სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11856

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
გრიგოლ სვიმონის ძე ღამბარაშვილი 1825-1900წწ დეკანოზი გრიგოლ სვიმონის ძე ღამბარაშვილი 1825-1900წწ დეკანოზი

1825-1900 წწ. გარდ. 75 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ღამბარაშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

გრიგოლ სვიმონის ძე ღამბარაშვილი 1825-1900წწ დეკანოზი

საპატრიარქოსუწყებანიN16 21აპრილი-4 მაისი 2011წ გვ.22 

დეკანოზი გრიგოლ ღამბარაშვილი 1825-1900

დეკანოზი გრიგოლ სვიმონის ძე ღამბარაშვილი 1825 წელს გორის მაზრაში, გლეხის ოჯახში დაიბადა. ყმაწვილი გრიგოლი ცოდნის მისაღებად თავდაპირველად გორის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, საიდანაც მან სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. სემინარია გრიგოლმა წარჩინებით დაასრულა და მოძღვრის ლოცვაკურთხევით, სასულიერო გზა აირჩია. იგი დაოჯახდა. ჰყავდა ექვსი შვილი, ოთხი ვაჟი და ორი ასული: სტეფანე, მაქსიმე, ნესტორი, გაბრიელი, მარიამი (გათხოვილი იყო იპოლიტე ზურაბის ძე ტატიშვილზე) და ალექსანდრა (გათხოვილი იყო პლატონ იოანეს ძე გვერდწითელზე). XIX საუკუნის 50-იან წლებში გრიგოლი ჯერ დიაკვნად აკურთხეს, ერთ კვირაში კი მლვდლად დაასხეს ხელი და ზაქათალის ოლქში მისიონერად განამწესეს. XIX საუკუნის 60-იან წლებში სიღნაღის წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა და ამავე ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1867 წლის შემოდგომაზე მლვდელი გრიგოლი თბილისში გადმოიყვანეს და ვაჟთა გიმნაზიაში სალვთო სჯულის მასწავლებელად და ამავე სასწავლებლის კარის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. XIX საუკუნის 70-იან წლებში იგი ერევნის ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის საფარველის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად განამწესეს და დეკანოზის წოდება მიანიჭეს. 1892 წლის 10 სექტემებრს დეკანოზი გრიგოლი გორის „ოქონის“ ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის ხატის  სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. დანიშვნისთანავე იგი შეუდგა სამრევლო-საეკლესიო სკოლის დაფუძნების საქმეს და მალევე გახსნა ორგანყოფილებიანი სკოლა -–– ვაჟებისა და ქალებისათვის, ცალ-ცალკე; ამ საქმისათვის მას არ დაუზოგავს არც შრომა, არც ხარჯი და არც ენერგია. ახლადგახსნილ სკოლაში თავადვე ასწავლიდა საღვთო სჯულს. დეკანოზ გრიგოლის ინიციატივითვე, ოქონის ეკლესიაში შეიქმნა მგალობელთა გუნდი, რომელიც სასულიერო სასწავლებლის სტუდენტებისაგან