სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11856

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ივანიცკი სასულიერო ოჯახი ივანიცკი სასულიერო ოჯახი
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ივანიცკი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

14       ბეჭდვა

ივანიცკი სასულიერო ოჯახი

საპატრიარქოს უწყებანი N13, 31 მარტი - 6 აპრილი 2011წ გვ.17

მღვდელი ალექსანდრე ივანიცკი და მისი ოჯახი

მღვდელი ალექსანდრე ივანიცკი XIX ს-ის | ნახევარში საინგილოში, სოფელ მუღანლოში, მაჰმადიანი გლეხის ოჯახში დაიბადა. ისტორიული გადმოცემით, ამ სოფლის მცხოვრებლები XIV სში თემურ-ლენგის ლაშქარს მოჰყოლიან საქართველოში და საცხოვრებლად აქვე დარჩენილან. აქ კიდევ რამდენიმე სხვა სოფელიცკც არის მაშინდელი მონღოლებისგან დარჩენილი. როგორც ალექსანდრეს მამა, ისე ყველა სხვა მონღოლი, მაჰმადიანები არიან. ალექსანდრეს თავადპირველი სახელი იყო მაჰმადი. 


პროფესორ თენგიზ ივანიცკის გადმოცემით, ინგილო ივანიცკების წარმოშობის ისტორია  ასეთია: XIX ს-ის 50-იან წლებში შამილის ბანაკიდან გამოქცეულა 22 წლის მიურიდი, ინგილო ალექსანდრე, სოფელ ფარდალოს  მკვიდრი, გვარად ინაშვილი. იგი იშვილა და თავისი გვარი მისცა პოლკოვნიკმა ივანიცკიმ, რომელიც მეფისნაცვლის,  ვორონცოვის ამალაში მსახურობდა. შამილის მმართველობის პერიოდში როგორც მაჰმადი, ისე მამამისი, ლეკთა ლაშქარში მსახურობდნენ და რუსების წინააღმდეგ იბრძოდნენ. შემდგომში მამა ალექსანდრე ყვებოდა ხოლმე: შამილს კარგად ვიცბდი და ერთ დროს იმის „მიურადად“ ვითვლებოდიო. ერთხელ ქართველთა მონასტერი (სავარაუდოდ, დავით გარეჯისა) რომ გავძარცვეთ, მე ნივთების გაყოფის დროს, მოოქროვილი ბარძიმი მერგოო. 1859 წელს, შამილის დატყვევების შემდეგ, მაჰმადს გაუცვნია ქიზიყელები (ვინაობა უცნობია), რომელთაც მისთვის გაქრისტიანება ურჩევიათ. მაჰმადი მისულა ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში, მონათლულა და იქვე მორჩილად დარჩენილა. აქ, თავისივე მეცადინეობით და შრომით, იმდენად გავარჯიშებულა წმინდა წერილში და ისე საფუძვლიანად შეუსწავლია ქართული ენა, რომ მალევე დიაკვნად უკურთხებიათ. 1882/83 წლებში დიაკონ ალექსანდრეს მღვდლად დაასხეს ხელი და ფშავის მხარეში განამწესეს, 1886 წელს საინგილოში ალიბეგლოს წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. მამა ალექსანდრემ ზედმიწევნით იცოდა თათრული (აზერბაიჯანული) და არაბული ენები, კარგად იყო განსწავლული მაჰმადიანურ რელიგიაშიც. გაქრისტიანებამდე იგი რამდენიმე წელიწადს თავის სოფელში მოლად მსახურობდა და თითქმის მთელი ზაქათალის მაზრა მას ალექსანდრეს კი არა, მოლა მაჰმადს ეძახდა. ხალხისათვის საყვარელი იყო მოლა მაჰმადი: იგი იყო ყველას მამა, ძმა და მეგობარი. მეტადრე უყვარდათ ღარიბ ხალხს, რომელთაც დიდ დახმარებას უწევდა თავისი ჭკვიანური დარიგებებით. ორი იარაღით, ქრისტიანული და მაჰმადიანური ღვთისმეტყველებით აღჭურვილი მღვდელი ალექსანდრე, მოლა მაჰმადი, უძლეველი იყო აქაურ მოლებთან და ეფენდებთან სარწმუნოების შესახებ შეკამათება-შებაასების დროს. მას სახელი ჰქონდა გავარდნილი მაჰმადიანებში, როგორც მაჰმადის მოძღვრების საუკეთესო მცოდნეს. მღვდელი ალექსანდრე ორ- ჯერ იყო შეუღლებული: ერთხელ მაჰმადიანობაში –- ქებინით და ერთხელაც ქრისტიანობაში  ჯვრისწერით. პირველი ცოლისაგან მას დარჩა გათხოვილი ქალები  და მეორისაგან კი – შვიდი შვილი.  ყოველგვარმა მცდელობამ, თავისი მუსულმანი ძმები და დები გაექრისტიანებინა, ამაოდ ჩაიარა. მისი ნათესავები ბოლომდე მაჰმადიანებად დარჩნენ. საყველასათვის საყვარელი და კეთილშობილი მოძღვარი ადრეულ ასაკში, 55 წლისა, მოულოდნელად აღესრულა. მისმა სიკვდილმა დაამწუხრა მთელი საინგილოს მოსახლეობა, როგორც მაჰმადიანები, ისე ქრისტიანებიც. მამა ალექსანდრეს მეორე ქორწინებაში ჰყავდა შვიდი შვილი, რომელთაგან სამმა მამასავით (მეოთხე, რაფაელი, საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს წევრი და ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ცოტა მოგვიანებით, ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში აკურთხეს; მსახურობდა ჯერ პარიზში, შემდეგ კი -- მადრიდის სამრევლოში. აღესრულა 1966 წლის 27 ივნისს, არქიმანდრიტის ხარისხში), სასულიერო გზით გააგრძელა მსახურება.  უფროსი ვაჟი აპოლონი 1864 წელს დაიბადა. მან  დაამთავრა თბილისის სამასწავლებლო კურსები, საიდანაც ალიბესლანის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1892 წლის 7 ივნისს სიონის საკათედრო ტაძარში გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) აპოლონი დიაკვნად აკურთხა, ერთ კვირაში მღვდლად დაასხა ხელი და ვართაშენის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის წინამ


