სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11940

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
წალენჯიხის საკათედრო ტაძარი და XIX-XX სს.-ში იქ მოღვაწე სასულიერო პირები წალენჯიხის საკათედრო ტაძარი და XIX-XX სს.-ში იქ მოღვაწე სასულიერო პირები
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

წალენჯიხა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

16       ბეჭდვა

წალენჯიხის საკათედრო ტაძარი და XIX-XX სს.-ში იქ მოღვაწე სასულიერო პირები

საპატრიარქოს უწყებანი N22 5-11ივნისი 2014წ გვ.17
წალენჯიხის საკათედრო ტაძარი და XIX-XX სს.-ში იქ მოღვაწე სასულიერო პირები
 | ნაწილი
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი X საუკუნით თარიღდება და იგი ქ. წალენჯიხის განაპირა, შემაღლებულ გორაკზეა აღმართული. ცენტრალურ გუმბათოვან ტაძარს სამი მხრიდან გარსშემოსავლელი აქვს, რომელთაგან სამხრეთისა და ნაწილობრივ ჩრდილოეთისაც დადიანთა საგვარეულო ეკვდერადაა გადაკეთებული. XIII-XIV სს.-ში წალენჯიხა დადიანების რეზიდენციად გამოცხადდა. მათ აქ ჰქონდათ სასახლე, საჭურჭლე (საგანძური) და საგვარეულო სამარხიც. გალავნის ჩრდილო-დასავლეთით ჩაშენებულია ორსართულიანი სამრეკლო, რომლის პირველ სართულში
ალაყაფის კარია. გალავნის გარეთ დადიანის სასახლისა და სხვა ნაგებობათა ნაშთებია. ტაძრის დასავლეთით 40-45 მ სიგრძის გვირაბია. შემორჩენილი ქართული და ბერძნული წარწერების თანახმად, ტაძარი სამეგრელოს მთავრის, ვამეყ დადიანის (1384– 1396) ბრძანებით მოუხატავს კონსტანტინოპოლიდან საგანგებოდ მოწვეულ მხატვარ კირ მანუელ ევგენიკოსს. ეს მოხატულობა XIV საუკუნის დასასრულს კონსტანტინოპოლის სკოლის ერთადერთი შემორჩენილი, ზუსტად დათარიღებული და მხატვრის მიერ ხელმოწერილი ნიმუშია. XVII საუკუნის შუა წლებში მხატვრობის დაზიანებული ადგილები განუახლებია ეპისკოპოს ევდემონს (ჯაიანი), ეკვდერების სხვადასხვა დროის მოხატულობებში (XVI-XIX სს.) გამოირჩევა მრავალრიცხოვან საერო პირთა გამოსახულებები. წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის დასავლეთის ეკვდერში განისვენებს სამეგრელოს მთავარი ლევან II დადიანი და მისი მეუღლე –– დედოფალი ნესტან-დარეჯანი. ტაძრის ეზოში განისვენებენ მოძღვრები: ნიკოლოზი, იესე,
22-1  საპატრიარქოს უწყებანი N22 5-11ივნისი 2014წ გვ.18
წალენჯიხის საკათედრო ტაძარი და XIX-XX სს.-ში იქ მოღვაწე სასულიერო პირები (გაგრძელება)
კალისტრატე, სამსონი, მაქსიმე, გიორგი თვალთაძეები, ლაზარე კალანდია. 1822 წლის აღწერილობაში, რომელიც საქართველო–იმერეთის სინოდალური კანტორის ბრძანებით ჩატარდა ჭყონდიდის, ცაიშისა და ცაგერის ეპარქიებში, წალენჯიხის ტაძრის შესახებ ვკითხულობთ: „სამთავრო სოფელ წალენჯიხას სდგას მაღალს, შვენიერს ადგილზედ მაცხოვრის ეკლესია, თლილის ქვისა, გუმბათიანი, ოთხს სვეტზედ აღშენებული, რომელიც აღუშენებია სამენგრელოს მთავარსა დადიანსა გიორგის, ხოლო რიცხვი დაწერილობა არა“რაი სჩანს. თუ რაოდენი წელი არს აღშენებისა შემდგომ, უდროობის და დაცემათა ვითარების გამო; დასავლეთით ჩამოუდის მდინარე ჭანის წყალი მახლობლად; ხოლო ეკლესიასა  ამას აქვს ირგვლივ გალავანი. და სიძველით ნახევარზე მეტი დარღვეული არს; კარის ბჭე აქვს თლილის ქვისა, სვეტებზედ დაშენებული; კარი აქვს სამი; სიგრძით არს შიგნით საკურთხევლიანათ ოცდაოთხი ადლი და თერთმეტი ნიშანი; და განი -- თვრამეტი ადლი და ხუთი ნიშანი; აღსავლის კედელი ქვისა, კარი