ჩვენი გაზეთის საშუალებით რამდენჯერმე გვქონდა საუბარი იმ სასულიერო პირთა შესახებ, რომელთა წინაპრები საუკუნეების განმავლობაში ერთგულად და თავდადებით ემსახურებოდა დედაეკლესიას. ამჯერად, კიდევ ერთი ასეთი ოჯახი გვინდა გაგაცნოთ, რომელთა გვარიდან ათეულობით ღირსეული სასულიერო პირი აღიზარდა ეკლესიის წიაღში. გაბადაძეების ეს გვარი იმერეთიდან, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გურნიდან მომდინარეობს, მათ თავიათი მსახურებითა და მოღვაწეობით მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირეს ქართულ საეკლესიო ისტორიაში.
მღვდელი სვიმონ თადეოზის ძე გაბადაძე
1792 წელს საეკლესიო ყმის ოჯახში დაიბადა. ეკუთვნოდა საერო წოდებას. სალმრთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი ქართულ ენაზე წყნორისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელ ბართლომე გოჩალაშვილთან ისწავლა. 1814 წელს გენათელმა მიტროპოლიტმა: ექვთიმემ (შარვაშიძე) მღვდლად დაასხა ხელი და გურნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაადგინა. მლვდელი სვიმონი 1855 წელს გარდაიცვალა. მამა სვიმონის ჰყავდა ექვსი ვაჟი: მღვდელი იოანე, გიორგი (1820), გრიგოლი (1822), მლვდელი ანდრია (1824), სვიმონი (1830) და მღვდელი პეტრე (1832).
მღვდელი იოანე სიმონის ძე გაბადაძე
1812 წელს დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის სრული კურსი და როგორც წარჩინებული მოწაფე იმერეთის მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა თავის კანცელარიაში მოსამსახურედ განამწესა. 1835 წლის 15 სექტემბერს მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა (წულუკიძე) კერძო დიაკვნად დაადგინა. 1838 წლის 1 ნოემბერს ქუთაისის საკათედრო ტაძრის მეორე პონომარად დაინიშნა. 1840 წელს მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მლვდლად დაასხა ხელი და ზარათის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დაადგინა. 1851 წელს კურსების წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს, სადაც 1875 წლამდე ჩანს. მამა იოანე წლების მანძილზე გახლდათ ოკრიბის ოლქის მთავარხუცესი. შთამომავლების გადმოცემით, ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში უნდა ინახებოდეს მისი ქადაგებები. მას ჰყავდა ექვსი ქალიშვილი და ერთი ვაჟი, მღვდელი პავლე. ქალიშვილები გათხოვილნი იყვნენ სასულიერო პირებზე: მღვდელ დავით იოანეს ძე ბერეკაშვილზე, დეკანოზ ოქროპირ ვასილის ძე კაჭახიძეზე (მიტროპოლიტ დავითის მამა), მღვდელ გრიგოლ გიორგის ძე დევიძეზე, მღვდელ გიორგი იოანეს ძე ლოსაბერიძეზე, სარალიძეზე და მღვდელ დიმიტრი იოანეს ძე პატარიძეზე (მათი ვაჟი გახლდათ, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარე ზურაბ პატარიძე, რომელიც ავტოკატასტროფაში დაიღუპა).
მღვდელი ანდრია სიმონის ძე გაბადაძე
1824 წელს დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1851 წელს. იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) მღვდლად დაასხა ხელი და კითხიჯის მთავარნგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დაადგინა. 1855 წელს გურნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. XIX ს-ის 70-იან წლებში საგვერდულით დაჯილდოვდა. 1894 წლის 25 ივნისს სკუფია უბოძეს. 1899 წლის 12 ივნისს ეკლესიაში 50-წლიანი ერთგული სამსახურისათვის წმინდა ვლადიმერის სახელობის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. მღვდელი ანდრია 1902 წელს პენსიაზე გავიდა. გარდაიცვალა 1903 წლის 26 ივნისს.
მღვდელი პეტრე სვიმონის ძე გაბადაძე
1832 წელს დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1866 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა მღვდლად დაასხა ხელი და საწირის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. იგი სრულიად ახალგაზრდა, 1869 წლის 4 ნოემბერს გარდაიცვალა.
