სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11856

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ღონღაძე სამღვდელო გვარი ღონღაძე სამღვდელო გვარი
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ღონღაძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

ღონღაძე სამღვდელო გვარი

საპატრიარქოს  უწყებანი N9 3-9 მარტი 2011წ გვ.17

ღონღაძეების სამღვდელო გვარი


„საპატრიარქოს უწყებანის“ ამა წლის მეშვიდე ნომერში გაგაცანით დოღონაძეების სასულიერო ოჯახის ისტორია. საქართველოში მრავლად გვხვდება სხვა გვართა შთამომავლებიც, რომელთაც ღირსეული თაო- ბები აღუზარდეს ქართულ ეკლესიას. მათ შორისაა ღონღაძეების ოჯახი. ისინი წარმოშობით იმერეთიდან, სოფელ ნებოძირიდან იყვნენ. საყურადღებოა, რომ ამ გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი ეკლესიის უმაღლესი იერარქი გახდა. თუმცა, დავიწყოთ თავიდან. აი, რას წერს თავისი წინაპრების შესახებ მოგონებებში ოთარ ირაკლის ძე ღონღაძე: „როგორც პაპაჩემის, ნესურის გადმოცემიდან ვიცი, ჩვენი გვარის ერთი შტო „ფილა ხარაგაულის რაიონის სოფელ ნებოძირიდან. ჩემი დიდი პაპა — გიორგი ღონღაძე, სოფელ ნებოძირის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი ყოფილა XIX საუკუნის I ნახევარში. 1818 წლით დათარიღებული მეტრიკული ჩანაწერების მიხედვით, იგი უკვე იხსენიება ამ ტაძრის წინამძღვრად. გარდაიცვალა XIX ს-ის 40-იან წლებში. დასაფლავებულია იქვე, წმინდა გიორგის სახელობის ეკლე- სიის ეზოში. პაპაჩემი, მღვდელი ნესტორი, ხშირად დადიოდა ნებოძირში, სადაც მისი ბიძაშვილები და მოგვარეები დღესაც სახლობენ. მას არასოდეს გამოუტოვებია მიცვალებულის მოსაგონარი დღეები: მო- ინახულებდა პაპის საფლავს, პანაშვიდს გადაუხდი და, პატივს მიაგებდა, თავის ვალდებულებას მოიხდიდა და ყოველგვარ საეკლესიო წესს აღასრულებდა. პაპაჩემი ნესტორის მამაც სპრიდონი სოფელ ზვარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი გახლდათ. იგი დასაფლავებულია ამავე ოფლის ეკლესიის ეზოში. შემორჩენილია საფლავის ქვაც, შესაბამისი წარწერით“.

 მღვდელი სპირიდონ გიორგის ძე ღონღაძე XIX საუ-ლობის ეკლესიაში, მედავითნის შტატში განამწესეს. კუნის I ნახევარში, სოფელ ნებოძირში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. სასულიერო განათლება მონასტერში მიი- ღო. XIX საუკუნის 40-იან წლებში იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) დიაკვნად აკურთხა. 1854 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (წულუკიძე) მღვდლად დაასხა ხელი და ზვარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1892 წლის 25 ნოემბერს, მოხუცებულობის გამო, პენსიაზე გავიდა. მღვდელი სპირიდონი 1897 წლის 14 იანვარს გარდაიცვალა. (მეორე ვერსიით 1897 წლის 5 მაისს)

  ასევე სასულიერო პირი გახლდათ მისი ვაჟი ნესტორი, რომელიც 1862/63 წელს დაიბადა. იგი თავდაპირველად გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, სადაც მხოლოდ ორი კურსი დაასრულა. 1887 წლის 24 დეკემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქო- ძე) შორაპნის მაზრაში, სოფელ ვახანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესა. 1889 : წლის 26 ივლისს ჩხერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. ამ პერიოდში ნესტორი დაქორწინდა ევდოკია (ევდუქსი) მოსეს ასულ ცქიტიშვილზე (1875 წ.). მათ ოთხი შვილი ჰყავდათ: გიორგი (1894 წ.), ირაკლი (1895 წ.), თამარი (1898 წ.) და ვლადი- მერი (1905 წ.).

