მღვდელი ანტონ ნიკოლოზის ძე ფირცხალავა 1879 წლის 21 დეკემბერს, მთიანი სამეგრელოს სოფელ კურზუში, ადგილობრივი მღვდლის ოჯახში დაიბადა. მკვირცხლი გონების ყმაწვილი მამას სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიუბარებია, რომლის წარჩინებით დასრულების შემდეგ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის ღვაწლით დაარსებულ ქუთაისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1900 წელს დაამთავრა პირველი ხარისხის დიპლომით. სასულიერო სასწავლებელში და სემინარიაში იგი გამოირჩეოდა სიბეჯითითა და გონიერებით. ეროვნული იდეებით სავსე ახალგაზრდა ანტონს სურდა საკუთარი წვლილი შეე-ტანა ქართველთა განათლების საქმეში. მან მამის მსგავსად სამღვდელო მოღვაწეობა აირჩია. იმავე წელს ანტონი ჯერ დიაკვნად აკურთხეს, ხოლო შემდეგ მღვდლად დაასხეს ხელი და აჭარაში, სოფელ ხულოში მისიონერ მოძღვრად განამწესეს.
39-1 საპატრიარქოს უწყებანი N39 13-19დეკემბერი 2007წ გვ.19
მღვდელი ანტონ ფირცხალავა 1879-1958 (გაგრძელება)
საქართველოს ამ ძირძველ მხარეს ძალზე ჭირდებოდა განათლებული, თავდაჭერილი მოძღვარი, რომელიც საუკუნეების მანძილზე ძალადობით დათრგუნულ ანუგეშებდა. ხუთი წელი იმსახურა მამა ანტონმა აჭარაში და მრავალი ადამიანი აზიარა ქრისტეს ნათელს. მისთვისაც უდიდესი გამოცდილების მომცემი იყო იქ გატარებული წლები. მამა ანტონი ღირსეული სამსახურისათვის 1905 წლის 21 იანვარს საგვერდუღით, ხოლო ამავე წლის 21 მარტს სკუფიით დაჯილდოვდა. 1905 წლის 20 ივლისს გურიაში გადაიყვანეს და სოფელ ბარცხანო-ცივის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. აქაც თავდაუზოგავად იღვწოდა. 1909 წლის აღდგომას კამილავკით დაჯილდოვდა. მამა ანტონის მეცნიერებისადმი სწრაფვა დატ-ვირთულმა სამღვდელო მოღვაწეობამაც ვერ შეანელა. უმაღლესი განათლების მიღების დიდი სურვილი მოგვიანებით, 1910 წელს აუსრულდა, როდესაც მამა ანტონი ქაშუეთის ტაძრის წინამძღვრისა და ცნობილი საეკლესიო მოღვაწის, დეკანოზ კალისტრატე ცინცაძის ხელშეწყობით, სახელმწიფო არჯით ჩაირიცხა კიევის სასულიერო აკადემიაში. მამა ანტონმა მალევე მოიპოვა პატივისცემა აკადემიის პედაგოგთა და სტუდენთა შორის. იგი აქტიურად ჩაება სამეცნიერო მუშაობაში. აკადემიაში თეოლოგიურ დისციპლინებთან ერთად ისწავლებოდა სამოქალაქო დისციპლინებიც, კერძოდ, ფილოლოგია, სიტყვიერება, ისტორია. 1914 წელს მამა ანტონმა კიევის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით დაასრულა. მისი სამაგის-ტრო ნაშრომი „დასავლეთ საქართველოს ეკლესიის ისტორიისათვის“ აკადემიის ოქროს მედლით აღინიშნა, ეკლესიის მაშინდელი მესვეურნი დასახელებულ ნაშრომს მაღალ შეფასებას აძლევენ. უნდა ითქვას, რომ მამა ანტონის მაგალითმა სასიკეთო გავლენა იქონია მის უმცროს ძმაზე - ლავრენტიზე, რომელიც ასევე კიევის აკადემიაში ჩაირიცხა და სრული კურსი 1915 წელს