სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11770

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
8000 ღვთიმსახური გვარების მიხედვით
ათანასია (აღათი) სალაყაია 1849-1903წწ თეკლათის დედათა მონასტრის იღუმენია - გვარის 0 ღვთისმსახური ათანასია (აღათი) სალაყაია 1849-1903წწ თეკლათის დედათა მონასტრის იღუმენია - გვარის 0 ღვთისმსახური

1849-1903 წწ. გარდ. 54 წლის

ბმულის კოპირება

8000 ღვთიმსახური გვარების მიხედვით

გვარი სალაყაია სია

სენაკი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

16       ბეჭდვა

ათანასია (აღათი) სალაყაია 1849-1903წწ თეკლათის დედათა მონასტრის იღუმენია - გვარის 0 ღვთისმსახური

საპატრიარქოს უწყებანი N16 21-28მაისი 2009წ გვ.18

იღუმენია ათანასია (სალაყაია) (1849-1903)



იღუმენია ათანასია — ერში, აღათი სალაყაია 1849 წელს, სამეგრელოში, აზნაურის ოჯახში დაიბადა. XIX საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში მონაზვნად შედგომის სურვილმა ახალგაზრდა აღათი იმჟამად ახლადდაარსებულ თეკლათის დედათა მონასტერში მიიყვანა. აქ მან საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი. მალე იგი წინამძღვარმა მორჩილის კაბითაც შემოსა. თავად თეკლათის დედათა მონასტრის დაარსების ისტორიას ჟურნალი „მწყემსი“ 1891 წლის მაისის ნომერში ასე მოგვითხრობს : „იმ ადგილას, სადაც ეს მონასტერია აშენებული, ძველ დროში საგაზაფხულო

16-2 საპატრიარქოს უწყებანი N16 21-28მაისი 2009წ გვ.19

იღუმენია ათანასია (სალაყაია) (1849-1903)(გაგრძელება)

 

