სალარიძე იოანე მარკოზის ძე 1873-1940წწ დეკანოზი დაბ. სოფ. წაღვლი, ხაშური
სალარიძე იოანე მღვდელი 1901წ. ბორჯომი წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია 1900-1915წ. ზანავი (ბორჯომი) წმიდა გიორგის ეკლესია 1915-18წ. ურბნისი (ქარელი) წმიდა სტეფანეს ეკლესიადეკანოზი იოანე სალარიძე (1873-1940)
დაიბადა 1873 წელს. მღვდლის ოჯახში. მამამისი მღვდელი მარკოზ სალარიძე მსახურობდა გორის რაიონის სოფელ წაღვლის წმიდა გიორგის ეკლესიაში. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1890-იან წლებში ხელდასხმულ იქნა მღვდლად და განამწესეს სოფელ ზანავში. წმიდა გიორგის ეკლესიაში. ამ სოფელში მამა იოანე 1910 წლამდე მსახურობდა. საიდანაც გადაყვანილ იქნა სოფელ ურბნისში წმ. სტეფანე პირველმოწამის სახელობის ტაძარში. 1917 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ. მამა იოანე არჩეულ იქნა ურბნისის ეპარქიის რუისის ოლქის მთავარხუცესად. 1924 წელს მორწმუნეებმა
ბორჯომში აღადგინეს კომუნისტების მიერ დახურული წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძარი. 10 თებერვალს შედგა საეკლესიო საბჭოს კრება, რომელზეც ტაძრის წინამძღვრად ერთხმად აირჩიეს მღვდელი იოანე სალარიძე. 1925 წელს არჩეულ იქნა ბორჯომ-ახალციხე-ახალქალაქის ოლქის მთავარხუცესად ირჩევენ და დეკანოზის ხარისხს ანიჭებენ. მიუხედავად მესხეთ-ჯავახეთში არსებული მძიმე მდგომარეობისა, მამა იოანე ერთგულად ემსახურებოდა საქართველოს მრთმადიდებელ ეკლესიას. 1937 წელს ჯანმრთელობის გაუარესების გამო საცხოვრებლად შვილებთან. ქალაქ გორში გადავიდა. გარდაიცვალა 1940 წლის აპრილის თვეში.
,,ალიოშა ტაძარში ჩადენილი მკრეხელობის შემდგომ ჭკუიდან შეიშალა’’
დეკანოზი იოანე 1873 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. მამამისი, მღვდელი მარკოზ სალარი-ძე გორის რაიონის სოფელ წაღვლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მსახურობდა. XIX საუკუნის 90-იან წლებში თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, რომლის დამთავრების შემდეგ ყაზახის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1897 წლის 26 მარტს ელიზავეტოპოლის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის მედავითნედ გადაიყვანეს და იმავე წელს დიაკვნად აკურთხეს. 1899 წლის 20 მარტს თბილისის სასულიერო სემინარიის ეკლესიაში განამწესეს. 1900 წლის 13 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი და ზანავის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1904 წლის 29 ივნისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1910 წლის წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე სკუფია უბოძეს. 1914 წლის 10 ოქტომბერს გორის მაზრის, X ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს. იმავე წლის 25 ოქტომბერს ურბნისის წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1915 წლის 6 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა. 1917 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, მამა იოანე ურბნისის ეპარქიის, რუისის ოლქის მთავარხუ ცესად აირჩიეს. იმავე წელს საეპარქიო საბჭოს წევრია და სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1922 წლიდან გორის ოქონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარია.
