპოსის სერგის განკარგულებით, მის მაგივრად, დროებით ვასრულებ წირვა-ლოცვას და ვიხსენებ თქვენს მეუფებას და მასთან ადგილობრივ ეპ. სერგის (რაკი მის ეკლესიაში ვიყავი მწირველ-მლოცველი). ამ დღეებში ესეც არის მივიღე ოფიციალური
მოწერილობა მოსკოვიდან ეპ. სერგისაგან, მისი ხელით ნაწერი პირდაპირ ჩემს სახელზე, მეორე აქაური ეპარქიის კანცელარიის მესაიდუმლე ტიხონ ვასილევიჩის (ავტონომოვი) სახელზე, რომლებითაც, მისი აზრით, მიკრძალავს თქვენი უწმინდესობის მოხსენებას. ეპ. სერგისათვის პასუხი არ გამიცია, რადგან ამ დღეებში, მგონი, ჩამოდისო. ეტყობა, აქედან ვიღაცას შეუტყობინებია, ვითომდა ჩამოუსმენივარ. ეს მოწერილობა ვაჩვენე ზოგიერთ ჩვენ მოწინავე პირებს და აქაურ ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი განყოფილების საზოგადოებას და მირჩიეს ჯერ ეს ამბავი მომეხსენებინა თქვენი მეუფების წინაშე. მისთვის, უმორჩილესად გთხოვთ თქვენს უწმინდესობას განგვიმარტოთ და შეგვატყობინოთ როგორ მოვიქცე ამ შემთხვევაში“. 1919 წელს მამა მიხეილი სოხუმის ოლქის მთავარხუცესია. 1921 წელს იყო ცხუმ-აფხაზეთის საეპარქიო სასამართლოს წევრი. იმავე წელს დროებით ასრულებდა სოხუმის საკათედრო ტაძრის სამრევლო საბჭოს............
28 საპატრიარქოს უწყებანი N28 6-12ოქტომბერი 2017წ გვ.18
დეკანოზი ეფრემ ინასარიძე
დეკანოზი ეფრემ იოანეს ძე ინასარიძე 1865
წელს თბილისის გუბერნიაში, ახალაქალაქის მაზრაში, სოფ. მუსხში გლეხის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარიის ხუთი კურსი. 1891 წლის 20 იანვარს საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) დიაკვნად აკურთხა და ახალციხის წმ. მარინეს სახ. ტაძარში მედავითნის შტატში განამწესა. იმავე წელს ახალციხის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1893 წლის 14 ოქტომბერს ახალციხის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1894
წლის 13 თებერვალს მღვდლად დაასხეს ხელი და
ერკოთის ფერისცვალების სახ. ტაძარში დაინიშნა.
1894-1905 წლებში იყო ერკოთის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგე და საღვთო სჯულის პედაგოგი. 1901 წლის 15 თებერვალს ახალციხის სანთლის
ქარხანაში სარევიზიო კომიტეტის წევრად აირჩიეს
და ამ პოსტზე 1906 წლამდე დაჰყო. 1903 წელს აღმოსავლეთ საქართველოს სასწავლო საბჭოს ახალციხის განყოფილების წევრად დაინიშნა. 1904 წლის
26 აპრილს აწყურის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში გადაიყვანეს და იმავე დლეს ტაძართან არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედდა საღვთო სჯულის პედაგოგად დაადგინეს. 1907
წლის 17 ნოემბრიდან ახალციხე-ახალაქალაქის სამთავარხუცესო საბჭოს წევრია. 1910-1914 წლებში გორის ოლქის სასწავლო საბჭოს წევრია. 1910 წლის ნოემბერში ახალციხის სანთლის საწყობის გამგედ
დაინიშნა. 1914 წლის 27 მაისიდან ახალციხე-ახალქალაქის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების
მეთვალყურეა. 1914 წლის 1 სექტემბერს აწყურის
ქალთა სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაადგინეს. 1925 წლის 20 თებერვალს ახალციხე-ახალქალაქის ოლქის მთავარხუცესი, დეკ. ს. სარალიძე არაოფიციალურ წერილს უგზავნის ურბნელ ეპ. ქრისტეფორეს (ციცქიშვილი), სადაც მადლობას
უხდის დახმარებისათვის, რომ მან წერილი მისწერა ახალციხის მრევლს. თქვენი ლოცვა-კურთხევით ისინი მიწევენ დახარებას შეძლებისდაგვარად. შემდეგ წერს, რომ „აქ თურმე მრევლს უნდოდა მოძღვრად აწყურის მღვდ. ეფრემ ინასარიძე, რომელიც აქაური (რაბათელთა) სიძეა, მღვდელ ზედგენი
28-1 საპატრიარქოს უწყებანი N28 6-12ოქტომბერი 2017წ გვ.19
დეკანოზი ეფრემ ინასარიძე (გაგრძელება)
ძის გასვენებაში მრევლს მისთვის უთხოვია წინამძღოლობა და ისიც დათანხმებულა. ტელეგრამაც კი გამოუგზავნია თქვენთან. აქ ეკლესიის საბჭოს წევრია მისი ქვრივი ცოლისდა, ყოფილი ფოსტის უფროსის ხმალაძის მეუღლე. შემდეგ მე რომ ჩამოვედი აქ, თითქოს კი
შეწუხდნენ, მაგრამ მე აღარ გამიშვეს და დამპირდნენ ჯამაგირსაც. ისე კი ეს ქალი ამბობს, რომ მღვდ. ეფრემი რომ დანიშნულიყო, უფრო იაფად გამოვიდოდნენ. ამიტომ უკეთესი იქნება, მღვდ. ეფრემიც დაინიშნოს აქ მეორე მღვდლად და ჩვენ ორნი უფრო უკეთ მოუვლით საქმესო. მართალია, ჯამაგირი მე მომაკლდება, მაგრამ საქმის ვითარებისთვის ასე აჯობებს, რადგან ორ კაცს უფრო გაგვიადვილდება შრომა და აქეთიქით სიარული. ვალესაც უფრო ადვილად მოვემსახურებით“, 1925 წლის 27 ნოემბერს იგი სადგერის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვრად ჩანს, სადაც 1929 წლის ჩათვლით მსახურობდა. 1930 წლის 3 ოქტომბერს აღარ იხსენიება მოქმედი სამღვდელოების რიგებში. 1932 წლის 1 ოქტომბერს წაღვერის
სატყეო მეურნეობაში მეკურდღლეობის ფერმაში მუშაობდა. 1932 წლის 15 ოქტომბერს ქვაბისხევის სასოფლო საბჭოს წევრები დახასიათებას აძლევენ
ყოფ. დეკანოზს, რომ იგი 23 წელია აქტიურ პედაგოგიურ მუშაობას ეწევა როგორც ჩვენი სოფლის მოსახლეობაში, ისე გარშემო სოფლებში, როგორც
ქართველებში, ისე მაჰმადიანებში, სომხებსა და ებრაელებში. როგორც წერა-კითხვის მცოდნემ, მან მრავლი ალზარდა და აზიარა განათლებას. ასევე დიდი ღვაწლი მიუძღვის მას ჩვენს კუთხეში მეფუტკრეობის განვითარების მხრივ. იგი დაუზარელად ეხმარებოდა ყველას, ვინ ინტერესს იჩენდა ამ საქმეში, ეხმარებოდა მათ სკების შეძენაში და თაფლის მოყვანაში. არ გვაკლებდა ზნეობრივ დარიგებებს, ხშირად უშლიდა ხალხს ლოთობას და ცუდ ყოფაქცევას, რასაც ვადასტურებთ ჩვენი
ხელმოწერით. 1933 წლის 3 ნოემბერს ყოფ. დეკანოზი წალვერის თემ-აღმასკომის თავმჯდომარეს სწერდა: „აგერ ოთხმა წელმა განვლო, რაც ხმა
ჩამორთმეული ვარ. გასულ წელს ამ დროს ამის შესახებ განცხადება შემოვიტანე თქვენთან ჩემ საბუთებთან ერთად, რომ აღგედგინათ ჩემთვის
ხმა, მაგრამ რაღაცა მიზეზებისა გამო ეს არ მოხერხდა. ეხლა კიდევ განმეორებით გთხოვთ, შეხვიდეთ ჩემ მდგომარეობაში, აღმიდგინეთ ხმა და
მით გამომიხსენით ტანჯვისაგან. ამასთანავე გთხოვთ, რომ მიაქციოთ ჯეროვანი ყურადღება მასაც, რომ მე კულტურულად მომუშავე ვარ
საზოგადოებაში. დაწვრილებით გთხოვთ, გადაათვალიეროთ ჩემი საბუთები -– „ატესტაცია“ მოცემული ქვაბისხევის საბჭოს მიერ. ეს საბუთი გასულ 1932წ. ამ დროს განცხადებასთან ერთად მოგეცით. დასასრულ, ყოვლისა ვიმედოვნებ ,რომ თქვენგნით მე ხმით აღდგენილი ვიქმნები“.
1933 წლის 29 ნოემბერს წაღვერის თემ-აღმასკომისთავმჯდომარე მ. ლაცაბიძე ბორჯომის რაიაღმასკომის პრეზიდიუმს წერდა, რომ დეკ. ეფრემ ინასარიძემ მღვდლობას თავი დაანება 1930 წელს, არის ძალზე მოხუცებული და იმყოფება კმაყოფაზე თავისი შვილებისა და სიძისა, რომლებიც არიან საბჭოთა მოსამსახურეებათო. გთხოვთ, აღადგინოთ
იგი მოქალაქეობრივ უფლებებშიო. 1934 წლის 28 მარტს ბორჯომის რაიაღმასკომის პრეზიდიუმის სხდომაზე იმსჯელეს ყოფ. მოძღვრის შესახებ და დაადგინეს: „ვინაიდან მოქ. ეფრემ ინასარიძე ყოფილი მღვდელია და თავი დაანება მხოლოდ 1930
წელს, ამიტომ საარჩევნო უფლებებში აღდგენაზე უარი ეთქვას“. ყოფილი დეკანოზი დაახლოებით XX ს-ის 50-იან წლებში გარდაიცვალა. დაკრძალულია ბორჯომის სასაფლაოზე. იგი დაჯილდოებული იყო: 1900 წლის 6 მაისს საგვერდულით; 1904 წლის 2 ივლისს სკუფიით;
1914 წლის 6 მაისს -- კამილავკით; 1918 წლის 15 მაისს -- სამკერდე ოქროს ჯვრით; 1928 წლის 24 აპ
28-2 საპატრიარქოს უწყებანი N28 6-12ოქტომბერი 2017წ გვ.20
დეკანოზი ეფრემ ინასარიძე (დასასრული)
რილს -- დეკანოზის წოდებით. მამა ეფრემს ჰყავდა მეუღლე სი იფიო დავითის ასული (დაბ. 1868წ.) და შვილები: (დაბ. 1891წ.), ტა.რასი (დაბ. 1894წ.), ნინო (დაბ. 1896წ.).
29 საპატრიარქოს უწყებანი N29 12-18ოქტომბერი გვ.18
გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი (გაგრძელება)
რატიონი) დანიშნა. ამაზე განრისხებული მთავარმართებელი, გენ. პ. ციციანოვი უწმინდეს ანტონს სწერდა: „გაცნობებთ, რომ თქვენი წერილის მოსვლამდე ჩემთან უკვე შემოვიდა თხოვნით ნიქოზის ეპ. ათანასე (მაჭავარიანი), რომელიც მოხუცებულობის გამო ვეღარ მართავს ეპარქიას და თხოულობს ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრის ადგილს, ხოლო თუ #7) ეს შესაძლებელი არ არის, მაშინ დაენიშნოს წელიწად- 77 ში 120 მან. მუდმივი პენსია და იცხოვროს აღნიშნულ მონასტერში. აქედან გამომდინარე, მისი თხოვნა მიმაჩნია ღვთივსათნოდ და უმორჩილესად გთხოვთ, დანიშნოთ ეპ. ათანასე ნათლისმცემლის წინამძღვრად და არქიმ. დომენტი დანიშნოთ მის მოადგილეთ, ხოლო მონასტრის შემოსავლებიდან უბოძოთ მის მეუფებას 120 მან. სიკვდილამდე“ („აქტები“ ტ.II, გვ. 268). მიუხედავად ციციანოვის მოწადინებისა, ანტონ II-მ თავისი ბრძანება არ შეცვალა და წინამძღვრად კვლავ არქიმ. დომენტი დარჩა. შემდგომში, 1810 წელს საქართველოს უმაღლესი მთავრობის პროკურორის პლაფოტინის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ანტონ II-მ არქიმ. დომენტისაგან საჩუქრად მიიღო 150 მან. მისი ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრად დანიშვნისათვის, ციციანოვმა კი, შუამავალმა ამ საქმეში –– 100 მან. („აქტები“ ტ. IV, გვ. 151), არქიმ. დომენტის წინამძღვრობის დროს მოხდა 1812 წლის ცნობილი კახეთის აჯანყება, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო. დავით ბებუთაშვილის სიტყვით, როცა პოლკოვნიკმა ზაგრიაჟსკიმ იერიში მიიტანა სოფ. ხაშმზე, არქიმ. დომენტი ჯვრითა და სახარებით დახვდა პოლკოვნიკს და სთხოვა დაეზოგა სოფელი და მონასტერი. ზაგრიაჟსკი მას უხეშად შეხვდა და ისეთი უხამსი სიტყვებით მიმართა, რომ დავით ბებუთაშვილმა ვეღარ გაბედა მათი თარგმნა, მხოლოდ უთხრა არქიმანდრიტს, რომ პოლკოვნიკი ურწმუნოა და არ შეუძლია ჯვრისა და სახარების დანახვაო. მამა დომენტი იძულებული გახდა უკან მონასტერში მიბრუნებულიყო. მეორე დღეს ხუთ მეამბოხეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს ჩამოხრჩობით. სწორედ ამ დღეს იქ მთავარმართებელი პაულიჩიც მივიდა. არქიმ. დომენტიმ მისგან გამოითხოვა სიკვდილმისჯილთა პატიება. არქიმ. დომენტი 1815 წლის 21 მარტს გარდაიცვალა. დაკრძალულია ნათლისმცემლის მონასტრის ეზოში. საფლავის ქვა დაადო მიტროპ. სტეფანემ (ჯორჯაძე) (ბერძნიშვილი მაქს. „მასალები XVIII-XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის“. ქ. თბილისი, 1980წ., ტ. I, გვ. 216-217). 1815 წლის 29 სექტემბერს ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრად ქვათახევის მონასტრის წინამძლვარი, არქიმ. ათანასე (პეტრიაშვილი) დაინიშნა. იმავე წელს მან ალწერა მონასტერი თავისი ქონებით, მიწებითა და შემოსავლებით, რომელსაც იმჟამად ეკუთვნოდა: თბილისი – 16 გლეხი. მდინარე მტკვრის პირას მონასტრის მეტოქე, სადაც იყო ქვის ეკლესია, რომელიც იმ დროს მხოლოდ კედლებიღა იყო დარჩენილი, სახურავი და გუმბათი აღარ ჰქონდა, დაინგრა 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს. იქვე არის ოთხი სახლი, სადაც ცხოვრობენ მონასტრის ყმა გლეხები. იქვე მდინარის პირას არის პატარა ბაღ–-ვენახი. შემოსავალი წელიწადში 370 მან. თბილისის მაზრაში: დიღომი -– 2 გლეხი და შვიდი საკომლო მიწა. ნაქულბაქევი -- მიწები მიკუთვნებული სვეტიცხოვლის ტაძარს და 2 გლეხი.
29-1 საპატრიარქოს უწყებანი N29 12-18ოქტომბერი გვ.19
გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი
XVIII ს-ის 70-იანი წლების დამდეგს გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერი დაუძლურებული იყო, მისი „მამული მოოხრებულიყო ჟამთა ვითარებისა და მტრისაგან“. ერეკლე II-ისა და მიტროპ. საბა ნინოწმინდელის დასტურით ნათლისმცემლის სავანეს სხვა მონასტრები დაეხმარნენ, რის შემდეგაც იგი დაწინაურდა და გაუსწრო მრავალმთის სხვა მონასტრებს. ამ ფაქტს ადგილი ჰქონდა არქიმ. ექვთიმეს (მჭედლიშვილი) წინამძღვრობისას. მისი სულიერი შვილი იყო ტახტის მემკვიდრე გიორგი ბატონიშვილი, რამაც მოძღვარი სამეფო კართან დაახლოებულ პიროვნებად აქცია. არქიმ. ექვთიმეს სისტემატურმა ბრძოლამ მამულების აღდგენა-შეძენისათვის, დიდად შეუწყო ხელი მონასტრის ეკონომიურ წინსვლას. იგი ყიდულობდა გლეხებსაც. იმატა შეწირულობებმაც. ამ პერიოდიდან ნათლისმცემლის მონასტრის განკარგულებაშია: სოფ. სამაჩვეთის მესამედი (1784წ.), სოფ. ვეფხვისციხიდან სამეფო კოდისპურის ნახევარი (60 კოდი, 1798წ.). 1778 წელს მონასტრის მამულებს ემატება გაუქმებული კაწარეთის ეპარქიის ყმა-მამულები (1791 წელს არქიმ. ექვთიმე მოხსენიებულია კაწარეთის ეპარქიის მეურნედ). სოფ. ხოდაშენის მონასტერი მისი ყმა-მამულით და სამღებროები: ხაშმში, მანავსა და მაშნა– არში (ლ. მენაბდე „ძველი ქართული მონასტრის კერები“ ტ. I, ნაკვ. I, ქ. თბ. 1962წ, გვ. 296-297),. არქიმ. ექვთიმე 1804 წლის მარტი/აპრილში ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა. 1804 წლის 10 აპრილს საქართველოს მთავარმართებელი, გენერალი პ. ციციანოვი კათოლიკოს ანტონ II-ს (ბაგრატიონი) სწერდა:...............“ („აქტები“ ტ.II, გვ. 268). საქართველოს სამოციქულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმიდანად შერაცხა ეკლესიისა და ერისათვის დამაშვრალი, გაჭირვებულთა იმედი და ნუგეში, „მრავალლვაწლშემოსილი“ ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი არქიმ. ექვთიმე. მისი ხსენების დღეა -– 21 აგვისტო (ძვ. სტ. -–– 8 აგვისტო). არქიმ. ექვთიმეს გარდაცვალების შემდეგ კათოლიკოსმა ანტონ II-მ (ბაგრატიონი), რუსთველ-ნინოწმინდელი მიტროპ. სტეფანეს (ჯორჯაძე) წარ–- დგინებით, გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრად, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი, არქიმ. დომენტი (დავითაშვილი-ბაგ
29-2 საპატრიარქოს უწყებანი N29 12-18ოქტომბერი გვ.19
გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი (გაგრძელება)
თელავის მაზრაში: ხაშმი -- 76 გლეხი, მათ შორის ხუთი სასულიერო. უმეტესობა ფლობს მიწასა და დიდძალ ვენახებს. აქვე არის ქვის გალავნით შემოზლუდული ციხე ოთხი კოშკით და თავისი ეკლესიის, იოანე ნათლისმცემლის შობის სახ. ნაკურთხი. ტაძრის წინ არის კიდევ ერთი კოშკი, სადაც პირველი სართული სათავსოა, ხოლო მეორეზე წინამძღვრის კელია. ეზოში არის ქვევრები, სადაც ინახება ღვინო. ხაშმშივე არის მონასტრის კუთვნილი საკმაოდ დიდი ვენახი, მაგრამ უყურადღებობითა და 1814 წლის გვალვის შედეგად ფრიად გაფუჭებულია. არის წისქვილი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია დაკეტილია. არის ასევე საბალახე მინდვრები. უჯარმა მონასტრის ძმების ჩვენებით და იქ დაცული დოკუმენტებით ეკუთვნის 14 საკომლე მიწა, რომელიც ამჟამად გლეხებს აქვთ დაკავებული და არავითარ შემოსავალს არ იძლევიან ბალბიანი -- 8 გლეხი, მათ შორის ერთი სასულიერო, რომელიც აქ ახალი დასახლებულია, არის წისქვილი და სამონასტრო სახნავი მიწები, საიდანაც ღალას იღებენ. საგარეჯო 15 გლეხი, მათ შორის ერთი სასულიერო. მათ უმეტესობას აქვს ვენახი და სახნავი აკა · მიწა. სოფელში არის მონასტრის მეტოქე წმ. იოანე ნათლისმცემლის ქვის ეკლესია. ახმეტა 4 გლეხი, ვენახი და 4 საკომლე მიწა. საბუე -- 49 გლეხი, სახნავი მიწები და ვენახები, ასევე სამონასტრო სახნავი მიწები, საიდანაც მცირეოდენ ღალას იღებენ. ასევე არის საბალახო მინდვრები და ყავთ 20 ღორი. ვეფხვისციხე -- 3 გლეხი, აქვე სამონასტრო მიწებზე ცხოვრობს 53 კომლი სახაზინო გლეხი, რომლებიც იხდიან კოდისპურს. კურდღელაური -- 2 გლეხი. სიღნაღის მაზრაში: მაშნაარი -- 61 გლეხი, მათ შორის ორი სასულიერო, სახნავი მიწები, უმეტესობას აქვს ვენახი. მანავი 3 გლეხი. აქვეა მონასტრის მეტოქე ღვთისმშობლის შობის ქვის გუმბათიანი ეკლესია. არის მონასტრის საკმაოდ დიდი ვენახი, მაგრამ ს უყურადღებობის გამო გავერანებული. ზიარი 1 გლეხი და მცირედი სახნავი მიწა. გორს მაზრა ჭვირი 1 გლეხი და მცირედი სახნავი მიწა სასირეთი - გლეხი. მონასტერში მთავარი ტაძარი -- წმ. იოანე ნათლისმცემლის შობისა იყო, მეორე ტაძარი -- წმ. დიმიტრი თესალონიკელის, ხოლო მესამე ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების. როგორც ვხედავთ, მონასტრის სამეურნეო მდგომარეობა უკიდურესად ცუდ და დაცემულ მდგომარეობაში იყო, რამაც გამოიწვია მისი შემოსავლის შემცირება. მისი ძირითადი დასაყრდენი იყო სოფ. ხაშმი, მაგრამ მდინარე იორმა 1815 წლისათვის წალეკა სამონასტრო გლეხების დაახლოებით 30 ვენახი და მონასტრის ვენახების მესამედი, რომელიც განთქმული იყო თავისი ყურძნით. ასევე დაიკარგა სახნავი მიწების დიდი ფართობი და დაინგრა რამდენიმე წისქვილი. ხაშმელმა გლეხებმა არქიმანდრიტის მეთაურობით შეძლეს მდინარის ნაპირის მოწესრიგება, მაგრამ საფრთხე კვლავ დიდი იყო და გლეხებს გაზაფხულზე უხდებოდათ შეუსვენებელი მუშაობა მის აღსაკვეთად.
29-3 საპატრიარქოს უწყებანი N29 12-18ოქტომბერი გვ.20
გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი (გაგრძელება)
1815 წელს წინამძღვრის, არქიმ. ათანასეს გარდა მონასტერში მოღვაწეობდნენ: არქიმ. დიმიტრი (ლიონიძე), მღვდელ-მონ. იუსტინე, მღვდელ-მონ. რაფიელი (ბუნიათიშვილი), მღვდელ-მონ. ანტონი (ჯანდიერი), მლვდელ-მონ. სილიბისტრო, მღვდელმონ. ქრისტეფორე, მღვდელ-მონ. მაკარი, მღვდელმონ. გერასიმე (ფინეზიშვილი-აბაშიძე), ბერ-დიაკვანი დანიელი, ბერი გენადი (თულაშვილი), ბერი ბართლომე, ანაფორიანი ბერი ილია, ანაფორიანი ბერი ზირაქი, ანაფორიანი ბერი აკაკი, ანაფორიანი ბერი დოსითე, ანაფორიანი ბერი ნეოფიტე, მორჩილი გიორგი ბუღაძე, მორჩილი იოანე ბაშირუმა, მორჩილი სიმონ მორჩაძე, მორჩილი სიმონ ჯაფარიძე (საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 489, აღწერა 1, საქმე N460, გვ. 5-9). 1818 წელს საქართველოს ეგზარქოსმა თეოფილაქტემ (რუსანოვი) მთელ აღმოსავლეთ საქართველოში ჩაატარა საეკლესიო რეორგანიზაცია, რის შემდეგაც ტაძრებსა და მონასტრებში საეკლესიო შტატები დაწესდა. ნათლისმცემლის მონასტერში წინამძღვარი, სამი მღვდელ-მონაზონი, ორი ბერდიაკვანი და ოთხი მორჩილის შტატი იყო (საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 488, აღწერა 1, საქმე M8667, გვ. 3). 1819 წლის 19 იანვარს მონასტრის წინამძღვრად არქიმ. დიმიტრი (ლიონიძე) დაინიშნა. იგი ცნობილი დიპლომატის, საზოგადო მოღვაწისა და ერეკლე მეფის უახლოესი მრჩევლის სოლომონ ლიონიძის უმცროსი ძმა იყო. 1773 წლიდან, რვა წლის ასაკიდან, იზრდებოდა ნათლისმცემლის მონასტერში და არქიმ. ექვთიმეს აღზრდილი გახლდათ. თუმცა მალევე, 1819 წლის 21 აგვისტოს არქიმ. დიმიტრიმ, ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო, საქართველოიმერეთის სინოდალურ კანტორას წინამძღვრობიდან გათავისუფლება სთხოვა, რაც დაკმაყოფილდა. იმავე დღეს მონასტერში ჩატარდა გამოკითხვა, სადაც გაირკვა რომ, ბერ დოსითესა და მორჩილ აბრამიშვილს წინამძღვრად უნდათ მღვდელ-მონაზონი ანტონი (ჯანდიერი) მლვდელ-მონაზონ მაკარის არცერთი; მღვდელ-მონაზონ რაფიელს (ბუნიათიშვილი), ბერებს -- ბართლომესა და აკაკის, მორჩილ ხოსროშვილის უნდოდათ ისევ არქიმ. დიმიტრი. თუმცა საქართველოს ეგზარქოსმა სხვაგვარად გადაწყვიტა და მონასტრის წინამძღვრად, პირველად მის ისტორიაში, რუსი წინამძღვარი, არქიმანდრიტი ირინეოსი (კლუჩარევი) განამწესა (საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 488, აღწერა 1, საქმე N 1183, გვ. 3; ფ. 489, აღწერა 1, საქმე N:930, გვ. 6).
30 საპატრიარქოს უწყებანი N30 19-25ოქტომბერი 2017წ გვ.17
გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი I I ნაწილი
XX ს-ის ცნობილი ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი, რომელიც პირადად იცნობდა ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარს, არქიმ, იოანეს (ერში –– თავადი ბიძინა ჯორჯაძე) თავის ნაშრომში წერდა: „წინათ ამისსა და ამის დროსაცა, იტყვის დღესაცა ცოცხალი სნათლისმცემლის წინამძღვრად ყოფილი არქქიმანდრიტი იოანე ჯორჯაძე, 78 წლისა, იყოო ნათლისმცემლის უდაბნოში 8 გადამდგარი არქიმანდრიტი, 18 მღვდელ-მონაზონი, 6 ". _ არქიდიაკონი და 30 მსახურნი და მორჩილნიო. მათ შორის გამოირჩეოდაო გენადი, მწირი ბერი ნათლისმცემლისა, გვარით თულაშვილი, დიდი მოღვაწე. კვირისკვირადმდე მმარხველი, სახლთხუცეს ყოფილი დავით ერისთავისა. 60 წელი არ ენახა სოფელი, არც არავის ეჩვენებოდა მოსრულთა მონასტერსა შინა, გარდა ოდესმე ეპისკოპოსთა და მეფეთა მუნ მისრულთა“ (იოსელიანი პლ. „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“ ქ. თბილისი, 1978წ., გვ. 43; გვ. 119). იგივე ცნობას გვაწვდის იმ პერიოდის ცნობი ლი მოღვაწე, ანტონ II კათოლიკოსის ნათლული, ქვათახევის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ტარასი (ალექსი-მესხიშვილი), რომელმაც ასევე დაგვიტოვა მონასტრის მოკლე აღწერას. იგი წერდა, რომ დომენტი წინამძლვრის დროს მონასტერში მოღვაწეობდნენ რჩეულნი 8. და სამაგალითო მონაზონნი, თ - მოხუცებულნი და ჭაბუკნი რიცხვით 25, რომელნიც ვერაფერს ხედავდნენ, გარდა ყარაიის მინდვრებისა, რადგან მონასტერში ისე იყო გა– მოკვეთილი სენაკები, რომ იქ მცხოვრები ბერები ერთმანეთს ვერ ხედავდნენ და მთელი დღე ლოცვაში, წიგნის კითხვაში, ძველი ხელნაწერების გადაწერითა და სხვა ხელსაქმით იყვნენ დაკავებულნი. ისინი მხოლოდ სატრაპეზოში ხვდებოდნენ ერთმანეთს და იყო მათ შორის კრძალულება, მყუდროება და დუმილიო. იგი ასევე აღნიშნავდა, რომ ნათლისმცემლის მონასტრის სენაკები დავით გარეჯის ლავრის სენაკებისგან განსხვავებით უფრო მშრალი იყო, რადგან მზე დილის ათი საათიდან ჩასვლამდე -- მთელი დღე
30-1 საპატრიარქოს უწყებანი N30 19-25ოქტომბერი 2017წ გვ.18
გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი (გაგრძელება)
უყურებდა მთაში გამოკვეთილ გამოქვაბულებსო (ჟურნ. „საქართველოს სასულიერო მახარებელი“ 1864წ., სექტემბერი, გვ. 74-76). გამორჩეული საეკლესიო მოღვაწე გახლდათ არქიმ. თეოდოსი (ხელაშვილი), რომელიც სამეფო კართან დაახლოებული პირი გახლდათ. მამამისი, დეკ. გიორგი თელავში მეფის კარის მოძღვრად მსახურობდა. ბერად აღკვეცამდე არქიმ. თეოდოსი (ერისკაცობაში –- დეკ. ნიკოლოზი) წლების განმავლობაში იყო თბილისისა და თელავის სასულიერო სასწავლებლებში ზედამხედველი და პედაგოგი, კახეთის საეკლესიო ქონების მმართველი და ჰქონდა აქტიური მიმიწერა რუსეთში მყოფ ქართველ ბატონიშვილებთან. 1829 წელს მან დააშოშმინა გლეხთა აჯანყება საგარეჯოში. საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარი, დეკ. პოლ. კარბელაშვილი მის შესახებ წერდა: „ეგზარქოსმა მოსემ 1833 წლის ნოემბერში აღმოსავლეთ საქართველოს ეპარქიები მოიარა და ამ დროს ნინოწმიდელებმა სთხოვეს -–- დროებითი ეკლესიის გამართვის ნებართვა ნინოწმინდელთა სასახლეში. მოსემ ნება მისცა. 1834 წლის 13 იანვარს საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ მისწერა არქიტექტორს როკოვს, ანგარიში შეადგინეო. რიკოვმა ანგარიში წარუდგინა –– 13 069 მანეთი და 80 კაპიკი დაჯდებაო, გეგმაც წარადგინა. კანტორამ ამ საქმის შესრულება მიანდო ნინოწმინდის ყოფილი ეპარქიის საეკლესიო მამულების მმართველს, ნათლისმცემლის არქიმანდრიტ თეოდოსს. 1834 წლის 12 მაისს თეოდოსიმ მოახსენა: ხუთი თუმანი სახლის მოწყობას მოუნდება და ათი თუმანი მარნის გამართვასო (ძალიან საჭიროა. სახლი – ოთახი 5/4 ადლი, ზედა ზალა -– 7/4 ადლი, მაგარი ქვითკირისა, გაჯით გალესილი, ლამფა მიკრული, ზევიდან ფიცრით დახურული. ნახევარი კანტორამ გაიღოსო). ამ ფულის ნახევარი კანტორას გადაახდევინა, ნახევარი კი 70 კომლმა (მრევლმა) გადაიხადა. 1835 წლის 10 მარტს დაასრულა მშენებლობა და მოახსენა კანტორას –– ყველაფერი მზად არისო“. როგორც ამ ჩანაწრიდან ირკვევა, მამა თეოდოსიმ მინიმალურ თანხებში აღადგინა ტაძარი, მაშინ, როცა კანტორის არქიტექტორი როკოვი ამ ყველაფერში 13069 მანეთს ითხოვდა. (საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო | არქივი, ფ. 488, აღწერა 1, საქმე N3837, გვ. 72- 73; გაზ. „ივერია“ 1886წ., N243, გვ. 3-4), ასკეტური ცხოვრებით გამოირჩეოდა და ბერმონაზვნური ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი გახლდათ არქიმ. იოანე (ერში -–– თავადი ბიძინა ზურაბის ძე ჯორჯაძე), რომელიც 20 წელიწადი წინამძღვრობდა ნათლისმცემლის მონასტერს და მარტყოფის, ნინოწმინდის, ალავერდის ყოფილი ეპარქიებისა და სვეტიცხოვლისა და წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრის საეკლესიო მამულების მმართველი იყო. უკვე სიბერეში მყოფი მხცოვანი წინამძღვარი, საქართველოს ეგზარქოს ისიდორეს (ნიკოლსკი) სწერდა: „30 წელია ვიმყოფები სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე. მარტყოფის მონასტერში სვეტზე მსახურების დროს, მიტროპოლიტ სტეფანეს წარდგინებით, 1822 წლის 14 აპრილს სამკერდე ოქროს ჯვრით დამაჯილდოვეს. 1839 წელს საეკლესიო მამულების გამგედ დამნიშნეს და პატიოსანი სამსახურისათვის 1843 წლის 30 აპრილსა და 1844 წლის 31 მაისს მწყემსმთავრული მადლობა გამომეცხადა პირად საქმეში შეტანით. 1845 წლის ნ მაისს საქართველოს ეგზარქოსმა, მიტროპოლიტმა ისიდორემ (ნიკოლსკი) საეკლესიო მამულებიდან შემოსავლის სწრაფად და პატიოსნად შეკრებისათვის ასევე მადლობა გამომიცხადა. რადგან ჩემ დაქვემდებარებაში მყოფი მამულები განბნეულია სამ მაზრაში, თბილისის, თელავისა და სიღნაღის და უმეტესად მიწევს ცხენით სიარული, ასაკის გამო აღარ ძალმიძს აღვასრულო დაკისრებული მოვალეობა“ (საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 489, აღწერა 1, საქმე N12845, გე. 3).
30-2 საპატრიარქოს უწყებანი N30 19-25ოქტომბერი 2017წ გვ.19
გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი (გაგრძელება)
წლების განმავლობაში ნათლისმცემლის მონასტრის კრებულის რიცხობრივი მდგომარეობა ასე გამოიყურებოდა:
1819 წელს იყო -- 5 მღვდელ-მონ.; 1 ბერ-დიაკვ.; 2 ბერი; 4 ანაფორ. მორჩ.; 2 მორჩ.;
1838 წელს -– 1 არქიმ.; 6 მლვდელ-მონ.; 1 ბერდიაკვ.; 2 ბერი; 2 ანაფორ. მორჩ.; 1 მორჩ.;
1847 წელს -– 1 არქიმ.; 4 მღვდელ-მონ,.; 1 ბერდიაკვ.; 1 დიაკვ.; 3 ბერი.; 1865 წელს -- 1 არქიმ.; 3 მღვდელ-მონ,; 1 დიაკვ.; 1 ბერი; 4 მორჩწ.;
1887 წელს -- 1 არქიმ.; 4 მღვდელ-მონ.; 1 ბერდიაკვ.; 4 მორჩ.;
1910 წელს -- 1 არქიმ.; 5 მლვდელ-მონ,.; 1 ბერი; 2 მორჩ.;
1917 წელს -- 2 არქიმ.;2 მღვდელ-მონ.; 2 ბერი; 1 მორჩ.; (ფ. 488, აღ. 1, საქმე N599; საქმე 13369; საქმე M21118; საქმე M23979; ფ. 489, აღ. 1, საქმე M53095; საქართ. საპატრ. არქივი, აღ. 1, საქმე M328). XIX ს-ში ნათლისმცემლის მონასტერში მოღვაწეობდა ღირსი მამა ქრისტესია მონაზონი, შემდგომში ქრისტეფორედ წოდებული, რომელიც ასკეტური და წმინდა ცხოვრებით გამოირჩეოდა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მისი გვარი უცნობია. გარდაიცვალა 1871 წელს. ქართულმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. მისი ცხოვრება 1880 წელს აღწერა მღვდელ-მონაზონმა სვიმონმა (გძელიშვილი), რომელიც პირადად იცნობდა მას (ლ. მენაბდე „ძველი ქართული მონასტრის კერები“ ტ. I, ნაკვ. I, ქ. თბ. 1962წ. გვ. 316). ნათლისმცემლის მონასტერში მუდმივად არსებობდა სამონასტრო სკოლა, სადაც ასწავლიდნენ საღვთისმეტყველო საგნებს, კითხვა-გალობას, წერას, საეკლესიო ტიბიკონს. განსაკუთრებით კარგად იყო გამართული ქართული გალობის სწავლება. ამ სკოლაში არაერთი საეკლესიო მოღვაწე აღიზარდა, რომელთაც თავისი კვალი დატოვეს ქართული ეკლესიის ისტორიაში. 1871 წელს არქიმ. მაკარის (მატათაშვილი) მონასტრის მორჩილმა და მნათემ, მღვდლის შვილმა იოანე ბერძენიშვილმა უჩივლა. მორჩილის თქმით, არქიმ. მაკარიმ სავანიდან სხვადასხვა ოქროსა და ვერცხლის ნივთი, მიტრიდან ძვირფასი თვლები და აგრეთვე ძველი წიგნები თბილისში თავის დას, ნინოს გაუგზავნაო. სინოდალურმა კანტორამ საქმის გამოძიება გორის ეპ. ალექსანდრეს (ოქროპირიძე), დავით გარეჯის ლავრის წინამძღვარს, არქიმ. სოფრონს (აბელიშვილი) და სიონის საკათედრო ტაძრის დეკ. იოანე ბასხარაშვილს მიანდო. აღწერის დროს აღმოჩნდა, რომ ყველა ნივთი ადგილზე იყო, გარდა ერთი წიგნისა და ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც თავად მორჩილმა იოანემ წაიღო და უკან აღარ დააბრუნა. საოლქო სასამართლომ მორჩილი იოანე ცილისწამებისთვის ოთხი თვით ციხეში ჩასმა გადაუწყვიტა (გაზ. „დროება“ 1878წ. N93, გვ. 3-4).
XIX ს-ის 80-იან წლებში მონასტერში ჯერ კიდევ მრავლად იყო შემორჩენილი ძველი საეკლესიო ნივთები, ძველი ხატები და უძველესი ხელნაწერები. დეკ. მიხეილ ხელაშვილი, რომელმაც მოილოცა ეს მონასტერი, დაგვიტოვა პატარა ნაშრომიც მის შესახებ. მთავარი ხატი ყოფილა ნათლისმცემლის თავის კვეთისა, მოჭედილი ოქროთიდა 18 იაგუნდის და 21 ფირუზის თვლებით. ეს ხატი დაკარგული ყოფილა და შემდეგ ერთ მწყემსს უპოვია და მონასტერში მიუტანია. როგორც მისი წარწერიდან ჩანს, ალექსანდრე მეფეს და თინათინ დედოფალს შეუწირავთ იგი მონასტრისათვის. მეორე ხატი, ასევე, ნათლისმცემლის თავის კვეთის ალექსანდრე მეფესვე შეუწირავს. მესამე ხატი ღვთისმშობლისა შედარებით პატარა, როსტომ ყაითმაზაშვილს შეუმკია და შეუწირავს. იქვე დაცული იყო 2 ეტრატზე და 41 ქაღალდზე ნაწერი წიგნი. იგი ასევე ჩამოთვლის ნათლისმცემლის მონასტერში მოღვაწე მამებს, რომლებიც XVIII-XIXსს. მოღვაწეობდნენ ამ სავანეში: „1) მეორედ განმაახლებელი მონასტრისა და ყოვლითა საუნჯითა აღმავსებელი ქათალიკოსი ბესარიონ ბართაშვილი, ამანვე შეკრიბა მონასტერში მონაზონნი; 2) მაკურთხეველი და მწყემსი წმიდის
30-3 საპატრიარქოს უწყებანი N30 19-25ოქტომბერი 2017წ გვ.20
გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი (გაგრძელება)
ამის მონასტრისა საბა ნინოწმინდელი, აქ დასაფლავებულა; 3) მაკურთხეველი და მწყემსი წმიდის ამის მონასტრისა მიხაილ ნინოწმინდელი, აქ დასაფლავებული; 4) სიყრმიდგან აქ აღზრდილი და დიდი მოჭინარხულე ბოდბელი იოანე მაყაშვილი; 5) დიდი კეთილისმყოფელი და მოწლე, რუსთავის არხიეპისკოპოსი სტეფანე ჯორჯაძე; 6) ნებსით თვისით გადამდგარი აღტალის ეპისკოპოსი იოანე გაბაშვილი, აქ დასაფლავებული; 7) მშრომელი და აღმაშენებელი სოფლის ხაშმისა ხარიტონ წინამძღვარი; 8) მშრომელი, მოღვაწე და სასწაულთმოქმედი სერაპიონ წინამძღვარი, აქ დასაფლავებული; 9) დიდი მშრომელი, მოღვაწე და შემმატებელი წმიდისა ამის მონასტრისა ექვთიმი წინამძღვარი, აქ დასაფლავებული; 10) გალობით განთქმული საქართველოში არქიმანდრიტი გერასიმე, აქ დასაფლავებული; 11) დიდად დამაშვრალი და გალობით განმამშვენებელი მონასტრისა ამის არქიმანდრიტი გერონტი სოლოღაშვილი; 12) აქ აღზრდილი არქიმანდრიტი ბესარიონი ქსნის ერისთავიშვილი; 13) არქიმანდრიტი ბარსანოფი ავალიშვილი; 14) აქ აღზრდილი და კარგი ხელოვანი ზაქარია არქიმანდრიტი კუტისშვილი; 15) აქ აღზრდილი და კარგი ხელოვანი ზაქარია არქიმანდრიტი კოსტაშაბიშვილი; 16) არქიმანდრიტი სერაპიონ მცხეთელი; 17) არქიმანდრიტი დომენტი შანშიაშვილი, აქ დასაფლავებული; 18) აქ აღზრდილი და აქვე დასაფლავებული არქიმანდრიტი სოფრონი ერისთავი, კარგი მგალობელი; 19) აქ აღზრდილი და დასაფლავებული არქიმანდრიტი დიმიტრი ლიონიძე; 20) არქიმანდრიტი თეოდოსი, კარგი რიტორი და ენამჭევრი ხელაშვილი, აქ დასაფლავებული“ (გაზ. „ივერია“ 1886წ. N-207, გვ. 3-4; N -208, გვ. 3-4). 1889 წელს მონასტრიდან ეს ნივთები თბილისში ჩამოიტანეს და საეკლესიო მუზეუმში მიიტანეს. როგორც ადგილზე შემოწმებით გაირკვა, ამ ნივთებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საეკლესიო არქეოლოგიისა და ხელოვნებისთვის. მათ შორის გამორჩეული იყო მღვდელმთავრის შესამოსლები, ოქრომკედით ნაკერი. ძვირფასი აბრეშუმის ფერადი ძაფებით, მოქარგული ყვავილებით, რომელიც ღამე სანთელზე საამურად ბრწყინავდა. საქართველოს ეგზარქოსს ძალიან მოეწონა ეს შესამოსლები და მათი ნაკეთობა. უახლოეს დღეებში ელოდნენ ძველ ხელნაწერებსაც. ამ ყველაფრის ჩამოსატანად ეგზარქოსის ლოცვა-კურთხევით გაგზავნილი იყვნენ საეკლესიო მუზეუმის საბჭოს თავმჯდომარე ზ, ბაქრაძე და მდივანი დეკ. კალისტრატე ცინცაძე (გაზ. „ივერია“ 1889წ. N 68, გვ. 1). 1891 წელს არქიმ. მაკარის თაოსნობით ნათლისმცემლის მონასტერში გაიხსნა სამონასტრო სკოლა, რომელიც 20 მოსწავლეზე იყო გათვლილი. მასწავლებლად, ეგზარქოსის ლოცვა-კურთხევით, ს. ხელსუფაშვილი დაინიშნა. ეს სკოლა მონასტრის ხარჯით დაარსდა (გაზ. „ივერია“ 1891 წ. N 32, გვ. 2)
31 საპატრიარქოს უწყებანი N31 26ოქტომბერი-1ნოემბერი 2017წ გვ.17
გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი III ნაწილი
ეს მონასცრები ავან-პოსტებია ქართუყლი ჯოლონიისა და მოსახლეობისა თათრების მოსახლეობის მიჯნჯზედ და თუ ისინი ჯარ იარსებებენ, მდიდარი და შესანიშნავი არემარე თათრების ბრზოებს დარჩებათ ხელში
1898 წელს ეპ. ლეონიდეს (ოქროპირიძე) ლოცვაკურთხევით მონასტრის ხაზინადარმა მღვდელ-მონაზონმა დიდიმმა (მიქიაშვილი) წვიმებისგან დაქცეული ძველი სენაკები განაახლა. განახლდა 30-მდე სენაკი, რომლებიც საცხოვრებლად მშვენიერი და გამოსადეგი იყო. გარდა ამისა, მონასტერის გამოქვაბულებში არსებულ, დაახლოებით 10-მდე ძველ სენაკში, ასევე შეიძლება ცხოვრება (გაზ. „ცნობის ფურცელი“ 1899წ. N #849, გვ. 2). 1906 წელს საეკლესიო კომიტეტის დადგენილებით, მღვდ. პოლიევქტოს კარბელაშვილს ე. თაყაიშვილთან, მ. ჯანაშვილთან, დ. კარიჭაშვილთან და ს. გორგაძესთან ერთად დაევალა საეკლესიო მუზეუმში დაცული სიგელ-გუჯრების გამოცემა. ამის გამო, მან იმოგზაურა გარეჯის უდაბნოებში და მათ შორის ნათლისმცემელშიც. შემდგომში იგი წერდა: „ნათლისმცემლის უდაბნოში ბევრი აღარა მოიპოვება რა ძველი დროის შეწირულ ნივთთაგან. უძველესი ხატია ნათლისმცემლისა გახიზვნის დროს დაკარგული და გომბორზედ ნაპოვნი XVIII ს-ში. დანარჩენნი ნივთნი შემოწირულ არიან XVIII ს-ში და შემდეგაც. ტრაპეზის ჯვარნი ბევრია; ბარძიმფეშხუმნიც და ყოველივე სახმარი იარაღი მრავალია. აქვეა წარწერიანი ხატები. დავიარეთ, დავათვალიერეთ სასოებიანი ბერმონაზონთა სადგომნი. ვნახეთ გამოკვეთილი ოთახი, გამოკვეთილი და
31-1 საპატრიარქოს უწყებანი N31 26ოქტომბერი-1ნოემბერი 2017წ გვ.18
გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი III ნაწილი (გაგრძელება)
გაწყობილი მღვდელ-მონაზონ რაფიელის (ბუნიათიშვილი) მიერ. აქ თვალსაჩინოა იოანე ბოდბელის ნაშრომი სენაკები და კარის წმ. დიმიტრი თესალონიკელის მშვენიერი საყდარი. ყოველივე ეს დაუხურავს მუხის კოჭით და ჭერით იოანე არქიმანდრიტს, ჯორჯაძეს. ამ რამდენიმე წლის წინათ ყოველივე ესე რკინით გადაუხურავს პატივცემულ არქიმანდრიტს, ცნობილს ამბროსის (ხელაია) და ამ ძვირფასი წმინდა ბინადრებისათვის თავიდგან აუცილებია წვიმის ნიაღვრებისაგან დანგრევა და შემუსვრა“ (გაზ. „თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, 2000წ. #6 (18), გვ. 4). 1917 წლის 12 მარტს საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის დროს მონასტრის წინამძღვარი არქიმ. ნაზარი (ლეჟავა) გახლდათ, რომელმაც თავისი ნებით იმავე წლის მაისის დასაწყისში დატოვა პოსტი და თბილისში გადავიდა. იმავე წელს კრებულმა წინამძღვრად ზედაზნის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი იოანე (ქარსელაძე) აირჩია, მაგრამ საქართველოს ეკლესიის მოსაყდრემ, ეპ. ლეონიდემ ამ თხოვნაზე უარი განაცხადა, რადგან ზედაზნის მონასტერი თავად საჭიროებდა წინამძღვარს. 1917 წლის 23 აგვისტოს ეპ. ლეონიდემ მონასტრის მმართველად დროებით არქიმ. ამბროსი (ხელაია) განამწესა (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა 1, საქმე N 505, გვ. 1-2; საქმე N 523, გვ. 1). 1917 წლის 8-17 სექტემბერს პირველმა საეკლესიო კრებამ კათოლიკოს-პატრიარქად კირიონ II (საძაგლიშვილი) აირჩია, რომელმაც, თავის მხრივ, 1917 წლის 15 ოქტომბერს ნათლისმცემლის მონასტრის წინამძლვრად მღვდელ-მონაზონი ტარასი (კანდელაკი) დანიშნა და არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა. იგი უწმინდეს კირიონთან დაახლოებული პირი იყო, თუმცა მან ვერ გამოიჩინა ჯეროვანი ყურადღება. 1918 წლის მაისში ქვეყნის სათავეში მოსულმა მენშევიკურმა ხელისუფლებამ ეკლესიას და მონასტრებს მამულები ჩამოართვა, რის გამოც მათი ეკონომიკური მდგომარეობა მეტად გაუარესდა. 1918 წლის 12 ნოემბერს თბილელი მიტროპ, ლეონიდე (ოქროპირიძე) საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს წერდა: „მაქვს პატივი მოვახსენო საკათოლიკოსო საბჭოს, რომ იოანე ნათლის მცემლის უდაბნოს წინამძღვარი, არქიმ. ტარასი ნახევარ წელზე მეტია, რაც თავის ნებით გაშორებულია უდაბჰ“ ნოს და არავინ იცის, სად იმყოფება იგი დღეს. გაფანტულია აგრეთვე ხსენებული უდაბნოს კრებული, გარდა ორი მწირმონაზვნისა, რომლებიც ამ ხელათ ცხოვრობენ სოფ. ხაშმში. წარსულ კვირას ერთი ამ მწირბერთაგანი იყო ჩემთან და განმიცხადა, რომ ხაშმელებმა წაგვართვეს ვენახები, წისქვილები, სახლები, ხარ-კამეჩი და ყველაფერი, რაც კი უდაბნოს გააჩნდა ხაშმზეო. აწერილი უნუგეშო მდგომარეობა უდაბნოსი მაიძულებს უმორჩილესად ვთხოვო საბჭოს პირველად ინებოს, რომ არქიმ. ტარასი განთავისუფლებულ იქნეს ხსენებული უდაბნოს წინამძღვრო ბიდან, რადგანაც როგორც ეტყობა, მას სრულებით არ სურს უდაბნოში ცხოვრება და მეორე –- დაუყოვნებლივ მისწეროს ვისდამიც ჯერ არს, რათა იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს დაუბრუნდეს კუთვნილებისამებრ ვენახ-წისქვილი, სახლები, ხარ-კამეჩი და მიეზომოს ხაშმზე დადებული ნორმით მიწა“. ამ დროს მონასტერს ეკუთვნოდა: თბილისის მაზრაში საძოვარი, სახნავი და სხვა 2779 დესეტინა, უსარგებლო ადგილები –- 695 დესეტინა, მონასტრის ეზოდ 1 დესეტინა და სოფ. ხაშმში ვენახები 10 დესეტინა. სულ -–– 3485 დესეტინა (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა 1, საქმე N 343, გვ. 80-81). ეს მამულები, ნათლისმცემლის მონასტერს, არქიმ. მაკარის წინამძღვრობის დროს, 1886 წლის ნოემბერში გენერალურმა გამმიჯვნელმა კომისიამ დაუმტკიცა სავანეს (გაზ. „ივერია“ 1886წ. N 264, გვ. 2). ნათლისმცემლის მონასტრის უკანასკნელი წინამძღვარი მღვდელ-მონაზონი მიხეილი (მანდარია) იყო, რომელსაც არ დაუკლია შრომა და ენერგია, რათა კვლავ ალედგინა სამონასტრო ცხოვრება, მაგრამ ეს ყოვლად შეუძლებელი იყო. ამ ყველაფერს ემატებოდა თათარი მეცხვარეებისა და ყაჩაღების თარეში, რომელთაც არაერთხელ დაარბიეს გარეჯის მონასტრები. 1921 წელს ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი, წმ. ექვთიმე ღვთისკაცი წერდა: „ჩვენ არა ერთხელ მიგვიმართავს მთავრობისათვის და შინა-
31-2 საპატრიარქოს უწყებანი N31 26ოქტომბერი-1ნოემბერი 2017წ გვ.19
გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი III ნაწილი (გაგრძელება)
გან საქმეთა მინისტრისათვის, რომ უმთავრესი ეკლესია-მონასტრებისათვის მცველები მოეცათ, სხვათა შორის, განუმარტეთ მნიშვნელობა დავით გარეჯის და იოანე ნათლისმცემლის მონასტრებისა არა მხოლოდ სარწმუნოებრივ და კულტურული ნაშთების მხრით, არამედ, როგორც პოლიტიკური, ვინაიდან ეს მონასტრები ავან-პოსტებია ქართული კოლონიისა და მოსახლეობისა თათრების მოსახლეობის მიჯნაზედ და თუ ისინი არ იარსებებენ, მდიდარი და შესანიშნავი არემარე თათრების ბრბოებს დარჩებათ ხელში“ (გაზ. „საქართველო“, 1921წ. #34, გვ. 3-4). სამწუხაროდ, ახდა ექვთიმე თაყაიშვილის წინასწარმეტყველება, მალევე ნათლისმცემლის მონასტერში ღვთისადმი ვედრება და წირვა-ლოცვა შეწყდა. 1925 წლის 15 იანვარს საქართველოს ცენტრ. აღმასრ. კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომამ მოისმინა საკითხი დავით გარეჯის მონასტრების შესახებ და დაადგინა: „ვინაიდან დავით გარეჯის უდაბნოების სიძველეთა კომპლექსებს მათი ისტორიული მხატვრობით და წარწერებით, აგრეთვე ციხე-კოშკებით, რომელნიც მოთავსებულია ყარაიაზის ველზე, დაახლოებით 20 კმ. სიგრძეზე და 8 კმ. სიგანეზე, აქვს უდიდესი მეცნიერული მნიშვნელობა არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც, ამიტომ საჭიროა მოეწყოს ამ სიძველეთა დაცვის საქმე. ეს ტერიტორია წარმოადგენს უწყლო-უდაბნო ადგილს, არ არის არავითარი მოსახლეობა და თვით სიძველეები გადაქცეულია ბანდიტების თავშესაფარად“ (საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური არქივი, ფ. 284, აღწერა 1, საქმე M#M153, გვ. 2). 1980-1981 და 1983-1987 წლებში საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის სპელეისტიკის ლაბორატორიის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ განახორციელა მცირე მასშტაბის არქეოლოგიური სამუშაოები ნათლისმცემლის უდაბნო-მონასტერში. კულტურული ფენების შესწავლისა და სტრატიგრაფიის გარკვევის მიზნით მონასტრის ტერიტორიაზე გამოიყო
სამი არქეოლოგიური უბანი, დაიდო რამდენიმე საცდელი შურფი (ჟურნ. „ძეგლის მეგობარი“ 1988წ. M2, გვ. 15). 2000 წელს უწმინდესისა და უნეტარესის ილია IIის ლოცვა-კურთხევით გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერში აღდგა სამონასტრო ცხოვრება. მისი წინამძლვარია არქიმანდრიტი იოანე (კიკვაძე) რომელიც ასევე ითვლება თბილისის მთაწმინდის მამა დავითის ტაძრის წინამძღვრად. მონასტერში მუდმივად ერთი ბერ-დიაკვანი ნეოფიტე (ჯობავა) ცხოვრობს, რომელსაც პერიოდულად ეხმარებიან თბილისიდან ჩასული მრევლი და მორჩილები.
მონასტრის წინამძღვრები
არქიმანდრიტი ექვთიმე (მჭედლიშვილი) 1775-03.1804
არქიმანდრიტი დომენტი (დავითაშვილი-ბაგრატიონი) 04.1804-21.03.1815 არქიმანდრიტი ათანასე (პეტრიაშვილი) 29.09.1815- 19.01.1819 არქიმანდრიტი დიმიტრი (ლიონიძე) 19.01.1819- 19.08.1819 არქიმანდრიტი ირინეოსი (კლუჩარევი) 19.08.1819-1.06.1821 არქიმანდრიტი ელეფთერი (ზუკაკიშვილი) 08.1821- 10. 1822 არქიმანდრიტი ევგენი 30.1 1.1822-2.06. 1826
31-3 საპატრიარქოს უწყებანი N31 26ოქტომბერი-1ნოემბერი 2017წ გვ.20
გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი III ნაწილი (დასასრული)
არქიმანდრიტი თეოდოსი (ხელაშვილი) 2.02.1827-24.02. 1844
იღუმენი თეოფანე (მაჩაბელი) 27.02.1844- 15.07.1844
არქიმანდრიტი იოანე (ჯორჯაძე) 15.07.1844-1865
არქიმანდრიტი მაკარი (მატათაშვილი) 10.09.1865-7.06.1892 არქიმანდრიტი ევსევი (ცაბაძე) 4.09.1892- 14.07. 1897
ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე) 14.07.1897- 12.08.1900 არქიმანდრიტი გიორგი (ალადაშვილი) 12.03.1902-29.08. 1905
არქიმანდრიტი ამბროსი (ხელაია) 24.11.1905-22.01.1909
ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე) 1909-1910
არქიმანდრიტი ანტონი (გიორგაძე) 30.01.1910-7.06.1911
არქიმანდრიტი ნაზარი (ლეჟავა) 17.11.1911-5.05.1917
არქიმანდრიტი ამბროსი (ხელაია) 23.08.1917- 14.10.1917
არქიმანდრიტი ტარასი (კანდელაკი) 15.10.1917-12.11.1918
მღვდელ-მონაზონი მიხეილი (მანდარია) 11.1918-1919
32 საპატრიარქოს უწყებანი N32 2-8ნოემბერი 2017წ გვ.18
„დაანებეთ ამდენთ მორწმუნეს ეკლესია“ ეპისკოპოსი იოანე (ფანცულაია) 1866 –- 1937
ეპისკოპოსი იოანე, ერისკაცობაში –- ბარნაბა იოანეს ძე ფანცულაია 1866 წლის 16 აპრილს ქუთაისის გუბერნიაში, სენაკის მაზრის სოფ. ბანძაში, მლვდლის ოჯახში დაიბადა. 1876-1884 წლებში სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1884-1890 წლებში სოხუმის ეპარქიის სხვადასხვა სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლებში
რიგით პედაგოგად მუშაობდა. 1885 წლის 18 მარტს რეპის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1890 წელს რეპ-შეშელეთის სამრევლო–საეკლესიო სკოლის მასწავლებელია.
1891 წელს ბარნაბამ ჯვარი დაიწერა მარიამ სესირყვას ასულ მერჭულეზე (დაბ. 1876წ.), რომელიც 1917 წელს გარდაიცვალა. დარჩა შვილები: ვერა
(დაბ. 1896წ., დაამთავრა ფოთის ქალთა გიმნაზია),
პანტელეიმონი (დაბ. 1899წ.), ნეონილა (დაბ. 1901წ.), ნადეჟდა (დაბ. 1902წ.), იოანე (დაბ. 1903წ.), თეოდოსი (დაბ. 1906წ.), ვარლაამი (დაბ. 1908წ.).
1893 წლის 6 იანვარს სოხუმის ეპისკოპოსმა აგათოდორემ (პრეობრაჟენსკი0ე ბარნაბა დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 10 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და მეორე ბედიის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ტაძარში დანიშნა. 1893 წლის 21 ნოემბერს გუპის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1906 წლის 13 თებერვალს
საგვერდულით დაჯილდოვდა. 1910 წელს სოხუმის „ოკრუგის“ II ოლქის მთავარხუცეს, დეკ. დიმიტრი მარღანიას მოხსენების შედეგად დროებით ჩამოერთვა სასულიერო ხარისხი. 1912 წლის 20 ოქტომბერს პლასტუნკის ქართული დასახლების წმ. ნინოს სახ. ტაძარში მედავითნის შტატში განამწესეს. 1913 წლის 8 თებერვალს აღუდგინეს მღვდელმოქმედება და ილორის წმ. გიორგის სახ. ტაძრის უშტატო მღვდელმსახურად დაინიშნა. 1914 წლის 17 მარტს აკაპო-კელასურის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძლვრად დაადგინეს. 1920 წელს წარჩეს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. მამათა მონასტერში ბერად აღიკვეცა და სახელად იოანე ეწოდა. 1921 წელს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსმა იოანემ (მარღიშვილი) იღუმენის წოდება მიანიჭა და წარჩესა და ფუწყურის მამათა
მონასტრების წინამძლვრად დაადგინა. 1925 წელს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) ლოცვა-კურთხევით, იღუმენი იოანე რუსეთის ეკლესიის დაქვემდებარებაში გადავიდა და
მოსკოვში, მაცხოვრის სახ. საკათედრო ტაძრის უშტატო მღვდელმსახურადდაინიშნა. იმავე პერიოდში „ობნოვლენცური“ ეკლესიის გავლენის ქვეშ მოექცა.
1925 წელს რუსეთის „ობნოვლენცური“ წმ. სინოდის თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა ბენიამენმა (მურატოვსკი) არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა და ქ. ორიოლის ღვთისმშობლის საფარველის სახ. საკათედრო
ტაძრის წინამძლვრის მოადგილედ განამწესა. 1926
წლის 30 ოქტომბერს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და ორიოლის ეპარქიის ქორეპისკოპოსად დაინიშნა. 1927 წლის 25 ივნისს ციმბირში, ტიუმენ-იალუტროვსკის ეპარქიის მმართველად გადაიყვანეს, სადაც რვა
თვე იმსახურა. 1928 წლის თებერვალში, ავადმყოფობის გამო, რაც გამოწვეული იყო ფილტვების ანთებით, თავი დაანება სამსახურს. ეპისკოპოს სერგის (ლარინი) გადმოცემით, 1928 წელს ეპისკოპოსი იოანე
ქ. მოსკოვში ჩავიდა და „დედაქალაქში ბარტყულითა
და პანაღიით დადიოდა. იყო ახირებული და უცნაური ხასიათის, უყვარდა ფუფუნება“. 1928 წელსვე საქართველოში დაბრუნდა. უმეტესად ცხოვრობდა აფხაზეთში, ქ. სოხუმში, თავის საკუთარ სახლში.
11 1933 წლის 12 ივლისს ფოთის (ნახუჰე ტურუს) საკათედრო ტაძრის სამრევკ ლო კრებამ, პელაგია საბახთრიშვილის თავმჯდომარეობით, მოისმინა განცხადება დეკ. იოანე ბობოხიძისა, რომ ის პირადი საქმეებისა გამო თავს ანებებს სამრევლო საბჭოს თავმჯდომარეობას და დაადგინა: „1) ფოთის საკათედრო ტაძრის სამრევლო საბჭოს თავჯდომარედ არჩეულ იქნეს ეპისკოპოსი იოანე (ფანცულაია), რომლის განკარგულებაში გადაეცეს საკრებულოსახლი, მდებარე ძველი სობოროს ეზოში,
32-1 საპატრიარქოს უწყებანი N32 2-8ნოემბერი 2017წ გვ.19
„დაანებეთ ამდენთ მორწმუნეს ეკლესია“ ეპისკოპოსი იოანე (ფანცულაია) 1866 –- 1937 (გაგრძელება)
ხოლო მედავითნის ადგილზე -- მღვდელ-მონაზონი ექვთიმე (ნანეიშვილი); 2) დაბეჯითებით ეთხოვოს დეკ.ი. ბობოხიძეს, დარჩეს ფოთში საკათედრი ტაძრის წინამძღვრად, ყოველ შემთხვევა- ში მაშინ, როცა ის იცხოვრებს ფოთში და მომავალშიაც განაგრძოს თავის გონივრული ხელმძღვანელობა
ფოთში საეკლესიო საქმეებისა; 3) ეთხოვოს საკათალიკოსო სყნოდს, დააჩქაროს ეპისკოპოს იოანეს დანიშვნა ჭყონდიდის კათედრაზე, რომ მღვდელმთავრის ყოფნამ ფოთში და მისმა გაბრწყინებულმა წირვამ, რასაც
ფოთელები შეჩვეულნი არიან, ეგებ მოაბრუნოს ფოთელ მორწმუნეთა გული ეკლესიისაკენ; 4) მიენდოს ეპ. იოანეს, რადგან თომა ჩიქვანაია ფოთში არ ჩამოვიდა, მის უწმიდესობას გაუკეთოს სიტყვიერი მოხსენება ფოთში საეკლესიო საქმეების მდგომარეობის შესახებ... რომ დეკ. ბობოხიძის
გონივრულ მოქმედებას არ გამოესწორებია საქმე,
დღეს ნახუტურის ეკლესიაც დარღვეული იქნებოდა, სობორიც დაკეტილი და ფოთში არ იქნებოდა არც ერთი ეკლესია და რომ დეკ. ი. ბობოხიძე სასულიერო მთავრობის მხრით ღირსია არა საყვედურისა, არამედ დაჯილდოებისა, როგორც ფრიად გონიერი და კეთილი მწყემსი ქრისტეს ეკლესიისა“. 1933 წლის 18 ივლისს კათოლიკოს-პატრიარქმა
კალისტრატემ (ცინცაძე) ამ წერილს შემდეგი მინაწერი გაუკეთა: „ვიღებ რა მხედველობაში საკათალიკოზო სინოდის პლენუმის განჩინებას, რომლითაც ჭყონდიდის ეპარქიაში, სადაც ოფიციალური ცნობით მოქმედებს მხოლოდ ერთი ეკლესია, ამჟამად საკუთარი მღვდელმთავრის დანიშვნა შეუძლებლად მიმაჩნია“. 1935 წლის 8 მარტს ეპისკოპოსი იოანე ქ. თბილისში, საკათოლიკოსო საბჭოს საქმეთა მმართველსა და სიონის საპატრიარქო ტაძრის კანდელაკ, დეკ. მიხეილ ნაცვლიშვილის სწერდა: „ცხადია, რომ, როგორც თქვენ, აგრეთვე ჩვენც, არ დაგვიკ- ლია მეცადინეობა, რომ დაგვეკმაყოფილებინა მორწმუნე საზოგადოების და ჩვენი გული, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოგვდის. პატივსადებმა პირებმა, მორწმუნე და არამორწმუნემ, არ მირჩიეს გაჩერება, ვინაიდან მონდომებულნი არიან, გამოგიწყონ საქმე ისე, რომ შენ დაგაბრკოლონო, ასე გიქნან, ისეოდა ეკლესია კლუბად გახადონო და ასე მირჩიეს
ამ დროებით თავის შველა,
სანამ აქ მორწმუნე ხალხი საქმეს გამოაწყობსო სასულიერო და სამოქალაქო
მთავრობის მეოხებით. 7 მარტს წამოვედი სოხუმში სახლში. ამასობაში 7 კაცი
აბაშის რაიაღმასკომმა დაიბარა 5 მარტს და შეაშინეს,
სხვადასხვა მუქარობით და 4000 ნალოგი შეაწერეს. მეორე დღეს მე დამიბარეს და მითხრა აღმასკომმა, ვითომ
ხალხს ვაბუნტებდი, და რომ ხალხს არ უნდა ეკლესია და
მე ვაძალებ და სხვ. მამაო მიხეილ, თუკი მათმა უწმინდესობამ არ ინება გავლენა ცაკთან, რომ უბრძანოს აბაშის აღმასკომს, „დაანებეთ ამდენთ მორწმუნეს ეკლესია“ -–- ვერაფერი გა- ეწყობა.. მართალია, რომ როგორც გამაგებინეს, რომ დავრჩენილიყავი, ისეთ მახეს დამიგებდნენ, რომ ციხეში ჩამსვამდნენ და ეკლესიას თავისი საქმისთვის მოიხმარდნენ ხის ეკლესია, იმისთანა ძვირფასი და მშვენიერი, ლამაზი და მტკიცე მე არ მინახავს ჯერ არსად თავისი არხიტექტურით და სახურავით... ერთობ დაკარგულია“. სამწუხაროდ, ეპისკოპოსი იოანე წერილში არ ახსენებს, რომელ ეკლესიასა და სოფელზეა საუბარი. როგორც ჩანს, მას უნდოდა ტაძრის გახსნა და ოფიციალურად დარეგისტრირება, რაშიც
მას აბაშის აღმასკომმა შეუშალა ხელი და იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა იქაურობა. 1935 წლის 27 ნოემბერს ჭყონდიდის საეპარქიო
საბჭოს თავმჯდომარის, დეკ. იოანე ბობოხიძის გადაწყვეტილებით, ეპისკოპოსი იოანე დროებით სუჯუნის წმ. გიორგის სახ. ტაძარში საეკლესიო წესების შესასრულებლად მიავლინეს. მას უნდა შეესრულებინა ყოველივე მღვდელთმოქმედება, გარდა სამღვდელოთ ხელდასხმისა. ვითომდა, ყველაფერი კარგად უნდა წარმართულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ეპისკოპოს იოანესა და სუჯუნის ტაძრის წინამძღვარს, მღვდელ პეტრე კუციას შორის ურთიერთობა თავიდანვე ვერ დალაგდა. 1936 წლის 16
იანვარს პეტრე მღვდლის მიერ უწმინდეს კალისტრატესადმი გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ: „. „მე რაც შემეძლო სიხარულით და პატივისცემით შევეგებე როგორც ეპისკოპოს ეკადრებოდა. პირველ კვირას მოითხოვა წირვა, მე ერთი ხელი შესამოსი მაქვს, ჩემი შესამოსელით შეიმოსა და ისე
წირა, რაც ეპისკოპოს არ ეკადრება. შემდეგ კვი-
32-2 საპატრიარქოს უწყებანი N32 2-8ნოემბერი 2017წ გვ.20
„დაანებეთ ამდენთ მორწმუნეს ეკლესია“ ეპისკოპოსი იოანე (ფანცულაია) 1866 –- 1937 (დასასრული)
რეებში სულ მან მოინდომა წირვა და მე კი გარედ დავრჩი უწირავად... ვერ მოვითმინე, რადგანაც ხსენებულ ეკლესიის არსებობას შევსწირე ჩემი
თავი, არ დავიშურე ჩემი ქონება და რაც მქონდა, ყოველიფერი დავკარგე, დამხმარე არავინ მყავდა და ეხლა სულის მეტი არაფერი არ გამაჩნია. ეხლა უკანასკნელად სარწმუნო წყაროდან გავიგე, რომ ყოვლადსამღვდელო ფანცულაია ჭყონდიდის ეპარქიის ეპისკოპოსად არ ყოფილა
მიჩენილი, არამედ მას თვითონ უთხოვნია ჭყონდიდის ეპარქიის მთავარხუცესობა. ჭყონდიდის ეპარქიაში არის მხოლოდ ორი მოქმედი ეკლესია: ფოთში და სუჯუნაში. რაც შეეხება მთავარხუცესობას, 1928 წლიდან მე ვიყავი სუჯუნის ოლქში. ამისათვის უმორჩილესად გთხოვთ, არც მე შემიყვანოთ შეცდომაში; მართლა ყოვლადსამღვდელო
ფანცულაიაა ეხლა ჭყონდიდის ეპარქიის ეპისკოპოსი? თუ არის, სიმართლე მეცნობოს და მეც დავემორჩილები თქვენი უწმინდესობის განკარგულებას და ვემსახურები საკადრისად. 1936 წლის 17 იანვარს უწმიდესმა კალისტრატემ ამ წერილს ასეთი რეზოლუცია დაადო: „ეცნობოს მამა პეტრე
კუციას, რომ ყოვლადსამღვდელო იოანე არ არის
დანიშნული არც ჭყონდიდლად და არც მთავარხუცესად. სუჯუნის ეკლესიაში მას ყოვლადსამღვდელოს შეუძლია წირვა მხოლოდ მამა კუციასთან შეთანხმებით. წესების შესრულებაც სუჯუნის სამრევლოში უნდა ხდებოდეს მამა კუციასთან შეთანხმებითვე. გაეგზავნოს მამა კუციას
ყოვლადსამღვდელოსათვის მიცემული მანდატის
პირი, -- ცნობისათვის და სახელმძღვანელოდ“. სამწუხაროდ, ეპისკოპოსი იოანე 1937-1938 წლების რეპრესიების მსხვერპლი გახდა. იგი დააპატიმრეს სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 (აგიტაცია ან პროპაგანდა, რომელიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას) მუხლის საფუძველზე და 1937 წლის 12 ნოემბერს გაასამართლეს. მას ასევე ბრალი დასდეს იმჟამად უკვე ხალხის მტრად გამოცხადებულ აფხაზ კომუნისტ ნესტორ ლაკობასთან კავშირში და სამეულმა მას დახვრეტა
მიუსაჯა, რაც იმავე წლის 15 დეკემბერს სისრულეში მოიყვანეს.
ეპისკოპოს იოანეს სურათი შემორჩენილი არ არის. იგი XX საუკუნის ერთადერთი ქართველი მღვდელმთავარია, ვისი ფოტოც ამ ეტაპზე არ მოგვეპოვება. მას რამდენიმე შვილი დარჩა და სავარაუდოდ, მისი შთამომავლები მრავლად უნდა იყვნენ დარჩენილნი. იქნება ამ სტატიამ, ღვთის შეწევნით, გვაპოვნინოს წმ. მღვდელმოწამე იოანეს ერთი სურათი მაინც.
33 საპატრიარქოს უწყებანი N33 9-15 ნოემბერი 2017წ გვ.16
მღვდელი ბესარიონ დოლიძე 1872-1956
მღვდელი ბესარიონ დოლიძე 1804 წელს საბატონო ყმის ოჯახში დაიბადა. ეკუთნოდა სასულიერო წოდებას, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გურიის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. მონასტერში ისწავლა. 1826 წელს ჯუმათელმა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (შერვაშიძე) დიაკვნად
აკურთხა და ქვემო ამაღლების წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. XIX ს-ის 40-იან წლებში მღვდლად დაასხეს ხელი. ჰყავდა შვილები: იოანე (1831) და
მღვდ. სიმონი. მღვდელი სიმონი 1831 წელს დაიბადა. მან სასულიერო განათლება მამასთან მიიღო. კინორეჟისორი სიკო დოლიძე მოგონებებში თავისი სოფლის შესახებ ასეთ ამბავს იხსენებს: „ზემო გურიაში, სოფ.
33-1 საპატრიარქოს უწყებანი N33 9-15 ნოემბერი 2017წ გვ.17
მღვდელი ბესარიონ დოლიძე 1872-1956 (გაგრძელება)
ამაღლებაში ცხოვრობდნენ მამაჩემის მშობლები სიმონ და ივლიტა დოლიძეები. სიმონი მღვდელი იყო. მას მრავალშვილიანი ოჯახი ჰყავდა.
სოფ. ამაღლება ნიგოითის ქედის მარცხენა კალთებზეა შეფენილი და მეტად თვალწარმტაცია. სოფელს შუაზე პატარა მდინარე ყოფდა. ამ მდინარის სუფთა და ანკარა წყალმა სხვადასხვა ჯიშის თევზი იცის. ქვირითობის პერიოდში სოფლელები თევზაობას ერიდებოდნენ. ხალხის რწმენით ქვირითობისას თევზი სხეულიდან ადამიანისთვის მავნებელ შხამს გამოყოფდა. ბაბუა სიმონის დედ-მამა, ნიგოითსა და საჯავახოს შორის მდებარე სოფ. ჯაპანაში ცხოვრობდა. რიონის დაბლობი ნოყიერი მიწებით იყო განთქმული. ჰავაც შედარებით ჯანსაღი ყოფილა და ხალხიც მრავლად სახლობდა. გასული საუკუნის ორმოციან წლებში
ჯაპანა-ქვიანასთან რიონმა ნაპირი მოარღვია,
გზა გაიპირდაპირა, ახალი კალაპოტი გაიჩინა და შემდეგ მას არ დაბრუნებია. ამის გამო „ნარიონალი“ დაჭაობებულა და მცხოვრებლებს ციებ-ცხელება დარევია. ორმოცდაათიან წლებში ბაბუაჩემის ოჯახი სხვებთან ერთად ჯაპანიდან ამაღლებაში გადმოსახლებულა“.
1843 წლის 19 მარტს სიმონი ზემო ამაღლების წმ.
გიორგის სახ. ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1858 წლის 30 აპრილს გურიის ეპისკოპოსმა იოანემ (იოსელიანი) დიაკვნად აკურთხა და ჯიხეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. 1858 წლის 24 მაისს მღვდლად დაასხა ხელი და იმავე ტაძარში დაადგინა. 1871 წელს ზემო ამაღლების წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1874 წელს ოლქის სამღვდელოებამ საეპარქიო კრებაზე დამსწრე სასულიერო
დეპუტატად აირჩია. 1880 წლის 20 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1901 წლის 15 მაისს შტატიდან გადადგა და წელიწადში 130 მან. პენსია დაენიშნა. ჰყავდა მეულლე ივლიტა იოანეს ასული ჯანელიძე (დაბ. 1846წ.) და შვილები: გიორგი (დაბ. 1866წ.), მღვდ. ბესარიონი (1872-1956წწ.), მარიამი (დაბ. 1879), მელქისედეკი (დაბ. 1880წ.), ანა (დაბ. 1888წ.). „მღვდელი სიმონი სოფლის მოძღვარი იყო, მაგრამ დილიდან საღამომდე ყანასა და ვენახში ტრიალებდა. ღარიბ გურულ გლეხს რა უნდა გაეღო წირვა-ლოცვისთვის იმდენი, რომ მღვდელს ოჯახი ერჩინა. მამა სიმონი მეზობლებისა და ხალხის მოყვარული და პატივისმცემელი იყო. მისი სახელი დღესაც ცოცხლობს სოფელში, თუმცა, ბევრს აღარც კი ახსოვს, ვინ იყო სიმონ ხუცესი. იმ ადგილას, სადაც მას წისქვილი ჰქონდა, სიმონ
ხუცესის ნაწისქვილარს ეძახიან. წისქვილს ბებია ივლიტა უვლიდა. ღვთის მორწმუნე, ბუნებით კეთილ ბებიას ახლო და შორეული მეზობელი ყველა კმაყოფილი ჰყავდა. თუ საფქვავი ღარიბი მეზობლისა იყო, ბებია მინდს არასოდეს იღებდა“ -– ასე იხსენებს თავის ბებია-ბაბუას ცნობილი კინორეჟისორი მოგონებებში.
ბაბუისა და მამის საქმე გააგრძელა მღვდელი ბესარიონმა, რომელიც 1872 წლის 15 ივლისს დაიბადა. იგი თავდაპირველად ოზურგეთის სასულიერო
სასწავლებელში სწავლობდა. 1894 წელს დაამთავრა
თბილისის სასულიერო სემინარია. 1896 წლის 10 ოქტომბერს გოგოლეისუბნის სამრევლო-საეკლესიო
სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1899 წლის 1 სექტემბრიდან 1900 წლის 1 სექტემბრამდე კიწიის ორკლასიან სკოლაშია. 1900 წლის 1 სექტემბრიდან გონების-კარის სკოლაშია, სადაც იმავე წლის 2 ნოემბრამდე იმუშავა. 1901 წლის 21 მაისს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა
ხელი და ზემო ამაღლების წმ. გიორგის სახ. ტაძარში
განამწესა. 1906 წლის 1 სექტემბრიდან ჩოხატაურის
სასოფლო სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგე და საღვთო სჯულის პედაგოგია.
სიკო დოლიძის მოგონებებში ვკითხულობთ: „ჩოხატაურის საქალებო პირველ დაწყებით სკოლას სამი განყოფილება ჰქონდა. ჩვენ სკოლის შენობაში ვცხოვრობდით, ორი ოთახი გვეჭირა. სასწავლო კლასები ჩვენს ბინას ემიჯნებოდა. სკოლასთან არსებობდა ხელსაქმის, ჭრა-კერვისა და სახარაზო განყოფილება. მამა კეთილი, სათნო ადამიანი იყო და სოფელში ყველას უყვარდა. დედაჩემს ქუთაისის სამასწავლებლო, საქალებო კურსები
ჰქონდა დამთავრებული (იგულისხმება ქუთაისის ქალთა ეპარქიალური სასწავლებელი -– გ.მ.). ჩემი მშობლების მთავარი საზრუნავი სკოლისთვის ახალი შენობის აგება იყო, რათა სკოლას ორკლასიანი სასწავლებლის უფლება მიეღო. იმ დროს გურია-სამეგრელოს ეპარქიას ეპისკოპოსი ლეონიდე ხელმძღვანელობდა. მისი კანცელა-
33-2 საპატრიარქოს უწყებანი N33 9-15 ნოემბერი 2017წ გვ.18
მღვდელი ბესარიონ დოლიძე 1872-1956 (გაგრძელება)
რია ქ. ფოთში იყო. მამას სკოლის საქმეზე ხშირად უწევდა იქ ჩასვლა და ლეონიდემ აღუთქვა, რომ დაბალი საფეხურის სკოლას, მაღალ, ორკლასიანად გადავაკეთებ, თუ სკოლისთვის ახალ შენობას
თემი ააგებსო. სკოლის ძველი შენობა თავად პეტრე ერისთავს ეკუთვნოდა. პეტრეს ქვრივმა ქმრის მოსახსენებლად სკოლის შენობა უსასყიდლოდ
გადასცა თემს და ახლის მშენებლობისათვის ორი
ათასი მანეთის ვექსილიც დაწერა. ნოვოროსიისკში მომუშავე გურულმა გლეხებმა ორი ათასი ფუთი ცემენტი საჩუქრად გამოგზავნეს. ჩოხატაურისა და ახლო-მახლო სოფლების მცხოვრებლები,
ვისაც ხარ-ურემი გააჩნდა, უფასოდ დაეხმარნენ
სკოლის მესვეურთ. ამრიგად, ხალხის დახმარებით ცხრაასიანი წლების დასასრულს აიგო მეორე ორკლასიანი სკოლა. პირველი ორკლასიანი სკოლა –– ვაჟებისთვის დარჩა, ხოლო ახალი -–– ქალთა აღზრდის საქმეს მოხმარდა“, 1908 წლის 14 თებერვლიდან მღვდელი ბესარიონი გურია-სამეგრელოს ეპარქიის ოზურგეთის
განყოფილების სასწავლო საბჭოს მუდმივი წევრია. 1908-1912 წლებში ერკეთის ოლქის სამლვდელოების მხრიდან ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის საქმეებზე იყო გაგზავნილი. 1910 წლის 28 თებერვლიდან შუა ამაღლების სასწავლებლის საღვთო
სჯულის პედაგოგია. 1915 წელს მღვდელი ბესარიონი ოჯახთან ერთად
აჭარაში, სოფ. ხულოში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 1919 წლამდე დაჰყო, სხვა ცნობით კი იგი იქ 1921 წლამდე მოღვაწეობდა. მამა ბესარიონისა და მარიამ დოლიძეების კულტურულ და საგანმანათლებლო საქმიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. 1916 წლისათვის ხულოს მხარეში 7 სკოლა იყო (ხულო, ღორჯომი, რიყეთი, თხილვანა,
სხალთა, ოდილაური და ზემო აგარა). მარიამ თოხაძე, აჭარის განათლების ისტორიის მკვლევარ გრ. ბაბილოძის ცნობით, მასწავლებლად მუშაობდა ხულოს ორკლასიან სასწავლებელში. იგი ხშირად დადიოდა სოფლებში, დაუახლოვდა ქალებს, ასწავლიდა ჭრა-კერვას, წერა-კითხვას და სხვ. 1916 წელს ქართულ პრესაში ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების აჭარის განყოფილების წევრი აპოლონ წულაძე, რომელსაც აჭარაში მეფუტკრეობის მოწყობა ჰქონდა მინდობილი
და ცნობილი იყო, როგორც ავტორი მეფუტკრეობის სახელმძღვანელო წიგნისა, სტატიაში „აქეთური-იქითური“ მღვდელ ბესარიონის მოღვაწეობაზე წერდა: „დიდი მადლობის ღირსია პატივცემული
მღვდელი მამა ბესარიონ დოლიძე, რომელიც ასე
მხურვალედ ეკიდება აჭარელი ყმაწვილების აღზრდას... აკი შესჩვევიან კიდეც მაგალითად ქრისტიანების მღვდელს, მამა ბესარიონ დოლიძეს (თებერვლიდან არის აქ) ისე დამეგობრებიან, რომ მას
ხოჯა-მოლაზე ნაკლებ პატივს არ სცემენ. რჩევადარიგებისათვის ყოველთვის მიმართავენ ხოლმე. წარმოიდგინეთ, ერთ ოჯახში აჭარელი ქალიც
კი უპირჩადროდ ეჩვენა... მღვდელ დოლიძეზე წინად აქ ბერძენი იყო მღვდლად, მას ახლოსაც არავინ ეკარებოდა (გარდა ბერძნებისა), ის სულ იმ
ცდაში იყო, აჭარლებს ქართული წერა-კითხვა არ
ესწავლათ და ქართველ ქრისტიანებს არ დაახლოვებოდნენ. როგორც ნამდვილ ფაქტს, ისე მოგახსენებთ, რომ ხულოს სკოლის ერთ მოწაფეს ქართული „დედა ენა“ თავზე გადაახია. მღვდელს ხელი მოუკიდია მეფუტკრეობის შესწავლისათვის.
მას, როგორც მეფუტკრეს, სოფელშიაც ეპატიჟებიან და მიჰყავთ ფუტკრის დასახედავად... როცა აჭარლებმა ნახეს, რომ მღვდელი მათ ღვიძლ
ქართულ ენაზე მოსაუბრე და მეურნე მუდამ საქმეშია გართული, ნდობის თვალით შეხედეს, ამის
მეოხებით არის ის, რომ მღვდელი დოლიძე ახლად
გამოცოცხლებულ ბანკის საქმის მწარმოებლად
აურჩევიათ. ბარაქალა, რომ მან ასე მცირე ხანში
შესძლო ხალხის გულის მოგება“. 1916 წლის დეკემბერში მღვდელმა ბესარიონმა საქართველოს ცალკეულ ქალაქებში ხუთი აჭარელი ყმაწვილი გააგზავნა ცოდნის მისაღებად. ამ საქმეში მღვდელ ბესარიონს დიდი დახმარება გაუწია გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე), რომელიც წერდა: უნდა პირიდან ლუკმა
გამოვიღოთ, პერანგები გავიხადოთ და აჭარა-ქობულეთი მოვფინოთ ქართული მწიგნობრობითო“. სავარაუდოდ, 1923/ 1924 წლებში მღვდ. ბესარიონმა ანაფორა გაიხადა და საერო სამსახურში გადავიდა. 1927 წლის 21 იანვარს შედგა სრულიად საქ. მუშათა, გლეხთა და წითელარმიელ დეპუტატთა საბჭოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მცირე პრეზიდიუმის სხდომა, სადაც რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის იყო ოზურგეთის მაზრაში მცხოვრები 23 სასულიერო პირის თხოვნა საარჩევნო უფლებებში აღდგენასთან დაკავშირებით.
ამ სიაში იყო მღვდ. ბესარიონ დოლიძეც. მათი თხოვნა დაკმაყოფილდა. შთამომავლების გადმოცემით, ანაფორაგახდილი მოძღვარი ოჯახით მახინჯაურში დასახლებულა. ცოლ-ქმარი ერთხანს ქ. ბათუმში ქართულ გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობდა, შემდეგ. კი ჩოხატაურში. მათ ცოტა ხნით თბილისში შვილთან –– სიკო დოლიძესთანაც მოუხდათ ცხოვრება. აქ მამა ბესარიონი დაავადებულა და 1936 წლიდან ისევ მახინჯაურში გადასულან საცხოვრებლად, სადაც 1952 წლამდე საოჯახო მეურნეობას ეწეოდა, კერძოდ –– მეფუტკრეობას და მეციტრუსეობას. მიუხედავად ეკლესიასთან განშორებისა, ისინი მთელი ცსოვრების მანძილზე იცავდნენ ქრისტიანულ წე
33-3 საპატრიარქოს უწყებანი N33 9-15 ნოემბერი 2017წ გვ.19
მღვდელი ბესარიონ დოლიძე 1872-1956 (დასასრული)
სებს, ხოლო ოთხშაბათ-პარასკევის მარხვებს ოჯახის ყველა წევრი ინახავდა. ყოფილი მოძღვარი 1956 წელს გარდაიცვალა. მღვდელი ბესარიონი დაჯილდოებული იყო: 1907 წლის 29 სექტემბერს --– საგვერდულით; 1911 წლის 19 თებერვალს სკუფიით; 1914 წლის 6 მაისს
კამილავკით. მისი მეუღლე იყო მარიამ გრიგოლის ასული თოხაძე (დაბ. 28.1 1,1882- 1954წწ.). შვილები: სიმონი/სიკო (24.01.1903-17.07.1983წწ., ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი), ბორისი (დაბ. 18.06.1905წ.),
შალვა (დაბ. 17.07.1907წ., ვლადისლავი (დაბ.
15.03. 1909წ.), ვენერა.
34 საპატრიარქოს უწყებანი N34 16-21 ნოემბერი 2017წ გვ.18
მამა-შვილი იოსებ და ეფრემ ალექსი-მესხიშვილები
ამ ოჯახის გვერდითა შტოს ღირსეული წარმომადგენელნი გახლდნენ მამა-შვილი იოსებ და ეფრემ ალექსი-მესხიშვილები, რომელთაც თავისი კვალი
დატოვეს ქართულ საეკლესიო ისტორიაში. . დეკანოზი იოსებ იოანეს ძე ალექსი-მესხიშვილი 1739 წელს ქ. თბილისში დეკანოზის ოჯახში დაიბადა. ეკუთვნოდა აზნაურთა წოდებას. 1806 წელს, ქართლ-კახეთის უკანასკნელი დედოფლის მარიამის მოწმობით, იგი 67 წლისაა, ე. ი. 1739 წელს დაბადებულა. 1762 წელს მლვდლად დაასხეს ხელი და თბილისის
კვირაცხოვლის სახ. ტაძარში დაადგინეს. იყო გიორგი XII-ის მეუღლის, დედოფალ მარიამის მოძღვარი. 1803 წელს რუსეთს გადასახლებულმა დედოფალმა თავისთან იხმო. მოსახსენებელ წიგნაკში, რომელიც
მათ ოჯახში ინახებოდა და ამჟამად საქართველოს
სახელმწიფო ცენტრალურ არქივშია დაცული, პირველ გვერდზე ვკითხულობთ: „წელსა 1803 ქალაქიდამ წამოველ რუსეთისაკენ მისის უწმიდესობის შენობით. მაისის ია, წელსა 1803 წ. დედოფალს ვახელ სტავრაპოლს მაისის 29. ივნისის 17 მოვედით
ბელაღოროდს. ბატონი მარიამ დედოფლის ბრძანებით კვირაში ორი უნდა ვსწირო მისთვის, სხვასაც რასაც მიბრძანებს, იმის გარდა, ეს წირვა ვიწყე
სექტემბრის7, წელსა 1804“. ამ მსახურებისთვის დეკანოზი იოსები იღებს შესაბამის გასამრჯელოს. 1806 წლის 1 სექტემბერს დედოფალი მარიამი წე–
რილით სთხოვს კურსკისა და ბელოგოროდის მთავარეპისკოპოს თეოქტისტეს (მოჩულსკი) დაეხმაროს მღვდელ იოსებს საქართველოში დაბრუნებაში, მისთვის დეკანოზის ჯვრის მიცემასა და სამგზავრო
ხარჯის დანიშვნაში. 1816 წელს საქართველოს ეგზარქოსმა ვარლაამმა (ერისთავი) მღვდლად აკურთხა დეკანოზ იოსების შვილი –– ეფრემი და ამ დროს ის ცოცხალი აღარ არის. სავარაუდოდ, იგი XIX ს-ის 10-იანი წლების დასაწყისში გარდაიცვალა. მისი ვაჟი –– მღვდელი ეფრემი -–– 1783 წელს ქ.
თბილისში დაიბადა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,
მამამისი, დეკანოზი იოსები საქართველოს უკანასკნელი დედოფლის მარიამის მოძღვარი იყო. ქართულ
ენაზე წერა-კითხვა, წმინდა წერილი, რიტორიკა, ისტორია და გრამატიკა შეისწავლა დეკანოზებთან ნიკოლოზ ხელაშვილთან და იესე ჩუბინიძესთან, ხოლო რუსულ ენაზე წერა-კითხვა, მცირეოდენი გრამატიკა, გეოგრაფია, ისტორია, არითმეტიკა და
34-1 საპატრიარქოს უწყებანი N34 16-21 ნოემბერი 2017წ გვ.19
მამა-შვილი იოსებ და ეფრემ ალექსი-მესხიშვილები (გაგრძელება)
საღმრთო სჯული თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში. მღვდლად
კურთხევამდე მსახურობდა მედავითნედ თბილისის სხვადასხვა
ეკლესიაში. 1811 წლის 11 მაისს ნიქოზელმა ეპისკოპოსმა ათანასემ (მაჭავარიანი) დიაკვნად აკურთხა და საქართველოს
ეგზარქოს ვარლაამის (ერისთავი) კრებულში დაინიშნა. მალევე მიენიჭა პროტოდიაკვნის წოდება. 1816 წლის 6
იანვარს თბილისის წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის სახ. ტაძარში ეგზარქოსმა ვარლაამმა მღვდლად დაასხა ხელი და იმავე ტაძარში
დანიშნა. 1816 წელს თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის კარის
ეკლესიის მოძღვრად და ქართული ენისა და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა, სადაც 1830 წლის 1 მარტამდე ასწავლიდა. 1819 წელს თბილისის კვირაცხოვლის სახ. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1821 წელს იასამნისფერი ხავერდის სკუფიით დაჯილდოვდა.
1830 წლის 26 იანვარს უბოძეს იისფერი ხავერდის კამილავკა; 1830 წლის 4 ნოემბერს დაენიშნა მუდმივი პენსია 225 მან. წელიწადში. 1830 წლის 1! დეკემბერს თბილისის იერუსალიმის წმ. ჯვრის სახ. ტაძარში გადაიყვანეს.
1832 წელს შეთქმულებაში მონაწილეობისათვის
პასუხისგებაში იყო მიცემული. მის შესახებ საგამომძიებლო კომისიის მასალებში ნათქვამია, რომ ეფრემს დოდაშვილმა შესთავაზა საერთო აჯანყების დროს ხალხის წინაშე ხატით გამოსულიყო. მღვდელი ეფრემი 1833 წლის 8 იანვარს დააპატიმრეს. საპატიმროში
იჯდა ნათალაშვილთან და მღვდელ-მონაზონ ფილადელფოსთან (კიკნაძე) ერთად. 1833 წლის 12 იანვარს
იგი სოლომონ დოდაშვილთან დააპირისპირეს. სოლომონი ამხელდა, შენ იცოდი აჯანყების ამბავიო. მღვდელი ეფრემი უარობდა. სოლომონი ახსენებდა. ის მაინც უარზე იყო, თუმცა ვერაფრით ამტკიცებდა ეფრემიო -- დასძენს კომისია. მღვდელი ეფრემი შეთქმულებაში იხსენიება როგორც „კარაპეტა მღვდელი“ (გ. გოზალიშვილი, 1832
წლის შეთქმულება, გვ. 11). გ. გოზალიშვილს აღნიშნული აქვს, რომ კარაპეტა მღვდლად „ვინ იგულისხმება, ვერ გამოვარკვიეთ“.
1833 წლის 9 ივლისს საქართველოს მთავარმართებლის ბარონ გრ. როზენის განკარგულებით მღვდელ ეფრემი გაათავისუფლეს. იმავე წლის 9 აგვისტოს როზენი წერდა: „შესაძლებლად მიმაჩნია
დაშვებულ იქნეს მღვდელი ეფრემ ალექსეევი სამ- ღვდელო თანამდებობაზე". მღვდ. ეფრემის საქმეზე
საქართველოს ეგზარქოს მოსეს (ბოგდანოვ-პლატონოვი) აქვს ასეთი განკარგულება: „ვავალებ დეკანოზ ავალიანოვს, თვალყური ადევნოს
ამ მღვდელს და ყოველ კვირა მაცნობებდეს მის ამბავს, ხოლო თუ
რაიმე საგანგებოს შეამჩნევს, დაუყოვნებლივ მაცნობოს“. ამ ამბავის შემდეგ მღვდელი ეფრემი დიდი ხნის მანძილზე პოლიციის საიდუმლო
მეთვალყურეობის ქვეშ იყო. საგამომძიებლო საქმეში ჩართულია მისი განცხადება ქართულად, 21 ივლისის
თარიღით: „ჩემს ოჯახს პენსია ნახევარილა ეძლეოდაო. დაკავებული ნახევარიც მომეცით, კვლავაც მთლიანად მომეცეს და სამსახურიც დამიბრუნდესო“.
მღვდელ ეფრემს ეკუთვნის პლ.
იოსელიანისაგან ჩაწერილი ორი ლექსი შაირი „ღვინის ჭჰურჭელთათვის“: „ბახუსმა რანიც მოგვცა სასმური, ეს არს აწ ნახე ლიტლიტად ჭური“, სადაც ზმით მოცემულია ოცი სხვადასხვა ჭურჭლის სახელი, აქ
მოტანილის -- მარნის, საწნახელის -- მსგავსად და
რომელსაც თბილისის მოსახლეობა მღეროდა ქუჩებში XIX ს-ის 40-50-იან წლებში. 1853 წელს ჟურნალი „ცისკარის“ 11 და 12-ში დაიბეჭდა გ. ერისთავის სახელით პიესა „ყვარყვარე
ათაბაგი“. ვალერიან გუნია „საქართველოს კალენდარში“ სწერდა: „სოფრონ მღვდელმა (აქ გუნიას მისი სახელი ეშლება -– გ. მ.) ზედმიწევნით იცოდა ქართული მწერლობა და ისტორია. 1850 წელს კავკასიის საცენზურო კომიტეტის დაარსების დროს იგი დანიშნეს ქართული ენის ცენზორად. იგი ახლო მონაწილეობას იღებდა მაშინდელ მწერლობაში და
ბევრი რამ აქვს ნაწერი. სხვათა შორის, მის კალამს
აკუთნებენ ტრაგედია „ყვარყვარე ათაბაგს“, რომელიც იმ ხანებში ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა გ.
ერისთავისაგან. ეს იმ მოსაზრებით მომხდარა თურმე, რომ, რაც ცენზორს, მას (ეფრემს) ერიდებოდა
თვითვე ბეჭდვა თავის სახელით. მაინც რამდენად
ჭეშმარიტია ეს ხმები, ჩვენ არ ვიცით დაბეჯითებით“. პ. უმიკაშვილს გაუგონია ალ. ორბელიანისაგან, რომ „ყვარყვარე ათაბაგი“ ეკუთვნის მღვდელ ეფრემ ალექსიევს (ზუგდიდის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი,
იონა მეუნარგიას არქივი). ამ პიესის შესახებ ალ. ხახანაშვილი ამბობს, რომ ის „რა თქმა უნდა, ეკუთვნის ჩვენს ავტორს“ (გ. ერისთავს). ზ. ჭიჭინაძე თავის სტატიაში „ფილადელფოს ბერი კიკნაძე“ სწერდა: „ფილადელფოს კიკნაძესთან ერთად პატიმრობისას ყოფილა მღვდელი მესხიევი. მან დასწერა დრამა „ყვარყვარე ათაბაგი“ და გ. ერისთავს გადასცა, მერე ამან
დაბეჭდა და თვით მიითვისა. ეს მღვდელი იყო მწიგნობარი პირი“. მღვდელი ეფრემი წლების მანძილზე ჟურნალ „ცისკარის“ ცენზორი იყო.
34-2 საპატრიარქოს უწყებანი N34 16-21 ნოემბერი 2017წ გვ.20
მამა-შვილი იოსებ და ეფრემ ალექსი-მესხიშვილები (დასასრული)
მღვდელი ეფრემი ავლაბარ- ში, მაცხოვრის ფერისცვალების
სახ. მონასტრის ახლოს, საკუთარ სახლში ცხოვრობდა. ამას ადასტურებს არქიმანდრიტ დტარასის (ალექსი-მესხიშვილი) წერილი ივანე ლუარსაბის ძე თარხნიშვილისადმი, სადაც ვკითხულობთ: „წიგნების გამოგზავნა მოგეწერა, თუ გამოგზავნო, ეფრემ მღვდლის “ ალექსიევის სახელზედ გამოგზავნე, აქ, ჩემს მეზობლათა დგას, მონასტრის გვერდზედ, ავლაბარ- ში მღვდელი ეფრემი 1861 წლის “2 11 ივნისს გარდაიცვალა. იგი ადრე დაქვრივდა. ჰყავდა შვილები: ჩ ალექსი (დაბ. 1816წ., რომელმაც თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი დაამთავრა), მაკრინე (დაბ. 1820წ.), ეკატერინე (დაბ. 1822წ.). აქვე გთავაზობთ ეფრემის მოსახსენებელს, სადაც სამეფო კარის წარმომადგენელნი და სასულიერო პირები არიან ჩამოთვლილნი: დედოფალი მარიამ. მეფის ძენი: მირიან, ჯიბრაილ, ილია, ოქროპირ, ირაკლი.
მეფის ასულნი: თამარ, ანა. მეფის ძენი: დავით, იოანე, ბაგრატ, თეიმურაზ.
მეფის ასულნი: სოფია, ნინო, რისფისე, გაიანე. მეფის სძალნი: ელენე, ქეთევანი, ეკატერინე,
ელენე. იმერეთის მეფისა: დედოფალი დარია; ძენი მეფისანი: ვახტანგ, მირიან. მეფე იმერეთისა სოლომონ, გრიგოლ დადიანი.
ყოვლადსამღვდელონი კათალიკოსი ანტონი, მთავარეპისკოპოსი იუსტინე, ბოდბელი იოანე, ტფილელი არსენი, ახტალელი იოაკიმე, რუსთველი სტეფანე, ურბნელი იულიოს, ნეკრესელი ამბროსი,
სამთავნელი გერვასი, ნინოწმიდელი მიხეილ, ხარჭაშნელი ნიკოლაოზ, ნიქოზელი ათანასე. არქიმანდრიტნი: დოსითეოზი, იკორთელი გამალიელი, დავით გარეჯელი ილარიონ,
ნათლისმცემლისა ნიკიფორე, მღვიმისა მონასტრისა პაფნუტი, ჯვარისა ათანასე, დაუჯდომლისა გერასიმე, მღვდელ-მონაზონი ნიკოლაოს.
მღუდელნი: ფილიპე, ეფრემ, ელეფთერ, აბრაამ, ქრისტესია, იოსებ, გიორგი, ონისიმე, იოანე, იოანე, პეტრე, პეტრე, იოსებ, იოსებ, ლეონტი, ტიხონ, იოანე, ბესარიონ. დიაკონნი: ეგნატე, იოსებ, დავით, იოანე
35 საპატრიარქოს უწყებანი N35 23-29ნოემბერი 2017წ გვ.17
ეპისკოპოსი ანტონი (დადიანი) 1796-1852
ადიდე ღმერთო ორთავ სუფევათა შინა მადიდებელი შენი ჭყონდიდელი ანტონი
ეპისკოპოსი ანტონი 1796 წელს სამეგრელოს სამთავროში, მთავრის გვერდითა შტოს წარმომადგენელ თავად გიორგი დადიანის ოჯახში დაიბადა. გიორგის მამა, ნიკოლოზი ოტია დადიანის (სამეგრელოს მართავდა 1728- 1758წწ.) ვაჟი გახლდათ. ანტონი რომ გიორგი დადიანის ძეა, ვგებულობთ XIX ს-ის დასაწყისში გადაწერილ ქართული ხელნაწერის –- „ძეგლის წერა მართლმადიდებლობისა სარწმუნოებისა, რომელსა შინა ვაკურთხევთ მართლმადიდებელთა აღმოსავლეთისა და დასავლეთის კეისართა, პაპთა და პატრიარხთა და სხუათა მღვდელმთავართა“ ბოლოში არსებული მინაწერით: „1824 წელს, მარტის 12, ვიყიდე წიგნი ესე ძეგლის წერად სახელდებული მე, იღუმენმა ანტონი გიორგის ძემ დადიანოვ, და ხელთა წიგნისა ამის მიმღებთა გთხოვთ ჩემდამო შენდობისა ბრძანებასა. ანტონ დადიანოვ“. გარდა ანტონისა, გიორგის ჰყავდა სხვა შვილებიც: ნიკოლოზი, ვამეხი, ეკატერინე, ელიზბარი, კაცია. XVII ს-ში ნუსხა ხუცურით დაწერილ „სადღესასწაულოზე“ არის მხედრული წარწერა: „1850-სა წელსა მივიღე წიგნი ესე ძმისა ჩემისა პეტრე ნიკოლოზის ძის დადიანოვისაგან მე, ეპისკოპოსმა ჭყონდიდელმა ანტოწნყმ, და რომელს ეკლესიაზედ მე დავიმარხო, ვინც ეს წიგნი იმ ეკლესიას გამოახუას, შეჩვენებული იყოს ღვთისაგან. ეპისკოპოსი მენღრელიისა ჭყონდიდელი ანტონი", ამ მეორე მინაწერში ნახსენები პეტრე ნიკოლოზის ძე დადიანი იყო დიდი ნიკო დადიანის ვაჟი და ეპისკოპოს ანტონის ძმა ვერანაირად ვერ იქნებოდა, რადგან ცნობილია, რომ ნიკო დადიანს ჰყავდა ხუთი ვაჟი: გიორგი, ბესარიონი, ალექსანდრე, პეტრე და პავლე. სამეგრელოში ბიძაშვილები ხშირად მიმართავდნენ ერთმანეთს ასეთი სიტყვებით და მეუფე ანტონის ასეთი მინაწერი ამის დამადასტურებელია. მომავალი მღვდელმთავარი მშობლებმა ლეჩხუმში, ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში მიაბარეს, სადაც მან ცაგერელი მიტროპოლიტ იოანეს (დადიანი) ზედამხედველობით საფუძვლიანი სასულიერო განათლება მიიღო. 1812-1814 წლებში იმავე მონასტერში საბერო მორჩილებას გადიოდა. 1814 წლის 25 მარტს ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის საკათედრო ტაძარში კაცხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის მამათა მონასტრის ხინამძღვარმა, არქიმანდრიტმა პეტრე იაკობის ძემ ბერად აღკვეცა და სახელად ანტონი უწოდა. იმავე დღეს ნინოწმინდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) დიაკვნად აკურთხა. 1820 წლის 22 მაისს ცაგერელმა მიტროპოლიტმა იოანემ (დადიანი) მღვდლად დაასხა ხელი, იღუმენის წოდება მიანიჭა და ცაგერის მონასტრის წინამძღვრად დანიშნა. ახალგაზრდობაში იღუმენი ანტონი ძველი ქართული ხელნაწერების გადაწერით იყო დაკავებული. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცულ ძველ ხელნაწერზე, რომელიც სკოლის სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა, არის მინაწერი: „მივიღე შრომა და გადმოვიღე წიგნი ესე, ყრმათათვის სასწავლო, მე, იღუმენმა ანტონ დადიანოვმა, 1821 წლის მარტის 11 დღესა, სამთავროს პალატს ზუგდიდსა”, ხოლო მეორე ადგილზე აღნიშნულია გადმოვიღე წიგნი ესე ყრმათათვის სასწავლოდ დადიანოვმა ანტონიმ 1821 წლის მარტის 8, სამთავროს პალატს ზუგდიდს.“ ასევე, მისი კურთხევით სხვა სასულიერო პირები ამრავლებდნენ ხელნაწერებს. მაგ.: 1838 წელს მლვდელ-მონაზონმა რომანოზმა (გვილავა), რომელიც მარტვილის სვეტზე მოღვაწეობდა, მხედრულად გადაწერა ღირსი მამის გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება, რომელსაც აქვს მხედრულივე მინაწერი: „ყოვლად ღირსსა და ღვთით პატივცემულსა უფალსა და მამას არქიმანდრიტს ანტონი დადიანოვს აფხაზთასა. ვინაითგან მებრძანა თქუენ სამღთოისა ამის წიგნისა გარდაწერაი, ღმერთ შემოსილთა მწყემსთა და მოძღვართა სიტყუებითა განშუენებულისა და შემკობილისა, შეწევნითა ღმრთისათა და მადლისა თქუენისათა წარმოვადგინო წინაშე თქუენსა... უღირსი მონაზონი და უნდოი რომანოზ მონა თქუენი. წელსა 1838-სა მაისის 2“. 1847 წელს ნამარნევის მონასტერში მისი ლოცვა-კურთხევით გადაწერეს პარაკლისი „ყოევლთა წმიდათათვის“, რომელსაც აქვს მინაწერი: „ადიდე ღმერთო ორთავ სუფევათა შინა მადიდებელი შენი ჭყონდიდელი ანტონი, რომლისა ბრძანებითა აღიწერა მონისა მისისაგან წმიდა
35-1 საპატრიარქოს უწყებანი N35 23-29ნოემბერი 2017წ გვ.18
ეპისკოპოსი ანტონი (დადიანი) 1796-1852 (გაგრძელება)
საღმრთო ესე პარაკლისი, მონასტერსა შინა ნამარნევს, ჩყმზ-სა მაისის ლა-სა“. 1810 წლიდან, მას შემდეგ, რაც აფხაზეთის სამთავრო რუსეთს შეუერთდა, იქ იწყება ქრისტიანობის აღდგენის პროცესი. ამ პროცესის დაჩქარებაში დიდი როლი ითამაშეს აფხაზეთის მაშინდელი მთავრის შერვაშიძის ოჯახმა, რომელშიც ქართული კულტურისა და ქრისტიანობის გავლენა საკმაოდ ძლიერი იყო. ქრისტიანობის გაძლიერებას მტრულად შეხვდა აფხაზეთის თავადთა ერთი ნაწილი, რომელთაც 1824 წელს აჯანყებაც მოაწყეს, თუმცა მარცხი განიცადეს. 1831 წლიდან იწყება ახალი პროცესი ქრისტიანობის ქადაგებისა, რაც სწორედ ეპისკოპოს ანტონს უკავშირდება. აფხაზეთის მთავარმა მიხეილ შერვაშიძემ მოითხოვა აფხაზეთის ეპარქიის შექმნა და იქ მლვდელმთავრად იღუმენ ანტონის დანიშვნა, მაგრამ საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ, ტაძრებისა და მრევლის სიმცირის გამო, იმ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნია ეპარქიის ჩამოყალიბება. მხოლოდ სამეგრელოდან იქ მღვდლების გაგზავნა გადაწყდა. 1833 წლის 19 მაისს საქართველოს მთავარმართებელ ბარონ როზენის წარდგინებით იღუმენი ანტონი აფხაზეთის ეპარქიის მთავარ მისიონერად დაინიშნა და დაევალა ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელება-განმტკიცება ამ მხარეში. 1834 წლის იანვარში იგი აფხაზეთში ჩავიდა და საქმეს შეუდგა. იღუმენი ანტონი კარგად იცნობდა აფხაზ ხალხს, მის სულიერ მოთხოვნილებებს, მიდრეკილებებს და ყოფა-ცხოვრების წესებს. თავადაც, თავისი ზნეობრივი მრწამსითა და ქცევით, ნამდვილად იმსახურებდა აფხაზთა სიმპათიებს, იყო აფხაზეთისა და სამეგრელოს მთავრების ახლო ნათესავი, მიხეილის მეუღლის ღვიძლი ბიძა, იცოდა აფხაზური ენა. 1834 წლის მაისში იღუმენი ანტონი საქართველოს ეგზარქოს იონას (ვასილევსკი) უკვე პირველ წარმატებებს აცნობებს. იგი წერდა, რომ მარტიდან მაისამდე ლიხნში უკვე 155.კაცი მოინათლა, ხოლო უფრო მოგვიანებით წერდა, რომ მთელი წლის განმავლობაში 233 მოსახლე გაქრისტიანდა. 1834 წლის მიწურულს იღუმენ ანტონს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა და ცაიშის ღვთისმშობლის მიძინების სახ. მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა, თუმცა იგი კვლავ დარჩა აფხაზეთის მისიონერად. 1834 წელს ეგზარქოსი მოსე არქიმანდრიტ ანტონის მისიასთან დაკავშირებით წერდა, რომ მისი იმედები გამართლდა: „ბევრმა აფხაზმა მიიღო ქრისტიანობა და განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის, რომ მთავრის ბიზამ ჰასან ბეიმ, რომელსაც ყველაზე დიდი გავლენა აქვს და უყვართ აფხაზებს, ამასწინათ თავისი ერთადერთი ვაჟი (სეით ბეი, ნათლობის სახელი – დიმიტრი, მომავალში ლევან V დადიანის სიძე ქალიშვილის ეკატერინეს მეუღლე, რუსეთის არმიის პოლკოვნიკი, გენერალ გ. შერვაშიძის მამა) მონათლა. შეიძლება ვიმედოვნოთ, რომ ახლოვდება ამ ხალხის მონათვლის დრო და მღვდელმთავარის (ასე უწოდებს მას ეგზარქოსი) ანტონის, მონდომებული ქრისტიანის, საშუალებების გაძლიერება, რა თქმა უნდა, მოგვცემს კიდევ უფრო მეტ იმედს საიმისოდ“. ეგზარქოსის აზრით, არქიმანდრიტ ანტონს უნდა ჰქონოდა მოქმედების სრული თავისუფლება. 1835 წელს არქიმანდრიტი ანტონი საქართველოს ეგზარქოს ნებართვას თხოვდა აღედგინა მღვდელმსახურება ბიჭვინთის საკათედრო ეკლესიაში და ამ
35-2 საპატრიარქოს უწყებანი N35 23-29ნოემბერი 2017წ გვ.19
ეპისკოპოსი ანტონი (დადიანი) 1796-1852 (გაგრძელება)
საქმეში თანაშემწედ ერთ მღვდელს ითხოვდა. იმავე წელს ბიჭვინთის გვერდით მდებარე სოფ. ლიძავაში 216 ადამიანი მოინათლა, ხოლო ლიხნსა და მის მიმდებარე სოფ. ებერნუხვაში 108 კაცი მოექცა სარწმუნოებაზე. შედარებით გართულდა მისიონერული ქადაგება მთის მოსახლეობაში. მათი გაქრისტიანება ადვილი საქმე არ იყო. ამასთან დაკავშირებით, არქიმანდრიტი ანტონი საქართველოს ეგზარქოსს წერდა: „უმეტეს და უმეტეს ძნელდების მონათვლა მათი. მიზეზთა ამით, რომელთა არიან მოსანათლავნი მთის ხალხი და უმეტეს მაჰმადიანობის მქონებელნი, და ამისათვის, თუმცა არა ვრიდებთ თავსა ჩვენსა და შრომასა, გარნა ძნელდების მოქცევა და მოყვანა მათი ჩვენთანა მართალსა სარწმუნოებასა ზედა“. არქიმანდრიტი ანტონი დიდად ზრუნავდა არა მარტო აფხაზეთის მოსახლეობის გაქრისტიანებაზე, არამედ იქ ჯერ კიდევ შემორჩენილი ეკლესიამონასტრების აღდგენა-შეკეთებაზე, ახლების აშენებაზე. მის მიერ შედგენილი (ცნობები ტაძრების შესახებ დღესაც არ არის მეცნიერულ ინტერესს მოკლებული. 1843 წლის 14 თებერვალს სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის რეკომენდაციით, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა ევგენიმ (ბაჟენოვი), იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) და გორის ეპისკოპოსმა ნიკიფორემ (ჯორჯაძე) არქიმანდრიტ ანტონს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და იგი სამეგრელოს ეპარქიის მმართველად დაინიშნა. იმავე წლის 2 მარტს ეპ. ანტონი თბილისიდან გაემგზავრა და ხსენებული ეპარქია ჩაიბარა. 1834 წელს დავით დადიანის დავალებით გადაწერილ იოსიპოს ფლავიოსის, „იუდებრივისა სიტყუა დასაბამობისა“ არის ასეთი მინაწერი: „ჩყმგ-სა, მარტის ბ-ს გაბრძანდა ტფილისიდამ ახალი ნაკურთხი ყოვლად სამღვდელო ანტონი ეპისკოპოსი მენგრელიისა, რომელი აკურთხეს ეპისკოპოსად ტფილისშიდ თებერვლის იდ-სა, დღესა კვირიაკესა, თხოვნითა სამეგრელოს მემკვიდრის დავით დადიანისათა. ხელი დაასხა ექსარხმან საქართველოისამან ევგენი, რომლისა მოწმე იყო დავით მიტროპოლიტი და ნიკიფორე ვიკარი“. ეპარქიაში ჩასულმა ახლადნაკურთხმა ეპისკოპოსმა ანტონმა აღწერა ჩაატარა და 1843 წლის ოქტომბერში სამეგრელოს მთავარ დავით დადიანს სწერდა: „აღსრულებად მოწერილობისა თქუენისა უგანათლებულესობისა 13-ს ოქტომბრიდან მდგომარისა წლისა, #1235-თა მაქვს პატივი წარმოდგენად შემდგომისა ცნობისა, სამფლობელოსა შინა თქუენსა რწმუნებულსა ჩემდა ეპარხიაში მდგომარეობენ საკათედრო სობორო ერთი, სამრევლო ეკლესიები -– 242, სასახლის ეკლესიები -– 32, სასაფლაო ეკლესიები -- 6, ხოლო ზედ მიწერილი -– 28 ეკლესიები; ამათ რიცხვში ქვითკირის ეკლესიები -- 150, ხოლო ფიცრისა --– 148, ამა ეპარხიაში სასულიერო პირნი არიან -- 2156 სულნი, ხოლო ანგარიშისამებრ ოთხის სულისა -- 539 კომლნი, სრულიან მენგრელიაში სცხოვრობენ მრევლნი თავადთა და აზნაურთაგანნი ორისავ სქესისა -- 1048 სული, ვაჭართაგანნი აღებ-მიცემის კაცნი და სხვანი ქალაქში მცხოვრებნი -– 2745 სულნი, ხოლო გლეხთაგანნი -– 208. სულ -– 27071 კომლნი. მონასტრები არიან მენგრელიაში: ლეჩხუმს -– სამი: ცაგერისა, საირმისა და ნამრნევისა, ხოლო ოდიშში -- ცაიშისა და ხობისა. მიიღეთ დარწმუნებაში ჩემი თქვენდამი ჭეშმარიტი პატივისცემა და სრულიადი ერთგულება თქუნისა უგანათლებულესობისა მოწყალისა ხელმწიფისა უმორჩილესი მოსამსახურე და ღვთისადმი მლოცველი ეპისკოპოსი მენგრელიისა ანტონ ჭყონდიდელი“. სამწუხაროდ, ეპისკოპოსი ანტონი არ იხსენიებს თუ რა მდგომარეობაში იყვნენ ეს ეკლესიები, მაგრამ სავარაუდოდ, ყველაფრიდან ჩანს, რომ ისინი მეტად ღარიბნი იყვნენ. 1849 წელს ეპისკოპოსმა ანტონმა მარტვილის საკათედრო ტაძარს შეწირა ვერცხლის ჭურჭელი და ინვენტარი: სამწერობელი ვერცხლისა ოქროთი მოყვითლებული; ჯვარ-სასანთლე; დოქი ხელის საბანი,
35-3 საპატრიარქოს უწყებანი N35 23-29ნოემბერი 2017წ გვ.20
ეპისკოპოსი ანტონი (დადიანი) 1796-1852 (დასასრული)
ვერცხლისა; სინი ვერცხლისა სადა 39/31, 5 სანტ.; ვერცხლის კოვზები მაგიდისა; დანები ვერცხლისა 13; ჩანგლები ვერცხლისა 13 ყველა ამ ნივთს აქვს მხედრული წარწერა „ჭყონდიდელი ანტონი დადიანოვი 2. ჩყმთ-სა წელსა“; დედაეკლესიაში ერთგული და დამსახურებული სამსახურისათვის ეპისკოპოსი ანტონი დაჯილდოებული იყო: 1837 წლის 6 მაისს ათასობით აფხაზის ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცევისათვის წმ. ანას II ხარისხის ორდენით; 1842 წლის 23 მაისს საიმპერატორო გვირგვინით შემკული წმ. ანას II ხარისხის ორდენით; 1847 წლის 5 აპრილს წმ. ანას | ხარისხის ორდენით; 1851 წლის 8 აპრილს წმ. ვლადიმირის II ხარისხის ორდენით. ეპისკოპოსი ანტონი 1852 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. 19 დეკემბერს წესი აუგო იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი), გურიის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (წულუკიძე) და აფხაზეთის ეპისკოპოსმა გერმანემ (გოგოლაშვილი). დაიკრძალა მარტვილის საკათედრო ტაძარში კანკელის წინ. საფლავზე არის წარწერა: „აქა განისვენებს ყოვლად სამღვდელო ჭყონდიდელი ანტონ დადიანის ძე და კავალერი ორმეოცდა ათქვსმეტისა წლისა, ცხრა წელ და ათთ თვე მწყემსმთავრად მგებარე. გარდაიცვალა 1852 წელსა დეკენბრის 9; ხოლო ფიქალი ესე დავსდე მთავარმა მეგრელიისა დავით დადიანმა“. მარტვილის მონასტერში საკურთხეველში ეპისკოპოსის საჯდომ სავარძელს ჰქონდა წითელი მაუდის სირმით ნაკერი გადასაფარებელი. იგი ხუთი ერთმანეთის ტოლი ნაწილისაგან შესდგებოდა, ოთხი ფრთიდან და შუა ნაწილიდან. ყველა ნაწილები ყვავილ-ბალახთა სახის გრეხილებით და სახეებით იყო შემკობილი. ეს გადასაფარებელი დამზადებული იყო 1853 წელს და მას ჰქონდა ირგვლიც ხუცური წარწერა: „შენ სცან, უფალო, დაჯდომა ჩემი და აღდგომა ჩემი უფალო, მოიხსენე ანტონი და ყოველი სიმშვიდე მისი. ქ. მაღალ ყოვლად სამღვდელოს მინგრელიის ეპისკოპოსს მიუძღვნი წვლილსა ამას ჩემ მიერ ნაშრომსა სოფია პაატას ასული კნეინა ელიზბარ დადიანისა მენგრელიის ეპისკოპოსის ანტონის სულის საოხად. ჩყნგ“.
36 საპატრიარქოს უწყებანი N36 30ნოემბერი-6დეკემბერი 2017წ გვ.17
არქიმანდრიტი კესარიოსი 1829-1901
არქიმანდრიტი კესარიოსი, ერისკაცობაში -–- კონსტანტინე იოანეს ძე ჩეკურიშვილი, 1829 წელს სიღნაღის მაზრის სოფ. შაშიანში მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1849 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1849 წლის 4 დეკემბერს დიაკვნად აკურთხეს, იმავე წლის 6 დეკემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და აკურის წმ. ილია წინასწარმეტყველის სახ. ტაძარში დაინიშნა. 1857 წლის 27 აგვისტოს თელავის მაზრის I ოლქის სამთავარხუცესო ოლქის სამღვდელობის სულიერ მოძღვრად აირჩიეს. 1859 წელს, მისივე თხოვნით, შაშიანის ლვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1860 წლის 28 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1860 წლის 18 ივლისს ხირსის წმ. სტეფანეს სახ. მონასტრის საძმოში განამწესეს. 1860 წლის 14 ოქტომბერს ბერად აღიკვეცა და სახელად კესარიოსი ეწოდა. 1860 წლის 7 ნოემბრიდან ხირსის მონასტრის ხაზინადარია. 1860 წლის 23 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოს ევსევის (ილინსკი) ბრძანებით მონასტერში გულმოდგინე მოღვაწეობისთვის 25 მან. ვერცხლის ფულით დაჯილდოვდა. 1861 წლის 28 მარტს ყირიმის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ლენტიანი ჯვარი უწყალობეს. 1863 წლის 10 თებერვალს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. მონასტერში გადაიყვანეს. 1865 წლის 18 აგვისტოს მონასტრის ეკონომოსად დაინიშნა. იმავე წელს ეგზარქოსმა ევსევიმ 5 წლის მანძილზე მონასტრის ეკონომოსის მოვალეობის პოსტზე პატიოსანი სამსახურისთვის მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1867 წლის 20 ნოემბერს ხაზინადრად დაინიშნა. იმავე წელს ფერისცვალების მონასტრის ახალი ფლიგელების აღმშენებელი კომისიის მთავარ წევრად აირჩიეს. 1868 წლის 18 ოქტომბერს დროებით დაევალა ფერისცვალების მონასტრის წინამძლვრობა. 1869 წლის 4 მაისს იღუმენის წოდება მიენიჭა. იმავე წლის 26 ივლისს მონასტრის საქმეების მოწესრიგებისთვის 50 მან. ვერცხლის ფულით დაჯილდოვდა. იმავე წლის 5 სექტემბერს საკურთხებლად გამზადებულ პირთაგან აღსარებების ჩაბარება დაეკისრა. 1870 წლის 23 აპრილს ხირსის წმ. სტეფანეს სახ. მონასტრის წინამძლვრის მოვალეობის შემსრულებლად დაადგინეს. 1871 წლის 24 იანვარს წინამძღვრად დაამტკიცეს და არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. იმავე წლის 3 თებერვალს, დიდმარხვასთან დაკავშირებით, ერთი თვით თავრიზში არსებულ რუსეთის საიმპერატორო გენერალურ საკონსულოში მსახურების ჩასატარებლად მიავლინეს. 1874 წლის 13 მაისიდან საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის გადაწყვეტილებით შეთავსებით განაგებდა ბოდბის წმ. ნინოს სახ. მამათა მონასტერსაც. 1874 წლის 24 მაისს ბოდბის ტაძრისა და გალავნის შიგნით მდებარე შენობების აღმდგენელი კომისიის მთავარ
36-1 საპატრიარქოს უწყებანი N36 30ნოემბერი-6დეკემბერი 2017წ გვ.18
არქიმანდრიტი კესარიოსი 1829-1901 (გაგრძელება)
წევრად აირჩიეს. 1876 წლის 20 აპრილს (მეორე ვერსიით –– 23 თებერვალს) თბილისის ფერისცვალების სახ. მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1877 წლის 28 აპრილს აღმოსავლეთ მონასტრების მთავარხუცესი, არქიმ. მაკარი (მატათაშვილი) არქიმ. კესარიოსს წერდა, რომ წმ. აბოს ტაძართან არსებული რკინის ღობე და თვით ტაძრის კედლებიც შესაკეთებელია და რადგან ეს ტაძარი თქვენს მონასტერს ეკუთვნის, კეთილი ინებეთ და ჩაატარეთ შესაბამისი ღონისძიებანი მდგომარეობის გასაუმჯობესებლადო. 1879 წელს გაზ. „დროება“ წერდა: „ჩვენ გვითხრეს, რომ რაც ძველის-ძველად განთქმულს შიომღვიმის უდაბნოს მონასტერში ძველი ხელთნაწერი წიგნები იყოვო, სულ კესარიოს არხიმანდრიტს ჩამოუტანია თბილისში. სასურველია შევიტყოთ -– თუ რისთვის ჩამოიტანა ხსენებულ პატივცემულ პირმა ეს ხელთნაწერები შიომღვიმიდამ, და კიდევ უფრო სასურველი ის არის, რომ ის ძველი წიგნები ქართველობას არ დაეკარგოს“. 1879 წლის 17 სექტემბერს არქიმ. კესარიოსმა იმავე გაზეთის საშუალებით ამ შეკითხვას ასეთი პასუხი გასცა: „1876 წელსა საქართველო-იმერეთის უწმინდესის სინოდის კანტორამ თავისის უქაზითა, 30 ივნისიდგან 2586, მოახდინა საყოველთაო განკარგულება, სურვილისა და თხოვნისა გამო თბილისის სასულიერო სემინარიის პრავლენიისა ანუ გამგეობისა, რომელ ყოველს მონასტრიდგან, უდაბნოდგან და ეკლესიებიდგან წარმოეგზავნათ სემინარიის წიგნების საცავში, ანუ ბიბლიოთეკაში ყოველივე ძველის-ძველად ხელთ-ნაწერი წიგნები და ყოველივე ისტორიული სახსოვარი, ანუ დროებითად სარგებლობისათვის ანუ საკუთრებად სემინარიისა. ამ დროს მე, როგორც ახლად განწესებულს წინამძღვრად ტფილისის ფერისცვალების მონასტრისა და ზედ მიწერილის შიომღვიმის უდაბნოსი, განმიცხოველდა სურვილი მალე შემეტყო და ამეწერა ყოველივე ქონება იმათი. მაგრამ, რადგან იმ დროს ფეხებში საშინელი ტეხვა მქონდა და ვერ შევიძელ წასვლა შიომღვიმის უდაბნოში, რომელიც ტფილისითგან უდაბნომდე არის სიშორე 30 ვერსი, როგორათაც წინამძღვარმა, კანტორის უქაზის ძალით, მე დავიბარე უდაბნოდგან ძველი წიგნები და ყოველივე ხელთ-ნაწერები და წარმოადგინა ჩემთან ტფილისში მღვდელ-მონაზონმა სიმეონმა. შემდგარი ამათზედ ჩემგან ნუსხა წარუდგინე სინოდის კანტორას და იმასთანავე მოვახსენე, რომელ სემინარიის გამგეობას შემიძლიან დროებით ვათხოვო ეს წიგნები და შეუძლებელია ჩემგან საუკუნოდ დაუკარგო შიომღვიმის უდაბნოს. მომლოდინე მოთხოვნილებისა, ეს წიგნები ინახება ფერისცვალების მონასტრის ბიბლიოთეკაში ანუ წიგნების საცავში. მალე დაბრუნდება უდაბნოში ხსენებული წიგნებისა შეუძლებელი იყო, ამისთვის რომელ იყვნენ დაშლილნი, ჰქონდათ ბევრს ალაგას ფურცლები ამოგლეჯილნი, ყდები დამტვრეულ და ამძვრალნი, იყო შეუკვრელი რამოდენიმე წიგნი დაუდევნელობისა გამო. მე, როგორც უდაბნოს პატრონმა და მომ284) ვლელმა, რიგზედ ყველა მოვიყვანე და ყდები შევაკვრევინე. ეხლაც ი | უმჯობესად ვრაცხ, რომ შიომღვი1 მის უდაბნოს ძველთაგანი წიგნე– ბი დარჩნენ გასაბრთხილებელად ფერისცვალების ანუ დარიის მონასტერში, შემდგომი ჯეროვანის განკარგულებამდე“ 1879 წლის 20 ნოემბერს არქიმ. კესარიოსი საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად აირჩიეს. 1880 წლის 20 აპრილს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1880 წლის 30 მაისს აღმოსავლეთ საქართველოს მონასტრებისა და ეკლესიების ქონების შემმოწმებელი კომისიის თავჯდომარედ დაადგინეს. 1882 წლის 23 მარტს მისი თავმჯდომარეობით სინოდალური კანტორის არქივში ჩატარდა რევიზია. 1882 წლის 23 ივლისს წითელი ჯვრის საზოგადოებამ თავისი სამახსოვრო ჯვარი უბოძა. 1882 წლის 7 ივლისიდან 28 დეკემბრამდე რევიზია ჩაუტარა თბილისის, თელავის, სიღნაღისა და თიანეთის მაზრების ეკლესიებს. 1883 წლის 20 იანვარს კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების IV განყოფილების წევრად აირჩიეს. 1884 წლის 7 აპრილს წმ. ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. შემორჩენილია არქიმანდრიტ კესარიოსის წე-
36-2 საპატრიარქოს უწყებანი N36 30ნოემბერი-6დეკემბერი 2017წ გვ.19
არქიმანდრიტი კესარიოსი 1829-1901 (გაგრძელება)
რილი, რომელსაც იგი გორის ეპისკოპოს ალექსანდრე (ოქროპირიძე) წერს და შენდობას სთხოვს გაუგებრობის გამო. იგი 1887 წლის 13 იანვრით თარიღდება: მე უღირსი ვერც ვეღირსე ჩემის უქეიფობისა გამო თქვენის მეუფების თაყვანისცემასა და პირისპირ არ მომეცა ნება თქვენთან საუბრობისა ფეხების ტკივილმა, რათა ვალად ვრაცხ ჩემთავსა გხლებოდით თაყვანისსაცემელად და განვლისის დღესასწაულების მოლოცვად, რასა ზედა დიდად ვწუხვარ. ყოვლისა შემოქმედსა ვთხოვ თქვენის მეუფების ბედნიერათ სუფევისათვის ყოველ განვლილს და მომავალ დღესასწაულსაც! მე არ შემიძლიან თქვენ მეუფებასთან ბოდიში მოვითხოვო, რომელიც ჩემის უცნობელად მოეხდინათ განკარგულება, გუშინ კაცი გამოგეგზავნათ ჩემთან ბერის სათხოვნელად დღევანდელის დღისათვის, რომელიც უნდა თანამწირველად გხლებოდით და არც მინახავს თქვენი კაცი, ჩემს გარეშე გამოებრუნებინათ უარის შემოთვლით. დღეს ჩემმა კაზნაჩეიმ მიამბო და ძლიერ შევწუხდი. ისე როგორ გავბედავდი, რომ ერთერთისათვის არ დამეკისრებინა გხლებოდათ დღეს თქვენთან თანამწირველად. თქვენო მეუფებავ, ვფიცავ, რომ თავის დროზე რომ შემეტყო თქვენგან მოგზავნილის კაცისა, ჩემის მხრით რომ არ მომეხდინა კანონიერი განკარგულება და არ მომერთმევინა ბერი, თუმცა კაზნაჩეი ჩერედობას, მეორეც სხვაგან იყო მიწვეული და მესამე კიდენ გახლდათ თავისუფალი;ამასა გთხოვთ უმორჩილესად, როდესაც კაცი გამოგზავნოთ საჭიროებისათვის, უბრძანეთ, პირდაპირ მნახოს, რომ მე ბრალის ქვეშ არა შთავარდე, ხომ მოგეხსენებათ, ეხლანდელი დროება როგორ შეგვეცვალა, იმედიცა მაქვს და კვალადცა უმორჩი- ლესად გთხოვთ, ეს ერთი შემთხვევა მაპატიოთ“. 1888 წელს არქ. კესარიოსმა საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას ფერისცვალების მონასტერში სარემონტო სამუშაობის დაწყებაზე ნებართა სთხოვა. მას ტაძრის ფრესკების გაწმენდა და კანკელის განახლება სურდა, რაზედაც 25 ივლისს თანხმობა მიიღო. არქიმანდრიტ კესარიოსს უკავშირდება ფერისცვალების მონასტერში სკოლის გახსნა. გაზ. „ივერია“ დიდი სიხარულით გამოეხმაურა ამ ამბავს და თავის ფურცლებზე მცირე წერილიც გამოაქვეყნა „ერთი ახალი სამრევლო სკოლა კიდევ შეემატა ჩვენს ქალაქს. ეს სკოლა გაუმართავს ფერისცვალების მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტს კესარიოსს მონასტრის ეზოში ავლაბრის ღარიბ ყმაწვილებისთვის. 40 ყმაწვილისთვის უკვე ყველაფერი მზად არის ამ სკოლაში და მასწავლებელიც უკვე დანიშნულია. ვისაც ჰსურს, მიაბაროს შვილი, უნდა მიჰმართოს თხოვნით ამა მონასტრის წინამძღვარს „დარიაში“. შემდეგისათვის მას, არქიმანდრიტს მამა კესარიოსს, განზრახვა აქვს, ეს სკოლა ორკლასიან სკოლად გადააკეთოს“. არქიმანდრიტ კესარიოსის დროს ფერისცვალების მონასტერში ინახებოდა უძველესი ქართული ხელნაწერები და წიგნები, რომლებიც არქიმანდრიტ ტარასის (ალექსი-მესხიშვილი) აღზრდილ მოწაფეს, მღვდელ-მონაზონ ნიკონს ეკუთვნოდა. აი, რას წერდა ამასთან დაკავშირებით ქართული პრესა: „ამას წინად ჩვენს გაზეთში მოხსენებული იყო, რომ ერთმა ბერმა შეიძინა რამდენიმე ძველი ქართული წიგნი და მათ შორის „ისტორია ფილოსოფიისაო“. ეს ბერი გახლავთ დარიის მონასტრის ბერი ნიკონ ჯაბარაშვილი (შეცდომაა, მისი გვარია ჯობინაშვილი -– გ. მ.), რომელსაც დიდძალი ქართული წიგნები აქვს თურმე. ამ ბერის წიგნთსაცავი დაუთვალიერებია ბ-ნ ნ. მარს და ა. ხახანაშვილს და ამათ ამ წიგნთსაცავში რამდენიმე პერგამენტის ხელთნაწერი აღმოუჩენიათ. კარგი იქნება ამ ბერის წიგნთსაცავი შთამომავლობას არ დაეკარგოს და კარგს და საიმედო ადგილას, თუნდა „წერაკითხვის საზოგადოებაში“ ინახებოდეს“. 1889 წლის 6 მაისს წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი უბოძეს. 1893 წლის 15 მაისს წმ. ვლადიმერის II ხარისხის ორდენი უწყალობეს. 1898 წლის 6 მაისს, იმპერატორის კაბინეტიდან გაცემული საიმპერატორო გვირგვინით შემკული გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვდა. 1900 წლის 30 დეკემბერს, მშობლიური სოფ. შაშიანის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრის გარემონტებისთვის მწყემსმთავრული მადლობა გა-
36-3 საპატრიარქოს უწყებანი N36 30ნოემბერი-6დეკემბერი 2017წ გვ.20
არქიმანდრიტი კესარიოსი 1829-1901 (დასასრული)
მოეცხადა. არქიმანდრიტი კესარიოსი 1901 წლის 11 დეკემბერს გარდაიცვალა. გაზეთი „ცნობის ფურცელი“ წერდა: „ამა თვის 15 ტფილისის ფერისცვალების მონასტერში მიასვენეს გვამი გარდაცვალებულის არხიმანდრიტის კესარიოსისა. მწირველი ბრძანდებოდა მათი მეუფება ეპისკოპოსი გორისა კირიონი, ქალაქის სამღვდელოებითა. წირვა იყო ქართულად და გალობდა ქართულად ორი გუნდი. ერთი ბერიევის ლოტბარობითა და მეორეც ამავე მონასტრის სამრევლო სკოლის ყმაწვილებისა –- მასწავლებლის ლოტბარობით. მგალობელნი მშვენივრად გალობდნენ და ყველას სასიამოვნოდ მიაჩნდა ქართული წირვა. ნამეტან შთაბეჭდილებას ახდენდა მთავარდიაკვნის კარგარეთელის მშვენიერი ხმა და ქართული კილო. წირვას დიდძალი ხალხი დაესწრო, ნათესავები და ნაცნობები და დიდად გლოვობდნენ განსვენებულს არხიმანდრიტს კესარიოსს, რომლის გვამიც იმავე ტაძარში მიიღეს“.
17 საპატრიარქოს უწყებანი N37 7-13 დეკემბერი 2017წ გვ.18
მღვდელი სიმონ გაბიანი
„თავისუფალი სვანეთის და განსაკუთრებით უშგულის პირველ მისიონერი“
მღვდელი სიმონ დავითის ძე გაბიანი 1795 წელს სამეგრელოს სამთავროში, სადადიანო სვანეთში, სოფ. შკედში გლეხის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი მარტვილის (მეორე ვერსიით –– ცაგერის) მონასტერში ისწავლა. 1824 წლის 21 მარტს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ბესარიონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 24 აპრილს მღვდლად დაასხა ხელი და შკედის ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძარში განამწესა. 1857 წლის 10 მაისს უშგულის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1860 წლის 28 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1864 წლის 16 ივნისს (მეორე ვერსიით –– 1866 წელს) კვლავ
შკედის ტაძარში განამწესეს. იმავე წლიდან უშტატო მღვდელმსახურია. 1870 წელს პენსიაზე გავიდა. მღვდელ სიმონს ჰქონდა ჯილდო –- ყირიმის ომის
(1853-1856წწ.) სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ლენტიანი ბრინჯაოს ჯვარი.
მღვდელ სიმონ გაბიანზე საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის სვანეთში მოღვაწე არანაკლებ ცნობილი სასულიერო მოღვაწე, დეკანოზი ბესარიონ ნიჟარაძე, რომელიც „თავისუფალი სვანის“ ფსევდონიმით აქვეყნდებდა სტატიებს ჟურნალ-გაზეთებში. 1888 წელს გაზეთ „ივერიაში" იბეჭდებოდა
მისი ფელეტონი „უშგულის აღწერა, სვანთა ყოფაცხოვრებიდან“, სადაც იგი მოგვითხრობს მღვდელ სიმონზე: „.. ახლა უშგულს მიაქცია ყურადღება
უსლარმა. გაიგო, რომ უშგულის გარდა სვანეთი ასე თუ ისე შეერთებულია რუსეთთან, მოინდომა ეს საქმე თვითონ გაეთავებინა და კიდეც გათავდა ერთის კაცის მეცადინეობით, რომელზედაც რამდენიმე სიტყვის უთქმელობა უსამართლობა იქმნება. ჩვენ ვამბობთ ლაშხეთელ მღვდელ სიმონ გაბიანზე, რომელიც უეჭველად უნდა ჩაითვალოს თავისუფალი სვანეთის და განსაკუთრებით უშგულის პირველ მისიონერად. მღვდელი სიმონ გაბიანი ბუნებით სვანია, სცხოვრობს სადადიანო სვანეთის ლაშხეთის საზოგადოებაში, სოფელ შკედს. როგორც დიდი ხნის დამსახურებული, იღებს პენსიას 130 მანეთს. მღვდელი სიმონი დღეს 108 წლის მოხუცია, მაგრამ ისე ცოცხალი, ისე ჯანმრთელი, რომ არავინ დაიჯერებს, თუ იმისი წლოვანობა 60 წ. აღემატება. ტანად
17-1 საპატრიარქოს უწყებანი N37 7-13 დეკემბერი 2017წ გვ.19
მღვდელი სიმონ გაბიანი
„თავისუფალი სვანეთის და განსაკუთრებით უშგულის პირველ მისიონერი“ (გაგრძელება)
პატარაა, თმა-წვერ გაყვითლებული, თავისებურად
ჩაცმა დახურვის და ცხოვრების მოყვარე ეს „პატარა ხუცესი“ (კოტოლ ბაპ) დანახვისთანავე მიიქცევს მნახველის ყურადღებას. საღმრთო წერილი უსწავლია ცაგერის მონასტერში, მღვდლად კურთხეულა მარტვილში. საღმრთო წერილის ცოდნაში ბევრი რამ აკლია, ნამეტურ ტიბიკონში, მაგრამ ეს სრულიადაც არ უშლიდა პატარა ხუცესს, რომ ღმერთი წმინდის
გულით შეეყვარა და ხალხის გულიც მოეგო. უშგული დღესაც წმინდანსავით უყურებს ამ ხუცესს. წარსულიდამ ბევრი რამ ახსოვს სიმონ მღვდელსა.
იგი იცნობდა უწინდელ საქართველოს ეგზარქოსს ისიდორეს, ახსოვს თ. ივ. მუხრან-ბატონი და გ. რ. ერისთავი, როდესაც იგინი ქუთაისში ყოფილან სამსახურში. ბარტოლომეი, ბაქრაძე, უსლარი, რადდე ყველა იმის დროს ყოფილან სვანეთში. ბევრს საინტერესო რამეებს მოჰყვება თავის ნაცნობობის შესახებ დიდკაცებთან. მოვიყვან ორს: როდესაც ეგზარქოსმა ისიდორემ (ეხლანდელი პეტერბურგის მიტროპოლიტი) დამიბარა ტფილისშიო, -- მიამბო სიმონ მღვდელმა, -- დიდი მადლობა მითხრა სვანეთში მოღვაწეობისათვის და სკუფიათი დამაჯილდოვაო. სკუფიაზე უარი განვაცხადე და შევატყე ეგზარქს - არ ეჭაშნიკაო. რომ დამემშვიდებინა ეგზარქოსი, მოვახსენე: თქვენო მეუფებავ, მე რომ ეს თქვენი საჩუქარი წავიღო, სვანები სხვანაირად იფიქრებენ რასმე და შეიძლება ისე
არ გამიგონ, როგორც აქამდის მიგონებენ. ჩემის აზრით,ის ემჯობინება, ეს სკუპია იმას უბოძოთ, ვისაც გაუხარდება და მე კი თქვენი ლოცვა-კურთხევა გამატანეთ სვანეთშიო. 2) ერთი ახირებული ხასიათი სჭირს სიმონ
მღვდელსა: თავის ხანგრძლივს სიცოცხლეში გული (მკერდი) არ შეუკრავს, ასე რომ მუდამ გულ-ღია დადის; პერანგის ღილსაც არ იბნევს. თ. გ. ერისთავს არ მოსწონდა ესა და რამდენჯერმე მთხოვა, რომ პერანგი მაინც შემებნია, მაგრა მე მაინც ჩემი მემართებოდა. ერთხელ ქუთაისს დამიბარა, გამოვცხადდი ჩვეულებრივ გულ-გაღებული. როდესაც გამოვეთხოვე, თ. ერისთავმა მიბრძანა, რომ ხვალ თქვენ მოგიტანენ ახალ ტანისამოსს, ჩაიცვით და ისე მობრძანდითო. თურმე თ. ერისთავს ებრძანა, რომ ხვალისათვის ახალი ტანისამოსი შეეკერათ ჩემთვის. მეორე დილას თერძმა მომიტანა და თავის ხელით შემიბნია ახალუხისა და კაბის დუგმები. ავდექი და თ. ერისთავთან მივედი. ლაპარაკის დროს ყველა დუგმები ახალუხისა და კაბისა შემხსნოდა ჩემდა გაუგებრად და ერისთავმა ისევ დაინახა ჩემი გაღეღილი გული. ერისთავმა რომ ამას შეჰხედა, მითხრა:
მამაო, როგორც გიწირავს, ისე სწირე, ეტყობა, ვერაფერი დუგმა შენს გულს ვერ შეჰკრავსო... უწინდელ დროში ლაშხეთის საზოგადოების სოფელს მახაშს ბეგარა ჰმართებია უშგულისა. ყოველს მარიამობას მახაშს რვა დოქა ღვინო უნდა მიეტანა უშგულისათვის. მებეგრეებს სიმონ მლვდლისათვის
ეთხოვნათ წაყოლა, რაზედაც უკანასკნელი დათანხმებულა. წასულა უშგულს, სადაც ძლივს გადარჩენილა სიკვდილს. საქმე იმაშია, რომ რაჭველს თავად მერაბ წულუკიძეს ჰმართებია ბეგარა თუ შესაწირავი უშგულის ღვთისმშობლისა- 18 კასრი ღვინო, რომელიც წულუკიძეს ყოველ წელს უნდა მოეტანა უშგულისათვის. ამ ბეგარის შესახებ სიგელი ჰქონია მიცემული თ. წულუკიძეს. ეს სიგელი უშგულს ჰქონდა შენახული (ახლაც არის ეს სიგელი, მაგრამ დაგლეჯილია) ეკლესიაში. თავად იაშვილებსა (ეს
იაშვილები ცხოვრებულან სოფ. სადმელს და გარდაუსახლებია რუსის მთავრობას ურჩობისათვის) და თავად მერაბ წულუკიძეს დავა ჰქონიათ ადგილების შესახებ და ეს სიგელი საჭიროდ აღმოჩენილა. მერაბ
წულუკიძის ნაცნობი ყოფილა სიმონ მღვდლის მამა. ამისათვის უთხოვნია, რომ როგორმე მოეტანაეეს სიგელი უშგულიდამ. სიმონის მამას ეს მოუხერხებია; წამოუყვანია ორი უშგულელი თ. წულუკიძესთან სიგელის უკან დასაბრუნებლად. სიმონის მამა და ორი უშგულელი რაჭას რომ მისულან, თავად იაშვილებისას გაუთენებიათ ღამე. იაშვილებს ეს ამბავი გაუგიათ და უთქვამთ ორი უშგულელისათვის, რომ ეს სიგელი წულუკიძისათვის არ მიეტანათ, თორემ ის ბერებს გარდასცემს და უშგულის საქმე დაიღუპებაო. ორ უშგულელს ეს დაუჯერებიათ, ამდგარან ღამე
და ეს სიგელი ისევ უკან წაუღიათ. ამათ ეთქვათ უშგულისათვის, რომ დავით გაბიანს, სიმონის მამას
17-2 საპატრიარქოს უწყებანი N37 7-13 დეკემბერი 2017წ გვ.20
მღვდელი სიმონ გაბიანი
„თავისუფალი სვანეთის და განსაკუთრებით უშგულის პირველ მისიონერი“ (დასასრული)
უშგულის დაღუპვა უნდაო და სხვადასხვა. უშგული ამ შემთხვევის გამო ძალიან ემდურებოდა დავით გაბიანს და რაკი შეიტყეს, რომ სიმონ მღვდელი იმის შვილიაო, პასუხი მოითხოვეს და მუქარაც დაუწყეს. მე ამ ამბისა არაფერი ვიცოდიო, მითხრა სიმონმა. საქმე იქამდე მისულა, რომ სიმონი კინაღამ მოუკლავთ, რომ ორი ნაცნობი პაპი არ გამოსარჩლებოდა
და აგრეთვე თავის მოხერხებულის პასუხით თავი არ მოეწონებინა უშგულისათვის. ამგვარმა ლაპარაკმა ხალხი მოალბო და რაკი შეიტყო, რომ სიმონი კეთილი კაცი უნდა იყოსო, ყრილობამ წინადადება მისცა, დაეფიცა უშგულის ერთგულობაზე. სიმონმა ეს თხოვნა შეასრულა. უშგულმა თავის მხრივ, დაუდვა სიმონ მღვდელს ერთგულების ფიცი. ამიერიდგან სიმონ მღვდელი შეიქმნა ერთი ერთგული წევრი უშგულისა. ამ დროიდან სიმონ მღვდელი რჩება უშგულში, იგი თავის მრევლს
თავს ანებებს ლაშხეთში და უშგულში იწყებს მისიონერულს მოღვაწეობას უსასყიდლოდ. იმ დროს უშგულში, როგორც საზოგადოდ სვანეთში, პაპები
ძალაში იყვნენ. სიმონ მღვდელი კარგს განწყობილებას იჭერს ამათთან. როგორც ერთ-ერთი მთავარ-პაპათაგანი. იგი დაიარება მათთან წირვაზე,
როცა რიგით შეხვდება, სწირავს, როცა არა, ისმენს პაპების ახირებულ წირვას. ერთ ადგილას ბინა არა აქვს; მთელი საზოგადოება იმისი სახლია, სადაც უნდა, რომელს ოჯახშიაც ისურვებს, რჩება რამდენიმე დღე და ღამე და ყველანი მოხარულნი არიან იმის მისვლისა. ყველა ოჯახში „პატარა მღვდელი“ ლაპარაკს უგდებს ქრისტესა და იმის რჯულზე. ცოტა ხნის განმავლობაში იქამდე მიაღწია, რომ მთელი უშგული მონათლა. ეს იყო მაშინ, როდესაც სვანეთში არსად მღვდელი არ იპოვებოდა. გადის წელიწადები. მთავრობა მღვდლებს ჰგზავნის სვანეთში
და ამ დროს მთავრობას ხვდება უშგულში მღვდელი სიმონი. ეს გაიგო მაშინდელმა საქართველოს ეგზარქოსმა ისიდორემ და ამიტომაც არასოდეს
არ ივიწყებდა სიმონ მღვდლის მოღვაწეობას. შემდეგში სიმონს ენიშნება ჯამაგირი 400 მანეთი. უშგულში მღვდლობდა იგი 1866 წლამდე. ამ წელს იგი
სტოვებს უშგულს და მიდის თავის სახლში. უშგული
ძლიერ სწუხს იმის წასვლას. აი, ამ სიმონ მღვდელმა მოიყვანა უშგული პოლკოვნიკ უსლართან და მიაღებინა რუსის ქვეშევრდომობა 1857 წელსა“.
1888 წელს რიდესაც მღვდელი ბესარიონი ამ
სტატიას წერდა, მოხუცებული სვანი მოძღვარი კიდევ ცოცხალია. სავარაუდოდ, იგი ამ ამბიდან მალევე გარდაიცვალა.
38 საპატრიარქოს უწყებანი N 38 14-20დეკემბერი 2017წ გვ.17
დეკანოზი ილია მათიკაშვილი 1859-1929
„ასე რად ამცირებენ ან ქართული ენის მასნავლებლებს, ან მღვდლებს, თუ არა პირადი ანგარიშებისთვის
დეკანოზი ილია 1859 წლის 4 სექტემბერს თბილისის გუბერნიაში, თელავის მაზრის სოფ. ყვარელში, მღვდელ კირილე მათიკაშვილისა და ნინო გულისაშვილის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1880 წლის 21 დეკემბრიდან 1884 წლის 1 აგვისტომდე ყვარლის ორკლასიანი სასოფლო-სახალხო სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა. 1885 წლიდან სამხედროსასულიერო უწყებაში მიიღეს და მედავითნედ დაინიშნა, 1885 წლის 30 ნოემბერს დიაკვნად აკურთხეს და თბილისის წმ. ნიკოლოზის სახ. სამხედრო ტაძარში დაადგინეს. ახალგაზრდა მოძღვარი იმთავითვე ჩაერთო საზოგადოებრივი ცხოვრების ფერხულში. ხშირად აქვეყნებდა სხვადასხვა ხასიათის წერილებს იმჟამინდელ ქართულ პრესაში, სადაც სხვადასხვა აქტუალურ თემებს აშუქებდა. 1890 წელს დიაკვანი ილია ქართული საეკლესიო კითხვა-გალობის შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს გაზ. „ივერიის“ ფურცლებზე: „ამ თვის „ივერიის“ M79-ის ახალ ამბებში მოხსენებულია ქ. ტფილისის საბლაღოჩინოს მღვდელთა კრების გარდაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ტფილისის დიაკვნებმა უნდა იარონ ავლაბრის წმინდა მარინეს სამრევლო სკოლაში ოთხშაბათობით და პარასკეობით, საღამოს შვიდს საათზე, სადაც ისინი ისწავლიან მღ. ვასილ კარბელაშვილისაგან ქართულ საეკლესიო გალობასაო. ვინც იცის, რა მდგომარეობაშია ქართული საეკლესიო კითხვა-გალობა, იმათთვის, რასაკვირველია, სასიამოვნოა, სანატრელია ამისთანა მოვლენა. მაგრამ, საუბედუროდ, არ შემიძლიან არ აღვიარო, რომ ეს ერთი ნახევარია იარის წყლულის გასამრთელებლად, მეორე ნახევარი წყლულისა უხეირო კითხვაა. მე იმაზე უკეთესად ვერ დავხატავ, რა გავლენა აქვს ადამიანზე კარგ კითხვას, როგორც გაზეთმა „ივერიამ“ 18 თებერვალს #37-ში გამოსთქვა თავის მეთაურში. დიდი რამ არის, ვინც იცის კარგად წაკითხვა წასაკითხისაო, ამბობს გაზეთი და შემდეგ განაგრძობს: „ხელოვნური კარგი წაკითხვა არა მარტო სასურველია, სასარგებლოც არის, ნამეტნავად იქ, საცა წასაკითხს საქმე გრძნობასთანა აქვს, საცა სიტყვამ გულამდე უნდა მიაღწიოს მთელის თავის სავსეობით, სიღრმე-სიგანით, მთელის თავის მხურვალებით, რომ გული მისძრას-მოსძრას, ჩვეულებრივ თვლემისაგან გამოაფხიზლოს და ფრთა შეასხას ან ნელისა და წყნარის აღტაცებისა და სასოებისათვის, ანუ რისხვისა და წყრომის ქარტეხისა და ჭექა-ქუხილისათვის...“ მკითხველს თუ უნდა თითონვე მიმართოს იმ მეთაურს და მე კი სრულიად ვეთანხმები იმის ავტორს და გულადად ვიტყვი, რომ კითხვას პირველი ალაგი უჭირავს და გალობას მეორე. ახლა ვიკითხავ, საიდამ უნდა იქონიოს ამისთანა გავლენა მკითხველმა მსმენელზე, როდესაც, ზოგჯერ-კი არა, მომეტებულ ნაწილადაც, თითონ არ ესმის, რასაც კითხულობს. აქ საჭიროა ცნობიერი კითხვა და არა მეხანიკური, დიაკვნური. ცნობიერი კითხვისთვინაც ისე უნდა ემზადებოდნენ დიაკვნები, როგორც კარგის გალობისათვის. მამა ვასილ კარბელაშვილი მარტო ვერ გაუძღვება ამისთანა რთულ საქმეს. საჭიროა მთელმა ტფილისის სამღვდელოებამ მიიღოს მონაწილეობა და არ დაზოგოს დრო: კვირაში ორი საათი რომ მოანდომოს თითო მღვდელმა, საქმე წინ წავა. მხოლოდ შესაკრებელი ადგილი განაპირი კი არ უნდა იყოს, როგორც ავლაბარი, შუა ქალაქში, ცენტრში უნდა დაინიშნოს, რაიცა ძლიერ ადვილია. იარმუკის მახლობლად ქ. ტფილისში საღმრთო წიგნთ-საკითხავია, სადაც მსურველნი იკრიბებიან და თითო-ოროლა მამების ხელმძღვანელობით სწავლობენ ცნობიერ კითხვას საეკლესიო წიგნებისას, საღმრთო ისტორიას, გალობას. გალობას სწავლობენ კარბელაანთებურს და გურულს, რომელიც საჭიროა კარბელაანთებურის გალობის შესავსებლად. ჩემის აზრით, არ იქნება ურიგო ეს ორივე ერთ ფერი დაწესებულებანი შეუერთონ ერთმანეთს: რასაც თითოეული ცალკე ვერ მოახერხებს, ორივესთვის ერთად ადვილი მოსახერხებელი იქნება. იმედია, როგორც აქამდის არ დაუზოგავთ თავიანთი შრომა მამა მღ. პ. ყონჩუაშვილსა (იგულისხმება კონჭოშვილი –– გ. მ.) და მელქისედეკ ნაკაშიძეს, გულმოდ- გენით მეცადინეობას, არც ამას იქით დაზოგავენ. ამათ მიემატებათ მამა კარბელაშვილი და სხვები. ამისთანა შეერთებას მეორე უპირატესობაც ექნება. იმათაგანი, რომელნიც ეხლა წიგნთ-საკითხავში დაიარებიან, ბევრნი მიემხრობიან დიაკვნებს და შეეშველებიან ეკლესიაში გალობის დროს, როგორც ეხლა ჩუღურეთის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაშია. თითო დიაკვანი და ორ-ორი, ან სამ-სამი ამათი თანაამხანაგნი პატარა ხოროებს შეადგენენ“. 1893 წლის 24 აგვისტოს დიაკვან ილიას (მეორე ვერსიით -–– 5 სექტემბერს) მლვდლად დაასხეს ხელი
38-1 საპატრიარქოს უწყებანი N 38 14-20დეკემბერი 2017წ გვ.18
დეკანოზი ილია მათიკაშვილი 1859-1929 (გაგრძელება)
და ახტინის სამხედრო ტაძრის კაპელანად განამწესეს. 1895 წლის 20 აგვისტოს ქ. ელიზავეტოპოლის (ეხლ. ქ. განჯა) 156-ე ფეხოსანი პოლკის მიქაელ მთავარანგელოზის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1898 წლის 8 დეკემბერს ქ. ქუთაისში ადგილობრივ სამხედრო ლაზარეთში არსებულ ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახ. ტაძარში დაადგინეს. 1899 წლის 5 ოქტომბრიდან 1905 წლის 30 აგვისტომდე ქუთაისის ექვსწლიანი საქალაქო სასწავლებლის საღვთო სჯულის პედაგოგია. 1901 წლის 5 სექტემბრიდან 1906 წლის 5 ოქტომბრამდე მღვდელი ილია იყო იმერეთის ეპარქიალური სასწავლო საბჭოს ქუთაისის მაზრის განყოფილების თავმჯდომარე და ხაზინადარი. 1902 წელს ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში დაინიშნა. ამასთან დაკავშირებით, ქართული პრესა წერდა: „ქუთაისის დედათა გიმნაზიაში ქართული ენის მასწავლებლად ბ-ნ აკოფოვის ადგილზე დაუნიშნავთ მღვდელი მათიკაშვილი. იგი გულმოდგინედ შესდგომია საქმეს; იმას უკვე შეუდგენია ქართული ენის პროგრამა, მაგრამ, რომ ეს პროგრამა უფრო შემუშავებული ყოფილიყო, მ. მათიკაშვილს უსარგებლნია ს. თ. ხუნდაძის წინადადებით, და 2 ოქტომბერს ქუთაისის საურთიერთო ნდობის საზოგადოების დარბაზში წარუდგინა პროგრამა ქართულის ენის მასწავლებელთა კრებას, რომელსაც ოცამდე კაცი დაესწრო. კრებას ქართული ენის საზოგადო პროგრამა უნდა შეემუშავებინა, მაგრამ რადგანაც ამ კრებას არ დაესწრნენ გიმნაზიისა და რეალურ სასწავლებლის მასწავლებელნი, ამიტომ საზოგადო პროგრამის შემუშავება შემდეგი კრებისათვის გადიდვა. განხილულ და შესწორებულ იქმნა მხოლოდ მ. მათიკაშვილისაგან წარმოდგენილი პროგრამის ერთი ნაწილი, დანარჩენი კი შემდეგის კრებისთვის გადიდვა. ამ შემუშავებულ პროგრამის შინაარსს შემდეგში გავაცნობთ მკითხველებს“. ერთწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის შემდეგ მღვდელმა ილიამ გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე პატარა წერილი გამოაქვეყნა, სადაც სასწავლებელზე მდგომარეობაზე და იქ არსებულ მიღწევებზე საუბრობდა: „შარშან, ე. ი. 1902 წელს, ენკენისთვეში, მე დამნიშნეს ქართული ენის მასწავლებლად წმიდა ნინოს ქალების სასწავლებელში. არ შევეხები იმას, რა მითქმა-მოთქმა გამოიწვია მაშინვე ამ ჩემმა დანიშვნამ. ასეც უნდა მომხდარიყო და არც მიკვირდა, რადგან არავინ მიცნობდა. აგერ, გავიდა ერთი წელიწადი, და სასწავლებლის VII კლასის გამოცდის შემდეგ, მადლობა მივიღე ბევრისაგან. გამოცდას დაესწრნენ ისეთნი პირნიც, რომელნიც დიდად დაინტერესებულნი არიან ქართული ენის წარმატებაში და საპატიო ადგილი უჭირავთ საზოგადოებაში. მართალია, XIX ს-ის ლიტერატურის შესახებ არაფერი დაუწერიათ VII კლასელებს, როგორც „ნოვოე ობოზრენი“- ის კორესპონდენტი ანუგეშებდა საზოგადოებას, მაგრამ მცირე დროს შესაფერად შეისწავლეს ზოგი რამ, რაც უფრო საჭირო იყო ამისთანა თემაზედ თხზულების დაწერას, თუ 3-4 წლის შემდეგ მოვესწარით, ღმერთს მადლობას შევსწირავთ: ჯერ ერთი ცოტა გაკვეთილებია ქართული ენისა და მეორე, როგორც ბ-ნმა ს. ხუნდაძემაც აღნიშნა, ქართული ენის სწავლა სავალდებულო არ არის სასწავლებელში და მოწაფეები გულმოდგინედ არ ეკიდებიან; ზოგისთვის სასწავლო წიგნიც კი ვერ მოგვიტანია გაკვეთილზედ. ამ ერთის წლის განმავლობაში ქართული ენის სწავლების გაუმჯობესებას წმ. ნინოს სასწავლებელში ამტკიცებს თვით ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლი თ. ს. ლორთქიფანიძე, რომელიც დიდი წინააღმდეგი იყო ჩემი ქართული ენის მასწავლებლად დანიშვნისა. ასეთი აზრის შეცვლა, ამისთანა ჭკუა დამჯდარი, განვითარებული და პატიოსან მოღვაწისაგან, როგორიც თ. ს, ლორთქიფანიძეა, მგონი უსაფუძვლო არ უნდა იყოს. ამის შემდეგ გამომდგარან ზოგიერთნი ვაჟბატონები და გაიძახიან: „ეხლანდელი მასწავლებლები მცენარეს ფრინველისაგან ვერ არჩევდნენ და ყაყაჩო ხეზედ ზის და გალობსო -- აზეპირებინებდნენ მოწაფეებსო". მღვდლების მასწავლებლად დანიშვნაც ძლიერ უხერხულად მიაჩნიათ, რადგან 840 მანეთად უფრო თავისუფალს კაცს იშოვნიან. ნეტავი გამაგებინა, ასე რად ამცირებენ ეს ვაჟბატონები ან ქართული ენის მასწავლებლებს, ან მღვდლებს, თუ არა პირადი ანგარიშებისთვის? ბარემ ეთქვათ იმ დალოცვილებს, აგერ აქა ვართ, თავისუფალი, მოცლილი კაცები, თანაც ზედმიწევნით ქართული ენის მცოდნენი, გამოაგდეთ ვიღაც მღვდელია და ჩვენ მოგვეცით ეგ ადგილიო, ყაყაჩოს მაგიერ ჩვენ აქლემს შევაჯდენთ ხეზედ და ვაყროყინებთო! ასეა თურმე წესათ განათლებულ ქვეყნებში, სხვა უნდა გაქელო, ტალახში ამოსვარო და შენ ისე ამაღლდე, განსპეტაკდე. საფრანგეთში სამღვდელოებას დევნიან და საქართველოში მღვდელს რომ უბწკინო მაინც, განათლებულს არ დაგიძახებენ. ერთი მითხარით, თქვენ, მოცლილნო -- ქართული ენის გულშემატკივარნო, რომელი ქართველი მღვდელი იცით, რომ მცენარე ფრინველისაგან ვერ გაერჩიოს, ყაყაჩო ხეზედ შეესვას და ეგალობებინოს. ასეთი სიტყვების თქმით, ნეტავი რა გულშემატკივრობას იჩენთ საზოგადოების წინაშე! სხვათა დამცირება და ფეხქვეშ გაჰქელვა არ ვარგა, თორემ თქვენც იცით!.. დასასრულ, ვარწმუნებ პატივცემულ საზოგადოებას და მოსწავლეების მშობლებს, რომ მთელი წლის განმავლობაში, ჩემი მოუცლელობით, გაკვეთილი არ გამომიტოვებია. წინააღმდეგ, სხვის მაგიერადაც მე ვაძლევდი გაკვეთილებს; კითხეთ სასწავლებლის მთავრობას, იმდენი დრო და ენერგია მაქვს, რომ შემიძლიან კვირაში 30 გაკვეთილი მივცე; ამას უსაფუძვლოდ არ ვამბობ; ვისაც სურს, პირადად მომკითხოს აღსნა.
38-2 საპატრიარქოს უწყებანი N 38 14-20დეკემბერი 2017წ გვ.19
დეკანოზი ილია მათიკაშვილი 1859-1929 (გაგრძელება)
რაც შეეხება იმას, ვიცი თუ არა ქართული ენა... ცოტა არ იყოს საჩოთიროა ამის შესახებ ლაპარაკი: თავის ქება კიტრად ღირს. თუ ამ ერთმა წელიწადმა ვერავინ დაარწმუნა, დრო კიდევ წინაა. ამასაც დავსძენ, რომ უნაკლულო კაცთაგანი არავინაა, შეიძლება სრულიად და უნაკლულოდ არ ვიცოდე ენა, მაგრამ ის იმედი კი მაქვს, რომ საქმის სიყვარული ყველა ნაკლს შემივსებს“. 1904 წელს მოძღვარი რამდენიმე თვე ქ. ფოთის 257-ე ფეხოსანი სარეზერვო პოლკის კაპელანი იყო. იმავე წელს ისევ ქუთაისში დააბრუნეს. 1907 წლის 5 სექტემბერს მღვდელი ილია ალმოსავლეთ ციმბირის 16-ე მსროლელი პოლკის მიქაელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის კაპელანად გადაიყვანეს (ოჯახში შემორჩენილია მოგონება, რომ მოძღვრის ციმბირში გადაყვანა დაკავშირებული იყო მის მეუღლესთან, რომელიც იმ პერიოდში მარქსის ნაშრომებს კითხულობდა და ვიღაცამ დააბეზღა. ხელისუფლებამ იგი ციმბირში გადაასახლა და მამა ილიაც, რა თქმა უნდა, მეუღლეს წაჰყვა). 1914 წლის 18 აგვისტოს პირველი მსოფლიო ომის დროს მისი პოლკი გერმანიის ფრონტზე გადაისროლეს და მღვდ. ილიაც მათთან ერთადაა. 1917 წლის 8 თებერვალს 79-ე ციმბირის პოლკში გადაიყვანეს და ციმბირის მე-20 მსროლელი დივიზიის მთავარხუცესად დაადგინეს. 1917 წლის 8 ივნისს მე-2 ციმბირული მსროლელი კორპუსის სამღვდელოებამ ჩრდილოეთ ფრონტის სამღვდელოების შეკრებაზე თავის წარმომადგენლად აირჩია. 1917 წლის 24 ივნისს ჩატარებულ ამ შეკრებაზე დეკ. ილია ჩრდილოეთ ფრონტის სამღვდელოების მხრიდან მთელი რუსეთის სამხედრო და საზღვაო სამღვდელოების კრებაზე დამსწრე დეპუტატად აირჩიეს, ხოლო 1917 წლის 5 ივლისს უკვე ამ კრებაზე რუსეთის სამხედრო და საზღვაო სამღვდელოების მხრიდან აირჩიეს დეპუტატად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო კრებაზე დასასწრებად. 1918 წლის 9 ივლისს დეკ. ილია კავკასიის მთავარსარდლის შტაბის განსაკუთრებულ განყოფილებაში განამწესეს, მაგრამ იმავე წლის 29 ივლისს ისევ უკან დააბრუნეს. დაახლოებით 1919 წელს დეკანოზი ილია სამშობლოში დაბრუნდა და ალავერდის ეპარქიაში, სოფ. ყვარლის ერთ-ერთი სამრევლო ჩაიბარა. 1921 წლის 13 ივნისს შედგენილ ალავერდის ეპარქიის სამღვდელოების სიაში აღარ იხსენიება მოქმედ სასულიერო პირთა რიგებში. 1926 წლის 6 მაისს ალავერდის ეპარქიის, ნეკრესის ოლქის მთავარხუცესი, მღვდელი ვასილმაისურაძე ალავერდელ ეპისკოპოს მელქისედეკს (ფხალაძე) სწერდა: „თანახმად ალავერდის საეპარქიო კანცელარიის მოწერილობისა, ა/წ. 1 აპრილიდან #245 და ს.ს.ს. საბჭოს 28 ნოემბრის 1925წ. #443 დადგენილებისა ეკლესიას ჩამოშორებულ და ანაფორა გახდილ მღვდელთა ცნობების შეკრების შესახებ, მათ მეუფებას მელქისედეკ ალავერდელს მოვახსენებ შეკრებილ ცნობების მიხედვით ჩემდა რწმუნებულ ოლქში სხვადასხვა სამრევლოებში იმყოფებიან შემდეგი ანაფორა გახდილი მღვდლები: სოფ. ყვარელში მათიკაშვილი ილია, მათიკაშვილი ივანე...“ აქ მთავარხუცესი ჩამოთვლის კიდევ რვა სასულიერო პირს. შემდეგ აგრძელებს: „სიტყვიერის შეკითხვისას მათიკაშვილმა ილიამ კირილეს ძემ (ყოფილი სამხედრო დეკანოზი) განაცხადა, რომ მან სავსებით იჯმნა მღვდელობისაგან. მას არა აქვს ნებართვა სამღვდელო ტანისამოსის გახდისათვის, მიწერილი არის ყვარლის კვირაცხოვლის ეკლესიაზედ და არა აქვს სურვილი, დაუბრუნდეს ძველ სამსახურს. მათიკაშვილი ილია იმყოფება მასწავლებლად“. 1929 წლის 19 იანვარს ყოფილი დეკანოზი საქართველოს ცენტრალურ აღმასკომის თავმჯდომარეს ფილიპე მახარაძეს სწერდა: „...ამხანაგო ფილიპე, მე პირადად მინდოდა ტფილისში ჩამოსვლა და ამ საქმის მოხსენება, მაგრამ ამისთვის მატერიალური გარემოება ხელს არ მიწყობს. გთხოვთ გამოიძიოთ საქმე და აღმიდგინოთ მოქალაქეობრივი უფლება“. მიუხედავად ამისა, მისი თხოვნა არ იქნა გათვალისწინებული და 1929 წლის 24 მაისს სრ. საქართველოს ცაკის საორგანიზაციო განყოფილებამ დაადგინა: „როგორც ყოფ. მღვდელს უარი ეთქვას საარჩევნო ხმის უფლების აღდგენაზე“. ამ უარის შემდეგ დიდხანს აღარ უცოცხლია გაწამებულ და დატანჯულ მოძღვარს. შთამომავლების გადმოცემით, იგი იმავე, 1929 წელს აღესრულა. დეკანოზი ილია დედაეკლესიაში ერთგული და თავდადებული სამსახურისთვის დაჯილდოებული იყო: 1899 წლის 5 სექტემბერს საგვერდულით;
38-3 საპატრიარქოს უწყებანი N 38 14-20დეკემბერი 2017წ გვ.20
დეკანოზი ილია მათიკაშვილი 1859-1929 (დასასრული)
1902 წლის 14 მაისს სკუფიით; რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის სახ. სამახსოვრო ვერცხლის მედლით; 1905 წლის 14 მაისს კამილავკით; 1908 წელს –– რუსეთის წმ. სინოდის მადლობის სიგელით; 1913 წელს თებერვალში -- რომანოვების 300 წლის მეფობასთან დაკავშირებით მოჭრილი საიუბილეო გულზე დასაკიდი მედლით; 1915 წლის 26 მარტს რუსეთის იმპერატორის კაბინეტიდან გაცემული წმ. გიორგის ლენტიანი სამკერდე ოქროს ჯვრით; 1915 წლის 18 აპრილს წმ. ანას III ხარისხის მახვილებიანი ორდენით; 1915 წლის 8 ივლისს წმ. ანას II ხარისხის მახვილებიანი ორდენით; 1917 წლის 20 იანვარს -- წმ. ვლადიმერის IV ხარისხის მახვილებიანი ორდენით; 1917 წლის 1 თებერვალს დეკანოზის წოდებით; 1917 წლის 7 ოქტომბერს -– ენქერით. მეუღლე მარიამ/მაგდანა ილიას ასული შიუკაშვილი (დაბ. 1866წ.) და შვილები: ელისაბედი (თავდაპირველად სწავლობდა ქუთაისის ქალთა ეპარქიალურ სასწავლებელში, შემდეგ სწავლა „ განაგრძო ავსტრიაში, სადაც უმაღლესი | განათლება მიიღო. მუშაობდა ქ. რიგაში, ქალთა გიმნაზიაში პედაგოგად. მიღე- ბული ჰქონდა არაერთი ჯილდო. 32 წლის ასაკში მოკლული და გაძარცვული იპოვეს მატარებელში, როდესაც არდადეგებზე სამშობლოში ბრუნდებოდა); იოსები (დაბ. 22.06.1888წ., მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, სადაც დაიჭრა. რევოლუციის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში, ჯერ ქ. ხარბინში, იქიდან კი აშშ-ი გადავიდა); კირილე (დაბ. 5.08.189ვწ., დაიღუპა პირველ მსოფლიო ომში); სამსონი (დაბ. 27.01.1897წ., სწავლობდა პეტროგრადის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. რევოლუციის შემდეგ თავის უფროს ძმასთან ერთად ისიც ქ. ხარბინში გადავიდა, იქიდან კი აშშ-ი ჩავიდა. 1923 წელს დაამთავრა ბერკლის უნივერსიტეტი. გარდაიცვალა 1961 წელს ქ. ნიუ-იორკში).
41 საპატრიარქოს უწყებანი N41 29დეკებერი 2016წ-11იანვარი 2017წ გვ.19
არქიმანდრიტი გერასიმე (დოგრაშვილი) XVIII ს-ის 80-იანი წლები -- 1868
არქიმანდრიტი გერასიმე -- ერისკაცობაში გრიგოლ დოგრაშვილი XVIII ს-ის 80-იან წლებში იმერეთის სამეფოში, სოფ. დოგრში დაიბადა. უცნობია, თუ
სად მიიღო სასულიერო განათლება ან როდის მოხდა
მისი ხელდასხმა. 1818 წელს უკვე მღვდელია, რადგან იმავე წლის 5 აგვისტოს იმერეთის ოლქის დროებითი მმართველი, გენერალი ალექსი ალექსანდრეს ძე ველიამინოვი (1785-1838წწ.) საქართველოს ეგზარქოს თეოფილაქტეს (რუსანოვი) წერდა: „ჩემთან შემოვიდა საჩივარი გარდაცვლილი აზნაურის ბეჟან კიკნაველიძის ანდერძთან დაკავშირებით. მისი ძმისშვილები ბერი და პაატა კიკნაველიძეები
ამტკიცებენ, რომ ბიძამ მთელი ქონება მათ დაუტოვა. მათ შორის ბერი კიკნაველიძემ განაცხადა, რომ დაკარგა ანდერძი და იმის შიშით, რომ ვინმე
არ შეცილებოდა ქონებაში, ქუთაისის ოლქის სოფ. დოგრის მღვდელ გრიგოლ დოგრაშვილს შეადგენინა ყალბი ანდერძი ამა წლის აპრილის ხელმოწერით, რომელიც წარმოადგინა სასამართლოში.
საქმის განხილვისას ეს სიცრუე გამოაშკარავდა. მღვდელმა აღიარა დანაშაული, რის შემდეგაც ბერი კიკნაველიძე დავაპატიმრე და ერთი თვით
მკაცრი ყარაულის ქვეშ ნაობახტში დავამწვდიე. თქვენი მხრიდან კი, გთხოვთ, შესაფერისი სასულიერო სასჯელი დაადოთ თქვენს დაქვემდებარებაში მყოფ მღვდელ გრიგოლ დოგრაშვილს“.
1819-1820 წლებში იმერეთში მოხდა ცნობილი
საეკლესიო აჯანყება, რომელშიც სამღვდელოებაც აქტიურად მონაწილეობდა. სავარაუდოდ, მათ რიცხვში უნდა ყოფილიყო მამა გრიგოლიც, რომელმაც აჯანყების დამარცხების შემდეგ სხვა ქართველებთან ერთად დატოვა საქართველო და ოსმალეთის იმპერიას შეაფარა თავი. მამა გრიგოლი იერუსალიმში ჩავიდა და ქართველთა წმ. ჯვრის სახ. მამათა მონასტერში გაჩერდა, სადაც გერასიმეს სახელით ბერად აღიკვეცა. არქიმანდრიტ გერასიმეზე შემორჩენილია რამდენიმე ცნობა, რომელიც იმჟამინდელმა სასულიერო პირებმა შემოგვინახეს. მათ იმოგზაურეს იერუსალიმში და მამა გერასიმეს პირადად შეხვდნენ.
გაზ. „ივერიაში“ გამოქვეყნებულ თავის სტატიაში „საისტორიო და საბიბლიოგრაფიო წერილი (ჯვარის მონასტერი და მისი მდგომარეობა 1845
წლამდე)“ არისტო ქუთათელაძე წერდა: „ამჟამად
მცხეთაში, წმ. ნინოს დედათ მონასტერში იმყოფება ხაზინადრად პატივცემული ნისიმე მონოზანი, დეკანოზის იოსებ ციციშვილის ასული, რომელმაც შემთხვევით გარდმომცა წასაკითხავად და
გარდასაწერად შემდეგი წარწერანი, რომელნიც
ჩამოუტანია მას ჯვარის მონასტრითგან (იერუსალიმშია) 1858 წელს. ამ პატივცემულმა მონოზანმა აგრე მიამბო ამ ხელთნაწერის თავგადასავალი.
1858 წელში მას უმგზავრნია ჯვარის მონასტერში და უნახავს მეფის სოლომონ II-ის მოძღვარი მღვდელი გერასიმე ყანჩაველი (აქ გვარი ეშლება
ან არისტოს, ან დედა ნისიმეს -– გ. მ.), რომელიც გაჰყოლია მას იმერეთიდგან. მღვდელი გერასიმე ბერად შემდგარა ჯვარის მონასტერში და არხიმანდრიტის ხარისხიც მიუღია. თუმცა მამა გერასიმესთვის ბევრი უთხოვნიათ ჯვარის მონასტრის მღვდელმთავრად კურთხეულიყო, მაგრამ არ დასთანხმებულა. მამა გერასიმეს დროს სცხოვრობდა
ჯვარის მონასტერში ბერი ლორთქიფანიძე, რომელიც, როგორც შემდეგ გამოვიკითხე, ჰყოფილა ალექსანდრე. ეს ალექსანდრე ლორთქიფანიძე იყო ტატუ ლორთქიფანიძის შვილი, იმერეთში ცნობილის ირაკლი ლორთქიფანიძის ძმა სოფ. საჩინოდან. როგორც მამა გერასიმეს უამბნია ნისიმე მონოზანისათვის, ალექსანდრე ლორთქიფანიძე მეტად განვითარებული ჰყოფილა ქართულში, ბერძნულში, არაბულში და თურქულში და, თუმცა მის დროს სცდილობდნენ მის მღვდელმთავრად კურთხევას, იგი უდროოდ ყვავილმა მოჰკლაო (დრო არ ახსოვს დედა ნისიმეს). ეს წარწერა, სა-
41-1 საპატრიარქოს უწყებანი N41 29დეკებერი 2016წ-11იანვარი 2017წ გვ.20
არქიმანდრიტი გერასიმე (დოგრაშვილი) XVIII ს-ის 80-იანი წლები -- 1868 (დასასრული)
ითგანაც ჩვენ პირი გარდმოვიღეთ ყოვლად უცვლელად, ეკუთვნის იმ ლორთქიფანიძეს და მონაზონისათვის სახსოვრად გარდმოუცია მამა გერასიმეს“. ათონის მთის ქართველთა ახალი წმ. იოანე
ღვთისმეტყველის სავანის წინამძღვარი, სქემიღუმენი ბენედიქტე (ბარკალაია) ვიდრე ათონის მთაზე ჩავიდოდა, ჯერ წმ. მიწა და იერუსალიმი მოილოცა. თავის მოგზაურობის შესახებ იგი წერდა: „დროსა ჩემის აღმოსავლეთთა ადგილთა მყოფობისა 1866 წელსა, მე, არა ღირსი, ღირს ვიქმენ ხილვად წმიდისა ქართველთა ჯვარის მონასტრისა იერუსალიმსა შინა, აღშენებულსა და შემკულსა ჩვენის ტომისაგან, ქართულნი წარწერანი და გამოხატულობანი კედელთა ზედა მისთა მრავალთა მეფეთა
და ჩინებულთა ჩვენის ქვეყნისათა (რომელთა შორის არს სურათი პოეტის შოთა რუსთაველისაცა) და მდიდარი ქართულის წიგნებითა ბიბლიოთეკა
ღირსნი არიან ყურადღებისა განათლებულთ ჩვენის ქვეყნის შვილთა, გარნა სდუმნიან განათლებულნი ჩვენნი. მონასტრის წიგნთსაცავი, სამსე
მრავალ-გვარი ხელნაწერი პერგამენტის წიგნებითა, ხარტიებითა და გუჯრებითა, ვპოვე დროთაგან განხრწნილ, წვიმისა და ნოტიოსაგან, არასაკმაოდ დაცულ, რაისა გამო გარდამოვიტანე წიგნნი იგინი სხვასა დიდსა ოთახსა შინა, შემწეობითა და ბრძანებითა მონასტრის მის არქიმანდრიტისა გერასიმესითა (ქართველი, გვარად დოგრაშვილი), რომელიცა მიიცვალა 1868 წელსა და მისა შემდეგ მონასტერი უპყრიესთ ბერძენთა, რომელთაცა დააყოვნეს მონასტერი და სარგებლობენ დიდძალის შემოსავლითა...“ 1883 წლის იანვარ-მაისში ენათმეცნიერი და ისტორიკოსი ალექსანდრე ცაგარელი სპეციალურად
ქართველოლოგიური მიზნებით ეწვია ახლო აღმოსავლეთს. იგი იყო პირველი ქართველი მეცნიერი, რომელმაც მოინახულა ეს სავანეები. თავის ნაშრომში იგი წერდა: „ჩვენს დროს საკუთრივ ქართულ მონასტრად ირიცხება იერუსალიმის მახლობლად ჯვარის მონასტერი, აშენებული XI ს-ში ბაგრატ IV-საგან. ამ 40 წლის წინათ იღუმენობდა ქართველი ვინმე გერასიმე“. წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე 1936 წლის
ზაფხულზე ესტუმრა წმ. მიწას და დაგვიტოვა ძვირფასი ჩანაწერები. იგი ასევე ახსენებს მამა გერასიმეს: „1841 წელს ჯვრის მონასტრის წინამძღვარი იყო არქიმანდრიტი გერასიმე, საქართველოდან. იგი სამი წელი წინამძღვრობდა, შემდეგ უარი თქვა თავის საეკლესიო თანამდებობაზე, 1845 წელს“. ნოროვის მიხედვით (1862 წ.), „ჯვრის მონასტერი ყოველთვის ეკუთვნოდა წმ. ბასილის ორდენის ქართველებს“. აქედან შესაძლებელია
დავასკვნათ, რომ 1862წ., იმ დროს, როცა დაიბეჭდა ნოროვის აღწერა, ქართველები ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ ჯვრის მონასტერში“.
ხელდასხმები 2017წ
1 საპატრიარქოს უწყებანი N1 12-18იანვარი 2017წ გვ.6
ხელდასხმა
1 იანვარს გორის ღვთისმშობლის შობის სახ. საკათედრო ტაძარში გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) მლვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. საპატრიარქო ტაძრის დიაკვან გიორგი მეტრეველს, ხოლო დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული და საპატრიარქო ტაძრის სტიქაროსანი საბა საბიაშვილი.
მღვდელი გიორგი მცხეთაში, წმ. იოანე-თორნიკე მთაწმინდელის სახ. დედათა მონასტერში მწირველ მოძღვრად დაინიშნა.
დიაკვანი საბა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
აღკვეცა
28 დეკემბერს იმერხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში მროველურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ბერად აღკვეცა (მცირე სქემაში) იმავე მონასტრის
მორჩილი მირიან ნასყიდაშვილი და სახელად მაქსიმე უწოდა (წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელზე).
***
1 იანვარს ბრეთის წმინდა გიორგის სახელობის. დედათა მონასტერში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მონაზვნად აღკვეცა (მცირე სქემაში) მორჩილი ემილია ხურცილავა და
სახელად ელენე უწოდა (წმ. მოციქულთა სწორი ელენე დედოფლის სახელზე).
1-1 საპატრიარქოს უწყებანი N1 12-18იანვარი 2017წ გვ.7
აღკვეცა
6 იანვარს სარკინეთის წმინდა შიომღვიმელის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი)ბ ერად აღკვეცა (მცირე სქემაში) ბერმუხას წმ. მერკვირის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი დავით ბალუაშვილი და სახელად გიორგი უწოდა (წმ. გიორგი დაყუდებულის სახელზე).
სამძიმარი
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტი მწუხარებით იუწყება, რომ 2 იანვარს გარდაიცვალა რუის-ურბნისის ეპარიის, ორთუბნის ლვთისმშობლის კვართის სახელობის დედათა მონასტრის წევრი, სქემმონოზონი ანა (ღაჟონია) და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს. მკითხველებს ვთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლადშესვენებული სქემმონაზონი ანა.
3 საპატრიარქოს უწყებანი N3 26იანვარი-1თებერვალი 2017წ გვ.2
ხელდასხმა
14 იანვარს სარკინეთის წმ. შიო მღვიმელის სახ. ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი სარკინეთის წმ. შიო მღვიმელის სახ. მამათა მონასტრის ბერ-დიაკვან იოანეს (ფოცხვერია).
***
19 იანვარს ბერმუხის წმ. იოსებ კათოლიკოსის სახ. ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ლომისის წმ. გიორგის სახ. მამათა მონასტრის წინამძღვარ, ბერ-დიაკვან გრიგოლს (მამადაშვილი).
ტაძრის კურთხევა და დაჯილდოება
4 დეკემბერს, სამთავისისისა და კასპის ეპისკოპოსმა დამიანემ (ხუფენია) კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში აკურთხა ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ახლად აშენებული ტაძარი (ქტიტორი გიორგი (ჯამბულ) ლელაშვილი).
ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა მღვდელი გაბრიელ კერესელიძე. იმავე დღეს, პირველ სადღესასწაულო წირვაზე სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსმა დამიანემ მღვდელი გაბრიელ კერესელიძე ოქროს ჯვრით დააჯილდოვა,
3-1 საპატრიარქოს უწყებანი N3 26იანვარი-1თებერვალი 2017წ გვ.3
აღკვეცა
17 იანვარს ბერმუხის წმ. იოსებ კათოლიკოსის სახ. ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიდ სქემაში ალკვეცა ბერმუხის წმ. მერკვირის სახ. მამათა მონასტრის ბერ-დიაკვანი ლუკიანე (სხილაძე) და სახელად ისევ ლუკიანე უწოდა (ლუკიანე ანტიოქიელის სახელზე).
სამძიმარი
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა მცხეთა-თბილისის ეპარქიის, კოჯრის (ქოროლლის ციხე) წმ. გიორგის სახ. მამათა მონასტრის ბერ-დიაკვანი ნოე
(სვანიშვილი) და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
მკითხველს ვთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოს ახლადშესვენებული ბერ-დიაკვანი ნოე.
***
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ ამა წლის 12 იანვარს გარდაიცვალა მცხეთა-თბილისის ეპარქიის, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. საპატრიარქო ლავრის
სქემმღვდელ-მონაზონი იაკობი (მკალავიშვილი) და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
***
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ ამა წლის 16 იანვარს გარდაიცვალა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მონაზონი სოფიო (ბასილაშვილი) და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
***
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ ამა წლის 17 იანვარს გარდაიცვალა მცხეთა-თბილისის ეპარქიის, თბილისის წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახ. ტაძრის არქიმანდრიტი ფილარეტი (კუდინოვი).
***
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ ამა წლის 18 იანვარს გარდაიცვალა რუისისა და ურბნისის ეპარქიის, ურბნისის წმ. ნინოს სახ. დედათა მონასტრის სქემმონაზონი
თეოფანია (კავლელიშვილი) და სამძიმარს უცხადებს განსვენებული ოჯახს.
5 საპატრიარქოს უწყებანი N5 9-15 თებერვალი 2017წ გვ.4
ხელდასხმა
5 თებერვალს, რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი)
მღვდლად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კურსდამთავრებულს, თბილისის წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახ. ტაძრის (სვანეთის უბანი) დიაკონ გიორგი ბედიაშვილს.
მღვდელი გიორგი იმავე ტაძარში იმსახურებს.
***
29 იანვარს რუსთავის წმ. ვახტანგ გორგასლის სახ. საკათედრო ტაძარში რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) მლვდლად დაასხა ხელი დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძრის
დიაკვან კონსტანტინე დავითაშვილს, ხოლო დიაკვნად აკურთხ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კურსდამთავრებული ლევან კობახიძე. მღვდელი კონსტანტინე თბილისის წმ. არჩილ და
ლუარსაბის სახ. ტაძარში დაინიშნა. დიაკვანი ლევანი დიდი დიღმის წმ. ნიკოლოზის სახ. მამათა მონასტერში იმსახურებს.
***
3 იანვარს ზარიძეების წმ. გიორგის სახ. ტაძარში თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა (გაბრიჭიძე) მლვდლად დაასხა ხელი მაღაროსკარის ლვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრის დიაკვან ლაზარე ივანიაშვილს.
***
4 იანვარს ზარიძეების წმ. გიორგის სახ. ტაძარში თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა (გაბრიჭიძე) მლვდლად დაასხა ხელი თიანეთის ღვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძრის
დიაკვან თომა პატარაიას.
***
5 იანვარს ზარიძეების წმ. გიორგის სახ. ტაძარში
თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა (გაბრიჭიძე) მღვდლად დაასხა ხელი თიანეთის ლვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძრის დიაკვან ზურაბ ორმოცაძეს, ხოლო დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ზაზა ცხადაძე და სახელად ზაქარია უწოდა.
***
27 იანვარს ბერმუხის წმ. იოსებ კათალიკოსის
სახ. ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა
იობმა (აქიაშვილი) მლვდლად დაასხა ხელი ბერმუხის
წმ. მერკვირის სახ. მამათა მონასტრის ბერ-დიაკვან
ლუკიანეს (სხილაძე).
#-..
29 იანვარს ახალციხის წმ. მარინეს სახ. საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) მლვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. საპატრიარქო ლავრის ბერ-დიაკვან ნაზარს (ბასილაია), ხოლო დიაკვნად აკურთხა ქანდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. მამათა მონასტრის
ბერი შიო (ხონელიძე).
***
29 იანვარს დედოფლისწყაროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძარში ხორნაბუჯელმა ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) მლვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. საპატრიარქო ტაძრის დიაკვან ირაკლი ებრალიძეს, ხოლო დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კურსდამთავრებული შოთა ჩორგოლეიშვილი და სახელად ანტონი უწოდა. მღვდელი ირაკლი თბილისის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახ. (მე-8 ლეგიონი) ტაძარში იმსახურებს.
დიაკვანი ანტონი ვაზისუბნის წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახ. მშენებარე ტაძარში დაინიშნა.
***
30 იანვარს ზემო შუანოს წმ. ანტონი დიდის სახ. მამათა მონასტერში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) იმავე მონასტრის მორჩილი იაგო ჩიტაძე ბერად აღკვეცა (მცირე სქემა) და
სახელად ისააკი უწოდა (წმ. ისააკ ასურის სახელზე).
6 საპატრიარქოს უწყებანი N6 12-22თებერვალი 2017წ გვ.3
ხელდასხმა
5 თებერვალს რუსთავის წმ. ვახტანგ გორგასლის სახ. საკათედრო ტაძარში რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. საპატრიარქო ტაძრის დიაკვან გიორგი ბედიაშვილს. მღვდელი გიორგი თბილისის წმ. დემეტრე თავდადებულის სახ. ტაძარში იმსახურებს.
***
5 თებერვალს გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახ. საკათედრო ტაძარში გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი გურამ ხუციშვილი. დიაკვანი გურამი თბილისის ნაძალადევის
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარში იმსახურებს.
9 საპატრიარქოს უწყებანი N9 9-15 მარტი 2017წ გვ.8
აღკვეცა
26 თებერვალს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის თაბორის მთის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტერში, ამავე მონასტრის წინამძლვარმა არქიმანდიტმა ბართლომემ (ფირცხალაშვილი) ბერად აღკვეცა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მამუკა ცუხიშვილი და სახელად უწოდა იოანე (მცხეთისა და ყოველთა ქართველთა პირველი ეპისკოპოსის იოანე პირველის სახელზედ). მონაზონ იოანეს უფლება მიეცა გააგრძელოს სამეცნიერო, პუბლიცისტური და პედაგოგიური მოღვაწეობა.
***
26 თებერვალს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით ტაბაკინის წმ. გიორგის სახ. მამათა მონასტერში წინამძღვარმა, იღუმენმა იაკობმა (ჭოხონელიძე) ბერად აღკვეცა იმავე მონასტრის მორჩილი მამუკა აბაშიძე და სახელად იობი უწოდა.
9-1 საპატრიარქოს უწყებანი N9 9-15 მარტი 2017წ გვ.4
ხელდასხმა
5 მარტს, რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი)
მღვდლად დაასხა ხელი თბილისის სანზონის დასახლების წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ღვთისმსახურს, დიაკონ გიორგი ხუბაშვილს. მღვდელი გიორგი თემქის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში იმსახურებს.
***
12 მარტს, რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ვაზისუბნის დასახლების
წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის ღვთისმსახურს, დიაკონ იოსებ შეყელაძეს. მღვდელი იოსები იმავე ტაძარში იმსახურებს.
11 საპატრიარქოს უწყებანი N11 23-29მარტი 2017წ გვ.6
დაჯილდოება
19 მარტს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში
25-წლიანი ერთგული სამსახურისთვის არქიმანდრიტი დავითი (ჭინჭარაული) მეორე გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა.
აღკვეცა
5 მარტს ბერმუხის წმ. იოსებ კათალიკოსის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა დიდ სქემაში აღკვეცა ბერმუხის წმ. მერკვირის სახელობის მამათა მონასტრის
მღვდელი პავლე (შეყრილაძე) და სახელად პართენი უწოდა (წმ. პართენ ლაფსაიკელის სახელობაზე).
***
11 მარტს მზოვრეთის ათცამეტ ასურელ მამათა სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) იმავე სახელობის მამათა მონასტრის ბერ-დიაკვანი რაფაელი (ჯოხაძე) ბერად აღკვეცა (დიდ სქემაში) და სახელად ეზრა უწოდა.
***
16 მარტს შატბერდის წმ. ეკატერინეს სახელობის ტაძარში მროველ-–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქვათეთრის ყოველთა წმიდათა სახელობის მამათა მონასტრის ბერი ლავრენტი (ნიკურაძე) ბერად აღკვეცა (დიდ სქემაში) და სახელად ლეონტი უწოდა (წმ.
ლეონტი იერუსალიმელი პატრიარქის სახელობაზე).
ხელდასხმა
18 მარტს მზოვრეთის აცამეტ ასურელ მამათა სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) იმავე სახელობის მამათა მონასტრისსქემბერ-დიაკვან ეზრას
(ჯოხაძე) მღვდლად დაასხა ხელი, ხოლო დიაკვნად აკურთხა ბერი ურიელი (ჯანგავაძე).
13 საპატრიარქოს უწყებანი N13 6-12აპრილი 2017წ გვ.4
დაჯილდოება
2 აპრილს, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემოქმედის ეპარქიის
სამღვდელოების წარმომადგენლები:
დეკანოზი მირიან ფირცხალაიშვილი -–– მეორე ჯვრის ტარების უფლებით; დეკანოზი ბასილ გოგოტიშვილი – მეორე ჯვრის ტარების უფლებით; დეკანოზი ზაქარია ხილაიშვილი -–– მიტრის ტარების უფლებით; დეკანოზი ლუკა ბაკურაძე -–– მიტრის ტარების
უფლებით; დეკანოზი თომა გოგოტიშვილი -- გამშვენებული ჯვრითა და მიტრის ტარების უფლებით; დეკანოზი პავლე ქინქლაძე –– გამშვენებული ჯვრითა და მიტრის ტარების უფლებით; დეკანოზი გიორგი ჭელიძე -–- გამშვენებული ჯვრითა და მიტრის ტარების უფლებით; დეკანოზი მიქაელ გუდავაძე -– გამშვენებული ჯვრითა და მიტრის ტარების უფლებით; იღუმენი ანდრია (მამულაშვილი) –– გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;
დეკანოზი ბართლომე რუხაძე -– გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით; დეკანოზი ვიქტორ გიორგაძე – გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით; დეკანოზი გიორგი ბარამიძე –– გამშვენებული
ჯვრის ტარების უფლებით; მღვდელი იოსებ ნაკაიძე –– აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით; მღვდელი გრიგოლ დობორდგინიძე -–- აღყვანილია დეკნოზის ხარისხში და დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;
მღვდელი იაკობ ასათიანი –– ალღლყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;
იღუმენია სარა (დათებაშვილი) –– დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.
15 საპატრიარქოს უწყებანი N15 27აპრილი-3მაისი 2017წ გვ.9
აღკვეცა
7 აპრილს უბისის წმ. გიორგის სახ. მამათა მონასტერში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით იმავე მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა მაკარიმ (გოცაძე) ბერად აღკვეცა უბისის მონასტრის მორჩილი გიორგი არჯევანიძე და სახელად
იოანე უწოდა.
***
12 აპრილს მეორე სვირის ყოვლადწმინდა
ლვთისმშობლის ხარების სახ. ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) მონაზვნად აღკვეცა სამონაზვნე ნისიმე წიწილაშვილი და სახელად ნინო უწოდა.
***
13 აპრილს ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ბერად აღკვეცა ზედა საქარის წმ. გიორგის სახ. მამათა მონასტრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი იმნაძე და სახელად ადამი
უწოდა.
15-1 საპატრიარქოს უწყებანი N15 27აპრილი-3მაისი 2017წ გვ.10
ხელდასხმა
7 აპრილს გარდაბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახ. საკათედრო ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ (შომახია) მღვდლად დაასხა ხელი შავნაბადის წმ. გიორგის სახ. მამათა მონასტრის ბერ-დიაკვან მარკოზს (შოშიაშვილი).
აღკვეცა
15 აპრილს მცხეთის წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძარში მონასტრის მოძღვარმა მღვდელმონაზონმა სერაფიმემ (ჯიქია)
მონაზვნად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილი ელისაბედი (კვარაცხელია) და სახელად სოფიო უწოდა.
17 საპატრიარქოს უწყებანი N17 11-17მაისი 2017წ გვ.5
აღკვეცა
1 აპრილს ბერმუხას წმ. იოსებ კათალიკოსის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ბერმუხას წმ. მერკვირის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი ალექსი
ჩხოტუა ბერად აღკვეცა (მცირე სქემა) და სახელად იოაკიმე უწოდა.
***
8 აპრილს ყინწვისის წმ. ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მცირე სქემაში აღკვეცა იმავე მონასტრის მორჩილები: ლევან იაშვილი –– სახელად უწოდა ლაზარე; ზურაბ სულაბერიძე -–– სახელად უწოდა ბასილი; ნიკოლოზ სიგუა სახელად უწოდა გაბრიელი.
ხელდასხმა
7 აპრილს ქარელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიაკვნად აკურთხა ბერმუხას წმ. მერკვირის სახელობის მამათა მონასტრის ბერი იოაკიმე (ჩხოტუა).
დაჯილდოება
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, ქაშვეთის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-ემ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: დეკანოზი დავით დელიბაშვილი -– გამშვენებული ჯვრითა და მიტრის ტარების უფლებით; დეკანოზი ლევან ჟლენტი – გამშვენებული ჯვრითა და მიტრის ტარების უფლებით; მღვდელი მიქაელ ვაჩნაძე –– ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და აღიყვანა დეკანოზის ხარისხში; საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორის მოადგილე, მღვდელი მიქაელ მეკრა– ვიშვილი –– ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და აღიყვანა დეკანოზის ხარისხში; მღვდელი გიორგი ჭუმბაძე ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და აღიყვანა დეკანოზის ხარისხში.
20 საპატრიარქოს უწყებანი N 20 1-7ივნისი 2017წ გვ.4
დაჯილდოება
25 მაისს, თბილისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საზეიმო წირვის შემდეგ დააჯილდოვა აღნიშნული ტაძრის მღვდელმსახურნი: დეკანოზი გიორგი გიუტაშვილი -გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით; მღვდელი ალექსი გელაშვილი -–– ოქროს ჯვრით და აღიყვანა დეკანოზის ხარისხში;
მღვდელი ლუკა მიქაძე –– ოქროს ჯვრით და აღიყვანა დეკანოზის ხარისხში.
ხელდასხმა
25 მაისს, ამაღლების დღესასწაულზე, ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) დიაკვნად აკურთხა ცაგერის
წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის სემინარიის კურსდამთავრებული ირაკლი ონიანი.
23 საპატრიარქოს უწყებანი N23 29ივნისი-5 ივლისი 2017წ გვ.4
ხელდასხმა
4 ივნისს ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) მლვდლად დაასხა ხელი იმავე ტაძრის დიაკვან პავლე ცერცვაძეს.
25 საპატრიარქოს უწყებანი N25 3აგვისტო-21 სექტემბერი 2017წ გვ.10
დაჯილდოება
12 ივლისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების
სახ. საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მეორე გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა გლდანის „ლომისის“ წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ნოზაძე.
აღკვეცა
6 ივლისს მცხეთის წმინდა დიდმოწამე ეკატერინესა და წმინდა მოციქულთასწორ ოლღასს სახელობის დედათა მონასტრის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმონაზონმა სერაფიმემ (ჯიქიამ) მონაზვნად აღკვეცა ამავე მონასტრის წევრი ხათუნა (ლაბაძე) და სახელად მარინე უწოდა.
26 საპატრიარქოს უწყებანი N26 21-27 სექტემბერი 2017წ გვ.8
აღკვეცა
6 ივლისს ბერმუხას წმ. იოსებ კათალიკოსის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ბერად აღკვეცა
(მცირე სქემა) ბერმუხის წმ. მერკვირის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილები: ლევან ბრაგვაძე –– სახელად ეწოდა ლონგინოზი და ჯემალ
კაპანაძე -- სახელად ეწოდა იოსები (წმ. იოსებ
კათალიკოსის სახელობაზე).
***
7 ივლისს წყაროსთავის წმ. ანთიმოზ ივერიელის სახელობის მამათა მონასტერში მროველურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი)
ბერად აღკვეცა (მცირე სქემა) იმავე მონასტრის
მორჩილი ანატოლი კოპალიანი და სახელად აბრაამი უწოდა,
***
11 ივლისს ავჭალის წმ. პეტრე მოციქულის ჯაჭვთა სახ. ტაძარში არქიმანდრიტმა ანდრიამ (კბილაშვილი) ბერად აღკვეცა დეკანოზი ზაქა- რია ძინძიბაძე და სახელად პეტრე უწოდა.
***
30 ივლისს ბანას წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის მამათა მონასტერში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ბერად აღკვეცა (დიდი სქემა) იმავე მონასტრის ბერდიაკვანი ზაქარია (მარქარაშვილი) და სახელად პორფირი უწოდა. ...19 აგვისტოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა სკიტის ტაძარში ტაძარში მრო–
ველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მონაზვნად აღკვეცა (მცირე სქემა) იმავე სკიტის მორჩილი ეკატერინე ამყოლაძე და სახელად
ელენე უწოდა (წმ. ელენე დედოფლის სახელზე).
ხელდასხმა
10 აგვისტოს ბანას წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის მამათა მონასტერში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი სქემბერ-დიაკვან პორფირის (მარქარაშვილი).
დაჯილდოება
30 ივლისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მეორე გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმსახური, მილანის წმ. თამარ მეფის სახ. ქართული სამრევლოს წინამძღვარი, არქიმანდრიტი კირიონი (მაჩაიძე).
***
19 აგვისტოს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა
სამღვდელოება: მეორე გამშვენებული ჯვრით რომის წმ. ანდრია მოციქულის სახ. ქართული სამრევლოს წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე (ხელაია) და ფლორენციის წმ. ნინოს სახ. ქართული სამრევლოს წინამძღვარი, არქიმანდრიტი ანდრია (ლაცაბიძე).
მიტრით –– დიღმის მთავარანგელოზთა სახ. ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გაბრიელ გიგაური; გამშვენებული ჯვრით ვარკეთილის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ანდრია აფხაზიშვილი;
***
28 აგვისტოს თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარვქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით –- მლეთის „ლომისის“ წმ. გიორგის სახ. მამათა მონასტრის იღუმენი დავითი (კემულარია); ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით –
თბილისის წმ. ჯვრის მამის სახ. ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი იოანე ოჩიგავა; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით ვაშლიჯვრის ჯვართამალლების სახ. ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი ჩანტლაძე.
17 სექტემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა ავლაბრის წმ. მარინეს სახ. ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი კონსტანტინე ხუროძე.
27 საპატრიარქოს უწყებანი N27 28სექტემბერი-4ოქტომბერი 2017წ გვ.5
დაჯილდოება
21 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის დააჯილდოვა ეპარქიის სამღვდელოება:
გამშვენებული ჯვრით –-– საქარის (გულბანდიანის) წმ. გიორგის სახ. მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ადამი (იმნაძე); ნებოძირის
წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მირიან რამიშვილი; ზესტაფონის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი
დავით გიორგაძე; ზესტაფონის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი კირილე გორგოძე.
ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით ზესტაფონის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახ. ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი სიმონ მჭედლიძე. საპატრიარქოს პრესცენტრი, მწუხარებით
იუწყება, რომ ამა წლის 23 აგვისტოს გარდაიცვალა მცხეთა-თბილისის ეპარქიაში, სახლში მცხოვრები მონაზონი პელაგია (კახიანი) და სამძიმარი
უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
მკითხველებს ვთხოვთ, ლოცვებში მოიხსენოს ახლადშესვენებული მონაზონი პელაგია. საპატრიარქოს პრესცენტრი, მწუხარებით
იუწყება, რომ გარდაიცვალა ძეგვის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახ. მონასტრის წინამძღვრის იღუმენია მარიამის (ჯაფარიძე) დედა მონაზონი ელენე (ჯიბუტი) და სამძიმარს უცხადებს
განსვენებულის ოჯახს.
29 საპატრიარქოს უწყებანი N29 12-18ოქტომბერი 2017წ გვ.4
ხელდასხმა
27 აგვისტოს სარკინეთის წმ. შიო მღვიმელის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მლვდლად დაასხა ხელი სანებელის წმ. ნიკოლოზის სახელობის მამათა
მონასტრის ბერ-დიაკვან სერაფიმეს (გუდაძე).
მღვდელ-მონაზონი სერაფიმე ზემო შუანოს
წმ. ანტონი დიდის სახ. მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.
***
28 აგვისტოს ქვათეთრის ყოველთა ქართველთა წმიდათა სახ. მამათა მონასტერში მროველურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი)
ბერად აღკვეცა იმავე მონასტრის მორჩილი ზაქარია (ჩოხელი) და სახელად იოსები უწოდა.
29 აგვისტოს იმერხევის ღვთისმშობლის შობის სახ. მამათა მონასტერში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მღვდლად
დაასხა ხელი იმავე მონასტრის ბერ-დიაკვან დიმიტრის (კუბეცია).
სამძიმარი
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ ამა წლის 4 ოქტომბერს გარდაიცვალა საბერიოს წმ. გაბრიელ მცირის სახელობის მამათა მონასტრის ბერი გობრონი (ქიტიაშვილი).
34 საპატრიარქოს უწყებანი N34 16-21ნოემბერი 2017წ გვ.4
ხელდასხმა
12 ნოემბერს ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა
მელქისედეკმა (ხაჩიძე) დიაკვნად აკურთხა იმავე ტაძრის სტიქაროსანი ლაშა ჭიჭინაძე და სახელად ლაზარე უწოდა.
35 საპატრიარქოს უწყებანი N35 23-29ნოემბერი 2017წ გვ.4
დაჯილდოება
19 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით –- იღუმენი სერგი
(კურცხალაძე); : მიტრით – დეკანოზი დავით შენგელია; დეკანოზი გიორგი უშიკიშვილი; დეკანოზი გიორგი რაზმაძე; გამშვენებული ჯვრით -–– დეკანოზი ილია ჩაკვეტაძე; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით მღვდელი გიორგი შაშვიაშვილი, მღვდელი იოანე კვანჭიანი და მლვდელი გოჩა წიწილაშვილი.
36 საპატრიარქოს უწყებანი N36 30ნოემბერი-6 დეკემბერი 2017წ გვ.5
ხელდასხმა
26 ნოემბერს გარდაბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახ. საკათედრო ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ
(შომახია) მლვდლად დაასხა ხელი დიაკვან გაბრიელ აბულაძეს.
39 საპატრიარქოს უწყებანი N39 21-27დეკემბერი 2017წ გვ.4
აღკვეცა
18 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ბერად აღკვეცეს ქაშვეთის დეკანოზი მამა ღვთისო შალიკაშვილი და არქიმანდრიტი საბა უწოდეს.
ხელდასხმა
15 დეკემბერს სოფ. ზარიძეების წმ. გიორგის
სახელობის ტაძარში თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა (გაბრიჭიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის ყოვლადწმინდა
სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მედავითნე გიორგი მაჩურიშვილი.
მონაზვნად აღკვეცა
15; დეკემბერი თიანეთის ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა (გაბრიჭიძე) მონაზვნად აღკვეცა თიანეთის სამღვდელმთავრო რეზიდენციასთან არსებული დედათა მონასტრის წევრი, სამონაზვნე დარია ჩაკვეტაძე და სახელად ანა უწოდა.
40 საპატრიარქოს უწყებანი N40 28დეკემბერი-9იანვარი 2017წ გვ.12
აღკვეცა
18 დეკემბერს ნიკორწმინდის წმ. ნიკოლოზის სახ. საკათედრო ტაძარში ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა (ლიპარტელიანი) ბერად
აღკვეცა: მორჩილი თორნიკე ჩიკვილაძე სახელი უწოდა ელისე; მორჩილი არჩილ გელაშვილი სახელად უწოდა აბიბოსი; მორჩილი გიორგი მარჩილაშვილი სახელად უწოდა საბა; მორჩილი გიორგი აბაკელია სახელად უწოდა ნიკოლოზი. იმავე დღეს აკაკი გოცირიძე მორჩილის კაბით
შეიმოსა.
ხელდასხმა
19 დეკემბერს სანზონის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობაშვილი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ლაშა ღვინიანიძე და სახელად ლაზარე უწოდა.
1 საპატრიარქოს უწყებანი N1 11-17იანვარი 2018წ გვ.18
დეკანოზები გრიგოლ და დავით ჭრელაშვილები
XIX ს-ში ქ. თბილისში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ღირსეული სასულიერო პირები, რომელთა შორის გამორჩეული ადგილი უკავიათ ქაშვეთის ტაძრის წინამძღვრებს, დეკანოზ გრიგოლ და დავით ჭრელაშვილებს.
დეკანოზი გრიგოლ დავითის ძე ჭრელაშვილი (უწმინდესი კალისტრატე მათ მეორე გვარითაც ჭარელაშვილებადაც იხსენიებს) 1798 წელს ქ. თბილისში მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1815-1821 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1822 წლის 10 იანვარს საქართველოს ეგზარქოსების მგალობელთა გუნდში განამწესეს. 1822 წლის 29 ივლისს საქართველოს ეგზარქოსმა იონამ (ვასილევსკი) დიაკვნად აკურთხა და სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძარში დანიშნა. 1830 წლის 6 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი. 1833 წლის 29 თებერვალს თბილისის წმ. ჯვრის მამის სახ. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1837 წლის 11 მარტს გათავისუფლდა ეგზარქოსის გუნდიდან. 1837 წლის 6 სექტემბერს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორისა და საეკლესიო გუჯრების გამრჩევი კომისიის წევრად დაადგინეს. 1838 წლის 18 ივნისიდან 1867 წლის 5 იანვრამდე იყო თბილისის ეკლესიების მთავარხუცესი. ამ პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ გამოეცხადა მწყემსმთავრული მადლობა. 1838 წლის 14 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1840 წელს სკუფია უბოძეს. 1841 წლიდან სამლვდელოების ქვრივ-ობოლთა სამზრუნველოს წევრია. 1845 წელს კამილავკა ეწყალობა. 1845 წელს აირჩიეს ეგზარქოსების ქალაქგარეთა სახლის განახლების კომიტეტის წევრად. 1846-1849 წლებში მისი ხელმძლვანელობით აშენდა თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახ. ეკლესია, რომელიც 1849 წლის 30 ოქტომბერს იკურთხა და მამა გრიგოლს ამ დამსახურებისთვის დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1851 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1859 წლის 7 ივნისს ქაშვეთის წმ. გიორგის სახ. ტაძ-
1-1 საპატრიარქოს უწყებანი N1 11-17იანვარი 2018წ გვ.19
დეკანოზები გრიგოლ და დავით ჭრელაშვილები (გაგრძელება)
რის წინამძღვრად დაადგინეს. 1860 წლის 3 თებერვალს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1864 წლის 31 იანვარს დაინიშნა კომიტეტის წევრად, რომელსაც დაევალა ქაშვეთის ტაძრის გალავნის
მშენებლობა. 1864 წლის 25 აპრილს წმ. ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1868 წლის 23 აპრილს იშვიათი ჯილდო ენქერი უბოძეს. 1871 წლის 21 აპრილს საიმპერატორო გვირგვინით შემკობილი წმ. ანას II ხარისხის ორდენი მიიღო. ჰქონდა ჯილდო ყირიმის ომის სამახსოვრო ბრინჯაოს ჯვარიც. დეკანოზ გრიგოლის წინამძლვრობის დროს მოუშლიათ ქაშვეთის კოშკები და გაუკეთებიათ „ახალი გალავანი“. მის დროსვე დაუბრუნებია ეკლესიას გრიგოლ ეპისკოპოსის მიერ შეწირული მამული.
დეკანოზ გრიგოლს კარგად სცოდნია ძველი ქართული გალობა. 1853 წლის 27 ივნისს წარუდგინა ეგზარქოსს მის მიერ ნოტებზე გადაღებული წირვა.
რა ბედი ეწია ამ პირველ ნოტებზე გადაღებულ ქართულ წირვას, არ ჩანს. დეკანოზ პოლიევქტოს კარბელაშვილის გადმოცემით ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) 1877 წელს თბილისის სასულიერო
სემინარიის სამმართველოში შეიტანა 500 მან. ჯილდოდ იმისათვის, ვინც საუკეთესოდ გადაიღებდა ნოტებზე ქართულ საგალობლებს. სამმართველოში წარუდგენიათ „ბ. ჭრელაშვილის ნაწერი“, რომელიც
კომისიას დაუწუნებია. კარბელაშვილთან ნახსენები „ბ. ჭრელაშვილი“ შეიძლება გრიგოლ ჭრელაშვილიც იყოს. მართლაც, „დროების“ 1878 წლის 11 აგვისტოს 16ვ-ში, გვ. 3 მოთავსებულ კორესპონდენციაში
„წერილი რედაქტორთან“ (წერილი ხელმოწერილია სახელით „კომიტეტის წევრი“) ვკითხულობთ, რომ „ქაშვეთის მღვდელმა ჭრელაევმა თვისის მამის
დეკანოზის გრიგოლ ჭრელაევისგნით გადაღებული“ ნოტები კომისიას წარუდგინა. დეკანოზი გრიგოლი იყო წიგნების გადამწერიც.
1825 წელს მას გადაუწერია რუსულ-ქართული ლექსიკონი -- „აღიწერა ლექსიკონი ესე ტფილისის ქალაქსა შინა, სიონის სობოროს დიაკონის გრიგოლ ჩრელაევისაგან, დეკემბრის 5-ს, წელსა 1825“. 1826
წელს გადაუწერია „სწავლანი სულიერნი“ „ალიწერა წიგნი ესე ტფილისის ქალაქსა შინა, სიონის სობოროს დიაკვნის გრიგოლ ჭრელაევისაგან“.
სოლომონ დოდაშვილი ახსენებს, რომ მასთან ერთად
იზრდებოდა მღვდელი ჭრელაევი. გრიგოლ ჭრელაშვილი სოლომონის ახლო მეგობარი იყო. ამას მოანათვლინა სოლომონმა თავისი მეორე ვაჟი კონსტანტინე. 1835 წელს სოლომონი ვიატკიდან იწერება „ჩემი
მეორე ვაჟი კონსტანტინე დაიბადა 1832 წლის დეკემბერში. იგი მონათლა მღვდელმა გრიგოლ ჭრელაევმა“ და ითხოვს კონსტანტინეს დაბადების მოწმობას. ამასთან დაკავშირებით, 1838 წლის 22 ივლისს
კანტორის თანდასწრებით თბილისის წმ. ჯვარის მამის ეკლესიის მღვდელმა გრიგოლ ჭრელაევმა ფიცით უჩვენა,
რომ მან ნამდვილად მონათლა გიმნაზიის ყოფილი საქართველო-იმერეთის სინოდალური მასწავლებლის – სოლომონ დოდაევის ვაჟი. ნათლობას ესწრებოდნენ პოდპორუჩიკი გიორგი თევდორეს
ძე ახვერდოვი, რექტორი არქიმანდრიტი სერგი (ორლოვი), დეკანოზი დიმიტრი ალექსი-მესხიშვილი. დეკანოზი გრიგოლი 1876 წლის 2 სექტემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია ქაშვეთის წმ. მარინეს
სახ. ტაძრის საკურთხეველში, პირველ სართულზე. მეუღლე ეკატერინე იოანეს ასული (1810-1892წწ.) და შვილები: დეკანოზი დავითი, მარიამი, დარეჯანი (გარდ. 1865წ.), სოფიო (გათხოვილი სოლომონ დოდაშვილის ვაჟ
მეუღლეს ქმრის გარდაცვალების შემდეგ, 1876 წლის 2 სექტემბრიდან წელიწადში 18 მან. და 18 კაპ. პენსია 55 მან. გაუხდა. ივანეზე დეკანოზ გრიგოლის დაენიშნა, ხოლო 1877 წლიდან მისი ვაჟი, დეკანოზი დავითი 1839 წელს დაიბადა. 1861 წლის 12 ივლისს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. იმავე წლის 14 ივლისს თბილისის
სამაზრო სასულიერო სასწავლებლის პირველი კლასის მასწავლებლის მოვალეობის შესრულება დაევალა, ხოლო იმავე წლის 29 აგვისტოს დამტკიცდა ამ პოსტზე. 1861 წლის 11 სექტემბერს მასვე დაევალა იმავე სასწავლებელში საეკლესიო გალობისა და კითხვის შესწავლა დაბალ და მაღალ კლასებში, რასაც უსასყიდლოდ ასრულებდა. 1862 წლის 23 სე-
1-2 საპატრიარქოს უწყებანი N1 11-17იანვარი 2018წ გვ.20
დეკანოზები გრიგოლ და დავით ჭრელაშვილები (დასასრული)
ქტემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) დიაკვნად აკურთხა და თბილისის სასულიერო სემინარიის კარის ეკლესიაში დანიშნა. 1863 წლის 15 ივლისს ნაყოფიერი პედაგოგიური სამსახურისთვის ფულადი ჯილდო მიიღო. 1864 წლის 8 ოქტომბერს ეგზარქოსმა ევსევიმ მღვდლად დაასხა ხელი და თბილისის იერუსალიმის წმ. ჯვრის ამაღლების სახ.
ტაძარში დაინიშნა. 1865 წლის 25 ივნისს მასწავლებლობას დაანება თავი. 1867 წლის 20 მარტს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1869 წლის 7 იანვარს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძარში
გადაიყვანეს. 1870 წლის 15 აპრილს ქართული ბიბლიის შემსწორებელი კომიტეტის წევრად დაინიშნა. 1870 წლის 30 აპრილს ხავერდისფერი სკუფია უბოძეს. 1871 წლის 22 ოქტომბერს საეკლესიო ტიბიკონის
შემასწორებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1872 წლის 14 ივლისს იმერეთისა და სამეგრელოს ეპარქიაში შემოსავალ-გასავალი წიგნების სარევიზიო კომისიის წევრად დაინიშნა. 1876 წლის 12 აპრილს კამილავკა ეწყალობა. 1876 წლის 9 სექტემბრიდან ქაშვეთის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვარია. 1879 წლის 9 ოქტომბერს თბილისის სასულიეროსემინარიის მმართველი პედაგოგების წევრად დაინიშნა. 1880 წლის 15 აპრილს, 1881 წლის 30 აპრილს და 1887 წელს რუსეთის წმ. სინოდმა მადლობა გამოუცხადა. 1882 წლის 29 მარტს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.
ჰქონდა ჯილდო წითელი ჯვრის საზოგადოებისაგან მიღებული სამახსოვრო ჯვარი და ასევე ქაშვეთის ტაძრის მრევლისაგან მირთმეული ძვირფასი
ქვებით შემკობილი ოქროს ჯვარი. 1884 წელს საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი), ხოლო 1890 წელს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) ერთგული და პატიოსანი სამსახურისთვის მწყემსმთავრული
მადლობა გამოუცხადეს. 1891 წლის 23 ივნისს დეკანოზის წოდება მიენიჭა.
ის მჭიდრო და ტკბილი დამოკიდებულება, რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ
მისი მამის, დეკ. გრიგოლსა და ქაშვეთის მრევლს შორის, კიდევ უფრო განმტკიცდა და გაძლიერდა მისი ვაჟის, დეკ. დავითის დროს. მოძღვრისა და მრევლის ურთიერთობა მისაბაძი მაგალითი გახლდათ მთელი თბილისის სამღვდელოებისათვის. დეკანოზი დავითი გამორჩეული
სასულიერო პირი გახლდათ. თავისი პატიოსანი და წმიდა ცხოვრებიდან
გამომდინარე მასთან ქალაქის ძირძველი ქართული საზოგადოება მეგობრობდა და მისი გარდაცვალება მძიმედ განიცადა ყველამ. ღვაწლმოსილი მოძღვარი 1897 წლის 19 იანვარს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. იმავე წლის 24 იანვარს, დღის პირველ საათზე მისი ცხედარი ქაშვეთის ტაძარში გადაასვენეს საქართველოს ეგზარქოსის ვლადიმერის (ბოგოიავლენსკი) თანხლებით. მან გარდაცვლილ დეკანოზს პანაშვიდი გადაუხადა. მეორე
დღეს, 25 იანვარს, წირვა და წესი ანდერძისა გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) თბილისის სამღვდელოებასთან ერთად შეასრულა. პირველ საათზე მისი ცხედარი ქაშვეთის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. შემდგომში უკვე, როდესაც აშენდა ეხლანდელი
ქაშვეთის ტაძარი, მისი ცხედარი ტაძრის პირველ სართულზე, წმ. მარინეს სახ. ტაძარში მოხვდა. მის დასაფლავებას უამრავი ადამიანი დაესწრო და საყვარელი მოძღვარი ყველამ ღირსეულად დაიტირა.
2 საპატრიარქოს უწყებანი N2 18-24 იანვარი 2018წ გვ.17
საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში
| ნაწილი
1917 წლის 12 მარტს (ახ. სტ. –– 25 მარტს) სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახ. საპატრიარქო ტაძარში აღდგა საქართველოს სამოციქულო
მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლა წლების განმავლობაში გრძელდებოდა და საბოლოოდ სამღვდელოების, მოწინავე საზოგადოებისა და ქართველი ერის გამარჯვებით დასრულდა (ჟურნალი „სვეტიცხოველი“ 1917წ. M1, გვ. 1). 1917 წლის 12 მარტს სვეტიცხოვლის. საპატრიარქო ტაძარში ჩატარებულ საგანგებო წირვაზე მონაწილეობდა ოთხი ქართველი მღვდელმთავარი:
გურია-სამეგრელოს ეპ. ლეონიდე (ოქროპირიძე),
იმერეთის ეპ. გიორგი (ალადაშვილი), გორის ეპ. ანტონი (გიორგაძე) და ალავერდელი ეპ. პიროსი (ოქროპირიძე), (შენიშვნა: ლიტურგიაზე მწირველი იყო ეპ. გიორგი, ანტონი და პიროსი, ეპ. ლეონიდე მხოლოდ.
პარაკლისზე შეიმოსა), იმ პერიოდში კიდევ ოთხი ქართველი მღვდელმთავარი გვყავდა, რომლებიც რუ-სეთში იმყოფებოდნენ. მათგან ორი: ეპ. კირიონი (სა
2-1 საპატრიარქოს უწყებანი N2 18-24 იანვარი 2018წ გვ.18
საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში (გაგრძელება)
ძაგლიშვილი) და ეპ. დავითი (კაჭახიძე) იძულების წესით იყვნენ გადასახლებული, ხოლო ეპ. დიმიტრი (აბაშიძე) და ეპ. ექვთიმე (ელიაშვილი) თავისი ნებით წავიდნენ ქვეყნიდან, რადგან არ თანაუგრძნობდნენ ავტოკეფალისტებს და სამშობლოში დიდი ავტორიტეტით არ სარგებლობდნენ (კ. კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ვ. კარბელაშვილის ფონდი, საქმე M#269, გვ. 2). 1917 წლის 8-17 სექტემბერს ჩატარდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის პირველი საეკლესიო კრება, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, გადაწყდა, რომ შექმნილიყო I13 ეპარქია. აგვისტოში საქართველოში დაბრუნდა ეპ. კირიონი, ხოლო სექტემბერში ეპ. დავითი. პირველმა საეკლესიო კრებამ ეპ. კირიონი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია და
კირიონ II უწოდა. საეკლესიო კრებაზე ეპარქიების მღვდელმთავრებად დელეგატების მიერ არჩეულ იქ- ნნენ: არქიმ. ამბროსი (ხელაია) გურია-ოდიშისა და სამურზაყანო-აფხაზეთის ეკლესიისა; ეპ. ანტონი (გიორგაძე) –– ქუთათელ მიტროპოლიტად; ეპ. დავითი (კაჭახიძე) ურბნელ მღვდელმთავრად; ეპ. პიროსი (ოქროპირიძე) ალავერდელ მღვდელმთავრად. ასე რომ, ავტოკეფალიააღდგენილ ეკლესიას 1917 წლის
სექტემბერში ექვსი მოქმედი მღვდელმთავარი ჰყავდა (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა
1, საქმე N6478, გვ. 107; გვ. 121-125). 1917 წლის 15 ოქტომბერს, სვეტიცხოველში, ინტრონიზაციის მეორე დღეს, უწმინდესმა კირიონმა, თავის მხრივ, ეპისკოპოსად დაასხა ხელი არქიმ. ამბროსის (ხელაია), იმავე დღეს მიენიჭა მიტროპოლიტის პატივი და მლვდელმთავრების რიცხვი შვიდამდე გაიზარდა (გაზეთი „საქართველო“ 1917წ. N #217, გვ. 3).
1917 წლის საეკლესიო კრების მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია განიყოფა ეპარქიებად და ეპარქიები ოლქებად, ხოლო ოლქები -–– სამრევლოებად. საქართველოს ეკლესიაში შედის შემდეგი ეპარქიები: მცხეთისა, რომლის მწყემსმთავარი არის „მთავარეპისკოპოზი მცხეთისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქი“. სამწყსო: საქართველოს ეკლესიის წმ. დედაქალაქი მცხეთა, ორისავე არაგვისა და ქსან-ლეხურის ხეობანი (ტერიტორია ძველი ეპარქიების: მცხეთისა, წილკნისა და
სამთავისის), რასაც შეიცავს ეხლანდელი დუშეთის
მაზრა შემდეგი ცვლილებით: დასავლეთით ემატება ქსან-ლეხურის ხეობათა ქვემო-ნაწილი ვიდრე წლევის მთამდე, ხოლო აღმოსავლეთით აკლდება არაგვის აღმოსავლეთი სანაპირო, რომლის ერთი ნაწილი,
ნოკორნის ქედის ქვემოდ, შედის ტფილელის ეპარქიაში (საგურამოს უბანი), ხოლო ზემო ნაწილი (ხარჭიშოს უბანი) შეადგენს ალავერდელის სამწყსოს. კათედრა ეპარქიისა არის მცხეთაში (სვეტიცხოველში), ხოლო კათოლიკოსის რეზიდენცია ტფილისში (შენიშვნა: კათოლიკოს-პატრიარქის პირდაპირ სამწყსოს შეადგენს აგრეთვე საქართველოს გარეთ მცხოვრები ქართველობა); ტფილისისა. სამწყსო: გარე-ქართლი და გარე კახეთი (ტერიტორია ძველი ეპარქიებისა: ტფილისის, მანგლისის, წალკის, დმანისის, ბოლნისის, წინწყაროსი, აგარაკის, რუსთავის, კაწარეთის და ნინოწმიდის).
რასაც შეიცავს ეხლანდელი ტფილისის და ბორჩალოს
მაზრები და, ამათ გარდა, საგურამოს უბანი და ბამბაკის ხეობა. კათედრა მწყემსმთავრისა ტფილისში (სიონში), რეზიდენცია იქვე. პატივი მწყემსმთავრისა: „ტფილელი მიტროპოლიტი“ (შენიშვნა: ტფილელი,
როგორც კათოლიკოზის უახლოესი ადგილობრივ მღვდელმთავარი, არის მოსაყდრე კათოლიკოზისა); ალავერდისა. სამწყსო: შიდა-კახეთი (ტერიტორია ძველი ეპარქიების: ალავერდისა, ნეკრესისა და ხარჭაშოსი), რასაც შეიცავს ეხლანდელი თელავისა და თიანეთის მაზრები ხარჭაშოს უბნის მიმატებით და, ამათ გარდა, დიდოეთ-დურძუკეთი, მიწერილი თერგისა და დაღესტნის მხარეებზე. კათედრა ალავერდში, რეზიდენცია მღვდელმთავრისა ქ. თელავში. პატივი მღვდელმთავრისა არის -–– „ალავერდელი ეპისკოპოზი“ (ანუ „აბბა ალავერდელი"); ბოდბისა. სამწყსო: ჰერეთი, რანი, შაქი და წუქეთი (ტერიტორია ძველი ეპარქიებისა: ბოდბისა, ჭერემისა, გიშისა და ხორნაბუჯის), რასაც შეადგენს ეხლან–
დელი მაზრები და ოლქები –– სიღნაღისა, ზაქათალისა, სამურისა, ნუხისა, არეშისა, განჯისა და ყაზახისა. კათედრა ბოდბეში, რეზიდენცია მლვდელმთავრისა –– ქ. სიღნაღში. პატივი მღვდელმთავრისა: „ბოდბელი ეპისკოპოზი“; ურბნისისა. სამწყსო: შიდა ქართლი (ტერიტორია
ძველი ეპარქიებისა: ურბნისისა, რუისისა, ნიქოზისა და'
სამთავროსი), რასაც შეიცავს ეხლანდელი გორის მაზრა, გარდა ბორჯომის ხეობისა და სამთავისის უბნისა, და, ამას გარდა, დვალეთი, მიწერილი თერგის მხარეზე. კათედრა -– ურბნისში, რეზიდენცია -- ქ. გორში;
მღვდელმთავრის პატივი: „ურბნელი ეპისკოპოზი"; აწყურისა. სამწყსო: სამცხე, ჯავახეთი და ზემო სომხეთი (ტერიტორია ძველი ეპარქიებისა: აწყურის, წურწყაბის, კუმურდოსი, ერუშეთის, დადაშენის, წყაროსთავის, ანისის, კარისა და ალაშკერტის), რასაც შეადგენს ეხლანდელი ახალციხის მაზრა –-– ბორჯომის ხეობის მიმატებით, ახალქალაქის მაზრა, არტაანის ოლქი, ყარსის ოლქი, ყაღზევანის ოლქი, გუმბრის მაზრა და, ამათ გარდა, ორი ოლქი ოსმალეთის საზღვრებში -– ბასიანი და ალაშკერტი. კათედრა მღვდელმთავრისა -–– აწყვერში (დროებით ზარზმაში), რეზიდენცია -- ქ. ახალციხეში. მღვდელმთავრის პატივი: „მაწყვერელი ეპისკოპოზი“;
ქუთაისისა, სამწყსო: ქვემო იმერეთი (ტერიტორია ძველი ეპარქიებისა: ქუთაისისა და ხონის), ეხლანდელი ქუთაისის მაზრა მდ. წყალწითელას ქვემოდ. კათედრა – ქ. ქუთაისში და მწყემსმთავრის
რეზიდენცია იქვე. მწყემსმთავრის პატივი არის: „ქუთათელი მიტროპოლიტი“; გენათისა, სამწყსო: ზემო იმერეთი (ტერიტორია გენათის ძველი ეპარქიისა), ეხლანდელი შორაპნის
მაზრა და ოკრიბა მდ. წყალწითელას ზემოდ. კათედრა მღვდელმთავრის – გელათში, რეზიდენცია -– ქ.
2-2 საპატრიარქოს უწყებანი N2 18-24 იანვარი 2018წ გვ.19
საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში (გაგრძელება)
ზესტაფონში. მღვდელმთავრის პატივი: „გენათელი
ეპისკოპოზი“;
ნიკორწმიდისა. სამწყსო: რაჭა (ტერიტორია ნიკორწმინდის ძველი ეპარქიისა), ეხლანდელი რაჭის მაზრა. კათედრა ნიკორწმინდაში, რეზიდენცია მღვდელმთავრისა -– ქ. ონში. პატივი მლვდელმთავრისა: „ნიკორწმინდელი ეპისკოპოზი“.
ცაგერისა. სამწყსო: ლეჩხუმ-სვანეთი (ტერიტორია ცაგერის ძველი ეპარქიისა), ეხლანდელი ლეჩხუმის მაზრა. კათედრა ცაგერში, მღვდელმთავრის რეზიდენცია იქვე. პატივი მღვდელმთავრისა „ცაგერელი ეპისკოპოზი";
ჭყონდიდისა. სამწყსო: ოდიში (ტერიტორია ძველი ეპარქიებისა: ჭყონდიდის, ცაიშისა და წალენჯიხის), ახლანდელი სენაკისა და ზუგდიდის მაზრები. კათედრა მწყემსმთავრისა -- მარტვილში, რეზიდენცია -– ქ. ფოთში. პატივი მწყემსმთავრისა არის „ჭყონდიდელი
მიტროპოლიტი“;
ბათუმ-შემოქმედისა. სამწყსო: გურია, ტაოკლარჯეთი და ჭანეთი (ტერიტორია ძველი ეპარქიების: ნინოწმინდისა -- იმავე ბათომის, შემოქმედის, ჯუმათის, სატრაფელასი, ტბეთის, ანჩის, იშხანისა და ბანის), რასაც შეიცავს რუსეთის საზღვრებში ეხლანდელი ოზურგეთის მაზრა, ბათომის, ართვინის და ოლთისის ოლქები, ხოლო ოსმალეთის საზღვრებში, ოლქები: თორთუმი, კისკიმი, ისპირი, რიზე, ათინა
და ხოფა. კათედრა მღვდელმთავრისა -- ქ. ბათომში და რეზიდენცია იქვე. პატივი მღვდელმთავრისა „ბათომელ-შემოქმედელი ეპისკოპოზი“;
ცხუმ-ბედიისა (ტერიტირია ძველი ეპარქიების: დრანდის -- იმავე ცხუმის, ბედიისა, მოქვისა და ბიჭვინთისა), ეხლანდელი სოხუმის ოლქი გაგრის უბნის მიმატებით. კათედრა მღვდელმთავრის -- ცხუმში
(სოხუმში), რეზიდენცია იქვე. მლვდელმთავრის პატივი არის „ცხუმელ-ბედიელი ეპისკოპოზი“. შენიშვნა 1: მიტროპოლიტები პატივით ეპისკოპოსებზე მაღლა დგანან. სამიტროპოლიტო კათედრები
იერარქიულად თანასწორნი არიან, აგრეთვე საეპისკოპოზო კათედრები. მწყემსმთავარნი პატივდებულ იქმნებიან ხელდასხმის (ქიროტონიის) უხუცესობის მიხედვით. გამონაკლისია მხოლოდ ტფილელი მიტროპოლიტი, როდესაც იგი ფაქტიურად კათოლიკოზის მოსაყდრეობას ასრულებს; შენიშვნა 2: ამ სიის შეცვლა და შევსება სრულიად საქართველოს ეკლესიის კრების კომპეტენციას ეკუთვნის (ჟურნალი „სვეტიცხოველი“ 1917წ. N4, გვ. 6-7).
შესაბამისად, 1917 წლის პირველი კრების შემდეგ მღვდელმთავრების განლაგება ეპარქიებში ასე გამოიყურებოდა:
მცხეთის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კირიონ II საძაგლიშვილი);
ტფილისის - მიტროპოლიტი ლეონიდე (ოქროპირიძე);
ალავერდის -- ეპისკოპოსი პიროსი (ოქროპირიძე);
ბოდბის -- ვაკანსია (დროებით შეითავსა ალავერდელმა); ურბნისის ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე);
აწყურის -- ვაკანსია (დროებით შეითავსა ურბნელმა); ქუთაისის -- მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე);
გაენათის -- ვაკანსია (დროებით შეითავსა ქუთათელმა); ნიკორწმინდის -- ვაკანსია (დროებით შეითავსა ქუთათელმა);
ცაგერის -- ვაკანსია (დროებით შეითავსა ქუთათელმა); ჭყონდიდის - მიტროპოლიტი ამბროსი (ხელაია); ბათუმ-შემოქმედის -- ვაკანსია (დროებით შეითავსა ჭყონდიდელმა); ცხუმ-ბედიის ვაკანსია (დროებით შეითავსა ჭყონდიდელმა). (შენიშვნა: სამწუხაროდ, პირველმა საეკლესიო
კრებამ უეპარქიოდ დატოვა ყოფილი იმერეთის ეპ. გიორგი (ალადაშვილი). 1917 წლის სექტემბრიდან 1918
2-3 საპატრიარქოს უწყებანი N2 18-24 იანვარი 2018წ გვ.20
საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში (გაგრძელება)
წლის ივლისის ჩათვლით იგი მშობლიურ სოფ. არბოშიკში დის ოჯახში ცხოვრობდა და დიდ მატერიალურ გაჭირვებას განიცდიდა. 1918 წლის 1 აგვისტოდან 1919 წლის 13 თებერვლამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრისა და ტფილელი მიტროპ. ლეონიდეს გადაწყვეტილებით ეპ. „ გიორგი წილკნის ეპარქიის მმართ- IL ველია. ამავე დროს იგი იყო მცხეთის ეპარქიის დროებითი მმართველიც (ამ დროს მცხეთა-თბილისის ეპარქია ჯერ კიდევ არ იყო გაერთიანებული). (საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 1699, აღწერა 1, საქმე N108, გვ. 2-3; კ. კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფონდი სხვადასხვა, საქმე N 317, გვ. 13); 1918 წლის 27 ივნისს უწმინდესი კირიონი მარტყოფის მონასტერში მოკლეს. თავისი მოკლე, ათთვიანი მამამთავრობის პერიოდში მას სხვა მღვდელმთავარი არ უკურთხებია (ჟურნალი „ახალი სიტყვა“ 1918წ. N 9, გე. 1). 1918 წლის 18 სექტემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა ქუთათელი მიტროპ, ანტონი (გიორგაძე) (გაზეთი „ხალხის მეგობარი“ 1918წ. N 260, გვ. 1). 1918 წლის 12 ნოემბრის საკათალიკოსო სხდომამ ქუთაისიდან წარმოგზავნილი ოქმის საფუძველზე დაქვრივე ბულ კათედრაზე არქიმ. ნაზარი (ლეჟავა) გამოარჩია. 1918 წლის 16 ნოემბერს სიონის საკათედრო ტაძარში მოხდა მისი სახელდება, ხოლო მეორე დღეს, 17 ნოემბერს, მცხეთის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ და თბილელმა მიტროპ. ლეონიდემ (ოქროპირიძე), ჭყონდიდელმა მიტროპ. ამბროსიმ (ხელაია), წილკნელმა ეპ. გიორგიმ (ალადაშვილი) და ალავერდელმა ეპ. პიროსმა (ოქროპირიძე) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ამის მეტი, უწმინდეს ლეონიდეს თავის პატრიარქობის ხანაში სხვა მლვდელმთავარი არ “ უკურთხებია (გაზეთი „საქართველო“ 1918წ. N 219, გვ. 4). 1921 წლის თებერვალ-მარტში, გასაბჭოების დროს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ექვსი მლვდელმთავარი იყო: კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე), ცხუმაფხაზეთის მიტროპ. ამბროსი (ხელაია), ჭყონდიდელი და ბათუმ-შემოქმედელი მიტროპ. გიორგი (ალადაშვილი), ქუთათელი მიტროპ. ნაზარი (ლეჟავა), ალავერდელი ეპ. პიროსი (ოქროპირიძე) და უეპარქიო ეპ. დავითი (კაჭახიძე). 1921 წლის 11 ივლისს, საღამოს 5-ის ნახევარზე, გარდაიცვალა უწმინდესი ლეონიდე (გაზეთი „სოციალისტ-ფედერალისტი“ 1921წ. N 110, გვ. 1).
გაგრძელება შემდეგ ნომერში
3 საპატრიარქოს უწყებანი N3 25-31 იანვარი 2018წ გვ.16
საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში, რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში
II ნაწილი
1921 წლის 17 ივლისს საგანგებოდ შეკრებილმა საკათოლიკოსო საბჭომ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი (ხელაია) სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დაადგინა. 1921 წლის 1-7 სექტემბერს გელათში გაიმართა მესამე საეკლესიო კრება. კრების ბოლო დღეს, 7 სექტემბერს, კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს მიტროპოლიტი ამბროსი (ხელაია). მას არჩევნებში ქუთათელ მიტროპოლიტ ნაზარიზე (ლეჟავა) 13 ხმით მეტი ჰქონდა. 1921 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს საკათოლიკოსო საბჭომ არქიმანდრიტი იოანე (მარღიშვილი) ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მღვდელმთავრად დაამტკიცა. 1921 წლის 14 ოქტომბერს მცხეთაში,
სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, მოხდა მიტროპოლიტ ამბროსის ინტრონიზაცია, ხოლო მეორე დღეს, კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია), ქუთათელი მიტროპოლიტ ნაზარისა (ლეჟავა)
და ალავერდელი ეპისკოპოს პიროსის (ოქროპირიძე) თანამწირველობით არქიმანდრიტ იოანეს (მარღიშვილი) ეპისკოპოსად დაასხა ხელი. ეს იყო ბოლშევიკური მმართველობის დროს პირველი მღვდელმთავრის კურთხევა საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა , საქმე N6475, გვ. 57).
1922 წლის 18 მარტს კათოლიკოს-პატრიარქის სასახლის კარის ეკლესიაში, უწმინდესმა ამბროსიმ და ალავერდელმა ეპისკოპოსმა პიროსიმ (ოქროპირიძე) დეკანოზ ქრისტეფორეს (ციცქიშვილი), ბერად
აღკვეცის გარეშე, ეპისკოპოსად დაასხეს ხელი მანგლელის სახელწოდებით. 1922 წლის 28 მაისს იგი კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად დაინიშნა. ეს იყო პირველი ქორეპისკოპოსი ავტოკეფალიააღდგენილ ეკლესიაში (შენიშვნა: 1922 წლის 13 ივნისიდან ურბნელი ეპისკოპოსი) საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 27100, აღწერა საქმე N 77, გვ. 7-2). 1923 წლის 12 იანვარს კათოლიკოს-პატრიარქმა
ამბროსიმ დაპატიმრების გამო თავის მოადგილედ და მცხეთა-თბილისის ეპარქიის დროებით მმართველად ურბნელი ეპისკოპოსი ქრისტეფორე (ციცქიშვილი) დანიშნა (შენიშვნა: მოვალეობას ასრულებდა 1925 წლის 26 თებერვლამდე), რომელმაც, თავის მხრივ, 1923-1924 წლებში უწმინდესი ამბროსის ლოცვა-კურთხევით, სამი მღვდელმთავარი აკურთხა
(ზ. ჟვანია, „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან, ქ. ქუთაისი, 1995წ ., გვ 27; საქაეღველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა /, საქმე N 24, გვ.55).
1923 წლის 18 ნოემბერს დეკანოზ სვიმონ ჭელიძეს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და ჭყონდიდის ეპარქია ჩააბარეს (კჯ. ცინცაძე, „რაც გამახსენდა“, ქ.
თბილისი, 2007წ., გვ. 257; გვ. 376). 1924 წლის 18 მაისს სიონის საპატრიარქო ტაძარში ურბნელმა ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ და ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა სვიმონმა არქიმანდრიტ ნესტორს (ყუბანეიშვილი) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და ბათუმ-შემოქმედის ეპარქია ჩააბარეს (ზ. ჟვანია, „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან, ქ. ქუთაისი, 1994წ გვ.87).
1924 წლის ივნისში არქიმანდრიტ პავლეს (ჯაფარიძე) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და წილკნის ეპარქია ჩააბარეს /საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა /, საქმე N 71549).
