სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12012

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ეპიფანე იოანეს ძე ბუჭყიაშვილი 1785-1852წწ არქიმანდრიტი ეპიფანე იოანეს ძე ბუჭყიაშვილი 1785-1852წწ არქიმანდრიტი

1785-1852 წწ. გარდ. 67 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ბუჭყიაშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

37       ბეჭდვა

ეპიფანე იოანეს ძე ბუჭყიაშვილი 1785-1852წწ არქიმანდრიტი

არქიმანდრიტი ეპიფანე ბუჭყიაშვილი 1785-1852
არქიმანდრიტი ეპიფანე 1785 წელს აზნაურ იოანე ბუჭყიაშვილის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი თბილისში, საქართველოს კათოლიკოს ანტონ II-ის (ბაგრატიონი) სასახლეში ისწავლა, სადაც საბერო მორჩილებას გადიოდა. 1806 წლის მარტში კათოლიკოსმა ანტონმა ბერად აღკვეცა, სახელად ეპიფანე უწოდა და იმავე დღეს დიაკვნად აკურთხა. 1810 წლის ნოემბერში რუსეთის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ანტონ II რუსეთში გაიწვია. ახალგაზრდა ბერ-დიაკვანი ეპიფანე მის ამალაში იმყოფება. 1811 წელს მამა ეპიფანეს არქიდიაკონის წოდება მიენიჭა. 1812 წლის 6 ოქტომბერს კათოლიკოს ანტონ II-ის ლოცვა-კურთხევით, სანკტ-პეტერბურგის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ლავრაში მთავარეპისკოსმა დოსითეოსმა (ფიცხელაური) მღვდლად დაასხა ხელი. 1813 წლის 14 ნოემბერს მამა ეპიფა-ნემ თეიმურაზ ბატონიშვილისათვის წმ. ალექსანდრე ნეველის ლავრაში მოღვაწეობის დროს გადაწერა „ქილილა და დამანას“ საბასეული რედაქცია, რომელსაც ახლავს გადამწერის მინაწერი: „მისისუმაღლესობის საქართუელოს მეფის გიორგის ძისთეიმურაზისაგან იძულებულმან აღვსწერე წიგნი ესე, რომელ არს ქილილა დამანა სამეუფოსა ქალაქსა პეტერბურღს, ლავრასა შინა წმინდისა ალექსანდრე ნეველისასა, გარნა არა ძალმედვა, მაგრამ აღმიკრძალმდა მათის უგანათლებულესობის ჩემდამო სხვადასხვა უხვნი მწყალობლობანი და უმეტესად სიყვარულნი და ამისთვის ურჩვეღარ ვექმენ, აღვწერე თთუსა ნოენბერსა 14, წელსა 1813, იერომონახმან ეპიფანემ“. 1814 წლის 25 ივლისს ამავე ალექსანდრე ნეველის ლავრაში გადაწერა გამოკრებილი სახარება მეფის ძის ბაგრატისათვის. 1814 წლის შემოდგომაზე კათოლიკოსის ლოცვა-კურთხევით სამშობლოში დაბრუნდა. 1815 წლის 2 იანვარს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის გადაწყვეტილებით, მღვდელ-მონაზონი ეპიფანე შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად და თელავის ეპარქიის მღვდელმთავრის თანაშემწედ დაინიშნა. ამავე დღეს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1818 წელს არქიმანდრიტ ელეფთერთან (ზურაბიშვილი-ზუკაკიშვილი) ერთად დაევალა ალავერდის, ნეკრესის, ნინოწმინდის, ხარჭაშოს ეპარქიების, შუამთისა და კახეთის სხვა მონასტრების საეკლესიო შემოსავლის კამერალური აღწერა, რაც კეთილსინდისიერად შეასრულა. ამის გამო 1819 წლის 19 თებერვალს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ამავე წელს დაევალა თელავის საეპარქიო მმართველობისაგან ყოფილი ეპარქიე-ბის: ალავერდის, ნეკრესისა და ნინოწმინდის საეკლესიო ყმა-გლეხობისა და ქონების მართვა-გამგეობა, ხოლო 1820 წელს მცხეთა-თბილისისა და სამთავროს ყოფილი ეპარქიების ზოგიერთი მამულისა. 