სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ხარიტონ თედორეს ძე შელია 1878-1939წწ მღვდელი დაბ. სოფ ოქუმი (გალი) დაკრძ. ოქუმი, ეკლესიის ეზოში ხარიტონ თედორეს ძე შელია 1878-1939წწ მღვდელი დაბ. სოფ ოქუმი (გალი) დაკრძ. ოქუმი, ეკლესიის ეზოში

1878-1939 წწ. გარდ. 61 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი შელია სია

გალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

62       ბეჭდვა

ხარიტონ თედორეს ძე შელია 1878-1939წწ მღვდელი დაბ. სოფ ოქუმი (გალი) დაკრძ. ოქუმი, ეკლესიის ეზოში

 ხარიტონ შელია დაიბადა 1878 წელს აფხაზეთის სოფელ ოქუმში გლეხის ოჯახში. დაამთავრა საქალაქო ექვსკლასიანი საერო სასწავლებელი. ჩააბარა გამოცდები და მიიღო პედაგოგის დიპლომი.


1898-1901 წლებში გუდავის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მუშაობდა.

1901 წელს ოქუმის ორკლასიანი კავაკსიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლაში გადაიყვანეს, სადაც 1908 წლამდე მოღვაწეობდა. თავადაც ამ საზოგადოების წევრი გახლდათ.

1908 წელს სოხუმის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (სპეროვსკი) დიაკვნად აკურთხა, ერთ კვირაში მღვდლად დაასხა ხელი და პირველი ოქუმის ღვთისმშობლის ხარების ტაძარში დანიშნა.

1908 წელს ოქუმის ორკლასიანი სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა.

1913 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1916 წლიდან ხარიტონ შელია "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სამურზაყანოს განყოფილების წევრი გახლდათ.

1917 წელს, როგორც სამურზაყანოს ოლქის დელეგატი, მონაწილეობდა საქართველოს სამოციქული მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე.

1929 წელს იგი მოქმედი მღვდელია, მაგრამ 1930 წლიდან უკვე აღარ იხსენიება მოქმედი სამღვდელოების რიგებში.

 ხარიტონ შელიას ჰყავდა მეუღლე ივლიტა და შვილები: იოანე, კონსტანტინე, ტერენტი, ვახტანგი და შოთა. 

მღვდელი ხარიტონი გარდაიცვალა 1939 წელს და დაკრძალულია აფხაზეთში, სოფელ ოქუმის ეკლესიის ეზოში საოჯახო აკლდამაში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების წევრი (1916-1917)

ბიბლიოგრაფია

გიორგი მაჩურიშვილი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.09.2025
ბოლო რედაქტირება 13.09.2025
სულ რედაქტირებულია 2




შელია

1 0

იოსებ (იესე) შელია დაბ. 1850 - 1916წწ მღვდელმონაზონი

2 0

მანუჩარ შელია გიორგის ძე 1900-92წწ საბჭოთა გენერალი შემდგ. მართლმ. ბერი დაბ. ზუგდიდი

1 0


ირაკლი ექვთიმეს ძე შელია 1929-93წწ გარდ. კელასური სოხუმი დაბ. კელასური სოხუმი

3 0

ნიკოლოზ შელია 1941-02/01/93წწ. გარდ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე დაბ. სოფ.კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი

3 0


შელია ლეილა 1953წ. მხატვარი. დაბ. სოხუმი, აფხაზეთი.

1 0