1924 წლის 2 სექტემბერს კომუნისტებმა დახვრიტეს ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა),
ხოლო 1925 წლის 6 თებერვალს გარდაიცვალა პენსიაზე მყოფი მხცოვანი მიტროპოლიტი გიორგი (ალადაშვილი) (დეკ. ვასილ დოლაბერიძე, საოჯახო არქივი, გვ. 17-39; გაზ. „კომუნისტი“, / 925წ., N 24, გე. 3).
1925 წლის 10 მარტს ციხიდან გათავისუფლებული კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ენერგიულად
შეუდგა ეკლესიის მართვას. 1925 წლის 10 ოქტომბრის საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს ბრძანებით, აღდგა ცაგერისა და ბოდბის ეპარქიები, მცხეთა-თბილისის ეპარქიას გამოეყო ნინოწმინდისა და
წილკნის ეპარქიები (ჯ. გამახარია, „წმინდა აღმსარებელი ამბროსი (ხელაია)", ქ. თბილისი, 2012წ., გვ. 219; გვ. 222).
1925-1927 წლებში მღვდელმთავრებად გამორჩეულ და ხელდასხმულ იქნენ: 1925 წლის 13 ოქტომბერს დეკანოზი მიხეილ
ფხალაძე ბერად აღიკვეცა და ეწოდა მელქისედეკი. მეორე დღეს, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ალავერდელ ეპისკოპოსად იკურთხა (კ. კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ვ. კარბელაშვილის ფონდი, საქმე N 265, გე. 53).
1925 წლის 24 ოქტომბერს დეკანოზი ვასილ კარბელაშვილი აღიკვეცა ბერად და ეწოდა სტეფანე.
3-1 საპატრიარქოს უწყებანი N3 25-31 იანვარი 2018წ გვ.17
საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში, რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში (გაგრძელება)
მეორე დღეს, 25 ოქტომბერს, ეპისკოპოსად იკურთხა და ბოდბის კათედრა ჩაიბარა. კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ქროვნული ცენტრი, ვ. კარბელაშვილის ფონდი, საქმე IV-265, გვ. 54). 1925 წლის 1 ნოემბერს დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე ბერად აღკვეცის გარეშე ხელდასხმულ იქ- ნა ნინოწმინდელ ეპისკოპოსად, იმავე დღეს მიენიჭა მიტროპოლიტის წოდება და დაინიშნა კათოლიკოსპატრიარქის მუდმივ მოსაყდრედ (შენიშვნა: 1926 წლის 30 დეკემბერს უარი თქვა მოსაყდრეობაზე) (კ. ცინცაძე, „ქვაშვეთის წმიდის გიორგის ეკლესია ტფილისში“, ქ. თბილისი, / 99Nწ., გვ. 79). 1925 წლის 7 ნოემბერს ბერად აღიკვეცა დეკანოზი ალექსანდრე გერსამია და ეწოდა ალექსი. მეორე დღეს, 8 ნოემბერს, მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ, ნინოწმინდელ მიტროპოლიტ კალისტრატეს (ცინცაძე), წილკნელ ეპისკოპოს პავლესა (ჯაფარიძე) და ბოდბელ ეპისკოპოს სტეფანეს (კარბელაშვილი) თანამწირველო ბით, ეპისკოპოსად დაასხა ხელი და ცაგერის კათედრაზე დაადგინა (8. ჟვანია, „საქართველოს კათოლიჰოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან, ქ. ქუთაისი, 1994წ., გვ. 989). 1926 წლის 7 მარტს დეკანოზი ვარლაამ მახარაძეს ბერად აღკვეცის გარეშე კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ და ნინოწმიდელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და მარგვეთის კათედრა ჩააბარეს (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა ”, საქმე N7800, გვ. 75- /6). 1927 წლის 27 მარტს არქიმანდრიტი ეფრემი (სიდამონიძე) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა
ქრისტეფორემ (ციცქიშვილი), ბოდბელმა ეპისკოპოსმა სტეფანემ (კარბელაშვილი) და მარგველმა ეპისკოპოსმა ვარლაამმა (მახარაძე) ეპისკოპოსად აკურთხეს და მანგლისის ეპარქიის მმართველად და კათოლიკოსპატრიარქის ქორეპისკოპოსად დანიშნეს /გაზ. „თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია“, 2000ძწ,.
2000 გვ. 4). აქვე უნდა ვახსენოთ საქართველოს ეკლესიის კიდევ
ერთი მღვდელმთავარი, რომელიც, მართალია, საქართველოში არ უკურთებიათ,მაგრამ ჩვენი ეკლესიის წევრი იყო. ეს გახლდათ ეპისკოპოსი იოანე (ფანცულაია).
1925 წელს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) ლოცვა-კურთხევით, , იღუმენი იოანე რუსეთის ეკლესიის დაქვემდებარებაში გადავიდა და მოსკოვში, მაცხოვრის აღდგომის სახ. საკათედრო ტაძრის უშტატო მღვდელმსა-
3-1 საპატრიარქოს უწყებანი N3 25-31 იანვარი 2018წ გვ.18
საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში, რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში (გაგრძელება)
ხურად დაინიშნა. იმავე პერიოდში „ობნოვლენცური“ ეკლესიის გავლენის ქვეშ მოექცა. 1925 წელს რუსეთის „ობნოვლენცური“ ეკლესიის წმ. სინოდის თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა ბენიამენმა (მურატოვსკი) არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა და ქ. ორიოლის ღვთისმშობლის საფარველის სახ. საკათედრო ტაძრის წინამძლვრის მოადგილედ განამწესა. 1926 წლის 30 ოქტომბერს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და ორიოლის ეპარქიის ქორეპისკოპოსად დაინიშნა. 1927 წლის 25
ივნისს გადაიყვანეს ციმბირში, ტიუმენ-იალუტროვსკის ეპარქიის მმართველად, სადაც რვა თვე იმსახურა. 1928 წლის თებერვალში, ავადმყოფობის გამო (ფილტვების ანთება), თავი დაანება სამსახურს და იმავე წელს სამშობლოში დაბრუნდა, სადაც შეინანა თავისი
საქციელი. იგი ძირითადად ქ. სოხუმში ცხოვრობდა (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა /, საქმე 700, გვ. 6; საქმე IM /696, გვ. 60-67).
ასე რომ, 1927 წლის 27 მარტს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ჰყავდა 13 მაღალი იერარქი: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია), ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ქრისტეფორე (ციცქიშვილი), ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე), უეპარქიო მიტროპოლიტი იოანე (მარღიშვილი), უეპარქიო მიტროპოლიტი კალისტრატე (ცინცაძე), ურბნელი ეპისკოპოსი სვიმონი (ჭელიძე), წილკნელი ეპისკოპოსი პავლე (ჯაფარიძე), ჭყონდიდელი ეპისკოპოსი ნესტორი (ყუბანეიშვილი) ალავერდელი
ეპისკოპოსი მელქისედეკი (ფხალაძე), ბოდბელი ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვიlი), ცაგერელი ეპისკოპოსი ალექსი (გერსამია), მარგველი ეპისკოპოსი ვარლაამი (მახარაძე), მანგლელი ეპისკოპოსი ეფრემი (სიდამონიძე). ყველა ეპარქიისათვის მღვდელმთავრების დაადგენა ერთობ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მაშინდელი უღვთო ხელისუფლებისაგან დევნილი და გაწამებული საქართველოს ეკლესიისათვის. უწმინდესი ამბროსის მამამთავრობის დროს სულ 11 მღვდელმთავარი იკურთხა.
1927 წლის 29 მარტს, დღის სამ საათზე, გარდაიცვალა უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი (ხელაია) //. ცინცაძე, „რაც
გამახსენდა“, ქ. თბილისი, 2007წ., გვ. 257; გვ. 282). ოთხი დღით ადრე, 1927 წლის 25 მარტს, საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის დადგენილებით, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ქრისტეფორე (ციცქიშვილი) კათოლიკოსპატრიარქის მოსაყდრედ აირჩიეს დადროებით ბათუმშემოქმედის ეპარქიის მართვა დაევალა. 1927 წლის 26 ივნისს საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის კრებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად მიტროპოლიტი ქრისტეფორე აირჩიეს. მეორე დღეს მის მოსაყდრედ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე) გამოცხადდა (შენიშვნა: 1930 წლის 12 თებერვალს გადადგა მოსაყდრის პოსტიდან). მიტროპოლიტ ქრისტეფორეს ინტრონიზაცია შედგა 1927 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრი-
3-2 საპატრიარქოს უწყებანი N3 25-31 იანვარი 2018წ გვ.19
საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში, რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში (გაგრძელება)
არქო ტაძარში. მან პატრიარქობის პერიოდში თავის ტიტულატურას ჩამოაცილა სიტყვა „უწმინდესი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ისევ აღადგინეს /საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა /, საქმე IV/029, გვ. 61; საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 1699, აღწერა, საქმე N219, გვ.32; ს. ვარდოსანიძე, „სრულიად საუართველოს კათოლიკოს-პატრიარქექი უწმიდესი და უნეტარესი ქრისტეფორე III 1927- 1932), ქ. თბილისი, 2009წ გვ. /39). 1928 წელს გამოცემულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდარში ეპარქიებისა და მღვდელმთავრების სია ასე გამოიყურება: მცხეთატფილისის ეპარქია -- კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე (ციცქიშვილი) კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ნინოწმინდელი ეპისკოპოსი ეფრემი (სიდამონიძე); წილკნის ეპარქია ეპისკოპოსი
პავლე (ჯაფარიძე); მანგლისის ეპარქია -- მიტროპოლიტი კალისტრატე (ცინცაძე); ალავერდის ეპარქია -–– ეპისკოპოსი მელქისედეკი (ფხალაძე); ბოდბის ეპარქია -- ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვილი);
ურბნისის ეპარქია ეპისკოპოსი სიმეონი (ჭელიძე); აწყურის ეპარქია -- თავისუფალია; აგარაკ-წალკის ეპარქია -- თავისუფალია; არგვეთის ეპარქია
ეპისკოპოსი ვარლაამი (მახარაძე); ქუთაის-გაენათის
ეპარქია -- მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე); (ცვაგერის ეპარქია -–- თავისუფალია; ნიკორწმინდის ეპარქიათავისუფალია; ჭყონდიდის ეპარქია -– ეპისკოპოსი ნესტორი (ყუბანეიშვილი); ბათუმ-შემოქმედის ეპარქია თავისუფალია; ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია თავისუფალია. კიდევ ორი მღვდელმთავარი: მიტროპოლიტი იოანე (მარღიშვილი) და ეპისკოპოსი ალექსი (გერსამია) უეპარქიოდ იყვნენ დარჩენილი /საქსრთველოს ეკლესიის კალენდარი /928 წლისათვის). უწმინდეს და უნეტარეს ქრისტეფორეს მამამთავრობის დროს აკურთხეს მხოლოდ ერთი მღვდელმთავრი. 1928 წლის 16 დეკემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იეროთეოზ აივაზაშვილი ნინოწმიდელ ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული და კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად დაინიშნა /საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა /, საქშე N78239, გვ. 766). სამწუხაროდ, 1929 წელს საქართველოს ეკლესიას გამოაკლდა ორი ახალგაზრდა მღვდელმთავარი. 1929 წლის 3 ნოემბერს გარდაიცვალა წილკნელი ეპისკოპოსი პავლე (ჯაფარიძე), ხოლო ათ დღეში, 13 ნოემბერს, ბოდბელი მიტროპოლიტი იოანე (მარღიშვილი) აღესრულა (დეკანოზი ნიკიტა თალაქვგაძე,
„მოქალაქე-მღვდლის დღიურიდან, 2073წ. გვ. 533). 1932 წლის 10 იანვარს, საღამოს 6 სთ-სა და 20 წუთზე, გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე (ციცქიშვილი). 1932 წლის 21 ივნისს საქართველოს ეკლესიის VI საეკლესიო კრებაზე, არჩევნების გარეშე კათოლიკოს-პატრიარქად გამოარჩიეს მანგლელ-ალა-
3-3 საპატრიარქოს უწყებანი N3 25-31 იანვარი 2018წ გვ.20
საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში, რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში (დასასრული)
ვერდელი მიტროპოლიტი კალისტრატე (ცინცაძე) კალისტრატეს სახელით. იმავე წლის 24 ივნისს მოხდა მისი ინტრონიზაცია (საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური არქივი, ფ. 284, აღწერა 7”,
საექშე / N.9904, გვ. 3; საქმე IV.9909, გვ. 7). უწმინდეს კალისტრატეს მამამთავრობის ხანა უმძიმესი პერიოდი გახლდათ საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. ამ დროს გარდაიცვალა მრავალი მღვდელმთავარი და დაქვრივდა თითქმის ყველა მოქმედი ეპარქია: 1935 წლის 19 მარტს -– ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე); 1935 წლის 13 ნოემბერს -– ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი სვიმონი (ჭელიძე); 1936 წლის 1 აპრილს პენსიაზე მყოფი ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვილი); 1937 წლის 15 დეკემბერს დახვრიტეს უეპარქიო ეპისკოპოსი იოანე (ფანცულაია); 1938 წლის 7 თებერვალს წილკნელ-ურბნელი ეპისკოპოსი ალექსი (გერსამია); 1938 წლის 15 ივნისს -- პენსიაზე მყოფი ეპისკოპოსი ნესტორი (ყუბანეიშვილი); 1938 წლის 8 ოქტომბერს დააპატიმრეს და 1939 წელს რუსეთში გადაასახლეს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ვარლაამი (მახარაძე) და თბილისში მცხოვრები, ნავთლულის წმ. ბარბარეს სახ. ტაძრის წინამძღვარი, ეპისკოპოსი ეფრემი (სიდამონიძე). მიტროპოლიტი ვარლაამი გადასახლებაშივე აღესრულა, ხოლო ეპისკოპოსი ეფრემი ღვთის შეწევნით გადარჩა და რამდენიმე წლის შემდეგ დედაეკლესიას დაუბრუნდა. 1942 წლის 28 ოქტომბერს, ეპისკოპოს იეროთეზის (აივაზაშვილი) გარდაცვალების შემდეგ, უძველეს ქართულ მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს გარდა მხოლოდ ორი მლვდელმთავარიღა დარჩა: თბილისში მყოფი უეპარქიო მიტროპოლიტი მელქისედეკი (ფხალაძე)
და წილკნელ-ურბნელი ეპისკოპოსი ტარასი (კანდელაკი). ეს იყო ყველაზე დაძაბული და კულმინაციური პერიოდი ქართული ეკლესიის ისტორიაში. თითქოს, უღვთო ხელისუფლება გამარჯვებას ზეიმობდა.
4 საპატრიარქოს უწყებანი N4 1-6თებერვალი 2018წ გვ.16
საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში,
რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში
III ნაწილი
მცირე ექსკურსით, მოკლედ გადავავლოთ თვალი საქართველოს ეკლესიის მდგომარეობას 1917-1943 წლებში. 1917 წელს მთელ საეგზარქოსოში მოქმედებდა 1629 ეკლესია. წარმოვადგენთ ზუსტ მონაცემებს: აღმოსავლეთ საქართველოში იყო 498 ეკლესია, გარდა ამისა, ბაქოს, ერევნის, ყარსის და ელიზავეტოპოლის გუბერნიებში იყო 131 ეკლესია; იმერეთის ეპარქიაში იყო ერთი საკათედრო ტაძარი, სასწავლებელში არსებული ოთხი ეკლესია: ორი სასულიეროში და ორი საეროში, ერთი სატუსაღოს ეკლესია და 544 სამრევლო ტაძარი. სულ 550 ეკლესია; გურია-სამეგრელოს ეპარქიაში მოქმედებდა: სამეგრელოში -– 293, ხოლო გურიაში –– 150. სულ 443 ეკლესია. გარდა ამისა, გურია-სამეგრელოს ეპარქიაში იყო ორი სამხედრო ტაძარი (ფოთსა და ბათუმში), ერთი ეკლესია ბათუმის საავადმყოფოსთან და სასწავლებლის ოთხი ეკლესია: ქ. სენაკში, სადაც განთავსებული იყო სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი, ფოთის სამოქალაქო სასწავლებელში, ბათუმის ვაჟთა გიმნაზიაში და სახელოსნო სასწავლებელში. მოქმედებდა 35 მონასტერი: 29 მამათა, 6 დედათა. სამღვდელოების რიცხვი დაახლოებით ასეთი იყო: 1609 მღვდელი, 227 დიაკვანი, 1705 მედავითნე, 1188 ბერი, 281 მონაზონი დედები (თუმცა ეს რიცხვი მონაზონ დედათა არ უნდა იყოს სწორი, რადგან იმ
პერიოდში მარტო ბოდბეში 200-მდე, ხოლო თეკლათის მონასტერში 80-მდე წევრი იყო (გ.მ.) საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა 1, საქმე #1630, გვ. 155-156; საქმე M2846, გვ.7). 1928 წლის 25 აპრილს მოქმედებდა 1016 ეკლესია, სადაც მსახურობდა 779 მღვდელი და 280
დიაკვან-მედავითნე. გარდა ამისა, 1928 წელს იყო რუსების 20 და ბერძნების 16 ეკლესია (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა 1, საქმე
M#1630, გვ. 96). 1929 წელს საქართველოს ეკლესიის ეპარქიებში დეტალურად ასეთი მდგომარეობა იყო: მცხეთა-თბილისისა და ნინოწმინდის ეპარქია 4 სამთავარხუცესო ოლქი, 74 ეკლესია, 2 მამათა, 1 დედათა მონასტერი, 83 სასულიერო პირი (აქედან უწმინდესი და უნეტარესი ქრისტეფორე (ციცქიშვილი), ხუთი მღვდელმთავარი: მიტროპ. კალისტრატე, ეპ. პავლე, ეპ. მელქისედეკი, ეპ. ეფრემი, ეპ. იეროთეოზი რომელნიც მრევლში მსახურობდნენ, 3 არქიმანდრიტი, 30 დეკანოზი, 2 იღუმენი, 5მღვდელ-მონაზონი, 32 მღვდელი, 2 პროტოდიაკვანი, 1 ბერ-დიაკვანი, 2 დიაკვანი), 13 მედავითნე (1929 წლის 1 სექტემბერი);
ალავერდის ეპარქია “3 სამთავარხუცესო ოლქი, 43 ეკლესია, 29 სასულიერო პირი (მათ შორის 1 ეპისკოპოსი, 5 დეკანოზი, 5 იღუმენი, 1 მლვდელმონაზონი, 16 მღვდელი, 1 დიაკვანი), 5 მედავითნე (1929 წლის 1 სექტემბერი). ბათუმ-შემოქმედის ეპარქია -– 4 სამთავარხუ
4-1 საპატრიარქოს უწყებანი N4 1-6თებერვალი 2018წ გვ.17
საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში,
რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში (გაგრძელება)
ცესო ოლქი, 23 ეკლესია, 2 სამლოცველო სახლი, 25 სასულიერო პირი (მათ შორის 1 არქიმანდრიტი, 6 დეკანოზი, 15 მღვდელი, 1 პროტოდიაკვანი, 1 ბერ–დიაკვანი, 1 დიაკვანი), 4 მედავითნე (1929 წლის 1 სექტემბერი);
ბოდბის ეპარქია -- 4 სამთავარხუცესო ოლქი, 47 ეკლესია, 39 სასულიერო პირი (მათ შორის 1 მიტროპოლიტი, 1 არქიმანდრიტი, 9 დეკანოზი, 2
მღვდელ-მონაზონი, 26 მღვდელი), 14 მედავითნე (1929 წლის 4 იანვარი);
მანგლისის ეპარქია -–– 11 სამთავარხუცესო ოლქი, 10 ეკლესია, 11 სასულიერო პირი (მათ შორის 4 დეკანოზი, 2 მღვდელ-მონაზონი, 5 მღვდელი), 2 მედავითნე (1929 წლის 1 სექტემბერი); მარგვეთის ეპარქია -– 8 სამთავარხუცესო ოლქი, 128 ეკლესია, 59 სასულიერო პირი (მათ შორის
10 დეკანოზი, 1 იღუმენი, 3 მლვდელ-მონაზონი, 45 მღვდელი), 40 მედავითნე (1929 წლის 15 მაისი); ნიკორწმინდის ეპარქია -– 4 ეკლესია, 1 მღვდელი (1929 წლის 1 სექტემბერი). ურბნის-მაწყვერის ეპარქია -–- 6 სამთავარხუცესო ოლქი, 49 ეკლესია, 52 სასულიერო პირი (მათ შორის 1 ეპისკოპოსი, 1 არქიმანდრიტი, 5 დეკანოზი, 2 მღვდელ-მონაზონი, 43 მღვდელი), 17 მედავითნე (1929 წლის 20 მაისი);
ქუთაის-გაენათის ეპარქია -–- 17 სამთავარხუცესო ოლქი, 177 ეკლესია, 139 სასულიერო პირი (მათ შორის 1 მიტროპოლიტი, 20 დეკანოზი, 1 იღუმენი,
8 მღვდელ-მონაზონი, 109 მღვდელი), 86 მედავითნე (1929 წლის I სექტემბერი); (შენიშვნა: ამ დროს ქ. ქუთაისში ცხოვრობდა უეპარქიო ეპ. ნესტორი (ყუბანეიშვილი). ცაგერის ეპარქია -– 6 სამთავარხუცესო, 63 ეკლესია, 39 სასულიერო პირი (მათ შორის 1 დეკანოზი, I მლვდელ-მონაზონი,37 მღვდელი), 21 მედავითნე (1929 წლის 1! სექტემბერი);
ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია -– 10 სამთავარხუცესო ოლქი, 76 ეკლესია, 4 სამლოცველო სახლი, | მამათა, 1 დედათა მონასტერი, 77 სასულიერო პირი (მათ შორის 1 ეპისკოპოსი, 2 არქიმანდრიტი, 16 დეკანოზი, 2 იღუმენი, 5 მღვდელ-მონაზონი, 49 მღვდელი, 2 დიაკვანი), 21 მედავითნე (1929 წლის 1 სექტემბერი); წილკნის ეპარქია -– 4 სამთავარხუცესო ოლქი,
54 ეკლესია, 27 სასულიერო პირი (მათ შორის 4 დეკანოზი, 1 იღუმენი, 2 მღვდელ-მონაზონი, 18 მღვდელი), 4 მედავითნე (1929 წლის 1 სექტემბერი);
ჭყონდიდის ეპარქია - 8 სამთავარხუცესო
ოლქი,70 ეკლესია, 76 სასულიერო პირი (მათ შორის
1 ეპისკოპოსი, 16 დეკანოზი, 1 იღუმენი, 55 მღვდელი, 1 პროტოდიაკვანი, 2 ბერ-დიაკვანი), 22 მედავითნე (1929 წლის 1 სექტემბერი);
მთლიანობაში მონაცემები ასეთი გახლავთ:
823 ეკლესია, 5 მონასტერი, 6 სამლოცველო სახლი, 1 პატრიარქი, 3 მიტროპოლიტი, 9 ეპისკოპოსი, 8 არქიმანდრიტი, 126 დეკანოზი, 11 იღუმენი, 31 მღვდელ-მონაზონი, 451 მღვდელი, 4 პროტოდიაკვანი, 4 ბერ-დიაკვანი, 6 დიაკვანი, 249 მედავითნე (შენიშვნა: გარდა აქ აღწერილი სასულიერო პირებისა, სხვადასხვა ქალაქებში, მოქმედ ტაძრებზე, მიმაგრებულნი იყვნენ ყოფილი დედათა და მამათა მონასტრის ბერმონაზვნები, რომელნიც ოფიციალურ სიებში არ აღინუსხებოდნენ. ასევე მიუვალ ადგილებში ტყეებში და მთებში ფარულად მოღვაწეობდნენ ბერ
მონაზვნები. მათი რიცხვი დაახლოებით 200-მდე
იყო) (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა 1, საქმე M1630, გვ. 229-232; გვ. 236-252; გვ. 255-257; გვ. 260-261; საქმე M1973, გვ. 3; გვ. 6).
1936 წლის 1 მაისისთვის საქართველოს ეკლესიის მდგომარეობა ასე გამოიყურებოდა: მცხეთა-თბილისისა და ნინოწმინდის ეპარქიაში -–- 56 ეკლესია
და 48 სასულიერო პირი; გაერთიანებულ ქუთაისგაენათის, ნიკორწმინდის, ჭყონდიდის, ცაგერისა და მარგვეთის ეპარქიაში -–– §5 ეკლესია და 60 სასულიერო პირი; ალავერდის ეპარქიაში -– 25 ეკლესია და 15 სასულიერო პირი; მანგლისის ეპარქიაში 12 ეკლესია და 8 სასულიერო პირი; ურბნისისა და
4-2 საპატრიარქოს უწყებანი N4 1-6თებერვალი 2018წ გვ.18
საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში,
რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში (გაგრძელება)
აწყურის ეპარქიაში -––- 12 ეკლესია და 13 სასულიერო პირი; წილკნის ეპარქიაში -– 8 ეკლესია და 9 სასულიერო პირი; ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში -– 6 ეკლესია და 7 სასულიერო პირი; ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში –- 36 ეკლესია და 32 სასულიერო პირი. სულ მოქმედებდა 210 ეკლესია და მსახურობდა 192 სასულიერო პირი (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა 1, საქმე M1630, გვ. 528-535). 1936 წელს საბჭოთა კავშირში დაწყებულ რეპრესიებს შეეწირა დარჩენილი სამღვდელოების თითქმის ნახევარი. ამჟამად, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით საქართველოში დახვრიტეს 93 სასულიერო პირი. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა შეუძლებელი იყო არათუ ახალი მღვდელმთავრის, უბრალო მედავითნის პოვნა და დადგინება. მიუხედავად ამისა, უწმინდესმა კალისტრატემ შეძლო და 1939 წლის 19 მარტს წილკნელ
ეპისკოპოსად აკურთხა არქიმ. ტარასი (კანდელაკი), ხოლო 1943 წლის 23 მაისს ბერად აღკვეცის გარეშე დეკ. დიმიტრი (ლაზარიშვილი) ნინოწმინდელ ეპისკოპოსად და კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად დაადგინა (კ. ცინცაძე „რაც გამახსენდა“ ქ. თბილისი 2007წ. გე. 254-255).
ორივე მღვდელმთავარი უწმინდესი კალისტრატეს მამამთავრობის დროსვე აღესრულა. ეპ. დიმიტრი 1947 წლის 8 ნოემბერს, ხოლო ეპ. ტარასი
1951 წლის 12 დეკემბერს (გაზ. „კომუნისტი“ 1947წ.
#227, გვ. 4; 1951 წ. M#292, გვ. 4). 1945 წლის 28 მარტს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის სახკომსაბჭოსთან არსებულ მართლმადიდებელი ეკლესიის საბჭოს რწმუნებულს საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში ბ-ნ კონსტანტინე ქადაგიშვილს წერდა: „1937 წლის 1 იანვრისათვის საქართველოს ეკლესიაში იყო: 187 ტაძარი, 203 მლვდელი და 43 დიაკონ-წიგნის მკითხველი. 1937 წელში მრავალი ეკლესია დაიკეტა, სამღვდელონი, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩამოშორდნენ ეკლესიას ზოგი კი სამრევლომ ა! ”“ გაუშვა -- დარჩით ჩვენ თან და უტაძროთ გაგვიწიეთ მოძღვრობაი
მღვდლებიც დარჩნენ დ ასრულებდნენ თავიან!“ მოვალეობას მრევლის:
თუ სახელმწიფოს წინაშე, –– იხდიდნენ გადასა ხადს, იძენდნენ ობლი
გაციებს და სხვა... 194 წლის ოქტომბრის 8 დაარსდა ს.ს.რ. კავშირი სახ. კომსაბჭოსთან მართლმადიდებელ ეკლესიის საქმეთა გამო ცალკე საბჭო. მართალია ეს საბჭო დანიშნული იყო რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიისათვის, მაგრამ, ვინაიდან იგი დაარსებულ იყო კავშირის სახკომსაბჭოსთან, ამისათვის, მორწმუნეების აზრით, მისი გავლენა უნდა გავრცელებულიყო მთელ კავშირის მართლმადიდებლებზე ამისთვის კათოლიკოზ-პატრიარქს სამრევლოებამ მოართვეს თხოვნები ეკლესიების გახსნისათვი ეს თხოვნები 1944 წლის იანვრის 10 და თებერვლი 17, M1222, 1261 და 1262, გადაეგზავნა საქართველოს ს,ს.რ. სახკომსაბჭოს თავჯდომარეს დასაკმაყოფილებლად. თხოვნები იმავე წლის აპრილში გადაეცა კავშირის სახკომსაბჭოსთან არსებულ მართლმადიდებელ ეკლესიის საბჭოს რწმუნებულ ჩვენს რესპუბლიკაში, კ. ი. ქადაგიშვილს. საქმეებთან გაცნობის შემდეგ, კონსტანტინე ილარიონი ძემ აღძრა სათანადო შვამდგომლობა ვისდამი, ჯერ არს, მაგრამ ჯერჯერობით გახსნილია სამი ეკლესია -- მანგლისში, სტალინირში (ცხინვალი და სასაფლაოსი -– ბათუმში, სამების სახელობის. ამჟამად საკათოლიკოზოში მოქმედებს 29 ეკლესია, რომელშიდაც მოღვაწეობენ 5 მღვდელმთ:
ვარი, 41 ძირითადად მომუშავე მღვდელი, 2 პრიტოდიაკონი და 3 წიგნის მკითხველი, და ზედ მიწერილნი: მღვდელნი 77 და მედავითნე 2. ამათ გარდ
მხოლოდ აღრიცხვაზე არის აყვანილი 4, სავსები საკათოლიკოზოში ირიცხება 135 ეკლესიის მსახური. შესაძლებლად მიმაჩნია, მთებში კიდევ იყვნენ ჩარჩენილნი მღვდლები“ (საქართველოს უახლეს ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური არქივი, 1879, აღწერა 1, საქმე Mვ3, გვ. 2-4). როგორც ვხედავთ, 1945 წლის 28 მარტს, ქართულ ეკლესიაში იყო ხუთი მოქმედი მაღალი იერარქი. 194 წელს გამოცემულ საქართველოს ეკლესიის კალე დარში ეპარქიებისა და მლვდელმთავრების სია ასე გამოიყურებოდა: მცხეთა-თბილისის ეპარქია -– კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე); კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ნინოწმინ
4-3 საპატრიარქოს უწყებანი N4 1-6თებერვალი 2018წ გვ.19
საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში,
რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში (გაგრძელება)
დელი დიმიტრი (ლაზარიშვილი); წილკნის ეპარქია ეპ. ტარასი (კანდელაკი); მანგლისის ეპარქია უწმინდესი კალისტრატე; ალავერდის ეპარქია თავისუფალია; ბოდბის ეპარქია თავისუფალია; ურბნისის ეპარქია -- მიტროპ. მელქისედეკი (ფხალაძე); აწყურის ეპარქია -- თავისუფალია; აგარაკწალკის ეპარქია -- თავისუფალია; არგვეთის ეპარქია -- თავისუფალია; ქუთაის-გაენათის ეპარქია მიტროპ. ეფრემი (სიდამონიძე); ცაგერის ეპარქია თავისუფალია; ნიკორწმინდის ეპარქია
სუფალია; ჭყონდიდის ეპარქია თუმ-შემოქმედის ეპარქია _ თავისუფალია; ცხუმაფხაზეთის ეპარქია თავისუფალია (საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1946წ. გვ. 95). 1949 წლის 20 დეკემბერს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით, სოხუმის საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტებმა: ლუკამ (ნადარეიშვილი) და იოაკიმემ (შენგელაია) დეკ. გაბრიელ ჩაჩანიძე ბერად აღკვეცეს და სახელად ისევ გაბრიელი უწოდეს. 1950 წლის იანვარში სიონის
საპატრიარქო ტაძარში მას ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და ალავერდისა და ბოდბის ეპარქიების მმართავითავისუფალია; ბათველად დაინიშნა. სულ თავისი მამამთავრობის 20 წლის მანძილზე კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) სამი მღვდელმთავარი აკურთხა (ზ. ჟვანია, „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან, ქ. ქუთაისი, 1994წ. გვ. 73). უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე 1952 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა. 1952 წლის 5
აპრილს, საქართველოს ეკლესიის IX საეკლესიო კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქად გამოარჩიეს, ურბნელი მიტროპ. მელქისედეკი (ფხალაძე) მელქისედეკ III-ის სახელწოდებით. იმავე წლის 7 აპრილს სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახ. საპატრიარქო ტაძარში მოხდა მისი ინტრონიზაცია (ს. ვარდოსანიძე „საქართველოს მართმლადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში“ ქ. თბ. 2001წ., გვ. 197; საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1959წ, გვ. 10). XX ს-ის 50-იან წლებში, ძნელბედობის ჟამს, როდესაც ნ. ხრუშოვის წინამძლოლობით უღვთო ხელისუფლება ყველანაირი მეთოდითა და ხერხით ცდილობდა ეკლესიისა და სარწმუნოების დისკრედიტაციას უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკმა შეძლო და რვა ახალი მღვდელმთავარი აკურთხა. ესენი იყვნენ: 1952 წლის 30 მარტს დეკ. სვიმონ გიგინეიშვილი - ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი ანტონი; 1952
წლის 15 ივნისს დეკ. დავით იაშვილი -- ნინოწმინდელი ეპ. დიმიტრი (შენიშვნა: 1952-1959 წლებში იყო
4-4 საპატრიარქოს უწყებანი N4 1-6თებერვალი 2018წ გვ.20
საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში,
რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში (დასასრული)
კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი) 1954 წლის 3 იანვარს არქიმ. გობრონი (წკრიალაშვილი) წილკნელი ეპისკოპისი გობრონი; 1956 წლის 28
აგვისტოს ქაშვეთის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვარი, დეკ. ხარიტონ დევდარიანი -- მარგვეთისა და ურბნისის ეპისკოპოსი დავითი; 1956 წლის დეკემბერში უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკმა მიმართა სინოდის წევრებს წერილობით ეცნობებინათ უჭერდნენ თუ არა მხარს არაქართული წარმოშობის არქიმ. ზინობის (მაჟუგა) ეპისკოპოსად კურთხევას. სინოდის წევრთა უმრავლესობა მიუღებლად მიიჩნევდა ასეთი პრეცედენტის დაშვებას, მაგრამ უწმინდესმა მელქისედეკმა 1956 წლის 30 დეკემბერს
იგი მაინც აკურთხა ეპისკოპოსად და 1957 წლის 6
მარტს კათოლიკოს-პატრიარქის მეორე ქორეპისკოპოსად დანიშნა და ეწოდა სტეფანეველი (სომხეთში არსებული მართლმადიდებელი ტაძრების მმართველი). 1957 წლის 15 თებერვალს ლავრენტი ტიმოთეს ძე ჟვანია -- ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი ლეონიდე. 1957 წლის 7 ივლისს ქუთაისის ეპარქიის მთავარხუცესი და ქუთაისის მწვანეყვავილას მთავარანგელოზთა სახ. ტაძრის წინამძღვარი, დეკ. ნაუმ შავიანიძე -- ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი ნაუმი. 1958 წლის 14 ოქტომბერს ალავერდის ეპარქიის
მთავარხუცესი და თელავის ღვთაების საკათედრო
ტაძრის წინამძღვარი, დეკ. დავით ბურდულაძე ალავერდელი ეპისკოპოსი დავითი (საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური
არქივი, ფ. 1879, აღწერა 1, საქმე #8, გვ. 81; საქმე M#27, გვ. 27; ფ. 1880, აღწერა 6, საქმე M196, გვ. 12; ზ. ჟვანია, „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან, ქ. ქუთაისი, 1994წ., გვ. 39; დეკანოზი ზ. ჟვანია „მართალთა ცხოვრება“ ქ. ქუთაისი, 2005წ., გვ. 76-77; მიტროპ.
ნაუმის (შავიანიძე) პირადი არქივი; ჟურნ. „მოყვასი“ (ალავერდის ეპარქიის ყოველთვიური გამოცემა, 2004წ. M1 (16), გვ, 22-23).
მისი მამამთავრობის დროს სამი მღვდელმთავარი გარდაიცვალა: 1954 წლის 21 თებერვალს წილკნელი ეპ. გობრონი (წკრიალაშვილი); 1956 წლის 3 ივლისს - ქუთათელ-გაენათელი მიტროპ. გაბრიელი (ჩაჩანიძე) და 1956 წლის 24 ნოემბერს -- ცხუმაფხაზეთის მიტროპ. ანტონი (გიგინეიშვილი). თავად უწმინდესი მელქისედეკი 1960 წლის 10 იანვარს
გარდაიცვალა (საქართველოს უახლესი ისტორიის
სახელმწიფო ცენტრალური არქივი, ფ. 1879, აღწერა 1, საქმე M27, გვ. 22; ზ. ჟვანია, „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი
1917 წლიდან, ქ. ქუთაისი, 1994წ., გვ. 74; გვ. 79).
5 საპატრიარქოს უწყებანი N5 8-14თებერვალი 2018წ გვ.17
საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში, რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში IV ნაწილი
1960 წლის 20 თებერვალს, საქართველოს ეკლესიის X საეკლესიო კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქად გამოარჩიეს ჭყონდიდელი და ბათუმ-შემოქმედელი მიტროპ. ეფრემი (სიდამონიძე), ეფრემ II-ის სახელწოდებით. იმავე წლის 21 თებერვალს მოხდა მისი ინტრონიზაცია (საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 1961წ. გვ. 2). უწმინდესი ეფრემის მამამთავრობის დროს ოთხი მღვდელმთავარი აღესრულა: 1961 წლის 22 ივლისს ბოდბელი მიტროპ. დიმიტრი (იაშვილი); 1963 წლის 5 მაისს -– ალავერდელი ეპ. დავითი (ბურდულაძე); 1964 წლის 14 დეკემბერს –– ცხუმ-აფხაზეთის
ეპ. ლეონიდე (ჟვანია); 1969 წლის 3 მარტს -– ქუთათელ-გაენათელი მიტროპ, ნაუმი (შავიანიძე) (გაზ. „თბილისი“ 1963წ. N 107, გვ. 4; დეკანოზი ზ. ჟვანია
„მართალთა ცხოვრება“ ქ. ქუთაისი, 2005წ,, გვ. 91; მიტროპ. ნაუმის (შავიანიძე) პირადი არქივი) კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ სამი ახალი
მღვდელმთავარი შემატა საქართველოს ეკლესიას. 1963 წლის 25 აგვისტოს არქიმ. ილია (შიოლაშვილი) –-– შემოქმედელი ეპისკოპოსი ილია; (შენიშვნა:
1963-1972 წლებში იგი იყო კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი); 1965 წლის 21 თებერვალს არქიმ. რომანოზი (პეტრიაშვილი) -– ცხუმ-აფხაზეთის
ეპისკოპოსი რომანოზი; 1972 წლის 26 მარტს -– არქიმ. გაიოზი (კერატიშვილი) -–- წილკნელი ეპისკოპოსი გაიოზი (შენიშვნა: 1972-1977 წლებში იყო კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი. .1978 წლის
25 მაისს იგი დააპატიმრეს. 1979 წლის 27 მარტს გაასამართლეს და სისხლის სამართლის კოდექსის N 238 მუხლის ნაწილით, N 17-89 მუხლის ნაწილით და N 96 მუხლით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
გაძლიერებული რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში. თავის მხრივ, 1980 წლის 12 იანვრის საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის დადგენილებით აეკრძალა ღვთისმსახურება, ჩამოერთვა მღვდელმთავრის ხარისხი და განაყენეს ზიარებიდან. მონანიების შემთხვევაში ზიარების უფლებისა და ბერის წოდების დაბრუნების უფლებით) (უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის პირადი საქმე, დაცულია საქართველოს
საპატრიარქოს კანცელარიაში; მიტროპ. რომანოზის (პეტრიაშვილი) პირადი არქივი, გვ. 6; საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური არქივი, ფ: 1880, აღწერა 1, საქმე N 357, გვ. 2;
ჟურნ. „ჯვარი ვაზისა“ 1980წ. N I, გვ. 50-51), უწმინდესი ეფრემი 1972 წლის 7 აპრილს გარდაიცვალა. 1972 წლის 1 ივლისს, საქართველოს ეკლესიის XI საეკლესიო კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქად გამოარჩიეს ურბნელი მიტროპ. დავითი (დევდარიანი), დავით V-ის სახელწოდებით. იმავე
წლის 2 ივლისს მოხდა მისი ინტრონიზაცია (ზ. ჟვანია, „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი
5-1 საპატრიარქოს უწყებანი N5 8-14თებერვალი 2018წ გვ.18
საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში, რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში IV ნაწილი (გაგრძელება)
და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან, ქ. ქუთაისი, 1994წ. გვ. 37; მიტროპ. ანანია (ჯაფარიძე) „საქართველოს საეკლესიო კრებები“ ქ. თბილისი 2003წ.
ტ.III, გვ. 181). მიუხედავად დიდი ზეწოლისა და ხელისუფლებასთან დაძაბული ერთიერთობისა, კათოლიკოს-პატრიარქმა დავით V-მ მოახერხა სამი ახალი მღვდელმთავრის კურთხევა. 1974 წლის 13 იანვარს
დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძრის წინამძღვარი დეკ. გიორგი ლონღაძე “– მანგლელი ეპისკოპოსი გიორგი; 1976 წლის 22 მაისს თელავის
„ღვათების“ სახ. საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკ. გიორგი ცერცვაძე ბერად აღკვეცა და სახელად გრიგოლი ეწოდა. მეორე დღეს, ეპისკოპოსად
დაასხეს ხელი და ალავერდის ეპარქია ჩააბარეს; 1976 წლის 6 ივნისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძრის წინამძღვარი არქიმ. ილარიონი (სამხარაძე) –- ბოდბელი ეპისკოპოსი ილარიონი (შენიშვნა: 1978 წლის 27 ივლისს საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება: „ფსიქიკური ავადმყოფობის გამო ეპ. ილარიონი
მღვდელმთავრის ხარისხის შენარჩუნებით გათავისუფლებულ იქნეს ბოდბის ეპარქიის მმართველობიდან და სამების ტაძრის წინამძღვრობიდან, გამოყვანილ იქნას წმ. სინოდის შემადგენლობიდან. წმ, სინოდი თვლის, რომ მისთვის აუცილებელია მკურნალობა") (საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური არქივი, ფ.
1880, აღწერა 6, საქმე N #368, გვ. 10; მიტროპ. გრიგოლის (ცერცვაძე) პირადი არქივი; ეპ. ილარიონის პირადი საქმე, გვ. 10, დაცულია საქართველოს
საპატრიარქოს კანცელარიაში). უწმინდესი დავით V-ის მამამთავრობის დროს საქართველოში მღვდელმთავარი არ გარდაცვლილა.
თავად კათოლიკოს-პატრიარქი დავითი 1977 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა. აქვე მოგვყავს საქართველოს ეკლესიის მოქმედი ტაძრები და იქ აღრიცხული სამღვდელოება 1977 წლის მონაცემებით. სულ იყო 42 ეკლესია, სადაც მსახურობდა 8 მღვდელმთავარი, 59 შტატიანი და 13 უშტატო მღვდელმსახური, 20 მედავითნე. მცხეთა-თბილისის ეპარქია
სიონის საპატრიარქო ტაძარი - კათოლიკოსპატრიარქი დავით V (დევდარიანი), პროტოპრესვიტერი პახუმ ობოლაძე.
სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი -–- ეპისკოპოსი გაიოზი (კერატიშვილი), მღვდელი არსენ ბერუაშვილი, მღვდელი იოანე მამულაშვილი. წმ. ალექსანდრე ნეველის ეკლესია -- მიტროპოლიტი ზინობი (მაჟუგა), დეკანოზი მიხეილ დიდენკო, დეკანოზი გიორგი პილგუევი, დეკანოზი პავლე კოსაჩი, მედავითნე მარია დიაჩენკო, მედავითნე თამარა სლუშენკო. წმ. იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია -–- დეკანოზი ალექსანდრე სობოლი, მედავითნე რაისა გონჩაროვა.
ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესია –- არქიმანდრიტი სოკრატე (ჭულუხაძე), დეკანოზი იოანე ჭკადუა. დიდუბის ეკლესია –- ეპისკოპოსი გიორგი (ღონღაძე), დეკანოზი რომანოზ ბიბილაშვილი. კუკიის წმ. ნინოს ეკლესია -- მღლვდელ-მონაზონი გაბრიელი (ჩოჩოშვილი). ნათლუღის ზედა წმ. ბარბარეს ეკლესია მღვდელი გიორგი კოლოსოვსკი, მღვდელი ზურაბ
ცხვარაძე, მედავითნე ანა კარმანოვა. ყოვლადწმინდა სამების ეკლესია -–- ეპისკოპოსი ილარიონი (სამხარაძე). ნათლუღის ქვედა წმ. ბარბარეს ეკლესია მღვდელ-მონაზონი მეთოდე (აივაზოვი). პეტრე-პავლეს ეკლესია –დეკანოზი გიორგი ტერზიევი. წმ. მიქაელ ტვერელის ეკლესია -– არქიმანდრიტი პავლე (მიშენკო), მედავითნე რაისა ბალანინა.
მამა დავითის ეკლესია -– დეკანოზი ამირან შენგელია.
5-2 საპატრიარქოს უწყებანი N5 8-14თებერვალი 2018წ გვ.19
საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში, რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში IV ნაწილი (გაგრძელება)
ბოდბის ეპარქია
ბოდბის მონასტერი მღვდელი ლავრენტი კრავცოვი, მედავითნე მარია ვორონცოვა. წითელწყაროს ეკლესია -- დეკანოზი ანატოლი კრასნიხი, მედავითნე ფილიპე ფურტანოვი. მანგლისის ეპარქია მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი -- მღვდელი ალექსანდრე გულიაშვილი, მედავითნე ანნა პანოვა. წალკის ღვთისმშობლის ეკლესია, კარაკუმის წმ. გიორგის ეკლესია, ბეშტაშენის წმ. გიორგის ეკლესია -- დეკანოზი ანასტასი ლეონოვი. თეთრიწყაროს წმ. ნიკოლოზის ეკლესია
მღვდელი ანატოლი კოლოდეზნი, მედავითნე ფედოსია ნიკიტინა.
ალავერდის ეპარქია ალავერდის საკათედრო ტაძარი მღვდელმონაზონი თადეოზი (იორამაშვილი). თელავის ღვათების ეკლესია -- ეპისკოპოსი გიორგი (ცერცვაძე), მლვდელი გიორგი ლომიაშვილი, მღვდელი ანთიმოზ ჩაგელიშვილი. ლაგოდეხის ეკლესია მღვდელი იგორ ხირიანოვი.
აწყურის წმ. გიორგის ეკლესია მღვდელი რევაზ მეზვრიშვილი, მედავითნე გიორგი კაჭკაჭიშვილი. ურბნისის ეპარქია ხაშურის წმ. იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარი - მღვდელი დიმიტრი მელიქიძე.
ქუთაის-გაენათის ეპარქია ქუთაისის პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარი
დეკანოზი ინდისი ნუცუბიძე, მლვდელი გრიგოლ ბერეკაშვილი, მღვდელი გურამ შალამბერიძე, პროტოდიაკვანი რევაზ მოსეშვილი, მედავითნე ნათელა მურუსიძე. ქუთაისის წმ. გიორგის ეკლესია ერმილე კუხიანიძე, მლვდელი ალექსანდრე ქათამაძე, მედავითნე ალექსანდრე გუბელაძე. ქუთაისის მთავარანგელოზთა ეკლესია კანოზი გიორგი ჟორჟოლიანი.
მოწამეთას წმ. დავით და კონსტანტინეს ეკლესია მღვდელი ტრიფონ სულაკაძე, მღვდელი კლიმენტი კაკალიაშვილი, მღვდელი გიორგი ბასილაძე. ბარდუბანის წმ. დავით და კონსტანტინეს ეკლესია -- მღვდელი ზურაბ აბჟანდაძე. ჭიათურის მღვიმევის ეკლესია მღვდელი გრიგოლ ობოლაძე, მედავითნე დარია კრიცენკო. დეკანოზი დეცხუმ-აფხაზეთის ეპარქია სოხუმის წმ. ნიკოლოზის საკათედრო ტაძარი მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი), დეკანოზი ელგუჯა ლოსაბერიძე, არქიმანდრიტი ნიკოლოზი (მახარაძე), დეკანოზი ფილიპე პლოხოტნიკოვი, დეკანოზი პეტრე ხარჩენკო, მღვდელი თამაზ კოჭლამაზაშვილი, პროტოდიაკვანი რომან ელიოზიშვილი, მედავითნე ფედოსია დატლოვა. სოხუმის ფერისცვალების ეკლესია დეკანოზი იოანე ანდრიუშენკო.
გაგრის სამლოცველო სახლი დეკანოზი ალექსანდრე შათირაშვილი, მედავითნე ქსენია მაგრადიევა. ილორის წმ. გიორგის ეკლესია - არქიმანდრიტი თორნიკე (მოსეშვილი), მღვდელი თეიმურაზ ზაქარიაშვილი, მედავითნე გიორგი ჟაკაია. გუდაუთის ეკლესია - დეკანოზი ლეონტი ჟვანია. ლიხნის ეკლესია მღვდელი პეტრე სამსონოვი, მედავითნე ანტონ კოსტილევი.
5-3 საპატრიარქოს უწყებანი N5 8-14თებერვალი 2018წ გვ.20
საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები 1917-1977 წლებში, რვა პატრიარქის მამამთავრობის ხანაში IV ნაწილი (დასასრული)
ბგბათუმ-შემოქმედისა და ჭყონდილის ეპარქია ბათუმის წმ. ნიკოლოზის საკათედრო ტაძარი მიტროპოლიტი რომანოზი (პეტრიაშვილი), არქიმანდრიტი ხარიტონი (ტუდოვში), მღვდელი გრიგოლ სვანაძე, მედავითნე ანნა პლატონოვა. ბათუმის სამების ეკლესია - დეკანოზი ლუკა
შევჩუკი, მლვდელი თომა სავიდი, მედავითნე ალექსი აბრამოვი. ცხაკაიას ეკლესია არქიმანდრიტი იოანე (ანანიაშვილი). ფოთის ეკლესია არქიმანდრიტი სვიმონი (ატანოვი), მედავითნე მატრონა კალამეცოვა. თეკლათის მონასტერი არქიმანდრიტი კონსტანტინე (ქვარაია).
უშტატო მღვდლები დეკანოზი გრიგოლ კოჩაძე (მაიაკოვსკი), დეკანოზი დავით ფიფია (ზუგდიდი), დეკანოზი წყალობა ჭულუხაძე (ცხინვალი),
არქიმანდრიტი პართენი (აფციაური, სვეტიცხოველი), იღუმენი პიმენი (როსახინი, ლაგოდეხი), იღუ- მენი რაფაელი (კარელინი, თბილისი), მღვდელი მიხეილ ზურაბიშვილი (გურჯაანი), მღვდელი იოანე
ჟოგინი (ოლგას მონასტერი), მლვდელი ანდრია
ჩახვაშვილი (ველისციხე), მლვდელი იოანე მიტიჩაშვილი (თელავი), მღვდელი როსტომ კუჭუხიძე (ქუთაისი), მღვდელი უშანგი ჩარკვიანი (ბათუმი), დიაკვანი ვაჟა ჯინორია (ფოთი) (საქართველოს
უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური
არქივი, ფ. 1880, აღწერა 1, საქმე N312, გვ. 1-7). კათოლიკოს-პატრიარქის
ქორეპისკოპოსები 1922-1977 წლებში:
28.05.1922 -- 8.03.1925
მანგლელი ეპ. ქრისტეფორე (ციცქიშვილი)
1925 -– 1927 -- ვაკანტურია
27.03.1927 -–-– 4.10.1928
მანგლელი ეპ. ეფრემი (სიდამონიძე)
16.12.1928 -–– 28.10.1942
ნინოწმინდელ-ბოდბელი ეპ. იეროთეოზი (აივაზაშვილი)
1942 --– 1943 ვაკანტურია
23.05.1943 –– 8.11.1947
ნინოწმინდელი ეპ. დიმიტრი (ლაზარიშვილი)
1947 -- 1952 ვაკანტურია
16.06.1952 –– 1959
ნინოწმინდელი მიტროპ. დიმიტრი (იაშვილი)
1959 –– 1963
მარგველ-ურბნელი მიტროპ. დავითი (დევდარიანი)
25.08.1963 -- 1967
ბათუმ-შემოქმედელი ეპ. ილია (შიოლაშვილი)
1967 –– 1972 -- ვაკანტურია
26.03.1972 –- 15.02.1978
წილკნელი მიტროპ. გაიოზი (კერატიშვილი)
7 საპატრიარქოს უწყებანი N7 22-28თებერვალი 2018წ გვ.16
უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის მამამთავრობა 1977-2017 წლები | ნაწილი
1977 წლის 23 დეკემბერს, საქართველოს ეკლესიის XII საეკლესიო კრებაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამოარჩიეს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი-ღუდუშაური), ილია II-ის სახელწოდებით. იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მოხდა მისი ინტრონიზაცია (ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“ 1978წ, N 1, გვ. 8). უწმინდესი და უნეტარესი ილიაII-ის მამამთავრობის დასაწყისში საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიაში 6 მოქმედი მღვდელმ- თავარი იყო. 1978 წლის იანვარში ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი რომანოზი (პეტრიაშვილი) პენსიაზე გავიდა. 1978 წლის 25 მაისს ხელისუფლების ორგანოებმა დააპატიმრეს ურბნელი მიტროპოლიტი გაიოზი (კერატიშვილი), ხოლო 1978 წლის 27 ივლისს ფსიქიკური ავადმყოფობის გამო ბოდბელი ეპისკოპოსი ილარიონი გათავისუფლდა წმ. სინოდის შემადგენლობიდან. საპატრიარქო ტახტზე ასვლისთანავე, მისმა უწმინდესობამ მიზნად დაისახა აემოქმედებინა იმჟამად ნომინალურად არსებული 15-ვე ეპარქია და დაედგინა მათთვის მღვდელმთავრები. მართლაც, 1978 წელს მან მოახერხა და 7 ახალი მღვდელმთავარი აკურთხა (ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“ 1978წ. N 2, გვ. 47). 1978 წლის 19 თებერვალს სიონის საპატრიარქო ტაძარში არქიმ. ნიკოლოზი (მახარაძე) იკურთხა ეპისკოპოსად და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია ჩაბარდა. 1981 წლის 24 სექტემბრიდან ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტია (შენიშვნა: 1983 წლის 3 ოქტომბერს გამართულ წმ. სინოდის სხდომაზე მიტროპ. ნიკოლოზს ლვთისმსახურება აეკრძალა და მლვდელმთავრის ხარისხი ჩამოერთვა. შეუნარჩუნდა მხოლოდ ბერის წოდება. 1985 წლის 16 მაისიდან მოყოლებული მან რამდენჯერმე ითხოვა ხარისხში აღდგენა, მაგრამ წმ. სინოდმა უარით უპასუხა. 1995 წლის 17 ივლისის კრებაზე კიდევ ერთხელ მოისმინეს მისი თხოვნა და საბოლოოდ უარი ეთქვა სამღვდელმთავრო ხარისხის აღდგენაზე) (ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“ 1978წ. #1, გვ. 51; საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური არქივი, ფ. 1880, აღწერა 1, საქმე N 490, გე. 9; საქმე N 521, გვ. 4; გაზეთი „მადლი“ 1995წ. N #9, გვ. 3). 1978 წლის 26 თებერვალს სიონის საპატრიარქო ტაძარში არქიმ. იოანე (ანანიაშვილი) იკურთხა ეპისკოპოსად და ჭყონდიდის კათედრა ჩაბარდა. 1978 წლის 3 აგვისტოდან შეთავსებით მართავდა აგარაკ-წალკის ეპარქიასაც. 1978 წლის 14 დეკემბრიდან მთავარეპისკოპოსია (შენიშვნა: 1983 წლის 3 ოქტომბერს გამართულ წმ. სინოდის სხდომაზე მთავარეპ. იოანეს ღვთისმსახურება აეკრძალა და მლვდელმთავრის ხარისხი ჩამოერთვა. შეუნარჩუნდა მხოლოდ საბერო წოდება. უახლოეს დღეებში იგი დააპატიმრეს. 1983 წლის 15 დეკემბერს საქართველოს სსრკ კონსტიტუციის N 48 მუხლისა და N 120 მუხლის თანახმად მიესაჯა ორი წლით პატიმრობა. 1985 წლის 25 ნოემბერს იგი უკვე გათავისუფლებულია ციხიდან. მანაც რამდენჯერმე ითხოვა ხარისხში აღდგენა, მაგრამ წმ. სინოდმა უარით უპასუხა. 1995 წლის 17 ივლისის კრებაზე კიდევ ერთხელ მოისმინეს მისი თხოვნა და საბოლოოდ უარი ეთქვა სამღვდელმთავრო ხარისხის აღდგენაზე) (ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“ 1978წ. N 1, გვ. 51; საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური არქივი, ფ. 1880, აღწერა 1, საქმე M490, გვ. 9; საქმე N #521, გვ. 11; გაზეთი „მადლი“ 1995წ. N 9, გვ. 3). 1978 წლის 28 ივლისს არქიმ. შიო (ავალიშვილი) იკურთხა ეპისკოპოსად და ნიკორწმინდის ეპარქია ჩაბარდა. მასვე მიენდო აწყურის ეპარქიის მართვაც. 1978 წლის 14 დეკემბრიდან ქუთათელ-გაენათელი მთავარეპისკოპოსია. 1979 წლის 30 სექტემბრიდან მიტროპოლიტი. 1981 წლის 9 სექტემბრიდან ბათუმ-შემოქმედელი მღვდელმთავარია. 1978 წლის 28 ივლისიდან 1979 წლის 19 აგვისტომდე იყო კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი (შენიშვნა: 1984 წელს საეკლესიო წესების დარღვევისათვის და დაუმორჩილებლობისათვის საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდმა სასულიერო ხარისხიდან
7-1 საპატრიარქოს უწყებანი N7 22-28თებერვალი 2018წ გვ.17
უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის მამამთავრობა 1977-2017 წლები | ნაწილი (გაგრძელება)
განკვეთა. 1986 წლის 24 ივნისს ბერმონაზონის ხარისხი დაუბრუნდა და პენსია დაენიშნა) (ზ. ჟვანია, „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან, ქ. ქუთაისი, 1994წ. გვ. 57). 1978 წლის 2 აგვისტოს არქიმ. თადეოზი (იორამაშვილი) იკურთხა ეპისკოპოსად და ბოდბის ეპარქია ჩაბარდა. 1978 წლის 14 დეკემბრიდან წილკნელი ეპისკოპოსია. 1979 წლის 10 ივნისიდან მთავარეპისკოპოსი. 2010 წლის 13 ივლისიდან მიტროპოლიტი. 2013 წლის 11 ოქტომბერს წმინდა სინოდის დადგენილებით ტიტულარული სახელწოდება „მარაბდელი“ მიტროპოლიტის პატივი მიენიჭა (ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“ 1978წ. M2, გვ. 49; მიტროპ. თადეოზის პირადი საქმე, დაცულია საქართველოს საპატრიარქოს კანცელარიაში). 1978 წლის 29 ოქტომბერს არქიმ. კონსტანტინე (მელიქიძე) იკურთხა ეპისკოპოსად და ურბნისის ეპარქია ჩაბარდა. 1980 წლის 14 ოქტომბრიდან მთავარეპისკოპოსია. 1983 წლის 26 ივნისიდან მიტროპოლიტი, 1980 წლის 14 ოქტომბრიდან 1996 წლის 21 ოქტომბრამდე კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსია. 1992 წლის 25 დეკემბრიდან იყო მარგველი მიტროპოლიტი (ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“ 1979წ. N 1, გვ. 21; N 2, გვ. 38; მიტროპ. კონსტანტინეს პირადი საქმე, დაცულია საქართველოს საპატრიარქოს კანცელარიაში). 1978 წლის 15 დეკემბერს არქიმ. დავითი (ჭკადუა) იკურთხა ეპისკოპოსად და ბათუმ-შემოქმედის ეპარქია ჩაბარდა. 1980 წლის 14 ოქტომბრიდან მთავარეპისკოპოსი. 1983 წლის 26 ივნისიდან მიტროპოლიტი. 1981 წლის 8 სექტემბრიდან ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველი (ზ. ჟვანია, „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარესი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან, ქ. ქუთაისი, 1994წ. გვ. 82). 1978 წლის 25 დეკემბერს არქიმ. ათანასე (ჩახვაშვილი) იკურთხა ეპისკოპოსად და ბოდბის ეპარქია ჩაბარდა. 1982 წლის I ივნისიდან მთავარეპისკოპოსი. 1989 წლის 7 ივლისიდან მიტროპოლიტი. ბოლოს იყო რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის მმართველი. 2009 წლის 31 ოქტომბრიდან ავადმყოფობისა და უძლურების გამო პენსიაზე გავიდა (შენიშვნა: სიკვდილის წინ დიდ სქემაში ალკვეცეს და სახელად ეფრემი ეწოდა) (ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“ 1978წ. N 2, გვ. 50-51; ნინო კობახიძე „მეუფე ათანასეს ცხოვრება, მოღვაწეობა და ქადაგებანი“ ქ. თბილისი 2009წ. გვ. 18). 1979 წელს იკურთხა ორი, 1981 წელს ერთი, 1982 წელს ერთი, 1983 წელს ორი, 1988 წელს ერთი მღვდელმთავარი: 1979 წლის 13 აგვისტოს არქიმ. ამბროსი (ქათამაძე) იკურთხა ეპისკოპოსად და ნიკორწმინდის ეპარქია ჩაბარდა. 1990 წლიდან მთავარეპისკოპოსი (შენიშვნა: 1992 წლის მაისში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმ. სინოდის ნებართვის გარეშე დატოვა ნიკორწმინდის ეპარქია, წავიდა რუსეთში და ეწეოდა ანტიეკლესიურ საქმიანობას. ამის გამო 1992 წლის 28 მაისს წმ. სინოდის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა ეპარქიის მმართველობიდან, წმ. სინოდის წევრო– ბიდან და აეკრძალა მლვდელმოქმედება. 2005 წლის გაზაფხულზე მთავარეპისკოპოსი ამბროსი საქართველოში დაბრუნდა. მან ორჯერ წერილობითი მიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდს და ითხოვა მლვდელმთავრის ხარისხში ალდგენა. 2005 წლის 27 ივნისს წმ. სინოდმა მოისმინა ყო-
7-2 საპატრიარქოს უწყებანი N7 22-28თებერვალი 2018წ გვ.18
უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის მამამთავრობა 1977-2017 წლები | ნაწილი (გაგრძელება)
ფილი ნიკორწმინდელი მთავარეპისკოპოსი ამბროსის თხოვნა შეწყალების შესახებ და განუჩინა სინანული საბერო მოწესის მდგომარეობაში და დაუნიშნა პენსია) (ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“ 1979წ., N 2, გვ. 39; გაზეთი „მადლი“ 1992წ. N #9, გვ. 2; ს. ვარდოსანიძე „XX ს-ის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელნი და მათი ოპონენტები“ ქ. თბილისი 201 1წ., გვ. 110). 1979 წლის 19 აგვისტოს არქიმ. ქრისტეფორე (წამალაიძე) იკურთხა ეპისკოპოსად და ახალციხისა და მესხეთ-ჯავახეთის ეპარქია ჩაბარდა. 1979 წლის 19 აგვისტოდან 1980 წლის 14 ოქტომბრამდე იყო კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი. 1980 წლის მარტში ნიკორწმინდის ეპარქიაში გადაიყვანეს და მასვე დაევალა მარგვეთის ეპარქიის მართვა. 1981 წლის 26 ივნისიდან მხოლოდ მარგვეთის ეპარქიის მლვდელმთავარია. 1995 წლის 31 ივლისიდან ბოლნისისა და დმანისის ეპარქია ჩაბარდა (შენიშვნა: 1995 წლის 17 სექტემბერს წმ. სინოდის გადაწყვეტილებით შეუჩერდა მლვდელმოქმედება, ჩამოერთვა ხარისხი და ეპარქია. წმ. სინოდის განჩინებაში მის შესახებ წერია: „წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების სისტემატური დარღვევის გამო წმიდა სინოდის მიერ გამოცხადებული უკანასკნელი გაფრთხილების უგულებელყოფისათვის, ეპარქიის უნებართვოდ მიტოვებისა და საქართველოდან უცხოეთში თვითნებურად გამგზავრებისათვის ბოლნისისა და დმანისის ეპისკოპოსი ქრისტეფორე გამოყვანილ იქნა წმიდა სინოდის შემადგენლობიდან, ჩამოერთვა ეპარქიის მმართველობა და აეკრძალა მღვდელმოქმედება") (ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“ 1981წ. N 1, გვ. 43; ეპ. ქრისტეფორეს პირადი საქმე, დაცულია საქართველოს საპატრიარქოს კანცელარიაში). 1981 წლის 15 მარტს არქიმ. ანანია (ჯაფარიძე) იკურთხა ეპისკოპოსად და ნიკორწმიდის ეპარქია ჩაბარდა. 1981 წლის 29 ივნისიდან ახალციხისა და მესხეთ-–ჯავახეთის ეპარქიის, 1992 წლის 21 დეკემბერს მანგლისის ეპარქიის მმართველია. 1992 წლის 25 დეკემბრიდან მთავარეპისკოპოსი; 2001 წლის 15 ნოემბერს მიტროპოლიტი. ამჟამად არის მანგლისისა და თეთრწყაროს ეპარქიის მმართველი (ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“ 1981 წ. N 1, გვ. 46; მიტროპ. ანანიას პირადი საქმე, დაცულია საქართველოს საპატრიარქოს კანცელარიაში). 1982 წელს გამოცემულ საქართველოს ეკლესიის კალენდარში საქართველოს ეკლესიის ეპარქიები და მღვდელმთავართა შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა; მცხეთა-თბილისის ეპარქია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი ილიაII (შიოლაშვილი). კათედრა მცხეთის სვეტიცხოველსა და თბილისის სიონში, რეზიდენცია თბილისში, გელათსა და მოქვში. 2. აგარაკ-წალკის ეპარქია დროებით ეპისკოპოსი ამბროსი (ქათამაძე). კათედრა წალკაში, რეზიდენცია ბოლნისში. ალავერდის ეპარქია მიტროპოლიტი გრიგოლი (ცერცვაძე). კათედრა ალავერდში, რეზიდენცია თელავში. რ. მარგვეთის ეპარქია ეპისკოპოსი ქრისტე ფორე (წამალაიძე). 5, ახალციხისა და სამცხეჯავახეთის ეპარქია ეპისკოპოსი ანანია (ჯაფარიძე). კათედრა აწყურში, რეზიდენფო ახალციხეში, 6, ბათუმ-შემოქმედის ეპარქია მიტროპოლიტი შიო (ავალიშვილი). კათედ1 რა ბათუმში, რეზიდენცია მახარაძეში (ეხლანდელი ოზურგეთი). 7. ბოდბის ეპარქია ეპისკოპოსი ათანასე (ჩახ-
7-3 საპატრიარქოს უწყებანი N7 22-28თებერვალი 2018წ გვ.19
უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის მამამთავრობა 1977-2017 წლები | ნაწილი (გაგრძელება)
ვაშვილი). კათედრა ბოდბეში, რეზიდენცია სიღნაღში. ზ. მანგლისის ეპარქია მთავარეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი). კათედრა მანგლისში, რეზიდენცია რუსთავში. მშ ნიკორწმინდის ეპარქია ეპისკოპოსი ამბროსი (ქათამაძე). კათედრა ნიკორწმინდაში, რეზიდენცია ონში. 10. ურბნისის ეპარქია მთავარეპისკოპოსი კონსტანტინე (მელიქიძე). კათედრა ურბნისში, რეზიდენცია გორსა და ბორჯომში. 11. ქუთაის-გაენათის ეპარქია მიტროპოლიტი ნიკოლოზი (მახარაძე). კათედრა ქუთაისში, რეზიდენცია ქუთაისსა და სამტრედიაში. 12. ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის ეპარქია დროებით მთავარეპისკოპოსი იოანე (ანანიაშვილი). კათედრა ცაგერში, რეზიდენცია მესტიასა და ლენტეხში. 13. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია მთავარეპისკოპოსი დავითი (ჭკადუა). კათედრა სოხუმში, რეზიდენცია ბიჭვინთასა და ტყვარჩელში. 14. წილკნის ეპარქია მიტროპოლიტი გიორგი (ღონღაძე). კათედრა წილკანში; რეზიდენცია დუშეთსა და ყაზბეგში. 15. ჭყონდიდის ეპარქია მთავარეპისკოპოსი იოანე (ანანიაშვილი). კათედრა მარტვილში, რეზიდენცია ფოთსა და ზუგდიდში. მიტროპოლიტი ზინობი (მაჟუგა), წინამძლვარი თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. ტაძრისა, თეთრიწყაროელად წოდებული (საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1982წ., გვ. 9-10). 1982 წლის 2 აგვისტოს არქიმ. ვახტანგი (ახვლედიანი) იკურთხა ეპისკოპოსად და აგარაკ-წალკის ეპარქია ჩაბარდა. 1992 წლის 25 დეკემბრიდან მთავარეპისკოპოსი; 2009 წლის 26 აპრილიდან მიტროპოლიტი (შენიშვნა: 2013 წლის 11 ოქტომბერს წმინდა სინოდის დადგენილებით ტიტულარული სახელწოდება „ცურტაველი“ მიტროპოლიტი მიენიჭა და შვედეთში ქართული სამრევლოების ჩამოყალიბება და მათი მეთვალყურეობა დაევალა) (ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“ 1982წ. N#2, გვ. 29; მიტროპ. ვახანგის პირადი საქმე, დაცულია საქართველოს საპატრიარქოს კანცელარიაში). 1983 წლის 14 ოქტომბერს არქიმ. ზოსიმე (შიოშვილი) იკურთხა ეპისკოპოსად და ჭყონდიდის ეპარქია ჩაბარდა. 1984 წლის 20 ივლისიდან წილკნელი ეპისკოპოსია. 1996 წლის 25 დეკემბრიდან მთავარეპისკოპოსი; 2009 წლის 26 სექტემბრიდან მიტროპოლიტი (ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“ 1983წ. N 2, გვ. 52; მიტროპ. ზოსიმეს პირადი საქმე, დაცულია საქართველოს საპატრიარქოს კანცელარიაში). 1983 წლის 25 დეკემბერს არქიმ. კალისტრატე (მარგალიტაშვილი) იკურთხა ეპისკოპოსად და ქუთაის-გაენათის ეპარქია ჩაბარდა. 1989 წლის 8 თებერვალს მთავარეპისკოპოსი; 1992 წლის 25 დეკემბერს მიტროპოლიტი (ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“ 1983წ. #2, გვ. 53; მიტროპ. კალისტრატეს პირადი საქმე, დაცულია საქართველოს საპატრიარქოს კანცელარიაში). 1988 წლის 14 ოქტომბერს არქიმ. გიორგი (შალამბერიძე) იკურთხა ეპისკოპოსად და ჭყონდიდის ეპარქია ჩაბარდა. 1992 წლის 21 დეკემბრიდან მთავარეპისკოპოსი. 2000 წლის 28 ნოემბერს მიტროპოლიტი. 2006 წლის 21 დეკემბერს ახლად გახსნილი ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მმართველი (მიტროპ. გიორგის პირადი საქმე, დაცულია საქართველოს საპატრიარქოს კანცელარიაში). მიუხედავად უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის უდიდესი ძალისხმევისა, შეევსო 15-ვე ეპარქია, კომუნისტების ეპოქაში ეს ვერ მოხერხდა. უღმერთო ხელი-
7-4 საპატრიარქოს უწყებანი N7 22-28თებერვალი 2018წ გვ.20
უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის მამამთავრობა 1977-2017 წლები | ნაწილი (დასასრული)
სუფლება კარგად გრძნობდა და ხედავდა თუ როგორ ნელნელა იკრებ- და ძალებს ეკლესია და ყველანაირი ხერხებით ხელს უშლიდა მის აღორძინებას. მხოლოდ 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გახდა შესაძლებელი მომხდარიყო სინოდის სრული შევსება. 1992 წლის 15 მაისს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა წმინდა სინოდის სხდომა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად სამი სამღვდელმთავრო კანდიდატი გამოირჩა: მარტყოფის ღვთაების სახ. მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმ. იობი (აქიაშვილი) 17 მაისს იკურთხა ეპისკოპოსად და მანგლისის კათედრა ჩაიბარა. 2. სხალთის წმ. გიორგის სახ. მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმ. დანიელი (დათუაშვილი) 22 მაისს იკურთხა ეპისკოპოსად და ბოდბის კათედრა ჩაიბარა. ვ. დავით გარეჯის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღ. დავითი (მახარაძე) 24 მაისს იკურთხა ეპისკოპოსად და ნიკორწმინდის კათედრა ჩაიბარა (გაზეთი „მადლი“ 1992წ. N 8, გვ. 2-3; N 9, გვ. 2). 1992 წლის 21 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა წმინდა სინოდის სხდომა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ორი სამღვდელმთავრო კანდიდატი გამოირჩა. სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, არქიმ. აბრაამი (გარმელია) 25 დეკემბერს იკურთხა ეპისკოპოსად და ნიკორწმინდის კათედრა ჩაიბარა. 2 საფარის ლვთისმშობლის მიძინების სახ. მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმ. სერგი (ჩეკურიშვილი) 27 დეკემბერს იკურთხა ეპისკოპოსად და ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის კათედრა ჩაიბარა (გაზეთი „მადლი“ 1992წ. N 24, გვ. 4-5; 1993წ. N 1, გვ. 4). ასე რომ, 1992 წლის 27 დეკემბრისთვის, აღსაყდრების 15 წლისთავისათვის აღსრულდა კათოლიკოსპატრიარქის დიდი ხნის ჩანაფიქრი და სურვილი და საქართველოს ეკლესიის ეპარქიებისა და წმ. სინოდის შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: სინოდის თავჯდომარე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილიაII (შიოლაშვილი) 2 მარგველი მიტროპოლიტი კონსტანტინე (მელიქიძე) ვ. ალავერდელი მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი) რ. ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე (მარგალიტაშვილი) ნ. ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის მთავარეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი) ნ. მანგლელი მთავარეპისკოპოსი ანანია (ჯაფარიძე) “ურბნელი მთავარეპისკოპოსი ვახტანგი (ახვლედიანი) ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი გიორგი (შალამბერიძე) აგარაკ-წალკელი ეპისკოპოსი ქრისტეფორე (წამალაიძე) 10. წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი) 11. ბათუმ-შემოქმედელი ეპისკოპოსი იობი (აქიაშვილი) 12. ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი დანიელი (დათუაშვილი) 13. ბოდბელი ეპისკოპოსი დავითი (მახარაძე) 14. ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი აბრაამი (გარმელია) 15. ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპისკოპოსი სერგი (ჩეკურიშვილი) (საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1993წ. გვ. 19).
7 საპატრიარქოს უწყებანი N7 22-28თებერვალი 2018წ გვ.16
უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის მამამთავრობა 1977-2017 წლები II ნაწილი
1995 წლის 5 აპრილს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა წმიდა სინოდის სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. მისმა უწმინდესობამ აღნიშნა, რომ საქართველოში შექმნილია უმძიმესი მდგომარეობა, ვინაიდან ხდება უცხო იდეოლოგიებისა და სხვა-დასხვა სექტის შემოჭრა, რაც დიდ საშიშროებას ქმნის ეროვნული ერთობისა და სახელმწიფოებრივი მთლიანობისათვის, ამიტომ ეკლესიის ცხოვრებაში უნდა გაიზარდოს ეპარქიების ღვაწლი და პასუხისმგებლობა. აშკარად გამოიკვეთა ძველი საეპისკოპოსო კათედრებისა და ახალი ეპარქიების აღდგენის საჭიროება და საქართველოს საპატრიარქოში ამოქმედდა შემდეგი ეპარქიები:
1. მცხეთა-თბილისის ეპარქია
2. ალავერდის ეპარქია
ვ. ახალციხის ეპარქია
4. ბათუმისა და სხალთის ეპარქია
5 ბოდბის ეპარქია
6. ბოლნისისა და დმანისის ეპარქია
7 ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქია ზ. ვანისა და ბაღდადის ეპარქია
8 ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია
10. მანგლისისა და წალკის ეპარქია
11. მარგვეთის ეპარქია
12. ნეკრესის ეპარქია
13. ნიკორწმიდის ეპარქია
14. ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია
15. რუსთავის ეპარქია
16. სამთავისისა და გორის ეპარქია
17. საგარეჯოსა და გურჯაანის ეპარქია
18. ურბნისისა და რუისის ეპარქია
19. ფოთის ეპარქია
20. ქუთაის-გაენათის ეპარქია
21. შემოქმედის ეპარქია
7-1 საპატრიარქოს უწყებანი N7 22-28თებერვალი 2018წ გვ.17
უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის მამამთავრობა 1977-2017 წლები II ნაწილი (გაგრძელება)
22. ცაგერისა და სვანეთის ეპარქია
23. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია
24. წილკნის ეპარქია
25. ჭიათურის ეპარქია
26. ჭყონდიდის ეპარქია
27. ხონის ეპარქია
ამგვარად, 15 ეპარქიას დაემატა კიდევ 12 ახალი ეპარქია. საჭირო იყო ახალი ეპისკოპოსების ხელდასხმა. 1995 წლის 5 აპრილის წმ. სინოდის კრებაზევე გამოარჩიეს სამი სამღვდელმთავრო კანდიდატი: 1995 წლის 7 აპრილს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, არქიმ. იოსები (კიკვაძე) იკურთხა ეპისკოპოსად და შემოქმედის კათედრა ჩაბარდა. 2000 წლის 9 ნოემბრიდან იგი მთავარეპისკოპოსია. 2007 წლის 3 ივნისიდან კი მიტროპოლიტი. 1995 წლის 9 აპრილს მარტყოფის „ღვთაების“ მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ისაია (ჭანტურია) იკურთხა ეპისკოპოსად და ნიქოზისა და ცხინვალის კათედრა ჩაბარდა. 2000 წლის 28 ნოემბრიდან იგი მთავარეპისკოპოსია. 2006 წლის 30 აპრილიდან კი მიტროპოლიტი. 2017 წლის 21 მაისს მას მიენიჭა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება. 1995 წლის 20 აპრილს ფოკის წმ. ნინოს სახ. მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი სერაფიმე (ჯოჯუა) იკურთხა ეპისკოპოსად და ბორჯომისა და ახალქალაქის კათედრა ჩაბარდა. 2000 წლის 28 ნოემბრიდან იგი მთავარეპისკოპოსია. 2009 წლის 18
ნოემბრიდან –– მიტროპოლიტი. 2016 წლის 24 აპრილს გათავისუფლდა ეპარქიის მმართველობიდან და დროებით შეუჩერდა მღვდელმოქმედება. 2017 წლის 11 ოქტომბრის წმ. სინოდის სხდომაზე მიტროპ. სერაფიმეს მღვდელმოქმედება აღუდგა და მონასტერში ცხოვრების უფლება მიეცა.
1996 წლის 14 მარტს გამართულ საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის სხდომაზე კიდევ სამი კანდიდატი გამოარჩიეს:1996 წლის 17 მარტს მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძრის წინამძღვარი, დეკ. ელისე ჯოხაძე
იკურთხა ეპისკოპოსად და ნიკორწმინდის კათედრა ჩაბარდა. 2000 წლის 28 ნოემბრიდან მთავარეპისკოპოსია. 2008 წლის 16 თებერვლიდან მიტროპოლიტი. 1996 წლის 24 მარტს ლიხაურის ღვთისმშობლის
შობისა და აჭის წმ. გიორგის სახ. ტაძრების წინამძღვარი, დეკ. გურამ ბერბიჭაშვილი (ბერად აღკვეცის შემდეგ –– გრიგოლი) იკურთხა ეპისკოპოსად და ფოთის კათედრა ჩაბარდა. 2003 წლის 7 სექტემბრიდან
მთავარეპისკოპოსია. 2007 წლის 3 ივნისიდან მიტროპოლიტი.
1996 წლის 31 მარტს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. დედათა მონასტრის წინამძღვარი, დეკ. პავლე ფაჩუაშვილი (ბერად აღკვეცის შემდეგ –– ნიკოლოზი) იკურთხა ეპისკოპოსად და ცაგერისა და სვანეთის ეპარქია ჩაბარდა. 2000 წლის 28 ნოემბრიდან მთავარეპისკოპოსია, 2006 წლის 30
აპრილიდან მიტროპოლიტი. 1996 წლის 21 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის სხდომაზე კიდევ ოთხი კანდიდატი გამოარჩიეს:
1996 წლის 27 ოქტომბერს საფარის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმ. თეოდორე (ჭუაძე) იკურთხა ეპისკოპოსად“და ბოდბის კათედრა ჩაბარდა. 2003 წლის 14 სექტემბრიდან იგი მთავარეპისკოპოსია. 2006 წლის 30 აპრილიდან -– მიტროპოლიტი. 2005 წლის 25 იანვრიდან კი კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი. 1996 წლის 3 ნოემბერს ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების სახ. მამათა მონასტრის წინამძღ–
ვარი, არქიმ. საბა (გიგიბერია) იკურთხა ეპისკოპოსად და ხონის კათედრა ჩაბარდა. 2003 წლის 14 სექტემბრიდან იგი მთავარეპისკოპოსია. 2008 წლის 24 აპრილიდან კი მიტროპოლიტი. 1996 წლის 8 ნოემბერს ბათუმის წმ. ნინოს სახ. ტაძრის წინამძღვარი, დეკ. დავით შიოლაშვილი (ბერად აღკვეცის შემდეგ –– დიმიტრი) იკურთხა ეპის
7-2 საპატრიარქოს უწყებანი N7 22-28თებერვალი 2018წ გვ.18
უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის მამამთავრობა 1977-2017 წლები II ნაწილი (გაგრძელება)
და. 2003 წლის 14 სექტემბრიდან იგი მთავარეპისკოპოსია. 2007 წლის 3 ივნისიდან -– მიტროპოლიტი. 1996 წლის 10 ნოემბერს ძველი სენაკის მაცხოვრის სახ. ტაძრის წინამძღვარი, დეკ. მარკოზ ბულუხია (ბერად აღკვეცის შემდეგ –– ანტონი) იკურთხა ეპისკოპოსად და ვანისა და ბაღდადის კათედრა ჩაბარდა. 2004 წლის 4 იანვრიდან მთავარეპისკოპოსია. 2010 წლის 2 ივნისიდან მირროპოლიტი. 1998 წლის 8 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის სხდომაზე კიდევ სამი
კანდიდატი გამოარჩიეს, რის შემდეგაც მოხდა 27-
ვე ეპარქიის შევსება: 1998 წლის 11 ოქტომბერს პატარძეულის ღვთისმშობლის შობის სახ. მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი გერასიმე (შარაშენიძე) იკურთხა ეპისკოპოსად და ზუგდიდისა და ცაიშის კათედრა ჩაბარდა. 2006 წლის 11 ივნისიდან იგი მთავარეპისკოპოსია. 2007 წლის 3 ივნისიდან კი მიტროპოლიტი. 2003 წლის 7 მარტიდან –– საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე.
1998 წლის 14 ოქტომბერს სამწევრისის მთავარანგელოზთა სახ. დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი დავითი (ტიკარაძე) იკურთხა ეპისკოპოსად და ცაგერისა და სვანეთის კათედრა ჩაბარდა. 2006 წლის 1 ივნისიდან იგი მთავარეპისკოპოსია. 2013 წლის 23 აპრილს პენსიაზე გავიდა. 2013 წლის 11 ოქტომბერს წმინდა სინოდის დადგენილებით მას
ტიტულარული სახელწოდება „ადიშელი“ მთავარეპისკოპოსი მიენიჭა.
1998 წლის 18 ოქტომბერს დავით გარეჯის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ანდრია (გვაზავა) იკურთხა ეპისკოპოსად და საგარეჯოსა
და გურჯაანის კათედრა ჩაბარდა. 2006 წლის 16 ნოემბრიდან იგი მთავარეპისკოპოსია. 2010 წლის 25 მაისიდან კი მიტროპოლიტი.
1998 წლის 25 დეკემბერს მისი უწმინდესობის აღსაყდრებიდან 21-ე წლისთავზე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:
1. უწმინდესი და უნეტარესი ილია II (შიოლაშვილი) –- სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
2. კონსტანტინე (მელიქიძე), მიტროპოლიტი
მარგველი
ვ. ათანასე (ჩახვაშვილი) მიტროპოლიტი რუსთველი
4. კალისტრატე (მარგალიტაშვილი), მიტროპოლიტი ქუთათელ-გაენათელი
5. თადეოზი (იორამაშვილი), მთავარეპისკო- პოსი ბოლნისისა და დმანისის
6. ანანია (ჯაფარიძე), მთავარეპისკოპოსი მანგლისისა და წალკის
7-3 საპატრიარქოს უწყებანი N7 22-28თებერვალი 2018წ გვ.19
უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის მამამთავრობა 1977-2017 წლები II ნაწილი (გაგრძელება)
7. ვახტანგი (ახვლედიანი) მთავარეპისკოპოსი სამთავისისა და გორის
8. ზოსიმე (შიოშვილი), მთავარეპისკოპოსი წილკნელი
9. გიორგი (შალამბერიძე), მთავარეპისკოპოსი ჭყონდიდელი
10.იობი (აქიაშვილი), მთავარეპისკოპოსი ურბნისისა და რუისის
11.დანიელი (დათუაშვილი), მთავარეპისკოპოსი ცხუმ-აფხაზეთისა
12. დავითი (მახარაძე), მთავარეპისკოპოსი აბბა ალავერდელი
13. აბრაამი (გარმელია), მთავარეპისკოპოსი ჭიათურის
14. სერგი (ჩეკურიშვილი), მთავარეპისკოპოსი ნეკრესელი
15. იოსები (კიკვაძე), ეპისკოპოსი შემოქმედელი
16. ისაია (ჭანტურია), ეპისკოპოსი ნიქოზისა და ცხინვალის
17. სერაფიმე (ჯოჯუა), ეპისკოპოსი ბორჯომისა და ახალქალაქის
18. ელისე (ჯოხაძე), ეპისკოპოსი ნიკორწმინდელი
19. გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ეპისკოპოსი ფოთის
20. ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), ეპისკოპოსი ბოდბელი
21. თეოდორე (ჭუაძე), ეპისკოპოსი ახალციხელი
22. საბა (გიგიბერია), ეპისკოპოსი ხონელი
23. დიმიტრი (შიოლაშვილი), ეპისკოპოსი ბათუმისა და სხალთის
24. ანტონი (ბულუხია), ეპისკოპოსი ვანისა და ბაღდადის
25. გერასიმე (შარაშენიძე), ეპისკოპოსი ზუგდიდისა და ცაიშის
26. დავითი (ტიკარაძე), ეპისკოპოსი ცაგერისა და სვანეთის
27. ანდრია (გვაზავა), ეპისკოპოსი საგარეჯოსა და გურჯაანის
1998 წელს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებულ 27 ეპარქიაში მოქმედი ეკლესია-მონასტრებისა და თეთრი და შავი სამღვდელოების რიცხობრივი მდგომარეობა ასეთი გახლდათ (შენიშვნა: სასულიერო პირებში შედიან ბერები და მონაზვნებიც). სულ იყო -– 226 ეკლესია, 49 მონასტერი, 480 სასულიერო პირი:
1. მცხეთა-თბილისის ეპარქია -– 53 ეკლესია, 17 მონასტერი, 160 სასულიერო პირი
2. ალავერდის ეპარქია -- 8 ეკლესია, 1 მონასტერი, 16 სასულიერო პირი
ვ. ახალციხის ეპარქია -- 4 ეკლესია, 3 მონასტერი, 10 სასულიერო პირი
4 ბათუმისა და სხალთის ეპარქია -– 9 ეკლესია, 2 მონასტერი, 19 სასულიერო პირი
5. ბოდბის ეპარქია -– 6 ეკლესია, 2 მონასტერი, 11 სასულიერო პირი
6. ბოლნისისა და დმანისის ეპარქია -– 4 ეკლესია, 4 სასულიერო პირი
7 ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქია 2ეკლესია, 2 მონასტერი, 9 სასულიერო პირი
8. ვანისა და ბაღდადის ეპარქია -- 10 ეკლესია, 12 სასულიერო პირი
9 ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია -- 4 ეკლესია, 1 მონასტერი, 13 სასულიერო პირი
7-4 საპატრიარქოს უწყებანი N7 22-28თებერვალი 2018წ გვ.20
უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის მამამთავრობა 1977-2017 წლები II ნაწილი (დასასრული)
10. მანგლისისა და წალკის ეპარქია -–- 7 ეკლესია, 8 სასულიერო პირი
11. მარგვეთის ეპარქია -–- 13 ეკლესია, 1 მონასტერი, 17 სასულიერო პირი
12. ნეკრესის ეპარქია -- 8 ეკლესია, 11 სასულიერო პირი
13. ნიკორწმიდის ეპარქია -– 4 ეკლესია, 5 სასულიერო პირი
14. ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია 1 ეკლესია, 3 სასულიერო პირი
15. რუსთავის ეპარქია -– 3 ეკლესია, 1 მონასტერი, 12 სასულიერო პირი
16. სამთავისისა და გორის ეპარქია -- 7 ეკლესია, 3 მონასტერი, 12 სასულიერო პირი
17. საგარეჯოსა და გურჯაანის ეპარქია -– 8 ეკლესია, 1 მონასტერი, 1 1 სასულიერო პირი
18. ურბნისისა და რუისის ეპარქია -– 13 ეკლესია, 7 მონასტერი, 28 სასულიერო პირი
19. ფოთის ეპარქია -– 5 ეკლესია, 2 მონასტერი, 10 სასულიერო პირი
20. ქუთაის-გაენათის ეპარქია -– 21 ეკლესია, 46 სასულიერო პირი
21. შემოქმედის ეპარქია -–- 7 ეკლესია, 1 მონასტერი, 11 სასულიერო პირი
22. ცაგერისა და სვანეთის ეპარქია -- 3 ეკლესია, 2 მონასტერი, 5 სასულიერო პირი
23. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია --
24. წილკნის ეპარქია -- 7 ეკლესია, 1 მონასტერი, 9 სასულიერო პირი
25. ჭიათურის ეპარქია --7 ეკლესია, 1 მონასტერი,9 სასულიერო პირი
26. ჭყონდიდის ეპარქია -– 5 ეკლესია, 5 სასულიერო პირი
27. ხონის ეპარქია –– 7 ეკლესია, 1 მონასტერი,
11 სასულიერო პირი
9 საპატრიარქოს უწყებანი N9 7-13მარტი 2018წ გვ.16
უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის მამამთავრობა 1977-2017 წლები II ნაწილი
2002 წლის 17 ოქტომბერს შედგა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, სადაც განიხილეს წინადადება დასავლეთ ეეროპაში ახალი ეპარქიის დაარსების შესახებ. წმიდა სინოდმა განაჩინა: მიტროპ. აბრაამი (გარმელია) გათავისუფლდეს ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიიდან (გამოეცხადოს
მადლობა სასულიერო სასწავლებლებისა და საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილებაში გაწეული შრომისათვის) და დაინიშნოს საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველად. წილკნის ეპარქიას ცალკე გამოეყო ყაზბეგის რაიონი და ეწოდა მას სტეფანწმიდისა და ხევის ეპარქია. ორად გაიყო ცაგერისა და სვანეთის ეპარქია. დაარსდა ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია და მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია. ასევე ორად გაიყო ბორჯომისა და ახალქალქის ეპარქია. დაარსდა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია და ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მოხდა მღვდელმთავართა გადანაცვლებაც: მთავარეპ. ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) გათავისუფლდა ცაგერისა და სვანეთის ეპარქიიდან და დაინიშნა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მმართველად. მიტროპ. დანიელი (დათუაშვილი) გათავისუფლდა მარგვეთის ეპარქიიდან და დაინიშნა ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მმართველად. ე მთავარეპ. ვახტანგი (ახვლედიანი) გათავისუფლდა საგარეჯოსა და გურჯაანის ეპარქიიდან და დაინიშნა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მმართველად. საგარეჯოსა და გურჯაანის ეპარქია დროებით შეუერთდა ალავერდის ეპარქიას და დაექვემდებარა აბბა ალავერდელ მიტროპ. დავითს (მახარაძეს).
ახალციხის ეპისკოპოსის ტიტულს ნომინალურად დაემატება ტაო-კლარჯეთი და ლაზეთი და ეწოდება მას ეპისკოპოსი ახალციხისა, ტაო-კლარჯეთასა და ლაზეთისა. წმიდა სინოდმა განიხილა საკითხი ახალი საეპისკოპოსო კანდიდატების შერჩევის შესახებ. სტეფანწმიდისა დახევის ეპისკოპოსად არჩეულ იქნა ყაზბეგის რაიონის სოფლების: სნოს, ახალციხისა და კარკუჩის ეკლესიების წინამძღვარ იღ. პეტრე (ცაავა);
ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსად არჩეულ იქნა ახალციხის ეპარქიის ჭულევის წმ. გიორგის სახ. მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმ. სტეფანე (კალაიჯიშვილი); მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის ეპისკოპოსად არჩეულ იქნა ურბნისისა და რუისის ეპარქიის წრომის საკათედრო ტაძრის, ახალსოფლის ივერიის ღვთისმშობლის ხატის, ხცისის წმ. გიორგისა და ხცისის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღ. ილარიონი (ქიტიაშვილი). 2002 წლის 20 ოქტომბერს იღ. პეტრე (ცაავა)
ეპისკოპოსად იკურთხა და სტეფანწმიდისა და ხევის კათედრა ჩაბარდა. 2006 წლის 21 დეკემბრიდან ჭყონდიდელი მღვდელმთავარია. 2007 წლის 28 იანვრიდან მთავარეპისკოპოსი. 2010 წლის 2 აგვისტოდან მიტროპოლიტი.
2002 წლის 27 ოქტომბერს არქიმ. სტეფანე (კალაიჯიშვილი) ეპისკოპოსად იკურთხა და ცაგერისა და ლენტეხის კათედრა ჩაბარდა. 2010 წლის 9 სექტემბრიდან მთავარეპისკოპოსი. 2015 წლის 1 ნოემბრიდან მიტროპოლიტი. 2002 წლის 3 ნოემბერს იღ. ილარიონი (ქიტიაშვილი) ეპისკოპოსად იკურთხა და მესტიისა და ზემო სვანეთის კათედრა ჩაბარდა. 201 1 წლის 14 ოქტომბრიდან მთავარეპისკოპოსი. 2013 წლის 2 სექტემბრიდან მიტროპოლიტი. 2003 წლის 18 აგვისტოს შედგა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, სადაც ახალი
ეპარქიები დაარსდა და კიდევ ხუთი სამღვდელმთავრო კანდიდატი გამოირჩა. საგარეჯოსა და გურჯაანისა ეპარქია შუაზე გაიყო. შეიქმნა საგარეჯოსა და ნინოწმინდის და გურჯაანის და ველისციხის ეპარქიები; ბოლნისისა და დმანისის ეპარქია შუაზე გაიყო და შეიქნა ბოლნისის ეპარქია და დმანისის ეპარქია; წილკნის ეპარქიას
გამოეყო თიანეთის რაიონი და დუშეთის რაიონის ნაწილი და შეიქმნა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია; ფოთის ეპარქიას გამოეყო და შეიქმნა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია. 2003 წლის 24 აგვისტოს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. საპატრიარქო ლავრის წინამძღვრის მოადგილე, არქიმ. ექვთიმე (ლეჟავა) ეპისკოპოსად
იკურთხა და გურჯაანისა და ველისციხის კათედრა ჩაბარდა. 2011 წლის 14 ოქტომბრიდან მთავარეპისკოპოსი; 2003 წლის 28 აგვისტოს დავით გარეჯის ლავრის წინამძღვარი, არქიმ. ლუკა (ლომიძე) ეპისკოპოსად
9-1 საპატრიარქოს უწყებანი N9 7-13მარტი 2018წ გვ.17
უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის მამამთავრობა 1977-2017 წლები II ნაწილი (გაგრძელება)
იკურთხა და ნინოწმინდისა და საგარეჯოს კათედრა ჩაბარდა. 2011 წლის 14 ოქტომბრიდან მთავარეპისკოპოსი; 2003 წლის 31 აგვისტოს სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახ. საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, არქიმ. ზენონი (იარაჯული) ეპისკოპოსად იკურთხა და დმანისის კათედრა ჩაბარდა. 2001 წლის 7 თებერვლიდან მთავარეპისკოპოსი;
2003 წლის 2 სექტემბერს აჩხოტის წმ. ნიკოლოზის სახ. მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმ. იეგუდიელი (ტაბატაძე) ეპისკოპოსად იკურთხა და
თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის კათედრა ჩაბარდა. 2005 წლის 27 ივნისიდან ბოლნელი ეპისკოპოსი; 2006 წლის 21 დეკემბერს სტეფანწმიდისა და ხევის ეპისკოპოსი; 2009 წლის 24 ნოემბრიდან მთავარეპისკოპოსი, 2003 წლის 7 სექტემბერს მოსკოვის წმ. გიორგის სახ. ქართული სამრევლოს წინამძღვარი, იღ. შიო (მუჯირი) ეპისკოპოსად იკურთხა და სენაკისა და ჩხოროწყუს კათედრა ჩაბარდა. 2009 წლის 20 სექტემბრიდან მთავარეპისკოპოსი; 2010 წლის 2 აგვისტოდან მიტროპოლიტი; 2010 წლის 15 აგვისტოდან კათოლიკოს-პატრიარქის მეორე ქორეპისკოპოსი; 2017 წლის 23 ნოემბრიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე. 2006 წლის 21 დეკემბერს შედგა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, სადაც ახალი
ეპარქიები დაარსდა და კიდევ ორი სამღვდელმთავრო კანდიდატი გამოირჩა. ქუთაის-გაენათის ეპარქიას გამოეყო ტყიბულის, ხოლო მარგვეთის ეპარქიას თერჯოლის რაიონი და შეიქმნა ტყიბულისა და
თერჯოლის ეპარქია. მიტროპ, გიორგი (შალამბერიძე) გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიიდან და დაინიშნა ახლადშექმნილ კათედრაზე; ბათუმისა და სხალთის ეპარქია გაიყოს ორად და შეიქმნა: ბათუმისა და ქობულეთის ეპარქია (ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაურის რაიონები); "სხალთის ეპარქია (ქედის, შუახევის და ხულოს რაიონები). წმინდა სინოდმა სხალთის ეპარქიის მმართველად დეკ. გრიგოლ აბულაძე გამოირჩა. ეპ. პეტრე (ცაავა) გათავისუფლდა სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიიდან და
ჭყონდიდის კათედრაზე გადაიყვანეს; ეპ. იეგუდიელი (ტაბატაძე) გათავისუფლდა ბოლნისის ეპარქიიდან და სტეფანწმინდისა და ხევის კათედრაზე დადგინდა; ბოლნისის ეპარქიის მმართველად ურბნისისა და რუისის ეპარქიის ქოზიფის მონასტრის წინამძღვარი, არქიმ. ეფრემი (გამრეკელიძე) გამოირჩა. 2006 წლის 24 დეკემბერს დეკ. გრიგოლ აბულაძე
(ბერად აღკვეცის შემდეგ -–– სპირიდონი) ეპისკოპოსად იკურთხა და სხალთის კათედრა ჩაბარდა. 2013 წლის 17 ივნისიდან მთავარეპისკოპოსი.
2006 წლის 31 დეკემბერს არქიმ. ეფრემი (გამრეკელიძე) ეპისკოპოსად იკურთხა და ბოლნისის
9-2 საპატრიარქოს უწყებანი N9 7-13მარტი 2018წ გვ.18
უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის მამამთავრობა 1977-2017 წლები II ნაწილი (გაგრძელება)
კათედრა ჩაბარდა. 2012 წლის 6 სექტემბრიდან მთავარეპისკოპოსი.
2008 წლის 27 ივნისს შედგა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, სადაც სიონის
საპატრიარქო ტაძრის პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი გამორჩეულ იქნა ცურტავის ტიტულოვან ეპისკოპოსად და დადგენილ იქნა კათოლიკოსპატრიარქის მეორე ქორეპისკოპოსად, 2008 წლის 14 სექტემბერს პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი (ბერად აღკვეცის შემდეგ -– იოანე) ეპისკოპოსად იკურთხა. 2009 წლის 23 დეკემბერს რუსთავის, მარნეულისა და ცურტავის ეპარქიის მმართველად დაინიშნა. 2010 წლის 7 მაისიდან მხოლოდ რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის მმართველია. 2010 წლის 27 ივნისიდან მთავარეპისკოპოსი; 2011 წლის 28 აგვისტოს მიტროპოლიტი. 2013 წლის 11 ოქტომბრიდან მხოლოდ რუსთველი მიტროპოლიტია. 2009 წლის 30 აპრილს შედგა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, სადაც წმიდა სინოდმა განაჩინა: ა) დასავლეთ ევროპის ეპარქიას გამოეყოს დიდი ბრიტანეთი და ირლანდია; აქ არსებული ქართული სამრევლოების მმართველობა შეითავსა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპ. ზენონმა (იარაჯული) და ეწოდა ეპისკოპოსი დმანისისა და აგარაკ-ტაშირისა,მმართველი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ქართული სამრევლოების; ბ) ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ქართული სამრევლოების მმართველად დაინიშნოს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპ. დიმიტრი (შიოლაშვილი) და ეწოდოს მიტროპოლიტი ბათუმისა და ლაზეთის და მმართველი ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ქართული სამრევლოების; გ) სამხრეთ ამერიკის ქართული სამრევლოების მმართველად დაინიშნოს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპ.
ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) და ეწოდოს მიტროპოლიტი ახალქალაქისა და კუმურდოსი და მმართველი სამხრეთ ამერიკის ქართული სამრევლოების; დ) აღმოსავლეთ ევროპის ქართული სამრევლოების მმართველად დაინიშნოს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპ.გერასიმე (შარაშენიძე) და ეწოდოს მიტროპოლიტი ზუგდიდისა და ცაიშის და მმართველი აღმოსავლეთ ევროპის ქართული სამრევლოების; ე) ავსტრალიის
ქართული სამრევლოების მმართველად დაინიშნოს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპ. შიო (მუჯირი) და ეწოდოს ეპისკოპოსი სენაკისა და ჩხოროწყუს და მმართველი ავსტრალიის ქართული სამრევლოების.
წმიდა სინოდმა ნეკრესისა და ჰერეთის მიტროპ. სერგის (ჩეკურიშვილი) თანხმობით განაჩინა: ჰერეთის მხარეს მიენიჭოს სტავროპიგიალური სტატუსი და დაენიშნოს კეთილმოწესე. წმიდა სინოდმა გამოარჩია სამღვდელმთავრო კანდიდატად არქიმ. მელქისედეკი (ხაჩიძე). 2009 წლის 3 მაისს არქიმ. მელქისედეკი (ხაჩიძე)
9-3 საპატრიარქოს უწყებანი N9 7-13მარტი 2018წ გვ.19
უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის მამამთავრობა 1977-2017 წლები II ნაწილი (გაგრძელება)
იკურთხა ეპისკოპოსად და ჰერეთის კათედრა ჩაბარდა. 2015 წლის 13 იანვრიდან მარგვეთისა და უბისის კათედრას განაგებს. 2010 წლის 7 მაისს შედგა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, სადაც სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის მთავარხუცესი, არქიმ. იაკობი (იაკობიშვილი) გამოირჩია და დაადგინა ცურტაველ ეპისკოპოსად და კათოლიკოს-პატრიარქის
ქორეპისკოპოსად. 2010 წლის 9 მაისს არქიმ. იაკობი (იაკობიშვილი) იკურთხა ეპისკოპოსად. 2010 წლის 21 დეკემბერს ახლადშექმნილი გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქიის მმართველად გადაიყვანეს. 2013
წლის 23 აპრილს ბოდბის კათედრაზე დაინიშნა. 2013 წლის 11 ოქტომბერს შედგა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი
ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, სადაც დაადგინეს: ა) მცხეთა-თბილისის ეპარქიას გამოეყოს გარდაბნის რაიონი და შეიქმნას მარტყოფისა და გარდაბნის ეპარქია; ბ) მანგლისისა და წალკის ეპარქიის ნაცვლად შეიქმნას ორი ეპარქია: 1. მანგლისისა და თეთრიწყაროს;
2. აგარაკ-წალკის; გ) ურბნისისა და რუისის ეპარქიის ნაცვლად ჩამოყალიბდეს: 1. რუისისა და ურბნისის ეპარქია; 2. სურამისა და ხაშურის ეპარქია; დ) სამთავისისა და გორის ეპარქია ჩამოყალიბდეს:
1. გორისა და ატენის; 2. სამთავისისა და კასპის ეპარქიად.
ე) რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნას: 1. რუსთავის ეპარქია 2. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია;
წმ. სინოდმა განიხილა სამღვდელმთავრო კანდიდატების საკითხი და დაადგინა: ა) შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი, არქიმ. მიქაელი (გაბრიჭიძე) გამორჩეულ იქნას თიანეთი-
9-4 საპატრიარქოს უწყებანი N9 7-13მარტი 2018წ გვ.20
უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის მამამთავრობა 1977-2017 წლები II ნაწილი (დასასრული)
სა და ფშავ-ხევსურეთის კათედრაზე. 2013 წლის 20 ოქტომბერს იკურთხა ეპისკოპოსად; ბ) ჭულევის წმ. გიორგის სახ. მონასტრის წინამძღვარი, არქიმ. დიმიტრი (კაპანაძე) გამორჩეულ იქნას მარგვეთისა და უბისის კათედრაზე; 2013 წლის 27 ოქტომბერს იკურთხა ეპისკოპოსად; 2015 წლის 13 იანვრიდან ხორანბუჯის კათედრაზეა. 2015 წლის 25 მაისიდან წმ. სინოდის განჩინების საფუძველზე შეთავსებით მართავს ჰერეთის ეპარქიასაც. გ) ქვათახევის ღვთისმშობლის მიძინების სახ. მონასტრის წინამძღვარი, იღ. დამიანე (ხუფენია) გამორჩეულ იქნას სამთავისისა და კასპის კათედრაზე. 2013 წლის 3 ნოემბერს იკურთხა ეპისკოპოსად; დ) ყორანქედის წმ. გიორგის სახ. მონასტრის წინამძღვარი, იღ. სვიმონი (ცაკაშვილი) გამორჩეულ
იქნას სურამისა და ხაშურის კათედაზე. 2013 წლის 10 ნოემბერს იკურთხა ეპისკოპოსად; ე) სახუნდარას ღვთისმშობლის ხარების სახ. მონასტრის წინამძღვარი, იღ. გიორგი (ჯამდელიანი) გამორჩეულ იქნას მარნეულისა და ჰუჯაბის კათედრაზე. 2013 წლის 17 ნოემბერს იკურთხა ეპისკოპოსად; ვ) ფოკის წმ. ნინოს სახ. მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონ. იოანე (შომახია) გამორჩეულ იქნას აგარაკ-წალკის კათედრაზე. 2013 წლის 24
ნოემბერს იკურთხა ეპისკოპოსად; 2015 წლის 13 იანვარს გარდაბნისა და მარტყოფის კათედრაზეა. თბილისის მამა დავითის ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელ-მონ. გრიგოლი (კაცია) გამორჩეულ იქნას მარტყოფისა და გარდაბნის კათედრაზე. 2017 წლის 1 დეკემბერს იკურთხა ეპისკოპოსად. 2015 წლის 13 იანვრიდან წალკის კათედრაზეა. სამი მღვდელმთავარი გახდა ტიტულარული (შევნიშნავთ, რომ ისინი არ გასულან პენსიაზე, ორი მათგანი, მიტროპ. თადეოზი (იორამაშვილი) და მთავარეპ. დავითი (ტიკარიძე) ეპარქიის გარეშე განაგრძობენ მოღვაწეობას, მიტროპ. ვახტანგი (ახვლედიანი) შვედეთის ქართულ სამრევლოზე იზრენებს).
10 საპატრიარქოს უწყებანი N10 14-20მარტი 2018წ გვ.15
უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის მამამთავრობა 1977-2017 წლები IV ნაწილი
2014 წლის 3 ივნისს შედგა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, სადაც მოისმინეს:
ა) დასავლეთ ევროპის; ბ) ბათუმისა და ლაზეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის; გ) ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიათა მმართველი მღვდელმთავრების -–
მიტროპ, აბრაამის (გარმელია), მიტროპ. დიმიტრისა (შიოლაშვილი) და ეპ. მელქისედეკის (ხაჩიძე) მოხსენებები მათ ეპარქიებში არსებული მდგომარეობის შესახებ. წმინდა სინოდმა განაჩინა: დასავლეთ ევროპის ეპარქიას გამოეყოს ავსტრიის, გერმანიისა და ბენილუქსის ქვეყნების სამრევლოები და შეიქმნას: 1. დასავლეთ ევროპის ეპარქია, რომლის შემადგენლობაში დარჩა: საფრანგეთი, შვეიცარია, მალტა, ესპანეთი, პორტუგალია, იტალია. 2. ავსტრიისა და გერმანიის ეპარქია. 3. ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია. ბათუმისა და ლაზეთის და ჩრდილოეთ ამერიკის
ეპარქიას გამოეყოს ჩრდილოეთ ამერიკის სამრევლოები და შეიქმნას:
1. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია. 2. ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია.
ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას გამოეყოს ჰერეთის სამრევლოები და შეიქმნას: 1. ხორნაბუჯის ეპარქია. 2. კახისა და ქურმუხის ეპარქია. ახალი ეპარქიების მღვდელმთავრებად გამორჩეულ იქნენ: 1. ბერლინის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, არქიმ. ლაზარე (სამადბეგიშვილი) ავსტრიისა და
გერმანიის კათედრაზე; 2014 წლის 11 ივნისს იკურთხა ეპისკოპოსად;
2. ბრიუსელის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, არქიმ. დოსითე (ბოგვერაძე) ბელგიისა და ჰოლანდიის კათედრაზე; 2014 წლის 15 ივნისს იკურთხა ეპისკოპოსად; 3. ჰანოვერისა და პენსილვანიის ქართული სამრევლოების წინამძღვარი, არქიმ. საბა (ინწკირველი) ჩრდილოეთ ამერიკის კათედრაზე. 2014 წლის 22 ივნისს იკურთხა ეპისკოპოსად;
4. კახის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვარი, არქიმ. დემეტრე (თეთრუაშვილი) კახისა და ქურმუხის კათედრაზე (შენიშვნა: ხელდასხმა გადაიდო და ამ საკითხთან დაკავშირებით მომდევნო საეკლესიო კრებამ იმსჯელა).
2015 წლის 23 მაისს შედგა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკ- ლესიის წმიდა სინოდის სხდომა, სადაც არქიმ. ვახტანგი (ლიპარტელიანი) არჩეულ იქნა ნიკორწმინდელ ეპისკოპოსად.
2015 წლის 1 ივნისს მოსკოვის წმ. გიორგის სახ. ქართული სამრევლოს წინამძღვარი, არქიმ. ვახტანგი (ლიპარტელიანი) იკურთხა ეპისკოპოსად.
კრებაზე ასევე განიხილეს არქიმ. დემეტრეს (თეთრუაშვილი) წერილი და დაადგინეს: I. არქიმ. დემეტრეს (თეთრუაშვილი) საკითხის შესწავლა დაევალოს სინოდალურ კომისიას. 2. ჰერეთის ეპარქიის დროებითი მმართველობა დაევალა ხორნაბუჯელ ეპ. დიმიტრის (კაპანაძე).
დასასრულ, უნდა ითქვას, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის მამამთავრობის ორმოცი
წლისთავზე საქართველოს ეკლესიას აქვს 50 ეპარქია, სადაც მოღვაწეობს 47 მლვდელმთავარი. აი ისინიც: წმ, სინოდის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II (შიოლაშვილი-ღუდუშაური), მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა. შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი
კალისტრატე (მარგალიტაშვილი), ქუთათელ- გაენათელი მიტროპოლიტი
დანიელი (დათუაშვილი), საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი
აბრაამი (გარმელია), დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი '
ისაია (ჭანტურია), ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი
ანანია (ჯაფარიძე), მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი
ვახტანგი (ახვლედიანი), ცურტაველი მიტროპოლიტი (ტიტულარული) ზოსიმე (შიოშვილი), წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი გიორგი (შალამბერიძე), ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი
10-1 საპატრიარქოს უწყებანი N10 14-20მარტი 2018წ გვ.16
უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის მამამთავრობა 1977-2017 წლები IV ნაწილი (გაგრძელება)
ავითი (მახარაძე), აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი), ნეკრესის მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე), შემოქმედელი მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა), მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი), ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია), ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), ზუგდიდისა და ცაიშის
მიტროპოლიტი (დროებითი მმართველი გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიისა) ანდრია (გვაზავა), გორის და ატენის მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა), ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი), მესტიისა და ზემო
სვანეთის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), რუსთველი მიტროპოლიტი
დავითი (ტიკარაძე), ადიშელი მთავარეპისკოპოსი (ტიტულარული) ექვთიმე (ლეჟავა), გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსი ლუკა (ლომიძე), საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული), დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი იუგუდიელი (ტაბატაძე), სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე), სხალთელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე), ბოლნელი მთავარეპისკოპოსი · მელქისედეკი (ხაჩიძე), მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), ბოდბელი ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე), თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე), ხორნაბუჯელი ეპისკოპოსი
დამიანე (ხუფენია), სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი), სურამის და ხაშურის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი), მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი იოანე (შომახია), გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია), წალკელი ეპისკოპოსი
ლაზარე (სამადბეგიშვილი), ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი დოსითეოსი (ბოგვერაძე), ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი
საბა (ინწკირველი), ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი 2018 წლის იანვრის ბოლოსთვის საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში არსებულ 50 ეპარქიაში მოქმედი ეკლესია-მონასტრებისა და თეთრი და შავი სამღვდელოების რიცხობრივი მდგომარეობა ასეთი გახლავთ (შენიშვნა: სასულიერო პირებში, გარდა ხელდასხმულებისა ასევე შედიან ბერები, მონაზვნები, სამონაზვნეები და კაბოსანი მორჩილები):
1. მცხეთა-თბილისის ეპარქია (ქ. თბილისი, ქ. მცხეთა, მცხეთის მუნიციპალიტეტის ნაწილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნაწილი). კათედრა თბილისსა და სვეტიცხოველში, რეზიდენცია თბილისში
–- 190 ეკლესია, 60 მამათა, 25 დედათა მონასტერი,
11 სტავროპიგიალური მამათა, 7 დედათა მონასტერი და 1068 სასულიერო პირი. 2 ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია (ქ. სოხუმი, სოხუმის, გაგრის, გალის, გუდაუთის, გულრიფშისა და ოჩამჩირის მუნიციპალიტეტები). კათედრა სოხუმსა და ბიჭვინთაში, რეზიდენცია სოხუმში. ვ. ავსტრალიის ეპარქია (ავსტრალია, დიდი
ზელანდია) –– არ გვაქვს სამრევლოები. 4. ალავერდის ეპარქია (ქ. თელავი, ქ. ახმეტა, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტები). კათედრა ალავერდში, რეზიდენცია ალავერდსა და თელავში -– 55 ეკლესია, 3 მამათა, 2 დედათა მონასტერი და 44 სასულიერო პირი. 5. ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია (ქ.
ახალქალაქი, ქ. ნინოწმინდა, ახალქალაქისა და ნინოწინდის მუნიციპალიტეტები). კათედრა ახალქალაქში, რეზიდენცია ახალქალაქსა და ნინოწმინდაში 4 ეკლესია, 6 დედათა მონასტერი და 18 სასულიერო პირი. 6. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია (ქ. ახალციხე, ქ. ვალე, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტები, ნომინალურად ტაოკლარჯეთი). კათედრა ახალციხესა და საფარაში, რეზიდენცია ახალციხეში -– 44 ეკლესია, 12 მამათა, 12 დედათა მონასტერი და 128 სასულიერო პირი. 7. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია (ქ. ბათუმი, ქ. ქობულეთი, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები, ნომინალურად ლაზეთი). კათედრა და რეზიდენცია ბათუმში -– 66 ეკლესია, 6 მამათა, 5 დედათა მონასტერი და 68 სასულიერო პირი. 8 ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია (ბელგია,
10-2 საპატრიარქოს უწყებანი N10 14-20მარტი 2018წ გვ.17
უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის მამამთავრობა 1977-2017 წლები IV ნაწილი (გაგრძელება)
ჰოლანდია). კათედრა და რეზიდენცია ქ. ბრიუსელში (ბელგია) –– 8 სამრევლო და 4 სასულიერო პირი.
9 ბოდბის ეპარქია (ქ. სიღნაღი, ქ. წნორი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი). კათედრა ბოდბეში, რეზიდენცია ბოდბესა და სიღნაღში -– 21 ეკლესია, 3 მამათა, 2 დედათა მონასტერი და 58 სასულიერო პირი.
10. ბოლნისის ეპარქია (ქ. ბოლნისი, ბოლნისის მუნიციპალიტეტი). კათედრა სოფ. ქვემო ბოლნისში (ისტორიული ბოლნისის სიონი), რეზიდენცია ბოლნისში ––- 12 ეკლესია, 9 მამათა, 4 დედათა მონასტერი და 52 სასულიერო პირი.
11. ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია (ქ. ბორჯომი, ბორჯომის მუნიციპალიტეტი). კათედრა ბორჯომსა და ბაკურიანში. რეზიდენცია ბორჯომში 33 ეკლესია, 6 მამათა, 5 დედათა მონასტერი და 66 სასულიერო პირი.
12. გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქია (ქ. გარდაბანი, გარდაბნის მუნიციპალიტეტი). კათედრა გარდაბანსა და მარტყოფში, რეზიდენცია გარდაბანში -– 25 ეკლესია, 8 მამათა, 2 დედათა მონასტერი და 65 სასულიერო პირი.
13. გერმანიისა და ავსტრიის ეპარქია (გერმანია, ავსტრია) -– 20 სამრევლო და 5 სასულიეროპირი.
14. გორისა და ატენის ეპარქია (ქ. გორი, გორის
მუნიციპალიტეტი). კათედრა გორსა და ატენში, რეზიდენცია გორში -– 39 ეკლესია, 2 მამათა,2 დედათა მონასტერი და 65 სასულიერო პირი.
15. გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია (ქ. გურჯაანი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი). კათედრა და რეზიდენცია გურჯაანში -– 19 ეკლესია, 3 მამათა, 1! დედათა მონასტერი და 36 სასულიერო პირი.
16. დასავლეთ ევროპის ეპარქია (ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, მალტა, საფრანგეთი, შვეიცარია) -– 56 სამრევლო და 12 სასულიერო პირი
17. დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია
(დიდი ბრიტანეთი, ირლანდია). კათედრა ქ. ლონდონში (ინგლისი) –– 6 სამრევლო და 6 სასულიერო პირი.
18. დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქია (ქ. დმანისი, დმანისის მუნიციპალიტეტი), კათედრა ქ. დმანისში, სოფ. პატარა დმანისის მახლობლად, ნაქალაქარ დმანისში, რეზიდენცია დმანისში -– 11 ეკლესია, 1 მამათა, 1 დედათა მონასტერი და 17 სასულიერო პირი.
19. ვანისა და ბაღდადის ეპარქია (ქ. ვანი, ქ. ბაღდადი, ვანისა და ბაღდადის მუნიციპალიტეტები). კათედრა და რეზიდენცია ვანსა და ბაღდადში -–
46 ეკლესია, 2 მამათა, 4 დედათა მონასტერი და 67 სასულიერო პირი.
20. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია (ქ. ზუგდიდი, ქ. წალენჯიხა, ქ. ჯვარი, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტები). კათედრა ზუგდიდში,
წალენჯიხასა და ცაიშში. რეზიდენცია ზუგდიდსა
და წალენჯიხაში -–- 33 ეკლესია, 3 მამათა, 3 დედათა
მონასტერი და 72 სასულიერო პირი.
21. თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია
(თიანეთის მუნიციპალიტეტი, დუშეთის მუნიციპალიტეტის ნაწილი). კათედრა და რეზიდენცია თიანეთში –– 12 ეკლესია, 2 მამათა, 1 დედათა მონასტერი და 26 სასულიერო პირი.
22. მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქია (ქ.
თეთრიწყარო, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი).
კათედრა და რეზიდენცია მანგლისსა და თეთრიწყაროში -- 19 ეკლესია, 5 მამათა მონასტერი და 22 სასულიერო პირი.
23. მარგვეთისა და უბისის ეპარქია (ქ. ზესტაფონი, ზესტაფონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები). კათედრა ზესტაფონსა და უბისაში, რეზიდენცია ზესტაფონში -– 75 ეკლესია, 6 მამათა, 4 დედათა და 40 სასულიერო პირი.
24. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია (ქ. მარნეული, მარნეულის მუნიციპალიტეტი). კათედრა და
რეზიდენცია მარნეულში -– 9 ეკლესია, 3 მამათა, 3
დედათა მონასტერი და 18 სასულიერო პირი.
25. მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია (მესტიის მუნიციპალიტეტი). კათედრა მესტიასა და
წვირმში, რეზიდენცია მესტიაში -– 42 ეკლესია, 1 მამათა, 3 დედათა მონასტერი და 30 სასულიერო პირი.
26. ნეკრესის ეპარქია (ქ. ყვარელი, ქ. ლაგოდე–
ხი, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები).
კათედრა ნეკრესში, ლაგოდეხსა და ყვარელში, რეზიდენცია ლაგოდეხსა და ყვარელში -– 32 ეკლესია, 3 მამათა, 4 დედათა მონასტერი და 68 სასულიერო პირი.
10-3 საპატრიარქოს უწყებანი N10 14-20მარტი 2018წ გვ.18
უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის მამამთავრობა 1977-2017 წლები IV ნაწილი (გაგრძელება)
27. ნიკორწმინდის ეპარქია (ქ. ამბროლაური, ქ. ონი, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტები). კათედრა ნიკორწმინდაში, რეზიდენცია აგარაში 30 ეკლესია, 1 მამათა მონასტერი და 20 სასულიერო პირი,
28. ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია (ქ. ცხინვალი, ცხინვალის, ახალგორის, ჯავისა და ზნაურის მუნიციპალიტეტები). კათედრა და რეზიდენცია ნიქოზში -– 6 ეკლესია, 2 მამათა, 2 დედათა მონასტერი და 14 სასულიერო პირი,
29. რუისისა და ურბნისის ეპარქია (ქ. ქარელი,
ქარელის მუნიციპალიტეტი). კათედრა რუისში, ურ- ბნისსა და ქარელში, რეზიდენცია ურბნისში -–- 71 ეკლესია, 54 მამათა, 31 დედათა მონასტერი და 335 სასულიერო პირი.
30. რუსთავის ეპარქია (ქ. რუსთავი). კათედრა და რეზიდენცია რუსთავში -– 22 ეკლესია და 34 სასულიერო პირი.
31. საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია (ქ. საგარეჯო, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი). კათედრა საგარეჯოსა და ნინოწმინდაში, რეზიდენცია ნინოწმინდაში -–– 18 ეკლესია, 2 მამათა, 2 დედათა მონასტერი და 33 სასულიერო პირი.
32. სამთავისისა და კასპის ეპარქია (ქ. კასპი, კასპის მუნიციპალიტეტი). კათედრა სამთავისსა და კასპში, რეზიდენცია სამთავისში -– 32 ეკლესია, 2 მამათა, 1 დედათა მონასტერი და 19 სასულიერო პირი.
33. სამხრეთ ამერიკის ეპარქია -- არ გვაქვს სამრევლოები.
34. სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია (ქ. სენაკი, ქ. ჩხოროწყუ, სენაკისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტები). კათედრა სენაკში, რეზიდენცია თეკლათში -–– 20 ეკლესია, 2 მამათა, 2 დედათა მონასტერი და 28 სასულიერო პირი.
35. სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია (სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტი). კათედრა და რეზიდენცია სტეფანწმინდაში 11 ეკლესია, 7 მამათა, 4 დედათა მონასტერი და 47 სასულიერო პირი.
36. სურამისა და ხაშურის ეპარქია (ქ. ხაშური, ხაშურის მუნიციპალიტეტი). კათედრა ხაშურსა და სურამში, რეზიდენცია სურამში (დროებით) – 60
ეკლესია, 15 მამათა, 12 დედათა მონასტერი და 85 სასულიერო პირი.
37. სხალთის ეპარქია (ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები). კათედრა სხალთასა და ხულოში, რეზიდენცია ხიჭაურსა და ხულოში 15
ეკლესია და 17 სასულიერო პირი,
38, ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქია (ქ. ტყიბული, ქ. თერჯოლა, ტყიბულისა და თერჯოლის მუ- ნიციპალიტეტები). კათედრა თერჯოლაში, რეზიდენცია ტყიბულსა და თერჯოლაში -– 37 ეკლესია, 4 მამათა, 2 დედათა მონასტერი და 27 სასულიერო პირი.
39. ფოთისა და ხობის ეპარქია (ქ. ფოთი, ქ. ხობი, ხობის მუნიციპალიტეტი). კათედრა ფოთში, რეზიდენცია ფოთსა და ხობში -– 18 ეკლესია, 3 დედათა მონასტერი და 36 სასულიერო პირი.
40. ქუთაის-გაენათის ეპარქია (ქ. ქუთაისი, ქ. წყალტუბო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი). კათედრა ქუთაისსა და გელათში, რეზიდენცია ქუთაისში 106 ეკლესია, 9 მამათა, 4 დედათა მონასტერი და 153 სასულიერო პირი.
41. შემოქმედის ეპარქია (ქ. ოზურგეთი, ქ. ლანჩხუთი, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები). კათედრა შემოქმედში, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში. რეზიდენცია ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში 70 ეკლესია, 11 მამათა, 8 დედათა მონასტერი და 148 სასულიერო პირი.
42. ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია (აშშ, კანადა). კათედრა და რეზიდენცია პენსილვანიის შტატში (აშშ) 18 სამრევლო და 30 სასულიერო პირი.
43. ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია (ქ. ცაგერი, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტები). კათედრა და რეზიდენცია ცაგერსა და ლენტეხში
34 ეკლესია, 3 მამათა, 4 დედათა მონასტერი და 18 სასულიერო პირი.
44. წალკის ეპარქია (ქ. წალკა, წალკის მუნიციპალიტეტი). კათედრა წალკასა და ბედიანში, რეზიდენცია წალკაში 9 ეკლესია, 2 მამათა, 11 დედათა
მონასტერი და 14 სასულიერო პირი.
45. წილკნისა და დუშეთის ეპარქია (ქ. დუშეთი, მცხეთის მუნიციპალიტეტის ნაწილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის ნაწილი). კათედრა წილკანში,
დუშეთსა და მუხრანში. რეზიდენცია წილკანში, საეპისკოპოსო სახლი დუშეთში 52 ეკლესია, 4 მამათა, 4 დედათა მონასტერი და 37 სასულიერო პირი.
46. ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია (ქ. ჭიათურა, ქ. საჩხერე, ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტები). კათედრა და რეზიდენცია საჩხერეში 47 ეკლესია, 2 მამათა, 1 დედათა მონასტერი და 49 სასულიერო პირი.
47. ჭყონდიდის ეპარქია (ქ. მარტვილი, ქ. აბაშა, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები). კათედრა და რეზიდენცია მარტვილსა და აბაშაში -–
45 ეკლესია, 11 მამათა, 5 დედათა მონასტერი და 68 სასულიერო პირი.
48. ხონისა და სამტრედიის ეპარქია (ქ. ხონი, ქ. სამტრედია, ხონისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტები). კათედრა და რეზიდენცია ხონსა და სამტრედიაში -– 38 ეკლესია, 2 მამათა, 3 დედათა მონასტერი და 59 სასულიერო პირი.
49 ხორნაბუჯის ეპარქია (ქ. დედოფლისწყარო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი). კათედრა დედოფლისწყაროში, რეზიდენცია ხორნაბუჯში 23 ეკლესია, 2 მამათა, 1 დედათა მონასტერი და 27 სასულიერო პირი.
50. ჰერეთის ეპარქია (დროებით მიწერილია ხორნაბუჯის ეპარქიას).
10-4 საპატრიარქოს უწყებანი N10 14-20მარტი 2018წ გვ.20
უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის მამამთავრობა 1977-2017 წლები IV ნაწილი (დასასრული)
............ სულ მოქმედებს 1659 ეკლესია, 266 მამათა და 179 დედათა მონასტერი. მსახურებას აღასრულებს და მონასტრებში მოღვაწეობს 3350 სასულიერო პირი. უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის მამამთავრობის დროს 15 მღვდელმთავარი გარდაიცვალა: ჭყონდიდელი და ბათუმ-შემოქმედელი მიტროპ.რომანოზი (პეტრიაშვილი) გარდ. 1979 წლის 20
მარტს; წილკნელი მიტროპ. გიორგი (ღონღაძე) გარდ. 1982 წლის 22 ივნისს;
თეთრიწყაროელი სქემმიტროპ. სერაფიმე (მაჟუგა) გარდ. 1985 წლის 8 მარტს (შენიშვნა: 2009 წლის 25 მარტს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმიდათა დასში შერაცხა); ყოფილი ბათუმ-შემოქმედელი მიტროპ. შიო (ავალიშვილი) გარდ. 1991 წლის 25 მარტს; ალავერდელი მიტროპ. გრიგოლი (ცერცვაძე) გარდ. 1992 წლის 1 თებერვალს; ცხუმ-აფხაზეთის მიტროპ. დავითი (ჭკადუა) გარდ. 1992 წლის 7 ოქტომბერს;
ყოფილი ჭყონდიდელი მთავარეპ. იოანე (ანანიაშვილი) გარდ. 1998 წლის 31 ივლისს; მარგველი მიტროპ. კონსტანტინე (მელიქიძე) გარდ. 2000 წლის 19 ივლისს; ყოფილი ქუთათელ-გაენათელი მიტროპ. ნიკოლოზი (მახარაძე) გარდ. 2008 წლის 28 ივნისს; ყოფილი ნიკორწმინდელი მთავარეპ. ამბროსი
(ქათამაძე) გარდ. 2008 წლის 27 ნოემბერს; რუსთავისა და მარნეულის სქემმიტროპ. ეფრემი (ჩახვაშვილი) გარდ. 2012 წლის 9 აგვისტოს; მარაბდელი მიტროპ. თადეოზი (იორამაშვილი) გარდ. 2015 წლის 19 იანვარს; ნიკორწმინდელი მიტროპ. ელისე (ჯოხაძე) გარდ. 2015 წლის 15 მარტს; ყოფილი ურბნელი მიტროპ. გაიოზი (კერატიშვილი) --– გარდ. 2016 წლის 19 მარტს; ყოფილი ბოდბელი ეპ. ილარიონი (სამხარაძე)
გარდ. 2016 წლის 5 დეკემბერს.
11 საპატრიარქოს უწყებანი N11 21-27მარტი 2018წ გვ.17
დეკანოზი სამსონ ნიკოლოზის ძე ანჯაფარიძე 1824-1914
სამეგრელოს თავადაზნაურთა შორის გამორჩეული ადგილი უკავია ანჯაფარიძეების გვარს, რომლის წარმომადგენელია სოფ. კიწიის მკვიდრი, მღვდელი ნიკოლოზ ანჯაფარიძე. იგი 1796 წელს სამეგრელოს სამთავროში აზნაურის ოჯახში დაიბადა. ქართულ ენაზე საღმრთო და საეკლესიო წიგნების წერა-კითხვა, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი და საირმის მონასტერში არქიმანდრიტ გიორგისთან (კუხალაშვილი) ისწავლა. 1815 წლის 7 იანვარს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ბესარიონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა. 1816 წლის 11 ივლისს მღვდლად დაასხა ხელი და კიწიის მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში განამწესა. წლების მანძილზე ის იყო მთავარხუცესი. მღვდ. ნიკოლოზი 1851 წლის 6 აგვისტოს გარდაიცვალა. 1873 წლის 1 იანვარს მის მეუღლეს წელიწადში 55 მან. პენსია დაენიშნა. მეულლე ელისაბედ იოანეს ასული და შვილები: დეკანოზი სამსონი, მლვდელი მაქსიმე, მ.კრინე (დაბ. 1848წ., გათხოვილი დეკანოზ ნესტორ ზოსიმეს ძე ალშიბაიაზე).
11-1 საპატრიარქოს უწყებანი N11 21-27მარტი 2018წ გვ.18
დეკანოზი სამსონ ნიკოლოზის ძე ანჯაფარიძე 1824-1914 (გაგრძელება)
მღვდელ ნიკოლოზის უმცროსი ვაჟი გახლდათ მღვდელი მაქსიმე, რომელიც 1838 წელს დაიბადა. დაამთავრა სამეგრელოს ორკლასიანი სასულიერო სასწავლებელი. ქართულ ენაზე წერა-კითხვა, საღმრთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი მარტვილის მონასტერში ისწავლა. 1867 წლის
15 სექტემბერს სამეგრელოს ეპისკოპოსმა ტარასიმ (ელიავა) დიაკვნად აკურთხა. 1867 წლის 30 სექტემბერს მღვდლად დაასხა ხელი და იმავე წლის 10 ოქტომბერს კიწიის მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში განამწესა. 1871 წლის 3 ივნისს ჯოლევის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1873 წლის 18 ოქტომბერს მოხაშო-უშაფათის წმ. მარინეს სახ. ტაძარში დაადგინეს. მისი ინიციატივითა და მონდომებით განახლდა წმ. მარინეს ტაძარი, კანკელი და დაიგო ქვის ახალი იატაკი. 1875 წლის 10 აგვისტოს, 1880 წლის 12 აპრილსა და 1885 წლის 15 მარტს ოლქის სამღვდელოების მხრიდან იყო არჩეული დეპუტატად სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის საქმეებზე. 1880 წლის 5 ივლისს უშაფათის ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად დაინიშნა. 1882 წლის 13 დეკემბერს ჯოლო-მესარიონის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. მღვდ. მაქსიმე 1915 წელს უკანასკნელად იხსენიება, სავარაუდოდ, იგი ამ წელს პენსიაზე
გავიდა და მის ადგილზე მისი ვაჟი ერმოლაოზი აკურთხეს, რომელიც ამ გვარში სასულიერო წოდების ბოლო წარმომადგენელი გახლდათ.
მღვდ. მაქსიმე 1870 წლის 18 ნოემბერს დააჯილდოვეს საგვერდულით; 1883 წლის 9 აპრილს სკუფიით; რუსეთ-თურქეთის ომის (1877-1878) სამახსოვრო წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ გაცემული ჯვრით. 1890 წელს დააჯილდოვეს რუსეთის წმ. სინოდის მადლობით, სიგელის გარეშე;
1893 წლის 6 მაისს -–– კამილავკით; 1901 წლის 15 მაისს –– სამკერდე ოქროს ჯვრით; 1915 წლის 6 მაისს წმ. ანას III ხარისხის ორდენით. მეუღლე ქრისტინე კოტეს ასული (დაბ. 1850წ.) და შვილები: მღვდ. ერმოლაოზი (დაბ. 187 Iწ.), ეფროსინე (დაბ. 1881წ.), ელისაბედი (დაბ. 1882წ.).
გვარში ყველაზე გამორჩეული პიროვნება გახლდათ დეკანოზი სამსონი. იგი 1824 წელს დაიბადა. დაამთავრა სამეგრელოს ორკლასიანი სასულიერო
სასწავლებელი. იცოდა რუსული ენაც. ქართულ ენაზე საღმრთო და საეკლესიო წიგნები კითხვა, წერა, კატეხიზმო, ისტორია, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი კარგად მარტვილის საკათედრო ტაძარში
ისწავლა. 1852 წლის 20 აპრილს სამეგრელოს ეპისკოპოსმა ანტონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა. 1853 წლის 25 სექტემბერს სამეგრელოს ეპისკოპოსმა ზაქარიამ (დგებუაძე) მლვდლად დაასხა ხელი და
კიწიის მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში განამწესა.
1853 წლის 13 დეკემბერს მოიდანახის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. შთამომავლების გადმოცემით, დეკანოზი სამსონი ყოფილა განათლებული,
სახელოვანი და კეთილშობილი პიროვნება. მის ვაჟკაცურ შემართებაზე მიუთითებს იმ დროისათვის ძალიან გახმაურებული ამბავი, როდესაც თურქები სამეგრელოს შემოესივნენ. ეს იყო რუსეთ-თურქეთის ომის დროს, 1853-1856 წლებში. ერთ-ერთი თავდასხმის დროს ბრძოლაში დაიღუპა ორი ძმა ანჯაფარიძე, რომელთა ცხედრები მტრის ბანაკში იყო და
ოჯახს არ უბრუნებდნენ. მიუხედავად დიდი რისკისა, მლვდ. სამსონი არ შეუშინდა არაფერს, არც იმას, რომ სასულიერო პირი იყო და ღამით შეუმჩნევლად შეიპარა მტრის ბანაკში, მოიპარა ორივე მიცვალებულის გვამი და ცხენზე დაკრულები მიასვენა ჭირისუფალთა ოჯახში. ამ საქციელის გამო მან რამდენიმე თვე მონასტერში გაატარა.
1885 წელს დეკანოზმა სამსონმა თავისი ხარჯებით კიწიის ტაძართან ააშენა სამი ოთახი და გახსნა სამრევლო სკოლა, სადაც წლების მანძილზე თავადვე ასწავლიდა ბავშვებს. 1885 წლის თებერვალში აღნიშნულ სკოლაში 35 ბავშვი სწავლობდა და მოძღვრის თხოვნით დამატებით კიდევ ერთი მასწავლებელი დაინიშნა. აი, რას წერდა ქართული პრესა ამასთან დაკავშირებით: „სოფ. კიწიაში, სადაც არც ერთი
სკოლა არ ყოფილა აქამომდე, ადგილობით ბლაღოჩინმა მლვდ. სამსონ ანჯაფარიძემ თავის ხარჯით ააშენა სამრევლო-საეკლესიო სკოლისთვის სახლი, იყიდა: სკოლის მოწყობილობა და ავეჯეულობა და 11 თებერვალს იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის ლოცვა-კურთხევით ოფიციალურად გახსნა სკოლა. როცა მამა სამსონმა მიიღო ყოვლადსამღვდელო გაბრიელისაგან ნებართვა სკოლის გახსნაზე, მან ერთ დღეს მოუყარა თავი მრევლს დააუხსნა მას სწავლის სარგებლობა და მასთან გამოუცხადა სამრევლოს, რომ მათ მათი შვილების სასწავლებლად გარდახდებათ ძალიან მცირე ფასი. ეს სკოლა არის აშენებული ადგილობითი ეკლესიის გალავნის მახლობლად, თვით მ. ანჯაფარიძის საკუთარ ადგილში.
ასე რომ, მრევლს არავითარიმე ხარჯი არ მოსვლია
სკოლის აშენებაზე. გაიხსნა სკოლა თუ არა, მშობლემა მაშინვე დაიწყეს ყმაწვილების შემოყვანა სკოლაში. სკოლის გახსნიდან ივნისის თვემდე შესულა ოცდარვა ყმაწვილი: 7 ქალი და 21 ვაჟი. შეძლებული
მშობლები იხდიან თავიანთ შვილების სასწავლებლად თვეში ხუთი შაურიდამ ორ აბაზამდე, ხოლო ობლების და ღარიბების მაგიერ თვითონ მ. ანჯაფარიძე აძლევს მასწავლებელს ფულს. რადგან ყმაწვილებისაგან შემოსავალი ძალიან მცირეა, ამიტომ მ. ანჯაფარიძეს მასწავლებელი ჰყავს თავის სახლში თავის საკუთარს ხარჯზე. ამა ივნისის თვეში მე და
რამდენიმე სხვა პირნი, რომლებთაგან ზოგი რუსეთიდამ ჩამოსული სტუდენტები იყვნენ და ზოგი ქუ
11-2 საპატრიარქოს უწყებანი N11 21-27მარტი 2018წ გვ.19
დეკანოზი სამსონ ნიკოლოზის ძე ანჯაფარიძე 1824-1914 (გაგრძელება)
თაისის კლასიკური გიმნაზიის შეგირდები, დავესწარით მ. სამსონს ბავშვების გამოცდაზე. გამოცდის დროს ყველა ყმაწვილები, რომელთაგან ზოგი თებერვალში შემოსულან სკოლაში და ზოგი აპრილის თვეში, მშვენიერად კითხულობდნენ ქართულად და მასთან წაკითხული სტატიის შინაარსის გადმოცემაც შეეძლოთ. მასთან ყმაწვილებს ამ მოკლე ხანში
შეესწავლათ პატარა ლოცვები, საღმრთო ისტორიიდგან ზოგიერთი ისტორიული მოთხრობები და ანგარიში ათამდის. უმეტესი ნაწილი მოსწავლეთა საკმაოდ სწერენ ნუსხური ხელით. ერთი სიტყვით ამ ცოტა ხნის განმავლობაში ძალიან კარგად არიან მომზადებულნი ყმაწვილები. გამოცდის შემდეგ ყველა კმაყოფილნი დარჩნენ მასწავლებლის და აგრეთვე გულითადი მადლობა შესწირეს მ. სამსონს ამ კეთილი საქმის მოთავეობისათვის. მომავალ წელში მ. სამსონს იმედი აქვს, რომ მოსწავლეთა რიცხვი სკოლაში იმატებს და ამგვარად სკოლაც შეკეთდება
და მასწავლებელსაც მოემატება საშუალება. ამასთანავე მ. სამსონი სკოლას წირავს ერთ ქცევა მიწას, რომელიც ეხლა სკოლას უჭირავს. უნდა აღვიაროთ,
რომ სამაგალითოა ამ შემთხვევაში მამა სამსონის საქციელი და იმედი გვაქვს, რომ მას ჩვენს სამღვდელოებაში ბევრნი აღმოუჩნდებიან მიმბაძველნი და ამით გამოიჩენენ ხალხის აღზრდა-სწავლაში იმ სიხალისეს და მუყაითობას, რომელსაც იჩენდა ის წინა
საუკუნეებში“. 1892 წელს დეკანოზი სამსონი შტატიდან გავიდა და პენსია დაენიშნა. ამის შემდეგ ღვაწლმოსილმა დეკანოზმა კიდევ 22 წელი იცოცხლა. იგი 1914 წლის 15 აგვისტოს გარდაიცვალა. დაკრძალეს 21
აგვისტოს კიწიის ეკლესიის ეზოში. დეკანოზი სამსონი დაჯილდოებული იყო: 1860 წელს -– ყირიმის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ლენტიანი ბრინჯაოს ჯვრით; 1866 წლის 4 დეკემბერს -– საგვერდულით; 1870 წლის 16 ივლისს სკუფიით; 1873 წლის 23 მარტს -– წმ. ანას
II ხარისხის ორდენით; 1877 წლის 19 მაისს კამილავკით; 1882 წლის 22 მარტს სამკერდე ოქროს ჯვრით; 1883 წლის 6 მაისს -- წითელი ჯვრის საზოგადოების სამახსოვრო ჯვრით; 1888 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდებით; 1892 წლის 15 მაისს -– წმ. ანას II ხარისხის ორდენით; 1893 წლის 20 აპრილს სასწავლო დარგში ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის „ბიბლიით“. ადრე დაქვრივდა. შვილები: ნესტორი (დაბ. 1854წ., დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი, 1885 წელს მუშაობდა ქ. ბათუმში პოლიციაში და ჰქონდა კოლეჟსი რეგისტრატორის ჩინი. ქ. ბათუმში ცხოვრობდნენ ტურგენიევის ქუჩაზე. ბოლოს ჰქონდა გახსნილი თავისივე სანოტარო კანტორა, სადაც ნოტარიუსად მუშაობდა. მისი მეუღლე გახლდათ მარიამ მალაქიას ასული. მათ ჰყავდათ ერთი ვაჟი -- გიორგი/გიზო (იყო ნაფიცი ვექილი. მუშაობდა ჯერ მოსკოვში, ბოლოს ბათუმში, ეწეოდა პოლიტიკურ ცხოვრებას. გასაბჭოების შემდეგ მთელი დარჩენილი ცხოვრება რუსეთის ციხეებში გაატარა, სადაც გარდაიცვალა კიდეც);
ეპიფანე (დაბ. 1861წ., დაამთვარა თბილისის სასულიერო სემინარია. გადავიდა სამხედრო უწყებაში და 1885 წელს რუსეთში, ვიტებსკის გუბერნიაში პოდპორუჩიკის ჩინით მსახურობდა. გასაბჭოების შემდეგ დატოვა საქართველოში და საფრანგეთში ემიგრაციაში წავიდა. გარდაიცვალა ქ. პარიზში); მელიტონი (დაბ. 1861წ., დაამთავრა ქუთაისის
ვაჟთა გიმნაზია, ცხოვრობდა და მუშაობდა ქ. მოსკოვში); პარასკევა (გათხოვილი ქ. ფოთში, სამსონ ბეჟანის ძე ქავთარაძეზე, რომელიც იყო ქ. ფოთის თვითმართველობის ხმოსანი დეპუტატი. მათი ოჯახი დიდი პატივისცემით სარგებლობდა ფოთის საზოგადოებაში, ეწეოდნენ დიდ ქველმოქმედებას ნიკო ნიკოლაძესა და იონა მეუნარგიასთან ერთად.
ამ ყველაფერში დიდი როლი ეკავა თავად პარასკევას. იგი თავის მეგობარ ქალბატონებთან ერთადმეურვეობას უწევდა რუსეთში და საზღვარგარეთ
სასწავლებლად წასულ ხელმოკლე სტუდენტებს. 1908 წლის 7 დეკემბერს მთელმა ქართველმა ხალხმა დიდი ზეიმით აღნიშნა აკაკი წერეთლის მოღვაწეობის 50 წლისთავი. ფოთის ქალთა საზოგადოე
11-3 საპატრიარქოს უწყებანი N11 21-27მარტი 2018წ გვ.20
დეკანოზი სამსონ ნიკოლოზის ძე ანჯაფარიძე 1824-1914 (დასასრული)
ბის სახელით პარასკევამ სიტყვით მიმართა სასიქადულო პოეტს და საჩუქრად მიართვა საკუთარი ხელით შესრულებული, ოქრომკერდით ნაქარგი შინდისფერი ხავერდის სურათის ჩარჩო პოეტისავე სურათით. ჩარჩოს გულის ფორმა ჰქონია. სურათის ქვემოთ კი ამოქარგული ყოფილა აკაკის სიტყვები: „ამმაღლებელი ხალხისა თვით ამაღლდება ცათამდე". 1909 წლის 25 აპრილს ქ. ფოთში მოეწყო აკაკის საიუბილეო საღამო. სადგურში პოეტს დიდძალი საზოგადოება დახვდა. ქ-ნ. პარასკევას თავისი ხელით ნაქარგი კაბა ეცვა იმ საღამოს. აკაკის ამ ეროვნული კაბისათვის ყურადღება მიუქცევია და უთხოვია მისთვის, როგორც „ძველი
ქართველი დედის“ განსახიერებას, ამ ტანსაცმელში გადაეღო სურათი და გაეგზავნა მისთვის. 1909 წლის 28 აპრილს აკაკი და იონა მეუნარგია
თავისი მეუღლით სტუმრად ეწვივნენ პარასკევა და სამსონ ქავთარაძეების ოჯახს. 1881 წელს საქართველოში ჩამოვიდა უნგრელი მხატვარი მიხაი
ზიჩი, სადაც მოწინავე ქართველ ინტელიგენციის თხოვნით დაიწყო „ვეფხისტყაონის“ ილუსტრაციებზე მუშაობა. საქართველოს ყველა ქალაქებში ეწყობოდა მათთვის საინტერესო ნაწარმოების მხატვრული სურათების წარმოდგენა. ამ მხრივ არც ფოთის საზოგადოება იყო გამონაკლისი. იქ წარმოდგენილ ცოცხალ სურათებში პარასკევა ანჯაფარიძე მონაწილეობდა თამარ მეფის ტანსაცმელში. გარდაიცვალა 1925 წელს. დაკრძალულია ქ. ფოთის ერთ-ერთ სასაფლაოზე); აღათი (დაბ. 1869წ., გათხოვილი თავად ნიკოლო (გუია) ევგენის ძე დგებუაძეზე, სოფ. ჟინოთაში).
12 საპატრიარქოს უწყებანი N12 28მარტი-18აპრილი 2018წ გვ.18
მღვდელ მონაზონი ბიქტორი (გიორგაძე) „ცხოვრება ჩემი რომელიც იმერეთ მეფე დავით მეფის დროს დაიწყო“ XVIII ს-ის II ნახ. –– 1847
მღვდელ-მონაზონი ბიქტორი, ერისკაცობის სახელი უცნობია, XVIII ს-ის II ნახევარში იმერეთის სამეფოში, სოფ. სვირში სამეფო ყმის იოანე გიორგაძის
ოჯახში დაიბადა. სასულიერო განათლება იმერეთის მეფის დავით გიორგის ძის სულიერ მოძღვართან მიიღო. XVIII ს-ის 90-იან წლების დასაწყისში იმერეთის მეფის, სოლომონ II-ის რეკომენდაციით ქუთათელმა მიტროპოლიტმა დოსითეოსმა (წერეთელი) დიაკვნად და მლვდლად აკურთხა და სვირის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვრად განამწესა. მალევე მიენიჭა დეკანოზის წოდება და იყო ერთ-ერთი ოლქის
მთავარხუცესი. 1819 წლის 23 აპრილს იმერეთის საეკლესიო აჯანყების დროს აჯანყებულებმა დაიჭირეს და ახალციხეში გააგზავნეს, საიდანაც მცირე ხანში გაიქცა და საქართველოში დაბრუნდა, სადაც
ეჭვის თვალით უყურებდნენ. ამის გამო წავიდა რუსეთში და ხელმწიფე იმპერატორისაგან შეწყალება ითხოვა. დატოვეს იქვე და ბერად აღიკვეცა ერთ-ერთ მონასტერში, სადაც რამდენიმე წელიწადი იმსახურა.
1837 წლის 4 დეკემბერს სანკტ-პეტერბურგში, ბატო-
12-1 საპატრიარქოს უწყებანი N12 28მარტი-18აპრილი 2018წ გვ.19
მღვდელ მონაზონი ბიქტორი (გიორგაძე) „ცხოვრება ჩემი რომელიც იმერეთ მეფე დავით მეფის დროს დაიწყო“ XVIII ს-ის II ნახ. –– 1847 (გაგრძელება)
ნიშვილ თეიმურაზ გიორგის ძე ბაგრატიონის კარის ეკლესიის მოძღვარი, მღვდელ-მონაზონი იონა (ხელაშვილი) გარდაიცვალა და მის ადგილზე 1838 წელს მღვდელ-მონაზონი ბიქტორი განამწესეს. 1844 წელს მღვდელ-მონაზონმა ბიქტორმა იმერეთის მიტროპოლიტ დავითს (წერეთელი) საჩუქრად გამოუგზავნა წმ. დავით აღმაშენებლის ვერცხლის ხატი, ზომით
17,5/14 სანტ., რომელსაც ჰქონდა შესაბამისი წარწერაც. ეს ხატი წმ. ექვთიმე თაყაიშვილმა ნახა მარტვილის მონასტერში და წარწერა გადმოიღო. მასზე
ვკითხულობთ: „წმიდა ხატი ესე დიდებულისა მეფისა და სრულიად ივერიისა ქართველთა და აფხაზთა თვითმპყრობელისა. დავით მესამისა, აღმაშენებელისა დავითიან ბაგრატოვანისა ვიღვაწე უღირსმან იერომონახმან ბიკტორ გიორგაძემ, შევამკე და მივართვი მათს მაღალყოვლადუსამღვდელოესობას მიტროპოლიტს დავითს, მწყემსმთავარს სრულიად იმერთა და გურიის ქართველთა ერისასა
თავადის სახლხუცის ზურაბ წერეთლის ძეს: ღმერთმან სულით და ხორცით განაძლიეროს. და ამ წმისისა მოსახელისა მისისა მადლმან ადიდოს ამინ.:
და ჩემ უღირსსა ზედა მადლი და კურთხევა მისი არ მოკლებულ იქმნეს: წელსა წყმდ, თვესა აპრილსა, ქორონიკონს მეათოთხმეტს მოქცევისა წელს
ფლბ როგორც ჩანს, მღვდელ-მონაზონ ბიქტორს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მიტროპოლიტ დავითთან, რაც მალევე დადასტურდა შემდეგი საქმიდან. 1841 წლიდან კაცხის მონასტერი უწინამძღვროდ იყო დარჩენილი. 1842 წლის ივნისში ამ პოსტზე სამი კანდიდატი მოიაზრებოდა: კაცხის ეკლესიის დეკანოზი ანტონ მასხარაშვილი, გელათის მონასტრის მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზი (ნიჟარაძე) და სხვავის მონასტრის
მღვდელ-მონაზონი იოსტოსი (წერეთელი). მიუხედავად ამ სამი კანდიდატისა, იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა კაცხის მონასტრის წინამძღვრის პოსტზე რუსეთში მყოფი მლვდელ-მონაზონ ბიქტორის კანდიდატურა წარმოაყენა. 1845 წლის 17 ოქტომბერს
საქართველოს ეგზარქოსი ისიდორე (ნიკოლსკი) სინოდალურ კანტორას წერდა: „მღვდელ-მონაზონი ბიქტორი რუსეთის მონასტრებშია ნამსახურები, და სავარაუდოა, რომ მას აქვს გამოცდილება და
ცოდნა განკარგოს კაცხის მონასტერი ღირსეულად“. სამწუხაროდ, ეს ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა. მღვდელ-მონაზონი ბიქტორი რომ თეიმურაზ ბატონიშვილის კარის მოძღვარი იყო, დასტურდება
მინაწერითაც, რომელიც 1784 წელს ქ. თბილისში გამოცემულ „კურთხევანს“ აქვს: „უგანათლებულესო საქართველოს მეფის ძეო, ბატონო, ბატონიშვილო თეიმურაზ, უგანათლებულესობისა თქვენისა
მლოცველი და მოძღვარი, მამა ვიქტორი, თქვენთვის ვილოცავ, ღმერთსა, სამებით ერთსა, რათა დღეგრძელ იყოთ ქვეყანასა. ეს წმინდა კურთხევაი მეფის ძის, თეიმურაზის, კარის ეკლესიის არის, ხელთუქმნელის ხატისა და შეეწირა წელსა 1816, დეკემბრის 24. შემორჩენილია მღვდელ-მონაზონ ბიქტორის ჩანაწერი, სადაც ის თავის განვლილ ცხოვრებას და
თავგადასავალს აღწერს, და ასევე ჰყვება იმერეთში მომხდარ ისტორიულ ამბებს, რაც XVIII-XIX საუკუნეების საქართველოს ისტორიის მკვლევარებისათვის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. „ცხოვრება ჩემი რომელიც იმერეთ მეფე დავით მეფის დროს დაიწყო. იმან თავის მოძღვარს მიმაბარა და მისი ბრძანებით ვარ გაზრდილი. შვიდი წელიწადი იყო მეფედ და ის მეფე გადააგდეს და მეორე მეფე სოლომონ არჩილის ძე დაჯდა მეფედ და იმას ვახლდი ოცდაოთხი წელიწადი და მღვდლათაც იმისი ბრძანებით ვარ ნაკურთხი. და ის განიდევნა იმერეთიდგან 1811 წელსა, და მას მოღმა
რუსეთის იმპერატორისა და მისი მხედრობის ვიყავი დეკანოზი წმინდის გიორგის ეკლესიის და ბლაღოჩინი სოფლების. 1819 წლის აპრილის ოცდასამს როდესაც ეკლესიის დღესასწაული არის, როდის ვწირევდი იმ დროს მოვიდნენ ვინც რომ რაზბოი-
12-2 საპატრიარქოს უწყებანი N12 28მარტი-18აპრილი 2018წ გვ.20
მღვდელ მონაზონი ბიქტორი (გიორგაძე) „ცხოვრება ჩემი რომელიც იმერეთ მეფე დავით მეფის დროს დაიწყო“ XVIII ს-ის II ნახ. –– 1847 (დასასრული)
ნიკები იყო, დაჭერილი ახალციხეს წამიყვანეს და როდის გზა ვიშოვნე გამო- ვიქეცი მოვედი და არ შემიწყალეს, მონასტერზე გამგზავნეს დროებით და იქიდგან ყოვლად მოწყალე ხელმწიფემ თავისუფლად გამხადა და ვითხოვე სინოდიდამ და ბერათ ვეკურთხე დაძმათ შეყვანილი ვიყავი, და მოვიდა ბრძანება მადიდამ გამოდი და პეტერბურდს საქართველოს მეფის ძეს თეი- მურაზს უმღვდელეო. ათასრვაას ოცდათვრამეტს და მას აქეთ მსახურებას ვასრულებდი და ახლა მოხუცებული ვარ აღარ ძალმიძს. მოწყალე ხემ- წიფეს ვევედრები მოხუცებულს პური მაჭამოს და თავისუფლათ გამხადოს საცა ჩემი ენა და ლოცვა მეყურებოდეს იმისთანა მონასტერზე ვილოცო მისთვის და ჩემთვის ვინამ ვიცოცხლო. მოხუცებული და ავათმყოფი ვარ. მოწყალება მიყავით ღვთის გულისთვის. ის არ ვიცი რომელ ქორონიკონს დაბადებული ვარვანგარიშობ ოთხმოცდაათი წლისას ჩემს თავს,მართლა კარგა არ ვიცი, დიდი მეფის სოლომონის ხელში დაბადებული ვარ, ის მოკვდა და მეფეთ და. ვით დაჯდა და ამას შვიდი წელიწადი ვახლდი. მას მოღმა ასე არის ჟამი ჩემი. მე იმერეთის ქუთაისის უეზდის ქვეყნის სვირის მოსახლე და მისი ეკლე სიის პროტაპოპ და სოფლების ბლაღოჩინი აქ რუ- სეთში ბერათ ვეკურთხე ფილიპ პაორაბას მონას ტერზე და ძმათ შეთავსებულ ვიყავი და შეეტყოიმ მონასტერზე ჩემი ენის კაციაო და ხემწიფისთვის ეთხოვა, მოვიდა ბრძანება მადედგან გამოდი და პეტერბურღს თეიმურაზ ცარევიჩს უმღვდლეო ჩყკ იც და მას აქეთ ვარ აქა...“1846 წელს, მოხუცებულობისა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მღვდელ-მონაზონმა ბიქტორმა სამსახურიდან გათავისუფლება და სამ. შობლოში გამგზავრების ნებართვა ითხოვა, რაზე. დაც თანხმობა მიიღო. 1847 წელს საქართველოში გამოემგზავრა და იმავე წლის 18 ივლისს ჩრდილო კავკასიაში, ქ. ვლადიკავკაზში დღის სამ საათზე აღესრულა. გარდაცვალების მიზეზად ხოლერა დასახელდა. მას თან ახლდა თბილისში მცხოვრები პოლკოვნიკ ივანე შამირხანოვის შვილი პეტრე, რომელმაც მღვდელ-მონაზონ ბიქტორის დარჩენილი ქონება და ნივთები თბილისში ჩამოიტანა და იმერეთის მიტროპოლიტ დავითს მოთხოვნისამებრ გაუგზავნა მას იმერეთში, რაც შემდგომში გახდა დავის საგანი მამა ბიქტორის ნათესავებს: დავით, მარკოზ, გოგია, ალექსი და იოანე გიორგაძეებსა და მიტროპოლიტ დავითს შორის. 1849 წლის 9 თებერვალს მიტროპოლიტი დავითი საქართ ველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას წერდა: „ძალისა გამო 257-სა მუხლისა მე-9 ტომისა სამოქალაქო კანონისა მდგომარეობათათვის, ყოველი ქონება, დაშთენილნი შემდგომ სიკვდილისა პირთა ბერისა ხარისხისა, მიიქცევის მონასტრის ხაზინაში, ხოლო მღვდელ-მონაზონი ბიქტორი გარდაიცვალა არა
მონასტერში, არამედ გზაზედ, არა ირიცხებოდა ჩარიცხულად ძმებთადმი რომლისამე მონასტრისა აქაურის ეპარქიისა, და რუსეთშიაც ჰსცხოვრობდა არა მონასტერში, არამედ მსახურობდა სასახლის ეკლესიაზედ საქართველის მეფის ძის თეიმურაზისა, ამისა გამო არა ჯერ არისა მიცემად ქონებისა მღვდელ-მონაზონისა ვიქტორისა, გარდა ნივთთა და შესამოსელთა და ხატთა მონათესავეთადმი მისთა, რომელთაცა ჩამოიტანეს ისინი თბილისიდამ ქუთაისის მღვდლისა ცქიტიშვილისათანა თავისის ხარჯით“. დავა რამდენიმე წელი გაგრძელდა და 1853 წლის 29 იანვარს იგი კიდევ არ იყო დასრულებული, თებერვალში კი მიტროპოლიტი დავითი გარდაიცვალა.
13 საპატრიარქოს უწყებანი N13 19-25აპრილი 2018წ გვ.17
დეკანოზი აბრაამ ბაღაშვილი 1849-1932
დეკანოზი აბრაამ ტიმოთეს ძე ბაღაშვილი 1849 წელს თბილისის გუბერნიაში, სიღნაღის მაზრაში, სოფ. ბოდბეში მღვდ. ტიმოთე და ანასტასია სიმონის ასულ ბაღაშვილების ოჯახში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1872 წლის 18 თებერვალს დიაკვნად აკურთხეს, იმავე წლის 20 თებერვალს მღვდლად დაასხეს ხელი და ვეჯინის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაინიშნა. 1874 წლის 4 მაისს ბოდბის ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1876 წლის 6 მაისს სიღნაღის მაზრის | ოლქის სამღვდელოებამ აირჩია დეპუტატად თელავი-სიღნაღის სასწავლებლების საქმეებზე. ამ პოსტზე ყოფნის პერიოდში მღვდ. აბრაამს მრავალი უსიამოვნებისა და ცილისწამების დათმენა უხდებოდა. 1881 წელს გაზ. „დროებაში“ მას დაპირისპირება მოუვიდა თელავის სასულიერო სასწავლებლის ქართული ენისა და ქართულ-რუსული გალობის მასწავლებელ, სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზ გრიგოლ ცამციშვილი-ძამსაშვილის ძმისშვილთან, ცნობილ ეთნოლოგ-მუსიკოს, ჟურნალისტთან რომანოზთან.
13-1 საპატრიარქოს უწყებანი N13 19-25აპრილი 2018წ გვ.18
დეკანოზი აბრაამ ბაღაშვილი 1849-1932 (გაგრძელება)
1886 წლის 16 იანვარს ბოდბის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ დაინიშნა. 1888 წელს ქართული პრესა მღვდ. აბრაამის მოღვაწეობაზე წერდა: „სოფ. ბოდბე (სიღნაღის მაზრა). ჩვენში ყრილობა იყო გამართული
სკოლის თაობაზედ. სოფელმა მღ. ბაღაშვილის მოთავეობით 1888 წ. გამართა სასწავლებელი და დახარჯა რვაას მანეთამდე. ამასთანავე, ყოველწლიურად გაიწერეს ას-ასი მანეთი სკოლის შესანახად. პირველში ყველა დიდი ხალისით ეკიდებოდა სკოლის საქმეს და ბავშვებს
დიდის სიხარულით ჰგზავნიდნენ სასწავლებელში. ბავშვებმაც ცოტა ხნის განმავლობაში საქებურად შეისწავლეს ქართული წერა-კითხვა და ცოტაოდენი რუსულიც. მაგრამ, საუბედუროდ, აქაც იჩინეს თავი კეთილის მოძულეთა და თავზე ხელაღებულებმა. გაავრცელეს ხალხში სკოლაზე ცუდი ხმა და გული აუცრუეს შვილების სკოლაში გზავნაზე. ამ მიზეზით 1 მაისიდან 17 ოქტომბრამდე სკოლის კარი აღარ გაღებულა. ბოლოს ცუდი მითქმა-მოთქმით გაბრიყვებულებმა და გულაცრუებულმა ხალხმა ესეც არ იკმარა. იფიქრეს, იქნება მღ. ბაღაშვილმა გვიჩივლოს მთავრობასთან სკოლის დაკეტვის გამოვო და გადასწყვიტეს: ამოვირჩიოთ ახალი
წლიდამ ისეთი მამასახლისი და მოსამართლენი, რომელთაც კარგად შეეძლებათ ლაპარაკი მაზრის უფროსთან და ამით გამარჯვება ჩვენ დაგვრჩებაო. თუმცა, მ. ბაღაშვილი ბევრს ეხვეწა და უქადაგა სოფელსა და იმათ მოთავეებს, რომ სკოლაზე ხელს ნუ აიღებთო, მაგრამ ამაოდ, ყური არავინ არ ათხოვა. ბოლოს რომ ვეღარა გააწყო რა, ბაღაშვილმა მიჰმართა ბ-ნს სიღნაღის მაზრის უფროსს და სთხოვა: 10 ოქტომბერს ყრილობა აქვს გამართული სოფელს სკოლის საქმეზე და თქვენც დაგ- ვესწარითო. მაზრის უფროსმა თხოვნა შეასრულა და მობრძანდა ზემოხსენებულს კრებაზედ. ჩადგა გლეხებში და მამაშვილურის კილოთი გამოჰკითხა
მიზეზი სკოლის დაკეტვისა. ხალხმა ერთხმად შესძახა: არ გვინდა არც სკოლა და არც იმისი ხარჯიო. ვისაც სურს, იმან გადაიხადოს ხარჯი და შვილიც იმან გამოზარდოსო. დასასრულ, ბ-ნმა მაზრის უფროსმა ჰკითხა მამა ბაღაშვილს: რამდენი აქვთ სკოლის ხარჯი გაწერილიო. მღვდელმა უპასუხა, სულ ასი მანეთია და ამ ასი მანეთიდან 40 მან. მოსამსახურეს ვაძლევთ და დანარჩენით კი წიგნებსა და სასწავლო ავეჯს ვყიდულობთო. მაზრის უფროსის დარიგების შემდეგ სკოლა ისევ გაიმართა და
დღეს ბავშვები კვლავ სწავლობენ“. 1893 წლის 13 მაისს ველისციხის ლვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში განამწესეს და სიღნაღის მაზრის III ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს; 1893 წლის 21 სექტემბერს საქართველოს საეპარქიო სასწავლო კომიტეტის, სიღნაღის მაზრის განყოფილების წევრად; 1894 წლის 12 იანვარს!II
სამთავარხუცესო ოლქის სამღვდელოების შეკრებაზე -– თავჯდომარედ. 1895 წლის 19 იანავრს კვლავ ბოდბის ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძარში დააბრუნეს. 1896 წლის 4 იანვარს ბოდბის ტაძართან არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1897 წლის
21 იანვარს საეპარქიო სასწავლო კომიტეტმა მადლობა გამოუცხადა. 1898 წლის 2 სექტემბერს საქართველოს ეგზარქოს ფლაბიანეს (გოროდეცკი)
ლოცვა-კურთხევით მღვდ. აბრაამმა აკურთხა მელანიის ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძარი. 1900 წლის 20 მაისს გათავისუფლდა მთავარხუცესის პოსტიდან და საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) ამ პოსტზე რამდენიმეწლიანი პატიოსანი სამსახურისთვის მადლობა გამოუცხადა. 1902 წელს გაზ. „ივერიაში“ უცნობმა ავტორმა, ვინმე „მარეხმა“ სოფ. ბოდბეზე კორესპონდეციას გამოაქვეყნა, სადაც ახსენებს მღვდ. აბრაამის დაარსებულ სკოლას და დადებითად ახასიათებს მის მოღვაწეობას: „..აქ არის ერთკლასიანი სამრევლო სასწავლებელი, დაარსებული მამა აბრაამ ბაღაშვილის თაოსნობით 1884 წელს.
ამ სკოლის სასარგებლოდ საზოგადოება იხდის 500
მანეთს ყოველ წლივ. თვით სკოლის შენობა სიძველისა გამო დანგრეულ იქმნა ამა სკოლის მმართველისაგან, მამა აბრაამ ბაღაშვილისაგან, საეპარქიო სამოსწავლო საბჭოს ნებართვით. შენობის გადაკეთება უნდოდა და ფული კი არსაიდგან სჩანდა. მ. ბაღაშვილმა ითხოვა უმაღლეს მთავრობისაგან შემწეობა, რომელმაც დახმარება აღუთქვა. მ. ბაღაშვილი სახლის აგებას შეუდგა, მოახმარა შენობას 727 მანეთი. შენობა დასრულდა 25 ოქტომბერს და 28-ში აკურთხეს. შენობა ორ განყოფილებიანია -–– ქალებისა და ვაჟებისათვის, ორი ოთახიც მასწავლებლებისათვის. დიდი მადლობის ღირსია მ. ა. ბაღაშვილი, მწყემსი პატიოსანი და დაუღალავი მუშაკი“. 1916 წელს მღვდ. აბრაამს უცნობი პირები დაესხნენ თავს. ამასთან დაკავშირებით გაზ. „საქართველო“ წერდა: „როგორც გუბერნატორის კანცელარიას ატყობინებენ სიღნაღიდან, სოფ. ბოდბეში უცნობი
პირნი შესცვივიან ადგილობრივ მღვდელსა. ბაღაშვილს და სროლა დაუწყვიათ. მღვდელს სროლითვე გაუცია პასუხი, რის შემდეგ უცნობნი გაქცეულან“
13-2 საპატრიარქოს უწყებანი N13 19-25აპრილი 2018წ გვ.19
დეკანოზი აბრაამ ბაღაშვილი 1849-1932 (გაგრძელება)
1918 წლის 24 სექტემბერს ალავერდის ეპარქიის, სიღნაღის მაზრის I ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1921 წლიდან, ათეისტური პროპაგანდის აღზევების ხანაში, რასაც თან ახლდა უამრავი ცილისწამება, დევნა-შევიწროება და მუქარა, დეკ. აბრაამს ანაფორა არ გაუხდია და მღვდელმსახურება არ შეუწყვეტია. მან ლვთის შეწევნითა და მორჩილებით გაუძლო ყველა შემოტევას და დაუღალავად იმსახურა ქრისტეს ყანაში. იმჟამინდელ პრესაში მრავლად ქვეყნდებოდა ეკლესიისა და მოძღვრების შეურაცხმყოფელი სტატიები. ერთ-ერთი ასეთი ფელეტონი დეკ. აბრაამზეც დაიწერა. აი, რას წერდა უცნობი ავტორი „ბოდბელის“ ფსევდონიმით მასზე: „ჩვენს სოფელში არის ტაბლებით განებივრებული მღვდელი აბრამა
ბაღაშვილი. კარგა ხანია, სოფელმა მას პანჩური ამოჰკრა და ეკლესიაც გამოუკეტა. ბევრი იხეტიალა, ბევრი იფიქრა და ბოლოს მოიგონა -- მოდი, ხინით ვაჭრობას დავიწყებო. თქმა და ასრულება ერთი იყო. დღეს ეს „მოძღვარი“ ჩვენს სოფელში თითო პარაშოკ ხინას ხუთ შაურად ყიდის და ახლა ასეთი ვაჭრული საშუალებით ყვლეფავს საწყალ გლეხობას. ქვეყანა მათ გაიძვერობაზე და გაუმაძღრობაზე ლაპარაკობს, ყველამ გაიგო მათი ქცევა და ბოროტება, გვეგონა, ეხლა მაინც მოიშლიდნენ და დაუბრუნდებოდენ ალალი ლუკმა-პურის ჭამას, მაგრამ მოვსტყუვდით. ჩვენი აბრამი მაინც თავისას განაგრძობს, რომელზედაც ნათქვამია: არ
გათეთრდება ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითაო“. 1925 წლის 29 მაისს ალავერდელ-ბოდბელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მარღიშვილი) იგი ბოდბის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძრის წინამძღვრად და ბოდბის ეპარქიის | ოლქის (მაჩხაანის ოლქი) მთავარხუცესად დაინიშნა. 1925 წლის 1 ოქტომბერს მიტროპოლიტი იოანე მთავარხუცეს, დეკანოზ აბრაამს
წერდა: „ამა წლის 12 სექტემბრის რეზოლუციით მთავარხუცესთ ვაძლევ წინადადებას, რათა მათ სასწრაფოთ შეკრიბონ თავთავიანთ ოლქებში აწ
ხმარებული რუსეთის სინოდის მიერ გამოცემული ოდიკები (ძველი და ახალი) და წარმომიდგინონ მე, ქ. თბილისში, ყაზბეგის ქუჩა N18-ში, საკათოლიკოსო საბჭოში გადასაცემად, რომელთა ნაცვლად,
თანახმად სრულიად საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს ა. წ. 14 აგვისტოს დადგენილებისა, ეპარქიის ეკლესიებმა დაუყოვნებლივ უნდა შეიძინოს საქართველოს ეკლესიის მიერ ახლად გამოცემული ოდიკები, ფასი 5 მანეთი“. 1925 წლის 24 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ამბროსის (ხელაია) ლოცვა-კურთხევით, დეკანოზი ვასილ კარბელაშვილი, სტეფანეს სახელით,
ბერად აღიკვეცა და მეორე დღეს ბოდბელ ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ეპარქიაში ჩასულ ახალ მღვდელმთავარს მხარში ამოუდგა დეკანოზი აბრაამი. 1926 წლის 22 თებერვალს ეპისკოპოსმა სტეფანემ გამოცდილი და მრავალ ჭირ-ვარამ გამოვლილი მოძღვარი მღვდელ-დიაკვნების გამომცდელი კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა. იმავე წლის 26 თებერვალს მასვე დაევალა საეპარქიო სასამართლოს თავმჯდომარეობა. 1926 წლის 16 ივნისს ბოდბელი ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვილი) მედავითნე სვიმონ ინაშვილს წერდა: „სანამ თოღნიანში ტაძარი აშენდებოდეს, მანამდე დაეხმარე დეკანოზ აბრაამ ბაღაშვილს. იგი არის უხუცესი მთავარხუცესი და კეთილი ღვთისმსახური, ცნობილი კეთილსინდისიერი და სიმართლის სიყვარულით აღსავსე ყოველთადმი.
მთელს კახეთში „ხალხის მამად წოდებული“. იგი ღირსია ყურადღებისა და ხელის გამართვისა“. 1926 წლის 20 აგვისტოს მოხუცებული მოძღვარი,
თავისი თხოვნის საფუძველზე, გათავისუფლდა მთავარხუცესის პოსტიდან, მანამდე კი, 4 აგვისტოს, მან სამი თვე შვებულება ითხოვა შერყეული ჯანმრთელობის მისახედავად. მისი ეკლესია და სამრევლო დროებით დეკანოზმა კირილე ღვთისავარიშვილმა ჩაიბარა. როგორც საეკლესიო საბუთებიდან ჩანს, სამოცდაჩვიდმეტი წლის მოძღვარმა ვეღარ შეძლო მსახურების
13-3 საპატრიარქოს უწყებანი N13 19-25აპრილი 2018წ გვ.20
დეკანოზი აბრაამ ბაღაშვილი 1849-1932 (დასასრული)
გაგრძელება. 1928 წლის 30 სექტემბერს შედგენილ ბოდბის ეპარქიის სამღვდელოების ჩამონათვალში იგი აღარ იხსენიება მოქმედი სამღვდელოების რიგებში. იგი პენსიაზე გავიდა და სიცოცხლის დარჩენილი წლები სახლში გაატარა. დეკანოზი აბრაამი სრული სამოცი წელიწადი ერთგულად და თავდადებით ემსახურა დედაეკლესიას. ღვაწლმოსილი დეკანოზი 1932 წლის 16 ოქტომბერს გარდაიცვალა. დაასაფლავებულია ბოდბის საერო სასაფლაოზე. ჰყავდა მეუღლე ეკატერინე ზაქარიას ასული მირიანაშვილი (დაბ. 1859წ.) და შვილები: არჩილი (დაბ. 1874წ., მუშაობდა ქ. შემახაში, მისი მეუღლე იყო ანასტასია სტეფანეს ასული, დაბ. 1886წ.);
აარონი (დაბ. 1879წ., დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტი, მისი მეუღლე გახლდათ ნადეჟდა ზაქარიას ასული, დაბ. 1886წ.); აპოლონი (დაბ. 1887წ.); ელენე (დაბ. 1891წ.). დეკ. აბრაამი დაჯილდოებული იყო: 1880 წლის
21 ივლისს საგვერდულით; 1882 წლის 31 დეკემბერს წითელი ჯვრის საზოგადოების სამახსოვრო ჯვრით; 1887 წლის 17 მარტს --– სკუფიით; 1888 წლის 26 იანვარს სასწავლო დარგში ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ქართული „ბიბლიით“; 1893 წლის 15 მაისს -- კამილავკით; 1899 წლის 6 მაისს -–- სამკერდე ოქროს ჯვრით; 1904 წლის 6 მაისს წმ. ანას III ხარისხის ორდენით; 1907 წლის 27 მაისს დეკანოზის წოდებით; 1912 წლის 6 მაისს -– წმ. ანას!II ხარისხის ორდენით; 1918 წლის 12 მარტს -- ენქერით.
13-4 საპატრიარქოს უწყებანი N13 19-25აპრილი 2018წ გვ.20
მიტროპოლიტი გერვასი (მაჭავარიანი) XVIII ს-ის I ნახ. 1817 (დასასრული)
ქტში საუბარია მეუფე გერვასიზეც: „სამთავნელ ეპისკოპოს გერვასიმ მისცა წილკნის კათედრა, და უწყალობა მისი კუთვნილი მონასტრის ყმებიც. ამაში მან აიღო 300 მან., ხოლო გენერალმაპ. ციციანოვმა შუამდგომლობაში მიიღო 150 მან.“ 1811 წლის 18 თებერვალს თბილისში სასულიერო დიკასტერია დაარსდა. აღმოსავლეთ საქართველოს 13 ეპარქიიდან დარჩა მხოლოდ ორი ეპარქია. ქართლისა და მცხეთის და ალავერდისა და კახეთის. შემცირების გამო წილკნელ-სამთავნელი მიტროპოლიტი გერვასი ქართლისა და მცხეთის ეპარქიის დაქვემდებარებაში შეიყვანეს, ქ. გორში
მიუჩინეს ბინა და 1000 მან. შემოსავალი დაუნიშნეს. 1814 წლის 30 აგვისტოს საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაციის შემდეგ, გორის ეპისკოპოსად
და საქართველოს ეგზარქოსის პირველ ქორეპისკოპოსად დაინიშნა.
მიტროპოლიტი გერვასი 1817 წლის 5 თებერვალს გარდაიცვალა. დასაფლავებულია რუისის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. საკათედრო ტაძარში.
14 საპატრიარქოს უწყებანი N1426აპრილი-2მაისი 2018წ გვ.18
მიტროპოლიტი გერვასი (მაჭავარიანი) XVIII ს-ის I ნახ. 1817
მიტროპოლიტი გერვასი XVIII ს-ის | ნახევარში მღვდლის ოჯახში დაიბადა. მამამისი, მღვდელი იესე მაჭავარიანი დიდად საქებური ვაჟკაცი, განუყრელად მეფე ერეკლე II-სთან იმყოფებოდა, თან ახლდა მრავალ ლაშქრობაში -– აზატ-ხანთან, განჯის ომში, მჭადიჯვრის ომში და სხვ. ასეთი ერთგულებისათვის მეფე ერეკლემ უბოძა მას თავად სვიმონისშვილის
ბეითალმანი მამული 1764 წელს. მღვდელიესეს გარდაცვალების შემდეგ მისი ორი ვაჟი –– ათანასესა და გერვასის სახელით ბერებად აღიკვეცნენ, შემდეგ კი მღვდელმთავრებად ეკურთხნენ და მათი მამულები 1815 წელს იასე ამილახვარმა უბოძა პეტრე მგალო
14-1 საპატრიარქოს უწყებანი N1426აპრილი-2მაისი 2018წ გვ.19
მიტროპოლიტი გერვასი (მაჭავარიანი) XVIII ს-ის I ნახ. 1817 (გაგრძელება)
ბელს (კარბელას) და მის ძმას გაბრიელ მღვდელს. იოანე ბატონიშვილი მის შესახებ წერდა: „ღერვასი მაჭავარიანი სამთავნელი: ესეცა იყო აღზრდილი კათოლიკოზის ანტონისაგან, მთავარდიაკვნობასა შინა პირველ ქებული და უკანასკნელ მიიღო არხიერობა. ესე არს ტიბიკონთა შინა გამოცდილი და მშვენიერი ცერემონიოსი, უცხოდ რიგზედ შემწირველი, სტუმართმოყვარე
და ეკლესიათა თვისთა მოღვაწე და თქვენ მიერცა პატივცემული“. პლატონ იოსელიანის სიტყვით გერვასი წილკნელი, გვარით მაქჭავარიანი, ესე ეკურთხა მეფისა გიორგის დროსა, რომელიცა მას ვერა სწაყლობდა. რად? ვერ ვსცან; მოკვდა 1817 წელსა. ამის მეტი მეფის გიორგის დროს არ კურთხეულა ეპისკოპოსად“. ცნობილი ისტორიკოსი აქ ცდება, როცა ამბობს, რომ გერვასი გიორგი მეფის დროს ეკურთხა, რადგან იმავე ნაშრომში იგივეს წერს ნიკოლოზ ხარჭაშნელზე, რომელიც მართლა გიორგი მეფის დროს აკურთხეს მღვდელმთავრად, ხოლო გერვასი ერეკლე II-ის დროს იკურთხა.
1787 წელს გერვასი შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრად და სამთავისის ეპარქიის მმართველად დაინიშნა. ეს დასტურდება მთავარეპისკოპოს |
პაისის (გარსევანიშვილი) წერილით გიორგი ბატონიშვილისადმი: „მე რომ სამთავნელი და მღვიმის წინამძლვარი გახლდი“... ამის მაგიერ სამთავნელად და მღვიმის წინამძღვრად ამ წელს დაუნიშნავთ გერვასი (მაჭავარიანი). 1794 წლის 19 სექტემბერს შედგენილ სიგელში და 1796 წლის 8 სექტემბერს შედგენილ ფიცის წიგნში ეპისკოპოსი გერვასი ისევ
იხსენიება შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრად. იგი საბუთს ხელს ასე აწერს: „ყოვლად სამღვდელო სამთავისისა, ქსნისა, წინამძღვარი მღვიმისა“. თ. ჟორდანიას მეორე უბის წიგნში, სამთავისის ეკლესიის სიძველეთა მოხსენიებისას, 43 გვ.-ზე შავი ფანქრით ჩაწერილი აქვს: „................. სამთავნელ ეპისკოპოზმან მაჭავარიანმა გერვასი შემოვწირე სამთავისის ღვთაების ეკლესიას წელსა ჩღუჟთ (1799)“. 1801 წელს საქართველოს სამეფოს გაუქმების შემდეგ რუსებმა აღწერის ქართლ-კახეთის ეპარქიები. ქართლის ეპარქიის ჩამონათვალში იხსენიება სამთავნელი ეპისკოპოსი გერვასი, რომელსაც ექვემდებარება 17 სოფელი, 1 თავადი და 5 აზნაური. 1803 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა წილკნელი
მთავარეპისკოპოსი იოანე (ქარუმიძე). კათოლიკოსმა ანტონ II-მ წილკნის კათედრა არქიმანდრიტ დოსითეოსს (ფიცხელაური) ჩააბარა, რამაც გააღიზიანა საქართველოს მთავარმართებელი გენერალი პ.
ციციანოვი. 1803 წლის 2 აპრილს იგი კათოლიკოს სწერს, რომ დაქვრივებული წილკნის კათედრა სამთავნელმა ეპისკოპოსმა გერვასიმ შეიერთოს. მიუხედავად ანტონ კათოლიკოსის წინააღმდეგობისა
ციციანოვმა თავისი გაიტანა და გერვასი წილკნელსამთავნელი გახდა. სავარაუდოთ ამ დროს მიიღო მან მიტროპოლიტის წოდება, რადგან 1809 წელს წილკნის საკათედრო ტაძრისადმი შეწირული სახარების წარწერაში იგი მიტროპოლიტის წოდებით იხსენიება: „ქ. ეს წმიდა სახარება მძიმეთ მოჭედილი ოქროთი მძიმეთ დაფერილი ჩვენ ყოვლად სამღვდელომ წილკნელ მიტროპოლიტმან სამთავნელმან გერვასი მაჭავარიანმა, აღზრდილმან ანტონი საქართველოს მეფის იესეს ძისამან კათალიკოზისაგან, შევწირე წილკნის წმ. ღვთისმშობელის შობის ეკლესიას, მასთანვე შესაფერი ბარძიმი, ფეშხუმი, კამარა, ორი თეფში ოქრო ცურვილი. 1809 წ. მაისის 20“. 1810 წლის თებერვალში საეკლესიო კანონების
გათვალისწინებით მიტროპოლიტი გერვასი რუსთველ-ნინოწმინდელ მიტროპოლიტ სტეფანესთან (ჯორჯაძე) ერთად მონაწილეობს თბილელი მიტროპოლიტ არსენის (ბაგრატიონი) დაკითხვაში. 1810
წლის 23 ივლისს საქართველოს უმაღლესი მმართველობის პროკურორი ვინმე პლახოტინი გენ. ტორმასოვს წერდა ანტონ კათოლიკოსის და მისი გარემოცვის მიერ ჩადენილ „დანაშაულებს“, სადაც 58-ე პუნ-
15 საპატრიარქოს უწყებანი N15 3-9მაისი 2018წ გვ.18
მღვდელი ილარიონ თეოდორეს ძე თურქაძე 1865-1927
საქართველოს ეკლესიის ისტორიაში იყვნენ ისეთი სასულიერო პირები, რომელთა წინაპრები საუკუნეების განმავლობაში ერთგულად და თავდადებით ემსახურებოდნენ დედაეკლესიას. ერთ-ერთი ასეთი ოჯახი გახლდათ ქართლში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მამკოდას მცხოვრები თურქაძეები, რომელთა გვარიდან რამდენიმე ათეული ღირსეული სასულიერო პირი აღიზარდა ქართული ეკლესიის წიაღში. მათ თავიანთი მსახურებითა და მოღვაწეობით მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირეს ქართულ საეკლესიო ისტორიაში. მღვდელი დავით იოსების ძე თურქაძე 1776 წელს ქართლში, სოფ. მამკოდაში გლეხის ოჯახში დაიბადა. ქართულ ენაზე წერა-კითხვა, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი ქაშვეთის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ ფილიპე არჯევანიძე-მაკარიძესთან ისწავლა. 1801 წლის 8 ნოემბერს თბილელმა მიტროპოლიტმა არსენმა (ნადიბაიძე-ბაგრატიონი) დიაკვნად აკურთხა. 1806 წლის 8 მაისს რუსთველ-ნინოწმინდელმა მიტროპოლიტმა
სტეფანემ (ჯორჯაძე) მღვდლად დაასხა ხელი და დიდი ლილოს ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარში დანიშნა. 1812 წელს ბრინჯაოს ჯვარი მიიღო. 1828 წლის მაისში დიდი ავჭალის მთავარანგელოზთა სახ. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა და მასვე ჩააბარეს პატარა ავჭალის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძარიც. მეუღლე ანა დარჩიას ასული ბანეთაშვილი (დაბ. 1780წ.) და შვილები: ნინო (დაბ. 1806წ., მედავითნე იოანე მღვდლის ძე ბესარიონიშვილის -მეუღლე); მღვდელი შიო (დაბ. 1821წ.),
იოაკიმე (დაბ. 1824წ.), მლვდელი თეოდორე (დაბ. 1826წ.), მიხეილი (დაბ. 1832წ.). მღვდელი თეოდორე 1826 წელს დაიბადა. დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებლის სამი კლასი. 1849 წელს ქვემო ავჭალის მთავარნგელოზთა სახ. ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1851 წელს
ბოკოწინის წმ. ილია წინასწარმეტყველის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1867 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) დიაკვნად აკურთხა. 1870 წლის 24 ოქტომბერს მღვდლად
დაასხა ხელი და მამკოდის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში განამწესა. 1875 წლის 21 ოქტომბერს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1879 წლის 16 ოქტომბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1883 წლის 28 დეკემბერს ისევ მადლობა გამოეცხადა. 1884 წლის 20 მაისს სკუფია უბოძეს. მღვდელი თეოდორე 1888 წლის 8 აპრილს გარდაიცვალა. 1888 წლის 11 დეკემბერს მისმა მეუღლემ პენსიის დანიშვნა ითხოვა. მეუღლე სალომე ამირანის ასული (დაბ. 1836წ.) და შვილები: დიაკვანი ზაქარია (1853-1911წწ.), მლვდელი ილარიონი (1865–1927წწ.), ვლადიმერი (დაბ. 1867წ.), ალექსანდრე (დაბ. 1870წ.), ბასილი (დაბ. 1872წ.), ალექსანდრა
(დაბ. 1879წ.). მღვდელი ილარიონ თეოდორეს ძე თურქაძე
1865 წელს დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. მონასტერში ისწავლა. 1884-1889 წლებში ხევსურეთში, შატილის წმ. გიორგის სახ. ტაძრის მედავითნეა. 1889 წლის 11 თებერვალს მჭადიჯვრის მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში დაინიშნა. 1894 წლის 13 მაისს, მრევლის მოთხოვნის საფუძველზე, სამრევლოდან დაითხოვეს. 1896 წლის 28 თებერვლიდან კობიაანთკარის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარში დაადგინეს.
1911 წლის 2 მარტს არანისის ღვთისმშობლის ხარების სახ. ტაძარში გადაიყვანეს. იმავე წლის 30 სექტემბერს მილახვრიანთკარის წმ. გრიგოლი ღვთისმეტყველის სახ. ტაძარში დაადგინეს. 1912 წლის 28
იანვარს, თავისი თხოვნის საფუძველზე, ისევ არანისის ტაძარში დააბრუნეს. 1915 წლის 6 მაისს ეკლესიაში 30-წლიანი ერთგული სამსახურისათვის სტანისლავის ლენტით შემკული ვერცხლის მედალით წარწერით „სიბეჯითე“ დააჯილდოვეს. 1917 წლის 27 მაისს, თავისი თხოვნის საფუძველზე, ისევ მილახვრიანთკარის ტაძარში დაინიშნა. 1925 წლის 12
დეკემბერს ილარიონი დუშეთის მაზრის II ოლქის მთავარხუცეს, მღვდელ სიმონ ტყემალაძეს სწერდა: „კარგად მოეხსენება თქვენს მაღალ კურთხევას, რომ მცირე სამრევლო მილახვრიანთკარისა შემოუერთდა დუშეთს 1923 წელს. მღვდელი ევგენი ყაველაშვილის იმერეთის ეპარქიაში გადარიცხვის შედეგად მე მას აქეთ დავრჩი აღნიშნულ სამრევლოში. დუშეთის სამრევლოში მედავითნედ იმყოფება გედეონ კარიაული, სადაც გარდა
წირვა-ლოცვისა არავითარი მღვდელმოქმედების შესრულების მოთხოვნილება არ არის და ამ რიგად, რასაკვირველია ორივენი ვართ დაქვეითებული ნივთიერი მხრივ. მე იმედი მქონდა ყვა
15-1 საპატრიარქოს უწყებანი N15 3-9მაისი 2018წ გვ.19
მღვდელი ილარიონ თეოდორეს ძე თურქაძე 1865-1927 (გაგრძელება)
ვილის სამრევლოს შემოერთებისა დუშეთის სამრევლოზე, რითაც, გაუმჯობესდებოდა ცოტათი მაინც ჩემი ცხოვრება, მაგრამ დღეს ეს იმედიც
გამიცრუვდა. მრავალრიცხოვან ოჯახის შენახვა ამ ზღაპრულ სიძვირის ხანაში, ჩემთვის ყოვლად შეუძლებელია. მოგახსენებთ რა აღნიშნულს,
გთხოვთ იშუამდგომლოთ ყოვლადუსამღვდელოეს პავლე წილკნელის წინაშე, რომ მედავითნე გედეონ კარიაული იქმნეს გადაყვანილი ყვავილას
სამრევლოში და მე დავრჩე დუშეთის სამრევლოში, რადგან იგი ცხოვრობს კარიაულთკარში და მე კი ვცხოვრობ ქ. დუშეთში, თანაც ორთავესთვის
უფრო ადვილი იქნება სამსახურის შესრულება“.
იმავე წლის 20 დეკემბერს ეპისკოპოსმა პავლემ დააკმაყოფილა ილარიონის თხოვნა. 1927 წლის 14 ოქტომბერს მედავითნე ილარიონი
წილკნელ ეპისკოპოს პავლეს (ჯაფარიძე) თხოვნით
მიმართავს: „ამჟამად თავისუფალია ანანურის ეკლესიის სამრევლოს მღვდლის ადგილი და გთხოვთ ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო მღვდლობის ხარისხის შესაფერ გამოცდილისამებრ მომეცეს
მღვდლის ადგილი აღნიშნულ სამრევლოში“. ილარიონმა დაქვრივების შემდეგ შეირთო მეორე ცოლი, თუმცა 1927 წლის 21-27 ივნისის IV საეკლესიო
კრებაზე მიღებული დებულების თანახმად, მეორედ
ჯვარდაწერილს ან ქვრივზე ჯვარდაწერილ ერისკაცს ნება ეძლეოდა მთავარდიაკვნის და მღლვდლობის ხარისხის მიღებისა.
1927 წლის 15 ოქტომბერს წილკნელ ეპისკოპოს
პავლეს (ჯაფარიძე) ლოცვა-კურთხევით შეიკრიბა კომისია, რომელშიც შედიოდნენ: დეკანოზი ბესარიონ მალანია, იღუმენი ექვთიმე (კერესელიძე),
მღვდელი ნიკოლოზ დიდებაშვილი და გამოცადეს მედავითნე ილარიონ თურქაძე, რათა იგი მღვდლის ხარისხში აეყვანათ. დასკვნაში ეწერა: „მიცემულ იქნა შეკითხვები, რაზედაც მან უპასუხა დამაკმაყოფილებლად და ვაცხადებთ თანხმობას მის კურთხევაზე. შობიდგან არის 62 წლის“.
1927 წლის 23 ოქტომბერს სიონის საკათედრო ტაძარში ნინოწმინდელ-ალავერდელმა პოსმა ეფრემმა (სიდამონიძე) დიაკვნად აკურთხა.
1927 წლის 30 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ეპისკოპოსმა პავლემ (ჯაფარიძე) მღვდლად დაასხა ხელი და ორკვირიანი პრაქტიკის ეპისკოგავლის შემდეგ, იმავე წლის 17 ნოემბერს, ანანურის
ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.
1927 წლის 30 ნოემბერს წილკნელი ეპისკოპოსი პავლე კათოლიკოს პატრიარქ ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) სწერდა: „უმორჩილესად მოვახსენებ თქვენს მეუფებას, რომ სოფელ ანანურის
სამრევლოში დანიშნული ახალნაკურთხი მღვდელი ილარიონ თურქაძე ამა წლის 17 ნოემბერს
შეუდგა სამსახურს. 26 ნოემბერს იგი დილით გაემგზავრა თავის სამრევლო ჟინვალში, სადაც შეუსრულებია სამი ნათლობა, ამის შემდეგ წასულა სოფელ არანისში მღვდელ ნიკოლოზ დიდებაშვილთან და იქაც მოუნათლავს მისი ვაჟი. აქედან მობრუნებულა ანანურში დაახლოებით
სამ საათზე და იგი იმ დროიდან დღემდე უგზოუკვლოდ დაიკარგა“.
1927 წლის 15 დეკემბერს ეპისკოპოსმა პავლემ
ამის შესახებ აცნობა საკათალიკოსო სინოდს. ასევე დუშეთის მაზრის მილიციის უფროსს წერილით მიმართა და დახმარება სთხოვა, თუმცა ამ თხოვნას შედეგი არ მოყოლია. მღვდელი ილარიონი ორჯერ დაქორწინდა. პირველი მეუღლე იყო მარიამ გიორგის ასული (დაბ. 1872წ.), რომელთანაც ხუთი შვილი ჰყავდა: იაკობი (დაბ. 1893წ.), იოანე (დაბ. 1895წ.), ისიდორე (დაბ. 1897წ.), არჩილი (დაბ. 1901წ.) ლუდმილა (დაბ. 1905წ.). მეხუთე შვილის გაჩენის შემდეგ მარიამი
15-2 საპატრიარქოს უწყებანი N15 3-9მაისი 2018წ გვ.20
მღვდელი ილარიონ თეოდორეს ძე თურქაძე 1865-1927 (დასასრული)
მალევე გარდაიცვალა და ამის გამო ილარიონმა მეორედ იქორწინა მარიამ დავითის ასულ ილურიძეზე.
16 საპატრიარქოს უწყებანი N16 10-16მაისი 2018წ გვ.17
დეკანოზი იოილ გამრეკელი 1853-1932
„ყოველ კეთილ საქმეში საჭიროა დახმარება და შემწეობა მახლობელთაგან”
დეკანოზი იოილ გაბრიელის ძე გამრეკელი 1853 წელს თბილისის გუბერნიაში, გორის მაზრაში, სოფ. მეჯვრისხევში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1874 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1874 წლის 26 სექტემბერს დიაკვნად აკურთხეს, იმავე წლის 1 ოქტომბერს მღვდლად დაასხეს ხელი და აძვის წმ. თომა მოციქულის სახ. ტაძარში განამწესეს. 1880 წლის 23 დეკემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1883 წლის 28 ივნისს იგდირის წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის
ეკლესიაში გადაიყვანეს. 1883 წლის 21 ოქტომბერს გორის ღვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძრის კრებულში დაინიშნა. წლების განმავლობაში იყო სასულიერო დეპუტატი, შემოსავალ-გასავლის წიგნების სარევიზიო კომისიის წევრი, გორის სასულიერო სასწავლებლის საბჭოში სამღვდელოების წარმომადგენლი. 1888 წლის 13 მაისს გორში ოთხკლასიანი სასულიერო სასწავლებლის ახალი სახლის საძირკველი აკურთხეს. სასწავლებლის ზედამხედველმა ბ. დ. დათოშვილმა კურთხევაზე გორის სამღვდელოება და მასწავლებლები დაპატიჟა. პარაკლისი საკათედრო ტაძრის დეკ. ბესარიონ ზედგენიძემ გადაიხადა. პარაკლისის შემდეგ სიტყვა მღ. იოილ გამრეკელმა წარმოთქვა: „დღეს გორის სამღვდელო და საერო პირთა მოვიყარეთ აქ თავი, რომ შევსთხოვოთ ყოვლად მოწყალე ღმერთსა, რათა მან მოგვცეს ჩვენ მიერ დაწყებულ სასულიერო სასწავლებლისათვის ახალი სახლის აშენების საქმეში ძალა და შეძლება, რომ კეთილად და მშვიდობიანად დაგვემთავრებინოს ეს კეთილი საქმე. კაი ხანია, რაც ჩვენმა სამლვდელოებამ საჭიროდ დაინახა სასულიერო სასწავლებლისთვის ახალის შენობის აღმართვა, რომლისათვის იგი არ ზოგავს თავის უკანასკნელს წვლილს, ოღონდ მათმა შვილებმა ჯეროვანი სწავლა-განათლება მიიღონ ამ სასწავლებელში. დიდი ხნის მოსაზრების, საქმის აწონ-დაწონის და მომზადების შემდეგ, ეს კეთილი აზრი უკვე განხორციელდა. ყველა ჩვენგანმა კარგათ უწყის, რომ ყოველ საქმეს მხოლოდ მაშინ ეძლევა მომეტებული სიცოცხლე, როდესაც მას ჰკიდებენ ხელს მრავალნი პირნი შეერთებულის ძალით. ყოველ კეთილ საქმეში საჭიროა დახმარება და შემწეობა მახლობელთაგან. ესრეთი დახმარება უნდა იყვეს მუდმივი და არა დროებითი. ყოველს კეთილს და სასარგებლო საქმეში შემწეობას უნდა ვაძლევდეთ ერთმანეთს და შეერთებულის ძმურის ძალით უნდა ვამხნევებდეთ ერთმანეთს,
რომ მივაღწიოთ ყველასათვის სასურველს საერთო მიზანს, „რათა სრულ იყოს ღვთისა კაცი იგი, ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა განმტკიცებული“ (პავ. მოციქ.). თუ გვინდა რომ მტკიცე და
მკვიდრ ნიადაგზედ იყოს დამყარებული ეს სასიქადულო საქმე, რომელსაც ჩვენ უკვე შეუდექით, თუ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა და შვილისშვილებმა ამ სასწავლებელში შეიძინონ სწავლა, რომ-
16-1 საპატრიარქოს უწყებანი N16 10-16მაისი 2018წ გვ.18
დეკანოზი იოილ გამრეკელი 1853-1932 (გაგრძელება)
ლის შემწეობით სძლიონ უმეცრებას, პირნათლად გაუძღვენ ჭირსა და ლხინსა, მოჰფინონ ხალხში განათლება, განჰფანტონ სიბნელე გონებისა და
აღამაღლონ ზნეობა, ნუ დავზოგავთ, შეძლებისა და გვარად, შრომას და ღვაწლს, ნუ მოვერიდებით დაბრკოლებათ; დამტკიცებულია საზოგადოდ,
რომ ყოველ კეთილსაქმეს წინ გადაეღობება ხოლმე დაბრკოლება, მაგრამ ჩვენ უნდა ვსძლიოთ ამ დაბრკოლებათა იმ იმედით, რომ ჩვენი შთამომავლობა დააფასებს ჩვენგნით ტანჯვით და მოთმინებით განვლილს ცხოვრებას“. მღვდელი იოილი 1889 წლის 20 აგვისტოს გორის
საკათედრო ტაძართან არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ დაინიშნა. 1890 წლის 1 იანვრიდან გორის მაზრის VI ოლქის მთავარხუცესის
თანაშემწეა, ხოლო იმავე წლის 11 იანვარს გორის მაზრის III ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს. 1890 წლის 25 აპრილს გორის საკათედრო ტაძრის განმაახლებელი კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. 1891 წლის 12 აპრილს სკუფია უბოძეს. 1892 წლის 12 მარტს გორის მაზრის | ოლქის მთავარხუცესად გადაიყვანეს და ამ პოსტზე მან 1897 წლის 20 თებერვალმდე დაჰყო. 1894 წლის 13 იანვარს დაინიშნა იმ კომიტეტის თავმჯდომარედ, რომელსაც დაევალა ახალი სამრევლო-საეკლესიო სკოლის აშენება. 1894 წლის 13 ნოემბერს მღ. იოილმა გორის საკათედრო
ტაძართან სამრევლო სკოლა გახსნა და შესაბამისი სიტყვაც წარმოთქვა. 1895 წლის 15 ივნისს გორის სასულიერო სასწავლებლის მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს. 1895 წელს გაზ. „ივერია“ წერდა: „გორის საკრებულო ტაძრის მღვდელმა, ბლაღოჩინმა მ. იოილ გამრეკელმა მიართვა თხოვნა საქართველოს ეგზარქოს ვლადიმერს, რათა მას მიეცეს ნება გორის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლის ბ-ნ ილია ფერაძის რედაქტორობით გამოსცეს ქ. გორში ყოველ თვიური საქადაგებო
სასულიერო ჟურნალი „მქადაგებელი“ ქართულს ენაზე. წლიური ფასი ჟურნალისა იქნება ორი მანეთი. ჟურნალში დაიბეჭდებიან მარტო ქადაგებანი: ორიგინალური ქართული და რუსულიდგან ნათარგმნი“. იმავე წლის ივნისშივე მლვდელი იოილის მეცადინეობით გორის სატუსაღოში უფასო სამკითხველო წიგნსაცავი გაიხსნა. ამასთან დაკავშირებით მოძღვარი წერდა: „თუ კი ერთხელ მაინც თავისს სიცოცხლეში შესულა ვინმე საპყრობილეში, უნახავს ტუსაღების ცხოვრება, მუშტრის თვალით დაუთვალიერებია და ჯეროვანი ყურადღება მიუქცევია, ადვილად წარმოიდგენდა ის მათს არა სანატრელსა და ჭეშმარიტად რომ საბრალოდაშესაზარს მდგომარეობას და ვგონებ იქნება თვალ- თაც-კი უნებლიედ ცრემლები გადმოსცვივიოდა. მე, როგორც მღვდელს, და აგრეთვე დირექტორს ამავე სატუსაღოს სამზრუნველო კომიტეტისას,
მმართებს რასაკვირველია, ვალი, ვალდებული ვარ არა თუ იმისა, რომ მღვდელმოქმედება აღვასრულო, არამედ ისიც, რომ შეძლებისა და გვარად
ვებაასო მათ ქრისტიანულ ზნეობრივ საკითხებზე, რასაც შეძლებისდაგვარად ვასრულებ, როდესაც კი ამაზედ დრო და შემთხვევა ნებას მაძლევს. მაგრამ მარტო ჩემი საუბარი არ უშველის მათ, თუ
არ მიეცემათ მუდმივი სულიერი საზრდო და ეს კი შესაძლოა მაშინ, როდესაც მივცემთ საკითხავ წიგნებს, როგორც ქრისტიანულ-ზნეობრივ შინაარსისას, ისევე სხვადასხვა სასარგებლო და გამოსადეგ წიგნებს. აი, ასეთმა ზნეობრივმა ვალმა მაიძულა დამეარსებინა უფასო წიგნთსაცავი
გორის საპყრობილეში, რომელიც აქამდე არ იყო. პირველ ეტაპზე ჩემი ღარიბი ჯიბიდან შევწირე აღნიშნულ წიგნთსაცავს 14 წიგნი. იმედია მომავალში ამ საქმეს გულშემატკივარიც გამოუჩნდება“. მართლაც, ამ განცხადებიდან ორ კვირაში ვინმე მიხეილ ლელაშვილმა და ერთმა პირმა, რომელმაც
არ ისურვა თავისი სახელისა და გვარის გამჟღავნება, სამკითხველოს შეწირეს 21 სახეობის სხვადასხვა წიგნი, 30 ლოცვანი და სხვ.
მღვდელი იოილი 1897 წლის 20 თებერვალს დიღმის წმ. მარინეს სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1897 წლის 28 სექტემბერს სოფ. დიღომში სამრევლო-საეკლესიო სკოლა გაიხსნა, რომელიც დიდ ბედნიერ
და შესანიშნავ დღედ უნდა ჩაითვალოს სოფ. დიღმისთვის. ამ სკოლის დაარსების საქმეში დიდი შრომა და ღვაწლი მიუძღვის მღვდ. იოილ გამრეკელს. სკოლის კურთხევა ინება თვით საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი). ამ დღეს დიღმის შტატის წმ. მარინეს სახ. ტაძარში მწირველნი იყვნენ: რექტორი სემინარიისა არქიმანდრიტი სერაფიმე და მღვდლები: იოილ გამრეკელი და აპოლონ გოდერძიშვილი. მსახურებას ესწრებოდნენ მთავარხუცესი, მღვდ. სოლომონ შოშიაშვილი
და მღვდ. მარკოზ ტყემალაძე. წირვის დროს მეტად ტკბილად და სასიამოვნოდ ჰგალობდნენ სემინარიის მოსწავლენი ქართულად. არათუ თვით ეკლესიაში, ეზოშიაც არ ეტეოდა ხალხი, რადგან დიდი საზოგადოება შეკრებილიყო. წირვის დამთავრების შემდეგ ეგზარქოსი, შემოსილი, ჯვრით ხელში, რომელსაც ახლდნენ ასევე შემოსილნი სასულიერო პირნი, გაემართნენ სკოლის შენობისაკენ, რომელიც მოწყობილი და მომზადებული იყო შუაგულ სოფელში. ამ დღეს აქ ასევე ბრძანდებოდნენ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი,
16-2 საპატრიარქოს უწყებანი N16 10-16მაისი 2018წ გვ.19
დეკანოზი იოილ გამრეკელი 1853-1932 (გაგრძელება)
თავადი კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი, თბილისის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლი ბ. თუმანოვი, თბილისის გუბერნიის საეკლესიო-სამრევლო სკოლების ზედამხედველი ბ-ნი ტატიშვილი და სხვანი. სკოლის კურთხევის შემდეგ ხალხს სიტყვით მიმართა ეგზარქოსმა, რომლის სიტყვა ქართულ ენაზე იქვე გადათარგმნა მღვდ.
იოილმა. დასასრულს მღვდელმა იოილმა თავად მიმართა ეგზარქოსს შემდეგი სიტყვით: „თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ,
მწყემსმთავარო! ნება გვიბოძეთ, ჩემის მრევლის მხრით მოგმართოთ სულის სიღრმითგან აღმონათქვამის სიტყვით. ვართ რა სიხარულით აღძრულნი თქვენის მობრძანებისა გამო იმ ჩვენს ეკლესიაში, სადაც ხშირად აღიმაღლება ხოლმე თქვენდა სადღეგრძელოდ ლოცვა-ვედრება წინაშე უფლისა, მობრძანებისა გამო ამ სკოლაშიაც,
რომლის კურთხევა ეხლა თქვენ ინებეთ, კეთილკრძალულის გრძნობით გეგებებით და სულით და გულით მოხარულნი, გმადლობთ... იმიტომ, რომ
შენ ჩვენს სიმართლის და ჭეშმარიტების გზაზედ გვაყენებ, შენ ავსებ ჩვენს ნაკლულევანებას თვისის უგანათლებულესის გამოცდილებით,
ბრძნულისა და გონივრულის რჩევით და მამობრივის დარიგებით. ჩვენი დღევანდელი სიხარული აუწერელი და ორკეცია; ორკეცია იმიტომ,
რომ შენთან, შენის თანდასწრებით ჩაედგა დღეს საძირკველი ამ საეკლესიო-სამრევლო სკოლას, რომელიც აქაურ მრევლისათვის შეადგენს ზნეობის დასაწყისს, ურომლისოდაც განათლება,
კეთილდღეობა და წარმატებაც არარაობას წარმოადგენს. ჭეშმარიტად რომ დღევანდელი დღე ჩვენთვის შეადგენს დღესასწაულს და ჩვენი სიხარულიც დაუვიწყარი დარჩება ხალხის ხსოვნაში“. კურთხევის შემდეგ გაიმართა ტრაპეზი თავად ბაგრატიონ-მუხრანსკის სასახლეში, რომელმაც,
თავის მხრივ, სკოლას შესწირა ერთჯერადად ორმოცი თუმანი, ყოველ წლიურად დაუნიშნა ათ-ათი თუმანი და მამულიც დაუთმო მას.
1899 წლის 23 თებერვალს მღვდელ იოილს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1901 წლის 27 აპრილს დაინიშნა კომიტეტის თავმჯდომარედ და დაევალა ახალი სკოლის აშენება. 1902 წლის 25 იანვარს კი სასწავლო დარგში ნაყოფიერი სამსახურისათვის მადლობა გამოეცხადა.მას მიღებული ჰქონდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის სახ. სამახსოვრო ვერცხლის მედალი. მღვდელი იოილი გახლდათ საუკეთესო მქადაგებელი და ორატორი. მისი წარმოთქმული ქადაგებები მრავლად იბეჭდებოდა იმჟამინდელ ქართულ სასულიერო თუ საერო პრესაში. იგი ასევე თარგმნიდა რუსულიდან ქართულ ენაზე სხვადასხვა ნაწარმოებს, მათ შორისაა პოლ ბურჟეს მოთხრობა „აღსარება“.
16-3 საპატრიარქოს უწყებანი N16 10-16მაისი 2018წ გვ.20
დეკანოზი იოილ გამრეკელი 1853-1932 (დასასრული)
1914 წელს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და მღვდელი იოილი თავისი სურვილით ფრონტზე წავიდა. 1915 წლის 6 მაისს იგი კავკასიის ფრონტზე, ყარსის ოლქში, სარაყამიშში მდგარი ერთ-ერთი პოლკის კაპელანი გახლდათ. ომიდან დაბრუნებული მოძღვარი თბილისის აისორების წმ. თომა მოციქულის სახ. ტაძარში დაინიშნა. 1923 წლის 6 ნოემბერს დეკ. იოილი საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველს ურბნელ ეპ. ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) სწერდა: „რწმუნებული ჩემდამო ტფილისის კვირაცხოვლის წმ. თომას ეკლესია დაკეტა მთავრობამ წარსულ მაისში ამ მიმდინარე წელში, რის გამოც დავრჩი აი, ეს მეექვსე თვე უადგილოდ, მოკლებული ყოველ ცხოვრების სახსარს. მართალია, ორი ვაჟი მყვანდა სამსახურში, მაგრამ ესენიც დღეს უადგილოდ არიან შტატების შემოკლების
გამო და ეს იმედიც მომესპო. ვარ დღეს დიდ გაჭირვებულ მდგომარეობაში ამ აუტანელი სიძვირის დროს და ლუკმა-პურის საშოვნელად საშუალება არსაით მომეძებნება. ქაშვეთის ეკლესიაში დროებით მღვდლობის აღმასრულებელმა დეკ. თხინვალელმა, როდესაც თავი დაანება სამსახურს, მოგმართეთ თქვენ სიტყვიერად, რომ ჩემთვის დაგეთმოთ ადგილი, მაგრამ თქვენ ინებეთ მიცემა მღვდელ-მონაზონ ეფრემისათვის. როგორც შევიტყე, დღეს მამა ეფრემი დაბრუნებულა შიომღვიმეში. უმორჩილესად გთხოვთ, თქვენო მეუფებავ, კეთილი ინებოთ, მომცეთ ქაშვეთის ეკლესიაში დროებითი მღვდლის ადგილი. გთხოვთ, იქონიოთ სახეში როგორც ჩემი დიდი ხნის სამსახური, ისე ის გარემოება, რომ მე დღეს არა ვარ მოკლებული უნარს და ხალისს საქმიანობისადმი“. 1923 წლის 19 ნოემბერს ამ წერილზე ეპ. ქრისტეფორემ შემდეგი მინაწერი გააკეთა: „მღვდელ-მონაზონმა ეფრემმა წასვლის წინ თავის მოადგილედ დატოვა დეკ. ცქიტიშვილი. ამიტომ ქაშვეთის სამრევლოს ვთხოვ, აირჩიოს ორიდან ერთი. ადრე მამა იოილს შევთავაზე მთავარანგელოზთა ტაძარი, რაზედაც უარი თქვა“.
1928 წლის 1 სექტემბერს დეკ. იოილი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძარზეა მიწერილი, სადაც ჩანს 1929 წლის 1 სექტემბერსაც. 1930 წელს
მოხუცებული მოძღვარი პენსიაზე გავიდა. დეკანოზი იოილი 1932 წლის 14 აპრილს გარდაიცვალა. დაკრძალეს ვერის სასაფლაოზე. ჰყავდა მეუღლე
ნატალია გრიგოლის ასული (დაბ. 1869წ.) და შვილები: ანა (დაბ. 1881წ.), ალექსანდრა (დაბ. 1884წ.), თამარი (დაბ. 1887წ.), იოანე (დაბ. 1889წ.), ნინო
(დაბ. 1892წ.), ირაკლი (დაბ. 1894წ.).
17 საპატრიარქოს უწყებანი N17 17-23მაისი 2018წ გვ.17
არქიმანდრიტი ონოფრე (მაჭუტაძე) XVII ს-ის შუა წლები -– 1732/1733
არქიმანდრიტი ონოფრე, ერისკაცობაში –– ოთარ მაჭუტაძე XVII ს-ის შუა წლებში გურიის სამთავროში დაიბადა. იგი XVII-XVIII ს-ის გარეჯელ მოღვაწეთა შორის გამორჩეული ფიგურაა. მას გარეჯის მეორედ აღმშენებელს უწოდებენ. სამწუხაროდ, ამ გამოჩენილი მამულიშვილის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები ძალზე მცირეა. უცნობია მისი მშობლების ვინაობა და ონოფრეს დაბადების თარიღი. ვიცით მხოლოდ, რომ
XVII ს-ის 70-იანი წლების დასაწყისში გურული აზნაურები: ჯუმათელი ეპისკოპოსი მაქსიმე და მისი ძმა ოთარი მზითევში მოჰყვნენ გურიის მთავრის, ქაიხოსრო | გურიელის ასულ თუთას (გარდ. 1678წ.), როცა ვახტანგ V-ის ვაჟმა ლევან ბატონიშვილმა ცოლად შეირთო იგი. ძმები მაჭუტაძეები თუთა გურიელის ამალაში ირიცხებოდნენ. მაქსიმე მაჭუტაძე ქართლში გადმოსვლის შემდეგ 1688-1701 წლებში ბოლნისის კათედრას განაგებდა და ჯუმათელის ტიტულსაც ინარჩუნებდა, თუმცა მისი ჯუმათელობა ფიქტიური იყო (პ. კარბელაშვილი, „იერარქია საქართველოს
ეკლესიისა“, ქ. თბილისი 1900წ.,, გვ. 130; თ. ქართველიშვილი „გურიის საეპისკოპოსოები“ ქ. თბილისი 2006წ., გვ. 35-36). 1683 წელს დათარიღებულ წყალობის სიგელში ლევან ბატონიშვილი ოთარ მაჭუტაძეს „ერთგულ
ყმას“ უწოდებს და თანახმად მისი თხოვნისა, სოფ. „სამწევრისის მესთვლეობას“ აძლევს, ე. ი. საბეგარო
17-1 საპატრიარქოს უწყებანი N17 17-23მაისი 2018წ გვ.18
არქიმანდრიტი ონოფრე (მაჭუტაძე) XVII ს-ის შუა წლები -– 1732/1733 (გაგრძელება)
ყურძნის ამკრეფად ნიშნავს (თ. ჟორდანია „ქრონიკები“ ტ.II, ქ. ტფილისი, 1897წ., გვ. 498). 1683-1690 წლებში ოთარი დავით გარეჯის მონასტერში მივიდა და ონოფრეს სახელით ბერად აღიკვეცა. აქვე, მოკლედ თვალი გადავავლოთ გარეჯის მონასტრის ვითარებას. 1615 წლის აღდგომას, ქართლკახეთში შაჰ-აბას I-ის შემოსევის დროს, გარეჯის უდაბნოში 6 000 ბერი აწამეს და იქიდან მოყოლებული უდაბნო წელში ვეღარ გაიმართა. მართალია, კახეთის მეფე არჩილ II-მ (1664-1675წწ.) განაახლა დავით
გარეჯის და იოანე ნათლისმცემლის უდაბნოები, მაგრამ ბერმონაზვნობამ ფეხი ვერ მოიკიდა. ამიტომ 1690 წლის 12 მარტს საეკლესიო კრებამ ონოფრე მაჭუტაძე დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვრად დაადგინა.
ამასთან დაკავშირებით კათოლიკოსი იოანე (დიასამიძე), ალავერდელი ნიკოლოზი და ნინოწმინდელი არსენი წერენ: „გავარიგეთ უდაბნო გარესჯისა. არჩილ მეფემ აღადგინაო გარესჯას მოღვაწეობა, მაგრამ ისევ
მოიშალაო. ახლა ერეკლე მეფის ბრძანებით ონოფრე მაძუტაძე წინამძღვრად დავაყენეთო და კრებულნი დავადგინეთო“ ამ სიგელს ასევე ხელს აწერენ თბილელი დომენტი, რუსთველი ნიკოლოზი და მთავარეპისკოპოსი ქრისტეფორე (პ. კარბელაშვილი, „იერარქია
საქართველოს ეკლესიისა“, ქ. თბილისი 1900წ., გვ.
129; თ. ჟორდანია, „ქართლ-კახეთის საეკლესიო საბუთები“, ქ. ფოთი, 1903წ., გვ. 10). ახლადდადგენილმა წინამძღვარმა ენერგიულად
დაიწყო შრომა სამონასტრო ცხოვრების აღორძინებისათვის, რისთვისაც, როგორც ზევით აღვნიშნეთ დავით გარეჯის უდაბნოს „მეორე აღმშენებელი“
უწოდეს, იმდროინდელი ოსმალობა-ყიზილბაშობა საფრთხეს უქმნიდა, უპირველეს ყოვლისა, ეკლესია-მონასტრებს.სწორედ ამ პირობებში შეუდგა
ონოფრე დავით გარეჯის სამონასტრო ცხოვრების აღორძინების საქმეს. მან ყოველგვარ საქმის ვითარებას სწორად აუღო ალღო და თავისი ორგანიზატორული ნიჭით დავით გარეჯის უდაბნო მალე
ერთ-ერთ მოწინავე სამონასტრო ცენტრად აქცია.
გ. ჩუბინიშვილის თქმით, ................... პირველ რიგში საჭირო იყო სამეურნეო შემოსავლების გადიდებით სამონასტრო დოვლათის დაგროვება. უიმისოდ ონოფრე მეუდაბნოეთა კრებულს ვერ გაზრდიდა და ვერც აღმშენებლობით საქმიანობას დაიწყებდა. მან კარგად გამოიყენა შექმნილი პოლიტიკური ვითარება. ქართლ-კახეთის მმართველთ განაახლებინა და ხელახლა დაამტკიცებინა ყველა ის პრივილეგიები, რომლებითაც ადრე სარგებლობდა დავით გარეჯის მონასტერი. 1690 წელსვე ქართლის
მეფე ერეკლე I-ს ჯამაგირი და წლიური გამოსაღები ულუფა გააზრდევინა და დაიბრუნა ძველი სამონასტრო მამულები, რომელნიც „ქვეყნის ოხრობასა
და უბატონობაში“ კახელ თავადებს მიესაკუთრებინათ (ივ. ლოლაშვილი, „სულხან-საბა ორბელიანის მოღვაწეობიდან“, ქ. თბილისი 1959წ.,, გვ. 30-31). 1696 წელს ქართლის მეფე ერეკლე I უახლებს ჯამაგირს -–– ცხრა თუმანს -– გარეჯის ბერებსა და წინამძღვარ ონოფრეს და ხუთ ლიტრა სანთელს აძლევს მონასტერს სამეფო კარიდან, ხოლო 1699 წელს უნიშნავს „წლითი-წლად“ ქართლის შემოსავლებიდან ას კოდს პურს, ათ საპალნე ღვინოს, ას ლიტრა ბრინჯს, ას ჩარექს ერბოს, ას ლიტრა ყველს, ას ლიტრა მარილს და სხვ. (თ. ჟორდანია „ქრონიკები“ ტ. II, ქ. ტფილისი, 1897წ.,, გვ. 516; გვ. 518).
ამის შემდგომ იგი შეუდგა სამონასტრო მიწების დაბრუნებას და მათზე სამონასტრო კმების დასახლებას. ონოფრეს მზრუნველი ხელი დაეტყო მონასტრის შინა ცხოვრების ორგანიზაციულ მხარესაც. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მისი მეცადინეობით
გარეჯაში ძალიან გაიზარდა ბერმონაზვნების რიცხვი. აღმავლობასთან ერთად იყო ტრაგიკული მოვლენებიც. სწორედ ონოფრეს წინამძღვრობის დროს დაარბიეს ლეკებმა გარეჯის მონასტერი და დახოცეს
ბერები. ეს მოხდა დაახლოებით 1699-1700 წლებში. ამ თავდასხმის დროს თავად წინამძღვარი მონასტერში არ იმყოფებოდა, იგი ქალაქში იყო წასული საქმეებზე. ლეკები ღამით შეპარულან ლავრაში და იქ მყოფნი მძინარენი დაუხოცავთ, გაუძარცვავთ იქაურობა და დიდძალი სიმდიდრე გაუტაციათ. უდაბნოში დაბრუნებულმა ონოფრემ დაიტირა ახალმოწამენი:
მღვდელ-მონაზონი შიო, ბერები: დავითი, გაბრიელი,
17-2 საპატრიარქოს უწყებანი N17 17-23მაისი 2018წ გვ.19
არქიმანდრიტი ონოფრე (მაჭუტაძე) XVII ს-ის შუა წლები -– 1732/1733 (გაგრძელება)
პავლე და გაბრიელი. საქართველოს ეკლესიამ ისინი წმიდათა დასში შერაცხა და ხსენების დღედ 1 ივნისი (ძვ. სტილით) დააწესა (მ. საბინინი ,,საქართველოს სამოთხე“, ქ. პეტერბურღი, 1882წ., გვ. 162).ლეკთა შემოსევამ ძლიერ დააფიქრა მეუდაბნოენი და განსაკუთრებით კი მისი წინამძღვარი. ამის შემდე მის უპირველეს საზრუნავად გადაიქცა მონასტრების შემოზღუდვა ქვიტკირის გალავნებით და საერთოდ, თავდაცვითი საშუალებების გაძლიერება-გამაგრება. მშენებლობათა მთელი ეს კომპლექსი მოითხოვდა დიდ ენერგიას, ორგანიზატორულ ნიჭსა
და ეკონომიკურ სახსრებს. ამ საქმეშიც დიდი ნიჭი გამოიჩინა მამა ონოფრემ. ბერთუბნის ეკლესიის წარწერიდან ირკვევა, რომ ქვის მჭრელებს ონოფრესთან დავითის ლავრის გალავნის აშენებაზე შვიდი წელი
უმუშავიათ. დავით გარეჯის მონასტრის შემომტკიცება რომ დაამთავრა, ონოფრე მაშინვე შეუდგა ნათლისმცემლისა და დოდოს მონასტრების ზღუდეთა შემოვლებას. ასე რომ,7-8 წლის შემდეგ დავით გარეჯის სამივე მონასტერი მტერთაგან შეუვალ ციხე-სიმაგრედ გადაიქცა. ნელ-ნელა მონასტერი ისე გაძლიერდა, რომ თავისუფლად შეეძლო უკვე თავისი შემოსავლებით დაეწყო მშენებლობებიც. რა თქმა უნდა,
იყო შეწირულებანიც. მართლაც, ერთი ათეული წლის შემდეგ ბერმონაზონთა და მათი ენერგიული წინამძღვრის წყალობით აშენდა: „უდაბნოსა შინა საყდარი წმ. იოანე მახარებლისა და ახალი სენაკები მონასტრის ძმათათვის, კლდეში ნაკვეთი კელიები, გალავანი
და კოშკები, ტაძარში დაიდგა ახალი კანკელი ლამაზად მოხატული. საგარეჯოში -–– მონასტრის მამულზე აშენდა პეტრე-პავლეს ეკლესია, რომელიც შეიმხო ახალი ხატებით, ჯვრებით, წიგნებითა და შესამოსლებით“ მან მოიწვია ქვის მჭრელები, მეჩუქურთმეები,
ხუროები, მხატვრები, ხატის მომჭედავები და მათი მეშვეობით მოაჩუქურთმა, მოხატა და სამონასტრო ინვენტარით შეამკო როგორც ახლადაშენებული, ისე ძველი ეკლესია-მონასტრები. XVIII ს-ის დასაწყისში
ბერმონაზონთა საკრებულო იმდენად დიდ სამონასტრო ერთეულად ქცეულა, რომ საჭირო გახდა მათი გადანაწილება სხვა მონასტრებში. ამიტომ კრებული სამ სამონასტრო ერთეულად გაიყო და ყველას ცალცალკე წინამძღვარი დაენიშნა. დავით გარეჯის ლავრაში დარჩა არქიმანდრიტი ონოფრე, გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემელში გაიგზავნა არქიმანდრიტი
ხარიტონი, ხოლო დოდოს მონასტერში -- არქიმანდრიტი ზაქარია. 1704 წელს ეს სამივე წინამძღვარი ერეკლე I-ს პირობის წიგნს აძლევს, რომელსაც ხელს აწერენ: „მონა ღვთისა დავით გარეჯის მაჭუტაძე
ონოფრე, ზაქარია და ხარიტონი“ (ივ. ლოლაშვილი, „სულხან-საბა ორბელიანის მოღვაწეობიდან“, ქ. თბილისი 1959წ., გვ. 36-38; ბ. ლომინაძე „ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორები)“ ქ. თბილისი 1966წ. გვ. 24). არქიმანდრიტი ონოფრე მოხსენიებულია კახეთის მეფე დავით III (იმამყული-ხანის) აკურის შეწირულობის განახლების 1708 წლის სიგელში, როდესაც მეფისაგან მოითხოვა, კვლავ დაემტკიცებინათ დავითის ლავრისათვის სოფელი აკურა (თ. ჟორდანია
„ქრონიკები“ ტ.III, ქ. თბილისი, 1967წ., გვ. 598). იგი ასევე იხსენიება 1712 წლის 9 მაისს შედგენილ განჩინებაში დოდოელთა და მგალობელთა მამულების საქმეზე, სადაც ხელს აწერდა ნინოწმინდელ ეპ.
იოსებთან ერთად („ქართული სამართლის ძეგლები“ ტ. IV, სასამართლო განჩინებანი (XVI--–XVIIIსს.), ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ, ქ. თბ. 1972წ., გვ. 243-244).
ონოფრე დიდ ყურადღებას უთმობდა მონასტერში კულტურულ საგანმანათლებლო მუშაობას. მან არა მარტო სამონასტრო მეურნეობა გამოაცოცხლა და მოაღონიერა, არამედ ხელი შეუწყო მწიგნობართა
საქმიანობის გაშლა-გაფართოებას და მას გარკვეული ორიენტაციაც კი მისცა. სწორედ მისი წინამძღვრობის პერიოდში მომრავლდნენ გარეჯის მონასტერში მწერლები და მქადაგებლები, კალიგრაფები და
ბიბლიოფილები. არსებითად სწორედ ამ პერიოდში
იქცა გარეჯა ქართული მწერლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კერად. ონოფრე მაჭუტაძის დროისათვის ქართულ აგიოგრაფიას მრავალსაუკუნოვანი ისტორია ჰქონდა. ქართულ ენაზე არსებობდა მრავალი თხზულება, რომელშიაც ეროვნულ წმინდანთა ცხოვრება-წამება იყო აღწერილი. იზრდებოდა რა ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გრძნობა, მეტი ძალით იწყებოდა ეროვნულ წმინდანთა გამოვლენა,
მათი ღვაწლის დაფასება, წარმოჩენა, პოპულარიზაცია. ქართული აგიოგრაფიის ზრდა-განვითარებამ
17-3 საპატრიარქოს უწყებანი N17 17-23მაისი 2018წ გვ.20
არქიმანდრიტი ონოფრე (მაჭუტაძე) XVII ს-ის შუა წლები -– 1732/1733 (დასასრული)
განაპირობა ორიგინალური აგიოგრაფიული კრებულის შედგენა-დამუშავება. XVII ს-ის მიწურულს ასეთი კრებულიც შეიქმნა. ესაა ხელნაწერი -160, რომელიც 1699 წელს ონოფრე მაჭუტაძის დაკვეთით გადაწერა შიო გარეჯელმა. კრებულში წარმოდგენილია ნინოს (ცხოვრება, სვეტიცხოვლის საკითხავი, დავითის, იოანესა და შიოს ცხოვრებანი და სხვ. აღნიშნული კრებულის გადამწერი შიო მღვდელ-მონაზონი გვაუწყებს, რომ ხელნაწერი აღიწერა ონოფრე მაჭუტაძის „ნებითა და ბრძანებითა“. ცალკე უნდა აღინიშნოს ის დიდი დამსახურება, რომელიც ონოფრე მაჭუტაძეს მიუძღვის გარეჯის წიგნის ფონდის გაზრდის, გაფართოებისა და დაცვის საქმეში.
იგი გულისყურით ეკიდებოდა მონასტრის ბიბლიოთეკის გაზრდას.
მისი უშუალო მონაწილეობით საკუთრივ გარეჯაში ხელნაწერი და სტამბურად გამოცემული სხვადასხვა დასახელების 76 ტომი იყო თავმოყრილი. თითოეული ტომი კი თავის მხრივ რამდენიმე წიგნისაგან
შედგებოდა. ეს წიგნები გახდა საფუძველი გარეჯის
ლიტერატურული სკოლის წარმატებული საქმიანობისა. ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში, გარდა ყოველდღიურად სახმარი სალვთისმსახურო წიგნებისა, თავმოყრილი იყო აგიოგრაფია, საღვთისმეტყველო
და ეგზეგეტიკური ლიტერატურა. მონასტრის ბერებს საჭიროების შემთხვევაში შეეძლოთ თავისუფლად გაეტანათ ბიბლიოთეკიდან სენაკებში წიგნები. მართალია, თავად ონოფრე მაჭუტაძე ლიტერატურულ საქმიანობას არ ეწეოდა, მაგრამ ფაქტობრივად
მან შეამზადა ნიადაგი დავით გარეჯაში ლიტერატურული საქმიანობის ასაღორძინებლად და ამიტომ სამართლიანად ითვლება გარეჯის ლიტერატურული სკოლის ფუძემდებლად (მენაბდე ლ. „ძველი ქართული მწერლობის კერები“ ქ. თბ. 1962წ. გვ. 299- 300). ონოფრე მაჭუტაძე ქართლ-კახეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად იყო ჩაბმული. იმ
დროის ყველაზე პროგრესულ ქართველთა გვერდით
იგი დაუღალავად იბრძოდა ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ. იგი ხშირად საკუთარი სახსრებით გამოიხსნიდა ტყვეებს და ასახლებდა მონასტრის მიწაზე. ონოფრეს დავალებით დავით გარეჯის ბერი ბესარიონ ორბელიშვილი, მომავალი ქართლის კათალიკოსი, პირადად გაიგზავნა გურიელთან ტყვეთა გაუსყიდველობაზე პირობის მისაღებად (მ. ქავთარია, „ბესარიონ ორბელიშვილის ცხოვრება და შემოქმედება“, ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე #1, 1959წ.).
ონოფრე მაჭუტაძე ქართლის და კახეთის ეპისკოპოსებთან ერთად მონაწილეობდა ვახტანგ VI-ისა და დავით იმამყული-ხანის ლეკთა წინააღმდეგ ერთობლივ სამხედრო კამპანიის შემზადებაში. ცნობილია, რომ გარკვეული პერიოდში ქართლ-კახეთის მეფეთა შორის უთანხმოება გაჩნდა. ნდობის აღსადგენად იმამყული-ხანმა კახეთის ეპისკოპოსებს სთხოვა დახმარება, რომლებმაც, თავის მხრივ, ონოფრე
მაჭუტაძე აირჩიეს მეფეებს შორის შუამავლად და
ერთობის ფიცის თავდებად. ეს ფაქტი, რასაკვირველია, ონოფრეს მაღალ ავტორიტეტსა და გავლენაზე მეტყველებს (მ. ქავთარია, „დავით გარეჯის ლიტერატურული სკოლა“, ქ. თბილისი 1965წ.). არქიმანდრიტი ონოფრე საეკლესიო საბუთებში უკანასკნელად 1729 წელს იხსენიება. ხელნაწერთა
ინსტიტუტში დაცულია 1733 წლით დათარიღებული საბუთი, რომელშიც ონოფრე გარდაცვლილად არის მოხსენებული, თუმცა, მკვლევარი ბ. ლომინაძე თვლის, რომ იგი შედარებით გვიან, დაახლოებით
1736 წელს გარდაიცვალა (ბ. ლომინაძე „ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორები)“ ქ. თბილისი 1966წ. გვ. 150).
18 საპატრიარქოს უწყებანი N18 24-30მაისი 2018წ გვ.16
მეფის კარის მოძღვარი მღვდელი ონისიმე და მისი ვაჟი, დეკანოზი ეგნატე იოსელიანი
საქართველოს ეკლესიის ისტორიაში იყვნენ ისეთი სასულიერო პირები, რომელთა წინაპრები საუკუნეების განმავლობაში ერთგულად და თავდადებით ემსახურებოდნენ დედაეკლესიას. ერთ-ერთი
ასეთი ოჯახი გახლდათ ქ. თბილისსა და სოფ. მარტყოფში მცხოვრები აზნაური იოსელიანები, რომელთა გვარიდან რამდენიმე ღირსეული სასულიერო პირი, სამხედრო მოღვაწე და მეცნიერი აღიზარდა
ქართული ეკლესიის წიაღში. მათ თავიანთი მსახურებითა და მოღვაწეობით მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირეს ქართულ საეკლესიო ისტორიასა და საზოგადო ცხოვრებაში.
გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსი, ღვთისმეტყველი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე პლატონ იოსელიანი თავის თავს წარმოშობით მარტყოფელად თვლიდა. მისივე თქმით, მისი პაპა, აზნაური
იესე იოსელიანი მარტყოფში XVIII ს-ის 20-იან წლებში გადმოსახლებულა იმერეთის სამეფოდან. პროფ.ავთ. იოსელიანის ცნობით იესე (სესია) იოსელიანი ყოფილა ბანძის 1658 წლის ომის გმირის, ეზია იოსელიანის შვილიშვილი. ამ ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის უბოძებია იმერეთის მეფე ალექსან
18-1 საპატრიარქოს უწყებანი N18 24-30მაისი 2018წ გვ.17
მეფის კარის მოძღვარი მღვდელი ონისიმე და მისი ვაჟი, დეკანოზი ეგნატე იოსელიანი (გაგრძელება)
დრეIII-ს (1639-1660) ეზიასთვის წყალტუბოს ახლოს მდებარე სოფ. გვიშტიბი -თავისი შემოგარენით, რაც დასტურდება წყალობის სიგელით. შემდგომში
უკვე აღმოსავლეთ საქართველოში გადმოსულ იესე (სესია) იოსელიანს კახეთის მეფე თეიმურაზ II-ს უბოძებია კარგი მამული ვენახით, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში მარტყოფელები „სესიაურს“ ანუ იესეს ნაქონს უწოდებდნენ. იესე გვერდში ედგა თეიმურაზ II-ს თურქებთან ბრძოლაში და დიდად ისახელა თავი. საბუთებიდან არ ჩანს, თუ რამდენი შვილი ჰყავდა იესე იოსელიანს, ცნობილია მხოლოდ მისი ერთი ვაჟი –– ქრისტეფორე, რომლის-ღირსეული მემკვიდრეები იყვნენ მღვდელი ონისიმე, დეკა- ნოზი ეგნატე, დეკანოზი პროკლე და მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე პლატონ იოსელიანი. 1722 წელს მარტყოფში დასახლებულ იოსელიანებს, როგორც ჩანს, აზნაურობის დამადასტურებელი სიგელი არ გააჩნდათ და ქართველი მეფეების პერიოდში ეს მათთვის არც არავის მოუთხოვია. მხოლოდ XIX ს-ის დასაწყისში, რუსული მმართველობის დამყარების ჟამს დასჭირდათ მათ დაკარგული სიგელის აღდგენა, რაც იმერეთის მეფე სოლომონ II-ს დროს, 1804 წელს მოხდა. მანამდე იესეს შთამომავლებს, როგორც წესი, მარტყოფელობით სახელდებდნენ: ქრისტეფორე მარტყოფელი, ონისიმე მარტყოფელი და ეგნატე მარტყოფელი. მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდებოდა იმჟამინდელ საქართველოში. შემდგომში ონისიმე და ეგნატე იოსელიანებს დიდი ზრუნვა დასჭირდათ, რომ დაებრუნებინათ თავიანთი გვარი. იოანე ბატონიშვილი მის შესახებ წერდა: „ეგნატი, მღვდელი კარის ეკლესიის წმიდის გიორგისა, ონისიმეს ძე მარტყოფელისა, აწ იოსელიანად გვარ-მიღებულისა", მღვდელი ონისიმე ქრისტეფორეს ძე იოსელიანი
1739 წელს დაიბადა. იგი იყო კარის მოძღვარი ორი უკანასკნელი ქართველი მეფისა (ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ისა). მისი შვილიშვილი პლატონ იოსელიანი თავის პაპაზე წერდა: „ონისიმე იოსელიანი
(საყვარელი მეფის გიორგისა) იოსებ კათოლიკოსისაგან ნაკურთხი. მამამისი გადმოვიდა იმერეთით წყალტუბოთგან. ორნი ძმანი მისნი დაიხოცნენ ჭარის ომში“. ონისიმეს განათლება მიუღია
მარტყოფის წმ. ანტონის სავანეში, რომელიც 1752 წელს ლეკთა განუწყვეტელი თავდასხმების შემდეგ დახურულა. მონასტრის სკოლაში ამ დროს 35 ბავშვი სწავლობდა. დაახლოებით, 1762 წელს, კათოლიკოსმა იოსებმა (ჯანდიერი) მას მლვდლად დაასხა ხელი და თბილისის წმ. გიორგის სახ. კარის ეკლესიაში განამწესა, სადაც ის დაუახლოვდა სამეფო კარს, რის გამოც იოსელიანები XVIII ს-ის II ნახ. და XIX ს-ის
დამდეგს საქართველოს ისტორიულ მოვლენათა შუაგულში ტრიალებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ კარგად სწყალობდნენ ქართლ-კახეთის მეფეები, თეიმურაზ II-ის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში დაბრუნებულ კათოლიკოს ანტონ II-სა და მღვდელ ონისიმე იოსელიანს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ამასთან დაკავშირებით პლ. იოსელიანი წერდა: „კათოლიკოსსა ანტონის უნებდა, რათა მიჰყიდოს მან მამული
თვისი და ვენახი მარტყოფს „სესიაური“ სხვასა. უარისათვის გადააყენა მღვდელობიდამ“. საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულია ერთი სიგელი, რომელიც XIX ს-ის დამდეგს მღვდელმა ონისიმემ რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე!I-ის მისწერა: „მოწყალეო ხელმწიფევ! წელსა 1777 განსვენებულმა საქართველოს კათოლიკოსმა ანტონიმ
შუამავლობითა აწმყოს საქართველოს უწმინდესისა პატრიარქისა მეფის ძის ანტონისათავე ძალად ჩემს ნებას გარეთ გამასყიდვინა მარტყოფს
მყოფი ჩემი მამეული ნავენახობი მიწა იწაურს მემკვიდრეს კაცს გოგილაშვილს იობაზედ და მე მაშინ არ მქონდა სურვილი გასყიდვისა და ამაზედ ოთხჯერ და ხუთჯერ უარი ვთქვი და აქამდე მოაწია ჩემმა საქმემ, რომ უწმინდესმა კათოლიკოსმა კიდეც დამტუქსა. და დაწერილი ორი სიგელიცა დავხიე. და ამისათვის გამიწყრა და მანამ მესამე
სიგელზე ხელი არ მომაწერინეს, აღარ მაწირვინა.
და როდესაც ხელი მომაწერინეს, მაშინ ნება მომცა წირვისა. მაგრამ მაინც ფასი რომ მომიტანეს, არ მივიღე და ძალად შემომიყარეს“. საეკლესიო წყაროებში ზუსტად არ ჩანს, როდის დაუბრუნეს მლვდელ ონისიმეს წირვის უფლება,
18-2 საპატრიარქოს უწყებანი N18 24-30მაისი 2018წ გვ.18
მეფის კარის მოძღვარი მღვდელი ონისიმე და მისი ვაჟი, დეკანოზი ეგნატე იოსელიანი (გაგრძელება)
მაგრამ ეს მალევე უნდა მომხდარიყო, რადგან შემდგომში მას კვლავ ვხედავთ მოქმედ მღვდელმსახუ- რად. იგი ხშირად თან ახლდა უფლისწულ გიორგის და უსრულებდა მას საეკლესიო წესებს. 1800 წლის 22 დეკემბერს, უკვე სიკვდილის სარეცელზე მყოფმა სნეულმა მეფემ ინება, რათა აღუსრულონ მას ზეთის კურთხევის საიდუმლო. ამისთვის შეიკრიბნენ სასახლეში კათოლიკოსი ანტონ II (ბაგრატიონი), მროველი მთავარეპისკოპოსი იუსტინე (მაღალაშვილი), ბოდბელი მიტროპოლიტი იოანე (მაყაშვილი), რუსთველი მთავარეპისკოპოსი სტეფანე (ჯორჯაძე),
თბილელი მიტროპოლიტი არსენი (ბაგრატიონი-ნაიბიძე), არქიმანდრიტი და მოძღვარი მეფისა ექვთიმე (მჭედლიშვილი) და მღვდელი სასახლისა ონისიმე იოსელიანი. როგორც ვხედავთ, მღვდელი ონისიმე მეფის გვერდითა მის უკანასკნელ წუთებამდე. როგორც ჩანს, შემდგომში იოსელიანებმა დაიბრუნეს სადავოდ ქცეული ნახევარი დღიური მიწა
და მთლიანად შეინარჩუნეს მარტყოფში კუთვნილი
მამული და ყმა გლეხები. გარდა ამისა, 1805 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა მღვდელ ონისიმეს საქართველოს მთავარმართებელ პ. ციციანოვის წარდგინებით წელიწადში 200 მან. პენსია
დაუნიშნა. მღვდ. ონისიმე 1816 წელს გარდაიცვალა. დასაფლავებულია მამა დავითის ტაძრის ეზოში. მას ექვსი შვილი ჰყავდა: ეფემია (დაბ. 1764წ.), დე–
კანოზი ეგნატე (1766-1843წწ.), თეონა (დაბ. 177 1წ.),
თინათინი (დაბ. 1772წ.), ზაქარია (1777-1866წწ., გენერალ-მაიორი, ბოროდინოს ბრძოლის გმირი) და სოფრომი (დაბ. 1785წ.). დეკანოზი ეგნატე ონისიმეს ძე იოსელიანი 1766 წელს დაიბადა. 1830 წელს შედგენილმის ნამსახურებათა წიგნში ვკითხულობთ: „სიყრმითგან ისწავლა
ქართული საეკლესიო და სამოქალაქო წერილთა კითხვა და წერა კარის ეკლესიის მღვდელ დავით ჩუბინიძესთან, და მერმე განსვენებული გიორგი
მეფის ძეობასა შინა მიუციეს ესე ეგნატე არმანთა სარწმუნოების მღვდელისათვის ტფილისსა შინა, და უსწავლიეს არმანთა ენისა წიგნი და წერა, ღრამატიკისა და მათისა ფილოსოფიისა მოსმენითა, და მერე მოუსმენიეს ქართულსა ენასა ზედა ღრამატიკა, რიტორიკა და ფილოსოფია ძველი და ახალი ტფილისსა შინა ფრიად განსწავლულისა თავად მზეჭაბუკ ორბელიანსა თანა; და ეგრეთვე იცის კატეხიზმო. და მოუსმენიეს ღვთისმეტყველება მასთანვე და იცის თათრული ენა. გალობა არა იცის“.
იოანე ბატონიშვილი დეკანოზ ეგნატეს განათლების შესახებ წერდა: „ესე მცირე მეფემან მეათცამეტემან გიორგი თვისსა ბატონისშვილობასა
შინა აღაზრდევინა სწავლასა შინა საფილოსოფოსოსა და საღმრთისმეტყველოსა; ასწავებინა ენასომხური ტერ-დავითას, კაცსა მეცნიერსა, რომელმან უცხოდ მიიღო სწავლა და ენა სომეხთა
ზედმიწევნით. ვითარცა არს ესე ფილოსოფიასა
და საღმრთოსა წერილსა შინა გამოცდილი, ეგრეთვე უცხო ორატორი, მშვენიერი მოუბარი და კარგი წარმკითხველი წერილთა. ამას ასწავა ახსნით მზეჭაბუკ ორბელიანმან დამასკელის წიგნი და პროკლე კონსტანტინეპოლელის მთავარეპისკოპოსისაგან ქმნილი. ღმრთისმეტყველება, კავშირად წოდებული, და სხვანიცა ღრმანი წერილნი.
და აწ სცხოვრებს ესეცა დროსა ამას შინა უქმად“.