1821 წელს საქართველოს ეგზარქოსმა თეოფილაქტემ (რუსანოვი) დაავალა რუსთავის ეპარქიის საეკლესიო გლეხობისა და შემოსავლის აღწერა. ამ დავალებათა კეთილსინდისიერად შესრულებისათვის 1821 წლის 29 დეკემბერს ძვირფასი თვლებით შემკული ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1822 წლის 14 იანვრიდან 1823 წლის 3 მაისამდე არქიმანდრიტი ეპიფანე თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველია. 1823 წლის 1 ივნისიდან დატოვა ყველა სხვა თანამდებობა და მხოლოდ შუამთის მონასტრის წინამძღვარია. 1826 წლის 27 აპრილს საიმპერატორო გვირგვინით შემკული წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. როგორც ზემოთ ითქვა, მამა ეპიფანეს საეკლესიო მამულების მართვა ევალებოდა. მან კი, თავის მხრივ, მამულების მართვა თავის ძმას ბეჟანს ჩაა ბარა, რომელმაც სულ აურ-დაურია საქმეები. იგი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე იქცეოდა და მრავალი უწესო საქმე ჩაიდინა. ამის გამო, თელავის მაზრის სასამართლოში არქიმანდრიტ ეპიფანეს წინააღმდეგ საქმე აღიძრა. 1824 წლის 14 მაისს არ-ქიმანდრიტი თელავის საოლქო სასამართლოში გამოიძახეს, მაგრამ იგი არ გამოცხადდა. ამავე წლის 3 ივნისს სასამართლომ უკვე ეგზარქოსს სთხოვა, თავისი ხელქვეითისათვის ებრძანებინა, რათა და უყოვნებლივ გამოცხადებულიყო თელავში. დაიწყო ხანგრძლივი სასამართლო პროცესი, რაც საბოლოოდ იმით დამთავრდა, რომ 1827 წლის თებერვალში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ არქიმანდრიტ ეპიფანეს ჩამოართვა შუამთის მონასტრის წინამძღვრობა და დავით გარეჯის ლავრაშიგანამწესა საეკლესიო სასჯელის მოსახდელად. გარეჯში ცხოვრების პერიოდში გადაწერა რამდენიმე საეკლესიო შინაარსის თხზულება: აღაპიტ დიაკონის — „სამეფო ტომარი“, რომელსაც აწერია მისივე ანდერძი: „დასასრული განგებულებითისა ღისმეტყუელებისა. დიდება ღმერთსა სრულმყოფელსა ყოველთასა, ამინ. ჭეშმარიტად მე ასე მრწამს, როგორც დამიწერია. მე უღირსმან გლახაკმან ბერმან ეპიფანემ ვჩხაბე ესე“. 1828 წელს გადაწერა კრებული, რაც აღნიშნულია წიგნზე ასევე ანდერძის სახით: „ჰოი, დედაო ქალწულთა შორის და ქალწულო დედათა შორის, შენ მეოხ, მფარველ მე ყავ მრჩობლსავე სოფელსა შინა გადმომჩხაპავს.
6-1 საპატრიარქოს უწყებანი N5 5-11თებერვალი 2015 წ 19
არქიმანდრიტი ეპიფანე ბუჭყიაშვილი 1785-1852 ამისსა ცოდვილსა ბერს, არხიმანდრიტს ეპიფანეს. 1828 წელსა, აგვისტოს 4-ს დღესა“. 1827-1830 წლებში არქიმანდრიტ ეპიფანეს მღვდელ-მონაზონის წლიური ჯამაგირი ექვსითუმანი ეძლეოდა. 1828 წელს მან თბილისის ფერისცვალების მონასტერში გადასვლა ითხოვა, რაზედაც უარი ეთქვა. 1830 წელს სინოდალურმა კანტორამ უშუამდგომლა წმ. სინოდის წინაშე, რათა შეეწყალებინათ და ისევ შუამთის მონასტრის წინამძღვრად დაენიშნათ წელიწადში 40 თუმანი ჯამაგირით, მაგრამ სინოდმა კვლავ არ შეიწყნარა ეს შუამდგომლობა. ასე გაგრძელდა 1837 წლამდე. 