სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11733

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
სისაური სასულიერო ოჯახი 1900 იანი წლები სისაური სასულიერო ოჯახი 1900 იანი წლები
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი სისაური სია

თიანეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

13       ბეჭდვა

სისაური სასულიერო ოჯახი 1900 იანი წლები


დევნულნი სიმართლისათვის
ვეცნობით XX საუკუნის საქართველოს ეკლესიის დევნის ამსახველ ტრაგიკულ ფურცლებს და გვიკვირს, რამდენი თავდადებული და ღირსეული ადამიანია უსამართლოდ დავიწყებული. ყოვლისმხილველი ღვთის წინაშე არავინ დაიკარგება, მაგრამ მამულიშვილთა ქრისტესთვის თავგანწირვის მაგალითები უპირველესად ჩვენ გვაკლ-დება. ამ ადამიანების ღვაწლი მათი თანამედროვეთათვისაც კი დაფარული იყო და მითუმეტეს ჩვენთვის შეუძლებელია მათი ცხოვრების ღირსეულად წარმოჩენა. საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არიან შემორჩენილი ამ ადამიანთა ოჯა-ხის წევრები, რომელნიც თვითმხილველი და თანაზიარნი არიან მათი მოწამეობისა და აღმსარებლობისა. ორიოდე კვირის წინ თიანეთში გახლდით. ჩვეულებისამებრ, ადგილობრივ მოსახლეობაში სასულიერო პირთა შთამომავლების შესახებ მოვიკითხეთ და, ჩვენდა საბედნიეროდ, გავიცანით ქალბატონი ეფემია სისაური, რომელიც მღვდლის იოანე სისაურის ქალიშვილი ბრძანდება. სასულიერო პირები იყვნენ ქალბატონ ეფემიას ბიძაც და ორივე პაპა. ქალბატონი ეფემია 96 წლისაა და კარგად ახსოვს ის დევ-ნა და ტანჯვაწამება რაც მისმა ოჯახმა გადაიტანა. მისი მოგონებებისა და აგრეთვე თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორის ქალბატონ ლელა ქიტესაშვილისა და ამავე მუზეუმის თანამშრომლის ბატონ მიხეილ მგელიაშვილის მიერ მოწოდებული დოკუმენტების საშუალებით ვეცდებით მოკლედ მოგითხროთ ეკლესიის ერთგულ მოძღვრებზე. მღვდელი გიორგი სისაური წესიერებით იყო განთქმული თიანეთის მაზრაში. მისი ოჯახი გან-სწავლულობით გამოირჩეოდა. მამა გიორგის მეუღლე ელისაბედ ელიოზიშვილი სათნო და ამასთანავე მკაცრი დედა იყო. მშობლებმა შვილებს – სამ ვაჟიშვილს და ერთი ასულს, სიყრმიდანვე ჩაუნერგეს ღვთისა და სამშობლოს გულმხურვალე სიყვარული. მამა გიორგი ბევრი კეთილი საქმის მოთავე იყო, მისი მონდომებით შესაძლებელი გახდა თიანეთის წმინდა გიორგის ძველი ტაძრის ადგილზე ახალი დიდი ტაძრის აგება. მამა გიორგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა შვილების განათლებას. აღსანიშნავია, რომ მისი ქალიშვილი ბარბარე (ბაბო) თიანეთიდან ერთ-ერთი პირველი იყო რომელმაც თბილისში ქალთა ეპარქიული სასწავლებელი დაასრულა. მამა გიორგი XIX საუკუნის მიწურულს გარდაიცვალა და ანდერძად შვილებს ღვთის ერთგულება დაუტოვა. იგი თიანეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაკრძალეს. მამის კვალს გაყვნენ უფროსი ვაჟები იოანე და იროდიონი.


სხედან მღვდელი იოანე სისაური და იროდიონ სისაური. დგანან ესტატე სისაური და მამა იოანეს მეუღლე ელისაბედი

ნაბოლარა ვაჟმა ესტატემ კი სამხედრო სამსახური აირჩია. პირველდაწყებითი განათლების შემდეგ იოანე 1890 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა. 1894 წლის ოქტომბერში, მეოთხე კურსის სტუდენტი, თავისი თხოვნით, გოგაშენის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. იგი მალევე დაქორწინდა სოფელ ბულაჩაურის ეკლესიის მღვდლის ბართლომე მცხვედაძის ასულ ელისაბედზე, მათ რვა შვილი შეეძინათ. XX საუკუნის დასაწყისში იოანეს მღვდლად დაასხეს ხელი და ახალგორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წი- ნამძღვრად დანიშნეს. 1905 წლის 17 მარტს ბულაჩაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1911 წლის აღდგომას, წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე საგვერდულით, ხოლო 1916 წელს სკუფიით დაჯილდოვდა. ავბედითი წლებიც დადგა. მორწმუნეთა და ეკლესიის მსახურთა უკიდურესი დევნა და შევიწროება დაიწყო. კომუნისტებმა რამოდენიმეჯერ სცადეს მოძღვარი გაეკრიჭათ და ანაფორის გახდას აიძულებდნენ, მაგრამ ვერაფრით შეძლეს. იგი მაინც უშიშრად განაგრძობდა მღვდელმსა- ხურებას. მამა იოანეს ასული ქალბატონი ეფემია იხსენებს, თუ როგორ წაიყვანეს მამა ღამით ტყეში და მთელი ღამე ტანჯავდნენ, თურმე გათხრილი საფლავის პირას დაუყენებიათ და მის ზურგს უკან ჰაერში ისროდნენ.