ცნობილი მწიგნობარი და მეცნიერი, თელავის
სასულიერო სემინარიის რექტორი, დავით ალექსი-მესხიშვილი ეგნატეს ასე მოიხსენიებდა: „ჩემს სულიერ ძმას და უსაკუთრესს მეგობარს, კეთილშობილს იოსელიანს, პატიოსანს მეცნიერს და გავითარებულს, ღირსს მღუდელს, განკრძალულისა მღუდლისა ონისიმეს ძესა“, 1790 წლის 10 მარტს კათოლიკოსმა ანტონ II-მ (ბაგრატიონი) დიაკვნად აკურთხა და თბილისის კარის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაადგინა. ზოგიერთ
საბუთში იგი თავის თავს პროტოდიაკვანს უწოდებს.
1796 წელს მან გადაწერა მარკუს ავრელიუსის „საყოფაქცეო ჰსჯა“, რომელსაც აქვს ანდერძი: „გარდმოვსწერე წიგნი ესე ყარახაჩის (აბოცის) მთასა
შინა ყოფასა მეფის ძის დავითი თანა პროთოდიაკონმან ეგნატი ონისიმე მღუდლის ძემან იოსელიანმან, ქორონიკოს უპგ“. დიაკვნობის პერიოდში, კერძოდ 1798 წელს მან სხვებთან ერთად გიორგი
XII-ის დავალებით მონაწილეობა მიიღო კახეთისა და
ელის მოსახლეობის აღწერაში. ეგნატე იოსელიანს
ახლო ურთიერთობა აკავშირებდა დავით ბატონიშვილთან. ისინი ერთად სწავლობდნენ და მეგობრობდნენ კიდეც. ამის დასტურია ისიც, რომ დავითის მეუღლე ელენემ ეგნატეს მოუნათლა სამივე შვილი
პლატონი, მარიამი (მაია) და ელენე. ეს ჩანს დეკანოზ ეგნატეს მიერ 1812 წელს შედგენილი საბუთიდან. ნათელმირონობის გამო ელენეს იგი ხან უახლოეს ნათესავს უწოდებს, ხან შვილივით საყვარელ
ადამიანს. საგულისხმოა, რომ როდესაც რუსეთის მთავრობამ 1811 წელს მეფის რძალი ელენე პეტერბურგში გადაასახლა, მას თან გაჰყვა მამა ეგნატეს უფროსი ქალიშვილი -–– მარიამი. 1806 წლის 10 მარტს კათოლიკოსმა ანტონმა მღვდლად დაასხა ხელი და იმავე ტაძრის წინამძღვრად განამწესა. 1812 წელს ბრინჯაოს ჯვარი მიიღო. აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს საეკლესიო ყმათა და ადგილთა დოკუმენტების დალაგება-მოძიებაში, რის გამოც საქართველოს ეგზარქოსმა თეოფილაქტემ (რუსანოვი) 1820 წლის 11 ივნისს
იასამნისფერი ხავერდის სკუფია უბოძა. 1821 წლის
29 სექტემბერს თბილისის ეკლესიებმა სასულიერო
18-3 საპატრიარქოს უწყებანი N18 24-30მაისი 2018წ გვ.19
მეფის კარის მოძღვარი მღვდელი ონისიმე და მისი ვაჟი, დეკანოზი ეგნატე იოსელიანი (გაგრძელება)
დეპუტატად აირჩიეს. 1826 წლის 17 ივლისს კამილავკა ეწყალობა. 1830 წლის 26 იანვარს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1831 წლის 15 აპრილს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1840-1843 წლებში დეკანოზი ეგნატე ასევე გახლდათ ერეკლე II-ის ასულისთეკლას სულიერი მოძღვარი.
გარდა სულიერი მოძღვრობისა და ღვთისმსახურებისა, დეკანოზი ეგნატე ყოფილა ლამაზად და მკაფიოდ წერის ხელოვნების დიდოსტატი. იგი ასევე
თარგმნიდა ტექსტებს. მისი გადაწერილი და თარგმნილია რამდენიმე ხელნაწერი, მაგ.: „კირილე ალექსანდრიელი -- საუნჯე“, რომელსაც აქვს ასეთი ანდერძი: „წიგნი ესე ღვთისმეტყუელება საუნჯისა
გარდავსწერე ხელითა ჩემითა დროსა მეფობისა ღუთივდაცულისა მეფისა ირაკლი მეორისასა, ტფილისს, წელსა ჩღჟე (1795), ვიდრე რუად რვეულადმდე. და აღირია საქართუელო და აიყარა ტფილისი მეამბოხეთა სპარსთაგან. და შემდგომად დროსა რუსეთის მმართებელობისასა, მთავრობასა თავადის ციციანოვისასა მომსრველისა სენისაგან დაიბნა რა ტფილისი წელსა ჩყდ (1804), აღუსწერე იდ (14) რვეულნი მარტყოფს და უშემდგომესად აღუსწერე ორნიცა რვეულნი ტფილისს
წელსა ჩყკდ (1824), და შევასრულენ ესე ესდენ ონისიმე მღუდლისა ძემან, მღუდელმან ეგნატი იოსელიანმან, მხილველთაგან ჩემდა თქმად შენდობისა ცოდვათასა...“; „შემსგავსებანი“ თარგმნა სომხურიდან დიაკვნობის პერიოდში; „შემოკლებული ისტორია კიროსისათვის“. ხელნაწერს აქვს შენიშვნა: „ესე არის დაწერილი მღუდლის ეგნატი
იოსელიანისაგან“; „ფსალმუნთა განმარტება“, რომელიც გადაწერა სამეგრელოს მთავრის მემკვიდრის დავით დადიანის მწერალმა აბელ ბაშბეუქოვმა, და თარგმნა 1828 წელს ეგნატე იოსელიანმა; 1820
წელს გადაწერა „კრებული“; 1823 წელს მან სომხურიდან თარგმნა „საღმრთო სიბრძნისათვის“, რომელსაც აქვს ანდერძი: „ესე ითარგმნა ჰაოსთა ენისაგან ქართველთა ხმასა და ენასა ზედა ონისიმე
მღვდლის ძის მღვდლის ეგნატე იოსელიანისა მიერ, წელსა 1823-სა, იულისს“. 1830 წელს თარგმნა კარაბადინი“. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II (საძაგლიშვილი) მის შესახებ წერდა: „ეგნატე იოსელიანი თავისი განათლებითა და ნაყოფიერი შემოქმედებითი შრომით ნებისმიერი ეკლესიის მშვენება იქმნებოდაო“.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დეკანოზი ეგნატე
რამდენჯერმე იყო სამართალში მიცემული. მის პირად საქმეში ვკითხულობთ: „დასჯილ ყოფილ არს,
რომელ წელსა 1807-სა ტფილისსა შინა, ახლდა მეუღლისა მეფის ძისა დავითისა, ცარევნა ელენესსა, ქურდთაგან წარპარულ იქმნეს რამდენისამე
ფასისა ქონებანი, რომელსაცა შემთხვევისა გამო მასვე ჟამსა ტფილისის სამოქალაქო პოლიციის
გამოძიებითა ცნობილ საეჭვოდ მას ქურდობასა შინა სხვა ვინმე ერისაგანი მიცემული იყო სამართალსა შინა, ხოლო შემდგომად წელსა 1811-სა
საქმე ესე განხილულ იქნა სანკ-პეტერბურგსა არზითა მეფის ძის დავითისათა, არა მართლიად შესმენისა გამო მისისა ამას მღვდელსა ზედა, გარნა გადაწყვეტილებითა ტფილისის უეზდის სუდისა სრულიად განმართლებულ იქნა მღვდელი ესე; ხოლო შემდგომად შესვლასა რევიზიისა თვის ექსპედიციასა შინა ესე, 1814 წლის უმაღლესი მანიფესტის წყალობითმისი საქმე გამოძიების გარეშე იქნა დატოვებული“. 1832 წლის შეთქმულების საგამომძიებლო კომისიამ დეკანოზი ეგნატე მიაკუთვნა დამნაშავეთა IX კატეგორიას, ანუ ისეთ პირთ, რომელთაც ბრალად
ედებოდათ მონაწილეობა ან მოსმენა არაკეთილსაიმედო სიტყვებისა. დეკანოზი ეგნატე ერთი ვერსიით 1843 წლის 18 აგვისტოს გარდაიცვალა. მისი შვილის, პლატონის ჩანაწერებით, დეკანოზი ეგნატე 1843 წლის 22 ივლისს, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა, რაც უფრო
სარწმუნოა, რადგან 1843 წლის 21 აგვისტოს პოეტი ნიკ. ბარათაშვილი გრ. ორბელიანს წერდა: „... მამა ეგნატიმ თავი დაგიკრა იმიერ სოფლიდგან. ერთი თვეა, რაც გარდაიცვალა საწყალი“. დეკანოზ ეგნატეს ჰყავდა მეუღლე ბარბარე მო-
18-4 საპატრიარქოს უწყებანი N18 24-30მაისი 2018წ გვ.20
მეფის კარის მოძღვარი მღვდელი ონისიმე და მისი ვაჟი, დეკანოზი ეგნატე იოსელიანი (დასასრული)
სეს ასული სულხანიშვილი (დაბ. 1773წ.) და შვილები: პლატონი (დაბ. 1808-1870წწ., ცნობილი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე), ქრისტეფორე (გარდ. 1808წ.), მარიამი (მაია), ელენე. იოსელიანების ამ ცნობილ ოჯახში უკანასკნელი სასულიერო პირი გახლდათ დეკანოზი პროკლე სოფრიმის ძე იოსელიანი, დეკ. ეგნატეს ძმისშვილი. იგი 1827 წელს დაიბადა. 1849 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1851 წლის 11 თებერვალს დიაკვნად აკურთხეს, იმავე წლის 15 თებერვალს მღვდლად დაასხეს ხელი და აზერბაიჯანში, ქ. ყუბის ღვთისმშობლის მიძინების
სახ. ტაძარში განამწესეს. 1853 წლის 1 აგვისტოს ტაძართან გახსნა სკოლა და მუსულმან ბავშვებს თავადვე ასწავლიდა რუსულ ენას, არითმეტიკას და მართლწერას. 1854 წლის 1 ნოემბერს ეს სკოლა დაიხურა, რადგან სახელმწიფომ თავად გახსნა სასწავლებელი. 1854 წლის 26 თებერვალს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1855 წლის 1 აგვისტოს ყუბის დაწყებით სკოლაში საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა და აქაც უსასყიდლოდ ასწავლიდა ბავშვებს. 1856 წლის 25 ოქტომბერს დერბენტის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს და იქაც სამაზრო სასწავლებელში საღვთო სჯუ-ლის პედაგოგად დაინიშნა. 1857 წელს ყირიმის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ლენტიანი ბრინჯაოს ჯვარი მიიღო. 1860 წელს სკუფიით, 1865 წლის 4 აპრილს კამილავკით დაჯილდოვდა; XIX ს-ის 70-იან წლებში მღვდელი პროკლე თბილისში გადმოვიდა და წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. (სამხედრო ჰოსპიტალის) ეკლესიაში დაინიშნა. აქვე მიიღო სამკერდე ოქროს ჯვარი და დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზი პროკლე 1879 წლის 17 მაისს გარდაიცვალა. დაკრძალულია
თბილისის ზემო წმ. ბარბარეს სახ. ტაძარში. ჰყავდა მეუღლე ეკატერინე მოსეს ასული (დაბ. 1837წ.) და შვილი -- ალექსანდრე (დაბ. 1854წ.).
18-5 საპატრიარქოს უწყებანი N18 24-30მაისი 2018წ გვ.19
............ იღუმენ პართენს (აფციაური)“. დეკ. მელქისედეკი ბათუმში არ წავიდა და 1960 წლამდე კვლავ უადგილოდ იყო. 1960 წლის 4 მარტს უწმინდესმა ეფრემ II-მ კვლავ აღადგინა სასულიერო ხარისხში და ქიზიყში, ბოდბის წმ. ნინოს სახ. დედათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1963 წლის აგვისტოდან სიცოცხლის ბოლომდე სიონის საპატრიარქო ტაძარში მსახურობდა და მცხეთის ორწლიან სამოძღვრო-საღვთისმეტყველო სასწავლებელში ასწავლიდა. დეკანოზი მელქისედეკი 1968 წლის 6 მარტს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. დასაფლავებულია საბურთალოს საერო სასაფლაოზე. თავის ერთ-ერთ ქადაგებაში, რომელიც საშინელ სამსჯავრის ეხება, დეკ. მელქისედეკი ბრძანებდა: „უკანასკნელი საერთო სამსჯავრო ჩვეულებრივად საშინელ სამსჯავროს სახელწოდებით არის ცნობილი. მართლაც არ შეიძლება იყოს სამართალი უფრო საშინელი ადამიანისათვის, როგორიც უკანასკნელი მსოფლიო გასამართლება იქნება. უკანასკნელი სამსჯავრო საშინელი იქნება მსაჯულის სახით. კაცობრიული სამართალიც მით უფრო საშინელია ბრალდებულისათვის, რამდენად მაღლა დგას მსაჯული მისი მდგომარეობით, რამდენად ის გამჭრიახი და მიუდგომელია. მაგრამ რომელი სამართალი, თუნდაც ის მეფისა იყოს, შეედრება უკანასკნელ მსოფლიო სამართალს. მსაჯულის სახით აქ მსოფლიოს გამსამართლებლად თვით ძე ღვთისა მოვა, მეუფე ცათა და ქვეყანისა, მეუფე სიკვდილისა და სიციცხლისა, განსჯის ყოვლის მცოდნე ღმერთი, რომლის წინაშე დაუფარავია არა მარტო საქმენი, არამედ ყოველი აზრიც კი ადამიანისა. თითოეული დანაშაულებრივი საქმისათვის ისი ღირსეულად მიაგებს ადამიანს, ან საუკუნო ნეტარებას, ან საუკუნო სასჯელს, უკანასკნელი სამართალი საშინელი იქნება აურაცხელი ბრალდებულის სახით. მსაჯულის ძე ღვთის წინაშე შეკრბებიან გასასამართლებლად ყველა ხალხები, იმდენად მრავალი, რომ მათი აღრიცხვისათვის ადამიანის ენაზე შესაფერი რიცხვი არც კი მოინახება. ამ ბრალდებულთა შორის იქნებიან ყველა ჩვენი მახლობელი, ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები. ეს გარემოება კიდევ მეტად აძლიერებს ამ სამართალის ხასიათს. მას უფრო საშინელს, შემაძრწუნებელს ქმნის. უკანასკნელი სამართალი საშინელი იქნება ცოდვათა ქმედების სიმრავლითაც. აქ მთელი ქვეყნის თვალწინ გადაიშლება მსოფლიო ცოდვების სანახაობის სურათი მთელი მისი სიშიშვლით, მთელი მისი საზიზღრობით და დანაშაულებით. ჩვენ ხშირად მოვყავართ საშინელებაში და ძრწოლაში ერთ საშინელ დანაშაულსაც, მამის მკვლელობას, შვილის მკვლელობას, ცოლის
18-6 საპატრიარქოს უწყებანი N18 24-30მაისი 2018წ გვ.20
მკვლელობას, მაშ როგორი სანახაობა იქნება მისი საშინელებით, როდესაც მსოფლიო ღვთიურ სამსჯავროზე გამოცხადდება და გაშიშვლდება ყველა კაცობრიული სისასტიკე, სიმძლავრე, ულმობელობა, გულქვაობა, შესრულებული სხვადასხვა დროს, ქვეყნის გაჩენიდან სხვადასხვა ხალხებს შორის. უკანასკნელი სამართალი საშინელი იქნება მისი შედეგებითაც. ეს იქნება სამართალი გადამწყვეტი, საბოლოო, მისი განაჩენი გადაჭრის ბედს თითოეული ადამიანისას სამუდამოდ. ის დახურავს სამარადისოდ კარებს ქრისტეს სასუფევლისას ცოდვილთათვის და გარდაუვალ უფსკრულს გათხრის მათსა და მართალთა შორის. „წარვედით ჩემგან წყეულნო, ჯოჯოხეთსა მას საუკუნესა, რომელი გამზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის“ (მათ. 25, 41). აი, რას ეტყვის უფალი, ეს მიუდგომელი მსაჯული ცოდვილთ უკანასკნელ მის საშინელ სამსჯავროზე. ვეცადოთ, საყვარელნო, რომ ღვთისადმი სარწმუნოებრივი საქმენით, სიყვარულით, მოკრძალებით, სიმდაბლით და სიწმინდით მოვიპოვოთ უფლება ქრისტეს საშინელ სამსჯავროზე მის მარჯვენით დგომისა და ზეციური მამის კურთხეულებთან ერთად ძე ღვთის ბაგენით საერთო სასიხარულო სიტყვების სმენისა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, განმზადებული თქვენთვის დასაბამიდან სოფლისა (მათ. 25, 24), ამინ“.
19 საპატრიარქოს უწყებანი N19 31მაისი-5ივნისი 2018წ გვ.17
.......... ნა ამჯობინა. კომუნისტური ხელისუფლების დამყარების შემდეგ მელქისედეკი წლე- ბის განმავლობაში ქუთაისის სხვადასხვა სკოლებში პედაგოგად მუშაობდა. 1924-1928 წლებში ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში ასწავლიდა. 1931-1937 წლებში არსად არ მუშაობდა. 1938 წლიდან იგი თბილისში ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1941 წელს იგი სამსახურიდან დაითხოვეს, ვინაიდან უარი თქვა ანტირელიგიურ პროპაგანდაზე შემდგომში იგი იხსენებდა, როგორ გამოიძახეს რაიკომში და უთხრეს: „მელქისედეკ, სიტყვის თქმა. და წერა შეგიძლია, ჩვენ პატივს გცემთ. ამბობენ, რომ ღმერთი გწამს, ამიტომაც გაზეთებში რელიგია უნდა ამხილო, ამით სახელსაც აღიდგენ... თუ არა, ჩვენ ერთად ვერ ვიმუშავებთ. მამა მელქისედეკს უთქვამს: ცუდი რა გამიკეთა ღმერთმა, რომ ვებრძოლოო? ანდა როგორ, რითი ვებრძოლო, ცაში ქვა ვესროლო? მე დონ კიხოტი არა ვარ, ასე მოვიქცეო“. ამის გამო იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს და განათლების სისტემაში მუშაობა აუკრძალეს. სხვაგან სადაც კი ფეხი შედგა, რამდენიმე კვირაში უმიზეზოდ აგდებდნენ. ძალიან გაუჭირდა. დიდმოხელე ძმას მისი დანახვაც არ უნდოდა. ომის პერიოდი იყო. შვილი ანტონი შიმშილით მოუკვდა. მეუღლე ნადია კვიჟინაძე ტუბერკულოზით გარდაეცვალა. დარჩა ერთი ქალიშვილი –- ციცინო. ომის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) მას სამლვდელო ხარისხი შესთავაზა. აი, რას წერდა იგი 1945 წლის 14 დეკემბერს უწმინდესს კალისტრატეს: „ვიტყოდი კიდეც, რომ ჩემში ყოველივეა მოცემული ამ მოწოდებისათვის, გარდა ერთისა, რაც თქვენ უკვე მოგხსენდათ ჩემგან და გამოიხატება მით, რომ ჩემში საერთოდ არასდროს არ არსებულა მიდრეკილება, რომ ოდესმე კულტმსახური გავმხდარიყავი და მით არა ნაკლებ მისებრ ტანსაცმელში მევლო. ჩემი პედაგოგიური ასპარეზზე მუშაობის შედეგად მე საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნება შევიქენი რესპუბლიკური მასშტაბით, მასთანაც სრულიად საერო კაცი. ჩემი პირობაა, რომ მე სამსახურის გარეშე უფლება მექნეს სამოქალაქო ტანსაცმელში სიარულისა“, ორი კვირის შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ მამა მელქისედეკის წერილს ასე უპასუხა: „პირობებს თავი უნდა დაანებო, ან ჰო, ან არა“ –– კ. პ. კ. 1946 წლის 14 ივნისს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) მელქისედეკი დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 18 ივნისს –-– მღვდლად დაასხა ხელი. 1946 წლის 30 ივლისს ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1948 წლის 8 თებერვალს კამილავკა ეწყალობა. დეკანოხითი მელქისედეკი მქადაგებლობის ნიჭით გამოირჩეოდა. არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) თავის მოგონებებში იხსენებს: „როცა ის ქადაგებას იწყებდა, ტაძარში სიჩუმე ისადგურებდა, მრევლი სუნთქვა შეკრული უსმენდა. მამა მელქისედეკი ქართულ და რუსულ ენაზე ქადაგებდა. თუმცა მისი ქადაგებები დონით აკადემიური წრისათვის იყო განკუთვნილი, ის უბრალო ხალხსაც საუცხოოდ ესმოდა. მაშინ დავრწმუნდი, რომ ძლიერი სიტყვა ერთნაირად შეძრავს ყველა წრის კაცთა გულებს, რამეთუ სილამაზის გრძნობა დამახასიათებელი თვისებაა თვითონ ადამიანის სულისა. ერთხელ მამა მელქისედეკს ნაცნობი მოუყვანეს, კაცი თითქმის ბრმა იყო. თავის დროზე ქუთაისის მილიციის უფროსი ყოფილიყო და ხელიძეს და მის ოჯახს დევნიდა. ფანატიკური ბოროტებით ექცეოდა რელიგიას. 50-იან წლებში რაღაც დანაშაულის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მანაც, ისევე, როგორც თავის დროზე ხელიძემ, სამუშაო ვერ იშოვა. მერე კი ძეგლთა დაცვის კომიტეტის საშუალებით დარაჯად მოეწყო ზედაზნის მონასტერში და იმით ერთობოდა, რომ სტალინის პორტრეტი ხატის ადგილას დაკიდა და როცა ხალხი მის სადარაჯო ოთახში შედიოდა, ჯვარს “ხალხის ბელადის” პორტრეტის წინ ისახავდა. ეს ძალიან ამხიარულებდა მას და ეუბნებოდა: - ახლა ქრისტიანები კი არა, სტალინელები ხართო. ერთხელ ზედაზნის მონასტერში ნათლიმამასთან ერთად ვიყავი ასული. მან როცა ხატის ჩარჩოში ჩასმული სტალინის პორტრეტი დაინახა, ოთახიდან გამოვიდა, გადააფურთხა და თქვა: “დაწერილია, რომ წმინდა ადგილას საძაგელი იგი მოოხრებისაი იქნება”. გავიდა ხანი და ახლა ამ ნახევრად ბრმა ბერიკაცს თავისი “იდეური მტრის”, დეკანოზ მელქისედეკ ხელიძის ნახვა მოუნდა. მან იცნო, შინაურივით გადაეხვია და შინ შეიპატიჟა. ისინი დიდხანს საუბრობდნენ. მამა მელქისედეკს ჩემთვის საუბრის შინაარსი არ მოუყოლია, გადაკვრით მითხრა, ძველი დრო გავიხსენეთო“.
19-1 საპატრიარქოს უწყებანი N19 31მაისი-5ივნისი 2018წ გვ.18
1948 წლის 14 მაისს მამა მელქისედეკი თხოვნით მიმართავს უწმინდესს კალისტრატეს: „მე ანაფორა ჩავიცვი შედეგად თქვენი მოწოდებისა, მიუხედავად იმისა, რომ საღი და შეგნებული მორწმუნე მე ყოველთვის ვიყავი და დავრჩები. ქრისტეს ჯვრის ტარება მეტად ფაქიზ და საპასუხისმგებლო საგნათ მიმაჩნდა, ყოველ შემთხვევაში არა ისე მსუბუქ საკითხად, როგორადაც ეს სამღვდელოების დიდ უმრავლესობას წარმოუდგენია და მიაჩნია, რის გამოც დღევანდელ სამღვდელოების გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებდი. ე. ი. ვრაცხდი ისეთ წოდებად, რომელშიაც ჭარბად გამჯდარა საერო, ვიდრე ქრისტიანული ზნე-ჩვეულებანი. უკიდურესი ეგოისტური გრძნობიდან მოკიდებული თავისთავის გამაკარებელ უპატიო სველ გობში ცხვირის რევამდე, და გაუნათლებლობიდან მოკიდებული უშნო და უხეშ ამპარტავნებამდე... და აი, ჩემდა არა სასიამოვნოდ, ასეთი საზოგადოების წევრად ვირიცხები დღეს მეც. მაგრამ რა გაეწყობა, უკან დახევა გვიანაა. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი მცირე ძალოვანი მღვდლური საქმიანობა წარვმართო ჩემი შეხედულებისა და გვარად. მე ხმალში მუდამ მზად ვარ შეუდრეკელად ყველას გავყვე, მაგრამ არა ისეთ უბადრუკ პიროვნებებს. ამიტომ გთხოვთ, გამათავისუფლოთ სიონის ტაძარში მუშაობიდან და გადამიყვანოთ წინამძღვრად თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ეკლესიაში. ამასთან დავსძენ, რომ ჩემი გადაწყვეტილება კატეგორიულია“. უწმინდესმა კალისტრატემ გაითვალისწინა დეკ. მელქისედეკის თხოვნა და იგი იმავე წლის ზაფხულში თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანა. 1952-1954 წლებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ II-მ (ფხალაძე) საეკლესიო წესების დარღვევისათვის დეკ. მელქისედეკი რამდენჯერმე მკაცრად გააფრ- თხილა. 1954 წლის 3 სექტემბრის სხდომაზე. საქართველოს ეკლესიის სინოდმა განიხილა დეკ. მ. ხელიძის საქმე და გამოიტანა ასეთი განჩინება: „დადასტურებულად ჩაითვალოს, რომ დეკანოზი ხელიძე მოძღვრისადმი შეუფერებლად იქცევა, არ ემორჩილება და არ სცნობს ეპარქიას, მღვდელმთავარსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განკარგულებებს. არ არიცხებს - გადახდის აცილების მიზნით შემოსავალ-გასავლის წიგნში, არ შეაქვს სრული შემოსავალი, რაც სისხლის სამართლის დანაშაულობაა. არ აქვს უმცროსის შესაფერი ურთიერთობა უშუალო უფროსთან, ეპარქიის მღვდელმთავართან და სრ. საქ. კათოლიკოს-პატრიარქთან. მიუხედავად ამისა, უმორჩილესად ეთხოვოს მის უწმინდესობას, აპატიოს დეკ. მ. ხელიძეს ჩადენილი დანაშაულობანი თუ იგი მის წინაშე მოიხდის ბოდიშს და შემდეგში მსგავს ქმედებებს აღარ გაიმეორებს“, ამ განჩინების შემდეგ დეკ. მელქისედეკმა შენდობა ითხოვა და მას ექვსი თვის ვადა'მიეცა, რათა დარჩენილი თანხები წარმოედგინა, თუმცა, 1954 წლის 13 ოქტომბერს მან ლოცვა-კურთხევის გარეშე დატოვა ეპარქია და ქ. ქუთაისში თვითნებურად და უკითხავად გაემგზავრა. უწმინდესის შეკითხვაზე, თუ რატომ ჩაიდინა მან ეს საქციელი, მან უპასუხა ამპარტავნული წერილით და გააჩაღა კამპანია მის წინააღმდეგ. 1955 წლის 2 მარტს მიუხედავად უწმინდესი მელქისედეკის კატეგორიული ბრძანებისა დეკ. მ. ხელიძემ არ წარმოადგინა ეკლესიის შემოსავალ-გასავლის წიგნი, ხოლო წიგნის ნაცვლად გამოგზავნა უსათაურო წერილი. უწმინდესმა მელქისედეკმა კვლავ გაითვალისწინა მისი დამსახურება და აპატია ეს მეორე ურჩობაც და აკმარა მას მცირე სასჯელი, გაათავისუფლა იგი ყოვლადწმინდა სამების ტაძრის წინამძლვრობიდან და 1955 წლის 31 მარტს კუკიის წმ. ნინოს სახ. ტაძრის მღვდელმსახურად განამწესა, რასაც დეკ. მელქისედეკი არ დაემორჩილა. 2 აპრილს, მან მის უწმინდესობას წერილით მიმართა, სადაც ეწერა: „სულსა სულგრძელსა და მაღალსა ვერ შეაშინებს სული მცირე და დაბალი...“. წერილში ეწერა სხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებიც. პირველ წერილს მან მალევე მეორე წერილიც მიაყოლა. ამის გამო წმინდა სინოდმა მას დროებით შეუჩერა მღვდელმოქმედება მისი საქმის საბოლოოდ გადაწყვეტამდე. 1955 წლის 31 აგვისტოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი პ. გაგოშიძე საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს რწმუნებულს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთათვის მ. მექვაბიშვილს სწერდა: „ვინაიდან დეკ. ხელიძეს ამა აგვისტოს პირველიდან დაუტოვებია სამსახური და აღარა სურს განაგრძოს სამსახური წმ. ნინოს ეკლესიაში, ამიტომ იგი გათავისუფლებულია სამსახურიდან სავსებით“. 1955-1957 წლებში დეკანოზი მელქისედეკი უადგილოდ იყო. 1957 წლის აპრილში სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ დაინიშნა. 1957 წლის 12 სექტემბერს იგი ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში გადაიყვანეს და ბათუმის წმ. ნიკოლოზის სახ. საკათედრო ტაძარში განამწესეს. ამასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კანცელარია ბათუმ-შემოქმედელჭყონდიდელ მიტროპ. ეფრემს (სიდამონიძე) სწერდა: „1957 წლის 12 სექტემბერს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრის წინამძღვრის მოადგილე დეკ. მ. ხელიძე დღეიდან გადაყვანილია ბათუმში მიტროპ. ეფრემის განკარგულებაში სამსახურის სარგებლობისათვის. დეკანოზი ხელიძე მოვალეა გამოცხადდეს ბათუმში მიტროპ. ეფრემთან ამა სექტემბრის ოცამდე. თუ დეკ. ხელიძე ვადაზე გამოცხადდება მიტროპ. ეფრემთან და შეუდგება სამსახურს, რომელსაც დაავალებს მას მღვდელმთავარი, მაშინ კუთვნილი ხელფასი მიეცემა დღეიდან, 12 სექტემ- ბრიდან. თუ დეკ. ხელიძე დროზე არ გამოცხადდება სამსახურში, მაშინ მის შესახებ მსჯელობა იქნება კათოლიკოსთან სინოდში. სიონის საკათედრო ტაძრის პროტოპრესვიტერ ა. გაბუნიას ვავალებ 13 სექტემბერს სვეტიცხოვლის ტაძარი გადააბაროს
20 საპატრიარქოს უწყებანი N20 7-20ივნისი 2018წ გვ.17
დეკანოზი გიორგი ინაშვილი 1876-1924
ეხლა ბევრგან ქადაგობენ სამღვდელოებისა და ეკლესიის საწინააღმდეგოდ!
ვაგრძელებთ 1921-1938 წლებში საქართველოში რეპრესირებულ სასულიერო პირთა ამსახველი ცხოვრების მოძიებასა და მათზე ინფორმაციის შეკრებას. ულმობელმა ეპოქამ უამრავი კეთილშობილი და ერისათვის თავდადებული მამულიშვილის სიცოცხლე შეიწირა. მათ რიგებშია მცხეთა-თბილისის ეპარქიის, გარდაბნის რაიონის, სოფ. ახალსოფლის წმ. ნინოს სახ. ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ინაშვილი.
დეკანოზი გიორგი იოსების ძე ინაშვილი 1876 წელს დიაკვნის ოჯახში დაიბადა. მამამისი, დიაკვანი იოსებ იოანეს ძე ინაშვილი 1847 წელს
მღვდლის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი. 1866 წლის 24 ოქტომბერს ნორიოს წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1869 წლის 29 ნოემბერს მარტყოფის ხელთუქმნელი ხატის სახ. საკათედრო ტაძარში გადაიყვანეს. 1873 წლის 19 მაისს ახალსოფლის წმ. ნინოს სახ. ტაძარში დაადგინეს. 1875 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) დიაკვნად აკურთხა. წლების განმავლობაში ახალსოფლის
სამრევლო-საეკლესიო სკოლაში გალობას ასწავლიდა, სადაც ნაყოფიერი პედაგოგიური სამსახურისთვის სასულიერო მთავრობისაგან არაერთხელ გამოეცხადა მადლობა. ამასთან დაკავშირებით, უცნობი ავტორი, ფსევდონიმით „საცხენისხეველი“ გაზ. „ივერიაში“ წერდა: „სოფ. ახალსოფელი (ტფილისის მაზრა). ეს ორი წელიწადი იქნება, რაც ახალსოფლის სამრევლო სკოლაში მთავრობამ გაამწესა მასწავლებელი. მართალია, წინადაც აქ სკოლა იყო, მაგრამ საკუთარი მასწავლებელი არ ჰყავდა, რის გამოც, 13 წელიწადზედ მეტი იქნება, რაც მასწავლებლის
როლს ასრულებდა ამავე სოფლის ეკლესიის კრებული, რომელიც ცალკე თავის სამსახურის და მოვალეობის გამო, ცალკე კიდევ უვარგის
სკოლის ოთახისა, რომელშიაც ავდრიანს დღეებში ისე სწვიმდა, როგორც გარეთ, ვერ მიდიოდა თავისს დროზედ სკოლაში და ვერ ასწავლიდა ყმაწვილებს. სკოლის ასეთმა სამწუხარო მდგომარეობამ ბოლოს მაინც მიიქცია ყურადღება სამრევლო სკოლების მთავრობისა,
რომელმაც საჭიროდ დაინახა აეშენებინა სკოლისათვის ოთახი თავის ხარჯით და დაენიშნა მასწავლებელი. ამისთანა სასიამოვნო საქმემ
ძალიან გაახარა აქაური საზოგადოება და თავის მხრით დახმარებასაც დაჰპირდა, რითაც კი შეიძლებოდა. მალე დაამთავრეს სკოლის
შენობა და მალე იქმნა გამოგზავნილი მთავრობისაგან მასწავლებელი. ამჟამად აქ მასწავლებლად არის ტფილისის საეპარქიო დედათა
სასწავლებელში კურსდამთავრებული ოლგა
ბათიაშვილისა, რომლის დაუზარელმა და მუყაითმა მოღვაწეობამ კარგი ნაყოფი გამოიღო და დიდი მადლობაც გარდაუხადა არქიმანდრიტმა მამა დოსითეოსმა, რომელიც დაესწრო
ყმაწვილების გამოცდას 13 მაისს. ყმაწვილებმა კარგი ცოდნა გამოიჩინეს: საღმრთო სჯულისა, ქართულისა, რუსულისა, ანგარიშისა და
საეკლესიო გალობისა. დიდი მადლობა გარდაუხადა არქიმანდრიტმა დოსითეოსმა აგრეთვე ადგილობრივ მღვდ. ნიკოლოზ კანდელაკს და
მთავარდიაკვანს იოსებ ინაშვილს, პირველს
საღმრთო სჯულის კარგად სწავლებისა, ხოლო მეორეს -– ქართული და რუსული გალობის კარგად სწავლებისათვის. მ. იოსებ ინაშვილს
ყმაწვილებისთვის კარგად შეუსწავლებია გალობები და დასიც შეუდგენია, რომელსაც ყოველ კვირა-უქმეობით ეკლესიაში აგალობებს.
კარგი კიდევ ის არის, რომ მ. იოსებ ინაშვილს
ყმაწვილებისთვის (ახალსოფელში 30 კომლამდე რუსი ცხოვრობს და ამათი ყმაწვილებიც დადიან სკოლაში) მშვენივრად შეუსწავლებია
ზოგიერთი საეკლესიო ქართული საგალობლე-
20-1 საპატრიარქოს უწყებანი N20 7-20ივნისი 2018წ გვ.18
დეკანოზი გიორგი ინაშვილი 1876-1924 (გაგრძელება)
ბი, მაგ.: „უფალო შეგვიწყალენ“, „მოვედით თაყვანის ვსცეთ“... „წმიდაო ღმერთო“, „ღირს-არს“ და კიდევ ბევრი სხვა და ეკლესიაში აგალობებს. 14 მაისს, წირვაზე, მშვენივრად იგალობა მთელი წირვა და პარაკლისი ყმაწვილების მგალობელთა გუნდმა, მ. ი. ინაშვილის ლოტბარობით. წირვა ქართულად და რუსულად იყო. ამ დღეს თვით მცხოვრებნიც ბევრი იყვნენ ეკლესიაში. წირვის შემდეგ მამა დოსითეოსმა კიდევ მადლობა
გარდაუხადა მასწავლებელს ო. ბათიაშვილს, მღვდ. ნ. კანდელაკს და დიაკვან იოს. ინაშვილს და სრული კმაყოფილებით
სავსე საათის ოთხზედ გაემგზავრა სოფ. უჯარმას, რათა იქაური სკოლაც დაეთვალიერებინა და გამოეცადნა ყმაწვილები“.მამა იოსები 1902 წლის 19 ივლისს იმავე სკოლაში სხვა საგნების მასწავლებლადაც დაინიშნა.
დიაკვანი იოსები ადრე დაქვრივდა. გარდაიცვალა XX ს-ის 10-იან წლებში.დეკანოზი გიორგი 1876 წელს დაიბადა. იგი თავდაპირველად თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1901 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. მამა იოსები 1902 წლის 19 ივლისს იმავე სკოლაში სხვა საგნების მასწავლებლადაც დაინიშნა.
დიაკვანი იოსები ადრე დაქვრივდა. გარდაიცვალა XX ს-ის 10-იან წლებში. დეკანოზი გიორგი 1876 წელს დაიბადა. იგი თავდაპირველად თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1901 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1902 წლის 20 იანვარს დიაკვნად აკურთხეს, იმავე წლის 24 იანვარს მღვდლად დაასხეს ხელი და ახმეტის
ჯვარპატიოსნის სახ. ტაძარში დაინიშნა. ახალგაზრდა და განათლებული მოძღვრის დანიშვნას დიდი სიხარულით შეეგება ახმეტის ინტელიგენცია და მრევლი. ამასთან დაკავშირებით გაზ. „ივერია“ 1902 წლის 1-ელი აგვისტოს ნომერში წერდა: „ახმეტა. ამ ოთხის წლის წინად აქაურმა საზოგადოებამ სოლ. ჯანდიერის და მასწავლებლად ნამყოფის ს. ბედიაშვილის თაოსნობით განიძრახა წიგნთ-საცავ-სამკითხველოს
დაარსება. მალე აზრი სისრულეში მოიყვანა; აიღო მთავრობისაგან ნებართვა, გამოიწერა 25 მანეთის წიგნები, თვით წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ უფასოდ დაუთმო
სამკითხველოს 16 მანეთის წიგნი. ის იყო, საქმე სასურველ ნიადაგზედ უნდა დამდგარიყო, რომ ამ დროს ვიღაცა არა
მკითხე-მოამბემ გაზ. „ივერიაში“ სამკითხველოს დაარსება და დამფუძნებლად დაასახელა ისეთი პირები, რომლებსაც ამ საქმეში არავითარი მონაწილეობა არ გამოაცხადა მიუღიათ. ეს გარემოება არ
ესიამოვნა აქაურს, ისედაც „შენ-ჩემიანობის“ მიმდევარს, მალე ზურგიც შეაქცია ამ კეთილ საქმეს. ზედ მასწავლებელ ბედიაშვილის გადაყვანაც დაერთო და ამგვარად მიმდესაზოგადოებას და სამკითხველომ დაარსებისთანავე სული განუტევა. ამ არასასიამოვნო ამბავთან ერთი სასიამოვნო ამბავი უნდა ვაუწყო მკითხველებს. წელს ჩვენს საზოგადოებას შემოემატა ორი ახალგაზრდა წევრი: ექიმი ლ. ჯავახიშვილი და მღვდელი გ. ინაშვილი. ამათ განიძრახეს საკვირაო სკოლა დაარსონ. ამ აზრის განხორციელება მით უფრო შესაძლოა, რომ ამ პირების გარდა სოფელსა ჰყავს მასწავლებელი და ფერშალი. ღმერთმა ჰქმნას, ეს განძრახვა განხორციელებულიყოს და აზრი აზრად არ დარჩენილიყოს“.
მართლაც, მღვდ. გიორგის თაოსნობითა და ძალისხმევით ზემოთ აღნიშნული სასწავლებელი მალევე გაიხსნა და 1902 წლის 20 ოქტომბერს იგი ამ სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად და გამგედ დაინიშნა. 1904 წლის 28 მარტს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1907 წლის 30 მაისს თიანეთის მაზრის | ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა. 1904 წლის 23 ნოემბერს, 1907 წლის 31 ივლისსა და 1910 წლის 8 დეკემბერს ოლქის სამღვდელოების მხრიდან საეპარქიო შეკრებაზე
დამსწრე სასულიერო დეპუტატად აირჩიეს. 1911 წლის 10 აპრილს სკუფია უბოძეს. იმავე წლის 26 აგვისტოს თიანეთის მაზრის | ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1913 წელს თებერვალში დაჯილდოვდა რომანოვების 300 წლის მეფობასთან დაკავშირებით მოჭრილი საიუბილეო გულზე დასაკიდი მედლით. 1916 წლის იანვარში | მსოფლიო
ომში სამხედრო კაპელანად წავიდა. მსახურობდა თურქეთის ფრონტზე დონის კაზაკთა | ბატალი-
20-2 საპატრიარქოს უწყებანი N20 7-20ივნისი 2018წ გვ.19
დეკანოზი გიორგი ინაშვილი 1876-1924 (გაგრძელება)
ონის თურქისტანის 35 პოლკის მოძღვრად. ომში მსახურების პერიოდში მამაცური საქციელის გამო მღვდ. გიორგი დაჯილდოებული იყო საპატიო
მედლებითა და ორდენებით. იქვე მიენიჭა დეკანოზის წოდება და გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვდა. 1918 წელს, ომის დასრულების შემდეგ, მოძღვარი სამშობლოში დაბრუნდა და გარკვეული პერიოდი უადგილოდ იყო. 1919 წლის სექტემბერში სოფ. ახალსოფლის წმ. ნინოს სახ. ტაძარი წინამძღვრის გარეშე დარჩა. ამასთან დაკავშირებით შეიკრიბა სამრევლო საბჭო, მოახდინეს არჩევნები და ვინმე გრ. მეზვრიშვილის სახელით მის უწმინდესობას, კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს (ოქროპირიძე) შესაბამისი წერილიც გაუგზავნეს, სადაც გრიგოლი წერდა: „ჩვენ სოფლისაგან მონდობილი მაქვს სიმდაბლით მოგართვათ მღვდლის არჩევის განაჩენი და თანაც მოგახსენოთ ჩვენი გულის ნადები. მართალია, ეხლა ბევრგან ქადაგობენ სამღვდელოებისა და ეკლესიის საწინააღმდეგოდ, მართალია, ჩვენ სოფლის შვილებსაც შეხვედრია ამისთანა შემთხვევა, მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ, მათ ჯერ კიდევ არ დაუკარგნიათ გონიერება და მამა-პაპისაგან ჩანერგული ღვთისადმი და ეკლესიისადმი სიყვარული არ გაჰქრობიათ. ყველამ გადავწყვიტეთ, მღვდელი მოვითხოვოთ, მოვითხოვოთ არა მარტო მღვდლობისათვის,
არამედ ის უნდა იყოს ყველას ნამდვილი მამა-მოძღვარი, გზის მაჩვენებელი, დამრიგებელი, სოფლის ლამპარი, ყოვლად სინდისიანი ადამიანი. ამისთანა ადამიანად ჩვენ სოფელს სწამს დეკ. მამა გიორგი ინაშვილი. მართალია, ეხლა ყველას თავი გასჭირვებია, მაგრამ ჩვენი
სოფელი ამასაც არ შეუშინდა და გადასწყვიტა ერთდროულ დახმარებად მისცეს კომლზედ სამ-სამი ლიტრა პური, რაიც სულ შეადგენს სამასს ფუთს, აღუთქვა შეშა და აგრეთვე მიწა შვიდი დესეტინა, რომლის შემუშავებაზედ სოფელი დაეხმარება. ერთი სიტყვით, არაფერს დაზოგავს სოფელი, ოღონდ ღირსეული მღვდელი მიეცეს. ამ ყველაფერს მოგახსენებთ სოფლის
სახელით და მდაბლად გთხოვთ, დაგვითმოთ დეკანოზი გიორგი ინაშვილი ჩვენ მოძღვრად და პატრონად“. ამ წერილიდან კარგად ჩანს, თუ როგორი ავტორიტეტი და სახელი ჰქონდა მღვდ. გიორგის ახალსოფელში, და ზოგადად, მთელს ეკლესიაშიც. 1920 წლის იანვარში სამღვდელოებამ
იგი ნინოწმინდის ოლქის მთავარხუცესად აირჩია. დეკ. გიორგი აქტიურად მონაწილეობდა 1920 წლის 27 ივნისისა და 1921 წლის 1-5 აგვისტოს
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის II და III საეკლესიო კრებებზე. 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში დეკანოზი გიორგი
აქტიურ მონაწილეობას იღებდა. აჯანყების დამარცხების შემდეგ იგი დააპატიმრეს სხვა პირებთან ერთად. მის ჩვენებაში ვკითხულობთ: „მაშინ,
როდესაც მე დავდექი ფაქტის წინაშე, რომ საქართველოში შემოვიდა რუსული ჯარი, ჩემში ითამაშა ეროვნულმა გრძნობამ... მე აგიტაციას
ვეწეოდი მრევლის წინაშე, როგორც ნაციონალისტი და კიდევ იმიტომ, რომ ეკლესიის შესახებ არსებული კანონები ჩვენთვის მიუღებელია
და, ამასთან ერთად, ჩვენ სასულიერო პირებს გვდევნიან, განსაკუთრებით კომკავშირლები“. სამეულის გადაწყვეტილებით დეკანოზი გიორგი
1 სექტემბერს დახვრიტეს. სტალინის გარდაცვალების შემდეგ დეკანოზ გიორგის ოჯახს უარი ეთქვა რეაბილიტაციაზე. 1956 წელს საბჭოთა
კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ბულგანინის სახელზე გაგზავნილ საჩივარზე, რომელშიც მოქალაქე ეკატერინე ინაშვილი ითხოვდა მისი მამის დეკანოზ გიორგი ინაშვილის სიკვდილის შემდგომ რეაბილიტაციას, საქართველოს რესპუბლიკის პროკურატორისაგან პასუხი მხო
20-3 საპატრიარქოს უწყებანი N20 7-20ივნისი 2018წ გვ.20
დეკანოზი გიორგი ინაშვილი 1876-1924 (დასასრული)
ლოდ 1959 წელს მიიღო. საქართველოს პროკურატორის მიერ საარქივო საქმის შესწავლის საფუძველზე კომისიამ დაასკვნა, რომ სასჯელის
ზომა თავისი სიმკაცრით არ შეესაბამებოდა გიორგი ინაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, მიუხედავად ამისა, სასჯელის ზომის
შემცირება იმ მომენტისათვის არ იყო მიჩნეული მიზანშეწონილად. 1924 წლის 1 სექტემბერს გარე-კახეთის რაიონის ბანდიტიზმთან ბრძოლის
საგანგებო სამეულის გადაწყვეტილება გიორგი ინაშვილის მიმართ მართებულად მიიჩნიეს, ხოლო მოქალაქე ეკატერინე ინაშვილის საჩივარი კი უსაფუძვლოდ ჩათვალეს. დეკანოზ გიორგის დარჩა მეუღლე ნინო მიხეილის ასული (დაბ. 1881წ.) და შვილები: მარიამი (დაბ. 8.09.1903წ.), დავითი (დაბ. 1.01.1905წ.), ეკატერინე (დაბ. 24.01.1908წ.).
21 საპატრიარქოს უწყებანი N21 21ივნისი-4ივლისი 2018წ გვ.18
დეკანოზმა სოლომონმა ანჩისხატი თბილისიდან მთებში აიტანა ზურგით დეკანოზი დიმიტრი ალექსი-მესხიშვილი 1768-1862
მესხიშვილების გვარში მრავალი გამოჩენილი მოღვაწე ემსახურა ქართულ მწერლობას, რომელთაც შექმნეს შესანიშნავი კალიგრაფიული სკოლა და ხელი შეუწყვეს ჩვენი ლიტერატურის გამდიდრებას XVIII-XIX
სს-ში, როგორც ახალ თხზულებათა თარგმნითა და დაღი ისე უკვე არსებულთა გადაწერით (კ. კეკელიე); წმ. აღმსარებელ, დეკანოზ პ. კარბელაშვილის ცნობით, მესხიშვილები წარმოშობით მესხეთიდან იყვნენ:
მღვდელი პეტრე მესხი მოჰყვა თავის ცოლ-შვილით სამცხიდან ხელთ-უქმნელს ანჩისხატს. 1674 წელს კათოლიკოსმა დომენტიმ მისცა ადგილი კანდელაკისა ანჩისხატის ტაძარში... მიიცვალა 1680 წელს. ამ დიდებული გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი გახლდათ დეკანოზი დიმიტრი სოლომონის ძე ალექსი-მესხიშვილი, რომელიც 1768 წელს (მეორე ვერსიით
1778 წელს) დაიბადა ქ. თბილისში. წერა-კითხვა, საღმრთო წერილი, კატეხიზმო, გალობა, საეკლესიო ტიბიკონი, ფილოსოფია და ღვთისმეტყველება თავისი მამის, დეკ. სოლომონის ხელმძღვანელობით, ანჩისხატის ტაძართან არსებულ სასულიერო სემინარიაში ისწავლა.
მამამისი, დეკანოზი სოლომონ ალექსის ძე ალექსი-მესხიშვილი იყო ცნობილი კალიგრაფი, მხატვარი და მწიგნობარი. 1791-1808 წლებში წინამძღვრობდა ანჩისხატის ლვთისმშობლის შობის სახ. ტაძარს. იყო
აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს ანტონ I-ის (ბაგრატიონი) ნიჭიერი მოწაფე. იოანე ბატონიშვილი „კალმასობაში“, დეკანოზ ალექსის ვაჟების შესახებ წერდა: „ამათაც ისწავეს ხუცურისა და მხედრულის წერა, გარნა მხედრულის წერასა შინა ჯერეთცა არც ძველად და არც ახლად არვინ თქმულან უკეთეს ამათსა, და მეტადრე სოლომონ დეკანოზისა“.
თეიმურაზ ბაგრატიონის (გიორგი XII-ის ძის) ბიბლიოთეკის კატალოგში, რომელიც თეიმურაზისვე შედგენილია, სოლომონის მიერ გადაწერილი ერთი წიგნის შესახებ ნათქვამია: „მრგვალის ხელით ესრეთი წერილი არს, რომელ დღესაც, რომელნიც ქართველთაგანნი წერის ხელოვნებაში ქებულნი არიან, ყოველთავე ასე უთქვამს და ასე იტყვიან, რომელ ეგევითარი მშვე– ნიერი ხელით წერილი ძნელად შესაძლებელ არს, რომ
დაეწეროს ვისმე, რომელნიც რჩეულნი და ჩინებულნი
მწერალნი არიან ანუ ყოფილანო“. 1773 წელს დეკანოზი სოლომონი რუსეთშია. საფიქრებელია, რომ იგი გაჰყვა იქ კათოლიკოს ანტონ I-სა და
ლევან ბატონიშვილს, რომლებიც იმპერატრიცა ეკატერინე II-თან გააგზავნა ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-მ. 1789 წლის 29 ოქტომბერს დეკანოზმა სოლომონმა ხოტბით მიმართა დავით ბატონიშვილს (ეს სიტყვა დაბეჭდა მ. ჯანაშვილმა გაზ. „ივერიაში“ 1900წ.), შემდეგში საქართველოს სამეფოს მემკვიდრესა და რეგენტს, აგარიანებზე მისი გამარჯვების გამო (საეკლ.
მუზეუმის ფონდი 355, წ. კ. საზ-ბის ფ. 3282). ეს ხოტბა პროფესორმა ალექსანდრე ხახანაშვილმა შეცდომით ერეკლე მეფის ხოტბად მიიჩნია. აღნიშნული ქადაგება სქოლასტიკურ წესზე აგებული სიტყვის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. მის კალამს ეკუთვნის აგრეთვე
ლექსი -– „ეტრფის მთებსა“, ამ ლექსს ერთხანად შეცდომით ბესიკ გაბაშვილს მიაწერდნენ (ს. გოოიდო გამოცემა, გვ. 28-29). 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის მიერ მილახის აოხრებისას დეკანოზმა სოლომონმა თავის შვილ დიმიტრისთან ერთად გამოიჩინა დიდი გულადობა მით, რომ ანჩისხატი, პირიღვთისად წოდებული და ტაძრის დიდ და ძველ სიწმინდედ მიჩნეული, საკმაოდ მოზრდილი და მძიმე, თბილისიდან მთებში წაიღო თავისი ზურგით სწორედ იმ წუთებში, როცა აღა-მაჰმად-ხანის ჯარებმა თბილისში დაიწყეს მძვინვარება. მთებში ყოფნის პერიოდში იგი განაგრძობდა წიგნების გადაწერას, რაზედაც მეტყველებენ მის მიერ გადაწერილ ხელნაწერთა მინაწერები, „ეს სძლისპირი ჭირისაგან რომ ავიყარენით, მაშინ ვსწერე აქა იქ სოფლებში და თელავს“. მისი ხელით გადაწერილია ანტონ კათოლიკოსის „ლოგიკა“. იგი იყო მხატვარიც. მისი მხატვრობის ნიმუშს წარმოადგენს ანჩისხატის ტაძარში დაცული წმ.
დიდმოწამე ბარბარეს ხატი. 1802 წელს დეკანოზ სოლომონს ებოძა სამკერდე ოქროს ჯვარი, კამილავკა და 400 მან. პენსია სიკვდი-
21-1 საპატრიარქოს უწყებანი N21 21ივნისი-4ივლისი 2018წ გვ.19
დეკანოზმა სოლომონმა ანჩისხატი თბილისიდან მთებში აიტანა ზურგით დეკანოზი დიმიტრი ალექსი-მესხიშვილი 1768-1862 (გაგრძელება)
ლამდე. გადმოცემით დეკანოზს კამილავკა მას მერე აღარ დაუხურავს, რაც რუსის ჯარისკაცების ჩაყენებისას ეს ჯილდო თუმცა გამოაჩინა, მაგრამ უფროსებმა არავითარი ფასი არ დაადეს. გაზ. „კავკაზში“ (1846წ. ვვ, გვ. 132) დასტამბულია ცნობა, რომ როცა გიორგი მეფის დროს ქალაქში ჩაყენებულმა ლეკების დაქირავებულმა რაზმმა ქუჩაში შეხვედრისას დეკ. სოლომონს ქუდი მოხადეს და შეურაცხყოფა მიაყენეს, შევიდა მეფესთან და მოურიდებლად განუცხადა: „ურჯულონი ხალხსა და ქრისტეს მსახურთ თავს წამოგვასვიო“. 1803 წლის 27 იანვარს იოანე სამთავნელ-წილკნელი
მღვდელმთავრის წესის აგების დროს დეკანოზ სოლომონსა და სიონის დეკანოზს მოუხდათ ცილობა -– თავს რომელი დასდგომოდა. თბილელმა მიტროპ. არსენმა მხარი დაუჭირა თავის დეკანოზს და მოხდა მასსა და
სოლომონს შორის უთანხმოება, რის შედეგადაც სოლომონმა დატოვა ტაძარი (აქტები, II, 263). დეკ. სოლომონი 1808 წლის 4 ივლისს გარდაიცვალა. დასაფლავებულია ანჩისხატის ტაძარში, ღვთისმშობლის ხატის წინ, ამბიონზე მარცხნივ. დეკანოზი დიმიტრი სოლომონის ძე ალექსი-მესხიშვილი კერძო დიაკონად 1793 წელს დაადგინეს. 1795
წელს თბილისის აოხრების დროს, მან მამასთან ერთად
მთაში გახიზნა ეკლესიის სამკაულები, მათ შორის, ტაძრის სიწმინდე -- პირი ღვთისას ხატი. ნივთების წაღებისას დიმიტრი მტერმა დაჭრა. 3 წლის შემდეგ, 1796 წელს, იგი საქართველოს სასულიერო დიკასტერიის
მდივნად დაინიშნა. 1804 წლის 8 თებერვალს წილკნელსამთავნელმა მიტროპ. გერვასიმ (მაჭავარიანი) დიაკვნად აკურთხა. მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და ანჩისხატის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძრის მეორე მღვდლად განამწესა. 1805 წლის 9 დეკემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის (ბაგრატიონი) ლოცვა-კურთხევით, ახტალელმა ეპისკოპოსმა იოაკიმემ მას დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1808 წელს,
მამის გარდაცვალების შემდეგ, ანჩისხატის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. შემორჩენილია ამის დამადასტურებელი სიგელიც, სადაც ვკითხულობთ: „წყალობითა ღმრთისათა. კათალიკოს-პატრიარხი მცხეთისა და
ყოვლისა საქართუელოისა და ეგრეთვე უსაშუალოდ
მწყემსი ალავერდისა და ძე მეფისა ირაკლი მეორისა ანტონი წერილსა ამას გიბოძებთ შენ, ანჩისხატის დეკანოზის სოლომონის შვილს მღუდელს დიმიტრის. ასე, რომე რადგან მამაშენი დეკანოზი სოლომონ იმყოფება სნეულებასა შინა, ამისთვის დეკანოზობა ანჩისხატის ეკლესიისა შენთვის გვიბოძებია. მიზეზითა მით, რადგანაც მამა შენსა დეკანოზსა სოლომონს
აქუნდა მრავალი ღუაწლ-დებულება ეკლესიასა მას
ზედა, ამისთვის ჯეროვნად ვრაცხეთ და გიბოძეთ დეკანოზობა ანჩისხატის ეკლესიისა; და რათა მსგავსად
მამისა შენისა გაქუნდეს ღვწა და მოვლა ეკლესიასა
მას ზედა ჩუენსა. ივნისის ე დღესა, წელსა 1808“.
1808-1815 წლებში დეკანოზი დიმიტრი იყო სასულიერო დიკასტერიის, ხოლო 1815-1861 წლებში საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრი. 1817- 1852 წლებში საეკლესიო გუჯართა და ძველ საბუთთა
გამრჩევ კომისიაში რიგით წევრად მუშაობდა. მის მიერ გარჩეული და აღწერილია არაერთი სიგელ-გუჯარი. 1818 წლის 3 ოქტომბერს საეკლესიო გუჯართა და ძველ საბუთთა გამრჩევ კომისიაში გულმოდგინე სამსახურისათვის საქართველოს ეგზარქოს თეოფილაქტეს (რუსანოვი) წარდგინებით რუსეთის წმ. სინოდმა საქართველოს ეკლესიის შემოსავლებიდან დაუნიშნა მუდმივი პენსია, წელიწადში 200 მან. ვერცხლის ფული. 1822 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, 1824 წლის 26 აპრილიდან 6 ივლისამდე, 1824 წლის 5 სექტემბრიდან 20
ოქტომბრამდე, 1825 წლის 30 სექტემბრიდან 23 ნოემბრამდე და 1826 წლის 24 მაისიდან 7 ივნისამდე და 1826 წლის 22 დეკემბრიდან 1827 წლის 1 აგვისტომდე ექვსჯერ იყო მივლენილი სიღნაღის ეპარქიაში საეკლესიო
შემოსავლების დასადგენად, საეკლესიო მამულების
საბუთების მოსაწესრიგებლად და ბოდბისხევის საეკლესიო ყმათა საჩივრების განსახილველად. 1827 წლის
1 აგვისტოს დეკ. დიმიტრი სპეციალურ კომისიასთან
ერთად გაიგზავნა დასავლეთ საქართველოში, იმერეთის ეპარქიის საეკლესიო შემოსავალ-გასავლების დასადგენად და აღსაწერად. 1828 წლის 21 ნოემბრიდან 1829 წლის 25 ივნისამდე მონაწილეობდა სასულიერო
დეპუტატად სამოქალაქო სასამართლოში, სადაც განიხილებოდა იმერეთის მთავარეპისკოპოს სოფრონისა (წულუკიძე) და გელათის არქიმანდრიტ ნიკოლოზის (ჩხეიძე) დაპირისპირების საქმე. ასევე ჭელიშის არქიმანდრიტ სვიმეონის (წულუკიძე) საქმე. 1833-1857
წლებში დეკანოზ დიმიტრის დიდი დავა ჰქონდა მცხეთის საეკლესიო აზნაურ მაღალაშვილებთან სახლების გამო. „იყო იმერეთს გამოძიებასა ზედა ერთბამად სხვათა წარგზავნილთა სინოდის კანტორისაგან გვამთათანა ქმნისათვის გამოძიებისა ანგარიშებისა გამო
იმერეთის ეკლესიის შემოსავალთასა ექვსის წლისათვის, რომელთაგანცა თვითოეულისა წლისა აღრიცხულ არს შემოსავალი კამერალნის აღწერისამებრ უმეტეს თერთმეტი ათასისა, და ხარჯი თითოეულისა წელსა
ყოფილ არს რვა ათასის რუბლისა ვერცხლის ფულისა, მუნვე იმყოფებოდა რეზოლუციის გამო სინოდის კანტორისა 1828 წლის 21 ნოემბრიდან 1829 წლის 25 ივნისამდე ვითარებითა დეპუტატისათა, სასულიერო
მხრით, გამოძიებასა შინა წარმოებულსა სამხედრო
სამოქალაქო მმართებლობისაგან, მოხსენებისა გამო
იმერეთის მთავარეპისკოპოს სოფრონისა, უკეთილშესაბამთა ვითომც ქცევათა ზედა, გაენათის მონასტრის
21-2 საპატრიარქოს უწყებანი N21 21ივნისი-4ივლისი 2018წ გვ.20
დეკანოზმა სოლომონმა ანჩისხატი თბილისიდან მთებში აიტანა ზურგით დეკანოზი დიმიტრი ალექსი-მესხიშვილი 1768-1862 (დასასრული)
არქიმანდრიტ ნიკოლოზისა და ჭელიშის მონასტრის არქიმანდრიტ სვიმონისათა, საჩივარისა გამო არქიმანდრიტ ნიკოლოზისა, ყოვლადსამღვდელო მთავარეპისკოპოს სოფრონისა ზედა უკანონოდ ვითომც შედგენასა ზედა მისგან ბოროტგანზრახვათ სავნებელად არქიმანდრიტისა წერილთასა“. 1832 წლის 16 აპრილს კომისიის სხვა წევრებთან ერთად თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის ქონების
დათვლა და სიის შედგენა დაევალა. 1832 წელს კომისიის სხვა წევრებთან ერთად რუსთავის ყოფილი ეპარქიის საეკლესიო მიწებისა და შემოსავლების მწყობრში მოყვანა დაევალა. 1833 წლის 27 ნოემბრიდან 1836 წლის 15 ივლისამდე კომისიის სხვა წევრებთან ერთად
დაევალა საქართველოს მეფეთა ძველი სიგელ-გუჯარების გასინჯვა. 1834 წლის 24 თებერვალს კომისიის სხვა წევრებთან ერთად სოფ. დიღომში არსებულისაეკლესიო შემოსავლების შემოწმება დაევალა. იმავე წელს
თელავის მაზრასა და ერწოს მხარეში შეასრულა იგივე
დავალება. 1834 წლის 26 სექტემბრიდან 1839 წლამდე
იყო ქაშვეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში მოღვაწე სასულიერო პირების მთავარხუცესი. 1837 წელს სიგელგუჯართა შემმოწმებელი კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. 1839 წლის 20 იანვარს კომისიის სხვა წევრებთან ერთად გაიგზავნა მარტყოფში, რათა შეედგინა
გარდაცვლილი მიტროპ. სტეფანეს (ჯორჯაძე) დარჩენილი ქონება და აღეწერა იგი. 1840 წლის 25 ივნისს კომისიის სხვა წევრებთან ერთად დაევალა თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტების საჩივრის განხილვა, იმავე სემინარიის ინსპექტორის, მღვდელ-მონ. პორფირის წინააღმდეგ დაწერილი. დაჯილდოებული იყო: 1811 წელს სამკერდე ოქროს ჯვრით; 1812 წელს -- ბრინჯაოს ჯვრით; 1816 წლის 31 მარტს ბრილიანტის თვლებით შემკული საარქიმანდრიტო ჯვრით; 1826 წლის 18 აპრილს
ხავერდისფერი კამილავკით; 1830 წლის ! თებერვალს -– წმ. ანას II ხარისხის ორდენით; 1834 წლის 24 თებერვალს საიმპერატორო გვირგვინით შემკული წმ. ანას II ხარისხის კავალერიის ორდენით; 1843 წლის 29 მაისს წმ. ვლადიმერის III ხარისხის ორდენით. 1862 წელს ჟურნალი „ცისკარი“ წერდა: „კვირას, 9 დეკემბერს, დილით ცხრა საათზედ, გარდაიცვალა ტფილისში, ხანგრძლივ ავათ მყოფობის შემდეგ ოთხმოცდა ცამეტი წლის მოხუცი, საქართველოიმერეთის უწმინდესის სინოდის კანტორის წევრი
და წინამძღვარი ანჩისხატის ხელთუქმნელი პირიმღვთისასი, დეკ. დიმიტრი ალექსიევ-მესხიევი“. დასაფლავებულია ანჩისხატის ტაძარში, მაცხოვრის ხატის წინ, ამბიონის მარჯვნივ. დეკანოზი დიმიტრი ალექსი-მესხიშვილის მეუღლე იყო სოფიო სოლომონის ასული (დაბ. 1787წ.) ჰყავდათ შვილები: პულხერია (გათხოვილი თელავის მაზრაში,
სოფ. თოხლიაურში თავად ბაადურ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილზე), სარდიონი (დაბ. 1814წ.); პლატონი (დაბ. 1817წ.), ქეთევანი (დაბ. 1817წ.), ნიკოლოზი (დაბ. 1819წ.), მიხეილი (დაბ. 1827წ.).
22 საპატრიარქოს უწყებანი N22 5-26ივლისი 2018წ გვ.17
მცხეთის წმინდა ეკატერინეს (ოლღას) მონასტერი | ნაწილი
უჩვეულო ისტორია აქვს ამ მონასტერს. XIX ს-ის 80-იან წლებში მცხეთის გასწვრივ რკინიგზა გაჰყავდათ, რომელსაც საქართველოს მთელი ტერიტორია უნდა გადაეჭრა თბილისიდან შავი ზღვის სანაპირომდე. სამუშაოებს გამოცდილი ინჟინერი ხელმძღვანელობდა. ჯილდოდ ხელისუფლებამ მას მთის კალთაზე მდებარე ხშირი ტყით დაფარული მიწის ნაკვეთი გამოუყო, სადაც ის აგარაკის აშენებას აპირებდა. ერთხელ, ნაკვეთის დათვალიერებისას, ინჟინერმა ხეებსა და ბუჩქნარს შორის ჩამალული დიდი ლითონის ჯვარი დაინახა. მან ჯვრის ამოთხრა დააპირა, მით უფრო, რომ ამ ადგილას აპირებდა სახლის აშენებას. მუშებმა დაიწყეს მიწის გათხრა და აღმოჩნდა, რომ ჯვარი ეკლესიის გუმბათზეა აღმართული, რომელიც მიწის ქვეშ იყო დამარხული. გათხრები განაგრძეს და რამდენიმე კვირის შემდეგ აქ შეკრებილმა მცხეთელებმა კლდესა და ხევს შორის, პატარა მდელოზე, საშუალო სიდიდის ეკლესია დაინახეს, რომელიც თითქმის უვნებლად გადარჩენილიყო, კარიც კი ურდულით იყო ჩარაზული. ვინ ცხოვრობდა იქ, როდის ჩატარდა ბოლო წირვა, რამ აიძულა ხალხი მიეტოვებინა იქაურობა, საიდუმლოდ რჩებოდა. ტაძარში ღვთისმშობლის მომცრო პატარა ხატი იპოვეს, რომელზეც იგი თავსაბურავის გარეშე იყო გამოსახული. როგორც ჩანს, ხატწერის უძველესი ნამუშევარი იყო (არქიმ. რაფაელი (კარელინი) „გადარჩენის საიდუმლო“ II ნაწ. ქ. თბ. 2006წ გვ. 86-87). მოგვიანებით აღმოჩნდა ცნობა, რომ მცხეთის
22-1 საპატრიარქოს უწყებანი N22 5-26ივლისი 2018წ გვ.18
მცხეთის წმინდა ეკატერინეს (ოლღას) მონასტერი | ნაწილი (გაგრძელება)
გასწვრივ, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სინას მთის ბერებმა ოდესღაც დაარსეს სავანე წმ. დიდმოწამე ეკატერინეს სახელზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სინას მთაზე თავის დროზე ბევრი ქართველი ბერი მოღვაწეობდა, როგორც იმპერატორ იუსტინიანეს აშენებულ დიდ ლავრაში, ასევე სავანეში და კლდეში ნაკვეთ კელიებში. 1915 წლის ოლღას მონასტრის აღწერის ცნობაში ვკითხულობთ, რომ ეს ძველი სავანე IV ს-ში, საქართველოს გაქრისტიანების საუკუნეშივე იყო აშენებული (საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 489, აღწერა 1, საქმე N57607, გვ. 3). მცხეთასთან რკინიგზის სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობდა. მთაში გვირაბის გაყვანა იყო დასამთავრებელი, რომლის გათხრა უკვე ორივე მხრიდან შეუდგნენ. გამოთვლები მრავალგზის გადამოწმდა და ის დროც კი იყო ცნობილი, როცა მიწის მთხრელ- „ თა ორი რაზმი შეხვდებოდა ერთმანეთს. მიწის ქვეშ ამ შეხვედრის აღსანიშნავად დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ, მაგრამ დათქმული დრო გავიდა, შეხვედრა კი არ შედგა. ინჟინერი შიშობდა, რომ შეცდომა დაუშვა, რომლის გამოსწორებაც გვიან იყო. წუთს-წუთი მიჰყვებოდა და საათივით იწელებოდა. და აი, ინჟინერს ნერვებმა უმტყუნა, აიღო რევოლვერი, ლულა საფეთქელთან მიიტანა და თავი მოიკლა. ზუსტად თხუთმეტი წუთის შემდეგ დაეცა ის ბოლო კედელი, რომელიც ორ რაზმს ერთმანეთისგან ყოფდა. მისი გამოთვლები ზუსტი აღმოჩნდა, უბრალოდ მყარი გრუნტის გამო სამუშაოები ოდნავ დროში გაიწელა. ეს გამარჯვება იყო, თუმცა ინჟინრის თვითმკვლელობის გამო ზეიმი აღარ გაიმართა (არქიმ. რაფაელი (კარელინი) „გადარჩენის საიდუმლო“ II ნაწ. ქ. თბ. 2006წ., გვ. 90-91). ამ სიკვდილმა განსაკუთრებით შეძრა მისი მეუღლე ოლღა და მან გადაწყვიტა, იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მას დარჩა, ქალთა მონასტერი აეგო. მალე იქვე იპოვეს სხვა ნანგრევები და უფრო მოზრდილი ტაძარიც. ოლღამ მართლაც მიუძღვნა თავისი ცხოვრება ქალთა სავანის შექმნას. იღუმენია ოლღა, ერში –– ოლღა გორნიჩი 1844 წელს აზნაურის ოჯახში დაიბადა. საერო განათლება მან უკრაინაში, ქ. კიევში მიიღო. ცოლად გაჰყვა ზემოთ ხსენებულ ინჟინერს და ასე აღმოჩნდნენ ისინი XIX ს-ის 80-იან წლებში საქართველოში. როგორც აღვნიშნეთ, დაქვრივების შემდეგ მან დაიწყო სავანის აღდგენა და ტაძრის განახლება, რომელიც 1892 წელს დასრულდა და იმავე წელს, საქართველოს ეგზარქოსის ვლადიმერის (ბოგოიავლენსკი) ლოცვა-კურთხევით იგი აკურთხა საქართველოს რკინიგზის ეკლესიების მთავარხუცესმა, მღვდელმა იროდიონ იორდანეს ძე ნანობაშვილმა (1844-1905წწ.) და მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრის წინამძლვარმა, დეკანოზმა იოანე იოსების ძე მრევლიშვილმა (1830-1910წწ.) მცხეთელი სამღვდელოების თანამწირველობით. ტაძარი ნაკურთხი იქნა წმ. მოციქულთასწორ ოლღას სახელობაზე. ტაძარი იყო ქვის. უგუმბათო. ტაძართან იყო ქვის სამრეკლო, სადაც სამი ზარი ეკიდა. ეზოში აშენებული იყო სამი ოთახი ტაძრის მღვდელმსახურთათვის და 8 კელია დედებისათვის. სავანეში იყო ჭა, საიდანაც სვამდნენ წყალს. სავანის ქონების პირველი აღწერა ჩატარდა 1908 წელს, რომელიც 1914 წელს ხელახლა შეივსო. შემოსავალ-გასავლის წიგნი აწარმოებდნენ 1914 წლიდან. წინამძღვარი ოლღა გორნიჩი თითქმის 20 წელიწადი მორჩილი გახლდათ და ისე მართავდა თავის დაარსებულ სავანეს. 1911 წლის 13 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს მონასტრების მთავარხუცესმა, არქიმანდრიტმა ანტონმა (გიორგაძე, შემდგომში –– ეპისკოპოსი) მორჩილი ოლღა მონაზვნად აღკვეცა და სახელად ისევ ოლღა უწოდა (საქართვე- ლოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 489, აღწერა 1, საქმე N 57648, გვ. 282). 1892-1916 წლებში მას მცხეთის წმ. ოლღას დედათა სკიტი ეწოდებოდა და მას მონასტრის სტატუსი არ ჰქონდა. 1916 წლის 31 მარტს საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ და 1916 წლის 2 ივლისს კავკასიის მთავარმართებელმა, დიდმა მთავარმა ნიკოლოზ ნიკოლოზის ძემ იშუამდგომლეს რუსეთის წმ. სინოდის წინაშე, რათა აღნიშნულ სავანეს მონასტრის სტატუსი მინიჭებოდა. წმ. სინოდმა იმსჯელა ამ საკითზე და დაადგინა: „მიენიჭოს ოლღას სავანეს მონასტრის სტატუსი, და მას უფლება აქვს იყოლიოს იმდენი მონაზონი, რამდენსაც ის შეინახავს თავისი ხარჯებით“. ეს მოხდა 1916 წლის 11 აგვისტოს (საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 488, აღწერა 1, საქმე N 23188, გვ. 2). 1916 წლის 14 აგვისტოს გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) აკურთხა ოლღას მონასტრის რესტავრირებული ეკლესია და იმავე დღეს, წირვაზე, მონასტრის წინამძღვარ მონაზონ ოლღას იღუმენიას წოდება მიანიჭა. ტაძრის ხელმეორე რესტავრაცია დააფინანსა.............. 1915 წლის ბოლოს მონასტერში 16 წევრი ცხოვრობდა. წინამძღვარი, მონაზონი ოლღა, ხაზინადარი ტატიანა ვერბიცკაია და 14 მორჩილი. იღუმენია ოლღა მიუხედავად თავისი კეთილშობილი წარმოშობისა და საერო განათლებისა, ყოფილა მეტად თავმდაბალი და გამოირჩეოდა ბავშვური უბრალოებით. რევოლუციამდე მას ხშირად აკითხავდნენ მაღალჩინოსნები და მაშინდელი ინტელიგენციის წარმომადგენელნი, რომლებიც საკუთარ ვალად თვლიდნენ ნუგეში ეცათ მისთვის, მაგრამ მწუხარე ქვრივის ნაცვლად, შინაგანი სულიერი სიხარულითა და სიყვარულით გაბრწყინებული მონაზონი ხვდებოდათ და უკან დაბრუნებულები ამბობდნენ, რომ დედა ოლღამ ანუგეშა ისინი, და არა პირიქით.
22-2 საპატრიარქოს უწყებანი N22 5-26ივლისი 2018წ გვ.19
მცხეთის წმინდა ეკატერინეს (ოლღას) მონასტერი | ნაწილი (გაგრძელება)
იღუმენია ოლღა მოესწრო 1917 წლის რუსეთის რევოლუციას, გადაიტანა შიმშილისა და შევიწროების წლები. ის დაკრძალ ში. მონასტრის ეს თავისსავე აშენებულ ტაძარმთავარი სიწმინდეა გათხრებისას ნაპოვნი ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც თაყვანსსცემენ, როგორც სასწაულთმოქმედს. მასთან მრავალი სასწაული მომხდარა. მაგალითად, მოხუცი მონაზვნების გადმოცემით, რევოლუციის წინ, ხატთან თავისით აინთო კანდელი თითქოს გასამხნევებლად, რათა მომავალ ქარტეხილებს არ ჩაექრო რწმენის ალი სავანის ბინადართა გულში (არქიმ. რაფაელი (კარელინი) „გადარჩენის საიდუმლო“ II ნაწ. ქ. თბ. 2006წ., გვ. 92). 1917 წლის 12 მარტს (ძევ. სტ. ახ. სტ. 25 მარტს) საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ საქართველოში რუსული ეკლესიები და მონასტრები ახლადშექმნილ კავკასიის სალოს ეკლესიის საეგზარქოსოს დაქვემდებარებაში გადავიდნენ. ისინი არ იხსენიებდნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და არ ემორჩილებოდნენ მას. ამასთან დაკავშირებით უცნობი ავტორი ფსევდონიით აბიათარ მოგვთელი 1919 წელს გაზ. „საქართველოში წერდა „მცხეთის სადგურის გასწვრივ, ს. არკიხეთის მთაში არსებობს ძველი მონასტერი, რომელშიაც ამ ოცდახუთი წლის წინედ დასახლდნენ რუსის მონაზვნები და უნო, აეს ოლგას სკიტი. დღესაც აქ თავი მოუყრიათ რუსის შავრა ზმულ მონაზვნებს, ქართველ მღვდელს ჟართულ ენა ზე ნირვა-ლოცვა და საქართველოს კათალიკოსი მოხსენება აუკრძალეს და რუსულად აწირვინებენ. ეს მონასტერი წმინდა ადგილია. მის არემარეში შეიმუსრა კერპი არმაზი და აქ მოღვაწეობდა წმ. ნინო. ყოველი ადგილი მოფენილია წარსულ დიდების მადლით და ნათელით და აქ არ უნდა ჰქონდეს ადგილი მათ, რომელნიც მზად არიან შეაგინონ ჩვენი სიწმინდე და ჩვენც მინასთან გ აგვასწორონ. მოგმართავთ თბილელ ლეონიდეს და საკათალიკოზო საბძოს ყურადღება მიაქციონ აქაურობას (გაზ. „საქართველო“ 1919წ. M13, გვ. 4). XX ს-ის 20-იან წლებში დაიხურა მამკოდის წმ. გიორგის სახ. რუ სული დედათა მონასტერი და იქ მცხოვრები მონაზვნები ს) დიდმა ნაწილმა ოლღის მონასტერს შეაფარა თავი. სწორედ ამ მონაზვნების სიაში იყო მონასტრის მომავალი წინამძღვარი, იღუმენია ანგელინა, ერში ანა ანდრიას ასული კუდიმოვა იგი 1896წლის 6 დეკემბერს დაიბადა (8 წლის ასაკში მონასტერში მიაბარეს, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა საეკლესიო ღვთისმსახურება და ხელსაქმე. 1910 წელს მონაზვნად აღიკვეცა და სახელად ანგელინა უწოდეს. როგორც ზევ ით ავღნიშნეთ, იგი იღუმენია ოლღამ შეიფარა სხვა მონაზვნებთან ერთად და უპატრონა. როდესაც იღუმენია ოლღა გარდაიცვალა, ეს მოხდა XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს, მონასტრის დედებმა მონაზონი ანგელინა გამოარჩიეს წინამძღვრად. იგი ბევრს კ უნის ზრ უნ ავდა მი ინასტრის კეთილდლღე ეობისათვის. თუმცა იმ პერიოდში არათუ ერთ მონასტერს, მთელ ეკლესიას დიდი გასაჭირი ადგა. ომის პერიოდში შიმშილი, სიცივე, დევნა-შევიწროება მონასტერი, მაგრამ ღმერთი არ ტოვებდა მათ განსაცდელში. სავანე ღვთისმშობლის საფარქვეშ გრძობდა
22-3 საპატრიარქოს უწყებანი N22 5-26ივლისი 2018წ გვ.20
მცხეთის წმინდა ეკატერინეს (ოლღას) მონასტერი | ნაწილი (დასასრული)
თავს და ისეთი ადამიანებისაგან მოდიოდა დახმარება, რომელთაც არაფერი საერთო ჰქონდათ მონასტერთან. ამ პერიოდში სავანეს დიდ შემწეობას უწევდნენ თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის ტაძრის რუსი მოძღვრები, რომლებიც ფულსა და პროდუქტებს უგროვებდნენ დედებს. ადგილობრივ მოსახლეობაში დედა ანგელინა პატივისცემით სარგებლობდა. მას განსაკუთრებული უნარი ჰქონდა მოსაუბრეებთან მის ენაზე ელაპარაკა -- მეცნიერი იქნებოდა ეს, გლეხი თუ მუშა. ომის დროს მონასტერში რამდენიმე ქურთების ოჯახი შეასახლეს. დედა ანგელინამ მათი პატივისცემა მოიპოვა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი წარმართი ხალხი იყვნენ და თანაც ხელისუფლებამ ისინი საგანგებოდ შეასახლა იქ მონაზონთა შესავიწროვებლად. მონასტერში ისინი დიდი მოწიწებით ეპყრობოდნენ დედა ანგელინას და ხელზეც კი ემთხვეოდნენ, მაგრამ სიმშვიდესა და განმარტოებას მიჩვეული დედებისათვის მძიმე განსაცდელი იყო ეს, რადგან მათ მონასტრულ მყუდროებას ხმაური და ბავშვების ტირილი არღვევდა. ამიტომ, 1947 წელს მონაზონმა ანგელინამ კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) სთხოვა დახმარება. 1947 წლის 6 ივნისს თავის მხრივ უწმინდესი კალისტრატე სსრ კავშირის სახკომსაბჭოსთან არსებულ მართლმადიდებელი ეკლესიის საბჭოს რწმუნებულს საქართველოში კ. ქადაგიშვილს წერდა: „ოლღას სავანის ეზოში ცხოვრობენ ქურთები, რომლებიც მეტად ბინძურად ეპყრობიან ტაძარს და არღვევენ მლოცველთა მყუდროებას. თხოვნა და მუდარა მათზე არ მოქმედებს. გთხოვთ, შუამდგომლობას, ხსენებული მოქალაქე ქურთების ოლღის სავანიდან გაყვანა ზე“ მიუხედავად ამისა, ხელისუფლება არ ჩქარობდა ქურთების გაყვანას. 1947 წლის 13 დეკემბერს სტავროპოლის საეპარქიო მთავრობამ ოლღას სავანეს გაუგზავნა საჩუქრად მონაზან ანგელინას სახელზე 10 000 მანეთი. ამ ფულით დედა ანგელინა აპირებდა ქურთების ოჯახისათვის სხვაგან ეყიდა საცხოვრებელი ფართი. სამწუხაროდ, გამოგზავნილი ფულის დიდი ნაწილი მცხეთის ფოსტის უფროსმა მიითვისა და დედა ანგელინას 2800 მანეთი გადასცა, ხოლო დანარჩები 7200 მანეთი კი თვითონ დაიტოვა. საქმე დროში გაიწელა. ამასობაში ქურთები შეტევაზე გადავიდნენ. 1948 წლის 28 აპრილს უწმინდესი კალისტრატე კ. ქადაგიშვილის მოადგილეს, ბატონ მიხეილს წერდა: „ბოდიშს გიხდით რომ განუხებთ. ქადაგიშვილი სავადმყოფოში წევს და ამისთვის მოგმართავთ პირდაპირ თქვენ. ოლღას სკიტში რომ ქურთები ცხოვრობენ, მათ თუ იმათ ნათესავებს მოუსურვებიათ პატარა ეკლესიაში დაბინავება, უთქვამთ, თუ ნებით არ შეგვიშვებთ, ძალით შევამტვრევთ კარებსო და შევალთო. ისიც დაუმატებიათ, რომ ჩვენ სოფლის საბძოსაგან გვაქვს ნებართვაო. გთხოვთ, ნუ დაიშვებთ ეკლესიის შეურაცხყოფას და წაბილწვას“ დედა ანგელინამ დახმარებისათვის კვლავ კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს მიმართა, რომელმაც თავის მხრივ, 1948 წლის 28 მაისს, სსრ საკავშირო კავშირგაბმულობის სამინისტროს რწმუნებულს საქართველოს რესპუბლიკაში იაკობ ზოსიმეს ძე მონიავას მიმართა ვითარებაში გასარკვევად. მისი ჩარევის შემდეგ ფული მთლიანად გადაეცა მონასტერს და დედა ანგელინამ ქურთები გაისტუმრა სავანიდან (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა 1, საქმე M2180, გვ. 21-24; (არქიმ. რაფაელი (კარელინი) „გადარჩენის საიდუმლო“ II ნაწ. ქ. თბ. 2006წ., გვ. 115).
23 საპატრიარქო უწყებანი N23 2აგვისტო-5სექტემბერი 2018წ გვ.18
მცხეთის წმინდა ეკატერინეს (ოლღას-ოლგინსკი) მონასტერი
I ნაწილი
954 წლის 13 აპრილს ოლღას მონასტერში სულ
17 წევრი ცხოვრობდა. წინამძლვარი, ...........და 11 მორჩილი /საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური არჟივი, ფ. 1879, აღწერა
/, საქმე 3/, გვ. 8). 1952 წლის 5 აპრილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ურბნელი მიტროპოლიტი მელქისედეკი (ფხალაძე) აირჩიეს. უწმინდესი მელქისედეკი ყოველი წელიწადის დიდი მარხვის წინ, ყველიერის კვირაში ოლღას მონასტერს სტუმრობდა. პატრიარქი და დედა ანგელინა ერთმანეთს მრავალი ათეული წელი იცნობდნენ. იგი ყაზანის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული გახლდათ.პატრიარქის პიროვნებაში შერწყმული იყო სიმკაცრე და გულმოწყალება. საკურთხევლის სიწმინდის დასაცავად დამნაშავის განსჯას არ ერიდებოდა, თვით ეკლესიისგან განკვეთის ჩათვლით, მაგრამ პატიებაც იცოდა, თუკი გულწრფელ სინანულს დაინახავდა. მან მონაზონი ანგელინა 1955 წელს ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენიას წოდება მიანიჭა. სამწუხაროდ, სიცოცხლის ბოლო წელს უწმინდესსა და ილუმენიას შორის ურთიერთობა გაფუჭდა. მოხუც პატრიარქს ცუდად მიუტანეს ენა, რომ ოლღას მონასტრის დედები არ ცნობდნენ საქართველოს პატრიარქს და მას ლოცვებში არ იხსენიებდნენ. ამის გამო, 1959 წლის 8 სექტემბერს, კათოლიკოსმა მელქისედეკმა სპეციალური ბრძანება გამოსცა, სადაც ვკითხულობთ: „მცხეთის ოლღის ეკლესია დღეიდან დაკეტილია, ვინაიდან იქ იკრიბებიან მავნე პირები. ისინი არ სცნობენ საქართველოს პატრიარქს. საქართველოში მონასტერი არ არის. აქ მცხოვრები კი მონაზვნებად აცხადებენ
თავიანთ თავს და სასაცილოდ იგდებენ საქართველოს პატრიარქს. ეს პირები არიან: იღუმენია ანგელინა (კჯ;უდიმოვა), მორჩილი ანგელინა (რაისა ბალანინა), მორჩილი ევა, მორჩილი ალექსანდრა,
მორჩილი ელენა. ამ პირებს აყრილი აქვთ მონაზვნობა, ხოლო იღუმენია კუდიმოვას აყრილი აქვს იღუმენობა. დღეიდან იგი არის უბრალო მოქალაქე. ვუბრძანებ ჩემს ვიკარს, ეპისკოპოს დავითს (დევდარიანი) წავიდეს დაუყოვნებლივ მცხეთაში, მეორე ვიკართან, ეპისკოპოს ზინობისთან (მაჟუგა), სიონის პრესვიტერთან და ჩემს მდივანთან ირაკლი ღონღაძესთან ერთად, აჩვენოს ეს ბრძანება ადგილობრივ რაიკომს და გამოუცხადოს მონაზვნებს დაკეტონ ეკლესია. გასაღები ჩააბაროს რაიკომს,
ხოლო შენობები გადასცეს ადგილობრივ ჟაკტს (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა 7, საქმე 2782, გე. 3). ამ დროს იღუმენია ანგელინა უკვე რამდენიმე თვის ლოგინად ჩავარდნილი იყო. მას დამბლა
ჰქონდა. მან ძალიან განიცადა ეს ამბავი. 1960 წლის
10 იანვარს გარდაიცვალა უწმინდესი მელქისედეკი, ხოლო იმავე წლის 4 მარტს იღუმენია ანგელინა. იგი სამშაბათს, 8 მარტს დაასაფლავეს მონასტრის ეზოში, ტაძრის წინ. უწმინდესი მელქისედეკიც ისე გარდაიცვალა, რომ იგი იღუმენიას ხარისხში არ აღუდგენია. სამწუხაროდ, ორივე ისე აღესრულა, რომ მათი შერიგება ვერ მოხერხდა ჟუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ ნაუმის (შავიანიძე) პირადი
არქივი, დაცულია ოჯახში, ფურცლებს ნუმერაცია არ აქვს).
1960-1972 წლებში მონასტრის წინამძღვარია მონაზონი ვალენტინა, ერში -–– ვასილისა ნიკოლოზის ასული ლივინსკაია. იგი 1895 წლის 8 სექტემბერს
დაიბადა. გარდაიცვალა 1972 წლის 2 დეკემბერს.
დაკრძალულია მონასტრის ეზოში, ტაძრის წინ. მომდევნო წინამძღვარი გახლდათ იღუმენია პელაგია, ერში –-– პარასკევა ეგნატეს ასული ბულგაკი. იგი 1914 წელს ჩერნიგოვის მხარეში, ბობროვსკის რაიონში, სოფ. კობიშეში დაიბადა. 1943 წელს სამონაზვნედ აკურთხეს. XX ს-ის 60-იან წლებში მონაზვნად აღიკვეცა და სახელად პელაგია უწოდეს. 1973 წლიდან იგი გახლდათ ოლღას მონასტრის უკანასკნელი
23-1 საპატრიარქო უწყებანი N23 2აგვისტო-5სექტემბერი 2018წ გვ.19
მცხეთის წმინდა ეკატერინეს (ოლღას-ოლგინსკი) მონასტერი
I ნაწილი (გაგრძელება)
რუსი წინამძღვარი. 1982 წელს მონასტერში 7 მონაზონიღა ცხოვრობდა:
1) ალენიკოვა მარია მაქსიმეს ასული, დაბ. 1912წ., სტავროპოლის მხრიდან; 2) ზაბროდინა ტაისია სტეფანეს ასული, დაბ. 1919წ., კურგანის მხრიდან; 3)
ჟიგალცევა ვერა ნიკოლოზის ასული, დაბ. 1935წ., კრასნოდარის მხრიდან; 4) ბარსაგოვა მარია ლუკას ასული, დაბ. 1912წ., როსტოვის მხრიდან; 5) ბალანინა რაისა იგორის ასული, დაბ. 1927წ., მოსკოვის მხრიდან; 6) შლიაპცოვა ეკატერინე სტეფანეს ასული, დაბ. 1913წ., ორლოვის მხრიდან; 7) ბულგაკი პარასკევა/პელაგია ეგნატეს ასული, დაბ. 1914წ., ჩერნიგორის მხრიდან. 1990 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოდან რუსული მოსახლეობა სამშობლოში დაბრუნდა, რუსი დედების რიცხვი ნელ-ნელაშემცირდა. თავად იღუმენია პელაგია 2003 წელს გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია მონასტრის სასაფლაოზე /საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური არქივი, ფ. /8650, აღწერა 7.
საქმე 46 /, გვე. 2). ამჟამად მონასტერი მთლიანად ქართულია. 2010
წლის 28 აგვისტოდან მისი წინამძღვარია მონაზონი ანა (ერშივე წლის 12 დეკემბერს იგი ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და იღუმენიას წოდება მიენიჭა. მონასტერმედეა მიროს ასული ქარდავა), იმაში ცხოვრობს 10 მონაზონი, მათში მხოლოდ ერთია რუსი. მონაზონი ვერა (ჟიგალცევა). იგი 1935 წელს
დაიბადა და მონასტერში XX ს-ის 50-იანი წლების ბოლოს მივიდა. მონასტერში ასევე ცხოვრობს რამდენიმე მორჩილი. მონასტრის მწირველი მოძლვრების არასრული სია: 1911 წლის 17 მაისიდან 1912 წლის 24 ივლისამდე მღვდ. ვლადიმერ იოანეს ძე ბედიაშვილი /საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 489, აღწერა ”, საქმე 57648, გვ. 286); 1912 წლის 24 ივლისიდან 1915 წლის ოქტომბრამდე მღვდ. ანდრია სამკოვი ........./9/2წ. /6, გვ. 4); 1915 წლის 31 ოქტომბრიდან 1919 წლის ივლისამდე მღვდ. ელეფთერ არჩილის ძე სახვაძე /97/5წ. 2ჟ, გვ. 5);
XX ს-ის 20-იანი წლების დასაწყისიდან 1933 წლამდე მონასტერში წირვებს ატარებდა ძეგვის ყოვლადწმინდა სამების სახ. ყოფილი მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონი რაფიელი (კურდოვი), რომელიც 1933 წლის 25 ოქტომბერს მოწამეობრივად აღესრულა; მისი მოკვლის შემდეგ 1935 წლამდე სავანეში მორიგეობით ასრულებდნენ წირვა-ლოცვას მცხეთის
სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის მოძღვრები (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა /, საქმე 7646, გვ. 33);
1935 წლის 16 აპრილიდან იქ დროებით მიავლინეს ბეთანიის ლვთისმშობლის შობის სახ. მამათა მონასტრის საძმოს წევრი, მლვდელ-მონაზონი თომა (11.10.1864-15.01.1944, ერისკაცობაში სტეფანე მიხეილის ძე მანზუკი). 1936 წლის 29 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით მღვდელ-მონაზონი თომა დამტკიცდა მცხეთის წმ. ოლღას სახ. რუსული დედათა მონასტრის მწირველ მოძღვრად და მიეწერა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის
23-2 საპატრიარქო უწყებანი N23 2აგვისტო-5სექტემბერი 2018წ გვ.20
მცხეთის წმინდა ეკატერინეს (ოლღას-ოლგინსკი) მონასტერი
I ნაწილი (დასასრული)
კრებულს /საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა ”/, საქმე /630, გვ. 126; საქმე 7547, გვ. 710); 1943 წლის 17 დეკემბრიდან 1944 წლის 18 იანვრამდე მონასტერში დროებით მსახურობდა იღუმენი ზინობი (მაჟუგა) /საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა ”, საქმე 2780, გვ. 2-5);
1944 წლის 18 იანვრიდან 1952 წლამდე ტაძარში მსახურობდა არქიმანდრიტი თეოდოსი (ლუზგინი) (საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა /, საქმე 2780, გვ. /2; გვ. 42); 1952-1953 წლებში მონასტერში პერიოდულად წირავდნენ შიომღვიმის მონასტრის მლვდელ-მონაზონი
დავითი (ჩიტიშვილი), სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის მლვდელ-მონაზონი პართენი (აფციაური) და თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ზინობი (მაჟუგა); (ხაქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა ”, საქმე 2/80, გვ. 47);
1954 წლის 21 იანვრიდან 1955 წლის 17 ივნისამდე მღვდელი სტეფანე პროკოფის ძე ბორისოვი (საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური არქივი, ფ. /880, აღწერა 4, საქმე 25, გვ. 6);
1955 წლის 17 ივნისიდან 1955 წლის 14 ოქტომბრამდე -–- მღვდელი ინნა დრაგუნოვი (საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური არქივი, ფ. /879, აღწერა /, საქმე 32, გვ. 20);
1955 წლის 14 ოქტომბრიდან 1958 წლის 12 აგვისტომდე მღვდელ-მონაზონი რაფაელი (კარელინი, ამჟამად -- არქიმანდრიტი) /საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური არქივი, ფ. 7879,
აღწერა ”/, საქმე 342, გვ. 2; ფ. /880, აღწერა 4, საქმე 25,
გვ. 24); XX ს-ის 70-იანი წლებიდან 1993 წლამდე მღვდელი იოანე ჟოგინი, რომელიც 1993 წელს ასევე ტრაგიკულად აღესრულა, იგი დაუდგენელმა პირებმა მოკლეს (საქართველოს უახლესი ისტორიის სახელმწიფო ცენტრალური არქივი, ფ. /860, აღწერა # საქმე 372 გვ. 7:
ჟურნალი „ წყარო “ /093 9466. 2«, ტე· 58);
1997-2000 წლებში მღვდელ-მონაზონი ანდრია (ტარიადისი, ამჟამად -– არქიმანდრიტი); ამჟამად მონასტერში ორი მოძღვარი მსახურობს.
მღვდელ-მონაზონი სერაფიმე (ჯიქია) და დეკანოზი ბაქარ სოსელია.
24 საპატრიარქოს უწყებანი N24 12-26 სექტემბერი 2018წ გვ.18
დეკანოზი გიორგი ითონიშვილი (იტონიევი) 1831- 1916
დეკანოზი გიორგი ნიკოლოზის ძე ითონიშვილი (იტონიევი) 1831 წელს დუშეთის მაზრაში, სოფ. ყანობში გლეხის ოჯახში დაიბადა. იგი ეთნიკურად იყო ოსი. ერთი ვერსიის თანახმად დაიბადა 1811 წელს. პირველდაწყებითი განათლება მშობლიურ სოფელში ადგილობრივი მღვდლის მეთვალყურებით მიიღო. თუმცა მალევე ადრეულ ასაკში დაობლებული გიორგის აღზრდა ბიძამ -– დიმიტრიმ ითავა. მანვე ყმაწვილი გიორგი ჩრდილოეთ კავკასიაში წაიყვანა და მოზდოკის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა. საუკეთესო მოსწავლემ სწავლა წარჩინებით დაამთავრა და თბილისის სასულიერო სემინარიაში გამოაგზავნეს. გიორგიმ სემინარია 1853 წელს დაასრულა. 1853 წლის 8 სექტემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ისიდორემ (ნიკოლსკი) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის
14 სექტემბერს მღვდლად დაასხა ხელი და ოსეთში,
სალუგარდანის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. 1855 წლის 20 ნოემბერს ხუმალაგის სამრევლოში გადაიყვანეს, სადაც სამი წლის მანძილზე 200 სული გააქრისტიანა. 1858 წლის 22 მარტს საგვერდულით
დაჯილდოვდა. 1858 წელს ყირიმის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ლენტიანი ბრინჯაოს ჯვარი უბოძეს. 1860 წლის 26 აპრილს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) საქართველოს სამხედრო გზაზე გადმოიყვანა, კობის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა და დუშეთის მაზრის IV ოლქის მთავარხუცესად დანიშნა. იმ პერიოდში მთაში მოსახლეობა ხევისბერებსა და დეკანოზებს ემორჩილებოდნენ. ახლადდანიშნულ მთავარხუცესს დაევალა
მათ წინააღმდეგ ექადაგა. 1861 წლის 5 ივნისს მღვდ.
გიორგიმ ხევისბერებს ჩამოართვა ვერცხლის ინვენტარი და სახელმწიფო ხაზინას გადასცა, რისთვისაც ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1862 წლის 26 მარტს სკუფია
უბოძეს. 1868 წლის 10 სექტემბერს კამილავკა ეწყალობა. 1869 წელს მან დაღუპვას გადაარჩინა ზვავის ქვეშ მოყოლილი რუსი ჯარისკაცები, რის გამოც გულზე სატარებელი ვერცხლის მედალი გადაეცა, ხოლო 1870 წელს მდ. თერგში დახრჩობას გადაარჩინა რამდენიმე ადამიანი და ოქროს მედალი გადასცეს. მამა გიორგიმ 1871 წელს ხევისბერებს კვლავ ჩამოართვა ვერცხლის ინვენტარი, რაზედაც კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელმა საზოგადოებამ მადლობა გამოუცხადა. 1872 წლის 3 თებერვალს მთავარხუცესის პოსტზე თორმეტწლიანი ერთგული სამსახურისათვის წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1873 წლის 30 ნოემბერს, თავისი თხოვნის საფუძველზე, ყანობის მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1874 წლის 25 ოქტომბერს მან სიკვდილს გადაარჩინა თოვლში დაკარგული ადამიანები, რის გამოც ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა. ყანობში მღვდ. გიორგიმ ააშენა ახალი ქვის ეკლესია თავისი ბიძის, დიმიტრის სულის საოხად და შეამკო ყოველგვარი საეკლესიო ინვენტარით. 1880 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1887 წლის 26 მაისს მრავალწლიანი მისიონერული მოღვაწეობის გამო დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1888 წელს ქართულ პრესაში ანდრია კობაიძე დეკ. გიორგის მოღვაწეობის შესახებ წერდა: „დეკ. გიორგი იტონიევი რამდენიმე ათეული წელიწადია სასარგებლო სამსახურს ენევა მთაში. იგი ადგილობრივი მკვიდრია. მთელი ამ ხნის განმავლობაში მან ბევრი რამ გააკეთა ეკლესიებისა და ხალხის სასარგებლოდ. იგი გაბედულად
ეწინააღმდეგება ყოველივე ამაოდმორწმუნეობას
და ბევრგან თავის მეცადინეობით დიდი სარგებლობა მოუტანა როგორც ხალხს, ისე ეკლესიებს. თუმცა გაუნათლებელი ხალხი შველის მაგიერ,
დიდ წინააღმდეგობას უწევს მას, მაგრამ ის არ უფრთხის ხალხის და მათი „დეკანოზების“ მუქარას.
24-1 საპატრიარქოს უწყებანი N24 12-26 სექტემბერი 2018წ გვ.19
დეკანოზი გიორგი ითონიშვილი (იტონიევი) 1831- 1916 (გაგრძელება)
მამა იტონიევმა მაღალი მთებიდან ჩამოასვენა ყველა ხატები, რომლებიც „დეკანოზების“ შთაგონებით, ხალხს გამოუტანია ეკლესიებიდან და სადღაც
მთებში დაუსვენებია (სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში დეკ. გიორგიმ რუსების საქმე გააკეთა, ამ ნივთებიდან ბევრი ძვირფასი რამ რუსეთში გაიტანეს
–– გ.მ.). ამის გამო, ხალხი უფრო გადაემტერა მამა იტონიევს და ათასნაირ საჩივრებს აგზავნიან მასზე უმაღლეს მთავრობასთან. მისი ასეთი საქციელი
იმიტომ უფრო არ მოსწონს ხალხს, რადგან უწინდელი მღვდლები ამ მხრით ხალხს არაფერს არ უშლიდნენ. ამიტომაც ამბობენ დღეს მოხევეები: უწინდელი მღვდლები განა მღვდლები არ იყვნენ, რომ არ
გვიშლიდნენ ამაებსაო, მაგრამ მამა იტონიევი მტერია ჩვენიო. სწორეთ ამისთანაებზე არის ნათქვამი, რომ უგუნურს მწვრთნელი სძულსო“.
1902 წლის 6 მაისს წმ. ანას II ხარისხის ორდენით
დაჯილდოვდა. 1905 წელს ენქერის ტარების უფლება მიიღო. იგი იყო პირველი ოსი მოძღვარი, რომელსაც ეს საეკლესიო ჯილდო უსახსოვრეს. 1906 წლის 12 სექტემბერს შტატიდან გავიდა. 1907 წლის 26 თებერვალს პენსია დაენიშნა. 1913 წელს უკვე პენსიზე მყოფი წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. თავისი მრავალწლიანი მსახურების მანძილზე მან ასობით ადამიანი მონათლა, ჯვარი დაწერა და გააპატიოსნა, რის გამოც მას მთაში დიდი ავტორიტეტი ჰქონდა მოპოვებული. გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, მან თავი ცუდად იგრძნო. მაშინვე მღვდელი მოაყვანინა და წმ. ზიარება მიიღო. დეკ. გიორგი 1916
წლის 29 მაისს გამთენიისას გარდაიცვალა. მოძღვრის სხეული 1 ივნისს მიაბარეს ყანობის ტაძარში მისსავე გამზადებულ ადგილზე. წირვა და წესის აგება შეასრულეს დუშეთის!"III ოლქის მთავარხუცესმა, დეკ. დიმიტრი მეტრეველმა და ვლადიკავკაზის ეპარქიის, X ოლქის მთავარხუცესმა, მღვდ. ხარლამპი ცომაევმა რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად. მსახურება სამ
ენაზე ჩატარდა: ქართულად, ოსურად და რუსულად.
გალობდა სტეფანწმიდის ტაძრის გუნდი. განიცადეზე
სიტყვა წარმოთქვა მღვდ. ნესტორ სოტიევმა. მან განსვენებული დეკანოზი დაახასიათა როგორც შეუპოვარი მოძღვარი და მქადაგებელი, რომელიც როგორც მანათობელი სხივი ანათებდა სარწმუნოებრივად ჩაბნელებულ მთაში. მან იგი მთის არწივს შეადარა, რომელიც ზემოდან დაჰყურებდა თავის სამწყსოს და იცავდა მათ მთიელთა და წარმართთა თავდასხმებისაგან. კუბოს ჩასვენების დროს კი სიტყვა წარმოთქვა მთავარხუცესმა, მღვდ. ხარლამპი ცომაევმა. მან გაიხსენა
დეკ. გიორგის თავდადებული და ვაჟკაცური მსახურება, როდესაც აჯანყებული შამილი ცდილობდა თავის მხარეზე გადაებირებინა მთის მოსახლეობა. ამ დროს მღვდ. გიორგი სამ სოფელს: ხუმალაგს, დარ-კოხსა და ვლადიმირსკს ემსახურებოდა. იგი ცხენით დადიოდა სოფლიდან სოფელში და ხალხს ქრისტიანობას უქადაგებდა, მან დიდად შეუშალა ხელი მიურადიზმის გავრცელებას მოსახლეობაში. შამილს ჯილდოც კი დაუწესებია მისთვის, ვინც ცოცხალს მიუყვანდა შეუპოვარ მოძღვარს. მღვდ. ხარლამპიმ ასევე აღნიშნა მისი განსაკუთრებული სიყვარული მთიანეთისადმი. დეკ. გიორგის როგორც სემინარიის კურსდამთავრებულს და განათლებულ მოძღვარს შეეძლო ნებისმიერ ქალაქში კარგი კარიერა შეექმნა, მაგრამ მან მთაში მისიონერობა და მსახურება აირჩია. მთელი თავისი ახალგაზრდული ენერგია და ძალები მთაში ქრისტეს სარწმუნოების ქადაგებას მიუძღვნა და თავისი სიცოცხლეც
იქვე დაასრულა. წარმოთქმულ სიტყვას დამსწრე საზოგადოება თვალცრემლიანი უსმენდა. დეკ. გიორგი ადრე დაქვრივდა. ჰყავდა 13 შვილი, რომელთაგან მხოლოდ ექვსმა მიაღწია სრულ ასაკს. მათ შორის სამი მოძღვარი იყო. მღვდ. მიხეილი (1860- 1939წწ.), მლვდ. ალექსანდრე (1867-1918წწ.), აგნია (დაბ. 1872წ.), მლვდ. ნიკოლოზი (დაბ. 1876წ.).
მღვდელი მიხეილ ითონიშვილი 1860 წელს დაიბადა. 1879 წლის 8 ოქტომბერს დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი. 1883 წლის 20 იანვარს ვლადიკავკაზის ეპარქიაში, ქ. ვლადიკავკაზის საკათედრო ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1886 წლის 16
მარტს კისლავოდსკში გადაიყვანეს. 1889 წლის 8 თებერვალს, ვლადიკავკაზის ეპისკოპოსმა იოსებმა (ჩეპიგოვი) თავისი თხოვნის საფუძველზე ოლგინსკის სამრევლოში გადაიყვანა. 1904 წლის 10 ნოემბერს ჩააბარა გამოცდები დიაკვნის ხარისხის მისაღებად. 1916
წელს სოფ. გიზელის სამრევლოში გადაიყვანეს, სადაც 1922 წლამდე დაჰყო. 1923 წელს საქართველოში გადმოვიდა და სოფ. კობის მცხოვრებთა თხოვნით კათოლიკოს-პატრიარქის მოადგილემ, ურბნელმა ეპის-
24-2 საპატრიარქოს უწყებანი N24 12-26 სექტემბერი 2018წ გვ.20
დეკანოზი გიორგი ითონიშვილი (იტონიევი) 1831- 1916 (დასასრული)
კოპოსმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) 1923 წლის 29 დეკემბერს დიაკვნად აკურთხა. 1924 წლის 1 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და კობის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. 1928 წლის 27 ნოემბერს მღ. მიხეილი წილკნის საეპარქიო მმართველობას სწერდა, რომ ბოროტმოქმედებმა გაძარცვეს კობის ეკლესია. 1934 წლის ნოემბერში საკათოლიკოსო სინოდი გასცემს შესაბამის მოწმობას, რომ ამის წარმომდგენი
არის წილკნის ეპარქიის, კობის სამრევლოს მღ. მიხეილ იტონიევი და მიემგზავრება ხსენებულ სამრევლოში საეკლესიო წესების შესასრულებლად. 1939 წლის 9 ივნისს იგი ცოცხალია და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) დახმარებას სთხოვს გარკვეულ საკითხებზე. იმავე წლის 17 ივნისს უწმინდესმა კალისტრატემ მის წერილს შემდეგი რეზოლუცია დაადო: „რაც მომხდარა შედეგია მანდატის მოთხოვნილების შეუსრულებლობისა. მლეთელები ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა შეკითხოდნენ ყაზბეგიდან მღვდლის
მოწვევისათვის. ამის გამო, უმჯობესია მღ. იტონიევმა მიმართოს თხოვნით იმავე ხელისუფლებას ვალის დაბრუნებისათვის. საჩივრით არა გამოვა
რა სახეირო“. როგორც წერილიდან ირკვევა მლეთელებს მღ. მიხეილი თავიანთ სოფელში საეკლესიო წესების შესასრულებლად მიუწვევიათ, რაც არ ეცნობა ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელთაც ისარგებლეს ამით და მღ. მიხეილს ჩამოართვეს შეწირულება. როგორც სოფ. კობის მცხოვრებნი გადმოგვცემენ, ამ ამბის შემდეგ მოხუცებულ მოძღვარს დიდხანს აღარ
უცოცხლია. იგი იმავე წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია სოფ. კობის სასაფლაოზე. მღვდელი ალექსანდრე ითონიშვილი 1867 წელს
დაიბადა. 1885-1891 წლებში თბილისის სასულიერო
სემინარიაში სწავლობდა. 1892 წლის 16 იანვარს საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) დიაკვნად აკურთხა. იმავე წლის 22 იანვარს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) მლვდლად დაასხა
ხელი და ყვარლის წმ. თომა მოციქულის სახ. ტაძარში დანიშნა. 1897 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1901 წელს სკუფია უბოძეს. მღვდ. ალექსანდრე 1918 წელს გარდაიცვალა. ადრე დაქვრივდა. ჰყავდა
შვილები: ვლადიმერი, ვახტანგი, თამარი, ელენე და გიორგი. მღვდელი ნიკოლოზ ითონიშვილი 1876 წელს დაიბადა. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. მსახურობდა ვლადიკავკაზის ეპარქიაში, სოდ. დაგომო-არხონის ეპარქიაში. 1906 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1906 წლის 23 ივნისს სადონონუზალის ტაძარში გადაიყვანეს. 1909 წელს სკუფია უბოძეს. მისი საბოლოო ბედი უცნობია.
27 საპატრიარქოს უწყებანი N27 4-10ოქტომბწეი 2018წ გვ.18
პროტოპრესვიტერი მიხეილ მახათაძე 1860-1953
პროტოპრესვიტერი მიხეილ დიმიტრის ძე მახათაძე 1860 წლის 23 იანვარს თბილისის გუბერნიაში, თბილისის მაზრაში, სოფ. დრეში დეკანოზის
ოჯახში დაიბადა. მისი წინაპრები ასევე სასულიერო პირები გახლდნენ და საუკუნეების მანძილზე ემსახურებოდნენ დედა ეკლესიას. მამა ––- დეკანოზი დიმიტრი იოანეს ძე მახათაძე 1831 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1854 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1854
წლის 10 ოქტომბერს საქართველოს ეგზარქოსმა ისიდორემ (ნიკოლსკი) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 17 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და დრეს წმ. ბარბარეს სახ. ტაძარში განამწესა. დრეს საეკლესიო
შტატის გაუქმებისა და ელიზავეტოპოლის ღვთისმშობლის საფარველის სახ. ტაძარზე მიწერის გამო მღვდ. დიმიტრი იქ გადავიდა. 1889 წელს თბილისის მაზრის II ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა. დეკ. დიმიტრი 1903 წლის 5 დეკემბერს, პარასკევს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მეორე დღეს მისი ცხედარი კალოუბნის ტაძარში დაასვენეს. დაკრძალეს კუკიის წმ. ნინოს სახ. ტაძრის სასაფლაოზე. მისი მოღვაწეობის შესახებ ქართული პრესაში ვინმე „ი-ძე“ სწერდა: „კვირას, 7 დეკემბერს, კუკიის წმ. ნინოს სასაფლაოზე შავ მიწას მიაბარეს
დეკანოზი მამა დიმიტრი მახათაძე. განსვენებულმა სწავლა დაამთავრა ტფილისის სასულიერო სემინარიაში 1854 წელს და იმავე წელს გამწესებულ იქმნა მღვდლად სოფ. პრიუტში. მამა დიმიტრის სამრევლო შესდგებოდა მრავალი სოფლისაგან, რომელნიც ურთიერთიდამ კარგს მანძილზე არიან დაშორებულნი. მამა დიმიტრის სამრევლოში სცხოვრობდნენ ნახევრად ქრისტიანი ქართველი მთიულები, რომელთა შორის სახარების შუქი შეიტანა ამ მოძღვარმა. ბევრი წარმართაგანი მოაქცია ქრისტეს სჯულზე.
არავითარს ჯაფას არ ერიდებოდა განსვენებული მოძღვარი თვისთა მოვალეობათა შესრულების ჟამს. განსვენებულის წირვა-ლოცვა ქართულსა და სლავიანურს ენაზე გათქმული. საეკლესიო გალობაც ზედმიწევნით იცოდა თვის სამრევლოში მან დაარსა საეკლესიო სკოლა, რომლის გამგედ თვით ითვლებოდა. სკოლაში საღმრთო სჯულს და ერთხანად საეკლესიო
გალობასაც იგი ასწავლიდა. სამაგალითო მხნეობით ნივთიერ საშუალებათა მოკლებულმა მოძღვარმა თვისი შვილები წესიერად აღზარდა და სხვადასხვა სასწავლებლებში სწავლა დაამთავრებინა. ამ ბოლოს დროს თვის ობოლს შვილიშვილებს თავის ხარჯით ინახავდა და ზრდიდა... გარდაიცვალა შობიდამ 70 წლისა. დიდხანს ეხსომება თვისი ლმობიერი და საყვარელი მოძღვარი მის მრევლსა, რომელსაც მეტად გული დასწყვიტა მისმა გარდაცვალებამ. საუკუნოდიყოს ხსენება და კურთხევა შენი, კეთილო მწყემსო, მამა დიმიტრი, რომელიც სიცოცხლესა შენსა არ ზოგავდი შენთა სულიერთა ცხოვართათვის“. დაჯილდოებული იყო: ყირიმის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ლენტიანი ბრინჯაოს ჯვრით; 1860 წელს -–- საგვერდულით; 1870 წელს სკუფიით; 1888 წლის 6 მაისს -- კამილავკით; 1889 წლის 15 მაისს –- სამკერდე ოქროს ჯვრით; 1897 წლის 6 მაისს –– დეკანოზის წოდებით; 1901 წლის 6 მაისს -– წმ. ანას III ხარისხის ორდენით; მეუღლე თეკლა კონსტანტინეს ასული (დაბ. 1839წ.) და შვილები: ნიკოლოზი (დაბ. 1856წ. თბილისის სასულიერო სემინარიის პედაგოგი და ინსპექტორის
თანაშემწე. 1886 წლის 24 მაისს, როდესაც სტუდენტ-
27-1 საპატრიარქოს უწყებანი N27 4-10ოქტომბწეი 2018წ გვ.19
პროტოპრესვიტერი მიხეილ მახათაძე 1860-1953 (გაგრძელება)
მა იოსებ ლაღიაშვილმა მოკლა სემინარიის რექტორი
დეკ. პ. ჩუდეცკი, ქალების წივილ-კივილზე სწორედ ეს ნიკოლოზი გამოვარდა თავისი ოთახიდან და უკნიდან მივარდა ლაღიაშვილს, მაგრად დაჰკრა ხელი მარჯვენაზე და გააგდებინა ხანჯალი და გაუკავა ხელები. ამის
შემდეგ მივარდნენ ლაღიაშვილს სხვა მასწავლებლები:
ვ. ლოტოცკი და გ. ჩეტირკინი და წაიყვანეს ნიკოლოზის ოთახში); მარიამი; სოფიო; პროტოპრესვიტერი მიხეილი (1860-1953წწ.); ელისაბედი; გაბრიელი (დაბ. 1868წ.); ეკატერინე (დაბ. 1875წ., პედაგოგი, წლების
მანძილზე ასწავლიდა მცხეთის წმ. ნინოს სახ. დედათა
მონასტერთან არსებულ ქალთა სასწავლებელში. 1899 წელს გაზ. „ივერია“ მის შესახებ წერდა: „... განსაკუთრებით მოსაწონია სკოლაში არითმეტიკის სწავლება. ამ საგანს ასწავლის ქალბატონი ეკატერინე დიმიტრის
ასული მახათაძისა, რომელსაც ღრმად და საფუძვლიანად აქვს შეთვისებული იგი. მოსწავლეებმა ისე საფუძვლიანად იციან არითმეტიკა, რომ ასეთი ცოდნა სანაქებოდ უნდა ჩათვლილ იქმნას თითოეულის საშუალო სასწავლებლებისათვისაც კი. ქალბატონ ეკატერინე მახათაძის ერთგულება და მუყაითობა არითმეტიკის სწავლების მიმართ ყურადღების ღირსია“); ოლღა (დაბ. 1877წ.); გრიგოლი (დაბ. 1878წ.).
პროტოპრესვიტერი მიხეილმა ჯერ თბილისის სასულიერო სასწავლებელი, ხოლო 1883 წელს კი თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა. 1883 წლის 20 სექტემბერს საქართველოს ეგზარქოსის კანცელარიაში რეგისტრატორად და არქივარიუსად დაინიშნა. 1884 წლის 23 სექტემბერს დიაკვნად აკურთხეს, იმავე წლის 26 სექტემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და გორის მაზრაში, სოფ. ვაყის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში დაინიშნა. 1885 წლის 21 იანვარს ქვემო ჭალის ჯვარპატიოსანის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1886 წლის 1 მარტს, იმავე სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1886 წლის 26 ნოემბერს ძველი მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში განამწესეს. 1891 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1892 წლის
5 ოქტომბერს თბილისში, ჩუღურეთის წმ. ნიკოლო- ზის სახ. ტაძარში მეორე მღვდლის ადგილზე დაადგინეს. 1893 წელს თბილისის II ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა. 1896 წელს სკუფია უბოძეს.
1899 წლის 16 თებერვალს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა და იმავე წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1900 წლის 1 თებერვალს სასულიერო წოდების ღარიბ ოჯახთა სამზრუნველო კომიტეტის წევრად
აირჩიეს. 1901 წლის 17 სექტემბერს თბილისის ოლქის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ დაინიშნა. 1902 წლის 14 ივნისიდან ქ. თბილისის ეკლესიების II ოლქის მთავარხუცესია. 1902 წლის 2 ნოემბერს
ნაძალადევის ივერიის ლვთისმშობლის ხატის სახ. ტაძრის წინამძღვარად დაინიშნა. 1903 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1904 წლის 19 თებერვალს თბილისის რკინიგზის სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1907 წლის 20 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა.
1908 წელს გაზ. „დროება“ წერდა: „გვთხოვენ დავბეჭდოთ; ნაძალადევში მცხოვრებმა რამდენიმე პირმა შეადგინა ქართულ გალობა-სიმღერის
გუნდი. ლოტბარად მიიწვიეს მასწავლებელი კ.ჩარკვიანი, რომელმაც აღუთქვა უსასყიდლოდ შეასწავლოს გალობა-სიმღერები, რისთვისაც დიდი
მადლობის ღირსია აგრეთვე მღ. მიხეილ მახათაძე, რომელმაც თანაგრძნობა აღმოუჩინა და დაუთმო სკოლა გალობა-სიმღერის შესასწავლად“. 1909 წლის 6 ივნისს დეკ. მიხეილს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1910 წელს ქ. თბილისის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ დაინიშნა. 1910 წელს წმ. ანას III ხარისხის ორდენით, ხოლო 1914 წელს წმ. ვლადიმერის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1924 წელს კომუნისტურმა ხელისუფლებამ დახურა ნაძალადევის ეკლესია და დეკანოზი მიხეილი უადგილოდ დარჩა. მეტიც, იგი 2 თვით დააპატიმრეს კიდეც. 1926 წლის 6 იანვრიდან მანგლისის ეპარქიის, სოფ. პრიუტის (დღევანდელი ორბეთი) ღვთისმშობლის საფარველის სახ. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1929 წლის აღდგომას ენქერით დაჯილდოვდა. 1931 წელს დეკანოზ მიხეილს ადგილობრივმა ხე-
27-2 საპატრიარქოს უწყებანი N27 4-10ოქტომბწეი 2018წ გვ.20
პროტოპრესვიტერი მიხეილ მახათაძე 1860-1953 (დასასრული)
ლისუფლებამ ნათლობა აუკრძალა. ამასთან დაკავშირებით, 1931 წლის 30 ოქტომბერს მანგლელი მიტროპ. კალისტრატე (ცინცაძე) სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო სინოდს წერდა: „პატივისცემით მოვახსენებ ს.ს.ს. სინოდს, რომ პრიუტის (კალინოვკა) სასოფლო საბჭოს თავჯდომარეს გამოუცხადებია ადგილობრივი მღვდლის, დეკ. მიხეილ მახათაძისათვის, „არავინ მონათლოს ვიდრე ის არ იქნება გატარებული რეგისტრაციაშიო“ (მოხსენება 1931 წლის ოქტომბრის 7-ის თარიღით).ს ვინაიდან ეს განკარგულება ეწინააღმდეგება შინაგან საქმეთა და იუსტიციის კომისარიატების 1925 წლის #66 ცირკულიარს (გაზ. „კომუნისტი“ 1925წ. ივნისის #6 და #125), საჭიროდ მიმაჩნია სათანადო შუამდგომლობის აღძრვა უკანონო განკარგულების გაუქმებისათვის“. სამწუხაროდ, დეკანოზი მიხეილი ისე შეავიწროვეს, რომ იგი იძულებული გახდა
საერთოდ გაცლოდა სოფელს. 1932 წლის 2 ივნისს საკათოლიკოსო სინოდის კანცელარიის თავმჯდომარედ დაინიშნა. იმავე წელს იგი
მეორედ დააპატიმრეს და 2 თვე კვლავ საპყრობილეში გაატარა. 1932 წლის 31 აგვისტოს ანჩისხატის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძრის წინამძღვრად და საქართველოს საპატრიარქოს კანცელარიის საქმის მწარმოებლად დაინიშნა, თუმცა იგი შემდგომშიც აგრძელებდა პრიუტის სამრევლოში საეკლესიო წესების შესრულებას. თბილისში მის გადმოყვანასთან დაკავშირებით დეკ. ნიკიტა თალაქვაძე თავის მოგონებებში
წერდა: „ანჩისხატში დღეს მის მაგივრად არის დეკ. მიხ. მახათაძე (მის მაგივრად -–– იგულისხმება დეკ. იოანე ლუკაშვილი, რომელიც 1925-1932 წლებში წინამძღვრობდა ანჩისხატის ტაძარს -–- გ.მ.). ეს დეკანოზი წინეთ ნაძალადევში იყო სამრევლო ეკლესიის მღვდლად; იქ ის ექსარხოსების დროს „რუსობდა“, და დეკ. სერგი გოროდცევს ბაძავდა „ჭეშმარიტ რუსობაში“!.. მაგრამ ბოლშევიკებმა მას ყველაზე ადრე დაუნგრიეს ტაძარი! ეს ტაძარი „ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების“ მიერ იყო აგებულიო, ის არ უნდა არსებობდესო და დაარღვიეს ძირბუდიანად. შემდეგ დეკანოზი მანგლისისაკენ იყო სოფლად; აქაც დააპატიმრეს... შემდეგ დაბრუნდა ისევ ქალაქად, თავი შეაფარა კათალიკოსის კანცელარიას „საქმის მწარმოებლად“, იქიდან ჯამაგირს იღებს 10-15 თუმნამდე თვეში, მღვდლობს ანჩისხატში! გარს ახვევია „კლიკუშკა“ -- რუსის დედაკაცობა,
სწირავს და ლოცავს მხოლოდ რუსულად!“ 1934 წლის 14 მარტს მიტრა უბოძეს. 1937 წლის 25 მაისს შედგა სინოდის გაძლიერებული სხდომა, რომელსაც დეკ. მიხეილიც ესწრებოდა. 1938/1939 წლებში ანჩისხატის ტაძარი კომუნისტებმა დახურეს და კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) დეკ. მიხეილი სიონის საპატრიარქო ტაძრის კრებულში განამწესა.
XX ს-ის 40-იან წლებში პროტოპრესვიტერის წოდება მიენიჭა. გარდაიცვალა 1953 წელს. დაკრძალულიათბილისის კუკიის წმ. ნინოს სახ. ტაძრის ეზოში.
პროტოპრესვიტერ მიხეილს ჰყავდა მეუღლე ალექსანდრა საბას ასული და შვილები: მანასე, ანასტასია, ქეთევანი, რუსუდანი, ვახტანგი (გარდ. 1917წ.), მიტროფანე.
28 საპატრიარქოს უწყებანი N28 11-17ოქტომბერი 2018წ გვ.17
დეკანოზი არსენ თოხაძე 1867-1932
დეკანოზი არსენ თოხაძე 1867-1932 დეკანოზი არსენ სოფრომის ძე თოხაძე 1865 წელს ქუთაისის გუბერნიაში, ოზურგეთის მაზრაში, სოფ.
აკეთში დიაკვნის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში მიიღო. 1888 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1888 წლის 24 სექტემბერს გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა. 1889 წლის იანვრიდან 6 თებერვლამდე დროებით ასწავლიდა მოსამზადებელ კლასების საშუალო განყოფილებებში სხვადასხვა საგნებს. 1889
წლის 6 თებერვლიდან 1 აგვისტომდე იგივე თანამდებობაზეა დაბალ განყოფილებაში. 1889 წლის აგვისტოს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში მაღალ განყოფილებაში მასწავლებლად გადაიყვანეს.
1890 წლის 15 ივლისიდან 25 აგვისტომდე სასწავლებლის სამმართველო საბჭოს წევრია. 1892 წლის 1 სექტემბერიდან 1893 წლის ! სექტემბრამდე აღნიშნულ სასწავლებელში მოსამზადებელ კლასების დაბალ
განყოფილებაში ასწავლიდა რუსულ ენასა და საღვთო სჯულს. 1893 წლის 6 თებერვალს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) აკურთხა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის ახალი ხის ეკლესია წმ. გრიგოლი ღვთისმეტყველის სახელზე, წირვაზე დიაკვნად ეკურთხა ამავე სასწავლებლის მოსამზადებელი კლასების მასწავლებელი, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული არსენ თოხაძე, ხოლო მეორე დღეს ხელდასხმულ იქნა მღვდლად და დაინიშნა იმავე ტაძრის წინამძღვრად. 1893 წლის 1 სექტემბრიდან 1895 წლის 12 ოქტომბრამდე მაღალ განყოფილებებში ასწავლიდა იგივეს. 1893 წლის 1 სექტემბრიდან 1894 წლის 14 ოქტომბრამდე ოზურგეთის სანიმუშო სამრევლო-საეკლესიო
სკოლაში უსასყიდლოდ ასწავლიდა საღვთო სჯულს. 1893 წლის 26 ნოემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1894 წლის 12 იანვარს ოზურგეთის განყოფილების საეპარქიო სასწავლო საბჭოს წევრად აირჩიეს.
1894 წლის 30 იანვარს ოზურგეთის ოლქის ეკლესიების მთავარხუცესად დაადგინეს. 1894 წლის 24 აპრილს ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1894 წლის 24 ივლისიდან
1896 წლის 9 ივლისამდე ოზურგეთის ოლეის სამრევლო–-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ დაინიშნა. 1895 წლის 11 იანვრიდან 1899 წლის I იანვრამდე ქ. თაისის გუბერნიის სახალხო დირექტორის გადაწნყვეტილებით ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში
საღვთო სჯულის მასწავლებელია. 1895 წლის 12 დეკემბრიდან 1899 წლის 1 იანვრამდე ოზურგეთის შტატის კლასებში ქართულ ენას ასწავლის. 1896 წლის ივლისს სკუფია უბოძეს. 1896 წლის 14 მარტს ქუთა
ისის სამხედრო გუბერნატორის ბრძანებით ნაყოფიცრი სამსახურისთვის ფულადი ჯილდო გადაეცა. 1896 წლის 12 ნოემბერს შტატის მასწავლებლად დაადგინეს და ხელფასი დაენიშნა. 1896 წლის 12 ივლისს იყო
დეპუტატად საეპარქიო შეკრებაზე ქ. ფოთში. 1896 წლის 9 ივლისს ოზურგეთის განყოფილების საეპარქიო სასწავლო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. 1897 წლის 29 ოქტომბერს იმპერატორ ალექსანდრე
II-ის სახელობის სამახსოვრო ვერცხლის მედალი მიიღო. 1897 წლის 1 სექტემბერს ოზურგეთის მაზრი-
28-1 საპატრიარქოს უწყებანი N28 11-17ოქტომბერი 2018წ გვ.18
დეკანოზი არსენ თოხაძე 1867-1932 (გაგრძელება)
სა და ბათუმის ოლქისა კონტროლიორად დაინიშნა. 1898 წელს შემოქმედის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების კომიტეტის წევრად აირჩიეს და
მალევე მონასტერზე გაწეული მზრუნველობისთვის ეპისკოპოს ალექსანდრესგან (ოქროპირიძე) მადლობა გამოეცხადა. 1899 წლის 1 იანვარს ფოთის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად გადაიყვანეს და დატოვა იქამდე დაკავებული ყველა საეკლესიო და პედაგოგიური თანამდებობა. 1899 წლის 11 იანვარს გურია-სამეგრელოს საეპარქიო სასწავლო კომიტეტის წევრად დაინიშნა. 1899 წლის 24 იანვარს გურიასამეგრელოს ეპარქიის სანთლის ქარხნის მმართველად დაადგინეს. 1899 წლის 1 სექტემბერს ფოთის ტაძრის კანდელაკად აირჩიეს. 1900 წლის 19 ოქტომბერს ქუთაისის გუბერნიის სახალხო დირექტორიის
გადაწყვეტილებით ასწავლიდა საღვთო სჯულს ფოთის ქალთა წმ. ოლღას სასწავლებელში. 1900 წლის 11 ნოემბერს გურია-სამეგრელოს ეპარქიის საეკლესიო ხაზინის ხაზინადრად დაინიშნა. 1901 წლის 6 მარტიდან 1902 წლის 1 ოქტომბრამდე ასწავლიდა საღვთო სჯულს სამეგრელოს ექვსკლასიან საქალაქო სასწავლებელში. 1900 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1902 წლის 22 ივლისიდან 24 ოქტომბრამდე დროებით
გურია-სამეგრელოს საეპარქიო სასწავლო კომიტეტის ღარიბ სამლვდელოთა სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. 1902 წლის 1 ოქტომბერს ფოთის ქალთა გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებლად გადაიყვანეს. 1902 წლის 16 სექტემბერს ფოთის ტაძრის წინამძლვრის, დეკანოზ გრიგოლ მაჭარაშვილის მოულოდნელად გარდაცვალების გამო დროებით დაინიშნა ტაძრის წინამძღვრად, რასაც
ასრულებდა 1 ნოემბრამდე. 1902 წლის 4 დეკემბერს
გურია-სამეგრელოს საეპარქიო სასწავლო კომიტეტის ღარიბ სამლვდელოთა სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა და ამ პოსტზე იყო 1904 წლის 16 მაისამდე. 1903 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1903 წლის 18 დეკემბრიდან 1904 წლის 7 აპრილამდე დროებით ასრულებდა ფოთის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობას. 1905 წლის 19 ივლისს გურია-სამეგრელოს საეპარქიო სასწავლო
კომიტეტის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ
აირჩიეს. 1906 წლის 18 თებერვალს ფოთის ტაძრის
წინამძღვრის შემსრულებლად, ფოთის ორკლასიანი
სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საეპარქიო სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. 1906 წლის 1 ივლისს დამტკიცდა ტაძრის წინამძღვრად დეკანოზის წოდების მინიჭებით. 1904 წლის 14
ივლისიდან 1907 წლის 15 იანვრამდე ნოსირის ოლქის მთავარხუცესია. 1908 წლის 3 თებერვალს 12-წლიანი მთავარხუცესად მოღვაწეობისთვის წმ. ანას,III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1908 წელს დაჯილდოვდა ვერცხლის მედლით სასწავლო დარგში 20-წლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის. 1914 წელს დეკანოზი არსენს უთანხმოება მოუვიდა საკათედრო ტაძრის კანდელაკთან მღვდელ ვარ-ლაამ მახარაძესთან (შემდგომში –– ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ვარლაამი). აი, რას წერდა ქართული პრესა ამასთან დაკავშირებით: „აღდგომა დღეს ფოთის სობოროს დეკანოზს მ. ა. თოხაძეს და კანდელაკს მ. მახარაძეს უსიამოვნება მოსვლიათ ურთიერთშორის, ასე რომ საქმე ხელდახელობამდი მიღწევია. ამის გამო, მის მეუფებას გურია-სამეგრელოს ეპ. ლეონიდეს (ოქროპირიძე) ორთავესათვის მღვდელმოქმედება აუკრძალავს და საქმე
გამომძიებელისათვის გადაუცია. ამბობენ მისი
მეუფება ამ საქმის გამო ძლიერ შეწუხებულიაო“, საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ იმსჯელა ამ საკითხთან დაკავშირებით და დაადგინა: „დეკანოზი თოხაძე გაიგზავნოს მონასტერში ორი თვით და გადაყვანილ იქმნას ფოთიდან, მღვდელი მახარაძე კი გაიგზავნოს ერთი თვით მონასტერში და გადაყვანილ იქმნას ტაძრიდან ფოთისავე სხვა
სამრევლო ეკლესიაში". დეკანოზმა არსენმა მოღვაწეობა ბათუმის საკათედრო ტაძარში განაგრძო. სწორედ აქედან გამოეხმაურა იგი თავისი მასწავლებლის, ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და ისტორიკოსის თ. ჟორდანიას გარდაცვალებას 1916 წელს და მცირე სამგლოვიარო
დეპეშა გამოაქვეყნა გაზეთის ფურცლებზე. აი, რას
წერდა იგი: „ქ. ბათუმი. ისტორიკოს ჟორდანიას გარდაცვალებამ დიდად დაამწუხრა განსვენებულის ყოფილი მოწაფენი. საქართველომ დაჰკარგა იშვიათი მკვლევარი წარსულისა; განსვენებულის ღვაწლი ღირსეულად დაფასდება მომავალში“. 1917, 1921 და 1927 წლებში დეკანოზი არსენი ესწრებოდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ, მესამე და მეოთხე საეკლესიო კრებებს. აქტიური მონაწილეობა მიიღო მან ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის შექმნასა და ჩამოყალიბებაში. 1921 წლის 8 ოქტომბერი დეკ. არსენი საკათოლიკოსო საბჭოს სწერდა: „პატივისცემით მოვახსენებ საკათოლიკოსო საბჭოს, რომ მინდობილობა!
ამა წლის 17 სექტემბერს #1972 ბრძანების შესახე? ბათუმ-შემოქმედის ეპისკოპოსის, მისი კრებულის: და სხვათა შესანახი წყაროების გამონახვისა, მე მივიღე 24 სექტემბერს. მეორე დღესვე, 25 სექტემბერ! გაუგზავნე უწყება საბჭოს მინდობილობაში მოხსენიებულ საეკლესიო ოლქების მთავარხუცესებს რომლითაც მოვიწვიე ისინი საერთო კრებაზე ქ.ლანჩხუთში 5 ოქტომბერს.2 ოქტომბერს ქ.ბათუმში გაიმართა ოლქისა და ქალაქის ქართული ეკლესიების კრებულთა და მორწმუნეთა კრება. ეს კრება მთელი ბათუმის ქართველნი, მოქალაქენი დიდი სიხარულით და აღფრთოვანებით შეხვდნენ და მიიღე ბათუმ-შემოქმედის კათედრის აღდგინების გადაწყვეტილება და ვალად დაიდგინეს ყოველგვარი შემწეობის აღმოჩენა, რაზედაც შესდგა სათანადო ოქმი. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა 5 ოქტომბერს ქ. ლანჩხუთში. აქ კრება არ შესდგა, რადგანაც ორი დღის,
28-2 საპატრიარქოს უწყებანი N28 11-17ოქტომბერი 2018წ გვ.19
დეკანოზი არსენ თოხაძე 1867-1932 (დასასრული)
და ღამის განუწყვეტელმა კოკისპირულმა წვიმებმა ისე აადიდეს
მდინარეები, რომ ყოველივე მისვლა-მოსვლა შეწყდა სოფლებსა და
ქალაქებში და მოწვეული დელეგატები ვეღარ გამოცხადნენ კრებაზე. ამასთანავე ლანჩხუთში სამღვდელო პირთა აზრის გაცვლა-გამოცვლამ გამოარკვია შემდეგი გარემოება. ოზურგეთის მაზრაში თვინიერ საკათოლიკოსო საბჭოში დასახელებულ სასულიერო ოლქებისა ყოფილან კიდევ ოთხი ოლქი: ჯუმათის, გურიანთის, ბახვისა და საჯავახო-სურების. საკათოლიკოსო საბჭოს მიწერილობაში ესენი არ იხსენიებიან ალბათ იმიტომ, რომ ამათი წარმომადგენლები არ დასწრებიან საეკლესიო კრებებს
და ამნაირად ეს ოლქები არცერთ სიაში არ მოხვდა. ეს ოლქები ეკლესიების, კრებულთა და მორწმუნეთა რიცხვით არათუ ნაკლები არიან სხვა ოლქებზე, არამედ ზოგი კიდეც სჭარბობს მათ და ამიტომ მათი წარმომადგენლების დაუსწრებლობა ჩემდამო მინდობილ საკითხის მოსაწესრიგებელ კრებაზედ მიზანშეწონილად ვერ დავინახე. მივიღე რა მხედველობაში აღნიშნული გარემოება და გავითვალისწინე რა, რომ ერთობ წვიმიანმა შემოდგომამ შეიძლება შემდეგშიც ჩაგვიშალოს კრება, და თანაც ახლოვდება ჭირნახულისა და ღვინის დაყენების პერიოდი, რითაც შეიძლება ბევრს
შეეშალოს ხელი, ვრაცხ საქმისათვის უმჯობესად თვითოეულმა მთავარხუცესმა თავიანთ ოლქში მოახდინოს კრება, მოისმინოს წინამდებარე საკითხი, გამოიტანოს სათანადო დადგენილება და შეადგინოს ოქმი, რომელსაც გამომიგზავნიან მე არა უგვიანეს 25 ოქტომბრისა“. 1925- 1932 წლებში დეკანოზი არსენი იყო ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ბათუმის ოლქის მთავარხუცესი. იმ საშინელი დევნისა და რეპრესიების დროს მას არ შეუწყვეტია მღვდელმსახურება და ანაფორა არ
გაუხდია. დეკანოზი არსენი 1932 წლის 20 ივლისს გარდაიცვალა. წესი აუგო და დაკრძალა იმჟამინდელმა ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპო- ლიტმა დავითმა (კაჭახიძე) ქ. ბათუმის სამღვდელოებასთან ერთად.
მეუღლე მარიამ დიმიტრის ასული (დაბ. 1873წ.6) და შვილები: პელაგია (დაბ. 1894წ.), ანასტასია (დაბ. 1896წ.), თამარი (დაბ. 1897წ.), ეკატერინე (დაბ. 1898წ.), ალექსანდრა (დაბ. 1899წ.), ნიკოლოზი (დაბ.
1904წ.), არჩილი (დაბ. 1908წ.), ნინო (დაბ. 1912წ.).
29 საპატრიარქოს უწყებანი N29 18-24 ოქტომბერი 2018წ გვ.17
დეკანოზი ნიკოლოზ კალანდარიშვილი 1838-1892
დეკანოზი ნიკოლოზ მარკოზის ძე კალანდარიშვილი 1838 წელს სამეგრელოს სამთავროში, სოფ. თეკლათში მღვდლის ოჯახში დაიბადა. სენაკში, ერთ-ერთ უბანში, კალანდარიშვილები კომპაქტურად სახლობენ. იქვე ახლოს, გორაზე მათი საგვარეულო წმ. გიორგის ტაძარიც დგას. ამ ეკლესიიდან ორასიოდე მეტრში, საკალანდარიშვილოს უბანში იდგა დეკანოზ ნიკოლოზ კალანდარიშვილის სახლი. იგი ქვითა და აგურით ნაგები ორსართულიანი უზარმაზარი შენობა იყო. მას გარს ერტყმოდა 8500-მდე კვადრატული მეტრი უმშვენიერესი ეზო, სადაც მწვანე მოლი ბიბინებდა, ხარობდა ხეხილი, ყვავილნარი თავისი დამატყვევებელი სილამაზითა და სურნელებით. სენაკის მაზრაში ასეთი კარ-მიდამო ბევრ ცნობილ თავად-აზნაურსა და წარჩინებულს არ ჰქონდა. ნამსახურებათა სიაში დეკანოზ ნიკოლოზს უწერია, რომ ჰქონდა უძრავი ქონება სახლ-კარი სოფ. თეკლათსა და დაბა ახალ სენაკში, მიწა სრულად 18 ქცევა. სასულიერო პირი გახლდათ მამამისი, მღვდელი მარკოზ კალანდარიშვილი. იგი 1793 წელს გლეხის ოჯახში დაიბადა. საეკლესიო წიგნი და წერა სუჯუნის წმ. გიორგის სახ. საკათედრო ტაძარში ისწავლა. 1815 წელს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ბესარიონმა (დადიანი) მღვდლად დაასხა ხელი და ხორგის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. მამის არჩეული გზა გააგრძელა მისმა ვაჟმა –– ნიკოლოზმა, რომელმაც წარჩინებით დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი. 1857 წლის 12 ნოემბრიდან 1866 წლის 7 ოქტომბრამდე სამეგრელოს საეპარქიო კანცელარიაში მწერლად მუშაობდა. 1865 წლის 1 ნოემბერს ერთგული და სასარგებლო სამსახურისთვის საეპარქიო მმართველობამ 40 მანეთით დაასაჩუქრა. 1866 წლის 8 ოქტომბერს სამეგრელოს ეპისკოპოსმა ტარასიმ (ელიავა) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და ნატოჩაოს წმ. გიორგის ტაძარში განამწესა. 1866 წლის 7 დეკემბრიდან 1873 წლის 30 სექტემბრამდე იყო დეპუტატი სასულიერო მთავრობიდან საეკლესიო საქმეებზე სენაკის სამაზრო განყოფილების საბჭოში. 1866 წლის 12 დეკემბრიდან 1873 წლის 1 იანვრამდე თავისი სოფ. ნატოჩაოში საკუთარ სახლში სამრევლო–საეკლესიო სკოლას ამუშავებდა. 1867 წლის 7 ივნისს სენაკის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.
29-1 საპატრიარქოს უწყებანი N29 18-24 ოქტომბერი 2018წ გვ.18
დეკანოზი ნიკოლოზ კალანდარიშვილი 1838-1892 (გაგრძელება)
1867 წელს მისი მეცადინეობით ახლიდან გადაიხურა ნატოჩაოს ტაძარი. 1868 წლის 2 მარტს საგვერდულით დაჯილდოვდა. დეკანოზი ნიკოლოზი ეპარქიაში ცნობილი და გავლენიანი სასულიერო გურია-სამეგრელოს მოღვაწე იყო. იმ პერიოდში სამეგრელოში არ ყოფილა წამოწყებულა რაიმე მნიშვნელოვანი საქმე, რომ მას მონაწილეობა არ ჰქონოდა მიღებული. 1868 წლის 7 სექტემბრიდან 1872 წლის 23 იანვრამდე იყო არჩეული წევრი სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის მმართველ საბჭოში. 1872 წლის 10 თებერვალს კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მმართველი საბჭოსაგან სიგელით დაჯილდოვდა. 1870 წელს თავისი ხარჯებით ნატოჩაოს ეკლესიაში ახალი კანკელი გამართა. 1873 წლის 8 აპრილს სკუფია უბოძეს. 1874 წელს საეპარქიო მმართველობამ იმ კომისიის წევრად აირჩია, რომელსაც დაევალა სენაკის, ზუგდიდის და ლეჩხუმის მაზრებში ახალი სამთავარხუცესო ოლქების ჩამოყალიბება. 1878 წლის 15 აპრილს კამილავკა ეწყალობა. 1880 წლის 3 თებერვალს მთავარხუცესის თანამდებობაზე 12-წლიანი უმწიკვლო და დამსახურებული მოღვაწეობისთვის წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1880 წლის 26 ივნისს ისევ აირჩიეს სასულიერო სასწავლებლის გამგეობის სრულუფლებიან წევრად. მამა ნიკოლოზი აქტიურად ესწრებოდა გამოცდებს, გაკვეთილებს, თვალყურს ადევნებდა აღზრდის საქმეს. ჩვეულებრივ, სამღვდელოება თავის წარმომადგენლად სასწავლებელში ირჩევდა ცნობილ და ავტორიტეტულ სასულიერო პირს. უმთავრესად დამსახურებულ პირებს: „მე მახსოვს სამი ასეთი წარმომადგენელი სამღვდელოებისა: ნიკოლოზ კალანდარიშვილი, გიორგი ბერიძე და ანტონ კეკელია“ – იგონებდა შემდეგში ამ სასწავლებლის ყოფილი მოსწავლე, ცნობილი მწერალი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე იპოლიტე ვართაგავა და იქვე იხსენებდა: „ნიკო კალანდარიშვილი თვითონ სენაკელი იყო, დამსახურებული და დიდად ავტორიტეტიანი დეკანოზი. ის ძველი „კურსოვნიკი“ იყო, ანუ სასულიერო სასწავლებლის კურსდამთავრებული. სასულიერო სასწავლებლის ყველა საგანი კარგად იცოდა. გამოცდებს ხშირად ესწრებოდა, მაგრამ მისი დასწრება გამოცდებზე მოწაფეებს ძლიერ ეჯავრებოდათ. ის იყო არაჩვეულებრივად ძუნწი ნიშნების დასმაში. არავის არ ახსოვდა, რომ ნიკოს გამოცდებზე რომელიმე მოწაფისათვის „ხუთი“ დაეწერა. მისი ჩვეულებრივი და უცვლელი ნიშანი იყო „სამი“. აი, სწორედ ამისათვის მთელ მოწაფეობას ეჯავრებოდა. ნიკოს უცვლელი „სამი“ აბათილებდა მასწავლებლისა და ასისტენტის კარგ ნიშნებს. მოწაფეები პირდაპირ დღესასწაულობდნენ, როდესაც ნიკო რაიმე მიზეზის გამო გამოცდას არ ესწრებოდა. ნიკოს, რასაკვირველია, ეს სიბოროტით როდი მოსდიოდა. ის გულწრფელად დარწმუნებული იყო, რომ მოწაფე მეტის ღირსი არ იყო. ჩვენს დროშიო – ამბობდა ნიკო -– „უფრო მტკიცედ ვსწავლობდითო“. უნდა ითქვას, რომ მისი ამ თვისებების – უმაგალითო შრომისმოყვარეობის, თავისი მოვალეობისა და მოწოდების შეგნების, ყოველი საგნის არსში ღრმად და საფუძვლიანად წვდომისა და ეროვნული სულისკვეთების მათდამი გადაცემის გამო, შემდეგში ცხოვრების ვრცელ ასპარეზზე გამოსული მისი ყოფილი მოსწავლეები ნიკოს დიდად ემადლიერებოდნენ ხოლმე". 1880 წლის 8 აგვისტოს სენაკის წმ გიორგის ეკლესიის გადიდებისა და ახლიდან გადახურვისათვის საეპარქიო მმართველობამ მადლობა გამოუცხადა. 1880 წლის 10 სექტემბერს ახალი სენაკის ორკლასიანი ნორმალური სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა, სადაც 1887 წლის 10 დეკემბრამდე იმუშავა. 1881 წელს იყო გურია-სამეგრელოს ეპარქიის სასულიერო ყრილოა) ბის დეპუტატი სამაზრო ხელისუფლებაში. 1882 წლის 27 ოქტომბერს ახალი სენაკის წმ. გიორგის
29-2 საპატრიარქოს უწყებანი N29 18-24 ოქტომბერი 2018წ გვ.19
დეკანოზი ნიკოლოზ კალანდარიშვილი 1838-1892 (გაგრძელება)
ტაძრის წინამძლვრად დაინიშნა. 1879 წლის 13 მარტს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1883 წლის 31 ივლისს წითელი ჯვრის საზოგადოებამ თავისი სამახსოვრო ჯვარი გადასცა. იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე) მიერ 1883 წელს დამტკიცებულ სასწავლებელთა ოლეის სამღვდელოების ჟურნალის მიხედვით, სამეგყრილობის რელოს სასულიერო სასწავლებელში წევრის თანამდებობაზე ერთგული სამღვდელოების ყრილობის მმართველობის მოღვაწეობისთვის მადლობა გამოეცხადა. 1884 წელს ამავე სასწავლებლის სულიერ მოძღვრად დაინიშნა. 1885-1886 წლებში საეპარქიო ხელმძღვანელთა დავალებით იყო სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის 1873-1880 წლების ეკონომიკური ანგარიშების რევიზიის კომიტეტის თავმჯდომარე. 1886 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დანიშნა ეპარქიის საეკლესიო ხაზინის შემოსავლებისა და ხარჯების ანგარიშთა შემამოწმებელი სარევიზიო კომიტეტის წევრად, ხოლო 1887 წლის 2 დეკემბერს 3405 ბრძანებით -- ამ კომიტეტის თავმჯდომარედ გადაიყვანა. 1888 წლის 24 აპრილს და 1889 წლის 9 აპრილს წმინდა სინოდმა მადლობა გამოუცხადა. 1890 წლის 5 მაისს კი დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზი ნიკოლოზი 1892 წლის სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში გარდაიცვალა. მისი ცხედარი ნატოჩაოს წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაკრძალეს. მისი დაკრძალვა სახალხო გლოვად იქცა. დასაფლავებისთვის საგანგებო კომიტეტი არჩეული, რომელმაც, სხვა საჭირო ღონისძიებებთან ერთად ცერემონიალის გეგმაც შეიმუშავა. საინტერესოა, რომ ამ გეგმაში აღნიშნული იყო: დაკრძალვის დღეს დილის 7 საათზე სენაკისა და რედუტ-კალეს ყველა ეკლესიაში დაიწყება ზარების სამგლოვიარო რეკვა, ხოლო 8 საათზე იქნება გამოსვენება ცხედრისა, სენაკის წმ. გიორგის სახ. ეკლესიიდან; 2) წინ წავა ფარნები, სანთლები, კუბოს თავი, დრომები და დიდი ჯვარი; ვს შემდეგ დეპუტაციები ქუთაისის გუბერნიიტ დეპუტაციები ქალაქებისა და მაზრებისა; 5 მგალობელთა გუნდნი: ახალსენაკის სასულიერო სასწავლებლისა, ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლისა, სენაკის სამოქალაქო სასწავლებლისა; 6) სხვა ქრისტიანეთა სასულიერო წოდება; 7 მართლმადიდებელი სარწმუნოების სამღვდელოება; 8) ცხედარი. ჯვარის სანთლები; 9) მიცვალებულის ახლობლები და ნათესავები; 10) უმალლესი წოდება, ინტელიგენცია, თავადაზნაურთა წინამძღოლები, ქალაქის თავები, კერძო დაწესებულებათა მფლობელები და მანდილოსნები; 11) სამეგრელოს, გურიის, აფხაზეთის, სამურზაყანოსა და იმერეთის თავადაზნაურობა; I2) ახალსენაკის თავადაზნაურობა, აქაურ საერო დაწესებულებათა წარმომადგენელნი და მოხელენი; 13) სოფლების წარმომადგენლები; 14) დანარჩენი საზოგადოება; 15) მოსწავლენი: ოზურგეთისა და ახალსენაკის სასულიერო სასწავლებლებისა, ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლისა, ახალსენაკის საქალაქო ნორმალური სასწავლებლისა, საეკლესიო-სამრევლო სკოლებისა; 16) ახალსენაკის სამხედრო გარნიზონი ორ რიგად; 17) სენაკიდან ნატოჩაოს ეკლესიამდე ცხედარი ხელით; გარდაცვლილის სახლის ეზოში მცირე პანაშვიდი; 18) ნატოჩაოს წმ. გიორგის სახ. ეკლესიაში წირვა და წესის აგება. დაკრძალვის დღეს სენაკის ქუჩები ხალხით იყო გაჭედილი. დილის 7 საათზე ახალსენაკის, თეკლა-
29-3 საპატრიარქოს უწყებანი N29 18-24 ოქტომბერი 2018წ გვ.20
დეკანოზი ნიკოლოზ კალანდარიშვილი 1838-1892 (დასასრული)
თის, ზუგდიდის მაზრის, რედუტ-კალის, სხვა სასულიერო ოლქებისა და ფოთისა და მარტვილის საკათედრო ტაძრებმა და ეკლესიებმა ზარების რეკვა ატეხეს. დეკანოზ ნიკოლოზის ცხედარი სენაკის ეკლესიიდან გამოასვენეს. პროცესიას მოჰყვებოდა 250-მდე მლვდელი და ბერმონაზონი. ცხედარს წინ მიუძღოდნენ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი გრიგოლი (დადიანი) და ოლქის მთავარახუცესები, დეკანოზები და მონასტრის წინამძღვრები. კუბოს მიჰყვებოდნენ ახლობლები და ნათესავები, სენაკის მაზრის უფროსი და თავადაზნაურობის მარშალი. მრავალი გამოსათხოვარი სიტყვა წარმოითქვა იმ დღეს. მათ შორის აღსანიშნავი იყო ეპისკოპოს გრიგოლის სიტყვა, რომელმაც სათანადო პატივი მიაგო დეკანოზ ნიკოლოზის დიდ ღვაწლს დედაეკლესიაში სამსახურისათვის. იმავე წლის 13 ნოემბერს გაზ. „ივერია“ იუწყებოდა: „ამას წინად ჩვენს დაბაში გარდაიცვალა ბლაღოჩინი დეკანოზი ნიკოლოზ კალანდარიშვილი. განსვენებული ფრიად წარჩინებული, სასარგებლო და გავლენიანი კაცი იყო მთელს სამეგრელოში. უიმისოდ თითქმის არავითარი საზოგადო საქმე არ გაკეთდებოდა არა თუ სამღვდელოებაში, არამედ მოქალაქეთა შორისაც. იმისი უდროოდ სიკვდილი დიდად სამწუხაროდ შეექმნა მთელს სენაკის მაზრას და განსაკუთრებით იმის საბლაღოჩინო მრევლსა და ახალ სენაკსაც. სხვათა შორის, მისის მოთავეობით დაწყებულ ეკლესიას წარსულ თვის უკანასკნელ რიცხვებში ბალავარი (საძირკველი) უკურთხა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ გრძნობით აღსავსე სიტყვა წარმოსთქვა იმის შესახებ, თუ რაოდენი შრომა მიუძღოდა განსვენებულს ეკლესიის აშენებისათვის. აგრეთვე მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მოქალაქეებს დაავალა ყველაფერი ეღონათ და უკან არ დაეწიათ ეკლესიის ასაშენებელი ხარჯის წინაშე. ეკლესია კარგი გეგმითაა დაწყებული“. დეკანოზ ნიკოლოზს ჰყავდა მეუღლე ევდუქსია დიმიტრის ასული (დაბ. 1841წ.) და შვილები: დეკანოზი არისტარქო (1868-1924წწ.) ასევე ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, დახვრიტეს 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს), ეპისტიმია (დაბ. 1869/1872წ.), ვიქტორი (დაბ. 1886წ.).
30 საპატრიარქოს უწყებანი N30 25-31 ოქტომბერი 2018წ გვ.17
დეკანოზი ნიკოლოზ ნათიძე 1853-1921 | ნაწილი
სოფ. მელაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტში, · გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთის კალთაზე, ზღვის დონიდან 750 მ-ზე მდებარობს. გურჯაანიდან დაშორებულია 25 კმ-ით. მელაანს თავიანთ ნაშრომებში ვახუშტი ბატონიშვილი „აღწერა სამეფოსა საქართველოსი“ და გერმანელი მეცნიერი იოჰან ანტონ გიულდენშტედტი მოიხსენიებენ. სოფელი ჭე– რემის ეპარქიაში შედიოდა, რასაც მოწმობს თეიმურაზ II-ის გუჯარი. მელაანი მდიდარია არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლებით. აქ აღმოჩინეს
უამრავი უძველესი ნივთები: თიხის სასმისები, ბრინჯაოს მახვილები, ქალის ბრინჯაოს პატარა ქანდაკებები, სარდიონის მძივები, ბეჭდები, ობსიდიანის ისრის პირები და სხვა. არქიტექტურული ძეგლებიდან
აღსანიშნავია სამების ჯვარგუმბათოვანი ტაძარი (გვ. შუა საუკუნეები), ღვთისმშობლის ეკლესია (გვ. შუა საუკუნეები), შანას საყდარი (შუა საუკუნე) და სხვა. დღეს ბევრისთვის არ არის ცნობილი, სწორედ ამ სოფლიდან იყო ცნობილი დეკანოზი ნიკოლოზ გიორგის ძე ნათიძე -–- XIX ს-ის დასასრულის ცნობილი ხალხოსანი მწერალი და ბელეტრისტი. მისი ფსევდონიმი -– „მელანია“ სოფლის სახელიდან მომდინარეობს. ამ პატარა და ლამაზ სოფელში ცხოვრობდნენ და თითქმის ერთი საუკუნე ღვთისმსახურებას აღავლენდენ მისი წინაპრები, პაპა –– მღვდელი სოლომონი, მამა –– მღვდელი გიორგი და ძმა დეკანოზი ვასილ ნათიძე (მსახურობდა ნუკრიანში). მწერლის პაპა, მღვდელი სოლომონ ზაალის ძე ნათიძე 1793 წელს საბატონო გლეხის ოჯახში დაიბადა. ქართულ ენაზე წერა-კითხვა, ქართული გალობა, საღმრთო ისტორია და საეკლესიო ტიპიკონი მღვდ. დიმიტრი ჯავშანაშვილთან ისწავლა. 1813 წელს ბოდბელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მაყაშვილი) დიაკვნად აკურთხა. 1815 წელს მღვდლად და-
30-1 საპატრიარქოს უწყებანი N30 25-31 ოქტომბერი 2018წ გვ.18
დეკანოზი ნიკოლოზ ნათიძე 1853-1921 | ნაწილი (გაგრძელება)
ასხა ხელი და მელაანის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში განამწესა. 1821 წლის 23 ნოემბერს საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას
დროებით რუსეთში, ქ. ასტრახანში ძმასთან წასვლის ნებართვა სთხოვა, რისი უფლებაც 1822 წლის იანვარში მისცეს. მღვდელი სოლომონი 1857 წელს გარდაიცვალა. დარჩა მეუღლე მართა ადამის ასული ვარსიმაშვილი (დაბ. 1799წ.) და შვილები: მღვდელი გიორგი (1818-1906წწ.), იოანე (დაბ. 1820წ.), მედავითნე მიხეილი (დაბ. 1823წ.), თეკლა/კეკე (მღვდელ იაკობ დავითის ძე გარსიაშვილის მეუღლე). მწერლის მამა, მღვდელი გიორგი 1818 წელს დაიბადა. 1843 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1846 წლის 6 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ისიდორემ (ნიკოლსკი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და
ჩალაუბნის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში განამწესა. 1857 წლის 2 აგვისტოს მელაანის ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1864 წლის 15 დეკემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1867 წლის 14 მაისს სკუფია უბოძეს. 1868 წლის 14 მარტს ნუკრიანის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესეს. 1882 წლის 14 იანვარს ისევ მელაანის ტაძარში დააბრუნეს. 1882 წლის 22 მარტს კამილავკა ეწყალობა. 1894 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1897 წლის 28 თებერვალს ეკლესიაში ორმოცდაათწლიანი ერთგული სამსახურისათვის წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ასევე ჰქონდა ჯილდო –– ყირიმის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ლენტიანი ბრინჯაოს ჯვარი. 1899 წლის 21 იანვარს ბახტრიონის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძარში გადაიყვანეს, სადაც იმავე წლის 15 ივნისამდე იმსახურა. 1899 წლის 18 აგვისტოს პენსიაზე გავიდა. გარდაიცვალა 1906 წლის 11 ოქტომბერს. დაკრძალეს 17 ოქტომბერს მელაანის ეკლესიის ეზოში. დარჩა მეუღლე ქეთევან იოსების ასული (დაბ. 1824/1829წ.) და შვილები: დეკანოზი ნიკოლოზი (1853-1921წწ.), დეკანოზი ვასილი
(1864- 1956წწ.), მარიამი (გარდ. 19.05.1916წ. გათხოვილი ვინმე ქავჟარაძეზე), ელისაბედი (გათხოვილი
თავად ანდრონიკაშვილზე). მღვდელი გიორგი ხასიათდებოდა, როგორც მეტად უანგარო, ღარიბთა დაუზარელი მოსარჩლე,
გულისხმიერი და შრომისმოყვარე ადამიანი. ასეთივე ყოფილა მწერლის დედა -– ქეთევანი, გონი- ერი და იმ დროის კვალობაზე საკმაოდ განათლებული ქალბატონი, თუმცა მისი მშობლები ძალიან
განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან ხასიათითა და მისწრაფებებით. დინჯ, აუჩქარებელსა და დარბაისელ მღვდელ გიორგის მხოლოდ ფიზიკური შრომა მიაჩნდა არსებობის მთავარ წყაროდ, მიუხედავად იმისა, რომ თავად დამთავრებული ჰქონდა სასული- ერო სემინარია. მისი სურვილით რვა-ცხრა წლის ნიკოლოზი სოფლის სხვა ბიჭებთან ერთად საქონელს
მწყემსავდა. 11-12 წლისა უკვე სოფლის მძიმე სამუშაოებსაც ასრულებდა: ხვნა-თესვის, მომკა-გალეწვისა თუ ჭირნახულის დაბინავების დროს იგი მხარში ედგა თავის მამას. ქეთევანი ქმარზე უფრო შორს იყურებოდა. უნდოდა, ნასწავლი შვილები ჰყოლოდა. თავის დროზე
მან ანბანი თავად შეასწავლა შვილებს, წამოიზარდა თუ არა ნიკოლოზი, გადაწყვიტა სკოლაში მიებარებინა, მაგრამ რადგან მამის სასტიკ წინააღმდეგობას წააწყდა, მუშაობაში დამხმარე ხელი მომაკლდებაო,
ამიტომ ქმარს დეკანოზ გრიგოლ ღამბარაშვილთან უჩივლა, რომელიც სიღნაღის სამაზრო სასწავლებელში საღვთო სჯულისა და ქართული ენის პედაგოგი და სიღნაღის მაზრის (უკანა მხარის) ოლქის მთავარხუცესი, ცნობილ მისიონერი იყო: „შვილები სასწავლებელში არ მიჰყავს, გუდა-ნაბადით ატარებს ნახირში და ყანაშიო, უსწავლელად ტოვებს
და მთელ სამღვდელოებას არცხვენსო“. მთავარხუცესმა დაიბარა მლვდელი გიორგი, უსაყვედურა და ურჩია: „მართალია, ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ დაგეხმარები და დედოფლისწყაროს სამხედრო სასწავლებელში მიიღებენო“. მართლაც,
მამამ მოჰკიდა ხელი და ნიკოლოზი სამხედრო სასწავლებელში შეიყვანა. მალე სკოლა სოფ. საცხენისში გადაიტანეს. სასწავლებელი ექვსწლიანი იყო, მაგრამ ნიკოლოზი მხოლოდ წელიწად-ნახევარი დარჩენილა. მან სწავლა, ოჯახის ერთი ახლობელის დახმარებით თელავის სასულიერო სასწავლებელში, პირდაპირ მესამე კლასში გააგრძელა. თელავში ნიკოლოზი მამამ საცხოვრებლად ვინმე შარშანოვიჩთან დააყენა. ბიჭს ევალებოდა ბაზარში წასვლა, წყლის მოტანა, შეშის დაჭრა, ცხენის მოვლა, ბუხრის გახურება იმ ოთახში, სადაც თვით სახლის პატრონი ცოლ-შვილით ცხოვრობდა, დღისით დრო სრულებით აღარ რჩებოდა, ღამე კი სანთელს
არ აძლევდნენ, რომ გაკვეთილები მოემზადებინა. ამას ემატებოდა სახლის პატრონის გაჭირვებული მდგომარეობა. ასეთ პირობებში მისი მეცადინეობა
ცუდად წარიმართა და გარდა მათემატიკისა, ყველა
საგანში ჩამორჩებოდა. სამაგიეროდ, ძალიან წესიერი იყო. თელავში მას დიდ დახმარებასა და თანაგრძნობას უწევდა მასწავლებელი პლატონ დიმიტრის ძე ტარიელაშვილი. მეოთხე კლასში ნიკოლოზი ავად
გამხდარა. პატრონობა ისევ ტარიელაშვილმა გაუწია, მან ექიმები მიიყვანა და შარშანოვიჩის ნესტიანი ოთახიდან უფრო კარგ ბინაზე გადაიყვანა. ახალ
სახლში იგი ვაჟა-ფშაველას უფროს ძმასთან, გიორგი რაზიკაშვილთან ერთად ცხოვრობდა. აქ უკეთესი პირობები შეექმნა სამეცადინოდ და მართლაც, თავდაუზოგავი შრომის შედეგად სასწავლებელი
30-2 საპატრიარქოს უწყებანი N30 25-31 ოქტომბერი 2018წ გვ.19
დეკანოზი ნიკოლოზ ნათიძე 1853-1921 | ნაწილი (გაგრძელება)
წარმატებით დაამთავრა. აქედან იგი თბილისის სასულიერო სემინარიაში აბარებს. მართალია, სამ გამოცდაში ჩაიჭრა, მაგრამ რადგანაც თელავის სასწავლებელი ფრიადზე ჰქონდა დამთავრებული სახელმწიფი ხარჯით მაინც მიიღეს სემინარიაში. მისი ცხოვრება თბილისში ჩვეულებრივად
წარიმართა, აქაც გულმოდგინედ მეცადინეობდა. სემინარიაში
მოსწავლეები ორ ჯგუფად იყოფოდნენ: ერთნი ძალიან განვითარებულნი, იაკობ გოგებაშვილის ხელში გამოვლილნი, მეორენი ნაკლებ გათვითცნობიერებულნი. ვინც თავის თავში ძალას გრძნობდა, პირველთ უერთდებოდა. ნიკოლოზმაც დაიწყო გარეშე წიგნების კითხვა, მაგრამ დედის დიდი ხათრი ჰქონდა და გაკვეთილების სწავლა არ შეუწყვეტია.
1873 წლის 28 ივლისს მან დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. თავის განუყრელ მეგობრებთან, ლუკაშვილსა და ხახუტაშვილთან ერთად
სოფლის მასწავლებლად მოისურვა წასვლა. სამივენი სიღნაღის მაზრაში გაამწესეს. ლუკაშვილი კაჭრეთში, ხახუტაშვილი -- ქვემო მაჩხაანში, ნიკოლოზი -– ვეჯინში. მეგობრებმა „ივერიის“ რედაქტორს ილია ჭავჭავაძეს სთხოვეს, რომ მათთვის ეგზავნა ჟურნალგაზეთები და ფასი ედროვებინა, სანამ ჯამაგირს მიიღებდნენ. რედაქციაში სიამოვნებით მიიღეს მათი თხოვნა და დანაპირებიც შეუსრულეს. სახალხო სკოლების დირექტორმა სტრელეცკიმ ნიკოლოზს დაუნიშნა წელიწადში 450 მანეთი. ორი თვის ჯამაგირიც წინასწარ მისცეს. ვეჯინში სკოლა არ არსებობდა. იგი თავად ნიკოლოზმა დაარსა ჩასვლისთანავე და ისე გულმხურვალედ შეუდგა საქმეს, რომ მესამე წელს, როგორც სადირექციო ანგარიშებიდან ჩანდა და გოგებაშვილმაც შეატყობინა, ვეჯინის სკოლა პირველი იყო
მთელ მაზრაში. ნიკოლოზი მასწავლებლობის დროს კიდევ უფრო კარგად გაიწაფა ქართულ ენაში: „ჩემი მასწავლებლები იყვნენ ჟურნალი „ივერია“
და გაზეთი „დროება“, სხვა არავინ და არაფერი“, - წერდა იგი. ნიკოლოზ ნათიძის პირველი სტატია გამოქვეყნდა გაზეთ „დროებაში". მისი მამხილებელი სტატია პოლიციისა და ადგილობრივი მოძღვრების წინააღმდეგ იყო, რადგანაც ისინი სკოლის საქმეს არ თანაუგრძნობდნენ. ამ პერიოდშივე მას ფსევდონიით გამოუქვეყნებია სტატია „გუბერნატორის მოგზაურობის შესახებ“. ამ კორესპონდენციას ფეხზე დაუყენებია მთელი ადმინისტრაცია, დაუწყიათ ავტორის ძებნა, ეჭვი ნიკოლოზეც მიუტანიათ, მაგრამ ხელი ვერ ჩაუვლიათ. 1884 წელს მან ჯვარი დაიწერა დარეჯან ილიას ასულ პეტრიაშვილზე. მისი მამა იყო ვეჯინის მამასახლისი ილია ზაქარიას ძე პეტრიაშვილი. მათ ეყოლათ ოთხი ვაჟი: გიორგი, სიმონი, ალექსანდრე, ილია, რომელიც ხარკოვის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და 1.07.1909
30-3 საპატრიარქოს უწყებანი N30 25-31 ოქტომბერი 2018წ გვ.20
დეკანოზი ნიკოლოზ ნათიძე 1853-1921 | ნაწილი (დასასრული)
წელს ტრაგიკულად გარდაიცვალა. ვეჯინის სკოლის საპატიო მზრუნ- -
ველი იყო თავადი მიხეილ ანდრონიკაშვილი, რომელიც ხუთი წლის
მანძილზე იღებდა მასწავლებლის ხელფასს და თვითვე ხარჯავდა.
ნიკოლოზი წლების მანძილზე ითმენდა ამას, მაგრამ უკვე დაოჯახებულს, დაჭირდა კუთვნილი ხელფასი და როცა მოითხოვა, ანდრონიკაშვილმა ეს შეურაცხყოფად მიიღო, თანაც არ დავიწყებოდა სტატია „გუბერნატორის მოგზაურობის შესახებ“, ამიტომ ახალგაზრდა პედაგოგი მთავრობის წინაშე დაასმინა. ნიკოლოზს დაპატიმრების საფრთხე შეექმნა, რამაც მასზე მძიმე ზეგავლენა მოახდინა, გული აიყარა საყვარელ საქმეზე და მასწავლებლობას თავი დაანება. მასთან იმ დროს
სკოლაში მუშაობდა ბაჩანა (ნიკო რაზიკაშვილი), ვაჟა-ფშაველას უმცროსი ძმა. სკოლა მას ჩააბარა და თვითონ თბილისში გადაბარგდა.
თავისი პირველი მოთხრობა „ბნელო“ 1883 წელს დაუწერია, მაგრამ არსად არ წარუდგენია. ამასთან დაკავშირებით იგი მოგვიანებით წერდა: „ვწერდი იმ მიზნით კი არა, რომ უთუოდ დაბეჭდილიყო. არა, მე ვწერდი იმისათვის, რომ რაღაც სიამოვნებას ვგრძნობდი ამაში და თითქოს რაღაც,ჩემი გულის მოთხოვნილებას ვაკმაყოფილებდი“. ეს ნაწარმოები დაწერილი ჰქონდა შავად, შემდეგ გადაუთეთრებია, მაგრამ მის გამოქვეყნებაზე მაინც არ
ფიქრობდა: „თუ არა ჩემი მეუღლის განუწყვეტელი ჩაჩიჩინება: რა არის, ციმბირში ხომ არ გაგაგზავნიან, ასე ვთქვათ, უარი გითხრან და რა მოხის დაბეჭდვაზე არც იფიქრებდა. 1888 წელს მან ოლთისიდან „ივერიის“ რედაქციას დება მაგითი?“ თავისი ნაშრომი გამოუგზავნა, საიდანაც შეატყობინეს: თქვენი მოთხრობა რედაქციას მოეწონა და ამ ცოტა ხანში დაიბეჭდებაო. მოთხრობამ იმთავითვე დიდი გამოძახილი ჰპოვა
იმდროინდელ პრესაში. ეს ნაწარმოები ეგნატე ნინოშვილის „სიმონას“
ზუსტი კახური ვერსიაა, ოღონდ მასზე მთელი თოთხმეტი წლით
ადრე გამოქვეყნდა. 1894 წელს „ქართველთა ამხანაგობამ“ ეს
მოთხრობა ცალკე წიგნად გამოსცა, „ივერიაში“ დაიბეჭდა რეცენზია, ხოლო „კვალში“ ვრცელი მიმოხილვა. ალსანიშნია ისიც, რომ 1887-1892 წლებში მღვდელი ნიკოლოზი გორსკო-მოზდოკის პირველი ცხენოსანი პოლკის კაპელანიც იყო.
1892 წელს მლვდელი ნიკოლოზი გორის ფეხოსანი სარეზერვო პოლკის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1892- 1904 წლებში იყო გორის სასულიერო სასწავლებლის მმართველი საბჭოს წევრი და აქტიურ მონაწილეობას იღებდა როგორც სასწავლებლის, ასევე გორის მაზრაში
არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლების მუშაობაში. 1894 წლის 30 სექტემბერს მღვდელი ნიკოლოზი, საეპარქიო სამრევლო სკოლების სამზრუნველოს გორის მაზრის განყოფილების თავმჯდომარე, დეკანოზ ბესარიონ თავდგირიძესთან და გორის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებელ მ. ი. ილურიძესთან ერთად, სოფ. მოხისის სამრევლო სკოლის დაკეტვის გამო აღნიშნულ სოფელს ესტუმრნენ სარევიზიოდ. მეორე დღეს, 1 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, მოხისის ტაძარში ჩატარდა წირვა, სადაც მრევლს და იქ შეკრებილ საზოგადოებას ქადაგებით მიმართა მამა ნიკოლოზმა, აუხსნა დღესასწაულის მნიშვნელობა და მოკლედ უამბო წმ. ნინოს ცხოვრება და ქართლის მოქცევა,
ხოლო წირვის შემდეგ დეკანოზმა თავდგირიძემ ეკლესიის ეზოში შეკრებილ ხალხს აუხსნა სწავლა-განათლების მნიშვნელობა და მოვალეობა შვილების აღზრდისა. ბოლოს კი ბ-ნმა ილურიძემ მრავალი მაგალითის მოყვანით დაუმტკიცა ხალხს სწავლის სარგებლობა. მიუხედავად რამდენიმე საათის საუბრისა, ხალხი ერთხმად გაიძახოდა, „არ გვინდა სკოლაო!“ როგორც გამოირკვა, სკოლის დაკეტვის მიზეზი ყოფილა ადგილობრივი ეკლესიის მოძღვარი, მღვდელი შიო მთიულიშვილი. რევიზიის დასკვნაში მღვდელი ნიკოლოზი წერდა: „მე კარგად არ ვიცი საზოგადო მდგომარეობა გორის მაზრის სოფლებისა, მაგრამ მგონია, ძნელად უნდა მოიპოვებოდეს ისეთი სოფლები, რომ მოხისისათვის ხელს არ უწყობდნენ სკოლის არსებობას. შამოხოხშივებული მდგომარეობა მთელის ას კომლზედ მეტი მოხისის
საზოგადოებისა, სიმდიდრე სოფლისა, მზად გაკეთებული სკოლის შენობა და აბა, რაღა დიდი დაბრკოლება უნდა ჰქონდეს სკოლის გახსნას, თუ კეთილის ჩამგონებელი ეყოლება სოფელს“. გორში იგი ნიკო ლომოურთან დაახლოვდა. გორის მოწინავე ინტელიგენციამ თბილად მიიღო ახალგაზრდა მწერალი. გორი მაშინ ძლიერი იყო ლიტერატურული ძალებით. ,იქ ცხოვრობდნენ და იღვწოდნენ: სოფრომ მგალობლიშვილი, ანტონ ფურცელაძე, თედო რაზიკაშვილი. ამასთანავე, თედოს ხშირად სტუმრობდნენ ძმები: ვაჟა და ბაჩანა რაზიკაშვილები. იქ მოღვაწეობის დროს გამოქვეყნდა მისი ორი ნაშრომი: „კრიალოსანი“ და „ნავარდობა“. ნაწარმოებ „ნავარდობასთან“ დაკავშირებით 1900 წელს პუბლიცისტი და კრიტიკოსი იაკობ ფანცხავა გაზ. „ივერიაში“ წერდა: „ბ-ნი მელანია პირველია ჩვენს ბელეტრისტთა შორის, რომელიც შეეხო ამ საჭირბოროტო საგანს და, როგორც ვხედავთ, ეხლავე ქარიშხალი ასტეხა ჟურნალ-გაზეთებში. ეს ასეც უნდა მომხდარიყო. იმედია, ქართლკახეთის ნიჭიერი ბელეტრისტები, რომელნიც აქამდის რუსეთელ „ნაროდნიკების“ წაბაძვით მხოლოდ მარტო დაბეჩავებულ გლეხთა კუთხე-ყურეს, გაქ- ნილ, გაიძვერა სოფლის მწერლებს და მოხელეებს, მღვდლებსა და მასწავლებლებს უკირკიტებდნენ, ამიერიდგან გააფართოებენ წერის ფარგალს და აღმოსავლეთ საქართველოს ხალხის ეკონომიურად დაცემის და განადგურების, ცხოვრების სოციალურის მხარის ღრმად შესწავლას და დახატვას შეუდგებიან ისე სერიოზულად და დაფიქრებით, როგორც ეს „ნავარდობის“ ავტორმა მოახერხა. აი, მხოლოდ მაშინ დაედება ფასი ჩვენს ლიტერატურას, მხოლოდ მაშინ აღძრავს იგი მკითხველთა შორის დიდს ინტერესს და ჩვენი ლიტერატურაც გაუთანასწორდება პოლონეთისა და სომხეთის ლიტერატურას..." სხვა მოსაზრებისა იყო დეკანოზ ნიკოლოზის შემოქმედებაზე ასევე კრიტიკოსი, იურისტი და პუბლიცისტი ზრიგოლ რცხილაძე (1876-1934წწ.). აი, რას წერდა იგი: „შევჩერდეთ რამდენსამე ხნით ბ. მელანიას მოთხრობაზე „ლადიკო“. ბ. მელანიამ თავის კალმის პირველის ცდით, „ბნელოს“ დაწერით, უეცრივ მოიხვეჭა ნიჭიერის ბელეტრისტის სახელი და მიიპყრო თავისკენ მკითხველ საზოგადოების ყურადღება. სამწუ- ხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მელანიამ იმედები არ გაუმართლა ჩვენს საზოგადოებას, იმის კალამს დღემდე „ბნელოს“ მეტი არავითარი საყურადღებო ნაწარმოები არ შეუქმნია; ახალი მისი მოთხრობა
„ლადიკო“ ძალიანა სუსტობს... ბ. მელანიას ამ ამბისათვის მოთხრობა დაურქმევია, ნამდვილად კი არაფერი არ არის მოთხრობილი, გარდა იმისა, თუ ვინ იყო და რა იყო ლადიკო. მოთხრობის დასაწერად რომელიმე გმირის დახასიათება სრულიად საკმარისი არ არის. მოთხრობისთვის მოქმედება, ამბავი იმდენადვე საჭიროა და აუცილებელი, როგორც დრამისთვის. აუცილებლად საჭიროა მოთხრობის ავტორი
გვისურათებდეს ადამიანების ურთიერთდამოკიდებულებას, მათს ბრძოლას ერთმანეთთან სხვადასხვა საგნის გამო, თორემ მარტო-ოდენ ხასიათის აღწერა ფილოსოფიური, ან პუბლიცისტური მსჯელობაა, და არა კაზმული მწერლობა. „ლადიკოს“ ავტორს რომ რამდენადმე გაეფართოვებინა თავის მოთხრობის ფარგალი და ლადიკოს გარდა კიდევ სხვა პირებიც დაეხატა, მაშინ სულ სხვა ღირსებისა და მნიშვნელობისა იქნებოდა ბ. მელანიას ნაწერი. ეხლა კი ის მხოლოდ ამტკიცებს, რომ ავტორი კარგად იცნობს ჩვენს ცხოვრებას, იცის მიზეზები, რომლებიც
31-1 საპატრიარქოს უწყებანი N31 1-6ნოემბერი 2018წ გვ.17
დეკანოზი ნიკოლოზ ნათიძე 1853-1921 III ნაწილი (გაგრძელება)
ჰქმნიან ფუჭს, ფუქსავატ „ლადიკოებს“, მაგრამ მკითხველის გულში კი არავითარ შთაბეჭდილებას არ ახდენს“. 1900 წლის 15 მაისს მღვდელ ნიკოლოზს ნაყოფიერი და თავდადებული სამსახურისთვის დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1904 წელს დეკანოზი ნიკოლოზი თბილისის წმ. ნიკოლოზის სახ. სამხედრო ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს. თბილისში იგი უფრო დაუახლოვდა მწერალთა წრეს. ხვდებოდა ილია ჭავჭავაძეს. თელავიდან დაწყებული მეგობრობდა ვაჟასთან, თბილისში ეს ·
ურთიერთობა უფრო განმტკიცდა დაა როცა ვაჟა თბილისში ჩამოვიდოდა, მელანიას უეჭველად ინახულებდა. მერე დანათესავდნენ კიდეც, ვაჟას უმცროსმა ძმამ ცოლად შეირთო მელანიას ცოლის და. სწორედ რაზიკაანთ ოჯახში გაიცნო და დაუახლოვდა შიო მღვიმელს, იოსებ იმედაშვილს, ვალერიან გუნიას, ეკატერინე გაბაშვილს, რაც შეეხება გიორგი ქუჩიშვილს
და ვასილ ბარნოვს, მათთან უფრო თბილი დამოკიდებულება ჰქონია.
დეკანოზ ნიკოლოზისა და რაზიკაშვილების დიდ მეგობრობას ადასტურებს ის თბილი სიტყვები, რომლებიც მოძღვარმა ვაჟას გარდაცვალების გამო მის
დაკრძალვაზე წარმოსთქვა. ქადაგება მოგვყავს შემოკლებით: „აღარა გვყავს ჩვენი ვაჟა დაცალიერდა ის ნესტიანი და ბნელი დარბაზი სოფელ ჩარგალში, სადაც გაატარა „მთის არწივმა“ თვისი სიცოცხლის მომეტებული დრო. აქ ტყე-მინდორში მუშაობით მოღლილ-მოქანცული მიუჯდებოდა ხოლმე იგი თვისი ნესტიანი დარბაზის პატარა სარკმელს დღისით, ბჟუტავ ჭრაქს ღამე და გადაჰქონდა ქაღალდის ნაკუწებზედ თვის მიერ ხორცშესხმულნი ის საიდუმლოებანი, რასაც მხოლოდ მას, როგორც
რჩეულს, უზიარებდნენ და ჩასჩურჩულებდნენ მისი ძვირფასი და საყვარელი მთა-კლდეები. დაამზადებდა თუ არა ხელთნაწერებს, ჩასდებდა ხურჯინში და გამოემგზავრებოდა თბილისში. გამოჩნდებოდა
ქართული გაზეთის ფურცლებზედ ვაჟას ლექსი და მაშინვე ყველა იგებდა, რომ ვაჟა უკვე თბილისში იყო. ამით კმაყოფილდებოდნენ ყველანი და სხვაფრივ არავინ კითხულობდა იმის მოსვლა-წასვლას
და არც არავინ ფიქრობდა მაზედ, თუ რა გარემოებაში იმყოფებოდა იგი თბილისში ცხოვრების დროს. მხოლოდ მას კი ძრიელ ემძიმებოდა თვისი ძმის ფოსტის პატარა მოხელის შეწუხება და ხშირად მოულოდნელად გაიპარებოდა ხოლმე სახლში. ასე იქცეოდა ვაჟა ყოველთვის და ასევე მოიქცა ამ ჩვენ- თვის საბედისწერო წელსაც. ჩამოვიდა, ჩამოიტანა ხურჯინით ხელთნაწერები, ვერც კი მოასწრო მათი დაბინავება, რომ ისევე ჩუმად და მოულოდნელად გაგვეპარა იგი, მხოლოდ სახლში კი არა და არც იქ, სადაც ექიმები უპირობდნენ გაგზავნას, არამედ იქ, სადაც ბლომად მიდიან და დაბრუნებით კი არავინ ბრუნდება. მე აქ არ შევეხები
მას, თუ როგორ შეასრულა საზოგადოებამ ვაჟასადმი თვისი მოვალეობა, ვიდრემდის იგი ცოცხალი იყო; მე მინდა მხოლოდ მივაქციო საზოგადოების ყურადღება მაზედ, რომ ვაჟამ დასტოვა უნუგეშოდ და უსაღსროდ ცოლ-შვილი. ვგონებ სრულიად დაფასებული იქნება ვაჟას ღვაწლი საზოგადოების მიერ, თუ იგი საზოგადოება რაიმე გზით უზრუნველ ჰყოფს მის უნუგეშოდ დარჩომილ ცოლ-შვილს. გარდა იმისა, რომ ამით საზოგადოება აღასრულებს თავის მოვალეობას, შესაძლებელია, რომ შემდეგში აუნაზღაურდეს საზოგადოებას ამისთანა მოქმედება. საქმე იმა-
შია, რომ რაზიკაშვილების ოჯახი არა ჩვეულებრივი ოჯახია. არა მგონია, რომ ქვეყნიერებაზედ მოიპოვებოდეს კიდე სხვა ოჯახი, რომელსაც ასე უხვად ჰქონდეს მონაბერი ზეციური მადლი, როგორც ამას ვხედავთრაზიკაშვილების ოჯახზედ... ეს ჩემი კერძო აზრია და საზოგადოებამ თვითონ იცის, როგორც მოიქცევა. მხოლოდ ვაჟას სახელობის ფონდისათვის ვადგენ ამასთანავე, გვირგვინის ნაცვლად, ჩემის ოჯახობით 20 მანეთს“. 1906 წლის 3 თებერვალს დეკანოზი ნიკოლოზი დედაეკლესიაში მრავალწლიანი ერთგული და თავდადებული სამსახურის” გამო წმ. ანასIII ხარისხის ორდენით, ხოლო 1915 წლის 30 ივლისს -– წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი დაჯილდოვდა. 1917 წლის 12 მარტს გამოცხადებული ავტოკეფალიის დროს დეკანოზი ნიკოლოზი ისევ წმ. ნიკოლოზის სახ. სამხედრო ტაძარში მსახურობდა. დაახლოებით 1918 წელს, დეკანოზ ანტონ თოთიბაძის რეკომენდაციით, დეკანოზი ნიკოლოზი თბილისის წმ. გიორგის სახ. სამხედრო ტაძარში (ყოფილი წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. სამხედრო სობორო) დიაკვნის შტატში გადავიდა. დამოუკიდებლობის გამოცხადების მიუხედავად, იგულისხმება ორივე (ქვეყნისა და ეკლესიისა) პირველ წლებში აღნიშნული სამხედრო ტაძარი კვლავ რუსების ხელში დარჩა და საქართველოს ეკლესიის დაქვემდებარებაში ვერ გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ 1918 წელსვე დაიწყო ბრძოლა ტაძრის დასაბრუნებლად, საქმე დროში
გაიწელა და თითქმის წელიწადზე მეტი დაჭირდა იქიდან რუსების საბოლოოდ გაყვანას. ამასთან დაკავშირებით
მხცოვანი მოძღვარი 1919 წელს ქართული პრესის ფურცლებზე წერდა: „წელიწადი სრულდება მას აქეთ, რაც გაისმა ხმა, რომ ალექსანდრე ნეველის სახელობაზე აშენებული რუსთაველის ქუჩაზედ სამხედრო ტაძარი საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო უწყებაში გადმოდისო, მაგრამ მას დაეპატრონა თბილისში თავისუფლად მოქმედი ყოფილი სინოდალური კანტო
31-2 საპატრიარქოს უწყებანი N31 1-6ნოემბერი 2018წ გვ.18
დეკანოზი ნიკოლოზ ნათიძე 1853-1921 III ნაწილი (გაგრძელება)
რის წევრთა ნაშთი, რომელიც ცდილობს გადააქციოს
იგი რუსული ეპარქიის საკათედრო ტაძრად. გამართლდება ხმა, თუ დარჩება იგი ტაძარი ახლანდელი პატრონების ხელში სამუდამოდ -– ეს, რასაკვირველია, მომავლის საქმეა. მაგრამ არ შეიძლება არ აღინიშნოს ახლავე ის შეუფერებლობა, რომელსაც ადგილი აქვს ხსენებული ტაძრის გარშემო. იმ ადგილზედ, რომელიც შეადგენს საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებას და თვალსაჩენი ალაგია თბილისში, ამართულია უცხო სახელმწიფოს საკუთარი ტაძარი და როდესაც რესპუბლიკის მთავრობა ჰმართავს საზეიმო დღესასწაულებს და რესპუბლიკის ჯარების გამოსვლა-დათვალიერებას ტაძრის ეზოში, შიგ ტაძარში იმავე დროს სწარმოებს ღვთისმსახურება უცხო ენაზე და აღამაღლებენ ღვთისადმი დაცვას სრულიად რუსეთის მფლობელობაზე და მოსკოვის პატრიარქის დღეგრძელობაზე (როგორ ეხმაურება ეს ამბავი დღევანდელი უკრაინის ავტოკეფალიის ამბებს, რადგანაც უკრაინაში დღეს არსებობს რუსული ეპარქიები თავისი ეკლესია-მონასტრებით, სადაც მრევლი ვალდებულია, რადგან არ ჰყავთ თავიანთი პატრიარქი და დამოუკიდებელი ავტოკეფალური ეკლესია, ადიდოს რუსეთის ხელისუფლება და რუსეთის პატრიარქი, რომელთაც ოკუპირებული აქვთ უკრაინის სახელმწიფოს ნაწილი გ.მ.). ამას ისიც უნდა დაემატოს, რომ მშვენიერი ბაღი ტაძრის წინ გაშენებული და რუსთაველის ქუჩაზე გამომავალი გარდააქციეს ტაძრის ახლანდელმა უპასუხისმგებლო პატრონებმა სასაფლაოდ და, ალბათ, თავის ნებითა და ვისიმე დაუკითხავათა და ნების დაურთველად ჰმარხავენ იქ, ვინც მოეპრიანებათ. ამ დღეებში გაისმა ხმა, რომ თბილისის გარნიზონის უფროსმა გასცა ბრძანება, რათა თბილისში მდგომ
ქართველ ჯარს შეესრულებინა თვისი ქრისტიანული მოვალეობა -–– მიეღოთ წმ. საიდუმლო ზიარებისა ალექსანდრე ნეველის სახ. სამხედრო ტაძარში, მაგრამ როცა შევიდნენ თურმე ტაძარში ჯარისკაცები
და გაიგონეს, რომ ღვთისმსახურება სწარმოებდა უცხო და გაუგებარს ენაზე, იგრიალეს და გამოვიდნენ ტაძრიდან და გაუდგნენ გზას ყაზარმებისაკენ.
ძლივს-ძლიობით მოასწრო თურმე ჯარების უფროსმა დეკანოზმა თოთიბაძემ შესრულება ღვთისმსახურებისა ქართულს ენაზედ, რის შემდეგაც ჯარებმა კმაყოფილებით აღასრულეს თვისი ქრისტიანული
მოვალეობა. მაგრამ რას ჰნიშნავს ეს მოვლენა? ხმის
გამართლებაა იგი და ტაძრის სრულიად დაპატრონება საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო უწყების მიერ თუ მოჩვენებაა? ან მოწყალება?“
1920 წელს დეკანოზი ნიკოლოზი ავად გახდა. 1921
წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მწერალ თედო სახოკიას განცხადება მძიმე ავადმყოფი მწერლის, დეკანოზ ნიკოლოზ
ნათიძისათვის (მელანია) სასწრაფო მატერიალური დახმარების საჭიროების შესახებ. საზოგადოებას იგი სთხოვდა წინდაწინ მისცემოდა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ მწერალს კუთვნილი თანხები საზოგადოების მიერ დაბეჭდილი მისი ნაწერებიდან. განჩინების
თანახმად გამგეობამ გადაუხადა მწერალს 10 000 მანეთი მისი წიგნების ანგარიშიდან. დეკანოზი ნიკოლოზი 1921 წლის 4 თებერვალს
ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ აღესრულა. საფლავზე გარდაცვალების დღედ შეცდომით წერია 9 თებერვალი, ამ დღეს ის დაკრძალეს მელაანის ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძრის გვერდით. მის საფლავზე დადგმულია დიდი ქვა სადა წარწერით: „დეკანოზი
ნიკოლოზ ნათიძე. მწერლობაში მელანია. დაიბადა
1853 წელს, 15 აგვისტოს. გარდაიცვალა 1921 წელს 9 თებერვალს“.
ცნობილი ქართველი მწერალი, პოეტი, საზოგადო
მოღვაწე და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, გიორგი (გოგლა) ლეონიძე 1921 წელს ქართული პრესის ფურცლებზე ასე გამოეხმაურა დეკანოზ ნიკოლოზის ამქვეყნიდან გასვლას: „თბილისში
გარდაიცვალა ბელეტრისტი მელანია (ნიკოლოზ ნათიძე) მწერალი ოთხმოცდაათიან წლების, იმ იდეალური დროის, როცა ქართულ მწერლობას არ ჰყვანდა პროფესიონალი მწერლები. ეს იყო ეპოქა გახურებული ნატურალიზმისა, როცა სულ ახლად ირეკებოდა მაგარი სახელები: არაგვისპირელი, ბარნოვი, კლდიაშვილი, დეკანოზიშვილი. ჟურნალი „მოამბე“ ეს პირველი დიდტანიანი ქართული გამოცემა, რომლის კაბადონების ხშირი სტუმრები იყვნენ: ნიკო ნიკოლაძე და არჩილ ჯორჯაძე, ლალი და გიორგი მაიაშვილი. მელანია მაშინ „მოდის“ მწერალი იყო. ალბათ ეხლაც ბევრს ახსოვს ის პირველი გახარებული ხმაური, რომელიც გამოიწვია მელანიას „ბნელომ“, მერე „კრიალოსანმა“, „ნავარდობამ“. ამ უკეთეს მის ნაწერებში არის უცნაური საზღვარი რეალიზმის და
ნატურალიზმის. აქ სულ არ არის ასახული ტიპი, რაც
არა სჩანს ფსიქოლოგიურად ანალიზი და ის „უეჭველი“ საზოგადოებრივი იდეა, რომელიც იყო საუკეთესო ატესტაცია ქართველ მწერლის... მელანია იყო მწერალი საოცარი დაკვირვების ნიჭით და მხატვრული უნარით, თითქმის ფოტოგრაფიამდე მისული. თუმცა არც ფრანგული მანერით, და რასაკვირველია, არც ისეთი მკაცრი დალაგებით, ყოველ შემთხვევაში,
ეს ადამიანი იყო მოკლებული ბანალობას და იყო პატიოსანი მწერლობაში ისევე, როგორც მისი თეთრად შეთოვლილი სახე. და ვისაც უნახავს იგი მუდამ ნაზი და გაოცნებული, მას არ დაავიწყდება მისი სხვანაირობა. ეს იყო მწერალი კეთილშობილი, იმ ხანის, როცა ქართველ მწერლებს ქართველი ხალხი ავალებდა დიად მიზნებს, დიდ ტანჯვას და აძლევდა დიდ პატივსაც, ისე, როგორც ძველ წინასწარმეტყველებს. დიდი ხანია, რაც მელანია დაჩუმდა, დაჩუმდა ისევე, როგორც ზოგიერთი მისი ძვირფასი ამხანაგები. შეიძლება ესეც იყოს მიზეზი, რომ დღეს, ახალ თაობაში,
ბევრს ეუცნაურება ეს გამორჩენილი და დავიწყებული სახელი, რომელსაც ილია ჭავჭავაძე აღტაცებული ტაშს უკრავდა. გარდაიცვალა ძველი, ღარიბი
მწერალი, რომლის კუბოს დიდი პატივისცემით გააცილებს ახალი პოლიუსის ხალხიც“.
როგორც ზევით ავღნიშნეთ მისი პირველი ნაწარმოები გახლდათ „ბნელო“. მელანიას შემდეგი ნაწარმოები, რომელიც დიდი ხნის დუმილის შემდეგ გამოქვეყნდა, იყო „ნავარდობა“. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მოთხრობებს: „მამა ქრისტეფორე“ (1903წ.), „კამილავკა“ (1905წ.), „პრი
31-3 საპატრიარქოს უწყებანი N31 1-6ნოემბერი 2018წ გვ.19
დეკანოზი ნიკოლოზ ნათიძე 1853-1921 III ნაწილი (დასასრული)
გავარის მღვდელი“ (1908-1909წწ.), სადაც გაკრიტიკებულია იმჟამინდელი სასულიერო წოდება. მელანიას კალამს ეკუთვნის აგრეთვე სატირულ-იუმორისტულისხასიათის ნაწარმოები. ამათ რიცხვში შედის: „სახელოანი“, „ლადიკო“, „სიკეთე“, „აქეთ-იქით გამარჯვება“ და სხვ. მისი მოთხრობების ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ დოკუმენტური სიზუსტით აგვიწერს ძველი სოფლის მკვიდრთა ტანჯული ცხოვრების შემზარავ სურათებს. დეკანოზ ნიკოლოზის მოთხრობებს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ამ ჩუმი მოღვაწის ნაწარმოების გასაცნობად, ისე იმ პირთათვის, ვისაც ჩვენი წარსული ცხოვრების შესწავლა სურს.
32 საპატრიარქოს უწყებანი N32 7-13ნოემბერი 2018წ გვ.17
დეკანოზი გიორგი ნასყიდაშვილი (1868 -– XXს-ის 40-იანი წლები)
„საშეფო კარმა მანგლისის ტაძარს მღვდლისა და დიაკვვნის საუკეთესო ხარისხის შესამოსელი შეწირა
დეკანოზი გიორგი ალექსის ძე ნასყიდაშვილი 1868 წელს გორის მაზრაში გლეხის ოჯახში დაიბადა. 1885 წელს დაამთავრა ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელი, ხოლო 1891 წელს თბილისის სასულიერო სემინარია. 1891 წლის 21 ივლისს გორის ეპ. ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და გორის „ოქონის“ ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში მედავითნის შტატში
განამწესა. 1892 წლის 7 ოქტომბერს ძველი მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს. მამა გიორგიმ 1893 წელს ტაძართან გახსნა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, სადაც თავად იყო გამგე და უსასყიდლოდ ასწავლიდა საღვთო სჯულსა და საეკლესიო გალობას.
აქტიურად და ენერგიულად შეუდგა ახალგაზრდა მოძღვარი თავის საეკლესიო მსახურებას. მანგლისის ტაძარს არ ჰქონდა შესაბამისი სამღვდელო შესამოსელი. მღვდელმა გიორგიმ კი დახმარებისთვის
პირდაპირ საიმპერატორო კარს მიმართა. მართლაც, გავიდა მცირე ხანი და მისი თხოვნა აღსრულდა. სი-
32-1 საპატრიარქოს უწყებანი N32 7-13ნოემბერი 2018წ გვ.18
დეკანოზი გიორგი ნასყიდაშვილი (1868 -– XXს-ის 40-იანი წლები) (გაგრძელება)
ნოდის „ობერ-–ეგერმეისტერმა“, თავადმა ბორის თეოდორეს ძე გოლიცინმა, იშუამდგომლა იმპერატორთან და შედეგმაც არ დააყოვნა. სამეფო კარმა მანგლისის ტაძარს მღვდლისა და დიაკვნის საუკეთესო
ხარისხის შესამოსელი შესწირა. ამასთან დაკავშირებით, გახარებულმა წინამძღვარმა, ორი დღით ადრე გააფრთხილა მრევლი და საზეიმო დახვედრისთვის მოემზადა. 1894 წლის 7 მაისს მან პურის კურთხევით
ჩაატარა ლოცვა. მეორე დღეს, 8 მაისს, მანგლისის ტაძარი და ეზო ხალხით გაისო. საზეიმო წირვაზე ორი გუნდი გალობდა:ტაძართან არსებული სამრევლოსაეკლესიო სკოლის მოწაფეთა გუნდი თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულ ტიმოთე კრილოვის ლოტბარობითა და ადგილობრივი მრევლის გუნდი. ლიტურგიის შემდეგ გადაიხადეს პარაკლისი საიმპერატორო კარის საკეთილდღეოდ და მათი ოჯახის დღეგრძელობისთვის. მთელი ამ ხნის განმავლობაში სამრეკლოდან განუწყვეტლივ რეკდა ზარები. იმავე წლის 3 ივლისს თავადის მეუღლემ -– ნატალია ნიკოლოზის ასულმა ბარათაშვილმა და მისმა ძმებმა -– ივანე, გიორგი და მიხეილ კვეზერელ-კოპაძეებმა, წინამძღვარ მღვდელ გიორგის თხოვნით ტაძარს დიდი ზომის, 230 მანეთად ღირებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. ვერცხლით მოჭედილი ხატი შესწირეს. ხატი მოთავსებული იყო შესაბამის კიოტში, რომელიც ასევე შემომწირველებმა დაამზადეს. შესრულდა საზეიმო წირვა ლიტანიობით, მღვდელ გიორგისთან ერთად თანამწირველები იყვნენ იმჟამად აგარაკებზე ამოსული თბილისის სამღვდელოებაც: კუკიის წმ. ალექსანდრე ნეველის
სახ. ტაძრის წინამძღვარი დეკ. ე. ზვერევი, თბილისის რეალური სასწავლებლის საღვთო სჯულის პედაგოგი მღვდელი გ. ჩეტირკინი და მე-2 კლასიკური ვაჟთა გიმნაზიის საღვთო სჯულის პედაგოგი მღვდ. მ. არხანგელსკი. ასევე ბერძნული დასახლების მოძღვარი მღვდელი ალ. ქსენოდოხოვი. ლიტურგიის შემდეგ ჩატარდა ღვთისმშობლის სადიდებელი პარაკლისი, რომელსაც ს. მოჰყვა ტრაპეზი. უმაღლესმა საეკლესიო მმართველობამ გაითვალისწინა მღვდელი გიორგის ნაყოფიერი და
დამსახურებული მოღვაწეობა და მას 1894 წლის 26 აგვისტოს დაუზარელი სამსახურისთვის საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავ- ლენსკი) მადლობა გამოუცხადა. იმავე წლის 16 სექტემბერს აღმოსავლეთ
საქართველოს ეპარქიალურმა სასწავლო საბჭომ გამოუცხადა მადლობა. 1898 წლის 16 იანვარს თბილისის მაზრის V ოლქის მთავარხუცესად აირ- ჩიეს. 1899 წლის 7 ოქტომბერს გორის მაზრაში, სოფ.მოხისის სამრევლოში გადაიყვანეს, სადაც ადგილობრივი სკოლის გამგედ დაინიშნა. 1900 წელს მღვდ. გიორგის გაუგებარი ინციდენტი მოუვიდა სკოლის მასწავლებელ გორდელაძესთან. აი, რას წერდა ქართულ პრესაში აზნაური ილიკო რაჟდენის ძე კვალიაშვილი: „მოხისის სამრევლო სკოლის გახსნაზე დიდი
ვაი-ვაგლახი გადაგვაწყდა, მაგრამ დავი-დარაბა და უსიამოვნება დაგვავიწყდა, რადგან ამ სკოლამ მალე მოიპოვა ხალხის ნდობა და მოკლე დროში საუკეთესო სკოლად გარდაიქცა გორის მაზრაში. რაღა თქმა უნდა, ეს უნდა მივაწეროთ იმას, რომ სწავლის საქმე კარგად არის დაყენებული სკოლაში. მიუხედავად ამისა, 15 თებერვალს, დილის 8 საათზე, როცა მასწავლებელი ბ-ნი გორდელაძე სკოლაში მიემართებოდა და შეგირდებიც შეგროვილნი იყვნენ, სკოლის გამგე, ახლად გამწესებული მღვდ. გიორგი ნასყიდაშვილი, მამასახლისის თანაშემწის ხუციშვილისა და სხვათა თანდასწრებით, გამოცხადდა მასწავლებლის სახლის კარებზე და მიმართა მას შემდეგის სიტყვებით: „შენ აღარ გაბედო ამის შემდეგ სკოლაში ასვლა და სწავლება, რადგან მე ჩემის განკარგულებით დაგითხოვე სამსახურიდგან“. მაშინვე დააკეტინა სკოლის კარები, გასაღები ჯიბეში ჩაიდო და შეკრებილ ბავშვებს გამოუცხადა, რომ სკოლა დაიკეტა და წადით სახლში, სწავლა აღარ იქნებაო. ამ მოულოდნელ სიტყვებისაგან გაოცებული შეგირდები მთელი საათი გაშტერებული იდგნენ და შემდეგ ტირილით დაბრუნდნენ შინ. მასწავლებელმა სთხოვა მღვდელს, გამაგებინეთ, რათ მეპყრობით ასე უკანონოდო. მამა ნასყიდაშვილმა მიზეზად ის დაასახელა, რომ ვიღაცამ წუხელ ქვით ფანჯარა გამიტეხა და, რად
32-2 საპატრიარქოს უწყებანი N32 7-13ნოემბერი 2018წ გვ.19
დეკანოზი გიორგი ნასყიდაშვილი (1868 -– XXს-ის 40-იანი წლები) (გაგრძელება)
გან მე და შენ უსიამოვნება გვქონდა, უეჭველად შენ იქნებოდი, და მისთვის გითხოვ მასწავლებლობიდანო, და ლანძღვაგინება დაუწყო მასწავლებელს. მან კი მარტოის უპასუხა, რომ ლანძღვაგინება შეგიძლიან, ხოლო სკოლის დაკეტისთვინ პასუხს გაგებინებენო. ამ ამბის მაყურებელმა ხალხმა სკოლის კარების გატეხა მოინდომა, მაგრამ ჩვენ არ დავანებეთ, რადგან ვიცით, რომ ამ გარემოებას ყურადღებას : მიაქცევს მთავრობა და მამა გიორგი ნასყიდაშვილის საქციელს სამართლიანს მსჯავს დასდებს. მე, ჩემის მხრივ, ამას ვიტყვი, რომ ხსენებული მასწავლებელი ოთხი წელიწადი აქ არის და არა დაუშავებია რა, სკოლის საქმეც კარგად დააყენა და ხალხშიაც დიდი პატივისცემა მოიხვეჭა. რატომ მარტო მამა ნასყიდაშვილთან დარჩა ის ცუდი კაცი, ვერ გაგვიგია. თუნდაც ცუდი კაცი იყვეს, სკოლას რა დაუშავებია?“
იმავე წელს უკვე უცნობი ავტორი ფსევდონიმით „დამსწრე“ კრიტიკულ წერილს აქვეყნებს, სადაც ახსენებს, რომ მოხისში მცხოვრები აზნაური
ალ. დეკანოზიშვილი მოხისის ეკლესიის მამულის დასაკუთრებას აპირებს და ამაში მღვდელ გიორგის უმოქმედობაში ადანაშაულებდა. მოძღვარმა იმავე პრესის ფურცლებზე პასუხად გამოაქვეყნა: „ვთხოვ ბ-ნ „დამსწრეს“ შემატყობინოს, რა საბუთითა და რომელი განაჩენის ძალით ეკუთვნის ჩემდამო რწმუნებულს მოხისის ეკლესიას ის ადგილი, რომელიც ეკლესიის გალავნის გარეთ მდებარეობს, რომ ეკლესიას დავუსაკუთროთ და არა სხვას.
ჩემთვის კი დასაკუთრება იმ ადგილებისა, რომლებზედაც არავითარი საბუთის ქაღალდები არა მაქვს, უზნეობად მიმაჩნია. ბ-ნს დეკანოზიშვილს უნდოდა იმ პატარა ალაგის შემოღობვა იმიტომ, რომ იმ ღია ადგილიდან მის ეზოში საქონელი არ შესულიყო და იგი ამით არ შეწუხებულიყო, თუმცა ის ადგილი, გამოსადეგი არაფრისთვის არის. მეორე მხრივ, თუ ის ადგილი საჭირო იქმნება ეკლესიისთვის, დარწმუნებული ვარ, არამც თუ
იმ ადგილს, ბ-ნი დეკანოზიშვილი სხვებსაც შესწირავს მოხისის ეკლესიისა, რადგანაც წინადაც შეუწირავს და დღესაც ყოველ წლობით სწირავს
მოხისის სამრევლო სკოლას ოც-ოცს მანეთს. რაც შეეხება საქმის დანარჩენს გარემოებას, ამას მე აღარ შევეხები, რადგანაც „დამსწრეს“ სიმართლეს სამართალი დაგვანახვებს“. 1900 წლის 24 სექტემბერს მღვდელი გიორგი გორის საქალაქო ოთხკლასიან სასწავლებელში საღვთო სჯულის პედაგოგად და იქვე არსებული კარის ეკლესიის წინამძლვრად დაინიშნა, სადაც კომუნისტების შემოსვლამდე იმსახურა. XX ს-ის 10-იანი
წლების ბოლოს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1923 წლის 5 იანვარს დეკანოზი გიორგი ფლავის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძარში დაინიშნა, მაგრამ სიშორის გამო ვერ მოახერხა იქ სიარული. 1924 წლის 21 დეკემბერს იგი ურბნელ ეპისკოპოს ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) სწერდა: „გთხოვთ, მეუფეო, დამნიშნოთ მე გორის ოქონის ეკლესიის მრევლის მოძღვრად. სასურველია, რომ გორში მალე დაიწყებოდეს წირვა-ლოცვის შესრულება და ეგრეთვე ქრისტიანული წესების ასრულება
ხსენებულ მრევლში“. იმავე წლის 23 დეკემბერს დაინიშნა პირობით: „ვიდრე სხვა მღვდელს გავამწესებ მის დღევანდელ ადგილზე, ამ მრევლსაც ემსახუროს კიდევ“. 1925 წლის 19 თებერვალს საქართველოს ეკლესიაში ახალი სტილის კალენდრის მიღებასთან დაკავშირებით დეკანოზი გიორგი საკათალიკოსო საბჭოს სწერდა: „განკარგულება თქვენი საქართველოს
ეკლესიაში ახალი სტილის კალენდრის შემოღების შესახებ გამოუცხადე მრევლს როგორც ეკლესიაში აგრეთვე სახლებში წესების შესრულების
დროს. აუხსენი პაპა გრიგოლის მიერ გამოკვლეული ახალი სტილის კალენდრის სინამდვილე და სიმართლე, მაგრამ მრევლმა და სოფლის გლეხკაცობამ უარი განაცხადა ახალს სტილზედ, სთქვეს, რომ ისინი იდღესასწაულებენ ყველა უქმე დღეებ-
32-3 საპატრიარქოს უწყებანი N32 7-13ნოემბერი 2018წ გვ.20
დეკანოზი გიორგი ნასყიდაშვილი (1868 -– XXს-ის 40-იანი წლები) (დასასრული)
სა ძველ სტილზედ თუნდაც, რომ ამ დღეებში ეკლესიებში არ იყვეს წირვა-ლოცვა. ამასთანავე, გაუწყებთ, მეუფეო, რომ გორის ინტელიგენცია და თუ სულ არა, მომეტებული ნაწილი მოსამსახურეთა, ყურადღებას არ აქცევს არც ეკლესიას და არც მის უქმე დღეებს. დღეს მორწმუნეთა რიცხვს შეადგენენ
გორში ვაჭრები და ნაწილი ხელოსნებისა და მუშებისა, ისინი შეადგენენ გორის ოქონის მრევლსა და აი, ამ ხსენებულ პირთა და სოფლის მორწმუნე
გლეხკაცობას, ვფიქრობ, უნდა გაეწიოს ანგარიში და განხორციელდეს მათი სურვილი საქართველოს ეკლესიის ლოცვა-კურთხევით“. 1926 წლის 26 ოქტომბერს მიტროპოლიტ კალისტრატეს (ცინცაძე) ბრძანებით ურბნისის ეპარქიის ნიქოზ-ცხინვალის ოლქიდან გამოიყო მეჯვრისხევის ოლქი, ხოლო
რუის-ურბნისის ოლქიდან - გორის რაიონი და შეიქმნა გორი-მეჯვრისხევის ახალი ოლქი, რომლის მთავარხუცესად დეკანოზი გიორგი დაინიშნა. 1927 წლის 9 თებერვალს დეკანოზი გიორგი ურბნელ ეპისკოპოს სვიმეონს (ჭელიძე) სწერდა: „გთხოვთ, დანიშნოთ გორის ოქონის საკრებულო
ტაძარში მთავარდიაკვანი ან მედავითნე, დიაკვანს ექნება სრული წილი ჩემგან და მეორე წილი მღვდ. ალ. ტლაშაძისაგან“. 1927 წლის 21-27 ივნისს დეკ. გიორგი, როგორც ურბნისის ეპარქიის დელეგატე, მონაწილეობდა
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი
ეკლესიის IV საეკლესიო კრებაში. 1927 წლის 25 აგვისტოს დეკანოზი გიორგი ეპისკოპოს სვიმეონს სწერდა: „რადგან უზენაესი მთავრობისაგან თქვენი ყოვლადუსამღვდელოესობა ბრძანდება ოქონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად, ამიტომ დღეიდგან მე ვანებებ თავს ხსენებულ ტაძრის
წინამძღვრობას და, ამასთან ერთად, სამრევლო საბჭოს თავჯდომარის მოვალეობას. პატივისცემით ვთხოვ თქვენს მეუფებას, დღეიდგან ჩამთვალოთ ოქონის ტაძრის მორიგე მღვდლად“. 1928 წლის | ნახევარში ისევ ურბნისის ეპარქიის ოლქის მთავარხუცესია. გორი-მეჯვრისხევის
1928 წლის ზაფხულში მოძღვარი თბილისში, კრწანისი-ხარფუხის წმ. ნიკოლოზის სახ. ბერძნული ტაძრის წინამძლვრად დაინიშნა, სადაც 1931 წლის 1 ოქტომბრამდე ჩანს. 1932 წლის 1 მაისიდან იგი მოქმედი სამღვ-
დელოების რიგებში აღარ იხსენიება. სავარაუდოდ, დეკანოზი გიორგი XX ს-ის 40-იანი წლების დასაწყისში, მეორე მსოფლიო ომის დროს გარდაიცვალა. დედაეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის დეკანოზი გიორგი დაჯილდოებული იყო: 1897 წელს საგვერდულით; 1897 წლის 16
დეკემბერს სასწავლო დარგში ნაყოფიერი სამსახურისთვის -- „ქართული ბიბლიით 1903 წელს -- სკუფიით; 1905 წლის 6 მაისს კამილავკით. 1909 წელს კი სამკერდე ოქროს ჯვრით. მას ჰყავდა მეუღლე -- სოფიო იოსების ასული
(დაბ. 1873წ.) და შვილები: ვიქტორი (დაბ. 1891წ.), ნინო (1894- 1959წწ.), ქეთევანი და თამარი.
33 საპატრიარქოს უწყებანი N33 15-21 ნოემბერი 2018წ გვ.18
დეკანოზი ხარლამპი ხუციშვილი 1866-1956
„ფრიად გაწამებული ეკლესიის გახსნაში, დიდი მცოდნეც და მრევლის მიერ დიდად მიჩნეული და პატივცემელი”
დეკანოზი ხარლამპი ნიკოლოზის ძე ხუციშვილი 1866 წელს კახეთში, თელავის მაზრაში, სოფ. ყვარელში დეკანოზის ოჯახში დაიბადა. მისი წინაპრები ასევე სასულიერო პირები გახლდნენ. მამა დეკანოზი ნიკოლოზი 1833 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. წარჩინებით დაამთავრა თბილისის
სასულიერო სემინარია. 1855 წლის 8 სექტემბერს გორის ეპისკოპოსმა იოანემ (ავალიანი) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 14 სექტემბერს მღვდლად დაასხა ხელი და თიანეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში
განამწესა. 1857 წლის 12 ივნისს ფშავ-ხევსურეთის ოლქიდან სასულიერო დეპუტატად აირჩიეს. 1857 წლის 8 ნოემბერს თიანეთის დაწყებითი სკოლის
მასწავლებლად დაინიშნა. ჰქონდა ჯილდო –– ყირიმის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ლენტიანი ბრინჯაოს ჯვარი. 1861 წლის 7 დეკემბერს ყვარლის წმ. იოანე. ნათლისმცემლის ტაძარში გადაიყვანეს. 1863 წლის 13 ნოემბერს თელავის მაზრის II ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს და ამ პოსტზე ზუსტად 40 წელი იმსახურა. 1884 წელს მამა ნიკოლოზმა, დეკ. ეგნატე მრევლიშვილი თხოვნით, აწყურის წმ. გიორგის (თეთრი გიორგი) ტაძართან არსებული დაწყებითი სასულიერო სასწავლებლის
გამგეობა ჩაიბარა. 1888 წელს ოლქის სამღვდელოებამ საეპარქიო კრებაზე დამსწრე დეპუტატად აირჩია. 1894 წელს თელავის სასულიერო სასწავლებლის სარევიზიო კომისიის თავჯდომარედ დაინიშნა.
1902 წლის 12 დეკემბერს სიბერის გამო უარი თქვა მთავარხუცესობაზე. დედაეკლესიაში თავდადებული და პატიოსანი სამსახურისთვის უმაღლესი
საეკლესიო მმართველობისგან მიღებული ჰქონდა სხვადასხვა სახის ჯილდო: 1861 წელს საგვერდული; 1866 წელს -– სკუფია; 1872 წელს -– კამილავკა; 1875 წელს -–– წმ. ანას III ხარისხის ორდენი; 1879 წლის 13
მარტს –– რუსეთის წითელი ჯვრის საზოგადოების წითელი ჯვარი; 1881 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი; 1889 წლის 4 ივნისს –– დეკანოზის წოდება, 1899 წლის 6 მაისს -–– წმ. ანას II ხარისხის ორდენი. დეკანოზი ნიკოლოზი 1904 წლის 20 მაისს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. იმავე წელს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა პატარა ნეკროლო- გი, სადაც მისი საეკლესიო მოღვაწეობა დადებითად არის შეფასებული. „20 ამ მაისს გარდაიცვალა მოხუცი და მთლად კახეთში სახელგანთქმული ყვარლის ბლაღოჩინი, დეკანოზი ნიკოლოზ ხუციშვილი. განსვენებული
იყო ძველ სემინარიელთაგანი და მეტად თავისებური ხასიათის ადამიანი. მის დიდად ხანგრძლივ ბლაღოჩინობაში არც მღვდელი, არც დიაკონი არ
„გაფუჭებულა“ მისი ხელითო, -–- ამბობენ ყველანი. იგი იყო მოწესრიგე მთელი ალაზან-გაღმა მხრისა, მტკიცედ იცავდა და ესარჩლებოდა სამღვდელოებას მთავრობის წინაშე, ამასთან, თავისებურად სტუქსავდა და ამხელდა უწესოდ მოქმედთ წინაშე თვისსა და თანამოძმეთა. ამიტომაც მის
საბლაღოჩინოში „მღვდლები ერთმანეთს არ უჩიოდნენ სასულიერო მთავრობასთან და არ სწენდნენ ერთმანეთს „დანოსებით“, ეს სენი კი, საუბედუროდ, სხვაგან ჩვენში საზოგადოა. განსვენებული მეტად მშვენიერი კილოთი კითხულობდა სახარებას, „ტარასი არქიმანდრიტისგან შევისწავლეო“ (საუბარია ცნობილ კალიგრაფსა და სასულიერო მოღვაწეზე, ქვათახევის მონასტრის წინამძღვარზე, ტარასი ალექსი-მესხიშვილზე, წმინდა ანტონ II კათოლიკოსის ნათლულზე, რომელმაც არაერთი ღვაწლმოსილი მოძღვარი გაზარდა –- გ. მ.), –– იტყოდა ხოლმე. სასოებით
სწირავდა და ლოცულობდა ხოლმე და, ამასთან,
მუდამ ზეპირად და მშვენიერის ქართულით ამ
33-1 საპატრიარქოს უწყებანი N33 15-21 ნოემბერი 2018წ გვ.19
დეკანოზი ხარლამპი ხუციშვილი 1866-1956 (გაგრძელება)
ბობდა ხოლმე მოკლედ, მაგრამ ღრმა აზროვან ქადაგებას. იგი მართლა რომ ამშვენებდა დიდებულ ყვარლის ნათლისმცემლის ეკლესიას, აგებულს
თავად ჭავჭავაძეთა მიერ და სათუთად შემკულს ნ. ზ.ჭავჭავაძის მიერ (დაღესტნის გუბერნატორი) ქართველ წმიდათა ხატებით, ნახატით პარიზსა და პეტერბურგის საუკეთესო მხატვართაგან. განსვენებული საქართველოს საეპარქიო კრებამ 1893 წელს ამოირჩია თავის თავჯდომარედ, წინააღმდეგ სახელოვან დეკანოზ იუნიცკისა. იგი სცხოვრობდა მეტად უბრალოთ და უანაგროდ, იმიტომ ნივთიერად არა დასტოვა რა, თუმცა 48 წელი ემსახურებოდა ეკლესიას. საუკუნოთ იყოს ხსენება შენი, პატიოსანო
ქართველო მოძღვარო!“. დეკანოზ ნიკოლოზს დარჩა მეუღლე ეკატერინე
გიორგის ასული (დაბ. 1844წ.) და შვილები: დიმიტრი (დაბ. 1862წ.), ნინო (დაბ. 1866წ.), დეკ. ხარლამპი (1868-1956წწ.). მამის გზა გააგრძელა მისმა უმცროსმა ვაჟმა ხარლამპიმ. მან 1885 წელს დაამთავრა თელავის
სასულიერო სასწავლებელი. იმავე წელს თბილისის
სასულიეროსემინარიაში ჩააბარა, სადაც ერთი კლასი დახურა. 1890 წელს ბოდბისხევის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1891 წლის აპრილში ბოდბისხევის ღვთისმშობლის
მიძინების სახ. ტაძარში გადაიყვანეს და სამრევლოსაეკლესიო სკოლის ჩამოყალიბება დაევალა. 1896 წლის 4 ივლისს ყვარლის წმ. თომა მოციქულის სახ. ტაძრის მედავითნედ დაადგინეს. 1903 წლის 13 ივნისიდან არტაანის მაცხოვრის აღდგომის სახ. ტაძარშია, ხოლო 1904 წლის 20 თებერვლიდან შულავერის წმ. გიორგის სახ. ტაძარში. 1904 წლის 14 მარტს, თავისი თხოვნით, გათავისუფლდა შულავერის ტაძრიდან. 1904 წლის 10 ივლისს დიაკვნად აკურთხეს და ბორჯომის სასაფლაოს წმ. ოლღას სახ. ტაძარში განამწესეს. 1904 წლის 26 ოქტომბერს ბორჯომის წმ.
იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძარში გადაიყვანეს
და იმავე წლის მიწურულს მღვდლად დაასხეს ხელი. XX ს-ის 10-იანი წლებში თბილისში, ჩუღურეთის წმ, ნიკოლოზის სახ. ტაძარში დიაკვნის შტატში დაადგინეს. 1913 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, მლვდ. ხარლამპი ფრონტზე წავიდა და სამხედრო კაპელანად მსახურობდა. 1916 წლის 23 აპრილს სკუფია უბოძეს. 1917 წელს სამკერდე ოქროს
ჯვარი მიიღო. 1917 წელს საქართველოში დაბრუნდა და თუქურმიშისის სამრევლოში დაინიშნა. 1918 წლიდან ისევ თბილისში, ჩუღურეთის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარში დიაკვნის შტატშია. 1920 წლის შემოდგომიდან დედოფლისწყაროს მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახ. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. როგორც დეკანოზი ნიკიტა თალაქვაძე
თავის მოგონებებში გადმოგვცემს, მღვდელი ხარლამპი ეჭმიტანილი იყო მღვდელ ტიმოთე ბაკურაძის მკვლელობაში და იძულებული გახდა თბილისს გასცლოდაო. 1922 წელს კომუნისტებმა დაარბიეს
წითელწყაროს (სახელი კომუნისტებმა გადაარქვეს) ეკლესია და იქიდან საეკლესიო ნივთები გაიტანეს.
33-2 საპატრიარქოს უწყებანი N33 15-21 ნოემბერი 2018წ გვ.20
დეკანოზი ხარლამპი ხუციშვილი 1866-1956 (დასასრული)
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ავტოკეფალიის გამოცხადების
შემდეგ საქართველოში დარჩენილი რუსული სამრევლოები და მოძღვრე-
ბი არ ემორჩილებოდნენ საქართველოს საკათალიკოსოს და თბილისში მყოფი დეკანოზ იოანე სმირნოვის დაქვემდებარებაში იყვნენ. დეკანოზ სმირნოვს წითელწყაროში გაგზავნილი ჰყავდა ორი რუსი მოძღვარი: მღვდელი მათე კარტაშევი და საველიევი, რომლებიც მღვდელ ხარლამპის ეცილებოდნენ სამრევლოში. ბოდბის ეპარქიაში ჩასულმა ახალმა მღვდელმთავარმა, ეპისკოპოსმა სტეფანემ (კარბელაშვილი), აქტიური
ღონისძიებები ჩაატარა და 1925 წლის 28 დეკემბერს ორივე რუსი მოძღვარი ჩამოაშორეს წითელწყაროს სამრევლოს. როგორც თავის ანგარიშებში მღვდელმთავარი სტეფანე წერდა, იმჟამად წითელწყაროს სამრევლოში 800 კომლი ითვლებოდა. 1926 წლის 24 ივნისს ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვილი) საკათოლიკოსო სინოდს სწერდა: „დაჯილდოებულ იქნენ შემდეგი სამღვდელოება, როგორც თანაბრად დატანჯულნი და განსაკუთრებით: მღვდელი იოანე მერებაშვილი, რომელიც დიდი მცოდნეც არის და დამხმარეც ეკლესიების გახსნაში და მღვდელი ხარლამპი ხუციშვილი, ფრიად გაწამებული ეკლესიის გახსნაში, დიდი მცოდნეც და მრევლისა მიერ დიდად მიჩნეული და პატივცემული წითელწყაროზედ, დამხმარე და მოცადინე უკეთესად მოწყობისა სამრევლო
ცხოვრებისა“. მართლაც, საკათალიკოსო საბჭომ გაითვალისწინა მისი დამსახურებები დედაეკლესიის წინაშე და 1927 წლის 5 აპრილს დეკანოზის
წოდება მიანიჭა. 1929 წლის 4 იანვარს უკანასკნელად ჩანს დედოფლისწყაროს ტაძარში. 1930-1936 წლებში არ იხსენიება არცერთ ეპარქიაში. 1937 წლის 4 აპრილს თბილისში, ავლაბრის წმ. მარინეს
სახ. ტაძრის წინამძლვრად დაინიშნა, სადაც 1938 წლის თებერვლამდე, მის დახურვამდე მსახურობდა. 1938 წლის 12 აპრილს თვის ბოლომდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით დეკანოზ ხარლამპის აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მანგლისის
საკათედრო ტაძარში მსახურებების ჩატარება დაევალა. 1943 წელს თბილისის მამა დავითის ტაძრის წინამძლვრად განამწესეს. დეკანოზი ხარლამპი 1956 წლის 22 იანვარს გარდაიცვალა. დარჩა მეულლე ეკატერინე გიორგის ასული მჭედლიშვილი (დაბ. 1877წ.) და შვილები: ნიკოლოზი (დაბ. 1892წ.), იაკობი, მიხეილი, ეკატერინე.
34 საპატრიარქოს უწყებანი N34 22-28ნოემბერი 2018წ გვ.18
დეკანოზი ნიკოლოზ გაგუნაშვილი 1868 –– 1945
დეკანოზი ნიკოლოზ დავითის ძე გაგუნაშვილი 1868 წელს თელავის მაზრაში დიაკვნის ოჯახში დაიბადა. 1881-1885 წლებში თელავის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1885-1891 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1891 წლის 15 სექტემბერს სიონის საკათედრო ტაძარში გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა და თბილისის წმ. მარინეს სახ. ტაძარში განამწესა. პარალელურად იმავე ტაძართან არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულისა და გალობის მასწავლებლად დაინიშნა. 1892 წლის 13 სექტემბერს სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა
პალადიმ (რაევი) მღვდლად დაასხა ხელი და ანაგის წმ. ნინოს სახ. ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. 1896 წლის 1 ივნისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1897 წლის 6 იანვარს ანაგის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო
სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1897 წლის 13 ივნისს რუსეთის იმპერიის პირველი საყოველთაო აღწერის დროს გამოჩენილი ერთგულებისათვის სამკერდე ვერცხლისფერი მედლით დაჯილდოვდა. 1898 წლის 25 აპრილს კონდოლის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1902 წლის 1 აპრილს სკუფია უბოძეს. 1906 წლის ოქტომბერში ელიზავეტოპოლის რკინიგზის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარში განამწესეს. 1910 წლის 27 ივლისს, თბილისის მაზრაში, გერგერის მიქაელ მთავარანგელოზის სახ. ტაძარში დაადგინეს, სადაც 1910 წლის 23 აგვისტომდე იმსახურა. 1911 წლის 25 იანვარს გორის მაზრაში, სოფ. მეტეხის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში დაადგინეს. 1915 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. სამწუხაროდ, მისი მეტეხიდან
წასვლა მრევლის საჩივრის საფუძველზე მოხდა, რაც შემდგომშიც რამდენჯერმე განმეორდა. 1915 წელს ქართულ პრესაში ვკითხულობთ: „საჩივარი მღვდელზე: 3 მაისს ეპისკოპოს ანტონის სოფ. მეტეხში ადგილობრივმა მრევლმა საჩივარი მიართვა თავიანთ
მღვდელ გაგუნაშვილზე, რომელიც ხალხის სიტყვით ძალიან უწესოდ იქცევა“. გორის ეპისკოპოსი ანტონი
(გიორგაძე) საქმის ვითარებას გაეცნო. იგი დარწმუნდა, რომ მოძღვრისთვის სასარგებლო იქნებოდა სხვა სამრევლოში გაეგრძელებინა სამსახური. ამიტომ იმავე წლის 31 ივლისს, მან მლვდელი ნიკოლოზი გომის წმ.
იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძარში გადაიყვანა. 1915
წლის 12 ოქტომბერს სიღნაღის მაზრაში, ქვემო მაჩხაანის ორმოცი სებასტიელი მოწამის სახ. ტაძარში დაინიშნა. 1916 წლის 16 მარტიდან თელავის მაზრაში, კისისხევის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. ტაძარშია,
კისისხევის სამრევლოშიც მძიმე პირობებში უწევდა
მსახურება,რაც კარგად ჩანს 1917 წლის 20 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი კირიონისადმი (საძაგლიშვილი) გაგზავნილ წერილში, რომელიც მის მეუღლეს ეკუთვნის: „ჩემი მეუღლე, ნიკოლოზ დავითის ძე გაგუნაშვილი, იმყოფება მღვდლად სოფ. კისისხევში, თელავის მაზრა, სხვადასხვა პირებმა აამხედრეს სოფელი ჩემი ქმრის წინააღმდეგ, ასე რომ, წინადადება აქვს მიცემული, დატოვოს სოფელი, რასაც ძალაუნებურად უნდა დასთანხმდეს და სისრულეში უნდა მოიყვანოს. რადგანაც, ახალი განკარგულებით, სოფლის ნებართვა არის საჭირო მღვდლის ამა თუ იმ
სოფელში განწესებისთვის, ამისათვის ჩემი ქმარი
აწი რჩება უადგილოდ. შესანახი ჰყავს რამდენიმე პირი: ერთი შვილი ქალთა საეპარქიო სასწავლებელში სწავლობს, ერთი -–– სამხედრო ბეგარას იხდის. თუ მალე არ იშოვნა სახსარი ცხოვრებისა, შიმშილით სიკვდილი მოგველის. ამისათვის უმორჩილესად გთხოვთ, თქვენო უწმინდესობავ, მოახდინოთ შესაბამისი განკარგულება, რათა ჩემს ქმარს, ნიკოლოზ გაგუნაშვილს მიეცეს საჭირო მოწმობა იმისა, რომ ნება ჰქონდეს კერძო სამსახურში შესვლისა ან კიდევ უბრძანოთ, რათა თქვენთან იყოს გადმოყვანილი, თქვენს მფარველობის ქვეშ და მით აგვაცდინოთ
შიმშილისგან სიკვდილი". წერილის პასუხად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა შესაბამისი რეზოლუციით დააკმაყოფილა მარიამ გაგუნაშვილის თხოვნა, რის საფუძველზეც მამა ნიკოლოზს ნება დართეს კერძო სამსახურის შეთავსებისა, თუმცა, როგორც მაღალყოვლადუსამლვდელოესის, თბილელი მიტროპოლიტის ლეონიდესადმი გაგზავნილ მამა ნიკოლოზის წერილშია აღწერილი, კისისხევის ფერისცვალების ეკლესიაზე თავდასხმა და დარბევა კვლავაც გრძელდებოდა. მას დაპირისპირება მოუვიდა ადგილობრივ სასულიერო პირებთან, ძმებ ტიმოთე და ნიკოლოზ ბაკურაძეებთან.
მათ მხარი დაუჭირა ადგილობრივმა ხელისუფლებამაც, რომელთაც მამა ნიკოლოზისთვის ძალით ჩამოურთმევიათ ბეჭედი, საეკლესიო ქონება და დოკუმენტაცია, იანვრის თვეში დაურბევიათ და გაუძარცვავთ
მისი სახლ-კარი, რის გამოც ალავერდელმა ეპისკოპოსმა პიროსმა (ოქროპირიძე) და საკათალიკოსო სინოდმა სასამართლოს მიმართეს და სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედებების აღსაკვეთად და დამნაშავე პირთა გამოსავლენად, მანამდე მღვდელ ბაკურაძეებს ჩამოერთვათ მღვდელმოქმედების უფლება. მიუხედავად ამისა, მლვდელი ნიკოლოზი კისისხევში ვეღარ აგრძელებს სამსახურს.
1919 წელს იგი კაჭრეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაინიშნა. მანამდე იქ მღვდელი გიორგი ბოჭორიძე
34-1 საპატრიარქოს უწყებანი N34 22-28ნოემბერი 2018წ გვ.19
დეკანოზი ნიკოლოზ გაგუნაშვილი 1868 –– 1945 (გაგრძელება)
(შემდგომში -- ცნობილი მკვლევარი და ისტორიკოსი გ.მ.) მსახურობდა, რომელმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნასთან დაკავშირებით (1918 წლის დეკემბერი) სამრევლო დატოვა და სწავლა უნივერსიტეტში, სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, ისტორიის განხრით დაიწყო. სამწუხაროდ, ამ სამრევლოშიც ვერ აეწყო მისი საეკლესიო სამსახური. 1921 წლის 6 ოქტომბერს კაჭრეთის რევკომი ალავერდელ ეპისკოპოს პიროსს (ოქროპირიძე) სწერდა: „ვაცნობებთ თქვენ ყოვლადუსამღვდელოესობას, რომ კაჭრეთის სამრევლოს მღვდლის გაგუნაშვილის წინააღმდეგ აღძრული იყო საჩივარი მისი არასაკადრის
ყოფაქცევისა გამო. გამოძიებამ გამოააშკარავა ყოველივე მისი არა საკადრისი საქციელი და მრევლი იმედოვნებდა, რომ გაგუნაშვილი გაძევებულ იქმნებოდა კაჭრეთის სამრევლოდან. გარდა ამისა, რადგან მღვდელი გაგუნაშვილი არ შეეფერება თავის
წოდებას და მოძულებულია მრევლის მიერ, ამისთვის მას, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვრის თვეში გამოეცხადა, რომ მას მრევლი თავის მღვდლად აღარ სცნობს და წინადადება მიეცა დაეტოვებინა
მრევლი. მიუხედავად ამისა, მღვდელი გაგუნაშვილი აქამომდე განაგრძობს მრევლში ცხოვრებას, რაიცა იწვევს მრავალ უსიამოვნებას მცხოვრებთა
შორის. მრევლის დაჟინებითი მოთხოვნილების გამო, მღვდელ გაგუნაშვილს სექტემბრის თვეში კაჭრეთის რევკომის მიერ უკანასკნელად გამოეცხადა დატოვოს კაჭრეთის მრევლი და გადავიდეს სხვაგან.
გაუწყებთ რა ამას კაჭრეთის რევკომის თანახმად,
მრევლის სურვილისა, გთხოვთ თქვენ, მღვდელი გაგუნაშვილი გადაიყვანოთ კაჭრეთის სამრევლოდან და მის ადგილზე დანიშნოთ სხვა მღვდელი“. ეპისკოპოსმა პიროსმა იმავე წლის 8 ოქტომბერს ამ წერილს
შემდეგი რეზოლუცია წააწერა: „ჩემთან არ მოსულა არავითარი გამოძიება გაგუნაშვილზე. ეხლა ვნიშნავ სასწრაფო გამოძიებას და თუ დაუმტკიცდა საჩივარი კანონიერი სიცხადით, მაშინ საქმეს მიეცემა
კანონიერი მსვლელობა“. 1923 წელს მღვდელი ნიკოლოზი სამკერდე ოქროს
ჯვრით დაჯილდოვდა. 1924 წლის იანვარში იგი ქვემო კურდღელაურის წმ. გიორგის სახ. ტაძარში მსახურობდა. 1924 წლის 15 იანვარს საეკლესიო წესების დარღევისათვის მას 6 თვითშეუჩერეს მღვდელმსახურება და სხვა სამრევლოში გადაიყვანეს. როგორც ჩანს, სასჯელის გასვლის შემდეგ იგი კვლავ ქვემო კურდღელაურში დატოვეს, რაც დასტურდება 1928
წელს ალავერდელ ეპისკოპოს სტეფანეს (კარბელაშვილი) წერილიდან, სადაც ვკითხულობთ: „მღვდელი ნიკოლოზ გაგუნაშვილი გამწესებულია ქვემო კურდღელაურში და დიდი ხანია თხოულობს ზევით კურდღელაურსაც, რომელიც დეკანოზ იოანე შოშიაშვილს ჰქონია. და შემდეგ იქ მიტროპოლიტ ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) რეზოლუციით გაუმწესებია დეკანოზი ლევან ვარდიაშვილი. საბჭოს
წევრები მოითხოვდნენ, ვინც გინდათ ის დაგვინიშნეთ, ოღონდ წირვა-ლოცვა არ დაგვაკლოსო. დეკანოზ ვარდიაშვილის გადასვლით საქმე გართულდა საშინლად და დროებით დაინიშნა დეკანოზი მათე ალბუთაშვილი. მღდელი გაგუნაშვილი თხოულობს გადაწერას კისისხევის სამთავარხუცოში და დეკანოზმა ეპიფანემ განაცხადა, გადაწერილ იქნეს სადაც თხოულობსო“. 1931 წლის 12 აპრილს მლვდელმა ნიკოლოზმა
ალავერდელ მიტროპოლიტ კალისტრატეს (ცინცაძე) ზემო კურდღელაურის სამრევლოს შეერთება სთხოვდა ქვემოსთან, როგორც ეს იყო დეკანოზ
იოანე შოშიაშვილის გარდაცვალებამდე, 1927 წლის
22 სექტემბრამდე, რაზედაც თანხმობა მიიღო. 1932
წლის 5 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისათვის, თანახმად ალავერდის საეპარქიო საბჭოს დადგენილებისა, უწმინდეს კალისტრატემ იგი დედაეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის დეკანოზის
წოდებით დააჯილდოვა. 1934 წლის 27 სექტემბერს საკათოლიკოსო სინოდის წევრნი, დეკანოზმი იოანე ცქიტიშვილი და ბენიამენ კანდელაკი კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით, ალავერდის ეპარქიაში სარევიზიოდ გაემგზავრნენ (1930-1950
წლებში ალავერდის ეპარქიას შეთავსებით განაგებდა უწმინდესი კალისტრატე -– გ.მ.). მათ შთაბეჭდილებები წერილობითი ფორმით შეადგინეს და პატრიარქს წარუდგინეს. აი, რას წერდნენ ისინი: „თქვენი
უწმიდესობის ბრძანებით, ჩვენი მისიის მიზანი
იყო, გავმგზავრებულიყავით ალავერდის ეპარქიაში ალავერდის ტაძრის ,,ჯვართამაღლების“ დღესასწაულზე დასასწრებათ. ამ ტაძარში და ეგრეთ
წოდებულ ,თეთრი გიორგის“ ეკლესიაში შეგვესრულებინა ღვთისმსახურება. დაგვეთვალიერებინა აღნიშნულ ტაძრებთან ერთად შუამთის ტაძარი, იყალთოს და თელავის ეკლესიები და გზადაგზა ის
ეკლესიები, რომელზედაც ხელი მიგვიწვდებოდა. თვალი გადაგვევლო მათ ქონებაზე, საქმეთა წარმოებაზე. გავცნობოდით მორწმუნეთა სარწმუნოებრივ დონეს, ღვთისმსახურების მსვლელობას,
სამღვდელოების მორალურდაეკონომიურმხარეს.
მათ მოქმედებებს, ურთიერთშორის განწყობილებას და მათ მოპყრობას სამრევლოებთან. თელავში დაგვხვდა ეპარქიის მთავარხუცესი დეკანოზი
ლეონტი ღვინიაშვილი. მასპინძელმა მხიარულად მიგვიღო, მაგრამ გამოსთქვა უკმაყოფილება, რომ არ მობრძანდა თქვენი უწმიდესობა, მორწმუნენი კი აღტაცებით მოგველოდნენ. ამის შემდეგ ჩვენი თხოვნით დეკანოზმა ღვინიაშვილმა დაუგზავნა ბარათები საბჭოს წევრებს სხდომაზე მოსასვლელად. შემდეგ დეკანოზი ბენიამენი და დეკანოზი
ლეონტი წავიდნენ თელავის უგეპეუში. ღვინიაშვილმა გააცნო უგეპეუს თავჯდომარეს სამღვდელოების არანორმალურად დაბეგვრა და სთხოვა,
რომ დაბეგრილ ყოფილიყვნენ შემოსავლის მიხედვით. თავჯდომარე დაგვპირდა ყოველივეს შესრულებას. საღამოს სხდომაზე მოვიწვიეთ სოფელ კურდღელაურის მოძღვარი ნიკოლოზ გაგუნაშვი-
34-2 საპატრიარქოს უწყებანი N34 22-28ნოემბერი 2018წ გვ.20
დეკანოზი ნიკოლოზ გაგუნაშვილი 1868 –– 1945 (დასასრული)
ლი, რომელსაც გარედან მოწვეული წიგნის მკითხველი უჩიოდა ხელფასის მიუცემლობას. სამწუხაროდ, სხდომა არ შედგა. არ გამოცხადდა საბჭოს უმრავლესობა, არ გამოცხადდა არც დეკანოზი მათე ალბუთაშვილი. სამაგიეროდ გამოცხადდა დეკანოზი ნიკოლოზ გაგუნაშვილი. მასზედ გაკეთებული განცხადება მედავითნის მიერ უსაფუძვლო აღმოჩნდა, ამიტომ იგი გამართლებული დარჩა. მაგრამ დეკანოზი გაგუნაშვილი, როგორც მოძღვარი, თავის სიმაღლეზე არ მდგარა, მიუხედავად სემინარიის განათლებისა და გარეგნული წარმოსადეგი საღი შეხედულებისა. გაირკვა, რომ ხშირად, როცა სწირავს წიგნის მკითხველს არ იწვევს, რომ სასყიდელი არ მისცეს. დეკანოზი ცქიტიშვილი ეკითხეპბა:მამაო, არც სააღდგომო წირვისთვის მოგიწვევია მედავითნეო? პასუხი: აღდგომას სულ არ მიწირავსო, რადგან ცუდი დრო არის და ღამისთევის წირვა-ლოცვის
ჩატარება მეშინიაო. კითხვა: გათენებისას ვსწირავდი მამაო, და ამაზე სამრევლოს წინასწარ ვაუწყებდიო. პასუხი: რას ბრძანებთ, მამაო, პირველად მესმის ჩემს სიცოცხლეში, რომ აღდგომას დილის
წირვა შესაძლებელი ყოფილაო. აქედან სჩანს, რომ დეკანოზი ნიკოლოზი ძლიერ ჩამორჩენილი მოძღვარი ყოფილა. წინადადება მიეცა, რომ დილით
იგი თავის ეკლესიისაკენ ერთ-ერთ ჩვენგანს გაჰყოლოდა დასათვალიერებლად. მეორე დღეს ადრე გამოცხადდა და დეკანოზი იოანე წაჰყვა. ტაძარი სრული და კარგია, სუფთათაც აქვს. ცოტა რამ შესწორება შევიტანეთ, ნივთები თავთავის ადგილზე დავაწყვეთ. ტაძარი შუა სამრევლოშია აგებული, ეზო ვრცელი და სუფთა აქვს. სამრევლო 700 კომლი ჰყოლია და ძვირად რომ მათ შორის საეკლესიო წესი უმღვდელოდ სრულდებოდეს. განწყობილებაც სამრევლოსთან ცუდი არ ჰქონია და არც ეკონომიურად უჭირს“. 1934 წლის 27 დეკემბერს კურდღელაურის მრევლმა ითხოვა დეკანოზ ნიკოლოზის სამრევლოდან გადაყვანა, თუმცა უწმინდესმა კალისტრატემ მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა. 1935 წლის
მაისში უკვე თავად დეკანოზმა ნიკოლოზმა ითხოვა თელავის ღვთაების საკათედრო ტაძარში მეორე მღვდლის ადგილი, თუმცა იგი იმჟამად დაკავებული იყო. 1937 წლის 30 აგვისტოს ახალსოფლის სამრევლოში გადასვლა ითხოვა, რაც ასევე ვერ განხორციელდა. 1937-1938 წლის რეპრესიებს ვერ გადაურჩა მხცოვანი მოძღვარი. მეორე მსოფლიო
ომის დაწყებამდე იგი დაუპატიმრებიათ როგორც უცხოელებთან საიდუმლო კავშირში მხილებული და წამების არაერთი მეთოდი გამოუყენებიათ მის წინააღმდეგ. მას დიდხანს ამყოფებდნენ წყალში წელს ქვემოთ, რასაც სერიოზული ზიანი მიუყენებია მისი ჯანმრთელობისთვის და ვინაიდან ასაკოვანი იყო, დიდი სურვილის მიუხედავად, ვეღარ შეძლო სასულიერო მოღვაწეობის გაგრძელება, რადგან სიარული ძალიან უჭირდა. ეს მოხდა 1940 წელს. იგი იძულებული გახდა ანაფორა გაეხადა და მღვდელმსახურება შეეწყვიტა. ნატ ანჯი მოძღვარი 1945 წელს გარდაიცვალა. დასაფლავებულია თელავის საერო სასაფლაოზე. ჰყავდა მეუღლე -- მარიამ კირილეს ასული და შვილები: დავითი, აკაკი, ნინო და სოფიო.