ჩამოყალიბდა. ეს გუნდი სისტემატიურად ესწრებოდა წირვა-ლოცვებს, რამაც უამრავი ხალხი მიიზიდა ეკლესიაში. გარდა ამისა, მამა გრიგოლი საუფლო დღესასწაულებზე და კვირაობით ქადაგებით მიმართავდა მრევლს, მამობრივი სიყვარულით განუმარტავდა მათ სახარებისა და დღესასწაულის საკითხავებს და დაუზარლად არიგებდა ტაძარში შეკრებილებს. გამოცდილი მოძღვარი მარტივი და ხალხისათვის გასაგები ენით  ქადაგებდა, რის გამოც ტაძარი ყოველ წირვაზე ხალხით ივსებოდა. რამდენიმე წელიწადში მან დიდი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა არა მარტო მრევლისა, არამედ გორის მთელი საზოგადოებისა. აი, რას წერდა 1895 წელს დეკანოზ გრიგოლის მოღვაწეობის შესახებ უცნობი ავტორი გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე: „1892 წელს გორის ოქონის ეკლესიაში მღვდლად დანიშნულ იქნა დიდად პატივცემული მამა დეკანოზი გრიგოლ ღამბარაშვილი. თავისზედაც ითქმის, რომ ჭეშმარიტად დაუმსახურებია პატივი და დიდებაო, ეს, უეჭველია, დეკანოზ ღამბარაშვილზედ უნდა ითქვას. ჩვენ არ შევეხებით მის წარსულს მეტად ნაყოფიერს და მრავალგვარს შრომა-მოქმედებას. ხოლო გვინდა აღვნიშნოთ, რა ღვაწლი მიუძღვის იმას სამის წლის განმავლობაში ოქონის ეკლესიისა და მისდამი რწმუნებულის მრევლის წინაშე. შესვლისათანავე ოქონის სამრევლოში განსაკუთრებით ყურადღება მამა დეკანოზმა ეკლესიის არა სასურველს მდგომარეობას მიაქცია და იმისს გამშვენებას შეუდგა. ეკლესიის თაღები და კედლები მთლად გამჭვარტლული იყო და ზოგან -– დაზიანებულიც. მამა დეკანოზმა დახარჯა თავისი საკუთარი ხუთი თუმანი, ხუთი თუმანიც ეკლესიის ფულიდგან მიუმატა და ამ ფულით შეაკეთებინა კედლები და თაღი, გაათეთრებინა და შეაღებინა, რაც საჭირო იყო. ეკლესიას არა ჰქონდა რიგიანი შესამოსელი, არც სამღვდელოთათვის, არც ტრაპეზისათვის. მამა დეკანოზმა ამასაც არანაკლები ყურადღება მიაქცია და ეკლესიის ფულით გამოიწერა ტრაპეზისა და თავისთვის თითო ხელი მშვენიერი ოქრო-მკედით ქსოვილი ხავერდის შესამოსელი. გარდა მამა დეკანოზისა, ოქონის ეკლესიაში არის გამწესებული მეორე მღვდელიც –– დიაკვნის ადგილზედ, ხოლო დიაკონი ––- მედავითნის ადგილზედ. ამ მეორე მღვდელმაც, მამა ნიკოლოზ მოსიაშვილმა, დეკანოზის მიხედვით, თავისი ხარჯით გამოიწერა თავისათვის ისეთივე შესამოსელი, როგორიც არის მამა დეკანოზისათვის და ეკლესიას შესწირა. მამა დეკანოზი ყოველ კვირა-უქმე დღეს მწირველია თავის ეკლესიაში. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ქ. გორში ოქონის ეკლესია ერთადერთი ეკლესია არის, სადაც ყოველთვის ქართული წირვა-ლოცვა ისმის, მგონია, დღესასწაულებრივი შესრულება ყოვე