1837 წლის 20 მაისს არქიმანდრიტი ეპიფანე შეიწყალეს და ხირსის წმ. სტეფანე პირველდიაკვნის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. ხირსაში მოღვაწეობის პერიოდში მან დიდად იღვაწა მონასტრის ეკონომიურად გასაძლიერებლად. არაერთი კეთილი საქმე გაკეთდა მისი მეცადინეობითა და ხელმძღვანელობით. ხირსის მონასტერს ეკუთვნოდა 22 კომლი სოფლებში: ტიბაანსა, ოზაანსა და პრასიანში ვენახებითა და სახნავი მიწებით; იქვე ხირსაში ორი წისქვილი სამი ვენახი, ერთი დუქანი, სოფელ ჩანაზაანში მეორე დუქანი და 4 აგურ-ქარხანა, რომლებიც მონასტერს აძლევდნენ ექვსას აგურს. მეხუთე აგურ-ქარხანა ეჭირა თბილისის პოლკს, მაგრამ სარგებელს არ აძლევდა მონასტერს, მიუხედავად იმისა, რომ არქიმანდრიტმა ეპიფანემ წერილობითაც კი მიმართა ამის თაობაზე პოლკის მეთაურს, არღუთინსკის. სოფ. ვაქირში მონასტერს ეკუთვნოდა ერთი ვენახი, რომელიც არქიმანდრიტმა ნიკიფორემ შუამ-თის მონასტერის წინამძღვრად გადაყვანისას მისცა ვაქირის წმ. იოანე ნათლისმცემლის ყმას, მიქელა ბიბილაშვილს წერილობით „საუკუნოდ სამფლობელოდ თვინიერ ხარჯის დადებისა“. ახალმა არქიმანდრიტმა გამოართვა გლეხს მიცემული წერილი და „დაუდვა მისთვის საკუთრად იმა ვენახის. ფლობისათვის ერთი თუმანი თეთრი წელიწადში“. ასევე დაიბრუნა და საეკლესიოდ დადო არქიმანდრიტმა ეპიფანემ ერთი დღის მიწა რომელიც წინა წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ნიკიფორემ (ჯორჯაძე) ვაქირელ სახელმწიფო ყმას მისცა ნაჩუქრობით. არქიმანდრიტნიკიფორესგან გათამამებული ხირსელი გლეხები წილს ითხოვდნენ წისქვილებშიც და როცა არქიმანდრიტმა ეპიფანემ ამუფლების დამამტკიცებელი წერილობითი საბუთები მო-ითხოვა, მათ, მართალია, ვერ წარადგინეს ვერავითარი საბუთი, მაგრამ არც წისქვილით სარგებლობაზე აიღეს ხელი. 17 თუმანი თეთრი შესძინა არქიმანდრიტ ეპიფანეს მცდელობამ მონასტერს (თანხა მღვდელ-მსახუ-რებს და მარნის შენობას მოხმარდა), 27 თუმნად და 2 მანეთად გაიყიდა ხირსის სამი ვენახი, ორი წისქვილის შემოსავალი ვენახის სამუშაოებს მოხმარდა. არქიმანდრიტ ეპიფანეს მცდელობის მიუხედავად, მონასტრის სამეურნეო საქმეები სულ უფრო უკან უკან მიდიოდა, მითუმეტეს, რომ ერთ-ერთი (თუ არაერთადერთი) ბერი, ქრისტეფორე, რომელსაც ნიკიფორე ჯორჯაძე დადებითად ახასიათებდა, ახალ არქიმანდრიტს ეურჩებოდა და გლეხებს უჯანყებდა მოუწოდებდა მათ, არ გადაეხადათ მომეტებული
გადასახადი და ეჩივლათ. მონასტრის უძრავი ქონება ხან ვის ერგებოდა„ტორგით“ და ხან ვის. ეგზარქოსი თითქმის ყოველწელს ითხოვდა არქიმანდრიტისგან განმარტებას, თუ რატომ შემოდიოდა ასე მცირე შემოსავალი მონასტრის ვენახებიდან და რჩევას იძლეოდა, გაეცათ ისინი იჯარით. არქიმანდრიტიც, თავისი მხრიდან, „ამდენს გასავალსა და ხლოფოთს იჯარით გაცე-
6-2 საპატრიარქოს უწყებანი N5 5-11თებერვალი 2015 წ 20
არქიმანდრიტი ეპიფანე ბუჭყიაშვილი 1785-1852 ამისსა ცოდვილსა ბერს, არხიმანდრიტს ეპიფანეს. 1828 წელსა, აგვისტოს 4-ს დღესა“. 1827-1830