მღვდელი პავლე იოანეს ძე გაბადაძე
1872 წლის 1 დეკემბრიდან იყო კურსების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი. გარდაიცვალა 1886 წლის 15 სექტემბერს. ჰყავდა მეუღლე ცაცო (ცეცილია) გიორგის ასული ლოლუა და ოთხი ვაჟი, ოთხივე სასულიერო პირი. ასევე ჰყავდა ორი ასული: ნატალია, რომელიც გათხოვილი იყო კურსების ეკლესიის დეკანოზ გიორგი ცირღილაძეზე და სოფიო გათხოვილი ცნობილ ლოტბარ კორნელი ლუკას ძე მაღრაძეზე.
27-1 საპატრიარქოს უწყებანი N27 10-17ივლისი 2014წ გვ.18
გაბადაძეების სასულიერო გვარი (გაგრძელება)
მღვდელი კონსტანტინე გაბადაძე და მისი მეუღლე ეკატერინე მესხი.
მღვდელი კონსტანტინე პავლეს ძე გაბადაძე
1867 წლის 21 მაისს დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის სამი კლასი. ქართულ ენაზე წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის მონასტერში ისწავლა, ხოლო სლავურ ენაზე კი ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის კარის ეკლესიაში. 1890 წლის 19 ოქტომბერს ქუთაისის სასაფლაოს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მეორე მედავითნედ დაინიშნა. 1891 წლის 25 სექტემბერს ქუთაისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1895 წლის 13 მარტს სამრევლო საბჭომ კონსტანტინეს პეტრე-პავლეს ტაძრის მშენებლობის დასამთავრებლად დაავალა შეეგროვებინა კეთილმნებელობითი შეწირულება, რასაც მან წარმატებით გაართვა თავი. 1895 წლის 2 ნოემბერს ქუთაისის სასაფლაოს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის პირველ მედავითნედ დაინიშნა. 1901 წლის 6 თებერვალს ქუთაისის საფიჩხიის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის პირველ მედავითნედ დაადგინეს. 1910 წლის 31 ოქტომბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) დიაკვნად აკურთხა. 1918 წელს ქუთათელმა მიტროპოლიტმა ანტონმა (გიორგაძე)მღვდლად დაასხა ხელი. 1921 წელს მამა კონსტანტინე სოფელ ჩხარის მაცხოვრის ამაღლებისა და წმ. გიორგის სახელობის სახელობის ეკლესიების მრევლის თხოვნით მათ სამრევლოში გადავიდა, რის გამოც ურთიერთობა დაიძაბა ტაძრის ძველ წინამძღვართან, დეკანოზ იასონ აბესაძესთან. საქმე იქამდე მივიდა, რომ მათი საკითხი 1921 წლის სექტემ- ბერში მესამე საეკლესიო კრებაზე განიხილეს. საეკლესიო კანონების თანახმად, მამა კონსტანტინე დამნაშავე გახლდათ, რადგან მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევით გარეშე გადავიდა სხვა სამრევლოში. ამასთან დაკავშირებით, ჩხარის ეკლესიის მრევლმა თხოვნით მიმართა საეკლესიო კრებას: „ამ მოქმედებაში მღვდელი გაბადაძე სრულიად არ არის დამნაშავე და მხოლოდ ჩვენი ბრალია. მზად ვართ მივიღოთ ღირსეული სასჯელი, მხოლოდ იგი გაბადაძე იქმნეს განთავისუფლებული ამ საქმის ბრალდებულებისაგან. ვსთხოვთ პატივცემულ დელეგატთა კრებას, რათა მიიღოთ ამ საქმეში მხურვალე მონაწილეობა და სთხოვოთ პრეზიდიუმს, რათა გაბადაძე იქმნეს გათავისუფლებული, ვინაიდან მას არა აქვს არავითარი დანაშაულობა და დარჩეს იგი ჩვენში მღვდლად, რადგან ჩვენ და მღვდელ გაბადაძემ ძალიან კარგად გავიცანით ერთმანეთი და მამაშვილურის სიყვარულით ვართ ამსილი“. საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით მამა კონსტანტინე დატოვებულ იქნა ჩხარის ეკლესიაში. ეკლესიის დევნის პერიოდში მღვდელი კონსტანტინე უშიშრად აგრძელებდა მსახურებს, მას რამდენჯერმე მისცეს გაფრთხილება გაეხადა კაბა და გაეკრიჭა წვერი, წინაალმდეგ შემთხვევაში დაპატიმრებით ემუქრებოდნენ. შთამომავლების გადმოცემით, მოძღვარი ხშირად სახლის სარდაფში იმალებოდა. მან ბოლომდე ღირსეულად ატარა მღვდლის წოდება. 1932 წელს გარდაიცვალა მისი უფროსი ვაჟი აბო, რამაც დიდად იმოქმედა მამა კონსტანტინზე და ექვს თვეში ისიც გარდაიცვალა. დასაფლავებულია სოფელ ჩხარის სასაფლაოზე. ჰყავდა მეუღლე ეკატერინე ამირანის ასული მესხი (დაბ. 1882 წლის 10 აგვისტოს) და სამი შვილი: აბო (დაბ. 1912 წლის 4 სექტემბერს), ბაქარი და მუზა.
