საპატრიარქოს უწყებანი No3, 20-26 იანვარი 2011 წ. გვ.17
დეკანოზი სოლომონ შოშიაშვილი 1851-1928
დეკანოზი სოლომონ ანდრიას ძე შოშიაშვილი 1851 წელს კახეთში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. ოჯახში პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ მამამისმა იგი თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა. 1870 წელს სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 1876 წელს ნიჭიერი და ენერგიული ახალგაზრდა მაშინვე ჩაება საეკლესიო ცხოვრების ფერხულში. სამუშაოდ იგი დასავლეთ საქართველოში განამწესეს და ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში პედაგოგად დაიწყო მუშაობა. 1879 წლის 29 იანვარს თბილისის სასულიერო სემინარიაში გადაიყვანეს და ეკონომოსის თანამდებობა ჩააბარეს, სადაც სოლომონმა 1884 წლის 23 სექტემბრამდე იმუშავა. ამავე პერიოდში დაქორწინდა თამარ გიორგის ასულზე. სოლომონმა და თამარმა ოთხი ქალიშვილი აღზარდეს: ნინო, მარინე, ელენე და ქეთევანი.
1880 წლის 2 მარტს სოლომონი დიაკვნად აკურთხეს და თბილისის სასულიერო სემინარიის კარის ეკლესიაში განამწესეს. 1884 წლის 23 სექტემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ქაშვეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დანიშნეს. ამავე წელს საგვერდულით დააჯილდოვეს. 1885 წელს მამა სოლომონი თბილისის მაზრის I ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. თბილისის ოლქის სამღვდელოება სიხარულით შეხვდა ახალგაზრდა და ენერგიული მოძღვრის არჩევას ესოდენ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. აი, რას წერდა გაზეთი „ივერია ამის შესახებ: „ღვთის მადლით, იმედი უნდა ვიქონიოთ ჩვენს ახალგაზრდა სამღვდელო პირებზე, რომელნიც შეძლებისდაგვარად ცდილობენ გაასწორონ და წესიერ და ღირსეულ ნიადაგზე დაამყარონ თვისი მდგომარეობა. ასევე გვჯერა, რომ ისინი სათავეში ჩაუდგებიან ჩვენს სამღვდელოებას, გამოირკვევენ ყველა საყურადღებო საკითხ საგნებს და გონივრულად გან- სჯიან საზოგადო საბლაღოჩინო (იგულისხმება სამთავარხუცესო — რედაქცია) კრებებზე პატივცემულ თბილისის სამღვდელოების მთავარხუცესის, მამა სოლომონ შოშიაშვილის მოთავეობით, რომელიც ფრიად თანაუგრძნობს ყოველ კეთილ აზრს და საქმეს ჩვენის სამღვდელოების ცხოვრების გაუმჯობე- სებისას“.
1885 წლის სექტემბრიდან მღვდელი სოლომონი ავლაბრის წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს და საგვერ- დულით დააჯილდოვეს. 1886 წლის 3 იანვარს მისი თაოსნობით ავლაბრის ეკლე- სიასთან დაარსდა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, რომლის მასწავლებლად მან მოიწვია თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის კურსდამთავრებული თომა ასათიანი (შემდგომში — მღვდელი), რომელიც გულმოდგინედ შეუდგა თავის მოვალეობის შესრულებას. მამა სოლომონს დიდი სურვილი ჰქონდა, რომ სამრევლო სკოლის პატარა შეგირდებს ასევე ესწავ- ლათ ქართული საეკლესიო გა- ლობა და შემდეგ მათგან შეედგინა „ხორო’’ (გუნდი), რომელიც ტაძარში წირვა-ლოცვის დროს იგალობებდა. ეს წადილი ორ წელიწადში განხორციელდა, რაც მამა სოლომონისა და სკოლის მასწავლებლის, თომა ასათიანის დიდი დამსახურება იყო. ამასთან დაკავშირებით მღვდელი სოლომონი 1886 წელს სკუფიით დაჯილდოვდა. თომა ასათიანის შემდეგ ამ სკოლაში ასწავლიდნენ: ნიკოლოზ გაგუნაშვილი, პართენ ცაგარელი, ჩიხლაძე და იოანე შუაქრიშვილი. მათი დახმარებით მამა სოლომონმა სკოლის მოსწავლეთაგან საუკეთესო გუნდი ჩამოაყალიბა და შემდგომ წლებში ისე გააუმჯობესეს გალობა, რომ მათ ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის გარდა, თბილისის სხვადასხვა ეკლესიებშიც იწ- ვევდნენ საგალობლად.