35 საპატრიარქოს უწყებანი N35 29ნოემბერი-5დეკემბერი 2018წ გვ.17
მღვდელ-მონაზონი იპოლიტე (ნათენაძე) 1861-1928
მე მქონდა მხოლოდ მიზანი როგორმე ჩემი სამშობლოსათვის თავი დამედო
მღვდელ-მონაზონი იპოლიტე, ერისკაცობაში – ილარიონ ნიკოლოზის ძე ნათენაძე 1861 წელს ახალციხის მაზრაში სახაზინო გლეხის ოჯახში დაიბადა. ქორწინებაში არ ყოფილა. თავისი ცხოვრების პირველი 37 წელი მან მშობლიურ სოფელში გაატარა და მეურნეობით იყო დაკავებული. 1898 წლის 19 მარტიდან ქვათახევის ლვთისმშობლის მიძინების სახ. მონასტრის უშტატო წევრია. 1900 წლის მარტში სასულიერო უწყებაში მიიღეს. იმავე წლის 12 ივნისს შტატის მორჩილად დაადგინეს. 1901 წლის 4 მაისს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. მონასტერში გადაიყვანეს და ამავე წლის 17 ნოემბერს არქიმანდრიტმა კესარიოსმა (ჩეკურიშვილი) იპოლიტეს სახელით ბერად აღკვეცა. იმავე წლის 4 დეკემბერს დიაკვნად აკურთხეს. 1907 წლის 9 მარტს ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახ. მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა და იმავე წლის 18 მარტს ეგზარქოსების წმ. ჯვრის სახ. კარის ეკლესიაში საქართველოს ეგზარქოსმა ნიკონმა (სოფისკი) მლვდლად დაასხა ხელი. 1913 წლის 14 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1917 წლიდან მლვდელ-მონაზონი იპოლიტე მარტოდმარტო ცხოვრობდა ვარძიის მონასტერში და შეძლებისდაგვარად პატრონობდა იქაურობას. 1917 წელს ვარძია მოინახულა 20 წლის ახალგაზრდა მწერალმა ნიკო კეცხოველმა (შემდგომში ქართველი ბოტანიკოსი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და აკადემიკოსი), რომელმაც საკმაოდ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა პრესის ფურცლებზე. სტატიის სათაურია „ვარძია განცდის ნატეხი“. წერილში საინტერესოდაა აღწერილი ვარძიის მონასტერი... და მოხსენიებულია მამა იპოლიტეც. აი, რას წერდა იგი მის შესახებ: „... გამოქვაბულებში დავყავარ მოხუც ბერს, რა მშვენიერი დარბაზებია, არც კირი, არც აგური; ჩაქუჩი და
კლდე, აი მთელი მასალა... რა მოთმინება, რა მედგარი და უდრეკი ენერგია ჰქონდათ მათ, ვინც ამ კლდეებს ჰკვეთდდა, იმედი, იმედი, დიდი ამშეენებდა ამ მომუშავეთ... მიამბობს წყნარი ტკბილი ხმით იპოლიტე ბერი ყოველივე წვრილმანს ლეგენდებითა და ზღაპრებით დამშჰვენებულს. რა ტკბილია და რა კარგი ეს ლეგენდები, ამ მონასტრებში გაგონილ-ნასმენი, რა სიამაყეს და სიამოვნებას განიცდის ყოველი ადამიანი მის გაგონებაზე და მოსმენაზე... ბინდი სცემს ხშირ არემარეს, ცაზე ვარსკვლავნი ენთებიან და ციალობენ, ირგვლივ საშინელი გამოურკვეველი დუმილი მეფობს, მხოლოდ მტკვრის ჩხრიალი და ხუილი არღვევს ამ დუმილს... მარტო ვარ, ბერი იპოლიტე სენაკში წავიდა საღამოს ლოცვისათვის. ღმერთოო შენითა მადლითა, აღსრულდეს თქმულება ხალხისა და წელს მაინც შეაჰრეს ვარძიის ძველის ძველ კედლებს თამარის ცრემლი, რომელიც აოხრებუ ლ თვის სამშობლოს ზედ აფრქვევს“. 1920 წელს ვინმე არჩილ მაჭავარიანმა ბარონ) რა ვარძიის მონასტერში და იქ ნანახი და განცდილი გაზეთ „საქართველოს“ ფურცლებზე გამოაქვეყნა: „ბერი იპოლიტე, რომელიც ამჟამად იმყოფება ვარძიის მონასტერში და თავის თავი შეეწირა განდეგილობისათვის ამ ღირს შესანიშნავ და მიყრუებულ ადგილსა ყოვლადპატიოსანი და გულკეთილი ადამიანია. იგი მაგონებდა სხვა განდეგილებს, რომელთაც ყველაფერი მიეტოვებინათ, რათა ღვთისმსახურებაში გაე ჭარებინათ თავიანთი სიცოცხლე. ეხლაც, ამ მეოცე საუკუნეში, როდესაც მთელი კაცობრიობის აზროვნების ფართო ასპარეზი ერთგვარ უარყოფას ისახავს ორთოდოქსიულ მიმართულების წინააღმდეგ და ეძებს სულ სხვა გზებს საღვთისმეტყველო საკითხების გადაწყვეტაში, მოიპოება სადღაც ადამიანები,
35-1 საპატრიარქოს უწყებანი N35 29ნოემბერი-5დეკემბერი 2018წ გვ.18
მღვდელ-მონაზონი იპოლიტე (ნათენაძე) 1861-1928 (გაგრძელება)
რომელნიც წმინდად იცავენ ძველ სასულიერო ტრადიციებს და სულგრძელობით იტანენ წილად ხდომილ ბერულ ცხოვრებას. მისი საქმე იყო ლოცვა და სხვა არაფერი. მის სიმდიდრეს შეადგენდა რამდენიმე სასულიერო წიგნი და კრიალოსანი, რომელსაც ის აგორებდა ლოცვის შემდეგ, დასვენების დროს. მისვლისთანავე მოხუცი იპოლიტე დიდის თანაგრძნობით მოგვეპყრო და სიამოვნებით გაგვიძღვა წინ მონასტრის დასათვალიერებლად. უნებლიედ გებადება კითხვა: რა ხელმა და რა გონებამ გააკეთა ყველაფერი ეს?.. ყველგან დაცულია სილამაზე, მოხდენილობა, სისწორე. აი, რით შეგვიძლიან მართლა ვიამაყოთ ჩვენ. აი, რა შესძლებიათ და როგორები ყოფილან ქართველები ძველად. მაგრამ, საუბედუროდ, ჟამთა სიმუხთლე დასტყობია მას. ოსმალების შემოსევის დროს დიდი ზიანი მისცემია ამ მონასტერს. კედლებზე მხატვრობა დასერილია თოფის ტყვიებით, ზოგ ადგილას ოთახების ერთი მეორის გამყოფი შუა კედლები ჩამონგრეულია უხეშ მტრისაგან უმიზნოდ. ამას გარდა, ზოგ ალაგას კლდე ჩამოწოლილია და ოთახები დანგრეულა, რადგან წვიმისგან და ნიაღვრისგან ჩამოთლილი კლდე ვეღარ შემაგრებულა თავის ადგილს. ეს უკვე ჩვენი ბრალია, რომ მას ყურადღებას არ ვაქცევთ და საჭირო შეკეთებისათვის, რომელსაც დღეს ეს ძველი მონასტერი მოითხოვს არ ვფიქრობთ. მონასტრის სიმდიდრე, რომელიც მასში იყო წინად, ზოგი მოპარულია და გაძარცვული და ზოგიც ძალად წაღებული. ბერის სიტყვით, რაც კი ღირსშესანიშნავი იყო ამ მონასტერში ხატებიდან დაწყებული, რუსების ბატონობის დროს იქნა რუსეთში გაზიდული ურწმუნო ეგზარქოსების დროს –- როგორც აშკარად, ისე ფარულად. რაც რუსებს გადაურჩა, ის ოსმალებს წაუღიათ შემოსევის დროს, ხოლო ადგილობრივ თათრებს დაუმთავრებიათ მონასტრის გაქურდვა, ვინაიდან ამ დროს ბერები (წინად რამდენიმე ბერი იმყოფებოდა აქ) გაქცეულან და მონასტერი უპატრონოდ დარჩენილა. ამის მიუხედავად, მოხუცი ბერი ერთგვარ სიხარულს გამოსთქვამდა იმის შესახებ, რომ რუსები განდევნილნი არიან საქართველოდან და საქართველო ეხლა თვით არის თავის ბატონ-პატრონი. ბერმა შემოგვატარა მთელი მონასტერი და დაგვათვალიერებინა. ამასთან ყველაფერს გვიხსნიდა და საგულისხმიერო ცნობებს გვაწვდიდა. დავლის შემდეგ დავსხედით ეკლესიის წინ დერეფანში სვეტებთან, საიდანაც მოსჩანდა დაბლა გადაჭიმული მტკვრის ხეობა. – გუშინ, გვითხრა ბერმა, –– მთავრობის თავჯდომარე ბრძანდებოდა აქ მინისტრებით. მან დაათვალიერა აქაურობა. სხვათა შორის წაიღო ჩემ მიერ შედგენილი შეკეთების გეგმა და დამპირდა მონასტრის შეკეთებას. „ბერი იპოლიტე კმაყოფილი იყო ამით, მაგრამ სურდა ფართე საზოგადოებასაც მიეპყრო ყურადღება და მონასტრის შეკეთებას დაჰხმარებოდა...“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ბატონ ნოე ჟორდანიას დაპირება დაპირებად დარჩა. 1921 წლის თებერვალში რუსეთის იმპერიამ საქართველო ხელმეორედ დაიპყრო და ვარძიის მონასტრისთვის აღარავის ეცალა. მამა იპოლიტე ისევ თავისი ძალებით (ცდილობდა სავანე დანგრევისა და გაუდაბურებისაგან ეხსნა, მაგრამ რა უნდა ექნა მარტო კაცს იმ უმძიმეს პერიოდში, რომელიც ახალმა კომუნისტურმა რეჟიმმა მოუტანა საქართველოს. 1921-1922 წლებში, როდესაც ეკლესიებისა და სამღვდელოების შევიწროება დაიწყო, ჯავახეთის მხარეში რამდენიმე სამრევლო მოძღვრის გარეშე დარჩა. შეწუხებული მრევლი მღვდელმოქმედების შესასრულებლად ვარძიის წინამძღვარს აკითხავდა და ისიც დაუზარელად მიჰყვებოდა მათ. 1922 წლის გაზაფხულზე გოგაშენის სამრევლოში მიავლინეს ახალი მოძღვარი, რომელიც მრევლმა არ მიიღო და კვლავ მამა იპოლიტეს ეძახდნენ, ეს კი საეკლესიო კანონმდებლობის დარღვევად ითვლებოდა. ახალციხე-ახალქალაქის ოლქის მთავარხუცესმა საკათალიკოსო საბჭოს მიმართა ვითარების დასალაგებლად, რომელმაც, თავის მხრივ, მლვდელ-მონაზონ იპოლიტეს აუკრძალა სოფლებში სიარული. ამასთან დაკავშირებით, მამა იპოლიტე 1922 წლის ივნისში საკათალიკოსო საბჭოს წერდა: „მივიღე რა ახალციხე-ახალქალაქის მთავარხუცესის მიწერილობა ა/წ. მაისის 23 რიცხვით #127-ით შესახებ ჩემი შეურაცხყოფისა, ვითომ მე არ ვასრულებ ჩვენი სასულიერო მთავრობის განკარგულებებს და მათ კანონებს. ვკადნიერდები მოგახსენოთ საბჭოს და თუ საჭიროდ დაინახოთ მათ უწმინდესობას პატრიარქ ამბროსის |მოახსენეთ შემდეგი: ახალციხე-ახალქალაქის მაზრების აოხრების შემდეგ მაჰმადიანების მიერ (იგულისხმება 1918 წლის თურქთა შემოსევები მესხეთ-ჯავახეთში – გ.მ) მე ვცხოვრობდი თბილისში და შემდეგ როდესაც დაბრუნდნენ ქართველები თავიანთ აოხრებულს სახლ-კარში მე ყოვლად უწმინდესის განსვენებულის ლეონიდეს და სრულიად საქართველის საკათალიკოსო საბჭოს ბრძანებით ივლისის 15 რიცხვიში 1919წ. #3581, ვიყავი განსწესებული მთელი ახალქალაქის მაზრის მღვდლად, რათა მორწმუნე ქრისტეანთათვის არ მომეკლო მათთა აოხრებული ეკლესიების განახლება და შემთხვევისათვის მღვდელმოქმედება იმ დროს, როდესაც მათ
35-2 საპატრიარქოს უწყებანი N35 29ნოემბერი-5დეკემბერი 2018წ გვ.19
მღვდელ-მონაზონი იპოლიტე (ნათენაძე) 1861-1928 (გაგრძელება)
არაფრის მღვდელმოქმედებაში სასყიდლის მოცემა არ შეეძლოთ, რადგან მათაც არაფერი ჰქონდათ, როგორც აწიოკებულებს. მე მქონდა მხოლოდ მიზანი, როგორმე ჩემი სამშობლოსათვის თავი დამედო და გამემშვენებიოს ამ მხარეში რავდენადაც შესაძლო იქნებოდა ეკლესია-მონასტრები; და ღმერთმაც შემაძლებია და შევსძელი განვაახლე რამოდენიმე ეკლესია, მაგ. სოფ. ჩუნჩხისა, აფნიისა და სხვებიც და აგ- რეთვე განვაახლე მონასტერი: ვარძიის ეკლესია და სადგომი (1 მაღაროები, სადაცა ვცხოვრობ: განუშორებელად 1920 წლიდგან, ან როგორ შემიძლია, რომ ერთ დღეს სადმე წავიდე, როდესაც მომსვლელი ვარძიას არ აკლია. წარმოიდგინეთ კომუნისტებიც კი, რომლებსაც ყველა მნახველებს დიდად აკვირვებს ამისთანა დიდებული მონასტერი თავის გამოკვეთილ მრავალ სენაკპალატებით, რომელსაც სჭირდება ყოველ გამოკვეთილ მაღაროზედ თავისი აღსნა-განმარტება. აბა, ამისთანა დიდებულ ნაშთს როგორ შემიძლია, რომ სადმე მოვშორდე და ვიცხოვრო სხვა სოფელში ვითომდა მღვდლად; ბატონებო, როგორც დარაჯი და ყველასათვის დამრიგებელმა ვარძიის ბერმა, აბა როგორ უთხრა უარი იმ მორწმუნე ერს მღვდელმოქმედებაში, რომელიც მათ უმღვდლოობის გამო შეემთხვევოდათ, როდესაც მე მისთვის ვიყავი გამომწესებული ჩემს სამშობლო ქვეყანაში, მაგრამ აწ კი ღმერთმა დამიფაროს ამ ჩემს მონასტერს გავცილდე, რადგან ჩემი კეთილი სამსახურისთვის მადლობის ნაცვლად ვარ დიდი შეურაცხყოფილი საბჭოს და მთავარხუცესის მიერ ამ სიტყვებით: „თუ გოგაშნის მრევლისათვის თავი არ მიგინებებია, სასტიკად დაისჯებითო“. მე აგერ აღდგომის შემდეგ თავი დანებებული მაქვს და ფეხიც არ დამიდგავს და არც დავადგამ; დე, დასტოვეთ მორწმუნე ერი უმღვდელოდ. რაც შეეხება მე რომ კაველიძეს გოგაშნის მრევლი ჩავაბარო, ეს კი ძლიერ მიკვირს, მრევლი სასტიკ უარზეა და რა ჩემი საქმეა. ამასთანავე ვარდგენ ყველა იმ მოწერილობებს, რომლებიც დაგარწმუნებთ ყველა ჩემს სიმართლეს“. 1923 წლის 4 აგვისტოს ახალციხე-ახალქალაქის ოლქის მთავარხუცესი, დეკ. იოანე ცქიტიშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს ვარძიის ლვთისმშობლის მიძინების მონასტრისათვის და საკათოლიკოსო საბჭოს სთხოვდა გამოენახა გზები და საშუალება, რათა იქ მცხოვრებ ბერებს არ შეეწყვიტათ ლოცვა-ვედრება ერისა და საქართველოს გადარჩენისათვის. მამა იპოლიტეს შესახებ იგი წერდა: „მღვდელ-მონაზონი იპოლიტე მაღალი ზნეობისაა და მტკიცედ ასრულებს ბერულ აღთქმას. იგი 16 წელიწადია მოღვაწეობს აღნიშნულ მონასტერში. მას იქ გაუკეთებია სავანეში ასასვლელი კიბეები, გაუმშვენებია წყარო, შეუკეთებია წინამძღვრის ბინა. ასუფთავებს და უვლის მრავალ მაღაროებს. ასრულებს ღვთისმსახურებას, მუდმივ სასყიდელს კი არსაიდან იღებს. მას ახალციხე-ახალქალაქის ოლქშიაც მიუძღვის სამსახური, რაც გამოიხატება ოლქის ეკლესიებისათვის სამედავითნეო კანდიდატების მომზადებაში. თუ სადმე მესხეთ-ჯავახეთის ეკლესიებში მედავითნე კარგად გალობს, ამის მიზეზი აუცილებლად მამა იპოლიტეა, რადგან თვითონ მშვენიერი მგალობელია. გამოვდივარ რა ასეთი დებულებიდან, უმორჩილესად ვშუამდგომლობ თქვენი მეუფების წინაშე, რათა მამა იპოლიტე აღიყვანოთ არქიმანდრიტის ხარისხში, რადგან მან ეს უკვე დაიმსახურა“, 1923 წლის 2 სექტემბერს ამ წერილს ადევს ურბნელი ეპ. ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) რეზოლუცია, სადაც ვკითხულობთ: „მღვდელ-მონაზონი იპოლიტე, თავისი მოღვაწეობისათვის, განსაკუთრებით ვარძიის მონასტერში, აყვანილ იქმნეს იღუმენის და არქიმანდრიტის ხარისხზე“. თუმცა ეს ბრძანება არ შესრულებულა, მამა იპოლიტე შემდგომში კვლავ მღვდელ-მონაზვნის ხარისხში იხსენიება. 1928 წლის 17 დეკემბერს ვინმე ნიკო ასათიანი ურბნელ ეპისკოპოს სვიმეონს (ჭელიძე) სწერდა:
35-3 საპატრიარქოს უწყებანი N35 29ნოემბერი-5დეკემბერი 2018წ გვ.20
მღვდელ-მონაზონი იპოლიტე (ნათენაძე) 1861-1928 (დასასრული)
„თქვენო მეუფებავ არ ვიცი, მოგხსენდათ თუ არა, ვარძიაში უბედურების შემთხვევა ბერ იპოლიტეს შესახებ. ძაან ვნანობ, რომ შემაგვიანდა ამ ცნობის მოწოდება. სამი-ოთხი დღის შეგვიანებით გავიგე, რომ ვარძიაში იპოლიტე ბერი და მისი დიაკონი გადაჩეხილან ღამე კლდეში, და დახოცილან. ვინაიდგან გარკვევით არა ვიცოდი რა, დავახანე, ვიდრე წასასვლელად გამზადებული გამომძიებელი და ექიმი დაბრუნდებოდნენ ვარძიიდან. აგერ გაწვდით წასულთაგან ნაამბობს: დაახლოებით ათი დღის წინ, ბერ იპოლიტეს სამზარეულოში ჩაუგზავნია საქმისათვის, სადაც თურმე მჭადს აცხობდენ, ბნელი ღამე იდგა. თავისი შვილობილი, სოფ. აფენიდან 12 წლის ბიჭი; ბიჭი გადავარდნილა, დაჩეხილა, ყვირის, შველას ითხოვს, კვნესის. ბიჭს რომ დაუგვიანია, იპოლიტე გამოსულა გარეთ, შემოსმენია კვნესა, გადაყუდებულა, ხელები ქვაზე მოუჭიდნია, რომ გადაზნექილა, ხელ ქვეშ ქვა გაგორებია-გასხლეტილა, თითონაც გადაყოლია და თხემით დაცემულა კლდეზე. სივრცე სიმაღლის ორი საჟენი ყოფილა, თავი შუაზე გაუჩეხია, ორივე მხრივ თავზე ტყავი თუ კანი გადამძვრალა, მაშინვე განუტევებია სული. ბოვშვი ცოცხალია -- აქიმობენ. ორს მღვდელს დაუსაფლავებია ვარძიაში. ბერ იპოლიტეს დარჩა მოძრავი ქონება: ცხვარი 150 სული, ძროხები, ცხენი, ყველი, ერბო, ფქვილი, ფუტკარი და ყოველი საწუთხო. ცხვრებს სწირავდნენ მონასტერს თუშები, სათალალოდ ცხვრების ფარას მომყოლი პატრონები და სარქალნი. ასე რომ ყველა რაც დარჩა მონასტრის საკუთრებას შეადგენს. ყველა ზემოთ მოხსენებული აღნუსხვა რეგისტრაციაში ჰქონია გატარებული გამომძიებელს. სასწრაფოდ საჭიროა მიპატრონება, მხნე და გამჭრიახე პიროვნების მივლინებით. ეთნოგრაფიულ-არქეოლოგიური საზოგადოების რწმუნებული კოტე გვარამაძე თავის მხრივ ზრუნავს. თქვენი უმორჩილესი სულიერი შვილი ნიკო ასათიანი“. მღვდელ-მონაზონი იპოლიტე 13 დეკემბერს დაასაფლავეს ზემო თმოგვის წმ. გიორგის სახ. ტაძრის მღვდელმა ევსტათი კაველიძემ და საროს მთავარანგელოზთა სახ. ტაძრის მღვდელმა ისიდორე ასპანიძემ ვარძიის მონასტრის სასაფლაოზე. მისი დარჩენილი ქონება ზემო თმოგვის მცხოვრებლებს: პოლია მაისურაძეს და მიხეილ მაღრაძეს ჩააბარეს.
36 საპატრიარქოს უწყებანი N36 6-12 დეკემბერი 2018წ გვ.17
მღვდელი იასონ ლაბაძე 1864 -–- XXს-ის 10-იანი წლები
ცხადად ვნიშნავთ ხალხის გულგრილობას დაუდევრობას და გულცივობას ღვთის სიტყვისა და ცხოვნების საქმისადმი
მღვდელი იასონ თეიმურაზის ძე ლაბაძე 1864 წელს მოქალაქის ოჯახში დაიბადა. ბაბუა მღვდელი ჰყავდა. 1888 წელს მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. სასწავლებელში მისი ჯგუფელი და მეგობარი გახლდათ საქართველოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (ცინცაძე), რომელმაც პატარა მოგონებაც დაგვიტოვა მამა იასონის შესახებ: -მეორე ქართველი მასწავლებელი იოსებ მექანარიშვილი (სამოქალაქო ისტორიას გვასწავლიდა და ფუნდამენტალურ წიგნთსაცავს განაგებდა) აღსანიშნავია სხვა მხრით: მან საფუძველი ჩაუყარა სემინარიაში სალიტერატურო საღამოების მოწყობას და პრიმიტიულ თეატრის გამართვას. ასეთ საღამოებს და წარმოდგენებს საშობაო არდადეგებში და ყველიერში ვმართავდით, მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით. მახსოვს:
მესამე კლასში რომ ვიყავით, წარმოვადგინეთ ილიას „დედა და შვილი“; დედას თამაშობდა იასონ ლაბაძე, შვილს მე. სადღაც ვიშოვეთ ფიცრები, გავმართეთ სცენა, დასაძინებელ ოთახიდან ჩამოვიტანეთ კრაოტი, ჩემთვის ვიშოვეთ ქულაჯა და ხმალი. დედა ნამდვილი „არტისტკა“ გამოდგა,
შვილი კი „ვერაფერი შვილი“; ..მეექვსე კლასში ახალი გადასულები ვიყავით, რექტორმა არქიმანდრიტმა პაისიმ (ვინოგრადოვი, შემდეგ -–– ტაშკენტის ეპისკოპოსი) გამოგვიცხადა: წელს ერთ-ერთი თქვენგანი უნდა გავგზავნოთ აკადემიაში, რადგან დეკ. პ. ჩუდეცკის მოკვლის შემდეგ არავინ გაგვიგ
36-1 საპატრიარქოს უწყებანი N36 6-12 დეკემბერი 2018წ გვ.18
მღვდელი იასონ ლაბაძე 1864 -–- XXს-ის 10-იანი წლები (გაგრძელება)
ზავნიაო; წინადადებას გაძლევთ, თქვენ თითონ დაასახელოთ, ვინ გაიგზავნოსო. რექტორის წინადადებას ყველა ცივად შეხვდა. არავის უნდოდა უმაღლეს სასწავლებელში წასვლა. ესევე გაგვიმეორა რექტორმა იანვარ-თებერვალში. ეხლა უკვე ვაჭრობა შეიქმნა: მოწაფეთა უმრავლესობა მე მასახელებდა, მე კიდევ ლაბაძეს (ყველაზე ბეჯითი იყო)..“ საბოლოოდ უწმინდესი კალისტრატე გაიგზავნა კიევში, მაგრამ როგორც ვხედავთ, იგი იასონ ლაბაძეს უფრო ბეჯით სტუდენტად მიიჩნევდა. 1888 წლის 30 ოქტომბერს ვლადიკავკაზის ეპ. იოსებმა (ჩეპიგოვი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და ვლადიკავკაზის ეპარქიაში, მეხუთე სამთავარხუცესო ოლქში, დასახლება ურუხის ღვთისმშობლის საფარველის სახ. ტაძარში განამწესეს. ამასთან დაკავშირებით იგი ქართულ
პრესაში წერდა: „დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ამბავს იკითხავთ. მე მივიღე მღვდლობის ადგილი თერგის ოლქის ერთ სტანიცაში, რომელიც ვლადიკავკასიდგან ორას ვერსზე არის მოშორებული. მრევლი შესდგება სამასი კომლისაგან. ოთხასი მანეთი ჯამაგირი მაქვს დანიშნული. ჯამაგირს გარდა, შემოსავალიც კარგი უნდა იქმნეს. ჩემს სამშობლოში მინდოდა მღვდლობის ადგილი, მაგრამ... ვერ ვიშოვე". თავის მხრივ, ჟურნალი „მწყემსი“ წერდა: „სემინარიაში კურსის შესრულებისთანავე რომ ადგილი ვერ იშოვოს კაცმა, იმიტომ თავის სამშობლო არ უნდა მიატოვოს და ცხრა მთას იქით არ უნდა გადაიკარგოს. მართალია, ჩვენს ქვეყანას გარდა სხვაგან ადგილიც კარგი შეიძლება იშოვოს კაცმა და ცხოვრებითაც ძლიერ კმაყოფილი დარჩეს, მაგრამ ყველანი, რომელთაც ჩვენი ეკლესია
ზრდის და კაცათ გამოჰყავს, ზნეობითად ვალდებულნი არიან თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდნენ და თავისი სამსახურით გადაუხადონ მას ხარჯი და
ამაგი, კიდეც რომ მცირე ჯამაგირი ექმნესთ მათ“. წლების მანძილზე წარმატებით ასწავლიდა საღვთო სჯულს ადგილობრივ სასწავლებელში და ახლო-მახლო სკოლებში, რისთვისაც კავკასიის სასწავლო კომიტეტმა მადლობა გამოუცხადა. 1893 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1895 წლის 29 მაისს საქართველოს საეგზარქოსოში გადმოვიდა და დიდი თონეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაინიშნა. 1896 წლის 17 სექტემბერს სამთავროს წმ. ნინოს სახ. დედათა მონასტრის მწირველ მოძღვრად დაადგინეს. სამთავროს მონასტერში მსახურების პერიოდში მღვდელი
იასონი აქტიურ პედაგოგიურ და სამღვდელო მოღვაწეობას ეწეოდა. ხშირი ქადაგებებითა და დარიგებით მოძღვრავდა როგორც მონასტრის ქალთა სასწავლებლის მოწაფეებს, ისე მცხეთის მოსახლეობას. 1898 წელს გაზ. „ივერია“ მის შესახებ წერდა: „მცხეთა. კვირას, 10 მაისს, გამართულ იქმნა ჩვეულებრივი სახალხო კითხვა და აქაურ დედათა მონასტრის მღვდელმა ლაბაძემ ისაუბრა ხალხთან იმის შესახებ, თუ რა მავნე შედეგი აქვს ყველასათვის ცრუ-მორწმუნეობას,. ამას გარდა, ხალხს აჩვენებდნენ ცოცხალ სურათებს და უხსნიდნენ ყოველ სურათის მნიშვნელობას. დარბაზში მასწავლებელ ქალის კ. ი. ოქროპირიძის ლოტბარობით ჰგალობდა დედათა მონასტრის სასწავლებლის მოსწავლეთა გუნდი. კითხვას აუარებელი ხალხი დაესწრო და ყველანი ნასიამოვნები დაბრუნდნენ სახლში". მისი მსახურება შეუმჩნეველი არ დარჩენილა მაღალი იერარქიისთვის და დამსახურებული და ნაყოფიერი
მოღვაწეობისთვის იმავე 1898 წლის მაისში სკუფიით დაჯილდოვდა, ხოლო წლის ბოლოს თბილისის სასულიერო სემინარიის კარის წმ. ანდრია მოციქულის სახ. ტაძარში გადაიყვანეს და სემინარიის სულიერ
მოძღვრად დაადგინეს. სწორედ მისი დანიშვნას დაემთხვა სემინარიის ტაძრის დღეობის (30 ნოემბერი) დიდი ზარზეიმით აღნიშვნა. სემინარიის არსებობის 83 წლის მანძილზე არავის ახსოვდა ასეთი ბრწყინვალე დღესასწაულობა. ამ დღეს სემინარიის ტაძარში
მწირველი იყო საქართველოს ეგზარქოსი ფლაბიანე (გოროდეცვკი), ეპისკოპოსების, ლეონიდესა და კირიონის, თანამწირველობით. გალობდა ორი გუნდი, რუსული და ქართული. ეგზარქოსმა მწუხრისა და ცისკრის ლოცვებშიც მიიღო მონაწილეობა. წირვა 10 საათზე დაიწყო. „განიცადეს“ დროს სიტყვა წარმოთქვა სემინარიის მოძღვარმა, მღვდელმა იასონმა: „დღევანდელ დღესასწაულობას, ხსენებას ღირს სადიდებელი ჩვენის მფარველის და მლოცველის წმ. მოციქულის ანდრია პირველწოდებულისა, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში პირველად იქადაგა და გაავრცელა ახალი ღვთაებრივი სწავლა, შეშვენის, რომ რამდენიმე სიტყვა ითქვას აწინდელს მისიონერობაზე, ღვთის სიტყვის აწინდელს ქადაგებაზე და იმაზე, თუ როგორ უცქერის საერო წოდება ამ ქადაგებას. უნდა მადლობა შევსწიროთ უფალსა ღმერთსა, რომელიც ბრძნულად განაგებს ხალხის ცხოვნების საქმეს, რომ სიტყვა ღვთისა დღემდე გამუდმებით ვრცელდება მთელს ქვეყანაზე და სახარების სწავლა სულიერ მწყემსთა ძლიერი და მიმადლებული სიტყვით ვრცელდება ყველგან, სადაც კი სცხოვრებს ხალხი. თუ ერთის მხრით ჩვენ ვხედავთ ხალხის სარწმუნოებრივ-ზნეობრივს და
ეკლესიურს ცხოვრებაში არასასურველ და ფრიად სამწუხარო მოვლენათა “– მწვალებლობას და სხვადასხვა სექტანტების გამრავლებას, რომელიც
მაინც და მაინც დიდად გასაკვირი არ არის, ვინაიდგან უფალი ჩვენი იესო ქრისტეს ქვეყნად ცხოვრების და ქადაგების და მისი წმ. მოციქულების
დროსაც ცხოვრობდნენ ცრუ წინასწარმეტყველნი, ცრუ მასწავლებელნი, რომელთაც ითმენდნენ,
36-2 საპატრიარქოს უწყებანი N36 6-12 დეკემბერი 2018წ გვ.19
მღვდელი იასონ ლაბაძე 1864 -–- XXს-ის 10-იანი წლები (გაგრძელება)
რა გასაკვირველია, რომ ჩვენს დროშიაც იყვეს ასეთი სამწუხარო მოვლენა, მაგრამ, ამავე დროს, ვხედავთ მრავალ პირთ,
რომელნიც გულსმოდგინეთ ავრცელებენ ქრისტეს სწავლამოძღვრებას და ღირსეულნი მოადგილენი არიან მოციქულთა, ვხედავთ მთელ მწყობრთა 4
სულიერ მეომართა, რომელნიც იფარავენ სარწმუნოებასა და ღვთის კეთილ მსახურებასა. ძლიერდება მისიონერობა, არსდებიან საზოგადოებანი და ძმობანი, შენდებიან სამისიონერო ეკლესიები, ხსნიან უფასო საეკლესიო სკოლებს, სამკითხველოებს, წიგნთ-საცავებს და სხვ.და ყოველივე ამას ჩადიან, რომ ხალხში გაავრცელონ სარწმუნოებრივ-ზნეობრივი სწავლა, რომ ასწავლონ და მოაქციონ შემცდარნი და განამტკიცონ ქრისტეს ეკლესიის ჭეშმარიტებანი და მორწმუნე შვილნი. ამასთანავე, უნდა
შევნიშნოთ ის თავდადებული სიყვარული და გულსმოდგინება ამ დიადი საქმისადმი, რომელსაც ვამჩნევთ ჩვენს მისიონერთა მოღვაწეობაში. მეორეს მხრით, თუ ჩვენ ვერ ვხედავთ ქადაგების სასურველ ნაყოფს, პირიქით ვამჩნევთ, რომ ზოგნი შორდებიან მართლმადიდებელ ეკლესიას, არც ეს უნდა გვიკვირდეს... ძვირფასმა მადნეულმა, რომელიც ახლად ამოღებულია მიწიდან, უნდა ძლიერი ცეცხლი გაიაროს, რომ გამოაჩინოს თვისი ნამდვილი სიდიადე და ბრწყინვალება. ასე ღვთაებრივი
სწავლის საქმეც. მან უნდა განვლოს მრავალი განსაცდელი, ბრძოლა და დევნა, ვიდრემდის ჭეშმარიტება არ სძლევს, ხოლო ჭეშმარიტება ეწევა
თვით მადლი ღვთისა, რომელიც მოქმედებს ეკლესიის გულმოდგინე მწყემსთ მეოხებით. ქადაგებითი სიტყვის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ სად და ან როგორ ნიადაგზე ითესება ღვთაებრივი სწავლის კეთილი თესლი. დავარდა თუ არა იგი რბილსა და მომზადებულს ნიადაგზე, ანუ ქვიანსა და ეკლიანს ნიადაგზე. ე. ი როგორც უცქერის
ხალხი ქადაგებით სიტყვას, როგორ ისმენენ ქადაგებას?.. უსწავლელი ხალხი, ანუ ცოტად ნასწავლი, რომელსაც აქვს მტკიცე სარწმუნოება და სასოება ღვთის მოწყალებისა, გულსმოდგინედ დაიარება ტაძრებში და ისმენს თავისი სულიერი მწყემსის სწავლა-დარიგებას და რჩევათა, რომელნიც დაფუძნებულნი არიან ღვთის სიტყვაზე. მაგრამ
არიან ისეთებიც, რომელნიც ისმენენ ღვთის სიტყვას და ქადაგებას ისე, როგორც ერთხელ უსმენდენ წმიდა მოციქულს პავლეს ბერძნები -- ათინელნი. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ განათლებულნი ათინელნი იყვნენ კერპთაყვანისმცემელნი, ხოლო ჩვენი ქრისტიანენი არიან მართლმადიდებელნი. ათინელთ ქადაგების ნება მისცეს წმ. მოციქულს, რომ ამით მათ დაეკმაყოფილებიათ თავიანთი ცნობისმოყვარეობა და არა მიტომ, რომ შეეგნოთ ქრისტეს სწავლა. რაღაც ამის მსგავს ვხედავთ
ჩვენს დროშიაც, სახელდობრ, ცხადად ვნიშნავთ
ხალხის გულგრილობას, დაუდევრობას და გულცივობას ღვთის სიტყვისა და ცხოვნების საქმისადმი. ხოლო ცხოვნების საქმე ხომ ყველა კაცისათვის ერთი და იგივეა, რა წოდებისა და მდგომარეობისაც უნდა იყოს იგი? არის ერთი გამოცდილი საშუალება, რომელიც გამომფხიზლებელია დაუდევნელთა და გულცივთა, მაგრამ ეს საშუალება
სანატრელი არ არის. მე აქ სახეში მაქვს უბედურებანი, რომელნიც შეემთხვევიან კაცთა ცხოვრებაში და რომელნიც მოაგონებენ კაცთა ღმეთთსა, ეკლესიასა და ლოცვას. მაგრამ, ვიმეორებ, ეს საშუალება არავისთვის სასურველი არ არის, ხოლო სასურველი კია, რომ კაცს მუდამ ახსოვდეს ღმერთი და ეკლესია მაშინაც კი, როცა ის ბედნიერად
ცხოვრობს. თუ კაცი ადიდებს უფალსა, როცა იგი კეთილ დღეობაშია, ხოლო როცა სისაწყლეშია მოთმინებით იტანს მწუხარებას და სასოებს ღმერთზე, ღმერთი ეწევა ასეთ პირთ, ამინ“. მღვდელმა იასონმა 1904 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. ის სემინარიის სტუდენტებს
შორის დიდი სიყვარულითა და ავტორიტეტით სარგებლობდა. ყოველთვის მამაშვილურად უქადაგებდა მათ, სიმშვიდისა და სიბეჯითისკენ მოუწოდებდა, პრაქტიკულ რჩევებს აძლევდა და სხვ. როგორც
მოგეხსენებათ, იმჟამინდელ სემინარიაში ფართოდ
36-3 საპატრიარქოს უწყებანი N36 6-12 დეკემბერი 2018წ გვ.20
მღვდელი იასონ ლაბაძე 1864 -–- XXს-ის 10-იანი წლები (დასასრული)
იყო გავრცელებული რევოლუციური მოძლვრებები და მრავალი სტუდენტიც მოხიბლული იყო ამით. ახალი იდეებით შთაგონებულ ახალგაზრდებს ხშირად დაისვამდა წინ, ტკბილი საუბრებით (კდილობდა მათ დამშვიდებას და სწორ გზაზე დაყენებას. აი, რას უქადაგებდა იგი კურსდამთავრებულებს და მათ, ვინც ზაფხულის არდადეგებზე თავიან კუთხეს უბრუნდებოდა:
„თქვენ ეხლა წახვალთ და გაიფანტებით ჩვენი მხრის სხვადასხვა კუთხეებში და თქვენი ყოფნა გაუნათლებელ ხალხთა შორის ემსგავსება ძვირფას ელვარე ქვას, რომელიც ძევს მიბნელებულ ადგილს. ელვარე ქვას ბნელ ადგილზედაც კი შენიშნავს კაცი, თუ ეს ქვა განზრახ არ არის დაფარული რითამე. ასეთივე მნიშვნელობა გექნებათ თქვენც გაუნათლებელ ხალხში, -- თქვენ უნდა შეიტანოთ სინათლე და კეთილ-ქრისტიანული წესები გაუნათლებელი ხალხის ცხოვრებაში. სასიამოვნო მოწმობანი, სასიამოვნო ხმები თქვენს შესახებ, უეჭველია, თქვენს მეუფროსეთ, მასწავლებელთ და აღმზრდეთთ დიდად ასიამოვნებენ. წინააღმდეგ, ღმერთმა ნუ ჰქნას, რომ ვინმემ თქვენზე რაიმე ცუდი სთქვას: „აი, სასულიერო სასწავლებლის მოწაფე რა საქმეებს ჩადის“.
ვისურვებ, რომ ეს არ მოხდეს“ (სამწუხაროდ, მამა
იასონის სურვილი სრულად არ გამართლდა, ზოგიერთმა ყოფილა თუ გარიცხულმა სემინარიელმა იქ მიღებული სწავლა-განათლება სათავისოდ გამოიყენა და შემდგომში რევოლუციის ცნობილი ლიდერებიც კი გახდნენ). მიუხედავად ამისა, რევოლუციურმა ტალღამ მაინც შეაღწია სასწავლებლის კედლებში, დაიწყო სემინარიის მოწაფეთა გამოსვლები და
დემონსტრაციები, რასაც ხელისუფლების მხრიდან
მკაცრი რეპრესიები მოჰყვა. მღვდელი იასონი „ცდილობდა დაეცვა თავისი ალსაზრდელები და ხშირად ეწინააღმდეგებოდა მათ მკაცრ დასჯას, რამაც მისი კარიერაც შეიწირა. 1911 წელს ქართული პრესა წერდა: „სინოდის ბრძანებით დათხოვნილ იქმნენ თბილისის სემინარიის ეკონომი მღვდელი ეპიფანე ჯაოშვილიდა სემინარიის ეკლესიის მღვდელი იასონ ლაბაძე. მათს ადგილას რუსები დანიშნეს“. 1911 წლის 1 ნოემბრიდან მლვდელ
იასონს ისევ სამთავროს დედათა მონასტერში ვხედავთ, მაგრამ ამდენმა ნერვიულობამ და მძიმე სამუშაო პირობებმა მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად შეარყია. სამთავროში ერთწლიანი სამსახურის შემდეგ, 1912 წლის 4 დეკემბერს, საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის ბრძანებით იგი შტატიდან დაითხოვეს და წელიწადში 300 მანეთი პენსია დაენიშნა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები იგი უშტატოდ მსახურობდა თბილისის ერთ-ერთ ტაძარში, სადაც დაასრულა თავისი მიწიერი სამსახური. მღვდელი იასონი, სავარაუდოდ, XX ს-ის 10-იანი წლების მიწურულს გარდაიცვალა. დარჩა მეუღლე ლუბოვ მიხეილის ასული (დაბ. 1870წ.) და ერთი შვილი -– ვალერიანე (დაბ. 1889წ.).
38 საპატრიარქოს უწყებანი N38 20-26დეკემბერი 2018წ გვ.18
მღვდელი მაქსიმე ჭუმბაძე 1854-1935
მღვდელი მაქსიმე პავლეს ძე ჭუმბაძე 1854 წელს ქუთაისის გუბერნიაში, შორაპნის მაზრის სოფ. კლდეეთში, გლეხ პავლე ნიკოლოზის ძისა და მელანია ჭუმბაძეების ოჯახში დაიბადა. ბაბუამისი, მღვდელი ნიკოლოზი, 1786 წელს საბატონო ყმის ოჯახში დაიბადა. ეკუთნოდა საერო წოდებას. ქართულეენაზე საღმრთო დდა საეკლესიო წიგნების კითხვა, ტიბიკონი და წერა ტაბაკინის წმ. გიორგის სახ. მონასტერში ისწავლა. 1807 წლის 21 აპრილს დიაკვნად აკურთხეს. 1811 წლის 25 მარტს ნიქოზელმა
ეპისკოპოსმა ათანასემ (მაჭავარიანი) მლვდლად დაასხა ხელი და კლდეეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. 1812 წელს ბრინჯაოს ჯვარი მიიღო. 1846 წელს შეთავსებით მსახურობდა ცხრაწყაროს წმ. გიორგის სახ. ტაძარშიც. 1859 წლის 20 ივლისს პენსიაზე გავიდა. მღვდ. ნიკოლოზი, სავარაუდოდ, XX ს-ის 70-იან წლებში გარდაიცვალა. ქართულ ენაზე საღმრთო წერილის კითხვა-გალობა და საეკლესიო ტიბიკონი პატარა მაქსიმემ ბაბუასთან ისწავლა. 1874 წლის 23 იანვარს ალავერდის წმ. გიორგის სახ. ტაძრის (შორაპნის მაზრა) უშტატო მედავითნედ დაინიშნა. 1883 წლის 23 ივნისს სასულიერო უწყებაში მიიღეს და შტატის მედავითნედ დაამტკიცეს. 1890 წლის 1 ივნისს ცხრაწყაროს წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1890 წლის 17 დეკემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა
(ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა. 1904 წლის 21 სექტემბერს სოფ. კლდეეთში გარდაიცვალა დედამისი, მელანია ჭუმბაძისა, რომელიც 104 წლისა გახლდათ. დაკრძალვის დღეს, 24 სექტემბერს, შეიკრიბნენ ადგილობრივი მთავარხუცესი, დეკ. დავით ღამბაშიძე, ოლქის სამღვდელოება და საზოგადოება. წესის აგებაზე, გარდაცვლილის სიძემ, მღვდელმა ალექსანდრე არდიშვილმა თვალ-ცრემლიანმა წარმოს
38-1 საპატრიარქოს უწყებანი N38 20-26დეკემბერი 2018წ გვ.19
მღვდელი მაქსიმე ჭუმბაძე 1854-1935 (გაგრძელება)
თქვა მოკლე სიტყვა, სადაც დაახასიათა განსვენებულის ცხოვრება: „პატივცემულნო მოძღვარნო და დამსწრენო! მე მსურს გაგაცნოთ თქვენ
წინაშე მდებარე ღრმა მოხუცი განსვენებულის ვინაობა და მოღვაწეობა. ამ დედაქალის წლოვანება არის 104 წელი დაბადებიდან. ამ წლოვანებაში მყოფს არ დაკარგვია მოძრაობა, მხედველობა, სმენა და გულის მეხსიერე- ბა. არ იყო მაღალი გვარ-ტომის, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, ზნეობით და ხასიათით, მლოცველობით,ობლებ ქალვაჟთა ერგულებით და ოჯახის პატიოსნად დაცვით დიდად მაღლა იდგა მაღალ ჩამომავლობათა გვაროსნებზე. ეს დედა ქალი დაქვრივდა 1863 წელში და მას აქეთ სულ შრომაში გაატარა დღენი თვისნი. ამ საწყალ დედაკაცს მეორე მხრით კისერზე მძიმე ტვირთად დაედო მოსავლელად ღრმა მოხუცი მისი ობლების ბაბუა, ამა ეკლესიის ყოფილი მღვდელი ნიკოლოზ ქჭუმბაძე, მაგრამ ყველა გასაჭირს მამაცად, კაცივით ებრძოდა და აი, ამ რიგათ, გაჭირვების დროს, მიმითვისა მე სიძეთ, იმ იმედით, რომ მწუხარება და შრომა მოიშოროს,
მე დავეხმარო და მისი შრომა შევამსუბუქო, მაგრამ საცოდავმა უფრო მეტ შრომაში ჩაიგდო თავი. ასე რომ, ორი ოჯახის მოვლა და შრომა თავს
დაედო, ე.ი. სიძისა და ვაჟის. ორივეს შვილები მან აღზარდა, ის არიგებდა და ის უნერგავდა ღვთის შიშს და სიყვარულს მათ პატარაობისას. ეხლა საყვარელო დედა მელანია, შენი ამდენი შრომა, მოვლა-შემწეობა, რითი გადაგიხადეთ მე და ჩემმა შვილებმა? მით, რომ -- ამ ოთხ ფიცარში მოვხუთეთ შენი წმიდა სულის ნაშთი და ჩემის ხელით, რომელსაც შენ ხშირად მიკოცნიდი და მეტყოდი:„ამ ხელებით დამარხვა მეღირსოსო“ ამ თხოვნას გისრულებ და შავ მიწას უნდა მიგაბარო; ამას მოელოდი ჩემგან? შენი დაზრდილნი შვილიშვილები რითი გიხდიან შრომას? ცხელი ცრემლის
დენით, რომელნიც თავზე გადგიან და დაგტირიან. მაგრამ ყველანი აქ არ არიან და არც იციან ეს, შენი უკანასკნელი დღე. მაგრამ, დარწმუნდი,
დედა, იგინიც იგრძნობდნენ შენს სიკვდილს. ერთი მათგანი ახლო ხანად მწერს: „ჩემი ბებია მომიკითხეთ და გულში მიკოცნეთაო“,. ვასრულებ,
დედა, მისს სურვილს და გიკოცნი იმ საყვარელგულს, რომელმანაც ესეთი
სიყვარული ჩაუნერგა თავის შვილიშვილს მშვიდობით
დედა, მშვიდობით ჩემო გულკეთილო და ღვთის მოყვარულო, მშვიდობით, ღმერთმან დაგამკვიდროს მართალთა
თანა“. მოძღვრის ამ უკანასკნელ სიტყვებზე მთელი დამსწრე საზოგადოება ატირდა. დეკანოზი დავით ღამბაშიძე, რომელიც როგორც ზევით აღვნიშნეთ, თავადაც ესწრებოდა დასაფლავებას, თავის ჟურნალში წერდა: „ამ შემთხვევას სწორედ საგანგებოდ აღვნიშნავთ, რომ დაუმტკიცოთ
საზოგადოებას თუ როგორი იყვნენ ჩვენი ძველი ადამიანები. სიდედრი იგივე მზრუნველი დედა იყო სიძისა დაარა მტერი და საძულველი,
როგორც დღეს არიან მიჩნეულნი თითქმის ყველა ცოლის დედები“. 1912 წლის 2 მაისს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) დიაკვან მაქსიმეს მღვდლად დაასხა ხელი და შროშის მაცხოვრის ამაღლების სახ.
ტაძარში განამწესა. 1927 წლის 10 ოქტომბერსა და 1928 წლის 30 სექტემბერს ალავერდის წმ. გიორგისსახ. ტაძრის წინამძღვარია. 1931 წლის 1 მაისს, ტაძრების მასობრივად დახურვასთან დაკავშირებით,
აღარ იხსენიება მოქმედი სამღვდელოების რიგებში. მღვდელი მაქსიმე 1935 წლის 10 მარტს გარდაიცვალა. დარჩა მეულლე, კესარია ნიკოლოზის ასული
მაღლაკელიძე (დაბ. 9.12.1859წ.) და შვილები: აკიმი (დაბ. 15.11.1883წ.); ნადეჟდა (დაბ. 1.03.1888.); პავლე (დაბ. 30.06.189ვწ.); არტემი/არისტო (1.09.1880-28.11.197 1წწ., ქართველი მწერალი, ჟურნალისტი. 1905 წელს ჩაირიცხა და 1911 წელს დაამთავრა პარიზის სორბონის უნივერსიტეტი“ ფილოლოგიის ფაკულტეტი. იმავე წელს სამშობლოში დაბრუნდა და ქუთაისში დააარსა გაზეთი „კოლხიდა“, რომლის რედაქტორ-გამომცემელი თვითონ იყო. 1914 წელს იგი უკვე რედაქტორობს გაზეთ „სახალხო ფურცელს“. მისი მახვილი პუბლიცისტური სტატიები იწვევდა ხელისუფლების გულისწყრომას, რისთვისაც იგი არაერთხელ დააპატიმრეს. ამიტომ მან ამჯობინა კვლავ პარიზში წასვლა და სორბონის უნივერსიტეტში გააგრძელა დისერტაციაზე მუშაობა ფილოლოგიურ მეცნიერე-
38-2 საპატრიარქოს უწყებანი N38 20-26დეკემბერი 2018წ გვ.20
მღვდელი მაქსიმე ჭუმბაძე 1854-1935 (დასასრული)
ბათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე „გუსტავ ფლობერის ცხოვრება და შემოქმედება“. პირველმა მსოფლიო ომმა ხელი შეუშალა დასახული მიზანი ბოლომდე მიეყვანა. 1915 წელს იაპონიაში საფრანგეთის ელჩად დანიშნა ჟიუსენარიმ, რომელმაც ჭუმბაძეს შესთავაზა თანამშრომლობა. იგი გაემგზავრა იაპონიაში და გახდა საფრანგეთის საელჩოს თანამშრომელი. შემდეგ ალჟირშიც მუშაობდა. საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ის სამშობლოში დაბრუნდა. 1919 წელს იყო საქართველოს წარმომადგენელი დემოკრატიულ
ქვეყნებში: სტოკჰოლმსა და ანკარაში; მუშაობდა: 1922-1924წწ. წითელი ჯვრის საზოგადოების უცხოეთის განყოფილების გამგედ; 1925-1926წწ.
სახკინმრეწვში სასცენო განყოფილების გამგედ; 1933- 1935წწ. საქართველოს ცაკის საერთო განყოფილების გამგედ; 1936-1949წწ. სტილისტად საქართველოს სააგენტოში და გაზეთ „კომუნისტის" რედაქციაში; სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1905 წელს. 1908 წელს დაიბეჭდა მისი პირველი მოთხრობა ჟურნალ „ნაკადულში“. ავტორია მოთხრობებისა: „იდუმალი ძალა“ (1927), „ხუთი ქიმი“ (1934), „უნასთა ბუდე“ (1937, რომელშიც წარმოდგენილია 30-იან წლებში ქართულ სოფელში დაძაბული მდგომარეობა); მასვე ეკუთვნის ნოველები: „სასწაული“, „საქმის კაცი“, „ცხოვრების ქარაგმა“, „ფულიანი ბარათი“
და სხვა. ნათარგმნი აქვს – ა. ფადეევის „განადგურება“, ლ. ტოლსტოის „ბავშვობა, ყრმობა, სიჭაბუკე, სალტიკოვ-შჩედრინის „პომპადურები“, ანტონოვსკაიას „დიდი მოურავი“, მ. გორკის მოთხრობები. იყო აკადემიურ მწერალთა ასოციაციის, წევრი; საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის წევრი (1934 წლიდან); საქართველოს ხელოვანთა კულტურული კავშირის მთავარი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (1928-1929წწ.); სრულიად საქართველოს საბჭოთა მწერლების ფედერაციის მდივანი (1931-1932წწ.). დაჯილდოებული იყო მედლით „შრომითი მამაცობისათვის“ და საპატიო სიგელით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში);
39 საპატრიარქოს უწყებანი N39 27დეკემბერი-2იანვარი 2018წ გვ.18
მღვდელი ნიკოლოზ კახიშვილი 1870-1920
მღვდელი ნიკოლოზ პართენის ძე კახიშვილი 1870 წელს თბილისის გუბერნიაში, თიანეთის მაზრაში, სოფ. ქისტაურში გლეხის ოჯახში დაიბადა.
პირველდაწყებითი განათლება თელავის სასულიერო სასწავლებელში მიიღო. 1892 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია მეორე ხარისხის დიპლომით. 1892 წლის 15 სექტემბერს კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელმა საზოგადოებამ ხევში, სტეფანწმიდის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად
განამწესა. აქტიურად მუშაობა გააჩაღა ახალგაზრდა პედაგოგმა სოფელში. მან დახმარებისათვის მიმართა აღმოსავლეთ საქართველოში მოღვაწე
მაშინდელ მისიონერს, მლვდელ-მონაზონ ლეონიდეს (ოქროპირიძე, შემდგომში –– კათოლიკოსპატრიარქი) და ანდრია კობაიძეს. ორივე სიხარულით გამოეხმაურა ნიკოლოზს. მამა ლეონიდემ 15 მანეთი გაილო სკოლისთვის, ხოლო ანდ. კობაიძემ ათი ნომერი ჟურნალი „ჯეჯილი“ შეწირა და მომავალი წლისთვის კვლავ აღუთქვა გამოწერა. ჟურნალების შემოწირვით ნიკოლოზმა დაიწყო სახალხო წიგნთსაცავის დაარსების საქმე, რაც მალევე აღასრულა. აი, რას წერდა ამასთან დაკავშირებით იგი 1894 წლის 20 თებერვალს გაზ. „ივერიაში“: „ნება მიბოძეთ, თქვენის გაზეთის საშუალებით გულითადი მადლობა გამოვუცხადო ანდრია მამუკას ძე კობაიძეს, რომელიც ეს მეორე წელია თავის ხარჯით უწერს საყმაწვილო ჟურნალს „ჯეჯილს“ ჩემდა რწმუნებულს სტეფანწმინდის სამრევლო სკოლას. ამასთანავე, ვაუწყებ მკითხველთ, რომ მე განვიზრახე დაარსება სკოლასთან წიგნთსაცავისა, რადგან იგი საჭიროა ხალხისათვის, როგორც თვით სკოლა. წიგნთსაცავს დიდი მნიშვნელობა ექნება ხალხის ცნობისმოყვარეობის გაღვიძების მხრივ და ააცილებს მომეტებულს ნაწილს, – კვირა-უქმით დუქნებში დროს გატარებას და უანგარიშოდ ფულის ხარჯვას სასმელში. სკოლა და წიგნთსაცავი ერთად უფრო მეტს შესძენენ
ხალხის განათლებისა და წინ-წაწევის საქმეს, ვიდრე მარტო სკოლა. სკოლის მნიშვნელობა უწიგნ-საცავოთ ერთი ორად მცირდება. ეს აზრი ყველასთვის მარტივია და მეტი განმარტება აღარაა საჭირო. იმედია ჩვენი პატივცემული
მწერლები, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წიგნების მბეჭდავი ამხანაგობანი და კერძო კაცნი არ დაიშურვებენ ამ წიგნთსაცავისათვის მცირეოდენს დახმარებას წიგნებითა და ფულით. და შეეწევა ამ ხალხს, რომელშიაც აღიზარდა საქართველოს ნიჭიერი მწერალი
ალ. მოჩხუბარიძე“ (იგულისხმევა ალ. ყაზბეგი -გ: მ.).
1894 წლის 1 სექტემბერს იგი თიანეთის სამრევლო–საეკლესიო სკოლაში გადაიყვანეს. 1896 წლის 29 აგვისტოს საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და არტაანის მაცხოვრის აღდგომის სახ. ტაძარში განამწესა.
1898 წლის 1 ოქტომბერს ახალსოფლის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1899 წელს გაზ. „ივერიაში“ უცნობი ავტორი
წერდა: „ღვინო-არყით სავაჭრო დუქნები გაშენებულია აქ დიდის ქუჩის ორივე მხარეზედ, ეკლესიისა და სამაზრო სამმართველოს შუა.
დამთვრალის ხალხის ჟივილ-ხივილი და ლანძღვა-გინება ხშირად მოისმის როგორც სამმართველოს ეზოში, ისე ეკლესიაში. საჭიროა, რომ
ამ გარემოებას ყურადღება მიექცეს. კანონით 40 საჟ. მაინც უნდა იყოს დაშორებული სამიკიტნო დუქანი ეკლესიაზედ; აქ კი ბევრი სამიკიტნო 15-
20-26 საჟნითაც არ არის დაშორებული.ისიც საყურადღებოა, რომ თითოეულს სამიკიტნოს ბაკიც აქვს, რის გამო საშინელი უსუფთაობაა შუა
ბაზარში“. ამ წერილის გამო დიდი დაპირისპირება
დაიწყო თიანეთის ვაჭარ-მიკიტნებსა და მამა ნიკოლოზს შორის. ისინი თვლიდნენ, რომ მოძღვარი იყო ამ სტატიის ავტორი და მათ წინააღმდეგ მოქმედებდა. საქმე ისე გამწვავდა, რომ მამა ნიკოლოზმა წერილით მიმართა გაზ. „ივერიის“ რედაქციას. აი, რას წერდა იგი: „თიანეთში, ვინც ღვინო-არყით ჰვაჭრობს, ყოველ ახალ წლისთვის იღებენ ხოლმე დუქნების გაღების ნებას თვით სოფლის საზოგადოებისაგან და შემდეგ ადგილობრივ სამაზრო სამმართველოდგან. წარსული წლის ბოლო რიცხვებში, ჩვეულებისამებრ, თიანელმა მედუქნეებმაც წარუდგინეს სოფლის
განაჩენი თიანეთის მაზრის უფროსს და ითხოვეს მოწმობები, რათა ევაჭრათ უწინდებურად ღვინო-არყით და მიეღოთ, საიდგანაც ჯერ არს,
სავაჭრო საბუთების ქაღალდები. ახალმა მაზრის უფროსმა თავ. ნ. ს. ჩოლოყაშვილმა ჯეროვანი ყურადლება მიაქცია დუქნების ადგილმ-
39-1 საპატრიარქოს უწყებანი N39 27დეკემბერი-2იანვარი 2018წ გვ.19
მღვდელი ნიკოლოზ კახიშვილი 1870-1920 (გაგრძელება)
დებარეობას და ზოგიერთებს სამიკიტნოების გაღების ნება არ მისცა „სასმელებით ვაჭრობის წესდების 338-ე მუხლის“ ძალით. რასაკვირველია, ამნაირი განკარგულება მაზრის უფროსისა არაფრად ესიამოვნათ ამ ვაჟბატონებს და, რომ მას ვერაფერი დააკლეს ამ კანონიერი განკარგულებისათვის, მე დამიწყეს მდურება და ჩხუბი. ერთი მათგანი დადის და დაურიდებლად, ვინ იცის, რაებს არ ლაპარაკობს ჩემზედ.
ამასთანავე, აქეზებს ხალხს, საჩივარი აღძრან ჩემზედ საეპარქიო მთავრობის წინაშე. ამნაირს გუნდრუკს მიკმევენ იმიტომ, რომ მათ ჰგონიათ, ვითომც მე ვიყო ავტორი იმ მოკლე შენიშვნისა, რომელიც ახალ ამბვად იყო მოთავსებული წარსულის წლის „ივერიის“ 258-ე ნომერში. ამ შენიშვნამ მოსწყვიტა მათ (უფრო კი ერთ მათგანს) წელ-გული. ისინი დარწმუნებული
არიან ეხლაც, რომ ამ პატარა შენიშვნამ იქონია მაზრის უფროსზედ დიდი გავლენა და ამის გამო აღარ მოგვცა ღვინო-არყით ვაჭრობის უფლება იმ ადგილას, სადაც წინადა ვვაჭრობდითო. ამის გამო, უმორჩილესად ვთხოვ „ივერიის“ რედაქციას დამემოწმოს, რომ მე არა ვარ ავტორი
ზემოხსენებულის შენიშვნისა და მით დამიხსნას ამ გულ-დამწვარ მიკიტნების ცილისწამება-საყვედურისაგან“. მართლაც, იმავე წერილის
ქვევით ვკითხულობთ „ივერიის“ რედაქციის განცხადებას: „ვაცხადებთ, რომ მამა ნ. კახიშვილი არ არის აქ მოხსენებულ შენიშვნის ავტორი“. 1899 წლის 11 დეკემბერს შეიქმნა ნადოკრის წმ. არჩილ მეფის სახ. მონასტრის აღმდგენელი სპეციალური კომიტეტი, რომლის თავმჯდომარედ თიანეთის მაზრის | ოლქის მთავარხუცესი, მღვდელი ვლადიმერ გძელიშვილი, ხოლო საქმის მწარმოებლად მღვდელი ნიკოლოზ კახიშვილი დაინიშნა.
1903 წლის 30 დეკემბერს გორის მაზრაში, ნადარბაზევის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაადგინეს. 1904 წლის 11 ოქტომბერს გომეწრის წმ. გიორგის
სახ. ტაძარში დაინიშნა. 1906 წლის 1 სექტემბრიდან 1907 წლამდე იყო ფშავ-ხევსურეთის მეორე ოლქის მთავარხუცესი. 1911 წლის ზაფხულში
რამდენიმე თვით შირაქის ველზე მდგარ სამხედრო ნაწილში საეკლესიო წესების შესრულება დაევალა. 1911 წლის 3 აგვისტოს დაბრუნდა გომეწარში. 1911 წლის შემოდგომაზე დროებით მსახურობდა მაღაროსკარის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში. 1911 წლის 30 სექტემბერს მამა ნიკოლოზი თავის შვილს არჩილს წერდა: შენი წერილები ორი მივიღეთ. ჩვენ კარგადა ვართ. დედა ახმეტაშია, რთველზე. მე აქა ვარ, დუქანს ვაშენებდი და ეხლა კი აღარა მუშაობენ ოსტატები, რადგან მასალა აღარა მაქვს. თადო პარასკევასთან არის თელავში. სხვასთან იდგა
და იმას თავისთან დაუყენებია. მანიკო და თამარა სკოლაში დადიან და იმათ გულისთვის დეიდა თელავში წავიდა საცხოვრებლად. შენი ყვავილები ჟესტის ყუთით შინ გვიდგია. კარგად არის, ნუ გეშინიან. დედა რომ ამოვა კახეთიდან ,მაშინ გამოგიგზავნით ჩურჩხელებსაც და სხვასაც, რაც კი შეიძლება, შენ კარგად ისწავლე ოღონდ. ეგები იანვარში დაიჭირო ეგზამენი. მოიკითხე ყველანი. იასონაც. მაგათებიც კარგად არიან. ერთმანეთი არ გააჯავროთ. ჭკვიანად იყავით“. 1912 წლის 20 აპრილიდან მღვდელი ნიკოლო
39-2 საპატრიარქოს უწყებანი N39 27დეკემბერი-2იანვარი 2018წ გვ.20
მღვდელი ნიკოლოზ კახიშვილი 1870-1920 (დასასრული)
ზი ბერშუეთის მიქაელ მთავარანგელოზის სახ. ტაძარში მსახურობდა. იმავე წლის 17 ივლისს, თავისი თხოვნის საფუძველზე, გათავისუფლდა ამ
სამრევლოდან. 1913 წლის 20 იანვარს ქისტაურის წმ. ნინოს სახ. ტაძარში დაინიშნა, სადაც დაასრულა თავისი ამქვეყნიური სამსახური. მღვდელი ნიკოლოზი 1920 წლის 20 დეკემბერს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. დარჩა მეუღლე ვერა სვიმონის ასული (დაბ. 1875წ.) და შვილები: თინათინი (დაბ. 1896წ., გათხოვილი მატაანში ევგენი გიორგის ძე დალაქიშვილზე (1896-1937წწ.), ის იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის მოძღვრის, 1924 წელს აგვისტოს აჯანყების დროს დახვრეტილი დეკ. იოსების უმცროსი ძმა. თავადაც დახვრიტეს 1937 წელს),
თადეოზი (1897-1923წწ., 1914 წელს წარჩინებით დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი, სწავლა განაგრძო საქართველოს სახელმწიფო
უნივერსიტეტში იურიდიულ განყოფილებაზე. 1923 წლის 10 ოქტომბერს მოკლეს დაუდგენელმა პირებმა, როდესაც იგი ახმეტიდან თიანეთში მიდიოდა), არჩილი (დაბ. 1899წ.), ნინო (დაბ. 1904წ.), მარგალიტა/მარგო (დაბ. 1907წ.).
ხელდასხმები 2018წ
1 საპატრიარქოს უწყებანი N1 11-17იანვარი 2018წ გვ.16
აღკვეცა
17 დეკემბერს დირბის წმ. იოანე დამასკელის, წმ. ქალწულმოწამე ბარბარესა და წმ. იულიანას სახ. ტაძარში მროველ–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ბერად აღკვეცა (მცირე სქემა) თეიმურაზ მურაჩაშვილი და სახელად საბა უწოდა (ხს. 18 დეკემბერი).
***
28 დეკემბერს მზოვრეთის აცამეტ ასურელ მამათა სახ. მამათა მონასტრის მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ბერად აღკვეცა (დიდ სქემაში) იმავე მონასტრის წევრები: ბერი სპირიდონი (ელბაქიძე) -–- სახელად ეწოდა ენუქი (წინასწარმეტყველ ენუქის სახელზე);უბერი მიქაელი (მათიაშვილი) -- სახელად ეწოდა ნიკოლოზი (წმ. მღვდელმთავრის სახელზე); ბერი გაბრიელი (ადეიშვილი) –- სახელად ეწოდა გაბრიელი (წმ. გაბრიელ სალოსის ურგებაძის სახელზე);უბერი იერომიელი (შიუკაშვილი)
სახელად ეწოდა ნოე (ხს. მამამთავართა კვირას); ბერი ქერუბიმი (ბოგვერაძე) --– სახელად ეწოდა აბელი (ხს. მამამთავართა კვირას); ბერი
სერაფიელი (აბრალავა) -–– სახელად ეწოდა ადამი (ხს. მამამთავართა კვირა); ბერი სერაფიმე (ჯოხაძე) –- სახელად ეწოდა იოსები (წმ. იოსებ
ათონელის სახელზე); იმავე დღეს მორჩილი მიქაელ გამდლიშვილიაღკვეცილ იქნა ბერად (მცირე სქემა) და სახელად ეწოდა სეითი (ხს. მამამთავართა კვირას).
***
30 დეკემბერს შავნაბადის წმ. გიორგის სახ. მამათა მონასტერში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ (შომახია) ბერად აღკვეცა მორჩილი ირაკლი ებრალიძე და სახელად ნიკოლოზი უწოდა.
ხელდასხმა
17 დეკემბერს ახალციხის წმ. მარინეს სახ. საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე)
მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. საპატრიარქო ლავრის ბერ-დიაკვან საბას (სვიანაიძე).
***
31 დეკემბერს ურბნისის წმ. სტეფანე პირველმოწამის სახ. ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) კერძო დიაკვანი
დანიელ გათენაძე დიაკვნად აკურთხა. დიაკვანი დანიელი დროებით დადგენილია რუისის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. საკათედრო ტაძარში.
***
31 დეკემბერს ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძარში ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) დიაკვნად აკურთხა ლენტეხის მუნიციპალიტეტის (2014-2017წწ.) ყოფილი გამგებელი ამირან ჯამბურიძე. დიაკვანი ამირანი 40 დღე ცაგერის წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახ. მონასტერში იმსახურებს.
3 საპატრიარქოს უწყებანი N3 25-31 იანვარი 2018წ გვ.7
ხელდასხმა
21 იანვარს ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა დჯჭ უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) დიაკვნად აკურთხა იმავე ტაძრის დიაკვანი პეტრე სვიანიძე.
***
21 იანვარს ურბნისის წმ. სტეფანე პირველმოწამის სახელობის საკათედრო ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიაკვნად
აკურთხა ყინწვისის წმ. ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის ბერი ისააკი (ლაზარაშვილი).
აღკვეცა ·
5 იანვარს სამწევრისის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) იმავე მონასტრის მორჩილი ქეთევან მიქაბერიძე მონაზვნად აღკვეცა (მცირე სქემა) და სახელად შუშანიკი უწოდა.
4 საპატრიარქოს უწყებანი N4 1-6თებერვალი 2018წ გვ.6
ხელდასხმა
წინა ნომრის ქრონიკაში გაიპარა სამწუხარო შეცდომა, რისთვისაც შენდობას ვითხოვთ და დაზუსტებულ ინფორმაციას გთავაზობთ 21 იანვარს ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) მღვდლად დაასხა ხელი იმავე ტაძრის დიაკვან პეტრე სვიანიძეს
5 საპატრიარქოს უწყებანი N5 8-14 თებერვალი 2018წ გვ.5
დაჯილდოება
29 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) მეორე გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა ზესტაფონის წმ. გიორგის სახ. ტაძრის მლვდელმსახური
და დილიკაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძრის წინამძღვარი, დეკ. ილია საცერაძე.
6 საპატრიარქოს უწყებანი N6 15-21 თებერვალი 2018წ გვ.6
ხელდასხმა
8 თებერვალს რუისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარში მროველ–ურბნელმა მიტროპოლიტიმა იობმა (აქიაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან დემეტრე მურვანიძეს და დროებით ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრის
მღვდელმსახურად დაადგინა.
სამძიმარი
საქართველოს საპატრიარქის პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ ამა წლის 8 თებერვალს გარდაიცვალა რუის-ურბნისის ეპარქიის, სოფ. თამარაშენის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი რომანოზ ცერცვაძე. მკითხველებს, გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლადშესვენებული მღვდელი რომანოზის სული.
9 საპატრიარქოს უწყებანი N9 7-13 მარტი 2018წ გვ.4
ტაძრის კურთხევა
10 თებერვალს შემოქმედელმა მიტროპოლიტ მა იოსებმა (კიკვაძე) აკურთხა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფ. წითელმთის წმ. გიორგის სახ. ეკლესია. ტაძრის წინამძღვრად მღვდელი ნიკოლოზსვანიძე დაინიშნა.
ხელდასხმა
4 მარტს ბერმუხის წმ. იოსებ კათალიკოსის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქ ვათეთრის ყოველთა
ქართველთა წმინდათა სახელობის მამათა მონასტრის ბერი ზაქარია (ჩოხელი) დიაკვნად აკურთხა.
10 საპატრიარქოს უწყებანი N10 14-20მარტი 2018წ გვ.4
აღკვეცა
4 მარტს ბერმუხის წმ. იოსებ კათალიკოსის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მცირე სქემაში აღკვეცა აბუხალოს წმ. დავით გარეჯელის სახელობის მონასტრის მორჩილი გიორგი ხუჭუა, სახელად უწოდა გაბრიელი (გაბრიელ მთავარანგელოზის
სახელობაზე) და მორჩილი დიმიტრი წნემსაია, სახელად უწოდა ხვედიოსი (ხს. 18 ოქტომბერს).
***
11 მარტს ურბნისის წმ. სტეფანე პირველმოწამის სახ. ტაძარში მროველ–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიდ სქემაში აღკვეცა
ციური რუსაშვილი და სახელად ირინა უწოდა (ხს. 18 მაისს).
12 საპატრიარქოს უწყებანი N12 28მარტი-18აპრილი 2018წ გვ.6
აღკვეცა
7 მარტს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში არქიმანდრიტმა იოანემ (მჭედლიშვილი) ბერად აღკვეცა იმავე ლავრის მორჩილები: იოანე ჩხაიძე -– სახელად უწოდა სერაფიმე, გაბრიელ ჭანკვეტაძე -– სახელად უწოდა სტეფანე და რომანოზ მეგრელიძე -– სახელად უწოდა გაბრიელი.
***
16 მარტს გეთსემანიის მენელსაცხებლეთა დედათა სახელობის დედათა მონასტერში მროველურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მონაზვნად აღკვეცა (მცირე სქემა) იმავე მონასტრის სამონაზვნე სოფიო გოგია და სახელად სოსანა უწოდა (ხს.მენელსაცხებლე დედათა კვირა).
აღკვეცა
17 მარტს ბერმუხას წმ. იოსებ კათოლიკოსის სახ. ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ბერად აღკვეცა (მცირე სქემაში) ბერმუხას წმ. მერკვირის სახ. მამათა მონასტრის მორჩილები: ტიმოთე ფაჩუაშვილი სახელად უწოდა გაბრიელი (ხს. 30 მარტი), მოსე ჯანჯღავა -- სახელად უწოდა მალაქია (ხს. 3 იანვარი) და ავთანდილ ხარებავა -– სახელად უწოდა აქია (ხს. 12 ნოემბერი).
***
22 მარტს ორთუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარში მროველ–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მონაზვნად
აღკვეცა (მცირე სქემაში) ორთუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის სახ. დედათა მონასტრის მორჩილები: თეკლა ბარამაშვილი -–
სახელად უწოდა ქრისტესია (ხს. 24 მაისი) და თეონა ავლოხაშვილი -- სახელად უწოდა სერაფიმა (ხს. 15 იანვარი; 1 აგვისტო).
ხელდასხმა
18 მარტს ბაღდადის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტმა
ანტონმა (ბულუხია) მღვდლად დაასხა ხელი იმავე ტაძრის დიაკვან ილია კოტორეიშვილს.
13 საპატრიარქოს უწყებანი N13 19-25აპრილი 2018წ გვ.9
ხელდასხმა
18 მარტს ბაღდადის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტმა ანტონმა (ბულუხია) მღვდლად დაასხა ხელი იმავე ტაძრის
დიაკვან ილია კოტორეიშვილს.
***
27 მარტს ბერმუხას წმ. იოსებ კათალიკოსის სახელობის ტაძარში მროველ–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ბერმუხას წმ. მერკვირის
სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი გაბრიელ უბილავა ბერად აღკვეცა (მცირე სქემა) და სახელად შიო უწოდა (წმ. შიო მღვიმელის სახელზე).
აღკვეცა
7 მარტს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში არქიმანდრიტმა იოანემ (მჭედლიშვილი) ბერად აღკვეცა იმავე ლავ- რის მორჩილები: იოანე ჩხაიძე -– სახელად უწოდა
სერაფიმე, გაბრიელ ჭანკვეტაძე -– სახელად უწოდა სტეფანე და რომანოზ მეგრელიძე -– სახელად უწოდა გაბრიელი.
***
16 მარტს გეთსემანიის მენელსაცხებლეთა დედათა სახელობის დედათა მონასტერში მროველურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მონაზვნად აღკვეცა (მცირე სქემა) იმავე მონასტრის სამონაზვნე სოფიო გოგია და სახელად სოსანა უწოდა (ხს.მენელსაცხებლე დედათა კვირა).
***
27 მარტს ბერმუხას წმ. იოსებ კათალიკოსის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ბერმუხას წმ. მერკვირის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი გაბრიელ უბილავა ბერად აღკვეცა (მცირე სქემა) და სახელად შიო უწოდა (წმ. შიო მღვიმელის სახელზე).
14 საპატრიარქოს უწყებანი N14 26აპრილი-2მაისი 2018წ გვ.4
აღკვეცა
27 მარტს ბერმუხას წმ. იოსებ კათალიკოსის სახელობის ტაძარში მროველ–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ბერმუხას წმ. მერკვირის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი გაბრიელ უბილავა ბერად აღკვეცა (მცირე სქემა) და სახელად შიო უწოდა (წმ. შიო მღვიმელის სახელზე).
16 საპატრიარქოს უწყებანი N16 10-16მაისი 2018წ გვ.4
ხელდასხმა
22 აპრილს გეთსემანიის წმ. მენელსაცხებლე დედათა სახ. ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან გიორგი სტურუას. მღვდელი გიორგი კოდა-ვარდისუბნის წმ. მირდატ მეფის სახ. ტაძრის მღვდელმსახურად დაინიშნა.
17 საპატრიარქოს უწყებანი N17 17-23მაისი 2018წ გვ.8
დაჯილდოება
13 მაისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და
უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით -–- ბარისახოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი გაბრიელი (ქაჯაია); გამშვენებული ჯვრით –– თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ბერბერაშვილი.
***
6 მაისს, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა ილია II-მ დალოცა საერთაშორისო გაერთიანება „ქართული კულტურა“ და მისი დამფუძნებელი ქალბატონი ხათუნა-სალომე ცომაიაბარათაშვილი.
20 საპატრიარქოს უწყებანი N20 7-20ივნისი 2018წ გვ.6
ხელდასხმა
24 მაისს აბუხალოს წმ. დავით გარეჯელის სახ.
ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) იმავე წმინდანის სახ. მამათა მონასტრის ბერი ხვედიოსი (ნემსაია) დიაკვნად აკურთხა და ქვათეთრის ყოველთა ქართველთა წმინდათა სახ. მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.
***
2018 წლის 27 მაისს, სულთმოფენობის დღესასწაულზე, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე) მლღვდელ-მონაზვნად დაასხა ხელი ბერ-დიაკონ ლეონიდეს (ებრალიძე), რომელიც იმავდროულად დაინიშნა მაწევანის მონასტრის წინამძღვრად. მლვდელ-მონაზონი ლეონიდე (ებრალიძე) არის რომის აღმოსავლეთის პონტიფიკალური ინსტიტუტის დოქტორანტი.
ტაძრის კურთხევა
26 მაისს მროველ–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა სოფ. ყინწვისის წმ. ეფემია ყოვლადქებულის სახ. ტაძარი და მის წინამძლვრად იღუმენი ლუკა (შაკაია) დაინიშნა.
დაჯილდოება
3 ივნისს თბილისის ყოველთა წმინდანთა სახ. ტაძარში (ფონიჭალის დასახლება) თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა (გაბრიჭიძე) ტაძრის დღესასწაულთან დაკავშირებით საღვთო ლიტურგია აღავლინა. წირვის დასასრულს, ეპისკოპოსმა მიქაელმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოანე წკეპლაძე მიტრით დააჯილდოვა.
22 საპატრიარქოს უწყებანი N22 5-26ივლისი 2018წ გვ.10
აღკვეცა
17 ივნისს დვანის წმ. თამარ მეფის სახელობის ტაძარში მროველ–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ბერად აღკვეცა მოხისის წმ.
გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გრიგოლი მეზვრიშვილი და სახელად ზოსიმე უწოდა. მას იმავე დღეს მიენიჭა იღუმენის წოდება. იღუმენი ზოსიმე დვანის კვართის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.
***
24 ივნისს ღართის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მცირე სქემაში აღკვეცა იმავე მონასტრის სამონაზვნეები: იოანა მარგიანი, სახელად უწოდა თეოდორა და ნინო ფოფხაძე, სახელად ეწოდა ტაისია.
***
30 ივნისს მცხეთის წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახ. ტაძარში მონასტრის მოძღვარმა მღვდელ-მონაზონმა სერაფიმემ (ჯიქია) მონაზვნად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილი ნატალია (ხარგელია) და სახელად ქრისტინე უწოდა.
24 საპატრიარქოს უწყებანი N24 12-26სექტემბერი 2018წ გვ.7
კურთხევა
9 აგვისტოს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა რუისის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარი. მწირველ
მღვდლად დროებით მღვდელი ილია თარგამაძე დაინიშნა.
***
29 აგვისტოს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ყინწვისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარი. ...
8 სექტემბერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) აკურთხა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფ. ბოსლევის წმ. ნინოს სახელობის ახლადაშენებული ტაძარი. ტაძრის ქტიტორებია არიან: ცოლ-ქმარი ბადრი მახათაძე და ლელა ბოჭოიძე და მათი ვაჟი -– ზურა მახათაძე.
ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი სვიმონ მჭედლიძე დაინიშნა.
ხელდასხმა
12 ივლისს სოფ. ლეთეთის წმ. მოციქულთა პეტრეს და პავლეს სახ. ტაძარში მროველ-ურმიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკვან ზაქარიას (ჩოხელი) და ბერმუხას მამათა მონასტრის კეთილმოწესედ დანიშნა.
***
17 აგვისტოს მუხილეთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში მროველ ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიაკვნად აკურთხა ზემო შუანოს წმ. დავით და ბნელმა ლუკიანე გარეჯელთა სახ. მამათა მონასტრის ბერი ისააკი (ჩიტაძე).
***
28 აგვისტოს რუისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიაკვნად აკურთხა სარკინეთის წმ. შიო მღვიმელის სახ. მამათა მონასტრის ბერი ირინეოსი (შენგელია).
***
29 აგვისტოს ყინწვისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიაკვნად
აკურთხა სარკინეთის წმ. შიო მღვიმელის სახ. მამათა მონასტრის ბერი იერონიმე (ქათამაძე).
აღკვეცა
10 ივლისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მცხეთის დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის
ტაძარში ამავე მონასტრის მოძღვარმა მღვდელმონაზონმა სერაფიმემ (ჯიქია) მონაზვნად აღკვეცა საბერო მორჩილი გრიგოლი რუხაძე და სახელად გიორგი უწოდა წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელზე.
სამძიმარი
19 აგვისტოს ყინწვისის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ყინწვისის წმ. ნიკოლოზის სახ.
მამათა მონასტრის ბერი მალაქია (გვარამია) ბერად აღკვეცა (დიდი სქემა) და სახელად მოსე უწოდა (წმ. მოსე შავის სახელზე);
***
19 აგვისტოს დირბის წმ. გიორგის სახ. ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ბერი საბა (მურაჩაშვილი) ბერად აღკვეცა (დიდი სქემა) და სახელად იობი უწოდა (წმ. იობ მრავალვნებულის სახელზე).
***
27 აგვისტოს მზოვრეთის ცამეტი ასურელი მამის სახ. მამათა მონასტერში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ბერად აღკვეცა იმავე მონასტრის მორჩილი გიორგი ტომარაძე (მცირე სქემა) და სახელად სერაფიმე უწოდა.
***
27 აგვისტოს ქარელის წმ. იობ მრავალვნებულის სახ. მამათა მონასტერში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) იმავე მონასტრის მორჩილი ავთანდილ დიდია ბერად აღკვეცა (მცირე სქემა) და სახელად აბელი უწოდა.
***
27 აგვისტოს ღვლევის წმ. მართალი მარიამის სახ. ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მონაზვნად აღკვეცა ღლვლევის ღვთისმშობლის შობის სახ. დედათა მონასტრის მორჩილი სოფიო მშვიდობაძე (მცირე სქემა) და სახელად სერაფიმა უწოდა.
დაჯილდოება
19 აგვისტოს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა
და უნეტარესმა ილია II-მ (შიოლაშვილი) დააჯილდოვა საქართველოს ეკლესიის სამღვდელოება. თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიიდან: მღვდელ-მონაზონი ნეოფიტე (კვიმსაძე) -– ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; მღვდელი ვახტანგ მაჩურიშვილი –- ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.
24-1 საპატრიარქოს უწყებანი N24 12-26სექტემბერი 2018წ გვ.8
სამძიმარი
საქართველოს საპატრიარქის პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ 24 ივლისს გარდაიცვალა რუის-ურბნისის ეპარქიის, გეთსემანიის წმ.
მენელსაცხებლე დედათა სახ. მონასტრის სქემმონოზონი მასტრიდია (ხაბეიშვილი) და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
***
საქართველოს საპატრიარქის პრესცენტრი
მწუხარებით იუწყება, რომ 17 აგვისტოს გარდაიცვალა მცხეთა-თბილისის ეპარქიის, ტაბარუკის (მცხეთის მუნიციპალიტეტი) მაცხოვრის აღდგომის სახ. მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
26 საპატრიარქოს უწყებანი N26 27სექტემბერი-3ოქტომბერი 2018წ გვ.5
მორჩილად კურთხევა
19 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, სამთავროს დედათა მონასტრის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) მორჩილად აკურთხა მარიამ ბაგრატიონი.
სამონაჯვნედ აღკვეცა
26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, სამთავროს დედათა მონასტრის სულიერმა მოძღვარმა, არქიმანდრიტმა ლაზარემ (გაგნიძე) მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში სამონაზვნედ აღკვეცა 9
მორჩილი: ნინო (წონკოლაური) სახელად ეწოდა ნექტარია, გვანცა (ახვლედიანი) ეწოდა თუთია, თამარ კუჭაშვილი ეწოდა გიორგია, ტაბითა (ჯაყელი) –– ეწოდა კრავაი, ზოია (ჩიტიაშვილი) ეწოდა იულია, ალექსანდრა (კორახაშვილი) ეწოდა მაგდალინა, მაკრინე (ბაციკაძე)
ეწოდა მაკარია, ნინო (მარაული) ეწოდა ანტონია, ანა (კვასტიანი) ეწოდა გაბრიელა.
ტაძრის კურთხევა
2018 წლის 30 აგვისტოს, ლენტეხის რაიონის სოფელ ხოფურში, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) აკურთხა წმ. გიორგის სახ. განახლებული ეკლესიის ტრაპეზი.
***
2018 წლის 15 სექტემბერს, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ლატფარის ქედზე აკურთხა წმ. ლუკა მახარებლის სახ. ტაძარი, რომელიც მდებარეობს ქვემო და ზემო სვანეთის საზღვარზე ზღვის დონიდან 2800 მეტრზე.
***
18 სექტემბერს მროველ-–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ქ. ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამას ხეობაში მდებარე ძაძვის წმ. წინასწარმეტყველ ზაქარიასა და მართალი ელისაბედის სახელობის ტაძარი.
ხელდასხმა
2018 წლის 15 აგვისტოს, ლენტეხის რაიონის სოფელ ფაყში, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) აღადგინა
ღვთისმსახურება ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში და მღვდლად აკურთხა დიაკონი ირაკლი ონიანი.
***
14 სექტემბერს ქარმელის წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიაკვნად აკურთხა ქარელის წმ. იობ მრავალვნებულის სახელობის მამათა მონასტრის ბერი შიო (უბილავა).
ბერად აღკვეცა
15 სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის თაბორის I მთის ფერისცვალების მამათა მონასტრის მთავარ ტაძარში ამავე მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ბართლომემ (ფირცხალაშვილი) ბერად აღკვეცა მორჩილი იოსები (ციბაძე) და უწოდა სახელი ნექტარიოსი.
დაჯილდოება
21 სექტემბერს დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა იმავე ტაძრის სამღვდელოება. მეორე გამშვენებული ჯვრით –- დეკანოზები: მოსე ოთარაშვილი; დავით ჩიტიძე; პეტრე ბარამიძე; ბაქარ ბურდული; ვახტანგ სტეფნაძე.
26-1 საპატრიარქოს უწყებანი N26 27სექტემბერი-3ოქტომბერი 2018წ გვ.6
დაჯილდოება
23 სექტემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის სამღვდელოება: ოქროს ჯვარი და დეკანოზის წოდება -– მღვდელი ლევან გოლეთიანი; ოქროს ჯვარი დაიღუმენის წოდება -– მღვდელმონაზონი საბა (ფილიევი).
28 საპატრიარქოს უწყებანი N28 11-17 ოქტომბერი 2018წ გვ.4
დაჯილდოება
7 ოქტომბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სურამისა და ხაშურის ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით: იღუმენი იოანე (გვეტაძე); გამშვენებული ჯვრით: დეკანოზი ზურაბ კიკაძე და დეკანოზი სერაფიმე გოგოლაძე; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით: მღვდელი გიორგი ხაჩიძე; მღვდელი ნიკოლოზ ჯაიანი; მღვდელი პლატონ გელაშვილი; მღვდელი ბართლომე ბიწაძე და მღვდელი გრიგოლ ქობალია.
28-1 საპატრიარქოს უწყებანი N28 11-17 ოქტომბერი 2018წ გვ.5
აღკვეცა
23 სექტემბერს რუისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარში მროველურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ბერად აღკვეცა (მცირე სქემა) ყინწვისის წმ. კეთილ-გონიერი ავაზაკის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი ბასილ გაბუნია და სახელად ილარიონი უწოდა (წმ. ილარიონ დიდის სახელზე).
***
26 სექტემბერს ძამის ხეობაში მდებარე, წმ. ქეთევან წამებულის სახ. ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიდ სქემაში აღკვეცა ყინწვისის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონოზონი მარიამი (კეჩხუაშვილი) და სახელად ქეთევანი უწოდა (წმ. დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელზე) და იმავე მონას–
ტრის მონაზონი ქეთევანი (ჟღენტი) და სახელად მარიამი უწოდა (წმ. მარიამ მაგდალინელის სახელზე).
ხელდასხმა
7 ოქტომბერს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფ. კვალითის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) დიაკვნად აკურთხა ვანო ეპიტაშვილი და სახელად იოანე უწოდა.
ტაძრის კურთხევა
20 სექტემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ქარელის მუნიციპალიტეტის, ძამას ხეობაში მდებარე წმ. ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარი.
31 საპატრიარქოს უწყებანი N31 1-6ნოემბერი 2018წ გვ.7
ტაძრის კურთხევა
24 ოქტომბერს, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვედა საზანოში აკურთხა
კვირაცხოვლობის სახელზე მშენებარე ტაძრის საძირკველი. ტაძარი შენდება ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევით.
***
28 ოქტომბერს სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ცაკაშვილი) აკურთხა ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფ. ოძისის წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის სახ. ეკლესია.
ხელდასხმა
28 ოქტომბერს ზესტაფონის ღვთისმშობლის
მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) მღვდლად დაასხა ხელი იმავე ტაძრის დიაკონ ილია ჯანიაშვილს.
32 საპატრიარქოს უწყებანი N32 7-13ნოემბერი 2018წ გვ.3
ტაძრის კურთხევა
1 ნოემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ქარელის მუნიციპალიტეტის, დაბა აგარის მაცხოვრის შობის
სახ. ტაძარი. ტაძრის წინამძლვრად არქიმანდრიტი გიორგი (ედილაშვილი) დაინიშნა.
დაჯილდოება
4 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: მიტრით -–- დეკანოზი გაბრიელ კულუმბეგაშვილი; დეკანოზი გიორგი ჭილაშვილი და დეკანოზი გიორგი გუგუშვილი. გამშვენებული ჯვრით “– დეკანოზი დავით ჭიღლაძე და დეკანოზი იოანე კვანჭიანი. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -მღვდელი ლონგინოზ სუარიშვილი და მღვდელი ვლადიმერ ვახტანგაძე.
32-1 საპატრიარქოს უწყებანი N32 7-13ნოემბერი 2018წ გვ.4
ხელდასხმა
18 ოქტომბერს ბანას წმ. გრიგოლ ხანძთელის სახ. ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიაკვნად აკურთხა კერძო
დიაკონი გიორგი ტაბატაძე. დიაკვანი გიორგი დროებით ურბნისის წმ. სტეფანე პირველმოწამის სახ. საკათედრო ტაძარში დაინიშნა.
***
1 ნოემბერს აგარის მაცხოვრის შობის სახ. ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ დანიელ გათენაძეს. მღვდელი დანიელი რუისის ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარში დაინიშნა.
35 საპატრიარქოს უწყებანი N35 29ნოემბერი-5დეკემბერი 2018წ გვ.4
ტაძრის კურთხევა
18 ნოემბერს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ავლევის ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარი. ტაძრის წინამძღვრად მღვდელი გიორგი აბუაშვილი დაინიშნა.
***
18 ნოემბერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) აკურთხა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფ. საზანოს მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის განახლებული ეკლესია, რომელშიც იღუმენი ადამი (იმნაძე) იმსახურებს. ტაძრის ქტიტორია მწერალი ელგუჯა
თავბერიძე.
***
25 ნოემბერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) აკურთხა დაბა ხარაგაულის ღომიეთის წმ. ანტონ დიდის სახელობის
ახალაგებული ეკლესია, რომელშიც არქიმანდრიტი ანტონი (სულთანიშვილი) იმსახურებს. ტაძრის ქტიტორია სპარტაკ შარიქაძე.
დაჯილდოება
23 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის
მეორე გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა დიდუბის ლვთისმშობლის შობის სახ. ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თეოდორე ამბროლაძე.
37 საპატრიარქოს უწყებანი N37 13-19დეკემბერი 2018წ გვ.3
დაჯილდოება
10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირე–ბით პრეზიდენტის სასახლეში მიღება გამართეს. პრეზიდენტმა ჰუმანური იდეების გავრცელებისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით სხვა საზოგადო მოღვაწეებთან ერთად დააჯილდოვა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია
(ზურაბ ჭანტურია) გიორგი მარგველაშვილმა აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა მათ და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „საპატრიარქოს უწყებანი“ ულოცავს მეუფე ისაიას ამ ჯილდოს.
37-1 საპატრიარქოს უწყებანი N37 13-19დეკემბერი 2018წ გვ.4
ხელდასხმა
4 დეკემბერს ქოზიფას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიაკვნად აკურთხა ქარელის წმ. იობ მრავალვნებულის სახელობის მამათა მონასტრის ბერი გაბრიელი (ნინუა).
აღკვეცა
2 დეკემბერს ოპიზას წმ. ილარიონ ქართველის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტიმა იობმა (აქიაშვილი) ბერად აღკვეცა (მცირე სქემა) ქარელის სამღვდელმთავრო რეზიდენციასთან არსებული წმ. იობ მრავალვნებულის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი ნიკოლოზ ნინუა და სახელად გაბრიელი უწოდა (ხს. 25 ივლისი).
40 საპატრიარქოს უწყებანი N40 28დეკემბერი-9იანვარი 2018წ გვ.12
აღკვეცა
18 დეკემბერს ნიკორწმინდის წმ. ნიკოლოზის სახ. საკათედრო ტაძარში ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა (ლიპარტელიანი) ბერად
აღკვეცა: მორჩილი თორნიკე ჩიკვილაძე -–- სახელი უწოდა ელისე; მორჩილი არჩილ გელაშვილი -– სახელად უწოდა აბიბოსი; მორჩილი გიორგი მარჩილაშვილი -- სახელად უწოდა საბა; მორჩილი გიორგი აბაკელია -– სახელად უწოდა ნიკოლოზი. იმავე დღეს აკაკი გოცირიძე მორჩილის კაბით შეიმოსა.
ხელდასხმა
19 დეკემბერს სანზონის წმ. ნიკოლოზის სახ.
ტაძარში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობაშვილი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ლაშა ღვინიანიძე და სახელად ლაზარე უწოდა.
2 საპატრიარქოს უწყებანი N2 17-23იანვარი 2019წ გვ.19
მღვდელი სიმონ კურტანიძე 1836-1910-იანი წლები
მღვდელი სიმონ პავლეს ძე კურტანიძე 1836 წელს იმერეთში, შორაპნის მაზრის სოფ. ღორეშაში მღვდლის ოჯახში დაიბადა. მამამისი, მღვდელი პავლე, 1797 წელს საბატონო ყმის ოჯახში დაიბადა. ეკუთნოდა საერო წოდებას. ქართულ ენაზე საღმრთო და საეკლესიო წიგნების კითხვა, ტიბიკონი და გალობა მღვდელ თეოდორე რამინიშვილთან ისწავლა. 1816 წელს (მეორე ვერსიით -- 1819 წელს) ნინოწმინდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) მღვდლად დაასხა ხელი და ღორეშის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწა. მღვდელი პავლე 1867 წლის7 აგვისტოს გარდაიცვალა. დარჩა შვილები: იობი (დაბ. 1831წ.),იოსები (დაბ. 1835წ.) და დეკანოზი სიმონი. მამა სიმონს სასწავლებელში არ უსწავლია. მიღებული ჰქონდა შინაური განათლება. მის აღზრდაში დიდი წვლილი შეიტანა მღვდელმა სიმონ მიხეილის ძე ჭუმბურიძემ, რომელიც სოფ. სიმონეთში მსახურობდა. 1864 წლის 6 დეკემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა და ღორეშის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაინიშნა. 1865 წლის 25 დეკემბერს მეუფე გაბრიელმა მღვდლად დაასხა
ხელი და ამავე ტაძრის მეორე მღვდლად დაადგინა. 1867 წლის 23 აგვისტოდან წინამძღვარია. 1877 წლის 17 ივლისს კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენი კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1887 წლის 15 ივლისს საგვერდულით დაჯილდოვდა. მამა სიმონი იყო შორაპნის მაზრაში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. მან დიდი წვლილი შეიტანა მთელ ამ მხარეში ქართველთა შორის წერა-კითხვის გავრცელების საქმეში. ამასთან დაკავშირებით ქართული პრესა წერდა: „სოფ. ღორეშა (იმერეთი). შვიდს თებერვალს სოფ. ღორეშას მამა სიმონ კურტანიძის მიერ აგებულ სასკოლო შენობაში დაიწყო სწავლა. ამ დღისათვის მოწოდებული იყვნენ ყმაწვილები და მათი მამები. სკოლის შენობა აკურთხა ბლაღ. მღვდ. ერმოლაოზ ვეფხვაძემ, რომელიც სულითა და გულით მოწადინებულია სამრევლო სკოლების გამრავლებასა და განკარგებას. როცა სასკოლო შენობა ასხურა აიაზმის წყლით, მამა ბლაღოჩინი მიიქცა ხალხისაკენ, მოულოცა სკოლის გამართვა და აუხსნა სწავლა-განათლების მნიშვნელობა... იქვე ოცამდე კაცმა განაცხადა ბავშვის შემოყვანის სურვილი. დღეს ამ სკოლაში ორმოცამდე ყმაწვილი სწავლობს. სწორედ მისწრება იყო ამ სკოლის გამართვა ღორეშელთათვის“. იგივეს წერდა ჟურნ. „მწყემსში“ ღორეშის დაწყებითი სამრევლო სკოლის მასწავლებელი სიმონ ჭუმბურიძე: „... აი, ამ გარემოებამ აიძულა ღორეშის
მღვდელი ს. სიმონ კურტანიძე საკუთარი ხარჯით დაეარსებინა თავისი სამრევლოსათვის საეკლესიო სკოლა. სასკოლო შენობა აგერ ოთხი წელიწადია მზათ არის, მაგრამ მასწავლებელი კი აქამომდე ვერ ეშოვნა მ. კურტანიძეს. რადგან მე დიდი ხნიდან მქონდა ფიქრათ სამრევლო სკოლაში სამსახური, ამიტომ ამ ბოლო დროს, მ. კურტანიძის წინადადებით მე დავტოვე ამაშუკეთის საერო სკოლა და გადავედი ღორეშის სამრევლო სკოლაში, რომელიც ამა წლის 7 თებერვალს აკურთხა ბლაღოჩინმა მ. ერ. ვეფხვაძემ და წარადგინა დასამტკიცებლად, სადაც ჯერ არს“. 1889 წელს მღვდელ სიმონს გაძარცვის მიზნით ავაზაკები დაესხნენ თავს. ზოგადად, იმ პერიოდში შორაპნის მაზრაში მოქმედებდა 13-14 კაცისგან შემდგარი კარგად შეიარაღებული ყაჩაღთა რაზმი, რომელსაც დაწიოკებული ჰყავდა მთელი მაზრა. ოქტომბრის თვეში 12 შეიარაღებული ავაზაკი
ღამის 12 საათზე მიუვარდა მოძღვარს და დაყაჩაღება მოუნდომა. ამასთან დაკავშირებით მღვდელი სიმონი ქართული პრესის ფურცელზე წერდა: „...
ამავე თვეში მეც კინაღამ არ შევიქენი ავაზაკების მსხვერპლი. ყველას მოეხსენება, რომ მღვდლებზე საზოგადოდ ისეთი შეხედულება აქვთ, რომ არ ფიქრობენ, თუ იგინი სიმდიდრით მეგე კრეზს დაუვარდებიან. თუ მღვდელი უშვილოა, მაშინ ხომ ეს უსაფუძვლო ფიქრი ერთი ათად უფრო გაზვიადებულია. საიდამ, რითი და რა საშუალებით უნდა შეიძინოს მღვდელმა,განსაკუთრებით სოფლისამ, ასეთი სიმდიდრე, ამას არავინ არ კითხულობს. აი, ამ უსაფუძვლო აზრის გამო დამესხა თავზე ცამეტამდე შეიარაღებული კაცი. ავაზაკებმა გამოანგრიეს თურმე საჯალაბო სახლის ქვის საძირკველი, გააღეს კარები, შემოიტანეს დიდი ხის დვირო და დაუწყეს მითი მტვრევა და ცულებით ჩეხა იმ კარებს, რომელიც დიდი სახლიდამ ჩემს
ოთახში შემოდიოდა. წამოვცვივდით ფეხზე, მაგრამ რას იზამ მოუმზადებელი კაცი? ჩემმა სიძემ, ამაშუკეთის სკოლის მასწავლებელმა ჭუმბურიძემ ჩამოავლო ხელი რევოლვერს, რომელშიაც სამი პატრონა იდო, და ესროლა კარებში, მაგრამ ავაზაკებმა თავისი მაინც არ დაიშალეს. როცა შევატყვეთ, რომ ძალით ვეღარას გავაწყობდით ავაზაკებთან, მასწავლებელმა ჭუმბურიძემ ამჯობი-
2-1 საპატრიარქოს უწყებანი N2 17-23იანვარი 2019წ გვ.20
მღვდელი სიმონ კურტანიძე 1836-1910-იანი წლები (დასასრული)
ნა გარეთ გავარდნა და მეზობლებთან გაქცევა. ვერც მისმა ყვირილმა შეაშინა ავაზაკები. მე ვხედავდი, რომ ისინი რამდენიმე წამში კარებს შემოამტვრევდნენ და ამიტომ მეც გარეთ გამოვარდი, მაგრამ ერთი ავაზაკთაგანი, რომელიც თურმე გარეთ ყარაულობდა, დამედევნა, დამეწია სახლის მახლობლად ვენახში და ის იყო ხანჯალი უნდა ჩაეცა მუცელში, რომ ამ დროს ხელები მივაშველე, რის გამოც მძიმე ჭრილობა მივიღე მარცხენა ხელში. ბოროტების ჩამდენს ეგონა, რომ მღვდელი მოვკალიო და გაიქცა ამხანაგებთან. ამ დროს მოიჭრნენ მეზობლებიც და ავაზაკები გაიქცნენ. მათ წაეღოთ: ერთი ცული, ჩემი კაბის ჯიბიდან სამი მანეთი და ერთი აბაზი, ერთი ნომერი გაზ. „მწყემსი“ და ერთი „ივერია“, ქარვის კრიალოსანი და სხვადასხვა გამოუდეგარი ქაღალდები“. 1891 წლის 6 ივნისს მღვდ. სიმონს სკუფია უბოძეს. 1898 წლის 9 სექტემბერს ხარაგაულის ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად დაინიშნა. 1899
წლის 19 მარტიდან ღორეშის ტაძრის მეორე მღვდელია. 1901 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1903 წლის 19 ნოემბერს შტატიდან გავიდა. ამავე წლის 20 დეკემბერს მერევის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაადგინეს. 1904 წლის 19 ნოემბერს ტყემლოვანის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში დაინიშნა. 1906 წლის 29 მაისს პენსიაზე გავიდა. 1908 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1913 წლის 6 მაისს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1912 წელს მამა სიმონმა გამოსცა პატარა ბროშურა „რას საჭიროებენ გარდაცვალებულთა სულნი და რით
შეიძლება მათი დახმარება“, იმავე წელს მან თავისი
გამოცემული 1500 ეგზემპლიარი მოსახლეობაზე დასარიგებლად საჩუქრად გადასცა ჟურნალ „შინაური საქმეების“ რედაქციას, რისთვისაც მღვდელმა სიმონ მჭედლიძემ მას დიდი მადლობა გადაუხადა. შთამომავლების გადმოცემით გარდაიცვალა XX ს-ის 10-იანი წლების ბოლოს. თავისი ანდერძის თანახმად, დაკრძალულია მოტცყიერის წმ. გიორგის სახ. ტაძარში. მეუღლე მატრონა მარკოზის ასული (დაბ. 1836წ., 1906 წელს უკვე გარდაცვლილია). შვილები არ ჰყავდა.
3 საპატრიარქოს უწყებანი N3 24-30იანვარი 2019წ გვ.17
დეკანოზი ერმალოზ კანდელაკი 1857-1914
დეკანოზი ერმალოზ ლუკას ძე კანდელაკი ქუ- თაისის გუბერნიაში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. საღგთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი ქუთაისის საკათედრო ტაძარში ისწავლა. 1882 წლის 13 სექტემბერს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში ყველა ზედა განყოფილების პარალელური კლასის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა. მასვე დაევალა მაღალ და საშუალო განყოფილებებზე მოსამზადებელ კლასებში მართლწერის სწავლება. იმავე წლის 24 სექტემბერს კლასის დამრიგებლად დაინიშნა. 1884 წლის 1 სექტემბრიდან შეთავსებით დაევალა III კლასებში გეოგრაფიის სწავლება, ერმალოზი სასწავლებელში აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. იმჟამად სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში რამდენიმე პრობლემა არსებობდა. ერთ-ერთი პრობლემა სასწავლებლის
მარტვილიდან სენაკში გადმოტანა გახლდათ. საზოგადოების ნაწილი თვლიდა, რომ სენაკში წყალი და ჰაერი „უვარგისი“ იყო, თანაც არ იყო შესაბამისი შენობა, ჰიგიენური პირობები და ასე შემდეგ, ხოლო
მარტვილში საუკეთესო მდგომარეობა გახლდათ,
ერმოლაოზი ბევრს წერდა ამასთან დაკავშირებით და ცდილობდა, თავისი სატკივარი უმაღლეს საეკლესიო ხელისუფლებამდე ზუსტად მიეტანა. ახალი სენაკის სასწავლებლის დიდ ნაკლად პარალელური განყოფილებების არარსებობა იყო, ამიტომ ყოველ წელს უამრავი შეგირდი ირიცხებოდა სასწავლებლიდან. ერმალოზმა რამდენჯერმე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ამ პრობლემებზე, რის გამოც 1885 წლის
16 იანვარს კეთილსინდისიერი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) მადლობა გამოუცხადა. 1885 წლის 17 მაისიდან იგი უმაღლეს მოსამზადებელ კლასებში საღვთო სჯულის და IV კლასში გეოგრაფიის პედაგოგად დაინიშნა. 1886 წლის 17 მაისს ერმოლაოზი თავს ანებებს
სასწავლებელს და სასულიერო ასპარეზზე იწყებს მოღვაწეობას. 1886 წლის 30 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) იგი დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 7 სექტემბერს მღვდლად დაასხა ხელი და კულაშის მაცხოვრის ჯვარცმის სახ. ტაძრის წინამძღვრად განამწესა. 1888 წლის დეკემბერში გამოჩინებულის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1889 წლის 12 მაისიდან კი კულაშის ოლქის მთავარხუცესია.
3-1 საპატრიარქოს უწყებანი N3 24-30იანვარი 2019წ გვ.18
დეკანოზი ერმალოზ კანდელაკი 1857-1914 (გაგრძელება)
ბევრი სამუშაო გასწია მამა ერმალოზმა თავის ოლქში. პირველ რიგში,
სასწავლებლის დაარსება განიზრახა და ეს საკითხი დასვა კულაშის საზოგადოებაში. 1894 წლის თებერვალში ვინმე კონსტანტინე მკურნალის თაოსნობითა და მღვდელ ერმალოზის ლოცვა-კურთხევით დაარსდა და გაიხსნა ერთკლასიანი სასწავლებელი, დაინიშნა ადგილობრივი დირექტორი. მასწავლებლად ინსტიტუტში სწავლადამთავრებული გ. ხოშტარია მოიწვიეს. ამის შემდეგ მოძღვარმა ზრუნვა
სამკითხველოს დაარსებაზე დაიწყო. აი, რას წერდა იგი ქართულ პრესაში: „ერთი რამ თვალსაჩინო დაწესებულება აკლია კულაშის საზოგადოებას,
ეს გახლავთ სამკითხველო. მართალია, ერთმა პატივცემულმა კნეინამ იკისრა სამკითხველოს დაარსება, მაგრამ ვერ დაამთავრა. იმოდენად განვითარებული თავად-აზნაურობაა ჩვენს ტურფა სოფელში, იმედია, მათგან თანაგრძნობა არ მოგვაკლდება, სამკითხველო შეიძლება ადვილად მოთავსდეს რომელიმე სასწავლებლის ოთახში. მისი არსებობისათვის თითო აბაზი რომ გამოიღონ, საკმარისია და ჩინებულადაც გაჩაღდება ეს გონების განმავითარებელი საუნჯე“.
1891 წლის 1 ივლისს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელთან გაიხსნა ძმობა წმ. დავით აღმაშენებლის სახელზე, რომელთაც დაევალათ ღარიბ
სასულიერო პირთა შვილების მფარველობა და შეწევნა. ამისთვის ეპისკოპოსმა გაბრიელმა თავისი ეპარქიის სამღვდელოებას მოუწოდა გაეღოთ შეწირულება ამ ძმობის სასარგებლოდ. მღვდელმა ერმალოზმა სასწრაფოდ შეკრიბა თავისი ოლქის სამღვდელოება, იმსჯელეს და შემდეგი დაადგინეს: „ჩვენ, სამღვდელო და საეკლესიო მოსამსახურეთ კულაშის ოლქისა, მოვისმინეთ შინაარსი ქუთაისის სასწავლებლის სამმართველოს მოწერილობისა ამ სასწავლებელთან დაარსებული
ძმობის შესახებ და ვაცხადებთ, რომ ჩვენ ყველანი ღარიბნი ვართ: თვითოეული ჩვენგანი იხდის ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის შესანახავად ნახევარს იმა ჯამაგირისას, რაც გვეძლევა ხაზინისაგან; სამრევლოსაგან შემოსავალი თანდათან კლებულობს, განსაკუთრებით ამ
უკანასკნელ წლებში; მაგრამ მიუხედავად ამისა, გამსჭვალულნი ქრისტიანულის მზრუნველობით ღარიბ მშობელთა შვილების შესახებ, რომელთაც სწყურიანთ განათლება, მაგრამ არა აქვსთ შეძლება ამისათვის, ვსცანით მათთვის ფრიად სასარგებლოდ აღნიშნული ძმობის დაარსება და
თანაგრძნობით მივეგებეთ ჩვენი მთავარხუცესის მამა ერმოლაოზის წინადადებას, განვაცხადეთ სურვილი ჩავეწეროთ ამ ძმობის წევრებად და ყოველწლობით შევიტანოთ ქვემოთ აღნიშნული ხვედრი ფული 85 მანეთი“. 1894 წელს კულაშის მცხოვრებმა გლეხმა გოგია გულას ძე სტურუამ კულაშის ჯვარცმის ტაძარს შესწირა 370 მანეთად ღირებული ძვირფასად შემკული აღსავლის კარები და 11 თუმნად ღირებული შესამოსელი, რისთვისაც მამა ერმალოზმა ჟურნალ „მწყემსში“
მას დიდი მადლობა გადაუხადა და მოუწოდა სოფლის სხვა უფრო მდიდარ მაცხოვრებლებს მიებაძათ ამ ქველმოქმედი კაცისათვის. 1896 წელს მღვდელმა ერმალოზმა საკმაოდ ვრცელი და საინტერესო ქადაგება წარმოთქვა განსვენებული იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის დაკრძალვაზე.
1898 წელს მღვდელი ერმალოზი სამტრედიის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1901 წლის 1 ივნისს კულაშის საზოგადოებას
ესტუმრა იმერეთის ეპარქიის ახალი ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე), დეკანოზ ნესტორ ყუბანეიშვილთან და საკათედრო ტაძრის კრებულთან.
სამტრედიის სადგურზე მეუფეს დახვდნენ მთავარხუცესი, მლვდელი ერმალოზ კანდელაკი, სამტრედიის ბოქაული ბ-ნი მახარაძე, კულაშის საზოგადოების მამასახლისი და იქიდან წარუძღვნენ კულაშის
ჯვარცმის ტაძარში. იმ დღეს კულაშის ტაძრის დიდი ეზო სავსე იყო ხალხით. იქ შეკრებილნი, თავადი თუ გლეხი, ქალი თუ კაცი, მოხუცი თუ ყმაწვილი ყველა გრძნობდა გამოცოცხლებასა და ძალას. ეკლესიაში
გალობდა კულაშის სკოლის მოსწავლეები, სკოლის ზედამხედველ ბ-ნ მკურნალის ლოტბარობით, რომელიც მძიმე ავადმყოფობამ ვერ დააკავა და სხვებთან ერთად შეეგება მღვდელმთავარს. ეკლესიაში შესვლისთანავე მის მეუფებას ვრცელი სიტყვით მიმართა მღვდელმა ერმალოზმა. დასასრულს მან ეპისკოპოს ლეონიდეს მრევლის სახელით ძვირფასად შემკული წმ. ნინოს ხატი აჩუქა. 1905 წელს დეკანოზი ერმალოზი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში საღვთო სჯულის მასწავლებლად და კარის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1910 წლის მაისში იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) იგი იმერეთის ეპარქიალური
სასწავლო საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა. 1910 წელს უცნობმა ავტორმა ქართულ პრესაში გამოაქვეყნა წერილი, სადაც სამრევლო სკოლებში ქართული ენის სწავლების დაკნინებაზე საუბრობდა, იგი წერდა, რომ სანამ რეაქცია ფეხს მოიკიდებდა, სამრევლო სკოლებში ქართული ენის სწავლების საქმე კარგად იყო დაყენებული, შემდეგ კი სასუ
3-2 საპატრიარქოს უწყებანი N3 24-30იანვარი 2019წ გვ.19
დეკანოზი ერმალოზ კანდელაკი 1857-1914 (გაგრძელება)
ლიერო მთავრობის განკარგულებით საქმე დაქვეითდაო. დეკანოზი ერმალოზი გამოეხმაურა ამ ცილისმწამებლურ წერილს და აღნიშნა, რომ ივნისის თვეში იგი თავად იყო ქუთაისის რამდენიმე სკოლაში რევიზიაზე და კარგი შთაბეჭდილებებით დატოვა იქაურობა. იგი წერდა: „ბავშვებს მშვენივრად შეუსწავლიათ დედა-ენიდან ლექსები და იგავ-არაკები. მესამე განყოფილებაში „ბუნების კარი“ და „გუთანიც“ უკითხავთ და რაც გაუვლიათ, შეგნებით იციან. წერა ქართულად ყველგან საუცხოვოდ არის დაყენებული“. 1911 წელს დეკანოზი ერმალოზი არასასურველ
ვითარებაში აღმოჩნდა, რასაც მისი დასჯა და ბაქოში გადაყვანა მოჰყვა. აი, რას წერდა გაზ. „სახალხო გაზეთი“ ამ ფაქტზე: „ქუთაისის გიმნაზიის
მასწავლებელს იურკევსკის მძიმე ბრალდება აღმოუჩნდა. მას სწამებენ, რომ გამოცდების დროს უფროსკლასელებს ქრთამებს ართმევდა და სამაგიეროდ წინდაწინვე აუწყებდა მათ, რა თემა ექნებოდათ რუსულ ენაშიო. ამაზე დიდი ხანია ლაპარაკობენ ქუთაისში, მაგრამ მხილების ინიციატივას არავინ ტვირთულობდა. ასეთი როლი თავს იდვა საღვთო სჯულის მასწავლებელმა, დეკ. ერ. კანდელაკმა, რომელსაც ქალაქში გავრცელებულ ხმებზე ულაპარაკნია რამდენიმე მასწავლებელთა შორის. ერთს ამ უკანასკნელს უცნობებია დირექტორისთვის, ამ უკანასკნელს კი
სამოსწავლო ოლქის მზრუნველისთვის, რის შემდეგაც ოლქის ინსპექტორი სლოვინსკი ქუთაისში გაჩნდა და იურკევსკი-კანდელაკის ინცინდეტის საქმის გამოძიება დაევალა. რით გათავდება ეს საქმე, წინადაწინ ძნელი სათქმელია, რადგან გამოძიება საიდუმლოებით არის მოცული. მომავალი, რასაკვირველია გვაჩვენებს, რამდენად საფუძვლიანია დეკანოზ კანდელაკის ბრალდება, მაგრამ თვით აღძვრა ასეთი საკითხისა იმისი მომასწავებელია, რომ საშუალო სასწავლებელში, საცა 700-ზე მეტი მოსწავლეა, საქმე წესიერად არ არის წარმართული“. სამწუხაროდ, ამ ინციდენტმა შეიწირა დეკანოზი ერმალოზი. მიუხედავად იმისა, რომ მისი დანაშაული თითქმის არ იკვეთებოდა ამ საქმეში, იგი მოხსნეს კლასიკური გიმნაზიიდან და ქ. ბაქოში გადაიყვანეს. არ უშველა მას არც ეპისკოპოს გიორგისა და არც გინაზიის დირექტორის რეკომენდაციამ და თხოვნამ, ძველ ადგილზე დაეტოვებინათ. იმავე, 1911 წელს, მეორე მძიმე დანაკლისი განიცადა მოძღვარმა. 1911 წლის 12 ივლისს კურორტ ბახმაროში გარდა იცვალა მისი სულიერი შვილი, ცნობილი ქართველი ფოლკლორისტი, ლოტბარი, ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი და ქართული მრავალხმიანი გალობის ნოტებზე გადამტანი, აწ წმინდათა
დასში შერაცხული ფილიმონ ქორიძე. მის ხსოვნას მან საკმაოდ ვრცელი წერილი მიუძღვნა გაზეთ „კოლხიდაში“.
3-3 საპატრიარქოს უწყებანი N3 24-30იანვარი 2019წ გვ.20
დეკანოზი ერმალოზ კანდელაკი 1857-1914 (დასასრული)
ბაქოში გადასახლებული მოძღვარი შეძლებისდაგვარად აგრძელებდა მსახურებას. 1913 წელს ქართული პრესაში კიდევ ერთხელ გვხდება იგი,
როდესაც ბაქოში ქართველებმა წმ. ნინოს დღესასწაული გადაიხადეს: „ნინოობა დღეს ბაქოელებმაც იდღესასწაულეს. ამ დღეს პირველად
ეღირსნენ აქაური ქართველები წირვა-ლოცვას დედაენაზე. წირვა სამმა ქართველმა მღვდელმა გადაიხადა აქაურ ფლოტის ეკლესიაში. გალობდა ამ დღისათვის შემდგარი ქართული გუნდი. მთელი წირვა და საგალობლები ქართულად შეასრულეს. მღვდელმა ერმალოზ კანდელაკმა
მშვენიერი სიტყვა წარმოსთქვა. წირვას დაესწრნენ ქართული სკოლის მოსწავლენი და დიდძალი ქართველობა“. ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული სამსახურისთვის დეკანოზი ერმალოზი დაჯილდოებული
იყო: 1889 წელს საგვერდულით; 1892 წლის მარტში სკუფიით; 1895 წლის 6 მაისს კამილავკით; 1899 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით; 1901 წლის
3 თებერვალს წმ. ანასIII ხარისხის ორდენით; 1903 წლის 15 მაისს დეკანოზის წოდებით. დეკანოზი ერმალოზი 1914 წლის 5 ოქტომბერს
გარდაიცვალა. დარჩა მეუღლე ივდით ალექსის ასული (დაბ. 1865წ.) და შვილი ვასილი (დაბ. 1889წ.).
4 საპატრიარქოს უწყებანი N4 31იანვარი-6თებერვალი 2019წ გვ.18
არქიმანდრიტი ლეონტი (ბაქრაძე) 1829-1907
არქიმანდრიტი ლეონტი, ერისკაცობაში ლეონ ზაქარიას ძე ბაქრაძე, 1829 წელს თბილისის მაზრის სოფ. უჯარმაში, ღარიბი მღვდლის ოჯახში დაიბადა. იგი გახლდათ ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგისა და ეთნოგრაფის, სანკტპეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, დიმიტრი ბაქრაძის (1826- 1890წწ.)
უმცროსი ძმა. ბაქრაძეების ეს შტო წარმოშობით ხაშურის რაიონის სოფ. ოსიაურიდან იყო. თავად არქიმანდრიტი თავისი წინაპრების სოფ. ხაშმში
გადმოსახლების ამბავს ასე გვიამბობს: „პაპაჩვენი ანდრია პატარაობისას ლეკებს მოუტაცნიათ ოსიაურიდან და ტყვედ წაუყვანიათ. საბრალო დედამისი, რომელსაც იმის მეტი შვილი არა ჰყოლია, გადასულა ლეკებში დედისერთა შვილის ტყვეობიდან გამოსახსნელად, რასაკვირველია, არა სასყიდლით, რადგანაც ღარიბი ყოფილა, არამედ ხვეწნითა და მუდარით. ლეკებს შეუბრალებიათ საწყალი დედაკაცი, ვინ იცის, საიდან მოსული და რამოდენა ჭირისა და ვაგლახის მნახველი იმსიშორე გზაზე, და როგორც იყო, შვილი დაუნებებიათ დედისათვის. ამბობენ, ვითომც მაშინდელს იმამს ჩაჰვარდნია შეწუხებული დედა ფეხქვეშ თხოვნითა და ვედრებით და
იმას შეუწყალებია და შვილი უჩუქებია. როცა დედას შვილი წამოუყვანია, გამოუვლია კახეთი, გადმოსულა გომბორს და ჩამოსულა ხაშმში.
აქ ხაშმში მაშინ იოანე ნათლისმცემლის მონასტერში ბერები ყოფილან და მონასტრის წინამძღვრად ჰყოლიათ არქიმანდრიტი ხარიტონი,
რომელმაც იქ ეკლესია ააშენა ბოლოს. ამ მონასტერში სკოლა ჰქონიათ ბერებს. მათ დედისთვის ურჩევიათ თავისი შვილი აქ სკოლაში მიებარებინა. მასაც მიუბარებია და ანდრიას მონასტრის სკოლაში უსწავლია წიგნი და საღმრთო წერილი. როცა წამოზრდილა, ხაშმშივე შეურთავს გლეხის ქალი, ზესიძედ შესულა, ბოლოს უკურთხებიათ კიდეც მღვდლად. იგი ხაშმში დაბინავებულა და მიუღია ცოლის გვარი თევდორაშვილი. თავად მამაჩემიც, მღვდელი ზაქარიაც ერთ-ორ
წელიწადს მღვდლად კურთხევის შემდეგ თურმე ამ გვარს აწერდა და მხოლოდ მას მერმედ დაბრუნებია მამაპაპისეულს გვარს ბაქრაძეს“. მღვდელი ზაქარია 1790 წელს დაიბადა. ქართულ ენაზე წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. მონასტერში ისწავლა. 1814 წლის 15 აგვისტოს რუსთველ-ნინოწმიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (ჯორჯაძე) იგი დიაკვნად აკურთხა. 1815 წლის 8 სექტემბერს მღვდლად დაასხა
ხელი და ხაშმის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძარში განამწესა. ჰქონდა ჯილდო ბრინჯაოს ჯვარი. 1818 წელს აღმოსავლეთ საქართველოში შტატების გადანაწილების შემდეგ ხაშმის ტაძარში
მედავითნის შტატში დაადგინეს. 1830 წელს ყარაბულახის, თავად თადია ჩოლოყაშვილის მამულში, წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1831
წელს დეკანოზი იოანე ნახუცრიშვილი საქართველო–იმერეთის სინოდალურ კანტორას წერდა, რომ ძალიან გაუჭირდა მეორე მღვდლის გარეშე, რადგან ის მთავარხუცესია, სხვა საქმეც ბევრი აქვს და
მღვდელი ზაქარიას უკან, ხაშმის ტაძარში დაბრუნება ითხოვა, რაც შეუსრულეს. მამა ზაქარიას ჰყავდა მეუღლე ნინო რამაზის ასული ქოქრაშვილი (დაბ. 1801წ.) და შვიდი შვილი: დავითი, მღვდ. მიხეილი (დაბ. 1822წ.), დიმიტრი (დაბ. 1826წ.), დეკ. ლეონი (1830-1907წწ., შემდგომში –– არქიმანდრიტი), სიმონი და ორიც ასული, რომელთა სახელები ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია. 1857 წელს ლეონმა თბილისის სასულიერო სემინარია წარჩინებით დაასრულა. 1857 წლის 14 აგვისტოს გორის ეპისკოპოსმა იოანემ (ავალიანი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს ეგზარქოსმა ისიდორემ (ნიკოლსკი) მლვდლად დაასხა ხელი და ძველი გავაზის წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძარში დაინიშნა. 1861 წლის 24 მარტს საინგილოს ოლქის მთავარხუცესს, მღვდელ იროდიონ ელიოსიძის თხოვნით, სოფ. ძაგემის სამრევლოში გადაიყვანეს. 1862 წლის 11 იანვარს მასვე ჩააბარეს სოფ. თასმალოს სამრევლოც. 1862 წლის 18 ოქტომბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1865 წლის 2 ივნისს უჯარმის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაინიშნა. 1868 წელს სკუფია უბოძეს. 1879 წლის 29 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1882 წლის 6 ივნისს თბილისის მაზრისIII ოლქის მთავარხუცესად
4-1 საპატრიარქოს უწყებანი N4 31იანვარი-6თებერვალი 2019წ გვ.19
არქიმანდრიტი ლეონტი (ბაქრაძე) 1829-1907 (გაგრძელება)
დაინიშნა. 1883 წლის 29 მარტს სამაგალითო სამსახურისთვის წმ. სინოდისგან სამადლობელი სიგელი მიიღო. 1885 წლის 28 ოქტომბერს, ავადმყოფობის გამო, თავისი თხოვნის საფუძველზე,მთავარხუცესის პოსტიდან გადადგა. 1886 წლის 22 მარტს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1889 წლის 6 მარტს ხაშმის წმ. გიორგის სახ ტაძარში დაადგინეს.
1891 წლის აგვისტოში ხაშმის ყოვლადწმინდა სამების სახ.
ძველ მონასტერთან, არქიმანდრიტ მაკარის (მატათაშვილი)
მიერ ახლადგახსნილი სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. 1892 წლის 1 მაისს ისევ აირჩიეს მთავარხუცესად. 1896 წლის 28 ივლისს სიონის საკათედრო ტაძარში ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) მღვდელ ლეონს დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1898 წლის 1 ოქტომბერს გადადგა მთავარხუცესის თანამდებობიდან. 1899 წლის 23 იანვარს თბილისის მაცხოვრის
ფერისცვალების სახ. მამათა მონასტერში გორის ეპისკოპოსმა
ლეონიდემ (ოქროპირიძე) დეკანოზი ლეონი ბერად აღკვეცა და სახელად ლეონტი უწოდა. ამასთან დაკავშირებით გაზეთი „ივერია“ წერდა: „შაბათს საღამოს, 23 იანვარს, ტფილისის ფერისცვალების ანუ დარიის მონასტრის ეკლესიაში, მწუხრის შემდეგ, ცისკარზედ, „დიდება მაღალისას“ გათავებისას, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, გორის ეპისკოპოსმა ლეონიდმა ბერად აღკვეცა დეკანოზი მამა ლევან ბაქრაძე, რომელიც უმაღლესის მთავრობის განკარგულებით და თვისის სურვილისამებრ დანიშნულია ხირსის წმ. სტეფანეს მონასტრის წინამძღვრად. სახელად ეწოდა ლეონტი. კურთხევას აუარებელი ხალხი დაესწრო და, მათ
შორის, სამღვდელოებაც. მწუხრ-ცისკარზედ ჰგალობდნენ ადგილობრივი მონასტრის მგალობელნი. ხოლო კურთხევის წინ საგალობელი
„წიაღნი მამულნი განმიხვენ წყალობით“ თვით მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ლეონიდმა იგალობა. მწუხრ-ცისკარი 5 საათზედ დაწყებილი საღამოს 8 საათზედ გათავდა. მეორე დღეს, კვირას, წირვაზედ, თვისს ეკლესიაში მისმ მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ საქართველოს ექსარხოსმა ფლაბიანემ აკურთხა მამა ლეონტი არხიმანდრიტად.. წლების მანძილზე ეკლესიაში მსახურების განმავლობაში მამა ლეონტიმ დიდი პატივი და სიყვარული დაიმსახურა იმ მრევლისა, სადაც იგი ჰმსახურებდა“. 1899 წლოს 24 იანვარს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა და ხირსის წმ. სტეფანეს სახ. მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. იმავე წლის 1 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს მონასტრების მთავარხუცესად დაადგინეს და ამ პოსტზე მან 1903 წლამდე დაჰყო. არქიმანდრიტი ლეონტი 1907 წელს გარდაიცვალა. ერისკაცობაში ჰყავდა მეუღლე ანა ყირმელაშვილი, რომელიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. მამა ლეონტის მისგან
4-2 საპატრიარქოს უწყებანი N4 31იანვარი-6თებერვალი 2019წ გვ.20
არქიმანდრიტი ლეონტი (ბაქრაძე) 1829-1907 (დასასრული)
დარჩა ერთი ასული მარიამი (1865-10.03.1951წწ., რომელიც იყო მღვდ. იოსებ ანტონის ძე კოშორიძის მეუღლე).
მღვდელი გახლდათ ასევე მამა ზაქარიას უფროსი ვაჟის, დავითის ძე ლუკა, რომელიც სოფ. პატარძეულში ღვთისმშობლის ხარების სახ. ტაძრის წინამძღვრად მსახურობდა და ადრეულ ასაკში, 1879 წლის 14 მარტს გარდაიცვალა. მას ჰყავდა შვიდი შვილი: სამი ვაჟი და ოთხი ასული, რომელთაგან სამი ცოლად სასულიერო პირს გაჰყვა: მარიამი (დაბ. 1859წ., იყო მღვდ. ნიკიფორე მოსეს ძე კანდელაკის მეუღლე), ნატალია (დაბ. 1869წ., პროტოპრესვიტერ ანტონ მაქსიმეს ძე თოთიბაძის მეუღლე), ანასტასია (დაბ. 1877წ., დეკანოზ სვიმონ ზაქარიას ძე ექვთიმიშვილის მეუღლე).
5 საპატრიარქოს უწყებანი N5 7-13თებერვალი 2019წ გვ.14
დეკანოზი ბენიამენ კონტრიძე 1870-1939
ვისურვებთ რომ სხვა სოფლებშიაც გამოსულიყოს თითო-ოროლა იმის მსგვსი მღვდელები
დეკანოზი ბენიამენ ბესარიონის ძე კონტრიძე 1870 წლის 1 ივნისს ქუთაისის გუბერნიაში, ოზურგეთის მაზრის სოფ. ლიხაურში მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1886 წელს დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო
სასწავლებელი, ხოლო 1886-1892 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1892 წლის 2 თებერვალს, ეგზარქოსის კარის წმ. ჯვრის სახ. ეკლესიაში, წირვის დროს, ალავერდის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) სტიქარი უკურთხა. 1892 წლის 12 აპრილიდან 1895 წლის 18 სექტემბრამდე თბილისის სამისიონერო ღვთისმშობლის სახ. ტაძრის მედავითნე და რიყის სამრევლო-საეკლესიო სკოლის პედაგოგი იყო. 1895 წლის 24 სექტემბერს დიაკვნად აკურთხეს, იმავე წლის 26 სექტემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და მოხისის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1896 წლის მარტში მოხისის სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის პედაგოგად დაადგინეს. 1896 წლის 2 ოქტომბერს მასვე დაევალა გორისა და დუშეთის მაზრებში არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურეობა. 1898 წლის 10 იანვარს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1898 წლის 7 ივნისს მოხისში აკურთხეს პირველდაწყებითი სამრევლო სკოლის ახალი შენობა. კურთხევას დაესწრნენ
თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი, არქიმანდრიტი სერაფიმე, იმავე სემინარიის მეთვალყურე ნ. მამინეიშვილი, ეპარქიის სამრევლო სკოლების მეთვალყურე ნ. ტატიშვილი და მახლობელი სოფლის
სამღვდელოება. ამასთან დაკავშირებით გაზ. „ივერია“ წერდა: „ახალის მღვდლის მ. ბენიამინ კონტრიძის დანიშვნის შემდეგ, რომელიც სულითა და გულით ერთგულია თვისის მოვალეობისა, მოხისის
სკოლის საქმე ჩინებულად წავიდა. იმისდა მიუხედავად, რომ მოხისელები მოუხეშავი ხალხია და სკოლას ეჭვის თვალით უყურებენ, მ. კონტრიძემ
მოახერხა მშვენიერის სკოლის გაკეთება მოხისში და როდესაც ხალხმა დაინახა, რომ მათი მოძღვარი უანგაროდ შრომობდა სკოლისათვის, სულ სხვანაირად იცვალა გული სკოლაზე, რაიცა ცხადად სჩანდა 7 ივნისს, სკოლის კურთხევის დღეს. დღეს მოხისის სკოლაში სწავლობს 37 ყმაწვილი, რომელთაც ასიამოვნეს თავისის ცოდნით, გალობა-სიმღერების თქმით და ზრდილობით დამსწრე საზოგადოება. მამა რექტორს, რომელმაც შესაფერი სიტყვა წარმოსთქვა, და ეპარქიის მეთვალყურეს ტატიშვილს ძალიან მოეწონათ სკოლა და ისურვეს, რომ ამისთანა სკოლა ბევრ სხვა სოფლებსაც ჰღირსებოდესო“. იმავეს წერდა მეორე ქართული გაზეთი „ცნობის ფურცელი“: „რაც მამა ბენიამენ კონტრიძე დანიშნეს გორის მაზრის საეკლესიო სკოლის მეთვალყურედ, იმდღიდგან სკოლების საქმე მიდის წარმატებაში. 24 ოქტომბერს აკურთხეს სოფ. ფცაში
საეკლესიო-სამრევლო წერა-კითხვის სკოლა. წირვა რომ გამოვიდა, სკოლა აკურთხეს, გალობდა მოხისის საეკლესიო სკოლის ხორო, რომელმაც დიდი
შთაბეჭდილება მოახდინა გლეხ-კაცობაში". 1899 წლის 26 თებერვალს მოხისის სკოლაში ნაყოფიერი პედაგოგიური სამსახურისთვის საქართველოს ეპარქიალურმა სასწავლო საბჭომ მადლობა გამოუცხადა. 1899 წლის 5 ოქტომბერს თბილისის იერუსალიმის წმ. ჯვრის სახ. ტაძარში გადმოიყვანეს. 1899 წლის 27 ოქტომბერს თბილისი-ბორჩალოს მაზრის
სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ, საქართველოს ეპარქიალური სასწავლო საბჭოს უშტატო წევრად და ხარფუხის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ დაინიშნა. 1899 წლის 1 ნოემბერს თბილისის საბაღოსნო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. მღვდელ ბენიამენის გადაყვანამ დიდად დაამწუხრა მოხისის მრევლი. აი, რას წერდა ამასთან დაკავშირებით ქართული პრესა: „ამ სამი-ოთხი წლის წინად სოფელი მოხისი თითქმის უკანასკნელ სოფლად ითვლებოდა სწავლა-განათლების მხრივ. მაგრამ, როგორც გარემოებამ აღმოაჩინა, ხალხი დაუდევარი კი არ ყოფილა, არამედ არ ჰყოლია მას წინამძღოლი, რომ გზა ჭეშმარიტებისა ეჩვე
5-1 საპატრიარქოს უწყებანი N5 7-13თებერვალი 2019წ გვ.15
დეკანოზი ბენიამენ კონტრიძე 1870-1939 (გაგრძელება)
ნებინა. 1895 წელს აქ გამოამწესეს ახალგაზრდა მღვდელი ბენ. კონტრიძე. მოსვლისთანავე ის შეუდგა სკოლის დაარსებისათვის ზრუნვას. თუმცაღა,
სოფელში აღმოჩნდნენ ისეთები, რომელთაც დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მღვდელს სკოლის დაარსების საქმეში: „მამაო, ნუ გვღუპავ, ნუ გაგვიმართავ სკოლას! მღვდლად ხარ განწესებული და მღვდლობა გასწიე; დანარჩენზე თავი დაგვანებეო“, მაგრამ როდესაც გაიგეს სწავლის გემო, იმ წინააღმდეგების შვილებიც ბევრი სწავლობენ ეხლა მოხისის სამრევლო სკოლაში, და ადგილიც აღარ არის ახლად მოყვანილ ბავშვებისათვის. ეკლესიის გალავანში მოთავსებულია სკოლის შენობა, რომელშიაც სწავლობს 70-მდის მოსწავლე ორთავე სქესისა. კვირა-უქმე დღეობით ეკლე- სიაში ჰგალობს მოსწავლეებისაგან შემდგარი გუნდი. მამა ბენიამენისავე მეცადინეობით ეკლესიასა და სკოლას ქვითკირის გალავანი შემოავლო სოფელმა, გაამშვენიერა შიგნითა და გარეთ ეკლესია და სხვ. მამა ბენიამენს არ დაუტოვებია აგრეთვე უყურადღებოთ სხვა მეზობელი სოფლებიც. იქ ბევრგან დაარსა წერა-კითხვის სკოლები და აღმოუჩინა მათ შესანახი წყარო. ერთის სიტყვით, ის ამ სამი წლის განმავლობაში ასრულებდა ჭეშმარიტი მოძღვრის მოვალეობას და დიდი სიყვარულიც დაიმსახურა ხალხისა. კიდევ ბევრ კარგის გაკეთებას მოველოდით მისგან, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ის გადაყვანილ იქმნა ტფილისში. ვისურვებთ, რომ სხვა სოფლებშიაც გამოსულიყოს თითო-ოროლა
იმის მსგავსი მღვდლები და ისეთი სახელი დაემსახურებინოთ, როგორიც დასტოვა პატივცემულმა მამა ბენიამენმა მოხისსა და მის მახლობელს ხეობებში“, 1900 წლის 2 მაისს ხარფუხის წმ. ნიკოლოზის სახ. ბერძნულ ტაძარში დაინიშნა. 1900 წლის 26 მაისს სამრევლო-საეკლესიო სკოლებზე გაწეული მზრუნგელობისათვის მღვდელმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1901 წლის 6 მაისს სკუფია უბოძეს. 1901 წლის 14 სექტემბერს გადადგა სკოლების მეთვალყურის პოსტიდან და ეპარქიალური საბჭოს უშტატო წევრობიდან. 1902 წლის 20 სექტემბერს თბილისის ქალთა ეპარქიალური სასწავლებლის მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს. 1902 წლის 18 ნოემბერს თბილისის საქალაქო დაწყებით სასწავლებელში საღვთო სჯულის პედაგოგად დაადგინეს. 1903 წლის მაისში თბილისის სასულიერო სასწავლებლის მმართველო საბჭოში სამლვდელოების წარმომადგენლად აირჩიეს. 1904 წლის 6 მაისს რუსეთის წმ. სინოდმა მადლობის ფურცელი სიგელით გადასცა. 1906 წლის 15 მაისს კამილავკა ეწყალობა. სამოძღვრო და პედაგოგიური მოღვაწეობის გარდა, დეკანოზი ბენიამენი აქტიურად იყო ჩართული ავტოკეფალურ მოძრაობაში და გვერდში ედგა იმჟამინდელ მოწინავე ქართველ სამღვდელოებას. 1905 წლის 18 თებერვლის რუსეთის იმპერატორის რესკრიპტის მიხედვით
შინაგან საქმეთა მინისტრმა ა. გ. ბულიგინმა რუსეთის სახელმწიფოს ყველა მოქალაქეს უფლება მისცა, გულახდილად გამოეთქვათ თავიანთი აზრი, თუ რა ღონისძიებებს შეიძლებოდა შეეწყო ხელი იმპერატორის მიერ „გამოცხადებული, ხალხის საკეთილდღეოდ გამიზნული გარდაქმნების წარმატებით განხორციელებისათვის“. ამასთან დაკავშირებით, ქართველმა სამლვდელოებამ გადაწყვიტა აღეძრა საკითხი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალური უფლებების აღდგენისა. გადაწყდა, შეედგინათ პეტიციის პროექტი და მოეწვიათ სამლვდელოების ყრილობა, რომელიც 28 მაისს დაიგეგმა. ეს ამბავი ეგზარქოს ალექსის ყურებამდეც მივიდა და მან გადაწყვიტა ეს შეკრება ჩაეშალა. ეგზარქოსის ბრძანებით, ჟანდარმებს ებრძანათ 27 მაისს თბილისში ჩამოსული მღვდლები დაეპატიმრებინათ. საჭირო გახდა ამ უსიამოვნების თავიდან აცილება. გადაწყდა, საქმეში ჩაერიათ თბილისში ახლახან (5 მაისს) ჩამოსული მეფისნაცვალი გრაფი ი.
ი. ვორონცოვ-დაშკოვი, ოღონდ ისე, რომ ინიციატივა
თავად მას მისწერებოდა. გარემოებანი ხელს უწყობდა ამ ამბავს: იმხანად თბილისში იმყოფებოდა მეფისნაცვლის მეგობარი და თანამშრომელი, გენერალი ი. ა, ნაკაშიძე, რომელსაც კარგად იცნობდა მღვდელი ბენიამენი. სწორედ მამა ბენიამენი მივიდა თავად ივანესთან სამლვდელოების სახელით. ნაკაშიძემ, კეთილმა, გონიერმა კაცმა, პეტერბურგელ ქართველთა (განსაკუთრებით მოსწავლე ახალგაზრდობის) მფარგელმა და „მეგზურმა“ მოუსმინა მამა კონტრიძეს და აღუთქვა, საქმეს მოვაგვარებო, ოღონდ სთხოვა, სამახსოვრო მომეცითო. ნაკაშიძემ ორჯერ წაიკითხა
სამახსოვრო და მამა ბენიამენს უთხრა, ორი დღის შემდეგ შემომიარეო. დათქმულ დღეს მან მამა ბენიამენს უთხრა: „მღვდლებს არავინ შეუშლის ხელს ჩამოსვლაში, ყრილობა ლეგალური იქნება, თავი წესიერად გეჭიროთ და თქვენი მოთხოვნები გაბედულად დაიცავით ბოლომდეო". მართლაც, ეგზარქოსმა ვეღარ შეუშალა ხელი ამ ყრილობას და ის ჩატარდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყრილობის ბოლო
დღეს, 31 მაისს, მოხდა ინციდენტი, რის შემდეგაც ეს შეკრება კაზაკებმა და პოლიციამ დაარბია, რაც გახდა მიზეზი ეგზარქოს ალექსისა და თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის, არქიმანდრიტ ნიკანდრის რუსეთში გაწვევისა. ეს გამარჯვება არ აპატიეს ქართველ ავტოკეფალისტებს. ეგზარქოსმა საიდუმლო
5-2 საპატრიარქოს უწყებანი N5 7-13თებერვალი 2019წ გვ.16
დეკანოზი ბენიამენ კონტრიძე 1870-1939 (გაგრძელება)
პოლიციაში გააგზავნა თორმეტამდე ავტოკეფალისტი სასულიერო პირის სია. აი, რას წერდა ამასთან დაკავშირებით უწმინდესი კალისტრატე. (ცინცაძე) თავის მოგონებებში: „აღნიშნულ ქაღალდში დასახელებულ მოძღვრებთაგან ერთს, ილარიონ ჯაშს, გაუსწორდა ეგზარქოსი ნიკონი -–
გადაიყვანა ბაქოში, ბენიამენ კონტრიძემ თავი შეაფარა ყაზანის უნივერსიტეტს, დანარჩენების ბედ-იღბალი ჩაუვარდა ხელში ინოკენტის, რომელმაც პირველი იერიში მოიტანა სწორედ ჩემზე მოიტანა 1907-1911 წლებში მლვდელი ბენიამენი ყაზანის უნივერსიტეტში ფილოლოგიურ-ისტორიული ფაკულტეტის ისტორიული განყოფილებაზე სწავლობდა. 1911- 1913 წლებში სარატოვის საკათედრო ტაძარში მსახურობდა და იქაურ ქალთა პირველ გიმნაზიაში საღვთო სჯულს ასწავლიდა. 1913 წლის 29 ნოემბერს ბაქოს წმ. ნიკოლოზის სახ. საკათედრო ტაძარში გადაიყვანეს და ბაქოს ქალთა მეორე გიმნაზიისა და რკინიგზის სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა, სადაც 1920 წლამდე დარჩა. ამ წელს საქართველოში დაბრუნდა და დეკანოზის პატივით შემოსეს. 1920 წლის
14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახ. საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) ენქერით დააჯილდოვა. 1920-1921 წლებში თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში სამოქალაქო ისტორიას ასწავლიდა და იყო საკათალიკოსო საბჭოს წევრი. 1921 წლის ივნისის დასაწყისში დროებით განამწესეს ნაბახტევის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძარში. 1921 წლის 28 ივნისს ალის ოლქის სამღვდელოებამ ურბნისის საეპარქიო კრებაზე დამსწრე დეპუტატად აირჩია. 1921 წლის 1 ივლისიდან იყო პრიუტის (ეხლ. ორბეთის) ღვთისმშობლის საფარველის სახ. ტაძრის წინამძღვარი. დეკანოზი ბე–ნიამენი მონაწილეობდა 1921 წელს გელათში გამართულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მესამე საეკლესიო კრებაზე. 1924 წლის 1თებერვალს თბილისის ვერის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძრის წინამ–
ძღვრის მოადგილედ დაინიშნა. იმავე წლის 28 თებერვალს იგი ეპ. ქრისტეფორეს სწერდა: „უმორჩილესად ვსთხოვ თქვენს მეუფებას, განმანთავისუფლოდ საეპარქიო-სამეურნეო საბჭოში თქვენი წარმომადგენლობისაგან და აგრეთვე საეპარქიო სასამართლოს წევრობისაგან, რადგან 1 მარტიდან აღარ ძალმიძს სამსახური“. მეორე დღეს მისი თხოვნა დააკმაყოფილეს. 1924 წლის 24 მარტი იგი ახალი წერი–
ლით მიმართავს ეპ. ქრისტეფორეს: „გთხოვთ გამათავისუფლოთ ვერის ეკლესიის მღვდლობიდან და ჩამრიცხოთ შტატგარეშე ა/წ პირველი აპრილიდან იმ პირობით, რომ ნება მქონდეს სადაც და როდესაც მოვისურვებ ადგილობრივი მღვდლის დასტურით შემეძლოს საეკლესიო ღვთისმსახურება შევასრულო“. მეორე დღეს გაათავისუფლეს და დართეს ნება. აქედან მოყოლებული ყოფილი მოძღვარი თბილისის სხვადასხვა
სასწავლებლებში პედაგოგიურ სარბიელზე მოღვაწეობდა. ერთი
პერიოდი რკინიგზის დირექციაში მოანგარიშედ მსახურობდა. დეკანოზ ბენიამენს ახლო მეგობრობა აკავშირებდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, უწმინდეს და უნეტარეს ქრისტეფორესთან (ციცქიშვილი) შემორჩენილია წერილიც, სადაც მათი თბილი და
მეგობრული ურთიერთობაა ასახული. წერილი უთარიღოა, მაგრამ
იქ მოყვანილი ფაქტებით შეგვიძლია დავათარილოთ 1925 წლის აპრილით: „მეუფეო და მამაო ქრისტეფორე! მარიას მოკითხვა და სალამი ანიასაგან. უთხარი, გული დაიმშვიდოს, სწავლას მოესწრება, გობრიას შენი წერილი არ მიუღია და, მაშასადამე, მეც აღარ წამიკითხავს იგი. ძლიერ გაკვირვებული ვიყავი, რომ ამდენ ხანს არა მოიწერე რა. მე მეგონა: „ალბათ სოხუმი არ მოეწონა, ანუ სოხუმს არ მოეწონა და აპირებს წამოსვლას ახლო ხანებში“. კმაყოფილი ვარ, რომ კმაყოფილი ხარ. ღვთის განგებამ და წინამოადგილეს გამჭრიახობამ შენთვის კარგი ნიადაგი შექმნეს და ახლა ჯანმაც თუ ხელი შეგიწყო, საქმე სასურველად აეწყობა... ეფრემის
ძებნას შეუდექი და იმედი მაქვს წამოვა, როდესაც ვეტყვი. რაც შეეხება სიკოს, ის ცოტა ითხლიშება. არც ვამტყუნებ, ფართე თვალსაზრისი მისთვის არათუ მიუღებელია, საშიშიც კი არის. კათალიკოსი არ მინახავს ჯერ ამ საქმეზე, მაგრამ უსიკოოდ მის თანხმობას რა მნიშვნელობა ექნება. რატომ დავით სალარიძეზე ჩემი თქმული უგულებელსჰყავ?
ალბათ გაქვს მისგან ან უარი, ან კიდევ უარის მოლოდინი. ქართულ-რუსული გალობის მცოდნე პრიჩეტნიკი ძველადაც არ იშოვებოდა, ახლა მით უფრო ძნელი იქნება. ისე მღვდელი, თუ გინდ ანაფორა
გახდილი, მოვძებნოთ. აქაური ამბებისა რა გითხრა, ვართ ძველებურად. გვეშინია, ჩუმადა ვართ, სხვებს ჰგონია, რაღაცას ვაკეთებთ და ეშინიათ. კათოლიკოსი ხვალ გამოვა საავადმყოფოდან და სადმე წავა დასასვენებლად. სამღვდელოებას ვერ შოულობენ სამრევლოები. ამას წინათ ხიდაშელი იყო აქ და დიდი პატივისცემით მოგიკითხა. მოციქულებრივი შური სჭამს მას, მაგრამ რაა ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, რას იზამს თანამედროვე პირობებში. ხშირად, ძლიერ ხშირად მეკითხებიან სხვადასხვა პირები შენს ამბავს, მაგრამ დღემდე ვერაფერ პასუხს ვერ ვაძლევდი. ახლა ვეტყვი იმ მასალის მიხედვით, რაც შენგან მოვისმინე პირა-
5-3 საპატრიარქოს უწყებანი N5 7-13თებერვალი 2019წ გვ.17
დეკანოზი ბენიამენ კონტრიძე 1870-1939 (დასასრული)
დად შენს შესახებ. ჩემი მდგომარეობა ისევ ძველია. გაგრაში დიაკვნად ამ საზაფხულოდ მე წამოვიდოდი, რომ ვიცოდე ჰაერი შემიგუებს. მაისის გასულს გაგვითავდება სწავლა და სურამშიაც კი ვეღარ გავისეირნებთ,. ძლიერ მაინტერესებდა შენი დღის წესრიგი და საქმიანობა, მაგრამ ამის შესახებ შენ სდუმ. ნადარეიშვილთან სცხოვრობ, როგორც გეტყობა. ძლიერ კარგს იზამ თუ შემდეგ წერილში მაცნობებ ჩემ საინტერესო კითხვებზე პასუხს. მარად შენი ერთგული ბენიამენ კონტრიძე". ყოფილი დეკანოზი 1939 წლის 22 ოქტომბერს გარდაიცვალა. დაკრძალეს 25 ოქტომბერს ქ. თბილისის ერთ-ერთ სასაფლაოზე. დარჩა მეუღლე, მარიამ იოსების ასული (დაბ. 1873წ.) და შვილები -– ალექსანდრე და ნანა. ჰყავდა ძმა –– დიმიტრი (დაბ. 1894წ.).
5-4 საპატრიარქოს უწყებანი N5 7-13 თებერვალი 2019წ გვ.4
ზაქეს კვირიაკე
გვესმის ნეტარი ხმა მონანული მეზვერისა
„და შევიდა და განვიდოდა იერიქოით. და აჰა ესერა კაცი ვინმე, და სახელი მისი ზაქე, და იყო იგი მთავარი მეზუერეთაი, და ესე იყო მდიდარ ფრიად. და უნდა ხილვაი იესუისი, ვინ-ძი არს, და ვერ უძლო ხილვად ერისა მისგან, რამეთუ ჰასაკითა იყო მცირე. და წარბიოდა წინა და აღვდა ლეღუსულელსა, რაითა იხილოს იგი, რამეთუ მიერ წარსლვად იყო. და მოვიდა ადგილსა მას, მიხედა იესუ და ჰრქუა მას: ზაქე, ისწრაფე და გარდამოვედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაი. და ისწრაფა და გარდამოვდა და შეიყვანა იგი სიხარულით. და იხილეს ყოველთა და დრტჟნვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ცოდვილისა კაცისა თანა შევიდა დადგომად. აღდგა ზაქე და ჰრქუა უფალსა: აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაი მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი. ჰრქუა მას იესუ: დღეს იქმნა ცხორებაი სახლისაი
ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არს. რამეთუ მოვიდა ძე კაცისაი მოძიებად და ცხორებად წარწყმედულისა“ დღევანდელი სახარება მეზვერეთა უფროსის ზაქეს მაგალითით გვასწავლის, თუ რა მნიშვნელობა აქვს სიკეთეს, მოწყალების გაღებას ღარიბებისთვის, სიტყვით კი არა, საქმით გამოხატულ სინანულს, მოყვასისთვის გამოჩენილ თანადგომას, ნებსით თუ უნებლიეთ მიყენებული ტკივილის გამოსწორებას. ის წარმოუჩენს ყველას, მდიდრებსაც და ღარიბებსაც, საკუთარი ცოდვის გამცნობიერებელმა როგორ შეიძლება მოიპოვო უფლის
უდიდესი მადლი და სულის მარადიული ცხონებაც კი.
ზაქე იყო მეზვერე, თანამემამულეებისაგან გადასახადის ამკრეფი. მეზვერეები ძალიან ხშირად გადასახადებს ძალის გამოყენებით კრეფდნენ, ზოგჯერ დიდ ცოდვას იდებდნენ თავს და ადამიანებს უკანასკნელ სარჩო-საბადებელსაც ართმევდნენ, რათა ორმაგი, სამმაგი აეღოთ, ანუ იმაზე მეტი, ვიდრე თავად უხდიდნენ რომაელ ჩინოვნიკებს,
რომლებიც რომის მმართველების მიერ გადასახადების შემგროვებლად იყვნენ დანიშნულები. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რათა რაც შეიძლება
მეტად გამდიდრებულიყვნენ და ეს ხალხის ხარჯზე ხდებოდა. ზაქეც ამიტომ იყო ძალიან მდიდარი, ამიტომ არ უყვარდა ხალხს და ამიტომაც უწოდებდნენ ცოდვილს. მაგრამ ამ ცოდვილს უფლის სტუმრობისას მის მხარესა და სახლში -–– თვალები აეხილა, შეიცნო, თუ რა სამარცხვინო და სიკვდილის შემამთხვეველია ვერცხლისმოყვარეობა, გაუმაძღრობა, უსამართლობა, გულის გასასტიკება.. მან გულწრფელად მოინანია უფლის წინაშე თავისი უსამართლობა და თქვა: „აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაი მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი“. ჰოი, ნეტარი ხმა მონანული მეზვერისა! მან იგრძნო მადლი მის სახლს წვეული უპირველესი მოწყალისა, რომელიც სიკეთის წყაროა გონიერ არსებათათვის. და როგორ გარდაიქმნა უცებ მეზვერე! კაცმა, რომელმაც უწინ მხოლოდ ის იცოდა, როგორ ამოეღო გადასახადი ადამიანებისაგან და გამდიდრებულიყო, ახლა უცებ შეიცნო სიკეთე გაცემისა! დაე, მაგალითი გახდეს ეს ჩვენთვის! მრავალ ჩვენგანში ზის მეზვერე, სასტიკი, იოლად საშოვ ფულს რომ ეძებს და სხვის ხარჯზე მდიდრდება, თუმცა, უკიდურესად ხარბია, არაფრით ემსგავსება სახარებისეულ მეზვერეს. ზაქემ, რაც უსამართლოდ მოიპოვა, ყველაფერი გლახაკთ დაურიგა, რომლებიც, როგორც ჩანს, ცოტანი არ იყვნენ იმ
დროში; და არა მხოლოდ გლახაკთ შეეწია, არამედ მათაც, ვინც ოდესღაც ძალიან გაამწარა თავისი დაუნდობლობით. სამწუხაროდ, ჩვენი დროის მეზვერენი უფრო მეტად სასტიკნი არიან, ვიდრე ზაქე, მხოლოდ თავად მდიდრდებიან და არც ფიქრობენ, გაჭირვებულთ დაეხმარონ. და ამასთან, რა სითავხედე და ამპარავნება აქვთ უფრო მეტიც, დასცინიან მათ,
რომლებიც უქონელთ ეხმარებიან, მათი აზრით, პურის ნატეხსაც რომ არ იმსახურებენ. მათთვის ყველა ღატაკი მუქთამჭამელი და ლოთია, თითქოს
ყველა ერთნაირია. მდიდრისთვის ადვილია სხვა განსაჯოს. გაჭირვებულთა შორის მართლაც შეიძლება იყოს გამორჩენის მომლოდინე, მაგრამ უცოდველი არავინაა, ყოველი ადამიანი ცოდვილია და, მათ შორის, რა თქმა უნდა, ღატაკებიც იქნებიან. უფლის სიტყვები კი ასეთია სხვათა განმსჯელების მიმართ: „ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითხნეთ. ვინაიდან როგორი განსჯითაც განსჯით, იმნაირითვე განისჯებით, და რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით თქვენ“ (მათ.7, 1) ნუთუ კეთილსინდისიერად მშრომელს, ბრძენს, გულით უხრწნელს, მოწყალეს, რომელმაც ქონება წესიერი შრომით დააგროვა, სინდი-.........
6 საპატრიარქოს უწყებანი N6 14-20თებერვალი 2019წ გვ.17
დეკანოზი კონსტანტინე სუხიაშვილი 1867-1945
დეკანოზი კონსტანტინე მაქსიმეს ძე სუხიაშვილი 1867 წელს თბილისის გუბერნიაში, გორის მაზრაში, სოფ. ხაშურში სახელმწიფო მრჩევლის
მაქსიმე სუხიაშვილის ოჯახში დაიბადა. დედა სოფიო არღუთინსკი-დოლგორიუკი, დიასახლისი გახლდათ. მაქსიმესა და სოფიოს ჰყავდათ სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. ორივე ვაჟი ადრეულ ასაკში გარდაიცვალათ. კონსტანტინეს და, ნინო, ცოლად ჰყავდა ქარსიძეს, რომლისგანაც მას სამი ვაჟი: ვასილი, არჩილი და გიორგი ჰყავდა.
სასულიერო პირი გახლდათ მისი ბიძა, დეკანოზი მათე ისააკის ძე სუხიაშვილი, რომელიც 1830 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1857 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია მეორე ხარისხის დიპლომით. 1857 წლის .22 დეკემბერს დიაკვნად. აკურთხეს, იმავე წლის 25 დეკემბერს საქართველოს · ეგზარქოსმა ისიდორემ. (ილინსკი) მღვდლად დაასხა ხელი და ოსეთის სასულიერო კომისიაში, დაბა კადგარონის სამრევლოში განამწესა. 1861 წლის 1 ივლისს ოსიაურის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადმოიყვანეს. 1866 წლის მაისში გორის მაზრის IV ოლქის მთავარხუცესის მოვალეობის შემსრულებლად · დაინიშნა და იმავე წლის მიწურულს ოფიციალურად · დაამტკიცეს ამ თანამდებობაზე. 1868 წელს ზემო
6-1 საპატრიარქოს უწყებანი N6 14-20თებერვალი 2019წ გვ.18
დეკანოზი კონსტანტინე სუხიაშვილი 1867-1945 (გაგრძელება)
ჭალის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარში დაინიშნა. 1872 წელს გათავისუფლდა მთავარხუცესის პოსტიდან. 1885 წელს კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების მესამე განყოფილების წევრად აირჩიეს. 1899 წლის 14 ოქტომბერს ქართული პრესა წერდა: „9 ოქტომბერს, ღამის მატარებლით აქ მობრძანდა ალავერდის ეპისკოპოზი
კირიონი, რომელმაც მეორე დღეს, ათ ოქტომბერს, კეთილ ინება და რკინის გზის ეკლესიაში აკურთხა დეკანოზათ ზემო-ჭალის (დღეს ხაშურის ერთ-ერთი უბანი) ეკლესიის მღვდელი, მამა მათე სუხიევი.
კურთხევაზე დაესწრნენ მრავალი ხალხი. ვუსურვებთ მამა მათეს ამა წარმატებას ხანგრძლივის სიცოცხლით". ზემო ჭალის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარში დეკ. მათესთან ინახებოდა პარხლის ოთხთავი, რომელიც 1898 წელს მიაკვლია ექვთიმე თაყაიშვილმა და აქვე შეისწავლა. 1901 წლის 18 სექტემბერს, მოხუცებულობის გამო, შტატიდან გადადგა. დეკ. მათე 1910 წლის 1 ივნისს გარდაიცვალა. დაასაფლავეს 4 ივნისს, ხაშურის სასაფლაოზე. დაჯილდოებული იყო: 1869 წლის 9 ივლისს საგვერდულით; 1877 წელს სკუფიით; 1881 წლის 31 დეკემბერს რუსეთის წმ. სინოდის მადლობის ფურცელით; 1882 წლის 6 მაისს კამილავკით; 1883
წელს წითელი ჯვრის საზოგადოების სამახსოვრო ჯვრით; 1890 წლის 1 აპრილს სამკერდე ოქროს ჯვრით; 1899 წლის 15 მაისს დეკანოზის წოდებით. დეკანოზი კონსტანტინე ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, რის შემდეგაც მამამ იგი თბილისის სასულიერო სემინარიაში მიაბარა, რომელიც 1890 წელს წარმატებიც დაასრულა. 1890 წლის 13 ნოემბრიდან სამრევლო-საეკლესიო სკოლის პედაგოგია. 1892 წლის 22 თებერვალს იგი დიაკვნად აკურთხეს
და თბილისის კადეტთა კორპუსის სასწავლებლის კარის ეკლესიაში დაინიშნა. მასვე დაევალა იმავე სასწავლებელში უმცროსი კლასების მასხავლებლობა. 1899 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და ქ.
ელიზავეტოპოლში (ახლ. ქ. განჯა) მდგარი შემახის 261-ე ფეხოსანი ბატალიონის სარეზერვო პოლკის სამხედრო ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. იყო 66-ე ფეხოსანი დივიზიის მთავარხუცესი. განჯაში მსახურობის პერიოდში იყო განჯის ექვსკლასიანი სამოქალაქო სკოლისა და განჯის წმ. ნინოს სასწავლებლის საღვთო სჯულის პედაგოგი. 1906 წელს კამილავკა ეწყალობა. 1910 წელს შემახის 250-ე ფეხოსანი პოლკის ტაძრის და 52-ე ფეხოსანი დივიზიის მთავარხუცესია. 1911 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1913 წლიდან ახალი ბიაზეთის 207-ე ფეხოსანი პოლკის ტაძარშია. 1916 წელს ენქერი მიიღო. 1917 წელს წმ. ვლადიმერის III ხარისხის მახვილებიანი ორდენით დაჯილდოვდა. 1918 წელს კი
საქართველოში დაბრუნდა. 1922 წელს მცხეთა-თბილისის ეპარქიაში, მცხეთის ოლქის მთავარხუცესის მოვალეობის შემსრულებლად ჩანს და სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის კრებულშია. 1923 წლის 26 სექტემბერს დეკანოზი კონსტანტინე საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველს ურბნელ ეპ. ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) წერდა: „სარწმუნო წყაროდან შევიტყე, რომ ამ ახლო ხანში უნდა განთავისუფლდეს სოფ. პრიუტის სამრევლო. როცა ეს შესრულდება, გთხოვთ, ეს სამრევლო
მომცეთ მე. ზემო ხსენებული ცნობის ასრულებამდე, გთხოვთ, მიბოძოთ ქ. თბილისის რომელიმე თავისუფალი სამრევლო, შვიდი თვის უადგილობამ
სიცოცხლე გამიმწარა". იმავე დღეს თბილისის მიქაელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინამძღვრის თანამდებობის აღმასრულებლად დანიშნეს. 1923 წლის 10 ნოემბერს დეკ. კონსტანტინე ეპ. ქრისტეფორეს ახალ წერილს უგზავნის: „უმორჩილესად გთხოვთ, გამათავისუფლოდ მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვრის თანამდებობიდან, ვინაიდან არსებულ პირობებში ეს შეუსრულებელია, სამსახური და არსებობა ხომ ყოვლად შეუძლებელია ჩემთვის“. იმავე წლის 14 ნოემბერს გაათავისუფლეს და ტაძარი მიაწერეს პეტრე-პავლეს ეკლესიას. 1924 წელს
ალავერდის ეპარქიაში განამწესეს, სადაც 1925 წელსაც მსახურობდა. 1926 წლიდან ურბნისის ეპარქიაში გადაიყვანეს და ხაშურის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. იმავე წელს ურ-
6-2 საპატრიარქოს უწყებანი N6 14-20თებერვალი 2019წ გვ.19
დეკანოზი კონსტანტინე სუხიაშვილი 1867-1945 (გაგრძელება)
ბნისის ეპარქიის ალი-სურამის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1927 წლის 21-27 ივნისს დეკ. კონსტანტინე, როგორც ურბნისის ეპარქიის დელეგატი, მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეოთხე საეკლესიო კრებაზე. 1930 წელს ხელისუფლებისგან შევიწროებული დეკანოზი კონსტანტინე იძულებული გახდა ქ. ხაშური მიეტოვებინა და თავშესაფარი თბილისში ეძებნა. სიცოცხლის უკანასკნელი 15 წელიწადი მას აღარ უმსახურია. ყოფილი დეკანოზი 1945 წლის 3 იანვარს გარდაიცვალა. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე
მეუღლესთან და შვილებთან ერთად. მისი ერთ-ერთი შვილიშვილი ასე იგონებს პაპას უკანასკნელ წლებს: „კოტე პაპა იყო ლამაზი მოხუცებული, მაღალი, გამხდარი, მხრებში გამართული. კვირაობით გამოეწყობოდა ხოლმე თეთრ კოსტუმში და ვარდების თაიგულით ხელში მიდიოდა სტუმრად კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატესთან (ცინცაძე), რომელთანაც აკავშირებდა მეგობრობა სასულიერო სემინარიაში სწავლის
დროიდან. პაპაჩემის გარდაცვალებიდან სამი ათეული წლის შემდეგ მოხდა ასეთი ამბავი: მათი შვილიშვილები მარინე წილოსანი და ვატო ქართველიშვილი შეუღლდნენ (ვატოს ბებია, ეკატერინე, კალისტრატეს ქალიშვილი იყო). კოტე პაპა იყო თბილი და მოსიყვარულე, გვაჩვევდა შრომას, წიგნის სიყვარულს, პატიოსნებას. საბჭოთა წყობილება საშინლად სძულდა. 1944 წელს მამაჩემი, ნიკოლოზი, კომუნალური მეურნეობის სამინისტროს კოლეგიის წევრად უნდა დაემტკიცებინათ, რის გამოც სასწრაფოდ მიიღეს კომუნისტური პარტიის წევრად. ეს რომ პაპამ გაიგო, საშინლად განრისხდა. პირველად და უკანასკნელად ვნახე პაპაჩემი ასეთი განრისხებული, მახსოვს, როგორ ყვიროდა„შენც ამ ჯიბგირებს უნდა შეუერთდეო“. პაპა მალევე გარდაიცვალა და მამაჩემს ეს ნაბიჯი ვერ აპატია“. 1892 წლის იანვარში კონსტანტინემ ჯვარი დაიწერა თამარ კორინთელზე (1874-1946წწ.). ჰყავდათ ხუთი შვილი: ელენე (1893-1977წწ., თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ენის კათედრის დოცენტი. მისი მეუღლე იყო მეფის არმიის პოლკოვნიკი დათიკო მაჭავარიანი. იგი მეთაურობდა იუნკერების ერთ-ერთ რაზმს ტაბახმელასთან მეთერთმეტე არმიასთან ბრძოლისას. საქართველოში საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. გარდაიცვალა 1932 წელს. დაკრძალულია ქ. ვილნიუსის 1 სასაფლაოზე); მარიამი (1895-1981წწ., იყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დამსახურებული არსტისტი. ასრულებდა მეცოსოპრანოს პარტიებს); სოფიო (1897-199ვწწ., მოსკოვში უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იქვე დარჩა საცხოვრებლად. სპეციალობით იყო ეკო-
6-3 საპატრიარქოს უწყებანი N6 14-20თებერვალი 2019წ გვ.20
დეკანოზი კონსტანტინე სუხიაშვილი 1867-1945 (დასასრული)
ნომისტი. მუშაობდა ეკონომიკის სამინისტროში. 3 1990 წელს დაბრუნდა სამშობლოში); ნიკოლოზი (1900-1981წწ., 1926 წელს დაამთავრა საქართვე- წლის ინდუსტრიული ინსტიტუტი და მუშაობა დაიწყო წყალთა მეურნეობის სამმართველოს სისტემაში. 1940 წლიდან მუშაობდა კომუნალური მეურნეობის სამინისტროში. 1950- 1975 წლებში იყო ამ
სამინისტროს მინისტრის პირველი მოადგილე. მეუღლე ვასილიდა ფანცხავა (1903-1990წწ.); ნინო (1905-1988წწ., დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მისი მეუღლე იყო აგრონომი ნიკო ფიცხელაური). სამივე უფროსმა ქალიშვილმა უმაღლესი განათლება მოსკოვში მიიღო.
7 საპატრიარქოს უწყებანი N7 21-27თებერვალი 2019წ გვ.17
ქემერტელი კასრაძეების ოჯახი
ჩვენი გაზეთის საშუალებით რამდენჯერმე მოგითხრეთ იმ სასულიერო პირთა შესახებ, რომელთა წინაპრები საუკუნეების განმავლობაში ერთგულად და თავდადებით ემსახურებოდა დედაეკლესიას.
ამჯერად, კიდევ ერთი ასეთი ოჯახი გვინდა გაგაცნოთ, რომელთა გვარიდან რამდენიმე ღირსეულისასულიერო პირი აღიზარდა ეკლესიის წიაღში. კასრაძეების ეს გვარი ქართლიდან, გორის მაზრის სოფ.
ქემერტიდან მომდინარეობს. მათ თავიათი მსახურებითა და მოღვაწეობით მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს ქართულ საეკლესიო ისტორიაში.
მკვლევარი იოსებ მეგრელიძე თავის ნაშრომში „სიძველეები ლიახვის ხეობაში“ (| ნაწილი) სოფ. ქემერტზე წერდა: „ქემერტი, ანუ ქემერთი, ცხინვალიდან 12 კმ, საინტერესო სოფელია თავისი სილამაზითაც, თავისი ძველი ეკლესიითა (სიგრძე 10 მ., განი -– 6 მ.) და კოშკებითურთ. უკანასკნელს ქემერთას ეკლესიას უწოდებენ. აქვს გალავანი. სოფელში დგას დიდი, სამსართულიანი კასრაანთ კოშკის (გოდოლი) სახელწოდებით ცნობილი ნაგებობა“. ჩვენს ხელთ არსებული საბუთების მიხედვით ერთ-ერთი პირველი მოძღვარი ამ ოჯახიდან გახლდათ მღვდელი ონოფრე კასრაძე. იგი 1781 წელს იხსენიება ნიქოზის ეპარქიაში, სოფ. ქემერტის ეკლესიის მოძღვრად. მისი ვაჟი –– მღვდელი გაბრიელ ონოფრეს ძე კასრაძე 1788 წელს (მეორე ვერსიით –– 1780 წელს, მესამე ვერსიით –– 1760 წელს) ქართლში, სოფ. ქემერტში, მღვდლის ოჯაში დაიბადა. “შემდგომად
შესრულებისა ქართულ ენასა ზედა საღმრთო წერილებისა თავის მამასთან უსწავლიეს კითხვა საკმაოდ კარგად, გალობა მცირედ. წერა და კატეხიზმო არ იცოდა“. 1816 წლის 23 აპრილს ნიქოზელმა ეპ. ათანასემ (მაჭავარიანი) დიაკვნად აკურთხა. 1817 წლის 6 აგვისტოს მღვდლად დაასხეს ხელი და ქემერტის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაინიშნა. შემდეგ მსახურობდა ძარწემის წმ. გიორგის ეკლესიაში. 1820 წლის 10 იანვარს ოსეთის სასულიერო კომისიაში, ზავდინის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესეს, სადაც 1823 წელსაც იხსენიება. 1825 წლის მაისში უშტატო მღვდელია და საბაწმინდის წმ. საბა განმწედილის სახ. ტაძარში დაინიშნა. 1849 წელს შტატიდან გავიდა. 1857 წელს მშობლიურ სოფელში ცხოვრობდა
და უშტატო მღვდელმსახურთა რიგებში იხსენიება. ჰყავდა მეუღლე -–– მარიამ ბესარიონის ასული (დაბ. 1794წ.) და შვილები: მღვდ. ეფრემი, თეოდორე (დაბ. 1817წ.), მლვდ. ანდრია (1820-1873წწ.), თეკლა (დაბ.
1822წ.), სალომე (დაბ. 1825წ.). მისი ვაჟი –– მღვდელი ეფრემი -–– 1814 წელს დაიბადა და მამის საქმიანობა ღირსეულად გააგრძელა.
მამა ეფრემს ხუთი შვილი ჰყავდა: მღვდელი სპირიდონი, მღვდელი ილარიონი, დეკანოზი დიმიტრი, მღვდელი სიმონი და მაკრინე (დაბ. 1857წ., მლვდელ გიორგი უჩანას ძე ჩაგუნავას მეუღლე). მღვდლი სპირიდონი 1845 წელს დაიბადა. 1872 წელს თბილისის სასულიერო სემინარია მეორე ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 1872 წლის 7 მაისს
დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 14 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და ყურისუბნის წმ. გიორგის სახ. ც ძარში დაადგინეს. 1876 წლის 10 აგვისტოს ტირძნისის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1876 წლის სექტემბრიდან ტირძნისის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1880 წლის 30 ოქტომბერს
საგვერდულით დაჯილდოვდა. 1886 წლის 18 მარტს სკუფია უბოძეს. 1891 წლის 15 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1894 წლის 27 იანვარს სასწავლო დარგში ნაყოფიერი სამსახურისათვის ქართული ბიბლიით დაჯილდოვდა. 1894 წლის 14 იანვარს, საეპარქიო სასწავლო საბჭოს წარდგინებით, საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენკსი) ტირძნისის სკოლაში ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის მადლობა გამოუცხადა. 1894 წლის მაისიდან 1901 წლამდე იყო გორის მაზრის IV ოლქის მთავარხუცესის თანაშემწე. 1895 წლის მაისში IV ოლქის
7-1 საპატრიარქოს უწყებანი N7 21-27თებერვალი 2019წ გვ.18
ქემერტელი კასრაძეების ოჯახი (გაგრძელება)
სამღვდელოების სულიერ მოძღვრად დაადგინეს. 1896 წლის 15 მაისს მას რუსეთის წმ. სინოდმა მადლობა გამოუცხადა. 1896 წლის სექტემბრიდან ტირძნისის ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგეა, ხოლო 1902 წლიდან იმავე სოფლის ქალთა სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგი. 1901 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1905 წლის 15
აგვისტოს უარი თქვა პედაგოგიურ მოღვაწეობაზე. 1908 წლის 3 თებერვალს წმ. ანასIII ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ასევე ჰქონდა ჯილდო იმპერატორ ალექსანდრე III-ის სახ. სამახსოვრო ვერცხლის მედალი. 1914 წლის 1 სექტემბრიდან ისევ დაინიშნა ტირძნისის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის პედაგოგად. მისი გარდაცვალების წელი უცნობია. მამა სპირიდონს ჰყავდა მეუღლე, მღვდელ ევსტაფი ნასყიდაშვილის ასული მარიამი (დაბ. 1849წ.) და შვილები: იოანე (დაბ. 1875წ.), დარეჯანი, ვლადიმერი (დაბ. 1870წ.), მართა. მღვდელი ილარიონი 1847 წლის9 მაისს დაიბადა. 1871 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1873 წლის 24 იანვარს გორის ეპ. ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა. იმავე წლის 4 თებერვალს ევსევიმ (ილინსკი) მღვდლად დაასხა ხე- ლი და ჯრიის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა.
1878 წლის 23 დეკემბერს ავნევის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში დაინიშნა. 1879 წლის 30 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1879 წლის 30 სექტემბრიდან რუისის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწეა. 1890 წლის 15 მაისს სკუფია უბოძეს. 1897 წლის 13 ივნისს გორის მაზრის, V ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს. 1899 წლის
1 აპრილს ზემო ნიქოზის მაცხოვრის ამაღლების სახ. ტაძარში გადაიყვანეს. მღვდ. ილარიონი 1901 წლის 4 თებერვალს გარდაიცვალა. მისი შვილიშვილის გადმოცემით, მას ფეხზე წყლული გასჩენია, რომელიც
სარკომაში გადაზრდილა. დაკრძალულია ნიქოზის ეკლესიის საკურთხევლის გარეთ (საფლავზე გარდაცვალების თარიღად 5 თებერვალი წერია). მამა ილარიონს ჰყავდა მეუღლე ნინო ეგნატეს ასული დიასამიძე (დაბ. 1858წ.) და შვილები: გრიგოლი (დაბ.
1874წ., ცოლად ჰყავდა მღვდ. ქრისტეფორე ჩარკვიანის ასული ეკატერინე), მლვდ. ალექსანდრე (დაბ. 1876წ.), ანა (დაბ. 1878წ.), კორნელი (დაბ. 1880წ.),
ოლღა (დაბ. 1884წ.), სოფიო (დაბ. 1884წ.), დავითი (27.12.1885- 16.02. 1965წწ.,), ეკატერინე (დაბ. 1887წ.), ელენე, თამარი, დუსიკო და ვასილი.
შთამომავლების გადმოცემით, მამა ილარიონი იმ დროისთვის განსწავლულ კაცად ითვლებოდა. სასულიერო ლიტერატურის გარდა, მას კარგად სცოდნია საერო ლიტერატურაც. მისი მეუღლე ნინო შესანიშნავი გარეგნობის, ზედმიწევნით ზრდილი ქალი იყო. იგი მუდამ ქართული კაბითა და ჩიხთიკოპით დაიარებოდა. იშვიათი ენამზიურობით იცოდა ძველი ამბების მოყოლა. მღვდელი ილარიონის გარდაცვალების შემდეგ
მისი ადგილი მისმა მეორე ვაჟმა ალექსანდრემ დაიკავა, რომელმაც 1892 წელს დაამთავრა ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელი, ხოლო 1901 წელს თბილისის სასულიერო სემინარია. სამწუხაროდ, მამა ალექსანდრე თავისი ძმის, რევოლუციონერი კორნელი კასრაძის გამო დაისაჯა. აი, რას წერდა 1906 წელს ქართული პრესა: „14 იანვარს ჩამოვიდა მაზრის უფროსი ლეონტიევი, რომელსაც ცხრა ბერდანის ფასი, ასი თუმანი ჩააბარეს, ჯარი კი დილით ზემო ნიქოზისაკენ გაემგზავრა, სადაც კორნელი კასრაძის ძმას – მღვდელ ალექსანდრე კასრაძესაც ორსართულიანი სახლი გაუნადგურეს. მღვდელი გორის ციხეშია დაპატიმრებული და იმისი წვრილი ცოლ-შვილი: ექვსი და, ხუთი მცირეწლოვანი ძმა, სამი შვილი, ცოლი და ქვრივი
დედა სულ 16 სული, ღვთის ანაბარად ცის ქვეში არიან დარჩენილნი და ეს მოხდა იმ მიზეზით, რომ მისი ძმა რევოლუციონერია“. კორნელი კასრაძე სოციალისტ-ფედერალისტი იყო. საარქივო და საგაზეთო მასალებით ცნობილია, რომ 1907 წლის 15 მარტს გორის მაზრის უფროსის გუგუშვილის მკვლელობა სოციალისტ-ფედერალისტების წითელი რაზმის გორის ჯგუფის ხელმძღვანელმა კორნელი ილარიონის ძე კასრაძემ
ჩაიდინა. კორნელი კასრაძე დუშეთის ხაზინის ექსპროპრიაციის შემდეგ საფრანგეთში გაიქცა (ხაზინიდან გაიტაცეს 315 000 მან.) 1909 წელს დაბრუნდა სამშობლოში (პარტიულ პრესაში წერდა წერილებს „ილიკოს“ ფსევდონიმით). სწორედ ტერორისტული აქტის მომზადების გამო დააპატიმრა იგი ოხრანკამ და 1911 წელს ციხიდან განთავისუფლებული მალევე გარდაიცვალა იქ მიღებული და- ავადების გამო. ზოგიერთი ვერსიით, სწორედ მან მოკლა 1906 წლის 15 დეკემბერს თავისი საყვარლის,
ნუცა მაჩაბელის (ელისაბედ ჩერქეზიშვილის ქალიშვილი პირველი ქმრიდან) მამინაცვალი ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანიშვილი, რომელიც
ილია ჭავჭავაძის მეგობარი და საზოგადო მოღვაწე იყო. სწორედ მის დასაფლავებაზე, შეაყარეს ილიას ფურცლები, სადაც ეწერა, შენც მალე მოგკლავთო, რაც რამდენიმე თვეში აასრულეს კიდეც. მღვდელ ილარიონის შვილი გახლდათ ცნობილი ქართველი მწერალი და მთარგმნელი დავით კასრაძე. 1901 წელს გორის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ აქტიურად დაადგა თერგდალეულთა გზას, როგორც კრიტიკული რეალიზმის დამცველი. ქართულ ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად აქვეყნებდა კრიტიკულ წერილებს, ნოვე- ლებს, რომანებს: „კლდე“, „საქართველო“, „ჯეჯილი“, „თერგი“, „სინათლე“, „მნათობი“, „ქართული მწერლობა“, „ლიტერატურა და ხელოვნება“, „ლიტერატურა და ცხოვრება“. მისი რომანი „როსკიპი“
7-2 საპატრიარქოს უწყებანი N7 21-27თებერვალი 2019წ გვ.19
ქემერტელი კასრაძეების ოჯახი (გაგრძელება)
ცარიზმის ცენზურამ აკრძალა, ხოლო ჟანდარმერიამ მას დევნა დაუწყო. დავით კასრაძე გაემგზავრა პარიზში, სადაც ლიტერატურულ-ფილოსოფიურ ფაკულტეტზე სწავლობდა. პიურეს პანსიონში მასთან ერთად ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ მიხ. ჯავახიშვილი, თ. სახოკია, კონდ. თათარიშვილი და გერ. ქიქოძე. 1914 წელს იგი სამშობლოში ბრუნდება, თანამშრომლობს ქუთაისურ გაზეთში „ოქროს ვერძი“. მისი ხელმძლვანელობით გამოდიოდა გაზეთი „მწვერვალები“ და „სამუსლიმანო საქართველო“. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს თეატრის ისტორიაზე თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში, რომლის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორიც თავად იყო. დეკანოზი დიმიტრი 1851 წელს დაიბადა. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარიის ოთხი კლასი. 1875 წლის 13 ივნისს მარტყოფის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1878 წლის 8 მარტს დიაკვნად აკურთხეს და ალავერდის საკათედრო ტაძარში დაადგინეს. 1880 წლის 11 ივნისს მღვდლად დაასხეს ხელი და
ოსეთში, ქეშელთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესეს. 1882 წლის 26 ნოემბერს ქემერტის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1884 წლის 15 ოქტომბერს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა.
1886 წლის 30 ოქტომბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1902 წლის 6 მაისს სკუფია უბოძეს. 1910 წლის 15 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1914 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1918 წლის 1 ოქტომბერს დეკანოზის წოდება მიენიჭა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები განიმოსა და აღარ მსახურობდა. დეკანოზი დიმიტრი 1929 წლის 12 თებერვალს გარდაიცვალა. მამა დიმიტრის ჰყავდა მეუღლე გაიანე გიორგის ასული (დაბ. 1864წ.) და ასულები: მელანია, მინადორა (ყოფილი დეკანოზის, პროფესორ კორნელი კეკელიძის მეორე მეუღლე), ანასტასია, ნინო, მანია (მარიამი). მღვდელი სიმონი 1854 წლის 2 იანვარს დაიბადა. სწავლობდა გორის სასულიერო სასწავლებელში. 1875 წლის 17 იანვარს, მესამე კურსიდან მიატოვა სწავლა და თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების
სახ. მონასტერში მორჩილად დაინიშნა. 1876 წლის 24 სექტემბერს გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. მონასტერში გადაიყვანეს. 1877/1878 წლებში ოსეთში, როკო-ჯომაგის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1881 წლის 15 მარტს დიაკვნად აკურთხეს, იმავე წლის 22 მარტს მლვდლად დაასხეს ხელი და როკო-ჯომაგის ტაძარში დაადგინეს. 1887 წლის 7
ივლისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1896 წელს
7-3 საპატრიარქოს უწყებანი N7 21-27თებერვალი 2019წ გვ.20
ქემერტელი კასრაძეების ოჯახი (დასასრული)
ჩოჩეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესეს. 1899 წლის აპრილში სკუფია უბოძეს. 1910 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. მღვდელი სიმონი 1923 წელს გარდაიცვალა. ჰყავდა მეუღლე -- სონია ილარიონის ასული ქუჩუკაშვილი და შვილები: გაბრიელი (დაბ. 1880წ.), სერგი (დაბ. 1886წ.), ელენე (დაბ. 1888წ.), იონა (დაბ. 1891წ.), იერემია (დაბ. 1896წ.), შალვა (გარდ. 1910წ.).
8 საპატრიარქოს უწყებანი N8 28თებერვალი-6მარტი 2019წ გვ.17
მღვდელი სპირიდონ ჭიპაშვილი
„სარნშუნოების დაცვის გულისათვის, რომელიც შევსწირე ზეციურ მამას ბარემ ხორციელად უნდა შევეწირო’’
მღვდელი სპირიდონ თეოდორეს ძე ჭიპაშვილი 1868 წელს ქუთაისის გუბერნიაში, შორაპნის მაზრაში, სოფ. ბაზალეთში მღვდლის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1884 წლის 1 სექტემბრიდან 1890 წლის 1 აპრილამდე იყო ზედა საქარის სამრევლო-საეკლესიო სკოლის პედაგოგი. 1886 წელს მის პედაგოგიურ მოღვაწეობაზე გაზეთი „ივერია“ წერდა: „საქარაში ირიცხება სულ 600 მეტი კომლი. ამათში უფრო ბევრნი გლეხები, აზნაურნი და თავადნი კი ცოტანი არიან. თითქმის თოთხმეტი წელიწადი არის, რაც ქვედა საქარაში
გამართულია სამრევლო სკოლა, ხოლო ზედა საქარაში ეს ოთხი წელინადი იქნება, რაც დაარსეს ამგვარივე სკოლა; ამ სკოლებში სწავლობენ როგორც გლეხკაცობის, ისე თავადაზნაურთა შვილები. ძვირად ჰნახავთ ამ სოფელში იმისთანა ყმაწვილს, რომელმაც წერა-კითხვა არ იცოდეს თავის
დედაენაზედ. ზემოხსენებულის სკოლის მასწავლებელნი ბ-ნი ფილიმონ ბარბაქაძე და სპირიდონ ჭიპაშვილი ღარიბ გლეხების შვილებს ასწავლიან
უფასოდ, ხოლო მდიდრებისაგან იღებენ ორითგან ოთხ მანეთამდე სწავლის ფასს წელიწადში. ეს მასწავლებელნი ასწავლიან ყმაწვილებს თავიანთ სახლებში, თავიანთივე მოწყობილობა აქვთ სკოლისათვის და ამასთანავე ძლიერ გულმოდგინენიც არიან“. 1888 წლის 16 იანვარს მამა სპირიდონი ზედა საქარის ჯვართამაღლების სახ. ტაძრის მეორე მედავითნედ დაინიშნა. 1889 წლის 1 იანვარს იმერეთის
ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა იმავე ადგილზე დატოვებით, 1890 წლის 20 იანვარს ზედა საზანოს პირველ მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში გადაიყვანა, 1890 წლის 29 აპრილს კი
მღვდლად დაასხა ხელი და დილიკაურ-ნიჟარეულის
წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. 1890 წლის 1
სექტემბერს მღვდელმა სპირიდონმა თავისი ხარჯებით სოფელში გახსნა სკოლა და 1893 წლის 1 ივლისამდე თავადვე ინახავდა მას. 1896 წლის 25 ივნისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1897 წლის 1 სექტემბერს მისივე თაოსნობით გაიხსნა მეორე სასწავლებელი. სკოლის გახსნას წინ უძღოდა ცილისმწამებლური წერილი ვინმე „ვლადო კორბოულელი-სანახშირელისა“, რომელიც გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე მოძღვარს უმოქმედობაში ადანაშაულებდა, და წერდა, რომ დილიკაურის სამრევლოს მღვდლებს საღათას ძილით სძინავთ და სკოლის გახსნას არც კი ფიქრობენო. მღვდელმა სპირიდონმა გაზეთის შემდეგ ნომერში ასეთი პასუხი გასცა ცილისმწამებელს: „ივერიის“ მე-257 ნომერში დასტამბულია მოწერილი ამბავი სოფ. დილიკაურიდგან სასწავლებლის უქონლობის და მოძღვრის დაუდევრობის შესახებ. დიდად გვაკვირვებს ამ კორესპონდენტის ლაპარაკი. ჯერ უნდა კარგად გაეგო და მერე მოეწერა წერილი. სიმართლის აღსადგენად ბ-ნ ვლადოს მოვახსენებ, რომ სოფ. დილიკაურში 1 სექტემბერშივე დაარსდა სასწავლებელი, მასწავლებლად ბ-ნი გ. ჭუმბურიძე იქმნა მოწვეული და ამჟამად იქ 30 მოსწავლე სწავლობს. თუ ჩემს სიტყვებს არ დაიჯერებს, მიბრძანდეს იმერეთის
საეპარქიო სამოსწავლო საბჭოში და ჰნახოს 1 სექტემბრის ჟურნალი. ამასაც მოვახსენებ, ბ-ნ კორესპონდენტს, რომ სოფ. დილიკაურის სასწავლებელი იმოდენა შენობაშია მოთავსებული, რომ
შიგ სანახშირელი ბავშვებიც კი მოთავსდებიან“. 1907 წლის 16 ივლისს მთავარხუცესის თანაშემწის კანდიდატად აირჩიეს. 1910 წლის 1 იანვრიდან
დილიკაურის ორკლასიანი სამინისტრო სკოლის
საღვთოს სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1910 წლის 12 აპრილს სამრევლო-საეკლესიო სკოლებში 25 წლიანი მოღვაწეობისთვის იმპერატორ ალექსანდრეIII სახ. სამახსოვრო ვერცხლის მედალი უბოძეს.
XX ს-ის 10-იან წლებში იყო დილიკაურ-ბოსლევის შემნახველ-გამსესხებელი გამგეობის საბჭოს წევრი. 1917 წელს ქართულ პრესაში უცნობი ავტორი ფსევდონიმით „ჩხრიმელის პირველი“ სოფ. დილიკაურზე სწერდა: „ეს სოფელი მდებარეობს ქ. ყვირილიდგან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით და არის ბუნებით შემკული. სახნავ-სათესით, ტყითა და
მინდვრით. ამ სოფელში 500 კომლია, რომელნიც უმეტეს ნაწილად მეურნეობას ეწევიან. წელს აქ კარგი მოსავალი იყო, თუმცა კი ზოგიერთი ვენახი ნაცარმა წაახდინა. კულტურული დაწესებულება აქ დღემდე არ ყოფილა და ეხლა კი ცდილობს ხალხი ახლო მომავალში მოაწყოს კოოპერატიული დუქანი, რომელიც ამ დროში პირველ სახსარს შეადგენს მცხოვრებთათვის. აგვისტოს თვეში მღვდ.
8-1 საპატრიარქოს უწყებანი N8 28თებერვალი-6მარტი 2019წ გვ.18
მღვდელი სპირიდონ ჭიპაშვილი (გაგრძელება)
სპირიდონ ჭიპაშვილის მეოხებით აქ გაიხსნა ბიბლიოთეკა-სამკითხველო, რომელსაც შემოსწირეს ამავე სოფლის სცენის მოყვარეებმა გრიშა ჭიპაშვილის მეთაურობით წარმოდგენიდან შეკრებილი
120 მან. ფული, წიგნები და გაზეთები სხვადასხვა პირებმა. სრული დარწმუნებული ვართ, რომ სხვებიც შემოსწირავენ თავიანთ წვლილს ამა ღარიბ სამკითხველო-ბიბლიოთეკას. სამკითხელო მოთავსებულია დილიკოურის სამრევლო სკოლის შენობაში“. მღვდელი სპირიდონი 1927 წლის 10 ოქტომბერს მარგვეთის ეპარქიის, არგვეთის ოლქის, დილიკაურის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. 1928 წლის 30 სექტემბერს დილიკაურის წმ. გიორგის სახ. ტაძარში უკვე მღვდელი ილარიონ სალაძე ჩანს, ხოლო მღვდელი სპირიდონი დილიკაურის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრის წინამძღვარია. 1931 წლის 1 მაისს მარგვეთის ეპარქია ქუთაის-გაენათის ეპარქიაზეა მიწერილი და მღვდელი სპირიდონი დილიკაურის სამრველოში იხსენიება. XX ს-ის 30-იანი წლების დასაწყისში ათეისტურმა ხელისუფლებამ საქართველოს თითქმის ყველა
კუთხეში მასობრივად დაიწყო ეკლესიების დახურვა. ისინი ყველანაირ ხერხს მიმართავდნენ სამღვდელოების დასაშინებლად და დასამორჩილებლად. ცდილობდნენ, დაეკეტათ იმდროისთვის გადარჩენილი ეკლესიები, სადაც მორწმუნეები სულიერ საზრდოს იღებდნენ და ამით საბოლოოდ გაეწყვიტათ ის კავშირი, რომელიც მათ ეკლესიასთან აკავშირებდათ. იმ პერიოდში მრავალი შემთხვევა დაფიქსირდა, სადაც მრევლმა და მოძღვარმა გააფთრებული
წინააღმდეგობა გაუწია კომუნისტებს. ერთ-ერთი ასეთი იყო მღვდელი სპირიდონის სამრევლოც. აი, რას წერდნენ ისინი 1934 წლის 25 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე): „ჩვენ ვართ მართმადიდებელნი
ქრისტიანენი. გვყავს სულიერი მოძღვარი. მიუხედავად ამისა, სოფლის აღმასკომის თავჯდომარემ და საბჭოს წევრებმა დაგვიხურეს დილიკაურის
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია და მღვდელ სპირიდონ ჭიპაშვილს აუკრძალეს წირვა-ლოცვის ჩატარება და ამ
მოკლე ხანში ჩამოგვართვეს დილიკაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაც და ხსნიან შიგნით კლუბს, ჩვენ კი შორიდან, ცრემლმორეულნი ვუყურებთ მათ. ამისთვის, უმორჩილესად გთხოვთ, ინებოთ განკარგულება და გათავისუფლებულ იქნას ერთი ეკლესია მაინც, რათა საშუალება მიეცეს მღვდელს ჩაატაროს ღვთისმსახურება. ხელს აწერს 200 კაცი“. იქვე მიმართავს თხოვნით მღვდელი სპირიდონიც ქუთაის-გაენათის საეპარქიო საბჭოს: „თუმცა წამერთვა უკანონოდ, ჩემი სიყმაწვილიდან ნაშოვნი სახლ-კარი, უძრავ-მოძრავი ქონების სახით, ადგილობრივი მთავრობისაგა
და დამტოვეს გასაწყლებული, მაგრამ სარწმუნოების დაცვის გულისათვის, რომელიც შევსწირ ზეციურ მამას, ბარემ ხორციელად უნდა შევეწირო. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, გამომიგზავნოთ ნებართვა, რათა უკლებლივ შევასრული ყველა მღვდელმოქმედება მორწმუნეთა შორის!
რომელიც დამჭირდება“. 1935 წლის 3 მაისს მლვდელი სპირიდონი უკანას,
ნელად იხსენიება დილიკაურის ტაძარში. 1936 წლი 1 მაისს ამოღებულია მოქმედი სამღვდელოების რი” გებიდან. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რით დამთავრდ ამ შეუპოვარი მოძღვრის ცხოვრება. მეუღლე მატათია გიორგის ასული (დაბ. 1862წ.) და შვილები: ნიკოლოზი (დაბ. 1882წ.), გრიგოლი (დაბ. 1883წ.), კონსტანტინე (1886), ვიქტორ (1888), ვლადიმერი (1898). სასულიერო პირები იყვნენ მღვდელ სპირიდინის უფროსი ძმები მღვდელი კირილე და დეკანოზი ლუკა. მღვდელი კირილე 1844 წელს დაიბადა. მიღ;
ბული ჰქონდა შინაური განათლება. 1863 წლის 1 სექტემბერს ღარიხევის წმ. გიორგის სახ. ტაძრი მედავითნედ დაინიშნა. 1872 წლის 14 თებერვალ
იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა. 1878 წლის 22 ივლისს მღვდლად დაახა ხელი და ღარიხევის ტაძარში მედავითნის შტატში დაადგინა. 1882 წლის 10 ივნისს იმავე ეკლესიაში მ;
ორე მღვდლად დაინიშნა. 1897 წლის 15 ოქტომბერ საგვერდულით დაჯილდოვდა. 1898 წლის 29 მარტიდან 1901 წლის 6 თებერვლამდე იყო ხარაგაული სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგე. 1904 წლის 1 მაისს სკუფია უბოძეს. 1905 წლის 13 მაისს ხევიჯრის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვრად განამწსეს. 1906 წლის 30 ოქტომბრიდან იყო დილიკაური
ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრის წინამძღვარი. 1906 წლის 30 ოქტომბრიდან 1910 წლამდე დილიკაურის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგ. ჰქონდა ჯილდო იმპერატორ ალექსანდრეIII სახ. ს. მახსოვრო ვერცხლის ჯვარი. მეუღლე ანასტასი გიორგი ასული (დაბ. 1843წ.) და შვილი მღვდ. სვიმონი (დაბ. 1868წ.). დეკანოზი ლუკა 1854 წელს დაიბადა. დაამთა;
რა თბილისის სასულიერო სემინარია. 1882-188. წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელის პედაგოგად მუშაობდა. 1883 წლის 3 ნოემბერს ქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) დ. აკვნად აკურთხა, იმავე წლის 8 ნოემბერს იმერეთი ეპ. გაბრიელმა (ქიქოძე) მღვდლად დაასხა ხელი საქარის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. ტაძარში განამწესა..1884 წლის 13 სექტემბერს სიმონეთი
8-2 საპატრიარქოს უწყებანი N8 28თებერვალი-6მარტი 2019წ გვ.19
მღვდელი სპირიდონ ჭიპაშვილი (გაგრძელება)
ოლქის მთავარხუცესის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 1886 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა და დამტკიცდა მთავარხუცესად. 1890 წლის 1 აპრილს სკუფია უბოძეს. 1894 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1899 წლის 3 თებერვალს წმ. ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1899 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1904 წლის 15
მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1904 წელს დეკანოზ ლუკას გარდაეცვალა ცხოვრების თანამგზავრი, ერთგული მეუღლე თეოდოსია ალექსის ასული (1864- 1904წწ). დაკრძალვას დიდძალი ხალხი დაესწრო. დასაფლავების დღეს ახლადშესვენებულს წირვა ჩაუტარა და წესი აუგო იმერეთის ეპ. ლეონიდემ (ოქროპირიძე), რომელმაც ვრცელი სიტყვით მიმართა მის დამწუხრებულ მეუღლეს. ქადაგებას გთავაზობთ შემოკლებით: „რომელმან პოოს ცოლი კეთილი, უპოვნიეს
მადლი, მიუღებიეს სიწყნარე უფლისა მიერ“ (იგავ. სოლ. 18, 22).
„შენ, აწ მწუხარებით აღვსილო, პატიოსანო მამაო ლუკა, იმ თავითვე გაშორა მოსიყვარულე ზეციური მამის მადლიანმა მარჯვენემ ყოველი შეცდომა და ბორკილი ამ დიდ საქმეში, იმთავითვე წაგიმძღვანა ჭეშმარიტება, დაგინერგა, აღგიზარდა და განგიმტკიცა მაღალი რწმენა. მეუღლეობა, ცოლ-ქმრობა შენ გქონია მიჩნეული საღმრთო მცნებად, ღვთისაგან ნაკურთხ საქმედ, ამისთვის მეუღლის ძებნის
დროს არ გიხელმძღვანია ისეთი საანგარო მოსაზრებით, როგორც დამოყვრება მძლავრ და სახელგანთქმულ ოჯახთან, შეძენა სიმდიდრისა ცოლის შერთვით, თავის გამოჩენა საცოლის თანამედროვე
გემოვნების სწავლა-განათლებით, მისი გარეგანი მოხდენილობა-სიმშვენიერით და სხვა... განსვენებულ თეოდოსიაში შენ ჰპოე „ცოლი კეთილი“ და მით „მოიპოე მადლი, მიიღე სიწყნარე უფლის მიერ“. თანხმობიანი, გაწყობილი, უწყინარი, მყუდრო, ტკბილი, თქვენთვის და სხვებისთვის სასიამოვნო, სასარგებლო და აზრიანი ასეთი იყო თქვენი ცხოვრება დღიდან დაგვირგვინებისა აქამომდე, როდესაც ასე მოულოდნელად და უცბად გაწყდა თქვენ შორის ქვეყნიური მეგობრობის საამოდ მჟღერალი სიმი... შედარებას რომ მივმართოთ, მღვდლის ცოლი უნდა დავადაროთ დედა-ფუტკარს, ხოლო მღვდელი მუშა ფუტკარს, მაგრამ ამასთან ერთად, უნდა აუცილებლად გვახსოვდეს ის არსებითი განსხვავება, რომ იმ დროს, როდესაც მუშა ფუტკარი გარედან
ეზიდება შინ თაფლს, „ცვილს, დედისა და ოჯახისათვის საზრდოს, მღვდელს თავისი მეუღლის განსაკუთრებითი დახმარებისა და შემწეობის ძალით უნდა საკუთარი ოჯახიდან გამოჰქონდეს სამწყსოში
მოსაფენად სიტკბოება, გონების საზრდო, ზნეობის საზრდო და ხალხის კეთილდღეობისათვის საჭირო სიმდიდრე. დილიდან საღამომდე მღვდელი შრომობს და საქმიანობს მრევლში, ამასთა,6ნ ილოცოს,
სხვებთან იმგლოვოს და სხვ. ამგვარად დამაშვრალი, ღონემიხდილი ბრუნდება საღამო ხანს ოჯახში და ნეტარება მას, თუ სიამოვნებით მოელის მის დაბრუნებას მეუღლე, თუ მონაწილეობით, ხალისით და მტკივნეულად ეკითხება მას, რა გაარიგა, რა ნახა, რამ გაახარა და რამ ააღელვა მრევლში, თუ დიასახლისი თანაუგრძნობს მღვდლის მოღვაწეობას, თუ მის გულს ათფობს საღმრთო ცეცხლი ხალხისადმი სიყვარულისა. საკმარისია რამდენიმე საათი ამგვარი ზნეობრივი თანაგრძნობისა, რომ მღვდელს გაუაროს ფიზიკურმა დაღლილობამ, რომ მღვდელს მთლად მიავიწყდეს განვლილი სიმწარენი, საკმარისია ასეთი მეგობრის უბრალო სურვილი, რომ მღვდელი დილის მზის სხივებთან ერთად ხალისით გაფრინდეს მრევლში მუყაითი მუშა ფუტკარივით სამოქმედოთ... ახლად გარდაცვალებული მხევალი ღვთისა თეოდოსია აშკარად ჩანს, მიჩნეული იყო და პატივისაცემელი დედის მსგავს ადამიანად და ამის გამოა, რომ ასე გლოვობენ და თავს ევლებიან რო-
8-3 საპატრიარქოს უწყებანი N8 28თებერვალი-6მარტი 2019წ გვ.20
მღვდელი სპირიდონ ჭიპაშვილი (დასასრული)
გორც ქმარი, ისე მეზობლები, როგორც ნათესავნი, ისე ნაცნობნი, როგორც მამაკაცნი, ისე მანდილოსანნი, როგორც სამღვდელონი, ისე საერონი. საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, კეთილო სულო! ამინ“. დეკანოზი ლუკა იყო ავტოკეფალიის აქტიური მხარდამჭერი და გულშემატკივარი. 1906 წელს თავისი ოლქის სამღვდელოების სახელით მან უშიშარი განცხადება გააკეთა იმჟამინდელ ქართულ პრესაში: „1906 წელსა მაისის 10 დღესა, ჩვენ ქვემორე ამისა ხელის მომწერნი სიმონეთის საბლაღოჩინო მაზრის ეკლესიების სამღვდელოებამ მოვისმინეთ ამა წლის „.................-ის 13
და 14 ნომერში დაბეჭდილის წერილის შინაარსი, რომლის ავტორიც ქართველი მღვდელი ირწმუნება, რომ ვითომც საქართველოს სამღვდელოებას არ სურდეს თავისი ეკლესიის ავტოკეფალობა, ეს საკითხი გამოგონილი იყოს რამოდენიმე კერძო პირთაგან. ამისათვის დავადგინეთ: იქნეს ცნობილი აღნიშნული წერილი ცილისწამებათ; საქართველოს სამღვდელოების ჭეშმარიტი სურვილი არის და იქნება აწიც მოიპოვოს საქართველოს ეკლესიისათვის ავტოკეფალობა, თანახმად
ამა საგანზედ შედგენილი და წარდგენილი უმაღლეს მთავრობასთან პეტიციისა და მას შინა ხელს ვაწერთ ჩემი ოლქის ოცდათვრამეტი მღვდელი და მედავითნე“. დეკანოზი ლუკა 1907 წელს გარდაიცვალა. ჟურ- ნალი „მწყემსი“ თავის ფურცლებზე სწერდა: „ბლაღოჩინი დეკ. ლუკა ჭიპაშვილი 25 მარტს გარდაიცვალა თფილისის მიხაილოვის სამკურნალოში ცოტა ხნის ავადმყოფობის შემდეგ. განსვენების დღე არის დანიშნილი 31 მარტი. კვირას მწირველი იქმნება მისი სულის მოსახსენებლად ყოვლადსამღვდელო ლეონიდე, რომელიც მოწვეულია საქარის მაცხოვრის ეკლესიაზედ. განსვენებულს არავინ არ დარჩენია, ერთი ნაშვილები ქალიშვილის მარიამის მეტი“.
9 საპატრიარქოს უწყებანი N9 7-13მარტი 2019წ გვ.17
მღვდელი იოანე ხატიაშვილი 1854-1927
მღვდელი იოანე ვასილის ძე ხატიაშვილი 1854
წლის 2 იანვარს, ქ. თელავში, მლვდლის ოჯახში დაიბადა. ყმაწვილმა იოანემ პირველდაწყებითი განათლება თელავის სასულიერო სასწავლებელში მიიღო. შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც 1878 წელს დაამთავრა. იმავე
წლის 1 სექტემბერს თელავის სასულიერო სასწავლებელში პედაგოგად დაინიშნა. 1882 წლის 26 ივლისს იქედან გათავისუფლდა. 1882 წლის 15 სექტემბრიდან 1883 წლის 15 მაისამდე თბილისის პედაგოგიურ
ინსტიტუტში სწავლობდა. 1883 წლის 1 აგვისტოდან 1885 წლის 13 ოქტომბრამდე წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში ასწავლიდა. 1886 წლის 23 თებერვალს დიაკვნად აკურთხეს. 1886 წლის
2 მარტს მღვდლად დაასხეს ხელი და კონდოლის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში განამწესეს. 1886 წლის 13 აგვისტოს კისისხევის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. ტაძარში გადაიყვანეს. იმავე წლის
სექტემბრიდან კისისხევის სამინისტრო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1892 წლის 17 აპრილს თელავის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. ტაძარში დაადგინეს. 1897 წელს საგვერდულით
დაჯილდოვდა. აქ მსახურების პერიოდში იგი იმავე ეკლესიასთან არსებული სკოლის გამგე და საღვთო სჯულის პედაგოგი იყო.
მღვდელი იოანე თავისი დროისათვის საკმაოდ განათლებული და ნაკითხი ადამიანი გახლდათ. ყოველი წირვის შემდეგ მრევლს უქადაგებდა, განუმარტავდა სახარებას და წმიდა წერილის რთულ ადგილებს, არ
იშურებდა სხვადასხვა სულიერი დარიგებას.როგორც
მოგეხსენებათ, საქართველოში გაბატონებულ რუსიფიკატორულ პოლიტიკას ქართველი სასულიერო პირები უპირისპირდებოდნენ, მათ შორის იყო მღვდელი იოანეც. იგი აქტიურად თანამშრომლობდა იმჟამინდელ ქართულ პრესასთან, სადაც ხშირად აქვეყნებდა
სხვადასხვა სახის მასალას. ერთ-ერთი ასეთი წერილი
მან მივიწყებულ ქართულ დღესასწაულებს მიუძღვნა. იგი გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ ქართველები უგულისყუროდ ეკიდებიან თავიან წმინდანებს და დღესასწაულებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მისი ეს ქადაგება, თითქმის მთლიანად ეხმიანება დღევანდელ ვითარებას და შეიძლება ითქვას, რომ 115 წლის შემდეგაც დგას ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში. სტატიის სათაურია „წმ. ნინო და მისის დღესასწაულის აღდგენა“: „ვაი იმ ერს, რომელსაც დაჰკარგვია ჯეროვანი პატივისცემა თავის შუქმფინარ მოღვანეთა ვაი, იმ სახელმწიფოს და სამეფოს, რომელსაც თავი არ მოსწონს მით, რომ მასაც ჰყოლია დიდებულნი გვამნი. ვაი, იმ საზოგადოებას, რომელიც მომავალს თაობას არ ასწავებს ღირსეულ პატივისცემას სამშობლოსათვის თავდადებულთა ამგვარნი სადიდებელნი და სათაყვანო გმირნი ჰყავთ ფრანგებს ჟანა-დარკი, რუსებს ალექსანდრე ნეველი, სლავებს კირილე და მეთოდე, სომხებს გრიგოლ განმანათლებელი, ქართველებს წმ. ნინო და სხვ. ამ მნათობთა სახელობაზედ აგებენ ტაძრებს, აწესებენ დღესასწაულებს, აარსებენ ათასგვარ კეთილსა და საქველმოქმედო საზოგადოებასა, თავშესაფარსა და ძმობასა. დღეს მთელი რუსეთი და სლავიანთა ტომი დღესასწაულობს დიდი მოწიწებით კირილესა და მეთოდეს ხსენებას.
ყოველი სომეხი მოვალეა, იდღესასწაულოს წმ. გრ. განმანათლებლის ხსენების დღე. მოსწავლე-ახალგაზრდობაც თავისუფალია იმ დღეს და სასწავლებლად არ მიდის, სომხობას რომ თავი დავანებოთ
და ავიღოთ თუნდაც ახატნელი თათრები თელავის მახლობლად, იმათაცა აქვთ სკოლა, მაგრამ განა როცა ბაირამობაა, ან ყურბანას და ალიას დღე
მოდის, მთავრობა უარს ეუბნება, არა, ყმაწვილები უთუოდ მოვიდნენ სკოლაშიო? სულაც არა. ისინი ამ დღეებში თავისუფალნი არიან. ჩვენ კი არა. ჩვენ ამ საქმეშიაც დაქვეითებული ვართ. წმ. ნინოს დიდებულ დღესასწაულზე ყველა უწყებაში საქმიანობაა, ყველა სასწავლებელში სწავლაა, ყველა სახელოსნოში მუშაობაა სადღაა ძველებური მისი
თაყვანისცემა და მისი დღესასწაული?! ჩვენდა სასირცხვილოდ, ოც სოფელში ორგან არ სრულდება ამ დღეს წირვა და ორგან არ მოიპოვება მისი ხატი. თუ გვსურს, რომ ჩვენც ხალხი გვეთქმოდეს, თუ
გვურს ჩვენმა ეროვნებამ თავისი ელფერი არ დაჰკარგოს, დროა თვალები მოვიფშვნიტოთ, ყურები გამოვიბერტყოთ, გამოვერკვეთ საღათას ძილიდან და ამჟამად ეს მოვიმოქმედოთ, რომ ხსენება წმ.
ნინოსი ყოველ წლობით ჯეროვნად სრულდებოდეს ჩვენში. საჭიროა თბილისისა და ქუთაისის სათავადაზნაურო კრებაზე იქმნეს დადგენილი, რომ ეთხოვოს მთავრობას, სადაც მოსახლეობს ქართველი ტომი, წმ. ნინოს დღესასწაული აღიარებულ იქმნეს უქმად, როგორც არის კირილესა და მეთოდეს ხსენების დღე. ამას გარდა, ურიგო არ იქნება გადიდებულ იქმნეს რამდენიმე ასი ცალი ხატი წმ. ნინოს ძველის ხატიდან და დაურიგდეს სამრევლო ეკლესიებს. აგრეთვე მიეწეროს ყველა ეკლესიის კრებულს, რომ ამ დღეს წირვა სრულდებოდეს ლი
9-1 საპატრიარქოს უწყებანი N9 7-13მარტი 2019წ გვ.18
მღვდელი იოანე ხატიაშვილი 1854-1927 (გაგრძელება)
ტანიით, წმიდის ცხოვრების მოძღვრებით 1901 წელს თელავის მაზრაში ზედიზედ რამდენიმე ეკლესია გაიძარცვა, საიდანაც წაიღეს ძვირფასი ოქრო-ვერცხლით დამზადებული ნაკეთობანი, ძველი შესამოსელნი და საეკლესიო სამკაული. 1902 წლის იანვარში ბოროტმოქმედებმა გაძარცვეს კურდღელაურის კავთის ეკლესია, რომელიც მთლად დააცალიერეს ძვირფასეულობისგან. სხვათა შორის, წაიღეს ძველისძველი კაკლის ხის ბარძიმი, ძვირფასად მოჭედილი. ამ ამბებით შეწუხებული მოძღვარი გაზეთი „ივერიის“ ფურცლებზე წერდა: „საქმე სწორედ ასე გახლავთ და ადრე აღარ არის, ვიზრუნოთ რამე და ეს რამე, ჩემის მოსაზრებით ის არის, ყოველს ეკლესიის კრებულს ბინა ჰქონდეს თვით ეკლესიის ეზოში. მხოლოდ მაშინ შიში აღარაფრისა მოელის ჩვენს ტაძრებს, როდესაც მის მახლობლად იცხოვრებს სამი-ოთხი კომლი და მღვდელსაც შეძლება ექნება თვალყური ადევნოს ღამის ყარაულს, თორემ ეხლა ოცს მღვდელში ორი არ სცხოვრობს ეკლესიის სიახლოვეს და რა ჰქმნან, როგორ უპატრონონ ტაძარს, რომელშიაც ხშირად ძვირფასი საისტორიო და საარქეოლოგიო განძია დაკრძალული!“. 1902 წლის 9 დეკემბერს მამა იოანე ბარისახოს ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში გადაიყვანეს და ფშავ-ხევსურეთის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1902-1906 წლებში იყო ბარისახოს სკოლის გამგე და საღვთო სჯულის მასწავლებელი. 1904 წლის 3 თებერვალს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1904 წლის 6 ივნისს სკუფია უბოძეს. ურთულეს პირობებში უწევდა მღვდელ იოანეს მთაში მსახურება. მოგეხსენებათ, საქართველოს მთიანეთი დღეს რა მძიმე პირობებშია, და XX ს-ის დასაწყისში ხომ მთლად გაუსაძლისი ვითარება იყო, არც გზები, არც სკოლები, არც საავადმყოფოები.
ექიმი სანთლით საძებარი იყო. ხალხის ამ მძიმე პირობების შემხედვარე მოძლვარი ცდილობდა ქართველი საზოგადოებისათვის და ხელისუფლებისთვის ხმა მიეწვდინა, რათა მეტი ყურადღება და დახმარება ალმოეჩინათ მივარდნილი კუთხისთვის. თვით სასულიერო პირებიც კი, რომლებიც მთაში ბარიდან იყვნენ გამოგზავნილი, ფრიად გაჭირვებულ მდგომარეობაში იყვნენ და ძლივს ახერხებდნენ თავიანთი
მოვალეობის აღსრულებას. აი, რას წერდა ამასთან დაკავშირებით, მლვდელი იოანე ქართული პრესის ფურცლებზე: „საქმე სწორედ სამწუხაროდ არის დაყენებული და რა ეშველების, ან ვინ უშველის, ეს არის საკითხი? მაგალითებისათვის შორს არ გვინდა წასვლა: შარშან ზამთარს გახდა ავად ფილტვების ანთებით სოფ. როშკის მღვდელი და მთელის
სამოცის ვერსის მანძილზე რაინდულად თავგადადებით მანდილ-მოსხმულმა მისმა თანამეცხედრემ ხუნჩებით გადმოვლო მთის მწვერვალები და საკაცით ჩამოიყვანა ცოცხლად ბარად საშველ ალაგას. ასეთივე დღე დაადგა სოფ. ხახმატის მღვდელს და დღესაც ვერ გათავისუფლებულა, და რა ესენი, დღე ისე არ გაივლის, ვინმე ხევსური არ იდგეს ჩემ კარზედ და არ მემუდარებოდეს: ბალღი, ცოლი, მამა, დედა და სხვა მყავს ავად და თუ რაიმე წამალი მოგეპოვების, გვიწილადეო. რა ვქნათ, ჩვენ, დამეხილებმა, რომ ვერ ვაკმაყოფილებთ მათს თხოვნას.
ძველად ყოფილა აქ რაღაც აფთიაქი და შემდეგ დაკეტილა. ჩვენი სათხოვარი ეს არის: მოგვხედეთ, გვიპატრონეთ, დაუნიშნეთ ფშავ-ხევსურეთს ერთი გამოცდილი ფერშალი თავის აფთიაქით, რომ უბრალო წამლობის ღირსნი მაინც შევიქნეთ. მანამდე კი ყველას ვთხოვ: ქართველს, რუსს, სომეხს, ყველა მეაფთიაქეს და წამლების გამყიდველს, კეთილ მონას, ნუ დაიშურებენ თავიანთ წვლილს გვიწყალობონ ცოტა რამ წამლეულობა და გამოგზავნონ ამ მისამართზე: თიანეთის გავლით, სოფ.
ბარისახო, სკოლის აფთიაქი“. 1904 წელს მღვდელ იოანეს მეცადინეობით ბარისახოში დაარსდა უფასო წიგნთსაცავ-სამკითხევლო,
საიდანაც ორივე ხეობის მცხოვრებთ შეეძლოთ ესარგებლათ წიგნებით. ამ საქმეში მას დიდი დახმარება და თანადგომა აღმოუჩინეს „წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ, ბატონებმა: ბურჭულაძემ, კალანდაძემ და ანდრონიკაშვილმა, რომლებმაც ჟურნალ „მოამბის“ ნომრები შეწირეს სამკითხველოს. ეპისკოპოსმა კირიონმა 1904 წლის ჟურნალი
„ჯეჯილი“ გამოუწერა. მღვდელმა იოანემ მადლობა გადაუხადა ყველა კეთილისმოსურნეს და შემდეგი თხოვნით მიმართა მათ: „ჩვენი საზოგადოების წევრებს, ნამეტნავად მგოსნებს, ვთხოვ, შეაგროვონ
ძველი და ახალი წიგნები, ყდიანი და უყდო, ორიგინალური და ნათარგმნი, აქ ყველა გამოსადეგია და მოგვაწოდონ. იტყვით, ნუ სწუწუნებთო; რა ვქნათ, რომ გვესაჭიროება? ათი ათასი სული მაინც ვართ ამ ორ ხეობაში და ერთადერთი წიგნთსაცავი გავიჩინეთ და რითაც და როგორც შეიძლება, როგორ არ შევავსოთ? დღე ერთია და მთხოვნელი ასი, „ქაღალდი გექმნება რამე საკითხიო“, „ომისა რა იცი, წაგვიკითხე“, „მოგვეცი რამეო!“ რას იზამ ამ შემთხვევაში: უარს ეტყვი, სინდისი გქენჯნის, მისცემ და მეორე აღარა გაქვს, რომ სხვა მთხოვნელიც დააკმაყოფილო“. 1904 წელს მღვდელი იოანე ხევსურეთიდან გამოეხმაურა რუსეთში მყოფი ეპისკოპოს კირიონის
(საძაგლიშვილი) წინადადებას და წერდა: „ივერიის“ 35-ში არის ფელეტონად დაბეჭდილი საგულისხმო წერილი ეპ. კირიონისა „უცხო სიტყვების ხმარება ქართულ ენაში“, რომლითაც იგი მიგვიწევს
მკითხველთ სამუშაოდ, რათა ცნობაში იქმნეს მოყვანილი ჩვენ მამა-პაპათაგან ძველადვე ნაანდერძევი ძვირფასი და მდიდარი ჩვენი სალექსიკონო საუნჯე. ამასთანავე, აცხადებს, რომ საქმე წლეულობით დაიწყოს აღმოსავლეთ საქართველოდან და დიდი ყუ- რადღება მიექცეს ფშავ-ხევსურეთსა და თუშეთს, სა-
9-2 საპატრიარქოს უწყებანი N9 7-13მარტი 2019წ გვ.19
მღვდელი იოანე ხატიაშვილი 1854-1927 (გაგრძელება)
დაც უფრო შეუცვლელად დაცული უნდა იყოს სიწმინდე ჩვენის ძველის ქართულის ენისაო. ამ საქმეში მონაწილეთ პატივცემული ავტორი აღუთქვამს შრომის საფასს და ჰპირდება გაუგზავნოს მომზადებული დავთარი რიგზედ სიტყვების ჩასაწერად. მე, როგორც დროთა ვითარებისა
გამო, გამგე სასულიერო უწყებისა, ორის ხეობისა ფშავის და ხევსურეთისა
ჩემდა მონდობილის საქმისა გამო მაქვს დაახლოებითი (ცხოვრება ხსენებულ თემებთან, ვუცხადებ დიდს სურვილს ბ-ნ ეპ. კირიონს
და მის მიერ დანიშნულს სარედაქციო კომისიას, მივიღო წილადი შრომა ხსენებულს სიმპატიურს დაწყობილებაში უსასყიდლოდ,
მხოლოდ გამომეგზავნოს ჩასაწერი დავთარი". 1906 წლის 2 სექტემბერს ბოდბისხევის წმ. კვირიკესა და ივლიტას სახ. ტაძარში დაადგინეს. 1908
წლის 16 თებერვალს ველისციხის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრისა და სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. 1908 წლის I ოქტომბრიდან ასწავლიდა საღვთო სჯულს ველისციხის ორკლასიან სამინისტრო სკოლაშიც. 1911 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. მღვდელი იოანე იყო მხურვალე ავტოკეფალისტი და ქართულ პრესაში რამდენიმე წერილიც გამოაქვეყნა ამ თემასთან დაკავშირებით. აი, რას წერდა იგი 1907 წელს ჟურნალ „მწყემსში“ გამოქვეყნებულ თავის სტატიაში „საქართველოს სამღვდელოების მიმართ“: „პატივცემული მწერალი ნ. თ. „მწყემსის“ მე-7 ნომერში, სათაურით - „ჩვენი საეკლესიო საკითხის გამო“, არჩევს დეკ.-პროფ. ტიტოვის წერილს, რომელიც ბოლოვდება ამგვარად: „ყოველ შემთხვევაში, საკითხი საქართველოს ავტოკეფალობისა საბოლოოდ უნდა გადაწყდეს მომავალ სრულიად რუსეთის ადგილობრივ კრებაზე“, იძლევა კითხვას გაიგზავნონ ჩვენი წარმომადგენელნი ამ კრებაზე თუ არა? და თვითონვე იძლევა პასუხს: „ჩვენ საქმე არა გვაქვს რუსეთის ეკლესიასთანო“, მაშასადამე, არც უნდა ვინმე გაიგზავნოს. დასკვნა ცხადია. გაუკადნიერდები პატივცემულს მწერალს, რომ
ეს დიდი შეცდომაა და დიდ ზარალსაც გვიქადის. კმარა ჩვენთვის მთელი საუკუნის ძილი, დრო არის გამოვიფშვნიტოთ თვალები, გამოვიხედოთ ჩვენი ბუნაგიდან, შევხედოთ დღის სინათლეს. არავის არ
მისცემს ამ დროს კეთილს კარჩაკეტილი განცალკევებული ცხოვრება და მოქმედება. აღარც დროს არის, მივდიოთ სირაქლემას პოლიტიკას. ჩვენ ამჟამად უნდა შეუდგეთ მოქმედებას და გამარჯვება
შემდეგ გვეღირსება. ჩვენ რომ არ დავესწროთ რუსეთის ადგილობრივ საეკლესიო კრებას, ამით რას მოვიგებთ? სრულიად არაფერს. წაგებით კი
ბევრს წავაგებთ. აი, როგორ? თუ მაშინ, როდესაც ჩვენი წარმომადგენელნი იყვნენ წინასწარ კრებაზედ (იგულისხმება 1905-1906წწ. გამართული კრება, სადაც მონაწილეობდნენ ეპისკოპოსები: კირიონი და ლეონიდე, ალ. ცაგარელი და ალ. ხახანაშვილი -– გ.მ), არ დაირცხვინეს და ყოველი სიმყრალე წამოანთხიეს სტეფანე ბულგაკოვმა და იოანე ვოსტორგოვმა, მაშინ, როცა ჩვენგანს არავის დაინახავენ, ხომ სულ უწმინდურობით აგვივსებენ უბე-კალთას და თავზედაც ლაფს დაგვასხამენ. მაგალითი წინ გვიდევს: უკანასკნელ კრებაზედ, როგორც თქვენ ამბობთ, რომ აღარავინ ნახეს მოპირდაპირედ, აღვირი აიხსნეს და გაცეცხლებული გული კარგად იჯერეს ჩვენზედ, კრებაც ერწმუნა მათ და მიიღო ვოსტორგოვის ფურნეში გამომცხვარი პროექტით რეცეპტი საქართველოს ეკლესიის
ჩახრჩობისა. მაშასადამე, რას უნდა მოველოდეთ მომავალს კრებაზედ იმავე პირთაგან, როცა ჩვენგანს ის აღარავის დაინახავს? ამით ხომ მივეცემით ხელში კანონისტებს -- დააკანონონ ჩვენი ეკლესიის გაუქმება. „შიში არ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა“ “– უთქვამს ჩვენს დიდს მოძღვარს შოთას. ჩვენ უკან კი არ უნდა შევდრკეთ, არა,
მას უნდა მახვილითა და წათებით მივეტევნეთ და თუნდ კიდეც მუცელში ჩაედოს, განუპოო იგი და ცოცხალი გადმოვაგდებინოთ... დღეს უკანასკნელად აღბორგებულია ჯოჯოხეთი მის საუკუნოს ჩასანთქმელად. ისწრაფეთ, კეთილნო მსახურნო, მის აღსადგენად“.
9-3 საპატრიარქოს უწყებანი N9 7-13მარტი 2019წ გვ.20
მღვდელი იოანე ხატიაშვილი 1854-1927 (დასასრული)
1918 წელს მღვდელი იოანე ისევ ველისციხის სამრევლოში მსახურობდა. 1919 წლის 4 ნოემბერს იგი უადგილოდ იყო და გომეწრის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დანიშნვა ითხოვა. 1920-1922 წლებში იყო ალავერდის საეპარქიო საბჭოს მდივანი, კანცელარიის გამგე და კურდღელაურის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრის წინამძლვარი, სადაც ჩანს 1922 წლის ივნისში კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო
აღწერის დროსაც. 1921 წლის 11 ივნისს შეიქმნა ალავერდის
ეპარქიის ქვრივ-ობოლთა სამზრუნველო, დეკანოზ იოანე შიუკაშვილის თავმჯდომარეობით,მისი წევრები იყვნენ: დეკანოზი იროდიონ შავლიაშვილი, მღვდელი იოანე ხატიაშვილი და სარდიონ ალადაშვილი.
მღვდელი ხატიაშვილი ასრულებდა მდივნის მოვალეობასაც. 1924 წლის აგვისტოს აჯანყებისა და რეპრესიებს შემდეგ, როგორც საეკლესიო საბუთებიდან ჩანს, მას აღარსად უმსახურია. 1926 წლის 16 თებერვალს
შედგენილ ალავერდის ეპარქიის მოქმედი სამღვდელოების რიგებში იგი აღარ ფიგურირებს მღვდელი იოანე 1927 წლის 9 სექტემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია თელავის საერო სასაფლაოზე. ჰყავდა
მეულლე - სოფიო იოსების ასული (დაბ. 17.10.1866წ.), და შვილები: შალვა, ელიზბარი, ქეთევანი, ნინო, იოსები, ეკატერინე.
10 საპატრიარქოს უწყებანი N10 14-20მარტი 2019წ გვ.17
მღვდლები გრიგოლ და ვლადიმერ გძელიშვილები
მღვდლები გრიგოლ და ვლადიმერ გძელიშვილები მღვდლის ოჯახში დაიბადნენ. სასულიერო პირები იყვნენ მათი წინაპრებიც. ბაბუა, მღვდელი სიმონი, XIX ს-ის I ნახევარში ოსეთის სასულიერო კომისიაში მსახურობდა და ლოღეთის წმ. თომა მოციქულის სახ. ტაძარში მოძღვრობდა. მისი ვაჟი –– მღვდელი ილარიონი -- 1839 წელს დაიბადა. სასწავლებელში არ უსწავლია. ქართულ ენაზე წერა-კითხვა, საღვთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი მონასტერში ისწავლა. 1856 წლის 16 თებერვალს ლამისყანის წმ. გიორგის სახ. ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1871 წლის 2 იანვარს დიაკვნად აკურთხეს. 1872 წლის 18 დეკემბერს სამთავისის მაცხოვრის ამაღლების სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1876 წლის 1 აპრილს მღვდლად დაასხეს ხელი და ლარგვისის წმ. თეოდორე ტირონის სახ. ტაძარში განამწესეს. 1891 წელს მერეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში
გადაიყვანეს. 1895 წლის იანვარში ხაჩირაანთკარის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაინიშნა. გარდაიცვალა XX ს-ის დასაწყისში. ჰყავდა მეუღლე -– ნინო იოსების ასული (დაბ. 1843წ.) და შვილები: მღვდ. გრიგოლი
(1863– 19 19წწ.), სიმონი (დაბ. 1864წ.), მლვდ. ვლადიმერი (1869–191 1წწ.), ეკატერინე (დაბ. 1875წ.). მღვდელი გრიგოლი 1I863 წელს დაიბადა. 1887
წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია.
1888 წლის 13 მარტს საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 20 მარტს მღვდლად დაასხა ხელი და ერევნის გუბერნიაში, ეჩმიაძინის მხარეში, შაგრიარის სახ. ტაძარში განამწესა. იმავე წლის 1 მაისს მხურვალეთის წმ. მარინეს სახ. ტაძარში დანიშნა. 1899 წლის კი 1 იანვარს სამთავროს წმ. ნინოს სახ. დედათა მონასტრის მწირველ მოძღვრად გადაიყვანეს. მასვე დაევალა
მონასტერთან არსებულ ოთხწლიან დედათა სასწავლებელში საღვთო სჯულის სწავლება. მლვდელი გრიგოლი კვირაში 16 გაკვეთილს ატარებდა. 1903 წლის 27 მარტს იმავე სასწავლებლის გამგედ და აღმზრდელობით დარგში უფროსად დაინიშნა. 1904 წელს მღვდელ გრიგოლის მოღვაწეობასთან დაკავშირებით გაზ. „ივერიაში“ სამთავროს წმ. ნინოს სახ. დედათა მონასტრის წინამძღვარი და წითელი ჯვრის საზოგადოების საპატიო წევრი, ღირსი დედა იღუმენია ნინო (ამილახვარი) (ხს.29.12| წერდა: „კვირას, 14 მარტს, მცხეთის სამთავროს დედათა
მონასტრის ეკლესიაში, წირვის შემდეგ, გრძნობით სავსე სიტყვით მიჰმართა მონაზონებს, მასწავლებელთა და მოსწავლეთ მცხეთის დედათა
მონასტრის სკოლის გამგემ, მღვდელმა გრიგოლ
გძელიშვილმა და იწვევდა ყველას, ეკლესიაში მყოფთ, ნამეტნავად მასწავლებლებსა და მოსწავლეთ, მცირედი წვლილი შეეწირათ რუსეთის
მხედრობისათვის, ომში დაჭრილთათვის და, საზოგადოდ, ომის მოთხოვნილებათათვის. ღირსშესანიშნავია შემდეგი სიტყვები გძელიშვილისა: „ჩვენ, შვილნო, რითი შეგვიძლიან დავეხმაროთ
ჩვენს მოძმეთ, თუ არა თანაგრძნობითა, მცირედის შეწირულობითა და ვედრებითა ღვთისადმი, რომ ადრე და მალე გაგვეგონოს სასიხარულო ამბავი გამარჯვება რუსეთისა იაპონიაზედ“. წირვის შემდეგ წაკითხულ იქმნა მანიფესტი მისის უდიდებულესობის იმპერატრიცა მარიამისა; შემდეგ გარდახდილ იქმნა პარაკლისი, ხოლო ბოლოს
მოწაფეებმა მუხლ-მოდრეკით შეასრულეს გალობა: „აცხოვნე, უფალო, ერი შენი“ რუსულ ენაზედ, მასწავლებლის ქ. ე. ცოფუროვის ლოტბარობით,
მონაზონთა, მასწავლებელთა და მოსწავლეთა შორის გროვდება შეწირულება, რომელიც გარდაეცემა დანიშნულებისამებრ. ინებოს ღმერთმა, რომ მრავალს მღვდელსა და სკოლების გამგეთ მიებაძოთ მღ. გძელიშვილისათვის და ჩაენერგოთ
10-1 საპატრიარქოს უწყებანი N10 14-20მარტი 2019წ გვ.18
მღვდლები გრიგოლ და ვლადიმერ გძელიშვილები (გაგრძელება)
გულში მოზარდ თაობისათვის სიყვარული ხელმწიფისა, ეკლესიისა და მამულისადმი“. 1903 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს საეპარქიო სასწავლო საბჭოს დუშეთის მაზრის განყოფილების წევრად აირჩიეს. 1906 წლის 16 აგვისტოდან იმავე სასწავლებლის საქმის მწარმოებელია.
1908/1909 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიის წმ. ანდრია მოციქულის სახ. კარის ეკლესიაში განამწესეს. 1919 წლის 22 თებერვალს მღვდელმა გრიგოლმა საკათალიკოსო საბჭოს შაქრის ბარათების გაცემა სთხოვა. ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მღვდელი გრიგოლი დაჯილდოებული იყო: 1893 წელს საგვერდულით; 1903 წლის 6 მაისს -–– კამილავკით; 1907 წლის 15 მაისს –– სამკერდე ოქროს ჯვრით; 1914
წელს წმ. ანასIII ხარისხის ორდენით. მღვდელი გრიგოლი თბილისში, სლეპცოვის ქ. 3-ში ცხოვრობდა. გარდაიცვალა 1919 წლის 24 თებერვალს. დაკრძალულია სამთავროს წმ. ნინოს სახ. დედათა მონასტრის ეზოში (გაზეთში გამოქვეყნებულ ნეკროლოაში წერია, რომ დაასაფლავეს 27 თებერვალს ვერის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძრის ეზოში), ჰყავდა მეუღლე –- სოფიო გიორგის ასული (დაბ. 1870წ.) და შვილები: ელენე (დაბ. 1888წ.), ნინო (დაბ. 1891წ.), ანა (დაბ. 1893წ.). მღვდელი ვლადიმერი 1869 წელს დაიბადა. 1890 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია.
1891 წლის 22 მაისს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა. იმავე წლის 26 მაისს მღვდლად დაასხა ხელი და ჩარგლის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაინიშნა, 1892 წლის იანვარში
ახალსოფლის მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1898 წელს თიანეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესეს და თიანეთის მაზრის | ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1899 წლის ოქტომბრის დასაწყისში თიანეთის სავაჭრო ამხანაგობისა და წიგნთსაცავის თავმჯდომარე ივანე ჩიბალაშვილი, რომელიც 1895 წლიდან ხელმძღვანელობდა ამ საქმეს, გადადგა. მან დიდად იღვაწა თიანეთის საზოგადოების წინაშე: წიგნთსაცავს დაუთმო ოთახი, სათანადოდ ანათებდა და უვლიდა, ამიტომ თიანეთის საზოგადოებამ გადაწყვიტა ღირსეულად გაეცილებინა ეს თავდადებული კაცი. 10 ოქტომბერს შეიკეიბა საზოგადოების, სადაც
გადაწყდა მისთვის რაიმე საჩუქარი მიერთმიათ. ამავე დღეს კრებაზე აირჩიეს წიგნთსაცავისთვის ახალი მზრუნველი. ხმის უმეტესობით აირჩიეს მთავარხუცესი, მღვდელი ვლადიმერ გძელიშვილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისათვის წიგნთსაცავში სულ 970 წიგნი იყო დაცული, და ასევე, იმ პერიოდში გამომავალი ქართული და რუსული ჟურნალ-გაზეთები და საზღვარგარეთის მწერალთა თხზულებანი 60 ტომად.
საქართველოს ეგზარქოსის ფლაბიანეს (გოროდეცკი) ლოცვა-კურთხევით, 1899 წლის 2 სექტემბერს თიანეთის მაზრის | სამთავარხუცესო ოლქმა
დაიწყო შესაწირავის შეგროვება. 1899 წლის 11 დეკემბერს შეიქმნა ნადოკრის მონასტრის აღმდგენელი სპეციალური კომიტეტი, რომლის თავმჯდომარედ თიანეთის მაზრის | ოლქის მთავარხუცესი, მღვდელი ვლადიმერ გძელიშვილი დაინიშნა. 1901 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მღვდელი ვლადიმერი აქვეყნებს შემდეგ სტატიას: „20 მარტს, ამა 1901 წლისას, შესრულდა 1182 წელიწადი, რაც წმიდა არჩილი, მეფე სრულიად საქართველოსი, ქრისტეს სარწმუნოებისათვის ეწამა ჭიჭუმის მიერ და დაკრძალულ იქნა ხსენებულს ეკლესიაში. ეკლესია ესე, სავანე წმიდა გვირგვინოსანის მეფისა, ამოდენა ხნის განმავლობაში, ჟამთა ვითარებისა გამო ყველასაგან უყურადღებოდ დატოვებული, მოვიდა სიძველეში და აუცილებლად საჭიროებს შეკეთებას. ადგილობრივ მკვიდრთ, სიღარიბისა გამო, არ შეუძლიანთ შესაფერად გაამშვენიერონ ეს ეკლესია, სავანე უძლეველის ქრისტეს მხედრისა ისე, რომ მასში შეიძლებოდეს
აღსრულება ღვთის მსახურებისა. თიანეთის მაზრის პირველ საბლაღოჩინოს ოლქის სამღვდელოებამ საჭიროდა სცნო წმიდა მეფის არჩილის საფლავზედ ახალი ეკლესიის აშენება და, იქონია რა
მხედველობაში ადგილობრივ მცხოვრებთა სიღარიბე-შეუძლებლობა, თვისის ბლაღოჩინის მ. ვლადიმერ გძელიშვილის შუამდგომლობით ნებართვა აიღო მისის მაღალ ყოვლად უსამღვდელოესობის
საქართველოს ეგზარქოსის ფლაბიანესაგან, მოიკრიბოს მთელს საეგზარქოსოში შეწირულებანი ამ წმიდანის საფლავზე შესაფერის ახალის ტაძრის აღსაშენებლად, რისთვისაც მისმა უსამღვდელოესობამ, ეგზარქოსმა ფლაბიანემ, დაამტკიცა კომიტეტი ბლაღოჩინის მღვდლის მამა გძელიშვილის თავჯდომარეობით. მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, ხსენებული კომიტეტი მოგმართავთ ამ მოწოდებით და
უმორჩილესად გთხოვთ ყველას, შეძლებისამებრ აღმოგვიჩინოთ შემწეობა შემოწირულებით, რათა კომიტეტმა შეძლოს განაახლოს თვით მოწამისაგან აღშენებული ეკლესია, ანუ აღაშენოს მთლად ახალი, უკეთუ საჭიროება მოითხოვს, წმიდანის ნაწილების შესაფერად დასაცველად და მით დაუვიწყარჰყოს შთამომავლობისათვის ადგილი წმიდა მეფის არჩილ II-ს განსვენებისა, რომელმაც მინდობითა ღვთისათა აღირჩია თავისა თვისსა დადება სახსრად ქრისტიანეთა და უმაგალითო ვნება აჩვენა მეფეთა შორის წამებითა -–– ეწამა-რა ქრისტეს სარწმუნოების გულისთვის ჭიჭუმ-აზიმის მიერ. ყოველივე შემოწირულებანი, ფულით იქნება და ნივთებით, ცოტა თუ ბევრი, დაფარული თუ ცხადი, კომიტეტისაგან მიღებულ იქმნება დიდის მადლობით. ვეცადნეთ ყველანი, განურჩევ-
10-2 საპატრიარქოს უწყებანი N10 14-20მარტი 2019წ გვ.19
მღვდლები გრიგოლ და ვლადიმერ გძელიშვილები (გაგრძელება)
ლად წოდებისა და სარწმუნოებისა,ა ქრისტეს მოყვარენო კეთილისმ-ყოფელნო და ღვთისმოსავნო ქველის მოქმედნო, მკვიდრნო ივერიისანნო,
შეერთებულის ძალით აღვაშენოთ ტაძარი წმიდანის საფლავზე და მით
დაუმტკიცოთ შთამომავლობას, რომ ჩვენთვის დაუვიწყარ არს ხსენება
წმიდა გვირგვინოსანის მეფის არჩილ II-ის, რომელიც დავიწყებისა საფლავმან დაჰფარა და რომელმანც განუღო კარი წამებისა მეფეთა მოწამეთა და იქმნა გვირგვინად ეკლესიისა, დასდვა
რა თავი თვისი ქრისტეს სარწმუნოებისა და სამშობლოსათვის. ნუ დაიშურებთ ნურავინ მოწყალებას ამა კეთილი საქმისთვის, რამეთუ: „მოწყალება სიკვდილისაგან იხსნის, ხოლო ესე და ცოდვათა განსწმენდს, და ჰყოფს პოვნასა მოწყალებისა და საუკუნეთა ცხოვრებისა, ამინ“ (ტობ. 12, 9). შემოწირულებანი გამოიგზავნება თიანეთში კომიტეტის თავჯდომარის ბლაღოჩინის მღ. ვლადიმერ გძელიშვილის სახელობაზე და კომიტეტის მიერ ყოველივე შემოწირულების რაოდენობა გამოცხადებულ იქმნება ადგილობრივის გაზეთების საშუალებით თავისს დროზე. კომიტეტის თავმჯდომარე: ბლაღოჩინი მღვდელი ვლადიმერ გძელიშვილი. საქმის მწარმოებელი: მღვდელი ნიკოლოზ კახიშვილი“.
1899 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1904 წელს სკუფია უბოძეს. 1904 წლის 23 ივნისს ნორიოს ღვთისმშობლის ხარების სახ. ტაძარში დაადგინეს. 1905 წელს გაზეთი „ივერია“ წერდა: „როგორც
სოფ. ნორიოდან (თბილისის მაზრა) გვატყობინებენ, ადგილობრივი მღვდლის ვ§ვ. გ-სთვის გლეხებს სახლის შუშები ჩაუმტვრევიათ. მღვდელი
გამოქცევას აპირებს“. შემდგომ წლებში მღვდელი ვლადიმერი თბილისში გადმოიყვანეს და სანთლის ქარხანაში ზედამხედველად განამწესეს. 1909 წლის დეკემბერში მას ცუდი ამბავი გადახდა თავს, რამაც საბოლოოდ შეიწირა კიდეც მისი სიცოცხლე. 1909 წლის დეკემბერში მას ჯიბეში ედო სანთლის ქარხნის საკუთრება, 6000 მანეთის ოდენობით, რომელიც
დაკარგა. როგორც მან განაცხადა, ეს ფული ამოაცალეს. მღვდელ ვლადიმერს სინოდალურმა კანტორამ უჩივლა. საქმე დროში გაიწელა. თავდაპირველად საოლქო სასამართლომ მღვდელი ვლადიმერი
გაამართლა, რის შემდეგაც მან კანტორას ახალ ადგილზე დანიშვნა სთხოვა. 1910 წლის ივლისის თვეში სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება და მღვდელ ვლადიმერ დაუბრუნდა მღვდელმსახურების უფლება და სანთლის ქარხნის ჯამაგირი იმ დროიდან, რა დროიდანაც იგი სამსახურიდან იქნა დათხოვნილი. მართლაც, 1910 წლის 11 ოქტომბერს იგი აღადგინეს თავის უფლებებში და კურინი კოსის წმ. ნიკოლოზის
სახ. ტაძარში განამწესეს. მაგრამ პროკურორმა საქმე თბილისის სასამართლო პალატაში გადაიტანა, სადაც უკვე მღვდელ ვლადიმერს გამამტყუნებელი საჩივარი გამოუტანეს. აი, რას წერდა ქართული პპრესა ამასთან დაკავშირებით: „5 ნოემბერს ტფილისის სასამართლო პალატამ გაარჩია საქმე სანთლის ქარხნის ყოფილის ზედამხედველის, მღვდლის
ვლადიმერ გრძელიშვილისა, რომელსაც სანთლის ქარხნის ფულის (6820 მან.) მითვისება ბრალდებოდა. ოლქის სასამართლომ, როგორც მკითხველმა იციან, მღვდელი გძელიშვილი სრულიად გაამართლა და ქართლ-კახეთის სინოდალური კანტორის სამოქალაქო საჩივარი უყურადღებოდ დასტოვა. პალატაში ეს საქმე გადატანილ იქმნა პროკურორის თხოვნით. პალატამ მღვდელი გძელიშვილი
დამნაშავედ იცნო ფულის მითვისებაში და გადაუწყვიტა ერთის წლით პატიმართა გამასწორებელ რაზმში გაგზავნა და სასულიერო ხარისხისა
და ზოგიერთ უფლების ჩამორთმევა. ამას გარდა
10-3 საპატრიარქოს უწყებანი N10 14-20მარტი 2019წ გვ.20
მღვდლები გრიგოლ და ვლადიმერ გძელიშვილები (დასასრული)
გძელიშვილმა უნდა დააკმაყოფილოს ქართლ-კახეთის სინოდალურ
კანტორის სამოქალაქო საჩივარი სამწუხაროდ, მამა ვლადიმერი დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, რადგან მან ვერ წარადგინა ის
სათავდებო ფული, რომელსაც სასამართლო სთხოვდა. მღვდელი ვლადიმერი 1911 წლის 1 აპრილს პატიმრობაში გარდაიცვალა.