  1903 წლის 8 თებერვალს იგი ნებოძირის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეორე მედავითნედ დაადგინეს. 1906 წელს ნესტორმა თბილისის სასულიერო სემინარიასთან არსებულ კომისიას ჩააბარა გამოცდები სამღვდელო ხარისხის მისაღებად. 1907 წლის 11 თებერვალს იგი დიაკვნად აკურთხეს და აღმოსავლეთ საქართველოში, ზემო ავჭალის მთავარანგელოზთა სახემღვდელი სპირიდონ გიორგის ძე ღონღაძე XIX საუ-ლობის ეკლესიაში, მედავითნის შტატში განამწესეს. კუნის I ნახევარში, სოფელ ნებოძირში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. სასულიერო განათლება მონასტერში მიიღო. XIX საუკუნის 40-იან წლებში იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) დიაკვნად აკურთხა. 1854 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (წულუკიძე) მღვდლად დაასხა ხელი და ზვარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1892 წლის 25 ნოემბერს, მოხუცებულობის გამო, პენსიაზე გავიდა. მღვდელი სპირიდონი 1897 წლის 14 იანვარს გარდაიცვალა. (მეორე ვერსიით 1897 წლის 5 მაისს)

 ასევე სასულიერო პირი გახლდათ მისი ვაჟი ნესტორი, რომელიც 1862/63 წელს დაიბადა. იგი თავდაპირველად გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, სადაც მხოლოდ ორი კურსი დაასრულა. 1887 წლის 24 დეკემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქო- ძე) შორაპნის მაზრაში, სოფელ ვახანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესა. 1889 : წლის 26 ივლისს ჩხერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. ამ პერიოდში ნესტორი და-

1911 წლის 10 თებერვალს დიაკონ ნესტორს მღვდლად დაასხეს ხელი და საქართველოს მთიანეთში, სოფელ ახიელის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად იმ პირობით დაინიშნა, რომ ხუთი წელი არ მოითხოვდა ადგილის გამოცვლას. 1914 წლის 30 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1914 წლის 23 სექტემბერს მამა ნესტორი როშკის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1915 წლის 12 ივლისს სკუფია უბოძეს. 1916 წლის 26 იანვარს ახალშენის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. XX საუკუ- ნის 10-იანი წლების ბოლოს ქუთაის-გაენათის ეპარქიაში გადავიდა და სოფელ ჩრდილის ეკლესიაში დაიწყო მსახურება. მისი შვილიშვილი, ოთარ ღონღაძე მამა ნესტორის შესახებ იხსენებს: „მამა ნესტორი ემსახუ- რებოდა ხარაგაულის რაიონის ზოგიერთ სოფლებს ზვარეს, ნუნისს, წიფას, მოლითს, ნებოძირს. მახსოვს, ძალიან უყვარდა ჟურნალ-გაზეთების კითხვა. იყო მოსწრებული ენის პატრონი, სოფელში მას ყვე- ლა ნათლიას ეძახდა. უყვარდა ფიზიკური შრომა“.



9-1  საპატრიარქოს  უწყებანი N9 3-9 მარტი 2011წ გვ.18

ღონღაძეების სამღვდელო გვარი (გაგრძელება)

 საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ ეკლესია-მონასტრების მდგომარეობა ფრიად დამძიმდა. კომუნისტებმა სასულიერო პირები კანონგარეშედ გამოაცხადეს. მამა ნესტორსაც აუკრძალეს ღვთისმსახურება და მოსთხოვეს, ანაფორა გაეხადა. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ლიკვიდაციის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადამწყვეტი იერიში მიიტანა ეკლესიასა და მოძღვარზე. ამავე წლის 21 სექტემბერს ჩატარდა სოფელ ჩრდილის მცხოვრებთა საზოგადო კრება. თავჯდომარედ აირჩიეს ამხანაგი ვასილ ფანქ- ველაშვილი, მდივნად — მიხა შათირიშვილი. განიხილეს შემდეგი საკითხები: 1) ეკლესიის შენობის კლუბ-სამ- კითხველოდ გადაკეთება; 2) საკლუბო კომისიის არჩევა; 3) მიმდინარე საკითხები.