მღვდელი იოანე სისაური და მისი მეუღლე ელისაბედ მცხვედაძე, შუაში მათი ქალიშვილი ეფემია 

26-1 საპატრიარქოს უწყებანი N26 26ივლისი-1აგვისტო 2007წ გვ.18
დევნულნი სიმართლისათვის (გაგრძელება)

სამწუხაროდ, გაუთავებელმა ფიზიკურმა და მორალურმა წამებამ საფუძვლიანად შეარყია მოძღვრის ჯანმრთელობა და ნერვიულობის ნიადაგზე, 1924 წლის 1 აპრილს გულის შეტევით გარდაიცვალა. დასაფლავებულია ბულაჩაურის სოფლის სასაფლაოზე.

იოანე გიორგის ძე სისაური

მამა იოანეს ძმა იროდიონი 1874 წელს დაიბადა. 1891-97 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1897 წლის 9 ნოემბერს ეგზარქოსმა ვლადიმირმა (ბოგოიავლენსკი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო იმავე წლის 14 ნოემბერს მღვდლად დაასხა ხელი და ქვემო მლეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა მამა იროდიონი მუხლჩაუხრელად შრომობდა. არ იყო ადვილი მთიელი ხალხის დამოძღვრა, ჭეშმარიტი ქრისტიანული ტრადიციების აღორძინება, მოსახლეობისათვის განათლების მნიშვნელობის შეგონება. მის მცდელობას ფუჭად არ ჩაუვლია. მალევე, 1898 წელს, მლეთის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. მისი შრომისმოყვარეობა სასულიერო მთავრობისათვისაც შეუმჩნეველი არ დარჩენილა. 1900 წლის 29 მაისს, ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) დუშეთის მაზრის IV ოლქის მთავარხუცესის მოვალეობის შემსრულებლად დაადგინა. 1902 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს ეპარქიული სასწავლო კომიტეტის დუშეთის განყოფილების წევრად აირჩიეს. 1903 წლის 31 მარტს საგვერდულით დაჯილდოვდა. ახალგაზრდა მოძღვარი გულანთებული ემსახურებოდა ქრის- ტეს სარწმუნოების გაძლიერებას. მას ბევრი სასულიერო პირისაგან განსხვავებით ქალაქისკენ კი არ მიუწევდა გული, არამედ იქ მიილტვოდა, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ მოძღვარი. 1904 წლის 14 აპრილს, თავისი თხოვნის საფუძველზე, ფშავში, სოფელ ართანოკვარას მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის . წინამძღვრად გადაიყვანეს. მძიმე პირობებში უწევდა მამა იროდიონს მსახურება, მაგრამ ანუგეშებდა უფლის სიყვარული და ხალხის პატივისცემაც. ამასთანავე სათანადო ყურადღება მიაქცია ყმაწვილთა განათლებას. 1911 წლის 1 სექტემბერს, ართანოკვარას სახალხო პირველდაწყებით სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. იმავე წლის 29 ნოემბერს, ბაქოს ეპისკოპოსმა პიმენმა, ერთი წლის ვადით დაამტკიცა თელავი-სიღნაღის მაზრის სასწავლო კომიტეტის _ დეპუტატად. 1911 წლის აღდგომას, წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე სკუფიით და ჯილდოვდა. 1916 წლის 20 მაისს კამილავკა უბოძეს. კომუნისტური ხელისუფლების დამყარებისთანავე შეიცვალა ვი-თარება. მამა იროდიონი, შეუდრეკელი ხასიათისა და მძიმე პირობებში ცხოვრების გამოცდი-ლების გამო, ძლიერი დასაყრდენი გახდა ადგილობრივი მღვდელმთავრებისათვის. ხშირად მას იქ აგზავნიდნენ, სადაც იგი ყველაზე საჭირო იყო. 1921 წლის  დეკემბრიდან, ალავერდის ეპის-კოპოსმა პიროსმა (ოქროპირიძე) თიანეთის მაზრის სოფელ ახალსოფლის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1923 წელს, სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილ-დოვდა. 1926 წლის დეკემბრიდან, ზემო თიანეთის (ტუშურების) ყოვლადწმინდა ღვთისმშობ-ლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს, თიანეთის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაადგინეს. მხოლოდ უფალმა უწყის, რამდენი დამცირებისა და შევიწროების დათმენა მოუწია მამა იროდიონს მხოლოდ იმიტომ, რომ ქრისტეს ეკლესიის მსახური იყო. რამდენი განსაცდელი გამოუვლია, მაგრამ სიყრმიდანვე არჩეულ გზას არ უღალატა. 1934 წლის 3 დეკემბერს, თიანეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და ამავე ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. მასვე დაევალა ზემო თი-ანეთის სამრევლოებში წესების შესრულება. 1935 წლის აღდგომას, კათოლიკოს-პატრიარქმა კა-ლისტრატემ (ცინცაძე) დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1939 წელს ადგილობრივი ხელისუფლება მუქარით რომ ვერაფერს გახდნენ, გადასახადების გზით შეეცადნენ მამა იროდიონის შევიწროებას. მათ მოძღვარს მოსთხოვეს მოეტანა 500 მანეთი, 80 კგ. ხორცი, 310 კგ. კარტოფილი, 9 კგ. ერბო და 7 კგ.მატყლი. 