აქვს ორი სამეუფო და ჩრდილოეთით, კრეტსაბმელი ლურჯის მატერიისა; ტრაპეზი ქვისა, ერთს სვეტზედ დამყარებული, სიგრძით არს ერთი ადლი და ხუთი ნიშანი და განი  ერთი ადლ ნახევარი; ჩასაცმელი შიგნით – ტილო, და მეორე –– წითლიანის თუთნისა. ტრაპეზზედ სასვენი სახარება-- ხელით ნაწერი, ვერცხლით მოჭედილი სრულად და ოქროთი დაფერილი სიგრძით არს ხუთი ნიშან ნახევარი და განით ოთხ ნიშან ნახევარი; ტრაპეზზედ სასვენი ჯვარი-- ხისა, წმიდათ მოჭრილი, ვერცხლით მოჭედილი, თვლები აქვს ოთხი, უბრალო ქვისა, წითელი, მეორე ოქროს ჯვარი -–– მცირე, თვლები აქვს ვერცხლისა; სამკვეთლო –- ქვისა, თავის საფენით, ჩრდილოეთის სამხრეთშიდ კედელშიდ მიშენებული; ბარძიმი, ფეშხუმი, კამარა, კოვზი, ტაკუკი, საევლოგიო თეფში, ორი მცირე საზედაშე სურა -წმიდა ვერცხლისა, ლახვარი –– ფოლადისა, მეორე სანიადაგო ბარძიმი, მცირე ტანისა, ვერცხლისა; ერთიხელიდაფარნები მძიმედ ნაკერი სირმითა და მარგარიტითა წმიდითა და მას ზედა გარდამოხსნისა და ანგელოზთა სახე ამოყვანილი სირმის ძაფით; საცეცხლური ვერცხლისა, სრულის ტანისა; სააიაზმე სპილენძისა, ემბაზი ხისა; ხატი მაცხოვრისა მარჯვნივ ასვენია, ხის სახატეზედ, სრულიად ვერცხლისა და შიგნითი გული ხატი -–– ოქროსი სრულიად, სიგრძით არს ხატისა ამის კუბო ერთი ჩარექი და სამი ნიშანი; ამავე ხატს უსხედს თვლები წმიდა ჩინებული წითელი ქვებისა. ამასთანავე, მარგარიტი საშუალო. და კუბოსა ამას აქვს ჯაჭვი ვერცხლისა; ხატი მარჯვნივ ასვენია მაცხოვრისა, წმიდათ მოჭედილი ვერცხლით და ოქროთი დაფერილი და ხატსა ამას შინა განისვენებს წმიდა ნაწილნი, სიგრძით არის ხატი ესე ერთი ადლი,და განი სამი ჩარექი, თვლები უსხედს დაბალის ქვისა და ორი მარგარიტი; ხატი მარცხნივ ასვენია ღვთისმშობლისა, სრულიად ვერცხლით მოჭედილი და წინა პირი ოქროთი დაფერილი, სიგრძით არს ხატი ესე რვა ნიშან-ნახევარი და განი ექვსი ნიშანი და უსხედს თვლები მდაბალი ქვისა; ხატი სრულად ვერცხლისა, კუბო სახედ გაკეთებული სანაწილედ, სიგრძით არს ხუთი ნიშანი და განი ოთხი ნიშანი; ხატი ღვთისმშობლისა, ხეზედ ნახატი, ორკარიანი; ხატი ვედრებისა, ღვთისმშობლისა, ხეზედ ნახატი; ხატი მაცხოვრისა-- ხეზედ ნახატი; ხატი ღვთისმშობლისა -– ხეზედ ნახატი; ხატი ღვთისმშობლისა -- მცირის ტანისა ვერცხლით მოჭედილი; სამწყსო ჯვარი -–– სრულიად ვერცხლისა და ზეითი ბუშტი და ჯვარი ოქროთი – დაფერილი; სამი ვერცხლის კანდელები და ერთი სასანთლე ვერცხლისა, მცირის ტანისა; ერთი წყვილი სერაბინ ქერაბინი, სრულიად ვერცხლისა. ერთი ხელი სამღვდელო შესამოსელი, სრულებით ახალი; სტიხარი ყვითლის დიბისა, სირმიანი, თეთრის ბუზუმეტით გაწყობილი, ოლარი იმავე დიბისა, თეთრის  ბუზუმეტით გაწყობილი და აქვს ყვითლის ბუზუმეტის ფუნჯები; საბუხრეები, იმავე დიბისა, თეთრის ბუზუმეტებით გაწყობილი, სარტყელი, იმავე დიბისა, ფილონი -- ყვითლის სირმიანის დიბისა,  თეთრის ბუზუმეტით გაწყობილი, სარჩული აქვს ფილონსა და სტიხარსა ყვითლის თავთისა. ფილონი, ცისფერი სტოფისა, სირმიანი. ამ ეკლესიის მახლობლად მდგომარეობს ჩრდილოეთის მხარეზედ თავის სასახლით მთავრის დადიანის კაციას ძე ტარიელი, რომელიც იპყრობს