სადგომები იყო ხობის მონასტრის განსვენებულ წინამძღვართა. მათ ჰქონდათ აქ პატარა სამლოცველო და საცხოვრებელი სახლი. სამლოცველო იყო ძალიან პატარა. ამ რამდენიმე წლის წინათ ამ ადგილას მარტო სამლოცველოღა დარჩა. 1865 წელს ზედა თეკლათის მთავარანგელოზთა ეკლესიის გალავანში დაბინავდა აწ უკვე განსვენებული სალომე თავ- დგირიძის ასული, რომელსაც თან ახლდა ერთი მონაზონი და ერთი მო-სამსახურე. სალომე თავდგირიძის ასულმა აქ ააშენა ქვითკირის შენობა, შეკრიბა მონაზვნები და იწყეს მოღ-ვაწეობა. მონაზვნები ღარიბულად სცხოვრობდნენ, რადგან მათ ნივთიერი დახმარება არავისგან არ ეძლეოდათ. ამ მდგომარეობაში იყვნენ ისინი, სანამ სამეგრელოს ეპარქია არ ეწერა დროებით იმერეთის ეპარქიას. შემდეგ სამეგრელოში მობრძანდა მისი ყოვლადუსამღვდელოესობა იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი. მისმა მეუფებამ დაათვალიერა როგორც პირველის, ისე ამ ახალი მონასტრის ადგილები, შეიტყო მონაზვნების ღარიბული მდგომარეობა. მისმა მეუფებამ ურჩია თავდგირიძის ასულს იმ ადგილს გადასვლა, სადაც აგებულია დღეს თეკლათის დედათა მონასტერი. მწყემსმთავარმა გაბრიელმა გაამხნევა მონაზვნები და აღუთქვა მათ შემწეობა. თავდგირიძის ასული, თანახმად ყოვლადსამღვდელო გაბრიელის ლოცვა-კურთხევისა, გადავიდა ნაჩვენებ ადგილზე, ამრავლა მონაზონთა რიცხვი, გაუკეთა მათ ბინა და შემდეგ შეუდგა შემზადებას მონასტრის ასაშენებლად. რამდენიმე წლის შემდეგ თავდგირიძის ასული გადაყვანილ იქნა მღვიმევის დედათა მონასტერში, სადაც გარდაიცვალა კიდეც. ამ დედათა მონასტერში თავდგირიძის ასულის მაგივრად დარჩა  გამგებლად და უფროსად იღუმენია ათანასია (სალაყაია), რომელიც გულმოდგინედ შეუდგა საჭირო მასალის შეგროვებას. მან მიმართა სხვადასხვა პირებს და სთხოვა შემწეობა. გააგზავნა ორი მონაზონი გულქან და მაია შეწირულობათა შესაკრებად. ამ დედებმა თავისი მეცადინეობით შეაგროვეს დიდძალი ფული მონასტრისათვის და სხვა მრავალი საჭირო ნივთი. ამავე დროს, სხვა მონაზონნიც ცდილობდნენ შეწირულობათა შეკრებას და მათი თავდადებული მეცადინეობის ნაყოფია დღეს ამ მშვენიერ ადგილს აგებული დედათა მონასტერი, აშენდა ეკლესია და საცხოვრებელი სახლები. მონასტრის ეკლესიის კურთხევის დროს აღმოჩნდნენ მრავალნი პირნი, რომელთაც მიაქციეს ყურადღება მონასტრის ნაკლულევანებას და, შეძლებისდაგვარად, არ დაიშურეს შეწირულებანი. სხვათა შემწირველთა შორის, დეკანოზმა დავით ღამბაშიძემ შესწირა მონასტერს კანკელის ხატები“. 1878 წლის 2 მაისს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) თეკლათის მონასტრის წინამძღვარი მონაზონი სალომე (თავდგირიძე) იმერეთში, მღვიმევის დედათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანა დამის მაგივრად სავანის დროებითი მმართველობა მორჩილ აღათიას დაევალა. 1885 წლის 13 სექტემბერს თეკლათის მონასტრის დედათა კრებულმა მორჩილი აღათია წინამძღვრად აირჩია, რაც თავისი ლოცვა-კურთხევით დაადასტურა მეუფე გაბრიელმაც. 1886 წლის 1 აგვისტოს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) იგი მონაზვნად აღკვეცა და სახელად ათანასია უწოდა. 1899 წლის აღდგომას იღუმენიას წოდება მიენიჭა. იღუმენია ათანასია 1903 წლის 5 აპრილს მოულოდნელად გარდაიცვალა. ქართული ეკლესიისათვის დიდი დანაკლისი იყო მისი უდროოდ გარდაცვალება. გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვრცელი ნეკროლოგი, სადაც კარგად არის აღწერილი დედა ათანასიას დამსახურებანი დედა ეკლესიის წინაშე: „ისედაც შემცირებულ და დაბეჩავებულ სულიერ მოძღვართა კრებულს მრავალ წამებულ საქართველოს ეკლესიისას ამ დღეებში კვლავ გამოაკლდა ერთი სამაგალითო, მტკიცე და მხნე მუშაკი სარწმუნოება-ზნეობის ასპარეზზე. ოთხშაბათს, 9 აპრილს, თეკლათის დედათა მონასტრის დათა კრებული გლოვითა და ზარით სამუდამოდ გამოეთხოვა თავისს სათაყვანებელ წინამძღვარს, იღუმენია დედა ათანასიას, რომელიც კრებულისა და განსვენებულის ნათესავთა თხოვნის თანახმად, ყოვლადსამღვდელო გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსის ალექსანდრეს ნებართვით, დაკრძალულ იქნა მონასტრის ტაძარში. ჩვენს გაფუქსავატებულ დროში, როდესაც ერის კაცნი კი არა, სამღვდელოების წარმომადგენელნიც კი გულგრილად ეპყრობიან საქართველოს ეკლესიის წარსულის ისტორიას და აწმყო-მომავლის ბედ-იღბალს, საკვირველი არ არის, რომ ბევრმა ქართველმა არც კი იცოდეს თეკლათის დედათა მონასტრის არსებობა ჩვენში. ეს მით უფრო საფიქრებელია, რომ თეკლათის მონასტერი შედარებით დიდი ხნის დაარსებული არ არის. თუმცა ახალია ეს მონასტერი, მაინც მის ზღუდეთა შორის ოთხმოცზე მეტი დათა კრებული იფარავს თავს. წინამძღვარი ამ რიცხვ-მრავალ კრებულისა, აწ განსვენებული იღუმენია ათანასია, იყო ასული სენაკის მაზრის სოფელ თეკლათის აზნაურ სალაყაიასი. მამის სიკვდილის შემდეგ ახალგაზრდა აღათი იზრდებოდა ერთს ახლობელ ნათესავის ოჯახში, სადაც შეისწავლა ქართული წერა-კითხვა, თავიდგანვე ეტყო..

