სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
იაკობ გრიგოლის ძე ტატიშვილი  1868-1941წწ დეკანოზი დაბ. სოფ. მარანი (გორი, ტყვიავის თემი) იაკობ გრიგოლის ძე ტატიშვილი  1868-1941წწ დეკანოზი დაბ. სოფ. მარანი (გორი, ტყვიავის თემი)

1868-1941 წწ. გარდ. 73 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ტატიშვილი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

67       ბეჭდვა

იაკობ გრიგოლის ძე ტატიშვილი 1868-1941წწ დეკანოზი დაბ. სოფ. მარანი (გორი, ტყვიავის თემი)

დეკანოზი იაკობ გრიგოლის ძე ტატიშვილი 1868 წელს გორის მაზრაში, სოფელ მარანში აზნაურის ოჯახში დაიბადა. 1886-1890 წლებში იაკობი გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.


1890 წლის დეკემბერში ქ. ელიზავეტოპოლის (ახლანდელი განჯა) წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. ამ პერიოდში იაკობი და- ქორწინდა ნინო ეფრემის ასულ ონიაშვილზე, რომელთანაც 6 შვილი შეეძინა: გიორგი (დახვრიტეს 1937 წელს), თამარი, ირაკლი, სოფიო, მიხეილი, ელენე. 1892 წლის 25 მარტს თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) მედავითნე იაკობი დიაკვნად აკურთხა და ისევ ელიზავეტოპოლის ეკლესიაში დაადგინა. 1895 წელს დიაკონი იაკობი ბორჯომის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1899 წლის 1  ივნისს მღვდლად დაასხეს ხელი და ბაკურიანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1902 წლის 22 ივნისს საგვერდულით დაჯილდოვდა, ხოლო 1909 წლის 23 აპრილს სკუფია უბოძეს. 1914 წლის 31 იანვარს მღვდელი იაკობი თბილისის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადმოიყვანეს. 1916 წლის 20 მაისს კამილავკა ეწყალობა. XX საუკუნის 20-იან წლებში ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მი

საპატრიარქოს უწყებანი N36 25-31 ოქტომბერი, 2012წ გვ.18

ავლაბრის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია (გაგრძელლება)

ენიჭა. მამა იაკობი 17 წელი ერთგულად და პატიოსნად ემსახურებოდა წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიას. მის წინამძლვრობაში მოხდა ტაძრის დარბევა და შევიწროება კომუნისტური ხელისუფლების მიერ. 1930, წელს ჯანმრთელობის გაუარესების გამო, უარი თქვა ტაძრის წინამძღვრობაზე და პენსიაზე გავიდა. დეკანოზი იაკობი 1941 წლის 14 ივლისს გარდაიცვალა. დასაფლავებულია თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე. დეკანოზი იაკობ ტატიშვილი;

იაკობ ტატიშვილი - სასულიერო პირი, დეკანოზი. ირაკლი ტატიშვილი - ექიმი, აკადემიკოსი, პათანატომიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მიხეილ ტატიშვილი - ექიმი. ბოლო წლებში მუშაობდა, ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინ-ტის დირექტორის მოადგილე.

მარცხნიდან: სოფიო ტატიშვილი,ნინო ონიაშვილი, იაკობ ტატიშვილი, ირაკლი ტატიშვილი, გიორგი ტატიშვილი, წინ: ელენე ტატიშვილი, მიხეილ ტატიშვილი, უკან: თამარ ტატიშვილი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.11.2025
ბოლო რედაქტირება 11.11.2025
სულ რედაქტირებულია 1




ტატიშვილი გრიგოლ დიმიტრის ძე 1882-196? მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. ცხრუკვეთი, ჭიათურა

2 0

ტატიშვილი - გვარის 13 ღვთისმსახური

1 0

გრიგოლ დიმიტრის ძე ტატიშვილი დაბ. 1882 წ. მღვდელი დაბ.სოფ ცხურკვეთი. ჭიათურა

2 0

ნიკოლოზ ტატიშვილი როსტომის ძე 1858 -1920წწ რუსეთის გენერალი თბილისი Татиев Николай Растомович

2 0


ლევან ტატიშვილი გარდ. აფხაზეთი დაბ. მცხეთა

2 0


ნიკოლოზ ტატიშვილი 1962წ. დაკარგ. აფხაზეთი დაბ. სოფ. მუხრანი მცხეთა ქართლი

3 0

გოგი ტატიშვილი 1958წ მხატვარი, ქ. იანგიაბადი (უზბეკეთი)

1 0


გრიგოლ ტატიშვილი 1848-1911წწ. მხატვარი. გორი, ქართლი.

2 0


ოთარ ტატიშვილი 1955წ. კომპოზიტორი, მომღერალი, მხატვარი, წარმ. სოფ. ვარდისუბანი მცხეთა.

1 0


ნუგზარ ტატიშვილი 1933-2004წწ აკადემიკოსი, მედიცინა. დაბ. თბილისი.

1 0