სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
მარკოზ ტყემალაძე 1859-1937წწ პროტოპრესვიტერი მარკოზ ტყემალაძე 1859-1937წწ პროტოპრესვიტერი

1859-1937 წწ. გარდ. 78 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ტყემალაძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

73       ბეჭდვა

მარკოზ ტყემალაძე 1859-1937წწ პროტოპრესვიტერი



პროტოპრესვიტერი მარკოზ ტყემალაძე 1859-1937

პროტოპრესვიტერი მარკოზ პავლეს ძე ტყემალაძე 1859 წელს იმერეთში, ქუთაისის გუბერნიაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1874-78 წლებში სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, 1878-84 წლებში — თბილისის სასულიერო სემინარიაში, ხოლო 1884–88 წლებში — კიევის სასულიერო აკადემიაში. 1889 წლის 28 იანვარს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო მეორე დღეს მღვდლად დაასხეს ხელი და თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად განამწესეს. იმავე წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1890 წლს კუკიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა, იმავე წლის დეკემბერში კი თბილისის ეკლესიების I ოლქის მთავარხუცესად.


1892 წლის 16 თებერვალს იასამნისფერი სკუფიით დაჯილდოვდა. 1895 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს. 1897 წლის 1 თებერვალს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. იმავე წლის 3 მარტიდან 1898 წლის 6 დეკემბრამდე თბილისისა და ბორჩალოს მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველია. 1899 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1902 წლის 30 აგვისტოს დეკანოზის წოდება მიენიჭა და მეორე დღეს თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დაინიშნა. 1904 წლის 3 თებერვალს წმინდა ანას III ხარისხის, ხოლო იმავე წლის 6 მაისს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1905 წლის 25 იანვარს თბილისის ქალთა ეპარქიალური სასწავ-ლებლის საბჭოს თავჯდომარედ აირჩიეს. 1905 წლის 21 სექტემბერ - 4 ოქტომბრის წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად დაინიშნა. 1911 წლის 6 მაისს ენქერით, ხოლო 1914 წლის 6 მაისს წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1916 წლის 25 დეკემბერს, შობის დღესასწაულთან დაკავ-შირებით, პირველად საქართველოში, თეთრ სამღვდელოებაში მიენიჭა მიტრის ტარების უფლება. მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის III, IV და V საეკლესიო კრებებზე. 1932 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) პროტოპრესვიტერის პატივით შემოსა. 1935 წლის სექტემბერში ავადმყოფობის გამო თავი გაანება სამსახურს და პენსიაზე გავიდა. გარდაიცვალა 1937 წლის 13 მაისს. დაკრძალულია სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში. პროტოპრესვიტერ მარკოზ ტყემალაძეს გამოცემული აქვს ქადაგებათა კრებული „ხმა მწყემსისა“ (1913 წელს) და ისტორიული ნაშრომი „თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი“ (1904 წელი).


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.09.2025
ბოლო რედაქტირება 03.09.2025
სულ რედაქტირებულია 2




ტყემალაძე სვიმონ იაკობის ძე დეკანოზი 1872-1938წწ დაბ. სოფ. ჭიათურა დაკრძ. დუშეთი

2 0

ტყემალაძე გრიგოლ ალექსის ძე, 1872-1926წწ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. შილდის ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

2 0

ტყემალაძე

1 0

ტყემალაძე ლუკა თევდორეს ძე მართლმ. მღვდელი 1911-1915 წწ საჩხერის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესია.

2 0

ფრიდონ ტყემალაძე 1965-93წწ. გარდ. სოფ. აჩადარა სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. აზანთა გულრიფში

3 0


გაგა ტყემალაძე თემურის ძე 1979-2007წწ გარდ. ბაზალეთი დაბ. ვანი

3 0

როინ ტყემალაძე 1973 -93 წწ გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ ჭორვილა საჩხერე

3 0

იგორ ტყემალაძე შაქროს ძე გარდ. 1979-2004წწ გარდ. გმირულად წვერიახოს მთა, სამაჩაბლო დაბ. ლანჩხუთი. დაკრძ. სოფ. ჭილოვანი, ჭიათურა.

2 0

რატი ტყემალაძე ევროპის ჩემპიონი აკრობატიკა

1 0

1 0 0