სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11940

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
მაკარი (მიხეილ დიონისეს ძე) მატათაშვილი 1818-1892წწ არქიმანდრიტი მაკარი (მიხეილ დიონისეს ძე) მატათაშვილი 1818-1892წწ არქიმანდრიტი

1818-1892 წწ. გარდ. 74 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი მატათაშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

127       ბეჭდვა

მაკარი (მიხეილ დიონისეს ძე) მატათაშვილი 1818-1892წწ არქიმანდრიტი

 საპატრიარქოს უწყებანი N6 21-27 თებერვალი 2008წ გვ.19.


არქიმანდრიტი მაკარი (მატათაშვილი) (1818-1892)

არქიმანდრიტი მაკარი 1818 წელს, მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1838-44 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1845 წლის 8 მარტს ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1847 წლის 19 ოქტომბერს დიაკვნად აკურთხეს. მეუღლის გარდაცვალების გამო, გაუჩნდა სურვილი ბერად შედგომისა და ამის გამო 1849 წლის 5 მაისს შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში მივიდა, სადაც 1850 წლის 20 აპრილს ბერად აღიკვეცა და სახელად მაკარი ეწოდა. ამავე წლის 27 მაისს მღვდლად დაასხეს ხელი. 1850 წლის 2 დეკემბერს თელავის მაზრისა და თუშფშავ-ხევსურეთის ოლქის საეკლესიო მამულების მმართველად და ალავერდის მონასტრის გამგებლად დაინიშნა. 1851 წლის 25 ოქტომბერს გულმოდგინე შრომისა და ალავერდის ტაძრის შემოსავლის გაზრდისათვის, 30 ვერცხლის მანეთით დაჯილდოვდა. ამავე წლის 5 დეკემბერს შუამთის მონასტრის დრობითი მართვა დაევალა და მონასტრის შენობების გარემონტების საზედამხედველო კომიტეტის წევრად აირჩიეს.


1852 წლის 20 იანვარს საგვერდულით დაჯილდოვდა. ამავე წლის 12 მარტიდან ალავერდის ტაძრის სიძველეთა აღმდგენელი კომი- ტეტის წევრია. 1853 წლის 6 ივნისს გორის ეპისკოპოსი და შუამთის მონასტრის წინამძღვარი ეპისკოპოსი იოანე (ავალიანი) წერილს სწერს მამა მაკარს: „საქართველო-იმერეთის კანტორის ბრძანებით, 2 დეკემბერს 1850 წლისა, შემდგომად სიკვდილისა არქიმანდრიტ ქრისტეფორე ჩოლოყაშვილისა, მინდობილი იყო თქვენდა თანამდებობა განმგებლობისა საეკლესიო ყმათა და ქონებათა და მმართველობა შუამთის მონასტრისა, ხოლო შემდგომად სიკვდილისა წინა მოადგილისა ჩემისა ყოვლადსამღვდელო ეპისკოპოს ნიკიფორესი, ბრძანებითა მისვე კანტორისა 4 დეკემბერს 1851 წლისა, დროებითი განმგებლობა ამავე მონასტრისა იყო კვალადცა მინდობილ თქვენდა. მიხედვისამებრ მათ უქაზითა და რადგანაც მე თანამდებობა-თა გამო ქორეპისკოპოსისა მაქვს ცხოვრება ქალაქსა ტფილისსა და არა მონასტერსა, ამისთვის ნებართვითა მისის მაღალყოვლადუსამღვდელოესობის ისიდორე მიტროპოლიტისა, საქართველოს ეგზარქოსისა და კავალერისა, წარმოგიწერ თქვენ, რომელ თქვენ ერთად კაზნაჩეის მისვე მონასტრისა იერომონახისა სერაპიონისა გაქვნდესთ უხუცესობითი მხედველობა შუამთის მონასტრისა და მყოფთა მას შინა ძმათა ზედა და მართევდით მუნ ყოველთა საჭიროთა გარემოებათა შინა, დაკითხვითა ჩემითა შემთხვევათა შინა საქმეთა და წარმომიდგენდეთ ვადის ანგარიშთა და უწყებათა ცნობათა, რომელნიცა საჭირო არიან წარ- დგენად მთავრობისადმი, გაქვნდესთ მხედველობა წესიერსა ქცევასა ზედა ძმათა თანახმად მათგან მოცემულისა შეკრებულობის წერილისა და ყოველთა წარმოწერილობათა ჩემთა აღასრულებდეთ ძალისაებრ მათისა თქვენ და ესე ყოველი გამოუცხადეთ ძმათა ხელის მოწერითა“. 1854 წლის 11 ივნისს მამა მაკარი სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1854 წლის 9 დეკემბერს შუამთის მონასტრის ხაზინადრად დაადგინეს. 1855 წლის 6 მაისიდან აწყურის „თეთრი“ გიორგის ტაძრის შემოსავლისა და ქონების გამგებლობაც მიენდო. 1857 წლის 12 აპრილს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა და არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1858 წლის 24 მაისს დროებით, ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერიც მას ჩააბარეს. ამავე წლის 3 ივნისს საინგილოს ეკლესიების მთავარხუ-ცესად დაინიშნა. 1858 წელს 30 ოქტომბერს ინგილოების ქრისტიანობაზე მოქცევისათვის უწმინდესმა სინოდმა ლოცვა-კურთხევა, ხოლო ალავერდის ტაძრის შემოსავლის შეკრებისათვის საქართველოს ეგზარქოსმა მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1859 წლის 30 იანვარს დამტკიცდა ხირსის მონასტრის წინამძღვრად, ბოდბის მონასტრის წინამძღვ- რობის შენარჩუნებით. 1853-56 წლების ყირიმის ომის დროს სამახსოვრო ბრინჯაოს ჯვრით დაჯილდოვდა. 1862 წლის 29 მაისს ბოდბის წმინდა ნინოს მონასტრის სამრეკლოს ამშენებელი კომიტეტის თავჯდომარედ დაინიშნა. ამავე წლის 20 აგვისტოს დაევალა სიღნაღში ახალი ტაძრის აშენება. 1863 წლის 13 აპრილს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ამავე წლის 30 მაისს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების წევრად აირჩიეს.