16-3 საპატრიარქოს უწყებანი N16 21-28მაისი 2009წ გვ.20

იღუმენია ათანასია (სალაყაია) (1849-1903)(დასასრული)

.. ბოდა მისწრაფება განდეგილობისადმი და როცა ოცი-ოცდა ხუთი წლისა შესრულდა, კიდეც განშორდა ამ წუთის სოფლის ამაოებას, ჰპოვა-რა თავშესაფარი თეკლათის სოფლის ძველად ყოფილ პატარა სამრევლო ეკლესიაში, რომელიც იმ ხანად უკვე გაუქმებული იყო, როგორც სამრევლო ეკლესია და გადაქცეული იყო განდეგილ დათა სამლოცველო-სავანეთ. ამ სავანეს მაშინ უფროსობდა დედა სალომე (თავდგირიძის ასული). იმ დღიდგან მოკიდებული განსვენებული იღუმენია შეუდგა სულის განმტკიცებას ღვთის ვედრებით და საღმრთო წერილის კითხვით და ამ ხანად იმდენად განსწავლული ქართულ საღმრთო წერილში, რომ ამ მხრივ ცნობილი შეიქმნა სასულიერო მთავრობისაგან, როგორც ერთი საუკეთესოთაგანი განა მარტო ამ მხრივ! ცნობილი იყო აგრეთვე როგორც დამაარსებელი და გამამშვენებელი თეკლათის დედათა მონასტრისა, შემომკრები მრავალ რიცხოვან დათა, საუკეთესო ადმინისტრატორი დედათა მონასტრის მართვა-გამგეობაში და ამასთანავე უანგარო, შორს გამჭვრეტი და უსათნოესი ადამიანი. საკმარისია მარტო ერთი თვალი გადაავლოს კაცმა ახლა თეკლათის დედათა მონასტერს, რომ დარწმუნდეს, რა დიდის ჭკუისა და ენერგიის პატრონი იყო დედა ათანასია, რომელმაც არა რაისაგან ოცდახუთი წლის განმავლობაში შეჰქმნა მონასტერი, რომლის ქონება დღეს რამდენიმე ათი-ათასი მანეთი ღირს. სხვა რომ არა იყოს რა, მარტო ტაძარი და სასკოლე შენობა 60 000 მანეთია დამჯდარი. ორ სართულიან ძვირფას ქვის შენობაში მოთავსებულია ორკლასიანი საქალებო სკოლა, სკოლის ეკლესია და მრავალი ოთხი სხვადასხვა დანიშნულებისათვის. შარშან სარევიზიოდ მოსულმა სკოლას მალე ოთხ-კლასიანად გადაკეთება აღუთქვა და წელს იანვრიდგან სკოლის შესანახავად 2 000 მანეთი გამოუთხოვა სათანადო მთავრობისაგან. მონასტრის დიდ ტაძარში ყოველ დღე გაისმის სულის დამატკბობი, შეწყობილი ქართული გალობა მონასტრის დათა და აი, ყოველივე ეს, შექმნა მარ- ტოოდენ დედა ათანასიამ ოც-ოცდახუთი წლის დაუცხრომელი შრომითა და მეცადინეობით. ასეთი დაუღალავი მუშაკი სამშობლო ეკლესიისა, ჯერ კიდევ მხნეობით და სიცოცხლით სავსე, სულ 52 წლის ადამიანი, ვნების კვირაში, 5 აპრილს წუთისოფელს გამოესალმა. განსვენებულის დაკრძალვის დღეს, 9 აპრილს, მონასტერში მწირველი ბრძანდებოდა ყოვლადსამღვდელო ალექსანდრე კრებულით და დიდძალი სამღვდელოების თანამსახურებით. წირვას აუარებელი საზოგადოება დაესწრო და, თუ ცუდ ტაროსს ხელი არ შეეშალა, მიცვალებულის ნათესავთა და პატივის მცემელთა რიცხვი ბევრად უფრო მეტი იქნებოდა. წირვის შემდეგ ყოვლადსამღვდელომ მიმართა განსვენებულს მოკლე, მაგრამ გრძნობით სავსე სიტყვით. სიტყვა ისე ბუნებრივად და გრძნობით იყო წარმოთქმული, რომ არამც-თუ დამსწრენი, თვით ყოვლადსამღვდელოც კი აატირა. ვრცელი სიტყვა წარმოსთქვა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორმა მღვდელ-მონაზონმა დავითმა (კაჭახიძე). თავის სიტყვაში მამა დავითმა ვრცლად განმარტა ის ღვაწლი, რაც განსვენებულ იღუმენიას მიუძღოდა ეკლესიის წინაშე. გრძნობიერი სიტყვები წარმოსთქვეს: მღვდელმა ჭანტურიამ, მასწავლებელმა გაგუამ, აზნაურმა ანდრონიკე სალაყაიამ, ერთმა მონასტრის დათაგანმა და განსვენებულის დისწულმა მოწაფე შავდიამ. ამ უკანასკნელის სიტყვამ ბევრი ატირა დამსწრეთა შორის’’.