1889 წლის 6 მაისს ეკლესიაში ერთგული სამსა- ხურისათვის მამა სოლომონს კამილავკა ეწყალობა, ხოლო 1893 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. მამა სოლომონი წლების განმავლობაში მუშაობდა ქართლ-კახეთის ეპარქიის სასულიერო წოდების ღარიბ ოჯახთა სამზრუნველო საბჭოში და იყო სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საძმოს წევრი.
1897 წლის 1 თებერვალს მღვდელი სოლომონი ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესი- მის წინამძღვრად დაინიშნა. 1899 წლის 3 თებერვალს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
3-1 საპატრიარქოს უწყებანი No3, 20-26 იან3არი 2011 წ. გვ.18
დეკანოზი სოლომონ შოშიაშვილი 1851-1928(გაგრძელება)
1899 წლის 25 ივლისს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ეკლესიაში პატიოსანი და თავდადებული სამსახურისათვის, გორის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) მამა სოლომონს დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1885-1893 წლებში იგი თბილისის საეპარქიო სანთლის ქარხანაში გამგედ მუშაობდა. 1903 წლის 6 მაისს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
დეკანოზ სოლომონს კეთილმოწესეობისას ერთი უსიამოვნო ამბავი შეემთხვა, რის გამოც ერთი პერიოდი იგი ამ თანამდებობიდან გადა- აყენეს კიდეც. 1905 წლის 31 მაისს საქართველოს ეგზარქოს ალექსისა (ოპოცკი) და სემინარიის რექტორის, არქიმანდრიტ ნიკანდრის ბრძანებით, კაზაკებმა თბილისის სასულიერო სემინარიაში გამართული სამღ- ვდელოების კრება დაარბიეს. ჩაფრებმა და კაზაკებმა კრების მონაწილე მღვდლები მათრახებით უმოწყალოდ სცემეს და აიძულეს, დაშლილიყვნენ. შემდგომში უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (ცინცაძე) თავის მოგონებებში წერდა: „ავედი დარბაზში, შევამ- ჩნიე, რომ ფოტოსურათებით დაფარულ სამხრეთ კედელს ერთი სურათი აკლდა. გრძელი მერხი გავწიე და მის ქვეშ დავინახე საქართველოს ყოფილი ეგზარქოსის, იმხანად მოსკოვის მიტროპოლიტის — ვლადიმერის მინაში ჩასმული საკაბინეტო სურათი. სურათი თავის ადგილზე დავკიდე და დარბაზიდან რომ გამოვედი, მამა თავჯდომარეს (იგულისხმება მღვდელი ქრისტეფორე ციცქიშვილი) შევხვდი. მან მაცნობა, ახლა კეთილმოწესეთა სხდომა გაიმართება (თვითონაც კეთილმოწესე იყო) და პროტესტის ნიშნად სამსახურს თავს დავანებებო. სხდომის შემდეგ მეფისნაცვალთან წავალ, მოხსენებას წარვუდგენ, თქვენც ხომ არ წამოხვალთო? მკითხა ბოლოს. ვურჩიე, სჯობს, ერთი მდივანი წაიყ- ვანოთ, ერთიც მღვდელი, რომელსაც ნაცემი ატყვია მეთქი. კეთილმოწესეთა მიერ „გაფიცვის“ გამოცხადების შემდეგ მამა თავმჯდომარე მეფისნაცვალს ეწვია. მეფისნაცვალმა აღუთქვა, საქმეს გამოვიძიებო.
საქართველოს ეკლესიის პირველი კრება 1917 წელი. მარცხნიდან კათოლიკოს პატრიარქი კირიონი და მიტროპოლიტიო ანტონი, ცენტრში მამა სოლომონი.
როგორ შეხვდა ეგზარქოსი „კეთილმოწესეთა გაფიცვას“ ან საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალური უფლებების აღდგენის შესახებ შედგენილი პეტიციის წარდგენის ცნობას? მთავარეპისკოპოსს გაუჭირდა გადაეჭრა საკითხი, თუ ვინ დაენიშნა სოფლის სამღვდელოების კეთილმოწესედ, სამაგიეროდ, მარტივად გადაწყვიტა თბილისის კეთილმოწესის სოლომონ შოშიაშვილის საქმე მის ადგილას დეკანოზი სერგი გოროდცევი დანიშნა, ის გოროდცევი, ვინც თვენახევრის წინათ თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებლის კლასების ინსპექტორის თანამდებობაზე უვარგისად სცნო“.
