სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11821

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
პროკოფი ნიკოლოზის ძე ჩიგოგიძე 1889-1937წწ  დაბ. სოფ. ახალშენი (ჩოხატაური) პროკოფი ნიკოლოზის ძე ჩიგოგიძე 1889-1937წწ  დაბ. სოფ. ახალშენი (ჩოხატაური)

1889-1937 წწ. გარდ. 48 წლის

ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი ჩიგოგიძე სია

ჩოხატაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

53       ბეჭდვა

პროკოფი ნიკოლოზის ძე ჩიგოგიძე 1889-1937წწ დაბ. სოფ. ახალშენი (ჩოხატაური)

პროკოფი ნიკოლოზის-ძე ჩიგოგიძე (1889-1937) 


„- ეს დაჭერები ეპიდემიას ჰგავს, აუცილებლად გაივლის, დროებით გაეცალე აქაურობას, წადი სამეგრელოში ჩემიანებთან.“

„- მე მღვდელი ვარ, ვის რას ვუშავებ?“

შვილის გადმოცემით, აღნიშნული დიალოგი 1937 წელს შედგა მღვდელ პროკოფი ჩიგოგიძესა და მის მეუღლეს, ანასტასია გულუას შორის...


პროკოფი ჩიგოგიძე დაიბადა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ახალშენში. მიიღო სასულიერო განათლება. 1905-1909 წლებში იყო საქართველოს სოციალ დემოკრატიული (მენშევიკების) პარტიის წევრი. 1908 წელს, ღვთისმსახურება დაიწყო ბათუმის სამხედრო ტაძარში, ხოლო 1923 წლიდან - დახვრეტამდე იყო ბათუმის სოუქსოს სასაფლაოს ეკლესიის მღვდელი და იქვე ცხოვრობდა.

პროკოფი ჩიგოგიძე წირვა-ლოცვას სამ ენაზე: ქართულად, რუსულად და ბერძნულად ატარებდა იმის მიხედვით, რომელი ეროვნების ჯგუფი იყო მოსული ეკლესიაში. საკუთარ შვილებს და მეზობლის ბავშვებს ასწავლიდა ისტორიას. იყო ქველმოქმედი და მცირედი შემოსავლით ახერხებდა ოჯახის შენახვასაც და სხვა უპოვართა დახმარებას. იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ქალაქში, მას კომუნისტი პარტიული ფუნქციონერებიც პატივს სცემდნენ და ფარულად ანათვლინებდნენ ბავშვებს.


1923 (სამეულის სხდომის ოქმის თანახმად) ან 1924 წელს (შვილის გადმოცემით) პროკოფი ჩიგოგიძე პირველად დააპატიმრეს. პატიმრობაში გაცივდა, შუა ყურის ჩირქოვანი ანთება დაემართა და სმენა დაკარგა. 1937 წელს, დააკავეს და დახვრიტეს მისი ორი ძმა, ყოფილი სამხედროები, პარმენი და ერმალო.

პროკოფი ჩიგოგიძე მეორედ დააპატიმრეს 1937 წლის 7 დეკემბერს. მას ბრალი დაედო საქ. სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 (პროპაგანდა და აგიტაცია) და 58-11 (ორგანიზაციული კონტრრევოლუციური მოქმედება) მუხლებით. ბრალდების ტექსტში ვკითხულობთ: იყო მტრულად განწყობილი საბჭოთა ხელისუფლების და პარტიის მიმართ და თავის ეკლესიაში ჩამოაყალიბა ა/ს ფაშისტური ჯგუფი კულაკებისგან. მათი მიზანი იყო საბჭოთა ხელისუფლების დამხობა.


განსაკუთრებული სამეულის სხდომა, გოგლიძის, ტალახაძისა და მოროზოვის მონაწილეობით ჩატარდა 1937 წლის 16 დეკემბერს. 22 დეკემბერს, მღვდელი პროკოფი ჩიგოგიძე დახვრიტეს.


1945 წელს, მოსკოვში ყოფნისას, პროკოფი ჩიგოგიძის შვილმა, ლიდამ კრემლის კანცელარიაში, სტალინის სახელზე შეიტანა განცხადება მამის ბედის გასარკვევად. იგი უკვე თბილისში იყო დაბრუნებული, როდესაც შინსახკომში გამოიძახეს და მისცეს ცნობა, რომ მამა 1941 წელს არხანგელსკში გარდაიცვალა გულის ათეროსკლეროზით. ოჯახმა მხოლოდ 1955 წლის რეაბილიტაციის ცნობიდან შეიტყო სიმართლე - ის რომ პროკოფი ჩიგოგიძე 1937 წელს დახვრიტეს.

ფოტოების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით პროკოფი ჩიგოგიძის შვილიშვილებს, ქალბატონ რუსუდან ჭანტურიშვილს, თეიმურაზ ჭანტურიშვილს და მათ ოჯახს.


სტატიის მოგვაწოდა თემო ჭახნაკია. წყარო რეპრესირებულთა ისტორიები - 1937-1938 პოსტი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.09.2025
ბოლო რედაქტირება 28.09.2025
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0