  პირველი საკითხის შესახებ მოხსენება გააკეთა ამხანაგმა ვ. შატბერაშვილმა. კრებამ გამოიტანა შემდეგი რეზოლუცია: „ჩვენ, სოფელ ჩრდილის მცხოვრებმა მუშა-გლეხებმა, მოვისმინეთ რა მოხსენება ამხანაგ ვ. შატბერაშვილისა, ვადგენთ: სოფელ ჩრდილის ეკლესია დაიხუროს და მის შენობაში გაიხსნას კლუბ-სამკითხველო“. საკლუბო კომისიაში აირჩიეს 6 ამხანაგი, რომლებსაც დაევალათ, დაჩქარებით მოეწყოთ კლუბ-სამკითხველო.

  ყოველი მხრიდან შევიწროებული მოძღვარი მაინც შეუპოვრად განაგრძობდა მღვდელმსახურებას. მართალია, ტაძარი დაუკეტეს, მაგრამ იგი ხან თავის სახლში, ხან მორწმუნეთა ოჯახებში აღასრულებდა საეკლესიო წესებს და სულიერად ასაზრდოებდა ჯერ კიდევ საკმაოდ შემორჩენილ მრევლს.

  1937 წელს დაწყებულ რეპრესიებს უკვე ვეღარ გადაურჩა მხცოვანი მოძღვარი. მამა ნესტორის ოჯახში ზუსტად იციან, თუ რა გახდა მიზეზი მისი დაპატიმრებისა. აი, რას ჰყვებიან ისინი: „1937 წელს საბჭოთა კავ- შირში ახალი კონსტიტუცია მიიღეს, რომელსაც „სტალინურს“ უწოდებდნენ. ამ ახალ კონსტიტუციაში საუბარი იყო რელიგიის, სიტყვის თავისუფლებაზე. მამა ნესტორმა გაზეთის საშუალებით შეიტყო ამ სიახლის შესახებ და სტუმრად მისულმა თავისი მოსაზრება გაუზიარა ნათლულს, რომელიც მოძღვარს უშლიდა ანაფორით სიარულს და არ იზიარებდა მის მოსაზრებებს. მამა ნესტორმა უთხრა:

_რახან ქვეყანა უშვებს საეკლესიო წესების შესრულებას, შენ რაღას მედავები მღვდლობასო.

 ნათლული გაბრაზებულა და მეორე დღეს ხარაგაულის მილიციაში უჩივლა თავის ნათლიას. მამა ნესტორი დააპატიმრეს და, სამეულის განჩინებით, დახვრეტა მიუსაჯეს“.

  მღვდელ ნესტორის შვილებიდან ორმა — გიორგიმ და ირაკლიმ, წინაპრების საქმე გააგრძელეს. ძმებ ღონღაძეებს უმძიმეს პერიოდში მოუწიათ საეკლესიო მსახურება.

  მღვდელი ირაკლი ნესტორის ძე ღონღაძე 1895 წლის 4 ოქტომბერს სოფელ ჩრდილში დაიბადა. ჰყავდა მეუღლე, ქეთევან დავითის ასული ნეკაძე (1897-1974). მათ სამი ვაჟი ჰყავდათ: ოთარი, ვახტანგი და შოთა. ირაკლი წლების განმავლობაში საერო სამსახურში იყო, თუმცა ეკლესიასთან ურთიერთობა არასდროს შეუწყვეტია. მისი სასულიერო ხარისხში აყვანა შედარებ გვიან მოხდა. XX საუკუნის 50-იან წლებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის (ფხალაძე) ლოცვა-კურთხევით, იგი გათავისუფლდა საერო სამსახურიდან და სიონის საპატრიარქო ტაძარში დაიწყო მედავითნედ სამსახური. მცირეოდენი მომზადების შემდეგ იგი ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და სიონის ტაძრის მღვდელმსახურად დაინიშნა. ბოლოს მსახურობდა კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში. გარდაიცვალა 1965 წლის 19 სექტემბერს და დასაფლავებულია კუკიის ეკლესიის ეზოში, აღმოსავლეთ კედელთან.