6-1 საპატრიარქოს უწყებანი N6 21-27 თებერვალი 2008წ გვ.20

არქიმანდრიტი მაკარი (მატათაშვილი) (1818-1892)(დასასრული)

 

 1864 წლის 19 აგვისტოს გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1865 წლის 20 აპრილს გათავისუფლდა ბოდბის მონასტრის წი- ნამძღვრობიდანაც. 1865 წლის 29 ნოემბერს თბილისის სასულიერო სემინარიის მმართველობისაგან გამოეცხადა მადლობა ეკლესიის მსახურთათვის ქართული საეკლესიო გალობის საფუძვლიანად შესწავლისათვის. 1868 წლის 29 ოქტომბრიდან საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრია. 1869 წლის 20 აპრილს წმინდა ანას II ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1870 წლის 9 დეკემბერს ნათლისმცემლის მონასტრის შეკეთებისათვის და იქაურობის გამშვენება-გალამაზებისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1872 წლის 16 აპრილს საიმპერატორო გვირგვინით შემკული წმინდა ანას I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1879 წლის 20 ნოემბერს გათავისუფლდა ძველი ქართული გალობის შემსწავლელი კომიტეტის წევრობისაგან. 1882 წლის 27 მარტს წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ამავე წლის 23 ივლისს წითელი ჯვრის საზოგადოების მედლით დაჯილდოვდა. 1887 წლის 5 აპრილს იმპერატორის კაბინეტიდან გაცემული გამშვენებული ჯვარი ეწყალობა. არქიმანდრიტი მაკარი 1892 წლის 7 ივნისს გარდაიცვალა. იგი დასაფლავებუ-ლია თბილისის ფერიცვალების სახელობის დედათა მონასტრის ეზოში.