1912 წლის 24 ნოემბერს დეკანოზი სოლომონი თბილისის მაზრის I ოლქის სამღვდელოებამ ერთხმად აირჩია ამავე ოლქის სულიერ მოძღვრად. 1914 წლის 6 მაისს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი უბოძეს. 1914 წლის 13 მარტს ხელმეორედ დაინიშნა თბილისის მაზრის I ოლქის მთავარხუცესის თანამდებობაზე. 1916 წლის 9 მაისს სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა პლატონმა (როჟდესტვენსკი) ენქამრით დააჯილდოვა.
დეკანოზი სოლომონი ესწრებოდა 1917 წლის 8-17 სექტემბერს გამართულ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებას. საქართველოს გასაბჭოებამ, ეკლესია- მონასტრების დარბევამ და სამღვდელოების დევნამ ძლიერ იმოქმედა მხცოვან მოძღვარზე. ამას დაერთო ავადმყოფობაც და 1922 წელს მან საკათალიკოსო საბჭოს სთხოვა, გაეთავისუფლებინა ეკლესიის წინამძღვ- რობიდან მთავარხუცესის თანამდებობებიდან, თუმცა როგორც უშტატო მღვდელმსახური, სიცოცხლის ბოლომდე განაგრძობდა ტაძარში სამსახურს.
დეკანოზი სოლომონი 1928 წლის 31 მარტს, ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიც- ვალა. იგი 4 აპრილს დიდი პატივით დაკრძალეს კუკიის წმინდა ნინოს სახელობის სასაფლაოზე.
შემორჩენილია დეკანოზ სოლომონის ერთი ქადაგება, რომელიც მან 1890 წლის 13 თებერვალს ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგისა და ეთნოგრაფის, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძის დაკრძალვაზე წარმოთქვა:
„როდესაც რომელსამე საზოგადოებას მოაკლდება სასარგებლო და პატიოსანი წევრი, მაშინ საზოგადოება იგი მიეცემა საშინელს დარდს, გლოვას და ჰგოდებს მის დაკარგვას. მიზეზი ამ მდგომარეობისა ის არის, რომ საზოგადოება ამნაირის თავისის წევრის მოკლებით ჰკარგავს საუკუნოდ ერთს სასარგებლოს და მოღვაწე კაცს. ბევრი დრო გადის და საზოგადოება ვერ ჰპოულობს იმის ბადალ წევრს და მით უფრო უცხოვლდება გლოვა და ვაება. აი, სწორედ ჩვენც, ძმანო ქრისტიანენო, დღეს დავემსგავსენით ამ საზოგადოებას. გარემოცულნი ვართ რაღაცა გამოურკვეველის დუმილით და მივცემივართ აქ გლოვასა და
3-2 საპატრიარქოს უწყებანი No3, 20-26 იან3არი 2011 წ. გვ.18
დეკანოზი სოლომონ შოშიაშვილი 1851-1928 (გაგრძელება)
გოდებას. დღეს ყველანი ერთად შეგვკრიბა ერთმა მოულოდნელმა, შესაზარელმა უბედურებამ და ყველანი ერთბაშად დაგვაღონა და დაგვაძმარა. რა უბედურებაა ეს იმისთანა, რომელმაც სხვადასხვა წოდე- ბისა, სხვადასხვა საზოგადოებისა და მიმართულების ხალხს დღეს ერთად მოგვიყარა თავი და აღძრა ჩვენ შორის ერთნაირი ფიქრი, გლოვა და გოდება! მინდა დავასახელო მიზეზი ამნაირის ჩვენის მდგომარეობისა, მაგრამ გული ნებას არ მაძლევს და ვერც წარმოუდგენია ჩემს გონებას, რომ ნამდვილ გვეწვია ეს უბედურება, ნამეტნავად იმ მიზეზით, რომ ეს უბედურება ყველასათვის შესაზარია და სამძიმო! დღეს შეუბრალებელმა სიკვდილმა მოუქნია თავისი შეუწყნარებელი ბასრი ხმალი პატიოსანს, გამოჩენილსა და შესანიშნავს კაცს, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძეს, მოუსპო სიცოცხლე და ჩვენ წაგვართვა საუკუნოდ ერთი იშვიათი სწავლული და ყველა ქართველისთვის სასიქადულო გვამი. და აი, ეს უბედურებაა მიზეზი ჩვენის გოდებისა და გლოვისა. რითი დაიმსახურა დიმიტრიმ ამნაირი სახელი წინაშე თვისთა მოძმეთა და, საზოგადოდ, წინაშე სწავლულთა და განათლებულთა ხალხთა? მან დაიმსახურა ესე თვისის მიმართულებით, პატიოსნებით, ღვთის სიყვარულით, ძვირფასის შრომითა და მოღვაწეობით. იგი, როგორც ქრისტიანე და ღვთის მოყვარე, ყოველთვის ჭეშმარიტად ასრულებდა იესო ქრისტეს მცნებას და საუნჯედ მიაჩნდა სახარება მისი. ეს მცნება სიყმაწვილიდგანვე ჰქონდა ჩანერგილი გულში და დღევანდლამდე არ შერყეულა მის პატიოსანს და მრავალ ნაყოფიერს ნიადაგზედ ამ მხრივ დიმიტრი იყო ყველასათვის სამაგალითო და მისაბაძი კაცი. ერთის სიტყვით, თავის ცხოვრებით, საქმით და სარწმუნოებით იყო ჭეშმარიტი ქრისტიანე და არა მარტო ქრისტიანედ წოდებული.