მადლობას ვუხდუთ ბადრი ვადაჭკირიას ფოტოების მოწოდებისთვის.


სალაყაია ათანასია (აღათი) 1847-1903წწ იღუმენია თეკლათის დედათა მონასტერი


დაიბადა ღარიბი აზნაურის სეხი სალაყაიას ოჯახში. დედის გარდაცვალების შემდეგ  აღსაზრდელად მაიბარეს ერთ-ერთი თავადის ოჯახში, სადაც წერა-კითხვა შეისწავლა. მას სულიერად ამხნევებდნენ და მონაზვნობისაკენ მოუწოდებდნენ სულიერებით გამორჩეული სასულიერო პირები - მონაზონი სალომე (თავდგირიძე) და მეუდაბნოე ბერი სქემმონაზონი ონისიფორე (ფაჩულია).


1867 წელს აღათი სალაყაია სენაკის მაზრის სოფელ ზედა თეკლათში ( ახლანდელი სოფელ მენჯი) "მთავარანგელოზთა კუნძულზე" მდებარე დედათა სავანეში მივიდა, რომლის წინამძღვარი და დამაარსებელი იყო მონაზონი სალომე (თავდგირიძე). გარკვეული ხნის მკაცრი მონაზვნური ცხოვრების შემდეგ აღათიმ განიზრახა განმარტოებით ეღვაწა ერთ-ერთ დასთან ერთად, რისთვისაც შესაფერისი ადგილის ძებნა დაიწყო. სავანიდან ორიოდე კილომეტრის დაშორებით მდებარე მთაზე მან წმინდა გიორგის ძველი ბაზილიკა აღმოაჩინა, სადაც წმინდა გიორგის პარაკლისი გადაიხადა და სამოღვაწეოდ აქ დაბინავება გადაწყვიტა. აღათი სალაყაიამ რჩევისათვის მეუდაბნოე ბერ ონისიფორეს (ფაჩულია) მიმართა, რომელმაც განმარტოებით მოღვაწეობაზე კურთხევა არ მისცა, ურჩია დედა სალომესთვის ეკითხა და მისი დარიგებისამებრ ემოქმედა. არც დედა სალომემ ურჩია აღათის განმარტოება და სავანესთან განშორება. წინამძღვარმა თავად მოინახულა ეს ადგილი, მოეწონა იგი და დედათა მთელი კრებულის ახალ ადგილზე გადმოყვანა გადაწყვიტა. იმერეთის ეპისკოპოსმა, წმინდა გაბრიელმა (ქიქოძე) სამეგრელოში მოგზაურობისას პირადად ინახულა ორივე ადგილი და მისი ლოცვა-კურთხევით 1873 წელს დედათა სავანემ "მთავარანგელოზთა კუნძულიდან" ახალ ადგილზე გადაინაცვლა, სწორედ იქ, სადაც ამჟამად თეკლათის დედათა მონასტერი მდებარეობს. 1878 წელს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსმა დედა სალომე (თავდგირიძე) მღვიმევის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანა და იმავე წლის 2 მაისს თეკლათის სავანის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებლად მორჩილი აღათი დანიშნა. იმ დროისათვის დედათა დასი, აღათის ჩათვლით, 8 წევრისაგან შედგებოდა. დების რაოდენობა აღათი სალაყაიას მოღვაწეობის წყალობით თანდათან იზრდებოდა და, მიუხედავად დიდი გაჭირვებისა და ხშირად შიმშილისაც, ყველა თავგანწირვით შრომობდა. ისინი თავიანთი სახსრებით სენაკებს აშენებდნენ, სამშენებლო მასალას წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის შუამდგომლობით 1883 წლის 23 ოქტომბერს წმინდა სინოდმა თავისი განჩინებით თეკლათის სავანეს ზოგადსაცხოვრებელი კრებულის სტატუსი მიანიჭა და წლიურად 860 მანეთი გამოუყო. ამავე განჩინებით სავანეს გადაეცა ცაიშისა და ქვემო თეკლათის გაუქმებული მამათა მონასტრების მიწები. დების რიცხვმა ამ დროისათვის 40-ს მიაღწია. დედა სალომე თავდგირიძის მიერ აღდგენილი ბაზილიკა მათთვის უკვე მცირე იყო, თანაც სიძველის გამო იშლებოდა, ამიტომ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის რჩევით მორჩილმა აღათიმ ახალი ტაძრის აგება გადაწყვიტა. მისი თხოვნით მშენებლობისთვის სახსრების მოძიების საქმეში სავანეს დიდი დახმარება