სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
 ლევან გურიელი დავითის ძე 1824-88წწ გარდ. 64 წლის  გენერალი ლეიტანტი, უდიდესი წვლილი აჭარის შემოერთებაში. წარმ. ოზურგეთი გურია

1824-1888 წწ. გარდ. 64 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი გურიელი სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

43       ბეჭდვა

ლევან გურიელი დავითის ძე 1824-88წწ გარდ. 64 წლის გენერალი ლეიტანტი, უდიდესი წვლილი აჭარის შემოერთებაში. წარმ. ოზურგეთი გურია

გურული გენერლები XVIII საუკუნიდან 1921 წლამდე ავტ. მამუკა გოგიტიძე

გურიელი ლევან დავითის ძე(24 თებერვალი 1824-11 მაისი 1888)  თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1879); დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პირველი კლასიკური გიმნაზია, შემდეგ ჩაირიცხა ლაიბგვარდიის კავკასიის ესკადრონში.



1844-1851წწ. იყო ცალკე კავკასიის კორპუსში და იბრძოდა დაღესტანში(საკორდონო ხაზზე), ჩანჩეთში, რისთვისაც კაპიტნის ჩინი მიიღო; 1852-1853წწ. იყო  ქუთაისის გუბერნიის თავად–აზნაურთა წინამძღოლი; ყირიმის ომის დროს(1853-1856) მეთაურობდა დასავლეთ საქართველოს მცხოვრებთაგან ჩამოყალიბებულ სახალხო ლაშქარს;


ფოტომატიანე ლევან გურიელი - გენერალ-ლეიტენანტი, ყირიმის და რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე, გურიის და იმერეთის რაზმის უფროსი (1877-1878), ბათუმის ოლქის უფროსის მოადგილე (1878), ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი (1853-1855)




1853-1854წწ. მიჯნაზე სოფელ შეკვეთილთან სასაზღვრო ხაზის დაცვის დროს, გამოავლინა პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკის შესანიშნავი ცოდნა, განსაკუთრებული სამხედრო საზრიანობა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გენერალ ი. ანდრონიკაშვილის ბრწყინვალე გამარჯვებებს 1855 წლის 27 მაისს ნიგოთისა და 27 ივლისს ჩოლოქის ბრძოლებში; 1877-1878წწ. რუსეთ–ოსმალეთის ომში კიდევ ერხელ გამოავლინა სამხედრო გამოცდილება; იგი მეთაურობდა იმერეთის რაზმს, რომელმაც თავი გამოიჩინა სამხრეთის მიმართულებით ბრძოლებში; 1879 წელს დაინიშნა ბათუმის ოლქის უფროსის მოადგილედ; ნაყოფიერად მუშაობდა სამუზეუმო გამოფენებში, მატიანეთა მოძიებაში, მატერიალურად ეხმარებოდა შემოქმედ ახალგაზრდობას; რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ–ლეიტენანტი (1879), გენერალ–მაიორი (1865).


წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.218


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა სტანისლავის ორდენი
  • წმინდა ანას ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის ორდენი
  • დაკრძალვის ადგილი:ქაშვეთის წმ. გიორგის ტაძარი, თბილისი
  • Гуриель Леван Давидович, князь  (1824 – 1888)
                генерал-майор с 19.04.1864
                генерал-лейтенант с 01.01.1879
  • http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00003426/

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 16.03.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 27.02.2023
სულ რედაქტირებულია 1


5.10 მალაქია II გურიელი ((დ. 1577 —გ. 1639) 1616-1639 აფხაზეთის ( დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსი

1 0


გურიელი

1 0

ივანე სტეფანეს ძე გურიელი (გურიალოვი) 1770-1818წწ გენერალ მაიორი, ფოტო სიმბოლურია, წარმ. ოზურგეთი გურია

1 0


სტეფანე ქრისტეფორეს ძე გურიელი 1730-1812წწ გენერალ მაიორი, წარმ. ოზურგეთი გურია Гуриель (Гуриел, Гурьель) Степан Христофорович (Кайхосрович)

1 0


გურიელი (მამია V) მამია სიმონიეს ძე 1789-1826წწ რუსეთის გენერალი დაბ. ოზურგეთი გურია Гуриель Мамия Симонович

1 0


გურიელი დიმიტრი ქაიხოსროს ძე 1822-82წწ გენერალ მაიორი. დაბ. ოზურგეთი გურია

1 0


გრიგოლ გურიელი დავითის ძე 1819-92წწ რუსეთის გენერალი დაბ. ოზურგეთი გურია

2 0


გიორგი გურიელი ლევანის ძე (1699--1719? 1853) რუსეთის გენერალი ოზურგეთი გურია Георгий Леванович Гуриели

1 0


თინათინ გურიელი, გურიის მთავარ მამია I გურიელის ასული, კახეთის მეფე ლევანის მეუღლე, (გარდ. 1591) კახეთის დედოფალი, 1529 წლიდან მონაზონი, ააშენა ახალი შუამთა

2 0

მამია გურიელი (ფაზელი) 1836-1891წწ პოეტი დაბ. სოფ. ლესა, ლანჩხუთი

2 0

ნინო გურიელი დ.1961წ. ევროპის პრიზიორი ჭადრაკი წარმ. ოზურგეთი გურია

1 1

3 2 0