სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
რკონის ღვთიმსშობლის ეკლესია VII საუკუნე სოფ.რკონი კასპი ქართლი რკონის ღვთიმსშობლის ეკლესია VII საუკუნე სოფ.რკონი კასპი ქართლი რკონის ღვთიმსშობლის ეკლესია VII საუკუნე სოფ.რკონი კასპი ქართლი რკონის ღვთიმსშობლის ეკლესია VII საუკუნე სოფ.რკონი კასპი ქართლი რკონის ღვთიმსშობლის ეკლესია VII საუკუნე სოფ.რკონი კასპი ქართლი რკონის ღვთიმსშობლის ეკლესია VII საუკუნე სოფ.რკონი კასპი ქართლი რკონის ღვთიმსშობლის ეკლესია VII საუკუნე სოფ.რკონი კასპი ქართლი
ბმულის კოპირება



კასპი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

36       ბეჭდვა

რკონის ღვთიმსშობლის ეკლესია VII საუკუნე სოფ.რკონი კასპი ქართლი

რკონის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს კასპის რაიონში, მდინარე თეძამის ზედა წელზე, მდინარის მარცხენა ნაპირზე, სოფელ რკონის მახლობლად.

გადმოცემის თანახმად, რკონში იყო „სალოცავი ხე“ დიდი ცაცხვი, რომელზედაც მლოცველები ჰკიდებდნენ შეწირულობას.

რკონში და მის მიდამოებში დიდ სამონასტრო მშენებლობას ხელი შეუწყო იმდროინდელმა სავაჭრო და სამხედრო-სტრატეგიულმა გზამ, რომელიც აკავშირებდა შიდა ქართლს საქართველოს სამხრეთ პროვინციებთან - ჯავახეთთან, თრიალეთთან და შემდეგ, სომხეთის გავლით, ახლო აღმოსავლეთთან. გარკვეულ როლს რკონისა და მის მიდამოების ეკონომიკურ ცხოვრებაში თამაშობდა წიაღისეულის სიმდიდრის - ფერადი ლითონებისა  და ვერცხლის არსებობა.

ამჟამად რკონში და მის მიდამოებში შემორჩენილია ისტორიული და კულტურის ძეგლები - რკონის სამონასტრო კომპლექსი, სმოჭალოს წმ.გიორგის ეკლესია, სვიმეონ მესვეტის სავანე.

ღვთისმშობლის ეკლესია - დგას კომპლექსის აღმოსავლეთ მონაკვეთში. თარიღდება VII საუკუნის მეორე ნახევრით. ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა (18,2X12,1 მ), შესასვლელი სამი მხრიდან (ჩრდილოეთი კარი ამოქოლილია). აფსიდის გვერდებზე სადიაკვნე და სამკვეთლოა. ეკლესიის კედლების მოხატულობა სხვადასხვა დროსაა შესრულებული. ძირითად სივრცესა და სადიაკვნეში შემონახული მოხატულობის ნაშთები განვითარებული ფეოდალურ ხანას XII საუკუნეს განეკუთვნება. 

სატრაპეზო დგას ღვთისმშობლის ეკლესიის ჩრდილო დასავლეთით, დაახლოებით 10 მეტრზე. ძირითადი ნაწილები თარიღდება XIII-XIV საუკუნეების მიჯნით. სატრაპეზო ექვს საბჯენ თაღზე დაყრდნობილი შეისრული კამარით გადახურული სათავსია ნაგებია ნატეხი ქვით.

კოშკი - დგას სატრაპეზოს სამხრეთ-დასავლეთით, ორმოციოდე მეტრზე. ნაგებია ნატეხუ ქვით. შემორჩენილია სამი სართულის კედლები. შესასვლელი მეორე სართულზეა. პირველ და მეორე სართულზე თითო სარკმელია.

სამრეკლო დგას ღვთისმშობლის ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 2 მეტრზე. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით. სამრეკლოს კედლები და სახურავი დაზიანებულია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. სამრეკლო ორსართულიანია.

ნათლისმცემლის ეკლესია - დგას ღვთისმშობლის ეკლესიის სამხრეთით, შვიდიოდე მეტრზე. თარიღდება XIII-XIV საუკუნის მიჯნით. ეკლესია დარბაზულია.

რკონის (თამარის) ხიდი - მდებარეობს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, გადებულია მდინარე თეძამზე. ხიდზე გადიოდა გზა, რომელიც შიდა ქართლს აკავშირებდა თრიალეთთან. ხიდი თარიღდება XII-XIII საუკუნეებით. იგი ერთმალიანია (12,5 მ), მორკალური ფორმისაა. ხიდი შემორჩენილია თავდაპირველი სახით. იგი საქართველოს ფეოდალური ხანის ხიდების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. 

მასალა მოგვაწოდა და მოამზადა აბესალომ ტურაშვილმა (თელავი)


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0