სოფელსა ამას საუფლისწულოდ. ამ ეკლესიის მღვდელი კეთილშობილი თოთაძე (საბუთში წერია ეს გვარი, როგორც ჩანს, XIX ს-ის დასაწყისში თვალთვაძეები ასე იწოდებოდნენ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მამა იესე იხსენიება მეორე სახელითაც –– იოსებითაც -– გ. მ.) იესე ნიკოლოზის ძე, არს წლისა შობიდან 35-ისა, უსწავლიეს საეკლესიო წიგნი და წერა, აღზრდილა ცაიშის  მონასტერზედ, დიაკვნად და მღვდლად ხელდასხმულია თავის მწყემსმთავრის მიერ (იგულისხმება ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ბესარიონ დადიანი -–  გ. მ.) და რამღვდლობა მიუღიეს იქმნების წელი 10. ამ მღვდელს შვილი ყავს ორი: მაქსიმე -–– არს წლისა 5 და სოფრომ, არს წლისა 4 (შემდგომში, 1835 წელს, მას ეყოლა ასული ეფროსიმე -– გ. მ.). მღვდელი თოთაძე ზებედე არს წლისა შობიდგან 30-ისა. უსწავლიეს საეკლესიო წიგნი და წერა, აღზრდილა ცაიშის მონასტერზედ, დიაკვნად და მღვდლად ხელდასხმულია თავის მწყემსმთავრის მიერ (იგულისხმება ჭყონდიდელი მიტროპოლი

22-2   საპატრიარქოს უწყებანი N22 5-11ივნისი 2014წ გვ.19
წალენჯიხის საკათედრო ტაძარი და XIX-XX სს.-ში იქ მოღვაწე სასულიერო პირები (გაგრძელება)
ტი ბესარიონ დადიანი -– გ. მ.) და რა მღვდლობა მიუღიეს, იქმნების წელი ნ. ამ მღვდელს შვილი ყავს ერთი პეტრე და არს წლისა 12. დადიანის კაციას ძის ტარიელის კარის მღვდელი სამთავროს კეთილშობილი ფარულავა გიორგი, არს წლისა შობიდამ 50. უსწავლიეს საეკლესიო წიგნი და წერა, აღზრდილა ჭყონდიდის მონასტერზედ, ლაზარე არქიმანდრიტთან (გვარად იყო აფაქიძე –– გ. მ.), დიაკვნად და მღვდლად ხელდასხმულა თავის მწყემსმთავრისაგან (იგულისხმება ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ბესარიონ დადიანი გ. მ.) და მღვდლობა მიუღიეს იქმნების წელი 22. იმოწყალესად ბოძებიეს ბრონზის ჯვარი მიტროპოლიტ ბესარიონისაგან, ატესტატიტურთ, ხოლო მღვდელი ესე იზრდების თავის ყმით და ოჯახით და მოწყალებითა დადიანის ძის ტარიელისათა; ამ ზემო ხსენებულს ეკლესიას აქვს სამხრეთით და ჩრდილოეთით ორთავე მხარეზედ ეკვდრები ექვსი. ამ ეკვდერთაგანში ერთში მარხია დადიანის კაციას ძის მანუჩარის მეუღლე, შარვაშიძის ასული (სახელი ერქვა რუსუდანი -- გ. მ.); და არს წირვა ამ ეკვდერში ამ მიცვალებულისათვის. ტრაპეზი აქვს ქვისა. შიგნით აცვია ტილო და ზეით -- ჩითიბი; ტრაპეზზედ სასვენი სახარება მცირის ტანისა, მოჭედილი; ტრაპეზზედ სასვენი ჯვარი - ნახატისა; სამკვეთლო – ქვისა, თავის საფენით; ბარძიმი, ფეშხუმი, კამარა, კოვზი, ტაკუკი ვერცხლისა, ლახვარი ფოლადისა; ერთი ხელი დაფარნა ხავერდისა, საცეცხლური სპილენძისა; სამი ხატი -- ხეზედ ნახატი: მაცხოვრისა, ღვთისმშობელისა და ჯვარცმისა; ერთი ფილონი -- ყვითლის სტოფისა, მოძველო და მეორე დიბისა, რუსული; სტიხარი, სამკლავები, ოლარი, სარტყელი და ენქერი -– ფარჩისა სრულიად“. დოკუმენტს ხელს აწერენ საირმის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი გიორგი (კუხალაშვილი, შემდგომში -- სამეგრელოს ეპისკოპოსი 1835-1842), ცაგერის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ანტონი (დადიანი, შემდგომში სამეგრელოს ეპისკოპოსი 1843-1852) და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, ბესარიონის (დადიანი) არქიდიაკვანი ლუკა (იოსელიანი). ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, თუ როდის გარდაიცვალა წალენჯიხის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი იესე თოთაძე-თვალთვაძე. იგი (ცოცხალი ჩანს 1865 წელს, თუმცა, ამ დროს ტაძრის წინამძღვარი უკვე მისი ვაჟი ნიკოლოზია. სავარაუდოდ, მოხუცი მოძღვარი, იგი ამ დროს 80 წლისა გახლდათ, მალევე გარდაიცვალა.

დგანან მარცხნიდან: ლევან, მაქსიმე, ზოსიმე, კალისტრატე. სხედან: თეიმურაზ, ნიკოლოზ და ესტატე თვალთვაძეები. 