მისი წინამძღვრობის პერიოდში კომუნისტებმა დაკეტეს გორის ოქონის ეკლესია. საპატ-რიარქოს არქივში, ურბნისის ეპარქიის საქმეებში დაცულია მამა იოანეს გაგზავნილი წერილი კა-თოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, ურბნელ ეპისკოპოს ქრისტეფორესადმი (ციცქიშვილი): „1923 წლის 5 აპრილს, დიდ ხუთშაბათს 5 საათზე, კომუნისტური პარტიის განკარგულებით, დაიკეტა გორის „ოქონის“ ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია და მისი მსახურების ოთახი. ჩამოგვართვეს ურბნისის საეპარქიო კანცელარიის საქმეები, შემოსულ-გასული ქაღალდები, სანთელი, სანთლის საოპერაციო და ყოველგვარი გასავალ-შემოსავლის დავთრები. დახურეს სანთლის საწყობიც. გაძარცვეს ტრაპეზი, სუდარა, პატრუქი, წმ. სანთლების კოლოფი, აღწერეს ყველაფერი და კვლავ დაბეჭდეს ტაძარი. 17 აპრილს აღწერეს წმ. სამების ტაძარიც. იქაც გაიძარცვა ტრაპეზი. ნეტავი იმ შეგნებულ თვალს, რომელმაც პირადად ეს სურათები არ იხილა, რადგან ბედნიერია. ღვთისმსახურება შეწყდა, მორწმუნე ხალხი დიდ გოდებაშია. ტაძრების დაკეტვამ ისე ააღელვა ხალხი, რომ 18 აპრილს, 2 საათზე მოხდა მორწმუნე მანდილოსანთა მრავალრიცხოვანი, დიდი გამოსვლა (სამღვდელოება არ ურევია ამ საქმეში). ცხენოსანმა მილიციამ ცემა-ტყეპით დაშალა ხალხი. დატყვევებულნი არიან ის მღვდლებიც, რომელთაც ტაძრების დაკეტვის შემდეგ რაიმე მღვდელმოქმედება შეასრულეს.“ 1924 წლის 9 მარტს ქალაქ ბორჯომში, ადგილობრივმა მრევლმა მოახერხა წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის გამზადება და მოიწვია ურბნელი ეპისკოპოსი ქრისტეფორე მის საკურთხებლად: „პატივისცემით მოვახსენებ თქვენს მეუფებას, რომ ამჟამად უკვე ფაქტიურად გახსნილია ქალაქ ბორჯომის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია მასში ღვთისმსახურების შესასრულებლად. გთხოვთ, მობრძანდეთ და გვიკურთხოთ აღნიშნული ტაძარი. კურთხევის დღე დანიშნულია კვირას, 9 მარტს.“ ვიდრე მოიწვევდნენ, 10 თებერვალს მოახდინეს სამრევლო კრება, რომელზედაც განიხილეს სამი საკითხი: 1) არჩევა სარევიზიო კომისიის წევრებისა. 2) არ-ჩევა მღვდლისა ხსენებულ ტაძარში. 3) მღვდლის შესანახი საარსებო წყაროები. კრების თავმჯ-დომარედ აირჩიეს ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ხმალაძე, მდივნად ალექსანდრე ლაზარეს ძე მაისურაძე. მღვდლის ადგილზე დაასახელეს სამი კანდიდატი: ყოფილი წინამძღვარი, დეკანოზი იოაკიმე გორგაძე, ყოფილი მღვდელი ბორჯომის სასაფლაოს ეკლესიისა მღვდელი იოანე დამიანიდი და ურბნისის საეპარქიო კანცელარიის გამგე, მღვდელი იოანე სალარიძე.