იგი დაკრძალეს თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახ.
ტაძრის სასაფლაოზე. 1912 წლის 10 დეკემბერს მის მეუღლეს წელიწადში
300 მანეთი პენსია დაენიშნა. ჰყავდა მეუღლე ქეთევან თომას ასული
სონღულაშვილი (დაბ. 1874წ.) და შვილი: ნინო (დაბ. 1892წ.).
11 საპატრიარქოს უწყებანი N11 21-26მარტი 2018წ გვ.18
გარეკახელი ბედიაშვილების ოჯახი
ქალბატონი თინათინ ბედიაშვილი თავის ნაშრომში „საგარეჯოს რაიონში მოღვაწე სასულიერო პირები“ ბედიაშვილების გვარის შესახებ წერდა: „ზეპირი გადმოცემის მიხედვით ბედიაშვილების წინაპრები წამოსული არიან ბედიის მონასტრიდან. მონასტრის მსახურებსა და იქ მაცხოვრებლებს ბედიას-შვილებს ეძახდნენ. ისტორიული მასალების თანახმად, ოსმალების შემოსევების შედეგად, რომლებიც აფხაზეთისა და სამეგრელოს ტერიტორიაზე ტყვეებად ყიდდნენ ქართველებს, იძულებუ- ლი იყო ქართველი მოსახლეობა გამოქცეულიყო იმერეთსა და აღმოსავლეთ საქართველოში. ნაწილი ბედიას-შვილებისა დასახლდა ხარაგაულის რაიონსა და სამხრეთ საქართველოში, ნაწილი კი
გარეჯაში და სოფ. ნინოწმიდაში. წერილობითი წყაროებიდან 1672 წელს, პირთა, ანოტირებული ლექსიკონი, ვინმე ბედია, რომელიც ადრე ლუარსაბ ბატონიშვილს ეკუთვნოდა, მისი გარდაცვალების შემდეგ ეს ბედია თავის მსახურად აუყვანია ქართლკახეთის მეფე სნაზარალი-ხანს,
შემდეგ კი მას დავით გარეჯის წინამძღვრისათვის უჩუქებია და დაუსახლებიათ გაღმა თვალში ვინმე დარისპანაშვილის მეზობლად. ამ
ბედიას ჰყოლია შვილები: გიორგი, პეტრე და ნასყიდა. ამ ბედიამ დააფუძნა ბედიაშვილის გვარი. ისინი იყვნენ სამონასტრო გლეხები და დავით გარეჯის მონასტერს ემსახურებოდნენ, 1721 წლის აღწერის დავთრებში საგარეჯოში უკვე მოიხსენიებიან ბედიაშვილები“. 1780 წლის ერთ სიგელში მოხსენიებულია ნინოწმიდის სახლთუხუცესი ბედიაშვილი ივანე, რომელიც
ასევე იხსენიება, როგორც საგარეჯოს ნაცვალი 1792 წლის განჩინებაში გოდერძი ქურხულისა და პაპუა დრეიძის მამულის საქმეზე. არსებობს მეფე ერეკლე II-ის სიგელი მისივე ხელით დაწერილი ხბოს ტყავზე, სადაც მეფე ბედიაშვილს საუკეთესო ბრძოლისთვის დავით-გარეჯის ტერიტორიაზე მიწების გადაცემით აჯილდოებს. XI ს-ში გადაწერილ იოანე ოქროპირის „მათეს სახარების თარგმანებზე"“, რომელიც გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერში ინახებოდა, არის XVIII ს-ის მინაწერები, რომელთაგან ერთ-ერთი გახლავთ შემდეგი: „ქ. მე, ბედიაშვილი ანტონ დიაკონი, ეკო...“.
ეს ანტონი შემდეგში გახდა მღვდელი და საგარეჯოს ერთ-ერთ ტაძარში მსახურობდა. მისი შთამომავლები გახლდნენ აქ წარმოდგენილი ბედიაშვილები. მღვდელი ექვთიმე ანტონის ძე ბედიაშვილი 1788 წელს სოფ. საგარეჯოში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. ქართულ ენაზე წერა-კითხვა და საეკლესიო ტიბიკონი გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. მონასტერში ისწავლა. 1812 წლის 20 აპრილს რუსთველ-ნინოწმინდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (ჯორჯაძე) დიაკვნად აკურთხა. 1814 წლის 8 სექტემბერს თელავისა და ალავერდის მთავარეპისკოპოსმა დოსითეოსმა (ფიცხელაური) მღვდლად დაასხა ხელი და საგარეჯოს წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. 1818 წელს აღმოსავლეთ საქართველოში შტატების დალაგების შემდეგ საგარეჯოს წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ.
ტაძარში მედავითნის შტატში დაინიშნა. 1827 წელს ყარაბულახის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძრის წინამძღვრობა შესთავაზეს, რაზედაც უარი განაცხადა. მთავარხუცესმა მისი უარი ასე ახსნა: „არ ინდომა ყარაბულახში წასვლა, რომელ იგი არის რა მომვლელი თავის სახლისა და არავინა ჰყავს სხვა სახლში მამათაგანი, რომელსაც შეეძლოს ყურისგდება მცირე წლოვანთა ობლებთა და დაიჭიროს თვალყური მის მამულზე, რომელიცა არის ვენახი და სახნავი მიწები“. მეუღლე სოფიო დავითის ასული (დაბ.
1793წ.) და შვილები: ლუკა (დაბ. 1815წ.), მღვდელი ეფრემი/ევგრაფი (დაბ. 1817წ.), დავითი (დაბ. 1819წ.), გლახა (დაბ. 1828წ.), მლვდელი იოანე (1831-1907წწ.). მისი ვაჟებიდან სასულიერო პირი გახდა ეფრემი, იგივე ევგრაფი და იოანე. მღვდელი ევგრაფი 1853 წელს საგარეჯოს წმ. სვიმეონ მესვეტის სახ. ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. მღვდელი იოანე 1830 წელს დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება მან თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო. 1856 წლის 14 ივლისს წარჩინებით დაამთავრა სარატოვის სასულიერო სემინარია, 1856 წლის 12 ნოემბერს ვლადიკავკაზის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორად და მეორე კლასების მასწავლებლად დაინიშნა. 1857 წლის 9 ივლისის იმავე სასწავლებლის ეკონომოსად დაადგინეს. 1857 წლის 16
11-1 საპატრიარქოს უწყებანი N11 21-26მარტი 2018წ გვ.19
გარეკახელი ბედიაშვილების ოჯახი (გაგრძელება)
სექტემბრიდან მესამე კლასების მასწავლებლის მოვალეობა შეეთავსა. 1857 წლის 31 ოქტომბერს კიევის სასულიერო აკადემიის საბჭომ დაამტკიცა ამ პოსტზე. 1861 წლის 22 ივლისს დიაკვნად აკურთხეს, იმავე წლის 27 ივლისს მღვდლად დაასხეს ხელი და კადგორონის ოსურ სამრევლოში დაინიშნა. ამავე წელს, სასწავლებლის რეორგანიზაცის
შემდეგ, მეოთხე კლასების საღვთო სჯულის მასწავლებლად და ეკონომად დაადგინეს. 1863 წელს გათავისუფლდა სასწავლებლიდან. 1865
წლის 19 ოქტომბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1867 წლის 18 აპრილს
სკუფია უბოძეს. 1870 წლის 16 თებერვალს საქართველოში დაბრუნდა
და თიანეთის წმ. გიორგის სახ. ორშტატიანი ტაძრის წინამძლვრად დაადგინეს. 1872 წლის 23 თებერვალს საგარეჯოს
წმ. სვიმონ მესვეტის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1873 წლის 3 ივლისიდან 1885 წლის 3 დეკემბრამდე იყო თბილისის მაზრის საგარეჯოს ოლქის მთავარხუცესი. 1885 წლის 3 დეკემბერს საგარეჯოს წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძარში განამწესეს. 1889 წლის 28 მარტს კამილავკა ეწყალობა. 1898 წლის 2 ოქტომბერს საგარეჯოს სამრევლოსაეკლესიო სკოლის გამგედ დაინიშნა. 1901 წლის 2 მარტს დროებით აირჩიეს მთავრხუცესად და ამ პოსტზე იყო 1902 წლის 12 დეკემბრამდე. 1904 წლის 14 აპრილს შტატიდან გავიდა და 1905 წლის 12 იანვარს
პენსია დაენიშნა. მღვდელი იოანე 1907 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა. მეუღლე მაგდანა ზაქარიას ასული (დაბ. 1841წ.) და შვილები: ოლღა (დაბ. 1867წ.), სოფიო (დაბ. 1869წ.), ელენე (დაბ. 187 1წ.), ანასტასია
(დაბ. 1873წ., იყო გათხოვილი, მისი ქმარი უგზოუკვლოდ დაიკარგა 1905 წელს), ნინო (დაბ. 1874წ.), მღვდ. სპირიდონი (1875-1930წწ.), მლვდ. ვლადიმერი (დაბ. 1876წ.), ნიკოლოზი (1882-1967წწ.), აკაკი (დაბ. 1884წ.),
ქეთევანი (დაბ. 1887წ.). მღვდელი სპირიდონი 1875 წელს დაიბადა. 1897
წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია მეორე ხარისხის დიპლომით. 1898 წლის 6 მარტს ახმეტის ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1898 წლის 1 დეკემბერს
თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად გადაიყვანეს. 1899 წლის 16 აგვისტოდან თბილისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველია.1899 წლის 20 აგვისტოდან 20 დეკემბრამდე I კლასის
მოწაფეებს მართლწერას ასწავლიდა. 1901 წლის 20 აგვისტოდან 1902 წლის 1 მაისამდე II კლასის მართლწერის პედაგოგია, ხოლო 1900 წლის 15 სექტემბრიდან 14 დეკემბერის ჩათვლით ასწავლიდა ქართულ ენას!II,
II და IV კლასებში. 1902 წლის 12 თებერვლიდან 1902 წლის 1 მაისამდე უმაღლეს კლასებში საღვთო სჯულს ასწავლიდა. 1903 წლის 16 დეკემბერს სასწავლებლის წიგნების საწყობის გამგედ დაინიშნა. 1904
წლის 30 მაისს დიაკვნად აკურთხეს, ამავე წლის 6 ივნისს მლვდლად დაასხეს ხელი და საგარეჯოს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1906 წლის 15 მარტს ბორჩალოს
მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველად დაინიშნა. 1907 წლის 1 იანვრიდან თბილისის მაზრის სკოლების ზედამხედველია.
1909 წლის 29 მარტს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1909 წლის 29 მაისს
სკოლებში თორმეტწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის სამახსოვრო
მედალი უბოძეს. 1911 წლის 2 აგვისტოს თბილისის მაზრის"III ოლქის სამ-
ღვდლოებამ ეპარქიალურ შეკრებებზე დამსწრე სასულიერო დეპუტატად აირჩია. 1913 წლის 14 აპრილს სკუფია უბოძეს. 1913 წლის 21 თებერვალს რომანოვების დინასტიის 300 წლისთავთან დაკავშირებით სამახსოვრო მედალი გადაეცა. 1914 წლის იანვარში თბილისის სანთლის ქარხნის
ზედამხედველის კანდიდატად აირჩიეს 5 წლის ვადით. იგი ასევე ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში მის დახურვამდე. 1916 წლის 20 მაისს კამილავკა ეწყალობა. შთამომავლების გადმოცემით,
სემინარიის გაუქმების შემდეგ მლვდელი სპირიდონი საგარეჯოს ერთ-ერთ ეკლესიაში მსახურობდა. XXს-ის 20-იან წლების დასაწყისში ანაფორა გაიხადა და საერო ცხოვრება დაიწყო. მუშაობდა რუსული ენის
პედაგოგად საშუალო სკოლაში. ყოფილი მოძღვარი 1930 წლის 31 დეკემბერს გარდაიცვალა. დაკრძალეს 1931 წლის 2 იანვარს საგარეჯოს სასაფლაოზე. მეუღლე მარიამ გიორგის ასული (3.11.1886) და შვილები: ალექსანდრე (დაბ. 14.03.1905წ., რესპუბლიკის
დამსახურებული ზოოტექნიკოსი. 1948-1951! წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, 1952-1953 წლებში კი მინისტრი), იოანე (დაბ. 2.09.1907წ., რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი, წლების მანძილზე იყო სკოლის დირექტორი),
ვახტანგი (5.08.1911- 1926წწ., გარდაიცვალა ადრეულ ასაკში), თეიმურაზი (დაბ. 18.07.1913წ., რესპუბლიკის დამსახურებული ვეტექიმი, წლების მანძილზე მუშაობდა საგარეჯოს რაიონის მთავარ ვეტექიმად), მაყვალა (მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში). მღვდელი ვლადიმერი 1876 წელს დაიბადა. 1890 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, სადაც მხოლოდ ორი წელი ისწავლა. 1892 წელს თავისი
პირადი ხარჯებით სოფელ საგარეჯოში დააარსა ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლა, რომელიც გააწყო სასკოლო მერხებითა და ავეჯით, საეკლესიო წიგნებითა და ინვენტარით. ვლადიმერი საგარეჯოელ მოზარდებს უსასყიდლოდ ასწავლიდა საღვთო სჯულს. 1901 წლის 23 სექტემბერს საქართველოს ეგ-
11-2 საპატრიარქოს უწყებანი N11 21-26მარტი 2018წ გვ.20
გარეკახელი ბედიაშვილების ოჯახი (დასასრული)
ზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 30 სექტემბერს მღვდლად დაასხა ხელი და ხევსურეთში, ბაცალიგოს წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. ამასთანავე მლვდელი ვლადიმერი კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების წევრიც გახდა. 1909 წლის 4 ივლისიდან 1911 წლის 19 მარტამდე იგი უადგილოდ იყო. 1911 წლის 19 მარტს საქართველოს ეგზარქოსმა ინოკენტიმ (ბელიანოვი) ორკვირიანი მივლინებით ბაქოს გუბერნიაში მდგარი ამიერკავკასიის
მეორე დივიზიის 52-ე საარტილერიო პოლკის სამხედრო ეკლესიაში
ვნებისა და ბრწყინვალე შვიდეულის მსახურებათა ჩასატარებლად გააგზავნა. იქიდან მობრუნებული, 1911 წლის 17 მაისს მცხეთის ოლღას წმ. ეკატერინეს სახ. რუსული დედათა მონასტრის
მწირველ მღვდლად დაინიშნა. 1911 წლის 1 ნოემბრიდან 1912 წლის 30 ივლისამდე მცხეთის სამთავროს წმინდა ნინოს სახ. მონასტერთან არსებულ ქალთა სასწავლებელში საღვთო სჯულს ასწავლიდა. 1912 წლის 24 ივლისს მამკოდის წმ. გიორგის სახ. რუსულ დედათა მონასტერში გადაიყვანეს. 1912 წლის 14 სექტემბერს მამკოდის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. 1913 წელს
საგვერდულით დაჯილდოვდა, ხოლო 1916 წლის 22 ივნისს სკუფია უბოძეს. მამა ვლადიმერმაც, თავისი ძმის მსგავსად ანაფორა გაიხადა და საერო ცხოვრება აირჩია. მისი გარდაცვალების წელი უცნობია. მეუღლე ნინო
(დაბ. 8.12.1885წ.) და შვილები: თამარი (დაბ. 12.01.1903წ.), მარიამი
(დაბ. 1.09.1905წ.), ნადეჟა (დაბ. 1907წ.), ანა (დაბ. 191 1წ.), ევგენია (დაბ. 1913წ.),
12 საპატრიარქოს უწყებანი N12 28მარტი-3აპრლი 2019წ გვ.17
დეკანოზი გაბრიელ ბარნაბიშვილი
დეკანოზი გაბრიელ მიხეილის ძე ბარნაბიშვილი 1875 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. სასულიერო პირი იყო მამამისი მღვდელი მიხეილ დავითის ძე ბარნაბიშვილი. მიხეილს მიღებული ჰქონდა შინაური განათლება. იცოდა რუსული ენაც. 1853 წლის 4 ივლისს ნუკრიანის წმ. გიორგის სახ. ტაძრის უშტატო მედავითნედ დაინიშნა. 1858 წელს
თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1859 წელს თბილისის ივერიის წმ. ნიკოლოზის
სახ. სასაფლაოს ტაძარში განამწესეს. 1862 წლის 14 ივნისს
ანჩისხატის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარში დაადგინეს. 1863 წლის 18 აპრილს სასულიერო უწყებაში მიიღეს. იმავე წლის 21 ივლისს დუშეთის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძრის შტატის მედავითნედ დაინიშნა. 1864 წლის 9 თებერვალს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) დიაკვნად აკურთხა და ისევ მედავითნის შტატში დატოვა. 1866 წლის 11 დეკემბერს ვლადიკავკაზის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. ტაძარში მედავითნის შტატში დაინიშნა. 1868 წლის 13 ოქტომბერს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) მღვდლად დაასხა ხელი და კარდენახის წმ. საბა განმწედელის სახ. ტაძარში განამწესა. 1873 წლის 17 მარტს კავკასიის სასწავლო ოლქის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ზაქათალის სამაზრო სასწავლებელში სალვთო სჯულისა და ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა. 1881 წლის 22 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1882 წლის 16 დეკემბერს ჯიმითის წმ. თომა მოციქულის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1884
წელს მაღაროს წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაადგინეს. 1889 წელს საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. მღვდელი მიხეილი 1898 წლის 7 ოქტომბერს გარდაიცვალა.
ჰყავდა მეუღლე მარიამ იოსების ასული (დაბ. 1850წ.).გაბრიელმა წარჩინებით დაამთავრა ჯერ თელავის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ კი თბილისისსასულიერო სემინარია. იგი თავიდანვე აქტიურად
ჩაერთო საზოგადო თუ საეკლესიო ცხოვრების ფერხულში. 1897 წელს გაზ. „ივერია“ მის შესახებ წერდა: „ბ-ნი გაბრიელ ბარნაბიშვილისაგან ჩვენ შემდეგი წერილი მოგვივიდა: „რადგანაც დიდს საჭიროებას შეადგენს ყოველს განათლებულს ქართველის ოჯახში რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული ლექსიკონი, მით უმეტეს, რომ დ. ჩუბინაშვილის
ლექსიკონი აღარსად მოიპოვება, მე განვიზრახე დ.ჩუბინაშვილის ჯერ ხანად რუსულ-ქართულ ლექსიკონის საუცხოვო ყდით და ბ-ნ ჩუბინაშვილის სურათით გამოცემა. ლექსიკონში განდევნილ იქმნება ყველა დაძველებული სიტყვები და მათ ადგილას იხმარება სიტყვები ახლად ხმარებულნი. შრომას უკვე შევუდეგ და ამიტომ ვთხოვ ყველა იმათ, რომელთაც განიზრახეს ამავე ლექსიკონის გამოცემა, ნუღარ შესწუხდებიან
ანდა მე დამითმონ". 1898 წელს ქ. თბილისში გაიმართა ქართლ-კახეთის ეპარქიის საეკლესიო სკოლების მასწავლებელთა პედაგოგიური
კურსები, რომელსაც გაბრიელიც ესწრებოდა და თავისი აზრიც გამოთქვა ამასთან დაკავშირებით. გთავაზობთ ამ ვრცელ სტატიას შემოკლებით: „ჯერ ისევ ქრისტეს წინად და მის შემდეგ წარმოითქვა ის მეტად საკეთილდღეო და სასარგებლო აზრი, რომ არა თუ მხოლოდ მოწაფეებს, არამედ თვით მასწავლებლებსაც უნდა მიეცეს სპეციალური მომზადება და სწავლება, რადგანაც პირველთ ბედ-იღბალი და გონივრული აღზრდა ამათზე არის დამოკიდებული... სოფლის მასწავლებლის ცხოვრება უკვე საკმაოდ არის ცნობილი. ამ ბოლოხანებში მომეტებულ ყურადღებას აქცევენ მას ბეჭდვით სიტყვასა და საზოგადოებაში. ჯამაგირის ნაკლებულება, საზოგადოების უვარგისობა, თვით განვითარების საშუალების უქონლობა და ძნელი შრომა შეადგენენ იმ არა სასურველს პირობებს, რომელნიც ხელს უშლიან მასწავლებელს თავისუფლად
მიეცეს ბავშვთა აღზრდის საქმეს. აქა-იქ მიყრუებულს ადგილებში გაფანტულ მასწავლებლებს მთელი წლობით მარტოდ უხდებათ შრომა, მასთან მოკლებულნი არიან წიგნების კითხვას, რომლითაც შეეძლოთ თვის ცოდნის განვითარება... ამიტომ არც გასაკვირველია, თუ მასწავლებელში ხშირად ვერა უპოვია-რა ჯეროვანი დაკმაყოფილება და ხელისშეწყობა, რად ყრუვდება საუკეთესო მისწრაფებანი და აჩდება რა მას ცუდი ჩვეულება და მიდრეკილება, რად ეკარგება თვის გონებრივ ცდისადმი ინტერესი... სწორედ წინააღმდეგ ამ განსაცდელთა არის მიმართული კურსები. უწინარეს ყოვლისა კურსები აძლევენ შემთხვევას მასწავლებელთ ურთიერთშორის აზრთა შეცვლა-გაცვლისთვის, საუბარისთვის,
ერთად მოფიქრებისთვის. აქ იძენენ ისინი ისეთ ახალს აზრებს და შთაბეჭდილებას, რომელიც მათ მთელ წლის განმავლობაში საგზლად მიჰყვებათ.
12-1 საპატრიარქოს უწყებანი N12 28მარტი-3აპრლი 2019წ გვ.18
დეკანოზი გაბრიელ ბარნაბიშვილი (დასასრული)
კურსები მასწავლებლებს უვითარებს საქმის შემცირებას, სიყვარულს და თვის მოწოდებისადმი პატივისცემას. იდეალი, აი რა ამოძრავებს, ბატონებო, მასწავლებლებს. ის აიძულებს მას არასოდეს არ დაკარგოს რწმუნება სინათლის გამეფებაში, თუნდა როგორც შავი და ხშირი ღრუბლითაც იყოს იგი გარემორტყმული... დავამთავრებ ბ. სინოვსკის სიტყვებით: „რაც შეიძლება, სინათლე, ბატონებო სინათლე, ჩვენს
ბნელს ერსა“. 1898 წლის ოქტომბერში, მამის გარდაცვალების
შემდეგ, გაბრიელი დიაკვნად აკურთხეს, იმავე თვეში მღვდლად დაასხეს ხელი და მაღაროს წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაინიშნა. 1899 წლის 2 სექტემბერს ახალგორის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1900 წლის 17 თებერვალს დუშეთის მაზრის | ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. ახალგორში ჩასულმა მოძღვარმა მალევე დაიმსახურა იქაური მრევლისა და საზოგადოების სიყვარული. გარდა საეკლესიო მსახურებისა იგი აქტიურად მონაწილეობდა საერო ცხოვრების ფერხულში. კერძოდ, 1900 წლის 23 იანვარს, როდესაც მთელმა ახალგორმა პატივისცემით გააცილა თავისი მკურნალი ექიმი, ბ-ნი გიორგი ივანეს ძე ბროძელი,
რომელიც ექვსი წელი ერთგულად და თავდადებით ემსახურა ახალგორს, ამ გაცილების ერთ-ერთი მოთავე, თავად გ. ერისთავთან ერთად, მღვდელი გაბრიელი გახლდათ. ინტელიგენციამ და ხალხმა სოფ. ოძისამდე ჩააცილა მკურნალი, სადაც მეგობრული და ძმური სადილი გაიმართა. სუფრაზე სიტყვები წარმოთქვეს თავადმა გ. ერისთავმა, მამა გაბრიელმა და სომეხმა
მოძღვარმა ტერ-ანდრიას არშაკუნმა. 1903 წლის 19 მარტს იგი ქოდალოს ღვთისმშობლის ტაძრადმიყვანების სახ. ტაძარში დაინიშნა.
1905 წელს მოძღვარი ციმბირში, ქ. ნინგუტში მდგარი აღმოსავლეთ ციმბირის 18-ე მსროლელი პოლკის სამხედრო ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1914 წელს დაიწყო I მსოფლიო ომი და მღვდელი გაბრიელი სარაყამიშის გარნიზონის ეკლესიის კაპელანად
დაინიშნა. 1918 წელს დეკანოზი გაბრიელი საქართველოში დაბრუნდა. იგი ალავერდის ეპარქიაში მსახურობდა. ალავერდის ეპარქიის კანცელარიის
საბუთებში დაცული ერთი წერილის თანახმად, მას 1922 წლის ივლისში მას ბერად აღკვეცის თხოვნით მიუმართავს საკათალიკოსო საბჭოსათვის, თუმცა მისი ეს სურვილი საქმეში არ გატარებულა. 1924 წლის აგვისტოს გამოსვლების დროს, ხელისუფლებამ მრავალი სასულიერი პირი დახვრიტა, ზოგიც ამ ამბის შემხედვარე შეშინდა და უარი თქვა მსახურებაზე. მათ რიცხვში უნდა იყოს დეკანოზი გაბრიელიც, რადგან 1925 წლის 27 ნოემბერს შედგენილ საქართველოს ეკლესიის სამღვდელოების სიაში იგი აღარ იხსენიება მოქმედი სამღვდელოების რიგებში.
1926 წლის 9 ივნისს თიანეთის ოლქის მთავარხუცესი, დეკანოზი გრიგოლ ჯინჭველაძე ალავერდელ ეპისკოპოს მელქისედეკს (ფხალაძე) წერდა თიანეთის ოლქში საერო ტანისამოსში მყოფ მღვდელთა სიას, სადაც ვკითხულობთ: „დროებით ყოფილი ზემო თიანეთში, დეკანოზი გაბრიელ ბარნაბიშვილიმასწავლებლობს დუშეთის მაზრაში“. ამ წერილის
შემდეგ ყოფილ მოძღვარს კვლავ ვხედავთ საეკ- ლესიო ასპარეზზე. 1927 წლის 10 მაისს ბოდბელი ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვილი) საეპარქიო
კანცელარიას წერდა: „დეკანოზ გაბრიელ ბარნაბიშვილს ვამწესებ ქუთუკლო-ყორაღანში, რასაც იმედია, შეასრულებს ღვთის შეწევნითა და საკუთარის შეგნებით, ღირსეულად და სასიქადულოდ ჩვენი ეკლესიისა. ვაცნობებ ალიბეგლოს სამრევლოს დეკ. ივანიცკის, რომ ნებას ვრთავ მსახურებაზე დროებით საქმის გამორკვევისა. ასევე ვთხოვ დეკ. ფურცელაძეს მოგვაწოდოს ცნობები მღვდელ-მონაზონ მალაქიაზე, მის მოღვწეობაზე, რასაც აფასებენ ვეჯინელები, სად იმყოფება
იგი? ვეჯინში არ ჩადგება ღვთაებაში? გვაცნობოს პასუხი". 1927 წლის 15 ივნისს ბოდბის საეპარქიო კანცელარია მცხეთა-თბილისის ეპარქიის კანცელარიას სწერდა: „ჩვენი კანცელარია პატივისცემით სთხოვს ყოვლადსამღვდელო წილკნელ ეპისკოპოს პავლეს, მმართველს მცხეთა-თბილისის ეპარქიისას, რათა აცნობოს ბოდბის კანცელარიას, რომ მათ მეუფებას ხომ არ აქვს რა საწინააღმდეგო მღვდლის დეკანოზ გაბრიელ ბარნაბიშვილის გამწესების შესახებ სოფელ ქუთუკლოში და
ყორაღანში (ზაქათალის მაზრა), რომელსაც უმსახურნია, მას დეკანოზ გაბრიელ ბარნაბიშვილის ბოლო ხანებში სკოლის მასწავლებლად თიანეთის მაზრაში“. ეპ. პავლემ თანხმობა განაცხადა. 1927
წლის 30 დეკემბერს ეპისკოპოსი სტეფანე საქართველოს საპატრიარქოში ბოდბის ეპარქიაზე წლიურ ანგარიშს აგზავნის. წერილის ბოლოში იგი წერდა: „ბოდბის ეპარქიის V ოლქში –– ცუდად იქცევა მღ. იოანე ოდიშვილი, რომელიც ატარებს სამსახურში და ცხოვრებაში ხარისხისადმი არაშესაფერ ხაზსა. ასევე იქცევა დეკ. გაბრიელ ბარნაბიშვილი“.
1928 წლიდან დეკანოზი გაბრიელი ისევ ანებებს სასულიერო მსახურებას თავს და საერო სფეროში გადადის. მისი შემდგომი ბედი უცნობია.
დეკანოზი გაბრიელი დაჯილდოებული იყო: საგვერდულით; წმ. ანასIIIდა II ხარისხის ორდენით; 1916 წლის 16 აპრილს მიღებული აქვს სკუფია;
17 საპატრიარქოს უწყებანი N17 11-17აპრილი გვ.19
დეკანოზი ერასტი მაჭარაძე 1856-1930 (დასასრული)
ქართული გალობის განახლებას ხონის საკათედრო ტაძარში. სამ თვეში მან მოამზადა მგალობელთა გუნდი და შეასწავლა წმ. იოანე ოქროპირის წირვის ნოტებით გალობა. თუმცა, მგალობლები ამას არ დასჯერდნენ და ასევე ისწავლეს ბასილი დიდის წირვა და აღდგომის წირვის საგალობლები. ამ საქმეში მგალობლების დაფინანსება იკისრეს ადგილობრივმა ვაჭრებმა, ალექსი გეორბერიძემ და ვლადიმერ
ავალიანმა, რომელთაც მთავარხუცესმა მამა ერასტი
მაჭარაძემ აღუთქვა ქონებრივად დახმარება. მამა მაჭარაძე ღირსეულად და პატიოსნად მოიქცა გალობის დაარსების საქმეში დაბა ხონის საკათედრო ტაძარში. შეაგროვა ახალგაზრდობა გალობის სასწავლებლად, თვალყურს ადევნებდა გალობის სწავლას. რამდენჯერმე წარმოთქვა ტაძარში სიტყვა, რომლითაც აუხსნა და განუმარტა ხალხს გალობის მნიშვნელობა და მისი აუცილებელი საჭიროება ხალხის ზნეობრივი ცხოვრებისათვის. გაუჩინა ხალხს სურვილი, რათა ქონებრივად დახმარებოდნენ და ქორიძის შრომა დაჯილდოებულიყო. მამა ერასტის მხარი დაუჭირა მისმა თანამწირველმა, მღვდელმა სპირიდონ გორდულაძემ და სხვებმაც. მამა ერასტი მაჭარაძე პირველი მაგალითი იყო იმერეთის ეპარქიაში ამ ხალხისათვის დიდად საჭირო საქმის დაწყებისა. მგალობელთა გუნდს ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა ყმაწვილი
კაცი, ბ-ნი ვ. ქუთათელაძე. 1902 წლის 15 მაისს მამა ერასტის დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზი ერასტი 1906 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ხოლო 1916 წლიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი. 1906 წლიდან დეკანოზი ერასტი ქ. ქუთაისში გადაჰყავთ და ქუთაისის წმ. ნინოს სახ. ქალთა სასწავლებელში საღვთო სჯულის პედაგოგად და იქ არსებული ტაძრის წინამძღვრად ინიშნება. ამ ეტაპზე ზუსტად უცნობია, თუ როდემდე დარჩა იგი აღნიშნულ სასწავლებელში. 1922 წლის ივნისში კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს ისევ ხონის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. 1928 წლის 6
ნოემბერს ქუთაის-გაენათის ეპარქიის, ხონის ოლქის, ივანდიდის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვრად ჩანს. 1930 წლის 1 სექტემბერს აღარ იხსენიება მოქმედი სამღვდელოების რიგებში. სავარაუდოდ,
მოძღვარი 1929/ 1930 წლებში გარდაიცვალა. ჰყავდა მეუღლე - ფოტინე გიორგის ასული (დაბ. 1867წ.) და შვილი: კირილე (21.10.1886- 19.1 1.1967წწ., მსახიობი და დრამატურგი, თეატრის ნიჭიერი შემოქმედი, რომელმაც ქუთაისის კლასიკური გიმნაზია დაამთავრა.
სწავლობდა თბილისის კერძო სამხატვრო სასწავლებელში (1908-1911). თეატრალური მოღვაწეობა დაიწყო 1904 წლიდან ხონში მისივე ინიციატივით ჩამოყალიბებულ დრამატულ წრეში. წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა თეატრში: ქუთაისის (1909-1912), ჭიათურის (1913-1914). 1914-1919წლებში მსახურობდა არმიაში, მუშაობდა
ფოთისა (1919-1920წწ) და ბათუმის (1921-1930წწ) თეატრებში. 1930 წლიდან დაიწყო მსახიობობა საქართველოს კინოსტუდიაში. 1943-1945წწ. მუშაობდა თბილისის სანკულტურის თეატრში. კინოფილმებში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მოხუცი აჭარელი („ახალგაზრდობა იმარჯვებს"), თავადი ირმელი („მალე შეხვედრამდე“), აზნაური („დაკარგული სამოთხე"), მოხუცი მჭედელი („ჟუჟუნას მზითევი“), კირილე („დაგვიანებული სასიძო“) და სხვა. წლების მანძილზე მუშაობდა კინოსტუდიის კვალიფიკაციის ამაღლების კურსების განყოფილების გამგედ და რამდენიმე კინოსურათის დამდგმელი ჯგუფის დირექტორად).
17-1 საპატრიარქოს უწყებანი N17 11-17აპრილი გვ.17
დეკანოზი ერასტი მაჭარაძე 1856-1930
დეკანოზი ერასტი თომას ძე მაჭარაძე 1856 წელს ქუთაისის გუბერნიიდან, ხონის ოლქის სოფ. ივანდიდიდან იყო. მამამისი მღვდელი თომა მიქელის ძე მაჭარაძე 1817 წელს კეთილშობილ ოჯახში დაიბადა. ქართულ ენაზე საღმრთო წერილის კითხვა-გალობა და საეკლესიო ტიბიკონი ივანდიდის წმ. გიორგის სახ. ტაძარში ისწავლა. 1843 წლის 23 მარტს ქუთაისის საკათედრო ტაძრის „პონომარად“ დაინიშნა. 1846 წლის 11 ივლისს იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) დიაკვნად აკურთხა. 1846 წლის 8 დეკემბერს მღვდლად დაასხა ხელი და ივანდიდის წმ.
გიორგის სახ. ტაძარში დაადგინა. ჰქონდა ჯილდო ყირიმის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ლენტიანი ბრინჯაოს ჯვარი. 1862 წლის 21 აგვისტოს საგვერდულით დაჯილდოვდა. XIX ს-ის 70-იან წლებში სკუფია უბოძეს. 1891 წლის 25 აპრილს კამილავკა ეწყალობა. 1896 წლის 14 დეკემბერს დედაეკლესიაში 50-წლიანი ერთგული სამსახურისათვის წმ.
ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. უკანასკნელად ჩანს 1897 წელს. ჰყავდა მეუღლე მაკრინე ოტიას ასული (დაბ. 1818წ.) და შვილები: ეფროსინე (გათხოვილი ვინმე დიდიძეზე), დეკ. ერასტი
(დაბ. 1856წ.), ალექსანდრე (1857-1918წწ., პროფესიით პედაგოგი, ხონის საკათედრო ტაძართან არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებელი,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების მდივანი 1916-1918წწ., ჰყავდა მეუღლე ეკატერინე ირაკლის ასული), მიტროფანე (დაბ. 1862წ., ჰყავდა მეუღლე ეკატერინე ალექსადრეს ასული), ვლადიმერი (დაბ.
1863წ., პროფესიით პედაგოგი, წლების მანძილზე იყო სოფ. ივანდიდის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მზრუნველი და მასწავლებელი, ხოლო მოგვიანებით ხონის ორკლასიანი ვაჟთა გიმნაზიის ზედამხედველი;
17-2 საპატრიარქოს უწყებანი N17 11-17აპრილი გვ.18
დეკანოზი ერასტი მაჭარაძე 1856-1930 (გაგრძელება)
ჰყავდა მეუღლე - არეთა კონსტატინეს ასული) და მიხეილი (დაბ. 1865წ.).
მამის არჩეული გზა ღირსეულად გააგრძელა მის უფროსმა ვაჟმა ერასტიმ, რომელმაც 1880 წლის ივნისში წარმატებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1880 წლის 18 სექტემბერს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში ქართული ენისა და გალობის მასწავლებლად დაინიშნა. 1881 წლის 9 ოქტომბერს შუა განყოფილებების მოსამზადებელ
კლასებში რუსული ენის სწავლება დაევალა. 1882 წლის 13 სექტემბერს I დაII კლასებში საღვთო ისტორიისა და მაღალ კლასებში რუსულიენის მასწავლებლად დაინიშნა. 1882 წლის 24 სექტემბერს მზრუნველად, ხოლო 1883 წლის 25 ნოემბერს ზედამხედველის თანაშემწედ დაინიშნა. 1884 წლის 11 იანვარს კეთილსინდისიერი სამსახურისთვის ეგზარქოსმა
პავლემ (ლებედევი) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1884 წლის 6 აპრილს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს. 1884 წლის 1 სექტემბრიდან დამატებით
დაევალა საშუალო და მაღალ კლასებში მართლწერის გაკვეთილების ჩატარება. 1884 წლის 2 დეკემბერს იმერეთის ეპ. გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 6 დეკემბერს მღვდლად დაასხა ხელი და ხონის მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში განამწესა. 1885 წლის 11 ნოემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1886 წელს იმერეთის ეპარქიის სამღვდელოების XIV ეპარქიალურ შეკრებაზე თავმჯდომარედ აირჩიეს. 1887 წელს ხონის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1890 წელს ხონის წმ. გიორგის სახ. საკათედრო ტაძრის კრებულში გადაიყვანეს. მამა ერასტის უკავშირდება ხონში სამრევლო-საეკლესიო სკოლის დაარსება და განათლების განვითარების კუთხით აქტიური მუშაობა ახალგაზრდებში. აი, რას წერდა ამასთან დაკავშირებით ქართული პრესა: „ქ. ხონი. .. ერთადერთი სანუგეშო ამბავი ჩვენის ცხოვრებისა ისევ საეკლესიო სამრევლო სკოლაა, დაარსებული ამ ორის წლის წინად დაბა ხონში პატივცემულის ბლაღოჩინის მ. მაჭარაძის მიერ. ეს სკოლა დიდის ყურადღების ღირსია და სამაგალითო სკოლადაც უნდა ჩაითვალოს. 9
ამ თვისას ამ სკოლაში წლიური ეგზამენი იყო და რამდენიმე კაცი დაესწრო. ბავშვები თამამად, მხნედ, დაბეჯითებით აძლევდნენ პასუხს მასწავლებელს ყოველს საკითხზედ. ორის წლის განმავლობაში ბავშვებს მშვენიერად შეუსწავლიათ ქართული და რუსული წერა-კითხვა, რიცხვები
მილიონამდე, ლოცვები, საღმრთო ისტორია და ისე ლამაზად კითხულობენ ქართულად, რომ სასიამოვნოა იმათი მოსმენა. ამასთანავე, ისიც უნდა მოვიხსენიოთ, რომ ეგ ზემოაღნიშნული სკოლა მატერიალურის მხრით მეტად შევიწროებულია, საეპარქიო მთავრობისაგან ჯერჯერობით არავითარი შემწეობა არ ეძლევა, მხოლოდ ბავშვების
მიერ შემოტანილის სწავლის ფულით არსებობს. წლიური გადასახადი შეგირდზე 6-8 მანეთია, ასე რომ მასწავლებელს 25 თუმანზე მეტი არ ხვდება ჯამაგირი. ეს გარემოება. ცხადად გვიმტკიცებს, რომ სასწავლებლის დამაარსებელნი, ჯილდოს სიხარბით კი არა, ბავშვების აღზრდის სიყვარულით აღჭურვილნი შრომობენ და ყოველ ღონისძიებას ხმარობენ სკოლის კეთილდღეობისათვის“. გარდა ამისა, მღვდელი ერასტი ზრუნავდა ხონის ოლქიდან თბილისში სასწავლებლად წასული ღარიბი
სტუდენტებისათვის და გვერდში ედგა მათ როგორც მატერიალურად,ისე სულიერად. 1889 წლის 28 მარტს მისი ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით ხონის ოლქის სამღვდელოებამ შეაგროვა შეწირულება 15
მანეთის ოდენობით თბილისის სასულიერო სემინარიის IMV კურსის ღარიბი სტუდენტის ბესარიონ კაკაბაძის სასარგებლოდ და ეს თანხა, ჟურნალ „მწყემსის“ რედაქციის დახმარებით, გაეგზავნა თბილისის
სასულიერო სემინარიის რექტორს, არქიმანდრიტ პაისის სტუდენტისათვის გადასაცემად. 1893 წლის 15 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1898 წლის 3 თებერვალს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1898
წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1897 წლის ნოემბერში ხონში ჩავიდა ცნობილი არტისტი და მომღერალი ბ-ნი ფილიმონ ქორიძე (აწ
წმინდანად შერაცხული ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ). იგი გულმოდგინედ შეუდგა
15 საპატრიარქოს უწყებანი N15 18-24აპრილი 2019წ გვ.18
ზედუბნელი ყაველაშვილების ოჯახი
ჩვენი გაზეთის საშუალებით რამდენჯერმე მოგითხრეთ იმ სასულიერო პირთა შესახებ, რომელთა წინაპრები საუკუნეების განმავლობაში ერთგულად და თავდადებით ემსახურებოდა დედაეკლესიას,
ამჯერად, კიდევ ერთი ასეთი ოჯახი გვინდა გაგაცნოთ, რომელთა გვარიდან რამდენიმე ღირსეული სასულიერო პირი აღიზარდა ეკლესიის წიაღში. ყაველაშვილების ეს გვარი იმერეთიდან, სოფ. ზედუბნიდან მომდინარეობს. მათ თავიანთი მსახურებითა და მოღვაწეობით მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირეს ქართულ საეკლესიო ისტორიაში
მღვდელი თევდორე მამუკას ძე ყაველაშვი- ლი 1787 წელს საბატონო გლეხის ოჯახში დაიბადა. ეკუთნოდა საერო წოდებას. ქართულ ენაზე წმინდა წერილი და საეკლესიო ტიბიკონი ჯრუჭის მონასტერში ისწავლა. 1819 წელს ნინოწმიდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) მღვდლად დაასხა ხელი და ზედუბნის წმ. კოზმასა და დამიანეს სახ. ტაძარში განამწესა. ჰყავდა შვილები: ნიკოლოზი (დაბ. 1815წ., მისი შვილები: საჩინო, ლუარსაბი); მღვდელი გიორგი (დაბ. 1820წ.); იოსები/ოსიკი (დაბ. 1822წ., მეუღლე - ელისაბედ გრიგოლის ასული და შვილები: სპირიდონი (მეუღლე მართა მერაბის ასული და შვილები: მატრონა, ტერეზია; ეკატერინე); მაქსიმე (დაბ. 1826წ., მეულლე თამარ სიმონის ასული და შვილი: სვიმონი, მეუღლე მაკარია გოგიას ასული); მღვდელი იაკობი (1830-1909წწ.). მღვდელი გიორგი 1819 წელს დაიბადა. ქართულ ენაზე სალმრთო წერილის კითხვა, წერა, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი ვანის მონასტერში ისწავლა. 1851 წლის 4 დეკემბერს იმერეთის მიტროპოლიტმადავითმა (წერეთელი) დიაკვნად აკურთხა. 1852 წლის
7 დეკემბერს მლვდლად დაასხა ხელი და ზედუბნის წმ, კოზმასა და დამიანეს სახ. ტაძარში განამწესა. 1860 წელს ყირიმის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ლენტიანი ბრინჯაოს ჯვარი მიიღო. 1892 წელს უკანასკნელად იხსენიება. 1886 წელს უკვე ქვრივია. დარჩა შვილები: მლვდელი მოსე (დაბ. 1847წ.), მლვდელი ფილიპე (1851-1934წწ.), მედავითნე დიმიტრი (დაბ. 1859წ., მეუღლე ქეთევან ნიკოლოზის
ასული და შვილები: ლავრენტი, კალისტინა). მღვდელი იაკობი 1830 წელს დაიბადა. ქართულ ენაზე საღმრთო წერილის კითხვა, წერა, გალობა და
საეკლესიო ტიბიკონი ვანის მონასტერში ისწავლა. 1858 წლის 20 ივნისს იმერეთის ეპისკოპისმა გერმანემ (გოგოლაშვილი) დიაკვნად აკურთხა და ზედუბნის წმ. კოზმასა და დამიანეს სახ. ტაძარში განამწესა. 1864
წლის 13 ივლისს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მლვდლად დაასხა ხელი და მოხვის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაინიშნა. 1902 წელს შტატიდან გავიდა და პენსია დაენიშნა. მლვდელი იაკობი 1909 წლის
28 ოქტომბერს გარდაიცვალა. დარჩა მეუღლე - ნინო კირილეს ასული (დაბ. 1833წ.) და შვილები: მღვდელი იასონი (დაბ. 1857წ.), პელაგია (დაბ. 1859წ.), ბესარიონი (დაბ. 1861წ.), ელისაბედი (დაბ. 1867წ.). მღვდელი იასონი 1857 წელს დაიბადა. 1877 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1878 წლის 22 აგვისტოდან 1888 წლის 1 სექტემბრამდე ქუთაისის გუბერნიაში სოფლის სახალხო სკოლებში მასწავლებლად მუშაობდა. 1888 წლის 24 სექტემბრიდან 1889 წლის 24 ივლისამდე იყო ვანის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებელი. 1889 წლის 24 ივლისს ვანის აღდგომის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1893 წლის 24 ნოემბრიდან 1902 წლის 5 დეკემბრამდე სხვადასხვა სოფელში მეორე
მედავითნედ მსახურობდა. 1893 წლის 25 აპრილს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა. 1902 წლის 5 დეკემბერს იმერეთის
ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) მღვდლად დაასხა ხელი და მოხვის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. 1908 წლის 11 დეკემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. დარჩა მეუღლე -– ეკატერინე/მზეხათუნ იოსების ასული (დაბ. 1865წ.) და შვილები: ოლღა (დაბ. 1880წ.); მლვდელი ევგენი (დაბ. 1882წ.); ალექსანდრე (დაბ. 9.03.1885წ., ცოლი –– ელენე პორფილეს ასული (დაბ. 1886წ.) და მათი შვილები: ირაკლი (დაბ.
15.09.1910წ.), თამარი (დაბ. 8.11.1912წ.); სევერიანი (დაბ. 9.09.1890წ.); ელპიდე (დაბ. 1 1.09.1894წ.). ; მღვდელი მოსე 1847 წელს დაიბადა. ქართულ ენაზე საღმრთო წერილის კითხვა-გალობა და საეკლესიო ტიბიკონი ჯრუჭის მონასტერში ისწავლა. 1873 წლის 31 იანვარს ზეკვეცის ღვთისმშობლის სახ. ტაძარში მედავითნედ დაინიშნა. 1873 წლის 7 ივნისს
ზედუბნის წმ. კოზმას და დამიანეს სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1888 წლის 20 ნოემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 4 დეკემბერს მღვდლად დაასხა ხელი და
15-1 საპატრიარქოს უწყებანი N15 18-24აპრილი 2019წ გვ.19
ზედუბნელი ყაველაშვილების ოჯახი (გაგრძელება)
ვანის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. ტაძარში (4იათურის მუნიციპალიტეტი) განამწესა. 1906 წლის 20 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1910 წელს სკუფია უბოძეს. 1915 წლის 25 აპრილს ეკლესიაში 42-წლიანი ერთგული სამსახურისათვის წელიწადში
300 მან. პენსია დაენიშნა. მღვდ. მოსეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით მის ოჯახში ასეთი ვერსიაა შემორჩენილი: მამა მოსე სოფ. ვანში მიცვალებულის წესის ასაგებად წაუყვანიათ. მოძღვარი სახლში სამი დღე არ დაბრუნებულა. მთელი სოფელი სამი დღე ეძებდა დაკარგულ მამაოს და მესამე დღეს უპოვიათ პატარა მდინარეში ჩაგდებული. ნაწამები, წვერ-ულვაში მთლიანად ჰქონდა აგლეჯილი, ტანზე უამრავი ჭრილობით, მთლიანად გასისხლიანებული, ანაფორა და რაც ტანზე ეცვა ყოფილა სრულიად დაგლეჯილი. მოძღვარი ფაქტობრივად მომაკვდავი იყო. იგი სახლში ურმით მოასვენეს. სამი დღე-ღამე უთევდნენ ოჯახის წევრები, მეზობლები და ნათესავები, რა აღარ იღონეს, მაგრამ მამა მოსე სამ დღეში დიდი ტანჯვით გარდაცვლილა. სიკვდილის წინ თავისი რძალი, მამა
ისაიას მეუღლე თავისთან მოუხმია და ძლივს უთქვამს, რომ ის აწამეს ეშმაკებმა (ეს მისი ბოლო სიტყვები ყოფილა). მათი თქმით, ეს მოხდა 1914 წელს, რაც შეცდომაა, რადგან როგორც ზევით არის აღნიშნული, მამა მოსე 1915 წლის 25 აპრილს ცოცხალია და ამ დღეს მას პენსია დაენიშნა. ეს ამბავი 1915 წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო. მეუღლე სოფიო ანდრიას ასული (დაბ. 1850წ.) და შვილები: დინარა (დაბ. 1882წ.), ნადეჟდა (დაბ. 1882წ.), მლვდელი ისაია (1885- 1935წწ.), ოლღა (დაბ. 1889წ.). მღვდელი ფილიპე 1851 წელს დაიბადა. 1875 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1875 წლის 5 ოქტომბრიდან 1882 წლის 5 მარტამდე
მუხურის სამინისტრო სკოლის მასწავლებლად მუშაობდა. 1882 წლის 9 აგვისტოს სკანდის მთავარანგელოზთა სახ. ტაძრის უშტატო მედავითნედ დაინიშნა. 1883 წლის 31 იანვარს შტატში დამტკიცდა. 1889 წლის 5 თებერვალს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა. 1892 წლი 20 დეკემბერს მღვდლად დაასხა ხელი და სკინდორის მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში განამწესა. 1900 წლის 18 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1910 წლის 8 თებერვალს სკუფია უბოძეს. მღვდელი ფილიპე 1934 წლის 9 იანვარს გარდაიცვალა. დაასაფლავეს იმავე წლის 13 იანვარს სოფ. ზედუბნის სასაფლაოზე. მეუღლე როდამ ფილიპეს ასული (დაბ. 2.01.1851წ.) და შვილები: გალაქტიონი (დაბ.
1879წ.), ოლიმპიადა/ოლღა (დაბ. 1881წ.), იპოლიტე
(1.08.1885- 10.02.1966წწ., იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის განყოფილების ნამდვილი წევრი), იუსტინე (10.08.1888-24.11.1964წწ.).
მღვდელი ისაია 1885 წელს დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. სწავლა ქ. ოდესის უნივერსიტეტში ელექტრო-საინჟინრო
ფაკულტეტზე გააგრძელა. იგი თავისი სპეციალობით აპირებდა მუშაობას, მაგრამ მამის დაჟინებული თხოვნით სამშობლოში დაბრუნდა და სამღვდელო მსახურებას შეუდგა. საეკლესიო ტიბიკონი და გალობა მან ქუთაისის მწყვანეყვავილას მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში ისწავლა და 1915 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) დიაკვნად
აკურთხა, ერთ კვირაში მღვდლად დაასხა ხელი და
ვანის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. ტაძარში მამის ადგილას განამწესა. შთამომავლების გადმოცემით, მღვდელი ისაია ყოფილა სოფლისათვის ძალზე მზრუნველი და წერა-კითხვის შესწავლის მსურველთათვის ერთადერთი მასწავლებელი. მან სოფ. ზედუბანში საკუთარი სახსრებით ააშენა ოთხკლასიანი სკოლა (ეს შენობა ეხლაც დგას სოფელში, თუმცა
უფუნქციოდ). ამ სკოლაში მრავალი თაობა აღზრდილა. მოძღვარი სოფლის ნამდვილი გულშემატკივარი და პატრონი იყო. 1921 წლის თებერვლის გასაბჭოების შემდეგ დაიწყო ეკლესიების ნგრევა და სამღვდელოების შევიწროება. იდევნებოდა განსხვავებული აზრი. მამა ისაია თავის სახლში ხშირად იფარავდა ხელისუფლების მოწინააღმდეგე პირებს. ეს ამბავი მალევე გახმაურებულა და აქედან დაიწყო ოჯახზე ნამდვილი ტერორი. მოძღვარზე განხორციელდა როგორც ფიზიკური,
ისე მორალური შეტევა. მას ემუქრებოდნენ ლიკვიდაციით, ასევე მის ოჯახის წევრებს. გააფრთხილეს, რომ თუ ანაფორას არ გაიხდიდა, მოუკლავდნენ სამივე შვილს. ოჯახი რამდენჯერმე დაარბიეს და გაანადგურეს საეკლესიო ლიტერატურა, ხატები, ნაწილი
დაწვეს, რაც ძვირფასი იყო -- მიითვისეს. მღვდელი ისაია იძულებული გახდა ანაფორა გაეხადა. 1920 წლის ივნისში ჭიათურაში ჩამოყალიბდა მანგანუმის მადნის საექსპორტო საზოგადოება „ჩემო“, რომელმაც ადგილობრივი სააქციო საზოგადოებები გააერთიანა. 1925 წელს მან არსებობა შეწყვიტა და იმავე წლის 12 ივნისს მანგანუმის საბადოს კონცესია
15-2 საპატრიარქოს უწყებანი N15 18-24აპრილი 2019წ გვ.20
ზედუბნელი ყაველაშვილების ოჯახი (დასასრული)
ამერიკულ ფირმა „ჰარიმანს“ გადაეცა. მამა ისაიამ ამ საბადოს კანცელარიაში დაიწყო მუშაობა, რათა ერჩინა ოჯახი და სამი მოზარდი შვილი. 1926 წლის 16 მარტს ქ. თბილისში შედგა სრულიად საქართვე- ლოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მცირე პრეზიდიუმის სხდომა, სადაც განიხილეს ხმა-ჩამორთმეულ ადამიანთა თხოვნები საარჩევნო ხმის
მინიჭებასთან დაკავშირებით. შორაპნის მაზრის აღმასკომის მხრიდან წარდგენილ სიაში მამა ისაია ყაველაშვილიც იხსენიება, რომელსაც აღუდგინეს საარჩევნო უფლება. მიუხედავად იმისა, რომ მოძღვარს აუკრძალეს ეკლესიასთან ურთიერთობა, იგი ჩუმად მაინც ახერხებდა სიარულს მღვიმევის დედათა მონასტერში, რომელიც იმჟამად სამრევლო ტაძრად იყო გადაკეთებული. მას შვილებიც თან დაჰყავდა და ცდილობდა ჩაენერგა მათში ღვთის სიყვარული. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის
შემდეგ, როდესაც უკან ბრუნდებოდნენ, მოძღვარს მატარებელში ასვლის დროს ფეხი დაუცდა და თავი დაარტყა. მას ფუძის მოტეხილობა და თავში სისხლის ჩაქცევა დაემართა და რამდენიმე დღეში გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. ოჯახის წევრთა გადმოცემით, ეს მოხდა 1935 წელს.
დარჩა მეუღლე -- ვერა სიმონის ასული სხირტლაძე და შვილები: ვლადიმერი, ქეთევანი და ანტონი.
20 საპატრიარქოს უწყებანი N20 30მაისი-5ივნისი 2019წ გვ.17
დეკანოზი თეოფანე ნადირაძე 1856-1928
დეკანოზი თეოფანე 1856 წლის 2 მარტს ქუთაისის გუბერნიაში, სოფ. დიხაშხოში მღვდლის ოჯახშო დაიბადა. ტრადიციულ სამღვდელო ოჯახში დაბადებული ყმაწვილი ქრისტიანულ გარემოში იზრდებოდა და მანაც თავისი წინაპრების ტკბილი გზა აირჩია. მისი ბაბუა, მღვდელი ონოფრე სიმონის ძე ნადირაძე, 1787 წელს საბატონო ყმის ოჯახში დაიბადა. ეკუთვნოდა სასულიერო წოდებას. ქართულ ენაზე საღმრთო და საეკლესიო წიგნების კითხვა, ტიბიკონი და გალობა საერისთაოს სოფლის მღვდელ
ზაქარია ლაჭყებიანთან ისწავლა. 1812 წლის 6 დეკემბერს ნიქოზელმა ეპისკოპოსმა ათანასემ (მაჭავარიანი) მლვდლად დაასხა ხელი და ტყელვანის წმ. სტეფანეს სახ. ტაძარში განამწესა. 1823-1842 წლებში შეთავსებით მსახურობდა ზენობნის ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძარში. 1833-1854 წლებში ასევე იყო დვალიშვილების (სულორი) წმ. გიორგის
სახ. ტაძარშიც. 1854 წლიდან სალხინოს სულთმოფენეობის სახ. ტაძრის წინამძღვარია. გარდაიცვალა 1859 წლის 17 აპრილს. მისი ოთხი ვაჟიდან ყველა სასულიერო გზით წავიდა: მღვდ. ოქროპირი (1815-
1865წწ., შემდგომში –– ჭელიშისა და გელათის მონასტრების წინამძღვარი, არქიმ. ონიფანტე), მღვდ. სტეფანე, მღვდ. გერასიმე, მღვდ. იოანე.
არქიმანდრიტი ონიფანტე, ერისკაცობაში ოქროპირი, 1815 წელს დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1842 წლის 24 ივნისს გორის ეპისკოპოსმა ნიკიფორემ (ჯორჯაძე), რომელიც იმჟამად დროებით იმერეთისა და გურიის ეპარქიებსაც განაგებდა, დიაკვნად აკურთხა და
ვანის მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში განამწესა.
1844 წლის 21 მაისს იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) მლვდლად დაასხა ხელი. 1851 წლის 10 მაისს შორაპნის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1854 წლის 28 თებერვალს საგვერდულით
დაჯილდოვდა. იმავე წელს დაქვრივდა. 1855 წლის 9
თებერვალს ბერად აღიკვეცა, სახელად ონიფანტე ეწოდა და გელათის მონასტრის საძმოში დაადგინეს. 1856 წლის 9 ივნისს ჭელიშის ღვთისმშობლის მიძინების სახ. მონასტრის წინამძღვრად და რაჭის მაზრის საეკლესიო მამულების გამგედ დაინიშნა. 1858
წელს იღუმენის წოდება მიენიჭა. 1859 წლის 3 აპრილიდან არქიმანდრიტია. ჰქონდა ჯილდო –- ყირიმის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ლენტიანი ბრინჯაოს ჯვარი. 1860 წლის 31 ივნისს
გელათის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1863 წლის 31 ივნისს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. მის დროს გელათის მონასტერში ჩატარდა დიდი სარემონტო-სააღმშენებლო სამუშაოები. 1860 წელს დიდ ტაძარში დააგეს ახალი იატაკი.
1861 წელს ხელახლა გადაიღება ეკლესია-ნაგებობების სახურავები, 1863-1866 წლებში კი აშენდა ქვის კანკელი და შეიცვალა ფანჯრები. არქიმანდრიტი ონიფანტე 1865 წლის 11 სექტემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა. დაკრძალულია გელათის მონასტრის ეზოში.
მღვდელი სტეფანე 1817 წელს დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო“ სასწავლებელი. გა-
20-1 საპატრიარქოს უწყებანი N20 30მაისი-5ივნისი 2019წ გვ.18
დეკანოზი თეოფანე ნადირაძე 1856-1928 (გაგრძელება)
ლობა და საეკლესიო ტიბიკონი ვანის ტაძარში ისწავლა. 1845 წლის 6 იანვარს იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) დიაკვნად აკურთხა და ვანის მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში განამწესა. 1847 წლის 19 მაისს მღვდლად დაასხა ხელი და ბზვანის წმ. გიორგის სახ. ორშტატიანი ტაძრის წინამძლვრად დაადგინეს. 1855 წლის 8 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. ასევე ჰქონდა ჯილდო – ყირიმის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ლენტიანი ბრინჯაოს ჯვარი.
1870 წლის 18 ნოემბერს ვანის ოლქის სამღვდელოების სულიერ
მოძღვრად აირჩიეს. 1884 წლის 8 აპრილს სკუფია უბოძეს. 1885 წლის
10 აგვისტოს წითელი ჯვრის საზოგადოების სამახსოვრო ჯვარი მიიღო. 1886 წელს რომანეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1887 წლიდან ისევ ბზვანის ტაძარშია, სადაც 1889 წლამდე ჩანს. მეუღლე - აღათი როსტომის ასული (1885 წელს უკვე გარდაცვლილია); ჰყავდა შვილები: ისიდორე, მატრონა, კალისტინა (დაბ. 1857წ.),
გალაქტიონი (დაბ. 1859წ.), მლვდელი სვიმონი (დაბ.
1861წ.). მღვდელი გერასიმე 1823 წელს დაიბადა. 1848-
1861 წლებში იყო დიხაშხოს, ხოლო 1861-1868 წლებში ზენობნის ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძრების წინამძღვარი. გარდაიცვალა 1868 წლის 13 აპრილს ახალგაზრდა ასაკში. მღვდელი იოანე 1824 წელს დაიბადა. 1850 წელსიმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი)
მღვდლად დაასხა ხელი და ტყელვანის წმ. სტეფანეს
სახ. ტაძარში განამწესა. 1851-1861 წლებში ზენობანის ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძარშიც მსახურობდა. 1862 წლიდან სალხინოს სულთმოფენობის სახ. ტაძარში დაინიშნა. 1884 წლის 2 იანვარს მღვდელი იოანე პენსიაზე გავიდა. ასეთი ბაბუისა და ბიძების ხელში აღიზარდა მომავალი მოძღვარიც, რომელმაც ღირსეულად გააგრძელა მათი დაწყებული საქმე. თავდაპირველად თეოფანემ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა. სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, სადაც მხოლოდ ერთი კურსი გაიარა. იმერეთში დაბრუნებულმა გელათის მონასტერს მიაშურა, იქ მხცოვან ბერებთან გალობა და საეკლესიო ტიბიკონი ისწავლა. 1879 წლის 18 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა და სალხინოს სულთმოფენობის სახ. ტაძარში დანიშნა. 1881
წლის 8 თებერვალს მამის, მღვდელ იოანე ნადირაძის ავადმყოფობის
გამო, ეპისკოპოსმა გაბრიელმა მღვდლად დაასხა ხელი და იმავე
ტაძარში მეორე მღვდლად დაადგინა. 1884 წლის 2 იანვარს,
მამის პენსიაზე გასვლის შემდეგ, წინამძღვრად დაინიშნა.
დეკანოზი თეოფანე გახლდათ დაუღალავი და კეთილსინდისიერი მოძღვარი. იგი ხშირად ქადაგებდა მრევლში ცრუმორწმუნეობის ასალაგმავად. გაბედულად ილაშქრებდა ეგრეთ წოდებული „დღეობების“ წინააღმდეგ. მისი ქადაგებისა და მეცადინეობის შედეგად სალხინოს
მრევლმა 1891 წელს ახალი ეკლესია ააშენა და გააუქმა წარმართობაში გადაზრდილი დღესასწაული. აი, რას წერდა იგი ერთ-ერთი ასეთი დღესასწაულის შესახებ: „ჩემ სამრევლო სოფ. სალხინოში მკვიდრთა იცოდნენ დღეობა „სულის წმიდის მოფენის დღე“, რომელზედაც
უზომო და უსარგებლო ხარჯი მოსდიოდათ. საშვალო რიცხვით 300 მანეთამდის იხარჯებოდა ყოველ წლობით ამ დღეს სოფელში და, ამავე დროს, ამ სოფლის ეკლესია ერთობ ღარიბი და უვარგისი
იყო. ხალხი ღარიბდებოდა ამ დღის ხარჯით, რომელსაც ზნეობის და მახინჯების მეტი სარგებლობა არ მოქონდა, და ის - ერთადერთი სულიერად ამაყვავილებელი ღვთის სახლი კი უყურადღებობით ინგრევოდა! ადგილობრივ მღვდლის და რამდენიმე კეთილ-პირთა მეცადინეობით ამ სოფლის მკვიდრთა მოსპეს ეს დღეობა და იმ ხარჯით, რაც იმ დღეს მოსდიოდათ, გადაწყვიტეს განაჩენის ძალით თავისი ხის ეკლესიის შეკეთება და გამშვენება. ამჟამად ხსენებული ეკლესია, თანახმად ზემოთქმული განაჩენის ძალით შენდება და მოკლე
დროში მზად იქნება. სალხინოელების მაგალითს მიჰხედეს სოფ. ტობანიერის მკვიდრთა და იქაც გადააგდეს დღეობა „დადექოშა“ 1 სექტემბერი“. XIX ს-ის 90-იან წლებში მღვდელი თეოფანე საგვერდულითა და სკუფიით დაჯილდოვდა. 1904 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1895 წელს დიხაშხოს ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძარში გადაიყვანეს.
1914 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1915 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა დიდი ქართველი მგოსანი და ყველასთვის საყვარელი პოეტი
20-2 საპატრიარქოს უწყებანი N20 30მაისი-5ივნისი 2019წ გვ.19
დეკანოზი თეოფანე ნადირაძე 1856-1928 (გაგრძელება)
აკაკი წერეთელი. ასევე ქართველი მწერალი, მთარგმნელი და ჟურნალისტი ნიკა აგიაშვილი (1903-1984წწ.), რომელიც წარმოშობით სოფ. დიხაშხოდან იყო, ასე აღწერს აკაკის გარდაცვალებას: „ერთ-ერთ
უახლოესი კვირადღის ჩვეულებრივ წირვაზე, თეოფანე ნადირაძემ არაჩვეულებრივი და მანამდე არნახული საქმე ჩაიდინა. ყველას მოეხსენება, რომ შავი შესამოსელი მხოლოდ დიდი მარხვის პერიოდში უნდა ჩაიცვას მოძღვარმა, იმ დღეს კი დიხაშხოს მრევლი საოცარი ამბის მოწმე და მნახველი გახდა. მამა თეოფანემ გააღო აღსავლის კარები, გამოვიდა საკურთხევლიდან და ყველანი განცვიფრდნენ: მას
შავი ხავერდის ფილონი ემოსა და ასე ჩაატარა მთელი მსახურება. წესისამებრ მოიხსენია იმ წელიწადს გარდაცვლილ თანასოფლელთა და ომში დაღუპულ დიხაშხოელ ვაჟკაცთა სულები (უკვე 7-8 თვე იყო,
რაც პირველი მსოფლიო ომი მძვინვარებდა), მათ შორის ხმამაღლა ჩაურთო, მოიხსენია და ღაღადით შეავედრა სამებას აკაკი წერეთლის უკვდავი სული და საქვეყნოდ განთქმული მისი სიტყვა და საქმე. როდესაც წირვა დამთავრდა მან ბევრი ისაუბრა აკაკის ცხოვრება-მოღვაწეობის შესახებ, დააყენა იგი დიდი ილიას გვერდით და დასძინა: ისიც (ილია)
მზე და სვეტი ნათლისა იყოო ამქვეყნად!... და ბოლოს ერთი პატარა ამბავი გაიხსენა, რომელიც შეიძლება დღეს აღარავის ახსოვდეს: როცა მატარებელი რომელიც აკაკის ცხედარს მიასვენებდა თბილისში გაცდა ლიახვისა და მტკვრის შესართავს და ნელ-ნელა მიუახლოვდა გორის სადგურს, მთავარი ტაძრიდან და სხვა ეკლესიებიდან ერთხმად გაისმა
ზართა სამგლოვიარო რეკვა და მთელი ხალხი სწრაფად დაიძრა სადგურისკენ. საყურადღებო ის არის, რომ ამ სანახაობას შიშითა და ძრწოლით უცქერდა იქვე მყოფი პოლიციელთა, ჟანდარმთა, გოროდოვებისა და მეფის მოხელეთა წარმომადგენელნი. როცა
ხალხი დაიძრა და მატარებელს მიაშურა, მათ აღარ
იცოდნენ, რა ექნათ: ხმლის ვადაზე ხელმომარჯვებულნი თითქოს რაღაცას აპირებდნენ და ვერკი გაებედათ, თანაც შიშობდნენ, ვაითუ, დავაგვიანეთ და რაიმე ცუდი ამბავი მოხდესო, მაგრამ როცა ამოდენა
ზღვა ხალხმა პირჯვრის წერით ძვირფასი ცხედრის წინ მუხლი მოიყარა, გაოგნებულმა ჟამდარმებმა და მათმა უფროსებმაც იკადრეს, მყისვე ქუდები მოიშვლიპეს და მათაც პირჯვრის წერით იქვე ჩაიჩოქეს...
რაც შეეხება მამა თეოფანეს შავი ფილონით შემოსვის ამბავს, ეს საქმე გახმაურდა და მოძღვარი ქუთაისში, ეპისკოპოს გიორგისთან (ალადაშვილი) დაიბარეს, სადაც მას სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს.
მღვდელი თეოფანე გახლდათ დიდი გულშემატკივარი ყველა ქართული საქმისა და წამოწყებისა. 1915 წელს, როდესაც ქართულ საეკლესიო ჟურნალ „შინაურ საქმეებს“ გაუჭირდა და მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგა, მოძღვარი გვერდში ამოუდგა მის რედაქტორს, მღვდელ სვიმონ მჭედლიძეს და გამამხნევებელი წერილიც მისწერა: „დიდი სიამოვნებით ვეგებები თქვენ განზრახვას. არამცთუ ერთი, დარწმუნებით არც ათი ეგზემპლიარის დაკვეთას დამიშლის გული, რომ ნივთიერი ღონე ხელს
მიწყობდეს. ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, რაც შეიძლება გამრავლდეს ხელის მომწერთა რიცხვი თქვენი გამოცემისა. სასირცხვოდ მიმაჩნია, ამაზე თუ ლაპარაკი გვჭირდება. მთელ დასავლეთ საქართველოს სამღვდელოებას ერთადერთი ორგანო გვაქვს და ისიც უნდა მოისპოს ჩვენი გულგრილობით? ნუ თუ ისე დავღარიბდით, რომ ერთ წელიწადში ხუთ მანეთს სამ ვადაზე ვერ გადავიხდით? არა, აქ მიზეზი სიღარიბეში არაა, ჩვენი გულგრილობაა და თან ზოგიერთთა პიროვნული ანგარიშები და, ბოდიშს ვიხდი, ზიგიერთთა უვიცობა, სასირცხო არაა, რომ ეხლანდელი მღვდელი მხოლოდ გაძღომის ფიქრით იყოს გამსჭვალული და მარტო თავის „მე“ ჰყავდეს კერპად! უვიცთ კიდევ ეპატიებათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან, მაგრამ რა ვსთქვათ იმ ზოგიერთებზე, რომლებიც სარკედ უნდა უდგნენ სამწყსოს? ვაი რომ, იმათაც პირველ ხარისხზედ „მე“ ჰყავთ დაყენებული და თითო-ოროლა მონდომილი კაცის კეთილ მისწრაფებას ირონიულად უყურებენ. რა თქმა უნდა, ბუნებრივია თავის „მე“-ს პატივისცემა, მაგრამ ამასაც საზღვარი აქვს, -- ეგოისტობამდი არ უნ-
20-3 საპატრიარქოს უწყებანი N20 30მაისი-5ივნისი 2019წ გვ.20
დეკანოზი თეოფანე ნადირაძე 1856-1928 (დასასრული)
და მიაღწიოს, ქვეყანა და ქვეყნის საქმე ფეხებზე არ უნდა დაიკიდოს. განა მცირე რიცხვია უმაღლეს და საშვალო განათლებულ პირთა ჩვენში...
მაგრამ ამათზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. თუ ღმერთმა ინება და „შინაური საქმეები“ განახლდა, ამაზე იქ ვიბაასოთ შემდეგში“.
1922 წლის ივნისში კომუნისტების მიე რ ეკლე-სიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს ისევ ამ ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. 1922/1923 წლებში დეკანოზის წოდება მიენიჭა 1926 წლის 17 თებერვალს შედგენილ ქუთაის-გაენათის ეპარქიის, ვანის ოლქის გრაფაში, სი იფ. დიხაშხოს ეკლესიის გასწვრივ წერია, რომ ტაძარს კრებული არა ჰყავს. როგორც ჩანს სიცოცხლის უკანასკნელი წლები მოხუცებული მოძღვარი ვეღარ ახერხებს მსახურებას მისი მოღვაწეობის უკანასკნელი წლები ხომ ეკლესია-მონასტრების გაუგონარი ნგრევისა და სასულიერო პირთა საყოველთაო დევნის პერიოდს დაემთხვა და ვერცთვითონ და ვერც მისი შვილები გადაურჩნენ ათეისტთაშეურაცმყოფელ შემოტევებს. დეკანოზი თეოფანე 1928წლის 8 თებერვალს გულის შეტევით გარდაიცვალა. ჰყავდა მე; ურრი შარინოზ/მელანია მან უჩარის ასული კახიანი (დ ბ. 1864წ.) და შვილები ერაფიმა (დაბ. 1880წ.), ნინო (დაბ. 1883წ.), სონია, ლიდა, იოანე, ალექსანდრე, იოსები. მისი ვაჟი იოსები 1937 წელს ყაზახეთში გადაასახლეს, ხოლო ალექსანდრე იმავე წელს კოჯორთან დახვრიტეს.
21 საპატრიარქოს უწყებანი N21 6-19ივნისი 2019წ გვ.18
დეკანოზი არეთა სახოკია 1884-1937
ვაგრძელებთ 1921-1938 წლებში საქართველოში რეპრესირებულ სასულიერო პირთა ამსახველი ცხოვრების მოძიებასა და მათზე ინფორმაციის შეკრებას. ულმობელმა ეპოქამ უამრავი კეთილშობილი და ერისათვის თავდადებული მამულიშვილის სიცოცხლე შეიწირა. მათ რიგებშია ქუთაის-გაენათის ეპარქიის სოფ. კულაშის მაცხოვრის ჯვარცმის სახ. ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არეთა სახოკია.
დეკანოზი არეთა სახოკია სასულიერო წოდების ოჯახში დაიბადა. მისი წინაპრები საუკუნეთა განმავლობაში ერთგულად და თავდადებით ემსახურებოდნენ დედაეკლესიას. ამ შტოს პირველი წარმომადგენელი გახლდათ მღვდელი ვასილ სახოკია, რომელიც 1782 წელს გლეხის ოჯახში დაიბადა. საეკლესიო წიგნი და მსახურება სენაკის ტაძარში მღვდ. ლაზარე ოდიშარიასთან ისწავლა. 1808 წელს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ბესარიონმა (დადიანი) მლვდლად დაასხა ხელიდა შხეფის მთავარანგელოზთაბსსახ. ტაძარში განამწესა. ჰყავდა შვილები: სიმონი (დაბ. 1801წ.), მლვდელი იოანე (დაბ. 1810/1813წ.), პეტრე (დაბ. 1818წ.).
მამის საქმიანობა მისმა შუათანა ვაჟმა, იოანემ განაგრძო, რომელიც 1810, მეორე ვერსიით –– 1813 წელს დაიბადა. დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი. ქართულ ენაზე საღმრთო და საეკლესიო წიგნების კითხვა, ტიბიკონი და გალობა მარტვილის მონასტერში ისწავლა. 1840 წლის 15 მარტს სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (კუხალაშვილი)
დიაკვნად აკურთხა და მეორე შხეფის მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში განამწესა. 1841 წლის 22 თებერვალს მღვდლად დაასხა ხელი და იმავე ტაძარში დაადგინა. 1868-1873 წლებში იყო სასულიერო დეპუტატი. ჰქონდა ჯილდო ყირიმის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ლენტიანი წარხრააიიბ ჯვარი. 1868 წლის 21 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1879 წელს სკუფია უბოძეს. 1879 წლის 2 ოქტომბერს, თავისი თხოვნის
საფუძველზე, შტატიდან გავიდა. 1885 წელს უკვე ქვრივია. 1900- იან წლებში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ჰქყავდა შვილები: მღვდელი. გრიგოლი, მღვდელი ნიკოლოზი, თეოფანე (დაბ. 1860წ.), ქაქუჩა.
მისი მეორე ვაჟი იყო 182 მღვდელი ნიკოლოზი რომელიც 185! წელს #5
დაიბადა.ა დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი. ქართულ ენაზე საღმრთო და საეკლესიო წიგნების კითხვა, ტიბიკონი და გალობა ხობის მონასტერში ისწავლა. 1870 წელს სოხუმის სასაფლაოს ეკლესიაში მედავითნედ დაინიშნა. 1876 წელს სოხუმის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. საკათედრო ტაძარში გადაიყვანეს. 1880 წელს მეორე
შხეფის მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში დაადგინეს. 1891 წლის 18 აპრილს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა და ძველი სენაკის მაცხოვრის სახ. ტაძარში განამწესა. 1894 წლის 16 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და ეკი-საარჩაიოს მაცხოვრის სახ. ტაძარში დანიშნა. 1898 წლის 18 ოქტომბერს კოდორის მაცხოვრის
სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1903 წლის 6 მარტს გულუხეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაინიშნა. 1907 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1914 წელს სკუფია უბოძეს. 1914 წლის 18 ნოემბერს პირველი შხეფის მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1915 წლის 16 მაისს შტატიდან გავიდა და ეკლესიაში 38-წლიანი ერთგული სამსახურისათვის წელიწადში 300 მან. პენსია დაენიშნა. მისი გარდაცვალების წელი
უცნობია. ჰყავდა მეუღლე კესარია როსტომის ასული (დაბ. 1861/1863წ.) და შვილები: ალექსანდრა (1880),დეკანოზი არეთა (1884-1937წწ.). ამ შტოს ფკინიხკნედი სახუღივრთ წარმომადგე
21-1 საპატრიარქოს უწყებანი N21 6-19ივნისი 2019წ გვ.19
დეკანოზი არეთა სახოკია 1884-1937 (გაგრძელება)
ნელი გახლდათ მლვდელმოწამე, დეკანოზი არეთა სახოკია. იგი 1884 წელს დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მიიღო. 1903-1906 წლებში თბილისის საიმპერატორო
მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობდა. 1907 წლის 3 ოქტომბერს ბანძის ორკლასიან სამრევლო-საეკლესიო სკოლაში სლავურ და ქართულ საეკლესიო გალობის უშტატო მასწავლებლად დაინიშნა. 1908 წლის
10 ოქტომბერს შტატში დაამტკიცეს და 1910 წლის 2 ნოემბრამდე მუშაობდა აქ. 1909 წლის 10-18 აპრილს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) იმოგზაურა სამეგრელოში სარევიზიოდ. მან
დაათვალიერა სუჯუნის, საჭილაოს, ბანძისა და ნოსირის ოლქები. შეიტყო თუ რა მდგომარეობაში იყო ეკლესიები, სამღვდელოება და მრევლი. უყურადღებოდ არ დაუტოვებია სამინისტრო და სამრევლო სკოლები.
ბანძის ოლქში მის მეუფებას მოეწონა სოფლის ერთკლასიანი ვაჟების სამრევლო სკოლა, სადაც კარგად იყო დაყენებული სწავლა. იქვე ინახულა დეკანოზ ანტონ კეკელიას სამრევლოში აშენებული ორკლასიანი
სკოლა „ძალიან მოეწონა მის მეუფებას კარგად დაყენებულ გალობის საქმეში“ მასწავლებელ არეთა სახოკიას მეცადინეობით, რომელსაც გაუთავებია თბილისში მუზიკალური სკოლა. დიდი მადლობის ღირსია
ბატონი არეთა სახოკია ასეთი თავდადებისათვის გალობის საქმეში. 1910 წლის 7 ნოემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა და ფოთის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. საკათედრო ტაძრის მეორე კერძო დიაკვნის შტატში
დაადგინა. 1910 წლის 6 დეკემბერს გურია-სამეგრელოს ეპარქიის სასწავლო დირექტორიამ სამეგრელოს საქალაქო სასწავლებელში საეკლესიო გალობის მასწავლებლად დაამტკიცა. 1915 წელს მღვდლად დაასხეს ხელი. მლვდელი არეთა აქტიურად მონაწილეობდა სამეგრელოს კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1916 წელს ქართული პრესა წერდა: „22
გიორგობისთვეს სალიტერატურო საღამო გამართეს ნ. ბარათაშვილის დაბადებიდან ასის წლის შესრულების აღსანიშნავად. მონაწილეობას იღებდნენ: ია ეკალაძე (წაიკითხა პოეტის მოკლე ბიოგრაფია),
მოწაფეთა ხორო მღვდელ არეთა სახოკიას ლოტბარობით, მოზრდილთა ხორო ვ. გეგეჭკორის ლოტბარობით, ახალ-სენაკის მასწავლებელნი და მოწაფენი. წაიკითხეს ლექსები ბარათაშვილისა“. 1922 წლის
ივნისში კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს ზემო სორტის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. 1925 წლის 12 ოქტომბერს ჭყონდიდის ეპარქიის, სენაკის ოლქის, ძველი სენაკის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვარია. 1929 წლის 1 სექტემბერს უკვე ძველი სენაკის მაცხოვრის სახ. ტაძარში ჩანს. 1936 წლის 1 მაისს მღვდელი არეთა ქუთაის-გაენათის ეპარქიის, კულაშის მაცხოვრის ჯვარცმის სახ. ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. 1936 წლის 28 აპრილს მღვდელი არეთა კესარია შაფათავას სახლში დააპატიმრეს. 1936 წლის
9 ივლისს მღვდელი არეთა თავის შვილს წერდა: „შვილო ხუტა! მოგიკითხავ გულწრფელად. მომიკითხე კოლია, ბაბო, ელენე, ნინა და მისი ქმარი. მე ჯანმრთელად ვარ. რატომ წერილი არ მოიწერე სხვაგან ხარ თუ ისევ იქ? სახლში ყველა კარგადაა, მე კულაშში ვარ. სასამართლო შესდგა ადგილობრივ 22 ივნისს, მაგრამ რადგან მთავრობის მომხრე არ
გამოცხადდა, გადასდვეს 29 ივნისისთვის. დამცველი მყავდა აყვანილი და თან ხალხიდან მოწმენიც. ბრალდება, რომელსაც მიყენებდენ მათი კომსომოლები არ გამართლდა. საჯაროდ მათი ცრუ ბრალდება გააქარწყლა დამცველმა ე. ი. ყველაფერში გავმარჯვდი, მაგრამ როგორც ჩვეულება ქონიათ 128 მუხლი გაითვალისწინეს და მომისაჯეს ერთი თვით
თავისუფლების აღკვეთა და 11 თვე ციხე -– ამასთან მიიღეს მხედველობაში ხნოვანება და ავადმყოფობაც და მომცეს უფლება 5 დღის განმავლობაში
უმაღლეს სასამართლოში გადატანის. მეორე დღეს
30 ივნისს, დღით ორშაბათს, წავედი სამტრედიაში დამცველთან და მან გამოაწყო როგორც საჭირო იყო და სასამართლოს კანცელარიას გადავეცი გასაგზავნად. ამასთან, დავსწერე ქუთაისის ეპარქიის
საბჭოს სახელზე განცხადება და შეუთვალე, რომ აცნობონ პატრიარქს თბილისში გაგზავნოს სასამართლოში თავისი წარმომადგენელთაგანი დასასწრებლად. ამასთანავე გავალებ მიხვიდე პატრიარქთან და გაიგო, აბა რას აპირებს, მიიღებს თუ არა
ზომას და შემატყობინე დაჩქარებით“. ამ რეზოლუციაზე 14 ივლისს უწმინდესმა კალისტრატემ შემდეგი მინაწერი გააკეთა: „ვინაიდან მამა სახოკიას ქალი არ გამოცხადდა, ეცნობოს ქვემო აღნიშნული მისამართით, რომ გასაჩივრება უზენაესში ჯერ არ არის“. როგორც შემდგომი მიმოწერიდან ჩანს, მამა არეთას 11-თვიანი ციხე 500-მანეთიანი ჯარიმით შეუცვალეს.
21-2 საპატრიარქოს უწყებანი N21 6-19ივნისი 2019წ გვ.20
დეკანოზი არეთა სახოკია 1884-1937 (დასასრული)
სამტრედიის რაიონის სახალხო სასამართლოს მიერ გაგზავნილი მოხელე მივიდა კულაშში და აღწერა მოძღვრის საცხოვრებელი ადგილი, სადაც მხოლოდ ქვეშაგები, ჭიქა და დოქი დახვდა. მან შეადგინა აქტი
და წარუდგინა სასამართლოს, რომ მამა არეთას სხვა არაფერი გააჩნდა. სასამართლოს თავმჯდომარემ იმავე გამოუცხადა, რომ გადასახადი უკლებლივ გადაეხაალის 12 სექტემბერს თავისთან დაიბარა იგი და
და. შეწუხებულმა მოძღვარმა იმას საღამოს წერილი გაუგზავნა მის უწმინდესობამ და სთხოვა, რომ ეშუამდგომლა ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტში ფ. მახარაძესთან, რომ როგორც უკიდურესად ღარიბს მეპატიოს აღნიშნული ჯარიმის გადახდაო 1937 წლის 19 აპრილს მღვდელ არეთას ეკლესიაში ერთგული და თავდადებული სამსახურისთვის დეკანოზის წოდება მიენიჭა. სამწუხაროდ, 1937 წლის რეპრესიებს იგი ვეღარ გადაურჩა. მოძღვარი 29 აგვისტოს დააპატიმრეს. მას ბრალად ედებოდათ სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 (აგიტაციაპროპაგანდა, რომელიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას) დარღვევა. 1937 წლის 22 დეკემბერს სამეულის განჩინებით ქუთაისის სასამართლომ მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შემდეგ მის შესახებ მეტი ინფორმაცია აღარ მოიპოვება. უცნობია, მართლა
გადაასახლეს იგი თუ დახვრიტეს. ჰყავდა მეუღლე ელენე ბესარიონის ასული (დაბ. 1889წ.) და შვილები: ანასტასია (დაბ. 1912წ.) ნინო (დაბ. 10913წ)
24 საპატრიარქოს უწყებანი N24 26სექტემბერი-2ოქტომბერი 2019წ გვ.18
XVIII-XIX ს-ში სოფ. დიღომში მოღვაწე ლასურაშვილების სამღვდელო გვარი
XVIII-XIX ს-ში სოფ. დიღომში მოღვაწე ლასურაშვილების სამღვდელო გვარი ლასურაშვილები დიღმის ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთით სახლობენ. მათი უბანი ძველი საქალაქო გზის პირასაა გაშენებული და იყოფა შემდეგ უბნებად: გუგლაანი, ჭოტორლიანი, ჯობინოაანი. ლასურაშვილი ადრე სამეფო ყმებად ითვლებოდნენ და XVIII ს-ში თარხნებიც გახდნენ. შემდეგ XIX ს-ში საბატონო ყმებად ითვლებოდნენ. პირველი ისტორიული საბუთი ლასურაშვილების შესახებ გხვდება 1725 წლის მამულის წყალობის წიგნში, მიცემული ვახტანგ VI-ის მიერ გიორგი ლასურაშვილისადმი, სადაც ნათქვამია, რომ „...წყალობის წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩვენთა დიდად ერთგულსა და ნამსახურსა ყმას ლას,ურის შვილს
გიორგის და ძმასა შენსა იესეს, მარკოზს და მათეს, შვილთა და ყოველთავე მომავალთა სახლისა თქუენისა: –– ასე რომე, ჩვენს რუსეთს ყოფნაშია დიდად გვემსახურენით და ჩვენის შვილისაც ერთგულად
მაამებელი, მოსამსახურე იყავ; ამისად სანაქებოდ ჩვენცა შეგიწყალეთ და გიბოძეთ დიღვამს შენის ბიძაშვილების მელიქიზას და შავერდის ნაქონი
მამული სახლით, კარით, ვენახით, სასაფლაოთი, ჭურ-მარნითა, კალო-საბძლითა, შესავალ-გასავლითა, სახნავითა, სათესითა და დღეს, თქვენთათვის გვიბოძებია ყოვლის კაცის უცილებლად, რომ
არას კაცს თქუენთან ხელი არა ჰქონდეს; რისაც მქონებელნი ყოფილიყვენ და ანუ იყუნენ, თქვენთვის და შვილთა კიდე ამასდა გარდა სითარხნის
წყალობას დაგვეაჯენით და გათარხნეთ, რომ არაფერისთანა საჩვენო გამოსაღები და სათხოვარი არა გეთხოვებოდესთ... თვინიერ ერთის მსახურისა და ლაშქარ-ნადირობის მეტი“. შემდეგ წლებში სხვა
მეფეებიც უმტკიცებენ სითარხნის წყალობის სიგელებს გიორგი ლასურაშვილის შთამომავლებს. უკანასკნელი სიგელი თარიღდება 1800 წლის ივლისის 26-ით, მიცემული გიორგი XII-ის მიერ მღვდელ აბრაამ ლასურაშვილისადმი, სადაც ნათქვამია: „... ესე წყალობის წიგნი გიბოძეთ შენ, დიღმელს ლასურის-შვილს მღვდელს აბრაამსა და ძმის წულს შენსა მელქისედეკს, შვილთა და მომავალთა სახლისა შენისათა; ესე რომე ძველთაგან სითარხნე გქონებოდათ და მოაღაპენი ყოფილიყავით, როგორადაც ძველს სიგელში გიცხადებს კურთხეულის ელენე დედოფლისაგან და აგრეთვე ნაზარალიხანისაგან
და ეს სიგელი კურთხეულ მამას ჩვენს მეფეს ირაკლისაც დაემტკიცებინა. ჩვენცა წყალობა გვიქნია და გვიბოძებია...“ ამ სიგელს ამტკიცებს დედოფალი მარიამი და ტახტის მემკვიდრე დავითი.
ზემოთ მოხსენებულ მღვდელ აბრაამ ლასურაშვილსა და სოფ. დიღმის მეორე მღვდელ პავლე ზერთელაშვილის დავას ეხება ერთი საინტერესო დოკუმენტი, რომელიც 1796 წლის 1 ნოემბერსაა შედგენილი
საქართველოს ეკლესიის სასულიერო დიკასტერიაში.
აი, რა განაჩინა დიკასტერიამ: „დიღმელნი ხუცები
აბრაამ და პავლე ჰშფოთებდნენ და იცილებოდნენ
დიღმის გარეშეთა სამლოცველოთა ეკლესიათა ზედა, რომელ არს პირველი წმიდისა სამებისა, მეორე ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა, მესამე წმიდისა დიდისა მოწამისა გიორგისა, მეოთხე თეთრი ეკლესია წმიდისა გიორგისავე და მეხუთე დიდგორის ეკლესია მოშორებით... მოვიდენ ორნივე მისის უწნმინდესობის დიკასტირიასა შინა, და ილაპარაკეს, და სარჩელი თვისი თითეულად მოგვითხრეს. ჩვენ
გამომძიებელთა სარჩელისა მათისათა, შევრისხეთ ორთავე, ვამხილეთ, ვჰსწვართეთ, და განვჰმართეთ საქმე მათი და ბრძანებითა მისის უწმინდესობისა განვაჩინეთ: დიღომში რომ ეკლესია აქვსთ წმინდის მარინასი, რიგით ჰსწირევდენ. ერთ კვირას ერთი სწირევდეს, და მეორე მოეხმარებოდეს, და მეორე კვირას მეორე სწირევდეს. თუ საერთო მოუვიდესთ საწირავი, შუა უნდა გაიყონ თანასწორად ვითარცა
ძმათა; დიდგორის ეკლესიაში, ერთს წელინადს ერთი ხუცესი წავიდოდეს, და მეორეს წელიწადს მეორე, და რაც სამლოცველო და შესაწირავი მოუვიდეს ის უკლებლივ მარტო იმ ხუცისა იყოს, მეორე ვერ
შეეცილოს;ორნიიიგი ეკლესიანი: ერთი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა, რომელიცა არს სასაფლაო აბრაამ ხუცის მამაპაპათა, და კვალად ეკლესია
თეთრი წმიდისა გიორგისა, ეს ორი ეკლესია მიგვიცემია თავის შემოსავლით საკუთრად აბრაამისათვის, რომ მეორე ხუცესი ვერ შეეცილოს; ეგრეთვე ეკლესია წმიდისა დიდისა მოწამისა გიორგისა, სასაფლაო პავლე მღვდლის მამაპაპათა, და კვალად
24-1 საპატრიარქოს უწყებანი N24 26სექტემბერი-2ოქტომბერი 2019წ გვ.19
XVIII-XIX ს-ში სოფ. დიღომში მოღვაწე ლასურაშვილების სამღვდელო გვარი (გაგრძელება)
ეკლესია წმიდისა სამებისა, ეს ორი ეკლესია მიგვიცემიეს პავლესთვის
საკუთრად და ყოვლით შემოსავლით. და რაც შესაწირავი, ან სამლოცველო, ან მხარ-ტყავი, ან კურატი, ან ზვარა, ან პური, ან ღვინო და ან სხვა ამგვარი ნივთი რამ მიუვიდესთ იმ დღეს ყველა საკუთარი იყოს მისი, მეორე ვერ შეეცილება, და თუ შანა, ან ვეცხლი რამ, ან სამოსელი, ან ხელსახოცი, და ან სანთელ-საკმელი მიუვიდესთ, წამოიღონ და დიღმის წმ. მარინას ეკლესიას მოახმარონ, სადაც დღე ყოველ სწირვენ, და ილოცვენ.
და რომელიც დღეის იქით, ამ ჩვენგან განჩინებულს არ დასჯერდება და არ
დაემორჩილება, მისის უწმინდესობისათა სულიერის მსჯავრით შეუნდობელად განიკანონება, საკანონო მიეკიდება და სამრევლოსაგანცა
თვისისა, უნაწილოდ დაშთება“. როგორც საეკლესიო საბუთებიდან
ჩანს, მღვდელი აბრაამ ლასურაშვილი XIX ს-ის დასაწყისში გარდაიცვალა და მისი სამწყსო, ძმისწულმა მელქისედეკ ლასურაშვილმა ჩაიბარა, რომელიც მღვდლად იქნა ხელდასხმული. სამწუხაროდ, მღვდელი მელქისედეკი 1812 წელს ქართლ-კახეთში გავრცელებულა შავმა ჭირმა შეიწირა. 1813 წლის 13 მაისს მისი ქვრივი ელისაბედი საქართველოს ეგზარქოს ვარლაამს (ერისთავი) სწერდა: „შარშან არზითა ჩემითა
შევაწუხე თქვენი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, რომ მეუღლე ჩემი მღუდელი მელქისედეკ თავის სამწყსოს სამსახურში ჭირით გარდაიცვალა და იმისი სამწყსო სრულიად პავლე მღუდელმა მიიღო
და ყოვლითურთ უნაწილო გამხადა და თქვენ უბრძანეთ მცხეთის დეკანოზს, რომ ეს საქმე გაერიგებინა, რომელმაც განმიწესა თავისი ბარათით თოთხმეტი მინალთუნი და ათი შაური, მაგრამ ჯერაც არ მოუცია, ამას გარდა, ჩემის მეუღლის საკუთარი ნივთნი, ფილონი, სტიქარი და მარხვანი, რომელიც ითხოვა ჩემგან, აღარ მანებებს და რადგან ქვრივ და
ოხერ და უპატრონო ვარ, ასე მძლავრობით იქცევა ჩემზე“. 1813 წლის 16 მაისს მცხეთის დეკანოზმა კიდევ ერთხელ გაარჩია ეს საქმე, მღვდელი პავლე დააფიცა, რომ მასზედ დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებდა და ქვრივს თავის წილს მისცემდა. 1816 წლამდე მღვდელ პავლეს ებარა სოფ. დიღმის ორივე სამწყსო. ამ წელს კი ლასურაშვილების წილი სამრევლოები მღვდელ მელქისედეკის სიძემ, დავით ლასურაშვილმა ჩაიბარა, რომელიც მისი განაყოფი იყო. მღვდელი დავით გიორგის ძე ლასურაშვილი
1790 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. ქართულ ენაზე წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი თბილისში, დეკ. იესე ჩუბინიძესთან ისწავლა. 1816 წლის 14 მარტს ნიქოზელმა ეპ. ათანასემ (მაჭავარიანი) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 19 ივნისს გორის მიტროპ. გერვასიმ (მაჭავარიანი) მლვდლად დაასხა ხელი და სოფ. დიღმის წმ. მარინეს სახ. ტაძარში განამწესა. 1818 წლიდან, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოში რუსული მმართველობის მიერ საეკლესიო შტატები დალაგდა, იგი დიღმის წმ. მარინეს სახ. ტაძრის პირველ მღვდლად დაინიშნა. იგი შეთავსებით ემსახურებოდა სოფ. ნაქულბაქევის მრევლსაც, რომელიც 5 ვერსით იყო დაცილებული დიღმიდან და სიშორის გამო, ხშირად ვერ ახერხებდა იქ წასვლას. 1826 წლის ალწერილობაში დიღმის წმ. მარინეს ეკლესიაზე ვკითხულობთ: „ტაძარი არს ქვითკირის, აშენებული 1320 წელს, ჰყვანან სამრევლო სახლნი 133 კომლი. ზედ მიწერილი სოფლები ნაქულბაქევი და ვეძისი. აქედან დიღომში სახელმწიფო კომლი 17, საეკლესიო 15 და
საბატონო 75; ნაქულბაქევში: სახელმწიფო 3, საეკლესიო 15; ვეძისში: საბატონო -- 8. ტაძარი მდგომარეობს საეკლესიო ადგილზე. არა აქვს შეწირული მამულები“. მღვდელი დავითი 1855 წლის 21 მარტს გარდაიცვალა. დაკრძალეს 24 მარტს დიღმის წმ. მარინეს
სახ. ტაძრის ეზოში. დარჩა მეუღლე ნინო მელქისედეკ მღვდლის ასული ლასურაშვილი (დაბ. 1805წ.) და შვილები: ეკატერინე (დაბ. I182ვწ.), გიორგი (დაბ. 1827., დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია), მღვდ. გრიგოლი (1834-1897წწ.), ალექსი (დაბ. 1844წ.). მამის საქმის გამგრძელებელი გახლდათ მისი მესამე შვილი -- გრიგოლი, რომელიც 1834 წელს დაიბადა. იგი ატარებდა მეორე გვარსაც -- გიორგიევი, რაც იმ პერიოდის საქართველოში ხშირი მოვლენა გახლდათ რუსული პოლიტიკის შედეგად. გრიგოლმა დაამთავრა ჯერ თბილისის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ კი თბილისის სასულიერო სემინარია.
1856 წლის 29 თებერვალს საქართველოს ეგზარქოსმა ისიდორემ (ნიკოლსკი) დიაკვნად აკურთხა და თბილისის კალოუბნის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარში განამწესა. 1858 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) მღვდლად დაასხა ხელი და დუშეთის მაზრაში, კორინთოს წმ. მარინეს სახ. ტაძარში დანიშნა. 1860 წლის 24 დეკემბერს თელოვანის წმ. ნინოს სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1866 წლის 10 მაისს დიღმის წმ. მარინეს სახ. ტაძარში მეორე მღვდლის ადგილზე დაადგინეს. იმ პერიოდში ტაძრის წინამძღვარი მღვდელ ანტონ თომას ძე ცაგარელი გახლდათ (ცნობილი ისტორიკოსის და ფილოლოგის, ალექსანდრე ცაგარელისა და ქართველი დრამატურგისა და მსახიობის ავქსენტი ცაგარელის მამა). მამა ანტონისა და მამა გრიგოლის ერთობლივი მოქმედებითა და მეცადინეობით
24-2 საპატრიარქოს უწყებანი N24 26სექტემბერი-2ოქტომბერი 2019წ გვ.20
XVIII-XIX ს-ში სოფ. დიღომში მოღვაწე ლასურაშვილების სამღვდელო გვარი (დასასრული)
დაიწყო დიღმის ეკლესიის კაპიტალური განახლება და შეკეთება, რაც 1869 წელს დასრულდა და იმავე წლის 26 ოქტომბერს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) სამლვდელოების თანხლებით განახლებული ტაძარი საზეიმოდ აკურთხა, 1869 წლის სექტემბერშივე მამების დიდი მონდომებით ტაძრის ეზოში სკოლა გაიხსნა, სადაც 1870 წლის იანვარში უკვე 23 მოსწავლე ირიცხებოდა. პედაგოგობას თავად მამა ანტონი და მამა გრიგოლი ეწეოდნენ. 1869 წლის 24 დეკემბერს მღვდელი გრიგოლი საგვერდულით დაჯილდოვდა. 1871 წელს ოლქის სამღვდელოებამ თბილისის სასულიერო სასწავლებელში თავის წარმომადგენლად აირჩია. 1874 წელს ხელმეორედ აირჩიეს იგი პოსტზე. 1874 წელს სკუფია უბოძეს. 1876 წლის მარტიდან ტაძრის წინამძღვარია. 1879 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1879 წელს თბილისის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაადგინეს. 1882 წლის 26 ოქტომბერს ოლქის
სამღვდელოებამ საეპარქიო კრებაზე დამსწრე დელეგატად აირჩია. 1883 წლის 4 თებერვალს წითელი ჯვრის საზოგადოებამ თავისი სამახსოვრო ჯვრით დააჯილდოვა. იყო კომისიის წევრი, რომელსაც დაევალა ქალთა ეპარქიალური სასწავლებლის შენობის ყიდვა. 1883 წლის 15 აპრილს რუსეთის წმ. სინოდმა მადლობა გამოუცხადა. 1884 წელს კიდევ ერთხელ
გამოეცხადა მადლობა. 1887 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1890 წლის 12 აპრილს ჯარში წამსვლელთა სიების შედგენაში გაწეული
ღვაწლისთვის სამხედრო უწყებამ მადლობა გამოუცხადა. 1897 წლის 1 მაისს, ავადმყოფობის გამო, შტატიდან გადადგა. მღვდელი გრიგოლი, 1897 წლის 17 ნოემბერს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ
გარდაიცვალა. იგი 22 ნოემბერს სოფ. დიღომში დაასაფლავეს. დარჩა მეუღლე მელანია დიმიტრის ასული ჯავრიშვილი (1837-28.03.1887წწ.) და შვილები: ნინო (დაბ. 1858წ., გათხოვილი უგრელიძეზე); დავითი (დაბ. 1861წ., თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებლის პედაგოგი); ელენე (დაბ. 1863წ.); მიხეილი (1866-1918წწ., რომელმაც დაამთავრა მოსკოვის
ეკონომიკური ინსტიტუტი, იყო მიწათმომწყობი, ინჟინერი. მოღვაწეობდა ბაქოში იაკობ მანსვეტაშვილთან ერთად. იყო ქველმოქმედი, ეხმარებოდა ღარიბ და გაჭირვებულ სტუდენტებს სწავლა-განათლების
მიღებაში. 1915 წელს იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ნამდვილი წევრი. იგი 1918 წელს უცნობმა პირებმა ბაქოში გაიტაცეს და მოკლეს);
ეფემია (დაბ. 1868წ., პედაგოგი. 1894-1898 წლებში
მუშაობდა თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელში; 1898-1902 წლებში თიანეთის ორკლასიან სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მასწავლებლად, 1906 წლის 1 სექტემბრიდან 1918 წლის 1 ივლისამდე
თბილისის „განათლების“ საზოგადოების ქალთა საოსტატო სემინარიაში; 1918 წლის 1 ივლისიდან თამარ მეფის სახ. ქალთა საოსტატო სემინარიაში); მართა (დაბ. 1870წ.); დიმიტრი (1871-1916წწ.).
25 საპატრიარქოს უწყებანი N25 10-23ოქტომბერი 2019წ გვ.17
დეკანოზი მიხეილ ესტატეს ძე მძინარაშვილი 1839-1917
ღმერთს უყვარს იხ ხალხი რომელსაც ამისთანა კაცებს გამოუჩენს გაუზრდის და უცოცხლებს დიდხანს დეკანოზი მიხეილ ესტატეს ძე მძინარაშვილი 1839 წელს გორის მაზრის სოფ. დიცში, მლვდლის
ოჯახში დაიბადა. მისი წინაპრები ასევე სასულიერო
პირები გახლდნენ, რომელნიც ერთგულად ემსახურებოდნენ საქართველოს დედაეკლესიას. 1781 წელს ნიქოზის ეპარქიაში, სოფ. დიცის სამრევლოში იხსენიება მღვდ. ბესარიონ მძინარაშვილი, რომელიც თავად მაჩაბლის ყმა იყო. მოძღვრის ბაბუა, მღვდელი იოსებ ესტატეს ძე მძინარაშვილი, 1790 წელს გლეხის ოჯახში დაიბადა. მიღებული
ჰქონდა შინაური განათლება. XIX ს-ის 10-იანი წლების დასაწყისში მლვდლად დაასხეს ხელი და ოსეთის სასულიერო კომისიაში განამწესეს. თავდაპირველად მსახურობდა დიდი ლიახვის ხეობაში, სოფ.
დამწვარის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარში.
1836 წელს ქეშელთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში იხსენიება. 1843 წლიდან უშტატო მღვდელმსახურია. წელიწადში იღებდა 25 მანეთ პენსიას. მლვდელი იოსები 1871 წლის 18 აპრილს გარდაიცვალა.
მღვდელი ესტატე მამა იოსების ვაჟი იყო. იგი რუისის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. საკათედრო ტაძარში მსახურობდა და წლების განმავლობაში რუისის ოლქის მთავარხუცესი გახლდათ.
1861 წელს მიხეილმა წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1861 წლის 21 ივნისს თელავის სასულიერო სასწავლებელში პირველი კლასების მასწავლებლად დაინიშნა. 1864
წლის 4 მარტს სასულიერო სასწავლებლის მმართველობამ ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მადლობა გამოუცხადა. 1864 წლის 2 სექტემბერს თბილისის სასულიერო სასწავლებელში იმავე თანამდებობაზე გადაიყვანეს. 1864 წლის 30 ნოემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) დიაკვნად აკურთხა და სემინარიის კარის ეკლესიაში განამწესა მასწავლებლის თანამდებობის შენარჩუნებით. 1866 წლის 1 დეკემბერს კეთილსინდისიერი სამსახურისათვის 35 მანეთით დააჯილდოვეს.
1867 წლის 15 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და
ელიზავეტოპოლის წმ. ზაქარიასა და ელისაბედის სახ. ტაძრის წინამძღვრად განამწესეს. 1867-1876 წლებში ელიზავეტოპოლის გუბერნიაში მდგარი საჯარისო განყოფილების სულიერი მოძღვარია
და აღნიშნულ პოლკში ჯარისკაცებს საეკლესიო წესებს უსრულებს. 1868 წლის 16 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1868 წლის 16 ნოემბერს
ელიზავეტოპოლის სამაზრო სასწავლებელში საღვთო სჯულისა და ქართული ენის მასწავლებლადდაინიშნა. 1870 წლის 1 ივნისს ეს სასწავლებელი კლასიკურ პროგიმნაზიად გადაკეთდა და მღვდელი მიხეილი საღვთო სჯულის მასწავლებლად დაამტკიცეს. 1870 წლის 22 მარტს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1873 წლის 8 აპრილს სკუფია უბოძეს. 1874 წლის 22 მაისს, ავადმყოფობის
დროს, კავკასიის სამზრუნველოს სასწავლო ოლქის გადაწყვეტილებით აღნიშნული სასწავლებლიდან სამკურნალოდ მიიღო ფულადი დახმარება -150 მანეთი. 1880 წელს კვლავ გამოეცხადა მწყემსმთავრული მადლობა. 1881 წლის 18 აპრილს კამილავკა ეწყალობა. 1881 წელს პროგიმნაზია გადაკეთდა სრულ გიმნაზიად და მღვდელი მიხეილი
აქაც საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1881 წლის 21 ნოემბერს გიმნაზიაში რამდენიმეწლიანი ნაყოფიერი და თავდადებული მოღვაწეობისათვის ფულადი ჯილდო მიიღო. 1882 წლის 20 ივნისს წითელი ჯვრის საზოგადოებამ თავისი ჯვრით
დააჯილდოვა. 1885 წელს კვლავ გამოუყვეს ფული სასწავლებლიდან სამკურნალოდ, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო მან ვეღარ შეძლო მასწავლებლად მუშაობა და მისივე თხოვნით სასწავლებლიდან გათავისუფლდა. 1887 წლის 1 ივნისს 24-წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის გამო სიკვდილამდე 800 მანეთი პენსია დაენიშნა. 1887 წლის
7 დეკემბერს ელიზავეტოპოლის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1888 წლის 24 აპრილს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1889 წლის 19 მარტს ახალი ტაძრის კურთხევის დღეს დედაეკლესიაში გაწეული ღვაწლისათვის დეკანოზის წოდება მიენიჭა და განსაკუთრებული სიგელი გადასცა. 1889 წლის 12 აპრილს, კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი
საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს და მიეცა უფლება, სიკვდილამდე ეტარებინა საზოგადოების თეთრი ვერცხლის ჯვარი. 1891 წლის 3 თებერვალს ელიზავეტოპოლის გუბერნიაში 125 კაცის ქრისტიანობაზე მოქცევისთვის წმ. ანასIII ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1892 წლის 15 მაისს სასწავლო დარგში და სასულიერო ასპარეზზე მრავალწლიანი
25-1 საპატრიარქოს უწყებანი N25 10-23ოქტომბერი 2019წ გვ.18
დეკანოზი მიხეილ ესტატეს ძე მძინარაშვილი 1839-1917 (გაგრძელება)
კეთილსინდისიერი მოღვაწეობისათვის საეპარქიო მმართველობის წარდგენით რუსეთის წმ. სინოდმა მადლობის ფურცელი უბოძა. 1892 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დადგინდა დიდი ქართველი მგოსნის, ნიკოლოზ მელიტონის ძე ბარათაშვილის ნეშტის სამშობლოში გადმოსვენების საკითხი. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ წლების განმავლობაში მისი
საფლავი ელიზავეტოპოლში (ეხლ. განჯა) მიტოვებული და ფაქტობრივად დაკარგული იყო. ამ საქმეში თავისი ლვაწლი შეიტანა დეკანოზმა მიხეილმა, რომელიც რამდენიმე ათეული წელი მსახურობდა
ელიზავეტოპოლის ტაძარში. აი, რას წერდა იგი 1892 წლის 21 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“: „რადგან ნ. ბარათაშვილის საფლავის საქმე ბევრთ ისე
გამოარკვიეს, ვითომ ბარათაშვილის საფლავი სრულად დაკარგული იყოს, აღარავითარი ნიშანი და კვალი აღარა სჩანდესო, ამიტომ მე მინდა
ორიოდე სიტყვა მოგახენოთ ამის შესახებ, ვითარცა ადგილობრივი ეკლესიის მღვდელ-დეკანოზმა. გარეგან, მართლაც, ძნელი საცნობელია,
სად არის განსვენებული დასაფლავებული, რადგან ქვა აღარ ადევს ზედ, მაგრამ მაინც კი დაჭეშმარიტებით შეიძლება იმ ადგილის აღნიშვნა და
აი, რა მიზეზით: მე განჯის ალექსანდრე ნეველის ტაძრის მღვდლად დამნიშნეს 1867-1868 წლებში. გზად გამოიარა დამ განსვენებულ ნ. ბარათაშვილისამ, დამოჟნის მოხელეს ბარათაშვილისავე
მეუღლემ და მთხოვა, პანაშვიდი გადამეხადნა, მისის ძმის სულის მოსახსენებლად. მე არ ვიცოდი, სად იყო განსვენებული დასაფლავებული, და მისმა დამ მაჩვენა ეს ადგილი. ამასთან, მითხრა, რომ განსვენებულის საფლავის ქვის შუაგული მარმარილო წარწერითურთ ეკლესიაშია შენახული და ქვა კი დაიმფხვნა, წვიმა-ნიაღვარისაგან
გაუქმდაო. მე იმის ჩვენებისამებრ გადავიხადე პანაშვიდი. ის ქვა მართლაც ეკლესიაშია და ეხლაც მაქვს შენახული. ასლი მისის ზედ წარწერისა გამოვუგზავნე კიდეც გენერალს კონსტანტინე მამაცაშვილს და გიორგი სპირიდონის ძე განზიელს, განჯის მაზრის უფროსად ნამყოფს.
ამიტომ მართალი არ არის ის ცნობა, ვითომ განსვენებულის ნ. ბარათაშვილის სამარე დაკარგული იყოს და აღარავინ იცოდეს მისი ადგილი“. მართლაც, რამდენიმეთვიანი მომზადების შემდეგ, 1893 წლის აპრილში პოეტის ნეშტის ელიზავეტოპოლიდან თბილისში გადმოსვენება დაევალა პოეტის ნათესავს, თავად გიორგი ილიას ძე ორბელიანს და წერა-კითხვის საზოგადოების გამგეობის წევრებს – გ. ნ. იოსელიანსა და ალექსანდრე ჭყონიას. 23 აპრილს ისინი ელიზავეტოპოლში ჩავიდნენ
და მეორე დღეს, 24 აპრილს, პოეტის ნეშტს მიაგნეს. გვამის ამოსვენების შემდეგ პანაშვიდი გადაიხადა ელიზავეტოპოლის სამღვდელოებამ ქართულ ენაზე მშვენიერი ქართული გალობითვე, სადაც დეკანოზ- მა მიხეილმა იქ მყოფთ სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ქართველებმა უდიდესი ვალი მოიხადეს, ძველ მამამთავართაგან დავედრებული,და მშობელს ქვეყანას მიაბარეს ძვლები იმ კაცისა, რომელსაც
თვისვე მამულის ბედი და უბედურება აფიქრებდა. დეკანოზ მიხეილის თაოსნობით სამღვდელოებამ რკინიგზის სადგურამდე მიაცილა პოეტის ცხედარი და დასასრულს, „წმიდაო ღმერთოს“ გალობით შეასვენეს კუბო სპეციალურად მომზადებულ ვაგონში და თავ-ფეხთით სანთლები დაუნთეს.
25-2 საპატრიარქოს უწყებანი N25 10-23ოქტომბერი 2019წ გვ.19
დეკანოზი მიხეილ ესტატეს ძე მძინარაშვილი 1839-1917 (გაგრძელება)
1895 წლის ოქტომბერში ქართველმა საზოგადოებამ დიდი ზეიმით აღნიშნა ქართველი პოეტის რაფიელ ერისთავის 50 წლის იიუბილე. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საეგზარქოსოს პროვინციებში შეიქმნა კომიტეტები, რათა მათაც აღენიშნათ მგოსნის იუბილე. 22 ოქტომბერს ქ. ელიზავეტოპოლის ტაძარში წირვის შემდეგ დეკანოზმა მიხეილმა გადაიხადა პარაკლისი, რომელსაც
დაესწრნენ თითქმის მთელი განჯის ქართველობა. პარაკლისის ჩ
დაწყების წინ, დეკანოზმა მიხეილმა ქადაგებით მიმართა მრევლს
და მოუთხრო რაფიელ ერისთავის მოღვაწეობა ლიტერატურულ ასპარეზზე: „სასიხარულო შემთხვევაა ის, რისთვისაც ჩვენ
შევიკრიბენით დღეს ამ წმიდა ეკლესიაში, ივერიელნო! საგანი ამ სასიხარულო დღესასწაულისა არის ჩვენი დიდად პატივსაცემელი, ღვაწლით შემოსილი პოეტი თ. რაფ. ერისთავი. ვინ არ იცნობს
ამ კაცს? ვისაც კი რაიმე შეუსწავლია ამ ორმოცდაათის წლის განმავლობაში, ვგონებ, ამ სამშობლოს მოყვარულს ადამიანს ყველა ჩვენგანი იცნობს. დღეს 50 წელი შესრულდა, რაც ეს
კაცი დაუღალავად და უსასყიდლოდ მუშაობს ქართულ მწერლობისათვის. ადვილი არ არის ამ დროში კაცი სრული ნახევარი საუკუნე ემსახუროს უბიწოდ და ერთგულად სიმართლესა და სამშობლოსა, როგორც ჩვენი საყვარელი პოეტი რაფიელი. უეჭველად ამისთანა შემთხვევაში უნდა
წინ უძღოდეს კაცს განგება ღვთისა და ეწეოდეს მადლი და წყალობა მისი. სამოცდათერთმეტი წლის მოხუცი რაფიელი დღესაც კიდეც არ აძლევს მოსვენებასა თავისს მოხუცებისაგან დასუსტებულს მარჯვენასა და კვლავ ამდიდრებს ქართულ მწერლობასა თავისის მამულისშვილების სახელმძღვანელოდ. რაფიელის ქართული სამწერლო ქმნილებანი მრავალია და ქართველი ხალხის აღზრდას, მის წარმომდინარეობას და
ღირსებას უმეტესად შეეხება და არ ვიცი, რომელი მათგანი ამჟამად მის სახსოვრად მოვიხსენიო. უმეტესად ღირსია ყურადღებისა მისი „სამშობლო ხევსურისა“ და ის ლექსები, რომელნიც შეეხებიან გლეხ-კაცის ყოფა-მდგომარეობას. ეს ლექსები შეიცავენ ღრმა აზრებსა, შესანიშნავ
გულასაძგერებელს მოძღვრებას და კაცთ-მოყვარეობის მოვალეობის აღსრულებას აღუძრავენ ყოველს უგრძნობელსაც, არამცთუ გრძნობიერს ქართველს. ჭეშმარიტად სანატრელია ამისთანა კაცი ყველა ეროვნებაში. ნეტარება იმისთანა მოკვდავს, რომელიც თავისის ღვაწლით და დაუღალავის ფიქრით და შრომით თავისს თავს უკვდავ მოსახსენებლად გაუხდის თავისს ერის შთამომავლობას. ვინ არ უნდა მიჰბაძოს ამისთანა კაცსა, ვინ არუნდა ეცადოს ამისთანა ქართველობასა! წარმოიდგინეთ, რა დიდი ზნეობრივი სწავლა ისახვის თ. რაფიელის ლექსებში გლეხის
შესახებ, რომელშიაც ის მარტავს სიყვარულსა და სიბრალულს თავისს უმცროს მოძმისადმი, ბედისაგან დავიწყებულ და დამდაბლებულ გლეხისადმი და აღუღორძინებს კაცსა სურვილსა და მოვალეობას მისის აღდგინებისათვის. ლექსში: „სამშობლო ხევსურისა“ პოეტი უღვიძებს კაცს სამშობლოს ერთგულს მოვალეობას და სიყვარულს. უნდა გვრწამდეს, რომ
ღმერთს უყვარს ის ხალხი, რომელსაც ამისთანა კაცებს გამოუჩენს, გაუზრდის და უცოცხლებს დიდხანს, რადგანაც ესენი შეადგენენ შთამომავლობისათვის დაუფასებელ საუნჯეს. შეიძლება ეს კაცი ამ 50 წლის განმავლობაში, დაუღალავად მშრომელი სამწერლო ასპარეზზედ, არავითარის ყურადღებისა და ჯილდოს ღირსად არა ჰრაცხდა თავისს შრომასა, მაგრამ დროებამ და ეროვნულმა გრძნობამ დღეს თითონ დააფასეს ეს კაცი და მისი ღვაწლი. მთელი საქართველო დღეს შემოკრებილა და გულით დღესასწაულობს იმის 50 წლის იუბულეს; ათასნაირად ცდილობს საქართველო ღირსი და ჭეშმარიტი მადლობა გამოუცხადოს თავისს საყვარელსა და დაუფასებელს პოეტსა. ამისათვის
სხვა ქართველთა შორის ვთხოვოთ, ძმანო და დანო, მას, რათა ჩვენც გვიგულოს თავის ღრმად პატივისმცემელად. ჩვენც აქ, წინაშე მღვთისა,
გარდავიხადოთ მისი სადღეგრძელო პარაკლისი, შევევედრნეთ მის მოსახელე წმიდა ანგელოსს რაფიელს, რათა დაიცვას შემდეგისათვისაც მისი სიცოცხლე მრავალჟამიერ“. იმავე საღამოს გაიმართა რაფიელის სახელობაზე ქართული წარმოდგენა, სადაც წაიკითხეს მისი ლექსები. აქვე შეიკრიბა მცირედი თანხა 100 მანეთი იუბილარის სახელობაზე.
1894 წლის 15 მაისს დეკანოზი მიხეილის წმ. ანას I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1897 წლის 6 მა-
25-3 საპატრიარქოს უწყებანი N25 10-23ოქტომბერი 2019წ გვ.20
დეკანოზი მიხეილ ესტატეს ძე მძინარაშვილი 1839-1917 (დასასრული)
ისს წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1902 წელს წმ. ვლადიმერისIII ხარისხის ორდენი მიიღო. 1912 წლის 15 მაისს ენქერი უბოძეს. 1914 წლის 23 იანვარს, თავისი თხოვნით, გათავისუფლდა ელიზავეტოპოლის სამრევლოდან. 1914 წლის 13 მარტს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1915 წლის 5 თებერვალს, მოხუცებულობისა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პენსიაზე გავიდა.
დეკანოზი მიხეილი 1917 წლის 21 ივნისს, ქ. თბილისში, მიხეილის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი ცხედარი ქაშვეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაასვენეს, სადაც 25 ივნისს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მოსაყდრემ, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) ადგილობრივი სამღვდელოების თანამწირველობით შეასრულა წირვა და წესის აგება. ღვაწლმოსილი დეკანოზი ქაშვეთის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. მას ჰყავდა მეუღლე ალექსანდრა სოლომონის ასული (დაბ. 1847წ.) და შვილები: მართა (დაბ. 1868წ.), ელისაბედი (დაბ. 1870წ.), მიხეილი (დაბ. 1878წ.), ალექსანდრა (დაბ. 1880წ.), გიორგი (დაბ. 1883წ.), ევსტათი (დაბ. 1885წ.), სოლომონი
(დაბ. 1887წ.).
27 საპატრიარქოს უწყებანი N27 7-20 ნოემბერი2019წ გვ.16
დეკანოზი ონისიმე ხიზანიშვილი 1869-1930
„კეთილი და ხალხის გულშემატკივარი კაცი“
დეკანოზი ონისიმე დავითის ძე ხიზანიშვილი 1869 წელს თბილისის გუბერნიაში, გორის მაზრაში მედავითნის ოჯახში დაიბადა. წარჩინებით დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი. 1888
წლის 6 დეკემბრიდან ქვათახევის ლვთისმშობლის მიძინების სახ. მონასტერთან გახსნილ სასწავლებელში ყველა საგნის პედაგოგად დაინიშნა. 1889 წლის 9 ოქტომბერში წინანდლის წმ. გიორგის
სახ. ტაძრის უშტატო მედავითნედ დაინიშნა. 1890
წლის 20 ივლისს სტიქარი უკურთხეს. 1891 წლის 12 მარტს თიანეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1891 წლის 7 ივლისს გორის ეპ. ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა. მამა ონისიმე ჩინებული პედაგოგი გახლდათ. წლების მანძილზე იგი დაუზარელად იღვწოდა მომავალი თაობების აღზრდისათვის. ამისთვის მას არაერთი მადლობა აქვს მიღებული. თიანეთში იმ პერიოდში იყო ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების მიერ დაარსებული სკოლა, სადაც დიდად ისახელა
თავი მოძღვარმა. 1895 წელს ქართული პრესა მის შესახებ წერდა: „ადგილობრივი მთავარ-დიაკონი ონისიმე ხიზანიშვილი თითქმის ორი წელიწადი ასწავლიდა საღმრთო სჯულს კოშორიძის მაგიერად და არაფერი ჯილდო კი არ ეძლეოდა ამ შრომისათვის. სინდისის ქვეშ უნდა ვსთქვათ, რომ ხიზანიშვილი მეტად ბეჯითად ეკიდებოდა ამ კეთილ საქმეს: შეგირდებმა მშვენივრად შეისწავლეს საღმრთო ისტორია, რაც ცხადად დამტკიცდა ეგზამენებზედ გამოცდის დროს. მაგრამ მთავარს ხიზანიშვილსაც მოსწყინდა ეს უსარგებლო შრომა, გული აუცრუვდა და იმანაც შესწყვიტა შეგირდების სწავლება. ან კი ვინ დაემდურება,
პირიქით, იმ შრომისა და ღვაწლისათვის, რაც მან სკოლას დასდო, დიდის მადლობის ღირსია“. 1895 წლის 30 მაისს დიაკვანი ონისიმე გორის
„ოქონის“ ღვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძრის კრებულში გადაიყვანეს. 1895 წლის 9 სექტემბერს იმავე ტაძართან არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლის გალობის პედაგოგად
დაინიშნა. 1897 წლის 14 თებერვლიდან საღვთო
სჯულის სწავლებაც მასვე შეუთავსეს, ხოლო იმავე წლის 15 ივლისს დამტკიცდა ამ პოსტზე. მისი აქტიური და ენერგიული სამსახური შეუმჩნეველი არ დარჩენილა ქართული პრესისთვის, სადაც პატარა სტატიაც დაიწერა: „გორი. აქ გამოჩნდა ერთი კეთილი და ხალხის გულშემატკივარი კაცი, მამა ო. ხიზანიშვილი. ო. ხიზანიშვილი მთავარია
(იგულისხმება -–- დიაკვანი -- გ.მ.) და დიდი ყურადღება დაიმსახურა აქაურის საზოგადოებისა თავისის მშვენიერის სწავლა-ქადაგებით. ხიზანიშვილი ქადაგებს ძალიან ხშირად, თავისს ქადაგებაში ხალხს უხსნის ქრისტეს სწავლას და ეხება ზნეობრივ და გონებრივ მხარეს ჩვენის დაბალის საზოგადოებისას; ამასთანავე, ქადაგებას ამბობს წმინდა ქართულის ენით, ყველასთვის ადვილად გასაგებად. ხალხი მადლიერია და გახარებული ამ ამბით. მრავალი მლოცველი დაიარება იმ ეკლესიაში, სადაც ხიზანიშვილი დაესწრება ხოლმე. გორი ფრიად ჩამორჩენილი ქალაქია ყველაფრით. აქ არ მოიპოვება არც სამკურნალო, არც სამკითხველო, არც სხვა ამგვარი დაწესებულება,. აქაური მცხოვრებნი ჭორაობასა და ერთმანეთის კიცხვაში ატარებენ დროს. ამიტომ
გამუდმებული სწავლა-ქადაგება მამა ხიზანიშვილისა ამისთანა ადგილას, ფრიად სასიამოვნო მოვლენად უნდა ჩაითვალოს. ჩვენ ვფიქრობთ,
რომ სიყვარული, შრომა და მეცადინეობა ასეთის
კაცისა ნაყოფს მოუტანს ხალხს, კეთილ აზრებს
ჩაუნერგავს და ცოტად თუ ბევრად ნათელს მოჰფენს გორის წყვდიადით მოცულ არე-მარეს“. 1897 წლის 26 ივნისს იგი გორის საკათედრო ტაძართან არსებული მშენებარე ორგანყოფილებიანი
სამრევლო სკოლის აღმშენებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს, სადაც დიაკვანმა ონისიმემ ასევე გამოიჩინა თავი. ოქტომბრის დასაწყისში სკოლა უკვე მზად იყო. შენობა ორი დიდი ოთახისგან შედგებოდა. მისი აგება 1300 მან. დაჯდა. 1897 წლის 5 ოქტომბერს გამზადებული სკოლა დიდი ზარზეიმით აკურთხეს. გაზ. „ივერია“ გამოეხმაურა ამ ამბავს:
„სკოლის კურთხევაზედ მოწვეულ იქმნენ ყველა გორის დაწესებულებათა წარმომადგენელნი და მოსამსახურენი... წირვაზედ გალობდნენ ამავე
სკოლის მოსწავლე ქალნი რუსულად გალობის მასწავლებელ მთავარდიაკვან მ. ონისიმე ხიზანიშვილის ლოტბარობით. წირვის შემდეგ შეიკრიბნენ ახლად აგებულის სკოლის შენობაში სა-
27-1 საპატრიარქოს უწყებანი N27 7-20 ნოემბერი2019წ გვ.17
დეკანოზი ონისიმე ხიზანიშვილი 1869-1930 (გაგრძელება)
კურთხებლად. პარაკლისის დაწყებამდე ბლაღოჩინმა მ. ტატიშვილმა რუსულად წარმოსთქვა სიტყვა, რომლითაც განუმარტა იქ დამსწრე საზოგადოებას სკოლის წინმსვლელობა. შემდეგ სიტყვა წარმოსთქვა ქართულად მთავარ-დიაკვანმა მ. ონისიმე ხიზანიშვილმა, რომლითაც დიდად ნასიამოვნები დარჩნენ მსმენელ-მაყურებელნი. მ. ხიზანიშვილს საზოგადოდ არა ერთხელ წარმოუთქვამს მშვენიერი ქადაგება ეკლესიაში. მის ქადაგებას სიამოვნებით ისმენენ მლოცველნი, რადგან მდაბიო
ხალხს მარტივად ესმის მისი გარკვეული ლაპარაკი. ამასთანავე სასიამოვ- ნოდ გვრჩება ის გარემოება, რომ მ. ხიზანიშვილს გორის საკრებულო ტაძრის სკოლის ქალთაგან მგალობელთა გუნდი ჰყავს, რომელიც გალობს ქართულად და რუსულად“. 1897 წლის 30 ნოემბერს სკოლაში გაწეული ღვაწლისათვის დიაკვან ონისიმეს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1898 წლის 12 მაისს, 1899 წლის 16 თებერვალსა და 1900 წლის 5 მაისს საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) პედაგოგიურ დარგში ნაყოფიერი სამსახურისთვის მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1900 წლის 6 მაისს სახალხო განათლების დარგში მრავალწლიანი ნაყოფიერი პედაგოგიური სამსახურისთვის რუსეთის წმ. სინოდმა მადლობის სიგელი გადასცა. 1901 წლის 5 აგვისტოს მღვდლად დაასხეს ხელი და კარალეთის ღვთისმშობლის მიძინების
სახ. ტაძარში დაადგინეს. 1904 წლის 3 თებერვალს გორის ღვთისმშობლის „ოქონის“ სახ. ტაძარში მედავითნის შტატში გადაიყვანეს. 1906 წლის 6 თებერვლიდან იმავე ეკლესიასთან არსებული ქალთა ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგია. 1906 წლის 12 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1908 წლის 25 ნოემბერს სკუფია უბოძეს. 1908 წლის 30 ივლისს გორის სანთლის ქარხნის სარევიზიო კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1914 წლის 28 თებერვალს ხეითის
მიქაელ მთავარანგელოზის სახ, ტაძარში გადაიყვანეს. 1915 წლის 15 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1915 წელს პირველ მსოფლიო ომის დროს ვარშავასთან ახლოს მოკლეს თავადი სვიმონ ალექსანდრეს ძე მაჩაბელი. კიდევ ერთი ქართველი ვაჟკაცის სიცოცხლე ჩაქრა ნაადრევად და ისიც უცხო მიწაზე. გარდაცვლილის ნეშტი სამშობლოში ჩამოასვენეს და მშობლიურ სოფელში მიასვენეს. პანაშვიდზე მღვდელმა ონისიმემ აღნიშნა: „ღვთისმშობელი დედის წყლულება-იარანი თავის ძის ჯვარცმაზედ განიკურნა იმით, რომ ქრისტემან განამართლა სიკვდილითა სიკვდილის დათრგუნვა და ცხოვრების მინიჭება.. ღმერთმა ინებოს, რომ
დღევანდელი დღე ჩვენი დედების რჩეული და საუკეთესო შვილების განგმირვით მოსპობილიყოს კაცის სისხლის ღვრა, რომელიც არ შეესაბამება მეოცე საუკუნეს“. 1916 წელს მღვდელი ონისიმე I მსოფლიო ომში კაპელანად წავიდა. უპატრონოდ დარჩა მისი გახსნილი სკოლაც. ამასთან დაკავშირებით გაზეთი „საქართველო“ წერდა: „ლიახვის
მარცხენა ნაპირას მდებარე სოფლები მეტად ჩამორჩენილია ყოველიფერით უკან. აქ არის სოფლები: სვერი, ქემერტი, ძარწემი და ხეითი. ამ სოფლებში წერა-კითხვის მცოდნე სამთლით საძებარია. სოფ. ქემერტში სკოლის დაარსებაც გადაწყვეტილია. განაჩენი ხალხმა დაადგინა, მაგრამ ჯერ ვერ ეღირსნენ სკოლას. სოფ. ხეითის
მღვდელმა ონისიმე ხიზანიშვილმა სკოლა გახსნა და ჩინებულად იყო დაყენებული სწავლის საქმე, თითონვე ასწავლიდა, მაგრამ ნივთიერ
ხელმოკლეობის გამო თვით ეს მღვდელი სამხედრო სამსახურში შევიდა, სკოლა კი უპატრონოდ დარჩა“. 1919 წლის 29 მარტს საქართველოს | ცხენოსანი პოლკის კაპელანია და ამ პოლკის მეთაური, გენერალ-მაიორი რატიშვილი, ბრიგადის გენერალ ერისთავის წარდგინებით, კათოლიკოს-პატრი-
27-2 საპატრიარქოს უწყებანი N27 7-20 ნოემბერი2019წ გვ.18
დეკანოზი ონისიმე ხიზანიშვილი 1869-1930 (გაგრძელება)
არქ ლეონიდეს (ოქროპირიძე) მღვდელ ონისიმეს ერთგული
სამსახურისათვის დეკანოზად დაჯილდოებას სთხოვს, რაზედაც უწმინდესი ლეონიდე პასუხობს: „საქართველოს ეკლესიაში ყოველგვარი ჯილდოები მოსპობილია. ვსწუხვარ, რომ მოკლებული ვარ ამ ღირსეული მღვდლის დაჯილდოებით სიამოვნებას“. საქართველოში
კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ გაუქმდა ჯარში კაპელანების ინსტიტუტი და მღვდელი ონისიმე ურბნისის ეპარქიაშიი „ცერონისის ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძარში დაინიშნა. 1923 წლის 2 სექტემბერს შეიკრიბა ურბნისის წმ. სტეფანე პირველდიაკვნის სახ. ტაძრის სამრევლო საბჭო და მღვდლად აირჩიეს სოფ. ცერონისის სამრევლოს მღვდელი ონისიმე დავითის ძე ხიზანიშვილი. იმავე წლის 29 ოქტომბერს საკათოლიკოსო საბჭომ იგი წინამძღვრად დაამტკიცა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1922/ 1923 წლებში და 1924 წლის აგვისტოს გამოსვლების დროს ხელისუფლებამ მრავალი სასულიერი პირი დახვრიტა,
ზოგიც ამ ამბის შემხედვარე შეშინდა და უარი თქვა მსახურებაზე. მათ რიცხვში უნდა იყოს დეკანოზი ონისიმეც, რადგან 1925 წლის 27 ნოემბერს შედგენილ საქართველოს ეკლესიის სამღვდელოების
სიაში იგი აღარ იხსენიება მოქმედი სამლვდელოების რიგებში. როგორც ჩანს, მან საერო ასპარეზზე გააგრძელა მოღვაწეობა. ყოფილი მოძღვარი 1930 წლის 19 ნოემბერს გარდაიცვალა. დაკრძალეს 21 ნოემბერს ქ. გორის ერთ-ერთ სასაფლაოზე. მისი მეუღლე იყო მარიამ მიხეილის ასული (დაბ. 1871წ.); შვილები: ვლადიმერი (1891-1961წწ., დაამთავრა ჯერ თბილისის სასულიერო სემინარია, ხოლო 1916 წელს სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემია, მუშაობდა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში), არჩილი (1893-1960წწ., დაამთავრა კიევის უნივერსიტეტი, მუშაობდა თბილისის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიეროკვლევით ინსტიტუტში), თამარი (დაბ. 1900წ.), ქეთევანი (დაბ. 1902წ.).
ასევე სასულიერო პირი გახლდათ მისი უმცროსი ძმა, მღვდელი თადეოზ ხიზანიშვილი, რომელიც 1876 წელს დაიბადა. 1894 წელს დაამთავრა
გორის სასულიერო სასწავლებელი. 1896 წლის 19
დეკემბერს წილკნის ღვთისმშობლის შობის სახ.ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1898 წლის 13 აპრილს ელიზავეტოპოლის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. საკათედრო ტაძარში გადაიყვანეს. 1901 წლის 11 აგვისტოს გორის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარში განამწესეს.
1902 წლის 24 თებერვალს საქართველოს ეგზარქოსმა ალექსიმ
(ოპოცკი) დიაკვნად აკურთხა. 8 (903წლის 11 სექტემბერს გორის
ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძართან არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. 1909 წლის 14 თებერვალს გორის მაზრის VI ოლქის სამთავარხუცესო საბჭოს წევრად აირჩიეს. 1911
წლის 16 იანვარს გორის „ოქონის“ ღვთისმშობლის მიძინების
სახ. საკათედრო ტაძარში გადაიყვანეს. 1914 წლის 3 აგვისტოს
საქართველოს ეგზარქოსმა პიტირიმმა (ოკნოვი) მღვდლად დაასხა ხელი და თორტიზას ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში განამწესა. 1918 წლის 15 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა და ამ დროს
ხეითის მიქაელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინამძღვარია. 1925 წლის 27 ნოემბერს, 1926 წლის 23 მაისსა და 1928 წლის 30 მარტს კვლავ ამ ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. იმ პერიოდში შეთავსებით ემსახურებოდა ახლო მდებარე 12 სოფელსაც. 1926 წლის 23 დეკემბერს ცხინვალი-ნიქოზის ოლქის მთავარხუცესი, მღვდელი ვასილ ხიდაშელი
ურბნისის საეპარქიო კანცელარიას სწერდა: „ხეითის მღვდ. ხიზანიშვილს უჭირავს სამი მოქმედი ეკლესია. წმ. ოდიკისა და დაწესებული ხარჯების შესახებ მრავალგზის მივმართე წერილობით და უფრო მეტჯერ სიტყვიერად (ცხოვრობს ჩემს მახლობლად), მაგრამ იგი არავითარ ყურადღებას არ აქცევს ჩემს მიმართვებს. უკანასკნელი
გაუგზავნე ამა წლის 19 ოქტომბერს. ოდიკის შეძენის შესახებ გადაჭრით და აღელეიბით მითხრა: „მე არაფერს არ გადავიხდი და არც წერილობით
პასუხს მოგცემ, შენ რაც გინდა ის მისწერე მთავრობასო“,. 1927 წლის 24 აგვისტოს ურბნელმა ეპისკოპოსმა სვიმონმა (ჭელიძე) გორის საკათედრო
ტაძარში ჩაატარა ურბნისის-მაწყვერის საეპარქიო კრება, სადაც თავადვე იყო თავმჯდომარე, ხოლო კრების მდივნად მლვდელი თადეოზი იქნა არჩეული. იმავე კრებაზე საქართველოს მეოთხე საეკლესიო კრებაზე დამსწრე დელეგატად გამოარჩიეს, თუმცა შემდგომში კრებაზე მხოლოდ ოთხი კაცი
27-3 საპატრიარქოს უწყებანი N27 7-20 ნოემბერი2019წ გვ.19
დეკანოზი ონისიმე ხიზანიშვილი 1869-1930 (დასასრული)
გაიგზავნა. 1929 წლის ოქტომბერში მღვდელი თადეოზი ცხინვალი-ნიქოზის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1929 წლის 13 ნოემბერს მლვდელი თადეოზი ურბნელ ეპისკოპოს სვიმეონს (ჭელიძე)
სწერდა: „მოგახსენებთ, მეუფეო, რომ ჩვენ გახლდით მიწვეული ერედვში, ქრისტიანული წესის შესასრულებლად ამა წლის ნოემბრის 4-ში, იქიდან რომ დავბრუნდით მე და მედავითნე მიხ. გვარამაძე, გზაში დაგხვდა ორი კაცი, ე. ი. გზის პირას ისხდნენ და რომ მიუახლოვდით, წამოდგნენ
ფეხზე და გვითხრეს: „თქვენ კიდევ არ იშლით ამ
ერედვში სიარულსო?!“ მე ვუთხარი, ვინც მეძახის მე მასთან მივდივარ და თქვენ რა გინდათ, მე ხომ თქვენთან არ მოვდივარ-მეთქი. ეს თქმა იყო
და დამიშვეს კეტი თავში. დარტმისაგან დავეცი
ძირს და შეუბრალებლივ მცემეს როგორც მე, აგრეთვე მედავითნე. მას შემდეგ ავად გახლავართ, რადგან თავი გატეხილი მაქვს და სახეც დასიებული, რამაც შეაგვიანა თქვენი მეორე ნახევრის
გადასახადის გამოგზავნა, მაქვს ექიმის მოწმობა. მივმართე აქაურ პროკურორს წერილით, მაგრა,მ ზედაც არ დახედა და უკანვე მომცა, გაიგე,
ვინცა გცემა და პირდაპირ სასამართლოში მიეცი ეგ ქაღალდიო. ამას-
თან ერთად, გეგზავნებათ საჩივრის ასლი, რომელშიაც ნაჩვენებია, თუ
ვინ იყო ამის მომქმედი და ვსთხოვე, რომ ის დაეჭირა და თვითონ ეთქმე-
ვინებინათ, თუ ვინ იყვნენ, რადგან მათი ინიციატივით იყო მოწყობილი ეს საქმე; თვით არ გამოჩნდა და სხვები ჩამისაფრა გზაში. ეს გახლავთ, სოფ. ერედვში მცხოვრები გიგა ალექსის ძე ტარიელაშვილი, რომელიც ზაფხულიდან მიკრძალავს იქ სიარულს ქრისტიანული წესების
შესასრულებლად. მოგახსენეთ რა ყოველივე ესე, გთხოვთ მაინც იშუ-
ამდგომლოთ, სადაც ჯერ არს, რომ მოეთხოვოს პასუხი და თუ მართლა
ჩვენ არა შეგვიძლია რა, მაშინ სამუდამოდ მოგვხსნას მთავრობამ.
ფულსაც ამ მოკლე ხანში გადმოვგზავნი“. 1929 წლის 17 ნოემბერს, თავის მხრივ, ეპისკოპოსმა სვიმეონმა საკათოლიკოსო სინოდს მისწერა ამის
თაობაზე, თუმცა იმჟამინდელ უღმერთო ხანაში პატრონი და მშველელი
არავინ იყო. 1930 წლის 3 ოქტომბერს მღვდელი თადეოზი აღარ იხსენიება განაწამები მოძღვარი 1935 წლის 30 მარტს გარდაიცვალა. იგი 4 აპრილს დაკრძალეს. ჰყავდა მეუღლე დარეჯან მიხეილის ასული გოგიჩაშვილი
(დაბ. 1880წ.) და შვილები: ვახტანგი (1902-1965წწ.), ირაკლი (დაბ. 1908წ.), დავითი.
30 საპატრიარქოს უწყებანი N30 19-25დეკემბერი 2019წ გვ.21
მთავარეპისკოპოსი დოსითეოსი (ფიცხელაური) (1774-1830)
.......თორემ დაღუპავღ სამშბლოს, ეკლესიას და თქვენ თავსაცო არაფერ კეთილს არ დაგაყრიან რუსებიო
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის არაერთმა სასულიერო მსახურმა გაითქვა სახელი თავისი საგანმარათლებლო მოღვაწეობით, ეკლესია-მონასტრების აღმაშენებლობითი და სამისიონეროსაქმიანობით. მთავარეპისკოპოსი დოსითეოსი (ფიცხელაური) სწორედ ამ ქართველ მამულიშვილთა რიცხვს მიეკუთვნება. მთავარეპისკოპოსი დოსითეოსი დაიბადა 1774 წლის 24 ოქტომბერს, დუშეთის მაზრის სოფელ
იკოთში. ნათლობის სახელი ყოფილა დიმიტრი. მისი მამა, აზნაური არჯევან ფიცხელაური, „სოფლიდან გასულად“ ე.ი. მიცვალებულად იხსენიება 1793 წლის 9 ოქტომბრის საბუთში. იგი იყო ქსნის ერისთავის
მოურავი. დედა, მარინე მაღალაანთ ქალი იყო, რადგან დოსითეოსი მოიხსენიება სახლთუხუცესის დისშვილად („პლემიანიკად“) სახლთუხუცესები კი მაღალაშვილები იყვნენ. პატარა დიმიტრის ღვთის შიში და სიყვარული, სოფლის გოგო-ბიჭების დახმარება ბავშვობიდანვე
მოჰყვებოდა. დოსითეოსის შთამომავალი, სოფლის პედაგოგი,
80 წლის კოლია ფიცხელაური ამბობს: „მამაჩემ ვახტანგისაგან გამიგონია, რომ დოსითეოსი პატარაობისას, მთელი დღე ჩვენს უკან მდებარე ეკლესიაში ატარებდა. იქ ისმენდა და იზეპირებდა ლოცვებს და მღვდელის ქადაგებებს. დედამისმა ასწავლა თურმე წერაკითხვა და ხელს უწყობდა ეკლესიის მსახური გამხდარიყო“. მართლაც, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ
ჭაბუკ დიმიტრის ღვთისმსახურების საწყისი მუხტი სწორედ, მისი საცხოვრისის მიმდებარე ეკლესიაში ლოცვა-ქადაგების მოსმენისას და ღრმადმორწმუნე დედის მიერ ოჯახში ეკლესიური გარემოს შექმნის წყლობით ჩაიდო. ამის საფუძველზე უკვე მოზარდმა დიმიტრიმ
მტკიცედ გადაწყვიტა ქრისტეს მაცხოვნებელ გზას შესდგომოდა და ულიერი ცხოვრების ახალი განცდა იქაური ეკლესიის მნათეს გაუზიარა, იმან კი მოძღვართან უშუამდგომლა. მღვდელმა, რა თმა უნდა,
მოუწონა გადაწყვეტილება და შემდეგ - ყველაფერი ღვთის ნებით მოხდა. 17 წლის ასაკში, 1791 წლის 24 მარტს, სოფლიდან 5 კგ.-ზე, უდაბნოში, უკაცრიელ, დაბურულ ტყეში მდებარე ხოფის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერში ბერად ალიკვეცა დოსითეოსის სახელით. იქ მან, მარტოსულმა, ოთხი წელი გაატარა ღვთის მორჩილებაში. 1794 წლის 1 ოქტომბერს ხელდასმული იქნა იეროდიაკენად; 1795 წლის 4 მაისს ერეკლე
I-ის თანხმობით, იგი დადეგნილი იქნა აღნიშნული ხოფის მონასტრის წინამძღვრად არქიმანდრიტის წოდების მინიჭებით.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდა დოსითეოსმა გულმხურვალე მარხვა-ლოცვების გარდა არაერთხელ შემოსეული მტრების მიერ დანგრეული მონასტრის მშენებლობა-აღდგენითაც გამოიჩინა
თავი. პროფ. პ. ზაქარიას მოკვლევით, ხოფის მონასტერი, რთული რელიეფური მდებარეობის მიუხედავად, XVIII ს ბოლოს არის განახლებული. ესე იგი, ჩრდილოეთის მხრიდან მას მიაშენეს პირველი კარიბჭე, ხოლო მოგვიანებით სამხრეთით, მეორე, უფრო
მოზრდილი და პირველზე უკეთ მორთულ-მოხატული კარიბჭე, რომელსაც დაშენებული აქვს სამრეკლო. იქვე, ახლოს განთავსებულია სატრაპეზო.
სწორედ ამ წლებში (1791-1801წწ.) აქ, ჯერ ოთხი წელი ღვთის მორჩილებაში, შემდეგ კი ექვსი წელი მონასტრის წინამძღვრის საეკლესიო მსახურებაში გაატარა დოსითეოს ფიცხელაურმა. მე-XIX საუკუნის დასაწყისიდან მამა დოსითეოსი სწრაფად წინაურდება. იგი ანტონ II-ის ერთგულთა რიცხვს მიეკუთვნება და მადლიერი კათოლიკოსი
მისთვის, როგორც ნიჭიერი ღვთისმსახურისათვის, წყალობას არ იშურებს. ანტონ II გახლდათ ერეკლე მეფის და დარეჯან დედოფლის მესამე ვაჟი და მისი წყალობა-შეწევნა დიდი პატივი და ღირსება იყო დოსითეოსისათვის. 1801 წელს მან დოსითეოსს მიანდო იკორთის მონასტრის წინამძღვრობა, ხოლო იმავე წლის შემოდგომას ქვათახევის მონასტრის წინამღვრის არქიმანდრიტ ათანასეს (თარხნიშვილი) გარდაცვალების გამო აღნიშნული მონასტრის წინამძღვრობა მამა დოსითეოსს ჩააბარეს. მამა დოსითეოსმა და მისმა წინამორბედმა არქიმანდრიტმა ათანასემ დიდი ძალისხმევით შეძლო ლეკთაგან მონასტრის დაცვა და აღორძინება. მათ, დიდად იღვაწეს, ჯერ კიდევ თემურლენგის მიერ
30-1 საპატრიარქოს უწყებანი N30 19-25დეკემბერი 2019წ გვ.22
მთავარეპისკოპოსი დოსითეოსი (ფიცხელაური) (1774-1830) (გაგრძელება)
აოხრებული სოფელ კავთისხევისა და ქვათახევის მონასტრისათვის. აღაშენეს ისინი და ახლო-მახლო მცხოვრებნიც დაიცვეს.
იოანე ბატონიშვილი დოსითეოსს ფიცხელაურზე წერს: „ესე არს წერილთა შინა გამოცდილი და უბნობათა შინა რიტორი. ამანაც იღვაწა მსგავსად
პირველისა და განაახლა ხელახლად მონასტერი და
დაადგინა ბერები, ძველ სავანეს განუმრავლა შემოსავალი“. (კალმასობა, ტომიII, გვ.207). 1803 წელს დოსითეოსს დროებით წილკნის ეპარქიის მართვაც მიანდეს. იგი ჩვეული მონდომებით და ენერგიით ბევრს დადის სოფლებში და მოსახლეობაში ქრისტიანულ სარწმუნოებაზე ქადაგებს.
გამოჩენილი ერთგულებისა და თავდადებისათვის 1806 წლის 14 ივნისს ანტონ II-მ დოსითეოსს შიომღვიმისა და თორის მონასტერთა წინამძღვრობა უბოძა, ხოლო 1808 წლის 31 დეკემბრიდან მასვე ჩააბარა ურბნისის ეპარქიაც. ასე, რომ 1810 წლისათვის 36 წლის ასაკში დოსითეოსი უკვე ხუთი ეპარქიის იკორთის, ქვათახევის, შიომღვიმის, თირის და ურბნისის - წინამძღვარი იყო. (სსმ, სდ 2172). ამას, რა თქმა უნდა, ხოფის მონასტერში ათწლიანი საეკლესიო მსახურებაც დაემატება და დგინდება, რომ რუსეთში გამგზავრებამდის მას უკვე საკმაოდ ღვთისმსახურების გამოცდილება ჰქონია მიღებული. ცნობილია, რომ რუსეთის რეაქციული ძალები საქართველოს ეკლესიის მმართველობაში არევ-დარევის შეტანის მიზნით მათ ქართულ სასულიერო პირებს შორის მტრობისა და შუღლის ჩამოგდება დაიწყეს. პირველ რიგში გამოიყენეს „თავხედი, ამპარტავანი და გულფიცხი“ თბილელი მიტროპოლიტი არსენი, რომელიც წარმოშობით ბაგრატიონი იყო. ასეთი თვისების მქონე პიროვნება არც კათოლიკოსს და არც სხვა ქართველ სასულიერო პირების ავტორიტეტს არ ცნობდა და ხშირად ეკლესიაში აყალმაყალის და დებოშის ამტეხი იყო. მან 1809
წლის 12 დეკემბერსაც გამოავლინა ასეთი რამ. მაშინ, როდესაც სიონის ტაძარში იმპერატორ ალექსანდრე პირველს დაბადების დღისადმი მიძღვნილ წირვა-ლოცვას აღავლენდნენ, სრულიად გაუგებარ
ვითარებაში თბილელმა არსენმა კათოლიკოს-პატრიარქის, მთავარმართებლის და სხვა საეკლესიო მსახურთა თანდასწრებით საკურთხეველში სცემა და გარეთ გაგდებას უპირებდა დეკანოზ ალექსი
პეტრიაშვილს, ხოლო მთავარეპისკოპოს ვარლამს და არქიმანდრიტ დოსითეოსს სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა, რამაც იქ დამსწრეთა დიდი გულისწყრომა გამოიწვია (ელდ. ბუბულაშვილი, ანტონII, თბ. 2002, გვ.46).
1810 წლის ნოემბერში, როდესაც კათოლიკოსი
ანტონII რუსეთს იქნა გაწვეული, მან არქიმანდრიტი დოსითეოსიც თან გაიყოლია პეტერბურგში, ხოლო, როცა ანტონ II საცხოვრებლად ნიჟნი-ნოვგოროდში გადავიდა, ღოსითეოსი იმპერატორ ალესანდრე I-ისბრძანებით დატოვეს პეტერბურგში, რუსული ენის შესასწავლად.
შემდგომ პერიოდში მოვლენები ასე განვითარდა. 1811 წლის 11 სექტემბერს გლახა ჭილაძე პეტერბურგიდან სწერს სამძიმრის წერილს თავის მძახალს, ზაალ ტერიშვილს, ცოლის გარდაცვალების გამო (ზაალის ცოლი კი დოსითეოსის და იყო). ამ წერილში გლახა ჭილაძე იტყობინება: „ჯერ დოსითეოსისათვის არ გამიმჟღავნებია დის სიკვდილი. იგი
პეტერბურგის მიტროპოლიტმა თავისთან მიიღო და ეპისკოპოსად კურთხევას უპირებს. დიდ ბედნიერებაში შედგა ფეხი". ეს კი პერიოდია, როცა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მოისპო, კათოლიკოსობა გაუქმდა, რუსული წესები უნდა შემოეღოთ საეკლესიო დარგშიც. ეგზარქიოსად გამოგზავნილი იქნა ქსნის ერისთავის დავითის შვილი ვარლამი, ხოლო მისი ნააზნაურალის შვილი დოსითეოსი დანიშნეს გორის ეპისკოპოსად. ოსების გაქრისტიანების საკითხი კვლავ წამოიჭრა და ეს საძმე რუსეთის მთავრობამ დოსითეოსს მიანდო. დოსითეოსის მიერ წარდგენილი მოხსენება-პროექტის მიხედვით საქართველოში იქმნებოდა
ოსეთის ეპარქია ანანურის და თელავის მაზრებისაგან. ამ ეპარქიასთან არსდებოდა ოსეთის სასულიერო კომისია. ოსეთის ეპარქიის არქიერი საქართველოში დაარსებული სინოდალური კანტორის წევრი
იყო. დოსითეოსმა პეტერბურგშივე შეარჩია კომისიის წევრები: ფარსადან ციციშვილი, არქიმანდრიტი ეპიფანე, არქიმანდრიტი ათანასე და სხვა. 1814 წელს იგი პეტერბურგიდან თბილისს გამოემგზავრა (ცსსალ, საქ. 798, ნაწ.I, ფურც.199). 1814 წელს დაარსდა ქართლ-კახეთი - იმერეთის
სინოდალური კანტორა და შეიქმნა ოსეთის სასულიერო კომიტეტიც. დოსითეოსი დანიშნეს კანტორის წევრად, ოსეთის ეპარქიის არქიარად და კომისიის ხელმძღვანელად 1814 წლის 30 აგვისტოს მიანიჭეს მთავარეპისკოპოსის წოდება და განამწესეს თელავის და საქართველო-კავკასიის ეპარქიის მმართველად. მთავარეპისკოპოსმა დოსითეოსმა საქართველოში უმალ თავისი საქმე გააჩაღა. ამ დროს ოსების მოსახლეობის ნაწილი მაჰმადიანურ სარწმუნოებას ლებულობს. იმდროინდელი გაზეთ „მწყემსის“ 2-ის ცნობით: „ადგილობრივი
ბლაგოჩინის გადმოცემით - ბევრ ოსურ ოჯახში ხახავთ მართლმადილებელსაც და მიქცეულსაც. ხშირად შეხვდებით, რომ ერთსა და იმავე ოჯახში ცოლი მაჰმადის სარწმუნოების არის და ქმარი მართლმადიდებლური. ან პირიქით, ერთ ოჯახში ზოგი ძმები მართლმადიდებელნი არიან და ზოგნი კი გამაჰმადიანებულნი“. ბოლოს, გაზეთის მიმომხილველი (მ.წ.) წერილის დასასრულს დასძენს: „ჩემი აზრით, საჭიროა, რომ აქ გამოგზავნონ მართლმადიდებელი
30-2 საპატრიარქოს უწყებანი N30 19-25დეკემბერი 2019წ გვ.23
მთავარეპისკოპოსი დოსითეოსი (ფიცხელაური) (1774-1830) (გაგრძელება)
სარწმუნოების ხეირიანი მქადაგებელნი“. და სწორედ, რომ მთავარეპისკოპოსმა დოსითეოსმა ეს საშური სამე დროულად წამოიწყო.
1815 წლის მაისიდან 1816 წლის ბოლომდე გაუქრისტიანებია 10506 ოსი. ამას, გარკვეულწილად ხელი შეუწყო იმან, რომ მამა დოსითეოსმა ცოტა, ოსური ენა იცოდა და ბუნებით იგი კომუნიკაბელური პიროვნები
იყო. უფრო მეტიც, მამა დოსითეოსის შეწევნით ზოგი მათგანი ღვთისმსახურად დადგინდა, ხოლო ილარიონ იალღუზიძე, პატარა ლიახვის ხეობაში განთავსებული თირის მონასტერში, მის მიერ იეროდიაკვნად იქნა ხელდასხმული. ყოველივე ამან მას დიდი
გავლენა მოუპოვა მთიელ ხალხში. დოსათეოსი ყოველთვის თავგამოდებით (ცდილობდა ერისთავების მტრული განწყობილების
გამოხატვას, ალექსანდრე I-მა 1814 წლის 30 აგვისტოს ჩამოართვა ქსნის ერისთავებს ქსანი და გვერდისძირი. უამისოდ ქრისტიანობა
ვერ გავრცელდება მთიულებშიო, ამტკიცებდა დოსითეოსი. გაქრისტიანებული ოსი უკვე არცერთ მემამულეს აღარ ეკუთვნის, რომ თუ ქრისტიანობას მიიღებდნენ. გათავისუფლდებოდნენ ერისთავის ვალდებულებებისაგან და მხოლოდ სახელმწიფო გადასახადს გადაიხდიდნენ. იგი მხოლოდ სახაზინო გლეხია და ქრისტიანი ბერის გარდა, მათ უფროსი აღარ ეყოლებათ („აქტები“. მშ-I, გვ.363). დოსითეოსის ასეთი მოქმედების შედეგად ბევრი გაქრისტიანებული ოსი
აღარ უშვებდა თავის ხეობაში მთავრობისაგან გაგზავნილ პირებს. დოსითეოსი ამტკიცებს ერისთავებისათვის მამულის დაბრუნების უკანონობას, მაგრამ იმპერატორის 1817 წლის 12 თებერვლის ბრძანებით,
ქსანი და გვერდისძირი დაუბრუნდათ ერისთავებს. ამას თან ერთვოდაის ის ურთიერთობაც თანდათან იძაბებოდა. სიონის ტაძრის დეკანოზი იოანე ოსეშვილი ორივეს მუხლმოდრეკილი ეხვეწებოდნენ, შურისა და მტრობისათვის თავი დაენებებინათდ „... თორემ დაღუპავთ სამშობლოს, ეკლესიას და თქვენს თავსაცო, არაფერს კეთილს არ დაგაყრიან რუსებიო“. ყური არ უგდეს დეკანოზის რჩევას, და როცა ვარლაამ მიტროპოლიტი რუსეთში გაიწვიეს, ხოლო მის მაგივრად რუსი ექზარქოსი დანიშნეს, მაშინ ენიშნათ ოსეშვილის რჩევა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მათ დაპირისპირებასთან დაკავშირებით კათალიკოს ანტონ II-ს სიტყვებით შეიძლება მოკლე დასკვნის გაკეთება: გამორჩეულმა სასულიერო მოღვაწეებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ მათ „ბევრი მოეთხოვებათ და ცოტა შეენდობათ“, რომ მათი გადადგმული ყოველი ნაბიჯი „საშვილიშვილო ტაბლად დაედგმით თვითოეულ მათგანს“ და არა მარ- ტო თითოეულ მათგანს, ერის ზნეობასაც ზოგადად. ამიტომ, - ამბობდა კათალიკოსი - ქვეყნის ორგულობა და გამოჩენილ მამულის შვილების ურთიერთ მტრობა, ყველა ეს ისეთი დამნაშაობაა, რომ ყოველგვარ სიგლახეს აჭარბებსო. დოსითეოსის მიმართაც იგივე სანქცია გამოიყენეს, ე.ი. 1817 წელს ახალმა რუსმა ეგზარქოსმა მთავარეპისკოპოსი დოსითეოსიც გაათავისუფლა ყველა თანამდებობიდან და იგი მოსკოვს გაიწვიეს. აქ ის მოათავსეს „ვისოკოპეტრეს მონასტერში, სადაც მან 12 წელი დაჰყო. 1829 წელს დოსითეოსმა ავადმყოფობის გამო ითხოვა საქართველოში სამკურნალოდ დაბრუნების ნება. იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა უბოძა ძვირფასი პანაღია და დამატებით დაუნიშნა ათასი მანეთი
ასიგნაციებით და ხუთასი მანეთი ვერცხლით საქარვთელოს საეკლესიო შემოსავლიდან. დოსითეოსმა ადგილსამყოფელად თბილისი, დარეჯანის სასახლე, აირჩია. აქვე უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ 1815 წლის 15 ოქტომბრის მთავარ მმართველ რტიშჩევის განკარგულებით, დარეჯანის სასახლე და კარის ეკლესია თელავის და საქარვთელო-კავკასიის ეპარქიას დაემორჩილა, რომლის წინამძღვარიც მთავარეპისკოპოსი დოსითეოსი იყო და იგი ამ სასახლეში ცხოვრობდა. მძიმედ დაავდებული დოსითეოსი საქართველოში გამოჩენილ ექიმებთან მკურნალობდა. იმ დროს
თბილისში ქოლერა მძვინვარებდა და მისი თხოვნით მშობლიურ სოფელ იკოთში აიყვანეს. სოფლის მოსახლეობა და მისი ტოლ-ასაკოვანი გლეხები გულთბილად შეხვდნენ. დოსითეოსმა თავის სიყრმისდროინდელ წმ.მარინეს ეკლესიაში, როგორც პირველი ლოცვების დროს, ახლაც უკანასკნელად გულმხურვალედ ილოცა ორი დღის შემ-
30-3 საპატრიარქოს უწყებანი N30 19-25დეკემბერი 2019წ გვ.24
მთავარეპისკოპოსი დოსითეოსი (ფიცხელაური) (1774-1830) (დასასრული)
დეგ ბორჯომში წააბრძანეს მინერალური წყლებით სამკურნალოდ. ცოტა ხანში კვლავ თბილისში დაბრუნდა და 1830 წლის 19 ნოემბერს დილის 10 საათისთვის გარდაიცვალა. თბილისის გაზეთში „ტიფლისკიე ვედომოსტ“ გამოქვეყნდა ნეკროლოგი. „დიდად სამ პწუხაროა, რომ 1830 წლის 19 ნოემბერს თბილისში გარდაიცვალა მისი ყოვლადუსამღვდელოესობა მთავარეპისკოპოსი დოსითეოსი (ფიცხელაური) იტყობინებოდა იმდროინდელი გაზეთი „ტიფლისკიე ვედომოსტი“გამოქვეყნებულ
ნეკროლოში გაზეთში ფართოს იგი გაშუქებული სამგლოვიარო პროცესი, მთავარეპისკოპოსის ნეშთ დიდოი პატივით დაასვენეს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმში შზღის მიძინების საპატრიარქო ტაძარში. თბილისის ყველა მართმადიდებელ ეკლესიაში რეკავდა ი სამგლოვიარო ზარები. შესრულდა საეკლ ღესიო საგალობელი, აღესრულა საღვთო
ლიტურგი. იგი დაასაფლავეს თბილისის ფერისცვალების მამათა მონასტერში (ამჟამად დედათა მონასტერი). მთავარეპისკოპოსი დოსითეოსი ფრიად ენერგიული, განათლებული და კულტურული კაცი
იყო. ანტონ II მას ახასიათებს, როგორც უნარიან და ენერგიულ პიროვნებას. ამასვე მოწმობს სხვა ცნობებიც დოსითეოსის შესახებ, რომლებიც შეეხება მის მოღვაწეობას. ჯერ კიდევ რუსეთში ყოფნისას დოსითეოსი ბიბლიურ საზოგადოებას დაუკავშირდა და მისი დავალებით, მოსკოვში ქართულ ენაზე ახალი აღთქმის ბეჭდვას ჩაუყარა საფუძველი. 1814-1817 წლებში, საქართველოში ყოფნის პერიოდში, რუსულიდან თარგმნა მილტონის „დაკარგული სამპთხე 1827 წელს მოსკოვში არქიმანდრიტ ტარასის (ალექსიმესხიშვილი) რუსულიდან უთარგმნია წიგნი თანამდებობათათვის სამრევლოთა მღვდელთასა“ და მას იგი განსახილველად დოსითეოსისათვის გაუგზავნია. დოსითეოსმა მოიწონა თარგმანი, მისცა ავტორს შენიშვნები და რეცენზია, დაუწერა რუსულ ენაზე. ამასთან, ურჩევდა სხვა საეკლესიო წიგნების გადათარგმნასაც. მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, მას არ შეუწყვეტია ლიტერატურული მუშაობა და შეძლებისდაგვარად წერდა ორიგინალურ ნაწარმოებებს და თარგმნიდა კიდეც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორცკ ზოგიერთი ჩანაწერებიდან ირკვევა, მისი ჩვეული თავმდაბლობის გამო, არ გამოუცია თავისი ნაშრომები. იოანე პატონიშვილი თავის „კალმასობაში“ დოსითეოსის (ფიცხელაური) შესახებ წერს: „ესე არს წერილთა შინა გამოცდილი და უბნობათა შინა რიტორი“. ცნობილი მწერალი და კალიგრაფი მღვდე ლმი ინაზონი იონა (ხელაშვილი) ამ წიგნში გამოყვანილია, როგორც დოსითეოსის მოწაფე და იგი ამით თავს იწონებს კიდეც. სამწუხაროა, რომ მთავარეპისკოპოსი დოსითეოსი (ფიცხელაური) 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. 40 წლის სასულიერო მოღვაწეობის მანძილზე რამდენი რამ მოასწრო და კიდევ რამდენი, მრავალი სასიკეთო საქმის გაკეთება შეეძლო.
31 საპატრიარქოს უწყებანი N31 2დეკემბერი-15იანვარი 2019წ გვ.19
დეკანოზი დავით მაჭავარიანი 1819-1905
დეკანოზი დავით ათანასეს ძე მაჭავარიანი
1819 წლის 21 ნოემბერს გორის მაზრაში, სოდ. ქვემო ხვითში აზნაურის ოჯახში დაიბადა. სასულიერო პირი გახლდათ მამამისი, დეკანოზი ათანასე, რომელიც 1789 წელს დაიბადა. ქართულ ენაზე საღმრთო ისტორია და საეკლესიო ტიპიკონი მონასტერში ისწავლა. 1808 წელს ნიქოზელმა ეპისკოპოსმა ათანასემ (მაჭავარიანი) იგი დიაკვნად აკურთხა. 1809 წელს მღვდლად დაასხა ხელი და ზემო ნიქოზის მაცხოვრის ამაღლების სახ. საკათედრო ტაძარში განამწესა. 1812 წელს
დეკანოზის წოდება მიენიჭა. იმავე წელს ბრინჯაოს ჯვარი მიიღო. 1816 წელს ოსეთის სასულიერო კომისიაში გადავიდა და კირნისის ხეობის წარმართებში ქადაგებდა ქრისტიანობას. 1818 წელს ჯომაგის სამრევლოში გადაიყვანეს. 1819 წელს ქურთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გააგრძელა მსახურება, 1820 წლიდან კი ჯავის სამრევლოშია. იმავე წელს მთავარხუცესად აირჩიეს და იასამნისფერი ხავერდის კამილავკა ეწყალობა. 1826 წელს ბეყმარის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაადგინეს. 1826
31-1 საპატრიარქოს უწყებანი N31 2დეკემბერი-15იანვარი 2019წ გვ.20
დეკანოზი დავით მაჭავარიანი 1819-1905 (გაგრძელება)
წელს კი დიდი ლიახვის ხეობის ეკლესიების მთავარხუცესად დაინიშნა. XIX ს-ის 50-იან წლებში მამა ათანასე პენსიაზე გავიდა. 1827-1831 წლებში დავით მაჭავარიანი გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1843
წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარიაში პირველი ხარისხის დიპლომით. მოგვიანებით სწავლის პერიოდს დეკ. დავითი ასე იგონებდა: „მეშვიდე კლასში რომ გადავედი, დამნიშნეს ოსური ენის მასწავლებლად სემინარიაში, რომელსაც ვასრულებდი ორის წლის განმავლობაში და სემინარიაშიც იმ დროსვე ვსწავლობდი თანასწორ ამხანაგთა ჩემთა“. 1843 წლის 12 სექტემბერს სემინარიის კურსდამთავრებული, ნიჭიერი და ენერგიული ახალგაზრდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად განამწესეს. 1844 წლის 15 ივნისს სამეგრელოს სასულიერო
სასწავლებელში გადაიყვანეს, სადაც ზედამხედველად და მასწავლებლად დაადგინეს. 1847 წლის 10 იანვარს სასწავლებელში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის თბილისის სასულიერო სემინარიის მმართველობისაგან მადლობა გამოეცხადა. 1850 წლის 22 ივნისს საქართველოს ეგ- ზარქოსმა ისიდორემ (ნიკოლსკის მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1850 წლის 6 აგვისტოს ეგზარქოსმა ისიდორემ (ნიკოლსკი) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 12 აგვისტოს მღვდლად დაასხა ხელი და აფხაზეთის ეპარქიაში, ოქუმის სამრევლოში განამწესეს და სამურზაყანოს ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს. 1851 წლის 21 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. იმავე წლის 31
დეკემბერს თავდადებული სამსახურისთვის, რადგან მან 1851
წელს მოაქცია და მონათლა 25 გამაჰმადიანებული აფხაზი,
ქუთაისის სამხედრო გუბერნატორმა ოქროს საათი აჩუქა. 1852 წელს კი მონათლა 656 გამაჰმადიანებული აფხაზი, რისთვისაც ეგზარქოსმა ისიდორემ მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1853 წლის 21 მაისს
რუსეთის წმ. სინოდმა მადლობა გამოუცხადა სიგელის გაცემით. 1854 წლის 3 თებერვალს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოევდა. 1857 წლის 11 აპრილს სკუფია უბოძეს. 1858 წლის 11 აპრილს აფხაზეთის ეპარქიაში რამდენიმე წლიანი ერთგული თავდადებული და
მოღვაწეობისათვის, ასობით აფხაზის მონათვლისა და ოქუმის სკოლის გახსნისა და იქ ნაყოფიერი პედაგოგიური სამსახურისთვის დეკანოზის წოდება მიენიჭა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დეკ. დავით მაჭავარიანი აფხაზეთში მოღვაწეობის პირველ პერიოდში ანტიეროვნულ პოზიციებზე იდგა და აქტიური მონაწილეობა მიილო აფხაზეთის მთავრის
მიხეილ შერვაშიძის ირგვლივ გაჩაღებულ მიმოწერაში. 1855 წლის ზაფხულში, რუსეთ-თურქეთის ომის დროს, მან დატოვა სამურზაყანო და
თავისი მრავალრიცხოვანი ოჯახით ქუთაისში
გადავიდა. მან მოკრძალებით უარი უთხრა ეგზარქოსს თავის მშობლიურ მხარეში – ქართლში გადასვლაზე, ვინაიდან არ ისურვა თავისი მამის,
მოხუცებული დეკანოზ ათანასეს ხარჯზე ეცხოვრა. იგი ომის დამთავრებამდე დარჩა ქუთაისში და ომის დასრულების შემდეგ დაბრუნდა აფხაზეთში. 1855 წლის 26 ივნისს მან პირველი წერილი გაუგზავნა საქართველოს ეგზარქოსს ისიდორეს მიხეილ შერვაშიძეს თურქეთის სარდლობასთან შეხვედრის შესახებ (დეტალურად ამ საკითხის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ისტორიკოს ჯემალ
გამახარიას წიგნში „აფხაზეთი და მართლმადიდებლობა"). ეგზარქოსი მაინც ეჭვის თვალით უყურებდა დეკ. დავითის მოწოდებულ ინფორმაციას,
ამასთან იმ ფაქტსაც აღნიშნავდა, რომ იღუმენი ალექსანდრე (ოქროპირიძე) 1855 წლის ივლისს გაგზავნილ წერილში არაფერს წერდა მიხეილის „ღალატის თაობაზე. რუსი ეგზარქოსი, ბუნებრივია, ვერ
ითვალისწინებდა პრინციპულ განსხვავებას ეროვნულ-პატრიოტულ პოზიციაზე მდგარ იღუმენ ალექსანდრესა (რომელსაც ქართველებივით უყვარდა აფხაზები, განურჩევლად მათი აღმსარებლობისა) და რუსეთის სამსახურში ბრმად ჩამდგარ, თუნდაც თავისებურად „კეთილსინდისიერ“
31-2 საპატრიარქოს უწყებანი N31 2დეკემბერი-15იანვარი 2019წ გვ.21
დეკანოზი დავით მაჭავარიანი 1819-1905 (გაგრძელება)
დეკანოზ დავით მაჭავარიანის პიროვნებათა შორის. 1855 წლის 7 აგვისტოს დეკ. დავითი მეორე წერილს უგზავნის ეგზარქოსს და აფხაზეთ-სამურზაყანოში შექმნილ ვითარებას ამცნობს და მომავალშიც პირდება დაწვრილებითი მოხსენების წარდგენას. მართლაც, 1856 წლის 23 იანვარს იგი მესამე წერილს უგზავნის ეგზარქოსს, სადაც წერს, რომ ომერ-ფაშამ სამურზაყანო მიხეილ შერვაშიძეს უბოძაო. მართალია, ამ წერილებში გვხვდება საინტერესო ცნობები, მაგრამ ისინი უპირატესად ყურმოკრულ, ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს და ხშირად არასწორ,
ტენდენციურ შეფასებებს შეიცავენ. იგი არაობიექტური იყო აფხაზეთის მთავრისა და აფხაზი ხალხის, განსაკუთრებით სამურზაყანოელთა მიმართაც. ძალიან სამწუხაროა, რომ ათწლეულობის მანძილზე აფხაზეთში ქრისტიანობის ერთერთი ყველაზე აქტიური მქადაგებელი, რეგიონის ბოლო საუკუნეების ისტორიაში პირველი სკოლის
დამფუძნებელი და განათლების სისტემის მოამაგე მთავარხუცესი დაცლილი იყო ეროვნული თვითშეგნებისაგან; მხოლოდ სიცოცხლის ბოლო წლებში -- ღრმად მოხუცებულმა იძულებით ოდნავ შეიცვალა პოზიცია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კირიონ II (საძაგლიშვილი), რომელიც 1905-1906 წლებში სოხუმის ეპისკოპოსი გახლდათ, დეკ. დავითის შესახებ წერდა, რომ იგი „გამოირჩეოდა ორგანიზატორული ნიჭით და ღირსეული თანამებრძოლების შერჩევის უნარით. მას მხარში ედგნენ მღვდელ-მონაზვნები: ბესარიონი (დგებუაძე) და ათანასე (ჟორდანია), რომელთაც უფლის დიდებისადმი წმინდა თავგამოდებით გამხნევებულებმა, გააკეთეს
წმინდა მოციქულებრივი საქმე აფხაზთა შორის“. 1859 წლის 17 აპრილს მიიღო ჯილდო -– ყირიმის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ლენტიანი ბრინჯაოს ჯვარი. 1861 წლის 22 აპრილს კამილავკა ეწყალობა. 1863 წლის 18 აპრილს წმ. ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1866
წლის 2 ივლისს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ
(ილინსკი) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1867 წლის 14 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1868 წლის 16 იანვარს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელმა საზოგადოებამ მადლობა გამოუცხადა პირად საქმეში შეტანით. 1868 წლის 14 მაისიდან აფხაზეთის ეპარქიისა და სამურზაყანოს ოლქის უფროსი მთავარხუცესია. 1870 წლის 12 აპრილს წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1872 წლის 13 თებერვალს აფხაზეთის ეპარქიაში რამდენიმეწლიანი პატიოსანი და ერთ- გული სამსახურისთვის რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ სოხუმის ოლქში 400 დესიატინა მიწა გადასცა საჩუქრად. 1869-1886 წლებში სოხუმის ეპარქიას შეთავსებით მართავდა იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე), რომელმაც რამდენჯერმე იმოგზაურა აფხაზეთში. მისი ერთ-ერთი სტუმრობა აღწერილი აქვს დეკ. მელიტონ კელენჯერიძეს, სადაც იგი დეკ. დავით მაჭავარიანსაც ახსენებს: „ერთ-ერთი მოგზაურობის დროს ეპ. გაბრიელი ბრძანებულა დეკ. დავით მაჭავარიანთან. როდესაც ეკლესიაზე წასულან, დეკ. მაჭავარიანს აღუპყრია ხელი და დიდი სასოებით დაუწყია ლოცვა. როცა ბინაზე მოსულან, ეპისკოპოს გაბრიელს უთქვია,
როგორ სხვის შესახედავად, ფარისევლურად გცოდნია ლოცვაო. დეკანოზს უპასუხნია, ამას განგებ ვშვრები, ურჯულო აფხაზებს მაგალითს
ვაჩვენებ, იქნება მორჯულდენო“. 1872 წლის 12 აპრილს ენქერი უბოძეს. 1876 წლის 3 აპრილს იმპერატორის კაბინეტიდან გაცემული გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვდა. 1877-1878 წლებში რუსეთ-თურქეთის ომში გამოჩენილი მამაცობისათვის “- სამხედრო ჯვარი გადაეცა.
1878 წლის 4 ნოემბერს მის დაქვემდებარებაში შევიდა ახლად შემოერთებული ბათუმის ოლქის ეკლესიები, მართავდა 1889 წლამდე. 1878 წელს გაზ. „დროებაში“ გამოქვეყნდა დეკ. დავითის ვრცელი
სტატია „ხალხის არეულობა აბხაზეთში“, სადაც იგი ვრცელ ინფორმაციას გვაწვდის 1877-1878 წლების
31-3 საპატრიარქოს უწყებანი N31 2დეკემბერი-15იანვარი 2019წ გვ.22
დეკანოზი დავით მაჭავარიანი 1819-1905 (დასასრული)
ამბებთან დაკავშირებით. აღნიშნული სტატია თავდაპირველად დაიბეჭდა რუსულ გაზეთ „გოლოსში“. 1882 წლის 27 მარტს წმ. ვლადიმერისIII ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1884 წელს სოხუმის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1893 წლის 6 მაისს რუსეთის წმ. სინოდმა მადლობა გამოუცხადა სიგელის გაცემით.
1886 წლის სექტემბერში, როდესაც იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) უკანასკნელად ესტუმრა აფხაზეთს და სოხუმის საკათედრო ტაძარში წირვა აღასრულა, ვრცელი ქადაგებით მიმართა მრევლს, სადაც სხვათა შორის აღნიშნა: სულ თვრამეტი წელია, რაც მე ამ ქვეყნის
მღვდელმთავარი ვარ. ამ დროის განმავლობაში დიდი შემწეობა გამომიჩინეს ჩემმა სამღვდელოებამ, განსაკუთრებით დეკანოზმა დავით
მაჭავარიანმა, რაისთვისაც დიდი მადლობელი ვარ ამისიო“. 1894 წელს გაზ. „ივერია“ დეკ. დავით მაჭავარიანის მოღვაწეობის შესახებ წერდა: „სამურზაყანოსა და აბჟუვის (კოდორის განყოფილება)საეკლესიო-სამრევლო სკოლები და (თვით ეკლესიებიც) დაათვალიერა დეკანოზმა მ. დავით მაჭავარიანმა, რომელიც ამ ოკტომბრის თვეში დაიარებოდა სარევიზიოდ. ყველგან დეკ. დ. მაჭავარიანი ხალხს უქადაგებდა და მისის ქრისტიანობრივ მოძღვრება-დარიგებით მეტად კმაყოფილნი რჩებოდნენ მსმენელნი. ერთგან მ. დეკანოზმა, თავისს პირდაპირ საგნის შესახებ მოძღვრების გათავების შემდეგ, ურჩია ხალხს, გაიმართეთ სასოფლო მაღაზიებიო (წრევანდელმა მოუსავლელობამ მისცა საბაბი ამაზე სიტყვის ჩამოგდებისა, სიმინდი ნაკლებ მოვიდა წრეულს) და მაგალითად ტფილისის გუბერნიის სოფლები მოუყვანა... მ. დეკ. მაჭავარიანი წლოვანებით ყოვლად სამღვდელო იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელზე უხნიერესია, ვგონებ, მაგრამ ჯერ კიდევ იმდენად მარჯვედ არის, რომ ამდენი მანძილის გავლა ცხენით და მერე ჩვენებურ, ე. ი. სამურზაყანულ-აფხაზურ, გზებზე არაფრად მიიჩნია... ამ დეკანოზზე, იყო, რომ ამ რამდენისამე წლის წინედ იმის შიშით, რომ იგი მღვდელმთავრის ხარისხზე არ აღეყვანად და სოხუმის კათედრა არ ჩაებარებიათ, მისმა „მოკეთეებმა“ „დანოსი“ გაგზავნეს, სადაც ჯერ იყო: დეკანოზი მაჭავარიანი იმდენად მოხუცდა, რომ წირვის დროს ფეხზე დგომა აღარ შეუძლიაო... ახლა კი სარევიზიოდ ჰგზავნიან და რამდენი ასი ვერსი უნდა გაიაროს ცხენით, და ზოგან ფეხითაც... ასე ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო...“. როგორც ამ წერილიდან ირკვევა, დეკ. დავითს აფხაზეთის ეპარქიის მღვდელმთავრად უპირებდნენ ხელდასხმას, მაგრამ მის მოწინააღმდეგეებს დასმენის წერილები უგზავნიათ კანტორასა და წმ. სინოდში და ეს საქმე ჩაშლილა. 1896 წლის 18 ნოემბერს სოხუმის ეპარქიალური სასწავლებლის თავმჯდომარედ აირჩიეს. 1899 წლის 13 მაისს სასწავლებელში წარმატებული მოღვაწეობისათვის „ქართული ბიბლიით“ დაჯილდოვდა. დეკ. დავითი 1905 წლის 20 იანვარს გარდაიცვალა. მეუღლე ადრე გარდაეცვალა და დარჩა შვილები: ელისაბედი (დაბ. 1848წ.), კონსტანტინე (დაბ. 1849წ.), რომანი (დაბ. 1850წ.), სიმონი (დაბ. 1852წ.), გიორგი (დაბ. 1856წ.), ნიკოლოზი (დაბ. 1859წ.), ალექსანდრე (დაბ. 1863წ.).
ხელდასხმა 2019წ
1 საპატრიარქოს უწყებანი N1 10-16იანვარი 2019წ გვ.10
დაჯილდოება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 30 დეკემბერს საკვირაო ქადაგებისას მეუფე დანიელს მიულოცა წმინდა დანიელ წინასწარმეტყველის დღე და დააჯილდოვა სამღვდელოება:
დეკანოზი ირაკლი ახალაძე, გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით.
დეკანოზი გაბრიელი ლომაძე დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.
მღვდელი ირაკლი წულაძე, აღიყვანეს დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.
იღუმენია სარა ნათებაშვილი დაჯილდოვდა მეორე ჯვრის ტარების უფლებით.
2 საპატრიარქოს უწყებანი N2 17-23 იანვარი 2019წ გვ.3
სამძიმარი
საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ ტაბაროკის მამათა მონასტრის იღუმენ არსენს და ბერ-დიაკონ იოანეს (გალდავაძეებს) გარდაეცვალათ ძმა -გიორგი გალდავაძე და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
7 საპატრიარქოს უწყებანი N7 21-17თებერვალი 2019წ გვ.4
დაჯილდოება
15 თებერვალს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს
ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის წოდება მიანიჭა იმავე ტაძრის მღვდელმსახურს მღვდელ გიორგი ნადარეიშვილს.
ხელდასხმა
17 თებერვალს ზესტაფონის ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) მლვდლად დაასხა ხელი
დიაკონ ლაზარე ჭიჭინაძეს.
7-1 საპატრიარქოს უწყებანი N7 21-17თებერვალი 2019წ გვ.5
ხელდასხმა
17 თებერვალს ზარიძეების წმ. გიორგის სახელობის ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა (გაბრიჭიძე) მლვდლად დაასხა ხელი სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკონ რომანოზ გამცემლიძეს, მღვდელი რომანოზი სანზონაში, წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძარში იმსახურებს.
სამძიმარი
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა პატრიარქის მთავარი სტიქაროსანი ლევან ბორტიშვილი და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
9 საპატრიარქოს უწყებანი N9 7-13 მარტი 2019წ გვ.4
ბერად ალკვეცა
15 თებერვალს სარკინეთის წმ. შიო მღვიმელის სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ბერად აღკვეცა
(მცირე სქემა) ქარელის სამღვდელმთავრო რეზიდენციასთან არსებული წმ. იობ მრავალვნებულის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი გაბრიელ კორძაია და სახელად პროხორე უწოდა სხს. 25 თებერვალი, წმ. პროხორე ქართველი).
12 საპატრიარქოს უწყებანი N1228მარტი-3 აპრილი 2019წ გვ.4
აღკვეცა
8 მარტს ურბნისის წმ. სტეფანე პირველმოწამის სახელობის საკათედრო ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ბერად
აღკვეცა (დიდი სქემა) ტარიელ ზურაშვილი და სახელად შიო უწოდა (ხს. ყველიერის ხუთშაბათი).
ხელდასხმა
17 მარტს ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ ვიტალი ღვინიაშვილს. მღვდელი ვიტალი დადგენილია იმავე ტაძარში მწირველ მღვდლად.
15 საპატრიარქოს უწყებანი N15 18-24აპრილი 2019წ გვ.4
ხელდასხმა
7 აპრილს ქარელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში მროველურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი)
მღვდლად დაასხა ხელი ქარელის წმ. იობ მრავალვნებულის სახელობის მონასტრის ბერ-დიაკონ გაბრიელს (ნინუა).
***
13 აპრილს ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მლვდლად დაასხა ხელი ქარელის სამღვდელმთავრო რეზიდენციასთან არსებულ წმ. იობ მრავალვნებულის სახელობის მონასტრის ბერ-დიაკონ ირინეოსს (შენგელია).
***
14 აპრილს ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მლვდლად დაასხა ხელი ქარელის სამლვდელმთავრო რეზიდენციასთან არსებულ წმ. იობ მრავალვნებულის სახელობის მონასტრის ბერ-დიაკონ იერონიმეს (ქათამაძე).
17 საპატრიარქოს უწყებანი N17 9-15მაისი 2019წ გვ.12
ხელდასხმა
ამა წლის 21 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა, საჩხერის წმ. ნინოს საკათედრო ტაძარში მლვდლად დაასხა ხელი დიაკვან ჯუანშერს (ფხალაძე). მღვდელი ჯუანშერი იმავე ტაძარში იმსახურებს.
სამძიმარი
საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა სქეარქიმანდრიტი საბა (ერისკაცობაში ქრისტო ტელიანიდი), ეროვნებით ბერძენი. მამა საბა დაიბადა სოხუმის რაიონის სოფელ მთისუბანში, 1924
წლის 15 დეკემბერს. 1949-60 წლებში, მეუღლესთან ერთად, გადასახლებაში იმყოფებოდა ყაზახეთში, სადაც 1945 წელს შეეძინა ასული, ხოლო 1952 წელს გარდაეცვალა მეუღლე. 1977 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ქრისტო ტელიანიდი ბერად აღკვეცეს და სახელად
დიმიტრი უწოდეს. 1978 წელს ბერ დიმიტრის მლვდლად დაასხეს
ხელი და მსახურებისთვის წალკის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურად დაადგინეს. 1980 წელს მღვდელ-მონაზონი დიმიტრი მსახურობდა თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში. 1981 წელს მამა დიმიტრი საპატრიარქოში სანთლის წარმოების საამქროს უძღვებოდა. იმავე 1981 წელს მას იღუმენის წოდება მიანიჭეს და წალკის ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაადგინეს.
2000 წელს, წალკის ტაძრის პარალელურად, არქიმანდრიტი დიმიტრი დაინიშნა შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილის თბილისის წმინდა მიქაელ გობრონის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების აღსასრულებლად. უკანასკნელი წლები, მძიმე ავადმყოფობის გამო,
მამა დიმიტრიმ თბილისში, ისნის რაიონის ტერიტორიაზე, კერძო სახლში გაატარა. ამ პერიოდში იგი აღკვეცეს დიდ სქემაში და სახელად საბა უწოდეს. სქეარქიმანდრიტი საბა 2019 წლის 1 მაისს, გამთენიისას, გარდაიცვალა. იგი დაასვენეს მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის ტაძარში. 4 მაისს მამა საბა მახათას ლავრის ტერიტორიაზე დაკრძალეს. შეგვეწიოს მისი ლოცვა და მკითხველს ვთხოვთ, მოიხსენიოს ლოცვებში ახლად შესვენებული მამა საბა.
18 საპატრიარქოს უწყებანი N18 15-21მაისი 2019წ გვ.8
ხელდასხმა
20 აპრილს, ლაზარეს შაბათს, ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) დიაკვნად დაასხა ხელი გოჩა ლიპარტელიანს.
დიაკონი გოჩა იმავე ტაძარში იმსახურებს.
***
21 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე, ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების საახელობის ტაძარში ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) დიაკვნად დაასხა ხელი ონისიმე მამარდაშვილს. დიაკონი ონისიმე იმავე ტაძარში იმსახურებს.
19 საპატრიარქოს უწყებანი N19 23-29მაისი 2019წ გვ.6
ხელდასხმა
20 აპრილს წმ. ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარში მროველ–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი
ქოზიფას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად
მიყვანების სახელობის მამათა მონასტრის ბერდიაკონ ისაიას (დარახველიძე).
***
21 აპრილს ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი)
მღვდლად დაასხა ხელი ზემო შუანოს წმ. დავით და ლუკიანე გარეჯელთა სახელობის მამათა მონასტრის ბერ-დიაკონ ისააკს (ჩიტაძე) და აბუხალოს წმ. დავით გარეჯელის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაადგინა.
აღკვეცა
20 აპრილს ტბეთის წმ. გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, იღუმენმა იოსებმა (მაჩაიძე) იმავე მონასტრის მორჩილი თომა მუზიკა ბერად აღკვეცა (მცირე სქემა) და სახელად თეოფანე უწოდა (ხს. 23 იანვარი).
19-1 საპატრიარქოს უწყებანი N19 23-29მაისი 2019წ გვ.7
აღკვეცა
21 აპრილს ყინწვისის წმ. კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მამათა მონასტრის (ხევისბერი) ბერი ნეოფიტე (დაშნიანი) მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) იმავესახელობის ტაძარში ბერად აღკვეცა (დიდი სქემა) და სახელად ნეოფიტე უწოდა (ხს. 3 თებერვალი).
20 საპატრიარქოს უწყებანი N20 30მაისი-5ივნისი 2019წ გვ.5
ხელდასხმა
17 აპრილს (კაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში, ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი), მონაზვნად აღკვეცა მორჩილი ნინო ნაკაშიძე, რომელსაც სახელად მონაზონი ბარბარე ეწოდა.
26 საპატრიარქოს უწყებანი N26 24ოქტომბერი-6ნოემბერი 2019წ გვ.8
ხელდასხმა
13 ოქტომბერს ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ მღვდლად აკურთხა დიაკონი გიორგი (მამარდაშვილი).
***
21 სექტემბერს გარდაბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახ. საკათედრო ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ
(შომახია) დიაკვნად აკურთხა ბერი იოანე (ვარდუკიძე). ბერ-დიაკონი იოანე ვაზიანის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. მამათა მონასტერში იმსა–-
ხურებს.
***
29 სექტემბერს გარდაბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახ. საკათედრო ტაძარში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ (შომახია) დიაკვნად აკურთხა ბერი იაკობი (სირდაძე). ბერ-დიაკონი იაკობი ვაზიანის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. მამათა მონასტერში იმსახურებს.
დაჯილდოება
ა. წ. 9 ივნისს, ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევის დღეს, სრულიად საქართველოს კაოლიკოს-პატრიარქმა
ილია II-მ დააჯილდოვა სანზონის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურნი: დეკანოზი გიორგი მეშვილდიშვილი და დეკანოზი
დავით აფციაური გამშვენებული ჯვრით, თემქის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღდელი გიორგი ხუბაშვილი ოქროს ჯვრით და დეკანოზის ხარისხით.
***
16 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულზე, ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა დააჯილდოვა შემდეგი მღვდელმსახურნი:
სანზონის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მღვდელი იოსებ ჩორგოლაშვილი ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; ბოდბის ეპარქიის მღვდელმსახურებს, იღუმენ
გრიგოლს (ქოჩიაშვილი) და იღუმენ პავლეს (ქე- ბულაძე) მიანიჭა არქიმადრიტის წოდება და მიტრით დააჯილდოვა;
წმინდა ნინოს ახალი საკათედრო ტაძრის წინამძღლვრის მადგილე, იღუმენი პიროსი (ქემაშვილი) დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრით,
იღუმენი იოსებ ალასანია გამშვენებული
ჯვრით, დეკანოზი ზურაბი ხოველიშვილი გამშვენებული ჯვრით,
დეკანოზი ზოსიმე ნაფეტვარიძე გამშვენებული ჯვრით.
27 საპატრიარქოს უწყებანი N27 7-20ნოემბერი 2019წ გვ.5
ხელდასხმა
21 სექტემბერს ყინწვისის ლვთისმშობლის შობის
სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიაკვნად აკურთხა ქარმელის წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტრის ბერი გრიგოლი (კაპანე).
ტაძრის კურთხევა
2 ნოემბერს მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ აკურთხა სარფის წმ. ეგნატე ღმერთშემოსილის სახელობის ტაძარი ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად.
29 საპატრიარქოს უწყებანი N29 5-18დეკემბერი 20189წ გვ.8
ხელდასხმა
21 ნოემბერს, ქ. ქუთაისის მწვანეყვავილას მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ხელი დაასხა დიაკვნად ლაშა ბოდოკიას და სახელად მიქაელი უწოდა.
დიაკონი მიქაელ ბოდოკია მსახურებისთვისდაინიშნა ქ. ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში.
***
24 ნოემბერს, ქ. ქუთაისის ბაგრატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძარში, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ხელი დაასხა მღვდლად დიაკონ გიორგი სვანიძეს. მღვდელი გიორგი სვანიძე დაინიშნა მღვდელმსახურად ქ. ქუთაისის წმინდა ლაზარეს აღდგინების სახ. დედათა მონასტერში.
***
1 დეკემბერს, ქ. ქუთაისის ბაგრატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ხელი დაასხა დიაკვნად დიმიტრი ხახალეიშვილს. დიაკონი დიმიტრი ხახალეიშვილი ქ. ქუთაისის წმინდა ახალმოწამეთა სახელობის ეკლესიაში იმ- სახურებს.
***
13 ოქტომბერს ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ
მღვდლად აკურთხა დიაკონი გიორგი (მამარდაშვილი).
***
15 ოქტომბერს ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ ცაგერის რაიონის სოფელ აღვში წმ. დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძარი აკურთხა.
31 საპატრიარქოს უწყებანი N31 26დეკემბერი-15იანვარი 2019წ გვ.5
დაჯილდოება
19 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარე- სის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მარგვეთისა
და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ეკლესიაში ერთგული მსახურებისთვის არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა სოფ. ზედა საქარის
წმ. გიორგის სახ. მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ადამ (იმნაძე), ხოლო ზესტაფონის წმ. გიორგის სახ. ეკლესიის მლვდელმსახური,
მღვდელი ნიკოლოზ კაპანაძე, აყვანილი იქნა დეკანოზის ხარისხში ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
სამძიმარი
საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა სოფელ დიღმის წმინდა მარინეს ეკლესიის დეკანოზი ნიკოლოზ
ჩხიკვაძე. მკითხველს ვთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოს ახლად შესვენებული დეკანოზი ნიკოლოზი,
1 საპატრიარქოს უწყებანი N1 16-30იანვარი 2020წ გვ.23
დეკანოზი დიმიტრი აბრაამის ძე ზოტიკაშვილი
1813-1867
დეკანოზი დიმიტრი აბრაამის ძე ზოტიკაშვილი/ ზოტიკაძე 1813 წელს ქართლში, დუშეთის მაზრაში, სოფ. ქაისხევში აზნაურობის მაძიებლის ოჯახში დაიბადა. მათი გვარის წარმომავლობის ისტორია ასეთია. 1781 წლის საარქივო მასალებში მითითებულია, რომ იმერეთიდან ქაისხევში (დუშეთის რაიონი) მღვდელი ზოტიკე პეტრეს ძე ფისაძე ჩასახლდა. მისმა ვაჟმა, ბარნაბემ დასაბამი დაუდო ზოტიკაშვილების გვარს. იგი ერეკლე მეფემ ქაისხევის მოურავად დანიშნა. არსებობს საბუთი, სადაც 1804 წელს რუსთა წინააღმდეგ დუშეთის მხარის მთიელთა აჯანყების სათავეში მდგომი უფლისწული ფარნაოზი (ერეკლე II-ის ვაჟი), ბარნაბე ზოტიკეს ძეს სწერდა: „რუსებს რომ ამოსდგომიხარ გვერდში, ნეტავ ვიცოდე, რა სიკეთე გაგიწიეს მაგათა, რით მოგხიბლეს, ან რასა გპირდებიან, რომ ადგილიდან აღარ იძვრი. თუ დღეს კაცად ითვლებით და ქვეყანაზე რამე ფასი გდევთ, ეს ხომ ჩვენი ოჯახის წყალობით. მაშ, დაუყოვნებლივ გვეახელ, გვემსახურე და ძველებური წყალობა არ მოგაკლდებაო“ (დოკუმენტი სრული სახით დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება). პირველად გვარი ზოტიკაძე-ზოტიკაშვილი 1810 წელს გვხდება. ამ ბარნაბეს ვაჟი ან ძმა უნდა ყოფილიყო მღვდელი აბრაამი, რომელიც დიმიტრის მამა გახლდათ. 1850 წლის 6 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე მღვდელ დიმიტრის აზნაურობა მიენიჭა. იგი იხსენიება 1850 წელს სანკტ-პეტერბურგში გამოცემულ ე.წ. „ბარხატნაია კნიგაში“, სადაც ჩამოთვლილია საქართველოს აზნაურები. დიმიტრიმ წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1839 წლის 7 სექტემბერს იგი თელავის სასულიერო სასწავლებელში პირველი კლასების მასწავლებლად დაინიშნა. ამასთანავე მაღალ კლასებში ოსური ენის სწავლება დაევალა. 1841 წლის 1 ოქტომბრიდან 1842 წლის 26 აპრილამდე და 1842 წლის 11 სექტემბრიდან 1843 წლის 1 ივლისამდე მეორე კლასებსაც ასწავლიდა. 1843 წლის 24 აგვისტოს გორის სასულიერო სასწავლებელში ქვედა განყოფილებების პედაგოგად გადაიყვანეს. 1843 წლის 30 სექტემბერს თბილისის სასულიერო სემინარიის მმართველობამ თელავის სასწავლებელში ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მადლობა გამოუცხადა. 1845 წლის 23 სექტემბერს საქართველო ეგზარქოსმა ისიდორემ (ნიკოლსკი) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 26 სექტემბერს მღვდლად დაასხა ხელი და ნუხის სამი მღვდელმთავრის სახ. ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. 1846 წლის 16 იანვარს ნუხის სამაზრო სასწავლებელში საღვთო სჯულის პედაგოგად დაადგინეს. 1847 წლის 16 აგვისტოს შემახის წმ. ნიკოლოზის სახ. საკათედრო ტაძარში გადაიყვანეს (თუმცა შტატით ერევნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის სახ. საკათედრო ტაძარს მიაწერეს და იქ მეორე მღვდლის ადგილზე ითვლებოდა) და იქაც მასწავლებლად დაინიშნა. 1848 წლის 30 აპრილს შემახის წმ. ნინოს სახ. სკოლაში გადაიყვანეს. 1848 წელს შემახის სისხლის სამართლის სასამართლოსა და სამოქალაქო სასამართლოში მუდმივ დეპუტატად აირჩიეს. 1848 წლის 26 ივლისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1849 წლის 20 ივნისს წმ. ნინოს სასწავლებელში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
1-1 საპატრიარქოს უწყებანი N1 16-30იანვარი 2020წ გვ.24
დეკანოზი დიმიტრი აბრაამის ძე ზოტიკაშვილი
1813-1867 (დასასრული)
თავადის ქალმა ელისაბედ ვორონცოვმა ვერცხლით შემკული ვაზით დააჯილდოვა. 1851 წლის 21 აპრილს სკუფია უბოძეს. 1853 წლის 17 დეკემბერს ქრისტიანულ სჯულზე მრავალი მალაკნისა და სხვა წარმართის მოქცევისათვის სამოქალაქო მმართველობამ ოქროს საათით დააჯილდოვა. 1853 წელს შემახის ახალი საკათედრო ტაძრის აღმშენებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1854 წლის 18 იანვარს შემახის წმ. ნინოს სახ. სასწავლებელი ოთხკლასიან უმაღლეს სასწავლებლად გადაკეთდა და იქაც საღვთო სჯულის სწავლება დაევალა. 1854 წლის 20 ივლისს აღნიშნული სასწავლებლის რევიზიის დროს კავკასიის სასწავლო ოლქის სამზრუნველოს ხელმძღვანელობის მხრიდან მადლობა გამოეცხადა. 1854 წლის 3 თებერვალს სახ. II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 181 მალაკნის მონათვლისთვის წმ. ანას 1858 წლის 14 აპრილს კამილავკა ეწყალობა. 1859 წლის 8 სექტემბერს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1859 წლის 24 ნოემბერს მიწისძვრის გამო იმდენად დაზიანდა შემახის გუბერნია, რომ იგი გაუქმდა და შეიქმნა ბაქოს გუბერნია. ამის გამო, სამოქალაქო მმართველობა ქ. ბაქოში გადავიდა. დეკ. დიმიტრი ბაქოს წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა, რომელიც 1858 წლის 4 მაისს იკურთხა. მასვე დაევალა ბაქოს ოთხკლასიან სასწავლებელსა და ბაქოს წმ. ნინოს სახ. სკოლაში საღვთო სჯულის სწავლება. 1860 წელს ბაქოს ციხესიმაგრეში არსებული სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლადაც დაინიშნა. 1860 წელს მიიღო ჯილდო -–- ყირიმის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ლენტიანი ბრინჯაოს ჯვარი. 1862 წელს ბაქოს საკათედრო ტაძართან საკვირაო სკოლა გახსნა, სადაც თავადვე ასწავლიდა. 1863 წლის 13 აპრილს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1865 წლის 13 სექტემბერს ოთხკლასიანი სასწავლებელი პროგიმნაზიად გადაკეთდა და აქაც საღვთო სჯულის სწავლება დაევალა. 1865 წლის 31 იანვარს კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების მეოთხე განყოფილების წევრად აირჩიეს. დეკანოზი დიმიტრი 1867 წლის 30 მარტს მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი საკმაოდ ახალგაზრდა წავიდა ამქვეყნიდან. უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონი (საძაგლიშვილი) მის შესახებ სწერდა, რომ დეკანოზ დიმიტრის პატიოსანი და უმწიკვლო მოღვაწეობისათვის ბაქოში წმინდანად სთვლიდნენ. მოძღვარს დარჩა მეუღლე ელენე გრიგოლის ასული (დაბ. 1826წ.) და შვილები: კონსტანტინე (დაბ. 1840წ.), ალექსანდრე (დაბ. 1843წ.), ანა (დაბ. 1848წ.), ეკატერინე (დაბ. 1850წ.), ნინო (დაბ. 1852წ.), ალექსანდრა (დაბ. 1855წ.), ვლადიმერი (დაბ. შვი, ოლღა (დაბ. 1862წ.), ნადეჟდა (დაბ. 1865წ.).
2 საპატრიარქოს უწყებანი N2 31 იანვარი-13 თებერვალი 2020წ გვ.21
დეკანოზი კლიმენტი ჭანტურაია 1866-1941
სინსკიმ წინადადება მისცა მამა კლემენტი ჭანტურიას საღვთო სჯული ასწავლოს როგორც ჭანტურიან ისე სხვა მასწავლებლებმა ცივი უარი უთხს მას აასეთი წინადადების შესრულებაზე დეკანოზი კლიმენტი დიმიტრის ძე ჭანტურაია 1866 წელს სამეგრელოს სამთავროში აზნაურის
ოჯახში დაიბადა. თავდაპირველად სწავლობდა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში. 1890 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. მეექვსე კურსზე საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) სტიქარი უკურთხა. 1891 წლის 6 მარტს გურია-სამეგრელოს ეპარქიის კანცელარიაში და იმავე ეპარქიის სამზრუნველოს საქმის მწარმოებლად დაინიშნა, 1891 წლის 3 აპრილს ბათუმის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1892 წლის 8 ივლისს გურია-სამეგრელოს
ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და ფოთის საკათედრო ტაძრის კრებულში განამწესა. ხელდასხმის დღიდან იგი იყო გურია-სამეგრელოს ეპარქიის
კანცელარიის მდივნის თანაშემწე. 1893 წლის 6 თებერვალს საგვაზაოს მთავარანგელოზთა სახ. ორშტატიან ტაძარში მეორე მღვდლად დაინიშნა, ხოლო 1894 წლის იანვრიდან ხსენებული ტაძრის წინამძღვარი გახდა. 1893 წელს სუჯუნის ოლქის სამღვდელოების მხრიდან არჩეულ იქნა დეპუტატად, ხოლო იმავე წელს აირჩიეს სამეგრელოს ეპარქიის სამღვდელოების XXXI კრების თავმჯდომარედ, რომელიც სასულიერო სასწავლებლის საქმეების გასაუმჯობესებლად იკრიბებოდა. 1894 წელს ამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის ოინაჩსების შემმოწმებელი
სარევიზიო კომიტეტის თავმჯდომარეა. რევიზიის დროს მან დადებითად წარმოაჩინა თავი, რის გამოც 1895 წელს ეპ. გრიგოლმა მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1894 წლის 30 იანვარს სამეგრელოში ახალი სამთავარხუცესო ოლქები შეიქმნა და მღვდ. კლიმენტი ნოსირის ოლქის კეთილმოწესედ დაადგინეს. 1894 წლის 24 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1895 წელს არჩეულ იქნა თავმჯდომარედ სამეგრელოს ეპარქიის სამღვდელოების XXXII შეკრებაზე. 1896 წელსაც სარევიზიო კომიტეტის თავჯდომარეა. 1896 წელს სკუფია უბოძეს. 1899 წელს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის მმართველ საბჭოში სამღვდელოების მხრიდან არჩევით შეიყვანეს. 1901 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 190! წლის 7 მარტს ფოთის დიდ კუნძულზე
მდებარე ახლადგახსილ წმ. ოლღას სახ. სამრევლოს წინამძღვრად დაადგინეს. 1902 წლის 3 ოქტომბერს ფოთის სასაფლაოს წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1902 წელს გურია-სამეგრელოს ეპარქიალური სარევიზიო კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. იმავე წლიდან გურია-სამეგრელოს ეპარქიალური სამზრუნველოს წევრია, ხოლო 1903 წლიდან
იმავე სამზრუნველოს საქმის მწარმოებელი. 1903 წელს ფოთის ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1904 წლის 5 მაისს ერთი თვის ვადით გურია-სამეგრელოს ეპარქიის ხაზინადრად იმუშავა. 1904 წლის 14 ივნისს გადადგა ნოსირის ოლქის კეთილმოწესის პოსტიდან და ხსენებულ ადგილზე კეთილსინდისიერი სამსახურისთვის საეპარქიო მთავრობისგან მადლობა გამოეცხადა. 1904 წლის 30 ოქტომბერს გადადგა გურია-სამეგრელოს ეპარქიის სანთლის ქარხნის მმართველი კომიტეტიდან. 1904 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1910 წლის
6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკ. კლიმენტის დიდი წვლილი მიუძღვის ქ. ფოთში ორკლასიანი სკოლის დაარსების საქმეში, რაც აღინიშნა კიდეც გაზეთ „სახალხო გაზეთში" 1911 წელს. აი, რა ეწერა
იქ: „1911 წლის 25 ოქტომბერს ფოთში აკურთხეს ორკლასიანი საეკლესიო სკოლის ახალი შენობა. სწავლა-განათლების საქმეში ფოთი წინ მიიწევს.
ამ თხუთმეტი დღის წინად აკურთხეს სახელოსნო სკოლა, რომელსაც ორი მშვენიერი ქვის შემობა უჭირავს და ეხლა კიდევ ეს საეკლესიო სკოლა...
ყოვლადსამღვდელო ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიდძალ დამსწრე საზოგადოებას გრძნობიერი სიტყვით მიმართა და აღნიშნა სწავლა-აღზრდის
2-1 საპატრიარქოს უწყებანი N2 31 იანვარი-13 თებერვალი 2020წ გვ.22
დეკანოზი კლიმენტი ჭანტურაია 1866-1941 (გაგრძელება)
მნიშვნელობა, ქალაქის მხურვალე მზრუნველობა ამ საქმეში. განსაკუთრებით ყურადღება მიაქცია მასწავლებელს და სთქვა: ვერცხლის წყალი თერმომეტრში სითბოსაგან აიწევს და სიცივისაგან
დაიწევს -– სწორედ ამგვარივე ვერცხლის წყალია მასწავლებელი სკოლაში, თუ კი მასწავლებელი გონიერია, თუ ის ენერგიულად და მუყაითად მოეკიდება სწავლის საქმეს, მაშინ სწავლა და სკოლის ღირსება აიწევს, თუ მასწავლებელი უვარგისია, რასაკვირველია სწავლაც დაეცემაო. ამ სკოლაში დროებით ორი მასწავლებელია: ბ. პ. ქუთათელაძე და ქ-ნი ე. კახიძე... არ შეგვიძლია აქვე არ აღვნიშნოთ ის კეთილი სამსახური, რომელიც ამ სკოლისადმი მიუძღვის დეკ. კ. ჭანტურაიას. ყველა
ამასთან, სასურველია მესამე მასწავლებელსაც ღირსეულს მოიწვევდნენ, ვინაიდან ასეთები მოგვეპოვება“. 1912 წელს გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამრევლო სკოლების სასწავლო საბჭო ახალსენაკიდან ისევ ქ. ფოთში გადავიდა. ახლადგადატანილ საბჭოს თავჯდომარედ კი დეკ. კლიმენტი დაინიშნა. დეკ. კლიმენტი სხვა პროგრესიულად მოაზროვნე სამღვდელოებასთან ერთად მტკიცედ იცავდა სამეგრელოში ქართული ენის განმტკიცებას და ხელს უშლიდა იმპერიის პოლიტიკას რუსული ენა დაენერგათ საქართველოს ამ უძველეს მხარეში. ამას ამტკიცებს 1912 წელს
ქართულ პრესაში გამოქვეყნებული ეს პატარა წერილიც: „ამას წინათ
გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამრევლო სკოლების ზედამხედველ- მა სინსკიმ რევიზია გაუკეთა „ნახუტურის“ სამრევლო სკოლას, ამ
სასწავლებელში სწავლა ოთხმოცდაერთი წლის კანონით სწარმოებდა. სინსკიმ წინადადება მისცა მამა კლემენტი ჭანტურაიას, საღვთო სჯული რუსულად ასწავლოს. აგრეთვე ურჩია სხვა მასწავლებლებსაც “- რუსულის სწავლება ყოველთვის პირველი სამოსწავლო წლის პირველი სექტემბრიდან შემოიღონ. როგორც ჭანტურაიამ, ისე სხვა მასწავლებლებმაც ცივი უარი უთხრეს მას ასეთი წინადადების შესრულებაზე“. 1914 წლის 3 ნოემბერს ფოთის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1918 წელს ჭყონდიდის ეპარქიის ფოთის ოლქის კეთილმოწესეა. 1920 წელს როგორც ჭყონდიდის ეპარქიის დელეგატი, ესწრებოდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესი- ის მეორე საეკლესიო კრებას.
1921 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დეკ. კლიმენტი ესწრებოდა კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) ინტრონიზაციას და ფოთის „მორწმუნე საზოგადოების“ სახელით სიტყვაც წარმოთქვა წირვის შემდეგ და მიულოცა მის უწმინდესობას აღსაყდრების დღე. 1925 წლის 12 ოქტომბერს ჭყონდიდის ეპარქიის
აღწერაში, ფოთის ღვთისმშობლის სახ. საკათედრო ტაძრის წინამძღვარია. 1928 წლის 16 ივლისს უკვე წინამძღვრის თანაშემწეა. 1929 წლის შემოდგომაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ დააპატიმრა
დეკ. კლიმენტი. აი, როგორ გადმოგვცემს ამ ამბავს ყოფილი დეკ. ნიკიტა თალაქვაძე თავის მოგონებებში: „ამას წინეთ გაზეთებში უცნაური ამბავი
დაიბეჭდა: ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა ალექსიმ (გერსამია) ფოთის საკათედრო ტაძრის დეკანოზ კლიმენტი ჭანტურაიას გაუგზავნა რომელიღაც ბერი (ალექსი ჩხეტიანი -– გ.მ.) -- სალაროში საეკლესიო ნივთებისა თუ განძეულობის შესამოწ-
2-2 საპატრიარქოს უწყებანი N2 31 იანვარი-13 თებერვალი 2020წ გვ.23
დეკანოზი კლიმენტი ჭანტურაია 1866-1941 (გაგრძელება)
მებლად. გაუღიათ დაკეტილი სალაროს კარები და შიგ სალარო კი სრულიად ცარიელი გამომდგარა, არც ერთი ნივთი იქ აღარ დაუხვდათ! ვიღაცას წაუღიაო! სალარო კი დაკეტილი ყოფილა! დეკ.კლ. ჭანტურაია ბრალს სდებდა ამ ნივთების წაღება-მითვისებაში დეკ. იოანე ბობოხიძეს, ხოლო ეს უკანასკნელი, ასეთსავე ბრალსა სდებდა თვით დეკ. ჭანტურაიას! ორთავენი ამ ჟამად დაპატიმრებული ყოფილან...“ მისი პატიმრობა რამდენიმე თვე გაგრძელდა. ამასთან დაკავშირებით, 1930 წლის
27 მარტს საქართველოს ეკლესიის სინოდის თავმჯდომარე, კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე (ციცქიშვილი) ჭყონდიდელ ეპ. ალექსის (გერსამია) სწერდა: „წინადადება მიეცეს ჭყონდიდის ეპარქიის მმართველს მოახდინოს განკარგულება, რომ ფოთის საკათედრო ტაძარში სრულდებოდეს წირვა-ლოცვა რომელიმე მღვდლის მიერ, სანამ განთავისუფლებული იქმნება დეკ. კ. ჭანტურაია. ხოლო ნახუტურის ეკლესიის გახსნის შესახებ შუამდგომლობა აღიძრან მორწმუნეებმა ადგილობრივ აღმასკომში“. დეკ. კლიმენტი იყო მთელ დასავლეთ საქართველოში განთქმული ასკეტი მამის, ღირსი ალექსის
(შუშანია) სულიერი შვილი. 1923 წლის იანვარში, როდესაც გარდაიცვალა მამა ალექსი, იგი ვერ დაესწრო დასაფლავებას და წერილი გაუგზავნა მონასტერში: „ძვირფასო დებო მონაზონნო ფავსტო და აკეფსიმა! თქვენი წერილი მივიღე, რომელშიაც ძლიერ ცუდი ამბავი ეწერა: მამა ალექსი გარდაიცვალა, ეს არის უბედურება. ვინ ყავს ეხლა საქართველოს
ეკლესიას სულიერად და ხორციელად ალექსის
მსგავსი, არავინ. ალექსის ამ ქვეყნიდან გარდასვლა -- ჩემთვის დიდი უბედურება არის, რადგან იმისთანა იყო, განა არ ვიცი. ის იყო დიდებული
კაცი ჭკუით და გონებით, ის იყო ძვირფასი მთელი
სამეგრელოსათვის და მთელი საქართველოსათვის თავის სიტყვით და საქმით, როგორც სასულიერო პირი, კარგი სიტყვისა და კარგის საქმის
მქმნელი. ის იყო მთელი საქართველოს მოყვარული,
მისთვის კარგი უნდოდა სიტყვით და საქმით, მამულის ეკლესიის მოყვარული, ძვირფასი დარაჯი ჩვენი ეკლესიის სიწმინდისა. ვინც მასთან მოვიდოდა, მორწმუნე იყო ის თუ ურწმუნო, მარტო ალექსის შეხედვა კმაროდა მათთვის, რომ ისინი ყოფილიყვნენ მორწმუნენი, მაგრამ როცა ისინი ინახავდნენ ალექსის ცხოვრებას, მის წირვას, მის
ქადაგებას, მის სიტყვას სულიერი თუ საამქვეყნო ცხოვრებისათვის, ურწმუნონი გადაიქცეოდნენ მორწმუნედ და მამა ალექსის მადლობას შესწირავდნენ სიტყვის ან საქმისათვის.
რა მდგომარეობაში არიან ეხლა მისნი დებიდედით, მონასტრის მონაზვნები, წინამძღვრები და გარშემო მცხოვრებნი, რა კარგი მამა მოაკლდათ ამქვეყნად. ძვირფასო დებო ფავსტო და აკეფსიმა, რაფერ
გადაიტანთ თქვენ ამ უბედურებას, მამა ალექსის წასვლას ამქვეყნიდან იმ ქვეყანაში, ვაი თქვენი
2-3 საპატრიარქოს უწყებანი N2 31 იანვარი-13 თებერვალი 2020წ გვ.24
დეკანოზი კლიმენტი ჭანტურაია 1866-1941 (დასასრული)
ცოდვა, ონოფრე მაინც გყავდეთ ალექსის ად- გილზედ. ღმერთმა მაცხოვარმა მოგცეს თქვენ ნუგეში და მამა ალექსის იმ ქვეყანაში წმინდათა ძვირფასი ადგილი. მე უნდა მივსულიყავი გასვენებაზედ, მაგ- რამ მიზეზი ის არის, რომ ჩემი ცოლი ნამეტანი ავად არის ეს ერთი კვირე არის მომვლელი მე ვარ, არც მე ვარ კარგად, დავდივარ მაგრამ ავათ ვარ, წამალს ვხმარობ. გთხოვ ცოტა ადრე შემომითვალოთ ორმოცის დროს, რომ მაშინ მაინც მოვიდე. მამა ალექსის მონა-მორჩილი, თქვენი ძმა დეკანოზი კლიმენტ ჭანტურაია. იანვრის 27.1923წ სიცოცხლის უკანასკნელი წლები დეკანოზმა კლიმენტიმ 1.თბილისში შვილის ოჯახში გაატარა. იგი 1941 წელს გარდაიცვალა დაკრძალულია კუკიის წმ.ნინოს სახ.სასაფლაოზე ჰყავდა მეუღლე ანასტასია ბესარიონის ასული ნადირაძე (დაბ. 1867წ.) და შვილი -- დიმიტრი (დაბ. 1894წ.).
3 საპატრიარქოს უწყებანი N3 13-26თებერვალი 2020წ გვ.22
არქიმანდრიტი ნიკიფორე (მიქელისშვილი) 1765-1841
არქიმანდრიტი ნიკიფორე მიქელისშვილი, ერისკაცობის სახელი უცნობია 1765 წელს კახეთში, ქ. თელავში მღვდლის ოჯახში დაიბადა. იყო დავით მემკვიდრის სულიერი მოძღვარი, რუსობაში მიხაილოვი. მამამისი, მღვდელი მიქაელი თელავის ეკლესიის მოძღვარი იყო. ყმაწვილობაში გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. მამათა მონასტერში მიაბარეს, სადაც ორი წელი დაჰყო. შემდეგ მან სწავლა-განათლება კათოლიკოს ანტონ I-თან (ბაგრატიონი) და დავით რექტორთან მიიღო. თავდაპირველად, თვითონაც იყო თელავის მეფის კარის ეკლესიის მღვდელმსახური. 1796 წლის 24 ივნისს ნინოწმინდელმა მიტროპოლიტმა მიქაელმა (ინასარიძე) დიაკვნად აკურთხა. 1799 წლის 23 აპრილს მიტროპოლიტმა მიქაელმა (ინასარიძე) ბერად აღკვეცა, სახელად ნიკიფორე უწოდა და მღვდლად დაასხა ხელი. 1803 წლის 19 თებერვალს მამა ნიკიფორე მცხეთაში მიეგება დავით მემკვიდრეს, რომელიც რუსეთს მიემგზავრებოდა და თან წაყვანა სთხოვა. დავითი იმავე წლის 20 თებერვალს სწერდა მცხეთიდანპ. ციციანოვს: „თან მიმყავს აგრეთვე ჩემი მოძღვარი – შიომღვიმის მონასტრის მონაზონი ნიკიფორე თუ თქვენი სურვილიც იქნება, რასაც მე დიდ წყალობად ჩავთვლი, რადგან ეს მონაზონი მწიგნობარი კაცია და წიგნის კითხვით გაგვართობს ხოლმე ჟამსა უსაქმობისასა“. იგივე ინფორმაციას გვაწვდის მის შესახებ პლ. იოსელიანიც: „ესე ათანასე (აქ პლატონს მისი სახელი ეშლება -– გ. მ.) იქმნა შემდეგ არქიმანდრიტად; იყო კაცი განსწავლული ანტონისაგან პირველისა კათალიკოსისა; გვარით მიქელისშვილი კახელი. 1802 წელს კვალად შევიდა შიო მღვიმეში ლეკთა შიშითა გაოხრებულსა. 1803 წელს ოდეს მოეგება მემკვიდრესა დავითს ქ. მცხეთას ფებერვლის 19, სთხოვა თანა წარყვეს მას რუსეთსა. მასვე დღესა თანა ჰყვა მას და წარიყვანა რუსეთსა კერძო დაიკონად მომზადებული შიო მღვიმეს ზაქარია იოსელიანი, ბიძაჩემი, გარდაცვალებული ღენერალ-მაიორის ჩინითა 1865 წელსა სანკტ-პეტერბურღსა. თვით ათანასი უკუ მოიქცა მუნით და დასაფლავდა კახეთს“. პლ. იოსელიანის ეს ცნობა, თითქოს ნიკიფორე შიომღვიმეში 1802 წელს მივიდა და აღიკვეცა, სწორი არ არის. 1801 წელს დავით მემკვიდრე წერილს უგზავნის შიომღვიმის მონასტრის მამებს: „წმიდანო მამანო არხიმანდრიტო ნიკიფორე, არხიმანდრიტო გამალიელ და მამაო გრიგოლ და წმიდანო მამანო მონასტრისანო.... თქვენი წიგნი მომივიდა და საჩივარი კახეთის სუდზედ. ჩემი საკუთარის თეთრით ნასყიდი მამული ომეყა წმიდას მონასტერს შევსწირე; წაერთმევინა; ეს ამის მეტი არა არს რა, მხოლოდ ეშმაკის მანქანებაა..., თუმცა
3-1 საპატრიარქოს უწყებანი N3 13-26თებერვალი 2020წ გვ.23
არქიმანდრიტი ნიკიფორე (მიქელისშვილი) 1765-1841 (გაგრძელება)
ტექსტში მისი არქიმანდრიტად მოხსენიება ცოტა უცნაურია, რადგან 1801 წელს იგი ჯერ არ იყო ამხარისხში აყვანილი. 1804 წლის თებერვალში მოსკოვში დასახლებულ იღუმენ ნიკიფორეს დავით ბატონიშვილის წარდგინებით სამკერდე ოქროს ჯვრით აჯილდოვებენ. იგი მუშაობდა მოსკოვის ქართულ სტამბაში წიგნების დაბეჭდვაზე. 1805 წელს მოსკოვში დაბეჭდილ „სადღესასწაულოს“ აქვს ასეთი წარწერა: „ფრიადითა შრომითა იღუმენის ნიკიფორე თელავის კარის ეკლესიის მღვდლის მიხეილის ძის მიხაილოვისათა 1805 წ. დაიბეჭდა მოსკოვს“ (ქართული წიგნი, I, 95. გვ. 84). ამ წიგნის ტექსტის ბოლოს მოთავსებულია დიმიტრი ბაგრატიონის ლექსად თქმული წიგნის დაბეჭდვაზე დამაშვრალთა ჩამოთვლა: „ღვთის შეწევნითა, /ზესთა ზენითა /მოსკოვს შემზადდა სტამბა ქართული, /ქსნის ერისთვისა, /დავითის ძისა,/ ვარლამის ღვაწლით არს გამართული,/ მასთან იონა,/ ვინ არიონა შრომის მდინარე ცენზურობითა, /მიტროპოლიტმა გაშინჯ-გამჭვრიტა /გედეონის ძემ ძველგვარობითა, /ნიკიფორითა, მკითხველ-მსწორითა, /იგულსმოდგინეს საკმარობითა,/ პაიჭაძემან, ვით მესტამბემან,/ ჰმართა ყოვლითა სახმარობითა.“ ამ ლექსით ნიკიფორე მკითხველმსწორედ მოიხსენიება ე. ი. ყოფილა კორექტორი. 1806 წელს იღუმენი ნიკიფორე ჩადის პეტერბურგში და საქართველოში დაბრენების ნებას ითხოვს. მალე იგი საქართველოშია და შიომღვიმის მონასტრის წევრია. 1806 წლის 16 ივლისს იგი ითხოვს შესაფერისი ჯამაგირის დანიშვნას. 1808 წელს კათოლიკოსმა ანტონ II-მ (ბაგრატიონი) არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა. 1812 წელს ბრინჯაოს ჯვარი მიიღო. 1815 წლის 5 მაისს თელავის მთავარეპისკოპოს დოსითეოსის (ფიცხელაური) ლოცვა-კურთხევით ოსეთის სასულიერო კომისიაში იღუმენის შტატში დაინიშნა. იგი სამი წლის მანძილზე იყო ჩრდილოეთ კავკასიაში და წარმართებს ქრისტიანობას უქადაგებდა. 1817 წლის ოქტომბერში გათავისუფლდა ოსეთის სასულიერო კომისიიდან. არქიმანდრიტი ნიკიფორე აქტიურ მონაწილეობას იღებდა „ოსეთის სასულიერო კომისიის“ მუშაობაში. იგი საქართველოს ეგზარქოს თეოფილაქტეს (რუსანოვი) აწვდის ღირებულ ცნობებს შიდა ქართლის მთიანეთის ხეობებში ოსი მოსახლეობის განსახლების, მათი სულადობრივი და კომლობრივი რაოდენობის შესახებ. ეგზარქოსს მამა ნიკიფორესათვის დაუვალებია შიდა ქართლში ოსებით დასახლებულ ხეობებსა და სოფლებში მონათლული და მოუნათლავად დარჩენილი მოსახლეობის აღნუსხვა, კომლებისა და სულადობრივი რაოდენობის ჩვენებით; არქიმანდრიტს უნდა დაედგინა, აგრეთვე, თუ რომელ თავადს ან აზნაურს ეკუთვნოდა აღნუსხული ხეობისა და სოფლის მოსახლეობა. დავალება ითვალისწინებდა, რომ ის ყოველგვარი გახმაურების გარეშე შესრულებულიყო. ამასთან ეგზარქოსი ითხოვდა სამუშაოს შესრულების დროს ყველა შესაძლო ხერხით, უსაფრთხოების უზრუნველყოფას. აღწერა სრულად უნდა ჩატარებულიყო ოსებით დასახლებულ ხეობებში, აგრეთვე ახლომდებარე მეზობელ სოფლებში, სადაც „ოსეთის სასულიერო კომისია“ წინა წლებში თელავის მთავარეპისკოპოს დოსითეოსის (ფიცხელაური) ხელმძღვანელობის დროს, 12 ეკლესიის მშენებლობას გეგმავდა. 1817 წლის დეკემბერში არქიმანდრიტმა ნიკიფორემ შეადგენა და ეგზარქოს გაუგზავნა პირველი მოხსენებითი ბარათი. იგი აღწერდა ახლად მონათლული ოსებით დასახლებული კავკასიის მთების 8 ხეობის სოფლებს. ეს იყო ჩატარებული სამუშაოს ნაწილი. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ზამთრის დიდთოვლობის გამო არქიმანდრიტი ნიკიფორე იძულებული გახდა შიდა ქართლის მთიანეთში აღწერა შეეწყვიტა. 1818 წლის 16 მარტით თარიღდება მეორე დოკუმენტი, რომლის მიხედვით ჩანს, რომ არქიმანდრიტ ნიკიფორეს გაუგრძელებია ეგზარქოსის დავალების შესრულება; აღუწერია დამატებით კიდევ 11 ხეობაში მდებარე სოფლების მოსახლეობა კომლებისა
3-2 საპატრიარქოს უწყებანი N3 13-26თებერვალი 2020წ გვ.24
არქიმანდრიტი ნიკიფორე (მიქელისშვილი) 1765-1841 (დასასრული)
და სულადობის მიხედვით და წარმოუდგენია, როგორც თავად აღნიშნავს „ყოველნივე უნაკლულოდ სრულებით აღწერილნი, ესრეთ ვითარცა ზემორე რვათა ხეობათა“, ე. ი. აღუწერია სრულად და უნაკლოდ, ადრე აღწერილი 8 ხეობის მსგავსად. ამჯერად, არქიმანდრიტი ნიკიფორე ანგარიშზე ხელს აწერს, როგორც „ოსეთის სასულიერო კომისიის მქადაგებელყოფილი”. 1818 წელს ქართლის ყოფილი ეპარქიების: რუისის, ურბნისისა და ნიქოზის საეკლესიო მამულების მმართველად დაინიშნა. 1819 წლის 1 თებერვალს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1818 წელს არქიმანდრიტი ნიკიფორე იყო იმ კომისიის წევრი, რომელსაც დაევალა აღმოსავლეთ საქართველოში საეკლესიო შტატების განაწილება და კამერალური აღწერის ჩატარება. XIX ს-ის 20-იან წლებში არქიმანდრიტი ნიკიფორე სთხოვს იონა ეგზარქოსს (საქართველოს განაგებდა 1821-1832 წლებში) უვადო ბილეთს პეტერბურგს წასასვლელად „მირიან ირაკლის ძე მიბარებს და ჩემი ძმისწული სოლომონ მიხაილოვი მინდა თან წავიყვანო“. 1822 წელს არქიმანდრიტი ნიკიფორე გათავისუფლდა ქართლის საეკლესიო მამულების მართვა-გამგეობიდან და თელავის მაზრაში, სოფ. გულგულაში დასახლდა. 1824 წლის 27 მარტს შუამთის მონასტრის საეკლესიო მამულების მმართველად დაადგინეს და იმავე მონასტრის უშტატო წევრად მიიღეს. 1832 წლის შეთქმულების საგამომძიებლო კომისიას მღვდელ-მონაზონი ფილადელფოს (კიკნაძე) უჩვენებს, რომ ნიკიფორე არის „შუამთის მონასტრის ყმა-მამულის განმგებელი არქიმანდრიტი“. არქიმანდრიტი ნიკიფორე (მიქელიშვილი) იყო შუამთის მონასტრის შტატგარეშე წევრი, წინამძღვარი ამ დროს იყო არქიმანდრიტი სოფრომი (ერისთავი). 1835 წლის 9 ივლისს გათავისუფლდა შუამთის მონასტრის საეკლესიო მამულების მმართველის პოსტიდან. იმ პერიოდში იგი საეკლესიო შემოსავლებიდან იღებდა ჯამაგირს წელიწადში 80 მანეთს. არქიმანდრიტი ნიკიფორე 1841 წლის 3 ოქტომბერს გარდაიცვალა. მანამდე, 1841 წლის 5 აპრილს მან თავისი ქონება და კუთვნილი ნივთები: ღვთისმშობლის გამოსახულებიანი ხის ხატი, მიტრა და საარქიმანდრიტო ჯვარი, ეპიტრახილი, საგვერდული, ენქერი, ანაფორა და სხვ. ნივთები შუამთის მონასტერს შესწირა.
4 საპატრიარქოს უწყებანი N4 27თებერვალი-11მარტი 2020წ გვ.21
„ჩვენს ცოდვილ დროშიდაც მოხდება სასწაული ლოცვით
და ჭეშმარიტი სარწმუნოებით და სასოებით“ 1854-1917
ჩვენი გაზეთის საშუალებით რამდენჯერმე მოგითხრეთ იმ სასულიერო პირთა შესახებ, რომელთა წინაპრები საუკუნეების განმავლობაში ერთგულად და თავდადებით ემსახურებოდნენ დედაეკლესიას. ამჯერად, კიდევ ერთი ასეთი ოჯახი გვინდა გაგაცნოთ, რომელთა გვარიდან რამდენიმე ღირსეული სასულიერო პირი აღიზარდა ეკლესიის წიაღში. გოლეთიანების ეს გვარი ლეჩხუმიდან, სოფ. ნაკურალეშიდან მომდინარეობს. მათ თავიანთი მსახურებითა და მოღვაწეობით მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირეს ქართულ საეკლესიო ისტორიაში.
მღვდელი ანტონ პავლეს ძე გოლეთიანი 1854 წლის 17 იანვარს ქუთაისის გუბერნიაში, ლეჩხუმის მაზრაში, სოფ. ნაკურალეში მღვდლის ოჯახში დაიბადა (მამა პავლე, პაპა დავითი, პაპის მამა ათანასე და ათანასეს მამა გიორგი ასევე მღვდლები იყვნენ). ათანასეს და გიორგის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ მოგვეპოვება, ვიცით, რომ ისინი XVIII ს-ში მოღვაწეობდნენ და იმ დროს საქართველოში სასულიერო პირთა ბიოგრაფიები არ იწერებოდა. პირველი მონაცემები მოგვეპოვება მღვდელ დავით ათანასეს ძე გოლეთიანზე, რომელიც 1773 წელს
დაიბადა. ჰყავდა დედმამიშვილები: მღვდელი მათე, მღვდელი გიორგი და ერისკაცი --– იოანე. მან ქართულ ენაზე საეკლესიო წერილი მონასტერში ისწავლა. XVIII ს-ის 90-იანი წლების დასაწყისში ცაგერელმა მიტროპოლიტმა სოფრონმა (ღოღობერიძე) დიაკვნად აკურთხა. XVIII ს-ის 90-იანი წლების ბოლოს ხინოწმინდელმა მთავარეპისკოპოსმა იოანემ (წუწუნავა) მლვდლად დაასხა ხელი და ნაკურალეშის წმ.
გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. ჰყავდა შვილები: მღვდელი ანდრია (1795-1854წწ.) და მლვდელი პავლე (1819-1890წწ.).
მღვდელი პავლე 1819 წელს დაიბადა. მანაც ქართულ ენაზე საღვთო და საეკლესიო წიგნების კითხვა, წერა, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი ცაგერის მონასტერში იღუმენ ბასილთან (ასათიანი) ისწავლა. 1847 წლის 12 იანვარს (მეორე ვერსიით 20 სექტემბერს) სამეგრელოს ეპისკოპოსმა ანტონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა და ნაკურალეშის
წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. 1850 წლის 15 ივნისს მღვდლად დაასხა ხელი და იმავე ტაძარში დაადგინა. 1864 წლის 1 აგვისტოს (მეორე ვერსიით -- 1862 წელს) ნასპერის ღვთისმშობლის შობის
სახ. ტაძარში დაინიშნა. ჰქონდა ჯილდო -–- ყირიმის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ლენტიანი ბრინჯაოს ჯვარი. 1879 წლის 13 მარტს წითელი ჯვრის საზოგადოების სამახსოვრო ჯვარი მიიღო, მღვდელი პავლე 1890 წლის 27 ოქტომბერს გარდაიცვალა. მეუღლე თათია ბეჟანის ასული კოპალიანი (დაბ. 1833წ.) და შვილები: მაკრინა (დაბ.
1848წ, გათხოვილი ილია/ისმაილ სულაქველიძეზე)
და მღვდელი ანტონი (დაბ. 1852წ.). ანტონმა 1876 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარიის სამი კლასი. 1877-1880 წლებში სოფლის ერთკლასიან სამინისტრო სკოლაში (სად
არ ჩანს) პედაგოგად მუშაობდა. 1880-1885 წლებში საფოსტო უწყების, კასპიისპირეთის ოლქის საფოსტო უწყების ახალტეკინის საექსპედიციო ჯგუფში საველე ფოსტალიონად მუშაობდა. კეთილსინდისიერი სამსახურისთვის დაჯილდოებული იყო ვერცხლის მედლით „ერთგულებისათვის“ წმ. სტანისლავის ლენტზე. 1884 წლის 9 დეკემბერს, ავადმყო
4-1 საპატრიარქოს უწყებანი N4 27თებერვალი-11მარტი 2020წ გვ.22
„ჩვენს ცოდვილ დროშიდაც მოხდება სასწაული ლოცვით
და ჭეშმარიტი სარწმუნოებით და სასოებით“ 1854-1917 (გაგრძელება)
ფობის მიზეზით, სახლში დაბრუნდა შვებულებით და გამოჯანმრთელების შემდეგ აღარ ჩავიდა სამსახურში, რის გამოც გაათავისუფლეს. 1886 წლის 1
ოქტომბერიდან გურია-სამეგრელოს ეპარქიის კანცელარიის თანამშრომელია. 1886 წლის 20 დეკემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 25 დეკემბერს მღვდლად დაასხა ხელი და ოფიტარის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. 1888 წლის 1 აპრილს ცაგერის ოლქის სასულიერო გამომძიებლად დაინიშნა. მისი მცდელობით და ლაჩეპიტის მიწერილი
ეკლესიის მრევლის სურვილით ლაჩეპიტის ეკლესია გადაიტანეს უფრო მოხერხებულ ადგილზე და აიგო ახალი სამრეკლო, რომელიც 1891 წელს აკურთხეს. ასევე, დიდი წვლილი მიუძღვის ოფიტარის ახალი
ეკლესიის აგებაში, რომელიც 1893 წელს აკურთხეს და იმავე ეკლესიასთან არსებული საეკლესიო სამრევლო სკოლის აგებაში. დიდია მისი დამსახურება ორივე ეკლესიისა და სკოლისათვის საჭირო ნივთების შეძენაში. 1894 წლის 21 თებერვალს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1899 წლის 9 ივლისს სკუფია უბოძეს. 1900 წლის 13 ივნისს ნასპერის ღლვთისმშობლის შობის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1900 წლის მარტში გარდაიცვალა მღვდელ ანტონის ბიძაშვილი, კიბაბეულის ღვთისმშობლის
შობის სახ. ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი დიონისე გოლეთიანი. იმხნად ლეჩხუმში გავრცელებული „დატირების“ რიტუალი მეტად წარმართული
იყო, ისევე როგორც საქართველოს მთიანეთის სხვა კუთხეებში. იგი გადაჭარბებულ გლოვად გადაიქცეოდა და აურაცხელ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. სამღვდელოება თავგამოდებით ებრძოდა ამ
ნაკლს, მაგრამ ამ ჩვეულებას ისე ღრმად ჰქონდა გადგმული ფესვები ხალხში, რომ ხშირად თავად ადგილობრივი სამღვდელოებაც ვერ უვლიდა გვერდს ამ მოვლენას. ამასთან დაკავშირებით მოძღვრის წლისთავზე მღვდელმა ანტონმა წერილი გამოაქვეყნა გაზეთ „მწყემსში, სადაც წერდა: „განსვენებული ყოვლადსამღვდელო გაბრიელი რამდენს
უსიამოვნებას და საყვედურს აცხადებდა სამღვდელოებას თვალთ-მაქცური, უსარგებლო და დამაზარალებელ -- მიცვალებულთა გამოტირილის შესახებ, მაგრამ ამ სამწუხარო მოვლენას დღესაც ღრმად აქვს მოკიდებული ფესვი. განა შეუძლია გონიერს და გულშემატკივარ კაცს გულგრილად უცქიროს შემდეგ სურათს: აგერ მიცვალებული ასვენია, სახლი სავსეა ხალხით. რომელთაგან უმეტესი იცინის, ხუმრობს და მუსაიფობს. უცებ კიდებენ ხელს კაცს, რომელიც აგერ ხუმრობდა,
ეს კაცი უეცრად სახეს იჭმუხნის, იჭყანება და ზარის სიმღერის ხმას აყოლებს რაღაც უმგვანო სიტყვებს. ჭირისუფალსაც მოწყენილი აქვს ერთი კვირის განმავლობაში სულ ერთი და იგივე სიტყვების განმეორება, მაგრამ რა ჰქნას, მომტირალთ უნდა დახვდეს და შეატიროს ფორმისაებრ! რაიცა შეეხება უსარგებლო ხარჯებს და აუარებელ კაცის ცდენას და სხვ. ეს ხომ აშკარაა და ყველამ იცის. ბევრი რამ დაბეჭდილა ამის შესახებ ჩვენს
ხალხისთვის გულშემატკივარ ორგანოს „მწყემსის ფურცლებზე, რომ მოსპობილიყო ესრეთი საზიზღარი და უსარგებლო ჩვეულება, მაგრამ
არ იქნა და არა. დღეს მადლობა ღმერთს, გაჩნდა ისეთი კაცი, რომელმანცა მისცა დაბოლოება და დასრულება ამ მავნე ჩვეულებას. დღეს, როგორც
ეტყობა სწორედ ბოლო ეღება ამ მავნე და უსარგებლო ჩვეულებას. ყველგან გვესმის: „მართლა მოუსპიათ ტირილი? ვაი ჩვენი ცოდვა, რავა ჯირკივით ჩაგვდებენ მიწაშიო“ და ზოგი კი ნიშნისგებით ამბობს: „მის მეტი სამჯავრო ნუ მომცეს ღმერთმაო!"., ამის მეტს მგონი არც შარშანწინ
იტყოდენ რამეს ამაზე, და უკეთუ ჩვენ -– სამღვდელოება თანამგრძნობელნი ვიქნებით ამ ბრძანებისა, პირველში ჩვენი ვალია გავტყდეთ და ვაჩვენოთ მაგალითი მრევლს, როგორი მაგალითიც
გვიჩვენა ახალმა მღვდელმა მ. ანდრია გოლეთიანმა. წარსულ მარტის თვეში გარდაიცვალა სოფ. ნაკურალეშს (ლეჩხუმში) უეცარის სიკვდილით
მღვდელი მ. დიანოზ გოლეთიანი. განსვენებულს დარჩა შვილი ზემოხსენებული მღვდელი ანდრია გოლეთიანი, რომელიც ჩავარდა ფიქრში და რყევაში, თუ რა წესით დაესაფლავებია მამა. ახალი ბრძანების აღუსრულებლობისაც ეშინოდა და წინანდელი წესის დარღვევაზედ სოფლის და მტერმოყვრისაც რცხვენოდა; ასე რომ ორივე შემთხვევაში, ესე იგი, ძველი ჩვეულების დარღვევაში და ახალის მიღებაში პირველი მაგალითიის იქნებოდა. ბოლოს სოფლის საყვედური ამჯობინა და
მესამე დღეს მოუწოდა მახლობელ მეზობლებს, ნათესავებს და რამოდენიმე მღვდელს, გაასვენეს მიცვალებული ეკლესიაში, წირვის შემდეგ წესი აუგეს და დაასაფლავეს. შემდეგ მოსამარხეებს, გამსვენებლებს, გულითადს მომტირალ-ნათესავებს და მღვდლებს სადილი მიართვეს და აი, ამნაირად შესრულდა ის საქმე, თვინიერ დიდი ხარჯისა. სოფელმა ბევრი უსაყვედურა მამა ანდრიას, რად არ გვატირე მამა შენიო, შენდობას შეუთვლიდით და ღვინოს თავს წაუსხამდითო!... ასე ადვილად და წესიერად შესრულდა ყველაფერი. საუკუნოდ იყოს ხსენება ჩვენი თანაძმის მღვდლისდიანოზ გოლეთიანისა, რომელიც ეღირსა ჭეშმარიტს ქრისტიანულს განსვენებას და დასაფლავებას. დასასრულ, ღმერთმან ადღეგრძელოს და აკურთხოს გონიერი მმართველობა იმერეთის ეპარქიისა -- ჩვენი ახალი მწყემსმთავრისა, რო-
4-2 საპატრიარქოს უწყებანი N4 27თებერვალი-11მარტი 2020წ გვ.23
„ჩვენს ცოდვილ დროშიდაც მოხდება სასწაული ლოცვით
და ჭეშმარიტი სარწმუნოებით და სასოებით“ 1854-1917 (გაგრძელება)
მელმაც პირველადვე მიაქცია ყურადღება ამ უწესო ჩვეულების მოსპობას, რომლის აღსრულებით არა თუ სუსტდება მარტო ზნეობა და სარწმუნოება, არამედ იქცევა, ღარიბდება და იღუპება ოჯახები აუარებელი უსარგებლო ხარჯებისაგან“. 1902 წლის 25 თებერვლიდან მღვდელი ანტონი ცაგერის ოლქის სამღვდელოების სულიერი მოძღვარია. 1904 წლის 14 მაისს
კამილავკა ეწყალობა. 1904 წლის 16 სექტემბერს პენსიაზე გავიდა. შთამომავლების გადმოცემით, მღვდელი ანტონი 1917 წელს
გარდაიცვალა. გარდა სასულიერო მოღვაწეობისა მღვდელი ანტონ გოლეთიანი აქტიურად თანამშრომლობდა იმდროინდელ პრესაში, „მწყემსში“, „შინაურ საქმეებში“. 1899 წელს აქვს დაწერილი სტატია „ხვამლის მთაზე აღსრულებულ სასწაულზე, რომელიც იქ მის
თვალწინ წმ. გიორგის ხატის წინ აღესრულა“. აი, რას წერდა იგი: „წელს დიდი წვიმები არ ყოფილა ჩვენკენ და ამიტომ არც მიწა გამბალა საკმაოდ, ხოლო ივნისიდგან ვიდრე 27 ივლისამდე არა თუ წვიმით არ გამაძღარა მიწა, ცვარიც კი არ ყოფილა, რადგან ღამე ცა ღრუბლით იხურებოდა და
დღე ძლიერი სიცხეები სწვავდა. ბალახი გახმა, წყლები ალაგ-ალაგ დაშრა, კაცი და საქონელი შეწუხდა აუტანელი სიცხისგან.
ხალხი შეაწუხა შიმშილის მოლოდინმა. ეკლესიებიდან ხატებს ასვენებდენ მდინარე წყლებზედ დასაბანათ ლიტანიით. მაგრამ
არ შეიქმნა საშველი. ბოლოს 27 კვირიკობისთვეს სოფელს ოყურეშიდან წაასვენეს ხვამლის მთაზედ ორი დიდი და დიდებული წმინდის გიორგის ხატი. ეს ორი ხატი შესანიშნავია მთელს მაზრაში თავის სიდიადით, დიდებული მორთულობით, სიძველით და სასწაულმოქმედობით. ხალხის მოთხრობით ეს ორი ხატი ძველ დროში დასვენებული ყოფილა ხვამლზედ, სადაც ყოფილა ეკლესია და ბერების მოსახლეობა. წერილობით თუმცა ამაზედ არა სჩანს რა, მაგრამ ხვამლზედ ახლაც სჩანს და ატყვია ძველი ნაეკლესიები, ტრაპეზი, შენობის ნანგრევები სულ თლილი
საპატიო ქვებისაგან, გალავანი, ბერების სენაკების ნაშთები და სხვ. ეხლა დაუბრუნდეთ ლიტანიობას. 27 კვირიკობისთვეს შუადღეს პაპანაქება
სიცხეში გავემგზავრეთ ოყურეშის ეკლესიიდან ხვამლისკენ ასიოდე კაცი და ქალი, ხატებს მიასვენებდა ოთხ-ოთხი კაცი ჯალავრით. ლიტანიას წინ მიუძღოდენ განუწყვეტელი ბუკის კვრით და ზარების რეკა დიდხანს არ შეწყვეტილა. ხალხი ფეხშიშველა მიჰყვებოდა სასწაულთმოქმედს
ხატს და ცრემლით შესტიროდა თავის გაჭირვებას. ხატები დავასვენეთ ნატრაპეზალზედ, აუნთეთ სანთლები და დაჩოქილებმა გარდავიხადეთ
სამადლობელი პარაკლისი და აი, ცხოველი სასწაული! ისმინა უფალმან ვედრება ჩვენი: „რათა უბრძანოს ღრუბელთა ცისათა მოცემად წვიმა...