16-1  საპატრიარქოსუწყებანიN16 21აპრილი-4 მაისი 2011წ გვ.23

დეკანოზი გრიგოლ ღამბარაშვილი 1825-1900 (გაგრძელება)

ლის საღმრთო მოქმედებისა და გარეგანი სიბრწყინვალე არ უნდა იყოს მეტი და უადგილო იმისთანა ეკლესიაში, სადაც ტევა აღარ არის ხოლმე მლოცველებისა, ხოლო ეს უკანასკნელი მოვლენა არის ნაყოფი იმ ღვაწლისა, რომელსაც თითქმის . ყოველგან სამღვდელოებამ მხარი აუქცია, მაგრამ დეკანოზ ღამბარაშვილმა კი, როგორც ჭეშმარიტმა მწყემსმა და მოძღვარმა, თავის უპირველეს მოვალეობად აღიარა. ეს ყოვლად პატიოსანი მოხუცი დეკანოზი წირვის შემდეგ მოუთხრობს მსმენელთ 8 იმ დღით წაკითხულ სახარების შინაარსს, მერე განუმარტავს ცალ-ცალკე სახარების აზრსა და მნიშვნელობას, და ბოლოს, ჰქადაგებს ზნეობითს სწავლას. მამა დეკანოზი სრულებით არა ცდილობს მაღალი ფრაზების გამოძებნას თავისის აზრის გამოსახატავად და გამოსათქმელად. მის ქადაგებას უბრალო მამაშვილური საუბრის ხასიათი აქვს და ეს სიმარტივე და გულწრფელობა ლაპარაკის დროს იმდენად ათბობს მის ნათქვამს და სასიამოვნოდ ჰხდის მსმენელთათვის, რამდენადაც უსიამოვნოა მსმენელთათვის მაღალი ფრაზებით და „ ხელების ქნევით წარმოთქმული ქადაგება. აი, მიზეზი იმისა, რომ ოქონის ეკლესია ყოველთვის სავსე არის ხოლმე მლოცველებით. ოქონის მრევლის გარდა, სხვა მრევლიდგანაც მიდიან ოქონის ეკლესიაში ქადაგების მოსასმენად, როგორც ქართველები, ისე სომხები. აი, ამისთანა გულმოდგინეობა და დაუღალავი შრომა, კარგი მაგალითია ახალგაზრდა მღვდელთათვის! გულმოდგინე მწყემსი ყოველთვის მოიპოვებს თავისის მრევლის სიყვარულსა და პატივისცემას. მე ჩემის ყურით გამიგონია ამგვარი სიტყვები: „ღმერთმა გაანათლოს ჩვენი დეკანოზი, რომ ჩვენი სული და გული მაგან გაგვინათლა. აქამდის ჩვენი ჭკუა და გონება სიბნელით იყო მოცული და ახლაკი მაგან გაგვინათლა ჭკუა-გონება და გზა-კვალიც. მხოლოდ ეხლა გავიგეთ ჩვენი სჯული და შევიგენით ჭეშმარიტი სარწმუნოებაო“. დეკანოზმა ღამბარაშვილმა დააწესებინა სამრევლო სამზრუნველო კეთილსაიმედო პირთაგან,

რომელნიც ეკლესიის გამშვენიერებისთვის ცდილობდნენ. მაგალითად, ამ სამზრუნველოს ერთმა წევრთაგანმა ბატონმა ნ. ნ. ხოჯაევმა თავისის ხარჯით გააკეთებინა გარდამოხნისათვის დასასვენებელი ხის კუბო, მინების თავსახურავით, გააკეთებინა სადავითნო ხორო და შესწირა ცისფერის ატლასის კრეტსაბმელი და ყოველი ესე ღირებული არანაკლებ ხუთის თუმნისა და ეხლა აგროვებს მთავრობის მიერ მიცემულის წიგნით შესაწირავს უფრო გასამშვენიერებლად ეკლესიისა და სამრევლო სკოლის დასაარსებლად. გარდა ამისა, მამა დეკანოზი აპირებს სამუდამოდ ქართულის გალობის ხოროს დაწესებას ოქონის ეკლესიაში.