დევნულნი სიმართლისათვის(დასასრული)
თავზარდაცემულმა მამა იროდიონმა ადგილობრივ „ყაჩაღებს“ მხოლოდ 400 მანეთი მისცა, მათ განუცხადეს „დანარჩენს გაპატიებთ იმ პირობით, თუ მღვდლობას თავს დაანებებ, თორემ ციხე არ აგცდება მშრომელი ხალხის ქონების მითვისებისათვისო“. შევიწროებული მოძღვარი კათოლიკოს-პატრიარქის მდივანს, დეკანოზ მიხეილ მახათაძეს თხოვს, განუმარტოს, აქვთ თუ არა ხელისუფლებას ამის უფლება: „მამაო დეკანოზო! უმორჩილესად გთხოვთ მაცნობოთ: კულტის მსახური, რომელსაც არა აქვს კავშირი სოფლის მეურნეობასთან და მესაქონლეობასთან, წლოვანობით გადაცილებულია სამოც წელს, განთავისუფლებულია სახელმწიფოსათვის ხორცისა და სხვა სავალდებულო პროდუქტის სავალდებულო ჩაბარებისგან თუ არა. თქვენი პატივისმცემელი, დეკანოზი იროდიონ სისაური, 1939 წლის 27 თებერვალი“. მამა იროდიონი იძულებული გახდა, კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატესთვის განცხადებით მიემართა, დროებით მაინც შეეწყვიტა მღვდელმსახურება. 1943 წელს, სტალინის ბრძანებით, საბჭოთა კავშირში ოფიციალურად კვლავ ამოქმედდა ეკ-ლესია-მონასტრები, სასულიერო სემინარია-აკადემიები, მღვდელმსახურებს _ საშუალება მიეცათ დაეკმაყოფილებინათ მორწმუნეთა სულიერი მოთხოვნილებანი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით, მამა იროდიონი სიონის საპატრიარქო ტაძარს მიაწერეს, როგორც უშტატო მღვდელმსახური, მაგრამ, რადგანაც იგი მუდმივად თიანეთში ცხოვრობდა, ამიტომ დაევალა თიანეთსა და მის ახლომდებარე სოფლებში, სადაც კი მოახერხებდა, შეესრულებინა საეკლესიო საიდუმლოებები. მართლაც, დეკანოზი იროდიონი ძველებური შემართებითა და სიყვარულით შეუდგა დათრგუნული ღვთისმოსავი ხალხის ნუგე-შინისცემასა და დამოძღვრას. მაგრამ დიდხანს არ დასცალდა და სწორედ ხალხზე ზრუნვის დროს აღესრულა როგორც ჭეშმარიტი მწყემსი მართლმადიდებელი ეკლესიისა. 1950 წელს, მამა იროდიონს სოფელ ახალსოფელში ბავშვის მოსანათლად დაუძახეს. მიუხედავად იმისა, რომ მამა იროდიონი თავს ცუდად გრძნობდა და ახლობლებმა ამ საქმის მეორე დღისთვის გადადება ურჩიეს, მან მაინც არ დაიშალა და წაყვა მთხოვნელებს. უკან დაბრუნებული, როდესაც მდინარე იორზე გადებულ ვიწრო ხიდზე გადადიოდა, მოულოდნელად თავბრუ დაეხვა და წყალში გადავარდა. იგი იმავე საღამოს გარდაიცვალა. დაასაფლავეს თიანეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში. ტანჯული მოძღვარი საფლავშიც არ მოასვენეს. 1970 წლების დასაწყისში, ბიბლიოთეკად გადაკეთებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლე-სია დაანგრიეს და მის ადგილას ბანკი ააშენეს. მთელი თიანეთი შეძრა ეკლესიაში და მის ეზო-ში დაკრძალული სასულიერო პირების საფლავების შეურაცხყოფამ. დღემდე ცრემლით იხსენებენ წმინდა საფლავების განადგურების ბარბაროსულ საქციელს. „ნეტარ არიან დევნულნი სიმართლისათვის“ მაცხოვრის ეს სიტყვები გვახსენდებოდა როდესაც ქალბატონი ეფემია თავის ოჯახის ისტორიას მოგვითხრობდა. მისაბაძი ყოფილიყოს საქათველოს ეკლესიის ამჟამინდელი მოძღვრებისთვის ჭეშმარიტებისათვის თავდადების ეს საოცარი მა-გალითი.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.09.2025
ბოლო რედაქტირება 04.09.2025
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0