  მიტროპოლიტი გიორგი, ერისკაცობაში ნესტორის ძე ღონღაძე, 1894 წლის 7 ივლისს, სოფელ ჩრდილში დაიბადა. 1908 წელს მან დაასრულა თბილისის საქალაქო პირველდაწყებითი სასწავლებელი. 1910- 1913 წლებში აზერბაიჯანში, დაბა ელიზავეტოპოლში ტელეგრაფისტად მუშაობდა. 1913 წელს გიორგი საეკლესიო ცოდნის მისაღებად გელათის მონასტერში მივიდა, საიდანაც 1914 წელს თბილისის მაცხოვრის ფერის- ცვალების სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. მონასტერში მან მედავითნეობის კურსები გაიარა და გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) 1914 წლის 6 იანვარს დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევის წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ეკლესიის უშტატო მე- დავითნედ დანიშნა. 29 ოქტომბერს შტატში დაამტკიცეს. ამავე წელს გიორგიმ იქორწინა გრემისხევის




9-2  საპატრიარქოს  უწყებანი N9 3-9 მარტი 2011წ გვ.19

ღონღაძეების სამღვდელო გვარი (გაგრძელება)

ეკლესიის წინამძღვრის, მღვდელ სამსონ ღარიბაშვილის ასულ ნინოზე (1893-1978წწ.). მათ სამი შვილი ჰყავდათ: სერგო, ნადია და ნორა. 1914 წლის ნოემბერს გიორგი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. იგი მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1918 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა და ისევ გრემისხევის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1919 წლის 5 აპრილს ატოცის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ ნიკონ მარკოზის ძე სალარიძის თხოვნით, ამავე ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს. 1919 წლის 12 სექტემბერს ურ- ბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) მედავითნე გიორგი დიაკვნად აკურთხა და ატოცის ეკლესიაში დაადგინა.

  საქართველოში კომუნისტური ხელისუფლების დამყარების შემდეგ დიაკონი გიორგი, სხვა სასულიერო პირთა მსგავსად, დევნასა და შე- ვიწროებას განიცდიდა. 1923 წელს იგი იძულებული გახდა, დროებით გაეხადა ანაფორა და რკინიგზაზე მემანქანედ დაეწყო მუშაობა. 1924 წელს გაზეთ „კომუნისტში“ ანონიმი ავტორის მიერ გამოქვეყნდა პატა- რა წერილი, სათაურით „მღვდელი-მემანქანე“, სადაც ვკითხულობთ:

  „ამას წინედ ვიმგზავრე კახეთში. სადგურ გურჯაანში, იქვე გლეხები ხილს ყიდდენ. ამ დროს მოვიდა მემანქანე, რომლის გვარი, საუბედუროდ, არ დამამახსოვრდა. გლეხებს აუტყდათ ჩუმი სიცილი. მე განვცვიფრდი და ვკითხე, თუ რად იცინოდენ ისინი. მათ მომიგეს, რომ ეს მემანქანე ნამღვდელარიაო. მემანქანეც მიხვდა, რომ მასზე იცინოდნენ და სთქვა გაწითლებულმა შემდეგი: „ჩემი რა ბრალია, რომ მამაჩემმა მღვდლობა მასწავლაო. აგერ მხედავთ, რომ როდესაც მივხვდი, რომ ჩვენი ხელობა მშრომელ მასას არ გამოადგებოდა, კიდეც თავი გავანებე და პატიოსან შრომას მივყევი ხელიო. ამით დაამთავრა მან თავისი სა- უბარი. მართლაც, მე შევიტყვე, რომ მას ადრე გაენებებინა მღვდლობისათვის თავი“.