გაჩნდა ნისლი მთის გარშემო, დაგვიახლოვდა და
გარს შემოგვერტყა. ამას მოჰყვა ცივი ქარი, გასქელდა ნისლი და აიწია თანდათან მაღლა, შეიქმნა ქუხილი, ელვა და ბოლოს ნელი წვიმა. ჩვენს სიხარულს და მადლობას წმინდა გიორგისადმი აღარ
ჰქონდა საზღვარი. ჩემს დღეში ასე ცხოველი სასწაული არ მინახავს და ახლა კი მჯერა, რომ ჩვენს ცოდვილ დროშიდაც მოხდება სასწაული ლოცვით და ჭეშმარიტი სარწმუნოებით და სასოებით. იმ
ღამეს ხალხმა თავი შეაფარა ახლო მდებარე გამოქვაბულებს და კლდის ნაპრალებს. მეორე დილით კვლავ გარდავიხადეთ მუხლმოყრით სამად-
4-3 საპატრიარქოს უწყებანი N4 27თებერვალი-11მარტი 2020წ გვ.24
„ჩვენს ცოდვილ დროშიდაც მოხდება სასწაული ლოცვით
და ჭეშმარიტი სარწმუნოებით და სასოებით“ 1854-1917 (დასასრული)
ლობელი პარაკლისი და გულდამშვიდებული დავბრუნდით სოფელში წმინდა ხატებით. იმ დღიდან გაიხსნა ცა და იწვიმა საკმაოდ. ღმერთო, უშველე გაჭირვებულს მდაბიო ხალხს, რომელსაც ყოველს ჭირსა და ლხინშიდ აქვს ერთადერთი უტყუარი იარაღი -- სარწმუნოება, სასოება და მხურვალე ვედრება“. სამწუხაროდ, 1910 წელს ეს წმინდა ხატები
გაიძარცვა, რასაც გაზეთ „შინაურ საქმეებში“ მოჰყვა მამა ანტონის სტატია,
სადაც იგი გულისტკივილით აღნიშნავდა იმ უკუღმართობასა და ზნედაცემულობას, რომ ადგილობრივმა ახალგაზრდებმა გაბედეს და
გაძარცვეს ეს ისტორიულიხატი, რომელიც სასწაულთმოქმედად მიიჩნეოდა. აი, რას წერდა იგი: „ვაი ჩვენი ბრალი, რა დროს მოვესწარით!
უმჯობესი იყო ოცი-ოცდაათის წლის წინეთ მეორეთ მოსვლას ან წარღვნას
დავსწრებოდით. თანდათანობით გავარჯიშებულმა უკუღმართობამ ასე შეგვიჩვია, რომ ქვეყანა რომ დაიქცეს სიცილ-ხუმრობას დავიწყებთ. გასაოცარი ამბავი მაქვს სათქმელად, მაგრამ სულის და გულის მღელვარებით სიტყვა ვერ მომიფიქრნია დასაწყებად...“. მძარცველები
კი დააპატიმრეს, მაგრამ ჯერჯერობით ნაძარცვი ნივთები არ ჩანსო. დასასრულ იგი სწერდა: „ამ ამბის გამო ოყურეშის ეკლესიაში წირვა-ლოცვა
აღარ სრულდება. მრევლი მგლოვიარეთ დასტირის თავზედ გაძარცვულ ხატებსო“. მღვდელი ანტონ გოლეთიანის შვილიშვილის
ბატონ ანტონ გოლეთიანის ოჯახში დაცულია მის მიერ შედგენილი დაახლოებით 300-გვერდიანი უცხო სიტყვათა რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული ლექსიკონის ხელნაწერი. მამა ანტონს ჰყავდა მეუღლე ქსენია პეტრე მღვდლის ასული დავითულიანი (დაბ. 1868წ.) და შვილები:
ბენიამენი (დაბ. 1886წ., პროფესიით პროვიზორი), იულია
(22.09.1889- 1960წწ.,) თეოფილე (დაბ. 20.09.1891წ., გარდაიცვალა „ისპანკით“) ვარლაამი (დაბ. 20.08.1895წ., პროფესიით პროვიზორი), პლატონი (დაბ. 29.07.1898წ., პედაგოგი), იოაკიმე (დაბ. 1900წ., გარდაიცვალა „ისპანკით“), დომენტი (დაბ. 9.11.1903წ., ფარმაცევტი), სერაპიონი (გარდაიცვალა „ისპანკით“).
5 საპატრიარქოს უწყებანი N5 12-26მარტი 2020წ გვ.22
არქიმანდრიტი დომენტი (გიორგაძე) 1884-1959
არქიმანდრიტი დომენტი, ერისკაცობაში დავით მიხეილის ძე გიორგაძე 1884 წლის 15 აგვისტოს ქუთაისის გუბერნიაში, ქუთაისის მაზრაში, სოფ, სიმონეთში გლეხის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხა და პირველდაწყებითი განათლება სოფ. სიმონეთის სასოფლო სკოლაში მიიღო. საღმრთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი ჯრუჭის წმ. გიორგის სახ.
მონასტერში ისწავლა. 1901 წლის 3 სექტემბერს იმავე მონასტერში მორჩილად განამწესეს. 1902 წლის 25 ოქტომბერს ჭელიშის ღვთისმშობლის მიძინების სახ. მონასტერში გადაიყვანეს. 1904 წლის 5 დეკემბერს გელათის ღვთისმშობლის შობის სახ. მონასტერში დაინიშნა. 1906 წლის 19 აგვისტოს საქარის წმ. გიორგის სახ. ტაძრის მედავითნედ დაადგინეს. 1907 წლის 16 აპრილს გათავისუფლდა იქიდან. 1908 წლის 20 აგვისტოს ისევ ჯრუჭის მონასტერში მივიდა, რა დროსაც
საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება ბერად შედგომაზე. 1909 წლის მარტში მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა გრიგოლმა (ჩხაიძე) ბერად აღკვეცა და სახელად დომენტი უწოდა. 1909 წლის 31 მაისს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) დიაკვნად აკურთხა. 1911 წლის 2 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში გადავიდა და თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. მონასტრის საძმოში მიიღეს. 1912 წლის 29 ივნისს გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) მლვდლად დაასხა ხელი. 1912 წლის 2 ნოემბერს იმავე მონასტრის ეკონომოსად დაადგინეს. 1915 წლის 28 მაისიდან ქვათახევის ღვთისმშობლის მიძინების სახ. მონასტრის საძმოშია. 1916 წლის 12 იანვარს იმერეთის ეპისკოპოს გიორგის ლოცვა-კურთხევით, ჯრუჭის წმ. გიორგის სახ. მონასტერში გადაიყვანეს. 1917 წლის 29 ნოემბერს გელათის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ნიკოლოზი (ნამორაძე) ქუთათელ მიტროპოლიტ ანტონს (გიორგაძე) სწერდა:„გე
5-1 საპატრიარქოს უწყებანი N5 12-26მარტი 2020წ გვ.23
არქიმანდრიტი დომენტი (გიორგაძე) 1884-1959 (გაგრძელება)
ლათის მონასტერში სამღვდელმსახურებო წიგნების მკითხველი
ერთის მეტი არ არის და ამ მხრივ გაჭირვებაში იმყოფებიან მამები,
რომელთაც სხვა შრომასთან წიგნის კითხვაც უხდებათ და მოხუცებულობისა გამო ამ სიძნელეს ადვილად ვერ იხდიან. მონასტერში არის ადგილი იეროდიაკონისა. მოგახსენებთ რა ამას, უმორჩილესად ვთხოვ თქვენს მეუფებას გაამწესოთ ამ ადგილზედ ჯრუჭის
მონასტრის მღვდელ-მონაზონი დომენტი, რათა რომ როდესაც
წირვის რიგში არ იდგება, ხანდიხან წაეხმაროს წიგნის მკითხველსა და ამით შემსუბუქება მისცეს მოხუცებულ ბერებს“. იმავე დღეს
მიტროპოლიტმა ანტონმა დააკმაყოფილა ეს თხოვნა და მღვდელმონაზონი დომენტი გელათის მონასტერში ბერ-დიაკვნის შტატში დაინიშნა. 1918 წლის 28 მარტს ქუთათელმა მიტროპოლიტმა ანტონმა (გიორგაძე) მღვდელ-მონაზონი დომენტი ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დანიშნა და ოქროს ჯვარი უბოძა. ამასთან დაკავშირებით, გაზეთი „ჩვენი ქვეყანა“ წერდა: „ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად (რაჭაშია) დაინიშნა გელათის მონასტრის მღვდელ-მონაზონი დომენტი, ერისკაცობაში დავით გიორგაძე“. მღვდელ-მონაზონმა დომენტიმ 1918
წლის 3 აპრილს ჩაიბარა ჭელიშის მონასტერი, რომელიც იმ პერიოდში ახლომდებარე მოსახლეობისაგან დიდ შევიწროებას განიცდიდა. 1918 წლის 23 აპრილით დათარიღებულ წერილში იგი ქუთაისის საეპარქიო მმართველობის კანცელარიას შემდეგი შინაარსის მოხსენებას უგზავნის: „თანახმად ქუთაისის საეპარქიო მმართველობის კანცელარიის მოწერილობისა.. წარმოუდგენ სიას ჭელიშის მონასტრის მოიჯარადეთა. სახელს მამისას და სახელს და გვარს და სოფლების სახელს, კანტრახტების რიცხვს, რამოდენიმეს ვადა აქვს გასული და რამოდენიმეს
არა აქვს გასრული. არავითარი წერილობითი ცნობა არ მიმიღია,
რომ მონასტერს ქონდეს ადგილმამული ჩამორთმეული... მე თვითონ შევეკითხე... მახლობელ კომისარ-კომიტეტებს სიტყვიერად
და იმათმა გამომიცხადეს ჩვენ არავითარი ბრძანება არ გაგვიცია ხალხში, რომ ვითომ მონასტერს ადგილი ჩამორთმეოდეს,
მაგრამ ხალხი თავისი ნებით ჩადიან ამ საქმეს“. მღვდელ-მონაზონი დომენტი 1918 წლის 27 ივლისამდე წინამძღვრობდა ჭელიშის მონასტერს. 1918 წლის 27 ივლისიდან იგი ქუთაისში სამიტროპოლიტო სასახლის ეკონომოსად დაინიშნა და იღუმენის წოდება მიენიჭა. 1918 წლის 30 ნოემბერს იღუმენი დომენტი ჯრუჭის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ პავლეს (ჯაფარიძე) სწერდა: „ჩემი საქმის შინაარსი კარგად
უწყის თქვენმა მაღალღირსებამ. ამის გამო, უმორჩილესად
გთხოვთ, აღძრათ შუამდგომლობა იმერეთის მიტროპოლიტის მაღალყოვლადუსამღვდელოესის ნაზარი ქუთათელის წინაშე მიმიღოს რწმუნებულ თქვენდამო მონასტერშიდ მღვდელ-მონაზვნის ალაგზედ“.თავის მხრივ, 1918 წლის 20 დეკემბერს არქიმანდრიტმა პავლემ უშუამდგომლა მიტროპოლიტ ნაზართან, რომელმაც, 1918 წლის 25
დეკემბერს ქუთაისის საეპარქიო საბჭოს მისწერა განეხილათ ეს საკითხი. 1918 წლის 30 დეკემბერს საბჭოს დააკმაყოფილა ეს თხოვნა და 1919 წლის იანვრის თვიდან იღუმენი დომენტი ჯრუჭის მონასტერში მღვდელმონაზონის ადგილზე დაინიშნა. 1923 წელს კომუნისტებმა დაარბიეს ჯრუჭის მონასტერი და ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა (ლეჟავა) იღუმენი დომენტი როდიონულის მაცხოვრის სახ. ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. 1924 წლის 1 აგვისტოს, ქუთათელ მიტროპოლიტ ნაზართან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად
იმყოფებოდა როდიონულის ტაძრის კურთხევაზე, სადაც დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში გადაიყვანეს. იმავე წლის 2 სექტემბერს, გამთენიისას, მიტროპოლიტი ნაზარის და ოთხი სხვა სასულიერო პირის დახვრეტის შემდეგ იღუმენი დომენტი კვლავ საპატიმროში რჩებოდა დანარჩენ სასულიერო პირებთან ერთად. იმავე წლის 5 სექტემბერს მან ხელისუფლებას თხოვ
5-2 საპატრიარქოს უწყებანი N5 12-26მარტი 2020წ გვ.24
არქიმანდრიტი დომენტი (გიორგაძე) 1884-1959 (დასასრული)
ნით მიმართა: „მიწა არ მქონდა, ამიტომ ვიყავი ბერად ჯრუჭის მონასტერში. ახლა მსურს გავიპარსო და ვემსახურო საბჭოთა ხელისუფლებასო...“. ეს თხოვნა მან თავისი ნებით დაწერა თუ დააწერინეს ძნელი სათქმელია, ერთი რამ კი ცხადია, ამდენი დახვრეტების შემყურეს, რთულია რაიმე მოსთხოვო. მოწამეობრივი აღსასრული და თავის გაწირვა ყველა სასულიერო პირს არ შეუძლია. იგი კიდევ რამდენიმე დღე გააჩერეს ციხეში და 1924 წლის 17 სექტემბერს გაათავისუფლეს. მიუხედავად ამ აღიარებისა, რომ იგი საბჭოთა ხელისუფლების ერთგულია და მათ სამსახურში ჩადგებოდა, იღუმენმა დომენტიმ კვლავ დედაეკლესიას მიაშურა და სოფ. როდიონულში ღვთისმსახურება გააგრძელა. შემდეგომ წლებში მას ასევე ჩაბარებული ჰქონდა ცხენთაროს წმ. გიორგის სახ.
სამრევლო. 1932 წლის 1 ოქტომბრიდან 1937 წლის ჩათვლით პირველი სალომინაოს ღვთისმშობლის სახ. ტაძრის წინამძღვარია. 1938-1943 წლებში წყალტუბოს რაიონის სოფ. ფარცხანაყანევის ქვაშვეთის წმ.
გიორგის სახ. ტაძარშია. 1945 წლის 15 მარტს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ეფრემი (სიდამონიძე) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) სწერდა: „იღუმენი დომენტი გიორგაძე, რომელსაც მღვდელმოქმედება სულ
არ შეუწყვეტია და 1944 წლის აგვისტოდან კიდეც
სწირავს სოფ. ზედა სიმონეთის წმ. გიორგის ეკლესიაში, რომელიც ადგილობრივ სტაროსტას გადაუცია მისთვის. ადგილობრივი
ადმინისტრაცია ლოიალურად ეკიდება კულტის მსახურს. თუ როგორი სახით უნდა მოხდეს ეკლესიის რეგისტრაცია მე მას განუმარტე. იღუმენი
გიორგაძე მივაწერე ქუთაისის მწვანეყვავილის ეკლესიას და მივავლინე მღვდელმოქმედების აღსასრულებლად სოფ. ზედა სიმონეთის და საზოგადოდ ჩხარის რაიონში. შედარებით სხვა სამღვდელო პირებთან,
რომელთაც ვიცნობ ჩემს ეპარქიაში იგი უკეთესი მკითხველია და არ დაუკარგავს გარეგნული მშვენიერი სახე მოძღვრისა, რაც გარედან მაყურებელზე მშვენიერ შთაბეჭდილებას სტოვებს. უკეთუ რაიმე დამაბრკოლებელი მიზეზი არ არის მის აღდგენისათვის საწინააღმდეგო, ვთხოვ თქვენს უწმინდესობას გვიბრძანოს“. 1949 წლიდან ქუთაისის რაიონის სოფ. ქვედა სიმონეთის წმ. დავით და კონსტანტინეს სახ. ტაძრის
წინამძღვარია. 1954 წელს ისევ იღუმენის ხარისხშია. 1956 წლის 24 იანვარს კი უკვე არქიმანდრიტის წოდება აქვს. არქიმანდრიტი დომენტი 1959 წელს გარდაიცვალა.
7 საპატრიარქოს უწყებანი N7 30ივლისი 2020წ გვ.25
დეკანოზი ალექსი გიორგობიანი 1830-1909
დეკანოზი ალექსი გიორგის ძე გიორგობიანი 1830 წლის 20 მარტს, რაჭის მაზრის სოფ. ბუგეულში, მლვდლის ოჯახში დაიბადა. ეკუთვნოდა აზნაურთა წრეს. მამამისი, მღვდელი გიორგი რამაზის ძე გიორგობიანი XVIII ს-ის II ნახ. დაიბადა. მილებული ჰქონდა შინაური განათლება. წლების განმავლობაში მსახურობდა ბუგეულის (ზედა) მაცხოვრის ეკლესიაში.
1830 წელს იგი კვლავ მოქმედი მლვდლად, ხოლო 1834 წელს ყოფილ მღვდლად იხსენიება. ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, დასაჯეს თუ ავადმყოფობის გამო აღარ მსახურობდა. 1849 წელს კვლავ ცოცხლებში იხსენიება. ჰყავდა მეუღლე - გულქან გიორგის ასული. გიორგისა და გულქანს ჰყავდათ ორი ვაჟი: დეკანოზი ალექსი და მღვდელი ნიკოლოზი.
1831 წლის 14 ოქტომბერს გარდაიცვალა დეკანოზ ალექსის პაპა -– რამაზ გიორგობიანი, 90 წლის ასაკში, მოხუცებულობით. კარ-მიდამო, სადაც მღვდელ გიორგის ოჯახი ცხოვრობდა, მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ბუგეულში. შემორჩენილია ძველი
ოდა-სახლი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ეზოში ამაყად დგას ბუნების ძეგლი -– 800-წლიანი მუხა. სწორედ ამ ეზოში დაიბადა და აღიზარდა მომავალი დეკანოზი. პატარა ალექსიმ პირველდაწყებითი განათლება ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო, ხოლო 1847-1853 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც მეორე ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 1853 წლის 9 სექტემბერს გორის სასულიერო სასწავლებელში I კლასების მასწავლებლად დაინიშნა. 1855 წლის 15 ივლისს რაჭის დაწყებით სასწავლებელში საღვთო სჯულის
მასწავლებლად გადაიყვანეს. 1855 წლის 10 ოქტომბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (წულუკიძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 15 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და ონის წმ. გიორგის სახ.
ტაძრის წინამძლვრად განამწესა. ჰქონდა ჯილდო ყირიმის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ლენტიანი ბრინჯაოს ჯვარი. 1858 წლის
თებერვალში სასწავლო დარგში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის საგვერდულით დაჯილდოვდა. 1861 წლის 6 აგვისტოს ონის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1863 წლის 6 აგვისტოს სკუფია უბოძეს. 1869
წლის 15 აპრილს კამილავკა ეწყალობა. 1875 წლის 3 თებერვალს მთავარხუცესად 12-წლიანი კეთილსინდისიერი სამსახურისათვის წმ. ანასIII ხარისხის ორდენით დაჯიდლოვდა, ხოლო იმავე წლის 12 აპრილს
სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1880 წლის 29 ივნისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1886 წელს რაჭის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ დაინიშნა. 1888 წლის 24 აპრილს წმ. სინოდმა მადლობის სიგელი უბოძა. 1888 წელს იმერეთის ეპარქიალური სასწავლო საბჭოს რაჭის მაზრის განყოფილების თავჯდომარედ აირჩიეს. 1889 წლის 25
ოქტომბერს სასწავლო კომიტეტმა მადლობა გამოუცხადა. 1890 წლის 1 სექტემბერს გათავისუფლდა საღვთო სჯულის მასწავლებლობიდან და მრავალწლიანი ნაყოფიერი სამსახურისთვის წელიწადში 240
მან. პენსია დაენიშნა. ჰქონდა ჯილდო წითელი ჯვრ
7-1 საპატრიარქოს უწყებანი N7 30ივლისი 2020წ გვ.26
დეკანოზი ალექსი გიორგობიანი 1830-1909 (გაგრძელება)
ის საზოგადოების სამახსოვრო ჯვარიც. 1891 წლის 15 მაისს წმ. ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1896 წლის 6 მაისს წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი ეწყალობა. იმავე წლის დეკემბერში კიდევ აირჩიეს რაჭის განყოფილების თავჯდომარიდ. 1897 წლის გაზაფხულზე
დეკანოზმა ალექსიმ საქართველო-იმერეთის სასინოდო კანტორას ჭელიშის მონასტრის წინამძღვრობა და ბერად აღკვეცა
სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. 1898 წლის 12 იანვარს ქუთაისში უეცრად გარდაიცვალა მთელ რაჭა-იმერეთში ყველასგან ცნობილი და პატივცემული აზნაური ალექსანდრე ბერის ძე ბაქრაძე. იგი ქუთაისიდან რაჭაში, სოფ. ლაგვანთას მიასვენეს და 28 იანეარს დაკრძალეს. დასაფლავებაზე სიტყვა წარმოსთქვა დეკანოზმა ალექსი გიორგობიანმა: ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“. „აქ შემოკრებილნო პატიოსანნო ჭირისუფალნო და მსმენელნო! თქვენ ყველანი ხედავთ, თუ როგორის მწუხარებით არის შეპყრობილი დღეს აქ შეკრებილი საზოგადოება, თუ ვითარ გლოვენ და სტირიან თავის საყვარელ ალექსანდრეს; ყველას პირზე შემდეგი აკერია: „შენ იყავი პატიოსანი, თავ-მდაბალი, წყნარი, ღვთისა და კაცის მოყვარული, თითქმის ანგელოზისებურის ხასიათის კაციო“. აი, ამ ნაირად ამკობენ ყველანი
ჩვენ წინაშე უხმოდ და უსულოდ მდებარე მიცვალებულს; და მეც, ჩემის მხრით, როგორც სულიერი მამა და მოძღვარი, ვამტკიცებ ყოველივე ზემოთქმულის სინამდვილესა და ჭეშმარიტებას. უკეთესად ჩემსა, ვგონებ, არავის შეეძლოს განსვენებულისა და მისთა საქმეთა და მოქმედებათა ცოდნა. ვამბობ, ის იყო ჭეშმარიტი ქრისტიანე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, განსვენებულის მცირე ჟამიერი ამ ქვეყნიური სიცოცხლე არ იყო დაჯილდოებული არც ოჯახური და არც სხვა ამ ქვეყნიური ბედნიერებით. ძმანო ჩემნო საყვარელნო, ეს აიხსნება იმით, რომ იგი არ იყო გაჩენილი ამ ქვეყნისათვის და მისი ამაოებისათვის, არამედ ზეცათა სასუფევლისათვის, რათა პირისპირ ღმერთი ეხილა, ამიტომაც იტყვის მაგისთანა პირებზე მაცხოვარი: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ
ღმერთი იხილონ". ეს სიტყვები ზედ გამოჭრილნი არიან განსვენებულზე და მდაბიურად რომა ვსთქვათ, ნიშნავენ იმას, რომ ისინი, რომელთაც გულ-ში ბინძური სურვილი და გო1 ნებაში ღვთის წინააღმდეგი ჰაზრები არა აქვთ, ზეცათა შინა საუკუნო ნეტარებაში იქმნებიან. ისინი პირისპირ
იხილვენ ღმერთს, რადგანაც გულწრფელად და არა თვალთ-მაქცურად უყვართ ღმერთისა “ და მისი სჯული და რადგანაც ღვთის სარწმუნოების თანახმად აქვთ მომართული თავის სიცოცხლე და ცხოვრება, ერბ.ა თი სიტყვით რადგანც არიან წრფელნი და გულ-უბრყვილონი. სწორეთ აგეთივე იყო განსვენებულის ცხოვრება და აი, ამით ვანუგეშებ მის უზომოთ დამწუხარებულ ნათესავნაცნობებს, რომლებიც ასე მწარეთ გლოვობენ ალექსანდრეს უდროვოდ დაკარგვას“. 1905 წლის 28 აპრილს დეკანოზი ალექსი გადადგა მთავარხუცესის პოსტიდან. 1905 წლის 21 სექტემბერს შტატიდანაც გავიდა. ლვაწლმოსილი მოძღვარი 1909 წლის 20 მარტს გარდაიცვალა თავის დაბადების დღეზე. დაკრძალულია ბუგეულის
ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარში. მეუღლე - ელისაბედ ლუარსაბის ასული კურცხალია (1835-3.08.187 1წწ.); შვილები: ალექსანდრა
(დაბ. 12.06.1861წ.); გაბრიელი (დაბ. 13.07.1865წ., პირველი ცოლი -–– მარიამ/ვარინკა გრიგოლის ასული (1868-1890წწ.ე) და შვილები: ნინო (7.05.1885-19.05.1890წწ.), იოანე (დაბ. 27.01.1888წ., დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი), ანა (დაბ. 1.02.1889წ., გარდაიცვალა ადრეულ ასაკში). მეორე ცოლი - თავადის ქალი ელისაბედ სპირიდონის/
სპანდიერის ასული ერისთავი (დაბ. 1864წ.) და შვილები: გრიგოლი (2.12.1891-19.07.1894წწ.); ზინაიდა (დაბ. 4.01.1893წ., გათხოვილი აზნაურ ივლიანე ნიკოლოზის ძე ჯაფარიძეზე), გიორგი (დაბ. 1896წ., გარდაიცვალა ადრეულ ასაკში); ოლღა (6.12.1870- 13.08.187 1წწ.);
8 საპატრიარქოს უწყებანი N8 24 სექტემბერი-7 ოქტომბერი 2020წ გვ.22
მღვდელი ანტონი და პროტოდიაკონი აპოლონ ბლანჩივაძეები
მღვდელი ანტონ ანდრიას ძე ბალანჩივაძე 1828 წელს იმერეთში, გლეხის ოჯახში დაიბადა. 1849 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. საღმრთო წერილის ქართულ ენაზე კითხვა-გალობა და საეკლესიო ტიბიკონი სოფლის ეკლესიაში ისწავლა. 1854 წლის 11 თებერვალს (მეორე ვერსიით -– 1853 წლის 2 თებერვალს) იმერეთის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (წულუკიძე) დიაკვნად აკურთხა და ფუთის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვრად განამწესა. 1856 წელს ქუთაისის საკათედრო ტაძარში დიაკვნის შტატში გადაიყვანეს. 1864 წლის 23 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მღვდლად დაასხა ხელი და ბანოჯის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაადგინა. 1865 წლის 15 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1865 წლის 12 ივნისს ჩუნეშის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა. 1871 წლის აგვისტოდან მთავარხუცესია. 1874 წლის 30 მარტს სკუფია უბოძეს. 1874-1876 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მმართველი საბჭოს წევრია.
XIX ს-ის 60-იანი წლების ბოლოს ბანოჯის ტაძართან გახსნა სამრევლო სკოლა, სადაც თავადვე ასწავლიდა. ამ სკოლამ 1884 წლამდე იარსება. 1881
წელს ჩუნეშის ოლქის სამღვდელოების მხრიდან დეპუტატად გაიგზავნა საეპარქიო შეკრებაზე. 1883 წლის 7 აპრილს კამილავკა ეწყალობა. 1889
წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. მღვდელი ანტონი 1889 წლის 23 დეკემბერს გარდაიცვალა. 1890 წლის 6 იანვარს მის მეუღლეს წელიწადში 115 მანეთი პენსია დაენიშნა. მეუღლე - ივლიტა ნიკოლოზის ასული (დაბ.
1838წ.) და შვილები: მელიტონი (12.12.1862- 21.11.1937წწ., კომპოზიტორი, ქართული მუსიკის კლასიკოსი, ქართული ეროვნული ოპერისა და რომანსის ფუძემდებელი, მომღერალი და ლოტბარი,
რესპუბლიკის სახალხო არტისტი. ორდენოსანი. 1895 წელს დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის სამუსიკო კონსერვატორიის თეორიული დარგი. სიმღერა-გალობა ქუთაისში, გაბრიელ ეპისკოპოსის გუნდში დაიწყო. 1880 წელს თბილისის სახაზინო საოპერო გუნდში მუშაობდა, იმავე წელს ეგზარქოსის გუნდის ლოტბარის თანაშემწედ მიიწვიეს. 1883
წელს ეგზარქოსის მგალობელთაგან გუნდი შეადგინა. 1895 წლის 7 იანვარს პეტერბურგის საკრედიტო საზოგადოების დარბაზში გამართა კონცერტი, სადაც საკუთარი ქართული ნაწარმოებები შეასრულა. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ თბილისში ქართული მუსიკალური საზოგადოება დააარსა. წლების განმავლობაში განაგებდა თბილისის კონსერვატორიას. 1934 წლის 29 აპრილს, 50 წლისას იუბილე გადაუხადეს. 1933 წელს მიენიჭა სახალხო არტისტის წოდება); ივანე (დაბ. 1864წ., დაამთავრა ოდესის იუნკერთა სასწავლებელი); ვასილი (12.04.1870-18.05.1851წწ., მსახიობი, დრამატურგი, მხატვარი, ქუთაისის მუდმივი დრამატული წრის
ერთ-ერთი დამაარსებელი, რესპუბლიკის სახალხო არტისტი. დაამთავრა პეტერბურგის სამხატვრო აკადემია. 1891 წელს სტუდენტთა გაფიცვებში
მონაწილეობისათვის 7 თვე პეტრე-პავლეს ციხეში იჯდა. 1906 წლიდან ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ხატვას ასწავლიდა. 1907 წელს ვ. შალიკაშვილთან ერთად ქუთაისის დრამატულ დასს ხელმძლვანელობდა. 1912-1917 წლებში ქართულ დასში მონაწილეობდა. 1912-1923 წლებში ქუთაისის დასს, 1923 წლიდან თბილისის პარტიული სკოლისა
და კომუნივერსიტეტის დრამწრეებს ხელმძღვანელობდა. 1936 წლიდან კინოში მუშაობდა. ფილიპე ბარბაქაძის ფსევდონიმით ჟურნალ-გაზეთებში
ათავსებდა სცენებს, იუმორისტულ ამბებსა და სხვ. 1891 წლიდან მონაწილეობდა მხატვართა გამოფენებზე. მის ნახატებს შორის ცნობილია „იმერეთის მიდამო“, რომელიც დაცულია სანკტ-პეტერბურგის აკადემიაში. 1921 წლიდან „რაბისის“ წევრი იყო. 1922 წლის 2 ივნისს სასცენო მოღვაწეობის 30
8-1 საპატრიარქოს უწყებანი N8 24 სექტემბერი-7 ოქტომბერი 2020წ გვ.23
მღვდელი ანტონი და პროტოდიაკონი აპოლონ ბლანჩივაძეები (გაგრძელება)
წლის იუბილე გადაუხადეს. 1950 წლის 18 იანვარს საღამო მოუწყვეს და რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭეს. დაჯილდოებული იყო
„საპატიო ნიშნის“ ორდენით); ანა (დაბ. 1875წ.). როგორც ვხედავთ,
მღვდელ ანტონ ბალანჩივაძის შვილებიდან სასულიერო სარბიელი არავინ აირჩია. მხოლოდ მისმა შვილიშვილმა აპოლონმა, რომელიც ბაბუას გარდაცვალების დროს 3 წლისა გახლდათ, უკვე მოზრდილ ასაკში მიაშურა
დედაეკლესიას და პროტოდიაკვნის ხარისხი მიიღო. პროტოდიაკონი აპოლონ მელიტონის ძე ბალანჩივაძე 1886 წელს, ქ. ქუთაისში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. ახალგაზრდა აპოლონი სწავლის გასაგრძელებლად რუსეთში წავიდა და ქ. სანკტ-პეტერბურგის მე-2 ვედენსკის ვაჟთა გიმნაზიაში ჩააბარა. 1904-1906 წლებში მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში როგორც მოხალისე. 1906-1909 წლებში სანკტ-პეტერბურგის ვლადიმირის სახ. სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა. 1909-1914 წლებში სუვალსკის მე-20 მსროლელ პოლკში ოფიცრად მსახურობდა. 1914 წელს აპოლონი დააპატიმრეს, თუმცა
იმავე წელს გაათავისუფლეს. 1914-1917 წლებში ფინეთის მხარეს, სანაპირო საზღვარზე მყოფ არმიაში მსახურობდა. 1917-1918 წლებში იგი იყო პირველი მსოფლიო ომის დროს თურქეთის ფრონტზე ბატალიონის მეთაური. 1918 წელს კვლავ დააპატიმრეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.
1920-1922 წლებში -- ოდესაში, 1922-1923 წლებში ბათუმში, 1923-1924 წლებში 1924- 1926 წლებში -- თბილისში -- სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. 1926-1928 წლებში უმუშევარია. როგორც მეფის რუსეთის არმიის ყოფილ ფოთში, ხოლო ოფიცერს, ჩამორთმეული ჰქონდა მოქალაქეობა
და არჩევნებში მონაწილეობის უფლება. 1928 წლის მარტში მან თხოვნით მიმართა ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს, აღედგინათ მისი უფლებები, მაგრამ უარი ეთქვა. 1932-1934 წლებში თბილისის ტანსაცმლის ქარხანის მუშაა, 1934-1935 წლებში ვენერიულ ინსტიტუტში დირექტორის მოადგილე, ხოლო 1935-1942 წლებში თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი ბუღალტერი. 1941 წელს იგი მესამედ დააპატიმ- რეს, მაგრამ სამხილის არქონის გამო ვერაფერი დაუმტკიცეს და გამოუშვეს. 1942 წელს საქმე კვლავ ალიძრა,
პროკურორმა იგი გაათავისუფლა, თუმცა 1942-1946 წლებში
ადმინისტრაციული წესით გაგზავნეს თავისუფალ გადასახლებაში დასავლეთ ყაზახისტანში, ურალსკის რაიონში,
სოფ. შჩიპოვოში. ზუსტად იმ დროს იქ გადასახლებაში იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეუღლე და
ქალიშვილი -- ქეთევანი. შემდგომში ქეთევანი თავის მოგონებებში წერდა: „სოფელს ერთი მდორე, განიერი მდინარე ჰერკულესი ჩაუდიოდა. ორმა
ქართველმა - აპოლონ ბალანჩივაძემ და სევერიან ჩხეიძემ გადაწყვიტეს თევზის დაჭერა, რადგან ძალიან გვიჭირდა. ფქვილი ღვთის ფასი
იყო. „პაჩკა“ ჩაი 250 მან. იყო. მთელი ზამთარი დედა და მე ბადეს ვქსოვდით. აპოლონა გადაცურავდა ხოლმე მდინარეს და ბადეს
ტოვებდა, მაგრამ ბადეს მხოლოდ კიბორჩხალები ამოჰყვა, ვინ დაეძებდა! საჭმელიც ვიშოვეთ და ბაზარშიც ვყიდდით, მაგრამ ერთ დღეს ბადე
მოპარული დაგვხვდა... ასე გავიდა დრო 1947 წლამდე. ერთ დღეს უფროსმა იაშამ გამოგვიძახა და გვითხრა, განთავისუფლებულნი ხართო. დედა, მე და აპოლონი. არ მჯეროდა და გამეცინა. აპოლონს და დედას ხელი მაშინვე მოუწერა განთავისუფლებაზე... თბილისში ჩამოვედით 1947
წლის 12 მაისს“. 1947-1948 წლებში აპოლონი თბილისში, დუშეთსა და რუსთავში მთავარ ბუღალტრად მუშაობდა. 1949 წლის დასაწყისში გათავისუფლდა საერო სამსახურიდან და სასულიერო უწყებაში გადავიდა.
1949 წლის 19 მარტს ქუთაისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახ. საკათედრო ტაძარში ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა ეფრემმა
(სიდამონიძე) დიაკვნად აკურთხა და იმავე ტაძარში დაადგინა. 1950 წლის 1 იანვარს პროტოდიაკვნის წოდება მიენიჭა. 1956 წლის 3 ივლისს გარდაიცვალა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი
გაბრიელი (ჩაჩანიძე). იმავე წლის 23 ივლისს ქუთაისში, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის კურთხევით შედგა ქუთაის-გაენათისა და მარგვეთის ეპარქიათა კრება, რომელსაც დაესწრნენ აღნი“
ნული ეპარქიების სამლვდელოება და სამრევლო
8-2 საპატრიარქოს უწყებანი N8 24 სექტემბერი-7 ოქტომბერი 2020წ გვ.24
მღვდელი ანტონი და პროტოდიაკონი აპოლონ ბლანჩივაძეები (დასასრულ)
წევრნი. კრებამ მოისმინა რამდენიმე საკითხი, მათ შორის საეპატქიო კანცელარიის მდივნის არჩევვისა და მისთვის გასამრჯელოს დანიშვნის შესახებ. ქუთაის-გაენათისა და მარგვეთის ეპარქიის მდივნად დაინიშნა პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძრის პროტოდიაკონი აპოლონ ბალანჩივაძე რომელსაც თვიურად 400 მანეთი ეძლეოდა. 1959 წლის 27აპრილს ქუთათელ-გაენათელი წპისკოპოსი ნაუმი (შავიანიძე) კათოლიკოსპატრიარქ მელქისედეკს (ფხალაძ) სწერდა : პროტოდიაკვანი აპოლონ ბალანჩივაძე ურევს საქმეებს იქცევა ცუდად და არის დასჯილი დეკანოზების ხელიძისა და საყვარელიძის მიმდევარი საჭიროა იგი განდევნილ იქნას ჩვენი ეპარქიიდან სამწუხაროს ამ ეტაპზე უცნობია, ზუსტად რა იყო მიზეზი მისი დასჯისა. 1960 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ (სიდამონიძე) სხვა დასჯილ სასულიერო პირებთან ერთად მასაც აღუდგინა მსახურება. ოფიციალურ სიებში იგი უკანასკნელად 1966 წლის 1 ნოემბერს იხსენიება. პროტოდიაკვანი აპოლონი, სავარაუდოდ XXს-ის 60-იან წლების მიწურულს გარდაიცვალა. დასაფლავებულია ქუთაისის პეტრესა და პავლეს სახ. ტაძრის ეზოში.
9 საპატრიარრქოს უწყებანი N9 8-22 ოქტომბერი 2020წ გვ.21
დეკანოზი დიმიტრი ბერულავა 1856-1915
დეკანოზი დიმიტრი გიორგის ძე ბერულავა 1856 წელს სამეგრელოს სამთავროში, სოფ. კურზუში მღვდლის ოჯახში დაიბადა. სასულიერო პირები იყვნენ მისი მამა მღვდელი გიორგი და პაპა მღვდელი სიმონი.
მღვდელი სიმონ გაბრიელის ძე ბერულავა 1791 წელს გლეხის ოჯახში დაიბადა. ქართულ ენაზე საეკლესიო წიგნი, წერა-კითხვა, გალობა და ტიბიკონი მარტვილის მამათა მონასტერში ისწავლა. 1825 წლის 15 ივნისს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ბესარიონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა. იმავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და კურზუს მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში განამწესა. 1870 წელს პენსიაზე გავიდა. მლვდელი სიმონი 1888 წლის 16 იანვარს მოხუცებულობით გარდაიცვალა. სიკვდილის წინ აღსარება ათქმევინა და აზიარა მღვდელმა დავით ადამიამ. წესი აუგო და დაასაფლავა მთავარხუცესმა, მღვდელმა ბესარიონ ხუხუნმა და მლვდელმა დავით ადამიამ, მედავითნე დიმიტრი ბერულავასთან ერთად ნაფიჩხოუს წმ. გიორგის სახ. ტაძარში. ჰყავდა ორი ვაჟი: მლვდელი გიორგი და იოანე (დაბ. 1831წ., მისი მეუღლე ბარბარე ხახუტას ასული (დაბ. 1842წ.. და შვილები: მლვდელი სოფრონი (1862-
1937წწ.), ილია (დაბ. 186ვწ.), ივლიტა (დაბ. 1870წ.), ზინობია (დაბ. 187ვწ.).
მღვდელი გიორგი სიმონის ძე ბერულავა 1826 წელს დაიბადა. თავისი მამის მსგავსად, მანაც ქართულ ენაზე საღმრთო და საეკლესიო წიგნების კითხვა, წერა, კატეხიზმო, ისტორია, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი მარტვილის საკათედრო ტაძარში ისწავლა. 1860 წლის 25 მარტს სამეგრელოს ეპისკოპოსმა გერონტიმ (პაპიტაშვილი) დიაკვნად აკურთხა,
იმავე წლის 20 აპრილს მლვდლად დაასხა ხელი და გოდოგნის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. 1896 წელს პენსიაზე გავიდა. მლვდელი გიორგი 1907 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია ნაფიჩხოს წმ. გიორგის სახ. ტაძრის ეზოში. 1885 წელს უკვე ქვრივია. დარჩა შვილები: მღვდელი იოანე (დაბ. 1853წ.), დეკანოზი დიმიტრი (1856-1915წწ.), სიმონი (დაბ. 1862წ.);
მღვდელი ალექსი (დაბ. 1864წ.), ეგნატე (დაბ. 1866წ.). მამა-პაპისეული საქმის ღირსეული გამგრძელებელი იყო დიმიტრი, რომელმაც 1876 წელს დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი. ქართულ
ენაზე საღმრთო და საეკლესიო წიგნების კითხვა, წერა, კილოზე გალობა და საეკლესიო ტიბიკონი გელათის მონასტერში ისწავლა. 1877 წლის 1 სექტემბერს ზუგდიდის მაზრის, სოფ. ახუთის ეკლესიის წინამძღვარმა, მღვდელმა ანტონ პაპასქირმა დიმიტრი ტაძართან ახლად გახსნილ სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად მიიწვია. პედაგოგიური საქმიანობა სოფ. ახუთში ნაყოფიერად წარიმართა. დიმიტრიმ დამსახურებული ავტორიტეტი მოიპოვა, იგი ყველას უყვარდა და დიდ პატივს სცემდნენ. მწერალ ვ. როდონაიას მოყავს ერთი საგულისხმო ეპიზოდი მისი ამდროინდელი მოღვაწეობიდან: „... 1879
წელს ახუთის სკოლის შენობას ცეცხლი გაუჩნდა, პირველად დიმიტრიმ მიირბინა, სკოლის უკან მიშენებულ პატარა ოთახში რამდენიმე მოსწავლე
ცხოვრობდა. იგი იმ დროს შევარდა ოთახში, როცა დაბნეულ ბავშვებს თავზე ცეცხლის ენები დასტრიალებდათ, მან ბავშვები გადაარჩინა, მაგრამ
თვითონ მძიმე სიდამწვრე მიიღო. იგი ბინაში საკაცით გადაიყვანეს და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ გამოკეთდა, სიდამწვრის ნიშნები კი შემდეგაც სახეზე ეტყობოდა მას. საქართველოს სახელმწიფო არქივში დაცულია სკოლის ინსპექტორ ლევიცკის მოხსენება კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველისადმი, სადაც ლევიცკი აღნიშნავს, რომ ხანძრისაგან მთლიანად განადგურდა ახუთის სამინისტრო სკოლა და მის აღსადგენად ითხოვდა 3 000 მანეთს, თუმცა მთავრობამ ეს თანხა არ გამოჰყო და სკოლა მოგვიანებით აღდგა მოქალაქეთა ძალებით“.
1878 წლის 18 ივნისს დიმიტრი გოდოგნის წმ. გიორგის სახ. ტაძრის პონომარად დაინიშნა. 1883 წლის 28 ივლისიდან გოდოგნის ტაძრის მედავითნეა. 1885 წლის 29 მარტს (მეორე ვერსიით -– 26 ივლისს) იმ მამაცობის გამო, რაც მან გამოიჩინა ბავშვების გადარჩენის დროს, სამოქალაქო მმართველობამ წმ. ვლადიმერის ლენტიანი ვერცხლის მედლით დააჯილდოვა. 1889 წლის 1 იანვარს მან დატოვა ახუთის სამრევლო სკოლის მასწავლებლის პოსტი და სასულიერო ასპარეზზე გადაინაცვლა. 1889 წლის 22 იანვარს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) იგი დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 24 იანვარს მლვდლად დაასხა ხელი და ნაფიჩხოუს წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაადგინა. 1889 წლის 28 თებერვალს ალავერტის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს. ნაფიჩხოუს ტაძარში დანიშვნისთანავე, მლვდელმა დიმიტრიმ ტაძართან თავისი ხარჯებით გახსნა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, მაგრამ რადგან მაშინდელმა სახელმწიფო ხაზინამ არ გამოჰყო თანხები სკოლის შენობის ასაშენებლად, მან თავის სახლში ერთ ოთახში გამართა აღნიშნული სასწავლებელი და საჭირო ინვენტარითაც თვითონ მოამარაგა. 1889 წლის ოქტომბერ-
9-1 საპატრიარრქოს უწყებანი N9 8-22 ოქტომბერი 2020წ გვ.22
დეკანოზი დიმიტრი ბერულავა 1856-1915 (გაგრძელება)
ში სამხედრო ნაწილში მსახურებაც დაევალა. 1891 წლის 14 დეკემბერს სასწავლო დარგში ნაყოფიერი პედაგოგიური სამსახურისთვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1892 წლის 2 იანვარს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1893 წლის 28 იანვარს ეპისკოპოსმა გრიგოლმა მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1895 წელს სკუფია უბოძეს. 1896 წელს ეპისკოპოსმა გრიგოლმა გურია-სამეგრელოს ეპარქიალურ სასწავლო კომიტეტში ზუგდიდის სამაზრო განყოფილების წევრად განამწესა. 1898 წლის 10 დეკემბერს სამთავარხუცესო ოლეის სამღვდელოებამ სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში თავის დეპუტატად გამოარჩია. მღვდელ დიმიტრის დიდი წვლილი მიუძღვის სამეგრელოში ქართული ენის დაცვის საქმეში. როგორც მოგეხსენებათ, XIX ს-ის 60-იანი წლებიდან რუსეთის იმპერია სამეგრელოს სკოლებიდან ქართული ენის განდევნას ცდილობდა. ამ საქმეს ხელმძღვანელობდნენ ქუთაისის სახალხო სკოლების მეთვალყურე ლევიცკი, ხონის საოსტატო სემინარიის პედაგოგი პეტროვი, ხოლო მეგრელების მხრიდან თ. აშორდია. ლევიცკიმ აშორდიას დაავალა საღვთო სჯულის და წირვა-ლოცვის საღვთო წიგნების თარგმნა მეგრულ ენაზე. მანაც ეს დავალება სიამოვნებით შეასრულა, მაგრამ აშორდიას ამ სამარცხვინო ნაბიჯს მთელი სამეგრელოს მოსახლეობა და საქართველოს სასულიერო და საერო საზოგადო მოღვაწეები ერთხმად წინ აღუდგნენ. მათ შორის იყო მღვდელი დიმიტრი. აი, რას წერდა იგი 1899 წელს გაზეთ „მწყემსში“ ამის თაობაზე: „უმორჩილესად გთხოვთ ამ მცირე შენიშვნას მისცეთ ადგილი თქვენს პატივცემულ გაზეთ „მწყემსში“, 11-ს წარსულ ოკტომბერს, სამსახურის გამო დ. ზუგდიდში ჩემი ყოფნის დროს, ერთმა მეგრელმა (ეს იყო თ. აშორდია, როგორც უკვე იციან მკითხველებმა, მეგრული ანბანის
შემდგენელი) გამიხმო, ჩემთან ერთი ახალგაზრდა მღვდელიც იყო და გვითხრა: „იმედია, თქვენ არ მიბაძავთ ძველ მღვდლებს და ამ თხოვნაზე ხელს მომიწერთო“. გაშალა ერთი ფურცელი ქაღალდი,
რომელშიაც კავკასიის ოლქის სამასწავლებლო მზრუნველის, ბ. იანოვსკის სახელზე, სამურზაყანო და სამეგრელოს მღვდელთა და სოფლის სკოლების მასწავლებელთა მხრით (ვითომ) თხოვნა იყო შედგენილი -– იმის შესახებ, რომ როგორც კაი ხნის გამოცდილებით დავრწმუნდით, მეგრულ ანბანებით შედგენილმა წიგნმა დიდი სარგებლობა
მოუტანა ჩვენ სკოლებს და პირდაპირ მისი საშვალებით მეგრულიდან რუსულ ენაზე გადასვლა გაგვიადვილდაო; ამისთვის ნება დართულ იქმნეს ყოველ ჩვენ სკოლებში მიღებულ იქმნას ხსენებული სახელმძღვანელოო (ესე იგი „აშორდიული"). ბოლოს ხელს აწერდნენ სამურზაყანოდამ სამი
თუ ოთხი მასწავლებელი და იმდენივე მღვდელიც, ხოლო ზუგდიდის მაზრიდან -- აწერდა ხელს ერთი მღვდელი. მე ვუპასუხე: 25-ს ამ თვეს აქ, ზუგდიდში კრება გვექნება მაზრის სამასწავლებლო რჩევის განყოფილებაში და იქ მოიტანეთ ეს არზა მეთქი. ამ დროს უცებ ჩემს მესაუბრეს ფერი წაუხდა და მოჰკურცხლა. იმედია ბეჭდვითი ორგანოები ყურადღებას მიაქცევენ ამ არა სასიამოვნო მოვლენას და გააფრთხილებენ ჩვენს სამღვდელოებას და მასწავლებელთა, რომ საზოგადო საქმეს, და მეტადრე სკოლების შესახებ საქმეს ასე ადვილად -– დამალულად და მოუფიქრებლად ნუ მოაწერენ ხელს, რომ მით მთავრობაც შეცდომაში არ შეიყვანონ. არავის არა აქვს უფლება, რომ ამისთანა დამზადებულ თხოვნებს ხელი მოაწერონ თავიანთ მღვდელმთავრების შეუტყობლად და ნება დაურთველად. ამისთანა სერიოზული საქმე უნდა
ეკითხებოდეს ადგილობით მღვდელმთავარს და არა კერძო პირებს. რაც შეეხება აშორდიას, რომელიც სიყრმიდანვე შეუდგა პირადი სარგებლობის
თაყვანისცემას, მას საზოგადო კეთილ დღეობაში ნიჭი და განათლება არ შესწევს. ის უნდა იკმაროს, რაც ზარალი ჩვენს სკოლებს დღემდის მისცა“.
1899 წელს მღვდელ დიმიტრის მიერ გახსნილი სამრევლო სკოლა ორკლასიან სამინისტრო სკოლად გადაკეთდა და იმავე სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. ნაფიჩხოველი კირუშა
პაპავა, რომელიც XX ს-ის 60-იან წლებში ნაფიჩხოვოს
საშუალო სკოლის დირექტორად მუშაობდა, თავის მოგონებებში ამ სკოლის შესახებ სწერდა: „შემდეგში, მან წმიდა გიორგის ეკლესიასთან ახლოს, საკუთარ მიწაზე, პირადი სახსრებით სკოლისათვის
ააგო 35 მოსწავლისათვის გათვალისწინებული სამოთახიანი შენობა და თავიდანვე ამ სკოლას ამ რაოდენობის მოსწავლეებით თვითონ ინახავდა საკუთარი ხარჯებით. ამავე დროს მასწავლებლის მოვალეობასაც უსასყიდლოდ ასრულებდა. ეს სკოლა გასაბჭოების შემდეგაც არსებობდა და იწოდებოდა მეორე ომარტეს დაწყებით სკოლად, რომელიც
გვიან დაშალეს და გამოიყენეს ნაფიჩხოვოს საშუალო სკოლის შენობისათვის. ის ტერიტორია, სადაც იდგა ნაფიჩხოვოს წმ. გიორგის ეკლესია და მასთან გახსნილი საეკლესიო-სამრევლო სკოლა, მოგვიანებით მომხდარი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ცვლილებების შედეგად შეუერთდა მომიჯნავე სოფ. კურზუს და ამჟამადაც მის შემადგენლობაშია“. 1899 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა.
1901 წელს მლვდელმა დიმიტრიმ ტაძართან გახსნა ქალთა ერთკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლა. ამ სკოლაში, რომელიც იმ მხარეში ერთადერთი იყო, სხვა სასწავლო დისციპლინებთან ერთად ასწავლიდნენ „ხელსაქმეს“, სკოლაში საქსოვი დაზგაც კი გამართეს. „ხელსაქმის“ მასწავლებლად ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მუშაობდა ფოფოდია სალომე ბენდელიანი-ბერულავასი. 1903 წელს მღვდელი
9-2 საპატრიარრქოს უწყებანი N9 8-22 ოქტომბერი 2020წ გვ.23
დეკანოზი დიმიტრი ბერულავა 1856-1915 (გაგრძელება)
დიმიტრი გაზეთ „მწყემსში“ სამადლობელ წერილს აქვეყნებს, სადაც ვკითხულობთ: „მ. რედაქტორო! უმორჩილესად გთხოვთ ნება გვიბოძოთ, რომ თქვენი პატივცემულ გაზეთამწყემსის“ საშუალებით, ჩემის და ჩემდამო რწმუნებული სკოლის შეგირდების მხრით, უგულითადესი მადლობა გამოუცხადოთ ქ. ქუთაისში მცხოვრებთ: ვასილ ბეჟანეიშვილს, რომელმაც შემოსწირა რწმუნებულ ჩემდამო ნაფიჩხოვოს საქალებო სამრევლო სკოლასთან დაარსებულ წიგნთ-საცავს 73 ცალი ქართული
წიგნები; წმიდა ნინოს სასწავლებლის მერვე კლასის მოწაფეს მარიამ მარგველაშვილს, რომელმაც ამავე წიგნთ-საცავს შემოსწირა 14 ცალი ქართულრუსული წიგნები. ღმერთმან ინებოს სხვებსაც მიებაძოთ ამათთვის, აღმოეჩინოთ შემწეობა ამ მივარდნილ კუთხეში და მიყრუებულ კავკასიის მთის ძირში დაარსებული სკოლის წიგნთ-საცავისათვის, რომელიც მეტად ღარიბია და დიდად საჭიროებს კეთილ პირთა ყურადღებას და დახმარებას“. 1902 წლის 11 მაისს აღმზრდელობით დარგში ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის ქართული ბიბლიით დაჯილდოვდა. 1903 წლის 21 აგვისტოს ეპისკოპოსმა
ალექსანდრემ (ოქროპირიძე) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1904 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1909 წლის 15 მაისს წმ. ანასII ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. მღვდელი დიმიტრი, გარდა იმისა, რომ ნაყოფიერად იყო ჩართული პედაგოგიურ და აქტიურ საზოგადო საქმიანობაში, იგი აქტიურად დაკავებული იყო
სოფლის მეურნეობითაც. პრესის ფურცლებზე იგი
ხშირად აქვეყნებდა თავის შეხედულებებს და აანალიზებდა სოფლად არსებულ სოციალურ სიდუხჭირის მიზეზებს და სახავდა მათი დაძლევის რეალურ გზებს. 1912 წლის ზაფხულში სამეგრელოს ეკლესიამონასტრები მოილოცა და რევიზია ჩაუტარა გურიასამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე), რომელმაც გულდასმით დაათვალიერა ტაძრები, დეტალურად შეისწავლა იქ არსებული პრობლემები
და ყველგან ქადაგებით და მამობრივი დარიგებებით
მიმართა მრევლს. ეს მოგზაურობა სრულად აღწერილია სასულიერო გაზეთ „შინაურ საქმეებში“. აი, რას ვკითხულობთ იქ: „სოფ. თაიიდან მისი მეუფება გადაბრძანდა ალავერდის საბლაღოჩინო ოლქში. მზე ჩაწურული იყო, რომ ახალ ოლქის პირველ მრევლში, სოფ. ნაფიჩხოუში მივედით. ათასამდე ქალი და კაცი უცდიდა ძვირფას სტუმარს. გალავანში შესვლისთანავე მღვდელმთავარს მიეგება ადგილობრივი მღვდლის შვილის, თბილისის სემინარიის მოსწავლე, ბ. ბერულავასაგან გაწყობილი
მგალობელთა გუნდი, „ისპოლლას“ თქმით და მერე წმიდა გიორგის ტროპრის გალობით წინ გაუძღვა ეკლესიისაკენ. ეკლესიის კარიბჭეში მის მეუფებას შეხვდა მთელი საბლაღოჩინო ოლქის სამღვდელოება მღვდელ დიმიტრი ბერულავას მეთაურობით, რომელმაც მრევლის და კრებულის სახელით მიართვა მის მეუფებას მაცხოვრის ხატი და თან მიმართა მას შემდეგი სიტყვით: „ყოვლად უმოწყალესო მწყემსმთავარო და მამაო! ეს ტაძარი მღვდელმთავარმა რომ აკურთხა, იქნება ოცდათუთხმეტი
წელიწადი. ძვირად იქნება ისეთი შეკრებილება ამ მხარეში, სადაც სიხარულით არ მოუთხრობდნენ მაშინდელ და შემდეგ იმისა ამ ტაძარში მღვდელმთავართა მობრძანების ამბავს. დღეს რომ გაიგეს
თქვენი მეუფების მობრძანება ყველამ თავი დაანება თავიანთ საჩქარო საქმეებს და გამოეშურნენ ეკლესიისკენ. დღეს მათი საცხოვრებელი ბინა ცალიერია, გარნა ტაძარი ესე სავსეა. მათ უყვართ ეკლესია, პატივს ცემენ მის წმინდანებს, ნივთიერად ღარიბნი, ისინი არიან სარწმუნოებით მდიდარნი. მათ სწყურიან თქვენი მეუფებისაგან სიტყვის მოსმენა, მათ სწურიათ თქვენი მეუფებისაგან ლოცვაკურთხევის მიღება. დღეს ჩვენთან ერთად სულიერად დღესასწაულობენ ჩვენი მიცვალებულნიც,
რომ მათ ეკლესიაში ბრძანდება ყოვლადსამღვდელო. შემდეგ ამისა ყველანი ჩვენ თავს ვრაცხთ მეტად ბედნიერად, რადგან თქვენმა მეუფებამ პირადად ინახულა ჩვენი სოფელი, რომლის ყოველნაირ
საჭიროებას და ნაკლულევანეობას მარტო ერთის შეხედვით შენიშნავს თქვენი მეუფების ბრძნული გონება, რომლის გამო ვიმედოვნებთ ჩვენი ეკლესიის და შკოლების საქმის მსვლელობის დროს
9-3 საპატრიარრქოს უწყებანი N9 8-22 ოქტომბერი 2020წ გვ.24
დეკანოზი დიმიტრი ბერულავა 1856-1915 (დასასრული)
თქვენი მეუფება გაგვიწევს მფარველობას. ყოვლად უმოწყალესო მეუფეო! ჩვენთვის ეკლესიის მსახურთათვის თქვენი მეუფების მობრძანება დიდი სასიხარულოა. ის გვანუგეშებს წასრულ შრომისათვის, გვამხნევებს მომავლისათვის, გვიმტკიცებს რომ ჩვენ ჩვენი მძიმე მოვალეობის აღსრულებაში მარტონი არა ვართ, ჩვენ გვყავს მღვდელმთავარი, რომლისადმი შეგვიძლია მივიქცეთ რჩევა-დარიგებისათვის და რომლისათვის ძვირფასია თითოეული სულიერი ინტერესი თავის სამწყსოისა, ნიშნად განუსაზღვრელისა სიხარულისა
და სიყვარულისა კრებულნი და მრევლნი ამა ეკლესიისა ამასთან მოვართმევთ თქვენს მეუფებას ხატსა, მასზედ გამოსახული ქრისტე მაცხოვარი ფარვიდეს ჩვენს სასიქადულო თქვენს მეუფებას.
ილოცეთ, ყოვლად უმოწყალესო მეუფეო, ზეციერ მღვდელმთავრის ტრაპეზის წინაშე, რომ ცხოვრება ადგილობრივ მკვიდრთა თანდათანობით განვითარებული მიმდინარეობდეს კეთილ-ქრისტიანულ მიმართულებით
და ვღირსებოდეთ თქვენი მეუფების აქ მობრძანებას მრავალჟამიერ“. შემდგომად ამისა, თავად ეპისკოპოსმა ლეონიდემ წარმოსთქვა ვრცელი ქადაგება, დალოცა და აკურთხა მრევლი და სამღვდელოება. ეკლესიას აკლია ბევრი სამკაული და დასახურავ-გასაკეთებელია შიგნითაც და გარეთაც. ღამის გასათევად მისი მეუფება მიიწვია მამა დიმიტრიმ. ყოვლად სამღვდელომ გულდადებით დაათვალიერა მამა ბერულავას კარ-მიდამო და მეტად ნასიამოვნები დარჩა ამ მღვდლისაგან გაშენებული თხილის პლანტაციით და ნამყენი ვენახით; დიდათ მოუწონა მამა ბერულავას მეურნეობის სიყვარული და ბეჯითად დაავალა მომავალშიაც თავგამოდებით გაგრძობა ასეთი შრომისა სხვების სამაგალითოდ და გამოსაფხიზლებლად“. 1914 წლის 29 ივლისს დედაეკლესიაში 25-წლიანი ერთგული და თავდადებული სამსახურის გამო მას დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზი დიმიტრი 1915 წლის 27 აპრილს გარდაიცვალა
(საგაზეთო ვერსიით -- 15 თებერვალს). მის ოჯახს 1915 წლის 20 ნოემბერს წელიწადში 300 მანეთი პენსია დაენიშნა. მეუღლე - სალომე ნიკოლოზის ასული ბენდელიანი (დაბ. 27.05.1871წ.), შვილები: გაბრიელი (დაბ.
8.11.1891წ. დაამთავრა პეტერბურგის „ხაზაისტვენი“ სასწავლებელი); ოლღა (დაბ. 8.1 1.1891წ., სოხუმის ქალთა გიმნაზიის პედაგოგი); თეოდორე (დაბ. 15.01.1899წ.); ნადეჟდა (დაბ. 1.09.1900წ.); გიორგი (დაბ. 3.11.190ვ3წ.).
11 საპატრიარქოს უწყებანი N11 5-18ნოემბერი 2020წ გვ.20
მღვდელი ნიკიფორე ბარაბაძე
მის გულში ანთებული იყო და არის ლამპარი შრომისა და მოღვაწეობისა
მღვდელი ნიკიფორე იოსების ძე ბარაბაძე 1874 წელს ქუთაისის გუბერნიაში, ქუთაისის მაზრაში, სოფ. საწულუკიძეოში, გლეხის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა ჯერ სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1893 წელს წარჩინებით დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია. 1894 წლიდან
დაიწყო აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობა. 1894-1896 წლებში იყო მათხოჯის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებელი. 1896 წლის 2
სექტემბერს ახლადგახსნილი კიწიის ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის უფროს მასწავლებლად დაინიშნა. ამასთან დაკავშირებით,
1896 წლის დეკემბერში ახალგაზრდა პედაგოგი გაზეთ „მწყემსის“ ფურცლებზე წერდა: „სენაკის მაზრაში, სოფელს კიწიაში, თანახმად უწმინდეს სინოდთან არსებული სამასწავლებლო საბძოს
გადაწყვეტილებისა, გაიხსნა ორკლასიანი სამრევლო სკოლა. უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ საჭირო იყო ამ სოფელში სკოლის გახსნა, რადგა6 ეს სოფელი არის ერთი ყრუ-მიგდებული შუა-სოფელთაგანი, რომელსაც, ირგვლივ გარს არტყია მრავალი საზოგადოება, რომელთა მ)ჯვიდრნი მოკლებულნი არიან როგორც ზნეობრივ, ისე გონებით
სწავლა-განათლებას და თანაც ეს ზემოხსენებული სოფელი თავისი მდებარეობით და ჰავით სხვა მახლობელ სოფლებს ბევრით სჯობია. ყოვლადუსამღვდელოესის გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსის გრიგოლის განკარგულებით სოფელს კიწნიაში 21 ენკენისთვეს მობრძანდა საეკლესიო-სამრევლო და წერა-კითხვის სკოლების ზედამხედველი სტ. სოვ. უ. თ. დ. ჟორდანია, რომელმაც მოხსენებული სასწავლებლის ხელმძღვანელის, მ. ბლაღოჩინი კოდრატე ჩაჩიბაიასი და ერთი მასწავლებლის თანდასწრებით გამოსცადა მისაღები ყმაწვილები.
169 მთხოვნელთაგან იქმნა მიღებული 7110. ამავე თვის 22, დღით კვირას, შემდეგ ლიტურგიის შესრულებისა და პარაკლისის გადახდისა აკურთხეს
სკოლის დროებითი შენობა დიდი საზოგადოების თანადასწრებით. 2 ენკენისთვიდან უკვე დაიწყო სწავლა ამ სკოლაში. ჩვენ მოკლედ მოვიხსენებთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ სკოლის დაარსებას
აქაურ მიყრუებულ კუთხეში. კიწნია, თავისი მახ-
11-1 საპატრიარქოს უწყებანი N11 5-18ნოემბერი 2020წ გვ.21
მღვდელი ნიკიფორე ბარაბაძე (გაგრძელება)
ლობელი სოფლებით, თითქმის მაზრის ნახევარ ნაწილს შეადგენს; ეს სოფელი შამოკალათებულია აღმოსავლეთ-დასავლეთ ტიტველი გორაკებით, ჩრდილოეთით კი ისაზღვრება დიდი მთებით. ამ გვარად ეს მთა-გორიანი კუთხე სენაკის მაზრისა თავისი მდებარეობით, თითქმის მოშორებულია სამეგრელოს ზოგ განათლებულ კუთხეებს და ამგვარად წარმოადგენს ერთ ფარგალშიდ მომწყვდეულ სოფლებს, რომელთათვის სწორედ რომ საჭირო იყო ასეთი სკოლა. რა უშავს იმ სოფელს, რომელსაც რამოდენიმი ვერსის მანძილზე ახლავს დაბა, რომელშიაც რამდენიმე სკოლა მოეპოვება, ან ქალაქი, რომელიც ხსწავლა-განათლების აკვანია; ან რა უშავს იმ გვარი სოფლების მცხოვრებთ, რომელთაც გ ზა-ტკეცილი აქვსთ ახლოს ან რკინის გზა ამათ ყოველგვარი საშვალება ხელთ აქვთ,
რომ შეიძინონ სწავლა-განათლება, თუ კი მისდამი წყურვილი მათში აღძრულია. მაგრამ რა ჰქნას იმ გვარი სოფლების მცხოვრებთა, რომელნიც მოკლებულნი არიან ყოველ ზემოხსენებულ საშუალებათ; არ უნახავსთ სწავლის ნაყოფი, რის გამო არც ესმით უდიადესი სარგებლობა განათლებისა, რომელთა სულს და გულს არ იზიდავს სწავლის სხაქმე და გულ-გრილად შესცქერიან, როგორც სკოლის გახსნას, ისე მისს გაუხსნელობას. მკითხველს თვითონ უნდა ქონდეს ნახული და ცოტათი მაინც გაცნობილი ეს სამეგრელოს კუთხე, რომელსაც ჯერად ხვდა ორ-კლასიანი სამრევლო სკოლა რომ ჯეროვნად დააფასოს უაღრესი სარგებლობა ამ სკოლისა, სახელდობრ ამ ადგილისათვის.
აი ამიტომაც მოვიხსენე ნამდვილი გარემოებანი
კიწიასი, რომ გამოვხატო შემდეგი აზრი: ზემოხსენებული მიზეზებისა გამო, უმეტესი ნაწილი ამ საზოგადოებისა (მდაბიო ხალხი), მოკლებული
სწავლა განათლებასა, ე;ერ-ჯერობით ნამდვილათ ვერ დააფასებს ამ კეთილ საქმეს და მით უმეტეს მისს მერმისს –– შედეგს. მაგრამ ადგილობრივი მკვიდრნი კი, რომელთაც ესმიხსთ ჯეროვანი მნწიშვნელობა ამ სკოლისა, მათი დაქვეითებული მოძმეთა აღსადგენად, მუხლ-მოყრით ილოცვიდნენ ღმერთს იმათი კეთილდღეობითი და მრავალჟამიერი ცხოვრებისათვის, ვისიც მეოხებით არის
ამ გვარი წყალობა მათზედ მოვლინებული; მადლობას უნდა სწირავდნენ ღმერთს, რომ გვყანან მმართველობის სათავეშიდ იმისთანა ღირსოვანნი
პირნი, რომელთაც წარმოდგენილი აქვთ მთელი სახელმწიფოს გაჭირვებანი და საშუალებისა გვარად ეშველებიან მათ. დიახ, ასე უნდა მოიქცნენ შეგნებულნი პირნი ამ საზოგადოებისა და ყოველ
ფრად ხელი მოუმართონ, მათთვის მინიძებული სკოლის საკეთილდღერთ და შერმისი წნარმატებისათვის;ეს მათთვის ნორჩი ბავშვი ისე აღზარდონ,
გაამაგრონ, რომ შეიძლოს მისდამი მითვისებული ტვირთის ტარების შესრულება და ბოლოს უნდა მოვიხსენოთ, სასახელოდ ამა კიწიის საზოგადოებისა: ადგილობრივ მკვიდრთ, მიუხედავათ თავისი უკიდურესი მატერიალური მდგომარეობისა, უფასოთ დაუთმეს ამ სკოლას ეზო-ფერმისათვის თორმეტი ქცევა სახნავ-სათესი მიწა და ფულათ
ათასი მანეთი სკოლის სამუდამო შენობისათვის.
აგრეთვე უფასოდ დაუთმო ამ სა ზოგადოებამ სკოლას ოთხ-ოთახიანი სადგომი“ 1898-1900 წლებში ნიკიფორე მარტვილის ორკლასიანი სასწავლებლის პედაგოგია. 1900 წლის 19
ნოემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) იგი დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 21 ნოემბერს მლვდლად დაასხა ხელი და მათხოჯის
წმ, ბასილი დიდის სახ. ტაძარში განამწესა. 1900- 1904 წლებში მათხოჯის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგეა. ახალგაზრდა მოძღვარმა მათხოჯის სკოლაშიც გამოიჩინა თავი. მისი მოღვაწეობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა ქართული პრესისათვის. 1903 წელს გაზეთ „ივერიაში“ უცნობი
ავტორი ფსევდონიმით „სანდრო რიონ-გაღმელი“
წერდა: „... მათხოჯში სამრევლო სკოლა დაუარსებიათ ათის წლის წინად; დაუდგამთ პატარა სახლი და დაუწყვიათ სწავლა. ძლიერ ცუდ მდგომარეობაში ყოფილა სკოლა 1901 წლამდის. მოცოცხლდა ეს სკოლა მხოლოდ მაშინ, როცა აქ მღვდლათ აკურთხეს ამ სოფლის შვილი ნიკიფორე ბარაბაძე (სემინარიელია). ბარაბაძე ენერგიულად შეუდგა
ამ სკოლის აღდგენას. სამოსწავლო საბძომ მისცა
ოთხასი მანეთი შენობის ასაგებად. დაიწყეს შენობა და ააგეს კიდეც. დაიხარჯა შენობის აგებიხათვის სულ 1100 მანეთამდე. მღ. 6. ბარაბაძემ, როგორც იყო, ოც თუმნამდის შეაგროვა თავის მრევლში, დანარჩენი კი თავის საკუთარი ფული დახარჯა. ფულის დახარჯვის გარდა ეს მოძღვარი, როგორც უბრალო მუშა, ისე ეხმარებოდა ოსტატებს სილისა და კირის ზიდვაში; არ ისვენებდა დღე და ღამ. მის გულში ანთებული იყო და არის ლამპარი შრომისა და მოღვაწეობისა. იღვწოდა რა ახალ შენობის აგებისათვის, თან გულმოდგინედ ასწავლიდა ბოვშვებს ნაქირავებ სახლში. როგორც იყო, დააყენა სკოლა კარგ ნიადაგ ზე; შენობაც კარგათაა მორთული; ბოვშვებიც ასამდეა, სწავლებაც რიგი-
11-2 საპატრიარქოს უწყებანი N11 5-18ნოემბერი 2020წ გვ.22
მღვდელი ნიკიფორე ბარაბაძე (გაგრძელება)
ანია. გახსნა პარალელური განყოფილება და ასწავლის თვითონ. მოაწყო საქმე ისე, რომ მომავალ წლისთვის ორკლასიანად გადაკეთება შეიძლება.
მაგრამ, სამნუხაროდ ჩვენდა, როგორც გავიგეთ, გადაყვანას უპირებენ სხვა უკეთესს ადგილზე. თუ უს ხმები გამართლდა, მაშინ მათხოჯის სამრევლო
სკოლას ბევრი დააკლდება“. მართლაც, მალევე, 1904 წლის 21 აგვისტოს
მღვდელი ნიკიფორე საწულუკიძეოს (ზედა ხონი) წმ. კვირიკესა და ივლიტას სახ. ორშტატიანი ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს. იმავე წლის სექტემბრიდან საწულუკიძეოს სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგეა. სამწუხაროდ, ქართულ პრესაში მღვდელ ნიკიფორეზე დადებითი წერილების გარდა, გვხვდება უარყოფითი სტატიებიც. 1908 წლის 27 აპრილს იუმორისტულ ჟურნალ „ეშმაკის მათრახში“ უცნობი ავტორი - ფსევდონიმით „შენი ეშმაკუნა“, მის შესახებ წერდა: „მღვ. ნიკიფორე
ბარაბაძეს, ს. სანულუკიძეოში, ვინაიდან დრამისათვის პოლიციაში სიარულმა ერთობ დაასუსდღა... “- ამ წინადადებით აღშფოთებული მოძღვარი იმავე ჟურნალ 32-ში რედაქტორს ცრუ კორესპონდენტის გამჟღავნებას სთხოვდა: „ბ. რედაქტორო, თუ შეიძლებოდეს უკან დაიბრუნეთ თქვენი სპერმაკუდინი (მგონი 30 წვეთი უნდა იყოს), რადგან იგი ყალბია, მთლად სიცრუეა. ჯაშუშზე მეტის ღირსია თქვენი კორესპონდენტი, რომელიც თავისი არეული ჭკუის ნაყოფს ფაქტათ ასაღებს. ამგვარი მოქმედება რამდენიმეთ უსაქმობის შედეგიც არის,
კიდევ არაფერი, რომ ასეთი ჭორი, განზრახ შეთხზული სიცრუე მხოლოთ ეთქვგა: არა, იმდენი თავხედობაც შესწევს, რომ სტამბავს ისეთ ცნობას,
რომელსაც არავითარი გასამართლებელი მხარე არ აქვს. უკაცრავად, მე არ ვარ დასუსტებული და, მით უმეტეს, საპოლიციო სამმართველოში სიარულით და ისიც დრამისთვის. საქმის ვითარება შემდეგ გამოირკვევა, მხოლოთ ეხლა გთხოეთ, კანონიერი საშუალება მოგვეცით, გავსწორდეთ მე და თქვენი კორესპონდენტი (აგენტი) სამედიატორო სამართლით. მან უნდა დამიმტკიცოს მის მიერ გამოქვეყნებული ცნობა თქვენს ჟურნალში მოთავსებული და უკეთუ ის ამაზე თანახმა არ იქნება, მაშინ თქვენ იქნებით პასუხისმგებელი“ უცნობმა კორესპონდენტმა არ დააყოვნა და 24-ში პასუხი
გასცა მამა ნიკიფორეს: „თქვენი „ეშმაკის მათრახის“ 32-ში მოთავსებულია ათი სასაყვედურო წერილი, ცხრა მათგანიერისკაცისაა, ერთიკი ხუცის
ნიკიფორე ბარაბაძის, რომელსაც ლანძღვა-გინებაში, როგორც წერილიდან ჩანს, ვერც ერთი ერის კაცი ვერ შეედრება. დანარჩენი ცხრა წერილი რომ
შეაერთოთ ერთად, იმდენი ლანძღვა არ იქნება, რამდენიც ამ ავყია ხუცესს უკადრებია, მარა, რა ვუყოთ, აბა, რით უნდა გაირჩეს ერის კაციდან?
„ჰოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“ ეს ერთი. მეორე ის წერს 30 წვეთი სპერმაკუდინი მომაწოდეთო. საიდან სადაო, წმინდა საბაო? მე
აკი განსა ზღვრული წვეთები არ მიმიწოდებია მისთვის (ალბათ ხუცებმზე 30 წვეთი მოქმედებს! ..........მესამე –– მიკვირს, რათ არ ასახელებს მედიატორეებს, „ისიც დრამისათვის“ პოლიციაში არ მოსიარულე ხუცესი? წინადადება მიეცით, დანიშნოს თავის მედიატორე (მე მასთან
პირადათ მოლაპარაკების სურვილი არა მაქვს) და თან დათანხმდეს, რომ განაჩენი გაზეთში გამოქვეყნდეს. მე, ჩემის მხრით, მედიატორეთ გასახელებ ნიკო გიორგის ძე ჩიმაკაძეს. გნახოთ, მღვდელი ნიკიფორე რას იტყვის!“მღვდელმა ნიკიფორემ 36-ში თავისი მედიატორიც დაასახელა, იგი წერდა: „ბ-ნო „ეშმაკუნო“ რადგან თქვენ 6. გ. ჩიმაგაძე
დაასახელეთ, მეც სიამოვნებით ვეგებები თქვენს არჩევანს და, ემის მხრით, ვასახელებ ლონგინოზ ანტონის ძე ჩიმაგაძეს. მეზობლები არიან, მისვლა-მოსვლაში დრო არ დაეკარგებათ და მით უბრალო შრომა აცდებათ. რასაც მედიატორეები დაადგენენ, განაჩენი გამოქვეყნებული იქნება, ამაზე ეჭვიც არ უნდა გქონდეთ. აი, ეს ინება თქვენგან აწუნებულმა, ეშმაკუნო, ნიკიფორე ხუცესმა“. აი, აქ მთავრდება ეს პოლემიკა. ჩვენთვის უცნობია, თუ რით დამთავრდა მამა ნიკიფორეზე ეს ცილისმწამებლური კამპანია. ფაქტი ერთია, რომ არც ძველ მოძღვრებს ჰქონიათ მოსვენება იმ პერიოდში მოღვაწე ცრუ ჟურნალისტებისაგან. 1922 წლის ივნისში კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს მღვდელი ნიკიფორე ისევ საწულუკიძეოს ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. 1922/ 1923 წლებში და 1924 წლის აგვისტოს გამოსვლების დროს ხელისუფლებამ მრავალი სასულიერო პირი დახვრიტა, ზოგიც ამ ამბის შემხედვარე შეშინდა და უარი თქვა მსახურებაზე. მათ რიცხვში
იყო მღვდელი ნიკიფორეც, რადგან 1926 წლის 17 თებერვალს შედგენილ საქართველოს ეკლესიის ქუთაის-გაენათის ეპარქიის სასულიერო პირთა ჩამონათვალში იგი აღარ იხსენიება მოქმედი სამლვდელოების რიგებში. მართლაც, საქართველოს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტში დაცულ საბუთებში ჩანს, რომ მან 1923 წელს გაიხადა ანაფორა და პედაგოგად დაიწყო მუშაობა.
11-3 საპატრიარქოს უწყებანი N11 5-18ნოემბერი 2020წ გვ.23
მღვდელი ნიკიფორე ბარაბაძე (გაგრძელება)
1928 წლის 30ივლისს ყოფილი მღვდელი ნიკიფორე ბარაბაძე ქუთაისის მაზრის აღმასკომის საორგანიზაციო განყოფილებას წერდა 1894 წლიდან თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1901 წლამდე სოფლის მასწავლებლად ვმსახურობდი იმერეთ-სამეგრელოში, 1901
წლიდან მღვდლად და თან მასნავლებლად სამრევლო და სამინისტრო სკოლებში ნახახულევის თემის ფარგლებში; 1918 წლიდან ვსწავლობდი საქართჟელოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და 1923 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე ვმასნწავლებლობ ქ. ხონის ცხრანლედში
და ძედ. ტეხნიკუმში, ასე რომ, სასნავლებლის დამთავრების შემდეგ, მცირე ხნის გამონაკლისის გარდა, მთელი ჩემი სიცოცხლე გამიტარებია ნახახულევის თემის ფარგლებში. ჩემდა სამწოხაროდ, მე არ ვფიქრობდი, თუ საძირი იყო პირადად ჩემგან შუამდგომლობის აღძვრა ხმის
უფლების მონიმძების შესახებ და ამ შეხედულებას ვამყარებდი იმ მოსაზრებაზე, (რომ სამსახურში ვარ, ვითვლები პროფკავშირის წევრად, გა ნათლების მუშაკთა კავშირში და სხვ. გარდა ამისა, ამ საკითხის ჩემგან დღემდე უყურადღებოდ დატოვება გამოიწვია შემდეგმა გარემოებამ: საცხოვრებელი ბინა მაქვს სოფ. სანულუკიძეოში ნახახულევის თემის განაპირას, სამსახური კი წ. ტონში. თუ რამე მოთხოვნილება იყო სათემო ხასიათის, მას ვასრულებდი და ვიხდიდი ”. ადასახადის თემის ფარგლებში, მხოლოდ სამსახურის გამო, როგორც პროფკავშირის, ისე სხვა კრებებს, ვესწრებოდი ქ. ხონში. ამისათვის, რადგან ასე დამიგვიანდა ჩემი
დაუდევრობის გამო, ხმის უფლების აღდგენა ქუთაისის მაზრის აღმასკომის საორგანიზაციო განყოფილებას ამით ვსთხოვ, შეკრიბოს საძირო ცნობები ამ საკითხის გამო ჩემს შესახებ და, თანახმად მიღებული ცნობებისა, თუ ადგილობრივი ხელისუფლება საწინააღმდეგო არაფერს ნახავს, იმ შემთხვევაში აღმიდგინოს მე ხმის უფლება“. თავის მხრივ, 1928 წლის 2 აგვისტოს ქუთაისის აღმასრულებელმა კომიტეტმა მოითხოვა ზუსტი
12 საპატრიარქოს უწყებანი N12 19ნოემბერი-2დეკემბერი 2020წ გვ.21
მღვდელი ალექსანდრე დავითაშვილი 1869-1910
მღვდელი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე დავითაშვილი 1869 წლის 13 აპრილს გორის მაზრაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებლის ორი კლასი და 1891
წლის 31 მაისს ჩააბარა გამოცდები თბილისის სასულიერო სემინარიასთან არსებულ კომისიას პედაგოგის მოწმობის მისაღებად. 1891-1900 წლებში
იგი აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. 1891 წლის სექტემბრიდან მოხისის ტაძართან დააარსა ერთკლასიანი სამრევლო სკოლა, რომელსაც რუისის ოლქის სამღვდელოებამ 13 მანეთი შესწირა. ამის გამო, 1891 წლის 4 დეკემბერს ალექსანდრემ გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე მათ დიდი მადლობა გადაუხადა. 1896 წლის სექტემბერში როკის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში გადაიყვანეს. 1897 წლის სექტემბრიდან ვანათის სამრევლო-საეკლესიო სკოლის პედაგოგად დაინიშნა. 1900 წლის 26 სექტემბერს გორის ეპისკოპოსმა კირიონმა (საძაგლიშვილი) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 1 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და იქსორლისხევის მაცხოვრის ამაღლების სახ. ტაძარში განამწესეს. 1901 წლის 16 ივნისს ღოღეთის წმ. თომა მოციქულის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1902 წელს გაარემონტა ღოღეთის ტაძარი და ამის გამო, საქართველოს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1904 წლის 24 თებერვლიდან წრომის მაცხოვრის ამაღლების სახ. ტაძრის წინამძღვარია. 1905-1906 წლებში, რუსეთის
პირველი რევოლუციის დროს, რომელიც საქართველოშიც მძვინვარებდა, რამდენიმე სასულიერო პირი შეიწირა. ზოგი დააყაჩაღეს ან გაძარცვეს, ზოგიც დაიჭირეს, ზოგი მოკლეს ან აწამეს, ზოგმაც ანაფორა გაიხადა. მათ რიგებში იყო მღვდელი ალექსანდრეც. აი, რას წერდა ქართული პრესა ამასთან დაკავშირებით: „როგორც სოფ. წრომიდან (ქართლი)
გვატყობინებენ, სამაზრო პოლიციას შეუპყრია და გორის საპყრობილეში გაუგზავნია ადგილობრივი მღვდელი ალექსანდრე დავითაშვილი". 1906 წლის მარტში მღვდელი ალექსანდრე გაასამართლეს და უფის გუბერნიაში გადაასახლეს. როგორც ჩანს, იმ ეტაპზე მრავლად იყვნენ გადასახლებაში მყოფი ქართველები, რომელთაც მღვდელი ალექსანდრე ნუგეშად მოევლინათ. საპატიმროში მყოფი ადამიანის მდგომარეობა უმძიმესი და აუტანელია. განსაკუთრებით რთული ასატანი იქნებოდა
ეს უცხო მიწაზე გადასახლებული ქართველებისათვის. მათი ეს მძიმე ყოფა-ცხოვრება კარგად არის ასახული მღვდელ ალექსანდრეს სტატიაში, რომელიც მან 1906 წლის აპრილის დასაწყისში გამოგზავნა საქართველოში. წერილის სათაურია „რუსეთში გადასახლებულთა გაჭირვება“: „ვალად მაძევს გაცნობოთ საქართველოდან უფის გუბერნიაში
გადმოსახლებულთა გაჭირვებული მდგომარეობა. აი, რაშია საქმე: ჩვენ, რიცხვით 15 კაცს, უფის გუბერნიაში გადმოსახლებულთ სხვადასხვა ადგილი დაგვინიშნეს საცხოვრებლად. ზოგს მენძელინსკი გადაგვიწყვიტეს, ზოგს ბირსკი, ზოგს სტურლიტამაკი და სხვა. რადგან უგზოობისა გამო ეტაფებით მისვლა-მოსვლა შეჩერებული იყო
და არის დღესაც, მოგვცეს წინადადება, ჩვენის ხარჯით წავსულიყავით დანიშნულ ადგილებში. ვისაც ცოტაოდენი სახსარი ჰქონდა, მოინდომა
თავის ხარჯით წასვლა, ვისაც არა, ძალა უნებურად საპყრობილეში უნდა დარჩენილიყო. მე მოვინდომე ჩემის ხარჯებით მენზელინსკში წასვლა
(300 ვერსია უფიდან). როდესაც საპყრობილიდან გამოვდიოდი, იქ დარჩენილმა ქართველებმა ერთხმად შემომბღავლეს, შენ რომ მიდიხარ, ჩვენ აქ ვისთან გვტოვებო. დიდად ამაღელვა იმათმა სასოწარკვეთილებით სავსე საყვედურმა -- დავპირდი, გავალ ქალაქში და ვეცდები, რომ ყველანი ერთად დავანიშვნინო გუბერნატორს-მეთქი. ჯერჯერობით ამით დავამშვიდე. რომ გამოვედი, პირველად ვნახე „უფიმსკი-ვესტნიკის“ რედაქტორი, რომელსაც შევჩივლე გადმოსახლებულთა მდგომარეობა. რედაქტორმა მეორე დღეს გაზეთში წერილი დაბეჭდა კავკასიელ პოლიტიკურ დამნაშავეთა შესახებ და სურვილი გამოსთქვა, რომ
მახლობელს ადგილს დაენიშნათ ყველანი, რადგან შორს გზები არ არის და მათი იქ გაგზავნა მოასწავებს გზაში სიცივით სიკვდილსაო. მე კი მირჩია გუბერნატორთან მისვლა. მივედი გუბერნატორთან, რომელმაც ძალიან კარგად მიმიღო და კიდეც შემისრულა თხოვნა, რომ საპყრობილეში
დარჩენილები და მეც, ყველანი ერთად, ბელებეიში გავეგზავნეთ. მე ფული არა მქონდა ცოტას მეტი, ამიტომ სახლიდან მოვითხოვე და მესამე დღეს მივიღე 90 მანეთი დეპეშით (უნდა მოგახსენოთ, რომ
12-1 საპატრიარქოს უწყებანი N12 19ნოემბერი-2დეკემბერი 2020წ გვ.22
მღვდელი ალექსანდრე დავითაშვილი 1869-1910 (გაგრძელება)
ეს 90 მანეთი უკანასკნელი საღსარი ცხოვრებისა წავართვი ჩემ ობლად დარჩენილ ცოლ-შვილს). საპყრობილეში დარჩენილნი ყველანი წამოვიყვანე ჩემი ხარჯით, ბელებეიში ერთად დავიჭირეთ სახლი და ახლა აქა ვართ ყველანი. ამ ჟამად მეც გამომელია ფული. ეხლა ყველა ერთნაირად დავრჩით უსახსროთ. მთავრობა ჩვენ შესახებ ყურს აგრე რიგად არ გაიბერტყავს ჩვეულებისამებრ, მით
უმეტეს ეხლა. გაცნობებთ რა ამას, ბ-ნო რედაქტორო, უმორჩილესად გთხოვთ, იშუამდგომლოთ ქართველ გულშემატკივარ საზოგადოების წინაშე ან გაზეთის საშუალებით ან კერძოდ და აღმოგვიჩინოთ დახმარება. გთხოვთ, ეს დახმარება დააჩქაროთ და ჩემ სახელზე გამოგზავნოთ ფული“. მართლაც, ქართველმა საზოგადოებამ გულთან ახლოს მიიტანა თავის თანამოძმეთა გაჭირვება და შეაგროვა გარკვეული თანხა, რაც გაგზავნილ იქნა ქ. ბელებეიში. 1906 წლის ივნისში გაზეთ „შრომაში“ გამოქვეყნდა მღვდელ ალექსანდრეს წერილი, სადაც ის მადლობას უხდის ყველა გულშემატკივარს: „ძვირფასო რედაქტორო! გთხოვთ, თქვენის გაზეთის საშუალებით გულწრფელი მადლობა გამოუცხადოთ ბელებეიში მყოფ ქართველთა სასარგებლოდ გამოგზავნილი ფულისთვის შემდეგ პირთ: ბ-ნ სოლომატინს და ჭრელაშვილს და ვინც გადასცა მათ ფული ჩვენ სასარგებლოდ, რომელთაგან მივიღეთ 66 მანეთი; ბ-ნ ჩხიკვაძეს
დ. ხონში, რომელმაც გამოგვიგზავნა დეპეშით 10 მანეთი; ბ-ნ სალარიძეს, რომელაც ტფილისიდან დეპეშით გამოგზავნა 15 მანეთი; სასინოდო კანტორის მოსამსახურეთ, რომელთაც შეაგრივეს 20
მანეთი; გორის მთავარდიაკონს დავით სალარიძეს და ისააკ შალიკაშვილს, რომელთაც გამოგზავნეს 37 მანეთი და ციცქიშვილს, რომელმაც
დეპეშით გამოგვიგზავნა 25 მანეთი (ეს ციცქიშვილი, ჩვენი ვარაუდით, მღვდელი უნდა იყოს). ეს ზემოდ ხსენებული შემოწირულება მანანასაებრ
მოგვესწრო. დიდად ვმადლობთ ყველას თანაგრძნობისათვის. აქაურ მთავრობისაგან გულ-მოკლულებს, თქვენმა თანაგრძნობამ სიცოცხლე და
მხნეობა მოგვიმატა. ძალიან გაჭირვებულნი ვიყავით, გუბერნატორს რამდენჯერმე მივმართეთ, მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, მიწერ-მოწერის მეტი არაფერი გამოვიდა. დიახ, „ზავტრა ზავტრაებით გვკვებავენ. მარტიდან დაწყებული თიბათვემდის ამნაირად გვასაზრდოვებენ. ვიტანჯებოდით და ამინისტიას მოველოდით, მაგრამ ესეც
„ზავტრა“ გამოდგა. ეხლა ისევ წინანდელ გაჭირვებულ მდგომარეობაში უნდა ჩავცვივდეთ, თუ ისევ ჩვენმა მოძმეებმა არ მოგვაქციეს ყურადღება. ვთხოვთ დანარჩენ ქართულ გაზეთებს, ეს წერილი გადაბეჭდონ. აქაურ ქართველების მინდობილობით, მღვდელი ალექსანდრე დავითაშვილი“.
1906 წლის შემოდგომაზე გადასახლებაში მყოფი მოძღვარი ამინისტიის ძალით გათავისუფლდა და სამშობლოში დაბრუნდა. იგი კვლავ სოფ. წრომში აგრძელებს თავის მოღვაწეობას. მისი სიცოცხლე, სამწუხაროდ, რამდენიმე წელიწადში ტრაგიკულად
დასრულდა. აი, რას წერდა 1910 წლის 11 მარტს გორის მაზრის უფროსი, თავადი ვახვახიშვილი თბილისის გუბერნატორს: „გუშინ, საღამოს, სოფელ წრომში 12 კაცისაგან შემდგარმა ყაჩაღთა ბრბომ მოკლა
მღვდელი დავიდოვი (დავითაშვილი). მივემგზავრები რაზმის თანხლებით. დასახმარებლად მოვლინებულნი არიან სურამის, გომის, ბორჯომის ბოქაულები“. მკვლელობის გარემოებათა შესწავლის შედეგებზე საყურადღებო ცნობებს გვაწვდის ახალციხის, ახალქალაქისა და გორის მაზრებში თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსის
თანაშემწის მოხსენება, რომელიც დაწერილია 16 მარტს. მოხსენებაში ვკითხულობთ: „ამა წლის 12 მარტს, 4 საათზე გომში ჩამოსვლისთანავე მე შემხვდა გორის მაზრის უფროსი, პოლკოვნიკი, თავადი
ვახვახოვი. მასთან ერთად დაუყოვნებლივ შევუდექი მკვლელობის გარემოებათა გამოძიებას. მლვდელ ალექსანდრე ნიკოლოზის ძე დავიდოვის მკვლელობის გარემოებათა გაცნობისა და ბოროტმოქმედთა ვინაობის დადგენის მიზნით, დილის 5 საათზე,
თავად ვახვახოვთან ერთად, აგრეთვე ჩემს განკარგულებაში მყოფ პოლიციის წარმომადგენელთა თანხლებით, გავემართე სოფელ წრომში. ჩავედი სოფელში და დავათვალიერე მღვდელ დავიდოვის
მკვლელობის ადგილი. აღმოჩნდა, რომ მას ეკავა ბინა თავად ციციანოვის (ციციშვილი) სახლში, რომელიც სოფლის განაპირას მდებარეობდა. მღვდელი დავიდოვი 10 მარტს, დაახლოებით საღამოს 7 საათზე შეიპყრეს ბოროტმოქმედებმა საკუთარ სახლში, გაიყვანეს ეზოში, ორჯერ ესროლეს ტყვია თავში და მოკლეს. მკვლელობა მოხდა შემდეგ პირობებში: 10
მარტს, დაახლოებით საღამოს 7 საათზე მლვდელ ალექსანდრე დავიდოვის ეზოში შევიდა რვა კაცი, ერთის გარდა ყველა შეიარაღებული იყო თოფებითა და რევოლვერებით. პირველად ისინი შევიდნენ საჯინიბოში, შეიპყრეს მღვდლის მსახური, 16 წლის გერმანე შუბითიძე და გაემართნენ მღვდლის ბინისაკენ. მღვდელი ამ დროს იწვა საწოლზე და ეთამაშებოდა უმცროს ქალიშვილს. ამავე ოთახში იმყოფებოდნენ მღვდლის ცოლი და მისი 16 წლის ქალიშვილი თამარი. შევიდნენ ოთახში და შეეკითხნენ:
12-2 საპატრიარქოს უწყებანი N12 19ნოემბერი-2დეკემბერი 2020წ გვ.23
მღვდელი ალექსანდრე დავითაშვილი 1869-1910 (გაგრძელება)
ეს შენ ხარ, საშო?
დიახ. -– იყო პასუხი.
მაშინ ბოროტმოქმედებმა მოსთხოვეს მას ფული და იარაღი, რაზეც უპასუხა, რომ არ გააჩნია არც ფული, არც იარაღი და თავისი უარის დასადასტურებლად სთხოვა გაეჩხრიკათ ბინა. მლვდლის
ცოლმა და ქალიშვილმა შეიარაღებული პირების დანახვაზე ატეხეს ყვირილი და შეეცადნენ გაქცეულიყვნენ ოთახიდან, მაგრამ ყაჩაღებმა არ გაუშვეს. ხმაურის გაგებაზე კნეინები ნადეჟდა ილიას ასული და ქეთევან სვიმონის ასული ციციშვილები მოვიდნენ მღვდლის ბინაში, სადაც ისინი შეუშვეს, მაგრამ უკან აღარ გაუშვეს. სახლის პატრონი, თავადი ლევან ამირანდოს ძე ციციშვილი, ავადმყოფი კაცი, იმყოფებოდა თავის ოთახში. მაშინ ყაჩაღებმა შესთავაზეს მღვდელს მათთან ერთად ეზოში გასვლა მოსალაპარაკებლად. მღვდელმა დროის გაყვანის მიზნით დაიწყო აუჩქარებლად ჩაცმა, მაგრამ იგი ძალით, საცვლების ამარა გაიყვანეს გარეთ. მღვდლის მეუღლე გაჰყვა ყაჩაღებს, მაგრამ ორმა მათგანმა სცემა თოფის კონდახებით. ამ დროს გაისმა ორი გასროლა, რის შემდეგაც ყაჩაღები სწრაფად გაუჩინარდნენ. ატყდა განგაში, შეგროვდა ხალხი,
მაგრამ ვერავინ გაბედა ყაჩაღების დადევნება. როგორც მღვდლის ცოლისა და ქალიშვილის ჩვენებით ჩანს, მათ შეძლეს ზოგიერთი სახის ამოცნობა.
ოლღა სვიმონის ასულ დავიდოვის განცხადებით, თავდასხმელთაგან ორი ყაჩაღი 1905 წლის ბოლოს მისულა მათთან იარაღის მოთხოვნით. თუ ვინ
იყვნენ ეს ყაჩაღები, ვერავინ გამოიცნო, მაგრამ ადგილობრივ მცხოვრებთა გამოკითხვის შემდეგ მე დავრწმუნდი, რომ ყაჩაღები და ასევე ბოროტმოქმედების მოტივები კარგად იყვნენ ცნობილნი მცხოვრებთათვის, მაგრამ შიშის გამო დუმდნენ. ყაჩაღთა კვალზე გაშვებული პოლიციის ძაღლი მიადგა მებორნეების ჯიხურს მდინარე მტკვართან. ორგზის დაკითხული მებორნეები, სოფელ ახალშენში მცხოვრები გლეხი ანდრია ნიკოლოზის ძე დონაძე და წრომელი გლეხი ტატე პავლეს ძე ჩუტკერაშვილი აღნიშნავდნენ, რომ შეიარაღებული პირები 10 მარტის საღამოს მათ არ გადაუყვანიათ, რაც, ჩემი
აზრით, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგანაც მამასახლისის თქმით მღვდლის მკვლელთა კვალი მიდის ბორნამდე. ამიტომ მებორნეები ანდრია დონაძე და ტატე ჩუტკერაშვილი დავაკავე. მოკვლეული „ცნობით აღმოჩნდა, რომ რევოლუციური მოძრაობის დროს მღვდელი დავიდოვი მიეკუთვნებოდა სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციას და ეწეოდა მავნე პროპაგანდას სოფელ წრომის გლეხობაში, რისთვისაც, როგორც გორისა და დუშეთის მაზრების დროებითი გენერალ-გუბერნატორის 1906 წლის 3 თებერვლის მიმართვიდან ჩანს, გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან და გადაასახლეს უფის გუბერნიაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე. ექვსი თვის შემდეგ მღვდელი დავიდოვი დაბრუნდა და აღადგინეს თავის უფლებებში. უკანასკნელ ხანებში კი საგრძნობლად გამემარჯვენდა, საუბრის დროს გმობდა შანტაჟისტთა დანაშაულებრივ მოქმედებას, რის გამოც, როგორც ჩანს, ამ უკანასკნელთა უკმაყოფილება დაიმსახურა და შიშით
იმის გამო, რომ იგი მათ გასცემდა, უნდა აიხსნას მისი მკვლელობის მოტივები“.
12-3 საპატრიარქოს უწყებანი N12 19ნოემბერი-2დეკემბერი 2020წ გვ.24
მღვდელი ალექსანდრე დავითაშვილი 1869-1910 (დასასრული)
საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ VI ტომში გამოთქმულია მოსაზრება, რომ მღვდელი ალექსანდრე /დავითაშვილი მოკლეს გლეხებმა იმის გამო, რომ ეწეოდა პროპაგანდას რევოლუციური მოძრაობის წინააღმდეგ. იქვე აღნიშნულია, რომ იგი ადრე გადაასახლეს გლეხობაში პროპაგანდისტული საქმიანობისათვის, ხოლო გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ მოქმედებდა რევოლუციური მოძრაობის წინააღმდეგ და ა. შ. მკვლევარი გურამ შენგელია, რომელმაც დეტალურად გამოიკვლია მღვდელ ალექსანდრე დავითაშვილის ცხოვრების ეს პერიოდი, აღნიშნავს: „ეს მოსაზრებანი ურთიერთგამომრიცხავია. გამოდის, რომ მამა ალექსანდრე, თბილისის გუბერნიის ჟანდარმთა სამმართველოს უფროსის მოხსენების მიხედვით, „წინათ გადასახლებული იყო გლეხობაში პროპა- განდის გამო“, ხოლო როცა დაბრუნდა გადასახლებიდან, მოქმედებდა რევოლუციური მოძრაობის წინააღმდეგ. აღსანიშნავია ისიც, რომ დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლები თავიანთი დანაშაულებრივი ქმედების გამართლების მიზნით ჩადენილ დანაშაულს ზოგჯერ რევოლუციურ აქტად ასაღებდნენ. არცთუ იშვიათად,, ზოგიერთ ტერორისტსა და ყაჩაღს რევოლუციონერად ნათლავდნენ. ჩვენი ვარაუდით სწორედ მსგავსი რევოლუციონერების, ფაქტობრივად მძარცველ ტერორისტთა მსხვერპლი გახდა მღვდელი ალექსანდრე დავითაშვილი. როგორც ჩანს, მისი მკვლელობა დაკავშირებული იყო ორ გარემოებასთან, კერძოდ, ფულისა და იარაღის გამოძალვასთან და ბანდიტების მხილების ვარაუდთან, რაც ცხადი ხდება შემოთავაზებული საარქივო დოკუმენტიდანაც. ისიც უნდა ითქვას, რომ ალექსანდრე დავითაშვილი აქტიურად უჭერდა მხარს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას. გამოძიების შედეგად დად გინდა, რომ მლვდელი დავითაშვილი „ადრე პროპაგანდას ეწეოდა გლეხობაში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე...“. ასეთ პიროვნებას,
ბუნებრივია, კავკასიის ადმინისტრაციული ორგანოები წყალობის თვა ლით არ შეხედავდნენ, მას პოლიტიკურად არასაიმედოთა სიაში მიუჩენ- დნენ ადგილს. ამ შემზარავი ტერაქტის ერთ-ერთ მიზეზად, ჩვენი ვარაუდით, უნდა მივიჩნიოთ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ფართოდ გაშლილ მოძრაობაში მღვდელ ალექსანდრე დავითაშვილის აქტიური მონაწილეობა წერს გურამ შენგელია.1911 წლის 8 თებერვალს მის მეუღლეს და მცირეწლოვან შვილებს წელიწადში 150 მანეთი პენსია დაენიშნათ. მისი მეუღლე გახლდათ ოლღა სვიმონის ასული (დაბ. 1877წ.); შვილები: თამარი (დაბ. 1894წ.), გიორგი (დაბ. 1896წ.), ირაკლი (დაბ. 1901წ.), ელენე (დაბ. 190ვწ.), ქეთევანი (დაბ. 1908წ.).
ხელდასხმა 2020წ
1 საპატრიარქოს უწყებანი N1 16-30იანვარი 2020წ გვ.9
დაჯილდოება
19 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ეკლესიაში ერთგული მსახურებისათვის არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა სოფ.
ზედა საქარის წმ. გიორგის სახ. მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ადამი (იმნაძე), ხოლო ზესტაფონის წმ. გიორგის სახ. ეკლესიის
მღვდელმსახური ნიკოლოზ კაპანაძე აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში ოქროს ჯვრის ტარების უფლებით. ბერად აღკვეცა 2 იანვარს სამთაწყაროს წმ. ნინოს სახ. მამათა მონასტერში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) ბერად აღკვეცა იმავე მონასტრის მორჩილი ირაკლი ფაილოძე და სახელად გიორგი უწოდა.
***
2 იანვარს დედოფლისწყაროს წმ. ილია თეზბიტელის სახ. მამათა მონასტერში ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე) ბერად აღკვეცა იმავე მონასტრის მორჩილი თორნიკე მიღდისელი და სახელად დანიელი უწოდა.
ხელდასხმა
5 იანვარს ზარიძეების წმ. გიორგის სახ. ეკლესიაში თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა (გაბრიჭიძე) დიაკვნად აკურთხა
ბერი გაბრიელი (კოხრეიძე).
***
12 იანვარს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. კვალითის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) დიაკვნად აკურთხა ამავე ეკლესიის მედავითნე სერგი ივანეიშვილი და სახელად სპირიდონი უწოდა.
8 საპატრიარქოს უწყებანი N8 24სექტემბერი-7ოქტომბერი 2020წ გვ.8
დაჯილდოება
28 აგვისტოს, თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი გიორგი სანამაშვილი დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.
***
28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ბაგრატის ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ეპარქიის მლვდელმსახურნი დააჯილდოვა. მეორე ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ: დეკანოზი როსტომ კუჭუხიძე, დეკანოზი ავთანდილ გრძელიძე, დეკანოზი გიორგი გაბუნია. მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ: დეკანოზი უჩა ასათიანი, დეკანოზი რომანოზ
აბზიანიძე, დეკანოზი ლაზარე კანდელაკი.
გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვდნენ: დეკანოზი გიორგი ხარაბაძე, დეკანოზი ნიკოლოზ ნიკოლეიშვილი, დეკანოზი შიო გაგოშიძე, დეკანოზი იოანე მიხელიძე, დეკანოზი ექვთიმე ჩივაძე,
დეკანოზი დავით ხელაძე, დეკანოზი მატათა ქარქაშაძე, დეკანოზი პანტელეიმონ ხუბულავა. ოქროს ჯვრით დაჯილდოვდნენ და დეკანოზის ხარისხში აღყვანილ იქნენ: მღვდელი არტემ
კორკოტაძე, მღვდელი არჩილ დათეშიძე, მღვდელი მათე ჯანელიძე, მლვდელი ილარიონ დვალიშვილი, მღვდელი იოანე მინაძე, მღვდელი კვირიკე ბოჭორიშვილი.
ხელდასხმა
23 აგვისტოს, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი), ბაგრატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი
გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტრის წევრს, ბერ რაჟდენს (ყაჭეიშვილი). ბერ-დიაკონი რაჟდენი გელათის
ტაძარში იმსახურებს.
8-1 საპატრიარქოს უწყებანი N8 24სექტემბერი-7ოქტომბერი 2020წ გვ.9
ხელდასხმა
30 აგვისტოს, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი), ბაგრატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში დიაკვნად აკურთხა ბერი კონსტანტინე (აბდალაძე). ბერ-დიაკონი კონსტანტინე ბაგრატის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
ტაძრის კურთხევა
19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე აბასთუმანში, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მონასტრის ეზოში ახალციხისა
და ტაო- კლარჯეთის მაგოლომლიცია ორით (ჭუაძე) აკურთხა მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრისთვის განკუთვნილი ადგილი.
ამ ტერიტორიაზე ტაძართან ერთად იგეგმება სამრეკლოსა და ტაძრისათვის აუცილებელი სხვა ნაგებობების აშენებაც. მეუფე თეოდორე და მონასტრის დედები მადლიერებით აღნიშნავენ, რომ მშენებლობას დააფინანსებს ბიძინა ივანიშვილის
ოჯახი.
***
17 სექტემბერს, წმ. წინასწარმეტყველი მოსეს ხსენების დღეს, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) აკურთხა სოფელ
გუმბრასთან მდებარე ღირსი მოსე შავის სახელობის მამათა მონასტრის ტაძარი.
11 საპატრიარქოს უწყებანი N11 5-18ნოემბერი 2020წ გვ.6
ხელდასხმა
4 ოქტომბერს ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახ. საკათედრო ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიაკვნად აკურთხა კერძო დიაკონი ევსტატი მანაგაძე. დიაკონი ევსტატი ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახ. საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
1საპატრიარქოს უწყებანი N1 18 თებერვალი-4მარტი 2021წ გვ20
მღვდელი ლონგინოჩ კვიკვიძე
მამულისადმი სამსახური გაუხდია სათაყვანო საქმეთ და დღიდან საზოგადო ასპარეზზე გამოსვლისა ერთგულ დარაჯად უდგას თავის ეროვნებას და ნშინდა სანთელივით დნება სამშობლოს სამსხვერპლოზე”
მღვდელი ლონგინოზ ილარიონის ძე კვიკვიძე 1878 წელს ქუთაისის გუბერნიაში, რაჭის მაზრაში გლეხის ოჯახში დაიბადა. 1901 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია. 1902 წლის 29 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 3 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და ლეჩხუმის
მაზრაში, ჩხუტელის მაცხოვრის ამაღლების სახ. ტაძარში განამწესა. 1903 წელს იმერეთის ეპარქიის, ლეჩხუმის მაზრის სასწავლო კომიტეტის წევრად აირჩიეს და 42-ე ეპარქიულ კრებაზე დეპუტატად გამოარჩიეს. 1903 წლის 10 ნოემბერს რაჭაში, პირველი ტოლის მაცხოვრის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. მღვდელი ლონგინოზი წლების განმავლობაში იყო რაჭა-ლეჩხუმის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურე და დიდი წვლილი მიუძღვის ამ მხარეში სწავლა-განათლების განვითარების საქმეში. 1909 წლის 18-19 სექტემბერს, ლეჩხუმში, სოფ. საირმეში მოხდა რაჭა-ლეჩხუმის მაზრის მასწავლებელთა კრება. აი, რას წერდა ამასთან დაკავშირებით უცნობი ავტორი ფსევდონიმით „სტუმარი“ თავის
პუბლიკაციაში: „მიზანი ამ კრებისა იყო, როგორც ეს გვამცნო მ. ლ. კვიკვიძემ, რათა მასწავლებელთ მოესმინათ ერთი მეორის სამაგალითო და საცდელი გაკვეთილები. თუ რამდენათ საჭიროა და სასარგებლო ასეთი კრებები მასწავლებელთათვის, ამაზე ლაპარაკი მეტად მიმაჩნია, ეს ყველასთვის ცხადია; მხოლოდ ის კი გასაკვირველია, რატომ
იმერეთის საეპარქიო საბჭო არ შეეცადა, რომ ამ რამოდენიმე წლის განმავლობაში ერთხელ მაინც მოეწყო მასწავლებელთათვის ქუთაისში პედაგოგიური კურსები. ასეთ კურსებს უფრო დიდი მნიშვნელობა ექნებოდა, ვინემ მიყრუებულ სოფელში მომხდარ კრებას და ისიც მასწავლებელთა მცირე
1-1 საპატრიარქოს უწყებანი N1 18 თებერვალი-4მარტი 2021წ გვ21
მღვდელი ლონგინოჩ კვიკვიძე (გაგრძელება)
ნაწილისათვის და არა მთელი ეპარქიის მასწავლებლებისათვის. მაგრამ ჩვენის ფიქრით ეს კრებაც დაუფასებელ ზეგავლენას იქონიებს ჩვენზედ.
რადგან კრების განკარგულებაში ძლიერ პატარა დრო (სამი დღე) იყო, ყველა მასწავლებელმა ვერ მოასწრო გაკვეთილის მიცემა, ვინც მოასწრო იმათაც ნახევარ საათიანი გაკვეთილები მისცეს, ამიტომ გამოურკვეველი დარჩა მასწავლებელთა სრული ფიზიონომია; ამას ხელი შეუწყო
იმ გარემოებამაც, რომ საირმის სკოლის (სადაც გაკვეთილებს ვაძლევდით) მოწაფეები დაბალი ღირსების მასალას წარმოადგენდა გაკვეთილების მისაცემად; შიშისა თუ რაღაცა სხვა მიზეზის გამო ბავშვები
ხმას არ იღებდენ, შეიძლება დიდი ხვეწნამუდარის შემდეგ მიიღებდი ზანტ და ყრუ პასუხს. ამ გარემოებამ დიდი„მინუსი“ დაუსვა გაკვეთილის მიმცემ ყველა მასწავლებელთ. მაგრამ ამ კრების მიზანი არ იყო მარტო
შთაბეჭდილება მოეხდინა მასწავლებელს მაყურებლებზე, არამედ ეჩვენებია თითოეულ მასწავლებელს დანარჩენ ამხანაგებისათვის გადაცემის მაგალითი და აგრეთვე თავისი შეხედულება გამოეთქვა ყოველ გაკვეთილის ღირსება-ნაკლულებაზე. ამ მხრივ კი უფრო დიდი მნიშვნელობა ექნება ამ კრებას: ყოველ გაკვეთილის შემდეგ კრიტიკას
უშვრებოდნენ დანარჩენი ამხანაგები გაკვეთილის მიმცემს, აჩვენებდენ მის ღირსება-ნაკლულევანებას; მეთვალყურეც საჭიროების დროს
საღ პედაგოგიურ შენიშვნებს და დარიგებას იძლეოდა. გარდა ამისა, მასწავლებელთა ერთი მეორის გაცნობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს; ამდენ ხანს ერთი მეორეს არა თუ იმ მხრით არ ვიცნობდით, თუ ვის რის მქონე და რის მცოდნე იყო, არამედ ისიც არ ვიცოდით თუ რომელ სოფელშია სკოლა ან მასწავლებელი“. ამ კრებიდან მალევე მღვდელი ლონგინოზი გადადგა მეთვალყურის პოსტიდან. ამას გვამცნობს მღვდელი სვიმონ მჭედლიძე თავისივე გაზეთ „შინაურ საქმეებში“ 1909 წლის 3 ნოემბერს, სტატიაში „აირია მონასტერი“ იგი წერდა: „..რაჭა-ლეჩხუმის მაზრის მეთვალყურეს მ.კვიკვიძეს სამსახურისთვის თავი დაუნებებია და ამაღლების სკოლაში პირველ მასწავლებლის ადგილზე გამწესებულა. არ არის სასიამოვნო ამბავი. ერთი იმიტომ, რომ მ. კვიკვიძე არ არის უნიჭო ყმაწვილი და სკოლების ხელმძღვანელობა შეეძლო, მეორე მიტომ, რომ მეთვალყურის ასე მალ-მალე ცვლა დიდი ზიანია სკოლებისთვის როგორც ვხედავთ, მღვდელი სვიმონ მჭედლიძე მამა დადებით პიროვნებად ახასიათებს. ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, თუ
რა გახდა მიზეზი მისი გადადგომისა. 1911 წელს დაპირისპირება მოუვიდათ მთავარხუცეს, მღვდელ იუსტინე ფანცხავას და მლვდელ იეროთეოზ ნიკოლაძეს (შემდგომში მღვდელმოწამე, დახვ. 1924წ.),
ომელთაც გაზეთ „შინაურ საქმეებში“ საჯარო პოლემიკა გამართეს. ამ პოლემიკაში მლვდელმა იეროთეოზმა მედიატორებად (შუამავლად) დაასახელა მასწავლებლები: ვლადიმერ ნაცვლიშვილი და
მღვდელი ლონგინოზი. 192 წლის ივლისი-აგვისტოს თვეში ყველასათვის საყვარელმა და დაუვიწყარმა ქართველმა პოეტმა და მწერალმა აკაკი წერეთელმა იმოგზაურა რაჭა-ლეჩხუმში. ამ საინტერესო მოგზაურობასთან დაკავშირებით შემორჩენილია დოკუმენტური კინომასალა, ასევე ჩანაწერები, სადაც აღწერილია ყველა მნიშვნელოვანი
მოვლენა. პოეტს რაჭის საზღვართან საზოგადოების წარმომადგენელნი და სამღვდელოება დახდა, სადაც მას სიტყვით მიმართა მღვდელმა ლონგინოზმა: „მობრძანდი, ძვირფასო სტუმარო! ბუნებით მდიდარი, მაგრამ ბედის ანაბარად დაგდებული რაჭა სულით და გულით გეგებება ეროვნულ ლიტერატურის გამაცისკროვნებელ მგოსანს და თქვენი
მობრძანების დღეს სთვლის უუბედნიერეს დღეთა
რიცხვში. დარწმუნდით, ჩვენო სასიქადულო მამულიშვილო, რომ ასეთივე ღრმა პატივისცემითაა გამსჭვალული თქვენდამი რაჭის მკვიდრი, როგორითაც ყველა ცოტათ თუ მეტად შეგნებული და გადაგვარებისაგან შორს მყოფი დანარჩენი ჩვენი მოძმეები, ამიტომაცაა, რომ გაისმა თუ არა ხმა შესახებ თქვენი მობრძანებისა, გულწრფელი
მხიარულება გამეფდა ჩვენს არე-მარეში და გულის ფანცქალით მოელოდა კაცი და ქალი, დიდი და პატარა იმ სანეტარო წამს, ოდეს იგი გახდებოდა ღირსი თქვენი ხილვისა. განა ეს გასაკვირველია?! დღევანდელ დღეს რაჭა პირველად ეღირსა პირისპირ იხილოს ის, რომელსაც მამულისადმი
სამსახური გაუხდია სათაყვანო საქმეთ და დღიდან საზოგადო ასპარეზზე გამოსვლისა ერთგულ დარაჯად უდგას თავის ეროვნებას და წმინდა
სანთელივით დნება სამშობლოს სამსხვერპლოზე; იხილოს ის, რომლის ჩანგის ჟღერასა სევდის ჰანგებთან ერთად იმედის სხივებით აღუფრთოვანებია ჩვენი უსამართლობით დათუთქული გული და დამატკბობელი ნექტარივით ჩასწვეთებია ჩვენს სმენას, უთუოდ, წინასწარმეტყველებრივი სიტყვები, რომ ზამთრისაგან დაჩაგრულნი მო-
1-2 საპატრიარქოს უწყებანი N1 18 თებერვალი-4მარტი 2021წ გვ22
მღვდელი ლონგინოჩ კვიკვიძე (გაგრძელება)
ვესწრებით გაზაფხულსა, ოღონდ კი გამოვერკვიოთ საღათას ძილს, ვიცნოთ მომაკვდინებელი ძალი შარბათისა და შევისისხლხორცოთ სულმნათი რუსთაველის ანდერძი „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი“. ნება მიბოძეთ, ჩვენო ერის სიამაყევ, მოგმართოთ ერთი კალმოსანის სიტყვებით და გთხოვოთ მიიღოთ ჩვენი მადლობით აღსავსე გული სახატედ, რომელშიაც გექნება სამარადისო და ხელუხლებელი ბინა ჩვენის თანაგრძნობისა და სიყვარულისაგან აღგებული, ჩვენი თაყვანისცემისა და დიდებისაგან შეხურული. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!“ 1912 წლის 22 დეკემბერს ანემპოდისტე ვასილის ძე ჯაფარიძე, რაჟდენ გრიგოლის ძე ნანუკაშვილი, მღვდელი ლონგინოზ კვიკვიძე, ელეფთერ ზაქარიას ძე ღვალაძე და კოტე დავითის ძე გოგოშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების ონის განყოფილების დამაარსებელმა კრებამ ნამდვილ წევრებად აირჩია, ხოლო 1913 წელს -–- მღვდელი ლონგინოზი აღნიშნული განყოფილების მდივნად დაადგინა. 1913 წლის 8 აპრილს
სკუფია უბოძეს. 1914 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (ონის) განყოფილების თავმჯდომარემ,
მღვდელმა მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანმა და მდივანმა – მღვდელმა ლონგინოზმა მთავარ გამგეობას დარჩენილი 68 მანეთი და 80 კაპიკი გაუგზავნეს (20 მანეთი და 20 კაპიკი ერთი წლის წინ გააგზავნეს) და სთხოვეს, გახსნილიყო რაჭის (და არა ონის) საზოგადოების განყოფილება. 1914 წლის 21 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების მდივანს, მღვდელ ლონგინოზს მთავარი გამგეობიდან ვარლამ ბურჯანაძე სწერდა, რომ თბილისის გუბერნატორმა აცნობა ქუთაისის გუბერნატორს 19
იანვარს, დაბა ონში საზოგადოების განყოფილების გახსნის შესახებ და სთხოვდა, შეედგინათ 1914 წლის ხარჯთაღრიცხვა და სამოქმედო გეგმა. 1914 წლის 30 დეკემბერს, 6 საათზე, ონის უფასო წიგნსაცავსამკითხველოში ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის განყოფილების საანგარიშო კრება გაიმართა. კრებამ გამგეობის თავმჯდომარედ და ხაზინადარად მღვდელი
მათე გორდეზიანი აირჩია, მოადგილედ – იოსებ ჯავახის ძე მდივნიშვილი, მდივნად – მღვდელი ლონგინოზ კვიკვიძე.
1915 წლის 3 სექტემბერს ვინმე გიორგი გორდეზიანი ქართულ პრესაში წერილით „რაჭა და მისი მდგომარეობა" გადმოგვცემს იქ ასახულ მოვლენებს, ერთ-ერთი საკითხი სამღვდელოებასაც ეხება.
აი, რას წერდა იგი: „..სსხვა, ადგილობრივ, გარდა მღვდლებისა (ვლადიმერ ფოფხაძე, მათე გორდეზიანი, ლონგინოზ კვიკვიძე), მძიმე ხალხია და
ძნელად დაეხმარებიან საქმეს შრომით. ყველაზე უფრო ენერგიულად შეუძლია და პირნათლად შეასრულოს დახმარების საქმე ამ მღვდლებში მ.
კვიკვიძეს, დაბა ონშია მასწავლებლათ. ამათ გარდა, სოფლის მასწავლებლებს და ზოგიერთ კერძო პირებს შეუძლიანთ შრომის გაწევა...“. 1915 წლის 13 დეკემბერს მღვდელმა ლონგინოზმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის განყოფილებას გამგეობის წევრობიდან მისი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა. 1917 წლის 10 აგვისტოს სოფ. წესში მოხდა რაჭის მაზრის მასწავლებელთა კრება დირექტორ-ინსპექტორების ასარჩევად. კრებაზე დაესწრო ორმოცამდე მასწავლებელი და ოცამდე მლვდელი.
კრება გახსნა ფილიალური განყოფილების გამგეობის თავმჯდომარემ, მღვდელმა ლონგინოზ კვიკვიძემ. დლის წესრიგში იყო შემდეგი საკითხები 1) სისტემა დირექტორ-ინსპექტორების არჩევნებისა;
2) კურსების მოწყობა; 3) საამხანაგო სამსაჯულოს დაარსება; 4) დიტო უზნაძის გადაყენება; 5) დაისვა საკითხი საღვთო სჯულის მასწავლებელთა შესახებ. აი, რას წერდა ამ კრებასთან დაკავშირებით სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიმართულების გაზეთ „ერთობაში“ მასწავლებელი აბესალომ იობიძე: „უნდა ავღნიშნოთ, რომ მღვდელმა ლ. კიკვაძემ კრების დაუკითხავად თავჯდომარის ადგილი დაიკავა.
ინსტრუქციის ძალით კი არც ერთ წევრს გამგეობისას არა აქვს უფლება საზოგადო კრებაზე იყოს თავჯდომარედ. პირველი კითხვის შესახებ კრებამ იქონია მსჯელობა და აღნიშნა უვარგისობა წამოყენებული სისტემისა, ხმის უმრავლესობით მიიღო, გატარდეს პროპორციონალური სისტემა არჩევნებისა პოლიტიკური პარტიების მიხედვით. კურსების
მოწყობა კრებამ აღიარა აუცილებელ საჭიროებად და დაადგინა გაიხსნას სოფ. წესში მოკლევადიანი კურსები. საამხანაგო სასამართლოში აირჩიეს სამი წევრი და სამი კანდიდატი. ფედერალისტ მასწავლებლებმა, რომლებსაც სულიერი მამები ხელმძღვანელობდნენ, ისარგებლეს რიცხვით და საამხანაგო სასამართლოში გაიყვანეს ყველა თავისი კანდიდატები (მათ შორის, ერთი მღვდელი). მათ ანგარიში არ გაუწიეს სოციალ-დემოკრატ მასწავლებელთა სამართლიან მოთხოვნილებას, რომ სასამართლოში შესულიყვნენ ყველა პარტიების წარმომადგენლები,
ამიტომ განაცხადეს, რომ ეს სასამართლო სავალდებულო არ იქნება ჩვენთვისო. დიტო უზნაძის (დიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძე, 1887-1950წწ., ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი -– გ.მ.) შესახებ მოხსენება გააკეთა თავჯდომარე მღვდელმა ლ. კვიკვიძემ. მან განაცხადა: „საქართველოს სათავეში საჭიროა ნამდვილი ქართველი პედაგოგი, ასეთი კი მხოლოდ დიტო უზნაძეა; ლეო ნათაძე (ლევან იასონის
1-3 საპატრიარქოს უწყებანი N1 18 თებერვალი-4მარტი 2021წ გვ23
მღვდელი ლონგინოჩ კვიკვიძე (გაგრძელება)
ძე ნათაძე, 1880-!1922წწ., პედაგოგი და პოლიტიკოსი _ გ.მ.) კი ქართული ენის მტერია, არც არაფერი გაეგება და კომისარიატში რაღაც ხრიკებით ჩავარდაო, ამიტომ ჩვენ მას აუცილებლად პროტესტი უნდა განუცხადოთ, როგორც ეს თელავის მასწავლებლებმა ჩაიდინეს და მოვითხოვოთ
დიტო უზნაძეო“. სულიერმა მამამ ჯიბიდან ამოიღო წინასწარ შედგენილი საპროტესტო წერილი და კრებას წაუკითხა. ფედერალისტებმა ტაშის ცემით დააჯილდოვეს თავიანთი სულიერი მამა. ამხ. დ. ჭ-- შვილმა (ს.-დ.) განაცხადა, რომ ლეო ნათაძე კავკასიის ეროვნებათა წარმომადგენელია კომისარიატში და არა მხოლოდ საქართველოსი. დიტო უზნაძეს
ჩვენც პატივსა ვსცემთ, როგორც პედაგოგს მაგრამ ლეო ნათაძეც ღირსეული პედაგოგია, ჩვენ მას პროტესტს არ უცხადებთ და ამიტომ თქვენ არ გაქვთ უფლება მთელი ერების სახელით გაგზავნოთ პროტესტიო. ლონგინოზ კვიკვიძის მონა-მორჩილ მასწავლებლებმა (იგულისხმება ფედერალისტები) ყური არ ათხოვეს ს. დ. მასწავლებელთა სამართლიან მოთხოვნილებას და დაადგინეს, მთელი რაჭის მაზრის მასწავლებელთა სახელით გაეგზავნათ პროტესტი. სოციალ-დემოკრატმა მასწავლებლებმა, თავის მხრივ, გაგზავნეს კომისარიატში დეპეშა.
აღნიშნეს უსამართლო საქციელი ფედერალისტ მასწავლებელთა და სრული ნდობა განუცხადეს ლეო ნათაძეს. შემდეგი საკითხი ეხებოდა საღვთო სჯულის მასწავლებელ მღვდლებს, რომ სამღვთო სჯულის არა სავალდებულო საგნათ გამოცხადების შემდეგ მღვდლებს, როგორც სხვა პროფესიის ხალხს, არ მისცემოდათ გადამწყვეტი ხმა მასწავლებელთა პროფესიონალურ კრებებზე და არჩევნებში. აქ ფედერალისტები უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნენ. მათ არ სურდათ სულიერი მამების
წინააღმდეგ გალაშქრება, თანაც, სოციალისტების სახელის შელახვისაც ეშინოდათ. აქ თავჯდომარემ გამოიჩინა „გულკეთილობა“ და იხსნა ისინი განსაცდელისაგან. მან განაცხადა: „მე კრებას ვხურავო“ და გაიქცა. მონა-მორჩილი ფედერალისტები გაყვნენ მას. საბრალო მასწავლებლები! ჯერ კიდევ მღვდლების მონები სოციალისტებსაც კი უწოდებენ თავს. როდის გათავისუფლდებიან „სოციალისტი“ მასწავლებლები მღვდლების ოპეკიდან". ანალოგიური კრება გაიმართა კვლავ სოფ. წესში იმავე წლის 28
სექტემბერს. კრება გახსნა ფილიალის თავჯდომარემ, მღვდელმა ლონგინოზმა, რომელმაც განაცხადა: „რადგანაც ჩემს თავჯდომარეობას არა ერთხელ გამოუწვევია საყვედური, ვთხოვ კრებას, სხვა დაასახელოს თავჯდომარეთო“. კრებამ თავმჯდომარედ აირჩია მალაქია ჯაფარიძე, ხოლო მდივნად -- აბელ კიკოშვილი. დღის წესრიგში იყო საკითხები: 1) გამგეობის მოქმედების ანგარიში; 2) სახელმძღვანელო წიგნების შეძენა და განაწილება; 3) დელეგატების ხარჯები; 4) მღვდელ-მასწავლებელთა შესახებ და სხვა. სხვადასხვა საკითხების განხილვის შემდეგ, დასავლეთ
საქართველოს სახალხო მასწავლებელთა დელეგატთა ყრილობის შესახებ (გაიმართა 3-8 სექტემბერს) მოხსენება გააკეთა მღვდელმა ლონგინოზმა
და გააცნო კრებას ყველა დადგენილება, მიღებული ყრილობის მიერ. მან აღნიშნა, რომ მასწავლებლობა შემდგარია რევოლუციის გზაზე, რადგანაც ქუთაისის გუბერნიის აღმასრულებელი კომიტეტი და ოლქის კომისარიატი, აშკარაა, ბრძოლას უცხადებენ დელეგატთა დადგენილებებს და სურთ, თავიანთი განზრახვანი მოგვახვიონ თავზე, ხოლო ჩვენ, რათაც უნდა დაგვიჯდეს, არ უნდა დავუთმოთო. ამის
შემდეგ გაიმართა კამათი, მხარეები ვერ შეთანხმდნენ და სოციალ-დემოკრატმა მასწავლებლებმა კრება დატოვეს. სოციალ-ფედერალისტმა მასწავლებლებმა აბელ ენუქიძის პირით სოციალ-დემოკრატთ
სთხოვეს, მიეღოთ მონაწილეობა სამაზრო საბჭოს არჩევნებში, მაგრამ უარით უპასუხეს. მაზრის მეთვალყურედ აირჩიეს -- მ. გავაშელიშვილი, ასევე სამაზრო საბჭო - პარტიების მიხედვით და სოციალ-დემოკრატებს ერთი ადგილი დაუტოვეს. კრებამ დაადგინა, სასწრაფოდ შეუდგეს სახელმძლვანელო წიგნების შეძენას და ეს საქმე მღვდელ ლონგინოზს
მიანდეს. მლვდელ-მასწავლებელთა შესახებ კრებამ გამოიტანა დადგენილება, რომ მღვდელს, რომელსაც მრევლი ჰყავს, აეკრძალოს მასწავლებლობა (საერო საგნების) და მათი ადგილი თავისუფლად
გამოცხადდეს. დასასრულ, დელეგატების ხარჯები კრებამ თავის თავზე აიიღო. კრებას დაესწრო 66 მასწავლებელი, ამათგან 15-16 მღვდელი იყო. რო-
1-4 საპატრიარქოს უწყებანი N1 18 თებერვალი-4მარტი 2021წ გვ24
მღვდელი ლონგინოჩ კვიკვიძე (დასასრული)
გორც ამ ორი კრებიდან ჩანს, მლვდელი ლონგინოზი მონაწილეობას იღებდა არა მარტო სასულიერო და პედაგოგიურ ასპარეზზე, არამედ აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაშიც. 1918 წელს მღვდელი ლონგინოზი იყო ჭრებალოს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორი. გახლდათ აქტიური წევრი 1920 წლის 8-15 იანვარს ქ. თბილისში გამართული სრულიად საქართველოს მასწავლებელ დელეგატთა პირველი ყრილობისა, სადაც განიხილეს რამდენიმე საკითხი, კერძოდ: მასწავლებელთა კავშირის დროებითი წესდება; წაიკითხეს მოხსენებები; ისაუბრეს საქართველოში არსებულ საბავშვო მწერლობასა და საბავშვო წიგნების გამომცემლობაზე; სახალხო განათლების მართვა-გამგეობისა და კვალიფიციურ მასწავლებელთა მომზადების შესახებ. 1922/ 1923 წლებში და 1924 წლის აგვისტოს გამოსვლების დროს ხელისუფლებამ მრავალი სასულიერო პირი დახვრიტა, სავარაუდოდ, მღვდელმა ლონგინოზმა უარი თქვა მსახურებაზე, რადგან 1926 წლის 17 თებერვალს შედგენილ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ქუთაის-გაენათისა და ნიკორწმინდის ეპარქიის სასულიერო პირთა ჩამონათვალში იგი აღარ იხსენიება მოქმედი სამღვდელოების რიგებში დარჩენილი ცხოვრება მან მხოლოდ პედაგოგიურ საქმიანობას მიუძლვნა და ჯერ რაჭაში, შემდეგ კი ქ.
ქუთაისში მასწავლებლად მუშაობდა, სადაც აქტიურ მონაწილეობას ილებდა საბჭოთა განათლების განვითარების კუთხით. ყოფილი მოძღვარი ცოცხალი ჩანს XX ს-ის 40-იან წლებში. სავარაუდოდ,
იგი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მალევე გარდაიცვალა. დაკრძალულია ქუთაისის ერთ-ერთ სასაფლაოზე.
2 საპატრიარქოს უწყეანი N2 4-17მარტი 2021წ გვ.21
მღვდელი ივლიანე ჩლაიძე 1879-1959
მღვდელი ივლიანე ნესტორის ძე ჩლაიძე 1879 წელს ქუთაისის გუბერნიაში, რაჭის მაზრაში, სოფ. ბარში სასულიერო წოდების ოჯახში დაიბადა. 1900 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია. 1900 წლის 10 სექტემბერს ზემო სვანეთში, სოფ. ცხმარის ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლის მასწავლებლად დაინიშნა, სადაც ოთხი წელი ნაყოფიერად და კეთილსინდისიერად იმუშავა და 1901 წლის 19 სექტემბერს სასწავლო განყოფილების მხრიდან მადლობაც გამოეცხადა. 1902 წლის 9 აპრილს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა უცნობი ავტორის კორესპონდენცია ფსევდონიმით „მკვიდრი“, რომელიც სვანეთში მომხდარ ამბებს ამცნობდა საზოგადოებას. როგორც ჩანს, წერილში გამოქვეყნებული ფაქტები სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, რის გამოც, 1902 წლის 28 მაისს ივლიანემ გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე თავისი წერილი გამოაქვეყნა,
სადაც იგი დეტალურად აღწერს საქმის ვითარებას. იგი, როგორც პედაგოგი, კარგად იცნობდა სვანეთში ქრისტიანობის აღმდგენელ სკოლებში არსებულ ვითარებას. მისი წერილი მნიშვნელოვან მასალას წარმოგვიდგენს, თუ როგორ მუშაობდა იმდროინდელი საგანმანათლებლო სისტემა. აი, რას წერდა იგი: „ცნობის ფურცლის“ მე-1776 N-ში დაბეჭდილია წერილი სვანეთიდგან ბ-ნ მკვიდრისა, რომელიც
აუწყებს საზოგადოებას სვანეთის ამბავს. კაი დაგემართოთ, ასეთის მიყრუებულ კუთხის ამბის გაგება, როგორიც არის სვანეთი -– კარგი იყოს, მაგრამ, საუბედუროდ, ბ-ნს მკვიდრს თვითონაც არ სცოდნია კარგად ის, რაც საზოგადოებისათვის გასაზიარებლად მოუნდომებია. ამისთვის მსურს შევავსო ბ-ნ მკვიდრის წერილი და მკითხველს სინამდვილე
ვაცნობო. სცდება ბ-ნი მკვიდრი, რომელიც ქრისტიანობის აღმადგენელ საზოგადოების სკოლების საქმეს გვიამბობს. „ერთ ხანს ამ სკოლების საქმე კარგად მიმდინარეობდაო, მაგრამ ამ ჟამად თან და თან უკან მიდისო“. ამ სიტყვებს ბ-ნი მკვიდრი ისეთის კილოთი ამბობს, ვითომც ქრისტიანობის აღმადგენელ საზოგადოების სკოლები მას ჟამსა შინა კარგად
ყოფილიყვნენ დაყენებულნი, შემდეგ კი რაღაც მიზეზებისა გამო უკან-უკან წასულიყვნენ და ამ წელიწადში კი „სამს სკოლაში მასწავლებლების უყოლელობისა გამო სწავლაც-კი შეწყვეტილიყოს და ის მასწავლებელნიც, რომელნიც სხვა სკოლებში დარჩნენ, მომავალს სამოსწავლო წელს აღარ აპირებდნენ მოსვლასა“, ასე რომ, მერმის სრულებითაც უნდა
შესწყდეს, ბ-ნ მკვიდრის ფიქრით ამ სკოლებში სწავლა. რამ აიძულა ბ-ნი მკვიდრი, რომ ასეთის თვალით უყურებს ქრისტ. აღმ. საზოგადოების სკოლებს, როდესაც ამ სკოლებში საქმე ძალიან კარგად მიდის და
წავა ინსპექტორის მამინაიშვილის მეცადინეობით და აგრეთვე მასწავლებლების გულმოდგინე შრომით, რომელთაც ხელს უწყობს მთელი სვანეთის საზოგადოება -- თავადი და გლეხი. სვანები თქვენ
ძალიან უაზრო ხალხი არ გეგონოსთ. თუმცა განათლებით უკან არიან ჩამორჩენილნი, მაგრამ ავსა და კარგს, სასარგებლოსა და საზარალოს, იგინიც კარგად იცნობენ. კარგად არიან მიმხვდარი, თუ რა სარგებლობა მოაქვს და მოუტანს მათ ქრისტ. აღმ. საზოგადოების სკოლები, და ამით აიხსნება ის მოვლენაც, რომ ამ საზოგადოების ყველა სკოლები სავსეა
მოსწავლე ბავშვებით. რამდენად შეიყვარა ხალხმა
და შეეთვისა სკოლებს სჩანს იქიდან, რომ ხანშესული კაცებიც-კი დაიარებიან კვირა-უქმე დღეებში იქ, რომ წერა-კითხვა და სხვა რაიმე ცოდნა შეიძინონ. თუ სამ სკოლაში წელს შეწყვეტილია სწავლა, ამის
მიზეზი ის კი არ არის, ვითომც ამ სკოლების საქმე უკან-უკან წავიდა, როგორც ბ-ნ მკვიდრის სიტყვებიდგანა სჩანს, არამედ ამის მიზეზი ისაა, რომ ერთი სკოლა (ჩოლურში) საუბედუროდ დაიწვა, და მასწავლებელმა ვეღარ იშოვა ადგილი ბავშვებისათვის სწავლის გასაგრძობად. დანარჩენი ორი სკოლის მასწავლებელნი (იფარის და მესტიისა) მათის ერთგულისა და სასარგებლო მოღვაწეობისათვის, მათის თხოვნისამებრ, დაჯილდოებულ იქმნენ მღვდლად კურთხევით; და ესეც არ უნდა იყოს მავნებელი სკოლისათვის, რადგან ამით წაქეზებულნი მასწავლებელნი უფრო გულმოდგინეთ მოჰკიდებენ თავისს საქმეს ხელს და სკოლის საქმე უფრო წინ წავა. თუ იმას ჯავრობს ბ-ნი მკვიდრი, რომ ამ სკოლებში
სწავლა შეწყვეტილიაო, ესეც არ შეიძლება ითქვას, რადგან ეს სკოლები სულ უყურადღებოდ არ არის დატოვებული და თვითო მასწავლებელი ორსავე სკოლაში არის, რომელთაც, თუ მოინდომეს და გაისარჯნენ, შეუძლიანთ კარგად წაიყვანონ სკოლის საქმე. რაც შეეხება დანარჩენ ოთხს მასწავლებელს, რომელნიც ბ-ნის მკვიდრის ფიქრით აღარ აპირებენ მომავალ სამოსწავლო წელიწადში დაბრუნებას სვანეთში, ესეც სიმართლეს მოკლებულია. საიდან
2-1 საპატრიარქოს უწყეანი N2 4-17მარტი 2021წ გვ.22
მღვდელი ივლიანე ჩლაიძე 1879-1959 (გაგრძელება)
გაიგო ბ-ნმა მკვიდრმა ეს? -– მე ვიცი, ზოგნი იმათგანი ისე გულ-მოდგინეთ ეკიდებიან საქმეს, რომ არას გზით არ მიატოვებენ თავიანთ დაწყებულს და
ფეხზე დაყენებულ სკოლებს. ისეთი სიყვარული და კავშირი აქვსთ საზოგადოებასთან, რომ, სხვა არა, მარტო სირცხვილი იქნება მათთვის, თავი მიანებოს და ობლად დასტოვონ. თუ ზოგიერთს მათგანს
მართლაც აქვს განზრახვა -- აღარ მოვიდეს მომავალ წელიწადში, ეს სრულებითაც არ არის სამწუხარო, რადგან ამისთანა მასწავლებელს ეტყობა გული აღერღილი ექნება თავის მოვალეობაზე და ძვირად
თუ მოუტანს საზოგადოებას სარგებლობას. სჯობს, ამისთანა მასწავლებლებმა მართლაც აიღონ ხელი თავიანთ მოვალეობაზე, რადგან მათ ადგილზე შეიძლება მოვიდნენ ისეთნი, რომელნიც გამსჭვალულნი
იქნებიან იმ აზრით, რომ მოუტანონ რაიმე სარგებლობა საზოგადოებას და არ იზრუნონ მხოლოდ პირადის განცხრომისათვის. ისინი უკეთ გაუძღვებიან სკოლას და საქმე მათ ხელში უკეთ წავა. ბ-ნი მკვიდრი ასე აბოლოვებს თავის წერილს: „ფრიად სამწუხარო ამბავი იქნება, თუ მართლა აგრე მოხდაო". მე-კი ვიტყვი: ფრიად სასიამოვნო ამბავი იქნება, თუ მართლა აგრე მოხდა. როგორც ეტყობა, ბ-ნი მკვიდრი,
„მკვიდრი“ - კი არა, ძალიან ძვირი სტუმარიც ყოფილა სვანეთისა“.
1904 წლის 14 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 16 სექტემბერს მღვდლად დაასხა ხელი და 29 სექტემბერს ტბეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა. იმავე წელს სამთისის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1904 წელს სამთისის წმ. გიორგის სახ. ახალი ეკლესიის ამშენებელი კომიტეტის პირველ წევრად აირჩიეს, რაც შემდგომში სწორედ მისი დამსახურებით დასრულდა. აი, რას წერდა მოგვიანებით ამასთან
დაკავშირებით გაზეთ „შინაურ საქმეებში“ ბარის ორკლასიანი სამინისტრო სასწავლებლის გამგე სანდრო ამირეჯიბი: „პირველ წარსულ დეკემბერს (იგულისხმება 1911 წელი), დღით ხუთშაბათს, ეკურთხა ს. სამთისის წმიდის გიორგის სახელზე აშენებული ქვის ეკლესია. ეს ეკლესია შენდება 1902 წლიდან. ბევრი იშრომეს სამთისელებმა ამ ეკლესიის შენებაზედ და დღეს ეღირსნენ იგინი მის დამთავრებას.
ბევრ ნაირი დაბრკოლება ეღობებოდათ მათ წინ ამ საქმეშიდ: ხან უსახსრობა, ხან მოძრაობა, ხან ზოგიერთთაგან ღალატი, ხან ოსტატის ცულლუტობა, და ხან კიდევ, ვინ იცის, რამდენი დაბრკოლებანი
აძნელებდენ ამ წმიდა საქმის სისრულეში მოყვანას.
დიდი შრომა და ღვაწლი მიუძღვის ამ საქმეში ადგილობრივ მღვდელს მ. ივლიანე ჩლაიძეს. სიმართლე რომ ვსთქვათ, მხოლოდ მისი მაცადინეობით დასრულდა ამ ტაძრის შენება, თორემ კიდევ რამოდენიმე წელიწადს გასტანდა იგი. მ. ივლიანე ჩლაიძე რომ
მოვიდა სამთისში (1904წ.) საქმე დაწყებული დახვდა, მაგრამ ცოკოლის ამოყვანისთანავე უსახსრობით მუშაობა შეჩერებული იყო იმ წელშივე მიიღო მან კომიტეტის თავჯდომარეობა, და მთელის ძალღონით შეუდგა საქმის მოწესრიგებას და გამოკეთებას. სხვა რომ არა იყოს რა, იგი ძლიერ შეაწუხა იმ გარემოებამ, რომ ხალხს მაშენებელ ოსტატისათვის
კომიტეტის დაუკითხავად და გაუგებლად ეძლიათ
ფული. ზოგს ჩაბარების ბარათიც არ უჩნდა და ოსტატი უარს აცხადებდა მიღებაზედ. ამ გარემოებას მისვლისა თანავე მიაქცია მან დიდი ყურადღება და აუკრძალა მრევლს ამ ნაირად კომიტეტის გაუგებლად ფულის გადახდა. დიდის მაცადინეობით შეასწორა ყოველივე ანგარიშები და საქმის წარმოება სწორ ფარგალში ჩააყენა. გარდა ამისა, მამა ივლიანეს არ აცდენია ამ საქმეში არც ფიზიკური შრომა.
მე თვით, ამ სტრიქონების დამწერი, ვხედავდი, როგორ მუშაობდა იგი. ერთ დროს, ხალხს რომ არ ეცალა, და თავის საქმეს აკეთებდა, დღიურ მუშას კი საშენი მასალა ეჭირვებოდა, თითქმის ერთ კვირას
ზედგაბმით იგი ბეჭით უზიდავდა ოცდა ათი საჟენის მანძილზე სილას, ზელდა კირსა და აწვდიდა მუშას, რომ არ შეჩერებულიყო საქმის წარმოება. ამნაირი მუყაითობით მან მშვენივრად გააკეთა და მოაწყო ეკლესია. მშვენიერი, ახალ გეგმაზე გაკეთებული
ხის კანკელი დაუჯდა მას 590 მან. და ისეც არის გაკეთებული, რომ ვერავითარი ამ საქმეშიდ დახელოვნებული ოსტატი მას ნაკლს ვერ უნახავს. ამ კანკელში არიან ჩასმულ ოქროს ვარაყით მოჭედილი
ქართული ტიპის მშვენიერი ხატები (ღლირებული 500 მან.). ასე რომ საყდარში შესვლისათანავე მნახველი იგრძნობს ლხენას, და სიამოვნებას. მხოლოდ სერო-
2-2 საპატრიარქოს უწყეანი N2 4-17მარტი 2021წ გვ.23
მღვდელი ივლიანე ჩლაიძე 1879-1959 (გაგრძელება)
ბის ხატი მოსვლია მხატვარს ცოტა მაღალი და ჩარჩოში არ მოთავსებულა, რასაც დისსონანსი შეაქვს სიმმეტრიაში. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ უფალი დავით ისაკაძე, რომელსაც დაუწერია ხატები, არ
უარჰყოფს თავის მოვალეობას და ამ ნაკლს შეავსებს. აგრეთვე კარგად ინებებს მ. ივლიანე, რომ საკურთხევლის იატაკს გამოცვლიდეს. ვინაიდგან იგი ასეთ ლამაზად მოწყობილ ეკლესიას არ შეეფერება.
კურთხევა ეკლესიისა ჰქონდა მინდობილი ადგილობრივ ბლაღოჩინს დეკანოზ მ. მიხეილ სხირტლაძეს, რომელმაც ოთხი მღვდლისა და ერთის დეკანოზის დახმარებით შნოიანად შეასრულა კურთხევის
წესი. კურთხევას ურიცხვი ხალხი დაესწრო. ეკლესიაში რომ არ თავსდებოდენ, მთელი ეზო მოკავდა ხალხით. რამდენად ბევრი ხალხი დაესწრო ეკლესიის კურთხევას, მოწმობს ის ფაკტი, რომ რამოდენიმე
მანდილოსანს სივიწროვის გამო საყდარში გული შეუწუხდა, და გარეთ გამოყვანა ვერ მოახერხეს. წირვაზედ გალობდენ მ. ივლიანეს მიერ მომზადებული ადგილობრივი გლეხები. ამ მოძღვარმა ადრევე მიაქცია ყურადღება საეკლესიო გალობას და კიდევაც შეასწავლა იგი რამოდენიმე მსურველთ, რომელნიც ყოველ კვირა უქმე დღეს მშვენივრად გალობენ
საყდარში. ამით უნდა აიხსნას ის მოვლენა, რომ მის წირვაზე შედარებით ბევრათ მეტი ხალხი იკრიბება, ვიდრე იმ ეკლესიებში, სადაც გალობა არ არის. განიცადენის დროს მ. ივლიანე ჩლაიძემ მიმართა ხალხს
(მრევლს) სიტყვით, რომლითაც ხალხი დიდათ ნასიამოვნები დარჩა. წირვის შემდეგ წაიკითხა მ. იოანე გიორგობიანმა მშვენიერი სიტყვა ტაძრის მნიშვნელობაზე“. 1907-1909 წლებში მღვდელი ივლიანე იყო ბარის ოლქის სამღვდელოების მხრიდან სასულიერო დეპუტატად იმერეთის საეპარქიო კრებაზე. 1907 წელს ბარის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა. 1907 წლის 14 აპრილს ბარის ორკლასიანი სამინისტრო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაადგინეს. 1909 წლის 17 დეკემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1910 წლის 13 მარტს იობ ისაკაძე (აკაკი წერეთლის რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის ერთერთი მოთავე, გარდ. 1913 წლის 25 მაისს -– გ. მ.) ქართულ პრესაში წერდა: „ბარის საზოგადოება შვიდი სოფლისაგან შესდგება: სოფ. მრავალძალი
(90 კომლი), ზემო ბარი-ქვემო ბარი (257 კომლი), სამთისი (65 კომლი), მუხლი (68 კომლი), ჩონიში (9 კომლი), სორი (82 კომლი) და გადამში ოსები (39 კომლი). სასულიერო წოდების პირნი და აზნაურნი
(60 კომლი). სოფლის სასამართლო არსებობს სოფ. ბარში. ამ საზოგადოებაში ოთხი შკოლა არის: ერთი სამინისტროა და სამი სამრევლო. სამინისტრო შკოლა არსებობს სასამართლოს გვერდით სოფ. ბარში. ეს შკოლა იყო ერთკლასიანი. 1908 წ. დავადგინეთ პრიგოვორი და ვითხოვეთ ორკლასიანად გადაკეთება და მეორე მასწავლებელი ხაზინის ხარჯით. ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორისაგან მივიღეთ ცნობა, დაამზადეთ მეორე კლასისათვის შენობა და როცა კრედიტი გაიხსნება, მეორე მასწავლებელს გამოვგზავნითო. 1909 წლიდან ვლას
ალექსანდრეს ძე გოცირიძემ დირექტორს სურვილი განუცხადა, - უფასოდ ვასწავლი სანამ კრედიტი გაიხსნებაო. ამ რიგათ ნოემბრის პირველიდან
1909 წ. გაიხსნა მეორე კლასი, რომლის მასწავლებლადაც იმყოფებიან ხარიტონ საგანელიძე და ვლას გოცირიძე. სამლთო სჯულის მასწავლებლათ მღვდელი ივლიანე ჩლაიძე. სამრევლო სკოლებია
სორში, მუხლში და მრავალძალში. სორის შკოლა არსებობს თხუთმეტ წელიწადზე მეტი. სოფ. მრავალძალში საკუთარი ორსართულიანი ქვის შენობა ააგეს შკოლისათვის, რაც ექვსი ათასი მანეთი დაუჯდათ. ეს ფული დაიხარჯა მრავალძალის ეკლესიის შემოსავლიდან. დეკანოზმა მიხეილ სხირტლაძემ შუამდგომლობა აღძრა –- წინაშე, რომ ორი ათასი მანეთი მისცემოდა ხსენებულ შკოლას ხაზინიდან, როგორც გავიგეთ დეკანოზის თხოვნა დაუკმაყოფილებიათ. 1909 წ. მოსავალი ძალიან
ნაკლები იყო, ვენახები სულ გადახმა და ვისაც შეძლება აქვს, შეუდგა მიწის გადაბრუნებას და ამერიკული ვაზის გაშენებას. 17 იანვარს 1907 წელს ყრილობამ სასოფლო სამმართველოში სხვათა შორის საზოგადოებამ ყოველ სოფელზე აირჩია სამი გლეხი და ერთი აზნაური გზების ზედამხედველად, რომ მათი ჩვენებით გზები გაგვეკეთებინა. ხალხმა
სრული თანხმობა გამოაცხადა, ამოირჩიეს ყოველ სოფელზე სამი გლეხი და ერთი აზნაური, შეადგინეს პრიგოვორი და მოაწერეს ხელი. გზების კეთებას საზოგადოება გულმხურვალედ შეუდგა და კიდევაც მალე მოაწესრიგეს თითქმის ყველა გზები".
2-3 საპატრიარქოს უწყეანი N2 4-17მარტი 2021წ გვ.24
მღვდელი ივლიანე ჩლაიძე 1879-1959 (დასასრული)
მღვდელი ივლიანე 1910 წლის 16 ნოემბერს იმავე სკოლის გამგედაც დაინიშნა. 1912 წლის 12 აპრილს ბარაკონის ლვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრის სახურავის გადახურვის კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1912 წელს მისი ინიციატივით სოფელ სამთისში და ბარში შეკრიბეს შეწირულება ბაგრატის ტაძრის სასარგებლოდ და გაზეთ „შინაური
საქმეების“ მეშვეობით გააგზავნეს ქუთაისში. აი, რას წერდა მღვდელი ივლიანე აღნიშნული გაზეთის რედაქტორს, მღვდელ სიმონ მჭედლიძეს: „მამაო რედაქტორო ბაგრატის ტაძრის ნანგრევების ზღუდისათვის კეთილ-ინებეს და სიამოვნებით შემოსწირეს თავისი წვლილი შემდეგმა პირებმა: ბარის სახალხო ორკლასიან სასწავლებლის
გამგემ სანდრო ამირეჯიბმა 1 მან.; ამავე სასწავლებლის მასწავლებელმა დავით სუპატაშვილმა 50 კაპ.; ბარის საზოგადოების მამასახლისმა სიმონ კერვალიშვილმა 1 მან.; ამავე საზოგადოების მწერალმა პარმენ ბურდილაძემ 1 მან.; გლეხმა ლუარსაბ ელისეს ძე გიორგობიანმა 1 მან.; და
ფერშალმა იაკინთე მასხარაშვილმა 50 კაპ.; სულ შეგროვდა ხუთი მანეთი, რომელ ფულსაც ამასთანავე გაახლებთ და უმორჩილესად გთხოვთ
გადასცეთ კუთვნილისამებრ; შემომწირველთა ვინაობა კი გთხოვთ თქვენის პატივცემულის გაზეთის „შინაური საქმეების“ ერთ-ერთ ნომერში
გამოაცხადოთ“. 1919-1922 წლებში მღვდელი ივლიანე იყო ნიკორწმინდის ეპარქიის, ბარის ოლქის მთავარხუცესი. 1922 წლის 1 ივნისს შედგენილ საბუთში იგი კვლავ მთავარხუცესად ჩანს, ხოლო 1922 წლის ივნისის ბოლოს კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს აღარ იხსენიება სამთისის ტაძრის წინამძღვრად, რადგან მიღება-ჩაბარების აქტს სამთისის ტაძრის მამასახლისი, ვინმე მუსერიძე აწერს ხელს. 1922/ 1923 წლებში და 1924 წლის აგვისტოს გამოსვლების დროს ხელისუფლებამ მრავალი სასულიერო პირი დახვრიტა, ზოგიც ამ ამბის შემხედვარე შეშინდა და უარი თქვა მსახურებაზე. მათ რიცხვში იყო მღვდელი ივლიანეც, რადგან 1926 წლის 17 თებერვალს შედგენილ საქართველოს ეკლესიის, ქუთაისგაენათის ეპარქიის (1917-1977 წლებში ამ ეპარქიაში შედიოდა ნიკორწმინდის ეპარქია) სასულიერო პირთა ჩამონათვალში იგი აღარ იხსენიება მოქმედი სამღვდელოების რიგებში. ყოფილი მოძღვარი
1959 წლის 20 აპრილს გარდაიცვალა. ჰყავდა მეუღლე - ულუმპია აბესალომის ასული (დაბ. 1885წ.) და შვილები: გიორგი (დაბ. 5.06.1908წ.), პეტრე (დაბ. 16.01.1910წ.), მელანია (დაბ. 30.04.1912წ.), უჩა, შოთა, მავრა, მარიკა.
3 საპატრიარქოს უწყებანი N3 18-31 მარტი 2021წ გვ.20
მღვდელი სოლომონ იმერლიშვილი 1848-1909
მღვდელი სოლომონ პავლეს ძე იმერლიშვილი 1848 წელს თელავის მაზრაში, გლეხის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება სასულიერო სასწავლებელში მიიღო, რომლის დასრულების შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში თელავის მაზრაში მედავითნედ მსახურობდა. XIX ს-ის 70-იანი წლების დასაწყისში ჯვარი დაიწერა ძველი გავაზის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძრის წინამძღვრის, მღვდელ მათე დავითის ასულ იანქოშვილის ასულზე მაგდალინაზე (შინაურობაში მაგდანას ეძახდნენ). ჰყავდათ სამი შვილი: მლვდელი ვლადიმერი, ალექსანდრა (დეკანოზ გიორგი შიშნიაშვილის მეუღლე), ეკატერინე და ერთიც ვაჟი (სახელი უცნობია). მალევე სოლომონი დიაკვნად და მღვდლად დაასხეს ხელი და მსახურობდა ქართლ-კახეთის ეპარქიის სხვადასხვა სამრევლოებში. XIX ს-ის 80-იან წლებში სამხედრო უწყებაში გადავიდა და განჯის მაზრაში, დილიჯანის ადგილობრივ სამხედრო პოლკის კაპელანად დაინიშნა. 1891 წლის 11 დეკემბერს ახლად გახსნილი ქ. ყარსის ციხესიმაგრეში მდგომი ფეხოსანი ბატალიონის კაპელანად გადაიყვანეს. 1892 წლის აღდგომას სკუფია უბოძეს. ყარსში მცხოვრებ ქართველებს დიდ ნუგეშად მოევლინათ მამა სოლომონი. მან თავის გარშემო შემოიკრიბა ქართული სათვისტომო და მტკიცედ მოკიდა ხელი ქართული წირვა-ლოცვის გაძლიერებას. აი, რას წერდა ქართული პრესა ამასთან დაკავშირებით: „1893 წლის 14 მარტს ყარსში აკურთხეს ბატალიონის ეკლესია. მწირველნი იყვნენ: დეკანოზი დამიან ბორშჩი, მღვდელი ნიკოლოზ ფინიკოვი და ახლად აშენებული ეკლესიის მღვდელი სოლომონ იმერლიშვილი. წირვა და გალობა ქართულად იყო. ქართველობა ყარსისა დიდი მადლიერია მამა ს. იმერლიშვილისა, რომლის წყალობითაც ეს მეორედ მოისმინა ქართულად წირვა და გალობა ამ ცოტა ხანში“. 1896 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1896 წლის ოქტომბერში მღვდელი სოლომიონი ქ. ვლადივასტოკის ციხესიმაგრის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მოძღვარს ძალიან გაუჭირდა სამშობლოდან ასე შორს წასვლა, მაგრამ თავს ზევით ძალა არ იყო, დამორჩილდა ბედს და გაემგზავრა ქვეყნის დასალიერში. ამასთან დაკავშირებით 1896 წელს იგი ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორს, დეკანოზ დავით ღამბაშიძეს სწერდა: „პატივცემულო მამაო რედაქტორო! ეს არის, მივემგზავრები შორეულ ქვეყანაში აღმოსავლეთისკენ; ორმოცდათორმეტი დღე და ღამე ხომალდით უნდა ვიმგზავრო. მე დავინიშნე მღვდლად ვლადივოსტოკის ციხის ტაძარში. ოცდასამი საათი არის სახალინამდის სასიარულო ვლადივოსტოკიდან. თუ ღმერთმა მშვიდობით მიგვიყვანა, უთუოდ წავალ ამ კუნძულზე, სადაც, როგორც ამბობენ, ხუთას სულამდის არიან ჩვენი ქართველები. მე თან მიმაქვს საჭირო წიგნები, რომ ამ საცოდავებს ქართული წირვა მოვასმენინო და დავმოძღვრო. გთხოვ, რომ დაგვეხმაროთ და პატარ-პატარა რელიგიური და ზნეობრივი შინაარსის წიგნები მივაწვდინოთ ამ საცოდავ ხალხს, რომელიც მოკლებული არი ამ შორეულ ქვეყანაში ყველაფერ ჩვენს ენაზე საღმრთო საკაცებო საკითხავებს. იმედი მაქვს, კავშირი ვიქონიო თქვენს რედაქციასთან და საინტერესო ცნობები მოგაწვდინო ამ შორეული ადგილიდან". დეკანოზი დავით ღამბაშიძე იქვე წერდა: „ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ვართ, რითაც შეგვიძლია ხელი შეუწყოთ და დავეხმაროთ გაჭირვებულთ, ჩვენი ქვეყნიდან გადახვეწილთ და იმედი უნდა იქონიოს პატივცემულმა მამა სოლომონ იმერლიშვილმა, რომ ჩვენ არაფერს არ დავიშურებთ ამ გაჭირვებულთა დასახმარებლად“. 1898 წელს „ივერიის“ რედაქციაში ქ. ვლადივასტოკიდან მამა სოლომონის (მისი ფსევდონიმი გახლდათ -––- სოლიკო ციმბირში) ვრცელი წერილი მოვიდა, რომელშიც ის აღწერს იქაური ქართველების
3-1 საპატრიარქოს უწყებანი N3 18-31 მარტი 2021წ გვ.21
მღვდელი სოლომონ იმერლიშვილი 1848-1909 (გაგრძელება)
ყოფა-ცხოვრებას, სახალინის კუნძულზე გადასახლებულ კატორლა ოვლილ ქართველთა სულიერ და ზნეობრივ“ მდგომარეობას, გაჭირვებასა და უბედობას, ჭირსა და ლხინს, რომელიც სრულად დაიბეჭდა გაზეთის ფურცლებზე. აი, რას ვკითხულობთ იე: „ჩვენდა დიდ უბედურებად უნდა ჩაითვალოს აქაური ტელეგრაფის უვარგისობა: თვე თუ კვირა არ გაივლის ისე, რომ არ გაფუჭდეს და არ მოვაკლდეთ რუსეთიდგან, თუ საქართველოდგან ამბების შეტყობას. ფოსტაზედ ლაპარაკი ხომ მეტი იქმნება, რადგანაც ორი და სამი თვე უნდა ველოდეთ წერილებს და კორესპონდენციებს. დროთიც განირჩევა ჩვენი კურთხეული | ვლადივოსტოკი! მაგალითად, საქართველოში და აქ დროთა გარჩევა შეადგენს რვა საათს. ჩვენ რომ აქ რვა საათზედ ჩაისა ვსვამთ, საქართველოში ღრმა ძილში არიან ჩვენნი მოძმე ნათესავები. ქალაქ პეტერბურგზედ 9877 ვერსით დაშორებულნი ვართ, ხოლო საქართველოზედ ზღვის გზით 25 000 ვერსით. თქვენი უმორჩილესი მონა ბათუმიდან ვლადივასტოკამდე მისვლას გემით სულ ორმოცდათხუთმეტი დღე და ღამე მოუნდა. 11 სექტემბერს, დილის 11 საათზედ, აქ ერთი საზარელი მკვლელობა მოხდა. გამოგზავნილმა რაჭის მაზრის მცხოვრებელმა, ახალგზარდა 30 წლის მამუკა ფოჩხიძემ მოჰკლა დანით თავისი საყვარელი, 20 წლის ქალი დარია მარკოვისა და ამით დაამცირა გამოგზავნილის ქართველების დამსახურებული ნდობა და სახელი... რადგანაც გამოგზავნილებზედ ჩამოვარდა ლაპარაკი, მკითხველს ორიოდე სიტყვას მოვახსენებ გამოგზავნილთა შესახებ. როდესაც სახალინის კუნძულზედ კატორგაში გამოგზავნილს შეუსრულდება ვადა, ექვსის წლის შემდეგ, თუ მთავრობის ყურადღება დაიმსახურა, მას ეძლევა „გლეხობის წოდება“. ამასთან, აძლევენ ადგილს გამოგზავნილთა ახალშენებშივე, სადაც უნდა აიშენოს სახლ-კარი და დაიწყოს გლეხურად თავისის ოფლით რჩენა. ამისთანა ახალ-შენებით შენდება სოფლები კუნძულ სახალინის მდიდარს, უდაბურს ტყეებში, მთავრობის ნებართვით და ურთიერთის თანხმობით მამაკაცები ირჩევენ გამოგზავნილ დედაკაცთა შორის საცოლეებს და სცხოვრობენ, თუმცა ჯვარდაუწერელად, მაგრამ როგორც ცოლ-ქმარნი, განუყრელად ჭირსა და ლხინში. თუ ვინიცობაა ერთმანეთს ვერ შეეთვისნენ, მთავრობის განკარგულებითვე შეუძლიანთ დაშორდნენ და სხვა აირჩიონ. ამგვარს ცხოვრებაში უნდა გაატაროს გამოგზავნილმა 13 წელი. შემდეგ შეუძლიან, სათაც უნდა, იქ წავიდეს, მხოლოდ სახეში უნდა ვიქონიოთ ის, რა პირობითა აქვს გარდაწყვეტილი ვადის შესრულება. ამასთან, წასვლა-მოსვლას ფული უნდა და გამოგზავნილი პირველ ხანად სად იშოვის ფულს. თუმცა კი ვადის შესრულების შემდეგ ახლად დასახლებულს ვალად ეძლევა ხაზინიდგან ფული ან საქონელი, რომელიც წვრილწვრილად უნდა გადაუხადოს. თუ ვინიცობაა მოჰბეზრდა სახალინში ცხოვრება და მთავრობის ყურადღებაც დაიმსახურა, შეუძლიან, მთავრობის თანხმობით, წამოვიდეს აქეთ, ვლადივოსტოკსა და ციმბირის სხვა ქალაქებში: ხაბაროვსკში, ბლაღოვეშჩენსკში, ტომსკში, ირკუტსკში და სხვა. ამ ქალაქებში ზოგი ვაჭრობს, ზოგი რკინის გზაზედ ჰმსახურობს, ზოგი იჯარას იღებს. ჩემის აქ მოსვლის დღიდგანა, 1896 წლის 23 დეკემბრიდგან, ვაკვირდები გამოგზავნილთ და სასიამოვნოდ მიმაჩნია, რომ სხვა ხალხოსნობის გამოგზავნილთა შორის პირველი ადგილი „ქართველებს“ უჭირავთ პატიოსნობით, ნდობით და ფხიზელის ცხოვრებით. სუფთად, ევროპიულად ჩაცმულნი, თავშეკავებულნი, ზრდილობიანნი, ისინნი საზოგადოების ყურადღებასაც კი იზიდავენ. ვისთანაც-კი მქონია საუბარი, ყველა დიდად ნასიამოვნებია ქართველ
3-2 საპატრიარქოს უწყებანი N3 18-31 მარტი 2021წ გვ.22
მღვდელი სოლომონ იმერლიშვილი 1848-1909 (გაგრძელება)
გამოგზავნილთაგან; ერთმა კაცმა მითხრა, რომ ქართველებისთანა პატიოსანს მოსამსახურეს არ შევხვედრივარო. აი, ასეთი სახელი აქვთ გამოგზავნილ ქართველებს აქ და ფოჩხაძემ კი, თავისის საქციელით, ჩირქი მოსცხო აქაურ ქართველობას. ვინც ჭკუით იქცევა და ვაჭრობას მისდევს, ის ფულის პატრონი ხდება. მაგ.: ქ. ხაბაროვსკაში არიან ორნი ძმანი, გამოგზავნილნი კავკავიდან, შაბაგულოვები, რომელთა შეძლება 800 000 მანეთს აღემატება, კუნძულ სახალინში ერევნელი ისაიანცია, რომელსაც 60 000 მან. შეძლება ექმნება. აქ, ვლადივოსტოკში, რაჭის მაზრის, იოსებ გომართელს -– 50 000 მან. აქვე ახშარუმოვს, ქ. ტფილისიდგან გამოგზავნილს, 55 000 მან. და სხვა. გამოგზავნილთ გარდა, ორი ქართველიც არის აქ -- ერთი მოვაჭრე და ერთიც მზარეული. აქ მყოფ ქართველებთან მოლაპარაკება მაქვს ქართულის სამკითხველოს დაარსების შესახებ. მხოლოდ სახლის სიძვირე და უკაცობა აფერხებს საქმეს. პატარა ოთახს, სადაც თაგვი კუდს ვერ მოიქნევს, ოც მანეთ ნაკლებ ვერ იშოვნის კაცი. კაციც გვინდა, რომელმაც უნდა განაგოს სამკითხველო. აქ გამოგზავნილ ქართველების სახელით ვთხოვ ქართულის წიგნების გამომცემელთ და რედაქციებს, ნუ დაიშურებენ თითო ცალს თავიანთს გამოცემისას „ვლადივოსტოკის ქართულ-სამკითხველოს“ სასარგებლოდ, რომელიც შემაერთებელი შეიქმნება საქართველოსა და აქ გამოგზავნილ, ბედისგან დაჩაგრულ და მიწა-წყალ მოკლებულ ქართველთა შორის. მე წამოღებული მქონდა საქართველოდგან პატივცემულ დეკ. ღამბაშიძის რედაქციის მიერ გამოცემული სასულიერო შინაარსის წიგნაკები, რომლებიც ბევრს დავურიგე და დიდად ნასიამოვნებნი დარჩნენ. ბევრს ტუსაღობაში უსწავლია წერა-კითხვა. რუსულადაც ბევრი კარგად ლაპარაკობს, მხოლოდ ქართული მწიგნობრობა კოჭლობს, რაც საწყინოდ მიმაჩნია. „ვლადივოსტოკის ქართულის სამკითხველოს“ სასარგებლოდ შეიძლება გამოიგზავნოს წიგნები შემდეგის ადრესით: ......... 1899 წელს სახალინის ქართულ სამკითხველოს გამგე ალ. არდიშვილი გაზეთ „ივერიაში“ მლვდელ სოლომონის მოღვაწეობის შესახებ წერდა: „ივერიის საშუალებით უგულითადესს მადლობას ვუცხადებ როგორადაც მე, ისე ყველა სახალინელი ქართველი ქალაქ ვლადივოსტოკის ჯარის მღვდელს მამა სოლომონ იმერლიშვილს, რომელმაც არ დაიზარა და თავისი სურათი გამოგვიგზავნა, რითაც დიდად გვანუგეშებს; გარდა ამისა, შეგვპირდა სახალინში მოსვლას ქართულ ენაზედ წირვა-ლოცვის გარდასახდელად ჩვენთვის. ყველა ქართველი ადვილად იგრძნობს, როგორც მოუთმენლად მოველით იმ სანატრელ ჟამს, როცა მამა სოლომონი შეგვისრულებს თავისს დანაპირებს. ეს ასეც უნდა იყოს, რადგან რაც სამშობლოს მოვშორდით, მერე ქართული წირვის ღირსი არ გავმხდარვართ ჯერ“. მღვდელ სოლომონის მეცადინეობით, თავდადებული სამსახურისა და ქადაგების წყალობით ქართული სათვისტომო შესამჩნევად გაძლიერდა და განმტკიცდა. რამდენიმე წელიწადში მათი მდგომარეობა იმ დონეზე გაუმჯობესდა, რომ ისინი საქართველოში აგზავნიდნენ გარკვეულ შეწირულობებს სხვადასხვა საზოგადოებრივი საქმიანობის შესაწევნელად. 1901 წელს ქართულ პრესაში გამოქვეყნდა ასეთი წერილი: „1) „გიგზავნით რა ქ. ვლადივოსტოკსა და ხაბაროვსკში ქართველთა, სომეხთა და შორის ჩემ-მიერ შეკრებილ ფულს 330 მან., უმორჩილესადა გთხოვთ, ეს ფული გაანაწილოთ შემდეგ საზოგადოებათა შორის: ა) მცხეთის ტაძრის შემკეთებელს (გამამშვენიერებელ) კომიტეტს 60 მან.; ბ) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 70 მან.; გ) მომავალ ქართველ სტუდენტთა დამხმარებელს საზოგადოებას 100 მან.; დ) ჩვენის სამშობლო სასულიერო (საეკლესიო) გალობისა და საერო სამშობლო მუსიკის შესწავლა აღდგენისათვის მომავალს საზოგადოებას 100 მან.; ბოლოში არის სია შემომწირველთა“. თავის მხრივ, საქართველოდანაც გაუგზავნეს ვლადივასტოკის ქართველებს მათთვის საჭირო ნივთები, რაზედაც მამა სოლომონმა დიდი მადლობა გადაუხადა გაზეთ „ივერიის“ რედაქციით: „უღრმესს მადლობას ვუძღვნი პატივცემულს დეკანოზ ღამბაშიძეს, რომელმაც „ვლადივოსტოკის ქართულს სამკითხველოს“ ას ცალამდის სხვადასხვა წიგნაკი რელიგიური შინაარსისა ქართულსა და რუსულს ენაზედ უფასოდ გამოუგზავნა. ესრეთვე მადლობას ვუძღვნი იოსებ ლეჟავას (უდაბურ წყალ-წმინდელს), რომელმაც ოცი ცალი სხვადასხვა წიგნები შემოსწირა და დროებით დ. აბაშაში მცხოვრებს, ბაგრატ ივანეს ძე დოლიძეს, რომელმაც შემოსწირა ცამეტი ცალი სხვადასხვა წიგნები. ვთხოვთ ყველა გულშემატკივართ, ჩვენის ჯერედ ნორჩის „ვლადივოსტოკის ქართულ სამკითხველოსთვის“ ნუ დაიშურებენ თავიანთს წვლილს“. 1903 წლის 10 სექტემბრის – 3 ოქტომბრის რუსეთის უწმინდესი სინოდის ბრძანების საფუძველზე, ჩინეთის აღმოსავლეთ რკინიგზის მლვდელი სოლომონ იმერლიშვილი დაინიშნა აღმოსავლეთ ციმბირის 26-ე მსროლელი პოლკის კაპელანად. 1904 წლის 8 თებერვალს დაიწყო რუსეთ-იაპონიის ომი. იმავე წლის 14 თებერვალს მღვდელი სოლომონი აღმოსავ-
3-3 საპატრიარქოს უწყებანი N3 18-31 მარტი 2021წ გვ.23
მღვდელი სოლომონ იმერლიშვილი 1848-1909 (გაგრძელება)
ლეთ ციმბირის მსროლელი პოლვკების მე-7 დივიზიის მთავარხუცესად აირჩიეს. მღვდელი სოლომონი იყო ქ. პორტ-არტურში იაპონელების ალყის დროს, სადაც გაიმართა ყველაზე მძიმე ბრძოლები. მან გამოიჩინა დიდი გაბედულება და ბრძოლის წინა ხაზზე ამხნევებდა მეომრებს, უშიშრად წესს უგებდა გარდაცვლილებს და დაუზარელად უსრულებდა საეკლესიო წესებს. 1905 წლის 28 თებერვალს მოძღვარი ალმოსავლეთ ციმბირის 37-ე მსროლელი პოლკის კაპელანად გადაიყვანეს. 1905 წლის 22 სექტემბერს რუსეთ-იაპონიის ომის დროს გამოჩენილი სიმამაცისთვის იმპერატორის კაბინეტიდან გაცემული წმ. გიორგის ლენტიანი სამკერდე ოქროს ჯვრითა და წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1906 წლის 18 მაისს გაუქმდა 37-ე პოლკი და მღვდელი სოლომონი აღმოსავლეთ ციმბირის 34-ე მსროლელი პოლკის მოძღვრად განამწესეს. 1906 წლის 22 სექტემბერს დედაეკლესიაში 35-წლიანი უმწიკვლო სამსახურისთვის წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1907 წლის 8 იანვარს აღმოსავლეთ ციმბირის მე-9 მსროლელი დივიზიის მთავარხუცესად აირჩიეს. 1907 წლის 5 მარტს გენერალლეიტენანტ დემბოვსკის მიერ ჩატარებულმა კომისიამ დაადგინა, რომ რუსეთ-იაპონიის ომის დროს ქ. პორტ-არტურში ჩადენილი გმირობისათვის, იმპერატორის ბრძანების საფუძველზე, ყოფილი აღმოსავლეთ-ციმბირის 7 მსროლელი დივიზიის მთავარხუცესი და 26-ე აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელი პოლკის, და ამჟამად 34-ე აღმოსავლეთ-ციმბირის მსროლელი პოლკის მღვდელი სოლომონ იმერლიშვილი დაჯილდოვდეს წმ, ანას II ხარისხის ორდენით. მღვდელი სოლომონი 1909 წლის 8 დეკემბერს ქ. ვლადივასტოკში გარდაიცვალა. მის სამგლოვიარო ნეკროლოგში ვკითხულობთ: „ხელმწიფემ უმაღლესად ინება ვლადივასტოკში გარდაცვალებულ აღმოსავლეთ ციმბირის მეცხრე მსროლელთა დივიზიის ბლაღოჩინის სოლომონ პავლეს ძე იმერლიშვილის გვამი ვლადივასტოკიდან მოასვენონ ტფილისში, რასაც აუწყებენ განსვენებულის მეუღლე მაგდალინა მათეს ასული და შვილები: ალექსანდრა და ეკატერინე იმერლიშვილები. დღეს დილით 10 საათზე მიცვალებულის გვამს ტფილისის სადგურიდან გადმოასვენებენ ავლაბრის მთავარანგელოზის ეკლესიაში, სადაც გარდახდილ იქნება წირვა და პანაშვიდი, დაკრძალვა იქვე, ეკლესიის ეზოში“. მამის გზის ღირსეული გამგრძელებელი იყო მისი ვაჟი -- მლვდელი ვლადიმერი. იგი 1876 წელს დაიბადა. 1892 წელს დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი. სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1897 წელს დიაკვნად აკურთხეს და ელიზავეტოპოლის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. ტაძარში დაინიშნა. 1898 წლის 2 მარტს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძარში მედავითნის შტატში დაადგინეს. 1900 წლის 1 მაისს ვლადივასტოკის ეპარქიაში გადავიდა და ქ. ვლადივასტოკის საკათედრო ტაძრის კრებულში დაინიშნა. 1903 წელს მამა ვლადიმერის ინიციატივით ქ. ვლადივოსტოკში საფუძველი ჩაეყარა „აღმოსავლეთ ციმბირისა და მანჯურიის ქართველთა დამხმარებელ საზოგადოებას“. აი, რას წერდა გაზეთი „ივერია“ ამის შესახებ: „ძლივს ეღირსა აღმოსავლეთ ციმბირის ქართველობას დიდი ხნის ძილისგან გამოღვიძება და თვალების მოფშვნეტა. მათ მიაწოდა მ. ვლ. იმერლიშვილმა ერთი საუკეთესო და სანეტარო აზრი, რომლის განხორციელებასაც დიდის ხალისით შეუდგნენ. ოცდასამს იანვარს თავი მოიყარა ქ. ვლადივოსტოკში მცხოვრებ ქართველობამ მ. ვლ. იმერლიშვილის სახლში, რომელმაც, ოთხიხუთი დღის წინ, კრების დღე დანიშნა და მოსაწვევი ბარათები გაუგზავნა კრების დაწყებისას, ხმის უმეტესობით, თავჯდომარედ ამოირჩიეს მ. ვლ. იმერლიშვილი, რომელმაც წარუდგინა გეგმა დასაარსებლად „აღმოსავლეთ ციმბირის და მანჯურიის ქართველთა დამხმარებელი საზოგადოებისა“. ქართველობა დიდის სიამოვნებით მიეგება ამ აზრს და თანხმობა გამოაცხადა შემწეობის აღმოსაჩენად. უმთავრეს საგნად ამ საზოგადოებას ექმნება, დაეხმაროს გონებრივად და ქონებრივად აქაურს ქართველობას, ერთს განუყრელს დასად
3-4 საპატრიარქოს უწყებანი N3 18-31 მარტი 2021წ გვ.24
მღვდელი სოლომონ იმერლიშვილი 1848-1909 (დასასრული)
შეჰყაროს იგინი და ძმურად დააკავშიროს. შეეწიოს ციმბირის ღარიბ ქართველ სტუდენტობას, გამოსცეს ქართულს ენაზედ სხვადასხვა წიგნები, დააარსოს ქართული ბიბლიოთეკა-სამკითხველოები და თავ-შესაფარები კუნძულიდგან ახლად განთავისუფლებულ ქართველთათვის და სხვა. კრებამ ამოირჩია თავის შორის სამი კაცი: მ. ვლ. იმერლიშვილი, ა. დოჩანაშვილი დას. ნიჟარაძე, რომელთაც დაევალათ წესდების ვრცლად შემუშავება. მათვე დაევალათ, შეატყობინონ ციმბირის ყველა ქართველებს და ამაზედ მოწოდება გაუგზავნონ. წესდება უნდა შემუშავდეს სხვა ადგილებშიც და შემდეგ ყველა ერთად განიხილება. იმედია, სხვა ქართველებიც დიდის სიამოვნებით მიეგებებიან ამ აზრს და მ. იმერლიშვილის მეცადინეობას მხარს დაუჭერენ. დიდის მადლობის ღირსნი არიან მ. ვლ. იმერლიშვილი და ბონი ა. ი. დოჩანაშვილი, რადგანაც პირველმა ითავა ეს დიადი საქმე, რომლისათვისაც საკმარისად მხნეობა და ძალა შესწევს და მეორემ-კი იკისრა პირველ ხნის ყველა წვრილმანი ხარჯები საზოგადოების დაარსებამდე; იგივე შეჰპირდა კრებას რავდენისამე აის მანეთის შეწირვას, თუ საქმე რიგიანად მოეწყო. თუ როგორი შედეგი ექნება ამ კრებას, შემდეგში გავუზიარებთ ქართველ საზოგადოებას. დასასრულს კრება სთხოვს ქართულ ჟურნალ-გაზეთობას ამ საგანზე თავიანთი აზრი გამოსთქვან და, თუ შეიძლება, საჭირო წესდება მოაწოდონ სახელმძღვანელოდ შემდეგის ადრესით: ................. 1904 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და 22-ე საველო ჰოსპიტალში კაპელანად განამწესეს. 1905 წელს რამდენიმე თვე იყო უშტატო მღვდელმსახური, 1905-1906 წლებში აღმოსავლეთ ციმბირის 26-ე მსროლელი პოლკის კაპელანია. 1906 წელს ამუ-დარინსკის სამხედრო კანცელარიის განყოფილების უფროსთან არსებული კარის ეკლესიის მღვდელია. 1910 წელს რამდენიმე თვე კვლავ უშტატო მღვდელმსახურია. 1910 წლის 20 აგვისტოს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1911 წლიდან ციმბირის 8-ე მსროლელი პოლკის კაპელანია. 1916 წლის წმ. ანასIII ხარისხის მახვილებიანი ორდენით დაჯილდოვდა. 1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სამხრეთ რუსეთში, ქ. სტავროპოლში 23-ე დამატებითი ჰოსპიტლისა და მე-11 ეპიდემიური ლაზარეთის მოძღვარია. სამწუხაროდ, აქ წყდება მის შესახებ ინფორმაცია. ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, თუ რა ბედი ეწია მღვდელ ვლადიმერს, დაბრუნდა სამშობლოში თუ რუსეთშივე გარდაიცვალა. გაზეთის რედაქცია შთამომავლებს ან მათ, ვინც იცის რაიმე მისი შემდგომი ცხოვრების შესახებ, გთხოვთ გამოგვეხმაუროთ, რათა მოხდეს ამ ღირსეული ადამიანის ცხოვრების ბოლომდე შესწავლა.
3-5 საპატრიარქოს უწყებანი N3 18-31 მარტი 2021წ გვ.23
არქიმანდრიტი ნეოფიტე (ხუბულური) XVIII ს-ის 40-იანი წლები 1829 (გაგრძელება)
არქიმანდრიტი ნეოფიტე კათოლიკოს ანტონ IIის დაახლოებულ პირთა სიაში ჩანს. 1810 წლის ნოემბერში, როდესაც კათოლიკოსი რუსეთში გადაასახლეს, მამა ნეოფიტეს მის ამალაში ვხედავთ. 1811 წლის 2 ოქტომბერს რუსეთის უწმინდესი სინოდის ობერ-პროკურორმა, თავადმა ალექსანდრე ნიკოლოზის ძე გოლიცინმა (1773-1844წწ.) იგი ძვირფასი თვლებით შემკული საარქიმანდრიტო ჯვრით დაჯილდოვდა. არქიმანდრიტი ნეოფიტე ერთგულად ემსახურა გადასახლებულ კათოლიკოსს 1826 წლამდე. ამ წელს მას დამბლა (პარალიჩი) დაეცა და
უწმინდესმა ანტონ II-ემ იგი საქართველოში დააბრუნა. მხცოვანი მოძღვარი თბილისში, თავად დავით ბარათაშვილის სახლში ცხოვრობდა. პლატონ
იოსელიანი წერდა: „ნეოფიტე, არქიმანდრიტი და წინამძღვარი მცხეთის დაუჯდომლობისა ეკვდერისა, დაქცეულისა 1838 წელსა. მოკვდა უადგილო, თფილისს 1841 წელსა“. საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარი, დეკანოზი პოლიევქტოს კარბელაშვილი მის გარდაცვალებად 1834 წლის ივნისის თვეს ასახელებს. თუმცა აქ ორივე მკვლევარი ცდება. შემორჩენილია არქიმანდრიტ ნეოფიტეს 1828 წლის 26 დეკემბრით დათარიღებული წერილი, სადაც ვკითხულობთ: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ. მოახლოვებულ ჟამსა სიკუდილისასა და მგრძნობელ უკანასკნელისა აღმოფშვ–ვინვისა ვწერ უკანასკნელსა ამას
სიტყუასა ჩემსა რათა შემდგომ ჩემს არა ვისგანმე შემოხდეს არა ვითარიმე სარჩელ ანუ დავა, ამისთვის მივანდობ ყოველსავე ჩემის დანაშთენისა განკარგუასა და დამარხუასა ჩემისა თავადსა დავით ბარათოვსა, თავადსა თორნიკე ერისთავსა და ჩემს სულიერს მოძღუარს მღუდელს ეფრემ ალექსიევს. ესრეთ რომელ რაიცა დამშთების მე შესამოსლენი თუ სხუა ნივთი ანუ ფული არის ჩემი საკუთარი ნაღუაწი და არა რაიმე არს მათს
შორის გარეულ სხვისა, გარდა ჩემის საკუთარისა და არცა ვისი რამ მმართებს და ესრეთ მიმდობელი ყოვლისა ამის ჩემის განკარგულებისა თვით სიტყუითა და თხოვნითა ჩემითა ვაწერინებ ანდერძსა ამას მოძღუარსა ჩემსა მღუდელს ეფრემს ალექსიევსა სრულისა ცნობასა შინა მყოფი დასაკუთარითა ხელითა ჩემითა ვაწერ ხელს“. ანდერძს
ამოწმებს თავადი, პორუჩიკი ალექსანდრე ორბელიანი, თავადი დავით ბარათაშვილი და ქართლის საეკლესიო მამულების გამგე, მღვდელ-მონაზონი პორფირი (სულხანიშვილი). ამ წერილიდან ორი კვირის
შემდეგ, 1829 წლის 12 იანვარს, არქიმანდრიტი ნეოფიტე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ აღესრულა. მისი დანატოვარი ქონება, შესამოსელი, წიგნები და სხვა საეკლესიო ნივთები ინახებოდა სოფ. კარალეთში, თავად თორნიკე ერისთავის სასახლეში. ისინი აღწერილ იქნა 1829 წლის 19 აგვისტოს, რის შემდეგაც ისინი საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ ჩაიბარა. არქიმანდრიტ ნეოფიტეს ქონების სია, რომელიც
თავად თორნიკეს ერისთავის სახლში დარჩა: 1) შავი შალის მაზარა, ერთი ომოფორი ღილებით და ბრუზუმენტით; 2) სამლვდელმთავრო ბისონი ღილებით და ბრუზუმენტით; 3) სამღუდელო ფილონი, შახი
ხავერდისა ბრუზუმენტით; 4) სტიხარი დარჩისა არშიით; 5) მეორე სტიხარი შავი ვალნეის ბრუზუმენტის არშიით; 6) ოლარი ფარჩისა ბრუზუმენტით; 7)
ნაკერი სარტყელი ვერცხლისა ბალტებით; 8) მეორე
ნაკერი სარტყელი რკინის ბალტებით; 9) ოლარი შავი ხავერდის ძველი; 10) შტოფის ნაჭერი ცისფერი ერთი ადლისა ტოლი; 11) ენქერი ხირმით ნაკერი; 12) მეორე ენქერი ფარჩისა; 13) კიდევ მწვანე ენქერი ნაკერი; 14) კიდევ შავი ენქერი ნაკერი; 15) სასარტყელე უბრალო ნაქსოვი; 16) ერთი წყვილი წითელი ხავერდის ნაკერი საბუხრენი; 17) თეთრი ხელსახოცი
არშიით; 18) მეორე ნაკერი ხელსახოცი; 19) კიდევ თეთრი ხელსახოცი; 20) კიდევ ერთი წყვილი ნაქსოვი საბუხრენი; 21) ერთი წყვილი შავ ხავერდის საბუხრენი; 22) კიდევ ერთი წყვილი ნაკერი თეთრის
ფარჩაზედ საბუხარი; 23) ერთი წყვილი კიდევ წითელი ფარჩზედ ნაკერი საბუხარი; 24) ყალბი არშია თეთრი შვიდი ადლი; 25) ერთი ყალან ჭრის საბნის პირი; 26) ნაჭერი შტოფი ცისფერი; 27) ერთი ფინიკ-
4 საპატრიარქოს უწყებანი N4 1-14აპრილი 2021წ გვ.22
არქიმანდრიტი ნეოფიტე (ხუბულური) XVIII ს-ის 40-იანი წლები 1829
არქიმანდრიტი ნეოფიტე ხუბულური XVIII ს-ის 40-იან წლებში ქართლის სამეფოში, სოფ. არდისში ეთნიკურად ოსი გლეხის ოჯახში დაიბადა. იყო მედუჯის ხეობიდან და ეკუთვნოდა ქსნის ერისთავებს: გიორგი, შანშე და თორნიკე ერისთავებს. ჰყავდა ერთი ძმა, ერისკაცი, რომლის სახელი არ შემორჩა. იოანე ბატონიშვილი მის შესახებ წერდა: „ესე ნეოფიტე ოს-ყოფილი აღზარდა ყრმა მთავარეპისკოპოსმან წერილთა შინა და მერე მიიღო რიცხვთა ბერებთასა ანტონი კათოლიკოზმან. ესე არს შესადარი ზემოხსენებულის ტრიფილესი, ვითარცა მოჟამნობითა, ეგრეთვე ეკლესიის წერილთა წარკითხვითა, მწერლობითაცა ქებული და მონაზონებითაც სრული. ამან მიიღო მეორე ანტონი კათოლიკოზისაგან არქიმანდრიტობა და აწ მსახურებს მას და სცხოვრობს მის თანა განუშორებლად“. ნეოფიტე, რომ ანტონ I კათოლიკოსის მოწაფეა, ჩანს ერთ-ერთი ხელნაწერიდანაც, რომელიც 1825 წელს დავით თუმანიშვილმა გადაწერა. ეს არის ანტონ I-ის „წყობილსიტყვაობა“, სადაც არის შენიშვნა: „მოწაფისა მისისა ნეოფიტე მღუდელ-მონოზონის თქმული, რომელი იყო ოსყოფილი „ნაწილთა შვიდთა შემპყრობავი წიგნი ესე, ესფერ უდარესად არს დატვიფრულ ხელითა...“. არქიმანდრიტი ნეოფიტე იყო კალიგრაფიც. ჩვენამდე მოღწეულია მისი რამდენიმე ხელნაწერი: 1766 წელს მისი გადაწერილი მიხითარ სებასტიელის „რიტორიკა“, რომელსაც აქვს შენიშვნა და
ანდერძი. შენიშვნაში ვკითხულობთ: „მიხითარ ყ-დ ბრძნისა მოძღურისა სომეხთასა სევასტიელისა ქმნილი წიგნი რიტორიკა სარგებელად ყრმათა
სკოლის შინათა, ქართულსა ხმასა ზედა გარდამოღებით შრომილი ანტონის მიერ არხიეპისკოპოსისა...“. ანდერძი: „წელსა 1766, თუესა მაისსა 27, კზ%ზ,
ნეოფიტეს მიერ იეროდიაკონისა“. 1782 წელს გადაწერილ „ქილილა და დამანაზე“ არის გადამწერის ანდერძი: „სრულ იქმნა წიგნი
ესე, რომელ არს ქილილა და დამანა ქალაქსა ტფილისს ხელითა ყოვლად უღირსისა იეროდიაკონის ნეოფიტესითა განხორციელებითგან სიტყვისა
ღვთისა ჩღპბ, თვესა ოკდომბერსა 18, ქართულსა
ქორონიკონსა უო. 1794 წლის 3 აგვისტოს გადაწერილ კრებულზე არის შენიშვნა:„ქ. რომელთაც ხელ-ყოთ კითხვათ, ნეოფიტეს შენდობა უბრძანეთ“. 1795 წელს გადაწერილ „გვირგვინზე“ არის შემდეგი სახის გადამწერის ორი ანდერძი: 1) „ღმერთო, ყოვლისა კეთილის მიზეზო! ღვთივ სულიერისა ამის წიგნისა შინა წერილთა წმიდათა შენთა მადლითა შეიწყალე სული მონისა შენისა. აღიწერა მრავალმთის უდდაბნოსა გარესჯისასა, მონასტერსა წმიდის იოვანე ნათლისმცემლისასა და
იოვანე მღვთის მეტყველისასა. წელსა განხორციელებითგან სიტყვისა ჩღჟე, თვესა ივლისსა იდ, ქორონიკონსა უპზ“; 2) „ორმეოცნო მოწამენო, შემიწყალეთ მე, ცოდვილი ნეოფიტე ამინ“. 1801 წელს გადაწერილ „საგალობელ-საკითხავთა კრებულზე“ გვხვდება ორი ანდერძი: 1) „წმიდანო ორმეოცნო! მეოხ მეყვენით ცოდვილს მღვდელმონაზონს ნეოფიტეს. ქორონიკონს აქეთ წყა“; 2) „წმიდაო მამაო ზოსიმე! მეოხ მეყავ მე, ცოდვილსა ნეოფიტეს“. როგორც ხელნაწერებზე არსებული მინაწერებით ირკვევა, 1766 წლის 27 მაისსა და 1782 წლის 18 ოქტომბერს მამა ნეოფიტე ბერ-დიაკვნის ხარისხშია, ხოლო 1795 წლის 14 ივლისსა და 1801 წელს უკვე მღვდელ-მონაზონია. პლ. იოსელიანის ცნობით,
არქიმანდრიტი ნეოფიტე სვეტიცხოვლის ღვთისმშობლის დაუჯდომელის სახ. ეკვდერის წინამძღვარი იყო. 1801 წელს საქართველოში დამყარდა რუსული მმართველობა. ისინი შეეცადნენ თავისი ძალაუფლება ეკლესიაზეც დაემყარებინათ, ნელ-ნელა ავიწროებდნენ კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ს და ერეოდნენ მის საშინაო საქმიანობაში. საეკლესიო შემოსავლების დადგენის მიზნით, 1810 წლის 2 ივლისს საქართველოს მთავარმართებელმა ალექსანდრე ტორმასოვმა საკითხის გარკვევა საქართველოს უმაღლესი მთავრობის პროკურორ პლახოტინს დაავალა, რომელმაც თავისი მოხსენება რამდენიმე პუნქტად ჩამოაყალიბა. მან დაადგინა ანტონ II-ის მიერ სხვადასხვა ადამიანზე გაჩუქებული უძრავი და
მოძრავი ქონება და მფლობელი, ასევე, თითქოს კათოლიკოსი ქრთამებს იღებდა საეკლესიო ჯილდოების ხარჯზე. ეს ჩამონათვალი 63 პუნქტისგან შედგება, რომელშიაც 56-ე მამა ნეოფიტეს ეხება:
4-1 საპატრიარქოს უწყებანი N4 1-14აპრილი 2021წ გვ.23
არქიმანდრიტი ნეოფიტე (ხუბულური) XVIII ს-ის 40-იანი წლები 1829 (დასასრული)
ტის ჯვარი საარქიმანდრიტო; 28) ერთი ხის ჯვარი; 29) ერთი დანა-ჩანგალი ერთ მანეთში გაკეთებული; 30) შავი ოკრიბის ქვის კრიალოსანი; 31) სანდლის კრიალოსანი; 32) ქისა ერთი; 33) ბოხჩა ერთი; 34) საათის ბუდე ერთი; 35) შავი აბრეშუმის პაიჭი ერთი წყვილი; 36) შენდობის წიგნი ერთი; 37) ღრუბელი ერთი პატარა; 38) იოანე დამასკელის წიგნი ერთი; 39) გიხაროდენი ერთი; 40) ჟამნი ერთი ძველი; 41) რჯულის წერილი ერთი; 42) შეუკერავი კატეხიზმო ერთი; 43) პარაკლისი ხელთ ნაწერი; 44) ძველი
აღსარების წიგნი; 45) მცირე სტანბა დაუჯდომელი; 46) ერთი ხელნაწერი ლოღიკა; 47) მიხითარის რიტორება ერთი; 48) ვახტანგ მეფის პარაკლიტონი; 49) ათანასეს სტანბის სახარება; 50) პარაკლისი
ხელთ ნაწერი ერთი; 51) კატიღორია ხელთ ნაწერი ერთი; 52) სამოციქულო ათანასის სტანბისა ერთი; 53) ეკლესიის განმარტების წიგნი ერთი; 54) დავითნი სტანბა ერთი; 55) მეფე ერეკლეს სტამბის ზატიკი
ერთი; 56) სადღესასწაულო ხელთ ნაწერი შეუკერავი ერთი; 57) დაბადება ერთი; 58) ბოხჩა დარბაისა ერთი; 59) ორი წყვილი ფუსტალი შავი; 60) სამოსლის თეთრი ბოხჩა ერთი; 61) ძველი ლურჯი ტილოს
ბოხჩა ერთი -- ეს ნივთები აღწერეს გორის ზემს კის პოლიციის უფროსმა რევაზ თუმანიშვილმა, სასულიეროს მხრიდან გორის ოქონის ეკლესიის მღვდელმა იესე გარსევანიშვილმა, ხოლო არქიმანდრიტ ნეოფიტეს ნაქონი ხატები: სამი ნათლისმცემლის ხატი, წმ. მარინესი და წმ. ნეოფიტესი ჯერჯერობით ისევ დარჩა თორნიკე ერისთავის ოჯახში, ვიდრე სასულიერო კანტორა არ მოიკითხავდა მას.
6 საპატრიარქოს უწყებანი N6 29აპრილი-12მაისი 2021წ გვ.20
მღვდელ-მონაზონი სერაპიონი (ლომიძე) 1789-1851
1851 წლის 18 ივლისს, ლეკების მიერ, დავით გარეჯის ლავრის დარბევისა და საძმოს წევრების მოწამეობრივად აღსრულების შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ისინი წმიდათა დასში
შეიყვანა. ზუსტად უცნობია, რომელ წელს და რომელ კრებაზე მოხდა მათი განდიდება. 1928-1929, 1945 და 1946 წელს გამოცემულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო კალენდარში ისინი
არ არიან შეტანილი, ხოლო 1947 წელს კი უკვე გვხვდება მათი ხსენება. ჩვენი აზრით, ეს უნდა მომხდარიყო 1946 წლის საეკლესიო კრებაზე, რაც გამოკვლევას საჭიროებს, რა თქმა უნდა, თუ შემორჩენილია
ამ კრების ოქმები. ათეისტური რეჟიმის დროს, როდესაც იდევნებოდა ეკლესია, როგორც ჩანს, ვერ მოხერხდა ძირფესვიანად ყველა დეტალის გამოკვლევა, კერძოდ, მოწამეობრივად აღსრულებული მამების
გვარებისა და სასულიერო ხარისხების დადგენა, ვინ მორჩილი იყო,ვინ მღვდელ-მონაზონი, ვინ ბერ-დიაკონი და ვინ მონასტერში სასწავლებლად მიბარებული მოწაფე. საქართველოს ეროვნულ არქივსა და კ. კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში რამდენიმეწლიანი კვლევა-ძიების შედეგად დადგინდა მოწამეობრივად აღსრულებული ყველა
პირის სახელი, გვარი, სასულიერო წოდება. კვლევა-ძიების შედეგად ასევე დადგინდა შვიდივე მოწამის საერო სახელები, გვარები და სასულიერო ხარისხი. ამჟამად უკვე მზადაა მათი ცხოვრება-მოღვაწეობის
ამსახველი სრული მონაცემები, რომელთაც ჩვენი გაზეთის მკითხველებს ვთავაზობთ. ნაკვეთი! წმინდა მღვდელმოწამე, მღვდელ-მონაზონი სერაპიონი, ერისკაცობაში სიმონ ლომიძე 1789 წელს იმერეთის სამეფოში, სოფ. საყულიაში, გლეხის ოჯახში დაიბადა. ადრეული ასაკიდან ისწავლა წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი. დაოჯახების შემდეგ, 1812 წელს ქუთათელი მიტროპოლიტ დოსითეოსის (წერეთელი) ლოცვა-კურთხევით, ნიქოზელმა ეპისკოპოსმა ათანასემ (მაჭავარიანი) დიაკვნად აკურთხა. 1814 წელს,
6-1 საპატრიარქოს უწყებანი N6 29აპრილი-12მაისი 2021წ გვ.21
მღვდელ-მონაზონი სერაპიონი (ლომიძე) 1789-1851 (გაგრძელება)
1851 წლის 18 ივლისს, ლეკების მიერ, დავით გარეჯის ლავრის დარბევისა და საძმოს წევრების მოწამეობრივად აღსრულების შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ისინი წმიდათა დასში
შეიყვანა. ზუსტად უცნობია, რომელ წელს და რომელ კრებაზე მოხდა მათი განდიდება. 1928-1929, 1945 და 1946 წელს გამოცემულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო კალენდარში ისინი
არ არიან შეტანილი, ხოლო 1947 წელს კი უკვე გვხვდება მათი ხსენება. ჩვენი აზრით, ეს უნდა მომხდარიყო 1946 წლის საეკლესიო კრებაზე, რაც გამოკვლევას საჭიროებს, რა თქმა უნდა, თუ შემორჩენილია
ამ კრების ოქმები. ათეისტური რეჟიმის დროს, როდესაც იდევნებოდა ეკლესია, როგორც ჩანს, ვერ მოხერხდა ძირფესვიანად ყველა დეტალის გამოკვლევა, კერძოდ, მოწამეობრივად აღსრულებული მამების
გვარებისა და სასულიერო ხარისხების დადგენა, ვინ მორჩილი იყო,ვინ მღვდელ-მონაზონი, ვინ ბერ-დიაკონი და ვინ მონასტერში სასწავლებლად მიბარებული მოწაფე. საქართველოს ეროვნულ არქივსა და კ. კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში რამდენიმეწლიანი კვლევა-ძიების შედეგად დადგინდა მოწამეობრივად აღსრულებული ყველა
პირის სახელი, გვარი, სასულიერო წოდება. კვლევა-ძიების შედეგად ასევე დადგინდა შვიდივე მოწამის საერო სახელები, გვარები და სასულიერო ხარისხი. ამჟამად უკვე მზადაა მათი ცხოვრება-მოღვაწეობის
ამსახველი სრული მონაცემები, რომელთაც ჩვენი გაზეთის მკითხველებს ვთავაზობთ. ნაკვეთი! წმინდა მღვდელმოწამე, მღვდელ-მონაზონი სერაპიონი, ერისკაცობაში სიმონ ლომიძე 1789 წელს იმერეთის სამეფოში, სოფ. საყულიაში, გლეხის ოჯახში დაიბადა. ადრეული ასაკიდან ისწავლა წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი. დაოჯახების შემდეგ, 1812 წელს ქუთათელი მიტროპოლიტ დოსითეოსის (წერეთელი) ლოცვა-კურთხევით, ნიქოზელმა ეპისკოპოსმა ათანასემ (მაჭავარიანი) დიაკვნად აკურთხა. 1814 წელს,მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, გაუჩნდა სურვილი ბერად შედგომისა და ამ მიზნით იმავე წელს აღმოსავლეთ საქართველოში გადმოვიდა. ცხოვრობდა
დავით გარეჯის მონასტერში, არქიმანდრიტ ილარიონის (ვაჩნაძე) ლოცვა-კურთხევით. 1821 წელს, ავადმყოფობის გამო, სოფ. საგარეჯოში გადავიდა
საცხოვრებლად, სადაც პერიოდულად ადგილობრივ
მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახ. ტაძარში ესწრებოდა წირვა-ლოცვას. ასე განვლო რამდენიმე წელიწადმა. ამასობაში, როგორც ჩანს, დიაკონ სიმონის უშტატოდ ყოფნის ამბავი საქართველოს ეგზარქოს იონას (ვასილევსკი) ყურამდე მივიდა და 1825 წლის 14 აპრილს ვითარების გასარკვევად საგარეჯოს ოლქის მთავარხუცესს მისი თბილისში გაგზავნა
მოსთხოვა. 1825 წლის 19 აპრილს თელავის მაზრის, საგარეჯოს მთავარხუცესი მღვდელი დავით ქიტაშვილი ეგზარქოს იონას სწერდა: „მივიღე უპატივცემულესი თქვენის მაღალ ყ-დ უსამღვდელოესო- ბისა ორდერი იდ აპრილიდგან, #341, რომლითაცა მიბრძანებთ წარმოგზავნასა თქვენის მაღალ ყ-დ უსამღვდელოესობისადმი რაპორტითა საგარეჯოს
მყოფის იმერელის სიმონ დიაკონისას. ბრძანებისამებრ თქვენის მაღალ ყ-დ უსამღვდელოესობისა წარმოიგზავნა ამა რაპორტისათანა".
თბილისში ჩასული დიაკონი სიმონი ეგზარქოსთან გამოცხადდა. მან კი, თავის მხრივ, საქართველო-იმერეთის სასინოდო კანტორას დაავალა გამოეძიებინათ და შეესწავლათ მისი წარსული, თუ საიდან იყო
წარმოშობით, ვის მიერ ეკურთხა, გარეჯში რამდენ
ხანს იმსახურა და საგარეჯოში საიდან მოხვდა. შეგროვილი მასალებიდან სასინოდო კანტორამ შემდეგი მოხსენება წარუდგინა ეგზარქოსს: „რომელ იგი დიაკონად მყოფი გადმოვიდა იმერეთიდგან საქართველოს ჩყიდ წელსა თვინიერ ნებართვისა და წერილობითისა სახისა იქაურის სასულიეროს მთავრობისაგან, და ჰსცხოვრებდა სოფელ საგარეჯოს ორს
წელს ბერებთან დავით გარესჯის უდაბნოსათა; რომლისაცა შემდგომად საკუთარისა წადილისამებრ მისისა და თხოვნისა, იყო იგი შეყვანილ აღნიშნულს დავით გარესჯის უდაბნოში, ყოფილის წინამძღვრის მისის არხიმანდრიტის ილარიონის მიერ იმედითა აღჰკვეცისათა ბერად, სადაცა იმყოფებოდა მორჩილად სამს წლამდისინ; ჟამსა მიღებისა ამა უდაბნოსასა დროებითა განმგებელის არხიმანდრიტის ვიტალიოსის მიერ, რომელიცა
აწ იმყოფება რუსეთს, გამოათთო მან მას, რასაცა შინა ჯერ იყო ჩვენებაი, და გაუგზავნა იგი მიწერილობასთანა თვისსა იმერეთის განსვენებულს მიტროპოლიტს დოსითეოსს ქუთათელს და თუ ვითარი მიიღო მან არხიმანდრიტმა ვიტალიოსმა მისგან პასუხი მას ამასთანა ნამდვილს თარგმნითურთ რუსულსა ენასა ზედა წარმოადგენს. შობიდგან დიაკონი იგი არის ლვ წლისა, ქვრივია, ჰყავს ერთი შვილი -- ვასილი, იგ წლისა, რომელიცა ჰსცხოვრებს იმერეთის სოფელსა საყულიას, ბიძაშვილებთან მისთა; დიაკონად ხელდასხმულ არს კურთხევითა ჰხსენებულის ქუთათელის განსვენებულის მიტროპოლიტის დოსითეოსისათა
განსუენებულის ნიქოზლის ეპისკოპოსის ათანასეს მიერ ჩყიბ წელსა მთავარანგელოსის ეკლესიისადმი, მდგომარისა აღნიშნულსა მათს სოფელსა შინა საყულიას; სოფელსა საგარეჯოს ჰსცხოვრებს თერთმეტი წელიწადია, ასრულებს ხანდახან თანამდებობასა დიაკონობისასა საგარეჯოს პეტრე-პავლეს ეკლესიაში მიპატიჟებითა სამღვდელო
მსახურთა მისთათა; განწესებისათვის თვისისა ადგილზედ საქართუელოს შინა სნეულებისა გამო ავადმყოფობისასა, რომელიცა ახლაც ჰსჭირს, მას
არაოდეს არ უთხოვნია და არც ვისმე განუწესებია სადმე“. წერილის ქვევით არის ხელმოწერა -– „ამ ჩვენებაზედ ხელს ვაწერ დიაკონი სიმონ ლომიძე".
როგორც ზემოთ აღნიშნულ წერილში ვკითხულობთ, 1818 წელს არქიმანდრიტ ვიტალის ქუთათელ მიტროპოლიტ დოსითეოსისთვის (წერეთელი) უთხოვია გამოეგზავნა დამადასტურებელი ცნობა, რომ
დიაკონი სიმონ ლომიძე მართლა მისი ლოცვა-კურთხევით იყო ხელდასხმული. მართლაც, 1818 წლის 22 მაისს მიტროპოლიტი დოსითეოსი აგზავნის შესაბამის ბეჭდიან დოკუმენტს, სადაც ვკითხულობთ: „მაღალ ღირსო, სულითა ძმაო არხიმანდრიტო უფალო იტალიოსს, მოწყალეო ხელმწიფე -- თქვენს მიერითა საღთოთა სიყუარულითა მოვიკითხავ
მაღალ პატიოსნებასა თქუენსა და ურთიერთარს ამბორებას მიგიძღუანებ მოსურნე მშვიდობისა თქუენისა. მაღალ ღირსების თქუენისა პატივსაცე-
6-2 საპატრიარქოს უწყებანი N6 29აპრილი-12მაისი 2021წ გვ.22
მღვდელ-მონაზონი სერაპიონი (ლომიძე) 1789-1851 (გაგრძელება)
მი წერილი მებოძა. და რაიცა გებრძანა ყოველივე ვსცან. და მაქუს პატივ მოხსენებად თქუენდა უმწვერვალესისა საღთოისა სიყუარულისა გამო, ვიდაგან ამიერ განკუთვნილ ვიქმენ მეგობრად. და მეგობარსა ექმნების სურვილი ყოველსა ზეანთებულსა მეგობრობისასა. და აწ ამისთვისვე ვსთხოვ მეცნიერებით განათლებულს გონებასა თქუენსა, რათამცა გახსოვდე და გეგულვებოდე ვითარცა თანა ძმა და მეგობარი და რაიცა გენებოს ქუეყანის ამის მაუწყებდდე მე კმად და აღსავსედ სიყუარულისად მივიღებ: სხუა რომელიც ჩუენი სამწყსო დიაკონის ლომიძის სვიმეონის საქმე გებრძანათ. რადგან მაგას სურის მონასტერსა შინა მყოფობა.
ჩვენც შენდობა და დასტური მოგვირთმევია, რომელიც ჩვენის წერილით მთავარ დიაკონად ვაკურთხებინე გარდაცუალებულს ყ-დ სამღვდელოს ნიქოზელს და ამიერიდგან ვითარცა გენებოსთ ეგრეთ ამყოფეთ. ვიდრემდის იმყოფებოდა აქ ჩუენთა სამღუდელოთა და ეკლესიასა სიმართლით მსახურებდა და სოფლის მაგის სამღუდელონი და საერონი
მადრიელნი არიან, და აწ თქუენი მაღალ ღირსების საფარველს ქუეშ იმყოფება და თქვენთვის შემომივედრებია -- სხუებ ვეგები მე თქუენდამი მაღალ პატივისცემით და ძმებრითა სიყუარულითა“. აქ მისი საქმის ძიება წყდება. როგორც შემდგომ წარმოებული საბუთებიდან ირკვევა, 1825 წელს მას ნება დართეს ეცხოვრა ისევ სოფ. საგარეჯოში და უწინდებურად ემსახურა პეტრე-პავლეს ტაძარში უშტატოდ, როდესაც დაუძახებდნენ იქაური მოძღვრები. 1830 წლის 3 ივნისიდან საქართველოს ეგზარქოს
იონას (ვასილევსკი, ლოცვა-კურთხევით დიაკონი სიმონი ისევ დავით გარეჯის ლავრაში განამწესეს, სადაც ცამეტი წელიწადი ერთგულად და მორჩილებით იმსახურა და თავისი თავმდაბლური სამსახურით საძმოს სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. 1843 წლის 4 ნოემბერს დავით გარეჯის ლავრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა იოანემ (ავალიანი)
თხოვნით მიმართა საქართველოს ეგზარქოს ევგენის (ბაჟენოვი) დიაკონ სიმონის ბერად აღკვეცისა და მღვდლად ხელდასხმის თაობაზე. თავის მხრივ, იმავე წლის 25 ნოემბერს, ეგზარქოსმა ევგენიმ საქართველო-იმერეთის სასინოდო კანტორას შემდეგი წერილი მისწერა: „დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე, 4 ნოემბრის წერილით მთხოვს, რომ ყოფილი ეგზარქოსის მიტროპოლიტ იონას მიერ ჩემდამო რწმუნებულ მონასტერში გამწესებული ქვრივი დიაკონი სიმონი იღებს ბერდიაკვნის ჯამაგირს და ემსახურება მონასტერს. გთხოვთ, დაგვრთოთნება მის ბერად აღკვეცაზე და მღვდლად ხელდასხმაზე. იგი ღირსია ამ ხარისხისა თავისი კეთილსინდისიერი საქციელიდან გამომდინარე. წლების მანძილზე იგი ერთგულად ასრულებს წინამძღვრის დავალებებს და საბერო მორჩილებას გადის თავმდაბლურად და უდრტვინველად. გთხოვთ დაასხათ მღვდლად ხელი და დაინიშნოს თავისუფალი მღვდელ-მონაზვნის შტატშიო“. იქვე ეგზარქოსი წარმოადგენს დიაკონ სიმონის მცირე ბიოგრაფიულ მონაცემებს და სთხოვს კანტორას განიხილოს აღნიშნული საკითხი. 1843 წლის 13 დეკემბერს სასინოდო კანტორამ იმსჯელა და თანხმობა განაცხადა. 1843 წლის 27 დეკემბერს არქიმანდრიტმა იოანემ იგი ბერად აღკვეცა და სახელად სეპარიონი უწოდა. 1844 წლის 4 იანვარს სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა ევგენიმ (ბაჟანოვი) მღვდლად დაასხა ხელი.
მღვდელ-მონაზონი სეპარიონი 1851 წლის 18 ივლისს ლეკების მიერ დავით გარეჯის ლავრის აკლების დროს მოწამეობრივად აღესრულა. იმ დროს, როდესაც ეს ამბავი მოხდა, მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე (ავალიანი) თბილისში იმყოფებოდა. შემდგომში, ადგილზე ჩასულმა ცოცხლად დარჩენილი მონასტრის წევრებისგან მოისმინა დარბევის ისტორია და 1851 წლის 25 ივლისს სინოდალურ კანტორას ოფიციალური წერილი წარუდგინა: „1851 წლის 18 ივლისს, საღამოს 6 საათზე, მონასტრის ერთ-ერთმა მოსწავლე ილია მჭედლიშვილმა ეზოში დაინახა რამდენიმე ადამიანი, შევიდა მონასტერში და მოახსენა, რომ იქ იდგნენ უცხო ადამიანები, რის გამოც მაშინვე ჩაკეტეს დიდი კარები. შეკითხვაზე,
თუ ვინ იყვნენ, ლეკებმა უპასუხეს რომ უნდოდათ წყლის დალევა. მონასტრის ხაზინადარმა გადააწოდა მათ წყალი დასალევად. ამავდროულად, ალმოსავლეთი მხრიდან ლეკები მოადგნენ ერთ-ერთ
კარებს, შეშინებული ხაზინადარი შევარდა თავის კელიაში. ერთ-ერთმა მოწაფემ აიღო იარაღი თავის დასაცავად, მაგრამ ლეკებმა სწრაფად დაჭრეს ის ფეხში, და ამის შემდეგ შეამტვრიეს ორივე კარი. ამ დროს მონასტერში იმყოფებოდნენ 9 მონასტრის წევრი და7 მოსწავლე. აქედან ორი მოსწავლე ალექსი ყანდარელი და გიორგი დალბაშვილი წასული იყვნენ წყლის მოსატანად, და როგორც კი დაინახეს ესეთი ამბავი, მაშინვე გაიქცნენ მაშველის დასაძახებლად ნათლისმცემლის მონასტერში. ორმა მოწაფემ -– საბა გილაშვილმა და ილია მჭედ-
6-3 საპატრიარქოს უწყებანი N6 29აპრილი-12მაისი 2021წ გვ.23
მღვდელ-მონაზონი სერაპიონი (ლომიძე) 1789-1851 (გაგრძელება)
ლიშვილმა მოასწრეს კიბის ქვეშ არსებულ ორმოში დამალვა, ხოლო დავით დოლმაზაშვილმა მოასწრო დამალვა დიდ ეკლესიაში. ტყვედ აიყვანეს: ხაზინადარი მღვდელ-მონაზონი მაკარი, მღვდელ-მონაზონი ისააკი (დოღონაძე), დიაკვანი საბა გველესიანი, მიხეილ დოლმაზაშვილი, ვასილ მოსიაშვილი, ხოლო დანარჩენი მღვდელ-მონაზონი სერაპიონი (ლომიძე), მღვდელ-მონაზონი გერასიმე (გერონტი ვაჩნაძე), ბერი გერმანე, მორჩილი ოთარ ელიოზიშვილი, ანაფორიანი მორჩილი ბესარიონი, მიხეილ ქართველიშვილი და მოსწავლე სვიმონ ლომიძე დახოცეს. წმ. ნიკოლოზის ეკლესიის კარები შეამტვრიეს, ტრაპეზის მორთულობა, საეკლესიო შესამოსელი და ტაძრის ინვენტარი დაიტაცეს. აღსავლის კარები დაამტვრიეს“. ჩვენამდე მოლწეულია გარეჯელი მოწამეების „მარტვილობის“ ორი რედაქცია, ერთი ალწერილია უშუალო მომსწრე მღვდელ-მონაზონ ისააკის (დოღონაძე) მიერ, 1853 წელს, გელათის მონასტერში და მეორე მორჩილ სპირიდონ გძელიშვილის, რომელიც
შემდგომში მღვდელ-მონაზონი სვიმონი გახდა და გარეჯის ლავრაში მოღვაწეობდა. მან ეს წამება 1862-1873 წლებში შეადგინა, რადგან იგი გარეჯში 1862 წლის 7 ივლისს მიიღეს მორჩილად და იქ 1873 წლის 9
აგვისტომდე დაჰყო. მღვდელ-მონაზონი ისააკი მამა სერაპიონის წამებას ასე აღწერს: „სერაპიონ იერომონახსა უხეთქეს მახვილი თავსა და აღესრულა“; მორჩილი სპირიდონ გძელიშვილი კი სწერს: „ეგრეთვე შეიპყრეს მამა მღუდელ-მონაზონი სერაპიონ, დაუხეთქნეს მახვილითა ორპირითა თავი და გარამოსწვეთდა სისხლი, ვითარცა ღვარი ნაპრალისა და იღებებოდა სპეტაკი თმა თავისა და წვერი მისი და იქსოებოდა პორფირი მეწამული მისთვის“. ქართველი ისტორიკოსი პლ. იოსელიანი თავის ნაშრომში „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“ გადმოგვცემს გარეჯში მღვდელ-მონაზონ სერაპიონთან შეხვედრის ამბავს და იხსენებს მის მოყოლილ ისტორიას, რომ თითქოსდა იგი იცნობდა მეფე გიორგი XII-ს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ამ მონათხრობში ცნობილი ისტორიკოსი ცდება (მას ამ ნაშრომში სხვა შეცდომებიც ბევრი აქვს -–- გ.მ.) და ჩვენი აზრით, ზუსტად არ ახსოვს ვინ მოუყვა ეს ამბავი, ან მამა სერაპიონმა მას
ერთ–ერთი ძველი გარეჯელი ბერის გადმოცემული ისტორია მოუყვა და პლატონ იოსელიანმა იფიქრა, რომ იგი თავის თავზე უყვებოდა მას. აი, რას ვკითხულობთ მის წიგნში: სოფრონისა თანა მყოფმან (იგულისხმება,
იმ დროს გარეჯის მონასტერში სასჯელის ქვეშ მყოფი
ყოფილი შუამთის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი სოფრონი ერისთავი -– გ.მ.), დროსა ამბავისა ამის მოთხრობისა, ბერმან სერაპიონ (მოკლული ლეკთაგან 1855 წელსა მონასტერსა, აქ ისტორიკოსს
წელიც ეშლება -- გ.მ.) დავით გარესჯის უდაბნოისა, კაცმან მცოდნემან ძველისა და ახლისა ფილოსოფიისაცა დაუმატა ესე: „მე ვიყავ 18 წლისაო ჯერეთ მორჩილად, ოდეს მობრძანდა დავით გარესჯას დიდისა
ამალითა და ინება, რათა სატრაპეზოსა სადილსა ჟამსა წარეკითხათ ექვსთა დღისა რაიმე. წინამძღვარმან მიბრძანა გამორჩევა წიგნიდამ ვითარცა მე
თვით დავინახავდი ღირსად, რათა მოესმინა მეფესა. აღვედ მკითხველთა სადგურსა და წარვიკითხე სრულად მეცხრე სწავლა ვასილისა დაბადებისათვის ქვეყნისა ცხოველთა და თვით კაცისა. ოდეს დავასრულებდი კითხვასა, შევსცვალე ხმა ჩემი და ვიტყოდი წიგნისა ამის დასასრულსა ამას: „ესრეთ მწუხრი ესე და დრო მზისა დასვლისა გვიბრძანებს დუმილსა. შევსდგეთ და მივცეთ შესვენებასა საუბარი ჩვენი.. წარვედით აწ სიხარულითა, აქა შეკრებილნო, მეგობარნო ქრისტესნო, და ნაცვლად საზრდოთა მდიდართა, და საჭმელთა მრავალგვართა, განაშვენეთ და განწმინდეთ ტრაპეზი თქვენი სიტყვათა ჩემთა მოხსენებითა“. ესე იყო ვგონებო, 1794 წელსა, წინათ აღა-მაჰმად-ხანისაგან თფილისის აოხრებისა, დღესა ხუთშაბათსა, დღესასწაულსა თვით დავით
გარესჯელისსა ამაღლებისა სწორსა. მეორესა დღესა შემდგომად წირვისა დილითისა და პარაკლისისა გამოეთხოვა ძმათა და წარვიდა მტკვრისა გზით ბორჩალოსა და თანა უძღოდენ ყაზახისა და ბორჩალოსა თათარნი.
პირველი იყო ჩემგან მეფის ძისა ნახვაო და ჭეშმარიტად ვიტყვი, დღემდე მომხსენებელი მისი, ვეკვირვები მისსა ღრმად სწავლასა სამღთოთა
წიგნთა შინა, წმიდათა მამათა წერილთა დახელოვნებასა მისსა, ბრძნად მსჯელსა, ტკბილად და რიტორულებ მოუბარსა, ნამდვილ მეფესა, ტანითა
ახოვანითა, ჭკუითა, ზრდილობითა, მოთმინებითა, აუჩქარებლობითა, დიდსა მორწმუნესა, ქრისტეს ეკკლესიისა მოყვარესა და ვიტყვი მონაზონთათვის მაგალითსა. კითხვა ჩემი დიდად მოეწონა მეფესაო; -- გამომკითხა ვინაობა ჩემი, სადაობა, წელი ცხოვრე-
6-4 საპატრიარქოს უწყებანი N6 29აპრილი-12მაისი 2021წ გვ.24
მღვდელ-მონაზონი სერაპიონი (ლომიძე) 1789-1851 (დასასრული)
ბისა და წელი უდაბნოსა შინა შესვლისა. ერთისა კვირის შემდეგ შემაყენეს ბერად; მიკურთხეს ჩოხაო და მიწოდეს სახელად ნაცვლად სვიმონისა
სერაპიონი. სახელი წინამძღვრისა ჩემისაო, რომელმანცა მაღალითა სიწმინდითა განატარა ქვეყნიერი ესე ცხოვრებისა სარბიელი“, ასე სრულდება ეს ისტორია, რაც არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან არსებობს მღვდელ-მონაზონ სერაპიონის რამდენიმე ოფიციალური დოკუმენტი, მისივე ხელით დაწერილი, სადაც ის წერს, რომ დაიბადა 1789 წელს და გარეჯში მივიდა 1814 წელს, ასე რომ, 1794 წელს იგი ვერანაირად ვერ იქნებოდა მონასტერში და ვერც მეფე გიორგის იხილავდა.
7 საპატრიარქოს უწყებანი N7 13-27მაისი 2021წ გვ.22
მღვდელ-მონაზონი გერასიმე (ბებურიშვილი-ვაჩნაძე) 1783-1851
მღვდელ-მონაზონი გერასიმე, ერისკაცობაში გრიგოლ სვიმონის ძე ბებურიშვილი-ვაჩნაძე 1783 წელს კახეთში, სოფ. კარდენახში თავადის ოჯახში დაიბადა. 1822 წელს და სხვა წლებში შედგენილი ნამსახურებათა სიის მიხედვით დაიბადა 1789/1790 წელს, ხოლო დეკ. პ. კარბელაშვილის ცნობის მიხედვით -– 1783 წელს. იგი იყო უკანონო შვილი საქართველოს ეროვნული გმირის სვიმონ ბებურიშვილი-ვაჩნაძისა, რომელიც ღრმად მოხუცებული მოკლეს რუსებმა 1812 წლის თებერვალში, კახეთის აჯანყების დროს, ყარაღაჯის ციხის აღებისას. 1792 წელს პატარა გრიგოლი
მამამისმა გაუგზავნა ბოდბელ მიტროპოლიტ იოანეს (მაყაშვილი) წმ. ნინოს სახ. მამათა მონასტერში გასაზრდელად. იმ პერიოდში ბოდბის მონასტერში ლოტბარობდა ჩინებული მგალობელი, მღვდელი საბა ათანელაშვილი (გარდ. 1833წ.), რომელიც თავის ძმისწულებს ლაზარე ათანელიშვილს და კიდევ სხვებს ქართულ საეკლესიო გალობას ასწავლიდა. პატარა გრიგოლმა გარედან ყურის გდებით მშვენივრად შეისწავლა გალობა სხვებზე უკეთესად. საეკლესიო ისტორიის მკვლევარი, წმ. აღმსარებელი პოლიევქტოს კარბელაშვილი შემდეგნაირად გადმოგვცემს მომავალი წმინდანის აღზრდის ამბავს: „იმ ხანებში რაღაც მონდობილებით გერონტი არხიმანდრიტი (სოლოღაშვილი, ერეკლე მეფის კარის მოძღვარი -–- გ.მ.) მივიდა იოანე ბოდბელთან და საყდრის სამხროში ყური მოჰკრა
7-1 საპატრიარქოს უწყებანი N7 13-27მაისი 2021წ გვ.23
მღვდელ-მონაზონი გერასიმე (ბებურიშვილი-ვაჩნაძე) 1783-1851 (გაგრძელება)
პატარა გრიგოლი როგორ მშვენივრად ღიღინებდა თვითხმოვანს „ცისკარს მსთვად მოვიდა“. შინ შემოსრულმა არქიმანდრიტმა ნახა, რომ საბა მგალობელი თავის მოწაფეებს აგალობებდა სწორედ ამ საგალობელს („ცისკარს მსთვად მოვიდა“) და ძალიან უჭირდათ დასწავლა. სადილად დასხდნენ. არხიმანდრიტმა გერონტიმ იკითხა პატარა გრიგოლის ვინაობა და სთხოვა იოანე ბოდბელს, მოეყვანათ იგი. მოიყვანეს უნებურად. გერონტიმ უბრძანა -- აბა, წეღან რომ გალობდი საყდართან, აქაც იგალობე, შვილო! პატარა გრიგოლმა თამამად დაიწყო და იგალობა შეუშლელად სრული „ცისკარს მსთვად“. თვით გერონტიმ ბანი მიაყოლა, საბამ მოძახილი. გაკვირდნენ იოანე ბოდბელი და საბა, გარედან ყურის გდებით ასე მალე როგორ დაისწავლაო. ბოდბელმა ერთი აბაზი აჩუქა და თავზე ხელი გადაუსვა წაქეზების ნიშნად. სწავლის დროს გერონტიმ ჰსთხოვა ბოდბელს ეს ბავშვი მე მომეცით, წავიყვან და ჩემი სულის გულისთვის გავზრდიო. დათანხმდა ბოდბელი. გერონტიმ წამოიყვანა თან პატარა გრიგოლი ხუთექვს წელიწადში შეასწავლა მწერალ-მწიგნობრობა და გალობა. უკანასკნელი თავისთან დააბინავა დავით გარესჯის უდაბნოში და ბოლოს უკურთხა საბერო ჩოხა და თავისი სახელი (გერონტი) უწოდა“.
1822 წლის 9 თებერვალს დავით გარეჯის უდაბნოს წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილარიონი (ბებურიშვილი-ვაჩნაძე) საქართველოს ეგზარქოს იონას (ვასილევსკი) უგზავნის დავით გარეჯის უდაბნოს
საძმოს წევრების მოკლე ნამსახურებათა სიებს, სადაც მომავალი წმინდანის შესახებ ვკითხულობთ: „იერო დიაკონი გერონტი; კახეთის ქუეყანისა;
ერისკაცთაგანი; კითხვა იცის და წერა, და კანონნი ღრამმატიკისა და რიტორებისანი უსწავლიეს; შემოსრულ არს უდაბნოსა შინა სასოებითა აღკვეცისათა 1791-ს წელსა, ანაფორა შეუმოსიეს არხიმანდრიტის ილარიონისაგან 1802 წელსა და ამავე წელსა ხელდასხმულ არს დიაკონად ყ-დ სამღვდელო იოანე ბოდბელისაგან; 32 წლის; კეთილ შემძლებელ არს სამსახურისა“. შემდგომი წლების საბუთებში დაზუსტებულია
მისი მცირე სქემაში აღკვეცისა და დიაკვნად კურთხევის რიცხვებიც. 1802 წლის 6 ივნისს მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ილარიონმა (ბებურიშვილი-ვაჩნაძე) ანაფორა და კამილავკა უკურთხა და თავის მოძღვრის საპატივცემულოდ სახელად გერონტი უწოდა. იმავე წლის 2 ივლისს ბოდბელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მაყაშვილი) დიაკვნად აკურთხა. თუ რატომ მოხდა მისი გვიან ხელდასხმა, ამ საკითხზე კვლავ დეკ. პ. კარბელაშვილს მოვუსმინოთ: „თუმცა ბერობაზედ გული არ მისწევდა:
მთელი ოცი წელიწადი უარს ამბობდა. ხან მკლავს აიტკიებდა, ხან ფეხს...“. როგორც ვხედავთ, მას თავად არ სურდა მღვდლის ხარისხის მიღება და მთელი 30 წლის მანძილზე სხვადასხვა მიზეზებით ირიდებდა ხელდასხმას. თუმცა, საბოლოოდ მაინც დათანხმდა. 1832 წლის 6 ივნისს მლვდელ-მონაზონმა თეოფანემ (მაჩაბელი) ბერ-დიაკონი გერონტი ბერად აღკვეცა და სახელად გერასიმე უწოდა. იმავე წლის 14 სექტემბერს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა მოსემ (ბოგდანოვ-პლატონოვი) ბერ-დიაკონ გერასიმეს მღვდლად დაასხა ხელი. მღვდელ-მონაზონ გერასიმეს უამრავი მოწაფე
ჰყავს აღზრდილი, რომლებიც შემდგომში სასულიერო პირები გახდნენ. ესენი იყვნენ: მარტყოფელი ექვთიმე ჭილაშვილი, მღვდელი აბრაამ დემურიშვილი, ბერი გრიგოლი ონანაშვილი-ვაჩნაძე და სხვ. მისი
გამოკვეთილია დავით გარეჯში ორი სენაკი. პირველ სენაკში ჭერის არშია და ბუხრის თავი ისეთი ხელოვნებით იყო ალებასტრისაგან გაკეთებული, რომ ყოველი მნახველი განცვიფრებაში მოყავდა. ამ სენაკში ორი წარწერაა მისი ხელით გაკეთებული: „უფალო, აქა დაგვწვენ ცეცხლითა შურისძიებითა შენისათა და მუნ საუკუნოისა შურისძიებისა შენისაგან განგვარინე“ და 2) „ჰოი მე, რამეთუ წარწყმდა განკრძალული ქვეყანით და კაცთა შორის წარმართებული არა არს“. მეორე სენაკი იყო საგარეჯოს მხრით მისავალში, მარჯვნივ, მეტად მოხერხებული (ხელოვნურად) საბოსტნე ადგილით, ზედ მაღლა მშვენიერი სასხდომი ბანით, შიგ სენაკში ყურადღების ღირსია კუთხეში კლდისაგან გამოყვანილი პატარა, ერთი კაცის საწოლი ტახტი სასთუნალითისე, როგორც მადლის წყალთან დავით გარეჯელისა.
მისი გვიანდელი ცხოვრების შესახებ ცნობების კვლავ დეკ. პ. კარბელაშვილი გვაწვდის, რომელსაც გარეჯში მოღვაწე მამებისგან ჰქონდა ცნობები მლვდელ-მონაზონ გერასიმეს შესახებ. აი, რას
7-2 საპატრიარქოს უწყებანი N7 13-27მაისი 2021წ გვ.24
მღვდელ-მონაზონი გერასიმე (ბებურიშვილი-ვაჩნაძე) 1783-1851 (დასასრული)
გვიამბობს იგი: „ძალიან უყვარდა ღვინის სმა და 1840 წ. ხმა წაუვიდა. 1842 წ. 5 აპრილს ეპისკოპოსად აკურთხეს ნიკიფორე (ჯორჯაძე) და როგორც
გალობის ტრფიალმა გერონტი ჩააყვანინა ტფილისში საწამლებლად, დააბინავა დარიის მონასტერში და საუკეთესო ექიმები მიუჩინა ხმა როგორმე მოჰბრუნებოდა (ოფიციალური საბუთების მიხედვით ეს მოხდა 1843 წლის 26 ივნისს, როდესაც გარეჯის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ იოანეს (ავალიანი) თხოვნით, გორის ეპისკოპოსმა
ნიკიფორემ (ჯორჯაძე) მლვდელ-მონაზონი გერასიმე თბილისში, მაცხოვრის ფერისცვალების სახ. მამათა მონასტერში გადაიყვანა -- გ.მ.) უწამლეს, როგორც იყო ხმა მოჰგვარეს ექიმებმა, მაგრამ ღვინის სმა სასტიკად აუკრძალეს. პატარა ხანს გააჩაღა კიდეც გალობა ტფილისში, მაგრამ ბოლოს, 1849 წ. აღარ დადგა, ისევ დავით გარეჯაში წავიდა და თავისთვის დაბინავდა და ღვინის სმისაგან ისევ წაუვიდა ხმა. ეს მყოფი მოხუცი, შესანიშნავი მგალობელი, მწერალ-მწიგნობარი, ხუროთმოძღვარი, მეჩუქურთმე -– გერონტი 1851 წ. ლეკთა თარეშმა აკუწეს ხანჯლით დანარჩენ მონასტრის კრებულთან ერთად“. მღვდელ-მონაზონი ისააკი მამა გერონტის წამებას ასე აღწერს: „ამისა შემდგომად იწყეს ტანჯვად
მამათა და ძმათა... შემდგომად იერომონახსა გე- რონტის თავი წარკვეთეს“; მორჩილი სპირიდონ გძელიშვილი კი სწერს: „და მოკლეს სანატრელი მღუდელ-მონაზონი გერონტი, კაცი ფილოსოფოსი, განთქმული ყოველთა შორის, სრული მგალობელი. იყო სანატრელიიგი მდებარე სარეცელსა ზედა, უძლური და მოხუცი ფრიად და არა ძალედვა, არამედ დაითხია სისხლი მისი, ვითარცა სისხლი ლტოლვილის ზაქარიასი, ძისა ბარუქისა, რომელი მოიკლა საკურთხეველსა შინა“. როგორც ვხედავთ, მისი ცხოვრების ორივე აღმწერელი მას გერონტით მოიხსენიებს, რადგან იგი
მთელი 30 წელი ბერ-დიაკვნის ხარისხით ამ სახელით მოღვაწეობდა
და ასე ეძახდნენ კიდეც მონასტერში. მსგავსი შემთხვევა რამდენჯერმე გვხვდება XIX ს-ის ქართულ საეკლესიო ისტორიაში. მაგ.: სამეგრელოს ეპისკოპოსი ბესარიონი (ჩიჩუა), რომელსაც სინამდვილეში აღკვეცის დროს ბართლომე დაარქვეს; მოწამეთას მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ბესარიონი (ახვლედიანი), რომელსაც აღკვეცისას ბენიამენი ეწოდა და მღვიმევის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ელენე (ჭუმბურიძე), რომელსაც აღკვეცისას ელისაბედი უწოდეს. სწორედ ამან განაპირობა 1946 წელს საეკლესიო კალენდარში მლვდელ-მონაზონ გერასიმეს ნაცვლად გერონტის სახელის შეტანა.
8 საპატრიარქოს უწყებანი N8 27მაისი-9ივნისი 2021წ გვ.22
მწირმონაზონნი: გერმანე (გილაშვილი) და ბესარიონი; მორჩილი ოთარ ელიოზიშვილი; მოსწავლე სვიმეონ ლომიძე და მიხეილ ქართველიშვილი
„და განავრცო პირი მიწამან ვითარცა მწყურვალმან“
1851 წლის 18 ივლისს, ლეკების მიერ, დავით გარეჯის ლავრის დარბევისა და საძმოს წევრების მოწამეობრივად აღსრულების შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მოხდა მათი წმიდათა დასში შერაცხვა. ზუსტად უცნობია, თუ რომელ წელს და რომელ კრებაზე მოხდა
მათი განდიდება. 1928-1929, 1945 და 1946 წელს გამოცემულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო კალენდრებში ისინი არ არიან
შეტანილი, ხოლო 1947 წელს უკვე გვხვდება მათი ხსენება. ჩვენი აზრით, ეს უნდა მომხდარიყო 1946 წლის საეკლესიო კრებაზე, რაც გამოკვლევას საჭიროებს, რა თქმა უნდა, თუ შემორჩენილია ამ
კრების ოქმები. ათეისტური რეჟიმის დროს, როდესაც იდევნებოდა ეკლესია, როგორც ჩანს, ვერ მოხერხდა ძირფესვიანად ყველა დეტალის გამოკვლევა, მოწამეობრივად აღსრულებული მამების გვარებისა და სასულიერო ხარისხების დადგენა, ვინ მორჩილი იყო, ვინ მღვდელ-მონაზონი, ვინ
ბერ-დიაკონი და ვინ მონასტერში სასწავლებლად მიბარებული მოწაფე.
საქართველოს ეროვნულ არქივსა და კ. კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში რამდენიმეწლიანი წარმოებული კვლევა-ძიების შედეგად დადგინდა მოწამეობრივად აღსრულებული ყველა პირის სახელი, გვარი, სასულიერო წოდება. ასევე, კვლევა-ძიების შედეგად გაირკვა შვიდივე მოწამის საერო სახელები, გვარები და სასულიერო ხარისხი. ამჟამად უკვე მზადაა მათი ცხოვრება-მოღვაწეობის ამსახველი სრული მონაცემები. წინა ორ ნომერში შემოგთავაზეთ მღვდელ-მონაზვნების:სერაპიონისა (ლომიძე) და გერასიმეს (ვაჩნაძე) ღვაწლი, ხოლო მესამე ნაწილში გთავაზობთ დარჩენილი ხუთი მოწამის ცხოვრებას.
მწირმონაზონი გერმანე, ერისკაცობაში გაბრიელ გილაშვილი 1806 წელს გორის მაზრაში, სოფ. ნიქოზში საეკლესიო გლეხის ოჯახში დაიბადა. იყო სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ყმა. 1830 წელს, 24 წლის ახალგაზრდამ, გადაწყვიტა მონასტერში წასვლა და დავით გარეჯის უდაბნოს მიაშურა. საქართველო-იმერეთის სასინოდო კანტორამ მის შესახებ ინფორმაციის მოძიება დაიწყო და ამისთვის, მცხეთის ყოფილი ეპარქიის მამულებისა და საეკლესიო გლეხების მმართველს, შიომღვიმის მონასტრის არქომანდრიტ საბას (ბარათაშვილიგოსტაშაბიშვილი) მიმართეს. მანამდე, 1830 წლის 22 დეკემბერს, მისი ძმა, გიორგი გილაშვილი, რომელმაც წერა არ იცოდა, მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დიაკონ ქრისტეფორე პეტრეს ძე იაშვილის ხელით არქიმანდრიტ საბას სწერდა: „ჩემმა ძმამ მტკიცედ გადაწყვიტა სულის საცხოვნებლად მონაზვნად შედგომა და ამის გამო, მონასტერში წასვლა განიზრახა. რადგანაც ჩვენ ვითვლებით საეკლესიო ყმებად და ვიხდით გადასახადს სვეტიცხოვლის ტაძრის სასარგებლოდ, მე ვკისრულობ, რომ ჩემი ძმის წილი გადასახადი მე ავიღო ჩემს თავზე, რათა მას ამით ხელი არ შეეშალოს საბერო მოღვაწეობაში". თავის მხრივ, არქიმანდრიტმა საბამ მოიძია და შეაგროვა ინფორმაცია გაბრიელ გილაშვილის შესახებ და 1831 წლის 28 მარტს სასინოდო კანტორას გაუგზავნა. იგი წერდა: „თქვენს შეკითხვაზე საეკლესიო ყმების: გაბრიელ და გიორგი გილაშვილების შესახებ გაუწყებთ, რომ ისინი ტყვეობიდან გამოიხსნა კონსტანტინეპოლიდან კათოლიკოსმა ანტონმა და შეწირა მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარს, და გვაქვს ამ შეწირულობის
სიგელი. 1818 წელს შედგენილ კამერალურ ჩანაწერებში ისინი აღრაცხული არიან გორის მაზრის სოფელ ნიქოზაში. მათ დაკისრებული აქვთ სამი
მანეთი ვერცხლის გადახდა სვეტიცხოვლის ტაძრის სასარგებლოდ. არ გააჩნიათ თავისი პირადი მიწა და ქონება. არსებობენ დღიური ლუკმა-პურით. ერთმა მათგანმა, გაბრიელ გილაშვილმა მოინდომა დავით გარეჯის მონასტერში მორჩილად შესვლა, მონაზვნად აღკვეცის იმედით“. წერილის
ბოლოს არის მისი თხოვნა ეგზარქოს იონასადმი (ვასილევსკი), სადაც სთხოვს მიწეროს გარეჯის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ანტონს (ფედოროვი) დართოს ნება გაბრიელ გილაშვილს იცხოვროს მონასტერში მორჩილის შტატში, რადგან მისი ძმა გიორგი კისრულობს მისი გადასახადის გადახდას ეკლესიის სასარგებლოდ. 1831 წლის 1 აგვისტოს ეგზარქოს იონას ლოცვა-კურთხევით გაბრიელი მიიღეს დავით გარეჯის
მონასტერში მორჩილის შტატში, სადაც რამდენიმე წელიწადში ქართულ ენაზე საღმრთო და საეკლესიო წიგნების კითხვა, ტიბიკონი და გალობა ისწავლა. 1845 წლის 5 სექტემბერს დავით გარეჯის ლავრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე (ავალიანი) სა-
8-1 საპატრიარქოს უწყებანი N8 27მაისი-9ივნისი 2021წ გვ.23
მწირმონაზონნი: გერმანე (გილაშვილი) და ბესარიონი; მორჩილი ოთარ ელიოზიშვილი; მოსწავლე სვიმეონ ლომიძე და მიხეილ ქართველიშვილი (გაგრძელება)
სინოდო კანტორას წერდა: „ჩემს მონასტერში მყოფი საეკლესიო ყმა, მორჩილი გაბრიელ გილაშვილი მონასტერში განწესდა 1831 წელს. მთელი ამ ხნის მანძილზე პატიოსანი სამსახურით გამოირჩევა. მისი ყოფაქცევა დამაკმაყოფილებელია, ხოლო მორჩილებას აღასრულების სიმდაბლით და
უდრტვინველად. გთხოვთ, დაგვრთოთ ნება მის მონაზვნად აღკვეცაზე“. იმავე წლის 14 ოქტომბერს არქიმანდრიტ იოანეს (ავალიანი) ლოცვა-კურთხევით, გარეჯის ლავრის ხაზინადარმა, იღუმენმა თეოფანემ (მაჩაბელი) იგი მონაზვნად აღკვეცა და სახელად გერმანე უწოდა.
ანაფორა ნაკურთხი მორჩილი ბესარიონი 1792 წელს იმერეთის სამეფოში, გლეხის ოჯახში დაიბადა. საქართველოს სახელმწიფო არქივში დაცულია
მისი სხვადასხვა წლებში შედგენილი ნამსახურებათა სიის რამდენიმე ვერსია. ერთ საბუთში, მისი დაბადება 1772 წლით თარიღდება, რაც სავარაუდოდ ბიოგრაფიის შედგენის დროს დაშვებულ შეცდომას
ჰგავს. 1822 წლის 9 თებერვალს დავით გარეჯის უდაბნოს წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილარიონი (ბებურიშვილი-ვაჩნაძე) საქართველოს ეგზარქოს იონას (ვასილევსკი) უგზავნის დავით გარეჯის უდაბნოს
საძმოს წევრების მოკლე ნამსახურებათა სიებს, სადაც მომავალი წმინდანის შესახებ ვკითხულობთ: „მორჩილი ბესარიონ; იმერეთის ქვეყანისა; ერისკაცთაგანი; კითხვა იცის; შემოსრულ არს უდაბნოსა შინა სასოებითა აღკვეცისათა 1809-ს წელსა, ანაფორა შეუმოსიეს არხიმანდრიტის ილარიონისაგან 1809 წელსა; შემძლებელ არს სამსახურისა; ასაკი 29 წლის“. იგივე წერია 1823 და 1824, 1825 და 1828-1829, 1835 წლის ნამსახურებათა სიებშიც, იმ განსხვავებით, რომ გვიანდელ ჩანაწერში ჩანს, რომ მან წერაც
იცის. მხოლოდ ერთ ნამსახურებათა სიაში დაფიქსირებულია სხვა წელი და თარიღი, სადაც ჩანს, რომ 1810 წლის 7 იანვარს არქიმანდრიტმა ილარიონმა (ვაჩნაძე) ანაფორა და კამილავკა უკურთხა. 1819 წელს საქართველო-იმერეთის სასინოდო კანტორის ბრძანებით მოხდა აღმოსავლეთ საქართველოს მონასტრის შტატების აღწერა და დალაგება.