ფრიად კეთილისა ყოფაქცევისა, მორჩილი თვისისა წინამძღვრისა არქიმანდრიტი მაკარი (მატათაშვილი) 1824- 1892 
| ნაწილი
XIX საუკუნეში საქართველოს ეკლესიის წიაღში არაერთი გამოჩენილი და ღვაწლმოსილი პიროვნება მოღვაწეობდა, რომელთა ღვაწლი და საქმიანობა დღესაც არ არის ჯეროვნად შესწავლილი და დაფასებული. ამ თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლდათ ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, მქადაგებელი, მგალობელი და ძველი ბერმონაზვნური ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი, არქიმანდრიტი მაკარი, ერისკაცობაში მიხეილ დიონისეს ძე მატათაშვილი. არქიმანდრიტი მაკარი 1824 წელს (საფლავზე მის დაბადების თარილად 1818 წელი წერია) კახეთში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. მამა -– მღვდელი დიონისე მატათაშვილი 1795 წელს თავადაც მღვდლის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში მღვდელ-მონაზონ ნექტარიოსთან (სოლოღაშვილი) ისწავლა. 1817 წელს ბოდბელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მაყაშვილი) დიაკვნად აკურთხა. 1825 წელს მეუფე იოანემ მღვდლად დაასხა ხელი და ჭერემის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. მამა დიონისემ რამდენიმე ათეული წელი პატიოსნად და თავდადებით იმსახურა ქრისტეს ეკლესიაში და მშვიდობით განისვენა. მამაპაპისეული გზა გააგრძელა პატარა მიხეილმაც, რომელმაც თბილისის სასულიერო სემინარია-
25-1 საპატრიარქოს უწყებანი N25 26ივლისი-3ივლისი 2014წ გვ.18
ფრიად კეთილისა ყოფაქცევისა, მორჩილი თვისისა წინამძღვრისა არქიმანდრიტი მაკარი (მატათაშვილი) 1824- 1892 (გაგრძელება)
ში საშუალო განყოფილება დაამთავრა. 1845 წლის 8 მარტს ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1847 წლის 19 ოქტომბერს დიაკვნად აკურთხეს. 1848 წელს მამა მიხეილს გარდაეცვალა მეუღლე. თავისი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით იგი მონასტერში მკვიდრდება. 1849 წლის 5 მაისს იგი შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერში ბერ-დიაკვნის შტატში დაინიშნა. უმოკლეს ხანში მამა მიხეილმა კეთილი ყოფაქცევითა და პატიოსნებით, მონასტრის საძმოს პატივისცემა დაიმსახურა. 1850 წლის 30 იანვარს მან თხოვნით მიმართა მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ქრისტეფორეს (ჩოლოყაშვილი): „მსურს რა მიწევნად სარბიელისა მის მონაზონებისასა და მსახურებად წმიდისა ტრაპეზისა უფლისა ჩემისა იესო ქრისტესსა, ვიდრე უკანასკნელის აღმოფშვნამდმე, ამისათვის ყოვლად მორჩილად ვთხოვ მაღალ ღირსებასა თქვენსა, კეთილ ინებოთ და წარდგენილ ვიქნე სადაცა ჯერ არს აღკვეცისათვის ჩემისა მონაზონად, რომელსა ზედაცა მაქვს სრული სასოება, რომელ მაღალ ღირსება თქვენი სურვილსა ამას ჩემსა მისცემს კმაყოფილებასა“. 1850 წლის 2 მარტს, თავის მხრივ, არქიმანდრიტმა ქრისტეფორემ საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორის წინაშე დიაკვან მიხეილს ასეთი სიტყვებით უშუამდგომლა: „ფრიად კეთილისა ყოფაქცევისა არს, მორჩილი თვისისა წინამძღვრისა, ასევე მონასტრის საძმოში სარგებლობს კარგი, თბილი დამოკიდებულებით“. 1850 წლის 20 აპრილს არქიმანდრიტმა ქრისტეფორემ დიაკვანი მიხეილი ბერად აღკვეცა და სახელად მაკარი უწოდა. ამავე წლის 27 მაისს გორის ეპისკოპოსმა ნიკიფორემ (ჯორჯაძე) მღვდლად დაასხა ხელი. 1850 წლის 2 დეკემბერს მეუფე ნიკიფორეს წარდგინებით მღვდელ-მონაზონი მაკარი თელავის მაზრისა და თუშ-ფშავ-ხევსურეთის ოლქის საეკლესიო მამულების მმართველად და ალავერდის მონასტრის გამგებლად დაინიშნა. 1851 წლის 25 ოქტომბერს გულმოდგინე მოღვაწეობისა და ალავერდის ტაძრის საეკლესიო შემოსავლის გაზრდისათვის ფულადი ჯილდო მიიღო. ამავე წლის 5 დეკემბერს დროებით დაევალა შუამთის მონასტრის წინამძღვრობა და მონასტრის დამხმარე შენობების გარემონტების საზედამხედველო კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1852 წლის 20 იანვარს საგვერდულით დაჯილდოვდა. ამავე წლის 12 მარტიდან ალავერდის საკათედრო ტაძრის სიძველეთა აღმდგენელი კომიტეტის წევრია. 1853 წლის 6 ივნისს გორის ეპისკოპოსი და შუამთის მონასტრის წინამძღვარი, ეპისკოპოსი იოანე (ავალიანი) წერილს სწერს მამა მაკარს: „საქართველო-იმერეთის კანტორის ბრძანებით, 2 დეკემბერს 1850 წლისა, შემდგომად სიკვდილისა არქიმანდრიტ ქრისტეფორე ჩოლოყაშვილისა, მინდობილი იყო თქვენდა თანამდებობა განმგებლობისა საეკლესიო ყმათა და ქონებათა და მმართველობა შუამთის მონასტრისა, ხოლო შემდგომად სიკვდილისა წინა მოადგილისა ჩემისა, ყოვლადსამღვდელო ეპისკოპოს ნიკიფორესი, ბრძანებითა მისვე კანტორისა 4 დეკემბერს 1851 წლისა, დროებითი განმგებლობა ამავე მონასტრისა იყო კვალადცა მინდობილ თქვენდა. მიხედვისამებრ მათ უქაზითა და რადგანაც მე თანამდებობათა გამო ქორეპისკოპოსისა მაქვს ცხოვრება ქალაქსა ტფილისსა და არა მონასტერსა, ამისთვის ნებართვითა მისის მაღალყოვლადუსამღვდელოესობის ისიდორე მიტროპოლიტისა, საქართველოს ეგზარქოსისა და კავალერისა, წარმოგიწერ თქვენ, რომელ თქვენ ერთად კაზნაჩეის (ხაზინადარი) მისვე მონასტრისა იერომონახისა სერაპიონისა გაქვნდესთ უხუცესობითი მხედველობა შუამთის მონასტრისა და მყოფთა მას შინა ძმათა ზედა და მართევდით მუნ ყოველთა საჭიროთა გარემოებათა შინა, დაკითხვითა ჩემითა შემთხვევათა შინა საქმეთა და წარმომიდგენდეთ ვადის ანგარიშთა და უწყებათა ცნობათა, რომელნიცა საჭირო არიან წარდგენად მთავრობისადმი, გაქვნდესთ მხედველობა წესიერსა ქცევასა ზედა ძმათა თანახმად მათგან მოცემულისა შეკრებულობის წერილისა და ყოველთა წარმოწერილობათა ჩემთა აღასრულებდეთ ძალისაებრ მათისა თქვენ და ესე ყოველი გამოუცხადეთ ძმათა ხელის მოწერითა“. 1854 წლის 11 ივნისს მლვდელმონაზონი მაკარი სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1854 წლის 9 დეკემბერს შუამთის მონასტრის ხაზინადრად დაინიშნა. 1855 წლის 6 მაისიდან აწყურის თეთრი გიორგის ტაძრის შემოსავლისა და ქო-

