სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11942

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ბონდო ვალერიანის ძე მუმლაძე დაბ. 1936წ. პოეტი, ჟურნალისტი. დაბ. სოფ. მერჯევი (საჩხერე) ბონდო ვალერიანის ძე მუმლაძე დაბ. 1936წ. პოეტი, ჟურნალისტი. დაბ. სოფ. მერჯევი (საჩხერე)
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი მულაძე სია

საჩხერე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

393       ბეჭდვა

ბონდო ვალერიანის ძე მუმლაძე დაბ. 1936წ. პოეტი, ჟურნალისტი. დაბ. სოფ. მერჯევი (საჩხერე)

ბონდო ვალერიანის ძე მუმლაძე  პოეტი, ჟურნალისტი.

ბონდო ვალერიანის ძე მუმლაძე დაიბადა 1936 წლის 15 აპრილს საჩხერის რაიონის სოფელ მერჯევში.

1955 წელს დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის 1-ლი საშუალო სკოლა.


1961 წელს დაამთავრა ქუთასის პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგიკისა და დაწყებითი განათლების მეთოდიკის ფაკულტეტი; 1966 წელს კი - ამავე ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი.

1961-1965 წწ. დაწყებითი კლასებისა და ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა მოხვის, საირხისა და მერჯევის საშუალო სკოლებში.

1987 წელს ფრიადზე დაასრულა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.

1962 წლიდან ოთხი ათეული წელი აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა საქალაქო გაზეთ

"ჭიათურის მაღაროელის" რედაქციაში განყოფილების გამგის პოზიციაზე.

ამავდროულად, შეთავსებით მუშაობდა ჭიათურმანგანუმის მრავალტირაჟიან გაზეთ "სამთოელში" ლიტ. მუშაკად.

ბონდო მუმლაძე საბავშვო ლექსებისა და მოთხრობების, ასევე არაერთი პოეტური კრებულის ავტორია.

მისი ლექსები დაიბეჭდა

ჭიათურა-საჩხერის მწერალთა გაერთიანების კრებულში "საშევარდნო", 1968 წელი.


ავტორის ლექსები და მოთხრობები შესულია 1986 წელს გამოცემულ კრებულში "მოდინახე"; ასევე, მუხრან მაჭავარიანის რედაქტორობით 1979 წელს დაბეჭდილ კრებულში "მგზავრები"; ამავე წელს გამოცემულ კრებულში "ციცინათელა" და ჟურნალში "დილა"; მოთხრობები შეტანილია 1979 წელს დასტამბულ საბავშვო გამოცემაში "აი ია" და 1982 წლის "ოქტომბრელში".

მუმლაძის საბავშვო პოემა "ჭუკიას მოგზაურობა ჩექმით" შესულია 1979 წელს გამომცემლობა "ნაკადულის" მიერ გამოქვეყნებულ კრებულში "გვირილა".

ბონდო მუმლაძის მოთხრობა "ჭაღარა წვიმა" შეტანილია ქართული ენის მე-2 კლასის სახელმძღვანელოში.

"მოდი, ერთად ვითამაშოთ" გამოიცა საჩხერის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით: [საბავშვო ლექსები]

თბილისი, 2012 (შპს "ფავორიტი პრინტი")

"მიყვარხარ": [ლექსები]

[ად.ა.], 2007

"ნაწვიმარზე": [საბავშვო ლექსები]

თბილისი : ნაკადული, 1991 (თბილ. სტ. N11)


"ჩემი ასეული": [ლექსები]

[ად. ა.], [წ.ა.]

National Parliamentary Library of Georgia / ყველა მდებარეობა

დაკავშირებული:

ბონდო მუმლაძე მწერალთა კავშირის ყრილობაზე

https://www.el.ge/articles/337584

მწერალთა კავშირის ყრილობაზე

ჯგუფური ფოტო: მწერალთა კავშირის ყრილობაზე-იოსებ ნონეშვილი - ქართველი პოეტი. მუხრან მაჭავარიანი – ქართველი პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი (1987). დავით მჭედლური - ქართველი მწერალი, კრიტიკოსი და ისტორიკოსი. კარპე მუმლაძე - მწერალი და საზოგადო მოღვაწე. მანანა აბრამიშვილი - რუსთაველი პოეტი. ბონდო მუმლაძე - ჟურნალისტი. მიხეილ მუმლაძე - მწერალ კარპე ნუნლაძის ვაჟიშვილი, პოლიციისა და იუსტიციის ვიცე პოლკოვნიკი. ფოტო გადაღებულია თბილისში 1970-იან წლებში. ორიგინალის ზომა: 92x145.

სხვა რესურსები:

ბონდო მუმლაძის იუთუბ არხი "ვიდეოპოეზია"

https://m.youtube.com/@%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%90

ინფორმაცია გამოგვიგზავნა ძმისშვილმა; ჯილდა აკაკის ასული მუმლაძე.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.12.2025
ბოლო რედაქტირება 08.12.2025
სულ რედაქტირებულია 1





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0