სოფელი ლეღვანი ვეფხვაძეების საგვარეულო სოფელია. ბატონ ლევან ვეფხვაძის აზრით ეს გვარი სამას წელს ითვლის. მანამდე ისინი ფურცელაძეები ყოფილან. ერთ-ერთ ფურცელაძეს მეფისთვის ვეფხვის ბოკვერი უჩუქებია. მეფეს ოჯახისთვის ვეფხვაძის გვარი და ცოტაოდენი მიწაც უბოძებია ლეღვანში. ოჯახში სამი ძმა ყოფილა. გამრავლებულან. შემდგომში ერთი ძმა თეთრიწყაროში დაბინავებულა, მეორე სარგვეშში, ხოლო მესამე ბოლომდეშერჩენია ლეღვანს. შემდგომში ამ გვარიდან რამდენიმე სასულიერო პირიც გამოვიდა. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ მღვდელი იოანე ლევანის ძე ვეფხვაძე, რომელიც 1830 წელს დაიბადა, სასულიერო განათლებამან მონასტერში მიიღო. 1851 წლის 5 იანვარს იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) დიაკვნად აკურთხა. 1855 წლის 15 აპრილს იმერეთის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (წულუკიძე) მღვდლად დაასხა ხელი და ლეღვანის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში განამწესა. 1860 წელს იგი ყირიმის ომის სამახსოვრო ბრინჯაოს ჯვრით დაჯილდოვდა. მამა იოანეს ჰყავდა მეუღლე ელისაბედ იოანეს ასული (1829) და შვილები:
დეკანოზი ერმოლაოზი, ევგენია, დეკანოზი ფარნაოზი, მართა და გიორგი. დეკანოზი ერმოლაოზი 1853 წლის 8 მარტს დაიბადა. 1880 წელს მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1880 წლის 5 სექტემბერს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამ– ხედველის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 1880 წლის 5 დეკემბერს დამტკიცდა ამ პოსტზე. 1881 წლის 11 სექტემბერს ამავე სასწავლებლის | და II კლასებში გალობისა და მართლწერის სწავლება დაევალა. 1881 წლის 14 სექტემბერიდან 1882 წლის 13 მაისამდე შეთავსებით იყო ქუთაისის ქალთა უფასო სასწავლებლის II კლასების არითმეტიკისა და ქართული ენის მასწავლებელი. 1882 წლის 17 თებერვალს „კლასიჩესკი ნასტავნიკის” წოდება მიიღო. პედაგოგად მოღვაწეობის პერიოდში მან გაიცნო ღარიხევის წმ. გიორგის ეკლესიის მოძღვრის, გიორგი დეკანოსიძის ასული ნინო (17.06.1867), რომელსაც შემდგომში თავისი ცხოვრება დაუკავშირა. მათი ქორწინება იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) აკურთხა. დეკანოზ ერმოლაოზის შთამომავლების გადმოცემით: „როცა მეუფე გაბრიელს ერმოლაოზისთვის ნინოზე დაქორწინება შეუთავაზებია, იგი შეფიქრიანებულა. ამ ქორწინების შემდეგ იგი მღვდელი უნდა გამხდარიყო, ასეთი იყო ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მას აქტიური პედაგოგიური მუშაობისათვის ბევრი დრო აღარ დარჩებოდა, მაგრამ მან ეს ლოცვა-კურთხევა მორჩილად მიიღო და ქუთაისის ერთ-ერთ ეკლესიაში ჯვარი დაიწერა ნინოზე“. მათ შვიდი შვილი ჰყავდათ: პლატონი (1887, დაამთავრა ოდესის სამედიცინო უნივერსიტეტი), ანა/ანეტა (1892), აკვილინა/თამარი (1896), ვერა (1897), სამივე ქალიშვილმა დაამთავრა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქუთაისის ქალთა ეპარქიალური რვაწლიანი სასწავლებელი, დავითი (1898, დაამთავრა თბილისის ვაჟთა გიმნაზია), პეტრე და პავლე ტყუპები (1904). ნინო დეკანოსიძე განათლებული ქალი ყოფილა. მას კარგად სცოდნია ფრანგული და რუსული ენები. შესაბამისად, თავისი შვილებიც ღირსეულად აღზარდა, ყველა მათგანმა უმაღლესი განათლება მიიღო.