13-1  საპატრიარქოს უწყებანი N13, 31 მარტი - 6 აპრილი 2011წ გვ.18

მღვდელი ალექსანდრე ივანიცკი და მისი ოჯახი (გაგრძელება)

ძლვრად დაადგინეს. 1900 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილ- დოვდა. 1900 წლის 1 ივლისს კოდის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. ამავე წლის 19 ოქტომბერს დიღმის წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის ეკლესიაში განამწესეს. მამა აპოლონის ინიციატივით სოფელ დიღოშში გაიხსნა საკვირაო სკოლა. აი, რას წერდა გაზეთი „ივერია“ ამასთან დაკავშირებით: „ადგილობრივი მღვდლის აპოლონ ივანიცკის მზრუნველობით არსდება საკვირაო სკოლა მოზრდილთათვის. უკვე 40-ზე მეტი გლეხი ჩაეწერა (18-დან 65 წლისანი), მათ შორის, სოფლის ყველა მოხელენი. სწავლების თვიური ფასი 40 კაპიკია. ეს ფული სასწავლო ნივთებისა და წიგნების ყიდვას მოჰხმარდება. წერა-კითხვა და საგნების სწავლება (პირველდაწყებითი ცოდნა საღმრთო სჯულიდგან, კანონმდებლობიდამ, მედიცინიდგან, აგრეთვე ანგარიში) იტვირთა თვით მღვდელმა უსასყიდლოდ. ამავე მღვდელმა დაიარა გლეხების ოჯახობა და უხსნიდა ხალხს აბრეშუმის ჭიის მოყვანის საჭიროებას. ვისაც ფურცელი მოეპოვება, თბილისის „სააბრეშუმო სადგურიდან“ თესლის მოტანასაც მღვდელივე დაჰპირდათ. აქამომდე კი ხალხი გაურბოდა ჭიის მოყვანასა: სეტყვა და ქარი იმან იცისო. ვისურვოთ, განხორციელებულიყოს ეს კეთილი წამოწყება“. 1902 წლის 26 ოქტომბერს მამა აპოლონი საინგილოში მისიონერად გადაიყვანეს და ყორაღანის სამრევლო ჩააბარეს. 1906 წელს ზაქათალის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს. 1914 წელს მოძღვარი პირველი  მსოფლიო ომში სამხედრო კაპელანად დაინიშნა და 490-ე საველე გოსპიტალში მსახურობდა. 1915 წლის 2 მარტს სკუფიით დააჯილდოვეს. XX ს-ის 20-იან წლებში, ეკლესიების საყოველთაო დარბევისა და დახურვის ეპოქაშიი მღვდელი აპოლონი კვლავ განაგრძობდა მღვდელ- მსახურებას. მისი შემდგომი ბედი უცნობია. მომდევნო ძმა, დეკანოზი ტარასი 1868 წელს დაიბადა. 1886 წელს მამამისმა იგი თბილისის სასულიერო სემინა- რიაში მიაბარა. 1892 წლის 28 იანვარს VI კურსის სტუდენტს ეგზარქოსის ჯვრის სახელობის კარის ეკლესიაში, საღმრთო ლიტურგიის დროს, საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) სტიქარი უკურთხა. 