ამ დაუღალავსა და დაუზარელის მოხუცის, დიდად პატივცემულის დეკანოზის გრიგოლ ღამბარაშვილის ღვაწლმა გამახსენა მაცხოვრის სიტყვები: „არცა აღანთიან სანთელი და დასდგინ ქვეშე ხვმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ნათობნ იგი ყოველთა, რომელნი არიან სახლსა შინა“ (მათე 5, 15), და ამიტომ მსურს გავაცნო მკითხველ საზოგადოებას ეს პატივცემული დეკანოზი, როგორც მაგალითი ჭეშმარიტის მოძღვრისა. ღმერთმა ინებოს, რომ მრავალნი აღმოჩნდნენ ჩვენში ამისთანა მოძღვარნი“. 1897 წლის 16 აგვისტოს დეკანოზი გრიგოლი გორის სანთლის ქარხნის რევიზორად დაინიშნა. 1899 წლის 6 მაისს ეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობის გამო წმინდა ვლადიმერის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.  1900 წლის 27 აგვისტოს ქ. თბილისში, თავის შვილებთან მყოფი დეკანოზი გრიგოლი მოულოდნელად გარდაიცვალა. თავისი ანდერძის თანახმად, იგი გორში გადაასვენეს. 2 სექტემბერს ოქონის ტაძარში წირვა შეასრულა გორის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე), დიდძალ სამღვდელოებასთან ერთად. წესის აგების შემდეგ ოჯახის წევრებმა და მრევლმა მოძღვრის ცხედარი დიდი პატივით მიაბარეს ეკლესიის ეზოს. დეკანოზი გრიგოლი აქტიურად თანამშრომლობდა იმჟამინდელ ქართულ პრესასთან. ჟურნალ-გაზეთებში იგი ხშირად აქვეყნებდა თავის ქადაგებებსა და თარგმანებს. 1866 წელს მან რუსულიდან თარგმნა და ჟურნალ „საქართველოს სასულიერო მახარებელში“ გამოაქვეყნა ნაშრომი „საუფლო ლოცვისათვის“, რომელიც XIX საუკუნეში ოთხჯერ დაიბეჭდა სანკტ-პეტერბურგში. გარდა ამისა, მან ასევე თარგმნა „სასინოდო სიტყუა ნერსეს ლამბრონელისა“, სადაც საუბარია მონოფიზიტური სარწმუნოების სიმცდარეზე. გთავაზობთ მცირეოდენი შემოკლებით დეკანოზ გრიგოლის ქადაგებას თავად არჩილ იოანეს ძე ანდრონიკაშვილის გარდაცვალების დღეს: „პირველისავე კაცის დროსა კაცს განეწესა სიკვდილი: „მიწა ხარ და მიწადვე მიიქეც“, -- უთხრა ღმერთმან ადამს და ამის გამო ჩუენ ყოველნი, „ერთისაგან სისხლისა მისისა შექმნილნი“, შევიქმნენით მოკუდავნი, სიკვდილი იქმნა აუცილებელ ვალად ჩვენის ბუნებისა. დაუღალველი სიკვდილი იქცევის რა თავთა ზედა ყოველთა კაცთასა, მოჰკვეთს ხან ერთსა და ხან მეორესა, ყრმასა გინა ჭაბუკსა, ჰასაკოვანსა, გინა მოხუცსა. დროთაგან კაცის შექმნისა ქუ-