1882 წლის 25 აპრილს ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ერმოლაოზი დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 2 მაისს მღვდლად დაასხა ხელი და ღარიხევის წმ. გიორგის ეკლესიაში განამწესა. 1882 წლის 1 1 ივნისს ხარაგაულის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1883 წლის 14 თებერვალს თავისი ხარჯებით ღარიხევში გახსნა სამრევლო სკოლა, სადაც 1884 წლის 16 თებერვლამდე საღვთო სჯულს თავადვე ასწავლიდა. 1883 წლის 25 ოქტომბერს სამი წლის ვადით აირჩიეს დეპუტატად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელის მმართველ საბჭოში. 1883 წლის 3 ნოემბერს იმერეთის სამღვდელოების XXX საეპარქიო სხდომაზე დამსწრე დეპუტატად გამოაირჩიეს. 1884 წლის 27 ოქტომბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1886 წლის 18 დეკემბერს კიდევ სამი წლის ვადით აირჩიეს მმართველ საბჭოში და მადლობა გამოეცხადა კეთილსინდისიერი სამსახურისათვის. 1888 წლის 29 მარტს სკუფია უბოძეს. 1889 წლის 12 აპრილს კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის ალმდგენელი საზოგადოების IV განყოფილების მუდმივ წევრად აირჩიეს. 1890 წლის 9 თებერვალს იმერეთის ეპარქიის სამრევლო–საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ დაინიშნა. მამა. ერმოლაოზის ხელშეწყობითა და მეცადინებით არაერთი სკოლა გაიხსნა: 1890 წელს გაზეთი „ივერია“ წერდა: „შვიდ თებერვალს სოფ. ღორეშის მამა სიმონ კურტანიძის მიერ აგებულ სასკოლო შენობაში დაიწყო სწავლა. სკოლის შენობა აკურთხა ბლაღ. მღვდელმა ერმოლოზ ვეფხვაძემ, რომელიც სულითა და გულით მოწადინებულია სამრევლო სკოლების გამრავლების. როცა სასკოლო შენობა ასხურა აიაზმის წყლით, მამა ბლაღოჩინი მიიქცა
7-1 საპატრიარქოს უწყებანი N7 9-25 თებერვალი 2015წ 18
დეკანოზი ერმოლაოზ ვეფხვაძე 1853-1933 (გაგრძელება)
ხალხისკენ, მიულოცა სკოლის გამართვა და აუხსნა სწავლა-განათლების მნიშვნელობა. იქვე ოცამდე კაცმა განაცხადა ბავშვის შემოყვანის სურვილი. დღეს ამ სკოლაში ორმოცამდე ყმაწვილი სწავლობს“, 1892 წლის 15 მაისს ერთგული სამსახურისთვის მამა ერმოლაოზს კამილავკა ეწყალობა. 1892 წლის 19 ნოემბერს მეორედ აირჩიეს საეპარქიო სხდომაზე დამსწრე დეპუტატად. 1893 წლის 16 დეკემბერს იმერეთის ეპარქიის, შორაპნის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მოწაფეთა საგამომცდელო კომისიის წევრად დაინიშნა. 1894 წლის 16 თებერვალს ჩხერის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს. 1894 წლის 9 მარტს ხარაგაულის ორკლასიანი სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. 1895 წლის 3 თებერვალს წმ, ანას'III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1896 წლის 14 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.