25-2 საპატრიარქოს უწყებანი N25 26ივლისი-3ივლისი 2014წ გვ.19
ფრიად კეთილისა ყოფაქცევისა, მორჩილი თვისისა წინამძღვრისა არქიმანდრიტი მაკარი (მატათაშვილი) 1824- 1892 (გაგრძელება)
ნების გამგებლობაც ჩააბარეს. “ 1857 წლის 12 აპრილს მლვდელმონაზონი მაკარი ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა და არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1858 წლის 24 მაისს დროებით ხირსის წმინდა სტეფანეს სახელობის ში მონასტერიც მას ჩააბარეს. ამავე წლის 3 ივნისს საინგილოს ეკლესიების მთავარხუცესად დაინიშნა. 1858 წლის 30 ოქტომბერს   ინგილოების ქრისტიანობაზე მოქცევისათვის უწმინდესმა სინოდმა მადლობის სიგელი უბოძა, ხოლო ალავერდის ტაძრის შემოსავლის შეკრებისათვის საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1859 წლის 30 აპრილს დამტკიცდა ხირსის “ მონასტრის წინამძლვრად, ბოდბის მონასტრის წინამძლვრობის შენარჩუნებით. 1860 წელს მამა მაკარი ყირიმის ომის დროს მოჭრილი სამახსოვრო ბრინჯაოს ჯვრით დაჯილდოვდა. 1862 წლის 29 მაისს ბოდბის წმინდა ნინოს მონასტრის ახალი სამრეკლოს აშენებისა და იქ არსებული ძველი შენობების განმაახლებელი კომიტეტის თავჯდომარედ დაინიშნა. ამავე წლის 20 აგვისტოს გადაწყდა სიღნაღში ახალი ტაძრის აშენება, რომლის ხელმძღვანელობაც მამა მაკარს მიანდეს. დიდი წვლილი მიუძღვის არქიმანდრიტ მაკარის ბოდბის მონასტრის აღდგენა-გამშვენების საქმეში. იგი დიდ ყურადღებას უთმობდა მონასტრის სიძველეებსა და მივიწყებული ძველი ქართული გალობის კვლავ აღორძინებას. ამის დასტურია წმ. დიმიტრი ყიფიანის მადლობის წერილი, რომელსაც 1863 წლის 23 მაისს სწერს არქიმანდრიტ მაკარის: „წმ. ნინა ქართველთ განმანათლებლის საფლავის თაყუანისცემა ამ თხუთმეტ საუკუნეში მარად სანატრელი არის ყოველის ქართველისათვის. თორმეტი წლის წინეთ პირველად მე ვეღირსე მუხლის მოდრეკასა სანატრელის საფლავის წინაშე, გულიცა ჩემი მოდრეკილ იქმნა მწუხარებისაგან, რომ სიძუელე მეტად ეტყობოდათ ტაძარსაცა და სხუა შენობათაცა. ამ მაისის დ-ს (4 მაისი -- გ. მ.) მეორედ შემხუდა მუნ ყოფნა და გული ჩემი დატკბა, რა ვიხილე განახლება ყოვლისა ძვირად დასაფასებლითა ღუაწლითა თქუენითა, სული ჩემი დასტკბა, რა ვისმინე გალობა ჩუენი ძუელებური თქუენის ზრუნვითა და მეცადინეობით განახლებული და საამოდ შეთანხმებული. მსურს სიტყვიერად თუ ნივთიერად გამოთქმა გულითადის მადლობისა ჩემისა თქუენ წინაშე, მაგრამ მადლობა ქუეყნიერი რა საჭიროა თქუენთვის. სულგრძელობით მიიღეთ, მამაო, ეკლესიისათვის მცირედი ესე შესაწევარი და ამასთან მორთმეული ხუთი თუმანი მოახმარეთ მართლმადიდებელთათვის დასამადლებელთა საქმეთა თქუენთა. მომინდვია თავი ჩემი წმიდა ლოცუა-კურთხევისა თქუენისათვის და ვჰგიე ქართული გალობის აღდგენის „ საქმეში მამა მაკარის გვერდში ედგა დეკანოზი გრიგოლ კარბელაშვილი, რომელიც 1862 წლის 30 დეკემბერს, მისივე მოწვევით, ბოდბის მონასტერში გალობის სასწავლებლად ჩავიდა. ამასთან დაკავშირებით არქიმანდრიტი მაკარი ვინმე დიმიტრი იოსების ძეს წერს: „ვიცი, გიამება ქართული გალობის აღდგინება და მისთვის ვისწრაფი მოგწერო რამდენიმე სიტყვა აღდგინებისათვის ქართულისა ძუელისა გალობისა, რომელიცა არს დაცემულ სრულიად... აღმოჩნდა მცოდნე ქართულისა გალობისა აღზრდილი ყოვლადსამღვდელო განსვენებულის სტეფანე რუსთველისა სვიტსა შინა და მასთანა ყოფილი მგალობლად მღვდელი გორის უეზდისა სოფლის ჭალისა გრიგოლ კარბელოვი; დიმიტრი! წმიდის ნინას სობოროში ამბობენ სამხოროდ გალობასა. ამ მოკლეს დროში დაისწავლეს წირვის გალობა და რამოდენიმე სხვა სათქმელები. თუ მოხვალ და მოისმენ აქ ლოცვასა, ანუ წირვასა, მოგაგონდება ის დროს და სიამოვნება, რომელიცა გინახავს როდესაც შენ სწავლობდი სვიტსა შინა განსვენებულის იოანე მიტროპოლიტის ბოდბელისასა, და აღივსები ყოვლითა სიამოვნებითა და სიხარულითა“. 1863 წლის 13 აპრილს ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის არქიმანდრიტი მაკარი წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა, 1863 წლის 30 მაისს იგი კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების წევრად აირჩიეს. 1864 წლის 19 აგვისტოს გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1865 წლის 20 აპრილს გათავისუფლდა ბოდბის მონასტრის წინამძლვრობიდან. 1865 წლის 29 ნოემბერს თბილისის სასულიერო სემინარიის მმართველობამ ტაძრის მსახურთათვის ქართული საეკლესიო გალობის საფუძვლიანად შესწავლისათვის მადლობა გადაუხადა. 1868 წლის 29 ოქტომბრიდან საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრია. 1869 წლის 9 თებერვლიდან მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის განმაახლებელი კომიტეტის წევრია. 1869 წლის 20 აპრილს წმინდა ანას II ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1870 წლის 9 დეკემბერს ნათლისმცემლის მონასტრის შეკეთებისა და იქაურობის გამშვენება-გალამაზებისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა.