განსვენებულმა დიმიტრიმ უფრო უმეტეს სხვა ღვაწლითა და შრომით დაიმსახურა სიყვარული და პატივი წინაშე თვისის სამშობლოსი და კაცობრიობისა. იგი იყო კაცი სწავლული, მის სპეციალურ ღვაწლს შეადგენდა სამშობლო ისტორია და არქეოლოგია. აი, ამ მხრით მან დიდი სარგებლობა მოუტანა თავის სამშობლო ქვეყანას და ქართველთა ერს. მან ამნაირის ღვაწლით ცხადად დაუმტკიცა კაცობრიობას, რომ ქართველთა ერი ოდესმე ყოფილა განვითარებული, მას არ გაუტარებია თვისი წარსული უკვალოდ და დაუტოვებია მომავალთათვის სასიქადულო ნაშთნი.
განსვენებულმა დიმიტრიმ მრავალ მოგზაურობის შემდეგ, სხვადასხვა შესანიშნავ ადგილებითა და სხვადასხვა სასიქადულო ნაშთის აღმოჩენით, ცხადად დაუმტკიცა მთელ ევროპას, რომ საქართველო-
საც ჰქონია თავისი თვითმყოფი არქიტექტურა, მი- ნანქრიანი ხელსაქმე, ჩუქურთმა და სხვანი. ამ აზრის დასამტკიცებლად განსვენებული არ სჯერდებოდა მარტო ზედა დედამიწის ნაშთებს, არამედ თვით მის გულშიაც კი ეძებდა და ჰპოულობდა კიდეც სხვადასხვა საგანს, რომელნიც ცხადად ამტკიცებდნენ წარ-
მატებას ძველთა ქართველთა ერისას. სურვილი ძველის დიდების გა- მოკვლევისა იმდენად ღრმად იყო დანერგილი და გაღვიძებული იმის გულში, რომ არავითარს შრომას არა ჰზოგავდა და ყველა ღონისძიებას ხმარობდა, თვითონაც გაეგო და სხვისთვისაც დაემტკიცებინა მნიშვ- ნელობა რომელისამე ძველის ნაპოვნის ნაშთისა. და აი, ეს შეადგენდა იმის დიდებასა და გულითადს სიხარულს.
ამ ღვაწლით განსვენებულმა დიმიტრიმ დიდი სასიქადულო სარ- გებლობა მოუტანა ჩვენს ეკლესიებს. მან მოგზაურობის დროს შეად- გინა სია ძველთა ნაშთთა და ამით დაიცვა იგინი უგუნურთა მძარცველთაგან. ერთის სიტყვით, ძველთა ნაშთთა გამოკვლევა იყო განსვენებულის მოუშორებელი დედააზრი. განსვენებული ყველა ღონისძიებას ხმარობდა, რომ დაეარსებინა სავანე ამ ძველთა ნაშთთათვის თბილისში. სულითა და გულით შეუდგა ამ სასიქადულო საქმეს და დახმარებითა ზოგიერთ სამღვდელოთა, მან მალე შეასრულა თვისი წადილი და განხორციელდა მისი აზრი. მისის წინადადებით აღშენდა სიონის ეკლესიის ეზოში მუზეუმი ძველთა საეკლესიო ნაშთთა დასაცველად. კურთხევისთანავე ამ სახლისა, განსვენებულმა დიმიტრიმ შესძინა მრავალი ძველი და ძვირფასი ნივთი. იმან ბევრი იშრომა და იშუამდგომ- ლა წინაშე უმაღლეს მთავრობისა, რათა დაებრუნებინათ რუსეთიდგან ის სხვადასხვა საეკლესიო ნივთი და ხელნაწერობა, რომელნიც იყო გადატანილ არქეოლოგიურ საზოგადოებისაგან. ერთის სიტყვით, ეს მუზეუმი განსვენებულს დიმიტრისათვის შვილი იყო სწორედ და თვითონაც ისე სიყვარულითა და სიხარულით შესცქეროდა და ზრუნავდა იმის წარმატებისათვის, როგორადაც ჭეშმარიტი მშობელი თვისთა შვილთათვის.