  ეს მემანქანე დიაკონი გიორგი ღონღაძე გახლდათ. 1929-1936 წლებში იგი თბილისის რკინიგზის სამართველოში რევიზორის თანამდებობაზეა, ხოლო 1936-1948 წლებში სხვადასხვა სადგურში მზიდავად მუშაობს.

  1948 წლის ბოლოს გიორგი გათავისუფლდა საერო სამსახურიდან და კვლავ დედაეკლესიას დაუბრუნდა. კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) იგი დიაკვნის ხარისხში აღადგინა. 1949 წლის 19 იანვარს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ მღვდლად დაასხა ხელი და ალავერდის ეპარქიაში, ახმეტის რაიონის სოფელ აწყურის თეთრი გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმ- სახურად დანიშნა. 1951 წლის 27 ივლისს ალავერდელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე) იგი ძველი გავაზის (ახალსოფლის) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა


  ამავე წლის 22 აგვისტოს ფშაველისა და ნაფარეულის სამრევლოები ჩააბარეს. 1955 წლის დასაწყისში მღვდელი გიორგი თბილისში, დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მღვდელ- მსახურად გადმოიყვანეს. 1958 წელს ამავე ტაძრის წი- ნამძღვრად დაინიშნა, ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1963 წელს ენქერი და გამ- შვენებული ჯვარი უბოძეს.

  1974 წლის 13 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დავით V-მ (დევდარიანი) დეკანოზ გიორგის მანგლელ ეპისკოპოსად დაასხა ხელი, 1976 წლის 11 ივნისს კი ბარტყულაზე თვლებიანი ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. 1978 წლის 4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიტროპოლიტის წოდება მიანიჭა. 1978 წლის 14 დეკემბერს მეორე პანაღიით დაჯილდოვდა. 1980 წლის 1 ოქტომბერს წილკნის ეპარქიაში გადაიყვანეს. ამავე წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, მიენიჭა უფლება, სკუფიაზე ეტარებინა ბრილიანტის ჯვარი. მეუფე გიორგი ასევე დაჯილდოებული იყო წმინდა ნინოსა და წმინდა გიორგის ორდენებით. 1982 წლის 22 ივნისს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, მიტროპოლიტი გიორგი გარდაიცვალა. 26 ივნისს მისმა უწმინდესობამ ილია II-მ განსვენებულ მიტ- როპოლიტს წესი აუგო დიდუბის ტაძარში. 27 ივნისს კი, ამავე ტაძარში, საღმრთო ლიტურგიის აღსრულების შემდეგომ, კათოლიკოს-პატრიარქმა ვრცელი სიტყვით მიმართა იქ შეკრებილ მრევლს, განსვენებულის ნათესავებსა და ნაცნობ-მეგობრებს. ისაუბრა მის სულიერ ცხოვრებასა და დედაეკლესიის მიმართ უანგარო სამსახურზე. ცხოვრების გზაზე, რომელიც დიაკვნის ხა- რისხიდან მიტროპოლიტის წოდებამდე განვლო... მეუფე გიორგი დაკრძალულია დიდუბის ტაძარში, სადაც 27 წლის მანძილზე მსახურობდა.

  მიტროპოლიტი გიორგი გამოირჩეოდა მშობელი ეკლესიისადმი ერთგულებით, მას უმძიმეს პერიოდში 


9-3  საპატრიარქოს  უწყებანი N9 3-9 მარტი 2011წ გვ.20

ღონღაძეების სამღვდელო გვარი (დასასრული)

მოუხდა მოღვაწეობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ღირსეული მოძღვრისა და მამულიშვილის სახელი დაიმკვიდრა.

  თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი) მეუფე გიორგის შესახებ ჟურნალ „ჯვარი ვაზისას“ 1982 წლის პირველ ნომერში წერდა:

 „უფალმან ჩვენმან წუთისოფლიდან გაიხმო კეთილმორწმუნე წილკნელი მიტროპოლიტი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გიორგი (ღონღაძე).       ძნელია, წერო ადამიანზე, რომელთანაც ძალიან ახლოს ყოფილხარ, გახსოვს მისი მაღალი ზნეობა და გულისხმიერება. ყოველივე ეს უკვე მოგონებად დარჩა. ცხადია, გაწუხებს, რომ ვეღარ ნახავ მის ღიმილს, ვერ გაიგონებ მის ხმას, დაბოლოს, აღარავინ გაგიჯავრდება ისეთი ალერსიანი ხმით, როგორიც ჰქონდა მხოლოდ მას. ძნელად თუ ვისმეს შეაქებდა, მაგრამ უდიდესი პატივისმცემელი იყო საქმის ერთგული ადამიანებისა. თუ მეუფე გიორგი დარწმუნდებოდა ადამიანის სიკეთესა და რწმენაში, ვერავინ შეაცვლევინებდა აზრს. ყველას შეეძლო მასთან გულახდილი საუბარი.

  საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი მისი რისხვაც და სიკეთეც, მისი მამაშვილური დარიგებები.

 ადრე მეუფე მანგლელი მიტროპოლიტი გახლდათ. მანგლისის ეკლესიის წინამძღვრად მე ვიყავი დანიშნული და თბილისში ყოველი ჩამოსვლისას

წესად მქონდა დიდუბის ეკლესიაში მასთან მისვლა. დაწვრილებით გამომკითხავდა მანგლისის ეკლესიის ამბებს, გულთან მიჰქონდა ყოველი წვრილმანი. ბოლო დროს სურვილი ჰქონდა თავის ეპარქიაში ასვლისა, მაგრამ ჯანმრთელობა არ უწყობდა ხელს.

ერთხელ კი, როგორც იქნა, გაბედა, ამობრძანდა და წირვაც ჩაატარა. გახალისდა, ძალა მოეცა, ზეგარდმოშთაგონებით აივსო. წირვის შემდეგ მრევლში ჩადგა და დიდხანს ესაუბრა მორწმუნეებს. სათუთი მეგობრობა მაკავშირებდა ასაკით ჩემზე უფროს მეუფესთან. ბევრი კარგი ვისწავლე მისგან. და ახლა, როცა ვფიქრობ, მინდა გამოვყო კიდევ რამდენიმე ღირსება, რომლითაც დაჯილდოებული იყო იგი, როგორც ეკლესიის მღვდელმთავარი და ქართველი კაცი, შვილი თავისი ქვეყნისა.

მას არ მოსწონდა სიტყვით მამულიშვილობა. უყვარდა თვალსაჩინო სასარგებლო საქმე, ვერ ურიგდებოდა ისეთ ადამიანებს, ვინც ანგარების გამო მოხვდნენ ეკლესიაში.

  უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების შემდეგ, ჩვენი მოხუცი მეუფე თითქოსდა გამოცოცხლდა, მიეცა ახალგაზრდული ძალა. კარგად მახსოვს, წირვის დროს როგორი შემართებით უმშვენებდა იგი მხარს კათოლიკოს-პატრიარქს.

  ახალი პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწყო საქართველოს ტაძრების შეკეთება- აღორძინება. ამის ბრწყინვალე მაგალითს წარმოადგენს დიდუბის ეკლესიის რესტავრაცია-მოხატვა და აქაც ჩვენ ვხედავთ მეუფე გიორგის, როგორც ერთგულს საქართველოს ეკლესიისა და მისი მამამთავრისას.

ღირსეულად დაფასდა მისი ღვაწლი.  იგი დაკრძაალეს დიდუბის ტაძარში, იმ ადგილას, სადაც განზრახულია წმინდა გიორგის ცხოვრების ამსახველი ფრესკების შექმნა. საუკუნოდ   იყოს ხსენება ტკბილი მოხუცისა და ღირსეული წინაპრის, საქართველოს წმინდა ეკლესიის ერთ-ერთი ღირსეული მღვდელმთავრის, მეუფე გიორგისა“.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.11.2025
ბოლო რედაქტირება 03.11.2025
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0