25-3  საპატრიარქოს უწყებანი N25 26ივლისი-3ივლისი 2014წ გვ.20
ფრიად კეთილისა ყოფაქცევისა, მორჩილი თვისისა წინამძღვრისა არქიმანდრიტი მაკარი (მატათაშვილი) 1824- 1892 (დასასრული)
1871 წელს არქიმანდრიტ მაკარს უჩივლა მღვდლის შვილმა, იოანე ბერძენიშვილმა, რომელიც იმ პერიოდში ნათლისმცემლის მონასტერში საბერო მორჩილებას გადიოდა. იგი წინამძღვარს ბრალად სდებდა მონასტრიდან სხვადასხვა ოქროსა და ვერცხლის ნივთების, ძველი საეკლესიო წიგნებისა და მიტრიდან ძვირფასი თვლების ამოძრობასა და გატანას თბილისში, ვითომდა დროებით დის ნინო მატათაშვილის სახლში შესანახად. სინოდალურმა კანტორამ ამ საქმის გამოძიება გორის ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე), დავით გარეჯის ლავრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ სოფრონს (აბელიშვილი) და სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზ იოანე ბასხარაშვილს მიანდო. მონასტრის სამკაულისა და ნივთების გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ გარდა ანტონ კათალიკოსის ღვთისმეტყველების წიგნისა, რომელიც ვიღაცას წაელო და ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც მამა მაკარის თქმით, თავად მორჩილმა იოანემ მიითვისა, ყველა ნივთი უკლებლივ ადგილზე იმყოფებოდა. გამოძიების დროს მორჩილმა იოანემ არ აღიარა თავისი დანაშაული და ყველაფერი კომისიის წევრებს დააბრალა, ვითომდა, მათ რიგიანად არ შეამოწმეს მონასტრის ნივთების სია. ამის შემდეგ სასამართლოზე მეუფე ალექსანდრემ განაცხადა, რომ ის და არქიმანდრიტი სოფრონი ჰკითხულობდნენ სიას, ხოლო დეკანოზი იოანე კი ნივთებს სინჯავდა. მე მაინცდამაინც ბეჯითად არ დამითვალიერებია ყველა ნივთი ბრძანა მეუფემ, -- რადგან დრო არა მქონდაო და თანაც კანტორის ბრძანებაში არც ეწერა, რომ ყველა მიტრებზე დაგვეთვალა თვლებიო. საბოლოოდ, თბილისის ოლქის სასამართლომ მორჩილი იოანე დამნაშავედ სცნო და (ცილისწამების გამო ოთხი თვით ციხეში ჩასმა მიუსაჯა. 1872 წლის 16 აპრილს არქიმანდრიტი მაკარი საიმპერატორო გვირგვინითა და ძვირფასი თვლებით შემკული წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1878 წელს არქიმანდრიტ მაკარის მოწვევით ქ. თბილისში ჩამოვიდნენ გურული მგალობლები, რომელთაც უნდა შეედგინათ ქართული ნოტები საეკლესიო გალობისა. ამასთან დაკავშირებით, არქიმანდრიტი მაკარი გაზეთ „დროების“ ფურცლებზე წერდა: „გურიიდან მოწვეულმა ქართული საეკლესიო გალობის მასწავლებელმა, თავადმა მელქისედეკ ნაკაშიძემ და მისთა თანაშემწემ ნ. კონტრიძემ და ი. ხაფთასმა იწყეს სწავლება გალობისა ამა თვის 24-დგან; ამისთვის ვაცხადებთ იარონ მსურველთ გალობის გაკვეთილებზედ ანჩისხატის სობოროსთან სინოდის კანტორის სახლებში, საღამოს ხუთი საათიდგან რვამდე. მასწავლებელნი მოვალენი არიან, ასწავლონ სასულიერო წოდების პირთ უფასოდ, რომლისათვის იღებენ დანიშნულს ჯამაგირს, ხოლო გარეშე პირნი (საერონი) შეურიგდებიან ფასით, ვიდრე სხვა განკარგულებამდე“.