6-5 საპატრიარქოს უწყებანი N6 22-28თებერვალი 2007წ გვ.18
დეკანოზი იოანე სალარიძე (გაგრძელება)
ხმების უმრავლესობით არჩეულ იქნა მღვდელი იოანე სალარიძე. კრებამ დაადგინა: მღვდელ იოანე სალარიძეს დაენიშნოს ჯამაგირი საზოგადოების მხრიდან და ჯილდო, კერძოდ, შრომისათვის არ უნდა მიეცეს, საზოგადოების რომელიმე წევრისაგან ჯამაგირის გამომუშავება და პირობის დაწერა მღვდელთან მიენდოს საბჭოს. 1925 წელს მამა იოანე ბორჯომ-ახალციხე-ახალქალაქის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს და დეკანოზის წოდება მიაენიჭეს. მი- უხედავად სამცხე-ჯავახეთში არსებული მძიმე მდგომარეობისა, მამა იოანე ერთგულად ემსახურებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. დეკანოზ იოანე სალარიძის შვილიშვილმა, ქალბატონმა ელეონორა კაკაურიძემ გვიამბო ერთი ფრიად საგულისხმო ისტორია: „ზაფხულის გატარება ბორჯომში ბებიაბაბუასთან მიწევდა. ჩვენი სახლი ფოსტის ზემოთ, გორაკზე მდება-რეობდა. ბაბუა, მიუხედავად სახიფათო დროისა, ერთგულად ეწეოდა მღვდელმსახურებას. იგი ბორჯომის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი იყო. ყოველდღე, დილიდანვე მიდიოდა ტაძარში და საღამოს ბრუნდებოდა. - ჩემი ყურადღება მიიქცია ერთმა უცნაურმა მოვლენამ. ჩვენს ეზოში მცხოვრები ბერძენი ეროვნების ჭკუასუსტი ალიოშა ყოველ ცისმარე დღეს ტაძარში მიმავალ ბაბუას წელში მოხრილი მოკრძალებით ესალ-მებოდა. ასევე ეგებებოდა საღამოსაც, როდესაც მამა იოანე ტაძრიდან სახლში ბრუნდებოდა. ჩემთვის, რვა-ცხრა წლის გოგონასათვის ალიოშას ამგვარი საქციელი მეტად უჩვეულო იყო. ერთ დღეს ვთხოვე ბაბუას, განემარტა ჩემთვის მისი უცნაური ქმედება. აი, რა დამამახსოვრდა მისი ნაამბობიდან. XX საუკუნის 20იან წლებში, ეკლესიების საყოველთაო რბევისა და განადგურების პერიოდში, ბორჯომის ტაძარიც ვერ გადაურჩა შეურაცხყოფას. ერთ საღამოს ტაძარში მარ-ტოდმლოცველ მამა იოანეს სამი კომკავშირელი დასხმია თავს. ისინი გააფთრებულნი შეცვივდნენ ტაძარში, მამა იოანეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. საკურთხევლიდან გარდამოხსნა აიღეს, ძირს დააგდეს და ფეხებით გათელეს. დალეწეს და გაანადგურეს, რაც კი ხელში მოხვდათ. შეძრწუნებული მამა იოანე ყველანაირად ცდილობდა მათ შეგონებას, ნუ იზამთ ამას, შვილებო, თავს ნუ დაიღუპავთო. მათ კი ამის პასუხად ხატები ჩამოგლიჯეს, დაამტვრიეს და თან გაიძახოდნენ: თუ ღმერთი არსებობს, აბა, დაგვსაჯოსო. ბოლოს, როდესაც გული იჯერეს, ყიჟინით გარეთ გაცვივდნენ, მამა იოანე გულმოკლული და გაოგნებული დატოვეს
ერთ-ერთი მათგანი ამ სამთაგან სწორედ ალიოშა, ჩვენი მეზობელი ბერძენი დიაკვნის შვილი იყო. მცირე დროის გასვლის შემდგომ მამა იოანემ შეიტყო საზარელი ამბავი. ეკლესიაზე ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, ხოლო მეორე, ჩინებული მოცურავე, ბაბუას სიტყვით „მტკვარზე გაზრდილი ბიჭი“, მდინარეზე მეტად საეჭვო ვითარება-ში დაიხრჩო. ხოლო ჩვენი მეზობელი ალიოშა ტაძარში ჩადენილი მკრეხელობის შემდგომ ჭკუ-იდან შეიშალა. საბრალოს ახლობლები უვლიდნენ. მას მხოლოდ ერთი რამ დასჩემდა, სადაც კი ნახავდა მამა იოანეს, დიდი შიშითა და მოკრძალებით ესალმებოდა. 1937 წელს მოძღვარი ჯანმრთელობის გაუარესების გამო საცხოვრებლად შვილებთან, ქალაქ გორში გადავიდა. დეკანოზი იოანე 1940 წლის აპრილის თვეში გარდაიცვალა.