საპატრიარქოს უწყებანი N3 30იანვარი-6თებერვალი 2008წ გვ.19
არქიმანდრიტი ნიკოლოზ (სიმონიშვილი) (1838-1896)
არქიმანდრიტი ნიკოლოზი ერისკაცობაში იოსებ სიმონიშვილი 1838 წელს, ქართლელი აზნაურის ოჯახში დაიბადა. დაწყებითი განათლება იოსებმა ოჯახში მიიღო, შემდეგ სწავლობდა გორის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომლის დასრულების შემდეგ სწავლა თბილი-სის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც 1861 წელს წარჩინებით დაამთავრა. ამავე წელს თელავის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად დაინიშნა. 1864 წელს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) ჯერ დიაკვნად აკურთხა, შემდეგ კი — მღვდლად დაასხა ხელი და ცხინვალის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და გორის მაზრის III ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. ცხინვალში რამდენიმე წლის მოღვაწეობის შემდეგ მამა ნიკოლოზი თბილისში გადმოიყვანეს და იერუსალიმის ბერძნული ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1873 წელს ბორჯომის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და გორის მაზრის X ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს.
1880 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1884 წლის 15 აპრილს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1886 წლის 5 დეკემბერს ბერად აღიკვეცა, სახელად ნიკოლოზი ეწოდა და ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. ამავე წლის 7 დეკემბერს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა და საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად აირჩიეს. 1888 წელს იგი ცენზორი იყო იმ პერიოდში გამომავალი რელიგიური ხასიათის ბროშურებისა. ამასთანავე იყო თბილისის სასულიერო სემინარიის პედაგოგთა საკრებუ-ლოს წევრი და ქართული ბიბლიის გამასწორებელი კომიტეტის წევრი. 1889 წელს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1890 წელს არქიმანდრიტი ნიკოლოზი სიონის საკათედრო ტაძართან მოქმედ საეკლესიო-არქეოლოგიური კომისიის წარმომადგენლად დაინიშნა. 1893 წელს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით, ხოლო 1896 წლის 14 მაისს კი წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1896 წლის 5 ივნისს, სინოდის კანტორის III სართულზე, როდესაც არქიმანდრიტი ნიკოლოზი თავის სამუშაო ოთახში შედიოდა, მას მივარდა მედავითნე სტეფანე სვიმონის ძე კალმახელიძე და დანით 4 ჭრილობა მიაყენა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. რამდენიმე საათში მამა ნიკოლოზი გარდაიცვალა. იგი 8 ივნისს დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში დაასაფლავეს. არსებობს ერთი ვერსია, რომ არქიმანდრიტი ნიკოლოზი მოიაზრებოდა იმერეთის ეპისკოპოსად, ახლად გარდაცვლილი წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელ ქიქოძის ადგილზე. მკვლელობის მიზეზი პირადი მტრობა აღმოჩნდა. კერძოდ: მედავითნე სტეფანე კალმახელიძე 1885 წელს მღვდლად სოფელ ახალდაბაში მსახურობდა. ეს სოფელი გორის მაზრის X ოლქის სამთავარხუცესოში შედიოდა. მამა სტეფანე მრევლში და ეკლესიაში შეუფერებელი საქციელისა და გულგრილობის გამო რამდენჯერმე გაფრთხილა მთავარხუცესმა დეკანოზმა იოსებმა. ის თავისას არ იშლიდა. ამის გამო მამა იოსები იძულებული გახდა ეგზარქოსისათვის ეთხოვა მისთვის დროებით მღვდელმოქმედება შეეჩერებინათ და სადმე მონასტერში გამოსასწორებლად განემწესებინათ.
3-1 საპატრიარქოს უწყებანი N3 30იანვარი-6თებერვალი 2008წ გვ.20
არქიმანდრიტი ნიკოლოზ (სიმონიშვილი) (1838-1896) (დასასრული)
მართლაც მამა სტეფანეს ღვთისმსახურება აუკრძალეს და ხაზინიდან ჯამაგირის მიცემაც შეუწყდა. სწორედ აქედან ჩაიდო გულში მან სიძულვილი, რაც შემდგომში მკვლელობაში გადაეზარდა. დასჯის მიუხედავად, მამა ნიკოლოზმა, იცოდა რა მისი მძიმე მატერიალური გაჭირვება, სტეფანე სოფელ ბირშვეთში მედავითნედ დანიშნა და ჯამაგირი დაუნიშნა. მიხედავად ამისა, ის არ ემორჩილებოდა სინოდის განჩინებას, მაინც განაგრძობდა ანაფორით სიარულს და მღვდელმოქმედებას ასრულებდა. მამა ნიკოლოზი რამდენჯერმე გააფრთხილეს, მორიდებოდა მამა სტეფანეს, რადგან მას სიმთვრალეში რამდენჯერმე დაექადნა, რომ აუცილებლად მოკლავდა მას, რაც სამწუხაროდ შეასრულა კიდეც. მკვლელი სიკვდილით დასა-ჯეს. იგი 43 წლისა იყო, მეუღლეც გარდაცვლილი ჰყავდა. მას დარჩა ერთი ქალიშვილი, რომელიც თბილისის ქალთა ეპარქიალურ სასწავლებელში სწავლობდა.