25 საპატრიარქოს უწყებანი N25 26ივნისი-3ივლისი 2014წ გვ.19
არქიმანდრიტი მაკარი (მატათაშვილი) 1824-1892 (გაგრძელება)
დასაწყისი იხ: საპატრიარქოს უწყებანი N26 4-10ივლისი 2014წ გვ.17
როში წინამძღვრობის დროს ებარა მრავალნი ღარიბ-ღატაკნი, ახლად მისგანვე მონათლულნი, რომელთაც უსასყიდლოდ ასწავლიდა წერა-კითხვასა, მედავითნეობასა და სხვ.“ მაგ: მის ხელმძღვანელობით მიიღო განათლება აწ განსვენებულმა მღვდელმა ალექსანდრე ივანიცკიმ, რომლის ბიოგრაფია უკვე იყო „ივერიაში“ აღბეჭდილი და „ივერიიდგან“ მრავალ სხვა რუსულ გაზეთებში გადათარგმნილი და გადაღებული. ამ წარსულს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვიდრე დღევანდლამდე მაკარს ყოველ წლივ თავის სახლში ჰყოლია რამდენიმე ღარიბ-ღატაკნი, რომელთათვის თითქმის თავის ხარჯზე, უსასყიდლოდ უსწავლებია წიგნი და საეკლესიო სამსახურისათვის მოუმზადებია. მის მიერ აღზრდილთაგან მრავალნი ჰღირსებიან მღვდლობას, მთავრობას (იგულისხმება -- მთავარდიაკვნობა -– გ. მ.), დიაკვნობას, ან შესულან სხვაგვარ სამსახურში. გარდა ამგვარ პედაგოგიურ მოღვაწეობისა, მამა მაკარს შესამჩნევი ღვაწლი მიუძღვის გამაჰმადიანებულ ინგილოების მოქცევაში მართლმადიდებელ ეკლესიისადმი. არხიმანდრიტი მაკარი, წმ. ნინოს მონასტრის წინამძღვრობის დროს, ითვლებოდა აგრეთვე საინგილოს ბლაღოჩინადაც. ამ დროს მან ქადაგებითა და მამა-შვილურის რჩევა-მოქმედებით მოიმოწაფა მრავალნი ინგილონი და განათლა იგინი ნათლითა ჭეშმარიტითა. ეს შემთხვევა მთავრობის უყურადღებოდ არ დარჩა. უწმინდესმა სინოდმა გამოუცხადა მაკარის მადლობა ინგილოების მოქცევისათვის. საზოგადოდ მაკარი ერთგული და მუყაითი შრომისათვის ყანასა ზედა ქრისტესა ამაღლებულ იქმნა იმ ხარისხამდე, რა ხარისხსაც ეხლა ღირსეულად ატარებს. ყველგან მიღებულია ამგვარ მოღვაწეთა პატივისცემა და ჩვენშიაც მით უფრო საჭიროა დაფასება ამგვარ კაცების მოღვაწეობისა, რომ ჩვენ სამშობლოში ამისთანანი ცოტანი არიან. პატივისცემა ერთისა წაახალისებს სხვა მომქმედთა საზოგადო, საქვეყნო სარბიელზედ. დასასრულ, არ შეგვიძლიან არ აღვნიშნოთ კიდევ ერთი შესამჩნევი ნიჭი მაკარისა, ნიჭი ქადაგებისა და მჭერმეტყველებისა. თვისი ნიჭი მან დაგვიმტკიცა თავის ორიოდ-სამიოდე სიტყვითა, რომელიც წარმოსთქვა წმ. ნინოს დღეობას ტფილისის სიონის სობოროში. იმისი მშვენიერი სიტყვები დღესაც გულზედ აჭვდევია ყველა გონიერ და სამშობლო ქვეყნის მოყვარე ქართველს. იციცხლე, მამავო მაკარი, მრავალჟამიერ და შენ მიერ დაკვალული გზა იყოს შარა გზად სხვა მოასპარეზეთათვის! 1889 წელს არქიმანდრიტ მაკარის მეცადინეობითა და ღვაწლით კიდევ ერთი კარგ საქმეს ჩაეყარა საფუძველი. მისი ინიციატივით დაიწყო ხაშმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის უძველესი ტაძრის რესტავრაცია, ხოლო ეკლესიასთან გაიხსნა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, სადაც უამრავმა მოზარდმა მიიღო სწავლა-განათლება. მან გაზეთ „ივერიის“ ფურცლების საშუალებით ქართველ საზოგადოებას, გამოეჩინა ყუთხოვნით მიმართვა რადღება და გულისხმიერება და არ დაეშურა ხარჯები ხაშმის საკათედრო ტაძრის აღსადგენად. აი, რას წერდა იგი: „დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ბრწყინვალე დროის შემდეგ მრავალი შენობა შემუსრვილ და დანგრეულ იქმნა ულმობელის მტრის ხელით და ისეა დაძველებული და შერყეული, რომ თუ არ მივეშველეთ და არ განვაახლეთ, სრულებით აღმოფხვრილ იქნება საძირკვლამდე. ერთი ამისთანა შენობათაგანი არის სამების ტაძარი სოფ. ხაშმის ახლო. ეს განთქმული საეპისკოპოსო ტაძარი, ჩვენდა სათაკილოდ, პირუტყვთა და მეძროხეთ სადგომად იყო გარდაქმნილი. ეგზარქოსმა პალადიმ მე მომანდო მისი განახლება და განშვენება. ამ საყურადღებო მონდობილობის აღსრულებას კიდეც შევუდექი, მაგრამ ამისთანა დიდებულის ტაძრის შესაფერად განახლებას ვერ შესძლებს მარტო სასულიერო უწყება, თუ მთელმა კეთილმორწმუნე ერმა არ აღმოუჩინა თავისი თანაგრძნობა და დახმარება. ჩვენი საზოგადოება ნათლად ხედავს და ჰგრძნობს მნიშვნელობას დანგრეულ და გაუქმებულ ტაძრების განახლებისას და აღდგენისას, და მოიმედენი ვართ, რომ ამჟამად თავის ყურადღებას არ მოაკლებს დიდებულის სამების ტაძრის განახლებასაც“. არქიმანდრიტი მაკარი 1892 წლის 7 ივნისს გარდაიცვალა. ამასთან დაკავშირებით გაზეთი „ივერია“ წერდა: „გუშინწინ გარდაიცვალა არქიმანდრიტი მაკარი, წინამძღვარი წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრისა. განსვენებული ღრმად მოხუცებული იყო. განსვენებულს ბევრს კეთილს საქმეში მიუღია მონაწილეობა. სხვათა შორის განაახლა რამდენიმე ტაძარი, საქართველოს ძველი დროის ნაშთი და ზრუნავდა საეკლესიო გალობის ქართლი-კახურის კილოს აღდგენისა და ნოტებზე გადაღები-