1892 წლის  ივნისში მან სემინარია წარჩინებით დაასრულა და სწავლა რუსეთში,ყაზანის აკადემიაში გააგრ-ძელა. სამშობლოში დაბრუნებული არასი 1894 წლის შობის მარხვა113 ში საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის გადაწყვეტილებით საინგილოში, მისიონერად განამწესეს. აი, რას წერდა გაზეთი „ივერია“ მის შესახებ: „ეს ორი თვე იქნება, რაც სასულიერო მთავრობამ ზაქათალის ოლქის მისიონერად და სკოლების ინსპექტორად დაამტკიცა ბატონი ტარასი ივანიცკი. ახალი მისიონერი არის ზაქათალის ოლქის სოფელ კახის მცხოვრებ მღვდლის შვილი, რომელიც მონათვლამდის იყო შამილის მიურიდი და მოლა. თბილისის სემინარიაში კურსის შესრულების შემდეგ სტუდენტის ხარისხით ბატონი ივანიცკი მთავრობამ გაგზავნა ყაზანის აკადემიაში სამისიონერო საქმის სპეციალურად შესასწავლად. 1894 წელს მან ღირსეულად შეასრულა აკადემიის სამისიონერო კურსები და დაბრუნების შემდეგ გამწესდა ჩვენი ოლქის მისიონერად. როგორც ზაქათალის ოლქის მცხოვრებმა და ყაზანის აკადემიაში სამისიონერო საქმის შემსწავლელმა ბატონმა ივანიცკიმ იცის აქაურ ხალხის ზნე-ჩვეულებანი და ენები: გარდა ქართულისა და რუსულისა, თათრული და არაბული, აგრეთვე მუსულმანური ღვთისმეტყველებაც, ყურანი და სხვა. მაშასადამე, ინგილოებისთვის ზაქათალის ოლქში გაუმწესებიათ კავკასიაში ქრისტიანობის აღმადგენელი საზოგადოების მისიონერად ყოვლისმხრივ შესაფერი კაცი. ამ მოკლე ხან ბატონი ივანიცკი ყოფილა სხვადასხვა მუსულმან ინგილოს სოფლებში. სოფელ ყორაღანში მასთან ერთად იყო ინგილოთ ბლაღოჩინი იროდიონ ოქროპირიძე. ამ სოფელში ერთი წილი ინგილოებისა ქრისტიანია და მეორე -- მუსულმანი. ახალმა მისიონერმა და ბლაღოჩინმა მეჩეთის ეზოში ხალხს აუხსნეს ქრისტიანობრივი სწავლა და დაარიგეს იქ მყოფნი კეთილს გზაზედ. მოლებმა და ეფენდებმა შეიტყვეს, რომ ახალმა მისიონერმა იმათი ყურანი კარგად იცის, ამიტომ ისინი მიიმალნენ და ვერ გაბედეს მისიონერთან ბაასი სარწმუნოებაზედ. გარდა ამ კეთილის საქმისა, ახალმა მისიონერმა ამ მოკლე ხანში სხვა სიკეთეც შესძინა საზოგადო საქმეს. მისი მეცადინეობით ქრისტიანობის აღმადგენელმა საზოგადოებამ გახსნა სოფელ კახში სამისიონერო ბიბლიოთეკა, რომლის ზედამხედველადაც დაინიშნა ბატონი ივანიცკი. ბიბლიოთეკა საყოველთაოა მთელი ოლქის მღვდლებისა და მასწავლებლებისათვის“. 1897 წელს ტარასიმ ქრისტიანობის აღმადგენელ