მონასტერში მცხოვრებ ბერებს სახელმწიფო ხაზინიდან ოფიციალურად ხელფასები დაენიშნათ. 1819 წლის 7 მარტს გარეჯის მონასტრის ხაზინადარმა, მღვდელ-მონაზონმა ზოსიმემ მონასტრის საძმოს
გამოუცხადა ამის შესახებ, რასაც მამები უარყოფითად შეხვდნენ. მონასტრის მთელი საძმო, იმ დროს 24 კაცისაგან შედგებოდა და მათგან მხოლოდ ოთხი კაცი იყო თანახმა, ხოლო დანარჩენი წინააღმდეგი.
მწირმონაზონ ბესარიონის გრაფაში წერია: „მე ბესარიონ ბერი ხელს ვაწერ, არ მინდა ჯამაგირი“. თუმცა, მალევე, 1819 წლის 15 აპრილს თითქმის
მთელი საძმო დათანხმდა ჯამაგირების დაწესებას. 1847 წელს შედგენილ დავით გარეჯის ნამსახურებათა სიაში, იგი უშტატო წევრად იხსენიება მღვდელ-მონაზონ გერასიმესთან (ვაჩნაძე) ერთად.
მორჩილი ოთარ ელიოზიშვილი 1815 წელს გორის მაზრაში საეკლესიო გლეხის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა თბილისის სამაზრო სასულიერო სასწავლებლის უფროს განყოფილებაზე. 1836 წელს გორის მაზრაში, ჯავის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრის უშტატო მედავითნეა. 1840 წლის 15
მარტს ჯავის წმ. გიორგის სახ. ტაძრის მედავითნედ
დაინიშნა, სადაც იმავე წლის 6 სექტემბრამდე იმსახურა. 1845 წლის 8 ოქტომბერს დავით გარეჯის მონასტრის საძმოში მორჩილის შტატში მიიღეს, სადაც წლების მანძილზე ერთგულად და პატიოსნად ემსახურებოდა მონასტერს. მოსწავლე მიხეილ ქართველიშვილი. იგი დაბადებული იყო თბილისში, მოქალაქის ოჯახში. მის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ მოიპოვება, რადგან მაშინდელი საეკლესიო პრაქტიკიდან გამომდინარე, მოწაფეები მონასტრის ოფიციალურ
წევრებად არ ითვლებოდნენ და ამიტომაც მათი ბიოგრაფიული მონაცემები ნამსახურებათა სიებში არ შეჰქონდათ. 1895 წელს საეკლესიო ისტორიის მკვლევარი, დეკანოზი პოლიევქტოს კარბელაშვილი დავით გარეჯის ლავრაში სტუმრობის დროს წერდა: „საყდრიდან გამოსრულმა არ შეიძლება
ყურადღება არ მიაქციოს საშუალ ეზოსა პატარა
ნიშსა ძეგლსა, ეს გახლავთ საუკუნო განსასვენებელი ადგილი -- ლუსკუმა იმ ცხრა მოღვაწე ბერ-მონაზონთა, რომელნიც 1851 წ. ლეკებმა დახოცეს: მათგანში იყვნენ სახელოვანი მგალო-
8-2 საპატრიარქოს უწყებანი N8 27მაისი-9ივნისი 2021წ გვ.24
მწირმონაზონნი: გერმანე (გილაშვილი) და ბესარიონი; მორჩილი ოთარ ელიოზიშვილი; მოსწავლე სვიმეონ ლომიძე და მიხეილ ქართველიშვილი (დასასრული)
ბელი და მწერალ-წიგნობარი გერონტი ვაჩნაძე მღ.მონაზონი და მიხეილ ქართველიშვილი, რომელიც უცოლო იყო და 1844 წ. მონასტერში დაბინავდა“. მოსწავლე სვიმონ ლომიძე. იგი გახლდათ იმერეთიდან, სოფ. საყულიადან და თავის ბიძასთან იზრდებოდა დავით გარეჯში. იგი რომ მღვდელ-მონაზონ სერაპიონის ძმისშვილია, დასტურდება მინაწერით, რომელიც გაკეთებულია 1892 წელს მოსკოვში გადაწერილ „კრებულზე“, რომლის გადამწერია მიხეილ (გობრონი) საბინინი. აი, რას ვკითხულობთ
კრებულის 277-ე გვერდზე: „წელსა 1851, აგვისტოსა, დავით გარეჰსჯის უდაბნოსა შინა იწამნენ ლეკთაგან: მღუდელ-მონაზონი გერონტი (დიდი),
მღუდელ-მონაზონი სერაპიონ, მონაზონნი გერმანე და ბესარიონი, მორჩილნი: მიხაილ-ოთარ, მოწაფე სვიმეონ, ძმისწული სერაპიონისა. აღუშენე მე ძეგლი 1886 წელსა, ოკდომბერს“. მღვდელ-მონაზონი ისააკი (დოღონაძე) მათ წამებას ასე აღწერს: „გერმანე მწირ-მონაზონსა განუპეს მუცელი და მერმეთ თავი წარკვეთეს. ბესარიონ მწი-მონაზონსა მყის თავი წარკვეთეს., სვიმეონ დიაკონი მან (აქ საუბარია მოსწავლე სვიმონ
ლომიძეზე -- გ.მ.), რომელი იყო ჭაბუკი ასაკითა, იწყო სილტოლვა და უჩინოთა მახვილითა ტყორცნილმან ვერღაღა უძლო სვლად და მერმეთ თავი წარკვეთეს. ხოლო რომელი იყო მიხაილ დუმილშეწყნარებული და ფრიად მორჩილი კრებულისა და მონასტრისა, სხვათა უმეტეს სტანჯეს და შეკრეს რა საბლითა და მიყვანდათ. ხოლო მან შენერწყვა უსჯულოთა მათ და ამისა შემდგომად უხეთქეს თავსა მახვილი. შემდგომად მუცელი განაუპეს და დასჭრეს უწყალოდ ასოეულად“; მორჩილი სპირიდონ გძელიშვილი კი ასე გადმოგვცემს: „კვალად შეიპყრნეს მწირ-მონაზონი გერმანე, და ბესარიონ და მოკლნეს იგინი. კუალად მოკლეს სანატრელი მიხაილი ქართველოვი რომელმან დუმილით და ფრიადი მორჩილებითა
აღასრულა ცხოვრება თვისი, კუალად მოკლეს მორჩილი ოთარ საბერო ელიოზოვი; კუალად მოკლეს სვიმონ მოსწავლე, ლომიძე, და დაითხივა სისხლი იმათი, და განავრცო პირი მიწამან ვითარცა მწურვალმან და შესვა ვითარცა მწყურვალმან და ძველთაგან ჩვეულმან...“. მღვდელ-მონაზონი ისააკი მათი წარმომავლობის შესახებ წერდა: „ესენი იყვნენ რა სხვათა და
სხვათა ადგილთაგან შემოკრებულნი: გერონტი კახეთისა, სერაპიონ -- იმერეთისა, გერმანე ქართლისა, რცხილოვანისა, ბესარიონ -– რაჭისა,
სიმეონ კერძო დიაკონი -- იმერეთისა, ოთარ და მიხაილ -- ტფილისის ქალაქისა“.
9 საპატრიარქოს უწყებანი N9 10-23ივნისი2021წ გვ.21
დეკანოზი გრიგოლ გამდლიშვილი 1861-1921
დეკანოზი გრიგოლ გიორგის ძე გამდლიშვილი 1863 წელს ქ. თბილისში დაიბადა. 1921 წელს თბილისის მმაჩის მიერ გაცემულ გარდაცვალების ცნობაში წერია, რომ იგი 60 წლის იყო, ე. ი. ამ ცნობის მიხედვით იგი 1861 წელს დაბადებული გამოდის. მისი ორი გვარის შესახებ დეკანოზი ნიკიტა თალაქვაძე სწერდა: „ტფილისის სამღვდელოების მთავარხუცესი
გრიგოლ გიორგიძე (ყოფილი გამდლიშვილი, ეს გვარი გიორგიძეთ გადაიკეთა მან ნიკოლოზ იმპერატორის წინაშე უქვეშევრდომილეს შუამდგომლობით -–– იუკადრისა ეს ძველი გვარი. 1886 წელს გრიგოლმა დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1887 წლის 7 ივლისს გორის
ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 11 ივლისს მღვდლად დაასხა ხელი და თბილისის მაზრის სოფელ ახალსოფლის წმ. ნინოს სახ. ტაძარში დანიშნა. 1887 წლის სექტემბრიდან 1892 წლის იანვრამდე უსასყიდლოდ, საკუთარი ხარჯით ასწავლიდა საღვთო სჯულსა და ყველა სხვა საგანს ტაძართან გახსნილ სამრევლო-საეკლესიო სკოლაში. 1892 წლის 10 იანვარს ქაშვეთის წმ. გიორგის სახ. ტაძრის მეორე მღვდლად განამწესეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (ცინცაძე) თავის მოგონებებში მის თბილისში გადმოსვლაზე წერდა:
„... აღმოჩნდა, რომ არქ. მაკარის უნდოდა ახალსოფლიდან (მარტყოფის რაიონი) გადმოეყვანა ტფილისში თავისი ძმისწულის ქმარი მღ. გრ. გამდლიშვილი, რომელსაც უნდა მიეღო (და შემდგომ მიიღო კიდეც)
ტფილისში ადგილი თავისი „ტეტიაობით“ (ამ საქმის გარიგებისათვის განსვენებულს ბევრჯერ ეთხოვნა ალექსანდრე ეპისკოპოზისათვის). ამ სულელურმა საკითხმა პრესაშიაც კი ამოყო თავი ამ საუკუნის
პირველ ათეულ წლებში“, 1892-1899 წლებში მღვდელი გრიგოლი ქაშვეთის
ტაძართან არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულს ასწავლიდა. 1892 წლის 1 ნოემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1893 წლის 12-13 იანვარს საეგზარქოსო წმ. ჯვრის სახ. კარის ეკლესიისა
და სასახლის კუთვნილი ქონების აღმწერი კომისიის წევრია. 1897-1899 წლებში იყო ქაშვეთისა და ვერის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძრებთან არსებული საკვირაო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგი. 1897 წელს სკუფია უბოძეს. 1899 წლის 23 თებერვალს საქართველოს
9-1 საპატრიარქოს უწყებანი N9 10-23ივნისი2021წ გვ.22
დეკანოზი გრიგოლ გამდლიშვილი 1861-1921 (გაგრძელება)
ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) სასწავლო დარგში ნაყოფიერი სამსახურისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1899 წლის 25 თებერვალს დავით გარეჯისა და წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. მონასტრების სარევიზიო კომიტეტის წევრია. როგორც ვხედავთ, მღვდელი გრიგოლი აქტიურად მონაწილეობდა ქ. თბილისის საეკლესიო ცხოვრებაში. აქ ისევ უწმინდეს კალისტრატეს მოვუსმინოთ: „ჩემი მღვდლობის პირველსავე დღეებში შევამჩნიე, რომ თბილისის სამღვდელოება გათიშულად ცხოვრობდა. მღვდლები ერთმანეთს ან საკეთილმოწესო ოლქის ოფიციალურ კრებებზე ხვდებოდნენ (წელიწადში ორჯერ) ან ტაძარში სამეუფო პარაკლისებზე, ან აღდგომასა და შობას ეგზარქოსის
მილოცვისას, ან ქელეხებში –– შეძლებულ პირთა
ოჯახებში. არც ერთ ამ შეხვედრაზე არ შეიძლებოდა გესაუბრა მღვდელმსახურებაზე, მქადაგებლობაზე, სასკოლო საქმის გაძღოლაზე და სხვ. ამიტომ ახალგაზრდა მღვდლების (თოთიბაძის,
გამდლიშვილის, მაჭავარიანისა და სხვათა) ინიციატივით გადაწყდა, შექმნილიყო სრულიად ლეგალური დაწესებულება -–- „თბილისის სამღვდელოების ურთიერთდახმარების სალარო“, რომელიც
მღვდლებს შესაძლებლობას შეუქმნიდა, ერთად შეკრებილიყვნენ და ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ გამოცდილება და ცოდნა მღვდელმსახურების საკითხებთან დაკავშირებით. შეიმუშავეს „სალაროს“ წესდება და დასამტკიცებლად მიართვეს
ეგზარქოს ვლადიმერს, რომელმაც ცოტა იყოყმანა, მაგრამ მაინც დაამტკიცა იგი. წესდების ერთი მუხლი საზოგადოებას უფლებას აძლევდა, რელიგიურ-ზნეობრივი შინაარსის წიგნაკები გამოეცა“. 1899 წლის 8 აგვისტოს ვერის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1899 წლის 1 სექტემბრიდან იმავე ტაძართან არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგე და საღვთო სჯულის პედაგოგია. 1900 წლის 5 მაისს სკოლაზე გაწეული ღვაწლისათვის ეგზარქოსმა მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1901 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1901 წლის 21 ივნისს კიდევ გამოეცხადა მადლობა. 1902 წლის 31 იანვარს საქართველოს ეპარქიალურმა სასწავლო საბჭომ ნება დართო საბურთალოზე გაეხსნა ვაჟთა და ქალთა სკოლები და მასვე დაევალა მეთვალყურეობა. 1904 წლის 9 ივლისიდან თბილისის
სასულიერო სასწავლებლის მმართველი საბჭოს წევრია. 1905 წელს რუსეთის უწმინდესმა სინოდმა გადასცა მადლობის ფურცელი, სიგელის გარეშე. 1906 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.
1910 წელს ვერის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძრის სამზრუნველოს ერთ-ერთმა წევრმა, ვინმე დიმიტრი კახნიაშვილმა, პრესის ფურცლებზე მღვდელ
გრიგოლს უჩივლა და მასზე ცილისმწამებლური წერილი გამოაქვეყნა. აი, რას წერდა იგი რედაქტორს: „ბ-ნო რედაქტორო! გთხოვთ, საშუალება მომცეთ, ვაუწყო ყველას ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდლის გრიგოლ გამდლიშვილის საქციელი. მღვდელმა გამდლიშვილმა ეკლესიის გალავანში გააჭრევინა უწმინდურების ადგილისათვის სასაფლაო. ადგილი არ უნდა გაჭრილიყო, რადგან საფლავის ქვა სჩანდა, მაგრამ მღვდელმა მაინც გააჭრევინა სასაფლაო, საიდანაც ადამიანის ძვლები ამოიღეს. როგორც სამზრუნველოს წევრმა, პოლიცია მივიყვანე და ვაჩვენე, რომ მღვდელი საფლავს ათხრევინებდა უწმინდურების ადგილისათვის. იმედია, სხვა წევრებიც ხმას ამოიღებენ და ყურადღებას მიაქცევენ მოძღვრის ამ შეუფერებელ საქციელს“. მღვდელმა გრიგოლმა იმავე გაზეთში პასუხი გასცა აღნიშნულ წერილს და თავი ასე იმართლა: „ქ-ნო
რედაქტორო! გთხოვთ, თქვენს პატივცემულ გაზეთში ადგილი დაუთმოთ ამ ჩემ მცირე წერილს, საპასუხოდ იმ წერილისა, რომელიც დაიბეჭდა
თქვენივე გაზეთის მე-42 ნომერში. წერილის ავტორი დიმიტრი კახნიაშვილი
გთხოვთ საშუალებას, თქვენი გაზეთით აუწყოს
ყველას, ვითომ მე ვერის ეკლესიის გალავანში გავაჭრევინე უწმინდურობის ადგილისათვის სასაფლაო, რომელიც არ უნდა გაჭრილიყო, რაკი საფლავის ქვა სჩანდა; მაინც გავაჭრევინე სასაფლაო, საიდანაც ადამიანის ძვლები ამოიღეს. ამაზედ იგი ხმას იღებს, როგორც ეკლესიის სამზრუნველოს წევრი, და იმედოვნებს, რომ სხვა წევრებიც ხმას ამოიღებენ. მსგავსი რამ ამისი არა მომიხდე-
9-2 საპატრიარქოს უწყებანი N9 10-23ივნისი2021წ გვ.23
დეკანოზი გრიგოლ გამდლიშვილი 1861-1921 (გაგრძელება)
ნია-რა ეკლესიის გალავანში, რომელიც ჩემს ზედამხედველობის ქვეშაა. ეს არის სრული ჭორი და ცილის-წამება. მე ბევრთან უსიამოვნება შემმთხვევია იმისთვის, რომ შეხებიან სასაფლაოს და ეხლა მევე შევეხე? და თუ შევეხებოდი, კახნიაშვილი გაზეთს არასოდეს არ მიმართავდა, არამედ თვით ჩემ მთავრობას და აი, რისთვის: კახნიაშვილმა ვერის სასაფლაოს მახლობლად აიშენა ერთი ოთახი, რომელიც გაადიდა 1907 წ. საკუთარი საშუალებით; ადგილი აქვს ოთხმოცდაათი (90) საჟენი. მაგრამ არ დასჯერდა ამას, ისარგებლა „დროთი“ და ძალმომრეობით უკანა კედელი სახლისა ააგო ეკლესიის ადგილზე; დააყოლა კარი-აკოშკა, ეკლესიის ადგილი ეზოთ გაიხადა და საფლავების ნიშნები წაშალა. იგი ითვლებოდა სამზრუნველოს წევრად და, ამ საქცილისა გამო, სამზრუნველომ დაადგინა (აპრ.8-ს 1910 წ.) გამორიცხულ იქმნას იგი სამზრუნველოდან, რაიცა ეცნობოს სასულიერო მთავრობას; ეკლესიის ადგილის დაჩემებისათვის კი სამსახურის ვალდებულობისა გამო და თანახმად სინოდალურ კანტორის ბრძანებისა (მარტის 12-ს 1908წ. #3946). საჩივარი არის მიცემული რაზედ ტფილისის ოლქის სასამართლოში, სადაც პირველი დაბარება მოხდა 24 ამ ივნისს და ცხადია, რომ სასარგებლოდ არ გადაწყდებოდა საქმე, მაშასადამე, მას სურს სიცრუით და ცილის დაწამებით სამაგიერო
გადამიხადოს, მეტი არაფერი. როდესაც ეკლესიის გალავანში კეთდება რამე, უეჭველად იცის სამზრუნველომ, რომელიც შესდგება თორმეტი კაცისაგან; ყოველივე გაკეთებას უნდა მთავრობის ნებართვა; ჩვენ არც ნება აგვიღია, არც რამე გაგვიკეთებია; და თუ მაინც რამეს გავაკეთებდით, უეჭველად ეცოდინებოდა სამზრუნველოს წევრს ბ. ს. კლდიაშვილს, როგორც ხუროთმოძღვარს, ურომლისოდაც ეკლესიის გალავანში არაფერი გაკეთებულა ამ ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში, არც 26 ივნისს. ბ. დ. კახნიაშვილის წერილი, როგორცა სჩანს, თავიდან ბოლომდე ცილისწამებაზეა აგებული და ეხლა კი ვაცხადებ, რომ რაც უნდა დასწეროს გაზეთში, პასუხს არ გავცემ“. 1912 წლის 15 მაისს წმ. ანასIII ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1915 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება
მიენიჭა. 1918 წელს თბილისის მაზრის I ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა.
1921 წლის 25 თებერვალს, როდესაც კომუნისტებმა ქ. თბილისი აიღეს და ქალაქში შეიჭრნენ, წინა დღეს დედაქალაქი დატოვა და ქუთაისში გადავიდა კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე). ამასთან დაკავშირებით შეიკრიბა ქალაქის სამღვდელოება, მთავარხუცეს დეკანოზ გრ. გამდლიშვილის თავჯდომარეობით და იქონიეს მსჯელობა შექმნილ
უმძიმეს ვითარებაზე. ქალაქი და ეპარქის უეპისკოპოსოდ და უმმართველოდ იყო დარჩენილი. როგორც გამოირკვა, უწმინდეს ლეონიდეს არავისთვის არ მიუნდვია ეპარქიის მართვა-გამგეობაც კი, არ კი
უფიქრნია ამაზე ვინმეს, ეგონათ, რომ ბოლშევიკები ქვა-ქვაზე არ დასტოვებდნენ თბილისში არაფერს, ეკლესიებს გაძარცვავდნენ, მღვდლებს გაჟლიტავდნენ და ვის რაღათ ენდომებოდა ან ეპისკოპოსი,
ან ეპარქიის მმართველი. სამღვდელოების გადაწყვეტილებით დროებით ხელმძღვანელობა დეკ. გრიგოლს მიენდო. დეკანოზი ნიკიტა თალაქვაძე თავის მოგონებებში დეკანოზ გრიგოლის შესახებ წერდა: „წასვლისას კონტრიძემ ყოფილი მთავარხუცესი გიორგიძე, რომლის ადგილი დაიჭირა თოთიბაძემ ვერაზე,ვერ მოიხსენია კარგად. მე ამაზე უპასუხე: „მართალია,
გიორგიძე მძიმე კაცი იყო, სასტიკი კრებულში, ოჯახშიც, მაგრამ მტკიცე ხელი ჰქონდა საქმეში, ის იჭერდა ხალხს ხელში, არ უშვებდა მათ, ვერა
„საზოგადო სასაფლაოდ“ გაეხადა, როგორც კერძო-პრივილეგიურ სასაფლაოს, უვლიდა მას, ის ციხე-გალავანი აგურისა მან შემოავლო ამ ვებერთელა ადგილს. სიკვდილის შემდეგ დასტოვა 25 მილიონი ნაღდი ფული, ხოლო ათი ფუთი სანთელი“. 1921 წლის ივნისში დეკანოზ გრიგოლს უბედურება ეწვია. გარდაიცვალა მისი ვაჟი, უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც იყო კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ნათლული. წირვას დაესწრო თავად პატრიარქი, მხოლოდ მწირველი არ ბრძანდებოდა. წირვაზე მგალობლები არ იყვნენ და საკურთხეველში
9-3 საპატრიარქოს უწყებანი N9 10-23ივნისი2021წ გვ.24
დეკანოზი გრიგოლ გამდლიშვილი 1861-1921 (დასასრული)
მყოფმა უწმინდესმა ლეონიდმა, დეკანოზებმა: დიმიტრი ლაზარიშვილმა და ნიკიტა თალაქვაძემ მთელი წირვის წესი იგალობეს. წირვის შემდეგ, წესის აგებაზე თავად პატრიარქი შეიმოსა და მაშინაც თავადვე გალობდა.
დეკანოზი გრიგოლი 1921 წლის 27 ოქტომბერს (ახ. სტ. დაიცვალა. 29 ოქტომბერს, შაბათს, დაკრძალვაზე, 9 ნოემბერს) „გულის სიგანივრით“ გარმწირველი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი (ხელაია), რომელმაც გრძნობიერი სიტყვაც წარმოსთქვა. დაასაფლავეს ვერის წმ. ნიკოლოზის სახ.
ტაძრის ეზოში, სადაც ამჟამად ვერის ჭადრაკის სასახლე და დასასვენებელი ბაღი მდებარეობს, რის გამოც მისი საფლავი დაკარგულია. ყავდა მეუღლე -ეკატერინე მათეს ასული მატათაშვილი (დაბ. 1867წ., არქიმანდრიტ მაკარის ძმისშვილი) და შვილები: გიორგი (დაბ. 1889წ.); მარიამი (დაბ. 1890წ.);
მიხეილი (დაბ. 189ვწ.); დავითი (დაბ. 1896წ.); გრიგოლი (დაბ. 1900წ.).
10 საპატრიარქოს უწყებანი N10 24ივნისი-7ივლისი 2021წ გვ.21
მიტროპოლიტი იონა (გედევანიშვილი) 1737-1821
| ნაწილი
მიტროპოლიტი იონა, ერისკაცობაში – იოანე გაბრიელის ძე გედევანიშვილი 1737 წელს, ქართლის სამეფოში, თავადის ოჯახში დაიბადა. ეკუთვნოდა გედევანიშვილების უძველეს თავადურ გვარს, რომლის დამაარსებელი, ლეგენდის თანახმად, იყო გედეონი, რომელიც ძმასთან, ელიოზთან, ერთად
მსახურობდა რომის იმპერიის ჯარებში და ქრისტეს ჯვარცმის დროს გოლგოთის მთაზე იმყოფებოდა. ძმებმა ჩამოიტანეს უფლის კვართი საქართველოში და მისცეს თავის დას, მართალ სიდონიას, რომელმაც ეს კვართი გულში ჩაიკრა და გარდაიცვალა. წყაროების თანახმად, გედევანიშვილები ცხოვრობდნენ საქართველოს ძველ დედაქალაქ მცხეთაში, ფლობდნენ მიწებს სოფელ გოროვანში, სასხორსა და ქორდში (ეს უკანასკნელი სოფელი იონას მშობლებს და ახლო ნათესავებს ეკუთვნოდა), რომლებიც მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ საქართველოს სამეფო კარსა და აღმოსავლეთ საქართველოს (მცხეთის) კათოლიკოს-პატრიარქების კარზე. სარდალები იყვნენ იონას ბაბუა გიორგი (ქართლის მეფის ერაკლე I-ის კარზე; 1688-1703), მამა გაბრიელი და ბიძა - ზაზა (ვახტანგ VI-ის კარზე; ქართლის ჯანიშინი 1703-17 14, ქართლის მეფე 1720–
1724 წლებში), ძმები -შიოშ, გიორგი და იოსები;ჯხოლო ბიძას -–– პაატას მოლარეთუხუცესის პოსტი ეკავა. პატარა იოანემ სწავლა-განათლება ქ. თბილისში, კათოლიკოს ანტონ I-ის (ბაგრატიონი) უშუალო ხელმძღვანელობით მიიღო. აქ მან საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი, ასევე, სამეცნიერო-საფილოსოფოსო საგნები. 1753 წელს კათოლიკოსმა ანტონ I-მა 16 წლის იოანე მცირე სქემაში აღკვეცა და დიაკვნად აკურთხა. 1756 წელს, ანტონის გასამართლების გამო, დიაკონი იოანეც მის თანმხლებთა სიაში აღმოჩნდა და მასთან ერთად გაემგზავრა რუსეთში. 1757 წლის 17 მარტს ისინი სანკტ-პეტერბურგში ჩადიან. რუსეთში ჩასულმა ანტონმა უწმიდესი
სინოდის წინაშე წარდგენილი ბრალი გააქარწყლა და 1757 წლის 1 დეკემბერს ანტონ | ვლადიმირის ეპარქიის მმართველად განამწესეს. იგი ეპარქიას 1762 წლის ჩათვლით განაგებდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მამა იოანეც მასთან იმყოფებოდა. სავარაუდოა, რომ მისი მონაზვნად აღკვეცა იონას
10-1 საპატრიარქოს უწყებანი N10 24ივნისი-7ივლისი 2021წ გვ.22
მიტროპოლიტი იონა (გედევანიშვილი) 1737-1821 (გაგრძელება)
სახელდებით და მღვდლად ხელდასხმაც ამავე პერიოდში მოხდა. 1763
წელს, უკვე მღვდელ-მონაზონი, იონა კათოლიკოსთან ერთად საქართველოში დაბრუნდა. კათოლიკოსმა ანტონ I-მა მღვდელ-მონაზონი იონა მცხეთის წმ. ჯვრის სახ. მამათა მონასტრის წინამძღვრად დანიშნა და
არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა. 1775 წელს ეპისკოპოსსდ დაასხა ხელი და რუისის კათედრაზე მიტროპოლიტის პატივით დაადგინა. თ. ჟორდანიას ქრონიკების II ტომში ვკითხულობთ:1780 წელს განჰკვეთეს იონა მროველი (გედევანოვი), ერთად მიქაელ თფილელთან და გაიოზთან“. როგორც ჩანს, 1780 წელს საეკლესიო კრებამ მეუფე იონას ეპარქია და ხარისხი ჩამოართვა და მღვდელმსახურება აუკრძალა. იგივე ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ ეს დასჯა გამოწვეული იყო მეუფე იონას „მეფის ქალიშვილებისადმი უღირსი დამოკიდებულობის გამო“. დასჯილი მღვდელმთავარი დავით გარეჯის ლავრაში გამოკეტეს. მიტროპოლიტყოფილი იონა იქიდან გაიპარა და იმერეთში ჩავიდა, მაგრამ არც იქ შეიწყნარეს და ისევ ქართლს დაბრუნდა. ახლა მას გარეთუბნის წმ. გიორგის სახ. ტაძრის ეზოში (იგულისხმება ახლანდელი ქაშვეთის ეკლესია, რომელიც იმ დროს თბილისის უბნად არ ითვლებოდა -- გ.მ.) მიუსაჯეს ცხოვრება. იგი აქედანაც გაიპარა და ახალციხეში წავიდა. ახალციხის ფაშამ კი კონსტანტინეპოლს გააგზავნა. ეს დაახლოებით 1782 წელს მოხდა. საქართველოში იმჟამად არსებული ინფორმაციით, ანტიოქიის პატრიარქი მისი ჯავახეთის ეპარქიის მმართველად დანიშვნას აპირებდა. ამასთან დაკავშირებით ანტონ კათოლიკოსი კონსტანტინეპოლის პატრიარქ პროკოფი I-ს (პელეკასისი) წერილს უგზავნის და აფრთხილებს, რომ „მღვდლობისაგან განშიშვლებულმა“ იონამ ვერ მოახერხოს მისი და ანტიოქიის პატრიარქთა მოტყუება. შემორჩენილია წერილის ასლი, რომელიც ანტონ კათოლიკოსმა კონსტანტინეპოლის პატრიარქ პროკოფის გაუგზავნა:
„ყოვლად უწმიდესს მეუფეს, მსოფლიო პატრიარხს და საზოგადოს მამას, უფალს: 1 ყოვლადუწმიდესო მეუფეო, მიიღე პატივისცემაი მამობრივი ჩვენ მდაბალთაგან„ და შემდგომად ყოვლითურთ კუალთა საღმრთოთა მოძღვრებისა თქვენისათა, ესე ვითარითა ჰაზრითა, ვითარ იგი შედგომილ
იყო ტიმოთე საღმრთოთა მოძღვრებათა პავლესთა: ვითხოვ სამსახურებელისა მიმართ და თაყვანის საცემელისა სულისა, რომელნიცა
გცხო შენ საცხებელითა სამოციქულოითა, რათა ეგოს საღმრთო ეგე უმაღლესი იერარხობითი კათედრა თქუენი შეუძვრელად და ეკლესიაში, რომელ ააგო მოძღვარმან შენმან კლდესა ზედა უჭეშმარიტესის სარწმუნოებისასა, და გარწმუნა შენ, რათა დაცვულ იქმნას განურყვნელად ენათაგან მწვალებელთასა, რომელ არიან ბჭენი ჯოჯოხეთისანი, ვითარ იგი აღთქმულ არს სიძისაგან ეკლესიისა: მიზეზი აწინდელისა ყ-დ უწმიდესობის თქვენისადმი წიგნის ამის მორთმევისა ესე არს: მიტროპოლიტი რუისისა იონა, რომელი იყო ერთის რომელიმე ზემო ივერიასა შინა ეპარხიისა, შეკრებულთა ეპისკოპოსთა პალატსა შინა სამეფოსა, რომელთა შორის პირველ მჯდომარე ვიყავი, სიბოროტეთა თანა ჰხსენებულის მის იონასთა, რომელსაცა აქუნდეს შემასმენელნი წარმოდგომიღნი, წინაშე კრების შემწამებელნი, წინაშე ჩვენსა სხუა და სხვათა ბრალთანი,
და ჩვენ განმსჯელთა შესმენათასა, შედგომილთა ხმათა მამათა კანონთათა დამხობილ ვჰყავით იონაი სამღვდელმთავროსაგან პატივისა, და განკვეთილ მღვდელობისაგან, დაღათუ ანათემას არა მივეცით: ხოლო შემდგომად დამხობისა წარვგზავნეთ იგი მონასტერსა შინა ღირსისა მამისა დავითისსა უდაბნოს გარესჯისასა, რომლისაცა განჩინებას უმოწყალესობამან მეფის ჩვენისაგან ქვე მოაწერა, და სამეფოითა ბეჭდითა თვისითა დაამტკიცა: მაგრამ, თქმული იგი იონა, განპარულ იქმნა მონასტრით იდუმალ, და წარვიდა იმერეთად,
10-2 საპატრიარქოს უწყებანი N10 24ივნისი-7ივლისი 2021წ გვ.23
მიტროპოლიტი იონა (გედევანიშვილი) 1737-1821 (გაგრძელება)
არარად მრაცხველი ღირსად მის ზედა განჩინებულისა, სადაცა მისრულ
არა შეიწყნარეს, არცა მეფემან იმერეთისმან, და არც ეპისკოპოსთა მუნებურთა, და ქართლად ესე წარმოგზავნეს: და ოდეს იგი მოვიდა ქართლად, არა დავაყენეთ ქართლსა შინა ყოფისაგან, რათა არა უმეტესითა მწუხარებითა თქას ეგე ვითარი იგი, დაინდა ჰსცხოვრებდა იგი ეზოსა შინა ეკლესიისა წმიდისა მთავარ მოწამისა გიორგისსა გარეგან ქალაქის ტფილისისა, განკვეთული მღვდელობისაგან: ხოლო განკვეთა მღვდელობისაგან იონასი და განშიშვლება სამღვდელმთავროისაგან პატივისა, არა დროებითა განვაჩინეთ, არამედ ვიდრე სიკვდილადმდე იონაისი, რომელიცა შესაფერ იყო ბრალთა მისთა: კვალად განიპარა
იონა მუნითგანცა სადა იგი სცხოვრებდა და წარვიდა ახსიხად (იგულისხმება ახალციხე -– გ.მ.), რომელიცა შეწყნარებულ იქმნა ახსიხის ფაშისგან
ვეზირის, და მისგანვე წარმოგზავნილ კოსტანტინეპოლიდ, და გვესმა ვითარმედ ესე ვითარი ჰაზრი კაცსა მას განკვეთილსა და არღარა მღვდელსა, ვითარმედ ჰნებავს შეტყუებით მიღებაი ეპარხიისა ახსიხისა, ანუ ჯავახეთისა, უნეტარესობისაგან მისის პატრიარხის ანტიოხიისა: ხოლო ჩუენ სარწმუნოდ მსმენელთა მისი ესე ვითარითა ჰაზრითა
წარმოსვლისათა, ვაუწყებ სიმდაბლით ყ-დ უწმინდესსა მეუფებას თქუენსას, ვითარმედ კაცი იგი იონა განკვეთილ არს მღვდელობისაგან, და განშიშვლებულ მღვდელმთავრობითისა პატივისგან,
და რათა არა კაცმან ესე ვითარმან, ჰქმნას შეტყუებაი რაიმე მზაკუარი წინაშე ყ-დ უწმიდესობისა თქუენისა და წინაშე უნეტარესობისა მისის ანტიოხიელ პატრიარხისა". სამწუხაროდ, კონსტანტინეპოლის პატრიარქმა
პროკოფიმ (1784-1789) და იერუსალიმის პატრიარქმა
აბრაამმა (1775-1787) არ გაითვალისწინეს კათოლიკოს ანტონის წერილი და თხოვნა, იონას მღვდელმთავრის ხარისხი დაუბრენეს და შესაბამისი წერილებიც გამოგზავნეს საქართველოში. მიტროპოლიტმა
იონამ ოთხი თვე დაჰყო სტამბოლს, 1785 წლის დეკემბერში მას მიტილინიაში ვხედავთ, შემდეგ შემოივლის თითქმის მთელ
მართლმადიდებლურ აღმოსავლეთს, ქალაქებს - იაფასა და იერუსალიმს, ათონის მთას, კუნძულებს: პატმოსს, სამოსს, ლესბოსს, ქიოსს, ლემნოსს, კვიპროსს, როდოსს, თენედოსს, კეფალონიას და სხვ., ასევე, ამავე წლებში
იგი მოივლის ევროპას. ჩავა ვენეციაში, ვენასა და პოლონეთში; 1787
წელს საბერძნეთში, ნეაპოლსა და ტრიესტში, აქ იგი შეხვდება საღვთო
რომის იმპერიის იმპერატორ იოსებ II-ს (1765-1790), აქედან
ვენეციაში ჩავა, შემდეგ ქ. ალექსანდრიაში, სადა; ინახულებს ალექსანდრიის მომაკვდავ პატრიარქ გერასიმ III-ს (გიმარისი 1783-1787/ 1788), პატრიარქი გერასიმ III ასევე „გაათავისუფლებს“ მას სასჯელისაგან. ის კი გააგრძელებს მოგზაურობას. მოინახულებს ბეირუთს, დამასკოს,
ეგვიპტეს, ესტუმრება სინას ნახევარკუნძულს. წმ. დიდმოწამე ეკატერინეს მონასტერში მიტროპოლიტმა იონამ, მონასტრის ძმების თხოვნით, რამდენიმე ბერი აკურთხა დიაკვნად და მღვდლად; წმ. ეკატერინეს მონასტერში მან ოთხი თვე იცხოვრა. 1790 წლის ოქტომბერში კი ის უკვე ვენაში ჩანს. აქედან ქ. იასის გავლით მოლდავეთში ჩადის, სადაც შეხვდა იმერეთის მეფე დავით გიორგის ძის ელჩს, ცნობილ პოეტ ბესიკ გაბაშვილს. ასევე, მოლდავეთში, გრაფ გრიგოლ პოტიომკინის კარზე შეხვდება ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ის ელჩს, არქიმანდრიტ გაიოზს (ბარათაშვილი). გრიგოლ პოტიომკინის ნებართვით, მოლდოვა-ვლახეთის ეგზარქოსმა, ეპისკოპოსმა ამბროსიმ (სერებრენიკოვი, 1789-1791) მეუფე იონას სამართავად გადასცა ქ. იასის მახლობლად მდებარე წმ.
პანკრატის მონასტერი. მიტროპოლიც იონას მმართველობისას ეს მონასტერი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სავანე მოლდავეთის სამთავროში. 1791 წლის დეკემბერში რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ისგან მეუფე იონამ მიიღო კიევში ჩასვლის ნებართვა. იგი დაინიშნა მძიმედ დაავადებული კიევის მიტროპოლიტ სამუელის (მისლავსკი; 1783-1796) ქორეპისკოპოსად, ცხოვრობდა კიევ-პეჩორის ლავრაში და აქედან ხელმძღვანელობდა ეპარქიის საქმეებს,
10-3 საპატრიარქოს უწყებანი N10 24ივნისი-7ივლისი 2021წ გვ.24
მიტროპოლიტი იონა (გედევანიშვილი) 1737-1821 (დასასრული)
მათ შორის აღასრულა სასულიერო პირთა ხელდასხმები (1792 წლის დასაწყისი 1794 წლის გაზაფხული). კიევშივე დაენიშნა მას წელიწადში 600 მანეთი პენსია.
11 საპატრიარქოს უწყებანი 8-21ივლისი 2021წ გვ.22
მიტროპოლიტი იონა (გედევანიშვილი) 1737-1821
II ნაწილი
მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ მიტროპოლიტ იონას ჰქონდა გარკვეული დიპლომატიური სტატუსი, რომელიც მას ანტონ I-მა ან ერაკლე II-მ მისცეს,
რაც ცოტა საეჭვოა, რადგან სწორედ ერეკლეს ბრძანებით დასაჯა იგი ანტონ კათოლიკოსმა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღმოსავლეთში მოგზაურობისას იგი შეხვდა მართლმადიდებლური ეკლესიების
თითქმის ყველა მეთაურს და ყველგან დიდი პატივით იქნა მიღებული; მკვლევარები აქ ითვალისწინებენ არა მხოლოდ მეუფე იონას პიროვნულ თვისებებს: განათლებას, პრაქტიკულ ინტელექტს, კომუნიკაბელურობას, მომხიბვლელობას, დიპლომატიურ შესაძლებლობებს, არამედ ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე I-ის დიდ ავტორიტეტს, რომელიც მას მოპოვებული
ჰქონდა მთელ აღმოსავლეთსა და ევროპაში. მიტროპოლიტი იონა განსაკუთრებით საზეიმოდ მიიღეს ათონის წმიდა მთაზე. ათანასეს დიდი ლავრის მოლოცვის შემდეგ, იგი ეწვია ივერონის მონასტერს, სადაც ერთი თვე დაჰყო და ქართულ ხელნაწერებზე იმუშავა. საბერძნეთში სტუმრობის შემდეგ, მეუფე იონა დამასკოში გაემგზავრა, სადაც მიიღო შენდობის ფურცელი ანტიოქიელი პატრიარქ დანიელისგან (1767-1791), რომელმაც, ეს, თავის მხრივ, წერილობით აცნობა ანტონ I-ს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კიევში ცხოვრებისას მას მთავარეპისკოპოსად აღიარებდნენ და არა მიტროპოლიტად. ამისთვის მან რუსეთის უწმიდეს სინოდში წერილი გააგზავნა და ითხოვა, რომ არ წართმეოდა მიტროპოლიტის პატივი. მას მოწმეებად დაუდგნენ იმჟამად რუსეთში მყოფი სხვა ქართველი
მღვდელმთავრები, ეპისკოპოსი გაიოზი (ბარათაშვილი) და დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსი მაქსიმე (აბაშიძე). 1793 წლის 1 სექტემბერს სინოდმა შეკითხვა გაუგზავნა ეპისკოპოს გაიოზს, რომელმაც დაამოწმა, რომ როდესაც იგი რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა, მართლაც ნახა იქ იონა რუისისა და სურამის მიტროპოლიტის ხარისხში, ხოლო 1793
წლის 22 დეკემბერს კათალიკოსმა მაქსიმემ მოახსენა სინოდს, რომ იმერეთიდან ქართლში გადასვლის დროს, იხილა „იგი იონა მროველი რუისისა, დაისადგურა მასთანვე, ვითარცა მიტროპოლიტთან.
ამა ხარისხზე იგი ნამდვილ იყო აღყვანილ კათოლიკოზისა და მეფისაგან“.
1795 წლის აპრილში მიტროპოლიტი იონა თხოვნით მიმართავს სინოდს, რომ დროებით, კიევიდან მოსკოვში სამკურნალოდ გადასვლის ნება დართონ. როგორც ჩანს, იგი მძიმედ დასნეულებულა. ექიმებს განუცხადებიათ მკურნალობას ხანგრძლივი დრო დასჭირდებაო. ყოველივე ამის გამო, მეუფე იონას მოსკოვში სამუდამოდ დარჩენა გადაუწყვეტია. ამით
უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ მოსკოვში დროებით ჩასული იონა ადგილობრივ მოსკოვისა და კოლომენსკის მიტროპოლიტ პლატონს (ლევშოვი) სთხოვს ღვთისმსახურების შესრულების ნებართვას, მაგრამ
მას განუმარტეს, რომ მისი თხოვნა იმ შემთხვევაში იქნებოდა შეწყნარებული, თუ სინოდი მოსკოვში მუდმივად ცხოვრების ნებას მისცემდა. ამის შემდეგ, კიევის მიტროპოლიტ სამუელის რჩევით, მეუფე იონა მოელაპარაკა რუსეთის ეკლესიის სინოდის წევრსა
და ნოვგოროდის მიტროპოლიტ გაბრიელს (პეტროვი; 1775-1800), რომლის შუამდგომლობის საფუძველზე, 1795 წლის 25 ნოემბერს იგი მოსკოვში ჩავიდა და ჩუდოვოს მონასტრის, მთავარანგელოზ მიქაელის
მიერ კოლასეს შინა (რომელ არს ხონა) ქმნილი სასწაულის სახ. ტაძართან არსებულ კელიაში დასახლდა, ხოლო მსახურებას კრემლის ღვთისმშობლის მიძინებისა და ხარების ტაძრებში აღასრულებდა. მაგრამ
იქვე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ იონას არ შეეძლო მოეთხოვა გასამრჯელო და უნდა დაკმაყოფილებულიყო თავისი პენსიით. სინოდის ეს განკარგულება მოსკოვში მიუღიათ 1795 წლის 24 დეკემბერს, სინოდის კანტორის 31 დეკემბერის განკარგულების თანახმად, იონასთვის ხელწერილი ჩამოურთმევიათ, რომ ღვთისმსახურებისათვის გასამრჯელო არ მოეთხოვა. ამრიგად, 1795 წლის აპრილის შემდეგ მეუფე
იონას მოსკოვში დროებით ცხოვრების ნებართვა მიუღია, ხოლო 1795 წლის 31 დეკემბრიდან იგი მუდმივად დასახლდა ქ. მოსკოვში.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მეუფე იონას საარსებო წყაროს შეადგენდა მხოლოდ 600 მანეთიანი პენსია, რომელსაც იგი 1814 წლამდე იღებდა. 1814
11-1 საპატრიარქოს უწყებანი 8-21ივლისი 2021წ გვ.23
მიტროპოლიტი იონა (გედევანიშვილი) 1737-1821 (გაგრძელება)
წელს მას პენსია 1000 მანეთამდე გაეზარდა. 1817-1819 წლებში მისი პენსია 2000 მანეთს შეადგენდა, ხოლო 1819 წლიდან გარდაცვალებამდე იგი 4000 მანეთს იღებდა. 1803 წელს მიტროპოლიტი იონა მოსკოვში შეხვდა საქართველოდან გადმოსახლებულ სამეფო ოჯახის წევრებს: დავით
ბატონიშვილს, (ქართლ-კახეთის მეფის გიორგი XII-ის ვაჟს), დარეჯან დედოფალს და სხვებს. იგი დაესწრო დარეჯანის დასაფლავებასაც, რასაც 1807 წლის 24 ნოემბერს წერილით ატყობინებს მის შვილს, საქართველოს კათოლიკოსპატრიარქ ანტონ II-ს (ბაგრატიონი). 1813 წელს მიტროპოლიტი იონა საცხოვრებლად მოსკოვის ნათლისღების სახ. მონასტერში გადავიდა. იგი აქტიურად მონაწილეობდა სადღესასწაულო საეკლესიო მსახურებებზე და სხვა ღონისძიებებზე: კერძოდ, ის ესწრებოდა 1818 წლის 14 ივლისს არქიმანდრიტ ევგენის (კაზანცევი) და 1821 წლის 10 მარტს არქიმანდრიტ
ათანასეს (ტელიავევა) ეპისკოპოსად ხელდასხმის მსახურებას. 1821 წლის 5 ივნისს მონაწილეობდა მოსკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ჯილდოების გადაცემაში და ა.შ. მოსკოვში ცხოვრების პერიოდში მეუფე იონა აქტიურად იყო დაკავებული საგამომცემლო საქმიანობით: კერძოდ, მისი მხარდაჭერითა და მეცადინეობით, 1805 წელს მოსკოვში,
სინოდის სტამბაში, დაიწყო და 1808 წლამდე გაგრძელდა „სადღესასწაულოს“ ბეჭდვა ვარლაამ მთავარეპისკოპოსის თაოსნობით, დიმიტრი ბაგრატიონის, იონა მროველ მიტროპოლიტ გედევანიშვილის და აზნაურ გიორგი პაიჭიძის შრომით. 1812 წელს ნაპოლეონის მიერ მოსკოვის აღების და გადაწვის გამო წიგნების ბეჭდვა დროებით შეფერხდა, მაგრამ მოკლე დროში ქალაქის აღდგენასთან ერთად აღდგა სტამბაც და 1815 წელს დაიბეჭდა „ლოცვანი“, რომელზეც ვკითხულობთ: „გედევანიშვილის სარდალ გაბრიელის ძის საფასით, იონას მიტროპოლიტისათა სტამბაში მუშაობითა პეტრე ქებაძის შვილისათა“. 1816 წელს მოსკოვშივე დაიბეჭდა „ახალი აღთქმა“ რუსეთის ბიბლიური საზოგადოების ხარჯით. ამ ბიბლიური საზოგადოების წევრი იყო მიტროპოლიტი იონა მთავარეპისკოპოს დოსითეოსთან (ფიცხელაური) და მოქვის მთავარეპისკოპოს პაფნუტისთან (ხოზიაშვილი) ერთად. ის კულტურულ საქმიანობასაც ეწეოდა. ყოველ შემთხვევაში, იმ დროის ცნობილი ემიგრანტი, დიმიტრი ბაგრატიონი მის შესახებ წერდა: „საღმრთო წერილთა ტრფიალი სტამბით გვიმრავლებს ლოცვებსა, წამკითხველთაგან გულმხურვლად ცოდვათა აღსახოცებსა, მადლობა შევსძღვნათ სანუქფოდ ამის მომრთმევსა, მბოძებსა, იონას მიტროპოლიტსა, სიუხვით
გასაოცებსა“. მიტროპოლიტი იონა 1821 წლის 4 აგვისტოს,ღამის სამ საათზე დამბლის დაცემით გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს მოსკოვის ღვთისმშობლის საფარველის სახ. მონასტერში. 1821 წლის 17 აგვისტოს სპეციალურმა კომისიამ აღწერა განსვენებულის ქონება. აღწერის დროს იპოვეს იონას ანდერძი, რომლის ორიგინალი არ შენახულა. ანდერძის სრული თარგმანი შესრულებულია ქართველი მთავარეპისკოპოსის დოსითეოსის (ფიცხელაური) მიერ. იგი 1821 წლის 20 ივნისით თარიღდება (დაცულია რუსეთის ძველი საბუთების სახელმწიფო არქივში). შემორჩენილია, აგრეთვე, მეუფე იონას ქონების აღწერილობაც. როგორც ამ აღწერილობიდან ჩანს, იგი დაჯილდოვებული ყოფილა წმ. ანას |
ხარისხის ორდენით. იმავე აღწერილობაში, სხვათა შორის, აღნიშნულია ...........სამწუხაროდ, იონას წიგნებიდან მხოლოდ რამდენიმე ცალი შემორჩა. აქ შეგვიძლია დავასახელოთ, მაგ., „სადღესასწაულო“, დაბეჭდილი ხუცური შრიფტით 1805წ. „სადღესასწაულოს დაბეჭდვის საქმეში აქტიური მონაწილეობა მიუღიათ იონას ანდერძში მოხსენებულ პოეტ დიმიტრი ბაგრატიონს და თვითონ იონას, რომელიც ამ შემთხვევაში ცენზორი ყოფილა. აგრეთვე შემორჩენილია მისი ნაქონი „საღმრთო მსახურება“. წიგნი მომცრო ზომისაა, შეიცავს ქართულ-ოსურ პარალელურ ტექსტებს. ორივე ტექსტი ნუსხა-ლხუცური შრიფტითაა დაბეჭდილი. საყურადღებოა, რომ მეუფე იონას არ ჰქონია არცერთი რუსული წიგნი, არ მოიპოვება მისი ხელით რუსულად დაწერილი არცერთი დოკუმენტი. დაცულია
მხოლოდ მისი რუსული ხელრთვა, სადაც შეცდომებია. აღნიშნულის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იონა რუსულ ენას მცირედ ფლობდა. მიტროპოლიტმა იონამ დაგვიტოვა მნიშვნელოვანი ჩანაწერები, სადაც აღწერილია მისი მოგზაურობა.
თხზულება იწყება თბილისიდან კონსტანტინოპოლამდე მგზავრობის აღწერით, ამას მისდევს კონსტანტინოპოლისა და მთაწმიდის მონასტერთა მიმოხილვა. მერე ავტორი აგვიწერს იერუსალიმამდე მგზავრობას.
იერუსალიმს და ქრისტეს საფლავს, არქიპელაგოსის
კუნძულებს, ვენეციასა და მისთა გარემოს, ალექსანდრიასა და ეგვიპტეს. სინას მთას, ქ. ვენას, პოლონეთსა და მის ქალაქებს, მოლდავეთს და კერძოდ ქ. იასას. ამის შემდეგ იწყება მიმოხილვა და აღწერა რუსეთის
11-2 საპატრიარქოს უწყებანი 8-21ივლისი 2021წ გვ.24
მიტროპოლიტი იონა (გედევანიშვილი) 1737-1821 (დასასრული)
იმ ქალაქების, სადაც მას ცხოვრება მოუწია. ესაა კიევი, დიდებული ლავრით და მოსკოვი. საინტერესოა აკადემიკოს კ. კეკელიძის აზრი ამ თხზულებასთან დაკავშირებით. იგი აღნიშნავს, რომ: „თხზულება საინტერესო შრომას წარმოადგენს; მას ატყვია ბეჭედი ნამდვილი ტურისტის ნაწარმოებისა: იონა გვიხატავს ბუნების სურათებს, ვაჭრობა-მრეწველობას, მცხოვრებთა ზნეჩვეულებას, შესანიშნავ შენობებსა და ნაშთებს, მოგვითხრობს ყველა საყურადღებო ამბავს, რომელიც ამა თუ იმ ადგილთანაა დაკავშირებული. ხანდახან ის კრიტიკულ ნიჭსაც იჩენს: ყველაფერი რაც მას გაუგონია, ბრმად როდი სჯერა, ხან ვრცლად მოგვითხრობს, ხან მოკლედ, მაგრამ შემთხვევას არ უშვებს რომელიმე ღირსშესანიშნავ ადგილს ან ფაქტს შეეხოს. მისი ენა საკმაოდ მხატვრულია, მას ეტყობა რუსულის მძლავრი გავლენა. თხზულებაში გხვდება ისეთი სიტყვები, როგორიცაა: „ლოდკა, კროვატი, კარეტა, ოსტროვი, პრიხოდი, რუნკა, ოტკა, აფონსკი, პეჩერსკი, კნიაზი“ და სხვ. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ერუდიციითა და მეცნიერული ორიენტაციის მხრივ იონას შრომა საყურადღებო და მნიშვნელოვანია ანალოგიურ თხზულებათა შორის“.
1852 წელს ისტორიკოსმა პლატონ იოსელიანმა ეს ნაშრომი წიგნად გამოსცა სახელწოდებით: „მიმოსვლა ანუ მგზავრობა იონა რუისის მიტროპოლიტისა.“ იონას მოგზაურობა დაწერილი უნდა იყოს 1807 წლამდე, რადგან დარეჯან დედოფალი ცოცხლად არის მოხსენიებული
(დარეჯანი გარდაიცვალა 1807 წლის 8 ნოემბერს). ამავე დროს იგი საქართველოს მთავარმართებელ პავლე ციციანოვს გარდაცვლილად
წ” მოიხსენიებს (ციციანოვი 1806 წლის თებერვალში მოკლეს ბაქოსთან). შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ეს ნაწარმოები დაწერილია 1806-
1807 წლებში.
14 საპატრიარქოს უწყებანი N14 7-21 ოქტომბერი 2021წ გვ.21
დეკანოზი დიმიტრი ვარდიაშვილი 1871-1924
| ნაწილი
ვაგრძელებთ 1924 და 1937-1938 წლებში საქართველოში რეპრესირებულ სასულიერო პირთა ამსახველი ცხოვრების მოძიებასა და მათზე ინფორმაციის შეკრებას. ულმობელმა ეპოქამ უამრავი კეთილშობილი და ერისათვის თავდადებული მამულიშვილის სიცოცხლე შეიწირა. მათ რიგებშია დეკანოზი დიმიტრი ვარდიაშვილი.
დეკანოზი დიმიტრი ნიკოლოზის ძე ვარდიაშვილი 1871 წლის 12 ოქტომბერს, თბილისის გუბერნიაში, თელავის მაზრის სოფ. საბუეში, დეკანოზის ოჯახში დაიბადა. ვარდიაშვილები წარმოშობით სოფ. ალმატიდან იყვნენ, წოდებით -- გლეხები. მისი დიდი პაპა, მღვდელი სტეფანე ზურაბის ძე ვარდოშვილი (ასე იხსენიება იგი საეკლესიო საბუთებში, ხოლო მისი შვილები უკვე ვარდიაშვილებად დაეწერნენ),
თავად იოანე ჯორჯაძის ყოფილი ჯმა იყო. სასულიერო განათლება სოფლის მღვდელ იოანესთან (გვარი უცნობია) მიიღო. 1806 წელს ნეკრესელმა მიტროპოლიტმა ამბროსიმ (მიქაძე) დიაკვნად აკურთხა.
1808 წელს მღვდლად დაასხა ხელი და ტურისციხის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძარში განამწესა. 1812 წელს ბრინჯაოს ჯვარი მიიღო. XIX ს-ის 20-იან წლებში ვეფხისციხის ღვთისმშობლის მიძინების სახ.
ტაძარში გადაიყვანეს, მაგრამ ავადმყოფობის გამო, 1829 წელს იქიდან გათავისუფლდა. მღვდელი სტეფანე 1836 წლის 10 დეკემბერს ბუასილის ავადმყოფობით გარდაიცვალა. დარჩა მეუღლე -- ქეთევან გოგიას ასული და შვილები: მღვდელი ისააკი (დაბ. 1821წ.), მედავითნე იოსები (დაბ. 1822წ.), მღვდელი მიხეილი (1833-1913წწ.). პაპა მღვდელი ისააკ სტეფანეს ძე ვარდიაშვილი -- 1817 წელს (სხვა ვერსიით, 1820 წელს) დაიბადა. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. XIX ს-ის 40-იან წლებში დიაკვნად და მღვდლად დაასხეს ხელი და საბუეს წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძარში განამწესეს. 1868 წლის 21 მაისს „შტატიდან გავიდა“ და თავისი ადგილი უფროს ვაჟს ნიკოლოზს -- დაუთმო. ჰყავდა შვილები: დეკანოზი ნიკოლოზი, მარინე, ვასილი, ანდრია, თეოდოტე, ბართლომე. მამა -- დეკანოზი ნიკოლოზ ისააკის ძე ვარდიაშვილი -- 1845 წლის 25 მაისს დაიბადა. დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი. 1869 წელს
ჯერ დიაკვნად და შემდეგ მღვდლად დაასხეს ხელი და საბუეს წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძრის წინამძღვრად დანიშნეს. XIX ს-ის 80-იან წლებში სამხედრო უწყებაში გადავიდა და კასპიისპირეთის პირველი „ტუზემნი“ მსროლელი „დრუჟინის“ კაპელანად დაადგინეს. 1892 წლის 30 სექტემბერს კასპიისპირეთის მე-7 მსროლელი ბატალიონის კაპელანად გადაიყვანეს. 1896 წლის 15 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1901 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1905 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. იმავე წლის 22 სექტემბერს სამღვდელო ხარისხში 35-წლიანი ერთგული და თავდადებული სამსახურისათვის წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1906 წლის 15 აგვისტოს, თავისი თხოვნის საფუძველზე, გათავისუფლდა შტატიდან. სიცოცხლის უკანასკნელი წლები პენსიაზე იმყოფებოდა და მშობლიურ სოფელში ცხოვრობდა, სადაც გარდაიცვალა 1913 წლის 13 ივლისს. მისი ცხედარი 16 ივლისს სოფ. საბუეს ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე დეკანოზმა ნიკოლოზმა შეადგინა ანდერძი, რომელიც დაცულია ქუთაისში, წმ. მღვდელმოწამე ნაზარის (ლეჟავა) შთამომავლების ოჯახში (წმ. მღვდელმოწამე ნაზარის ძმის, ბენედიქტეს, მეუღლე გახლდათ ანა ვარდიაშვილი). ანდერძი მეტად საინტერესოა და მოგვყავს სრულად: „სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ათას ცხრას ცამეტსა წელსა, მაისის თორმეტსა დღესა. ე, ქვემორე ხელის მომწერმა დეკანოზმა ნიკოლოზ ისაკის ძე ვარდიევმა, სრულს ჭკვასა და გონებასა შინა მყოფმა, მომლოდნემ სიკვდილისა, კეთილგანვიზრახე დავადგინო განკარგულება შესახებ ჩემის მოძრავის და უძრავის ქონებისა, ჩემის სიკვდილის მემრე, შემდეგი: ას ფული, რომელიც ნაღდად და სარგებლიანი ქაღალდებით მაქვს შენახული სახელმწიფო შემნახველ კასსებში წიგნაკებით, აგრეთვე ორასი თუმანი (2000 მანეთი), რომელიც მლვდელს ქრისტეფორე ზურაბის ძე ჯიოევს მართებს სესხობრივ, უნდა
14-1 საპატრიარქოს უწყებანი N14 7-21 ოქტომბერი 2021წ გვ.22
დეკანოზი დიმიტრი ვარდიაშვილი 1871-1924 (გაგრძელება)
დარჩეს საუკუნოთ ხელუხლებელი. ამ ფულიდამ დაიხარჯოს მხოლოდ იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება ჩემი დასაფლავებისთვის. როდესაც მღვდელი ჯიოევი მოიცემა ამ ორას თუმანს, მაშინ ეს ფულიც
უნდა მიემატოს კასსაში შენახულ ფულს და იქ ინახებოდეს სარგებლით;
2) მთელი ფულის სარგებელი უნდა იყოს ჩემნი ვაჟიშვილის, მღვდლის დიმიტრის ვარდიევის, მფლობელობაში მის სიცოცხლეში, შემდეგის პირობებით: ა) ამ სარგებლიდამ ჩემს ცოლს უნდა ეძლიოს საკმარისი საზრდო ვიდრე ხაზინიდამ პენსია დაენიშნებოდეს; ბ) ამ სარგებლიდამ უნდა ეძლიოს ჩემს შვილის შვილს, ირაკლი ჯაჯანიძეს, საკმარისი ღონისძიება სწავლა-განათლების დასამთავრებლად ათი წლის განმავლობაში, დღეის რიცხვიდამ დაწყობილი, რომელი ვადაც საკმარისია განათლების მისაღებად საშუალო და უმალლეს სასწავლებლებში. ხოლო უკეთუ მან ამ ვადაზედ ადრე დაამთავრა სწავლა, ანუ თავის სიზარმაცის გამო დაანება თავი სწავლას, მაშინ მოესპოს შემწეობის მიცემა;
ვ) ჩემი ასული თამარი, უკეთუ თვით სურვილი ექნება, იცხოვრებს ჩემს სახლში თავის დედასთან ერთად და ყოველისფრით უზრუნველი უნდა იქმნას, ვიდრე ამისი შვილი ირაკლი შეიძლებს ამის შენახვას;
4 სახლი თელავში, თავისი ეზოთი, რომელიც ეკუთვნოდა ობლებს ჯაჯანიძეებს და რომელიც მე შევიძინე ბანკიდამ საჯარო ვაჭრობით, იქმნება ჩემი ცოლის მფლობელობაში მის სიკვდილამდის, ხოლო ამის სიკვდილის შემდეგ -- ჩემი შვილის, მღვდლის დიმიტრის, მფლობელობაში საუკუნოთ. უკეთუ მემკვიდრეთ ჯაჯანიძეებმა მოისურვეს კვალად შეძენა ჩემგან ამ სახლის, მაშინ დაუბრკოლებლად უნდა დაუბრუნდეთ მათ იგი და გამოერთოთ ის ფული, რაიცა იქმნება დახარჯული სახლის გამოყიდვაზედ და მის გამართვაზედ. ამის ანგარიში დაწვრილებით იქმნება შედგენილი ჩემ მიერ. ამათგან მიღებული ფულიც მიეკეროს ხაზინაში შენახულს ფულს (პუნქ. 1); 5) ათი წლის შესრულების შემდეგ (პუნქ. 2, ასო ბ) მთელი ფულის სარგებელი დარჩება ჩემი შვილის შვილის, მლვდლის დიმიტრის ასულის, ანნას მფლობელობაში, ვიდრემდის იგი დაბინავდება და
შეიქმნება ცხოვრებით უზრუნველი, მთელი სარგებელი ამის საჭიროებას მოეხმაროს; ი) ჩემი შვილის შვილის, ანნა დიმიტრის ასულის დაბინავების შემდეგ, სოფელს ალმატში უნდა გაიხსნას ამ ფულის სარგებლით შესაფერი სახელოსნო შკოლა და ამ ფულის სარგებლითვე ინახებოდეს ეს შკოლა. ხოლო უკეთუ რაიმე მიზეზით არ მოხერხდა ამ შკოლის გახსნა, მაშინ ამ სარგებლიდამ დაინიშნოს სუბსიდიები ღარიბი სასულიერო წოდების შვილებისთვის, მიუხედავად სქესისა და სასწავლებლისა;
7) დანარჩენი ჩემი მოძრავი და უძრავი ქონება დარჩება ჩემის ცოლის მფლობელობაში თავის სიცოცხლეში, ხოლო შემდეგ ამის სიკვდილისა -– ჩემი ვაჟიშვილის, დიმიტრის საუკუნო მფლობელობაში;
8) ვინაიდგან შემდეგ ჩემი ვაჟიშვილის და მისი ასულის, ანნას, სიკვდილისა არა ვინ იქმნება, რომ ეს ჩემი სურვილი აღსრულებაში მოიყვანოს, ამისთვის
მათ ეს უფლებები თავის დროს გარდასცენ ქართულ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას; 9) ჩემი დამარხვა უნდა შესრულდეს სულ უბრალოთ და ღარიბულათ, დიდი ფული არ დაიხარჯოს. თუ სახლში მოვკვდი -- ალმატის სასაფლაოში დავიმარხო და თუ სახლს გარეთ, სხვაგან აღვსრულდი, –– იქვე დავიმარხო;
10) დამარხვის შემდეგ არ გაიმართოს ჩემთვის არც ერთ დროს ქელეხები, არამედ გარდახდილ იქმნეს ყოველთვის პანაშვიდი, სიკვდილის დღიდამ
ორმოცი გაუწყვეტელი, ჩემი დაბადების დღეს (25 მაისს), ჩემი სიკვდილის დღეს და ჩემი ანგელოზის დღეს (6 დეკემბერს); ამ დღეებში და უიმისოთაც ყოველთვის ღარიბებს მოწყალება გაეცეს;
11) ჩემი სულის საუკუნოთ მოსახსენებლათ გაიგზავნოს ა) შუამთის უდაბნოში ხუთი თუმანი (50 მანეთი); ბ) შიომღვიმის უდაბნოში -–- ხუთი თუმანი; გ) დავით გარეჯის უდაბნოში -- ხუთი თუმანი;
დ) პერტომინის უდაბნოში (მთავარანგელოზთა სახ. მონასტერი არხანგელსკის გუბერნიაში) -- ხუთი
თუმანი და დაევალოთ ჩემი სულის საუკუნოთ მოხსენება;
12) ჩემი სულის მზრუნველად ვნიშნავ ჩემს შვილს, მღვდელს დიმიტრი ვარდიევს, და ვალად ვსდებ ყოველივე ზემორე მოხსენებული უნაკლულოდ შეასრულოს.
დასასრულ, ვითხოვ ყოველთაგან სულგრძელად
მოტევებას, უკეთუ ვისთვისმე რაიმე ზიანი მიმირგუნია და გევედრებით ილოცოთ, რათა ღმერთმა შენდობილ ჰყოს უბადრუკი სული ჩემი ყოველთა
ცოდვათაგან. მეც, ცოდვილსა მონასა ღვთისასა, მიმიტევებია ყველასთვის, თუ ვისმე რაიმე ზიანი ნებით ანუ უნებურად ჩემთვის შეუმთხვევია. დავუტევებ ყველას მშვიდობას“. -- ანდერძს უზის საბუეს
წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ბეჭედი და დეკანოზ ნიკოლოზის სულიერი მოძღვრის, დეკანოზ დავით გოგიაშვილის ხელმოწერა. მას ჰყავდა მეულლე - ანა იაკობის ასული და შვილები: თამარი (დაბ. 1869წ., მღვდელ ნიკოლოზ ჯაჯანიძის მეუღლე); დეკანოზი დიმიტრი (1871- 1924წწ.); სოფიო (დეკანოზ ქრისტეფორე ჯიოევის მეუღლე); ქეთევანი (ექიმ ბენედიქტე ანდრიას ძე ლეჟავას მეუღლე).
14-2 საპატრიარქოს უწყებანი N14 7-21 ოქტომბერი 2021წ გვ.23
დეკანოზი დიმიტრი ვარდიაშვილი 1871-1924 (გაგრძელება)
პატარა დიმიტრი (მას ოჯახში მოფერებით -- ტიტოს ეძახდნენ) სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, რის შემდეგაც სწავლა თბილისის
სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, რომელიც მეორე ხარისხის დიპლომით დაამთავრა. სემინარიის სწავლის პერიოდში ჩამოაყალიბა ქართველ მგალობელთა გუნდი, რომელიც თბილისის სხვადასხვა
ტაძრებში გალობდა. მაგ.: 1893 წლის 17 იანვარს, როდესაც გარდაიცვალა დიდუბის ტაძრის აღმშენებელი და მისი, პირველი წინამძღვარი, დეკანოზი
ბესარიონ ზედგენიძე, დიდუბის ტაძარში წირვაზე, სადაც იგი მიწას მიაბარეს, მწირველი იყო ალავერდელი ეპისკოპოსი ბესარიონი (დადიანი), ხოლო გალობდა სემინარიის ქართული „ხორო“ ტიტო ვარდიაშვილის ლოტბარობით. 1895 წლის 18 დეკემბრიდან 1897 წლის 24 აგვისტომდე მღვდელი დიმიტრი დიდუბის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. 1897
14-3 საპატრიარქოს უწყებანი N14 7-21 ოქტომბერი 2021წ გვ.24
დეკანოზი დიმიტრი ვარდიაშვილი 1871-1924 (დასასრული)
წლის 23 მაისს რუსეთის იმპერიის სამხედრო და საზღვაო სამღვდელოების პროტოპრესვიტერის წარდგინებით ერევნის გუბენიაში, სოფ. კენაკირახში მდგარი ყუბანის კაზაკთა პოლკის I პოლტავის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. სამხედრო ეკლესიის წინამძღვრად გამოარჩიეს. 1897 წლის 8 ივლისს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 15 ივლისს მღვდლად დაასხა ხელი. 1897 წლის 8 სექტემბერს მღვდელი
დიმიტრი დანიშვნის ადგილზე ჩავიდა და მოვალეობის შესრულებას შეუდგა. 1899 წლის 21 იანვარს საქართველოს ეპარქიალური სასწავლო საბჭოს ერევნის განყოფილების წევრად აირჩიეს. 1900 წლის 25
აგვისტოს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1902 წლის 3 დეკემბერს სკუფია უბოძეს. 1903 წლის 1 ოქტომბერს ერევნის ვაჟთა გიმნაზიის საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. 1903 წლის 9 ივნისიდან ამავე წლის 11 სექტემბრამდე დროებით იყო წარგზავნილი სპარსეთის საზღვარზე ახლად შექმნილი პოლკის მოძღვრად. 1905 წლის 14 იანვარს დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა ქ. ერევანში წმ. ნინოს დღესასწაული. ამასთან დაკავშირებით გაზეთი „ივერია“ წერდა: „14 იანვარს, ქ. ერევნის ქართველმა საზოგადოებამაც იდღესასწაულა წმ. მოციქულთა სწორის, ქართველთ
განმანათლებელი ნინოს დღესასწაული. ქართულად წირვა და პარაკლისი გარდახდილ იქმნა საკრებულო ტაძარში. დიდძალი ხალხი დაესწრო
წირვას. სამხედრო წოდების მღვდლის, დ. ვარდიაშვილის, თხოვნით, განთავისუფლებულ იქმნენ ყველა ქართველი ჯარისკაცნი, რომელთაც
უცხო ქვეყანაში გარემოებისა და სამსახურის გამო გადმოხვეწილთ, წირვა მოისმინეს თავიანთ სამშობლო ენაზედ. განთავისუფლებულ იქნენ, აგრეთვე, ყველა სასწავლებელში ქართველი მოსწავლე ქალნი და ვაჟნი. მწირველი იყო დეკანოზი მამა ი. იორდანაშვილი, რომელმაც იმ დღეს
შესაფერისი სიტყვაც წარმოსთქვა. მადლობის ღირსია მამა იორდანიშვილი, რომ ყოველ წელს, 14 იანვარს, ერევნის ქართველობას აძლევს საშუალებას, წირვა მოისმინონ ქართულს, სამშობლო
ენაზედ. მადლობის ღირსნი არიან აგრედვე ქ-ნნი ა. ზედგენიძისა, ქ. ვარდიაშვილისა; ბ-ნნი კასრაძე, ი. ზედგენიძე და მღვდელი დ. ვარდიაშვილი, რომელნიც ქართული სასიამოვნო გალობით, ყოველწლივ, ნინოობა დღეს, ატკბობენ ერევნელ ქართველთა ყურთასმენას“. 1906 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1908 წელს მღვდელმა დიმიტრიმ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა ორი ქართული ხელნაწერი. 1910 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1911 წლის 22 სექტემბრიდან 1912 წლის 19 ნოემბრამდე დროებით
იყო კავკასიის მეორე კაზაკთა დივიზიის მთავარხუცესი.
15 საპატრიარქოს უწყებანი N15 21ოქტომბერი-3 ნოემბერი 2021წ გვ.20
დეკანოზი დიმიტრი ვარდიაშვილი 1871-1924
ვაგრძელებთ 1924 და 1937-1938 წლებში საქართველოში რეპრესირებულ სასულიერო პირთა ამსახველი ცხოვრების მოძიებასა და მათზე ინფორმაციის შეკრებას. ულმობელმა ეპოქამ უამრავი კეთილშობილი და ერისათვის თავდადებული მამულიშვილის სიცოცხლე შეიწირა. მათ რიგებშია დეკანოზი დიმიტრი ვარდიაშვილი.
II ნაწილი
1911 წელს ქართულ პრესაში ატყდა დაპირისპირება დიდუბის ეკლესიის გარშემო. საკითხი ეხებოდა დიდუბის ეკლესიაში რუს მგალობელთა გუნდის
შექმნას და ტაძარში შერეული ქართულ-სლავური გალობის დაწესებას. წერილის ავტორი ამ გუნდის შექმნას დეკ. კალისტრატე ცინცაძეს აბრალებდა, თავად კალისტრატე ცინცაძე კი დეკ. ბესარიონ ზედგენიძეს ადანაშაულებდა, ასევე გამოითქვა აზრი, რომ დიდუბის ეკლესიის მნათე ა. სემინოჟენკო იყო ამაში დამნაშავე. მლვდელმა დიმიტრიმ, რომე-
15-1 საპატრიარქოს უწყებანი N15 21ოქტომბერი-3 ნოემბერი 2021წ გვ.21
დეკანოზი დიმიტრი ვარდიაშვილი 1871-1924 (გაგრძელება)
ლიც თვალყურს ადევნებდა ამ პოლემიკას, პრესაში თავისი წერილი გამოაქვეყნა ვითარების განსამუხტად. აი, რას წერდა იგი: „გაზეთებში ატეხილი კამათის გამო დიდუბის ეკლესიის წარსულ-აწმყო მდგომარეობაზე ორიოდე სიტყვა მსურს გავუზიარო მკითხველებს.
დიდუბის საეკლესიო სკოლაში ორ წელიწადს ვმასწავლებლობდი. შეგირდებს შევასწავლე ქართულად ისეთი რთული საგალობლები, როგორიც მაგ. „წყალობა მშვიდობა“, „შენ გიგალობთ“, „ღირს არს ჭეშმარიტად“, „მამაო ჩვენო“. ყველა ამ საგალობლებს პატარა მოწაფეები, ყველა ტომისა და სარწმუნოებისა, ვისაც კი კარგი ხმა ჰქონდა, გალობდნენ წირვაზე კვირა-უქმე დღეებში. ყოველ ორშაბათობით კი მთელ წირვას ვაგალობებდი რუსულ-ქართულად. ერთი მალაკნის დედაკაცი წამეჩხუბა კიდეც, რათ აგალობებ ჩემ შვილს თქვენს ლოცვებსაო. ამის გარდა, საბაღოსნო სკოლის ქართველმა შეგირდებმა მთხოვეს, გვასწავლე ქართული საერო-საეკლესიო სიმღერა-საგალობლები, ხანდახან გამოვიყენებთ სოფელში, ან ქალაქშიო. მე დიდი სიამოვნებით მოვკიდე ხელი ამ საქმეს. ჩქარაც შეისწავლეს და დიდუბის ეკლესიაში ჩემ
შეგირდებთან ერთად ვაგალობებდი. თუმცა რუსული გუნდი ცალის თვალით გვიყურებდა, რომ საგალობლებს შუაზე უყოფდით, მაგრამ ხმას ვერა გვცემდნენ, რადგანაც წინამძღვრის განკარგულებით ვგალობდით და საგალობლებსაც მისი ნებართვითვყოფდით. ორშაბათობით, მრავალ მლოცველთა შორის, ქართველებიც მოდიოდნენ დიდუბის ეკლესიაში,
ქართულად პარაკლის-პანაშვიდების გადახდას თხოულობდნენ. მე ჩემის ნებაყოფლობით ვასრულებდი დიაკვნის თანამდებობას, რადგან მოყვარული ვიყავი გალობისა. ვშველოდი როგორც მ. კალ. ცინცაძეს, აგრედვე მ. იროდიონ გურგენიძეს და არ მახსოვს ან ერთს, ან მეორეს უარი
ეთქვათ ვისთვისმე, ქართულად კი არა, რუსულად სხვებთან ერთად გადაგიხდითო პანაშვიდპარაკლისსაო". 1913 წლის 3 თებერვალს საქართველოს ეპარქიალური სასწავლებლის საბჭოს ერევნის განყოფილების წევრად ყოფნის 12-წლიანი ერთგული სამსახურისთვის წმ. ანასIII ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1914 წლის 17 დეკემბერს აირჩიეს 2-ე კავკასიის კაზაკთა დივიზიის მთავარხუცესად. 1915 წლის 10 ივნისს წმ. ანას II ხარისხის მახვილებიანი ორდენით დააჯილდოვეს. 1915 წლის 9 აგვისტოს დეკანოზის წოდება მიენიჭა. შემორჩენილია წერილი, რომელიც დეკანოზმა დიმიტრიმ 1914 წელს ფრონტის ხაზიდან გამოუგზავნა თავის შვილს -- ანას: „საყვარელო და ძვირფასო ანიჩკავ! გაკოცებთ ყველას, დიდსა და პატარას, ამ შრომას შენ გავალებ, დაუარე ყველას და დალოშნე! ჩემ წერილს, ფულს და ამანეთებს მიიღებდით. ვიცი, ომის გამოცხადება რა შთაბეჭდილებას მოახდენდა თქვენზე; გეგონებოდათ თქვენ გაკრეჭილ მღვდელს, რომელსაც ამ სურათში იცნობთ, ოსმალოები ან ნემენცები ასო-ასო ასჭრიდნენ. ჩემი დარდი ნუ გექნებათ. მე ხელს ვერავინ მახლებს ამ ვეშაპივით ბიჭების პატრონს, რომლებიც გარს მახვევიან. დაგიგვიანეთ წერილი იმისთვის, რომ ივლისის 8-დან 19-მდე ბაქოში ვიყავ, სადაც არც ტელეგრამაა, არც ფოშტა, 19-დან ამ თვის 2-მდის არ ვიცი, რას ჰქვიოდა ძილი, რას ჰქვიოდა ჭამა და სმა. მთელი ეკლესია და სახლი დავაბარგე, შევკარ, შევბეჭდე და ჩავაბარე პოლიციას 96 იაშიკი. ბიჭი გიამბობთ ჩემს ამბავს. კიდევ კარგი, რომ ყოჩაღი ბიჭები მყვანდნენ. ეხლა აქ ვართ, ხიოშში, არ ვიცით, წავალათ სადმე, მოგვიხდება ვისთანმე „ჩიხუბის“ გაკეთება თუ
ვიჯდებით დოყლაპიებისავით. ენკენისთვიდგან შენ თელავის ხაზინიდგან მიიღებ ხოლმე ხუთმეტ თუმანს თვეში. ჩემ ჯამაგირს ვიტოვებ, სანამ ომი
გათავდება. მომწერეთ თქვენი ამბავი ძველი ადრესით. შენი მამა ტიტო“.
1916 წელს დეკანოზმა დიმიტრიმ საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას შესწირა თავის ოჯახში დაცული ისტორიული ხელნაწერები და ნივთები, მათ შორის: „1) ნეკრესელი
მღვდელმთავრის ნაბოძები სიგელი მღვდლის სტეფანე ვარდოშვილსა; 2) პატიების ბარათი, რომელიც უბოძებია სტეფანე მლვდლისათვის ელეფთერ არქიმანდრიტს; 3) ფარნაოზ ბატონიშვილის მხლებელ-
15-2 საპატრიარქოს უწყებანი N15 21ოქტომბერი-3 ნოემბერი 2021წ გვ.22
დეკანოზი დიმიტრი ვარდიაშვილი 1871-1924 (გაგრძელება)
თა გადასახლება რუსეთში (ხელნაწერი პაწია ტანის წიგნი); 4) სძლისპირი და ღვთისმშობლისანი (პაწია ტანის წიგნი ხავერდის ყდაში); 5) ქართული გრამატიკა (ხელნაწერი); 6) ანდრია სალოსის ცხოვრება და მოქალაქეობა (ხელნაწერი); 7) ორი ფურცელი კურთხევანიდან (ხუცური ხელნაწერი); 8) ძველებური ლექსთა კრებული, ისაკ ვარდიაშვილის გადმოწერილი 1841წ.); 9) ეპისტოლე გიორგი ერისთავისა (ხელნაწერი წიგნი); 10) ტიბიკონი გელათის დედათა მონასტრისა (ხელნაწერი წიგნი); 11) სამადლობელი
პარაკლისი ტროფიმე იღუმენის მიერ 1774წ. ქ. ყიზლარში გადმოთარგმნილი რუსულიდან; 12) განმარტება იგავთა სახარებიდან და ცხოვრება დავით და კონსტანტინესი, გადმოწერილი ისაკ ვარდიაშვილის
მიერ; 13) ისაკ ვარდიაშვილის გადმოწერილი დაუჯდომელი, ყდაში; 14) სამასეული სწავლანი წმიდა მამათა, 1797 წელს გადმოწერილი ნიკოლოზ ვაჩნაძის მიერ ყდიანი; 15) სასიამოვნო მოთხრობა „,მიმოსვლისათვის ქერეოსისა და კალიროიასი“, იაკინთე ალექსიევისაგან ჩყლ წელსა რუსულიდან გადმოთარგმნილი, ყდიანი; 16) გვირგვინი და ასი მოთხრობა, ისაკ ვარდიაშვილის გადმოწერილი 1841 წელი, ყდიანი; 17) მარგალიტიანი ხუცური ხელი, ყდიანი; 18) ნაბეჭდი წიგნი: თამარ მეფესი და მეუღლისა მისისა დავით მეფისა შესხმა; 19) ჩახსაკრავის საქსოვი ჩხირები, მაქოები (წყვილი) და ტყავის ფირფიტა". 1916 წლის 6 მაისს იგი კავკასიის მეფისნაცვლის ბრძანებით წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით
დაჯილდოვდა. იმავე წლის ბოლოს დაჯილდოვდა იმპერატორის კაბინეტიდან გაცემული გამშვენებული ჯვრით. 1917-1918 წლებში პირველი მსოფლიო ომის დროს დასავლეთ ფრონტის ლაშქრის სამღვდელოების უფროსი მღვდლის თანამდებობა ეკავა. 1919 წელს, ომის დასრულების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნდა და თელავის მაზრის, სოფ. საბუეს წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1920 წელს ენქერით დაჯილდოვდა. 1921 წლის 5 აგვისტოს თელავის მაზრის II ოლქის სამლვდელოების კრებამ იგი თავის სულიერ მოძღვრად აირჩია.
1922 წლის ივნისში, კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს, საბუეს წმ. იოანე ნათლისმცემლისა და ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძრების წინამძღვრად იხსენიება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) დეკანოზ დიმიტრიზე წერდა: „იგი იყო საუკეთესო მცოდნე ქართული
გალობა-სიმღერისა. თბილისში პედაგოგად მუშაობის დროს სამრევლო სკოლის მოწაფეებს შეუერთა საბაღოსნო სკოლის მოწაფეები და შექმნა
ჩინებული გუნდი, რომელიც მეტოქეობას უწევდა საეკლესიო გუნდს“. დეკანოზი დიმიტრი 1924 წლის 1 სექტემბერს აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დახვრიტეს სხვა ქართველ მამულიშვილებთან ერთად. საინტერესო მოგონებები დაგვიტოვა დეკანოზ
დიმიტრის შესახებ ქართველმა კრიტიკოსმა და მწერლმა, პირველი საკათალიკოსო საბჭოს წევრმა იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავამ (1872- 1967), რომელიც თბილისის სასულიერო სემინარიაში მისი ჯგუფელი
იყო. აი, რას წერდა იგი: „სიონის საკათედრო ტაძრის ცნობილ პროტოდიაკონ კონსტანტინე კარგარეთელს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა სემინარიის მოწაფეთა შორის, მაგრამ ყველაზე უფრო
მასზე შეყვარებულნი იყვნენ ტიტო ვარდიაშვილი და კოტე დათაძე. ისინი მზად იყვნენ კონსტანტინეს შესახებ მთელი დღე ელაპარაკათ. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ტიტო და კოტე მომღერალ მგალობლები იყვნენ. მთელი ექვსი წლის განმავლობაში ისინი ამშვენებდნენ სემინარიის ქართულ და რუსულ გუნდებს. ტიტოს უბადლო ტენორი ჰქონდა. ზარივით გაისმოდა მისი ხმა ქართველ გუნდში. მთელი ექვსი წლის მანძილზე მას არამცთუ მეტოქე, შემცვლელიც არ ჰყოლია. ის იყო პირდაპირი
ბურჯი ქართული გუნდის და ამ უკანასკნელის გამოცდილი ლოტბარი. დათიკო დავითაშვილი დიდად აფასებდა მას და უცვლელად მეგობრობდა.
ტიტო კახელი იყო. კახური „მრავალჟამიერის“ მასავით ლაზათიანად შემსრულებელი, გარდა სანდრო კავსაძისა, მე არ მომისმენია. სანდროს
ტკბილი და მოქნილი ხმა ჰქონდა, ტიტოს -– ძლიერი და ზარივით წკრიალა. ტიტო თელავის სასულიერო სასწავლებლიდან გადმოვიდა. თავიდანვე ყველაფერში ეტყობოდა, რომ შეძლებული ოჯახიდან იყო. ფული მუდმივ ბლომად ჰქონდა ჯიბეში; ტკბილეულობაში ან ხილში თუ დახარჯავდა, თორემ არც ლუდს, არც ღვინოს და არც თამბაქოს არ ეკარებოდა. თვითონ
ტიტო ამბობდა, რომ ბავშვობიდან ერთი წვეთი ღვინო არ დამილევია, თუმცა ღვინის კუთხეში დაიბადა და მამამისსავე საკუთარი ზვარი ჰქონდა.
საკვირველი ის იყო, რომ ტიტო მოწაფეების „ორგიებში“ ხშირად იღებდა მონაწილეობას: მღეროდა, მხიარულობდა. გარეშე მაყურებელს ეჩვენებოდა, რომ ისიც ზარხოშად იყო და ქეიფობდა. ნამდვილად ერთ წვეთსაც არ ჩაისხავდა პირში. მთელი ოთხი-ხუთი საათის ასეთი „ქეიფის“ შემდეგ სხვა ამხანაგებთან ერთად ისიც ბრუნდებოდა სემინარიაში. ხარჯში აუცილებლად თანაბარ მონაწილეობას იღებდა. იყო შემთხვევაც, რომ მოქეიფე ამხანაგებთან ერთად მასაც დაგვიანებია სემინარიაში დაბრუნება და ამისათვის ყოფაქცევაში ცუდი ნიშანი მიუღია.
15-3 საპატრიარქოს უწყებანი N15 21ოქტომბერი-3 ნოემბერი 2021წ გვ.23
დეკანოზი დიმიტრი ვარდიაშვილი 1871-1924 (გაგრძელება)
ტიტო გულმართალი და სანდო ამხანაგი იყო. ყველასთან კარგი განწყობილება ჰქონდა. მაინც და მაინც დიდი ნიჭიერი არ იყო, თუმცა კლასიდან კლასში გადადიოდა. მუსიკით გატაცებული, ის წიგნების კითხვას არ მისდევდა. სემინარიის ჟურნალ-გაზეთებში თავისი ძალა არ უცდია.
სემინარიის დამთავრების შემდეგ (უეჭველია, ვინმე ეყოლებოდა დამხმარე) ტიტო პოლკის მღვდლად ეკურთხა და დიდ წარმატებასაც მიაღწია: შედარებით მალე დეკანოზობა მიიღო; გულმკერდი სამხედრო ორდენებით დაიმშვენა. უეჭველია, მხიარული, ცოცხალი, მომღერალ-მგალობელი ტიტო ოფიცერთა წრეში მალე დაიმსახურებდა სიმპატიასა და სიყვარულს. ეს კი სრულიად საკმარისი იყო იმისათვის, რომ პოლკის მღვდლის კარიერა გაეკეთებინა. სემინარიის შემდეგ მხოლოდ ერთხელ შევხვდით მე და ტიტო ერთმანეთს (თუ მეხსიერება არ მღალატობს, 1913-1914 წლებში). ის-ის იყო, რომ პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. ტიტოს პოლკი დროებით თბილისში დაბანაკებულა და ისიც მას გადმოყოლია. ტანდაბალი ტიტო დამსხვილებულა; მოშვებულ შავ წვერ-ულვაშს მისი სახე დაუმშვენებია. გიორგის ლენტზე მას ოქროს ჯვარი ეკიდა და კიდევ სამი ორდენი. მეგობრულად მივესალმეთ ერთმანეთს; გამოვკითხეთ ამბები და
დავშორდი, ტიტოს სადღაც მიეჩქარებოდა. რევოლუციის შემდეგ ტიტოს, როგორც გავიგე, გაუხდია ანაფორა და მამაპაპეულ სოფელში დაბრუნებულა და სოფლის მეურნეობისათვის მოუკდია ხელი. ანაფორა გახდილი ტიტო მე არ მინახავს (აქ იპოლიტე ცდება, დეკანოზი დიმიტრი, მართალია, სოფელში დაბრუნდა, მაგრამ იგი ბოლომდე მსახურობდა და ანაფორა არ გაუხდია -– გ.მ). 1924 წლის გამოსვლებში მონაწილეობა მიუღია და
უაზროდ და უმიზნოდ თავი დაუღუპავს“. ჰყავდა მეუღლე - ოლიკო მანსვეტაშვილი, რომელიც 1898 წელს ტუბერკულიოზით გარდაიცვალა.
დარჩათ ერთი ასული --– ანა (დაბ. 30.05. 1896-1978წწ.). ანა ვარდიაშვილი იყო დუდუკებზე მომღერალი პირველი ქალი. მისი მშობლები და, საერთოდ, ვარდიაშვილების საგვარეულო, დაჯილდოებული იყო მუსიკალური ნიჭით. ანა 1928-1931 წლებში სწავლობდა რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდიაში, რომლის დამთავრების შემდეგ იმავე თეატრის მსახიობი იყო. 1927 წელს პირველად გამოვიდა ფანდურით თელავში, ახვლედიანის მოთავეობით გამართულ პოეტ მარიჯანისადმი მიძღვნილ კონცერტზე. 1939 წელს შედგა მისი, როგორც მომღერლის დებიუტი მედუდუკეთა ანსამბლთან ერთად, თავიდანვე წარმატებით ასრულებდა ქალაქურ სიმღერებს და დიდი პოპულარობა მოიპოვა. XX ს-ის 40-იან წლებში სსრკ რადიოკომიტეტის დავალებით ატარებდა კონცერტებს ტალგაუკოვის მედუდუკეთა ანსამბლის თანხლებით, პარალელურად, იყო
ფილარმონიის სოლისტი. 1941 წელს მიიწვიეს საქართველოს რადიოკომიტეტში, სადაც მღეროდა ქართულ ხალხურ სიმღერებსა და რომანსებს. 1939- 1947 წლებში იყო საქართველოს რადიოკომიტეტის
სოლისტი. 1941-1945 წლებში მუშაობდა თბილისის პიონერთა სასახლეში. 1948 წლიდან მუშაობდა სიმღერის მასწავლებლად ქ. ქლუხორის ბავშვთა სახლში. 1949-1957 წლებში გახლდათ თბილისის სხვადასხვა სკოლის მასწავლებელი. მის რეპერტუარში, ძირითადად, ქართული ხალხური ხიმღერები შედიოდა, მათ შორის: „იავნანა“, „არწივი“, „გუთნური“, „ციცინათელა“, „სალამი, ჩიტუნებო“, „სიზმარი“, „მოხევის
ქალო თინაო“, „მშვენიერო“, „შენ გეტრფი“, „მუხამბაზი“, „კეკელა და მარო“, „თამარ-ქალის სიმღერა“. 200 სიმღერიდან მხოლოდ 10 სიმღერაა შემორჩენილი. ეს ის საუკეთესო სიმღერებია, რომლებიც ომის
პერიოდში ჩაიწერა. იმ დროს დუდუკებზე დაკვრა
მკაცრად იკრძალებოდა. იგი იყო შემსრულებელი სიმღერისა, რომელიც შეიქმნა კარლო კალაძის ლექსზე -– „ჩემი გმირი გიწოდე...“. მისი სიმღერები
სრულდებოდა როგორც დუდუკის თანხლებით, ასევე ჩონგურისა და გიტარის დამატებით. აღსანიშნავია, რომ ანა ვარდიაშვილი მეგობრობდა ელენე ახვლედიანთან, ისინი კლასელები იყვნენ. ვარდიაშ-
15-4 საპატრიარქოს უწყებანი N15 21ოქტომბერი-3 ნოემბერი 2021წ გვ.24
დეკანოზი დიმიტრი ვარდიაშვილი 1871-1924 (დასასრული)
ვილის ღვაწლი განსაკუთრებულია ქალაქური (თბილისური) ანსამბლის („დასტის“) აღმოსავლური რეპერტუარის გაქართულებაში. აღსანიშნავია, რომ მან ანსამბლის ტრადიციულ საკვრავებს მესამე დუდუკი დაუმატა, რითაც შემდგომში შესაძლებელი გახდა სამხმიანი ქართული სიმღერების შესრულება. 1960 წელს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ანა ვარდიაშვილს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება. ხელოვნებათცმდონე ლია
ბუაძე თავის სტატიაში „ჩვენი უკვდავების საიდუმლო“ ანა ვარდიაშვილზე წერდა: „უფროსი თაობის წარმომადგენლები დღესაც ჰყვებიან ლეგენდებს
მასზე. საოცარი პიროვნება ყოფილა. მის თავზე წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, თორემ... მამა 1924 წელს დაუხვრიტეს „სრულიად გასაგები მიზეზით“ იგი მღვდელი იყო. ჩამოართვეს ხისაივნიანი ლამაზი სახლი სოფელ საბუეში, სწორედ ის სახლი, რომლის შემოგარენს გატაცებით ხატავდა მისი მეგობარი ელენე ახვლედიანი. მიუხედავად იმისა,
რომ მომღერალი ქალი უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა ხალხში, მაშინდელი „ელიტარული სამყარო“ მას სდევნიდა, აქაოდა „სარდაფის ინსტრუმენტი“ სცენაზე გამოიტანაო. არადა, მართლაც
დაუვიწყარია მის მიერ დუდუკზე დამღერებული ჩვენი ხალხური ჰანგები, ის საოცარი მთლიანობა, ანა ვარდიაშვილის ხმა და ხალხურ საკრავთა მრავალხმოვანი აკონპანიმენტი რომ ჰქმნის“ )).
16 საპატრიარქოს უწყებანი N 16 4-17ნოემბერი 2021წ გვ.22
დეკანოზი არსენ ჭალაგანიძე 1840-1923/1924
დეკანოზი არსენ იოაკიმეს ძე ჭალაგანიძე 1840 წელს სამეგრელოს სამთავროში, სენაკის მაზრაში, სოფ. ნოსირში აზნაურის ოჯახში დაიბადა. სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. საეკლესიო ტიბიკონი და გალობა მარტვილის საკათედრო ტაძარში ისწავლა. 1873 წლის 6 მარტს სამეგრელოს ეპარქიის დროებითმა მმართველმა, არქიმანდრიტმა გრიგოლმა (დადიანი) მარტვილის საკათედრო ტაძრის მედავითნედ დაადგინა. 1873 წლის 21 მაისს მასვე დაევალა სამეგრელოს ეპარქიის კანცელარიაში მწერლის მოვალეობის შესრულება. იმავე წლის 2 აგვისტოს იმერეთის ეპარქიაზე სამეგრელოს ეპარქიის მიერთების გამო, რასაც ოჯახური მდგომარებაც დაერთო, არსენი გათავისუფლდა მწერლის თანამდებობიდან. 1878 წლის 15 აპრილს სამეგრელოს ეპარქიის ქორეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) კერძო
დიაკვნად გამოარჩია და მარტვილის საკათედრო ტაძრის კრებულში დაადგინა. 1880 წლის 20 აპრილს ქორეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა და იმავე ადგილზე დატოვა. 1882 წლის 15 მაისს მეორე დიაკვნის შტატში გადაიყვანეს. 1886 წელს, როდესაც გურია-სამეგრელოს ეპარქია შეიქმნა, დიაკონი არსენი ფოთის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. საკათედრო ტაძარში მეორე დიაკვნის შტატში დაინიშნა, სადაც 1887 წლის 8 სექტემბრამდე იმსახურა. 1887 წლის 8 სექტემბრიდან 1888 წლის
6 იანვრამდე უადგილოდ იყო. 1888 წლის 6 იანვარს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) მლვდლად დაასხა ხელი და ფოთის საკათედრო ტაძრის კრებულში დაადგინა. 1888 წლის 18 თებერვალს ალავერტის ოლქის სასულიერო გამომძიებლად დაინიშნა. 1889 წლის 3 მაისს წყემის წმ. ბარბარეს სახ. ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1889
წლის 29 ივნისს ერთგული და პატიოსანი სამსახურისათვის საგვერდულით დაჯილდოვდა. 1892 წლის 10 იანვარს თავისი ხარჯებით, ტაძართან გახსნა
სამრევლო-საეკლესიო სკოლა, სადაც მასწავლებლად, მღვდელ არსენის თხოვნით, თავისი შვილობილი გიორგი მილორავა დაინიშნა, რომელმაც საქმეს კარგად გაართვა თავი და 1895 წლის დეკემბერში გურია-სამეგრელოს ეპარქიის სასწავლო კომიტეტისაგან მადლობა გამოეცხადა. 1892 წლის 22 იანვარს მღვდელი არსენი მის მიერ გახსნილი სკოლის
გამგედ და საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. 1893 წელს გაზეთ „მწყემსში“ გამოქვეყნდა ვრცელი სტატია, სადაც მლვდელ არსენის დამსახურებებსა და საქმეებზეა საუბარი. წერილი უავტოროა. მისი სათაურია „კეთილი მწყემსის გავლენა მთელს მის სამწყსოზე": „ვინ არ იცის, რომ ხალხის კეთილდღეობა დამყარებულია იმ გონებრივ და ზნეობრივ
განვითარება ზე, რომლის შემწეობითაც კაცი ხერხიანად ებრძვის ბუნებას და ამ ბრძოლაშიდ სრულიად არ ეხება თავის თანამოძმის ინტერესებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამისთანა განვითარებას ერთობ მოკლებულია ხალხი, როგორც საზოგადრთ, ეგრეთვე ნამეტურ ჩვენში. მიზეზი ამისა, რასაკვირველია, არის ის განცალკევება, რომელიც სუფევს უბრალო
ხალხისა და ინტელიგენციის შუა. ვინც კი დაკვირვებია ჩვენი სოფლელების ცხოვრებას, ის უსათუოდ შენიშნავდა, რომ ის სოფელი, რომელსაც ბედმა
შემთხვევით არგუნა ერთი ანუ ორი ცოტათი მაინც განათლებული კაცი, ბევრათ განირჩევა იმ სოფლებიდამ, რომელსაც ეს ბედი არ შეხვედრია.
როგორც მაგალითი ამისთანა გონებრივ განვითარებული კაცის გავლენისა მთელს სოფლის მცხოვრებლებზედ, ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ
ს. წყემის (სენაკის მა ზრა) მრევლის მღვდელი. 3 წელიწადია, რაც ფოთის საკათედრო ტაძრიდამ წყემის წმ. ვარვარას ეკლესიაშიდ გარდმოყვანილია მღე. ა. გ! –– ძე. ამ მ წლის მოღვაწეობა ამა პატივცემულის და ღირსეულის მღვდლისა იმდენათ რთული და ნაყოფიერია თავის სამრევლოსათვის, რომ არ შეგვიძლია ორიოდე სიტყვა არ ვსთქვათ ამ საგან ზედ. სავსე კეთილის გრძნობით და გამსვალული ხალხისადმი სამსახურის სურვილით, მ. ა., რაკი
დამ ჯვიდრდა ახალ სამრევლოშიდ, იმ წამსვე შეიქნა ხალხისათვის საუკეთესო მოძმედ და, რასაკვირველია, მალე მოიხვეჭა მისი სიყვარულიც. როგორც მოძღვარი, ის არა სჯერდება თავისი აუცილებელ
მოვალეობის ასრულებას, რომელსაც შეადგენს თავის დროზედ წირვა-ლოცვა და სხვა წმ. საიდუმლოუბის აღსრულება. ის დაუახლოვდა ხალხს და ნიადაგ მისი საუკეთესო მრჩეველია ყოველ-ნაირ გაძირვებაშიდ. ეწვევა თუ არა რაიმე უბედურება რომელსამე ოჯახს სამრევლოშიდ, მ. ა. იმ წამსვე მიეშურება იქ და თავის გონიერი და გრძნობით სავსე სიტყვით
ამხნევებს მთელს ოჯახობას და ამ სულიერ გამხნევებასთან, როდესაც საჭიროება მოითხოვს, არ აკლებს, შეძლებისა გვარად, არც ნივთიერ დახმარებას. ჩვენ, სამწოხაროდ, არ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ
თითოეულად ის კეთილ-მოქმედება, რომელიც უხათუოდ მიუძღვის მ. ა –– ს თავის სამრევლოსადშმი, ამისათვის საჭიროდ ვრაცხთ იმის მრავალ კეთილმოქმედებიდამ აღვნიშნოთ მხოლოდ უმთავრესი და
16-1 საპატრიარქოს უწყებანი N 16 4-17ნოემბერი 2021წ გვ.23
დეკანოზი არსენ ჭალაგანიძე 1840-1923/1924 (გაგრძელება)
იმისთანა, რომელსაც აქვს საზოგადოებრივი ხასიათი. გარდა იმისა, რომ შრომით და შემწეობით ამა ღირსეულ მღვდლისა დამშვენებულია თვით წმ. ვარვარის ეკლესია, რომელიც აქამდისინ ერთობ ცუდს მდგომარეობაში იყო, მისივე მოთაობით და მოქმედებით ს. წყემში გაკეთდა მრავალიკგ ზა. სადაც აქამდისინ ავდრიანობის დროს კაცს ვერც კი შეეძლო გავლა და პირუტყვებიც ეგრე უწყალოდ იხრჩობოდენ ტბა-ტალახებში, ეხლა მ. არ -– ის შემწეობით და შრომით მშვენიერი გ ზატკეცილია გამართული და
რაც უნდა ავდარი იყოს, მ8 ზავრი თავისუფლად დადის. ეს გარემოება მით უფრო სასიამოვნოა და მოსახსენებელი, რომ, ზოგ ჩვენს ადმინისტრატორებს ბევრათარ აწუხებს ჩვენი სოფლების უგ ზოობა. ეს
არის მიზეზი კიდევაც, რომ მახლობელი სოფლელები შენატრიან ს. წყემის მდგომარეობას, სადაც არის, ხალხის სიტყვით, იმისთანა „თავიანთი კაცი“, როგორიც ბრძანდება მ. არსენი. როგორც მოეხსენებათ მკითხველებს, სამეგრელოს საზოგადოება ამ ჟამად ძრიელ ააშფოთა ჩვენი
უმეცარ მეცნიერების ბოროტ გამორკვევამ შესახებ მეგრულის ლიტერატურისა. საზოგადოებას ცოტა არ შეშინებია თვით სარწმუნოების შებღალვისაც. ამისთანა მდგომარეობაში, რასაკვირველია, ჩვენი
სამრევლო სკოლები შეიქნენ ხალხისათვის იმ საფრათ, სადაც კაცი ეგრე სისწრაფით იფარავს თავს მავნებელ ქარიშხლისაგან. როგორც წუწკი ქორის
დანახვა ზედ ქათმის წიწილები მიეშურებიან დედისაკენ და იმის ფრთებ ქვეშ ეძებენ შველას, ეგრეთვე ამ ჟამად ჩვენი ბავშვები რაღაც, ინსტიქტიურად, თითქოს მოსჩვენებოდეთ რაღაცა ქორის მსგავსი,
მიეშურებიან სამრევლო სკოლებისაკენ. ამისთანას მდგომარეობაშიდ, რასაკვირველია, ჩვენში სამრევლო სკოლებს დიდი მნიშვნელობა ექნებათ. ეს მნიშვნელობა კარგად აქვს შეგნებული მამა ა -– ნს, რომელსაც დიდი შრომა და ნივთიერი დახმარება მიუძღვის წყემში სამრევლო სკოლის დაარსებისათვის. მ. არ -– მა თავის ხარჯით ააშენა ამ
სკოლისათვის სადგომი, რომელიც დაუჯდა ჭ0ძ მანეთამდის. სკოლას აქვს მოშენებული პატარა ბაღი, სადაც შაგირდები თავის დროზედ დიდის ნადილით მუფშაობენ. მამს არ ნის ზედამხედველობით და
მოღვაწეობით ეს ბაღი ზაფხულში ძრიელ სასიამოვნო სანახავია. გასრულ მარიამობისთვეში ამ სკოლას უწვია მისი ყოვლად უსამღვდელოესობა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი გრიგორი და დიდათ კმაყოფილი დარჩა ამ სკოლის ბავშვების ბეჯითი და მარჯვე პასუხით. ძრიელ სასურველია, რომ მ. არ -– ის მაგალითი არ დარჩეს უყურადღებოდ მის მოძმიეთაგან და მათაც მიბაძონ მის საქებ საქციელს“. 1894 წლის 15 თებერვალს განათლების დარგში შეტანილი ღვაწლისათვის ეპისკოპოსმა გრიგოლმა მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1894 წლის 3 მაისს, საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) მას უმწიკვლო და დამსახურებული სამსახურის გამო, სკუფია უბოძა. 1894
წლის 15 მაისიდან 1897 წლის 20 აგვისტომდე ოლქის სამღვდელოების მხრიდან იყო დეპუტატი სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის საქმეებზე. 1897 წლის 20 აგვისტოს ნოსირის ოლქის სამღვდელოებამ თავის სულიერ მოძღვრად აირჩია და 1898 წლის 23 იანვარს ეპისკოპოსმა გრიგოლმა დაამტკიცა ამ პოსტზე. 1900 წელს მღვდელმა არსენმა გადაწყვიტა სკოლის აშენება წყემის ტაძართან და მხარდაჭერისა და
დახმარებისათვის ქართულ საზოგადოებას მიმართა. აი, რას წერდა იგი გაზეთ „ივერიაში“ ამასთან დაკავშირებით: „განვიზრახე-რა აგება სკოლის შენობისა ჩემდამო რწმუნებულის წყემის წმიდის ბარბარეს ეკლესიასთან, გურია-სამეგრელოს ეპარქიაში, მივმართე თხოვნით ნათესავებს და ნაცნობებს, რათა აღმოეჩინათ ჩემთვის ნივთიერი შემწეობა;
თხოვნა ჩემი შეწყნარებულ იქმნა: ბ-ბმა ალექსანდრე რატიანმა, სპირიდონ ნარაკიძემ, ყარამან ჯავახიამ და ალექსანდრე მელიამ აღმომიჩინეს დიდი
შემწეობა როგორც თავიანთი საკუთრებიდამ, ისე სხვებისაგან ფულების მოგროვებით, რისთვისაც მათ მე და სრულიად ჩემი სამრევლო შევწირავთ უღრმესს მადლობას და აგრეთვე სხვა შემომწირველებსაც დიდად ვმადლობთ“. წერილს დართული აქვს შემომწირველთასსია. სულ შეგროვდა 252 მანეთი და 90 კაპიკი. 1905 წლის 6 მაისს მღვდელი არსენი სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1910 წლის 29 აგვისტოს მღვდელმა არსენ ჭალაგანიძემ მღვდელ პირფილე იესეს ძე სისორდიასთან ერთად მრავალი ხალხის თანდასწრებით აკურთხეს სოფ. ნოსირის სახალხო სამკითხველო. აი, რას წერდა ამასთან დაკავშირებით ქართულ პრესაში უცნობი კორესპონდენტი ფსევდონიმით „ივანე“: „ნოსირის სამ;ითხველოს კურთხევას ადგილობრივი მღვდელი არ დასწრებია. ამ მღვდელს დიდ მოანგარეს სახელი აქვს დავარდნილი და ხალხი ოხუნჯობ-
16-2 საპატრიარქოს უწყებანი N 16 4-17ნოემბერი 2021წ გვ.24
დეკანოზი არსენ ჭალაგანიძე 1840-1923/1924 (დასასრული)
და: ალბათ იმიტომ არ მობრძანდა, რომ ვერას მიიღებდაო. გათავდა თუ არა კურთხევა, მამა არსენმა ხალხს მიულოცა სამ;ითხველოს გახსნა, და ორიოდე სიტყვით შეეხო სამ;ითხველოს მნიშვნელობას“. მღვდელი არსენი 1912 წლის 15 მაისს წმ. ანასI ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1922 წლის ივნისში კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს ისევ წყემის ტაძრის წინამძღვრად იხსენიება და დეკანოზის ხარისხი აქვს. ჰყავდა მეუღლე აგრაფინა სილიბისტროს ასული (დაბ. 1867წ.). შვილები არ ჰყავდა. მან იშვილა და გაზარდა გიორგი მილორავა, რომელიც მასთან მედავითნედ მსახურობდა. მისი შთამომავლები შემდეგ ცნობებს გვაწვდიან მღვდელ არსენის შესახებ: „გურია-სამეგრელოს ეპარქიის N1 საბლაღოჩინო ოლქის ბლაღოჩინი არსენი გადმოცემით ქუთაისის გუბერნიის სოფელ ბზვანიდან ყოფილა. იგი ეკლესიის ახლოს მეუღლესთან, აგრაფინა 4ალაგანიძესთან ერთად ცხოვრობდა. არსენს შვილი არ ჰყავდა და უშვილებია სამრევლო სკოლის მასწავლებელი
გიორგი მილორავა, რომელიც შემდეგ ლონდონში
(სხვა ვერსიით პეტერბურგში) სასწავლებლად გაუგ ზავნია. ლონდონიდან დაბრუნების შემდეგ გიორგი მამა არსენთან ერთად წყემის ეკლესიაში დიაკვნად მოღვაწეობდა. მისი მეუღლე აგრაფინა არსენამდე გარდაიცვალა ძლექით და ეკლესიის ეზოში დიდი ცაცხვის ძირას დაუსაფლავებიათ. თავად მამა არსენი კომუნისტების დროსაც მოესწრო და საკმაოდ მოხუცი გარდაიცვალა. სოფლის მჯვიდრ უხუცესებს კარგად ახსოვთ მღვდელი არსენი. ერთი ასეთი გადმოცემაც კი არსებობს, რომ კომუნისტებს იგი გაუპარსავთ და ვირის კუდზე მიბმული სოფელში ჩამოუტარებიათ. მამა არსენის შვილიშვილი იხსენებს, რომ ბაბუას შეურაცხყოფა და გაპარსვა ყოველთვის სურდათ კომუნისტებს, მაგრამ მამა (ანუ მამა არსენის შვილობილი) არ აძლევდათ უფლებასო. მამა არსენის გარდაცვალებაც კარგად ახსოვთ, უამრავი ხალხი მისულა სანთლებით ხელში. მამა გიორგის იგი მეუღლის, აგრაფინა ძალაგანიძის გვერდით დაუსაფლავებია“.
17 საპატრიარქოს უწყებანი N17 18ნოემბერი-1დეკემბერი 2021წ გვ.22
დეკანოზი მიხეილ გურგენიძე 1822-1868
„შემწე, მზრუნველი და ყოველივე კეთილის
მსურველი სტუდენტებისთვის“
დეკანოზი მიხეილ სვიმონის ძე გურგენიძე 1822 წლის 30 ოქტომბერს ქ. თბილისში მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1837-1843 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, სადაც საფუძვლიანი განათლება მიიღო. კარგად ფლობდა რუსულ სალაპარაკო ენასაც. 1843 წელს მიხეილი დაქორწინდა მელანია გაბრიელის ასულზე (დაბ. 182ვწ.), რომელთანაც 1844 წელს ერთი ასული -- მარიამი შეეძინა. 1843 წლის 10 ოქტომბერში თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა ევგენიმ (ბაჟენოვი) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 17 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და თბილისის მაცხოვრის მირქმის სახ. ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. 1845 წლის მიწურულს თბილისის ეკლესიების მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა. ამავე წელს დაქვრივდა. 1848 წელს, როდესაც აღიძრა საკითხი მოსკოვში ქართული საღვთო და საეკლესიო-საღვთისმსახურო წიგნების ბეჭვდისა, მამა მიხეილს, როგორც ქართულის კარგად მცოდნეს, დაევალა კორექტორობა და ამ მიზნით გაიგზავნა
მოსკოვში. აქ იგი დაუახლოვდა ქართველ ბატონიშვილებს, საქართველოს უკანასკნელ დედოფალ მარიამს, რომელმაც ჩარიცხა იგი თავის ამალაში. 1850 წელს დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, დაე- ნიშნა პენსია 400 მანეთის ოდენობით. 1850 წელსვე დაინიშნა ქართული ენის მასწავლებლად მოსკოვის ლაზარევის აღმოსავლეთის ენების ინსტიტუტში და
აგრეთვე მოსკოვის კონსტანტინეს სამიჯნაო ინსტიტუტში. 1857 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1859-1960 წლებში თან ახლდა ქართველ ბატონიშვილებს საზღვარგარეთ მოგზაურობისას, მათთან ერთად მოიარა ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები. იყო ქველმოქმედი, თავმდაბალი, მოყვარული სამშობლოსი და მამობრივად მზრუნველი რუსეთში მოსწავლე ქართველი სტუდენტებისა. 1864 წლიდან ითხოვა საქართველოში დაბრუნების ნებართვა, მაგრამ რატომღაც მისი დაბრუნების საკითხი დროში გაიწელა. 1868 წელს, სააღდგომოდ,
დეკანოზი მიხეილი გაცივდა და იმავე წლის 18 ივლისს, მოსკოვში ჭლექით გარდაიცვალა. დაასაფლავეს 21 ივლისს. მოსკოვში დეკანოზ მიხეილის დაკრძალვას დაესწრო ცნობილი საზოგადო მოღვაწე ნიკო ცხვედაძე,
რომელმაც გაზეთ „დროებაში“ მცირედი წერილიც გამოაქვეყნა მის შესახებ. იგი მოკლედ აღწერს მის ცხოვრებას და საუბრობს მის დადებით თვისებებსა
და სიკეთეზე, რაც მან თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე აღასრულა. აი, რას წერდა იგი: „განსვენებულ დეკანოზ მიხეილ გურგენიძის ხასიათში
სხვათა შორის ის იყო შესანიშნავი, რომ მხოლოდ ის ქართველები უყვარდა, რომელიც თავის საქმეს ბეჯითად ეკიდებოდნენ. ამგვარი ყმაწვილისათვის ის თავს არ ზოგავდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ამ გვარი კაცები თავის დროზე გამოსადეგი იქნებიან თავის ქვეყნისათვის. რამდენ ახალგაზრდა ქართველს, სწავლის მიღების მსურველს,
კუჭი რომ დასწვია შიმშილისაგან, დაუწყვია სანსალი აქა იქ, რომ, რა არის, შეხუდეს ვისმე კეთილ კაცს და ხელი გაიმართოს. მაგრამ საუბედუროდ
ამ გვარი გაჭირვებული ყმაწვილები ერთი კაცის მეტს ძნელად პოულობდნენ, იმისთანა კაცებსა, რომლებსაც თავიანთ ქუეყანა ჰყვარებოდათ და ამისა გამო თავიანთ ქუეყნის კაცებისათვის არაფერი დაეზოგათ. ეს ერთი კაცი იყო განსვენებული დეკანოზი მიხეილ გურგენიძე. ვისაც მოსკოვის უნივერსიტეტში და სასულიერო აკადემიაში შეუსრულებია კურსი, ყველამ იცის ამისი გულკეთილობა და ლტოლვილობა მისდამი, რომ მიუცია შემწეობა შევიწროებული სტუდენტებისათვის. არათუ მოსკოველებს, პეტერბურღის სტუდენტებ-
17-1 საპატრიარქოს უწყებანი N17 18ნოემბერი-1დეკემბერი 2021წ გვ.23
დეკანოზი მიხეილ გურგენიძე 1822-1868 (გაგრძელება)
საც კი აძლევდა შემწეობას. ბევრჯელ საქართველოში წამოსასვლელად
უთხოვნიათ ფული სესხად და ამ ცხონებულს შვიდ-შვიდ თუმნობით და ათ-ათ თუმნობით მიუცია. განსვენებულის მზრუნველობა აქაურ
ქართველებზე იქამდინ მიაღწევდა, რომ სტუდენტს სიკვდილის დროსაც ეს უხდებოდა პატრონად. ამის ხელში სამიოდ სტუდენტი მომკვღარა და
სამივე ამას დაუმარხავს. აი, ამ მიმართულებისა, მხურვალე სიყვარულის მქონე თავის მამულისადმი, გონიერი მამა აქაური ქართველებისა იყო იის კაცი, რომელიც 18 ივლისს გარდაიცვალა და 21-ს გამოასვენეს ქართველი ბატონიშვილების კარის ეკლესიიდან და გაამგზავრეს დიდი ცერემონიით იმ საიქიოს. დეკანოზი მიხეილი ამ სოფლად მოკვდა; მაგრამ არ მომკვდარა და არც მოკვდება მისი სახელი ჩვენ ყმაწვილ კაცებს შორის. ახალ თაობას მოსდევს იმოდენი ძალი, სიმართლის სიყვარული და ცოცხალი მეხსიერება, რომ მაგ გვარი მიმართულების კაცების სახელი ჩაიბეჭდოს თავის გონებაში და ღირსეულად მოიხსენიოს ხოლმე“. ვრცელი წერილი მიუძღვნა განსვენებული დეკანოზ მიხეილის დამსახურებებს ვ.გამრეკელმა,
რომელიც პირადად იცნობდა მოძღვარს. აი, რას წერდა იგი მის შესახებ: „პირველად ყოველმა, ვინც კი ვიცნობდით დეკანოზ მიხეილ გურგენიძეს, უნდა შევსწიროთ გულითადი მადლობა ნ. ცხვედაძეს, რომელსაც გამოუხატავს ცხოვრება, მიმართულება და კეთილკაცობა გარდაცვალებულის დეკანოზისა მოკლედ და სრულის სიმართლით; მეორედ უნდა ვუსამძიმროთ ყოველს ქართველს სტუდენტს, რომელიც ეხლა არის და იქნება მოსკოვის უნივერსიტეტში და სხვა მოსკოვის სასწავლებლებში, რომელმაც მამა დეკანოზს მიხეილ გურგენიძეში დაკარგა შემწე, მზრუნველი და ყოველივე კეთილის მსურველი სტუდენტებისთვის. არა თუ მარტო ახალგაზრდა ყმაწვილებს მართებს მწუხარება
გარდაცვალებულის დეკანოზისათვის, არამედ ყოველს ქართველს; ერთი მხრით იმითი, რომ ყოველს მამას, რომელიც გზავნიდა თავის შვილს მოსკოვში სასწავლებლად, უნდა ჰქონიყო სრული იმედი, რომ
დეკანოზი გურგენიძე აღმოუჩენდა მის შვილს ყოველს მამობრივს მზრუნველობას; მეორედ, რომ მისი მზრუნველობა და მეცადინეობა იმაზე იყო მიმართული, რომ ყველა ქართველი სტუდენტები კარგად მომზადებულნი დაბრუნებულიყვნენ ჩვენს სამშობლოში და ყოფილიყვნენ
სასარგებლო ქართველთათვის. მე ვიყავი ერთი მათგანი, რომელნიც ვიცნობდით ნეტარ-ხსენებულს დეკანოზს მ. გურგენიძეს დაახლოებით, გამოვცადეთ მისი მამობრიული დაუყვედრებელი მზრუნველობა, და ვიცოდით მისი პატიოსნური აზრები და მიმართულება. ის იყო ერთი წყნარი
და უწყინარი კაცი; ყოველთვის ცდილობდა, რომ მის კეთილ მოქმედებას არ ჰქონიყო ფარისევლური პირმოთნე სახე, ამიტომ არა მგონია, რომ
ბევრნი ყოფილიყვნენ ამისთანანი, რომელნიც იცნობდნენ დეკანოზ მ. გურგენიძეს. მე ვრაცხ ჩემს მოუცილებელს ვალად, რომ ვაცნობო მკითხველებს „დროებისას“ რამოდენიმე კეთილი საქმე ნეტარ ხსენებულის გურგენიძისა, რომელნიც იქმნება დამატებად საქებარის სიტყვებისა
ნ. ცხვედაძისა. როდესაც 1859 წელს მე მივედი მოსკოვში, პირველი პირი, რომელიც მე გამაცნეს სიტყვიერად ქართველთ სტუდენტებმა იყო დეკანოზი მ. გურგენიძე. მათ მარწმუნეს, რომ ამ უცხო ქვეყანაში ნურასფრის
გაჭირვებისა ნუ გეშინიანო, რადგანაც გურგენიძე
უეჭველად და ყოველს შემთხვევაში აღმოგიჩენს მამობრიულს შემწეობას და მზრუნველობას. იმ დროს დეკანოზი გურგენიძე იყო საზღვარგარეთ. როდესაც მობრუნდა იქიდგან, ცდილობდა, რომ გადმოეცა ჩვენთვის ის, რაც შეიძინა თავის მგზავრობით. შენიშნა სხვადასხვა ხალხებზე და ყოველივე განათლების ნაყოფი, რაც დაენახა მას თვალით.
პირველი ნახვისთანავე მისმა ფრიად სიმპატიურმა სახემ ჩანერგა ჩემს გულში მისი სიყვარული, სრული მასზედ ნდობა, რომელიც არის დიდი იმედი იმათთვის, რომელნიც მოცილებულნი არიან თავის
მშობლებს და გარშემო არა ჰყავს გულ-მტკივნელი ვინმე. მე მოგითხრობთ რამოდენსამე იმ მრავალს მის კეთილს მხარეებთაგანს, რომელიც ჩემის თვალით მინახავს და თვითონაც გამომიცდია. მე ვიდექი მოსკოვში ერთად ერთს ოთახში ერთს ყმაწვილ კაცთან ქართველთაგანთან, რომელიც ემზადებოდა უნივერსიტეტში შესასვლელად, ეს იყო -–- დიმიტრი
მ -- ხიშვილი. ეს ყმაწვილი კაცი იყო ძალიან კარგი მიმართულების, წყნარი და იმედი იყო, რომ ის სასარგებლო კაცი შეიქმნებოდა. გახდა სიჭლექით
17-2 საპატრიარქოს უწყებანი N17 18ნოემბერი-1დეკემბერი 2021წ გვ.24
დეკანოზი მიხეილ გურგენიძე 1822-1868 (დასასრული)
ავათ და ექიმებმა იმედი გადაიწყვიტეს მის მორჩენაზე. დეკანოზმა მ. გურგენიძემ, რომელიც ძალიან ცდილობდა მისთვის და ყოველს მეცადინეობას ხმარობდა, რომ ის მომზადებულიყო და შესულიყო
უნივერსიტეტში, როდესაც მე შევატყობინე ზემოხსენებული
ექიმებს გადაწყვეტილება, ძალიან შესწუხდა და მითხრა, რომ რა გაეწყობაო, ახლა უნდა ვეცადოთო, რომ ეგება ცოტა მოკეთდესო და შინ გავ-
გზავნოთო. ყოველ დღეს, ხან ერთხელ და ხან ორჯერ მოვიდოდა და იჯდა ავადმყოფთან რამდენიმე საათობით; როდესაც მე სახლში არ ვიყავი, ის
სულ მიუცილებლივ მასთან იყო; გარდა ამისა, წამლები. სხვადასხვა ნაირი საჭმელები, რომელსაც ექიმები უნოშნავდნენ, ყოველსავეს ის უგზავნიდა. ერთის სიტყვით უკანასკნელს საათამდის დეკანოზი გურგენიძე არ
მოსცილებია მას. იმ დღეს, როდესაც მოკვდა დიმიტრი მხიშვილი, მე მქონდა ეგზამენი და ამის გამო არ ვიყავი სახლში. როდესაც მოვბრუნდი და
შევედი სახლში, დავინახე, რომ მიცვალებული გადმოეღო კრაოტიდგან და თავის ხელით ჰბანდა; როცა შემოსა მიცვალებული და დაასვენა კრაოტზე,
დაიწყო ცხარის ცრემლით ტირილი; ერთის სიტყვით ისეთი იყო მისი მოქმედება იმ შემთხვევაში, როგორც მშობელი მამისა -– გასვენება და დამარხვა მან მიიღო თავის თავზე: გაუკეთა მშვენიერი კუბო და გაასვენა დიდის პატივით, ყველა ქართველი სტუდენტების დასწრებითა.
მეორე შემთხვევა მე გამოვცადე თვითონ ჩემს თავზე. უკანასკნელს დროში, როდესაც ვათავებდი მე კურსს ეგზამენების დროს გავხდი ავათ, ვიგრძენ
გულის ტკივილი და სისხლსაც მაფურთხებინებდა. რასაკვირველია ამ შემთხვევამ ძალიან შემაშინა; მაგრამ ჩემს ნაკლებ არც დეკანოზი გურგენიძე შეაწუხა. რომელთაც მე გამიშინჯეს გული, იმ ექიმებთან მიდიოდა და ჰკითხვიდა: ხომ არაფერი უჭირსო, ხომ ეგზამენები
არ აწყენს მის სნეულებასაო; როდესაც მათ იმედი უთხრეს, მოვიდა ჩემთან და მაიმედებდა: გაათავე ეგზამენები, არა გიჭირს რაო, თუ რამე გინდაო ყოველის მოურიდებლათ მე ჩემს სიცოცხლეშიაც ვერ გადაუხდიდი, მაგრამ ის იმითი აკმაყოფილებდა თავის კეთილს აზრს. და რამოდენიმე
გარდა ამ მაგალითებთა ხუთის წლის განმავლობაში ვნახე მისი კეთილი საქმეები, მხოლოდ მისი სამწუხარო ეს იყო ყოველთვის, როდესაც ქართველი სტუდენტები ზარმაცობდა, როდესაც ჩვენგანი
ვინმე გაათავებდა ეგზამენს, იმან იმავე დღეს იცოდა, ვინ რა ბალი მიიღო.
ნეტარხსენებულო დეკანოზო მიხეილ! ეს რამოდენიმე ჩემი სიტყვა იყო დამამტკიცებელი იმისა, რომ შენი კეთილი მოქმედება არ არის დავიწყებული და დასასრულ ვისურვებ, რომ შენს კეთილ გზაზედ
გამოვიდნენ მრავალნი, რომელთაც აღუდგენენ უკვდავს ძეგლს თავის გულში, ყოველი ყმაწვილი მოსწავლე ქართველი“.
17-3 საპატრიარქოს უწყებანი N17 18ნოემბერი-1დეკემბერი 2021წ გვ.24
ეპისკოპოსი გობრონი (წკრიალაშვილი) 1899-1954 (დასასრული)
ქმა მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) წმინდა სინოდის მღვდელმთავართა თანამწირველობით ეპისკოპოსად დაასხა ხელი და წილკნის ეპარქიის კათედრაზე დაინიშნა. „ვიცი, მომაკვდავი ვარ, აღნიშნა ეპისკოპოსმა გობრონმა, მაგრამ ისეთი მადლი გადმოდის ეპისკოპოსად კურთხევის დროს კურთხევაზე, რომ ვინ იცის, იქნებ ღმერთმა ინებოს და გამომაჯამრთელოს და მეც შევძლო ეპისკოპოსად მოღვაწეობა“. ზუსტად 48 დღე იყო მეუფე გობრონი წილკნის ეპისკოპოსი, და ისე გარდაიცვალა, რომ ვერც სვეტიცხოველში ჩავიდა და ვერც სამღვდელმთავრო წირვა-ლოცვა აღასრულა. 1954 წლის 20 თებერვალს ერთმანეთს შეხვდნენ კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ III და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს რწმუნებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთათვის გ. ი. გოგოლაშვილი. საუბარი შეეხებოდა ეპისკოპოს გობრონის ხელდასხმას. გოგოლაშვილს აინტერესებდა, თუ სად იყო ეპისკოპოსი გობრონი და რატომ არ ჩანს ის მცხეთაში. კათოლიკოსმა უპასუხა, ჩვენი ცნობით, იგი ხელდასხმის მეორე დღიდან ლოგინად ჩავარდა და თბილისში, საკუთარ სახლში მკურნალობს. მასთან სტუმრად იყო და მოინახულა დეკანოზმა რომანოზ პეტრიაშვილმა, რომელმაც გადმომცა ეს ინფორმაცია. ამ დღეებში მე თავად ვაპირებ მასთან მისვლას და ვითარებაში გარკვევასო. ამ საუბრიდან ორ დღეში, კათოლიკოსი კვლავ შეხვდა რწმუნებულ გოგოლაშვილს და მოახსენა, რომ გუშინ, თერთმეტის ნახევარზე, ეპისკოპოსი გობრონი მოულოდნელად გარდაიცვალაო. 1954 წლის 11 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, პ. გაგოშიძე რწმუნებულ გ. ი. გოგოლაშვილს ოფიციალურ ბარათს უგზავნის, სადაც ვკითხულობთ: „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კანცელარია ამით მოგახსენებთ, რომ წილკნელ ეპისკოპოსად ახლად ხელდასხმული ყოვლადსამღვდელო გობრონი ამა წლის 21 თებერვალს გარდაიცვალა“. ეპისკოპოსი გობრონი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის გალავანში, ტაძრის სამხრეთით, ეპისკოპოსების - პავლესა (ჯაფარიძე) და ტარასის (კანდელაკი) გვერდით დაასაფლავეს.
18 საპატრიარქოს უწყებანი N18 2-15დეკემბერი 2021წ გვ.20
ეპისკოპოსი გობრონი (წკრიალაშვილი) 1899-1954
ეპისკოპოსი გობრონი, ერისკაცობაში მიხეილ ეფრემის ძე წკრიალაშვილი, 1899 წლის 21 ნოემბერს, ქ. თბილისში, მოქალაქის ოჯახში დაიბადა. მამამისი ეფრემ ანდრიას ძე წკრიალაშვილი წარმოშობით იყო გორის მაზრის სოფ. შავშვებიდან. იგი 1907 წელს გარდაიცვალა. დედა დარია ზაქარიას ასული ნადირაშვილი სოფ. კავთისხეველი გლეხის ქალი იყო. 1907-1912 წლებში მიხეილი კუკიის პეტრე დიდის სახ. სამოქალაქო ოთხწლიან სკოლაში, ხოლო 1912-1916 წლებში თბილისის სახელოსნო ოთხწლიან სამოქალაქო სასწავლებელში სწავლობდა. 1918 წლის 26 იანვარს იგი თბილისის ახალგახსნილ უნივერსიტეტში (1918 წლის 3 სექტემბრიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ჩაირიცხა, სადაც 1919 წლის 2 დეკემბრამდე სწავლობდა. 1918 წლის 4 აპრილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ III-ის (საძაგლიშვილი) ლოცვა-კურთხევით, იგი მონაზვნად აღიკვეცა, სახელად გობრონი ეწოდა და საკათალიკოსო სასახლის კარის ეკლესიას მიაწერეს, ხოლო ოფიციალურად იგი მარტყოფის „ღვთაების“ მონასტრის საძმოში ჩაირიცხა. 1919 წლის 3 თებერვალს მონაზონი გობრონი თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ იოანეს (მარღიშვილი) წერდა: „თქვენო მაღალ ღირსებავ! უმორჩილესად გთხოვთ, აღძრათ შუამავლობა მათის უწმინდესობის წინაშე, რათა გადმოყვანილ ვიქმნე და ჩარიცხულ ძმათა შორის თქვენ მიერ რწმუნებულ მონასტერში“. როგორც საეკლესიო საბუთებიდან ჩანს, მონაზონი გობრონი პარალელურად თბილისის წმ. მარინეს სახ. ტაძარში მედავითნეობდა, რაც მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ იოანეს გულისწყრომას იწვევდა, რადგან თავად ფერისცვალების მონასტერი წირვა-ლოცვის გარეშე რჩებოდა. ამის გამო იგი კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს (ოქროპირიძე) წერდა: „დღევანდელ დიდებულ დღეს, როდესაც, სულ უკანასკნელ ღარიბ და მთებში გადაკარგულ სოფელშიაც
კი უსათუოდ შეიწირება უსისხლო მსხვერპლი, აქ თქვენი მეუფების ქალაქის მონასტერში, სადაც განისვენებენ დიდებული სიწმინდეები და წმ. ნაწილნი, არ გაღებულა დღეს კარი სამონასტრო ტაძრისა... გული ბოღმით მევსებოდა, როდესაც მლოცველთ ვაბრუნებდი უკან... მართალია, დღეს მონასტერში ითვლებიან კრებულის წევრებად მწირბერი გობრონი და მღვდელ-მონაზონი ამბროსი, მაგრამ მხოლოდ იურიდიულად, ფაქტიურად კი, პირველი მათგანი მედავითნეობს წმ. მარინეს ეკლესიაში, ხოლო მეორე, მღვდელ-მონაზონი ამბროსი, დღიდან მის გადმოსვლისა მონასტერში, მღვდლის თანამდებობას ასრულებს მეტეხის ციხის ეკლესიაში. მოვახსენებ რა თქვენს უწმინდესობას ამ ფრიად სამწუხარო, მეტი რომ არ ვსთქვათ, მოვლენაზე, უმორჩილესად ვსთხოვ თქვენს უწმინდესობას, რათა რაიმე ხელმძღვანელობითი განკარგულება მიბოძოთ"“. ამ ეტაპზე საბუთებიდან აღარ ჩანს, თუ რა ღონისძიებები გაატარა უწმინდესმა ლეონიდემ მათ მიმართ, თუმცა შემდგომ წლებში, მწირმონაზონი გობრონი და მღვდელ-მონაზონი ამბროსი ისევ ფერისცვალების მონასტრის საძმოში ირიცხებიან. გარდა წმ. მარინეს ტაძარში მედავითნეობისა, მონაზონი გობრონი იმ პერიოდში ყოფილ თბილისის საგუბერნიო 1 საპყრობილეში მწერლადაც მუშაობდა. 1919 წლის 2 ივნისს ბოროტმოქმედებმა დაარბიეს არმაზის ღვთისმშობლის მონასტერი და მოკლეს იქ მოღვაწე არქიმანდრიტი მირიანი (ბექაური) და მორჩილი გიორგი. საქართველოს საკათალიკოსო კანცელარიის დავალებით მონაზონი გობრონი არმაზის მონასტერში მიავლინეს ვითარების გასაცნობად. იგი, თბილისში დაბრუნებული, გაზეთ „საქართველოს“ ფურცლებზე წერდა: „7 თიბათვეს მე თვითონ დავბეჭდე მონასტრის კარები და კომისრის განკარგულებით მილიციონერიც ჩავაყენე. მამა მირიანი უგზო-უკვალოდ არის დაკარგული, მოკლულია მხოლოდმისი მორჩილი „გაგა“ და მონასტერიც გაძარცვულია. უმორჩილესად გთხოვთ,
18-1 საპატრიარქოს უწყებანი N18 2-15დეკემბერი 2021წ გვ.21
ეპისკოპოსი გობრონი (წკრიალაშვილი) 1899-1954 (გაგრძელება)
ყოველნაირი ცნობები მირიანის შესახებ გვაცნობოთ ამ მისამართით: თბილისის ფერისცვალების მონასტერი, მამა გობრონს". რამდენიმე დღის შემდეგ მამა მირიანის (ცხედარი მართლაც იპოვეს იქვე ახლოს, ერთ-ერთ ხევში, მოკლული და ნაწამები. 1919 წლის 28 ივნისს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახ. საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) იგი დიაკვნად აკურთხა. 1919 წლის 10 ივლისს ახლადნაკურთხი ბერ-დიაკონი გობრონი სრულიად საქართველოს საკათალიკოზო საბჭოს წერდა: „უმორჩილესად გთხოვთ, მომცეთ თავისუფალი მწერლის ადგილი თქვენ მიერ რწმუნებულ სამწერლობოში“. 1920 წლის 14 თებერვალს თბილისის საეპარქიო საბჭოს მდივანი, დავით დავითაშვილი თბილისის საოლქო საბჭოს თავმჯდომარეს, დეკანოზ გრიგოლ გიორგაძეს სწერდა: „ტფილისის საეპარქიო საბჭოს კანცელარია პატივისცემით გაუწყებთ ცნობად, რომ ფერისცვალების მონასტრის ბერი გობრონი, თანახმად მისივე თხოვნისა, მათი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლეონიდეს მიერ ამა 1920 წლის 2 იანვარს მიშვებულ იქმნა, ხოლო ამავე წლის 9 თებერვალს დამტკიცებულია მეტეხის ტაძრის მედავითნის თანამდებობაზე“. საბუთში ბერ-დიაკონი გობრონი ბერად არის მოხსენებული, თუმცა იგი ამ დროს უკვე ხელდასხმული იყო დიაკვნის ხარისხში. როგორც ჩანს, მას, საეკლესიო წესების დარღევის გამო, დროებით შეჩერებული ჰქონდა ღვთისმსახურება და მისი საქმე საეკლესიო სასამართლოში განიხილებოდა (კონკრეტული მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია -– გ.მ.). ეს ჩანს 1920 წლის 11 მარტს შედგენილ საბუთიდან, რომელშიც იგივე მდივანი დ. დავითაშვილი დეკანოზ გიორგაძეს სწერდა: „თბილისის საეპარქიო სასამართლოს სამწერლო ამით პატივისცემით გაცნობებთ ჯეროვანი განკარგულებისათვის, რომ 25 თებერვალს 1920 წელსა ხსენებულ სასამართლომ განიხილა რა ყოვლად უსამღვდელოეს სოხუმის მიტროპოლიტის ამბროსის წერილობითი განცხადება ბერ გობრონის შესახებ და განაჩინა: დღეს თბილისის მეტეხის ეკლესიაში მედავითნის ადგილზედ მყოფ ბერ გობრონს მომავალ აღდგომამდე აეკრძალოს მთავარ-დიაკვნად მოხმარება ღვთისმსახურების დროს“. 1920 წლის 20 დეკემბერს ალავერდელი ეპისკოპოს პიროსის (ოქროპირიძე) ლოცვა-კურთხევით ბერ-დიაკონი გობრონი ბოდბის წმ. ნინოს სახ. დედათა მონასტრის ღვთისმსახურად განემწესა (1950 წლის 15 იანვარს შედგენილ თავის ბიოგრაფიაში იგი ბოდბეში დანიშვნის თარიღად 1919 წელს ასახელებს, რაც ჩვენი აზრით შეცდომა უნდა იყოს, რადგან ზემოთ მოყვანილ ოფიციალურ საბუთებში იგი ისევ თბილისში იმყოფებოდა -– გ.მ.) 1921 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსმა პიროსმა არქიდიაკონის წოდება მიანიჭა და თელავის ღვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძარში დანიშნა. 1921 წლის 27 დეკემბერს არქიდიაკონი გობრონი ალავერდის ეპარქიის კანცელარიაში საქმის მწარმოებლად დაინიშნა. 1923 წლის 22 აპრილს უცნობმა ბოროტმოქმედებმა გატეხეს თბილისში მდებარე საკათალიკოსო კარის ეკლესია, სადაც იმ პერიოდში ცხოგრობდა და წირვა-ლოცვებს აღასრულებდა (იყო ეკონომოსიც) მღვდელ-მონაზონი ეფრემი (სიდამონიძე, შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი). ხელისუფლებამ დაკითხა მღვდელ-მონაზონი ეფრემი, რომელმაც ჩვენებაში აღნიშნა: „21 აპრილს იყო წირვა.
18-2 საპატრიარქოს უწყებანი N18 2-15დეკემბერი 2021წ გვ.22
ეპისკოპოსი გობრონი (წკრიალაშვილი) 1899-1954 (გაგრძელება)
ეკლესიაში წირვის დროს შემოვიდნენ, შიკრიკი საკათალიკოსო საბჭოს კანცელარიისა ალექსანდრე კახეთელიძე, დიაკონი ლომიძე ბიძინა, მოხუცი 80 წლის კალანდარიშვილი, აღმასკომის ბუღალტერი, ახალგაზრდა კაცი ასე 25-27 წლის, რომლის გვარი არ ვიცი, და ამ დღეებში კახეთიდან ჩამოსული მთავარდიაკვანი ბერი გობრონი. წირვის დამთავრების შემდეგ ზემოთ აღნიშნული პირნი აღარ ჩანდნენ და მე მხოლოდ აღმასკომის ბუღალტერთან ერთად გამოვედი ეკლესიიდან და დავკეტე ყველა კარები“. გამომძიებელმა ასევე დაკითხა დიაკონი ბიძინა არჯევანის ძე ლომიძეც, რომელიც წირვაზე იგივე ხალხს ასახელებს, მხოლოდ დაამატა: „გობრონს ახლდა ვიღაც სომეხი შუა ხნის კაცი და გობრონი ეხმარებოდა ეფრემს მსახურებაში. მე დავინახე, რომ ყველა პირი, ვინც აქ ჩამოვთვალე, ეზოდან გავიდა. ღია ფანჯარა არ დამინავს, რომ დამენახა, დავკეტავდი“. 1924 წლის 27 ივნისს არქიდიაკონი გობრონი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ იოანეს (მარღიშვილი) წერდა: „უპირველეს ყოვლის ვეამბორები თქვენს წმ. მარჯვენას და შემდგომ შევსთხოვ ყოვლად შემძლებელ ღმერთს თქვენი მეუფების ჯანმრთელობას საკეთილდღეოდ ერისა და ეკლესიისა ჩვენისა. მე ლოცვითა თქვენი მეუფებისათა კარგად გახლავართ... ვითმენ ყოველსა ტანჯვასა აღთქმისაებრ ჩემისა. თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ! მოგმართავთ რა თხოვნით, ვიმედოვნებ, შემისრულებთ სურვილს და ოფიციალურად კანცელარიის საშუალებით მაცნობებთ დადასტურებას თქვენი მეუფების მიერ, რომ მღვდელ-მონაზონ სერაფიმეს დაკრძალვის შემდგომ მისმა მემკვიდრეებმა თქვენი მეუფების თანდასწრებით გადმომცეს ერთი ყუთი სხვადასხვა საღვთისმეტყველო წიგნები 1919 წლის მაისის თვეში ტფილისის ფერისცვალების მონასტერში“. ამასთან დაკავშირებით, 1924 წლის 23 ივლისს, მიტროპოლიტი იოანე ოფიციალურ ცნობას აგზავნის თელავში: „ვადასტურებ, რომ 1919 წლის გაზაფხულზე როდესაც ჩვენი ფერისცვალების მონასტრის გარდაცვალებულ მღვდელ-მონაზონი სერაფიმეს (მიმინოშვილი) ნივთებს ვამოწმებდით, მაშინ მისმა მემკვიდრემ, ბარბარე სპირიდონის ასულმა მიმინოშვილმა გადასცა საჩუქრად იეროდიაკონ გობრონს რამდენიმე ძვირფასი საღვთისმეტყველო წიგნი“. როგორც ჩანს, არქიდიაკონ გობრონს მამა სერაფიმესგან მიღებულ ქონებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა ხელისუფლებასთან, რის გამოც საჭირო გახდა მეუფე იოანეს ჩარევა. 1925 წლის 20 იანვარს, პირადი თხოვნის საფუძველზე, არქიდიაკონი გობრონი გათავისუფლდა ალავერდის ეპარქიისა და საქართველოს ეკლესიის სამსახურიდან და სომხეთში უმაღლესი განათლების მისაღებად გაემგზავრა, სადაც 1925 წლის 23 იანვრიდან 1926 წლის 22 მარტამდე მუშაობდა ყაფანში, ზანგეზურის თითბირის სადნობ ქარხანა-მაღაროების სამმართველოში საქმეთა მმართველის თანამდებობაზე. 1926 წლის 20 მარტიდან 1929 წლის 31 დეკემბრამდე იყო ყაფანის მუშათა საავადმყოფოს გამგე. 1930 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 20 აგვისტომდე სწავლობდა ქ. ერევნის ინსტიტუტში შესვლის გადასამზადებელ კურსებზე. 1930-1935 წლებში, სწავლობდა ერევნის სამედიცინო ვეტერინარულ ინსტიტუტში და რადგან ერთ და იმავე დროს ორი ფაკულტეტის დამთავრება არ შეიძლებოდა, სახელმწიფო გამოცდებზე დაშვებულ იქნა მხოლოდ ვეტერინარულ სამკურნალო ფაკულტეტზე. 1935 წლის 15 მარტს, ინსტიტუტიდან განაწილებით, მუშაობა დაიწყო სამხრეთ ოსეთის მიწსახკომში უფროსი ექიმის თანამდებობაზე, სადაც დაჰყო 1935 წლის 1 სექტემბრამდე. 1935 წლის 3 სექტემბრიდან 1937 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მიწსახკომის განკარგულებით მსახურობდა ავჭალის სასოფლო საბჭოში და ამავდროულად, 1936 წლიდან 1941 წლის 10 მარტამდე იყო ზემო ავჭალის მცირეწლოვანთა შინსახკომის კოლონიის საავადმყოფოსა და პოლიკლინიკის დირექტორის მოადგილე და ლაბორატორიის გამგე. 1940 წლის 5 მაისიდან იმავე წლის 11 ივნისამდე გაიარა ექიმთა გადასამზადებელი ცენტრის სისხლის გადასხმის ინსტიტუტთან არსებული კურსი „სისხლის გადასხმა და გემოტოლოგია“ პროფესორ მუხაძის ხელმძღვანელობით. 1941 წლის 16 მარტს ზემოთ ხსენებული საავადმყოფოსა და პოლიკლინიკის დახურვის გამო, საქართველოს ჯანსახკომის მიერ გადაყვანილ იქნა თბილისის რკინიგზის საავადმყოფოში, სადაც დაჰყო 1941 წლის 21 სექტემბრამდე. 1941 წლის 25 სექტემბერს მიწსახკომის მიერ მობილიზებულ იქნა წალკის რაიონში მთავარ ექიმად. 1945 წლის 2 აპრილიდან 1946 წლის 6 სექტემბარმდე მუშაობდა ქ. გორში და გორის რაიონში მთავარ ექიმად, ხოლო 1946 წლის 6 სექტემბრიდან იყო მარნეულის რაიონის მთავარი ექიმი. ამავე პერიოდში სამეცნიერო ხარისხის მოსაპოებლად გაგზავნილი ჰქონდა შრომა ქ. მოსკოვის ს. ს. მეცნიერების აკადემიაში პროფ. ტომმეს კათედრაზე. 1950 წლის 26 იანვარს, ავადმყოფობის გამო, პირადი თხოვნის საფუძველზე, გობრონ წკრიალაშვილი გათავისუფლდა ექიმის თანამდებობიდან და 51 წლის ასაკში კვლავ მშობელ ეკლესიას მიაშურა. მან ვრცელი წერილით მიმართა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ ეფრემს (სიდამონიძე) და ითხოვა სასულიერო ხარისხში აღდგენა. მეუფე ეფრემმა ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმინდეს კალისტრატეს (ცინცაძე) მოახსენა, რომლისგანაც ნებართვა მიიღო. 1950 წლის 27
18-3 საპატრიარქოს უწყებანი N18 2-15დეკემბერი 2021წ გვ.23
ეპისკოპოსი გობრონი (წკრიალაშვილი) 1899-1954 (გაგრძელება)
იანვარს გობრონი აღადგინეს არქიდიაკვნის ხარისხში, ხოლო მეორე დღეს, 28 იანვარს, ქუთაისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახ. საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა ეფრემმა მღვდლად დაასხა ხელი და ამავე ტაძრის მესამე მღვდლის ადგილზე დაადგინა. 1950 წლის 8თებერვალს მღვდელ-მონაზონი გობრონი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში სოხუმის წმ. ნიკოლოზის სახ. საკათედრო ტაძრის მეორე მღვდლის ადგილზე და სოხუმის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1950 წლის 28 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1951 წლის 21 აპრილს იგი თბილისში, კუკიის წმ. ნინოს სახ. ტაძრის მლვდელმსახურად გადმოიყვანეს. 1951 წლის 31 ივლისს მლვდელ-მონაზონი გობრონი სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახ. საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ დაინიშნა. 1951 წლის 10 ოქტომბერს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მოღვაწეობის პერიოდზე შემორჩენილია მცირე მოგონება არქიმანდრიტ გობრონზე, რომელიც ქალბატონმა მედიკო კვანტალიანმა შემოგვინახა. მისი თქმით ეპისკოპოსი გობრონი ყოფილა მშვენიერი ფიზიკური აღნაგობის, განათლებული და საქართველოს ისტორიის ბრწყინვალედ მცოდნე. საქართველოში საბერძნეთიდან ჩამოსული სტუმრები, რომელთაც სურვილი ჰქონიათ ენახათ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდებული ტაძარი. ეს ნატვრა აუსრულეს და როდესაც ისინი ჩავიდნენ მცხეთაში და მოინახულეს სვეტიცხოველი, მეგზურობას უწევდათ მაშინ არქიმანდრიტის ხარისხში მყოფი გობრონი. მან ჩამოსულებს ბერძნულ ენაზე ბრწყინვალედ მოუთხრო საქართველოს ეკლესიის მდიდარი ისტორია. სტუმრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა ღრმა ცოდნამ. როდესაც ისინი ჩავიდნენ საბერძნეთში, თავიანთი სამშობლოდან მათ მადლობა გამოუგზავნეს საქართველოს მაშინდელ მთავრობას ასეთი განათლებული საეკლესიო პირის გამო. 1952 წლის 5 აპრილს, არქიმანდრიტი გობრონი, როგორც მცხეთა-თბილისის ეპარქიის დელეგატი, ესწრებოდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის IX საეკლე- სიო კრებას, სადაც კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ურბნელი მიტროპოლიტი მელქისედეკი (ფხალაძე). 1953 წლის 5 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) მიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრებს - მიტროპოლიტ ეფრემს (სიდამონიძე) და ეპისკოპოსებს - გაბრიელს (ჩაჩანიძე), ანტონს (გიგინეიშვილი), დიმიტრის (იაშვილი), წერილობით გამოეთქვათ თავიანთი აზრი არქიმანდრიტ გობრონის ეპისკოპოსად კურთხევის განზრახვაზე. ყველანი დაეთანხმნენ უწმინდეს მელქისედეკს, თუმცა მიტროპოლიც ეფრემის აზრით, თავშეკავება აჯობებდა. აი, რას წერდა 1953 წლის 28 ნოემბერს ამასთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ II-ის მდივანი პოლიევქტოს გაგოშიძე მეუფე ეფრემს: „დღეს მივიღე თქვენი ბარათი და თქვენივე ნააზრალი გობრონის გამღვდელმთავრების შესახებ. უნდა მოგახსენოთ, რომ თქვენი ნააზრალი სწორუპოვარია და საჭიროა საქმეში იქნეს ჩაკერებული, თუმცა, შესაძლებელია, უწმიდესს საწყენად დაურჩეს. წინასწარ ნიადაგს მოვშინჯავ და თუ შევატყე რაიმე ზიანი მოჰყვება თქვენთვის, მაშინ არ გადავსცემ. ამ შემთხვევაში, თქვენ რომ ჩამობრძანდებით 8 დეკემბრისათვის, მაშინ თვითონ თქვენ მოახსენეთ: „რადგანაც თქვენი სურვილია და სხვებიც თანახმანი არიან, იყავნ ნება თქვენი. გობრონი მძიმე ავადმყოფია, მაგრამ მაინც, აწი თუ არ შესცვალა, შობას - მცხეთაში უპირებს კურთხევას -- წილკნელის სახელით“. 1954 წლის 2 იანვარს მოხდა არქიმანდრიტ გობრონის ეპისკოპოსად სახელდება, მეორე დღეს კი სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარ
19 საპატრიარქოს უწყებანი N19 16-29დეკემბერი 2021წ გვ.21
უშაფათელი ბოკუჩავების ოჯახი
ჩვენი გაზეთის საშუალებით რამდენჯერმე გიამბეთ იმ სასულიერო პირთა შესახებ, რომელთა წინაპრები საუკუნეების განმავლობაში ერთგულად და თავდადებით ემსახურებოდნენ დედაეკლესიას.
ამჯერად, კიდევ ერთი ასეთი ოჯახი გვინდა გაგაცნოთ, რომელთა გვარიდან რამდენიმე ღირსეული სასულიერო პირი აღიზარდა ეკლესიის წიაღში. მართალია ამ გვარში უკანასკნელმა სასულიერო პირმა
ვერ გაუძლო კომუნისტური რეჟიმის რეპრესიებს და ანაფორა გაიხადა, მაგრამ ვისაც ოდნავი შეხება მაინც ჰქონია იმჟამინდელ სუსხიან წლებთან, დაგვეთანხმება რომ იმ დევნის გაძლება ადვილი საქმე არ გახლდათ. ბოკუჩავების ეს გვარი სამეგრელოდან, სოფ. უშაფათიდან მომდინარეობს. მათ თავიანთი მსახურებითა და მოღვაწეობით მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს საქართველოს საეკლესიო ისტორიაში.
მღვდელი თადეოზ ბოკუჩავა 1795 წელს სამეგრელოს სამთავროში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. ქართულ ენაზე საეკლესიო წიგნი და წერა მარტვილის მამათა მონასტერში მლვდელ-მონაზონ გაბრიელთან ისწავლა. 1820 წელს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ბესარიონმა (დადიანი) მღვდლად დაასხა ხელი და უშაფათის მაცხოვრის სახ. ტაძარში განამწესა. ჰყავდა შვილები: მღვდელი იოანე (დაბ. 1822, სხვა ვერსიით 1826 წელს.); მედავითნე ბესარიონი (დაბ. 1844წ.). ამ ეტაპზე, მისი გარდაცვალების წელი უცნობია.
19-1 საპატრიარქოს უწყებანი N19 16-29დეკემბერი 2021წ გვ.22
უშაფათელი ბოკუჩავების ოჯახი (გაგრძელება)
მღვდელმა იოანე თადეოზის ძე ბოკუჩავამ დაამთავრა სამეგრელოს ორკლასიანი სასულიერო სასწავლებელი, სადაც ისწავლა რუსულ
ენაზე მსახურებაც. ქართულ ენაზე საღმრთო ისტორია, წმინდა წერილი, კითხვა, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი მარტვილის საკათედრო ჩ
ტაძრის დეკანოზთან ისწავლა. 1847 წლის 1 მარტს სამეგრელოს ეპისკოპოსმა ანტონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა და უშაფათის მაცხოვრის სახ. ტაძარში განამწესა. 1854 წლის 12 მარტს სამეგრელოს ეპისკოპოსმა თეოფანემ (გაბუნია) მლვდლად დაასხა ხელი და იმავე ტაძარში დაადგინა. 1858-1875 წლებში იყო უშაფათის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწე. 1864-1874 წლებში იყო უშაფათის ოლქის სამღვდელოების სულიერი მოძღვარი. 1869-1874 წლებში უშაფათის ოლქის სამღვდელოების მხრიდან იყო დეპუატატად არჩეული
სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის საქმეებზე. 1875 წლიდან უშაფათის ოლქის მთავარხუცესის კანდიდატია. ჰქონდა ჯილდო -– ყირიმის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ლენტიანი ბრინჯაოს ჯვარი. 1869 წლის 11 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1879 წელს სკუფია უბოძეს. 1883 წლის 3 ივლისს წითელი ჯვრის საზოგადოებამ
სამახსოვრო ჯვარი გადასცა. 1885 წლის 24 მარტს „კამილავკა“ ეწყალობა. 1889 წლის 9 დეკემბერს, ავადმყოფობის გამო, შტატიდან გავიდა. 1890 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. მღვდელი იოანე იყო კატეხიზმოს კარგი მცოდნე, ხშირად ქადაგებდა მრევლში სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე. ჰქონდა დახვეწილი კალიგრაფია, როგორც ქართულ, ისე რუსული დამწერლობაში. მისი ძალისხმევით განახლდა უშაფათის ძველი ტაძარი და ეკურთხა 1879 წელს, ამ საქმისთვის მან პირადი სახსრებიდან 100 მანეთი გაიღო. 1885 წელს უკვე ქვრივია. დარჩა შვილები: მღვდელი იოსები (1851-1913წწ.); ალექსანდრე (დაბ. 1857წ.). მისი გარდაცვალების წელი უცნობია. მღვდელი იოსებ იოანეს ძე ბოკუჩავა 1850 წელს დაიბადა. მამის მსგავსად სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა. ქართულ ენაზე საღმრთო და საეკლესიო წიგნების კითხვა, ტიბიკონი და გალობა მარტვილის მონასტერში ისწავლა. 1874 წლის 4 აგვისტოს სენაკის მაცხოვრის ამაღლების
სახ. ტაძრის უშტატო მედავითნედ დაინიშნა. 1883 წლის 1 ივლისს შტატში დაამტკიცეს. 1885 წლის 29 იანვარს უშაფათის მაცხოვრის აღდგომის სახ. ტაძარში გადაიყვანეს და მასვე დაევალა ტაძართან არსებულ სკოლაში პედაგოგად მუშაობა. 1885 წლის 8 დეკემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა და იმავე ტაძარში დაადგინა. 1889 წლის 3 დეკემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) მლვდლად დაასხა ხელი და უშაფათის მაცხოვრის აღდგომის სახ. ტაძრის წინამძღვრად განამწესა. 1892 წელს გახსნა სკოლა ტაძართან, თავადვე ააშენა ახალი შენობა ამ სკოლისთვის და პირადი სახსრებიდან 100 მანეთი დახარჯა. მასვე დაევალა სკოლაში საღვთო სჯულის სწავლება. 1892 წლის 16 ოქტომბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. შემდგომში მან ტაძარს შესწირა ერთი ქცევა მიწა, რის გამოც 1901 წლის 14 აპრილს გურიასამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1905 წლის 1 მარტს სკუფია უბოძეს. 1911 წლის 6 მაისს „კამილავკა“ ეწყალობა. მღვდელი იოსები 1913 წლის 25 დეკემბერს გარდაიცვალა. ჰყავდა მეუღლე ოლღა პეტრეს ასული ცხონდია (1862- 1940წწ.) და შვილები: აპოლონი (დაბ. 1883წ.); მღვდელი გერონტი (1886- 1963წწ.); დოროთე (დაბ. 1888წ.); კაპიტონი (1890წ.);
იოანე (1898წ.); ლიდია (1891წ.); ციბუ/ვალენტინა
(1895წ.); ვერა (დაბ. 1893წ.). მღვდელი გერონტი იოსების ძე ბოკუჩავა 1886
წელს დაიბადა. 1903 წელს დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი. 1904 წლის 6 ივნისს მეორე შხეფის მთავარანგელოზთა სახ. ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1907 წლის 17 ოქტომბერს
უშაფათის ერთკლასიანი სამრევლო-საეკლესიო
სკოლის მასწავლებლი გახდა. 1914 წლის 28 ნოემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 30 ნოემბერს მღვდლად დაასხა ხელი და ცალიკარის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვრად განამწესა. 1917 წლის 20 ივნისს სოფ. კიწიაში მოხდა სახალხო მასწავლებელთა ყრილობა. კრებას დაესწრო სალხინოს, თამაკონის, კიწიის, ფოცხოსა და უშაფათის საზოგადოების მასწავლებელნი, სულ ოცი კაცი. კრების მიზანი იყო ფილიალების გახსნა ამ რაიონის მასწავლებელთათვის. კრებაზე დაადგინეს რომ
გახსნილიყო აღნიშნული საზოგადოებების მასწავლებელთათვის განყოფილება სახელწოდებით კიწიის რაიონის ფილიალური განყოფილება დ. ს. ს.
19-2 საპატრიარქოს უწყებანი N19 16-29დეკემბერი 2021წ გვ.23
უშაფათელი ბოკუჩავების ოჯახი (გაგრძელება)
მასწავლებელთა კავშირისა. საგამომძიებლო კომისიაში აირჩიეს წევრები, რომელთა შორის იყო მღვდელი გერონტი ბოკუჩავა. 1917 წლის 23 ოქტომბერს უშაფათის სამრევლო სკოლის დარბაზში ზემოხსენებული სკოლის მოწაფეთა მშობლებისა კრება შედგა. დღის წესრიგში შედიოდა სკოლის საბჭოს წევრთა არჩევა. სკოლის საბჭოს მნიშვნელობაზე მოკლე მოხსენება გააკეთა ნიკოლოზ ბოკუჩავამ. მცირე კამათის შემდეგ კრებამ საბჭოს წევრებად 6 კაცი აირჩია. მასწავლებელთა წრიდან საბჭოში შევიდნენ მლვდელი გერონტი ბოკუჩავა, გერმანე ჩაჩიბაია, აკაკი ხუნწარია; მშობელთა წრიდან: მღვდელი ვარლაამ ბოკუჩავა, სევერი შეროზია და ზურაბ გაბელია. კრება ის იყო მთავრდებოდა, რომ ამ დროს გამოჩნდა ამავე სკოლის ყოფილი მასწავლებელი სოც. რევოლუციონერი ერასტო თოდუა. მან თხოვნით მიმართა კრებას, რომ არ დაშლილიყო და მისი პროპაგანდა მოესმინა, რასაც არავინ შეწინააღმდეგებია. 1917 წლის ნოემბერში უცნობი ავტორი ფსევდონიმით „ხალხის შვილი მიდდიო“ გაზეთ „ერთობაში“ მღვდელ გერონტი ბოკუჩავას შესახებ წერდა: „სოფ. უშაფათი. ადგილობრივ სამართველოში არ ჰყავდათ მდივანი. ეხლა მდივნათ არის თენგიზ ტაიას ძე სანაია. ძველი რეჟიმის დროს ის იყო ბოქაულის მდივნად. ეს ვერ შეურიგდა ახალ წესწყობილებას. საინტერესოა, ვინ მისცა მას ეს ადგილი! უშაფათის საზოგადოება, დარწმუნებული ვარ, ახლოს არ მიიკარებს მას, როგორც მოტრფიალე ძველი მთავრობისა, ხალხში აღელვებაა და ეკითხებიან ერთმანეთს: „ეხლაც აქვს ამისთანა კაცს გავლენაო?“. ეს ადგილობრივი კომისარის გრიგოლ ჭოჭუას მოქმედება უნდა იყოს. ეს ჭოჭუა საზოგადოებისთვის რაღაცა არა სასურველ საქმეებს აკეთებს. როგორც გადმოგვცეს, სანაიას შეუდგენია ერთი ჯგუფი, ვითომც და უშაფათის საზოგადოების მოწინავე ელემენტებისაგან. ჯგუფის წევრები არიან: მღვდელი გერონტი ბოკუჩავა, მღვდელი დიანოზ გოგინავა და ბართლომე საბახტარიშვილი. ჯგუფის თავჯდომარედ არჩეულია მღვდელი გერონტი ბოკუჩავა, მის ამხანაგად გრიგოლ ჭოჭუა. ჯგუფს არ ჰყავდა თურმე მდივანი და იმიტომ დაუყენებიათ მდივნათ ბ-ნი სანაია, რომელიც დაექვემდებარება მათ. ხსენებულ ჯგუფს სურს გახდეს მთელი უშაფათის საზოგადოების მმართველი. ბ-ნი ჭოჭუა ხსენებულ ჯგუფის შემწეობით ძველებურად მუშაობს. ჭოჭუა და ხსენებულ ჯგუფის წევრები სარგებლობენ ხალხის უცოდინრობით და მეცადინეობენ საზოგადოების მეთაურნი და წინამძღოლნი გახდენ. ამიტომ ისინი ყოველგვარ საშუალებას ხმარობენ უშაფათის საზოგადოების მოწინავე და მცოდნე ელემენტების წინააღმდეგ: ეწევიან აგიტაციას ხალხში, რათა დაუკარგონ მათ ხალხის ნდობა. ზოგიერთები მართლაც აყვენ მათ ქადაგებას და იმის მაგიერ, რომ ყველა მოწინავე პირები შეაკავშირონ, არევ-დარევა და შუღლი შეაქვთ. სამწუხაროა ასეთი საქციელი ჯგუფის ორ წევრთაგან: მღვდ. გ. ბოკუჩავას და მღვდ. დ. გოგინავას მხრივ. მათი ზნეობრივი ვალია მოუწოდონ ხალხს სოლიდარობა-შეკავშირებისაკენ და მათ კი განხეთქილება და შუღლი შეაქვთ. მათ არ სურთ სიმართლე უთხრან ხალხს დღესაც კი, თავისუფალ ხანაში. მაგრამ არა გვგონია დიდხანს გაგრძელდეს ასეთი მდგომარეობა. ხალხი დაბოლოს გაარჩევს თავის მტერ-მოყვარეს და ყველას შესაფერად მიუზღავს...“. გაზეთი „ერთობა“ სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის ორგანო გახლდათ. პარტიული გამოცემის სპეციფიკიდან გამომდინარე, გაზეთი იდეოლოგიური მიზანდასახულობით გამოირჩეოდა, სადაც შერჩეული, მეტწილად ინფორმაციული ხასიათის მასალები იბეჭდებოდა და მენშევიკური ხელისუფლების იდეური მხარდაჭერის ფუნქციას ასრულებდა, ხოლო მენშევიკები ეკლესიას როგორაც სწყალობდნენ, ყველასთვის ცნობილია. მამა გერონტი 1917 წლის 30 დეკემბერს კვლავ გაზეთი „ერთობის“ სამიზნე ხდება, ამჯერად სტატიის ავტორი ფსევდონიმით „ხალხის შვილი „ხუტა“ მას კომისარ გრ. ჭოჭუასთან ერთად ადანაშაულებს უშაფათის საზოგადოების მოტყუებაში.: „აქაური კომისარი გრიგოლ ჭოჭუა ძალიან ჭკვიანი კაცი უნდა იყოს, რომ მარტოკა აწარმოებს ამოდენა საქმეებს. კოოპერატივის საქმეს, ბიბლიოთეკა-სამკითხველოს ბიბლიოთეკარის მოვალეობის ასრულებას და სხვ. ლესიჭინის ცენტრში არსებობს კოოპერატივი „სიმაგრე“, წვრილი კრედიტის ბანკი, სამეურნეო ამხანაგობა და ახლად დაარსებული ბიბლიოთეკა-სამკითხველო. ჯერ გახსნა სამმართველოსთან დუქანი, რომელიც გამოცხადდა კოოპერატივათ. ბატონ ჭოჭუამ და გერონტი ბოკუჩავამ დუქანი ჯერ კერძო პირებიდან ნასესხი ფულით გააღეს და მერე, როცა გაავრცელეს ხმა სამმართველოსთან კოოპერატივი დაარსდაო, შეუდგენ აგიტაციის გაწევას ხალხში. კოოპერატივის გამგეობაში ჩააყენეს მღვდელი ხორავა, მისი „პრიჩეტნიკი“ (იგულისხმება მედავითნე გ.მ.) და ბართლომე საბახ-
19-3 საპატრიარქოს უწყებანი N19 16-29დეკემბერი 2021წ გვ.24
უშაფათელი ბოკუჩავების ოჯახი (დასასრული)
ტარიშვილი, რომლებიც ხალხისთვის ერთ ნაბიჯს არ გადასდგამენ უსასყიდლოთ. საქმეს თავის გუნებაზე მართავენ. სამი დღის უკან გამოირკვა, რომ გამგეობას გაუფლანგავს კოოპერატივის თანხიდან 600 მანეთი და სამას ნახევარი მანეთიანები ყალბი ფული აღმოუჩენია სარევიზიო კომისიას. გარდა ამისა, დიდი ზარალი მოუტანეს ჭოჭუამ და გერონტი ბოკუჩავამ უშაფათის საზოგადოებას. უშაფათის საზოგადოება, რომლის მცხოვრებლები მუდამ იყვენ ჭირ-ლხინში და ყოველივე საქმეში ერთად მუშაობდენ ხელი-ხელ ჩაკიდებულათ –- გაიყო ორ ბანაკად და სამუდამოდ განშორდენ ერთმანეთს. თითოეული მხარე ცდილობს ერთმანეთის დაჩაგვრას და დაქვეითებას როგორც მატერიალურად ისე გონებრივადაც. ეს ყველაფერი ბ. გრიგოლ ჭოჭუას და სულიერ მამა გერონტი ბოკუჩავას მოქმედების ნაყოფია“. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორი ბრალმდებელი სტატიის მიუხედავად მღვდელ გერონტის პასუხი არ გაუცია ავტორებისთვის და არც თავის დაცვა უცდია. მღვდელი გერონტი ბოკუჩავა 1922 წლის ივნისში კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს უშაფათის მაცხოვრის სახ. ტაძრის წინამძლვრად იხსენიება. სავარაუდოდ, 1924 წელს მან ანაფორა გაიხადა, რადგან 1927 წელს იგი თხოულობს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. ამონაწერი 1927 წლის 1 თებერვლის სენაკის სამაზრო საარჩევნო კომისიის ოქმიდან: „მოისმინეს ნოქალაქევის თემსაარჩევნო კომისიის შუამდგომლობა ყოფ. მღვდელ-დიაკვნების გერონტი და ვარლაამ ბოკუჩავების, ილია ლაკიას, თეოდორე ბედიას, ვლადიმერ კვარაცხელიას, დომენტი ბაბილუას და თეოფილე როგავას საარჩევნო უფლებებში აღდგენის შესახებ და დაადგინეს: აღიძრას შუამდგომლობა ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტის წინაშე მხოლოდ მოქ. თეოდორე ბედიასა და თეოფილე როგავას აღდგენის შესახებ“. როგორც ამ ოქმიდან ჩანს, ყოფილი მოძღვრის, გერონტი ბოკუჩავას საქმე არ განიხილეს. სიცოცხლის უკანასკნელი წლები იგი ქ. სენაკში ცხოვრობდა, სადაც გარდაიცვალა 1963 წელს. ჰყავდა მეუღლე ელენე მაქსიმეს ასული (დაბ. 1889წ.) და შვილები: ლეონიდე (დაბ. 1910წ.); ლუბოვი (დაბ. 1913წ., მეუღლე საშა ეჯიბია); შურა (მეუღლე ოლია წულეისკირი); ხუტა (მეუღლე ლუბა გვასალია); გივი (მეუღლე გულნარა სიმონია).
20 საპატრიარქოს უწყწბანი N20 39დეკემბერი-12იანვარი 2021წ გვ.20
ეპისკოპოსი დავითი (ბურდულაძე) 1877-1963
„ოჯახში კარგი სადილი თუ პქონდათ ამ სადილს სტუმარი უხდებაო იტყოდა თურმე და მაშინვე ვინმეს მიპატიჟებდა
ეპისკოპოსი დავითი - ერისკაცობაში დავით აღათონის ძე ბურდულაძე 1877 წლის 12 მარტს, თბილისის გუბერნიაში, სიღნაღის მაზრის სოფ. ვაქირში მედავითნის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება სიღნაღის სამოქალაქო სასწავლებელში მიიღო, სადაც მხოლოდ ორი კლასი ისწავლა.
1893 წელს, 16 წლის ასაკში, დავითს მსახურება დაუწყია თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში მორჩილ-მოსამსახურედ. მან ხუთი წლის განმავლობაში საფუძვლიანად შეისწავლა საეკლესიო წესები: კითხვა, გალობა, ტიპიკონი. 1898 წლის 19 დეკემბერს გორის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) იგი თელავის მაზრის სოფ. ვარდისუბნის წმ. გიორგის სახ. ტაძრის მედავითნედ დანიშნა. გარდა ამისა, დავითს
დაევალა ვარდისუბნის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საეკლესიო გალობისა და საღვთო სჯულს სწავლება. 1901 წლამდე იგი უსასყიდლოდ ასრულებდა თავის მოვალეობას. ღვთისმსახურებაში მონაწილეობისათვის მას მოწაფეთაგან შეუქმნია მგალობელთა გუნდი. 1911 წლის 14 დეკემბერს, პირადი თხოვნის საფუძველზე, იგი სოფ. შილდის ღვთისმშობლის
მიძინების სახ. ტაძრის მედავითნედ გადაიყვანეს. დავითი მთელი ძალისხმევით ზრუნავდა ქართული გალობის აღდგენა-აღორძინებისათვის, ამიტომ მას აქაც შეუქმნია მგალობელთა გუნდი. ეპისკოპოს დავითზე მოგონებები შემოგვინახა მისმა შვილიშვილმა, ქალბატონმა ციალა ბურდულაძე-სამადაშვილმა: „ვინც ერთხელ მაინც შეხვედრია პაპას, არასოდეს დაავიწყდებოდა მისი პიროვნება. იყო მაღალი ტანისა, თხელი აღნაგობის, წელში მუდამ გასწორებული. მრავლისმეტყველი
ცისფერი თვალებით, თეთრი წვერითა და არაჩვეულებრივი სათნო იერით. იცოდა კარგი საუბარი. უაღრესად განათლებული იყო, წიგნის გარეშე არსებობა არ შეეძლო, კითხულობდა ბევრს:როგორც
ქართულად, ისე რუსულად. თვალყურს ადევნებდა ჟურნალ-გაზეთებს, თანამედროვე ცხოვრებას, პოლიტიკას. არასოდეს მინახავს წამოწოლილს
ეკითხოს -- წელში გასწორებული იჯდა სკამზე და ისე კითხულობდა. ეხერხებოდა წერაც, ლექსებიც უწერია (ბებიას შენახული ჰქონდა ხელით ნაწერი კრებული მისი ლექსებისა, რომელიც შემდეგ ვეღარ ვნახეთ), იცოდა მოკლე წერილების მოწერა, მაგრამ შინაარსიანის. ეს ფაქტი საპატრიარქოდან მის დაკრძალვაზე ჩამობრძანებულმა პირებმაც აღნიშნეს“. 1915 წელს გორის ეპისკოპოსმა ანტონმა(გიორგაძე) იგი დიაკვნად აკურთხა. 1917 წლის 8-17 სექტემბერს, დიაკონი დავითი, როგორც თელავის მაზრის, ნაფარეულის ოლქის დელეგატი, ესწრებოდა
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი
ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებას.
20-1 საპატრიარქოს უწყწბანი N20 39დეკემბერი-12იანვარი 2021წ გვ.21
ეპისკოპოსი დავითი (ბურდულაძე) 1877-1963 (გაგრძელება)
1918 წლის 11 თებერვალს ალავერდელმა ეპისკოპოსმა პიროსმა (ოქროპირიძე) მლვდლად დაასხა ხელი და სოფ. ვაჩნაძიანის (სოფ. ვაჩნაძიანი გარკვეული პერიოდი იწოდებოდა „შრომად“. ამჟამად
გურჯაანის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და საგარეჯო-გურჯაანის ეპარქიის ფარგლებში იმყოფება) ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრის წინამძღვრად დაადგინა. 1922 წლის ივნისში კომუნისტების
მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს ისევ ვაჩნაძიანის ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. 1925 წელს მღვდელი დავითი, მისივე თხოვნის საფუძველზე, ალავერდელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მარღიშვილი) კვლავ შილდაში, ამჯერად ჯვრის გამოჩინების სახ. ტაძარში განამწესა. იმდროინდელი კომუნისტური ხელისუფლება
აქტიურად იბრძოდა ათეისტური იდეოლოგიის დასამყარებლად, ეკლესია კი საშიშ მოწინააღმდეგედ მიიჩნეოდა, ამის გამო სასულიერო პირთა სასტიკი დევნა დაიწყო. სხვა მრავალ მოღვაწესთან ერთად,
მღვდელ დავითს აეკრძალა ყოველგვარი ღვთისმსახურება. 1929 წლის დასაწყისში თელავის მაზრის პროკურორთან საგადასახადო უწყებიდან შეიტანეს განცხადება, სადაც ჩამოთვლილი იყო ალავერდის
ეპარქიაში მოქმედი ზოგიერთი სასულიერო პირი, რომლებიც ზედმეტად იყვნენ დაბეგრილი. ამ სიაში რიგით მეექვსე გახლდათ მამა დავითი. აი, რა ეწერა მის შესახებ: „მღვდელი დავით ბურდულაძე შილდის ჯვრის გამოჩინების ეკლესიის წინამძღვარი -- 1928 წელს გადაიხადა 60 მანეთი, კიდევ შეაწერეს 130 მანეთი, 1929 წლის იანვარში თავი დაანება ღვთისმსახურებას“. ულუკმაპუროდ დარჩენილი მოძღვარი იძულებული ხდება, ოჯახის სარჩენად მუშაობა დაიწყოს თელავის სახელმწიფო
მუზეუმში მებაღედ (დღესაც არის მუზეუმის ეზოში მისი დარგული ვაზი) და სამხედრო ჰოსპიტლის (ნადიკვარზე) ღამის დარაჯად. 1929 წელს დატრიალებულ ამბებს მისი შვილიშვილი ასე იხსენებს: „გადმოცემით ვიცი სოფ. შილდაში მსახურების დროს დაიბარეს სოფლის საბჭოში, ძალით გახადეს ანაფორა, წვერი გაკრიჭეს, ახსნეს ჯვარი, სახლიდან წაიღეს საეკლესიო ნივთები. პაპა ყოველთვის მტკივნეულად განიცდიდა ამ
ფაქტს. ვიცი ისიც, რომ მას არასოდეს მიუტოვებია თავისი საქმე, თუმცა ეს მაშინ დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. ოცდაჩვიდმეტს წელს, როცა უამრავი ხალხი დაიჭირეს -- ზოგი დახვრიტეს და ზოგიც ციმბირის გზას გაუყენეს (დაიჭირეს მეუფე დავითის სიძეც, ქალიშვილის ქმარი, შალვა ელიოზიშვილი, სრულიად უდანაშაულო), პაპას თბილი ტანსაცმელი
შეკრული ჰქონდა და ყოველ ღამეს ელოდა თურმე კარზე დაკაკუნებას, მაგრამ გადარჩა, რადგან ყველას უყვარდა და არავინ დააბეზღა. თვითონ იტყოდა ხოლმე: „ღმერთმა დამიფარაო“. შილდაში მსახურების პერიოდში მოძღვარმა არენდით აიღო მირიანაშვილების საკარმიდამო და ფიზიკურ მუშაობას მიჰყო ხელი. უვლიდა ვენახს, მოჰყავდა საზამთრო, ნესვი. ძალიან მშრომელი იყო. მოგვიანებით, როდესაც თელავში გადასახლდნენ,
იქაც ჰქონდა პატარა ეზო, რომელსაც თავადვე უვლიდა, სანამ შეეძლო. თავისუფალ დროს უყვარდა თავის ბაღში ჩამოჯდომა და წიგნების კითხვა. უყვარდა, სხვებს რომ ეხმარებოდა, ბავშვივით გულუბრყვილო ყოფილა, ვერც კი წარმოიდგენდა, ვინმე ტყუილს თუ იტყოდა ან მისი სიკეთით ისარგებლებდა. ძალზე ჰყვარებია სტუმრები. ახალგაზრდობიდანვე ოჯახში კარგი სადილი თუ ჰქონდათ, „ამ სადილს სტუმარი უხდებაო“, –– იტყოდა თურმე და მაშინვე ვინმეს მოიპატიჟებდა. 1943 წელს ხელისუფლების მხრიდან დევნილშეზლუდული საქართველოს ეკლესია ნებართვას
იღებს რამდენიმე ტაძრის ამოქმედებაზე. იმავე პერიოდში ახმეტა-მატან-პანკისის მორწმუნენი თხოვნით მიმართავენ უწმინდესსა და უნეტარესს, კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს, რათა მათთან მოძღვარი მიავლინოს. ამ თხოვნის საფუძველზე, უწმინდესმა კალისტრატემ მღვდელ დავითს აღუდგინა სამღვდელო პატივი და განამწესა ახმეტა-მატან-პანკისის სამრევლოების წინამძღვრად. ახმეტაში მსახურების დროს მღვდელ დავითს ასეთი განსაცდელი გადახდა თავს. ერთ წელიწადს დიდი გვალვა დაიჭირა... გადიოდა დღეები, კვირები და წვიმა არსად ჩანდა. გლეხობა ერთობ შეწუხდა. ენანებოდათ, მათი შრომა რომ ერთბაშად ნადგურდებოდა სიცხისგან. მოძღვარმა ერთი პატარა მდი-
20-2 საპატრიარქოს უწყწბანი N20 39დეკემბერი-12იანვარი 2021წ გვ.22
ეპისკოპოსი დავითი (ბურდულაძე) 1877-1963 (გაგრძელება)
ნარის პირას უწვიმრობის პარაკლისი აღასრულა, შესთხოვდა მამაზეციერ ღმერთს, რომ წვიმა მოსულიყო და ხალხი დიდ გაჭირვებას გადარჩენილიყო. მოხდა სასწაული და იმ ღამეს კოკისპირული წვიმა
მოვიდა და რამდენიმე დღე არ გადაუღია. ხალხის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ხალხისგან განსხვავებით, ძალიან ეწყინათ ეს ამბავი ხელისუფლებას. მამა დავითი დაიბარეს რაიკომში და უბრძანეს, სასწრაფოდ დაეტოვებინა იქაურობა. მაშინ ტრანსპორტი ადვილი საშოვნელი არ იყო და თელავამდე ნახევარი გზა ფეხით უვლია შეშინებულსა და დათრგუნულს. რამდენიმე დღის შემდეგ თბილისში ჩასულა და პატრიარქი უნახავს, რომელსაც დაუმშვიდებია:
იმათ შენი დათხოვნის ნება არ ჰქონდათო, -– და კიდეც აღადგინეს მალევე.
1946 წლის 10 სექტემბერს ალავერდის ეპარქიის მთავარხუცესი, დეკანოზი მათე ალბუთაშვილი კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე)
უგზავნის ცნობას ეპარქიაში უზომოდ დაბეგრილი მღვდლების შესახებ, სადაც კარგად ჩანს, თუ რა ოდენობის გადასახადების გადახდა უწევდათ მაშინდელ სასულიერო პირებს. სიაში რიგით მეოთხეა მღვდელი დავით ბურდულაძე, რომელსაც იმ წელს 7060 მანეთი გამოსძალა ფინგანმა.
1952 წელს ალავერდელ-ბოდბელ ეპისკოპოს გაბრიელის (ჩაჩანიძე) წარდგინებითა და უწმინდეს მელქისედეკ III-ის (ფხალაძე) ლოცვა-კურთხევით, მღვდელ დავითს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1952
წლის 5 აპრილს, დეკანოზი დავითი, როგორც ალავერდის ეპარქიის დელეგატი, მონაწილეობდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მეცხრე საეკლესიო კრებაში.
1952 წლის 2! ივლისს დეკანოზი დავითი თელავის მაცხოვრის ფერისცვალების (ღვთაების) სახ. საკათედრო ტაძარში მეორე მღვდლის ადგილზე დაინიშნა. 1954 წლის იანვარში დეკანოზი 1 დავითი კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ბრძანებით ალავერდის ეპარქიის მთავარხუცესად და თელავის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაადგინეს. 1958 წლის 18 სექტემბერს მთავარხუცეს დავითს კათოლიკოსის
კანცელარიიდან ატყობინებენ, რომ სათანადოდ მოემზადოს სვე-
· ტიცხოვლობისათვის და ერთი კვირით ადრე ჩაბრძანდეს თბილისში.
აღნიშნული შეტყობინების თანახმად, ის 7 ოქტომბერს ჩავიდა თბილისში, სადაც 9 ოქტომბერს, იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დლეს, თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. ტაძარში ბერად აღკვეცეს და მარგვეთის მთავრის -- წმიდა დავითის პატივსაცემად დავითი უწოდეს. 12 ოქტომბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება. 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას, საღვთო ლიტურგიის ჟამს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავრად დაადგინეს. ხელდასხმის წესი აღასრულეს:
ბათუმ-შემოქმედელმა და ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ეფრემმა (სიდამონიძე, შემდგომში –- კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II), მარგველმა ეპისკოპოსმა დავითმა (დევდარიანი, შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი დავით V) და ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა ნაუმმა (შავიანიძე).
ალავერდელი ეპისკოპოსი დავითი 5 წლის განმავლობაში განაგებდა ალავერდის ეპარქიის სამწყსოს. იმ დროს რეზიდენციაც კი არ ჰქონდა და ღვთაების ეკლესიიდან მისთვის გამოყოფილი მანქანით დადიოდა. ბერად აღკვეცის შემდეგ ღვთაების ტაძრის რეზიდენციასთან არსებულ ოთახში ცხოვრობდა, და მხოლოდ გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე,
ოჯახის წევრების თხოვნით, უკვე ავადმყოფი, ცოტა ხნით გადასულა სახლში, სადაც აღესრულა კიდეც. თუ რა მძიმე პირობებში უხდებოდა ეპისკოპოსდავითს თავისი მღვდელმთავრული მოვალეობის აღსრულება, კარგად ჩანს წერილში, რომელიც 1962 წლის 7 ოქტომბერს მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ს (სიდამონიძე) გა-
20-3 საპატრიარქოს უწყწბანი N20 39დეკემბერი-12იანვარი 2021წ გვ.23
ეპისკოპოსი დავითი (ბურდულაძე) 1877-1963 (გაგრძელება)
უგზავნა: „ალავერდობის დღესასწაულზე, წირვის დროს ტაძარში შემოვიდნენ ახმეტის აღმასკომის თავჯდომარე მაღლაკელიძე მილიციელების თანხლებით და შეტევით მომმართა: როგორ გაბედე ალავერდში ჩამოსვლა და ტაძარში შემოსვლა, მე ვუპასუხე, მე ალავერდის ეპისკოპოსი ვარ და ჩემს მოვალეობას შეადგენს ამ ტაძარში საღმრთო ვედრების შესრულება-თქო.. მათ უნდოდათ წირვა შემეწყვიტა და გავსულიყავი ტაძრიდან, ” მაგრამ როდესაც დაინახეს მაგრად დავუდექი და წირვის შეწყვეტას არ ვაპირებდი, ბოლოს მაღლაკელიძემ მითხრა, შენს მოხუცებულობას ვცემთ პატივს და გაპატიებთ, მაგრამ როცა წირვას დაამთავრებთ დაუყოვნებლივ დატოვე ალავერდის ტაძარიო“. მისი შვილიშვილი, ქალბატონი ციალა, ეპისკოპოს დავითის უკანასკნელ დღეებზე წერდა: „ოთხმოცდაექვსი წლის ასაკში დაეწყო სტენოკარდიული შეტევები. ყველა ღონეს ვხმარობდით, მაგრამ არაფერი შველოდა. მოითხოვა ჩემი ნახვა, მეც მაშინვე ჩავედი თელავში მეუღლესთან და ორ პატარა ბავშვთან ერთად. დამინახა თუ არა, გამოცოცხლდა. მეორე დღეს გამიმიხილა -– უნდა მაზიაროთო. დავიბარეთ მღვდელი, ოთახში მარტო
მე დამტოვა. ეს სურათი ჩემი მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება. იწვა პაპა, არაჩვეულებრივად ლამაზი სანახავი, სათნო, სიკეთით სავსე თვალებით. გამხდარ ხელისგულზე სეფისკვერი ედო. მიყურებდა მე და ცრემლი ჩამოსდიოდა. მეც ვერ ვიკავებდი თავს და ცრემლად ვიღვრებოდი მთელი
ზიარების განმავლობაში. პაპა ეთხოვებოდა ამქვეყნიურს, მეთხოვებოდა მე, ერთადერთ ნუგეშს ორი ვაჟიშვილიდან. ეს ჩემთვის უდიდესი განცდა
იყო. მეორე დღეს გარდაიცვალა. აღდგომის შემდგომი პერიოდი იყო. საეკლესიო პანაშვიდი სრულდებოდა ყოველდლე. „ქრისტე აღდგა მკვდრეთით“ ეს გალობა გაისმოდა, მე უხმოდ ვიჯექი, ვუსმენდი და მინდოდა ამ გალობაში პაპის ხმა მეცნო, მას ხომ შესანიშნავი ხმა ჰქონდა“.
ეპისკოპოსი დავითი 1963 წლის მაისში აღესრულა. მწყემსმთავარი, ნაცვლად მისთვის განკუთვნილი და შესაფერისი განსასვენებლისა, სხვადასხვა მიზეზთა გამო, დაკრძალეს თელავის საზოგადო სასაფლაოზე, ნათესავთა გვერდით დაკრძავამდე ერთი დღით ადრე მისი ცხედარი გადააასვენეს ალავერვლის საკათედრო ტაძარში. დაკრძალვის დღეს ჩამობრძანდა კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II (სიდამონიძე), სამღვდელოებითა და მგალობელთა გუნდის თანხლებით. ეპისკოპოსი დავითი დიდი პატივით დაკრძალეს, თუმცა, როგორც მისი შვილიშვილი,
ქალბატონი ციალა იგონებს: „დასაფლავების დღეს კიდევ
ერთი შეცდომა დავუშვითო სასაფლაოზე თაღი ამოვაშენებინეთ. ახლაც ყურებში მიდგას პატრიარქის სიტყვები: „ეს კიდევ ერთი შეცდომა, შვილო
ჩემო, მიწა ხარ და მიწად უნდაქცე, თაღი არ იყო საჭირო“. მე
სულ ვწუხდი და ვნერვიულობდი, რომ ჩემ გამო დავით ალავერდელს დააკლდა ის, რაც მას ეკუთვნოდა. პირველ შეცდომად მისი საერო სასფლაოზე დაკრძალვა იყო“. და აი, 2001 წლის 15 მაისს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მეუფე დავითის ნეშტი, 38 წლის შემდეგ, ალავერდის წმ. გიორგის სახ. საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. საზოგადო სასაფლაოზე სამარხის გახსნისა და ახალ ლუსკუმაში გადასვენებისას ეპარქიის სამლვდელოების მიერ აღესრულა დიდი პანაშვიდი. ალავერდის
საკათედრო ტაძარში ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე), ეპარქიის სამლვდელოებასთან ერთად, გადაიხადა მცირე პანაშვიდი. პროცესიას ესწრებოდნენ განსვენებული მეუფე დავითის ნა
20-4 საპატრიარქოს უწყწბანი N20 39დეკემბერი-12იანვარი 2021წ გვ.24
ეპისკოპოსი დავითი (ბურდულაძე) 1877-1963 (დასასრული)
თესავები, მათი შთამომავალნი, ეპარქიის მრევლი და საერო ხელისუფალნი. რეკავდა ალავერდის დედოზარი, მგალობელნი გალობდნენ „ქრისტე აღდგას“. აღსანიშნავია, რომ მეუფის გარდაცვალებაც და გადმოსვენებაც აღდგომიდან ამაღლებამდე პერიოდში აღესრულა, მაშინც და ახლაც მის ცხედარს გარშემორტყმული მგალობელნი მაცხოვრის აღდგომის, სიკვდილითა სიკვდილის მოკვდინებისა და ცხოვრების მომნიჭებელი მადლის საგალობელს გალობდნენ. ალავერდის ეპარქიის მწყემსმთავარს უფალმა ოთხი ათეული წლის შემდგომ მიუჩინა კუთვნილი
ადგილი. მეუფე დავითი საკათედრო ტაძარში ალავერდელ მღვდელმთავართა – ეპისკოპოს პიროსსა (ოქროპირიძე) და მიტროპოლიტ გრიგოლს (ცერცვაძე) შორის დაიკრძალა. აღსანიშნავია, რომ ეპისკოპოსი პიროსი გახლდათ მეუფე დავითის მლვდლად მაკურთხეველი, მისი ერთ-ერთი მასწავლებელი და მოძღვარი, მიტროპოლიტი გრიგოლი კი მისი მემკვიდრე ალავერდის კათედრაზე. ამ ორ მღვდელმთავარს შორის
ეპისკოპოსი დავითის დაკრძალვით სიმბოლურად აღდგა ქრონოლოგიური თანმიმდევრობა, ერთიანი ჯაჭვი, რასაც მეუფე დავითის სახით ერთი რგოლი აკლდა. ამჯერად იგი გამთლიანდა ჟუ და შედუღაბდა. ეპისკოპოს დავითის ყოფილი მეუღლე გახლდათ სოფ. შილდაში მცხოვრები და შილდის ლღვთისმშობლის შობის სახ. ტაძრის დიაკვან იოანე გიორგის ძე ძეძამიძის (1852-1911 1წწ.) ასული -- დარეჯანი (დაბ. 1877წ.) შილდაში მსახურების პერიოდში მღვდელი დავითი სწორედ მეუღლის კარმიდამოში
ცხოვრობდა, სადაც შეეძინათ სამი შვილი: შალვა, ელიზბარი და ქსენია. ელიზბარი ახალგაზრდობაში გარდაიცვალა, შალვას ორი შვილი ჰყავდა: ციალა და დავითი - პაპის მოსახელე, რომელიც ტრაგიკულად დაღუპულა 24 წლის ასაკში. თავად შალვა II მსოფლიო ომიდან აღარ დაბრუნებულა.
ხელდასხმა 2021წ
1 საპატრიარქოს უწყებანი 18თებერვალი-4მარტი 2021წ გვ.11
დაჯილდოება
2021 წლის 27 იანვარს, წმინდა ნინოს ხსენების დღეს, მაზანდარის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში ზუდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ეკლესიაში ერთგული მსახურებისათვის ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა და დეკანოზის ხარისხში აიყვანა წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი თომა კალანდია. აქსიოს! ვულოცავთ დეკანოზ თომას, ღმერთმა ღირსეულად ამსახუროს ღვთის სადიდებლად
და ერის საკეთილდღეოდ!
***
2021 წლის 27 იანვარს, წმინდა ნინოს ხსენების დღეს, მაზანდარის წმინდა ნინო სახელობის ტაძარში ზუდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა
გერასიმემ (შარაშენიძე), სულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ეკლესიაში ერთგული მსახურებისათვის
ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა და დეკანოზის ხარისხში აიყვანა ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი სერაფიმე ზარქუა.
აქსიოს ვულოცავთ დეკანოზ სერაფიმეს, ღმერთმა ღირსეულად ამსახუროს ღვთის სადიდებლად და ერის საკეთილდღეოდ!
1-1 საპატრიარქოს უწყებანი 18თებერვალი-4მარტი 2021წ გვ.12
დაჯილდოება
2021 წლის 25 იანვარს დარჩელის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ზუდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე)
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ეკლესიაში ერთგული მსახურებისათვის ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა და დეკანოზის ხარისხში აიყვანა ტაძრის წინამძღვარი, მლვდელი კონსტანტინე ხვიჩია. აქსიოს! ვულოცავთ დეკანოზ კონსტანტინეს, ღმერთმა ღირსეულად ამსახუროს ღვთის სადიდებლად და ერის საკეთილდღეოდ!
აღკვეცა
2020 წლის 30 დეკემბერს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) სქურის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის
მონასტერში ბერად აღკვეცა მორჩილი თენგიზი (კვარაცხელია) და უწოდა საბა. ვულოცავთ მამა საბას. დაე, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ქრისტეს ჭეშმარიტ გზაზე.
7 საპატრიარქოს უწყებანი N7 13-27მაისი 2021წ გვ.13
აღკვეცა
2020 წლის 4 დეკემბერს ქოზიფას ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახ. ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მცირე
სქემაში აღკვეცა ქარელის სამღვდელმთავრო რეზიდენციასთან არსებული წმ. იობ მრავალვნებულის სახ. მამათა მონასტრის მოწესენი: მორჩილი
გოჩა ნოზაძე, სახელად ეწოდა პეტრე და მორჩილი დავით ნოზაძე, სახელად ეწოდა პავლე. 2020 წლის 18 მარტს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიდ სქემაში აღკვეცა ბანას წმ. გრიგოლ ხანძთელის სახ. მონასტრის ბერდიაკონი ისააკი (ლაზარაშვილი) და სახელად ხარლამპი უწოდა.
***
2021 წლის 20 აპრილს რუისის წმ. კვირიკესა და ივლიტას სახ. მონასტრის მოწესე მონოზონი ბარბარე (ხურციძე) მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიდ სქემაში აღკვეცა და
სახელად ივლიტა უწოდა.
***
2021 წლის 22 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მცირე სქემაში აღკვეცა ქარელის წმ. ნიკოლოზის სახ. დედათა მონასტრის მოწესენი: მორჩილი თეა თვალაძე, სახელად ეწოდა თეკლა და მორჩილი ნინო ჭყოიძე, სახელად
ეწოდა ნეონილა.
***
2021 წლი 18 აპრილს, დიდი მარხვის მეხუთე კვირას, ღირსი დედა მარიამ მეგვიპტელის ხსენების დღეს, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს
ლოცვა-კურთხევით, მღვდელ-მონაზონმა გიორგიმ (ნებიერიძე) სოფელ დერჩის იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში მონაზვნებად აღკვეცა სამონაზვნო მორჩილები: თამარ ნატროშვილი, რომელსაც ეწოდა ეფემია, და ნინო კლდიაშვილი, ეწოდა ელისაბედი. აქსიოს! ვულოცავთ დედებსა და მამებს, დაე, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ისინი ქრისტეს
ჭეშმარიტ გზაზე.
ხელდასხმა
2021 წლი 18 აპრილს, დიდი მარხვის მეხუთე კვირას, ღირსი დედა მარიამ მეგვიპტელის ხსენების დღეს, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა
იოანემ (გამრეკელი) დიაკვნად დაასხა ხელი გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ძველი აღთქმის პედაგოგს თამაზ ბუხაიძეს და ზოსიმე უწოდა.
***
2021 წლის 3 იანვარს ქოზიფას ლვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახ. ტაძარში მროველ–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიაკვნად აკურთხა ქარელის სამლვდელმთავრო რეზიდენციასთან
არსებული წმ. იობ მრავალვნებულის სახ. მამათა მონასტრის მოწესე იპოდიაკონი პეტრე (ნოზაძე).
***
4 იანვარს ქოზიფას ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახ. ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიაკვნად აკურთხა ქარელის სამღვდელმთავრო რეზიდენციასთან არსებული წმ. იობ მრავალვნებულის სახ. მამათა მონასტრის მოწესე იპოდიაკონი პავლე (ნოზაძე).
7-1 საპატრიარქოს უწყებანი N7 13-27მაისი 2021წ გვ.14
ხელდასხმა
8 თებერვალს რუისის წმ. დავით აღმაშენებლის სახ. ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიაკვნად აკურთხა ქარელის სამღვდელმთავრო რეზიდენციასთან არსებული წმ.
იობ მრავალვნებულის სახ. მამათა მონასტრის მოწესე იპოდიაკონი პროხორე კორძაია.
***
28 თებერვალს ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახ. საკათედრო ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მღვდლად
დაასხა ხელი ბანას წმ. გრიგოლ ხანძთელის სახ. მონასტრის მოწესე ბერ-დიაკონ ხარლამპის (ლაზარაშვილი).
***
25 აპრილს ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახ. საკათედრო ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მღვდლად დაასხა
ხელი ქარელის სამღვდელმთავრო რეზიდენციასთან არსებული წმ. იობ მრავალვნებულის სახ. მამათა მონასტრის მოწესე ბერ-დიაკონ პეტრეს (ნოზაძე). მღვდელ-მონაზონი პეტრე ქარელის სამღვდელთმთავრო რეზიდენციასთან არსებული წმ. იობ მრავალვნებულის სახ. მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.
***
29 აპრილს რუისის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. საკათედრო ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მღვდლად დაასხა
ხელი ქარელის სამღვდელმთავრო რეზიდენციასთან არსებული წმ. იობ მრავალვნებულის სახ. მამათა მონასტრის მოწესე ბერ-დიაკონ პავლეს (ნოზაძე). აქსიოს! ვულოცავთ მამებს! ღმერთმა ღირსეულად ამსახუროს ისინი ღვთის სადიდებლად და ერის საკეთილდღეოდ!
სამძიმარი
გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანი რედაქცია მწუხარებით იუწყება, რომ ამა წლის 1 აპრილს გარდაიცვალა წმ. ქეთევან წამებულის სახ. დედათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმონოზონი ქეთევანი (წიქარიძე-კეჩხუაშვილი) და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
***
გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანი“ რედაქცია მწუხარებით იუწყება, რომ ამა წლის 13 აპრილს გარდაიცვალა ყინწვისის წმ, ნიკოლოზის სახ. მამათა მონასტრის მოწესე, სქემმონოზონი ბარსანოფი (როსტიაშვილი).
15 საპატრიარქოს უწყებანი N15 21ოქტომბერი-3ნოემბერი 2021წ გვ.10
დაჯილდოება
2021 წლის 17 ოქტომბერს, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია I-ის ლოცვა-კურთხევით, გამშვენებული ჯვრითა და მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე. ამავე დროს, მამა კონსტანტინე დადგენილია
სანქტ-პეტერბურგის შესტაკოვის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ქართული ტაძრის წინამძღვრად. „ჩვენ დღეს ვაჯილდოებთ დეკანოზ კონსტანტინე გიორგაძეს გამშვენებული ჯვრითა და მიტრით იგი მიემგზავრება პეტერბურგში ჩვენს ქართულ სამრევლოში სამოღვაწეოდ. ამასთან და ასევე მის მსახურებასთან დაკავშირებით, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ის ბრძანებულებით, იგი ჯილდოვდება გამშვენებული ჯვრითა და მიტრით. გილოცავთ, აქსიოს!” -ბრძანა მიტროპოლიტმა შიომ მამა კონსტანტინეს
დაჯილდოებისას. აქსიოს! ვულოცავთ დეკანოზ კონსტანტინეს,
ლმერთმა ღირსეულად ამსახუროს ღვთის სადიდებლად და ერის საკეთილდღეოდ!
18 საპატრიარქოს უწყებანი N18 2-15დეკემბერი 2021წ გვ.3
ტაძრის კურთხევა
2021 წლის 27 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვაკურთხევით, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) აკურთხა მახარიის წმინდა თამარ მეფის სახელობის მონასტრის წმინდა მენელსაცხებლე დედათა სახელობის
ტაძარი.
დაჯილდოება
2021 წლის 13 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ლოცვა-კურთხევით, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) ეკლესიაში ერთგული მსახურებისათვის ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა და დეკანოზის ხარისხში აიყვანა წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი იოანე აკობია. აქსიოს! ვულოცავთდეკანოზიოანეს,
ღმერთმა ღირსეულად ამსახუროს ღვთის სადიდებლად და ერის საკეთილდღეოდ!
18-1 საპატრიარქოს უწყებანი N18 2-15დეკემბერი 2021წ გვ.4
სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის სამძიმარი
არქიმანდრიტ მიქაელის (მიგინეიშვილი) გარდაცვალების გამო
დიდია ჩვენი გულისტკივილი არქიმანდრიტ მიქაელის გარდაცვალების გამო. იგი იყო საქართველოს ეკლესიის გამორჩეული მოძღვარი და ღვთის
საყვარელი შვილი. ღმერთმა აცხონოს მისი უკვდავი სული დასავანესა მართალთასა განუსვენოს, ხოლო არქიმანდრიტ მიქაელის მრევლსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, შინაგანი მხნეობა და ლოცვის ძალა.
***
60 წლის ასაკში გარდაიცვალა შემოქმედის ეპარქიის მღვდელმსახური, ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მიქაელი (მიგინეიშვილი). მამა მიქაელი თავისი სასულიერო მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს სხვადასხვა ეკლესია-მონასტერში მსახურობდა, ბოლო 24 წლის განმავლობაში იგი ჯუმათის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო. არქიმანდრიტ მიქაელი დაკრძალეს 2021 წლის 23 ნოემბერს ჯუმათის მამათა მონასტერში. მწუხარებას გამოვთქვამთ არქიმანდრიტ მიქაელის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებს, მონასტრის წევრებსა და სამწყსოსს. უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული არქიმანდრიტი მიქაელი.
19 საპატრიარქოს უწყებანი N19 16-29 დეკემბერი 2021წ გვ.7
ტაძრის კურთხევა
2021 წლის 13 დეკემბერს, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის ხსენების დღეს, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ქუთაისში წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი აკურთხა.
ხელდასხმა
5 დეკემბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის, სოფ. ახალსოფლის მიქაელ მთავარანგელოზის სახ. ტაძარში თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა (გაბრიჭიძე) მლვდლად დაასხა ხელი იმავე ეპარქიის დიაკონ გიორგი მაჩურიშვილს, ხოლო დიაკვნად აკურთხა -- ბერი
ლოტი (დოლაკიძე). ვულოცავთ „საპატრიარქოს უწყებანის“ სარედაქციო კოლეგიის წევრს მამა გიორგის, ასევე მამა ლოტს მინიჭებულ სამღვდელო ხარისხებს, უფალმა გააძლიეროს ერისა და ეკლესიის სამსახურში.
აღკვეცა
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს , (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, 2021 წლის 6 დეკემბერს მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერში არქიმანდრიტმა მელქისედეკმა (მიქავა) მონაზვნად აღკვეცა მორჩილი ზოია (შუშანია).
ვულოცავთ დედა ზოიას. დაე, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ქრისტეს ჭეშმარიტ გზაზე.
1 საპატრიარქოს უწყებანი N1 13-26იანვარი 2022წ გვ.20
დეკანოზი დავით დუმბაძე 1849-1918
მე როგორც გამოცდილს და მცოდნეს სრულის საეკლესიო ქართულის გალობისა ის მაქვს სასიამოვნოდ რომ ყოველი ეკლესიური გალობა გადადის ნოტებზედ - დეკანოზი ანტონ დუმბაძე
I ნაწილი
დეკანოზი დავით ანტონის ძე დუმბაძე 1849 წელს ქუთაისის გუბერნიაში, ოზურგეთის მაზრის სოფ. შემოქმედში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. სანამ უშუალოდ მამა დავითზე ვისაუბრებთ, ორიოდე სიტყვით საჭიროა ვახსენოთ მამამისის, სრული მგალობელის - ანტონ დუმბაძის დიდი დამსახურება ქართული გალობის განვითარების საქმეში. ანტონ დუმბაძე მთელ საქართველოში გალობის ერთ-ერთ საუკეთესო მცოდნედ და ავტორიტეტულ პიროვნებად ითვლებოდა. იყო პოლიციის პორუჩიკი. მას ცხრა შვილი ჰყავდა, რომელთაგან უმეტესობა მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. მისი 7 ვაჟიდან ექვსმა სამხედრო კარიერა აირჩია, მათგან
ოთხმა - იოსებმა, ნიკოლოზმა, სამსონმა და ივანემ
1-1 საპატრიარქოს უწყებანი N1 13-26იანვარი 2022წ გვ.21
დეკანოზი დავით დუმბაძე 1849-1918 (გაგრძელება)
გენერალ-მაიორის წოდებას მიაღწია. ყველაზე ცნობილი იყო ივანე დუმბაძე (1851-1916), რომელიც იყო რუსეთის არმიის გენერალი, სახელმწიფო მოღვაწე,იალტის გენერალ-გუბერნატორი და რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-სთან დაახლოებულიპირი. 1880-1887 წლებში იყო
ოზურგეთის მაზრის ბოქაული. 1887 წელს დუმბაძე გადაიყვანეს მე-3 კავკასიურ დრუჟინაში, სადაც დაინიშნა სამხედრო
მოსამართლედ. 1894 წლის 26თებერვალს მან მიიღო ვიცეპოლკოვნიკის წოდება, ხოლო 1900 წელს სრული პოლკოვნიკისა. ამ პერიოდში დუმბაძე
დაახლოებული იყო ქართულ ნაციონალისტურ ჯგუფებთან. 1900 წლის 16 აგვისტოდან იყო კრასნოვოდსკის მე-8 სარეზერვო ბატალიონის მეთაური. 1903 წლის 26 მაისს დუმბაძე დაინიშნა მე-16ფეხოსანთა პოლკის მეთაურად და ამ პოსტზე დარჩა 1907 წლის 15 ოქტომბრამდე. ამ დროიდან დუმბაძემ გაწყვიტა კავშირი ქართველ ნაციონალისტებთან და
დადგა რუსიფიკატორული პოლიტიკის მხარეს. 1905
წლის რევოლუციის შემდეგ დუმბაძე აქტიურად ჩაერთო იმპერიაში მიმდინარე პოლიტიკურ მოქლენებში. 1905 წლის ოქტომბრის მანიფესტის გამოცემისა და სოციალური მღელვარების გაზრდის შემდეგ, 1906
წლის 26 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა მინისტრმა პ. სტოლიპინმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა კურორტ იალტაში. სამოქალაქო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოები (ერობა) დაითხოვეს და
ძალაუფლება გადაეცა ტავრიდას გუბერნატორს, გენერალ ვასილ ნოვიცკის; რადგან გუბერნატორის რეზიდენცია იალტიდან შორს, სიმფეროპოლში იყო, ნოვიცკიმ იალტის უმაღლეს სამხედრო კომენდანტად დანიშნა ივანე დუმბაძე, რათა ამ უკანასკნელს დაეცვა მეფის საზაფხულო რეზიდენცია, რომელიც იალტის ახლომდებარე დაბა ლივადიაში მდებარეობდა. 1907 წლის 31 მაისს იგი გახდა გენერალ-მაიორი. 1907 წლის 15 ოქტომბრიდან 1908 წლის 10 ივლისამდე ივანე დუმბაძე იყო 34-ე ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადის სარდალი. 1908 წლის 2 აგვისტოს დაინიშნა იალტის უმაღლეს მთავარმმართებლად. 1912 წლის 23 ივლისიდან გახდა მე-13 ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადის
სარდალი. 1912 წლის 4 აგვისტოს, სამხედრო მინისტრის ბრძანებით, გადააყენეს ქვეითთა დივიზიაში დაკავებული თანამდებობიდან და იმავე თვეში გაათავისუფლეს იალტის მთავარმმართებლობიდან. ის
ჩაირიცხა სამხედრო სამინისტროს რეზერვში. 1912 წლის დეკემბერში ნიკოლოზII-ემ ი. დუმბაძე ჩარიცხა მისი საიმპერატორო უდიდებულესობის ამალაში და მალე, იმპერატორის პირადი სურვილით, აღადგინეს
იალტის მმართველის თანამდებობაზე. ი. დუმბაძემ მიიღო რამდენიმე უცხოური ორდენი, მათ შორის, ლომისა და მზის სპარსული ორდენი, ამომავალი ვარსკვლავისა და ოქროს ვარსკვლავის ბუხარის ორდენები, მხსნელის ბერძნული ორდენი და წმ. დანიელის ჩერნოგორიულიორდენი. 1914 წელს, „ორმოცწლიანი შესანიშნავი სამსახურისთვის“, დუმბაძემ მიიღო განსაკუთრებული ნიშანი წმ. გიორგის ბაფთაზე. ივანე
დუმბაძემ მონაწილეობა ვერ მიიღო | მსოფლიო ომში ავადმყოფობის გამო. 1916 წლის გაზაფხულზე მას კიევში ჩაუტარდა ოპერაცია, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. 1916 წლის 15 აგვისტოს იგი საკუთარი სურვილით გადადგა იალტის მმართელის პოსტიდან, მაგრამ დარჩა იმპერატორის ამალაში. გარდაიცვალა 1916 წლის 1 ოქტომბერს. გენერალ-მაიორ ივანე დუმბაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაზეთი „საქართველო“ წერდა: „იალტის ყოფილ მმართველს, განსვენებულ გენერალ დუმბაძეს, თითქმის ყველა რუსულმა გაზეთებმა ნეკროლოგები უძღვნეს, რომელშიაც ერთხმად აღიარებენ, რომ განსაკუთრებულ სისასტიკესთან და უცნაურ ახირებულობასთან ერთად, დუმბაძე იშვიათი პატიოსნების კაცი იყო და უდრეკი თავის მოვალეობის წინაშეო.ეამ დროს პეტროგრადული
გაზეთი „რეჩი“ იტყობინებოდა: „მძიმე ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ იალტაში გარდაიცვალა გენერალმაიორი ივანე ანტონის ძე დუმბაძე. მძიმე ავადმყო-
1-2 საპატრიარქოს უწყებანი N1 13-26იანვარი 2022წ გვ.22
დეკანოზი დავით დუმბაძე 1849-1918 (გაგრძელება)
ფობამ აიძულა იგი გადამდგარიყო სამსახურიდან
ჯერ კიდევ ამ სამი თვის წინად და იმ ხანებში ვცადეთ, რამდენადაც შესაძლებელი იყო, დაგვეხასიათებინა ეს კაცი, რომელიც შეიძლება უდიდეს როლს არ თამაშობდა, მაგრამ მის გარშემო დიდი ხმაურობა იყო და ძველი რუსეთის თვალსაჩინო მოღვაწედ ითვლებოდა. ეხლა, როდესაც ჯერ კიდევ არ გაცივე- ბულა საფლავი იმ კაცისა, რომლის მოქმედება ხშირად სასტიკად მოგვიხსენებია, შეუძლებელია, რომ ავტეხოთ ძველი კამათი. უნდა დრომ გაიაროს, რომ შესაძლებელი იქმნეს ყველა მასალის გამოქვეყნება და მიუდგომელი დახასიათება დუმბაძისა, რომლის
სახელი სავსებით დაუკავშირდა ძველი რუსეთის წეს-წყობილების ახალში გარდასვლის ისტორიას. ეხლა კი მხოლოდ შემდეგი შეგვიძლია ვთქვათ: ყველა თავის თანამოაზრეთა და პატრიოტული რუსეთის დამცველთა შორის, ი. ა. დუმბაძე იყო იშვიათი უანგარო და პირადათ პატიოსანი. იგი მოქმედებდა პირადი რწმენით და, ყოველ შემთხვევაში, არა ანგარებისათვის და მარტო ამისათვის მომავალი მიუდგომელი ისტორიკოსი მრავალს აპატიებს აწ გარდაცვალებულს აბსოლიუტიზმის რომანტიკოსს“. ანტონ დუმბაძე 1844 წლიდან გურიის საკათედრო ტაძარში სამღვდელმთავრო გუნდში გალობდა. გურიის ეპისკოპოსი გაბრიელი (ტუსკია) 1878 წლის 26 მარტს მის შესახებ წერდა: „იგია უფროსი ყველა
მგალობლებშიდ გურიის ეპარქიისა, ნიჭიერებისა გამო და სწავლასა ავრცელებდა გალობისას ამხანაგებში და სამღვდელოებათა შორისაცა, რომელიცა ეხლაც ავრცელებს გალობის სწავლად აქაურ ეპარქიაშიდ“.
თავად ანტონ დუმბაძე გაზეთ „ივერიაში“ წერდა: „დიდი ხანი არ არის, რაც მთელს საქართველოში იყი აძრული ლაპარაკი შესახებ იმისა, რომ შესაძლო იყო თუ არა გარდაღება ქართულის საეკლესიო გალობისა ნოტებზედ, რომელზედაც მე იჭვნეული ვიყავი. ეხლა, მადლობა ღმერთს, ამ მოკლე ხანში, ამგვარ იჭვნეულობას და ლაპარაკს მოეღო ბოლო და
მიეცა დასასრული, მით რომ ეს მეხუთე თვე არის, რაც პატივცემული ფილიმონ ქორიძე ყოველ დღე დაუღალავად მუშაობს და შრომობს ამ საქმეზედ ქ. ოზურგეთში, ერთად ჩემისა და ჩემის შვილის მღვდლის დავითისა და ერთის ჩემის შეგირდის მოლარიშვილის დახმარებით.
მე, როგორც გამოცდილს და მცოდნეს სრულის საეკლესიო ქართულის გალობისა, ის მაქვს სასიამოვნოდ, რომ ყოველი ეკლესიური გალობა გადადის ნოტებზედ, ისე შეუცვლელ და უნაკლულოდ იმ
კილოზედ, როგორიც არსებობდა და არსებობს გურია-იმერეთში.
ამას გარდა, კიდევ გამოგვიჩნდა ერთი ყოვლადპატიოსანი მამულიშვილი და გულშემატკივარი ამ კარგის საქმისა, რომელიც გულმოდგინედ შეუდგა
განხორციელებას ამ ძვირფასის საუნჯისას. მან არ მიხედა არც შრომას, არც ნივთიერ ხარჯსა და სარჯელს და საუკუნოდ ავალებს საზოგადოებას. ეს კაცი არის ისევ ერთი გურულთაგანი -– მაქსიმე შარაძე -– და მას ეხმარებიან მისი ამხანაგნიც“. ანტონ დუმბაძე 1907 წელს გარდაიცვალა.
მღვდელმა დავით დუმბაძემ ღირსეულად გა- აგრძელა თავისი მამისა და დუმბაძეთა გვარის სასულიერო და სამგალობლო ტრადიციები. მან დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო 3-წლიანი სასწავლებელი. 1869 წლის 6 დეკემბერს დავითი საკათედრო ტაძრის კერძო დიაკვნად დაინიშნა. 1869 წლის 30 დეკემბერს გურიის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ტუსკია) დიაკვნად აკურთხა. 1870 წლის 6 იანვარს კი –– მღვდლად დაასხა ხელი და საკათედრო ტაძრის კრებულში დაადგინა. 1872 წლის 15 აგვისტოს
შემოქმედის წმ. გიორგის ეკლესიაში გადაიყვანეს და ოზურგეთის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1875 წლის 25 აგვისტოს მღვდელი დავითი ოზურგეთის წმ. მარინეს სახ. ტაძარში განამწესეს. ამავე
წელს ოლქის სამღვდელოებამ ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის მმართველ საბჭოს წევრად აირჩია. 1877 წლის 3 აპრილიდან 1878 წლის 1 სექტემბრამდე, რუსეთ-თურქეთის ომის დროს, სამხედრო ჰოსპიტალის მღვდლად იყო. 1877 წლის ივლისში იგი ფრონტის ხაზზე დიდი რისკის ფასად დაჭრილი ჯარისკაცებისთვის ასრულებდა საეკლესიო წესებს.
1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად მოხერხდა აჭარის თურქეთის 300-წლიანი ბატონობისაგან გათავისუფლება. ეს დიდი ისტორიული მოვლენა იყო. ეს ძირძველი ქართული კუთხე
ფორმალურად რუსეთის იმპერიას, ხოლო ფაქტობრივად – დედასამშობლოს დაუბრუნდა. ახალშემოერთებული მხარე და მისი მოსახლეობა მაშინვე მოექცა „კავკასიაში ქრისტიანული სარწმუნოების
აღმდგენი საზოგადოების“ ყურადღების ცენტრში.
როდესაც რუსეთის ჯარი ბათუმში შევიდა, მას თან ახლდნენ როგორც რუსი, ასევე ქართველი ეროვნების სასულიერო პირები. ერთ-ერთი მათგანი იყო მღვდელი დავით დუმბაძე. ბათუმში საზეიმოდ შემოსულ რუსეთის ჯარს საეკლესიო ზარების გუგუნით მიეგება წმ. ნიკოლოზის სახ. ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია და ამ ეკლესიის მრევლი. ეს
იყო პირველი შემთხვევა ზარების რეკვისა, რადგან ადრე თურქები არ აძლევდნენ ეკლესიებზე ზარების დარეკვის უფლებას. ამ მოვლენის აღსანიშნავად ბათუმში გაიმართა საზეიმო ბანკეტი, რომელსაც ესწრებოდნენ რო-
1-3 საპატრიარქოს უწყებანი N1 13-26იანვარი 2022წ გვ.23
დეკანოზი დავით დუმბაძე 1849-1918 (გაგრძელება)
გორც საერო, ასევე საეკლესიო ხელისუფლების წარმომადგენლები. ბანკეტზე სიტყვით გამოვიდა ბერძნული ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი ალექსი და დადებითი შეფასება მისცა ამ ისტორიულ მოვლენას. მან დიდი სიყვარულით მოიხსენია მამა დავით დუმბაძე, რომელიც მანამდე რამდენჯერმე იყო ბათუმში ნამყოფი. ამ ვიზიტების დროს იგი ეცნობოდა ბერძნულ და ბათუმში არსებული სხვა ეკლესიების წარმომადგენლებს.
ინტენსიურად ხვდებოდა ბათუმელ ქრისტიანებს, ანუგეშებდა
მათ და არწმუნებდა, რომ მალე ეს მხარე თურქთა ბატონობისაგან გათავისუფლდებოდა. „ჩვენ ვიცოდით, – აღნიშნავდა მამა
ალექსი – რომ, მამა დავითი ქრისტიანული სამისიონერო საზოგადოების წევრი იყო და მას ვაწვდიდით
#1, 13-26 იანვარი 23 ლაქეობრივი გმირობის გამო დაეჯილდოებინათ მთავარხუცესი მღვდელი დავით დუმბაძე. საქმე იმაში მდგომარეობს,
რომ 1881 წლის 13 ივლისს გურიის ეპისკოპოსი გაბრიელი (ტუსკია) შემოქმედის მონასტრის მოსალოცად და რევიზიის ჩასატარებლად
მისულა. უკან გამობრუნებისას, მდინარე ბჟუჟის ადიდების გამო, მეუფე ცხენიდან გადმოვარდა და წყალმა ხუთ საჟენზე წაილო. მამა დავითი მაშინვე წყალში შევარდნილა და დიდი წვალებით გამოუყვანია წყლიდან ეპისკოპოსი გაბრიელი. 1884 წლის 9 მარტს, წმინდა სინოდის
დადგენილებით, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე III-მ მლვდელი დავით დუმბაძე ოქროს მედლით დააჯილდოვა. 1884 წლის 2 მაისს, თავისივე თხოვნის საფუძველზე, მამა დავითი გათავისუფლდა მთავარხუცეინფორმაციებს ბათუმში ქრისტი- ანთა მდგომარეობის შესახებ“. მამა ალექსიმ დასასრულს ისიც აღნიშნა, რომ ის დიდად
მადლობელი იქნებოდა, თუ მღვდელი დავით დუმბაძე, სხვებთან ერთად, დაჯილდოვდებოდა მედლით იმ თავდადებისათვის, რომელიც მან გამოიჩინა ამ დიდი ისტორიული მოვლენის განხორციელების საქმეში. შემდგომში, 1880 წლის 1 თებერვალს, იგი მართლაც დაჯილდოვდა წითელი ჯვრის საზოგადოების სამახსოვრო ჯვრით. ამავე პერიოდში
დაჯილდოვდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის სახელობის ვერცხლის მედლით. 1878 წლის 18 აგვისტოს მღვდელი დავითი გურიის ეპარქიის საეკლესიო ქონების აღმწერი კომისიის წევრად დანიშნეს. 1879 წლის 19 ივლისს, ოზურგეთის ოლქის სამღვდელოების თხოვნით,
საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ დაამტკიცა მთავარხუცესის პოსტზე. მისი მთავარხუცესობის პერიოდში, მღვდელ დავითის მეცადინეობითა და ხელმძღვანელობით, აშენდა ოთხი ახალი ტაძარი: 1875 წელს იკურთხა ნიგოეთისა და გორისგვერდის წმ. გიორგის, შუხუთის ღვთისმშობლის ეკლესიები, ხოლო 1881 წელს კი წითელმთის
წმ. გიორგის ეკლესია. 1882 წლის 8 თებერვალს, სინოდალური კანტორის გადაწყვეტილებით, მამა დავითი გურიის ეპარქიის სასულიერო სასამართლოს ხაზინადრად დაინიშნა. 1883 წლის 24 მარტს გურიის ეპისკოპოსი ალექსანდრემ (ოქროპირიძე) თხოვნით მიმართა საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას, მოქალაქეობრივი გმირობის გამო დაეჯილდოებინათ მთავარხუცესი მღვდელი დავით
დუმბაძე. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ 1881 წლის 13 ივლისს გურიის
ეპისკოპოსი გაბრიელი (ტუსკია) შემოქმედის მონასტრის მოსალოცად და რევიზიის ჩასატარებლად მისულა. უკან გამობრუნებისას,
მდინარე ბჟუჟის ადიდების გამო, მეუფე ცხენიდან გადმოვარდა და წყალმა ხუთ საჟენზე წაილო. მამა დავითი მაშინვე წყალში შევარდნილა და დიდი
წვალებით გამოუყვანია წყლიდან ეპისკოპოსი გაბრიელი. 1884
წლის 9 მარტს, წმინდა სინოდის დადგენილებით, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე III-მ მლვდელი დავით დუმბაძე ოქროს მედლით
დააჯილდოვა. 1884 წლის 2 მაისს, თავისივე თხოვნის საფუძველზე, მამა დავითი გათავისუფლდა მთავარხუცესობიდან. 1886 წელს მღვდელი დავითი და მამამისი, ანტონ დუმბაძე ცილისწამების მსხვერპლი
გახდნენ და სასამართლოში მოუწიათ თავის მართლება. საქმის ვითარება შემდეგი იყო: 1886 წლის 7 ნოემბერს, ქ. ბათუმში, ქუთაისის ოლქის სასამართლო განყოფილება იხილავდა ანტონ და დავით დუმბაძეების საქმეს, რომელთაც გურიის ეპისკოპოს გაბრიელის (ტუსკია) თარჯიმანის სვიმონ იორაიშვილის მკვლელობა ბრალდებოდათ. მათთან ერთად
საბრალდებო სკამზე იჯდა ახალგაზრდა ყმაწვილი
კაცი გრიგოლაშვილი, რომელსაც ბრალდებოდა, ვითომ მას დუმბაძეების ჩაგონებით მოეყვანა ყაჩაღი მამულაშვილი იორაიშვილის მოსაკლავად. ბრალდებულებს იცავდა ადვოკატი ნიკო ყიფიანი. ეს პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდა და გაზეთმა „ივერიამ“ თითქმის სრულად გააშუქა. როგორც ამ საქმიდან ჩანს, დუმბაძეებსა და იორაიშვილს შორის მართლა
ყოფილა დაპირისპირება, რადგან ორივენი გავლენიან პირებად ითვლებოდნენ ეპისკოპოს გაბრიელის (ტუსკიას) გარემოცვაში. ეს შუღლი და მტრობა წლების მანძილზე გრძელდებოდა. ერთხელ შერიგებულან კიდეც და სვიმონ იორაიშვილის მოუნათლავს მღვდელ დავით დუმბაძის ერთ-ერთი შვილი. საბოლოოდ ისინი ისევ დაპირისპირებიან ერთმანეთს და ამის მიზეზი მღვდელი ნიკოლოზ ინწკირველი ყოფილა, რომელმაც სვიმონ იორაიშვილს მიმართა დახმარებისთვის და მამა დავით დუმბაძე დაადანაშაულა საეკლესიო ყულაბიდან ფულის ამოღებაში. იორაიშვილის მტკიცედ მოუკიდია ამ საქმისთვის ხელი და
1-4 საპატრიარქოს უწყებანი N1 13-26იანვარი 2022წ გვ.24
დეკანოზი დავით დუმბაძე 1849-1918 (დასასრული)
საქმის სასამართლოში გატანას აპირებდა. სწორედ ამ დროს „შეუთვლია“ დავით დუმბაძეს: „ან დამეხსენი, ან მე შენ უნდა მოგკლაო... მღვდლობა რას მიქვიან, თუ შენის გულისათვის ციმბირში გამგზავნიანო". ასეთი მდგომარეობა იყო მათ შორის, როდესაც 1884 წლის 31 მარტს, 75 წლის მოხუცი, სვიმონ იორაიშვილი საკუთარ სახლში თოფით მოკლეს. ვიდრე გარდაიცვლებოდა, მის საზიარებლად მღვდელი მოიხმეს და მამა დავითი სწრაფად გაეშურა მისი სახლისკენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ცოცხალს ვეღარ მიუსწრო. თავდაპირველად პოლიციამ იორაიშვილის მოსამსახურე დააპატიმრა. როგორც ამ ამბის შემსწრენი ამბობდნენ „დავით დუმბაძე ძრიელ შეწუხებული იყოვო, ტიროდა კიდეცაო“. ამასობაში გურიაში
მოჰკლეს ყაჩაღი ივანე მამულაშვილი. მისი მოკვლის შემდეგ გამოჩნდა კაცი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ვითომც მისთვის ეთქვა მამულაშვილს, რომ მე მოვკალ სვიმონ იორაიშვილი დუმბაძეების შთაგონებით,
რომ დუმბაძეები ამის გულისთვის 200 მანეთს შემპირდნენ და, გარდა ამისა, ოსმალეთში უნდა გავეპარებინეო; მაგრამ არც ფული მომცეს და არც გაქცევაში დამეხმარენო. გარდა ამისა, გამოჩნდა კიდევ ვიღაც კაცი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მამულაშვილი დუმბაძის სახლში ვნახეო. საქმე იქამდე მივიდა, რომ მამა-შვილი დუმბაძეები დაიჭირეს. საქმეს ქუთაისის სასამართლო იხილავდა, რომელმაც პირველ განხილვაზე მოსპო ძიება მასალების არქონის გამო, მაგრამ სასამართლო პალატამ ეს გადაწყვეტილება უკანონოდ სცნო და კვლავ ოლქის სასამართლოს დაუბრუნა საქმე ხელახლა განსახილველად. ოლქის სასამართლოს განყოფილებამ საქმე მეორედ განიხილა, დუმბაძეები ხელახლა უდანაშაულოდ სცნო და სასჯელისაგან სრულიად გაათავისუფლა.
2 საპატრიარქოს უწყებანი N2 27იანვარი-9თებერვალი 2022წ გვ.20
დეკანოზი დავით დუმბაძე 1849-1918 II ნაწილი
ზნეობრივ და გონებრივ საზრდოსთან სულიერი საზრდოც უნდა გვახსოვდეს
1888 წლის 26 მაისს მლვდელი დავითი ოზურგეთის წმ. მარინეს სახ. საკათედრო ტაძრის წინამძლვრად დაინიშნა. 1893 წელს მაქსიმე შარაშისა და წმ. ექვთიმე კერესელიძის ძალისხმევითა და ფინანსური თანადგომით
წმ. ფილიმონ ქორიძე ოზურგეთში, ქართული საეკლესიო საგალობლების გადასაღებად ჩავიდა. მას ამ საქმეში სწორედ ანტონ დუმბაძისა და მღვდელი დავითის დიდი იმედი ჰქონდა. იმავე წელს უკვე მზად
იყო ნოტებზე გადაღებული საგალობლები. საგალობლები გადაიღეს „პარაკლიტონის (რვა ხმათა) პირველი ხმიდგან. ი, ეს საგალობლებიც: 1) სამწუხრონი ლოცვანი; 2) მოადეგით ერნო სიონსა; 3) ყოვლისა სოფლისა დიდებასა; 4) დასდევ საცოი პირსა ჩემსა; 5) ღმერთი უფალი; 6) უფალო ღაღად ვყავ; 7) დიდება და აწდა და სხვ. სულ ათი ნაჭერი. აი, რას წერდა 1894 წელს ამ წარმატებული მუშაობის შედეგად გაზეთი „ივერია“: „ოზურგეთში იმყოფება ამ ჟამად ბ-ნი ფილიმონ ქორიძე, რომელსაც გადააქვს ნოტებზედ ანტონ დუმბაძის გალობა. ფ. ქორიძე, ანტ. დუმბაძე და მისი შვილი -- დავითი დაუღალავად ჰმუშაობენ; საქმე მშვენივრად მიდის, ბევრი დაუწერიათ და რაც დაუწერიათ, სწორედ სამაგალითოდ არის დაწერილი. ცოტა არ იყოს, ბ-ნ ანტონ დუმბაძეს არ სჯეროდა, რომ ასე მოეწყობოდა ნოტებზედ გალობა, ეშინოდა კიდეც, კილო არ დამახინჯდესო, მაგრამ ეხლა სულითა და გულით არის მონდომებული, როგორმე დააბოლოვოს ეს საქმე. ბევრი ხარჯი მოუნდება ამ დიდს საგანს. იმედი არის, საზოგადოება შეეწევა ამ საქმის დამწყებთ. საკვირველია,
რომ საეკლესიო გალობის ნოტებზედ გადაღების შესახებ ეკლესიის მსახურნი გაჩუმებულნი არიან! გვესტუმრა ბ-ნი რატილი -–- თავისის ხოროთი, და ორი კონცერტი გაჰმართა. ქართულმა სიმღერამ
ხალხი აღტაცებაში მოიყვანა“. 1894 წლის 25 თებერვალს ოზურგეთის მაზრის სამლვდელოებამ მღვდელი დავითი სასულიერო სასწავლებელში თავის წარმომადგენლად აირჩია და იმა-
2-1 საპატრიარქოს უწყებანი N2 27იანვარი-9თებერვალი 2022წ გვ.21
დეკანოზი დავით დუმბაძე 1849-1918 II ნაწილი (გაგრძელება)
ვე წლის 30 მარტს დამტკიცდა ამ პოსტზე. ამასთანავე, იგი ასწავლიდა ქართულ საეკლესიო გალობას აღნიშნულ სასწავლებელში. 1894 წლის 15 მაისს სკუფია უბოძეს. 1895 წლის იანვარში იგი გურია-სამეგრელოს
სამღვდელოებას საეპარქიო კრებაზე მონაწილეობდა როგორც ოზურგეთის ოლქის დეპუტატი. 1896 წლის 6 ივლისიდან მღვდელი დავითი გურია-სამეგრელოს საეპარქიო სასწავლო კომიტეტის ოზურგეთის განყოფილების წევრია. 1897 წლის თებერვალში ოზურგეთში ჩამოყალიბდა ფრიად საინტერესო კომიტეტი, რომელსაც დაევალა ქართული ხალხური სიმღერებისა და ეროვნული საგალობლების ნოტებზე გადაღება, რათა ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველასათვის. კომიტეტს ასევე
დაევალა თანხის მოძიება ამ საქმიანობისათვის. ნოტებზე გადაღება დაევალა ფილიმონ ქორიძეს. კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს თავადაზნაურთა წინამძლოლი, თავადი სვ. გუგუნავა, ხოლო წევრებად:
ოზურგეთის მაზრის უფროსი ზ. ალშიბაია, ქალაქის მოურავი თ. ნ. თავდგირიძე, მღვდელი დავით დუმბაძე, მაზრის მმართველის თანაშემწე ალ. გამრეკელი და გურიანთის ბოქაული ბეს. იოსელიანი.
1897 წლის სექტემბერში ოზურგეთში გაიხსნა წიგნთსაცავი, რასაც დიდი ხანია ითხოვდა ქალაქის მოსახლეობა და აი, ეს ნანატრი დღეც დადგა. მთელი მოსახლეობა ტკბებოდა ამ სიახლით, იქვე კითხულობდნენ ქვეყანაში მომხდარ ახალ ამბებს, ეცნობოდნენ ქართველი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებებს, წიგნები უფასოდ მიჰქონდათ სახლში წასაკითხადაც. თუმცა ამ დადებით მოვლენას, როგორც ჩანს, პატარა უარყოფითი თვისებაც ჰქონია, რაც პირველმა მღვდელმა დავითმა დაინახა და გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე გააშუქა. იგი წერდა: „ვინ არ იცის, რომ
წიგნთსაცავის გახსნა ერთი საუკეთესო საქმეა, მაგრამ, სამწუხაროდ ჩემდა, როგორც ადგილობრივმა მღვდელმა, არ შემიძლიან აქ არ აღვნიშნო ერთი
ურიგო მდგომარეობა, რომელიც ხდება ხსენებულის წიგნთსაცავის მიზეზით. ჩემის აზრით, ზნეობრივ და გონებრივ საზრდოსთან სულიერი საზრდოც უნდა გვახსოვდეს, მაგრამ ისე გაიტაცა აქაურნი მცხოვრებნი ჩვენმა წიგნთსაცავმა, რომ თითქმის სრულიად დაავიწყდათ წირვა-ლოცვის მოსმენა. მართლაც, აკაკისა არ იყოს, ჩვენი ზარების ხმა იმათ ეხლა „წადით“, „წადით“ ეყურებათ. უქმეს წინადღის საღამოს ლოცვაზედ ჩვენი ეკლესია სრულიად დაცარიელებულია. ამისათვის სასურველია მიექცეს
ყურადღება, ვისგანაც ჯერ არს, რათა კვირა-უქმე დღეების წინ, საღამოს ოთხის საათიდან, დაკეტილი იქმნას წიგნთსაცავი ვიდრე ექვს საათამდე, ე.ი. მწუხრის და ცისკრის გამოსვლამდე და ამ ნაირად აღარც სულიერი საზრდო დაგვავიწყდება და წიგნებისა და გაზეთების კითხვასაც მოვესწრებით“. როგორც ამ წერილიდან ჩანს, წიგნთსაცავმა ისე გაიტაცა ქალაქის მოსახლეობა და მრევლი, რომ ლოცვაზე ტაძარში აღარ მიდიოდნენ და მთელი საღამო დროს სამკითხველოში ატარებდნენ, რამაც მათი სულიერი მოძღვრის შეშფოთება გამოიწვია. 1899 წლის 15 მაისს
მღვდელ დავითს კამილავკა ეწყალობა. 1900 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძეე ხლოცვა-კურთხევითგადაწყდა ოზურგეთში ქართული საეკლესიო გალობის სასწავლებლის დაარსება. 1900 წლის 15 მარტს ეპისკოპოსი ალექსანდრე ფოთიდან ჩაბრძანდა ოზურგეთში და მოიწვია კრება. წაკითხულ იქნა სპეციალური წესდება, რომელიც ამ სასწავლებლისთვის შეიმუშავეს. მეუფე ალექსანდრემ 100 მანეთი შეწირა ამ საქმეს და შემდგომშიც აღუთქვა დახმარება და შემწეობა. კომიტეტის საპატიო თავმჯდომარედ ეპისკოპოსი ალექსანდრე იქნა არჩეული, თანაშემწედ -- ნიკო თავდგირიძე, ხოლო მის წევრებად
მღვდლები: არსენ თოხაძე, ლუკა ხუნდაძე, გიორგი თოხაძე და დავით დუმბაძე. 1905 წელს რუსეთში დაწყებულმა რევოლუციის ტალღამ საქართველოსაც გადაუარა. ქვეყანაში უამრავი შემზარავი და სასტიკი მკვლელობა მოხდა. მდგომარეობა უმართავი გახდა. რუსეთიდან მოვლინებულმა დამსჯელმა ჯარმა, გენერალ ალიხანოვავარსკის მეთაურობით, საშინელი რეპრესიები დაიწყო. დევნა სამლვდელოებამაც განიცადა. გაზეთი „ივერია“ 1905 წელს წერდა: „როგორც „ჩერნ. ვესტ“
იუწყება, ქ. ოზურგეთში გენერალ-მაიორ ალიხანოვ-ავარსკის პასუხისგებაში მიუცია ბლაღოჩინი მღვდელი დავით ანტონის ძე დუმბაძე. მიზეზი ისაა, რომ მღვდელ დუმბაძეს უარი განუცხადებია
მღვდელმსახურების შესრულებაზე თავად ტ. ნაკაშიძისა და ლ. გურიელის დასაფლავების დროს. როგორც ვიცით, მათი მკვლელობა პოლიტიკურ
ნიადაგზე მოხდა“. 1905 წლის 15 მაისს მღვდელი დავითი სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოვდა ხოლო 1908 წლის 12
2-2 საპატრიარქოს უწყებანი N2 27იანვარი-9თებერვალი 2022წ გვ.22
დეკანოზი დავით დუმბაძე 1849-1918 II ნაწილი (გაგრძელება)
თებერვალს დეკანოზის წოდება მიენიჭა. ამ პერიოდში იგი ისევ ოზურგეთის ოლქის მთავარხუცესად იხსენიება. 1907 წელს იუმორისტული ჟურნალი „ეშმაკის მათრახი“, რომელიც ხშირად ეკლესიისა და სასულიერო პირების ლანძღვა-დაცინვით და ცილისმწამებლური წერილების ბეჭდვით იყო დაკავებული, თავის ფურცლებზე დეკანოზ დავითის შესახებ წერდა: „ამ კვირაში ოზურგეთი, ეს სამჯერ მომწვარი ოზურგეთი, მამა დავითის სადეკანოზო ქალაქი, ნიკოკის საპრასედნიკო ადგილი და დიმიტრი-კოწიას
სანადირო, სააღლუმო მოედანი -- საგუბერნიო ქალაქათ გადააქციეს, გენერალ-გუბერნატორად ტოლმაჩევი დანიშნეს. ეს ბრძნული განკარგულება კი მე, როგორც ეშმაკის ერთგულ მოციქულს,
ძრიელ მომეწონა მისი სამართლიანობით. ნათქვამია, „ძაღლი იმან უნდა დამარხოს, ვინც დაარჩოო“ და აი, სწორეთ ოზურგეთსაც, ამ ანდაზის თანახმად, უკანასკნელი წესიც იგინმა უნდა აუგოს.. კრილოვის დეკანოზი დავითი, თავისი ღირსეული სულიერი შვილებით, ფარულად, მთელი მაზრის მაგიერ, ეახლა ნამესტნიკს და ითხოვა მაზრის მკრეჭელათ ისევ ერმოლოვი. ნამესტნიკს,მართალია, დავითი და დავითისტები არ მიუღია,
მაგრამ დავითიანი მაინც ისმინა და ერმოლოვს ტოლმაჩევიც „დაუდავესკა“ გენერალ-გუბერნა- ტორად. ყოველივე ეს დავითმა ისე მოაკვარაჭინა,
რომ მისი მარჯვენის ნაქნარი სიკეთე მარცხენას არ გაუგია, რა არის სააქაოს მადლი, არავინ მითხრას და საიქიოს ზენარი ჯილდო არ დამიკარგოსო. ჩვენც მეტი რა გვეთქმის, „რაც მოგივა დავითაო,
ყველა შენი თავითაო!“ დეკანოზმა დავითმა ორი ნომრის შემდეგ ასეთი
პასუხი გასცა ამ ფელეტონის ავტორს: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, სამას სამოცო წმინდაო გიორგი შენ დამიფარე. ღვთის პირიდან გადავარდნილო ეშმაკო! მე ღვთის მსახურს მონას, წმინდისა ქრისტეს ეკლესიისას მამცნეს ერთგულთა ჩემთა, ვითომც შენს მოციქულს გამოეგზავნოს წერილობითი ცნობა, ვითომც მე
ვინმე სტრაჟთა მთავრისათვის მიმეცეს ასი მანეთი ვერცხლი და ვითომც თანამდევ ვიყო მიცემად ორასისა კიდევ და უკეთუ ესე ვითარსა არა მივცემ,
მან უფროსმან სტრაჟისამან უნდა დაწვას ოდა ჩემი სიყრმისა, ჩემისაგან ოფლითა აგებული და ვითომც ესე ვითარი სასჯელი დამემსახურებიოს მე,
ქრისტეს მსახურსა, მით, რომ მესმიოს და მეცეს ჭამადი განქცეულთა მათ ფირალთათვის. მართალია, ეკლესია ქრისტესი გვავალებს, ვცეთ ჭამადი და სმადი ყოველსა მოყვასსა, მაგრამ მე შიშითა მიწიერისა ღმერთისა არა მიყვიეს ესე და არცა ვისმეთვისმე ასი მანეთი ბალიშის ქვეშე შამომიდვიეს
და არცა ორასისა მიცემა აღმითქვამს ყოველივე ესე ჭორ არს. არცა მეორე ლექსსა საეშმაკო გაზეთსა შინა მოთავსებულსა მე-6 ნომერსა „ოზურგეთს ყავს სამი მგელი“, მე ჩემს თავს არა ვცნობ და როგორც ვიცი გამოცდილებითა ჩემითა, ის უნდა იყოს უსამართლოთ დასჯილი და ვიატკასა შინა წარვლენილი მოსანანებლათ ცოდვათა არა ჩადენილთა, თანა მწირველი ჩემი ძმისწული ლავრენტად წოდებული, რომელსა არა დაეხმარა უქანქაროთ მოძღვარი ქალაქისა მის ოზურგეთისა და
რომლისა შესახებ პრისტავმან კნიაზმან მან ბრძანებითა უფროსისათა ჩაიდინა საქციელი, რომელი ჯერ არს განქიდებად“. 1912 წლის 6 მაისს წმ. ანას III ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1913 წლის 20 ოქტომბერს გურია-სამეგრელოს ეპარქიის მონასტრების მთავარხუცესი, ხობის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი დიმიტრი (პარკაია) ავადმყოფობის გამო გადადგა თანამდებობიდან, ამიტომ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) გადაწყვეტილებით, ეპარქიაში მოქმედ ყველა მონასტერს დაენიშნა ახალი მთავარხუცესი თეთრი სამღვდელოების მხრიდან. დეკანოზი დავითი შემოქმედის მამათა მონასტრის მთავარხუცესად დაადგინეს. 1914 წლის 15 მაისს წმ. ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1914 წელს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. სოფლის ღარიბ მოსახლეობაზე ეს ომი მეტად მძიმედ
აისახა. დიდი გადასახადებისგან შევიწროებული გლეხობა სულს ღაფავდა. მოსახლეობის დახმარების მიზნით მამა დავითის თავმჯდომარეობით შეიკრიბა ოზურგეთის მაზრის სამღვდელოება და დაადგინეს,
რომ ამ ომის დასრულებამდე მშრომელ ხალხს დრამის ფული არ გადაახდევინონ. კრებაზე ასევე გადაწყდა, რომ ყოველთვიური ჯამაგირიდან მათ ორი პროცენტი გადადონ ომში გაწვეული ჯარისკაცთა
ოჯახების დასახმარებლად. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში ვითარება შეიცვალა. სამღვდელოება
უკიდურესად რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. გამონაკლისი არც მამა დავითი გახლდათ. 1917 წელს გაზეთი „საქართველო“ წერდა: „ოზურგეთი. 10 მარტს, დროებითი მთავრობის განკარგულებით, დააპატიმრეს ნიკო თაყაიშვილი. მეორე დღეს თავისით გამოცხადდა ციხის უფროსთან დიმიტრი მგელაძე. იმავე დღეს შენდობა და პატიება ითხოვა დეკანოზმა დავით დუმბაძემ. ორივე დროებით გაანთავისუფლეს“. იგივე ცნობას გვაწვდის გაზეთი „ერთობა“, სადაც ვკითხულობთ: „ოზურგეთი. სატუსაღოში მყოფი დეკანოზი დავით დუმბაძე ძრიელ ავად შეიქმნა. ამიტომ მას ციხეში ჯდომა შეუცვალეს შინაურ დატუსაღებით გამომთვლებამდე“. თუ რა მიზეზის გამო მოხდა დაპირისპირება ადგილობრივ ხელისუფლებასა და დეკანოზ დავითს შორის, ამას ვიგებთ თავად მამა დავითის წერილით, რომელიც იმავე წლის 7 აპრილს ცნობილ საზოგადო მოღვაწეს,
პუბლიცისტსა და ქართული დრამატული თეატრის აქ-
2-3 საპატრიარქოს უწყებანი N2 27იანვარი-9თებერვალი 2022წ გვ.23
დეკანოზი დავით დუმბაძე 1849-1918 II ნაწილი (გაგრძელება)
ტიურ წევრს -- დიმიტრი დუმბაძეს მისწერა: „დიდად პატივცემულო ძმაო და მეგობარო დიმიტრი მოისევიჩ! ქრისტე აღსდგა და იცოცხლე გრძელ ჟამიერად, ლოცვა-კურთხევით მოგიკითხავ და თქვენს ჟამიერ სიცოცხლეს ღმერთსა ვთხოვ; ჩვენში იციან, რომ დაელავს, პირის ჯვარი უნდა გამოისახო, სწორეთ ეხლა არის ის დრო. 12 მარტს ახალმა მთავრობამ ყოვლითურთ უმართლოდდა გამოუკვლეველად დამიჭირეს და ჩამაგდეს ნაობახშიდ. ერთი თვე გადის, ჩვენება არ ჩამოურთმევია და არც მე ვიცი, რისთვის მტანჯავენ, კარგათ მოგეხსენება, ავათმყოფი კაცი ვარ და 70 წლის მოხუცი კაცი, ძველ დროშიდ ძველს ვემსახურებოდი, ეხლა დიდი სიხარულით ახალს ვემსახურები. აქ არის ერთი მხოლოდ მეზობლური მტერობა, რომელიც ვინღაცას ჩემი შტატის ადგილის მიცემას დაპირებია, ხალხი მთხოვილობს, სამღვდელოება მთხოვილობს, და კათოლიკოსის
მოადგილემ ვრცელი ტელეგრამა გამოუგზავნა აქაურ კამისრებს, მაგრამ ხმას არ იღებს, ნაობაღშიდ კინაღამ მოვკვდი რევმატიზმით და ჭაჭების ტკივილით და ძლივს ძლივობით დომაშნი არესტით დამამწყვდიეს სახლშიდ, სადაცა თოფიანი კაცი მადგანა თავზედ და ვიტანჯები. ვიცი, რომ თავმოყვარე, პატიოსანი კაცი ბრძანდები, გაჭირვებულ კაცს
ზღვამ პირი გაუღო, მეც გაჭირვებული ვარ. ახალი მოხელენი შენი ყველა ნაცნობი არიან, განსაკუთრებით პატივცემული ნოე ჟორდანია, ჩემის ცოლის ნათესავი. ამასთანავე, თქუენ სხვებიც გყავს კარგი
მოსახმარი და მომეხმარე რაც მოგახსენე, რომ ჩემის მხრით, არაფერი საწინააღმდეგო კანონიერი, არაფერი შესაფერხებელი თქვენ არ შეგხვდებათ. გაფიცებ ცოცხალს და მკვდარს, ნურაფერს
ძველს ჩემსას ნუ გაიხსენებ და მოიხმარე ყველა შენი ნაცნობი და მომეხმარე, თუ წინააღმდეგ შემთხვევაში საჭირო იქმნება უმაღლეს მართებლობასთან საქმის მიხწევა, ისიც მაცნობე საიდუმლოდ; მომიტევე შეწუხებისათვის. დავშთები თქუენი მაღალ კეთილშობილების ღვთისადმი მლოცველი დეკანოზი დავით დუმბაძე“. ციხიდან გათავისუფლებული მოძღვარი კვლავ ტაძარს დაუბრუნდა და სამსახური გააგრძელა. 1917
წლის 27 სექტემბერს ოზურგეთში გაიმართა შემოქმედის რაიონის კოლექტივის წევრთა კრება, სადაც კოლექტივის 1-23 სექტემბრის მოღვაწეობის ანგარიში მოისმინეს. კრებაზე ასევე განიხილეს მათთვის
მიუღებელი პირების ხელმეორედ დატუსაღების საკითხები, რომლებიც გათავისუფლდნენ თავდებით ივლისის თვეში. მათ საყვედური გამოთქვეს, რომ აღმასრულებელმა კომიტეტმა გურიის ცენტრალური
კომიტეტის დადგენილება სისრულეში არ მოიყვანა და პატიმრები გამოუშვა. კრებამ აღნიშნა: „საკითხის მიფუჩეჩების გამო ბევრი ასეთი პირი დაუპატიმრებელი დარჩა, რომელთაც დიდი ზარალი მოაქვთ.