გაუწია წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსმა, რომელმაც 1885 წელს გელათის მონასტრის ორ მღვდელ-მონაზონს - ამბერკისა და მაკარის იმერეთში შეწირულობათა შეგროვება დაავალა. ერთი წლის განმავლობაში მათ 7000 მანეთი შეაგროვეს. წმინდა გაბრიელის კურთხევით 1887 წლამმდე შეწირულობებს აგროვებდა ასევე თეკლათის მონასტრის დიდი მოამაგე მედავითნე გიორგი (ბაკურაძე), რომელიც 1887 წელს მღვდლად აკურთხეს და სავანის შტატიან მოძღვრად დაინიშნა. აღათის დავალებით თანხებს აგროვებდნენ ასევე თეკლათელი მონაზვნები – გულქანი და მაია. 1885 წლის 13 სექტემბერს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის კურთხევითა და დედათა კრებულის სურვილით თეკლათის სავანის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებლად კვლავ აღათი სალაყაია დაინიშნა. თეკლათის მონასტრის აღორძინების საქმეში წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის დამსახურებათა შორის აღსანიშნავია ქართულ ენაზე მისი ხელით გადაწერილი (და, შესაძლოა, რუსულიდან თარგმნილიც) წმინდა სინოდის მიერ 1845 წლის დეკემბერში გამოცემული დედათა მონასტრების წესდება. ტექსტში ერთი მუხლი წმინდა გაბრიელის მიერ საკუთრივ თეკლათის სავანისთვის არის დამატებული. დანამატის შინაარსიდან ჩანს, რომ წესდება თეკლათელ დედებს წმინდა გაბრიელმა აღათი სალაყაიას წინამძღვრობის პერიოდში გადასცა. მღვდელმთავრის კურთხევით მორჩილი აღათის მიერ შეწირულობათა შეგროვება გრძელდებოდა. 1886 წლის 4 აგვისტოს აღათი სალაყაია ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მამათა მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და სახელად ათანასია ეწოდა. ტაძრის მშენებლობის დასრულებისათვის დედებს ფული დააკლდათ, რის გამოც დახმარებისთვის გრიგოლ ეპისკოპოსს მიმართეს. იგი თავად მობრძანდა სავანეში, 560 მანეთი პირადი შემოსავლიდან შესწირა და მშენებლობაც მალე დასრულდა. 1888 წლის საქართველოში მყოფმა იმპერატორმა ალექსანდრე III-მ თეკლათის მონასტერს შესწირა ღვთისმშობლის შობის ხატი შესაბამისი ვერცხლის წარწერით. ხატი დღესაც მონასტერშია დაბრძანებული, ხოლო ვერცხლის ფირფიტა 1923 წელს, მონასტრის დარბევის დროს დაიკარგა. ახალი ტაძარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელზე იყო აგებული. ეს იყო საკმაოდ დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკა, რომლის დასავლეთ მხარეს მიშენებული ჰქონდა სამიარუსიანი სამრეკლო. ტაძარი 1889 წლის 1 ოქტომბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) მრავალი სასულიერო პირის თანხლებით აკურთხა. საზეიმო მსახურების შემდეგ მეუფემ ქადაგება წარმოთქვა, რომელშიც, სხვათა შორის, მოუწოდა მონაზვნებს, ეზრუნათ თავიანთი კუთხის ახალგაზრდა ასულთა განათლებაზე, შემოეკრიბათ ისინი და ესწავლებინათ მათთვის ლოცვები, საღმრთო სჯული, ხელსაქმე და ა.