13-2  საპატრიარქოს უწყებანი N13, 31 მარტი - 6 აპრილი 2011წ გვ.19

მღვდელი ალექსანდრე ივანიცკი და მისი ოჯახი (გაგრძელება)

საზოგადოებას მიმართა ახალი ინიციატივით, რათა ზაქათალის ოლქში დაარსებულიყო ცენტრალური სამისიონერო სკოლა, ისეთივე როგორც ყაზანში იყო თათრებისათვის. მისი აზრით, ეს სკოლა უნდა განთავსებულიყო სოფელ კაკში. გარდა ამისა, მას საჭიროდ მიაჩნდა თათრული ანბანის შედგენა რუსული ასოებით, საეკლესიო წიგნების თათრულ ენაზე გადაყვანა და ხალხში გავრცელება. მან შეადგინა სამოქმედო სქემა, როგორ უნდა მომხდარიყო აღნიშნული პროგრამის სისტემაში მოყვანა და წარუდგინა საქართველოს ეგზარქოს ვლადიმერს (ბოგოიავლენსკი), რომელმაც, თავის მხრივ, ამ საკითხის განხილვა მიანდო თბილისის სემინარიის რექტორს, არქიმანდრიტ სერაფიმეს, ყოფილ მისიონერ არქიმანდრიტ ლეონიდეს (ოქროპირიძე) და სიონის ტაძრის დეკანოზ ესტატე ელიაშვილს. სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვა, თუმცა საბოლოოდ ტარასი ივანიცკის პროექტმა მოწონება არ დაიმსახურა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მისეული გეგმა რამდენიმე ათეულ წელიწადში მაჰმადიან ინგილოებს  გადააქცევდა აზერბაიჯანულ და რუსულ ენაზე მოლაპარაკე ქრისტიანებად. ცხადია, ეს გეგმა ინგილოთა ეროვნულობის დაცვის საქმეს ვნების მეტს არაფერს მოუტანდა. ეპისკოპოსი კირიონი აგრეთვე უარყოფდა ივანიცკისეულ მეთოდებს. იგი წერდა: „კარგი, განათლებული და თავისი საქმის მოყვარული მისიონერი ყოველთვის შესძლებს მაჰმადიანი ინგილოების გაქრისტიანებას. ინგილოები არიან ისლამის მიმდევარი ფანატიკოსი ხალხი. მათ კარგად იციან, რომ ქართველები არიან და სახლში ერთმანეთს ქართულად ელაპარაკებიან. მაშასადამე, აქედან გამომდინარე, მაჰმადიან ინგილოებში საუკეთესო ნიადაგი არსებობს ქრისტიანულ სარწმუნოების აღდგენისათვის, თუკი ამას გულით და სულით მოიწადინებს კარგად განათლებული მისიონერი“. მამა ტარასი ენერგიას არ იშურებდა ინგილოებისა ეგრებროთვრ, მაგრამ ის მეთოდი, რომელიც მან ამ მიზნის მისაღწევად აირჩია, გამართლებული არ იყო.