1896 წლის 22 მაისს იმერეთის ეპარქიის სამღვდელოების XXXV სხდომაზე დამსწრე დეპუტატად აირჩიეს. 1900 წლის 28 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1903 წლის 23 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) სასწავლო დარგში მრავალწლიანი ნაყოფიერი პედაგოგიური სამსახურისთვის მადლობა გამოუცხადა პირად საქმეში შეტანით. 1903 წლის 15 დეკემბერს ხარაგაულის ოლქის სამღვდელოებამ მესამედ აირჩია დეპუტატად. 1906 წლის 6 მაისს წმ. ანას II. ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1905 წელს რუსეთის იმპერიაში დაწყებული პირველი რევოლუციის სუსხი საქართველოს ტერიტორიაზეც შემოიჭრა. შორაპნის მაზრა ერთ-ერთი ცხელი წერტილი იყო მთელ საქართველოში. პროგრესულად მოაზროვნე მთავარხუცესი თანაუგრძნობდა აჯანყებას და თავის აშენებულ ორსართულიან შენობაში, სადაც საავადმყოფო იყო განთავსებული, დაჭრილ აჯანყებულებს მკურნალობდა. ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელი ექსპედიციის შედეგად, 1906 წელს, აჯანყებულები დამარცხდნენ. დამსჯელი რაზმის წევრებმა მამა ერმოლაოზის სახლს ცეცხლი წაუკიდეს, ხოლო თავად მოძღვარი დასახვრეტად გაიყვანეს. უცაბედად ერთ-ერთ ოფიცერს მამა ერმოლაოზის მკერდზე წმ, ანას ორდენი შეუნიშნავს და მოუბოდიშებია, არ ვიცოდი, თუ მეფის მსახური ბრძანდებოდითო იგი დახვრეტას გადაურჩა, თუმცა სახლი მთლიანად დაიწვა. შემდგომში ფოფოდია ნინო ხშირად იხსენებდა ამ ამბავს და ამბობდა: „კიდევ კარგი, დაჭრილები დროზე მოვარიდეთ აქაურობას. სახლი კი ისე ჩაიწვა, ერთი თეფშიც კი არ გადარჩენილაო“, 1907 წლის 27 ივნისს დეკანოზი ერმოლაოზი ხარაგაულის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1914 წლის 6 მაისს წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი ეწყალობა. დეკანოზი ერმოლაოზი, როგორც იმერეთის ეპარქიის დელეგატი, ესწრებოდა 1917 წლისა და 1920 წლის I და II საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ საეკლესიო კრებებს. 1921 წლის გასაბჭოების შემდეგ კომუნისტურმა ხელისუფლებამ უმძიმესი დარტყმა მიაყენა ეკლესიასა და სარწმუნოებას. ალიხანოვ-ავარსკის ჯარის- · კაცების დაწყებული საქმე, ამჯერად ბოლშევიკებმა გააგრძელეს. ხარაგაულის ერთ-ერთი დარბევის დროს დეკანოზი იძულებული გახდა, ოჯახით გარიდებოდა მათ და მთაში, სახლვლარში გადასულიყო. გავეშებულ კომუნისტებს ოჯახში არავინ დახვდათ და მათ შური ოთახში, კედლებზე ჩამოკიდებულ სურათებზე იძიეს -–– ხიშტები გაუყარეს მამა ერმოლაოზისა და მისი ქალიშვილის პორტრეტებს. მათი ნაკვალევი ეხლაც ამჩნევია ფოტოებს. დრო გადიოდა... ყოველწლიურად მცირდებოდა მოქმედი ეკლესიებისა და სამღვდელოების რიცხვი. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს უამრავი სასულიერო პირი დაიხვრიტა. გადარჩენილები კი წნეხისა და შიშის ქვეშ აგრძელებდნენ მსახურებას. გამონაკლისი არც მამა ერმოლაოზი ყოფილა. შთამომავლები ერთ ასეთ ამბავს იხსენებენ: „ერთხელ მთავარხუცესი ეკლესიიდან სახლში ბრუნდებოდა. გზაში წინ გადაუდგა ადგილობრივი კომკავშირელი და ცალი წვერ-ულვაში ჩამოპარსა. დათიკო (ერთ-ერთი ვაჟი) მაშინ აჭარაში მილიციაში მუშაობდა. როცა შეიტყო, რომ მამა ვიღაცამ გაპარსა, აჭარიდან მილიციელთა ჯგუფი ჩამოიყვანა. ყველა საეჭვო პირი დააკავა. ეზოს შუაგულში ჩაამწკრივა და მამას უთხრა აბა, ჩამოუარე და მითხარი, რომელმა ჩამოგპარსა წვერიო. მოძღვარმა ყურადღებით შეათვალიერა გაფითრებული ბიჭები. ერთ-ერთი ახალგაზრდის წინ შეყოვნდა, ეტყობა, ამოიცნო, მაგრა არ გაამხილა, მიხვდა, რომ კბილებამდე იარაღასხმულ აჭარლებს ვერ გადაურჩებოდა, თვალი აარიდა ახალგაზრდას. მერე შვილს უთხრა, -– ამათ შორის ის კაცი არ არისო. არ გასულა ერთი თვე და ის კომკავშირელი ზუსტად იმ ადგილას, სადაც მან მღვდელი შეურაცხყო, ცხენიანად ხევში გადაიჩეხა და დაიღუპა“. 1925 წლის მარტში ციხიდან გათავისუფლებულმა კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მიზნად დაისახა ეკლესიის დაცემული მდგომარეობის გაუმჯობესება. ამისათვის მან 1925-1926 წლებში რამდენიმე მღვდელმთავარი აკურთხა, რომლებიც სხვადასხვა ეპარქიაში გადანაწილდნენ. ერთ-ერთი ასეთი
7-2 საპატრიარქოს უწყებანი N7 9-25 თებერვალი 2015წ 19
დეკანოზი ერმოლაოზ ვეფხვაძე 1853-1933 (გაგრძელება)
მღვდელმთავარი გახლდათ მარგველი ეპისკოპოსი ვარლაამი (მახარაძე), რომელიც 1926 წლის აპრილში ჩავიდა ახლად შექმნილ ეპარქიაში. იმავე წლის ივნისიდან მეუფე შეუდგა ეპარქიაში არსებული სამთავარხუცესო ოლქების დათვალიერებას. საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაცულია ამ მოგზაურობის ამსახველი მასალა, საიდანაც საინტერესო ფაქტებს ვგებულობთ: „1926 წლის 13-16 ნოემბერში მისმა მეუფებამ ადგილობრივი მთავარხუცესის დეკანოზ ერმალოზ გაუყოლობის გამო, მღვდელ გიორგი მანჯავიძის თანხლებით დაათვალიერა ხარაგაულის ოლქის შემდეგი ეკლესიები: ზემაღლის წმ. გიორგის, ხორითის წმ. გიორგის, სარგვეშის წმ. გიორგის, მირონწმინდის წმ. ნიკოლოზის, საქარის ქედის წმ. იოანე ნათლისმცემლის, ფაქუთის ფერისცვალების, ჩხერის წმ. ვეფხვაძის გიორგის ტაძრები. მთავარხუცესი დეკანოზი ერმალოზ ვეფხვაძე, იმის გამო, რომ მასსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დამოკიდებულება გამწვავებულია, ვეღარ ბედავს ოლქში გამოსვლას და ეკლესიების დათვალიერებას, ამიტომ აღნიშნული ოლქი რამდენიმე წელიწადია მოკლებული ყოფილა სათანადო ხელმძღვანელობას, რასაც თავისი ნიშანი დაუსვამს ამ ოლქის საეკლესიო ცხოვრებაზე. დასახელებულ ეკლესიებში მორწმუნენი საკმაოდ ხვდებოდნენ მის მეუფებას, გარდა საქარის ქედის წმ, იოანე ნათლისმცემლის ეკლესიისა, სადაც თითქმის არავინ დახვედრია. რადგან შემდეგ აღარც ადგილობრივი მთავარხუცესი გაჰყვა ოლქის დანარჩენი ეკლესიების გასავლელად და ვეღარც რიგიანი გამყოლი კაცი იშოვნა, მისი მეუფება იძულებული გახდა თავი დაენებებინა რევიზიისთვის და საჩხერეში დაბრუნებულიყო“, მომდევნო წელს ეპისკოპოსმა ვარლაამმა კიდევ იმოგზაურა ეპარქიაში და გააკეთა ასეთი ჩანაწერი: „ხარაგაულის ოლქს დროებით განაგებს მღვდელი გიორგი მანჯავიძე, რადგან იქ არ შესდგა კრება საოლქო საბჭოს ასარჩევად. მიზეზი კრების შეუდგენლობისა არის ყოფილი მთავარხუცესი დეკანოზი ერმალოზ ვეფხვაძე, რომელიც უკ-