შ. საზეიმო ტრაპეზზე მოწვეულმა საზოგადოებამ მონასტრისთვის შეწირულობა გაიღო, მათ შორის – დეკანოზმა დავით ღამბაშიძემ ახალ ტაძარს კანკელის ხატების შეწირვა აღუთქვა, რაც მალე განახორციელა კიდეც. ეპისკოპოს გრიგოლის ქადაგებას, რომელიც ლოცვა-კურთხევად იყო აღქმული, უკვალოდ არ ჩაუვლია. ათანასიას კარგად ესმოდა განათლების მნიშვნელობა, მით უფრო, XIX საუკუნის 80-იან წლებში როცა იმპერიის რუსიფიკატორული პოლიტიკის გამკაცრების გამო სამეგრელოში განსაკუთრებით მწვავედ დადგა ქართული ენის სწავლებისა და გადარჩენის საკითხი. ამიტომ თეკლათის სავანის წინამძღვარი დიდი შემართებით შეუდგა ეპისკოპოს გრიგოლის იდეის განხორციელებას და განიზრახა მონასტერთან ქალთა ორწლიანი სკოლის დაარსება. ამ მიზნით თეკლათელი დედები და სავანესთან დაახლოებული პირები წლების განმავლობაში აგროვებდნენ შეწირულობას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გადმოცემის თანახმად, მონაზვნებს მანჯურიამდეც კი მიუღწევიათ. შეწირულობათა შეგროვების საქმეში განსაკუთრებით იღვაწეს თეკლათის სავანის ეკონომოსმა დედა აღათი ცომაიამ და მონაზვნებმა: კესარია ბარკალაიამ და ნატალიამ (გვარი უცნობია), მღვდელ-მონაზონმა ალექსი ჭანტურიამ და სხვ. დაზუსტებით არ არის ცნობილი, თუ როდის შეუდგა ათანასია თანხის შეგროვებას, მაგრამ შემორჩენილია მისი 1894 წლის 23 აგვისტოთი დათარიღებული წერილი იმჟამინდელი გორის ეპისკოპოს წმინდა ალექსანდრესადმი (ოქროპირიძე), რომელშიც იგი აცნობებს მღვდელმთავარს სკოლის დაარსების განზრახვას და სთხოვს, რომ მფარველობა გაუწიოს მის მიერ აღმოსავლეთ საქართველოში ფულის შესაგროვებლად გაგზავნილ ორ მონაზონს — აღათისა და კესარიას. 1885 წელს სამეგრელო-გურიის მხარე გამოეყო იმერეთის ეპარქიას და ახალი გურია-სამეგრელოს ეპარქია დაარსდა, რომლის მმართველადაც ახლად ნაკურთხი ეპისკოპოსი გრიგოლი (დადიანი) დაადგინეს. იგი მალევე ეწვია თეკლათის სავანეს, ახალი ტაძრისთვის ადგილი შეარჩია და დედებმა შეგროვებული ფულით მშენებლობა დაიწყეს. მღვდელმთავრის კურთხევით მორჩილი აღათის მიერ შეწირულობათა შეგროვება გრძელდებოდა. ეპისკოპოს გრიგოლის ქადაგებას, რომელიც ლოცვა-კურთხევად იყო აღქმული, უკვალოდ არ ჩაუვლია. ათანასიას კარგად ესმოდა განათლების მნიშვნელობა, მით უფრო, XIX საუკუნის 80-იან წლებში როცა იმპერიის რუსიფიკატორული პოლიტიკის გამკაცრების გამო სამეგრელოში განსაკუთრებით მწვავედ დადგა ქართული ენის სწავლებისა და გადარჩენის საკითხი. 1890 წელს გულით დაავადებულმა ღირსმა ალექსი მღვდელ-მონაზონმა (შუშანია) ეპისკოპოს გრიგოლის (დადიანი) კურთხევით სამუდამოდ დატოვა ხობის მამათა მონასტერი და სამკურნალოდ დროებით თეკლათის დედათა მონასტერში დამკვიდრდა, სადაც უკვე რამდენიმე წელი მონაზვნობდნენ მისი დედა და დები. აქ მან დაახლოებით ორი წელიწადი დაყო. 1897 წელს თეკლათის სავანეს - დედათა მონასტრის სტატუსი მიენიჭა (მანამდე სავანე მხოლოდ ზოგადსაცხოვრებელ კრებულად ითვლებოდა). 1898 წელს დასრულდა სკოლისთვის განკუთვნილი დროებითი ხის შენობის აგება. იმავე წლის 14 ოქტომბერს მონასტერში გურია-სამეგრელოს ეპარქიის ახალდანიშნული მღვდელმთავარი წმინდა ალექსანდრე (ოქროპირიძე) მიბრძანდა. ჩასვლის დღეს მან წირვა აღავლინა, შემდეგ შენობა აკურთხა და ფოთიდან ჩამოყვანილ ხუროთმოძღვართან ერთად პირადად შეარჩია ადგილი სკოლის მომავალი კაპიტალური შენობისათვის, რომლის ასაშენებლად, იმდროინდელი პერიოდული გამოცემების ცნობით, დაახლოებით 8000 მანეთამდე იყო საჭირო. 