1897 წელს საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა ტარასი დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და საინგილოში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და ამავე მხარეში არსებული სამისიონერო სკოლების ინსპექტორად დანიშნა. 1898 წლის აპრილში მამა ტარასი საგვერდულით დაჯილდოვდა. ამავე წელს სოხუმის ეპისკოპოს არსენის (იზოტოვი) თხოვნით, მღვდელი ტარასი აფხაზეთში გადაიყვანეს და სოხუმის ოლქის მისიონერად და ამავე ოლქში არსებული ქრისტიანობის აღმდგენელი სკოლების გამგედ დაინიშნა. აქტიური მოღვაწეობა გააჩაღა მამა ტარასიმ სოხუმის ეპარქიაში, სადაც ორ წელიწადში 108 კაცი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე. ესენი იყვნენ კოდორის მხარის სოფელ ტამიშისა და ცხენისწყლის მცხოვრებნი. 1900 წლის 15 მაისს დამსახურებული მოღვაწეობისათვის მას სკუფია უბოძეს. 1901 წლის 3 თებერვალს წმინდა ანას'III ხარისხის ორდენით დაჯილდოვეს. 1903 წლის 6 მაისს კამილავკა უწყალობეს. 1904 წლის 6 იანვარს მამა ტარასი გურია-სამეგრელოს ეპარქიაში სანთლის ქარხნის თავმჯდომარედ და სარევიზიო კომისიის წევრად განამწესეს. ამავე წლის 17 აპრილს ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახლობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. მასვე დაევალა ქალაქის ეკლესიებისა და რედუტ-კალეს ოლქის მთავარხუცესობა და ფოთის ორკლასიანი სამინისტრო სკოლის ზედამხედველობა. 1904 წლის 5 მაისს ერთ თვით აირჩიეს საეპარქიო საბჭოს ხაზინადრად. 1904 წლის 18-27 აგვისტოს, წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე, გურია-სამეგრელოს ეპარქიის სასწავლო-სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლად დაინიშნა. 1905 წლის 14 თებერვალს, თავისი თხოვნის საფუძველზე, გადადგა სანთლის ქარხნის თავმჯდომარეობიდან. ამავე წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. მამა ტარასი, მისიონერობის გარდა, 17 წლის განმავლობაში მსახურობდა სამხედრო კაპელანად საქართველოს სხვადასხვა ადგილებში: ფოთში, ქუთაისში, თბილისში, აღბულაღში, თურქესტანში. მონაწილეობდა 1914-1918 წლებში პირველ მსოფლიო ომში, სადაც მან კონტუზიაც მიიღო. ომში გამოჩენილი მამაცობისათვის სამხედრო უწყების წარდგინებით იგი ენქერით დაჯილდოვდა.

1918 წელს ომიდან დაბრუნებული მამა ტარასი ქუთაისში, ყოფილ სამხედრო პოლკის ეკლესიაში განამწესეს. აი, რას წერდა მღვდელი მიხეილ ბუაჩიძე გაზეთ „ჩვენს ქვეყანაში“ მის შესახებ: „იმედის სხივმა დაიწყო ციმციმი ქუთაისის სამხედრო ეკლესიის მოღრუბლულ ცაზე. ამ სხივის გამობრწყინვებას უნდა ვუმადლოდეთ დიდად პატივცემულ და საქარ


13-3  საპატრიარქოს უწყებანი N13, 31 მარტი - 6 აპრილი 2011წ გვ.20

მღვდელი ალექსანდრე ივანიცკი და მისი ოჯახი (დასასრული)