დეკანოზი ვასილ პავლეს ძე გაბადაძე
1875 წლის 7 მარტს დაიბადა. 1891 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, სადაც მხოლოდ ერთი კურსი გაიარა. 1892 წლის 1 სექტემბერს კურსების სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1894 წლის 14 ივნისს კვალითის ჭაბუკთას წმინდა გიორგის ეკლესიის მედავითნეა. 1896 წლის 17 იანვარს გოდოგნის ეკლესიაში მოღვაწეობს. 1902 წლის 23 სექტემბერს კი კურსების ქველობანის მთავარანგელოზთა ეკლესიაში. 1907 წლის 15 აგვისტოს ლეონიდემ დიაკვნად აკურთხა. 1913 წლის 24 ნოემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი და ოკრიბის ოლქში, სოფელ ოჯალის ყოვლადწმინდაღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. ჰყავდა მეუღლე ნადეჟდა ტარიელის ასული კოკელიძე (დაბ. 1889წ.) და შვილები: ნინო (დაბ. 1902 წლის 17 იანვარს), ქეთევანი (დაბ. 1911 წლის 8 იანვარს), ელენე (დაბ. 1912 წლის 17 ივნისს), დავითი (დაბ. 1914 წლის 26 ივნისს, დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში), მერი და ტიტე, რომელიც იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში, დაიჭრა და დემობილიზირებული იყო. წლების მანძილზე მუშაობდა აფთიაქში, იყო სააფთიაქო სამმართველოს უფროსი. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, რეპრესიების მიუხედავად, მამა ვასილი ერთხანს განაგრძობდა მსახურებას. 1922 წელს იგი ნაბოსლევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად ჩანს.
27-2 საპატრიარქოს უწყებანი N27 10-17ივლისი 2014წ გვ.19
გაბადაძეების სასულიერო გვარი (გაგრძელება)
მოძღვრის ოჯახს დიდი ამაგი ჰქონდა თანასოფლელებზე, ის და მისი შვილები უსასყიდლოდ ასწავლიდნენ სოფლის ახალგაზრდებს, ხოლო მისი მეუღლე ნადია ტარიელის ასული კოკელიძე ყოველგვარი სასყიდლის გარეშე ტანისამოსს უკერავდა უპოვრებს და ავადმყოფებს მკურნალობდა. 1925 წელს მღვდელი ვასილი ზემო ოფშკვითის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს, სადაც 1928 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. I935 წელს უღვთო ხელისუფლების ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა დროებით შეეწყვიტა ლვთისმსახურება. 1945წელს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით მან კვლავ განაგრძო სამღვდელო მოღვაწეობა და ტყიბულის რაიონის სოფელ ხრესილში აღასრულებდა საეკლესიო წესებს. 1947 წელს ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ ეფრემის (სიდამონიძე, შემდგომში -- კათოლიკოს-პატრიარქი) ძალისხმევით, ქუთაისში გაიხსნა კომუნისტების მიერ გაუქმებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომლის წინამძღვრადაც დეკანოზი ვასილი დაინიშნა. 1951 წლის აღდგომას იგი ენქერით დაჯილდოვდა. 1956 წლის მიწურულს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის (ფხალაძე) ლოცვა-კურთხევით, დეკანოზი ვასილი სამოღვაწეოდ თბილისში გადმოვიდა და ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა. დეკანოზი ვასილი იყო ქუთათელ-გაენათელიმიტროპოლიტ ნაუმის (შავიანიძე) ქვისლი. დეკანოზი ვასილი 1958 წლის 19 სექტემბერს გარდაიცვალა, დასაფლავებულია ვაკის სასაფლაოზე.