დაასრულა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მამა ანტონის დაუცხრომელი ინტერესი ქართული სასულიერო მწერლობისადმი, რაც მან ჯერ კიდევ სემინარიაში სწავლის დროს გამოამჟღავნა. იგი თავის მეგობართან, შემდგომში ასევე ცნობილ სასულიერო მოღვაწესთან და ქართველოლოგთან, აკადემიკოს კორნელი კეკელიძესთან ერთად ესწრა-ფოდა ზემოთ აღნიშნული საკვლევი თემის უფრო ღრმად დამუშავებას და გამოცემას. კიდევაც შეუდგა დიდი ხნის ოცნების ხორცშესხმას, მაგრამ საქართველოში მოვლენები მეტად არასახარბიელოდ განვითარდა. საინტერესოა ერთი ფაქტი, რომელსაც მოძღვრის შვილი, ვახტანგ ფირცხალავა გადმოგვცემს: „მამის ნაშრომს კორნელი კეკელიძის მეშვეობით გაცნობია დიდი ნიკო მარი. მსოფლიო რეზონანსის მეცნიერი დაინტერესებულა საკვლევი თემის გარ-შემო მამა ანტონის მიერ მოძიებული პირველწყაროებით და მოუწვევია თავისთან სამუშაოდ (ბატონი ნიკო მაშინ ანისის გათხრებზე მუშაობდა), მაგრამ მენშევიკური მთავრობის, ხოლო შემდეგ კომუნისტების ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ სამღვდელოების და, მათ შორის მღვდელ ანტონის საქმე, ცუდად წარიმართა“. 1922-23 წლებში უღმერთო ხელისუფლე-ბის მიერ საშინელი მორალური ზეწოლის შედეგად მამა ანტონი იძულებული გახდა, მღვდელმსახურებაზე უარი ეთქვა და მასწავლებლად დაეწყო მუშაობა. ოცდათხუთმეტი წელი იღვაწა ანტონ ფირცხალავამ პედაგოგიურ სარბიელზე. იგი თავისი უანგარო, დიდი მამულიშვილური რუდუნებით თავს დასტრიალებდა აღსაზრდელებს, გზას უკვალავდა და სამშობლოს სიყვარულით ზრდიდა ახალგაზრდებს. „ადგილი ესე წმინდა არს,“ — იტყოდა ხში-რად, როდესაც სკოლასა და აღსაზრდელებზე ჩამოვარდებოდა საუბარი. ჩვენი მასწავლებელი სულით დამპურებელი მოძღვარი ბრძანდებოდა, იგონებს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი აბელ სიჭინავა: „თავისი საქმის უბადლო მცოდნე და ქვეყნის დაუცხრომელი ჭირისუფალი. მან ბრწყინვალედ იცოდა სასულიერო და საერო მწერლობის უკვდავი ყოველი ძეგლი და ნიმუში, დაუსრულებლივ შეეძლო მოეთხრო ქართულ და რუსულ მწერლობაზე, მსმენელი მონუსხული ჰყოლოდა და არ დაეღალა.
39-2 საპატრიარქოს უწყებანი N39 13-19დეკემბერი 2007წ გვ.20
მღვდელი ანტონ ფირცხალავა 1879-1958 (დასასრული)
ერთი შეხედვით კუშტი და გულჩათხრობილი, სინამდვილეში მიმზიდველი, თბილი, კეთილი, მოსიყვარულე, მგრძნობიარე, ზოგჯერ გულჩვილი, თავმდაბალი კაცი იყო. ასე გვესახებოდა ჩვენ ანტონ ფირცხალავა, როგორც ადამიანი, როგორც აღმზრდელი“. ანტონ ფირცხალავა 1958 წლის ივლისში გარდაიცვალა. სენაკელებმა როგორც მათი და ასევე მათი შვილებისა და შვი-ლიშვილების აღმზრდელი ღრმა მადლიერების გრძნობით გააცილეს უკანასკნელ გზაზე. მისი ნეშტი სენაკში, საკალანდარიშვილოს სასაფლაოს მიწას მიაბარეს. ბიოგრაფიული ცნობებისა და ფოტოების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით ანტონ ფირცხალავას შვილიშვილს იღუმენ ისააკს (ფირცხალავა)