თველოში სახელგანთქმულ მოძღვარს -– მამა ტარასი ივანიცკის, რომელიც ამ უკანასკნელ ჟამს აქ მოხსენებული ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. სულითა და გულით ვეგებებით მის მოსვლას და დანიშვნას ბალახვან-კახიანოურის დავით და კონსტანტინეს (ყოფილი ხაპიორის პოლკის ეკლესიის) ახლად აღორძინებული ეკლესიის აყვავების მოტრფიალენი და იმედი გვაქვს, რომ ეს მოძღვარი პირად ანგარებას არ ანაცვალებს ხალხისა და ქრისტეს მოძღვრების ინტერესებს“. 1920 წელს, სომხებთან ომის დროს, მამა ტარასი საქართველოს რესპუბლიკის მეორე ქართული ცხენოსანი პოლკის მოძღვრად მსახურობდა. 1921 წლის თებერვლიდან, ჯარში მღვდლის ინსტიტუტის მოსპობის შემდეგ, იძულებული გახდა, ემსახურა სამხედრო უწყებაში -– ქ. თბილისში მოხელის თანამდებობაზე, საქმის მწარმოებლად. ბოლოს მსახურობდა სახალხო სამხედრო-საზღვაო კომისარიატის შტაბის საერთო კანცელარიასა და სამხედრო შტაბში. 1922 წლის მაისიდან დროებით უსამსახუროდაა. მიუხედავად მთავრობის მხრიდან არაერთი წინადადებისა, გაეხადა ანაფორა და ისე ემსახურა სამხედრო უწყებაში, უარი განაცხადა მღვდლობის მიტოვებაზე. 1922 წლის სექტემბრიდან, კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის (ხელაია) ლოცვა-კურთხევით, დეკანოზი ტარასი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში განამწესეს და ქალაქ სოხუმის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დანიშნეს. 1928 წელს გუდაუთის სამრევლოში მსახურობს. უცნობია, თუ როგორ დაასრულა მან თავისი მოღვაწეობა. XX ს-ის 30-იან წლებში იგი უკვე აღარ ჩანს მოქმედი სამღვდელოების რიგებში.


მომდევნო ძმა, დეკანოზი ვლადიმერი 1874 წელს დაიბადა. 1891-1897 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაასრულა. 1897 წლის 14 აგვისტოს ვლადიმერი დიაკვნად აკურთხეს, მეორე დღეს მღვდლად დაასხეს ხელი და საინგილოში, ყორაღანის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1902 წლის 18 ივლისს კეტუკლინის სამრევლოში გადაიყვანეს. 1905 წლის 14 თებერვალს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1910 წლის 12 აპრილს სკუფია უბოძეს. 1912 წლის 16 მაისიდან მამა ვლადიმერი სამტრედიის რკინიგზის ეკლესიაშია. 1915 წლის 13 თებერვალს ბაქოს რკინიგზის ტაძარში გადაიყვანეს. 1916 წლის 12 დეკემბერს ელიზავეტოპოლის რკინიგზის ეკლესიაში დაინიშნა. 1917 წლიდან მღვდელი ვლადიმერი საინგილოში, სოფელ ალიბეგლოს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში მსახურობს, სადაც დიდი წვლილი შეიტანა ალიბეგლოში მცხოვრებ ინგილოებში ქრისტიანული სარწმუნოების გაძლიერებისა და შენარჩუნების საქმეში. მან საინგილოს აღუზარდა ექვსი ღირსეული შვილი: სანდრო, ბაგრატი, არჩილი, ბორისი, ვერა და ოლღა. 1919 წელს მამა ვლადიმერს დეკანოზის წოდება მიენიჭა. იგი ესწრებოდა 1920 წელს გამართულ საქართველოს სამოციქული ეკლესიის მეორე საეკლესიო კრებას. 1925 წელს იგი კვლავ მოიხსენიება მოქმედი სამლვდელოების რიგებში, როგორც ბოდბის. ეპარქიის მლვდელმსახური. სამწუხაროდ, მამა ვლადიმერმა XX ს-ის 20-იანი წლების ბოლოს ანაფორა გაიხადა და ეკლესიის საწინააღმდეგო წერილიც კი გამოაქვეყნა, რის გამოც იგი მოხვდა სამღვდელოების იმ სიაში, რომლებსაც XX ს-ის 40-იან წლებში დასაწყისში უარი ეთქვათ სასულიერო ხარისხის დაბრუნებაზე. გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის დროს.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.11.2025
ბოლო რედაქტირება 03.11.2025
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0