თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
გუდაშვილი ბართლომე მოსეს ძე - მღვდელი.
ჭართლის სამრევლო
1926-1927 წლებში წილკნის ეპარქიაში აღესრულა რამდენიმე სასულიერო პირი, ზოგიერთმა კი უარი თქვა მღვდელმსახურებაზე. მეუფე პავლეს ლოცვა- კურთხევით სხვადასხვა ეპარქიებიდან გადმოვიდნენ მოძღვრები, რათა შეევსოთ დაცლილი სამრევლოები. ქუთაის-გაენათის ეპარქიიდან - მღვდელ-მონაზონი მაკარი (დავლი) -- დაინიშნა ყურისუბნის სამრევლოში, მღვდელი თეოფილე ბერეკაშვილი -- ქსოვრისის სამრევლოში, მღვდელი სეით კიკნაძე -- მჭადიჯვრის სამრევლოში, ალავერდის ეპარქიიდან -- მღვდელმონაზონი არჩილი (თარაშვილი) -- დაინიშნა ბოკოწინის სამრევლოში. სამღვდელო კომისია გაიარეს და სასულიერო ხარისხში ეკურთხნენ: მედავითნე ბართლომე მოსეს ძე გუდაშვილი -- დაინიშნა ჭართლის სამრევლოში, მედავითნე ილარიონ თეოდორეს ძე თურქაძე -- დაინიშნა ანანურის ეკლესიაში, მედავითნე ბესარიონ ანტონის ძე ივანაშვილი აღიკვეცა ბერად ანტონის სახელით, იკურთხა მღვდლად და შიომღვიმის მონასტრის საძმოში განწესდა.