წალენჯიხის ტაძრის მომდევნო წინამძღვარი, მღვდელი ნიკოლოზ თვალთვაძე 1821 წელს დაიბადა. დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი. 1841 წლის 15 მარტს სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (კუხალაშვილი) დიაკვნად აკურთხა. 1842 წლის 18 ივნისს მლვდლად დაასხა ხელი და წალენჯიხის ტაძრის წინამძლვრად დაადგინა. 1860 წელს იგი საგვერდულით დაჯილდოვდა. 1875 წელს სკუფია უბოძეს. ამავე წელს წალენჯიხის ოლქის მთავარხუცესის კანდიდატად აირჩიეს. 1879 წელს კამილავკა ეწყალობა. 1890 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1891 წლის 20 მარტს პენსიაზე გავიდა. 1893 წლის 29 მაისს მღვდელი ნიკოლოზი წმ. ვლადიმერის IV-ის ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. შთამომავლების გადმოცემით, მამა ნიკოლოზი თან ახლდა სამეგრელოს მილიციას ჩრდილოეთ კავკასიაში შამილთან ომის დროს. ჰყავდა მეუღლე ეკატერინე სიმონის ასული (1826) და შვილები: ევსტათი (1843), ფილიპე (1845), არტემი (1848), მალაქია (1850), მელქისედეკი (1852), ალექსანდრე (1855), ასპიდა (1859), ავქსენტი (1861) და ივდიტა (1870). მასთან ერთად მსახურობდა მისი უმცროსი ძმა, მღვდელი სოფრონ თვალთვაძე, დაბადებული 1825 წელს. მიღებული ჰქონდა შინაური განათლება. 1850 წლის 8 ივლისს სამეგრელოს ეპისკოპოსმა
22-3   საპატრიარქოს უწყებანი N22 5-11ივნისი 2014წ გვ.20
წალენჯიხის საკათედრო ტაძარი და XIX-XX სს.-ში იქ მოღვაწე სასულიერო პირები (დასასრული)
ანტონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა. 1854 წლის 18 ივლისს აფხაზეთის ეპისკოპოსმა გერმანემ (გოგოლაშვილი) მლვდლად დაასხა ხელი და წალენჯიხის ტაძრის მეორე მღვდლად განამწესა. 1866 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1871 წელს მამა სოფრომი წალენჯიხის ოლქის სამღვდელობამ სულიერ მოძღვრად აირჩია. 1878 წელს სკუფია უბოძეს. 1886 წელს კამილავკა ეწყალობა, 1891 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. ჰყავდა მეუღლე   ნინო ხუტუს ასული (1826) და შვილები: ზოსიმე (1859), გიორგი (1860), სოლომონი (1862) და ბესარიონი (1865). მლვდელი სოფრომი 1892 წლის 6 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი ნეკროლოგი დაიბეჭდა ჟურნალ „მწყემსში“, 1893 წელს, სადაც მღვდელი პეტრე კვარაცხელია მისი მოღვაწეობის შესახებ წერდა: „1892 წლის დეკემბრის 6 გარდაიცვალა წალენჯიხის საბლაღოჩინო ოლქის ეკლესიების ყველა კრებულთაგან საყვარელი და პატივცემული მოძღვართ-მოძღვარი, მღვდელი სოფრომ თვალთვაძე. ჩვიდმეტ წელზე მეტია, რაც განსვენებული დანიშნული იყო მოძღვართ-მოძღვრად ზემოხსენებულ საბლაღოჩინო ოლქში. განსვენებული ჭეშმარიტად ასრულებდა თავის თანამდებობას. იგი სწორედ მაგალითი იყო მისდამი რწმუნებული მრევლისთვის და თავის სულიერ მოწაფეთათვის- თავის წმინდა ცხოვრებით და გასაოცარი უანგარობით. სანამდის კაცი ცოცხალია, რაც უნდა იგი სასარგებლო იყოს მისი მოღვაწეობა, არავინ არ აფასებს მას და არც ხვედრს პატივისცემას იღებს საზოგადოებისაგან. როცა კი მოგვაკლდება ესეთი სასარგებლო პირი, მაშინ კი დავრწმუნდებით, რომ ჩვენთვის იგი სასარგებლო იყო და მისი დაკარგვა ჩვენთვის დიდი სამწუხაროა. განსვენებული მწყემსი სოფრომ თვალთვაძე უხვად იყო დაჯილდოებული უზენაესისაგან სხვადასხვა ნიჭითა. მთელი მისი სიცოცხლე შემკულია დიდებული და კეთილი საქმეებითა. განსვენებული იყო მშვიდი და მოწყალე ღარიბთა და გაჭირვებულთათვის, იგი ყოველთვის კმაყოფილი იყო თავის ხვედრით. ყველა მისი სულიერნი შვილნი სიმწუხარით გლოვენ ყველასაგან საყვარელი და პატივცემული მოძღვრის დაკარგვას და სასოებენ, რომ განსვენებულის თანამდებობის ადგილზე დანიშნული მოძღვართ-მოძღვარი გაივლის იმ გზაზე, რომელზედაც მტკიცედ ვლიდა განსვენებული“. 1882 წლის 13 სექტემბრამდე წალენჯიხის ეკლესიაში ასევე მსახურობდა მღვდელი იოანე ზურაბის ძე თვალთვაძე, დაბადებული 1828 წელს. სასულიერო განათლების მიღების შემდეგ, XIX ს-ის 60-იანი წლების დასაწყისში, ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მლვდლად დაასხეს ხელი და წალენჯიხის ეკლესიაში დაინიშნა. მეუღლეს ერქვა ეკატერინე, ჰყავდა შვილები: დიმიტრი, გიორგი, ავქსენტი და ერთიც ასული სირმა. გარდაიცვალა 1882 წლის 13 სექტემბერს.