მაგ. მღვდელი დავით დუმბაძე გამოდის ჯვარზე და კიდევ ჰპოულობს თავის თანამოაზრეებს". კრებამ დაადგინა, აეკრძალოს დ. დუმბაძეს ჯვარზე გამოსვლა და ქადაგება. როგორც ვხედავთ, დროებითი
მთავრობის მმართველობის პერიოდში დეკანოზ და-
2-4 საპატრიარქოს უწყებანი N2 27იანვარი-9თებერვალი 2022წ გვ.24
დეკანოზი დავით დუმბაძე 1849-1918 II ნაწილი (დასასრული)
ვითს ურთიერთობა დაეძაბა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რასაც მოჰყვა მისი დაპატიმრება და შემდეგ ქადაგების აკრძალვაც.
შემდგომში მოვლენები უფრო მძაფრად განვითარდა. 1918 წლის 10 მაისს დღემდე დაუდგენელ ვითარებაში მოკლეს დედაეკლესიისა და ქართული საეკლესიო გალობის დიდი მოამაგე, მხცოვანი დეკანოზი ”დავით დუმბაძე. ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა და მრევლმა, ვერაგულად მოკლული დეკანოზის ცხედარი შემოქმედის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაკრძალეს.
1919 წლის 7 მაისს გაზეთი „საქართველო“ პატარა ნეკროლოგს აქვეყნებს: „გულდამწუხ- რებულნი მეუღლე -- მაკა დიონისეს ასული დუმბაძისა, შვილები -- ვასილი, ელენე, მარგალიტა, ეკატერინა, სოფიო, თამარა, ელისაბედი ნაკაშიძისა, მარიამ დარახველიძისა, მატრონე გერასიმოვისა, პაშა სიმვულიდისა, სიძეები მიხეილ ნაკაშიძე, ვასილ დარახველიძე, ტიმოთე გერასიმოვი და დიმიტრი სიმვულიდი აუწყებენ ნათესავთ და ნაცნობთ, ვერაგულად მოკლულის დეკანოზის -- დავით დუმბაძის გადახდილი წლის თავზე წირვა და პანაშვიდი შესრულდება 10 მაისს, სოფ. შემოქმედის წმიდა გიორგის ეკლესიაში“. დეკანოზ დავით დუმბაძესა და მის მეუღლეს მაკა დიონისეს ასულ ტუსკიას (დაბ. 1859წ.) 2 ვაჟი და
10 ქალიშვილი ჰყავდათ: ელისაბედი (დაბ. 1879წ. გათხოვილი იყო მიხეილ ნაკაშიძეზე), ვასილი (დაბ. 1881წ.), ალექსანდრა (დაბ. 1882წ. გათხოვილი დიმიტრი სიმვულიდზე), ელენე (დაბ. 1885წ.), მარიამი (დაბ. 1887წ. გათხოვილი ვასილ დარახველიძეზე), მატრონა (დაბ. 1888წ. გათხოვილი ტიმოთე გერასიმოვგზე), გიორგი (დაბ. 1889წ.), პელაგია (დაბ. 1892წ.),
მარგალიტა (დაბ. 1893წ.), ეკატერინე (დაბ. 1894წ.), სოფიო (დაბ. 1896წ.), თამარი (დაბ. 1898წ.). მათგან ორი: გიორგი და პელაგია 1919 წელს უკვე
აღარ იხსენიებიან ცოცხლებში. შემდგომში მისი ერთი ვაჟი, ვასილ დუმბაძე ემიგრაციაში წავიდა და მორგანების ბანკის წამყვანი ფინანსისტი გახდა, ხოლო დებიდან ერთ-ერთი სონია დუმბაძემ, რომელიც კარგი მუსიკალური ნიჭით გამოირჩეოდა, 1919 წელს წარმატებით ჩააბარა გამოცდები თბილისის კონსერვატორიაში. მეცადინეობდა პედაგოგ
” ანა ჯაყელთან. შემდგომში თბილისის კონსერვატორიის კონკურსში გამარჯვებულ 15 სტუდენტთან ერთად მილანში ჩავიდა და მაესტრო
დელი პონტისთან დაიწყო მეცადინეობა. საბოლოოდ მანაც ემიგრაციაში დაასრულა ცხოვრება.
3 საპატრიარქოს უწყებანი N3 10-23 თებერვალი 2022წ გვ.20
მღვდელ-მონაზონი გაბრიელი (მაყაშვილი) 1793-1831
„მე წიგნთა ვამრავლებ და თქვენ კითხვა განამრავლეთ“
მღვდელ-მონაზონი გაბრიელი, ერისკაცობაში გრიგოლ ომანის ძე მაყაშვილი, 1793 წლის 9 იანვარს, კახეთის სოფელ იყალთოში, თავად ომან მაყას ძე მაყაშვილისა და ანა ბეჟან არაგვის ერისთავის ასულის ოჯახში დაიბადა. მამამისი, ომან მაყაშვილი, 1812 წელს კახეთის აჯანყებაში მონაწილეობდა. აჯანყების დამარცხების შემდეგ დააპატიმრეს
და რუსეთში, ქ. პერმში გადაასახლეს, სადაც 1813 წლის 28 თებერვალს ჩავიდა. 1818 წლის 18 აპრილის დადგენილებით დანაშაული ეპატია და სამშობლოში დაბრენების ნება მისცეს. გარდაიცვალა 1820 წელს.
გრიგოლის გარდა, მათ ჰყავდათ კიდევ სამი შვილი: ათანასე, მაყა, რევაზი, რაც დასტურდება დედის, ანას მიერ გადაწერილ კრებულზე გაკეთებულ
წარწერით: „მღვთისა დედაო, შემეწიე სულით და ხორცით ცოდვილს დედაკაცს, ბეჟან ერისთავის ასულს ანნას... მიზეზი ჩემი გულმოდგინებისა ჩემი პირმშო შვილი -–- გაბრიელ ბერი მღვდელ-მონაზონი მექმნა. ამისი დედანი მან მაცნობა და ჩემის სურვილით იმისგან მრავალნი წიგნნი არიან
ჩემი შვილების სახლში... შვილნო ჩემნო -- ათანასი, მაყავ და რევაზ...“
პატარა გრიგოლმა პირველდაწყებითი განათლება ოჯახში, დედის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო. 1809 წლის 20 მარტს (სხვა ვერსიით -– 1810 წლის 20 მაისს) მშობლებმა იგი დავით გარეჯის ლავრაში მიაბარეს
აღსაზრდელად. 1810 წლის 14 აგვისტოს, იმავე მონასტერში, წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ილარიონმა (ვაჩნაძე-ბებურიშვილი) ანაფორა უკურთხა. 1811 წლის 6 აპრილს რუსთველ-ნინოწმინდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (ჯორჯაძე) დიაკვნად აკურთხა
(სხვა ვერსიით –- 1813 წლის 8 აგვისტოს უკურთხეს
ანაფორა და კერძო დიაკვნად დაადგინეს). 1816 წელს პაპამისის ძმამ, ბოდბელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მაყაშვილი), თავისთან წაიყვანა
ბოდბის წმ. ნინოს სახ. მამათა მონასტერში, არქიდიაკვნის წოდება მიანიჭა და სახელად გაბრიელი უწოდა. 1820 წლის 8 მარტს მიტროპოლიტი იოანე
საქართველოს ეგზარქოს თეოფილაქტეს (რუსანოვი) სწერდა: „_მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, მოწყალეო ხელმწიფევ და მწყემსმთავარო! ჩემი ძმისწული ბერი გახლავთ ჩემთან - გაბრიილ,
რომელმანცა თვისის ნებით აღირჩია ბერად წოდება და არს დიაკონად ჩემგან ხელდასხმული, და გთხოვთ, რადგან მოხუცებულებასა შინა ვარ მიწევნილ, ნება მომცეთ, მღვდელ-მონაზვნად ხელდასხმულ ვყო და ვამყოფო ჩემთან, ვიდრე ცოცხლებით ვყო მლოცველად, რომლისა თვისცა მოველი და ვარ იმედეული თქვენის მოწყალებისა, რომ
არ უგულებელსუფფთ თხოვილსა ჩემგან“. 1820 წლის 6 აპრილს, დიდ ხუთშაბათს, მიტროპოლიტმა იოანემ მლვდლად დაასხა ხელი - ჩოხის
კურთხევით. მეუფე იოანეს ლოცვა-კურთხევით, ახალგაზრდა მღვდელ-მონაზონი ბოდბის მონასტრისა და სამღვდელმთავრო სახლის ეკონომოსად დაინიშნა და მონასტრის სალაროც მას ჩააბარეს.
3-1 საპატრიარქოს უწყებანი N3 10-23 თებერვალი 2022წ გვ.21
მღვდელ-მონაზონი გაბრიელი (მაყაშვილი) 1793-1831 (გაგრძელება)
მღვდელ-მონაზონი გაბრიელი იყო კარგი კალიგრაფი. თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში მას გადაწერილი აქვს რამდენიმე ძველი ხელნაწერი, რომლებიც დღეს კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნულ
ცენტრშია დაცულია. ერთერთი ასეთი ხელნაწერია იოანე სინელის „კლემაქსი“, გადაწერა 1826 წელს და ახლავს შემდეგი ანდერძი-მინაწერი: „მაღალ-ბრწყინვალეო კნიაზო ათანასი მაყაევო და ბრწყინვალეო
კნეინავ, დედაო ანნავ, მოვართვი ბრწყინუალებასა თქუენსა იოანე კლემაქსის წიგნი, ფრიად სულთა სასარგებლო, რომელ არა იპოებოდა სახლსა შინა ჩემსა მშობელსა მრავალ განსაცდელ შემთხვევისა
გამო საქართველოისა ოხრებისაგან. გაქუნდესთ ჩემდა სახსენებელად და თქუენცა, ბრწყინუალენო კნეინანო, დანო და სძალნო ჩემნო - ელენევ და
ვარვარავ, მე წიგნთა ვამრავლებ და თქვენ კითხვა განამრავლეთ. ცოდვილი ბერი გაბრიელი". 1827 წლის 25 იანვარს მლვდელ-მონაზონ გაბრიელი რამდენიმე დღით დაეთხოვა მეუფე იოანეს და იყალთოში, მშობლების სანახავად წავიდა. უცნობი მიზეზების გამო იგი რამდენიმე თვე დარჩა სახლში. როგორც შემდგომში მან აღნიშნა, ამის მიზეზი მისი
ავადმყოფობა იყო. უცნობია, თუ რა მოხდა მის გონებაში ამ სამი თვის განმავლობაში და რამ აიძულა იგი ასეთი ნაბიჯი გადაედგა. 1827 წლის აპრილში იგი ახტალის მონასტერში ჩავიდა და იქაურ, ეროვნებით ბერძენ მლვდელმთავარ იოაკიმეს წერილი ჩაუტანა, რომელსაც მიტროპოლიტ იოანეს ხელმოწერა ჰქონდა. აი, რას სთხოვდა მეუფე იოანე ეპისკოპოს
იოაკიმეს: „ქრისტეს მიერ ძმაო იოაკიმ დესპოტავ, ძმეებრივითა სიყვარულითა გიანბორებ, საყვარელო ძმაო. წარმოგზავნილი ჩემი ძმისწული ნებითა ჩემითა მევედრა მე და ისურვა თქვენგან კურთხევა იღუმენად და არხიმანდრიტად და არ მიბრძანოთ ამისი უარი და აკურთხოთ ამაღლების მონასტერზედ, რომელიც არის ჩემსა ეპარხიასა შინა და თქვენის არზით დაწერილით მასიამოვნოთ. მიკითხავ ვარ დიდსა მოხუცებულობასა შინა და თქვენიცა მესმის მდებარეობა, გთხოვ, მალე მიბოძო ჩემი ძმისწული და ჩვენი ძმობა და სიყვარული
განმიახლო და პატივმცეთ და მეც მიმსახუროთ.შენი ძმა, ბოდბელი მიტროპოლიტი იოანე. 1827 წლის 23 აპრილი“. მართლაც, ეპისკოპოსმა იოაკიმემ შეასრულა მეუფე იოანეს თხოვნა და 1827 წლის 1
მაისს, წირვაზე, მას არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა, რამაც შემდგომში მას დიდი პრობლემები შეუქმნა. საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ არ ცნო ეს ჯილდო, ჩათვალა იგი მოტყუებით მიღებულად და საქმის გამოძიებას შეუდგა. პირველ რიგში, 1827 წლის 2 სექტემბერს შეკითხვა გაუგზავნეს ახტალელ ეპისკოპოს იოანეს,
რომელმაც მისი დაჯილდოება აღასრულა. თავის მხრივ, იმავე წლის 14 სექტემბერს ეპისკოპოსი იოანე საქართველოს ეგზარქოს იონას (ვასილევსკი) სწერდა, რომ ზემოხსენებულმა სასულიერო პირებმა (იმ პერიოდში მან ასევე აკურთხა ერთი იმერელი დიაკონი მღვდლად და ერთი კახელი მედავითნე დიაკვნად, რომლებიც ასევე დასაჯეს და არ ჩაუთვალეს ხელდასხმა -– გ.მ.) წარმომიდგინეს წერილები,
სადაც მარწმუნებდნენ, რომ ღირსნი იყვნენ ამ ხარისხების მიღების და მე როგორ ვიფიქრებდი, რომ მიტროპოლიტის უკითხავად ამას გაბედავდნენო, გამაბრიყვეს და მომატყუესო. ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად გიგზავნით დეკანოზ ვასილ ადრიანოვის ხელით მათ მიერ მოტანილ წერილებს, რითაც დარწმუნდებით, რომ ამ საქმეში უბრალო ვარ. ხოლო ის, რომ ხელდასხმისთვის თქვენგან ნებართვა
არ ავიღე (ეგზარქოსების მმართველობის პერიოდში
ხელდასხმა და აღკვეცა აუცილებლად უნდა შეთანხმებულიყო საქართველოს ეგზარქოსთან და სინოდალურ კანტორასთან გ.მ.), შენდობას ვითხოვ, რადგან ეს მომოვიდა ჩემი მოხუცებულობისა და
ავადმყოფობის გამოო.
3-2 საპატრიარქოს უწყებანი N3 10-23 თებერვალი 2022წ გვ.22
მღვდელ-მონაზონი გაბრიელი (მაყაშვილი) 1793-1831 (გაგრძელება)
სინოდალური კანტორის გადაწყვეტილებით, ვიდრე საქმე საბოლოოდ არ დასრულდებოდა, მღვდელმონაზონი გაბრიელი თბილისში გადმოიყვანეს და მაცხოვრის ფერისცვალების სახ. მამათა მონასტერში მისი წინამძღვრის, არქიმანდრიტ ევგენის მეთვალყურეობის ქვეშ გამოკეტეს. 1828 წლის 1 თებერვალს მან ფიცი დადო, რომ იცხოვრებდა მონასტრის
ტიბიკონის შესაბამისად, ივლიდა წირვა-ლოცვებზე და არავითარ მღვდელმოქმედებას არ შეასრულებდა და მონასტრიდან არ გავიდოდა ნებართვის გარეშე. 1828 წლის 23 იანვარს, საქართველო-იმერეთის
სინოდალური კანტორის მიწერილობით, სიღნაღის მაზრის უფროსმა, ნადვორნი სოვეტნიკმა კუნიცკიმ დაკითხა მღვდელ-მონაზონი გაბრიელი და შემდეგი ჩვენება ჩამოართვა: „პირველთა შინა რიცხვთა აპრილის თვისათა ჩყკზ (1827) წელსა, ნებართვითა მწყემსმთავრისა ჩემისა მიტროპოლიტის იოანნესითა, წარველ მე თელავის უეზდის სოფელსა
იყალთოს, სანახავად დედისა ჩემისა - კნეინა ანნა ბეჟანის ასულისა და ძმათა ჩემთა: ათანასისა, მაყასსა და რევაზისა თავადთა მაყაევთასა, რომელთათანაცა დავჰყავ რა სახლსა შინ ორი კვირა, წარვედ ბორჩალოს დისტანციის სოფელსა შინა მისხანას უმოხუცებულესის ახტალელ ბერძნის ყ-დ სამღვდელო ეპისკოპოს იოაკიმესთან ესრეთითა განზრახვითა, რათამცა დავშთენილიყავ მასთან საუკუნოდ, და შემდგომ მისვლისა მუნ, ვჰსთხოვე მის ყ-დ სამლვდელოესობას, ნებართვა
მსახურებისათვის მისსა სვიტასა შინა, და ხელდასხმა არხიმანდრიტად, რომელმანცა შემდგომად სამისა დღისა მოიდვა მანტია და ომოფორი
და მაკურთხა მე მის სოფლის წმიდის გიორგის ეკლესიაში, შინა დროსა საღმრთოსა ლიტურღიისასა, რომელიცა აღვასრულე მე ორის ბერძნის მღუდელითურთ, რომლებისაც სახელები მე არ ვიცი, შემდგომ გამოსვენებისა სახარებისა, პირველსა მაისს ჩყკზ (1827) წელსა - არხიმანდრიტად; წერილობითი მოწმობა ხარისხსა ზედა არხიმანდრიტისასა და არცა ვითარიმე სხვა წერილი ამას ზედა მე
ყ-დ სამღვდელოსაგან ბერძნისა არა მაქვს; დავჰყავ რა სახლში შინა ყ-დ სამღვდელო იოაკიმესასა თხუთმეტი დღე, თანხმობითა მისითა წარველ მე
ჩემს ეპარხიის ყ-დ სამღვდელი სიღნაღის მიტროპოლიტს იოანნე ბოდბელთან მისაბარებლად ყოვლისა მის, რაიცა თანამდებობისაებრ იკონომოსისა და მოლარისა იყო უწყებასა შინა ჩემსა და მისაღებად სრულისა განთავისუფლებისა ეპარხიისაგან მისისა, რომელსაცა შემდგომად მისვლისა ჩემისა ვსთხოვე ესე, გარნა არა გამოვუცხადე არცა მასს და არცა ვისამე სხვას ვითარცა ესე, რომელ ბერძნის ყ-დ სამღვდელოსაგან კურთხეულ ვარ არხიმანდრიტად, ეგრეთვე არცა სურვილიჩემი შესვლისათვის სვიტასა შინა ბერძნის ყ-დ სამღვდელოსასა, ვითარცა თხოვასა ზედა ჩემსა მისმან მაღალ ყ-დ უსამღვდელოესობამან მრქვა მე, რომელ რადგან არის მოხუცებული, ამისათვის ვიდრე ცოცხალი არის, არ დამანებებს მე თავს, ვითარცა ნათესავსა თვისსა, რომლისათვისცა მე დავჰშთი მასთან; შემდგომად ხელდასხმისა არხიმანდრიტად, მე არა რომელსამე ეკლესიასა შინა
არსად სახითა არხიმანდრიტისათა არ მიმღვდელმოქმედნია მყოფობასა შინა ჩემსა ბერძნის ყ-დ სამღვდელოსთან ავადმყოფობისა გამო, და შემდგომ უკმოქცევისა ადრინდელსა ადგილსა მონასტერსა შინა წმიდა ნინასსა, ვერღა ვიკადრე წირვა ესრეთ ამისათვის, რომელ ვარ მე კურთხეულ არხიმანდრიტად თვინიერ ნებისა ყ-დ სამღვდელო
მიტროპოლიტის იოანნესა, და საარხიმანდრიტო ჯვარი გულსა ზედა ჩემსა მაქვნდა ტვირთული მხოლოდ პირველსა დღესა კურთხევისა ჩემისა“.
ამ ჩვენების ჩამორთმევის შემდეგ გამოძიება გაგრძელდა. შეკითხვები გაუგზავნეს და მის შესახებ დამოწმება სთხოვეს სხვადასხვა სასულიერო პირს, ვისთანაც კი მას თავის დროზე შეხება ჰქონდა.
1828 წლის 16 თებერვალს, დავით გარეჯის ლავრის ყოფილმა წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ილარიონმა (ვაჩნაძე-ბებურიშვილი) დაადასტურა, რომ 1809- 1816 წლებში ნამდვილად ცხოვრობდა მასთან მოხსენებული მღვდელ-მონაზონი გაბრიელი ნასტერში, რომ თავადვე აღკვეცა ბერად და 1816 წელს გაისტუმრა ბოდბეში. მამა ილარიონი იქვე წერდა: „..რომელიცა ესე მღვდელ-მონაზონი აღასრულებდა მისდამი დადებულთა სამონასტრო მორჩილებათა კეთილად და სიმდაბლით“.
1828 წლის 18 თებერვალს მიტროპოლიტი იოანე წერდა, რომ მართლაც, 1827 წლის 25 იანვარს გაუშვა მღვდელ-მონაზონი გაბრიელითავისი მშობლების სანახავად და იანვრიდან აპრილამდე აღარ გამოჩენილ
3-3 საპატრიარქოს უწყებანი N3 10-23 თებერვალი 2022წ გვ.23
მღვდელ-მონაზონი გაბრიელი (მაყაშვილი) 1793-1831 (გაგრძელება)
მონასტერში „მიზეზითა სნეულებითა“. შემდგომად ამისა, აპრილის თვეში მან მთხოვა განთავისუფლება ჩემი ეპარქიიდან, მაგრამ მე ნება არ მივეცი, რადგან არ ამბობდა ზუსტ მიზეზს, თუ რის გამო ტოვებდა ეპარქიას, რის შემდეგად ის დარჩა კვლავ მონასტრის საძმოში. მე, პირადად, არასოდეს მინახავს, რომ მას არქიმანდრიტის ხარისხში ჩაეტარებინოს წირვა და
საარქიმანდრიტო გულის ჯვარი ეტარებინოსო. საბოლოოდ, მამა გაბრიელმა შენდობა ითხოვა და აღიარა, რომ მან ეს წერილი თვითონ შეადგინა და მოტყუებით მიიღო არქიმანდრიტის წოდება.
ამის გამო მას გარკვეული პერიოდი მღვდელმსახურება შეუჩერეს. 1829 წლის 1 აპრილს მან ხელმოწერით დაადასტურა რომ, ამიერიდან აღარ უწოდებდა თავს არქიმანდრიტს, არ გამოიყენებდა წირვის
დროს გამშვენებულ ჯვარს, ენქერს და საგვერდულს
და მკაცრად დაიცავდა დადებულ სასჯელს. სინანულის კანონი მას გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერში განუჩინეს, სადაც 1829 წლის 1 აპრილსვე ჩავიდა. ის, რომ 1829 წელს იგი მართლაც ჩავიდა გარეჯის
ნათლისმცემლის მონასტერში დასტურდება ერთი მხედრული მინაწერითაც, რომელიც მან მონასტრის ერთ-ერთი მღვიმის ეკლესიაში, ჩრდილოეთ კედელზე თავადვე წააწერა: „მოვედ ხილვად ამა ლავრისა და ვიხილევი ჩემდა მოოხრებული ტაძარი ესე არხიმანდრიტმა გაბრიელ მაყაშვილმა ომანის ძემან, დედით არაგვის ერისთავის ასულმან ანნასამან. აღმომკითხველნო, ლოცვა ჰყავთ. დიდად ცოდვილი ვარ, უფალნო ჩემნო, ჩყკთ წელსა“. 1829 წლის 26 ნოემბერს გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი თეოდოსი (ხელაშვილი) სინოდალურ კანტორას სწერდა: „მაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ ჩემდა რწმუნებულ მონასტერში განწესებულ ყოფილ იერომონახ გაბრიელს არა რაი აქუს უგვანი ქცევა, და მკითხველი წმიდათა ძველთა საეკლესიოთა წერილებთა განატარებს დროსა მყუდროთა და შესაბამისითა მდგომარეობითა, და განმართული თვისსა კელიანსა შინა, ღამე შეაქცევს თავსა თვისსა აღმოკითხვითა მამათა ცხოვრებათათა
და რაოდენ შესაძლო არს მისგან, ძმათა შორის არს მიმდრეკელი დაგებისა და მაჩვენებელი სიყვარულისა“. როგორც ამ წერილიდან ვგებულობთ,
მღვდელ-მონაზონი გაბრიელი აქაც ძველი მამათა
ნაშრომების კითხვითა და გადაწერით იყო დაკავებული და თავის საქციელს ნანობდა. 1830 წლის 11 აპრილს არქიმანდრიტი თეოდოსი
ახალ წერილს უგზავნის სინოდალურ კანტორას და ახსენებს, რომ მღვდელ-მონაზონ გაბრიელს გაუვიდა ერთი წელი, რაც სინანულისთვის მონასტერში იმყოფება. ამ ხნის განმავლობაში მან თავისი კეთილი ქცევითა და მონაზვნური წესების დაცვით დადებითად წარმოაჩინა თავი, რის გამოც იმსახურებს, აღუდგეს მღვდელმოქმედება. მამა თეოდოსი
კითხულობდა, როგორ მოქცეულიყო, გაეშვა მამა გაბრიელი აღნიშნული მონასტრიდან თუ დაეტოვებინა საძმოში და მიეცა ნებართვა საღმრთო ლიტურგიის აღსრულებისა. სამწუხაროდ, მისი მამის, ომან მაყაშვილის აჯანყებაში მონაწილეობისა და ასევე, ჩადენილი საქციელი გამო, რუსული მმართველობა მღვდელ-მონაზონ გაბრიელს აღარ ენდობოდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ნანობდა თავის საქციელს და პატიოსნად ცხოვრობდა მონასტერში, მას აღარ დართეს მღვდელმსახურების უფლება.
მსახურების აღდგენის მოლოდინში კიდევ ერთი
წელი გავიდა. ამასობაში მლვდელ-მონაზონ გაბრიელს ავადმყოფობამ დარია ხელი. მას წყალმანკი აღმოაჩნდა. მძიმე ტკივილების გამო მონასტერში ვეღარ გაჩერდა და შემოდგომის დასაწყისში იყალთოში, თავისი ძმების სახლში წავიდა სამკურნალოდ, სადაც 1831 წლის 26 ოქტომბერს აღესრულა. მისი ცხედარი შუამთის მონასტრის ეზოში დაკრძალეს. სიკვდილის წინ მან თავისი კუთვნილი 40 მანეთი შუაზე გაჰყო და დაიბარა, რათა ნახევარი შუამთის მონასტერში, ხოლო მეორე ნახევარი -გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერში გაეგზავნათ, მის სახელზე ორმოცამდე წირვების ჩასატარებლად. სხვა რაიმე პირადი კუთვ-
3-4 საპატრიარქოს უწყებანი N3 10-23 თებერვალი 2022წ გვ.24
მღვდელ-მონაზონი გაბრიელი (მაყაშვილი) 1793-1831 (დასასრული)
ნილება მას არ დარჩენია. მის მიერ გადაწერილი წიგნები, ნაწილი მონასტრებს შეწირა, ნაწილი კი კერძო პირებს გადაუწერა და საჩუქრად გაუგზავნა. მისი გარდაცვალების შემდეგ დედამისმა - ანაბეჟან არაგვის ერისთავმა გააგრძელა თავისი შვილის საქმიანობა. 1834 წელს მან გადაწერა „კრებული“, რომელსაც ასეთი ანდერძი გაუკეთა: „მღვთისა დედაო, შემეწიე სულით და ხორცით ცოდვილს დედაკაცს, ბეჟან ერისთავის ასულს ანნას. წამკითხველთა ამა წიგნისათა, გთხოვთ, თუ შეცდომა იხილოთ, მოტევებით მომიხსენეთ მიზეზისა გამო პირველი, ესე მე დიდს სნეულებაში და უძლურებაში გადავსწერე და ამისი დედანი ხელწერილი
კვაფჩხილოვანი იყო და განათი მე ან მწერლობა ვიცოდი კანონიერი ან შეთხზვა სიტყვისა, მიზეზი ჩემი გულმოდგინებისა ჩემი პირმშო შვილი - გაბრიელ ბერი მღვდელ-მონაზონი მექმნა. ამისი დედანი მან მაცნობა და ჩემის სურვილით იმისგან მრავალნი წიგნნი არიან ჩემი შვილების სახლში
და მეც ეს მცირე ვიგულსმოდგინე. სამთავვ შვილებს შეეწიოს მღვთისა დედა და მეც მომიხსენონ მშობელი თვისი. სრულ იქმნა ივნისის 8, წელთა
ჩყლდ (1834)“.
4 საპატრიარქოს უწყებანი N4 24 თებერვალი-9მარტი 2022წ გვ.22
დეკანოზი კონსტანტინე ანთაძე 1872-1933
დეკანოზი კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე 1872 წელს ქუთაისის გუბერნიაში, შორაპნის მაზრაში მღვდლის ოჯახში დაიბადა. ეკუთნოდა აზნაურთა წოდებას. 1895 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო
სემინარია. 1896 წლის 1 სექტემბრიდან ქუთაისის ერთერთ კერძო სკოლაში ასწავლიდა. 1897 წლის 19 იანვარს იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 26 იანვარს მლვდლად
დაასხა ხელი და მარელისის მაცხოვრის ამაღლების სახ. ტაძრის წინამძღვრად განამწესა. 1897 წლის 5 სექტემბერს ტრაგიკულად გარდაიცვალა საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის მდივანი, „ნადვორნი სოვეტნიკი“, დეკანოზის შვილი, აზნაური ილია მოსეს ძე კიკნაველიძე (ცხენიდან ჩამოვარდა 31 აგვისტოს და მძიმედ დაშავდა). იგი 12 სექტემებრს დაასაფლავეს მშობლიურ სოფ. კიკნაველეთში. დაკრძალვას დაესწრო იმერეთის ეპისკოპოსი ბესარიონი (დადიანი), არქიმანდრიტი ლეონიდე (ოქროპირიძე), დეკანოზი დავით ღამბაშიძე და მრავალი სასულიერო პირი. რამდენიმე მათგანმა სიტყვაც წარმოთქვა. ქადაგება წარმოთქვა ასევე ახლად ნაკურთხმა მლვდელმა კონსტანტინე ანთაძემ: „არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი“. სიკვდილი, ეს საშიშარი და თავზარდამცემი
თანაბრად უსპობს სიცოცხლეს ყველას: მდიდარს და გლახაკს, ბრძენს და სულელს, დიდსა და პატარას, იმას, ვინაც თვისის მოქმედებით კვალი დააჩნია ცხოვრების მსვლელობას და იმასაც, ვინაც თვისი ტალანტი მიწაში ჩაფლო და ამაოდ ჩაარონია თვისი სახელი. შენ-კი, რომელ აქ ჩამოთვლილის თვისებებით იყავ გარემოცული, საყვარელო ძმაო
ილია? შენ არ ეკუთვნოდი იმ ბრბოს ხალხისას, რომელმაც თვისი სახელი სიკვდილთან ერთად გააქრო, არამედ იყავი ყოვლის კაცის სახელის მომხვეჭი და გამაფაქიზებელის ღირსებით შემკული. შენ იყავი
ღვთის მსახური და მოყვარე, მოძმეთათვის გულ-შემატკივარი, გულით და სულით მდიდარი, მტრისთვისაც კი თავდაუზოგველი, გულჩვილი, არა ამპარტავანი, გულწრფელი და არა მკაცრი! აი, ამისთანა თვისებების მქონე კაცი ულმობელმა სიკვდილმა არ დაგინდო და თვისის მოქნეულის ცელით მსწრაფლ გამოგასალმა ამ წუთისსოფელს. ამისთვისაც არის
ძვირფასო ძმაო, რომ შენს გაციებულს გვამს ერთის გრძნობით და სიყვარულით თავს დაგტირიან შენის სიკვდილით გაუბედურებული და თითქმის მზე-დაბნელებული მშობლები, შენი ცრემლ-შეუშრობელი,
გასაწყლებული, უიმედო ცოლ-შვილი, გულ-ჩათუთქული ნათესაობა შენი და ყველა ის, ვისაც კი ოდესმე სახელი შენი სმენია. „გუშინ ჩვენთანა მზრახველს“ დღეს შენმა აღმზრდელმა მიწამ უნდა გადაგაფაროს
თვისი სუდარი, ჩაგიკრას გულში სამუდამოდ და გაქციოს მტვრად. ძმაო, ნეტავი შენ, რომ აასრულე შენი მოვალეობა! თუ შენთვის მზეს კიდევ ენათა და სიბნელით არ დახშულიყავ, ხომ ამაზედ მეტს კვალს დაამჩნევდი ცხოვრებას და მიაღწევდი იმ წერტილამდინ, რომელიც დასასრულია ადამიანის ქვეყნიური ცხოვრებისა?! ახლა კიდევაც გამოეთხოვე შენს
ნაჭირნახულებს სახლს, შენს, თეთრის წვერებით მოსილს მამას, შენის დედის დამწვარ ძუძუებს, დაობლებულს, გზა-დაფანტულს, უსუსურს შვილებს, რომლებზედაც ამოგდიოდა მზე, შენს ნათესაობას
და ყველას, ვისაც შენ ახსოვდი; წარსდეგი შენს წინაპრებთან ერთად ჩვენის სულის საოხად და ჩვენც ყველანი, სანამ შენს ჩვენთვის საყვარელს სახელ
„ილიას“ ჩვენს ბაგეს შენსავით სიკვდილი არ მოაშორებს, არ დაგივიწყებთ, რადგან ვიცით, რომ არა მოჰკვედ, არამედ სცხონდი და განსთქენ შენ საქმენი უფლისანი! საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, ძვირფასი, საყვარელო ძმაო ილია, ამინ“. 1898 წლის 28 იანვრიდან მლვდელი კონსტანტინე
მარელისის ახალი ტაძრის აღმშენებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. 1898 წლის 14 დეკემბერს აირჩიეს სასულიერო დეპუტატად სასწავლო დაწესებულებისა და იმერეთის სანთლის ქარხანაში. 1902
წლის 14 მარტიდან იგი მარელისის ტაძარზე მიწერილი მეორე ტაძრის აღმშენებელი კომიტეტის ხელმძღვანელია. 1901 წლის | დეკემბერს ლეღვანის ერთკლასიანი სამინისტრო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. 1904 წლის 20 მაისს ცხრაწყაროს წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს და იქაც სამრევლო-საეკლესიო სკოლის პედაგოგად დაინიშნა. 1904 წლის 17 ოქტობერს ყვირილის კერძო ქალთა სკოლაში საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. 1906 წლის 1 სექტემბრიდან ყვირილის საქალაქო ოთხწლიანი დაწყებითი სკოლის პედაგოგია. 1907 წლის 27 აპრილს იმერეთის ეპარქიალური სასწავლო საბჭოს, შორაპნის მაზრის განყოფილების თავმჯდომარედ აირჩიეს. 1907 წლის 1 სექტემბერს დაევალა ყვირილის ორკლასიან ქალთა
სკოლის მშენებლობის მეთვალყურეობა. 1908 წლის 5 მაისს შორაპნის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების შემოსავლების გაკონტროლება მიენდო. 1909 წლის 1 სექტემბერს ყვირილის საკვირაო სკოლის
მასწავლებლად დაინიშნა. 1908 წლის 9 ივლისს ჭიათურის სამრევლო-საეკლესიო სკოლის აღმშენებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაადგინეს. 1908 წლის 27 აგვისტოს ოლქის სამლვდელოების მხრიდან მეორედ აირჩიეს სასულიერო დეპუტატად. 1910 წლის 11 სექტემბერს ყვირილის ვაჟთა სამრევლო-საეკლესიო სკოლის პედაგოგად დაინიშნა. 1912 წლის 1 თებერვალს ყვირილის სარკინიგზო ორკლასიანი დაწყებითი
4-1 საპატრიარქოს უწყებანი N4 24 თებერვალი-9მარტი 2022წ გვ.23
დეკანოზი კონსტანტინე ანთაძე 1872-1933 (გაგრძელება)
სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1913 წელს მესამედ აირჩიეს დეპუტატად. 1915 წელს ქართველი მგოსანის აკაკი წერეთლის გარდაცვალებას ყვირილიდან გამოეხმაურა მოძღვარი და გაზეთ „სამშობლოში“ სამგლოვიარო დეპეშაც გამოაქვეყნდა: „თვალთ შეუდგამო,
საქართველოს ნექტარო, ბატონო აკაკი! შემდეგ ისრაელების წარტყვევნისა და იერუსალიმის მოოხრების იერემიას წარმოთქმულ გოდებას, ბეთლემსა და „ყოველთა საზღვართა მისთა“ იროდე მეფის ბრძანებით თოთხმეტი ათასი ყრმების გაჟლეტით, მათის დედების ცრემლებს ერთად შევაგუბებ; გოლგოთის მთაზე ქალწულ დედა მარიამს, მენელსაცხებლეთა
დედათა და პეტრე მოციქულის მწარე კურცხლებს იესო ქრისტეს ჯვარცმით გამოწვეულთ, ყველა ამ ცრემლებს მიუძღვნი ქართველის დედას, რომ მან
გულდათუთქულმა, უუბადრუკესმა და უსაწყალობელმა ეს ცრემლთა ნაკადული საქართველოს გულში ჩაასხ-ჩააწუროს, იაკობის იდუმალ კიბეს, რომელზედაც ანგელოზები ადიან და ჩამოდიან, ფეხი შენს ხმელთ ზურმუხტზე დაუდგას, ხოლო თავი „ფირუზ ცას“ მიაბჯინოს და იქიდან, წარმომთქმელმა: „აჰა ძუძუნი, რომელთა სწოვდი და წიაღი, რომლითა გიტვირთიდი შენ, და გაპკუროს იგი ცრემლთა ნაკადული. და როდესაც შენი სწავლა-მოძღვრება სახარებასავით იქადაგება საქართველოში კიდითი კიდემდე, და სასურველს ნაყოფს გამოიღებს ერისთვის, მაშინ შენს დროებით დამადუმებელს სიკვდილს მედგრად შევსძახებ, „სადაა სიკვდილო საწერტელი შენი, სადა არს ჯოჯოხეთო ძლევა შენი“. მაშინ შენს
საფლავზე, რ-რც მცხეთელ სიდონიის თავზე, რომელმაც ქრისტეს კვართი გულში ჩაიხუტა და მით მიწაში ჩაესვენა, აღმოცენდება ხე, ამ ხისგან გაკეთდება სვეტიცხოველი, რომელიც შეედგმის ბურჯად შენს სამშობლოს და იქიდან გამონადენი მირონი განკურნავს ყველა მის შვილს დაავადებულ-დასნეულებულს, მაშინ „განიბნევიან ყოველნი მტერნი
მისნი“, მაშინ ოთხივე მხარეებზე მდინარეები მორწყვენ დიდი ხნის ნაგვალულებს არემარეს, რომ დაიწყოს ბიბინი ჯეჯილმა“.
1917 წლის8-17 სექტემბერს, მღვდელი კონსტანტინე, როგორც იმერეთის ეპარქიის დელეგატი, ესწრებოდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებას და ამ დროს იგი იყო არგვეთის ოლქის კეთილმოწესე. დაჯილდოებული იყო: 1902 წელს საგვერდულით: 1905 წელს სკუფიით; 1911 წლის 6 მაისს კამილავკით; 1916 წლის 15 მაისს -– სამკერდე ოქროს ჯვრით; 1919 წელს -– დეკანოზის წოდებით. დეკანოზი კონსტანტინე ფსევდონიმით „კ. გრძელი“ აქტიურად თანამშრომლობდა იმჟამინდელ ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან და აქვეყნებდა იქ საინტერესო პუბლიცისტურ სტატიებს. თარგმნიდა სტატიებსა და ნაშრომებს. განსაკუთრებით აქტუალურია მისი ვრცელი წერილი „ივერიის ეკლესიის შესახებ“, სადაც მოგვითხრობს ეკლესიაში არსებულ იმჟამინდელ პრობლემებზე, დადებით და უარყოფით მხარეებზე, საღვთისმეტყველო და საღვთისმსახურო წიგნების თაობაზე, როგორი იყო სარწმუნოებრივი მდგომარეობა საქართველოში, ალწერს სამღვდელოების ცხოვრებას და ასე შემდეგ. ეს ნაშრომი ნაწყვეტ-ნაწყვეტ იბეჭდებოდა 1915 წელს ქ. თბილისში გამომავალ გაზეთ „საქართველოში“.
1921 წელს ყვირილის (ეხლ. ზესტაფონის) წმ. დავით და კონსტანტინეს სახ. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1924 წლის 19 აგვისტოს გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნდა ვინმე ს. ცუცქირიძის წერილი „მღვდლები მიწას ამჯობინებენ ზეცას“, სადაც ვკითხულობთ: „1924
წლის 8 აგვისტოს მოხდა ზესტაფონის რაიონის სამღვდელოების კრება, რომელსაც დაესწრო 25 მღვდელი. კრების თავჯდომარედ არჩეულ იქნა მღვდელი კოტე ანთაძე, მდივნათ მღვდელი ბიქტორ ბარათაშვილი. დღის წესრიგში იდგა შემდეგი საკითხები: 1) ინფორმაცია სრულიად საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ცენტრალური
აღმასრულებელი კომიტეტის დამატებითი მიწის კოდექსის მე-9 და მე-8 მუხლების შესახებ (მიწით სარგებლობა რელიგიური კულტის მსახურთათვის), მოხსენების შემდეგ სამღვდელოებამ მიიღო შემდეგი რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია შემდეგი: მოვისმინეთ რა მოხსენება სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილების მიწის კოდექსის მე-9 და მე-82 მუხლების
შეფარდების შესახებ, ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი მღვდელი ზესტაფონის რაიონისა, აღვნიშნავთ, რომ მიწის მუშაობა საკუთარი შრომით არის საზოგადოებრივი სარგებლიანი შრომა და ჩვენც,
გვსურს რა ვეწეოდეთ საზოგადოებრივ შრომას და
ვიქნეთ მშრომელთა საზოგადოების წევრი, ხმამაღლა ვაცხადებთ საზოგადოების და მის ხელმძღვანელ საბჭოთა ხელისუფლების წინაშე, რომ ჩვენ ვსტოვებთ დღეიდან მღვდელმოქმედებას. დღეიდან
მივალთ სოფლის გლეხებთან არა როგორც მღვდე-
4-2 საპატრიარქოს უწყებანი N4 24 თებერვალი-9მარტი 2022წ გვ.24
დეკანოზი კონსტანტინე ანთაძე 1872-1933 (დასასრული)
ლი, არამედ როგორც გლეხი -- მიწის მუშა“. შემდეგ
არის 24 მღვდლის ხელმოწერა და წერილის ბოლოს ავტორის მინაწერი: „ვნახოთ თუ როგორ შეასრულებენ თავის დაპირებას ზემოხსენებული პირნი“! მიუხედავად იმისა,რომ მან ხელი მოაწერა მღვდელმოქმედების არ შესრულების დოკუმენტს, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მან შენდობა ითხოვა და კვლავ განაახლა მსახურება. 1927 წელს 10 ოქტომბერს მას
კვლავ ეკლესიაში ვხედავთ და იგი ზესტაფონის ტაძრის წინამძღვარია. 1928 წლის 30 სექტემბერს იმავე ტაძრის მეორე მღვდლად იხსენიება. 1929 წლიდან დეკანოზი კონსტანტინე აღარ იხსენიება მოქმედი სამღვდელოების რიგებში. ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შედეგად მან ისევ გაიხადა ანაფორა და საერო სამსახურში გადავიდა. 1930 წელს ხმაჩამორთმეულთა სიაში წერია, რომ იგი არის ყოფილი მღვდელი და ეწევა კოლმეურნეობაში მუშაობას. 1930 წელს ცაკის საორგანიზაციო განყოფილების გამგე გასცემს ცნობას, სადაც ვკითხულობთ: „მოქ. კონსტანტინე დავითის ძე ანთაძის განცხადება მისთვის უკანონოთ ხმის
უფლების აღკვეთის შესახებ იმყოფება წარმოებაში ს. ს. ცაკში, რისთვისაც თანახმად არსებულ წესისა 1930 წ. 9/II ინსტ. §-44 ძალით, ის არ უნდა იქნეს აღკვეთილი არავითარ მოქალაქეობრივ უფლებებში გარდა საარჩევნო უფლებისა“. 1931 ან 1932 წელს იგი ქ. თბილისში შვილებთან ჩამოდის საცხოვრებლად და ამიერკავკასიის რკინიგზის დირექციაში „თარჯიმანთა
ბიუროში“ მთარგმნელად იწყებს მუშაობას. დეკანოზი ნიკიტა თალაქვაძე თავის მოგონებებში წერდა: „დირექციაში მუშაობდა ჩემი ამხანაგი კოტე ანთაძე. ის პაპულია ორჯონიკიძემ მიიღო სამსახურში. დირექცია სავსე იყო „ჭეშმარიტი რუსებით“ და სომხებით, რომლებიც მთელი დღეები ინტრიგნობით იყვნენ დაკავებული, მაგრამ პაპულიას შიში ჰქონდათ. მათი საჩივრების წყალობით პაპულია მალე მოხსნეს თანამდებობიდან და მათ შვებით ამოისუნთქეს. ერთ დღეს ვინმე თუმანოვი მეკითხება: ვინ არის ის გრძელი ახალი მთარგმნელი, რომელიც ეხლახან მიუღიათო?! მე უპასუხე: ის გვარად ანთაძეა, სახელად კოტე ჰქვია, ტფილისის სას. სემინარია დასრულებულია, ლიტერატორია, რუსულ-ქართული ენის კარგი
მცოდნეთქო. თუმანოვი ისევ მეკითხება: ის რაღაც სასულიერო პირსა ჰგავსო! -- მე უპასუხე: არამც თუ ჰგავს სასულიერო პირს, არამედ ქ. ზესტაფონში ღვდლობდა მეთქი“. ამ დღიდან გავიდა 10-12 დღე და
მოსკოვის გაზეთში #230 დაიბეჭდა სტატია შემდეგი
სათაურით: ......................... სადაც ეწერა, რომ დირექციაში ორი მღვდელია მოკალათებული, რომლებიც საგულდაგულოდ მალავენ თავის
წარსულსო. მე ვამხილე ამის დამწერი თუმანოვი და ბურთი ჩავსჩარე პირში, თუმცა შესაძლებელია მალე ქუჩაში ამოვყო თავი, რადგან დაიწყო შემცირებები. 1933 წლის 10 იანვარს გამოცხადდა შტატების
შემოკლება. 1500 მოსამსახურედან დატოვეს 1000. მე არ შემხებია შემოკლება, მაგრამ, სამწუხაროდ ქართველ მთარგმნელებში მოჰყვა „კოტე გრძელი“ ანთაძე“. როგორც ამ მოგონებებიდან ვგებულობთ,
კონსტანტინე უსამსახუროდ დარჩა, რამაც მძიმედ იმოქმედა მასზე. ყოფილი მოძღვარი ამ ამბიდან მალევე, 1933 წლის 22 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს იმავე წლის 26 დეკემბერს ვერის სასაფლაოზე. ჰყავდა მეუღლე ალექსანდრა მოსეს ასული (დაბ.
6.06.1872წ.) და შვილები: ისააკი (დაბ. 2.09.1900წ.), ლუარსაბი (დაბ. 2.01.1904წ.), შალვა (დაბ. 2.09.1907წ.).
5 საპატრიარქოს უწყებანი N5 10-23მარტი 2022წ გვ.22
მღვდელი დიმიტრი ციქუბაძე 1860-1936
მღვდელი დიმიტრი სოლომონის ძე ციქუბაძე 1860 წელს თბილისის გუბერნიაში, სიღნაღის მაზრის სოფ. კაკაბეთში, გლეხის ოჯახში დაიბადა.
1880 წლის 8 ივნისს იგი ქვათახევის მონასტერში მორჩილად მიიღეს, სადაც წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი ისწავლა. 1886 წლის 29 სექტემბერს კაკაბეთის წმ. მარინეს სახ. ტაძრის უშტატო მედავითნედ დაინიშნა. 1887 წლის 14 მაისს თბილისის კარის წმ. გიორგის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1891 წლის 10 მაისს სასულიერო უწყებაში
მიიღეს და შტატში დაამტკიცეს. 1908 წლის 4 ოქტომბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ვეჯინის წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახ. ტაძრის წინამძლვრად დაინიშნა. 1914 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1920 წელს ბოდბისხევის წმ. კვირიკესა და ივლიტას სახ. ტაძარში დაადგინეს. 1922 წლის 25 ივლისს მღვდელმა დიმიტრიმ მთავარხუცეს, დეკანოზ
მიხეილ მენთეშაშვილს კაკაბეთის წმ. მარინეს სახ. ტაძარში გადაყვანზე შუამდგომლობა სთხოვა, რაც მალევე დაუკმაყოფილდა. 1923 წელს, ეკლესიების საყოველთაო დაკეტვის პერიოდში, იძულებული გახდა დროებით მიეტოვებინა მსახურება. ამავე პერიოდში, სოფ. კაკაბეთში
ჩამოართვეს სახლი და მიწა, რაც შემდგომში გაასაჩივრა. შევიწროებული მოძღვარი იძულებული გახდა თავი თბილისში, ქალიშვილებთან შეეფარებინა, სადაც ერთი-ორი წელიწადი გაჩერდა. 1924
წლის ბოლოდან ხელისუფლებამ გამოსცა დეკრეტი,
რის შემდეგაც, კვლავ გაიხსნა ეკლესიები და სამღვდელოებას მიეცა საშუალება მსახურების გაგრძელებისა. მლვდელი დიმიტრიც ამოქმედდა და გადაწყვიტა, 1923 წელს კაკაბეთში დაკარგული ქონება დაებრუნებინა. 1925 წლის 28 თებერვალს იგი ცენტრალურ სააღმსრულებლო კომიტეტს სწერდა:.............იმავე წლის 29 აპრილს სიღნაღის მაზრის აღმასრულებელი კომიტეტი ცაკის საქმეთა მმართველობას წერდა, რომ დიმიტრი ციქუბაძის მიერ ამავე წლის თებერვალში წარდგენილი წერილი არ შეესაბამება სიმართლეს. რომ მას, ციქუბაძეს, სოფ. კაკაბეთში არავითარი
სახლი არ ჩამორთმევია და არც ჰქონია, მას სამოცი წლის განმავლობაში უცხოვრია ქ. თბილისში და არა კაკაბეთში და ახლა ის კაკაბეთში დროებით სტუმრად ყოფილა თავის ქალთან. როგორც ვხედავთ, ხელისუფლება არ აპირებდა მამა დიმიტრისთვის წართმეული სახლის დაბრუნებას და ცრუ ბრალდებებით (კდილობდა თავისი უსამართლო დადგენილების გატანას ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტში. 1925 წლის 25 ოქტომბერს ბოდბელ ეპისკოპოსად არქიმანდრიტ სტეფანეს (კარბელაშვილი) დაასხეს ხელი, რომელიც იმავე წლის ნოემბრიდან შეუდგა ეპარქიის მართვას. მის დანიშვნას ადგილობრივი სამღვდლოება დიდი სიხარულით შეხვდა. ეპისკოპოსი სტეფანეც ჩასვლისთანავე აქტიურად შეუდგა ეპარქიის აღორძინების საქმეს. დაიწყო დაკეტილი და გაუქმებული ტაძრების შემოვლა-დათვალიერება და კურთხევები. რომელი ტაძარიც დანგრეული არ იყო, სწრაფად აღასრულეს მისი ხელახლა სატფურება (კურთხევა). მღვდელი დიმიტრიც კვლავ ჩაე- ბა საეკლესიო ცხოვრების ფერხულში და 1926 წლის 28 მარტს ეპისკოპოს სტეფანეს წერილი მისწერა:
„მის მეუფებას ეპისკოპოს სტეფანე ბოდბელს სიღნაღის მაზრის სოფელ კაკაბეთში მცხოვრები მღვდელ დიმიტრი ციქუბაძის თხოვნა: გთხოვთ,
თქვენო მეუფებავ, გამამწესოთ ჩემ სამშობლო კაკაბეთში და სოფელ ჩალაურის მღვდლად სიღნაღის მაზრაში და დროებით მომაწეროთ სოფელი ჭერემი. ამასთანავე, ვთხოვ მის მეუფებას, სანამ ეკლესიებს მოვაწესრიგებდე, დიაჩოქი არავინ გაამწესოთ, რადგან ეკლესიები სრულებით მოშლილია შიგნით თუ გარეთ და არც საეკლესიო
წიგნები და საღვთისმსახურო ნივთები მოიპოვება, სანამ ამეებს შევაგროვებდე და მოვაწყობდე. შემდეგ მოვახსენებ თქვენს მეუფებას ეკლესიების საკურთხებლად და შემდეგ დიაჩოქი, ვინც
თქვენი ნება იქნება, ის იყოს. ამასთანავე, ვადგენ
5-1 საპატრიარქოს უწყებანი N5 10-23მარტი 2022წ გვ.23
მღვდელი დიმიტრი ციქუბაძე 1860-1936 (გაგრძელება)
კაკაბეთის მორწმუნეთა სიებს ორ ცალად“. ამ თხოვნას ეპისკოპოსმა სტეფანემ შემდეგი მინაწერი გაუკეთა: „გამოცხადდეს მღვდელი ციქუბაძე ჩემთან 15 აპრილს და შემოიტანოს თხოვნა დასამტკიცებლად“. რადგანაც კაკაბეთის ლვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია გაუქმებული იყო და მისი აღდგენა ვერ მოხერხდა, ამიტომ ეპისკოპოსმა სტეფანემ მღვდელი დიმიტრი მოქმედ ჩაილურის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვრად განამწესა. როგორც შემდეგ ნაწარმოები საეკლესიო საბუთებიდან
ჩანს, მღვდელი დიმიტრი არ დაემორჩილა ეპისკოპოს სტეფანეს ბრძანებებს და მას რამდენიმე საყვედურიც გამოეცხადა. 1927 წლის 30 დეკემბერს ეპისკოპოსი სტეფანე თავის პირად დღიურში წერდა,
რომ მღვდელი დიმიტრი ციქუბაძე არ ემორჩილება თავისი ოლქის მთავარხუცეს, დეკ. ვასილ ნათაძეს და ხშირად არღვევს საეკლესიო კანონებსო. 1928 წლის 4 სექტემბერს მღვდელი დიმიტრი
ყანდაურას წმ. გიორგის სახ. ტაძარში მსახურობდა და ასევე აქცევდა ყურადღებას კაკაბეთისა და ჩაილურის სამრევლოებს. 1928 წლის 30 სექტემბერსა და 1929 წლის 4 იანვარს შედგენილ ბოდბის ეპარქიის სამღვდელოების ჩამონათვალში უკვე კაკაბეთის ღვთისმშობლის გაუქმებული სამრევლოს წინამძღვარია და ჩაილურის სამრევლო აბარია.
როგორც ჩანს, მას არც ბოდბის შემდეგ მღვდელმთავართან, იოანესთან (მარღიშვილი), ჰქონია კარგია ურთიერთობა, რასაც მისი აღნიშნული სამრევლოებიდან დათხოვნა მოჰყვა. აი, რას წერდა იგი 1929 წლის 24 აგვისტოს მიტროპოლიტ იოანეს (მარღიშვილი): „უმორჩილესად ვთხოვ თქვენ მაღალ მეუფებას მიბრძანოთ, რა მიზეზით გამომიყვანეთ კაკაბეთის წმ. მარინეს ეკლესიის ყოფილ სამრევლოდან და ჩააბარეთ დროებით ყანდაურას მღვდელ დავით ხატიაშვილს და სოფელ ჩალაურის სამრევლოთაგან და დროებით ჩააბარეთ სხვა ეპარქიის მანავის მღვდელ ლაშაურს, ვთხოვ თქვენს მაღალ მეუფებას, წერილობით მიბოძოთ
თქვენი რეზოლუცია ჩემი გამოყვანის თაობაზე“. 1931 წლის 12 მაისს ბოდბის ეპარქიის დროებითი მმართველი, ნინოწმინდელი ეპისკოპოსი იეროთეოზი (აივაზაშვილი) სრულიად საქართველოს საკათალიკოსო სინოდს წერდა: „აღსასრულებლად მისი უნეტარესობის ა/წ აპრილის 24 #457 განკარგულებისა წარმოვადგენ ბოდბის ეპარქიის ამ ჟამად მოქმედ ეკლესიათა და კრებულის წევრთა სიას: 1) კელმეჩურის წმ. გიორგის -– დეკ.
კ. ღვთისავარიშვილი; 2) ველისციხის წმ. იოანე ნათლისმცემლის -–- მღვდ. გ. ტაბლიაშვილი; 3) კაკაბეთის სამრევლოს -– მღვდ. დ. ციქუბაძე; 4)
ანაგის სამრევლოს -– დეკ. ი. მერებაშვილი“. როგორც ვხედავთ, 1931 წლის 12 მაისს ბოდბის ეპარქიაში ოთხი სამრევლოღა მოქმედებდა და ოთხი
მღვდელი მსახურობდა, რომელთა შორის მღვდელი
დიმიტრიც მოიხსენიება. 1933 წელს უკვე ყოფილი მღვდელი კაკაბეთის
სოფლის საბჭოს თავმჯდომარეს წერდა: „ხუთ წელზე მეტია, რაც მღვდლობას თავი დავანებე და არავითარ მღვდელმოქმედებას არ ვასრულებ. საბჭოს პრეზიდიუმის მიერ მქონდა აღძრული შუამდგომლობა და დღემდე მაინც არა მაქვს აღდგენილი ხმის უფლება. გთხოვთ გამოიკვლიოთ, რაშია საქმე და აღმიდგინოთ ხმის უფლება. ვარ 80 წლის და მინდავიყო შვილის კმაყოფაზე“. უნდა ითქვას, რომ ამ წერელში მოძღვარი არ ასახავს თავის რეალურ მდგომარეობას, სინამდვილეში, 1933 წელს მას ორი წლის დანებებული ჰქონდა მღვდლობისათვის თავი.
თავის მხრივ, კაკაბეთის სოფლის საბჭოს თავჯდომარე სიღნაღის მაზრის ცაკის თავმჯდომარეს სწერდა: „მოქ. დიმიტრი სოლომონის ძე ციქუბაძე, ყოფ. მღვდელი 1929 წლამდე. თვითონ არის 80 წლის მოხუცი, მუშაობა არ შეუძლია, არჩენენ შვილები ტფილისიდან (მასწავლებელი და ბუღალტერი). სასოფლო საბჭო შუამდგომლობს, რა-
5-2 საპატრიარქოს უწყებანი N5 10-23მარტი 2022წ გვ.24
მღვდელი დიმიტრი ციქუბაძე 1860-1936 (დასასრული)
თა აღდგენილ იქნეს საარჩევნო უფლებებში, რაც კანონიერია როგორც სათანადო სტაჟგავლილი“. მღვდელი დიმიტრი 1936 წლის 14 იანვარს გარდაიცვალა. გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნდა პატარა ნეკროლოგი: „დამწუხრებული შვილები - ნინო და თამრო - აუწყებენ ნათესავებსა და მეგობრებს ძვირფასი დიმიტრი სოლომონის ძე ციქუბაძის გარდაცვალებას. დაკრძალვა ს. კაკაბეთში, 18 იანვარს“.
ჰყავდა მეუღლე - ბარბარე გიორგის ასული (დაბ. 1867წ.) და შვილები: ნიკოლოზი (დაბ. 1889წ., ღამე ლამპა დარჩა ანთებული და ღრმად ჩაძინებული ჭვარტლისაგან გაიგუდა), სოლომონი (1892- 1916წწ., იყო სოფ. ტატიანოვკას სკოლის პედაგოგი, დაკრძალულია კუკიის წმ. ნინოს სასაფლაოზე), ნინო (1894-1978 წწ.), თამარი (დაბ. 1896წ., პროფესიით პედაგოგი), არჩილი (დაბ. 1902წ., გარდაიცვალა ადრეულ ასაკში, ერთი ვერსიით მსახურობდა იუნკრად და დაიღუპა კოჯრის ბრძოლაში). სამწუხაროდ, არცერთ შვილს ოჯახი არ შეუქმნია და, შესაბამისად, არც მემკვიდრე დარჩათ.
7 საპატრიარქოს უწყებანი N7 7-20აპრილი 2022წ გვ.20
არქიმანდრიტი გაბრიელი (აბაშიძე) II ნაწილი
1913 წლის სექტემბერში არქიმანდრიტ გაბრიელის თაოსნობით მონასტერში გაიხსნა ერთკლასიანი სასწავლებელი. აი, რას წერდა ამის შესახებ გაზეთ „სახალხო ფურცელში“ იმავე მონასტრის მორჩილი, მედავითნე ფარნაოზ ზაბახიძე (შემდგომში მღვდელი): „ჯრუჭის მონასტერში გაიხსნა ერთკლასიანი სამრევლო სკოლა. ოც სექტემბერს ამ
სკოლაში სწავლა დაიწყო. ორმოცამდე ადის მოსწავლეთა რიცხვი. ეს პირველი წელიწადია და მომავლისთვის მოსალოდნელია ერთი სამად მეტი იყოს, რადგანაც ეტყობა, სწავლის მსურველი ბევრია. სკოლა ყველას ეახლოვება და ბავშვებს შეუძლიათ თავის სახლიდან იარონ. ამის მოლოდინში ამ მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ მამა
გაბრიელს, აზრადა აქვს, მომავალი წლიდან ორკლასიანად გადააკეთოს. ამ მონასტერშივე მამა არ-
7-1 საპატრიარქოს უწყებანი N7 7-20აპრილი 2022წ გვ.21
არქიმანდრიტი გაბრიელი (აბაშიძე) II ნაწილი (გაგრძელება)
ქიმანდრიტმა დააარსა ორი წლის სამედავითნეო კურსი, რ-იც იმერეთის ეპარქიაში არ არსებობდა. ჯერჯერობით მოსწავლე შვიდამდის არის და თანდათან მთხოვნელთა რიცხვი უფრო მატულობს, რადგან მონასტერში სწავლა უფასო იქნება, მაშინ, როდესაც ქუთაისში სამედავითნეოდ მომზადებისათვის ორას-სამასი მანეთი არ ჰყოფნის“. მამა არქიმანდრიტ გაბრიელსა ჰსურს, შეიძინოს რამდენიმე მიწის სამუშაო მანქანები, რომელიც პირველად სამონასტრო ადგილში იმუშავებს და, თუ გამოდგა, ადგილის მიხედვით, მცხოვრებლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ ამ მანქანებით. ჯრუჭის მონასტერი მთავრობის მიერ პირველ ხარისხოვანად არის მიწერილი და, მართლაც, ეს მონასტერი ყველა ქართულ მონასტრებს აღემატება სიმდიდრით, როგორც ეკლესიური ძვირფასი სამკაულით, ისე სხვა უძრავი ქონებით, რადგან ამ მონასტრის ქონება ხაზინაზე არ გადასულა და ისევ მონასტერს აქვს შენარჩუნებული. თუ ყოველთვის ისეთი ხალხის გულშემატკივარი წინამძღვარი ეყოლება ამ მონასტერს, როგორიც არის მამა გაბრიელი, ბევრი რამე შეუძლიან გააკეთოს
მონასტრისა და ხალხის სასარგებლოდ“. 1915წლის 26იანვარს (ძვ. სტ.) გარდაიცვალა ქართველი მწერალი აკაკი წერეთელი. 5 თებერვლიდან,
პანაშვიდების დროს, მუდმივი თანამწირველი იყო არქიმანდრიტი გაბრიელი, რომელიც ამ დღეს ჩამოჰყვა სამგლოვიარო მატარებელს თბილისში. მან საღამოს პანაშვიდშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა ძალზე დაღლილი იყო. იგი შემოსილი გამოჰყვა საჩხერიდან სამგლოვიარო პროცესიას. გზადაგზა, სადაც მატარებელს დეპუტაციები უხვდებოდნენ,
არქიმანდრიტი გაბრიელი მატარებლიდან მუდმივ სადგურებზე გადმოდიოდა და ლოცვა-კურთხევას აძლევდა შეგროვილ ხალხს. მატარებელში მყოფმა წარმომადგენლებმა შენიშნეს, რომ არქიმანდრიტი გაბრიელი სწუხდა. ამაზე მან მოკლედ უპასუხა: „მოვალე ვარ, ასე მოვექცე დიდებულ მამულიშვილის ხსოვნას; კათალიკოსი რომ გვყავდეს, ისიც
ასე მოიქცეოდაო“. 1915 წლიდან ისევ განახლდა საჩივრების წერა
არქიმანდრიტ გაბრიელის წინააღმდეგ. 1915 წლის 10 სექტემბერს სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკები) მიმართულების გაზეთ „თანამედროვე აზრში“ უცნობი კორესპონდენტი, ფსევდონიმით „ქანოშვილი“, ჯრუჭის წინამძღვრისა და ადგილობრივ გლეხების დაპირისპირებაზე წერდა: „ყოველი კუთხიდან ისმის დაჩაგრულთა ქომაგის ხმა, მაგრამ ამ დალოცვილ ჯრუჭის უდაბნოელებზე კრინტსაც
არავინ სძრავს. უძველესი მონასტრის გამგე, არქიმანდრიტი გაბრიელი, რომელიც კვერთხით ხელში ქრისტეს დიად მოძღვრებას ქადაგებს,თვისი მოქმედებით სრულიად მოწინააღმდეგეთ გამოდის, მაგალითებს აქვე ვასახელებ: სამესამედო საღალოთ დადებული ყანები სანახევროდ
გახადა; განუზომელ სივრცის ყანებს თვით მომუშავეთ არაგვინებს; ველად გაშვებულ ადგილებში გლეხებს საქონელს აჭერინებს და სასყიდელს ახდევინებს; წელს მთებში პურები არავის დაათესინა, რადგან მონასტრის კალოზე გლეხებისაგან მიზიდული პურები, გლეხებმავე არ გაულეწეს; ბესარიონ ჩიღვინაძე ორ დღესა და ღამეს თავის ეზო ყანების სარაგავათ ჰყავდა დაჭერილი; ამ დროს ჩიღვინაძის ოჯახს სარჩო შემოაკლდა
და მისი პატარა, 12-13 წლის ქალი, დღე და ღამის ძებნის შემდეგ, შიმშილით უსულგულოთ, ტყეში დაგდებული ნახეს; მოხუც ბერებს დღიურ საზრდოს გირვანქობით ურწყავს. ყველა ამას სჩადის
იმ დროს, როდესაც მის განკარგულებაში არსებული მონასტრის შემოსავალი ჩვეულებრივზე ერთი-ორათ სჭარბობს. მოკლეთ რომ ითქვას, 200 მეკომურის სოფ. მოხველების, ცხომარეთელების, ქვემოხეველების და უზუმთელების მდგომარეობა კატორღისებურ ცხოვრებას წარმოადგენს,
მაგრამ უფლება ძლევა-მოსილი ბატონ-პატრონი არქიმანდრიტი გარშემო გლეხთა გაჭირვებაზე ერთხელად არ დაფიქრებულა. სხვას გარდა იქამდისაც კი აღწევს მისი თვითნებობა, რომ სახელმწიფო გზაზე მიმომსვლელ გლეხებს პასპორტებს სთხოვს დარაჯის პირით. ადგილობრივ გლეხთა ცხოვრება, მათდა საუბედუროთ, სამონასტრო მამულთან მჭიდროთ დაკავშირებულია და მამა არქიმანდრიტიც კარგათა გრძნობს თავს. რომ უმამულო გლეხები გასავალ გზას დაშორებული არი-
7-2 საპატრიარქოს უწყებანი N7 7-20აპრილი 2022წ გვ.22
არქიმანდრიტი გაბრიელი (აბაშიძე) II ნაწილი (გაგრძელება)
ან. დიდ ბობოლათა და ბრწყინვალეთათვის მუდამ სუფრა გაშლილი აქვს და გლეხთათვის კი ნასუფრალს არ იმეტებს. იმედია, სასულიერო მთავრობა გლეხთა უმწეო მდგომარეობას გამოესარჩლება“. 1917 წლის გაზაფხულზე ჯრუჭის მონასტერში საჩივარი კიდევ დაიწერა, ამჟამად ბერები და გლეხები ერთსულოვანნი აღმოჩნდნენ. აი, რას წერდა
ამასთან დაკავშირებით სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკები) მიმართულების გაზეთ „ერთობაში“ უცნობი ავტორი, ფსევდონიმით „ბიდაურელი": „ღარის წყალი (საჩხერის რაიონი). 10 აპრილს შესდგა ჯრუჭის მონასტრის გარშემო სოფლელების და მონასტრის კრებულის ყრილობა, რომელსაც მიზნათ დასახული ჰქონდა მონასტრის წინამძღვრის
მოქმედებაზე მსჯელობა. კრებაზე ბევრი საჩივრები გამოითქვა როგორც ხალხის, ისე კრებულის მხრით. გამოითქვა: კრებულის მიმართ უდიერად
მოპყრობა, ორასი კომლი, მონასტრის მამულში მომუშავე გლეხების მონობის უღელქვეშ ყოფნა; მონასტრის და მისი მამულების შემოსავლის, რაიცა წლიურად უდრიდა 4-5 ათას მანეთს, უკონტროლოდ ფლანგვა და ბევრი სხვა. კრებამ გამოიტანა შემდეგი რეზოლუცია: „მივიღეთ რა
მხედველობაში, რომ წინამძღვარი, არქიმანდრიტი გაბრიელი (აბაშიძე) თავის მიმართულებით და მორალური მხარეებით, არ შეეფერება მოწოდებას, მოეთხოვოს ქუთაისის საოლქო სასულიერო აღმასრულებელ კომიტეტსტს: 1) დაუყონებლივ გადაყენებულ იქნეს იგი თანამდებობიდან და მოეთხოვოს ანგარიში -- მონასტრის და მისი მამულის, დღიდან მისი დანიშვნისა ამ წლის პირველ მარტამდის; 2) დანიშნულ იქნეს მონასტრის და მისი მამულის დროებით მმართველად, ნდობით აღჭურვილი, აწინდელი ეკონომოსი აბიბოსი (მაჭუტაძე). დაადგინეს შესდგეს კომისიები, რომლებიც მოაწესრიგებს მიწების ღალის მინიმუმს. და ბოლოს, კრება მიესალმება-რა დროებით მთავრობას, ხელს უწვდის პეტროგრადის ჯარისკაცთა და მუშათა დეპუტატების საბჭოს და მოითხოვს მებრძოლ ერებთან სამშვიდობო ზავის შეკვრას, უანექსიოთ და უკონტრიბუციოთ. მისალმება გაიგზავნა პეტროგრადში დეპეშით“. საეკლესიო მმართველობა იძულებული გახდა, საქმის გამორკვევა ჭელიშის მონასტრის წინამძღვრის, იღუმენ პავლესთვის (ჯაფარიძე) და ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის
მასწავლებლის, იაკობ თომას ძე ცინცაძისათვის დაევალებინათ. ადგილზე სიტუაციის გარკვევის შემდეგ კომისიამ დაასკვნა: „ამ დიდებულ მონასტერს სჭირდება მეტი ყურადღება და მეტი სიყვარული, ვიდრე ეს ჩანს დღევანდელ მის მზურნველთაგან“. 1917 წლის მაისში იმერეთის ეპარქიალურმა მმართველობამ არქიმანდრიტი გაბრიელი გაათავისუფლა მონასტრის წინამძღვრობიდან და ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1917 წლის 20 ივნისს ჭელიშის მონასტრის კრებული იმერეთის ეპარქიალურ კომიტეტს სწერდა: „ჩვენ, კრებული ჭელიშის მიძინების მონასტრისა, ვაძლევთ ამა მოწმობას ამავე მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ გაბრიელს, მას შინა, რომ იგი მობრძანდა მონასტერში
პირველად მაისის თვეში და რადგანაც მონასტრის ქონებათა სია ქონდა წაღებული იღუმენ პავლეს, ამიტომ მონასტერი მაშინ ვერ ჩაიბარა უსიოთ და გაემგზავრა იმ სიის მოსატანად. მეორეთ მობრძანდა ამ ივანობის თვეში და ბრძანდებოდა მონასტერში, ხოლო დღეს მიემგზავრება ქუთაისში და თბილისში მონასტრის საქმეების შესახებ, ხოლო
ყოველივე მონასტრის ქონება, სია და ღერბი ჩაბარებულია ამავე მონასტრის კაზნაჩეის იღუმენს მამა იოანეს და მონასტრის მოვლა და გამგებლობა დაგვავალა ჩვენ კრებულს და მოვალენი ვართ ყველანი მონასტერს მოუაროთ, რასა შინა ვამოწმებთ ამას ხელის მოწერითა და სამონასტრო ღერბის დასმითა“. როგორც ამ წერილიდან ირკვევა, არქიმანდრიტი გაბრიელი მაისის თვეში ჩასულა ჭელიშში,
მაგრამ მონასტრის ქონების სიის არქონის გამო, ჭელიშის სავანე ვერ ჩაიბარა. ივნისის თვეში ხელმეორედ ჩასვლის შემდეგ, ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, მან აღარ ინება ჭელიშის მონასტრის წინამძღვრობა და 1917 წლის 1 ივლისს იმერეთის ეპარქიალურ კომიტეტს წერილი გაუგზავნა: „ვინაითგან მრავალ მიზეზისა გამო არ ძალმიძს ჭელიშის მონასტრის
მართვა-გამგეობა და ვმაცადინობ, რათა მიმიღონ თბილისის ფერისცვალების მონასტერში მღვდელმონაზონის ადგილზედ, ამისთვის, უმორჩილესად გთხოვთ, დღეიდან განთავისუფლებულ-მყოთ ჭელიშის მონასტრის წინამძღვრობიდან და მომეცეს შესაფერისი მოწმობა საცხოვრებლად რუსეთის სამფლობელოში. ამასთანავე, ვალდებული ვარ
მოვახსენო იმერეთის ეპარქიალურ კომიტეტს, რომ ყოველივე მონასტრის ქონება და ღერბი ჩაბარებული აქვსთ ჭელიშის მონასტრის კაზნაჩეის და
კრებულს, და იმ შემთხვევაში, როცა მე არ ვიმყოფები მონასტერში, იგინი ერთად მართავდნენ მონასტერს. დასამტკიცებლად ამისა, წარმოვადგენ
ამასთანავე კრებულის მიერ მოცემულ მოწმობას“. 1917 წლის 5 ივლისს იმერეთის ეპარქიალური კომიტეტის თავჯდომარემ, არქიმანდრიტმა ნესტორმა (ყუბანეიშვილი) იგი დაითხოვა წინამძღვრობიდან და
მისცა შესაფერისი მოწმობა თბილისში წასასვლელად. ამ ეტაპზე უცნობია, თუ სად წავიდა არქიმანდრიტი გაბრიელი ან სად გააგრძელა მოღვაწეობა. ამ დროს ხომ იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე კაცი იყო და, ჩვენი აზრით, ბევრი სარგებელის მოტანა შეეძლო ავტოკეფალიააღდგენილი ქართუ-
7-3 საპატრიარქოს უწყებანი N7 7-20აპრილი 2022წ გვ.23
არქიმანდრიტი გაბრიელი (აბაშიძე) II ნაწილი (გაგრძელება)
ლი ეკლესიისათვის და ტანჯული სამშობლოსათვის.გულსატკენია, რომ ვერ მოხერხდა ათონზე მიღებული მისი ცოდნისა და გამოცდილების ჯეროვანი დაფასება, მისი აკადემიური განათლების გამოყენება,
ენების ცოდნა. საეკლესიო საბუთების სიმწირიდან გამომდინარე, ვერ ვხატავთ ზუსტ სურათს, თუ რა გახდა სინამდვილეში მისი დევნის რეალური საბაბი, მართლა ეს საჩივრები იყო ამის მიზეზი და სხვა რაიმე
უფრო მნიშვნელოვანი გადაცდომები. ერთი რამ ფაქტია, აქედან მოყოლებული არქიმანდრიტი გაბრიელი საერთოდ გაქრა საეკლესიო ასპარეზიდან. 1921 წელს საქართველოში დამყარდა კომუნისტური დიქტატურა და ხელისუფლებამ სამღვდელოების დევნა-შევიწროება დაიწყო. ბევრმა ვერ გაუძლო ზეწოლას, მლვდლობა მიატოვა და საერო
სამსახურში დაიწყო მუშაობა. როგორც ჩანს, იგივე ბედი ეწია არქიმანდრიტ გაბრიელსაც. 1930 წელს ანჩისხატის ტაძრის ყოფილი წინამძღვარი, დეკანოზი ნიკიტა თალაქვაძე თავის მოგონებებში წერდა: „ეხლახან დაუთხოვიათ სამსახურიდან შეუმცირებიათ ყოფილი არქიმანდრიტი ჯრუჭის მონასტრისა გაბრიელ აბაშიძე! მაგრამ... ალბად
ისევ მალე ჩასდგება სადმე“. უცნობია, თუ სად გააგრძელა მან მუშაობა და რით სულდგმულობდა სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ.
როგორც ერთი საბუთიდან ჩანს, ყოფილი არქიმანდრიტი ქ. თბილისში, საბჭოს ქუჩა 32-ში ჰქონდა პატარა საცხოვრებელი ოთახი. 1930 წლიდან 1944 წლამდე მისი ცხოვრება ბურუსით არის მოცული. როგორც
საეკლესიო ისტორიიდან არის ცნობილი, 1943 წელს,
მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიის თაედასხმისგან შეჭირვებულმა ათეისტურმა ხელისუფლებამ თითქმის სრულად გაუქმებულ ეკლესიას წნება დართო, კვლავ გაეხსნათ დაკეტილი ტაძრები და სასულიერო სასწავლებლები. სამღვდელოებასაც მიეცა საშუალება, დაეკმაყოფილებინათ მორწმუნეთა რელიგიური მოთხოვნილებები და გაეგრძელებინათ ღვთისმსახურება. და აი, ამ ყველაფრით დაიმედებულმა და გახარებულმა გაბრიელ აბაშიძემ თავად შეახსენა თავი დედა ეკლესიას და მის იმჟამინდელ საჭეთმპყრობელს. აი, რას წერდა 1944 წლის 8 აგვისტოს იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს კალისტრატეს (ცინცაძე): „მოციქულთა სწორის წმიდა ნინოს მეოხებით, მისი წილხვდომილი ივერიის ეკლესია,
თუმცა ძველად მრავალტანჯული, არსებობს და მუდამ იარსებებს. ამ ბოლოს დროს მტერს უნდოდა მისი განადგურება; სატანამ ყოველი ღონე იხმარა მის მოსასპობლად, მაგრამ, თქვენის ლოცვით, წმიდა ნინოს მფარველობით, ღვთის განგებამ ხალხი იხსნა მრავალი სახის ტანჯვებისაგან. ეკლესია ისევ მხურვალედ ღაღადებს, გალობს და აღავლენს ღვთისა მიმართ თავის ლოცვა ვედრებას: საქრისტიანოს კეთილდღეობისათვის, ქვეყნის მშვიდობის და ბედნიერებისათვის, ხალხთა სულიერი და ხორციელი კეთილ ცხოვრებისათვის, დიდი
სტალინის და მისი ძლევამოსილი ლაშქრის მტერთა ზედა გამარჯვებისათვის. საქართველოს ეკლესია, სამღვდელოება, ხალხის კულტურა, განათლება-მეცნიერება და ტექნიკა უკვე წარმატებული და ბედნიერია ისევე, როგორც მთელ დიდ საბჭოთა კავშირში. ვის არსებობაშიც არის ნამდვილი ქართული სისხლი, სიყვარული და ჭეშმარიტ ღვთისადმი და მისი წმინდანების მიმართ რწმენა და სასოება,
ისინი უნდა შემოკრბენ ეკლესიასთან და თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს მშენებლობის საქმეში. ამისთვის, აქედან გამომდინარე, მეც, როგორც და რითაც შემიძლიან, მინდა ვემსახურო ჩემს ძვირფას სამშობლოს. ვაღვიარებ რა ამას, მოგახსენებთ შემდეგს. ჩემს მამაპაპეულ სოფელ ჭალაში, რომელიც მდებარეობს საჩხერის რაიონში, არის ძველად გაშენებული წმიდა გიორგის სახელწოდების კარგად შენახული ქვითკირის საყდარი. ღვთის განგებით, ამ ეკლესიის გვერდით, ცხონებულმა მამაჩემმა
ააშენა სახლი ორსართულიანი, ამ სახლს ახლავს საკმაოდ დიდი ეზო ვენახით და ხეხილებით. ამ ეკლესიას სჭირდება განახლება, პატრონობა და წირვა-ლოცვის აღვლენა. მე მწადიან, ჩემის შრომით, მეცადინეობით, სახსრით მოუარო ამ ტაძარს. ღვთის შეწევნით,
7-4 საპატრიარქოს უწყებანი N7 7-20აპრილი 2022წ გვ.24
არქიმანდრიტი გაბრიელი (აბაშიძე) II ნაწილი (დასასრული)
თქვენის ლოცვა-კურთხევით და ნებართვით, სოფლელებთან შეთანხმებით, უნდა მოვიწვიოთ სამღვდელო პირი და გავაახლოთ ღვთისადმი ვედრება, წირვა-ლოცვა. გარდა ამ ეკლესიისა, ჩვენს სოფელში და მის მიდამოებში არის ბევრი ძველი ტაძრები, ზოგი მათგანი დაუნგრეველია, ზოგის კედლები ან სახურავები ჩამონგრეულია; ხალხი ამ ძველ ნაშთებს, წმიდა ადგილებს, მაგალითად: როგორც
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარს, მთაწმიდის ტაძარს და სხვებს, ახლაც დიდის სასოებით, რწმენით და მოწიწებით ეპყრობა, ხშირად დადიან იქ ღამის სათევად, სალოცავად და მსხვერპლის
შესაწირავად. ამ ძველ წმიდა ადგილებსაც თვალყურის დევნა და მოვლა სჭირდება. მე ამჟამად უკვე 72 წლის მოხუცი ვარ, მძიმე ცხოვრების ტალღები გამოვიარე, მაგრამ ოკეანემ ვერ შთამთქა. ახლა მე მჭირდება ღრმა, მყუდრო სულიერი ცხოვრება, ჩემი გავლილი ცხოვრების ანგარიშის შეჯამება და ნაკლულევანების, თუ მოვასწარი, გამოსწორება; ამიტომ მინდა ჩავიდე ჩემს მამაპაპეულს სოფელში და დაებინავდე მამაჩემის მყუდრო სახლში, ჩვენი ეკლესიის გვერდით, სადაც უნდა ვილოცო, ვილოცო, ბევრი ვოლოცო, რათა, მინამ ცოცხალი ვარ, ჩემი დიდი ცოდვე-
ბი შევინანო და შენანებული, როცა დრო მოვა, გავემგზავრო საიქიოს;
ხოლო სიცოცხლეში კი მინდა ჩვენს ძველ ეკლესიებს, როგორც ზევით
მოგახსენეთ, ვემსახურო, უყარაულო და მოუარო. მოგახსენებთ რა ამას, თქვენო უწმინდესობავ, გთხოვთ, მაღირსოთ თქვენთან აღსარების ავლა, რათა ღმერთმა შემინდოს ჩემი დიდი ცოდვები და მოსანანიებლად ცოდვებისა დამადოთ ღირსეული ეპიტემია. თქვენი მდაბალი მორჩილი უღირსი სულიერი შვილი, ყოფილი არქიმანდრიტი გაბრიელი მთაწმიდელი (ერისკაცობაში გიორგი სამსონის ძე აბაშიძე)“.
ამ წერილს მისმა უწმინდესობამ იმავე დღეს რამდენიმე სიტყვა წააწერა ზედვე: „დაცულ იქნას საქმეში“. ეს იყო და ეს. ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, თუ რა მოჰყვა მის ამ სინანულის წერილს, შეხვდა იგი კათალიკოს-პატრიარქს, ჩააბარა აღსარება და წავიდა თუ არა თავის მშობლიურ
სოფელში. საეკლესიო დოკუმენტებში ამის შესახებ აღარაფერია მოთხრობილი. არც მომდევნო წლებში შედგენილ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა სიებში ფიგურირებს
მისი სახელი და გვარი. ვინ იცის, იქნებ მოასწრო კიდეც აღსარების თქმა და განწმენდილმა, მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს... იყავნ ნება შენი უფალო!
8 საპატრიარქოს უწყებანი N8 21 აპრილი-4მაისი 2022წ გვ.23
დეკანოზი ანტონ ბოკუჩავა „მამა ანტონ, შენ გაიმარჯვე, გაიმარჯვეო!“
1875-1947
დეკანოზი ანტონ ბესარიონის ძე ბოკუჩავა 1875 წელს ქუთაისის გუბერნიაში, სენაკის მაზრის სოფ. ბესარიონ თადეოზის-ძე ბოკუჩავაუშაფათში დიაკონ და მატრონა თოფურიძის ოჯახში დაიბადა. წოდებით იყო აზნაური. პაპამისი თღათარ მღვდელი თადეოზ ბოკუჩავა,
უშაფათის მაცხოვრის სახელობის ტაძრის წინამძღვარი იყო. ანტონს მამა ადრე გარდაეცვალა და დედა მამისეულ სოფელში, სეფიეთში გადასახლდა ოთხ შვილთან ერთად. მან 1896 წელს დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი. 1896-1904 წლებში იყო სეფიეთის ერთკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებელი. 1903 წლისს 22 ოქტომბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) სეფიეთის მთავარანგელოზთა სახ. ტაძრის მედავითნედ დანიშნა. 1910 წლის 8 სექტემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 14 სექტემბერს მღვდლად დაასხა ხელი და სეფიეთის მთავარანგელოზთა სახ. ტაძრის მეორე მღვდლად განამწესა. იმავდროულად, სეფიეთის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.
1912 წლის 21 სექტემბრიდან სეფიეთის ტაძრის წინამძღვარია.
სოფ. სეფიეთში მცხოვრები მოხუცები იგონებენ, რომ დეკანოზი ანტონი სოფლის ნამდვილი თავკაცი ყოფილა. ყოველ საჭირბოროტო საკითხს მასთან ათანხმებდნენ და მის სიტყვას დიდ ანგარიშს უწევდნენ. 1921 წლის 1-7 სექტემბერს მღვდელი ანტონი, როგორც ჭყონდიდის ეპარქიის დელეგატი, იყო საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მესამე საეკლესიო კრების მონაწილე. 1922 წლის ივნისში კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს ისევ სეფიეთის მთავარანგელოზთა სახ. ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. კომუნისტური ხელისუფლების დამყარების შემდეგ დეკანოზ ანტონსაც დაუპირეს ანაფორის გახდა და წვერის გაპარსვა, მაგრამ მოძღვარმა მტკიცედ დაიცვა თავი. 1925 წლის 12 ოქტომბრიდან იგი ისევ ჭყონდიდის ეპარქიის, ბანძის ოლქის, სეფიეთის ტაძრის წინამძღვრად მსახურობდა. 1928 წლის 18 მარტს იგი უკვე ბანძის ოლქის მთავარხუცესია და საქართველოს საკათალიკოსო უწმინდეს სინოდს ოლქში არსებული მდგომარეობის შესახებ წერილს უგზავნის:
„სენაკის მაზრაში არც ერთი ოლქი ისე შესანიშნავი არაა ეკლესიების შენობების მხრით, როგორც არის ბანძის ოლქი. ბანძის ოლქში არის რვა
ეკლესია ქვითკირისა. წარსულს ხანებში რევოლუციამდე ყველა
ეს ეკლესიები შესაფერად იყო მორთული საეკლესიო და სამღვდელო სამკაულით, რევოლუციის შემდეგ ხსენებულს ეკლესიებში მეტის მეტი გაჭირვებაა, რადგან საეკლესიო წიგნები, წმიდა ტრაპეზის შესამოსი და განსაკუთრებით სამღვდელო შესამოსი სრულებით არაა და
თუ არის ეკლესიების განახლების დროს რაც გამოუსადეგარი დახეულები ნახეს, შეაკეთეს და მით ასრულებენ წმიდა საიდუმლოს. ეკლესიებში წყალი ჩამოდის სახურავებიდან, რის გამო შესანიშნავი
ქვითკირის ეკლესიების შენობა ფუჭდება, სახურავები რომ შეაკეთოს, პატრონი არაა და თუ კი გამონაკლისი მორწმუნეთაგანი არიან დარჩენილი იმას ადგილობითი მოწინააღმდეგენი ნებას არ აძლევენ,
რომ დაიარონ მრევლში და მოსთხოვონ შესაკეთებელი ფული შეძლებისადაგვარად. ხსენებულ ოლქში ყველაზე შესანიშნავია სეფიეთის უმახსოვრო დროის ქვითკირის ეკლესია, რომელიც მისი გეოგრაფია ფოტოგრაფიულად ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, დახურულია მარესლის კრამიტით, რომელიც ძლიერი ქარის გამო გადაყრილია და წყალი ბევრს ადგილას ჩამოდის, რის გამო ისტორიული განძი ფუჭდება. საერთოდ მორწმუნენი ეკლესიის გულშემატკივარნი ცოტაა, რომ თავიანთ ეკლესიების ნაკლულევანება შეამჩნიონ
და გააკეთონ. ამისათვის უმორჩილესად და სიმდაბლით ვთხოვ ს. ს. საქათალიკოსო უწმინდეს სინოდის მღვდელმთავართა კრებას მიეცეს საშვალება ზემოხსენებულ ოლქის ეკლესიების კრებულს, რომ
უწმიდესი სინოდის განკარგულებაში საეკლესიო წიგნები და ნივთები, რომელნიც მათ ხმარებაში არ
8-1 საპატრიარქოს უწყებანი N8 21 აპრილი-4მაისი 2022წ გვ.24
დეკანოზი ანტონ ბოკუჩავა „მამა ანტონ, შენ გაიმარჯვე, გაიმარჯვეო!“
1875-1947 (დასასრული)
არიან, ესრეთები უწყალობონ უსასყიდლთთ ხსენებულს ეკლესიებს და კრებულთ, რადგან მათ არა აქვთ არავითარი საშვალება შემოსავლისა“. უცნობია, თუ რა მოიმოქმედა საკათალიკოსო სინოდმა, დაეხმარა თუ არა ბანძის ოლქს, ერთი რამ კი ჩანს, 1928 წლის 16 ივლისს მღვდელი ანტონი დეკანოზის ხარისხშია აყვანილი. 1929 წლის 1 სექტემბერს უკანასკნელად იხსენიება სეფიეთის ტაძრის წინამძღვრად. გადმოცემის თანახმად, 1929/ 1930 წლებში ტაძარი დაიხურა, მაგრამ მოძღვარი სახლში განაგრძობდა ღვთისმსახურებას და მრევლიცპ იქ აკითხავდა სულიერი საზრდოს მისაღებად. 1945 წლის 28 მარტს შედგენილ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის სასულიერო პირთა ჩამონათვალში იგი არ იხსენიება მოქმედი სამღვდელოების რიგებში. როგორც ჩანს, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ჯანმრთელობის გაუარესების გამო მან ვეღარ შეძლო ოფიციალურად მსახურების გაგრძელება. დეკანოზი ანტონი 1947 წლის 15 დეკემბერს გარდაიცვალა. 1947 წლის 19 დეკემბერს გაზეთი „კომუნისტი“ იუწყებოდა: „დები ცაცუ, მაგა ოჯახებით, ძმა ექვთიმე, რძალი ელპიდი, ძმისწულები: ეკატერინე, პეტრე, გრიგოლ, შალვა ბოკუჩავები
იუწყებიან ანტონ ბესარიონის ძე ბოკუჩავას გარდაცვალებას. დაკრძალვა 21-XII, სეფიეთში (აბაშის რ.)“. სოფელში დღემდე ახსოვთ მისი დაკრძალვა.
უღვთო ხელისუფლებას უარი უთქვამს მოძღვრის ტაძარში დაკრძალვაზე, მაგრამ მთელი სოფელი გამოსულა და წინააღმდეგობა იმდენად დიდი ყოფილა, რომ მთავრობა იძულებული გამხდარა, დათანხმებულიყო. თვალცრემლიანი ხალხი კი გაიძახოდა: „მამა ანტონ, შენ გაიმარჯვე, გაიმარჯვეო!“ დეკანოზი ანტონი სეფიეთის ტაძარში, საკურთხევლის წინ დაასაფლავეს. დეკანოზს ანტონს ჰყავდა მეუღლე ნატალია სისოს ასული კეკელია, რომელთანაც შვილი არ შეეძინა. ნატალია 1922 წელს გარდაიცვალა.
12 საპატრიარქოს უწყებანი N12 16-29ივნისი 2022წ გვ.21
დეკანოზი გიორგი გამრეკელი 1869-1935
დეკანოზი გიორგი გაბრიელის ძე გამრეკელი 1869 წელს მღვდლის ოჯახში, თბილისის გუბერნიაში, გორის მაზრის სოფ. მეჯვრისხევში დაიბადა.
დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი და სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 1892 წლის 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) სტიქარით შემოსა. 1892 წლის ივნისში აღნიშნული სემინარია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და სურდა სწავლა რუსეთის ერთ-ერთ სასულიერო აკადემიაში გაეგრძელებინა, მაგრამ უსახსრობის
გამო ვერ მოახერხა, თუმცა მას მალევე მფარველი გამოუჩნდა. აი, რას წერდა გაზეთი „ივერია“ ამასთან დაკავშირებით: „მისმა მაღალ ყოვლად უსამღვდელოესობამ, პეტერბურგის მიტროპოლიტმა
პალლადიმ, სხვათა კეთილ საქმეთა შორის, წასვლის წინა დღეს ერთი სამადლო საქმეც მოიმოქმედა: წელს სასულიერო სემინარიაში კურსი გაათავა სამაგალითოდ გიორგი გამრეკელმა; სურვილი ჰქონდა განეგრძო მაღალ სასწავლებელში სწავლა, მაგრამ შეუძლებლობით ვერ მოახერხა.
მიტროპოლიტმა პალლადიმ გამრეკელი მიიღო თავის სტიპენდიატად პეტერბურგის აკადემიაში. ამ დღეებში გამრეკელს პალლადისაგან მოუვიდა შემდეგი დეპეშა: „რადგან ყველა აკადემიებში ეხლა ადგილები დაჭერილია, მოემზადე მომავალის წლისათვის, ესე იგი ზაფხულისთვის და მე ჩემის ხარჯით აღგზრდი პეტერბურგის აკადემიაშიო“. მართლაც, 1893 წელს გიორგიმ ქ. სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში ჩააბარა. აკადემიაში სწავლის დროს იგი ქართველი სტუდენტების თვალი და ყური იყო. იგი ხელმძღვანელობდა ყველა კეთილ წამოწყებას. პრესის საშუალებით მან ურთიერთობა დაამყარა საქართველოსთან და
მიწერ-მოწერის საშუალებით ცხოველი კავშირი ჰქონდა მოწინავე საზოგადოებასთან, რომლებსაც სამშობლოს მოწყვეტილი ქართველებისთვის ქართული წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების გამოგზავნას სთხოვდა. აი, რას წერდა იგი 1894 წლის 14
მარტს გაზეთ „ივერიაში“: „პეტერბურგის სასულიერო აკადემიის ქართველი სტუდენტები უგულითადეს მადლობას ვუცხადებთ მის მაღალღირსებას, მ. დეკანოზს დავით ღამბაშიძეს გაზეთის „მწყემსის“ უსასყიდლოთ დათმობისათვის“. 1897 წელს გიორგი გამრეკელმა აკადემია წარჩინებით დაასრულა. მისი წარმატება შეუმჩნეველი არ დარჩენილა ქართული პრესისათვის. გაზეთი „ცნობის ფურცელი“ მის შესახებ წერდა: „წარსულის წლის თიბათვეში პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში სწავლა დაამთავრა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით ორმა ქართველმა: გიორგი გამრეკელმა და ნიკოლოზ ხუცაიძემ.
ორივემ, აკადემიის მთავრობის ნებართვით, საკანდიდატო თხზულება დასწერა საქართველოს საეკლესიო ისტორიიდან აღებულს საკითხებზე.
გიორგი გამრეკელმა დასწერა თხზულება შემ-
12-1 საპატრიარქოს უწყებანი N12 16-29ივნისი 2022წ გვ.22
დეკანოზი გიორგი გამრეკელი 1869-1935 (გაგრძელება)
დეგს საკითხზე: ..........ეს ეპოქა იმდენად საინტერესოა საქართველოს ისტორიაში, რომ ყოველს დაკვირვებულს გამოკვლევას მისას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ისტორიის მკვლევართათვის. ეს ის ეპოქაა, ოდეს საქართველოს ახალის ისტორიის საძირკველი ჩადგმულ იქმნა და ამ საძირკველზე დამყარდა ის დიდებული შენობა, რომელსაც ქართველების ისტორიული ცხოვრება ეწოდება... წმ. მოციქულების მიერ საქართველოში ქრისტიანობის ქადაგება, წმ. ნინოს და მირიანის დრო, დიდებული მეფობა ვახტანგ გორგასლანისა, რომლის ცხოვრების აღწერას ნახევრად ზღაპრული ხასიათი აქვს. ეს ისეთი საკითხებია, რომელთ
საფუძვლიანი გამოკვლევა, რა თქმა უნდა, დიდს სამსახურს გაუწევს საქართველოში ქრისტიანობის დასაწყისის ისტორიის შესწავლის საქმეს.
ბ-ნის გამრეკელის თხზულება მოწონებულ იქმნა პროფესორის ბ-ნ მოლოტოვის მიერ, როგორც თხზულება, დაწერილი კეთილსინდისიერად და დაკვირვებით. რასაკვირველია, ამ თხზულებას, როგორც ახალგაზრდა ავქსონის ნაწარმოებს, არ შეიძლება არ ჰქონდეს ნაკლულევანებანი, მაგრამ, იმედია, ახალგაზრდა ავქსონი მას შეამუშავებს უფრო დაკვირვებითა და საფუძვლიანად და დასტამბავს. მით უფრო, იმედი გვაქვს ამისი, რომ როგორც ბრძანებს პროფ. ბ. მოლოტოვი, ბ.
გამრეკელს შეუძლია, ნიჭი შესწევს საისტორიო კვლევა-ძიებისა“. შედარებით მოკლე ცნობაა გამოქვეყნებული გაზეთ „ივერიაში“: „წრეულ ს.-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში ორმა ქართველმა დაამთავრა სწავლა: ნ. ქ. ხუცაიძემა და გ. გამრეკელმა. მთელს აკადემიაში ამ წელს სულ
4 ქართველი იყო“. 1898 წელს გიორგი ბაქოს წმ. მიხეილის სახ. სამოქალაქო სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1899 წლის 20 დეკემბერს თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახ. ტაძრის მღვდლად გამოარჩიეს, თუმცა უცნობი
მიზეზების გამო, დროებით, მისი ხელდასხმა გადაიდო. 1900 წლის 5 დეკემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა. 1901 წლის 6 თებერვალს საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) მღვდლად დაასხა ხელი და კუკიის წმ. ნინოს სახ. ტაძრის წინამძღვრად განამწესა. 1905 წელს აღმოსავლეთ საქართველოს საეპარქიო სამრევლო სკოლების საბჭოს განკარგულებით თბილისის სამრევლო სკოლების ზედამხედველად დაინიშნა. 1905-1906 წლებში, რუსეთის პირველი რევოლუციის დროს, რამდენიმე სასულიერო პირი მოკლეს, აწამეს, ზოგი დააყაჩაღეს და გაძარცვეს, ზოგიც დაიჭირეს. მათ რიგებში იყო მღვდელი გიორგიც. აი, რას წერდა ქართული პრესა ამასთან დაკავშირებით: „1906 წლის 20 მარტს, ღამის 8 საათზე, კუკიის
მართლმადიდებელთა სასაფლაოზე, იმ სახლში, სადაც კრებული სცხოვრობს, სწორედ იმ დროს, როდესაც მღვდ. იოსებ ბერიძე თავის ოჯახობით სტოლს მისჯდომოდა ჩაის დასალევად, უეცრად
შევარდა სამი შეიარაღებული კაცი. სწორედ ამ დროს იქვე მეზობელ მღვდ. გიორგი გამრეკელოვსაც დაეცნენ. ამ უკანასკნელს ფულად რვა თუმანი და ერთი ოქროს საათი წაართვეს, ხოლო მღვდ. იოსებ ბერიძეს შესვლისთანავე კამოდის გასაღები მოსთხოვეს. ამ კამოდში ჰქონდა შენახული, თუ რამ ძვირფასი გააჩნდა. ოქრო-ვერცხლის ნივთეულობასთან ერთად წაიღეს საკუთარი 350 მანეთი, ხოლო საეკლესიოც ამდენი. სულ თავდამსხმელნი ათნი იყვნენ. ზოგი შიგ შევარდა, ზოგიც ეზოს
სხვადასხვა კუთხეებში იდგა სადარაჯოდ“. მსგავსი შემთხვევა განმეორდა ცხრა წლის შემდეგაც. 1915 წლის9 ნოემბერს, საღამოს 8 საათი იქნებოდა, როცა მამა გიორგის სახლს სამი უცნობი პირი ესტუმრა, ერთი ჯარისკაცის ფორმით, ორიც ევროპულად ჩაცმული და ჯვრისწერა სთხოვეს. ვინაიდან
საბუთები წესრიგში არ ჰქონდათ, მამა გიორგიმ უარი განაცხადა, მაშინ ერთმა მათგანმა რევოლვერი ამოიღო და ფული მოსთხოვა. მოძღვარმა მას ხელი სტაცა და ყვირილი მორთო, ამასობაში ბოროტმოქმედებმა
დროით ისარგებლეს და თავს უშველეს. 1917 წლის 8-17 სექტემბერს, როგორც თბილისის სამღვდელოების დელეგატი, დეკანოზი გიორგი
ესწრებოდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებას. 1920 წელს იმყოფებოდა მეორე საეკლესიო კრებაზეც. 1920 წლის 20 მაისს, კათოლიკოს-პატრიარქ
ლეონიდეს (ოქროპირიძე) ბრძანებით, გადაყენე-
12-2 საპატრიარქოს უწყებანი N12 16-29ივნისი 2022წ გვ.23
დეკანოზი გიორგი გამრეკელი 1869-1935 (გაგრძელება)
ბულ იქნა კუკიის ტაძრის წინამძღვრობიდან. 1921 წლის 1-5 სექტემბერს გელათში გამართულმა მესამე საეკლესიო კრებამ იგი საკათალიკოსო საბჭოს წევრობის კანდიდატად აირჩია. 1922 წლის თებერვალში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) ლოცვა-კურთხევით, ქ. თბილისში გაიხსნა ორწლიანი სამოძღვრო კურსები,
რომლის ხელმძღვანელად დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე აირჩიეს. განაწილდა საგნებიც: დეკანოზ გიორგი გამრეკელს საეკლესიო ისტორიის სწავლება დაევალა. სამწუხაროდ, ხსენებულმა კურსებმა
მხოლოდ რამდენიმე თვე იარსება. 1922 წელს კუკიის სასაფლაოს ტაძრის კრებული საკათალიკოსო საბჭოს წერდა, რომ კრებულის ღრმა რწმენით დეკანოზი გიორგი გამრეკელი აღარ არის მისი წევრი და არც უნდა დარჩეს მათ შორის. აი, რა იყო მათი მოსაზრება-დასაბუთებანი: „1) ჯერ
საეპარქიო სასამართლოს და შემდეგ საკათალიკოზო საბჭოს განჩინებით, დეკ. გამრეკელი გადაყენებულ იქნა წინამძღვრობიდან, რაც ცხადად
არის გამოყვანილი საკათალიკოსო საბჭოს შემდეგი განჩინებით: „გადაყენებულ იქნას დეკ. გ. გამრეკელი კუკიის წმ. ნინოს ეკლესიის წინამძღვრობიდგან; 2) გახსნილ იქნას დროებით კუკიის ეკლესიის წინამძღვრის მესამე თანაშემწის ადგილი, რომელიც გაუქმებულ იქნას ერთ-ერთი თანაშემწის წასვლის შემდეგ; 3) წინამძღვრად მოწვეულ იქნას ახალი პიროვნება; 4) გამოეცხადოს დეკ. გამრეკელს საყვედური ნამსახურებათა წიგნში ჩაწერით, შენიშვნა -- შენიშვნის წიგნში ჩასაწერად; 5) სისრულეში მოყვანილ იქნას საეპარქიო სასამართლოს განჩინება მათ შესახებ ტაძრის სასარგებლოდ ფულის გადახდისათვის (გარდა იმ
1500 მან., რომელიც დეკ. გამრეკელს დაუხარჯავს მგალობლებზე); 6) მიეცეს კრებულის წევრთ გაფრთხილება, რომ შემდეგში არ იქნას მათ მიერ დაშვებული ეკლესიის და სარწმუნოების საზარალოდ დაუდევრობა, უმოქმედობა, გულგრილობა, სამსახურში და ურთიერთშორის ანარქია“. თუმცა ამ განჩინებით საკათალიკოზო საბჭო ლმობიერად მოექცა დეკანოზ გიორგი გამრეკელს და იქავე დატოვა მღვდლად, თუმცა გააფრთხილა, რომ შესაფერისად მოქცეულიყო, მაგრამ მას, როგორც ჩანს, კვლავ შეექმნა პრობლემები ტაძრის კრებულთან და საკათალიკოზო საბჭოში მის შესახებ ახალი საქმე აღიძრა. 1922 წლის 13 თებერვალს საეპარქიო სასამართლომ
გამოიტანა დადგენილება: „ეთხოვოს კათალიკოსპატრიარქ ამბროსის (ხელაია), დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნას კუკიის წმ. ნინოს ეკლესიიდან დეკანოზი გიორგი გამრეკელი, როგორც ეკლესიისთვის
მავნე და კრებულის წევრთა შორის უთანხმოების შემტანი“. ეს განჩინება დაამტკიცა მისმა უწმიდესობამ 1922 წლის 20 თებერვალს და მისცა ერთი თვის ვადა, შეეტანა თხოვნა სხვა სამრევლოში გადასვლაზე. როგორც ჩანს, მამა გიორგის დაპირისპირება ჰქონდა კრებულის სხვა წევრთან, დეკანოზ ვასილ კარბელაშვილთან. დეკანოზი ვასილი წერდა, რომ
დეკანოზ გამრეკელს ჩვეულებად ჰქონია გაუტანლობა და შფოთი შეჰქონდა საძმოსა და სამსახურში. როცა აქ გიორგი ეპიტაშვილი ყოფილა დიაკვნად, იგი ქირით მდგარა კერძო სახლში, ამ დროს კი მამა
გამრეკელს ექვსი ოთახი ჰქონია დაკავებული საკრებულო სახლში, თანაც ამ დროს მისი ცოლ-შვილი იქ აღარ ცხოვრობდა. დიდი დავის შემდეგ მას თურმე ერთი ოთახი ძლივს დააცლევინეს. ეს ამბავი იმით
დასრულდა, რომ დეკანოზი გიორგი კუკიის სამრევლოში მეორე მღვდლის ადგილზე დარჩა, დეკანოზი ვასილი კი გაათავისუფლეს. XX ს-ის 20-იან წლებში დეკანოზი გიორგი იყო საკათალიკოსო საბჭოს წევრი და აქტიურად მონაწილეობდა საეკლესიო ცხოვრების ფერხულში. 1923 წლის იანვარში, როდესაც საკათალიკოსო საბჭოს წევრების უმრავლესობა დააპატიმრეს, კათოლიკოს-პატრიარქ' ამბროსის (ხელაია) ლოცვა-კურთხევით, 1923 წლის 7 სექტემბრიდან 1925 წლის 11 მარტამდე დეკანოზი გიორგი გამრეკელი, როგორც წევრ-კანდიდატი, სხვა სასულიერო პირებთან ერთად ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობას. იგი იყო უწმინდესი და უნეტარესი ამბროსის იდეების მხარდამჭერი, გამზიარებელი და ბოლომდე გვერდით ედგა მას. 1926 წლის 14 იანვარს ურბნელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მარღიშვილი) საკათალიკოსო საბჭოს
განსახილველად წარუდგინა თავისი სამაგისტრო დისერტაცია, მოითხოვა მისი განხილვა და ღვთისმეტყველების ხარისხის მინიჭება. დისერტაცია
რუსულად იყო დაწერილი და ეხებოდა „ბიზანტიის იმპერატორების დამოკიდებულებას მსოფლიო სა-
12-3 საპატრიარქოს უწყებანი N12 16-29ივნისი 2022წ გვ.24
დეკანოზი გიორგი გამრეკელი 1869-1935 (დასასრული)
ეკლესიო კრებებისადმი სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) ლოცვაკურთხევით თემა განსახილველად და სარეცენზიოდ გადაეცა დეკ. გ. გამრეკელს და ივ. რატიშვილს, ასევე უნივერსიტეტის რამდენიმე პროფესორს.
დასკვნის დაწერა დეკანოზ გიორგის დაევალა, რომელმაც ამგვარი რეცენზია დაწერა: „მიტროპოლიტ იოანეს უარი ეთქვას ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხის მიღებაზე“. უცნობია, თუ რა მიზეზით ეთქვა უარი ან რა არ მოეწონა დეკანოზ გიორგის
მის ნაშრომში. 1927 წლიდან, როდესაც გაუქმდა საკათალიკოსო საბჭო და შეიქმნა საკათალიკოსო სინოდი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) ლოცვა-კურთხევით დეკანოზი გიორგი სინოდის წევრი გახდა და კვლავ აქტიურად მონაწილეობდა საეკლესიო ცხოვრებაში. 1930 წლის 8 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე-5 საეკლესიო კრებაზე
კვლავ აირჩიეს სინოდის წევრად. მიუხედავად მრავალი დევნისა და შეურაცხყოფისა, მას ანაფორა არ გაუხდია და მსახურება არ მიუტოვებია. იგი ბოლომდე დაუზარელად და უშიშრად იდგა დედა ეკლესიის სამსახურში. დეკანოზ გიორგის მიღებული ჰქონდა ჯილდოები: 1901 წლის 6 მაისს საგვერდული; 1909 წელს სკუფია; 1914 წლის 15 მაისს -- კამილავკა; 1916 წლის 6 მაისს -- სამკერდე ოქროს ჯვარი; 1916 წლის 9 ოქტომბერს -- დეკანოზის წოდება; 1918 წელს ენქერი; 1933 წლის 16 აპრილს -– მიტრა.
დეკანოზი გიორგი 1935 წლის 20 აპრილს გარდაიცვალა. დაკრძალეს 24 აპრილს კუკიის ტაძრის სასაფლაოზე. დარჩა შვილები: დიმიტრი/მიტუშა;
ნინო (გათხოვილი ნესტორ დიმიტრის ძე ცინცაძეზე); ქეთევანი (გათხოვილი ვლადიმერ კირილეს ძე გეგენავაზე).
13 საპატრიარქოს უწყებანი N1330ივნისი-13ივლისი 2022წ გვ.21
მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე 1868-1920
| ნაწილი
მღვდელი ტიმოთე გიორგის ძე ბაკურაძე თბილისის გუბერნიაში, თელავის მაზრაში, სოფ. კისისხევში დიაკვნის ოჯახში დაიბადა. მისი მამა დიაკონი გიორგი ნიკოლოზის ძე ბაკურაძე, 1842 წელს მედავითნის ოჯახში
დაიბადა. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი
გორის ეპისკოპოს გერონტისთან (პაპიტაშვილი) ისწავლა.
1866 წელს შუამთის ღვთისმშობლის შობის სახ. მონასტერში მორჩილად მიიღეს.1868 წელს კისისხევის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. ტაძარში მედავითნედ დაინიშნა. 1878 წლის 14 სექტემბერს დიაკვნად აკურთხეს. 1884 წლის 30 მარტს ნორიოს სამრევლოში გადაიყვანეს. იმავე წლის 20 სექტემბერს თელავის ღვთისმშობლის მიძინების სახ.
საკათედრო ტაძარში დაინიშნა. 1892 წლის 14 აგვისტოს ვარდისუბნის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში დაადგინეს. 1901 წლის 6 ოქტომბერს ისევ კისისხევის ფერისცვალების სახ. ტაძარში დაინიშნა.
1911 წლის 2 მარტს გულგულას წმ. თომა მოციქულის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1911 წლის 18 დეკემბერს დიაკონი გიორგი, თავისი თხოვნის საფუძველზე, პენსიაზე გავიდა და წელიწადში 100 მანეთი
დაენიშნა. მეუღლე მარიამ ანდრიას ასული (დაბ. 1852წ.) და შვილები: სიდონია, მღვდელი ნიკოლოზი (1872- 1931წწ.), მღვდელი ტიმოთე (1868-1920წწ.). ტიმოთემ დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი. XIX ს-ის 90-იან წლებში მარტყოფის ღვთაების სახ. მონასტერში მორჩილად მიიღეს. 1898 წლის 16 მაისს იმავე მონასტერში მედავითნის
შტატში დაადგინეს. 1899 წლის 11 ივნისს თბილისის მაცხოვრის ამაღლების სახ. ტაძარში განაწესეს. 1900 წლის ოქტომბრიდან 1902 წლის 1 მაისამდე იმავე ტაძართან არსებულ სკოლაში ქართულ ენას ასწავლიდა. 1901 წლის ნოემბერში საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) დიაკვნად აკურთხა. 1902 წლის 23 დეკემბერს გორის „ოქონის“ ღვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძარში მედავითნის შტატში გადაიყვანეს. 1903 წლის 25 იანვარს მისივე
თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა. 1903 წლის 8 ივლისს რამდენიმე თვით ქვათახევის მონასტერში განაწესეს. | 1904 წლის 25 იანვარს თელავის ღვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძარში დიაკვნის
შტატში დაადგინეს. 1904 წლის 25 იანვრიდან 6 დეკემბრამდე
იყო იმავე ტაძართან არსებული ქალთა ორკლასიანი სკოლის
სამ განყოფილებაში საღვთო სჯულის პედაგოგი. 1906 წლის
10 აპრილს ავლაბრის მიქაელ მთავარანგელოზის სახ. ტაძარში გადმოიყვანეს. 1908 წლის 28 მაისს საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორაში მოკლეს საქართველოს ეგზარქოსი ნიკონი (სოფისკი). ამ საქმეზე უამრავი პირი დაიკითხა და რამდენიმე ეჭვიც არსებობდა, თუ ვის
შეეძლო ეს მკვლელობა ჩაედინა. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დიაკონი ტიმოთე ბაკურაძეც გახლდათ, რომელიც მცირე ხნით დაპატიმრებულიც3 კი იყო. ჟანდარმერიის ანონიმი აგენტი ჯერ კიდევ 1908 წლის 16
აპრილს აცნობებდა თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს, რომ ეგზარქოსის მოკვლას აპირებდა „დიაკონთა და მეფსალმუნეთა კომიტეტი“, რომელიც თბილისის სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის ხელმძღვანელობით მოქმედებდა. სოციალ-დემოკრატებმა კარგად იცოდნენ, რომ ნიკონის მოკვლას ავტოკეფალისტთა დევნა მოჰყვებოდა, რაც უშუალოდ შედიოდა ქართველ სოციალ-დემოკრატთა გეგმებში; საბოლოოდ, დიაკონი ტიმოთე ამ საქმეში უდანაშაულოდ ცნეს და გაათავისუფლეს. 1916 წლის 1 დეკემბერს დიაკონი ტიმოთე ელიზავეტოპოლის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. სა-
13-1 საპატრიარქოს უწყებანი N1330ივნისი-13ივლისი 2022წ გვ.22
მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე 1868-1920 (გაგრძელება)
კათედრო ტაძარში გადაიყვანეს. მისი საქართველოდან გადაყვანა უკავშირდება ავლაბრის ტაძრის წინამძღვარ, მლვდელ დავით იაშვილთან (შემდგომში მიტროპოლიტი დიმიტრი) მომხდარ კონფლიქტს, რაც ასახულია იმჟამინდელ პრესაში. აი, რას წერდა 1917 წლის 8 ივლისს, ამასთან დაკავშირებით, დიაკონი ტიმოთე გაზეთ „ერთობაში": „მოქალაქე რედაქტორო! გაზეთ „ვოზროჟდენიეს“ 28 ივნისის ნომერში წავიკითხე წერილი ავლაბრის მთავარანგელოზის ეკლესიის შესახებ, სადაც ამ
წერილში მეც შემეხო ბ. ავტორი ამ წერილისა, ვითომ პირველად მე, დიაკ. ბაკურაძემ აღვძარი საჩივარი მთავრობის წინაშე მ. იაევზე (იაევს ვხმარობ, რადგანაც ავტორს იაშვილი შეცდომით აქვს ნახმარი, თვით იაევი ყოველთვის იაევს ხმარობდა და არა იაშვილს), რაზედაც გამოძიება დაუნიშნია და არქიეპისკ. პლატონს იაევი გაუმართლებია,
მე კი გადაუყვანივარ სხვა ადგილზე. ეს წერილი სიმართლეს მოკლებულია. მე გულწრფელად და გულახდილად უნდა მოვახსენო პატივცემულ
მკითხველთ, რომ პირველად მე საჩივარი არ მიმიცია მ. იაევზე, როგორც ბ. უსახელოს აქვს ნაჩვენები, არამედ მ. იაევმა იჩივლა ჩემზე პირველად
არქიეპისკ. პლატონთან ცნობილი გოროდცევის დახმარებით, რის გამოც ჩემდა დაუკით ხავად და გამოუძიებლივ ბურთივით გადასროლილი ვიყავი კვირაცხოვლის ეკლესიაში და კვირაცხოვლის მთავარი ბ. დავიდოვი ჩემს ალაგას. ეს მოხდა იმის შემდეგ, როდესაც მთავარანგელოზის სტაროსტას აშეხმანოვს ვადა სამი წლის სამსახურის შეუსრულდა და მეორე სამ წელს იგივე აირჩიეს უკანონოდ, რომელ ოქმზედაც მე ხელი არ მოვაწერე,
რადგანაც ვიცოდი, რომ აშეხმანოვი უვარგისი პიროვნება იყო ყოველის მხრივ და ისიც კარგად ვიცოდი, ყოველივე ბნელი საქმეები აშეხმანოვისა და მ. იაევისა ძრიელ მაგრად იყო გადასკვნილი ერთი მეორეზედ. უკანონო არჩევანი განასაჩივრეს და გოროდცოვის მეცადინეობით კანტორამ
კანონიერად იცნო იგი. შემდეგ ამავე ეკლესიის მრევლს მოესურვებია, ჩემი ამ მრევლში ათის წლის სამსახურის აღსანიშნავად იუბილე გადაეხადნათ და ეთხოვათ არქიეპ. პლატონისათვის, რომ ჩემს ადგილზე ვეკურთხებინე მღვდლად. მაგრამ როგორც მ. იაევს ეს ამბავი გაეგო, ელდა სცემოდა და რომ ამისთვის ხელი შეეშალნა ვიდრემდის ამ საქმისთვის არქიეპ. პლატონთან დეპუტაცია წავიდოდა მანამდის, როგორც ზევით ვსთქვი, გოროდცევის დახმარებით მე კვირაცხოვლის ეკლესიაში გადავეყვანე. როდესაც მე და მ. დავიდოვმა დავარწმუნეთ არქიეპ. პლატონი, რომ ეს ორივესთვის სასჯელია, მაშინ მისის ნებართვით შევიტანეთ თხოვნა, მე ჩემს ალაგას დამტოვა და მ. დავდოვი მღვდლად აკურთხა. ამის შემდეგ მ. იაევი თავის ძალასა და ენერგიას აღარა ჰზოგავს როგორმე მომიშოროს და, გაძვრა ხან გოროდცოვთან, ხან ანტონ ეპისკოპოსთან და მის მარჯვენა ხელებთან და ხან ვისთან, როგორც ეს ჩვეულებათა აქვს ჩვენს პატივცემულ მამებს. არ სცხრება მ იაევი, რაპორტს რაპორტზე ჰგზავნის გოროდცოვის სახელზე წარსადგენად არქიეპ პლატონთან, რასაც მოჰყვა ჩემი გადაყვანა ადმინისტრაციული წესით ელიზავეტოპოლში. 1 დეკემბერს 1916წ. როგორც გოროდცოვის, აგრეთვე ანტონ ეპისკოპოზის წყალობით და
დახმარებით, პოლიტიკურ დამნაშავედ მცნეს, (რაზედაც თუ საჭირო იქნება საბუთებსაც წარმოვადგენ) და დღევანდლამდის უსამსახუროდ
ვიმყოფები, ამას ქართველი საზოგადოება, უკეთ რომ ვსთქვა, ქართველი ბიუროკრატია სიჩუმით შეჰხვდა, რადგან მე მაღალი წრის სამღვდელოების წევრს არ შევადგენდი. იაევის საქმე კი, როგორც უმაღლესი სამღვდელოების წევრის, უმაღლეს წერტილამდის მიიყვანა დღეს ჩვენმა
ბიუროკრატიამ. იცის უვიცმა უსახელო ავტორმა, რომ მ. იაევმა საძირკველი რუსის მღვდელს მაშინ ჩაუყარა, როდესაც მე გამომისტუმრა? თუ
არ იცის, ყური დამიგდოს რას ვკითხავ: მე რომ გამომისტუმრა მთავარანგელოზის ეკლესიიდან, ჩემს მოადგილედ ვინ ემსახურებოდა? აბა ერთი
13-2 საპატრიარქოს უწყებანი N1330ივნისი-13ივლისი 2022წ გვ.23
მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე 1868-1920 (გაგრძელება)
ამაზე მიპასუხოს! მე ბ.. ავტორო, იმაზე არ გიპასუხებთ, რომ მთავრები და დიაკვნები ვითომ ჩემს გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ, რადგანაც
ვიმედოვნებ, რომ ისინი თითონ გიპასუხებენ და თქვენს ცილის წამებას ამცნობენ ქვეყანას. მაგრამ მე კი ერთს მაინც შეგეკითხებით, თქვენ ვის
გავლენის ქვეშ იმყოფებით, როდესაც ასეთს სიცრუვეს გაზეთის ფურცლებზე აქვეყნებდით? ნუ თუ ანგარიშს არ აძლევდით თქვენს თავს, როდესაც ასე უხეშად ემალებოდით იმ სულმდაბალ ადამიანს, რომელმაც ასეთი ცნობები მოგართვათ! ერთსაც გკითხავთ, ქართველი მრევლთაგანი, რომლებიც მოითხოვენ გამოძიების დანიშვნას, შეიძლება გთხოვოთ, რომ მათი ვინაობა მაცნობოთ? აბა თუ შეიძლება -– მაშ აბა ერთი მათი სახელი და გვარები გამოაქვეყნეთ! მე ბევრს აღარ გამოვეკიდები თქვენს სიცრუეს, რადგან მ. იაევმა არა მარტო თქვენ შეგიყვანათ შეცდომაში, არამედ არქიეპისკოპ. პლატონიც ასევე შეიყვანა შეცდომაში, მაგრამ როდესაც მან გაიგო საქმის ვითარება, ბევრი ინანა. აგრეთვე თქვენც მოგელით. ჯერჯერობით ეს იკმარეთ ბ. უსახელო ავტორო. მოუწოდებ როგორც სამღვდელოებას, აგრეთვე დაინტერესებულ ერს, თუ ვისმეს რამე
სათქმელი აქვს, ნუ დაიმალება, სთქოს“. 1917 წლის 16 მარტს თბილისის ქალაქის სამღვდელოებამ თავის რწმუნებულად საქართველოს
ეკლესიის დროებით მმართველობაში ოთხი პირი აირჩია: დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე, მლვდელი ქრისტეფორე ციცქიშვილი, დიაკონი ტიმოთე ბაკურაძე და მედავითნე გაბრიელ ყუბანეიშვილი.
1917 წლის 13 აპრილს ქ. თბილისის ეკლესიის მედავითნეებმა, დიაკვნებმა და მათს ადგილებზე მყოფმა მღვდლებმა დააარსეს პროფესიონალური
კავშირი თავისი ინტერესების დასაცავად. ამ კავშირის სულისჩამდგმელი და აქტიური წევრი გახლდათ დიაკონი ტიმოთე. მალევე იგი კავშირის ხარჯებით გაემგზავრა თელავის, სიღნაღისა და თიანეთის მაზრებში, სადაც მან შეადგინა ადგილობრივ საეკლესიო დაბალ მსახურთა შორის მსგავსი კავშირები მათი ყოფა-ცხოვრების მოსაგვარებლად. ეს კავშირები
თბილისის მედავითნეთა კავშირის ფილიალები იყო. ქართულ პრესაში ამ ფილიალების დაარსების შესახებ წერილები დაიბეჭდა. 1917 წლის 28 აპრილს გაიმართა სიღნაღის მაზრის მთავარ-დიაკონების და
მედავითნეების კრება საკუთარ ორგანიზაციის დასაარსებლად. კრებას დაესწრო თბილისის მთავარდიაკონების და მედავითნეების წარმომადგენელი დიაკონი ტიმოთე ბაკურაძე, რომელიც ერთხმად იქნა არჩეული კრების თავმჯდომარედ. მამა ტიმოთემ კრებას სიტყვით მიმართა: ისაუბრა იმდროინდელ ვითარებაზე და განუმარტა თუ რას ემსახურებოდა მათი ძალისხმევა. კრება აღფრთოვანებული შეხვდა
მის სასიკეთო მოწოდებას ორგანიზაციის დაარსების შესახებ. ორგანიზაციის თავმჯდომარედ აირჩეს დიაკონი გრიგოლ კოლელიშვილი, წევრები გახდნენ: ათანასე ქუმსიაშვილი და ტიმოთე მენთეშაშვილი,
კანდიდატები: სანდრო ნათიძე და ალექსი მერაბაშვილი, მხოლოდ თითო სამთავარხუცესო ოლქის წარმომადგენლებად, პირველ სამთავარხუცესოდან ლადო მესტიაშვილი, მეორიდან -- ვასილ მესტიაშვილი, მესამედან -- ლევან მუღალაშვილი და მეოთხედან სილოვან ფირანაშვილი. ხაზინადრად დიაკონი გრიგოლ კოლელიშვილი“.
დიაკონ ტიმოთეს შექმნილ დიაკონ-მედავითნეთა კავშირს დიდი გამოხმაურება მოჰყვა მთელი საქართველოში და დიდი არეულობაც შეიტანა საეკლესიო ცხოვრებაში. როგორც დროებითი მმართველობის წევრი, იგი აქტიურად მონაწილეობდა დროებითი მმართველობის ჩატარებულ სხდომებზე და ითხოვდა დიაკონ-მედავითნეთა პრობლემებისა და საკითხების გადაჭრას. სამწუხაროდ, როგორც
ჩანს, მას ამ სხდომაზე ყურს არავინ უგდებდა და 1917 წლის 15 მაისს იგი დაუპირისპირდა დროებითი მმართველობის თავმჯდომარეს, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე). კრებაზე
მან შეურაცხყოფა მიაყენა ყოვლადსამღვდელო ლეონიდესა და მმართველობის მთელ შემადგენლობას. რის გამოც მმართველობამ მიხეილ ვასილის ძე მა-
13-3 საპატრიარქოს უწყებანი N1330ივნისი-13ივლისი 2022წ გვ.24
მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე 1868-1920 (დასასრული)
ჩაბელსა და პართენ გოთუას დაევალათ, დასწრებოდნენ თბილისის სამღვდელოების კრებას და იქ ეთხოვათ, რათა დიაკონი ბაკურაძე და მედავითნე ყუბანეიშვილი გაეთავისუფლებიათ მმართველობის შემადგენლობიდან. მართლაც, ასე მოხდა. მიუხედავად საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან გამოგზავნილი რამდენიმე თხოვნისა, რომ აღედგინათ იგი თანამდებობაზე, გადაწყვეტილება ძალაში
დარჩა. აქედან დაიწყო მისი დაპირისპირება მეუფე ლეონიდესთან, რაც დამთავრდა იმით, რომ 1917 წლის სექტემბერში, კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების დროს, დიაკონ ტიმოთეს აგიტაციის წყალობით მთელი საქართველოს ტერიტორიაზე კირიონის სასარგებლოდ, რუსეთიდან ახლად დაბრუნებულმა ეპისკოპოსმა კირიონმა რამდენიმე ხმით
აჯობა თბილელ მიტროპოლიტ ლეონიდეს.
14 საპატრიარქოს უწყებანი N14 14027ივლისი 2022წ გვ.21
მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე 1868- 1920 II ნაწილი
ყოფილი დიაკონი რომელიც მღვდლად აკურთხა კათოლიკოზმა კირიონმა წმ.ილიას ეკლესიისათვის
1917 წლის ნოემბერში მისი მღვდლად კურთხევის თხოვნით კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ს (საძაგლიშვილი) მიმართა მარია ხოლოზოვამ. იგი
იყო დედა კონსტანტინე ანდრიას ძე ხოლოზოვისა, რომელსაც თავად ბებუთოვისაგან შეუძენია მიწა მახათის მთაზე და ძველი ქართული ტაძრის ნანგრევების ადგილზე აუშენებია წმ. ილიას ხის სამლოცველო, სადაც დიაკვნად მსახურობდა ტიმოთე ბაკურაძე (ქვის ტაძრის აშენება კ. ხოლოზოვს დედისთვის ანდერძად დაუბარებია). მარია ხოლოზოვა
მღვდელ ტიმოთეს ახასიათებს როგორც გულისხმიერ, სამართლიან და მოღვაწე ადამიანს. 1917 წლის 3 დეკემბერს ანჩისხატის ღვთისმშობლის შობის სახ. საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა
კირიონ II-მ (საძაგლიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი და თბილისის წმ. ილია წინასწარმეტყველის სახ. ტაძარში განაწესა (შტატით იგი მიწერილი იყო სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარს).
14-1 საპატრიარქოს უწყებანი N14 14027ივლისი 2022წ გვ.22
მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე 1868- 1920 II ნაწილი (გაგრძელება)
1918 წლის 4 მარტს მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე სიონის საკათედრო ტაძარში ყველიერის კვირიაკეს წირვას დაესწრო. იქვე იყო არმაზის მონასტრის მღვდელ-მონაზონი მირიანი (ბექაური) როგორც სიონის საკათედრო ტაძრის მნათის, ივანე რატიშვილის, მოხსენებიდან ჩანს, ორივე მოძღვარი მსახურების დროს გამუდმებით ლაპარაკობდა ერთმანეთთან და ხელს უშლიდნენ წირვის მსვლელობას. იგივე გააგრძელეს ამბიონზე ტფილელი მიტროპოლიტი ლეონიდეს (ოქროპირიძე) ქადაგების დროსაც, რის გამოც ივანე რატიშვილისგან მიიღეს შენიშვნა, რაც კონფლიქტში გადაიზარდა. 1918 წლის 6 მარტს მათი
საქმე განიხილა თბილისის სამიტროპოლიტო სასამართლომ და ორივე მღვდელმსახურს მღვდელმოქმედება შეუჩერა. უნდა ითქვას, რომ ამ დროს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონი ავადმყოფობდა და საქმის კურსში არ იყო. როგორც კი გამოჯანმრთელდა და კვლავ დაუბრუნდა სამუშაო რეჟიმს, მან ორივე აღადგინა მღვდელმსახურებაში. აი, რას წერდა
ამასთან დაკავშირებით ჟურნალი „ახალი სიტყვა“: „როგორც მოხსენებული გვქონდა, 6 მარტს, კრებაზე, საკათალიკოსო საბჭომ მღვდელ-მონაზონ მირიანსა და მღ. ტ. ბაკურაძეს აუკვეთა ღვთის
მსახურება. ეს დადგენილება მიღებულ იქმნა მაშინ ერთხმად. ეს დადგენილება არ მოწონებია ზოგთ. აღუძრავთ საკითხი, მაგრამ საკათალიკოზო საბჭოს შემადგენლობას, ორი ხმის წინააღმდეგ, უარუყვია
ეს აზრი და განზრახვა. საგულისხმიერო და დამახასიათებელია დეკ. ნ. თალაქვაძის ქცევა ამ საქმეში. უმაღლეს დაწესებულების, საკათ. საბჭოს, წევრი ორ სხდომაზე ერთსა და იმავე საგანზე გამოსთქვამს ორს დიამეტრალურად საწინააღმდეგო აზრს, იმისდა მიხედვით, თუ ვინ თავჯდომარეობს კრებას, პეტრე თუ ივანე, მიტროპოლიტი თუ კათალიკოსი. მ. თალაქვაძე 6 მარტს მიემხრო ბრალდებულთა
დასჯას, შემდეგ კი იმავე თავის მიერ დადასტურებელ დადგენილებაზე „პროტესტს“ აცხადებს. პირველ შემთხვევაში თავჯდომარეობდა მიტროპოლიტი ლეონიდე (კათოლიკოსის ავადმყოფობისა გამო),
ხოლო მეორეში -- კათოლიკოსი კირიონი“. მღვდელი ტიმოთე სამჯერ არის ნახსენები 1918 წლის 23 მაისის სხდომაზე საკათალიკოსო საბჭოს
წევრების მიერ კათოლიკოს-პატრიარქ კირიონისადმი წარდგენილ 14 პუნქტიან მოხსენებაში, სადაც მის შესახებ ვკითხულობთ:
„.. 9) ვისაც ავტოკეფალიის გამოცხადების პირველ ჩვენი საეკლესიო ცხოვრებისათვის თვალი უდევნებია, იმან იცის -- თუ რა საზიზღარ ოპოზიციაში ჩაუდგა დროებით მმართველობას ცნობილი დიაკონი ტ. ბაკურაძე, რომელიც რუსების სასულიერო მთავრობასთან ურთიერთობასაც კი არ მოერიდა, იმის მაგივრად, რომ ასეთი ადამიანი, როგორც სამშობლო ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედი, ჯეროვან პასუხისგებაში მიეცა, მისმა უწმინდესობამ ის, საბჭოს დაუკითხავად, აკურთხა. როდესაც საბჭოს ერთმა წევრმა შენიშნა, რომ საქართველოს ეკლესიის შეურაცხყოფააო, კათოლიკოსმა უპასუხა: „შენთვის საქართველოს ვექილობა არავის მოუნდვიაო“;
...7) მღვდელმა ტ. ბაკურაძემ და მღვდელ-მონაზონ მირიანმა ისეთი უწესობა ჩაიდინეს სიონის ტაძარში წირვის დროს, რისთვისაც საკათოლიკოსო საბჭოს შეერთებულმა კრებამ, მიტროპოლიტ ლეონიდის
თავჯდომარეობით დროებით მღვდელმოქმედება აუკრძალა მათ. საეკლესიო კანონებით მღვდელმოქმედების დაბრუნება იმათთვის შეეძლო მხოლოდ იმ ორგანოს და იმ მღვდელმთავარს, რომელთაც აუკრძალეს ის. ამათ, ე. ი. საკათალიკოზო საბჭოს და
სასამართლოს შეერთებულ კრებას და მიტროპოლიტ ლეონიდს. მისმა უწმინდესობამ კი სასამართლოს წევრთა დაუსწრებლად და მხოლოდ საბჭოს რამოდენიმე წევრთა თანხმობით, წინააღმდეგ მიტროპოლიტ ლეონიდის სურვილისა, მათ დაუბრუნა
აკრძალული მღვდელმოქმედება; ...11) ზემოდასახელებული ბაკურაძე მისმა უწმინდესობამ მღვდლად აკურთხა არა თავის, მცხეთის ეპარქიაში, არამედ თბილისისაში, რომელიც ადგილობრივ მღვდელმთავრის და სხვა სათანადო ორგანოს დაუკითხავად,
თავის ეპარქიაში გადარიცხა, ამგვარ მტაცებლობისა და სხვა ეპარქიაში ხელის გარევისათვის საეკლესიო კრებები სასტიკ კანონს განაჩინებენ“.
მღვდელი ტიმოთე 1920 წლის 26 ივნისს, მეორე
საეკლესიო კრების დაწყების წინ, უცნობმა პირებმა საკუთარ სახლთან მოკლეს. მღვდელ ტიმოთე ბაკურაძეზე საინტერესო
მოგონებები შემოგვინახა დეკანოზმა ნიკიტა თა
14-2 საპატრიარქოს უწყებანი N14 14027ივლისი 2022წ გვ.23
მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე 1868- 1920 II ნაწილი (გაგრძელება)
ლაქვაძემდ„ რომელიც პირადად და ახლოს იცნობდა მას და მანვე
დაკრძალა მოკლული მოძღვარი. აი, რას წერდა იგი: „თუმცა ბევრს
ჰგონია, რომ კათოლიკოზ კირიონის არჩევაში მე ვითამაშე გადამწყვეტი როლი -– ეს სრული ტყუილია, ჩემს ბუნებას არ ეხერხება აგიტაცია-აგენტობა; ამიტომ არც მეორე საეკლესიო კრებას გავმკლავებივარ, უმკლავდებოდა მხოლოდ მღ. ტიმოთე ბაკურაძე, ყოფილი დიაკონი, რომელიც მღვდლად აკურთხა კათოლიკოზმა კირიონმა წმ. ილიას ეკლესიისათვის, ამ ეკლესიის ამშენებელ რუსთა ერთი ოჯახის თხოვნით;
ეს ბაკურაძე დიდი მომხრე იყო კირიონისა, ხოლო მოწინააღმდეგე ლეონიდ-დავიდოვისა; იყო მეტად მოუსვენარი, თავხედი და
შეუპოვარი პიროვნება; ამან შექმნა საქართველოში „დიაკონთა
მოძრაობა“ მღვდლების წინააღმდეგ; დადიოდა საქართველოს
ყველა კუთხეებში და ეწეოდა ამ თაობაზე აგიტაციას; მეტად ავყია კაცი იყო და ყველა ერიდებოდა მასთან უსიამოვნებას; აი ამ ბაკურაძემ გასწია კირიონის სასარგებლოდ არჩევნები, კირიონი აირჩია პროვინციის დელეგატებმა, ხოლო ინტელიგენციამ და ქალაქმა ხმა მისცა ლეონიდს -- დავიდოვის, პეტრე ბარათაშვილის, რ. ივანიცკის და დეკ. კ. კეკელიძის აგიტაციით და ხელმძღვანელობით; კირიონმა ბაკურაძეს დიაკონ-მედავითნე წრიდან გამოყვანა განიზრახა და ამ აზრით უფრო ხელმძღვანელობდა, როდესაც წმ. ილიას ეკლესიის მღვდლად აკურთხა, ჯერ, ვინაიდან ეს ტაძარი შტატის არ იყო, ბაკურაძე ანჩისხატის ტაძარზე
მოეწერა კირიონს და როდესაც მე ამის თაობაზე უკმაყოფილება გამოვსთქვი, წაშალა, ხაზი გაუსვა ანჩისხატს და მცხეთაზე მიაწერა (ამ წერილიდან ჩანს, რომ მღვდელი ტიმოთეც და არმაზის
მონასტრის მღვდელ-მონაზონი მირიანიც ორივე უწმინდესი კირიონის ეპარქიას, მცხეთას ეკუთვნოდნენ და საკათალიკოზო საბჭოს და თბილელ
მიტროპოლიტ ლეონიდეს კირიონის უკითხავად მათი დასჯის უფლება არ ჰქონდათ -– გ.მ.). კირიონს უნდოდა ბაკურაძის მღვდლად კურთხევით მედავითნეთა კავშირისათვის ბელადი წაერთმია და ეს კავშირი
დარღვეულიყო, როგორც მავნეეკლესიისათვის და მიზანსაც მიაღწია -- ეს კავშირი უბაკურაძეოდ დაირღვა, მაგრამ ბაკურაძე დაუცხრომელ მებრძოლ პირად გაუჩნდა ლეონიდ-დავიდოვს და კომპანიას კირიონის დაღუპვის
შემდეგ; 1920 წელს, მეორე საეკლესიო კრების მოწვევის წინ,
მღვდელ ბაკურაძეს საეკლესიო კრებისათვის შეუდგენია მოწოდება, რომელშიდაც ის სასტიკად მხილების კილოთი ამჟღავნებდა
ყოველივე იმ ბოროტ-მოქმედებას, ეკლესიის სფეროში გამეფებულ ძარცვა-გლეჯას და უსაქციელობას, რომელსაც კირიონის
მოკვლის შემდეგ ჰქონდა ადგილი. ეს „მოწოდება“ დაუბეჭდია
უბედურ ბაკურაძეს და კრების გახსნის წინა დღეს რამოდენიმე
ცალი საერო მთავრობის წარმომადგენელთათვის დაუგზავნია,
ალბათ ზოგიერთ სხვა პირებსაც მისცემდა, ხოლო ამათგან გაიგებდნენ ისინიც, ვისაც ეს ეხებოდა და 1920 წლის ივლისში, კრების გახსნის წინა ღამით, შაბათ საღამოს, მღ. ტიმოთე, როდესაც ის ბრუნდებოდა
ლოცვიდან სახლში, 8 საათზე, ვერაგულად მოკლულ იქმნა მისსავე სახლის მახლობლად ჩასაფრებულ პირისაგან. ეს მკვლველობა მისს ცოლს
გადააბრალეს, რომელთანაც უსიამოვნება ჰქონდა ბაკურაძეს, ვითომცა და გარყვნილების ნიადაგზე; ცოლი დაიჭირეს, მისი ვითომდა „საყვარელიც“, მაგრამ ორთავენი მალე გაანთავისუფლეს, ხოლო გამოძიება უცბად შესწყდა. გამოძიებამ მკვლელობის შემდეგ მის სახლში აღმოაჩინა ბაკურაძის „მოწოდებანი“ დასარიგებლად გამზადებული, 500 ცალი... მე დავასაფლავე უბედური, მთავარანგელოზის ტაძრის გალავანში, ავლაბარში; დასაფლავებაზე წარმოვსთქვი სათანადო
მოძღვრება, დავახასიათე ჩვენი ყოფა-მდგომარეობა და ასეთი უაზრო-უგზაკვალო მკვლელობანი ეკლესიის სფეროშიაც კი; ხალხი ბლომად დაესწრო, სამღვდელოებაც დაესწრო, საკათალიკოსო
საბჭოდან მხოლოდ ქრ. კაპანაძე იყო, დიდი დეკანოზები დამფრთხალი იყვნენ და ერიდებოდნენ
14-3 საპატრიარქოს უწყებანი N14 14027ივლისი 2022წ გვ.24
მღვდელი ტიმოთე ბაკურაძე 1868- 1920 II ნაწილი (დასასრული)
კიდეც ასეთ კაცთან საქმის დაჭერას, თუგინდ კუბოს წინაშე პატივისცემას! დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ბაკურაძის ასე საოცრად მოკვლამ“.
დარჩა მეუღლე ოლღა ესტატეს ასული წვერავა (დაბ. 1885წ.) და შვილი -- ნინო (დაბ. 1907წ.).
15 საპატრიარქოს უწყებანი N15 28ივლისი-21 სექტემბერი 2022წ გვ.19
გაბრიელ ქართველიშვილები
დეკანოზი იოანე ქართველიშვილი 1772 წლის 20 სექტემბერს ქართლში სოფ. ფხვენისში სამეფო ყმის ოჯახში დაიბადა. მამამისი, ოთარ ქართველიშვილი, ბატონიშვილთა ნაყმევი, ყმობიდან გათავისუფლებული, სოფ. გომისჯვარში ცხოვრობდა. მოგვიანებით იქიდან აყრილა და სამშვილდეში, აბდულა-ბეგთან მისულა.
აბდულა-ბეგს (იესე მეფის შვილს) ოთარისა და მისი ძმისათვის მამული მიუცია და თავის კარზე დაუყენებია. სამშვილდეს აკლების შემდეგ ოთარი და მისი ძმა შიდა ქართლში გადავიდნენ. ოთარი სოფელ ფხევნისში დასახლდა და სხვადასხვა სამუშაოთი ირჩენდა თავს. გარდაიცვლა მაშინ, როდესაც იოანე ჯერ კიდევ პატარა იყო. ჰყავდა ერთი და -- მარიამი (გარდ.
28.11.1790წ.)., დაობლებულ შვილს დედა -- თამარი (გარდ. 4.05.1800წ.) თავიდანვე მღვდლად ამზადებდა: ჯერ ფხვენისის მღვდელს მიაბარა სასწავლებლად, შემდეგ სოფ. შინდისის მღვდელს და ბოლოს -– ცხინვალისას. 1784 წელს იოანე დედამ თბილისში ჩაიყვანა და კალოუბნის წმ. გიორგის სახ. ტაძრის მღვდელ იოანეს ჩააბარა. 1787 წლის ივნისში იოანე არქიმანდრიტ ტრიფილეს (ჯორაშვილი) ძმისწულზე დაინიშნა. ამავე პერიოდში იგი იპოდიაკვნად მსახურობს თბილისის
სიონის საკათედრო ტაძარში და თან მეცადინეობას აგრძელებს -– სწავლობს მხედრულს, რადგან მანამდე მხოლოდ ხუცური წერა-კითხვა იცოდა. 1788 წლის 16 იანვარს იოანემ ჯვარი დაიწერა, მაგრამ არა ტრიფილეს ძმისწულზე, არამედ ლეკყოფილ დიმიტრის ასულ მარიამზე. 1788 წლის 12 მარტს სიონის ლვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძარში თბილელმა მიტროპოლიტმა გერმანემ დიაკვნად აკურთხა. 1788-
1789 წლებში, თავისი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით, გადაწერა
ლოცვები მხედრულად და წიგნი „მარგალიტად“ წოდებული, ასევე -–- სადღესასწაულო ცხრა თვე. 1791 წლის აპრილში კათოლიკოსმა
ანტონ II-მ დიაკვანი იოანე სასწავლებლად არქიმანდრიტ ვარლაამს
(ერისთავი) მიაბარა. მასთან რიტორიკა, გრამატიკა, კატეგორია, ლოგიკა და მეტაფიზიკა ისწავლა. 1792 წლის 6 იანი ვარს თბილისის მაცხოვრის შობის სახ. ტაძარში ანტონ II-მ მლვდლად დაასხა ხელი. იმავე წლის 12 თებერვალს მას შეეძინა პირველი ვაჟი -- შიო, რომელიც ალექსანდრე
ბატონიშვილს მოანათვლინა. 1793 წლის 23 სექტემბერს ასული -- თეკლა შეეძინა (გარდ. 6.09.1795წ.), რომელიც ქვათახევის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ანტონმა (თარხნიშვილი) მონათლა. 1794 წელს კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის ლოცვა-კურთხევით, სწავლის გასაგრძელებლად
15-1 საპატრიარქოს უწყებანი N15 28ივლისი-21 სექტემბერი 2022წ გვ.20
გაბრიელ ქართველიშვილები (გაგრძელება)
სიონის საპატრიარქო ტაძრის დეკანოზ იოანე ოსეს ძე ბარათაშვილს მიებარა. მასთან მამა იოანემ ფიზიკა და დოგმატიკა შეისწავლა.
იმავე წლის ოქტომბერში იულონ ბატონიშვილმა ახალგაზრდა მოძღვარი თავისი შვილების მასწავლებლად აიყვანა. ამის შემდეგ მამა იოანეს ცხოვრება მჭიდროდ დაუკავშირდა იულონ ბატონიშვილს. 1796 წლის 20 თებერვალს ეყოლა ასული თებრონია, რომელიც იულონ ბატონიშვილის მეუღლემ, სალომემ მონათლა. 1798 წლის აგვისტოში კვლავ შეეძინა
ასული -- სოფიო, რომელიც 17 სექტემბერს დავით ოსეს ძე ბარათაშვილმა მონათლა. 1800 წლის 27 იანვარს ეყოლა ვაჟი -– გაბრიელი. გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ იულონ ბატონიშვილი მეფობის ერთ-ერთი აქტიური პრეტენდენტი გახდა. იმ პერიოდში მღვდელი იოანე მისი მწერალი იყო. დაძაბული სამუშაო რეჟიმის გამო, მან ავადმყოფი დედის სანახავად წასვლაც ვერ მოახერხა. იგი ყველგან თან ახლდა იულონსა და მის ჯარს მუხრანიდან მარტყოფში, აქედან ქიზიყში, ქიზიყიდან იორ-სართიჭალაზე, მუხრანი, ჭალა, ჯარიაშენის გავლით იმერეთში გადავიდა და 1801 წლის 29 აპრილს ბატონიშვილთან ერთად ქუთაისში ჩავიდა. მამა იოანე აქ რუსეთში გასაგზავნ წერილებს უწერდა სოლომონ მეფესა და იულონს. 1802 წლის იანვარში, იულონის ნებართვით, თბილისში მიდის დიდი ხნის უნახავი ცოლ-შვილის სანახავად, მაგრამ ცოლ-შვილი პატარძეულში დახვდა წასული. გენერალმა ლაზარევმა არ მისცა პატარძეულში გამგზავრების უფლება და ამიტომ მოძღვარმა ცოლ-შვილი თბილისში იხმო. პატარძეულიდან ჩამოსული მამა იოანეს ოჯახი დარეჯან დედოფალმა ავლაბარს დაასახლა, ულუფა დაუნიშნა და
თავისთან დაიტოვა. იმავე წლის 8 მაისს მღვდელი იოანე დაესწრო თბილისში გუბერნიის გახსნას დაკოვალენსკის საქართველოს განმგებლად დანიშვნის ცერემონიას. საბოლოოდ, მან ვეღარ მოახერხა იმერეთში დაბრუნება და დარეჯან დედოფალის კარზე დარჩა. 1804 წლის იანვარში საქართველოს მთავარმართებელმა, გენერალმა პავლე ციციანოვმა მამა იოანე თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად დანიშნა. სასწავლებლის დირექტორს, დეკანოზ
ალექსი პეტრიაშვილს (შემდგომში არქიმანდრიტი ათანასე) ევალებოდა
სახელმძლვანელოების თარგმნა. ამ საქმეში მას მლვდელი იოანეც ეხმარებოდა. 1806 წელს სასწავლებელში წარმატებული მუშაობისათვის მამა იოანეს სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოვეს და ხელფასიც მოუმატეს. მალევე მას დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1810 წელს მას ტორმასოვი ახვერდოვის პირით სთხოვს, როგორმე დაეყოლიებინა თავისი აღზრდილი ლევან იულონის ძე ნებაყოფლობით ჩაბარებოდა
რუსეთის მთავრობას. მამა იოანემ ეს მისია ვერ შეასრულა. კ-· კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული „კრებული“, რომელიც 1909-1910 წელში ქ. სანქტ-პეტერბურგში გადაწერილ იქნა ვინმე თ. შარაშიძის მიერ და 1911 წელს ეს „კრებული“ ეპისკოპოსმა კირიონმა (საძაგლიშვილი) შესწირა საეკლესიო მუზეუმს. „კრებულს“ ბოლოში აქვს შენიშვნა: „თავფურცელი „ყოვლისა სოფლისა მოგზაური ანუ ცნობა ძუელისა და ახლისა სოფლისა, ესე იგი აღწერა... გამოცემული უფლისა აბბატომ დელაპორტისა მიერ, როსსიულსა ენასა ზედა თარგმნილი ფრანციცულითგან, ხოლო ქართულსა ენასა ზედა თარგმნული როსსიულთაგან, მხოლოდ ოდენ ქართლი და იმერეთი, ტფილისის საკეთილშობილოს სასწავლებლის მოძღურის პროტაიერის იოანე ქართველოვისა მიერ 1811 წელსა, ტფილისს". დეკანოზი იოანე ქართველიშვილი 1816 წლის 9 თებერვალს გარდაიცვალა.
დეკანოზმა იოანემ 1801-1802 წლებში დაწერა მემუარები „ვითარებათა აღწერა“. ეს მემუარები დაცული იყო იოანეს უმცროსი შვილის, შემდეგში სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზისა და საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრის გაბრიელის (1800-1866) ოჯახში. მოგვიანებით იგი გაბრიელის ვაჟის დავითის საკუთრებად იქცა. დავით ქართველიშვილის ოჯახიდან მემუარები მღვდელ პოლიევქტოს კარბელაშვილის ხელში მოხვდა. მან კი გადასცა გაზეთ „ივერიის“ რედაქციას,
15-2 საპატრიარქოს უწყებანი N15 28ივლისი-21 სექტემბერი 2022წ გვ.21
გაბრიელ ქართველიშვილები (გაგრძელება)
რომელმაც იგი დაბეჭდა 1889 წლის შემდეგ ნომრებში: 203, 204, 205, 253, 255, 262, 266, 273. ქართველიშვილის მოგონებების ის ნაწილი, რომელიც.
აღა-მაჰმად-ხანის შემოსევასა და თბილისის აოხრებას ეხება, როგორც მემუარების ნიმუში, დაბეჭდეს თავის „სიტყვიერების თეორიაში“ არქიმანდრიტმა კირიონმა (საძაგლიშვილი) და გრიგოლ ყიფშიძემ
1898 წელს (გვ. 170-77). 1952 წელს ავთანდილ იოსელიანმა გამოსცა „ვითარებათა აღწერა“, რომელსაც იგი მემუარებს უწოდებს და თან დაურთო დეკანოზ იოანეს „შემოსავლების ნუსხა“.
ქართველიშვილის ამ შრომის ავტოგრაფი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ("ფონდში -– 1 196). მიუხედავად ვიწრო ოჯახური დანიშნულებისა (ქართველიშვილი ამ შრომას თავის
შვილებისათვის წერდა, უნდოდა გაეცნო მათთვის, რა სიძნელეები ნახა მან ცხოვრებაში), ეს შრომა მნიშვნელოვანი ძეგლია სწავლა-აღზრდის მეთოდების შესასწავლად XVIII ს-ის ბოლო წლების საქართველოში, ასევე იძლევა მდიდარ მასალას XVIII-XIX სს. მიჯნაზე საქართველოში არსებული პოლიტიკური დასების შესახებ. მამის საქმიანობა გააგრძელა მისმა უფროსმა ვაჟმა, დეკანოზმა გაბრიელმა. მამის ჩანაწერების
მიხედვით იგი 1800 წლის 27 იანვარს დაიბადა. მისი ნამსახურებათა სიის მიხედვით დაბადებულია 1782 წელს, ხოლო გარდაცვალების ცნობის მიხედვით 1779 წელს. მეორმოცე დღეს, ყრმა გაბრიელი, მამის თხოვნით, ლევან იულონის ძე ბატონიშვილმა მონათლა. 1813 წლის 12 აპრილს თბილელმა მიტროპოლიტმა არსენმა (ბაგრატიონი) სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძრის კერძო დიაკვნად
დაადგინა. 1816 წლის 25 ივნისს სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა ვარლაამმა (ერისთავი) დიაკვნად აკურთხა. 1817 წლის 17 იანვარს მლვდლად დაასხა ხელი და ამავე ტაძრის
კრებულში დანიშნა. 1817 წლიდანვე სიონის ტაძრის
ეკონომოსია. მღვდლობის პირველ წლებში მღვდელი გაბრიელი ხელნაწერების გადაწერითაც იყო დაკავებული.
1817 წელს მან გადაწერა „სამართლის წიგნები“, რომელსაც აქვს მისივე ანდერძი: „დასასრული წიგნთა სამართლისათა. ძალითა ღვთისათა გაბრიელ ქართველოვისა მიერ, გარდაწერილ იქმნა წელსა 1817-სა".
1818 წლის 8 დეკემბრიდან მღვდელი გაბრიელი სიონის ტაძრის კანდელაკია. 1820 წლის 16 თებერვალს ანანურის მაზრის ტაძრების რეგისტრაციაში ოფიციალურად გასატარებლად და იქ ღვთისმსახურების მოსაწესრიგებლად მიავლინეს, ხოლო იმავე წლის 20 მაისიდან ინგუშებთან, დიგორის ხეობაში მსგავსი მისია დაეკისრა. 1821 წელს დიგორის ხეობაში მცხოვრებ ინგუშებში ქრისტიანულ სარწმუნოებას ქადაგებდა. 1826 წლის 18 აპრილს ხავერდისფერი სკუფია უბოძეს. 1828 წლის 25 მარტს დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1832 წლის 9
იანვარს იასამნისფერი ხავერდის კამილავკა ეწყალობა. 1832 წლის 23 ივლისს სამლვდელო კადრების გამომცდელი კომისიის წევრად დაინიშნა. 1833 წლის 16 თებერვალს საქართველოს ეგზარქოსმა
მოსემ (ბოგდანოვი-პლატონოვი) ქალაგარეთა სამღვდელმთავრო რეზიდენციის ამშენებელი კომიტეტის წევრად დანიშნა. 1833 წლის 20 ივნისიდან 1836 წლის 15 თებერვლამდე იყო ღარიბ სამღვდელო პირთა შვილების სამზრუნველოს წევრი. 1834 წლის 6 თებერვლიდან 1864 წლის 21 იანვრამდე იყო საქართველოს საეკლესიო შემოსავლების ხაზინადარი. 1835 წლის 28 დეკემბრიდან 1848 წლამდე იყო ქ. თბილისის საეკლესიო დუქნების გამგე. 1836-1840 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯავრდებულთა და მოწმეთა დაფიცება ევალებოდა. 1840 წლის 22 აპრილს (მეორე ვერსიით -- 1841 წლის 26 დეკემბერს) სამკერდე ოქროს
ჯვარი მიიღო. 1842 წლის 15 სექტემბრიდან (მეორე
ვერსიით -- 1843 წლის 14 აგვისტოდან) სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზის შტატშია. 1844 წელს გათავისუფლდა საკათედრო ტაძრის კანდელაკის პოსტიდან. 1844 წლის 25 დეკემბერს (მეორე ვერსიით 1845 წლის 3 თებერვალს) წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1846 წლის 15 აგ
15-3 საპატრიარქოს უწყებანი N15 28ივლისი-21 სექტემბერი 2022წ გვ.22
გაბრიელ ქართველიშვილები ( დასასრული )
ვისტოს ენექრი უბოძეს. 1855 წლის 16 აპრილს წმ. ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ჰქონდა ჯილდო -– ყირიმის ომის (1853-1856) სამახსოვრო წმ. ვლადიმერის ლენტიანი ბრინჯაოს ჯვარი. 1859
წლის 2 მაისს საიმპერატორო გვირგვინით შემკობილი წმ. ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1863 წლის 13 აპრილს წმ. ვლადიმერის III ხარისხის ორდენი უბოძეს. დეკანოზი გაბრიელი 1866 წლის 1!
ნოემბერს გარდაიცვალა. დასაფლავებულია სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში. ადრე დაქვრივდა. დარჩა შვილი -– მიხეილი (დაბ. 1817წ.).
16 საპატრიარქოს უწყებანი N16 22სექტემბერი-6 ოქტომბერი 2022წ გვ.21
დეკანოზი ერმალოზ კანდელაკი წმ. ფილიმონ ქორიძის მოძღვარი 1857-1914
დეკანოზი ერმალოზ ლუკას ძე კანდელაკი 1857 წელს ქუთაისის გუბერნიაში, ქუთაისის მაზრის სოფ. კულაშში აზნაურ ლუკა კანდელაკისა და დესპინე ნიჟარაძის ოჯახში დაიბადა. ჰყავდა დედმამიშვილები: პეტრე; ივდითი; ბარბარე; სონია და იულია. ერმალოზმა დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. საღვთო წერილი, გალობა და საეკლესიო
ტიბიკონი ქუთაისის საკათედრო ტაძარში ისწავლა.
1882 წლის 13 სექტემბერს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში ყველა პარალელური კლასების, გარდა ქვედა განყოფილებისა ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა. მასვე დაევალა მაღალ და საშუალო განყოფილებებზე მოსამზადებელ კლასებში მართლწერის სწავლება. იმავე წლის 24 სექტემბერს კლასის დამრიგებლად დაინიშნა. 1884 წლის 1 სექტემბრიდან, შეთავსებით, დაევალა III კლასებში გეოგრაფიის სწავლება.
ერმალოზი სასწავლებელში აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. იმჟამად სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში რამდენიმე პრობლემა არსებობდა, ამიტომ სასწავლებელი მარტვილიდან სენაკში გადმოიტანეს. ზოგიერთნი თვლიდნენ, რომ სენაკში წყალი და ჰაერი იყო „უვარგისი“, ხოლო მარტვილში ამის საუკეთესო პირობები იყო.
ერმალოზი ბევრს წერდა ამ საკითხებთან დაკავშირებით და ცდილობდა მათი სატკივარი უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლებამდე ზუსტად მიეტანა. ახალი სენაკის სასწავლებლის დიდ ნაკლოვანებას
წარმოადგენდა პარალელური განყოფილებების
უქონლობა, რის გამოც ყოველ წელს უამრავი შეგირდი ირიცხებოდა სასწავლებლიდან. ერმალოზმა რამდენჯერმე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ამ პრობლემებზე, რის გამოც 1885 წლის 16 იანვარს კეთილსინდისიერი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) მადლობა გამოუცხადა. 1885 წლის 17
მაისიდან იგი უმაღლეს მოსამზადებელ კლასებში
საღვთო სჯულისა და IV კლასში გეოგრაფიის პედაგოგად დაინიშნა. 1886 წლის 17 მაისს ერმალოზი თავს ანებებს სასწავლებელს და სასულიერო ასპარეზზე იწყებს მოღვაწეობას. 1886 წლის 30 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) იგი დიაკვნად აკურთხა, იმავე
წლის 7 სექტემბერს მღვდლად დაასხა ხელი და კულაშის მაცხოვრის ჯვარცმის სახ. ტაძრის წინამძღვრად განამწესა. 1888 წლის დეკემბერში გამოჩინებულის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1889 წლის 12
მაისიდან კულაშის ოლქის მთავარხუცესია. საკმაოდ ბევრი სამუშაო ჩაატარა მღვდელმა ერმალოზმა თავის ოლქში. პირველ რიგში ყურადღება მიაქცია სასწავლებლის დაარსების საკითხს კულაშში. 1894 წლის თებერვალში ვინმე კონსტანტინე მკურნალის თაოსნობით დაარსდა ერთკლასიანი სასწავლებელი, რომელშიც სწავლა დაიწყო მღვდელ
ერმალოზის ლოცვა-კურთხევით და ადგილობრივი დირექტორის თანდასწრებით. მასწავლებლად მოიწვიეს ინსტიტუტში სწავლა-დამთავრებული ყმაწვილი გ. ხოშტარია. ამის შემდეგ მოძღვარმა დაიწყო ზრუნვა სამკითხველოს დაარსებაზე. აი, რას წერდა
16-1 საპატრიარქოს უწყებანი N16 22სექტემბერი-6 ოქტომბერი 2022წ გვ.22
დეკანოზი ერმალოზ კანდელაკი წმ. ფილიმონ ქორიძის მოძღვარი 1857-1914 (გაგრძელება)
იგი ქართულ პრესაში: „ერთი რამ თვალსაჩინო დაწესებულება აკლია კულაშის საზოგადოებას, ეს გახლავთ სამკითხველო. მართალია ერთმა პატივცემულმა კნეინამ იკისრა სამკითხველოს დაარსება, მაგრამ ვერ დაამთავრა. იმოდენად განვითარებული თავადაზნაურობაა ჩვენს ტურფა
სოფელში, იმედია, მათგან თანაგრძნობა არ მოგვაკლდება. სამკითხველო შეიძლება ადვილად მოთავსდეს რომელიმე სასწავლებლის ოთახში. მისი არსებობისათვის თითო აბაზი რომ გამოიღონ, საკმარისია და ჩინებულადაც გაჩაღდება ეს გონების განმავითარებელი საუნჯე“.
1891 წლის 1 ივლისს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელთან გაიხსნა ძმობა წმ. დავით აღმაშენებლის სახელზე, რომელთაც დაევალათ ღარიბ სასულიერო პირთა შვილების მფარველობა და შეწევნა.
ამისთვის ეპისკოპოსმა გაბრიელმა მოუწოდა თავისი ეპარქიის სამღვდელოებას, ყველას გაეღო შეწირულება ამ ძმობის სასარგებლოდ. მღვდელმა ერმალოზმა სასწრაფოდ შეკრიბა თავისი ოლქის სამღვდელოება, იმსჯელეს და შემდეგი დაადგინეს: „ჩვენ,
სამღვდელო და საეკლესიო მოსამსახურეთ კულაშის ოლქისა, მოვისმინეთ შინაარსი ქუთაისის სასწავლებლის სამმართველოს მოწერილობისა ამ
სასწავლებელთან დაარსებული ძმობის შესახებ და ვაცხადებთ, რომ ჩვენ ყველანი ღარიბნი ვართ: თვითოეული ჩვენგანი იხდის ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის შესანახავად ნახევარს იმა ჯამაგირისას, რაც გვეძლევა ხაზინისაგან; სამრევლოსაგან შემოსავალი თანდათან კლებულობს, განსაკუთრებით ამ უკანასკნელ წლებში; მაგრამ
მიუხედავად ამისა, გამსჭვალულნი ქრისტიანულის მზრუნველობით ღარიბ მშობელთა შვილების შესახებ, რომელთაც სწყურიანთ განათლება,
მაგრამ არა აქვსთ შეძლება ამისათვის, ვსცანით მათთვის ფრიად სასარგებლოდ აღნიშნული ძმობის დაარსება და თანაგრძნობით მივეგებეთ ჩვენი მთავარხუცესის მამა ერმალოზის წინადადებას,
განვაცხადეთ სურვილი ჩავეწეროთ ამ ძმობის წევრებად და ყოველ წლობით შევიტანოთ ქვემოთ აღნიშნული ხვედრი ფული 85 მანეთი“.
1894 წელს კულაშის მცხოვრებმა გლეხმა გოგია გულას ძე სტურუამ კულაშის ჯვარცმის ტაძარს შესწირა 370 მანეთად ღირებული ძვირფასად შემკული აღსავლის კარები და 11 თუმნად ღირებული
შესამოსელი, რისთვისაც მღვდელმა ერმალოზმა გაზეთ „მწყემსში“ მას დიდი მადლობა გადაუხადა და მოუწოდა სოფლის სხვა უფრო მდიდარ მცხოვრებლებს მიებაძათ ამ ქველმოქმედი კაცისათვის. 1896
წელს მღვდელმა ერმალოზმა საკმაოდ ვრცელი და
საინტერესო ქადაგება წარმოსთქვა განსვენებული
იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის დაკრძალვაზე. 1898 წელს მღვდელი ერმალოზი სამტრედიის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1901 წლის 1 ივნისს კულაშის საზოგადოებას ესტუმრა იმერეთის ეპარქიის ახალი ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე) დეკანოზ ნესტორ ყუბანეიშვილთან და საკათედრო ტაძრის კრებულთან. სამტრედიის სადგურში მეუფეს დახვდნენ მთავარხუცესი, მლვდელი ერმალოზ კანდელაკი, სამტრედიის ბოქაული ბ-ნი მახარაძე და კულაშის საზოგადოების მამასახლისი და იქიდან წაუძღვნენ კულაშის ჯვარცმის ტაძარში. იმ დღეს კულაშის ტაძრის ვებერთელა ეზო ხალხით იყო გადავსებული. იქ შეკრებილი იყო ყველა: თავადი და გლეხი, ქალი და კაცი, მოხუცი და ყმაწვილი. სუყველა გრძნობდა ერთგვარ გამოცოცხლებას და ძალას. ეკლესიაში გალობდა კულაშის სკოლის მოსწავლეები, სკოლის ზედამხედველ ბ-ნ მკურნალის ლოტბარობით, რომელიც მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა სხვებთან ერთად შეეგება მღვდელმთავარს. ტაძარში შესვლისთანავე მის მეუფებას ვრცელი სიტყვით მიმართა მღვდელმა ერმალოზმა. დასასრულს მან ეპისკოპოს ლეონიდეს
ძვირფასად შემკული წმ. ნინოს ხატი აჩუქა მრევლის
სახელით. 1905 წელს დეკანოზი ერმალოზი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში კარის ეკლესიის წინამძღვრად და საღვთო სჯულის მასწავლებლად დანიშნეს. 1910 წლის მაისში იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) იგი იმერეთის ეპარქიალური სასწავლო
საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა. 1910 წელს უცნობმა ავტორმა ქართულ პრესაში გამოაქვეყნა წერილი, სადაც სამრევლო სკოლებში ქართულიენის სწავლების დაკნინებაზე საუბრობდა. იგი წერდა, რომ სანამ
რეაქცია ფეხს მოიკიდებდა, სამრევლო სკოლებში
ქართული ენის სწავლების საქმე კარგად იყო დაყენებული, შემდეგ კი სასულიერო მთავრობის განკარგულებით საქმე დაქვეითდაო. დეკანოზი ერმალოზი გამოეხმაურა ამ ცილისმწამებლურ წერილს და აღნიშნა, რომ ივნისის თვეში იგი თავად იყო ქუთაისის რამდენიმე სკოლაში რევიზიაზე და კარგი შთაბეჭდილებით დატოვა იქაურობა. იგი წერდა: „ბავშვებს
მშვენივრად შეუსწავლიათ დედა-ენიდან ლექსები და იგავ-არაკები. მესამე განყოფილებაში „ბუნების კარი“ და „გუთანიც“ უკითხავთ და რაც გაუვლიათ, შეგნებით იციან. წერა ქართულად ყველგან
საუცხოვოდ არის დაყენებული“. 1911 წელს დეკანოზ ერმალოზს ცუდი ამბავი გადახდა, რამაც იგი არასასურველ ვითარებაში ჩააყენა და საქმე, საბოლოოდ, მისი დასჯითა და ბაქოში გადაყვანით დამთავრდა. აი, რას წერდა გაზეთი „სახალხო გაზეთი“ ამის თაობაზე: „ქუთაისის გიმნაზიის მასწავლებელს იურკევსკის მძიმე ბრალდება აღმოუჩნდა. მას სწამებენ, რომ გამოცდე-
16-2 საპატრიარქოს უწყებანი N16 22სექტემბერი-6 ოქტომბერი 2022წ გვ.23
დეკანოზი ერმალოზ კანდელაკი წმ. ფილიმონ ქორიძის მოძღვარი 1857-1914 (გაგრძელება)
ბის დროს უფროს კლასელებს ქრთამებს ართმევდა და სამაგიეროდ წინდაწინვე აუწყებდა მათ რა თემა ექნებოდათ რუსულ ენაშიო. ამაზე დიდი ხანია ლაპარაკობენ ქუთაისში, მაგრამ მხილების
ინიციატივას არავინ ტვირთულობდა. ასეთი როლი თავს იდვა საღვთო სჯულის მასწავლებელმა დეკ. ერ. კანდელაკმა, რომელსაც ქალაქში გავრცელებულ ხმებზე ულაპარაკნია რამდენიმე მასწავლებელთა შორის. ერთს ამ უკანასკნელს უცნობებია დირექტორისთვის, ამ უკანასკნელს კი
სამოსწავლო ოლქის მზრუნველისთვის, რის შემდეგაც ოლქის ინსპექტორი სლოვინსკი ქუთაისში გაჩნდა და იურკევსკი-კანდელაკის ინციდენტის საქმის გამოძიება დაევალა. რით გათავდება ეს საქმე წინდაწინ ძნელი სათქმელია, რადგან გამოძიება საიდუმლოებით არის მოცული. მომავალი რასაკვირველია გვაჩვენებს რამდენად საფუძვლიანია დეკანოზ კანდელაკის ბრალდება, მაგრამ თვით აღძვრა ასეთი საკითხისა იმისი მომასწავებელია, რომ საშუალო სასწავლებელში, საცა 700-ზე მეტი მოსწავლეა, საქმე წესიერად არ არის წარმართული“.
სამწუხაროდ, ამ ინციდენტმა შეიწირა დეკანოზი ერმალოზი. მიუხედავად იმისა, რომ მისი დანაშაული თითქმის არ იკვეთებოდა ამ საქმეში, იგი მოხ–სნეს კლასიკური გიმნაზიიდან და ქ. ბაქოში გადაიყვანეს. არ უშველა მას არც ეპისკოპოს გიორგისა და არც გინაზიის დირექტორის რეკომენდაციამ და თხოვნამ დაეტოვებინათ ძველ ადგილზე. იმავე, 1911 წელს, მეორე მძიმე დანაკლისი განიცადა მოძღვარმა. 1911 წლის 12 ივლისს კურორტ
ბახმაროში გარდაიცვალა მისი სულიერი შვილი, ცნობილი ქართველი ფოლკლორისტი, ლოტბარი, ქართული საოპ; რო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი და ქართული მრავალხმიანი გალობის ნოტებზე გადამტანი, აწ წმინდათა დასში შერაცხული ფილიმონ ქორიძე. მის ხსოვნას მან საკმაოდ ვრცელი წერილი მიუძღვნა გაზეთ „კოლხიდაში".
1913 წელს ქ. ბაქოში მცხოვრებმა ქართველობამ ნინოობის დღესასწაული დიდი ზარზეიმითა და პომპეზურობით იდღესასწაულეს. ამასთან დაკავშირებით ქართული პრესა წერდა: „ნინოობა დღეს ბაქოელებმაც იდღესასწაულეს. ამ დღეს პირველად ეღირსნენ აქაური ქართველები წირვა-ლოცვას დედაენაზე. წირვა სამმა ქართველმა
მღვდელმა გადაიხადა აქაურ ფლოტის ეკლესიაში. გალობდა ამ დღისათვის შემდგარი ქართული გუნდი. მთელი წირვა და საგალობლები ქართულად შეასრულეს. მღვდელმა ერმალოზ კანდელაკმა მშვენიერი სიტყვა წარმოსთქვა. წირვას დაესწრნენ ქართული სკოლის მოსწავლენი და
დიდძალი ქართველობა“. ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული სამსახურისათვის დეკანოზი ერმალოზი დაჯილდოებული იყო 1889 წელს საგვერდულით; 1892 წლის სკუფიით; 1895 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს
ჯვრით; 1901 წლის ვ თებერვალს წმ. ანას III ხარისხის ორდენით; 1903 წლის 15 მაისს დეკანოზის წოდებით. მარტში კამილავკით; 1899 წლის 6 მაისს 1914 წელს გაზეთ „ახალ ივერიაში“ ვინმე „გუცა“ წერდა: „კვირას, 5 ოკტომბერს, ქუთაისში გარდაიცვალა დეკანოზი ერმალოზ ლუკას ძე კანდელაკი. გარდაიცვალა ადამიანი, რომლის შესახებ არავის შეეძლო ეთქვა: სოფელში იყო და სოფლის კი არა-რა არგო. ჯერ კიდევ ორი-სამი წლის წინათ ვინ იფიქრებდა თუ ჯანღონით სავსე მკვირცხლი ადამიანის ბაგე ასე მალე დადუმდებოდა და მოძმეთადმი სიყვარულით აღსავსე გული ასე უდროვოდ შესწყვეტდა ძგერას... მერე რამ მოუსწრაფა სიცოცხლე ამ იშვიათ ადამიანს, რამ დაუახლოვა მას სიკვდილი, რა ძია
ღრღნიდა მისი არსებობის წუთებს? არა გვგონია აქ ბრალი არ მიუძღოდეს იმ ინცინდენტს, რომელიც მას ამ სამი წლის წინათ შე-
16-3 საპატრიარქოს უწყებანი N16 22სექტემბერი-6 ოქტომბერი 2022წ გვ.24
დეკანოზი ერმალოზ კანდელაკი წმ. ფილიმონ ქორიძის მოძღვარი 1857-1914 (დასასრული)
ემთხვა ცხოვრების გზაზედ და რომელმაც სამუდამო დაღი დაასვა მის არსებას. თავის დროზე ამის შესახებ ბევრი რამ დაიწერა ქართულ-ჟურნალ გაზეთებში და აღარ გყვანდა ვისმე საბრალმდებლო ოქმი წარუდგინოთ,
სანამ ჯერ კიდევ ძვირფასი ნეშთი არ გაცივებულა. ვიტყვით მხოლოდ, რომ ამ დღიდან ძვირფასი ადამიანის შუბლი არ გახსნილა, ლაღი და მხიარული ღიმილი აღარ აღბეჭდია მის სახეს... ეს იყო ის ჭია, რომელმაც თანდათანობით ღრღნა და ხუთ ოქტომბერს სამუდამოდ მოუსწრაფა სიცოცხლე საყვარელ ერმალოზს... აწ აღარ ამეტყველდება ის ბაგე, რომელსაც არაერთი და ორი უნუგეშებია. აღარ ამოძრავდება მაჯა, რომელსაც არა ერთისა და ორისათვის გაუწევია დაუფასებელი სამსახური. დღეს მეტყველებს მხოლოდ მისკენ ნაამაგდართა ოხვრა,
მეტყველებს ცრემლები, რომელსაც მის კუბოზე მისი სოფლის გლეხობა აფრქვევს; დღეს მეტყველებენ მხოლოდ ის მწუხარებით აღსავსე თვალები, რომელიც მრავლათ ღვრიან ცრემლებს ძვირფასი ცხედრის წინაშე.
მეც სიყვარულით აღსავსე ამბორს უძღვნი მის ხსოვნას და ვემშიდობები ჩვეულებრივი სიტყვებით: საუკუნო იყოს ხსენება შენი კეთილო და პატიოსანო ადამიანო!“ დეკანოწ ერმალოზს ჰყავდა მეულლე ივდით ალექსის ასული ახვლედიანი (დაბ. 1865წ.) და შვილები: ვასილი (დაბ.
1889წ.); ოლიმპიადა; ეკატერინე; ქეთევანი; თამარი; ევგენი; აკაკი.
17 საპატრიარქოს უწყებანი N17 6-20ოქტომბერი 2022წ გვ.21
მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა) 1926-1992 (გარდაცვალებიდან 30 წლისთავი)
| ნაწილი
მიტროპოლიტი დავითი, ერისკაცობაში გრიგოლ/გივი ჭკადუა 1926 წლის 22 მარტს იოანე თეოდორეს ძე ჭკადუასა (შემდგომში –– დეკანოზი) და ოლია ილარიონის ასულ ჯინჭარაძის ოჯახში დაიბადა. 1942
წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. 1955 წელს დაამთავრა ქ. პიატიგორსკის სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი. 1956-1978 წლებში მუშაობდა სტომატოლოგიური კაბინეტის გამგედ. 1978 წლის 13 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ (შიოლაშვილი) მლვდლად დაასხა ხელი, სახელად გიორგი უწოდა და მარტყოფის „ღვთაების“ სახ. ტაძრის წინამძლვრად დაინიშნა. 1978 წლის 20 ოქტომბერს თბილისის საპატრიარქო
17-1 საპატრიარქოს უწყებანი N17 6-20ოქტომბერი 2022წ გვ.22
მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა) 1926-1992 (გარდაცვალებიდან 30 წლისთავი) (გაგრძელება)
რეზიდენციაში მოწვეულ იქნა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილიაII წარდგინებით წმინდა სინოდის სხდომამ განაჩინა: „მარტყოფის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი გიორგი ჭკადუა (შევნიშნავთ, რომ ჟურნალ
„ჯვარი ვაზისაში“ შეცდომა გაიპარა, არქიმანდრიტის მაგივრად ტექსტში უნდა ყოფილიყო მღვდელი გიორგი, რადგან არქიმანდრიტ სასულიერო პირს ეპისკოპოსად კურთხევის წინ სახელს არ უცვლიან. მომდევნო ნომერში შეცდომა გასწორდა და ტექსტში ვკითხულობთ:
„მარტყოფის მონასტრის წინამძლვარი, მღვდელი გიორგი
ჭკადუა“ - გ.მ.) დადგენილ იქნას ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად და ეწოდოს მას სახელი დავითი“. იმავე საღამოს, მცხეთის სამთავროს წმ. ნინოს სახ. დედათა მონასტერში მღვდელი გიორგი ბერად
აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა. მეორე დღეს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1978 წლის 15 დეკემბერს სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახ. საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ წმინდა სინოდის
მღვდელმთავართა თანამწირველობით ეპისკოპოსად დაასხა ხელი და ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის კათედრაზე დაადგინა. ეპისკოპოსად სახელდების ლოცვაზე არქიმანდრიტმა დავითმა ქადაგებით მიმართა მის უწმინდესობას და ტაძარში შეკრებილ მრევლს: „თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, მაღალყოვლადუსამღვდელოესნო, პატიოსანნო მამანო, ჩემი ერის მორწმუნე შვილებო დღეს წარმოუდგენელი სიხარულის დღე დადგა ჩემს ცხოვრებაში. ჯერ არ შენელებულა ის დიდი
მღელვარება, რომელიც მე განვიცადე ამ რამდენიმე თვის წინათ: მაშინ, მთელი რწმენით, ჩავიცვი ანაფორა. როდესაც მე შეუდექი ამ, მართლაც მძიმე და რთულ სამსახურს, –– თქვენ, თქვენო უწმინდესობავ
და უნეტარესობავ, გ ზა დამილოცეთ. ამ ხნის მანძილზე ხშირადვეკითხებოდი ჩემს თავს: შევძლებ თუ არა, რომ გავამართლო თქვენი იმედები და, კიდევ, შევძლებ თუ არა, არ შევარცხვინო ჩემი წინაპრების მამაჩემის პაპის და მისივე მამის –– პაპაჩემის სახელი, რომელნიც უმწიკვლოდ ემსახურნენ საქართვე- ლოს ეკლესიას;არ შევარცხვინო თვით მამსჩემის სახელი, რომელიც დღესაც მისი მსახურია. ეს კითხვები ყოველთვის მაწუხებდა და მაღელვებდა.
ურთის შეხედვით, მღვდლობა თითქოს სულ არ არის ძნელი. სინამდვილეში მღვდლობა ისეთივე მძიმე სამსახურია,
როგორც ექიმობა. მათ შორის ძალიან ბევრია საერთო. ექიმი ავადმყოფის მკურნალია, უეს ასეა, მაგრამ რაგინდ კარგი მკუურნალიც უნდა იყოს ექიმი,
თუ მას არა აქვს უნარი მორალურადაც დაამშვიდოს და განკურნოს ავადმყოფი, ამ შრომას სასურველი შედეგი მხოლოდ მაშინ აქვს და მადლიც მაშინ მობდევს, როცა იგი ავადმყოფის სულს ჩასწვდება.
მღვდლობაც მოძღვარი მორწმუნე ხალხის სულიერი მკჯურნალია. არ
ასეა... არის იოლი მისი გზა. მღვდელი მორწმუნისათვის
სიწმინდისა და სიკეთის მაგალითია, მისი გ ზის მანათობელი სანთელია. დიახ, სასულიერო პირი თავისი ცხოვრებით, თავისი გრძნობით მორწმუნე ადამიანებს გ ზის მანათობლად უნდა ევლინებოდეს. აი, ასე
მესახებოდა მე ის გ ზა, რომელიც ავირჩიე. არ ვიცი, შევძლებ თუ ვერ შევძლებ, მაგრამ ღმერთს მუდამ შევსთხოვდი და შევსთხოვ, მომცეს ძალა და შეწევნა ამ დიდი სამსახურის შესრულებისათვის. მუდამ ამ
ფიქრით ვემსახურები ჩვენს მრავალტანჯულ, მართლმადიდებელ ქრისტიანულ ეკლესიას. ამჯერად კი უღელი, რომელიც მხრებზე დამედგა, კიდევ უფრო დამძიმდა. ვდგავარ რა თავდახრილი თქვენს წინაშე უღირსი მონა ღვთისა, ჩემს თავს ვეკითხები: მე რითა ვარ ღირსი ვატარო ეპისკოპოსის სახელი? სახელი, რომელსაც ატარებდა დიდი გაბრიელი, ან გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ალექსანდრე, ან ანტონ ჭყონდიდელი? ვატარო მათსავით ღირსეულად და შეურცხვენელად... დიახაც,
დიდი ტვირთი და დიდი მოვალეობაა ეს. ერთადერთს, ისევ თქვენ მოგმართავთ, თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ: რადგან ზეგარდამო ღმერთის ნებით მიიღეთ ასეთი დადგინება,
გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის და შეევედროთ უფალსა ჩვენსა, რათა მან შემაძლებინოს ეს უმძიმესი სამსახური ჩემი მშობელი ხალხის წინაშე, რათა გავამართლო მე თქვენი ნდობა და იმედები, თუნდაც -– ნაწილობრივ მაინც. მე მხოლოდ და მხოლოდ ის დამრჩენია, რომ მუ-
17-2 საპატრიარქოს უწყებანი N17 6-20ოქტომბერი 2022წ გვ.23
მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა) 1926-1992 (გარდაცვალებიდან 30 წლისთავი) (გაგრძელება)
დამ მახსოვდეს პავლე მოციქულის სიტყვები: „კაცად-კაცადმან თვისი ტვირთი იტვირთოს“ პავლე მოციქული, აგრძელებს რა თავის აზრს, ამბობს: „ჯერ-არს ეპისკოპოსისა, რათა უბრალო იყოს, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართ-მოყუარე, სწავლულ“ ამ სიტყვების ა ზრი დიდია, დიდია ისევე, როგორც დიდია თვით ღმერთი მაღალი. ასეთი სირთულის წინაშე ვდგავარ და ისევ შევთხოვ უფალს მის მოწყალებას: რადგანაც მე მყო მღვდელმთავრად ბათუმ-შემოქმედის ეპარქიისა, მანვე სახიერმან მომცეს ძალა და გონება, რათა კ)ეთილად აღვასრულო ნება მისი. მისი ბრწყინვალებით იყოს განათლებული ჩემი შავი სამოსი და რთული გ ზა. ამინ ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში სამწლიანი მოღვაწეობის შედეგად, მეუფე დავითის ხელმძღვანელობით დაიწყო 1976 წელს დამწვარი ბათუმის ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძრის მშენებლობა
(ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში გადაყვანის შემდეგ მისი მშენებლობა დაასრულა და აკურთხა მიტროგ.მ.), გაიხსნა სამი ეკლესია და ჯიხეთის დედათა მონასპოლიტმა შიომ (ავალიშვილი) 1983 წელს
ტერში აშენდა ოთხი სახლი მონაზვნების საცხოვრებლად, იკურთხა რამდენიმე სასულიერო პირი. 1980 წლის 1 ოქტომბრიდან 1984 წლის 14 იანვრამდე მეუფე დავითი იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი. 1980 წლის 14 ოქტომბერს მთავარეპისკოპოსის წოდება მიენიჭა.
1981 წელს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ორგანო ჟურნალი „უან უელდ“ წერდა (აღნიშნული წერილი ქართულად თარგმნა დ. ველიაშვილმა):
„წვეროხან მართლმადიდებელ პრელარტთა რიგებში 523 წლის ეპისკოპოსი დავით სჯადუა ისე გამოიყურება, თითქოს იგი სასულიერო პირად დაიბადა. სინამდვილეში, ეს ტანმორჩილი, მკვრივი აღნაგობის ქართველი ეპისკოპოსი, ორთოდოქსალური ქკლესიის მსახურთა შორის, მეტად უჩვეულო წარმოშობისაა. 30 წელი იგი კბილის ექიმი იყო, შემდეგ კი
ბაბუისა და მამის ნაკვალევს გაჰყვა და საქართველოს საბზოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში მართთმადიდებელი ეკლესიის მსახური გახდა . ეპისკოპოსი დიდად განიცდის მსოფლიოს ჩაგრული ხალხის ბედს იგორც იცით, ჩვენმა უევეყანამ სასტიკი ომი გადაიტანა ფაშისტური გერმანიის წიმააღმდეგ საბჭოთა კავშირს მილიონობით ხალხის სიცოცხლედ დაუჯდა გამარჯვება. ამ ომში უსაზღვროდ დიდი მსხვერპლი გაიღო საქართველომაც. ამ ფაქლმა ღრმა ნაკვალევი დააჩნია ჩემს მეხსიერებას. ეხლაც, როცა შესხმის, რომ კაცობრიობა კვლავ ომის
საშინელებების წინაშე დგას, მწუხარებით ვივსები.
კვლავ ცოცხლდება მეხსიერებაში წარსულის საშინელებანი და ის უა ზრო მსხვერპლი...“ „..მე ღრმად მჯერა, რომ მსოფლიოს ხალხებს შორის უსათუოდ უნდა არსებობდეს თბილი, მეგობრული დამოკიდებულება. ასეთი იყო ჩემი რწმენა და ასეთივე დარჩა მახ შემდეგაც, რაც ჩემი ცხოვრება მაცხოვრის სამსახურს მივიძღვენიო“ თქვა მან.
დღეს საქართველოს ეკლესიას სათავეში უდგას
მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. შისი ლოცვა-კურთხევით, ეპისკოპოსი დავითი ჭკადუა ემსახურება საეკლესიო ცხოვრებას თავის ეპარქიაში. საქართველოში 75 ეპარქიაა. ბათუმ-შემოქმედის ეპარქია ეპისკოპოს ვცადუას ეკუთვნის. აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიათა
შორის ერთ-ერთი უძველესთაგანი, საქართველოს უკლესია, /( საუკუნეში დააარსა მოციქოლმა ანდრია პირველწოდებულმა. იმ მოციქულთა შორის, ვინც ქრისტიანობა შემოიტანა საქართველოში, ანდრია გარდა არიან: წმიდა მოციქული სვიმონ კანანელი მათე, ბართლომე და მათი მოწაფეები. წმ. ბართლომემ იქადაგა ქრისტიანობა როგორც საქართველოში, ისე ჩრდილო კავკასიაში. საქართველოში, რომელიც იმ დროს იბერიის სახელწოდებით იყო ცნობილი, ქრისტიანობა საბოლოოდ დამ ჯვიდრდა მოციქულთა სწორის, წმიდა ნი-
17-3 საპატრიარქოს უწყებანი N17 6-20ოქტომბერი 2022წ გვ.24
მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა) 1926-1992 (გარდაცვალებიდან 30 წლისთავი) (დასასრული)
ნოს დროს, მე-4 საუკუნის დასაწყისში. იმდროიდან ქრისტიანობამ მრავალი ჭირ-ვარამი გადაიტანა. უთვალავი იყო ბოროტი მცდელობა მისი განადგურებისა 1981 წლის 8 სექტემბერს მთავარეპისკოპოსი დავითი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში გადაიყვანეს. 1983 წლის 26 ივნისს მას მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა.
18 საპატრიარქოს უწყებანი N18 20ოქტომბერი-2ნოემბერი 2022წ გვ.21
მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა) 1926-1992 (გარდაცვალებიდან 30 წლისთავი)
II ნაწილი
1983 წლის 24 ივლისიდან 10 აგვისტომდე კანადაში, ქ. ვანკუვერში მიმდინარე ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს VI გენერალურ ასამბლეაზე მიტროპოლიტი დავითი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ახალი ცენტრალური კომიტეტისა და სამედიცინო კომისიის
წევრად აირჩიეს. 1984 წლის 14 იანვარს საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავჯდომარედ დაინიშნა. იგი მონაწილეობდა მსოფლიო სხვადასხვა ქვეყანაში მართლმადიდებელ და არამართლმადიდებელ ეკლესიათა მიერ მოწყობილ ფორუმებში, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი. ჟურნალ „ჯვარი ვაზისას“ არქივში შემორჩენილია ამის დამადასტურებელი მასალაც. 1985 წელს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი რეჟინალდ-ამონუ-ლარსტონი მიტროპოლიტ დავითს სწერდა: „ძვირფასო მიტროპოლიტო დავით! ქრისტიანული სამედიცინო კომისიის წევრებისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ მადლობას გიხდით ჰოლანდიაში, ველდჰოვენში, ქრისტიანული სამედიცინო კომისიის კრებაზე დასწრებისა და
თანამშრომლობისათვის. დარწმუნებული ვარ, კრებაზე გამოთქმული თქვენი რჩევა სასურველ მიმართულებას მისცემს ქრისტიანული სამედიცინო კომისიის მომავალ მუშაობას. გვინდა ჟურნალ „კონტაქტში“ გამოვაქვეყნოთ ველდჰოვენის კრების შთაბეჭდილებანი. ვიმედოვნებთ, ახლო მომავალში მოგვაწვდით მოკლე მოხსენებას ამ
საკითხთან დაკავშირებით. დიდად მადლობელნი დავრჩებით, თუ შეადგენთ პატარა საინფორმაციო ტექსტს, სადაც რეტრსპექტრულად იქნება აღწერილი ერთი კვირის განმავლობაში შეძენილი მნიშვნელოვანი გამოცდილებანი. ამავე დროს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი
ორგანიზაციიდან იმ პირების სახელები და მისამართები, რომელთაც სურვილი ექნებათ ჟურნალ „კონტაქტის“ მიღებისა, რათა შევძლოთ მათი სიაში შეტანა. წერილს თანდართული აქვს ველდჰოვენის
კრების მოკლე მოხსენება, მადლობელნი ვიქნებით, თუ შეიტანთ მასში რაიმე დამატებებს ან შესწორებებს“. იმავე წელს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ქრისტიანული სამედიცინო კომისიის წევრი, ექიმი ერიკ
რ. რემი მიტროპოლიტ დავითს სწერდა: „ამ მოკლე ბარათით გაცნობებთ, თუ რა დიდი სიამოვნება იყო ჩემთვის ველდჰოვენიდან გამოგზავნილი თქვენი წერილები. დიდად მადლიერი ვარ თქვენი ლოცვებისა და იმ მორალური მხარდაჭერისა, რაც თქვენგან მიმიღია. მათი დახმარება დიდად საგრძნობია. გავიგე თქვენი დაძაბული, მაგრამ შედეგიანი
მუშაობის შესახებ. დიდი კმაყოფილებითწ ავიკითხე მოხსენებები. თქვენ შესანიშნავი სამუშაო
18-1 საპატრიარქოს უწყებანი N18 20ოქტომბერი-2ნოემბერი 2022წ გვ.22
მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა) 1926-1992 (გარდაცვალებიდან 30 წლისთავი) (გაგრძელება)
ჩაატარეთ. მე მხოლოდ ვწუხვარ, რომ პირადად არ ვიყავი თქვენთან ერთად ჰოლანდიაში. მადლს ვწირავ უფალს; იგი გხელმძღვანელობდათ მუშაობაში. ჩვენ, ქრისტიანული სამედიცინო კომისიის (ქსკ-ს) წევრები, ყველანაირად შევეცდებით ხორცი შევასხათ დასახულ ამოცანებს. განსაკუთრებით ვაფასებთ თქვენს დამოკიდებულებას ჩვენდამი, როგორც ადამიანებისადმი და მზადყოფნას, დაგვეხმაროთ და ჩვენთან ერთად იმუშაოთ. უახლოეს თვეებში დაგიკავშირდებით. ჩემი ავადმყოფობის ერთადერთი დადებითი მხარე იყო ის, რომ მთელი ჩემი ოჯახი ქრისტეს
შობას შეხვდა ერთად. მადლობა თქვენ, თქვენი ლოცვებისათვის.
გთხოვთ, არც მომავალში შეწყვიტოთ ლოცვების აღვლენა ჩემთვის და მთელი ქსკ-სათვის. მომწერეთ, როცა გექნებათ დრო. ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში საშუალება მექნება ვეწვიო თქვენს ეკლესიას“.
მიტროპოლიტი დავითი არჩეული იყო ამერიკის შეერთებული შტატების ექვსი ქალაქის საპატიო მოქალაქედ (1984 წლის 3-22 მაისს იგი ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საბჭოთა კავშირის რელიგიურ მოღვაწეთა დელეგაციაში). სხვადასხვა წლებში დაჯილდოებული იყო საქართველოს, კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, იერუსალიმის, ბულგარეთის საპატრიარქოებისა
და ჩეხოსლოვაკიის, ამერიკისა და სხვა ეკლესიების ორდენებით. 1986 წელი გაერთიანებული ერების ორჰანიზაციამ გამოაცხადა მშვიდობის წლად. იმავე წლის 10 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა საბჭოთა კავშირის ქრისტიანულ ეკლესიათა დელეგაცია (ეს გახლდათ მეოთხე ვიზიტი, რომელიც ორი კვირა გაგრძელდა). გაიმართა
უამრავი შეხვედრა. ვიზიტის მთავარი მოტივი გახლდათ „კაცთა შორის სათნოებისა და ქვეყანასა ზედა მშვიდობის“ იდეა. მეუფე დავითმა წაიკითხა თემა „ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლი
18-2 საპატრიარქოს უწყებანი N18 20ოქტომბერი-2ნოემბერი 2022წ გვ.23
მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა) 1926-1992 (გარდაცვალებიდან 30 წლისთავი) (გაგრძელება)
საზოგადოების განვითარების საქმეში. წარსული და მომავალი. რამაც სასურველი რეაქცია გამოიწვია. საქართველოში დაბრუნებულ მიტროპოლიტ დავითს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი მშვიდობისთვის მებრძოლი რომლითაც იგი დაჯილდოვდა მშვიდობის დაცვის საქმეში აქტიური მოღვაწეობისათვის.
1990 წელს მიტროპოლიტი დავითი შედიოდა საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის იმ დელეგაციის შემადგენლობაში რომელმაც კონსტანტილოპოლიდან ჩამოიტანა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის მტიცებულების სიგელი. 1990 წელს, ავსტრალიაში ქ.კამბერაში იგი 7 წლის ვადით ხელმეორედ აირჩიეს მსოფლიო საბჭოს ახალი ცენტრალური კომიტეტისა და სამედიცინო კომისიის წევრად. ამავე ასამბლეაზე მეუფე დავითის მცდელობით მიიღეს რეზოლუცია საქართველოს თავისუფლების მხარდასაჭერად. ცხუმ-აფხაზეთის ეპატქიაში მოღვაწეობის პერიოდში მიტროპოლიტ დავითის ხელმძღვანელობით გაიხსნა 6 ახალი ეკლესია 5 ეკლესიაში შესრულდა აღდგენითი სამუშაოები და აშენდა ახალი ტაძარი სოფ.ოხურეიშში მისი თაოსნობით გაფართოვდა სოხუმის საკათედრო ტაძარი. მიტროპოლიტი დავითი დააჯილდოვეს დააჯილდოვეს მეორე პანაღიისადა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით. სასულიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან ერთად მიტროპოლიტი დავითი ლიტერატურულ საქმიანობასაც ეწეოდა მისი მოთხრობები ქართული ჟურნალ-გაზეთების გარდა იბეჭდებოდა გერმანიისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1992 წელს გამომცემლობამ კიდევაც დაიზრდებიან გამოსცა მისი მოთხრობების კრებული სახელწოდებით რწმენა. მიტროპოლიტ დავითს რთულ ეპოქაში მოუხდა მოღვაწეობა, განსაკუთრებით ეს ეხება მისი ცხოვრების ბოლო წლებს. 1992 წელს მისი მმართველობის პერიოდში დაიწყო კომპლიქტი აფხაზეთში რაც გარე ძალების მიერ იყო ინსპირირებული. მალე ეს დაპირისპირება საომარ მოქმედებებში გადაიზარდა. 1992წელს ქ. სოხუმში გამართული ქართველობის მრავალათასიან მიტინგზე მიტროპოლიტი დავითი მგზნებარე სიტყვით გამოვიდა. მან აღნიშნა ის რაც აფხაზეთში ხდება, ჩემთვის, არა
18-3 საპატრიარქოს უწყებანი N18 20ოქტომბერი-2ნოემბერი 2022წ გვ.24
მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა) 1926-1992 (გარდაცვალებიდან 30 წლისთავი) (დასასრული)
მხოლოდ როგორც ეკლესიის მსახურისათვის, არამედ როგორც მოქალაქისათვის, წარმოუდგენელი რამ არის. ბავშობიდანვე ვეზიარე მას,
რომ ქართველები და აფხაზები ნათესავები არიან. ყოველთვის ამას ვქადაგებდი ამბიონიდანაც, მაგრამ ახლა ეჭვი გამიჩნდა, დიდი ეჭვი; როგორ შეიძლება ძმა იყოს ის, ვინც მოსაკლავად გაგიმეტებს და ტყვიას გესვრის. მე ღვთისმსახური ვარ და ღვთისავე სახელით კაცს ნებისმიერ შეცდომას მივუტევებ, მაგრამ ეს მაშინ ხდება, როდესაც მოინანიებს დანაშაულს და მიტევებას ითხოვს. სამწუხაროდ, აქ ჯერ ვერ ვხედავ ამას. პირიქით, დამნაშავე სხვისთვის სისხლის გადაბრალებას ცდილობს. ეს ორმაგი შეცდომა და მკრეხელობაა. ყველაფრის პატიება არ შეიძლება, ამისათვის შთამომავლობა მოგვთხოვს პასუხს. როდესაც
დამნაშავეზე ვლაპარაკობთ, მთელს ხალხს როდი ვგულისხმობ, ხალხი არ შეიძლება დამნაშავე იყოს. დამნაშავენი პიროვნებები არიან. ვლოცულობ ქართველთათვის და აფხაზთათვისაც, რომლებსაც თავგზას უბნევენ უკეთურები. ყველაფერს ვიღონებ, რათა ორ ხალხს შორის მშვიდობა
აღდგეს. ეს ჩემს მისიად მიმაჩნია“. სამწუხაროდ,
მიუხედავად მიტროპოლიც დავითის დიდი ძალისხმევისა, შერიგება ვერ მოხერხდა. 1992 წლის 7 ოქტომბერს ქ. თბილისში მყოფი
მღვდელმთავარი მოულოდნელად გარდაიცვალა. ამასთან დაკავშირებით, გაზეთი „მადლი“ მოკლე ნეკროლოგს აქვეყნებს: „სრულიად საქართველოს
საპატრიარქო მწუხარებით იუწყება, რომ ღვთივ განისვენა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა დავითმა (გივი ჭკადუა). ოთხშაბათს, საღამოს, მისი ცხედარი დასვენებული იქნება სიონის საკათედრო ტაძარში. ხუთშაბათს, დილის 9 საათზე შესრულდება წირვა, ხოლო 12 საათზე წესის აგება. დასაფლავება ორ საათზე სიონის ტაძრის ეზოში“. განსვენებულს მღვდელმთავარს წესი აუგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმინდა სინოდის მღვდელმთავართა თანამონაწილებით. მისი ცხედარი სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში, სამხრეთ გალავანში დაასაფლავეს.
19 საპატრიარქოს უწყებანი N19 17-30ნოემბერი 2022წ გვ.21
დეკანოზი რაჟდენ გიგაური 1837 – 1904
„ის სულითა და გულით ქართველი იყო: იგონებდა წარსულს, ჰფიქრობდა მომავალზე და იტანდა აწმყოს.. პირ-ნათლად წარუდგება წინაპრებს და უშიშრად ეტყვის: „დიაღ, მე გავლიე წუთისოფელი და არ დამიკლია სამშობლოსათვის, რაც კი შევიძელ!“
დეკანოზი რაჟდენ სვიმონის ძე გიგაური 1837 წელს თბილისის მაზრაში, გლეხის ოჯახში დაიბადა. 1860 წელს თბილისის სასულიერო სემინარია მეორე ხარისხის დიპლომით (სხვა ვერსიით –– სტავროპოლის სასულიერო
სემინარია) დაამთავრა და იმავე წელს თბილისის სასულიერო სემინარიის პედაგოგად დაინიშნა. 1860 წლის 27 ივნისს თბილისის სასულიერო სემინარიაში ოსური ენის სწავლებისთვის საჩუქრად 90 მანეთი გადაეცა. 1860 წლის 15 ოქტომბერს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად დაინიშნა. 1862 წლის 25 მაისს ქუთაისის სასულიერო
სასწავლებლის ახალი შენობის აღმშენებელი კომიტეტის საქმის მწარმოებლად დაადგინეს. იმავე წლის 25 ოქტომბერს პატიოსანი და
თავდადებული შრომისათვის საჩუქრად გადაეცა 50 მანეთი ვერცხლის ფული. 1863 წლის 25 მარტს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე)
დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 28 მარტს მღვდლად დაასხა ხელი და ალისუბნის მთავარანგელოზთა სახ. ტაძრის წინამძღვრად განამწესა. მეორე დღეს მთავარხუცესად დაამტკიცეს. 1864 წლის 15 ოქტომბერს
საგვერდულით დაჯილდოვდა. 1866 წლის 9 მაისს ქუთაისის საკათედრო ტაძრის კრებულში დაინიშნა. 1866 წლის 27 მაისს სამღვდელმთავრო გუნდის მგალობელთა ხაზინადრად დაადგინეს. 1867 წლის 2 იანვარს იმერეთის ეპარქიალური სარევიზიო კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. 1867 წლის 15 მარტიდან იმერეთის საეკლესიო ხაზინის ყოველთვიური შემოსავლების განმკარგავი კომისიის წევრია. 1868 წლის 26 მარტს
სამღვდელოების მხრიდან აირჩიეს დეპუტატად ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მდგომარეობის გასაუმჯობესებელი კომიტეტის წევრად და ქუთაისში სასულიერო სემინარიის გახსნის თაობაზე შექმნილი კომისიის წევრად. 1869 წლის 30 აგვისტოს სკუფია უბოძეს. 1870 წლის 30 სექტემბერს გათავისუფლდა მთავარხუცესობიდან და ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში საღვთო სჯულის პედაგოგად დაადგინეს. იმავე წლიდან დროებით მასვე დაევალა ქუთაისის ქალთა გიმნაზიის წმ. ნინოს სახ. ტაძარში წირვალოცვების ჩატარება. 1871 წლის 29 იანვარს ქუთაისის
წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. საკათედრო ტაძრის კანდელაკისა და ეკონომოსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 1871 წლის 19 მარტს სასულიერო პირთა მხრიდან აირჩიეს საკათედრო ტაძრის ინტერესების დამცველად. 1871 წლის 27 აპრილს დამტკიცდა კანდელაკად და ეკონომოსად. 1873 წლის 12 აგვისტოს „კამილავკა“ ეწყალობა.
1874 წლის 26 აგვისტოდან სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მმართველი საბჭოს წევრია. 1874 წლის 22 ნოემბრიდან იმავე სასწავლებელში საღვთო სჯულის სწავლება დაევალა. სამეგრელოს სასწავლებელში ყოფნის პერიოდში, 1874 წლის აპრილი-მაისში,
მღვდელ რაჟდენს გაზეთ „დროების“ ფურცლებზე პოლემიკა ჰქონდა უცნობ კორესპონდენტთან, ფსევცქრიალა ბჭყალაძე“. საქმე ეხებოდა
სასწავლებელში სწავლის დაბალ დონეს, იქ არსებულ
სხვადასხვა პრობლემას, პედაგოგთა შემოსავლებს დონიმით
და სხვა. საბოლოოდ, უცნობი კორესპონდენტი თავად გაზეთის რედაქციასაც გაუნაწყენდა და კამათი ამით შეწყდა (იხ. გაზეთი „დროება“ 1874 წლის NN 418, 420, 422, 424). 1875 წლის 8 თებერვალს მღვდელი რაჟდენი ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის შემოსავალ-გასავლების სარევიზიო კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1876 წლის 17 აგვისტოს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში საკათედრო ტაძრის სამღვდელოების მხრიდან დეპუტატად აირჩიეს. 1877 წლის 13 ივნისს სამკერდე
ოქროს ჯვარი მიიღო. 1877 წლის 1 დეკემბრიდან ქუთაისის მთავარანგელოზთა სახ. ტაძრის წინამძღვარია;
19-1 საპატრიარქოს უწყებანი N19 17-30ნოემბერი 2022წ გვ.22
დეკანოზი რაჟდენ გიგაური 1837 – 1904 (გაგრძელება)
1878 წლის 11 აგვისტოდან ამავე ტაძრის ქონებისა და მამულების განმკარგავი კომისიის წევრი. 1878 წლის 5 ოქტომბერს ქუთაისის ახლადგახსნილ წმ. ოლღას სახ. ქალთა გიმნაზიაში სალვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. 1878 წლის 8 ოქტომბრიდან ასევე იყო ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში ქართული ენის მასწავლებელი. 1879 წლის 13 იანვარს მთავარანგელოზთა ტაძარს 150 მანეთი შესწირა, რის გამოც ეპისკოპოსმა გაბრიელმა მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1879 წლის
9 მარტს იმერეთის გარდაცვლილი ეპისკოპოსის, ექვთიმეს (წულუკიძე), დარჩენილი ქონების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. 1879 წლის 9 აგვისტოს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა
სოფ. ღვანკითის ახალი ტაძრის მშენებლობის საქმეში შეტანილი წვლილისათვის. 1880 წლის 29 ივნისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1884 წლის 1 მაისს წმ. ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1884 წელს დეკანოზმა რაჟდენმა ახალგორის საეკლესიო-სამრევლო სკოლას შესწირა 100 ცალი თავისი თხზულება, რამაც დიდად გაახარა იქაური სკოლის პედაგოგი სპირიდონ გაბელაშვილი და გაზეთ „ივერიას“ ფურცლებზე მადლობა გადაუხადა მამა რაჟდენს ამ საჩუქრისათვის.
დეკანოზმა რაჟდენმა ორი წიგნი შეადგინა, რომელიც მის სიცოცხლეშივე დაიბეჭდა: 1) „მოკლე ახსნა ღვთის ტაძრისა თვისის საზოგადო კუთვნილებებით და მნიშვნელობებით საზოგადო ღვთის მსახურებათა: მწუხრის, სერობისა, შუა-ღამისა, ცისკრისა, ჟამნების: 1, 3, 6 და 9-სა კვეთისა, ესე იგი წირვის ან ლიტურღიის პირველის ნაწილისა,
შედგენილი ქუთაისის საკათედრო სობოროს კანდელაკის, მღვდ. რაჟდენ ს. ძის გიგაუროვის მიერ. ქუთაისი, ღუბერნსკის სტ. 1875. კანი, 49 გვ. (17/ 12). 25 კ.;2) „ცხოვრება, შრომა და მიცვალება: წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა “-- ოთხთა მოციქულთა და მახარებელთა: მატთესი, მარკოზისა, ლუკასი და იოანნე ღვთის მეტყველისა. შედგენილი
ქუთაისის საკათედრო სობოროს კანდელაკის მღვდ. რაჟდენ გიგაუროვის მიერ. ქუთაისი, ლუბერნსკის სტ. 1877. კანი, თავფურცელი, II, 62 გვ. (17/ 12). 25 კ. 1884 წლის ივლისი-სექტემბერში დეკანოზ რაჟდენს პოლემიკა ჰქონდა გაზეთ „მწყემსის“ ფურცლებზე უცნობ კორესპონდენტთან, ფსევდონიმით
–- „ერის კაცი“, სადაც აღნიშნული კორესპონდენტი სამღვდელოებას სიზარმაცესა და გაუნათლებლობაზე ამახვილებდა ყურადღებას, რომ არ იქადაგებოდა ღვთის სიტყვა ეკლესიებში და არ ექცეოდა მოძღვრებით მხარეს შესაბამისი ყურადღება. წარმოებულ პოლემიკას გამოეხმაურა თავად გაზეთ „მწყემსის“ რედაქტორი, დეკანოზი დავით ღამბაშიძეც, რომელმაც თავისი აზრი დააფიქსირა ამ საკითხთან დაკავშირებით (იხ. გაზეთი „მწყემსი“ 1884 წლის NN 14, 15, 16, 18, 19). საბოლოოდ, ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ ისევ გაზეთ „მწყემსში“ უცნობი კორესპონდენტი ფსევდონიმით -–- „სოფლის მღვდელი“ მცირე წერილს აქვეყნებს, რომელშიც ნათელი ეფინება ყველაფერს: „23-ს სეკდემბერს ჩვენ შეგვხვდა წირვის მოსმენა ქუთაისის მთავარანგელოზთა
ეკლესიაში, რომელშიაც მწირველად იყო მარტო ერთადერთი მ. დეკანოზი რაჟდენ გიგაუროვი. ამ ეკლესიაში ხალხი ძლიერ ბევრი დადის ხოლმე და
ამ დღესაც, მართლა, ბევრი მლოცველები იყო. არც ერთ ეკლესიაში ქუთაისში ამდენი მლოცველები არ დადიან. რატომ? აი რისთვის: ეკლესია არის მშვენიერად მორთული; მამა დეკანოზს მოუხერხებია იმდენი, რომ ქართული გალობა გურულ კილოზედ გაუწყვია და სასიამოვნოდ გალობენ ორი დიაჩოქი და ერთიც გარეშე პირი. თვითონ მ. დეკანოზი სწირავს მშვენიერი ტკბილი და სასიამოვნო ხმით და დიდის კრძალვით; ეკლესიაში სუფევს წესიერება და კრძალულება. წირვის გათავებისას მამა დეკანოზმა აუხსნა ხალხს წაკითხული სახარება მდაბიური და გასაგონი ენით, რომელმაც მშვენიერი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელებზე. მსმენელები იქამდის დარჩნენ მადლიერნი ამ სიტყვით,
რომ ვერ დასძლიეს თავის გულის თქმა და იქვე ტაძარში სიტყვისა მრავალთა მსმენელთა წარმოსთქვეს: „შენც ღმერთმა მოგცეს კეთილი და აგისრულოს გულის საწადელი“. ერთის სიტყვით, ყველანი
მშვენიერი შთაბეჭდლებით გამოვიდნენ ეკლესიიდამ“. როგორც ვხედავთ, დეკანოზ რაჟდენს წირვალოცვაც რიგიანად ჰქონდა დაყენებული ტაძარში,
მრევლიც დიდძალი ჰყავდა და არც ქადაგებას აკლებდა თავის სულიერ შვილებს. ამ ყველაფრის გამოძახილი იყო ის, რომ დეკანოზმა დავით ღამბაშიძემ გაზეთ „მწყემსის“ ფურცლებზე გამოაქვეყნა მამა რაჟდენის
რამდენიმე ქადაგება. დეკანოზი რაჟდენი 1904 წლის 15 დეკემბერს, საღამოს 6 საათზე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ
გარდაიცვალა. დაკრძალეს 19 დეკემბერს, ქუთაისის მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში, რომელიც, სამწუხაროდ, 1944 წელს დაანგრიეს და მამა რაჟდენის საფლავიც დაიკარგა. 1904 წლის 24 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ კ.ხუსკივაძე დეკანოზ რაჟდენ გიგაურის მოღვაწეობისა
და დამსახურებების შესახებ წერდა: „19 დეკემბერს
ქუთაისის მთავარანგელოზთა ეკლესიაში დაკრძალეს გვამი ამავე ეკლესიის დეკანოზის, მ. რაჟდენ გიგაურისა. მამა რაჟდენს ბევრი პატივისმცემელი ჰყავდა ჩვენს ქალაქში. არ მოიძებნება ისეთი ინტელიგენტი ოჯახი, სადაც მამა რაჟდენის მოსწავლეთ ნამყოფი არ იყოს. ზოგიერთ ოჯახებში მამა, დედა და შვილები -– ყველა მის ხელმძღვანელობით და ტკბილ სწავლა-დარიგებით აღზრდილია. არ ყოფილა ისეთი სასწავლებელი ქუთაისში, სადაც რამდენისამე წლით მაინც მის ნათელს და ღვთაებრივ მოღვაწეობას არ შეეშუქოს... მეც ერთი მისი მოწაფეთაგანი გახლავართ სამოცდაათიან წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მის სამსახუ-
19-2 საპატრიარქოს უწყებანი N19 17-30ნოემბერი 2022წ გვ.23
დეკანოზი რაჟდენ გიგაური 1837 – 1904 (გაგრძელება)
რის დროს და გულწრფელად უნდა აღვიარო, რომ ერთი მადლიერი და სიკვდილამდის მისი პატივისმცემელთაგანიც. ძნელია ასეთის ადამიანის საუკუნოდ დაკარგვა ხანგრძლივის ცხოვრებით მასთან გაბმულ
მამა-შვილურ კავშირის შეწყვეტა. ეს ამბავი ყველას გულს უწყლულებს, გრძნობებს უდუნებს და მწუხარების ალში ახვევს. უსაზღვრო და ენით
გამოუთქმელია ის გულწრფელი მწუხარება, ღრმად გულის
ტკივილი, რომელიც მამა რაჟდენის სიკვდილმა აღძრა ყველა მის ნაცნობთა შორის. იმ დროს, როდესაც გარემოებამ ბუნებასთან ერთად მისი მორჩილი პირმშო ადამიანიც გულცივობით, უგრძნობლობით და მარტო წუთიერ ცხოვრების წვრილ ანგარიშებით შეუმკია, მამა რაჟდენისებური გულკეთილი, ენა-ტკბილი, გრძნობაუხვი და ლმობიერი
მამა სწორედ სანთლით საძებარი იყო ჩვენში. ბევრს არ გვახსოვს ის მწუხარება, რომელსაც ახლად სოფლიდგან ჩამოყვანილი დედ-მამის
თბილ გულმკერდს მოწყვეტილი, ნორჩი მოსწავლენი ვგრძნობდით ხოლმე. სასწავლებლის კედლებს შუა ყველაფერი გარეშე უცხო იყო. ყვე- ლაფრისა გვეშინოდა, გვერიდებოდა, სადღაც ცივ ადგილას ვგრძნობდით ჩვენს თავს. ამ დროს მამა რაჟდენის ტკბილი მოცემული ნუგეში, ალერსით
სავსე გრძნობიერი გული, იმედიანის სიტყვებით
თავზე ხელის გადასმა -- მშობლიურ კერას მოგვაგონებდა ხოლმე და ღრმა მამა-შვილურ მისდამი სიყვარული ნორჩ გულის ფიცარზე ოქროს ასოებით, თავის თავად იწერებოდა. ბავშვები იმას უფრო შეიყვარებენ, იმას უფრო ეთაყვანებიან, ვინც მათ გულში ჩაიხედავს, ვინც მათს უმანკო გულს სარკედ გაიხდის. ქრისტე ღმერთმა, ამ დიდებულმა ღვთაებრივმა მასწავლებელმაც ხომ ღირსეულად იცნო ყმაწვილების უმანკო გული და თავის ქადაგების დროს ყმაწვილებს თავის ღვთაებრივ ყურადღებას არ აკლებდა... ეს მადლი და კურთხევა მამა რაჟდენის გულსაც უხვად ამკობდა და აბრწყინებდა. მადლით გაბრწყინვალებული მისი გული სავსე იყო ბავშვების სიყვარულით.. უსაზღვროდ უყვარდით... ჩვენვე
ვამჩნევდით ამას, დიდად ვაფასებდით, მშობელ მამაში არ ვარჩევდით. ჩვენც ვგრძნობდით მის გონიერ დარიგებას და მიტომაც გულწრფელად გადაუშლიდით ხოლმე ნორჩ ბუნებას, თამამად გაუღებდით სხვისთვის ჩაკეტილ გულის კარს და უშიშრად ვაკითხებდით, თუ კი რამ ბიწიერი, შემთხვევით,წაიწერებოდა ამ ნორჩ და გამოუცდელ გულის ფიცარზე... დარწმუნებული ვიყავით, რომ იმათთვისაც სასიამოვნო იყო და ჩვენც ყოველთვის, თავისუფლების დროს, სასწავლებლის ეზოში, გარს ვეხვიეთ
და ყმაწვილურის ტაკტიკით, თითქო თავს ვაბეზრებდით, მაგრამ მის ლმობიერ სახეზე კაცი ვერასოდეს ვერ შეამჩნევდა რაიმე საყვედურის,
ანუ წყრომის ჩრდილსაც. იდგა ჩვენს შორის და ტკბილად, მამა-შვილურად გვემუსაიფებოდა. სულ დიდი ხანი არ არის, რაც უკანასკნელად გამოემშვიდობა, მამა-შვილურად დალოცა გიმნაზიის მოწაფენი და სასწავლებლის კარს სამუდამოდ ზურგი შეაქცია. დღეს კი თავის
მოსწავლეებიც და საყვარელი ცოლ-შვილიც გულ- დამწვარნი მიგვატოვა. დიაღ, მიგვატოვა ყველანი, შესწყვიტა ჩვენს შორის ხორციელი, მამა-შვილური კავშირი, მაგრამ სულიერი ძაფი მაინც მუდამ იქნება ჩვენს შორის გაბმული და ამ წუთისოფლის ქარიშხალი ვერ შესძლებს მის გაწყვეტას. ბოლოს ისღა დაგვრჩენია, რომ ჩვენის ცოდვილის პირით შევავედროთ უფალს შენი ცხედარი... შენ კი გთხოვთ, ამის მაგიერ, აჩრდილის მსგავსად მოევლინო ხოლმე ჩვენს ქვეყანას და ჩვეულებრივის ტკბილის ენით შენი ლოცვა-კურთხევა გადმოგვივლინო ხოლმე“. ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე აკაკი წერეთელი, რომელსაც ახლო ნაცნობობა და მეგობრობა აკავშირებდა დეკანოზ რაჟდენთან, ვერ დაესწრო მის დასაფლავებას, რის გამოც სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა გაზეთ „ივერიაში“, სადაც გაიხსენა თავისი და მოძღვრის
უკანასკნელი საუბარი. აი რას წერდა იგი: „მწუხარება მიმრავალკეცდება, რომ ვერ დავესწარ მამა რაჟდენ გიგაურის დამარხვას. სამართალი კი მოითხოვდა, რომ ან მე დავსწრებოდი მის დასაფლავებას, ან ის ჩემსას.
ის სულითა და გულით ქართველი იყო: იგონებდა წარსულს, ჰფიქრობდა მომავალზე და იტანდა აწმყოს. დიდი ხანი არ არის, სულ სამი თვე არ იქნება რაც უკანასკნელად გამოვეთხოვე ძვირფას მეგობარს. იმას მაშინაც არ ჰქონდა სააქაო პირი, მაგრამ მაინც სამშობლოზე მელაპარაკებოდა: არა,
ჩვენ ვერა ვართ კაი ქრისტიანები, მეუბნებოდა კვნესით, -- ქრისტეს არც ცოლი ჰყოლია და არც შვილები, მოციქულებიც მისთანავე აერჩია: „დაუტევე მამა, ცოლი, შვილი, სახლ-კარი, აიღე ჯვარი
19-3 საპატრიარქოს უწყებანი N19 17-30ნოემბერი 2022წ გვ.24
დეკანოზი რაჟდენ გიგაური 1837 – 1904 (დასასრული)
და შემომიდექი მეო“. დიახ, საზოგადო მოღვაწეობას ნუ დაიჩემებს ის, ვისაც ცოლ-შვილი ჰყავს. დიდი ხანია უნდა დამენებებინა თავი და კიდეც დავანებებდი თავს, ჩემ „მთავარანგელოზს“, რომ უცოლ-შვილო ვყოფილიყავი. მაგრამ ჰე, ავიტანე ყოლიფერი და გავძალუნდი.
არა, მეგობარო, ვუთხარი მე განა ცოლ-შვილის სიყვარული იმას მოითხოვს, რომ სამშობლოზე ხელი ავიღოთ ხოლმე, როგორც ამას ჩადიან
ზოგიერთები? მსხვერპლის შეწირვა განა მარტო ბრძოლის ველზე სიკვდილი არის? მაშინ როდესაც, ჩვენ მამულის სიყვარულის გულისათვის უსამართლობასაც ვიტანთ, ნუ თუ ეს მსხვერპლის შეწირვა არ არის? შენ რომ თავი დაგენებებია მთავარანგელოზის ეკლესიისათვის, მაგრამ არ დახვედროდი მტრებს და უბრძოლველად გადამდგარიყავი მხოლოდ იმ აზრით, რომ პირადი მდგომარეობა არ შეგეწუხებია, რა გამოვიდოდა განა ამით? შენ მაგიერ სხვა ხომ იბრძოლებდა შენს საომარს. არა არ ღირს
ამათზე ლაპარაკი. საკვირველ მაგალითს გვაძლევს
ბიბლია თავისის იობის შესახებ იგავ-არაკით. ჩვენი ხალხი ამბობს: იობს მატლი დაეხვია, მაინც არ სთქვა ძვირი ღვთისა. დიაღ, ერთი ძვირი ღვთისა
რომ ეთქვა, მაშინვე მატლი დასცვივდებოდა და თითონაც გამობრუნდებოდა, მაგრამ „მან არა სთქვა ძვირი ღვთისა“. აიტანა ყველაფერი და გამობრუნდა თავის-თავად. ამისი არ იყოს, ვინც სამშობლოს გულისთვის ბევრს აიტანს, ის თვითონ თუ არ მოესწრება, შვილები და შვილიშვილები მოესწრებიან უკეთესს დროს, და არავის ჰმართებს გულის გატეხა მეთქი. ამ სიტყვებმა ჩააფიქრეს მამა რაჟდენი, მან ცოტა-ხნის სიჩუმის შემდეგ გაიღიმა და, იმავე დროს, ობოლმა კურცხალმა დაუმსა სპეტაკ წვერებზე, და ვინ გამოიცნოს, რა იყო მათში?
ეგებო სააქაო მწუხარება და საიქაო განსვენება, სადაც პირ-ნათლად წარუდგება წინაპრებს და უშიშრად ეტყვის: „დიაღ, მე გავლიე წუთისოფელი და არ დამიკლია სამშობლოსათვის, რაც კი შევიძელ.
აი, ამისთანა ქართველს გამოვეთხოვე, ამისთანა კაცი დამარხეს 19 ამ თვეს. მე ვერ დავესწარ, და ამის მეტი არა დამრჩენია რა სათქმელად: საუკუნოდ იყოს სახსენებელი იმის საქართველოსთან ერთად“.
დეკანოზ რაჟდენს ჰყავდა მეუღლე მაკრინე შიოს ასული (დაბ. 1841 წ.) და შვილები: ალექსანდრე (1865- 1915 წწ., შტაბს-კაპიტანი, წმ. გიორგის კავალერის ორდენოსანი, დაიღუპა | მსოფლიო ომში დასავლეთ ფრონტზე, მეუღლე ნატალია გაბაშვილი), კონსტანტინე (დაბ. 1869 წ.), მარიამი (დაბ. 1871 წ.), ნატალია (დაბ. 1876 წ.), სერგი (დაბ. 1878 წ.), ნადეჟდა (დაბ. 1882 წ.), გრიგოლი (დაბ. 1884 წ.).
21 საპატრიარქოს უწყებანი N21 15-28 დეკემბერი 2022წ გვ.21
მღვდელი დიომიდე შილაკაძე 1874-1910
ყოფილი მღვდელი დიომიდე ნიკოლოზის ძე შილაკაძე 1874 წელს ქუთაისის გუბერნიაში, ოზურგეთის მაზრაში სოფ. წითელმთაში მლვდლის ოჯახში ანდრია (დაბ. 1896წ., სწავ1910 დაიბადა. ჰყავდა ძმა სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. წლამდე იღებდა დამხარებას, შემდეგ შეუწყდა). პირველდაწყებითი განათლება დიომიდემ სოფლის სკოლაში მიიღო, შემდეგ სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 1897 წელს მან წარჩინებით დაამთავრა აღნიშნული სემინარია პირველი ხარისხის დიპლომით. 1897 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) იგი დიაკვნად აკურთხა, იმავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და წითელმთის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. 1901-1902 წლებში მღვდელი დიომიდე იყო ოზურგეთის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურე. ამავე პერიოდში ნაყოფიერი სამსახურისათვის საგვერდულით დაჯილდოვდა. ახალგაზრდა მეთვალყურემ ერთი წლის განმავლობაში, თავისი შრომისმოყვარეობითა და პატიოსანი სამსახურით დიდი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა ადგილობრივ პედაგოგებში. მისი მეცადინეობით სკოლებში მოწესრიგდა მანამდე არსებული რამდენიმე პრობლემა, სწავლის დონე ახალ სიმაღლეებზე ავიდა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მოულოდნელად, 1902 წელს, ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო, მან უარი თქვა ამ თანამდებობაზე. ამასთან დაკავშირებით, 1902
წელს ქართული პრესა წერდა: „გურიიდან გვწერენ: ოზურგეთის მაზრის სამრევლო სკოლების მეთვალყურე მღ. დიომიდე შილაკაძე თავს ანებებს მეთვალყურის თანამდებობას. მამა შილაკაძე ერთი წელიწადია, რაც ამ თანამდებობას ასრულებს და ამ მცირე ხნის განმავლობაშიაც მოასწრო დაემსახურებინა სახელი „საქმის“ კაცისა. დღეს გურიაში 30-მდე სრულიად უზრუნველ-ყოფილი სამრევლო სკოლაა. 20-მდე განაჩენია საზოგადოების
მიერ დადგენილი, რომ ისინი უზრუნველ ჰყოფენ სკოლებს. სამრევლო სკოლის მასწავლებელნი დიდად სწუხან, რომ მამა შილაკაძე მეთვალყურის თანამდებობას თავს ანებებს“. 1904 წლის 31 იანვარს მღვდელი დიომიდე ბახვის
21-1 საპატრიარქოს უწყებანი N21 15-28 დეკემბერი 2022წ გვ.22
მღვდელი დიომიდე შილაკაძე 1874-1910 (გაგრძელება)
ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა. 1904 წლის 14 ივლისს იგი ოზურგეთის ოლქის მთავარხუცესად გადაიყვანეს. 1905 წლის 1 მარტს სკუფია უბოძეს. 1905-1906 წლებში, რუსეთის პირველი რევოლუციას, რომელიც საქართველოშიც მძვინვარებდა, რამდენიმე სასულიერო პირი შეიწირა. ზოგი მოკლეს, ან აწამეს, ზოგი დააყაჩაღეს ან გაძარცვეს, ზოგიც
დაიჭირეს, ზოგმაც ანაფორა გაიხადა. მათ რიგებში იყო მღვდელი დიომიდეც. აი, რას წერდა ქართული პრესა ამასთან დაკავშირებით: „სასინოდო კანტორამ მოისმინა საქმეები მღვდლების: ავქსენტი
მეგრელიძის, დიომიდე შილაკაძისა და ვლადიმერ ელიავასი. პირველ ორ მღვდელს კანტორამ ნება დართო ანაფორის გახდისა, რადგან ისინი თხოვნაში პირდაპირ აცხადებდნენ, რომ დარიგება და
ჩაგონება ეპისკოპოზისა ჩვენზე მეტი იქნებაო. ვლადიმერ ელიავას შესახებ კი დაადგინა, დასარიგებლად და ჩასაგონებლად გადაეცეს იგი მამა
დავითის ეკლესიის წინამძღვარს, მ. ნესტორ მაჭარაშვილს“ (იგულისხმება თბილისის მამა დავითის ეკლესია -– გ.მ.). 1913 წელს შედგენილ წითელმთის ტაძრის ნამსახურებათა სიაში ვკითხულობთ, რომ მღვდელმა დიომიდემ 1905 წელს ანაფორა გაიხადა ავადმყოფობის
გამო, რაც სიმართლეს არ შეეფერება. ცნობილი ფირალის, მელქისედეკ გუნთაიშვილის ძმა აპოლონ გუნთაიშვილი ასახელებს რევოლუციონერების დამხმარე მღვდლებს: გიორგი ერქომაიშვილსა და დიომიდე შილაკაძეს. მისი გადმოცემით -- „გიორგი ერქომაიშვილი ტერორისტებს იარაღით ამარაგებდა, ხოლო დიომიდე შილაკაძე დღისით წირავდა, ღამით კი კომიტეტის დავალებებს ასრულებდა. მან მღვდლის ფორმა გაიძრო და ღობეზედ მიაკიდა. იბრძოდა ჩაგრული ხალხის განთავისუფლებაზედ და მთლიანად რევოლუციურ საქმეებში ჩაერთო.
იყო ოზურგეთის საქალაქო სასწავლებლის ერთ-ერთი მეთვალყურე, შემოქმედის სასოფლო საზოგადოების სკოლების მდივანი, მონაწილეობდა თვითმმართველობის არჩევნების წესების შემუშავებაში.
მიტინგებსა და კრებებზე გამოსვლისას ის ხალხს მოუწოდებდა შეიარაღებული აჯანყებისაკენ და დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნისაკენ. ყოფილი მოძღვარი ყოველ გამოსვლას ასეთი სიტყვებით
ამთავრებდა: „რესპუბლიკავ, თავს გავსწირავ შენი
გულისთვის!“ გურიაში მცხოვრები მიქელაშვილების გვარის
წარმომადგენელი, გიორგი-გაგა მიქელაშვილი მოგვითხრობს, რომ მის წინაპარს, როსტომ მიქელაშვილს აღუზრდია დიომიდე შილაკაძე. მისი მონათხრობით -- „მამა დიომიდე შილაკაძე განსაკუთრებული ფენომენი ყოფილა. ერთდროულად მღვდელიც იყო და ფირალიც. როდესაც ბოლშევიკებმა ტაძრები გააუქმეს, მხოლოდ მამა დიომიდე აღავლენდა წირვა-ლოცვას ქართულად ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში. ეკლესია ხის იყო. როდესაც მას კაზაკებმა ცეცხლი წაუკიდეს, მამა დიომიდეს წირვა არ შეუწყვეტია... ამის შესანიღბად ერთმორწმუნე რუსებმა მთელი ოზურგეთი გადაწვეს. ეს ისტორიაშიც ასე დარჩა,
ოზურგეთის გადაწვა, მამა დიომიდე და ეკლესია ხალხის გულებში". მართალია აქ გადმოცემული ამბავი ნახევრად აცდენილია სიმართლეს, თუმცა მამა დიომიდეს ცხოვრების ერთი მხარის შესავსებად საინტერესო მასალაა. ცნობილი რევოლუციონერი და 1933-1937 წლებში საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი, თენგიზ ჟღენტი (1887-1937 წწ.) თავის წიგნში „1905 წელი გურიაში“ წერდა:
„დღეს ხშირად უყვართ ლაპარაკი, რომ 1905 წელში გურიაში ნამდვილი ერთობა და ხალხოსნობა იყოო. ეს ნაწილობრივ მართალია. გურული აზნაურობა და სამღვდელოების დიდი უმეტესობა ეკონომიურად თითქმის არაფრით არ განსხვავდებოდა გლეხობისაგან. სწორედ ამ გარემოებას
უნდა მიეწეროს ის, რომ აზნაურ-სამღვდელოება, მცირედის გამონაკლისით, განმათავისუფლებელ მოძრაობას მიემხრო... თუ რამდენად ძლიერი იყო ახალთაობის ძალა და გავლენა მთელს ხალხზე, ამის საუკეთესო მაჩვენებელია თუნდაც ის ფაქტი, რომ ლიბერალურისამღვდელოება აქტიურად ებმებოდა მოძრაობის ფერხულში და ხალხთან ერთად ებრძოდა თვითმპყრობელობას. ასეთი იყო მაგალითად მღვდელი დიომიდე შილაკაძე, სკოლების ზედამხედველი, რომელიც ცხოველ მონაწილეობას ღებულობდა მთავრობის საწინააღმდეგო მოძრაობაში. მან დასწერა რევოლუციონური ლექსი-სიმღერა, რომელიც ბათუმის კომიტეტმა არალეგალურ ფურცლადაც კი გამოუშვა. ლექსი შემდეგნაირად იწყებოდა: „გაიღვიძე
დაჩაგრულო მხედრობავ, შენს ხელში მთელი ქვეყ-
21-2 საპატრიარქოს უწყებანი N21 15-28 დეკემბერი 2022წ გვ.23
მღვდელი დიომიდე შილაკაძე 1874-1910 (დასასრული)
ნის ბედია“ და სხვა, მღვდელი დიომიდე შილაკაძე მოკვდა ოზურგეთის საპყრობილეში სამწუხაროდ თენგიზ ჟღენტი დიომიდეს გარდაცვალების წელს უთითებს. ერთი გადმოცემით, ყოფილი მოძღვარი 1910 წელს ოზურგეთის საპყრობილეში გარდაიცვალა. მართლაც 1913 წელს შედგენილ ოზურგეთის ოლქის სამღვდელოების ნამსახურებათა სიაში იგი გარდაცვლილად მოიხსენიება. 1913 წელს მისი ოჯახი მამის რევოლუციური მოღვაწეობის გამო რუსეთის იმპერიისაგან არავითარი დახმარებასა და პენსიას არ იღებდა. დარჩა მეუღლე აზნაურის ქალი მარიამ გიორგის ასული მდივანი და შვილები: შუშანიკი (დაბ. 1903წ) შალვა (დაბ. 1905წ) და მიხეილი (დაბ.1906წ)
ხელდასხმები 2022წ
1 საპატრიარქოს უწყებანი N1 13-26 იანვარი 2022წ გვ.13
ხელდასხმა
4 იანვარს ოზურგეთის წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარში შემოქმედელმა
მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) დიაკვნად აკურთხა ჩოხატაურის
წმ. იოაკიმ და ანას სახ. საკათედრო ტაძრის მგალობელი ვახტანგ მეგრელიშვილი.
სამძიმარი
გარდაიცვალა ჭყონდიდის ეპარქიის ღვთისმსახური, მარტვილის ს
მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ხუნწის ყოვ- ლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი მოსე ჯანელიძე.
მწუხარებას გამოვთქვამთ მამა მოსეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.
უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.
4 საპატრიარქოს უწყებანი N4 24თებერვალი-9მარტი 2022წ გვ.6
ხელდასხმა
მაღალყოვლადუსამღვდელოესმა, ქუთათელგაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი): 2022 წლის 8 თებერვალს,წმინდა კეთილმსახურ მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ სვიმონ ყურაშვილს.
13 თებერვალს, წმინდა უვერცხლო მკურნალთა კვიროს და იოანეს ხსენების დღეს, ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის (ბაგრატის სიონი) საკათედრო ტაძარში
დიაკვნად აკურთხა გიორგი გველესიანი.
***
20 თებერვალს, წმინდა მეფე სოლომონ II-ის ხსენების დლეს, ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის (ბაგრატის სიონი) საკათედრო დცტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ გიორგი კოპალიანს. იმავე დღეს კი დიაკვნად აკურთხა სტიქაროსანი ზვიად მეტონიძე და სახელად ილია უწოდა. აქსიოს! ვულოცავთ მამებს, ღმერთმა ღირსეულად ამსახუროთ ღვთის სადიდებლად და ერის საკეთილდღეოდ!
8 საპატრიარქოს უწყებანი N8 21აპრილი-4მაისი 2022წ გვ.6
ხელდასხმა
2022 წლის 13 მარტს ახალციხის წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში ახალციხისა და ტაო-კრარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დიაკვნად აკურთხა ლაშა აღოშაშვილი და სახელად მათე უწოდა. 2022 წლის 7 აპრილს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე, ქუთათელგაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ იაკობ ბენიძეს.
***
2022 წლის 7 აპრილს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) დიაკვნად აკურთხა გრიგოლ კონჯარია, რომელიც ნარაზენის ხარების სახელობის ტაძარში იმსახურებს.
***
2022 წლის 10 აპრილს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) დიაკვნად აკურთხა ლევან ბიგვავა, რომელიც
ნარაზენის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში იმსახურებს.
აღკვეცა
2022 წლის 7 აპრილს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე, ქუთათელგაენათელ მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი) ლოცვა-კურთხევით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტერში არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა (პიტნავა) ბერად აღკვეცა მორჩილი გაბრიელი (ვაშაკიძე).
***
9 აპრილს, ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ცაგერის რაიონში მდებარე ჩქუმის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერში მონაზვნად აღკვეცა მორჩილი გიორგი ლომსაძე და უწოდა სახელი სპირიდონი.
10 საპატრიარქოს უწყებანი N10 19მაისი-1 ივნისი 2022წ გვ.12
ხელდასხმანი
2022 წლის 15 მაისს საჩხერის საკათედრო ტაძარში ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) დიაკვნად აკურთხა სოფელ ქორეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის მედავითნე გიორგი ხობუა.
***
6 მაისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფ.ნიგვზიანის წმ. გიორგის სახ. ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) დიაკვნად აკურთხა ჩოხატაურის წმ. იოაკიმ და ანას სახ. ტაძრის მედავითნე ევგენი ხაბულიანი და სახელად იოანე უწოდა.
***
2022 წლის 8 მაისს, წმ. მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ქუთაისის წმ. მენელსაცხებლე დედათა სახელობის მონასტერში მლვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკონ რაჟდენს (ყაჭეიშვილი).
11 საპატრიარქოს უწყებანი N11 2-15ივნისი 2022წ გვ.9
ტაძართა კურთხევა
1 მაისს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) სოფ. რუისში აკურთხა კვირაცხოვლობის სახ. ტაძარი.
***
12 მაისს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) სოფ. მოხისში აკურთხა თორმეტი მოციქულის სახ. ტაძარი.
ხელდასხმა
29 მაისს შატბერდის მამათა მონასტრის წმ. ეკატერინეს სახ. ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიაკვნად აკურთხა სარკის მამათა მონასტრის წევრი, მონაზონი
არსენი (ასათიანი).
აღკვეცა
8 მაისს, მენელსაცხებლე დედათა კვირას, ციხედიდის ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერში, არქიმანდრიტმა გიორგიმ (თელია) მონაზვნებად აღკვეცა: ნინო ნადიბაიძე, სახელად ეკატერინე ეწოდა და ეთერ გაგულიძე სახელად მართა.
13 საპატრიარქოს უწყებანი N13 30ივნისი-13ივლისი 2022წ გვ.7
ხელდასხმა
2022 წლის 19 ივნისს, ყოველთა წმიდათა კვირას, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ
გიორგი გველესიანს. აქსიოს! ვულოცავთ მღვდელ გიორგის, ღმერთმა ღირსეულად ამსახუროს ღვთის სადიდებლად და ერის საკეთილდღეოდ!
15 საპატრიარქოს უწყებანი N15 28ივლისი-21 სექტემბერი 2022წ გვ.9
ხელდასხმა
2022 წლის 10 ივლისს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ პანტელეიმონ
ფაცაციას, რომელიც დადგენილ იქნა სოფელ ოდიშის წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ტაძრის წინამძღვრად.
2022 წლის 24 ივლისს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ იოანე სოსელიას. მღვდელი იოანე მცხეთა-თბილისის ეპარქიაში იმსახურებს; მანვე დიაკვნად აკურთხა ილია სამხარაძე. დიაკონი ილია მცხეთა-თბილისის ეპარქიაში იმსახურებს.
17 საპატრიარქოს უწყებანი N17 6-20ოქტომბერი 2022წ გვ.9
ხელდასხმა
2022 წლის 21 სექტემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ (შომახია) დიაკვნად აკურთხა რობერტ გუგუნაშვილი
და სახელად უწოდა რომანოზი. დიაკონი რომანოზი ამავე ეპარქიაში იმსახურებს.
დალოცვა
ა.წ. 3 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქართველი ძიუდოისტები დალოცა და გამარჯვებები უსურვა.
მოჭიდავეები მის უწმინდესობას ყაზახეთში მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების წინ ეწვივნენ.
19 საპატრიარქოს უწყებანი N19 17-30ნოემბერი 2022წ გვ.9
კურთხევა
2022 წლის 6 ნოემბერს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების
სიონის (ბაგრატი) საკათედრო ტაძარში დიაკვნად ხელი დაასხა ნიკა ნიკოლაძეს და მღვდლად აკურთხა დიაკონი გრიგოლ გეგუჩაძე.
20 საპატრიარქოს უწყებანი N20 1-14დეკემბერი 2022წ გვ.8
ხელდასხმა
2022 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) მღვდლად აკურთხა დიაკონი გიორგი კუნჭულია.
***
2022 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, თიანეთის და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა (გაბრიჭიძე) მლვდლად აკურთხა
ბერ-დიაკონი გაბრიელი (კოხრეიძე). მღვდელ-მონოზონი გაბრიელი დადგენილია შარახევის მამათა მონასტრის წინამძღვრად.
***
2022 წლის 13 ნოემბერს, 100 000 მოწამის ხსენების დღეს, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) სამთავისის ამაღლების სახელობის საკათედრო ტაძარში დიაკვნად ხელი დაასხა გიორგი ღვალაძეს.
***
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი):
2022 წლის 6 ნოემბერს დიაკვნად ხელი დაასხა ნიკა ნიკოლაძეს, ხოლო მღვდლად აკურთხა დიაკონი გრიგოლ გეგუჩაძე.
13 ნოემბერს, წმინდა 100 000 მოწამის ხსენების დღეს, მღვდლად აკურთხა დიაკონი ილია მეტონიძე.
21 საპატრიარქოს უწყებანი N21 15-28 დეკემბერი 2022წ გვ.5
ხელდასხმა
2022 წლის 4 დეკემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე, ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის (ბაგრატი) საკათედრო ტაძარში ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) დიაკვნად დაასხა ხელი დიმიტრი დათუკიშვილს და უწოდა სვიმეონი.
***
11 დეკემბერს წალკის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის შობის სახ. საკათედრო ტაძარში წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) მლვდლად დაასხა ხელი დიაკონ გიორგი სულაქველიძეს.
21-1 საპატრიარქოს უწყებანი N21 15-28 დეკემბერი 2022წ გვ.6
ტაძრის კურთხევა და დაჯილდოება
3 დეკემბერს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) აკურთხა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფ. ჭანიეთის ცამეტი ასურელი მამის
სახ. ტაძარი. იმავე დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მიტროპოლიტმა იოსებმა ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის
დააჯილდოვა ეპარქიის სამღვდელოება: იღუმენი იოსები (ღლონტი) აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში; მღვდელ-მონაზონი იოსები (პეპინაშვილი) დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში.
22 საპატრიარქოს უწყებანი N22 29დეკემბერი-11იანვარი 2022-2023წ გვ.11
ხელდასხმა
2022 წლის 11 დეკემბერს წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) მღვდლად აკურთხა დიაკონი გიორგი სულაქველიძე.
***
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი): 2022 წლის 17 დეკემბერს წერაქვის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში ბერად აღკვეცა მორჩილი ნიკოლოზი (დადვანი) და სახელად უწოდა საბა.
***
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი): 2022 წლის 18 დეკემბერს მარნეულის წმინდა კეთილმსახურ მეფე დავით
აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად აკურთხა პროტოდიაკონი პეტრე პეტრიაშვილი.