16-2 საპატრიარქოსუწყებანიN16 21აპრილი-4 მაისი 2011წ გვ.24

დეკანოზი გრიგოლ ღამბარაშვილი 1825-1900 (დასასრული)

-ეყანასა ზედა აურაცხელთა მილიონთა კაცთა საჩქაროდ განვლეს პირი ქუეყნისა და კვალად დაიფარნენ მიწასა შინა. ესრეთვე იქნება ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა, ვითარცა იტყვის საღმრთო წერილი: „ნათესავი წარვალს და ნათესავი მოვალს და არა არს კაცი რომელიც ცხონდეს და არა იხილოს სიკუდილი“. ამისათვის უკუე იტყვის მოციქული: „ყოველი ხორცი თივა არს და ყოველი დიდება კაცისა, ვითარცა ყვავილი თივისა, განჰხმა თივა იგი და ყვავილი მისი დაჰსცვივა“.  ესე არს ჭეშმარიტება ყოველთადმი ცხადი და უეჭველი, ამას აწცა ცხადად ვსცნობთ მწარედ საგოდებელისა ამის მხილველისაგან. გარნა ამა სიცხადისაგან  ჭეშმარიტებასა ამას ჰქონან მხარენი ჩვენთვის დაფარულნი, მაგალითად: პირველად, ჩვენ არა ვუწყით თვით ჟამი სიკვდილისა ჩუენისა, რაიცა სთქუა მოციქულმან ჟამისათვის, მეორედ მოსვლისა ქრისტესსა და უკანასკნელისათვის განჩინებისა, იგივე ითქმის ჟამისათვისცა სიკვდილისა ჩვენისა: „იგი მოვალს, ვითარცა მპარავი ღამით“. თითქმის ყოველთვის მოულოდნელად ემთხვევა სიკვდილი კაცთა ყოვლისა ჰასაკისა და მდგომარეობისასა, ღრმად მოხუცებულსაცა და ახლადშობილსა ჩვილსაცა, მხნესა ჭაბუკსაცა და მტკიცესა მამაკაცსაცა, რომლის დღენი ჯერეთ არც კი განზოგებულან. მეფე და მონა, მდიდარი და გლახაკი, კეთილშობილი და გლეხი, ბრძენი და უგუნური ერთბაშად შთავლენან საფლავებსა შინა და შთავლენან მომეტებულ ნაწილად მაშინ, როდესაც არცა თვით და არცა სხუანი ამას არა მოელოდებოდნენ, მაგალითსა ამისსა ჩუენ ვხედავთ, სამწუხაროდ ჩუენდა, წინა მდებარესა უფლისად აღსრულებულსა მონასა შინა თავადსა არჩილსა, რომლისა ცისკარი უკეთესის სიცოცხლისა ქუეყანასა ზედა თითქმის ეხლა აღმობრწყინდა, ხოლო ესე მიისწრაფის საფლავსა შინა. მეორედ, ჩუენ არა უწყით არცა ადგილი და არცა გარემოებანი ჩუენისა სიკვდილისა. ჰოი! ვითარ მრავალ არიან შემთხვეულებანი და სახენი ჩუენისა სიკვდილისა, და ვითარ მრავალ ადგილნი, სადაცა შეგვხვდება ჩუენ იგი. გარნა ვითარ დაფარულ არს ჩუენთვის ყოველი ესე და ვინ გვაუწყებს ჩუენ მომავალსა, ვინ გვაცნობებს ჩუენ, თუ ვითარ და სადა განვლევთ დღეთა ცხოვრებისა ჩუენისათა? ყოველგან და ყოველსა შინა შეიძლება შეგვემთხვას სიკვდილი, გარნა არა უწყით, თუ სადა და რასა შინა სახელდობრ ჩუენ შევხუდებით მას. შეიძლება მოვკუდეთ ჩუენ საჭმლისაგანაცა და სიცივისაგანაცა, შრომისაგანაცა და უქმობისაგანაცა, გარნა არა უწყით, თუ რაისაგან სახელდობრ მოვკუდებით. მოვკუდებით ავად მყოფობით ქვეშაგებში, ანუ გზასა ზედა სიხარულში, საშუალ ნათესავთა და მცნობთა, ანუ უდაბურსა და უცხოსა ადგილსა, -- იქა, სადაცა იქნება ჩუენ ზედა ყოველსავე ქრისტია- ნობის წესის აღსრულება, ანუ იქ, სადაცა არც კი არს ქრისტიანობა. მოვკუდებით სინანულსა შინა ანუ სრულებით უგრძნობელად? ყოველნი ესე არიან საიდუმლონი, რომელთა ჩუენ ვერ მივსწვდებით, მაგალითად: უწყოდა, განსვენებულმან ამან, ანუ ნათესავთა ამისთა, რომელ ესე განვიდა დღეთა თვისთა ცხოვრებისათა, არა მამულსა შინა თვისსა, განშორებით საყვარელთაგან თვისთა. მეუღლისა და შვილთა, მამისა და ნათესავთა, მეგობართა და მეცნიერთა, რომელსა, არა შეემთხვევა სიკუდილი ჟამსა ცხადის საშიშროებისასა ბრძოლასა შინა ოსმალებთანა? ჰოი! ვითარ საკვირველ არიან საქმენი შენნი უფალო, და გამოუკვლეველ სჯანი შენნი! ამის გამო ხმავჰყოთ ყოველთა, კეთილმორწმუნენო მსმენელნო! რომელ სიცოცხლე ესე ჩუენი ქუეყნიერი არს სიცოცხლე დროებითი და მსწრაფლ წარმავალი, კეთილნი მისნი არიან ხრწნადნი და ამავონი, სხეული ჩუენი არს საპყრობილე სულისა, რომლისაგან იგი ადრე, ანუ გვიან განთავისუფლდება, რათა შემდგომ შეცვალებისა მისისა სხეულად სულიერად და უკვდავად კვალად შეერთდეს მისთანა საუკუნოისა ცხოვრებისათვის ღვთისა თანა. ყოველი ერთად პირითა და ერთგულითა ვევედრნეთ უფალსა ესრედ: „წმინდათა თანა განუსვენე ქრისტე ღმერთო სულსა მონისა შენისა თავადის არჩილისასა, სადა იგი არა არს ჭირი, არცა მწუხარება, არცა ურვა, არც სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი“. ხოლო აღსრულებულსა ამას სარწმუნოებითა, სასოებითა და სიყვარულითა ღვთისათა ხელმწიფის და მამულის სიყვარულისათანა, ვჰრქუათ: მშვიდობით, საყვარელო, მშვიდობით, ვიდრე შეყრამდე ერთად საყოფელთა შინა ღვთისათა, მშვიდობით! უფალი შენთანა. ამინ“.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.11.2025
ბოლო რედაქტირება 03.11.2025
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0