22 საპატრიარქოს უწყებანი N22 5-11ივნისი 2014წ გვ.19
წალენჯიხის საკათედრო ტაძარი და XIX-XX სს.-ში იქ მოღვაწე სასულიერო პირები (გაგრძელება)
დასაწყისი იხ: საპატრიარქოს უწყებანი N23 12-18ივნისი 2014წ გვ.17
გამოიჩინეს მათდამი ჩაბარებულ სიწმიდეთა დაცვისათვის. თანახმად მეორე საეკლესიო კრების დადგენილებისა, გამოეცხადოს აგრეთვე მათ, რომ საეკლესიო კრება განიცდის უმაღლეს შვება-მხიარულებას, უცქერის რა მათ თავს შემკულს ტანჯევა-წამების ეკლესის გვირგვინით. საეკლესიო კრება შესთხოვს ზეცისა და ქვეყნის შემოქმედ-გამგებელ ღმერთს, მისცეს მათ დღეგრძელობა და კეთილდღეობა, სასიქადულოდ ქართული ეკლესიისა და გასამხნევებლად აწინდელ და მომავალ ქრისტეს ეკლესიის მწყემს-მოძღვართა“. ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ ეკლესია და სამღვდელოება უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა. ხელისუფლების ბრძანებით, 1922 წლის ივნისში დაიწყო საქართველოს ეკლესია-მონასტრებში დაცული განძეულობის აღწერა, ვითომ მენშევიკური ხელისუფლებისგან მათი დაცვის მიზნით. მოძღვრები იძულებული გახდნენ შეესრულებინათ ეს დავალება. ზოგიერთ ადგილას ამ ყველაფერმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ამავე წლის 20-22 ივნისს წალენჯიხის ტაძარშიც მოხდა საეკლესიო განძეულობის აღწერა, ხოლო განძეულობის ჩამონათვალს ბოლოში ხელს აწერდა დეკანოზი მაქსიმე.


სწორედ ამ დროს წამოყვეს თავი წალენჯიხის ტაძრის ძარცვაზე დაკავებულმა პირებმა და წერილი გაუგზავნეს ამხ. ფ. მახარაძეს. მათ უნდოდათ, რომ საქმე კვლავ ალძრულიყო და მამა მაქსიმეს დაბრალებოდა ყველაფერი. წერილს გთავაზობთ შემოკლებით: „ჩვენს წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდება იმ ბოროტმოქმედებაზე, რასაც ადგილი ქონდა წალენჯიხაში მენშევიკური ხელისუფლების დროს, რაზედაც სათანადო კვლევა ძიების მასალების ძალით, თავის დროზე პასუხისგებაში იყო მიცემული დეკანოზი მაქსიმე თვალთვაძე და სხვა მღვდლები და ყველა ისინი დაპატიმრებულ იყვნენ. ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარებისას, წალენჯიხის ეკლესიის საქმეზე პასუხისგებაში მიცემული დეკანოზი თვალთვაძე და მისი კამპანია, საერთოდ სხვა ტუსაღებთან ერთად თავისუფლდებიან ციხიდან. ხალხი მათ ეკლესიაში არ უშობს, რადგან მათ საჯაროდ აღიარეს თავიანთი დანაშაული. თავისი პრესტიჟის აღსადგენად და ბრალდების თავიდან ასაცილებლად, მათ დაიწყეს წინასწარი მუშაობა, გაეცნენ საგამომძიებლო მასალებს. ამით დაიწყო ბრძოლა ეკლესიის თავადთა და მათი კომპანიისა ჩვენს წინააღმდეგ. პირველად მათ იერიში ადგილობრივ ადმინისტრაციაზე მიიტანეს, ხოლო შემდგომში არეალი გააფართოვეს. ხსენებული პროვოკაციის გმირები ზუგდიდის მაზრაში ცნობილნი არიან ასეთი საქმეებით. სამწუხაროდ, ამ გარემოებას ზედ დაერთო ზუგდიდის მაზრის კომუნისტთა შორის არსებული უთანხმოება. ზოგიერთი „კომუნისტები“ ილაშქრებდნენ ქავთარაძე-ბერიას წინააღმდეგ. ბოლშევიკური ხელისფლების დროს ამ საქმეზე მოვლინებულ იქნა ზუგდიდში ბ. ღვინიაშვილი. ჩვენ არ შეუდგებით მის დახასიათებას ამ საქმეში, არც იმას მოგახსენებთ, თუ რა პირობებში წარმოებდა კვლევა-ძიება, მაგრამ არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ ის, რომ ბ. გამომძიებელმა, სრულიად უსაფუძვლოდ, ჩვენს წინააღმდეგ აირჩია უეჭველი დაპატიმრების ზომა 10 თებერვალს 1922 წლისა, ხოლო ასეთი „შინაურის წესით“ 4 ნოემბრიდან 1921 წლიდანაა. მთელი კვლევა-ძიება წარმოებდა ჩვენი სრული იზოლაციის ქვეშ, ამავე დროს სრული თავისუფლება მიენიჭა წალენჯიხის ეკლესიის თავადთ და მათ კომპანიას, რომ უფრო მეტად ხელოვნურად მოეწყოთ საქმე. როგორც იქნა, კვლევა-ძიება დამთავრდა 15 მაისს. საქმე დასკვნისათვის გადაეცა საქმეთა გამომძიებელ ავშაროვს 6 ივნისიდან. 