სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11760

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
არქიმანდრიტი ნიკოლოზი ზაქარიას ძე ნამორაძე 1872-1924წწ არქიმანდრიტი არქიმანდრიტი ნიკოლოზი ზაქარიას ძე ნამორაძე 1872-1924წწ არქიმანდრიტი
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ნამორაძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

16       ბეჭდვა

არქიმანდრიტი ნიკოლოზი ზაქარიას ძე ნამორაძე 1872-1924წწ არქიმანდრიტი

საპატრიარქოს უწყებანი N6 19-25თებერვალი 2009წ გვ.15

არქიმანდრიტი ნიკოლოზი (ნამორაძე) 1872-1924

არქიმანდრიტი ნიკოლოზი ერისკაცობაში ნიკოლოზ ზაქარიას ძე ნამორაძე 1872 წელს დუშეთის მაზრის ერთ-ერთ სოფელში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. 1885-89 წლებში თელავის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1889-95 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტია. 1895 წელს პეტერბურის სასულიერო აკადემიაში აგრძელებს სწავლას, რომელიც 1899 წელს ღვთისმეტყველების მაგისტრის კანდიდატის ხარისხით დაამთავრა, დაიცვა რა საკანდიდატო თემა: „საქართველოს საეკლესიო მმართველობა რუსეთთან შეერთებამდე.“ საქართველოში დაბრუნებული ნიკოლოზი, 1901 წლის 10 იანვარს თბილისის სასულიერო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა. 1902 წლის 1 მარტს საქართველოს ეგზარქოსმა ალექსი I-მა (ოპოცკი) ბერად აღკვეცა და სახელად ისევ ნიკოლოზი უწოდა. მეორე დღეს დიაკვნად აკურთხა, 4 მარტს კი — მღვდლად დაასხა ხელი. 1902 წლის 5 ივლისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1904 წლის სექტემბერერს  წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარად დაინიშნა და არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. აი, რას წერს გაზეთ „ივერიის“ 1904 წლის სექტემბრის ერთ-ერთ ნომერში ვინმე პიროვნება „ილია თეზბიტელი“-ს ფსევდონიმით: „ერთ დროს დიდებული გელათის მონასტერი მოუთმენლად მოელოდა მხნე წინამძღვარს, და აკი კიდეც მიეცა ასეთი წინამძღვარი ― რომელიც აღირჩიეს საქართველოს ეგზარქოსმა მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ალექსიმ და იმერეთის მღვდელმთავარმა ლეონიდემ. ეს წინამძღვარია მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზი. ერისკაცობაშიაც ნიკოლოზი ერქვა. მისი გვარია ნამორაძე. დღეს ოცდათორმეტი წლისაა. სწავლა დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით. მას უკან ქართული ენის მასწავლებლად და გამგეობის წევრად მსახურებდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში. აქ, თბილისშივე ითვლევბოდა საეკლესიო სიძველეთა საცავის წევრად და ერთ დროს ასწავლიდა ქართულ ენას და ანგარიშს ქართველ ქალთა ამხანაგობის სკოლაში. ნივთიერად ხელმოკლე მღვდელ-მონაზონი ქველმოქმედიცაა. მისი ხარჯით იზრდება ორი ღარიბი მოწაფე. მამა ნიკოლოზი ლექსების წერის ნიჭსაც არაა მოკლებული. ხასიათითმშვიდი, წყნარი და მშვიდობის მოყვარეა. ზედმიწევნით იცის ქართული საერო და სასულიერო მწერლობა. ქართულ ქადაგებათა წარმოთქმაც დიდად ეხერხება. ყოვლადსამღვდელო ლეონიდი მალე შემოსავს მას არქიმანდრიტის ხარისხით. მომავალი არქიმანდრიტი ნიკოლოზი, გელათის მონასტრის წინამძღვარი, მუყაითი, მარჯვე, მხნე, სასარგებლო მოღვაწეობის გულმხურვალე მოყვარულია. ეჭვს გარეშეა, რომ მტკიცე ენერგიის თავგამოდებას, ბევრი რამ შეუძლიან. ვინ არ იცის, რომ სულის ძალის ნაყოფია კაცობრიობის დღევანდელი წარმატება. იმედია, რომ მომავალი არქიმანდრიტი წრფელის გულით შეიყვარების დავით-თამარის სავანეს, სადაც ამ დიდებულ მეფეთა სული იქცევის და მადლი ისადგურებს. ეცდება აღაყვავოს იგი თვისის მღვდელმ-თავრის ლეონიდის ლოცვა-კურთხევით და დარიგე-..