7-3 საპატრიარქოს უწყებანი N7 9-25 თებერვალი 2015წ 20
დეკანოზი ერმოლაოზ ვეფხვაძე 1853-1933 (დასასრული)
მაყოფილოა ჩვენით იმიტომ, რომ ის გადავაყენეთ წლის დასაწყისში უმოქმედობის გამო თანამდებობიდან დეკანოზი ვეფხვაძე სარგებლობს რა თავისი ნათესაური დამოკიდებულებით აღნიშნული ოლქის სამღვდელოებასთანდ„ რომელთაგან ერთი მისი ძმაა, ორი სიძეები და რამდენიმე ნათელმირონირი ეწევა ჩვენს წინააღმდეგ ინტრიგებს. ამის გამო აუცილებელ საჭიროდ გახდა აღნიშნულ ოლქში ჩემი მისვლა კრების მოსაწვევად. სექტემბრის შუაში. მე დავნიშნე კრება და ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ადგილობრივი მთავარხუცესის ავადმყოფობამ შემიშალა ხელი, შემდეგ კრებისათვის დავნიშნე გიორგობისთვის უკანასკნელი რიცხვები, მაგრამ მოვიდა თოვლი, დაიჭირა ცუდი ამინდები და შეუძლებელი გახდა წასვლა და კრების მოწვევა. ეხლა ეს საკითხი გადადებულია გაზაფხულისათვის, როგორც კი ცოტათი გზები შეშრება, მაშინვე წავალ და მოვიწვევ კრებას. აღნიშნული ოლქი შედგება 13 სამრევლოსაგან. 11 ჰყავს კრებული. მოქმედებს 11 ეკლესია. 4-5 ეკლესია მთავრობის ხელშია და გადაკეთებულია კლუბებად. მსახურობს 11 მღვდელი და 9 მედავითნე. აკლია 2 მღვდელი და 4 მედავითნე“. მიუხედავად ასეთი გაჭირვებული და უმძიმესი მდგომარეობისა, დეკანოზი ერმოლაოზი კვლავ აგრძელებდა მსახურებას. მას კარგად ახსოვდა ის ფიცი, მღვდლად კურთხევის დროს რომ მისცა უფალს და ერთი წუთითაც არ უფიქრია ამ გზიდან გადახვევაზე. მას დიდი სიყვარული და ავტორიტეტი ჰქონდა მოპოვებული მრევლში. ხალხს მისი სწამდა და სჯეროდა. ერთხელ საწოლს მიჯაჭვულ სნეულს შვილების თვის უთქვამს „ბლაღოჩინის“ წვერიდან ჩამობანილი წყალი მომიტანეთ, თუ მომარჩენს, ის მომარჩენსო. მოძღვარი ნათლავდა ბავშვებს, აპა- ტიოსნებდა მიცვალებულებს და ვიდრე ტაძარიც არ დაიკეტა, სისტემატიურად აღავლენდა წირვა-ლოცვებსაც. დაძაბულმა და აუტანელმა პირობებმა თავისი ქნეს. 80 წელს მიღწეული მოხუცებული მოძღვარი ლოგინად ჩავარდა და 1933 წელს მშვიდად მიაბარა სული უფალს. ამავე წელს გარდაიცვალა მისი მეუღლეც. ოჯახის წევრებმა მშობლები საკუთარი სახლის ეზოში მიაბარეს მიწას. რამდენიმე წლის შემდეგ მათ დატოვეს მშობლიური სოფელი და თბილისში გადავიდნენ საცხოვრებლად. მცირე ხანში მიტოვებული ეზო ერთ-ერთმა მეზობელმა თავის ხარჯზე გააგანიერა და მოძღვრისა და ფოფოდიას საფლავი თავის კარმიდამოში მოაყოლა. დღეს იმ ადგილზე ბოსტანია გაშენებული.
1880 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და იმავე წლის 5 სექტემბერს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, ხოლო ამ პოსტზე დაამტკიცეს 5 დეკემბერს. 1881 წლის 11 სექტემბერს ამავე სასწავლებლის I და II კლასებში გალობისა და მართლწერის სწავლება დაევალა და შეთავსებით ქუთაისის ქალთა უფასო სასწავლებლის მეორე კლასების არითმეტიკისა და ქართული ენის მასწავლებლად მუშაობდა.