1898 წლის 17 დეკემბერს ათანასია იღუმენიის ხარისხში აღიყვანეს და თეკლათის მონასტრის წინამძღვრად დაამტკიცეს. მისი იღუმენიის ხარისხში აყვანის გამო გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი გრიგოლი (დადიანი) შუამდგომლობას აღძრავდა ჯერ კიდევ 1890 წლიდან. მან 1894 წლის ჩათვლით არაერთხელ მიმართა ამ საკითხის თაობაზე ეგზარქოსსა და საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას. 1894 წელს 27 სექტემბერს სინოდალურმა კანტორამ საპასუხო წერილით მეუფე გრიგოლს აცნობა, რომ ათანასიას იღუმენიის ხარისხში აღყვანა ჯერჯერობით შეუძლებელი იყო, ვინაიდან ამ ხარისხში ყოფნა მხოლოდ მონასტრის სტატუსის მქონე სავანის წინამძღვრისთვის იყო შესაძლებელი, თეკლათის სავანეს კი ეს სტატუსი არ გააჩნდა. სკოლის დროებითი შენობის კურთხევის შემდეგ ათანასია შეუდგა კაპიტალური შენობის მშენებლობას, რისთვისაც კვლავ განაგრძობდა შეწირულობათა შეგროვებას. 1899 წლის 2 მაისს დასავლეთ საქართველოში მოგზაურობისას თეკლათის დედათა მონასტერს ეწვია საქართველოს ეგზარქოსი ფლაბიანე (გოროდეცკი, 18981901), გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს წმინდა ალექსანდრესა და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად. 1900  წლის  20 იანვრიდან წმინდა ალექსანდრე ეპისკოპოსის კურთხევით თეკლათის მონასტერში სკოლის ახალი შენობის მშენებლობის მეურვეობა დაევალა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის მეთვალყურეს, არქიმანდრიტ გიორგი ალადაშვილს (შემდგომში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი). იმდროინდელი წყაროების ცნობით, მშენებლობა ათანასიას წინამძღვრობის პერიოდშივე დასრულდა, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია. სკოლის ორსართულიან შენობაში განთავსებული იყო წმინდა  გიორგისა და წმინდა მოციქულთა სწორი ნინოს ტაძრებიც. სკოლაში ისწავლებოდა ქართული ენა, მათემატიკა, ისტორია, საეკლესიო გალობა, ხელსაქმე (ქარგვა, ჭრა-კერვა) და ა.შ.) ათანასიას დროს სავანის გარშემო აშენდა ქვის  გალავანი ეზოში დაიგო ქვაფენილი. საქართველოს ორი დიდი წმინდანის, ალექსანდრე ეპისკოპოსისა (ოქროპირიძე) და ღირსი ალექსი სენაკელის (შუშანია), ეპისტოლური მემკვიდრეობიდან  ჩანს,  რომ XIX საუკუნის მიწურულს თეკლათის მონასტერში დედების რაოდენობამ 80-ს მიაღწია.1902 წელს ათანასია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა. ამავე წელს მონასტრის ქალთა სკოლას სარევიზიო კომისია ეწვია, რომელმაც ათანასიას უახლოეს მომავალში სკოლის ოთხწლიან სასწავლებლად გადაკეთება აღუთქვა. 1903 წლის იანვრიდან კი სკოლის შესანახად მონასტერს წლიურად 2000 მანეთი დაუნიშნეს. 1903 წლის 5 აპრილს, აღდგომის  წინა დღეს, ჯერ კიდევ მხნე ათანასია სამი დღის ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. სიკვდილი მორჩილის ტრაგიკულმა შეცდომამ გამოიწვია, რომელმაც წამლის ნაცვლად იღუმენიას კარბოლის მჟავა დაალევინა. თეკლათის დედათა მონასტრისადმი მიძღვნილ თხზულებაში - "წინამძღვარი დედა ათანასია და თეკლათის დედათა მონასტერი"- სავარაუდო ავტორი ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია) ათანასიას გარდაცვალებაზე საუბრისას მას დიდსქემოსნად მოიხსენიებს, თუმცა დიდ სქემაში მისი აღკვეცის თარიღი უცნობია. ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს მონასტრის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) ნებართვით ათანასიას ნეშტი მონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძარში სამხრეთ კარიბჭესთან მდებარე სვეტთან (ამ ადგილზე ადრე წმინდა გიორგის მცირე დარბაზული ეკლესია იყო) დაკრძალეს. ანდერძის მიხედვით, ათანასია ჭილოფში გახვეული მიაბარეს მიწას. დაკრძალვის დღეს საღვთო ლიტურგია  და წესის აგება მრავალ სასულიერო პირთან ერთად თავად ყოვლადუსამღვდელოესმა წმინდა ალექსანდრემ აღასრულა. აღსანიშნავია, რომ მსახურებაში მონაწილეობა მიიღო ასევე თეკლათის დედათა მონასტრის დიდმა მოამაგემ და ათანასიას სულიერმა მოძღვარმა, ღირსმა ალექსი სენაკელმა, რომელიც დაყუდების ღვაწლს აღასრულებდა და, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, სენაკიდან არსად გადიოდა. წირვის შემდეგ სიტყვა წარმოთქვა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის მეთვალყურის თანაშემწემ, მღვდელ-მონაზონმა დავითმა (კაჭახიძე). წესის აგების შემდეგ დამსწრეთ სიტყვით მიმართა წმინდა ალექსანდრე ეპისკოპოსმა. 1903 წლის 29 აპრილს თეკლათის მონასტერს ეწვია საქართველოს ეგზარქოსი ალექსი (ოპოცკი), რომელმაც ათანასიას საფლავზე პანაშვიდი გადაიხადა. ათანასიას სამწერლობო მემკვიდრეობიდან გამოქვეყნებულია "სიტყვა დედისა ათანასიასი, თქმული თეკლათის დედათა მონასტრის დებთა მიმართ" და ლექსი "საღმრთო სიტყვანი, ლექსად დაწერილი დედა ათანასიასაგან". აღსანიშნავია ასევე მენჯის მთავარანგელოზთა სავანის არქივში აღმოჩენილი ათანასიას და ღირსი ალექსი სენაკელის ერთმანეთისადმი ლექსად დაწერილი დღემდე გამოუქვეყნებელი წერილები, რომლებიც 1899-1903 წლებით  თარიღდება. თეკლათის მონასტერი იყო სამეგრელოში პირველი და იმ დროისათვის ერთადერთი დედათა მონასტერი, რომლის აღმშენებლობა და სულიერი აღორძინება სწორედ ათანასიას სახელთან არის დაკავშირებული. მისი მოღვაწეობა ქართული სამონაზვნო სკოლის ორი დიდი წარმომადგენლის – ღირსი ალექსი სენაკელისა (შუშანია) და მეუდაბნოე ბერის, ონისიფორეს (ფაჩულია) -  სულიერი გავლენითა და შემწეობით წარიმართა. მათი ლოცვითა და ათანასიას წინამძღვრობით თეკლათის მონასტერში აღიზარდა მონაზონთა გამორჩეული თაობა. გასაბჭოების შემდეგ დაწყებული დევნა თეკლათელ დედებსაც შეეხო, მაგრამ ათეისტურმა ხელისუფლებამ, მრავალი მცდელობის მიუხედავად, მათ მონასტერი ვერ დაატოვებინა. დედებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინეს სავანე და სამონაზვნო ღვაწლსა და ლოცვას ფარულად აღასრულებდნენ. მათი თავგანწირული ღვაწლის შედეგად თეკლათის დედათა მონასტერი მთელი XX საუკუნის განმავლობაში განაგრძობდა არსებობას და არაერთი თვალსაჩინო მოღვაწე აღუზარდა საქართველოს ეკლესიას. თეკლათის დედათა მონასტერი) სქემიღუმენია, XIX საუკუნის II ნახევრის ქართველი მონაზვნობის თვალსაჩინო მოღვაწე, თეკლათის დედათა მონასტრის წინამძღვარი (1878-1903).


წყარო: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია : ენციკლოპედია:ტ.1 / მთავარი რედაქტორი ზაზა აბაშიძე.-თბ.,2015 


საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

გმადლობთ თანამშრომლობისთვის

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 16.09.2025
ბოლო რედაქტირება 16.09.2025
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0