1872 წელს დაიბადა. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია. ქართულ ენაზე წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის მონასტერში ისწავლა. 1918 წელს ქუთათელმა მიტროპოლიტმა ანტონმა დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მლვდლად დაასხა ხელი და ძიროვანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. XX ს-ის 20-იან წლებში სხვა მოძღვრების მსგავსად მამა ლავრენტიც კომუნისტური ხელისფლების წნეხის ქვეშ მოექცა. გაფრთხილების მიუხედავად, არც მას არ მიუტოვებია ეკლესიაში მსახურება და ანაფორა არ გაუხდია. ამის გამო, რამდენჯერმე დაარბიეს და დააპატიმრეს კიდეც. 1931 წლის 3 ოქტომბერს გელათის ოლქის მთავარხუცესი, მღვდელი ნაუმ შავიანიძე საქართველოს საკათალიკოსო სინოდს აწვდის ინფორმაციას ოკრიბის მხარის ეკლესიებისა და სამლვდელოების მდგომარეობის შესახებ, სადაც ვკითხულობთ: „მღვდელ ლავრენტი გაბადაძეს წაართვეს რაც ოთხფეხი საქონელი ყავდა, ფულათ გადაახთევიეს 700 მანეთამდე“. XX ს-ის 30-იანი წლების შუაში მოძღვარი იძულებული გახდა დროებით მიეტოვებინა მსახურება. 1944 წლიდან კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) მამა ლავრენტი სამღვდელო ხარისხში აღადგინა და ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში საეკლესიო წესების შესრულება დაავალა. 1948 წლის 24 აპრილს დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზი ლავრენტი 1949 წელს ქ. თბილისში გარდაიცვალა. ოჯახის წევრებმა იგი კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე დაკრძალეს. მამა ლავრენტის ჰყავდა მეუღლე ალექსანდრა ქრისტე- ფორეს ასული თავაძე (1874-1965) და შვილები: ივა– ნე (1905-1955), დარიკო, თინა (1909-1958) და მიხეილი (1914-1967).
დეკანოზი ვარლაამ პავლეს ძე გაბადაძე
1883 წლის 29 დეკემბერს დაიბადა. 1901 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1903 წლის 5 სექტემბერს ვარლაამმა სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1914 წლის 30 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) იგი დიაკვნად აკურთხა, მასწავლებლის ადგილის შენარჩუნებით და ნაბოსლევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის უშტატო დიაკვნად დაინიშნა ხელფასის გარეშე. 1916 წელს ეპისკოპოსმა გიორგიმ მღვდლად დაასხა ხელი და ცუცხვათის წმინდა გიორგის სახელო-
27-3 საპატრიარქოს უწყებანი N27 10-17ივლისი 2014წ გვ.20
გაბადაძეების სასულიერო გვარი (დასასრული)
ბის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. 1922 წელს ზარათის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. XX ს-ის 20-იანი წლების ბოლოს დროებით შეწყვიტა მღვდელმსახურება. 1933 წლიდან მამა ვარლაამმა განაახლა მსახურება და ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ სვიმონის (ჭელიძე) ლოცვა-კურთხევით სოფელ ჩხარის სამრევლო ჩაიბარა, სადაც ადრე მისი უფროსი ძმა კონსტანტინე მსახურობდა, რომელიც 1932 წელს გარდაიცვალა. 1934 წელს მამა ვარლაამს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1937 წელს იგი ოკრიბის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1948 წლის 24 აპრილს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა ეფრემმა (სიდამონიძე) დეკანოზი ვარლაამი ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის ენქერით დააჯილდოვა. გარდაიცვალა 1954 წლის 28 ნოემბერს. დასაფლავებულია დაბა ჩხარის საერო სასაფლაოზე. ჰყავდა მეუღლე ალექსანდრა დომენტის ასული (დაბ. 1895 წლის 11 ივნისს) და ვაჟი: ანდრია (დაბ