1882 წლის 17 თებერვალს "კლასიჩესკი ნასტავნიკის" წოდება მიენიჭა. პედაგოგად მოღვაწეობის პერიოდში ერმალოზ ვეფხვაძემ გაიცნო ღარიხევის წმინდა გიორგის ეკლესიის მოძღვრის, გიორგი დეკანოსიძის ასული ნინო, რომელსაც თავისი ცხოვრება დაუკავშირა და მათი ქორწინება იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) აკურთხა. მეუფე გაბრიელმა ემალოზს ქორწინების შემდეგ მღვდლობაზე მისცა ლოცვა-კურთხევა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას აქტიური პედაგოგიური საქმიანობისთვის ბევრი დრო აღარ დარჩებოდა, მაგრამ მან მეუფის ლოცვა-კურთხევა მორჩილად მიიღო და ერმალოზმა და ნინომ ქუთაისის ერთ-ერთ ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი. ნინო განათლებული ქალი ყოფილა. მას კარგად სცოდნია ფრანგული და რუსული ენები. შესაბამისად, შვილებიც ღირსეულად აღზარდა და ყველა მათგანმა უმაღლესი განათლება მიიღო.
1882 წლის 25 აპრილს ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ერმალოზი დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 2 მაისს მღვდლად დაასხა ხელი და ღარიხევის წმინდა გიორგის ეკლესიაში განამწესა. 1882 წელს ხარაგაულის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1883 წელს მამა ერმალოზმა, თავისი ხარჯებით, ღარიხევში სამრევლო სკოლა გახსნა, სადაც 1884 წლის 16 თებერვლამდე საღვთო სჯულს თავადვე ასწავლიდა.
1883 წელს მამა ერმალოზი სამი წლის ვადით ქუთაისის სასულიერო სასწავლებელის მმართველ საბჭოში დეპუტატად აირჩიეს. იმავე წლის ნოემბერში იმერეთის სამღვდელოების XXX საეპარქიო სხდომაზე დამსწრე დეპუტატად გამოაირჩიეს და 1884 წელს საგვერდულით დააჯილდოვეს.
1886 წლის 18 დეკემბერს კვლავ სამი წლის ვადით აირჩიეს მმართველ საბჭოში და მადლობა გამოუცხადეს კეთილსინდისიერი სამსახურისათვის. 1888 წლის 29 მარტს სკუფია უბოძეს. 1889 წლის 12 აპრილს კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების IV განყოფილების მუდმივ წევრად აირჩიეს, ხოლო 1890 წლის 9 თებერვალს იმერეთის ეპარქიის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ დაინიშნა.
მამა ერმალოზის მონდომებითა და ხელშეწყობით არაერთი სკოლა გაიხსნა. 1892 წლის 15 მაისს ერთგული სამსახურისთვის მას კამილავკა ეწყალობა. 1892 წელს მეორედ აირჩიეს საეპარქიო სხდომაზე დამსწრე დეპუტატად და 1893 წელს იმერეთის ეპარქიის, შორაპნის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მოწაფეთა საგამომცდელო კომისიის წევრად დაინიშნა.
1894 წელს მამა ერმალოზი ჩხერის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს და ხარაგაულის ორკლასიანი სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლადაც დაადგინეს. 1895 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა, ხოლო 1896 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.
1896 წლის 22 მაისს იმერეთის ეპარქიის სამღვდელოების XXXV სხდომაზე დამსწრე დეპუტატად აირჩიეს, ხოლო 1900 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1903 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) სასწავლო დარგში მრავალწლიანი ნაყოფიერი პედაგოგიური სამსახურისთვის მადლობა გამოუცხადა პირად საქმეში შეტანით, ხოლო ხარაგაულის ოლქის სამღვდელოებამ მესამედ აირჩია დეპუტატად.
1904 წლიდან მამა ერმალოზი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი, ხოლო 1917 წლიდან ამავე საზოგადოების ხარაგაულის განყოფილების დამფუძნებელი წევრი.