განსვენებულის დიმიტრის მოღვაწეობას შეადგენს არა მარტო ზემოთ მოხსენებულნი, არამედ სხვა მრავალი. თითქმის ყველა წოდების წინაშე მიუძღოდა იმას შრომა და ყველგან პატიოსნად ასრულებდა თვის მოვალეობას. დიმიტრი ბაქრაძე იშვიათი მოვლენა იყო ჩვენის ერისათვის და აი, ეს იშვიათი მოვლენა პატიოსანი, დაუღალავი მეცნიერი მუშაკი, რომელიც თვისის ჭკუით, გონებითა და მიმართულებით ყველასათვის იყო სამაგალითო ლამპარი, ეს
3-3საპატრიარქოს უწყებანი No3, 20-26 იან3არი 2011 წ. გვ.19
დეკანოზი სოლომონ შოშიაშვილი 1851-1928(დასასრული)
საზოგადო მოძღვარი დღეს წინაშე ჩვენსა უძრავად განისვენებს. ის ბაგენი, რომლითაც მოგვითხრობდა და გაგვაცნობდა სხვადასხვა ძველს ნაშთებს, დღეს დადუმებულან გარემოცულნი სიკვდილის ძალით! ის დედამიწა, რომელიც მას მეცნიერების საგნად ჰქონდა და რომელშიაც ჰპოულობდა სხვადასხვა ძვირფასს ნივთს, დღეს უქადის იმას შთანთქმას და რამდენსამე წამს შემდეგ საუკუნოდ მოგვაშორებს და დაჰფარავს მეცნიერს კაცს თავისის ცივისა და შეუბრალებელის წიაღით. აი, ძმანო, ცხადი მიზეზი, რისთვისაც დღეს ყველანი ერთბამად ვგლოვობთ და ვგოდებთ!
შენ, პატიოსანო მოძღვარო და მეცნიერო დიმიტრი, დღეს სიკვდილის ძალამ წაგართვა ყოველივე ღვთისაგან მონიჭებული მდიდარი თვისება და შეგქმნა უძრავ, მაგრამ შრომა შენი და პატიოსანი სახელი დარჩება ჩვენ შორის საუკუნოდ და სასიქადულოდ. გაივლის ბევრი დრო და ვეღარ შევხვდებით შენისთანა მოღვაწეს და მეცნიერს კაცს და აი, დღეს უკანასკნელად გხედავ შენ და რამდენისამე წამს შემდეგ უკანასკნელად გამოგესალმებიან შენნი მოძმენი, თანამშრომელნი, შენი პატიოსანი ოჯა- ხი და ნათესავნი. მეც, ცოდვილი მღვდელი, წევრი ღვთისმშობლის სიონის ძმობისა, მისის სახელით გიძღვნი გულითადს მადლობას შენის დაუვიწყარის შრომისა და მოღვაწეობისათვის, რომელიც მიიღე ძმობისათვის და რომელიც შეადგენს შეურყეველს საფუძველს საეკლესიო მუზეუმისას. ამინ“.
სოლომონ შოშიაშვილი დაიბადა 1851 წელს. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია.
1882 წელს მამა სოლომონი ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძის გურიის ეპისკოპოსად გადაყვანასთან დაკავშირებულ შეკრებას ესწრებოდა.
1884 წლიდან მამა სოლომონი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.
1884 წლიდან მამა სოლომონი თბილისის სასულიერო სემინარიაში საღვთო სჯულს ასწავლიდა.
1886 წელს გაზეთ „ივერია“ იუწყებოდა, რომ მამა სოლომონ შოშიაშვილი თბილისის ეპარქიის სამღვდელოების კრების თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ.
1886 წლიდან მამა სოლომონი ავლაბრის ეკლესიაში მსახურობდა და მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ამ ეკლესიის სამრევლო სკოლის დაარსებაში და იგი მრევლს დახმარებისკენ მოუწოდებდა.
1888 წელს მამა სოლომონი ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღოლია.
მამა სოლომონი მე-19 საუკუნის ბოლოს ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ტაძრის განახლებაში, რომელიც მრევლის შემოწირულობებით მოხერხდა.
1911 წელს დეკანოზის ხარისხი მიენიჭა.
დეკანოზი სოლომონი გარდაიცვალა 1928 წელს.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1884-1911)
საკონტაქტო ინფორმაცია
სამსახური
მისამართი: სასულიერო სემინარია