31 აგვისტოს გადაეცა იუსტკომს, რომლის შუამდგომლობით და თქვენი დასტურით გასარჩევად გადაეცა უზენაეს რევტრიბუნალს, სადაც დღემდე იმყოფება ჩვენი საქმე. დღეს კი ირკვევა, რომ თითქოსეს ეს საქმე არ ექვემდებარება მას და მის გადაცემას დასავლეთ საქართველოს ტრიბუნალზე ლამობს, ეს გარემოება კი ნიშნავს საქმის რამდენიმე თვით ხელოვნურად გაჭინაურებას. ჩვენ მოუთმენლად ველით სასამართლოს სიტყვას რადგან წინასწარ დარწმუნებული ვართ, მათი სიტყვა იქნება საჯარო აღიარება ჩვენი უდანაშაულობისა. თუ არ იქნება გათვალისწინებული ჩვენი სამართლიანი მოთხოვნები, ისღა დაგვრჩენია, განვაგრძოთ დაწყებული შიმშილობა, ხოლო სასამართლოს შეუძლია შემდგომში გაასამართლოს ჩვენი ცხედრები, ხოლო კვლევა-ძიების მასალები დარჩება ისტორიულ არქივში, თუ რა სამწუხარო აღმაშფოთებელ პროვოკაციულ საქმეებს ქონდა ადგილი საბჭოთა ხელისუფლების დროს. მოგახსენებთ რა ასე მსხარტულად თქვენ, როგორც მხცოვან ძველ რევოლუციონერს, ველით თქვენგან სამართლიან განკარგულებას, რომლის



23 საპატრიარქოს უწყებანი N23 12-18ივნისი 2014წ გვ.17
წალენჯიხის საკათედრო ტაძარი და XIX-XX სს.-ში იქ მოღვაწე სასულიერო პირები
 II ნაწილი
მღვდელ ნიკოლოზის შემდეგ წალენჯიხის ტაძრის წინამძღვრები იყვნენ მისი ძმის -- ზებედეს შტოს წარმომადგენლები, მამა-შვილი: იაკობ ზებედეს ძე და სამსონ იაკობის ძე თვალთვაძეები. მღვდელი იაკობ ზებედეს ძე თვალთვაძე 1833 წელს დაიბადა. მიღებული ჰქონდა შინაური განათლება. 1857 წლის 8 დეკემბერს სამეგრელოს ეპისკოპოსმა თეოფანემ (გაბუნია) დიაკვნად აკურთხა. 1862 წლის 18 თებერვალს აფხაზეთისა და სამეგრელოს ეპისკოპოსმა გერონტიმ (პაპიტაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი და ფუყის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძრის წინამძლვრად დაადგინა. 1870 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1885 წელი სკუფია უბოძეს, 1893 წელს კამილავკა ეწყალობა, 1899 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1903 წლის ივნისში პენსიაზე გავიდა. გარდაიცვალა 1912 წლის 21 ოქტომბერს. ჰყავდა მეუღლე –– მატრონა ზოსიმეს ასული (1840) და შვილები: დეკანოზი სამსონი, ესტატე (1860), კალისტრატე (1865) და დესპინე (1863). დეკანოზი სამსონ იაკობის ძე თვალთვაძე 1856 წელს დაიბადა. 1876 წელს სამეგრელოს ოთხკლასიანი სასულიერო სასწავლებელი პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 1877 წლის 14 იანვარიდან 1885 წლის 14 აპრილამდე სამინისტრო სახალხო სკოლაში ასწავლიდა. 1885 წლის 2 მაისს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა და წალენჯიხის საკათედრო ტაძარში განამწესა. 1888 წლის 1 ნოემბრიდან წალენჯიხის სამინისტრო სახალხო სკოლაში საღვთო სჯულს ასწავლიდა. 1891 წლის 22 მაისს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) მღვდლად დაასხა ხელი და მაზანდარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად განამწესა. 1903 წელს კამილავკა ეწყალობა. 1903 წლის 1 ივლისს წალენჯიხის ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1900-1914 წლებში იყო ზუგდიდის სამაზრო განყოფილების საეპარქიო საბჭოს წევრი. 1900-1912 წლებში წალენჯიხის სამრევლო სკოლაში უსასყიდლოდ ასწავლიდა საღვთო სჯულს. 1898 წლიდან შეთავსებით ასწავლიდა ქალთა სკოლაშიც. 1909 წლის 26 მაისს წალენჯიხის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს და 1909 წელს სამ
23-1  საპატრიარქოს უწყებანი N23 12-18ივნისი 2014წ გვ.18
წალენჯიხის საკათედრო ტაძარი და XIX-XX სს.-ში იქ მოღვაწე სასულიერო პირები (გაგრძელება)
კერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1914 წლის 12 ივლისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზ სამსონის მეცადინეობით აიგო ახალი ქალთა სკოლის შენობა, რომლის მშენებლობაზე მან თავისი პირადი ხარჯები –– 400 მანეთი გაიღო. მანვე შეაკეთა წალენჯიხის ტაძარიც, რაზედაც 200 მანეთი დახარჯა. 1911 წლის 15 მაისს სასწავლო დირექტორიამ სახალხო სკოლებში 25-წლიანი ნაყოფიერი სამსახურისათვის წმინდა ანას. III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. მამა სამსონის მთავარხუცესობის პერიოდში აშენდა ოთხი ახალი ეკლესია. ერთი ქვისა და სამიცხის. გამოასწორა სანთლის რეალიზაციის საქმე წალენჯიხის ოლქში, თუ ადრე 5-6 კგ სანთელი იყიდებოდა, მისი მმართველობის პერიოდში 20 კგ-მდე გაიზარდა. ოლქში სკოლებისა და განათლების საკითხიც გამოსწორდა. მამა სამსონი ყოველ კვირასა და დღესასწაულზე ქადაგებით მიმართავდა მრევლს, განუმარტავდა მათ ქრისტიანული სარწმუნოების მნიშვნელობას და ასწავლიდა ღვთისა და სამშობლის სიყვარულს. მოძღვარი ადრე დაქვრივდა. ჰყავდა ერთი ვაჟი: კონსტანტინე (27.12.1887წ), რომელმაც ოდესის იურიდიული უნივერსტიტეტი დაამთავრა. მას ცოლად ჰყავდა ბარბარე ბესარიონის ასული). წალენჯიხის საკათედრო ტაძრის უკანასკნელი წინამძღვარი გახლდათ მამა ნიკოლოზის ერთ-ერთი ვაჟი, დეკანოზი მაქსიმე თვალთვაძე. იგი 1860 წელს დაიბადა. დაამთავრა ზუგდიდის ორკლასიანი სასწავლებელი. 1880 წელს წალენჯიხის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1890 წლის 25 იანვარს გურია–-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა და ძველი სენაკის ეკლესიაში განამწესა. 1891 წლის 18 აპრილს მღვდლად დაასხა ხელი და წალენჯიხის ეკლესიის მეორე მღვდლად დანიშნა. 1903 წლიდან არის წალენჯიხის ქალთა სკოლის გამგე. წლების განმავლობაში მუშაობდა სასულიერო გამომძიებლად წალენჯიხის ოლქის სახალხო სასამართლოში. 1902 წელს კამილაკვა ეწყალობა. 1910 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. მამა სამსონის მსგავსად, სკოლის აშენებაში მანაც 400 მანეთი გაიღო. დეკანოზი მაქსიმე ადრე დაქვრივდა. ჰყავდა სამი შვილი: ვლადიმერი (1894-1974წწ.) დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია, იყო ოფიცერი, მსახურობდა ახალციხის მესაზლვრეთა ჯგუფში. შთამომავლების გადმოცემით, დაეხმარა ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმს თურქეთში გადასვლაზე, რის გამოც დააპატიმრეს და დახვრეტა მიუსაჯეს, რაც შემდეგ გადასახლებით შეუცვალეს. გათავისუფლე- ბის შემდეგ დასახლდა მამაპაპისეულ სახლში და წალენჯიხაში ბუღალტრად მუშაობდა. შალვა – 1897-1938წწ. 1911 წელს დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1924 წელს ისიც დააპატიმრეს, აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით. გაიქცა მეტეხის ციხიდან. ჩავიდა ბათუმში, რომ იქიდან თურქეთში გადასულიყო, მაგრამ ვიღაცამ გასცა და კვლავ დააპატიმრეს. 1931 წელს და 1933 წელს კვლავ დაპატიმრებული იყო. 1938 წლის 30 აპრილს ლავრენტი ბერიას ბრძა– ნებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. ჰყავდა მეუღლე 
 ნადია ლუკავა და ორი ქალიშვილი -– ნათელა და მარგალიტა. ფედოსია (1896-1980წწ 1913-1921 წლებში ასწავლიდა ადგილობრივ სამრევლო-საეკლესიო სკოლაში, ხოლო გასაბჭოების შემდეგ, წლების განმავლობაში, მუშაობდა რუსული ენის პედაგოგად. XX ს-ის 10-იანი წლების ბოლოს მღვდელი მაქსიმე წალენჯიხის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1921 წლის დასაწყისში, ჯერ კიდევ უღვთო მენშევიკური მთავრობის პერიოდში, მოხდა წალენჯიხის საკათედრო ტაძრის გაძარცვა, რაშიც როგორც შემდგომში გაირკვა, ბოლშევიკების ხელი ერია და ისინი ამ ყველაფერს მამა მაქსიმეს აბრალებდნენ (შთამომავლების გად–-– მოცემით, მამა მაქსიმეს წირვის დროს მიადგნენ ეკლესიაში, გარეთ ზამთარის სუსხიანი დღე იდგა, მოძღვარი ეკლესიიდან გამოიყვანეს, ყელამდე ყინულივით ცივ მდინარეში ჩააყენეს და თან დასძახოდნენ: „ჩვენ კი არა, შენ გადამალე ხატები ოქროსა და ვერცხლის ზოდებად გადასადნობადო". უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოხდა მენშევიკების დროს და არა კომუნისტური ხელისუფლების პერიოდში. შემდგომში სიმართლე გაირკვა და ამ საქმეზე დააპატიმრეს სხვა პიროვნებები, რაზედაც ქვევით გვექნება საუბარი. მენშევიკურმა ხელისუფლებამ ამ საქმის გამო დააპატიმრა წალენჯიხის ოლქის ხუთი მოძღვარი და უკანანო პატიმრობაში ამყოფა ისინი. 