1906 წლის 6 მაისს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
1905 წელს რუსეთის იმპერიაში დაწყებული პირველი რევოლუციის სუსხი საქართველოს ტერიტორიაზეც შემოიჭრა. შორაპნის მაზრა ერთ-ერთი ცხელი წერტილი იყო მთელ საქართველოში. მთავარხუცესი თანაუგრძნობდა აჯანყებას და თავის აშენებულ ორსართულიან შენობაში, სადაც საავადმყოფო იყო განთავსებული, დაჭრილ აჯანყებულებს მკურნალობდა. ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელი ექსპედიციის შედეგად, 1906 წელს აჯანყებულები დამარცხდნენ. დამსჯელი რაზმის წევრებმა მამა ერმალოზის სახლს ცეცხლი წაუკიდეს, ხოლო თავად მოძღვარი დასახვრეტად გაიყვანეს. უცაბედად ერთ-ერთ ოფიცერს მამა ერმოლაოზის მკერდზე წმ. ანას ორდენი შეუნიშნავს და მოუბოდიშებია, არ ვიცოდი თუ მეფის მსახური ბრძანდებოდითო... ამგვარად იგი დახვრეტას გადაურჩა, თუმცა სახლი მთლიანად დაიწვა.
1907 წელს მამა ერმალოზი ხარაგაულის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1914 წლის 6 მაისს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი ეწყალობა. როგორც იმერეთის ეპარქიის დელეგატი, მთავარხუცესი 1917 წლისა და 1920 წლის I და II საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ საეკლესიო კრებებს ესწრებოდა.
1921 წლის გასაბჭოების შემდეგ კომუნისტურმა ხელისუფლებამ უმძიმესი დარტყმა მიაყენა ეკლესიას და სარწმუნოებას. ალიხანოვ-ავარსკის ჯარისკაცების დაწყებული საქმე, ამჯერად ბოლშევიკებმა გააგრძელეს. ხარაგაულის ერთ-ერთი დარბევის დროს დეკანოზი იძულებული გახდა ოჯახით მთაში გახიზნულიყო. გავეშებულ კომუნისტებს ოჯახში არავინ დახვდათ. მათ შური ოთახში, კედლებზე ჩამოკიდებულ სურათებზე იძიეს და ხიშტები გაუყარეს მამა ერმალოზისა და მისი ქალიშვილის პორტრეტებს. დრო გადიოდა და ყოველწლიურად მცირდებოდა მოქმედი ეკლესიებისა და სამღვდელოების რიცხვი. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს უამრავი სასულიერო პირი დაიხვრიტა. გადარჩენილები კი წნეხისა და შიშის ქვეშ აგრძელებდნენ მსახურებას. გამონაკლისი არც მამა ერმოლაოზი ყოფილა. მიუხედავად ასეთი გაჭირვებული და უმძიმესი მდგომარეობისა დეკანოზი ერმალოზი კვლავ აგრძელებდა მსახურებას. მოძღვარი ნათლავდა ბავშვებს, აპატიოსნებდა მიცვალებულებს და ვიდრე ტაძარიც არ დაიკეტა, სისტემატიურად აღავლენდა წირვა-ლოცვებსაც. მას კარგად ახსოვდა ის ფიცი, მღვდლად კურთხევის დროს რომ მისცა უფალს და ერთი წუთითაც არ უფიქრია ამ გზიდან გადახვევა. იგი დიდი სიყვარული და ავტორიტეტით სარგებლობდა მრევლში, რომელსაც მისი სწამდა და სჯეროდა.
დაძაბულმა და აუტანელმა პირობებმა თავისი შედეგი გამოიღო. 80 წელს მიღწეული მოხუცებული მოძღვარი ლოგინად ჩავარდა და 1933 წელს მშვიდად უფალს მშვიდად მიაბარა სული. იმავე წელს გარდაიცვალა მისი მეუღლეც. შვილებმა მშობლები საკუთარი სახლის ეზოში მიაბარეს მიწას. რამდენიმე წლის შემდეგ მათ დატოვეს მშობლიური სოფელი და თბილისში გადავიდნენ საცხოვრებლად. მიტოვებული ეზო ერთ-ერთმა მეზობელმა თავის ხარჯზე გააგანიერა და მოძღვრისა და ფოფოდიას საფლავი თავის კარმიდამოში მოაყოლა. დღეს იმ ადგილზე ბოსტანია გაშენებული.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხარაგაულის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1917-)
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1904-)