26 საპატრიარქოს უწყებანი N26 4-10ივლისი 2014წ გვ.17
„ვიგრძნე რა ესრეთი დაკარგვა ძვირფასის ქართულის გალობისა...“ არქიმანდრიტი მაკარი (მატათაშვილი) 1824-1892 
II ნაწილი
1878 წელს არქიმანდრიტი მაკარი გაზეთ „დროების“ ფურცლებზე აქვეყნებს საკმაოდ საინტერესო და ვრცელ მოწოდებას, სადაც მოკლედ მიმოიხილავს ძველი ქართული გალობის ისტორიას და მის წარსულს, მის მნიშვნელობას და საჭიროებას ეკლესიისთვის და მოუწოდებს ქართველ სამღვდელოებასა და ინტელიგენციას შეაგროვონ შემოწირულება ქართული გალობის აღსადგენად. მოწოდებაში იგი წერდა: „ყოველთა ვუწყით, რომელ კარგი განწყობილი ეკლესიური გალობა, დროსა ღვთის მსახურებისა, აღძრავს გულთა შინა ჩვენთა უმაღლესსა გრძნობასა და ლმობიერე ბასა, და აღიტაცებს გონებასა ჩვენსა უზენაესისადმი, სადაცა მას დაუცხრომელითა ხმითა უგალობენ გუნდნი ზეცისა ძალთანი და სადაც არს საუკუნო სამკვიდრებელი ჩვენი. რასაკვირველია, სულთა განმამტკიცებელი ესე გალობა დაწესდა ძველადვე ეკლესიასაცა შინა ჩვენსა. გარნა იმა დროთა განმავლობათ შინა, სხვათა და სხვათა გარემოებათა გამო, დაცემულ იქმნა, და თითქმის დაკარგული შემდგომ სიკვდილისა ჩვენთა მგალობელთა: დიდისა გერონტისი, პატარა გერონტისა, არხიმანდრიტთა: სოფრონ (ერისთავისა), თეოდოსე (ხელაშვილისა), თავად
26-1  საპატრიარქოს უწყებანი N26 4-10ივლისი 2014წ გვ.18
„ვიგრძნე რა ესრეთი დაკარგვა ძვირფასის ქართულის გალობისა...“ არქიმანდრიტი მაკარი (მატათაშვილი) 1824-1892 (გაგრძელება)
ნიკოლოზ ციციშვილისა, გიორგი თაზიშვილისა, პეტრე კარბელოვისა, დიდისა საბასი და საბა ჟღენტისა, მღვდელთ: სიმონ და ზოტიკე ინაშვილთა, (ესე ოთხნი პირნი იყვნენ ხორასა შინა ბოდბის მიტროპოლიტის იოანესსა), და სხვათა. მცირედი ნაბერწკალი გალობის ცოდნის დაშთა შვილსა ერთისა ზემო აღნიშნულთა მგალობელთაგანისა, სახელდობრ: პეტრე კარბელოვისა მღვდელს გრიგოლ კარბელოვს.  ვიგრძნე რა ესრეთი დაკარგვა ძვირფასის ქართულის გალობისა, დროსა წინამძღვრობისა ჩემისა ხირსის მონასტერისა და ბოდბის წმინდის ნინოს სობორისა 1862 წელსა, მოვიწვიე სიღნაღის უეზდის ბლაღოჩინები: დეკანოზი იოელ ნაცვალოვი, მღვდელი იოელ ხატიევი და გრიგოლ ღამ- ბაროვი და მათთან მოვილაპარაკე ამ საგანზედ, რომელთაც გამოაცხადეს მხურვალე გულსმოდგინეობა აღსადგენელად, რაოდენათაც შესაძლებელ იქნებოდა ქართულის გალობისა. ესრეთ, ბოდბის წმინდის ნინოს სობოროში დაიწყო სწავლება გალობისა მღვდელმა გრიგოლ კარბელოვმა, რომელთანაც ყველა საბლაღოჩინოდან მოვიდნენ რიგრიგობით პრიჩეტნიკები (მედავითნეები) და სწავლობდნენ გალობასა ორის წლის განმავლობაში. შემდეგ მღვდელი კარბელოვი გარდაყვანილ იქნა ტფილისში სემინარიაში გალობის მასწავლებლად, სადაცა მან დაჰყო, ორს წლამდე. აქაცა ზოგიერთმა ისწავლეს გალობა, გარნა როგორც ვხედავთ ეხლა, გალობა ესე დროიდგან დრომდე კვალად იკარგება და ყოველი ხარჯი და შრომა ამაოდ რჩება. ხოლო მიზეზი ამისა არის ის, რომ ჩვენს გალობას არა აქვს ნოტები. სწავლობენ გაგონებით და დროთა განმავლობაში, კვალად ივიწყებენ, ანუ შემდგომ სიკვდილისა მცოდნეთა პირთა იკარგება იგი. ესრეთმა გარემოებამ ჩვენ მოგვცა აზრი საფუძვლიანად აღგვედგინა ეკლესიური გალობა, რაიცა აღსრულდება მაშინ, ოდეს შევადგენთ ნოტებზედ გალობას. ესრეთი ჰაზრი დიდის თანხმობით მიიღო მისმა ყოვლადუსამღვდელოესმა გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ და მის სისრულეში მოსაყვანად თავის მხრით შესწირა 50 თუმანი ტფილისის სემინარიის გამგეობას. ამისთვის მივმართავთ ყოველთა ქართველთა, ეკლესიის სამღვდელოთა და საერო პირთა და ვსთხოვთ უმდაბლესად, რათა მოგვცენ ამ საგნის სისრულეში მოყვანისათვის. თვისნი შეწირულობანი წარმოგზავნონ ტფილისში ჩემს სახელზედ, ანუ „დროებისა“, გინა „ივერიის“ რედაქციებისა“. 1879 წლის 20 ნოემბერს არქიმანდრიტი მაკარი გათავისუფლდა ძველი ქართული გალობის შემსწავლელი კომიტეტის წევრობისაგან. წამოსვლისას მას მცირედი დაპირსპირება მოუვიდა ამავე კომიტეტის წევრ, მასწავლებელ მიხეილ მაჭავარიანთან, რომელთანაც პოლემიკა გამართა გაზეთ „დროების“ ფურცლებზე. 1882 წლის 27 მარტს მას წმინდა ვლადიმერისIII ხარისხის ორდენი უბოძეს. ამავე წლის 23 ივლისს წითელი ჯვრის საზოგადოების მედალი ებოძა. 1887 წლის 5 აპრილს იმპერატორის კაბინეტიდან გაცემული სამკერდე გამშვენებული ჯვარი ეწყალობა. 1887 წელს გაზეთი „ივერია“ თავის ფურცლებზე წერდა: „პატივცემულ არხიმანდრიტს მაკარის ორმოცი წელიწადი სამღვდელო წოდებაში უსრულდება 19 ღვინობისთვეს.