6-1 საპატრიარქოს უწყებანი N6 19-25თებერვალი 2009წ გვ.16

არქიმანდრიტი ნიკოლოზი (ნამორაძე) 1872-1924(დასასრული)

.. ბით და აღუდგინოს ძველი, აწ დაკარგული სახელი და დიდება“. 1906 წლის 31 ივლისს მამა ნიკოლოზი ანტისაეკლესიო და მთავრობის საწინააღმდეგო მოქმედებისათვის, ასევე რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის, გაათავისუფლეს გელათის მონასტრის წინამძღვრობიდან, აუკრძალეს ღვთისმსახურება და მიუსაჯეს რუსეთში, ხარკოვის ეპარქიის სვიატოგორსკის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის უდაბნოში გადასახლება. არქიმანდრიტი ნიკოლოზი არ დაემორჩილა ამ ბრძანებას, გაიხადა ანაფორა და არალეგალურად ცხოვრობდა თბილისში. თავის ირჩენდა ლიტერატურული შრომით. შეეკედლა სოციალისტ-ფედერაციული გაზეთის რედაქციას. 1908 წლის 28 მაისს რევოლვერით მოკლა საქართველოს ეგზარქოსი ნიკონი (სოფისკი) და იძულებული გახდა სტამბულში გაქცეულიყო. მამა ნიკოლოზი სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა მონასტერში ცხოვრობდა. მისი იქ ყოფნის პერიოდში, ერთ საინტერესო ფაქტს ჰქონდა ადგილი. 1911 წელს ქართველებზე გაბოროტებულმა ათონის მთის ივერონის მონასტრის ბერძენმა ბერებმა საჩივარი შეიტანეს უმაღლეს მმართველ ორგანოში პროტატში: „ქართველები არ გვემორჩილებიან და გთხოვთ, მიიღოთ ზომები: ან დაგვიმორჩილეთ, ან განდევნეთო“. საჩივარი სტამბოლში სულთანის კა- რამდე ჩავიდა. ეს ამბავი იქ მყოფმა არქიმანდრიტმა ნიკოლოზმაც გაიგო. იგი სასწრაფოდ დაუკავშირდა სულთნის კართან დაახლოებულ მუსულმან ქართველებს, გვარად ირემაძეებს და მათი საშუალებით ათონზე გაიგზავნა მოთხოვნა, თავი დაენებებინათ ქართველი ბერებისათვის. მისმა მცდელობამ მცირე ხნით ქართველი ბერები ათონის მთიდან გამოდევ- ნისაგან იხსნა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, სადაც კვლავ აღუდგინეს მღვდელმსახურება და ხარისხი. არქიმანდრიტი ნიკოლოზი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის I, II და III საეკლესიო კრებებზე. აპირებდნენ მის მღვდელმთავრად კურთხევასაც, რასაც კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II არ დათანხმდა. 1917 წლის 13 ოქტომბრიდან იგი დროებით განაგებდა გელათის მონასტერს, 1918-23 წლებში კი მოწამეთას წმინდა დავით და კონსტანტინეს სახე-ლობის მონასტრის წინამძღვარია. 1923 წელს კომუნისტებმა მოწამეთას მონასტერი დაარბიეს. წინამძღვარი და ბერები ძალით გამოდევნეს იქიდან. არქიმანდრიტი ნიკოლოზი იქვე, ტყეში დასახლებულა სამოღვაწეოდ. უცნობია მისი აღსრულების თარიღი და გარემოებანი. 1924 წელს დაწერილ ერთ-ერთ საბუთზე მისი ხელმოწერაა, საიდანაც ცხადი ხდება, რომ იგი ამ დროს ჯერ კიდევ ცოცხალია. ზოგიერთი ძველი თაობის წარმომადგენელთა გადმოცემის თანახმად, იგი ტყეში გარეული ცხოველების მსხვერპლი გახდა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.09.2025
ბოლო რედაქტირება 15.09.2025
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0