მას ამჯობინებდა. თუ თავად-აზნაურებთან ნაცვლებთან გამწვავებულ ურ-თიერთობას აგვარებდა მონასტრის წინამძღვარი, დამხმარეპირებთან ერთად (ხაზინდარი, მღვდელ-მონაზონი და სხვ.). იგი ზრუნავდა როგორც მონასტრის მამულებზე, ასევე ამ მამულების დამმუშავებელ საერთოდ მონას- ტრისადმი კუთვნილ დანარჩენ გლეხებზეც, მაგალითად, 1844 წელს, როცა ხირსის მონასტრის გლეხები იძულებულნი გახდნენ, მოუსავლიანობის გამო დიდი სარგებლით ეყიდათ პური, არქიმანდრიტმა ეპიფანემ იშუამდგომლა სიღნაღის საპოლიციო უბნის თავმჯდომარესთან, რათა მოსავლის აღებამდე კავკასიის კორპუსის სიღნაღის სურსათის მაღაზიიდან ესესხებინათ პური გლეხებისათვის. ხშირად წინამძღვარი შუამდგომლობდა ეგზარქოსთან, რათა შეემსუბუქებინათ გადასახადი და გაეთავისუფლებინათ სახაზინო გამოსაღებისაგან ის გლეხები, რომელიც იხდიდნენ საეკლესიო და სახაზინო, ანუ სასოფლო ხარჯს და რაიმე მიზეზით აღარ შეეძლოთ მათი გადახდა. მაგრამ ხდებოდა ისეც, რომ გლეხები უჩიოდნენ თვით წინამძღვარს, მონასტრისადმი სამსახურს არქიმანდრიტისადმი სამსახურში აიგივებდნენ, უარს ამბობდნენ სამუშაოთა შესრულებაზე და ა.შ. მაშინ წინამძღვარი შეშფოთებული წერდა, რომ „თუ მთავრობიდან შეწევნა არ იქნება, მაშინ მონასტერი დარჩება ყოვლითურთ შეუწევნელად და უკანასკნელი დაიცლება, რადგან უმეტესად გაამაყდებიან და იმათის მიხედვით სხვანიც სრულიად ურჩნი შეიქმნებიანო“. თითქმის თხუთმეტი წელიწადი უწინამძღვრა მან ხირსის მონასტერს და თავისი ვალი პირნათლად მოიხადა. არქიმანდრიტი ეპიფანე 1852 წლის 10 თებერვალს გარდაიცვალა და თავისი ანდერძის თანახმად, ხირსის მონასტერში დაასაფლავეს. საფლავის ზემოთ, სვეტზე, მოთავსებული იყო სპილენძის დაფა შემდეგი წარწერით: „აქ მდებარეობს სხეული ღვთისადმი განსვენებულისა ხირსის წმინდის სტეფანეს მონასტრის წინამძღვარი და კავალეროსანი არხიმანდრიტი ივერიის აზნაურთაგანი ბუჭყიევის იოანეს ძე ეპიფანე, მექონე შობიდგან 67 წლისა, შემდგარი მონაზონობასა შინა და კურთხეული იეროდიაკონად 1800 წელსა, ხოლო არხიმანდრიტად 1815სა წელსა 10სა თებერვლის თვესა. შეგიმკე ესე სახსენებელი ნეტარ ხსენებულო არხიმანდრიტო ძმისწულმან შენმან მაიორმა იოანე ბეჟანისძემ ბუჭყიევმან“.

წყარო: საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 488, აღწერა 1, საქმე 1013, საქმე 1456; საქმე 1013; ფ. 489, აღწერა 1, საქმე 2390; საქმე 10085, საქმე 14715; ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“ 1906წ. 8-9; გვ. 15. ლიტ: ეპისკოპოსი კირიონი ― „ღირსი სტეფანე და მის მიერ დაარსებული ხირსის მონასტერი“, თბილისი 1998 წ. გვ. 22; ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა — 19466. &. 1, 33. 14, 33. 31; 19496. V &mdn, გვ. 73; ბერძნიშვილი მაქსიმე — „მასალები XVIII-XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის“. ქ. თბილისი, 1980წ. ტ. I, გვ. 224, შაკიაშვილი თამარ — „საქართველოს ეკლესია XIX ს-ის I ნახ. (სამონასტრო მეურნეობები);


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 14.12.2025
ბოლო რედაქტირება 14.12.2025
სულ რედაქტირებულია 4





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0