მარცხნიდან მელქისედეკ ნაკაშიძე და ვარლაამ სვიმონიშვილი, ზის მღვდელი ნესტორ კონტრიძე; 

მამა მაკარი (მიხეილ მატათაშვილი) ტფილისის სასულიერო სემინარიაში კურსის შესრულებისთანავე ეკურთხა ალავერდის სობოროს მთავრად 1847წ. 19 ღვინობისთვეს, მაგრამ მალე დაქვრივდა და ამის გამო აღიკვეცა მონაზონად 20 აპრილს 1850წ. აქედაგან იწყება მისი არაუმნიშვნელოვანო სამსახური ქვეყნისათვის. მაგ: სინოდის კანტორის მინდობილობით იგი მხურვალე მონაწილეობას იღებს შუამთის, ალავერდის, წმინდა ნინოსა და მცხეთის ტაძრების შეკეთებასა და განახლებაში; იმის შემწეობითა და მეცადინეობით შუამთის, ალავერდისა და სხვა მონასტრებს, საცა-კი იგი იყო დანიშნული წინამძღვრად, შემოსავალი მოემატათ, გაუორკეცდათ და ამისა გამო ძმათა მდგომარეობა გაუმჯობესდა და ამ ძმათა მიეცათ შეძლება უსასყიდლოდ სწავლება ყველასი, ვინც-კი ისურვებდა მათთან მისვლას და სწავლას. ამ მხრივ უფრო მეტი ღვაწლი მიუძღვის თვით მამა მაკარს, რომელსაც წმ. ნინოს სობო-
26-2  საპატრიარქოს უწყებანი N26 4-10ივლისი 2014წ გვ.20
„ვიგრძნე რა ესრეთი დაკარგვა ძვირფასის ქართულის გალობისა...“ არქიმანდრიტი მაკარი (მატათაშვილი) 1824-1892 (დასასრული)
სათვის. განსვენებული 32 წელიწადი წევრად იყო ტფილისის ქართლ-კახეთ-იმერეთის სასინოდო კანტორისა. მიცვალებულის გვამს დაასაფლავებენ ტფილისის დარიას მონასტერში“ (ახლანდელი ფერისცვალების დედათა მონასტერი -- გ. მ.). იგივე გაზეთი შემდეგ ნომერში წერდა: „ნათესავნი არქიმანდრიტის მაკარისა სთხოვენ მის ნათესავთა და ნაცნობთ, რათა მობრძანდნენ გარდაცვალებულის სასინოდო კანტორის წევრის არქიმანდრიტის მაკარის პანაშვიდზედ, რომელიც დღეს, 9 თიბათვეს, გარდახდილ იქნება ფერისცვალების (დარიის) მონასტერში. განსვენებულის გვამს გაასვენებენ დილის 9 საათზედ გარდაცვალებულის სადგურიდგან, სიონის ქუჩა, სახლი N5“. ცნობილი მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, სახალხო არტისტი და კრიტიკოსი ვალერიან ლევანის ძე გუნია 1893 წელს თავის გამოცემულ ჟურნალ „საქართველოს კალენდარში“ მამა მაკარის შესახებ წერდა: „არხიმანდრიტი მაკარი დიდი მოღვაწე იყო ქართულ მწიგნობრობისა, კარგი მკითხველი და მოქადაგე და ღარიბთა შემწევი. მაკარიმ თავის ხარჯით და სხვების დახმარებით განაახლა ძველი სამების ტაძარი. გარდაიცვალა 1892 წელს ქ. თბილისში“. არქიმანდრიტი მაკარი გახლდათ საუკეთესო მქადაგებელი. მისი ქადაგებების დიდი ნაწილი XIX საუკუნეში გამომავალ ქართულ ჟურნალ-გაზეთებში დაიბეჭდა. მისი ქალიშვილის ქმარი გახლდათ ცნობილი დეკანოზი ზაქარია სიმონის ძე ლუკაშვილი.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.09.2025
ბოლო რედაქტირება 05.12.2025
სულ რედაქტირებულია 6





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0