1921 წლის 1-8 სექტემბერს გელათის მონასტერში ჩატარებულმა მესამე საეკლესიო კრებამ მოისმინა სამეგრელოს ეპარქიის წარმომადგენლის, დეკანოზ თოდუას მოხსენება წალენჯიხის ეკლესიის გაძარცვისა და ამ მიზეზით ყოფილი მენშევიკური მთავრობის მიერ ხუთი სასულიერო პირის: დეკანოზ მაქსიმე თვალთვაძის, დეკანოზ ალექსი კვარაცხელიას, მღვდელ გიორგი თვალთვაძის, მღვდელ კონსტანტინე შენგელიასა და მლვდელ ბართლომე კვარაცხელიას წამების ფაქტის შესახებ. მოსმენის შემდეგ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა ამბროსიმ (ხელაია), კრებას წინადადება მისცა, ხსენებული ხუთი მოძღვრისათვის თანაგრძნობა გამოეცხადებინათ. საბოლოოდ, ყველა საკითხის განხილვის შემდეგ კრებამ ხმის უმეტესობით მიიღო შემდეგი დადგენილება: „საეკლესიო კრების საგანგებო ღრამოტით გამოუცხადოს მადლობა დეკანოზ მაქსიმე თვალთვაძეს, მთავარხუცეს დეკანოზ ალექსი კვარაცხელიას, მღვდელ გიორგი თვალთვაძეს, მღვდელ ბართლომე კვარაცხელიას და მღვდელ კონსტანტინე შენგელიას მისი უღრმესი მადლობა იმ ერთგულებისათვის და სიმტკიცისათვის, რომელიც მათ


23-2  საპატრიარქოს უწყებანი N23 12-18ივნისი 2014წ გვ.20
წალენჯიხის საკათედრო ტაძარი და XIX-XX სს.-ში იქ მოღვაწე სასულიერო პირები (დასასრული)
მოლოდინში ვრჩებით სრულიად დაიმედებულნი. 1922 წლის 12 ოქტომბერი, ტფილისის I გამ. სახლი, პატიმრები: ანტონი (მამა) ანჯაფარიძე, ივანე ბაძაღუა, იოსებ კვარაცხელია, ჯოგო ზარქუა, მეხუთე გვარი არ იკითხება“. ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, თუ რა ბედი ეწია ამ პატიმრებს და როგორ დასრულდა ეს გამოძიება, ერთი რამ კი ფაქტია, თავად წალენჯიხელები თავიანთ მოძღვარს დაუდგნენ გვერდით და ამ ერთსულოვნებითა და თანადგომით მამა მაქსიმე დაპატიმრებას გადაურჩა. თუმცა, მალევე, ტაძრის დახურვისა და შემდგომი რეპრესიების გამო, მან მღვდელმსახურება ვეღარ გააგრძელა. როგორც შთამომავლები იხსენებენ, მოძღვარს სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა ყინულოვან წყალში გაცივების შედეგი. მაქსიმე ბაბუას – ასე ეძახდნენ წალენჯიხელები უფლებაწართმეულ მოძღვარს მუდამ თეთრი ანაფორა ეცვა და ჩინდაშრეტილი მაინც სოფლის იმედად იდგა. აქვე გვინდა ორიოდე სიტყვით მოგითხროთ კიდევ ერთ თვალთევძაზე რომელიც ასევე რეპრესირებულია და ნარაზენის მთავარანგელოზთა ეკლესიაში მსახურობდა. ეს გახლდათ მღვდელი ვასილ ლავრენტის (ლევანის) ძე თვალთვაძე, დაბადებული 1871 წლის 8 დეკემბერს მღვდლის ოჯახში. 1890 წელს დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი. 1890 წლის 10 ივლისს წალენჯიხის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1902 წლის 2 სექტემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა. 1906 წლის 1 იანვარს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი და ნაროუს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში განამწესა. 1906 წლის 1 ოქტომბერს ნარაზენის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1908 წლის 27 ოქტომბრიდან ადგილობრივ სამინისტრო სახალხო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებელია. 1911 წლის 18 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა. ჰყავდა მეუღლე ნინო (ცაცა) თეიმურაზის ასული და შვილები: აპოლონი (7.03.1899), გრიგოლი/ჩაქურია (2.06.1902-1917წწ. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, გარდაიცვალა მოულოდნელად, 15 წლის ასაკში), ეკატერინე (10.05.1904) და ნადეჟდა (5.10.1906).


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.12.2025
ბოლო რედაქტირება 05.12.2025
სულ რედაქტირებულია 5





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0